თეგი: ვაქცინაცია
კარლ ჰარცელმა ვაქცინის მესამე დოზა გაიკეთა
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ვაქცინის მესამე დოზა გაიკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. "ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა და მისმა მეუღლემ საქართველოში ვაქცინის მესამე დოზა გაიკეთეს და მადლობა გადაუხადეს სამედიცინო პერსონალს COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მათი თავდადებისა და უამრავი გადარჩენილი სიცოცხლისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
29 იანვრის მონაცემებით, ბუსტერ დოზით 151 998 ადამიანია აცრილი
29 იანვრის მონაცემებით საქართველოში სულ კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 704 957 აცრაა ჩატარებული. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 332 139 ადამიანი, რაც 18 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის 46.4%-ს შეადგენს, სრულად ვაქცინირებულია 1 218 567 ადამიანი (42.4%), ხოლო ბუსტერ დოზით აცრილია 151 998 ადამიანი. ამასთან, რაც შეეხება 12-15 წლის მოზარდებს, მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 876 (2.19%), სრულად აცრილია -2 719 (1.53%) ადამიანი, 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 414 (15.31%), ხოლო სრულად აცრილია- 10 828 ადამიანი (13,35%).
ჯანდაცვის სამინისტრომ სოფლებში ვაქცინაციის ახალი ეტაპი დაიწყო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ სოფლებში ვაქცინაციის ახალი ეტაპი დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, 50 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ აცრა, სოფლებში, სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში გაიკეთონ. მათ მეთვალყურეობას ჯანდაცვის დარგის სპეციალისტები გაუწევენ. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, სოფელ ფარცხანაყანევსა და მაღლაკში ადგილობრივებმა უკვე ისარგებლეს, ნაწილმა კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა, ნაწილმა კი „ბუსტერი“ გაიკეთა. კამპანია საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წელს გადაცილებული ყველა მოქალაქე, რომელიც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება ერთჯერადად 200 ლარიან დანამატს, "ბუსტერ" დოზით აცრის შემთხვევაში კი 100 ლარიან დანამატს მიიღებს.
საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 18 274 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 41 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 84 762 კვლევა ტესტით, მათ შორის 48 320 კვლევა ანტიგენის ტესტით და 34 442 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 21.56%, ბოლო 14 დღის - 18.99% ხოლო 7 დღის - 22.67%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8 400 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 995 328. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 911 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 18 274 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 9 297 შემთხვევა, აჭარა - 1 833, იმერეთი - 2 277, ქვემო ქართლი - 1 024, შიდა ქართლი - 932, გურია - 308, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 988, კახეთი -815, მცხეთა-მთიანეთი - 367, სამცხე-ჯავახეთი - 359, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 74. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 135 243 საიდანაც: 5 084 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 181, აჭარაში - 711, იმერეთში - 1 044. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 033 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 432, აჭარაში - 141, იმერეთში - 293. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 274 ადამიანი, მათგან თბილისში - 153, აჭარაში - 48, იმერეთში - 27. 2 091 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 184 - თბილისში, 647 - აჭარაში. 128 068 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 1. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 28 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსი 17 265 ადამიანს დაუდასტურდა, 34 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსის 17 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 947 ადამიანი, გარდაიცვალა 34 კოვიდპაციენტი. ლაბორატორიულად დადასტურდა „ომიკრონის“ 1 689 შემთხვევა. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 23.24%. ბოლო 14 დღის - 20.01%, დღიური - 24.95%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 162 773 შემთხვევაა აღრიცხული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 001 275, გარდაიცვალა 14 945 პაციენტი. ყველაზე მეტი ინფიცირებული თბილისში, აჭარასა და იმერეთში გამოვლინდა. 17 265 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 8 980, აჭარა - 1 913, იმერეთი - 2 247, ქვემო ქართლი - 870, შიდა ქართლი - 679, გურია - 264, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 944, კახეთი - 657, მცხეთა-მთიანეთი - 408, სამცხე-ჯავახეთი - 266, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37. 1007 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 272 კოვიდინფიცირებული იმყოფება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.
საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 42.4%, ბუსტერ დოზით აცრილია 155 915 ადამიანი
29 იანვარს საქართველოში კოვიდვაქცინით 5 156 ადამიანი აიცრა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. 30 იანვრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 710 914 აცრა. მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ადამიანი 1 333 296, მოსახლეობის 46.4%. სრულად ვაქცინირებულია 1 219 428 ადამიანი, მოსახლეობის 42.4%. ბუსტერ დოზით აცრილია - 155 915. 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 3 898 (2.20%), სრულად აცრილია -2 737 (1.54%). 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 12 424 (15.32%), სრულად აცრილია - 10 840 (13,37%). საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. ინფორმაციისთვის: ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge; ასევე შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე მიმართოთ უახლოეს ამცრელ პუნქტს.
სოფლად ვაქცინაციის კამპანია გურიაში გრძელდება
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კამპანიის ფარგლებში, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფიშვილი, უწყების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორ ადმინისტრაციულ ერთეულში - შრომასა და ნატანებში, იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას ვაქცინაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. კამპანიის ფარგლებში, 50 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებს შესაძლებობა აქვთ, აცრა ადგილზე, სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში გაიკეთონ. ვაქცინაცია შესაძლებელია Sinovac-ის, Sinopharm-ისა და Pfizer-ის ვაქცინით. მოსახლეობას მეთვალყურეობას ჯანდაცვის დარგის სპეციალისტები უწევენ. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წელს გადაცილებული ყველა მოქალაქე, რომელიც ვაქცინის პირველი დოზით აიცრება, ერთჯერადად 200 ლარიან, „ბუსტერ“ დოზით აცრის შემთხვევაში კი 100 ლარიან დანამატს მიიღებს. საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.
საქართველოში „ომიკრონით“ გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში 146 000 აქტიური შემთხვევაა, რაც ძალიან ბევრია. იანვრის პირველ კვირაში, ჩვენ, ალბათ, „ომიკრონის“ ცირკულაცია 15-20% გვქონდა, მეორე კვირაში, ალბათ, 50%, მესამეში უკვე 90%-ზე ავედით. შესაბამისად, დამძიმებულ პაციენტებს შორის, ასევე, გარდაცვლილებს შორის, „ომიკრონით“ ინფიცირებულებიც იყვნენ. „17 000 არის დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელი, მაგრამ, მოგეხსენებათ, ჩვენ ვანგარიშობთ მეორე მაჩვენებელსაც - ე.წ. შეფასების მაჩვენებელსაც, რომელიც, ალბათ, 2,5-3-ჯერ მეტია. დღეს ქვეყანაში 146 000 აქტიური შემთხვევაა, რაც ძალიან ბევრია. ინდივიდუალური დიაგნოსტიკა უკვე შეუძლებელია. იანვრის პირველ კვირაში, ჩვენ, ალბათ, „ომიკრონის“ ცირკულაცია 15-20% გვქონდა, მეორე კვირაში, ალბათ, 50%, მესამეში უკვე 90%-ზე ავედით. შესაბამისად, რა თქმა უნდა, დამძიმებული პაციენტები, მათ შორის, სამწუხაროდ, გარდაცვლილები, „ომიკრონითაა“ გამოწვეული. ამიტომ, ხაზს ვუსვამ, როდესაც ვამბობთ, რომ, „დელტასთან“ შედარებით, „ომიკრონი“ უფრო მშვიდად მიმდინარეობს, ამან არ უნდა გაგვათამამოს, რადგან, სამაგიეროდ, „ომიკრონით“ ბევრი ადამიანი ინფიცირდება, შესაბამისად, ამ ბევრში იქნება დამძიმებულიც და სამწუხაროდ, გარდაცვლილიც“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე „იმედის“ ცნობით. საქართველოში კორონავირუსი 17 265 ადამიანს დაუდასტურდა, 34 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა.
თენგიზ ცერცვაძე: შეცდომები იყო, ხელიდან გაგვექცა პანდემიის მართვა, მაგრამ კლინიკური მართვა არაოპტიმალური არ იყო
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ყველას მიერ აღიარებულია, რომ საქართველოში მკურნალობის არაოპტიმალურობა გარდაცვალების მიზეზი არ გამხდარა. მისივე შეფასებით, პანდემიის მართვისას ცალკეულ შემთხვევაში შეცდომები იყო. „ყველა ოპონენტი, ვინც შემედავა, შემდეგ უკან დაიხია ან საერთოდ თავი აარიდა დებატებს. მედიკამენტების და მიდგომების გამოყენება ყველა ეტაპზე ოპტიმალურად ხდებოდა. არცერთ შემთხვევაში მკურნალობის არაოპტიმალურობა გარდაცვალების მიზეზი არ გამხდარა“. „შეცდომები იყო და ხელიდან გაგვექცა ზოგადად, პანდემიის მართვა, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ იყო არაოპტიმალური, კლინიკური მართვა. ცუდი მკურნალობა რომ ყოფილიყო, მაშინ არა მხოლოდ გარდაცვალების მაღალი რიცხვი იქნებოდა, არამედ ავადმყოფებს შორის გარდაცვალების მაღალი პროცენტი და ჩვენთან არცერთხელ არ ყოფილა ეს 1,5-ზე მეტი“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა. თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ძალიან მალე დაიდება კვლევის შედეგები, რომელ კლინიკას რამდენი სიკვდილი ჰქონდა ჰოსპიტალური ინფექციით. „ახალმა მინისტრმა დაიწყო შესწავლა, შედეგები და დასკვნა დაიდება, ვის რამდენი ჰქონდა ჰოსპიტალური ინფექციის სიკვდილიანობა. საშუალო მაჩვენებელი რომ ავიღოთ, საქართველოში 6-7% იყო, მსოფლიოში 10-11%, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ არ გვქონია თუნდაც შიდა ჰოსპიტალური ინფექცია სხვებზე უარესი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. მან სიკვდილიანობის ერთ-ერთ მიზეზად ის ფაქტი დაასახელა, რომ კლინიკებს დროულად არ მიმართავენ. „ამ მოცემულობაში სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სიკვდილობის მთავარი მიზეზია მოსახლეობის დაგვიანებული მომართვიანობა. ძალიან ხშირად პაციენტები სახლში რჩებიან იმის იმედით, რომ განიკურნებიან“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა და მოსახლეობას თხოვნით მიმართა, დროულად მიაკითხონ სამედიცინო დაწესებულებას ან ოჯახის ექიმს. „უდიდესი თხოვნაა, ნუ ელოდებით დამძიმებას. ყველა პაციენტმა, ვისაც გაქვთ მდგომარეობის დამძიმების რისკი, ასეთია 60 წელს ზევით ასაკი, თანხლები სერიოზული დაავადებები ან უკვე დაგიმძიმდათ პირველივე დღეებში დაავადება. დამძიმება უნდა შეაფასოთ შემდეგნაირად: თუ ტემპერატურა გრძელდება 3 დღეზე მეტი და სიცხის დამწევებს არ ემორჩილება, ძირითადი ნიშანი არის სუნთქვის გაძნელება და სატურაციის დაქვეითება. თუ თქვენ გაქვთ დამძიმებული მდგომარეობა ან ამის რისკი არსებობს, მოგვმართეთ პირველი 8-10 დღის მანძილზე. ნუ მოიმიზეზებთ „ომიკრონს“, დღეს 3 ათასი საწოლი თავისუფალია და თუ საჭირო გახდა, კიდევ ვიპოვით“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ პალიტრანიუსის ეთერში.
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ Sinopharm-ის „ბუსტერი“ „ომიკრონის“ მიმართ ანტისხეულებს გამოიმუშავებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ახალი კვლევებით, Sinopharm-ის „ბუსტერი“ სერიოზულად გამოიმუშავებს ანტისხეულებს „ომიკრონის“ მიმართ. „ომიკრონის“ შემთხვევებში რეინიფიცრება მაღალია. ადამიანებმა, რომლებმაც გადაიტანეს „დელტა“, მათ ემართებათ, ამიტომ დღეს, ჩვენი და ყველას მთავარი მოწოდება უნდა იყოს, რომ ყველა ადამიანი, მილიონ ორასი ათასი ადამიანი ვინც აცრილია ორჯერადად, მიბრძანდნენ ამცრელ პუნქტებში და გაიკეთონ „ბუსტერი“. გამოჩნდა კიდევ ახალი კვლევებით, რომ იგივე Sinopharm-ის „ბუსტერი“, სერიოზულად გამოიმუშავებს მანეიტრალიზებელ ანტისხეულებს „ომიკრონის“ მიმართ. ამიტომ, „ბუსტერი“, როგორც Pfizer-ით, ისე Sinovac-ით, თუ Sinopharm-ით, აუცილებელია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, დღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა 2,5-3-ჯერ აღემატება ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა მაჩვენებელს. „17 000 არის დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელი, მაგრამ, მოგეხსენებათ, ჩვენ ვანგარიშობთ მეორე მაჩვენებელსაც - ე.წ. შეფასების მაჩვენებელსაც, რომელიც, ალბათ, 2,5-3-ჯერ მეტია. დღეს ქვეყანაში 146 000 აქტიური შემთხვევაა, რაც ძალიან ბევრია. ინდივიდუალური დიაგნოსტიკა უკვე შეუძლებელია. იანვრის პირველ კვირაში, ჩვენ, ალბათ, „ომიკრონის“ ცირკულაცია 15-20% გვქონდა, მეორე კვირაში, ალბათ, 50%, მესამეში უკვე 90%-ზე ავედით. შესაბამისად, რა თქმა უნდა, დამძიმებული პაციენტები, მათ შორის, სამწუხაროდ, გარდაცვლილები, „ომიკრონითაა“ გამოწვეული. ამიტომ, ხაზს ვუსვამ, როდესაც ვამბობთ, რომ, „დელტასთან“ შედარებით, „ომიკრონი“ უფრო მშვიდად მიმდინარეობს, ამან არ უნდა გაგვათამამოს, რადგან, სამაგიეროდ, „ომიკრონით“ ბევრი ადამიანი ინფიცირდება, შესაბამისად, ამ ბევრში იქნება დამძიმებულიც და სამწუხაროდ, გარდაცვლილიც“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 17 265 ადამიანს დაუდასტურდა, 34 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა. კვლევა: აბუ-დაბიში ავტორიზებული, Sinopharm-ის ახალი "ბუსტერ" დოზა "ომიკრონის" წინააღმდეგ უფრო ეფექტიანია, ვიდრე ამავე ვაქცინის მესამე დოზა
საქართველოში კორონავირუსის 13 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 35 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსის 13 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 8 503, 35 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა. თბილისში გამოვლენილია 7 078 შემთხვევა, აჭარა - 1 734, იმერეთი - 1 740, ქვემო ქართლი - 661, შიდა ქართლი - 554, გურია - 119, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 640, კახეთი - 206, მცხეთა-მთიანეთი - 136, სამცხე-ჯავახეთი - 268, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 175 923 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 009 778, გარდაიცვალა 14 980 პაციენტი. 1 034 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის თბილისში - 400, აჭარაში - 138, იმერეთში - 321. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 268 ადამიანი. მათგან თბილისში - 149, აჭარაში - 46, იმერეთში - 24. 2 000 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 136 - თბილისში, 604 - აჭარაში. 143 706 ადამიანი ბინაზე მკურნალობს. 30 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 28.82%, ბოლო 14 დღის - 20,75% ხოლო 7 დღის - 23,80%. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.
COVID19: დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში 28.82%-ს შეადგენს
საქართველოში კორონავირუსზე ამ დროისთვის 151 139 ადამიანი მკურნალობს. 1 034 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის თბილისში - 400, აჭარაში - 138, იმერეთში - 321. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 268 ადამიანი. მათგან თბილისში - 149, აჭარაში - 46, იმერეთში - 24. 2 000 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 136 - თბილისში, 604 - აჭარაში. 143 706 ადამიანი ბინაზე მკურნალობს. 30 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 28.82%, ბოლო 14 დღის - 20,75% ხოლო 7 დღის - 23,80%. საქართველოში სულ კორონავირუსის 1 175 923 შემთხვევა აღირიცხა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 009 778, გარდაიცვალა 14 980 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. 30 იანვარს 1 665 ადამიანი აიცრა.
