თეგი: „ვაგნერი“
სერჰი გაიდაის თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ კადიივკაში, „ვაგნერის“ შტაბ-ბინაში აფეთქება მოხდა
ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ კადიივკაში რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ჯგუფის Wagner Group-ის შტაბ-ბინაში აფეთქება მოხდა. თავის მხრივ, რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS იტყობინება, რომ 10 დეკემბერს, აფეთქებამ „დახურული“ სასტუმრო გაანადგურა. „რუსები არც კი მალავენ, რომ უზარმაზარი დანაკარგები აქვთ", - განაცხადა სერჰი გაიდაიმ. 28 მარტს, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო იტყობინებოდა, რომ რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში განათავსა „ვაგნერის“ ჯგუფის დაქირავებული მებრძოლები, რომლებიც მთელ მსოფლიოში მოქმედებენ. ვაგნერის ჯგუფს ბრალი ედება ადამიანის უფლებების დარღვევაში, მათ შორის წამებასა და მკვლელობებში უკრაინაში, სირიაში, ლიბიაში, ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში, სუდანსა და მოზამბიკში. PMC Wagner-ი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინთან არის დაკავშირებული, 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს. ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში არიან.
ლიეტუვის პარლამენტმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო
ლიეტუვის სეიმმა 14 მარტს დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ დაქირავებულს ჯგუს, „ვაგნერს“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობს. უკრაინული მედიის ცნობით, Baltic News Service-ი იტყობინება. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ვაგნერი არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომლის წევრებიც საფრთხეს უქმნიან ლიეტუვის სახელმწიფოსა და საზოგადოების უსაფრთხოებას. რეზოლუციას მხარი პარლამენტის 117-მა წევრმა დაუჭირა. „2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყებიდან, რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეები და კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ დაქირავებულები აქტიურად მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში. აგრესორის მიერ ჩადენილი იყო მძიმე სისტემური დანაშაული - უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა და წამება, საცხოვრებელი შენობების და სხვა სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა, რაც ტერორიზმს უტოლდება“, - ნათქვამია დოკუმენტში.
რუსეთი „ვაგნერის“ ჩანაცვლებას ცდილობს - დიდი ბრიტანეთის დაზვერვა
რუსეთმა უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნილი „ვაგნერის“ დაქირავებულ ჯგუფთან მიმდინარე დაძაბულობის ფონზე, შესაძლოა, სხვა კერძო სამხედრო კონტრაქტორებთან ითანამშრომლოს. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო 4 აპრილის დაზვერვის განახლებაში წერს. ვაგნერის დაქირავებულები აქტიურ საბრძოლო ზონებში, მაგალითად, როგორიცაა ბახმუტი რუსული ძალების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. ვაგნერი მონაწილეობდა იმ რამდენიმე ოპერაციების უმეტესობაში, რომელიც რუსეთმა განახორციელა ბოლო თვეებში, როგორიცაა სოლედარის აღება დონეცკის ოლქში. უკრაინამდე რუსეთი „ვაგნერს“ ასევე იყენებდა სირიასა და აფრიკაში. ისინი ეჭვმიტანილნი არიან ომის არაერთ დანაშაულში. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის სხვა კერძო სამხედრო კონტრაქტორებთან ურთიერთობების გაღრმავების მიზანი ადგილზე მყოფ მებრძოლებზე კონტროლის გაზრდაც იქნება. საგულისხმოა, რომ პრიგოჟინმა არაერთხელ საჯაროდ გააკრიტიკა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იმის გამო, რომ არ მიაწოდა საკმარისი საბრძოლო მასალა მის სამხედროებს. ვაგნერის დაქირავებულები ასევე დიდ დანაკარგებს განიცდიან ბრძოლის ველზე. არცერთი სხვა კერძო სამხედრო კონტრაქტორი რუსეთში ამჟამად არ იმეორებს „ვაგნერის“ საბრძოლო გამოცდილებას და ვერც უტოლდება მის რაოდენობას. ამის მიუხედავად, რუსეთი სავარაუდოდ დაიწყებს უფრო მეტად დაეყრდნოს კერძო სამხედრო კონტრაქტორებს იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ კერძო სამხედრო კომპანიების გამოყენებას მომგებიანად მიიჩნევს რამდენიმე მიზეზით, მათ შორის იმის გამოც, რომ რეგულარული არმიის დანაყოფებზე უფრო ეფექტიანი არიან და ადგილობრივი საზოგადოება კერძო სამხედრო კომპანიების პირად შემადგენლობაში დიდ დანაკარგებს ნაკლებად განიცდის, ვიდრე შეიარაღებულ ძალებში.
ISW: „ვაგნერის“ დამფუძნებელი პრიგოჟინი ცდილობს, გააძლიეროს თავისი პოლიტიკური მისწრაფებები
„ვაგნერ ჯგუფის“ ფინანსისტმა ევგენი პრიგოჟინმა პოლიტიკურ პარტია - „სამართლიანი რუსეთი - ჭეშმარიტებისთვის“ წევრებთან თანამშრომლობა დაიწყო, რაც შეიძლება, მიუთითებდეს პარტიაზე გავლენისა და კონტროლის მოპოვების სწრაფვაზე. ISW ციტირებს რუსულ დამოუკიდებელ გამოცემა Meduza-ს, რომელიც იტყობინება პარტიის ლიდერის სერგეი მირონოვისა და ევგენი პრიგოჟინის ურთიერთობის გაძლიერების შესახებ. ომის შესწავლის ინსტიტუტის 10 აპრილის განახლების თანახმად, პრიგოჟინი მიისწრაფვის, მოიპოვოს ლიდერის პოზიცია პარტიაში, რათა მოიპოვოს მეტი გავლენა სანქტ-პეტერბურგში. ომის შემსწავლელი ინსტიტუტი კრემლში არსებულ ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პრიგოჟინსა და რუს ოფიციალურ პირებს შორის ბოლოდროინდელი კონფლიქტები ართულებს მის თამაშს პოლიტიკური გავლენისთვის. 7 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველად გამოეხმაურა პრიგოჟინის კრიტიკას. პრიგოჟინმა გააკრიტიკა უწყების უნარი, გადაეჭრა პრობლემები და ეჭვქვეშ დააყენა მათი დღის წესრიგის ეფექტიანობა გაეროს უშიშროების საბჭოში. პრიგოჟინმა ასევე გამოხატა უკმაყოფილება რუსეთის ქმედებებით უკრაინასა და აფრიკაში და განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო „აბსოლუტურად არაფერს აკეთებს“ ვაგნერის ძალების დასახმარებლად ორივე სფეროში.
ევროკავშირმა „ვაგნერსა“ და რუსულ პროპაგანდისტულ FAN-ს სანქციები დაუწესა
ევროკავშირმა სანქციების სიაში დაამატა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ და რუსული მედია ორგანიზაცია FAN-ი, რომელიც დაკავშირებულია კრემლის მოკავშირე ოლიგარქ ევგენი პრიგოჟინთან. ევროკავშირის გადაწყვეტილებაშია ნათქვამია, რომ „ვაგნერი“ სათავეში ჩაუდგა თავდასხმებს უკრაინის ქალაქ სოლედარსა და ბახმუტზე 2023 წლის იანვარში და აქტიურად მონაწილეობს რუსეთის აგრესიულ ომში უკრაინის წინააღმდეგ. RIA FAN-ი არის Patriot Media Group-ის ნაწილი, რუსული მედია ორგანიზაცია, რომლის სამეურვეო საბჭოს ევგენი პრიგოჟინი ხელმძღვანელობს. როგორც ითქვა, RIA FAN-ი ჩართულია პრო-სამთავრობო პროპაგანდასა და დეზინფორმაციაში რუსეთის აგრესიული ომის შესახებ. RIA FAN მოიხსენიებს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულ ომს, როგორც მისიას „უკრაინელი ნაცისტების" შესაჩერებლად და ხელს უწყობს „ვაგნერის“ მიერ განხორციელებულ ქმედებებს. „ამიტომ RIA FAN-ი მხარს უჭერს პოლიტიკას, რომელიც ძირს უთხრის და საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.
მედია: ოკუპირებულ ცხინვალში მკვლელობისთვის ბრალდებული „ვაგნერის“ მებრძოლია
გიორგი სიუკაევი, რომელიც ცხინვალში 38 წლის სოსლან ვალიევის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლია, ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროგრამა ეხო კავკაზა ტელეგრამის არხებზე „Сапа 15“-სა და „Ног Ирыстон“-ზე დაყრდნობით წერს, ინფორმაციას აზიარებს ე.წ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „Рес“-იც. იუწყებიან, რომ სიუკაევი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა უკრაიინიდან სადაც ის მსახურობდა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერში“ სახმისით „არბალეტი“. მასალას უცვლელად გთავაზობთ: „სუიკაევი გიორგი ვაგნერელებთან საპატიმროდან მოხვდა, სადაც ის სასჯელს იხდიდა მეთაურის მკვლელობისთვის, რომელიც 2014 წელს ჩაიდინა დონბასში საბრძოლო მოქმედებებისას, სადაც სავარაუდოდ, მოხალისედ იმყოფებოდა სამხრეთ ოსეთიდან. მანამდე სრულიად ახალგაზრდა 2008 წლის ომში მონაწილეობდა“,- ნათქვამია ტელეგრამის ერთ-ერთ არხზე. ოკუპირებულ ცხინვალში ორშაბათს, საღამოს, დანით მიყენებული ჭრილობებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა 38 წლის სოსლან (ცუგრი) ვალიევი. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პროკურატურის განცხადებით, მკვლელობაში ბრალდებული 1989 წელს დაბადებული გიორგი სიუკაევი ცხელ კვლაზე დააკავეს. მანამდე დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა შუაღამით ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან საგანგებო თათბირი მოიწვია და მკვლელობაში ბრალდებულის სასწრაფოდ დაკავება მოითხოვა. „დიდი ტრაგედია მოხდა. თუ სიუკაევი დამნაშავეა და კვალი მისკენ მიდის, მიწაშიც რომ იყოს ჩამძვრალი, აუცილებელია მისი იქიდან ამოყვანა. ვინც მას ხელი დააფარა და მისი მანქანა გადამალა, ყველა დააკავეთ. თუ სამძებრო ღონისძიებებისთვის ხალხი არ არის საკმარისი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და OMON-ი დაგეხმარებათ. ეს არის რეზონანსული შემთხვევა“, - განაცხადა გაგლოევმა. მკვლელობას გამოეხმაურნენ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი ლიდერებიც ანატოლი ბიბილოვი და ედუარდ კოკოითი. კოკოითის თქმით, რომ „ცუგრი კეთილი და უწყინარი ბიჭი იყო, რომელიც იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველას ახლობელივით უყვარდა“. კოკოითი ტელეგრამზე წერს, რომ ის ფაქტობრივად ცხინვალის სიმბოლო იყო. ანატოლი ბიბილივის თქმით კი ვალიევს „უყვარდა ოსეთი და რუსეთი“ და დარწმუნებული იყო „ფაშიზმზე გამარჯვებაში“. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, უწყებაში ჩვენების მისაცემად ორი ადამიანი თავისი ნებით მივიდა. მომხდარზე საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერმა" უკრაინაში ომში მონაწილებისთვის პატიმრების გადაბირება გასულ ზაფხულს დაიწყო. დაქირავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, საუბარია ათობით ათას ყოფილ პატიმარზე. „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ომში გადარჩენილებს ექვს თვეში შეწყალებას დაჰპირდა. არსებობს ყოფილი პატიმრების ომიდან შინ დაბრუნების მაგალითებიც. პრიგოჟინის მტკიცებით, მათი მხრიდან განმეორებითი დანაშაულის შემთხვევები ძალზე იშვიათია. თუმცა, ამ საკითხზე ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს.
