თეგი: ავსტრია
ავსტრიაში ზვავის გამო 8 ადამიანი დაიღუპა
ავსტრიაში, ტიროლში, 2 დღის განმავლობაში, ზვავის გამო, 8 ადამიანი დაიღუპა. სულ, 2 დღეში 3 ზვავი ჩამოწვა. მიზეზი ტემპერატურის მოულოდნელი მატებაა, რამაც თოვლის მასის მოწყვეტა გამოიწვია, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. იქამდე, კიდევ ერთ ზვავს 42 წლის ავსტრიელი მოთხილამურე და გიდი, ასევე, მასთან ერთად მყოფი 4 შვედი დამსვენებელი ემსხვერპლა. ამავე ჯგუფის ერთმა შვედმა წევრმა, სამაშველო სამსახურის გამოძახება შეძლო და გადარჩა.
ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი “პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა
ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი “პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა და მათი „დიპლომატიური სტატუსის შეუსაბამო“ ქმედებების გამო გააძევა. ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. გაძევებულმა რუსმა დიპლომატებმა ქვეყნა არაუგვიანეს 12 აპრილამდე უნდა დატოვონ. შეგახსენებთ, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის ესპანეთმა, იტალიამ, საფრანგეთმა, გერმანიამ და შვედეთმა, რუსი დიპლომატები გააძევეს. რუსეთის მხრიდან ბუჩაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის პასუხად, დანიამ - 15, გერმანიამ - 40, შვედეთმა - 3, იტალიამ - 30 რუსი დიპლომატი გააძევა. ლიტვამ კი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირა და ლიტვაში რუსეთის ელჩს ქვეყანა დაატოვებინა. ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას „ფეიკურ თავდასხმასა“ და ინსცენირებას უწოდებს. ასევე წაიკითხეთ: რუმინეთმა და სლოვენიამ 10-ზე მეტ რუსი დიპლომატი გააძევეს. იტალია ქვეყნიდან 30 რუს დიპლომატს აძევებს შვედეთი ქვეყნიდან 3 რუს დიპლომატს აძევებს
მედია: ავსტრია კიევში საკუთარ დიპლომატებს უახლოეს მომავალში დააბრუნებს
ავსტრია კიევში საკუთარ დიპლომატებს უახლოეს მომავალში დააბრუნებს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა უკრაინაში ვიზიტის დროს განაცხადა. „ვინაიდან კიევის ირგვლივ ვითარება გარკვეულწილად დასტაბილურდა, ავსტრიის საელჩოს გუნდი განაახლებს მუშაობას უკრაინის დედაქალაქში“, - განაცხადა ნეჰამერმა და დასძინა, რომ ეს „ამ ძალიან რთულ დროს უკრაინის მიმართ ავსტრიის სრული მხარდაჭერის ნიშანია“. შეგახსენებთ, კიევში ელჩი ევროკავშირმა უკვე დააბრუნა, საელჩოს მუშაობის განახლებას გეგმავს იტალიაც. ასევე წაიკითხეთ: ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯოზეფ ბორელი ბუჩაში ჩავიდნენ ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას ასევე წაიკითხეთ: რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი: რუსეთს უნდა შეუჩერდეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება ზელენსკი გაეროს: ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა
ავსტრიის კანცლერი პუტინთან შეხვედრაზე: ეს იყო არამეგობრული ვიზიტი
ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართულ შეხვედრას „არამეგობრული, ძალიან პირდაპირი, ღია და მკაცრი" უწოდა. ნეჰამერი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელიც პუტინს პირისპირ შეხვდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ავტრიის კანცლერმა ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ ომის დანაშაულებში ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა დაისაჯოს და რომ დასავლეთის სანქციები გაძლიერდება, ვიდრე ადამიანები იღუპებიან უკრაინაში. „არ ვარ განსაკუთრებით ოპტიმისტურად განწყობილი. შეტევა უკრაინაში მზადდება დიდი მონდომებით", - განაცხადა ნეჰამერმა მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე, CNN-ის ცნობით. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არ ელოდა, პუტინი აზრს შეცვლიდა, მასთან ფაქტებით დაპირისპირება მნიშვნელოვანია. „ახლახან ჩამოვედი უკრაინიდან და ჩემი თვალით ვნახე ის ტანჯვა, რომელიც გამოწვეულია რუსეთის აგრესიული ომის შედეგად", - ნათქვამია ნეჰამერის განცხადებაში, რომელიც მისმა ოფისმა გაავრცელა მოსკოვის მახლობლად გამართული შეხვედრის შემდეგ. კანცლერის სპიკერის თქმით, მხარეები დაახლოებით 75 წუთის განმავლობაში საუბრობდნენ ნოვო-ოგარიოვოს რეზიდენციაში. ამერიკული მედიის ცნობით, რუსეთში ვიზიტამდე ნეჰამერი კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და ეწვია ქალაქ ბუჩას, სადაც რუსეთის აგრესიიდან ერთი თვის შემდეგ, ქუჩებში მიმოფანტული უიარაღო მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს. ასევე CNN წერს, რომ ავსტრიის კანცლერის ვიზიტმა გაყო აზრი ევროკავშირის ლიდერებს შორის, ზოგიერთმა გამოთქვა სკეპტიციზმი რუსეთის ლიდერთან ურთიერთობის შესახებ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კვირას განაცხადა, რომ „უკიდურესად რთული“ იქნება რუსეთთან მოლაპარაკებებზე ფიქრიც კი, ქალაქ ბუჩასა და კრამატორსკში ჩადენილი სისასტიკის შემდეგ. ამასთან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეჭვი შეიტანა მოლაპარაკებების ეფექტიანობაში. ნეჰამერს სიფრთხილისკენ მოუწოდა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმაც. „ნუ იქნებით გულუბრყვილო. პუტინი არის ამ საშინელი ომის დანაშაულისა და ამ სისასტიკის ჩამდენი და ის უნდა დაისაჯოს ამისთვის", - განაცხადა ჩეხმა მინისტრმა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ავსტრიის კანცლერი: ავსტრიამ რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის შეწყვეტა, შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში შეძლოს
ავსტრიამ რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის შეწყვეტა, შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში შეძლოს, - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა განაცხადა. „ავსტრია 80%-ით არის დამოკიდებული რუსულ გაზზე. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ეს დღეს ან ხვალ მოხდეს“, - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს ტელეფონით ესაუბრა
საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე ავსტრიის რესპუბლიკის მხარდაჭერის მნიშვნელობა და საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერის კარლ ნეჰამერის სატელეფონო საუბრის მთავარი განსახილველი საკითხები, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა და კარლ ნეჰამერმა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსა და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე მოსაზრებები და ინფორმაცია გაცვალეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს უკრაინელი მეგობრების როგორც ჰუმანიტარულ, ისე პოლიტიკურ მხარდაჭერას ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე. მთავრობის მეთაურმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ევროკავშირში წარდგენილ გაწევრიანების განაცხადზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკომისიისგან საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი მიიღო და საქართველოს მიერ შევსებული კითხვარი ევროკავშირს მაისის თვეში გადაეცემა. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროინტეგრაციის გზაზე პარტნიორობის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ წევრობისკენ მიმავალ გზაზე ავსტრიის რესპუბლიკა საქართველოს გვერდით იდგება.პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს საქართველოს ევროინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ავსტრიის კანცლერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.
უკრაინა იმედგაცრუებულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებს ავსტრიის წინააღმდეგობა შეხვდა - BBC
უკრაინა იმედგაცრუებულია, რადგან ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებს ავსტრიის წინააღმდეგობა შეხვდა. ამის შესახებ BBC წერს. კიევმა შენიშვნებს „სტრატეგიულად შორსმჭვრეტელი" უწოდა. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი მიიჩნევს, რომ უკრაინას უახლოეს მომავალში ევროკავშირში გაწევრიანება არ უნდა შესთავაზონ. კერძოდ, მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინას არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი ივნისში, როგორც ამას პრეზიდენტი ზელენსკი მოელის. მან თავისი პოზიცია იმით დაასაბუთა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა კანდიდატობამდე გაცილებით გრძელი გზა გაიარეს. ავსტრიულ გამოცემა Heute-ს მოჰყავს შალენბერგის სიტყვები, რომ უკრაინა არც მომავალში უნდა გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ის მხარს უჭერს სხვა გზას, რომლის თანახმად, უკრაინას შეუძლია შეუერთდეს ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ ზონას ან უბრალოდ შეინარჩუნოს ასოცირების შეთანხმების არსებული დონე. მანამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ერთ-ერთ ინტერვიუში არ დააკონკრეტა, ეთანხმება თუ არა ევროკავშირის ყველა ქვეყანა უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივას. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის 8 აპრილს გადასცა კითხვარი, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებს მოიცავს. დოკუმენტის მეორე ნაწილი, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობის იმპლემენტაციას ასახავს, უკრაინას 13 აპრილს წარედგინა. ევროკომისიამ დაიწყო კითხვარის პირველი ნაწილის პასუხების შეფასება, რომელიც უკრაინისგან 17 აპრილს მიიღო. ამავე თემაზე ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა
ავსტრიელმა დიპლომატებმა კიევში მუშაობა განაახლეს
ავსტრიელმა დიპლომატები კიევში დაბრუნდნენ. მუშაობის განახლების შესახებ ქვეყნის საგარეო უწყება იტყობინება. „ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით, რომლებიც რუსეთის მხრიდან უპრეცედენტო სამხედრო აგრესიის მსხვერპლები გახდნენ. უკრაინის მიმართ ჩვენი ურყევი სოლიდარობისთვის მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ ჩვენი საელჩოს თანამშრომლები გასულ კვირას კიევში დაბრუნდნენ“, წერს ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე. 26 აპრილს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დიპლომატების ნაწილის ლვოვში დროებით დაბრუნების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. „დღევანდელი მოგზაურობა იყო პირველი ნაბიჯი, მომავალში რეგულარულ მოგზაურობამდე. ჩვენ ვაჩქარებთ მზადებას, კიევში საელჩოს ფუნქციონირების რაც შეიძლება მალე განახლებისთვის“, - განაცხადა ნედ პრაისმა. მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი მუდმივად აფასებს უსაფრთხოების ვითარებას, რათა საელჩოების ოპერაციები რაც შეიძლება მალე განახლდეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
ავსტრიის ენერგეტიკის მინისტრი: რუსეთის ნავთობემბარგოს მხარს დავუჭერთ
ავსტრიის ენერგეტიკის მინისტრი ლეონორა გებესლერი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოს მხარს დაუჭრს. ამის შესახებ, მან ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა, წერს Kurier. „ავსტრია მზადაა მხარი დაუჭიროს ნავთობემბარგოს, თუ ევროკომისია და ევროკავშირის წევრები ამას გადაწყვეტენ“, - განაცახადა გებესლერმა. მან ასევე თქვა, რომ ავსტრიამ უკვე უარი თქვა რუსული ნავთობის გადამუშავებაზე, თუმცა ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებში სხვანაირი ვითარებაა. „ძირითადი მოთხოვნაა, რომ ჩვენ ამას ერთად შევასრულებთ“, - თქვა ავსტრიის ენერგეტიკის მინისტრმა. შეგახსენებთ, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა რუსულ ნავთობზე შეზღუდვა დააწესეს. ამასთან მსხვილმა კომპანიებმა Shell Plc-მა, TotalEnergies SE-მ რუსული ნავთობის შესყიდვაზე უარი განაცხადეს. 14 მარტს ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის (NIOC) ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ირანი მზადაა, საჭირო მოცულობის ნავთობის მიწოდება უზრუმველყოს მსოფლიო ბაზარზე და დაასტაბილუროს ფასები, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო IRNA. ევროკავშირის მთავრობები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს, მათ შორის, ნავთობის ემბარგოს განიხილავენ. ასევე წაიკითხეთ Bloomberg: აშშ ნავთობის სტრატეგიული რეზერვებიდან დღეში ერთი მილიონი ბარელის გაყიდვას გეგმავს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: პოლონეთი მხარს დაუჭერს რუსული ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის ემბარგოს აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს დიდი ბრიტანეთი რუსული ნავთობის იმპორტს წლის ბოლომდე, ეტაპობრივად შეწყვეტს იტალიურმა ნავთობგიგანტმა Eni-მ რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერა უმსხვილესმა გადამზიდავმა Maersk რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერა
ავსტრიაში მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა - დაიღუპა ერთი ადამიანი
ავსტრიაში, ვენის მახლობლად მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. სარკინიგზო კატასტროფის შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე პირი, მათგან სამი მძიმედ. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. როგორც ცნობილია, სარკინიგზო შემთხვევის შედეგად, ვენისკენ მიმავალი მატარებლის ორი ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა. ამ ეტაპზე, უცნობია, რა გახდა მომხდარის მიზეზი.
საგარეო საქმეთა მინისტრი ავსტრიელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ევროპის საბჭოს 132-ე მინისტერიალის ფარგლებში ავსტრიის რესპუბლიკის ევროპისა და საერთაშორისო საკითხების ფედერალურ მინისტრს, ალექსანდრ შალენბერგს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა ქვეყნებს შორის ყველა ძირითად სფეროში მაღალი დონის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს. „მხარეებმა შეხვედრაზე აღნიშნეს ავსტრიისა და საქართველოს ნაყოფიერი თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში. აღინიშნა ავსტრიის დახმარება და მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს ევროპული დღის წესრიგის ფარგლებში წარმატებით განხორციელებული რეფორმების გზაზე, როგორც პრაქტიკული თვალსაზრისით, სხვადასხვა პროექტის მეშვეობით, ასევე, პოლიტიკური კუთხით. ამ მხრივ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მხრიდან ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების შემდგომ, ორგანიზაციის და წვერი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რაც სერიოზული გზავნილი იქნება სამივე ქვეყნისთვის არსებული ურთულესი გამოწვევების ფონზე. მინისტრებმა მიმოიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ზოგადად რეგიონსა და მსოფლიოში შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემო. ავსტრიის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და დაინტერესდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებით. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ავსტრიას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაში ჩართულობისთვის“, - იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ავსტრიამ, სანქცირებული რუსი ოლიგარქების €254 მილიონის აქტივები გაყინა
ავსტრიამ სანქცირებული რუსი ოლიგარქების 97 ანგარიშზე €254 მილიონის აქტივები გაყინა. ამის შესახებ ORF ავსტრიის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება. მედიის ცნობით, გაყინული აქტივების მოცულობა მარტთან შედარებით, ორჯერაა გაზრდილი. ავსტრიაში რუსი ოლიგარქების აქტივების გამოვლენის საკითხზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის დირექტორატის ხელმძღვანელობით. ავსტრიის ფინანსთა მინისტრი: ავსტრია რუსეთის წინააღმდეგ გაზის ემბარგოს გარდა, ყველა სანქციას ემხრობა მანამდე ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა გერჰარდ კარნერმა კომპლექსური გამოძიების შესახებ განაცხადა, რომელიც საჭიროებდა სიღრმისეულ მუშაობას, ხოლო კანცლერმა კარლ ნეჰამერმა თქვა, რომ აუცილებელია "ოლიგარქების" ფულის დაკავება, რათა მათ ზიანი მიაყენონ. კანცლერმა პირობა დადო, რომ „ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სანქციები უპირობოდ დაწესდეს სამხედრო ლიდერებისა და პუტინის მხარდამჭერების წინააღმდეგ“. ზელენსკიმ და დრაგიმ ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტის დაჩქარების საკითხი განიხილეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ავსტრიაში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერის კარლ ნეჰამერის მიწვევით, ვენაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. ამასთან, საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე იმყოფებიან.
ავსტრიის კანცლერი: საქართველოს მხარი უნდა დავუჭიროთ ევროპისკენ მიმავალ გზაზე
ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა ვენაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს, თუ რატომ არ მიენიჭა ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და რატომ მიენიჭა სტატუსი უკრაინას, ასევე მოლდოვას. „შეხვედრა მქონდა გეოსტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. საქართველოს 20% რუსეთის სამხედრო ძალების მიერ არის ოკუპირებული. ეს დიდი გამოწვევაა. საქართველო წარმოადგენს ძალიან განსაკუთრებულ, მნიშვნელოვან პარტნიორს, როდესაც ვსაუბრობთ აღმოსავლეთ და დასავლეთს შორის პარტნორობაზე. უკეთ რომ გავიგოთ ეს რეგიონი, ავსტრიის პერსპექტივიდან ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა, ქვეყნის, რომელიც იზიარებს ევროპულ ღირებულებებს, მიისწაფვის ევროპისკენ. ამ გზაზე მას მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა ის დაუახლოვდეს და ნამდვილად გახდეს ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ერთობის ნაწილი. ევროპულმა საბჭომ უკვე ჩამოაყალიბა საკუთარი რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოხერხდეს სწარაფად ამ პროცესის უზრუნველყოფა. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ბატონ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ავსტრიის პოზოციებზე დეტალურად ვისაუბრეთ და ავუხსენით ჩვენი მიდგომა, რატომ გაიწერა მაგალითად, მოლდოვისა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რატომ დაფიქსირდა ევროპული პერსპექტივა. ამ შემთხვევაში ბოსნია-ჰერცოგოვინის მომენტიც გასათვალისწინებელია და ჩვენ ამაზე დეტალურად ვისაუბრეთ. ჩვენ ვსაუბრობთ არამხოლოდ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, არამედ, ვლაპარაკობთ სხვადასხვა ინტერესზე, ამ ინტერესების დაბალანსებაზე და ამ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონკრეტული სიგნალი გაიგზავნა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიმართ. მაგრამ ჩვენთვის, ავსტრიისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო სიგანლის გაგზავნა დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებისთვის. რომ დავუბრუნდეთ კვლავ საქართველოსთან ურთიერთობებს, ჩვენ ვართ სავაჭრო პარტნიორები. ბუნებრივია, ჩვენს ურთიერთობებში არსებობს კიდევ დიდი პოტენციალი, ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალი, თუმცა როდესაც ვლაპარაკობთ ავსტრიაზე, ავსტრიელებზე, ავსტრიის მოქალაქეებზე, შეიძლება ითქვას, რომ ბევრად უფრო გასაგებია ეს ქვეყანა ჩვენთვის, საქართველოს უფრო ახლოს ვხედავთ. გარდა ამისა, ჩვენ ასევე ვმუშაობთ ეკონომიკური ურთიერთობის გასაღრმავებლად, ამ მიმართულებითაც დიდი პოტენციალი არსებობს, თუმცა იმისთვის, რომ მოხდეს უწყვეტი ინვესტიციები, ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი უსაფრთხოება. პრემიერ-მინისტრმა მოგვცა გარანტია, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს გარანტიები უზრუვნელყოფილი იყოს. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ და ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათ შორის უსაფრთხოების კუთხით, იქნას გარანტიები შექმნილი. ორგანიზებულ კრიმინალთან, დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით აქტიურად ვითანამშრომლებთ, რადგან ჩვენ ამ თანმაშრომლობის პროცესში ძალიან ბევრს ვსწავლობთ ერთმანეთისგან. ამ მიმართულებითაც ძალიან აქტიურად ვითანამშრომლებთ. მე, როგორც ფედერალურმა კანცლერმა, საქართველოს მივეცი ცალსახა გარანტია, რომ კონკრეტული რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში, იქნება ჩვენი მხრიდან კონკრეტული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, რათა შეიმქნას სტაბილურობის სივრცე, სადაც ამ ძალიან რთული სიტუაციის ფონზე, კონკრეტული გარანტიები იქნება მოცემული. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგი, ძალიან მნიშვნელოვანია დაბალანსებული პოლიტიკის წარმოება, რათა უკეთ ვიზრუნოთ ევროპაში მშვიდობისათვის“, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის ომა ევროპა შეცვალა. „ევროპის ორმა სახელმწიფომ გადაწყვიტა, შეუერთდეს NATO-ს. მათ რუსეთთან საზღვარი აკავშირებთ. ამ ფონზე დაჩქარდა დისკუსია, როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ამ ქვეყნების უსაფრთხოება, თუნდაც იმ გზით, რომ მოხდეს მათი NATO-ში გაწევრიანება. იცით, სამი ქვეყანა ნეიტრალურია - ავსტრია, ირლანდია და მალტა, ასევე არის კვიპროსი, რომლებიც ალიანსებში არ ერთიანდებიან. იცვლება NATO-ც. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ რუსეთის პრეზიდენტის სტრატეგიამ არ გაამართლა. მან მიიღო საზღვარზე უფრო მეტი და ძლიერი NATO, რომელიც მზადაა, მეტი ინვესტიცია ჩადოს შეიარაღებაში, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის გლობალური სტრატეგიული მიზნები ვერ იქნება მიღწეული. ომი თავისთავად ტრაგედიაა. საქართველო თავშესაფარს აძლევს უკრაინელ ლტოლვილებს. ავსტრიაში მაგალითად, 80 000 ლტოლვილია. საქართველოს ძალიან მწარე გამოცდილება აქვს, რეგიონში საქართველო რეგიონში აღიქმება როგორც სანდო შუამავალი კონფლიქტურ მხარეებს შორის, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოს დავუჭიროთ მხარი დასავლურ გზაზე. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ მიდგომებისთვის, რომლებსაც ოკუპაციის პირობებში ინარჩუნებთ. მშვიდობის მხარდაჭერის კუთხით, საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია“, - აღნიშნა ავსტრიის კანცლერმა.
დარჩიაშვილმა საქართველოს ევროპული პერსპექტივის საკითხი ავსტრიელ კოლეგასთან განიხილა
ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი თავის ავსტრიელ კოლეგას, ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრს ალექსანდრ შალენბერგს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებულ მზარდ დინამიკას, რომელიც როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებით ვითარდება. ხაზი გაესვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვენაში ვიზიტისა და მაღალი დონის შეხვედრების მნიშვნელობას, რაც ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს. „შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ევროპული პერსპექტივის განხილვას დაეთმო. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილება იყო, რითაც ევროპულმა საბჭომ დაადასტურა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ილია დარჩიაშვილმა ავსტრიელ კოლეგას საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისა და პრინციპული პოზიციის დაფიქსირებისთვის მადლობა გადაუხდა. აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად იმუშავებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით და დემოკრატიული რეფორმების გატარების მიმართულებით ნაკისრ ყველა ვალდებულებას ბოლომდე მიიყვანს. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, ასევე, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების გარემოს. ალექსანდრ შალენბერგმა, ავსტრიის მთავრობის სახელით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არაერთი მიმართულებით არსებულ წარმატებულ პარტნიორობაზეც იმსჯელეს. აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი და მისი სრულად ათვისების მნიშვნელობა“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
კარლ ნეჰამერი: ბევრად უფრო სწორი იქნებოდა, ევროკომისია უფრო მამაცი ყოფილიყო და ბოსნია-ჰერცოგოვინის, ბალკანეთის სახელმწიფოების მიმართ უფრო ცალსახა პოზიცია ჰქონოდა
ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ბევრად უფრო სწორი იქნებოდა, ევროკომისია უფრო მამაცი ყოფილიყო და ბოსნია და ჰერცოგოვინის, ბალკანეთის სახელმწიფოების მიმართ უფრო ცალსახა პოზიცია ჰქონოდა. „დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა არ წარმოადგენს რაღაც თავისთავად ცხადს. ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ამაზე ისაუბრა, რომ ბოლო წლების ისტორიის განმავლობაში საქართველოს რა მტკივნეული ნაბიჯების გადადგმა მოუწია იმისთვის, რომ მისულიყო დემოკრატიამდე, სამართლებრივ სახელმწიფოებრიობამდე. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რადგანაც ამ პროცესის რეალიზება არ ხდება თავისთავად და სწორედ ამიტომ მიმაჩნია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ძალიან მნიშვნელოვნად, რომ თანამიმდევრულად მოხდეს თითოეული ნაბიჯის გადადგმა. როდესაც ვლაპარაკობთ მოტივაციაზე ევროკავშირის მხრიდან, მოტივაცია უნდა იყოს იმ კუთხით, რომ მოხდეს ამ პროცესში საქართველოს მხარში დგომა. ჩვენ არ ვხუჭავთ თვალს გამოწვევებზე, პირიქით, უკეთესია თუ გამოწვევებს დავინახავთ, თვალს გავუსწორებთ და ამ მხრივ, განვახორციელებთ პროცესს. ეს პოზიტიური პროცესია. თუ ვილაპარაკებთ ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დიფერენციაციაზე, თქვენ მე მგონი იცით, რომ მე ვთვლი, რომ ბევრად უფრო სწორი იქნებოდა, ევროკომისია უფრო მამაცი ყოფილიყო და ბოსნია და ჰერცოგოვინის, ბალკანეთის სახელმწიფოების მიმართ უფრო ცალსახა პოზიცია ჰქონოდა. ბოსნია-ჰერცოგოვინასთან დაკავშირებით, ბოლო შეხვედრაზე სამ საათნახევარი ვსაუბრობდით. იცით, რომ ბოსნია-ჰერცოგოვინა გამოწვევების წინაშე დგას, რომ ძალადობის ფაქტები არ მოხდეს და ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის, რომ პროცესების ამგვარი განვითარება თავიდან იყოს აცილებული. ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენთვის, თუმცა, ამავდროულად, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ დაინტერესება გვაქვს ერთმანეთის მიმართ. ჩვენ ვხედავთ, დავინახეთ და პოზიტიურად შევაფასეთ ის ნაბიჯები, რა ნაბიჯებიც გადაიდგა საქართველოში და გარკვეული პერსპექტივაც დაფიქსირდა ადამიანებისთვის, ეკონომიკისთვის, სხვა სფეროებისთვის, თუ რა მიმართულებით არის კონკრეტული ნაბიჯები გადასადგმელი და თუკი თქვენ საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობას შეხედავთ, რამდენად დიდი ტერიტორიაა საქართველოსი ოკუპირებული რუსეთის მხრიდან, არა ფორმალურად ოკუპირებული, არამედ რეალურად ოკუპირებული სამხედრო ბაზებით და სამხედრო მოსამსახურეებით, ამ შემთხვევაში თქვენ დაინახავთ, რომ სწორია ჩვენი მიდგომა, რომ გვინდა ვიზრუნოთ მშვიდობაზე, აღმავლობაზე, განვითარებაზე როგორც პოლიტიკურად, ასევე, ეკონომიკურად და სხვა მიმართულებების თვალსაზრისით“,- განაცხადა კარლ ნეჰამერმა“, - განაცხადა კარლ ნეჰამერმა საქართველოს მთავრობის ადმინისტარციის ცნობით. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ავსტრიაში გაემგზავრა
ირაკლი ღარიბაშვილი: ვიმედოვნებ, ავსტრიასთან სამომავლო პარტნიორობა ყველა ფორმატში გაფართოვდება
საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე, როგორც ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის ავსტრიის მადლობელი ვარ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან კარლ ნეჰამერთან შეხვედრის შემდეგ წერს. მთავრობის მეთაური იმედოვნებს, რომ სამომავლო პარტნიორობა ყველა ფორმატში გაფართოვდება. „აქტიური პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების შესახებ ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერ კარლ ნეჰამერთან. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე, როგორც ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის ავსტრიის მადლობელი ვარ. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი სამომავლო პარტნიორობა ყველა ფორმატში გაფართოვდება“, – წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. ასევე წაიკითხეთ: კარლ ნეჰამერი: ავსტრია მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ავსტრიის კანცლერი: საქართველოს მხარი უნდა დავუჭიროთ ევროპისკენ მიმავალ გზაზე
კარლ ნეჰამერი: ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გზაზე ავსტრია დადებით როლს ითამაშებს და მხარს დაუჭერს საქართველოს
ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გზაზე ავსტრია დადებით როლს ითამაშებს და მხარს დაუჭერს საქართველოს. ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „მე როგორც ფედერალურმა კანცლერმა საქართველოს მივეცი გარანტია , რომ ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად მოცემული რეკომენდაციების შესრულების გზაზე ავსტრია დადებით როლს ითამაშებს და ხელს შეუწყობს საქართველოს, რომ შევქმნათ ერთობლივი სივრცე, რომელიც სტაბილურობის და უსაფრთხოების გარანტიებს მოგვცემს უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით შექმნილ ამ ურთულეს ვითარებაში. ჩვენ ვართ სავაჭრო პარტნიორები. ბუნებრივია, ჩვენს ურთიერთობებში არსებობს კიდევ დიდი პოტენციალი, ურთიერთობების გაღრმავების პოტენცია, თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ ავსტრიაზე, ავსტრიელებზე, ავსტრიის მოქალაქეებზე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ჩვენი მოქალაქეებისთვის ახლოს არის და საქართველოს უფრო ახლოს ვხედავთ, ბევრად უფრო გასაგებია ეს ქვეყანა ჩვენთვის. ავსტრიელების და ავსტრიაში მცხოვრეების ალბათ ძალიან პატარა ნაწილმა თუ იცის,რომ ჩვენი საშობაო ნაძვისხეების თესლების დიდი ნაწილი სწორედ საქართველოდან მოდის. ამის მიღმა, ჩვენ ვმუშაობთ ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად, ძალიან დიდი პოტენციალია ამ მიმართულებითაც, თუმცა, იმისთვის, რომ მოხდეს უწყვეტი ეკონომიკური ინვესტიციები, ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი უსაფრთხოება. ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ჩვენ მოგვცა იმის გარანტია, რომ საქართველო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ამ ტიპის გარანტიები იქნას მოცემული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და ვითანამშრომლებთ აქტიურად იმ მიმართულებით, რომ, მათ შორის, უსაფრთხოების კუთხითაც იქნას გარანტიები შექმნილი. ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი საერთო მიზანი - ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. თანამშრომლობის პროცესში ჩვენ ერთმანეთისგან ვსწავლობთ ძალიან ბევრს და ამ მიმართულებითაც ძალიან აქტიურად ვითანამშრომლებთ.ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგი, დაბალანსებული პოლიტიკის წარმოება იმისთვის, რომ უფრო უკეთ ვიზრუნოთ ევროპაში მშვიდობისათვის“, - განაცხადა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინი შიმშილს იარაღად იყენებს
„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცინიკურად იყენებს შიმშილს, როგორც ომის ინსტრუმენტს, როცა ბლოკავს მარცვლეულის ექსპორტს უკრაინიდან“, - ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის ერთიანობის შენარჩუნების მნიშვნელობას, კერძოდ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომზე რეაგირების საკითხში. უნგრელი ჟურნალისტის შეკითხვას, ახანგრძლივებს თუ არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უკრაინაში ომს, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატეგორიული პასუხი გასცა, რომ „არა“. ალექსანდრ შალენბერგის თქმით, სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს და საერთაშორისო სამართლის დარღვევა მიუღებელია. ამასთან, ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ სანქციებმა უნდა შეასუსტოს რუსეთი და არა ევროპული ეკონომიკა. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. „მარცვლეულის დერეფნების“ შესახებ ოთხმხრივ შეხვედრას თურქეთმა ცოტა ხნის წინ უმასპინძლა. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
ავსტრია ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს, მაგრამ თავდაცვის ხარჯებს გაზრდის - კარლ ნეჰამერი
ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ მიატოვებს ნეიტრალიტეტის პოლიტიკას, მაგრამ უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით თავდაცვის ხარჯებს გაზრდის. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ედუარდ გეგერის ვენაში ვიზიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ნეჰამერს ჰკითხეს, გადახედავს თუ არა ავსტრია თავისი ნეიტრალიტეტის საკითხს. ამაზე ავსტრიის კანცლერმა უპასუხა, რომ შვედეთისა და ფინეთისგან განსხვავებით, ავსტრიაში NATO-ში შესაძლო შესვლის შესახებ „არავითარი საუბარი“ არ მიმდინარეობს. მან განმარტა, რომ ვენა ჩართულია ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში და ასევე გეგმავს ინვესტიციების გაზრდას თავდაცვის სფეროში. მანამდე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე შალენბერგმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა შვედეთისა და ფინეთის შემდეგ NATO-ში გაწევრიანებას არ განიხილავს და ნეიტრალურ სტატუსზე უარის თქმისთვის მიზეზს ვერ ხედავს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.
ჩეხეთისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ
ჩეხეთისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ. ამის შესახებ მინისტრებმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერეს. უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს „ჩამოვედი კიევში. ვმგზავრობ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ალექსანდრ შალენბერგთან ერთად. პირველად დიდი ხნის განმავლობაში კვლავ შევხვდი ჩვენს კოლეგებს უკრაინული საელჩოდან. ველოდები მოლაპარაკებებს უკრაინის წარმომადგენლებთან“, – წერს ლიპავსკი. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინის გვერდით დგომას გააგრძელებენ. „მოხარული ვარ, კვლავ დავბრუნდე უკრაინაში ჩემს ძვირფას კოლეგასთან იან ლიპავსკისთან ერთად. გამანადგურებელია იმის ხილვა, თუ რას უკეთებს რუსეთის სასტიკი აგრესიული ომი ამ ლამაზ ქვეყანას და მის ხალხს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას“, – წერს შალენბერგი. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ავსტრიამ „გაზპრომს“ ქვეყანაში ყველაზე დიდი გაზსაცავის მართვის უფლება ჩამოართვა
ავსტრიის უმსხვილესმა ოპერატორმა RAG Austria AG-მა რუსულ „გაზპრომს“, ქვეყანაში ყველაზე მსხვილი გაზსაცავის მართვის უფლება საბოლოოდ ჩამოართვა. ევროპაში ბუნებრივი გაზის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა ავსტრიის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში ბუნებრივი გაზის დეფიციტის გამო მიიღო. ავსტრიის კანონმდებლობის თანახმად, ქვეყანაში გაზის დეფიციტის დროს, ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, გაზსაცავების მართვა ადგილობრივ ოპერატორებს გადასცეს. ამასთან, „გაზპრომის“ მიერ ობიექტის მართვისას გაზსაცავი ცარიელი იყო. ავსტრიის უმსხვილესი ოპერატორის მართვაში გადასვლის შემდეგ, გაზსაცავის შევსება 1-ელი აგვისტოდან დაიწყება. 11 ივლისიდან, რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეაჩერა. რის შემდეგაც, ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მოხმარების 15%-ით შემცირების გეგმა წარმოადგინა. 21 ივლისს, რუსეთმა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი1“-ით ბუნებრივი გაზის მიწოდება განაახლა, თუმცა გაზსადენი მხოლოდ 40%-იანი დატვირთვით მუშაობს. 25 ივლისს კი, „გაზპრომმა“ Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ განაცხადა, შედეგად ევროპისთვის გაზის მიწოდება კიდევ 20%-ით შემცირდა.
ავსტრიის პრეზიდენტი: პუტინი იმპერიალისტურ ომს აწარმოებს, უკრაინელები ჩვენს ღირებულებებს იცავენ
ავსტრიის პრეზიდენტის ალექსანდრე ვან დერ ბელენის განცხადებით, უკრაინელები, რომლებიც რუსული აგრესიის წინააღმდეგ იბრძვიან, ასევე იბრძვიან ღირებულებებისთვის, მშვიდობისა და თავისუფლებისთვის. „ჩვენი თავისუფლება გამოცდის წინაშეა. ჩვენს დემოკრატიაზე თავდასხმა მიმდინარეობს. ჩვენ კიდევ ერთი ომი გვაქვს ევროპაში. იღუპებიან ქალები, კაცები, ბავშვები, ოჯახები", - განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა. ვან დერ ბელენის თქმით, დასავლური დემოკრატიებისთვის მიუღებელია რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. „ახლა პუტინს არამხოლოდ უკრაინის, არამედ ჩვენი დაჩოქებაც სურს“, - აღნიშნა ავსტრიის პრეზიდენტმა. მისივე განცხადებით, აუცილებელია იმის აღიარება, რომ „ეს ბრძოლა დესპოტიზმსა და თავისუფლებას შორის“ არ დასრულდება რამდენიმე კვირაში ან თვეში.
ავსტრიამ რუსულ გაზზე დამოკიდებულება 80%-დან 50%-მდე შეამცირა
ავსტრიამ რუსულ გაზზე დამოკიდებულება შეამცირა და ამ მიმართულებით, პროგრესი განიცადა. ამის შესახებ ქვეყნის კანცლერი კარლ ნეჰამერი აცხადებს. „გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება „ჩვენი გაზის მარაგი საათში 50 ტერავატია, აუცილებელი 76 ტერავატიდან. ეს მნიშვნელოვანი პროგრესია, რადგან მარტში ავსტრიის მარაგი საათში 15 ტერავატს შეადგენდა“, - განაცხადა ნეჰამერმა. ავსტრიამ „გაზპრომს“ ქვეყანაში ყველაზე დიდი გაზსაცავის მართვის უფლება ჩამოართვა ავსტრიის გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით, რუსულ გაზზე დამოკიდებულება 50%-ზე დაბალია, მანამდე ეს მაჩვენებელი 80%-ს შეადგენდა. ამ დროისთვის ქვეყნის გაზსაცავში ქვეყნის მოხმარების წლიური მარაგის 55%-ია. ხელისუფლება გეგმავს, რომ გაზსაცავის მარაგი 80%-მდე შეავსოს. ავსტრიის კანცლერის განცხადებით, ამის მიღწევა შესაძლებელია. 11 ივლისიდან, რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეაჩერა. რის შემდეგაც, ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მოხმარების 15%-ით შემცირების გეგმა წარმოადგინა. 21 ივლისს, რუსეთმა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი1“-ით ბუნებრივი გაზის მიწოდება განაახლა, თუმცა გაზსადენი მხოლოდ 40%-იანი დატვირთვით მუშაობს. 25 ივლისს კი, „გაზპრომმა“ Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ განაცხადა, შედეგად ევროპისთვის გაზის მიწოდება კიდევ 20%-ით შემცირდა.
უკრაინა ავსტრიას მოუწოდებს, რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავსტრიას მოუწოდებს, რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვენაში, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს. ამის შესახებ სპიკერმა ოლეჰ ნიკოლენკომ განაცხადა. „რუსეთის ელჩი მიხაილ ულიანოვი მოუწოდებს უკრაინელი ერის ლიკვიდაციისკენ. ეს გენოციდური ენა შემწყნარებლობას არ იმსახურებს. მოვუწოდებთ ვენის მთელ დიპლომატიურ საზოგადოებას, ბოიკოტი გამოუცხადოს ულიანოვს, ხოლო მასპინძელ ქვეყანას, ავსტრიას - გამოაცხადოს ის პერსონა ნონ გრატად“, - განაცხადა სამინისტროს სპიკერმა. „რატომ არის მნიშვნელოვანი: არავითარი წყალობა უკრაინის მოსახლეობას", - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის მიერ Twitter-ზე განთავსებულ პოსტს ულიანოვი, რომელშიც ზელენსკი აშშ-ს დამატებითი სამხედრო დახმარებისთვის მადლობას უხდიდა. მოგვიანებით, რუსეთის წარმომადგენელი ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. თავის მხრივ, ავსტრიის საგარეო უწებამ აღშფოთება გამოხატა.
ავსტრიის ვიცე-კანცლერი: სასტიკ დაპყრობით ომში ნეიტრალიტეტი შეუძლებელია
ავსტრიის ვიცე-კანცლერმა ვერნერ კოგლერმა, ავსტრიის პარლამენტის დეპუტატებს ერთიანობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ არ შეიძლება რუსეთის დაპყრობით ომში უკრაინის წინააღმდეგ ნეიტრალური იყოს. „ისინი, ვინც არაფერს აკეთებენ, მასობრივი მკვლელობების, გაუპატიურებისა და გატაცებების თანამონაწილეები არან. აქ არ შეიძლება იყოს ნეიტრალიტეტი", - თქვა კოგლერმა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები იმუშავებს, მაგრამ გამძლეობაა საჭირო. ამის გასაღები არის მწვანე ენერგიაზე გადასვლა, რომელიც ასევე უზრუნველყოფს უფრო დიდ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. კოგლერი დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სანქციების გარეშეც გამოიყენებს გაზის მიწოდებას იარაღად.
სალომე ზურაბიშვილი ალექსანდერ ვან დენ ბელენს ავსტრიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ალექსანდერ ვან დენ ბელენს ავსტრიის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს. „ვულოცავ პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დენ ბელენს ხელახლა არჩევას. ავსტრია და საქართველო ახლო მეგობრები არიან და ძლიერი ურთიერთობები აკავშირებთ, რომლებიც ვითარდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ პოზიტიურ გზას გავაგრძელებთ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ავსტრიამ რუსულ გაზზე დამოკიდებულება 79%-დან 21%-მდე შეამცირა
ავსტრიამ, რომელსაც მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში, ბუნებრივი აირის 79% რუსეთიდან შემოჰქონდა, ახლა რუსულ გაზზე 21%-ითაა დამოკიდებული. რუსული გაზის ჩანაცვლების სტრატეგიის ფარგლებში, ავსტრიამ დაჯავშნა მილსადენის სიმძლავრე 40 ტერვატ საათში (TWh) როგორც გერმანიის, ისე იტალიური მიმართულებით. ეს საშუალებას აძლევს ქვეყანას შეიძინოს გაზი ნორვეგიიდან და მცირე მოცულობის თხევადი გაზი ჩრდილოეთ აფრიკიდან და ცენტრალური აზიიდან. პირველ ნოემბერს ავსტრიის გაზის საცავები 90%-მდე იყო სავსე და 87,9 ტერავატ/საათს ბუნებრივ აირს შეიცავდა, რაც ქვეყნის წლიური მოხმარებაა.
ავსტრიას უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლის როლის შესრულება სურს
ავსტრია მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლის ფუნქცია იტვირთოს. ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი აცხადებს, რომ მზად არის, გააგრძელოს დიალოგი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან, თუ ეს ხელს შეუწყობს უკრაინაში ომის დასრულებას. პოლიტიკოსმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა იცავს ნეიტრალიტეტს, მაგრამ არის რიგი საკითხები, რომლებიც მათთვის ფუნდამენტურია. „ჩვენ ვართ ნეიტრალური ქვეყანა, გვაქვს სპეციალური სტატუსი ევროკავშირში და სწორედ ამიტომ იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებში შუამავლის როლის შესრულება. თუმცა ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია ჰუმანიტარული დერეფნების, ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დანაშაულების ობიექტური გამოძიების შესახებ“, - განაცხადა კანცლერმა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისას, კარლ ნეჰამერი იყო პირველი ევროპელი ლიდერი, რომელიც პირადად შეხვდა პუტინს მიმდინარე მოვლენებზე განსახილველად. თუმცა, ამ მოლაპარაკებების შემდეგ პუტინის პოზიციაში არაფერი შეცვლილა. ნეჰამერი ასევე ესაუბრა პუტინს, რათა განეხილათ სამხედრო ტყვეების გაცვლისა და უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის დერეფნის საკითხი. თებერვლის შემდეგ, ავსტრიის ლიდერს რუსეთის ლიდერთან მხოლოდ ორჯერ ჰქონდა კომუნიკაცია.
ვენაში კონცერტი გაუუქმეს რუს პიანისტს, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უჭერს მხარს
ვენაში, რუსი პიანისტის დენის მაცუევის კონცერტი გაუქმდა. ცნობილი პიანისტი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას უჭერს მხარს. ამის შესახებ უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ Telegram-ზე განაცხადა. „გმადლობთ, რომ გვისმენთ! ვენაში, გაუქმდა ცნობილი რუსი პიანისტის დენის მაცუევის კონცერტი, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ესენი არიან არტისტები და პროპაგანდისტები ნეტრებკოვ-პინოტკოვსკის რიგიდან. ამიტომ, მათი ადგილი არ აქვს ცივილიზებულ ქვეყნებში“, - აცხადებს უკრაინის კულტურის მინისტრი. როგორც ცნობილია, გერმანიის ფედერალური შტატის ჰესესა და მისი დედაქალაქის, ქალაქ ვისბადენის ხელისუფლება 2023 წლის მაისში დაგეგმილ ფესტივალში რუსი საოპერო მომღერლის ანა ნეტრებკოს მონაწილეობას ეწინააღმდეგება.
საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი ეწვევა
საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ავსტრიის ფედერალური კანცლერის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართება. მოგვიანებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
კარლ ნეჰამერი: საქართველო ავსტრიისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია
საქართველო ავსტრიისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, - ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა თბილისში ვიზიტისას, პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, არსებობს ბევრი შესაძლებლობა, რომ მოხდეს მათ შორის ავსტრიელი ინვესტორების მოზიდვა. „როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკური ბაზრის განვითარებასა და ტურიზმზე, ეკონომიკური განვითარების მონაცემები ძალიან შთამბეჭდავია. ასევე, როდესაც ვსაუბრობთ ენერგოგენერაციაზე ენერგეტიკის მიმართულებაზე, საქართველო მართლაც საინტერესო პარტნიორია ავსტრიის ფირმებისთვის“, - აღნიშნა ნეჰამერმა.
ნეჰამერი: საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის ყველა ფინანსურ სანქციას. ეს მარტივი არ არის, რადგანაც ზეწოლა საქართველოზე ძალიან მაღალია
„ძალიან მიხარია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის მიერ დაწესებულ ყველა ფინანსურ სანქციას. ეს მარტივი არ არის, რადგანაც ზეწოლა საქართველოზე ძალიან მაღალია“, ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა თბილისში ვიზიტისას, პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ლტოლვილთა დიდი ნაკადი დაატყდა თავს რუსეთის ფედერაციიდან და ესეც დიდი გამოწვევაა საქართველოს მთავრობისთვის. „საქართველო ძალიან სწორი მიმართულებით მიდის და ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზას“. ნეჰამერის თქმით, ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში მას თავისი წვლილი შეაქვს. „ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის ერთნაირი ამოსავალი პირობები უნდა არსებობს, არ უნდა იყოს ერთგვარი შემოკლებული გზით ამ მიზნის მიღწევის შესაძლებლობა. ბოლო პერიოდში აქტიური დისკუსია მიმდინარეობდა ევროკავშირის ფარგლებში, თუ რა წარმატებას მიაღწია ამ სამმა ქვეყანამ (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა), ავსტრია მზადაა, მხარში ამოგიდგეთ, ჩვენც ვიყავით მსგავს სიტუაციაში და ვიცით, რა არის ამ მიმართულებით გასაკეთებელი“, - განაცხადა კარ ნეჰამერმა.
საქართველოში კარლ ნეჰამერის ვიზიტი დასრულდა
საქართველოში კარლ ნეჰამერის ვიზიტი დასრულდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტი: ევროკავშირმა რუსეთს უნდა აჩვენოს, რომ საქართველოს ევროკავშირის მხარდაჭერა აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს კარლ ნეჰამერსა და ავსტრიის დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა. ნეჰამერი: საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის ყველა ფინანსურ სანქციას. ეს მარტივი არ არის, რადგანაც ზეწოლა საქართველოზე ძალიან მაღალია ნეჰამერი: ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს ჩვენი პოლიტიკური აქტივობის ცენტრშია, როდესაც საქართველოსთან მიმართებით ვმოქმედებთ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერის პატივსაცემად მთაწმინდაზე ოფიციალური ვახშამი გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა და კარლ ნეჰამერმა მთაწმინდამდე ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს. დღის ბოლოს, პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ კოლონიალურ ომს აწარმოებს - ავსტრიის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა
რუსი სამხედროები ვერ მოქმედებენ ისე ეფექტიანად, როგორც პრეზიდენტი პუტინი ელოდა.ამის შესახებ ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვან დერ ბელენმა უკრაინაში ვიზიტისას ავსტრიელ ჟურნალისტებს განუცხადა. „უკრაინას ემუქრება აგრესიული ომი, რომელსაც ანალოგი არ აქვს. ის შეიძლება, შევადაროთ მე-19 საუკუნის კოლონიალურ ომებს", - ციტირებს ავსტრიის პრეზიდენტის განცხადებას Die Presse. სააგენტო APA-ს ასევე მოჰყავს პრეზიდენტის სიტყვები, რომ რუსეთმა უკრაინელებს არჩევანის საშუალება მისცა: „ან მიიღებთ რუსეთის პროვინციას, რომელიც იმართება მოსკოვისგან, ან ყველაფერი განადგურდება. თუმცა, როგორც ვან დერ ბელენმა განაცხადა, უკრაინელებმა აჩვენეს, რამდენად დიდია წინააღმდეგობის გაწევის სურვილი. მისი თქმით, ავსტრიას თავისი ვიზიტით სურს აჩვენოს, რომ უკრაინის გვერდით დგას და მას მარტო არ დატოვებს. „ჩვენ გვინდა, შემდეგი სიგნალი გავგზავნოთ: ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ. ჩვენ მარტო არ დაგტოვებთ“, - განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა. ომის მიმდინარეობის კომენტირებისას ვან დერ ბელენმა ასევე აღნიშნა, რომ „მომავალი თვეები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“ და რუსეთის არმია სავარაუდოდ, ახალ შეტევას განახორციელებს. ამავე დროს, ავსტრიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით რუსი სამხედროები ვერ მოქმედებენ ისე ეფექტიანად, როგორც პრეზიდენტი პუტინი ელოდა. მისივე თქმით, უკრაინელების წინააღმდეგობა კრემლმა ვერ შეაფასა. ავსტრიის პრეზიდენტის თქმით, ვინაიდან ავსტრიის სამხედრო ნეიტრალიტეტი არ აძლევს იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების საშუალებას, ქვეყანა უკრაინას დახმარებას უწევს ჰუმანიტარულ და სამედიცინო სფეროებში. ვან დერ ბელენმა ასევე მიუთითა უკრაინელებისადმი ავსტრიული საზოგადოების დიდ მხარდაჭერაზე, რომლებმაც, მაგალითად, შემოწირულობების მეშვეობით, კამპანიის Neighbor in Need ფარგლებში უკრაინისთვის 56 მილიონი ევრო შეაგროვეს. „უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ავსტრიამ უკრაინას 118 მილიონი ევროს გამოუყო დახმარება“, - განაცხადა პრეზიდენტმა. „როდესაც ფიცი დავდე, მკაფიოდ განვაცხადე, რომ მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში გავაგრძელებ დემოკრატიის დაცვას და ჩვენი ევროპული ფასეულობების შენარჩუნებას. უკრაინაში ეს ევროპული ღირებულებები და დემოკრატია ახლა პირდაპირი გაგებით თავდასხმის ქვეშაა. სოლიდარობისა და მუდმივი მხარდაჭერის ნიშნად, ჩემი პირველი საგარეო ვიზიტით ჩავედი კიევში“, - თქვა ვან დერ ბელენმა.
ავსტრია უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდს კიდევ 5 მილიონ ევროს გადასცემს
ავსტრია უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდს კიდევ ხუთ მილიონ ევროს გამოყოფს, რათა ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დაეხმაროს. ამის შესახებ ავსტრიის კლიმატის მოქმედების, გარემოს, ენერგეტიკის, მობილურობის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა ლეონორ გევესლერმა ჟურნალისტებს განუცხადა, იუწყება Ukrinform-ი APA-ზე დაყრდნობით. „ცივი ტემპერატურის პირობებში მილიონობით ადამიანი რჩება ელექტროენერგიის და ხშირად, გათბობისა და წყლის მიწოდების გარეშე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ავსტრიამ აქ წვლილი შეიტანოს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მხარდასაჭერად", - განაცხადა გევესლერმა, რომელიც ავსტრიის პრეზიდენტთან ერთად კიევში იმყოფება ვიზიტით.
ავსტრიის პრეზიდენტი ბუჩაში: კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული დაუსჯელი არ უნდა დარჩეს
ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვან დერ ბელენმა კიევის რეგიონში, ბუჩაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ ვან დერ ბელენმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. „აქ, ბუჩაში, მე ვგლოვობ ამ საშინელი აგრესიული ომის შედეგად განადგურებულის თითოეულ სიცოცხლეს. ეს დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, ყველაფრის წინააღმდეგ, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ, არ უნდა დავივიწყოთ და დაუსჯელი არ უნდა დარჩეს", - ნათქვამია ავსტრიის პრეზიდენტის პოსტში. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ კოლონიალურ ომს აწარმოებს - ავსტრიის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
ავსტრია ოთხ რუს დიპლომატს აძევებს
ავსტრია ქვეყნიდან ოთხ რუს დიპლომატს საერთაშორისო ხელშეკრულებების დარღვევის გამო აძევებს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ოთხი დიპლომატიდან ორი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა და უბრძანეს, დაეტოვებინათ ქვეყანა არაუგვიანეს 8 თებერვლისა, ხოლო დანარჩენი ორი რუსეთის მისიაში გაეროში, ვენაში მუშაობს. „რუსეთის საელჩოს ორი დიპლომატი დიპლომატიური სტატუსის შეუსაბამოდ მოიქცა. ამიტომ ისინი გამოცხადდნენ არასასურველ პირებად (personae non gratae) დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად", - აცხადებენ სამინისტროში. ამასთან, აღნიშნავენ, რომ გაეროში რუსეთის მისიაში მომუშავე ორი ადამიანის ქმედებები შეუსაბამო იყო მასპინძელი ქვეყნის შეთანხმებასთან გაეროსა და ავსტრიას შორის. სამინისტროს სპიკერმა არ დააკონკრეტა, რას გულისხმობდა შეუსაბამო ქმედებებში.
რუსეთმა ავსტრიის საელჩოს საპასუხოდ 4 დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა
რუსეთმა ავსტრიის საელჩოს საპასუხოდ 4 დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამისი განჩინება მათ უკვე გადაეცათ.შეგახსენებთ, რომ ავსტრიამ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა. "საელჩოში მომუშავე დიპლომატები მათ სტატუსთან შეუთავსებელ ქმედებებს ეწეოდნენ", - ნათქვამია ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
ცნობილია კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც მზადაა, პუტინი დააკავოს
ავსტრიის მთავრობაში ევროკავშირისა და კონსტიტუციის საკითხებში მინისტრმა კაროლინ ედშტადლერმა დაადასტურა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დააპატიმრებენ იმ შემთხვევაში, თუ ის ქვეყანაში ეწვევა. ავსტრიაში ჩასვლის შემთხვევაში პუტინს დააკავებენ მისი თქმით, ავსტრია შეასრულებს თავის ვალდებულებებს საერთაშორისო და სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად. მანამდე ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეასრულებს თავის ვალდებულებებს, განახორციელოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა. ისინი ეჭვმიტანილები არიან ომის დანაშაულებში, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების უკანონო დეპორტაციისა და გადაყვანაში. პუტინისა და ლვოვა-ბელოვას დაპატიმრება უკვე შესაძლებელია იმ ქვეყნებში, რომლებმაც რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინეს. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება გერმანია იყო პირველი, რომელმაც განაცხადა, რომ მის ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში პუტინს დააკავეს. ამის შემდეგ, ვლადიმერ პუტინის დაკავების მზადყოფნა ბრაზილიამაც გამოთქვა.
ავსტრიელი მინისტრი: მხარს ვუჭერთ სანქციებს აგრესორის წინააღმდეგ, ომის დაწყებიდან თითქმის ორი მილიარდი ევროს აქტივები გავყინეთ
ავსტრიის ფინანსთა მინისტრმა მაგნუს ბრუნერმა განაცხადა, რომ ქვეყანამ გააყინა თითქმის ორი მილიარდი ევროს ღირებულების აქტივები, რომლებიც დაკავშირებულია სანქცირებულ რუსებთან. „რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ეფექტიანად გამოყენება ავსტრიის, ევროპისა და შეერთებული შტატების ინტერესებში შედის. ჩვენ მხარს ვუჭერთ დასავლეთის სანქციებს აგრესორის წინააღმდეგ და ომის დაწყებიდან თითქმის ორი მილიარდი ევროს ღირებულების ფინანსური აქტივები გავყინეთ", - განაცხადა ავსტრიის ფინანსთა მინისტრმა. ბრუნერმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის ფონზე ევროკავშირსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს. 2022 წლის მაისის მდგომარეობით, ავსტრიის ხელისუფლებამ სანქცირებული რუსების კუთვნილი 254 მილიონი ევროს აქტივებს მიაკვლია.
ავსტრია უკრაინის განაღმვისთვის $2,2 მილიონს გამოყოფს
ავსტრიის მთავრობის განცხადებით, ავსტრია უკრაინას განაღმვისთვის $2,2 მილიონს გამოუყოფს. უკრაინული მედიის ცნობით, ეს სიახლე მოჰყვა საჯარო უთანხმოებას ავსტრიის მთავრობასა და ავსტრიის პრეზიდენტს, ალექსანდრე ვან დერ ბელენს შორის ამ თვის დასაწყისში იმის შესახებ, უნდა უზრუნველყოს თუ არა ავსტრიამ დახმარება ავსტრიის სამხედრო ნეიტრალიტეტის პოზიციის გათვალისწინებით. განცხადებაში ავსტრიის მთავრობამ აღნიშნა, რომ „ფაქტი რჩება, რომ არცერთი ავსტრიელი ჯარისკაცი არ დადგამს ფეხს უკრაინის მიწაზე ნაღმების გასაწმენდად, ვიდრე ის ომის ზონაა. „ჩვენ ვეხმარებით მათ ფინანსური მხარდაჭერით", - წერია გაცხადებაში უკრაინული მედიის ცნობით.
სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეების მთავარი გზავნილები თბილისში
სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების პარლამენტის თავმჯდომარეების საქართველოში ჩამოსვლა სლავკოვის სამეულისთვის პირველ ერთობლივ საგარეო ვიზიტს წარმოადგენს. ოფიციალურმა პირებმა კანდიდატის სტატუსის მოლოდინში მყოფ საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურეს, ამ გზაზე საქართველოს დახმარების მზაობა გამოხატეს, თუმცა მიუთითეს აუცილებელი, კომპლექსური რეფორმების გატარებაზე, ევროკავშირისკენ სწრაფვის მიზნებში ყველა მხარის ერთიანობის მნიშვნელობაზე. სლოვაკეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ, ბორის კოლარმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ანტიდასავლურ რიტორიკაზე უარის თქმა. სლოვაკმა პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ აუციელებელია უარი ითქვას ისეთ ნაბიჯებზე, რაც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს. „ჩვენი ვიზიტის გზავნილი გახლავთ ის, რომ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს გზას და მისწრაფებას ევროკავშირისკენ და ჩვენ ვართ მეგობრები საქართველოსი“, - აღნიშნა ბორის კოლარმა. თავის მხრივ, ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ თბილისიდან გაუგზავნა მკაფიო სიგნალი რუსეთს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა არის მიუღებელი. „ჩეხეთი, სლოვაკეთი და ავსტრია საქართველოს საუკეთესო მეგობრები არიან, მხარს ვუჭერთ ევროკავშირსა და NATO-ში თქვენს გაწევრიანებას“, - აღნიშნა მარკეტა პეკაროვა-ადამოვამ. „საქართველომ უნდა შეასრულოს 12 პუნქტი. ჩვენ ამაში დაგეხმარებით, თუმცა სამუშაო შესასრულებელია საქართველოს მხრიდან და უნდა იყოს ნაჩვენები მზაობა. სამუშაო შესასრულებელია საქართველოს მხრიდან და უნდა იყოს ნაჩვენები მზაობა. ჩვენს ქვეყნებს, ყველას ჰქონდა ეს პრობლემები წევრობის გზაზე და საქართველოც არ არის გამონაკლისი, მაგრამ ჩვენ მოგიწოდებთ, იმუშაოთ. ასევე, სააკაშვილის დახმარება იქნება პოზიტიური სიგნალი და ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ ამ საკითხზე. პოზიტიურად ვართ განწყობილი თქვენ მიმართ და ამ სლავკოვის ფორმატით ყველაფერს გააკეთებენ თქვენს მხარდასაჭერად“, – განაცხადა მარკეტა პეკაროვა-ადამოვამ. ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის მისწრაფებას, გაწევრიანდეს ევროკავშირში. „ჩვენ გვინდა, მოვისმინო თქვენგან, რისი გაკეთება შეგვიძლია... ყველა მხარეს მოვუწოდებთ, ითანამშრომლონ, რათა მიჰყვნენ იმ გზას, რომელიც საჭიროა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“, - აღნიშნა ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარემ, ვოლფგანგ სობოტკამ. საქართველოს და ავსტრიის პარლამენტების თავმჯდომარეებმა ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს
ავსტრიას სურს, „ევროპის ცის ფარის“ ინიციატივას შეუერთდეს
ავსტრიას სურს, შეუერთდეს ევროპის ცის ფარის ინიციატივას, რომელიც გერმანიამ 2022 წელს უკრაინის ომის ფონზე დაიწყო. „ჩვენ უნდა მივიღოთ ფრთხილი ზომები, რათა ჩვენი ქვეყანა უპილოტო თვითმფრინავების ან სარაკეტო თავდასხმების რისკისგან დავიცვათ“, - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა საერთაშორისო მედიის თანახმად. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს გადაწყვეტილება ავსტრიის ნეიტრალიტეტს კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს. ავსტრია ევროკავშირის წევრია 1995 წლიდან. „ვერცერთ ევროპული სახელმწიფო ვერ შეძლებს, ეფექტიანად დაიცვას თავისი საჰაერო სივრცე ახალი საფრთხისგან“, - ამბობს ნეჰამერი. თავდაცვის მინისტრმა, კლაუდია ტანერმა ვენის განაცხადს ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა. ინფორმაციისთვის, გერმანიის ხელმძღვანელობით, 17 ევროპული ქვეყანა - მათ შორის დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ფინეთი, უნგრეთი, ნიდერლანდები და შვედეთი ევროპული ცის ფარის პროექტის ქვეშ გაერთიანდნენ.
ალექსანდრ შალენბერგი: ავსტრია არ აფერხებს სამხედრო ტექნიკის ტრანზიტს უკრაინაში
ავსტრია უფლებას აძლევს ევროკავშირის ქვეყნებს, თავისი ქვეყნის გავლით უკრაინაში გადაიტანონ სამხედრო ტექნიკა და ეს არ არის მისი ნეიტრალიტეტის დარღვევა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ შალენბერგმა ტელეარხ ORF-თან ინტერვიუში განაცხადა. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სამხედრო მასალების ტრანზიტი გათვალისწინებულია ევროკავშირის ერთობლივი გადაწყვეტილებით და ავსტრია ვალდებულია, ეს შეასრულოს. „არსებობს ერთობლივი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილება, რომელიც არამხოლოდ უკრაინაში აღნიშნული ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვალდებულნი ვართ, აღვასრულოთ ეს გადაწყვეტილება. ამსტერდამის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ და თითქმის 20 წლის წინ ფედერალური კონსტიტუციის რეფორმის შემდეგ, ევროკავშირის ფარგლებში ეს ზომები ექვემდებარება ნეიტრალიტეტს. ეს ნიშნავს, რომ არანაირი წინააღმდეგობა არ არის“, - განაცხადა შალენბერგმა. მინისტრმა განმარტა, რომ პარტნიორები, რომლებიც ახორციელებენ ამ ტრანზიტს, ვალდებულნი არიან, გადაზიდული ტვირთის სახეობის შესახებ ავსტრიულ მხარეს აცნობონ.
ნეიტრალური ქვეყნები - შვეიცარია და ავსტრია „ევროპის ცის ფარის“ ინიციატივას ოფიციალურად შეუერთდნენ
შვეიცარიამ და ავსტრიამ ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლითაც „ევროპის ფარის“ ინიციატივას შეუერთდნენ. ინიციატივაში ჩართვისას შვეიცარიამ და ავსტრიამ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათი ნეიტრალიტეტი უცვლელი რჩება, თუმცა როგორც BBC წერს, ამ ჰიპოთეტურ კითხვაზე პასუხი ნამდვილად არ არის გაცემული. „შვეიცარიის მონაწილეობა ძირითადად უნდა მოიცავდეს ევროპულ დონეზე საჰაერო თავდაცვის შესყიდვებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინაციას. საჰაერო თავდაცვის ერთობლივი წვრთნა ასევე განხილვის პროცესშია“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა შვეიცარიის ტრადიციულად მკაცრ ნეიტრალიტეტს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. მას უკვე ორი ათეული წელია, სამშვიდობო ბატალიონი ჰყავს კოსოვოში. ის ასევე შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ 28 ივნისს, შვეიცარიის პარლამენტმა კვლავ ნეიტრალიტეტის დაცვის მოტივით, უკრაინაში გერმანიის გავლით Leopard 1-ის ტიპის ძველი ტანკების მიწოდება დაბლოკა. რაც შეეხება ავსტრიას ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა ხაზი გაუსვეს, რომ „ევროპის ცის ფარის“ ინიციატივაში ჩართვის გადაწყვეტილება ავსტრიის ნეიტრალიტეტს კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს. „ჩვენ უნდა მივიღოთ ფრთხილი ზომები, რათა ჩვენი ქვეყანა უპილოტო თვითმფრინავების ან სარაკეტო თავდასხმების რისკისგან დავიცვათ“, - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა 2 იცლისს. „ვერცერთ ევროპული სახელმწიფო ვერ შეძლებს, ეფექტიანად დაიცვას თავისი საჰაერო სივრცე ახალი საფრთხისგან“, - ამბობს ნეჰამერი. თავდაცვის მინისტრმა, კლაუდია ტანერმა ვენის განაცხადს ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა. ავსტრია ევროკავშირის წევრია 1995 წლიდან. „ევროპის ცის ფარის“ ინიციატივა 2022 წლის ოქტომბერში დაიწყო და ის NATO-ს 17 ევროპულ ქვეყანას მოიცავს. გერმანიის ხელმძღვანელობით, 17 ევროპული ქვეყანა - მათ შორის დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ფინეთი, უნგრეთი, ნიდერლანდები და შვედეთი ევროპული ცის ფარის პროექტის ქვეშ გაერთიანდნენ. ასევე წაიკითხეთ: შვეიცარია ცდილობს, „ევროპის ცის ფარის“ ინიციატივას შეუერთდეს - მედია ავსტრიას სურს, „ევროპის ცის ფარის“ ინიციატივას შეუერთდეს
ავსტრიის ყოფილ კანცლერს ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალი წაუყენეს
ავსტრიის ყოფილ კანცლერს სებასტიან კურცს ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალი წაუყენეს. CNN-ის ცნობით, შესაბამისი განცხადება ავსტრიის პროკურატურის ეკონომიკური დანაშაულის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისმა გააკეთა. 2020 წლის ივნისში სახელმწიფო ჰოლდინგური კომპანიის Öbag-ის ხელმძღვანელის, თომას შმიდის დანიშვნაში მის როლთან დაკავშირებით, კურცი ავსტრიის პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტის წინაშე ამტკიცებდა, რომ გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ იყო ინფორმირებული, თუმცა მის მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა, პროკურატურა ამტკიცებს, რომ ის დანიშვნის პროცესში ჩართული იყო. Twitter-ზე განთავსებული პოსტით, კურცმა პროკურატურის ბრალდებებს სიყალბე უწოდა. სასამართლო პროცესი 18 ოქტომბერს გაიმართება.
ავსტრია უკრაინაში IAEA-ს საქმიანობისთვისა და „ბირთვული ინციდენტების თავიდან ასაცილებლად“, დამატებით, €1 მილიონს გამოყოფს
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრე შალენბერგმა განაცხადა, რომ ავსტრია დამატებით, 1 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მუშაობის დასაფინანსებლად და „ბირთვული ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.“ შალენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, უკვე 19 თვეა, გრძელდება და ამ ხნის განმავლობაში მოსკოვი ავლენს „მიუღებელ და უპასუხისმგებლო“ ქცევას, მათ შორის ბირთვული უსაფრთხოების საკითხში. მინისტრის თქმით, ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურის, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაცია რუსული ჯარების მიერ გრძელდება და ხაზი გაუსვა IAEA-ს საქმიანობას ბირთვული ინციდენტების თავიდან ასაცილებლად. უკრაინასა და IAEA-ს შორის ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა 2022 წლის მარტში დაიწყო. მიმდინარე წლის თებერვლიდან ორგანიზაცია უკრაინის ყველა ატომურ ელექტროსადგურზე მუდმივად განლაგდა. ივნისში ავსტრიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ 1 მილიონ ევროს გამოუყოფს IAEA-ს, უკრაინაში ბირთვული უსაფრთხოების მხარდასაჭერად.
ხარკოვის ოლქზე თავდასხმის გამო, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა რუსეთის ელჩი, დიმიტრი ლუბინსკი ხარკოვის ოლქის სოფელ ჰროზაზე სარაკეტო თავდასხმასთან დაკავშირებით, რომელსაც 52 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. „მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა ომის დანაშაულია,“ - აცხადებენ ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, სამოქალაქო ობიექტებზე ამ სასტიკი თავდასხმით რუსეთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ დაარღვია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი. განცხადებაში ნათქვამია, რომ ავსტრია თავის პარტნიორებთან ერთად იმუშავებს უკრაინაში ომის დანაშაულებებში პასუხისმგებელი პირების დასჯაზე. 5 ოქტომბერს რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის სოფელ ჰროზას კაფე-მაღაზიაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, როდესაც იქ ჯარისკაცის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობდა. სარაკეტო დარტყმას 52 ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი, დაკარგულად ითვლება.
საქართველომ და ავსტრიამ, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფების დროს ურთიერთდახმარებისა და მათი პრევენციის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს
ავსტრიამ და საქართველომ ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფების დროს ურთიერთდახმარების და მათი პრევენციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრს, გერჰარდ კარნერს შეხვდა. შსს-ს ცნობით, ორმხრივ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, ქეთევან ციხელაშვილი. „ავსტრიის რესპუბლიკაში ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში არსებული ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გამახვილდა. ალექსანდრე დარახველიძემ ავსტრიულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და იმედი გამოთქვა, რომ არსებული ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია ასევე სახანძრო და საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრსა და ვენის პოლიციის დირექციას ეწვია, სადაც დანაყოფების საქმიანობის სპეციფიკის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნენ.ვიზიტის დასასრულს, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მზად არიან, მომავალშიც აქტიურად გააგრძელონ ორმხრივი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით.
ავსტრიის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტი: საქართველომ საშინაო დავალების შესრულება უნდა გააგრძელოს
ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტმა, კლაუდია არპამ საქართველოს ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია მიულოცა. ამის შესახებ მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. „ვულოცავთ საქართველოს ევროკომისიის რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. შემდეგი ნაბიჯი მოსალოდნელია დეკემბერში და ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ. საქართველომ უნდა გააგრძელოს საშინაო დავალების შესრულება. საქართველო გააგრძელებს ამ პრიორიტეტების შესრულებას, დარწმუნებული ვარ, 15 დეკემბერს დადებითი გადაწყვეტილება მიიღება“, - განაცხადა ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტმა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების პაკეტში ანგარიში გამოაქვეყნა და ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი, გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას. ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზად იყო, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა ქვეყნისთვის, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდებოდა. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
მოლდოვის პრეზიდენტის ძაღლმა ავსტრიის პრეზიდენტს ხელზე უკბინა
მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს ძაღლმა კოდრუტმა, ავსტრიის პრეზიდენტს, ალექსანდ ვან დერ ბელენს ხელზე უკბინა. ავსტრიის პრეზიდენტი კიშინიოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ვან დერ ბელენს ძაღლის მოფერება სურდა, როდესაც მან პრეზიდენტს უკბინა. მოლდოვის პრეზიდენტმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ ძაღლი ხალხის დიდმა რაოდენობამ შეაშინა. მომდევნო შეხვედრაზე ავსტრიის პრეზიდენტი შეხვეული ხელით გამოჩნდა. მოგვიანებით, ვან დერ ბელენმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც კოდრუგს მოლდოვის „პირველი ძაღლი“ უწოდა და განაცხადა, რომ მოლაპარაკებებმა ქვეყნის სხვა წარმომადგენლებთან „ძალიან კარგად“ ჩაიარა. ავსტრიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ის ძაღლების დიდი მოყვარულია და ესმის, რატომ აღელდა კოდრუგი. გამომშვიდობებისას, პრეზიდენტმა ძაღლს რბილი სათამაშო აჩუქა. მაია სანდუმ ძაღლი 2023 წლის დასაწყისში შეიფარა მას შემდეგ, რაც მას მანქანამ დაარტყა. ავარიის შედეგად, ძაღლმა თათი დაკარგა.
ავსტრია უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მხარდასაჭერად 3,8 მილიონ ევროს გამოყოფს
ავსტრია კიდევ 3.8 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მხარდასაჭერად. ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. „ავსტრია იმეორებს, რომ საკვები არასოდეს უნდა იყოს იარაღად გამოყენებული და დამატებით, 3.8 მილიონ ევროს გაიღებს Grain From Ukraine-ის ინიციატივისთვის, რათა ხელი შეუწყოს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას,“ - აცხადებს სამინისტრო. შვეიცარია უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის მხარდასაჭერად, 3 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს
უნგრეთის შემდეგ, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ავსტრიაც ეწინააღმდეგება - მედია
ვსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ არსებულ პირობებში ავსტრია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას არ დათანხმდება კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით, უკრაინის მიმართ ფავორიტიზმი არ უნდა არსებობდეს. „არსებულ პირობებში ავსტრია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას არ დათანხმდება. უკრაინას ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით უპირატესობა არ უნდა ჰქონდეს, რომელიც, ასევე, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს,“ - განაცხადა კარლ ნეჰამერმა. ნეჰამერმა აღნიშნა, რომ ავსტრიის მთავრობა, უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში, ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებულ პროცედურას ეწინააღმდეგება.
Rheinmetall ევროპაში საჰაერო თავდაცვის „ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ პროექტს“ აანონსებს
გერმანულმა თავდაცვის კონცერნმა Rheinmetall-მა მიიღო ძირითადი შეკვეთა ავსტრიისგან, რომელსაც საჰაერო თავდაცვის სისტემების მოდერნიზაცია სურს. შეკვეთის ღირებულება 532 მილიონი ევროა. პროექტი მომავალი წლის თებერვალში დაიწყება და სავარაუდოდ, 48 თვის განმავლობაში გაგრძელდება. კომპანიის განცხადებით, Rheinmetall ევროპაში საჰაერო თავდაცვის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ პროექტს განახორციელებს. Rheinmetall AG-ის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, არმინ პაპერგერი სიახლეს მიესალმა. „ამ ფლაგმანურ პროექტში ავსტრია ევროპაში საზენიტო და საჰაერო თავდაცვის წინა ხაზზეა. ავსტრიის ეს მთავარი შეკვეთა ასევე ხაზს უსვამს Rheinmetall-ის მთავარ როლს ევროპის შეიარაღებული ძალების გადაიარაღებაში ახალი საფრთხეების საპასუხოდ,“ - აღნიშნა პაპერგერმა. გერმანიის ხელმძღვანელობით, 17 ევროპული ქვეყანა - მათ შორის დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ფინეთი, უნგრეთი, ნიდერლანდები და შვედეთი ევროპული ცის ფარის პროექტის ქვეშ გაერთიანდნენ. ინიციატივას ასევე შეუერთდნენ ნეიტალური ავსტრია და შვეიცარია.
ესპანეთის შემდეგ, ტერაქტების საფრთხის გამო, უსაფრთხოების ზომები გერმანიასა და ავსტრიაშიც გაამკაცრეს
გერმანიის ქალაქ კიოლნში, საკათედრო ტაძართან უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. პოლიციის განცხადებით, შობის ღამეს, ტაძარში ყველა შემსვლელს შეამოწმებენ. მანამდე გერმანულმა გამოცემა „ბილდმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის, ავსტრიისა და ესპანეთის ხელისუფლებამ მიიღო ინფორმაცია, რომ ისლამისტი ტერორისტები საშობაოდ და ახალ წელს თავდამსხმებს გეგმავენ. ავსტრიაში განაცხადეს, რომ საშობაო ბაზრობებთან და ეკლესიებთან უსაფრთხოების ზომები გამკარდება. საშობაოდ ტერორისტული თავდასხმის საფრთხე გაზარდა ესპანეთის ხელისუფლებამაც. საშობაოდ ტერორისტული თავდასხმის საფრთხის დოზე 18 დეკემბერს გაზარდა ესპანეთის ხელისუფლებამაც. ესპანეთის შსს-მ შესაბამისად, უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.
ნეიტრალურ ავსტრიას არმიისთვის 200-ზე მეტი ჯავშანტრანსპორტიორის შეძენა სურს
ავსტრიამ 225 Pandur-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორის შეძენის გეგმის შესახებ განაცხადა. შეიარაღებული ძალებისთვის განკყთვნილი ამ ტექნიკის ღირებულება დააახლოებით 1,8 მილიარდი ევროს შეადგენს. ავსტრიის თავდაცვის მინისტრმა კლაუდია ტანერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს შესყიდვა არის "ინვესტიცია მომავალში, უსაფრთხოებასა და ეკონომიკაში." თავის მხრივ, მწარმოებელი კომპანიის, General Dynamics European Land Systems-ის დირექტორმა დაამატა, რომ 220-ზე მეტი ავსტრიული კომპანიაა ჩართული ჯავშანტექნიკის წარმოებაში.
ავსტრიამ „რაიფაიზენბანკის“ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
ავსტრიის ფინანსური მარეგულირებელი FMA Raiffeisen Bank International-ის საქმეს იძიებს. გამოძიებას ფულის გათეთრებაზე აქვს ეჭვი. Reuters-ის წყაროს ცნობით, გამოძიება რუსეთთან დაკავშირებულ ტრანზაქციებს და მონაცემთა გაჟონვას ეხება. ბანკში განმარტეს, რომ მარეგულირებელი სამი კლიენტის მიერ, 2017-დან 2020 წლამდე შესრულებულ გადახდებს სწავლობს. კომპანია დაჯარიმების შემთხვევაში, გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსული Raiffeisenbank-ის მფლობელმა Raiffeisen Bank International-მა განაცხადა, რუსეთი თავისი ბიზნესის შეზღუდვას აპირებდა. ამ დრომდე RBI-ს რუსეთიდან გასვლა გადაიდო. ამავდროულად, Raiffeisenbank დარჩა ერთ-ერთი იმ რამდენიმე მსხვილ ბანკთა შორის, რომელიც სანქციებს არ ექვემდებარებოდა. ეს საშუალებას აძლევს მას, რომ სავალუტო ოპერაციები შეზღუდვების გარეშე აწარმოოს. უკრაინამ Raiffeisen Bank „ომის სპონსორთა“ სიაში შეიყვანა, მაგრამ მას შემდეგ რაც ავსტრიამ ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტი დაბლოკა, კიევმა ბანკი სიიდან ამოიღო. ამას ვენამ უპასუხა და სანქციებზე ვეტო მოხსნა. ჩეხეთი და აშშ რუსეთში „რაიფაიზენ ბანკის“ საქმიანობას იძიებენ
ავსტრიის კანცლერი: მესამე მსოფლიო ომის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია სიფხიზლე
ავსტრიის კანცლერის, კარლ ნეჰამერის განცხადებით, მესამე მსოფლიო ომის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია სიფხიზლე. მისი შეფასებით, უკრაინაში ომში უკონტროლო ესკალაციის სპირალის რისკი არსებობს. Der Standart-ის ცნობით, მანვე აღნიშნა, რომ „იმისთვის, რომ კონფლიქტი დასრულდეს, საჭიროა ახალი გადაწყვეტილებები.“ ავსტრიის კანცლერი დარწმუნებულია, რომ ევროპამ თანამშრომლობაში BRICS-ის ქვეყნები (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა) ქვეყნები უნდა ჩართოს. მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა კი უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანად გადასაწყვეტად დასავლეთს ჩინეთი და ინდოეთი სჭირდება. ნეჰამერი მიიჩნევს, რომ ამ ორ ქვეყანასთან აუცილებელია თანაბარი პირობებით საუბარი.
ავსტრია რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილის დაკავების გამო, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს
ავსტრიაში 9 აპრილს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. მანამდე, ქვეყანამ კონსტიტუციის დაცვისა და ტერორიზმთან ბრძოლის ფედერალური სამსახურის (BVT) ყოფილი თანამშრომლის ეგისტო ოტის დაკავების შესახებ განაცხადა, რომელიც ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ Der Standard-ი წერს. ავსტრიის საზიანოდ საიდუმლო დაზვერვისა და სახელმწიფო საიდუმლოების დარღვევის საქმეს 2017 წლიდან იძიებენ. მის ბოლო დაკავებას წინ უძღოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოტი ავსტრიელი ოფიციალური პირების მობილური ტელეფონებიდან მონაცემებს რუს ჯაშუშებს გადასცემდა. ცნობისთვის, უშისროების საბჭოს შეხვედრას ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი საპარლამენტო ჯგუფ მწვანეების მოთხოვნით მოიწვევს. „BVT-ის ყოფილი თანამშრომლის, ეგისტო ოტის მიმართ არის ბრალდებები ჯაშუშობის შესახებ. ეს ბრალდებები მძიმეა. ერთი მხრივ, ეს ბრალდებები ახლა სასამართლო ორგანოებმა უნდა გამოიკვლიონ. მეორე მხრივ, აუცილებელია ქვეყანაში უსაფრთხოების ვითარების შეფასება და გარკვევა,“ ნათქვამია ნეჰამერის განცხადებაში.
ავსტრია ქვეყანაში რუსეთის ჯაშუშური ქსელების შეღწევის აღსაკვეთად, ზომებს იღებს
ავსტრიაში 9 აპრილს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. მანამდე, ქვეყანამ კონსტიტუციის დაცვისა და ტერორიზმთან ბრძოლის ფედერალური სამსახურის (BVT) ყოფილი თანამშრომლის ეგისტო ოტის დაკავების შესახებ განაცხადა, რომელიც ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ Der Standard-ი წერს. ავსტრიის საზიანოდ საიდუმლო დაზვერვისა და სახელმწიფო საიდუმლოების დარღვევის საქმეს 2017 წლიდან იძიებენ. მის ბოლო დაკავებას წინ უძღოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოტი ავსტრიელი ოფიციალური პირების მობილური ტელეფონებიდან მონაცემებს რუს ჯაშუშებს გადასცემდა. ცნობისთვის, უშისროების საბჭოს შეხვედრას ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი საპარლამენტო ჯგუფ მწვანეების მოთხოვნით მოიწვევს. „BVT-ის ყოფილი თანამშრომლის, ეგისტო ოტის მიმართ არის ბრალდებები ჯაშუშობის შესახებ. ეს ბრალდებები მძიმეა. ერთი მხრივ, ეს ბრალდებები ახლა სასამართლო ორგანოებმა უნდა გამოიკვლიონ. მეორე მხრივ, აუცილებელია ქვეყანაში უსაფრთხოების ვითარების შეფასება და გარკვევა,“ ნათქვამია ნეჰამერის განცხადებაში. მისი თქმით, ავსტრიისთვის აუცილებელია, რომ მიიღოს უსაფრთხოების ზომები საფრთხის გამო, რასაც წარმოადგენს ქვეყანაში რუსეთის სადაზვერვო სამსახურების შეღწევა.
ავსტრია უკრაინის ჰუმანიტარული პროექტებისთვის $2,2 მილიონს გამოყოფს
ავსტრია უკრაინას 2 მილიონი ევროს (2,2 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების ჰუმანიტარული დახმარებით დაუჭერს მხარს. იტყობინება ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 3 აპრილს. ავსტრია სულ 21,5 მილიონ ევროს გამოყოფს კატასტროფების დახმარების ფონდიდან, ჰუმანიტარული დახმარებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. უკრაინაში ჰუმანიტარული პროექტებისთვის კი, 2 მილიონი ევრო გამოიყოფა. ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ომებით, სიღარიბით, მიგრაციითა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გლობალური ჰუმანიტარული კრიზისები მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს. გაეროს შეფასებით, დაახლოებით 300 მილიონი ადამიანი ამჟამად საჭიროებს ჰუმანიტარულ დახმარებას. „ჩვენი უსაფრთხოება ევროპაში ასევე დიდწილად დამოკიდებულია ჩვენი მეზობლების უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე,“ - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა. ნეჰამერმა მარტში განაცხადა, რომ ის გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების უკრაინისთვის იარაღის შესაძენად გამოყენებას ეწინააღმდეგება.
ავსტრიის საგარეო უწყება ე.წ. უცხოური აგენტების კანონზე ვეტოს დაძლევაზე: არასწორი მიმართულებით საგანგაშო ნაბიჯია
ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს ევროპული მომავლის შესახებ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს ეწინააღმდეგება. „ღრმად ვწუხვართ, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საბოლოო მიღების გამო. ეს არასწორი მიმართულებით საგანგაშო ნაბიჯია! ეს ევროპული მომავლის შესახებ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს ეწინააღმდეგება“, - წერს ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე. შეგახსენებთ, 28 მაისს, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“ 24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა. 24 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებდა, რომ „თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაიძლეოდა, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნებოდა.“ 27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა. 28 მაისს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი მიღებულია. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)