თეგი: ბელგია
ბელგია 21 რუს დიპლომატს აძევებს
ბელგიის ფედერალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანას 21 რუსი დიპლომატი დატოვებს, რომელებიც „ჯაშუშურ ოპერაციებში“ მონაწილეობდნენ. ამის შესახებ უკრაინული მედია RTBF-ზე დაყრდნობით იუწყება. გადაწყვეტილება ეხება რუს დიპლომატებს, რომლებიც აკრედიტირებული იყვნენ რუსეთის საელჩოში ბრიუსელში და საკონსულოში ანტვერპენში. რუსმა დიპლომატებმა ქვეყანა 15 დღეში უნდა დატოვონ. ამასთან ცნობილი გახდა, ნუდერლანდებიდან 17 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ.
ბელგიამ მაიმუნის ყვავილით დაავადებულთათვის კარანტინი შემოიღო
ბელგია ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც მაიმუნის ყვავილით დაავადებულთათვის სავალდებულო 21-დღიანი კარანტინი შემოიღო. გადაწყვეტილება ბელგიის ჯანდაცვის ხელისუფლებამ პარასკევს მიიღო, მას შემდეგ რაც გასულ კვირაში ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა. სპეციალისტები ევროპის რიგ ქვეყნებში, აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში მაიმუნის ყვავილის სავარაუდო შემთხვევებს იკვლევენ - BBC მაიმუნის ყვავილით ინფიცირებულ პაციენტებს არ ესაჭიროებათ თვითიზოლაცია, მაგრამ უნდა იყვნენ ფხიზლად, განსაკუთრებით, თუ ისინი კონტაქტში არიან დაუცველ ადამიანებთან. მაიმუნის ყვავილი არის დაავადება, რომელიც მიეკუთვნება იმავე ოჯახს, როგორც ჩუტყვავილა და მისი სიმპტომებია მკაფიო მოძრავი გამონაყარი, ცხელება, კუნთების ტკივილი და თავის ტკივილი. მაიმუნის ჩუტყვავილა ნაკლებად მომაკვდინებელია, ვიდრე ჩუტყვავილა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია, მაგრამ ექსპერტები შეშფოთებულნი არიან დაავადების უჩვეულო გავრცელებით აფრიკის გარეთ, სადაც ის ჩვეულებრივ ცირკულირებს.
საგარეო უწყება: მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მომავალ წლებში ბელგიასთან კავშირები გავაღრმაოთ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველო-ბელგიას შორის დიპლომატიური კავშირების დამყარებიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თბილისი ორ ქვეყანას შორის კავშირებით გაღრმავების ერთგულია. „დღეს საქართველოსა და ბელგიას შორის დიპლომატიური კავშირების დამყარებიდან 30 წელი შესრულდა. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ჩვენ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაფართოების მოწმენი გავხდით, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მომავალ წლებში ბელგიასთან კავშირები გავაღრმაოთ“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში. ინფორმაციისთვის, დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის 1992 წლის 5 ივნისს დამყარდა. ბელგიის სამეფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა 1993 წელს გაიხსნა.
ავარიის შედეგად დაშავებულ ბულგარელ ფეხბურთელს თბილისში ოპერაცია ჩაუტარდა
ავარიის შედეგად დაშავებულ ბულგარელ ფეხბურთელს თოდორ ნედელევს თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია 2 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. როგორც ცნობილია, ფეხბურთელს თავის არეში აქვს დაზიანებები, რადგან მინის ნატეხი მოხვდა. ცნობისთვის, საქართველოში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოყვა. ავარიის შედეგად ფეხბურთელი თოდორ ნედელევი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, შემთხვევა თბილისში, აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე მოხდა - ერთ-ერთი ავტობუსი მეორეს შეეჯახა. ასევე წაიკითხეთ: საქართველოში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოყვა
ბელგიამ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიკაციის პროცედურა დაასრულა
ბელგიამ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლების რატიფიკაცია მოახდინა. ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი აჯა ლაბიბი წერს. „ბელგიამ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიკაციის პროცედურა დაასრულა. ჩვენი ქვეყანა პატივს სცემს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს, უზრუნველყოს ჩვენი უსაფრთხოება, დაიცვას ჩვენი#თავისუფლება და დემოკრატია“, - წერს Twitter-ზე ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს. NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლების რატიფიცირება სულ 15-მა ქვეყანამ მოახდინა. ალიანსში 30 ქვეყანაა.
ბელგიამ 50 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების რუსული აქტივები გაყინა
ბელგიამ, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებს, იურიდიულ პირებს, რომლებსაც სანქციები დაეკისრათ, 50,5 მილიარდი ევროს აქტივები გაუყინა. ამის შესახებ De Morgen წერს. საფრანგეთმა 1,2 მილიარდი ევროს რუსული აქტივები გაყინა 50,5 მილიარდი ევრო მოიცავს ისეთ ფინანსურ აქტივებს, როგორიცაა ფული, აქციები, რომელიც განთავსებულია ბელგიაში და ამ კაპიტალს რუსეთის 1229 მოქალაქე და 110 ორგანიზაცია ფლობს. მათ შორის არიან რუსი პოლიტიკოსები, ოლიგარქები, ბანკები და კომპანიები, რომლებსაც სანქციები დაეკისრათ. სანქციების ნაწილი 2014 წელს შემოიღეს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა, თუმცა, შეზრუდვების უმეტესობა თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაწესდა.
ბელგია უკრაინის არმიის დასახმარებლად 8 მილიონ ევროს გამოყოფს
ბელგია უკრაინას 8 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ფედერალური მთავრობის კომუნიკეშია ნათქვამი. ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჯა ლაბიბმა განაცხადა, რომ ზამთრის წინ, უკრაინელი სამხედროების საჭირო ტექნიკით აღჭურვა მნიშვნელოვანია. „ზამთარი კონფლიქტის პოტენციურად გადამწყვეტ ეტაპს გვპირდება, - განაცხადა მინისტრმა. ბელგიური მხარე განმარტავს, რომ ბრიუსელი მადრიდის სამიტზე NATO-ს ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ასრულებს.
აშშ-ის, ბელგიისა და გერმანიის საჰარეო ძალებმა ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს
სტრატეგიულ სასწავლო ღონისძიებაზე, მინოტის საჰაერო ბაზიდან, აშშ-ის საჰაერო ძალების ორმა ბომბდამშენმა (B-52) ბელგიის f-16 ტიპის გამანადგურებელთან და გერმანიის საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავებთან (Eurofighters/Tornados) ერთად კომბინირებული წვრთნები ჩაატარა. ინფორმაციას ევროპის მოკავშირე ძალების უმაღლესი შტაბი ავრცელებს. თავის მხრივ, NATO-ს მოკავშირეთა საჰაერო სარდლობის ცნობით, მსგავსი მისიები განამტკიცებს ალიანსის ტრანსატლანტიკურ კავშირს და ცხადყოფს მოკავშირეების უნარს, ითანამშრომლონ საერთო ტაქტიკებზე, ტექნიკასა და პროცედურებზე დაყრდნობით.
ილია დარჩიაშვილი ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ბელგიის სამეფოს საგარეო, ევროპულ საქმეთა, ვაჭრობის და ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრთან, ჰადია ლაბიბისთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიმოიხილა როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობები. "მინისტრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობა, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავება მაღალი პოტენციალი. ბელგიის მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ბელგიის სამეფოს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობას და იმედი გამოითქვა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. აღინიშნა ამ მნიშვნელოვან პროცესში ბელგიის სამეფოს მხარდაჭერის მნიშვნელობა. ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავების საკითხზე საუბრისას მინისტრებმა განსაკუთრებით აღნიშნეს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში – „ევროპალია“ საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობის მნიშვნელობა, რაც კარგი შესაძლებლობაა საქართველოს და მისი კულტურის პოპულარიზაციისთვის არა მხოლოდ ბელგიის სამეფოში, არამედ ევროპის კონტინენტსა და მის მიღმა. შეხვედრაზე მინისტრებმა კიდევ ერთხელ აღინიშნეს მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პროცესში. ილია დარჩიაშვილმა ბელგიელი კოლეგა საქართველოში მოიწვია", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ვახტანგ გომელაურმა და ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა შენგენის სივრცეში, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შეხვედრა გამართა თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანთან - ნიკოლ დე მურთან, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროკავშირსა და შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. "ვახტანგ გომელაურმა სტუმარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა უვიზო მიმოსვლის წარმატებით გაგრძელების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და მიმდინარე რეფორმების თაობაზე. თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა დადებითად შეაფასა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმატებული საქმიანობაე.წ. გასვლის კონტროლის მექანიზმის ეფექტიანი განხორციელების კუთხით, რაც ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის არაკეთილსინდისიერად გამოყენების პრევენციას. ამასთანავე, ნიკოლ დე მურმა ხაზი გაუსვა უვიზო მიმოსვლის წარმატებით გაგრძელების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის შესაბამის სააგენტოებს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამართალდაცვით სფეროში საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები დასახეს. ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ბელგიის სამეფოს დელეგაცია ასევე ესტუმრება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტსა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, ადგილზე გაეცნობა მუშაობის სპეციფიკას და არსებულ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანი: საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფრის მოთხოვნაზე ძირითადად უარს ეუბნებიან
ქართველების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევების ძალიან მცირე ნაწილი კმაყოფილდება, რადგან ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, - ამის შესახებ თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა, ნიკოლ დე მურმა განაცხადა. ვახტანგ გომელაურმა და ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა შენგენის სივრცეში, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს "ქართველების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევების ძალიან მცირე ნაწილი კმაყოფილდება, რადგან ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. მეორე - თავშესაფრის მოთხოვნა არასოდეს კმაყოფილდება ეკონომიკური მდგომარეობის საფუძველზე. უარყოფითი გადაწყვეტილებების მიღება ხორციელდება ძალიან სწრაფად და მათ, ვინც კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ, სასწრაფო წესით უნდა დატოვონ ქვეყანა. ისინი, ვინც ბელგიას ტურისტულად ეწვევიან, უნდა აკმაყოფილებდნენ შესვლის კრიტერიუმებს და დარჩენა მხოლოდ შეზღუდული დროით შეუძლიათ, ვიზის გარეშე," - განაცხადა ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ვესელინ ვალკანოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. გამოითქვა არსებული პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა. აღინიშნა, რომ ბულგარეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ათეულშია. ვესელინ ვალკანოვმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ბულგარეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ რთულ უსაფრთხოების ვითარებას. ღარიბაშვილმა ვესელინ ვალკანოვს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ბელგიამ ოთხდღიანი სამუშაო კვირა ოფიციალურად შემოიღო
ბელგიამ ახალი რეგულაცია აამოქმედა, რომლის თანახმადაც, მოქალაქეებს 5-ის ნაცვლად, 4 დღის განმავლობაში მოუწევთ მუშაობა. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ ივნისში მიიღო. შეთანხმების თანახმად, დასაქმებულებს შეეძლებათ, დამსაქმებლისგან, კვირაში ოთხი დღის განმავლობაში მუშაობის შესაძლებლობა მოითხოვონ. სისტემა შეიძლება, ექვსი თვის განმავლობაში, დამსაქმებლის თანხმობით გაგრძელდეს. გარიგება შესაძლოა, ორმხრივი შეთანხმებით, პირველი ექვსი თვის ბოლოს განახლდეს. დამსაქმებელს უფლება აქვს, უარყოს ასეთი მოთხოვნა, მაგრამ უარი დასაბუთებულ მიზეზს უნდა ეფუძნებოდეს. ბელგია გახდა პირველი ქვეყანა ევროკავშირში და მესამე სახელმწიფო მსოფლიოში ისლანდიისა და ახალი ზელანდიის შემდეგ, რომელმაც ოფიციალურად შემოიღო ოთხდღიანი სამუშაო კვირა, როგორც ვარიანტი თავისი დასაქმებულებისთვის.
ბელგიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა
ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კროო კიევში ვიზიტით იმყოფებ და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს მართავს. „მივესალმები უკრაინაში ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ დე კროოს. ვიწყებთ მოლაპარაკებებს. დარწმუნებული ვარ, მოლაპარაკებები ორივე ქვეყნისთვის შინაარსიანი და სასარგებლო იქნება“, – აღნიშნავს ზელენსკი. ამასთან, როგორც თავად ბელგიის პრემიერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ ბელგია უკრაინას დამატებით ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას გადასცემს. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ზელენსკიმ და ბელგიის პრემიერმა ევროკავშირსა და NATO-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდამჭერ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროუმ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც ევროკავშირისა და NATO-ს წევრობისკენ წინსვლაში უკრაინის მხარდაჭერას გულისხმობს. უკრაინული სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, დეკლარაციას კიევში, შაბათს, 26 ნოემბერს მოეწერა ხელი. ბელგიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა ეს დოკუმენტი ადასტურებს ბელგიის მხარდაჭერას. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ჩვენთვის ამ მნიშვნელოვან შედეგს", - განაცხადა ზელენსკიმ დოკუმენტზე ხელმოწერისას. უკრაინული მედიის ცნობით, მხარეებმა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის საერთაშორისო თანამშრომლობა, თავდაცვის მხარდაჭერა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების აუცილებლობა განიხილეს. მოლაპარაკებების დროს ასევე განიხილეს უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მდგომარეობა და უკრაინის რეკონსტრუქციის შესაბამისი მხარდაჭერის საჭიროება. „ბელგია მზად არის, უზრუნველყოს ელექტროენერგიის საჭირო გენერატორები და სხვა აღჭურვილობა, რომლებიც ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის, მთლიანად უკრაინისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ. ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე დე კროუ უკრაინაში 26 ნოემბერს ჩავიდა.
ბელგია უკრაინას წყალქვეშა დრონებს მიაწვდის
ბელგიის თავდაცვის მინისტრმა ლუდივინ დედონდერმა განაცხადა, რომ ბრიუსელი უკრაინას 10 წყალქვეშა დრონსა და ორ მობილურ ლაბორატორიას გადასცემს. ამის შესახებ მინისტრმა გაზეთ Le Soir-თან ინტერვიუში განაცხადა. გარდა ამისა, ბელგიის ხელისუფლება ევროკავშირის (EU) სასწავლო მისიის ფარგლებში, უკრაინაში სამხედროების მოსამზადებლად, 100-მდე ინსტრუქტორს გაგზავნის. დედონდერმა აღნიშნა, რომ უპილოტო თვითმფრინავები კიევს დაეხმარება ყველა წყალქვეშა საფრთხის, მათ შორის ნაღმების აღმოჩენაში. მინისტრმა დააზუსტა, რომ მობილური ლაბორატორიები, შეიძლება, განთავსდეს კატასტროფის ზონებში და იმ ადგილებთან, სადაც შესაძლოა, ქიმიური, ბაქტერიოლოგიური, რადიოლოგიური ან ბირთვული ხასიათის ინციდენტი მომხდარიყო.
ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბუჩასა და ბოროდიანკაში ჩავიდა
ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრე დე კრო, კიევის რეგიონში რეგიონში ბუჩასა და ბოროდიანკაში ჩავიდა. ბელგიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსი კულებამ Telegram-ში განაცხადა. ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბუჩის წმინდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიასთან რუსების მიერ მოკლული და წამებული ადამიანების მასობრივი საფლავი მოინახულა. მან ასევე მოინახულა სოფელი ბოროდიანკა, რომელიც რუსეთის ოკუპაციის შემდეგ თითქმის მთლიანად განადგურდა. „ბელგიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აღფრთოვანებულია უკრაინელების გამძლეობითა და ნებით. მე მადლობელი ვარ მოკავშირე ქვეყნის, ომის დროს ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერისა და დახმარებისთვის“, - განაცხადა კულებამ. 26 ნოემბერს ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე დე კროუ უკრაინას პირველი ვიზიტით ეწვია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრების მაროკოსთან მარცხს, ბრიუსელში არეულობა მოჰყვა
მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრების მაროკოსთან მოულოდნელ მარცხს, ბრიუსელში არეულობა მოჰყვა. ბრიუსელის პოლიციამ ქალაქის ცენტრის ნაწილი გადაკეტა, რადგან მაროკოს მოულოდნელი გამარჯვების შემდეგ, არეულობა დაიწყო. პოლიციამ ხალხის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. „მატჩის დასრულებამდეც კი, ათობით ადამიანი ცდილობდა პოლიციასთან დაპირისპირებას, რამაც ზიანი მიაყენა საზოგადოებრივ უსაფრთხოებას", - ნათქვამია ბრიუსელის პოლიციის განცხადებაში. მედიის ცნობოთ, ჩამსხვრეულია მაღაზიის ვიტრინები, დამწვარია მანქანები. პოლიციამ ათამდე ადამიანი დააკავა. „ძალადობის ფაქტებმა ასევე იფეთქა ანტვერპენში, ბელგიის ყველაზე დასახლებულ ქალაქსა და ლიეჟში“, - წერს DW.
ბელგიის პოლიციამ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი დააკავა
ბელგიის პოლიციამ ბერძენი ევროპარლამენტარი, საბერძნეთის „პანელინური სოციალისტური მოძრაობის“ წევრი, ევა კაილი დააკავა, რომელიც ევროპარლამენტის 14 ვიცე-პრეზიდენტიდან ერთ-ერთია. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. გამოძიება საქმესთან დაკავშირებული დაკავებულების ვინაობას ოფიციალურად არ ასახელებს. მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორისაა ევროპარლამენტის ერთ-ერთი ვიცეპრეზიდენტი და საბერძნეთის სოციალისტური პარტიის, PASOK-ის წევრი, ევა კაილი. დაკავებულები, ეჭვმიტანილი არიან ფულის გათეთრებაში, კორუფციასა და კატარის ინტერესების ლობირებაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის იქ გამართვასთან დაკავშირებით. ბერძნულ პრესაში ვრცელდება პარტიის განცხადებაც, რომლის თანახმადაც, კორუფციაში ბრალდების გამო, კაილი პარტიიდან გარიცხეს. ცნობისთვის, სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, ბრიუსელში ჩხრეკა 16 მისამართზე ჩაატარეს. მათ, დაახლოებით, 600 000 ევრო ნაღდი ფული, ასევე კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები ამოიღეს.
საგარეო უწყება, ბელგიაში ქართველი ტრანსგენდერი ქალის მკვლელობას არ ადასტურებს
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ბელგიაში ქართველი ტრანსგენდერი მოკლეს. ტელეკომპანიის ცნობით, მას სხეულზე მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული. საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ბელგიაში საქართველოს საელჩოში აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინება არ შესულა, თუმცა საკონსულო მუდმივ კონტატქტზეა ადგილობრივ სამართალდამცველებთან და ვითარებას არკვევს.
ბელგიამ გრიპის ეპიდემია გამოაცხადა
ბელგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა Sciensano-მ ქვეყანაში გრიპის ეპიდემია ოფიციალურად გამოაცხადა. „გრიპი გარკვეული პერიოდის განმავლობაში უკვე დაბრუნდა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ახლა ყველა კრიტერიუმი დაკმაყოფილებულია, რათა ვისაუბროთ გრიპის ეპიდემიაზე“, -აცხადებენ ბელგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში. Sciensano-მ განმარტა, რომ გრიპის შემთხვევების მკაფიო ზრდა შეინიშნება ზოგად პრაქტიკოსებში, ასევე ლაბორატორიულ ტესტებში და ჰოსპიტალიზაციაში. ბელგიაში ვრცელდება გრიპის ვირუსის გარდა, ბრონქიოლიტის ვირუსი, კორონავირუსი და სხვა რესპირატორული ვირუსები, რომლებსაც შეუძლიათ იგივე სიმპტომები გამოიწვიონ. „ახლა ჩვენს საავადმყოფოებში იმდენივე გრიპით დაავადებულ პაციენტს ვხედავთ, რამდენიცაა COVID-19-ით ინფიცირებული. მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ ჰოსპიტალიზებული გრიპის მქონე პაციენტების რიცხვი პირველ ადგილზე აღმოჩნდეს“, - თქვა სტივენ ვან გუხტმა, Sciensano-ს ვირუსოლოგმა. ჯანდაცვის სექტორი უკვე ებრძვის ინფიცირების მაღალ მაჩვენებელს, მაგრამ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პიკი მოსალოდნელია სამიდან ოთხ კვირაში. მაგალითად გერმანიამ და სლოვაკეთმა, უკვე გამოაცხადეს ეპიდემია და მოსალოდნელია, რომ სხვა ქვეყნებიც იგივეს გააკეთებენ. 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ოფისმა გააფრთხილა, რომ ქვეყანა კოროვირუსის, გრიპის და ბრონქიოლიტის უპრეცედენტო „სამმაგი ეპიდემიის“ წინაშე დგას, რომლის მიმდინარეობის პროგნოზირება რთულია. იმავდროულად, ევროკავშირმა ოთხშაბათს რეკომენდაცია გაუწია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ჩინეთიდან მგზავრებისთვის კორონავირუსის ტესტების შემოღება.
ბელგია უკრაინას 92 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების უდიდეს პაკეტს გამოუყოფს
ბელგიის მთავრობამ უკრაინისთვის 92 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი პაკეტის გამოყოფის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. „ზოგადად, ჩვენმა ქვეყანამ უკვე უზრუნველყო (უკრაინა - რედ.) 146 მილიონი ევროს სამხედრო დახმარება. დღეს მინისტრთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება 92 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გაგზავნის შესახებ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ. თავდაცვის მინისტრის, ლუდივინ დედონდერის თქმით, საუბარია საჰაერო თავდაცვის რაკეტებზე, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებზე, ტყვიამფრქვევებზე, ყუმბარებზე, საბრძოლო მასალაზე, სატვირთო მანქანებსა და ჯავშანტექნიკაზე. მისივე თქმით, აღჭურვილობის ნაწილი თავდაცვის სამინისტროს საწყობებიდან იქნება გატანილი, ნაწილ კი, კერძო კომპანიებისგან შეიძენენ. ბელგიამ უკრაინას 69 მილიონი ევროს ჰუმანიტარულ დახმარება გაუწია. გარდა ამისა, დე კროომ აღნიშნა, რომ 58 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები უკვე გაყინულია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
ბელგია წყალქვეშა დრონების სამართავად უკრაინელი სამხედროების წვრთნას იწყებს
ბელგიის სამეფოს თავდაცვის სამინისტრო წყალქვეშა თვითმფრინავების სამართავად, რომლებიც მალე შეიარაღებულ ძალებს გადაეცემათ, უკრაინელ სამხედროებს მოამზადებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ბელგიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების ჯგუფი ბელგიაში თებერვლის დასაწყისში ჩავიდა, რათა უკრაინის მხარდასაჭერად ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის (EUMAM Ukraine) ფარგლებში წვრთნა გაევლო.
ბელგიაში საქართველოს საელჩო იზოლატორში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმირებულია - საგარეო
ბელგიაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოქალაქის შიმშილობის პროცესში არც თავად მოქალაქეს და არც მისი ოჯახის წევრებს, სამწუხაროდ, არ მიუმართავთ ბელგიაში საქართველოს საკონსულოსთვის დახმარების მიზნით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული საკითხის მოგვარების პროცესში საკონსულო ჩაერთო პირველივე დღეებიდან. „ბელგიაში საქართველოს კონსული მუდმივ კონტაქტზე იყო და ახლაც რჩება როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და ბელგიის შესაბამის ადგილობრივ უწყებებთან, ასევე ანტვერპენის საუნივერსიტეტო კლინიკასთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების პირველივე დღიდან კონსული გარდაცვლილის ოჯახს დაეხმარა ადვოკატის და დამკრძალავი ბიუროს მოძიების საკითხში და განხორციელდება საჭირო პროცედურები. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოქალაქის შიმშილობის პროცესში არც თავად მოქალაქეს და არც მისი ოჯახის წევრებს, სამწუხაროდ, არ მიუმართავთ ბელგიაში საქართველოს საკონსულოსთვის დახმარების მიზნით. ბელგიის იზოლატორში ქართველი პატიმრის შიმშილობის საკითხთან დაკავშირებით, ბელგიაში საქართველოს კონსულს უახლოეს მომავალში შეხვედრა აქვს დანიშნული ბელგიის საემიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელობასთან“, – ნათქვამია განცხადებაში. ბელგიის დაკავების ცენტრში ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა.
მედია: ბელგია უკრაინას 240 სამხედრო სატვირთოს მიაწვდის
ბელგია უკრაინას Volvo-ს 240 სამხედრო სატვირთო მანქანას გადასცემს, პირველი პარტია კი მომავალ კვირას გაიგზავნება. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ იტყობინება ბელგიური გაზეთი De Standaard-ი. ამ სატვირთო მანქანის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მათი შეკეთება და შენარჩუნება შედარებით მარტივია, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინელებს არ დასჭირდებათ დამატებითი ტრენინგი მათი გამოყენების ან ძირითადი რემონტის განსახორციელებლად. „ბელგიის თავდაცვის მინისტრმა ლუდივინ დედონდერმა განაცხადა, რომ სატვირთო მანქანების მიწოდების გარდა, ბელგია გაგზავნის 100 ინსტრუქტორს უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად“, - წერს De Standaard-ი.
ბელგია უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად დახმარებას აწვდის
უკრაინამ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, ბელგიიდან 36 ტონა აღჭურვილობა მიიღო. ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან ჰალუშენკომ ბელგიელ კოლეგას ტინა ვან დერ სტრატენს მადლობა გადაუხადა. რუსეთი, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მასობრივი სარაკეტო და უპილოტო დარტყმებით ოქტომბრის შუა რიცხვებიდან უმიზნებს. უკრაინული მედია წერს, რომ 2023 წლის მარტის მდგომარეობით, უკრაინის ელექტრო ქსელი ყველა რეგიონში სტაბილურად მუშაობს.
ბელგიამ დაამტკიცა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი, რომელშიც გაყინულ რუსულ აქტივებს გამოიყენებს
ბელგია რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლიდან 92 მილიონ ევროს უკრაინას გადასცემს. ამ სახსრების წყაროს წარმოადგენს გაყინული რუსული ფინანსური აქტივებიდან ბელგიის საგადასახადო შემოსავლები. უკრაინული მედიის ცნობით, ბელგიის მთავრობამ დაამტკიცა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი, რომელშიც გაყინულ რუსულ აქტივებს გამოიყენებს. ფინანსური დახმარების ჯამური მოცულობა 92 მილიონ ევროს შეადგენს. 46 მილიონი ევრო განკუთვნილია ახალი სამხედრო დახმარებისთვის. ეს მოიცავს ჯავშანტექნიკას, იარაღსა და საბრძოლო მასალებს. მეორე ნახევარი კი, მოხმარდება უკრაინელი მოსახლეობის მხარდაჭერას და ბელგიის დიპლომატიური წარმომადგენლობის გაძლიერებას. 24 მილიონი ევრო გაეროსთან კოორდინირებულად დაიხარჯება ჰუმანიტარულ დახმარებაზე - განათლებაზე, ჯანდაცვასა და სასურსათო უსაფრთხოებაზე დიდ ქალაქებსა თუ საომარ ზონებში.
ბელგია F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებისთვის უკრაინელი პილოტების გაწვრთნას გეგმავს
ბელგია მზადაა, უკრაინელ პილოტებს ამერიკულ F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებზე წვრთნები ჩაუტაროს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, F-16 ტიპის თვითმფრინავების საკითხი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელგიისა და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრებთან, ალექსანდრ დე კროოსა და მარკ რუტესთან შეხვედრებზე განიხილა.„თვის დასაწყისში ჰააგაში გამართულ სამიტზე, F-16-ების საკითხი ვოლოდიმირ ზელენსკის და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დროს განიხილეს. ვთქვით, რომ მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება არ შეგვიძლია, მაგრამ შეგვიძლია პილოტების მომზადება", - ციტირებს თავის მხრივ, ბელგიური გამოცემა პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებას." ჩვენ გვჭირდება საბრძოლო თვითმფრინავები და მადლობას ვუხდით მოკავშირეებს ამ მიმართულებით მუშაობისთვის. კერძოდ, ბელგიამაც დაადასტურა მზადყოფნა პილოტების მომზადებისთვის", - წერს ამასთან უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ანდრი ერმაკი სოციალურ ქსელში.
ბელგიაში, 16 წლის ახალგაზრდებმა ევროპარლამენტის წევრების არჩევის უფლება მიიღეს
ბელგიის ხელისუფლებამ ევროპარლამენტის არჩევნებისთვის ხმის მიცემის მინიმალური ასაკი 16 წლამდე შეამცირა. „ასაკობრივი ლიმიტის შემცირებით, ჩვენ მკაფიო სიგნალს ვგზავნით. გვსურს, მოვისმინოთ თქვენი ხმები და მოსაზრებები, რათა გავითვალისწინოთ ისინი“, - მიმართა ახალგაზრდებს ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ანელის ვერლინდენმა. დაახლოებით, 280 000 ბელგიელ ახალგაზრდას ექნება შესაძლებლობა, მომავალ წელს ევროპულ დონეზე გამოხატოს თავისი აზრი. თუმცა ზრდასრული მოქალაქეებისგან განსხვავებით, რომლებიც ავტომატურად შედიან ამომრჩეველთა სიაში, ხმის მიცემის მსურველი არასრულწლოვნები წინასწარ უნდა დარეგისტრირდნენ. ბელგია გახდა ევროკავშირის მეოთხე ქვეყანა მალტის, გერმანიისა და ავსტრიის შემდეგ, რომელმაც ხმის მიცემა 16 წლიდან დაუშვა.
მედია: ბელგია უკრაინას 35 მილიონი დოლარის საბრძოლო მასალას მიაწვდის
ბელგიის მთავრობამ უკრაინისთვის 32,4 მილიონი ევროს (35 მილიონი დოლარის) ღირებულების, 105 მმ-იანი საბრძოლო მასალის მიწოდება დაამტკიცა. იტყობინება ბელგიური გაზეთი Het Laatste Nieuws (HLN) 9 ივნისს. "საბრძოლო მასალა შეძენილი იქნება ბელგიური ინდუსტრიიდან და მიეწოდება უკრაინას "რაც შეიძლება მალე", წერს HLN ბელგიის თავდაცვის მინისტრ, ლუდივინ დედონდერზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, ეს შესყიდვა უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების მე-14 პაკეტის ნაწილია. ბელგიამ უკრაინას ლეტალური და არალეტალური სამხედრო დახმარება, ჯამში, 306 მილიონი ევრო გამოუყო.
ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ბელგიის სამეფოში გაემგზავრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის მეთაური 14 ივნისს, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. ასევე, იგეგმება პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა კულტურის საერთაშორისო ფესტივალის - „ევროპალიისა“ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე. საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს კულტურის საერთაშორისო ფესტივალში - „ევროპალია“.
საქართველოს ევროპული მისწრაფებები, ტერიტორიული მთლიანობა, გლობალური გამოწვევები - ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის პრემიერს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს ალექსანდერ დე კროოს შეხვდა. პრემიერ-მინისტრებს შორის შეხვედრა ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური, ინვესტიციების, ტურიზმის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მიმართულებით. "შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე. აღინიშნა, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაცია საქართველოს მიერ თითქმის შესრულებულია. ამ ფონზე, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კრიტიკული მნიშვნელობა როგორც საქართველოს ევროპული მომავლის, ისე გეოპოლიტიკურ კონტექსტში. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას. ბელგიის სამეფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორმხრივი ვიზიტი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის - „ევროპალია-საქართველოს" პროგრამის წარდგენის პარალელურად იმართება. ფესტივალი წელს სრულად ეძღვნება საქართველოს, რაც უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის ევროპის პოლიტიკურ ცენტრში საქართველოს ევროპული ისტორიის, იდენტობისა და კულტურის წარმოსაჩენად. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ევროპალია-საქართველოს" განსაკუთრებული დატვირთვა აქვს იმ ფონზე, როდესაც წლის ბოლოს ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელოდება. პრემიერ-მინისტრებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბელგიის სამეფოს ფედერალური საჯარო სამსახურის საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ", - ნათქვამია ინფორმაციაში. „ძალიან კარგი საუბარი შედგა ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან ალექსანდერ დე კროოსთან. განვიხილეთ რეგიონული და გლობალური გამოწვევები, ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის ბელგიის სამეფოს მადლობელი ვართ”, - წერია თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე განთავსებულ პოსტში.
ბელგიის სამეფოსა და საქართველოს საგარეო უწყებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
ბელგიის სამეფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და განვითარების სფეროში თანამშრომლობის ფედერალურ სამსახურს შორს თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს ევროპული მისწრაფებები, ტერიტორიული მთლიანობა, გლობალური გამოწვევები - ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის პრემიერს შეხვდა „საქართველოს მხრიდან, მემორანდუმს ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ხოლო ბელგიის სამეფოს მხრიდან - საგარეო საქმეთა, ევროპულ საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრმა, აჯა ლაბიბმა. საქართველოსა და ბელგიის სამეფოს საგარეო უწყებებს შორის ხელმოწერილი დოკუმენტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებასა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების გამართვას. მემორანდუმის მიზანია ხელი შუწყოს ეკონომიკური დიპლომატიის განვითარებას გამოცდილების, ექსპერტული ცოდნისა და ნოუ-ჰაუს გაზიარების გზით. ამასთან, დოკუმენტი მხარეებს აძლევს შესაძლებლობას უფრო მეტი აქცენტი გააკეთონ კონტაქტების გაძლიერებაზე ვაჭრობის, ტურიზმისა და ინვესტიციების სფეროში. მემორანდუმი ასევე ქმნის ჩარჩოს განათლების, მათ შორის დიპლომატიური სწავლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობისთვის. აღსანიშნავია, რომ მემორანდუმში აღიარებულია ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივის ისტორიული მნიშვნელობა. ასევე ხაზგასმულია ასოცირების შეთანხმების პოტენციალის, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის სრულად განხორციელების აუცილებლობა. დოკუმენტში გამოთქმულია მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ამასთანავე, კიდევ ერთხელ დადასტურებულია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ბელგიის სამეფოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, 14 ივნისს, საქართველოს მთავრობის მეთაური ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს ალექსანდერ დე კროოს შეხვდა. პრემიერ-მინისტრებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბელგიის სამეფოს ფედერალური საჯარო სამსახურის საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს ელჩი: ბელგიის მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღება, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ტექნიკურ შეცდომასთან, ან გარკვეულ სტატისტიკურ მონაცემებთან
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიაში, ვახტანგ მახარობლიშვილი აცხადებს, რომ ბელგიის მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღება, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ტექნიკურ შეცდომასთან, ან გარკვეულ სტატისტიკურ მონაცემებთან. ვახტანგ მახარობლიშვილის თქმით, ეს მოცემულობა ცვალებადია და ნებისმიერი სახელმწიფო შეიძლება იყოს რაღაც მომენტში ამოღებული ან დაბრუნებული ამ სიაში „ევროკავშირის 16 სახელმწიფოს 20-დან საქართველო აღიარებული ჰყავს, როგორც უსაფრთხო ქვეყანა. აქვე აღვნიშნავ იმას, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანას არ აქვს, ზოგადად, მსგავსი მიდგომა და პრინციპი. ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაციები ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და შემიძლია ღიად ვთქვა, რომ სამინისტროს ჰქონდა პოზიტიური დამოკიდებულება და რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო დარჩენილიყო უსაფრთხო ქვეყნების სიაში. შესაბამისად, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები ხანდახან გარკვეული ტიპის ტექნიკური ან ხანდახან სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე მიიღება. მოგეხსენებათ, რომ გასულ წელს, პანდემიის შემდგომ პერიოდში ჩვენ გარკვეული მატებაც გვქონდა მოქალაქეების მობილობასთან დაკავშირებით, მაგრამ აქვე დავამატებ, რომ მიმდინარე წელს ჩვენ გვაქვს თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ვარდნა. ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაციები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, გვქონდა კომუნიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც, მიდის შიდა კომუნიკაციაც ბელგიის უწყებებს შორის და ალბათ, უახლოეს მომავალში დაგვიზუსტებენ კონკრეტულ, შესაძლოა, ტექნიკური ან სტატისტიკურ მიზეზებს. მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს იღებენ წელიწადში ერთხელ, თუმცა ნამდვილად ვერ გამოვრიცხავ, რომ სხვადასხვა მოცემულობიდან გამომდინარე მოხდეს გადახედვა და უფრო დაჩქარებულად იქნას რაიმე გადაწყვეტილებების მიღება. რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, შემიძლია, გითხრათ, რომ მას საფრთხე არ ემუქრება, აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი კომუნიკაცია ევროკავშირის მხრიდან არ ყოფილა. უფრო მეტიც, დღეს მიმდინარეობს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა და ბუნებრივია, ეს თემა აუცილებლად გაჟღერდებოდა რამე საფრთხე რომ ყოფილიყო აღნიშნული მიმართულებით", - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა ქართულ სატელევიზიო არხებთან ინტერვიუში. ელჩის განცხადებით, ქართულ მხარეს ჰქონდა აქტიური კონსულტაციები როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც, ასევე მიდის შიდა კომუნიკაციაც ბელგიის უწყებებს შორის და ალბათ, უახლოეს მომავალში ბელგიური მხარე დააზუსტებს კონკრეტულ, შესაძლოა, ტექნიკურ და სტატისტიკურ მიზეზებს.
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა
ბელგიის საგარეო და ევროპული ურთიერთობების საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და კულტურული ინსტიტუტების მინისტრი ჰაჯა ლაჰიბი ერევანს, თბილისსა და ბაქოს ოთხდღიანი ვიზიტით ეწვევა. ბელგიელი დიპლომატი Twitter-ზე წერს, რომ ვიზიტის მიზანია სამხრეთ კავკაიის რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის ხელშეწყობა. „ერევანში, თბილისსა და ბაქოში ვიწყებ ოთხდღიან მოგზაურობას, რომელიც სავსეა მნიშვნელოვანი შეხვედრებით. ვიზიტის მიზანია ბელგიის სახელით და ევროკავშირის პოზიციის შესაბამისად, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის და ჩვენი გამაერთიანებელი კავშირების გაძლიერების ხელშეწყობა,“ – წერს ჰაჯა ლაჰიბი.
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე ქართული მხარის ინფორმაციას გაეცნო
საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრთან, აჯა ლაბიბისთან, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა ბელგიის სამეფოს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. „ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც საქართველო დგამს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული, რაც აისახება შესაბამის გადაწყვეტილებაში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. აღინიშნა ბელგიის, როგორც ევროკავშირის საბჭოს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ამასთან, საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებს. ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი რთული მდგომარეობის შესახებ. ხაზი გაესვა საერთაშორისო დღის წესრიგში აღნიშნული საკითხის აქტუალურობის შენარჩუნების მიზნით პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიციის მნიშვნელობას. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების აუცილებლობაზე. აღინიშნა, რომ 2023 წელს, ბელგიის კულტურული ფესტივალი „ევროპალია” საქართველოსა და ქართულ კულტურას მიეძღვნება, რაც კიდევ ერთი დასტურია ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობისა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. ვიზიტის ფარგლებში, აჯა ლაბიბი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას, იგი ასევე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და გვირგვინით შეამკობს მემორიალს.
საქართველოს პრეზიდენტი ბელგიის მეფეს წერილით ატყობინებს, რატომ ვერ მონაწილეობს „ევროპალია საქართველოს“ ინაუგურაციაში
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბელგიის მეფე ფილიპეს წერილით მიმართავს. საქართველოს პრეზიდენტი გულისტკივილს გამოხატავს იმის გამო, რომ ვერ მონაწილეობს „ევროპალია საქართველოს“ ინაუგურაციაში. პრეზიდენტის მიზეზებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ „მთავრობის დაუსაბუთებელი უარი ღონისძიებაში მონაწილეობის შესახებ მის წინადადებაზე“ და მეორე მხრივ 3 და 4 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოში მისი იმპიჩმენტის თაობაზე ჩანიშნული წარდგინების განხილვა შეუძლებელს ხდის მისი წარმომადგენლობითი მოვალეობის შესრულებას. ,,თქვენო უდიდებულესობავ, გულწრფელ გულისტკივილს გამოვხატავ იმის გამო, რომ მიწევს უარის თქმა ჩემი ქვეყნისათვის როგორც კულტურული, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობის მქონე ღონისძიების, „ევროპალია საქართველოს“ ინაუგურაციაში თქვენთან ერთად მონაწილეობაზე. ევროპის გულში საქართველოს ევროპული კულტურისა და იდენტობის წარდგენა სწორედ იმ დროს, როდესაც წყდება ისეთი საკვანძო საკითხი, როგორიც არის ჩვენთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, ევროპელ ხალხებსა და ლიდერებს გადავცეთ ერთმნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც არის ევროპულ ოჯახში ჩვენი ინტეგრაციის სურვილი. თქვენო უდიდებულესობავ, გთხოვთ, მერწმუნოთ, რომ გულწრფელი სურვილი მქონდა საქართველო უმაღლეს დონეზე ყოფილიყო წარმოდგენილი ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობებში ახალი მნიშვნელოვანი ფურცლის გადაშლისას, ისე, როგორც 2021 წლის 21 იანვარს ჩვენი შეხვედრისას შევთანხმდით. სამწუხაროდ, ჩემი ნებისგან სრულიად დამოუკიდებელი ორი მიზეზი – ერთი მხრივ, მთავრობის დაუსაბუთებელი უარი ღონისძიებაში მონაწილეობის შესახებ ჩემს წინადადებაზე, მეორე მხრივ, სწორედ 3 და 4 ოქტომბერს ჩანიშნული საკონსტიტუციო სასამართლოში ჩემი იმპიჩმენტის თაობაზე წარდგინების განხილვა – აბსოლუტურად შეუძლებელს ხდის შევასრულო ჩემი წარმომადგენლობითი მოვალეობა ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. თქვენო უდიდებულესობავ, მსურს გულწრფელი ბოდიში მოვიხადო ჩემგან დამოუკიდებელი, გაუთვალისწინებელი ფაქტორების გამო, რომლებიც, სამწუხაროდ, ბოლო წამს აუცილებელს ხდის იმ საპროტოკოლო გადაწყვეტილებების შეცვლას, რომლებზეც დიდი ხანია, მიმდინარეობს მუშაობა. მეორე მხრივ, მსურს ჩემი და ქართველი ხალხის სახელით მოგახსენოთ მადლობა ევროპის ცენტრში ქართული კულტურის ესოდენ დიდი პატივით მიღებისათვის. ყველაფრის მიუხედავად, მტკიცედ მჯერა, რომ ეს მოვლენა გადაიქცევა საქართველოსა და ბელგიის სამეფოს ურთიერთობის ისტორიის განსაკუთრებულ ფურცლად. იმედი მაქვს, რომ თქვენი უდიდებულესობა თქვენი ქვეყნის კეთილდღეობისათვის კიდევ მრავალ წელს იღვაწებს. დიდ წარმატებას ვუსურვებ „ევროპალია საქართველოს“ და მადლობას ვუხდი თქვენს უდიდებულესობას იმ დიდი წვლილისათვის, რომელიც სამეფო ოჯახსა და ბელგიის მხარეს ამ უმნიშვნელოვანესი ღონისძიების ორგანიზებაში შეაქვთ. თქვენო უდიდებულესობავ, გთხოვთ, მიიღოთ თქვენ მიმართ ჩემი უდიდესი პატივისცემა," - ნათქვამია წერილში. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს განიხილავს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე: ვფიქრობთ, სხდომაზე პრეზიდენტის დასწრება არის სავალდებულო და კარგი, დაგვეხმარება დასკვნის ჩამოყალიბებაში
ბელგია გაყინული რუსული აქტივებიდან უკრაინას 1,7 მილიარდ ევროს გამოუყოფს
ბელგია რუსული აქტივების გაყინვის შედეგად, უკრაინის მხარდასაჭერად 1,7 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე დე კროომ უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ბელგია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას სამ სფეროში, რომელთაგან პირველი ორი არის სამხედრო დახმარება და ეკონომიკური სანქციები. „დღეს განვიხილეთ, თუ როგორ შეიძლება, რუსული გაყინული აქტივების გამოყენება ახლა, დროის დაკარგვის გარეშე, რუსეთის აგრესიისგან მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად.მნიშვნელოვანია, რომ ბელგია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსული ტერორისგან დაცვის მხარდასაჭერად გაყინული რუსული აქტივების გამოყენება დაიწყო. თანხები მოხმარდება ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების დახმარებას და უკრაინის რეგიონებში საგანგებო აღდგენის პროექტებს,“ - წერს თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე. ცნობისთვის, მანამდე ბელგიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ 2025 წლიდან ქვეყანა უკრაინაში რამდენიმე ბელგიურ F-16 გამანადგურებელს გაგზავნის.
ბელგია 2025 წლიდან უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს მიაწვდის
ბელგია უკრაინას გადასცემს F-16-ის ტიპის რამდენიმე მოიერიშე თვითმფრინავს, რომელთაგან პირველს კიევი 2025 წელს მიიღებს. ამის შესახებ ბელგიის თავდაცვის მინისტრმა, ლუდივინ დედონდერმა განაცხადა. მინისტრმა არ დააკონკრეტა იმ თვითმფრინავების რაოდენობა, რომლის გაგზავნასაც ბელგია აპირებს. „ტრანსფერი დამოკიდებული იქნება „ჩვენი ახალი F-35 შესაძლებლობების გაძლიერებაზე,“ - აღნიშნა დედონდერმა. მისი თქმით, უკრაინელი მფრინავები ტრენინგს გაივლიან ბელგიაში, დანიასა და ევროკავშირის რამდენიმე სხვა ქვეყანაში. ნიდერლანდებმა უკრაინისთვის პირველი F-16-ის ტიპის თვითმფრინავის გაგზავნის თარიღი დაასახელა
ბრიუსელის ცენტრში სროლის დროს ორი ადამიანი დაიღუპა
ბელგიის პოლიციამ განაცხადა, რომ ბრიუსელის ცენტრში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. მათ საფეხბურთო ფორმა ეცვათ. მედიაში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ კაცი სადგურის მახლობლად, დიდი იარაღის გამოყენებით რამდენჯერმე ისვრის. ბელგიური მაუწყებლების ცნობით, დაღუპულები შვედები არიან. დღეს შვედეთის ეროვნული ნაკრებისა და ბელგიის საფეხბურთო მატჩი უნდა გამართულიყო. BBC წერს, რომ უცნობია, ისინი მატჩზე დასასწრებად იყვნენ თუ არა ბელგიაში ჩასულები. პოლიციის სპიკერმა აღნიშნა, რომ ოფიცრები მალე მივიდნენ შემთხვევის ადგილზე და გზა გადაკეტეს. მან სროლის გარემოებების დაზუსტებაზე უარი თქვა. Washington Post-ი წერს, რომ ევროპაში უსაფრთხოების თვალსაზრისით მეტ სიფრთხილეს იჩენენ ისრაელ-ჰამასის მიმდინარე ომის გამო. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 20 წლის ახალგაზრდა პოლიციამ დააკავა, თუმცა BBC წერს, რომ ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის.
ბელგიაში რამდენიმე ათეულ სკოლაში სწავლა შეჩერებულია
ბელგიაში, ბრიუსელსა და ბრაბანტის რეგიონებში, რამდენიმე ათეული სკოლა დღეს მოსწავლეებს არ მიიღებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კვირას, საღამოს ბომბის საფრთხის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. Reuters-ის ცნობით, საუბარია 27 სკოლაზე, სადაც ახლა სამართალდამცველები მუშაობენ.
ბელგიის გენშტაბის უფროსი: ევროპა ახალი რუსული აგრესიისთვის მზად უნდა იყოს
ბელგიის არმიის გენერალური შტაბის უფროსს, ადმირალ მიშელ ჰოფმანს მიაჩნია, რომ ევროპულმა სახელმწიფოებმა სერიოზულად უნდა მიიღონ რუსული საფრთხე და მოემზადონ იმისთვის, რომ მომავალში რუსეთმა შესაძლოა, სხვა მეზობლებს შეუტიოს. ადმირალმა აღნიშნა, რომ რუსეთი ახლა დასუსტებულია უკრაინაში წარუმატებლობის გამო, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს სიტუაცია შეიცვლება, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი საბოლოოდ გაიმარჯვებს. ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს სანერვიულო. კრემლისა და პრეზიდენტის პუტინის რიტორიკა ყოველთვის ორაზროვანია. სავსებით შესაძლებელია, რომ დროთა განმავლობაში მათ სხვა რამის გაკეთება დაიწყონ. შეიძლება, იყოს მოლდოვის სამხრეთით, ეს შეიძლება, იყოს ბალტიისპირეთის ქვეყნები,“ - აღნიშნა ჰოფმანმა. როგორც გენერალი აღნიშნავს, რუსებმა უკვე აჩვენეს, რომ შეუძლიათ მეზობელზე თავდასხმა. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს შესაძლებლობები ამის თავიდან აცილების მიზნით და რომ საჭიროების შემთხვევაში, მზად ვიყოთ საპასუხო ბრძოლისთვის," - განაცხადა ჰოფმანმა. NATO-ს მრავალეროვნული ჩრდილო-აღმოსავლეთ კორპუსის მეთაურმა დეკემბრის დასაწყისში აღნიშნა, რომ რუსეთი, უკრაინაში ომის მიუხედავად, აღადგენს თავის საბრძოლო შესაძლებლობებს და ეს ზრდის საფრთხეს ბალტიის რეგიონისთვის. ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი შეშფოთებულია, რომ თუ დასავლელ მოკავშირეებს არ ექნებათ საკმარისი პოლიტიკური ნება უკრაინის გამარჯვებაში დასახმარებლად, რუსეთი ამას თავის გამარჯვებად აღიქვამს და დაიწყებს ახალი ომისთვის მზადებას, მისი ნებისმიერი მეზობელი კი შეიძლება, აგრესიის მსხვერპლი გახდეს გახდეს. გერმანიის არმიის გენერალური ინსპექტორი: გერმანიას ერთ დღეს, შეიძლება, რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვითი ომის წარმოება მოუწიოს გენერალი სანდერსი ევროპის სიტუაციას ადარებს პერიოდს, როდესაც განიხილავდნენ, მოუწევდათ თუ არა ჰიტლერთან დაპირისპირება
ნორვეგიის შემდეგ, დანიაში ორ F-16-ს ბელგიაც განათავსებს
ბელგია მარტიდან სექტემბრამდე დანიაში ორ F-16-ის ტიპის თვითმფრინავსა და ორმოცდაათი სამხედროსგან შემდგარ პერსონალს გაგზავნის. ისინი უკრაინელ მფრინავებს მოამზადებენ. ანალოგიური გადაწყვეტილება მანამდე ნორვეგიამ მიიღო. სასწავლო მისიის მიზანი იქნება არამხოლოდ პილოტების, არამედ, უკრაინელი ტექნიკოსების და მისიის დამგეგმავების მომზადება. უკრაინელი პილოტები სწავლებას რუმინეთში, დანიაში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში გადიან. ამ უკანასკნელში ექვსმა უკრაინელმა საბაზისო ტრენინგი, მათ შორის, ინგლისური ენის შესწავლა შობამდე დაასრულა. შეგახსენებთ, ნოემბერში რუმინეთში F-16-ის სასწავლო ცენტრი გაიხსნა. უკრაინა F-16-ების მიღებას უახლოეს მომავალში ელის.
ევროკავშირს შემდგომ გაფართოებამდე რეფორმა სჭირდება - ბელგიის პრემიერი
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ, რომლის ქვეყანაც ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს, განაცხადა, რომ ბლოკმა ახალი წევრების მიღებამდე რეფორმები უნდა გაატაროს. ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად საუბრისას დე კროომ განაცხადა, რომ ბელგია იმუშავებს მოლაპარაკებების ჩარჩოზე ორი კანდიდატი ქვეყნის - უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებისთვის. „ევროპის მოსახლეობა ევროკავშირს უყურებს... მათი დაცვის მოლოდინით, ჩვენი კეთილდღეობის, ჩვენი კეთილდღეობის გაძლიერების მოლოდინით და საერთო მომავლის მომზადების მოლოდინით,” - აღნიშნა დე კროომ. „საერთო მომავალი აქ, ევროპაში, ნიშნავს, რა თქმა უნდა, უკრაინას ევროპის გულში. ეს არის ჩვენი მომავალი უსაფრთხოებისა და კოლექტიური სტაბილურობის საუკეთესო გარანტია,“ - განაცხადა ბელგიის პრემიერმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირმა უნდა გააუმჯობესოს თავისი უნარი, მიიღოს სწრაფი გადაწყვეტილებები ერთიანობის შენარჩუნებით და გახდეს უფრო ეფექტიანი. ევროკავშირმა უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის საკითხი სასწრაფოდ უნდა გადაწყვიტოს - ლაიენი
ევროკავშირი უკრაინისადმი მხარდაჭერას კიდევ უფრო გააძლიერებს - ბელგიის პრემიერი
ევროკავშირი „უკრაინისადმი მხარდაჭერას კიდევ უფრო გააძლიერებს,“ - ეს განცხადება ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ გააკეთა. ბელგიამ ევროკავშირის თავმჯდომარეობა ახლახან გადაიბარა. პრეზიდენტობა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის როტაციის პრინციპს ეფუძნება და თავმჯდომარეობა ყოველ ექვს თვეში ერთხელ იცვლება. ესპანეთი ამ პოზიციას 31 დეკემბრამდე იკავებდა. დე კროომ ასევე განაცხადა, რომ ესაუბრა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, რომელიც „უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერის შენარჩუნებას“ დათანხმდა.
ბელგია 2024 წელს უკრაინას $665 მილიონის სამხედრო დახმარებას ჰპირდება - უმეროვი
ბელგიამ პირობა დადო, რომ 2024 წელს უკრაინას 611 მილიონი ევროს (665 მილიონი დოლარი) სამხედრო დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა ბელგიელ კოლეგასთან ლუდივინ დედონდერთან 22 იანვარს სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა. ეს მაჩვენებელი აღემატება მთელ თანხას, რომელიც ბელგიამ უკრაინას სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გამოუყო - 496 მილიონი ევრო (540 მილიონი დოლარი). ბელგია დამფუძნებელი წევრია „მოიერიშე რეაქტიულ კოალიციაში“, რომელიც F-16-ებისთვის უკრაინელების მომზადებას ისახავს მიზნად ბელგიის თავდაცვის სამინისტრომ 4 იანვარს გამოაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადების მხარდასაჭერად დანიაში ორ F-16 საბრძოლო თვითმფრინავს და 50 სასწავლო პერსონალს გაგზავნის. უმეროვმა 22 იანვარს განაცხადა, რომ დედონდერთან „განიხილა ფრონტის ხაზზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები.“ მანვე დაამატა, რომ საჰაერო ძალების კოალიციაში, განსაკუთრებით, პილოტების მომზადების პროგრამაში მონაწილეობის გამო, ბელგიის მადლიერია.“
უკრაინა და ბელგია იარაღის ერთობლივ წარმოებას დაიწყებენ
უკრაინამ და ბელგიამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიზანიც თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაა. მანამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა ბელგიელ კოლეგასთან, ლუდივინ დედონდერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ ბელგია წელს უკრაინას 611 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ივან გავრილიუკის განმარტებით, მემორანდუმი განსაზღვრავს ერთობლივი პროექტების დანერგვის განზრახვას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის პოტენციალისა და წარმოების მოცულობის გაზრდას. „ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარების, პარტნიორებთან ერთობლივი საწარმოების შექმნის, უკრაინაში თავდაცვის წარმოების ლოკალიზაციის კონტექსტში. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, საუბარია გარკვეული ტიპის იარაღის ერთობლივი წარმოების გეგმებზე, შეკეთების ორგანიზებაზე, სპეციალისტებისა და ტექნიკური პერსონალის მომზადებაზე. „უკრაინა ძალიან დაინტერესებულია ერთობლივი საწარმოების შექმნით, რომლებიც იმუშავებენ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მომავალი თანამშრომლობა ნაყოფიერი და ურთიერთსასარგებლო იქნება,“ - აღნიშნა გავრილიუკმა.
ყაზახეთი მოუწოდებს ნიდერლანდებსა და ბელგიას, ერთობლივად განავითარონ შუა დერეფანი
ყაზახეთმა მოუწოდა ნიდერლანდებსა და ბელგიას, ერთობლივად განავითარონ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR, შუა დერეფანი). ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. კერძოდ, აღნიშნული თემა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რომან ვასილენკოსა და ბელგიისა და ნიდერლანდების ელჩთან შეხვედრაზე განიხილეს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შუა დერეფანი ხსნის ახალ პერსპექტივებს ყაზახეთსა და ევროპას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთქმედების გაფართოებისთვის. ვასილენკომ თანამოსაუბრეებს ასევე გააცნო ყაზახეთის ინიციატივები რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ გარემოს დაცვის, წყლის რესურსების და სხვა მიმართულებით. ყაზახეთისა და საბერძნეთის პორტები შუა დერეფნის განვითარებისთვის ითანამშრომლებენ ყაზახეთმა ევროპელ ინვესტორებს პორტებისა და აეროპორტების მართვა შესთავაზა
იტალიის, კანადისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები კიევში ჩავიდნენ
იტალიის, კანადისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები კიევში ჩავიდნენ. იტალიის მთავრობის ცნობით, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო და ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად კიევში ჩავიდნენ. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავზე პრემიერ-მინისტრები და ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინის დედაქალაქში გვიან ღამით მეზობელი პოლონეთიდან მატარებლით გაემგზავრნენ. იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი მოგვიანებით კიევიდან „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად ვიდეოკონფერენციას გამართავს, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება. უკრაინში 23 თებერვალს ჩავიდა დანიის პრემიერი. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
უკრაინამ უსაფრთხოების შეთანხმება კიდევ სამ სახელმწიფოსთან გააფორმა
უკრაინამ უსაფრთხოების შეთანხმება იტალიასთან, კანადასთან და ბელგიასთანაც გააფორმა. უკრაინამ ხელი მოაწერა უსაფრთხოების პირველ შეთანხმებას ევროპის მიღმა მდებარე სახელმწიფოსთან. უკრაინას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება უკვე გაფორმებული აქვს დანიასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან. ზელენსკიმ პარტნიორ ქვეყნებთან უსაფრთხოების ახალი შეთანხმებების შესახებ გამოაცხადა
ბელგია უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად 200 მლნ ევროს გამოყოფს
ბელგია უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესაძენად 200 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. დე კროოს თქმით, ბელგია უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შეძენის ჩეხეთის ინიციატივას 200 მილიონი ევროთი დააფინანსებს, რის შედეგადაც მომავალ კვირებში უკრაინაში მეტი საბრძოლო მასალა ჩავა. „ვერასდროს ვერ შევედრებით იმ მსხვერპლს, რაზეც უკრაინა ყოველდღიურად მიდის, მაგრამ შეგვიძლია პრეზიდენტ ზელენსკის მივცეთ ის, რასაც ითხოვს - მეტი იარაღის რუსი აგრესორისგან დაცვისთვის,” - წერს დე კროო.
ბელგიაში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბი იპოვეს
ბელგიის ხელისუფლებამ მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბი ააფეთქა, რომელიც ბელგიის ქალაქ კოქსიჯდის მახლობლად მდებარე სანაპიროზე აღმოაჩინეს. ოპერაცია 28 თებერვალს სამხედრო ბომბსაწინააღმდეგო განყოფილებამ ჩაატარა. პოლიციამ აღნიშნა, რომ ბომბი 100 კილოგრამზე მეტს იწონიდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფაქტები არცთუ იშვიათია. მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბის პოვნის შესახებ ცნობები, განსაკუთრებით, გერმანიიდან ვრცელდება ხშირად.
ბელგიის პრემიერი: ბელგიამ ბოლო თვეების განმავლობაში ათობით რუსი ჯაშუში გააძევა
ბოლო თვეების განმავლობაში ბელგიამ ათობით რუსი ჯაშუში გააძევა, - ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კროომ განაცხადა. „ბოლო თვეების განმავლობაში ბელგიამ ქვეყნიდან ათობით ე.წ. რუსი დიპლომატის დეპორტაცია მოახდინა. იყვნენ თუ არა ისინი ჯაშუშები? ცხადია, რომ დიახ“, - განაცხადა ალექსანდრ დე კროომ. ბელგიის პრემიერმა აღნიშნა, რომ რუსეთი ბელგიას სხვადასხვა გზით უტევს და დემოკრატიის დესტაბილიზაციას ცდილობს. „როდესაც რუსეთის წინააღმდეგ ვმოქმედებთ, ჩვენ ვიცით, რომ მომდევნო რამდენიმე საათში ჩვენი ვებსაიტები კიბერშეტევების სამიზნე ხდება,“ - აღნიშნა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.
ბელგიამ კიეისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად 200 მილიონი ევრო გამოყო
ბელგიამ უკრაინას 200 მილიონი ევრო გამოუყო ევროკავშირის მიღმა ქვეყნებში საბრძოლო მასალის შესაძენად, განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კროომ. „ბევრ ქვეყანასთან ერთად ვმუშაობთ. ეს არის საერთო შესყიდვა ევროკავშირის გარეთ, რომელსაც კოორდინაციას უწევს ჩეხეთი," - განაცხადა დე კროომ. პ ბელგიის პრემიერის თქმით, ეს დახმარება ფინანსდება ბელგიაში გაყინული რუსული აქტივების ინვესტიციიდან მიღებული მოგების გადასახადებით. დე კროომ ხაზი გაუსვა, რომ გარიგება უახლოეს მომავალში დასრულდება. ჩეხეთს უკრაინისთვის პირველი 300 000 ჭურვის შესაძენად საკმარისი დაფინანსება უკვე აქვს. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა. ფიალას თქმით, ჩეხეთის ინიციატივამ, უკრაინას საბრძოლო მასალა მიაწოდონ, ამ დროისთვის 300 000 საარტილერიო ჭურვის შესაძენად საკმარისი დაფინანსება მოიპოვა, თუმცა პარტნიორების ძებნას გაარძელებენ. „ჩვენი მიზანია, მივაწოდოთ ბევრად მეტი. ჩვენი მუშაობა და დახმარება უკრაინისთვის აქ არ მთავრდება. ვაგრძელებთ პარტნიორების ძებნას, რათა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა რუსი აგრესორის წინააღმდეგ გაბედულ ბრძოლაში,“ – აღნიშნა ფიალამ. ჩეხეთის ინიციატივას სხვა ქვეყნებთან ერთად, ნორვეგია, გერმანია და საფრანგეთიც უერთდებიან.
ბელგიამ ევროპულ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიება დაიწყო
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ დე კროომ განაცხადა, რომ ივნისის საერთო ევროპულ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხზე გამოძიება დაიწყო და რომ მისი ქვეყნის დაზვერვის სამსახურმა დაადასტურა არსებობა ქსელის, რომელიც უკრაინის მხარდაჭერისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს. ბელგია ახლა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანაა. გამოძიებას ფედერალური პროკურორი აწარმოებს. „მიზანი სრულიად ცხადია: უკრაინის დახმარების შესუსტება რუსეთს ემსახურება ბრძოლის ველზე და ეს რეალური მიზანი გასულ კვირაში გამოვლინდა,“ აღნიშნა კროომ. ევროკავშირის პარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისს იმართება. NATO მოელის, რომ ევროკავშირის არჩევნების ფონზე რუსეთის კიბერშეტევები და დეზინფორმაცია გააქტიურდება გერმანიამ ევროპაში რუსული დეზინფორმაციის მასშტაბების ზრდის შესახებ განაცხადა როგორც ცნობილია, ევროკომისიამ ტექნოლოგიურ გიგანტებს ევროპარლამენტის არჩევნების დროს დეზინფორმაციისგან დაცვა სთხოვა. თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ სხვადასხვა ავტორიტარული მთავრობები საარჩევნო პროცესებში ჩაერევიან, ხოლო აშშ რუსეთისა და ჩინეთის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობებთან გამკლავებას გააგრძელებს. ბლინკენის თქმით, დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მეტი უნდა გააკეთონ, მათ შორის, სოციალური მედიის კომპანიების წახალისებით, რათა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ყალბი შინაარსის ინფორმაცია გამოავლინონ. ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა.
ისრაელზე თავდასხმის გამო, გერმანია, საფრანგეთი და ბელგია ირანის ელჩებს იბარებენ
ისრაელზე ბოლო თავდასხმასთან დაკავშირებით გერმანიის, საფრანგეთისა და ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროებში ირანის ელჩები დაიბარეს. ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ელჩი სეიედ მოჰამად ალი რობაჯაზი დაიბარეს სამინისტროში, სადაც მას განუცხადეს, რომ „ბელგიამ მკაცრად დაგმო ირანის თავდასხმა ისრაელზე.“ „ჩვენი ქვეყანა მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, რათა თავიდან იყოს აცილებული რეგიონული ესკალაცია," - დასძინა სამინისტრომ. DW-ის ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ირანის ელჩი დეპარტამენტში დაიბარეს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ დაიბარა ირანის ელჩი. „საფრანგეთი პარტნიორებთან ერთად სიტუაციის დეესკალაციისთვის მუშაობს და ყველას თავშეკავებისკენ მოუწოდებს,“ დასძინა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. Financial Times-ის ცნობით, ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას განიხილავს. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 16 აპრილს შეხვედრას გამართავენ და იმსჯელებენ დაძაბულობის გაღრმავებაზე ახლო აღმოსავლეთში, ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის შემდეგ - აცხადებს ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი ჯოზეფ ბორელი. „ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, [16 აპრილს] მოვიწვიე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო ... შეხვედრა", - წერს ბორელი პლატფორმა X-ზე და აღნიშნავს რომ „მიზანიამ წვლილი შეიტანონ რეგიონის დეესკალაციასა და უსაფრთხოებაში." 13-14 აპრილს, ირანმა ისრაელზე უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით მიიტანა იერიში. ისრაელის არმიის ინფორმაციით, ირანმა გამოიყენა 300-ზე მეტი დრონი და ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მოიგერიეს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელს ირანული დრონების და რაკეტების ჩამოგდებაში აშშ დაეხმარა.
ბელგიას სურს, უკრაინას F-16-ები, 2025 წლის ნაცვლად, წელსვე მიაწოდოს
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კრომ და თავდაცვის მინისტრმა ლუდივინ დედონდერმა 26 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ბელგიის ხელისუფლება აპირებს, 2024 წლის ბოლომდე მიაწოდოს უკრაინას თავისი რამდენიმე F-16 მოიერიშე თვითმფრინავი. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როდის ჩავა თვითმფრინავები უკრაინაში, მაგრამ, როგორც დედონდერმა განმარტა „ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად.“ მისი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თვითმფრინავები უკრაინას წლის ბოლომდე მიაწოდონ. 2023 წლის ოქტომბერში ბელგიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ბელგია F-16-ების მიწოდებას 2025 წელზე ადრე ვერ შეძლებდა. დე კრომ აღნიშნა, რომ ყველა მოიერიშე თვითმფრინავი უნდა დაფინანსდეს გაყინული რუსული აქტივების პროცენტებიდან და არა ბელგიელი გადამხდელების ფულით.
ბელგიელი მინისტრი ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტზე: გვექნება ძალიან ღია დისკუსია, ნებისმიერი ტაბუს გარეშე
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრმა ჰაჯა ლაბიბმა განაცხადა, რომ თუ საქართველოში კანონთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია არ შეიცვლება, ევროკავშირის გზაზე წინსვლა არ იქნება. „მექნება ორმხრივი შეხვედრა. მათ მიიღეს კანონი, რომელიც არის გარკვეული უკუსვლა ინტეგრაციის გზაზე. ვწუხვართ ამის გამო და გვექნება ძალიან ღია დისკუსია, ნებისმიერი ტაბუს გარეშე. ვნახავთ, როგორ შეგვიძლია, მხარი დავუჭიროთ მათ და როგორ შევცვალოთ ეს სიტუაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობ, წინსვლა არ ექნებათ,“ - განაცხადა ჰაჯა ლაბიბმა. ბრიუსელში ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალური სხდომა იმართება, რომელშიც ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ, მათ შორის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. მეორე მოსმენით პარლამენტი მას დღეს, 30 აპრილს განიხილავს. 19:00 საათზე პარლამენტთან დაგეგმილია საპროტესტო აქცია. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით
უკრაინამ და ბელგიამ უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ ბრიუსელში ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს. შესაბამისად, ბელგია წელს უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის სულ მცირე 977 მილიონ ევროს გამოყოფს. კერძოდ, ასეთი ვალდებულება, ისევე როგორც ბელგიის მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს უკრაინას შეთანხმების ათწლიანი ვადის განმავლობაში, აღნიშნულ დოკუმენტშია ასახული. „პირველად, უსაფრთხოების ასეთი შეთანხმება განსაზღვრავს სამხედრო თვითმფრინავების კონკრეტულ რაოდენობას, რომელიც გადაეცემა უკრაინას - 30 ერთეული F-16 2028 წლამდე. უფრო მეტიც, პირველი მოიერიშე თვითმფრინავები წელს უნდა გადაეცეს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. ბელგია ასევე იძლევა გარანტიას, რომ უზრუნველყოფს დროულ დახმარებას უსაფრთხოების სფეროში, თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობისა და იარაღის მიწოდებას, უკრაინის საჭიროებების გათვალისწინებით. ამასთან, დოკუმენტში საუბარია თავდაცვის ინდუსტრიაში ორმხრივ თანამშრომლობაზე, უკრაინის სამშვიდობო ფორმულის მხარდაჭერაზე, სანქციების გაძლიერებაზე, დანაკარგების კომპენსაციაზე, აგრესორის პასუხისგებაში მიცემაზე, კონფისკირებული რუსული აქტივების უკრაინის საჭიროებებისთვის გამოყენებაზე. გარდა ამისა, გაღრმავდება თანამშრომლობა დაზვერვის, კიბერუსაფრთხოების და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში. გარდა ამისა, შეთანხმებაში ბელგია ნათლად ადასტურებს უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში მომავალი გაწევრიანების მხარდაჭერას. უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განმარტავენ, რომ ბელგია არის მე-11 ქვეყანა, რომელთანაც უკრაინამ უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი შეთანხმება გააფორმა.