ჯანდაცვის მინისტრი: საველე ჰოსპიტლების საჭიროება არ არის
ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საველე ჰოსპიტლების საჭიროება არ არის, რადგან 8000 საწოლზე მეტია მობილიზებული და დაკავებულია 5000-ზე ცოტა მეტი. ზურაბ აზარაშვილის თქმით, არსებობს რესურსი, რომ პაციენტების რაოდენობის ზრდის შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემა ასეთ ნაკადს გაუმკლავდეს. საქართველოში კორონავირუსზე ამ დროისთვის 151 139 ადამიანი მკურნალობს. 1 034 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის თბილისში - 400, აჭარაში - 138, იმერეთში - 321. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 268 ადამიანი. მათგან თბილისში - 149, აჭარაში - 46, იმერეთში - 24. 2 000 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 136 - თბილისში, 604 - აჭარაში. 143 706 ადამიანი ბინაზე მკურნალობს. 30 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 28.82%, ბოლო 14 დღის - 20,75% ხოლო 7 დღის - 23,80%. საქართველოში სულ კორონავირუსის 1 175 923 შემთხვევა აღირიცხა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 009 778, გარდაიცვალა 14 980 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. 30 იანვარს 1 665 ადამიანი აიცრა.
ივანე ჩხაიძე: თებერვლის მეორე ნახევრიდან ეპიდვითარება დასტაბილურდება
იმუნიზაციის საბჭოს ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ თებერვლის მეორე ნახევრიდან, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მე-6 ტალღის დაღმავალი პერიოდი იქნება. „ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი არაა ისეთი მაღალი, როგორც ეს „დელტას“ დროს იყო. ამის ერთ-ერთი დადასტურებაა ქვეყანაში თავისუფალი საწოლების რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ მესამე კვირაა, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება, 2 500-ზე მეტი თავისუფალი საწოლია დარჩენილი. თებერვლის მეორე ნახევრიდან, სტაბილიზაცია იქნება. რამდენად სწრაფადაც მატულობს შემთხვევები, ასევე, ველით, რომ ასეთივე სწრაფი იქნება შემთხვევების კლება და თებერვლის მეორე ნახევრიდან, ალბათ, მე-6 ტალღის დაღმავალი პერიოდი გვექნება“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.
დეპუტატი ნატო ჩხეიძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ 9 აპრილის გამოცხადების ინიციატივით გამოდის
დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ 9 აპრილის - საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ, ხოლო 26 მაისის საქართველოს პრეზიდენტის დღედ გამოცხადების ინიციატივით ბიუროს მიმართა. ის საკითხის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვდა, თუმცა დეპუტატებმა მას მხარი არ დაუჭირეს. „შრომის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარადგინეს. „საქართველომ დამოუკიდებლობა ბოლოს 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე აღიდგინა, ხოლო ეს აქტი 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო სახალხო რეფერენდუმს დაეფუძნა, რომელიც ჩატარდა კითხვით: - “თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მასის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. 26 მაისი არის ისტორიული თარიღი როგორიც, მაგალითად, 1121 წლის 12 აგვისტო, - დიდგორის ბრძოლის შედეგად საქართველოს გაერთიანება. 9 აპრილი კი არის ჩვენი დღევანდელი სახელმწიფოს დაბადების თარიღი - 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა, რითაც მოვიპოვეთ სახელმწიფო სუვერენიტეტი, რაც ასახულია კიდეც საქართველოს კონსტიტუციის პირველ მუხლში. 26 მაისი კი, ისტორიული რაკურსისა და საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის, როგორც ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტის სტატუსის გათვალიწინებით, შეიძლება, რომ უკავშირდებოდეს პრეზიდენტის დღეს“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ. საპასუხოდ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ 26 მაისი დამოუკიდებლობის დღის გამოცხადების, ხოლო 9 აპრილი მისი აღდენის დღეა. უმრავლესობის წევრები საკითხის დაჩქარებული წესით განხილვას არ ემხრობიან.
საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 42.5%
31 იანვრის მონაცემებით, საქართველოში მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 333 606 ადამიანი, მოსახლეობის - 46.4%. სრულად ვაქცინირებულია 1 219 721, მოსახლეობის - 42.5%. ბუსტერ დოზით აცრილია 157 283 ადამიანი. 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 3 905 (2.20%) სრულად აცრილია -2 744 (1.55%). 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 12 426 (15.32%) სრულად აცრილია - 10 847 (13,38%). 30 იანვარს 1 665 ადამიანი აიცრა. ინფორმაციისთვის, ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge ასევე შესაძლებელია, რეგისტრაციის გარეშე მიმართოთ უახლოეს ამცრელ პუნქტს. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 13 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 35 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა. საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.
საქართველოში კორონავირუსის 24 201 შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 36 პაციენტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 10 732 ადამიანი გუშინ საქართველოში 85 191 ტესტი ჩატარდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 200 124 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 020 510, გარდაიცვალა 15 016 პაციენტი. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 11 800 შემთხვევა, აჭარა - 2 204, იმერეთი - 3 134, ქვემო ქართლი - 1 199, შიდა ქართლი - 1 461, გურია - 473, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 628, კახეთი - 1 059, მცხეთა-მთიანეთი - 683, სამცხე-ჯავახეთი - 471, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 89. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 200 124 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 020 510, გარდაიცვალა 15 016 პაციენტი. ამ ეტაპზე 1 048 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 263 პირი იმყოფება. საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 28,41%, ბოლო 14 დღის - 21,96% ხოლო 7 დღის - 24,96%.
დღეიდან ყველა ოჯახის ექიმს შეუძლია, კოვიდპაციენტი ბინაზე მართოს
დღეიდან კოვიდპაციენტებს ოჯახის ექიმები ბინაზე მართავენ. ამისთვის ოჯახის ექიმები გადამზადდნენ. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ეს ცვლილება შეამსუბუქებს თითოეული ოჯახის ექიმის დატვირთვას. ცვლილება ხელსაყრელი იქნება პაციენტებისთვისაც, რომლებიც რჩევებს მათთვის ნაცნობი ექიმებისგან მიიღებენ. „დღეიდან ამოქმდედება მოდელი, რომელიც ითვალისწინებს ოჯახის ექიმიმთან რეგისტრირებული პაციენტების მართვას, თავისივე ოჯახის ექიმის მიერ. აქამდეც, ოჯახის ექიმები მართავდნენ პაციენტებს ბინაზე, თუმცა ნოემბერი-დეკემბერი დავუთმეთ იმას, რომ ყველა ოჯახის ექიმი გადამზადდა კოვიდის ბინაზე მართვის საკითხებში და უკვე მათ შეუძლიათ თავადვე მართონ თავინთი პაციენტი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
გაერთიანებულ სამეფოში შესვლის წესები იცვლება
11 თებერვლიდან გაერთიანებულ სამეფოში შესვლის წესები იცვლება. სრულად ვაქცინირებულებისთვის უქმდება გამგზავრებისას კოვიდტესტირების მოთხოვნა, საჭირო იქნება მხოლოდ მგზავრის ფორმა ლოკატორის შევსება (PLF). არავაქცინირებულებისთვის საჭიროა გამგზავრებამდე და შემდეგ გაერთიანებულ სამეფოში ჩასვლიდან არაუგვიანეს მე-2 დღის ბოლომდე PCR ტესტის ჩატარება. ინგლისში 12-15 წლის ასაკის პირებს 3 თებერვლიდან შეეძლებათ ვაქცინაციის სტატუსი ან წინასწარი ინფექციის შესახებ ინფორმაცია შეამოწმონ ციფრული NHS COVID Pass-ის მეშვეობით. საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლის წესების ცვლილება განპირობებულია ვაქცინაციის ბუსტერ პროგრამით.
თამარ გაბუნია: „მწვანე პასპორტის“ ტექნიკური საფუძველი, გარკვეულწილად „ომიკრონთან“ დაკავშირებული ფაქტორების გათვალისწინებით შესუსტდა
„მწვანე პასპორტის“ ტექნიკური საფუძველი, გარკვეულწილად „ომიკრონთან“ დაკავშირებული ფაქტორების გათვალისწინებით შესუსტდა, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ინფექციის გადატანის სტატუსი, რეინფიცირება მაღალია „ომიკრონის“ პირობებში, ამდენად ეს არ იცავს და არ არის გარანტია იმისთვის, რომ პირი იქნება უსაფრთხო იმ გარემოში, სადაც „მწვანე პასპორტი“ გამოიყენება. „ვაქცინაციის შემთხვევაშიც, ვიცით, რომ ვაქცინაცია არის გარკვეულწილად დაცვა, მაგრამ ეს არ არის სრული დაცვა ინფიცირებისგან. დაცვა არის ჰორპიტალიზაციისგან და გართულებებისგან. „ომიკრონის“ შემთხვევაშიც ეს არის მნიშვნელოვანი. ამდენად აქ ყველაზე ძლიერი ფაქტორი გამოდის ყოველდღიური PCR-ტესტირება, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. ამდენად, ამ ფაქტორების გათვალსწინებით, ჩაითვალა, რომ სავალდებულო მოთხოვნა მოიხსნას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაწესებული რეგულაციები ან ვაქცინაციის კამპანია შესუსტდეს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება.
პაატა იმნაძე: 2022 წელი პანდემიის ბოლო წელი იქნება
NCDC-ის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, „ბუსტერ“ დოზის დროს გამოყენებული ვაქცინა წინა ორი დოზისგან არაფრით განსხვავდება, უბრალოდ ადამიანს აქვს არჩევანი, მაგალითად, თუ Sinovac-ით აიცრება, ამავე ვაქცინის „ბუსტერი“ გაიკეთოს, ან სხვა ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა არჩიოს. კითხვაზე, რეინფიცირების შემთხვევაში ბათილდება თუ არა ვაქცინის/„ბუსტერის“ მოქმედება, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია არ არის სწორი, პირიქით, იმუნური სისტება ძლიერდება. მისივე თქმით, 2022 წელი პანდემიის ბოლო წელი იქნება და შემდეგ ალბათ, ეს ინფექცია სეზონურ ვირუსად გადაიქცევა. „ყოველ ზამთარს არის ხოლმე კორონავირუსები, ადამიანის კორონავირუსებია, რომლებიც გენეტიკური ანალიზით, სამასი წლის წინ გადავიდა ადამიანზე და მოგვერგო. სამასი წელი ხომ არ დაველოდებით COVID19-ს, მაგრამ ალბათ ისეთი მომაკვდინებელი აღარ იქნება, როგორც თავიდან იყო.
პაატა იმნაძე: „ომიკრონ“ გადატანილების რეინფიცირება ამავე შტამის მეორე ვარიანტით შესაძლებელია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, „ომიკრონ“ გადატანილები შესაძლოე, ამავე შტამის მეორე ვარიანტით დაინფიცირდნენ. იმნაძის განმარტებით, ამ ვირუსით ადამიანი შესაძლოა, გადატანიდან ერთ თვეში დაინფიცირდეს, თუმცა ამასთან დაკავშირებით, სამეცნიერო მტკიცებულება ჯერ კიდევ არასაკმარისია მისივე თქმით, წინასწარი ინფორმაციით, „ომიკრონის“ ქვეშტამი უფრო სწრაფად 10%-ით მეტად ვრცელდება. კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტოდ სისწრაფით ვრცელდება. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს დელტა შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ასევე წაიკითხეთ: წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს
ჯანმოს დირექტორი: კორონავირუსზე გამარჯვების გამოცხადება ნაადრევია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი კორონავირუსზე გამარჯვების გამოცხადებას ნაადრევად მიიჩნევს. გებრეისუსი შეშფოთებულია გავრცელებული მოსაზრებებით, რომ „ომიკრონის“ მაღალი გადაცემისა და დაბალი სიმძიმის გამო, ვირუსის გადაცემის პრევენცია აღარ არის საჭირო. ჯანმო თვლის, რომ მეტი გადაცემა მეტ სიკვდილს ნიშნავს. „ეს ვირუსი განაგრძობს განვითარებას, რის გამოც ჩვენ მოვუწოდებთ ქვეყნებს, მიმართონ ტესტირებას, მონიტორინგს და სეკვენირებას“, - განაცხადა გებრეისუსმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
ამირან გამყრელიძე „მწვანე პასპორტზე“: სავალდებულო არ იქნება, მაგრამ ჩემი გადასახედიდან, რეკომენდებულია მთელი რიგი ბიზნესებისთვის
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით, „მწვანე პასპორტი“ დღეს დიდ როლს აღარ თამაშობს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებში, მაგრამ დისციპლინის ერთ-ერთი მთავარი იარაღია. ჟურნალისტების შეკითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს პირადად ე.წ. მწვანე პასპორტის გაუქმებას, ამირან გამყრელიძემ უპასუხა, რომ ამ საკითხზე პოზიცია საკოორდინაციო საბჭოზე დააფიქსირა. „მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში საუბარი იყო თერმოსკრინიგის გაუქმებაზეც, დაავადებათა კონტროლის ცენტრს მიაჩნია, რომ ეს არის დისციპლინის და წესრიგის ერთ-ერთი მთავარი იარაღი დღეს, რომელიც პანდემიასთან ბრძოლის დროს მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ვაცნობიერებ „მწვანე პასპორტი“ დღეს დიდ როლს უკვე არ თამაშობს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებში, დაავადებათა კონტროლის ცენტრს თავისი პოზიცია ჰქონდა, რომელიც საბჭოზე დააფიქსირა. არ აქვს მნიშვნელობა, ვეთანხმებოდი თუ არა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, საბჭოს შიდა დისკუსიები გარეთ არ გამომაქვს. საბჭოზე ამასთან დაკავშირებით დისკუსია იყო, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა თავისი პოზიცია დაფიქსირა. საბჭო გადაწყვეტილებას კონსენსუსის პრინციპით იღებს. ჭორაობას ვერ დავიწყებ, ჩემ თავს სერიოზულ ადამიანად მივიჩნევ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, „მწვანე პასპორტი“ იქნება თუ არა დაშვებული, ყველას უნდა მოვუწოდოთ, წავიდნენ და აიცრან. „ჩემი რეკომენდაციაა, როგორც ერთი ექიმის: კი ბატონო, სავალდებულო არ იქნება, მაგრამ ჩემი გადასახედიდან, რეკომენდებულია მთელი რიგი ბიზნესებისთვის. მათი გადასაწყვეტია. თუმცა მოგიყვანთ ჩვენს მაგალითს - დაავადებათა კონტროლის ცენტრში მობრძანდით, თქვენ ვერ შემოხვალთ ცენტრში, თუ არ აჩვენებთ თქვენი აცრისა და ტესტირების სტატუსს. „მწვანე პასპორტი იქ მუშაობს ისევე, როგორც, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ბიზნესი ამას გააგრძელებს“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე. რაც შეეხება საქართველოში შემოსვლის საკითხს, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამ შემთხვევაში, „მწვანე პასპორტი“ კვლავ იმუშავებს. მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება.
საქართველოში კოვიდინფიცირების 26 320 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 26 320 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 555 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა. 44 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. საქართველოში კორონავირუსის 1 226 444 შემთხვევაა აღრიცხული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 030 065, გარდაიცვალა 15 060 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 31.09%, ბოლო 14 დღის - 23.40%, ხოლო 7 დღის - 26.38%.
საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 22 263 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 39 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 73 821 კვლევა ტესტით, მათ შორის 46 355 კვლევა ანტიგენის ტესტით და 27 466 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.16%, ბოლო 14 დღის - 25.24% ხოლო 7 დღის - 27.87%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 15 575 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 053 966. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 141 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 22 263 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 10 129 შემთხვევა, აჭარა - 2 173, იმერეთი - 3 357, ქვემო ქართლი - 1 340, შიდა ქართლი - 1 279, გურია - 456, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 480, კახეთი - 1 091, მცხეთა-მთიანეთი - 479, სამცხე-ჯავახეთი - 376, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 103. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 203 238 საიდანაც: 5 808 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 408, აჭარაში - 778, იმერეთში - 1 214. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 146 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 464, აჭარაში - 146, იმერეთში - 343. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 271 პაციენტი, მათგან თბილისში - 151, აჭარაში - 45, იმერეთში - 27. 1 958 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 182 - თბილისში, 565 - აჭარაში. 195 472 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 1.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4949-მა ადამიანმა გაიკეთა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4949-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 742 134 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 250 108 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 038 391, გარდაიცვალა 15 102 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 134 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 33 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 76 205 კვლევა ტესტით, მათ შორის 48 711 კვლევა ანტიგენის ტესტით და 27 494 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.36%, ბოლო 14 დღის - 26.16% ხოლო 7 დღის - 29.28%.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 17 594 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 071 560. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 174 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 23 134 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 10 667 შემთხვევა, აჭარა - 2 207, იმერეთი - 3 566, ქვემო ქართლი - 1 379, შიდა ქართლი - 1 050, გურია - 572, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 611, კახეთი - 1 014, მცხეთა-მთიანეთი - 497, სამცხე-ჯავახეთი - 449, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 122. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 208 745 საიდანაც: 5 840 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 347, აჭარაში - 813, იმერეთში - 1 234. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 151 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 450, აჭარაში - 146, იმერეთში - 361. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პაციენტი, მათგან თბილისში - 159, აჭარაში - 44, იმერეთში - 27. 1 954 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 203 - თბილისში, 549 - აჭარაში. 200 951 სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 3.
მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის (WMA) ხელმძღვანელი: 18 წლის ასაკიდან სავალდებულო ვაქცინაციის მოთხოვნა ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება მგონია
მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის (WMA) ხელმძღვანელი ფრანკ ულრიხ მონტგომერი 18 წელს გადაცილებულების სავალდებულო ვაქცინაციის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ეს მოთხოვნა 2023 წლის ბოლომდე უნდა მოქმედებდეს. „18 წლის ასაკიდან სავალდებულო ვაქცინაციის მოთხოვნა უახლოესი ორი წლის განმავლობაში ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება მგონია“, - განაცხადა მონტგომერმა.
კოვიდვაქცინით მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით, საქართველოს მასშტაბით ვაქცინაციის კამპანია გრძელდება
იმუნიზაციის პოპულარიზაციისა და COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით, საქართველოს მასშტაბით ვაქცინაციის კამპანია გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები და ადგილზე ვაქცინაცია იმერეთის 20-მდე სოფელში მიმდინარეობს. პროცესს რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული და ზესტაფონის მერი ადგილზე გაეცნენ. ვაქცინაციის კამანია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება. კამპანია სოფლად მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის ადგილზე ვაქცინაციას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ ამ ასაკის მოსახლეობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფულადი წახალისების პროგრამა მიმდინარეობს, რომელიც პირველ აცრაზე 200 ლარის, ხოლო, დამატებითი, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარიანი დანამატის მიღებას გულისხმობს.
ბოლო 24 საათში კოვიდვაქცინა 2 443-მა ადამიანმა გაიკეთა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 2 443-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 750 228 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 314 603 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 089 154, გარდაიცვალა 15 202 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა.
საქართველოს სოფლებში ვაქცინაციის კამპანია გრძელდება
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, სოფლებში ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში, ქვეყნის ყველა სოფელში 50 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ აცრა სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში გაიკეთონ. პროექტით უკვე ისარგებლეს იმერეთის რეგიონში. ჭიათურასა და ხარაგაულში ადგილობრივებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. კამპანიის ფარგლებში, ჭიათურაში ამცრელ პუნქტამდე სოფელ უსახელოსა და ბერეთისის მცხოვრებთა ტრანსპორტირება მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო. ამასთან, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, კიცხის, ვარძიის და ხიდრის სოფლების მოსახლეობა, COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ადგილზე, მობილური ამცრელი ბრიგადების საშუალებით აიცრნენ. ნაწილმა კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა, ნაწილმა კი „ბუსტერი“ გაიკეთა.
იანვარში, „ომიკრონის“ აქტიური გავრცელების დროს, 4 019 ორსული დაინფიცირდა
იანვარში, „ომიკრონის“ აქტიური გავრცელების დროს, ვირუსით 4 019 ორსული დაინფიცირდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდინფიცირებული ორსულების გარდაცვალების ფაქტებიც დაფიქსირდა, თუმცა რაოდენობა არ დააკონკრეტა, რამდენადაც შემთხვევების კოვიდთან კავშირი ჯერ დადასტურებული არ არის. „ერთდროულად, ქვეყანაში ერთ პერიოდში დაახლოებით 23-24 ათასი ორსულია ხოლმე. მთლიანად პანდემიის პერიოდში დადასტურებულია ორსულთა ინფიცირების 13 373 შემთხვევა, ანუ მთლიანი ინფიცირების დაახლოებით 1%, ორსულ ქალბატონებზე მოდის“, - განუცხადა ჟურნალისტებს ამირან გამყრელიძემ. გარდა ამისა, საქართველოში ექიმების 82%, ექთნების 65%, ხოლო სანიტრების 55%-ია ვაქცინირებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველა კვლევა მიუთითებს იმაზე, რომ დღეს ბუსტერი „ომიკრონს“ სერიოზულად აკავებს, ამიტომ მთავარი აქცენტი უნდა იყოს რეგულაციების დაცვასა და „ბუსტერზე“. მისივე თქმით, ახლა 65%-ზეა პირბადის ტარების მაჩვენებელი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. „გვინდა, რომ იყოს 95%. თუ 95% იქნება, მაშინ ნაკლები ადამიანი დაინფიცირდებდა და შესაბამისად, ნაკლები იქნება სიკვდილიანობა“. „31 დეკემბრის მონაცემებით, მთლიან ინფიცირებაში 3.8% იყო სამედიცინო პერსონალი. რა თქმა უნდა, იანვარში ეს მაჩვენებელი გაიზრდებოდა, რამეთუ იანვარში „ომიკრონის“ სერიოზული გავრცელება იყო. იანვარში 390 ათასი ახალი შემთხვევა გვაქვს და აქედან საშუალოდ, სულ მცირე ნახევარი იქნება „ომიკრონის“ შემთხვევა. შესაბამისად, ფრონტის წინა ხაზზე მყოფი სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი მოიმატებდა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, პანდემიის დაწყებიდან, 31 დეკემბრამდე საქართველოში კორონავირუსით 143 სამედიცინო პერსონალი გარდაიცვალა. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია ამავე წლის 11 მარტს გამოაცხადა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 3 454 ადამიანი აიცრა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 3 454-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 764 352 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 398 059 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 154 476, გარდაიცვალა 15 404 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
