თეგი: ანდჯეი დუდა
უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, ნენსი პელოსი პოლონეთის პრეზიდენტს ვარშავაში შეხვდა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი პოლონეთის პრეზიდენტს ანდჯეი დუდას ვარშავაში შეხვდა. საუბრის თემა უკრაინისთვის შემდგომი მხარდაჭერა იყო. კვირას გავრცელებულ განცხადებაში, პელოსიმ განაცხადა რომ დუდასთან შეხვედრები „ფოკუსირებული იქნება პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებაზე, პოლონეთის ჰუმანიტარული ხელმძღვანელობისთვის მადლიერების გამოხატვაზე და იმის განხილვაზე, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს მუშაობა უკრაინის მხარდასაჭერად“. მანამდე პელოსი უკრაინას ეწვია. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი და კონგრესის დელეგაცია უკრაინაში ჩავიდნენ გზავნილით, რომ ამერიკა მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით. ეს კონგრესის პირველი ოფიციალური დელეგაციაა, რომელიც უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ ეწვია. ამავე თემაზე ნენსი პელოსი: ჩვენმა დელეგაციამ სიამაყით აცნობა უკრაინას, რომ ამერიკის დამატებითი დახმარება გზაშია ნენსი პელოსი უკრაინაშია
ანდჯეი დუდა უკრაინაშია
პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა უკრაინაშია. დუდა სავარაუდოდ, 22 მაისს, კვირას, უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვა. Polska Times-თან ბოლო ინტერვიუში დუდამ გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ კიევისთვის ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნებით უნდა დასრულდეს. პოლონეთის ლიდერის თქმით, ომის პირველ დღეებში შიშობდა,ზელენსკის სიცოცხლეს საფრთხე არ შექმნოდა, უკრაინელ კოლეგას ყოველდღე ესაუბრებოდა. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ანდჯეი დუდა: უკრაინის ტერიტორიის თუნდაც ერთი სანტიმეტრის დათმობა დარტყმა იქნება მთელი დასავლეთისთვის
პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა სახელმწიფოს პირველი ლიდერია, რომელიც უკრაინის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. დუდამ დეპუტატებს მიმართა და განაცხადა, რომ შემაშფოთებელი ხმები დადიოდა, თითქოს, უკრაინა პუტინის წინაშე დათმობაზე უნდა წავიდეს, თუმცა დუდამ აღნიშნა, რომ ამ ხმებს ყურადღება არ უნდა მიაქციონ, რადგან უკრაინის ტერიტორიის თუნდაც ერთი სანტიმეტრის დათმობა დარტყმა იქნება მთელი დასავლეთისთვის. ანდჯეი დუდა უკრაინაშია „მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება, გადაწყვიტოს თავისი მომავალი", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა უკრაინის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის რადას მარტში, ონლინ რეჟიმში მიმართა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ადჯეი დუდა: დროა, უკრაინასთან ახალი სამეზობლო შეთანხმება გავაფორმოთ
ვარშავასა და კიევს შორის მეგობრული ურთიერთობების გათვალისწინებით, რომელიც განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, დროა, უკრაინასა და პოლონეთს შორის ახალ სამეზობლო შეთანხმებას მოეწეროს ხელი. შესაბამისი განცხადება პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ კვირას, უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ანდჯეი დუდა: უკრაინის ტერიტორიის თუნდაც ერთი სანტიმეტრის დათმობა დარტყმა იქნება მთელი დასავლეთისთვის დუდას თქმით, რუსეთის შეიარაღებულმა აგრესიამ აჩვენა, რომ უკრაინასა და პოლონეთს შორის საგზაო, სარკინიგზო და ინფრასტრუქტურული კავშირების ქსელი საკმარისი არ არის. მისივე თქმით, ამის ანაზღაურება აუცილებელია და პოლონეთ-უკრაინის საზღვარი უნდა გაერთიანდეს და არა დაიყოს. პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ კიევსა და ვარშავას შორის სწრაფი სარკინიგზო კავშირი პოლონეთსა და უკრაინას შორის კარგი ურთიერთობის ნიშანი იქნება. „ჩვენ მას ერთად ავაშენებთ ", - ხაზგასმით აღნიშნა პოლონელმა ლიდერმა უკრაინელი პარლამენტარების წინაშე გამოსვლისას. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინა და პოლონეთი ერთობლივი სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის შესახებ ორმხრივ შეთანხმებას მალე გააფორმებენ.
ანდჯეი დუდა გერმანიის მთავრობას პირობის შეუსრულებლობაში ადანაშაულებს
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ გერმანია ტანკების გაცვლის საკითხზე პირობის დარღვევაში დაადანაშაულა. დუდამ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, WELT-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დუდამ WELT-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოლაფ შოლცის მთავრობა პოლონეთს Leopard-ის ტიპის ტანკებს დაჰპირდა, რათა პოლონეთის შეიარაღებული ძალებისთვის დანაკლისი შეევსო. მანამდე, თავის მხრივ, პოლონეთმა უკრაინას T-72 ტანკები გადასცა. „ძალიან იმედგაცრუებულები ვართ ამით. არ შეასრულეთ თქვენი დაპირება. გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ უკრაინას მივაწოდეთ დიდი რაოდენობით ტანკები, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის ჩვენი, როგორც მეზობლის პასუხისმგებლობა. თუ გერმანია დაგვიჭერდა მხარს, ძალიან ბედნიერები ვიქნებოდით", - განაცხადა ანდჯეი დუდამ. სამშაბათს, ბერლინში პოლონელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბაერბოკმა განაცხადა, რომ ეს საკითხი განიხილებოდა „გაუგებრობების“ გადასაჭრელად. მისი თქმით, გერმანიას არ შეეძლო მძიმე იარაღის მიწოდება „ღილაკზე ერთი დაჭერით", რადგან ბევრი საკითხი იყო გასათვალისწინებელი, განსაკუთრებით ის, თუ რა იარაღია რეალურად ხელმისაწვდომი. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ აღნიშნა, რომ სინანულს გამოთქვამს, რომ უკრაინაში იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით სიტუაცია არ არის ისეთი დინამიკური, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ მინისტრმა აღიარა, რომ „ეშმაკი დეტალებშია“. ცნობისთვის, პოლონეთმა უკრაინას საბჭოთა დიზაინის T-72 ტანკები გადასცა იმ მოლოდინით, რომ NATO, აშშ და გერმანია ამ დანაკლისს შეავსებდნენ. გერმანია დათანხმდა რამდენიმე მსგავს გაცვლას მოკავშირე ქვეყნებთან, როგორიცაა სლოვენია და ჩეხეთი, რომლებიც თავის მხრივ, უკრაინაში აგზავნიან საბჭოთა პერიოდის ძველ ტანკებს.
ანდჯეი დუდა: ვინმე ელაპარაკებოდა ჰიტლერს? ვინმე ამბობდა, ისე მოვიქცეთ, რომ ეს არ იყოს დამამცირებელი ადოლფ ჰიტლერისთვის?
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ გერმანულ გაზეთ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის მხრიდან პუტინთან მოლაპარაკებების გამართვა აზრს მოკლებულია. დუდას შეფასებით, ეს ლეგიტიმურობას ანიჭებს მას, ვინც პასუხისმგებელია უკრაინაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. პოლონეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ „შოკირებულია“ რუსეთის ლიდერთან მიმდინარე მოლაპარაკებებით და განსაკუთრებით, მაკრონის ბოლო მოწოდების გამო, რომ „პუტინი არ უნდა დავამაციროთ“. „ვინმე ასე ელაპარაკებოდა ადოლფ ჰიტლერს მეორე მსოფლიო ომის დროს. ვინმემ თქვა, რომ მას სახე უნდა შევუნარჩუნოთ? ვინმე ამბობდა, რომ ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ჰიტლერი არ დავამციროთ?“, - აღნიშნავს პოლონეთის პრეზიდენტი. ინფორმაციისთვის, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად, ანდჯეი დუდამ სამხრეთ ევროპაში ტური დაიწყო.
„სამი ზღვის ინიციატივის“ სამიტის წინ, ზელენსკიმ და დუდამ სატელეფონო საუბარი გამართეს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ „სამი ზღვის ინიციატივის“ სამიტამდე სატელეფონო საუბარი გამართეს. შესაბამისი პოსტი უკრაინის პრეზიდენტის Twitter-ზე განთავსდა. „მოლაპარაკება მქონდა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჯეი დუდასთან. მადლობა გადავუხადე ურყევი მნიშვნელოვანი თავდაცვითი დახმარებისთვის, ასევე, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერისთვის. კოორდინირებული პოზიციები დავაფიქსირეღ „სამი ზღვის ინიციატივის“ სამიტამდე“, - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე. „სამი ზღვის ინიციატივა“, რომელიც 2015 წელს წამოიწყეს პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ და ხორვატიის პრეზიდენტმა კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა, ბალტიის, შავი და ადრიატიკის ზღვების პარტნიორული ბლოკია, რომელიც ცდილობს, გააღრმაოს კავშირები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას შორის. პროექტი აერთიანებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 12 ქვეყანას, რომლებიც ევროკავშირის წევრები არიან: ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნები, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ავსტრია, ხორვატია, რუმინეთი, სლოვენია და ბულგარეთი. ინიციატივის ძირითადი მიმართულება ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაა.
