თეგი: ავარია

3400 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა

„თბილისი ენერჯოს“ ცნობით, დიდუბის რაიონში, ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ, თბილისი ენერჯისთან შეუთანხმებელი სამუშაოების შესრულებისას გაზსადენი დააზიანა. შედეგად, 3400 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა. მათ შორის, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე – სს ,,თი ბი სი ბანკს”, უზნაძის ქუჩაზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 13:00 სთ-დან, ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებისთანავე და სრულად აღდგება დღის ბოლომდე. სრული სია, სადაც გაზის მიწოდება შეწყდა, ნახეთ ბმულზე.

რიკოთთან მომხდარი ავარიის შედეგად, 3 პატრულ-ინსპექტორი გარდაიცვალა

რიკოთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას საპატრულო პოლიციის სამი თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცავების ავტომანქანისა და ,„FORD TRANSIT“-ის მარკის ევაკუატორის შეჯახების შედეგად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამი პატრულ-ინსპექტორი გარდაიცვალა, ხოლო ერთი პატრულ-ინსპექტორი და ევაკუატორის მძღოლი მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. „საქართველოს პროკურატურამ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 153-ე კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 12 მარტს, დაახლოებით 10:45 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევში გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 153-ე კილომეტრზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომანქანის და „FORD TRANSIT“-ის მარკის ევაკუატორის შეჯახების შედეგად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამი პატრულ-ინსპექტორი გარდაიცვალა, ხოლო ერთი პატრულ-ინსპექტორი და ევაკუატორის მძღოლი მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია) მიმდინარეობს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. საქართველოს პროკურატურა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს”, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

პესკარაში მიმავალი ავტობუსი, რომელსაც 50-მდე უკრაინელი ლტოლვილი გადაჰყავდა, გზატკეცილზე ამობრუნდა

იტალიის მეხანძრე-მაშველების განცხადებით, ავტობუსი, რომელსაც 50-მდე უკრაინელი ლტოლვილი გადაჰყავდა, ჩრდილოეთ იტალიის მთავარ გზატკეცილზე გადაბრუნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. იტალიის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, რომ დაშავდა ხუთი ადამიანი, მაგრამ არცერთი დაშავებულის  მდგომარეობა არ არის მძიმე.  იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ავტობუსი უკრაინიდან დაიძრა და სამხრეთით ადრიატიკის საპორტო ქალაქ პესკარასკენ მიემართებოდა. რა გახდა ავტობუსის გადატრიალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება. ერთ-ერთი ვერსიით, მძღოლს შესაძლოა, ჩაეძინა.  ომის დაწყების შემდეგ, უკრაინიდან იტალიაში დაახლოებით, 35,000 ლტოლვილი წავიდა.  

რუსული RBK-ს ცნობით, ნოვოროსიისკის ნავთობტერმინალზე შტორმის გამო ავარია მოხდა

რუსული RBK-ს ცნობით, ნოვოროსიისკის ნავთობტერმინალზე შტორმის გამო მოხდა ავარია, რომელმაც “კრიტიკული დაზიანება” გამოიწვია. მათივე ცნობით,“კასპიის მილსადენის კონსორციუმმა” ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება შეაჩერა.რუსული პირველი არხის თანახმად, ავარია 21 მარტის ღამით არსებულმა შტორმმა გამოიწვია. დაზიანება მილსადენის მოტივტივე მონაკვეთზე მოხდა, რომლითაც უშუალოდ ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ტანკერების შევსება ხდება.

ავსტრიაში მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა - დაიღუპა ერთი ადამიანი

ავსტრიაში, ვენის მახლობლად მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. სარკინიგზო კატასტროფის შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე პირი, მათგან სამი მძიმედ. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. როგორც ცნობილია, სარკინიგზო შემთხვევის შედეგად, ვენისკენ მიმავალი მატარებლის ორი ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა. ამ ეტაპზე, უცნობია, რა გახდა მომხდარის მიზეზი.

ესპანეთში სარკინიგზო ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

ესპანეთში სარკინიგზო ავარია მსხვერპლით დასრულდა. ბარსელონაში ორი მატარებელის შეეჯახების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ათობით ადამიანი. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, შემთხვვევა სანტ ბოი დე ლობრეგატის სადგურზე, ბარსელონადან დაახლოებით 14 კმ-ში მოხდა, სადაც სატვირთო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა და სამგზავრო მატარებელს შეეჯახა. გარდაცვლილი ერთ-ერთი მატარებლის მემანქანეა. ამასთან, საგანგებო სამსახურების ცნობით, სულ 85 ადამიანი დაშავდა, მათგან რვა ჰოსპიტალიზებულია.  

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულთაგან საქართველოს ერთი მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა

"თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს ხუთი მოქალაქიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა", - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მოქალაქეს დაზიანება თავის არეში აქვს მიღებული. „ხუთი პაციენტი აგრძელებს თურქეთის სამ სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობას. ერთის მდგომარეობა მძიმედ რჩება, მას აქვს ქალა-ტვინის ტრავმა და მრავლობითი მოტეხილობა. ოთხი პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მსუბუქია და ის კლინიკას დღეს დატოვებს, ხოლო ერთი კაცის და ორი ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ისინი საჭიროებენ კლინიკაში მეთვალყურეობას შესაბამისად, სამედიცინო პერსონალი სანამ არ ჩათვლის საჭიროდ ისინი კლინიკას არ დატოვებენ“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ. ცნობისთვის, გუშინ ტრაპზონთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილში 6 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი გარდაიცვალა.   

ჩაქვის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი ადამიანი გარდაიცვალა

ქობულეთის შემოვლით გზაზე, გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს შს პრესსამსახურის წარმომადგენელმა დაუდასტურა. როგორც ცნობილია, ავარიის შემდეგ ორივე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. მსუბუქი ავტომობილი სრულად დაიწვა.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.  

ბორჯომში „ბოლო ზარის” შემდეგ მომხდარ ავტოავარიაში ერთი მოსწავლე დაიღუპა

ბორჯომში „ბოლო ზარის“ შემდეგ მომხდარ ავტოავარიას ერთი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა, სამი მგზავრი კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი მდინარშე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში Europetime-ს განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დაშავებულები ბორჯომში კლინიკაში გადაიყვანეს.  

მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარმა ავტოავარიამ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ჯერ არასრულწლოვანს დაეჯახა, შემდეგ კი კედელს, რის შედეგადაც ავტომობილის მძღოლი და არასრულწლოვანი დაიღუპნენ. Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარის შესახებ გამოძიება დაწყებულია.  

ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეს ავტობუსი დაეჯახა

ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეს ავტობუსი დაეჯახა. დაშავებული კაცი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.  

BBC: გერმანიაში, მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლის შედეგად, სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა

გერმანიაში, ბავარიაში მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლის შედეგად, სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს. როგორც ცნობილია, მატარებელი, რომელსაც ძირითადად სტუდენტები გადაჰყავდა, მიუნხენისკენ მიემართებოდა, როდესაც 3 ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა. ამ ეტაპზე, გამომძიებლები ავარიის მიზეზების დადგენაზე მუშაობენ.  

ირანში სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა - დაიღუპა სულ მცირე 13 ადამიანი

ირანის აღმოსავლეთში, ხორასანის პროვინციაში სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 13 ადამიანი და დაშავდა 50-ზე მეტი მგზავრი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, მატარებელში სულ 348 მგზავრი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, სარკინიგზო შემთხვევის მიზეზი მატარებლის ექსკავატორთან შეჯახება გახდა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდაცმცველი უწყების წარმომადგენლები.  

საქართველოში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოყვა

საქართველოში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოყვა. ავარიის შედეგად ფეხბურთელი თოდორ ნედელევი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.  როგორც ცნობილია, შემთხვევა თბილისში, აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე მოხდა - ერთ-ერთი ავტობუსი მეორეს შეეჯახა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ცნობისთვის, რომ 12 ივნისს, „დინამო არენაზე“ ერთა ლიგის ფარგლებში, საქართველო-ბულგარეთის საფეხბურთო მატჩი გაიმართება.  

ავარიის შედეგად დაშავებულ ბულგარელ ფეხბურთელს თბილისში ოპერაცია ჩაუტარდა

ავარიის შედეგად დაშავებულ ბულგარელ ფეხბურთელს თოდორ ნედელევს თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია 2 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. როგორც ცნობილია, ფეხბურთელს თავის არეში აქვს დაზიანებები, რადგან მინის ნატეხი მოხვდა. ცნობისთვის, საქართველოში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოყვა. ავარიის შედეგად ფეხბურთელი თოდორ ნედელევი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.  როგორც ცნობილია, შემთხვევა თბილისში, აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე მოხდა - ერთ-ერთი ავტობუსი მეორეს შეეჯახა. ასევე წაიკითხეთ: საქართველოში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოყვა  

ახმეტის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ მატანთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, მსუბუქი ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა რა დროსაც სამი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი დაშავებული საავადმყოფში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა, ორი კი მკურნალობას კლინიკაში განაგრძნობს. ამასთან, შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობდა.  

