თეგი: კახოვკის ჰიდროელექტროსადგური
ვოლოდიმირ ზელენსკი: კახოვკის ჰესზე შესაძლო ტერაქტი, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების ტოლფასი იქნება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გააფრთხილოს რუსეთი, რომ ჰესზე [კახოვსკის ჰიდროელექტროსადგურზე] შესაძლო ტერორისტული თავდასხმა მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას გაუტოლდება. ზელენსკიმ უკრაინის უცხოელ პარტნიორებს პრევენციული ზომების მიღებისკენ მოუწოდა. „ყველა ჩვენგანმა - ევროპელებმა, მსოფლიო ლიდერებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ტერორისტულ სახელმწიფოს უნდა გავაგებინოთ, რომ ჰესებზე ასეთი ტერორისტული თავდასხმა ზუსტად იგივეს ნიშნავს, რაც მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება. შედეგები რუსეთისთვის უნდა იყოს შესაბამისი. მსოფლიომ წინასწარ უნდა მოახდინოს რეაგირება. უსაფრთხოების საფრთხეებზე პრევენციული რეაგირების პრინციპი, საბოლოოდ, საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად პრინციპად უნდა იქცეს. მისივე თქმით, ჩრდილოეთ ყირიმის არხი უბრალოდ გაქრება ჰესის კაშხლის განადგურების შემთხვევაში. ზელენსკიმ ამ საკითხზე ევროპული საბჭოსადმი ონლაინ მიმართვის ისაუბრა. ამავე მიმართვისას, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დანაღმეს. მისივე თქმით, კაშხლის აფეთქება ხერსონის და 80-ზე მეტი დასახლების სწრაფ დატბორვას გამოიწვევს. „რუსეთი შეგნებულად ქმნის საფუძველს უკრაინის სამხრეთში მასშტაბური კატასტროფისთვის. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსმა ტერორისტებმა დანაღმეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
კახოვკის ჰესზე აფეთქების გამო, ზელენსკიმ უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია
უკრაინის ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰესზე მომხდარი აფეთქების შემდეგ, კიევში ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება. საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის ინფორმაციით, სხდომა პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოიწვია. ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ დღეს დილით განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქალაქ კახოვკასთან მდებარე პიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს, რის გამოც ოლქის პოლიციას და საგანგებო სიტუაციების სამსახურს დაევალა მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე, პოტენციური დატბორვის ზონაში მდებარე დასახლებული პუნქტებიდან მოქალაქეების ევაკუაცია. ამ ზონაში შედის 10 სოფელი და ქალაქ ხერსონის ნაწილი.
ხერსონის ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის ძალებმა კახოვკის ჰესის კაშხალი ააფეთქეს
უკრაინის შეირაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობისა და ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონის ოლქში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. პროკუდინის ინფორმაციით, სახიფათო ტერიტორიებიდან ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. მისი ინფორმაციით, წყალი კრიტიკულ დონეს დაახლოებით 5 საათში მიაღწევს. „ახლა ზუსტდება ნგრევის მასშტაბები, წყლის სიჩქარე და მოცულობა, დატბორვის სავარაუდო ადგილები“, - განაცხადა ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა. ოფიციალური პირი აღნიშნავს, რომ ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს და მიმდინარეობს ვითარების მონიტორინგი.
რუსეთმა კახოვკის კაშხალი გაანადგურა - ეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ალბათ, ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კატასტროფაა ევროპაში
რუსეთმა გაანადგურა კახოვკის კაშხალი, რამაც ალბათ, გამოიწვია ევროპის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კატასტროფა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება წერს. "რუსეთმა გაანადგურა კახოვკის კაშხალი, რამაც ალბათ გამოიწვია ევროპის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კატასტროფა ბოლო ათწლეულების განმავლობაში და ათასობით მშვიდობიანი მოსახლე საფრთხეში ჩააგდო. ეს არის საშინელი ომის დანაშაული. რუსეთის, 21-ე საუკუნის უდიდესი ტერორისტის შეჩერების ერთადერთი გზა არის მისი გაძევება უკრაინიდან", - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. ცნობისთვის, უკრაინამ 6 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ხსენებული კაშხალი ააფეთქეს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.
კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქების მიზანი უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევის ჩაშლაა - უკრაინის პრეზიდენტის ოფისი
რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების მიზანია უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევის ჩაშლა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, დარია ზარივნა წერს. „რუსების მიერ კახოვკის ჰოდროელექტროსადგურის აფეთქება მაქსიმალური არაადეკვატურობაა. ეს ქმედებები დასახლებული პუნქტებისა და ბიოსფეროს განადგურების რეალურ საფრთხეს ქმნის. დასახლებული პუნქტების ნაწილი უკვე მთლიანად ან ნაწილობრივ დატბორილია. ასევე, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება ნიშნავს, რომ ყირიმი დარჩება წყლის გარეშე. ეს ეკოლოგიური ტერორიზმია“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი დარია ზარივნა. რუსეთმა გაანადგურა კახოვკას კაშხალი, რამაც გამოიწვია ევროპის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კატასტროფა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში - კულება ცნობისთვის, უკრაინამ 6 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ხსენებული კაშხალი ააფეთქეს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.
ნოვა კახოვკის კაშხლის განადგურებამ შესაძლოა, ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს - შმიგალი
უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის თქმით, ნოვა კახოვკის კაშხლის განადგურებამ შესაძლოა, ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს. რუსეთმა კახოვკის კაშხალი გაანადგურა - ეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ალბათ, ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კატასტროფაა ევროპაში "მსოფლიომ ამას უნდა უპასუხოს დაუყოვნებლივ. არა მხოლოდ სიტყვებით, ქმედებით", - თქვა შმიგალმა. ცნობისთვის, უკრაინამ 6 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ხსენებული კაშხალი ააფეთქეს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება
სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიაში აცხადებენ, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგური აღდგენას არ ექვემდებარება
ოკუპანტების მიერ აფეთქებული კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ადრინდელი სახით ვერ აღდგება, სამანქანო დარბაზის აღჭურვილობა მთლიანად განადგურებულია, - ამის შესახებ სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია Ukrhydroenergo იუწყება. „აფეთქების შედეგად სამანქანო დარბაზი მთლიანად განადგურდა. სადგური რემონტს არ ექვემდებარება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. „დილის 9 საათიდან წყლის დონე უკვე სწრაფად ეცემა. „უკრჰიდროენერგო“ აგრძელებს სიტუაციის ანალიზს, ჩვენი სპეციალისტები მუშაობენ ნგრევის მასშტაბების, წყლის სიჩქარისა და მოცულობის დადგენაზე. ინფორმაცია განახლდება“, - აცხადებენ კომპანიაში. რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება
ზურაბიშილი: კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე ომის დანაშაულს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსული ჯარების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის დაბომბვას გამოეხმაურა. რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება პრეზიდენტის თქმით, ომის ამ დანაშაულს პასუხი სამართლებრივად უნდა გაეცეს. „კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ ომის კიდევ ერთ მძიმე დანაშაულს. საშინელი თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ,,ნოვა კახოვკის" კაშხალზე, კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას. ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. საქართველო უკრაინის გვერდით დგას!“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება ვერ შეაჩერებს ჩვენს კონტრშეტევას - უკრაინა
რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება ვერ შეაჩერებს უკრაინის კონტრშეტევას, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ. რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსეთმა კახოვკის კაშხალი გაანადგურა - ეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ალბათ, ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კატასტროფაა ევროპაში „უკრაინას მიეწოდება ყველა საჭირო რესურსი წყლის ბარიერების გასაძლიერებლად. მტრის მზაკვრული ქმედებები, რომლებიც ქმნის სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისს, ვერ შეაჩერებს თავდაცვის ძალებს,რომლებიც მზად არიან გაათავისუფლონ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები“, - წერენ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის „ტელეგრამ“ არხზე. ცნობისთვის, უკრაინამ 6 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ხსენებული კაშხალი ააფეთქეს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.
კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებით რუსეთი ღიად აცხადებს თავის ნამდვილ მიზანს - დანილოვი
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებით რუსეთი ღიად აცხადებს თავის ნამდვილ მიზანს. რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსეთმა კახოვკის კაშხალი გაანადგურა - ეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ალბათ, ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კატასტროფაა ევროპაში „რუსების მიერ კახოვკის ჰესის განადგურება რუსული აგრესიის ძირეულად ახალი ეტაპია. მოხდა კრემლის ყალბი იდეოლოგიური კონსტრუქციის საბოლოო დემონტაჟი: „უკრაინის გათავისუფლება“, „ნაცისტების წინააღმდეგ ბრძოლა“, „მხოლოდ სამხედრო ობიექტების დაზიანება“ და დანარჩენი ბოდვითი, წმინდა პროპაგანდისტული და ტყუილი თეზისები. რუსეთი მივიდა თავისი ჭეშმარიტი მიზნის ღიად გამოცხადების ეტაპამდე - უკრაინის განადგურება, უკრაინელების მკვლელობა, ეკონომიკის განადგურება და მოსახლეობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრუქტურების განადგურება. რუსეთისა და პუტინის ისტორიიდან გაქრობის გარდაუვალობის მოლოდინში, ყალბი ნიღბები აღარ არის საჭირო“, - დაწერა დანილოვმა „ფეისბუქზე“. ცნობისთვის, უკრაინამ 6 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ხსენებული კაშხალი ააფეთქეს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კახოვკის ჰესზე თავდასხმა რუსეთის მიერ წარმოებული „ბრუტალური ომის ერთ-ერთი შედეგია“
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მედიის შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ „ეს არის ბრუტალური ომის ერთ-ერთი შედეგი“. მისი შეფასებით, დამანგრეველი ომის შედეგად განადგურებულია უკრაინის ტერიტორიის ოცი პროცენტი. რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება „ეს არის ერთ-ერთი შედეგი ამ ბრუტალური ომისა, დამანგრეველი ომისა, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში, ეს ახალი არ არის, კახოვკის ჰესი გაგიკვირდათ, მაგრამ დღემდე განადგურებულია უკრაინის ტერიტორიის 20%, ქალაქები, სოფლები, მიწასთან არის გასწორებული, კახოვკის ჰესი ერთ-ერთია და სწორედ ამაზე გვაქვს ჩვენ საუბარი, მაშინ როცა ჩვენ მშვიდობის მნიშვნელობაზე მივუთითებთ ყოველდღიურად. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ვერ ვხედავთ რეალურად და მე მგონი ვერავინ ვერ ხედავთ, რეალურ მცდელობებს, რომ ეს ომი დასრულდეს, ან მოლაპარაკებების შესახებ მოწოდებები გაკეთდეს, პირიქით - ვხედავთ უფრო მეტ ესკალაციას, უფრო მეტ აგრესიას, ეს ერთ-ერთი გამოვლინებაა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის დამანგრეველი ომის შედეგად, დღემდე 20% არის ოკუპირებული, ეს არის დღევანდელი რეალობა და ამბობენ, რომ ტრილიონი დოლარია ზარალი, რომელიც მიადგა უკრაინას და ყველაზე უფრო მეტი, მძიმე - ადამიანების სიცოცხლე, 500-ზე მეტი ბავშვი არის გარდაცვლილი და ათიათასობით ადამიანი არის დაღუპული. ეს არის უბედურება. ეს არის კატასტროფა, რომელიც უნდა შეჩერდეს. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ მაგალითად რა შეიძლება იყოს ამ ომის ლოგიკური დასასრული?... მე მიმაჩნია რომ უნდა მოხდეს ყველაფერი, ყველამ უნდა გამოიყენოს ძალ-ღონე, რომ დასხდნენ მოსალაპარაკებლად და დაიწყოს მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესი, ამას ალტერნატივა არ აქვს. მე გეტყვით რატომ: თქვენ დღეს ახსენეთ ჰესი, ხვალ შეიძლება, უფრო უბედურება მოხდეს. ადამიანების მკვლელობა უნდა შეჩერდეს, ეს არის ჩვენი პოზიცია“, - განაცხადა პრემიერმა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ბირთვული ომის რიტორიკა არათუ დაბრუნდა პოლიტიკურ დისკურსში, არამედ, ყოველდღიურად რეალური მუქარები მომდინარეობს და ამ დროს ამას სჭირდება სერიოზული რეაგირება. „მთავარი თემა - მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ბირთვული ომის რიტორიკა არათუ დაბრუნდა პოლიტიკურ დისკურსში, არამედ ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ, რომ რეალური მუქარები მომდინარეობს და ამ დროს ამას სჭირდება სერიოზული რეაგირება. პლანეტა და ჩვენი კონტინენტი მთლიანად შეიძლება, დადგეს ძალიან დიდი კატასტროფის წინაშე. ამ ვითარებაში, როდესაც ჩვენ ჩვენი ეს დესტრუქციული არარაოებები მოგვიწოდებენ რაღაც პროვოკაციული ქმედებების ჩადენისკენ, ეს არის იმდენად უპასუხისმგებლო განცხადებები, ქმედებები, რამაც შეიძლება საერთოდ გაანადგუროს ჩვენი ქვეყანა. როცა ქვეყანა, მით უმეტეს, 20% არის ოკუპირებული და აქ რუსული ჯარი გვიდგას, ჩვენი ამოცანაა ქვეყნის გადარჩენა, მშვიდობის შენარჩუნება, განმტკიცება, ზრდა, ეკონომიკის განვითარება. ძალიან ბევრი პროვოკაციული ქმედებაა - მაგალითად გეტყვით, ოპოზიცია მოითხოვდა როცა ომი ახალი დაწყებული იყო უკრაინაში, რომ ჩვენ მიგვეღო უკრაინიდან თვითმფრინავები, რომლებიც აქედან მოახდენდნენ მებრძოლების, მეომრების წაყვანას და ნებართვა ამაზე უნდა გაეცა მთავრობას, ანუ პირდაპირ თუ არაპირდაპირ სახელმწიფო გამოდიოდა უკვე ჩართული ამ კონფლიქტში, თქვენ გესმით ამის მნიშვნელობა?! და მით უმეტეს მაშინ, როცა არც ერთი, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, არც ერთი სახელმწიფო ამას არ აკეთებდა და არ აკეთებს დღესაც. ეს ერთ-ერთი მაგალითი და სხვა უამრავი მაგალითები არსებობს ამის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში, „ტორპედოს“ რეაბილიტირებული სტადიონის მონახულების შემდეგ მედიასთან კომენტარში.
საგანგებო სამსახური: კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ, ხერსონის ოლქიდან 1000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური იტყობინება, რომ ხერსონის ოლქიდან დაახლოებით 1000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა 6 ივნისს, კახოვკის კაშხალი ააფეთქეს. უწყება ადგილობრივი დროით, პირველი საათის მონაცემებს აქვეყნებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხერსონის ოლქში ევაკუაციისთვის ხუთი დროებითი დახმარების ცენტრი შეიქმნა. ხერსონის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე პროკუდინმა განაცხადა, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს ავტობუსებითა და მატარებლებით გადაიყვანენ მიკოლაივში, ხმელნიცკიში, ოდესაში, კროპივნიცკში, კიევსა და სხვა ქალაქებში. „მოსალოდნელია, რომ წყლის დონე კიდევ 24 საათის განმავლობაში აიწევს, ამიტომ ხელისუფლება იმუშავებს მოსახლეობის დასახმარებლად“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, იჰორ კლიმენკომ. რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ასევე გააფრთხილა მშვიდობიანი მოსახლეობა და მოუწოდა მათ დაკვირვებისკენ, რადგან ნაღმები შესაძლოა, წყალდიდობის შედეგად გადაადგილდეს. უკრაინის ცნობით, რუსულმა ძალებმა 6 ივნისს გამთენიისას გაანადგურეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი, რამაც გამოიწვია ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული და ეკოლოგიური კატასტროფა სამხრეთ უკრაინაში.
ვითხოვთ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის ჩანიშვნას, G7-მა და ევროკავშირმა განიხილონ ახალი სანქციები - კიევი
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის დაუყოვნებლივ გამართვას მოითხოვს, რათა განიხილონ რუსეთის მიერ კახოვკის კაშხლისა და ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება. სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მტკიცედ დაგმოს რუსეთის ტერაქტი. კიევმა ასევე მოუწოდა გაეროს ატომური სააგენტოს მმართველთა საბჭოს, განიხილოს ინციდენტი და მოითხოვა ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ G7-ისა და ევროკავშირისგან, განსაკუთრებული აქცენტით რუსეთის სარაკეტო მრეწველობასა და ბირთვულ სექტორზე. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე მოუწოდა ევროკავშირს, ჩართოს თავისი სამოქალაქო დაცვის მექანიზმი, რომელსაც გაჭირვებულთათვის ბუნებრივი ან ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფის შემდეგ დახმარების უზრუნველყოფა შეუძლია. უწყების შეფასებით, აფეთქება არის ეკოლოგიური და ტექნოლოგიური ტერორისტული აქტი, ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კატასტროფა ევროპაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში, რუსეთის მიერ უკრაინელების წინააღმდეგ გენოციდის კიდევ ერთი მაგალითი. „ჩვენ განვიხილავთ რუსეთის ფედერაციის მიერ ჰესის კაშხლის აფეთქებას, როგორც ტერორისტულ აქტს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლისა და ნგრევის გამოწვევას. კახოვკის ჰესზე მომხდარი ტერაქტი ადრე ინტენსიურად განიხილებოდა ხერსონის ოლქის საოკუპაციო ძალებისა და რუსული ტელევიზიის პროპაგანდისტების დონეზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის წინასწარ იყო დაგეგმილი", - ნათქვამია განცხადებაში.
