თეგი: ვიზიტი
შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 8-11 თებერვალს, ვიზიტით გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.მათივე ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს თემთა პალატის სპიკერ ლინდსი ჰოილთან, ლორდთა პალატის სპიკერ ჯონ მაკფოლთან, ასევე, თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების წევრებთან გამართავს.„დაგეგმილია შეხვედრა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელ ჯონათან ჯანოღლისთან და საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან.ვიზიტის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო საკითხებში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველ დევიდ ქუერის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ კრის ჰიტონ-ჰარისს, ლონდონის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელ რიჩარდ ბერჯს და Westminster Foundation for Democracy-ის აღმასრულებელ დირექტორ ენტონი სმიტს შეხვდება.პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, შეხვედრებს ადგილობრივ ექსპერტებთან, კულტურის, განათლებისა და ბიზნესის სფეროების წარმომადგენლებთან და ქართველ სტუდენტებთან გამართავს.საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, ნინო წილოსანი, გიორგი ხელაშვილი და თეონა აქუბარდია, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პაპუაშვილის განცხადებით, მან ოპოზიციას დელეგაციაში სამი დეპუტატის შეყვანა შესთავაზა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ვიზიტს მიმდინარე კვირის განმავლობაში აპირებს და მისი დელეგაციის შემადგენლობაში ოპოზიცია არ იქნება. „უკრაინაში ვიზიტი გახლავთ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დელეგაციასთან ერთად, სადაც განსხვავებით სხვა დელეგაციებისგან, სადაც თანაფარდობა უფრო სხვაა, ოპოზიციას შევთავაზე თანაბარი თანაფარდობა - სამ უმრავლესობის მხრიდან, სამი - ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ როგორც ჩანს, ამ შეთავაზებას ჯერჯერობით არ იზიარებენ“,- ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „უკვე გვაქვს შეთანხმება უკრაინის რადას თავმჯდომარესთან. ეს გახლავთ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი, რომელიც, როგორც სხვა შემთხვევებშიც, არის საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ხოლმე. სწორედ ამ შემთხვევაშიც, შევთავაზე ოპოზიციას, რომ მათი წარმომადგენლებიც იყვნენ საპარლამენტო ჯგუფში. სოლიდარობის გამოცხადება საქართველოს პარლამენტის ბევრ წევრს სურს. დელეგაციასთან დაკავშირებით, შეთავაზება გვქონდა რომ ისევე, როგორც სხვა დროს ხდება, წარმოდგენილნი იყვნენ უმრავლესობის წარმომადგენლები, ასევე, თანაბარი რაოდენობით იყვნენ ოპოზიციიდანაც წარმოდგენილები. სამი იყოს უმრავლესობიდან, სამი-ოპოზიციიდან. სამწუხაროდ, ამას ოპოზიცია არ იზიარებს. მთავარია, რომ ეს დელეგაცია შედგეს. სამწუხაროა, რომ შიდაპოლიტიკური თემები, როგორც ჩანს, ჭარბობს ხოლმე იმ მთავარს, რასაც ჰქვია სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ იქ მივემგზავრებით იმისთვის, რომ ვაჩვენოთ ადამიანებს სოლიდარობა, გავიზიაროთ მათი წუხილი და ეს არანაირად არ უნდა იყოს დაკავშირებული შიდაპოლიტიკურ სიჭრელესთან თუ მრავალფეროვნებასთან. სწორედ ეს გახლავთ ამ ვიზიტის მიზანი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. უკრაინის რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა განაცახდა, რომ საქართველოს შორის მცირე გაუგებრობები დასრულდა. ამის შესახებ მან Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ინლაინ შეხვედრის შემდეგ დაწერა. 13 აპრილს შალვა პაპუაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ უკრაინის რადას თავმჯდომარესთან შეთანხმდა, რომ უკრაინაში რაც შეიძლება მალე შეხვდება. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასეევე წაიკითხეთ შალვა პაპუაშვილი: უკრაინაში ჩემს ვიზიტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია
სენატორ კრის კუნსის ხელმძღვანელობით, საქართველოს კონგრესის დელეგაცია ეწვევა
აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი კრის კუნსი ამ კვირაში უხელმძღვანელებს კონგრესის დელეგაციის ვიზიტს საფრანგეთში, საქართველოსა და იტალიაში. დელეგაციის შემადგენლობაში არიან სენატორი გარი პიტერსი, შიდა უსაფრთხოებისა და სამთავრობო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ბობ ქეისი, კონგრესმენი სტეფანი მერფი, კონგრესვუმენი ქეთლინ რაისი, კონგრესმენი დევიდ სისილინი და კონგრესმენი ტედ დოიჩი. დელეგაცია შეხვდება აშშ-ის დიპლომატებს, მთავრობის მაღალჩინოსნებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს თითოეულ ქვეყანაში, რათა განიხილონ ტრანსატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერისა და გაძლიერების მნიშვნელობა, გაამყარონ მძლავრი რეაგირება რუსეთის წინააღმდეგ მის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო და განამტკიცონ ევროპული უსაფრთხოება. დელეგაცია ასევე განიხილავს საერთო გლობალურ გამოწვევებს, როგორიცაა COVID19-ის პანდემია, გლობალური შიმშილი, მიგრანტთა კრიზისი, კლიმატის ცვლილება და იარაღის გაუვრცელებლობა. სენატორი კრისტოფერ კუნსი ვამაყობ, რომ ევროპისა და ტრანსატლანტიკური ალიანსისთვის ამ კრიტიკულმომენტში ვუერთდები კონგრესის დელეგაციას ჩემს კოლეგებთან ერთად“. შეერთებული შტატები წინ უნდა წაუძღვეს გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებასა და ახალი შესაძლებლობების ძიებას, დაწყებული საერთაშორისო უსაფრთხოებით, დამთავრებული COVID19-ის პანდემიითა და 21-ე საუკუნეში გლობალური დღის წესრიგის შემუშავებით, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიულ ღირებულებებზე, მაგრამ ჩვენ ამას მხოლოდ ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად შევძლებთ. მოუთმენლად ველი ამ კრიტიკულ საკითხებზე აშშ-ის მთავარ პარტნიორებთან შეხვედრას. სენატორი პიტერსი: რუსეთის მთავრობის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ კიდევ უფრო დაგვარწმუნა ევროპელ მოკავშირეებთან ჩვენი მჭიდრო პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობაში. ტრანსატლანტიკური ალიანსი მტკიცედ და თანმიმდევრულად პასუხობს ვლადიმერ პუტინს და მხარს უჭერს უკრაინის სამხედროებსა და ხალხს. მოუთმენლად ველი ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებთან შეხვედრას ევროპაში, რათა გავაძლიეროთ ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების დაცვა. სენატორი ბობ ქეისი: იმ ფონზე, როცა პუტინი აგრძელებს უკრაინაზე თავდასხმებს, ჩვენი ტრანსატლანტიკური ალიანსები ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. პრეზიდენტ ბაიდენის ხელმძღვანელობით ისინი [ალიანსები] უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ოდესმე. პუტინს შეიძლება ეგონა, რომ მას შეეძლო დემოკრატიის დაზიანება, მაგრამ მსოფლიო მის წინააღმდეგ ერთიანია. მოუთმენლად ველი მთავარ მოკავშირეებთან თანამშრომლობას, რათა გავაგრძელოთ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავება და საერთო ღირებულებების დაცვა. კონგრესვუმენი რაისი: ჩემთვის პატივია მონაწილეობის მიღება ამ მნიშვნელოვან დელეგაციაში, რათა კიდევ უფრო გამყარდეს და გაძლიერდეს ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ურთიერთობა ამ არეულობის ფონზე, საერთაშორისო ალიანსები არის აშშ-ის უმთავრესი იარაღი გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად და მოუთმენლად ველი იმის განხილვას, თუ როგორ შეგვიძლია გავერთიანდეთ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და ამ უაზრო ძალადობის დასასრულებლად. კონგრესმენი სისილინი პრეზიდენტ ბაიდენის წყალობით, შეერთებულმა შტატებმა დაიბრუნა ლიდერობა მსოფლიო მასშტაბით. ამ ვიზიტის მეშვეობით განვამტკიცებთ ჩვენი ალიანსების მნიშვნელობას, განსაკუთრებით რუსეთის უკრაინაში უკანონო, დაუსაბუთებელი შეჭრის წინააღმდეგ ერთობლივ რეაგირებაზე მუშაობით. მოუთმენლად ველი ჩვენს შეხვედრებს და იმის განხილვას, თუ როგორ შეგვიძლია უკეთესი მომავლის მშენებლობის გაგრძელება, COVID19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისიდან გამოსვლის ფონზე. კონგრესვუმენი მერფი პუტინის უკრაინაში შეჭრის კვალდაკვალ, ამერიკის ლიდერებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან გავიაროთ კონსულტაციები, ვაჩვენოთ ერთიანობა და განვამტკიცოთ ურთიერთობები. ჩვენი დელეგაცია იმოგზაურებს საფრანგეთსა და იტალიაში – ამერიკის ორ უძლიერეს მოკავშირე ქვეყნებში, და საქართველოში – NATO-ს ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორ სახელმწიფოში. მოუთმენლად ველი დამატებითი ნაბიჯების განხილვას, რომლებიც შეგვიძლია გადავდგათ უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთისთვის მძიმე ფასის დასაკისრებლად.
პრეზიდენტი: გუშინ შევიტანეთ კითხვარი ევროკავშირში, ხვალ გავხდებით ევროკავშირის წევრი და ეს არის ყველაზე დიდი იმედი
საქართველოს პრეზიდენტი გერმანიაში ვიზიტს განაგრძობს. ბერლინიდან სალომე ზურაბიშვილის მოკლე მიმართვა პრეზიდნტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. „ბერლინის კედელი ჩვენთვის ყველასთვის, უკრაინელებისთვის, ქართველებისთვის, მოლდოველებისთვის, ყველაზე დიდი მაგალითია, რომ ყველაფერი შესაძლებელია; რომ ყველაფერი მთავრდება - ბერლინის კედელიც დაინგრა, საბჭოთა კავშირიც დაინგრა და არაფერი არ არის შეუძლებელი. გუშინ შევიტანეთ ევროკავშირში წევრობის კანდიდატის კითხვარი, ხვალ გავხდებით ევროკავშირის წევრი და ეს არის ყველაზე დიდი იმედი. ამ ხალხმა ეს იმედი გაამართლა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ასევე წაიკითხეთ სალომე ზურაბიშვილი შტაინმაიერთან შეხვედრისას: იმედი გვაქვს, გერმანელი ინვესტორები, რომლებიც ახალ ენერგეტიკულ მარშრუტებს ეძებენ, კავკასიის შესაძლებლობებით დაინტერესდებიან საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გერმანიაში დაიწყო
ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიმდინარე წლის 16-18 მაისს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომლებიც ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ფარგლებში იკრიბებიან. „შეხვედრებზე განხილული იქნება ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი, ქართული მხარის მიერ შევსებული ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებული საკითხები, ასევე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
სახელმწიფო მდივნის მრჩეველმა დერეკ შოლემ, ჯვრის მონასტერი დაათვალიერა
სახელმწიფო მდივნის მრჩეველმა დერეკ შოლემ დაათვალიერა საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საგანძური, ჯვრის მონასტერი, რომლის შენარჩუნებასაც შეერთებული შტატები ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის მეშვეობით ეხმარება. ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი დერეკ შოლე თბილისშია 1992 წელს, აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან, საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესანარჩუნებლად $2 მილიონზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა.
ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტზე: ევროპა არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია
„ბრიუსელში ორდღიანი სამუშაო ვიზიტი დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრები შედგა ევროპულ საბჭოში - პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროპარლამენტში - პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან, ევროკომისიაში - უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელსა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან. მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკომისიის თვითშეფასების კითხვარი შეავსო, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებთან პირადად განმეხილა ის პროგრესი, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ რეფორმების პროცესში, ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების განხორციელების გზაზე მიაღწია,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. ირაკლი ღარიბაშვილი ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე: ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე ძალიან კარგი საუბარი მქონდა სტოლტენბერგი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ: NATO სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში შეხვდა მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ევროპა არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია და ევროპელ პარტნიორებს ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. „შეხვედრებზე კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ევროპა არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია. მადლობას ვუხდი ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის.რეგიონულ გამოწვევებზე და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, ასევე ნატო-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობაზე ვისაუბრე ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, რომელმაც თავის საცხოვრებელ რეზიდენციაში მიმასპინძლა. გენერალური მდივანი რჩება საქართველოს მტკიცე და ძლიერ მხარდამჭერად ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში,“- აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი დერეკ შოლე თბილისშია
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლე თბილისშია. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე საქართველოს ეწვევა „სახელმწიფო მდივნის მრჩეველი შეხვედრებისას განიხილავს ორმხრივი თანამშრომლობის გზებს საქართველოს დასახმარებლად, შექმნას ძლიერი, უსაფრთხო და წარმატებული დემოკრატია“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი საქართველოში 2-დღიანი (18-19 მაისი) ვიზიტით ჩამოვიდა. საქართველომდე დერეკ შოლე მოლდოვაში იმყოფებოდა, სადაც მთავრობასთან ერთად განიხილა უკრაინაში მიმდინარე ომის მოლდოვაზე გავლენა, ასევე, სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში აშშ-მოლდოვის პარტნიორობა. შოლე ასევე შეხვდება უკრაინელ ლტოლვილებს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შოლეს ვიზიტი გააძლიერებს აშშ-ის მხარდაჭერას მოლდოვის დემოკრატიის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მიმართ. საქართველოდან სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი ლონდონში გაემგზავრება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი, დერეკ შოლე საქართველოს ეწვევა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში დერეკ შოლე საქართველოს, მოლდოვასა და დიდ ბრიტანეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი საქართველოში 2-დღიანი (18-19 მაისი) ვიზიტით ჩამოვა. დერეკ შოლე მთავრობის წევრებს, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება. საქართველომდე დერეკ შოლე მოლდოვაში ჩავა, სადაც მთავრობასთან ერთად განიხილავს უკრაინაში მიმდინარე ომის მოლდოვაზე გავლენას, ასევე სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში აშშ-მოლდოვის პარტნიორობას. ასევე, შოლე შეხვდება უკრაინელ ლტოლვილებს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შოლეს ვიზიტი გააძლიერებს აშშ-ის მხარდაჭერას მოლდოვის დემოკრატიის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მიმართ. საქართველოდან სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი ლონდონში გაემგზავრება.
თურქეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანში ჩავა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 28 მაისს ერთდღიანი ვიზიტით, აზერბაიჯანს ეწვევა. ვიზიტი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიწვევის საფუძველზე იმართება. 28 მაისს აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. თურქეთის პრეზიდენტი, ბაქოში ავიაციის, კოსმონავტიკისა და ტექნოლოგიის ფესტივალს დაესწრება. ფესტივალი თურქეთის ფარგლებს გარეთ პირველად იმართება.
პრემიერი: მეფე აბდულა II-ს მადლობა გადავუხადე ქრისტეს ნათლობის ადგილზე მიწის გადმოცემისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფე აბდალა II-ს წმინდა მიწაზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოსთვის მიწის გადაცემისთვის, მადლიერების ნიშნად, საქართველოს სახელით, ოქროს საწმისის ორდენი გადასცა. „დიდი მადლობა, თქვენო სამეფო აღმატებულებავ! ჩემთვის დიდი პატივია პირადად რომ გხვდებით. მადლობა ჩვენი მოწვევისა და მიღებისთვის. საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადმოცემის შესახებ თქვენი ძალიან გულუხვი გადაწყვეტილებისთვის მადლობას მოგახსენებთ ჩვენი მთავრობის, ქვეყნისა და ხალხის სახელით. თქვენო სამეფო აღმატებულებავ, გადაჭარბების გარეშე მინდა გითხრათ, რომ ეს არის უდიდესი საჩუქარი და სიხარული მთელი ერისთვის. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ამისთვის. მადლობა! ასევე მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ურთიერთობის მნიშვნელობას. ნამდვილად კარგი შესაძლებლობა მოგვეცა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობისა და სამომავლო განვითარების განსახილველად. სწორედ ამიტომ ჩამოვედი დელეგაციით, მინისტრებით. ასე რომ, კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას,“- მიმართა მთავრობის მეთაურმა მეფე აბდალა II-ს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ წმინდა მიწაზე საქართველოსთვის გადმოცემულ მიწის ნაკვეთზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავებას და ქართველი და იორდანელი ხალხის ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ ცნობადობის გაზრდას. შეხვედრაზე მთავრობის ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა მისი აღმატებულება პრინც ღაზის, ასევე იერუსალიმის პატრიარქისა და იორდანიის არქიეპისკოპოსის როლს საქართველოსთვის მიწის გადაცემის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პრემიერმა აღნიშნა, რომ პრინც ღაზის პირადი წვლილი გადამწყვეტი იყო საბოლოო შეთანხმების მიღწევაში და საქართველო ამას ძალიან აფასებს. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, უდიდესი ისტორიული მოვლენაა, რომ საერო და სასულიერო ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, 300 წლის შემდეგ საქართველო წმინდა მიწას უბრუნდება. საქართველოს მფლობელობაში არსებულ მიწაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება. შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს შორის არსებულ მაღალი დონის თანამშრომლობას და გამოითქვა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა. საუბარი შეეხო ორ მეზობელ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო განიხილება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და საკვანძო ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობასა და უსაფრთხოებას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ახლო აღმოსავლეთის საკითხების პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მეფე აბდალას პირად როლს და არაბულ ქვეყნებთან ისტორიული კავშირების აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფე აბდალა მეორეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მოიწვია.
ჯო ბაიდენი თვის ბოლოს ევროპაში ვიზიტს გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თვის ბოლოს ევროპას ეწვევა G7-ისა და NATO-ს სამიტებში მონაწილეობის მისაღებად, სადაც რუსული აგრესიის ფონზე უკრაინის მხარდაჭერის საკითხებს განიხილავს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. „პრეზიდენტი და „დიდი შვიდეულის“ ლიდერები განიხილავენ მეტ-ნაკლებად აქტუალურ გლობალურ პრობლემებს, მათ შორის, „დიდი შვიდეულის“ ურყევ მხარდაჭერას უკრაინისადმი, ეკონომიკისა და დემოკრატიის მდგრადობას, კლიმატური კრიზისის დაძლევას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, ჯანდაცვის გლობალურ უსაფრთხოებას, ასევე სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისს, რუსეთის დამპყრობლურ ომს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. გარდა ამისა, NATO-ს სამიტზე მადრიდში ლიდერები მხარს დაუჭერენ სტრატეგიულ კონცეფციას, რომელიც ალიანსის ტრანსფორმაციას მართავს უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით. „დიდი შვიდეულის“ ლიდერების შეხვედრა გერმანიაში 26-28 ივნისსაა დაგეგმილი. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტს კი, მადრიდი 28-30 ივნისს უმასპინძლებს.
კარენ დონფრიდი აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს ეწვევა
14-19 ივნისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდი აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს ეწვევა, რათა ხაზი გაუსვას აშშ-ის ერთგულებას მშვიდობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობისადმი სამხრეთ კავკასიის რეგიონში. სახელმწმიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სამივე ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილის აღსანიშნავად, მდივნის თანაშემწე დონფრიდი ხაზს გაუსვამს აშშ-ის მხარდაჭერას ამ ქვეყნების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ, ასევე - აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის უფლებას, თავად განსაზღვრონ საკუთარი გზები. კარენ დონფრიდი ასევე ხაზს გაუსვამს შეერთებული შტატების მზადყოფნას, დაეხმაროს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთა შორის კავშირების განვითარების მხარდაჭერის გზით მთელ რეგიონში. კარენ დონფრიდი: ვიცი, რომ ქართველი ხალხი განსაკუთრებულად აფასებს დამოუკიდებლობას - ამერიკა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას კარენ დონფრიდი 15 და 16 ივნისს ეწვევა აზერბაიჯანს, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, მთავრობის სხვა წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შეხვდება. მდივნის თანაშემწე დააფიქსირებს აშშ-ის მხარდაჭერას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ძალისხმევისადმი, რომელიც მიმართულია მშვიდობის უზრუნველყოფისკენ და მადლობას გადაუხდის აზერბაიჯანს უკრაინისადმი ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის. ამასთან, კარენ დონფრიდი ხაზს გაუსვამს პარტნიორობას ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ხელშეწყობის, ტრანსნაციონალურ საფრთხეებთან ბრძოლის, ფუნდამენტური თავისუფლებების მხარდაჭერის, ორმხრივი ვაჭრობის განვითარებისა და ინვესტირების მიმართულებით. 17 ივნისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე თბილისს ეწვევა, სადაც ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებულ „ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე“ სიტყვით გამოვა. დონფრიდი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და სხვა ოფიციალურ პირებს. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ასევე შეხვდება ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. მხარეები განიხილავენ კრემლის არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მდივნის თანაშემწე ასევე განიხილავს გზებს, თუ როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს, უზრუნველყოს შემდგომი მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და კანონის უზენაესობის კუთხით წინსვლის, საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და წარმატებული მომავლის შენების საკითხში. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე 18 ივნისს გაემგზავრება სომხეთში, სადაც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს შეხვდება. მდივნის თანაშემწე გამოხატავს აშშ-ის მხარდაჭერას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიმართულია მშვიდობის უზრუნველყოფისკენ. „კარენ დონფრიდი ხაზს გაუსვამს ჩვენს ძლიერ პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებსა და სომხეთის დემოკრატიული განვითარებისადმი ჩვენს ორმხრივ ერთგულებას ეფუძნება“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტით სკანდინავიურ ქვეყნებს ეწვევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 12-18 ივნისს ვიზიტით სკანდინავიურ ქვეყნებს- ნორვეგიის სამეფოს, დანიის სამეფოს, ფინეთის რესპუბლიკას და შვედეთის სამეფოს ეწვევა. ნორვეგიაში ვიზიტის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილს ნორვეგიის მეფე, ჰარალდ V მიიღებს. დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა ქვეყნის პარლამენტის (სტორტინგი) თავმჯდომარე მასუდ გარახანისთან, სტორტინგის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებთან, ასევე, საგარეო ურთიერთობათა სამინისტროს სახელმწიფო მდივან ჰერიკ თუნთან. დანიის სამეფოში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აუდიენციას დანიის დედოფალთან, მარგარეტ მეორესთან გამართავს. დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის შეხვედრა დანიის პარლამენტის თავმჯდომარე ჰენრიკ დამთან. პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე, მონაწილეობას მიიღებს საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. ფინეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები შეხვედრებს ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარე მატი ვანჰანენთან და ფინეთის პარლამენტის წევრებთან გამართავენ. შალვა პაპუაშვილი დაესწრება ფინეთის პარლამენტის პლენარული სესიის გახსნას. პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება პრემიერ მინისტრ სანა მარინს, ევროპის მინისტრ ტიტი ტუპურაინენს და საგარეო საქმეთა მინისტრ პეკა ჰაავისტოს. ასევე, დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა ადგილობრივი კვლევითი ცენტრის - პაასიკივი-სეურას მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე. სკანდინავიურ სახელმწიფოებში ვიზიტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შვედეთის სამეფოში დაასრულებს. დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის აუდიენცია შვედეთის მეფესთან, კარლ XVI გუსტავთან. შეხვედრები გაიმართება პარლამენტის (რიკსდაგი) თავმჯდომარესთან, ანდრეას ნორლენთან, საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, ჯენი ოლსონთან, თავდაცვის მინისტრ პეტერ ჰულთქვისტთან და საგარეო ურთიერთობათა მინისტრის მოადგილესთან, რობერტ რაიდბერგთან. დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც დასავლურმა საზოგადოებამ სოლიდარობის ნიშანი უნდა გაუგზავნოს არა მხოლოდ უკრაინელ, არამედ ქართველ და მოლდოველ ხალხს
„ვფიქრობ, რომ დადგა ის მომენტი, როდესაც დასავლურმა და დემოკრატიულმა საზოგადოებამ სოლიდარობის ნიშანი უნდა გაუგზავნოს არა მხოლოდ უკრაინელ ხალხს, არამედ ქართველ და მოლდოველ მოსახლეობას და მხარდაჭერა გამოუცხადოს მათ იმ მისწრაფებაში, რასაც ევროპული ოჯახში დაბრუნება ჰქვია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ნორვეგიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, მასუდ გარახანისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. შალვა პაპუაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა შალვა პაპუაშვილმა რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა და ამ კონტექსტში, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „წარმოვადგენ რა, პარლამენტის ახლად არჩეულ თავმჯდომარეს, მეც ვაწყდები გამოწვევებს, მითუმეტეს ამ გამოწვევებით სავსე დროში, როდესაც რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ამის ფონზე, გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ძმებისა და დების მიმართ, მაგრამ მეორეს მხრივ, გადავხედოთ და ხელახლა გავიაზროთ NATO-სა და ევროკავშირის მიდგომები, პერსპექტივები და როლი ჩვენს რეგიონში. ამ მხრივ, როგორც მოგეხსენებათ, საქართველომ ცოტა ხნის წინ უკვე გააგზავნა ევროკავშირის წევრობის განაცხადი, რასთან დაკავშირებითაც ქართველ ხალხს აქვს ევროკავშირის დადებითი გადაწყვეტილების იმედი და მოლოდინი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, ნორვეგია საქართველოს ერთ-ერთი მჭიდრო პარტნიორი, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისა და ნატოში ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია. უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს წინააღმდეგ - 2008 წელს, ხოლო უკრაინის წინააღმდეგ - 2014 წელს განხორციელებული რუსეთის აგრესიის გათვალისწინებით, პროგნოზის გაკეთება შესაძლებელი იყო. „ ჩვენ ორივე ვეწვიეთ უკრაინას და შევხვდით ჩვენს კოლეგებს. ვფიქრობ, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ არ იყო ადვილი მოვლენების ასეთი განვითარების წინასწარ განჭვრეტა, თუმცა მეორეს მხრივ, ნამდვილად შეიძლებოდა ამ პროგნოზის გაკეთება, თუკი გათვალისწინებული იქნებოდა რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს, ასევე რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ 2014 წელს. ვფიქრობ, რომ დადგა ის მომენტი, როდესაც დასავლურმა და დემოკრატიულმა საზოგადოებამ სოლიდარობის ნიშანი უნდა გაუგზავნოს არა მხოლოდ უკრაინელ ხალხს, არამედ ქართველ და მოლდოველ მოსახლეობას და მხარდაჭერა გამოუცხადოს მათ იმ მისწრაფებაში, რასაც ევროპული ოჯახში დაბრუნება ჰქვია. ასევე, გაუგზავნოს მკაფიო სიგნალი რუსეთს, რომ შეუძლებელია, რომელიმე ქვეყანამ ხელი შეუშალოს ხალხის დემოკრატიული მისწრაფებას დემოკრატიული საზოგადოებისკენ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ერევანში გაემგზავრა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ერევანში გაემგზავრა. 20-21 ივნისს, ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კატარის მაღალი დონის ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი შესაბამის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა. 28-30 ივნისს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს მადრიდის სამიტს დაესწრება.
პრეზიდენტი ვატიკანში, ,,სიქსტის კაპელაში” სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონცერტს დაესწერება
26 ივნისს საქართველოს პრეზიდენტი ვატიკანში, ,,სიქსტის კაპელაში” სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონცერტს დაესწერება, რომელიც პრეზიდენტსა და რომის პაპს შორის, გასულ წელს, წმინდა საყდარში ოფიციალური ვიზიტისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გაიმართება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. თეა წულუკიანი: სიქსტის კაპელაში სამების საკათედრო ტაძრის გუნდი გამართავს კონცერტს; 29 ივნისს კი, როდესაც თავად პაპი აღავლენს საზეიმო მესას, შესრულდება ილია მეორეს „ავე მარია“. ეს ხდება პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საპატრიარქო გუნდის კონცერტი ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემა და მსოფლიო ხალხებს საშუალება მიეცემათ კიდევ ერთხელ გაეცნონ ქართულ კულტურას. ეს არის ისტორიული მოვლენა, რადგან ,,სიქსტის კაპელაში“ ქართველები პირველად იმღერებენ. ცნობისთვის, 24 ივნისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიღო. საპატრიარქოს ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი მის უწმინდესობას ესაუბრა წმ. სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რომში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და აღნიშნა, რომ გუნდის კონცერტს თვითონაც დაესწრება.
ვლადიმერ პუტინი ირანში ჩასვლას გეგმავს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მომავალ კვირას ირანს ეწვევა. სადაც ასევე ირანის და თურქეთის პრეზიდენტებს ებრაჰიმ რაისსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს, რუსული მედიის ცნობით, 12 ივლისს რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მედია: ირანი რუსეთისთვის შესაძლოა, სატრანსპორტო ჰაბი გახდეს ლავროვი თეირანში ირანის პრეზიდენტს შეხვდა „დიახ, ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ ეს. მართლაც მზადდება პრეზიდენტის ვიზიტი თეირანში, სადაც „ასტანას პროცესის“ გარანტორი სახელმწიფოების მეთაურების შეხვედრაა დაგეგმილი, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა. ამასთან, პესკოვმა დააზუსტა, რომ თეირანში ვიზიტი 19 ივლისსა დაგეგმილი. თეთრი სახლის ინფორმაციით, ირანი რუსეთისთვის ასობით უპილოტო საფრენი აპარატის მისაწოდებლად ემზადება
გერმანიის მთავრობის ორი მინისტრი უკრაინაში ჩავიდა
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფაზერი და სოციალური დაცვის მინისტრი ჰუბერტუს გეილი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდნენ. ფაზერისთვის და გეილისთვის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს პირველი ვიზიტია. ირპენში ვიზიტის გარდა, დაგეგმილია მათი შეხვედრები უკრაინელ პოლიტიკოსებთან. კერძოდ, უკრაინის შს მინისტრ დენის მონასტირსკისთან, სამოქალაქო დაცვის ხელმძღვანელთან სერხი კრუკთან, ვიცე პრემიერ-მინისტრთან - ეკონომიკის მინისტრთან იულია სვირიდენკოსთან, სოციალური პოლიტიკის მინისტრთან ოქსანა ჟოლნოვიჩთან და კიევის მერ ვიტალი კლიჩკოსთან. მანამდე უკრაინას აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ორპარტიული დელეგაცია ეწვია. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რომის პაპმა კანადის მკვიდრ მოსახლეობას კათოლიკური ეკლესიის ქმედებებისთვის ბოდიში მოუხადა
რომის პაპმა კანადის მკვიდრ მოსახლეობას კათოლიკური ეკლესიის ქმედებებისთვის ბოდიში მოუხადა. „აქ იმიტომ ვარ, რომ ესაა ჩემი „სინანულის მომლოცველობის“ პირველი ნაბიჯი. ისევ უნდა გთხოვოთ პატიება. მე გეუბნებით თქვენ, ძალიან, ძალიან ვწუხვარ“, - განაცხადა რომის პაპმა. ცერემონია ყოფილი სკოლა-ინტერნატის ტერიტორიაზე ჩატარდა. რომის პაპის ბოდიშის მოსახდელად ასობით ადამინი მივიდა. მათ ტრადიციული სამოსი ეცვათ. ცერემონიას ესწრებოდა კანადის პრემიერი ჯასტინ ტრუდო. რომის პაპი ფრანცისკე, 24 ივლისს კანადაში ხუთდღიანი ვიზიტით ჩავიდა. რომის პაპი ისტორიული ვიზიტით კანადაში გაემგზავრა ვატიკანმა ამ მოგზაურობას „სინანულის მომლოცვალობა“ უწოდა. რომის პაპს ედმონტონში პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო და გენერალური გუბერნატორი მერი საიმონი დახვდნენ. ცნობისთვის, 2021 წლის იანვარში კანადის სასკაჩევანის პროვინციაში, ყოფილი სკოლა-პანსიონის ტერიტორიაზე ასობით უსახელო საფლავი იპოვეს. როგორც ბრიტანული გამოცემა კანადის მკვიდრი მოსახლეობის უფლებების დამცველ ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერდა, აღმოჩენილია სულ მცირე 751 საფლავი. კანადის მკვიდრი მოსახლეობის ასამბლეის ხელმძღვანელმა, პერი ბელეგარდმა აღმოჩენას „ტრაგიკული, თუმცა არაგასაკვირი“ უწოდა. აღსანიშნავია, რომ მაისის ბოლოს კანადის ბრიტანული კოლუმბიის პროვინციაში ერთ-ერთი ინდიელი მოსახლეობისთვის განკუთვნილი ყოფილი სკოლა-პანსიონის ტერიტორიაზე 215 ბავშვის ნეშტი აღმოაჩინეს. მე-19-20 საუკუნეებში კანადაში, მკვიდრი მოსახლეობის ბავშვების იძულებითი ასიმილიაციის მიზნით, სკოლა-ინტერნატები სავალდებულო იყო. სკოლები მთავრობისა და რელიგიური ლიდერების კონტროლს ექვემდებარებოდნენ. 1863-1998 წლებში მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელი 150 000 ბავშვი იძულებით დააშორეს ოჯახს და სკოლა-ინტერნატებში განათავსეს. სკოლა-ინტერნატებში ყოფნისას გარდაიცვალა 4 100-ზე მეტი ბავშვი. ექვსწლიანი გამოძიების შედეგად, 2015 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია სკოლებში ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ფაქტებზე. კანადის პრემიერმა, ჯასტინ ტრუდომ, რომელიც თვითონ კათოლიკეა, ინდიგენული მოსახლეორბის მიმართ პაპის ბოდიში მოითხოვა. ფრანცისკეს კანადაში ჩასვლას მთავრობა პოლიტიკურ წარმატებად აფასებს, რადგან მისი მიზანია ადგილობრივ მოსახლეობასთან შერიგება.
აშშ-ის საელჩოს სასწავლო პროგრამით, საქართველოს გენერალური პროკურატურის დელეგაცია დენვერს ეწვია
ამერიკის საელჩოს სამართლებრივი მრჩევლის პროგრამის დახმარებით, ქართული დელეგაცია სასწავლო ვიზიტით კოლორადოს შტატში დენვერს ეწვია. სასწავლო ვიზიტი ჩატარდა 18-22 ივლისს. ვიზიტის თემას კიბერ-დანაშაულის გამოძიება, დევნა, და ციფრულ მტკიცებულებებთან მუშაობა წარმოადგენდა. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „ვიზიტის მიზანი იყო ამერიკის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება კიბერდანაშაულთან ბრძოლის თემატიკაზე, და მასში მონაწილეობა მიიღეს პროკურორებმა, გამომძიებლებმა და სამართლებრივმა მრჩევლებმა. ქართულმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „ციფრული პროკურორი“-https://ndaa.org/, რომელზეც ამერიკის სხვადასხვა შტატიდან წარმოდგენილმა ექსპერტებმა მონაწილეებს გაუზიარეს გამოცდილება კიბერდანაშაულთან და მუდმივად მზარდი რაოდენობის ციფრულ მტკიცებულებებთან მუშაობის შესახებ“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში. კონფერენციის შემდგომ, ქართული დელეგაცია შეხვდა ამერიკის ფედერალური პროკურატურის დენვერის ოფისის წარმომადგენლებს: შტატის პროკურატურის ოფისს დენვერში და მის ხელმძღვანელს ბეთ მაქკენს; ამავე პროკურატურის კიბერდანაშაულთან ბროლის სამმართველოს; დენვერის პოლიციის დეპარტამენტს; ქალაქ ბოლდერის შერიფის დეპარტამენტს; ბოლდერის პროკურატურას, და მის ხელმძღვანელს, მაიკლ დოგერთის. შეხვედრებზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ახლად შექმნილი კიბერდანაშაულის სამმართველოსთვის საინტერესო ციფრული პროგრამები და საუკეთესო პრაქტიკა განიხილეს.
ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა
28 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს თურქეთის რესპუბლიკის უმაღლეს პირებთან. შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები.
ლევან დავითაშილმა თურქეთის ელჩთან ორმხრივი ვაჭრობის საკითხები განიხილა
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში ალი ქაან ორბაისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შეხვედრის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი - საქართველოს სამი მთავარი სავაჭრო პარტნიორი იანვარ-აპრილში შეხვედრას ასევე დაესწრო ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თარაშ პაპასქუა. ვიცე-პრემიერმა მიულოცა თურქეთის ახალ ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება საქართველოში და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა თურქეთის, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, მათ შორის, ეკონომიკურ საკითხებში. განხილული იყო საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ტურიზმი და სხვ. აღინიშნა წარმატება, რომელიც განსაკუთრებით გამოიკვეთა ორმხრივი ვაჭრობის სფეროში. სავაჭრო ბრუნვის მიხედვით, 2021 წელს თურქეთი პირველ ადგილზე იყო ქვეყნის სავაჭრო პარტნიორებს შორის, ზრდამ კი 35 პროცენტი შეადგინა. ასევე მზარდი დინამიკით ხასიათდებოდა ექსპორტი 69 პროცენტიანი მატებით. ანალოგიური ტენდენცია შენარჩუნდა 2022 წლის 6 თვეში, სადაც ექსპორტის ზრდამ 54 პროცენტი შეადგინა. „ამის მიუხედავად აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ცვლილებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში საქართველოს და თურქეთს შორის, რომელთა შესახებაც მოლაპარაკებები მხარეებს შორის დასრულების სტადიაზეა, კიდევ უფრო გაზრდის ექსპორტს თურქეთის რესპუბლიკაში. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ინვესტიციების სფეროში. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოში და მოიცავს არაერთი სექტორს. 2022 წლის პირველი კვარტლის მიხედვით, თურქეთი მესამე მსხვილი ინვესტორია საქართველოში. თურქული ინვესტიციები, ძირითადად, ხორციელდება უძრავ ქონებაში, ტრანსპორტში, ენერგეტიკაში, წარმოებაში, მათ შორის, მსუბუქ მრეწველობაში, სასტუმრო ბიზნესში და სხვ. ამასთან, აღინიშნა, რომ ევროკავშირთან დიაგონალური კუმულაციის სქემის ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქეთის ბიზნეს წრეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ აქტიურ თანამშრომლობაზე საქართველო-თურქეთის ურთიერთობების წარმატებული განვითარების მიზნით“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სერგეი ლავროვი მიანმარში ჩავიდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით, მიანმარში ჩავიდა. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს მიანმარში სერგეი ლავროვის პირველი ვიზიტია. სერგეი ლავროვი ტაშკენტში ჩავიდა მოლაპარაკების დღის წესრიგშია შეხვედრა მიანმარის სამხედრო ხუნტის ხელმძღვანელ ნეიპიდოსთან. მხარეებმა უსაფრთხოებისა და ეკონომიკის საკითხები უნდა განიხილონ. შეგახსენებთ, ლავროვი მიანმარიდან კამბოჯაში ჩავა, სადაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების 55-ე შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ლავროვი უკვე შეხვდა თავის კოლეგას ვუნა მაუნ ლუინს და სხვა ოფიციალურ პირებს მიანმარის დედაქალაქში, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მხარეები განიხილავენ პოლიტიკური დიალოგის, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ურთიერთობების საკითხებს. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის ქვეყნები გმობენ არმიის მიერ, მიანმარის არჩეული ხელისუფლების დამხობას, რუსეთი მიანმარისთვის იარაღის უმსხვილესი მიმწოდებელია. გაეროს ცნობით მიანმარი „სამოქალაქო ომის მდგომარეობაშია“. მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აფრიკის ქვეყნებში იმყოფებოდა, ხოლო აფრიკის ტურნემდე, თეირანში ირანის პრეზიდენტს შეხვდა.
ანტონიო გუტერეში ლვოვში ჩავიდა
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, უკრაინის ქალაქ ლვოვში ჩავიდა, სადაც ხვალ უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებს შეხვდება. გაეროს გენმდივანი ვოლოდიმირ ზელენსკის და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება გაეროს გენერალური მდივანი სამმხრივ შეხვედრას უკრაინისა და თურქეთის ლიდერებთან გამართავს, სადაც „მარცვლეულის შეთანხმების“ შიდა სამუშაოებს განიხილავენ. ანტონიო გუტერეში ასევე გეგმავს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ორმხრივ შეხვედრას. შემდეგ გაეროს გენერალური მდივანი მარცვლეულთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების განსახილველად, 19 აგვისტოს ოდესაში გაემგზავრება. 20 აგვისტოს კი სტამბოლში ჩავა.
ირაკლი ღარიბაშვილი ბირიუსელში ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომას დაესწრება
„დღეს ჩვენ მოვემგზავრებით ბირიუსელში, სადაც ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა იმართება. დელეგაციას პირადად ვუხელმძღვანელებ, რომელშიც ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრებიც იქნებიან“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ჩვენ ვისაუბრებთ ყველა იმ პროგრესზე და რეფორმაზე, რომელზეც ვმუშაობთ. ასევე ბუნებრივია ჩვენ გვექნება საუბარი იმ 12 რეკომენდაციაზე, რომელზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს პარლამენტში. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხება ქვეყანაში მიმდინარე სიტუაციას, როგორც პოლიტიკურს, ასევე ეკონომიკურს, ზოგადად რეგიონში არსებულ გამოწვევებს უკრაინის ომთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ დეტალურად წარვუდგენთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ჩვენ მიერ მიღწეულ პროგრესს“, - განაცხადა პრემიერმა. 24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. გაეცანით Europetime-ს სტატიას: ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად დააკვირდება, რამდენად ეფექტიანად შეასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას
რომის პაპი ყაზახეთში ხვალ ჩავა
რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს 13-15 სექტემბერს ეწვევა. რომის პაპი ყაზახეთში პრეზიდენტ ყასიმ ჟომართ-თოყაევის მიწვევით ჩადის. რომის პაპი ყაზახეთს ეწვევა ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან, ასევე, მონაწილეობა მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა VII კონგრესში. Pew Research Center-ის თანახმად, ყაზახეთში მოსახლეობის სულ მცირე 70% მუსლიმია და დაახლოებით 25% - ქრისტიანი, რომელთაგან 1%-ზე ნაკლები კათოლიკეა. იოანე პავლე II იყო პირველი პაპი, რომელიც ყაზახეთს 2001 წლის 22-25 სექტემბერს ეწვია დევიზით - „გიყვარდეთ ერთმანეთი“.
პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბერლინში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბერლინში გაემგზავრა ვილი ბრანდტის სახელობის ბერლინ-ბრანდენბურგის სამხედრო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბერლინში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ დეოკუპირებულ იზიუმში უკრაინის დროშა აღმართა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დეოკუპირებულ იზიუმში ჩავიდა. უკრაინული მედია: რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქ იზიუმიდან გაიქცნენ „დეოკუპირებულ იზიუმში ჩვენი ლურჯ-ყვითელი დროშა უკვე ფრიალებს. ასე იქნება ყველა უკრაინულ ქალაქსა და სოფელში. ჩვენ მხოლოდ ერთი მიმართულებით მივდივართ - წინ და გამარჯვებისკენ. ადრე, როცა მაღლა ავიხედავდით, ყოველთვის ვეძებდით ცისფერ ცას, დღეს, ზემოთ ახედვისას მხოლოდ ერთს ვეძებთ - ჩვენ სახელმწიფო დროშას - ეს ნიშნავს, რომ გმირები აქ არიან, მტერი წავიდა, გაიქცა“, - განაცხადა ზელენსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული დროშის აღმართვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბალაკლეიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს
ოლაფ შოლცი: საქართველოს ექნება მხარდაჭერა იმისთვის, რომ სამართლებრივი და პოლიტიკური ღონისძიებები განხორციელოს
ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მხარი დაუჭიროს კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებისთვის, - ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ექნება ყველანაირი მხარდაჭერა იმისთვის, რომ სამართლებრივი და პოლიტიკური ღონისძიებები განახორციელოს. „პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მხარდაჭერა გახლავთ მნიშვნელოვანი. ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მხარი დაუჭიროს კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებისთვის. ეს გახლავთ ცენტრალური შეხედულება ყველასი და საბოლოო ჯამში, კანდიდატი ქვეყნების საქმეა შეასრულონ ეს კრიტერიუმები, მაგრამ საქართველოს ჩვენგან ექნება ყველანაირი მხარდაჭერა იმისთვის, რომ სამართლებრივი და პოლიტიკური ღონისძიებები განახორციელოს. გარდა ამისა, ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების განვითარებაზეა ლაპარაკი, ამიტომაც გვაქვს შესანიშნავი თანამშრომლობა განვითარების პოლიტიკის საქმეში, ამის გაფართოებაც შეიძლება, აქ ბევრი სხვა სფერო არსებობს სამომავლო განვითარებისთვის - ეს გახლავთ ენერგეტიკის სფერო და აი, ამაზე ჩვენ გვქონდა დღეს ლაპარაკი“, - განაცხადა შოლცმა.
ნენსი პელოსი სომხეთში ჩავიდა
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის თვითმფრინავი ერევნის საერთაშორისო აეროპორტში ზვარტნოცში ახლახან დაეშვა. ნენსი პელოსი: სომხეთში შაბათს გავემგზავრები სომხეთის მედიის ცნობით, 17-19 სექტემბერს ვიზიტის ფარგლებში, პელოსი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს, რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს ალენ სიმონიანს და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება. მხარეები სომხურ-ამერიკულ ურთიერთობებსა და უსაფრთხოების კუთხით შექმნილ ვითარებას განიხილავენ. აშშ-ს დელეგაციაში წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარე ფრენკ პალონე და წარმომადგენელთა პალატის წევრები ანა ეშუ და ჯეკი სპაიერი შედიან.
მედიის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა
გამოცემა Ekhokavkaza წყაროებსზე დაყრდნობით წერს, რომ ბელორუსის ავტორიტარული ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფება. სოციალური ქსელები აქვეყნებენ ვიდეომასალას, სადაც საგზაო პოლიციის მანქანების თანხლებით აფხაზეთში ავტოკოლონა მოძრაობს. ტელეგრამის არხი AMPA-life წერს, რომ „მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტთის ავტოკოლონიამ უკვე გაიარა გაგრა“. 26 სექტემბერს ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, სამუშაო ვიზიტით სოჭში ჩავიდა.
პიტერ სტანო: ლუკაშენკოს ეს „ვიზიტი“ არის მტრული ჟესტი საქართველოს მიმართ
„ევროკავშირი თვლის, რომ ეს „ვიზიტი“ საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციის გარეშე ძირს უთხრის ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მტრული ჟესტია საქართველოს მიმართ," - ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ „რუსეთვი2“-ს განიუცხადა. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ბრიტანეთის ელჩი: ამ მორიგი პროვოკაციის ფონზე, ბრიტანეთი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს
„გაერთიანებული სამეფო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, ამ მორიგი პროვოკაციის ფონზე" - საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი ოკუპირებულ აფხაზეთში ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდ ლუკაშენკოს ვიზიტს გამოეხმაურა. „ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში არის გაეროს ქარტიის და ჰელსინკის საბოლოო აქტის პრინციპების და საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფის დემონსტრაციაა. გაერთიანებული სამეფო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, ამ მორიგი პროვოკაციის ფონზე", - წერს მარკ კლეიტონი. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ჯუანშერ ბურჭულაძე: ლუკაშენკოს ვიზიტზე უმკაცრესი რეაგირება გვექნება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს ფაქტი ხელს არ უწყობს ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობას. „ჩვენ გვექნება უმკაცრესი რეაგირება ვიზიტთან დაკავშირებით და, მით უმეტეს, თუ იქნება მწვავე ნაბიჯი გადადგმული რომელიმე სახელმწიფოს მიერ", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ არცერთ ქვეყნის ლიდერს არ ურჩევს მსგავსი გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვას: „არ ვურჩევდი არცერთი ქვეყნის ლიდერს დაუშვას ისეთი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც მის ქვეყანას ძვირი დაუჯდეს, ან საერთოდ არ იყოს შესაძლებლობა ამ შეცდომის გამოსწორების", - განაცხადა ჯუანშერ ბუჯჭულაძემ. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ილია დარჩიაშვილი: ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით მიუღებელია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ალექსანდრე ლუკაშენკოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ, საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩასვლას ეხმაურება. „პრეზიდენტ ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებულ აფხაზეთში/საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით მიუღებელია. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას. საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები დაცული უნდა იყოს," - წერს დარჩიაშვილი Twitter-ის პირად გვერდზე. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
პრეზიდენტი: მიხარია, რომ აქამდე გავაჭიანურე და ხელი არ მომიწერია ბელორუსში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნისათვის
ძალიან მიხარია, რომ აქამდე გავაჭიანურე ეს საკითხი და ხელი არ მომიწერია ბელორუსში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნისათვის - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა. „არ შეიძლება, არ აღვნიშნო რამდენად მიუღებელი და შემაშფოთებელია ის, რაც დღეს მოხდა. ძალიან ცინიკური მიდგომაა, როცა აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტი ოკუპაციის კანონის დარღვევით, საერთაშორისო სამართლის ყველა წესისა და პრინციპის დარღვევით, ასევე, ჩვენი ვითომც მეგობრული ურთიერთობების დარღვევით ჩავიდა. ძალიან მიხარია, რომ აქამდე გავაჭიანურე ეს საკითხი და ხელი არ მომიწერია ბელორუსში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნისათვის. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი წესები, ჩვენი ტერიტორია, ჩვენი პრინციპები და ყველას უნდა მოვთხოვოთ, რომ დაიცვას ეს. ეს ხდება მაშინ, როცა რუსეთი ჩვენს მეგობარ ქვეყანაში ვითომც და რეფერენდუმებით (რომელსაც ყველანი ერთხმად უნდა ვგმობდეთ) ცდილობს, რაღაცნაირად ფეხი მოიკიდოს, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელია. ცინიკური ფორმაა ისიც, რომ ვითომც დემოკრატიულ პრაქტიკას იყენებ შენი სამხედრო და ძალადობრივი ოკუპაციის გასამყარებლად. დღეს ჩვენ აფხაზეთზე ვსაუბრობთ. მზერა მომავლისკენ უნდა გვქონდეს, რომელიც ძალიან საინტერესოა. ისეთი რაღაცეები ხდება დღევანდელ მსოფლიოში, რაც ალბათ ვერ წარმოგვედგინა და ბევრს კიდეც უჭირს ამის წარმოდგენა. ჩნდება ბევრი ახალი შესაძლებლობა და ამავე დროს, ბევრი საფრთხეც, მაგრამ ჩვენ იმის გამბედაობაც უნდა გვქონდეს, რომ დავინახოთ ის მსოფლიო, რომელიც იცვლება. ერთი თაობა უკვე გავიდა და ახალი თაობა მოვიდა, ახალგაზრდობას და ყველას ერთად უნდა დავანახოთ რა არის პერსპექტივა და როგორია ის გაერთიანებული საქართველო, რომელზეც ვოცნებობთ. მეტი ჩართულობა, მეტი ურთიერთგაცვლები, ამ ურთიერთობებში ჩასმული მეტი ეკონომიკა, რადგან თუ არ იქნება განვითარება, ეს ყველაფერი მაინც სიტყვებად დარჩება. მეტი კულტურა, რადგან კულტურა გვაერთიანებს და დღევანდელი საღამო სწორედ ამის მაჩვენებელია. და კიდევ ერთი, ძალიან ბევრი რამ ისმის ამ რაღაც მეორე ფრონტის თემაზე, რომელიც რუსული თემაა. რუსეთს სურს ამით რაღაცნაირად შეაშინოს აფხაზები, ვითომ საქართველო მათთვის საფრთხეს წარმოადგენს. რუსეთის გარდა, მთელმა მსოფლიომ უკვე იცის, ვინ და სად არის საფრთხე. ის ამ თემით მანიპულირებას ცდილობს, მაგრამ მე ძალიან მიკვირს, როცა ჩვენ რაღაცნაირად ვეხმიანებით ამ აბსურდულ თემას. დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთიდანაც ძალიან კარგად ხედავენ როგორია საქართველო და რომ ეს საქართველო რეალურად მომავლისათვის ნამდვილი გზაა - ჩვენ ვართ რეალური ხიდი და გზა ევროპისკენ. ჩვენ თუ შევალთ ევროპაში, რისი ძალიან დიდი იმედი და რწმენა მაქვს, ჩვენი გაერთიანება ნამდვილად იქ მოხდება და ამ გზაზე ვიქნებით ერთიანნი. ეს არის ის, რაც უნდა გადავცეთ მათ, რასაც უნდა ვაშენებდეთ და რითიც ერთად უნდა ვიცხოვროთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ილჰამ ალიევი სამუშაო ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში ჩავიდა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. მედიის ცნობითვე, ალიევი დსთ-ს სახელმწიფოს მეთაურების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ' მანამდე აზერბაჯანის პრეზიდენტი პრაღაში იმყოფებოდა, სადაც სომხეთის პრეზიდენტს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ' პრაღაში შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ გარკვეულ პირობებში, სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება 2022 წლის ბოლომდეა შესაძლებელი. გარდა ამისა, 6 ოქტომბერს პრაღაში გაიმართა პირველი შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის.
სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსმა საქართველოში ვიზიტი შეაჯამა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩმა ბონი დ. ჯენკინსმა თბილისში ვიზიტი შეაფასა. ბონი ჯენკინსი: მოუთმენლად ველით საქართველოსთან თანამშრომლობის გაგრძელებას, ყველაზე აქტუალურ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით „პროდუქტიული ვიზიტი მქონდა საქართველოში. მადლიერი ვარ ელჩ დეგნანის და საელჩოში მისი გუნდის, ასევე, ყველა თანამშრომლის, მათი მხარდაჭერისა და დაუღალავი შრომისთვის რეგიონში“, - განაცხადა ჯენკინსმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩ ბონი დ. ჯენკინსი საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პოლიტიკურ ლიდერებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. საქართველოში ჯენკინსის ვიზიტი 7 ოქტომბერს დასრულდა.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, რუმინეთის პრეზიდენტის მიწვევით, ბუქარესტს ეწვევა და ოფიციალურ ვიზიტს გამართავს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია 11 ოქტომბერს ბუქარესტში კოტროჩენის სასახლეში გაიმართება, სადაც საქართველოს პრეზიდენტისა და რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის მოლაპარაკებები გაიმართება. დაგეგმილია პრეზიდენტების შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით. პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრების შემდეგ, პრეზიდენტები მედიისათვის პრესკონფერენციას გამართავენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრები რუმინეთის უმაღლესი თანამდებობის პირებთან: პრემიერ-მინისტრ ნიკოლაე ჩუკასთან, რუმინეთის სენატის და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეებთან. 12 ოქტომბერს კი, პრეზიდენტი კონსტანცაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება, პორტს ეწვევა და საზღვაო პორტის ადმინისტრაციაში შეხვედრას გამართავს.
რუმინეთში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია ბუქარესტში, „ჰენრი კოანდას“ საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტს „ჰენრი კოანდას“ საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ: საქართველოს ელჩი რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იულიან ფოტა, რუმინეთის ელჩი საქართველოში რაზვან როტუნდუ. რუმინეთში საქართველოს ელჩის, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის განცხადებით, ამ ვიზიტს, როგორც სიმბოლური, ასევე პრაქტიკული დანიშნულება აქვს. ამ ვიზიტს ისტორიულ მნიშვნელობას ანიჭებს ის ფაქტიც, რომ პრეზიდენტები ხელს აწერენ დოკუმენტს - ერთობლივ დეკლარაციას „საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობების დამყარების შესახებ“. „რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდამჭერია. Ჩვენ 2019 წელს აღვნიშნეთ ქართულ-რუმინული ურთიერთიობების 300 წლისთავი, ხოლო წელს აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ოცდამეათე წლისთავს. საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს რუმინელ კოლეგასთან, პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან და რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატისა და სენატის თავმჯდომარეებთან, ასევე საქართველოს პრეზიდენტი ეწვევა რუმინეთის საპორტო ქალაქს, კოსტანცას“, - განაცხადა რუმინეთში საქართველოს ელჩმა. საქართველოს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლოში არიან: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი თეონა აქუბარდია, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კასპიისა და შავი ზღვების რეგიონების ენერგეტიკისა და ტრანზიტის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე.
სალომე ზურაბიშვილი: რუსეთის მიზანია, შეგვიცვალოს მომავალი და ამას ჩვენ არ დავუშვებთ
პრეზიდენტ სალომე ზურამიშვილის თქმით, საქართველო ევროინტეგრაციის კურსის ერთგული რჩება. ამის შესახებ მან მოლდოვაში, პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გაართულ პრესკონფერენციაზე განაცახდა. სალომე ზურაბიშვილი: ეს ომი დამთავრდება უკრაინის გამარჯვებითა და ჩვენი ევროკავშირში გაერთიანებით „ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიუხედავად და იმ ყოველდღიური წნეხის მიუხედავად, რომ იცვლება საოკუპაციო ხაზი, ხდება ჩვენი მოქალაქეების გატაცებები, ჩვენ მაინც მივდივართ ევროინტეგრაციის გზაზე, რადგან ვიცით, რომ მთავარი მიზანი რუსეთის ქმედებებისა არის ის, რომ შეგვაცვლევინოს ეს გზა, ჩვენ შეგვიცვალოს მომავალი და ამას ჩვენ არ დავუშვებთ“, - განაცხადა ზურაბიშვლმა. საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
სალომე ზურაბიშვილი: არ არის გამორიცხული რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის პირობებს გადახედოს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა მოლდოვაში ვიზიტისას, მაია სანდუსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი: ეს ომი დამთავრდება უკრაინის გამარჯვებითა და ჩვენი ევროკავშირში გაერთიანებით „რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეებს შემოსვლას საქართველოში, ეს ნამდვილად არის გამოწვევა. არ ვიტყოდი საფრთხეს, მაგრამ გამოწვევა არის. მათ შორის არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეები, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში იმ სიტუაციის გამო, რაც რუსეთში არსებობს. მაგრამ ასევე არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო შემოდიან საქართველოში. აქ მთავარია, საზოგადოება იყოს დარწმუნებული, რომ კონტროლის ყველა მექანიზმია გამოყენებული, რათა საფრთხე არ გაჩნდეს. მგონია, რომ ამისთვის მეტი კომუნიკაცია და მეტი ინფორმირებაა საჭირო ჩვენი საზოგადოების, რომ ყველა შესაძლო საფრთხე და საკითხი არის რეალურად გათვალისწინებული ხელისუფლების მიერ და მიღებულია ყველა ზომა. სალომე ზურაბიშვილი: რუსეთის მიზანია, შეგვიცვალოს მომავალი და ამას ჩვენ არ დავუშვებთ ასევე არ არის გამორიცხული სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია დღევანდელ პირობებში და რომელიც შეიძლება ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერაა გადასაწყვეტი საზოგადოებასთან ერთად მისი ინფორმირებით. ყველაზე მთავარი, ალბათ, ეს არის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილი მოლდოვაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანს ეწვევა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანში 20 ოქტომბერს ჩავა. ამის შესახებ თურქეთის ელჩმა აზერბაიჯანში კაჰიტ ბაღჩიმ, დღეს განჯაში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, „პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თვითმფრინავი აზერბაიჯანის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მეორედ დაეშვება“.
შტაინმაიერმა კიევში ვიზიტი გააუქმა
გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, 20 ოქტომბერს კიევში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ვიზიტი „უსაფრთხოების მიზეზების გამო“ გაუქმდა. კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და გერმანიის უშიშროების ორგანოებმა შტაინმაიერს ურჩიეს, რომ კიევში ბოლო დღეებში მუდმივი საჰაერო თავდასხმების გამო ვიზიტი გადაედო.
ალიევი აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ფორმატზე: თუ სომხეთი მზად იქნება, მზად ვართ, დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი
საქართველოს პრემიერ-მინისტრს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ ვაცნობე და მიგვაჩნია, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება აზერბაიჯანსა და სომხეთის მიერ მშვიდობის შეთანხმების ხელმოწერას საჭიროებს. ილჰამ ალიევი: მნიშვნელოვანია, შეიქმნას აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ერთიანი სადისკუსიო პლატფორმა ჩვენ სომხეთს 5 ძირითადი პრინციპი უკვე გავუზიარეთ და იმდენი გვაქვს, რომ სომხეთი პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს, სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაიწყებს და სამშვიდობო შეთანხმებას ხელს მოაწერს, - განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ილჰამ ალიევის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დისკუსიის მთავარი საკითხები რეგიონში მიმდინარე მოვლენები და უსაფრთხოების საკითხები იყო. „ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ თქვენს ლამაზ ქვეყანაში ჩამოვედით და მიხარია, რომ ამ ძალიან ლამაზ ადგილას ვიმყოფები. პრინციპში ქარი ბაქოს მაგონებს, იმიტომ, რომ ამით დასტურდება, რომ ქარიც გვესალმება და მე სახლში ვგრძნობ თავს. ძალიან მიხარია, რომ თქვენს ქვეყანაში კვლავ ვიმყოფები. ჩვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ხშირად გვაქვს შეხვედრები. ბატონი ირაკლი გასულ წელს, აზერბაიჯანში ორჯერ იყო ჩამოსული და საერთაშორისო ღონისძიებებზეც ვხვდებით ერთმანეთს. ამ შესაძლებლობას ყოველთვის სიხარულით ვიყენებთ და დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ვიზიტიც შეიტანს წვლილს ჩვენი მოძმე ერების ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებაში. ეს ყველაფერი იმ ურთიერთობებს ეფუძნება, რომელსაც ჩვენი ერები საუკუნეების განმავლობაში იზიარებდნენ და აი, ამ მყარ საფუძველზე გვაქვს წარმატებული ურთიერთობა. დღეს სტრატეგიული ურთიერთობა გვაქვს ალიანსის დონეზე, რადგან ბევრ სფეროში აქტიურად ვთანამშრომლობთ, როგორც საერთაშორისო ფორმატში, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ასევე ორმხრივ ფორმატში. ჩვენ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, არა მარტო ჩვენი ქვეყნებისთვის არამედ რეგიონისთვის და გლობალურად მნიშვნელოვანი. ჩვენ შეხვედრისას ბევრ საკითხს შევეხეთ და საუბარს სხვა საკითხებზეც გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა, მიმდინარე მოვლენები რეგიონში, უსაფრთხოების საკითხები ჩვენი დისკუსიების ცენტრშია მოქცეული. ყარაბაღის ომის შემდეგ ახალი მდგომარეობა ჩამოყალიბდა. მე საქართველოს პრემიერ-მინისტრს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ ვაცნობე და მიგვაჩნია, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება აზერბაიჯანსა და სომხეთის მიერ მშვიდობის შეთანხმების ხელმოწერას საჭიროებს. ჩვენ 5 ძირითადი პრინციპი უკვე გავუზიარეთ სომხეთს და იმედი გვაქვს, რომ სომხეთი პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს, სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაიწყებს და სამშვიდობო შეთანხმებას ხელს მოაწერს. ასე თუ მოხდება, მაშინ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა დაისადგურებს და თანამშრომლობისთვის ახალი შესაძლებლობები იარსებებს. დღეს გვაქვს ასევე საშუალება, რომ კონსულტაციები გავმართოთ აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის. თუ სომხეთი მზად იქნება მზად ვიქნებით, დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
საქართველოში, ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტი დასრულდა
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ილჰამ ალიევი შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, საქართველოს 24 ოქტომბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.
უნგრეთში, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ბუდაპეშტის ფერენც ლისტის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. პრემიერ-მინისტრს აეროპორტში უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტინ ნადი, უნგრეთში საქართველოს ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოში უნგრეთის ელჩი ანა შიკო დახვდნენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ ორბანმა, თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პარლამენტის ნაციონალური ასამბლეის სპიკერს შეხვდა კოლეგებმა საქართველო-უნგრეთის ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს. ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველო უნგრეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას გააფორმებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ირაკლი ღარიბაშვილი: არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, ვაჭრობისა და საინვესტიციო ნაკადების გაძლიერების საკითხები განვიხილეთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება. ღარიბაშვილი წერს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და საინვესტიციო ნაკადების გაძლიერების საკითხები განიხილეს. „სასიამოვნო იყო დღევანდელი შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან. შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანისთან საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მიმდინარე ორმხრივი და სამომავლო თანამშრომლობის, ასევე, ვაჭრობისა და საინვესტიციო ნაკადების გაძლიერების საკითხები განვიხილე ჩვენი ერების სასარგებლოდ”, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
იენს სტოლტენბერგი თურქეთს ეწვევა
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, 4 ნოემბერს თურქეთს ეწვევა. თურქული მედიის ცნობით, თურქეთში ვიზიტისას, ალიანსში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების საკითხები განიხილება. NATO-ს გენერალური მდივანი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. თურქეთის პრეზიდენტი 8 ნოემბერს, ანკარაში შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონსაც მიიღებს.
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი უკრაინას ეწვია
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი დღს, 4 ნოემბერს კიევში ჩავიდა, რითაც უკრაინასთან მიმართებით, აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. აშშ-მ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა, ჯეიკ სალივანთან ერთობლივი ბრიფინგი გამართა. „ჩვენ განვიხილეთ ძალიან ფართო სპექტრის საკითხები. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით. მოხარული ვარ, რომ მივესალმები ბატონ სალივანს უკრაინაში. ვფიქრობ, რომ ეს არის კიდევ ერთი ძალიან ძლიერი სიგნალი იმისა, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვართ და ჩვენი გამარჯვებისკენ მივდივართ“, - განაცხადა ერმაკმა. მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს საშუალება ჰქონდა შეხვედროდა უკრაინელ სამხედროებს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალსა და სხვადასხვა სექტორის მეთაურებს, ასევე შედგა შეხვედრა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. „ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდების საკითხზე - ეს ჩვენთვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ასევე შევეხეთ ჩვენი ტყვეების გაცვლის საკითხს", - განაცხადა ერმაკმა. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ სალივანთან შეხვედრებზე ასევე განიხილეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის გაგრძელების საკითხი.
სალომე ზურაბიშვილმა და ტინი კოქსმა, დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სტრასბურგში ვიზიტისას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ტინი კოქსს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრისას ასამბლეის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და საუბარი შეეხო რეიკიავიკში, 2023 წლის მაისში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მთავრობებისა და სახელმწიფო მეთაურების სამიტის ჩატარების მნიშვნელობას. საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა რეიკიავიკის ფორუმს, ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის კონტექსტში და იმედი გამოთქვა, რომ ამ ფორუმზე აღნიშნული საკითხი აქტიურად იქნება განხილული. შეხვედრაზე ისაუბრეს დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერის მიმართულებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და განვითარების საკითხზე. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ამ კუთხით თვითმმართველობების დონეზე თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას. ხაზი გაესვა ქვეყნის შემდგომი წინსვლისათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხისა და ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირების დაძლევის მნიშვნელობას, ასამბლეის პრეზიდენტმა ამ პროცესის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი დესპინა შაცივასილიუ, რომელიც საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ერთად შეხვედრას ესწრებოდა, თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე მოიწვია, რომელიც მისი ინიციატივით დაფუძნდა და თბილისში მომავალ წელს მეორედ ჩატარდება. პრეზიდენტმა სტრასბურგში სამუშაო ვიზიტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ტინი კოქსთან შეხვედრით დაასრულა.
ლევან დავითაშვილი: ევროპის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით, საქართველოს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია
„ევროპა ეძებს ალტერნატიურ ენერგომომარაგების წყაროებს, ალტერნატიულ მარშრუტებს ზოგადად ევროპის ეკონომიკისთვის, ალტერნატიულ დაკავშირებას აზიასთან და ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან - ამ კუთხით ჩვენს ქვეყანას შეუძლია მნიშვნელოვანი და საიმედო პარტნიორის როლი შეასრულოს“, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომელიც ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და თავს ევროკომისიაში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. მისივე თქმით, საქართველოს ამ თანამშრომლობისთვის კიდევ უფრო დიდი პოტენციალი აქვს. „ამაზე ვისაუბრეთ ევროკომისრებთან შეხვედრაზე, ასევე ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე და განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც დღეს აქტუალურია მსოფლიოში, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში და ევროპაში“, - აღნიშნა დავითაშვილმა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, შეხვედრებზე აღინიშნა, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ისეთივე საინტერესო უნდა იყოს, როგორც საქართველოსთვის არის ევროკავშირი მნიშვნელოვანი. „ევროკომისრებთან ასევე ვისაუბრეთ იმ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან - ჩვენს ქვეყანას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
სალომე ზურაბიშვილმა ოდრი აზულეს სთხოვა, რომ UNESCO-მ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ძეგლების მონიტორინგი განახორციელოს
პრეზიდენტი პარიზში დღეს, იუნესკოს სათაო ოფისში, იუნესკოს გენერალურ დირექტორს ოდრი აზულეს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობისა და საქართველოს ბიომრავალფეროვნების საკითხები. პრეზიდენტმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების მიღმა, მიზანმიმართულად ზიანდება და ხშირ შემთხვევაში, ნადგურდება კულტურული მემკვიდრეობა და არ არსებობს რაიმე საერთაშორისო მექანიზმი, მათ შორის UNESCO-ც, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგს გაუწევს მათ მდგომარეობას, აღწერს დანაკლისს და დარღვევებს. პრეზიდენტმა შეხვედრაზე დააყენა საკითხი, რომ UNESCO-მ რაიმე მექანიზმებით განახორციელოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ძეგლების მონიტორინგი. როგორც იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, მსგავსი პრობლემები არის ასევე, რეგიონის სხვა ზონებში და UNESCO ცდილობს შეიმუშაოს ჰააგის კონვენციის ფარგლებში ახალი მექანიზმები, რომელიც საშუალებას მისცემს კონფლიქტის ზონებში თანამგზავრის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით, აღრიცხოს და მონიტორინგი გაუწიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობას. ჰააგის კონვენცია დღევანდელ ვითარებაში ძალზედ აქტუალურია და საჭიროებს რევიზიას, იმისათვის, რომ საომარ ვითარებაში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად შემუშავდეს ახალი მექანიზმები. პრეზიდენტმა კვლავ დააყენა საკითხი იუნესკომ განიხილოს თუ როგორ შეიძლება იზრუნოს და განსაკუთრებული ადგილი მიუჩინოს კავკასიურ ენათა ოჯახის ენებს. პრეზიდენტმა იუნესკოს გენერალური დირექტორი საქართველოში ქალთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისათვის მიიწვია, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით თბილისში უკვე მეორედ ჩატარდება. შეხვედრისას პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი შეთანხმდნენ, რომ საქართველო გააგრძელებს იუნესკოსთან თანამშრომლობას ბიოლოგიური მემკვიდრეობისა და ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების მეთოდოლოგიის გაუმჯობესების მიმართულებით.
ჯუანშერ ბურჭულაძე ბულგარეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში გაემგზავრა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში (SEDM) მიიღებს მონაწილეობას. მინისტერიალის პარალელურად დაგეგმილია შეხვედრები უცხოელ კოლეგებთანაც. ჯუანშერ ბურჭულაძე ბულგარეთისა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდება და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს. 2021 წლიდან სამდივნოს თავმჯდომარე ქვეყანა ბულგარეთია და წელს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მინისტერიალს სოფია მასპინძლობს. თავდაცვის მინისტრები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიასა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელებენ. შეხვედრის შემდეგ მონაწილეები ერთობლივ განცხადებასაც გაავრცელებენ. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის მიზანია რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაცია რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე, რეგიონის ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. საქართველოს გარდა, მინისტერიალის წევრები არიან: ალბანეთი, ბულგარეთი, ხორვატია, ჩრდილოეთ მაკედონია, საბერძნეთი, იტალია, რუმინეთი, სლოვენია, თურქეთი, უკრაინა, აშშ, ბოსნია-ჰერცეგოვინა, სერბეთი და მონტენეგრო. დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს მოლდოვა. საქართველომ მინისტერიალის დამკვირვებლის სტატუსი 2006 წელს მიიღო, 2013 წელს კი ორგანიზაციას გაწევრიანების თხოვნით მიმართა. საქართველო SEDM-ის წევრი ქვეყანა 2015 წლის 10 სექტემბერს გახდა. 2017 წელს საქართველომ პირველად უმასპინძლა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს.
ილია დარჩიაშვილი: ევროკავშირის წევრობა, საქართველოსა და მოლდოვას ცივილიზაციური არჩევანია
„ევროკავშირის წევრობა საქართველოსა და მოლდოვას ცივილიზაციური არჩევანია. ევროპული საბჭოს ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ჩვენი ქვეყნებისთვის ფორმალურად ევროკავშირის კარი გააღო და, შედეგად, ჩვენ გადავინაცვლეთ გაფართოების პაკეტში“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა კიშინეუში, მოლდოველ კოლეგასთან შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრესკონფერეციაზე განაცხადა. დარჩიაშვილის თქმით, ამ შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდა „იმ დიდი პასუხისმგებლობის აღებით, რომელიც ევროკავშირთან პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სამართლებრივად მაღალი თავსებადობის უზრუნველყოფას გულისხმობს“. მოლდოველ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრეკოსნფერენციაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მონაწილეობით დაფუძნებული ასოცირებული ტრიოს ფორმატის მნიშვნელობას, რაც ევროპული ინტეგრაციის გზაზე სამი ქვეყნის გამორჩეულ პარტნიორობას ნათლად წარმოაჩენს. დარჩიაშვილის განცხადებით, მოლდოველ კოლეგასთან შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია როგორც ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების, ისე ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიმდინარეობის შესახებ. შეხვედრაზე საუბარი ასევე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს შეეხო. „მსურს შემთხვევით ვისარგებლო და უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა კიდევ ერთხელ დავუდასტურო,"- განაცხდა მინისტრმა. მან ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა მოლდოვას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ორმხრივ ურთიერთობაზე საუბრისას განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოსა და მოლდოვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საიუბილეო თარიღს - 30 წლისთავს, როგორც ორმხრივი დინამიური ურთიერთობის ახალ საფეხურზე გადასვლისა და გააქტიურების კარგ შესაძლებლობას. ამ მხრივ, მხარეები მაღალი დონის ვიზიტების გაცვლას მიესალმნენ და ილია დარჩიაშვილმა კოლეგა ვიზიტით, საქართველოში მოიწვია,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რა საკითხები განიხილა ილია დარჩიაშვილმა მოლდოვაში გამართულ შეხვედრებზე
მოლდოვაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნატალია გავრილიცასა და პარლამენტის თავმჯდომარეს იგორ გროსუს შეხვდა შეხვდა. მაია სანდუმ და ილია დარჩიაშვილმა, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხი განიხილეს ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის კარგი დინამიკა, რაც ხელს უწყობს ორი ქვეყნის კავშირების შემდგომ გამყარებასა და გაღრმავებას. ილია დარჩიაშვილი: ევროკავშირის წევრობა, საქართველოსა და მოლდოვას ცივილიზაციური არჩევანია ასევე აღინიშნა საქართველოსა და მოლდოვას მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული ხელშესახები შედეგები, რომელიც ევროკავშირის გადაწყვეტილებაში გამოიხატა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე იგორ გროსუსთან შეხვედრაზე, განხილვის მთავარი საკითხები საქართველო-მოლდოვას ორმხრივი ურთიერთობა, ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი, ამ პროცესში მჭიდრო კოორდინაცია და არსებული გამოწვევები იყო.
ოლენა ზელენსკა ბრიტანელებს: შობის დღესასწაულის აღნიშვნისას, უკრაინის ტრაგედია არ დაივიწყოთ
უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა დიდ ბრიტანეთში იმყოფება, სადაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის აშკატა მურტის მეუღლეს შეხვდა. დღეს BBC Radio 4-თან ინტერვიუში ზელენსკამ თქვა, რომ ომი ახლა მხოლოდ უკრაინის თავისუფლებისთვის კი არა, არამედ მსოფლმხედველობის დაპირისპირების გამო მიმდინარეობს. „უკრაინელები მზად არიან გაუძლონ ორი ან სამი წელი." უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა, ომის დროს ცხოვრებისა და გამარჯვების რწმენის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ხალხი დაიღალა ომით, მაგრამ სთხოვა ბრიტანელებს, არ დაივიწყონ უკრაინა საშობაო დღესასწაულებზე. „ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ მოახლოებული საშობაო არდადეგები არ დაგავიწყებთ ჩვენი ტრაგედიას არ დაივიწყებთ და არ შეგუებით ჩვენს ტანჯვას“, - განაცხადა ოლენა ზელენსკამ.
საფრანგეთმა უკრაინას, საარტილერიო და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სარაკეტო სისტემა MLRS-ი გადასცა
საფრანგეთმა უკრაინას, თამედროვე საარტილერიო და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სარაკეტო სისტემა MLRS-ი გადასცა. საფრანგეთმა უკრაინას Airbus ვერტმფრენები გადასცა ამის შესახებ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა Twitter-ზე დაწერა. შეგახსენებთ, რომ ადრე საფრანგეთმა უკრაინას თამედროვე საარტილერიო და ზალპური ცეცხლის რეაქტიული ორი ერთეული სარაკეტო სისტემა MLRS LRU (MLRS M270-ის ფრანგული მოდერნიზაცია) გადასცა.
კრემლი პუტინის დონბასში ვიზიტს აანონსებს
კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინი „დროთა განმავლობაში“ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩასვლას აპირებს. „პუტინი ეწვევა დონბასს“, - აცხადებს პესკოვი, თუმცა კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს. პესკოვმა ასევე თქვა, რომ რუსეთის ფედერაციაში მობილიზაცია დასრულდა და ხელისუფლება დამატებით ინფორმაციას არ გასცემს.
პუტინი ბიშკეკში ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყირგიზეთში ჩავიდა. რუსული მედიის ცნობით, ის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტს დაესწრება. რუსული მედიის ცნობით, მხარეები განიხილავენ გაზის საერთო ბაზრის ფორმირებისა და ენერგეტიკულ სექტორში უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის საკითხს. EAEU სივრცეში ინტეგრაციის შემდგომ გაღრმავებას და სერვისების ერთიანი ბაზრის განვითარებას. როგორც დაგეგმილია, სამიტზე ასევე დამტკიცდება დოკუმენტების მთელი პაკეტი და დამტკიცდება კავშირის საერთაშორისო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები 2023 წლისთვის. გენერალური შეხვედრის გარდა, პუტინმა შესაძლოა სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრებიც გამართოს. კერძოდ, დაგეგმილია ორმხრივი საუბარი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს მომავალი სხდომა წელს მეორედ იმართება.
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
15 დეკემბერს, 11:00 საათზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი პირისპირ შეხვედრას გამართავენ, რის შემდეგაც საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა ჩატარდება.
პუტინი ბელორუსში ჩავა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მინსკს 19 დეკემბერს ეწვევა. ბელორუსის დედაქალაქში ის მოლაპარაკებებს გამართავს პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება. შეხვედრაზე განიხილება უსაფრთხოების, ეკონომიკური თანამშრომლობისა და წარმოშობილ გამოწვევებზე რეაგირების ღონისძიებები. მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში დაიწყება. მათში ორი პრეზიდენტის გარდა, მთავრობის წევრები, მინისტრები და დეპარტამენტების ხელმძღვანელები მიიღებენ მონაწილეობას. მხარეები განიხილავენ „ბელორუსი-რუსეთის ინტეგრაციის ყველაზე აქტუალური საკითხების მთელ სპექტრს". შემდეგ პუტინი და ლუკაშენკო მოლაპარაკებებს გამართავენ პირისპირ ფორმატში, რის შემდეგაც მოსალოდნელია პრეს-კონფერენცია.
ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტში ჩავიდა
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, 20 დეკემბერს, ბახმუტს ეწვია. ზელენსკი: ბახმუტის მიმართულება საკვანძოა. ქალაქი ჩვენი კონტროლის ქვეშაა „უკრაინის პრეზიდენტი ჩავიდა დონეცკის ოლქში, რომელიც ამჟამად ფრონტზე ყველაზე ცხელი წერტილია“, - ამის შესახებ უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი არ იყო დაანონსებული. პრეზიდენტის სპიკერმა სერჰი ნიკიფოროვმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ზელენსკიმ ფრონტის ხაზი მოინახულა, მებრძოლები მედლებითა და ძვირფასი საჩუქრებით დააჯილდოვა. პრეზიდენტმა ბახმუტი უკვე დატოვა. გენერალური შტაბი რეგულარულად აღნიშნავს, რუსული არმია ყველა ღონეს ხმარობს ბახმუტის დასაკავებლად. „უკრაინის თავდაცვის ძალები, უწყვეტი საარტილერიო ცეცხლის ქვეშ, ყოველდღე არღვევდნენ მტრის სასტიკ თავდასხმებს“, - აცხადებენ უკრაინის გენერალურ შტაბში. შეგახსენებთ, რომ ბახმუტისთვის ბრძოლაში, ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
BBC: ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონშია
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებში ჩავიდა. ეს მისი პირველი საგარეო ვიზიტია რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. ზელენსკი აშშ-ში ვიზიტის მიზნებზე საუბრობს რამდენიმე საათში ის თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება. თვითმფრინავი, რომელშიც ზელენსკი იმყოფებოდა, ენდრიუს საჰაერო ძალების ბაზაზე ვაშინგტონთან ახლოს, ადგილობრივი დროით შუადღისას (17:00 GMT) დაეშვა. უკრაინის პრეზიდენტი შეერთებულ შტატებში აშშ-ის საჰაერო ძალების ბოინგ C-40B-ით (ბოინგ 737 NG-ის სამხედრო მოდიფიკაცია) პოლონეთის ქალაქ ჟესოვიდან ჩავიდა. მედიის ცნობით, ზელენსკი პოლონეთში მატარებლით ჩავიდა. მოგზაურობისას მას თან ახლდა აშშ-ის ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი. თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის დროს, ჯო ბაიდენი უკრაინისთვის ახალი უსაფრთხოების დახმარების შესახებ გამოაცხადებს. ბაიდენის ადმინისტრაციის შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს, დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან. ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს თეთრ სახლში შეხვდება. დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა კონგრესის ერთობლივ სესიაზე. თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენი უკრაინისთვის უსაფრთხოების ახალი დახმარების შესახებ გამოაცხადებს. აშშ-მ უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ, $19,3 მილიარდზე მეტი მოცულობის უსაფრთხოების დახმარება გამოუყო.
ზელენსკი ვაშინგტონში აშშ-ის საჰაერო ძალების ბოინგ C-40B-ით ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი შეერთებულ შტატებში აშშ-ის საჰაერო ძალების ბოინგ C-40B-ით (ბოინგ 737 NG-ის სამხედრო მოდიფიკაცია) პოლონეთის ქალაქ ჟესოვიდან ჩავიდა. ზელენსკი თეთრ სახლში მივიდა, სადაც ჯო ბაიდენს შეხვდება CNN-ს ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებულმა წყაროებმა განუცხადეს, თუ რა ზომები იყო მიღებული უკრაინის პრეზიდენტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მისი შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს. უკრაინელმა სამხედრომ ბაიდენს საკუთარი ჯილდო გაუგზავნა, რომელიც მას ზელენსკიმ გადასცა ორივე მხარე შიშობდა, რომ რუსეთმა შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტის მკვლელობა სცადოს. პირველ რიგში, წყარო ამბობს, რომ რუსული თავდასხმის საფრთხის გამო, ვიზიტის განრიგის შესახებ ინფორმაცია არც აშშ-ში უკრაინის საელჩოს თანამშრომლებს და არც მაღალჩინოსნებს არ ჰქონდათ. წყაროს ცნობით, ზელენსკის შეერთებულ შტატებში ჩასვლა რამდენიმე თვის განმავლობაში სურდა, მაგრამ ვიზიტის საჭიროება მას სხვადასხვა ფაქტორზე დაყრდნობით უნდა შეეფასებინა. სხვა საკითხებთან ერთად, გათვალისწინებული იყო სამხედრო რისკები, რათა პრეზიდენტის მოკლე ვიზიტი საზღვარგარეთ არ გაართულებდა ფრონტზე არსებულ ვითარებას. მედიის წყარო ასევე ამბობს, რომ ზელენსკი მზად იყო ვიზიტისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდებოდა უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში. ასეთი გარღვევა, CNN-ის ცნობით, იყო ამერიკული დახმარების ახალი პაკეტი, რომლის თანახმადაც უკრაინას „პატრიოტის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემები გადაეცემა.
ილჰამ ალიევი სამუშაო ვიზიტით სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა
26 დეკემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიწვევით სამუშაო ვიზიტით სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა. ალიევი დსთ-ს სახელმწიფოს მეთაურების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ანგარიშში ნათქვამია, რომ სანქტ-პეტერბურგის „პულკოვო-2“-ის აეროპორტში მას პეტერბურგის გუბერნატორი ალექსანდრე ბეგლოვი, ლენინგრადის რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრე დროზდენკო და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.
ვოლოდიმირ ზელენსკი, კიევში ამერიკელ სენატორებს შეხვდა
ამერიკელი სენატორები ჯეკ რიდი და სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე ანგუს კინგი კიევში იმყოფებიან. მათ უკვე შეხვდათ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკრაინაში ამერიკის ელჩიც ესწრებოდა, შეხვედრაზე იმყოფებოდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც. ამერიკელი სენატორებისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრის კადრებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ლევან დავითაშვილი: საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვა, მილიარდ დოლარს გადაცდა
ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურია ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები, მათ შორის, სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და შარშანდელი წლის პირველი თერთმეტი თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა მილიარდ დოლარს გადაცდა, 70%-იანი ზრდა გვაქვს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, სომხეთში ვიზიტისას განაცხადა. მისი თქმით, ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი დინამიკა ფიქსირდება ტრანსპორტის, ლოგისტიკის და გადაზიდვების მიმართულებით. „მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება. ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურია ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები, მათ შორის, სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და შარშანდელი წლის პირველი თერთმეტი თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა მილიარდ დოლარს გადაცდა, 70%-იანი ზრდა გვაქვს. ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი დინამიკა ფიქსირდება ტრანსპორტის, ლოგისტიკის, გადაზიდვების მიმართულებით, სადაც 30%-ზე მეტია ტვირთბრუნვა ქვეყნებს შორის. ასევე გაზრდილია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე აღდგენის დინამიკა შეინიშნება ტურისტული ნაკადების კუთხით. 700 000-მდე ვიზიტორი გვყავდა ჩვენ სომხეთის რესპუბლიკიდან 2022 წელს საქართველოში. ზოგადად, მზარდია ტურისტული ნაკადი და საქართველოს ტურისტულ ბაზრებს შორის სომხეთი მესამე ადგილს იკავებს. ასე, რომ თანამშრომლობის ბევრი მიმართულება აკავშირებს საქართველოს და სომხეთს ერთმანეთთან. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე. იმ პოტენციალზე და შესაძლებლობებზე, რომ ორივე ქვეყანამ შეიძლება აწარმოოს ელექტროენერგია, ხელი შევუწყოთ ერთმანეთის ენერგოდამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას და ასევე გამოვიყენოთ ის ახალი შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს უჩნდება ევროპასთან დაკავშირების კუთხით ელექტროენერგიის ტრანზიტის და ვაჭრობის კუთხით. ასე, რომ ეს დატვირთული დღის წესრიგი მომავალში თანამშრომლობის კარგ პერსპექტივებს ქმნის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტი პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში მარკ ბოუმენი და აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველი დირექტორი მატეო პატრონე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს 16-19 იანვარს ეწვევიან. ინფორმაციას აზერბაუჯანული მედია ავრცელებს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლები ჯერ სომხეთში, შემდეგ საქართველოსა და აზერბაიჯანში ჩავლენ. ვიზიტი მოჰყვა გასული წლის სექტემბერში EBRD-ის პრეზიდენტის ოდილ რენო-ბასოს კავკასიაში ტურნეს. მოგზაურობის მიზანია, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში მომავალი პროექტები. დღის წესრიგში ასევე განიხილება ფინანსური მდგრადობა, პოლიტიკის რეფორმა და მზადება ბანკის მომავალი ახალი ქვეყნის სტრატეგიებისთვის. მას შემდეგ, რაც 1992 წელს EBRD-მა კავკასიაში დაიწყო მუშაობა, 10 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია 650-ზე მეტ პროექტში განახორციელა.
ეუთოს ხელმძღვანელი კიევში ჩავიდა
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუიარ ოსმანი კიევში ჩავიდა. „მატარებლით ცხრასაათიანი მგზავრობის შემდეგ, ჩვენ ჩავედით კიევში. მოუთმენლად ველით ნაყოფიერ შეხვედრებს უკრაინის ლიდერებთან, რათა განვიხილოთ რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების გზები და დავეხმაროთ ხალხს ადგილზე", - დაწერა ბუიარ ოსმანმა Twitter-ზე. უკრაინული მედიის ცნობით, ეუთოს ხელმძღვანელი კიევში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას მომწვევით ჩავიდა.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ირანში ვიზიტით ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, სახელმწიფო საბჭოს მდივანი იგორ ლევიტინი ვიზიტით ირანის დედაქალაქ თეირანში ჩავიდა. მედიის ცნობით, ირანი რუსული სუ-35-ის ტიპის მოიერიშეების მიღებას სამ თვეში ელოდება კრემლის კონტროლირებადი მედიის ცნობით, ლევიტინი ისლამური რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანს ალი შამხანს შეხვდა. თეთრი სახლი: ირანი ახლა რუსეთის მთავარი სამხედრო მოკავშირეა ამ დრომდე ვიზიტზე სხვა დეტალები არ ხმაურდება. ასევე წაიკითხეთ: რას სთხოვს ირანი მოსკოვს კამიკაძე-დრონების მიწოდების სანაცვლოდ
ჯუანშერ ბურჭულაძემ იორდანიასთან, სამხედრო მრეწველობისა და განათლების კუთხით თანამშრომლობის საკითხები განიხილა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოს ეწვია. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს იორდანიის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა იუსეფ ა. ალ ჰნაითმა უმასპინძლა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მომავალი თანამშრომლობის გეგმები დასახეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ იორდანიის მხარეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამხედრო მრეწველობისა და სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი მოქმედებს. დოკუმენტი 2021 წელს გენერალ-მაიორ იუსეფ ა. ალ ჰნაითის საქართველოში ვიზიტის დროს გაფორმდა და ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად. იორდანია საქართველოსთან ერთად NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორ ქვეყანას წარმოადგენს და ასევე, NATO-ს თავდაცვისა და უსაფრთხოების აღმშენებლობის ინიციატივის მონაწილე ქვეყანაა. შესაბამისად, მხარეებმა NATO-სთან თანამშრომლობის ძირითადი ასპექტებიც მიმოიხილეს. იორდანიაში ოფიციალური ვიზიტის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დელეგაციის წევრებთან ერთად, მეფე აბდულა მეორის სახელობის სპეციალური ოპერაციების ძალების მომზადების ცენტრი და იორდანიის დიზაინისა და განვითარების ბიურო მოინახულა.
შარლ მიშელი კიევშია
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კიევშია. უკრაინაში ფართომასშტაბური საჰაერო განგაში გამოცხადდა „დავბრუნდი უკან, კიევში, რათა თანამშრომლობის ყველა მიმართულება განვიხილო. დაე, 2023 გამარჯვებისა და მშვიდობის მომტანი წელი ყოფილიყოს", - წერს მიშელი Twitter-ზე. შარლ მიშელის კიევში ჩასვლამდე, უკრაინის დედაქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. Telegram-ის არხებში უკრანული გამოცემები წერენ, რომ ბელორუსში აფრინდა რუსეთის ფედერაციის MiG-31k VKS, რომელიც ე.წ. „ხანჯლების“ რაკეტების შემცველია. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ლევან დავითაშვილმა ლიეტუველ კოლეგასთან, შუა დერეფნის სატრანზიტო შესაძლებლობები განიხილა
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელიც სამუშაო ვიზიტით ლიეტუვაში იმყოფება, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ მარიუს სკუოდისთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრაზე მხარეებმა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სექტორებში, როგორც ორმხრივ, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებულად ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას ევროკავშირთან. აღინიშნა, რომ რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე, დღის წესრიგში დადგა ტრანზიტის მარშრუტების დივერსიფიკაციის აუცილებლობა და მოთხოვნა გაიზარდა ტვირთების მიწოდების ალტერნატიულ მარშრუტებზე. ქართულმა მხარემ ისაუბრა შუა დერეფნის სატრანზიტო შესაძლებლობებსა და ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებზე. აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია ევროპა - აზიის დამაკავშირებელი ე.წ. შუა დერეფნის მეტად განვითარებით და მარშრუტის სხვა მონაწილეებთან ერთად აქტიურად მუშაობს სატრანზიტო ტვირთების მოსაზიდად. მნიშვნელოვანი სატრანსპორტო - ლოგისტიკური პროექტების ჩამონათვალში, ქართულმა მხარემ დაასახელა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, რომლის მშენებლობაც ქვეყნის მთავრობის პრიორიტეტებს შორისაა. მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა სამოქალაქო ავიაციის სექტორში, მათ შორის, როგორც მგზავრთა გადაყვანის, ისე კარგო მიმართულებით. აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას პირდაპირი ავიამიმოსვლის დანიშვნა თბილისსა და ვილნიუსს შორის დამატებით სტიმულს მისცემს. შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება თანამშრომლობაზე ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს ქვეყნების ინტერნეტიზაციისა და ციფრული სერვისების განვითარების მიმართულებით. ამასთან, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ციფრული სატრანზიტო დერეფნის (ჰაბის) განვითარების მნიშვნელობაზე. ქართულმა მხარემ ინფორმაცია მიაწოდა ლიეტუველ კოლეგებს, რომ აღნიშნული პროექტი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და მოიცავს, ერთი მხრივ, შავი ზღვის გავლით ევროპა - აზიის დამაკავშირებელი მაგისტრალის, და მეორე მხრივ, საქართველოში რეგიონული დატა - ცენტრების განვითარებას.