პრიგოჟინი ბახმუტიდან თავისი მეომრების გაყვანით იმუქრება
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამაარსებელმა, ევგენი პარიგოჟინმა განაცხადა, რომ თავის მებრძოლებს გაიყვანს უკრაინის ქალაქ ბახმუტიდან, თუ ამუნიციის მიწოდების პრობლემა არ მოგვარდა. „თუ ამუნიციის ნაკლებობა არ აღმოიფხვრა, ჩვენ მოგვიწევს ორგანიზებულად - რათა მერე მხდალი ვირთხებივით არ გავიქცეთ - ან უკან დავიხიოთ, ან დავრჩეთ და დავიხოცოთ. უფრო მგონია, იძულებული ვიქნებით, ქვედანაყოფების ნაწილი ამ ტერიტორიიდან გავიყვანოთ“, - განაცხადა პრიგოჟინმა 29 აპრილს გამოქვეყნებულ ინტერვიუში. „ვაგნერმა“ ბახმუტში, სადაც შარშანდელი ზაფხულის მერე ცდილობენ ქალაქის აღებას, ათასობით მეომარი დაკარგა ამ ეტაპზე რუსეთის არმია და „ვაგნერი“ აკონტროლებენ ბახმუტის დიდ ნაწილს, მაგრამ რუსეთის იერიში სუსტდება. უკრაინა კონტრშეტევისთვის და ტერიტორიების დაბრუნებისთვის ემზადება.
პრიგოჟინი ამბობს, რომ „ვაგნერი“ ბახმუტიდან გადის
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ „ვაგნერი“ დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტს 10 მაისს დატოვებს. მან რუსეთის თავდაცვის მინისტრს და უმაღლეს მთავარსარდალს მიმართა და განაცხადა, რომ შეიარაღების მიწოდების გარეშე გაუმართლებელ ბრძოლას ვეღარ გააგრძელებენ. პრიგოჟინის თქმით, ვაგნერის შეტევითი რესურსები აპრილში ამოიწურა და შედეგად, მათი დანაკარგები „ყოველდღიურად ექსპონენტურად იზრდება“. „ვაგნერის ქვედანაყოფებს ბახმუტიდან გამოვიყვან, რადგან საბრძოლო მასალის არარსებობის შემთხვევაში, ისინი განწირულნი არიან უაზრო სიკვდილისთვის“, - განაცხადა პრიგოჟინმა და დაამატა, რომ ბახმუტზე შეტევის საკითხი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელში იქნება. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი" უკრაინის წინააღმდეგ ომში, გასული წლის 16 მარტიდან იბრძვის. 29 აპრილს, პრიგოჟინი ბახმუტიდან თავისი მეომრების გაყვანით იმუქრებოდა. პრიგოჟინი არაერთხელ უჩიოდა საბრძოლო მასალის ნაკლებობას ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში.
საფრანგეთმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა, ეს მთელმა მსოფლიომ უნდა გააკეთოს - ზელენსკი
საფრანგეთის პარლამენტმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მან საფრანგეთის პარლამენტს ამ გადაწყვეტილების გამო მადლობა გადაუხადა. „ეს არის ის, რაც მთელმა მსოფლიომ უნდა აღიაროს - ტერორიზმის ყველა გამოვლინება უნდა განადგურდეს და ყველა ტერორისტი გასამართლდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ. მან ასევე მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს თავდაცვითი დახმარების ახალი პაკეტისთვის. საფრანგეთი ევროკავშირს მოუწოდებს, „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს „ჩვენი პარტნიორებისგან კიდევ ერთი კარგი სიახლეა. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ბაიდენს, კონგრესს - ორივე მხარეს - და თითოეულ ამერიკულ ოჯახს მათი ურყევი მხარდაჭერისთვის და ამერიკელების სიძლიერისთვის, რომელიც გვაძლიერებს", - განაცხადა ზელენსკიმ. ამავდროულად, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ასევე მუშაობს სხვა პარტნიორებთან ერთად თავდაცვის დამატებით პაკეტებზე, რათა ახალი შესაძლებლობები ხელმისაწვდომი გახდეს უკრაინელი მეომრებისთვის.
პრიგოჟინის თქმით, უკრაინელების არმია დღეს ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში
რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ უკრაინელებს მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი არმია ჰყავთ. მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის „დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციისთვის“ დაწყებულმა „სპეციალურმა სამხედრო ოპერაციას“ სულ სხვა შედეგი მოჰყვა იმისგან, რასაც მოსკოვი ელოდა. პრიგოჟინის თქმით, თუ „სპეცოპერაციის“ დაწყებამდე უკრაინას პირობითად ჰქონდა 500 ტანკი, დღეს აქვს 5 000 და თუ ბრძოლა 20 000-ს ადამიანს შეეძლო, დღეს შეუძლია 400 000-ს. შემიძლია საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიმსჯელო, ვიცი, როგორ იბრძვიან სხვადასხვა ქვეყნები. დღეს „ვაგნერი“ არის საუკეთესო არმია მსოფლიოში და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ პოლიტიკურად სწორი ვიყო, უნდა ვთქვა, რომ ეს უნდა იყოს რუსული არმია, მაგრამ მიმაჩნია, რომ უკრაინელები დღეს ერთ-ერთი უძლიერესი არმიაა მსოფლიოში“, - აღნიშნა პრიგოჟინმა. მისი თქმით, უკრაინელები არიან „უაღრესად ორგანიზებულები და მაღალკვალიფიციურები და მათი დაზვერვა უმაღლეს დონეზეა. „მათ შეუძლიათ ნებისმიერი სამხედრო სისტემა, საბჭოთა თუ ნატო-სი, თანაბარი წარმატებით მართონ“, - აღნიშნა ევგენი პროგოჟინმა.
რუსეთმა ბახმუტის გარეუბნებში „ვაგნერელები“ ჯარისკაცებით ჩაანაცვლა, მაგრამ ისინი ქალაქში რჩებიან - მალიარი
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა განაცხადა, რომ რუსეთმა ბახმუტის გარეუბნებში კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ქვედანაყოფები რეგულარული არმიის ჯარისკაცებით ჩაანაცვლა, მაგრამ ჯგუფის მებრძოლები განადგურებულ ქალაქში ჯერ კიდევ რჩებიან. უფრო ადრე „ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტიდან „ვაგნერის“ მებრძოლების გაყვანა დაიწყო. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბახმუტის მიმართულებით მტერი ცდილობს, შეაჩეროს უკრაინელების წინსვლა ფლანგების გასწვრივ საარტილერიო დაბომბვით.
კირბის თქმით, აშშ „ვაგნერის“ შესაძლებლობების შეზღუდვას განაგრძობს
ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერზე“ ზეწოლას, რომ მის დაქირავებულ მებრძოლებს ჩამოართვან შესაძლებლობა, დათესონ ქაოსი და ძალადობა მსოფლიოში. უკრაინული მედიის თანახმად, ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა. კირბის თანახმად, ნაადრევია იმის თქმა, თუ სად წავა „ვაგნერი“, როგორც ორგანიზაცია, ან სად წავა მისი ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ამ კომპანიის ხელმძღვანელობის თვალსაზრისით. თეთრი სახლის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ პრიგოჟინის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. „თქვენ იცით, ვმუშაობთ იმაზე, რომ „ვაგნერს” პასუხისმგებლობა დაეკისროს. ის ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციების სიაშია შეტანილი. ჩვენ მათ სანქციები დავუწესეთ. გავაგრძელებთ საჭირო ზომების მიღებას, რათა შევზღუდოთ მათი შესაძლებლობები, გააგრძელონ ქაოსისა და ძალადობის დათესვა, სადაც არ უნდა იყვნენ“, - განაცხადა კირბიმ. The Wall Street Journal-მა ორი დღის წინ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც ევგენი პრიგოჟინმა ამბოხების მცდელობა მოაწყო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვიტა, აფრიკაში „ვაგნერის“ „ოქროს ბიზნესის" წინააღმდეგ დაგეგმილი სანქციების დაწესება გადაედო. პრიგოჟინის ადგილსამყოფელი უცნობია. 26 ივნისს, მან 11-წუთიანი ვიდეომიმართვა გაავრცელა, თუმცა არ გაუმხელია, სად არის ჩაწერილი ეს მიმართვა. ამავე საღამოს სატელევიზიო გამოსვლაში, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ „ვაგნერელებს“ თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში ინტეგრირება ან ბელორუსში წასვლა შეუძლიათ. დასავლეთის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და პრიგოჟინის ამბოხს უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში. ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა. ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს. ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ. 2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა. ლიეტუვის პარლამენტმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო „დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“. 23 ივნისს, გვიან ღამით, მედიის მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. „ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი, სახელმწიფო ორგანოები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა”, - იუწყებოდა კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო - TASS-ი სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმართვა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებმა "უკრაინის შეტევები წაახალისა ბახმუტის მიმართულებაზე". 24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". 24 ივნისს, ვაგნერის მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებიან. ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს". მოგვიანებით, დღის ბოლოს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მეომრებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს. „დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომ, მესმის მთელი პასუხისმგებლობა, რომ შეიძლება დაიღვაროს რუსული სისხლი რომელიმე მხარე. ჩვენ კოლონებს უკან ვაბრუნებთ. და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით გეგმის თანახმად“, - განაცხადა პრიგოჟინმა. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურმა ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების შემდეგ, ლუკაშენკომ მოლაპარაკება გამართა კერძო სამხედრო კომოანია „ვაგნერის“ მეთაურთან, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, წინა დღით წამოიწყო სამხედრო ამბოხება. ლუკაშენკოს პრესსამსახურის თანახმად, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოს წინადადება „რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ რაზმების გადადგილების შეწყვეტის და დაძაბულობის განმუხტვის შემდეგი ნაბიჯების შესახებ. რუსეთის ხელისუფლების კომენტარი არ გავრცელებულა. „ვაგნერის“ დანაყოფები დონის როსტოვსაც ტოვებენ, ამის შესახებ ინფორმაცია „ვაგნერის“ დამფუძნებლისა და ხელძღვანელისევგენი პროგოჟინის ტელეგრამარხზე 24 ივნისის საღამოს გავრცელდა. „მადლობა მხარდაჭერისთვის, თქვენი სიტყვებისთვის, თქვენ გაგიმარჯოთ“, - წერდა პრიგოჟინი დასავლეთის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და პრიგოჟინის ამბოხს უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში. ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა. ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს. ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ. 2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა. ლიეტუვის პარლამენტმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო „დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აშშ-მ „ვაგნერთან“ დაკავშირებულ 4 კომპანიასა და ერთ ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა
CNN-ის თანახმად, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ვაგნერის“ დაჯგუფებასთან დაკავშირებულ ოთხ კომპანიას, რომლებიც ოქროთი უკანონო ვაჭრობაში იყვნენ ჩართული და ერთ პირს, რომელიც იარაღით უკანონო ვაჭრობაში მონაწილეობდა, სანქციები დაუწესა. დასანქცირებული პირი ანდრეი ივანოვია, რომელიც მალიში „ვაგნერის“ ჯგუფის სხვადასხვა ქმედებებში იყო ჩართული. სანქციების სამიზნე გახდა კომპანიები რუსეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, რომლებიც „ჩართული იყვნენ ოქროთი უკანონო ვაჭრობაში „ვაგნერის“ ჯგუფის დასაფინანსებლად, მისი შეიარაღებული ძალების შესანარჩუნებლად და გაფართოებისთვის, მათ შორის უკრაინასა და აფრიკაში“. „ვაგნერის“ ჯგუფი თავის სასტიკ ოპერაციებს ნაწილობრივ აფინანსებს ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციით ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა და მალი. შეერთებული შტატები გააგრძელებს „ვაგნერის“ შემოსავლების ნაკადებზე თავდასხმას, რათა შემცირდეს მისი გაფართოება და ძალადობა აფრიკაში, უკრაინასა და ნებისმიერ სხვა ქვეყანაში“, - განაცხადეს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში. პრიგოჟინთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტშიც. სპიკერმა მეთიუ მილერმა ხაზი გაუსვა, რომ ყველგან, სადაც „ვაგნერი“ მიდის, უბედურების კვალს ტოვებს. შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“. 23 ივნისს, გვიან ღამით, მედიის მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. 24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". 24 ივნისს, ვაგნერის მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებოდნენ. ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს". მოგვიანებით, დღის ბოლოს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მეომრებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს. „დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომ, მესმის მთელი პასუხისმგებლობა, რომ შეიძლება დაიღვაროს რუსული სისხლი რომელიმე მხარე. ჩვენ კოლონებს უკან ვაბრუნებთ. და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით გეგმის თანახმად“, - განაცხადა პრიგოჟინმა. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურმა ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების შემდეგ, ლუკაშენკომ მოლაპარაკება გამართა კერძო სამხედრო კომოანია „ვაგნერის“ მეთაურთან, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, წინა დღით წამოიწყო სამხედრო ამბოხება. ლუკაშენკოს პრესსამსახურის თანახმად, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოს წინადადება „რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ რაზმების გადადგილების შეწყვეტის და დაძაბულობის განმუხტვის შემდეგი ნაბიჯების შესახებ. 26 ივნისს, პრიგოჟინმა 11-წუთიანი ვიდეომიმართვა გაავრცელა, თუმცა არ გაუმხელია, სად არის ჩაწერილი ეს მიმართვა. ამავე საღამოს სატელევიზიო გამოსვლაში, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ „ვაგნერელებს“ თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში ინტეგრირება ან ბელორუსში წასვლა შეუძლიათ. 27 ივნისს, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ პრიგოჟინი ბელორუსშია. რუსეთში, შეიარაღებული ამბოხებების ფაქტზე აღძრული საქმე დახურულად გამოაცხადეს. პუტინმა აღიარა, რომ „ვაგნერს“ სახელმწიფო აფინანსებდა. დასავლეთის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და „პრიგოჟინის ამბოხს“ უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“. ჯო ბაიდენი რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე: ამ ამბავთან საერთო არაფერი გვაქვს - ეს იყო რუსეთის სისტემის შიგნით ბრძოლის ნაწილი ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში. ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა. ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს. ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ. 2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა. ლიეტუვის პარლამენტმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო „დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პენტაგონის ცნობით, „ვაგნერის“ დაქირავებულები უკრაინის ტერიტორიაზე დღემდე რჩებიან
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ რუსეთში შეიარაღებული ამბოხის წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ჯარი უკრაინის ტერიტორიაზე დღემდე რჩება. პენტაგონის წარმომადგენელს რუსი დაქირავებულების ადგილმდებარეობა არ დაუზუსტებია. „რაც შეეხება “ვაგნერელების“ კონკრეტულ დისლოცირებასა და გადადისლოცირების შესაძლებლობას, ამ თემასთან დაკავშირებით სპეკულირებას არ ვაპირებ“, - განაცხადა პატრიკ რაიდერმა. მისივე თქმით, რუსეთში მომხდარი მოვლენების გამო აშშ-ს ჯარების განლაგებაში არავითარი ცვლილება არ მომხდარა. „ჩვენ ვერ დავინახეთ ვერაფერი, რაც, ჩვენი თვალსაზრისით, რაიმე იძულებით კორექტირებას მოითხოვდეს", - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა. აშშ-ის შეფასებით, ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს გადაწყვეტილება, მისალმებოდა პრიგოჟინს ბელორუსში, კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ მან ვლადიმერ პუტინისა და კრემლის ინტერესები ბელორუსი ხალხის ინტერესებზე მაღლა დააყენა. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერ, მეთიუ მილერის განმარტებით, ლუკაშენკო აგრძელებს ნაბიჯების გადადგმას არა საკუთარი ხალხის, არამედ, კრემლის ინტერესებისთვის.
WSJ: კრემლი „ვაგნერის“ უცხოურ ოპერაციებზე კონტროლის დამყარებას ცდილობს
როგორ შეიძლება იქონიოს გავლენა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხებამ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ სიტუაციაზე, სადაც ბოლო წლებში იმყოფებოდნენ რუსი დაქირავებული მეომრები, ამასთან დაკავშირებით, Wall Street Journal-მა (WSJ) ვრცელი მასალა გამოაქვეყნა. გამოცემის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები სასწრაფოდ გაემგზავრნენ სირიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში. WSJ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ, რომელიც წლების განმავლობაში უარყოფდა „ვაგნერთან“ კავშირს, შაბათს პრიგოჟინის კოლონის შეჩერების შემდეგ აქტიური დიპლომატიური კამპანია წამოიწყო, რათა დაემშვიდებინა პარტნიორები აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, რომ იქ „ვაგნერის“ ოპერაციები გაგრძელდება, ოღონდ უკვე სხვა ხელმძღვანელობით. „როგორც ჩანს, რუსეთი ცდილობს, მიითვისოს პრიგოჟინის დაქირავებული ჯარისკაცების ფართო ქსელი, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, რამდენად შესაძლებელია ეს და რამდენად სწრაფად შეიძლება ეს მოხდეს“, - აღნიშნავს გამოცემა. „ვაგნერი’ დაეხმარა რუსეთს თავისი გავლენის გაძლიერებაში და მთავრობას არ სურს მასზე უარის თქმა“, - იმოწმებს WSJ ჯონ პიტერ ფამს, აშშ-ის ყოფილ სპეციალურ წარმომადგენელს დასავლეთ აფრიკაში, საჰელის რეგიონში. WSJ ასევე ეყრდნობა რამდენიმე საერთაშორისო ექსპერტს, რომლებიც ამბობენ, რომ აშშ-ს შეუძლია ისარგებლოს დაბნეულობით და გავლენის ხელში ჩაგდებას შეეცადოს ქვეყნებში, სადაც აქტიური იყო „ვაგნერი“.
უკრაინის დაზვერვის თანახმად, „ვაგნერი" უკრაინაში აღარ იბრძოლებს
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის ინფორმაციით, „ვაგნერი" უკრაინაში აღარ იბრძოლებს. ბუდანოვმა Українській правда-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ვაგნერი“ ყველაზე ქმედითუნარიანი ჯგუფი იყო რუსეთის ჯარებში. „კიდევ ერთხელ განადგურდა მითი რუსული რეჟიმის სიმტკიცის შესახებ. დიდი ზიანი მიადგა რუსეთის სამხედრო და საჰაერო ძალებს. ასევე, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ აღარ მიიღებს უკრაინის ტერიტორიაზე დაპირისპირებაში მონაწილეობას. ეს იყო რუსეთის ფედერაციის ყველაზე ეფექტიანი ჯგუფი, რომელმაც იცოდა, როგორ მიეღწია წარმატებისთვის, ნებისმიერ ფასად", - განაცხადა ბუდანოვმა. დასავლეთის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და „პრიგოჟინის ამბოხს“ უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“. ჯო ბაიდენი რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე: ამ ამბავთან საერთო არაფერი გვაქვს - ეს იყო რუსეთის სისტემის შიგნით ბრძოლის ნაწილი ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში. ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა. ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს. ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ. 2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა. ლიეტუვის პარლამენტმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო „დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შოიგუმ „ვაგნერის აჯანყებაზე“ დუმილი დაარღვია
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ვაგნერის ჯგუფის ამბოხებაზე პირველი კომენტარი გააკეთა. უკრაინული მედიის თანახმად, ამის შესახებ იტყობინება რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti 3 ივლისს. "პროვოკაციას არ მოუხდენია გავლენა სამხედრო ნაწილების საქმიანობაზე,“ - ციტირებს რია ნოვოსტი შოიგუს. მისივე თქმით, ჯარისკაცები გაბედულად და თავდაუზოგავად განაგრძობდნენ დაკისრებული ამოცანების შესრულებას. ეს არის შოიგუს პირველი საჯარო კომენტარი ევგენი პრიგოჟინის „ხანმოკლე შეიარაღებულ აჯანყებაზე“, რომელიც 23-24 ივნისს განვითარდა. „პრიგოჟინის მარში“ ჰგავდა „რენტგენოგრამას“, რომელმაც პუტინის დანაშაულებრივი ქცევის შედეგები გამოააშკარავა - პოლ გობლი ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი „ვაგნერის“ ხელმძღვანელის ბელორუსში ყოფნის გამო, NATO-ს წევრი რიგი ქვეყნები აღმოსავლეთ ფლანგის კიდევ უფრო გაძლიერებას ითხოვენ.
სტოლტენბერგის თქმით, „ვაგნერის“ მებრძოლების უმეტესობა ბელორუსში არ გადასულა
NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, „ვაგნერის“ მებრძოლების უმეტესობა ბელორუსში არ გადასულა. POLITICO-სთან ინტერვიუში იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ გარკვეული მზადება „ვაგნერის“ ძალების მასპინძლობისთვის არის, მაგრამ ჯერჯერობით არ უნახავთ მათი იქ ჩასვლა. „ყურადღებით ვაკვირდებით ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, „ვაგნერის“ ძალები კვლავ აქტიურობენ აფრიკაში და უკრაინის ფრონტის ხაზისგან მოშორებით, ბელორუსში კი, მხოლოდ რამდენიმე ჩავიდა. ასევე გაეცანით: მედია: პრიგოჟინის ოფისში ყალბი პასპორტები და ჩემოდნებში ფული იპოვეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორიზმის სპონსორად, „ვაგნერი“ კი, ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა
პრიგოჟინი მოსკოვშია სულ მცირე პირველი ივლისიდან - ფრანგული მედია
Wagner Group-ის ლიდერი ევგენი პრიგოჟინი, რომლის ადგილსამყოფელი გაურკვეველია მისი წარუმატებელი აჯანყების შემდეგ, სავარაუდოდ, მოსკოვში იმყოფება სულ მცირე პირველი ივლისიდან, იტყობინება ფრანგული გამოცემა Liberation-ი. მისივე თანახმად, ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი „წარუმატებელი აჯანყებისა“ და რუსეთიდან წასვლის შემდეგ მოსკოვში დაბრუნდა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა კრემლში. ინფორმაცია მოგვიანებით დაადასტურა კრემლის სპიკერმა. პრეზიდენტს ჰქონდა ასეთი შეხვედრა. მან 35 ადამიანი მიიწვია. რაზმების ყველა მეთაური და ასეულის ხელმძღვანელობა. თავად პრიგოჟინიც. ეს შეხვედრა კრემლში შედგა 29 ივნისს და თითქმის სამ საათს გაგრძელდა“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს. პესკოვის თქმით, შეხვედრის დეტალები უცნობია.„ერთადერთი, რისი თქმაც შეგვიძლია, არის ის, რომ პრეზიდენტმა შეაფასა ფრონტზე კომპანიის ქმედებები სამხედრო თავდაცვის დროს და ასევე 24 ივნისის მოვლენები. პუტინმა მოისმინა მეთაურების ახსნა-განმარტებები და შესთავაზა დასაქმების ვარიანტები“, - განაცხადა პესკოვმა. Liberation-ის თანახმად, პირველ ივლისს პრიგოჟინი კრემლში დაიბარეს „ვაგნერის“ მთავარ მეთაურებთან ერთად, სადაც ის პუტინის გარდა, როსგვარდიის მეთაურს, ვიქტორ ზოლოტოვსა და საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელს, სერგეი ნარიშკინსაც შეხვდა. შეხვედრების დეტალებზე გამოცემა არ წერს. პრიგოჟინის შეწყვეტილი ამბოხის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ბელორუსში იმყოფებოდა, თუმცა ბელორუსის ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 6 ივლისს განაცხადა, რომ პრიგოჟინი ქვეყანაში არ იმყოფებოდა და ის რუსეთში დაბრუნდა.
„წარუმატებელი აჯანყების“ შემდეგ პრიგოჟინი პუტინს შეხვდა - ფრანგული მედია
ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი „წარუმატებელი აჯანყებისა“ და რუსეთიდან წასვლის შემდეგ მოსკოვში დაბრუნდა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა კრემლში. ამის შესახებ ფრანგული გაზეთი Libération დასავლეთის დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის თანახმად, პირველ ივლისს პრიგოჟინი კრემლში დაიბარეს „ვაგნერის“ მთავარ მეთაურებთან ერთად, სადაც ის პუტინის გარდა, როსგვარდიის მეთაურს, ვიქტორ ზოლოტოვსა და საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელს, სერგეი ნარიშკინსაც შეხვდა. შეხვედრების დეტალებზე გამოცემა არ წერს. განახლება: „პრეზიდენტს ჰქონდა ასეთი შეხვედრა. მან 35 ადამიანი მიიწვია. რაზმების ყველა მეთაური და ასეულის ხელმძღვანელობა. თავად პრიგოჟინიც. ეს შეხვედრა კრემლში შედგა 29 ივნისს და თითქმის სამ საათს გაგრძელდა“, - განუცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.პესკოვის თქმით, შეხვედრის დეტალები უცნობია.„ერთადერთი, რისი თქმაც შეგვიძლია, არის ის, რომ პრეზიდენტმა შეაფასა ფრონტზე კომპანიის ქმედებები სამხედრო თავდაცვის დროს და ასევე 24 ივნისის მოვლენები. პუტინმა მოისმინა მეთაურების ახსნა-განმარტებები და შესთავაზა დასაქმების ვარიანტები“, - განაცხადა პესკოვმა. პრიგოჟინის შეწყვეტილი ამბოხის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ბელორუსში იმყოფებოდა, თუმცა ბელორუსის ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 6 ივლისს განაცხადა, რომ პრიგოჟინი ქვეყანაში არ იმყოფებოდა და ის რუსეთში დაბრუნდა.
პუტინის თქმით, „ვაგნერი" არ არსებობს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კერძო სამხედრო კომპანიების დაკანონების საკითხი იოლი არ არის, ამაზე მთავრობამ და სახელმწიფო დუმამ უნდა იმსჯელონ, მაგრამ ჯერჯერობით იურიდიულად ასეთი კომპანიები, მათ შორის „ვაგნერი“ არ არსებობს. „კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ არ არსებობს!" - უპასუხა პუტინმა ჟურნალისტის კითხვას, გააგრძელებს თუ არა ეს კომპანია არსებობას, როგორც საბრძოლო ერთეული. პუტინი ამბობს, რომ რუსეთში არ არსებობს კანონი კერძო სამხედრო ორგანიზაციების შესახებ, რაც ნიშნავს, რომ „ასეთი იურიდიული პირი არ არსებობს“. „[ვაგნერის] ჯგუფი არის, მაგრამ იურიდიულად არ არსებობს. ეს არის ცალკე საკითხი, რომელიც დაკავშირებულია რეალურ ლეგალიზაციასთან. მაგრამ ეს არის საკითხი, რომელიც უნდა განიხილებოდეს სახელმწიფო სათათბიროში, მთავრობაში. ეს არ არის ადვილი საკითხი“, - აღნიშნა პუტინმა. პუტინმა „კომერსანტთან“ განაცხადა, რომ „ვაგნერის“ მეთაურებს სამსახურის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა, მათ შორის უშუალო სამხედრო მეთაურის, მეტსახელად „სედოის“ ხელმძღვანელობით და ბევრმა თანხმობის ნიშნად თავიც დააქნია, თუმცა, პრიგოჟინმა, რომელიც წინა რიგში იჯდა და ამას ვერ ხედავდა, განაცხადა, რომ „ბიჭები ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან." „ყველა მათგანს შეეძლო ერთ ადგილზე შეკრება და სამხედრო სამსახურის გაგრძელება და მათთვის არაფერი შეიცვლებოდა. ბევრმა თავი დააქნია, როცა ამას ვამბობდი და პრიგოჟინმა, რომელიც წინ იჯდა და ეს არ დაუნახავს, მოსმენის შემდეგ თქვა: ”არა, ბიჭები არ ეთანხმებიან ასეთ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა პუტინმა. გამოცემა „კომერსანტის“ ჟურნალისტმა ამ შეხვედრის შესახებ პუტინისთვის შეკითხვის დასმა 13 ივლისს მოსკოვის საერთაშორისო სავაჭრო ცენტრში, „მომავალი ტექნოლოგიების ფორუმის“ მონაწილეებთან მისი შეხვედრის შემდე შეძლო. პრიგოჟინის შეწყვეტილი ამბოხის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ბელორუსში იმყოფებოდა, თუმცა ბელორუსის ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 6 ივლისს განაცხადა, რომ პრიგოჟინი რუსეთში დაბრუნდა. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი, Wagner Group-ის ლიდერი ევგენი პრიგოჟინი, რომლის ადგილსამყოფელი გაურკვეველია მისი წარუმატებელი აჯანყების შემდეგ, სავარაუდოდ, მოსკოვში იმყოფება სულ მცირე პირველი ივლისიდან, იტყობინება ფრანგული გამოცემა Liberation-ი. მისივე თანახმად, ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი „წარუმატებელი აჯანყებისა“ და რუსეთიდან წასვლის შემდეგ მოსკოვში დაბრუნდა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა კრემლში, რაც მოგვიანებით, პუტინის სპიკერმა დაადასტურა. მედია: პრიგოჟინის ოფისში ყალბი პასპორტები და ჩემოდნებში ფული იპოვეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორიზმის სპონსორად, „ვაგნერი“ კი, ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა
მედია: ვაგნერის კონტრაქტორები ბელორუსში ჯარისკაცებს ამზადებენ
ვაგნერის კონტრაქტორები უკვე იმყოფებიან ბელორუსში და ბელორუსის ჯარებს ასიპოვიჩის მახლობლად მდებარე ბანაკში ამზადებენ. ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, ბელორუსის ოფიციალური სამხედრო საინფორმაციო არხი VoenTV იტყობინება. კერძო სამხედრო კომპანიის წევრები, სავარაუდოდ, ბელორუსის ტერიტორიული თავდაცვის ინსტრუქტორებად მსახურობენ. „წვევამდელები სწავლობენ ისეთ უნარებს, როგორიცაა, ბრძოლის ველზე გადაადგილება, სროლა, ლოგისტიკა და პირველადი დახმარება“, - ამბობს VoenTV-ის კორესპონდენტი. „ისინი (ვაგნერის კონტრაქტორები) ძალიან განათლებულები არიან... მათ შეუძლიათ, ბევრი რამ გვასწავლონ, ეს ძალიან სასარგებლო ინსტრუმენტია", - თქვა ერთ-ერთმა ბელორუსმა წვევამდელმა. „ვაგნერის“ კონტრაქტორები მათი ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის „ხანმოკლე აჯანყების“ შემდეგ ბელორუსში ჩავიდნენ. რამდენიმე მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალი სამხედრო ბანაკი ქალაქ ასიპოვიჩის მახლობლად, უკრაინის საზღვრიდან 200 კილომეტრში შენდებოდა. მინსკმა თავდაპირველად უარყო, რომ ობიექტი „ვაგნერის„ დაქირავებულთა განთავსებას ითვალისწინებდა და ამტკიცებდა, რომ იგი განკუთვნილია ბელორუსის ტერიტორიული თავდაცვის ძალებისთვის.
ურალში ატომური საწარმოს თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა
ურალის ელექტროქიმიური კომბინატის ურანის გამამდიდრებელ საწარმოში ბირთვული საწვავის ბალონის დეჰერმეტიზაცია მოხდა. Ekho Kavkaza იუწყება, რომ ამის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, საწარმოს თანამშრომლები ადგილიდან გაიყვანეს. თუმცა ოფიციალურად, დაღუპვის ცნობას არ ადასტურებენ. კონტეინერთან დაკავშირებული ინციდენტი 14 ივლისს, ადგილობრივი დროით დილის 9:13 საათზე მოხდა. სახელმწიფო კორპორაცია "როსატომი" ირწმუნება, რომ ინციდენტი ლოკალიზებულია და მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის. მიმდინარეობს საწარმოს სანიტარული დამუშავება. ურალის ელექტროქიმიური ქარხანა 1945 წლიდან ფუნქციონირებს, ქარხანა ატომური ელექტროსადგურებისთვის ბირთვულ საწვავს აწარმოებს. ნოვურალსკი ეკატერინბურგიდან დაახლოებით 50 კილომეტრში და ნიჟნი თაგილიდან 75 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქში 78 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
ბელორუსის შეიარაღებული ძალები „ვაგნერის“ მებრძოლებთან ერთობლივ წვრთნებს იწყებს
ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები კერძო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლებთან ერთობლივ წვრთნებს იწყებს. მისივე თანახმად, წვრთნები „ბრესტსკის“ პოლიგონზე ჩატარდება და მასში ბელორუსის სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფები მიიღებენ მონაწილეობას. „წვრთნები ერთ კვირას გასტანს და მასში „ვაგნერის“ წარმომდგენლებთან სასწავლო-საბრძოლო ამოცანები იქნება დამუშავებული,“ - ნათქვამია ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში. მანამდე პრიგოჟინი აცხადებდა, რომ „ვაგნერი“ ბელორუსში „მსოფლიოს მეორე არმიის“ შექმნას გეგმავს. რუსეთში „ხანმოკლე აჯანყების“ შემდეგ, მედიაში გუშინ გავრცელდა ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ, პრიგოჟინის ბელორუსში ყოფნას ასახავს. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინა ბელორუსთან საზღვარს აძლიერებს.
პრიგოჟინი აცხადებს, რომ „ვაგნერი“ ბელორუსში „მსოფლიოს მეორე არმიის“ შექმნას გეგმავს
„ვაგნერის” დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა სავარაუდოდ, ბელორუსში სამხედრო დაჯგუფების მებრძოლებთან სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ „ის, რაც ახლა ფრონტზე ხდება, სირცხვილია.“ სავარაუდოდ, ბელორუსში გადაღებულ ვიდეოს „ვაგნერთან“ დაკავშირებული „ტელეგრამ” არხები ავრცელებენ, თუმცა დადგენილი არ არის მისი გადაღების ზუსტი თარიღი. ვიდეოში პრიგოჟინი ბელორუსში ჩასულ „ვაგნერის” მებრძოლებს მიესალმება და აცხადებს, რომ ისინი ბელორუსული არმიის მომზადებით დაკავდებიან. „ღირსეულად ვიბრძოდით. რუსეთისთვის ძალიან ბევრი გააკეთეთ. ის, რაც ახლა ფრონტზე ხდება, სირცხვილია, რომელში მონაწილეობაც არ გვჭირდება. და უნდა დაველოდოთ მომენტს, როდესაც სრულფასოვნად მოვახდენთ საკუთარი თავის გამოვლინებას. ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ბელორუსში რაღაც დროის განმავლობაში ვიქნებით”, - განაცხადა პრიგოჟინმა. პრიგოჟინის თქმით, ისინი ბელორუსული არმიისგან „მსოფლიოს მეორე არმიას” შექმნიან. „ვემზადებით, ჩვენს დონეს ვზრდით, და ახალ გზაში, აფრიკაში და, შესაძლოა, სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში დავბრუნდეთ იმ მომენტში, როდესაც დარწმუნებულები ვიქნებით, რომ საკუთარი თავებისა და ჩვენი გამოცდილების შერცხვენას არ გვაიძულებენ,” - განაცხადა პრიგოჟინმა.
ლუკაშენკო პოლონეთს „ვაგნერელებით“ ემუქრება: მათ დასავლეთში, „ექსკურსიაზე წასვლა“ სურთ
ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის მებრძოლებს „დასავლეთში, ექსკურსიაზე წასვლა სურთ." ლუკაშენკოს თქმით, შეთანხმების თანახმად, მას კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მებრძოლები ბელორუსის ცენტრალურ ნაწილში ჰყავს განთავსებული და მათი დასავლეთში გადაყვანა არ სურს. „შეიძლება, არ უნდა მეთქვა, მაგრამ ვიტყვი. „ვაგნერელებმა“ ჩვენი დაძაბვა დაიწყეს. „დასავლეთით გვინდა. ნება დაგვრთეთ“. ვეუბნები, რა გინდათ დასავლეთში? „ვარშავაში, ჟეშუვში ექსკურსიაზე წასვლა. როგორც შევთანხმდით, მე ისინი მყავს ბელორუსის ცენტრში, არ მინდა მათი იქ გადაყვანა, რადგან ცუდი განწყობები აქვთ. უნდა აღნიშნოს, რომ მათ იციან, რა ხდება სამოკავშირეო სახელმწიფოს გარშემო,“ – განაცხადა ლუკაშენკომ. რუსული მედიის ცნობით, ლუკაშენკომ პუტინთან შეხვედრაზე მიიტანა რუკა, სადაც თითქოსდა ასახულია პოლონეთის სამხედრო დანაყოფების ბელარუსის საზღვრებთან განთავსება. ლუკაშენკოს მტკიცებით, პოლონეთის შეიარაღებული ძალები ბრესტთან და გროდნოსთან არიან დისლოცირებული. პუტინი უკრაინის მოკავშირე და NATO-ს წევრ პოლონეთს ემუქრება რუსეთთან ომში პოლონეთი უკრაინის აქტიური მოკავშირეა. მას შემდეგ, რაც ბელორუსში „ვაგნერის“ ყოფნის შესახებ გავრცელდა ცნობები, ვარშავა განსაკუთრებით მოითხოვს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას. ამასთან, პოლონეთმა, რომელიც ბელორუსთან საზღვარს აძლიერებს, ბოლოს 19 ივლისს გაგზავნა დამატებითი ძალები ამ ქვეყნის საზღვართან.
ISW: არ არსებობს რაიმე მინიშნება, რომ ბელორუსში „ვაგნერს“ თავდასხმისთვის საჭირო ძალები ჰყავს
პოლონეთმა და უკრაინამ, რომლებიც ბელორუსთან საზღრებს იზიარებენ, „ვაგნერის“ ჯგუფის მებრძოლების ყოფნისა და დაქირავებული ჯარისკაცების მიერ ბელორუსის ბაზიდან შეტევის დაწყების შესაძლებლობის გამო, შეშფოთება, გამოთქვეს. ბევრმა რუსმა დაქირავებულმა, გასულ თვეში, ევგენი პრიგოჟინის ხელმძღვანელობით დაწყებული ხანმოკლე „აჯანყების“ შემდეგ, ბელორუსში გაქცევა გადაწყვიტა. ისინი ახლა სამხრეთ ბელორუსში მდებარე სამხედრო ბანაკში იმყოფებიან და ქვეყნის სპეციალურ შეიარაღებულ ძალებს წვრთნიან იმ პოლიგონებზე, რომლებიც პოლონეთისა და უკრაინის საზღვრებიდან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. თუმცა, ვაშინგტონში დაფუძნებული ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) თავის შეფასებაში წერს, რომ „არ არსებობს იმის ნიშანი, რომ ბელორუსში „ვაგნერის“ მებრძოლებს აქვთ ისეთი მძიმე შეიარაღება, რომელიც აუცილებელია სერიოზული შეტევის განსახორციელებლად უკრაინის ან პოლონეთის წინააღმდეგ.“ „ვაგნერის“ ძალები ბელორუსში, არ წარმოადგენენ სამხედრო საფრთხეს პოლონეთისა და უკრაინისთვის, ვიდრე ისინი არ არიან აღჭურვილნი მექანიზებული აღჭურვილობით. ისინი ასეთ შემთხვევაშიც არ წარმოადგენენ NATO-სთვის მნიშვნელოვან საფრთხეს,“ - წერს ომის შემსწავლელი ამერიკული ისტიტუტი. პოლონეთი ბელორუსის საზღვართან ახალ სამხედრო ნაწილს შექმნის შეგახსენებთ, ვარშავამ რუსეთის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც პუტინი პოლონეთს დაემუქრა. პუტინის მტკიცებით, პოლონეთს სურს, დაიბრუნოს უკრაინის ის ტერიტორიები, რომლებიც წარსულში მათ ეკუთვნოდათ, ასევე ოცნებობენ ბელორუსის მიწებზეც. პუტინი უკრაინის მოკავშირე და NATO-ს წევრ პოლონეთს ემუქრება რუსეთთან ომში პოლონეთი უკრაინის აქტიური მოკავშირეა. მას შემდეგ, რაც ბელორუსში „ვაგნერის“ ყოფნის შესახებ გავრცელდა ცნობები, ვარშავა განსაკუთრებით მოითხოვს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას. ამასთან, პოლონეთმა, რომელიც ბელორუსთან საზღვარს აძლიერებს, ბოლოს 19 ივლისს გაგზავნა დამატებითი ძალები ამ ქვეყნის საზღვართან. ლუკაშენკო პოლონეთთან დაკავშირებით პუტინის რიტორიკას იმეორებს
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ვარაუდით, კრემლის ნაცვლად „ვაგნერს“ ბელორუსი აფინანსებს
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, დიდი ალბათობით, რუსეთი „ვაგნერის“ ჯგუფს აღარ აფინანსებს. გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა ასევე გამოთქვამს ვარაუდს, რომ „ვაგნერს“ შესაძლოა, ბელორუსი აფინანსებდეს. „თუ რუსეთის სახელმწიფო აღარ აფინანსებს „ვაგნერს“, მაშინ მეორე ყველაზე სავარაუდო გადამხდელი ბელორუსის ხელისუფლებაა,“ - ასკვნის ბრიტანული დაზვერვა СNN-ის ცნობით. აქედან გამომდინარე, ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, რომ „ვაგნერის“ ჯგუფს ბელორუსი სავარაუდოდ, შემცირებისა და რეკონფიგურაციის პროცესისკენ უბიძგებს, რათა პერსონალის ხელფასი დაზოგოს.“ „ვაგნერის“ ხანმოკლე „აჯანყება“ საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინისთვის ყველაზე დიდ გამოწვევად შეაფასა. „ვაგნერის“ მებრძოლები ბელორუსში განლაგდნენ, მათმა იქ ყოფნამ მეზობელი პოლონეთი შეაშფოთა. თავად პრიგოჟინი გასულ თვეში რუსეთში შენიშნეს, რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ის გარკვეულ ძალაუფლებას ინარჩუნებს,“ წერს CNN. პოლონეთმა ბელორუსთან საზღვარზე სამხედროების ახალი ჯგუფი განალაგა ვარშავა ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ლუკაშენკოს შეთავაზებას პასუხობს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: ბელორუსის საზღვარზე პროვოკაციები განმეორდება, მაგრამ ჯარები სხვადასხვა სცენარისთვის მზად არიან
პრიგოჟინი ამტკიცებს, რომ აფრიკაშია
რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ჩაშლილი ამბოხის შემდეგ სოციალურ ქსელში პირველ ვიდეომიმართვას ავრცელებს. პრიგოჟინი ამტკიცებს, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევს.“ „ვაგნერი" სადაზვერვო და სამძებრო მოქმედებებს ახორციელებს, რუსეთს კიდევ უფრო დიდს ხდის ყველა კონტინენტზე, აფრიკას კი - უფრო თავისუფალს. სამართლიანობა და ბედნიერება - აფრიკელი ხალხისთვის. ცხოვრებას კოშმარად ვუქცევთ „ისლამურ სახელმწიფოს", „ალ-ქაიდას" და სხვა ბანდიტებს," - აცხადებს პრიგოჟინი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. გარდა იმისა, რომ იბრძოდა რუსეთის რეგულარულ არმიასთან ერთად უკრაინაში ივნისში კრემლის წინააღმდეგ ხანმოკლე აჯანყებამდე, „ვაგნერის“ ჯგუფს ბრალი დასდეს ადამიანის უფლებების დარღვევაში, მათ შორის წამებასა და სასამართლოს გარეშე მკვლელობებში, მალიში, მისი არმიის გვერდით, რომელიც ჯიჰადისტებს ებრძოდა. ასევე - სირიაში, ლიბიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სუდანსა და მოზამბიკში. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 20 ივლისს გამოაცხადა ახალი სანქციები 13 ფიზიკური პირისა და ბიზნესის წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან „ვაგნერის“ ჯგუფის საქმიანობასთან მალიში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და სუდანში.
CIA-ს ყოფილი დირექტორი: რუსეთი ახლა სავარაუდოდ, „ვაგნერის“ ხელში ჩაგდებას ეცდება
აშშ-ის თავდაცვის ყოფილმა მდივანმა და CIA-ს ყოფილმა დირექტორმა ლეონ პანეტამ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, რუსეთი შეეცდება, ხელში ჩაიგდოს „ვაგნერის“ დაქირავებული ჯგუფი მას შემდეგ, რაც თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, „დიდი ალბათობით, ევგენი პრიგოჟინი დაიღუპა.“ „ვფიქრობ, ისინი ძალიან შეშფოთებულნი იქნებიან იმით, თუ ეს ბიჭები ძირითადად დამოუკიდებლად გააგრძელებ ოპერირებას. ასე რომ, არ გამიკვირდება, თუ ისინი დაიწყებენ ვაგნერის გაკონტოლებას აფრიკაში, აზიაში და სადაც არ უნდა იყოს ის განთავსებული. ვფიქრობ, რომ „ვაგნერის“ ჯგუფში მყოფმა პირებმა უნდა იზრუნონ საკუთარ ცხოვრებაზეც,“ - განუცხადა პენატამ CNN-ს. „როსავიაციამ“ დაადასტურა, რომ ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავის ბორტზე ევგენი პრიგოჟინი იყო შეგახსენებთ, რუსეთის ტვერის ოლქში ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ჩამოვარდა. „როსავიაციის“ ინფორმაციით, თვითმფრინავში ევგენი პრიგოჟინი და „ვაგნერის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი დიმიტრი უტკინი იყვნენ. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა. რა ვერსიები განიხილება და ვის შეხვდა პრიგოჟინი თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე - დეტალები პრიგოჟინი ბოლოს 22 აგვისტოს გამოჩნდა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ვიდეომიმართვისას ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევდა.“ ცნობისთვის, „ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში.
ბომბი თუ რაკეტა? Meduza-ს ანალიზი „პრიგოჟინის თვითმფრინავის“ ჩამოვარდნაზე
ბომბი თუ რაკეტა? კრემლის გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება Meduza აანალიზებს ადრეულ მტკიცებულებებს იმის შესახებ, თუ „რამ ჩამოაგდო „ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი.“ Meduza-ს თანახმად, ინტერნეტში გამოქვეყნებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ პრიგოჟინის თვითმფრინავი „რაღაც აფეთქებამ ჩამოაგდო.“ თუმცა გაურკვეველი რჩება, არის თუ არა ეს ბომბი თვითმფრინავის შიგნით, თუ სარაკეტო თავდასხმა გარედან. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს წყარომ სატელევიზიო ქსელ Tsargra-ს განუცხადა, რომ თვითმფრინავი "ააფეთქეს", რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ ჩამოაგდეს (თუმცა რუსი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ისინი კვლავ განიხილავენ ყველა შესაძლებლობას). ავარიის ერთ-ერთ ვიდეოში აღბეჭდილია ღრუბელი, რომელიც მიწა-ჰაერის რაკეტის „ნაკვალევს“ წააგავს. ამასთან, ავარიის ადგილიდან დაბალი ხარისხის სურათები მიუთითებს იმაზე, რომ ზოგიერთი ნამსხვრევი შეიცავს ხვრელებს, რომლებიც შესაძლოა, გამოწვეული იყოს მიწა-ჰაერის კლასის რაკეტის ქობინის წინასწარ ჩამოყალიბებული ფრაგმენტებით. ეს ხვრელები არ ჩანს ნამსხვრევებზე, რომლებიც თვითმფრინავის მთავარი ფიუზელაჟიდან (თვითმფრინავის კორპუსი) უფრო მოშორებით დაეცა. ასევე არსებობს მტკიცებულება, რომ აფეთქება თვითმფრინავის შიგნით მოხდა: Flightradar24-ის ცნობით, თვითმფრინავმა დაცემამდე 28000 ფუტის სიმაღლეს მიაღწია. ბევრ საჰაერო თავდაცვის სისტემას კი, ამ სიმაღლეზე თვითმფრინავებზე დარტყმის მიტანა არ შეუძლია. მაგალითად, გასროლა ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა ვინმესთვის, ადგილზე (როგორიცაა უკრაინის სპეცრაზმი) გადასატანი საჰაერო თავდაცვის სისტემის გამოყენებით. სინამდვილეში, ნებისმიერი სახის მოკლე დისტანციის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა, სავარაუდოდ, ვერ მიაღწევდა მიზანს ასე მაღლა. სულ მცირე, ამას საშუალო მანძილის სისტემა (როგორიცაა ბუკი) დასჭირდებოდა, რომელიც ასევე განლაგებული იყო სამიზნე თვითმფრინავის საჰაერო ბილიკის სიახლოვეს.ამ სისტემების უფრო დიდი დიაპაზონის მქონე მძლავრი რაკეტები, სავარაუდოდ, უფრო მეტ ზიანს მიაყენებდა თვითმფრინავს, ვიდრე ეს თვითმხილველების კადრებიდან ჩანს. მაგალითად, თუ 70 კილოგრამიანი ქობინი და მისი 7000 ქვეტყვია Embraer ERJ-135-ის ზომის თვითმფრინავს დაეჯახებოდა, ფიუზელაჟი სავარაუდოდ, მიწაზე „ერთ ადგილას“ არ დაეცემოდა,“ - წერს Meduza. „როსავიაციამ“ დაადასტურა, რომ ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავის ბორტზე ევგენი პრიგოჟინი იყო შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, რუსეთის ტვერის ოლქში "ლიდერის", ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ჩამოვარდა. „როსავიაციის“ ინფორმაციით, თვითმფრინავში ევგენი პრიგოჟინი და „ვაგნერის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი დიმიტრი უტკინი იყვნენ. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა. რა ვერსიები განიხილება და ვის შეხვდა პრიგოჟინი თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე - დეტალები პრიგოჟინი ბოლოს 22 აგვისტოს გამოჩნდა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ვიდეომიმართვისას ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევდა.“ ცნობისთვის, „ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ევგენი პრიგოჟინის მიერ დაფუძნებულ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ 23-24 ივნისს რუსეთში, მოსკოვისკენ „მარშირებით,“ აჯანყების ხანმოკლე მცდელობა ჰქონდა. ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე და ბელორუსის ლიდერ, ალექსანდრ ლუკაშენკოს „შუამავლობით“ „ვაგნერმა“ ბელორუსში გადაინაცვლა. კრემლმა პრიგოჟინი-პუტინის შეხვედრაც დაადასტურა. ბოლო კომენტარებში პუტინი ამბობდა, რომ „ვაგნერი“ არ არსებობს.
რას აჩვენებს სატელიტური გამოსახულება - CNN „პრიგოჟინის თვითმფრინავზე“
ფიუზელაჟი იმ თვითმფრინავის, რომელსაც სავარაუდოდ, ევგენი პრიგოჟინი გადაჰყავდა, ძირითადად დაზიანების გარეშე იყო, როდესაც თვითმფრინავი ოთხშაბათს მიწას დაეჯახა - წერს CNN ახალი სურათების მიხედვით, რომელიც ამერიკულმა ტელეარხმა მოიპოვა. სურათმა აჩვენა, რომ ავარიის ადგილი მოგრძო ოვალური ფორმისაა, რომელიც ძირითადად ფიუზელაჟს მოიცავს და კონკრეტული ზონით შემოიფარგლება. ამ დასკვნას ამყარებს CNN-ის მიერ მოპოვებული გეოლოკაციური ვიდეო, რომელიც ასევე გვიჩვენებს თვითმფრინავის ფიუზელაჟს და ძრავებს, ფრთა კი, ამერიკული ტელეარხის ცნობით, „აშკარად ჰაერიდან ცვივა.“ რა ვერსიები განიხილება და ვის შეხვდა პრიგოჟინი თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე - დეტალები„თვითმფრინავის მცირე ნაწილები სხვაგან, თითქმის ორი კილომეტრის მოშორებით დაეცა – მთავარი ნამსხვრევების ადგილიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით,“ - წერს CNN გეოლოკაციურ სურათზე დაყრდნობით. შეგახსენებთ, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, „როსავიაციის“ ცნობით, კერძო კომპანია „МНТ Аэро-ს" კუთვნილი თვითმფრინავი Embraer Legacy 600, რომელიც მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზებს „როსავიაცია“ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იკვლევენ. „როსავიაციამ“ დაადასტურა, რომ ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავის ბორტზე ევგენი პრიგოჟინი იყო პრიგოჟინი ბოლოს 22 აგვისტოს გამოჩნდა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ვიდეომიმართვისას ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევდა.“ ცნობისთვის, „ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში. „ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ევგენი პრიგოჟინის მიერ დაფუძნებულ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ 23-24 ივნისს რუსეთში, მოსკოვისკენ „მარშირებით,“ აჯანყების ხანმოკლე მცდელობა ჰქონდა. ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე და ბელორუსის ლიდერ, ალექსანდრ ლუკაშენკოს „შუამავლობით“, „ვაგნერმა“ ბელორუსში გადაინაცვლა. კრემლმა პრიგოჟინი-პუტინის შეხვედრაც დაადასტურა. ბოლო კომენტარებში პუტინი ამბობდა, რომ „ვაგნერი“ არ არსებობს.
მედია: სატელიტური ფოტოები ადასტურებს, რომ ბელორუსში „ვაგნერის“ ბანაკი იშლება
ბელორუსის მოგილიოვის ოლქში, ქალაქ ოსიპოვიჩთან მდებარე კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ სამხედრო ბანაკში კარვების დემონტაჟი მიმდინარეობს. ამ დროისთვის აღებულია კარვების მესამედი. ამის შესახებ უკრაინული მედია რადიო თავისუფლების ბელორუსულ სამსახურზე დაყრდნობით წერს. კომპანია Planet Labs-ს მიერ 23 აგვისტოს გადაღებული სატელიტური ფოტოს მიხედვით, აღნიშნული ბანაკის ფართობის შემცირება დაიწყო რუსეთში იმ თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე დიდი ხნით ადრე, რომელშიც სავარაუდოდ, „ვაგნერის“ დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი დაიღუპა. სამხედრო ბანაკი ბელორუსში ივნისის ბოლოს გაჩნდა მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ რუსეთში „ამბოხის“ მცდელობა ჰქონდა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ბანაკის ჩრდილოეთ ნაწილში 129-მდე კარავი იყო განთავსებული, მათგან 65-ის დემონტაჟი განხორციელდა. ბანაკის დასავლეთ ნაწილში 64 კარვიდან დაახლოებით 27 დაშალეს, ცენტრალურ ნაწილში – დაახლოებით 80-დან - ცხრა. 273 საცხოვრებელი კარვიდან დაახლოებით 101 უკვე დაშლილია.
პუტინმა „ვაგნერის“ მებრძოლებს უბრძანა, სახელმწიფოს ერთგულების ფიცს ხელი მოაწერონ
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პრიგოჟინის სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის" წევრებს უბრძანა, ხელი მოაწერონ სახელმწიფოს ერთგულების ფიცს. Reuters-ის ცნობით, შესაბამის განკარგულებას ხელი პუტინმა 25 აგვისტოს მოაწერა მას შემდეგ, რაც კრემლმა განაცხადა, რომ დასავლეთის ვარაუდები იმის შესახებ, რომ პრიგოჟინი მისი ბრძანებით მოკლეს, „აბსოლუტური სიცრუეა.“ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც გასამხედროებული ჯგუფების მეომრებს რუსეთის სახელმწიფო დროშის წინ ფიცის დადებას ავალდებულებს. მის გამოცემამდე ორი თვით ადრე, „ვაგნერის" მებრძოლებმა პრიგოჟინის ხელმძღვანელობით ხანმოკლე „ამბოხება“ მოაწყვეს. ბრძანება შეეხება „მოხალისეთა ფორმაციების“ ყველა წევრს - „მოხალისეთა ფორმაციებს" ოფიციალური პირები უწოდებენ კერძო გასამხედროებულ ჯგუფებს, რომლებიც ქვეყანაში ოფიციალურად აკრძალულია. „ვაგნერის“ „მარშიდან“ „თვითმფრინავის კატასტროფამდე“: საერთაშორისო რეაქციები კრემლს პრიგოჟინის დაღუპვა ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „პრიგოჟინის თვითმფრინავის“ ჩამოვარდნის გარშემო დუმილი 24 აგვისტოს დაარღვია. დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა, პრიგოჟინს კი, რთული ბედის, თუმცა ნიჭიერი ადამიანი უწოდა. რა ვერსიები განიხილება და ვის შეხვდა პრიგოჟინი თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე - დეტალები ცნობისთვის, პენტაგონმა განაცხადა, რომ მისი თავდაპირველი შეფასებით, პრიგოჟინი მოკლეს. ამავე დროს აღნიშნეს, რომ არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ „პრიგოჟინის თვითმფრინავი“ რაკეტით ჩამოაგდეს. CIA-ს ყოფილი დირექტორი: რუსეთი ახლა სავარაუდოდ, „ვაგნერის“ ხელში ჩაგდებას ეცდება შეგახსენებთ, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, „როსავიაციის“ ცნობით, კერძო კომპანია „МНТ Аэро-ს" კუთვნილი თვითმფრინავი Embraer Legacy 600, რომელიც მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა. კატასტროფის მიზეზებს „როსავიაცია“ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იკვლევენ. „როსავიაციამ“ დაადასტურა, რომ ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავის ბორტზე ევგენი პრიგოჟინი იყო პრიგოჟინი ბოლოს 22 აგვისტოს გამოჩნდა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ვიდეომიმართვისას ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევდა.“ „ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ევგენი პრიგოჟინის მიერ დაფუძნებულ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ 23-24 ივნისს რუსეთში, მოსკოვისკენ „მარშირებით,“ აჯანყების ხანმოკლე მცდელობა ჰქონდა. ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე და ბელორუსის ლიდერ, ალექსანდრ ლუკაშენკოს „შუამავლობით“, „ვაგნერმა“ ბელორუსში გადაინაცვლა. კრემლმა პრიგოჟინი-პუტინის შეხვედრაც დაადასტურა. ბოლო კომენტარებში პუტინი ამბობდა, რომ „ვაგნერი“ არ არსებობს. მედია: სატელიტური ფოტოები ადასტურებს, რომ ბელორუსში „ვაგნერის“ ბანაკი იშლება
„ვაგნერის“ „მარშიდან“ „თვითმფრინავის კატასტროფამდე“: საერთაშორისო რეაქციები
23 აგვისტოს, რუსეთის ტვერის ოლქში თვითმფრინავი - Embraer Legacy 600 ჩამოვარდა. „როსავიაციამ“ მალევე დაადასტურა, რომ თვითმფრინავში ევგენი პრიგოჟინი და „ვაგნერის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი დიმიტრი უტკინი იყვნენ. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა. რა ვერსიები განიხილება და ვის შეხვდა პრიგოჟინი თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე - დეტალები ბომბი თუ რაკეტა? Meduza-ს ანალიზი პრიგოჟინის Embraer ERJ-135-ის ჩამოვარდნაზე Embraer-ის ჩამოვარდნას მალევე მოჰყვა საერთშორისო რეაქციები. „არ მიკვირს,“ - ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა “ვაგნერის” ლიდერის ევგენი პრიგოჟინის თვითმრინავის კატასტროფაზე დასმულ შეკითხვას. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჯერ ცოტა რამ იცის რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე. „შესაძლოა გახსოვთ, რომ როდესაც თქვენ მასზე [პრიგოჟინზე] მკითხეთ, მე ვთქვი, რომ ფრთხილად ვიქნებოდი იმაზე, თუ რას შევჭამდი და რით ვიმგზავრებდი. ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ არ მიკვირს,” - განაცხადა ბაიდენმა. „რუსეთში ბევრი რამ არ ხდება, რის უკანაც პუტინი არ დგას, მაგრამ საკმარისად არ ვიცი, რომ პასუხი ვიცოდე,“ - აღნიშნავს ბაიდენი. რა ვერსიები განიხილება და ვის შეხვდა პრიგოჟინი თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე - დეტალები გუშინვე, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა განაცხადა, რომ თუ ევგენი პრიგოჟინის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დადასტურდება, არავის არ უნდა გაუკვირდეს. თავის მხრივ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაუ „ვაგნერის“ ლიდერის, „ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის“ ჩამოვარდნასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური ოპონენტები ბუნებრივი სიკვდილით არ კვდებიან. „ძალიან გაგვიჭირდებოდა ვინმეს დასახელება, ვინც ინტუიციურად იფიქრებდა, რომ ეს დამთხვევა იყო. ისე ხდება, რომ პოლიტიკური ოპონენტები, რომლებსაც ვლადიმერ პუტინი თავის ძალაუფლებისთვის საფრთხედ მიიჩნევს, ბუნებრივად ბუნებრივი სიკვდილით არ კვდებიან,“ - განაცხადა ზბიგნევ რაუმ. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის შეფასებით კი, ნათელია, რომ პუტინის „თავის ცხოველურ ტერორს არავის პატიობს. „ის მომენტს ელოდა. აშკარაა, რომ პრიგოჟინმა საკუთარი თავისთვის სპეციალურ „სასიკვდილო ორდერს“ მოაწერა ხელი, როდესაც ლუკაშენკოს უცნაური „გარანტიებისა“ და პუტინის აბსურდული „საპაიო სიტყვის“ ირწმუნა,“ - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე. პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ პრიგოჟინისა და „ვაგნერის” ხელმძღვანელობის დემონსტრაციული განადგურება აჯანყების მცდელობიდან ორი თვის შემდეგ, პუტინის სიგნალია რუსი ელიტებისადმი 2024 წლის არჩევნების წინ: „ფრთხილად, ორგულობა სიკვდილს უდრის.” პოდოლიაკის შეფასებით, ეს ასევე სიგნალია რუსი სამხედროებისთვის. სხვა გამოხმაურებები ასეთია: ესტონეთის პრემიერი: თუ ეს ასეა, ეს აჩვენებს, რომ პუტინი ოპონენტებს ანადგურებს და ეს აშინებს ყველას, ვინც ფიქრობს, გამოხატოს განსხვავებული აზრი. ბრიტანელი დეპუტატი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ალისია კერნსი: იმ სისწრაფემ, რომლითაც რუსეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა თვითმფრინავში, რომელიც მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგისკენ ფრენის დროს ჩამოვარდა, უნდა გვითხრას ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ. გავრცელებული ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, მიანიშნებს რომ პუტინი ძალიან ხმამაღალ გზავნილს აგზავნის. პუტინი აგნებს მათ კვალს, ვისაც მოღალატეებად თვლის და ამ ადამიანების სიას პრიგოჟინიც დაემატა. პუტინისთვის არის ერთი მიუტევებელი ცოდვა: პუტინისა და რუსეთის ღალატი. ის აგნებს მათ კვალს, ვისაც მოღალატეებად თვლის, მათ შორის ბრიტანეთის სანაპიროებზე, როგორიცაა ალექსანდრე ლიტვინენკო და სერგეი სკრიპალი. ახლა ამ სიას ევგენი პრიგოჟინი დაემატა. „მაგნიტსკის აქტის„ ავტორი და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსი ბილ ბროუდერი: ეჭვგარეშეა, რომ ამის უკან პუტინი დგას. პუტინი არის ადამიანი, რომელიც არასოდეს პატიობს და არასოდეს ივიწყებს. პრიგოჟინმა მას უღალატა, მოაწყო ამბოხება. პუტინი აბსოლუტურად არ დაუშვებდა ასე გაგრძელებას, რადგან, თუ ასე გაგრძელდებოდა, მაშინ სხვა ადამიანებსაც გაუჩნდებოდა იგივე იდეა. პუტინი 23 წლის განმავლობაში მართავს, როგორც ძლიერი, როგორც დიქტატორი და პრიგოჟინმა ის სუსტად წარმოაჩინა. ასე ხდება, როცა პუტინს სუსტად წარმოაჩენ. პაველ ლუზინი, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის ექსპერტი, აშშ: მიუხედავად ყოველგვარი ვარაუდისა, მოკლა თუ არა პრიგოჟინი პუტინმა მისი ბრძანებით, თუ მისი თვითმფრინავი განადგურდა, ეს მოვლენა აჩვენებს, რომ რუსული ელიტა არ არის ერთიანი; რომ წინააღმდეგობები კრემლში იზრდება; რომ რუსეთის ხელმძღვანელობის სხვადასხვა შტოს შორის კოორდინაცია მართლაც ცუდი კოორდინაციაა. ბოლოს და ბოლოს, თუ ვლადიმერ პუტინი ასეთი ძლიერია, რატომ არ დააკავა მან პრიგოჟინი? ცნობისთვის, პრიგოჟინი ბოლოს 22 აგვისტოს გამოჩნდა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ვიდეომიმართვისას ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევდა.“ „ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ევგენი პრიგოჟინის მიერ დაფუძნებულ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ 23-24 ივნისს რუსეთში, მოსკოვისკენ „მარშირებით,“ აჯანყების ხანმოკლე მცდელობა ჰქონდა. ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე და ბელორუსის ლიდერ, ალექსანდრ ლუკაშენკოს „შუამავლობით“, „ვაგნერმა“ ბელორუსში გადაინაცვლა. კრემლმა პრიგოჟინი-პუტინის შეხვედრაც დაადასტურა. ბოლო კომენტარებში პუტინი ამბობდა, რომ „ვაგნერი“ არ არსებობს. ინფორმაციისთვის, არმიის გენერალი სერგეი სუროვიკინი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის მიერ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წინააღმდეგ 2023 წლის 23-24 ივნისს ორგანიზებული „ამბოხების“ შემდეგ საჯაროდ აღარ გამოჩენილა. სუროვიკინმა მაშინ ვიდეომიმართვა ჩაწერა და „ვაგნერელებს" დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნებისკენ მოუწოდა. მედიაში 22 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერგეი სუროვიკინი რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 23 აგვისტოს, კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „რია ნოვოსტის“ მიერ გავრცელებული ცნობით, მთავარსარდლის მოვალეობის დროებით შემსრულებლად საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარი შტაბის უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი ვიქტორ აფზალოვი დაინიშნა. მომზადებულია Reuters-ისა და Meduza-ს მიხედვით.
თეთრი სახლი: კრემლს ოპონენტების მკვლელობების ხანგრძლივი ისტორია აქვს
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მიანიშნა, რომ „ვაგნერის“ ლიდერის ევგენი პრიგოჟინის სიკვდილე შესაძლოა, კრემლი იყოს პასუხისმგებელი. თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ „სრულიად ნათელია, რაც მოხდა." „მინდა, შეგახსენოთ პრეზიდენტ, ჯო ბაიდენის სიტყვები იმის შესახებ, რომ რუსეთში ძალიან ცოტა რამ ხდება ისე, რომ ამის უკან პუტინი არ იდგეს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ კრემლს ოპონენტების მკვლელობების ხანგრძლივი ისტორია აქვს. და, თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ ყველაფერი ეს რუსეთის ფედერაციის შიგნით არაეფექტური მუშაობის გამო მოხდა,“ - აღნიშნა ჟან-პიერმა. რუსეთმა თვითმფრინავის ჩამოვარდნიდან მეხუთე დღეს, პრიგოჟინის სიკვდილი ოფიციალურად, 27 აგვისტოს დაადასტურა.
რუსეთმა „პრიგოჟინის თვითმფრინავის“ ჩამოვარდნის გამოძიებაში ბრაზილია არ დაუშვა
რუსეთმა ბრაზილიას შეატყობინა, რომ „მოცემულ მომენტში“ არ აპირებს, რომ საერთაშორისო წესების მიხედვით გამოიძიოს ბრაზილიური წარმოების Embraer-ის ჩამოვარდნის საქმე, რომლის დროსაც, „ვაგნერის„ დამფუძნებელი, ევგეი პრიგოჟინი დაიღუპა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. მანამდე საავიაციო ინციდენტების კვლევისა და პრევენციის ბრაზილიურმა ცენტრმა (CENIPA) სახელმწიფოთაშორის საავიაციო კომიტეტს, ბრაზილიური კომპანია Embraer-ის მიერ წარმოებული ლაინერის კატასტროფასთან დაკავშირებულ გამოძიებაში მონაწილეობის თხოვნით მიმართა, რათა მომავალში თავიდან ყოფილიყო აცილებული მსგავსი ინციდენტები. სახელმწიფოთაშორისმა საავიაციო კომიტეტმა მიუთითა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წესებზე, რომელთა თანახმად, თუკი საგანგებო შემთხვევა მოხდა შიდა რეისზე, ასეთ დროს მასზე საერთაშორისო ნორმა არ ვრცელდება. Reuters წერს, რომ რუსეთი არ არის ვალდებული, დათანხმდეს გამოძიებაში ბრაზილიის მონაწილეობას, მაგრამ როგორც ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, მან ეს უნდა გააკეთოს, რათა გაფანტოს აშშ-სა და ზოგიერთი სხვა ქვეყნის ეჭვები იმის შესახებ, რომ „პრიგოჟინის თვითმფრინავის“, Embraer Legacy 600-ის ჩამოვარდნის უკან კრემლი დგას. ცნობილია, რომ ამ მოდელის თვითმფრინავს უსაფრთხოების კარგი მაჩვენებლები აქვს. რუსეთმა თვითმფრინავის ჩამოვარდნიდან მეხუთე დღეს, პრიგოჟინის სიკვდილი ოფიციალურად, 27 აგვისტოს დაადასტურა. შეგახსენებთ, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, „როსავიაციის“ ცნობით, 24 აგვისტოს კერძო კომპანია „МНТ Аэро-ს" კუთვნილი თვითმფრინავი Embraer Legacy 600, რომელიც მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა. კატასტროფის მიზეზებს „როსავიაცია“ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იკვლევენ. „როსავიაციამ“ იმავე დღეს დაადასტურა, რომ ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავის ბორტზე ევგენი პრიგოჟინი იყო პრიგოჟინი ბოლოს 22 აგვისტოს გამოჩნდა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ვიდეომიმართვისას ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევდა.“ „ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ევგენი პრიგოჟინის მიერ დაფუძნებულ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ 23-24 ივნისს რუსეთში, მოსკოვისკენ „მარშირებით,“ აჯანყების ხანმოკლე მცდელობა ჰქონდა. ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე და ბელორუსის ლიდერ, ალექსანდრ ლუკაშენკოს „შუამავლობით“, „ვაგნერმა“ ბელორუსში გადაინაცვლა. კრემლმა პრიგოჟინი-პუტინის შეხვედრაც დაადასტურა. ბოლო კომენტარებში პუტინი ამბობდა, რომ „ვაგნერი“ არ არსებობს. მედია: სატელიტური ფოტოები ადასტურებს, რომ ბელორუსში „ვაგნერის“ ბანაკი იშლება
მედია: მოსკოვის ოლქში „ვაგნერის“ ყოფილი დაქირავებულები სამი ადამიანის გატაცების ბრალდებით დააკავეს
მოსკოვის ოლქის ბოგოროვსკის რაიონში დააკავეს „ვაგნერის“ ყოფილი დაქირავებულები, რომლებიც გამოსასყიდის მიღების მიზნით, სამი ადამიანის გატაცებაში არიან ეჭვმიტანილნი. ერთ-ერთი ტელეგრამ არხის ცნობით, სამმა „ვაგნერელმა“ გატაცებულები გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. მოგვიანებით, ისინი დაზარალებულთა ახლობლებს დაუკავშირდნენ და მათგან 5 მილიონი რუბლი მოითხოვეს. ახლობლებმა პოლიციას მიმართეს. ოპერატიული მოქმედებების შედეგად კი, დატყვევებული პირები გაათავისუფლეს. ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გატაცებულები ნოგინსკის კერძო სახლში რვა დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ბოლო დროს მედიაში რეგულარულად ვრცელდება ინფორმაცია უკრაინის ომიდან დაბრუნებული Wagner PMC-ის მებრძოლების მიერ მძიმე დანაშაულების ჩადენის შესახებ. მაგალითად, „ვაგნერელი“ რომელიც ეჭვმიტანილია 10 და 12 წლის გოგოების გაუპატიურებაში, მაისის ბოლოს, ნოვოსიბირსკის ოლქში დააკავეს.
რუსეთმა თვითმფრინავის ჩამოვარდნიდან მეხუთე დღეს, პრიგოჟინის სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თვითმფრინავის კატასტროფიდან მეხუთე დღეს განაცხადა, რომ „ვაგნერის“ ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი ოფიციალურად დადასტურდა. უწყების ცნობით, ტვერის ოლქში ავიაკატასტროფის ათივე მსხვერპლის ვინაობა დადგენილია და მგზავრთა სიას შეესაბამება. ამასთან, გამოძიების ფარგლებში დასრულდა მოლეკულურ-გენეტიკური გამოკვლევა. „ტვერის ოლქში მომხდარ ავიაკატასტროფაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დასრულდა მოლეკულურ-გენეტიკური გამოკვლევა. მათი შედეგების საფუძველზე დადგენილია ათივე გარდაცვლილის ვინაობა, ისინი შეესაბამება ფრენის ფურცელში მითითებულ სიას," - აცხადებენ უწყებაში. შეგახსენებთ, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, „როსავიაციის“ ცნობით, 24 აგვისტოს კერძო კომპანია „МНТ Аэро-ს" კუთვნილი თვითმფრინავი Embraer Legacy 600, რომელიც მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა. კატასტროფის მიზეზებს „როსავიაცია“ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იკვლევენ. „როსავიაციამ“ იმავე დღეს დაადასტურა, რომ ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავის ბორტზე ევგენი პრიგოჟინი იყო პრიგოჟინი ბოლოს 22 აგვისტოს გამოჩნდა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ვიდეომიმართვისას ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევდა.“ „ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ევგენი პრიგოჟინის მიერ დაფუძნებულ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ 23-24 ივნისს რუსეთში, მოსკოვისკენ „მარშირებით,“ აჯანყების ხანმოკლე მცდელობა ჰქონდა. ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე და ბელორუსის ლიდერ, ალექსანდრ ლუკაშენკოს „შუამავლობით“, „ვაგნერმა“ ბელორუსში გადაინაცვლა. კრემლმა პრიგოჟინი-პუტინის შეხვედრაც დაადასტურა. ბოლო კომენტარებში პუტინი ამბობდა, რომ „ვაგნერი“ არ არსებობს. მედია: სატელიტური ფოტოები ადასტურებს, რომ ბელორუსში „ვაგნერის“ ბანაკი იშლება
უკრაინის დაზვერვა არ არის დარწმუნებული, რომ პრიგოჟინი ავიაკატასტროფაში დაიღუპა
უკრაინის დაზვერვა ბოლომდე დარწმუნებული არ არის, რომ „ვაგნერ“ ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი ავიაკატასტროფაში დაიღუპა, მაგრამ დაზვერვა ცნობებს პრიგოჟინის თანამოაზრის, დიმიტრი უტკინის სიკვდილს ადასტურებს. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა განაცხადა. „ამჟამად 100%-ით შეგვიძლია ვისაუბროთ უტკინის და კიდევ რამდენიმე მგზავრის დადასტურებულად სიკვდილზე. რაც შეეხება პრიგოჟინს, ჯერჯერობით ყველა კითხვა დახურული არ არის," - განაცხადა იუსოვმა. მან დამატებითი დეტალები არ დააკონკრეტა, მაგრამ განაცხადა: „მე უბრალოდ ყურადღებას გავამახვილებ იმ ფაქტზე, რომ ჩვენ შეგვიძლია, დავადასტუროთ უტკინის და პრიგოჟინის კიდევ რამდენიმე თანამოაზრის დაღუპვა. რაც შეეხება კერძო სამხედრო კომპანიის ლიდერს, ვფიქრობ, უნდა დაველოდოთ უფრო მეტს.“ რუსეთმა თვითმფრინავის ჩამოვარდნიდან მეხუთე დღეს, პრიგოჟინის სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა
სომხეთი ქვეყანაში „ვაგნერელების“ ყოფნის შესახებ ცნობებს ამოწმებს
სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ამოწმებს მედიით გავრცელებულ ცნობებს სომხეთში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წევრთა ჩასვლის შესახებ. ეს ინფორმაცია სომხეთის პარლამენტს 13 სექტემბერს, „სამთავრობო საათის“ ფორმატით გამოსვლისას მიაწოდა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. როგორც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური წერს, პრემიერ-მინისტრს ოპოზიციონერმა დეპუტატმა აგნესა ხამოიანმა ჰკითხა, ეძებს თუ არა უსაფრთხოების სამსახური „ვაგნერელებს“. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის სამართალდამცავ ორგანოებს პრესით გავრცელებულ ცნობებზე რეაგირებას კანონმდებლობა ავალდებულებს და ეროვნული უსაფრთხოების სამსახური თავისი იურისდიქციის ფარგლებში ამოწმებს ტელეგრამ-არხებით გავრცელებულ ინფორმაციას. 8 სექტემბერს ტელეგრამ-არხ „ბაგრამიან 26-ზე" გამოქვეყნდა ცნობა, რომ „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილამდე სომხეთში იმყოფებოდა ამ დაჯგუფების 3000-მდე წევრი, ბოლო დროს კი მათ, ძირითადად, როსტოვიდან შეუერთდა კიდევ 2000-მდე. ამავე წყაროს თანახმად, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა განაცხადა, რომ სტრატეგიულ პარტნიორად რუსეთის არჩევა შეცდომა იყო და რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა ყარაბაღთან დაკავშირებული შეთანხმების შეუსრულებლობაში, კრემლის მიერ სანქცირებულია სომხეთში სახელმწიფო გადატრიალების სცენარი და „ვაგნერელების“ მეშვეობით ხელისუფლებისგან ფაშინიანის და მისი გუნდის ჩამოშორება. 13 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ამ ცნობებს „მორიგი მითოლოგია" უწოდა. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა", რომელსაც კრემლი აქტიურად იყენებდა უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ 2023 წლის ივნისში მოწყობილი „ამბოხების" შემდეგ, ძირითადად, ბელორუსის ტერიტორიაზე გადაინაცვლა. აგვისტოში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად „ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ გავრცელებული ცნობებით, ბელორუსში „ვაგნერელების“ რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა.
გაერთიანებულმა სამეფომ „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა
გაერთიანებულმა სამეფომ რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ოფიციალურად გამოაცხადა. „ეს ბრძანება ძალაში შედის დაუყოვნებლივ და „ვაგნერის“ ჯგუფში გაწევრიანებას ან ჯგუფის აქტიურ მხარდაჭერას დიდ ბრიტანეთში სისხლის სამართლის დანაშაულად აქცევს, რომელიც, პოტენციური 14 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება, რომელიც შეიძლება გამოიტანოს ჯარიმასთან ერთად ან მის ნაცვლად,“ - აღნიშნულია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზე განთავსებულ პრესრელიზში. რუსეთმა თვითმფრინავის ჩამოვარდნიდან მეხუთე დღეს, პრიგოჟინის სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა
ISW: „ვაგნერელები“ სირიას ტოვებენ და შესაძლოა, თავიანთი აქტივები ირანს გადასცენ
ამერიკული „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანგარიშის მიხედვით, რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი" სირიაში პოზიციებს ტოვებს, რათა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ულტიმატუმი შეასრულოს. ორგანიზაციის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ “ვაგნერელებმა“ თავიანთი აქტივები, შესაძლოა, ირანს გადასცენ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 27 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სირიაში მებრძოლ „ვაგნერის“ ბოევიკებს უბრძანა, 20 სექტემბრამდე დაეტოვებინათ ქვეყანა ან რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შეერთებოდნენ. ამჟამად სირიაში 1500-ზე მეტი „ვაგნერელია“ და „ვაგნერის“ რიგებში სირიის 3 000-ზე მეტი მოქალაქე ირიცხება. „ომის შემსწავლელ ინსტიტუტში" აცხადებენ, რომ რუსი სამხედრო ბლოგერების აზრით, „ვაგნერელებისთვის“ უფრო მომგებიანია საკუთარი აქტივების ირანისთვის, ვიდრე რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის გადაცემა. „ვაგნერის“ სირიიდან გასვლა ირანს იქ მუდმივი და ხელსაყრელი ყოფნის საშუალებას აძლევს. ირანი იყენებს ცენტრალურ სირიის უდაბნოს ტერიტორიას იმისთვის, რომ ლევანტის გავლით თავის მარიონეტებს იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა გადასცეს", - აცხადებენ ორგანიზაციაში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სირიას აქვს ფოსფატების ყველაზე დიდი მარაგები, რომელიც სასუქების ძირითადი ინგრედიენტია.
„ვაგნერის“ მებრძოლები უკრაინაში დაბრუნდნენ
რუსული „ვაგნერის“ ჯგუფის ზოგიერთმა დაქირავებულმა ბელორუსი დატოვა და დონეცკის ოლქის ფრონტზე დაბრუნდა, იტყობინება RBC უკრაინა 27 სექტემბერს, აღმოსავლეთ ძალების დაჯგუფების სპიკერზე, ილია ევლაშზე დაყრდნობით. სპიკერმა განმარტა, რომ დაახლოებით, 8000 მებრძოლიდან, რომლებიც ბელორუსში იყვნენ დისლოცირებულნი, ზოგი აფრიკაში გაემგზავრა, დაახლოებით 500 კი, უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე ბრუნდება. „რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კონტრაქტებზე ხელახლა აწარმოებს მოლაპარაკებებს ამ დაქირავებულ მებრძოლებთან, რათა იმსახურონ, როგორც მებრძოლებმა და ინსტრუქტორებმა,“ განმარტა ევლაშმა. თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაგნერის მებრძოლები არ წარმოადგენენ „მნიშვნელოვან საფრთხეს“ მათი ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის დაღუპვის შემდეგ.
სანდუს თქმით, მოლდოვაში გადატრიალებას „ვაგნერელები“ ამზადებდნენ
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ 6 ოქტომბერს Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ვაგნერ“ ჯგუფის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი მოლდოვაში გადატრიალებას გეგმავდა. ის ამტკიცებს, რომ პრიგოჟინი და „ვაგნერი“ უშუალოდ მონაწილეობდნენ გადატრიალების წარუმატებელ მცდელობაში. მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, შეთქმულების მონაწილეებს სურდათ, რომ მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლები შეტაკებებში გადაზრდილიყო. სანდუმ აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობდა და გააგრძელებს ჩარევას მოლდოვის პოლიტიკაში და რომ რუსეთისა და რუსეთთან კავშირში მყოფმა ძალებმა ქვეყანაში დიდი თანხა შეიტანეს მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების წინ. მისი თქმით, მოლდოვის სპეცსამსახურებმა მიაკვლიეს სულ მცირე, 20 მილიონ ევროს, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთმა ქვეყანაში შეიტანა პოლიტიკური მიზნებისთვის, მაგრამ რეალური რიცხვი აშკარად უფრო მაღალია. 2023 წლის მაისში სანდუმ FT-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი აზრით, მოლდოვა იქნებოდა შემდეგი, თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევდა თავის თავდაპირველი გეგმის თანახმად, რაც სამ დღეში უკრაინის აღებას გულისხმობდა. „არ მჯერა, რომ ისინი საზღვარზე გაჩერდებოდნენ. დღეს ჩვენ მხოლოდ უკრაინის წყალობით ვართ დაცულები,“ - ამბობდა მაია სანდუ. ცნობისთვის, ევროკავშირის ლიდერები ესპანეთის ქალაქ გრანადაში განიხილავდნენ მოლდოვის რესპუბლიკისა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების ევროპულ ბლოკში გაწევრიანების პერსპექტივებს. მაია სანდუმ სამიტზე განაცხადა, რომ ევროკავშირში მიღება საუკეთესო საშუალებაა მოლდოვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. შეგახსენებთ, ინფორმაცია რუსეთის გეგმაზე კიშინიოვში პროდასავლური ხელისუფლების დამხობის შესახებ, პირველად უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე თვის წიინ გაავრცელა და განაცხადა, რომ გეგმას მისი ქვეყნის სპეცსამსახურებმა მიაკვლიეს. გეგმის არსებობა მაია სანდუმ დაადასტურა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინ სანდუს ბრალდებებს სრულიად დაუსაბუთებელი უწოდა. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დოკუმენტში, რომელსაც აპრილში რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გაეცნო, ნათქვამია, რომ რუსეთი აგრძელებდა მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობებს მიუხედავად იმისა, რომ მისი განზრახვებს ამ ქვეყნის ხელისუფლებამ ფარდა ახადა.
ვილნიუსის აეროპორტში ლიეტუველი მოქალაქე „ვაგნერის“ ლოგოს გამო დააჯარიმეს
ვილნიუსის აეროპორტში ლიეტუვის მოქალაქე, რომელსაც ზურგჩანთაზე რუსული ცნობილი „ვაგნერ“ ჯგუფის ლოგო ჰქონდა გამოსახული, დააჯარიმეს. როგორც მედია წერს, მას რეისზე ასვლის უფლრბაც არ მისცეს. ინციდენტის შესახებ ინფორმაცია პირველად სოციალურ მედიაში გავრცელდა. ლიეტუვის აეროპორტების ოპერატორის სპიკერმა, ტადას ვასილიაუსკასმა განაცხადა, რომ პირი და მისი ბარგი საფუძვლიანად შეისწავლეს და საჰაერო მოგზაურობისთვის საშიში ნივთები ვერ იპოვეს. თუმცა აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლებმა პოლიცია და მესაზღვრეები „ვაგნერ“ ჯგუფის სიმბოლოს აღმოჩენის შემდეგ გამოიძახეს. სასაზღვრო დაცვის სამსახურის სპიკერმა, გიდრიუს მიშუტისმა განმარტა, რომ კაცი ლონდონში გაფრენას აპირებდა. „იდენტიფიცირების შემოწმების დროს მესაზღვრეებმა შეადგინეს ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ 524-ე მუხლით. (ნაცისტური, კომუნისტური და სხვა აკრძალული სიმბოლოების ჩვენება) აღნიშნა მიშუტისმა.
ყირგიზეთში, ყოფილ "ვაგნერელს" უკრაინის ომში მონაწილეობისთვის 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ყირგიზეთის მოქალაქეს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ძალების მხარეს საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის. განაჩენი ნარინის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა. 27 წლის კაცი რუსეთის ციხეში, პატიმრობაში იმყოფებოდა, როდესაც სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერს" შეუერთდა. ეს უკვე მეორე სისხლის სამართლის საქმეა, რომელიც ყირგიზეთში ყოფილი ვაგნერელების წინააღმდეგ აღძრეს. ინფორმაციას BBC-ს რუსული სამსახური ავრცელებს. ყირგიზეთის მოქალაქე გასული წლის აგვისტოში სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს და უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილეობის ბრალდება წაუყენეს. 2023 წლის მაისში ბიშკეკის მკვიდრს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა სამი თვის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ ეს სასჯელი გააუქმა და საქმე განსახილველად საოლქო სასამართლოს გადაუგზავნა.