თეგი: პენტაგონი

კირბი El País-ის ინფორმაციაზე: ადასტურებს იმას, რასაც ვამბობდით

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ დაადასტურა, რომ ესპანურ გაზეთ El País-ში გამოქვეყნებული რუსეთის მოთხოვნებზე აშშ-ის წერილობითი პასუხი ავთენტურია. „ჩვენ არ გამოგვიქვეყნებია ეს დოკუმენტი, თუმცა ის ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით. ჩვენს საჯარო და კერძო განცხადებებს შორის შეუსაბამობა არ არის“, - აღნიშნა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ამასთნ, El Pais-ის ცნობით, აშშ-მ და NATO-მ საპასუხო წერილში რუსეთს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან საკუთარი ძალების გაყვანისკენ მოუწოდეს.

უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცები ევროპაში ჩავიდნენ

აშშ-ის პირველი ჯარისკაცები, რომლებიც NATO-ს მოკავშირეებს აღმოსავლეთ ევროპაში აძლიერებენ, უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო ძალების გაძლიერების ფონზე გერმანიაში ჩავიდნენ. იტყობინება Reuters-ი აშშ-ის ევროპული სარდლობის ინფორმაციაზე დაყრდნობით. „მე-18 საჰაერო-სადესანტო კორპუსის ჯარისკაცები დღეს ვისბადენში ჩავიდნენ. ისინი გერმანიაში შტაბს შექმნიან, რათა მხარი დაუჭირონ 1 700 მედესანტეს, რომლებიც პოლონეთში განლაგდებიან“, - ნათქვამია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: ამერიკა აღმოსავლეთ ევროპაში 3,000 სამხედროს გზავნის ინფორმაციისთვის, 2 000 ჯარისკაცი ევროპაში მას შემდეგ ჩავიდა, რაც პენტაგონმა განაცხადა, რომ დამატებით ძალებს გაგზავნის მოკავშირეების მხარდასაჭერად. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. ამასთან, აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში.

პენტაგონი იტყობინება, რომ რუსეთი კვლავ ამატებს ჯარს უკრაინის საზღვართან

რუსეთი უკრაინასთან საზღვრის გასწვრივ სამხედრო ძალების დამატებას განაგრძობს. პენტაგონის წარმომადგებნელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ამ დროისთვის არცერთი რუსული სამხედრო ძალა არ იყო პირდაპირ მიმართული NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე. „შაბათ-კვირის განმავლობაშიც კი ვნახეთ, რომ ბატონმა პუტინმა დაამატა თავისი ძალები უკრაინისა და ბელორუსის საზღვარზე“, - განაცხადა პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ. ამავე თემაზე: ჯო ბაიდენი: აშშ და გერმანია რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად მუშაობენ ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს ხვდება ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცები ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდნენ. 2 000 ჯარისკაცი ევროპაში მას შემდეგ განლაგდა, რაც პენტაგონმა განაცხადა, რომ დამატებით ძალებს გაგზავნის მოკავშირეების მხარდასაჭერად. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან. ასევე წაიკითხეთ ჯონ სალივანი: დოკუმენტი, რომელიც რუსეთს გადავეცით, დიპლომატიასა და სიტუაციის დეესკალაციის გზას ეფუძნება ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა რას სთავაზობს NATO რუსეთს ენტონი ბლინკენი ლავროვს: ყველა ქვეყნის უფლებაა, თავად განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიმართუელება და ალიანსები რუსეთს გავლენის სფეროებში არამხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს და მოლდოვის დაბრუნება სურს. პუტინი ცდილობს, შეცვალოს ევროპის უსაფრთხოების რუკა პუტინი: აშშ-მ და NATO-მ ჩვენი პრინციპული მოთხოვნები უგულებელყვეს დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ ის მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. აშშ მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.

აშშ რუსეთის ტერიტორიულ წყლებში ოპერაციების განხორციელებას უარყოფს

„რუსეთის განცხადებები მათ ტერიტორიულ წყლებში ოპერაციების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება“, -ამის შესახებ აშშ-ის საზღვაო ძალების კაპიტანმა კაილ რეინსმა, აშშ-ის ინდო-წყნარი ოკეანის სარდლობის წარმომადგენელმა განაცხადა. „მე არ გავაკეთებ კომენტარს ჩვენი წყალქვეშა ნავების ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ, მაგრამ ჩვენ ვფრინავთ, ვცურავთ და უსაფრთხოდ ვმოქმედებთ საერთაშორისო წყლებში”, -აღნიშნა კაილ რეინსმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის საზღვაო ძალების ვირჯინიის კლასის წყალქვეშა ნავი 12 თებერვალს, მოსკოვის დროით დილის 10:40 საათზე წყნარი ოკეანის ფლოტის წვრთნების მიდამოში, კურილის ჯაჭვის კუნძულ ურუპთან აღმოაჩინეს.

პენტაგონი: აშშ დარწმუნებულია თავის შესაძლებლობაში, დაიცავს საკუთარ თავს, მოკავშირეებს და პარტნიორებს

აშშ დარწმუნებულია თავის შესაძლებლობაში, დაიცვას საკუთარი თავი, მოკავშირეები და პარტნიორები, მათ შორის სტრატეგიული შეკავების სფეროში, – ასე გამოეხმაურნენ პენტაგონში ვლადიმერ პუტინის მიერ რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალების სპეციალურ საბრძოლო რეჟიმზე გადაყვანას. როგორც აშშ-ის დეპარტამენტის ვებგევრდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, პენტაგონის წარმომადგენელი პუტინის ამ ნაბიჯს არასაჭიროდ აფასებს, რადგან მისი თქმით, რუსეთს არასდროს შექმნია საფრთხე NATO-დან და მით უმეტეს, უკრაინიდან. ბორელი: ევროპაში ომის ხელახლა გაჩაღების პუტინისეულ არჩევანს ჩვენ მივიჩნევთ ,,ჯუნგლების კანონის“ დაბრუნებად საქართველოს მოსახლეობამ, სამწუხაროდ, ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ომი და რას განიცდის უკრაინელი ხალხი ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს  

პენტაგონმა უკრაინაში რუსეთის წინსვლის შეფერხების მიზეზები დაასახელა

უკრაინის ეფექტიანმა და შეუპოვარმა წინააღმდეგობამ, მდგრადობასთან და ასევე, ცუდ რუსულ ლოგისტიკასთან ერთად, შეაფერხა რუსული შეჭრის პროგრესი, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა ბრიფინგზე განაცხადა. უკრაინაში გუშინდელი დღის შემდეგ, ადგილზე ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მისივე თქმით, რუსეთის საბრძოლო ძალის დაახლოებით 80% იყო გუშინ უკრაინის შიგნით, დღეს ეს არის დაახლოებით 82%. „ჩერნიგოვში, ხარკოვსა და კიევში, ინფრასტრუქტურისა და მედიასაშუალებების მისამართით რუსული სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმების ფონზე, უკრაინის მხრიდან წინააღმდეგობა გრძელდება, ეს ქალაქები თავდასხმის ქვეშაა, მაგრამ აშკარად წინააღმდეგობას ხვდებიან“, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მისივე თქმით, „უკრაინის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის შესაძლებლობები ხელუხლებელი და სიცოცხლისუნარიანი რჩება“. პენტაგონის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა დაახლოებით 450 მცირე და საშუალო მანძილის ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტა გაუშვა. „ჩვენ ვფიქრობთ, არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც [რუსები] ვერ აღწევენ იმ პროგრესს, რისი მიღწევაც მათ სურდათ”. გარდა ლოგისტიკური და სხვა პრობლემებისა, რაც უკრაინელების წინააღმდეგობის უნარით აიხსნება, ჩვენ ასევე გვჯერა, რომ [რუსები] საბრძოლო სულისკვეთების ნაკლებობას განიცდიან…აქ, სავარაუდოდ, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ალბათ, მოქმედებს, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.  24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა

პენტაგონი: ლოიდ ოსტინმა Minuteman III რაკეტის გამოცდა გადადო

თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინ მაგალითი აჩვენა, თუ როგორ უნდა მოიქცეს პასუხისმგებლიანი ბირთვული სახელმწიფო და გადადო ამერიკული Minuteman III რაკეტის დიდი ხნის დაგეგმილი საცდელი გაშვება, განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ დღეს პრესკონფერენციაზე. ოსტინის ბრძანება პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უპასუხისმგებლო ქმედებებს, რომელმაც რუსეთის ბირთვული ძალები სპეციალური მზადყოფნის რეჟიმში მოიყვანა.  „ახლა, გაზრდილი დაძაბულობის დროს, შეერთებულმა შტატებმა და საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წევრებმა სამართლიანად აღიქვეს [პუტინის ქმედებები], როგორც საშიში და უპასუხისმგებლო და ... არასაჭირო“, - განაცხადა კირბიმ. მისივე თქმით, შეერთებული შტატები და რუსეთი დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას შესაძოა, დამანგრეველი შედეგები მოჰყვეს. „ორივე ქვეყანა თანხმდება, რომ „ატომური ომი“ არ შეიძლება, იყოს მომგებიანი და ის არ უნდა იყოს გამოყენებული ბრძოლის იარაღად", - განაცხადა კირბიმ.

პენტაგონი: რუსეთის მიერ წინასწარ განლაგებული საბრძოლო ძალის 92% უკრაინაშია

როგორ ხედავს პენტაგონი მთავარ მოვლენებს უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მეცხრე დღეს, აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა ინფორმაცია ჟურნალისტებს გააცნო. რუსეთმა 500-ზე მეტი რაკეტა გაუშვა და წინასწარ განლაგებული საბრძოლო ძალის 92% ახლა უკრაინაშია. ძირითადი წინსვლა შეიმჩნევა კიევის ჩრდილოეთით ჯერ კიდევ დაახლოებით 25 კილომეტრში (16 მილი) ქალაქიდან, რუსული ძალები ჩერნიგოვისა და ხარკოვის ქალაქის ცენტრებიდან დაახლოებით 10 კილომეტრში არიან.   სამხრეთში, ხერსონში კვლავ მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის კონტროლს დაექვემდებარა. ახლა ბრძოლები მიმდინარეობს მიკოლაივის შიგნით, ოდესის ჩრდილო-აღმოსავლეთით. მოსკოვი აპირებს მარიუპოლის ალყაში მოქცევას ჩრდილოეთიდან და სანაპიროდან.   ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმა მეტყველებს რუსეთის შეჭრის "უგუნურობაზე", მაგრამ აშშ-ის შეფასებით, ამ დრომდე, რადიოაქტიური გაჟონვა არ ფიქსირდება. ასევე წაიკითხეთ: პენტაგონმა უკრაინაში რუსეთის წინსვლის შეფერხების მიზეზები დაასახელა   რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.  24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა

უკრაინაში რუსეთის წინსვლა თითქმის ყველგან შეჩერებულია - აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანი

აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსნის თქმით, უკრაინაში რუსეთის წინსვლა თითქმის ყველგან შეჩერებულია. ოფიციალური პირის თქმით, პროგრესი მეტწილად უკრაინის წინააღმდეგობის გამო შენელდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. „უკრაინის დედაქალაქ კიევში რუსეთის წინსვლაში შესამჩნევი ცვლილება არ მომხდარა, თუმცა ძალები კვლავ ჰოსტომელის აეროპორტის მიდამოებში არიან ჩარჩენილნი“, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მანვე დაამატა, რომ 50-დან 60-მდე ავტომობილისგან შემდგარი კოლონა მიემართება იზიუმისკენ, ხარკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით. მაგრამ ჯერჯერობით, არ არის იმის ნიშნები, რომ რუსეთი თავის ძალებს აძლიერებს საბრძოლო მასალებით ან ჯარით. იმავდროულად, ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სამხედრო პერსონალი, კონტრაქტორი ან სხვა მუშაკი არ იმყოფებოდა უკრაინის იავორივის სამხედრო ბაზაზე, პოლონეთის საზღვართან, სადაც რუსეთის თავდასხმის დროს, სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა. „აშშ-ის 350 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტიდან, დიდი ნაწილი უკრაინაში შაბათ-კვირას ჩავიდა, თუმცა ახალი, 200 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თავდაცვითი დახმარების გაგზავნა ჯერ არ დაწყებულა“, - განაცხადა თავდაცვის მაღალჩინოსანმა. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს პენტაგონმა უკრაინაში რუსეთის წინსვლის შეფერხების მიზეზები დაასახელა რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.  24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა 7 მარტი კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა 8 მარტი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა 9 მარტი ევროკავშირი სანქციების სიაში რუსი ოლიგარქების და დეპუტატის დამატებას დაეთანხმა 11 მარტი აშშ რუსული ალკოჰოლის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების იმპორტს კრძალავს აშშ-მ კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცოლსა და მის სრულწლოვან შვილებს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა 386 რუს დეპუტატს სანქციები დაუწესა 14 მარტს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი შეათანხმა

პენტაგონის პრესსპიკერი: დიმიტრი პესკოვის გაკეთებული განცხადება სახიფათოა

ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის მიერ გაკეთებულ განცხადებას სახიფათოს უწოდებენ პენტაგონში. ამის შესახებ ინფორმაციას BBC  BBC-ის ცნობით, პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის თქმით, ეს არ არის ის, როგორც პასუხისმგებლიანი ბირთვული ძალა უნდა მოქმედებდეს. ჯონ კირბის თქმით, პენტაგონს ამ დრომდე არ დაუფიქსირებია არაფერი ისეთი, რაც აშშ-ს სტრატეგიული შემაკავებელი პოზიციების შეცვლისკენ უბიძგებს. ასევე წაიკითხეთ: დმიტრი პესკოვმა თქვა, თუ როდის შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა ბირთვული იარაღი

პენტაგონი: რუსულ ჯარს უკრაინაში საწვავის მარაგთან და საკვებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს

რუსულ საოკუპაციო ჯარს უკრაინაში საკვებისა და საწვავის მარაგები ეწურება, - ამის შესახებ პენტაგონში გამართულ დახურულ ბრიფინგზე უწყების მაღალჩინოსანმა განაცხადა. „რუსულ ჯარს მარაგთან და საკვებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ეს არის მსხვილი და მასშტაბური ოპერაცია, რომელიც ერთი თვეა მიმდინარეობს, თუმცა მარაგების შევსების პრობლემა ამ დრომდე გადაუჭრელია. ზოგიერთი რუსი ჯარისკაცი იყინება, იმიტომ რომ ცივი ამინდისთვის აუცილებელი აღჭურვილობა არ აქვთ. მოყივნის გამო მათ ფრონტის წინა ხაზის დატოვება უწევთ. ამას ემატება საწვავისა და საკვების პრობლემა“, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა. ასევე წაიკითხეთ: პენტაგონის პრესსპიკერი: დიმიტრი პესკოვის გაკეთებული განცხადება სახიფათოა

პენტაგონმა დაადასტურა, რომ კრამატორსკის სადგურზე სარაკეტო დარტყმა რუსულმა ჯარმა მიიტანა

პენტაგონმა დაადასტურა, რომ კრამატორსკის სადგურზე სარაკეტო დარტყმა რუსულმა ჯარმა მიიტანა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პენტაგონის მაღალჩინოსანმა განუცხადა. „რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვჯერა რუსული მხარის, რომლებმაც თქვეს, რომ ეს მათ არ ჩაუდენიათ. თავდაპირველად მათ წარმატებული სარაკეტო დარტყმის შესახებ განაცხადეს, უარყოფა კი მას შემდეგ დაიწყეს, რაც დარტყმის შედეგები გახდა ცნობილი. ჩვენი ინფორმაციით, კრამატორსკზე შეტევისთვის რუსეთი მე-18 მოტომსროლელ დივიზიას გამოიყენებს, რომელიც 2021 წელს ჩამოყალიბდა. კრამატორსკი აღმოსავლეთ უკრაინის მთავარი სარკინიგზო კვანძია. ჩვენ ვხედავთ ქვედანაყოფებისა გადაადგილებას და ძალის გამოყენებას ამ ზონაში“, - აცხადებს პენტაგონის მაღალჩინოსანი. 8 აპრილს ავიადარტყმის დროს კრამატორსკის სადგურზე დაახლოებით 4000 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ევაკუაციას ელოდებოდნენ. სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა 52 ადამიანი, 109 კი დაშავდა. ასევე წაიკითხეთ ზურაბიშვილი: რუსეთის სისასტიკე კრამატორსკში, კაცობრიობის ისტორიაში შავ ფურცლად დარჩება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ოკუპანტებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურს ისკანდერის რაკეტით დაარტყეს

პენტაგონის განმარტება უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემაზე

პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემაზე კომენტარი განმარტა და განაცხადა, რომ შეცდომას ნანობს.  „შეცდომით ვთქვი, რომ მათ მთლიანი თვითმფრინავი გადაეცათ. ვნანობ შეცდომის გამო. უკრაინელებმა მიიღეს შეერთებული შტატების კოორდინაციისა და უზრუნველყოფის მეშვეობით საკმარისი სათადარიგო ნაწილები და დამატებითი აღჭურვილობა“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.  „უკრაინელებმა შეერთებული შტატების მხრიდან კოორდინაციის გზით მიიღეს საკმარისი სათადარიგო ნაწილები და დამატებითი აღჭურვილობა, რითაც შეძლეს თავიანთ ფლოტში უფრო მეტი ფიქსირებული ფრთიანი თვითმფრინავის ექსპლუატაციაში ჩართვა, ვიდრე მათ ჰქონდათ თუნდაც 2-3 კვირის წინ“, - დაამატა კირბიმ. შეგახსენებთ, 19 აპრილს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ტელეკომპანია CNN-თან განაცხადა, რომ აშშ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა უკრაინას იარაღი უპრეცედენტო სიჩქარით მიაწოდოს. ამავე დღეს, პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინა იღებს მოიერიშე თვითმფრინავებს, ნაწილებს საჰაერო ძალების გასაძლიერებლად. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის უმეტესი ნაწილი უკრაინას უკვე გადაეცა, მათ შორის საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალები და ჯავშანტექნიკა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.  

ჯონ კირბი: ჰაუბიცების ნახევარზე მეტი, რომელიც აშშ-მ უკრაინისთვის გამოყო, უკვე ქვეყანაშია შეტანილი

"შორი მოქმედების 90 ჰაუბიცის რაოდენობის ნახევარზე მეტი, რომელსაც აშშ უკრაინას უგზავნის, უკვე შეტანილია ქვეყანაში", - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. „დღეს, სრული რაოდენობის დასახელების გარეშე გეტყვით, რომ ამ ჰაუბიცების ნახევარზე მეტი უკვე უკრაინაშია.  ჰაუბიცების გამოყენების მიზნით მომზადება 50-მა უკრაინელმა გაიარა. ისინი ქვეყანაში დაბრუნდებიან და ცოდნას საკუთარ თანაგუნდელებს გაუზიარებენ“, - განაცხადა კირბიმ. შეგახსენებთ, 19 აპრილს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ტელეკომპანია CNN-თან განაცხადა, რომ აშშ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა უკრაინას იარაღი უპრეცედენტო სიჩქარით მიაწოდოს. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.  ასევე წაიკითხეთ: „ფენიქსის აჩრდილი“: რა არის ცნობილი უკრაინისთვის შექმნილი ამერიკული დრონების შესახებ ჯონ კირბი: აშკარაა, რომ რუსეთის ძალები ქალაქ ბუჩაში მომხდარ სისასტიკეზე პასუხისმგებელნი არიან ჯონ კირბი: ძალიან გვინდა, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ პენტაგონის პრესსპიკერი: რუსეთის ძალები ქმნიან პირობებს უფრო მასშტაბური და ღია თავდასხმებისთვის უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში  

ჯონ კირბი: მოვუწოდებთ ამერიკელებს, არ გაემგზავრნონ უკრაინაში, ეს არის მიმდინარე ომის ზონა

`კვლავ მოვუწოდებთ ამერიკელებს, არ გაემგზავრნონ უკრაინაში. ეს არის მიმდინარე ომის ზონა. ეს არ არის ადგილი, სადაც ამერიკელები უნდა წავიდნენ", - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ. ჯონ კირბიმ ამერიკელები გააფრთხილა, თავი შეიკავონ უკრაინაში გამგზავრებისგან. „ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ამერიკელებს, არ გაემგზავრნონ უკრაინაში. ეს არის მიმდინარე ომის ზონა. ეს არ არის ადგილი, სადაც ამერიკელები უნდა წავიდნენ“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ. ცნობისთვის, 22 წლის უილი ჯოზეფ ქენსელი, რომელიც 25 აპრილს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს მოკლეს, უკრაინაში მარტის მეორე ნახევარში ჩავიდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. BBC: უკრაინაში რუსმა სამხედროებმა ჰუმანიტარულ დახმარებაში ჩართული ორი ბრიტანელი მოხალისე დააკავეს  

რა დამატებით შეიარაღებას მიიღებს უკრაინა აშშ-სგან - პენტაგონის სია

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, კოლინ კალმა განმარტა, რას მოიცავს უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარების ახალი, $700 მილიონიანი პაკეტი. მისი თქმით, უახლესი პაკეტი, სავარაუდოდ, ბოლო არ იქნება, რომლის ფარლებშიც უკრაინა დახმარებას მიიღებს. უფრო კონკრეტულად კიევი მიიღებს: ოთხი მაღალი მობილობის საარტილერიო მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა M142 (HIMARS). HIMARS-ის ოთხი სისტემის გარდა, პაკეტი მოიცავს არტილერიის საწინააღმდეგო 5 სარადარო სისტემას; საჰაერო მეთვალყურეობის ორ რადარს; 1000 ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინს“ და 50 გამშვებ დანადგარს; 6000 ჯავშანტექნიკის საწინააღმდეგო იარაღს; ასევე, 15 000 საარტილერიო ჭურვს; მი-17 ტიპის ოთხ ვერტმფრენს; 15 ტაქტიკურ სატრანსპორტო საშუალებას, დამატებით სათადარიგო ნაწილებსა და აღჭურვილობას.   ჯო ბაიდენმა უკრაინისათვის დახმარების ახალი პაკეტი წარადგინა ბლინკენის განცხადებით, უკრაინა აშშ-ის მიწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ გამოიყენებს „ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს უკრაინასთან და გავზრდით დამატებით ხელმისაწვდომ სისტემებსა და შესაძლებლობებს მისი თავდაცვის მხარდასაჭერად”, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ. „ეს, რა თქმა უნდა, ის სისტემებია, რომლის გამოსაყენებლადაც უკრაინელებს დასჭირდებათ წვრთნის გავლა. ვფიქრობთ, რომ ამას დაახლოებით, სამი კვირა დასჭირდება. მათ უნდა იცოდნენ არამხოლოდ, როგორ გამოიყენონ სისტემები, არამედ, რა თქმა უნდა, როგორ შეინარჩუნონ სისტემა“, - აღნიშნა კოლინ კალმა. ლოიდ ოსტინი: საჰაერო თავდაცვა უკრაინაში ომის კრიტიკული ასპექტია. შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემები გადამწყვეტ როლს თამაშობენ საერთო ჯამში, შეერთებულმა შტატებმა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, უკრაინას უსაფრთხობის მიმართულებით დაახლოებით $5.3 მილიარდის დახმარება გაუწია. მათ შორის ქვეყანამ დაახლოებით $4.6 მილიარდი რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ მიიღო. ახლახან კონგრესმა დაამტკიცა და პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დამატებით, 40 მილიარდ დოლარის გამოყოფას უკრაინისთვის. „ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები 40-ზე მეტი ქვეყნიდან, შემოგვიერთდნენ, რათა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა მძიმე იარაღით, საბრძოლო მასალისა და უსაფრთხოების სხვა მნიშვნელოვანი დახმარებით“, - დაამატა კოლინ კალმა. აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

ლოიდ ოსტინი: აშშ მზადაა, მიაწოდოს უკრაინას ყველაფერი, რაც ტერიტორიის დასაცავად სჭირდება

აშშ მზად არის, მიაწოდოს უკრაინას ყველაფერი და დაეხმაროს მას წარმატების მიღწევაში, - პენტაგონის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ტაილანდში ვიზიტისას გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „აშშ მზად არის, მიაწოდოს უკრაინას ყველაფერი და დაეხმაროს მას წარმატების მიღწევაში. გვყავს მთელ მსოფლიოში პარტნიორები, რომლებიც მზად არიან, რეალურად დაეხმარონ უკრაინას“, – აღნიშნა ლოიდ ოსტინმა. უკრაინამ იმ იარაღის ჩამონათვალი გაავრცელა, რომელიც ქვეყნის არმიას ომის დასასრულებლად სჭირდება ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

უკრაინა აშშ-სგან დამატებით, $450 მილიონის უსაფრთხოების დახმარებას მიიღებს

აშშ-მ უკრაინისთვის დამატებით, $450 მილიონის უსაფრთხოების დახმარების შესახებ გამოაცხადა. პენტაგონის ინფორმაციით, დახმარების ახალ პაკეტშია: 4 მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა (HIMARS), 105-მილიმეტრიან 36 000  ვაზნას, 155-მილიმეტრიანი საარტილერიო იარაღის ასაზიდად 18 საბუქსირე ტაქტიკური მანქანა, 1200 ნაღმმტყორცნი, 2000 ტყვიამფრქვევი,  18 სანაპირო და საპატრულო კატარღა; სათადარიგო ნაწილები და სხვა აღჭურვილობა. პენტაგონის ცნობით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, აშშ-მ უკრაინას $6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება გაუწია. უკრაინამ ამერიკული მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემები (HIMARS) პირველი პარტია 23 ივნისს მიიღო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ლოიდ ოსტინი: საჰაერო თავდაცვა უკრაინაში ომის კრიტიკული ასპექტია. შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემები გადამწყვეტ როლს თამაშობს

უკრაინისთვის დამატებითი დახმარების აღმოჩენის საკითხზე საუბრისას, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემები გადამწყვეტ როლს თამაშობენ. ლოიდ ოსტინის განცხადებით, საჰაერო თავდაცვა მთლიანად ამ ომის კრიტიკული ასპექტია. თავდაცვის მდივნის თქმით, რუსეთი ცდილობდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის განეიტრალებას, მაგრამ ეს მიზანი აშკარად ვერ განახორციელეს. და, იქედან გამომდინარე, რომ უკრაინას აქვს მნიშვნელოვანი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები, მათ შეძლეს, რომ რუსეთს ვერ მოეპოვებინა უპირატესობა ამ მიმართულებით. აშშ განაგრძობს ამ საკითხზე ფოკუსირებას. ლოიდ ოსტინმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში აშშ უკრაინას დამატებით შესაძლებლობებს მიაწვდის. მათ შორის, განიხილება შორსმსროლელი საარტილერიო საშუალება. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ მივაწვდით მათ ამ შესაძლებლობებს... მუშაობა მიმდინარეობს“, - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა კანადელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. „სიამაყით აღვნიშნავ, რომ პრეზიდენტმა ახლახან სთხოვა 16 მილიარდი აშშ დოლარი თავდაცვის დეპარტამენტს, რათა გადაეჭრა უკრაინის თავდაცვის საჭიროებები მომდევნო, გადამწყვეტ კვირებში. ეს დამატებითი მოთხოვნა მოიცავს 6 მილიარდ აშშ დოლარს დამატებით უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივისთვის, რომელიც გვეხმარება, უზრუნველვყოთ იარაღი და სისტემები უკრაინისთვის, და 5 მილიარდი აშშ დოლარი, რაც საშუალებას გვაძლევს გავაგრძელოთ კრიტიკული მასალების მიწოდება ჩვენი საკუთარი ინვენტარიდან და სხვა, 5 მილიარდი დოლარი დაგვეხმარება NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაში“, - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.  შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა კონგრესს, უკრაინის დასახმარებლად $33 მილიარდიანი პაკეტის დამტკიცება სთხოვს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ამავე თემაზე „ფენიქსის აჩრდილი“: რა არის ცნობილი უკრაინისთვის შექმნილი ამერიკული დრონების შესახებ ჯონ კირბი: ჰაუბიცების ნახევარზე მეტი, რომელიც აშშ-მ უკრაინისთვის გამოყო, უკვე ქვეყანაშია შეტანილი

პენტაგონი: აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების პროცესს დააჩქარებს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვს ტელეფონით ესაუბრა. სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. მხარეებმა უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის ბოლო შეხვედრის შედეგები და უკრაინას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიმდინარე დახმარება განიხილეს. ლოიდ ოსტინმა უკრაინისთვის ახალი დახმარება დააანონსა მდივანმა ოსტინმა დაარწმუნა მინისტრი რეზნიკოვი, რომ შეერთებული შტატები უკრაინისთვის აღჭურვილობის მიწოდების მიზნით, რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედებს. მინისტრმა რეზნიკოვმა მდივან ოსტინს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ადგილზე არსებული ვითარების შესახებ. როგორც ცნობილია, თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინისთვის უსაფრთხოების განკუთვნილი კიდევ ერთი დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადა. პაკეტი მოიცავს დამატებით, მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს, საბრძოლო მასალას და Phoenix Ghost-ის უპილოტო საჰაერო სისტემების მნიშვნელოვან რაოდენობას. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

აშშ უარყოფს რუსეთის განცხადებას, რომ უკრაინელებს ექვსი HIMARS-ი გაუნადგურეს

პენტაგონში უარყოფენ რუსეთის ფედერაციის განცხადებას, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინელებს ექვსი HIMARS-ი გაუნადგურეს. ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა ტოდ ბრესილმა განაცხადა.  „ჩვენთვის ცნობილია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის შოიგუს განცხადება, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება“, - განაცხადა სპიკერმა.  მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები HIMARS-ებს „ზუსტად და ეფექტურად იყენებენ“.  2 აგვისტოს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ ე.წ. სელექტორულ თათბირზე განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინაში მიმდინარე „სპეცოპერაციისას“ გაანადგურეს ამერიკული სარაკეტო სისტემის, HIMARS-ის 6 გამშვები დანადგარი და 200-ზე მეტი რაკეტა. შოიგუს განცხადება უკრაინის არმიის სარდლობამ უარყო.  

პენტაგონი: ჩინეთი მომდევნო 2 წლის განმავლობაში ტაივანში შეჭრას არ გეგმავს

პენტაგონს არ შეუცვლია პოზიცია იმის შესახებ, რომ ჩინეთი არ გეგმავს ტაივანში შეჭრას მომდევნო ორი წლის განმავლობაში, განაცხადა თავდაცვის დეპარტამენტის უმაღლესმა პოლიტიკის ოფისმა, მიუხედავად იმისა, რომ პეკინმა გასულ კვირას დაიწყო უპრეცედენტო სამხედრო წვრთნები კუნძულის გარშემო. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე პოლიტიკის საკითხებში კოლინ კალიმ განაცხადა, რომ „აშკარაა, რომ პეკინი ცდილობს, შექმნას ერთგვარი ახალი ნორმა, რათა სცადოს ტაივანის იძულება, მაგრამ ასევე გულწრფელად გამოიწვიოს საერთაშორისო საზოგადოება, თუ გავითვალისწინებთ ტაივანის სრუტის მნიშვნელობას გლობალური ეკონომიკისთვის“, - დაამატა კოლინ კალმა. მისივე თქმით, ჩინეთის რეაქცია პელოსის ვიზიტზე იყო ხელოვნური კრიზისი, რადგან აშშ-ის წარმომადგენლები რეგულარულად სტუმრობენ ტაივანს. „ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა“, - აღნიშნა კალიმ. ჩინეთის მიერ სამხედრო ძალის დემონსტრირების ფონზე, ტაივანი საარტილერიო წვრთნებს ატარებს. ტაივანი ჩინეთის შეჭრის გეგმაზე მიუთითებს. ჩინეთის ხუთი ნაბიჯი ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ ჩინეთი არასოდეს გამორიცხავდა ტაივანის ძალით აღებას. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვან ვენბინმა ორშაბათს განაცხადა, რომ ჩინეთი ჩვეულებრივ, სამხედრო წვრთნებს „ჩვენს წყლებში“ ღია, გამჭვირვალე და პროფესიონალურად ატარებს და დამატა, რომ ტაივანი ჩინეთის ნაწილია. თავის მხრივ, ტაივანი უარყოფს ჩინეთის პრეტენზიებს და ამბობს, რომ მხოლოდ ტაივანის ხალხს შეუძლია, გადაწყვიტოს კუნძულის მომავალი. ვინ ცნობს ტაივანს ჩინეთი ტაივანს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს და პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაიბრუნებს, მაგრამ ტაივანის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა. ტაივანს საკუთარი კონსტიტუცია აქვს. ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით, 300 000 ჯარისკაცი. ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობა წმინდა საყდართან (ვატიკანი) და გაერთიანებული ერების 193 წევრ სახელმწიფოდან, 13-თან აქვს. ესენია: სვაზილენდი, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, ნაურუ, პალაუ, პარაგვაი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ასევე, ტუვალუ. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი

შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ანტისარადარო რაკეტები მიაწოდა

პენტაგონის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ანტისარადარო რაკეტები გაუგზავნა. CNN-ის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თავდაცვის დეპარტამენტმა  აღიარა აქამდე უცნობი რაკეტების მიწოდების შესახებ, რაც შესაძლოა, გამოყენებული იყოს რუსულ სარადარო სისტემებზე დასამიზნებლად. თავდაცვის მდივნის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში კოლინ კალიმ არ დააზუსტა რაოდენობა, თუმცა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას AGM-88 ტიპის მაღალსიჩქარიანი ანტი-რადიაციული რაკეტა (HARM) მიაწოდა. მას აქვს 30 მილზე მეტი მოქმედების მანძილი, რაც აშშ-ის საჰაერო ძალების თანახმად, ერთ-ერთ უფრო შორი მოქმედების იარაღად აქცევს, რომელიც აშშ-მ უკრაინას დღემდე მიუწოდებია.  რაკეტების გამოყენება შესაძლებელია რუსულ საზენიტო სარადარო სისტემებზე დასამიზნებლად, როგორიცაა S-400, რამაც ძალიან გაართულა უკრაინის საჰაერო ძალების მოქმედება. რაკეტებს შეუძლიათ დამიზნება რუსული კონტრ-ბატარეის რადარებზე, რომლებსაც რუსეთი უკრაინულ არტილერიაზე დასამიზნებლად იყენებს. კოლინ კალიმ აღნიშნა, რომ ეს დახმარება ერთ-ერთ ნოლო პაკეტში შედიოდა. 9 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ აშშ-მ უკრაინას დამატებით $1მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო. აშშ-ის მიერ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების ღირებულებამ $9,8 მილიარდ დოლარს მიაღწია. პენტაგონში აცხადებენ, რომ ბრძოლის ველზე უკრაინის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად აშშ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან იმუშავებს, რათა უკრაინას საჭირო აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა გადასცეს.

პენტაგონი უკრაინისთვის 182 მილიონი დოლარის ღირებულების საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ნასამს“ შეიძენს

პენტაგონი უკრაინისთვის 182 მილიონი დოლარის ღირებულების საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ნასამს“ შეიძენს. როგორც ცნობილია, სისტემების მიწოდების ბოლო თარიღად 2024 წლის 23 აგვისტო განისაზღვრა. ამას გარდა, აშშ უკრაინას დამატებით სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალასა და სხვა სამხედრო აღჭურვილობებებს გადასცემს. ოლექსი არესტოვიჩი: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მეოთხე ეტაპი დაიწყო ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

აშშ უკრაინის დასახმარებლად HIMARS-ის წარმოებას გაზრდის - პენტაგონი

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მე-7 თვეს, აშშ აცხადებს, რომ HIMARS -ის სარაკეტო სისტემების წარმობას გაზრდის, რათა უკრაინას დაეხმაროს. ამის შესახებ პენტაგონის პრეს-სამსახური იუწყება.  ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის სარაკეტო ტერორს დავძლევთ, როცა აშშ-სგან NASAMS-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს მივიღებთ „ჩვენ უკვე მივიღეთ $400 მილიონი HIMARS-ებისა და GMLRS-ების მარაგების შესავსებად პენტაგონის საწყობში. ამის გარდა, დაგეგმილია $200 მილიონის გამოყოფა წარმოების გფართოებისა და დაჩქარების მიზნით,“ - განაცახდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვილიამ ლაპლანტმა.  აშშ უკრაინას, დამოუკიდებლობის დღეს $3 მილიარდის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს - მედია

პენტაგონი: რუსეთი ჯარის რაოდენობის გაზრდას ალბათ ვერ შეძლებს

პენტაგონის ოფიციალური პირის თქმით, კრემლის მცდელობები არმიის გაფართოების შესახებ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ წარმატებას მიაღწევს. აშშ-ის თავდაცვის მაღალი რანგის ოფიციალური პირის თქმით, რუსეთს სურს თავისი ჯარის 137,000-დან 1,5 მილიონამდე გაზრდა, თუმცა რუსეთს ამ დრომდე არ მიუღწევია მსგავსი საკადრო მიზნისთვის. „რუსეთის მცდელობა ალბათ ვერ იქნება წარმატებული, რადგან რუსეთმა ამ დრომდე ვერ მიაღწია არმიის დაგეგმილ რიცხვსა და სიძლიერეს. სინამდვილეში, უკრაინაში შეჭრამდე, არმია არ იყო სრულად დაკომპლექტებული შესაძლოა, 150,000 ჯარისკაცით”, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა. აშშ-ის ოფიციალური პირების შეფასებით, რუსეთმა 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში 60,000-დან 80,000-მდე ჯარისკაცი დაკარგა. 25 აგვისტოს პუტინმა რუსეთის არმიის 2 მილიონამდე გაზრდის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.  

პენტაგონის შეფასებით, ბრძოლის ველზე უკრაინელებს ნელი, მაგრამ მნიშვნელოვანი პროგრესი აქვთ

პენტაგონის შეფასებით, უკრაინული ძალები „ნელ, მაგრამ მნიშვნელოვან პროგრესს“ აღწევენ ბრძოლის ველზე და ამჟამად სამხრეთში უკეთესად მოქმედებენ, ვიდრე რუსი სამხედროები. ამის შესახებ Reuters-ი წერს. „მე ვფიქრობ, რომ უკრაინელები ნელ, მაგრამ მნიშვნელოვან პროგრესს აღწევენ. ჩვენ ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ უკრაინის მხარეს ახლა უკეთესად მიდის საქმეები სამხრეთში, ვიდრე რუსეთის მხარეს“, - განაცხადა თავდაცვის მდივნის მოადგილემ, კოლინ კალმა Defense News-ის მიერ გამართულ ღონისძიებაზე. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

WP: პენტაგონი უკრაინისთვის $675 მილიონის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადებს

Washington Post-ის ცნობით, პენტაგონი უკრაინისთვის 675 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადებს. მედია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, დახმარებაში სხვადასხვა აღჭურვილობასთან ერთად შედის დამატებითი ჭურვები HIMARS-ის სისტემებისთვის. პენტაგონის შეფასებით, უკრაინული ძალები „ნელ, მაგრამ მნიშვნელოვან პროგრესს“ აღწევენ ბრძოლის ველზე და ამჟამად სამხრეთში უკეთესად მოქმედებენ, ვიდრე რუსი სამხედროები. ამის შესახებ Reuters-ი წერს. „მე ვფიქრობ, რომ უკრაინელები ნელ, მაგრამ მნიშვნელოვან პროგრესს აღწევენ. ჩვენ ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ უკრაინის მხარეს ახლა უკეთესად მიდის საქმეები სამხრეთში, ვიდრე რუსეთის მხარეს“, - განაცხადა თავდაცვის მდივნის მოადგილემ, კოლინ კალმა Defense News-ის მიერ გამართულ ღონისძიებაზე. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

რა დამატებით შეიარაღებას უგზავნის აშშ უკრაინას

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა იმ იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის სია, რომლებიც უკრაინას 675 მილიონი დოლარის ღირებულების უსაფრთხოების ახალი პაკეტის ფარგლებში მიეწოდება. აშშ-მ უკრაინისთვის $675 მილიონის სამხედრო დახმარება დაამტკიცა პენტაგონის განცხადებით, უსაფრთხოების დახმარების ახალი პაკეტი „უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კრიტიკულ საჭიროებებს დააკმაყოფილებს“. დამატებითი საბრძოლო მასალა მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS); ოთხი 105მმ-იანი ჰაუბიცა და 36000 საარტილერიო ტყვია დამატებითი მაღალსიჩქარიანი ანტირადიაციული რაკეტები (HARM) 100 დაჯავშნული მაღალი მობილურობის მრავალფუნქციური ბორბლიანი მანქანა (HMMWV) მცირე იარაღის საბრძოლო მასალის 1,5 მილიონი ტყვია; 1000 155მმ-იანი დისტანციური ჯავშანტექნიკის ნაღმების (RAAM) სისტემები დამატებითი ყუმბარმტყორცნები და მცირე ზომის იარაღი 50 ჯავშანტექნიკა ღამის ხედვის მოწყობილობები და სხვა საველე აღჭურვილობა მთლიანობაში, შეერთებულმა შტატებმა 2021 წლის იანვრიდან, უკრაინა უზრუნველყო დაახლოებით, 15,2 მილიარდი აშშ დოლარის დახმარებით. 2014 წლიდან, შეერთებულმა შტატებმა 17,2 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია უკრაინას და 14,5 მილიარდ დოლარზე მეტი - რუსეთის არაპროვოცირებული და სასტიკი ომის დაწყებიდან. 

პენტაგონი: უკრაინის წარმატებული კონტრშეტევით, ვინმე თუ იყო გაოცებული, სავარაუდოდ, ეს რუსები იყვნენ

უკრაინის წარმატებული კონტრშეტევით, ვფიქრობ, ვინმე თუ იყო გაოცებული, სავარაუდოდ, ეს რუსები იყვნენ, – ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, პეტ რაიდერმა განაცხადა. უკრაინელებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს - ბაიდენი „ვფიქრობ, ვინმე თუ იყო გაოცებული, სავარაუდოდ, ეს რუსები იყვნენ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან, ჩვენ ვნახეთ, როგორ გამოავლინეს უკრაინელებმა გამაოგნებელი ადაპატიციის უნარი და საბრძოლო შესაძლებლობის გამოყენების ეფექტურობა. ამიტომ, ჩვენთვის გასაკვირი არ არის, რომ ისინი ისე სწრაფად მოქმედებენ, როგორც ვნახეთ“, – განაცხადეს პენტაგონში. ვოლოდიმირ ზელენსკი: დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენს დროშასთან ერთად, ნორმალური ცხოვრება ბრუნდება ISW: უკრაინამ ხარკოვის თითქმის მთლიანად დაბრუნებით, ომის მსვლელობაში გარდატეხა შეიტანა უკრაინის გენშტაბი: ჩვენმა ჯარისკაცებმა ერთ დღეში ოკუპანტებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

პენტაგონი: ვლადიმერ პუტინი იძულებული იქნება, უკრაინაში ომის მიზნები შეცვალოს

 პენტაგონის დაზვერვის ხელმძღვანელის, სკოტ ბერიერის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი იძულებული იქნება უკრაინაში ომის მიზნები შეცვალოს. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი: რუსები სამხედრო დანაშაულებს სჩადიან ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე „რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იძულებული იქნება შეცვალოს უკრაინაში ომის მიზნები, რადგან სამხედრო მარცხი და რესურსების ნაკლებობა ადასტურებს რუსეთის უუნარობას მიაღწიოს კრემლის თავდაპირველ ზრახვებს“, - განაცხადა ბერიერმა. მიხაილო პოდოლიაკის თქმით, დასავლეთი შესაძლოა, იძულებული გახდეს, კიევს მეტი იარაღი მიაწოდოს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

პენტაგონი „რეფერენდუმებზე“: მოსკოვი ყურადღების გადატანას ცდილობს იმ რთული მდგომარეობიდან, რომელშიც რუსი სამხედროები არიან

პენტაგონის შეფასებით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი რეფერენდუმი „საინფორმაციო ოპერაციაა“. პენტაგონმა განაცხადა, რომ თვითგამოცხადებული ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების ლიდერების განცხადებები რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, უკრაინის წარმატებული კონტრშეტევის შემდეგ ყურადღების გაფანტვას ემსახურება. „ეს უბრალოდ საინფორმაციო ოპერაციაა, რომელიც მიზნად ისახავს ყურადღების გადატანას იმ რთული მდგომარეობიდან, რომელშიც ამჟამად იმყოფებიან რუსი სამხედროები“, - განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა, ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა სამშაბათს პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე. რაიდერმა აღნიშნა, რომ რეფერენდუმი რუსული სახელმძღვანელოს ნაწილია. რაიდერის თქმით, ყალბ რეფერენდუმებს არ ექნება არანაირი სანდოობა და არ იმოქმედებს აშშ-ის მხარდაჭერაზე უკრაინის მიმართ. თავის მხრივ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს ტერიტორიებზე, რომლის ანექსიასაც ცდილობს. „რეფერენდუმები“ სავსე იქნება მანიპულაციებით და რუსეთი, ახლა თუ მომავალში, შეეცდება მათ გამოყენებას ტერიტორიების ანექსიის საბაბად. „რეფერენდუმები“ არ მისცემს რუსეთს უპირატესობას უკრაინასთან მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს არის ქვეყნის ქმედება, რომელმაც სამხედრო და დიპლომატიური წარუმატებლობები განიცადა, - განაცხადა ჯეიკ სალივანმა.  ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ. მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ.

პენტაგონმა უკრაინისთვის კამიკაძე-დრონების მიწოდებას ხელი მოაწერა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, პენტაგონმა ხელი მოაწერა 2,2 მილიონ დოლარიან კონტრაქტს, რომელიც უკრაინისთვის კამიკაძე დრონების (Switchblade 600) მიწოდებას ითვალისწინებს. Switchblade 600-ს 40 კილომეტრის ფრენის დიაპაზონი აქვს და შეუძლია, ჰაერში დარჩეს 40 წუთამდე. ზუსტად როდის მიიღებს უკრაინა ამ დრონებს, უცნობია. Switchblade 300-ისა და Switchblade 600-ის მოძრავი საბრძოლო მოწყობილობები ცნობილია, როგორც კამიკაძე-დრონები. ისინი შექმნილია როგორც ჯავშანტექნიკის, ასევე, ქვეითი დანაყოფის გასანადგურებლად. ამერიკული მედია აპრილში წერდა, რომ ამ მაღალტექნოლოგიური სამხედრო მოწყობილობის გადაცემის გადაწყვეტილებას ამერიკის მაღალ ეშელონებში ბოლო მომენტამდე განიხილავდნენ. უპილოტო საფრენ აპარატ Switchblade-ს აწარმოებს კომპანია AeroVironment, რომელიც ვაშინგტონის გარეუბანში მდებარეობს. მისი დამკვეთია აშშ-ის საჰაერო ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობა. კომპანია უკრაინის მიმართ მხარდაჭერას ღიად გამოხატავს.   

პენტაგონი: საქართველოსთვის 26 ტონა უსაფრთხოების დახმარების მიწოდება, ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება

ექსკლუზივი Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი განმარტავს, რომელი პროგრამის ნაწილია, 22 სექტემბერს, საქართველოსთვის 11.5 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობის გადაცემა. „26 ტონა უსაფრთხოების დახმარების მიწოდება პირველ რიგში, პარტნიორთა შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის (Building Partner Capacity Section 333 Program) (10 USC $ 333) დაფინანსებული დახმარებაა. პარტნიორთა შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამა დიდი ხანია, ემსახურება პარტნიორობის დამყარებას უცხო ქვეყნებთან და წვრთნისა და აღჭურვილობის უზრუნველყოფის გზით, პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობების გაზრდას“, - განუცხადა Europetime-ს პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.  ამერიკის საელჩომ 22 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ძალებს 11.5 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა. რა არის Building Partner Capacity Section 333 Program - უფრო მეტი პროგრამის შესახებ თავდაცვის მდივანი უფლებამოსილია, განახორციელოს ან მხარი დაუჭიროს პროგრამას ან პროგრამებს ერთი ან მეტი უცხო ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ძალებისთვის სწავლებისა და აღჭურვილობის უზრუნველსაყოფად, ამ ძალების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით განახორციელონ ერთი ან მეტი შემდეგი აქტივობა: კონტრტერორისტული ოპერაციები მასობრივი განადგურების ოპერაციების საწინააღმდეგო იარაღი კონტრტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის ოპერაციები საზღვაო და სასაზღვრო უსაფრთხოების ოპერაციები სამხედრო დაზვერვის ოპერაციები ოპერაციები ან აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს საერთაშორისო კოალიციის ოპერაციას, რომელიც მდივნის მიერ არის განსაზღვრული, შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების შესაბამისად.

აშშ უკრაინაში, საბრძოლო მასალის ახალ პარტიას აგზავნის

პენტაგონის პრესსამსახურის ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინელი სამხედროებისთვის საბრძოლო მასალის მორიგ პარტიას ამზადებს. პენტაგონი: პუტინის ბირთვული რიტორიკა გავლენას არ მოახდენს უკრაინის დახმარებაზე "დელავერის დოვერის საჰაერო ძალების ბაზაზე ჩასული სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედროები საბრძოლო მასალის პაკეტებს უკრაინაში გასაგზავნად ტვირთავენ", - ნათქვამია ინფორმაციაში. ამასთან, პენტაგონში აცხადებენ, რომ სამხედრო დამხარება უკრაინაში C-17 Globemaster III-ით გაიგზავნება. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.  რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ლოიდ ოსტინი: უკრაინა, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რაც შეიძლება სწრაფად მიიღებს

უკრაინის საკითხთან დაკავშირებული საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც დღეს NATO-ს თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში შეიკრიბა, მზადაა, უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდოს.  ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა დღეს ბრიუსელში საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იუწყება Ukrinform-ის კორესპონდენტი. „უკრაინა საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიიღებს რაც შეიძლება სწრაფად, რამდენადაც მათი მიწოდება ფიზიკურად არის შესაძლებელი. ეს არის მთავარი პრიორიტეტები, რაზეც ჩვენ გავამახვილებთ ყურადღებას“, - განაცხადა ოსტინმა. ამასთან, ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრის ყველა მონაწილეს - 50 ქვეყანას ესმის უკრაინელების შეშფოთება მათი სახლებისა და ოჯახების უსაფრთხოებაზე.   

ლოიდ ოსტინი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგ შეხვედრას უმასპინძლებს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი მომავალ კვირას უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (ცნობილი, როგორც რამშტეინი) მეშვიდე შეხვედრას უმასპინძლებს. „ამ შეხვედრას ვირტუალურად უმასპინძლებს პენტაგონი, რაც საშუალებას მისცემს მდივანს და თავდაცვის მინისტრებს 50-მდე ქვეყნიდან, განიხილონ ძალისხმევა უკრაინის და მისი სუვერენიტეტის დასაცავად“, - განაცხადა პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ საბრინა სინგმა. რას მოიცავს აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის რამშტეინის ბოლო შეხვედრა 12 ოქტომბერს ბრიუსელში შედგა. ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, დასავლეთის მიერ მოწოდებული იარაღის მხარდაჭერით, ომის დინამიკა შეცვალეს.  

პენტაგონი, HIMARS-ის მარაგების შესავსებად $520 მილიონს დახარჯავს

აშშ-ის არმიამ, კომპანია Lockheed Martin-თან $520 მილიონის მოცულობის რამდენიმე კონტრაქტი გააფორმა. ეს თანხა მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ის რესურსების შევსებაზე დაიხარჯება.  აშშ-მა უკრაინისთვის ახალი, $1.1 მილიარდიანი დახმარების შესახებ გამოაცხადა, რომელიც HIMARS-ის სარაკეტო სისტემებსაც მოიცავს „ეს კონტრაქტი საშუალებას გვაძლევს შევავსოთ ჩვენი საკუთარი მარაგი და ამავდროულად მივაწოდოთ კრიტიკულად აუცილებელი შეიარაღება ჩვენს მოკავშირეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს“, - თქვა თავდაცვის მდივნის თანაშემწემ შესყიდვების საკითხებში დუგლას ბუშმა. ბოლო თვეების განმავლობაში პენტაგონმა, უკრაინას რუსეთთან საბრძოლველად 20 HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა გადასცა. უკრაინული და ამერიკული მხარეები თანხმდებიან, რომ HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები ომის, უკრაინის სასარგებლოდ შემობრუნების მიზეზი გახდა.   

პენტაგონი HIMARS-ების წარმოების მიზნით, $430 მილიონიან კონტრაქტს აფორმებს

დამატებითი, მაღალი მობილურობის სარაკეტო საარტილერიო სისტემების (HIMARS) წარმოებისთვის აშშ-ის სამხედრო და საერთაშორისო პარტნიორების საჭიროებებისთვის, ამერიკული თავდაცვის ინდუსტრიის გიგანტ Lockheed Martin-თან კონტრაქტი გაფორმდა. ამის შესახებ პენტაგონი იუწყება. პენტაგონს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი უცხოელი პარტნიორები მიიღებენ ახალი HIMARS-ის სისტემას. უკრაინამ ამ დრომდე, აშშ-სგან 20 HIMARS-ი მიიღო. კიდევ 18-ის მიწოდება იგეგმება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. ასევე წაიკითხეთ მეთიუ ბრაიზა: უკრაინამ დაამტკიცა, რომ გამარჯვება შეუძლია და კიდევ უფრო დიდი რაოდენობით HIMARS-ის სარაკეტო სისტემას იმსახურებს  

პენტაგონმა ახალი ბირთვული ბომბდამშენი წარმოადგინა

პენტაგონმა ახალი ბომბდამშენი წარმოადგინა. ამერიკის უახლესი „ბ-21 რეიდერის“ (B-21 Raider), ბირთვული ბომბდამშენის საჯარო დებიუტი, პენტაგონის პასუხის ნაწილია ჩინეთთან მომავალ კონფლიქტთან დაკავშირებულ შეშფოთებაზე. „სტელსის“ სისტემის გამანადგურებელ თვითმფრინავზე საიდუმლო მუშაობა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. ეს პირველი ახალი ამერიკული ბომბდამშენია ბოლო 30 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში. პარასკევს, 2 დეკემბერს, კალიფორნიის ქალაქ პალმდეილში, საჰაერო ძალების ობიექტზე მისი წარმოდგენის წინ, სამხედრო თვითმფრინავის მხოლოდ მხატვრული ჩანახატები იყო გამოქვეყნებული. გავრცელებული რამდენიმე გამოსახულება აჩვენებს, რომ „ბ-21 რეიდერი“ ჰგავს შავი სტელსის სისტემის ბირთვულ ბომბდამშენ „ბ-2 სპირიტს“, რომელსაც ის მომავალში ჩაანაცვლებს. ბომბდამშენის მწარმოებელი კომპანიის „ნორთროპ გრუმანის“ მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ვარდენმა თქვა, რომ „რეიდერი“ მხოლოდ გარეგნულად წააგავს „ბ-2“ ბომბდამშენს, დანარჩენ ნაწილებში კი მსგავსება არ არის. „ბომბდამშენი არის პენტაგონის ძალისხმევის ნაწილი, განაახლოს მისი ბირთვული ტრიადის სამივე შტო, რომელშიც შედის შახტებიდან გასაშვები ბირთვული ბალისტიკური რაკეტები და წყალქვეშა ნავებიდან გასაშვები ქობინები. პენტაგონი ბოლო ათწლეულებში მიმდინარე კონტრტერორისტული კამპანიიდან გადართვას ახდენს, რათა ჩინეთის სწრაფ სამხედრო მოდერნიზაციას პასუხი გასცეს. ჩინეთი მუშაობს, რომ 2035 წლისთვის 1500 ბირთვული იარაღი ჰქონდეს და ჰიპერბგერით, კიბერ-ომის, კოსმოსურ და სხვა სფეროებში შესაძლებლობების მატებასთან ერთად, „შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის და თავისუფალი და ღია საერთაშორისო სისტემისთვის ყველაზე მნიშვნელოვან და სისტემურ გამოწვევას“ წარმოადგენს“, - ნათქვამია ჩინეთის შესახებ პენტაგონის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც ამ კვირაში გამოქვეყნდა.  

ვერ ვხედავთ უკრაინელების შეჩერების რაიმე ნიშანს და ველით, რომ რუსებიც წინ წაწევას შეეცდებიან - პენტაგონი

ვერ ვხედავთ უკრაინელების შეჩერების რაიმე ნიშანს და ველით, რომ რუსებიც წინ წაწევას შეეცდებიან, - ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენლმა, ლორა კუპერიმ განცხადა. „24 თებერვლის შემდეგ პირველ დღეებში, როდესაც დაინახეთ რუსების თავდასხმა რამდენიმე მიმართულებით, მე ვიტყოდი, რომ „ჯაველინი“ და „სტინგერი“ იყო კრიტიკული საშუალება უკრაინელებისთვის ამ თავდაპირველი შეტევის მოსაგერიებლად“, - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

პენტაგონმა დაადასტურა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემის გამოყენების მიზნით წვრთნებს აშშ-ში, მომავალი კვირიდან გაივლიან

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ უკვე მომავალ კვირას, 100-მდე უკრაინელი ჯარისკაცი Patriot-ის ტიპის სარაკეტო სისტემის გამოყენების შესწავლას მომდევნო კვირიდან დაიწყებს. უკრაინელი ჯარისკაცები სწავლებას ოკლაჰომაში მდებარე სამხედრო ბაზა „ფორტ სილში” გაივლიან. ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა, ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა ბრიფინგზე განაცხადა. „მე შემიძლია, დავადასტურო, რომ უკრაინული ძალების წვრთნა „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, მომავალ კვირას, დაიწყება“, - განაცხადა რაიდერმა. მისივე თქმით, წვრთნა რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. რაიდერმა განმარტა, რომ ტრენინგი ჩვეულებრივ, ერთ წლამდე გრძელდება. თუმცა გამოყენებული იქნება ყველა შესაძლებლობა, რომ უკრაინელი ჯარისკაცების მომზადების კურსი დაჩქარდეს. შეგახსენებთ, რომ აშშ-მ ხსენებული თავდაცვის სისტემის უკრაინისთვის გადაცემის შესახებ 21 დეკემბერს გამოაცხადა.  

აშშ-მ უკრაინას „ბრედლის“ ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანების პირველი პარტია გაუგზავნა

ბრედლის ტიპის 60-ზე მეტი საბრძოლო ქვეითთა მანქანა უკრაინაშია. ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, პენტაგონი იუწყება. გარდა იმ დიდი უსაფრთხოების დახმარების პაკეტისა, [იანვრის შუა რიცხვებში] თავდაცვის დეპარტამენტის მიერ რომელიც გამოცხადდა, მრავალმა ქვეყანამ გამოაცხადა მსგავსი მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. მათ შორის აღვნიშნავთ გერმანიისა და ნიდერლანდების წვლილს Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებში. ასევე, გაერთიანებული სამეფოს მიერ Challenger 2 ტიპის ტანკების მიწოდება“, - აღნიშნავს პენტაგონის წარმომადგენელი.   

რუსეთმა უკრაინაში ტანკების ნახევარი დაკარგა - პენტაგონი

ენტაგონის ინფორმაციით რუსეთმა უკრაინაში ტანკების ნახევარი დაკარგა და ახლა  მთავარ ფსონს ადამიანურ რესურსზე დებს. გაზაფხულზე რუსეთი უკრაინაზე ახალ თავდასხმას გეგმავს - თეთრი სახლი "დანაკარგი განსაკუთრებით ეხება რუსების სახმელეთო ძალებს, რომელთა შესაძლებლობების დაახლოებით 80% უკრაინის წინააღმდეგაა მიმართული", - განაცხადა აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწემ, სელესტ ვალანდერიუსმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

პენტაგონმა განაცხადა, რომ სირიაში ირანულ ობიექტებზე მიიტანა იერიში

პენტაგონმა განაცხადა, რომ ხუთშაბათს ირანული წარმოების საეჭვო თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად ამერიკელი კონტრაქტორი დაიღუპა და დაიჭრა ექვსი სხვა ამერიკელი ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, ხოლო აშშ-ის ძალებმა საპასუხო იერიში მიიტანეს სირიაში მდებარე ობიექტებზე, რომლებსაც იყენებდნენ ირანის რევოლუციური გვარდიის ჯგუფები. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის მხრიდან დაბომბვას სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. Associated Press-ი წერს, რომ დამოუკიდებლად ვერ დაადასტურა ეს ინფორმაცია. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ამერიკის სადაზვერვო საზოგადოებამ დაადგინა, რომ თვითმფრინავი ირანული წარმოშობის იყო, მაგრამ სხვა დეტალები არ დააკონკრეტა.  

პუტინის განცხადებას პენტაგონში გამოეხმაურნენ

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა 25 მარტს განაცხადა, რომ არ არსებობს მინიშნებები იმის შესახებ, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად  ემზადება. ეს განცხადება პენტაგონმა მას შემდეგ გააკეთა, რაც კრემლმა გამოაცხადა, რომ ბელორუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას გეგმავს. „ჩვენ ვნახეთ ცნობები რუსეთის განცხადების შესახებ და გავაგრძელებთ ამ სიტუაციის მონიტორინგს“, - ნათქვამია თავდაცვის დეპარტამენტის პრესსამსახურის განცხადებაში, რომელიც Reuters-მა გამოაქვეყნა. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაიმუქრა, რომ მისი ქვეყანა აპირებს ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას ბელორუსში.  

პენტაგონი: უკრაინელმა სამხედროებმა Patriot-ის ტიპის სარაკეტო სისტემისთვის წვრთნები დაასრულეს

პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა Patriot-ის ტიპის სარაკეტო სისტემისთვის წვრთნები დაასრულეს. პენტაგონის სპიკერმა პატრიკ რაიდერმა 30 მარტს განაცხადა, რომ 65 უკრაინელმა ჯარისკაცმა დაასრულა სწავლება ოკლაჰომაში და ისინი უკვე დაბრუნდნენ ევროპაში. შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ უკრაინას დეკემბრის ბოლოს მიაწოდებს Patriot-ის ტიპის სარაკეტო სისტემას. ეს სისტემა არის ყველაზე მოწინავე საჰაერო თავდაცვის იარაღი მის არსენალში, რომელსაც კიევი დიდი ხანია ითხოვს.   

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი 26 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მონაწილეობით დაგეგმილი წვრთნების მიზნებს განმარტავს

22 აპრილს აშშ-ის ხელმძღვანელობით მასშტაბური წვრთნები იწყება. წვრთნებში 26 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნიდან, დაახლოებით 9000 ამერიკელი ჯარისკაცი და დაახლოებით 17 000 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. სწავლების ნაწილი ევროპის 10 სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართება. Defender 23-ს ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმია ხელმძღვანელობს. სწავლება 2021 წლიდან ტარდება. პენტაგონის განმარტებით, წვრთნების მიზანია აშშ-ის არმიის უნარის დემონსტრირება, სწრაფად განათავსოს საბრძოლო სანდო ჯარები და აღჭურვილობა. ასევე, მოკავშირეების დარწმუნება, რომ მათ შესწევთ უნარი, დაიცვან კონტინენტი აგრესიისგან და მათგან, ვინც საფრთხეს უქმნის მშვიდობას ევროპაში. „წვრთნები ასევე ასახავს ევროპული ქვეყნების ვალდებულებას, გაზარდონ საკუთარი სამხედროების მასშტაბები, შესაძლებლობები და თავსებადობა“, - აცხადებენ პენტაგონში. ინფორმაციისთვის, შეერთებული შტატების გარდა, წვრთნებში მონაწილეობენ: ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, კოსოვა, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი. წვრთნების მხარდასაჭერი აღჭურვილობის ჩატანა ესპანეთში ამ კვირაში უკვე დაიწყო.  

უცხოური მედია: აშშ უკრაინაში მიმდინარე ომის დოკუმენტების შესაძლო გაჟონვის ფაქტს იძიებს

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების შესაძლო გასაჯაროებასთან დაკავშირებით აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო. შიდა მოკვლევა მიმდინარეობს პენტაგონშიც, – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს. მათივე ცნობით, აშშ-ის სამმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ დოკუმენტების გაჟონვის უკან, სავარაუდოდ, რუსეთი ან პრორუსული ელემენტები დგანან. დოკუმენტები მიმდინარე წლის 23 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე პერიოდით არის დათარიღებული და გრიფით საიდუმლოა, მოიცავს დეტალურ ინფორმაციას შეიარაღებისა და სხვა აღჭურვილობის უკრაინისთვის მიწოდებასა და გრაფიკზე. ანონიმური წყაროს თქმით, აღნიშნული დოკუმენტები რედაქტირებულია და მათში რუსული მხარის მსხვერპლის რიცხვი გამიზნულად არის შემცირებული. ერთ-ერთ ასეთ დოკუმენტში დაღუპული რუსი სამხედროები რიცხვი 16 ათასიდან 17 500-მდეა დასახელებული, მაშინ როდესაც აშშ-ის ხელისუფლება ოფიციალურ განცხადებებში 200 ათასს დაღუპულზე საუბრობს.  

Washington Post-მა „პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაზე“ პასუხისმგებელი პირი გაშიფრა

WP: ამერიკული სამხედრო ბაზის თანამშრომელი დოკუმენტებს დახურულ ჩათში ე.წ. „გეიმერებისთვის აქვეყნებდა“ აშშ-ის სამთავრობო საიდუმლო დოკუმენტების მასობრივი გაჟონვის უკან დგას ახალგაზრდა, რომელიც სამხედრო ბაზაზე მუშაობდა. მან Discord-ის პლატფორმაზე მონაწილეთა ჯგუფს საიდუმლო დოკუმენტები გაუზიარა. ამის შესახებ WP იტყობინება. მისივე თანახმად, დაახლოებით 20-კაციანმა ჯგუფმა, ძირითადად კაცებმა, 2020 წელს შექმნეს დახურული კლუბი პოპულარულ ონლაინ პლატფორმაზე - Discord. „მაგრამ მათ ყურადღება მიიქციეს შარშან, როდესაც კაცმა, რომელსაც მოიხსენიებენ, რგორც OG, გზავნილი გამოაქვეყნა. ის ამტკიცებდა, რომ იცოდა საიდუმლოებები, რომლებსაც მთავრობა უმალავდა უბრალო ხალხს“, - წერს WP. OG-ის შეტყობინებები რეგულარულად იგზავნებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში და თითქოს შეიცავდა დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტების ჩანაწერებს, რომლებზეც თავად OG.-მ მიუთითა, რომ სამსახურიდან - „სამხედრო ბაზიდან“ სახლში ჩაიტანა. OG-მ ასევე განუცხადა თავის ჯგუფს, რომ საათობით მუშაობდა საიდუმლო დოკუმენტებზე, რათა გაეზიარებინა მეგობრებისთვის Discord სერვერზე. მოგვიანებით, დოკუმენტების ხელით კოპირებაზე დროის დაკარგვის ნაცვლად, დოკუმენტებს ფოტოები გადაუღო და სერვერზე ატვირთა. აღნიშნულია, რომ OG გასული წლის ბოლოდან კვირაში რამდენიმე დოკუმენტს აზიარებდა. ჯგუფის წევრის თქმით, OG არ იყო მტრულად განწყობილი აშშ-ს მთავრობის მიმართ და ამტკიცებდა, რომ ის არცერთ ქვეყანაში არ მუშაობდა. გასულ კვირას The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პენტაგონი იძიებს საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის ფაქტს სოციალურ მედიაში.

მთავრობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის საპასუხოდ აცხადებს, რომ სტრასბურგში ზურაბიშვილის ვიზიტზე თანხმობა გაცემული აქვს

მთავრობის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სტრასბურგში პრეზიდენტის ვიზიტზე თანხმობა გაცემული აქვს. მთავრობის ადმინისტრაცია ასახელებს თარიღებს, როდესაც მათ პრეზიდენტს ვიზიტზე თანხმობა წერილობით მისცეს.„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ ხელოვნურად გააჭიანურა თანხმობის გაცემის პროცესი, რაც გახდა ვიზიტის გადადების მიზეზი, არის მცდარი და სიმართლეს არ შეესაბამება.საქართველოს მთავრობის მხრიდან სიტყვიერი თანხმობა სტრასბურგში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში, მისი აშშ-ში ვიზიტის დროს მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი და ტექნიკური დეტალების დაზუსტება. ბოლო, დაზუსტებული წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მთავრობის ადმინისტრაციაში შემოვიდა გუშინ, 12 აპრილს და მეორე დღესვე, 13 აპრილს მას გაეგზავნა წერილობითი თანხმობა 17-19 აპრილს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტრასბურგში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით. ასევე, საქართველოს პრეზიდენტს გაეგზავნა წერილობითი თანხმობა დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით.აქვე აღვნიშნავთ, რომ 13-16 მარტს საფრანგეთის რესპუბლიკასა და ბელგიის სამეფოში პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის შემთხვევაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 10 მარტს შემოსულ წერილზე მთავრობის ადმინისტრაციამ თანხმობა 13 მარტს გასცა. შესაბამისად, მთავრობის ადმინისტრაციამ როგორც წინა ვიზიტების შემთხვევაში, ასევე აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებითაც თანხმობა მყისიერად გასცა“, - ნათქვამია განცხადებაში. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ზურაბიშვილის ვიზიტის გადადებას მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული პროცესით ხსნის. ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 13 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი სტრასბუგრში, სადაც ევროპარლამენტში უნდა გამოსულიყო სიტყვით, გადაიდო. მიზეზები ადმინისტრაციას არ განუმარტავს. შეგახსენებთ, პარლამენტის ტრიბუნიდან ყოველწლიური მოხსენების დროს, 31 მარტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ 18 აპრილს ევროპარლამენტარებს სიტყვით მიმართავდა. „ახლახან მივიღე ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოწვევა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე, რაც 2010 წლის შემდეგ არ მომხდარა. 18 აპრილს, ევროპარლამენტს მივმართავ სიტყვით, ვიცი ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის სათქმელი გაიგოს და მოისმინოს ევროპამ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.  

FBI-მ საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაში ბრალდებული დააკავა - მედია

CBS news-ის ცნობით, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაში ბრალდებული დააკავა. ამასთან, გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებაში საუბარია მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ნორტ-დაიტონში „სამართალდამცველების სანქცირებულ ოპერაციაზე.” მედია წერს, რომ დაკავებულია მასაჩუსეტსის ეროვნული საჰაერო გვარდიის სადაზვერვო ფრთის 21-წლის სამხედრო მოსამსახურე, ჯეკ ტეიშეირა. ვრცელდება შესაბამისი ფოტომასალაც. მანამდე, CBS News-მა პენტაგონის დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე ეჭვმიტანილად სწორედ ჯეკ ტეიშეირა დაასახელა.  

CBS News-მა პენტაგონის დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე ეჭვმიტანილი დაასახელა

დასავლური მედია აშშ-ის თავდაცვისა და დაზვერვის დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე ეჭვმიტანილს ასახელებს. ფედერალურმა სამართალდამცავმა უწყებებმა ეჭვმიტანილი განუცხადა აშშ-ის სამმა ოფიციალურმა პირმა CBS News-ს. ეს 21 წლის ჯეკ ტეიშეირაა - განუცხადეს აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა CBS News-ს. პენტაგონი დეტალებზე არ საუბრობს. „ეს არის სამართალდამცავი ორგანოების თემა და ჩემი ან თავდაცვის სამინისტროს სხვა ოფიციალური პირის მხრიდან კომენტარის გაკეთება ამ დროისთვის შეუსაბამო იქნება”, - განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა, პატრიკ რაიდერმა. ოთხშაბათს, Washington Post-მა გამოაქვეყნა ინტერვიუ ჩატის ერთ-ერთ წევრთან, სადაც თავდაპირველად დოკუმენტები გამოჩნდა. დასავლური მედია წერს, რომ თავდაპირველად დოკუმენტები ჩატში ინახებოდა, მაგრამ მარტის დასაწყისში მისმა წევრებმა დაიწყეს მათი განთავსება სხვა Discord სერვერებზე, საიდანაც უკვე სხვადასხვა პლატფორმაზე გავრცელდა. FBI-ს ეჭვმიტანილი არ დაუსახელებია. ჯო ბაიდენმა 13 აპრილს განაცხადა, რომ აშშ ახლოს არის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის ორგანიზატორის გამოვლენასთან.

პენტაგონის შეფასებით, კონტრშეტევის დროს უკრაინელი სამხედროების მიღწევები „საკმაოდ შთამბეჭდავია“ - უკრაინული მედია

პენტაგონის შეფასებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის ამჟამინდელი ტემპი აიხსნება იმით, რომ წინსვლა რთულ რელიეფზე მიმდინარეობს. ამავე დროს, უკრაინელი სამხედროების მიღწევები საკმაოდ შესამჩნევია. ამის შესახებ უკრანული Ukrinform-ი წერს. „ისინი [უკრაინის შეიარაღებული ძალები] იყენებენ ახალ აღჭურვილობას და ამას აკეთებენ მაშინ, როცა ესვრიან და ბომბავენ, რომ აღარაფერი ვთქვათ ... ფართოდ გავრცელებულ ნაღმებზე, რომლებიც რუსებმა განათავსეს. ასე რომ, იქ, სადაც ისინი დღეში ასობით მეტრს აჭარბებენ, ზოგიერთ ადგილას, შესაძლოა, კილომეტრს დღეში, დიდ ძალისხმევას მიმართავენ”, - განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა დუგლას სიმსმა, აშშ-ის გაერთიანებული შტაბის ოპერაციების დირექტორმა ბრიფინგზე. გენერალ-ლეიტენანტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონტრშეტევა მიმდინარეობს „დიდი წესრიგით ბრძოლის ველზე", თუმცა ტემპი შეიძლება, არ იყოს ისეთი, როგორსაც შეერთებული შტატები ისურვებდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. 2023 წლის 11-12 ივლისს, ვილნიუსში, NATO-ს სამიტი გაიმართა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება.

ოსტინი: უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლა მარათონია და არა სპრინტი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა “რამშტაინის” ფორმატში საკონტაქტო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლა მარათონია და არა სპრინტი. „ახლა ომის საკვანძო მომენტია,“ - ამბობს ოსტინი, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უზრუნველსაყოფად შექმნილი ჯგუფის შეხვედრებს ხელმძღვანელობს. მან ომიდან 500-ზე მეტი დღის გასვლის ფონზე, ჯგუფის მე-14 შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გახსნა. „უკრაინას შეიარაღების საკვანძო სისტემები, საბრძოლო მასალა მივაწოდეთ და არ ვაპირებთ გაჩერებას. არავინ შევიდეს შეცდომაში, ჩვენს ძალისხმევას გავაგრძელებთ, რათა მივცეთ უკრაინას ის, რაც სჭირდება და უკრაინის დამცველების დახმარებას გავაგრძელებთ, როგორც ეს იყო რუსეთის შეჭრის დასაწყისიდან,” - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. მან ხაზი გაუსვა, რომ მას შემდეგ, რაც ომის ერთ წელიწადზე მეტი გავიდა, მთელი მსოფლიო ხედავს, რომ რუსეთს არ შეუძლია თავისი დამპყრობლური ომის მიზნების მიღწევა. „უკრაინული კონტრშეტევა საკვანძო მომენტს ნიშნავს ამ ტრაგიკულ ომში. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენაში ინიციატივა აიღეს”, - განაცხადა ლოინდ ოსტინმა. უკრაინის საკონტაქტო ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.

პენტაგონი: აშშ 155 მმ-იანი ჭურვების წარმოების თვეში 80 000-მდე გაზარდას გეგმავს

პენტაგონის პრესსპიკერმა, საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს 155 მმ-იანი ჭურვების წარმოება თვეში 80 000-მდე გაზარდოს, იმ საჭიროების გამო, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების შემდეგ გაჩნდა. „საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან დღემდე უკრაინას 2 მილიონზე მეტი 155 მმ-იანი ჭურვი გავუგზავნეთ. ჩვენ ასევე უზრუნველვყავით 155 მმ-იანი საბრძოლო მასალის წარმოების სწრაფი ზრდა თვეში 14 000-დან დაახლოებით 24 000-მდე და მომავალ წელს ვგეგმავთ თვეში 80 000-ზე მეტის წარმოებას," - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა. რაიდერის თქმით, ბრძოლის ველზე ეს საბრძოლო მასალა სწრაფად იხარჯება და მარაგები შეუზღუდავი არ არის, თუმცა, შეერთებული შტატები, წარმოების გარდა, ასევე ურთიერთობს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინას აღნიშნული ჭურვები მიაწოდონ. შეგახსენებთ, რუსეთი შეტევაში კიევს ადანაშაულებს, უკრიანა თავდასხმებს ოფიციალურად არ ადასტურებს. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უკრაინისთვის აშშ-ის მიერ გაღებული სამხედრო დახმარება ჯამში 43,7 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს.  

პენტაგონი: არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ „პრიგოჟინის თვითმფრინავი“ რაკეტით ჩამოაგდეს

პენტაგონის განცხადებით, ამჟამად არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თვითმფრინავი, რომელშიც რუსული კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა, მიწა-ჰაერი კლასის რაკეტამ ჩამოაგდო. მას ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა შეერთებული შტატების ხელისუფლება, რომ თვითმფრინავის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, ან იყო ეს ავიაკატასტროფა თუ განზრახ ჩადენილი მკვლელობა. „ამჟამად არ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს პრესაში გავრცელებულ ცნობას, რომ თვითმფრინავი მიწა-ჰაერის კლასის რაკეტამ ჩამოაგდო,“ - განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა, აშშ-ის საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა. Reuters-მა 24 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზების შესახებ არაერთ თეორიას განიხილავს. ერთ-ერთი ვერსიით, თვითმფრინავს მიწა-ჰაერი კლასის რაკეტა ესროლეს. შეგახსენებთ, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, „როსავიაციის“ ცნობით, კერძო კომპანია „МНТ Аэро-ს" კუთვნილი თვითმფრინავი Embraer Legacy 600, რომელიც მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა. კატასტროფის მიზეზებს „როსავიაცია“ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იკვლევენ. „როსავიაციამ“ დაადასტურა, რომ ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავის ბორტზე ევგენი პრიგოჟინი იყო პრიგოჟინი ბოლოს 22 აგვისტოს გამოჩნდა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ვიდეომიმართვისას ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევდა.“ ცნობისთვის, „ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში. „ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ევგენი პრიგოჟინის მიერ დაფუძნებულ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ 23-24 ივნისს რუსეთში, მოსკოვისკენ „მარშირებით,“ აჯანყების ხანმოკლე მცდელობა ჰქონდა. ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე და ბელორუსის ლიდერ, ალექსანდრ ლუკაშენკოს „შუამავლობით“, „ვაგნერმა“ ბელორუსში გადაინაცვლა. კრემლმა პრიგოჟინი-პუტინის შეხვედრაც დაადასტურა. ბოლო კომენტარებში პუტინი ამბობდა, რომ „ვაგნერი“ არ არსებობს.  

აშშ ბალისტიკურ რაკეტას გამოცდის

პენტაგონის განცხადებით, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის (ICBM) ოპერატიული საცდელი გაშვება დაგეგმილია ჩრდილოეთ ვანდენბერგის კოსმოსური ბაზიდან, 5 სექტემბერს, საღამოს 11:47 საათზე. 6 სექტემბრამდე, 5:47 სთ-მდე - წყნარი ოკეანის დროით. „ჩვენი მიზანია აშშ-ს ბირთვული ძალების მზადყოფნის დემონსტრირება და სანდოობის უზრუნველყოფა. ეს ტესტი რუტინულია და დაგეგმილი იყო წლების წინ. ICBM-ის სატესტო გაშვება ერთგვარად შეამოწმებს იარაღის სისტემის ეფექტიანობას, მზადყოფნას და სიზუსტეს. სტანდარტული პროცედურების შესაბამისად, შეერთებულმა შტატებმა წინასწარი შეტყობინება ჰააგის ქცევის კოდექსის შესაბამისად გაავრცელა და ICBM-ის დაგეგმილი სატესტო გაშვების შესახებ, ჩვენი ორმხრივი ვალდებულებების შესაბამისად, რუსეთის მთავრობას წინასწარ აცნობა,“ -  განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა, პატრიკ რაიდერმა.  

პენტაგონი: აშშ-მ სირიაში თურქული დრონი ჩამოაგდო

პენტაგონის პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიარაღებული თურქული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, რომელიც სირიაში, მისი ჯარების სიახლოვეს მოქმედებდა შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. პენტაგონის განმარტებით, თურქული დრონები ხუთშაბათს სირიაში, ჰასაკაში საჰაერო თავდასხმებს აშშ-ის ჯარებისგან დაახლოებით 1 კილომეტრის დაშორებით ახორციელებდნენ. რამდენიმე საათის შემდეგ თურქული დრონი აშშ-ის ჯარებს ნახევარ კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე მიუახლოვდა, რის გამოც ის საფრთხედ ჩაითვალა და F-16 გამანადგურებლით ჩამოაგდეს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩამოგდებული დრონი თურქეთის შეიარაღებულ ძალებს არ ეკუთვნოდა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, ვის ეკუთვნოდა დრონი. თურქეთის ეროვნულმა სადაზვერვო სააგენტომ, გასულ კვირას ანკარაში მომხდარი აფეთქების შემდეგ, სირიაში ქურთი ბოევიკების ობიექტებზე დარტყმები განახორციელა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხუთშაბათს ღამით, ჩრდილოეთ სირიაში, თურქეთის ავიაიერიშების შედეგად ქურთი ბოევიკების კუთვნილი 30 სამიზნე განადგურდა, მათ შორის ნავთობის რეზერვუარი, საწყობი და თავშესაფრები და ბევრი მებრძოლი „გაანეიტრალეს.“  

ისრაელის თავდაცვის ატაშე პენტაგონში დააფიქსირეს - CNN

ისრაელის თავდაცვის ატაშე შეერთებულ შტატებში, გენერალ-მაიორი ჰიდაი ზილბერმანი ორშაბათს პენტაგონს ეწვია. CNN-მა ის პენტაგონში შესვლისას დააფიქსირა. თავდაცვის მაღალჩინოსნის თქმით, ზილბერმანი გაერთიანებული შტაბის უფროსებ შეხვდას.  ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, აშშ ისრაელს სამხედრო დახმარებას დაჰპირდა. ამასთან, ახლო აღმოსავლეთში თავისი პოზიციები შეცვალა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით ხომალდების გადაყვანის შესახებ განაცხადა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია

პენტაგონმა დაადასტურა, რომ აშშ-ის სამხედრო ხომალდმა იემენიდან გასროლილი სამი რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო

პენტაგონმა დაადასტურა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალების სამხედრო ხომალდმა ჩამოაგდო სამი რაკეტა და რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუთის“ ძალების მიერ იყო გაშვებული. გენერლის თქმით, აშშ-ის ჯარებიდან მსხვერპლი არ არის. მისი ინფორმაციით, არც მშვიდობიანი მოსახლეობა დაშავებულა. გენერლის თქმით, პენტაგონს ამ ეტაპზე დაზუსტებით არ შეუძლია თქვას, რას უმიზნებდნენ რაკეტებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს, მაგრამ აღნიშნა, რომ ისინი იემენიდან იყო გაშვებული და მიემართებოდნენ ჩრდილოეთით წითელი ზღვის გასწვრივ, „პოტენციურად ისრაელის სამიზნეებისკენ“. „ეს ქმედება იყო საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ინტეგრირებული არქიტექტურის დემონსტრირება, რომელიც ჩვენ ავაშენეთ ახლო აღმოსავლეთში და რომელიც მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი პარტნიორებისა და ინტერესების დასაცავად გამოვიყენოთ ამ მნიშვნელოვან რეგიონში,“ – განაცხადა პენტაგონს პრესმდივანმა, გენერალმა პეტ რაიდერმა. „ჰუთის“ მეამბოხეების ისრაელს „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ დაემუქრნენ. მათ ქალაქ სანაში, იემენისა და პალესტინის დროშებით ხელში, ანტიამერიკული და ანტისემიტურ ლოზუნგებით, დემონსტრაციები გამართეს.    

პენტაგონიდან ცნობების გაჟონვის საქმე: 15 სამხედროს დისციპლინური სასჯელი დაეკისრა

აშშ-ის საჰაერო ძალებმა პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების ფართომასშტაბიანი გაჟონვისთვის, 15 სამხედრო მოსამსახურეს დისციპლინური სასჯელი დააკისრა. სამხედრო-საჰაერო ძალების ინსპექტორის გამოძიების შედეგების მიხედვით, გაჟონვის ერთადერთ ორგანიზატორად მასაჩუსეტსის ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების წევრი ჯეკ ტეიშეირი რჩება. მას ივნისში წარუდგინეს სისხლის სამართლის ბრალდება. ინსპექტირებამ დაადგინა, რომ ტეიშეირის დანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა არ მიიღეს საჭირო ზომები გაჟონვის თავიდან ასაცილებლად - იმ ბაზის ხელმძღვანელობამ, სადაც ტეიშეირი მსახურობდა, არ გამოავლინა საჭირო სიფხიზლე და არ მიიღო საჭირო ზომები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრეს და თანამდებობიდან გადააყენეს იმ სადაზვერვო ესკადრილიის მეთაური, სადაც ჯერ ტეიშეირი მსახურობდა. ადმინისტრაციული სასჯელი დაეკისრა ასევე სადაზვერვო ჯგუფის მეთაურს. გარდა ამისა, აშშ-ის საჰაერო ძალების დეპარტამენტმა შეცვალა საიდუმლო მონაცემებზე წვდომის წესები. უკრაინის პრეზიდენტმ გამოცემა Washington Post-თან ინტერვიუში უკრაინის და აშშ-ის რეპუტაციისთვისაც საზიანო უწოდა პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პირადად მას მასალების გაჟონვის საკითხი თეთრ სახლთან არ განუხილავს. შეკითხვას, გამოიწვია თუ არა საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვამ დაძაბულობა და ნდობის დაკარგვა უკრაინასა და აშშ-ს შორის, ზელენსკიმ უპასუხა, რომ მისი პირადი გრძნობები არ ღირს იმად, რომ სახელმწიფო რისკის ქვეშ დააყენოს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მას რომ პუტინის წინააღმდეგ პირადი ომი ჰქონდეს და ბრძოლის ველზე მხოლოდ ორნი იყვნენ, ყველას ყველაფერს ღიად ეტყოდა, მაგრამ სიტუაცია სხვაგვარია და შესაბამისი პასუხისმგებლობა მართებთ. სხვა საკითხებთან ერთად, გაჟონილი დოკუმენტები უკრაინის ომსაც უკავშირდებოდა.  

პენტაგონმა აშშ-ის ავიამზიდის ისრაელის სიახლოვეს დატოვების ბრძანება გასცა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა ბრძანება გასცა, რომლის თანახმად, აშშ-ის ავიამზიდი USS Gerald R. Ford-ი და კიდევ ერთი საბრძოლო ხომალდი რამდენიმე კვირის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვაში დარჩეს. ავიამზიდს ადგილზე ყოფნის ვადას უკვე მესამედ უხანგრძლივებენ, რაც ხაზს უსვამს რეგიონში მღელვარების შესახებ შიშებს, ღაზის სექტოში მიმდინარე ომის ფონზე. აშშ რეგიონში ორი ავიამზიდით არის წარმოდგენილი, რაც ბოლო წლებში იშვიათად ხდებოდა. პენტაგონმა რეგიონში თავისი სამხედრო წარმომადგენლობა  "ჰამასის" მიერ 7 ოქტომბრის თავდასხმების შემდეგ გაზარდა.  

პენტაგონი: ირანიდან გაშვებულმა დრონმა ინდოეთის ოკეანეში ტანკერს დაარტყა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ირანიდან გაშვებულმა დრონმა ინდოეთის ოკეანეში ქიმიურ ტანკერს დაარტყა. პენტაგონმა განაცხადა, რომ ხომალდ Chem Pluto-ზე დარტყმა ინდოეთის სანაპიროდან დაახლოებით 370 კილომეტრში განხორციელდა. ხომალდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. დარტყმამ ტანკერს კონსტრუქციული დაზიანება მიაყენა, თუმცა არავინ დაღუპულა, ან დაშავებულა. პენტაგონის ცნობით, ეს არის "ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი, იაპონიის კუთვნილი და ნიდერლანდებში მოქმედი ქიმიური ტანკერი". საზღვაო უსაფრთხოების კომპანია Ambrey-მ განაცხადა, რომ გემი დაკავშირებული იყო ისრაელთან და საუდის არაბეთიდან ინდოეთში მიემართებოდა. ამასთან, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი იემენიდან სამხრეთ წითელ ზღვაში, საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვის ზოლებში ხომალდსაწინააღმდეგო ორი ბალისტიკური რაკეტა გაისროლეს, თუმცა, არცერთი გემი არ დაზიანებულა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ხომალდმა USS Laboon-მა, რომელიც ტერიტორიაზე პატრულირებს, ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, რომელიც იემენიდან, ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან იყო გაშვებული და ამერიკული ხომალდისკენ მიემართებოდა. ჰუსიტები, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, აცხადებენ, რომ მათ სამიზნეს ისრაელთან დაკავშირებული გემები წარმოადგენს, რისი მიზეზიც ღაზის სექტორში მიმდინარე ომია. თავდასხმების გაზრდილი რისკის გამო, ბევრმა გლობალურმა გადამზიდავმა წითელ ზღვაში ოპერაციები შეაჩერა. 23 დეკემბერს, ირანის რევოლუციური გვარდია გიბრალტარის სრუტის დახურვით დაიმუქრა. ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაურმა, მოჰამად რეზა ნაყდიმ განაცხადა, რომ ირანი გიბრალტარის სრუტეს დახურავს და ხმელთაშუა ზღვაზე წვდომას აღარ დაუშვებს, თუ აშშ და მისი მოკავშირეები ღაზაში დანაშაულების ჩადენას გააგრძელებენ.  

აშშ-სა და ჩინეთს შორის ვაშინგტონში ორდღიანი სამხედრო მოლაპარაკებები გაიმართა

აშშ-ისა და ჩინეთის სამხედროებს შორის ვაშინგტონში ორდღიანი მოლაპარაკებები გაიმართა. ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. სამხედროებს შორის კომუნიკაციის აღდგენაზე ნოემბრის ბოლოს სი ძინპინი და ჯო ბაიდენი ორმხრივი შეხვედრის შედეგად შეთანხმდნენ. პენტაგონის ცნობით, აშშ-ჩინეთის მოლაპარაკებების მე-17 რაუნდში ჩინეთის, ტაივანისა და მონღოლეთის საკითხებში თავდაცვის მდივნის თანაშემწე მაიკ ჩეიზი და ჩინეთის საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის საკითხებში ცენტრალური სამხედრო კომისიის დირექტორის მოადგილე სონგ იანჩაო მონაწილეობდნენ. პენტაგონში აცხადებენ, რომ ორმა მხარემ განიხილა აშშ-ჩინეთის თავდაცვითი ურთიერთობები, რა დროსაც ჩეიზმა ხაზი გაუსვა სამხედროებს შორის კომუნიკაციების ღია არხების შენარჩუნების მნიშვნელობას, რათა თავიდან იქნას აცილებული კონკურენციის კონფლიქტში გადაზრდა. თავის მხრივ, ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ჩინეთს სურს სამხედროებს შორის ჯანსაღი და სტაბილური ურთიერთობების განვითარება. უწყებამ მოუწოდა აშშ-ს, შეწყვიტოს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში პროვოკაციული ქმედებები, დაიცვას „ერთი ჩინეთის“ პრინციპი და შეწყვიტოს ტაივანისთვის იარაღის მიწოდება. აღსანიშნავია, რომ დეკემბერში, აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა ჩარლზ ბრაუნმა ონლაინშეხვედრა გამართა ჩინელ კოლეგასთან, გენერალ ლიუ ჩჟენლისთან. პეკინმა ვაშინგტონთან სამხედრო კავშირები 2022 წლის აგვისტოში ტაივანში წარმომადგენელთა პალატის მაშინდელი სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის გამო გაწყვიტა.  

აშშ-მ წარმატებით გაუშვა 6 თანამგზავრი ჰიპერბგერითი და ბალისტიკური რაკეტების აღმოსაჩენად

რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სააგენტომ და აშშ-ის კოსმოსური კვლევის სააგენტომ, ექვსი თანამგზავრის წარმატებული გაშვება დაადასტურეს, ამის შესახებ პენტაგონი იტყობინება. თანამგზავრები ორწლიან ტესტს გაივლიან ორბიტაზე. ამასთან. რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვისა და კოსმოსური საძიებო სააგენტოების ინჟინრები ტესტების სერიას უახლოეს კვირებში ჩაატარებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ ტექნოლოგია სწორად მუშაობს. გაშვებული თანამგზავრები შექმნილია ჰიპერბგერითი, ბალისტიკური და სხვა საფრთხეების აღმოსაჩენად.  

Bloomberg: ჩინეთი ჰიპერბგერითი იარაღის შემუშავების მხრივ, რუსეთს და აშშ-ს უსწრებს

ჩინეთი მნიშვნელოვნად უსწრებს რუსეთს და შეერთებულ შტატებს ჰიპერბგერითი იარაღის შემუშავების თვალსაზრისით. ამის შესახებ Bloomberg-ი პენტაგონის ანალიტიკოსზე ჯეფრი მაკკორმიკზე დაყრდნობით წერს. მისი თქმით, რუსეთმა ჰიპერბგერითი რაკეტები უკრაინაში უკვე გამოიყენა, რაც ბევრად ჩამორჩება ჩინეთის შეიარაღებას. მაკკორმიკმა კონვენციური იარაღის და ბირთვული ტექნოლოგიების განვითარების მხრივ ჩინეთის პროგრესზე ანგარიში აშშ-ს შეიარაღებული ძალების კომიტეტს წარუდგინა. ანალიტიკოსის თქმით, ბოლო ოცი წლის განმავლობაში ჩინეთი აქტიურად იყო ჩართული ამ ტიპის იარაღის კვლევაში, შექმნასა და ტესტირებაში. 2014 წლიდან პეკინი შეამოწმებს კონტინენტთაშორის რაკეტებს ჰიპერბგერითი მართვადი ქობინით. ის ასევე მუშაობს ჰიპერბგერით ძრავაზე. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთმა დააგროვა ჰიპერბგერითი იარაღის უდიდესი არსენალი, რომელსაც როგორც ბირთვული, ასევე, ჩვეულებრივი ქობინის ტარება შეუძლია. ამერიკელი ექსპერტები ყველაზე ეფექტიანს უწოდებენ DF-17 რაკეტას, რომელიც ექსპლუატაციაში 2020 წელს შევიდა და მას სამიზნეებზე დარტყმა 1600 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლია. როგორც პენტაგონის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რუსეთს სამი ტიპის ჰიპერბგერითი იარაღი აქვს, რომლებიც უკრაინაზე დარტყმისთვის უკვე გამოიყენეს. შეერთებული შტატები აძლიერებს ჰიპერბგერითი იარაღის პროგრამას, რომელიც ავითარებს სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო რაკეტებს. თუმცა, როგორც ამერიკელმა წარმომადგენლებმა მოსმენაზე განაცხადეს, ამ სფეროში შეერთებული შტატები ჩინეთსა და რუსეთს ჩამორჩება. უფრო მეტიც, შეერთებული შტატები არ გეგმავს ჰიპერბგერითი რაკეტების აღჭურვას ბირთვული ქობინით, რადგან მიაჩნია, რომ ამჟამინდელი ამერიკული ბირთვული არსენალი საკმარისია პოტენციური აგრესორის შესაკავებლად.  

პენტაგონმა შექმნა ახალი ვებგვერდი, რათა ამერიკელებს უკრაინის დახმარების შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს

პენტაგონის გენერალური ინსპექტორის ოფისმა (IG) აამოქმედა ახალი ვებგვერდი, რათა ამერიკელებს უკრაინისთვის გადაცემული ამერიკული იარაღისა და აღჭურვილობის ზედამხედველობის შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს. ამის შესახებ The Hill-ი იტყობინება. როგორც აღინიშნა, ახალი ვებგვერდი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გენერალურ ინსპექტორთან და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან კოორდინაციით შეიქმნა იმ დროს, როცა კონგრესში რესპუბლიკელები აგრძელებენ უკრაინისთვის ახალი დაფინანსების შეჩერებას და კითხვას სვამენ, სათანადოდ აღირიცხება თუ არა უკრაინისთვის გაგზავნილი იარაღი. პენტაგონის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვებგვერდი უზრუნველყოფს რესურსებს და ინფორმაციას იმ სამუშაოს შესახებ, რომელიც აშშ-ის საზედამხედველო 20-ზე მეტი უწყება, რომელიც  ცნობილია, როგორც უკრაინის ზედამხედველობის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი - ეს ჯგუფი მუშაობს იმისთვის, რომ უკრაინის დახმარება ბოროტად არ იყოს გამოყენებული.  

პენტაგონის პრესსპიკერი: გავაგრძელებთ იმ გზების ძიებას, თუ რა ორმხრივი ჩართულობა შეიძლება გვქონდეს საქართველოსთან

"რუსეთია ის, ვინც დაძაბულობის გამწვავებას ცდილობს," ამის შესახებ "ამერიკის ხმას" პენტაგონის პრესსპიკერმა, პეტ რაიდერმა განუცხადა, საქართველოს მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენლის იმ განცხადებების შესახებ, რომელთა თანახმადაც, დასავლელი პარტნიორები თითქოს საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრევას ცდილობენ. NATO-ს საიუბილეო სამიტამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა საქართველოსთან ერთობლივი, მრავალეროვნული წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო. ეს პენტაგონის პირველი ოფიციალური ნაბიჯი იყო მას შემდეგ, რაც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვა დაიწყო და 30-მდე მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სამოგზაურო შეზღუდვები დააწესა. პენტაგონმა პირდაპირ მიუთითა, რომ "ღირსეული პარტნიორის" 2024 წლის წვრთნების გაუქმების, მისი განუსაზღვრელი ვადით გადადების მიზეზი მმართველი გუნდის მიერ პარტნიორებისთვის „ომში ჩათრევისა“ და „სახელმწიფო გადატრიალების“ მცდელობის დაბრალება იყო. "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში, გენერალ-მაიორი, პენტაგონის პრესსპიკერი ამბობს, რომ ამერიკა აფასებს იმ ორმხრივ ურთიერთობას, რაც საქართველოსთან წლებია, აკავშირებს და დიალოგს განაგრძობს. თუმცა გადაწყვეტილების მიზეზი ის შემაშფოთებელი რიტორიკა გახდა, რომლის მიხედვითაც, ამერიკა გამიზნულად ცდილობს რეგიონში ვითარების დაძაბვას. "სამწუხაროდ, მიღებულია გადაწყვეტილება ამ წვრთნების გადადების შესახებ, მისი გაუქმების შესახებ იმ ფაქტის გამო, რომ ჩვენ ვიხილეთ ძალიან შემაშფოთებელი რიტორიკა, რომელიც გულისხმობს ყალბ განცხადებებს, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები გამიზნულად ცდილობდა რეგიონში დაძაბულობის გამწვავებას, რაც აბსოლუტურად მცდარია," - ამბობს პეტ რაიდერი და აღნიშნავს, რომ ეს მიზანი არა ამერიკას, არამედ - რუსეთს აქვს. "რუსეთია ის, ვინც ცდილობს უკრაინაში ამ კონფლიქტში დაძაბულობის გამწვავებას. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ გავაგრძელებთ იმ გზების ძიებას, თუ რა ორმხრივი ჩართულობა შეიძლება, გვქონდეს საქართველოსთან. ვაფასებთ ჩვენს პარტნიორობას. ისინი [საქართველო] მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რეგიონში და განვაგრძობთ ამაზე ფოკუსირებას," - უთხრა "ამერიკის ხმას" პეტ რაიდერმა. გენერალ-მაიორი რაიდერი ამბობს, რომ ამერიკა და უშუალოდ პენტაგონი განაგრძობს პარტნიორების მხარდაჭერას, რათა მათ რუსეთის ჰიბრიდულ აგრესიასთან გამკლავება უკეთ შეძლონ. „ჩვენ ვხედავთ, როგორ მოქმედებს რუსეთი ბევრ ადგილას ჰიბრიდული ომის [მეთოდებით] - ომის ზღვრამდე არმისული კონფლიქტით. ჩვენ ეს ვიცით. გავაგრძელებთ მუშაობას პარტნიორებთან რეგიონში, რომ ამ საფრთხეებს გავუმკლავდეთ. საბოლოოდ, ჩვენ გვინდა უსაფრთხო, სტაბილური, თავისუფალი ევროპა. და როგორც თქვენ NATO-ს სამიტზეც ნახეთ, მოკავშირეები ერთიანდებიან ჩვენი კოლექტიური თავდაცვისთვის, რუსეთის საფრთხის და მომავალი აგრესიის შეკავების გზების საპოვნებლად," - ამბობს პეტ რაიდერი. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.

აშშ გააგრძელებს საქართველოს დახმარებას, გააძლიეროს თავდაცვის შესაძლებლობები - პენტაგონის პრესსპიკერი

“საქართველოს თავდაცვის ძალებთან პარტნიორობა გრძელდება,”- ამბობს ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერი, გენერალ-მაიორი პატრიკ რაიდერი და განმატავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს დახმარებას, გააძლიეროს თავდაცვის შესაძლებლობები. შესაბამის კომენტარს ამერიკის ხმა ავრცელებს. „ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან და გზების ძიებას, რათა გაძლიერდეს საქართველოს უნარი, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა. წვრთნების გაუქმების გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ წვრთნების მნიშვნელობას, რასაც პარტნიორები და მოკავშირეები მატებენ ისეთ წვრთნებს, როგორიც არის ღირსეული პარტნიორი. ასე, რომ ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ და ველით მომავალ შესაძლებლობებს, ვითანამშრომლოთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან,” - განაცხადა პატრიკ რაიდერმა გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც ჰკითხეს, აღიქვამს თუ არა თავდაცვის დეპარტამენტი, ბოლოს განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს, როგორც მეგობრულ ქვეყანას რეგიონში. თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა მანამდე განმარტა, რომ ამ ეტაპზე “ღირსეული პარტნიორის” წვრთნების გადადების გარდა არცერთი ქართულ-ამერიკული პროგრამა არ გაუქმებულა ან შეჩერებულა. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.