ბათუმში 8 წლის ბავშვს მოპედი დაეჯახა

ბათუმში 8 წლის ბავშვს მოპედი დაეჯახა. დაშავებული მოზარდი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში არის გადაყვანილი. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში Europetime-ს განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.  

ნატახტართან ორი მიკროავტობუსის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტართან ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.  

გრიგოლეთში, მდინარე სუფსაში ტრაილერი გადავარდა

გრიგოლეთში, მდინარე სუფსაში ტრაილერი გადავარდა. ამასთან, ფაქტის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება. შემთხვევის ადგილზე მაშველები და შს სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული.  ამ ეტაპზე, მომხდარის შესახებ სხვა ჯერჯერობით უცნობია.  

თურქეთში, ავტო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში, ქალაქ გაზიანთეფში ავარიის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. აღნიშნულ ფაქტს თურქეთში საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გარდაცვლილებს შორის მაშველები და ჟურნალისტებიც არიან. "საზარელი ავტო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. დაიღუპა 16 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს", - წერს ჯანჯღავა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ახალი ამბების სააგენტოს ავტომობილს, სამგზავრო ავტობუსი დაეჯახა. ადგილზე ათობით სასწრაფო დახმარების ჯგუფი მუშაობს.   შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლები.  

საქართველოს საგარეო უწყება თურქეთში მომხდარი ავარიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ახლობლებს უსამძიმრებს

ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. ყველა დაშავებულს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას, - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში, ქალაქ გაზიანთიფში ავტოსაგზაო შემთხვევის გამო თურქეთის ხელისუფლებას და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. „ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. ყველა დაშავებულს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას. საქართველო თურქეთის გვერდით დგას ამ მწუხარების დროს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თურქეთში, ავტო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა  

თურქული მედია: გაზიანთეფის პროვინციაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულებს შორის 2 ჟურნალისტი, 3 მეხანძრე-მაშველი და 4 მედიკოსია

თურქეთში, გაზიანთეფის პროვინციაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულებს შორის 2 ჟურნალისტი, 3 მეხანძრე-მაშველი და 4 მედიკოსია, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ახალი ამბების სააგენტოს ავტომობილს, სამგზავრო ავტობუსი დაეჯახა. ადგილზე ათობით სასწრაფო დახმარების ჯგუფი მუშაობს.   შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლები. თურქეთში, ავტო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა ასევე წაიკითხეთ:   საქართველოს საგარეო უწყება თურქეთში მომხდარი ავარიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ახლობლებს უსამძიმრებს  

თურქეთში სატვირთო მანქანა ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა

თურქეთში, სატვირთო მანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა და 29 დაშავდა. თურქულმა მედიამ გაავრცელა კადრები, რომლის თანახმად, სატვირთო მანქანა ხალხის მასისკენ უკონტროლოდ მიემართება, ხალხი კი გაქცევას ცდილობს. თურქული მედია: გაზიანთეფის პროვინციაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულებს შორის 2 ჟურნალისტი, 3 მეხანძრე-მაშველი და 4 მედიკოსია Anadolu-ს ცნობით, სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა. მისივე ცნობით, ეს იყო მეორე შემზარავი ავარია, რომელიც თურქეთში მოხდა. იმავე დღეს, გაზიანთეფის პროვინციაში ავტომობილების შეჯახებას კიდევ 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  

თურქეთში ტურისტული ავტობუსის ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

თურქეთში, ბურსაში ტურისტული ავტობუსის ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. არიან დაშავებულები. რეგიონში გაიგზავნა ჯანდაცვის, სახანძრო და ჟანდარმერიის ბრიგადები. მედიის ცნობით, ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ავტობუსის მძღოლიც. 38 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სამედიცინო ჯგუფებმა ბურსასა და კუტაჰიას საავადმყოფოებში გადაიყვანეს.  

თურქეთში, ბურსას პროვინციაში ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 38 კი დაშავდა. ამასთან, დაღუპულთა შორისაა თავად ავტობუსის მძღოლიც.  როგორც ცნობილია, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები და პოლიცია იყო მობილიზებული. შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.  

კახეთში ერთმანეთს ტრაილერი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ

კახეთში, კაჭრეთის გზაზე ერთმანეთს ტრაილერი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.  როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებმა კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია. ასევე წაიკითხეთ: რაჭაში, ავტოავარიის შედეგად ძმები დაიღუპნენ  

ჩეხეთში ატრაქციონზე ავარიის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა

ჩეხეთში, ატრაქციონზე ავარიის შედეგად, სულ მცირე 17 ადამიანი დაშავდა.   შემთხვევა ქალაქის ცენტრში დაახლოებით 15:15 საათზე მოხდა. ჯაჭვის კარუსელის სავარძლების ნაგებობა ცენტრალურ სვეტზე დაახლოებით 15 მეტრის სიმაღლეზე ადიოდა. დაშვებისას ბრუნი უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ტექნიკური გაუმართაობის გამო ვერ შესრულდა.  პოლიციის ცნობით, ხალხი დაშავდა, რადგან როდესაც არტაქციონის სავაძლების კონსტრუქცია მიწაზე დაეცა, მექანიზმი ბრუნვას განაგრძობდა.  მომხდარის დეტალებს პოლიცია იკვლევს. ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე სასწრაფო დახმარების 5 ბრიგადა მუშაობდა.   

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ავტოავარიის შედეგად ერთი კაცი გარდაიცვალა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მანავში ავტოავარიის შედეგად ერთი კაცი გარდაიცვალა, 3 მგზავრი კი დაშავდა. როგორც ცნობილია, მსუბუქი ავტომობილი საპირისპიროდ მოძრავ ტრაილერს შეეჯახა. დაშავებულებს შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. ამასთან, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.  

რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტომობილი დაიწვა

რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტომობილი დაიწვა, - ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. მგზავრებმა და მძღოლმა ავტომობილიდან გადმოსვლა მოასწრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი "რენოს" მარკის მოძრავ ავტომობილს გაუჩნდა.  ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და პოლიციის ეკიპაჟები.  

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ავტომობილი გზიდან გადავარდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი გზიდან გადავარდა.  ავარიის შედეგად, ავტომანქანის მძღოლი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იყო მობილიზებული. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.  

თბილისში, პირველკლასელს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა

თბილისში პირველკლასელს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც ცნობილია, ბავშვის სიცოცხლეს  საფრთხე არ ემუქრება, მას ფეხი აქვს მოტეხილი. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.  

თბილისში, ქვეითად მოსიარულე ორ ახალგაზრდას ავტომობილი დაეჯახა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ქვეითად მოსიარულე ორ ახალგაზრდას ავტომობილი დაეჯახა. ამ ეტაპზე როგორც ცნობილია, ორივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი. ახალგაზრდების  სიცოხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.  

ბათუმში ერთმანეთს მატარებელი და ავტობუსი შეეჯახა

ბათუმში მატარებელი და ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. ამის შესახებ Tv25.ge თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება.  Europetime-ს შსს-ში ფაქტი დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ დამატებითი დეტალები ზუსტდება და შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.  Europetime ინფორმაციისთვის „საქართველოს რკინიგზას“ დაუკავშირდა. მომხდარზე კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.   

მედია: პოლონეთში ავტოავარიის დროს სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა, დაღუპულები სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქეები არიან

პოლონეთში ქალაქ პოზნანთან ახლოს მომხდარ ავტოკატასტროფის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ხუთი დაშავდა. პოლონური მედიის ინფორმაციით, ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა. ავტობუსში სულ 8 მგზავრი იმყოფებოდა, აქედან სამი გარდაიცვალა, ხუთი კი - დაშავდა. პოლონური მედია სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ გარდაცვლილები, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები არიან. ბოლო მონაცემებით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმედ ითვლება.  

შსს: ბოლო 9 თვეში, საქართველოში 4060 საგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 306 და დაშავდა 5704 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში 4060 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 306, ხოლო დაშავდა 5704 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს. როგორც „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი აღნიშნავს, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საგზაო შემთხვევებმა 6%-ით დაიკლო. „ეს გულისხმობს, რომ ავტოავარიები მძიმე შედეგებით სრულდება და მათი შემცირება არ მოქმედებს მსხვერპლის შემცირებაზე. მსოფლიოში აქტიურად გავრცელებულია შვედეთის მიერ წამოწყებული „ნულოვანი ხედვის“ ძირითადი პრინციპი - საგზაო შემთხვევები შესაძლოა მოხდეს, მაგრამ მთავარია შემთხვევები ფატალურად და მძიმე შედეგებით არ დასრულდეს. „ნულოვანი ხედვა“, რომელიც ევროპულმა ქვეყნებმა გაიზიარეს და მის მისაღწევად პროაქტიულად მოქმედებენ, საქართველოშიც უდევს საფუძვლად საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას, თუმცა როდესაც სტატისტიკას ვაანალიზებთ, ისმის კითხვა, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევამციროთ მსხვერპლი გზებზე? რა ადამიანურ, თუ ფინანსურ რესურსს ვაინვესტირებთ ავტოავარიაში რომ არ დაგვეღუპონ ჩვენი მოქალაქეები? რატომ არ ვიწყებთ აქტიურ მუშაობას საბავშვო სამგზავრო სავარძლების საკანონმდებლო ინიციატივაზე, ავტომობილში უკანა ღვედების გამოყენების კანონზე, სიჩქარის ლიმიტების შემცირებაზე მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში, სკოლის ზონების შემოღებაზე, ქულათა სისტემის ადმინისტრირების ხარისხის ამაღლებაზე, ტრანსპორტი ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ხარვეზების გამოსწორებაზე?“- განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.  

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. როგორც ცნობილია, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მათ გამოკვლევები უტარდებათ. ექიმების თქმით, დაშავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. ავტოსაგზაო შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მოხდა.   

ეგვიპტეში ავტობუსის არხში ჩავარდნის შედეგად, 19 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

ეგვიპტის ჩრდილოეთ ნაწილში სამგზავრო ავტობუსი არხში ჩავარდა, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. სამართალდამცავი უწყებების ცნობით, შემთხვევა დაკაჰლიის საგუბერნატოროში, დაბა აგაში მოხდა. ავტობუსში სულ 35 მგზავრი იმყოფებოდა. მომხდარზე მიმდიანრეობს გამოძიება. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.  

გურამიშვილის გამზირზე ავარიის შედეგად 10 ავტომობილი დაზიანდა

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა 10 ავტომობილი. გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი სავარაუდოდ, შეუძლოდ გახდა, რის გამოც მართვის კონტროლი დაკარგა.  ადგილზე მიმდინარეობს გამოძიება.  

გურჯაანში, 8 წლის გოგოს მიკროავტობუსი დაეჯახა

გურჯაანში, ცხრა აპრილის ქუჩაზე 8 წლის გოგოს მიკროავტობუსი დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებული მშობლებმა კლინიკაში თავად გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.  მას თავის შიდა დახურული ტრავმები აღენიშნება. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.  

აბაშაში, მატარებელი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

აბაშის ცენტრში, ლიანდაგის გადასასვლელზე მატარებელი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში 3 ადამიანი იმყოფებოდა და მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.  

კახეთში, ავტომანქანას, რომელშიც ცოლ-ქმარი იჯდა, მატარებელი დაეჯახა

გურჯაანში მსუბუქ ავტომობილს სატვირთო მატარებელი დაეჯახა, დაშავებულია ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. ორივე მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის დირექტორის, გელა ორველაშვილის განმარტებით, დაშავებული კაცის მდგომარეობა მძიმეა. "შემოიყვანეს ორი დაშავებული, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. ქალს ჰქონდა ხელის მოტეხილობა, ჩაუტარდა ამბულატორიული მკურნალობა და გავწერეთ. რაც შეეხება კაცს, მისი მდგომარეობა მძიმეა. ჩაუტარდა მრავლობითი ოპერაციები და ამ დროისთვის რეანიმაციაში იმყოფება,“ - განაცხადა ორველაშვილმა.  

ბარსელონაში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა

ბარსელონას სადგურზე ორი მატარებლის შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი დაშავდა. ესპანეთის სახელმწიფო ოპერატორმა Renfe-მ განაცხადა, რომ ერთი მატარებელი მეორეს უკანა მხრიდან დაეჯახ. შემთხვევა სადგურ Montcada i Reixac-ზე, დაახლოებით დილის 7:50 საათზე (0650 GMT) მოხდა. იტყობინება ახალი ამბების სააგენტო EFE. კატალონიის სამოქალაქო დაცვის სააგენტოები აცხადებენ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება 155 ადამიანს დასჭირდა, მაგრამ არცერთს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა. მათივე თქმით, მსუბუქი დაზიანებებით სამი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანს სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები აღენიშნება. ავარიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

ოკუპირებულ დონეცკში, ავარიის შედეგად დაიღუპა 16 ადამიანი დაიღუპა

უკრაინაში, დროებით ოკუპირებულ დონეცკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაღუპულთა შორისაა სატვირთო მანქანის მძღოლიც. როგორც ცნობილია, მიკროავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა, რომლის მგზავრებს შორის ჯარისკაცები იყვნენ.  უცხოური მედიის ცნობით, რომ სამი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.  

თბილისში, ტრაილერი ქვეითს დაეჯახა

თბილისში, ახმეტელის მეტროსთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.  როგორც ცნობილია, ტრაილერი ქვეითს დაეჯახა, რომელიც გზაზე არასწორ ადგილას გადადიოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეითმა მხოლოდ მსუბუქი დაზიანება მიიღო.  

ოზურგეთში, ავტოავარიას შუა ხნის კაცი ემსხვერპლა

ოზურგეთში აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას შუა ხნის კაცი ემსხვერპლა.  გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ბორდიურს დაეჯახა, რის შედეგადაც, მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული. ამ ეტაპზე, მომხდარზე დამატებითი დეტალები უცნობია.  

ქობულეთში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ქობულეთში, სოფელ გვარა-მუხაესტატეს ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან მოცურდა და სანიაღვრე არხში გადავარდა. ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის კოდექსის 276-მუხლით დაიწყო.  

რუსეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაიღუპა 8 ადამიანი და დაშავდა 22

რუსეთში, ხაბაროვსკის მხარეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაიღუპა 8 ადამიანი და დაშავდა 22. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.  ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია 2 სამაშველო ვერტმფრენი.   

თელავში, ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა

თელავში, რუსთაველის ქუჩაზე ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი 35 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.  მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.  

ავტობანზე მომხდარ ავარიას შუახნის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტობანზე მომხდარ ავარიას შუახნის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.  როგორც ცნობილია, კაცმა მსუბუქი ავტომობილის საჭე ვერ დაიმორჩილა, რა დროსაც ის დამცავ ჯებირს შეეჯახა და არხში გადავარდა. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია, შს სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.  

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას, ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

კახეთში, თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა.გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც ორი მგზავრი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი დაშავდა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.  

პაკისტანში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა, დაღუპულია 40 ადამიანი

სამხრეთ პაკისტანში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა, რის შემდეგაც ავტობუს ცეცხლი მოედო. AP-ის ცნობით, დაღუპულია 40 ადამიანი. ავტობუსში სულ 44 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევა ლასბელის რაიონში, ქალაქ ბელასთან მოხდა. კომისრის თანაშემწემ ჰამზა ანჯუმ ნადიმმა განაცხადა, რომ ნაპოვნია 40 ადამიანის ცხედარი, მათ შორის ქალები და ბავშვებიც არიან.

თურქეთში, ავტობუსის ავარიის შემდეგ, სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა - მედია

თურქეთში, ავტობუსის ავარიისას სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, ტრანსპორტი დიარბაქირიდან ბოდრუმისკენ მოძრაობდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაა გაგზავნილი. წინასწარი მონაცემებით, 35 ადამიანი დაშავდა. გამოძიება დაწყებულია.  

შსს: 2022 წლის განმავლობაში საქართველოში, 7 517 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, ხოლო დაიღუპა 430 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის განმავლობაში საქართველოში 7 517 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 430, ხოლო დაშავდა 5 469 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს. „2021 წლის განმავლობაში 7 705 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა (სსკ–ის 276-ე მუხლის მიხედვით), დაიღუპა 449, ხოლო დაშავდა 5863 ადამიანი. დედაქალაქში მოხდა 3 219 შემთხვევა, დაშავდა 2 674 ადამიანი, ხოლო დაიღუპა 56 პირი. 2022 წელს თბილისში, წინა წელთა შედარებით საგზაო შემთხვევების და დაშავებულთა ოდენობა შემცირებულია 6%-ით, ხოლო დაღუპვა გაზრდილია 8 %-ით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი განმარტავს, საქართველოში 2022 წლის განმავლობაში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საგზაო სატრანსპორტო შემთხვევები შემცირებულია 6%-ით, დაზიანებები 2 %-ით, ხოლო ლეტალობა 4 %-ით. „ამ პოზიტიური დინამიკის ფონზე, დედაქალაქში ლეტალობა 8%-ით გაზრდილია. აღნიშნული ტენდენცია მიგვანიშნებს, რომ მეტი ფოკუსირება და ძალისხმევა არის საჭირო საგზაო უსაფრთხოების ასამაღლებლად. დღეს არსებული სიჩქარის ლიმიტები დედაქალაქში საკმაოდ მაღალია, ვფიქრობ უმნიშვნელოვანესია სიჩქარის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინება და არსებული ლიმიტების გადახედვა. განსაკუთრებით კი გზის იმ მონაკვეთში, სადაც შერეული მოძრაობაა, მჭიდროდ დასახლებული პუნქტია, სკოლის ზონებია. მაღალი სიჩქარე ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია საგზაო შემთხვევების ლეტალური შედეგის და მძიმე დაზიანების. საერთაშორისო გამოცდილება „უსაფრთხო სისტემის“ (Safe System) დანერგვისკენ მოგვიწოდებს, რაც იმას გულისხმობს, რომ საგზაო შემთხვევები შესაძლოა მოხდეს, მაგრამ ისინი ლეტალურად და მძიმე შედეგებით არ უნდა სრულდებოდეს. მიმდინარე სტატისტიკა კი გვაუწყებს, რომ საგზაო შემთხვევების შემცირების ფონზე დედაქალაქში სიკვდილობა მკვეთრად იზრდება“, - აცხადებს ეკა ლალიაშვილი.  

ანანურში, ავტოავარიის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა

ანანურში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. საპატრულო ეკიპაჟის წევრები კი, დაშავდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მანქანას საპირისპირო ზოლში, შემხვედრი მიმართულებიდან დაეჯახა. მომხდართან დაკავშირებით, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.  

დაბა სურამთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი - ადგილზე, ხოლო მეორე - საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.  

დედოფლისწყაროში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა

დედოფლისწყაროში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რკინის კონსტრუქციას შეეჯახა. დაშავებულების მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.  

ფონიჭალაში, სკვერში ორ ბავშვს მანქანა დაეჯახა

თბილისში, ფონიჭალაში, სკვერში ორ ბავშვს მანქანა დაეჯახა. დაშავებული ბავშვები კლინიკაში გადაიყვანეს.  გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და სკვერში შევარდა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.  

ოკუპირებული ახალგორის მილიციის უფროსი ავტოავარიაში დაიღუპა

ოკუპირებულ ახალგორის რაიონში ადგილობრივი მილიციის უფროსი ლაშა ტუაევი ავტოავარიაში დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "მილიციის უფროსი ახალგორის რაიონის სოფელ ზაყორთან საკუთარი ავტომანქანით მოძრაობდა, მოულოდნელად საჭე ვაღარ დაიმორჩილა და ბეტონის კედელს შეეჯახა. 36 წლის ტუაევი ადგილზე დაიღუპა. ხოლო მისი თანამგზავრი 37 წლის ქალი, მძიმე მდგომარეობაში ცხინვალის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს", - ნათქვამია ინფორმაციაში. ამასთან, დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ავარიის გამომწვევ მიზეზებს სწავლობენ.  

თბილისში, გმირთა მოედანზე ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა

თბილისში, გმირთა მოედანზე ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად რამდენი ადამიანი დაშავდა ჯერჯერობით უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია და მოძრაობა პარალიზებულია.  მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.  

ქუთაისი-ხონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა

ქუთაისი-ხონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და ავტომობილი დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.  

გორი-ქარელის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი პოლიციელი ემსხვერპლა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორივე გარდაცვლილი შსს-ს თანამშრომელია. გავრცელებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი 30 წლამდე ასაკის კაცი მართავდა, ავტომაგისტრალზე გაჩერებულ საპატრულო ეკიპაჟს შეეჯახა, შემთხვევის შედეგად, ეკიპაჟის წევრები - პოლიციის ორივე თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.  

გორი-ქარელის მონაკვეთზე, ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტობანზე მოძრავი ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მისაბმელი ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.  

ქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევისას 5 ადამიანი დაიღუპა

ქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე შეეჭირა. თვითმხილველების თქმით, ავტომანქანა გზიდან გადავარდა და აფეთქდა. არსებული ინფორმაციით, 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი - კლინიკაში. მძიმეა კლინიკაში გადაყვანილი კიდევ ერთი დაშავებულის მდგომარეობა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.  

მელიქიშვილის ქუჩაზე ავარიის შემდეგ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე, სასტუმრო „საქართველოს" წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მოტოციკლს ავტომანქანა დაეჯახა. ავტოავარიის შედეგად მანქანა აალდა. რადიო თავისუფლების ცნობით, დაკვამლიანება შეიმჩნეოდა რამდენიმე ათეული მეტრიდან. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფმა ცეცხლი ჩააქრო. ავტომანქანა თითქმის სრულად განადგურებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტომანქანის მძღოლი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ წაიყვანა. ის კონტაქტური იყო.  

გლდანში მომხდარი ავტოავარის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

თბილისში, გლდანში მომხდარი ავტოავარის ფაქტზე, პოლიციამ ერთი პირი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ავტომობილის მძღოლი. გლდანში ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ორსულს დაეჯახა, რის შედეგად ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა. მის გარდა სამი ქალი დაშავდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტარნსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, „თბილისი ენერჯი“: გლდანში ავტოავარიის გამო, გაზის მილი დაზიანდა, აფეთქების საშიშროება შეიქმნა  

თურქეთში ავტობუსი ხიდიდან გადავარდა

თურქეთის ყარსის პროვინციაში სამგზავრო ავტობუსი ხიდიდან გადავარდა. 7 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები. ამის შესახებ ტელეკომპანია TRT Haber-ი იუწყება. ავტობუსი სოფელ კარაკურტთან დაახლოებით 50 მეტრის სიმაღლის ხიდიდან ხევში გადავარდა. ის ბურსა-ყარსის რეისს ასრულდებდა. ინციდენტის გამომწვევი მიზეზები დგინდება. ერთი მგზავრი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.  

პოლონეთში მატარებელი სატვირთოს დაეჯახა

პოლონეთში, სარკინიგზო გადასასვლელზე, მატარებელი სატვირთო მანქანას დაეჯახა, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაშავდა. დალანოვეკის მახლობლად ავარიის შედეგად დაშავებულთაგან, ოთხი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთის მდგომარეობა მძიმეა. დანარჩენებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ და ექიმებისა და მეხანძრე-მაშველების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. დაშავებულთა შორის იყვნენ მატარებლის მგზავრები და მძღოლი, თუმცა უცნობია, დაშავდა თუ არა ვინმე სატვირთო მანქანაში. პოლიციის სპიკერმა განმარტა, რომ როგორც სატვირთო მანქანის, ასევე, მატარებლის მძღოლი ავარიის დროს ფხიზლები იყვნენ. მისივე განმარტებით, ავარია გამოწვეული იყო იმით, რომ სატვირთო მანქანის მძღოლი ნიშანს არ დაემორჩილა. შემთხვევის გარემოებების დასადგენად ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. შეჯახების შემდეგ სატვირთო მანქანა ამობრუნდა. ვაგონი რელსებიდან გადავიდა.  

გურჯაანში ავარიისას ერთი ოჯახის სამი წევრი, მათ შორის, 4 წლის ბავშვი დაიღუპა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიისას ერთი ოჯახის სამი წევრი დაიღუპა. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, შემთხვევა სოფელ ახაშენში გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა კაცი მსუბუქი ავტომობილით მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად სახლის მიმართულებით გადაადგილდებოდა, როდესაც ტრაქტორს დაეჯახა და ამობრუნდა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპნენ, მეორე მოზარდი კიმ საავადმყოფოშია მოთავსებული. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.  

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევებს 11 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ დენიზლიში ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა და 95 დაშავდა. გამოცემა Hürriyet-ის ცნობით, ქალაქ დენიზლიში რამდენიმე საათიანი ინტერვალით ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. პირველს 7 ადამიანი ემსხვერპლა და 42 დაშავდა, მეორე ავარიის შედეგად კი, როდესაც მსუბუქი ავტომობილი ჯერ ავტობუსს, შემდეგ კი, მიკროავტობუსს შეეჯახა, 4 ადამიანი დაიღუპა და 53 დაშავდა.  

საგარეჯოში ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა, 6 არასრულწლოვანი დაშავდა

საგარეჯოში, მესამე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი, რომელშიც არასრულწლოვნები ისხდნენ, ერთ ადამიანს დაეჯახა. მიღებული დაზიანებებით ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავდა ავტომობილში მსხდომი 6 არასრულწლოვანიც, რომლებიც ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. მათი ასაკი 16 წლამდეა. ყველა დაშავებულს გამოკვლევა უტარდება, თუმცა პირველადი დათვალიერებით მათ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ მიღებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა). შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.  

სამტრედიაში ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა

სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც ათზე მეტი ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.  

ორთაჭალაში ავტოავარიისას 11 ადამიანი დაშავდა

თბილისში, ორთაჭალაში, ვახტანგ გორგასლის გამზირზე ავარია მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა დაეჯახა. დაშავდა 11 ადამიანი. სასწრაფო დახმარების სამსახურმა ისინი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლი სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს.