თეგი: ოლექსი დანილოვი
ოლეკსი დანილოვი: რუსეთის მხრიდან საფრთხე ემუქრება ყველა ქვეყანას, რომლებიც ოდესღაც საბჭოთა კავშირის წევრები იყვნენ
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლეკსი დანილოვმა განაცხადა, რუსეთის მხრიდან საფრთხე ემუქრება ყველა ქვეყანას, რომლებიც ოდესღაც საბჭოთა კავშირის წევრები იყვნენ. მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, შემდეგი სახელმწიფო, რომელსაც რუსული არმია დაესხმება თავს, შესაძლოა ლიეტუვა იყოს. ამის შემდეგ, NSDC-ის მდივნის თქმით, რუსეთის სამხედრო აგრესია შესაძლოა კიდევ უფრო გავრცელდეს ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებში, ასევე პოლონეთში. დანილოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ახლა იცავს ევროპას რუსი დამპყრობლებისგან, რომლებიც „მოდიან“ მთელი ევროპის კონტინენტისკენ. მან საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, დაეხმარონ უკრაინას იარაღის მიწოდებით, რათა აგრესორი შეაჩერონ. „რაც შეეხებათ ბალტიისპირეთის ქვეყნებს, პოლონეთსა და სხვა ქვეყნებს, რომლებიც ოდესღაც სსრკ-ს შემადგენლობაში იყვნენ, ისინი მართლაც რუსული საფრთხის წინაშე დგანან“, - განაცხადა დანილოვმა. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ამ ომს მოიგებს. მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს, რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინაში, 2,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა. გაეროს შეფასებით, უკრაინაში დაიღუპა 564 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 982 ადამიანი.დასავლეთმა მოსკოვს მძიმე სანქციები დაუწესა, ბევრმა კომპანიამ და გლობალურმა ბრენდმა ასევე შეაჩერა ოპერაციები რუსეთში.
ოლექსი დანილოვი: რუსეთს რამდენიმე ფრონტის ხაზზე ერთდროულად შეტევა აღარ შეუძლია
უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთს რამდენიმე ფრონტის ხაზზე ერთდროულად შეტევა აღარ შეუძლია. მისი თქმით, უკრაინაში შეჭრიდან ოთხი თვის შემდეგ გამოიკვეთა ნიშნები, რომ რუსეთის არსენალი ამოიწურა. თუმცა WSJ წერს, რომ პირველი შეცდომების შემდეგ რუსეთმა იპოვა ტაქტიკა, რომელიც მუშაობს. შეჭრის საწყის ეტაპზე რუსები უკრაინის ტერიტორიაზე გარღვევის მიღწევას ცდილობდნენ. ახლა რუსული ჯარები ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ არტილერიის საფარქვეშ. დანილოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი არტილერიისა და ჯავშანტექნიკას თითოეულ კვადრატულ კილომეტრზე ძალიან დიდ რაოდენობით აგროვებს, რომელსაც უკრაინა ვერ უმკლავდება და ეს რუსებს უპირატესობას აძლევს. „ამ დროისთვის უკრაინამ თავდაცვითი ომი უნდა აწარმოოს. გასულ თვეს, აშშ-ის საარტილერიო სარაკეტო სისტემების HIMARS-ის ჩამოსვლამ საშუალება მისცა უკრაინას, დარტყმები განეხორციელებინა ზუსტად იმ რუსულ სამიზნეებზე, რომლებიც ადრე უკრაინული აღჭურვილობისთვის მიუწვდომელი იყო“, - აღნიშნა დანილოვმა. მისივე თქმით, უკრაინას კიდევ ათეულობით HIMARS-ი სჭირდებოდა. „უკრაინის არმიამ საბჭოთა პერიოდის იარაღი და საბრძოლო მასალა გამოიყენა, და თანდათან NATO-ს შეიარაღებაზე დაყრდნობა დასჭირდება“, - აღნიშნა დანილოვმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
ოლექსი დანილოვის თქმით, დიმიტრი მედვედევი უნდა ფიქრობდეს არა უკრაინაზე, არამედ ისეთ სახელმწიფოზე, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა, სადაც ის დაიმალება
„დამწყები ბლოგერი დიმიტრი მედვედევი უნდა ფიქრობდეს არა უკრაინაზე, არამედ ისეთ სახელმწიფოზე, როგორიც არის ჩრდილოეთ კორეა და სადამის ბუნკერზე, სადაც ის დაიმალება, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. ISW: უკრაინამ ხარკოვის თითქმის მთლიანად დაბრუნებით, ომის მსვლელობაში გარდატეხა შეიტანა უკრაინის გენშტაბი: ჩვენმა ჯარისკაცებმა ერთ დღეში ოკუპანტებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს მისივე თქმით, უკრაინული არმია წინ მიიწევს. „დამწყები ბლოგერი დიმიტრი მედვედევი უნდა ფიქრობდეს არა უკრაინაზე, არამედ ისეთ სახელმწიფოზე, როგორიც არის ჩრდილოეთ კორეა და სადამის ბუნკერზე, სადაც ის დაიმალება და მიეჩვევა იმას, რომ „რუსებს ჯერ უკან არ დაუხევიათ“, - აღნიშნა ოლექსი დანილოვმა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩემი პრინციპია - არ ველეპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინულმა ძალებმა მდინარე დნიპროზე, ხერსონის სამი ძირითადი ხიდის მიმართულებით დარტყმები ივლისში დაიწყეს. ამასთან, აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა CNN-თან განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა უკრაინის სამხრეთში დაიწყეს ოპერაციების „ფორმირება“, რათა ტერიტორია ძირითადი კონტრშეტევისთვის მოემზადებინათ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ოლექსი დანილოვი: რუსეთი განწირულია დაშლისთვის
რუსეთის დაშლა დაიწყო 24 თებერვალს, როდესაც ოკუპანტებმა ვერ განახორციელეს თავიანთი გეგმები უკრაინასთან დაკავშირებით. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა. მისი თქმით, თებერვალში სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან პირველი 2-3 კვირა გადამწყვეტი იყო რუსი ოკუპანტებისთვის, მაგრამ შემდეგ მათმა არმიამ დაიწყო ნგრევა. „ჩვენ გვესმის, რომ დასავლეთისთვის არ არის ძალიან სასიამოვნო, თუ სიტუაცია უკონტროლო გახდება. ისინი უკვე ეძებენ, ვინ იქნება მემკვიდრე პუტინის შემდეგ. დღეს კი ხვდებიან, რომ ეს სიტუაცია უნდა იყოს კონტროლირებადი. ვფიქრობ, ისინი დაიღალნენ 1991 წლიდან რუსეთთან დაკავშირებული ყველანაირი ექსპერიმენტით, სადაც იყო თითქოს, დემოკრატიის ხანმოკლე პერიოდი, რომელიც გაგრძელდა არაუმეტეს 1.5-2 წლისა“, - განაცხადა ოლექსი დანილოვმა.
ოლექსი დანილოვი პუტინის „ბერმუდის სამკუთხედის“ გეგმაზე საუბრობს
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ, რუსების ლიკვიდაციას ნიშნავს. „ბოლო განცხადებებთან დაკავშირებით: პუტინის „ბერმუდის სამკუთხედის“ გეგმა - ყოვლისმომცველი პროგრამა რუსების განკარგვისთვის: მობილიზაციისთვის თავის არიდება - ციხე - კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი PMC. შემდეგ: უკრაინული ფრონტი - ლიკვიდაცია - „თეთრი ლადა“", - წერს დანილოვი. დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს.
პუტინი ყოველდღიურად ახორციელებს ზეწოლას ლუკაშენკოზე - ოლექსი დანილოვი
პუტინი ყოველდღიურად ახორციელებს ზეწოლას ლუკაშენკოზე, რათა დაიწყოს შეიარაღებული აგრესია ბელარუსის მხრიდან, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. Reuters: აშშ უკრაინისთვის ახალ, $1.1 მილიარდის დახმარების პაკეტს ამზადებს, რომელიც HIMARS-ის სარაკეტო სისტემებსაც მოიცავს "პუტინი ყოველდღიურად ახორციელებს ზეწოლას ლუკაშენკოზე, რათა დაიწყოს შეიარაღებული აგრესია ბელორუსის მხრიდან. ჩვენთვის ყველაფერი ცნობილია. სოჭის ბოლო შეხვედრაც კი ამ თემას ეხებოდა. თუ ბელორუსიის ჯარები ჩვენთან შემოვლენ, ისეთ პასუხს მიიღებენ, რასაც არ ელოდებიან", - განაცხადა დანილოვმა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, ევროკავშირში რუსეთის 1 303 000 მოქალაქეზე მეტი შევიდა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ოლექსი დანილოვი: თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, გლობალური პასუხი იქნება მყისიერი და რადიკალური
მსოფლიო საზოგადოება უკრაინის წინააღმდეგ ომში, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებას, რადიკალურად უპასუხებს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა. „თუ ერთი ბირთვული იარაღი მაინც იქნება გამოყენებული უკრაინის წინააღმდეგ, მაშინ გლობალური პასუხი იქნება მყისიერი და აბსოლუტურად რადიკალური. ამაში დარწმუნებული ვარ. და როცა იტყვიან, რომ გადაგვყლაპავენ და პასუხი არ იქნება, მაშინ მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის მშვიდი 2014 წლის მშვიდი ანექსია. ეს იქნება ატომური იარაღის პირველი გამოყენება ისტორიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“, - აღნიშნა დანილოვმა. რამდენი ბირთვული იარაღი აქვს რუსეთს მისი თქმით, მსოფლიომ უნდა უპასუხოს რუსეთის მსგავს გადაწყვეტილებას და ის აუცილებლად უპასუხებს. შეგახსენებთ, ადრე ამერიკელმა გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯსმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ შეერთებულ შტატებზე ბირთვული დარტყმების განხორციელების შემთხვევაში, მათ შეუძლიათ დარტყმა მიაყენონ სამხედრო ბაზებს ოკუპირებულ ყირიმში. იენს სტოლტენბერგი რუსეთს „სახიფათო ბირთვული რიტორიკის“ გამო აფრთხილებს 21 სექტემრბის სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ენტონი ბლინკენი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ს სამოქმედო გეგმა აქვს ამავე დღეს პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
უახლოეს მომავალში უკრაინის ფრონტზე ესკალაციაა მოსალოდნელი - დანილოვი
უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანის, ოლექსი დანილოვის განაცხადაებით, უახლოეს მომავალში უკრაინის ფრონტზე ესკალაციაა მოსალოდნელი, რადგან რუსეთმა მობილიზაცია გამოაცხადა და ოკუპანტები შეეცდებიან გარკვეული ნაბიჯების გადადგმას. ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინამ ომში ინიციატივა აიღო და ბრძოლის ველზე ხელშესახებ შედეგებს აღწევს "მადლობელი ვართ მათი, ვინც დონეცკის მიმართულებას იცავს და ასევე სხვების. გვესმის, რა ხდება ფრონტზე. ჩვენი ჯარები მზად არიან მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის. მიგვაჩნია, რომ უახლოეს მომავალში იქნება რუსეთის ფედერაციის მხრიდან ესკალაციის მცდელობა, რადგან მათთან მობილიზაცია მიმდინარეობს“, - განაცხადა დანილოვმა. დმიტრო კულება: პუტინის ანექსია უკრაინისთვის არაფერს ცვლის. განვაგრძობთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.
ოლექსი დანილოვი: ახლოვდება დრო, როდესაც რუსეთი მაღალი სიზუსტის რაკეტებს ვეღარ გამოიყენებს
რუსეთმა მაღალი სიზუსტის რაკეტების ორი მესამედი გამოიყენა. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა დრო, როდესაც რუსეთი ვეღარ გამოიყენებს ამ რაკეტებს, უკვე ახლოვდება“. მისი თქმით, იმისთვის, რომ რუსეთმა გააგრძელოს მასობრივი თავდასხმები, ისევე როგორც 10 ოქტომბერს, უნდა გაზარდოს რაკეტების წარმოება 20%-ზე მეტით, რაც მათთვის პრობლემურია სანქციების და „გამოცდილების დეფიციტის“ გამო. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა აგვისტოს მდგომარეობით უკრაინას 3500 რაკეტა ესროლა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დანილოვმა ჩამოთვალა მიზეზები, რომლებიც აჩვენებს, რომ „რუსეთის ფსევდოფედერაციის ერთიანობა დაშლის ეტაპზეა“
რუსეთისთვის ომმა მიაღწია სტრატეგიული „ზუგზვანგის“ ეტაპს, სადაც ყოველი ნაბიჯი აუარესებს სიტუაციას და აახლოებს მის დასასრულს. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის უფროსმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. ამისთვის მან ხუთი არგუმენტი მოიყვანა. „პუტინის მობილიზაცია გადაიზარდა 500 000-ზე მეტი რუსის გაქცევაში, იმის დემონსტრირებაში, თუ რამდენად დამპალია რუსული სისტემა, მოუმზადებელი წვევამდელების დაღუპვა, მოსახლეობის აღშფოთების ზრდა, ომის მხარდაჭერის შემცირება და, რაც მთავარია, ის გახდა პოლიტიკური დესტაბილიზაციის მძლავრი ფაქტორი რუსეთში“, - აღნიშნა დანილოვმა. მისივე თქმით, უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობამ გამოიწვია მთელი მსოფლიოს უპრეცედენტო კონსოლიდაცია უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთის დაგმობის ირგვლივ (გაეროს გენერალური ასამბლეის კენჭისყრა, 2022 წლის 12 ოქტომბერი), რაც არასოდეს მომხდარა გაეროს ისტორიაში. ამასთან, დანილოვის თქმით, პუტინის ბირთვულმა შანტაჟმა გამოიწვია NATO-ს სტრუქტურების სრული გადატვირთვა და მოდერნიზაცია, ბიუჯეტის გაზრდა, გადაიარაღება, მზადყოფნა და მკაცრი და დაუყოვნებლივი რეაგირების (ბირთვული შეკავების წვრთნები (Steadfast Noon) 17 ოქტომბერი, 2022) შესაძლებლობა. ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ უკრაინაში მასიურმა შეტევებმა, უკრაინისთვის თავდაცვის სისტემების მიწოდების ტემპი დააჩქარა. ეს ასევე საფრთხეს უქმნის რუსეთს, რომ საბოლოოდ დაკარგოს გავლენიანი პარტნიორები, მათ შორის ინდოეთი და ჩინეთი. მისივე თქმით, აგრესიულმა ომმა, რომელიც „უკრაინის განადგურების მიზნით დაიწყო, უკრაინელი ერის ერთ გუნდად ჩამოყალიბება გამოიწვია, რომელიც ძლიერდება, ხოლო რუსეთის ფსევდოფედერაციის ერთიანობა ქრება და დაშლის სტადიაში შედის.
დანილოვის თქმით, რუსეთის მიერ კახოვკის ჰესის აფეთქების შემთხვევაში, ყირიმისთვის წყლის მიწოდება წლების განმავლობაში შეუძლებელი გახდება
რუსული ძალების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემთხვევაში, ყირიმისთვის წყლის მიწოდება წლების განმავლობაში შეუძლებელი გახდება. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა უკრაინის ტელეარხ 24-ს განუცხადა. მისი თქმით, NSDC განიხილავს რუსების ასეთი ნაბიჯის ვარიანტებს. „ეს იქნება უზარმაზარი მასშტაბის კატასტროფა, რომელსაც დიდი რაოდენობით ადამიანური მსხვერპლი მოჰყვება", - განაცხადა დანილოვმა. მანვე აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ყირიმის წყლით მომარაგება უახლოეს წლებში შეუძლებელი იქნება და ეს საკითხი რუსეთისთვის მნიშვნელოვანია. „სხვა საკითხია, რომ მათ შეუძლიათ, გაანადგურონ ის დანაყოფები, რომლებიც ელექტროენერგიას აწარმოებენ ჩვენი ქვეყნისთვის. მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ამის შესახებ", - განაცხადა დანილოვმა. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, (ISW) რუსეთის ძალები სავარაუდოდ, ხერსონის დათმობას და დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან სამხედროების გაყვანას გეგმავენ, რისთვისაც ამზადებენ შესაბამის საინფორმაციო ველს, ამ ყველაფრის გასამართლებლად. ISW-ის ვარაუდით, რუსეთმა შესაძლოა, ხერსონიდან უკან დახევის გადასაფარად, ჰიდროელექტროსადგურზე თავდასხმა მოაწყოს.
ოლექსი დანილოვი: მომავალი წელი რუსეთის ომის დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის თვალსაზრისით, გადამწყვეტი იქნება
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ 2023 წელი გადამწყვეტი იქნება, რუსეთის ომის დამნაშავეების, მათ შორის რუსეთის უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის პასუხისგებაში მიცემის თვალსაზრისით. მისივე თქმით, ყველა რუსი სამხედრო დამნაშავე პასუხს აგებს კანონის შესაბამისად, კერძოდ, უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად. „არამარტო პუტინი, არამედ ყველა, ვინც „ხელი მოაწერა“, ვინც თავის გონებაში მწვანე შუქი აუნთო, რომ რუსები გაეგზავნა უკრაინაში სასიკვდილოდ, პასუხს აგებენ. ეს მხოლოდ დროის საკითხია. დარწმუნებული ვარ, რომ 2023 წელი იქნება გადამწყვეტი ამ ყველაფრისთვის“, - განაცხადა ოლექსი დანილოვმა.
ოლექსი დანილოვმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურების მთავარი იდეოლოგი დაასახელა
უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურების მთავარი იდეოლოგი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სერგეი კირიენკოა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ სახელებით იცის, ვინ და რისთვის უნდა აგოს პასუხი. „უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურების მთავარი იდეოლოგი და ლობისტი არის რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სერგეი კირიენკო, რომელიც მუშაობდა „როსატომში“ და კარგად ერკვევა ენერგეტიკის სფეროში“, - განაცხადა დანილოვმა. 10 ოქტომბრიდან რუსეთი უკრაინის მასშტაბით სამოქალაქო ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიურ შეტევას ახორციელებს. დაზიანდა 45-ზე მეტი ენერგეტიკული ობიექტი. უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმების შედეგად უკრაინის ენერგოსისტემაში სიმძლავრის დეფიციტის გამო, საყოფაცხოვრებო და კომერციული მომხმარებლების დიდი ნაწილი გათიშულია ქსელიდან.
ჩვენ არ ვართ მაცივარი - დანილოვმა ხერსონის განთავისუფლების შემდეგ, „ომის გაყინვა“ გამორიცხა
უკრაინელი სამხედროები არ აპირებენ, რომ დამპყრობლებისგან ქვყენის გათავისუფლება შეაჩერონ და შეეცადონ კონფლიქტის გაყინვას. CNN: უკრაინელი სამხედროები ქალაქ ხერსონში შევიდნენ რა ვითარებაა ხერსონში მას შემდეგ, რაც ქალაქი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ გადავიდა ამის შესახებ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა, ტელემარათონის ეთერში განაცხადა. რუსეთი აცხადებს, რომ ხერსონიდან გასვლა დაასრულა უკრაინული მედია: ანტონოვის ხიდი, რუსმა ოკუპანტებმა ააფეთქეს „ჩვენ ვერაფერს გავყინავთ. ჩვენ არ ვართ მაცივრის საყინულე. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიები ამინდისა და სეზონის მიუხედავად. ვერც ერთ გაჩერებას ვერ გამოვტოვებთ, რადგან ჩვენი ხალხი იქ არის, ვხედავთ როგორ იტანჯებიან", - განაცხადა დანილოვმა. ვოლოდიმირ ზელენსკი: დღეს ისტორიული დღეა, ჩვენ ვიბრუნებთ ხერსონს მისივე თქმით, ამოცანას, რომელსაც პრეზიდენტი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უყენებს, მარტივი და გასაგებია. „ესაა უკრაინის ტერიტორიების ოკუპანტებისგან გათავისუფლება. ეს განხორციელდება, უბრალოდ დრო სჭირდება“, - განაცხადა დანილოვმა.