პრეზიდენტისა და პრემიერის მკვლელობის მოწოდებების გამო, პოლონეთში კაცი დააკავეს
პოლონეთის შინაგანი უსაფრთხოების სააგენტომ (ABW) დააკავა კაცი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტისა და პრემიერის მკვლელობისკენ მოწოდებაშია ეჭვმიტანილი. პოლონეთის უშიშროების სამსახურის სპიკერის, სტანისლავ ჟარინის თქმით, ეჭვმიტანილი პიოტრ უ. ქალაქ ბელჩატოვში დააკავეს. მისივე თქმით, დაკავებული კაცი Facebook-ზე უხეშ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს აქვეყნებდა. „ეჭვმიტანილმა ასევე გამოიყენა სოციალური მედია "პრეზიდენტის, პრემიერ მინისტრ მატეუშ მორავიეცკის და პოლიციის ოფიცრების მკვლელობის მოწოდებისთვის", - განუცხადა სპიკერმა ჟურნალისტებს. პიოტრ უ. უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ მხოლოდ საკუთარ შეხედულებებს გამოხატავდა.
ზელენსკიმ და დუდამ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის გაძლიერებაზე იმსჯელეს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა პოლონელმა კოლეგამ ანდჯეი დუდამ უკრაინის თავდაცვისთვის პოლონეთისა და მოკავშირეების მხარდაჭერის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ზელენსკიმ Twitter-ზე განაცხადა. „მე ვაგრძელებ დიალოგს ანდჯეი დუდასთან. ვაცნობე მას ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ. განვიხილეთ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა პოლონეთისა და მოკავშირეებისგან. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში კოორდინირებულად ვმოქმედებთ ", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ანდჯეი დუდა კიევშია
პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა უკრაინის დამოუკიდებლობის დღემდე ერთი დღით ადრე, კიევში ჩავიდა. პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას. შესაბამისი განცხადება პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა. როგორ ხვდება უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს „ყირიმის პლატფორმის“ სამიტში 60-მდე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ეს დუდას მესამე ვიზიტია უკრაინაში. პოლონეთის პრეზიდენტი ასევე ჩავიდა უკრაინაში 2022 წლის 13 აპრილს და 2022 წლის 21-22 მაისს.
ზელენსკი: ანდჯეი დუდასთან განვიხილე ჩვენი ხალხების და ზოგადად, ევროპის თავისუფლების ერთობლივად დაცვის საკითხი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრეზიდენტ ანდჯეი დუდასთან განიხილა ორმხრივი საკითხების მთელი სპექტრი, მათ შორის უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის მხარდაჭერა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა კიევში პოლონეთის ლიდერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ზელენსკის თქმით, გაიმართა ნაყოფიერი მოლაპარაკება და განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების მთელი რიგი საკითხები: „ჩვენი ხალხების და ზოგადად, ევროპის თავისუფლების ერთობლივად დაცვის საკითხი. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ თავდაცვაზე, უსაფრთხოებაზე, დახმარებაზე“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. დუდას ოფისში განაცხადეს, რომ მისი ვიზიტი მოიცავს ორმხრივ მოლაპარაკებებს უკრაინის სამხედრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერასთან დაკავშირებით. დუდა ასევე აპირებს, შეუერთდეს ყირიმის პლატფორმას, საერთაშორისო სამიტს, რომელიც პირველად, 2021 წელს გაიმართა. 23 აგვისტოს დაგეგმილ მეორე სამიტს ონლაინ შეუერთდებიან გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო, იაპონიის პრემიერ მინისტრი ფუმიო კიშიდა და NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.
ანდჯეი დუდა: რუსეთი აგებს და უკრაინაში სამხედრო ოპერაციების გაყინვა, ნებისმიერ ფასად სურს
რუსეთი უკრაინის ბრძოლის ველზე აგებს და ამიტომ ნებისმიერ ფასად ცდილობს, ბირთვული იარაღით შეკავების ტაქტიკის გამოყენებით, საომარი მოქმედებები გაყინოს. ამის შესახებ პოლონეთის სახელმწიფოს პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ, ვარშავაში მონტენეგროს პრეზიდენტ მილო ჯუკანოვიჩთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „დასავლეთი არ უნდა დაემორჩილოს შანტაჟს, არამედ უნდა განაგრძოს უკრაინის დახმარება, ვიდრე რუსეთი არ დატოვებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს“, - აღნიშნა დუდამ. მისივე თქმით, ახლა მიმდინარეობს შეტევა, რომლითაც უკრაინა რუსეთის არმიის მიერ მანამდე ოკუპირებულ ტერიტორიებს იბრუნებს. „მათი გმირობის წყალობით უკრაინელებს, ხერსონის დაბრუნების დიდი შანსი აქვთ. ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უკრაინა ოკუპანტების ხელიდან გათავისუფლდეს“, - აღნიშნა დუდამ. მისი თქმით, რუსეთი ახლა თავდაცვაზეა და სანქციები, რომელიც დასავლეთმა რუსეთს დაუწესა, იმდენად ეფექტურია, რომ მოსკოვს ამჟამად არ შეუძლია თანამედროვე იარაღის წარმოება და, შესაბამისად, იარაღს გასული საუკუნის 60-იანი წლების მარაგებიდან იყენებს.
ანდჟეი დუდა: ჯერ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ ვინ ისროლა რაკეტა პოლონეთის მიმართულებით
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ ვარშავას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ ისროლა რაკეტა, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე დაეცა, თუმცა გამოთქვა ეჭვი, რომ შესაძლოა, რაკეტა რუსული წარმოების იყო. ჯო ბაიდენი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლეს „გამოძიება მოკავშირეებთან ერთად ჩატარდება. ამ დროისთვის ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება, ვინ გაუშვა რაკეტა. ეს არის რუსული წარმოების რაკეტა, მაგრამ გამოძიება გრძელდება", - განაცხადა დუდამ. მედია NATO-ს მე-4 მუხლის ამოქმედების შესახებ იუწყება პოლონეთის პრეზიდენტმა ყველას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. „არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ შემდგომი მოვლენების ესკალაცია მოხდება. პოლონელი ჯარისკაცები ადგილზე არიან. ჩვენ გვაქვს მოკავშირეების მხარდაჭერა, ვალდებულებები სრულდება. ჩვენ ვმუშაობთ. დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა - ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. ყველას ვთხოვ სიმშვიდე შევინარჩუნოთ“, - განაცხადა დუდამ. უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.
ანდჯეი დუდა „სარაკეტო ინციდენტზე“: უკრაინა თავს იცავდა. ეს არის ჩვენი საერთო ტრაგედია
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ გამოძიებაში უკრაინელი ოფიციალური პირების ჩართვა, პოლონეთისა და შეერთებული შტატების თანხმობას მოითხოვს. მისი განმარტებით, თუ უკრაინელ სტუმრებს სურთ პროცედურების ნახვა, მათ შეუძლიათ, ეს პროცედურები ნახონ, მაგრამ თუ საქმე ეხება გამოძიებაში მონაწილეობას, ინფორმაციასთან და დოკუმენტებთან წვდომას, ეს მოითხოვს საერთაშორისო შეთანხმებებს. დუდამ არ დააკონკრეტა, მისცემს თუ არა პოლონეთი ასეთ წვდომას უკრაინას. კულება: უკრაინელი ექსპერტები უკვე ჩავიდნენ პოლონეთში, რათა რაკეტის აფეთქების ადგილზე გამოძიება ჩაატარონ ანდჯეი დუდამ განაცხადა, რომ გამომძიებლებმა პოლონეთის მიწაზე მეორე რაკეტის კვალი ვერ იპოვეს, როგორც ამის შესახებ ზოგიერთი მედია იტყობინებოდა. „ჩვენს საზღვარზე ომია. რუსეთმა ასობით რაკეტა გაუშვა, უკრაინა თავს იცავდა. არავის სურდა ვინმესთვის ზიანის მიყენება პოლონეთში. ეს არის ჩვენი საერთო ტრაგედია“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ პრჟევოდოვოში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი. ჯო ბაიდენი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლეს პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა იაკუბ კუმოჩმა 17 ნოემბერს განაცხადა, რომ პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა რაკეტის ნარჩენები შეისწავლა და ტრაექტორია გამოთვალა. როგორც კუმოჩმა განაცხადა, არსებობს მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული რაკეტა. კულება: უკრაინელი ექსპერტები უკვე ჩავიდნენ პოლონეთში, რათა რაკეტის აფეთქების ადგილზე გამოძიება ჩაატარონ მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არავინ ადანაშაულებს უკრაინას პოლონეთის ტერიტორიაზე განზრახ დარტყმაში, რადგან „რუსეთმა, იმ დღეს დაბომბა უკრაინა და სწორედ რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა“. 16 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო NATO-სა და პოლონეთის განცხადება იმის შესახებ, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, უკრაინული რაკეტა ჩამოვარდა. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ერთობლივი გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, „რუსული კვალის მტკიცებულებები წარადგინოს“. უკრაინა მოითხოვს, მონაწილეობა მიიღოს პოლონეთში მომხდარი აფეთქების გამოძიებაში
სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანდჯეი დუდას 5 დეკემბერს შეხვდება. „ქალაქ ვარშავაში, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტები პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ. პრესსამსახურის ცნობით, 6 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართება საქართველოს და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის - ,,წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე“ წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონია. სამუშაო ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი ევროპის კოლეჯის წარმომადგენლებს შეხვდება და სტუდენტებისათვის, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ, საჯარო ლექციას წაიკითხავს“, იტყობინება ადმინისტრაცია.
სალომე ზურაბიშვილი: უკრაინის მაგალითმა გვაჩვენა, როცა ერთიანია ქვეყანა, მან შეიძლება, ყველაფერს გაუძლოს
10 თვეა უკვე, რაც რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ნამდვილი სახე, გამოავლინა თავისი იმპერიალისტური და აგრესიული სახე. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. კერძოდ, ქვეყნის პრეზიდენტ ანდჯეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ 10 თვეა რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთში სამუშაო ვიზიტი დაიწყო სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვევა „ამ ათი თვის განმავლობაში უკრაინელმა ხალხმა, მთელმა საზოგადოებამ გვაჩვენა, რას ნიშნავს ქვეყნის დაცვა; რას ნიშნავს თავისუფლების დაცვა, არამხოლოდ თავიანთი თავისუფლების, არამედ ევროპის და ჩვენი საქართველოსი, როგორც ამ სივრცის ნაწილის; რას ნიშნავს, როდესაც მთელი საზოგადოებაა გაერთიანებული, ამას ვამბობ არამხოლოდ ზოგადად, არამედ საქართველოსთვის. უკრაინის მაგალითმა გვაჩვენა, რომ როცა ერთიანია ქვეყანა და პოლარიზაცია გვერდზე არის გადადებული, ქვეყანამ შეიძლება, ყველაფერს გაუძლოს. ამ წუთებშიც ძლიერი იერიშია უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ ამასაც გაუძლებს უკრაინა, რადგან უკრაინა არის ერთიანი და იბრძვის თავისი ქვეყნისთვის. მე აქ წარმოვადგენ, და ჩემი პოზიცია, რომელიც აქ დავაფიქსირე, არის არა ჩემი პირადი პოზიცია, არამედ უფრო საქართველოს მოსახლეობის პოზიცია. საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ. საქართველომ იცის, რა ფასს იხდის დღეს უკრაინა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, რამეთუ საქართველომ ეს ფასი გადაიხადა და იცის, რომ ჩვენი მომავალი არის ერთი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. მისივე განცხადებით, არ შეიძლება, საქართველომ თავის შესაძლებლობების ფარგლებში არ დაუჭიროს მხარი უკრაინას. „ყველამ ვიცით, რომ საქართველოს არ აქვს ის პოტენციალი, რომ ჩაერთოს ომში და ეს არც იქნებოდა სწორი, მაგრამ მინდა მოგიწვიოთ და ნახოთ, როგორ გამოიხატება საქართველოს სოლიდარობა“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილმა ანდჯეი დუდა საქართველოში ვიზიტით მოიწვია.
ანდჯეი დუდა: პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს, გაწევრიანდეს ევროკავშირსა და NATO-ში
პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს, გაწევრიანდეს ევროკავშირსა და NATO-ში. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ ყველანაირ დახმარებას ვუწევთ უკრაინას. ახლა აუცილებელია, რომ უკრაინამ თავი დაიცვას რუსეთის აგრესიისგან. ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში კვლავ დიდი თავდასხმებია რუსეთის მხრიდან უკრაინაზე, არის დაბომბვის ფაქტები, როგორც ვხედავთ, უკრაინა დიდ წინააღმდეგობას უწევს. რუსეთმა უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია, უნდა შეაჩეროს ეს ომი. ვიცით, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყნები მხარს უჭერენ უკრაინას. იმედი გვაქვს, რომ რუსეთი მალე დამარცხდება და დააბრუნებს იმ ტერიტორიებს, რომელიც მან დაიპყრო არამარტო უკრაინაში, არამედ სხვა ქვეყნებში. ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შეეხება ეს საკითხი. იმედია, რომ რუსეთი დამარცხდება და დააბრუნებს ამ ტერიტორიებს. როგორც პოლონეთის პრეზიდენტი ქალბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ ვუდასტურებ პოლონეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არცთუ ისე დიდი ხნის განმავლობაში საქართველო სტატუსს მიიღებს, იქნება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა და ასევე, შევა NATO-ში. პოლონეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ამ მისწრაფებებს და კვლავ მხარს დაუჭერს. ეს ჩვენი საერთო უსაფრთხოების საკითხია. ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება საქართველოს უფრო მეტ კარგ პირობებს მისცემს იმისთვის, რომ ეკონომიკური განვითარება და პოლიტიკური უსაფრთხოება მოიპოვოს“, - განაცხადა ანდჯეი დუდამ. ანჯეი დუდა: სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ ღიად დააფიქსირა პოზიცია რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ
პრეზიდენტი: არ უნდა იყოს დაშვებული ძველი შეცდომა, რომ თითქოს, „ვიღაც უნდა გაუფრთხილდეს რუსეთის გრძნობებს“
„რუსეთი ან უნდა გაჩერდეს და შეეგუოს იმას, რომ მასაც, როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანას აქვს თავისი საზღვრები და არანირი უფლება არ აქვს, რომ სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე თავისი ძალები განალაგოს, ექსპანსიას ან იმპერიალისტურ ზრახვებს დაუბრუნდეს“, - შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „დღეს ეს არის ისტორიული ბრძოლა ნამდვილად, როდესაც ამ ბრძოლის ბოლო ეტაპზე მივალთ, სხვანაირად არც ხდება ისტორიულად... დრო მოვა, როცა მოლაპარაკებების დრო დადგება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ აღარ დაუშვას ის შეცდომები, რაც იყო დაშვებული საქართველოს პირობებში, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ. რუსეთი ან უნდა გაჩერდეს და შეეგუოს იმას, რომ მასაც, როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანას აქვს თავისი საზღვრები და არანირი უფლება არ აქვს, რომ სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე თავისი ძალები განალაგოს, ექსპანსიას ან იმპერიალისტურ ზრახვებს დაუბრუნდეს. ეს არის ომის ის შედეგები, რაც შეცვლის მსოფლიოს და არანაირად არ უნდა იყოს დაშვებული ის ძველი შეცდომა; ძველი ხედვა, რომ ვიღაც უნდა გაუფრთხილდეს რუსეთის გრძნობებს. ყველა უნდა გაუფრთხილდეს იმ პატარა თუ დიდი ქვეყნების გრძნობებს, რომლებიც რუსეთის ირგვლივ, ამდენი ხანია მეზობლურად ცხოვრობენ და ვერ მიიღეს ის უსაფრთხოების ელემენტალური გარანტია, რასაც ჰქვია: ჩემი საზღვარი ჩემია და შენი საზღვარი შენი უნდა იყოს და შენ უნდა შეეგუო შენს საზღვარს. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინას იმისთვის, რომ სწორედ უკრაინის ბრძოლის შედეგად დაჩქარდა ევროკავშირისკენ ინტეგრაციის გზა. „ეს ძალიან ბევრს ნიშნავს; იმას ნიშნავს, რომ ის ძველი ხედვის ნაშთი, რასაც გეოგრაფიული მიდგომა, რომ თითქოს, საქართველო იყო თუ არა ევროპა... ეს დისკუსიაც დამთავრდა და ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. მან კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება იმასთან დაკავშირებით, რომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო ქვეყანა და აქვე გათქვა პოლონეთის მხარდაჭერის იმედიც. „პოლონეთი მუდამ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მან ძალიან სწორად შეფასა იმდროინდელი საფრთხე მომავალში, როცა არ მივიღეთ ის საერთაშორისო რეაგირება, რაც საჭირო იქნებოდა. დღესაც ჩვენ გვერდით დგას პოლონეთი“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
დუდა: გამარჯვების შემდეგ, უკრაინამ რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებას პერეიასლავში უნდა მოაწეროს ხელი
პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჯეი დუდას განცხადებით, რუსეთზე გამარჯვების შემდეგ, უკრაინამ მოსკოვთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი პერეიასლავში (ქალაქი კიევის ოლქში, რედ.) უნდა მოაწეროს, სადაც ჰეტმან ბოჰდან ხმელნიცკიმ სამშვიდობო ხელშეკრულება მოსკოვის სამეფოსთან ჯერ კიდევ 1654 წელს დადო. შესაბამისი განცხადება უკრაინული მედიის ცნობით, დუდამ ლატვიაში, პოლონურ დიასპორასთან შეხვედრაზე გააკეთა. მანვე აღნიშნა, რომ პოლონელები, ისევე როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნები, უკრაინელებს მხარს დაუჭერენ და მათთან ერთად საერთო ევროპულ მომავალს აშენებენ. „ერთხელ, არც ისე დიდი ხნის წინ, უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის ვუთხარი: ვოლოდიმირ, გადახედე ჩვენს ისტორიას, როგორ განსხვავდებოდა ეს გზები ოდესღაც, მე ძალიან გთხოვ - როცა დაამარცხებ რუსეთს, როცა რუსები აქ მუხლებზე დაეცემიან, ხელი მოაწერე სამშვიდობო ხელშეკრულებას, წაიყვანე პერეიასლავში. დაე, მოაწერონ ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას და ამით წაშალონ საბჭოთა და რუსული გავლენის მთელი ის წლები", - განაცხადა ანდჯეი დუდამ.
ბაიდენის ვიზიტი წარმოუდგენლად მძლავრი სიგნალია - პოლონეთის პრეზიდენტი
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტი კიევში, წარმოუდგენლად მძლავრი სიგნალია, ეს არის პოლიტიკური და სტრატეგიული სიგნალი", - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი შეფასებით, ეს ვიზიტი „უგზავნის სიგნალს თავისუფალ სამყაროს დაცვის და NATO-ს თავდაცვის, მისი ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრის დაცვის შესახებ. მისივე თქმით, ეს იყო მნიშვნელოვანი გზავნილი პოლონელი ხალხისთვის. პოლონეთის პრეზიდენტმა ასევე განუცხადა, რომ თანამედროვე იარაღი უკრაინისთვის რუსეთისგან თავდასაცავად მთავარია. CNN-ის კითხვაზე, მოიცავს თუ არა ეს საბრძოლო თვითმფრინავებს, მან უპასუხა: „თუ ასეთი საჭიროებაა, რა თქმა უნდა, დიახ“.
რუსეთს აქვს კოლონიური ამბიციები, მას სურს, დაიმორჩილოს სხვა ქვეყნები, 2008 წელს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს - დუდა
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ რუსეთი არის იმპერია, რომელსაც კოლონიური ამბიციები აქვს. მას სურს, დაიმორჩილოს სხვა ერები და ქვეყნები, ამის საუკეთესო მაგალითია დღეს უკრაინა, მაგრამ არიან სხვა ქვეყნებიც - 2008 წელს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. ამის შესახებ დუდამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი შეფასებით, თუ უკრაინა გაუძლებს რუსეთის იმპერიულ ამბიციებს, მაშინ რუსეთს მოუწევს, შეაჩეროს ეს იმპერიული ამბიციები“. 2008 წელს, რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. დღეს მუდმივი პრობლემაა მოლდოვაშიც, რადგან იქ დნესტრისპირეთში რუსული ჯარები არიან განლაგებულნი. რუსეთმა თავისი ჯარები სირიაში შეიყვანა. რუსეთი მსოფლიოში ბევრ ქვეყანაში დესტაბილიზაციას ახორციელებს. უკრაინა განიცდის რუსეთის მხრიდან ფრონტალურ შეტევას, მაგრამ ეს იმის დემონსტრირებაა, რომ რუსეთი აღადგენს თავის იმპერიულ ამბიციებს და უნდა შეაჩეროს ეს. თავისუფალმა სამყარომ უნდა აიძულოს რუსეთი, რომ შეაჩეროს ეს“, - აღნიშნა ანდჯეი დუდამ. სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს უკრაინას, რადგან გვჯერა, რომ თუ უკრაინა გაუძლებს რუსეთის იმპერიულ ამბიციებს, მაშინ რუსეთს მოუწევს, შეაჩეროს ეს ამბიცები“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში.
დუდამ ზელენსკი თეთრი არწივის ორდენით დააჯილდოვა
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ 5 აპრილს ვარშავაში ვიზიტის დროს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრი არწივის ორდენით დააჯილდოვა, იტყობინება პოლონური პრესის სააგენტო. მისივე თანახმად, ზელენსკიმ ჯილდო მიიღო პოლონეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის, უსაფრთხოების გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯებისა და ადამიანის უფლებებისადმი ურყევი ერთგულების ნიშნად. ინფორმაციისთვის, თეთრი არწივის ორდენი (პოლ. Order Orła Białego) არის პოლონეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო ერთ–ერთი უძველესი პოლონური ორდენი. დაარსებულია 1705 წელს.
პოლონეთი მუშაობს იმისთვის, რომ უკრაინამ NATO-სგან უსაფრთხოების მეტი გარანტია მიიღოს - დუდა
პოლონეთი მუშაობს უკრაინისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მისაღებად NATO-ს მომდევნო სამიტზე, რომელიც ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართება. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა. დუდა ვოლოდიმირ ზელენსკის მასპინძლობს. „ჩვენ ვცდილობთ NATO-ს მომავალ სამიტზე, ვილნიუსში, უკრაინისთვის მივიღოთ... უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები, რომლებიც გააძლიერებს უკრაინის სამხედრო პოტენციალს", - განაცხადა დუდამ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
დუდა: წლებია, საქართველოს მხარდამჭერი ვარ., მხარს ვუჭერ ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკას
იმედი მაქვს, რომ რამდენიმე წელიწადში იქნებით ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ რეიკიავიკში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტი გაიხსნა. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუმცა დეკემბერში ამ გადაწყვეტილების მიღებას თავად მხარს დაუჭერს. „მთლიანობაში, მე მხარს ვუჭერ საქართველოს. წლებია, საქართველოს მხარდამჭერი ვარ. მხარს ვუჭერ ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკას. პოლონეთი ევროკავშირში 2004 წელს გაწევრიანდა და ჩემი აზრით, ევროკავშირის კარი ღია უნდა იყოს ახალი წევრებისთვის, ახალი კანდიდატებისთვის და საქართველო მათ შორის ერთ-ერთია“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა, რომლის კომენტარსაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.
ანდჯეი დუდა: პოლონეთი მხარს დაუჭერს გეგმებს, რომლებიც საქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერას ისახავს მიზნად
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჯეი დუდამ განაცხადა, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რათა დაჩქარდეს პროგრესი საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. მივესალმებით ევროსაბჭოს ძალისხმევას, მხარი დავუჭიროთ უკრაინას სამოქმედო გეგმით, რომელიც ფოკუსირებულია მედეგობაზე, აღდგენასა და რეკონსტრუქციაზე, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ორგანიზაციის შესაბამისობას და მნიშვნელობას, პოლონეთი მხარს დაუჭერს ამ სამოქმედო გეგმას, ისევე, როგორც იმ გეგმებს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერას. „პოლონეთმა, როგორც არაერთი აგრესიის მსხვერპლმა, კარგად იცის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მნიშვნელობა ომის დროს ჩადენილი დაშაულებისთვის უკრაინაში. კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და ომის დანაშაულები, უნდა იყოს დასჯილი სრული მასშტაბით, ვიდრე ყველა დამნაშავე არ დაისჯება და ვიდრე ყველა მსხვერპლი არ მიიღებს კომპენსაციას ტანჯვისთვის. დუდა: წლებია, საქართველოს მხარდამჭერი ვარ., მხარს ვუჭერ ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკას ჩვენ მივესალმებით ევროპის საბჭოს ძალისხმევას, მხარი დავუჭიროთ უკრაინას სამოქმედო გეგმით, რომელიც ფოკუსირებულია მედეგობაზე, აღდგენასა და რეკონსტრუქციაზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ორგანიზაციის შესაბამისობას და მნიშვნელობას. პოლონეთი მხარს დაუჭერს ამ სამოქმედო გეგმას, ისევე როგორც იმ გეგმებს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერას. გამოცდილებიდან ვიცით, რომ ევროსაბჭოს დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი წევრი ქვეყნებისთვის, რომლებიც აპირებენ ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ერთად მუშაობა, რათა დავაჩქაროთ პროგრესი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირისკენ გზაზე“, - განაცხადა ანდჯეი დუდამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
პოლონეთი, ლატვია და ლიეტუვა „ვაგნერის აჯანყების“ შემდეგ, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას ითხოვენ
„ვაგნერის“ გადაადგილება ბელორუსში, ჩვენთვის უკიდურესად ნეგატიური სიგნალია. ხსენებული განცხადება პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ გააკეთა. პოლონეთის პრეზიდენტის თანახმად, NATO-ს წარმომადგენლებმა, 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები უნდა განახორციელონ, რათა გააუმჯობესოს თავდაცვის დაგეგმვა და უზრუნველყოს მოკავშირეთა ძალების უფრო სწრაფი რეაგირების შესაძლებლობები. ლუკაშენკოს თქმით, პრიგოჟინი ბელორუსში იმყოფება „ახლა NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის - პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოებას ვაძლიერებთ. ვხედავთ რა ხდება აღმოსავლეთით. „ვაგნერის” ჯგუფი ბელორუსში გადაადგილდება, რაც ჩვენთვის უკიდურესად ნეგატიური სიგნალია და ამას ჩვენს მოკავშირეებამდე მივიტანთ”, - განაცხადა დუდამ. აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერება ასევე მოითხოვეს ლატვიაში. „ვაგნერის“ ჩასვლა ბელორუსში, უნდა განიხილებოდეს NATO-ს სამიტისა და ყველა დისკუსიის ფონზე, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ თავდაცვის, შეკავების და საჭირო გადაწყვეტილებებზე, რომლებიც აუცილებელია აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა. 26 ივნისის განცხადების თანახმად კი, ვიდრე ოფიციალურად განაცხადებდნენ, რომ ლუკაშენკო ბელორუსშია, ლიეტუვის პრეზიდენტი ამბობდა, რომ პრიგოჟინი თუ ბელორუსში აღმოჩნდება, ლიეტუვა NATO-ს აღმოსავლეთის ფლანგის კიდევ უფრო გაძლიერებას მოითხოვს. ნაუსედამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ სპეცსამსახურები გააძლიერებენ ლიეტუვის უსაფრთხოების პოლიტიკის ასპექტების და მეზობელ ბელორუსში შექმნილი სიტუაციის შეფასებას. „თუ პრიგოჟინი ან „ვაგნერის“ ჯგუფის ნაწილი ბელორუსში აღმოჩნდება გაურკვეველი გეგმებითა და გაურკვეველი ზრახვებით, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დაგვჭირდება კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი აღმოსავლეთის საზღვრების უსაფრთხოება“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა. რას პასუხობს სტოლტენბერგი ლიეტუვის წინადადებას აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაზე გარდა ამისა, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ხაზი გაუსვა, რომ „ვაგნერის“ გადაადგილების სისწრაფემ აჩვენა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების დაცვა უნდა გაძლიერდეს. „ჩვენი ქვეყნების საზღვრები ამ აქტივობიდან სულ რაღაც ასეულ კილომეტრშია, ასე რომ, შესაძლოა მათ 8-10 საათი დასჭირდეთ, რომ მოულოდნელად გამოჩნდნენ სადღაც ბელორუსში, ლიეტუვასთან ახლოს. ეს ქმნის უფრო არასტაბილურ, არაპროგნოზირებად გარემოს ჩვენი რეგიონისთვის. ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ ბალტიის რეგიონის დაცვის საკითხს“, - აღნიშნა ლანდსბერგისმა. ბელორუსი NATO-ს წევრ ლატვიას, ლიეტუვას და პოლონეთს ესაზღვრება. „საფრანგეთი შეიძლება იყოს ღირებული პარტნიორი ბალტიისპირეთის ქვეყნების საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების საქმეში. ჩვენ ვიცით ფრანგული ტექნოლოგიების შესახებ და ის შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც ჩვენი შეკავების სტრატეგიის ნაწილი, რათა „ვაგნერმა“ და არცერთმა რუსმა სამხედრომ არ იფიქროს ბალტიის ქვეყნების საზღვრების გადაკვეთაზე“, - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. ორშაბათს, გერმანიამ განაცხადა, რომ მზადაა, ლიეტუვაში 4000 ჯარისკაცი მუდმივად განათავსოს დასავლეთის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და „პრიგოჟინის ამბოხს“ უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“. ჯო ბაიდენი რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე: ამ ამბავთან საერთო არაფერი გვაქვს - ეს იყო რუსეთის სისტემის შიგნით ბრძოლის ნაწილი ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში. ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა. ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს. ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ. 2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა. ლიეტუვის პარლამენტმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო „დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ლიეტივის პრეზიდენტის შემდეგ, კიევში პოლონეთის ლიდერიც ჩავიდა
ლიეტივის პრეზიდენტის შემდეგ, კიევში პოლონეთის ლიდერიც ჩავიდა. ანდჯეი დუდას ვიზიტის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია Twitter-ზე გავრცელდა. მანამდ, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა კიევში ჩავიდა. ის უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შეხვდება, იუწყება RBC-Ukraine. ნაუესდა მონაწილეობას მიიღებს უკრაინის კონსტიტუციის მიღებიდან 27-ე წლისთავისადმი დაგეგმილ ღონისძიებებში. ზელენსკისთან შეხვედრისას ნაუსედა მოახლოებული NATO-ს სამიტის დღის წესრიგს განიხილავს. ლიდერები ასევე ყურადღებას გაამახვილებენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებსა და ლიეტუვისა და ევროკავშირის შემდგომ დახმარებაზე. ლიეტუვის პრეზიდენტი კიევში ჰააგიდან ჩავიდა, სადაც უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრეს. კიევიდან ნაუსედა გაემგზავრება ბრიუსელში, სადაც 29 ივნისს ევროპის ლიდერები შეიკრიბებიან.
ზელენსკიმ და დუდამ ლუცკში მოულოდნელი ვიზიტისას, „ვოლინის ხოცვა-ჟლეტის“ მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს
9 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა პოლონელმა კოლეგამ ანდჯეი დუდამ 1943 წლის „ვოლინის ხოცვა-ჟლეტის“ მსხვერპლები გაიხსენეს. ისინი ჩრდილო-დასავლეთ უკრაინაში, რეგიონულ დედაქალაქ ლუცკში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდნენ. „ერთად პატივს მივაგებთ ვოლინის ყველა უდანაშაულო მსხვერპლს. წარსული გვაერთიანებს! ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ!" დაწერა ზელენსკიმ Telegram-ზე. პრეზიდენტები წირვას წმინდა პეტრე-პავლეს კათოლიკურ საკათედრო ტაძარში დაესწრნენ. „უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად პატივს მივაგებთ მოკლული პოლონელების ხსოვნას", - დაწერა თავის მხრივ, ანდჯეი დუდამ Twitter-ზე. AP-ის (Associated Press-ი) თანახმად, 7 ივლისს, „პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა და კათოლიკური ეკლესიის ლიდერებმა პარასკევს გახსნეს რამდენიმედღიანი ცერემონია უკრაინელი ნაციონალისტების მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს ათიათასობით პოლონელის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა პატივსაცემად.“ პოლონეთი აცხადებს, რომ 1943-44 წლებში უკრაინელი ნაციონალისტების მიერ 100 000 პოლონელის ხოცვა-ჟლეტა გენოციდი იყო. მკვლელობები მოხდა ვოლინისა და იმდროინდელი აღმოსავლეთ პოლონეთის სხვა რეგიონებში, რომელიც ნაცისტური გერმანიის და შემდეგ საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ იყო და ამჟამად დასავლეთ უკრაინაშია. მედიის თანახმად, ბოლო წლებში უკრაინის მთავრობამ ბევრი რამ გააკეთა ამ სფეროში დაახლოებისთვის. კერძოდ, შესაძლებელი გახდა სამძებრო და საექსჰუმაციო სამუშაო, რომელიც მანამდე არ ჩატარებულა. „ეს თვისობრივ ცვლილებაზე მიუთითებს: დღევანდელ უკრაინის მთავრობას უფრო მეტი გაგება აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, ვიდრე მის წინამორბედებს რამდენიმე წლის წინ", - აცხადებდა პოლონეთის პრეზიდენტი რადიო თავისუფლების ცნობით. ცნობისათვის, ვარშავა კიევის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვილნიუსის სამიტის წინ, პოლონეთმა და ლიეტუვამ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირეს. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 28 ივნისს კიევში შეხვდა თავის პოლონელ და ლიეტუველ კოლეგებს. ანდჯეი დუდამ და გიტანას ნაუსედამ ვილნისუსის სამიტის სამზადისი განიხილეს. დუდამ და ნაუსედამ განაცხადეს, რომ ალიანსის სამიტი უნდა დაეხმაროს უკრაინას წევრობის გზაზე.
დუდას შეფასებით, უკრაინის მომავალი წევრობის შესახებ ვილნიუსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები საკმარისი არ არის
პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჯეი დუდას შეფასებით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის მომავალი წევრობის შესახებ ვილნიუსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები საკმარისი არ არის. დუდას თქმით, NATO-ში უკრაინის სრულუფლებიანი წევრობის კონკრეტულ ვადებზე საუბარი რუსეთთან ომის დასრულებამდე შეუძლებელია. „იმედი მაქვს, რომ ჩვენი ალიანსის სრულუფლებიანი წევრი უკრაინა უკვე რამდენიმე წელიწადში გახდება. რუსეთთან ომის დასრულებამდე კონკრეტულ ვადებზე საუბარი შეუძლებელია. ახლა ამ საკითხზე მსჯელობა ძალიან რთულია და პრაქტიკულად შეუძლებელია, იმის გათვალისწინებით, რომ ამისთვის ნატოში ერთსულოვნება არის საჭირო”, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. მან ხაზი გაუსვა, რომ NATO-ში უკრაინის წევრობა ალიანს გააძლიერებს და ასევე, პოლონეთის უსაფრთხოებას გააუმჯობესებს. „უკრაინა NATO-ს ბრძოლაში გამოცდილ ჯარს დაახვედრებს. გარდა ამისა, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ბუფერულ ზონას, რომელიც პოლონეთს და ალიანსის სხვა წევრ ქვეყნებს რუსეთის მხრიდან საფრთხისგან დაიცავს”, - განაცხადა ანდჯეი დუდამ.
დუდა: რუსეთი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, ეს მხოლოდ ვლადიმერ პუტინზე არ არის დამოკიდებული
პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჯეი დუდა მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, რადგან ამ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ვლადიმერ პუტინზე არ არის დამოკიდებული. „მიმაჩნია, რომ რუსეთში ბირთვული არსენალი მრავალი ადამიანის კოლექტიური კონტროლის ქვეშაა და ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ვლადიმერ პუტინის ერთპიროვნულ შეხედულებაზე. ამდენად, გადაწყვეტილების მისაღებად ერთზე მეტი ადამიანია საჭირო," - აღნიშნა დუდამ. პოლონეთის პრეზიდენტისთვის უფრო შემაშფოთებელია უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებთან დაკავშირებული საფრთხე. „თუ საუბარია ბირთვული საფრთხეების შესახებ, ბევრად უფრო მაშფოთებს უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებთან დაკავშირებული პოტენციური პრობლემები. ვშიშობ, უფრო სავარაუდოა, მოხდეს ისეთი რამ, რაც ბირთვული ავარიის მსგავსი იქნება. იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ატომურ სადგურზე აფეთქების საფრთხე გაცილებით დიდია, ვიდრე ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე," - აღნიშნა ანდჯეი დუდამ. პოლონეთი ბელორუსის საზღვართან დამატებით, 10 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს - Reuters
პოლონეთი სამხედრო რეფორმას იწყებს
პოლონეთი თავისი არმიის რეფორმირებას იწყებს. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჯეი დუდამ განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ამ პროცესის ფარგლებში არმიის სამეთაურო-კონტროლის სისტემა უნდა შეიცვალოს. პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ცვლილებები ქვეყნის შეიარაღებული ძალების სამეთაურო სისტემის სტანდარტიზაციის აუცილებლობის გამო ხდება. რეფორმები მოიცავს გაერთიანებული ძალების სარდლობის შექმნას და სამხედრო ნაწილების ხელმძღვანელობის რესტრუქტურიზაციას. პოლონეთი ბელორუსთან საზღვარზე, მესაზღვრეების მხარდასაჭერად, დამატებით, 10 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა 10 აგვისტოს განაცხადა. შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. 2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს.
დუდამ ახალი მმართველი კოალიციის გეგმაზე პირველი ვეტო გამოიყენა
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ გადაწყვიტა, ვეტო დაადოს ბიუჯეტის კანონპროექტს, რომელიც მომავალ წელს ქვეყნის სახელმწიფო მედიისთვის 3 მილიარდი ზლოტის (თითქმის 700 მილიონი ევროს) გამოყოფას ითვალისწინებს. დუდამ თავისი გადაწყვეტილების შესახებ ცნობა X-ზე გაავრცელა. მისი განმარტებით, ხსენებულ საკითხზე შეთანხმება შეუძლებელია კონსტიტუციისა და დემოკრატიული კანონის პრინციპების აშკარა დარღვევის გათვალისწინებით. „სახელმწიფო მედია ჯერ სამართლიანად და კანონიერად უნდა აღდგეს,“ - წერს დუდა. მანვე განმარტა, რომ შობის შემდეგ ის დაუყოვნებლივ წარუდგენს სეიმს საკუთარ პროექტს. დუდამ მოუწოდა სეიმის სპიკერს შიმონ გოლოუნიას და სენატის სპიკერს მალგორზატა-კიდავა ბლონსკას, სასწრაფოდ მოიწვიონ ორივე პალატა, რათა განიხილონ და მიიღონ ეს კანონპროექტი ამ წლის ბოლოს. მანამდე დუდამ წერილით მიმართა პრემიერ -მინისტრ დონალდ ტუსკს სახელმწიფო მედიის ხელმძღვანელობის გადაყენებასთან დაკავშირებით და მოუწოდა მას, „პატივი სცეს პოლონეთის სამართლებრივი წესრიგს.“ ტუსკმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ პოლონეთის სახელმწიფო მედიის ხელმძღვანელობის გადაყენება სწორედ „საზოგადოებრივ ცხოვრებაში სამართლებრივი წესრიგისა და ზოგადად, წესიერების აღდგენას ისახავდა მიზნად.“
პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში, ორი ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს
პოლონელმა პოლიციელებმა ვარშავაში, პრეზიდენტის სასახლეში დააკავეს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მარიუშ კამინსკი და მისი ყოფილი მოადგილე მაცეი ვონსიკი. ისინი პრეზიდენტ ანდჟეი დუდას პოლიტიკური მოკავშირეები არიან. ღამით, სასამართლოს ორდერის საფუძველზე, პრეზიდენტის სასახლეში პოლიციელები შევიდნენ, კამინსკი და ვონსიკი დააკავეს და ვარშავის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში გადაიყვანეს. რამდენიმე საათით ადრე, პრეზიდენტის სასახლეში მისულმა კამინსკიმ და ვონსიკმა ჟურნალსტებს განუცხადეს, რომ პოლონეთში დიქტატურა ყალიბდება და დაკავების შემთხვევაში პოლიტპატიმრები იქნებიან. 2023 წლის დეკემბერში სასამართლომ კამინსკი და ვონსიკი ხელმეორედ ცნო დამნაშავედ 2007 წელს, ანტიკორუფციულ ბიუროში მუშაობისას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში და 2-2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. კამინსკი და ვონსიკი, რომლებიც პარლამენტის დეპუტატებიც იყვნენ ყოფილი მმართველი პარტიიდან „სამართალი და სამართლიანობა“, სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ იმ მოტივით, რომ ამავე საქმეზე პირველი განაჩენის შემდეგ, 2015 წელს ისინი პრეზიდენტმა დუდამ შეიწყალა. იგივე პოზიცია აქვს დუდასაც, რომელმაც კამინსკი და ვონსიკი პრეზიდენტის სასახლეში 9 იანვარს, დილით მიიწვია. პოლონეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მის მიერ კამინსკის და ვონსიკის შეწყალების აქტი ძალაშია. დუდას ოფისმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის სტუმრების დაკავებამ ხელყო სახელმწიფოს და პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა ღირსება. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა პრეზიდენტი ანდჯეი დუდა დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ის მოკავშირეებს ეხმარება მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევაში და რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას უპირობოდ ყველამ პატივი უნდა სცეს.
პოლონეთის შს ყოფილმა მინისტრმა დაკავების შემდეგ შიმშილობა დაიწყო
პოლონეთის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ დაკავების შემდეგ შიმშილობა გამოაცხადა. „როგორც პოლიტპატიმარმა, პატიმრობის პირველივე დღიდან შიმშილობა დავიწყე,“ - ნათქვამია კამინსკის განცხადებაში. 9 იანვრის საღამოს, პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში ვიზიტისას ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, მარიუშ კამინსკი და მისი მოადგილე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. მისი დაკავება პრეზიდენტის სასახლის წინ 300-მდე ადამიანმა გააპროტესტა.
დუდა დაკავებული პოლიტიკოსების შეწყალების პირობას დებს
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ განაცხადა, რომ შეიწყალებს პარლამენტის ორ წევრს, რომლებსაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდების გამო, ორწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მან განმარტა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მარიუშ კამინსკის და მაშიეი ვონშიკის მეუღლეებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. ისინი დუდამ ერთხელ, 2015 წელს უკვე შეიწყალა, მაგრამ პოლონეთის უზენაესმა სასამართლომ შეწყალება კანონთან შეუსაბამოდ მიიჩნია, რადგან პრეზიდენტმა გადაწყვეტილება განაჩენის გამოტანამდე მიიღო. POlitico წერს, რომ პოლონეთის პრეზიდენტი ამჯერად სიფრთხილეს იჩენს. „მინდა, რომ ეს პროცესი აბსოლუტურად ყველა კონსტიტუციური და ნორმატიული სტანდარტის შესაბამისად წარიმართოს,“ - განაცხადა დუდამ. დეკემბრის ბოლოს სასამართლომ კამინსკისა და ვონშიკს თავისუფლების 2 წლით აღკვეთა შეუფარდა. მათ ჩამოერთვათ სეიმში არსებული მანდატებიც, რომლებიც პარტია კანონი და სამართლიანობის ფარგლებში ჰქონდათ. ამ პარტიის წევრია დუდაც. 11 იანვარს პარლამენტის წინ აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ კამინსკისა და ვონშიკის გათავისუფლება მოითხოვეს. პოლონეთის შს ყოფილმა მინისტრმა დაკავების შემდეგ შიმშილობა დაიწყო
დუდამ შსს-ს ყოფილი ხელმძღვანელები მეორედ შეიწყალა
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელები მარიუშ კამინსკი და მაჩიეი ვონსიკი შეიწყალა. ისინი დუდამ ერთხელ, 2015 წელს უკვე შეიწყალა, მაგრამ პოლონეთის უზენაესმა სასამართლომ შეწყალება კანონთან შეუსაბამოდ მიიჩნია, რადგან პრეზიდენტმა გადაწყვეტილება განაჩენის გამოტანამდე მიიღო. „მივმართავ იუსტიციის მინისტრსა და გენერალურ პროკურორს, დაუყოვნებლივ დაიწყონ ამ საქმეზე შემდგომი ქმედებები. მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ დაემორჩილონ პრეზიდენტის ბრძანებას. დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ ისინი, განსაკუთრებით, მარიუშ კამინსკი ჯანმრთელობის მიზეზების გამო. ვწუხვარ, რომ ჩემი მოწოდების, მძიმე შიმშილობის და კამინსკის ჰოსპიტალიზაციის მიუხედავად, იუსტიციის მინისტრს ის აქამდე არ გაუთავისუფლებია,“ – აღნიშნა დუდამ. დეკემბრის ბოლოს სასამართლომ კამინსკისა და ვონშიკს თავისუფლების 2 წლით აღკვეთა შეუფარდა. მათ ჩამოერთვათ სეიმში არსებული მანდატებიც, რომლებიც პარტია კანონი და სამართლიანობის ფარგლებში ჰქონდათ. ამ პარტიის წევრია დუდაც. 11 იანვარს პარლამენტის წინ აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ კამინსკისა და ვონშიკის გათავისუფლება მოითხოვეს. პოლონეთის შს ყოფილმა მინისტრმა დაკავების შემდეგ შიმშილობა დაიწყო დუდა დაკავებული პოლიტიკოსების შეწყალების პირობას დებს
პოლონეთის NATO-ში გაწევრიანების 25-ე წლისთავზე, ბაიდენი დუდასა და ტუსკს უმასპინძლებს
პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა და პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი 12 მარტს, ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდებიან. თეთრი სახლის ცნობით, ლიდერები რუსეთის სასტიკი დამპყრობლური ომისგან უკრაინის დასაცავად, ურყევ მხარდაჭერას დაადასტურებენ. თეთრი სახლის შეხვედრა პოლონეთის NATO-ში გაწევრიანების 25 წლისთავს ემთხვევა და ხაზს უსვამს შეერთებული შტატებისა და პოლონეთის ერთობლივ, ურყევ ერთგულებას ალიანსის მიმართ. დუდა, ტუსკი და ბაიდენი, ვაშინგტონში NATO-ს მომავალი სამიტის წინ, თავიანთ ქმედებებს კოორდინაციას გაუწევენ. ისინი ასევე განიხილავენ აშშ-პოლონეთის სტრატეგიულ პარტნიორობას ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ ურთიერთობებზე და, დემოკრატიული ღირებულებებისადმი შეერთებული შტატებისა და პოლონეთის ერთობლივ ერთგულებაზე. სამიტზე ვაშინგტონში, სხვა საკითხებთან ერთად უნდა განიხილონ უკრაინისა და ალიანსის შემდგომი დაახლოება. NATO-ში აშშ-ის ელჩი ჯულიან სმიტი არ ელის, რომ უკრაინა ვაშინგტონში სამიტზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მოწვევას მიიღებს.
პოლონეთი გააგრძელებს ბრძოლას უკრაინის თავისუფლებისთვის - დუდა
„ორი წლის 23 თებერვლის საღამოს, კიევს ვტოვებდი. მე იქ ვიყავი უკრაინის მხარდასაჭერად. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. პოლონეთი მხარს უჭერდა, უჭერს და გააგრძელებს ბრძოლას უკრაინის თავისუფლებისთვის,“ ამბობს პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე წლისთავს ეხმაურება. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
რაზე შეთანხმდნენ უკრაინის მოკავშირეები პარიზის არაფორმალურ სამიტზე
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ ორშაბათს პარიზში გამართულ არაფორმალურ სამიტზე, უკრაინის პარტნიორებმა განიხილეს უკრაინის არამხოლოდ იარაღით უზრუნველყოფის საკითხები, არამედ, კიევის მხარდაჭერის სხვა ფორმებიც. მისი განმარტებით, ლიდერებმა ასევე განიხილეს უკრაინის განაღმვის ძალისხმევის მხარდაჭერა, ისევე როგორც უკრაინის საზღვრის დაცვისთვის საჭირო წვრთნების მხარდაჭერა, როგორიცაა, მაგალითად, ბელორუსის საზღვარზე არსებული „მნიშვნელოვანი საფრთხის“ გათვალისწინება. ევროპელებმა ასევე განიხილეს უკრაინასთან სამრეწველო თანამშრომლობა, კერძოდ, სარაკეტო ინდუსტრიაში. დუდამ აღნიშნა, რომ „უკრაინას აქვს საკუთარი წარმოება, მაგრამ დასავლეთის ქვეყნების მფლობელობაში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიები შეიძლება, რომ „კიევისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.“ როგორც დუდამ განმარტა, უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ მოკავშირეებს შორის კონსენსუსი არ არსებობს. „ამ საკითხზე შეთანხმება არ მიღწეულა. აქ აზრები განსხვავდება, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებები არ არსებობს,“ - განაცხადა ანჯეი დუდამ. პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პარიზში გამართულ ევროპელი ლიდერების სამიტზე უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ მწვავე დისკუსია გაიმართა. მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მომავალში უკრაინაში დასავლეთის ჯარების გაგზავნა არ გამორიცხა. ამასთან, მაკრონმა აღნიშნა, რომ შეიქმნება კოალიცია უკრაინისთვის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და ბომბების მიწოდებისთვის. გარდა ამისა, ჩეხეთის პრემიერის თქმით, ევროკავშირის 15 ქვეყანა მზადაა, უკრაინისთვის ჭურვები ევროპის გარეთ იყიდოს.
პუტინი თუ უკრაინაში გაიმარჯვებს, ის სხვა სახელმწიფოებს დაესხმება თავს - დუდა
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ, რომელიც ცდილობდა, შეერთებული შტატები დაერწმუნებინა კიევისთვის დახმარების გაგრძელების შესახებ, გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავს დაესხმება სხვა ქვეყნებს, თუ ის უკრაინის წინააღმდეგ ომში გაიმარჯვებს. დუდა Bloomberg-ს ესაუბრა. „ეს რუსული იმპერიალიზმია ხელახლა დაბადებული და ის ხარბია. (...) ამიტომ უნდა დაისაჯოს...“ განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. დუდა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი თეთრ სახლს უკრაინის ომის კრიტიკულ მომენტში ეწვივნენ. Bloomberg- წერს, რომ აშშ, პოლონეთი და უკრაინის სხვა მოკავშირეები იკვლევენ კიევისთვის დამატებითი დახმარების უზრუნველსაყოფად, რადგან ომი მესამე წელია, გრძელდება და ქვეყნის იარაღის მარაგი მცირდება. დუდამ გაიმეორა მოკავშირეებისადმი მოწოდება, რომ მათ თავდაცვის ხარჯები გაზარდონ. ბაიდენმა შეაქო პოლონეთი მშპ-ს თითქმის 4%-ის დახარჯვისთვის თავდაცვაზე, რაც ორმაგად აღემატება მოკავშირეებისთვის დაწესებულ 2%-იან ბარიერს. თეთრმა სახლმა უკრაინისთვის უსაფრთხოებისა და თავდაცვის დახმარების 300 მილიონი დოლარის პაკეტის გადაცემის შესახებ ოფიციალურად, 12 მარტს გამოაცხადა - ეს დახმარება მოიცავს HIMARS-ის საბრძოლო მასალებს და სხვა იარაღს.
დუდა: რუსეთი NATO-ს შესაძლოა, 2026-2027 წლებშის დაესხას თავს
რუსეთმა NATO-ზე თავდასხმა, შესაძლოა, 2026-2027 წლებში განახორციელოს, წევრმა ქვეყნებმა სასწრაფოდ უნდა გაზარდონ თავდაცვის ხარჯები და შემაკავებელი მექანიზმი შექმნან. შესაბამისი განცხადება პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, პუტინი აორმაგებს ომის ეკონომიკაზე გადასვლის ტემპს ნატო-ზე თავდასხმის მიზნით, რაც შეიძლება რამდენიმე წელიწადში მოხდეს. „განგაშის ზარი რეკავს: 2-3 წელი გვაქვს, რომლის დროსაც შეგვიძლია გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა, მოვაგროვოთ საბრძოლო მასალა და ვაწარმოოთ იარაღი, რათა მაქსიმალურად გავზარდოთ ევროპული უსაფრთხოება, მოვამზადოთ და უზრუნველვყოთ, რომ შეჭრა არ მოხდეს. ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ომში არ ჩავერთოთ. მიზანი ისეთი შემაკავებელი მექანიზმის შექმნაა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ჩვენზე თავდასხმა არ მოხდეს,“ - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის სადაზვერვო სამსახურებმა მთავრობისთვის მოამზადეს რუსეთის მხრიდან სამხედრო საფრთხის ანალიზი, რომელიც პროგნოზირებს, რომ მან, 2026 წლიდან, შესაძლოა, NATO-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე თავდასხმის განხორციელება. რუსეთთან კონფლიქტისთვის მზადების შესახებ გაფრთხილებები სულ უფრო ინტენსიურად ისმის. ნიდერლანდელმა ადმირალმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერმა კვლავ განაცხადა, რომ მაშინ, როცა შეიარაღებული ძალები უკვე მზად არიან კონფლიქტისთვის, მოქალაქეებიც ასევე მზად უნდა იყვნენ ამისთვის, რაც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებას მოითხოვს. მისი ეს გაფრთხილება წინ უსწრებდა NATO-ს ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ცივი ომის შემდეგ. Steadfast Defender 2024 - 90 000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით მაისამდე გასტანს. რუსეთთან ომის გაფრთხილების შესახებ გამოვიდა ბორის პისტორიუსიც. „ჩვენი ექსპერტები ელიან 5-დან რვა წლამდე პერიოდს, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება,” - განუცხადა მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-ს. „თითქმის ყოველდღე გვესმის მუქარა კრემლიდან, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ერთ დღეს NATO-ს წევრ ქვეყანასაც დაესხას თავს. მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა "ამჟამად," აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
პოლონეთს აქვს საჰაერო თავდაცვის რაკეტების გარკვეული მარაგი, რომლის გადატანაც უკრაინაში შეიძლება - დუდა
პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, პოლონეთს აქვს საჰაერო თავდაცვის რაკეტების გარკვეული მარაგი, რომლის გადატანაც უკრაინაში შეიძლება. საუბარია საბჭოთა დროის სისტემაზე. ეს განცხადება დუდამ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ლიეტუვის პრეზიდენტთან გიტანას ნაუდასთან გამართულ პრესკონფერენციაზე. დუდამ აღნიშნა, რომ მან უკვე განიხილა ეს საკითხი თავის უკრაინელ კოლეგასთან. „დღეს, ორმხრივი შეხვედრის დროს, მე და პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვისაუბრეთ რაკეტების გარკვეულ რეზერვებზე, რომლებიც ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს საბჭოთა კავშირის შემდეგ. მე გავესაუბრები ჩემს თავდაცვის მინისტრს, როდესაც პოლონეთში დავბრუნდები,” - აღნიშნა დუდამ. თებერვლის ბოლოს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის 10 სარაკეტო სისტემის გადატანა უკრაინაში მნიშვნელოვნად იმოქმედებს რუსეთთან ომში არსებულ ვითარებაზე. მან აღნიშნა, რომ 25 სისტემა, რომელსაც აქვს 6-8 ბატარეა, საჭიროა ცის სრულად დასაფარად. იმავდროულად, საჰაერო ძალების სპიკერმა ილია ველაშმა განმარტა, თუ რა სჭირდება უკრაინას საჰაერო თავდაცვის სრულად ფუნქციონირებადი სისტემის შესაქმნელად. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, პუტინი ცდილობს, ბოლო წლების განმავლობაში უკრაინის ენერგეტიკული სექტორის განადგურებას და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მისი გეგმების თავიდან აცილება.
ქემერონის შემდეგ, ტრამპს პოლონეთის პრეზიდენტი შეხვდა
პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჯეი დუდა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. დონალდ ტრამპმა პოლონეთის პრეზიდენტს ნიუ-იორკში, Trump Tower-ში უმასპინძლა. დონალდ ტრამპმა და ანჯეი დუდამ NATO-ს წევრების მიერ თავდაცვის ხარჯების გაზრდის საკითხი და უკრაინაში მიმდინარე ომი განიხილეს, თუმცა დეტალები არ გასაჯაროებულა. „მან ფანტასტიკური სამუშაო გასწია და ის ჩემი მეგობარია. ჩვენ ერთად ოთხი შესანიშნავი წელი გავატარეთ. ჩვენ პოლონეთს მხარს ბოლომდე ვუჭერთ,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა ანჯეი დუდასთან შეხვედრისას. ტრამპის კამპანიამ მცირე ინფორმაცია გაავრცელა შეხვედრის შესახებ, მაგრამ განაცხადა, რომ მათ განიხილეს დუდას წინადადება NATO-ს ქვეყნებისთვის, გაეზარდათ თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 3 პროცენტამდე - პოზიცია, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტმა ასევე გაასაჯაროვა გასულ თვეში Washington Post-ის სტატიაში. სტატიაში დუდა ამბობდა, რომ „რუსეთის იმპერიალისტური ამბიციები და აგრესიული რევიზიონიზმი უბიძგებს მოსკოვს NATO-სთან პირდაპირი დაპირისპირებისკენ“ და რომ NATO მზად უნდა იყოს საფრთხესთან გასამკლავებლად. ტრამპის კამპანიამ გაასაჯაროვა საკითხები, რომლებიც აშშ-ის ექსპრეზიდენტმა ქემერონთან შეხვედრაზე განიხილა
დუდა: NATO თუ გადაწყვეტს, პოლონეთის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი განათავსოს, ამისთვის მზად ვართ
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი მზად არის, ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებას დასთანხმდეს, თუკი ნატო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს იმ ფონზე, როცა რუსეთი აძლიერებს შეიარაღებას ბელარუსსა და კალინინგრადში. „თუ ჩვენი მოკავშირეები გადაწყვეტენ ჩვენს ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი განათავსონ, NATO-ს აღმოსავლეთი ფლანგის გასაძლიერებლად, ჩვენ მზად ვართ ამისთვის,“ - აღნიშნა დუდამ გამოცემა Fakt-თან ინტერვიუში. მისი თქმით, დისკუსია პოლონეთსა და აშშ-ს შორის ბირთვული თანამშრომლობის შესახებ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გრძელდება. „ამაზე უკვე რამდენჯერმე ვისაუბრე. უნდა ვაღიარო, რომ როცა მკითხეს, მზადყოფნა გამოვთქვი. რუსეთი სულ უფრო მეტად ახორციელებს კალინინგრადის მილიტარიზაციას. ბოლო დროს მან თავისი ბირთვული იარაღი ბელარუსში გადაიტანა,“ - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. დუდა პოლონურ მედიას ნიუ-იორკში ვიზიტის შემდეგ ესაუბრა, სადაც გაეროში შეხვედრები გამართა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან უკრაინის ომის საკითხი განიხილა. დუდა მარტში ვაშინგტონს ეწვია, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა. პოლონეთისთვის მიზანშეწონილი იქნება, თუ მის ტეროტორიაზე აშშ-ის ბირთვული ქობინები განთავსდება - დუდა