საფრანგეთი ვაქცინირებული მოგზაურებისთვის კოვიდტესტის მოთხოვნას გააუქმებს
საფრანგეთი ვაქცინირებული მოგზაურებისთვის კოვიდტესტის მოთხოვნას გააუქმებს. ამის შესახებ ინფორმაციას France Press-ი ავრცელებს. ინფორმაციისთვის, 4 თებერვლიდან საფრანგეთმა საქართველო ნარინჯისფერი ქვეყნების სიაში გადაიყვანა, რომლის თანახმად, ნარინჯისფერი ზონიდან შესვლა დღემდე შესაძლებელია ვაქცინაციის სრული კურსის და ბოლო 48 საათში ჩატარებული PCR ტესტის ან ანტიგენზე დაფუძნებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენით. სრულად ვაქცინირებულად ითვლებით იმ შემთხვევაში თუ: Pfizer, Moderna, AstraZeneca - მეორე დოზიდან გასულია 7 დღე; ერთდოზიანი ვაქცინის (Johnson & Johnson) მიღებიდან გასულია 4 კვირა; COVID გადატანილების აცრიდან გასულია 7 დღე (საჭიროა 1 აცრა); პირებმა, რომლებიც ვაქცინირებული იყვნენ Sinopharm-ის (BBIBP-CorV) და Sinovac-ის (CoronaVac) ვაქცინების ორი დოზით, ასევე აიცრნენ Pfizer-ის ან Moderna-ს ერთი დოზით და გასულია 7 დღე. საფრანგეთში შესასვლელად სავალდებულოა ე.წ. „ბუსტერ“ დოზა თუ ვაქცინის მეორე დოზიდან გასულია 7 თვეზე მეტი. ბუსტერის გარეშე პირი არ ჩაითვლება სრულად ვაქცინირებულად და მასზე გავრცელდება ის პირობები, რაც მოცემულია ქვემოთ, არავაქცინირებულებისათვის. ამასთან, საფრანგეთში შესვლის მომენტისთვის „ბუსტერ“ დოზიდან არ უნდა იყოს გასული 9 თვეზე მეტი. კოვიდვაქცინის გარეშე საფრანგეთში შესვლის პირობები წითელი ზონიდან საფრანგეთში არავაქცინირებულის გამომგზავრება დაშვებულია მხოლოდ მითითებულ გამონაკლის შემთხვევებში: 1. საფრანგეთის მოქალაქე, ასევე, მისი პარტნიორი (დაქორწინებული, სამოქალაქო კავშირში მყოფი (Pacsée, Concubinage) და მათი შვილები. 2. ევროკაშირის და შენგენის ზონის ქვეყნების მოქალაქე, ასევე, მისი პარტნიორი დაქორწინებული, სამოქალაქო კავშირში მყოფი (Pacsée, Concubinage) და მათი შვილები, რომელთა ძირითადი საცხოვრებელი ადგილია საფრანგეთში. 3. თუ ფლობთ საფრანგეთის ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქმედ ბინადრობის ნებართვას ან გრძელვადიან ვიზას და რომელთა ძირითადი საცხოვრებელი ადგილია საფრანგეთში. 4. თუ ფლობთ ოჯახის გაერთიანების მიზნით გაცემულ გრძლევადიან ვიზას, ასევე, ლტოლვილის, სუბსიდიური დაცვის ან აპარტრიდის სტატუსის მქონე პირთა ოჯახის გაერთიანების მიზნით გაცემულ გრელვადიან ვიზას. 5. საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტირების სექტორში დასაქმებულები ან სატრანსპორტო სერვისების შემსრულებლები, მათ შორის მძღოლები რომლებსაც გადააქვთ საქონელი აღნიშნული ტერიტორიის მიმართულებით. " target="_blank" rel="noopener noreferrer">სრული ინფორმაცია
საქართველოში კოვიდინფიცირების 15 712 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 40 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 712 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 40 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 712 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 40 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 21 623 ადამიანი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 46 425 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 163 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 262 PCR ტესტით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 454 065. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 248 242-მდე. ვირუსით ჯამში 15 556 ადამიანი გარდაიცვალა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33.84%, ბოლო 14 დღის - 31.66% ხოლო 7 დღის - 32.85%. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 712 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 7 713 შემთხვევა, აჭარა - 919, იმერეთი - 2 495, ქვემო ქართლი - 828, შიდა ქართლი -698, გურია - 463, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 088, კახეთი - 997, მცხეთა-მთიანეთი - 235, სამცხე-ჯავახეთი - 227, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 49. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 190 241, საიდანაც: 6 123 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 493, აჭარაში - 767, იმერეთში - 1 205. მძიმე პაციენტი - 1 270, მათ შორის, თბილისში - 485, აჭარაში - 155, იმერეთში - 405. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა - 284, მათგან თბილისში - 161, აჭარაში - 40, იმერეთში - 24. 1 581 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 945 - თბილისში, 424 - აჭარაში. 182 537 ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 21 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 11, ხოლო აჭარაში - 0.
„ბუსტერ“ დოზით 195 637 ადამიანია აცრილი
13 თებერვლის მონაცემებით, სულ ქვეყანაში 2 774 755 აცრა ჩატარდა. მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 343 219 ადამიანი - მოსახლეობის 46.7%, სრულად ვაქცინირებულია 1 233 366 ადამიანი - 42.9%, ბუსტერ დოზით აცრილია - 195 637. 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 3 987 (2.25%) სრულად აცრილია - 2 972 (1.68%), 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 12 482 (15.39%) სრულად აცრილია - 10 961 (13.52%) 12 თებერვალს მხოლოდ 2 089 ადამიანი აიცრა. ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge ასევე შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე მიმართოთ უახლოეს ამცრელ პუნქტს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 028 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 21 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 688 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 768 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 920 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 41.58%, ბოლო 14 დღის - 31.92% ხოლო 7 დღის - 33.03%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 22 517 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 270 759. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 577 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 028 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 2 228 შემთხვევა, აჭარა - 303, იმერეთი - 450, ქვემო ქართლი - 259, შიდა ქართლი - 207, გურია - 89, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 203, კახეთი - 210, მცხეთა-მთიანეთი - 27, სამცხე-ჯავახეთი - 48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 171 731 საიდანაც: 6 202 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 500, აჭარაში - 761, იმერეთში - 1 213. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 307 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 485, აჭარაში - 156, იმერეთში - 425. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 285 პაციენტი, მათგან თბილისში - 159, აჭარაში - 40, იმერეთში - 24. 1 481 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 878 - თბილისში, 406 - აჭარაში. 164 048 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 10 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 10, ხოლო აჭარაში - 0.
პაატა იმნაძე: ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა დიდია და არსებობს რისკი იმის, რომ აუცრელ ადამიანებში დაავადება მძიმე ფორმით წავიდეს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა დიდია და არსებობს რისკი იმისა, რომ აუცრელ ადამიანებში დაავადება მძიმე ფორმით წავიდეს. „ხედავთ, რამდენია ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა. შესაბამისად, მაინც არის იმის რისკი, რომ აუცრელ ადამიანებში შეიძლება, წავიდეს მძიმედ. ამიტომ ყველას მოვუწოდებ სიფრთხილისა და აცრებისკენ. სამწუხაროდ, აღწერილია შემთხვევები, როდესაც „ომიკრონის“ ერთი ვარიანტის შემდეგ, ერთ თვეში შეიძლება, „ომიკრონის“ მეორე ვარიანტი დაემართოს. საქართველოში ასეთი შემთხვევა დადასტურებული ჯერ არ არის. ზოგადად, რეინფიცირება ბევრია, ვისაც დელტა ჰქონდა, ძალიან ბევრს დაემართა „ომიკრონი“, მაგრამ „ომიკრონის“ ერთი ვარიანტის შემდეგ, მეორე ვარიანტის შეხვედრის ალბათობაც საკმაოდ დიდია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
თამარ გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე ახალგაზრდებში ე.წ. ბუსტერ-დოზების ფინანსური წახალისების გამართლება მწირია
თამარ გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე ახალგაზრდებში ბუსტერ-დოზების ფინანსური წახალისების გამართლება მწირია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ვაქცინაციისთვის პრიორიტეტულ ჯგუფად კვლავ 65 წელზე უფროსი ადამიანები რჩებიან. „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი რეკომენდაციების თანახმად, ვაქცინაციისთვის პრიორიტეტულ ჯგუფებად უნდა დარჩეს მაღალი რისკის ჯგუფები, ანუ 65 წლის ზემოთ ასაკობრივი პირები. ამდენად წახალისების პროგრამებიც მეტად იქნება ფოკუსირებული მაღალი რისკის ჯგუფებზე. გამომდინარე აქედან, ახალგაზრდებში ბუსტერ დოზების ფინანსური წახალისების დასაბუთება და გამართლება ამ ეტაპზე მწირია”,- განაცხადა გაბუნიამ. ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წლის ასაკის ზემოთ კოვიდვაქცინით აცრაზე 200-ლარიანი წახალისება თებერვალშიც გრძელდება.
ჯანდაცვის მინისტრი: „ომიკრონის“ პიკს ქვეყანა რამდენიმე დღეში გადაივლის
„ომიკრონის“ პიკს ქვეყანა რამდენიმე დღეში გადაივლის და შემდეგ შემთხვევები დაიკლებს, - ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საწოლფონდი ნამდვილად თავისუფალი და დაახლოებით, 6 ათას საწოლამდეა ათვისებული. „8 ათასზე მეტი საწოლი მობილიზებული გვაქვს. ამ მხრივ პრობლემები არ გვაქვს. ახლა გავდივართ „ომიკრონის“ პიკს და ჩვენი ვარაუდით და დიდი ალბათობით, ამ პიკს რამდენიმე დღეში გადავივლით, მერე იქნება შემთხვევების კლება. რაც შეეხება ოჯახის ექიმებს, მათ დაკავშირებას და უკუკავშირს, ოჯახის ექიმები მაქსიმალურად მობილიზებულები არიან, 2500 -ზე მეტი ოჯახის ექიმია ჩართული და ისინი ცდილობენ განაწილებების მიხედვით პაციენტებს დაუკავშირდნენ და უკუკავშირი ჰქონდეთ. რადგანაც აქტიური 200 ათასზე მეტი შემთხვევა გვაქვს, იქაც პრიორიტეტულად უკავშირდებიან მათ, ვისაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. აქედან გამომდინარე, შეიძლება ყველა პაციენტს იმ ძველი მოცემულობით ყოველ მეორე დღეს რომ უკავშირდებოდნენ, ახლა ვერ დაუკავშირდნენ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრი: საუბარი იმაზე, რომ პრემიერი ანტივაქსერია, არასწორია
ჯანდაცვის მინისტრმა ზურა აზარაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეაფასა იმის შესახებ, რომ „ომიკრონის“ დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს. როგორც ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ, მინისტრმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ინფიცირების შემთხვევაში ძალიან მსუბუქად გადაიტანა „ომიკრონი“, რადგან ორჯერ ვაქცინირებული იყო. „რასაკვირველია, პრემიერი ანტივაქსერი არ არის და შეუძლებელია, რომ იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს ვაქცინის ორივე დოზა გაკეთებული და ის ძალიან აქტიურად იყო ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა კამპანიაში ჩართული. ასევე, იმ სამოტივაციო სისტემაში, რაც 50 წელს გადაცილებულებისთვის გავაკეთეთ, 200-ლარიანი დანამატი, 100-ლარიანი დანამატი „ბუსტერ“ დოზის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, იმაზე საუბარი, რომ ანტივაქსერია თუ არა, ვფიქრობ, რომ არასწორია. „ომიკრონის“ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ისეთი ვაქცინები, რომლებიც გადადების რისკს ნაკლებად აზღვევს, მან თქვა, რომ ინფიცირების შემთხვევაში ძალიან მსუბუქად გადაიტანა, რადგან ორჯერ ვაქცინირებული იყო. „ომიკრონთან“ დაკავშირებით იცით, რომ Pfizer-მა უკვე შექმნა ახალი ვაქცინა და მარტის თვეში ახალი ვაქცინა გვექნება, რომელიც „ომიკრონზე“ მუშაობს კონკრეტულად“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ამავე თემაზე: პრემიერ-მინისტრი: „ომიკრონის“ დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს
პაატა იმნაძე: „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ, მისი მეორე ვარიანტით დაინფიცირების ალბათობა საკმაოდ მაღალია
„ომიკრონის“ ერთი ვარიანტის გადატანის შემდეგ მეორით დაინფიცირების ალბათობა საკმაოდ მაღალია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პიკი ალბათ უკვე გადავლილია, რა თქმა უნდა, საფრთხე ჯერ კიდევ არის. „რისკი, რომ „ომიკრონი“ მძიმედ განვითარდეს, ისევ არის. ყველას სიფრთხილისა და აცრისკენ მოვუწოდებთ. რეინფიცირების ძალიან ბევრი შემთხვევაა, მაგალითად ვისაც წინა შტამი „დელტა“ ჰქონდა გადატანილი, ძალიან ბევრს დაემართა ახლა „ომიკრონის“ ვარიანტი, მაგრამ „ომიკრონის“ ერთი ვარიანტის გადატანის შემდეგ მეორით დაინფიცირების ალბათობა საკმაოდ მაღალია“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.
ნოვაკ ჯოკოვიჩი: არასდროს ვყოფილვარ ვაქცინაციის წინააღმდეგი, ბავშვობაშიც მაქვს აცრები გაკეთებული, მაგრამ ყოველთვის მხარს ვუჭერდი არჩევანის თავისუფლებას
სერბი ჩოგბურთელი, ნოვაკ ჯოკოვიჩი აცხადებს, რომ ურჩევნია, უარი თქვას მომდევნო საჩოგბურთო თასებზე, თუ დააძალებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთოს, - ამის შესახებ BBC წერს. ამასთან, ჯოკოვიჩს ჰკითხეს, ვაქცინასთან დაკავშირებული პოზიციის გამო, გასწირავდა თუ არა ისეთ შეჯიბრებებში მონაწილეობის შანსს, როგორებიცაა უიმბლდონის ტურნირი და საფრანგეთის ღია პირველობაა, რაზეც მან თქვა: „დიახ, ესაა ფასი, რომლის გადახდისთვისაც მზად ვარ“. „არასდროს ვყოფილვარ ვაქცინაციის წინააღმდეგი, ბავშვობაშიც მაქვს აცრები გაკეთებული, მაგრამ ყოველთვის მხარს ვუჭერდი არჩევანის თავისუფლებას იმის გადასაწყვეტად, თუ რას შეუშვებ საკუთარ ორგანიზმში“, - ამბობს ჯოკოვიჩი.
ჯანმოს დირექტორი: ვაქცინაციისა და ტესტირების დაბალი მაჩვენებელი ახალი ვარიანტებისთვის იდეალურ პირობებს ქმნის
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ვაქცინაციისა და ტესტირების დაბალი მაჩვენებელი ახალი ვარიანტების გაჩენისთვის იდეალურ პირობებს ქმნის. „ვაქცინაციისა და ტესტირების დაბალი მაჩვენებელი ახალი ვარიანტების გაჩენისთვის იდეალურ პირობებს ქმნის. ჩვენ შეგვიძლია მიმდინარე წელს პანდემია კონტროლის ქვეშ მოვაქციოთ, თუმცა ამ შესაძლებლობის გაფლანგვის გაზრდილი რისკის წინაშე ვდგავართ. ამჟამად, 116 ქვეყანა ვერ აღწევს საერთო მიზანს მოსახლეობის 70%-ის აცრასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
საქართველოს რეგიონებში ვაქცინაციის კამპანია გრძელდება
რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში ვაქცინაციის კამპანია გრძელდება. ამჯერად, რაჭა-ლეჩუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ქრისტინე კობახიძე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებთან და ეპიდემიოლოგებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. საუბრის მთავარი თემა რეგიონში არსებულ ეპიდსიტუაციასა და კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მნიშვნელობას ეხებოდა. „იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, სადაც მოსახლეობას ძალიან ბევრი კითხვა ჰქონდა. მიიღეს ამომწურავი პასხები. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო შეხვედრა ჩატარდა“, - განაცხადა რაჭა-ლეჩხუმი-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა, ქრისტინე კობახიძემ.
ახალ ზელანდიაში სავალდებულო ვაქცინაციისა და კოვიდპასპორტების მოწინააღმდეგეების დემონსტრაციები გრძელდება
ახალ ზელანდიაში სავალდებულო ვაქცინაციისა და კოვიდ-პასპორტების მოწინააღმდეგეების დემონსტრაციები გრძელდება. პოლიციამ კი მათ დასაშლელად უჩვეულო ხერხს მუსიკას მიმართა. მათ დემონსტრანტებს ბარი მანილოვის სიმღერები ჩაურთეს. როდესაც ამის შესახებ ინგლისელმა მუსიკოსმა ჯეიმს ბლანტმა გაიგო, მან სამართალდამცველებს Twitter-ზე მიმართა: „ამან თუ არ იმოქმედა შემეხმიანეთ“. ამის შემდეგ პარლამენტის წინ ბლანტის ცნობილი ჰიტი You're Beautiful აჟღერდა. ამასთან, აქციის მონაწილეებმა ქვეყნის დედაქალაქში, ველინგტონში, პარლამენტის შენობის წინ კარვები გაშალეს და უკვე ერთი კვირაა არ იშლებიან.
NCDC-ის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის 15 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 385 ვაქცინირებული და 10 532 აუცრელი გარდაიცვალა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 2020-2021 წლის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ 2021 წლის 15 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით, 385 ვაქცინირებული, ხოლო 10 532 აუცრელი ადამიანია გარდაცვლილი. ანგარიშის მიხედვით, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე საქართველოში 10 687 ორსული დადასტურებულ შემთხვევააა გამოვლენილი. 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, კორონავირუსით ჯამში 159 977 ბავშვი და მოზარდი დაინფიცირდა, რაც დადასტურებული შემთხვევების 17.1 პროცენტს შეადგენს. ამასთან, 2021 წლის 14 დეკემბრიდან მიმდინარე წლის 23 იანვრის პერიოდში აღრიცხული 1 532 შემთხვევიდან, რომლებშიც „ომიკრონ“ შტამი ლაბორატორიულად დადასტურდა, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 38 პაციენტს, სამ შემთხვევაში კი დადგა ლეტალური შედეგი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით ვაქცინაცია 90,56 პროცენტით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს.
საქართველოში კოვიდინფიცირების 9 400 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 34 პაციენტი
ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 9 400 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 34 კოვიდინფიცირებული. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 470 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 284 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 186 PCR ტესტით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 548 893. გამოჯანმრთელდა 18 770 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 388 534-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 15 856 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 28.95%, ბოლო 14 დღის - 31.5% ხოლო 7 დღის - 29.7%. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 9 400 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 4 323 შემთხვევა, აჭარა - 611, იმერეთი - 1 440, ქვემო ქართლი - 511, შიდა ქართლი - 464, გურია - 344, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 661, კახეთი - 723, მცხეთა-მთიანეთი - 157, სამცხე-ჯავახეთი - 122, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 44. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 144 477, საიდანაც: 5 633 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 320, აჭარაში - 627, იმერეთში - 1 038. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 254, მათ შორის, თბილისში - 483, აჭარაში - 142, იმერეთში - 376. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი, მათგან თბილისში - 166, აჭარაში - 39, იმერეთში - 26. 932 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 617 - თბილისში, 168 - აჭარაში. 137 912 სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 12 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 12, ხოლო აჭარაში - 0.
იტალია იმუნიტეტ დაქვეითებული ადამიანებისთვის კოვიდვაქცინის მეოთხე დოზით აცრის რეკომენდაციას გასცემს
იტალიის ჯანდაცვის სამინისტრო იმუნიტეტ დაქვეითებული ადამიანებისთვის კოვიდვაქცინის მეოთხე დოზით აცრის რეკომენდაციას ვაქცინაციიდან გასცემს. ვაქცინაცია 120 დღის გასვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. „მთავრობის მიერ დანიშნული სპეციალური კომისარი დაადგენს რეკომენდაციის ძალაში შესვლის თარიღს ვაქცინაციის კამპანიის საჭიროებიდან გამომდინარე“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. უწყების განმარტებით, „ბუსტერ“ დოზამ კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის თავიდან აცილების თვალსაზრისით ეფექტიანობა აჩვენა. ე.წ. გამაძლიერებელი დოზა ასევე ეფექტიანია ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილების თვალსაზრისით.
ირაკლი ღარიბაშვილი: ანტივაქსერს მეძახიან ადამიანს, რომელმაც 5 მილიონი ვაქცინა შემოვიტანე
„ვაქცინებზე მაკრიტიკებენ და ანტივაქსერს მეძახიან ადამიანს, რომელმაც 5 მილიონი ვაქცინა შემოვიტანე, დამხვდა ნული, როცა მოვედი პრემიერად. კოვიდი ორჯერ გადავიტანე, ორჯერ ავიცერი“,... ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. გადაცემის წამყვანმა მას „ომიკრონზე“ გაკეთებული განცხადება შეახსენა, რომ ვაქცინა ამ შტამზე არ მუშაობს. „მე კი არ გავაკეთე ეს განცხადება, მოუსმინეთ მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს, მათაც არ იციან, რა არის „ომიკრონი“, რეალურად, ეს არის პანდემიის დასასრულის დასაწყისი“, უპასუხა ღარიბაშვილმა. ეს არის პროფესორი ფაუჩის და სხვა მეცნიერების ნათქვამი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში. მისივე თქმით, ის რომ „ომიკრონზე“ ვაქცინა არ მუშაობს, ეს არის პროფესორი ფაუჩის და სხვა მეცნიერების ნათქვამი.
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან იწყება
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან იწყება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 ათასი დოზა ფრანგული წარმოების („სანოფი პასტერი“) ოთხკომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა. "სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან იწყება. საქართველომ 200 ათასი დოზა ფრანგული წარმოების („სანოფი პასტერი“) ოთხკომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა. ის ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული პრეპარატებიდან ერთ-ერთია", - განაცხადა გაბუნიამ. ასევე წაიკითხეთ: COVID19-ის კუთხით ეპიდვითარება სტაბილურია - თამარ გაბუნია
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასო 22 ნოემბრამდე იქნება
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასო 22 ნოემბრამდე იქნება. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა, 6 თვის ასაკიდან, უფასოა. ნებისმიერი მსურველი, მომსახურებას, ვაქცინაციის პროცესში ჩართულ, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს. "იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, სანოფი პასტერის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა, ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო. პირველ ეტაპზე, მომსახურება, დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ მქონე პირებმა მიიღეს. 22 ნოემბრამდე კი ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება", - წერია NCDC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 000 დოზა ხელმისაწვდომი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იქნება
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 000 დოზა ხელმისაწვდომი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იქნება. რისკჯგუფები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას სახელმწიფოსგან უფასოდ ჩაიტარებენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ბრძანებას შეიმუშავებს და უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს. „წელს დაგეგმილია გრიპის 200 ათასი დოზა ვაქცინის შემოტანა. იგივე რაოდენობა იყო გასულ წელს და ეს რაოდენობა საკმარისია. ველოდებით, რომ ოქტომბრის მეორე ნახევარში გადანაწილდება ვაქცინები სამედიცინო დაწესებულებებში. კრიტერიუმები იდენტურია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი შეიმუშავებს ბრძანებას და ეს ბრძანება უახლოეს დღეებში გამოიცემა,“ - აღნიშნა გაბუნიამ.
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. „გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ ჩაუტარდებათ. 2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები; აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვ. ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში, რომელთა სია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 16 ოქტომბრიდან დაიწყება
16 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა. როგორც ცნობილია, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ ჩაუტარდებათ. „2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები; აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვა,” - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან იწყება
16 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა. როგორც ცნობილია, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ ჩაუტარდებათ. „2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები; აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვა,” - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია გაგრძელდა
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია გრძელდება. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ვაქცინა ქვეყნის მასშტაბით გაიკეთონ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პირველ ეტაპზე უფასო ვაქცინაცია იმ ჯგუფებს ჩაუტარდათ, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ. „პროგრამა გაფართოვდა და უფასოდ, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრის შესაძლებლობა იმ პირებსაც აქვთ, რომლებიც რისკჯგუფებში არ შედიან. ჯანდაცვის სამინისტრომ იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამისთვის 200 000 დოზა Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულთა შორის და მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. ვაქცინაცია სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია ექვსი თვის ასაკიდან და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა. დაწესებულებების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე,“ – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. უფასო ვაქცინაცია აქამდე პირველიდან 15 ნოემბრის ჩათვლით იყო შესაძლებელი. ახალი ვადების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვაქცინის გაკეთება 6 თვის ასაკიდან იქნება შესაძლებელი.