საერთაშორისო საზოგადოებამ ნოვა კახოვკის კაშხალზე თავდასხმას ომის დანაშაული უწოდა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ნოვა კახოვკის კაშხალზე თავდასხმას ომის დანაშაული უწოდა. „შოკირებული ვარ ნოვა კახოვკის კაშხალზე უპრეცედენტო თავდასხმით. სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება აშკარად კვალიფიცირდება, როგორც ომის დანაშაული და ჩვენ პასუხისმგებლობას დავაკისრებთ რუსეთსა და მის მარიონეტებს, - წერს მიშელი Twitter-ზე. რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას გმობს. „მე ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინაში კაშხლის განადგურებას. ეს არის დანაშაული და უგუნურობა“, - წერს ბურიჩი. „ტერორისტულმა სახელმწიფო რუსეთმა ახლა წყალი აქცია იარაღად. ნოვა კახოვკაში კაშხლის განადგურება ომის დანაშაულია, რომელიც გავლენას ახდენს უამრავ მშვიდობიან მოსახლეობაზე და იწვევს ეკოციდსა და მასობრივ განადგურებას. ჩვენ უნდა შევაჩეროთ აგრესიის ეს ციკლი უკრაინის გამარჯვებაში დახმარებითა და სრული პასუხისმგებლობის დაკისრებით“, - წერს თავის მხრივ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი Twitter-ზე. ევროპარლამენტის პრეზიდენტის შეფასებით, ნოვა კახოვკაში ჰიდროელექტროსადგურის ნგრევის შედეგად, უკრაინელი ბავშვები, ქალები და კაცები დაზარალდებიან. „ეს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, ომის დანაშაული, რომელსაც უპასუხოდ ვერ დავტოვებთ. დღეს, როგორც არასდროს, უკრაინას ჩვენი დახმარება სჭირდება“, - წერს რობერტა მეცოლა Twitter-ზე. გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, ეს არის ერთ-ერთი იმ მრავალი დანაშაულიდან, რომელიც უკრაინაში ნახეს და რომელიც ჩაიდინეს რუსმა სამხედროებმა. „ომის ამ რეჟიმის ფარგლებში, სამოქალაქო ობიექტებს, ქალაქებს, სოფლებს, საავადმყოფოებს, სკოლებს, ინფრასტრუქტურას ყოველთვის ესხმოდნენ თავს. გამოჩნდა ახალი განზომილება, მაგრამ ის შეესაბამება იმას, თუ როგორ აწარმოებს პუტინი ამ ომს“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა. ლატვია მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინაში ნოვა კახოვკის კაშხლის მიზანმიმართულ განადგურებას. შესაბამისი განცხადება ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა გააკეთა. რინკევიჩსის თქმით, ეს არის ეკოლოგიური კატასტროფა, სიცოცხლე საფრთხეშია. „რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა და უნდა შეჩერდეს. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უკრაინის მხარდაჭერა და ომის დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა მივცეთ“, - წერს Twitter-ზე ლატვიის პრეზიდენტი. უკრაინაში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელიც გამოეხმაურა. „კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურება არის რუსეთის სისასტიკის ახალი განზომილება, რომელიც საფრთხეში აყენებს ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეს. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები ომის დანაშაულად ითვლება. ჩვენ ვთანამშრომლობთ უკრაინასთან დახმარების უზრუნველსაყოფად“, – წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი სოციალურ ქსელში. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის ძალებმა დღეს დილით ააფეთქეს ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი. ხერსონიდან მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე ნაწილობრივ ან მთლიანად დატბორილია.
ზელენსკი კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქებაზე: ტერორისტები უკრაინას ვერ შეაჩერებენ
რუსი ტერორისტების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურება მხოლოდ იმას ადასტურებს რომ ისინი უნდა განდევნონ უკრაინის მიწის ყოველი მონაკვეთიდან. მათ არც ერთი მეტრი არ უნდა დარჩეთ, რადგან თითოეულ მეტრს ტერორისთვის იყენებენ. განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა 6 ივნისს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მხოლოდ უკრაინის გამარჯვება დააბრუნებს უსაფრთხოებას. "და ეს გამარჯვება მოვა. ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას წყლით, რაკეტებითა და სხვა რამით. ყველა სამსახური მუშაობს. მე მოვიწვიე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა. გთხოვთ, გაავრცელოთ მხოლოდ ოფიციალური და გადამოწმებული ინფორმაცია", - წერს უკრაინის პრეზიდენტი Twitter-ზე.
გაეროში უკრაინის ელჩი: კახოვკის ჰესის განადგურება ტერორისტული აქტია - ეს არის კრემლის პასუხი მშვიდობის შესახებ მოწოდებებზე
რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურება არის ტერორისტული აქტი უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რომლის მიზანია მაქსიმალური ნგრევისა და მსხვერპლის გამოწვევა, - განაცხადა გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, სერჰი კისლიცამ უშიშროების საბჭოს სხდომაზე. მან გაეროს ტრიბუნიდან აღნიშნა, რომ რუსეთი ცრუობს, როდესაც აცხადებს, თითქოს, კაშხალი უკრაინამ ააფეთქა. რუსეთმა დაადასტურა, რომ საერთოდ არ არის დაინტერესებული დეესკალაციითა და მშვიდობით. ელჩის განცხადებით, ნაკლებია იმის შანსი, რომ ქვეყანამ, რომელიც მარიუპოლში, ბუჩასა და იზიუმში ომის დანაშაულთა ჩადენას უარყოფდა, კახოვკის ტექნოგენურ კატასტროფაზე პასუხისმგებლობა აღიაროს, თუმცა, ცნობილია, რომ რუსეთი ადრეც აქტიურად განიხილავდა კახოვკის ჰესის განადგურებას. კისლიცამ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მიერ კაშხლის აფეთქება არის კრემლის პასუხი მშვიდობიანი მოლაპარაკებებისკენ ზოგიერთი ქვეყნის მოწოდებებზე, რაც აჩვენებს, რომ რუსეთს არ აინტერესებს დეესკალაცია და მშვიდობა. კისლიცას თქმით, საჭიროა რუსეთის შეჩერება და გაუვნებელყოფა, ამიტომ, მისი დამარცხება იქნება რეგიონის და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებაში შეტანილი უდიდესი წვლილი.
პეკინი: სერიოზულად შეშფოთებულები ვართ კახოვკის კაშხლის განადგურების გამო
პეკინი სერიოზულად შეშფოთებულია ნოვა კახოვკის კაშხლის განადგურების გამო. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ვან ვენბინმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოფიციალური პეკინი იმედოვნებს, ყველა მხარე უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის მიმართ ერთგული იქნება და იმუშავებს ვითარების დეესკალაციის ხელშესაწყობად. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველა მხარეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ასევე, მოქალაქეებისა და სამოქალაქო ობიექტების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდა. „ჩვენ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ კახოვკის კაშხლის განადგურების გამო. ჩვენ ღრმად დამწუხრებულები ვართ, ჰუმანიტარული, ეკონომიკური და ეკოლოგიური გავლენის გამო, რაც მან გამოიწვია“, - განაცხადა ვან ვენბინმა. პეკინი მზადაა, ჩინეთისა და უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას შორის კონტაქტები გააფართოოს
ჩვენ არ მივატოვებთ, დავეხმარებით უკრაინას - ჯო ბაიდენი კახოვკის ჰესის აფეთქებაზე
აშშ-ის პრეზიდენტი, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას დაეხმარება. „ჩვენ არ მივატოვებთ. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას“, - განაცხადა ბაიდენმა. რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღის განმავლობაში, აფეთქებიდან მალევე გამოეხმაურა კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქებას და განაცხადა, რომ ტერორისტები უკრაინას ვერ შეაჩერებენ. მოგვიანებით, „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტზე ვიდეოჩართვისას აღნიშნა, რომ რუსეთმა მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი ააფეთქა.
კახოვკის ახალი ჰესის მშენებლობა შესაძლოა, 1 მილიარდი დოლარი დაჯდეს - უკრაინის ეკონომიკის მინისტრი
უკრაინის ეკონომიკის მინისტრის, იულია სვირიდენკოს განცხადებით, კახოვკის ახალი ჰესის მშენებლობა შესაძლოა 1 მილიარდი დოლარი დაჯდეს. "საუბარია არა მხოლოდ ახალი ჰიდრავლიკური აგრეგატების დამონტაჟებაზე, არამედ უზარმაზარი კაშხლის მთლიანობის აღდგენაზე. რუსი ოკუპანტების მიერ, კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქებას შეიძლება რუსეთმა კიდევ ერთხელ დაუმტკიცა მთელ მსოფლიოს, რომ ტერორისტული სახელმწიფოა", - განაცხადა უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა. უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღის განმავლობაში, აფეთქებიდან მალევე გამოეხმაურა კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქებას და განაცხადა, რომ ტერორისტები უკრაინას ვერ შეაჩერებენ. მოგვიანებით, „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტზე ვიდეოჩართვისას აღნიშნა, რომ რუსეთმა მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი ააფეთქა.
ერდოღანი პუტინს კახოვკის კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიების მნიშვნელობაზე ესაუბრა - Anadolu
თურქეთის პრეზიდენტმაm რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. Anadolu-ს ცნობით, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ტყობინება, რომ ერდოღანმა ხაზი გაუსვა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალზე აფეთქების ობიექტური გამოძიების მნიშვნელობას. ერდოღანის თქმით, ანკარა მზადაა, შესაძლო წვლილი შეიტანოს კომისიის ფორმირებაში, რომელშიც შეიძლება, ექსპერტები შევიდნენ როგორც რუსეთის ფედერაციიდან და უკრაინიდან, ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობიდან, მათ შორის გაეროდან და თურქეთიდან. ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ მთელი მსოფლიო საზოგადოება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელების საკითხს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური სასურსათო კრიზისის მოგვარებაში. ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა მზადაა, გააგრძელოს ძალისხმევა რეგიონში სამართლიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ერდოღანმა ზელენსკის კახოვკის ჰესთან დაკავშირებით, საერთაშორისო კომისიის შექმნა შესთავაზა თურქეთის ხმა მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება უკრაინის ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანას - ზელენსკი ინფორმაციისთვის, დღესვე ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტს ესაუბრა. უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება
თურქეთის ხმა მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება უკრაინის ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანას - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ თურქ კოლეგა, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო კომუნიკაციისას, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე რუსული ტერორისტული აქტის ჰუმანიტარულ და ეკოლოგიურ შედეგებზე, მათ შორის ზაპოროჟიესთვის შექმნილ რისკებზე გაამახვილა ყურადღება. თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს სატელეფონო საუბარი 7 ივნისს გამართეს. ზელენსკიმ ისაუბრა უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების სიაზე, რომელიც კატასტროფის აღმოსაფხვრელად არის აუცილებელი. ერდოღანმა ზელენსკის კახოვკის ჰესთან დაკავშირებით, საერთაშორისო კომისიის შექმნა შესთავაზა „თურქეთის ხმა მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება უკრაინის ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანას. ასევე მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების, კერძოდ ყირიმელი თათრების დაბრუნებას და მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელებასა და გაფართოებას“, - წერს ზელენსკი Twitter-ზე. სააგენტო Anadolu-ს ცნობით, ლიდერებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებით არსებული ვითარება განიხილეს. ერდოღანმა გამოთქვა მზადყოფნა, უზრუნველყოს ყველა შესაძლო დახმარება და მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო კომისიის შექმნაში თურქი ექსპერტების მონაწილეობით. კომისიაში შეიძლება, შევიდნენ სპეციალისტები როგორც კონფლიქტის მხარეებიდან, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობიდან, მათ შორის გაეროდან.ერდოღანმა აღნიშნა, რომ ამ საკითხში შეიძლება, დაცული იყოს დიალოგის ისეთი ფორმატი, როგორიცაა, მაგალითად, „მარცვლეულის დერეფანთან“ დაკავშირებით. უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება აღსანიშნავია,რომ ხსენებულ ინიციატივასთან დაკავშირებით, ზელენსკის განცხადებაში არაფერია ნათქვამი.
ერდოღანმა ზელენსკის კახოვკის ჰესთან დაკავშირებით, საერთაშორისო კომისიის შექმნა შესთავაზა
თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს სატელეფონო საუბარი გამართეს, იუწყება სააგენტო Anadolu. ორივე ლიდერმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებით არსებული ვითარება განიხილა. ერდოღანმა გამოთქვა მზადყოფნა, უზრუნველყოს ყველა შესაძლო დახმარება და მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო კომისიის შექმნაში თურქი ექსპერტების მონაწილეობით. კომისიაში შეიძლება, შევიდნენ სპეციალისტები როგორც კონფლიქტის მხარეებიდან, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობიდან, მათ შორის გაეროდან. უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება ერდოღანმა აღნიშნა, რომ ამ საკითხში შეიძლება, დაცული იყოს დიალოგის ისეთი ფორმატი, როგორიცაა, მაგალითად, „მარცვლეულის დერეფანთან“ დაკავშირებით.თურქეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე შეუძლებელია ადამიანური მსხვერპლის თავიდან აცილება, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების პროცესის განახლების საკითხზე კონცენტრირება. მან დაარწმუნა კიევი, რომ ანკარა გააგრძელებს მტკიცე ძალისხმევას სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად. თავის მხრივ, ზელენსკიმ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით ხაზი გაუსვა, რომ ერდოღანთან კომუნიკაციისას, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე რუსული ტერორისტული აქტის ჰუმანიტარულ და ეკოლოგიურ შედეგებზე, მათ შორის ზპოროჟიესთვის შექმნილ რისკებზე გაამახვილა ყურადღება. ზელენსკიმ ისაუბრა უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების სიაზე, რომელიც კატასტროფის აღმოსაფხვრელად არის აუცილებელი. „თურქეთის ხმა მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება უკრაინის ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანას. ასევე მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების, კერძოდ ყირიმელი თათრების დაბრუნებას და მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელებასა და გაფართოებას“, - წერს ზელენსკი Twitter-ზე. აღსანიშნავია,რომ ერდოღანის ინიციატივასთან დაკავშირებით, ზელენსკის განცხადებაში არაფერია ნათქვამი.
ისრაელი შოკირებულია კახოვკის კაშხლის მასშტაბური დაზიანებით - საგარეო უწყება
კახოვკის კაშხლის განადგურებასთან დაკავშირებით, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხდებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და ხალხის ასეთი მიზანმიმართული მიზანში ამოღება მკაცრად უნდა დაგმოს საერთაშორისო საზოგადოებამ. აღსანიშნავია, რომ განცხადებაში რუსეთი ნახსენები არ არის. „ისრაელი შოკირებულია კახოვკის კაშხლის მასშტაბური დაზიანებით. ათასობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე საფრთხეშია ამ საშინელი განადგურების გამო. კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და ხალხის ასეთი მიზანმიმართული მიზანში ამოღება მკაცრად უნდა დაგმოს მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ. ჩვენი ფიქრები და ლოცვები უკრაინელ ხალხთანაა ამ რთულ დროს“, – აღნიშნულია განცხადებაში. უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება
მაკრონი კახოვკის კაშხლის აფეთქებაზე: საფრანგეთი გმობს ამ სასტიკ აქტს - საფრანგეთი უკრაინას უახლოეს საათებში დახმარებას გაუგზავნის
უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს და კახოვკის ჰესის კაშხლის ნგრევის შედეგები განიხილეს. მაკრონმა Twitter-ზე დაწერა, რომ საფრანგეთი უკრაინას რამდენიმე საათში დახმარებას გაუწევს. "პრეზიდენტ ზელენსკისთან გამოვხატე ჩემი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ კახოვკის კაშხალზე თავდასხმის შემდეგ. საფრანგეთი გმობს ამ სასტიკ აქტს, რომელიც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. უახლოეს საათებში ჩვენ გავაგზავნით დახმარებას გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად", - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა. „განვიხილეთ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობა მისი [კახოვკის კაშხლის აფეთქების] მიზეზების გამოსაძიებლად. შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, კერძოდ, ჩვენი ცის დასაცავად. ველოდებით უკრაინელი მფრინავების მომზადების სწრაფად დაწყებას. განვიხილეთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ფორმატები, მოლოდინები NATO-ს ვილნიუსის სამიტიდან და მზადება გლობალური სამშვიდობო სამიტისთვის“, - განაცხადა თავის მხრივ ზელენსკიმ.
ზელენსკი ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილზე: შეუძლებელია დადგენა, რამდენი ადამიანი შეიძლება, დაიღუპოს, საერთაშორისო ორგანიზაციები სამაშველო ოპერაციაში დაუყოვნებლივ უნდა ჩაერთონ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს სამაშველო ოპერაციაში ჩართვისკენ მოუწოდა. ზელენსკის შეფასებით, ვითარება ხერსონის ოკუპირებულ ნაწილში აბსოლუტურად კატასტროფულია. უკრაინის ლიდერის თქმით, ოკუპანტებმა უბრალოდ მიატოვეს ხალხი ამ საშინელ პირობებში. გადარჩენის გარეშე, წყლის გარეშე. ეს არის რუსეთის კიდევ ერთი გაცნობიერებული დანაშაული. აქედან გამომდინარე, ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ საჭიროა მსოფლიოს მკაფიო და სწრაფი რეაქცია იმაზე, რაც ახლა ხდება. „შეუძლებელიც კი არის ზუსტად იმის დადგენა, თუ რამდენი ადამიანი შეიძლება, დაიღუპოს ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე სასმელი წყლის, საკვების, სამედიცინო დახმარების გარეშე. დაბომბვის მიუხედავად, ჩვენი სამხედრო და სპეცსამსახურები ადამიანებს შეძლებისდაგვარად ეხმაებიან, მაგრამ უფრო დიდი ძალისხმევაა საჭირო. აუცილებელია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, დაუყოვნებლივ ჩაერთონ სამაშველო ოპერაციაში და დაეხმარონ ხალხს ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში. თუ ახლა საერთაშორისო ორგანიზაცია ამ კატასტროფის ზონაში არ არის, ეს ნიშნავს, რომ ის საერთოდ არ არსებობს, ეს ნიშნავს, რომ ის ქმედუუნაროა", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ოკუპირებულ ხერსონში 14 000 სახლი დაიტბორა - უკრაინა
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონში 14 000 სახლი დაიტბორა, ევაკუირებულია 4 300-მდე ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ხერსონის ოლქის სამხრეთ ნაწილის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება „კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურების შემდეგ 14 000-მდე სახლი დაიტბორა და თითქმის 4 300 ადამიანი ევაკუირებულია,“ - აცხადებენ ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურებში.
თეთრი სახლი: კახოვკის კაშხალი რუსეთის კონტროლის ქვეშ იყო და ამ ნგრევაზე პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ
აშშ-ის განცხადებით, კახოვკის კაშხალს რუსეთი აკონტროლებდა, ამიტომ მომხდარზე პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ. თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის თქმით, შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს უკრაინის დასახმარებლად. „ვაგრძელებთ მომხდარის შეფასებას. ნგრევა და განადგურება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, გულსატკენია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს. ეს კაშხალი იყო რუსეთის კონტროლის ქვეშ და ამ ომის შედეგად გამოწვეულ ნგრევაზე პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს ამ რთულ დროს“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა. უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი
ხერსონის რეგიონის დატბორილი ზონიდან 2400-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
8 ივნისის საღამოს მდგომარეობით, ხერსონის რეგიონში წყალდიდობის ზონიდან 2339 ადამიანის, მათ შორის 120 ბავშვის ევაკუაცია გახდა შესაძლებელი. როგორც უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური იუწყება, მაშველებმა გადაარჩინეს 563 ადამიანი, მათ შორის 28 ბავშვი. ფსიქოლოგიური დახმარება გაეწია 201 ადამიანს. ცხრა ევაკუაციის პუნქტი სრულად ფუნქციონირებს. წინასწარი მონაცემებით, მდინარე დნიპროს მარჯვენა სანაპიროზე სულ 32 დასახლებული პუნქტი და 3625 სახლი დაიტბორა. შედეგების ლიკვიდაციაში ჩართულია 1817 ადამიანი და 345-ზე მეტი ტექნიკა, მათ შორის 809 მაშველი და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის 171 ტექნიკა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ევაკუაცია გრძელდება. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი
რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება
საბჭოთა ეპოქის მთავარი კაშხალი რუსეთის მიერ კონტროლირებად სამხრეთ უკრაინის ნაწილში სამშაბათს დაზიანდა, რამაც ომის ზონაში წყალდიდობა გამოიწვია. მომხდარს უკრაინამ უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევით უპასუხა. პრეზიდენტი ზელენსკი გამოვიდა მოწოდებით, რომ ახლა მხოლოდ გადამოწმებული და ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის გავრცელებაა რელევანტური. Reuters-ი წერს, რომ სოციალურ მედიაში სხვადასხვა გადაუმოწმებელი ვიდეო ვრცელდება, რომლის თანახმად, წყალი კაშხლის ნაშთებში ტრიალებს, წყლის დონე რამდენიმე საათში მეტრით გაიზარდა. კაშხალი მდებარეობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ნოვა კახოვკაში, სადაც ჰესზე აფეთქებაში მოსკოვის მიერ „დანიშნული“ მერი უკრაინას ადანაშაულებს. ხერსონში რუსეთის მიერ „დანიშნული“ პირების მტკიცებით, „უკრაინამ რამდენჯერმე დაარტყა ხსენებულ ტერიტორიას, რის შედეგადაც გაანადგურა ჰიდროელექტროსადგურის ჰიდრავლიკური სარქველები“, მაგრამ აღნიშნეს, რომ „კაშხალი მთლიანად არ განადგურებულა“. უკრაინის სამხედროები მიუთითებენ, რომ რუსულმა ძალებმა ააფეთქეს კაშხალი. რუსი ტერორისტების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურება მსოფლიოსთვის მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ისინი უნდა განიდევნონ უკრაინის მიწის ყოველი მონაკვეთიდან. მათ არცერთი მეტრი არ უნდა დარჩეთ, რადგან თითოეულ მეტრს ტერორისთვის იყენებენ. განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა 6 ივნისს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მხოლოდ უკრაინის გამარჯვება დააბრუნებს უსაფრთხოებას. „და ეს გამარჯვება მოვა. ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას წყლით, რაკეტებითა და სხვა რამით. ყველა სამსახური მუშაობს. მე მოვიწვიე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა. გთხოვთ, გაავრცელოთ მხოლოდ ოფიციალური და გადამოწმებული ინფორმაცია", - წერს უკრაინის პრეზიდენტი Twitter-ზე. კახოვკის კაშხალი 30 მეტრი სიმაღლისა და 3,2 კმ (2 მილი) სიგრძისაა; 1956 წელს მდინარე დნიპროზე, როგორც კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის ნაწილი აშენდა. ის აწვდის წყალს ყირიმის ნახევარკუნძულს, რომელიც რუსეთის მიერ 2014 წლიდან არის ანექსირებული; ასევე ამარაგებს ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს, რომელიც ასევე რუსეთის კონტროლის ქვეშაა და რომელიც წყალსაცავიდან იღებს წყალს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) განაცხადა, რომ სადგურზე ბირთვული უსაფრთხოების დაუყოვნებელი საფრთხე არ არსებობს, მაგრამ ის ყურადღებით აკვირდება სიტუაციას. ვარაუდები მდინარე დნიპროში წყალი ადიდდება და, როგორც საერთაშორისო მედია წერს, ეს ხერსონისთვის კატასტროფული წყალდიდობის საშიშროებას წარმოადგენს. უკრაინის მხარის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონის მასშტაბით ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც სულ მცირე, 16 000 ადამიანი წყალდიდობის საფრთხის ქვეშაა. მომზადებულია Reuters-ის მიხედვით
უკრაინის უშიშროების სამსახური: რუსი ჯარისკაცი ადასტურებს, რომ კახოვკის კაშხალი რუსეთმა გაანადგურა
უკრაინის უშიშროების სამსახურის (SBU) მიერ გამოქვეყნებული სატელეფონო საუბრების თანახმად, სავარაუდოდ, რუსმა სამხედრომ განაცხადა, რომ რუსულმა დივერსიულმა ჯგუფმა გაანადგურა კახოვკის კაშხალი ხერსონის ოლქში. რუსეთის მიერ ოკუპირებული კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი მდინარე დნიპროზე, 6 ივნისს განადგურდა, რამაც სამხრეთ უკრაინაში ჰუმანიტარული და ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია. უკრაინის ცნობით, კაშხალი რუსმა ძალებმა ააფეთქეს. მოსკოვის მიერ „დანიშნული“ ე.წ. მთავრობა ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილებში ნგრევაში უკრაინას ადანაშაულებს, თუმცა, ეს პრეტენზია სწრაფად უარყო კიევმა და შეახსენა კრემლს, რომ უკრაინის დაზვერვის მიერ მოპოვებული მონაცემების თანახმად, რუსმა ჯარებმა კაშხალზე ასაფეთქებელი ნივთიერებები უკვე გასულ წელს მოათავსეს. უკრაინის ოფიციალური პირები არაერთხელ ამბობდნენ, რომ კახოვკის კაშხლის გარე თავდასხმებით განადგურება შეუძლებელი იყო. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრო კულებამ საერთაშორისო მედია იმის გამო გააკრიტიკა, რომ „რუსული ნარატივებით ეხმიანებიან კაშხლის აფეთქებას“. კულებამ აღნიშნა, რომ ეს „ფაქტებს და პროპაგანდას თანაბარ პირობებში აყენებს". კაშხლის რღვევით გამოწვეულმა მასობრივმა წყალდიდობამ შესაძლოა, უკრაინელი სამხედროების მოსალოდნელი კონტრშეტევა ქვეყნის სამხრეთში გაართულოს. ლონდონში დაფუძნებული „ევროპული რეფორმების ცენტრის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, იან ბონდი Europetime-თან ამბობს, რომ უკრაინა ცდილობდა დასაყრდენის შექმნას დნიპროს აღმოსავლეთ სანაპიროზე ნოვა კახოვკასა და ქალაქ ხერსონს შორის; ნებისმიერი პოზიციები, რომლებიც უკრაინამ იქ განსაზღვრა, აღარ იარსებებს და დატბორილ რაიონებში ჯარისკაცებს ჯავშანტექნიკით შესვლა გარკვეული დროის განმავლობაში გაუჭირდებათ. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი თუმცა უკრაინის სამხრეთის სამხედრო სარდლობის პრესსპიკერი, ნატალია ჰუმენიუკი ამბობს, რომ კახოვკის ჰესზე აფეთქებამ მომავალი ბრძოლის ლანდშაფტი შეცვალა და არა გეგმები. რუსეთის ჯარებმა სრულმასშტაბიანი ჭრის პირველ დღეებში დაიკავეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგური და მას შემდეგ აკონტროლებენ მას.
უკრაინაში, კახოვკის ჰესის განადგურების შემდეგ, ჰუმანიტარული კრიზისი უკიდურესად გამწვავდა - გაერო
გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ და საგანგებო სიტუაციების საკითხებში, მარტინ გრიფიტსი აცხადებს, რომ უკრაინა კახოვკის კაშხლის ჩამონგრევის შემდეგ უაღრესად უარესი ჰუმანიტარული ვითარების წინაშე დგას, ვიდრე მანამდე. "კახოვკას კაშხლის განადგურების შემდეგ სუფთა სასმელი წყლის გარეშე დაახლოებით 700 000 ადამიანი დარჩა. ამასთან, მისი თქმით, სასოფლო-სამეურნეო მიწების დატბორვა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან „პურის კალათაში“ გამოიწვევს „პრობლემების კასკადს“, მათ შორის მარცვლეულის ექსპორტის შემცირებას, სურსათის გაძვირებას მთელს მსოფლიოში და ნაკლებ საკვებს მილიონობით გაჭირვებულისთვის", - განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ. ასევე გაეცანით სტატიას: რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილი ანალიტიკოსი, პოლ გობლი Europetime-თან ამბობს, რომ მოსკოვს სურს, მსოფლიოს გაუგზავნოს სიგნალი, რომ მომავალში ბევრად უფრო დამანგრეველი თავდასხმის მოწყობა ძალუძს იმ იმედით, რომ უკრაინაში უკან დახევას გადაწყვეტენ, თუმცა ჯეიმს ბეიკერის ყოფილი მრჩეველი დარწმუნებულია, რომ კრემლის ეს „გეგმა“ არ იმუშავებს, და შესაბამისად, არც კიევი დაიხევს უკან. 6 ივნისს პრეზიდენტმა ზელენსკიმ ეს მოსაზრება დაადასტურა, როცა განაცხადა, რომ „ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას წყლით, რაკეტებითა და სხვა რამით“. პოლ გობლი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ზიგიერთის მხრიდან, უკან დახევის გაფიქრებას, შესაძლოა, მოსკოვში ზოგიერთი ამ ეტაპზე „ერთადერთ ვარიანტად“ განიხილავდეს. „ვფიქრობ, მოსკოვი ცდილობს, გაგზავნოს სიგნალი, რომ მომავალში შეიძლება, ბევრად უფრო საზიანო თავდასხმებში ჩაერთოს, ვიდრე ეს წარსულში გააკეთა, იმ იმედით, რომ ზოგიერთი უკრაინაში უკან დახევას გადაწყვეტს. თუმცა მეეჭვება, რომ ეს იმუშავებს, მაგრამ იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ამ ვითარებაში, მოსკოვში ზოგიერთმა, მაინც შეიძლება, ეს მიიჩნიოს ერთადერთ ვარიანტად. მას შეეძლო უკან დახევა, მისი შეჭრის გაზრდა ან ბირთვული იარაღის გამოყენება, მაგრამ კიევის უკან დახევას, (რედ.) ახლა როგორც ჩანს, ყველაზე სავარაუდო შესაძლებლობად თვლის“, - ამბობს პოლ გობლი Europetime-თან. სახეზეა ომის ახალი ტალღა, კონლიფქტის ახალი განზომილება - ეს თავის მხრივ, ფაქტია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე (ევრაზიის საკითხებში), მეთიუ ბრაიზასთვის, რომელიც Europetime-თან საუბრისას ერთ მნიშვნელოვან დეტალზე ამახვილებს ყურადღებას - კერძოდ, თუ როგორ იმუშავებს მომხდარი რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ: „ეს კაშხალი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ოკუპირებული ყირიმის მცხოვრებლებისთვის, რადგან ხელს უწყობს წყლის ნაკადების შენარჩუნებას ყირიმში, ამიტომ, მისი აფეთქება სხვა მხრივ ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს“, - ამბობს მეთიუ ბრაიზა. საერთაშორისო საზოგადოებამ ნოვა კახოვკის კაშხალზე თავდასხმას ომის დანაშაული უწოდა ის დარწმუნებულია, რომ ახლა რუსი სამხედრო მეთაურები შეშფოთებულნი არიან და სურთ, რომ უკრაინას გაურთულონ ჯავშანტექნიკით თავდასხმები: „დიახ, რუსეთს ეშინია უკრაინის მომავალი კონტრშეტევის. როგორც კიევის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, კაშხლის აფეთქება იყო სასოწარკვეთის ნიშანი, რადგან რუსეთის სამხედრო მეთაურები პანიკაში იყვნენ და სურდათ უკრაინის კონტრშეტევის შენელება, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება, ყირიმის მცხოვრებლებისთვის სირთულეების გამწვავებას ნიშნავდეს. ისინი დაზარალდებიან, როცა წყალი აღარ ექნებათ“, - აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი. Europetime-ს კახოვკის ირგვლივ შექმნილ სურათზე ასეევ ესაუბრა ლონდონში დაფუძნებული „ევროპული რეფორმების ცენტრის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, იან ბონდი. ბრიტანელი დიპლომატი განიხილავს, რა რეალობა შექმნა მომხდარმა როგორც რუსეთის, ისე, უკრაინისთვის. რას იღებს ამით მოსკოვი და რა შედეგებთან გამკლავება მოუწევს კიევს. ლატვიაში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის შეფასებით, თუ რუსებმა განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და ეს ვერ გამართლდება რაიმე „სამხედრო აუცილებლობით“. თუმცა როგორც იან ბონდი აღნიშნავს, მაშინაც კი, თუ კაშხალი ჩამოინგრა მანამდე წარმოებული ბრძოლის დროს მიყენებული დაზიანების გამო, ეს იქნება რუსეთის პასუხისმგებლობა. ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, რაც მოხდა ბოლო 15 თვის განმავლობაში, „რადგან რუსეთს რომ არ განეხორციელებინა უკანონო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ეს ტრაგედია ვერასოდეს მოხდებოდა“. „ამ ეტაპზე კაშხლის განადგურების შესახებ მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შემიძლია, რადგან ზუსტად არ ვიცით, რა მოხდა. BBC-მ გამოაქვეყნა სატელიტური ფოტოები, რომლებიც გვთავაზობენ, რომ წყალმა შესაძლოა, კაშხლის სრულ ჩამონგრევამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო დინება. ვიცით, რომ რუსები აკონტროლებდნენ კაშხალს ომის დასაწყისიდანვე, ზოგიერთმა რუსულმა წყარომ რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ მათ დანაღმული ჰქონდათ კაშხლის ტერიტორია და რომ მათ ახლა უფრო მეტი სარგებლის მიღება შეუძლიათ მისი განადგურებით, ვიდრე უკრაინას. რას იღებს რუსეთი? უპირველეს ყოვლისა, უკრაინას მოუწია ომიდან ყურადღების გადატანა და ხერსონის სამაშველო სამუშაოზე ფოკუსირება. მეორე - უკრაინა ცდილობდა დასაყრდენის შექმნას დნიპროს აღმოსავლეთ სანაპიროზე ნოვა კახოვკასა და ქალაქ ხერსონს შორის; ნებისმიერი პოზიციები, რომლებიც უკრაინამ იქ განსაზღვრა, აღარ იარსებებს და დატბორილ რაიონებში ჯარისკაცებს ჯავშანტექნიკით შესვლა გარკვეული დროის განმავლობაში გაუჭირდებათ. მესამე - სახეზე იქნება გრძელვადიანი ზიანი უკრაინის ეკონომიკისთვის - ბევრად უფრო გრძელვადიანი ზიანი, ვიდრე უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე წინა თავდასხმებმა მოუტანა მას. უკრაინის სასოფლო-სამეურნეო მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი სარწყავი წყლის გარეშე დარჩება. როგორი გეგმებიც არ უნდა ჰქონდეს კიევს ამ დანაკარგის ზემოქმედების შესამცირებლად, ის მაინც გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს. თუ რუსებმა განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული - მე ვერ ვიფიქრებ რაიმე „სამხედრო აუცილებლობაზე“, რომელიც ასეთ ქმედებას გაამართლებდა, იმის გათვალისწინებით, თუ რა გავლენას მოახდენს ის მშვიდობიან მოსახლეობაზე.მაგრამ მაშინაც კი, თუ კაშხალი ჩამოინგრა მანამდე წარმოებული ბრძოლის დროს მიყენებული დაზიანების გამო, ეს იქნება რუსეთის პასუხისმგებლობა. ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, რაც მოხდა ბოლო 15 თვის განმავლობაში, რუსეთს რომ არ განეხორციელებინა უკანონო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ეს ტრაგედია ვერასოდეს მოხდებოდა“, - განუცხადა იან ბონდმა Europetime-ს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.
მოლდოვა უკრაინას $230,000-ის ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის
მოლდოვა უკრაინას კახოვკის კაშხლის ნგრევის ეკოლოგიური და ჰუმანიტარული შედეგების დაძლევისთვის, დახმარებას უგზავნის. კერძოდ, უკრაინას დაახლოებით 230 000 აშშ დოლარის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდება. იტყობინბეა სააგენტო Moldpres-ი. გავრცელებული ინფორმაციით, დახმარებაში შედის წყლის სატუმბი სადგურები, გასაბერი ნავები, საკვები პროდუქტები და სხვა აღჭურვილობა.
ხერსონის ოლქში დატბორილი ტერიტორიების ფართობი შემცირდა - გუბერნატორი
მას შემდეგ, რაც რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის ჰესი ააფეთქეს, ხერსონის რაიონში წყალდიდობის საშუალო დონე 27 სმ-ით შემცირდა, დატბორილი ტერიტორიების ფართობი თითქმის ნახევრით შემცირდა. ამის შესახებ ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პროკუდინმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. „[10 ივნისის] დილასთან შედარებით წყალდიდობის საშუალო დონე 27 სმ-ით შემცირდა და ახლა 4,45 მ-ია. დატბორილი ტერიტორიების ფართობი თითქმის განახევრებულია. წყალი ჩამოვიდა მიკოლაივკადან, ლვოვედან და ოლჰივკადან. 32 დასახლება მარჯვენა სანაპიროზე კვლავ დატბორილია, 3784 საცხოვრებელი კორპუსი წყალდიდობის ქვეშაა“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა. შაბათის საღამოს მდგომარეობით, საშიში დასახლებებიდან ევაკუირებულია 2699 ადამიანი, მათ შორის 178 ბავშვი და 67 შეზღუდული მობილურობა.
კახოვკის კაშხლის ჩამონგრევის შემდეგ, ოკუპირებულ ყირიმში წყალი სავარაუდოდ, მალე შეწყდება - დიდი ბრიტანეთის დაზვერვა
კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურების, ოკუპირებულ ყირიმში ჩრდილოეთ ყირიმის არხის გავლით წყლის მიწოდება სავარაუდოდ, მალე შეწყდება. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ დიდი ბრიატენთის დაზვერვა იუწყება. „2023 წლის 6 ივნისს კახოვკის კაშხლის ჩამონგრევამ თითქმის სერიოზულად შეაფერხა ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მტკნარი წყლის ძირითადი წყარო, ჩრდილოეთ ყირიმის არხი (NCC). წყლის დონე წყალსაცავში სავარაუდოდ, 2023 წლის 9 ივნისისთვის დაეცა და წყალი მალე შეწყვეტს დინებას“, - აცხადებენ სამინისტროში. ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, შემცირდება მტკნარი წყლის ხელმისაწვდომობა სამხრეთ ხერსონის რეგიონსა და ჩრდილოეთ ყირიმში. „თუმცა, რუსეთის ხელისუფლება, სავარაუდოდ, დააკმაყოფილებს მოსახლეობის წყლის მოთხოვნებს წყალსაცავების, წყლის რაციონირების, ახალი ჭაბურღილების გაბურღვისა და რუსეთიდან მოწოდებული რესურსით, - აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი
კახოვკის კაშხლის განადგურებასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოძიება დაიწყო - ზელენსკი
კახოვკის კაშხლის განადგურებასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოძიება დაიწყო. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბოლო დღეებში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლები ხერსონის ოლქს ეწვივნენ. სტიქიის შემდეგ პირველივე დღეს, გენერალურმა პროკურორმა გამოძიების თხოვნით ICC-ის პროკურატურას მიმართა და მუშაობა უკვე დაწყებულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულების წარმომადგენლებმა საკუთარი თვალით ნახეს რუსეთის ტერორისტული აქტის შედეგები და თავად გაიგეს, რომ რუსული ტერორი გრძელდება და გრძელდება დატბორილი ტერიტორიის, ევაკუაციის ზონის ყველაზე ცინიკური და სასტიკი დაბომბვით.
კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა - უკრაინა
კახოვკის კაშხლის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ უკრაინის ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა. "დაკარგულად მიიჩნევა 42 ადამიანი, მათ შორის შვიდი ბავშვი", - აცხადევს უკრაინის შს მინისტრი. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი
მოლდოვის მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაშია
მოლდოვას მთავრობამ უკრაინელ მაშველებს ჰუმანიტარული დახმარების პარტია გადასცა, მათ შორის სატუმბი სადგურები, პლასტმასის და გასაბერი ნავები, რეზინის ჩექმები და სხვა აღჭურვილობა. „მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობამ, რომელსაც წარმოადგენდა მოლდოვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების გენერალური ინსპექცია, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურს ტექნოგენური კატასტროფის შედეგების აღმოსაფხვრელად, ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. ჰუმანიტარული დახმარება მოიცავს ორ სატუმბ სადგურს, შვიდ პლასტმასის ნავს, ხუთ გასაბერ ნავს, 161 წყვილი რეზინის ჩექმას, ძრავის ტუმბოს, კვების პროდუქტებს“, - წერს უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური Facebook-ზე. კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა მოლდოვური მედია 10 ივნისს იუწყებოდა, უკრაინას $230,000-ის ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის. მოლდოვა უკრაინას კახოვკის კაშხლის ნგრევის ეკოლოგიური და ჰუმანიტარული შედეგების დაძლევისთვის, დახმარებას უგზავნის. კერძოდ, უკრაინას დაახლოებით 230 000 აშშ დოლარის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდება. იტყობინბეა სააგენტო Moldpres-ი. გავრცელებული ინფორმაციით, დახმარებაში შედის წყლის სატუმბი სადგურები, გასაბერი ნავები, საკვები პროდუქტები და სხვა აღჭურვილობა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი
ხერსონის რეგიონში გუშინდელთან შედარებით წყლის დონემ 27 სმ-ით დაიწია - უკრაინა
ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლექსანდრ პროკუდინის განცხადებით, 13 ივნისის დილის მდგომარეობით ხერსონის რეგიონში წყალდიდობის საშუალო დონე 2 მ 70 სმ-მდე დაეცა. "წყლის დონის კლების ტენდენცია გრძელდება, 13 ივნისის დილის მდგომარეობით წყალდიდობის საშუალო დონეა 2 მ 70 სმ, რაც 27 სმ-ით ნაკლებია წუხანდელთან შედარებით. მარჯვენა სანაპიროზე დატბორილია 3 600 სახლი 31 დასახლებაში", - განაცხადა პროკუდინმა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი
ხერსონის რეგიონში 7 ეკლესია დაიტბორა - უკრაინა
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ცნობით, რუსების მეირ, კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო, ხერსონის ეპარქიის შვიდი ეკლესია დაზიანდა და დაიტბორა „ეკლესია დატბორილია - წყალი ანგრევს როგორც თვით ეკლესიის შენობას, ასევე საეკლესიო ჭურჭელს, ავეჯსა და ხატებს. დაზარალდა ეკლესიის საცხობიც, რომელშიც დაზარალებული ხერსონელებისთვის პურს აცხობდნენ“, - ნათქვამია ეკლესიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი
პუტინის თქმით, უკრაინის კონტრშეტევა ფართომასშტაბიანია
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედრო კორესპონდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა ფართომასშტაბიანია, ამ მიზნებისთვის მომზადებული რეზერვების გამოყენებით. პუტინის მტკიცებით, კონტრეშეტევა 4 ივნისს დაიწყო და დღემდე გრძელდება. პუტინმა ისაუბრა კახოვკის ჰესზეც და ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ უკრაინული მხარე დამნაშავეა კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარ ტრაგედიაში. მისი მტკიცებით, უკრაინა ამისთვის იბრძოდა მიზანმიმართულად და არაერთხელ დაარტყა HIMARS-ით ჰიდროელექტროსადგურს. „რუსეთი ნამდვილად არ იყო დაინტერესებული ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარი ტრაგედიით, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა რუსეთის რეგიონებში“, - ამბობს რუსეთის პრეზიდენტი. შეგახსენებთ, უკრაინამ კონტრშეტევის შედეგად, რამდენიმე დასახლება გაათავისუფლა.
უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება 13-მა ქვეყანამ გაუგზავნა
კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგების დასაძლევად, უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება 13-მა ქვეყანამ გაუგზავნა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა სამშაბათს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, უკვე ევაკუირებულია 3700-ზე მეტი ადამიანი. შმიგალი ხაზს უსვამს, რომ უკრაინა ახალი წყალსაცავის მშენებლობას დაიწყებს.
ესტონეთი უკრაინას 457 000 ევროს დახმარებას მიაწვდის
ესტონეთი უკრაინას 457 000 ევროს დახმარებას მიაწვდის, რაც კიევს კახოვკის კაშხლის ნგრევის შედეგების აღმოფხვრაში დაეხმარება. ამ მიზნით ლატვიამ კიევისთვის 453 000 მილიონი ევროს ღირებულების პაკეტი დაამტკიცა. 13 ივნისს, ევროკომისარმა ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, რომ უკრაინას კახოვკის კაშხლის ნგრევის შედეგების დასაძლევად, ჰუმანიტარული დახმარება ევროკავშირის 14-მა წევრმა ქვეყანამ გაუგზავნა.
NYT: მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ კახოვკის კაშხალი რუსეთმა ააფეთქა
New York Times-ის მიერ 17 ივნისს გამოქვეყნებულმა გამოძიების შედეგებმა აჩვენა, რომ აფეთქება 6 ივნისს, კაშხლის ბეტონის ბაზაზე გამავალ გზაზე მოხდა, რის შედეგადაც სტრუქტურა განადგურდა. „კრემლმა იცოდა კაშხლის სუსტი წერტილი, რადგან ის საბჭოთა პერიოდში აშენდა“, - წერს New York Times-ი. გამოძიების თანახმად, მტკიცებულებები „აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ კაშხალი, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს, აფეთქების შედეგად დაზიანდა. ინჟინერმა იჰორ სტრელეტსმა, რომელიც 2005 წლიდან 2018 წლამდე მუშაობდა მდინარე დნიპროს წყლის რესურსების უფროსის მოადგილედ, განაცხადა, რომ აფეთქებამ ბეტონის კონსტრუქციის ნაწილი გაანადგურა და რომ შემდეგ, წყლის ტალღამ სხვა მონაკვეთები ჩამოიშალა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი კაშხალი 6 ივნისს განადგურდა. შედეგად, დაიტბორა ხერსონის რეგიონი. არიან დაღუპულები და დაკარგულები. რუსეთი ტრადიციულად, დანაშაულში კიევს სდებს ბრალს. უკრაინა რუსეთს ტერორისტული აქტის მოწყობაში ადანაშაულებს. ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით კახოვკის კაშხლის განადგურებას ომის დანაშაული უწოდა.
ხერსონის ოლქში დატბორილია 23 დასახლებული პუნქტი - გუბერნატორი
ხერსონის ოლქში, წყლის საშუალო დონე ამჟამად 93 სანტიმეტრს შეადგენს. ამის შესახებ ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა. „ხერსონის ოლქში, 14:00 საათის მდგომარეობით, წყლის საშუალო დონე 93 სანტიმეტრს აღწევს. დატბორილია ოცდასამი დასახლებული პუნქტი, აქედან ექვსი მარჯვენა სანაპიროზე [მდინარე დნეპრის], დანარჩენი ყველა - მარცხენა სანაპიროზე (ოკუპირებული ნაწილი)“, - განაცხადა კუდრინმა. NYT: მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ კახოვკის კაშხალი რუსეთმა ააფეთქა მან ასევე აღნიშნა, რომ ხერსონის რეგიონის მარჯვენა სანაპიროზე დატბორილია 879 საცხოვრებელი კორპუსი. 6 ივნისის დასაწყისში რუსეთის არმიამ ააფეთქა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი. უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი კახოვკის კაშხალი 6 ივნისს განადგურდა. შედეგად, დაიტბორა ხერსონის რეგიონი. არიან დაღუპულები და დაკარგულები. რუსეთი ტრადიციულად, დანაშაულში კიევს სდებს ბრალს. უკრაინა რუსეთს ტერორისტული აქტის მოწყობაში ადანაშაულებს. ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით კახოვკის კაშხლის განადგურებას ომის დანაშაული უწოდა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კაშხლის განადგურებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა, 31 კი, დაკარგულად ითვლება, ხერსონის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ე.წ. ხელმძღვანელის, ანდრეი ალექსეენკოს ცნობით კი, დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დატბორილი ტერიტორიებიდან 3 614 ადამიანის, მათ შორის 474 ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა.
რუსეთმა უარი თქვა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაერო-ს წარმომადგენლების შეშვებაზე - გაერო
რუსეთმა უარი თქვა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაერო-ს წარმომადგენლების შეშვებაზე, რომლებიც კახოვკის კაშხლის გარღვევის შედეგად დაზარალებულების დახმარებას ცდილობენ, - ინფორმაციას ამის შესახებ გაერო-ს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისი ავრცელებს. „გაერო თანამშრომლობს უკრაინისა და რუსეთის მთავრობებთან, რათა ეფექტურად მიაწოდოს ჰუმანიტარული დახმარება ყველა ადამიანს, ვინც დაზარალდა კახოვკის კაშხლის დანგრევით. რუსეთის მთავრობამ ამ დრომდე უარყო ჩვენი მოთხოვნა მის დროებით სამხედრო კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე შესვლის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი
იაპონია კახოვკის კაშხლის განადგურებით დაზარალებული უკრაინელების დასახმარებლად, $5 მილიონს გამოყოფს
იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა, 5 მილიონი დოლარის გადაუდებელი დახმარება გაუწიოს სამხრეთ უკრაინაში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ნგრევის შედეგად დაზარალდნენ. უკრიანული მედიის თანახმად, გადაწყვეტილების შესახებ კაბინეტის მთავარმა მდივანმა, მაცუნო ჰიროკაზუმ სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა. NYT: მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ კახოვკის კაშხალი რუსეთმა ააფეთქა ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი კაშხალი 6 ივნისს განადგურდა. შედეგად, დაიტბორა ხერსონის რეგიონი. არიან დაღუპულები და დაკარგულები. რუსეთი ტრადიციულად, დანაშაულში კიევს სდებს ბრალს. უკრაინა რუსეთს ტერორისტული აქტის მოწყობაში ადანაშაულებს. ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით კახოვკის კაშხლის განადგურებას ომის დანაშაული უწოდა.
რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი
ლონდონში დაფუძნებული „ევროპული რეფორმების ცენტრის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, იან ბონდი Europetime-ს ესაუბრა კახოვკის ირგვლივ შექმნილ სურათზე. ბრიტანელი დიპლომატი განიხილავს, რა რეალობა შექმნა მომხდარმა როგორც რუსეთის, ისე, უკრაინისთვის. რას იღებს ამით მოსკოვი და რა შედეგებთან გამკლავება მოუწევს კიევს. ლატვიაში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის შეფასებით, თუ რუსებმა განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და ეს ვერ გამართლდება რაიმე „სამხედრო აუცილებლობით“. თუმცა როგორც იან ბონდი აღნიშნავს, მაშინაც კი, თუ კაშხალი ჩამოინგრა მანამდე წარმოებული ბრძოლის დროს მიყენებული დაზიანების გამო, ეს იქნება რუსეთის პასუხისმგებლობა. ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, რაც მოხდა ბოლო 15 თვის განმავლობაში, „რადგან რუსეთს რომ არ განეხორციელებინა უკანონო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ეს ტრაგედია ვერასოდეს მოხდებოდა“. „ამ ეტაპზე კაშხლის განადგურების შესახებ მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შემიძლია, რადგან ზუსტად არ ვიცით, რა მოხდა. BBC-მ გამოაქვეყნა სატელიტური ფოტოები, რომლებიც გვთავაზობენ, რომ წყალმა შესაძლოა, კაშხლის სრულ ჩამონგრევამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო დინება. ვიცით, რომ რუსები აკონტროლებდნენ კაშხალს ომის დასაწყისიდანვე, ზოგიერთმა რუსულმა წყარომ რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ მათ დანაღმული ჰქონდათ კაშხლის ტერიტორია და რომ მათ ახლა უფრო მეტი სარგებლის მიღება შეუძლიათ მისი განადგურებით, ვიდრე უკრაინას. რას იღებს რუსეთი? უპირველეს ყოვლისა, უკრაინას მოუწია ომიდან ყურადღების გადატანა და ხერსონის სამაშველო სამუშაოზე ფოკუსირება. მეორე - უკრაინა ცდილობდა დასაყრდენის შექმნას დნიპროს აღმოსავლეთ სანაპიროზე ნოვა კახოვკასა და ქალაქ ხერსონს შორის; ნებისმიერი პოზიციები, რომლებიც უკრაინამ იქ განსაზღვრა, აღარ იარსებებს და დატბორილ რაიონებში ჯარისკაცებს ჯავშანტექნიკით შესვლა გარკვეული დროის განმავლობაში გაუჭირდებათ. მესამე - სახეზე იქნება გრძელვადიანი ზიანი უკრაინის ეკონომიკისთვის - ბევრად უფრო გრძელვადიანი ზიანი, ვიდრე უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე წინა თავდასხმებმა მოუტანა მას. უკრაინის სასოფლო-სამეურნეო მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი სარწყავი წყლის გარეშე დარჩება. როგორი გეგმებიც არ უნდა ჰქონდეს კიევს ამ დანაკარგის ზემოქმედების შესამცირებლად, ის მაინც გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს. თუ რუსებმა განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული - მე ვერ ვიფიქრებ რაიმე „სამხედრო აუცილებლობაზე“, რომელიც ასეთ ქმედებას გაამართლებდა, იმის გათვალისწინებით, თუ რა გავლენას მოახდენს ის მშვიდობიან მოსახლეობაზე. მაგრამ მაშინაც კი, თუ კაშხალი ჩამოინგრა მანამდე წარმოებული ბრძოლის დროს მიყენებული დაზიანების გამო, ეს იქნება რუსეთის პასუხისმგებლობა. ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, რაც მოხდა ბოლო 15 თვის განმავლობაში, რუსეთს რომ არ განეხორციელებინა უკანონო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ეს ტრაგედია ვერასოდეს მოხდებოდა“, - განუცხადა იან ბონდმა Europetime-ს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება