თეგი: შავი ზღვა
რუმინეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი: დაუშვებელია, ყოველ სამ-ექვს თვეში რომელიმე დამოუკიდებელი სახელმწიფოს საზღვარზე ახალ რუსულ სამხედრო ძალებს ვხედავდეთ
Europetime-ის ინტერვიუ რუმინეთის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მრჩეველთან უსაფრთხოების საკითხებში, იულიან კიფუსთან. იულიან კიფუ 2011-2014 წლებში იყო რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტრატეგიის საკითხებში. ასრულებდა რუმინეთის სენატის ვიცე-პრეზიდენტის მრჩევლის მოვალეობას საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში. იულიან კიფუ არის ენერგორესურსების უსაფრთხოების ცენტრის გამგეობის წევრი - EUCERS ლონდონის კინგს კოლეჯში; 30-ზე მეტი წიგნის ავტორი და თანაავტორია კონფლიქტების, კრიზისების, პოსტსაბჭოთა სივრცისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ. ET: შავი ზღვა დამაკავშირებელია რუმინეთსა და საქართველოს შორის და ეს კავშირი არის ერთგვარი ხიდი ევროპასა და აზიას შორის. არაერთხელ ითქვა, რომ არსებობს უზარმაზარი სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული. მაგალითად, რას იტყვით „აგრის“ (აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ურთიერთდაკავშირების) პროექტის მნიშვნელობაზე, ასევე „თეთრი ნაკადის“ განხორციელებაზე, რომელიც ითვალისწინებს თურქმენული გაზის წამოღებას აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, და შავი ზღვით რუმინეთში შეტანას? იულიან კიფუ: ჩვენ მას შავი ზღვა კასპიის ზღვის დერეფანს ვუწოდებთ. რა თქმა უნდა, თუ ტრანსკასპიურ მილსადენს (ეს მილსადენი უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან აზერბაიჯანის გავლით თურქეთსა და საქართველოში და შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებში) ავაშენებთ, ეს კარგი იქნება, თუმცა მისი განხორცილება ნამდვილად დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. მათ შორის არის არამხოლოდ თურქმენეთისა და აზერბაიჯანის საზღვრების დელიმიტაციის საკითხი, არამედ კასპიის ზღვის წესები. ვსაუბრობთ რა მის როგორც სრულად მულტიმოდალურობაზე, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ბიძგს მისცემს ბათუმი-კონსტანცას პროექტს, რომელიც ჩვენ რამდენჯერმე ავამოქმედეთ და რომელსაც სამწუხაროდ, არ აქვს მხარდაჭერა... ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველთვის ვეძებთ გზებს მის განსახორციელებლად. განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში ამას ჯერ თურქმენეთისთვის და შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ყაზახეთისთვის დამატებითი ღირებულება აქვს. ყაზახეთისთვის ის არის დიდი პრობლემა, რომ აქვთ ნავთობი და გაზი, მაგრამ შეზღუდული ექსპლუატაციის შესაძლებლობით, რადგან მას რუსეთი ყიდულობს და არ აქვთ ტრანსკასპიური სიმძლავრე/მოცულობა. ასე რომ, ძირითადად, ამიტომ ვართ აქ. ET: რუმინეთი უჭერს მხარს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას. რას ფიქრობთ ქვეყნის პერსპექტივაზე, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ არსებულ კონტექსტს. ვგულისხმობ როგორც შიდა პოლიტიკურ ვითარებას, ისე საგარეო ველს, უკრაინის კრიზისს და ასე შემდეგ. იულიან კიფუ: რაც მთავარია, საქართველო ყველაფერს აკეთებს NATO-სთან დასაახლოებლად და ეს მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც საბოლოოდ გაიღება ალიანსის კარი, იქ შესასვლელად მზადყოფნა აუცილებელია. მოგეხსენებათ, გარკვეულწილად, შესაძლებლობები დაკავშირებულია კრიზისებთანაც და თუ მზად ხართ, ჩნდება შესაძლებლობების მომენტები, რომლებზეც შეგიძლიათ, ფსონი დადოთ. გარდა ამისა, ნაბიჯ-ნაბიჯ, NATO-ში თქვენი მომავალი გაწევრიანების პროცესის შენება, უსაფრთხოების განმტკიცება და რეფორმების გატარება მნიშვნელოვანია. ET: ევროპაში კვლავ ომისა და მშვიდობის საკითხების განხილვას დასავლეთსა და რუსეთს შორის, თქვენი აზრით, რა გადაწყვეტა მოჰყვება? იულიან კიფუ: ვარაუდების გამოთქმა გამიჭირდება. მოდით ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანია ვიპოვოთ ისეთი გამოსავალი, რომელიც იქნება სიტუაციის დამაბალანსებელი და უპირველეს ყოვლისა, ყველაზე დიპლომატიური გზები, რომ ომი ავიცილოთ თავიდან. მეორე მხრივ, შეუძლებელია, ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ ომზე ვსაუბრობდეთ. დაუშვებელია, ყოველ სამ-ექვს თვეში რომელიმე დამოუკიდებელი სახელმწიფოს საზღვარზე ახალ რუსულ სამხედრო ძალებს ვხედავდეთ, რომელიც ამ ქვეყნებს საერთაშორისო არენაზე უპირატესობის მოსაპოვებლად ემუქრება. აქედან გამომდინარე, საჭიროა საბოლოო გადაწყვეტა/შეთანხმება, რათა მსგავსი ეპიზოდები აღარ განმეორდეს. გეთანხებით, რომ ეს არის გადამწყვეტი დრო ევროპის უსაფრთხოებისთვის, რადგან დღეს ჩვენ ევროპაში ომისა და მშვიდობის საკითხებზე ისევ გვიწევს საუბარი. ეს მიუღებელია. მეორე მსოფლიო ომიდან 70 წელი გავიდა და მიუღებელია, რომ ზოგიერთი სახელმწიფო კვლავ ცდილობდეს, ჰქონდეს გავლენის სფეროები; გამოიყენოს სამხედრო ძალა, რათა გადაჭრას თავისი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხები და ცალმხრივად იმოქმედოს სხვა სუვერენულ სახელმწიფოებთან მიმართებით. ET: და ამ სუვერენული სახელმწიფოებისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს, აირჩიონ საკუთარი ალიანსები და გაწევრიანდნენ NATO-ში, ამ პროცესის დაჩქარება ზუსტად ახლა ხომ არ იქნებოდა მესიჯი და პასუხიც რუსეთისთვის. მინდა გითხრათ, რომ უპირველეს ყოვლისა, ეს დამოკუდებულია თითოეულ ამ სახელმწიფოსა და ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზე; იმ პრინციპებსა და ღირებულებებზე, რომლებიც ევროკავშირისა და NATO-ს ფუნდამენტს წარმოადგენს. ვფიქრობ, ეს არის პირველი, რაც უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ვინც ამ გზას ნამდვილად უჭერს მხარს.
კელი დეგნანი: რუსეთს სურს, შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს
რუსეთს სურს, შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს და აკონტროლოს ყველაფერი, რაც შედის და გადის შავ ზღვაში,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემაში „ხედვა ვაშინგტონიდან“ განაცხადა. “საქართველოს მნიშვნელოვანი სამართალდამცავი როლიც აქვს ფართო უსაფრთხოების როლთან ერთად. რუსეთს სურს, შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს და აკონტროლოს ყველაფერი, რაც შედის და გადის. საქართველო უმნიშნველოვანეს როლს თამაშობს იმისთვის, რომ შავი ზღვა საერთაშორისო ზღვად დარჩეს, რომელიც ყველა ჩვენი ქვეყნის გემებისთვის იქნება გახსნილი“, - აღნიშნავს კელი დეგნანი.
ვენდი შერმანი: რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს სულ მცირე სამ სამოქალაქო გემზე, რომლებსაც შავი ზღვის აკვატორიიდან ტვირთი გადაჰქონდათ
რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს სულ მცირე სამ სამოქალაქო გემზე, რომლებსაც შავი ზღვის აკვატორიიდან ტვირთი გადაჰქონდათ. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა განაცხადა. ასევე, შერმანის თქმით, რუსეთის საზღვაო ძალები ახდენენ უკრაინული პორტების ბლოკირებას, რაც კიევს მარცვლეულის ექსპორტის შესაძლებლობას არ აძლევს და რის გამოც სურსათით დატვირთული 94 გემი ხმელთაშუა ზღვაში ვერ გადის. „ვიდრე პუტინი თავის ომს აგრძელებს, ვიდრე რუსული ჯარი უკრაინულ ქალაქებს ბომბავს და ჰუმანიტარულ კოლონებს ბლოკავს, ვიდრე მშვიდობიანი მოსახლეობა უსაფრთხო ადგილზე გადასვლას ვერ ახერხებს, ეს ჰუმანიტარული კრიზისი მხოლოდ გაძლიერდება“, - განაცხადა შერმანმა. ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა
უკრაინული მხარე რუსეთის მიერ შავ ზღვაში ფლოტის გააქტიურების შესახებ იუწყება
რუსეთმა გაზარდა საზღვაო აქტივობა შავ ზღვაში, უკრაინის ტერიტორიაზე შესაძლო სარაკეტო დარტყმის საფრთხე კვლავ მაღალია. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „შეიარაღებული ძალების მიერ, სადესანტო ჩქაროსნული კატერებით, „რაპტორებით“ კუნძულ ზმეინიზე მორიგი დარტყმის შემდეგ, მოწინააღმდეგე ევაკუაციას და თავისი ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის განახლებას ცდილობდა“, - ნათქვამია ოპერატიული სარდლობა - „სამხრეთის“ პრესსამსახურის ინფორმაციაში. უკრაინულმა მხარემ პირველ მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რომ შავ ზღვაში მდებარე კუნძულ ზმეინიზე, რუსეთის სამხედრო ძალების პოზიციებზე იერიში მიიტანეს. მათივე ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში განადგურებულია 40 რუსი სამხედრო და მტრის 4 საზენიტო დანადგარი. ამავე თემაზე როგორ აისახება რუსეთ - უკრაინის ომზე ,,მოსკვას“ ჩაძირვა რატომ არის შავ ზღვაში გველების კუნძული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი
რატომ არის შავ ზღვაში გველების კუნძული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი
შავ ზღვაში გველების კუნძულის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე უკრაინული მედია ამახვილებს ყურადღებას. უკრაინული მედია მესაზღვრეების განსაკუთრებულ სიმამაცეზე წერს. კერძოდ, სამხედროების ცნობებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ მესაზღვრეები მტკიცედ იბრძოდნენ შავ ზღვაში სტრატეგიული კუნძულის დასაცავად, როდესაც რუსული ძალების შეჭრის შედეგად კომბინირებული სარაკეტო და საარტილერიო დარტყმა მიიღეს. გველების კუნძული რუსეთის საზღვაო ძალებმა აიღეს და სულ მცირე 13 უკრაინელი მესაზღვრე დაიღუპა მისი დაცვის დროს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ ჰერაშჩენკომ. კუნძულთან სულ რაღაც 44 კილომეტრში, NATO-ს წევრი რუმინეთის სანაპირო ქალაქი სულინა მდებარეობს. სულინა - საპორტო ქალაქი აღმოსავლეთ რუმინეთში, ტულჩის ჟუდეცში. გაშენებულია შავი ზღვის სანაპიროზე, დუნაის დელტაში, სულინის ტოტზე. მედია წერს, რომ რუსეთს კუნძულის დაკავების შემთხვევაში საშუალება მიეცემა, განათავსოს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამშვები და სხვა სამხედრო დანადგარები მდინარე დუნაის დელტაში, NATO-ს 30 წევრიან, თავდაცვის ალიანსთან უფრო ახლოს. როგორც ცნობილია: რუსეთის უსაფრთხოების წინადადებებში, რომელიც მათ დეკემბერში წარმოადგინეს შეერთებული შტატებისა და NATO-ს მიმართ, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ისაა, რომ ალიანსმა შეწყვიტოს ყოველგვარი თანამშრომლობა უკრაინასთან და გაიყვანოს თავისი ძალები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებიდან. ბოლო ინფორმაციით: უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიანი“ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველზე, ვადიმ დანისენკოზე დაყრდნობით წერს, რომ კუნძულ ზმეინს უკრაინელები აკონტროლებენ. 25 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „კუნძულ ზმეინის რაიონში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს 82 უკრაინელი სამხედრო დანებდა“. უკრაინელების დაღუპვა რუსული მხარის განცხადებაში არ იყო ნახსენები. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შავ ზღვაში NATO-ს მასშტაბური წვრთნები პირველად მიმდინარეობს
შავი ზღვის ბულგარეთის აკვატორიაში NATO-ს ყოველწლიური სამხედრო სწავლება „ბრიზი“ 11 ქვეყნის მონაწილეობით მიმდინარეობს. სწავლებაში 24 სამხედრო გემი, კატერები, 5 თვითმფრინავი, 4 ვერტმფრენი და ბულგარეთის, ალბანეთის, ბელგიის, საბერძნეთის, იტალიის, ლატვიის, პოლონეთის, რუმინეთის, აშშ-ს, თურქეთის, საფრანგეთის საზღვაო ძალების 1390 სამხედრო მონაწილეობს. ეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შავ ზღვაში NATO-ს ფართომასშტაბიანი პირველი სამხედრო სწავლებაა. წვრთნების ზონებში თავისუფლად მცურავი გემსაწინააღმდეგო ნაღმების საფრთხის გამო, წვრთნების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიღებულია სპეციალური ზომები.
ცნობილია, როდის მიიღებს თურქეთი შავი ზღვიდან გაზის პირველ მოცულობას
გაზის პირველ მოცულობას, თურქეთი შავი ზღვის შელფზე მდებარე „საქარიას“ საბადოდან 2023 წლის მარტში მიიღებს. ამის შესახებ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიხ დონმეზმა განაცხადა. შავი ზღვის თურქულ სექტორში გაზსადენის გაყვანის პროცესი მიმდინარეობს მისი თქმით, შავი ზღვის თურქულ სექტორში 2200 მეტრის სიღრმეზე მთელი „ენერგეტიკული ბაზა“ იქმნება. „ზღვის ფსკერზე უკვე გაყვანილია 120 კმ მილები. დარჩენილია 50 კმ“, - განაცხადა ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა. ერდოღანი: შავ ზღვაში 135 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგი აღმოვაჩინეთ ახალი გაზსადენის პირველი მილი, შავ ზღვაში 13 ივნისს ჩაუშვეს, ცერემონიაში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი მონაწილეობდა. „საქარიას“ საბადოზე გაზის მოპოვება, დღეში 10 მილიონი კუბური მეტრის დონეზეა პროგნოზირებული, რაც გულისხმობს წელიწადში 3,5-4 მილიარდი კუბური მეტრის მიწოდებას. შემდგომში გაზის მოპოვება გაიზრდება და 2027-28 წლებში პიკს მიაღწევს და დღეში 40 მლნ კუბურ მეტრს გაუტოლდება (წელიწადში 15 მილიარდი კუბური მეტრი). თურქეთის მიერ შავ ზღვაში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგების ჯამური მოცულობა 540 მილიარდი კუბური მეტრია.
უკრაინა: საზენიტო მსროლელებმა ოკუპანტების მიერ შავი ზღვიდან გაშვებული ორი რაკეტა ჩამოაგდეს
უკრაინელმა საზენიტო მსროლელებმა რუსული ძალების მიერ შავი ზღვიდან გაშვებული კალიბრის ტიპის ორი საკრუიზო რაკეტა გაანადგურეს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ სამხრეთის საჰაერო სარდლობამ განაცხადა. „21 აგვისტოს, დაახლოებით 03:00 საათზე, საჰაერო სარდლობის სამხრეთის საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფმა ზღვის თავზე „კალიბრის“ ტიპის საკრუიზო რაკეტა გაანადგურა, რომლებიც ოკუპანტებმა შავი ზღვიდან გაუშვეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსეთმა შავ ზღვაზე სამგზავრო მიმოსვლა ნაწილობრივ შეაჩერა
რუსეთმა შავ ზღვაში სამგზავრო გადაზიდვები ნაწილობრივ შეაჩერა. ამის შესახებ უკრაინული მედია, რუსულ დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით წერს. მედიის ცნობით, ტექნიკური სამუსაოების გამო, 21 დან 23 აგვისტომდე რეისები ნოვოროსიისკს, გელენჯიკს, სოჭს და ასევე ოკუპირებულ სოხუმს, იალტასა და სევასტოპოლს შორის დროებით შეწყდება. ბილეთების გაყიდვა შეწყდა „ხომალდების ტექნიკური მახასიათებლების სრულ შემოწმებამდე“.
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი ითხოვს „ურთიერთობების განბლოკვას“, დაე, ჯერ შავი ზღვა განბლოკოს
რუსეთი ითხოვს „ურთიერთობების განბლოკვას“, დაე, ჯერ შავი ზღვა განბლოკოს, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში გვინეა-ბისაუს პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „იმისთვის, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოს შორის ხიდებმა იარსებონ, ამისთვის საჭიროა სახელმწიფოებმა არ ააფეთქონ ინფრასტრუქტურა. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ რამეზე საუბარი შესაძლებელია. მეორე სკითხია, ვისთანაა საუბარი შესაძლებელი. მეორე საკითხი, რომელიც რუსეთმა გადმოგვცა, რომ განვბლოკოთ ურთიერთობები... მოდით დავიწყოთ განბლოკვით, ჯერ შავი ზღვა განბლოკეთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ოლივერ ვარჰეი: ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი, რომელიც საქართველოდან ევროპაში მწვანე ენერგიას მიიტანს
გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, დღეს, თბილისში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ის მნიშვნელოვანი პროექტები დაასახელა, რომლიც ევროკავშირისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. „ჩამოვთვალე ის საკვანძო პროექტები, რომელიც ფლაგმანურია ჩვენთვის. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შავი ზღვის ელექტროკაბელი. რომელიც მწვანე ენერგიას მოიტანს საქართველოდან ევროპაში. იმედი მაქვს, რომ ეს მყისიერად გამოიწვევს განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციებს საქართველოში. ჰიდრო, მზის და სხვა მიმართულებით და საქართველო გახდება სუფთა ენერგიის ექსპორტიორი. მეორე პროექტია შავი ზღვის ინტერნეტკაბელი. რომელიც ჩახსნის საქართველოს ბოლო დამოკიდებულებას რუსეთზე და თავისუფლება დამყარდება ამ სფეროშიც. ასევე საუბარი გვაქვს პორტების განვითარებასა და საზღვაო ტრანსპორტირების არსებულ მარშრუტებს აღვადგენთ. ეს მნიშვნელოვანია. ამას ექნება ახალი განზომილების მოცემის შესაძლებლობა“, - განაცხადა ვარჰეიმ. შეგახსენებთ, რომ „საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. ინიციატივა მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის საშუალებით, რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) იქნება, ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტ. წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი ასევე აღჭურვილი იქნება ციფრული კავშირით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ტელეკომუნიკაციას რუმინეთსა და საქართველოს შორის.
შავი ზღვის საქარიას საბადოდან, თურქეთი, დღე-ღამეში 10 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს
შავი ზღვის თურქეთის სექტორში, საქარიას საბადოდან, პირველ ეტაპზე, თურქეთის გაზგამანაწილებელი სისტემა დღე-ღამეში 10 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს. ერდოღანი, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ლიდერებთან გაზის ჰაბის შექმნის საკითხს განიხილავს ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა. მინისტრის თქმით, საბადოს განვითარების შემდგომ ეტაპზე, დღიური მოცულობა 40 მილიონ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. აზერბაიჯანული გაზი თურქეთის, როგორც ენერგო ჰაბის განვითარებაში, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს - ერდოღანი მისივე თქმით, შავი ზღვის ახალი საბადო არა მხოლოდ ხელს შეუწყობს თურქეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, არამედ წარმოებული გაზის ნაწილის ექსპორტირება ტრაქიაში, გაზის საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის მეშვეობით გახდება შესაძლებელი. რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება რაც შეეხება თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში ამ ცენტრის შექმნის გეგმებს, დონმეზმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე საგზაო რუკა წლის ბოლომდე მომზადდება. ერდოღანი: შავი ზღვის საბადოებიდან გაზს თურქეთის სამომხმარებლო ბაზარი 2023 წელს მიიღებს თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ასევე განაცხადა, რომ 2022 წლიდან 2026 წლამდე პერიოდში რესპუბლიკის 299 დასახლების გაზიფიცირება იგეგმება. ასევე წაიკითხეთ: „შანხაის ხუთეულის“ წევრობა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია - სად გადის ზღვარი თურქეთის ტაქტიკასა და მიზნებს შორის
აუცილებელია შავ ზღვაზე სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება და შუა სატრანსპორტო დერეფნის გაციფროვნება - დავითაშვილი
აუცილებელია შავ ზღვაზე სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება და შუა სატრანსპორტო დერეფნის გაციფროვნება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. „საქართველოს მთავრობა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რაც, თავის მხრივ, შუა სატრანზიტო დერეფნის ეფექტიანობის ამაღლებას განაპირობებს. სახეზე გვაქვს პროგრესი 2014 წელთან შედარებით, შუა დერეფნის გავლით ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვები გაიზარდა. შუა დერეფნისა და, შესაბამისად, საქართველოს გავლით გატარებულმა ტვირთმა 2021 წელს 10 000 TEU-ს გადააჭარბა“, – თქვა ლევან დავითაშვილმა. ვიცე-პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურისა და დერეფანთან დაკავშირებული სხვა მიმართულებების განვითარება. ამასთან, ლევან დავითაშვილმა ყურადღება შავ ზღვაზე სატრანსპორტო მარშრუტებისა და დერეფნის გაციფროვნების აუცილებლობაზე გაამახვილა.
ლევან დავითაშვილი: შავი ზღვით ევროპასთან ციფრული კავშირების განვითარება, საქართველოს ციფრულ ჰაბად გადაქცევის წინაპირობაა
„ციფრული ეკონომიკის განვითარებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ხელოვნურ ინტელექტზე საუბარი ზედმეტია კარგად განვითარებული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გარეშე. ბოლო წლებში საქართველოში, ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში განხორციელებულმა რეფორმებმა და პროგრამებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სფეროს განვითარებას და ინტერნეტ მოხმარების ზრდას, რომელმაც გამოიწვია ციფრული ბაზრის განვითარება, საჯარო და კერძო სექტორში მრავალი ელექტრონული მომსახურებების დანერგვა, შედეგად ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფოსა და მოქალაქეს, სახელმწიფოსა და ბიზნესს, ასევე ბიზნესებს შორის ურთიერთობისას,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების მე-12 რეგიონული კონფერენციის GITI 2022 - ის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას. GITI 2022 - ი რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენციაა, რომელიც 2008 წლიდან იმართება. წელს ის მეთორმეტედ, ორწლიანი პაუზის შემდეგ გაიხსნა. ფორუმის მიმდინარეობისას ასევე დაგეგმილია კონკურსის ჩატარება, რომლის მიზანია სხვადასხვა კატეგორიებში წლის საუკეთესო პროექტების გამოვლენა და დაჯილდოება, რაც ხელს უწყობს საჯარო და კერძო სექტორში ინოვაციური პროექტების განხორციელების წახალისებას. კონფერენციას ესწრებიან დელეგატები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, სამხრეთ კავკასიიდან, ბალტიის ქვეყნებიდან და ცენტრალური აზიიდან. ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს ციფრულ ეკოსისტემაში არსებობს. მისი თქმით, ქვეყნის ტერიტორია სრულად არ არის დაფარული ფართოზოლოვანი ფიქსირებული ინტერნეტ ქსელებით, არ არის დანერგილი მობილური 5G ქსელები, უთანასწორობა არსებობს მოსახლეობის და ბიზნესების მიერ ციფრული სერვისების გამოყენებაშიც. ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ციფრულ ეკოსისტემაში ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების დასაძლევად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, როგორც ქვეყნის დიგიტალიზაციის პოლიტიკის მაკოორდინირებელი უწყება, „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 – 2025 წლების ეროვნული სტრატეგიის განხორციელების გეგმით გათვალისწინებულ სხვადასხვა აქტივობებზე მუშაობს. მისი თქმით, საქართველოში ციფრული ეკონომიკის მიზნით გატარებული ძირითადი პოლიტიკური გადაწყვეტილებები თანხვედრაშია ევროკავშირთან თანამშრომლობის პრიორიტეტებთან. ვიცე-პრემიერმა დაასახელა ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც ხორციელდება მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ-ქსელების მშენებლობა. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ სფეროში ინვესტიციების მოზიდვაზე, კონკურენციის გაზრდაზე და მოსახლეობაში ინტერნეტისა და ტექნოლოგიების გამოყენების უნარების განვითარებაზე. ასევე ვაგრძელებთ მაღალმთიანი რეგიონების ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით სათემო ინტერნეტიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებებს, აგრეთვე მიმდინარეობს ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზართან საქართველოს ციფრული ბაზრის ინტეგრაციის ღონისძიებები, საქართველოს გავლით ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ციფრული სატრანზიტო ჰაბის ჩამოყალიბებაზე მუშაობა და სხვ.“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის პრიორიტეტებში საქართველომ რამდენიმე ფლაგმან პროექტს შორის ციფრული კავშირების განვითარების პრიორიტეტული გეგმები წარადგინა - საუბარია შავი ზღვის გავლით ევროპასთან ციფრული კავშირების განვითარებაზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ინტერნეტის ხარისხის ზრდას. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისა, რომ საქართველო გადავაქციოთ რეგიონულ ციფრულ ჰაბად. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ციფრული ჰაბის განვითარება, ერთი მხრივ, გულისხმობს საერთაშორისო ფართოზოლოვან სატელეკომუნიკაციო ინტერნეტ კავშირს, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვანია, საქართველოში მსხვილი კონტენტ პროვაიდერების მიერ რეგიონული მონაცემთა გაცვლის ცენტრების ფორმირება. მისი თქმით, ამ საკითხზე სამინისტროში დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. საერთაშორისო ექსპერტების ანალიზით მოსალოდნელია, რომ ევროპა-აზიის გლობალური ინტერნეტ-კავშირის ბაზარი, ხუთი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად 30 პროცენტით გაიზარდოს. შესაბამისად, საქართველოს, შავი ზღვის ფსკერზე გადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარების შემთხვევაში, საკმაოდ კარგი პოზიცია აქვს საერთაშორისო ინტერნეტ - კავშირების ბაზარზე აქტიური მონაწილეობის მისაღებად. ფორუმის ორგანიზატორებია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, იუსტიციის სამინისტროს სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო და ICT ბიზნეს საბჭო საქართველოში. ღონისძიების სპონსორია თიბისი ბანკი.
საქართველოში ვიზიტისას, რუმინეთის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსის ფოკუსშია შავი ზღვის რეგიონის განვითარების მნიშვნელობა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გენერალ დანიელ პეტრესკუს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები განიხილეს. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობისა და განვითარების მნიშვნელობას, რეგიონში საქართველოსა და რუმინეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებს. ხაზგასმით აღინიშნა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მნიშვნელოვანი როლი და პაკეტის ინიციატივების წარმატებით განხორციელებაში რუმინეთის წვლილი. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ რუმინელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი შეხვდა. ორმხრივ შეხვედრაზე გენერლებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო სამხედრო განათლებისა და სამხედრო წვრთნების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებსაც. „ქართულმა მხარემ გენერალ დანიელ პეტრესკუს მადლობა გადაუხადა რუმინეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. ვიზიტის ფარგლებში რუმინეთის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი გენერალი დანიელ პეტრესკუ NATO-ს ძირითად ჯგუფს და NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივების განხორციელების შესახებ ისაუბრე“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. დღესვე რუმინელმა გენერალმა ვაშლიჯვარში, სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაც მოინახულა. რუმინეთის გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა დანიელ პეტრესკუმ გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ურსულა ფონ დერ ლაიენი: შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს
შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი იქნება ახალი გადაცემის ხაზი და ახალი შესაძლებლობის ფანჯარა. ეს პროექტი ჩვენ მოგვცემს და საქართველოს მიცემს ევროპულ დანიშნულებას და ძალიან ბევრ სარგებელს, საქართველოს აქცევს ელექტროენერგიის ჰაბად და შიდა ენერგობაზარსაც გააუმჯობესებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბუქარესტში ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ევროკომისიის პრეზიდენტი: ბუქარესტში ვარ, რათა სამხრეთ კავკასიასთან ჩვენი ენერგეტიკული პარტნიორობა განვიხილოთ „ძალიან მახარებს, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს აქ ვიმყოფები, საქართველოს, აზერბაიჯანის უნგრეთის ლიდერებთან ერთად. ეს შეთანხმება ევროკავშირს უფრო დაახლოებს ჩვენ პარტნიორებთან სამხრეთკავკასიის რეგიონში, დაგვეხმარება, რომ უფრო სუფთა ენერგორესურსის და მატარებლების მიწოდება მოხდეს. რუსეთის ომის დაწყების შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წიაღისეულისა და რუსული ენერგიისთვის უარი გვეთქვა და ჩვენი პარტნიორობა გაგვეძლიერებინა - აი, ეს პარტნიორობა, რომელიც ამ დარბაზშია და ეს მუშაობს! ევროკავშირმა შეძლო შეემცირებინა რუსული რესურსების ათვისება და ეს არ არის მხოლოდ ახალი გეოპოლიტიკური ენერგო უსაფრთხოების გზა, ეს არის ასევე სამომავლო ინიციატივების საფუძვლის შექმნა სუფთა ხელმისაწვდომი ენერგორესურსების მიღების კუთხით. ეს ეხება განახლებად ენერგიას, პლანეტის დაცვას, ჩვენ ქვეყნებში გამომუშავებულ ენერგიას, სამუშაო ადგილების გაზრდას, უსაფრთხოებას, დამოუკიდებლობას და ძალიან მიხარია, რომ ეს შეთანხმება განახლებად ენერგიაზე ასეთ აქცენტს აკეთებს. ამ განახლებადი ენერგიის მზარდი წვლილის ინტეგრაციისთვის ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ჩართვა და ამისთვის არის მნიშვნელოვანი რუმინეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეს ახალი ელექტროკაბელი. ეს ნამდვილად ძალიან ამბიციური პროექტია. ეს დაგვაკავშირებს შავი ზღვის ორივე მხარეს და კასპიის ზღვას. ციფრული კომუნიკაციის და ენერგოუსაფრთხოების კუთხით, ეს ინიციატივა ჩვენ დაგვეხმარება მიწოდების უზრუნველყოფაში და ელექტროენერგია განახლებადი წყაროებიდან შემოვა ევროკავშირში - რუმინეთისა და უნგრეთის გავლით. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი იქნება ახალი გადაცემის ხაზი და ახალი შესაძლებლობის ფანჯარა. ეს პროექტი ჩვენ მოგვცემს და საქართველოს მიცემს ევროპულ დანიშნულებას და ძალიან ბევრ სარგებელს, საქართველოს აქცევს ელექტროენერგიის ჰაბად და შიდა ენერგობაზარსაც გააუმჯობესებს. საბოლოო ჯამში, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელი დაეხმარება ჩვენ მეზობლებს მოლდოვაში და დასავლეთ ბალკანეთში. რა თქმა უნდა, უკრაინას ეს დაეხმარება ქვეყნის რეკონსტრუქციაში. როგორც ჩემი სიტყვებიდან ხედავთ, პროექტი ძალიან ბევრ დაპირებას გვთავაზობს და მისი შესრულება ჩვენზეა. ჩვენ ვაპირებთ შევასრულოთ ეს მიზნები - ენერგო მიწოდება, ეკონომიკების ჰარმონიზაცია სწორედ ამიტომ, მოუთმენლად ველი ამ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგებს, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ჩვენ მზად ვართ, მახრი დავუჭიროთ ამ ინიციატივას იმიტომ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ ფინანსურად იმ პროექტებს,რომელიც საერთო ინტერესებს ემსახურება და საერთო ინტერესები ძალიან თვალსაჩინოა ამ პროექტში. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამით უზრუნველყოფილია შავი ზღვის უმნიშვნელოვანესი და უახლოესი როლი“, - აცხადებს ფონ დერ ლაიენი.
თურქეთმა შავ ზღვაში გაზის ახალი საბადო აღმოაჩინა
თურქეთმა საბურღი გემის დახმარებით შავ ზღვაში, 3023 კმ სიღრმეზე ახალი დიდი გაზის საბადო აღმოაჩინა. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, შავი ზღვის შელფზე გაზის დიდი მარაგების აღმოჩენის შესახებ განაცხადა Report-ის თურქული ბიუროს ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ბუნებრივი აირის მარაგი თურქეთის ტერიტორიულ წყლებში შავ ზღვაში 710 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა და შეფასებულია ერთ ტრილიონ დოლარად. ერდოღანი: შავი ზღვის საბადოებიდან გაზს თურქეთის სამომხმარებლო ბაზარი 2023 წელს მიიღებს „გაზის მარაგმა სულ 710 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, ჩვენი საბურღი გემის „ფათიჰის“ მიერ გაზის ახალი მარაგის აღმოჩენის წყალობით“, - განაცხადა ერდოღანმა მთავრობის სხდომის შემდეგ. მოსალოდნელია, რომ შავ ზღვაში გაზის მოპოვების ყველაზე მაღალი დონე 2027-2028 წლებში დაფიქსირდეს და დღეში 40 მილიონი კუბური მეტრი შეადგინოს, ხოლო ყოველწლიურად, 15 მილიარდი კუბური მეტრი. თურქეთის მიერ შავ ზღვაში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგების მთლიანი მოცულობა, ახალ აღმოჩენემდე 540 მილიარდი კუბური იყო.
აშშ-მ შავ ზღვაზე ახალი დრონი გაგზავნა - მედია
აშშ-მა შავ ზღვაზე ახალი დრონი RQ-4 Global Hawk გაგზავნა. უკრაინული მედიის ცნობით, Flightradar24-ის სერვისის მონაცემები ამას მოწმობს. დრონი სიგონელის საავიაციო ბაზიდან იტალიის ქალაქ კატანიასთან აფრინდა. გარკვეული პერიოდი რუმინეთის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა, ახლა კი შავი ზღვის თავზე დაფრინავს. ახალი ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი შავი ზღვის წყლებში მას შემდეგ შევიდა, რაც შეერთებულ შტატებს 14 მარტს რუსულ სუ-27 გამანადგურებელთან შეჯახების გამო, თვითმფრინავ MQ-9 Reaper-ის ჩაძირვა მოუწია.
თურქეთი შავი ზღვის საბადოდან მომხმარებლისთვის გაზის მიწოდებას აპრილის ბოლოსთვის გეგმავს
შავი ზღვაში, საკარიას საბადოდან თურქეთში გაზის ტრანსპორტირება სავარაუდოდ, აპრილის ბოლოდან დაიწყება. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა. „ჩვენ მივყვებოდით გეგმას, მაგრამ მიწისძვრების გამო შეფერხება მოხდა. ჩვენ ვგეგმავთ მიწოდების დაწყებას აპრილის ბოლოს,” - განაცხადა დონმეზმა. საკარიას საბადო 2020 წელს აღმოაჩინეს. მისი რეზერვები დაახლოებით 400 მილიარდი კუბური მეტრს შეადგენს. მიწოდების დაწყების შემდეგ 10 მილიონი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება იგეგმება, 2028 წლისთვის ეს მაჩვენებელი 40 მილიონ კუბურ მეტრამდე უნდა გაიზარდოს. შეგახსენებთ, გაზის ტრანსპორტირების დაწყების თარიღად თავდაპირველად მარტი სახელდებოდა.
სენატორი შაჰინი ბლინკენს: ქართველი ხალხი ევროპისა და NATO-ს ერთგულია, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ დავეხმაროთ მათ უკეთ ამ მიმართულებით
ქართველი ხალხი ევროპისა და NATO-ს ერთგულია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ დავეხმაროთ მათ უკეთ ამ მიმართულებით, - ხსენებული განცხადება სენატორმა ჯინ შაჰინმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, როდესაც სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლიკენს მიმართა. შაჰინი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიით დაინტერესდა და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა საქართველოს როლს შუა დერეფანში და ასევე, ეკონომიკურ პოტენციალს. ამავე მოსმენიდან: ბლინკენის თქმით, შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ სტრატეგიას სავარაუდოდ, ივნისისთვის შეიმუშავებს „ვაკვირდებით რა საქართველოს, იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის მხრიდან უკუსვლით, თუმცა ძალიან ნათელია, რომ ქართველი ხალხი ევროპისა და NATO-ს ერთგულია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ დავუჭიროთ მხარი მათ უკეთ ამ მიმართულებით. ელჩმა დეგნანმა შესანიშნავი სამუშაო გასწია“, - განაცხადა სენატორმა შაჰინმა. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ ისაუბრეს. მთავარი გზავნილები
დმიტრო კულება: შავი ზღვა NATO-ს ზღვად უნდა იქცეს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ შავი ზღვა ბალტიის ზღვის მსგავსად უნდა იქცეს NATO-ს ზღვად. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შავი ზღვის რეგიონი იმის მაგალითია, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება, რომ სიტუაცია გაუარესდეს თუ უგულვებელყოფ საფრთხეებს, რომლებსაც რუსეთი წლებია, ქმნის. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამწუხარო უწოდა იმას, რომ დასავლეთს შავი ზღვის მიმართ არ ჰქონდა თანმიმდევრული სტრატეგია, მაშინ, როცა რუსეთი ყოველთვის იყენებდა აგრესიულ, რევანშისტულ და ბარბაროსულ სტრატეგიას. დმიტრო კულებას განცხადებით, როცა 2008 წელს, შიშით გამოწვეულმა სიფრთხილემ უკრაინისა და საქართველოსთვის NATO-ს კარი დახურა, რუსეთს სწრაფი რეაქცია ჰქონდა და თავს დაესხა ჯერ ერთ და შემდეგ, მეორე ქვეყანას. კულებას შეფასებით, ვილნიუსში, NATO-ს წლევანდელი სამიტი კარგი დროა ძველი შეცდომების გამოსასწორებლად. „საქართველო, უკრაინა, სირია და ისევ უკრაინა - მოსკოვი ახორციელებდა ერთ სასტიკ თავდასხმას მეორის მიყოლებით. ბევრმა დასავლეთში გადაწყვიტა, დაეჯერებინა, რომ რუსებს ჰქონდათ „საკუთარი სიმართლე". მაგრამ ერთადერთი სიმართლე ის არის, რომ რუსეთი ყოველთვის ემზადებოდა დიდი დიდისთვის. იმპერიალისტური ომი დასრულებული, იალტის მორიგი კონფერენციის გამართვის მიზნით ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფის მიზნით“, - განაცხადა დმიტრო კულებამ. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენის თქმით, შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ სტრატეგიას სავარაუდოდ, ივნისისთვის შეიმუშავებს.
საბჭოთა პერიოდის დროს, შავი ზღვა იყო კედელი, დღეს ხიდია - ზურაბიშვილი
ის შავი ზღვა, რომელიც ჩვენ გვაშორებდა მთელი საბჭოთა პერიოდის დროს - ეს იყო კედელი. დღეს უკვე არის ხიდი, რომელსაც შეუძლია, ძალიან ბევრი რამ მოუტანოს არამხოლოდ საქართველოს, სხვათა შორის, ევროპასაც ძალიან ბევრს მოუტანს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისში, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. „ბევრი გვაქვს საერთო ევროპასთან, მაგრამ არანაკლებია ჩვენი ქვეყანა და აქ შემოვიყვანოთ ევროპელები. აქ გვაქვს გამოხატულება სწორედ იმ შავი ზღვის, რომლის ნაწილი ვართ ჩვენ, რომელიც უკვე დღეს და ხვალ იქნება საქართველოს და ევროპის გამაერთიანებელი. ის შავი ზღვა, რომელიც ჩვენ გვაშორებდა მთელი საბჭოთა პერიოდის დროს - ეს იყო კედელი. დღეს უკვე არის ხიდი, რომელსაც შეუძლია, ძალიან ბევრი რამ მოუტანოს არამხოლოდ საქართველოს, სხვათა შორის, ევროპასაც ძალიან ბევრს მოუტანს. კარგად ესმით ჩვენი სტრატეგიული ადგილი, ჩვენი სამომავლო როლი, თუ ჩვენ შევძლებთ, ვიყოთ იქ, სადაც საჭიროა, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თვით ევროპისთვის და ევროპა არის მშვიდობა. ეს არის ისტორიაში ქვეყნების ერთადერთი ასეთი გაერთიანება, რომელმაც ამ ქვეყნებს შეუნარჩუნა თავიანთი იდენტობა სრულად და შეუნარაჩუნა მათ მშვიდობა. არცერთ ქვეყანას არ დაესხა თავს ევროპა. ეს არის ნამდვილი, მშვიდობიანი მომავალი რაც უნდა ვიღაცები ლპარაკობდნენ რაღაც ფრონტებზე, რაც სრულიად გაუგებარია. ჩვენი მშვიდობიანი, ჩვენი თავისუფალი მომავალი არის მათთან ერთად, მაგრამ ჩვენი იდენტობით, ჩვენი ღირებულებებით და ჩვენი განვითარებით, რაც მთავარია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ამავე მიმართვიდან: ევროპა არის მშვიდობა, რაც არ უნდა ვიღაცები საუბრობდნენ გაუგებარ მეორე ფრონტებზე - ზურაბიშვილი ვიდრე ტოტალიტარიზმი არ დამარცხდება და ყველა ოკუპირებული ტერიტორია არ გათავისუფლდება, გამარჯვება არ იქნება - ზურაბიშვილი
რუსეთის განცხადებით, შავ ზღვაში მის გემს უკრაინამ დრონებით შეუტია
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების დრონებმა იერიში მიიტანეს რუსეთის სადაზვერვო ხომალდ „პრიაზოვიეზე“ შავ ზღვაში, ანექსირებული სევასტოპოლიდან 300 კილომეტრში. რუსული მხარის მტკიცებით, ხომალდი არ განადგურებულა. უწყების განცხადებით, გემი „თურქული ნაკადისა“ და „ლურჯი ნაკადის“ გაზსადენებს იცავდა. „პრიაზოვიე“ არ დაზიანებულა, აცხადებენ სამინისტროში. გემებზე თავდასხმების შესახებ კიევში კომენტარი არ გაუკეთებიათ. თავის მხრივ, უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობა იტყობინება, რომ წუხელ რუსეთის არმიამ კამიკაძე დრონებით, „შაჰედებით“, შეუტია სუმისა და ხარკოვის ოლქების ფრონტისპირა რაიონებს. ამასთან, საჰაერო თავდაცვის სისტემამ ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.
კახოვკის ჰესის დანგრევის შემდეგ, შავი ზღვის წყლის მარილიანობა მკვეთრად შემცირდა
შავი ზღვის მარილიანობის შემცირებას კახოვკის ჰესის კაშხლის ნგრევას უკავშირებენ კახოვკის ჰესის დანგრევის შემდეგ, შავი ზღვის წყლის მარილიანობა მკვეთრად შემცირდა, რკინის შემცველობამ კი ნორმას გადააჭარბა. ამის შესახებ უკრაინის მთავრობის მიერ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით შექმნილ სპეციალურ შტაბზე დაყრდნობით წერენ. გარემოსდამცველები უფრო ადრე აღნიშნავდნენ, რომ შავი ზღვის გამტკნარება საფრთხეს შეუქმნის წყალმცენარეების ყვავილობას. კაშხლის განადგურების შედეგად შესაძლოა, ზღვის წყალს კანალიზაციისა და ნაგავსაყრელებიდან ტოქსიკური ნივთიერებები შერეოდა. სპეციალისტებმა ოდესის მახლობლად სამი ადგილიდან აიღეს შავი ზღვის წყლის სინჯები. ორ რაიონში მარილიანობა დადგენილ ნორმაზე 2,9-ჯერ ნაკლები აღმოჩნდა, ერთში კი - 2,7-ჯერ. ერთ რაიონში ზღვის წყალში რკინის შემცველობა გაზრდილია 9-ჯერ, მეორე ადგილას - 5,2-ჯერ და მესამეზე - 3,4-ჯერ. ეკოლოგ ევგენი სიმონოვის განცხადებით, ამის გამომწვევი მიზეზი კაშხლის გარღვევების შედეგად ზღვაში ჩასული მტკნარი წყალია. „დნეპრის წლიური შენაკადი დაახლოებით 55 კუბური კილომეტრია, ახლა კი დამატებით 10 - ერთ კვირაში“. ოდესის სანაპიროებზე ზღვიდან ნაგავი და მცენარეები ირიყება, წყალში კი დახოცილ ცხოველებს პოულობენ. კახოვკის კაშხალი 6 ივნისის ღამეს განადგურდა. უკრაინის ხელისუფლების ბოლო მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა, 20 - დაშავდა, 35 კი, დაკარგულად ითვლება. რუსული მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვმა 17-ს მიაღწია.
ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით შავი ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია - გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით შავი ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, გარემოს ეროვნული სააგენტო აუმჯობესებს მონიტორინგის სისტემებს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, უკვე შეძენილია თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიული ხელსაწყოები, რომელთა საშუალებითაც მაღალი სიზუსტით განისაზღვრება სპეციფიური დამაბინძურებლები. "გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 9 სადგურზე ყოველთვიურად აწარმოებს, რითიც ისაზღვრება ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, წყალში გახსნილი ჟანგბადისა და ბიოგენური ელემენტების შემცველობა. ხორციელდება მძიმე მეტალებისა და ორგანული დამაბინძურებლების კვლევა ზედაპირულ და ფსკერისპირა ფენაში. ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, გარემოს ეროვნული სააგენტო აუმჯობესებს მონიტორინგის სისტემებს. ამ ეტაპზე, უკვე შეძენილია თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიული ხელსაწყოები, რომელთა საშუალებითაც მაღალი სიზუსტით განისაზღვრება სპეციფიური დამაბინძურებლები. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინამ NATO-ს წევრი ქვეყნები მიიწვია პროგრამაში, რომელიც შავი ზღვის განაღმვას ისახავს მიზნად
უკრაინამ NATO-ს წევრი ქვეყნები მიიწვია პროგრამაში, რომელიც შავი ზღვის განაღმვას ისახავს მიზნად. რადიო თავისუფლების ევროპული ბიური წერს, რომ უკრაინა შავი ზღვის განაღმვის თაობაზე გაფრთხულებით გამოდის. მისივე თანახმად, ვიცე-ადმირალმა და უკრაინის ფლოტის მეთაურმა, ოლექსი ნეიჟპაპამ 2 ივლისს ArmiyaInform-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კიევი „გეგმავს, დაიწყოს ნაღმსაწინააღმდეგო ოპერაცია... შავ ზღვაში, პირველივე შესაძლებლობისთანავე". მისივე თანახმად, „არსებობს გარკვეული შეთანხმებები" NATO-ს წევრ ქვეყნებთან და სხვა პარტნიორებთან, რომ მათაც მიიღონ მონაწილეობა სამუშაოში. ნეიჟპაპას თანახმად, გასულ თვეში კახოვკის კაშხლის განადგურების შემდეგ ნაღმების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან მდინარე დნეპრზე განლაგებული რუსეთის სხვადასხვა თავდაცვითი მოწყობილობა შავ ზღვაში ჩაირეცხა.
ბულგარეთის და საქართველოს შავი ზღვის აკვატორიებში წყლის ხარისხის შემოწმების შედეგები ცნობილია
ბულგარეთის და საქართველოს შავი ზღვის აკვატორიებში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. ქალაქ ბურგასში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის (GFCM) მხარდაჭერით გამართულ სუბრეგიონალური ჯგუფის შეხვედრაზე, შავი ზღვაში მიმდინარე კვლევებისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია ბულგარელმა სპეციალისტებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს. „აღინიშნა, რომ როგორც ბულგარეთის, ისე საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში, დაკვირვების შედეგად, წყლის ხარისხი, მათ შორის ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადები, მძიმე მეტალები და სხვა ქიმიური პარამეტრები ნორმის ფარგლებშია. ბულგარეთში, ქ. ბურგასში ქაფშიის მარაგების შეფასების შესახებ გამართული შეხვედრა მიზნად ისახავდა შავ ზღვაში ბიოლოგიური რესურსების მარაგების შენარჩუნებას და მდგრადი მეთევზეობის ხელშეწყობას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მარაგის შეფასების სრულყოფილად წარმოება ხელს უწყობს თევზჭერის დარგის მდგრად განვითარებას,“ - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შავი ზღვის წყლის ხარისხის შემოწმების შედეგები ცნობილია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, გასულ კვირას განხორციელებული კვლევების შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის სინჯებში ბიოგენური ელემენტების, მძიმე მეტალებისა და ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადების კონცენტრაციები ნორმის ფარგლებშია. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ინფორმაცია საჯარო და გამჭვირვალეა. „როგორც ცნობილია, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უკვე 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებს. კვლევების შედეგად ისაზღვრება ზღვის წყლის ქიმიური პარამეტრები. აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. დაინტერესების შემთხვევაში მონაცემები არის საჯარო და გამჭვირვალე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. გარემოს ეროვნული სააგენტო 26 ივნისს ავრცელებდა ინფორმაციას, რომ შავი ზღვის წყლის ხარისხს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე შეამოწმებდა.
სახელმწიფო დეპარტამენტი: სტრატეგიის თანახმად, აშშ შავი ზღვის რეგიონს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რაიმე საფრთხეებისა და მავნე ზეგავლენისგან თავისუფალ სივრცედ განიხილავს
სტრატეგიის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რაიმე საფრთხეებისა და მავნე ზეგავლენისგან თავისუფალ სივრცედ განიხილავს. ამასთან, სტრატეგიის მიხედვით, აშშ შავი ზღვის რეგიონს უსაფრთხო, წარმატებულ და ეკონომიკური ზეწოლისგან თავისუფალ ადგილად მოიაზრებს. როგორც Europetime-სთვის არის ცნობილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ხსენებული სტრატეგიის შესახებ დოკუმენტი კონგრესს უკვე წარუდგინა. აშშ-ის კონსტიტუცია უფლებას აძლევს კონგრესს, რომ ზედამხედველობა გაუწიოს აშშ-ის საგარეო პოლიტიკას, თუმცა კონგრესი ამ პოლიტიკას არ აყალიბებს. სახელმწიფო მდივანი კონგრესთან დეპარტამენტის ურთიერთობში მთავარი წარმომადგენელია. საკანონმდებლო საქმეთა ბიურო მხარს უჭერს სახელმწიფო მდივანს საიმისოდ, რომ ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები საკანონმდებლო პროცესში აისახოს. „როგორც წესი, ჩვენ არ განვიხილავთ კონგრესთან ჩვენი კომუნიკაციის დეტალებს“, - განუცხადეს Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. რაც შეეხება სტრატეგიას, ის მოუწოდებს სააგენტოებს შეერთებული შტატების მთავრობაში, ითანამშრომლონ პარტნიორებთან ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე, რათა უზრუნველყონ რეგიონული უსაფრთხოება, გააძლიერონ რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა, უზრუნველყონ სუფთა და უსაფრთხო ენერგია, გააძლიერონ კანონის უზენაესობა, ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების პატივისცემას, ებრძოლონ კორუფციას და დეზინფორმაციას. „შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის მეშვეობით, შეერთებული შტატები გააძლიერებს ჩვენს პარტნიორობას, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობასა და კეთილდღეობას ყველასათვის. სტრატეგია ასევე ასახავს ჩვენს მიდგომას, რომელიც უკრაინაში რუსეთის სასტიკი სრულმასშტაბიანი შეჭრის გრძელვადიანი შედეგების მყისიერ აღმოფხვრას გულისხმობს,“ - განუცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს. ცნობისთვის, სენატორი შაჰინი აშშ-ის სენატში უძღვება ორპარტიული კანანონმდებლობის შემუშავების პროცესს, რომელმაც შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა უნდა განსაზღვროს. ჯინ შაჰინი მიიჩნევს, რომ სტრატეგია ორიენტირებული უნდა იყოს უკრაინაზე, რუმინეთზე, ბულგარეთზე, მოლდოვასა და საქართველოზე და შავი ზღვის რეგიონის ამ ქვეყნების მიმართ უსაფრთხოების დახმარების გაზრდაზე. ის მიიჩნევს, რომ ევროკავშირისა და NATO-ს აღმოსავლეთ საზღვართან, რუსეთის მიერ 2014 და 2022 წლებში უკრაინაში, ხოლო 2008 წელს საქართველოში სამხედრო შეჭრის შემდგომ, შავი ზღვის რეგიონი მზარდი დაძაბულობისა და კონფლიქტის ზონად რჩება. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის, კერძოდ, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ სენატორ შაჰინის და მისი კოლეგების მიერ სენატისთვის წარდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს, უკრაინის, რუმინეთისა და ბულგარეთის სამხედრო მხარდაჭერის ზრდას და ასევე, ხაზს უსვამს რეგიონის ქვეყნებთან აშშ-ის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას. 22 მარტის საკომიტეტო მოსმენისას, სენატორი შაჰინი დაინტერესდა, რა ეტაპზეა სტრატეგიის შემუშავება და როგორ დაეხმარება ის შეერთებულ შტატებს უფრო მეტად ჩართულობისთვის. შესაბამისი შეკითხვით მან სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენს მიმართა. ბლინკენმა საპასუხოდ განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგია სავარაუდოდ, ივნისისთვის იქნებოდა მზად. „ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ბევრად უფრო ყოვლისმომცველ მიდგომაზე შავი ზღვის რეგიონის მიმართ. მოგეხსენებათ, ექვსი ქვეყანაა, მათგან სამი NATO-ს წევრია და სხვები, როგორიცაა უკრაინა, აშკარად მნიშვნელოვანი მეგობრები არიან შეერთებული შტატებისთვის. სტრატეგია ფოკუსირებული იქნება არამხოლოდ უსაფრთხოების ასპექტებზე, არამედ, პოლიტიკური ჩართულობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობაზე, მათ შორის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაზე. ეს საკითხები კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონის ყველა ქვეყნისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია დემოკრატიული მდგრადობის შენება, რადგან რთული სამეზობლოა“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. შეგახსენებთ, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), გენერალმა ბენ ჰოჯესმა Europetime-თან განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი იქნება. ცნობილია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას. ხსენებულ საკითხზე Europetime-თან არაერთხელ ისაუბრეს როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, ასევე სხვა მაღალჩინოსნებმა. ასევე წაიკითხეთ: ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი ალექს მუნი: ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა სენატორი რობ პორტმანი ანაკლიაზე: პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის NATO შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი
შავი ზღვის წყლის ხარისხის შემოწმების შედეგები ცნობილია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, 6 და 10 ივლისს განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის სინჯებში განსაზღვრული 59 პარამეტრის მნიშვნელობები ნორმის ფარგლებშია. სააგენტოს თანახმად, განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიაორმატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ -ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია. როგორც ცნობილია, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უკვე 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებდა. 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობა გაიზარდა და ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე 3 წერტილი დაემატა. „აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს,“ - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში. ბულგარეთის და საქართველოს შავი ზღვის აკვატორიებში წყლის ხარისხის შემოწმების შედეგები ცნობილია შავი ზღვის წყლის ხარისხის შემოწმების შედეგები ცნობილია
ჯონ კირბი: აშშ შავ ზღვაში რუსეთის ქმედებებს ყურადღებით დააკვირდება
თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით დააკვირდება რუსეთის ფედერაციის ქმედებებს შავ ზღვაში. მისივე თქმით, შავ ზღვაში სამოქალაქო გემები ცდილობენ, მიაწოდონ საკვები პროდუქტები იმ ადამიანებს, ვისაც ეს სჭირდება. “ვაგრძელებთ რუსეთის მიმართ მოწოდებას, მარცვლეულის შეთანხმებას დაუბრუნდეს და ყურადღებით დავაკვირდებით, თუ როგორი ქმედების გადაწყვეტილებას მიიღებს ამასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ჯონ კირბიმ. მან ხაზი გაუსვა, რომ არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს იმ სამოქალაქო გემზე თავდასხმისთვის, რომელიც უკრაინის საკვები პროდუქტებისთვის მიემართება. ცნობისთვის, იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ ვაშინგტონი მადლობას უხდის გაეროს და თურქეთს მათ მიერ გაწეული სამუშაოსთვის, საიმისოდ, რომ ხელი შეუწყონ სიცოცხლის გადამრჩენელი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას, და მსოფლიო ბაზრებზე გაიტანონ როგორც უკრაინული, ასევე რუსული მარცვლეული. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთის გადაწყვეტილება, განაახლოს უკრაინის პორტების ბლოკირება და ბაზრებზე მარცვლეულის მოხვედრას შეუშალოს ხელი, ზიანს მიაყენებს ხალხს მთელ მსოფლიოში. სახელმწიფო დეპარტამენტში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ უკვე შეინიშნება ხორბლის, სიმინდისა და სოიოს ფასების ზრდა იმის გამო, რომ რუსეთმა შეაჩერა მონაწილეობა ინიციატივაში. „ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, დაუყოვნებლივ გააუქმოს გადაწყვეტილება“, - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან საუბარში.
რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმების“ დატოვების ფონზე აცხადებს, რომ შავ ზღვაში „წვრთნებს“ მართავს
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ 2023 წლის 20 ივლისიდან, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან, შავ ზღვაზე უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება, როგორც სამხედრო ტვირთის პოტენციური გადამზიდავი, ის სახელმწიფოები კი, რომლის დროშის ქვეშაც ასეთი გემები იმოძრავებენ, ჩაითვლებიან უკრაინის კონფლიქტში, „კიევის რეჟიმის“ მხარეს ჩართულ სახელმწიფოებად. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 21 ივლისს იუწყება, რომ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა საბრძოლო ამუნიციის გამოყენებით „წვრთნა“ ჩაატარა შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთში. „შავი ზღვის ფლოტმა განახორციელა სამხედრო წვრთნა რეალური ცეცხლის, გემსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით, რომლის სამიზნე გემი იმყოფებოდა სამხედრო მომზადების პოლიგონზე შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში," ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის შეგახსენებთ, რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა.
CIA-ს დირექტორის თქმით, რუსეთი შესაძლოა, შავ ზღვაში „ცრუ დროშის“ ოპერაციას ამზადებდეს
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ რუსეთი შესაძლოა, შავ ზღვაში გემებზე თავდასხმის ე.წ. „ცრუ დროშის“ ოპერაციას ამზადებდეს. „ვხედავთ ძალიან შემაშფოთებელ ნიშნებს, რომ რუსები განიხილავენ ცრუ დროშის ოპერაციებს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეძებენ გზებს, რომ შავ ზღვაში გემებზე თავდასხმები განახორციელონ და შემდეგ შეეცადონ, უკრაინა დაადანაშაულონ,“ - განაცხადა უილიამ ბერნსმა. CIA-ს დირექტორი პრიგოჟინზე, უკრაინის კონტრშეტევასა და რუსეთის „თავდაცვის სისუსტეებზე“ ინფორმაციისთვის, „ცრუ დროშის" ოპერაცია გულისხმობს პოლიტიკურ ან სხვა სახის ქმედებას, როდესაც ერთი მხარე საკუთარ მოქმედებას ნიღბავს მოწინააღმდეგის დადანაშაულების მიზნით. ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლას დეზინფორმაციით ნიღბავს შეგახსენებთ, რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ სტრატეგიის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რაიმე საფრთხეებისა და მავნე ზეგავლენისგან თავისუფალ სივრცედ განიხილავს. ამასთან, სტრატეგიის მიხედვით, აშშ შავი ზღვის რეგიონს უსაფრთხო, წარმატებულ და ეკონომიკური ზეწოლისგან თავისუფალ ადგილად მოიაზრებს. როგორც Europetime-სთვის არის ცნობილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ხსენებული სტრატეგიის შესახებ დოკუმენტი კონგრესს უკვე წარუდგინა. აშშ-ის კონსტიტუცია უფლებას აძლევს კონგრესს, რომ ზედამხედველობა გაუწიოს აშშ-ის საგარეო პოლიტიკას, თუმცა კონგრესი ამ პოლიტიკას არ აყალიბებს. სახელმწიფო მდივანი კონგრესთან დეპარტამენტის ურთიერთობში მთავარი წარმომადგენელია. საკანონმდებლო საქმეთა ბიურო მხარს უჭერს სახელმწიფო მდივანს საიმისოდ, რომ ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები საკანონმდებლო პროცესში აისახოს. „როგორც წესი, ჩვენ არ განვიხილავთ კონგრესთან ჩვენი კომუნიკაციის დეტალებს“, - განუცხადეს Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. რაც შეეხება სტრატეგიას, ის მოუწოდებს სააგენტოებს შეერთებული შტატების მთავრობაში, ითანამშრომლონ პარტნიორებთან ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე, რათა უზრუნველყონ რეგიონული უსაფრთხოება, გააძლიერონ რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა, უზრუნველყონ სუფთა და უსაფრთხო ენერგია, გააძლიერონ კანონის უზენაესობა, ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების პატივისცემას, ებრძოლონ კორუფციას და დეზინფორმაციას. „შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის მეშვეობით, შეერთებული შტატები გააძლიერებს ჩვენს პარტნიორობას, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობასა და კეთილდღეობას ყველასათვის. სტრატეგია ასევე ასახავს ჩვენს მიდგომას, რომელიც უკრაინაში რუსეთის სასტიკი სრულმასშტაბიანი შეჭრის გრძელვადიანი შედეგების მყისიერ აღმოფხვრას გულისხმობს,“ - განუცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს. ცნობისთვის, სენატორი შაჰინი აშშ-ის სენატში უძღვება ორპარტიული კანანონმდებლობის შემუშავების პროცესს, რომელმაც შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა უნდა განსაზღვროს. ჯინ შაჰინი მიიჩნევს, რომ სტრატეგია ორიენტირებული უნდა იყოს უკრაინაზე, რუმინეთზე, ბულგარეთზე, მოლდოვასა და საქართველოზე და შავი ზღვის რეგიონის ამ ქვეყნების მიმართ უსაფრთხოების დახმარების გაზრდაზე. ის მიიჩნევს, რომ ევროკავშირისა და NATO-ს აღმოსავლეთ საზღვართან, რუსეთის მიერ 2014 და 2022 წლებში უკრაინაში, ხოლო 2008 წელს საქართველოში სამხედრო შეჭრის შემდგომ, შავი ზღვის რეგიონი მზარდი დაძაბულობისა და კონფლიქტის ზონად რჩება. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის, კერძოდ, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ სენატორ შაჰინის და მისი კოლეგების მიერ სენატისთვის წარდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს, უკრაინის, რუმინეთისა და ბულგარეთის სამხედრო მხარდაჭერის ზრდას და ასევე, ხაზს უსვამს რეგიონის ქვეყნებთან აშშ-ის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას. 22 მარტის საკომიტეტო მოსმენისას, სენატორი შაჰინი დაინტერესდა, რა ეტაპზეა სტრატეგიის შემუშავება და როგორ დაეხმარება ის შეერთებულ შტატებს უფრო მეტად ჩართულობისთვის. შესაბამისი შეკითხვით მან სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენს მიმართა. ბლინკენმა საპასუხოდ განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგია სავარაუდოდ, ივნისისთვის იქნებოდა მზად. „ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ბევრად უფრო ყოვლისმომცველ მიდგომაზე შავი ზღვის რეგიონის მიმართ. მოგეხსენებათ, ექვსი ქვეყანაა, მათგან სამი NATO-ს წევრია და სხვები, როგორიცაა უკრაინა, აშკარად მნიშვნელოვანი მეგობრები არიან შეერთებული შტატებისთვის. სტრატეგია ფოკუსირებული იქნება არამხოლოდ უსაფრთხოების ასპექტებზე, არამედ, პოლიტიკური ჩართულობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობაზე, მათ შორის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაზე. ეს საკითხები კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონის ყველა ქვეყნისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია დემოკრატიული მდგრადობის შენება, რადგან რთული სამეზობლოა“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. შეგახსენებთ, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), გენერალმა ბენ ჰოჯესმა Europetime-თან განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი იქნება. ცნობილია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას. ხსენებულ საკითხზე Europetime-თან არაერთხელ ისაუბრეს როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, ასევე სხვა მაღალჩინოსნებმა. ასევე წაიკითხეთ: ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი ალექს მუნი: ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა სენატორი რობ პორტმანი ანაკლიაზე: პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის NATO შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი
ზელენსკი: შავი ზღვა რუსეთს არ ეკუთვნის
შავი ზღვა არ ეკუთვნის რუსეთს, რადგან სხვა ქვეყნები, მათ შორის უკრაინა, თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი ასევე არიან იქ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს, 21 ივლისს ვიდეოკონფერენციის საშუალებით ასპენის უსაფრთხოების მე-14 ყოველწლიურ ფორუმზე განაცხადა. „ჩვენ ვეძებთ გზებს (შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განბლოკვისთვის - რედ.). ჩვენ ვესაუბრეთ გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს, მე პირადად ვესაუბრე მას. მე ველაპარაკე პრეზიდენტ ერდოღანს, რათა განმეხილა შექმნილი კრიზისი. შავი ზღვა რუსეთის ფედერაციას არ ეკუთვნის: არიან უკრაინა, თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი. ჩვენ ვსაუბრობთ შავი ზღვის რეგიონის ყველა ქვეყანასთან. ჩვენ გვაქვს არსებითი პრაგმატული ადამიანური ურთიერთობები და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სამართლებრივი ურთიერთობა ყველასთან, რუსეთის გარდა. რუსეთს მიაჩნია, რომ შავი ზღვა არის წმინდა რუსული“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის ლიდერმა ასევე მოუწოდა მსოფლიოს, არ დაკარგოს ერთიანობა, რაც აუცილებელია გამარჯვებისთვის დღევანდელ რეალობაში. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის
უკრაინისა და მოლდოვის მხარდაჭერა, შავი ზღვის უსაფრთხოება - ბლინკენი რუმინელ კოლეგას ესაუბრა
რუმინეთის მახლობლად რუსული სარაკეტო დარტყმის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიტა ოდობესკუმ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობისა და უკრაინისა და მოლდოვის მხარდაჭერის საკითხები განიხილეს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. „სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლუმინიტა ოდობსკუს ესაუბრა. მდივანმა ბლინკენმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოდობესკუმ განიხილეს აშშ-რუმინეთის ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა და ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობები, მათ შორის კოლექტიური უსაფრთხოება და უკრაინისა და მოლდოვის ურყევი მხარდაჭერა, გლობალური სასურსათო უსაფრთხოება და თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში,“ - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა. კლაუს იოჰანისი: მტკიცედ ვგმობთ რუსეთის თავდასხმებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, რუმინეთთან ძალიან ახლოს საუბარი იყო მდინარე დუნაიზე არსებულ უკრაინულ პორტზე, რომელიც რუმინეთთან ახლოს მდებარეობს. ოდესასა და მის შემოგარენზე თავდასხმები 17 ივლისის შემდეგ გაძლიერდა, როდესაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მხოლოდ ჩერნომორსკის პორტში, დაახლოებით 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის
რუსეთი საპატრულო გემ „სერგეი კოტოზე“ თავდასხმის შესახებ იუწყება
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ საპატრულო გემ „სერგეი კოტოვს“ უპილოტო კატარღები დაესხნენ თავს. მისივე თანახმად, თავდასხმა განხორციელდა შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სევასტოპოლიდან 370 კილომეტრში. სამინისტროს მტკიცებით, კორვეტს უკრაინის არმია დაესხა თავს და რომ თავდასხმაში მონაწილე ორივე დრონი განადგურდა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. „სერგეი კოტოვი" რუსეთის საზღვაო ძალების ერთ-ერთი უახლესი გემია, რომლის მშენებლობა 2016 წელს, ქერჩის გემთმშენებელ ქარხანაში დაიწყო და ფლოტს 2022 წლის ივლისში, დაგეგმილზე ოთხი წლით გვიან გადაეცა, რადგან სამქცირების გამო საჭირო გახდა გემების მთავარი ენერგეტიკული დანადგარის შემცვლელის იმპორტირება.
უკრაინა აცხადებს, რომ რუსული „კალიბრის“ ტიპის ორი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო
უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ვინიცის რაიონის თავზე, ორი რუსული კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს. რაკეტები სავარაუდოდ, შავ ზღვაში რუსული წყალქვეშა ნავიდან გაისროლეს. „2023 წლის 26 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე, მტერმა შავი ზღვიდან კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტები გაისროლა. სავარაუდოდ, რაკეტები რუსული წყალქვეშა ნავიდან იყო გასროლილი,“ - განაცხადეს საჰაერო ძალებმა. შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში, რუსეთის მიერ კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გასროლა როგორც საზღვაო ხომალდებიდან, ასევე წყალქვეშა ნავებიდან, შეშფოთებას იწვევს მეზობელ ქვეყნებსა და NATO-ს მოკავშირეებში, იმის გამო, რომ მათ შეუძლიათ, სამიზნეებს მნიშვნელოვან დისტანციებზე, მაღალი სიზუსტით მიაყენონ დარტყმა.
შავი ზღვის წყლის ხარისხის შემოწმების შედეგები ცნობილია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, 16 და 20 ივლისს განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. ბოლო ასეთი შედეგები 18 ივლისს გამოქვეყნდა. რაც შეეხება ახლანდელ კვლევას, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიაორმატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ -ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია. „როგორც ცნობილია, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უკვე 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებდა, ხოლო 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობა გაიზარდა და დაემატა ანაკლია- განმუხურის ტერიტორიაზე 3 წერტილი. აღებულ სინჯებში ისაზღვრება 59 პარამეტრის მნიშვნელობები. სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. დაინტერესების შემთხვევაში მონაცემები არის საჯარო და გამჭვირვალე,“ - წერია ინფორმაციაში.
თურქეთი შავ ზღვაში, შორ მანძილზე მოქმედ საჰაერო თავდაცვის სისტემებს გამოცდის - მედია
თურქეთის არმია შავ ზღვაში შიდა დისტანციური საჰაერო თავდაცვის სისტემა - Siper-ს გამოცდის, იტყობინება თურქული მედია. ხელისუფლებამ, ნოტამის შეტყობინების დახმარებით, ზღვის 850-კილომეტრიანი მონაკვეთი მათ შიდა წყლებში, ფრენისთვის აკრძალულ ზონად გამოაცხადა. საჰაერო თავდაცვის სისტემის ცდები ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ედირნეს პროვინციიდან, რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე გირესუნის პროვინციამდე სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში ჩატარდება.
მედიის ცნობით, რუსულმა ხომალდმა შავ ზღვაში უკრაინის პორტისკენ მიმავალ სატვირთო გემს „გამაფრთხილებელი ცეცხლი“ გაუხსნა
რუსულმა ხომალდმა შავ ზღვაში უკრაინის პორტისკენ მიმავალ სატვირთო გემს „გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა“ - ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთმა უკრაინის მიღმა გაუხსნა „გამაფრთხილებელი“ ცეცხლი სავაჭრო გემებს მას შემდეგ, რაც მოსკოვი გაეროს შუამავლობით დადებული „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. ამის შესახებ Alarabiya წერს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა „საპატრულო გემმა „ვასილი ბიკოვმა“ ავტომატური იარაღიდან გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, მას შემდეგ, რაც პალაუს დროშის ქვეშ მცურავი (Sukru Okan) ხომალდის კაპიტანმა შემოწმების მიზნით შეჩერების მოთხოვნას არ უპასუხა.“ გემი შეამოწმეს, რის შემდეგაც მან გზა განაგრძო. უილიამ კორტნი: აშშ აცნობიერებს, რომ ომის შედეგი შეიძლება, თვალსაჩინო გახდეს უკრაინის მიღმაც, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში - ექსკლუზიური ინტერვიუ რუსეთმა განაცხადა, რომ გემი უკრაინის პორტ იზმაილისკენ მიემართებოდა. Alarabiya-ს ცნობით, ბოლო მონაცემებით, გემი ბულგარეთის სანაპიროსთან იყო და რუმინეთის პორტ სულინასკენ მიემართება. უკრაინას კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთი და უკრაინა მსოფლიოში მთავარი მოთამაშეები არიან ხორბლის, ქერის, სიმინდის, რაფსის, რაფსის ზეთის, მზესუმზირის თესლისა და მზესუმზირის ზეთის ბაზრებზე. რუსეთი ასევე დომინანტია სასუქების ბაზარზე. მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი ამ ფონზე აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ „უკრაინა და დასავლეთი აცხადებენ, რომ რუსეთის ნაბიჯები უკრაინის პორტების დე-ფაქტო ბლოკადას უტოლდება, რაც უკრაინიდან მსოფლიო ბაზრებზე ხორბლისა და მზესუმზირის გატანას შეწყვეტით ემუქრება. რუსეთი კი ამბობს, რომ დასავლეთმა ვერ შეასრულა პარალელური შეთანხმება, რომელიც მისი სურსათისა და სასუქის ექსპორტისთვის წესებს ამსუბუქებს,“ წერს Alarabiya სტატიაში ქვესათაურით: შავი ზღვა ომის ზღვარზე? ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. შეგახსენებთ, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის
მედია: „მარცვლეულის ინიციატივის“ განახლებაზე შესაძლოა, სტამბოლში მოლაპარაკებები გაიმართოს
თურქეთი ცდილობს, რაც შეიძლება მალე აღადგინოს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა, ტექნიკური მოლაპარაკებები ინიციატივის ხელახალი გააქტიურებაზე შესაძლოა, სტამბოლში გაიმართოს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Sabah-ი იტყობინება. „ტექნიკური მოლაპარაკებები მოსკოვსა და კიევს შორის დერეფნის ხელახალი გააქტიურებასთან დაკავშირებით შესაძლოა, სტამბოლში წარიმართოს,“ - ნათქვამია სტატიაში. მედია: რუსეთი, თურქეთი და კატარი ახალ სამმხრივ „მარცვლეულის შეთანხმებას” ამზადებენ „რეგიონში მშვიდობის მსურველი, ანკარა ცდილობს, რაც შეიძლება მალე გააცოცხლოს შავი ზღვის ინიციატივა ალტერნატიული მარშრუტების არჩევის ნაცვლად,“ - წერს მედია. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ თურქეთი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ერთად მუშაობს საპროექტო წინადადებებზე, რათა თავიდან აიცილოს გლობალური პრობლემები, მიგრაცია და შიდა არასტაბილურობა განუვითარებელ ქვეყნებში. ცნობისთვის, ანკარის შეფასებით, ალტერნატიული მარშრუტები შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივას“ ვერ ჩაანაცვლებს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 13 აგვისტოს განაცხადა, რომ ოდესის პორტიდან გასულმა პირველმა სამოქალაქო გემმა ახალი ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა. დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა. კონტეინერმზიდი „იოზეფ შულტე“ სტამბოლის პორტში შევიდა. ამას ადასტურებს MarineTraffic-ის იმ სამსახურის მონაცემებიდან, რომელიც გემების მოძრაობას აკონტროლებს. მედია: თურქეთი უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს სრუტეების შეუფერხებლად გავლის გარანტიას მისცემს დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა. ხომალდის ბორტზე 30 ათას ტონაზე მეტი ტვირთია, სურსათის ჩათვლით. ჰონგ-კონგის დროშით მცურავი „იოზეფ შულტე“ ოდესის პორტში წელიწად-ნახევრის განმავლობაში - 2022 წლის 23 თებერვლიდან იდგა. შეგახსენებთ, მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი ამ ფონზე აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. შეგახსენებთ, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის
შავი ზღვის წყლის ხარისხის შემოწმების შედეგები ცნობილია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 5 და 9 აგვისტოს შავი ზღვის წყლის ხარისხი შეამოწმა. როგორც სააგენტო აცხადებს, მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. „კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ -ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია. გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებდა. 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობას დაემატა ანაკლია-განმუხურის ტერიტორიის 3 წერტილი. აღებულ სინჯებში ისაზღვრება 59 პარამეტრის მნიშვნელობები. სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. ბოლოს შედეგები სააგეტომ 11 აგვისტოს გამოაქვეყნა.
NATO-ს შავი ზღვის რეგიონში ჩართულობის გაზრდა სურს
შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება კიდევ ერთი აქტუალური თემაა, რომელმაც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. აშშ-მ ერთიანი სტრატეგიული დოკუმენტი შეიმუშავა. ალიანსს როგორ წარმოუდგენია შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა არსებული კონტექსტის გათვალისწინებით. ამ თემაზე საუბრობს NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ვინიკოვი Europetime-თან ინტერვიუში. „მოგეხსენებათ, გასულ წელს, მადრიდის სამიტზე დამტკიცდა ახალი სტრატეგიული კონცეფცია. ეს სტრატეგიული კონცეფცია ფუნდამენტური დოკუმენტია NATO-სთვის, ეს არის მეორე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების შემდეგ. NATO შავ ზღვაში დაზვერვას აძლიერებს, მათ შორის - საპატრულო თვითმფრინავებითა და დრონებით ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში კი, შავი ზღვის რეგიონი მოხსენიებულია, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონი. რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, NATO-ს განლაგება შავ ზღვაზე და მის გარშემო მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამ რეგიონში ჩვენ გვყავს სამი წევრი ქვეყანა და ორი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. ამდენად, ვმასპინძლობთ პორტში ვიზიტებს, გვყავს გემები, თვითმფრინავები, ვაწარმოებთ მეტი ინფორმაციის გაცვლას. ასე რომ, ჩვენი ჩართულობა შავი ზღვის რეგიონში იზრდება და მე მაქვს მოლოდინი, რომ ეს გაგრძელდება. ექსკლუზიური ინტერვიუ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან
თურქული სატვირთო გემი შავ ზღვაში ნაღმს შეეჯახა - Reuters
თურქეთის დროშის ქვეშ მყოფი გენერალური სატვირთო გემი შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროებთან ნაღმს შეეჯახა და მცირე დაზიანება მიიღო, მაგრამ ეკიპაჟი უსაფრთხოდ არის, განაცხადეს საზღვაო და უსაფრთხოების წყაროებმა Reuters-თან. აფეთქების შემდეგ მსხვერპლი არ არის. გემმა მოძრაობა განაგრძო. შავი ზღვის არეალი მაღალი რისკის ზონის სიაშია. უკრაინის მთავრობის წყარომ დაადასტურა, რომ ხომალდი ნაღმს დაეჯახა და განმარტა, რომ ეს იყო „სავარაუდოდ, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ნაღმი, ან სადესანტო ნაღმი, რომელიც იქ დარჩა გასულ წელს."
NATO-ს სამი მოკავშირე შავი ზღვის განაღმვისთვის სპეციალურ ძალებს შექმნის - Bloomberg
თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი ერთობლივი მისიის შექმნას გეგმავენ, რათა შავი ზღვის წყლები იმ ნაღმებისგან გაწმინდონ, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგად ზღვაში აღმოჩნდა. თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი განიხილავენ ერთობლივი ძალების შექმნას, რათა გააუვნებელყონ ნებისმიერი ნაღმი, რომელიც მათ წყლებში მოვხდება. ამის შესახებ Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. NATO-ს სამი წევრი ჯერ კიდევ ამუშავებს დეტალებს, მაგრამ შესაძლოა, დანაყოფი მომავალ თვეში დააარსონ. შექმნილი მისია მშვიდობიანი იქნება და NATO შავ ზღვაში ახალი ხომალდების გაშვებას არ აპირებს. უკრაინამ NATO-ს წევრი ქვეყნები მიიწვია პროგრამაში, რომელიც შავი ზღვის განაღმვას ისახავს მიზნად. ეს არ არის ალიანსის ოპერაცია, თუმცა შავი ზღვის აუზის სამი ქვეყნის პირველი ასეთი გაერთიანება იქნება მას შემდეგ, რაც რუსეთ უკრაინაში შეიჭრა. ეს ხდება იმ დროს, როდესაც მოკავშირეები რეგიონში რუსეთის მზარდ პროვოკაციულ ქცევას აწყდებიან. როგორც ცნობილია, NATO-მ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, შავი ზღვის თავზე მონიტორინგი გააძლიერა.
უკრაინა ადასტურებს, რომ შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემი „პაველ დერჟავინი" დაზიანდა
უკრაინის საზღვაო ძალების სპიკერი, დმიტრო პლეტენჩუკი ადასტურებს, რომ შავ ზღვაში, დროებით ოკუპირებული სევასტოპოლის მიმდებარედ, რუსული საზღვაო ფლოტის გემი "პაველ დერჟავინი" დაზიანდა. პირველად ვადასტურებ ამ ინფორმაციას ოფიციალურად, ის დაზიანდა. დამატებით დეტალებს ვერ მოგაწვდით მომხდართან დაკავშირებით, თუმცა ფაქტი ასეთია," - განუცხადა დმიტრო პლეტენჩუკმა "რადიო თავისუფლების" უკრაინულ გამოცემას. მისივე თქმით, „პაველ დერჟინი" ნამდვილად ეკუთვნის რუსულ ფლოტს, მიუხედავად იმისა რომ წარსულში უკრაინულ საზღვაო ძალებსაც ჰყავდათ ამგვარი დასახელების გემი. შავ ზღვაში რუსული გემის დაზიანების ამსახველი ვიდეომასალა თავდაპირველად Telegram არხებზე გავრცელდა. მომხდართან დაკავშირებით რუსულ მხარეს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ფართომასშტაბიანი აგრესიის განმავლობაში უკრაინამ ორ ათეულამდე სხვადასხვა სიმძლავრის რუსეთის სამხედრო ხომალდი და კატარღა გამოიყვანა მწყობრიდან ან ჩაძირა. მათ შორის შავი ზღვის, ფლოტის ფლაგმანი ხომალდი, სარაკეტო კრეისერი "მოსკვა".
8 თვეში, გემების მხრიდან შავი ზღვის დაბინძურების 11 ფაქტი გამოვლინდა - თითოეული 65 000 ლარით დაჯარიმდა
მიმდინარე წლის 8 თვეში, გემების მხრიდან შავი ზღვის დაბინძურების 11 ფაქტი გამოვლინდა - თითოეული 65 000 ლარით დაჯარიმდა. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აცხადებს. უწყების ცნობით, მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, ზღვის დაბინძურების მიმართულებით, 184 გემი შემოწმდა, 164 შემთხვევაში კი დარღვევა არ გამოვლინდა. დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ამავე პერიოდში, ასევე, სახომალდო დოკუმენტებში არასწორი ჩანაწერის 9 ფაქტი გამოვლინდა, რისთვისაც სამართალდამრღვევებს, თითოეულს 250 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. „2023 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, ზღვის დაბინძურების მიმართულებით, 184 გემის შემოწმება განახორციელეს. ამავე პერიოდში, დეპარტამენტის მიერ გამოვლინდა გემებიდან შავი ზღვის დაბინძურების 11 ფაქტი, რაც თითოეულ ფაქტზე 65 000 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს,“ - აცნობეს სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე.
ბრიტანული დაზვერვა განმარტავს, რაზეა გათვლილი პუტინის განცხადება შავ ზღვაში პატრულირების შესახებ
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას შავ ზღვაში პატრულირების დაწყების შესახებ, სამხედრო ძალის დემონსტრირებად მიიჩნევს. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ავიაგამანდგურებლები შავი ზღვის ნეიტრალურ ზონაში საჰაერო სივრცის მუდმივ პატრულირებას დაიწყებენ. მან პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ავიაგამანადგურებლები შეიარაღებული იქნებიან „კინჟალის„ ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტებით. „ეს განცხადება შეესაბამება ტიპიურ რუსულ რიტორიკას და გათვლილია შიდა აუდიტორიაზე, რომელიც დასავლეთს აგრესორს უწოდებს და რუსეთის ქმედებებს სახელმწიფოს დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად წარმოაჩენს,“ - ნათქვამია მიმოხილვაში. მისივე თანახმად, „კინჟალები“ ფაქტობრივად ჯერ კიდევ ოპერატიული ტესტირების ეტაპზე არიან და მათი ეფექტიანობა უკრაინაში ჯერჯერობით დაბალია. უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, რომ პუტინის განცხადება სავარაუდოდ, დაძაბულობის გაზრდას ისახავს მიზნად, მაგრამ ძირეულად არაფერს ცვლის. ამასთან, სპიკერის თქმით, პუტინის განცხადება შესაძლოა, NATO-ს ქვეყნებისკენ იყოს მიმართული. პუტინის თქმით, რუსეთი თვითმფრინავებით შავი ზღვის საჰაერო სივრცის ნეიტრალური ზონის პატრულირებას იწყებს შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალშვი შეიჭრა და დღემდე აგრძელემს ომს. ამ ფონზე მაღალი რისკის ზონაა შავი ზღვა. სახელმწიფო დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შესახებ ანგარიში კონგრესს წარუდგინა NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეფასებით, „რუსეთს ეკისრება სრულ პასუხისმგებლობას შავი ზღვის რეგიონში მის სახიფათო და ესკალაციურ ქმედებებზე. ამასთან, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საკვების იარაღად გამოყენება. „რუსეთის ქმედებები ასევე ქმნის მნიშვნელოვან რისკებს შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობისთვის, რომელსაც NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მოკავშირეები აძლიერებენ უკრაინის მხარდაჭერას. მზად ვართ, დავიცვათ მოკავშირეთა ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი ყოველგვარი აგრესიისგან,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა. NATO და მოკავშირეები აძლიერებენ მჭიდრო მონიტორინგსა და მეთვალყურეობას შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის საპატრულო და უპილოტო თვითმფრინავებით. „გასული წლიდან, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის საპასუხოდ, NATO-მ მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი ყოფნა რეგიონში, მათ შორის ორი ახალი მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფის მეშვეობით ბულგარეთსა და რუმინეთში,“ - ნათქვამი იყო ალიანსის მიერ ივლისში გავრცელებულ ინფორმაციაში. ინფორმაციისთვის, შავი ზღვის რეგიონი მოიცავს NATO-ს სამ წევრს. უკრაინა და საქართველო კი ალიანსის ახლო პარტნიორები არიან. აშშ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შემუშავების ეტაპზეა. NATO კი შავი ზღვის თავზე დაზვერვას აძლიერებს, მათ შორის - საპატრულო თვითმფრინავებითა და დრონებით.
რუსეთი შავ ზღვაზე კონტროლს თანდათან კარგავს - ზელენსკი
„რუსეთი თანდათან კარგავს კონტროლს შავ ზღვაზე,“ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ, სადაც სამხედროების, დაზვერვის, უსაფრთხოების ძალების და ოფიციალური პირების ანგარიშები მოისმინეს. „მადლობა ყველას, ვინც იბრძვის და მუშაობს იმისთვის, რომ უკრაინამ შეინარჩუნოს წვდომა მსოფლიო ბაზარზე. შედეგები კარგია. რუსეთი ნელ-ნელა კარგავს კონტროლს შავ ზღვაზე და უკან იხევს აკვატორიის აღმოსავლეთ ნაწილში... ჩვენ იქაც მივწვდებით,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. მანამდე უკრაინის საზღვაო ძალებმა განაცხადა, რომ შავ ზღვაში გამუდმებით მიმდინარეობს განაღმვითი სამუშაო, რადგან რუსეთი პერიოდულად იყენებს ნაღმებს სამოქალაქო გემების დასაზიანებლად. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა აკონტროლებს მის წყლებს, უკრაინის სამხედრო ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსული თვითმფრინავები ჰაერში კვლავ აქტიურობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ლიდერმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შავი ზღვის ფლოტის ახალი ბაზის შექმნა გამოაცხადა, ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით
Reuters: შავ ზღვაში თურქული გემი გაუჩინარდა
თურქული გემი 12-კაციანი ეკიპაჟით შავ ზღვაში კვირას ძლიერი შტორმის გამო დაიკარგა. იტყობინება Reuters-ი. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეკიპაჟის წევრებთან კონტაქტი ვერ დაამყარა. გემის კაპიტანმა გამოაცხადა, რომ ხომალდი ჩრდილო-დასავლეთ თურქეთის მახლობლად მდებარე ტალღისკენ მიემართებოდა. უამინდობამ ხელი შეუშალა სამძებრო-სამაშველო ჯგუფების შესვლას იმ ტერიტორიაზე, სადაც გემი გაუჩინარდა. სააგენტოს ცნობით, ოფიციალური ძებნის ოპერაცია დაიწყება მას შემდეგ, რაც ამინდი გაუმჯობესდება.
ნორვეგია-ბრიტანეთის კოალიცია შავ ზღვაში უკრაინას გააძლიერებს
დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ შეუერთდება ნორვეგიას და უხელმძღვანელებს ახალ კოალიციას შავ ზღვაზე უკრაინის მხარდასაჭერად. პროგრამა მოიცავს „შავ ზღვაში საზღვაო ძალების სწრაფ განლაგებას, უკრაინის საზღვაო კორპუსის და საპატრულო გემების ყოფნას სანაპირო და შიდა წყლის დასაცავად. ბრიტანეთის სამეფო ფლოტი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ორ გამნაღმველ გემს გადასცემს, რომ შავ ზღვაში რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის საზღვაო ოპერაციების შესაძლებლობები გააუმჯობესოს. დიდი ბრიტანეთი უკრაინას ხელს შეუწყობს, შავი ზღვის გავლით საექსპორტო გზები აღადგინოს. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შავ ზღვაში რუსეთის ბლოკადა უკრაინის ეკონომიკას ზიანს აყენებს, მნიშვნელოვნად ზღუდავს ქვეყნის მიერ ზღვის გამოყენებით ექსპორტის უნარს. უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერებით, კონკრეტულად, რუსული ზღვის ნაღმებიდან მომდინარე საფრთხესთან გამკლავებით, დიდი ბრიტანეთი უკრაინის საზღვაო ექსპორტის აღდგენის უნარს გააძლიერებს. „ხალი კოალიცია გრძელვადიან მხარდაჭერას გაუწევს უკრაინას, მათ შორის წვრთნების, აღჭურვილობის და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, შავ ზღვაში უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, - ნათქვამია განცხადებაში. ნორვეგია და დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდასაჭერად კოალიციას ქმნიან Europetime-თან საუბრისას, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში, რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკის საკითხებში დირექტორის მოადგილე, დევიდ მორგანი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „შავი ზღვის რეგიონი ნამდვილად მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ რუსეთის უკანონო შეჭრას უკრაინაში და მის შესაძლო მცდელობებს, მოახდინის უკრაინის სანაპირო ზოლის ბლოკირება“, - ამბობს დევიდ მორგანი. აშშ-ის თავდაცვის ატაშე ჯოზეფ ბილბო: უკრაინის წინააღმდეგ ომმა, შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ ყურადღება გაზარდა სახელმწიფო დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შესახებ ანგარიში კონგრესს წარუდგინა
შავი ზღვის განაღმვის მიზნით, თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი სამმხრივ შეთანხმებას გააფორმებენ
NATO-ს წევრების და შავი ზღვის აუზის ქვეყნების, თურქეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრები 2024 წლის 11 იანვარს, სტამბოლში, სამმხრივ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რომლის მიზანიც შავ ზღვაში ტერიტორიული წყლების განაღმვაა. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა განაცხადა. NATO-ს სამი მოკავშირე შავი ზღვის განაღმვისთვის სპეციალურ ძალებს შექმნის - Bloomberg ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი მათი ტერიტორიული წყლების ნაღმებისგან გასაწმენდად, ერთობლივი დანაყოფის შექმნას გეგმავდნენ.
უკრაინამ საზღვაო დრონების გამოყენებით, შავ ზღვაში უსაფრთხოების ზონა შექმნა - მედია
უკრაიინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, საზღვაო თვითმფრინავების გამოყენების საშუალებით, უკრაინამ შავ ზღვაში 200-მილიანი უსაფრთხოების ზონის შექმნა შეძლო. ინფორმაციას RBC Ukraine ავრცელებს. მედიის ცნობითვე, ამ მიღწევას შეუწყო ხელი როგორც თვითმფრინავების გამოყენებამ, ასევე, სარაკეტო დარტყმებმა რუსეთის ფლოტის ობიექტებზე შავ ზღვაში და დროებით ოკუპირებულ ყირიმის მახლობლად. ამან აიძულა რუსები გაეყვანათ, გემები სევასტოპოლის ყურედან და შეექმნათ უსაფრთხო საზღვაო დერეფანი სავაჭრო გემებისთვის. მანამდე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვასილ მალიუკმა განაცხადა, რომ უკრაინამ შექმნა უნიკალური საზღვაო დრონი სახელად - Sea Baby. ამ დრონების წარმოება უკრაინაში მიმდინარებს, მაგრამ ქარხნები მიწისქვეშაა განთავსებული. პრეზიდენტმა ზელენსკიმ აშშ-ში ვიზიტისას ახსენა რუსული ძალების დამარცხება შავ ზღვაში. ამასთან, ბლინკენმა რუსეთთან ომში უკრაინის ოთხ მიღწევას შორის სწორედ შავ ზღვაში კიევის წარმატება დაასახელა.
შავი ზღვის დაბინძურებისთვის ჯარიმა 65 000-დან 100 000 ლარამდე იზრდება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, რიგ გარემოსდაცვით სამართალდარღვევაზე სანქციები მკაცრდება. შესაბამისი განცხადება მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის შესახებ კომენტარის დროს გააკეთა. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც გარემოს დაბინძურების შემცირების მიმართულებით, ისე ბრაკონიერობასთან ბრძოლის კუთხით ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა. შავი ზღვის დაბინძურებისთვის სანქცია მკაცრდება - 65 000-ლარიანი ჯარიმა იზრდება და ხდება 100 000 ლარი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბრაკონიერობასთან ბრძოლის კუთხით ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა, სხვა გარემოსდაცვით კანონმდებლობის დარღვევებთან მიმართებაში პრევენცია. სწორედ აქედან გამომდინარე გვიწევს გარკვეული ზომების მიღება სანქციების გამკაცრების მიმართულებით. ძალიან აქტიურად ვახორციელებთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გადაიარაღებასა და ტექნიკურ აღჭურვას, რათა მათი მუშაობა იყოს უფრო ეფექტიანი; მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პრევენცია და წელს უკვე რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, უკანონო ტყით სარგებლობის, მოპოვების, ტრანსპორტირების მიმართულებით გავამკაცრეთ სანქციები. ეს ყველაფერი ემსახურება ბიომრავალფეროვნების მაქსიმალურ დაცვას," - განაცხადა ოთარ შამუგიამ. უწყების ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტების უმეტესობა ჩადენილია საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების მიერ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს მიერ გასულ წელს გამოვლენილი 63 სამართალდარღვევიდან, 21 სწორედ გემების მიერ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტია. 2023 წელს კი, დღეის მონაცემებით, გამოვლენილია 65 სამართალდარღვევა. მათგან 16 შემთხვევაში ზღვა გემებიდან დაბინძურდა. "შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზით დადგინდა, რომ ამ ქვეყნებში, საქართველოსთან შედარებით, მკვეთრად მაღალი საჯარიმო სანქციებია. შესაბამისად, შავი ზღვის ქვეყნებთან ზღვის დაბინძურების კუთხით საჯარიმო სანქციების ჰარმონიზების მიზნით, წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს შავი ზღვის დაბინძურებისთვის საჯარიმო სანქციის გაზრდას - 65 ათასი ლარიდან 100 000 ლარამდე იზრდება ჯარიმა გემებიდან, სხვა მცურავი საშუალებებიდან, პლატფორმიდან, მილსადენებიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში მავნე, დამაბინძურებელი ნივთიერებების, საწარმოო, ტექნიკური ან სხვა სახის ნარჩენების ან/და მასალის ჩაღვრა (ჩაყრა, ჩაშვება), აგრეთვე მათი ჩამარხვის წესის დარღვევით ზღვის დაბინძურებაზე," - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
NATO-ს არაწევრ სახელმწიფოებს აშშ-მ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს - შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიის გავლენები
Europetime გთავაზობთ ამერიკული ანალიტიკური ცენტრის ვებგვერდზე განთავსებულ სტატიას, რომელიც შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის უსაფრთხოების ყოვლისმომცველ სტრატეტგიას ეძღვნება. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში 2022 წელს, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში ფსონები და დასავლელი ლიდერებისთვის გადაუდებელი მოქმედებების საჭიროება გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის სტრატეგიის მიღმა არსებული მცდელობები შეიძლება, კარგი დასაწყისია, თავისუფლად განსაზღვრული სტრატეგია ჯერ არ ნიშნავს დადებით გავლენას ადგილზე - ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. შეერთებული შტატები საარჩევნო წლის მიჯნაზეა, რომლის დროსაც, საგარეო პოლიტიკური დისკუსიები სავარაუდოდ, შენელდება. 2025 წლამდე შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიაზე რაიმე არსებითს არ ველით. შესაძლოა, უფრო რთული და ასევე, საჭიროც იქნება შავი ზღვის რეგიონული მოთამაშეების, ცნობილი მრავალფეროვანი ჯგუფის თანხმობის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ დროებით გაერთიანებულნი არიან რუსეთის საფრთხის გარშემო, ეს ერთობა მოითხოვს გრძელვადიან, სტრუქტურირებულ და ყოვლისმომცველ მიდგომას ვაშინგტონთან, როგორც პატიოსან შუამავალთან, რომელიც კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ სტრატეგიას.თურქეთი შავი ზღვის შიგნით დამის გარეთ სრუტეებს აკონტროლებს, რითაც ინარჩუნებს მნიშვნელოვან სამხედრო და პოლიტიკურ ძალას თავის საზღვრებს გარეთ. ნებისმიერი ფართო რეგიონული უსაფრთხოების სტრატეგიის უზრუნველყოფა ანკარის თანხმობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. შავი ზღვის რეგიონში, NATO-ს წევრი ქვეყნები - ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი - რა თქმა უნდა, ისარგებლებენ აშშ-ის გაზრდილი ყურადღებით შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე. თუმცა ამ ქვეყნებს უკვე იცავთ NATO-ს მე-5 მუხლი და რუსეთი NATO-ს წევრის წინააღმდეგ რაიმე აშკარა სამხედრო ქმედებებისგან თავს შეიკავებს. უკრაინამ, მიუხედავად იმისა, რომ NATO-ს წევრი არ არის, ვაშინგტონისგან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო და დაამტკიცა, რომ რუსეთთან ბრძოლის ველზე ბრძოლა შეუძლია. უფრო მეტიც, რადგან ის რუსეთს ხელს უშლის ევროპის სხვა ტერიტორიებზე წვდომისგან, კიევი დასავლეთის მხარდაჭერის მიღებას გააგრძელებს. შავი ზღვის რეგიონის პატარა, NATO-ს არაწევრ სახელმწიფოებს შეერთებულმა შტატებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს. მოლდოვა კრემლის მხრიდან უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, ხოლო საქართველო, რომლის ტერიტორიებიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ასევე დაუცველია. სომხეთი ახლა რუსეთთან მჭიდრო კავშირებს გადააფასებს და დასავლეთთან უფრო ახლო ურთიერთობას განიხილავს. ერევნის ნებისმიერი მცდელობა, დატოვოს მოსკოვის ორბიტა, კრემლის მკაცრ პასუხს გამოიწვევს. შავი ზღვის სტრატეგიის ფარგლებში ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს აზერბაიჯანის სპეციფიკური საჭიროებები - ევროპული ნავთობისა და გაზის ძირითადი წყარო და რუსეთის მთავარი კონკურენტი - ასევე უნდა განიხილებოდეს შავი ზღვის სტრატეგიის ფარგლებში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იქნება შავ ზღვაში ნაოსნობის თავისუფლების დაცვა, განსაკუთრებით, საზღვაო ნაღმების და უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმების ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ მონტრეს კონვენციამ შეიძლება, პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერა შეზღუდოს, აშშ-ის მუდმივი ხელმძღვანელობა ზღვისპირა ქვეყნებს შორის უფრო დიდი თანამშრომლობის კოორდინაციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შეიძლება ითქვას, რომ სტრატეგიის ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების საყრდენები ყველაზე მეტს გვპირდება. ეს სტრატეგია უნდა მოიცავდეს ძლიერ კერძო სექტორის კომპონენტს; სტრატეგიის განხორციელებისას ვაშინგტონმა უნდა შესთავაზოს მხარდაჭერა და წახალისება ამერიკულ კომპანიებს რეგიონში საქმიანობისთვის. უფრო მეტიც, რეგიონის ქვეყნებმა უნდა აჩვენონ კარგი მმართველობა და ინვესტირებისთვის თანაბარი თამაშის წესები დანერგონ. შეერთებული შტატები და მისი რეგიონული მოკავშირეები მზად უნდა იყვნენ ეფექტიანი სტრატეგიული პასუხისთვის, თუ რუსეთი მავნე გავლენის ოპერაციებს, მათ შორის, სტრატეგიულ დეზინფორმაციულ კამპანიას განახორციელებს. ამერიკული ანალიტიკური ცენტრი - Atlantic Council არნოლდ დუპუი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
შავ ზღვაში სამოქალაქო გემი ნაღმზე აფეთქდა
შავ ზღვაში ნაღმზე პანამის დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი აფეთქდა. უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, აფეთქების შემდეგად ორი მეზღვაური დაშავდა. მათ უკრაინის სასაზღვრო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა აღმოუჩინეს დახმარება. ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, მეორეს კი, ადგილზევე გაუწიეს დახმარება. გემთან ბუქსირი გაიზგავნა. გემი მარცვლეულის ჩასატვირთად დუნაის ერთ-ერთი პორტისკენ მიემართებოდა. აფეთქების შედეგად გემმა დაკარგა სიჩქარე და კონტროლი, ხანძარი გაჩნდა ზედა გემბანზე. წყალდიდობის თავიდან ასაცილებლად კაპიტანმა გემი მიწაზე დააფიქსირა. მარცვლეულით დატვირთული გემი უკრაინის დუნაის პორტისკენ მიემართებოდა და სწორედ ამ დროს შეეჯახა რუსულ ნაღმს. აფეთქების შედეგად გემმა კონტროლი დაკარგა, გემბანზე კი, ხანძარი გაჩნდა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ყირიმი და შავ ზღვაში ბრძოლა ომის სიმძიმის ცენტრი გახდება
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 2024 წელს ყირიმი და მასთან დაკავშირებული ბრძოლა შავ ზღვაზე ომის სიმძიმის ცენტრი გახდება. „2014 წელს რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებული ყირიმის იზოლაცია და იქ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების დეგრადაცია ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის გზა ამ რეგიონიდან თავდასხმების რაოდენობის შესამცირებლად,“ - აღნიშნა ზელენსკიმ The Economist-თან ინტერვიუში. ის დარწმუნებულია, რომ წარმატებული ოპერაცია მთელი მსოფლიოსთვის მაგალითი გახდება. ასევე, დიდ გავლენას მოახდენს რუსეთის შიგნით. „კრემლის პროპაგანდის ცენტრალური ობიექტის დაკარგვა გვიჩვენებს, რომ ათასი რუსი ოფიცერი დაიღუპა მხოლოდ პუტინის ამბიციების გამო,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, წარმატების მიღწევის სიჩქარე დამოკიდებული იქნება დასავლელი პარტნიორებისგან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე. უკრაინის პრეზიდენტმა გერმანულიTaurus-ის რაკეტების მიწოდება ითხოვა. გამოცემა წერს, რომ ამან, შესაძლოა, უკრაინას ქერჩის ხიდის განადგურების საშუალება მისცეს, რაც, ფაქტობრივად, ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთისგან იზოლირებას მოახდენს. „რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენთვის ეს სამხედრო ობიექტია,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
NATO-ს წევრი სამი ქვეყანა შავი ზღვის განაღმვის მისიას იწყებს
ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა თოდორ თაგარეევმა განაცხადა, რომ თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი სამმხრივ შეთანხმებას გააფორმებენ, რომლის მიზანიც შავი ზღვის განაღმვაა. ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, შესაბამისი შეთანხმების საკითხზე მუშაობა 2023 წლის ზაფხულის ბოლოდან მიმდინარეობს. „ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას თავად შეთანხმების კონცეფციაზე და ტექსტზე, როგორ მოვაგვაროთ ყველა საკითხი და მომავალ კვირას ჩემი მოადგილე იქნება სტამბულში, რომ მოაწეროს ხელი და ეს მისია მალე დაიწყება,“ - განუცხადა მან ჟურნალისტებს. შავი ზღვის განაღმვის მიზნით, თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი სამმხრივ შეთანხმებას გააფორმებენ
NATO-ს წევრი სამი ქვეყანა სხვა სახელმწიფოებს მოუწოდებს, შეუერთდნენ შავი ზღვის განაღმვის მისიას
ბულგარეთმა, რუმინეთმა და თურქეთმა სხვა ქვეყნებს მოუწოდეს, შეუერთდნენ შავი ზღვის განაღმვის მისიას. ამის შესახებ Euractiv Bulgaria-ს ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს. ბულგარეთის მთავრობა ხაზს უსვამს, რომ ჯგუფის საქმიანობა არ იქნება მიმართული რომელიმე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ და შავი ზღვის განაღმვის ოპერაცია, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს მონაწილეებს შორის თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების გაუმჯობესებას. ბულგარეთის, რუმინეთის და თურქეთის მთავრობებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი ხუთშაბათს, სტამბოლში უნდა გაფორმდეს, რის შემდეგაც ოპერატიული დაგეგმვის პროცესი დაიწყება. მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ჯგუფები რეგულარულად ასრულებენ განაღმვის სამუშაოს. ოქტომბერში პირველად გახდა ცნობილი, რომ სამი ქვეყანა ერთობლივი ძალების შექმნას განიხილავდა. ეს მისია NATO-ს ოპერაციად არ განიხილება, მაგრამ ეს იქნება შავი ზღვის მოკავშირეების პირველი ერთობლივი ქმედება მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა. NATO-ს წევრი სამი ქვეყანა შავი ზღვის განაღმვის მისიას იწყებს
შავი ზღვის უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერდა
NATO თურქეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის მიერ შავ ზღვაში ერთობლივი მისიის დაწყებას მიესალმა. NATO-ს წევრი სამი ქვეყანა შავი ზღვის განაღმვის მისიას იწყებს „ჩვენ მივესალმებით, რომ ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი ერთად მუშაობენ შავ ზღვაში ნაღმების საფრთხის წინააღმდეგ. ეს არის მნიშვნელოვანი წვლილი რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ ნავიგაციის უფრო დიდი თავისუფლებისა და სასურსათო უსაფრთხოებისთვის,“ - წერს NATO-ს პრესსპიკერი სოციალურ პლატფორმა X-ზე. შეგახსენებთ, რუმინეთმა, ბულგარეთმა და თურქეთმა გააფორმეს შეთანხმება, რომლის თანახმად, შეიქმნება ჯგუფი, რომელიც განაღმვის ერთობლივ ოპერაციებს უხელმძღვანელებს მათ ტერიტორიულ წყლებში, შავ ზღვაზე. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა, რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ანგელ ტილვარმა და ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ათანას ზაპრიანოვმა 11 იანვარს სტამბოლში მოაწერეს ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ნაღმთა კონტრზომების საზღვაო ჯგუფის დაარსებას ითვალისწინებს შავ ზღვაზე (MCM Black Sea). ინიციატივის მიზანია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შავ ზღვაში აღმოჩენილი ნაღმების გაუვნებელყოფა. „MCM Black Sea-ის აქტივობები სრულიად მშვიდობიანი ბუნებისაა და არ განხორციელდება რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ. მოსალოდნელია, რომ ხელი შეეწყობა ინტერაქციას და კარგ მეზობლურ ურთიერთობას მონაწილეებს შორის ისე, რომ შავი ზღვის არეალში NATO-ს ყოფნის, შეკავებისა და თავდაცვის მიმდინარე ძალისხმევა არ ჩანაცვლდება,“ - წერია ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ფაქტი დადებითად შეაფასა ამრიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა, რომელიც აქტიურად უძღვებოდა ორპარტიული კანანონმდებლობის შემუშავების პროცესს, რომელმაც შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა უნდა განსაზღვროს. ჯინ შაჰინი მიიჩნევს, რომ სტრატეგია ორიენტირებული უნდა იყოს უკრაინაზე, რუმინეთზე, ბულგარეთზე, მოლდოვასა და საქართველოზე და შავი ზღვის რეგიონის ამ ქვეყნების მიმართ უსაფრთხოების დახმარების გაზრდაზე. „მოხარული ვარ, რომ ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი შეთანხმდნენ შავ ზღვაში უსაფრთხოების გაძლიერებაზე. სურსათის ფასებზე გავლენას ახდენს ის, რაც ხდება შავ ზღვაში და განაღმვის ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა ხელს შეუწყობს რეგიონში ნავიგაციის თავისუფლების აღდგენას,“ - წერს შაჰინი. ცნობისთვის, ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს. NATO სტრატეგიულ კონცეფციას, ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების შემდეგ მეორე უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს უწოდებს შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა 2014 წელს დაიწყო უკრაინაში აგრესია, ყირიმის ანექსიის სახით, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს. რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე - NATO-ს მიერ განახლებულ დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიაზე: ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია
ჯეიმს ო'ბრაიენი: საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორად განვიხილავთ
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი აცხადებს, რომ შავი ზღვა ეკონომიკური ჩართულობისთვის აქტიური ზონა გახდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოზე და ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ საზღვაო ბაზის მშენებლობის გეგმაზე, ამერიკის ხმის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა. ჯეიმს ობრაიენმა, 25 იანვარს გერმანიის მარშალის ფონდის (GMF) ღონისძიებაზე „ევროპა ერთიანი და თავისუფალი: 2024 წლის პრიორიტეტები“ საუბრისას განაცხადა, რომ აშშ საქართველოს ხედავს, როგორც „კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორს შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის.“ „საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორად განვიხილავთ… თუ შეხვედავთ რა ხდება - ცენტრალური აზიის ქვეყნები სავაჭრო გზებს ეძებენ, რომლებიც მხოლოდ ჩინეთის ან რუსეთის გავლით არ იქნება. მათ ბევრი ინფრასტრუქტურა ააშენეს, რომლებიც რუსეთის გავლით გადის, ახლა კი, სხვა ინფრასტრუქტურის აშენება სურთ. ეს ნიშნავს, რომ ახალი ინფრასტრუქტურა გადაკვეთს კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, შემდეგ გაივლის საქართველოზე. იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება გვექნება სომხეთთან და თურქეთთან.“ მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის გათხევადებული გაზის ტრანსპორტირება მოხდება. ასევე იქნება რამდენიმე წყალქვეშა კაბელი ელექტროენერგიისთვის, კომუნიკაციებისთვის და ასე შემდეგ. ჯეიმს ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ აშშ შავი ზღვის რიგ პროექტებზე ევროკავშირთან ერთად იმუშავებს. დაფინანსების წყაროებზე სასაუბროდ, მომავალ კვირას, ბრიუსელში, საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების (EBRD,EIB) მონაწილეობით, კონფერენცია გაიმართება. ო'ბრაიენი ევროკავშირთან პარტნირობას ხაზს უსვამს. „ჩვენ კვლავ ვიმუშავებთ ევროკავშირთან, რადგან ეს არის ფუნდამენტური პარტნიორობა,“ აღნიშნავს ჯეიმს ო'ბრაიენი და ხაზს უსვამს, რომ შავი ზღვა ეკონომიკური ჩართულობისთვის იმაზე აქტიური და მნიშვნელოვანი ზონა გახდება, ვიდრე ეს მანამდე იყო. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ყველაფერი დაცულია და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ფართო სპექტრის ქვეყნებში ჩართულობის წესები ყველასთვის გასაგებია, მათ შორის, რუსეთისთვის. ჩვენ ამას გავაკეთებთ საქართველოსთან ერთად.“ მან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „საქართველოში წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია. მტკიცედ ვუჭერთ მხარს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას. ვიმუშავებთ ამ მისიასთან და გულწრფელად რომ ვთქვათ, რეალურად ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებასთან საქართველოში, რათა დავინახოთ, რომ არჩევნები კარგად ჩაივლის,“ განაცხადა ჯეიმს ო'ბრაიენმა. ჯეიმს ო'ბრაიენმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მოქალაქეების 85%-ზე მეტი გამუდმებით ამბობს, რომ რეფორმა და ევროკავშირში შესვლა სურს. მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობამ მართლაც მიმართა ძალისხმევას რეფორმების მიმართულებით, განსაკუთრებით, ბოლო თვეების განმავლობაში. „ჩვენ ვაფასებთ იმას, რაც მათ გააკეთეს, რათა თავიდან აიცილონ სანქციების გვერდის ავლა, ბევრი აქტივობის შეზღუდვით. ვფიქრობ, არსებობს დიდი ოპტიმიზმის საფუძველი, რომ საქართველო ამ გარემოში მთავარი კონტრიბუტორი იქნება,“ აღნიშნავს ბლინკენის თანაშემწე. „ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი საკუთარ ნოვოროსიისკის პორტში ინვესტიციებს დებს, მან მიითვისა უკრაინის რამდენიმე პორტი და მათ გამოყენებას ცდილობს. ის აშენებს ინფრასტრუქტურას აფხაზეთში. ამდენად, ეს იქნება ის, რაზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ ამას გავუმკლავდებით იმიტომ, რომ ამ 10 ქვეყანას შავ ზღვაში უსაფრთხო მოწყობისგან მეტი მშვიდობა და კეთილდღეობა სურს,“ ამბობს ო'ბრაიენი. ცნობისთვის, NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს. შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს. „შავი ზღვის მნიშვნელობა უახლოეს წლებში მხოლოდ გაიზრდება“ - აშშ პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან ურთიერთობის გაძლიერებაზე მუშაობს რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე - NATO-ს მიერ განახლებულ დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიაზე: ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია
რა როლი შეასრულა NATO-ს სამმა წევრმა შავი ზღვის გავლით უკრაინული პროდუქციის ექსპორტში - ბრიტანული დაზვერვის ანალიზი
უკრაინის შავი ზღვის მთავარი პორტების ხელახალი გახსნისა და ცალმხრივი გადაზიდვების საექსპორტო არხის შექმნის გამო, 2023 წლის დეკემბერში უკრაინის პორტებმა მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გაატარეს, ვიდრე - ნებისმიერ დროს რუსეთის შეჭრის შემდეგ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის ახალ ცნობებში საუბრობს. ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, რომ ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ყოველთვიურ მოცულობას, რომელსაც გაეროს და თურქეთის შუამავლობით შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის დროს მიაღწიეს. „უკრაინამ მიაღწია ამას, რადგან მან დიდწილად ხელი შეუშალა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ოპერირებას შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში, სადაც ისინი უკრაინული ძალებისგან საფრთხეს გრძნობენ,“ - წერს ბრიტანული დაზვერვა. ბაზრის სანდოობას მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის შუამავლობით მოქმედი ეფექტიანი სადაზღვევო პაკეტი და განცხადება იმის შესახებ, რომ თურქეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა საზღვაო ნაღმების საწინააღმდეგო ძალები შექმნეს. როგორც უკრაინული მედცია წერს, ამ საექსპორტო მარშრუტის სიჯანსაღე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გრძელვადიან პერსპექტივაში: როგორც უკრაინის საექსპორტო შემოსავლისთვის, ისე რისკების შემცირებისთვის და შავ ზღვაში ყველასათვის უფრო დიდი ვაჭრობისთვის. შეგახსენებთ, რუმინეთმა, ბულგარეთმა და თურქეთმა გააფორმეს შეთანხმება, რომლის თანახმად, შეიქმნება ჯგუფი, რომელიც განაღმვის ერთობლივ ოპერაციებს უხელმძღვანელებს მათ ტერიტორიულ წყლებში, შავ ზღვაზე. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა, რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ანგელ ტილვარმა და ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ათანას ზაპრიანოვმა 11 იანვარს სტამბოლში მოაწერეს ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ნაღმთა კონტრზომების საზღვაო ჯგუფის დაარსებას ითვალისწინებს შავ ზღვაზე (MCM Black Sea). ინიციატივის მიზანია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შავ ზღვაში აღმოჩენილი ნაღმების გაუვნებელყოფა. „MCM Black Sea-ის აქტივობები სრულიად მშვიდობიანი ბუნებისაა და არ განხორციელდება რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ. მოსალოდნელია, რომ ხელი შეეწყობა ინტერაქციას და კარგ მეზობლურ ურთიერთობას მონაწილეებს შორის ისე, რომ შავი ზღვის არეალში NATO-ს ყოფნის, შეკავებისა და თავდაცვის მიმდინარე ძალისხმევა არ ჩანაცვლდება,“ - წერია ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ფაქტი დადებითად შეაფასა ამრიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა, რომელიც აქტიურად უძღვებოდა ორპარტიული კანანონმდებლობის შემუშავების პროცესს, რომელმაც შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა უნდა განსაზღვროს. ჯინ შაჰინი მიიჩნევს, რომ სტრატეგია ორიენტირებული უნდა იყოს უკრაინაზე, რუმინეთზე, ბულგარეთზე, მოლდოვასა და საქართველოზე და შავი ზღვის რეგიონის ამ ქვეყნების მიმართ უსაფრთხოების დახმარების გაზრდაზე. „მოხარული ვარ, რომ ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი შეთანხმდნენ შავ ზღვაში უსაფრთხოების გაძლიერებაზე. სურსათის ფასებზე გავლენას ახდენს ის, რაც ხდება შავ ზღვაში და განაღმვის ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა ხელს შეუწყობს რეგიონში ნავიგაციის თავისუფლების აღდგენას,“ - წერს შაჰინი. ცნობისთვის, ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც გასულ წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს. NATO სტრატეგიულ კონცეფციას, ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების შემდეგ მეორე უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს უწოდებს შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა 2014 წელს დაიწყო უკრაინაში აგრესია, ყირიმის ანექსიის სახით, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს. რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე - NATO-ს მიერ განახლებულ დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიაზე: ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია
ჯეიმს ო'ბრაიენი: საქართველოში წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია - მტკიცედ ვუჭერთ მხარს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოზე და ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ საზღვაო ბაზის მშენებლობის გეგმაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. მან პასუხის გაცემა იმ შეხვედრაზე საუბრით დაიწყო, რომელიც რუმინეთში გაიმართა და რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებას მიეძღვნა. ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ ამ შეხვედრას ელჩი დანიგანიც ესწრებოდა. „საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორად განვიხილავთ… თუ შეხვედავთ რა ხდება - ცენტრალური აზიის ქვეყნები სავაჭრო გზებს ეძებენ, რომლებიც მხოლოდ ჩინეთს ან რუსეთს არ ეხება. მათ ბევრი ინფრასტრუქტურა ააშენეს, რომლებიც რუსეთის გავლით გადის, ახლა კი, სხვა ინფრასტრუქტურის აშენება სურთ. ეს ნიშნავს, რომ ის გადის კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანში, შემდეგ საქართველოში, იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება გვექნება სომხეთთან და თურქეთთან.“ ჯეიმს ო'ბრაიენმა შავი ზღვის კაბელისა და სხვა საკომუნიკაციო პროექტების მიმართულებით, ევროკავშირთან პარტნიორობას გაუსვა ხაზი. „ჩვენ კვლავ ვიმუშავებთ ევროკავშირთან, რადგან ეს არის ფუნდამენტური პარტნიორობა,“ აღნიშნავს ჯეიმს ო'ბრაიენი და ხაზს უსვამს, რომ შავი ზღვა ეკონომიკური ჩართულობისთვის მნიშვნელოვანი ზონა გახდება, ვიდრე ეს აქამდე იყო. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არის დამცავი... (ფუნქციის მატარებელი რედ.) და ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ფართო სპექტრის ქვეყნებში ჩართულობის წესები გასაგებია ყველასთვის, მათ შორის რუსეთისთვის. ჩვენ ამას გავაკეთებთ საქართველოსთან ერთად. საქართველოში წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია. მტკიცედ ვუჭერთ მხარს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას. ვიმუშავებთ ამ მისიასთან და გულწრფელად რომ ვთქვათ, რეალურად ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებასთან საქართველოში, რათა დავინახოთ, რომ არჩევნები კარგად ჩაივლის,“ განაცხადა ჯეიმს ო'ბრაიენმა. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეების 85%-ზე მეტი გამუდმებით ამბობს, რომ სურს რეფორმა და ევროკავშირში შესვლა. მისი შეფასებით, ახლა საქართველოს მთავრობამ მართლაც მიმართა ძალისხმევას რეფორმირების მიმართულებით, განსაკუთრებით, ბოლო თვეების განმავლობაში. „ჩვენ ვაფასებთ იმას, რაც მათ გააკეთეს, რათა თავიდან აიცილონ სანქციების გვერდის ავლა, ბევრი აქტივობის შეზღუდვით. ვფიქრობ, არის დიდი ოპტიმიზმი, რომ საქართველო ამ გარემოში მთავარი კონტრიბუტორი იქნება. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი აფხაზეთში ინფრასტრუქტურას აშენებს. ამდენად, ეს იქნება ის, რისკენაც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ ამას გავუმკლავდებით. იმიტომ, რომ ამ 10 ქვეყანას შავ ზღვაში უსაფრთხო მოწყობისგან მეტი მშვიდობა და კეთილდღეობა სურს,“ ამბობს ო'ბრაიენი. „შავი ზღვის მნიშვნელობა უახლოეს წლებში მხოლოდ გაიზრდება“ - აშშ პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან ურთიერთობის გაძლიერებაზე მუშაობს
პიტერ სტანო: ამერიკელ კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ, როგორ გავუმკლავდეთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გავლენას შავი ზღვის რეგიონში
ევროკავშირი „შავი ზღვის სინერგიის“ ინიციატივის შესრულების მე-4 ანგარიშზე მუშაობს. ბლოკი ძირითადი ტენდენციებისა და აღმოჩენების იდენტიფიცირებას გეგმავს, რამაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ევროკავშირის მომავალ ხედვაზე, შავი ზღვაში პარტნიორებთან თანამშრომლობის შესახებ. როგორ თანამშრომლობს ევროკავშირი აშშ-სთან, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტრატეგიის მიმართულებით. ცნობილია, რომ აშშ მუშაობს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ურთიერთობების გაძლიერებაზე, რათა შავი ზღვა გახდეს უფრო მჭიდრო ზონა ეკონომიკური ჩართულობისთვის. რა გეგმები აქვს ამ მიმართულებით ევროკავშირს, ამ საკითხით დაინტერესდა Europetime და შესაბამისი შეკითხვით საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერს, პიტერ სტანოს მიმართა. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა Europetime-ს განუცხადა, რომ ევროკავშირი და აშშ იზიარებენ საერთო ინტერესებს რეგიონში. „ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ გავუმკლავდეთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის გავლენას შავი ზღვის რეგიონში - როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ ორიენტირებულები ვართ უკრაინის მხარდაჭერაზე, მაგრამ ასევე ვეხმარებით რეგიონს ამ ომის უფრო ფართო შედეგებთან გამკლავებაში. ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ ბევრი ფორუმის ფარგლებში, მათ შორის, ევროკავშირი-აშშ უსაფრთხოებისა და თავდაცვის დიალოგის ფორმატში, გაეროს, „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში და ა.შ. ევროკავშირი და აშშ იზიარებენ საერთო ინტერესებს რეგიონში, რათა: (1) გაზარდონ კოორდინაცია პარტნიორებთან; (2) გააღრმაონ ეკონომიკური კავშირები; (3) გააძლიერონ ენერგეტიკული უსაფრთხოება; (4) მხარი დაუჭირონ დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერების ძალისხმევას, მათ შორის, ცრუ ნარატივებთან და რუსული სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად პროპაგანდასთან ბრძოლას, ჩვენი საერთო ღირებულებების შესაბამისად; (5) მხარი დაუჭირონ პარტნიორებს რეგიონში, რათა გააძლიერონ მათი მედეგობა მზარდი ჰიბრიდული და კიბერ გამოწვევების მიმართ,“ აღნიშნავს პიტერ სტანო. ევროკავშირი „შავი ზღვის სინერგიის“ შესრულების მე-4 ანგარიშზე მუშაობს, ევროკავშირი შავ ზღვაში ჩართულობის შესახებ მომავალ ხედვას განსაზღვრავს
შავ ზღვაში დრონებით დაარტყეს რუსულ სადესანტო გემს - მედია
უკრაინელმა სამხედროებმა შავ ზღვაში რუსეთის სადესანტო გემი „ცეზარ კუნიკოვი“ ჩაძირეს. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმირებულ წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის წყაროების ინფორმაციით, რუსულ გემზე დრონებით დარტყმა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოპერაცია იყო. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს რუსულ სადესანტო გემზე შეტევის შესახებ ოფიციალურად ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
იენს სტოლტენბერგი: უკრაინამ ფაქტობრივად, შავი ზღვის დასავლეთ ნაწილიდან რუსეთის ფლოტის უკან დახევა შეძლო
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ შავ ზღვაში რუსეთის სადესანტო ხომალდის ჩაძირვის ფაქტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ უკრაინამ რუსეთის ფლოტისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეძლო. „მათ, ფაქტობრივად, შავი ზღვის დასავლეთ ნაწილიდან ფლოტის უკან დახევა შეძლეს და ეს დიდი მიღწევა და დიდი გამარჯვებაა,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ გასულ წელს შავი ზღვა რუსული ხომალდებისთვის სახიფათო გახდა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო შესაძლებლობებთან დაკავშირებით მოკავშირეების ოპტიმიზმს უკანასკნელი წარმატებაც ზრდის. „ჩვენ ყველანი იმედგაცრუებულები ვართ, რომ გასული წლის კონტრშეტევა უფრო წარმატებული არ იყო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ფრონტის ხაზის უმოძრაობის მიუხედავად, უკრაინამ მის მიღმა შეტევები განახორციელა. ხმელეთზე მნიშვნელოვანი ობიექტები გაანადგურა, მათ შორის აეროდრომებზე რუსული თვითმფრინავები, ასევე, ზღვაში რუსული ფლოტის განადგურება განაგრძო,“ - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
ზელენსკი რუსული ხომალდის განადგურებაზე: შავ ზღვაში უსაფრთხოების დონე გავზარდეთ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა თავდაცვის ძალებს რუსული დიდი სადესანტო ხომალდის ცეზარ კუნიკოვის განადგურების გამო. „მადლობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მადლობა მთავარი დაზვერვის სამმართველოს ჯარისკაცებს - მე-9 დეპარტამენტის მე-13 ჯგუფს! დღეს ჩვენ შავ ზღვაში უსაფრთხოების დონე გავზარდეთ და მეტი მოტივაცია მივეცით ჩვენს ხალხს. ეს მნიშვნელოვანია. ეტაპობრივად გავწმენდთ შავ ზღვას რუსული ტერორისტული ობიექტებისგან," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
რუსეთის განცხადებით, ბელგოროდის ოლქზე დრონებით შეტევა იყო
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქსა და შავი ზღვის თავზე უკრაინის შეიარაღებული ძალების 5 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. „ღამით აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, შავი ზღვის თავზე კი - ოთხი,“ - აცხადებენ უწყებაში. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გუშინ ბელგოროდი დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა 7 და დაშავდა 19 ადამიანი. მისი თქმით, თავდასხმის შედეგად 57 ავტომობილი დაზიანდა, ასევე მნიშვნელოვნად დაზიანდა სავაჭრო ცენტრი, რომელშიც განთავსებულია სასურსათო მაღაზია და აფთიაქი, სკოლის შენობა და სტადიონის ინფრასტრუქტურა. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით შეტევის შესახებ ცნობები ხშირია.
რუსეთი შავ ზღვაში ფრანგული საპატრულო თვითმფრინავების ჩამოგდებით დაიმუქრა - საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი
გასულ თვეში რუსეთი ფრანგული საპატრულო თვითმფრინავების ჩამოგდებით დაიმუქრა, - ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა. სებასტიან ლეკორნუმ აღნიშნა, რომ რუსეთი აგრესიულ პოზიციას უბრუნდება, რაც ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირის ქცევას ჰგავს. „ერთი თვის წინ, ძალიან კონკრეტული მაგალითი რომ მოგიყვანოთ, რუსეთის საჰაერო მოძრაობის მართვის კონტროლის სისტემა შავ ზღვაში ფრანგული თვითმფრინავების ჩამოგდებით დაიმუქრა, მაშინ, როცა ჩვენ საერთაშორისო თავისუფალ ზონაში ვიმყოფებოდით, სადაც პატრულირებას ვახდენდით,“ - განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ. „2024 წელს რუსეთის ქცევას იმასთან საერთო არაფერი აქვს, რაც ჩვენ 2022 წელს და, ცხადია, უკრაინაში აგრესიამდე ვნახეთ,“ - აღნიშნა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა Politico-ს ცნობით. ლეკორნიუს მომხდარის სხვა დეტალების არ დაუკონკრეტებია.
საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი ინტერკონექტორის პროექტი უნდა გაფართოვდეს - ევროკომისარი
ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა კადრი სიმსონმა განაცხადა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის, მაღალი ძაბვის გადამცემი ორმხრივი ინტერკონექტორის პროექტთან დაკავშირებით, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მიმდინარეობს. „ჩვენ დიდი ინტერესით ვადევნებთ თვალს საქართველოსა და რუმინეთს შორის, შავი ზღვის ქვეშ, მაღალი ძაბვის გადამცემი ორმხრივი ინტერკონექტორის გაყვანის ინიციატივას. მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის პროცესი,“ - აღნიშნა მან აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში. სიმსონმა განაცხადა, რომ ეს პროექტი ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორთა ევროპული ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში უკვე შედის. „ეს ევროპის საინვესტიციო სტრატეგიის, „გლობალური კარიბჭის ფარგლებში, ფლაგმანი პროექტია,“ აღნიშნავს სიმსონი. „ეს არის მნიშვნელოვანი პირველი პროექტი და გათვალისწინებულია უფრო ფართო მწვანე ენერგეტიკული დერეფანი, რომელიც მოიცავს წყალბადით შესაძლო ვაჭრობას განახლებადი წყაროებიდან,“ გამარტავს ევროკომისარი. ის მიესალმა რომ უფრო მეტმა ქვეყანამ გამოავლინა ინტერესი, შეუერთდეს ამ ინიციატივას. ამასთან, ევროკომისარი მეტი ჩართულობის ინიაციატივით გამოვიდა. ცნობისთვის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს, რომელმაც ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი (1100 კმ - წყალქვეშა, ხოლო 95 კმ სახმელეთო ნაწილი), რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს მითითებულ რეგიონებს შორის.
კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი გემი შავი ზღვის დაბინძურებისთვის 65 000 ლარით დააჯარიმეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ფოთის სასამართლომ კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი გემი სამართალდამრღვევად სცნო და 65 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. უწყების ცნობით, გემმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 2000 ლარამდე შეადგინა. "გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (მუხლი 58 პრიმა 2, მე-7 ნაწილი) საფუძველზე, ფოთის სასამართლომ გემი სამართალდამრღვევად სცნო და 65 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. კამერუნის დროშის ქვეშ მცურავ გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა," - ნათქვამია გარემოსდაცვითი დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლევან ჯღარკავას თქმით, მიმდინარე წელს, უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების მიერ ზღვის დაბინძურების უკვე 2 ფაქტია გამოვლენილი. „საქართველოს პარლამენტი განიხილავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მომზადებულ საკაონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც გემების მიერ ზღვის დაბინძურებაზე ჯარიმის 100 ათას ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი ზღვის დაბინძურების პრევენცია, შავი ზღვის ქვეყნებთან ამ მიმართულებით საჯარიმო სანქციების ჰარმონიზება და ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანაა,“ - განაცხადა ლევან ჯღარკავამ.
ზურაბიშვილი: ჩინეთი უფრო აქტიური ხდება საქართველოში, დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში დასავლელი პარტნიორებისგან მეტი ჩართულობა გვჭირდება
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ში დისკუსიის დროს ჩინეთთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხისას განაცხადა, რომ ჩინეთი უფრო აქტიური ხდება საქართველოში. სალომე ზურაბიშვილის თქმით, გარდა ამისა, ჩინეთი საკმაოდ აქტიურად არის ჩართული ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ამიტომაც, საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მეტი ჩართულობა სჭირდება. სალომე ზურაბიშვილმა ანაკლიის პორტის პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას არსებითი მნიშნველობა აქვს, რადგან შავი ზღვის უსაფრთხოება გლობალურად ყველას ეხება. „ჩინეთი უფრო აქტიური ხდება საქართველოში. ეს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდა, მაგრამ უფრო და უფრო აქტიური გახდა. ახლა “სტრატეგიულ პარტნიორობაში” ვართ, არ ვიცი რას ნიშნავს ეს, მე ნუ მკითხავთ. ჩვენ, ასევე, გუშინ ჩინეთთან უვიზო რეჟიმი მივიღეთ. გარდა ამისა, ჩინეთი საქართველოში აქტიურია ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტში, ვინაიდან იაფია, პატივს არ სცემს ბევრ კანონსა და შრომის უფლებებს, მაგრამ ეს იმიტომაც ხდება, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ნაკლებად არიან ჩართულები. ალბათ, მეტი ჩართულობა გვჭირდება დასავლელი პარტნიორებისგან დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ერთ-ერთი მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია და ეს საკითხია, რომელსაც ჯერ არ შევხებივარ - ანაკლიის პორტი. მას არსებითი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან, შავი ზღვის უსაფრთხოება არის საკითხი, რომელიც, ალბათ, ყველას გვეხება სამომავლოდ. შავ ზღვაზე საქართველოს სანაპირო არსებითი მნიშვნელობის არის, რათა რუსეთს ექსკლუზივი არ ჰქონდეს შავი ზღვის თანამშრომლობაზე, ვაჭრობაზე, და ა.შ.” - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ბულგარეთი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს შეუერთდება
„ბულგარეთი აპირებს, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს შეუერთდეს,“ - ამის შესახებ ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა როზენ დიმიტროვ ჟელიაზკოვმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განაცხადა. AZERTAC-ის ცნობით, როზენ დიმიტროვ ჟელიაზკოვმა შეაქო აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ურთიერთობების განვითარება, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველს ემყარება. მანვე აღნიშნა ორი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციების თანამშრომლობა საერთაშორისო ინსტიტუტებში. ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა აზერბაიჯანს COP29-ის მასპინძლობა მიულოცა და ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული მწვანე და განახლებადი ენერგიის პროექტების მნიშვნელობას. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს. ცნობისთვის, შავი ზღვის კაბელის პროექტის დაწყებისას არსებული შეთანხმებით, აზერბაიჯანული ენერგია გაივლის საქართველოს, შავ ზღვას, რუმინეთს და შემდეგ გაიყიდება უნგრეთში.
შავი ზღვა პუტინის საზღვაო ძალებისთვის უსაფრთხო აღარ არის - დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსული ხომალდის სერგეი კოტოვის განადგურებით აჩვენა, რომ შავი ზღვა არ არის უსაფრთხო რუსული გემებისთვის. „შავი ზღვა არ არის უსაფრთხო პუტინის საზღვაო ძალებისთვის. ბოლო დრომდე ეს წარმოუდგენელი იქნებოდა. ახლა იმის გამო, რომ დასავლეთმა მხარი დაუჭირა უკრაინას, ეს უდავოა,“ - წერს შაპსი და კომენტარს აკეთებს უკრაინის საზღვაო დრონების მიერ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდის სერგეი კოტოვის განადგურების ვიდეოზე. შეგახსენებთ, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, დრონებით თავდასხმის შედეგად საპატრულო გემი „სერგეი კოტოვი“ ჩაიძირა. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ეკიპაჟის შვიდი წევრი და დაიჭრა ექვსი. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, რუსებმა მოახერხეს ეკიპაჟის კიდევ 52 წევრის ევაკუაცია.
ზელენსკი: რუსი ტერორისტებისთვის შავ ზღვაში უსაფრთხო ნავსადგური აღარ არის და არც არასდროს იქნება
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინელი დამცველების შესაძლებლობებმა დაამტკიცეს, რომ რუსი ოკუპანტებისთვის შავ ზღვაში უსაფრთხო ნავსადგურები არ არსებობს და არც იქნება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ დაამტკიცა, რა შეუძლია. „მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს ჯარისკაცს, ყველა ქვედანაყოფს, რომელიც აღადგენს უსაფრთხოებას და კონტროლს როგორც უკრაინის ცაზე, ასევე ჩვენს შავ ზღვაში.“ „ამას მოწმობს ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავების რაოდენობა და ჩვენი ბიჭების შესაძლებლობები რუსეთის ფლოტთან დაკავშირებით. შავ ზღვაში რუსი ტერორისტებისთვის უსაფრთხო ნავსადგური აღარ არის და არც არასდროს იქნება და არ იქნება მათთვის უსაფრთხო სივრცე ცაზე - ჩვენი უკრაინული ძალა საკმარისი იქნება. ეს ეხება როგორც პარტნიორების მხრიდან მოწოდებას, ასევე ჩვენს შიდა წარმოებას,“ - განაცხადა ზელენსკიმ. შავი ზღვა პუტინის საზღვაო ძალებისთვის უსაფრთხო აღარ არის - დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი
„სერგეი კოტოვის“ დაკარგვა, რუსეთის საზღვაო ძალებს შავ ზღვაში მანევრირების თავისუფლებას შეუზღუდავს - ბრიტანული დაზვერვა
უკრაინული ძალების მიერ კიდევ ერთი რუსული საპატრულო გემის ჩაძირვა შეზღუდავს რუსეთის საზღვაო ძალების მანევრირების თავისუფლებას შავ ზღვაში. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის ახალ ცნობებში წერს. ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, „სერგეი კოტოვი“ რუსეთის შავი ზღვის ფლოტში მხოლოდ 2022 წლის ივლისში შევიდა. მანამდე ის 2023 წლის ივლისსა და სექტემბერში იყო ეკიპაჟის გარეშე ზედაპირული მანქანების სამიზნე, მცირე დაზიანება მიიღო და ორივე შემთხვევაში მალევე დაბრუნდა ექსპლუატაციაში. სამინისტრომ განმარტა, რომ „სერგეი კოტოვი„ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მესამე გემია, რომელიც ბოლო ხუთი კვირის განმავლობაში ჩაიძირა. „სავარაუდოდ, შავი ზღვის ფლოტის დანაკარგების გამო, 2024 წლის 15 თებერვალს, შავი ზღვის ფლოტის მეთაური, ადმირალი ვიქტორ სოკოლოვი, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. უკრაინა აგრძელებს შავ ზღვაში რუსეთის საზღვაო ძალებისთვის მანევრირების თავისუფლების შეზღუდვას," - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა. 5 მარტს უკრაინის სამხედრო დაზვერვამ (HUR) განაცხადა, რომ თავდასხმისას ჩაძირეს რუსული საპატრულო გემი „სერგეი კოტოვი.“ მოგვიანებით, HUR-მა განაცხადა, რომ გემზე საზღვაო თვითმფრინავის თავდასხმას ეკიპაჟის შვიდი წევრის სიცოცხლე შეეწირა. უკრაინის საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ 6 მარტის 07:00 საათისთვის შავ ზღვაში რუსული ხომალდი არ იმყოფებოდა. ზელენსკი: რუსი ტერორისტებისთვის შავ ზღვაში უსაფრთხო ნავსადგური აღარ არის და არც არასდროს იქნება შავი ზღვა პუტინის საზღვაო ძალებისთვის უსაფრთხო აღარ არის - დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი
შავი ზღვის მილიტარიზაცია რეგიონის ქვეყნებისთვის საფრთხეს ქმნის - ჰაკან ფიდანი
ბაქოს მე-11 გლობალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი შავი ზღვის დემილიტარიზაციის მოწოდებით გამოვიდა. მისი თქმით, ომამდე შავ ზღვაში სიმშვიდე სუფევდა. „ომის შემდეგ დაიწყო მილიტარიზაცია. რუსეთ-უკრაინის ომის დროს, მარცვლეულის შეთანხმებას მივაღწიეთ. პირობები უნდა შეიქმნას მარცვლეულისა და სხვა საქონლის ტრანსპორტირებისთვის შავი ზღვის გავლით. შავი ზღვის როლი რეგიონში არ უნდა დაიკარგოს, მილიტარიზაცია რეგიონის ქვეყნებს საფრთხის წინაშე აყენებს,“ აღნიშა ფიდანმა.
მძიმე დანაკარგების შემდეგ, პუტინმა შავი ზღვის ფლოტის ახალი მეთაური დანიშნა
რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ახალ მეთაურად სერგეი პინჩუკი დანიშნა, რომელმაც ვიქტორ სოკოლოვი შეცვალა. შოიგუმ შეხვედრა გამართა რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობასთან და გაახმოვანა პუტინის განკარგულება რუსეთის საზღვაო ძალებში საკადრო ცვლილებების შესახებ. პუტინმა დანიშნა: ადმირალი ალექსანდრე მოისეევი საზღვაო ძალების მთავარსარდლად; ვიცე-ადმირალი კონსტანტინე კაბანცოვი ჩრდილოეთ ფლოტის მეთაურად; ვიცე-ადმირალი სერგეი პინჩუკი შავი ზღვის ფლოტის მეთაურად. რუსეთის მიერ 2022 წლის თებერვლიდან დაწყებული ომის განმავლობაში, უკრაინამ მოახერხა ფლოტის ფლაგმან, კრეისერ „მოსკვის“, უახლესი კლასის კორვეტ „სერგეი კოტოვის“, დიდი სადესანტო გემების „სარატოვის, „ნოვოჩერკასკის“, „ცეზარ კუნიკოვის და ასევე რამდენიმე სადესანტო და საპატრულო კატარღის ჩაძირვა. უკრაინამ რამდენჯერმე წარმატებით შეუტია შავი ფლოტის სახმელეთო ობიექტებს, მათ შორის, საშტაბო და მართვის შენობებს. უკრაინა ძირითადად საზღვაო დრონებითა და ფრთოსანი რაკეტებით აწარმოებს იერიშებს. მოსალოდნელი იერიშების შიშით რუსეთმა გემების უმეტესობა სევასტოპოლის ბაზიდან ნოვოროსიისკში გადაიყვანა. ზელენსკი: რუსი ტერორისტებისთვის შავ ზღვაში უსაფრთხო ნავსადგური აღარ არის და არც არასდროს იქნება
შავი ზღვის რეგიონში მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები იწყება
რუმინეთის საზღვაო ძალები 8-21 აპრილს მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას - „Sea Shield 24“ გამართავენ. წვრთნები შავი ზღვის რეგიონს მოიცავს. როგორც რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, საქართველო NATO-ს 12 წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საზღვაო წვრთნებში Sea Shield 24, რომელიც რუმინეთში 8-21 აპრილს გაიმართება. რუმინეთისა და საქართველოს გარდა წვრთნებში მონაწილეობენ ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, იტალია, მოლდოვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, აშშ, თურქეთი და საფრანგეთი. წვრთნები ჩატარდება შავ ზღვასა და მდინარე დუნაიზე. მათში მონაწილეობას მიიღებს 2,2 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 135 ერთეული სამხედრო ტექნიკა. სცენარი მოიცავს სამძებრო-სამაშველო ოპერაციებს, მდინარესა და ზღვაზე უკანონო ქმედებებთან ბრძოლას, გასაჭირში მყოფი გემებისთვის დახმარების გაწევას და კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მრავალეროვნული სწავლება Sea Shield პირველად 2015 წელს გაიმართა. რუმინეთში გაიმართება სამხედრო სწავლება - „ზღვის ფარი 2024“, რომელშიც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას
ფინეთი შავ ზღვაზე NATO-ს პეტრულირების მისიას პირველად შეუერთდება
ფინეთის საჰაერო ძალების წარმომადგენლობა 2024 წლის ზაფხულში რუმინეთში განლაგდება. F/A-18-ის მებრძოლების რაზმი, როგორც ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის მისიის ნაწილი, შავი ზღვაზე საჰაერო პატრულის მისიას შეუერთდება. ეს ჰელსინკის პირველი წვლილი იქნება ამ მისიაში. ფინეთის ავიაცია განლაგდება რუმინეთის სამხრეთ -აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კონსტანცის მახლობლად მდებარე მიხაილ კოგელნიჩანის საჰაერო ბაზაზე, 2024 წლის 3 ივნისიდან 31 ივლისამდე. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, NATO-მ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ყოფნა კიდევ უფრო გააძლიერა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, ოთხი თურქული F-16 გამანადგურებელი მებრძოლი განლაგდა რუმინეთის საჰაერო ბაზაზე, რათა მონაწილეობა მიიღოს ალიანსის მისიაში - რუმინეთის სამხრეთით. ცნობისთვის, NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს. შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს.
უკრაინის უსაფრთხოების სტრატეგია, შავ ზღვაში NATO-ს ძალების მუდმივ ყოფნას ითვალისწინებს
უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება ამოქმედდა. სტრატეგია მიზნად ისახავს საზღვაო შესაძლებლობების გაზრდას, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას და საზღვაო სუვერენიტეტის უზრუნველყოფას. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ დამტკიცებული ეს სტრატეგია მიზნად ისახავს, უზრუნველყოს მზადყოფნა, ყოვლისმომცველი პრევენცია და ეფექტიანი რეაგირება უკრაინის საზღვაო უსაფრთხოების საფრთხეებზე. „ჩვენი შესაძლებლობების განვითარებაში ეს არის თანამედროვე სტრატეგია და ჩვენ მას განვახორციელებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად. მე მალე განვიხილავ სტრატეგიის დეტალებს მათთან, ვისაც ჩვენ მსგავსად სურს სტაბილური უსაფრთხოება თავისი რეგიონებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ეს დოკუმენტი ითვალისწინებს ცვლილებებს გარკვეული მიმართულებით. „კერძოდ, უსაფრთხოების ცვლილებებს და ინოვაციებს, რომლებიც ჩვენ მივიღეთ, განსაკუთრებით, შავ ზღვაში, ჩვენი ძალების განვითარებაში,“ - განაცხადა ზელენსკიმ ოთხშაბათს, 17 ივლისს საღამოს ვიდეომიმართვაში. 6 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა მუშაობს ახალი საზღვაო სტრატეგიის შემუშავებაზე. დოკუმენტი ითვალისწინებს საზღვაო ძალების მშენებლობას, NATO-სთან წვრთნებს და ალიანსთან ერთობლივი „უსაფრთხოების მისიების (საზღვაო პატრულირებას - აზოვი-შავი ზღვის აუზში) ორგანიზებას. 17 ივლისს სტრატეგია ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ (NSDC) დაამტკიცა. დოკუმენტი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშავდებოდა. NSDC-ის ყოფილმა მდივანმა ოლექსი დანილოვმა განმარტა, რომ სტრატეგიის მიზანია, უკრაინა საზღვაო ძალად აქციოს. კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთი საფრთხედ განიხილავს ნებისმიერ გეგმას შავ ზღვაში NATO-ს ხომალდების მუდმივი ყოფნის შესახებ, უკრაინის კონფლიქტში ალიანსის ჩართულობის გათვალისწინებით. ამის შესახებ კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, როდესაც ჟურნალისტებს ჰკითხეს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის საზღვაო უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაზე. ზელენსკიმ მანამდე ისაუბრა იმის აუცილებლობაზე, რომ რუსეთის საზღვაო ფლოტი არ დომინირებდეს შავ ზღვაზე. სტრატეგია ასევე ითვალისწინებს NATO წევრი ქვეყნების მონაწილეობით „სამთო კოალიციის“ შექმნას, რომელიც განახორციელებს რეგიონის, კერძოდ, უკრაინის საზღვაო სივრცეებისა და მდინარეების განაღმვას ომის შემდგომ პერიოდში, NATO-სა და ევროკავშირის ეგიდით; ასევე გათვალისწინებულია: „NATO-ს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარება, წვრთნების, მანევრების და სხვა ერთობლივი ღონისძიებების გამართვა, ალიანსის ძალების მუდმივი ყოფნის უზრუნველყოფა შავ ზღვაში, ფლოტის ბაზირების სისტემის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება შავი ზღვის რეგიონსა და ხმელთაშუა ზღვაში უსაფრთხოების საიმედო გარანტირებისთვის.“ „უკრაინა არის საზღვაო სახელმწიფო, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებულ არაპროვოცირებულ ფართომასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას, განსაკუთრებით, შავ და აზოვის ზღვებში - საზღვაო მიმართულებიდან. უკრაინის კონტროლის აღდგენა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ზღვის სანაპიროზე, საკუთარ საზღვაო სივრცეებზე, აგრეთვე საზღვაო ზოლების უსაფრთხოების აღდგენა და გარანტია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არსებობისთვის. უკრაინა დაინტერესებულია უსაფრთხოების გარანტიით და ნაოსნობის თავისუფლებით, როგორც შავი ზღვის რეგიონში, ასევე - მსოფლიოში,“ ასე აღწერს სტრატეგიას ზელენსკის ადმინისტრაცია. მისი განხორციელება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სხვა წყაროებიდან, მათ შორის, უცხოური ინვესტიციებით დაფინანსდება. მინისტრთა კაბინეტს უშიშროების სამსახურთან და საგარეო დაზვერვის სამსახურთან ერთად, სამი თვის განმავლობაში სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება ევალება. ცნობისთვის, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს უკრაინას პრაქტიკულად არ გააჩნდა საკუთარი ფლოტი, რომლის უმეტესი ნაწილი ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიკარგა. 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სხვადასხვა კლასის 22 ხომალდი და 37 დამხმარე გემი ჰყავდათ. ამავდროულად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის (BSF) ძალა 286 ერთეული იყო. ამჟამად რუსეთი აკონტროლებს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულს, აზოვის ზღვის სანაპიროს და შავი ზღვის სანაპიროს ნაწილებს მატერიკზე, უკრაინაში. ზაპოროჟიეს რეგიონის სამხრეთი და ხერსონის რეგიონის ნაწილი ოკუპირებულია. მიუხედავად ამისა, კიევისა და მისი მოკავშირეების ცნობით, 2,5 წლიაინი ომის დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს შავი ზღვიდან რუსეთის ფლოტის განდევნა. კიევი იყენებს რაკეტებს და ახლად შექმნილ ფლოტს სხვადასხვა საზღვაო დრონებს, რათა დაუპირისპირდეს რუსეთის დომინირებას შავ ზღვაში. რაკეტების, თვითმფრინავების და უპილოტო კატარღებით თავდასხმების შედეგად, განადგურდა ან მწყობრიდან გამოვიდა შავი ზღვის ფლოტის გემების 30%. ამან უკრაინას საშუალება მისცა, შეემცირებინა სადესანტო ოპერაციების საფრთხე და ზღვიდან მისი ტერიტორიის დაბომბვის ინტენსივობა, ასევე გაეწმინდა წყლის ტერიტორია სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტისთვის. შეგახსენებთ, NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს. შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს. ევროკავშირი „შავი ზღვის სინერგიის“ შესრულების მე-4 ანგარიშზე მუშაობს, ევროკავშირი შავ ზღვაში ჩართულობის შესახებ მომავალ ხედვას განსაზღვრავს „შავი ზღვის მნიშვნელობა უახლოეს წლებში მხოლოდ გაიზრდება“ - აშშ პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან ურთიერთობის გაძლიერებაზე მუშაობს რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე - NATO-ს მიერ განახლებულ დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიაზე: ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია
ტრანსკასპიის დერეფანში სტრატეგიული პროექტების „ხელშესახები წინსვლისთვის“, აშშ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებისთვის პოტენციურ სფეროებს აფასებს
Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამ ეტაპზე, აფასებს ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების პოტენციურ სფეროებს, სადაც აშშ-ის მთავრობას შეუძლია, პროექტის საკონსულტაციო ტექნიკურ დახმარებაში წვლილის შეტანა, პროექტის მომზადება ან/და დაფინანსება ტრანსკასპიის დერეფანში სტრატეგიული პროექტების ხელშესახები წინსვლისთვის. ვაშინგტონი ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების მასშტაბირების საჭიროებაზე მიუთითებს. „ზოგადად, ჩვენ მივესალმებით და ვახალისებთ მრავალმხრივ ძალისხმევას, დასავლეთ ევროპისკენ ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონული კავშირის მხარდასაჭერად. ასეთი ძალისხმევა ხელს უწყობს უფრო უსაფრთხო, მდგრადი და აყვავებული რეგიონის შექმნას. ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის “ინვესტორთა ფორუმი, კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის საკოორდინაციო პლატფორმა და USAID Trade Central Asia მხოლოდ რამდენიმეა იმ პროგრამებიდან, რომლითაც შეერთებული შტატები ჩვენს ევროპელ კოლეგებთან მჭიდრო კოორდინაციის მხარდაჭერას აგრძელებს, ცენტრალურ აზიაში ჩვენს პარტნიორებთან კავშირის გასაუმჯობესებლად და ეკონომიკის დივერსიფიკაციის მიზნით. C5+1 დიპლომატიური პლატფორმის მეშვეობით, ჩვენ ვაგრძელებთ რეგიონული თანამშრომლობისა და დიალოგის ხელშეწყობას, რომელიც ეხმარება რეგიონს, გადაჭრას საერთო უსაფრთხოებისა და ეკონომიკური გამოწვევები და კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი (ცენტრალურ) აზიელი პარტნიორების ავტონომია და სუვერენიტეტი. 2023 წლის სექტემბერში გამართული C5+1 საპრეზიდენტო სამიტის დროს, პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა, რომლის მიზანიცაა PGI-ის მეშვეობით, ტრანსკასპიური დერეფნის დაკავშირებადობა, ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მასშტაბირება, ეკონომიკური განვითარების დაჩქარება და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. PGI-ის მეშვეობით, შეერთებული შტატები ამჟამად აფასებს ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების პოტენციურ სფეროებს, სადაც აშშ-ის მთავრობას შეუძლია, პროექტის საკონსულტაციო ტექნიკურ დახმარებაში წვლილის შეტანა, პროექტის მომზადება ან/და დაფინანსება, ტრანსკასპიის დერეფანში სტრატეგიული პროექტების ხელშესახები წინსვლისთვის,“ განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. ინფორმაციისთვის, PGI (აშშ) არის კოორდინატორის ოფისი გლობალური ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების პარტნიორობისთვის (PGI) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს აშშ-ის პრეზიდენტის G7+ ფლაგმანურ ინიციატივას სტრატეგიული, ღირებულებებზე ორიენტირებული და მაღალი სტანდარტების ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების განვითარებისთვის დაბალ და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში. ასევე წაიკითხეთ: ბულგარეთის ელჩი: საბორნე მიმოსვლის ხელშეკრულებას უფრო კონკრეტული და თანამშრომლობის ფარგლებში ქმედება უნდა მოჰყვეს
საქართველოსა და რუმინეთის სპეციალური დანიშნულების საზღვაო ჯგუფებმა შავ ზღვაში ერთობლივი სამხედრო სწავლება ჩაატარეს
საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის დასავლეთის ბატალიონის სპეციალური დანიშნულების საზღვაო ჯგუფმა, რუმინეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების საზღვაო ჯგუფთან ერთად, შავ ზღვაში სამხედრო სწავლება ჩაატარა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთობლივი წვრთნები იმიტირებული სცენარის მიხედვით წარიმართა. „ქართველმა და რუმინელმა სამხედროებმა აბორდაჟის ოპერაცია განახორციელეს. სწავლების მონაწილეებმა ზღვაში ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენის, უსაფრთხო ადგილზე გადატანისა და გაუვნებელყოფის კომპონენტებიც შეასრულეს. სამხედრო მოსამსახურეებს სწავლების წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდალმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა მიულოცა. სამხედრო წვრთნები საქართველოსა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების სარდლობებს შორის თავსებადობის გაძლიერებასა და პარტნიორული ურთიერთობების გამყარებას ისახავდა მიზნად,“ წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პიტერ სტანო: რეგიონული აქტივობები ამყარებს ორმხრივ ურთიერთობებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის
Europetime-ის შეკითხვების საპასუხოდ, ევროკავშირის პრესსპიკერი პიტერ სტანო აცხადებს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები შავი ზღვის სინერგიის მნიშვნელოვანი ელემენტებია. ეს რეგიონული აქტივობები კი, ამყარებს ორმხრივ ურთიერთობებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ასე უპასუხა სტანომ Eropetime-ის შეკითხვას, რა ეტაპზეა შავი ზღვის სინერგიის ანგარიში. როგორც ცნობილია, ევროკავშირსა და აშშ-ს საერთო ინტერესები აქვთ შავი ზღვის რეგიონში. და როგორ ხედავს ევროკავშირი საქართველოს როლს ამ მიმართულებით? „ჩვენ შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ საქართველო იყო აქტიური მონაწილე „შავი ზღვის სინერგიის“ ინიციატივაში, მათ შორის, მასთან დაკავშირებულ პოლიტიკაში, როგორიცაა, საერთო საზღვაო დღის წესრიგი და სტრატეგიული კვლევებისა და ინოვაციების ზონის მიმართულება,“ ამბობს Europetime-თან საუბარში ევროკავშირის პრესსპიკერი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პიტერ სტანო. სტანო ხაზს უსვამს, რომ „შავი ზღვის სინერგია“ არის ევროკავშირის ძირითადი რეგიონული პოლიტიკის ჩარჩო შავი ზღვის რეგიონისთვის და ერთ-ერთი ფუნდამენტური საყრდენი ევროკავშირის ჩართულობისთვის რეგიონში. „ის ხელს უწყობს თანამშრომლობას პოლიტიკის ფართო სპექტრში, მათ შორის, მდგრადი ლურჯი ეკონომიკის, საზღვაო კვლევებისა და ინოვაციების, მეთევზეობისა და აკვაკულტურის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების ჩათვლით. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები ასევე შავი ზღვის სინერგიის მნიშვნელოვანი ელემენტებია. ეს რეგიონული აქტივობები ამყარებს ორმხრივ ურთიერთობებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის,“ ამბობს პიტერ სტანო. რა არის „შავი ზღვის სინერგია ევროკომისიამ საზოგადოებას 2007 წელს გააცნო თავისი ახალი გეგმა, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ევროკომისიის ინიციატივაში ხაზგასმულია, რომ რეგიონული თანამშრომლობის ამოცანაა, ერთგვარად შეავსოს უკვე არსებული პროგრამები და შეთანხმებები. "შავი ზღვის სინერგიის" პრიორიტეტებს შორის არის ისეთი სფეროები, როგორიცაა ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და სხვა. პრიორიტეტების ჩამონათვალში შეხვდებით, აგრეთვე, "გაყინული კონფლიქტების" მოგვარების ხელშეწყობას, თუმცა რაიმე კონკრეტულ ინიციატივებს ტყუილად დაუწყებთ ძებნას. ევროკავშირის ინიციატივის - "შავი ზღვის სინერგიის" პრიორიტეტებს შორის არის ისეთი სფეროები, როგორიცაა, ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და სხვა. ასევე წაიკითხეთ: „შავი ზღვის სინერგია“: საქართველო ევროკავშირის ანგარიშში
„შავი ზღვის სინერგია“: საქართველო ევროკავშირის ანგარიშში
EXCLUSIVE ევროკავშირმა „შავი ზღვის სინერგიის“ ინიციატივის შესრულების მე-4 ანგარიშზე მუშაობა დაასრულა. ანგარიში მოიცავს საქართველოსაც, როგორც ინიციატივის მონაწილე შავი ზღვის აუზის ქვეყანას. დოკუმენტში, რომელსაც Europetime გაეცნო, მნიშვნელოვანი ნაწილი ენერგიისა და ტრანსპორტის სფეროს ეთმობა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ტრანსპორტის სფეროში, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და შავი ზღვის მოსაზღვრე, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების საერთო საზრუნავი მოიცავს ნაოსნობის თავისუფლებას, საზღვაო უსაფრთხოებასა და საზღვაო გარემოს დაცვას. ამასთან, მეტი ძალისხმევაა საჭირო, რათა შავი ზღვის რამდენიმე სანაპირო ქვეყანაში საზღვაო ადმინისტრაციის ეფექტიანობა გაძლიერდეს. ამასთანავე, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი - შავი და კასპიის ზღვის სანაპირო ქვეყნებისთვის გარემოსდაცვითი მდგრადობისა და საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ (BCSEA II), 2022 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. პროექტი ეხება საზღვაო უსაფრთხოებას და შავი ზღვის რეგიონში მხარს უჭერს საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკას, თურქეთსა და უკრაინას - საერთო ბიუჯეტი 3,5 მილიონი ევროა. „რუსეთის აგრესიული ომის შედეგები უკრაინის წინააღმდეგ, სცილდება შავი ზღვის რეგიონს და იგრძნობა მთელ მსოფლიოში, რაც გავლენას ახდენს გლობალურ ეკონომიკაზე, მათ შორის, სასურსათო და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, როდესაც რუსეთი მუდმივად უმიზნებს საპორტო ინფრასტრუქტურასა და საწყობებს უკრაინაში. „შავ ზღვაში რუსეთი ხელს უშლის ნაოსნობისა და ფრენის თავისუფლებას, უკრაინის შავი ზღვის პორტების საზღვაო ბლოკადის მცდელობით. საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში მდებარე შავი ზღვის პორტში, ოჩამჩირეში რუსეთის მიერ მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებამ უსაფრთხოების რისკები და გამოწვევები შემატა.“ ინფორმაციისთვის, ენერგეტიკული გაერთიანება მოიცავს ევროკავშირს, უკრაინას, მოლდოვის რესპუბლიკას და საქართველოს წევრებად, ხოლო თურქეთსა და სომხეთს დამკვირვებლებად.“ ვკითხულობთ დოკუმენტში. მისივე თანახმად, „მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო და უკრაინა, ასევე აქტიური პარტნიორები არიან აღმოსავლეთ პარტნიორობაში - მთავარ დისკუსიებში, რომლებიც მიზნად ისახავს, დააჩქაროს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის თანამშრომლობის ძირითად სფეროებში. სხვა საკითხებთან ერთად, ეს ეხება, დაკავშირებადობას, ტრანსპორტს, ენერგეტიკას, მწვანე და ციფრულ გადასვლებს, ასევე - გაზრდილ თანამშრომლობას ისეთ რეგიონებთან, როგორიცაა ცენტრალური აზია და დასავლეთ ბალკანეთი. საქართველო „ჩვენ შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ საქართველო აქტიური მონაწილე იყო „შავი ზღვის სინერგიის“ ინიციატივაში, მათ შორის, მასთან დაკავშირებულ პოლიტიკაში, როგორიცაა, საერთო საზღვაო დღის წესრიგი და სტრატეგიული კვლევებისა და ინოვაციების ზონის მიმართულება,“ ამბობს Europetime-თან საუბარში ევროკავშირის პრესსპიკერი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პიტერ სტანო. სტანო ხაზს უსვამს, რომ „შავი ზღვის სინერგია“ არის ევროკავშირის ძირითადი რეგიონული პოლიტიკის ჩარჩო შავი ზღვის რეგიონისთვის და ერთ-ერთი ფუნდამენტური საყრდენი რეგიონში ევროკავშირის ჩართულობისთვის. „ის ხელს უწყობს თანამშრომლობას პოლიტიკის ფართო სპექტრში, მათ შორის, მდგრადი ლურჯი ეკონომიკის, საზღვაო კვლევებისა და ინოვაციების, მეთევზეობისა და აკვაკულტურის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების ჩათვლით. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები ასევე შავი ზღვის სინერგიის მნიშვნელოვანი ელემენტებია. ეს რეგიონული აქტივობები ამყარებს ორმხრივ ურთიერთობებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის,“ ამბობს პიტერ სტანო. ანგარიში Europetime რამდენიმე საკვანძო თემას გთავაზობთ კავშირები ევროკავშირის სხვა პოლიტიკასთან ან სტრატეგიებთან, რომლებიც აქტუალურია შავი ზღვის რეგიონისთვის „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და რეგიონში არსებული სხვა გამოწვევების მიუხედავად, აღმოსავლეთ პარტნიორობამ დააახლოვა უკრაინა, მოლდოვის რესპუბლიკა და საქართველო ევროკავშირთან - გრძელდება რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობა პარტნიორ ქვეყნებში სხვადასხვა სფეროებში. EaP კვლავაც იყო ნორმატიული მამოძრავებელი ტრანსფორმაცია პარტნიორებისთვის რეგიონში.“ ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა - შავი ზღვის აუზის პროგრამა „2024 წლის იანვარში პროგრამამ დასაფინანსებლად შეარჩია 33 პროექტი, 110-ზე მეტი პარტნიორით. ისინი საქმიანობას უკვე 2024 წლიდან დაიწყებენ. წინადადებების მეორე მოწოდება 2024 წლის მარტში დაიწყო. შავი ზღვის აუზის პროგრამა ევროკავშირის სხვა პრიორიტეტებთან და რეგიონში განხორციელებულ ინიციატივებთან სინერგიით მუშაობს. 11 მილიონი ევრო დაეხმარება სამოქალაქო საზოგადოებას და გააძლიერებს სახელმწიფო ხელისუფლებების შესაძლებლობების განვითარებას, რაც ასევე შეესაბამება უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესებს. სულ ახლახან, უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილებით და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამა სულ უფრო სასარგებლო პლატფორმად იქცევა, რათა მხარი დაუჭიროს ამ ქვეყნების გაწევრიანების გზას და ხელი შეუწყოს უკეთეს მმართველობას თანამშრომლობის საკითხებში, მათ შორის, შესაბამისი ორგანოების ადმინისტრაციულ და ინსტიტუციურ შესაძლებლობებათა გაძლიერებით.“ ენერგია და ტრანსპორტი შავი ზღვის ყველა მეზობელი ვალდებულია, სისრულეში მოიყვანოს წმინდა ნულოვანი ემისიების მიღწევა 2050 წლისთვის/ ან დაახლოებით 2050 წელს. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები, ისევე როგორც მოლდოვა, უკრაინა, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი შეუერთდნენ გლობალურ დაპირებას, გაასამმაგდეს განახლებადი ენერგიის სიმძლავრე და 2030 წლისთვის მსოფლიო მასშტაბით გაორმაგდება ენერგოეფექტურობა. რუმინეთი და ბულგარეთი შავ ზღვაში ოფშორული ქარის ენერგიის დარგში განვითარების პერსპექტივაზე მუშაობენ, როგორც ფიქსირებული, ისე მცურავი ტურბინებით. 16-მდე კომპანია ევროკავშირიდან, თურქეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან გაერთიანდა, რათა ევროკავშირის დაფინანსებით შეიმუშაოს 5 მეგავატი სიმძლავრის მცურავი ქარის ტურბინის დემონსტრატორი, რომელიც შავი ზღვის პირობებზე იქნება ადაპტირებული. მიმდინარეობს მუშაობა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაკავშირებადობის ხელშეწყობისთვის, კანონმდებლობის ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან დაახლოებისა და ბაზრის ინტეგრაციის მიზნით. მწვანე ენერგიის სფეროში პარტნიორობა 2022 წელს დაიწყეს აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა, სადაც გაწევრიანების ინტერესებს უფრო მეტი რეგიონული პარტნიორი იჩენს. მიმდინარეობს კვლევა, რუმინეთისა და საქართველოს სანაპიროებს შორის მაღალი ძაბვის გადამცემი წყალქვეშა კაბელის შესაძლო გაყვანის თაობაზე, რომელიც განკუთვნილია ორმხრივი სარგებლისთვის, ასევე სხვადასხვა შესაძლო სავაჭრო მარშრუტებზე რეგიონის მასშტაბით - ისეთი განახლებადი საწვავისთვის, როგორიცაა, წყალბადი. ევროკავშირი მხარს უჭერს სომხეთის მონაწილეობას რეგიონალურ პროექტებში, როგორიცაა, შავი ზღვის ელექტრო კაბელი. ევროკავშირმა შეიმუშავა მეთანის სფეროს სამოქმედო გეგმა, რომელიც ასახავს პოლიტიკასა და აქტივობებს, რომლებიც გლობალურ დონეზე Global Methane Pledge-ის მექანიზმის განხორციელებას შეუწყობს ხელს. სომხეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვის რესპუბლიკა, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, სერბეთი, თურქმენეთი, უკრაინა და უზბეკეთი შეუერთდნენ Global Methane Pledge-ს და ამ ქვეყნებმა ყოვლისმომცველი შიდა გეგმა უნდა მიიღონ. ბევრი რამ არის გასაკეთებელი დაპირების მისაღწევად, პოლიტიკიდან დაწყებული ფინანსებით დამთავრებული, ანგარიშგების მონიტორინგამდე და გადამოწმებამდე, დაშავი ზღვის მიმდებარე დანარჩენ ქვეყნებთან ჩართვა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან, რომლებიც წიაღისეულ საწვავს აწარმოებენ. საქართველო და უკრაინა უერთდებიან ამ პარტნიორობას, რომელიც ბულგარეთს, რუმინეთსა და თურქეთს მოიცავს. ეს პარტნიორობა მხარს უჭერს ინვესტიციებს ერთობლივ კვლევით პროექტებსა და სხვა ერთობლივ აქტივობებში, რაც თავის მხრივ, მიზნად ისახავს მკვლევრების ჩართულობის წახალისებას შავი ზღვის სანაპიროს ყველა ქვეყნიდან და მოლდოვის რესპუბლიკიდან. რა არის „შავი ზღვის სინერგია ევროკომისიამ საზოგადოებას 2007 წელს გააცნო თავისი ახალი გეგმა, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ევროკომისიის ინიციატივაში ხაზგასმულია, რომ რეგიონული თანამშრომლობის ამოცანაა, ერთგვარად შეავსოს უკვე არსებული პროგრამები და შეთანხმებები. "შავი ზღვის სინერგიის" პრიორიტეტებს შორის არის ისეთი სფეროები, როგორიცაა ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და სხვა. პრიორიტეტების ჩამონათვალში შეხვდებით, აგრეთვე, "გაყინული კონფლიქტების" მოგვარების ხელშეწყობას, თუმცა რაიმე კონკრეტულ ინიციატივებს ტყუილად დაუწყებთ ძებნას. ევროკავშირის ინიციატივის - "შავი ზღვის სინერგიის" პრიორიტეტებს შორის არის ისეთი სფეროები, როგორიცაა, ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და სხვა. ზემოთ აღნიშნულ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა ხაზი გაუსვა: (i) შავი ზღვის კავშირის პროექტების სწრაფი განხორციელების მნიშვნელობას, რომელიც შექმნილია ევროკავშირის დამატებითი პოლიტიკის მიხედვით; (ii) გააძლიერა და გაამარტივა თანამშრომლობა რეგიონის სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.