დანილოვმა დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ყირიმში, ირანელი ინსტრუქტორები მოკლეს
უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ბრიტანულ გაზეთ Guardian-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ირანელი ინსტრუქტორები, რომლებიც რუს სამხედროებს ყირიმში, ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას ასწავლიდნენ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოკლეს. ოქტომბერში მათი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ისრაელის მედიამ გაავრცელა. რუსეთი და ირანი უარყოფენ, რომ ირანელი ინსტრუქტორები ყირიმში იმყოფებიან (ამის შესახებ მანამდე, აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებმა განაცხადეს). „ისინი ჩვენს ტერიტორიაზე იყვნენ. ჩვენ ისინი აქ არ მოგვიწვევია. თუ ისინი ითანამშრომლებენ ტერორისტებთან და მონაწილეობენ ჩვენი ერის განადგურებაში, ჩვენ მათ მოვკლავთ“, - განაცხადა დანილოვმა. რუსეთი ასევე უარყოფს „შაჰედი 136“-ის უპილოტო საფრენი აპარატების ირანისგან შესყიდვას, რაც თეირანმა ნაწილობრივ აღიარა და განაცხადა, რომ რუსეთს უპილოტო დრონების „მცირე რაოდენობა" უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე მიაწოდეს. „ჩვენ გვესმის, რომ ეს ყველაფერი ვერ იფრენს, თუ ადამიანები არ ისწავლიან მათ მართვას. რუსებს არ აქვთ საკმარისი ჭკუა, რომ დამოუკიდებლად გაერკვნენ... თანამედროვე სამყაროში არაფერია დამალული. მალე ყველაფერი გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის, ეს მხოლოდ დროის საკითხია“, - აღნიშნა დანილოვმა.
ოლექსი დანილოვი: რუსეთის მიერ გასროლილი რაკეტები, ჩვენს ნებისმიერ მეზობელ ქვეყანას დაუცველს ხდის
რუსეთის მიერ გასროლილი რაკეტები, ჩვენს ნებისმიერ მეზობელ ქვეყანას დაუცველს ხდის. შესაბამისი განცხადება ოლექსი დანილოვმა „ტელემარათონის“ დროს გააკეთა. მოლდოვის შსს რაკეტის ნამსხვრევების პოვნის შესახებ ცნობებს განმარტავს უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, მოლდოვის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა ნამდვილად რუსულია. „რუსეთის მიერ გასროლილი რაკეტები ჩვენს ნებისმიერ მეზობელ ქვეყანას დაუცველს ხდის. მოლდოვის ტერიტორიაზე ეს ნამდვილად იყო რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული რაკეტა. ჩვენ ვიცით, რამდენი წლის რაკეტებია ესენი, ზოგიერთი მათგანი [რაკეტები - რედ.] გაკეთდა იმ წელს, როცა დავიბადე“, - განაცხადა ოლექსი დანილოვმა. რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, მოლდოვა ზარალდება, რადგან ის უკრაინის ელექტროქსელთან არის ინტეგრირებული. 15 და 23 ნოემბრის მსგავსად, მოლდოვის ენერგოკომპანიამ 5 დეკემბერსაც განაცხადა, რომ ქვეყანას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება.
დანილოვის თქმით, მოლდოვის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა ნამდვილად რუსულია
უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, მოლდოვის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა ნამდვილად რუსულია. შესაბამისი განცხადება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს (NSDC) მდივანმა ოლექსი დანილოვმა „ტელემარათონის“ დროს გააკეთა. მოლდოვის შსს რაკეტის ნამსხვრევების პოვნის შესახებ ცნობებს განმარტავს „რუსეთის მიერ გასროლილი რაკეტები, ჩვენს ნებისმიერ მეზობელ ქვეყანას დაუცველს ხდის. მოლდოვის ტერიტორიაზე ეს ნამდვილად იყო რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული რაკეტა. ჩვენ ვიცით, რამდენი წლის რაკეტებია ესენი, ზოგიერთი მათგანი [რაკეტები - რედ.] გაკეთდა იმ წელს, როცა დავიბადე“, - განუცხადა ოლექსი დანილოვმა. რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, მოლდოვა ზარალდება, რადგან ის უკრაინის ელექტროქსელთან არის ინტეგრირებული. 15 და 23 ნოემბრის მსგავსად, მოლდოვის ენერგოკომპანიამ 5 დეკემბერსაც განაცხადა, რომ ქვეყანას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება.
ოლექსი დანილოვი: არ ვაპირებთ, ვინმეს ვკითხოთ, როგორ გავანადგუროთ მტერი
„არავის ვკითხავთ რამეს, როდესაც საქმე ჩვენს ინტერესებს ეხება... არ ვაპირებთ, ვინმეს ვკითხოთ, როგორ გავანადგუროთ მტერი“, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დანილოვმა ასევე უპასუხა ყველას, ვინც უკრაინას სიტუაციის ესკალაციას არ ურჩევს. „ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ არავის ვკითხავთ რამეს, როდესაც საქმე ჩვენს ინტერესებს ეხება... ჩვენ არ ვაპირებთ, ვინმეს ვკითხოთ, როგორ გავანადგუროთ მტერი. ეს ესკალაცია დაიწყო არამხოლოდ 24 თებერვლის შემდეგ, არამედ წლების განმავლობაში. ჩვენ არ შეგვიძლია, არ ვუპასუხოთ აგრესორს, რომელიც მუდმივად იჭრება ჩვენს ტერიტორიაზე“, - განაცხადა დანილოვმა. მისივე თქმით, საუკეთესო მეთოდი „კონფლიქტის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად" რუსეთის სრული და უპირობო სამხედრო დამარცხებაა.
დანილოვი: ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი? ტყუილი და თვალთმაქცობაა
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პუტინის განკარგულებას ფარისევლობა და სიცრუე უწოდა. „კრემლის ეშმაკების ხროვას რა კავშირი აქვს შობის ქრისტიანულ დღესასწაულთან? ვინ დაუჯერებს ზნედაცემულებს, რომლებიც ბავშვებს კლავენ, სამშობიარო სახლებს ესვრიან, ტყვეებს აწამებენ. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი? ტყუილი და თვალთმაქცობაა", - წერს დანილოვი Twitter-ზე. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა.
რუსეთმა უკრაინას შესაძლოა, ზავის „კორეული სცენარი“ შესთავაზოს
რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა, უკრაინას ზავის „კორეული სცენარი“ შესთავაზოს, რაც ქვეყნის დაყოფას ნიშნავს. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა უკრაინის ტელევიზიის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, დიმიტრი კოზაკი ყოფილ პოლიტიკოსებს ევროპაში ხვდება და მათი მეშვეობით გადასცემს გზავნილს, რომ რუსები მზად არიან, წავიდნენ დათმობებზე, რათა არსებული სტატუს კვო გამოასწორონ და აიძულონ უკრაინა, ზავს დათანხმდეს. ამავდროულად, დანილოვმა აღნიშნა, რომ ბოლო შეხვედრის დროს კორეის წარმომადგენლებმა განაცხადს, რომ კორეის ნახევარკუნძულის ორ ნაწილად დაყოფა 38-ე პარალელის გასწვრივ შეცდომა იყო, რადგან 1950-იან წლებში ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის ომის დასრულების შემდეგ მიღებული დათმობები ამჟამად პრობლემებს ქმნის. „ამჟამად გვთავაზობენ კორეულ სცენარს. ეს არის პირობითად „38-ე პარალელი“. რუსები ახლა ყველაფერს მოიგონებენ. ზუსტად ვიცი, რომ ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც მათ შეუძლიათ, შემოგვთავაზონ, სწორედ „38-ე პარალელია“, - განაცხადა დანილოვმა.
დანილოვის თქმით, ომის წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთი უკრაინაში მაქსიმალური ესკალაციისთვის ემზადება
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ომის წლისთავთან დაკავშირებით შესაძლოა, ფართომასშტაბიანი თავდასხმა ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან სცადოს, როგორც ეს 2022 წლის 24 თებერვალს მოხდა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა Sky News-ს განუცხადა. მისი თქმით, უკრაინა რუსეთის მხრიდან სერიოზული ესკალაციისთვის ემზადება, რომელიც შესაძლოა, უახლოეს ორ-სამ კვირაში დაიწყოს. „რუსეთი ემზადება მაქსიმალური ესკალაციისთვის", - განაცხადა დანილოვმა, „ის აგროვებს ყველა შესაძლო ძალას, ატარებს წვრთნებს“. დანილოვმა თქვა, რომ უმძიმესი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ არის და მომდევნო რამდენიმე თვე ამ ომში გადამწყვეტი იქნება. „ამავე დროს, ახლა უკრაინის სამხედროებს გაცილებით მეტი მხარდაჭერა აქვთ დასავლელი პარტნიორებისგან, მათ შორის ბრიტანეთისგან, ვიდრე ერთი წლის წინ“, - აღნიშნა დანილოვმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
ოლექსი დანილოვი: მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ არის
„ჩვენ გავიარეთ საკმაოდ რთული პერიოდი, მაგრამ მე ვიცი, რომ მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ არის და ეს მოხდება წელს, ორ-სამ თვეში. ეს იქნება ომის განმსაზღვრელი თვეები", - ეს განცხადება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა Sky News-სთან გააკეთა. მისი თრქმით, სწორედ ამიტომ სთხოვს უკრაინა თავის დასავლელ პარტნიორებს მეტი ლეტალური იარაღის გაგზავნას და უფრო სწრაფად. დანილოვის თქმით, ომის წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთი უკრაინაში მაქსიმალური ესკალაციისთვის ემზადება მან არ გამორიცხა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა სცადოს მორიგი თავდასხმა ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან, როგორც ეს მოხდა 2022 წლის 24 თებერვალს.
ომი გაგრძელდება, სანამ რუსეთი არ დაიშლება - ოლექსი დანილოვი
სანამ რუსეთი არ დაიშლება, ომი ვერ შეჩერდება, ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. „მე მაქვს ჩემი ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დასრულდეს ეს ომი. სანამ რუსეთი არ არის დაქუცმაცებული, სანამ ჩვენ გვემუქრება ეს გიჟური მეზობელი, ვერანაირი ომი ვერ შეჩერდება. მინდა, ეს ყველას გვახსოვდეს", - განაცხადა დანილოვმა. მისივე თქმით, საომარი მოქმედებების შეწყვეტა არ ნიშნავს ომის დასრულებას. „გახსოვთ, როგორ დაიდო მინსკ-1 და მინსკი-2 შეთანხმებები. ახლა ისინი ამტკიცებენ, რომ რაღაც გეგმა ჰქონდათ. მათ არაფერი ჰქონდათ“, - აცხადებს დანილოვი. ცნობისთვის, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინა, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით შეძლებს, 2023 წელი გახადოს რუსული აგრესიის დასრულების, მშვიდობის დაბრუნებისა და მისი მიწისა და ხალხის რუსული ტყვეობიდან გათავისუფლების წელი.
ოლექსი დანილოვი: რუსეთს ეწურება მომზადებული იარაღის მარაგი
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი მიიჩნევს, რომ რუსეთს ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი იარაღის მარაგი ეწურება. შესაბამისი განცხადება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსიი დანილოვმა Twitter-ზე გააკეთა. „რაკეტები და სამხედრო ტექნიკა ათწლეულების განმავლობაში გროვდებოდა. გათვლები იყო ბლიცკრიგისთვის და არა ბლიცუტილიზაციისთვის“, - წერს დანილოვი.
ოლექსი დანილოვის თქმით, კრემლმა ბელორუსი ბირთვულ მძევლად აიყვანა
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის განცხადებები ბელორუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია. „პუტინის განცხადება ბელორუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ ქვეყნის შიდა დესტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ბელორუსულ საზოგადოებაში რუსეთისა და პუტინის ნეგატიურად აღქმას მაქსიმალურად აძლიერებს. კრემლმა ბელორუსი ბირთვულ მძევლად აიყვანა“, - წერს ოლექსი დანილოვი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაიმუქრა, რომ მისი ქვეყანა აპირებს ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას ბელორუსში. პუტინის განცხადებას პენტაგონშიც გამოეხმაურნენ.
ოკუპირებული ყირიმის გათავისუფლების 12 ნაბიჯი - რას გულისხმობს უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მიერ შემუშავებული დოკუმენტი
უკრაინის უმაღლესმა ოფიციალურმა პირმა კვირას გამოაქვეყნა ნაბიჯების სერია, რომლებსაც კიევის მთავრობა გადადგამს მას შემდეგ, რაც ქვეყანა ოკუპირებულ ყირიმზე კონტროლს დაიბრუნებს. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა გეგმა გამოაქვეყნა იმ ფონზე, როდესაც უკრაინის სამხედროები საგაზაფხულო კონტრშეტევისთვის ემზადებიან იმ იმედით, რომ 13 თვეზე მეტხნიანი ომის შემდეგ ახალ, გადამწყვეტ პროგრესს მიაღწევენ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასასრულებლად. რუსეთის ყველა მოქალაქე, რომელიც 2014 წლის შემდეგ ყირიმში გადავიდა საცხოვრებლად, უნდა იყოს გაძევებული და უძრავი ქონების თაობაზე ყველა გარიგება, რომელიც რუსეთის მმართველობის დროს დაიდო, უნდა გაუქმდეს. ამასთან, თუ ქონება უკანონოდ მითვისებულია ან ნაციონალიზებულია, ის უბრუნდება მფლობელებს. იმ პროპაგანდისტების (ჟურნალისტები, მედიის პროფესიონალები და სხვადასხვა ექსპერტი) დანაშაულები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ოკუპაციაში, ბავშვთა განათლების მილიტარიზაციასა და უკრაინის, უკრაინელების, ყირიმელი თათრებისა და სხვა ეროვნების მიმართ სიძულვილის გაღვივებაში, უკრაინის და, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანოების მიერ იქნება გამოძიებული. დოკუმენტში ნახსენებია „დეტოქსიკაციის“ ყოვლისმომცველი პროგრამა, რომელიც ოკუპირებლი ყირიმის მოსახლეობის ნაწილის საზოგადოებრივ ცნობიერებაზე რუსული პროპაგანდის ხანგრძლივი მოქმედების შედეგების გასაქარწყლებლად შემუშავდა. გარდა ამისა, სევასტოპოლს სახელი უნდა შეეცვალოს იმ გარკვეული როლის გათვალისწინებით, რომელსაც რუსულ იდეოლოგიასა და რუსეთის მიერ ისტორიის გადაწერის პროცესში ასრულებს. დოკუმენტი უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ ექსპერტების მონაწილეობით შეიმუშავა. მოსკოვმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა, მაგრამ მსოფლიოს უმეტესობა მას რუსეთის ტერიტორიად არ ცნობს. კიევი გამორიცხავს მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს, ვიდრე რუსული ჯარები არ დატოვებენ ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას, მათ შორის ყირიმს. რუსეთი უკრაინაში შეიჭრა გასული წლის 24 თებერვალს და დღემდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს.
რუსეთის თავმჯდომარეობა ადასტურებს, რომ გაეროს უშიშროების საბჭო აქტუალობას კარგავს - დანილოვი
რუსეთის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა ყოველგვარ ლოგიკას ეწინააღმდეგება, რაც აჩვენებს, რომ ორგანიზაციამ უკვე დაკარგა აქტუალობა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა. „ამ ინსტიტუტმა (გაეროს უშიშროების საბჭო - რედ.), რომელსაც ამჟამად რუსეთი ხელმძღვანელობს, თავისი ნორმებითა და წესებით, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაფიქსირდა, უკვე დაკარგა აქტუალობა. ის აღარ არის ის გავლენიანი ორგანო, რომლის გადაწყვეტილებები სავალდებულოა. როცა აგრესორი, ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც ბავშვებს კლავს, თავმჯდომარეობს გაეროს უშიშროების საბჭოს, ეს ყველაფერი ზოგადად არანაირ ლოგიკას არ შეესაბამება რომ აღარაფერი ვთქვათ სამართლიანობაზე. სად არის მაშინ ეს სამართლიანობა?“, - განაცხადა დანილოვმა. რუსეთი ამ ერთი თვის განმავლობაში ხელმძღვანელობს საბჭოს.
დანილოვი: უკრაინიდან მტრის გაძევება დროის საკითხია
უკრაინა გამოიყენებს არსებულ და ახალ იარაღს ყველა დროებით ოკუპირებულ რაიონში, ამიტომ დამპყრობლების განდევნა უკრაინის მიწიდან, დროის საკითხია. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა. „ჩვენ გამოვიყენებთ მთელ არსენალს, რაც ჩვენს ხელთ გვაქვს. თავდაცვის მრეწველობის ჩვენი წარმომადგენლების მიერ დამზადებულ ახალ იარაღსაც აუცილებლად გამოიყენებენ. არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს ყირიმი, დონეცკი თუ ლუგანსკის რაიონები, თუ სხვა ქალაქები. ჩვენ მათ [დამპყრობლებს] გავაგდებთ იქიდან. ეს აუცილებელია. ეს უბრალოდ დროის საკითხია", - განაცხადა დანილოვმა.
დანილოვი უკრაინის კონტრშეტევაზე საუბრობს
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი კონტრშეტევაზე საუბრობს. მისი თქმით, კონტრშეტევას მაშინ დაიწყებენ, როცა ამისთვის მზად იქნებიან. მისივე განმარტებით, ეს მხოლოდ დროის საკითხია, ვიდრე ქვეყანა მიაღწევს სამხედრო მზადყოფნის საჭირო დონეს. Associated Press-თან ინტერვიუში, დანილოვმა აღნიშნა, რომ უკრაინას მოკავშირეები ეხმარებიან შეტევის განსახორციელებლად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის, მძიმე ჯავშანტექნიკისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაში. დანილოვმა უარი განაცხადა კომენტარის გაკეთებაზე უკრაინის იარაღის ამჟამინდელ მარაგთან დაკავშირებით და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ „ეს საკმარისი იქნება რუსეთის შეჩერებისთვის”. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო -2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
დანილოვი ბელგოროდში აფეთქებაზე: რუსული არმია საკუთარ მოსახლეობას აშინებს
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი გამოეხმაურა 20 აპრილს მომხდარ აფეთქებას ბელგოროდში და აღნიშნა, რომ რუსული არმია აგრძელებს საკუთარი ქალაქების პროვოკაციულ დაბომბვას მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებისა და ესკალაციის წახალისების მიზნით. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივად შესყიდვის ინიციატოვას სლოვენია უერთდება „რუსეთის საოკუპაციო არმია აგრძელებს მისი ქალაქების პროვოკაციულ დაბომბვას მშვიდობიანი მოსახლეობის დასაშინებლად და ესკალაციის წაქეზებისთვის", - წერს დანილოვი.
ოლექსი დანილოვი: საჭირო არ არის მუდმივად მოლაპარაკების მაგიდასთან ჩვენი დასმა, მოგვეცით საკმარისი იარაღი
„საჭირო არ არის მუდმივად მოლაპარაკების მაგიდასთან ჩვენი დასმა, მოგვეცით საკმარისი იარაღი“, - უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა ამ განცხადებით, პოლიტიკოსებს მოუწოდა, თავი აარიდონ „პრორუსულ სამშვიდობო მოქმედებებს“ და უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდონ. „როდესაც რუსი აგრესორის მიზანი უცვლელი რჩება - უკრაინის განადგურება, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ბოლოდროინდელი ინიციატივები სხვა არაფერია, თუ არა პრორუსული სამშვიდობო მოქმედებები. არაა საჭირო ჩვენი მუდმივად დასმა მოლაპარაკების მაგიდასთან, მოგვეცით საკმარისი იარაღი. იარაღი არის საუკეთესო შუამავალი და ერთადერთი საკომუნიკაციო არგუმენტი, რომელიც გასაგებია რუსეთის ფედერაციისთვის“, - დაწერე დანილოვმა Facebook-ზე. ცნობისათვის, იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ 22 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან ჩინეთის შუამავლობით უნდა დასხდნენ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ვერ შეძლებს „ნორმალური ურთიერთობების" განვითარებას ჩინეთთან, თუ ოფიციალური პეკინი ვერ გამოიყენებს თავის გავლენას რუსეთზე, რათა დაარწმუნოს მოსკოვი, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან.
რუსეთი კატასტროფის წინაშეა და ყველაზე უარესი წინ არის - ოლექსი დანილოვი
რუსეთი ახლა კატასტროფის წინაშე დგას და ყველაზე უარესი წინ არის. შესაბამისი განცხადება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა გააკეთა. მისივე შეფასებით, ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა, რომელზეც პუტინმა ისაუბრა, პროგნოზი აღმოჩნდა და არა ფაქტი. „რუსეთისთვის კატასტროფა ახლა ხდება და ყველაზე უარესი წინ არის - დამარცხება, დაშლა, სასამართლო პროცესი“, - წერს დანილოვი. შეგახსენებთ, რომ ადრე პუტინმა საბჭოთა კავშირის დაშლას, მე-20 საუკუნის „უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა“ უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო -2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
ოლექსი დანილოვი: უკრაინას ომის დასრულება ზამთრამდე სურს
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინას ომის დასრულება ზამთრამდე სურს. „ზოგადი გეგმა გვაქვს - ყველა ჩვენი ტერიტორია გავათავისუფლოთ ტერორისტებისგან, რომლებიც თავს დაგვესხნენ. ერთადერთი საკითხი დროა. ბევრ გარემოებაზეა დამოკიდებული ერთი თუ რამდენიმე ოპერაცია ჩატარდება. დროით არ შევიზღუდებით, იმდენ ხანს ვიბრძოლებთ, რამდენიც საჭიროა. ვიღაცისთვის ეს ერთი-ორი დღეა, ვიღაცისთვის კვირა ან თვე. მთავარია შედეგი. ჩვენი ტერიტორიები უნდა გავათავისუფლოთ. ქმედებები საჭირო დროს ყველა ფაქტორის გათვალისწინებით დაიწყება. არც ადრე და არც გვიან, არამედ დროში ზუსტად”, - განაცხადა ოლექსი დანილოვმა.
კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებით რუსეთი ღიად აცხადებს თავის ნამდვილ მიზანს - დანილოვი
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებით რუსეთი ღიად აცხადებს თავის ნამდვილ მიზანს. რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსეთმა კახოვკის კაშხალი გაანადგურა - ეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ალბათ, ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კატასტროფაა ევროპაში „რუსების მიერ კახოვკის ჰესის განადგურება რუსული აგრესიის ძირეულად ახალი ეტაპია. მოხდა კრემლის ყალბი იდეოლოგიური კონსტრუქციის საბოლოო დემონტაჟი: „უკრაინის გათავისუფლება“, „ნაცისტების წინააღმდეგ ბრძოლა“, „მხოლოდ სამხედრო ობიექტების დაზიანება“ და დანარჩენი ბოდვითი, წმინდა პროპაგანდისტული და ტყუილი თეზისები. რუსეთი მივიდა თავისი ჭეშმარიტი მიზნის ღიად გამოცხადების ეტაპამდე - უკრაინის განადგურება, უკრაინელების მკვლელობა, ეკონომიკის განადგურება და მოსახლეობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრუქტურების განადგურება. რუსეთისა და პუტინის ისტორიიდან გაქრობის გარდაუვალობის მოლოდინში, ყალბი ნიღბები აღარ არის საჭირო“, - დაწერა დანილოვმა „ფეისბუქზე“. ცნობისთვის, უკრაინამ 6 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ხსენებული კაშხალი ააფეთქეს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.
დანილოვი „პრიგოჟინის ამბოხზე“: პუტინის სისტემის „დემონტაჟის" პირველი ეტაპია
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა „ვაგნერის“ ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხის მცდელობას პუტინის მიერ შექმნილი სისტემის დემონტაჟის პირველ ეტაპი უწოდა. დანილოვი დარწმუნებულია, რომ „ვაგნერთან“ დაკავშირებით განვითარებული მოვლენების გამო რუსეთის დაშლა გარდაუვალია. „პრიგოჟინის კაზუსმა შეიძლება, დაიწყოს პროცესები არაპროგნოზირებადი შედეგებით. ათვლა დაწყებულია“, - აღნიშნა დანილოვმა. დანილოვის თქმით, რუსეთში ჩამოყალიბდა უკმაყოფილო ადამიანების ჯგუფი - უშიშროების თანამშრომლები, ხელისუფლების წარმომადგენლები და ოლიგარქები, რომლებიც პუტინის ქმედებებს სასიკვდილოდ სახიფათოდ მიიჩნევენ მათი პირადი ინტერესებისთვის და მათი არსებობისთვის, ასევე, რუსეთის ფედერაციისთვის. დანილოვის აზრით, პუტინს გადარჩენის ერთადერთი შანსი დარჩა - ძალოვანი ბლოკის ტოტალური წმენდა, „ვაგნერ ჯგუფის“ ფიზიკური ლიკვიდაცია, ევგენი პრიგოჟინის დემონსტრაციული დევნა, ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემოღება და მასობრივი რეპრესიების განხორციელება. „უკვე არსებობს უკრაინასთან მომავალი მოლაპარაკებების რეალური რუსი ჯგუფი, მაგრამ ჯერჯერობით ის ჩრდილში რჩება, თუმცა ამ პროცესში ლუკაშენკოს მონაწილეობა არ არის გამორიცხული“, - აღნიშნა დანილოვმა. შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“. 23 ივნისს, გვიან ღამით, მედიის მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. „ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი, სახელმწიფო ორგანოები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა”, - იუწყებოდა კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო - TASS-ი სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმართვა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებმა "უკრაინის შეტევები წაახალისა ბახმუტის მიმართულებაზე". 24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს. მოგვიანებით, გავრცედა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". 24 ივნისს, ვაგნერის მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებიან. „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს". მოგვიანებით, დღის ბოლოს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მეომრებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს. „დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომ, მესმის მთელი პასუხისმგებლობა, რომ შეიძლება დაიღვაროს რუსული სისხლი რომელიმე მხარე. ჩვენ კოლონებს უკან ვაბრუნებთ. და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით გეგმის თანახმად“,- განაცხადა პრიგოჟინმა. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურმა ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების შემდეგ, ლუკაშენკომ მოლაპარაკება გამართა კერძო სამხედრო კომოანია „ვაგნერის“ მეთაურთან, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, წინა დღით წამოიწყო სამხედრო ამბოხება. ლუკაშენკოს პრესსამსახურის თანახმად, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოს წინადადება „რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ რაზმების გადადგილების შეწყვეტის და დაძაბულობის განმუხტვის შემდეგი ნაბიჯების შესახებ. რუსეთის ხელისუფლების კომენტარი არ გავრცელებულა. „ვაგნერის“ დანაყოფები დონის როსტოვსაც ტოვებენ, ამის შესახებ ინფორმაცია „ვაგნერის“ დამფუძნებლისა და ხელძღვანელისევგენი პროგოჟინის ტელეგრამარხზე 24 ივნისის საღამოს გავრცელდა. „მადლობა მხარდაჭერისთვის, თქვენი სიტყვებისთვის, თქვენ გაგიმარჯოთ“, - წერს პრიგოჟინი. უკან დახევის შემდეგ, კრემლი პრიგოჟინის მიმართ სისხლის სამართლის საქმე წყვეტს. უკრაინის პოზიცია „დროა, დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა, ან ბიზნესი, - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. უკრაინა აუცილებლად შეძლებს ევროპის დაცვას რუსული ძალებისგან და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მეთაურობს მათ - ზელენსკი „მათ, ვინც ამბობდნენ, რომ რუსეთი ზედმეტად ძლიერია დამარცხებისთვის, შეხედეთ ახლა. დროა, მიატოვოთ ყალბი ნეიტრალიტეტი და ესკალაციის შიში, მისცეთ უკრაინას ყველა საჭირო იარაღი; დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა ან ბიზნესი. დროა, ბოლო მოეღოს ბოროტებას, რომელიც ყველას სძულდა, თუმცა ყველას ეშინოდა დამხობის“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე. 24 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქეთის, ყაზახეთის, ბელორუსისა და უზბეკეთის პრეზიდენტებს ესაუბრა. გადაჭარბებული ამბიციები და ღალატი, ამბოხის ორგანიზატორების, ნეიტრალიზების ბრძანება გავეცი - პუტინი ევგენი პრიგოჟინზე ჩემმა მებრძოლებმა როსტოვის სამხედრო ობიექტები დაიკავეს - ევგენი პრიგოჟინი კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯების მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა. საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია ბაიდენი რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, უკრაინის მიმართ ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთში არსებული ვითარების განხილვისას, ბლინკენმა კულება დაარწმუნა, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს ლატვიის პრეზიდენტის, ედგარ რინკევიჩსის განცხადებით, რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო ლატვია საზღვრის უსაფრთხოებას აძლიერებს და წყვეტს რუსეთის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული ვიზების გაცემას. „ლატვია ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და მოკავშირეებთან ერთად აზიარებს ინფორმაციას. საზღვრის უსაფრთხოება გამკაცრდა და მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთიდან წასული რუსებისთვის ვიზების, ან საზღვრის გადაკვეთის განცხადებები არ განიხილება. ამჟამად ლატვიისთვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს", - დაწერა რინკევიჩსმა Twitter-ზე. თავის მხრივ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. „შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს ქვეყანას პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება. სასაზღვრო უსაფრთხოება გაძლიერდა. მე ასევე მოვუწოდებ ჩვენს ხალხს, არ იმოგზაურონ რუსეთის არცერთ მხარეში", - დაწერა კალასმა Twitter-ზე. „სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", დაწერა Twitter-ზე თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, რიში სუნაკმა. ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთში არსებული ვითარების გამო, ბლოკმა თავისი კრიზისის ცენტრი გააქტიურა. „სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს, ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", - დაწერა ბორელმა Twitter-ზე 24 ივნისს.
საფრანგეთი უკრაინას SCALP-ის ტიპის შორი რადიუსის რაკეტებს გაუგზავნის - მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთმა გადაწყვიტა, უკრაინას გადასცეს შორი რადიუსის რაკეტები, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის მხარდაჭერა უზრუნველყოს. შესაბამისი განცხადება მაკრონმა ვილნიუსში გააკეთა, სადაც NATO-ს სამიტი იმართება. მაკრონმა განმარტა, რომ პარიზი კიევს უგზავნის SCALP-ის ტიპის რაკეტას, რომელიც უკრაინას გაერთიანებულმა სამეფომ უკვე მიაწოდა და რომელიც Storm Shadow-ს სახელით არის ცნობილი.
დანილოვი: პრიგოჟინის „ამბოხს“ რუსული არმიის 14-მა გენერალმა დაუჭირა მხარი
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მეთაურის ევგენი პრიგოჟინის „ამბოხს“ რუსული არმიის 14-მა გენერალმა დაუჭირა მხარი. მისივე ინფორმაციით, უსეთის რეგულარულ არმიაში პრიგოჟინის მხარე ბევრმა ადამიანმა დაიკავა, რადგან ვლადიმერ პუტინის აღარ სჯერათ. „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში ბევრი ისეთი მეთაურია, რომელიც ევგენი პრიგოჟინის მიმართ კარგად არის განწყობილი. გარდა ამისა, მათ აღარ სურთ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სამხედრო პოლიტიკაში მონაწილეობა“, - აღნიშნა ოლექსი დანილოვმა.
უკრაინამ და შვედეთმა თავდაცვის სფეროში შესყიდვების შესახებ თანამშრომლობის დოკუმენტი გააფორმეს
უკრაინამ და შვედეთმა თავდაცვის სფეროში შესყიდვების შესახებ თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ვილნიუსში, NATO-ს სამიტის ფარგლებში გაფორმდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი იტყობინება. „კიდევ კარგი სიახლე ვილნიუსიდან! უკრაინამ და შვედეთმა თავდაცვის სფეროში შესყიდვების შესახებ თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ეს დოკუმენტი დიდ შესაძლებლობებს აძლევს როგორც ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ასევე, შვედურ კომპანიებს, როგორიცაა SAAB-ი და სხვა,“ - წერს რეზნიკოვი Twitter-ზე. ცნობისათვის, შვედეთი მალე NATO-ს უერთდება.
დანილოვი ვილნიუსის სამიტზე: ბევრი რამ მივიღეთ, უფრო მეტი გვინდოდა, მაგრამ ესეც უდიდესი გამარჯვებაა
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ ძალიან ბევრი მიიღო NATO-ს ვილნიუსის სამიტიდან, ხოლო შემდგომი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი, რომელიც აშშ-ში ჩატარდება, უკრაინისთვის გამარჯვებით დასრულდება. „ძალიან ბევრი მივიღეთ. რასაკვირველია, როგორც ყოველთვის, უფრო მეტი გვინდოდა, მაგრამ, რაც ახლა მივიღეთ, - ჩვენთვის, ჩვენი ერისთვის, ჩვენი პრეზიდენტისთვის, უდიდესი გამარჯვებაა“, - განაცხადა დანილოვმა. დანილოვმა ხაზი გაუსვა, რომ ალიანსში გაწევრიანება ომის პირობებში მყოფი ქვეყნისთვის, თითქმის შეუძლებელი ამოცანაა და უკრაინელებს მოთმინების უნარი აქვთ. „ჩვენ „საშინაო დავალება“ უნდა შევასრულოთ იმისთვის, რომ NATO-ს წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმი „ხუთიანზე“ შესრულდეს“, - განაცხადა დანილოვმა.
უკრაინა უკვე აწარმოებს ისეთ საშუალებებს, რომლითაც პორტებს რუსეთისგან დაიცავს - დანილოვი
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის განცხადებით, უკრაინის სამხედრო ინდუსტრია უკვე მუშაობს ისეთი საშუალებების წარმოებაზე, რომელებიც მას შესაძლებლობას მისცემს, გააძლიეროს პორტების ინფრასტრუქტურის დაცვა რუსული თავდასხმებისგან. „რუსეთის ფედერაციის მიერ გამოყენებული ზოგიერთი ტიპის იარაღის წინააღმდეგ სპეციალური საზენიტო თავდაცვის საშუალებების ნაკლებობაა. პრეზიდენტმა მიზნად დაისახა დაცვის გაძლიერება. დღეს ყველა მუშაობს საჭირო ტექნიკის მიწოდების დასაჩქარებლად, თუმცა ჩვენ დამოუკიდებლად ვავითარებთ და უკვე არსებობს დაცვის სისტემის გეგმა. ჩვენი სამხედრო ინდუსტრია უკვე აწარმოებს ასეთ დაცვას. უახლოეს მომავალში ვფიქრობ ეს გაძლიერდება", - განაცხადა დანილოვმა. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის შეგახსენებთ, რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“
რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ უკრაინული წარმოების იარაღის გამოყენებაზე ტაბუ არ არსებობს - დანილოვი
შიდა წარმოების იარაღის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ არ არის აკრძალული, ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი აცხადებს. „და როგორ შეიძლება, გვქონდეს ტაბუ, თუ აგრესორმა სახელმწიფომ ჩვენ წინააღმდეგ უზარმაზარი სამხედრო კამპანია წამოიწყო. თუ ისინი თითქმის ყოველდღე კლავენ ჩვენს შვილებს - რა ტაბუებზეა საუბარი?" დანილოვმა აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს შეთანხმება პარტნიორებთან, რომ ის არ გამოიყენებს მათ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების წინააღმდეგ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ პარტნიორებს არ დააბრალონ, თითქოსდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მონაწილეობენ. ამავე დროს, ეს აკრძალვა არ ვრცელდება უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მიერ შემუშავებულ იარაღზე, აღნიშნა NSDC-ის მდივანმა. მისი თქმით, ასეთი იარაღი თავის საბრძოლო დავალებას „იდეალურად“ ასრულებს. ცნობისთვის, რამდენიმე უპილოტო საჰაერო ხომალდი რამდენჯერმე დაესხა თავს რუსეთის დედაქალაქს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში და ორჯერ დაეჯახა შენობას მოსკოვი-სითის ბიზნეს უბანში.
დანილოვი: კიევი არ აპირებს, მტრის სამხედრო სამიზნეების განადგურების ნებართვა ვინმეს სთხოვოს
კიევი არ აპირებს, ვინმეს სთხოვოს მტრის სამხედრო სამიზნების განადგურების ნებართვა. ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა უკრაინულ რადიოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. „ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც ჩავთვლით საჭიროდ, რომ პირველ რიგში, საკვები პროდუქტები მივაწოდოთ მსოფლიოს და მეორეც, უზრუნველვყოთ ჩვენი ეკონომიკური კომპონენტი ჩვენი სოფლის მეურნეობის მწარმოებლებისთვის,“ - განაცხადა ოლექსი დანილოვმა. ცნობისთვის, „უკრაინსკა პრავდა“ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე დრონებით შეტევა უკრაინის სპეცოპერაცია იყო. წყაროებისვე ცნობით, შავ ზღვაში, ნოვოროსიისკის უბეში, სპეცოპერაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და სამხედრო-საზღვაო ძალებმა ჩაატარეს. მისივე ცნობით, 450 კილოგრამი ტროტილით დატვირთული წყალზედა დრონით დააზიანეს რუსეთის დიდი სადესანტო გემი - „ოლენოგორსკი გორნიაკი“, რომელზეც ეკიპაჟის 100-მდე წევრი იმყოფებოდა. წყარო ამბობს, რომ დაზიანების გამო, გემი საბრძოლო ამოცანების შესრულებას ვეღარ შეძლებს. 4 აგვისტოს დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წინა ღამით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ორი უეკიპაჟო კატერით (საზღვაო დრონი) ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე შეტევა სცადეს. რუსეთი ამტკიცებდა, რომ კატერები ბაზის დამცველმა სამხედრო გემებმა გაანადგურეს. „უკრაინსკა პრავდას“ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში წყარომ განუმარტა, რომ რუსეთის განცხადება შეტევის მოგერიების შესახებ, სიყალბეა.
დანილოვი: რუსეთი უნდა დაინგრეს, როგორც თანამედროვე კართაგენი
ცდილობენ თუ არა პარტნიორები უკრაინის ხელისუფლება დაარწმუნონ, რუსეთთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკება გამართოს და რა სცენარს სთავაზობენ მათ, ეს საკითხი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა იტალიურ გამოცემა la Repubblica-თან ინტერვიუში განიხილა „ზეწოლის შესახებ ცნობები არაფრით არ დასტურდება. ის მხოლოდ ინტერნეტში ვრცელდება. არ ვიცი, შეიძლება ეს რუსული ტროლების არმიის საქმეა, მაგრამ ვიცი, რომ პარტნიორებს მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მოთხოვნა არ წამოუყენებიათ. უკრაინა ამ პრობლემას დამოუკიდებლად მოაგვარებს და პუტინთან ყველანაირი მოლაპარაკება შეუძლებელია. რუსეთი უნდა დაინგრეს, როგორც თანამედროვე კართაგენი,“ - აღნიშნა დანილოვმა. დმიტრო კულება: საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთთან მოლაპარაკების საჭიროებაზე ხმები გაქრეს
დანილოვი: თუ რუსეთი გადაწყვეტს თავდასხმას უცხოურ გემებზე, ეს განიხილება თავდასხმად გადამზიდავ ქვეყნებზე
რუსეთის თავდასხმები უცხოურ სამოქალაქო გემებზე, რომლებიც უკრაინის პორტებიდან მიდიან და ჰუმანიტარულ დერეფანს გაივლიან, გადამზიდავ ქვეყნებზე თავდასხმის ტოლფასია. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა უკრაინის რადიოს ეთერში განაცხადა. ოლექსი დანილოვმა Joseph Schulte-თან დაკავშირებული შემთხვევის კომენტირებისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ რუსეთის ფედერაცია გადაწყვეტს თავდასხმას სხვა ქვეყნების დროშებით მცურავ გემებზე, ეს განიხილება პირდაპირ თავდასხმად ამ ქვეყნებზე და არა უკრაინაზე. „ჩვენი ქვეყანა იცავს ყველა წესს. პირველი გემი უკვე გავიდა და უახლოეს მომავალში კიდევ გავა. ჩვენ ამას გავაკეთებთ სრულიად საჯაროდ, რათა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რომ ეს იყო სამოქალაქო გემები, რომლებიც ატარებდნენ საკვებსა და სხვა ნივთებს, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ სამხედრო საკითხებთან,“ - განაცხადა დანილოვმა. დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა. კონტეინერმზიდი „იოზეფ შულტე“ სტამბოლის პორტში შევიდა. ხომალდის ბორტზე 30 ათას ტონაზე მეტი ტვირთია, სურსათის ჩათვლით. ჰონგ-კონგის დროშით მცურავი „იოზეფ შულტე“ ოდესის პორტში წელიწად-ნახევრის განმავლობაში - 2022 წლის 23 თებერვლიდან იდგა. დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა. შეგახსენებთ, მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი ამ ფონზე აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის
დანილოვის თქმით, უკრაინა ყირიმს სამხედრო გზით გაათავისუფლებს, თუ რუსეთი თავად არ დატოვებს მას
ყირიმის პლატფორმის მესამე სამიტის წინ, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინა, დიდი ალბათობით, სამხედრო გზით გაათავისუფლებს ყირიმს, თუ რუსეთი თავად არ დატოვებს მას. დანილოვის თქმით, ყირიმის დეოკუპაციის გარეშე ომი დასრულებულად ვერ ჩაითვლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალი თაობები მშვიდობიანად ვერ იცხოვრებენ და ომი შთამომავლებს გადაეცემა. „ყირიმი ჩვენი ტერიტორიის ნაწილია და ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ. მეტიც, ჩვენ გავათავისუფლებთ. დიდი ალბათობით, ეს მოხდება სამხედრო გზით - თუ აგრესორ ქვეყანას არ ესმის, რომ უნდა დატოვოს ჩვენი ტერიტორია, სხვა გზა არ გვაქვს,“ - აღნიშნა დანილოვმა. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ყირიმის დეოკუპაციის გარდა სხვა გზა არ შეიძლება, არსებობდეს. რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ზელენსკი: ყირიმის ხიდი ლეგიტიმური სამიზნეა, რომელიც უნდა „განეიტრალდეს“
F-16 კონტრშეტევას „რადიკალურად შეცვლის“ - დანილოვი
უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ ამერიკული F-16-ის ტიპის თვითმფრინავების განლაგება უკრაინას მნიშვნელოვნად დაეხმარება, რადგან ჰაერიდადან ბრძოლის თვალსაზრისით, ახლა პარიტეტი არ არის დაცული. დანილოვის შეფასებით, F-16 თვალსაზრისით სურათს შეცვლის. „ჰაერში არ არის პარიტეტი. ეს ართულებს ბევრ საკითხს, რომელიც დღეს ფრონტზე არსებობს. როგორც კი F-16-ები გამოჩნდებიან და ჩვენი შეიარაღებული ძალები მაქსიმალურად გამოიყენებენ მას, დამიჯერეთ, სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება ჩვენ თვალწინ,“ - განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა CNN-ის ცნობით. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ამ დროისთვის აგრძელებს თავის „კომპლექსურ ოპერაციას" ადგილზე და ინარჩუნებს მიდგომას მსხვერპლის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, „თუ ვინმეს ეგონა, რომ ეს იყო რაღაც წვრილმანი და რომ ჩვენ შეგვიძლია, მივაღწიოთ ჩვენს დასახულ მიზნებს - ჩვენი ტერიტორიის გათავისუფლებას, ძალიან სწრაფად, გახსოვდეთ, რომ მტერი ძლიერია. მტერს აქვს თავდაცვისა და დამცავი სტრუქტურების გარკვეული სისტემა, რომლის აშენებაც შეძლო,“ - განაცხადა დანილოვმა. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის. 24 აგვისტოს პენტაგონში განაცხადეს, რომ აშშ უკრაინელი პილოტების მომზადებას შემოდგომაზე დაიწყებს.
დანილოვი: უკრაინულ რაკეტებს და უპილოტო საფრენ აპარატებს სამიზნის განადგურება 1 000-1 500 კილომეტრის მანძილზე შეუძლიათ
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინულ რაკეტებს და უპილოტო საფრენ აპარატებს სამიზნეს განადგურება 1 000-1 500 კილომეტრის მანძილზე შეუძლიათ. შესაბამისი განცხადება მან უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა. „იმ იარაღის წარმომავლობა, რომელიც გამოყენებულია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, უკრაინულია. არსებობს ორი მიმართულება, რომელზეც მუშაობა გარკვეული დროის განმავლობაში მიმდინარეობს. ეს არის სარაკეტო პროგრამა, რომელიც ჯერ კიდევ 2020 წელს დამტკიცდა და ითვალისწინებს უკრაინული რაკეტების შექმნას, ასევე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას, რომელიც ახლა მძლავრად ვითარდება ჩვენ ქვეყანაში და ამაში ჩართულია ბევრი კერძო კომპანია,“ – განაცხადა დანილოვმა. კიევი უკრაინული შორი რადიუსის იარაღის წარმატებით გამოყენების შესახებ იუწყება
დანილოვის თქმით, რუსეთში ახალი აჯანყება მწიფდება
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსეი დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთში მწიფდება ახალი აჯანყება, რაც ქვეყნის გაყოფას გამოიწვევს. მისივე თქმით, უკრაინამ იცის, ვინ ხელმძღვანელობს პროცესებს და როგორ ხდება ეს. „გავიხსენოთ როგორ მოხდა სსრკ-ს დაშლა 1991 წლის აგვისტოში. ის, რაც იქ მწიფდება და "ГКЧП ჯგუფი", როგორც 1991 წელს, იქ უკვე მწიფდება და იქ უკვე არიან შეკრებილი, ეს ცნობილი ფაქტია. და ჩვენ გვესმის, ვინ არის პასუხისმგებელი და როგორ ხდება ეს. კითხვა, როდის მოხდება შემდეგი აჯანყება რუსეთში, არის მოკლე პერიოდის საკითხი. ვნახოთ, რამდენი ხანი დასჭირდება, მაგრამ პროცესები მიმდინარეობს. რაც შეეხება კადიროვს (რამზან კადიროვის ავადმყოფობაზე გავრცელებული ცნობები) არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ასევე გავლენას მოახდენს ამ პროცესებზე," - განაცხადა დანილოვმა.
დანილოვი: მესამე მსოფლიო ომი დაიწყო 2008 წელს, როცა რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა საქართველოს
უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი მიიჩნევს, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყო 2008 წელს, როცა რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა საქართველოს და მისი ტერიტორიის ნაწილი დაიკავა. მის ამ კომენტარს უკრაინული გამოცემა Unian-ი ავრცელებს. „მერე იყო სიტუაცია 2014 წლის თებერვალში, უბრალოდ, ეს (ომი) იყო ასე „გაციებულ“ მდგომარეობაში და ახლა აქტიურ ფაზაშია გადასული. ცხელ ფაზაში გადავიდა 2024 წლის 24 თებერვალს. და რაც ახლა ხდება ისრაელის ტერიტორიასა და სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე, უკვე ამის შედეგებია. უფრო მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის ბოლო ომი, რომელსაც უახლოეს მომავალში დავაკვირდებით. სამყარო დიდ მოძრაობაში მოვიდა... და ახლა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწრაფად იქნება შესაძლებელი ამ საკითხისთვის ბოლოს მოღება, რათა ღმერთმა არ ქნას, რომ მთელ მსოფლიოში გავრცელდეს,"- განაცხადა დანილოვმა, რითაც უპასუხა შეკითხვას დაიწყო თუ არა მესამე მსოფლიო ომი „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმით.
ოლექსი დანილოვი: უკრაინაში, უახლოეს მომავალში, საბრძოლო მასალის წარმოება გაიზრდება
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინა, უახლოეს მომავალში, სახელმწიფო და კერძო საწარმოების ხარჯზე საბრძოლო მასალის წარმოებას გაზრდის, შესაბამისი ტექნიკა უკვე მონტაჟდება. „ჩვენმა პარტნიორებმა, მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ - ამ აგრესიის დაწყებიდანვე, 2022 წლის აპრილ-მაისიდან, ქვეყნებმა დაიწყეს დამატებითი შესაძლებლობების აშენება, ეს არ არის იოლი საქმე, მათი ერთ-ორ თვეში შექმნა შეუძლებელია. საიდუმლოს გეტყვით: ჩვენი კერძო კომპანიებიც მუშაობენ ამ საკითხზე, მათ შეუკვეთეს შესაბამისი აღჭურვილობა, გარკვეული აღჭურვილობა უკვე დამონტაჟებულია საწარმოების დახურულ ზონებში - და უახლოეს მომავალში ვიხილავთ საკუთარი წარმოების ზრდას,“ - აღნიშნა დანილოვმა. მისი თქმით, მხოლოდ სახელმწიფო ვერ უმკლავდება ამ საკითხს და მაქსიმალურად ცდილობს კერძო ბიზნესის მიზიდვას. დანილოვის მტკიცებით, უკრაინის ტერიტორიაზე არის ადგილები, სადაც შესაძლებელია წარმოების უსაფრთხოდ დაწყება.
ოლექსი დანილოვი: ოკუპირებულ ყირიმში რუსეთი ისეთ დამარცხებას განიცდის, როგორიც აქამდე არ უნახავს
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები ოკუპანტებს ყოველდღე დიდ ზარალს აყენებენ. ოლექსი დანილოვის თქმით, უკრაინა არ აპირებს დანებებას და ის გააგრძელებს ბრძოლას რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ. დანილოვმა აღნიშნა, რომ დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთი ისეთ წარუმატებლობას განიცდის, როგორიც აქამდე არ უნახავთ. „რაც შეეხება ყირიმის ნახევარკუნძულს და რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტს, მერწმუნეთ, ასეთი დამარცხება რუსებს ცხოვრებაში არ უნახავთ," - განაცხადა დანილოვმა უკრაინის რადიოს ეთერში.
ოლექსი დანილოვი: ოკუპირებული ყირიმის მიმართულებით უზარმაზარი წარმატება გვაქვს - სასიამოვნო ამბები კიდევ იქნება
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინას უზარმაზარი წარმატებები აქვს ოკუპირებული ყირიმის მიმართულებით. მისი თქმით, ყირიმის მიმართულებით ოკუპანტებისა და მათი რესურსების განადგურებასთან დაკავშირებით სასიამოვნო ამბები კიდევ იქნება. „ახლა ჩვენ გვაქვს უზარმაზარი წარმატება ყირიმის მიმართულებით. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის განადგურებას, მათი აქტივების განადგურებას ყირიმის ტერიტორიაზე და შავი ზღვის ფლოტის განადგურებას - ეს ჩვენი ქვეყნის უზარმაზარი მიღწევებია,“ - აღნიშნა დანილოვმა. 4 ნოემბერს საღამოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემი, რომელიც ქერჩის გემთმშენებელ ქარხანაში იმყოფებოდა, „დაზიანდა.“ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა განმარტა, რომ უკრაინელმა მფრინავებმა ქერჩის “ზალივის” გემთმშენებელი ქარხნის ინფრასტრუქტურაზე საჰაერო თავდასხმები განახორციელეს. 5 ნოემბრის დილით ნიკოლაი ოლეშჩუკმა დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ხომალდი - კალიბრის ფრთოსანი რაკეტების გადამზიდავი - ჩაძირეს.
ოლექსი დანილოვი: ჩვენი მიწის არცერთ ნაწილს არ დავთმობთ - ხელახლა დავტენით იარაღს და გავაგრძელებთ რუსული მონსტრის განადგურებას
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ყოველი დღე რთულია, მაგრამ აუცილებელი გაკვეთილის შემდეგ, უკრაინა იზრდება და ძლიერდება. მისივე განცხადებით, უკრაინა უარს არ იტყვის საკუთარი მიწის არცერთ ნაწილზე, მიუხედავად იმისა, დაუჭერენ თუ არა მხარს სხვა ქვეყნები უკრაინის მხარდასაჭერ კანონპროექტებს. „სიმშვიდე და სიმტკიცე. არ აქვს მნიშვნელობა ვინ, სად და როგორ მისცა ხმა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ჩვენ არ შევწყვეტთ ჩვენი სახელმწიფოს დაცვას, არ დავთმობთ ჩვენი მიწის არც ერთ ნაჭერს და არ ვაპატიებთ არც ერთი მოკლულის ან დასახიჩრებულის გამო. ჩვენ ვკონცენტრირდებით და გამოვიტანთ დასკვნებს, ხელახლა დავტენით იარაღს და გავაგრძელებთ რუსული მონსტრის განადგურებას,“ - აღნიშნა დანილოვმა. უკრაინის დახმარების დაბლოკვის შემდეგ, ბაიდენი რესპუბლიკელებს შანტაჟში ადანაშაულებს: ფსონები ძალიან მაღალია
დანილოვის თქმით, კონტრშეტევაში წარუმატებლობა არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინა ომს წააგებს
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს (NSDC) მდივნის, ოლექსი დანილოვის შეფასებით, უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევამ მოლოდინი არ გაამართლა. დანილოვმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კონტრშეტევაში წარუმატებლობა არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინა ომს წააგებს. დანილოვის თქმით, ბრძოლის ველზე ყოველთვის ფრიადოსანი ვერ იქნები, როდესაც მდგომარეობა რთულია. „მაისში ჩვენს ქვეყანაში ყველა მოქალაქეს სურდა ომის სწრაფად დასრულება. იმედები იყო, მაგრამ არ გამართლდა. ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვება ჩვენს მხარეს არ იქნება. ის, რომ ორი წელია ჩვენს ქვეყანას ვიცავთ, უკვე დიდი გამარჯვებაა. „ადამიანები ხანდახან შეცდომებს უშვებენ, მთელი ცხოვრება ფრიადოსანი ვერ იქნები. ფრონტზე მდგომარეობა ძალიან რთულია, ომის ძველი სახელმძღვანელოების, მათ შორის NATO-ს, არქივში დაბრუნებაა საჭირო. ასეთი ომი, როგორიც ახლა ჩვენს ქვეყანაშია, არც მე-20 და არც 21-ე საუკუნეში არ ყოფილა,“ - განაცხადა დანილოვმა. აშშ-მ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და უკრაინაში სამხედრო მრჩევლებს ხანგრძლივი ვადით განალაგებს
დანილოვი: რუსეთთან ომს არ წავაგებთ - ჩვენი მზე აუცილებლად ამოვა
უკრაინის ეროვნული და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი დარწმუნებულია, უკრაინა რუსეთთან ომს არ წააგებს. „ჩვენ ნამდვილად არ წავაგებთ ომს, რადგან სიმართლე ჩვენს მხარეზეა, ჩვენს მხარეზეა უამრავი ქვეყანა, რომელიც ამ საზიზღრობასთან - რუსეთის ფედერაციასთან - ბრძოლაში გვეხმარება“, - აღნიშნა დანილოვმა. დანილოვის თქმით, ცხადია, ფრონტზე შეიძლება, იყოს რთული სიტუაციები. ომი ძალიან რთული რამაა და ესა თუ ის პოზიცია ბევრ რამეზეა დამოკიდებული. „მაგრამ გაითვალისწინეთ, ყოველი ღამის შემდეგ დგება დღე და დღე იწყება მზის ამოსვლით. ჩვენი მზე აუცილებლად ამოვა. არ გვჭირდება ახლა პესიმიზმში ჩავარდნა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: რთული სიტუაციები არსებობს, მთავარია, არ იყოს საბედისწერო, დღეს არაფერია საბედისწერო,“ - განაცხადა ოლექსი დანილოვმა.
დანილოვი SU-34-ების ჩამოგდებაზე: შესანიშნავი შედეგია, რადგან ეს თვითმფრინავები ჩვენს ჯარისკაცებს საფრთხეს უქმნიდნენ
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები დიდი ხანია „ნადირობენ“ რუსულ SU-34 გამანადგურებელ ბომბდამშენებზე, რომლებიც პრობლემებს უქმნიდნენ თავდაცვის ძალებს სამხრეთ მიმართულებით, განაცხადა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს (NSDC) მდივანმა ოლექსი დანილოვმა. „ჩვენ გვესმის, რაზეც ვსაუბრობთ. ახლა შეგვიძლია, გავამჟღავნოთ პატარა საიდუმლო, რომ მათზე „ნადირობა“ დიდხანს გაგრძელდა. ვინაიდან ეს თვითმფრინავები ხელს უშლიდნენ და საფრთხეს უქმნიდნენ ჩვენს ჯარისკაცებს, გულწრფელად ვულოცავ ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამაში. შესანიშნავი შედეგი,“ - განაცხადა დანილოვმა უკრაინის რადიოს ეთერში. როგორც ცნობილია, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა პარასკევს შუადღისას სამი რუსული SU-34 ჩამოაგდეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, რომ სწორედ ამ თვითმფრინავებით ახორციელებენ დამპყრობლები თავდასხმებს მართვადი ბომბებითა და მართვადი რაკეტებით.
ოლექსი დანილოვი: რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 20% აღარ არსებობს
უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ფლოტის 20 პროცენტი განადგურებულია. უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის განცხადებით, უკრაინელი სამხედროების მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე რუსული სადესანტო ხომალდის განადგურების ფაქტი იმის დასტურია, რომ ყირიმი უკრაინელებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის სხვა ტერიტორია. „რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლებისთვის ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვქონდეს. მაგრამ ამ პროცესის პარალელურად, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენები ხდებოდა. რუსეთის ფედერაციის ფლოტის 20% აღარ არის. ჩვენს სამხედროებს ყირიმის საკითხი ესმით და ჩვენთვის ის ძალზე მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ჩვენი დანარჩენი ტერიტორიები,“ - აღნიშნა დანილოვმა.
ზელენსკიმ დანილოვი საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელით ჩაანაცვლა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლექსი დანილოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა.ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ბრძანებულებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ოლექსი დანილოვს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პოსტი ეკავა.ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთი ბრძანებით, ამ თანამდებობაზე საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ოლექსანდრ ლიტვინენკო დაინიშნა.
დანილოვი მოლდოვაში უკრაინის ახალი ელჩია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ყოფილი მდივნის ოლექსი დანილოვის კანდიდატურა დაამტკიცა. ამის შესახებ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ოლექსი დანილოვი გააგრძელებს მუშაობას დიპლომატიურ სექტორში, უფრო კონკრეტულად კი, მე დავამტკიცე მისი კანდიდატურა მოლდოვის რესპუბლიკაში ჩვენი სახელმწიფოს ახალ ელჩად,“ - განაცხადა ზელენსკიმ. როგორც ცნობილია, მანამდე ზელენსკიმ მარკ შევჩენკო უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ოლექსი დანილოვს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პოსტი ეკავა. დანილოვი ხსენებული თანამდებობიდან ზელენსკიმ 26 მარტს დანილოვი გაათავისუფლა. უკრაინის პრეზიდენტმა დანილოვის შემცვლელად საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ოლექსანდრ ლიტვინენკო დაინიშნა.