თეგი: ალექსანდრ ლუკაშენკო
ალექსანდრე ლუკაშენკო: არ ვაპირებთ ჩავერთოთ იმ ოპერაციაში, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს. თუ ვუპასუხებთ, ვუპასუხებთ ისე, რომ ყველა იგრძნობს
„ჩვენ არ ვაპირებთ ჩავერთოთ იმ ოპერაციაში, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს, ამის საჭიროება არ არის“, – აღნიშნულის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ თავდაცვის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. „ჩვენ არ ვაპირებთ ჩავერთოთ იმ ოპერაციაში, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს, ამის საჭიროება არ არის, თუ ვუპასუხებთ, ვუპასუხებთ ისე, რომ ყველა იგრძნობს. ჯერჯერობით ვითმენთ. კიდევ ერთხელ მსურს აღვნიშნო, ჩვენ არ ვაპირებთ ჩავერთოთ იმ ოპერაციაში. აბა დაფიქრდით, რა შეგვიძლია, დავუმატოთ რუსეთს? რაც შეეხება პერსონალს, იქ საკუთარი უამრავი მეომარი ჰყავთ. იარაღის კუთხით შეგვიძლია, რუსეთს რამე დავუმატოთ? არა. ჩვენ ამ ყველაფერს რუსეთის ფედერაციაში ვყიდულობთ“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
ბელორუსის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინთან არაფორმალური ვიზიტით ჩავიდა
ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, მოსკოვის რეგიონში, არაფორმალური ვიზიტით ეწვია. ინფორმაციას ლუკაშენკოს პრესსამსახური ავრცელებს. პუტინის პრეს-სპიკერის დიმიტრი პესკოვის ცნობით, პუტინი და ლუკაშენკო ზავიდოვოში მედიისთვის დახურულ არაფორმალურ შეხვედრას გამართავენ.ბელორუსის პრეზიდენტის არაფორმალური ვიზიტი რუსეთში დღეს დასრულდება. პესკოვის ცნობით, ლუკაშენკო და პუტინი სამუშაო შეხვედრას 25 ივნისს სანკტ-პეტერბურგში გამართავენ. შემდეგ კი 30 ივნისს ორი ქვეყნის პრეზიდენტი ბელორუსში მოკავშირე რესპუბლიკების ფორუმზე შეხვდებიან.
ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ კალინინგრადის ოლქში ტრანზიტის ბლოკირება ომის გამოცხადების ტოლფასია
ბელორუსი მიიჩნევს, რომ კალინინგრადის ოლქში, „ტრანზიტის ბლოკირება, ომის გამოცხადების ტოლფასია“. ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ სანკტ-პეტერბურგში განაცხადა, სადაც რუსეთის პრეზიდენტთან ერთად, ორ ქვეყანას შორის 30-წლიანი ურთიერთობის აღსანიშნავად გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდა. ბრიტანეთი ლიეტუვას რუსეთის მხრიდან მუქარის ფონზე მხარდაჭერას უცხადებს გიტანას ნაუსედა: ლიეტუვა რუსეთის მხრიდან ნებისმიერი არამეგობრული ქმედებისთვის მზადაა „რაც შეეხება ლიეტუვას, ბოლო პერიოდში იზრდება ინფორმაციის ნაკადი მათ ჩანაფიქრთან დაკავშირებით, შეაჩეროს ტრანზიტი რუსეთიდან ბელორუსის გავლით კალინინგრადში, მოახდინოს კალინინგრადის იზოლაცია. ეს ჰგავს უკვე ომის გამოცხადებას, ეს დაუშვებელია“,- განაცხადა ლუკაშენკომ. შეგახსენებთ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავარმა მოკავშირემ, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ მოსკოვი უპასუხებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტის აკრძალვას კალინინგრადში. პატრუშევის თქმით, ეს პასუხი ბალტიისპირეთის ქვეყნის მოქალაქეებისთვის მტკივნეული იქნება. როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ლიეტუვამ ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტი აკრძალა. პატრუშევის თქმით, ლიეტუვის „მტრულმა“ ქმედებებმა აჩვენა, რომ რუსეთი ვერ ენდობოდა დასავლეთს, რომელმაც, მისი მტკიცებით, დაარღვია წერილობითი შეთანხმებები კალინინგრადის შესახებ. „რუსეთი აუცილებლად უპასუხებს ასეთ მტრულ ქმედებებს,” - თქვა პატრუშევმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ევროკავშირის ელჩიც გამოიძახა. თავის მხრივ, ევროკავშირის წარმომადგენელმა რუსეთს მოუწოდა, თავი შეიკავოს „ესკალაციური ნაბიჯებისა და რიტორიკისგან“. „ელჩმა გადასცა ჩვენი პოზიცია რუსეთის აგრესიის შესახებ და განმარტა, რომ ლიეტუვა ახორციელებს ევროკავშირის სანქციებს. ელჩმა სთხოვა მოსკოვს, თავი შეიკავოს ესკალაციის ნაბიჯებისგან და რიტორიკისგან“, - განაცხადა თავის მხრივ, ევროკავშირის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ.
პუტინი: რუსეთი ბელორუსს Iskander-M-ის სარაკეტო სისტემას მიაწვდის
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ბელორუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთი ბელორუსს Iskander-M-ის სარაკეტო სისტემებს მიაწვდის. პუტინის თქმით, სარაკეტო სისტემას ბელორუსი რამდენიმე თვეში მიიღებს. ისკანდერის ბალისტიკურ სარაკეტო სისტემას 500-კილომეტრიან რადიუსზე შეუძლია მოქმედება. ასევე აქვს ბირთვული ქობინების გადატანის ფუნქცია. ცნობისათვის, ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო სანკტ-პეტერბურგში იმყოფება, სადაც რუსეთის პრეზიდენტთან ერთად, ორ ქვეყანას შორის 30-წლიანი ურთიერთობის აღსანიშნავად გამართულ შეხვედრაში მონაწილეობს.
პუტინის განცხადებით, სანქციები რუსეთსა და ბელორუსს გაერთიანების დაჩქარებისკენ უბიძგებს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთის ზეწოლა რუსეთსა და ბელორუსს აიძულებთ „დააჩქარონ გაერთიანების პროცესები“. ამის შესახებ მან რუსეთისა და ბელორუსის რეგიონების IX ფორუმის მონაწილეებს მიმართა, იტყობინება კრემლის ვებგვერდი. „უპრეცედენტო პოლიტიკური და სანქციების ზეწოლა ე.წ კოლექტიური დასავლეთის მხრიდან გვიბიძგებს, დავაჩქაროთ გაერთიანების პროცესები. ყოველივე ამის შემდეგ, ერთად უფრო ადვილია უკანონო სანქციების ზარალის მინიმუმამდე დაყვანა, უფრო ადვილია მოთხოვნადი პროდუქციის წარმოების დაუფლება, ახალი კომპეტენციების განვითარება და მეგობარ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაფართოება“, - განაცხადა პუტინმა. ალექსანდრ ლუკაშენკომ, თავის მხრივ, ვიდეომიმართვაში თქვა, რომ ყოფილი სსრკ-ს ქვეყნები „გულწრფელად უნდა იყვნენ დაინტერესებული რუსეთისა და ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოსთან დაახლოებით“, „თუ, რა თქმა უნდა, მათ სურთ შეინარჩუნონ თავიანთი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“. 2021 წლის სექტემბერში ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო 28 საკავშირო პროგრამაზე შეთანხმდნენ, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთისა და ბელორუსის ინტეგრაციას. მოლაპარაკებების შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ პროგრამები, სხვა საკითხებთან ერთად, ეხებოდა ზოგად მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, ინფორმაციის უსაფრთხოებას, საბაჟო გადასახადებს, გადახდის სისტემების ინტეგრაციასა და მონეტარული პოლიტიკის ჰარმონიზაციას. რუსეთსა და ბელორუსს შორის მჭიდრო ინტეგრაცია 1990-იანი წლებიდან განიხილება. ამრიგად, განიხილებოდა საერთო პარლამენტის, კონსტიტუციის, ერთიანი ვალუტის შექმნა, მაგრამ ასეთი შეთანხმება ვერ მიიღეს. 2019 წელს, რუსეთის ინიციატივით, მოლაპარაკებები განახლდა.
ლუკაშენკო უკრაინას ბელორუსის მიმართულებით, რაკეტების სროლაში ადანაშაულებს
ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინას ბელორუსის მიმართულებით რაკეტების სროლაში ადანაშაულებს. უკრაინული მედიის ცნობით, ბელარუსის პრეზიდენტმა ამის შესახებ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საღამოზე განაცხადა. ალექსანდრე ლუკაშენკო: არ ვაპირებთ ჩავერთოთ იმ ოპერაციაში, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს. თუ ვუპასუხებთ, ვუპასუხებთ ისე, რომ ყველა იგრძნობს „ჩვენს პროვოცირებას ცდილობენ. უნდა მოგახსენოთ, სამი დღის წინ, შესაძლოა, ცოტა მეტი დღის წინ, უკრაინის ტერიტორიიდან სცადეს, დარტყმა განეხორციელებინათ ბელორუსის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ობიექტებზე. მაგრამ, მადლობა ღმერთს, „პანცირის“ საზენიტო სისტემებმა მოახერხა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გაშვებული ყველა რაკეტის ჩამოგდება“, – განაცხადა ლუკაშენკომ. მისი თქმით, დაახლოებით ერთი თვის წინ გასცა ბრძანება, მიზანში ამოიღონ გადაწყვეტილების მიღების ცენტრები მინსკის ოპონენტების დედაქალაქებში. მისი განცხადებით, ბელორუსს არ სურს კონფლიქტში ჩართვა, თუმცა მისი პასუხი იქნება მყისიერი, თუ ვინმე ბელორუსის საზღვარს გადაკვეთს და ბელარუსი ხალხის დახოცვას დაიწყებს. „ჩვენ ვფლობთ იმას, რითაც შევძლებთ პასუხის გაცემას და არა მხოლოდ ის, რაც ცოტა ხნის წინ განვიხილეთ რუსეთის პრეზიდენტთან. ამისთვის დიდი ხანია, ვემზადები. გახსოვთ, მე ვსაუბრობდი სარაკეტო წარმოებაზე, „პოლონეზებზე“ – თქვენ მთლიანად ამ რაკეტების თავდასხმის ქვეშ ხართ. არ დავუწყებ ყურებას, თუ ვინ არის ოფისებში და ვინ ზის სასახლეებში. ჩვენ ვუპასუხებთ მკაცრად და მტკიცედ. მათ, ვისაც აწუხებს კითხვა, იბრძოლებს თუ არა ლუკაშენკო, მინდა, ვუთხრა – მისმინეთ, ჩვენ ვიბრძოლებთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მხოლოდ ერთ შემთხვევაში – თუ ჩვენს მიწაზე შემოიჭრებით, ჩვენს ხალხს დახოცავთ, ჩვენ გიპასუხებთ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკო: ბელორუსი მარცვლეულის ექსპორტზე გატანას არ გეგმავს
ბელორუსი არ გეგმავს მარცვლეულის ექსპორტზე გატანას. - ამის შესახებ დღეს, ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ სამინისტროებთან და მხარის გუბერნატორებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ ბლოკადა გაგრძელდა, შემოდგომისთვის უკრაინაში შესაძლოა, 60 მილიონ ტონამდე მარცვლეული დარჩეს ლუკაშენკოს განცხადებით, 2022 წელს სოფლის მეურნეობის სექტორში კარგ მოსავალს ელიან. „წელიწადი არაა ცუდი. რუსეთში კარგ მოსავალს ელიან. უკრაინაც ალბათ მოახერხებს რამის მიღებას. ჩვენთან კი, თუ უხამსად არ მოვიქცევით, იმდენ პურს მივიღებთ, რამდენიც გვჭირდება ადამიანებისა და ცხოველებისთვის. რა თქმა უნდა, ხორბალს და სხვა კულტურებს ექსპორტზე არ გავატანთ, თუმცა შეგვიძლია. რაფსის გარდა, ექსპორტზე შეგვიძლია გავიტანოთ სელის სამრეწველო კულტურები. საკმარისი კარტოფილი გვაქვს“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.
ალექსანდრ ლუკაშენკო: უნდა დავმშვიდდეთ, ბელორუსი უკრაინის წინააღმდეგ არ იბრძოლებს
ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ „არ აქვს სურვილი, ბელორუსმა უკრაინის წინააღმდეგ იომოს“ და „ბელორუსიდან უკრაინაში შეჭრა არ მზადდება“. რუსეთი ბელორუსის სამხრეთით, სამხედრო ბაზასა და აეროდრომს აფართოებს - მედია „თვენ არ იფიქროთ, რომ აქ რამე შეთქმულებას ვგეგმავ და უკრაინაზე თავდასხმას ვაპირებ, ან ბელორუსის ტერიტორიიდან უკრაინა დაიბომბება. არა, მე არ მაქვს არანაირი სურვილი, რომ ჩემმა და თქვენმა შვილებმა იომონ. რისთვის? ჩვენ უნდა დავმშვიდდეთ. არანაირი უკრაინა დღეს არ ომობს. დღეს რუსეთს NATO-ს ბლოკი და პირველ რიგში ამერიკა ეომება“, - აცხადებს ლუკაშენკო. პოლონური მედიის ცნობით, რუსეთი ბელორუსის სამხრეთ ნაწილში, ბრესტის რეგიონში ლუნინკაში, სამხედრო ბაზასა და აეროდრომს აფართოებს. შეგახსენებთ, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებამდე ლუნინეცის სამხედრო აეროდრომი რეზერვი იყო და არ გააჩნდა სტრატეგიული მნიშვნელობა. იანვარში აეროდრომს ალექსანდრე ლუკაშენკო ეწვია და ამ ვიზიტიდან რამდენიმე დღეში, ეს ობიექტი რუსეთის ძალებმა დაიკავეს. გომელის მახლობლად მდებარე ლუნინკას, ბარანოვიჩისა და ზიაბროვკას სამხედრო ბაზები რუსული არმიის მთავარი სტრატეგიული ცენტრებია ბელორუსში. აგვისტოში ზიაბროვკას ბაზა სარაკეტო სროლის შედეგად დაზიანდა.
ლუკაშენკომ უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და „მშვიდობიანი ცა“ უსურვა
ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში, რუსეთის მთავარი მოკავშირეა, უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის ტექსტი, 24 აგვისტოს ლუკაშენკოს გვერდზე გამოქვეყნდა. ალექსანდრ ლუკაშენკო: უნდა დავმშვიდდეთ, ბელორუსი უკრაინის წინააღმდეგ არ იბრძოლებს „დარწმუნებული ვარ, დღევანდელი წინააღმდეგობები ვერ დაანგრევს ორი ქვეყნის ხალხებს შორის გულწრფელი კეთილმეზობლური ურთიერთობების მრავალსაუკუნოვან საფუძველს. ბელორუსი გააგრძელებს ჰარმონიის შენარჩუნებას, მეგობრული და ურთიერთპატივისცემის მქონე კონტაქტების განვითარებას ყველა დონეზე“, - ნათქვამია განცხადებაში. რუსეთი ბელორუსის სამხრეთით, სამხედრო ბაზასა და აეროდრომს აფართოებს - მედია „მილოცვაში“ ლუკაშენკო უკრაინას „ ღირსეული ცხოვრების აღსადგენად, მშვიდობიან ცას, შემწყნარებლობას, გამბედაობას, ძალასა და წარმატებებს“ უსურვებს. უკრაინული მხარის ცნობით, ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დღიდან, ბელორუსიდან, უკრაინის მიმართულებით სულ მცირე 631 რაკეტა გაუშვეს. მონაცემები ბოლოს მაისში განახლდა.
მედია: მინსკი მოსკოვს საბრძოლო თვითმფრინავების აღდგენაში ეხმარება
რუსული სამხედრო თვითმფრინავების აღჭურვილობის შეკეთების ხელშეწყობის მიზნით, რუსეთისა და ბელორუსის თავდაცვის სამინისტროებმა კონტრაქტებს მოაწერეს ხელი. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ცნობით, ბელორუსი რუსეთს საბრძოლო თვითმფრინავების აღდგენაში ეხმარება. დირექტორატი ვარაუდობს, რომ კონტრაქტი ძირითადად რუსულ MiG-29 თვითმფრინავებს შეეხება. აშშ-ის ანალიტიკური ცენტრი - ომის შესწავლის ინსტიტუტი ვარაუდობს, რომ შეთანხმება შესაძლოა, დასავლეთის სანქციების გვერდის ავლის მცდელობა იყოს. ამასთან, უკრაინული მედია წერს, რომ ბელორუსმა მოხალისეებმა შეკრიბეს საჰაერო დაზვერვის ჯგუფი, რათა უკრაინის სამხედროების რიგებს შეუერთდნენ. გუნდი შედგება ტექნიკური ჯგუფისა და ორი სადაზვერვო ფრთისგან, რომელთაგან თითოეული აღჭურვილია დრონებით. მათ შეუძლიათ რუსული სამიზნეების იდენტიფიცირება და განადგურება. ბელორუსის თავდაცვის მინისტრმა მოხალისეთა ფორმირებების შექმნა დაგმო, მათ „სამხედრო საფრთხე“ უწოდა და ჯგუფი ომში ბელორუსის ჩათრევაში დაადანაშაულა.
ლუკაშენკომ პირობა დადო, რომ „ევროპას არ გაყინავს“
ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, პირობას დებს, რომ „ევროპას არ გაყინავს“. ამის შესახებ, მან ვიდეოში განაცხადა, სადაც შეშას ჭრის და ევროპაში შექმნილ ენერგოვითარებას განიხილავს. ევროკავშირის ქვეყნებმა წლის დასაწყისიდან რუსეთიდან გაზის იმპორტი 48%-ით შეამცირეს „არ მოვცემთ ევროპას გაყინვის საშუალებას. დავეხმარებით ჩვენს ძმებს, შესაძლოა, ისინი ოდესმე ჩვენც დაგვეხმარებიან“, - განაცხადა ლუკაშენკომ. ბელორუსის პრეზიდენტის თქმი, ევროპას ახლა შეშის ასარჩევად არ სცალია. „ევროპას არჩევანის დრო არ აქვს: ნაძვი თუ არყის ხე? მთავარია თბილად იყვნენ. უნდა მოვიფიქროთ, როგორ მიიღონ შეშა გლეხებმა და მუშებმა, მდიდრების ნაცვლად. მთავარია, პოლონეთში დუდა და მორავეცკი (პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი) არ გაიყინონ“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
სოჭში პუტინისა და ლუკაშენკოს შეხვედრა დაიწყო
რუსული მედიის ცნობით, სოჭში ბელორუსისა და რუსეთის პრეზიდენტების ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დაიწყო. პუტინი 15-16 სექტემბერს სამარყანდში (უზბეკეთი) ჩავიდა შანკო-ს სამიტზე დასასწრებად. რუსეთის პრეზიდენტმა რამდენიმე შეხვედრა გამართა ორგანიზაციის სხვა წევრი ქვეყნების ლიდერებთან და მათ შორის ლუკაშენკოსაც შეხვდა.
ალექსანდრ ლუკაშენკო რუსების მასობრივ გადინებაზე: გაუშვით, ნამდვილად არ ვნერვიულობდი, როდესაც 2020 წელს რამდენიმე ათასი წავიდა
ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდ ლუკაშენკო, რუსეთის მოქალაქეების მიერ ქვეყნის მასობრვად დატოვების საკითხს გამოეხმაურა. „რუსეთს აქვს 25 მილიონი ადამიანის მობილიზების რესურსი. კარგი, ვთქვათ გაიქცევა 30 ათასი, ან 50 ათასი... აქ რომ დარჩენილიყვნენ, ისინი მაინც არ იქნებოდნენ ჩვენი ადამიანები, ამიტომ გაიქცნენ“, - განაცხადა ლუკაშენკომ. „მე არ ვიცი, როგორ დამოკიდებულება გაქვთ, მაგრამ მე არ განვიცდი. გაუშვით, ნამდვილად არ ვნერვიულობდი, როდესაც [ბელორუსიდან] 2020 წელს რამდენიმე ათასი წავიდა“, - აღნიშნა ლუკაშენკომ. რუსეთთან შეერთების შესახებ უკანონო კენჭისყრა ოთხ რეგიონში (ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ზაპოროჟიე), 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მედიის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა
გამოცემა Ekhokavkaza წყაროებსზე დაყრდნობით წერს, რომ ბელორუსის ავტორიტარული ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფება. სოციალური ქსელები აქვეყნებენ ვიდეომასალას, სადაც საგზაო პოლიციის მანქანების თანხლებით აფხაზეთში ავტოკოლონა მოძრაობს. ტელეგრამის არხი AMPA-life წერს, რომ „მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტთის ავტოკოლონიამ უკვე გაიარა გაგრა“. 26 სექტემბერს ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, სამუშაო ვიზიტით სოჭში ჩავიდა.
ალექსანდრ ლუკაშენკო ასლან ბჟანიას: რუსეთი მზადაა, მხარში ამოგიდგეთ. მეგობრებთან ურთიერთობები უნდა გავამყაროთ
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია, ბელორუსის ავტორიტარულ ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკოს ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკზე შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. მედიის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცახადა, რომ აფხაზეთში ვიზიტი, ვლადიმერ პუტინთან შეათანხმა. „მე გამოცდილი ადამიანი ვარ, მრავალი წელია, პოლიტიკაში ვარ. ვისაუბროთ, ვიფიქროთ როგორ ვიცხოვროთ. მთავარი ის არის, რომ აქ ხალხი ღირსეულად ცხოვრობს, რადგან ეს სამოთხეა დედამიწაზე, აქ ხალხი კი წმინდანები არიან. ეს საბჭოთა დროიდან მახსოვს, როცა აქ ჩამოვდიოდი. ამიტომ, ჩვენ გვინდა არამხოლოდ მეგობრობის ხიდის აგება, არამედ გვსურს, ძალიან სერიოზული ურთიერთობები დავამყაროთ“, - აღნიშნა ლუკაშენკომ. მან აღნიშნა, რომ ბელორუსი და რუსეთი კოორდინირებულად მოქმედებენ. „რუსეთი მზადაა, მხარში ამოგიდგეთ, ალბათ დადგა დრო. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ვნახეთ როგორი გახდა სამყარო. მშვიდად ცხოვრების უფლებას არ მოგვცემენ. ამიტომ, მეგობრებთან ურთიერთობა უნდა გავამყაროთ“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს მკაცრად გმობს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს მკაცრად გმობს. „მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაუშვებელი დარღვევაა“, - ნათქვამია განცხადებაში. ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საქართველო ბელორუსს მოუწოდებს, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას
საგარეო უწყება: ლუკაშენკოს „ვიზიტი“ ოკუპირებულ აფხაზეთში, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს უხეშად არღვევს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ალექსანდრე ლუკაშენკოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩასვლისა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრის თაობაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტს“ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს. „ბელორუსის მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ირაკლი ღარიბაშვილი: მკაცრად ვგმობ, ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, Twitter-ზე ოკუპირებულ აფხაზეთში, ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს გამოეხმაურა. „მკაცრად ვგმობ ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან შეხვედრებს. ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ისევე როგორც ორმხრივ ურთიერთობებს ჩვენს ქვეყნებს შორის”, - წერს ღარიბაშვილი. ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.
Europetime-თან ექსკლუზიურად, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შეაფასა ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტი“. განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამნტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. საქართველო ბელორუსს მოუწოდებს, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ასლან ბჟანია ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე: იმედი მაქვს, ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ აღიარებამდე
ბიჭვინთაში, თვითაღიარებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას და ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბჟანიამ ლუკაშენკოს ვიზიტი შეფასა. მედიის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა „ეს იყო ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი დამოუკიდებელ აფხაზეთის რესპუბლიკაში და ამ ვიზიტის დიდ იმედებს ვამყარებთ. დარწმუნებული ვარ, ის ბიძგს მისცემს ჩვენს ურთიერთობას. განვიხილეთ არაერთი ეკონომიკური საკითხი. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა და ბელორუსის რესპუბლიკა დინამიურად განავითარებენ იმ ურთიერთობებს, რომლებიც დღეს აქ ყალიბდება“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ. ალექსანდრ ლუკაშენკო ასლან ბჟანიას: რუსეთი მზადაა, მხარში ამოგიდგეთ. მეგობრებთან ურთიერთობები უნდა გავამყაროთ ბელორუსის რესპუბლიკის მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის შესაძლო აღიარების საკითხზე, დე-ფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა: „ბელორუსის რესპუბლიკის მეთაურის აფხაზეთში ვიზიტის ფაქტი ბევრს ამბობს - რომ ჩვენი დღევანდელ ეტაპზე ურთიერთობა ახალ ხასიათს იძენს, ჩვენს ურთიერთობებს ახალი იმპულსი მიეცა. იმედი მაქვს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ აღიარებამდე. არ მინდა ამ საკითხზე წინასწარ საუბარი, მაგრამ ამ დიდ სახლში პირველი აგური უკვე დადებულია, ფაქტია. კმაყოფილი ვარ შეხვედრით“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ. დღეს ღამით ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ აფხაზეთი დატოვა.
პიტერ სტანო: ლუკაშენკოს ეს „ვიზიტი“ არის მტრული ჟესტი საქართველოს მიმართ
„ევროკავშირი თვლის, რომ ეს „ვიზიტი“ საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციის გარეშე ძირს უთხრის ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მტრული ჟესტია საქართველოს მიმართ," - ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ „რუსეთვი2“-ს განიუცხადა. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ბრიტანეთის ელჩი: ამ მორიგი პროვოკაციის ფონზე, ბრიტანეთი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს
„გაერთიანებული სამეფო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, ამ მორიგი პროვოკაციის ფონზე" - საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი ოკუპირებულ აფხაზეთში ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდ ლუკაშენკოს ვიზიტს გამოეხმაურა. „ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში არის გაეროს ქარტიის და ჰელსინკის საბოლოო აქტის პრინციპების და საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფის დემონსტრაციაა. გაერთიანებული სამეფო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, ამ მორიგი პროვოკაციის ფონზე", - წერს მარკ კლეიტონი. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკანშენკოს ჩასვლის გამო, ბელორუსის ელჩი საქართველოს საგარეო უწყებაში პროტესტის ნიშნად დაიბარეს
საქართველოში ბელორუსის ელჩი, ანატოლი ლისი ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. ალექსანდრ ლუკაშენკო ასლან ბჟანიას: რუსეთი მზადაა, მხარში ამოგიდგეთ. მეგობრებთან ურთიერთობები უნდა გავამყაროთ მედიის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელორუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელორუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს. ელჩთან შეხვედრა ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრას შეეხებოდა. ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელორუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია, ბელორუსის ავტორიტარულ ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკოს ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკზე შეხვდა.
ჯუანშერ ბურჭულაძე: ლუკაშენკოს ვიზიტზე უმკაცრესი რეაგირება გვექნება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს ფაქტი ხელს არ უწყობს ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობას. „ჩვენ გვექნება უმკაცრესი რეაგირება ვიზიტთან დაკავშირებით და, მით უმეტეს, თუ იქნება მწვავე ნაბიჯი გადადგმული რომელიმე სახელმწიფოს მიერ", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ არცერთ ქვეყნის ლიდერს არ ურჩევს მსგავსი გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვას: „არ ვურჩევდი არცერთი ქვეყნის ლიდერს დაუშვას ისეთი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც მის ქვეყანას ძვირი დაუჯდეს, ან საერთოდ არ იყოს შესაძლებლობა ამ შეცდომის გამოსწორების", - განაცხადა ჯუანშერ ბუჯჭულაძემ. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ილია დარჩიაშვილი: ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით მიუღებელია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ალექსანდრე ლუკაშენკოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ, საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩასვლას ეხმაურება. „პრეზიდენტ ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებულ აფხაზეთში/საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით მიუღებელია. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას. საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები დაცული უნდა იყოს," - წერს დარჩიაშვილი Twitter-ის პირად გვერდზე. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
აფხაზეთი საქართველოა - ბელორუსის საელჩოსთან აქცია გაიმართა
აფხაზეთი საქართველოა - ბელორუსის საელჩოსთან აქცია ჩატარდა. ოპოზიციურმა პარტიამ „გირჩი - მეტი თავისუფლება" 28 სექტემბერს, საღამოს, პროტესტი ალექსანდ ლუკაშენკოს „ვიზიტის“ წინააღმდეგ დააფიქსირა. მედიის ცნობით, პარტიის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი და მხარდამჭერი თბილისში, ბელორუსიის საელჩოსთან პლაკატებით - „აფხაზეთი საქართველოა“ მივიდა. მათ ადგილზე მიიტანეს და დაწვეს ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ვლადიმერ პუტინის ფოტოები. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ბელორუსის ოპოზიციონერი ლიდერი: ლუკაშენკოს „ვიზიტი“ ცხადყოფს მის სრულ დამოკიდებულებას რუსეთზე
ლუკაშენკოს „ვიზიტი“ ცხადყოფს მის სრულ დამოკიდებულებას რუსეთზე და არ ასახავს ბელორუსის ხალხის ნებას. შესაბამისი განცხადება ბელორუსის ოპოზიციონერმა ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ Twitter-ზე გაავრცელა. „დიქტატორ ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში, აჩვენებს მის პოლიტიკურად გაკოტრებას და სრულ დამოკიდებულებას რუსეთზე. ის არ ასახავს ბელორუსი ხალხის ნებას. ჩვენმა გაერთიანებულმა გარდამავალმა კაბინეტმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. საერთაშორისო საზოგადოება ლუკაშენკოს არ აღიარებს.
ვიოლა ფონ კრამონი: ლუკაშენკო ტერორისტი, პუტინის მარიონეტია, მისი აფხაზეთში ჩასვლა ბევრს არაფერს ნიშნავს
ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლა ბევრს არაფერს ნიშნავს - ლუკაშენკო ტერორისტი, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“ წერს. ალექსანდრ ლუკაშენკო ასლან ბჟანიას: რუსეთი მზადაა, მხარში ამოგიდგეთ. მეგობრებთან ურთიერთობები უნდა გავამყაროთ მედიის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა „ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლა ბევრს არაფერს ნიშნავს - ლუკაშენკო ტერორისტი, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველია. ეს შეხსენებაა პუტინის ყველა დამშოშმინებლისთვის საქართველოში, რომ დაშოშმინებული ბოროტება ყოველთვის უკუშედეგს იძლევა. ლუკაშენკო პუტინით დასრულდება!“ - წერს ევროპარლამენტარი. ილია დარჩიაშვილი: ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით მიუღებელია საქართველოში ბელორუსის ელჩი, ანატოლი ლისი ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
პუტინი ყოველდღიურად ახორციელებს ზეწოლას ლუკაშენკოზე - ოლექსი დანილოვი
პუტინი ყოველდღიურად ახორციელებს ზეწოლას ლუკაშენკოზე, რათა დაიწყოს შეიარაღებული აგრესია ბელარუსის მხრიდან, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. Reuters: აშშ უკრაინისთვის ახალ, $1.1 მილიარდის დახმარების პაკეტს ამზადებს, რომელიც HIMARS-ის სარაკეტო სისტემებსაც მოიცავს "პუტინი ყოველდღიურად ახორციელებს ზეწოლას ლუკაშენკოზე, რათა დაიწყოს შეიარაღებული აგრესია ბელორუსის მხრიდან. ჩვენთვის ყველაფერი ცნობილია. სოჭის ბოლო შეხვედრაც კი ამ თემას ეხებოდა. თუ ბელორუსიის ჯარები ჩვენთან შემოვლენ, ისეთ პასუხს მიიღებენ, რასაც არ ელოდებიან", - განაცხადა დანილოვმა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, ევროკავშირში რუსეთის 1 303 000 მოქალაქეზე მეტი შევიდა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები: ლუკაშენკოს ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში, უკიდურესად არასწორი ნაბიჯია
ვგმობთ ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ე.წ. ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში, როგორც უკიდურესად არასწორ და არამეგობრულ ნაბიჯს, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მოძრაობა „ხალხის ძალას“ წევრები, საქართველოს პარლამენტის წევრები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი ავრცელებენ. ალექსანდრ ლუკაშენკო ასლან ბჟანიას: რუსეთი მზადაა, მხარში ამოგიდგეთ. მეგობრებთან ურთიერთობები უნდა გავამყაროთ მედიის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა „გამოვთქვამთ იმედს, რომ ბელორუსის ხელისუფლების მიერ არ გადაიკვეთება საბოლოო წითელი ხაზი ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებში და არ მოხდება აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ჩვენი მიზანია აფხაზებთან ძმური თანაცხოვრების აღდგენა, რისი ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ქართველებისა და აფხაზების კიდევ ერთი შეიარაღებული დაპირისპირების არდაშვებაა. სწორედ მშვიდობიანი ფორმით უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ქართველებისა და აფხაზების სამომავლო ძმური თანაცხოვრება ერთიან ქართულ სახელმწიფოში. ამ მიდგომიდან და მიზნიდან ვერ უნდა გადაგვახვევინოს ვერავითარმა პროვოკაციამ, საიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის“,- აღნიშნულია განცხადებაში. ილია დარჩიაშვილი: ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით მიუღებელია საქართველოში ბელორუსის ელჩი, ანატოლი ლისი ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
პრეზიდენტი: მიხარია, რომ აქამდე გავაჭიანურე და ხელი არ მომიწერია ბელორუსში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნისათვის
ძალიან მიხარია, რომ აქამდე გავაჭიანურე ეს საკითხი და ხელი არ მომიწერია ბელორუსში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნისათვის - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა. „არ შეიძლება, არ აღვნიშნო რამდენად მიუღებელი და შემაშფოთებელია ის, რაც დღეს მოხდა. ძალიან ცინიკური მიდგომაა, როცა აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტი ოკუპაციის კანონის დარღვევით, საერთაშორისო სამართლის ყველა წესისა და პრინციპის დარღვევით, ასევე, ჩვენი ვითომც მეგობრული ურთიერთობების დარღვევით ჩავიდა. ძალიან მიხარია, რომ აქამდე გავაჭიანურე ეს საკითხი და ხელი არ მომიწერია ბელორუსში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნისათვის. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი წესები, ჩვენი ტერიტორია, ჩვენი პრინციპები და ყველას უნდა მოვთხოვოთ, რომ დაიცვას ეს. ეს ხდება მაშინ, როცა რუსეთი ჩვენს მეგობარ ქვეყანაში ვითომც და რეფერენდუმებით (რომელსაც ყველანი ერთხმად უნდა ვგმობდეთ) ცდილობს, რაღაცნაირად ფეხი მოიკიდოს, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელია. ცინიკური ფორმაა ისიც, რომ ვითომც დემოკრატიულ პრაქტიკას იყენებ შენი სამხედრო და ძალადობრივი ოკუპაციის გასამყარებლად. დღეს ჩვენ აფხაზეთზე ვსაუბრობთ. მზერა მომავლისკენ უნდა გვქონდეს, რომელიც ძალიან საინტერესოა. ისეთი რაღაცეები ხდება დღევანდელ მსოფლიოში, რაც ალბათ ვერ წარმოგვედგინა და ბევრს კიდეც უჭირს ამის წარმოდგენა. ჩნდება ბევრი ახალი შესაძლებლობა და ამავე დროს, ბევრი საფრთხეც, მაგრამ ჩვენ იმის გამბედაობაც უნდა გვქონდეს, რომ დავინახოთ ის მსოფლიო, რომელიც იცვლება. ერთი თაობა უკვე გავიდა და ახალი თაობა მოვიდა, ახალგაზრდობას და ყველას ერთად უნდა დავანახოთ რა არის პერსპექტივა და როგორია ის გაერთიანებული საქართველო, რომელზეც ვოცნებობთ. მეტი ჩართულობა, მეტი ურთიერთგაცვლები, ამ ურთიერთობებში ჩასმული მეტი ეკონომიკა, რადგან თუ არ იქნება განვითარება, ეს ყველაფერი მაინც სიტყვებად დარჩება. მეტი კულტურა, რადგან კულტურა გვაერთიანებს და დღევანდელი საღამო სწორედ ამის მაჩვენებელია. და კიდევ ერთი, ძალიან ბევრი რამ ისმის ამ რაღაც მეორე ფრონტის თემაზე, რომელიც რუსული თემაა. რუსეთს სურს ამით რაღაცნაირად შეაშინოს აფხაზები, ვითომ საქართველო მათთვის საფრთხეს წარმოადგენს. რუსეთის გარდა, მთელმა მსოფლიომ უკვე იცის, ვინ და სად არის საფრთხე. ის ამ თემით მანიპულირებას ცდილობს, მაგრამ მე ძალიან მიკვირს, როცა ჩვენ რაღაცნაირად ვეხმიანებით ამ აბსურდულ თემას. დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთიდანაც ძალიან კარგად ხედავენ როგორია საქართველო და რომ ეს საქართველო რეალურად მომავლისათვის ნამდვილი გზაა - ჩვენ ვართ რეალური ხიდი და გზა ევროპისკენ. ჩვენ თუ შევალთ ევროპაში, რისი ძალიან დიდი იმედი და რწმენა მაქვს, ჩვენი გაერთიანება ნამდვილად იქ მოხდება და ამ გზაზე ვიქნებით ერთიანნი. ეს არის ის, რაც უნდა გადავცეთ მათ, რასაც უნდა ვაშენებდეთ და რითიც ერთად უნდა ვიცხოვროთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
კობახიძის თქმით, ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას, „ვიზიტს“ აღარ უწოდებს, პოზიცია „შერბილებულია“
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვებგვერდზე განახლებული ინფორმაციის თანახმად, ბელორუსის პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას, „ვიზიტს“ აღარ უწოდებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პოზიცია „შერბილებულია“. მისი თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია ბელარუსის მხრიდან არაღიარების პოზიციის შენარჩუნება და თითოეული ნაბიჯი ამის მიხედვითაც უნდა გადაიდგას, როდესაც საუბარია თუნდაც რეაქციაზე. „შეფასებები გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმაღლეს დონეზე. ჩვენი მხრიდან ე.წ. „ვიზიტს“, ვიზიტად ბუნებრივია, ვერ შევაფასებთ - მის ჩასვლას აფხაზეთში, შეფასდა როგორც ძალიან არამეგობრული და არასწორი ნაბიჯი, ამასთან დაკავშირებით ცალსახაა ჩვენი პოზიცია. ასევე, დაირღვა კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ეს არის ძალიან სამწუხარო და მძიმე ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. მთავარი აქ ჩვენთვის არის ის, რომ უკიდურესი წითელი ხაზი არ გადაიკვეთოს, ბუნებრივია ეს არის დაკავშირებული არაღიარების პოლიტიკასთან. ბელარუსის სახელმწიფო არ აღიარებს დღემდე აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას და ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ პოზიციის შენარჩუნება და რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენი ნაბიჯი ამის მიხედვითაც უნდა გადაიდგას, როდესაც საუბარია თუნდაც რეაქციაზე. დღეს საკმაოდ საინტერესო სათაურით გამოქვეყნდა თავად ლუკაშენკოს გვერდზე მისი ე.წ. ვიზიტის ამსახველი ინფორმაცია, იქ ეწერა, რომ ის იყო ჩასული შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, აფხაზეთში ვიზიტს კი არ უწოდებს. თავიდან იყო საუბარი აფხაზეთში ვიზიტზე, რაც მისი მხრიდან იყო თუ არ ვცდები ნათქვამი და ამის შემდეგ შერბილებულია უკვე ეს სათაური და საუბარია იმაზე, რომ ჩავიდა არა აფხაზეთში, არამედ შავი ზღვის სანაპიროს ისტორიული ადგილები მოინახულა. ეს ჟესტია თავისთავად რაღაცის მანიშნებელი, იმის მანიშნებელი, რომ ჩვენ შეგვიძლია დავიტოვოთ იმედი არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებასთან დაკავშირებით და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში. ბელორუსის პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკო 28 სექტემბერს შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ისტორიულ ადგილებს ეწვია. „შეხვედრა გაიმართა „აფხაზურ მიწაზეც“. „ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურმა და ასლან ბჟანიამ ეკონომიკური პროექტები და ბელორუსსა და „აფხაზეთს შორის“ თანამშრომლობის სფეროები განიხილეს“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ევროკავშირი მკაცრად გმობს ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში
ევროკავშირი მკაცრად გმობს ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში - აფხაზეთში. ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის პიტერ სტანოს განცხადებაშია აღნიშნული. „გარდა იმისა, რომ ამ პიროვნებას, ლუკაშენკოს, არა აქვს ლეგიტიმაცია, იმოქმედოს როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, ეს ვიზიტი განხორციელდა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რომელსაც აქვს ერთადერთი ლეგიტიმური უფლებამოსილება აფხაზეთის რეგიონზე. ასე რომ, ეს ვიზიტი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას. ევროკავშირი კვლავ ადასტურებს თავის ძლიერ და მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
პოლ გობლი: საქართველო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ბელორუსის ელჩი გააძევოს
Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის (1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი აფასებს ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტს“. „ვფიქრობ, ლუკაშენკო ცდილობს, დაანახოს მოსკოვს, რომ თანამშრომლობს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საკითხებთან მიმართებით, დიდად არ ჩქარობს. ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობას ალბათ იმედი აქვს, რომ ბელორუსი მათ „დამოუკიდებლობას“ აღიარებს. ჯონ ჰერბსტი: ბელორუსის პრეზიდენტი ცდილობს, პუტინს ასიამოვნოს საქართველო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ თბილისიდან ბელორუსის ელჩი გააძევოს, მინსკიდან კი, თავისი დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი გამოიწვიოს“, - განუცხადა პოლ გობლმა Europetime-ს. პრეზიდენტი: მიხარია, რომ აქამდე გავაჭიანურე და ხელი არ მომიწერია ბელორუსში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნისათვის შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ცნობისთვის, ვალერი კვარაცხელიას ბელორუსში ელჩობის ვადა სექტემბერში ამოეწურა.
ევროკავშირის ელჩი: ვგმობთ ბელორუსის ე.წ. პრეზიდენტის ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტს“ გმობს. ის ლუკაშენკოს ე.წ. პრეზიდენტს უწოდებს და განმარტავს, რომ ლუკაშენკო ლეგიტიმაციის მქონე რპეზიდენტი არ არის. ელჩმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ევროკავშირი მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მან მიუღებელი უწოდა ლუკაშენკოს ჩასვლას საქართველოს რეგიონებში, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.
უილიამ კორტნი: ლუკაშენკო მოსკოვის მხრიდან მზარდ ზეწოლას განიცდის და შესაძლოა, უფრო მეტად ჰქონდეს სურვილი, რომ პუტინის ბრძანების შესრულებას დასთანხმდეს
Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში უილიამ კორტნიმ ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტზე. უილიამ კორტნის აზრით, ლუკაშენკო მოსკოვის მხრიდან მზარდ ზეწოლას განიცდის და მოსალოდნელია, რომ ლუკაშენკოს უფრო მეტად ჰქონდეს სურვილი, რომ პუტინის ბრანების შესრულებას დასთანხმდეს. „ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში, დიდი ალბათობით, შემთხვევითი არ არის. ლუკაშენკო მოსკოვის მხრიდან მზარდ ზეწოლას განიცდის და მას შესაძლოა, უფრო მეტად ჰქონდეს სურვილი, რომ [მოსკოვის ან პუტინის.რედ.] ბრანების შესრულებას დასთანხმდეს. ამრიგად, კრემლმა შეიძლება, იფიქროს, რომ თუ აფხაზეთი შეუერთდება ევროკავშირის ქვეყნებს, მას ექნება მეტი შანსი, დაეყრდნოს ბელორუსს“, - განუცხადა Europetime-ს უილიამ კორტნიმ. ამასთან, Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზა ასევე ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტზე“. მეთიუ ბრაიზას შეფასებით, პუტინთან კოორდინაციით, ლუკაშენკო სავარაუდოდ, ქართველებსა და ევროპელებში არასტაბილურობის განცდის გაჩენას ეცადა, მათი შიშების გამოყენებაში კი პუტინს დაეხმარა, რომ საბოლოოდ, ძირი გამოეთხარა ევროპისა და ამერიკის სოლიდარობისთვის. „მე, რა თქმა უნდა, წარმოდგენა არ მაქვს იმის შესახებ, თუ რას ფიქრობდა პრეზიდენტი ლუკაშენკო და რა გეგმები ჰქონდა მას, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავდა. შემიძლია, გამოვთქვა ვარაუდი, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო კოორდინაციაში უნდა ყოფილიყო პრეზიდენტ პუტინთან და სურდა, ერთი მხრივ, არამხოლოდ ქართველებში, არამედ ევროპელებში დაენახა არასტაბილურობა და ამასთან, გაეჩინა ეჭვები რუსეთის მიერ პოლიტიკური არასტაბილურობის გამოწვევის შესახებ როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, რომლის 4 რეგიონშიც ანექსიის მცდელობებსაც ვხედავთ ახლა. მე ვფიქრობ, რომ, ალბათ, ალექსანდრ ლუკაშენკო ცდილობს, დაეხმაროს პრეზიდენტ პუტინს ამ შიშების გამოყენებაში, რათა ევროკავშირში უთანხმოება ნახოს და ძირი გამოუთხაროს ევროპულ სოლიდარობას, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში სოლიდარობას, ასევე, ევროპასა და აშშ-ის შორის სოლიდარობას, მაგრამ ამაოდ, რადგან ეს სოლიდარობა ძალიან ძლიერი და მტკიცეა“, - განუცხადა Europetime-ს მეთიუ ბრაიზამ. უფრო ადრე, Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის (1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი გამოეხმაურა ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტს“. „ვფიქრობ, ლუკაშენკო ცდილობს, დაანახოს მოსკოვს, რომ თანამშრომლობს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საკითხებთან მიმართებით, დიდად არ ჩქარობს. ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობას ალბათ იმედი აქვს, რომ ბელორუსი მათ „დამოუკიდებლობას“ აღიარებს“, - მიიჩნევს პოლ გობლი. Europetime-თან ექსკლუზიურად, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორმა, ჯონ ჰერბსტმა კი განაცხადა, რომ ბელორუსის პრეზიდენტი ცდილობს, პუტინს ასიამოვნოს. „პუტინს წლების წინ მოეწონებოდა ლუკაშენკოს მხარდაჭერა აფხაზეთთან დაკავშირებით. თბილისმა გარკვეული ზომები უნდა მიიღოს უკმაყოფილების გამოსახატავად. კონკრეტულად რა შეიძლება, რომ იყოს ეს ზომები, თავად თბილისის არჩევანზეა დამოკიდებული“, - მიიჩნევს ჯონ ჰერბსტი. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ბელორუსის პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკო 28 სექტემბერს შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ისტორიულ ადგილებს ეწვია. „შეხვედრა გაიმართა „აფხაზურ მიწაზეც“. „ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურმა და ასლან ბჟანიამ ეკონომიკური პროექტები და ბელორუსსა და „აფხაზეთს შორის“ თანამშრომლობის სფეროები განიხილეს“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ბელორუსს არ აქვს „აღიარებული“ რუსეთის მიერ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. ევროკავშირის ელჩი: ვგმობთ ბელორუსის ე.წ. პრეზიდენტის ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. რაც შეეხება ლუკაშენკოს, მას ევროკავშირი არ აღიარებს. ბლოკს ბელორუსის ისევე როგორც რუსეთის წინააღმდეგ, არაერთი სანქცია აქვს ამოქმედებული. დასავლეთმა მძიმე სანქციები რუსეთს მას შემდეგ დაუწესა, რაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს ფართომასშტაბიან ომს.
NATO: რუსეთმა უკან უნდა წაიღოს ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს რეგიონებიდან
ექსკლუზივი ექსკლუზიურად Europetime-თან, NATO-ს ოფიციალური პირი ეხმაურება ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტს“. NATO რუსეთს მოუწოდებს, უკან უნდა წაიღოს ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ამ რეგიონებიდან. ალიანსი გმობს ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გავლებას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. „NATO-ს გზავნილი მკაფიო და მტკიცეა: ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ამ რეგიონებიდან. ჩვენ ვგმობთ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებს, რომლებიც ხდება ამ რეგიონებში, ასევე ვგმობთ მავთულხლართების გავლებას „ადმინისტრაციული საზღვრის“ გასწვრივ. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა პირმა. Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში უილიამ კორტნიმ ასევე ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტზე. უილიამ კორტნის აზრით, ლუკაშენკო მოსკოვის მხრიდან მზარდ ზეწოლას განიცდის და მოსალოდნელია, რომ ლუკაშენკოს უფრო მეტად ჰქონდეს სურვილი, რომ პუტინის ბრანების შესრულებას დასთანხმდეს. „ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში, დიდი ალბათობით, შემთხვევითი არ არის. ლუკაშენკო მოსკოვის მხრიდან მზარდ ზეწოლას განიცდის და მას შესაძლოა, უფრო მეტად ჰქონდეს სურვილი, რომ [მოსკოვის ან პუტინის.რედ.] ბრანების შესრულებას დასთანხმდეს. ამრიგად, კრემლმა შეიძლება, იფიქროს, რომ თუ აფხაზეთი შეუერთდება ევროკავშირის ქვეყნებს, მას ექნება მეტი შანსი, დაეყრდნოს ბელორუსს“, - განუცხადა Europetime-ს უილიამ კორტნიმ. ამასთან, Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ შეაფასა ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტი“. მეთიუ ბრაიზას შეფასებით, პუტინთან კოორდინაციით, ლუკაშენკო სავარაუდოდ, ქართველებსა და ევროპელებში არასტაბილურობის განცდის გაჩენას ეცადა, მათი შიშების გამოყენებაში კი პუტინს დაეხმარა, რომ საბოლოოდ, ძირი გამოეთხარა ევროპისა და ამერიკის სოლიდარობისთვის. „მე, რა თქმა უნდა, წარმოდგენა არ მაქვს იმის შესახებ, თუ რას ფიქრობდა პრეზიდენტი ლუკაშენკო და რა გეგმები ჰქონდა მას, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავდა. შემიძლია, გამოვთქვა ვარაუდი, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო კოორდინაციაში უნდა ყოფილიყო პრეზიდენტ პუტინთან და სურდა, ერთი მხრივ, არამხოლოდ ქართველებში, არამედ ევროპელებში დაენახა არასტაბილურობა და ამასთან, გაეჩინა ეჭვები რუსეთის მიერ პოლიტიკური არასტაბილურობის გამოწვევის შესახებ როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, რომლის 4 რეგიონშიც ანექსიის მცდელობებსაც ვხედავთ ახლა. მე ვფიქრობ, რომ, ალბათ, ალექსანდრ ლუკაშენკო ცდილობს, დაეხმაროს პრეზიდენტ პუტინს ამ შიშების გამოყენებაში, რათა ევროკავშირში უთანხმოება ნახოს და ძირი გამოუთხაროს ევროპულ სოლიდარობას, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში სოლიდარობას, ასევე, ევროპასა და აშშ-ის შორის სოლიდარობას, მაგრამ ამაოდ, რადგან ეს სოლიდარობა ძალიან ძლიერი და მტკიცეა“, - განუცხადა Europetime-ს მეთიუ ბრაიზამ. უფრო ადრე, Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის (1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი გამოეხმაურა ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტს“. „ვფიქრობ, ლუკაშენკო ცდილობს, დაანახოს მოსკოვს, რომ თანამშრომლობს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საკითხებთან მიმართებით, დიდად არ ჩქარობს. ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობას ალბათ იმედი აქვს, რომ ბელორუსი მათ „დამოუკიდებლობას“ აღიარებს“, - მიიჩნევს პოლ გობლი. Europetime-თან ექსკლუზიურად, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორმა, ჯონ ჰერბსტმა კი განაცხადა, რომ ბელორუსის პრეზიდენტი ცდილობს, პუტინს ასიამოვნოს. „პუტინს წლების წინ მოეწონებოდა ლუკაშენკოს მხარდაჭერა აფხაზეთთან დაკავშირებით. თბილისმა გარკვეული ზომები უნდა მიიღოს უკმაყოფილების გამოსახატავად. კონკრეტულად რა შეიძლება, რომ იყოს ეს ზომები, თავად თბილისის არჩევანზეა დამოკიდებული“, - მიიჩნევს ჯონ ჰერბსტი. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ბელორუსის პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკო 28 სექტემბერს შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ისტორიულ ადგილებს ეწვია. „შეხვედრა გაიმართა „აფხაზურ მიწაზეც“. „ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურმა და ასლან ბჟანიამ ეკონომიკური პროექტები და ბელორუსსა და „აფხაზეთს შორის“ თანამშრომლობის სფეროები განიხილეს“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ცნობისთვის, ბელორუსს არ აქვს „აღიარებული“ რუსეთის მიერ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. ევროკავშირის ელჩი: ვგმობთ ბელორუსის ე.წ. პრეზიდენტის ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. რაც შეეხება ლუკაშენკოს, მას ევროკავშირი არ აღიარებს. ბლოკს ბელორუსის ისევე როგორც რუსეთის წინააღმდეგ, არაერთი სანქცია აქვს ამოქმედებული. დასავლეთმა მძიმე სანქციები რუსეთს მას შემდეგ დაუწესა, რაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს ფართომასშტაბიან ომს.
ლუკაშენკო: ბელორუსი რუსეთის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილეობს, თუმცა სამხედროებს არსად არ ვაგზავნით, არავის ვკლავთ
სამხედრო უსაფრთხოების საკითხებზე გამართული შეხვედრისას ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელორუსში მობილიზაცია არ არის საჭირო. ამის შესახებ ბელორუსის სახელმწიფო მედია იტყობინება. „ჩვენ არავის ვკლავთ. ჩვენ სამხედროებს არსად არ ვაგზავნით. ჩვენ არ ვარღვევთ ჩვენს ვალდებულებებს", - აცხადებს ლუკაშენკო. შეხვედრაზე ლუკაშენკომ დაადასტურა, რომ ბელორუსი უკრაინაში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილეობს. თუმცა უარყოფს, რომ ბელორუსი უკრაინაში ჯარებს აგზავნის რუსეთის დასახმარებლად. მისი თქმით, მონაწილეობა მოიცავს დაჭრილების მკურნალობას, ლტოლვილების მიღებას და კონფლიქტის ბელორუსის ტერიტორიაზე გავრცელების პრევენციას.
ლუკაშენკოს ბრძანება, რომელიც ბელორუსში ფასების ზრდას კრძალავს, ძალაშია
ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ 6 ოქტომბრიდან ქვეყანაში ფასების ზრდის აკრძალვის ბრძანება გასცა. ამის შესახებ მან ინფლაციის თემაზე ეკონომიკურ ბლოკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, იტყობინება BelTA. ადგილობრივი მედიის ცნობით, „ლუკაშენკომ ამ სფეროში არასაკმარისი კონტროლის გამო, პასუხისმგებელი პირები გააკრიტიკა“. ლუკაშენკომ არ გამორიცხა, რომ საჭირო გახდეს გამონაკლისების დაშვება და დაადგინა პასუხისმგებელი პირების წრე, რომლებიც უფლებამოსილნი არიან, მიიღონ ასეთი გადაწყვეტილებები.
ლუკაშენკო აცხადებს, რომ პუტინთან, ერთობლივი რეგიონული სამხედრო დაჯგუფების შექმნაზე შეთანხმდა
ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ის ვლადიმერ პუტინთან ერთობლივ რეგიონულ სამხედრო დაჯგუფების შექმნაზე შეთანხმდა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტთან ერთობლივად, დსთ-ს არაფორმალურ სამიტზე, სანქტ-პეტერბურგში მიიღეს. „აღმოსავლეთ საზღვრებზე შექმნილი ვითარების გამო, ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან ერთობლივ რეგიონულ სამხედრო დაჯგუფების შექმნაზე შევთანხმდით. ყველაფერი გაფორმებულია დოკუმენტურად“, - განაცხადა ლუკაშენკომ. მისი თქმით, ბელორუსისთვის არსებობს საფრთხეები და რუსეთის ფედერაციასთან ერთად, ერთობლივი სამხედრო დაჯგუფების შექმნა უკვე დაწყებულია. „ეს პროცესი ორი დღეა რაც დაიწყო. უკვე გავეცი განკარგულება, რათა ფორმირება დაიწყოს“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკომ, სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებები, მხოლოდ საკუთარ თავს დაუქვემდებარა
ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოები ამიერიდან მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურს დაექვემდებარებიან. ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება. „სავარაუდოა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოები დაექვემდებარებიან მხოლოდ ბელორუსის პრეზიდენტს, მათი სისტემა იხვეწება“, - ნათქვამია შეტყობინების ტექსტში. ცვლილებები შედის No356 დადგენილებით, რომელიც ასევე ითვალისწინებს „ბელორუსის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუტის“ რეორგანიზაციას ეროვნული უსაფრთხოების აკადემიად. ერთი დღით ადრე, ლუკაშენკომ უსაფრთხოების სამსახურთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ პოლონეთი, ლიეტუვა და უკრაინა ამზადებენ ბოევიკებს ბელორუსი რადიკალებისგან რესპუბლიკაში ტერორისტული თავდასხმების განსახორციელებლად.
ბელორუსში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა
მეზობელი სახელმწიფოების მიერ მოსალოდნელ პროვოკაციებზე ცნობების ფონზე, ბელორუსმა ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი შემოიღო. ამის შესახებ ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ მაკეიმ განაცხადა. ლუკაშენკომ, სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებები, მხოლოდ საკუთარ თავს დაუქვემდებარა „ჩვენი ქვეყნის მეთაურმა არაერთი შეხვედრა გამართა ძალოვან სტრუქტურებთან, შემოღებულია კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი. მართლაც, იყო ინფორმაცია, რომ ზოგიერთი მეზობელი სახელმწიფო გეგმავდა პროვოკაციებს ბელორუსის ტერიტორიის გარკვეული მონაკვეთებზე. იგეგმებოდა ამ ტერიტორიების დაკავება“, - განაცხადა მაკეიმ. ლუკაშენკო აცხადებს, რომ პუტინთან, ერთობლივი რეგიონული სამხედრო დაჯგუფების შექმნაზე შეთანხმდა მისივე თქმით, კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი უშიშროების ძალებს ფართო უფლებამოსილებებს ანიჭებს. მათ შორის შესაძლებელია პირადობის შემოწმების მიზნით დაკავება, გადაადგილების აკრძალვის დაწესება, მოსმენა და ყველა კომუნიკაციის კონტროლი, ასევე დაზვერვის ოფიცრებს უფლება აქვთ დაუბრკოლებლად შევიდნენ ნებისმიერ შენობაში.
მედია: ლუკაშენკო ფარულ მობილიზაციას ახორციელებს
პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გადაწყვიტა, ბელორუსში სამხედრო ნაწილების საბრძოლო მასალის მომარაგების საფარქვეშ, ფარული მობილიზაცია განახორციელოს. ამის შესახებ უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს. ლუკაშენკომ, სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებები, მხოლოდ საკუთარ თავს დაუქვემდებარა „მობილიზაცია ჩატარდება საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებისა და სამხედრო სამსახურის სასწავლო ბანაკებში“, - წერს მედია. პირველ ეტაპზე სამხედრო ნაწილები სოფლის მოსახლეობიდან დაკომპლექტდება. ლუკაშენკო აცხადებს, რომ პუტინთან, ერთობლივი რეგიონული სამხედრო დაჯგუფების შექმნაზე შეთანხმდა „2000-მდე ადამიანის მობილიზაცია მიუთითებს ცალკეული დანაყოფების დამატებით დაკომპლექტებაზე, რომლებიც ვიწრო საბრძოლო მისიებისთვის იქნება განკუთვნილი. მაგალითად, არტილერიისთვის,” - განუცხადა ბელორუსის შეიარაღებული ძალების ოფიცერმა უკრაინულ მედიას. გამოცემის ანონიმური თანამოსაუბრე აღნიშნავს, რომ თუ მობილიზებულთა რაოდენობა ხუთ ათასს გადააჭარბებს, „ეს რომელიმე მიმართულებით დამრტყმელი ძალის შექმნაზე მიანიშნებს, თუ 10 000-ს გადააჭარბებს, რამდენიმე ჯგუფი იქნება", - აცხადებს ანონიმური წყარო. ბელორუსში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა
ლუკაშენკოს ბელორუსის მიერ წარმოებული დრონები წარუდგინეს
ბელორუსის ლიდერს ალექსანდრ ლუკაშენკოს ქვეყნის მიერ წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატები წარუდგინეს. ინფორმაციას სახელმწიფო მედია ავრცელებს. მედია წერს, რომ ლუკაშენკო ბრესტის ოლქში, ობუზ-ლესნოვსკის პოლოგონს ეწვია. „ეს არ არის მხოლოდ ერთი ნიმუში, არა? ამ ნიმუშებიდან რომელიმე რომ გავაგზავნოთ ფრონტზე, იქნება თუ არა კარგი ბრძოლის ველზე?...„ვისაც სურს, იყიდოს, მიიღებს. თუმცა არ არის სასურველი, რომ ეს ტექნიკა უკრაინაში გამოიყენონ, ბოლოს და ბოლოს ჩვენთვის ახლობელი ერია“, - ციტირებს მედია ლუკაშენკოს სიტყვებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის, რუსეთსა და ლუკაშენკოს რეჟიმს მძიმე ფასის გადახდა მოუწევთ ცნობისთვის, ბელორუსმა რუსეთთან მორიგი სამხედრო წვრთნები 17 ოქტომბერს დააანონსა. თავდაცვის მინისტრის თანაშემწის ცნობით, სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს ქვეყანაში ახლახან ჩამოყალიბებული რუსეთ-ბელორუსის ჯარებისგან შემდგარი ერთობლივი ჯგუფი. ლუკაშენკო: ბელორუსი რუსეთის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილეობს, თუმცა სამხედროებს არსად არ ვაგზავნით, არავის ვკლავთ მისივე თქმით, ბელორუსი იტოვებს უფლებას, მიიღოს სტრატეგიული შეკავების პრევენციული ზომები „შეტევის თავიდან ასაცილებლად ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის განეიტრალების მიზნით“. ალექსანდრ ლუკაშენკომ გასულ კვირას განაცხადა, რომ ბელორუსის ჯარები რუსეთის ძალებთან ერთად განლაგდებიან უკრაინის საზღვართან. უკრაინის დაზვერვის ბოლო ცნობებით, ლუკაშენკოს, რუსეთ-უკრაინის ომში სრულად ჩართვის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. 11 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელორუსის საზღვარზე საერთაშორისო დამკვირვებლების განთავსება მოითხოვა. ბელორუსი თანააგრესორია და მან უნდა აგოს პასუხი ისე, როგორც რუსეთი ერთ დღეს აგებს პასუხს - მაიკლ კარპენტერი აშშ-მ ჯერ კიდევ რუსეთის შეჭრამდე მოითხოვა ბელორუსისგან ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ რჩებოდნენ რუსული ჯარები ქვეყანაში სწავლების დასრულების შემდეგ, რომელშიც ისინი, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ. ვაშინგტონს ჰქონდა კითხვები იმის შესახებ, შეიძლებოდა თუ არა მათი გამოყენება უკრაინაში შეჭრისთვის. „რა თქმა უნდა, ბელორუსის წარმომადგენლებმა აქ ეუთოში, უბრალოდ იცრუეს, არ ჰქონდათ არანაირი ახსნა, თუ რატომ იმყოფებოდნენ იქ რუსული ჯარები. მართლაც, ჩვენ დავინახეთ, რომ ბელორუსი გამოიყენებოდა, როგორც მოედანი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისთვის და დღემდე ვხედავთ სარაკეტო დარტყმებს ბელორუსის ტერიტორიიდან. ასე რომ, ბელორუსი ამ ომში თანააგრესორია და მან უნდა აგოს პასუხი ისე, როგორც რუსეთი და რუსული ძალები ერთ დღეს აგებენ პასუხს“, - აცხადებდა ეუთოში აშშ-ის ელჩი მაიკლ კარპენტერი. სექტემბერში, მადრიდში, NATO-ს სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ბელორუსმა ომში თანამონაწილეობა უნდა დაასრულოს. ლუკაშენკოს ევროკავშირი ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს და 2020 წლის აგვისტოში ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. დასავლეთს ბელორუსის ისევე როგორც რუსეთის წინააღმდეგ, არაერთი სანქცია აქვს ამოქმედებული. დასავლეთმა მძიმე სანქციები რუსეთს მას შემდეგ დაუწესა, რაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს ფართომასშტაბიან ომს.
ლუკაშენკო რუსეთთან მოლაპარაკებებზე: ახლა ყველაფერი უკრაინის ხელშია
ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად მოლაპარაკებებია საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინას, სრული განადგურებით ემუქრება. ამის შესახებ პოლიტიკოსმა, ერევანში CSTO-ს სამიტის ფარგლებში რუსი ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა. „ყველაფერი უკრაინის ხელშია. არა იმიტომ, რომ მსურს ეს თემა ზელენსკის ან უკრაინაზე გადავიტანო. მართლაც, ახლა ყველაფერი უკრაინის ხელშია“, - განაცხადა ლუკაშენკომ. „თუ უკრაინას არ სურს ხალხის სიკვდილი და დიდი რაოდენობით, მაშინ კონფლიქტი უნდა შეწყდეს. ჩვენ უნდა შევჩერდეთ, ეს უნდა შევაჩეროთ. რადგან შემდგომში მოხდება უკრაინის სრული განადგურება“, - აღნიშნა ლუკაშენკომ. ლუკაშენკო დარწმუნებულია, რომ დროთა განმავლობაში ხალხებს შორის ურთიერთობა აუცილებლად აღდგება, როგორც ეს არაერთხელ მოხდა ისტორიაში, თუნდაც მრავალი წლის რთული კონფლიქტების შემდეგ, მათ შორის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
ლუკაშენკოს ევროს შემდეგ დოლარის „ეპოქის დასრულება“ სურს
ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ „დოლარის დომინირების“ ეპოქა დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ მან ბიშკეკში, ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ბელორუსმა ევრო სავალუტო კალათიდან გამორიცხა „ყოველაფრის ფასად აუცილებელია ჩვენი კავშირის სისხლის მიმოქცევის სისტემის გაუმჯობესება. ფინანსებზე მაქვს საუბარი. დოლარის დომინირების ეპოქა რომ მთავრდება, უკვე ყველასთვის გასაგებია. მომავალი ეკუთვნის სავაჭრო ბლოკებს, რომლებშიც ანგარიშსწორებები განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში“, - განაცხადა ლუკაშენკომ. ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელორუსი და რუსეთი დოლარს ძირითად ანგარიშსწორებაში უკვე ჩამოშორდნენ. „მნიშვნელოვანია, რომ სხვა პარტნიორები აქტიურად შეუერთდნენ ამ პროცესს“, - აღნიშნა ლუკაშენკომ. ლუკაშენკოს სჯერა, რომ „კოლექტიური დასავლეთის“ მიერ ბელორუსისა და რუსეთის წინააღმდეგ დაუფიქრებელი ეკონომიკური სანქციების პაკეტის გავლენა ნელდება. „ახლა დროა გააცნობიერონ და შეაფასონ შედეგები. ყველა პლატფორმიდან უკვე ისმის სიტყვები ენერგეტიკულ და სასურსათო კრიზისზე“, - აცხადებს ლუკაშენკო.
ლუკაშენკოს თქმით, კიევმა ბელორუსს თავდაუსხმელობის პაქტი შესთავაზა
ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების მიმოხილვისას განაცხადა, რომ კიევმა ბელორუსს სავარაუდოდ, თავდაუსხმელობის პაქტი შესთავაზა. რუსეთი და ბელორუსი ერთობლივ საჰაერო წვრთნებს იწყებენ ალექსანდრე ლუკაშენკოს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად ვინ შესთავაზა თავდაუსხმელობის პაქტი. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: ჩვენთვის კარგად არის ცნობილი რუსეთის მცდელობების შესახებ, ომში ჩართოს ბელორუსი „მე არ ვიცი, რატომ აკეთებენ ამას უკრაინელები. ერთი მხრივ, ისინი გვთხოვენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვიბრძოლოთ უკრაინასთან და ჩვენი ჯარები ამ ქვეყნის ტერიტორიაზე არ გადავიდნენ. მეორეს მხრივ კი გვთავაზობენ თავდაუსხმელობის პაქტის გაფორმებას“, - აღნიშნა ლუკაშენკომ. ლუკაშენკოს სიტყვებზე კომენტარი უმაღლესი რადას საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. „არ მჯერა, რომ ასეთი წინადადება არსებობდეს. თუნდაც წმინდა ფორმალური თვალსაზრისით, ნებისმიერი საერთაშორისო შეთანხმების გაფორმება ხანგრძლივი, ფორმალიზებული და საჯარო პროცესია. უფრო მეტიც, ასეთი შეთანხმება ხშირად პარლამენტის მიერ რატიფიცირებას მოითხოვს“.
ლუკაშენკომ და სი ძინპინმა პეკინში ერთობლივი განცხადება მიიღეს
პეკინში მოლაპარაკებების შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და ბელორუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ერთობლივი განცხადება მიიღეს. დოკუმენტი ჩინეთსა და ბელორუსს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების ძირითადი პრინციპებს შეეხება. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ბელორუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო BelTA იტყობინება. ლუკაშენკომ სი ძინპინს განუცხადა, რომ „დღევანდელი შეხვედრა მიმდინარეობს ძალიან რთულ დროს, რომელიც მოითხოვს ახალ, არასტანდარტულ მიდგომებს და პასუხისმგებლიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს“. უკრაინული მედია ვარაუდობს, რომ ამ გზით ბელორუსის მმართველმა მხარი დაუჭირა პეკინის ინიციატივას – უკრაინაში ომის დარეგულირების მიზნით „სამშვიდობო გეგმას“, რომელიც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 24 თებერვალს გამოაქვეყნა. გარდა ამისა, ლუკაშენკომ მოუწოდა ჩინურ მხარეს მჭიდრო თანამშრომლობისკენ მანქანათმშენებლობისა და ერთობლივი საწარმოების შექმნის საქმეში. კერძოდ, მან შესთავაზა „საერთო საწარმოების დაარსება მანქანათმშენებლობის, ელექტრო ტრანსპორტის და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ნაწილების წარმოებაში როგორც ბელორუსში, ასევე ჩინეთში“. აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი პროდუქცია ორმაგი დანიშნულებისაა და შეიძლება, თავდაცვის ინდუსტრიაშიც გამოიყენებოდეს. ლუკაშენკო 28 თებერვლიდან 2 მარტამდე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება.
დიდმა ბრიტანეთმა ბელორუსის წინააღმდეგ სანქციები გააძლიერა
დიდმა ბრიტანეთმა ბელორუსის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. მინსკი უკრაინაში რუსეთის შეჭრის ხელშეწყობაში მისი როლის გამო დასანქცირდა. ახალი ზომები მოიცავს იმპორტის აკრძალვას და ინტერნეტით პროპაგანდის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ახალი პაკეტი ზრდის ეკონომიკურ ზეწოლას ლუკაშენკოსა და მის რეჟიმზე, რომელიც აქტიურად ეხმარება რუსეთის ძალისხმევას ომში, უგულებელყოფს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს“. სანქციები მოიცავს ბელორუსიდან ოქროს, ცემენტის, ხე-ტყისა და კაუჩუკის იმპორტის აკრძალვას და ამავე დროს დიდი ბრიტანეთიდან ბელორუსში ბანკნოტების, სამრეწველო აღჭურვილობის, ასევე, ისეთი საქონლის, ტექნოლოგიებისა და მასალების ექსპორტის ბლოკირებას, რომლებიც შეიძლება, გამოყენებული იყოს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის დასამზადებლად. ბელორუსი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარება, მაგრამ უშუალოდ არ მონაწილეობს საომარ მოქმედებებში. ამავე დროს ქვეყანაში განლაგებულია რუსეთის სამხედრო კონტინგენტი და სამხედრო ავიაცია. რუსეთის და ბელორუსის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს ბელორუსში ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ
ლუკაშენკოს თქმით, პრიგოჟინი ბელორუსში იმყოფება
ბელორუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო ამბობს, რომ „შეწყვეტილი ამბოხის“ ავტორი, ევგენი პრიგოჟინი ბელორუსში იმყოფება. ამის შესახებ BBC სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით იუწყება. „უსაფრთხოების გარანტიები, როგორც იგი [პუტინი] გუშინ დაჰპირდა, გაცემულია. კი, ნამდვილად, დღეს ის ბელორუსშია. როგორი პირობაც დავდე: თუ გსურთ, რაღაც დრო, შეგიძლიათ, ჩვენთან იყოთ და სხვა... ჩვენ დაგეხმარებით“, ცხადია, მათი [„ვაგნერის“] ხარჯებით“, - განაცხადა ლუკაშენკომ. მისივე თანახმად, ბელორუსის თავდაცვის მინისტრმა ვიქტორ ხრენინმა განაცხადა, რომ ბელარუსის არმიაში ასეთი ქვედანაყოფი გამოადგებოდა. ბელორუსის ლიდერის თქმით, ის თანახმაა და ხრენინს მოუწოდა, ვაგნერელებს მოელაპარაკოს. ჯო ბაიდენი რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე: ამ ამბავთან საერთო არაფერი გვაქვს - ეს იყო რუსეთის სისტემის შიგნით ბრძოლის ნაწილი დასავლეთის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და პრიგოჟინის ამბოხს უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში. ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა. ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს. ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ. 2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა. ლიეტუვის პარლამენტმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო „დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მედია: ბელორუსში მიტოვებული სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე 300 კარავი განლაგდა
ბელორუსის მოგილიოვის ოლქში, ასიპოვიჩის რაიონში, სოფელ ცელთან რამდენიმე დღეში ააგეს კარვების ბანაკი. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახური იტყობინება, სატელიტური ფოტოების თანახმად, ბანაკი განთავსებულია მიტოვებული სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე. ჯერ კიდევ 17 ივნისს, გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, კარვების კვალი იქ არ იყო. ხოლო 30 ივლისს გადაღებულ ფოტოებზე მოჩანს ათეულობით მართკუთხა ობიექტი. ისინი ჩანს სამხედრო ნაწილის შენობებს შორის და საველე კარვებს ჩამოჰგავს. ამასთან, ტერიტორიაზე არ შეინიშნება სამხედრო ტექნიკა. სულ, მკვლევრებმა დათვალეს 303 კარავი. მათი აზრით, თითოეულში შეიძლება მოთავსდეს 20-დან 50-მდე ადამიანი. თავისი ზომით ბანაკი აღემატება ბელარუსის სხვა საველე ქალაქებს, სადაც რუსეთში მობილიზაციის დროს შეკრებილ პირებს ამზადებენ, იტყობინებიან ბელარუსი ჟურნალისტები. ახალი ბანაკის დანიშნულების გარშემო მინსკს არაფერი განუცხადებია. ადრე გამოცემა verstka იტყობინებოდა, რომ ასიპოვიჩის მახლობლად, უკრაინის საზღვრიდან 200 კილომეტრში, აპირებენ „ვაგნერის“ დაქირავებული მეომრების განთავსებას. მათი ნაწილი, წარუმატებელი ამბოხების შემდეგ, ბელარუსის მმართველთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეთანხმებით, ბელარუსის ტერიტორიაზე გადავიდა.
„სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის“ აღიარების მოთხოვნით, „დეპუტატების“ ნაწილი ბელორუსისთვის მიმართვას გეგმავს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო „პარლამენტის ცნობით“, „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებას მოთხოვნით, „დეპუტატების“ ნაწილი ბელორუსის პარლამენტისთვის მიმართვის ტექსტს შეიმუშავებს. ინფორმაციას Ekho Kavkaza ავრცელებს. ხსენებული საკითხი ეკონომიკის, მცირე ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ ალან ტეხოვმა განიხილა. „დღეს არსებობს შესაძლებლობა, რომ რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხზე საკუთარი ხაზით იმუშაოს“, - განაცხადა ტეხოვმა. 2021 წლის აგვისტოში ლუკაშენკომ განმარტა, რატომ არ აღიარა „სამხრეთ ოსეთი“ და ოკუპირებული აფხაზეთი. მისი თქმით, დასავლეთი მინსკს დამატებითი სანქციებით დაემუქრა ამ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, მოსკოვმა კი უარი თქვა ეკონომიკური ზარალის ანაზღაურებაზე.
ლუკაშენკოს თქმით, ევგენი პრიგოჟინი რუსეთში დაბრუნდა
ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ევგენი პრიგოჟინი ბელორუსში აღარ იმყოფებოდა. მანამდე, ლუკაშენკომ 27 ივნისს განაცხადა, რომ პრიგოჟინი მის ქვეყანაში ჩავიდა „გარიგების ფარგლებში“. ”რაც შეეხება პრიგოჟინს, ის სანკტ-პეტერბურგშია. ის არ არის ბელორუსის ტერიტორიაზე,“ - განაცხადა ლუკაშენკომ. მედია: პრიგოჟინის ოფისში ყალბი პასპორტები და ჩემოდნებში ფული იპოვეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორიზმის სპონსორად, „ვაგნერი“ კი, ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა
ლუკაშენკომ „სახალხო ლაშქარი“ შექმნა
ბელორუსის პრეზიდენტის პრესსამსახურის თანახმად, ალექსანდრ ლუკაშენკომ სახალხო მილიციის შექმნის შესახებ კანონს მოაწერა ხელი. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დოკუმენტი რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში დაწესებულ სამხედრო მდგომარეობის უზრუნველყოფაში, ნებაყოფლობით მონაწილეობისთვის საჭირო სამართლებრივი საფუძვლების შექმნას ემსახურება. გაწერილია დამატებითი პირობები საკუთრების ნებისმიერი ფორმის ქონების დაცვისთვის. მინსკის გეგმების შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ხრენინმა გასული წლის მაისში გამოაცხადა. მან აღნიშნა, რომ ამისთვის რესპუბლიკაში არის „ხალხიც, იარაღიც“ და რჩება საკითხის მხოლოდ საკანონმდებლო გადაწყვეტა. „ჩვენი სამშობლოს დამცველთა რიცხვი მრავალჯერ გაიზრდება“, - აღნიშნა მინისტრმა. ბელორუსში „სახალხო მილიცია“ საომარი მდგომარეობის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს და სამართალდამცავ სტრუქტურებს დახმარებას გაუწევს. ხელისუფლება მის ჩამოყალიბებას „ამ რთულ დროს" ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას უკავშირებს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სახალხო მილიციის ქვედანაყოფები მოხალისეებს მიიღებენ „არასამხედრო მოსამსახურეების ან იმ მოქალაქეების რიგებიდან, რომლებიც სამხედრო სამსახურში მობილიზაციისას არ გამოუძახებიათ.“ იარაღსა და საბრძოლო მასალას თავდაცვის სამინისტრო გასცემს. სამხედრო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ მოქალაქის სახალხო მილიციაში მოხალისედ ჩარიცხვა, „მობილიზაციაზე სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებისა და სამსახურის შეწყვეტის მიზეზი“ არ გახდება.
CNN: გავრცელდა ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ, პრიგოჟინის ბელორუსში ყოფნას ასახავს
ვაგნერის დამფუძნებელი და ფინანსისტი ევგენი პრიგოჟინი გამოჩნდა ვიდეოში, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა. CNN-ის ცნობით, როგორც ჩანს, ის ბელორუსში თავის მებრძოლებს მიესალმა. ვიდეო ტელეგრამ არხებზე გამოქვეყნდა და შემდეგ პრიგოჟინმა გააზიარა თავის ანგარიშზე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრიგოჟინი გასულ თვეში სამხედრო „აჯანყების“ ხელმძღვანელობის შემდეგ, საჯაროდ გამოჩნდა. CNN მუშაობს წერს, რომ მუშაობს იმის დასადგენად, ავთენტურია თუ არა ვიდეო. ოთხშაბათს, გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის უფროსმა განუცხადა CNN-ს, რომ პრიგოჟინი ცოცხალია და თავისუფალია. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სხვა გზა არ ჰქონდა გარდა შეთანხმების მიღწევისა ვაგნერის ლიდერთან, რათა ხანმოკლე აჯანყება დასრულებულიყო.
ICC-ს წარედგინა მტკიცებულებები, რომლებიც უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციაში ლუკაშენკოს აქტიურ მონაწილეობას ადასტურებს - Telegraph
ბრიტანული Telegraph-ის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელსაც დასავლეთი არ აღიარებს ბელორუსის ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტად, აქტიურად მონაწილეობდა უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციაში. გამოცემის ცნობით, მტკიცებულებები, რომლებიც აკავშირებს ამ დანაშაულებებთან ლუკაშენკოს და ბელორუსის სხვა ოფიციალურ პირებს აკავშირებს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC), წარედგინა. ამასთან, Telegraph-ი ბელორუსის ოპოზიციური ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერს, პაველ ლატუშკას სიტყვებს ციტირებს. გამოცემის ცნობით, არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ბელორუსის ხელისუფლება აქტიურად მუშაობდა რუსეთის ხელისუფლებასთან, რათა გადაეყვანათ ზოგიერთი უკრაინელი ბავშვი ბელორუსში, ზოგი კი, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთ რეგიონებში. „ტელეგრაფი“ იტყობინება, რომ ბელორუსისა და რუსეთის ხელისუფლება თანამშრომლობდნენ სულ მცირე 2150 უკრაინელი ბავშვის იძულებით გადაყვანაში ბელორუსში, 2022 წლის სექტემბრიდან და რომ უკრაინელი ბავშვების რაოდენობა ბელორუსში სავარაუდოდ, 3000-ს მიაღწევს 2023 წლის შემოდგომისთვის“, - წერს თავის მხრივ, ISW, რომელიც The Telegraph-ს ეყრდნობა. 18 ივლისს ევროპარლამენტის დეპუტატებმა ჰააგის სასამართლოს მოუწოდეს, ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს დაკავების ორდერი გასცეს. დეპუტატები აცხადებენ, რომ ბელორუსი პასუხისმგებელია იმ ზარალზე, რაც უკრაინას მიადგა ომის გამო და ასევე იმ დანაშაულებზე, რომლებიც უკრაინაში ჩაიდინეს, მათ შორის რეჟიმის ჩართულობით უკრაინელი ბავშვების ქვეყნიდან უკანონოდ გაყვანაზე.
ლუკაშენკო პოლონეთს „ვაგნერელებით“ ემუქრება: მათ დასავლეთში, „ექსკურსიაზე წასვლა“ სურთ
ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის მებრძოლებს „დასავლეთში, ექსკურსიაზე წასვლა სურთ." ლუკაშენკოს თქმით, შეთანხმების თანახმად, მას კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მებრძოლები ბელორუსის ცენტრალურ ნაწილში ჰყავს განთავსებული და მათი დასავლეთში გადაყვანა არ სურს. „შეიძლება, არ უნდა მეთქვა, მაგრამ ვიტყვი. „ვაგნერელებმა“ ჩვენი დაძაბვა დაიწყეს. „დასავლეთით გვინდა. ნება დაგვრთეთ“. ვეუბნები, რა გინდათ დასავლეთში? „ვარშავაში, ჟეშუვში ექსკურსიაზე წასვლა. როგორც შევთანხმდით, მე ისინი მყავს ბელორუსის ცენტრში, არ მინდა მათი იქ გადაყვანა, რადგან ცუდი განწყობები აქვთ. უნდა აღნიშნოს, რომ მათ იციან, რა ხდება სამოკავშირეო სახელმწიფოს გარშემო,“ – განაცხადა ლუკაშენკომ. რუსული მედიის ცნობით, ლუკაშენკომ პუტინთან შეხვედრაზე მიიტანა რუკა, სადაც თითქოსდა ასახულია პოლონეთის სამხედრო დანაყოფების ბელარუსის საზღვრებთან განთავსება. ლუკაშენკოს მტკიცებით, პოლონეთის შეიარაღებული ძალები ბრესტთან და გროდნოსთან არიან დისლოცირებული. პუტინი უკრაინის მოკავშირე და NATO-ს წევრ პოლონეთს ემუქრება რუსეთთან ომში პოლონეთი უკრაინის აქტიური მოკავშირეა. მას შემდეგ, რაც ბელორუსში „ვაგნერის“ ყოფნის შესახებ გავრცელდა ცნობები, ვარშავა განსაკუთრებით მოითხოვს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას. ამასთან, პოლონეთმა, რომელიც ბელორუსთან საზღვარს აძლიერებს, ბოლოს 19 ივლისს გაგზავნა დამატებითი ძალები ამ ქვეყნის საზღვართან.
ლუკაშენკო პოლონეთთან დაკავშირებით პუტინის რიტორიკას იმეორებს
ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პოლონეთს დასავლეთ უკრაინის მიერთება სურს. „თქვენც აღნიშნეთ ახლა, რომ ბევრი საუბარია, უკრაინა NATO-ში ნაწილ-ნაწილ მიიღონ, მათ სურთ დასავლეთ უკრაინის წართმევა და პოლონეთისთვის მიერთება. ეს არის რუსეთის ფედერაციის ჯარების წინააღმდეგ ამ ოპერაციაში პოლონელების აქტიური მონაწილეობისთვის საფასური. ამერიკელების მიერ ეს მხარდაჭერილია. მე თქვენ ადრე ერთხელ უკვე გითხარით, ჩვენ ხომ ეს დავინახეთ ნახევარი წლის წინ და წინასწარ განვიხილეთ. ჩვენთვის ეს მიუღებელია. დასავლეთ უკრაინის მოწყვეტა, უკრაინის დანაწევრება და პოლონეთისთვის მიწების გადაცემა მიუღებელია. და თუ უკრაინის დასავლეთის მოსახლეობას დასჭირდება, ჩვენ, რა თქმა უნდა, მათ მხარს დავუჭერთ,“– განაცხადა ლუკაშენკომ. ლუკაშენკომ ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, განიხილოს და გააანალიზოს ეს საკითხი. „ბუნებრივია, მე ვისურვებდი, რომ ამ თვალსაზრისით თქვენ მხარი დაგვიჭიროთ. თუ ასეთი მხარდაჭერა იქნება და დასავლეთ უკრაინა ამ დახმარებას ითხოვს, ჩვენ, რა თქმა უნდა, უკრაინის დასავლეთის მოსახლეობას აღმოვუჩენთ დახმარებას და მხარდაჭერას,“ - განაცხადა ბელორუსის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, ვარშავამ რუსეთის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც პუტინი პოლონეთს დაემუქრა. პუტინის მტკიცებით, პოლონეთს სურს, დაიბრუნოს უკრაინის ის ტერიტორიები, რომლებიც წარსულში მათ ეკუთვნოდათ, ასევე ოცნებობენ ბელორუსის მიწებზეც. პუტინი უკრაინის მოკავშირე და NATO-ს წევრ პოლონეთს ემუქრება რუსეთთან ომში პოლონეთი უკრაინის აქტიური მოკავშირეა. მას შემდეგ, რაც ბელორუსში „ვაგნერის“ ყოფნის შესახებ გავრცელდა ცნობები, ვარშავა განსაკუთრებით მოითხოვს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას. ამასთან, პოლონეთმა, რომელიც ბელორუსთან საზღვარს აძლიერებს, ბოლოს 19 ივლისს გაგზავნა დამატებითი ძალები ამ ქვეყნის საზღვართან.
ლუკაშენკო აცხადებს, რომ პრიგოჟინს არასდროს უთხოვია უსაფრთხოების გარანტიები
ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, პრიგოჟინს არასდროს უთხოვია უსაფრთხოების გარანტიები და ამაზე საუბარი არასდროს ყოფილა. „მე არც უნდა უზრუნველვყო პრიგოჟინის უსაფრთხოება. ეს პირველ რიგში. მეორე რიგში, ასეთ ფორმაში საუბარი არც არასდროს ყოფილა. და მესამე, დაიმახსოვრეთ: უსაფრთხოების საკითხს ორჯერ შევეხეთ. პირველად, როცა დავურეკე და მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, როდესაც ისინი მოსკოვისკე მარშით მიდიოდნენ. მე ვუთხარი მას: ჟენია, იაზრებ, რომ ხალხს მოკლავ და თვითონ მოკვდები? ცხელ გულზე ეს ადამიანი (ფრონტიდან) მპასუხობს: „ჯანდაბა, მოვკვდე!” მე ვეუბნები: „ჟენია, ახლა თოკს და საპნის ნაჭერს გამოგიგზავნი“, მპასუხობს: „არა, არა, არა. ასე არ მინდა. გმირად მოვკვდები“. მეორე ჯერზე, როდესაც ჩემთან დიმა უტკინთან ერთად ჩამოვიდა, ორივე კატეგორიულად გავაფრთხილე: „ბიჭებო, ჭკუით იყავით“, - განაცხადა ლუკაშენკომ. ჟურნალისტების კითხვას შეიძლება თუ არა ამ აფეთქების უკან ვლადიმერ პუტინი იდგეს, ლუკაშენკომ უპასუხა, რომ მისი აზრით, ამაში დამნაშავე რუსეთის პრეზიდენტი არ არის. „ვერ ვიტყვი, ვინ გააკეთა ეს. მე ჩემი უფროსი ძმის იურისტიც კი ვერ გავხდები, მაგრამ პუტინს ვიცნობ. ის ძალიან მშვიდი და დინჯი ადამიანია, მაშინაც კი, როდესაც გადაწყვეტილებებს სხვა, ნაკლებად რთულ საკითხებზე იღებს. ასე რომ ვერ წარმომიდგენია, რომ ეს პუტინმა გააკეთა, რომ პუტინი დამნაშავეა. ეს ზედმეტად უხეში, არაპროფესიონალური სამუშაოა ამ მხრივ,“ – განაცხადა ლუკაშენკომ. შეგახსენებთ, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, „როსავიაციის“ ცნობით, კერძო კომპანია „МНТ Аэро-ს" კუთვნილი თვითმფრინავი Embraer Legacy 600, რომელიც მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა. კატასტროფის მიზეზებს „როსავიაცია“ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იკვლევენ. „როსავიაციამ“ დაადასტურა, რომ ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავის ბორტზე ევგენი პრიგოჟინი იყო პრიგოჟინი ბოლოს 22 აგვისტოს გამოჩნდა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ვიდეომიმართვისას ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევდა.“ ცნობისთვის, „ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში. „ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ევგენი პრიგოჟინის მიერ დაფუძნებულ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ 23-24 ივნისს რუსეთში, მოსკოვისკენ „მარშირებით,“ აჯანყების ხანმოკლე მცდელობა ჰქონდა. ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე და ბელორუსის ლიდერ, ალექსანდრ ლუკაშენკოს „შუამავლობით“, „ვაგნერმა“ ბელორუსში გადაინაცვლა. კრემლმა პრიგოჟინი-პუტინის შეხვედრაც დაადასტურა. ბოლო კომენტარებში პუტინი ამბობდა, რომ „ვაგნერი“ არ არსებობს.
პუტინი და ლუკაშენკო დსთ-ს ფორმატის „არასრულყოფილად მუშაობას“ უჩივიან
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს სამიტზე განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა დსთ-ს ფორმატში აღარ მუშაობენ და მოლდოვამ, პრაქტიკულად, დაკარგა იდენტობა „ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ადრე დსთ-ს შემადგენლობაში შედიოდა და შესაძლოა, დღესაც შედის, ამ ფორმატში არ მუშაობს, მაგრამ ეს მათი არჩევანია. საქართველოსთან ყველაფერი დაიწყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ შიდა პრობლემები ძალის გამოყენებით და სამხრეთ ოსეთზე თავდასხმებით მოეგვარებინა და ასევე იმ შედეგებით, რაც ამ ავანტიურის შედეგად წარმოიშვა,“ - განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, უკრაინამ ოდესღაც ხელი მოაწერა ფუნდამენტურ დოკუმენტს დსთ-ს შესახებ, მაგრამ სრული ფორმატით მას არასდროს შეერთებია. რაც შეეხება მოლდოვას, ქვეყანა საკუთარ იდენტობას კარგავს, მაგრამ ეს მისი არჩევანია. „ისეთი ქვეყანა, როგორიც მოლდოვაა, პრაქტიკულად, კარგავს თავის იდენტობას. ამ ქვეყნის ელიტა - მათ ზოგადად მიაჩნიათ, რომ ისინი მოლდოველები არ არიან, ისინი საკუთარ თავს რუმინელებს უწოდებენ, მაგრამ ეს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის არჩევანია,” - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. სახელმწიფო სააგენტო BelTA-ს ცნობით, ლუკაშენკო დსთ-ს სახელმწიფოს მეთაურების საბჭოს სხდომაზე აცხადებდა, რომ სომხეთი ყოველთვის პარტნიორივით არ იქცევა დსთ-ს წევრ ქვეყნებთან მიმართებით. „საქართველომ პირველმა დატოვა ჩვენი ასოციაცია, უკრაინა დე ფაქტო ჩვენთან არ არის. მოლდოვასთან დაკავშირებით დიდი კითხვებია. სამწუხაროდ, სომხეთი ყოველთვის პარტნიორივით არ იქცევა," - აღნიშნა ლუკაშენკომ. შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ბიშკეკში დსთ-ს ლიდერების შეკრებას არ ესწრება. მოლდოვის პარლამენტმა დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
ჯონ ჰერბსტი: ბელორუსის პრეზიდენტი ცდილობს, პუტინს ასიამოვნოს
Europetime-თან ექსკლუზიურად, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორმა, ჯონ ჰერბსტმა შეაფასა ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტი“. ჯონ ჰერბსტის თქმკით, ბელორუსის პრეზიდენტი ცდილობს, პუტინს ასიამოვნოს. ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორის შეფასებით, ალექსანდრ ლუკაშენკოს ამ ნაბიჯის მიზეზი ისაა, რომ ბელორუსის პრეზიდენტი თავს მარტო და დაუცველად გრძნობს. „პუტინს წლების წინ მოეწონებოდა ლუკაშენკოს მხარდაჭერა აფხაზეთთან დაკავშირებით. თბილისმა გარკვეული ზომები უნდა მიიღოს უკმაყოფილების გამოსახატავად. კონკრეტულად რა შეიძლება, რომ იყოს ეს ზომები, თავად თბილისის არჩევანზეა დამოკიდებული“, - მიიჩნევს ჯონ ჰერბსტი. საქართველო ბელორუსს მოუწოდებს, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელორუსს ომისთვის ამზადებს
ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ რესპუბლიკა ომისთვის ემზადება. მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარეობს შესაბამისი ქვედანაყოფების საჭირო მომზადება, ჯარებს სხვადასხვა ტიპის იარაღი და აღჭურვილობა მიეწოდება. „არავის დაუჯეროთ, რომ ომი გვინდა. ჩვენ ვემზადებით ომისთვის, ამაზე გულახდილად ვსაუბრობ. "თუ მშვიდობა გინდა, ემზადე ომისთვის," - ძალიან სწორად არის ნათქვამი, “- ციტირებს მედია ლუკაშენკოს. „თუ ვინმე იქიდან [არამეგობრული ქვეყნებიდან] ყვირის და გვაკრიტიკებს, იცოდეთ: ჩვენ სწორად ვიქცევით. თუ იქ ქებას დაგვიწყებენ, უბედურებაა,“ - აღნიშნა ლუკაშენკომ. ის ამბობს, რომ ბელორუსი არავის ემუქრება. „ჩვენ არ გვინდა სხვისი მიწა. ღმერთმა ქნას, ჩვენი დავამუშაოთ," - განაცხადა ლუკაშენკომ. ცნობისთვის, დასავლეთი ლუკაშენკოს მიიჩნევს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ.