თეგი: ხორბალი
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი: უახლოესი ორი თვე პურზე ფასების ზრდის წინაპირობა არ არსებობს
უახლოესი ორი თვე პურზე ფასების ზრდის წინაპირობა არ არსებობს, – ამის შესახებ განცხადება ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ გააკეთა. „ხორბალი აუცილებლად შემოვა, ამის გარანტია არის. ფასებმა თუ მერყეობა დაიწყო, იგივე ხორბლის ფასიდან ან ლარის კურსიდან გამომდინარე, მაშინ ეს უკვე არის სახელმწიფოს პრეროგატივა. მათ ჩვენთან შეხვედრაზე განაცხადეს, რომ ამ მერყეობის შემთხვევაში, მზად არიან, გარკვეული სუბსიდირების მექანიზმით ჩაერიონ, რათა ეს არ იგრძნოს მოსახლეობამ პურის გაძვირებასთან მიმართებაში. ჩვენ მარაგები გვაქვს, რაც ძალიან გვიცავს. ეს არის უსაფრთხოების ბალიში“, – განაცხადა ლევან სილაგავამ.
ყაზახეთმა ფქვილისა და ხორბლის ექსპორტი შეზღუდა
ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყნიდან ფქვილისა და ხორბლის ექსპორტი შეიზღუდა. 2022 წლის 16 აპრილიდან ყაზახეთმა ხორბლისა და ფქვილის ექსპორტზე კვოტები აამოქმედა. ამ გადაწყვეტილების თანახმად, 2022 წლის 15 ივნისიდან ხორბლისა და ფქვილის ექპორტზე შემდეგი კვოტები იმოქმედებს: ხორბალსა და მესლინზე - 1 მლნ ტონა; ხორბლის ფქვილზე - 300 ათასი ტონა; ამასთან, ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, რომ ბრძანების ძალაში შესვლამდე საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად ექსპორტზე გაშვებული საქონელი ექვემდებარება დაუბრკოლებელ ექსპორტს ყაზახეთის ტერიტორიიდან. 19 მარტს გაეროს გენერალური მდივანმა, ანტონიუ გუტიერეშმა განაცახდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა. 31 მარტს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მზესუმზირის ზეთის ექსპორტი დროებით შეზღუდა. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, წლის ბოლომდე ჭვავის, ქერის, წიწიბურის, ფეტვის, შაქრის, მარილისა და ხორცის ექსპორტი იკრძალება. 12 აპრილს ბელორუსის ხელისუფლებამ ქვეყნიდან წიწიბურას, შაქრის, მარილისა და მაკარონის გატანაზე შეზღუდვა დააწესა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
გაერო: უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა ხორბალია დაბლოკილი
უკრაინის პორტებში თითქმის 4,5 მილიონი ტონა მარცვლეულია დაბლოკილი - ჯერჯერობით ხორბლის ექსპორტი შეუძლებელია, რადგან ომის გამო საზღვაო გზები დაკეტილია, - ამის შესახებ გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენელმა მარტინ ფრიკმა განაცხადა, „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა. ფრიკმა მოითხოვა უკრაინული მარცვლეული მიწოდების აღდგენა სხვა ქვეყნებში. შეგახსენებთ, უკრაინა მსოფლიოში მეოთხეა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებით და ექსპორტით. უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდების შემცირება გამოიწვევს ინფლაციურ ზეწოლას, რაც გაზრდის მარცვლეულის მსოფლიო ფასებს. მარცვლეულის მაღალმა ფასებმა შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს მსოფლიო სასურსათო ბაზრებზე და საფრთხე შეუქმნას გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას, განსაკუთრებით ეკონომიკურად განვითარებულ ზოგიერთ ქვეყანაში. ასევე წაიკითხეთ გუტერეში: რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა
ლევან სილაგავა: ქვეყანაში ხორბლის 10 დღის მარაგია დარჩენილი
„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ბოლო თვეებია ქვეყანაში ხორბალი მინიმალური რაოდენობით შემოდიოდა და შედეგად წისქვილები გაჩერებულია. როგორც სილაგავამ „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას აღნიშნა, ხორბლის იმპორტიდან ფქვილზე გადართვა საიმპორტო გადასახადის სხვაობამ განაპირობა. „სამწუხაროდ, ხორბლის მარაგები მინიმალურია, 10 დღის მარაგია დარჩენილი და უახლოეს რამდენიმე დღეში ის სამი წისქვილიც გაჩერდება, რომელიც მუშაობდა“, - აცხადებს სილაგავა. მისი თქმით, ასოციაცია პრემიერთან შეხვედრას ითხოვს, რადგან ეკონომიკური პროფილის სამინისტროებთან შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა და წისქვილკომბინატებში დასაქმებული ადამიანები სამსახურს კარგავენ. „თვეების განმავლობაში ვმუშაობდით სამუშაო ჯგუფში, რომელშიც შედიოდა ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები. გვქონდა წარდგენილი წინადადებები საგადასახადო რეჟიმების შეცვლასთან დაკავშირებით, რომლითაც ჩვენი აზრით გაუმჯობესდება სიტუაცია, თუმცა იყო აზრთა სხვადასხვაობა, შესაბამისად გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. ახლა წერილი შევიტანეთ პრემიერ-მინისტრთან. ერთადერთი გამოსავალი პრემიერთან შეხვედრა და ჩვენი წინადადების დაყენებაა, რადგან გადამწყვეტი სიტყვა პრემიერის არის“,- აცხადებს სილაგავა. 2022 წლის მარტში საქართველოში ხორბლის იმპორტი ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო. მარტში ქვეყანაში 9 963 ტონა ხორბალი შემოვიდა (3,197 მლნ დოლარი), ეს კი 2,3-ჯერ ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან მარტში საქართველოში 22 920 ტონა ხორბალი შემოვიდა (5,303 მლნ დოლარის ღირებულების). რაც შეეხება იანვარ-მარტს, პირველ კვარტალში ხორბლის იმპორტმა შეადგინა 33 507 ტონა (10,617 მლნ დოლარის ღირებულების), 2021 წლის 3 თვეში კი 90 195 ტონა ხორბალი შემოვიდა (21,226 მლნ დოლარის ღირებულების). Europetime-მ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართა შეკითხვით, რა მოცულობის ხორბლის მარაგი აქვს სახელმწიფოს და არსებობს თუ არა წისქვილკომბინატების გაჩერების საფრთხე. უწყების კომენტარს, მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. ასევე წაიკითხეთ გაერო: უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა ხორბალია დაბლოკილი
სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოში ხორბლის მარაგის შემცირებას ადასტურებს
სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყანაში, ხორბლის იმპორტი, დიდწილად, ფქვილის იმპორტმა ჩაანაცვლა იაფი ფქვილის მარაგების ფონზე, ავტომატურად შემცირებულია ხორბლის იმპორტი და ხორბლის მარაგები. თუმცა ქვეყანაში ხორბლის ფქვილის დეფიციტის შექმნის საფუძველი არ არსებობს. „მარაგი დღეისათვის გვაქვს საკმარისზე მეტი, თუმცა გვაქვს ფქვილის და არა ხორბლის სახით. დაახლოებით თვენახევარ, ორ თვეში დაიწყება ხორბლის ადგილობრივი მოსავლის აღება. ივლისი-აგვისტო მსოფლიოში მარცვლეული კულტურების ახალი მოსავლის მიღების სეზონია. ახალი მოსავალი ახალი საფასო პოლიტიკის შემუშავებას განაპირობებს. დღეისათვის, ხორბლის ფასები მკვეთრადაა გაზრდილი, პრაქტიკულად გაორმაგებულია. იმედი გვაქვს, რომ ფასების კლების ტენდენცია დაიწყება. შესაბამისად, უკვე ამ პერიოდისთვის, საქართველოს მთავრობა შექმნილი ვითარების შესაბამისად იმოქმედებს“, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში. „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ბოლო თვეებია, ქვეყანაში ხორბალი მინიმალური რაოდენობით შემოდიოდა და შედეგად წისქვილები გაჩერებულია. „სამწუხაროდ, ხორბლის მარაგები მინიმალურია, 10 დღის მარაგია დარჩენილი და უახლოეს რამდენიმე დღეში ის სამი წისქვილიც გაჩერდება, რომელიც მუშაობდა“, - აცხადებს სილაგავა. მისი თქმით, ასოციაცია პრემიერთან შეხვედრას ითხოვს, რადგან ეკონომიკური პროფილის სამინისტროებთან შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა და წისქვილკომბინატებში დასაქმებული ადამიანები სამსახურს კარგავენ. მსოფლიო ბაზარზე ხორბალთან დაკავშირებით გლობალურად გართულებული მდგომარეობა რუსეთის უკრაინაში შეჭრას უკავშირდება. რუსეთი მსოფლიოში ხორბლის ყველაზე დიდი ექსპორტიორია, ხოლო უკრაინა - სიდიდით მეხუთე. ჯამურად რუსეთი და უკრაინა გლობალურ ბაზარზე ხორბლის ექსპორტის თითქმის 30%-ს უზრუნველყოფენ. მაისის დასაწყისში, უკრაინის პორტებში დაახლოებით 4,5 მილიონი ტონა მარცვლეული იყო დაბლოკილი.
ირაკლი ღარიბაშვილი ხორბლისა და ფქვილის მარაგზე: საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს
ქვეყანაში ფქვილის, ხორბლის საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს და სულ რაღაც ერთ თვეში, თვე-ნახევარში, ჩვენც საკუთარ ხორბალს უკვე ავიღებთ, მოსავალს ავიღებთ. შესაბამისად არავითარი აჟიოტაჟის საფუძველი არ იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისგან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ხორბალთან და ფქვილთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აჟიოტაჟი იყო ხელოვნურად გამოწვეული და ქვეყანას დღეს ამ მიმართულებით პრობლემა არ აქვს. „დარგის წარმომადგენლები ითხოვენ ფქვილზე გადასახადის შემოღებას, ხომ? - რაც, რა თქმა უნდა, გამოიწვევს პურის ფასის ზრდას. ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის, არც ჩვენი ხალხის, ჩვენი მოსახლეობის ინტერესებში შედის. აქედან გამომდინარე, ეს აჟიოტაჟი, მე ვფიქრობ, რომ იყო აბსოლუტურად ხელოვნურად გამოწვეული, არავითარი პრობლემა ჩვენს ქვეყანას დღეს არ აქვს. საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს ფქვილის, ხორბლის მარაგიც არსებობს ქვეყანაში და სულ რაღაც ერთ თვეში, თვე ნახევარში, ჩვენც საკუთარ ხორბალს ასე ვთქვათ უკვე ავიღებთ, მოსავალს ავიღებთ და შესაბამისად არავითარი აჟიოტაჟის საფუძველი არ იყო. გასაგებია, რომ გარკვეული მცირე ჯგუფის მიერ იყო ეს საკითხი პოლიტიზირებული და აჟიოტაჟი იყო შექმნილი ხელოვნურად,“-აღნიშნა პრემიერმა. ასევე წაიკითხეთ: სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოში ხორბლის მარაგის შემცირებას ადასტურებს
WSJ: უკრაინის მარცვლეულის განბლოკვის ნაცვლად, გაერო რუსეთს სანქციების შემსუბუქებას სთავაზობს
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებას განიხილავს, თუ ის უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს განბლოკავს. ამის შესახებ, WSJ წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობითვე, თურქეთი მზადაა, ამ მოლაპარაკებებში ჩაერთოს. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს გაერო: უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა ხორბალია დაბლოკილი გუტერეში, ამ დროისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთთან, თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან, მოლაპარაკებების მიზანი უკრაინული საკვები პროდუქტების ექსპორტის განბლოკვაა მსოფლიო ბაზრებზე, რათა ქვეყნებმა სურსათის გლობალური დეფიციტი თავიდან აიცილონ. WSJ-ს ცნობით, ამ დროისთვის რუსეთი მოლაპარაკებებში სერიოზულად არაა ჩართული, თურქეთი კი გამოთქვამს მზადყოფნას, რომ შეთანხმების შემთხვევაში ხორბლის უსაფრთხოდ გადაზიდვას განახორციელებს. ამასთან, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის სანაცვლოდ, გუტერეში რუსეთს მსოფლიო ბაზარზე რუსული და ბელორუსული კალიუმის დაბრუნებას სთავაზობს. Wall Street Journal-ის ცნობით, გაეროს უშიშროების საბჭო ჯერჯერობით ვერ იღებს რეზოლუციას, რომელიც რუსეთს დაავალდებულებს უკრაინის საზღვაო პორტების გახსნას, რადგან რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები, სავარაუდოდ, მას ვეტოს დაადებენ. „ქვეყნები, რომლებიც უკრაინულ მარცვლეულზე არიან დამოკიდებული, ზეწოლას განახორციელებენ მოსკოვზე, რათა ამ უკანასკნელმა პროდუქტის მიწოდება მინიმუმ შეზღუდული რაოდენობით დაუშვას გემებით – კერძოდ კი საერთაშორისო ორგანიზაციების, ნეიტრალური ან რუსეთის მიმართ მეგობრული ქვეყნის დროშით“, - წერს გამოცემა. გუტერეში: რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა უკრაინის შეფასებით, ოკუპანტებმა ქვეყნიდან დაახლოებით $100 მილიონის ღირებულების 400 ათასი ტონა მარცვლეული მოიპარეს. მანამდე კი უკრაინის დაზვერვამ განაცხადა, რომ უკრაინიდან მოპარული მარცვლეულის მნიშვნელოვანი ნაწილი ხმელთაშუა ზღვაშია - რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ მშრალ სატვირთო გემებზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
გაერო: უკრაინის პორტების ბლოკირებამ შესაძლოა, შიმშილი და იძულებითი მიგრაცია გამოიწვიოს
გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) ექსპერტების შეფასებით, უკრაინის პორტებში შენახული მარცვლეულის ექსპორტის დაბლოკვა არის "ომი გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის", რასაც შესაძლოა შიმშილობა და იძულებითი მასობრივი მიგრაცია მოჰყვეს, იმ შემთხვევაში თუ პორტები არ გაიხსნება. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს გაერო: უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა ხორბალია დაბლოკილი გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ მინისტერიალზე საუბრისას, WFP-ის დირექტორმა დევიდ ბიზლმა თქვა: „პრეზიდენტო პუტინ, მე მოგმართავთ, თუ გული გაქვს, გთხოვთ, გახსენით ეს პორტები“. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის პორტებში შენახული მარცვლეულის ექსპორტის შეუძლებლობა არის "ომი გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის", ბიზლმა ასევე განაცხადა, რომ თუ პორტები არ გაიხსნება, ამან შესაძლოა "შიმშილი და იძულებითი მასობრივი მიგრაცია" გამოიწვიოს. გუტერეში: რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა WSJ: უკრაინის მარცვლეულის განბლოკვის ნაცვლად, გაერო რუსეთს სანქციების შემსუბუქებას სთავაზობს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშის თქმით კი გლობალური შიმშილი ახალ რეკორდს უახლოვდება და იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც მწვავე საკვების დაუცველობის წინაშე დგანან, ბოლო ორი წლის განმავლობაში 135 მილიონიდან 276 მილიონამდე გაიზარდა. მან ასევე აღნიშნა, რომ 500 000-ზე მეტი ადამიანი შიმშილის პირობებში ცხოვრობს და ეს მაჩვენებელი 2016 წლიდან 500 პროცენტით გაიზარდა. ასევე წაიკითხეთ გუტერეში: უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდების განახლების გარეშე სასურსათო კრიზისს ეფექტიანად ვერ დავძლევთ
გუტერეში: უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდების განახლების გარეშე სასურსათო კრიზისს ეფექტიანად ვერ დავძლევთ
„უკრაინიდან მიწოდების განახლების გარეშე, ისევე როგორც რუსეთიდან და ბელორუსიიდან საკვებისა და სასუქების მოწოდების გარეშე, ჩვენ არ შეგვიძლია ეფექტურად გადავლახოთ სასურსათო კრიზისი“, - თქვა გაეროს ხელმძღვანელმა ანტონიო გუტერეშმა. გაერო რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, რომ უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტი დაუშვას. მისი თქმით, ასევე აუცილებელია უკრაინიდან მიწოდების ალტერნატიული მარშრუტების შესაძლებლობის შესწავლა - თუმცა ეს ღონისძიება თავისთავად ვერ გადაჭრის ყველა პრობლემას. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს გაერო: უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა ხორბალია დაბლოკილი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ კაცობრიობა მართლაც მძიმე მდგომარეობაშია - პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური სტრესი, კლიმატის ცვლილება, შემოსავლების კლება და უთანასწორობა და ახლა რუსეთის შეჭრა უკრაინაში. რუსეთი და უკრაინა უზრუნველყოფენ ხორბალზე მსოფლიო მოთხოვნის მესამედს და მცენარეული ზეთის მიწოდების ნახევარს. განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ ყველაზე ღარიბი ქვეყნები, რომლებსაც უჭირთ საკვების გაზრდილ ღირებულებასთან გამკლავება. „ამ საკითხს ინტენსიურად განვიხილავ რუსეთის ფედერაციასთან, უკრაინასთან, თურქეთთან, შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, ასევე რამდენიმე საკვანძო სახელმწიფოსთან. იმედი არის, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი“, - ამ განცხადებით, გაეროს ხელმძღვანელმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ორგანიზებული და სასურსათო კრიზისისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეებს მიმართა. გუტერეში: რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა WSJ: უკრაინის მარცვლეულის განბლოკვის ნაცვლად, გაერო რუსეთს სანქციების შემსუბუქებას სთავაზობს შეხვედრაზე შეიკრიბნენ მსოფლიოს რიგი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, მათ შორის ღონისძიებას ესწრებოდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. გაეროს გენერალური მდივნის თქმით, აუცილებელია, რომ „ყველა მხარემ გამოიჩინოს კეთილი ნება“, რადგან საკითხის გადაწყვეტას მოჰყვება როგორც ეკონომიკური და ფინანსური შედეგები, ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სირთულეები. უკრაინა განიხილავს მარცვლეულის ექსპორტის შესაძლებლობას ტრანსპორტის სხვა გზებით. უკრაინის აგრარული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დენის მარჩუკის ინფორმაციით უკრაინის პორტებში მარცვლეულის დიდი რაოდენობაა დაბლოკილი, რასაც ალტერნატივა არ არქვს. „შავი ზღვის პორტები, რომლებითაც ექსპორტის 90 პროცენტი გადიოდა ომამდელ პერიოდში (ყოველთვიურად დაახლოებით ხუთ მილიონ ტონა მარცვლეულს ვტვირთავდით ჩვენი პარტნიორებისთვის), ომის პირველივე დღეებიდან დაბლოკილია. ბუნებრივია, შემცვლელის პოვნა ძალიან რთულია. დღეს ჩვენ ვმუშაობთ ახალ მიმართულებებზე - რკინიგზით, ავტომანქანებით ევროპისკენ, მდინარის პორტებით. რა თქმა უნდა, ამას სრულფასოვან ალტერნატივას ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ახლა იძულებულები ვართ, ასეთ პირობებში ვიმუშაოთ. რთულია, მაგრამ არის შესაძლებლობა. მარტში ამ გზით 200 ათასი ტონა მარცვლეულის ექსპორტი გავიტანეთ, აპრილში კი უკვე მილიონ ტონაზე მეტი“, - განაცხადა მან. მარჩუკის თქმით, მარცვლეულის მიწოდების პროცესის დაჩქარების მიზნით, G7 ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრებმა გერმანიაში ცოტა ხნის წინ გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ევროპის საზღვარზე „მწვანე დერეფნების“ შექმნის შესაძლებლობა. მარჩუკი განმარტავს, რომ ახლა საუბარია ცალკეული საგუშაგოების ორგანიზებაზე დიდი რაოდენობით პერსონალით. ამრიგად, უკრაინიდან მარცვლეულით სატვირთო მანქანების უწყვეტი და სწრაფი გავლა შესაძლებელია რუმინეთში, პოლონეთში, ლიტვაში და შემდგომში გემების ტრანსპორტირებამდე, რომლებიც უზრუნველყოფენ მიწოდებას მთელს მსოფლიოში. ”მომავალში ეს საშუალებას მისცემს უკრაინას თვეში ორ მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულის ექსპორტი განახორციელოს”, - ამბობს სრულიად უკრაინული აგრარული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. უკრაინაში მარცვლეულის ახალი მოსავალი თვენახევარში დაიკრიფება. მაგრამ იმ დროისთვის ბევრ განვითარებად ქვეყანაში მარცვლეულის მარაგი პრაქტიკულად ამოიწურება და შეუძლებელი იქნება მათი სწრაფად შევსება, სანამ უკრაინის შავი ზღვის პორტები დაბლოკილია რუსი სამხედროების მიერ. „პური, ვერმიშელი, ხორცი (ღორის და საქონლის ხორცი), რძე, კარაქი, კვერცხი, ერთი სიტყვით, ყველა პროდუქტი, რომლის წარმოებაც მარცვლეული კულტურების გამოყენებას გულისხმობს, გაძვირდება“, - ამბობს დენის მარჩუკი. მარჩუკის თქმით, დღეს უკრაინაში 20 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულია დარჩენილი, რომლის გაყიდვაც შესაძლებელია. ”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გაერო იპოვის არგუმენტებს საზღვაო გადაზიდვის მარშრუტების განბლოკვის მისაღწევად,” - ამბობს დენის მარჩუკი. შესაძლოა მოხდეს ჰუმანიტარული კოლონების გაშვება, რომლებიც სატვირთო გემებს თან გაჰყვებიან რუსეთიდან საკვების საჭიროების მქონე ქვეყნების მიმართულებით. შიმშილი ყოველთვის საფუძვლად უდევს სოციალურ არეულობას. თუ გადამჭრელი ზომები ახლა არ მიიღება, მსოფლიო შესაძლოა მიგრაციის კიდევ ერთი ახალი ტალღის წინაშე აღმოჩნდეს, ხალხი მოიძიებს დაცვას და ფინანსურ გარანტიებს უფრო აყვავებულ ქვეყნებში“.
უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება
უკრაინის პორტებში თითქმის 4,5 მილიონი ტონა მარცვლეულია დაბლოკილი. ჯერჯერობით, ხორბლის ექსპორტი შეუძლებელია, რადგან ომის გამო საზღვაო გზები დაკეტილია. გაერო რუსეთს მოუწოდებს, რომ უკრაინული ხორბალი განბლოკოს, რადგან ეს აზიის ქვეყნებში შიმშილს, ხოლო მსოფლიოში იძულებით მიგრაციას გამოიწვევს. განვითარებული მოვლენების ფონზე, უკრაინის პორტებში დაბლოკილი ხორბლის გათავისუფლების რამდენიმე სცენარი იკვეთება. როგორ აისახება ეს ვითარება საქართველოზე მას შემდეგ, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხორბლის მარაგების შემცირება დაადასტურა. რატომ დაბლოკა რუსეთმა უკრაინული ხორბალი პორტებში? რა გავლენა ექნება კრიზისზე გაეროს განცხადებებს და რა ვითარებაა მსოფლიო ბაზარზე მას შემდეგ რაც ინდოეთმა ხორბლის ექსპორტი ნაწილობრივ შეაჩერა? როგორ შეიძლება განიბლოკოს უკრაინის პორტებიდან ხორბალი? Europetime-თან თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ეკონომისტი ბადრი რამიშვილი ამბობს, რომ უკრაინის პორტებში ბლოკირებული ხორბლის შედეგად შექმნილი კრიზისი საქართველოზე არ აისახება, თუმცა მოსალოდნელია ამ ქვეყნიდან იმპორტირებული სხვა პროდუქტების გაძვირება. „ამ კრიზისის შედეგად დაზარალდებიან მსოფლიოს მესამე სამყაროს ქვეყნები, სადაც ცხოვრების დონე ძალიან დაბალია და სიღარიბის მაჩვენებელი მაღალი. საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მშპ $5 ათასია. თუ ფასები კიდევ გაიზარდა სახელმწიფოს აქვს უნარი, ინფლაციის გავლენის შესამცირებლად განახორციელოს სუბსიდირება“. რუსეთ-უკრაინის ომამდე საქართველო ხორბლის 90%-ზე მეტს რუსეთიდან ყიდულობდა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2021 წელს ქვეყანამ ჯამში $93.5 მილიონის ღირებულების 367,000 ტონა ხორბალი შეიძინა. აქედან $87.4 მილიონის (338,000 ტონა) ხორბალი რუსული, $4.6 მილიონის ღირებულების კი, ამერიკული იყო (24.4 ათასი ტონა). საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წელს უკრაინა-საქართველო სავაჭრო ბრუნვა შემცირებულია. 2022 წლის იანვარ-აპრილი: ბრუნვა $145 მილიონ 962 ათასი; იმპორტი - $92 მილიონ 996 ათასი; ექსპორტი - $52 მილიონ 965 ათასი; 2021 წლის იანვარ-აპრილი: ბრუნვა $219 მილიონ 062 ათასი; იმპორტი - $121 მილიონ 511 ათასი; ექსპორტი - $97 მილიონ 550 ათასი. ცნობილია, რომ უკრაინამ ხორცის, ჭვავის, შვრიის, წიწიბურას, შაქრის, ფეტვისა და საკვები მარილის ექსპორტი შეაჩერა. „საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვის შემცირება იმ პროდუქტებს გააძვირებს, რაც საქართველოს ამ ქვეყნიდან შემოჰქონდა. განსაკუთრებით მოსალოდნელია სასურსათო ზეთის გაძვირება“, - ამბობს რამიშვილი. რატომ დაბლოკა რუსეთმა უკრაინის პორტებში ხორბლი და როგორ შეიძლება განვითრდეს მოვლენები Europetime-თან თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ეკონომისტი ბადრი რამიშვილი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის პორტებში დაბლოკილი ხორბლის თემას ბევრი ასპექტი აქვს და ეს საკითხი პირველ რიგში პოლიტიკურ ჭრილში უნდა განვიხილოთ. „თუ ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა, უკრაინის პორტებში ხორბლის დაბლოკვის საკითხი შესაძლოა, გამოყენებული იყოს რუსეთის პოზიციების კიდევ უფრო შესასუსტებლად. კერძოდ, შავ ზღვაში, უკრაინის პორტების თავზე ცა დაიხუროს და ეს ტერიტორია არასაფრენ ზონად გამოცხადდეს და ასე მოხდეს ხორბლის მსოფლიო ბაზარზე მიწოდების შეზღუდვის აღმოფხვრა. პოლიტიკური თვალსაზრისით ამან გაეროს გადაწყვეტილებებზეც შეიძლება მოახდინოს ზემოქმედება და მოხდეს რუსეთის სტატუსის შემცირება ამ ორგანიზაციაში. ამასთან კავშირშია ისიც, რომ აშშ-მ უკრაინისთვის უფრო შორს მოქმედი Harpoon და Naval Strike-ს რაკეტების გადაცემა ჰუმანიტარული პრობლემებით გაამართლოს. ამ შემთხვევაში ყველაფერი ერთმანეთზეა აგებული, თუმცა არ გამოირიცხება და მნიშვნელოვანია ეკონომიკური ფაქტორიც“. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს გაერო: უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა ხორბალია დაბლოკილი Europetime-თან ბადრი რამიშვილი აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს, ხორბლის ბაზარზე პანიკის შექმნა. „რუსეთმა თვითონ აკრძალა ქვეყნიდან ხორბლის ექსპორტი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია. თვითონ წავიდა ზარალზე, რომ ხორბლის ბაზარზე პანიკა შექმნას. ამ აჟიოტაჟის კვალდაკვალ შესაძლოა დასავლეთი დაზარალდეს და შეიძლება, ამ ამღვრეულ წყალში რუსეთმა მოიგოს. ესაა რუსეთის ერთ ერთი ბერკეტი დასავლეთზე ზეწოლა მოახდინოს და ბუნებრივია ამ შანსს იყენებს“. გაეროს განცხადებები და ვითარება ხორბლის მსოფლიო ბაზარზე უკრაინის პორტებში აჟიოტაჟის კვალდაკვალ, გასულ კვირას რუსული ხორბალი გაძვირდა და 1 ტონაზე ფასმა $390 შეადგინა. ხორბლის მსოფლიო ფასებზე მყისიერი გავლენა ჰქონდა ინდოეთის განცხადებას მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ექსპორტის ნაწილობრივ შეზღუდვის შესახებ. ევროპაში 1 ტონა ხორბალი €422-დან €435-მდე გაძვირდა. ასევე, ფასების ზრდა დაფიქსირდა ჩიკაგოს ბირჟაზეც და ივნისის ფიუჩერსებზე 1 ბუშელ ხორბალზე (35,2 ლიტრი) $12,47 შეადგინა. „ტრეიდერები ამბობენ, რომ ახალი აკრძალვა დამატებით ზეწოლას ახდენს გლობალურ საექსპორტო ბაზარზე, იმის გათვალისწინებით, რომ ინდოეთი უნდა გამხდარიყო რუსეთისა და უკრაინის ალტერნატივა მიმდინარე საომარი მოქმედებების პირობებში“, - თქვა ჯეკ სკოვილმა, Price Futures Group-ის ვიცე-პრეზიდენტმა. ინდოეთმა ხორბლის ექსპორტის ნეწილობრივ შეჩერებაზე განცხადება მოულოდნელად გააკეთა და მიზეზად მეტეოროლოგიური პირობები დაასახელა. ქვეყანაში ხორბლის მოსავალი აპრილში გვალვებმა დააზიანა. მარტში ინდოეთმა მსოფლიო ბაზარზე გასაყიდად 7,85 მილიონი ტონა ხორბალი გამოიტანა. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 2,1 მილიონი ტონა იყო. ამ ვითარებიდან გამომდინარე გასულ კვირას გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მოსალოდნელ სასურსათო კრიზისზე მწვავე განცხადებები გააკეთა. WSJ-მ გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც გაერო და დასავლეთი ბელორუსთან უკრაინული ხორბლის ექსპორტის დაშვებას განიხილავს, სანაცვლოდ კი, კალიუმის ექსპორტზე სანქციების მოხსნას სთავაზობს. გუტერეში: რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა WSJ: უკრაინის მარცვლეულის განბლოკვის ნაცვლად, გაერო რუსეთს სანქციების შემსუბუქებას სთავაზობს გუტერეში: უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდების განახლების გარეშე სასურსათო კრიზისს ეფექტიანად ვერ დავძლევთ გაერო: უკრაინის პორტების ბლოკირებამ შესაძლოა, შიმშილი და იძულებითი მიგრაცია გამოიწვიოს ხორბლის ექსპორტის ალტერნატიულ მარშრუტებზე ლაპარაკობს უკრაინაც. უკრაინის აგრარული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დენის მარჩუკის ინფორმაციით, G7 ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრებმა გერმანიაში ცოტა ხნის წინ გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ევროპის საზღვარზე „მწვანე დერეფნების“ შექმნის შესაძლებლობა. მარჩუკი განმარტავს, რომ საუბარია ცალკეული საგუშაგოების ორგანიზებაზე დიდი რაოდენობით პერსონალით. „უკრაინიდან მარცვლეულით სატვირთო მანქანების უწყვეტი და სწრაფი გადაადგილება შესაძლებელია რუმინეთში, პოლონეთში, ლიეტუვაში და შემდგომში გემებით ტრანსპორტირება და მთელი მსოფლიოსთვის მიწოდება“. Europetime-თან ბადრი რამიშვილი ამბობს რომ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ასპექტებთან ერთად დასავლეთს სურს ხორბლის პრობლემით გაეროში მსოფლიოს მესამე ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება. „დასავლეთი ცდილობს, ხორბლის პრობლემით მოიპოვოს მესამე სამყაროს ქვეყნების მხარდაჭერა და რუსეთთან მიმართებით უკმაყოფილება გაზარდოს. მსოფლიოს მესამე ქვეყნებისთვის ეს ხორბალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მაგალითად, უკრაინული ხორბლის ერთ-ერთი მსხვილი შემსყიდველი იყო ბანგლადეში ასევე აფრიკის ქვეყნები“. როგორ განვითარდება მოვლენები პორტებში დაბლოკილ უკრაინულ ხორბალთან დაკავშირებით, პროგნოზირება რთულია, ამბობს ბადრი რამიშვილი, თუმცა ამ ვითარებიდან საკუთარი სარგებლის მიღებას ყველა მხარე შეეცდება. FAO-ს მონაცემებით, 2021 წელს მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ექსპორტიორი TOP 5 ქვეყანაა: რუსეთი, აშშ, კანადა, ავსტრალია, უკრაინა. TOP 5 მწარმოებელი ქვეყანაა ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი, აშშ, საფრანგეთი.
ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინიდან აფრიკაში მარცვლეულის ექსპორტის განახლების მიზნით, აქტიურად იმუშავებს
„გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინი აქტიურად იმუშავებს უკრაინიდან აფრიკაში მარცვლეულის ექსპორტის განახლების მიზნით, რომელიც რუსეთის შეჭრის შედეგად შეჩერებულია“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სენეგალში ვიზიტისას განაცხადა. სენეგალი მზადაა, ევროპული ბაზარი თხევადი ბუნებრივი აირით მოამარაგოს „ჩვენ აქტიურ მუშაობას გავაგრძელებთ იმისთვის, რომ უკრაინიდან ხორბლის ექსპორტი არ შეფერხდეს. რა თქმა უნდა, ეს რთული იქნება, მაგრამ ვალდებულები ვართ, მცდელობა არ დავაკლოთ“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა. სენეგალის პრეზიდენტი მოსკოვსა და კიევს ეწვევა უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინული ხორბალის განსაბლოკად, ლიეტუვამ ბრიტანეთს სამხედრო-საზღვაო კოალიციის შექმნა შესთავაზა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ლონდონში ბრიტანელ კოლეგასთან ლიზ ტრასთან მოლაპარაკებებისას უკრაინული ხორბლის განსაბლოკად საზღვაო კოალიციის შექმნის იდეა გააჟღერა. ”ახალი მოსავლის აღებამდე მცირე დრო რჩება და არ არსებობს სხვა პრაქტიკული გზა მარცვლეულის ექსპორტისთვის, გარდა შავ ზღვაში ოდესის პორტისა. ამ მარცვლეულის ექსპორტისთვის სხვა ადეკვატური ალტერნატივა არ არსებობს. აუცილებელია, დაუცველ ქვეყნებს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მზად ვართ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია მსოფლიოს გამოსაკვებად“, - დასძინა მან. ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინიდან აფრიკაში მარცვლეულის ექსპორტის განახლების მიზნით, აქტიურად იმუშავებს ლანდსბერგისი ვარაუდობს, რომ საზღვაო ესკორტის ოპერაციას - არა NATO-ს ეგიდით - შეუძლია დაიცვას მარცვლეულის ხომალდები, როდესაც ისინი იმოძრავებდნენ შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო ხომალდების გვერდის ავლით. მან შესთავაზა, დიდი ბრიტანეთს, რომ მარცვლეულის პოტენციური დაკარგვით დაზარალებულმა ქვეყნებმა, მაგალითად ეგვიპტემ, შეძლოს საჭირო დაცვის უზრუნველყოფა. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს გაერო: უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა ხორბალია დაბლოკილი ლიეტუვის გეგმა გულისხმობს შავი ზღვის ნაწილის მინებისგან გაწმენდას უსაფრთხოდ გადასასვლელად, ასევე შეთანხმებას თურქეთთან, რომელიც იცავს შავ ზღვაში შესასვლელს. „ეს იქნება არასამხედრო ჰუმანიტარული მისია და ვერ შეედრება ფრენისთვის აკრძალულ ზონას. ეს შესაძლებლობას მისცემს ხომალდებს ან თვითმფრინავებს, ან ორივეს, რათა უზრუნველყონ მარცვლეულის მიწოდება. უსაფრთხოდ დატოვონ ოდესის პორტი და მიაღწიონ ბოსფორს რუსეთის ჩარევის გარეშე. გვჭირდება მზა ქვეყნების კოალიცია მნიშვნელოვანი საზღვაო ძალებით, რათა დაიცვან გემები და ქვეყნები, რომლებიც განიცდიან ხორბლის დეფიციტს“, - განმარტა მინისტრმა. მისი თქმით, ამ შემთხევევაში, NATO როგორც ალიანსი, არანაირ როლს არ უნდა თამაშობდეს. ლანდსბერგისთან შეხვედრის შემდეგ, ტრასმა თქვა, რომ გაერთიანებულ სამეფოს სურს, რომ ბრიტანეთის საზღვაო ხომალდები შეუერთდნენ ესკორტს, თუ გადაიჭრება პრაქტიკული საკითხები, მათ შორის შავი ზღვის მონაკვეთის ნაღმების გაწმენდა და უკრაინისთვის უფრო დიდი დისტანციური იარაღის მიწოდება ნავსადგურის რუსული თავდასხმისგან დასაცავად. დიდი ბრიტანეთი ამ გეგმას მოკავშირეებთან ერთად განიხილავს და მის გასააქტიურებლად, სავარაუდოდ, აშშ-ს თანხმობა დასჭირდება. ”რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ არის ამ გლობალური სასურსათო უსაფრთხოების საკითხის მოგვარება და დიდი ბრიტანეთი მუშაობს სასწრაფო გადაწყვეტილებაზე უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გასატანად”, - თქვა მან. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
თურქეთი რუსეთთან და უკრაინასთან მარცვლეულის საექსპორტო დერეფნის გახსნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს
უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის მიზნით, ბოსფორის სრუტის გავლით დერეფნის გახსნაზე, თურქეთის ხელისუფლება რუსეთის ფედერაციასთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. იუწყება Reuters-ი თურქეთის იფიციალურ პირზე დაყრდნობით. ნედ პრაისი: აშშ არ გააუქმებს სანქციებს რუსეთის ექსპორტზე, უკრაინის პორტების განბლოკვის სანაცვლოდ იყენებს თუ არა რუსეთი სასურსათო კრიზისს მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესამსუბუქებლად „თურქეთი აწარმოებს მოლაპარაკებებს როგორც რუსეთთან, ასევე, უკრაინასთან უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტზე. მას შემდეგ, რაც თურქეთიდან დერეფანი გაიხსნება, ამ მარცვლეულზე მოთხოვნა სამიზნე ბაზრებზე შესაღწევად გაჩნდება. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა და დაამატა, რომ მოლაპარაკებები კონფიდენციალურია. ლიეტუვამ უკრაინული მარცვლეული მიიღო. მიზანი კლაიპედას პორტის გამოყენებით ექსპორტის განახლებაა პოლ გობლი: სანქციები არ უნდა მოიხსნას, ვიდრე რუსეთის ძალები არ დატოვებენ უკრაინის მთელ ტერიტორიას უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დიმიტრო კულება არ ენდობა რუსეთის განცხადებას, საზღვაო დერეფნების გახსნაზე
„რუსეთი ახლა შანტაჟით არის დაკავებული და ამბობს, რომ განბლოკავს უკრაინის სასოფლო-სამეურნეო მარშრუტებს, თუ დასავლეთი სანქციებს მოხსნის. საბოლოოდ, პრობლემა ისაა, რომ ვერ ენდობი რუსეთს, მაშინაც კი, თუ ისინი ხელს აწერენ უსაფრთხოდ გატარების გარანტიას", - ამ შეფასებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება პორტებში დერეფნების გახსნის ინიციატივას გამოეხმაურა. „ჩვენ თანავუგრძნობთ მსოფლიოში ყველას, ვინც რუსეთის ამ ბლოკადის მასიური შედეგებით დაზარალდება, მაგრამ მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოსს, განურჩევლად მისი სტატუსისა და ქვეყნისა, რომელსაც წარმოადგენს: ვიდრე სანქციების მოხსნაზე ისაუბრებთ ბავშვების შიმშილისგან გადასარჩენად, დაე, უკრაინაში ჩავიდეს დაღუპული ბავშვების სანახავად. დაელაპარაკეთ მშობლებს, რომელთა შვილებიც რუსმა სამხედროებმა გააუპატიურეს და გაჩუმდით“, - განაცხადა კულებამ. მან დასძინა, რომ ირპენის, ბუჩასა და ბოროდიანკის ოკუპაციის შემდეგ, უცხოელი პარტნიორები შოკში ჩააგდო ადგილზე ნანახმა და გავლენა მოახდინა მათ პოზიციაზე, ვინც თავიდან უფრო თავშეკავებული იყო. „ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ რუსულ ნარატივს, რომ სურსათის კრიზისის თავიდან აცილების ერთადერთი გზა რუსეთზე სანქციების მოხსნაა. ჩვენ უნდა აღვნიშნოთ საპირისპირო - ის არის რუსეთი და მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი გლობალურ სასურსათო კრიზისზე“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გაიხსნება ორი საზღვაო ჰუმანიტარული დერეფანი შავი და აზოვის ზღვების პორტებიდან უცხოური გემების გასასვლელად. ნედ პრაისი: აშშ არ გააუქმებს სანქციებს რუსეთის ექსპორტზე, უკრაინის პორტების განბლოკვის სანაცვლოდ იყენებს თუ არა რუსეთი სასურსათო კრიზისს მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესამსუბუქებლად „შავ ზღვაში - ხერსონის, ნიკოლაევის, ჩერნომორსკის, ოჩაკოვის, ოდესისა და იუჟნის პორტებიდან გასასვლელად გაიხსნება დერეფანი სამხრეთ-დასავლეთით უკრაინის ტერიტორიული ზღვიდან, 80 მილის სიგრძით და 3 მილის სიგანით. აზოვის ზღვაში გაიხსნება დერეფანი მარიუპოლის პორტიდან გასასვლელად 115 მილი სიგრძით და 2 მილის სიგანე შავი ზღვის მიმართულებით“, - განაცხადა მიზინცევმა. ლიეტუვამ უკრაინული მარცვლეული მიიღო. მიზანი კლაიპედას პორტის გამოყენებით ექსპორტის განახლებაა პოლ გობლი: სანქციები არ უნდა მოიხსნას, ვიდრე რუსეთის ძალები არ დატოვებენ უკრაინის მთელ ტერიტორიას მისი მტკიცებით, დასახელებულ ექვს პორტში დაბლოკილია 16 სახელმწიფოს 70 უცხოური გემი. „დაბომბვის საფრთხე და ოფიციალური კიევის მიერ შექმნილი ნაღმების მაღალი საშიშროება არ აძლევს გემებს უფლებას, შეუფერხებლად წავიდნენ ღია ზღვაში“. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მარიო დრაგი: პუტინთან საუბრისას უკრაინაში მშვიდობის იმედი ვერ დავინახე
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ უკრაინაში მშვიდობის დამყარების იმედი ვერ დაინახა. დრაგის განცხადებით, პუტინთან შავი ზღვის პორტებში შექმნილ კრიზისზეც ილაპარაკა და რუსეთის პრეზიდენტმა უთხრა, რომ სასურსათო კრიზისში დასავლეთის სანქციებია დამნაშავე. ნედ პრაისი: აშშ არ გააუქმებს სანქციებს რუსეთის ექსპორტზე, უკრაინის პორტების განბლოკვის სანაცვლოდ იყენებს თუ არა რუსეთი სასურსათო კრიზისს მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესამსუბუქებლად „მე ვთვლიდი, რომ ჩემი მოვალეობა იყო, გამომეჩინა ინიციატივა ჰუმანიტარული კრიზისის სიმძიმის გამო, რომელმაც შეიძლება, გავლენა იქონიოს მსოფლიოს ყველაზე ღარიბ ხალხზე”, - განაცხადა დრაგიმ პრესკონფერენციაზე. ლიეტუვამ უკრაინული მარცვლეული მიიღო. მიზანი კლაიპედას პორტის გამოყენებით ექსპორტის განახლებაა პოლ გობლი: სანქციები არ უნდა მოიხსნას, ვიდრე რუსეთის ძალები არ დატოვებენ უკრაინის მთელ ტერიტორიას მისი თქმით, იტალია შავი ზღვის პორტებში დაბლოკილი მარცვლეულის ექსპორტის აღდგენას ცდილობს. „ასეთი მცდელობები პუტინს ბუნდოვნად ეჩვენება, მაგრამ სიტუაციის სიმძიმის გათვალისწინებით, ამის გაკეთება აუცილებელია“, - აღნიშნავს დრაგი. მარიო დრაგიმ ასევე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში პორტებში დაბლოკილი ხორბლის საკითხს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან განიხილავს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ომამდე უკრაინა მსოფლიოში სიმინდის მეოთხე და ხორბლის მეხუთე ექსპორტიორი ქვეყანა იყო. ხორბლით გლობალური ვაჭრობის თითქმის 30% მხოლოდ რუსეთსა და უკრაინაზე მოდის. 19 მაისს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ პირველ რიგში აუცილებელია რუსეთის ექსპორტზე სანქციების მოხსნის საკითხის განხილვა და რომ რუსეთზე დაწესებული შეზღუდვები ხელს უშლის ნორმალურ თავისუფალ ვაჭრობას, მათ შორის საკვები პროდუქტების, ხორბლისა და სასუქების ჩათვლით. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მედია: EU უკრაინის ექსპორტის განსაბლოკად სამხედრო-საზღვაო მისიის შექმნას განიხილავს
ევროკავშირი, უკრაინის აგრარული პროდუქტების, რუსეთის ბლოკადისგან გასათავისუფლებლად, სამხედრო-საზღვაო მისიის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ El Pais წერს. გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ლიდერების სამიტზე, ბრიუსელში იმ ქვეყნებში შექმნილ ვითრებას და შიმშილის საფრთხეს განიხილავენ, რომლებიც უკრაინულ ხორბალზე არიან დამოკიდებული. ნედ პრაისი: აშშ არ გააუქმებს სანქციებს რუსეთის ექსპორტზე, უკრაინის პორტების განბლოკვის სანაცვლოდ იყენებს თუ არა რუსეთი სასურსათო კრიზისს მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესამსუბუქებლად ევროკავშირი მზადაა ყველა რესურსის მობილიზებისთვის, რათა უკრაინის პორტებში ხორბლის დაბლოკვის შედეგად, მესამე სამყაროს ქვეყნებზე არსებული წნეხი შეამსუბუქოს. განიხილება სამხედრო-საზღვაო მისიის შექმნა, რომლის თანხლებითაც უკრაინის პორტებიდან გემებით, ხორბლის გამოტანა განხორციელდება. ევროკავშირის ლიდერების სამიტზე, ასევე გაჟღერდება მოთხოვნა ვლადიმერ პუტინთან მიმართებით, რომ უკრაინას პორტებში დაბლოკილი ხორბლისა და სასურსათო პროდუქტების გამოტანის შესაძლებლობა მისცეს. ამასთან გამოცემა წერს, რომ სამხედრო-საზღვაო მისიის შექმნა და უკრაინული ხორბლის პორტებიდან გამოტანის ოპერაცია, რისკებს შეიცავს, რადგან რუსეთის საზღვაო ფლოტთან დაპირისპირების საფრთხე რეალურია. მაგრამ ბრიუსელი ასეთივე შეშფოთებით უყურებს მოსალოდნელ ჰუმანიტარულ კრიზისს, იმ ქვეყნებში, რომლებიც ძირითადად უკრაინულ ხორბალზე არიან დამოკიდებული. ლიეტუვამ უკრაინული მარცვლეული მიიღო. მიზანი კლაიპედას პორტის გამოყენებით ექსპორტის განახლებაა პოლ გობლი: სანქციები არ უნდა მოიხსნას, ვიდრე რუსეთის ძალები არ დატოვებენ უკრაინის მთელ ტერიტორიას ამ დროისთვის, EU მსოფლიოში 18 ოპერატიულ მისიას აწარმოებს, მათ შორის რამდენიმე სამხედრო-საზღვაო მისიაა. მაგალითად, ხმელთაშუა ზღვაში, ლიბიაზე იარაღის ემბარგოს აღსრულება, ან მეკობრეობასთან ბრძოლა ინდოეთის ოკეანეში სომალის სანაპიროსთან. „მაგრამ ყველა გამოკითხული წყარო აღიარებს, რომ შავ ზღვაში ხორბლის განბლოკვის ოპერაცია უპრეცედენტო რისკია ევროპული ძალებისთვის. ევროკავშირს სურს აჩვენოს შიმშილის წინაშე მყოფ ქვეყნებს, რომ მარცვლეულის დეფიციტი არა ევროპული სანქციები შედეგია, როგორც რუსული პროპაგანდა ამტკიცებს, არამედ რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკადითაა გამოწვეული“, - ამბობს გამოცემის წყარო. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა ვლადიმერ პუტინს, პორტების განბლოკვა და „აზოვსტალის“ დამცველების გათავისუფლება მოსთხოვეს
საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის ადმინისტრაციებმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. ოლაფ შოლცმა და ემანუელ მაკრონმა, ვლადიმერ პუტინს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მოუწოდეს. ევროპელმა ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტისგან ქარხანა „აზოვსტალის“ 2 500-მდე დამცველის გათავისუფლება და ოდესის პორტზე ბლოკადის მოხსნა მოითხოვეს. მარიო დრაგი: პუტინთან საუბრისას უკრაინაში მშვიდობის იმედი ვერ დავინახე ავსტრიის კანცლერი: პუტინი მზადაა, უკრაინასთან პატიმრების გაცვლის საკითხი განიხილოს გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის ადმინისტრაციის ცნობით, სატელეფონო საუბარი 80 წუთს გაგრძელდა, რომელზეც საფრანგეთის და გერმანიის ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და უკრაინიდან ჯარების გაყვანა მოსთხოვეს. ამასთან, კონფლიქტის დიპლომატიური გზებით გადაწყვეტისთვის, რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდეს, პირდაპირი მოლაპარაკებები უკრაინის პრეზიდენტთან აწარმოოს. ნედ პრაისი: აშშ არ გააუქმებს სანქციებს რუსეთის ექსპორტზე, უკრაინის პორტების განბლოკვის სანაცვლოდ იყენებს თუ არა რუსეთი სასურსათო კრიზისს მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესამსუბუქებლად საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ემანუელ მაკრონმა და ოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ განუცხადეს ვლადიმერ პუტინს, რომ ომის ნებისმიერი გადაწყვეტა შეთანხმებული უნდა იყოს მოსკოვსა და კიევს შორის, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით. ლიეტუვამ უკრაინული მარცვლეული მიიღო. მიზანი კლაიპედას პორტის გამოყენებით ექსპორტის განახლებაა პოლ გობლი: სანქციები არ უნდა მოიხსნას, ვიდრე რუსეთის ძალები არ დატოვებენ უკრაინის მთელ ტერიტორიას ოლაფ შოლცთან და ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრის დეტალები კრემლმაც გაავრცელა. "რუსეთი მზადაა, მოიძიოს მარცვლეულის შეუფერხებელი ექსპორტის ვარიანტები, მათ შორის შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის", - ნათქვამია კრემლის განცხადებაში. პუტინმა მაკრონსა და შოლცს ასევე განუცხადა, რომ რუსეთი მზადაა, გაზარდოს სასუქებისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტი, თუ მასზე სანქციები მოიხსნება. ეს შეთავაზება რამდენიმე დღის წინ პუტინმა იტალიისა და ავსტრიის ლიდერებსაც წარუდგინა. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მედია: უკრაინის პორტებიდან ხორბლის ექსპორტისთვის „მარცვლეულის დერეფნის“ საგზაო რუკა შემუშავდა
თურქული მედიის ცნობით, უკრაინის პორტებში დაბლოკილი ხორბლის გამოტანის მიზნით, „მარცვლეულის დერეფნის“ საგზაო რუკა შემუშავდა. როგორც მედია წერს, საგზაო რუკის შექმნა, რუსეთის ფედერაციის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებთან თურქული მხარის მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა. უკრაინული ხორბალის განსაბლოკად, ლიეტუვამ ბრიტანეთს სამხედრო-საზღვაო კოალიციის შექმნა შესთავაზა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინიდან აფრიკაში მარცვლეულის ექსპორტის განახლების მიზნით, აქტიურად იმუშავებს გზამკვლევი რუკა, მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით „მარცვლეულის დერეფნის“ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. მოსალოდნელია, რომ ყველა დაინტერესებული მხარე უახლოეს დღეებში გამართავს შეხვედრას სტამბოლში, რათა განიხილონ საგზაო რუკის დეტალები. ოთხმხრივ ფორმატში დაგეგმილია ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა: მარშრუტი, დაზღვევა, გემების უსაფრთხოება, პორტების განაღმვა, ასევე სამეთაურო ცენტრის შემადგენლობა. მედიის ცნობით, ამ მექანიზმის წყალობით, რომელიც ასევე დადებითად აღიქმება რუსეთის ფედერაციასა და უკრაინაში, შესაძლებელი გახდება შავი ზღვის პორტების მიმდებარე ტერიტორიების გასუფთავება ნაღმებისგან და მარცვლეულის მარაგების მიწოდება საგარეო ბაზრებზე. სტამბოლში იგეგმება რუსეთისა და უკრაინის ურთიერთქმედების მარეგულირებელი ცენტრის შექმნა. ამ პროცესში შუამავალია თურქეთი, ხოლო კოორდინაციას გაერო ახორციელებს. ამ ინიციატივის ფარგლებში, იგეგმება 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს მსოფლიო ბაზრებზე. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს გაერო: უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა ხორბალია დაბლოკილი მანამდე მარცვლეულის დერეფნის საკითხი, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის და უკრაინის პრეზიდნტებს შორის სატელეფონო საუბრისას ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. თურქეთის პრეზიდენტთან საუბარში პუტინმა გამოთქვა მზადყოფნა უკრაინის პორტებიდან თურქ პარტნიორებთან კოორდინირებულად საქონლის შეუფერხებელ საზღვაო ტრანზიტს, [მათ შორის მარცვლეულს] ხელი შეუწყოს. თურქული მედიის ცნობით, ზელენსკისთან საუბარში პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის საზღვაო ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნის შექმნის პროექტს. კერძოდ, ერდოღანმა გამოხატა პოზიტიური დამოკიდებულება თურქეთის მონაწილეობის მიმართ მონიტორინგის ცენტრის ზონაში, რომლის შექმნაც რუსეთის, უკრაინისა და გაეროს მონაწილეობას ითვალისწინებს. დიპლომატიური წყაროების თანახმად, პუტინი და ზელენსკი მარცვლეულის დერეფნის გასწვრივ თანამშრომლობის საკითხებთან მიმართებით დადებითად არიან განწყობილნი. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევში სიდიდით მეორე მარცვლეულის ტერმინალი გაანადგურეს
რუსმა ოკუპანტებმა, ნიკოლაევში სიდიდით მეორე მარცვლეულის ტერმინალი გაანადგურეს. ამის შესახებ ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, წერს CNN. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს გაერო: უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა ხორბალია დაბლოკილი „ესაა მორიგი რუსული სარაკეტო დარტყმა, რომელიც ხელს უწყობს გლობალურ სასურსათო კრიზისს. რუსულმა ჯარებმა გაანადგურეს უკრაინის მეორე უდიდესი მარცვლეულის ტერმინალი ნიკოლაევში", -აცხადებს ბორელი. მისი თქმით. ეს სარაკეტო დარტყმა ეწინააღმდეგება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბოლოდროინდელ დაპირებებს რომ უკრაინის პორტებიდან შავი ზღვის გავლით სავაჭრო გემებისთვის უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა გაჩნდებოდა. „დეზინფორმაცია, რომელსაც პუტინი ბრალდებების უარყოფისთვის ავრცელებს, სულ უფრო და უფრო ცინიკური ხდება“, - აღნიშნავს ბორელი. ნიკოლაევის მერის ალექსანდრე სენკევიჩის თქმით, 4 ივნისს რუსმა დამპყრობლებმა ინფრასტრუქტურულ ობიექტს ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად, ხანძარი გაუჩნდა მარცვლეულისა და ფქვილის საწყობებს. ხანძრის ჩაქრობა 6 ივნისამდე გაგრძელდა. კვირას სოციალურ მედიაში გავრცელებულ სურათებზე ჩანს, რომ ტერმინალი ცეცხლშია გახვეული. ნიკოლაევი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი მარცვლეულის რეგიონის გვერდით მდებარეობს. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
თურქეთს უკრაინული მარცვლეულის ყიდვა დიდი ფასდაკლებით სურს - მედია
თურქული გამოცემა Yeni Safak სოფლის მეურნეობისა და ტყის მინისტრზე ვაჰიტ კირიშჩიზე დაყრდნობით იუწყება, რომ თურქეთი მიზნად ისახავს 25%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს უკრაინის მარცვლეული, რომელიც ახლა პორტებშია გაჩერებული. მედია: უკრაინის პორტებიდან ხორბლის ექსპორტისთვის „მარცვლეულის დერეფნის“ საგზაო რუკა შემუშავდა „არსებობს შეთანხმება უკრაინასთან მარცვლეულის 25%-იანი ფასდაკლებით შეძენაზე, თუმცა მათ წინაშეა დილემა პროდუქციის უსაფრთხო ექსპორტის სახით და სურთ, რომ თურქეთმა შეასრულოს არბიტრის როლი ამ პროცესში. უკრაინაც და რუსეთიც ჩვენ გვენდობა“,- განაცხადა მინისტრმა. მისივე ინფორმაციით, თურქეთი, რომელიც ინტენსიურ დიპლომატიურ სამუშაოს ახორციელებს და გამოდის შუამავლის როლში უკრაინის მარცვლეულის ექსპორტზე ბლოკადის მოხსნასთან დაკავშირებით, ამ კვირას უკრაინის, რუსეთისა და გაეროს წარმომადგენლებთან ორ მნიშვნელოვან შეხვედრას ჩაატარებს. შეხვედრის მიზანი მარცვლეულისთვის „მწვანე დერეფნის“ შექმნაა. თურქული მედიის ცნობით, დიპლომატიური წყაროების თანახმად, პუტინი და ზელენსკი მარცვლეულის დერეფნის გასწვრივ თანამშრომლობის საკითხებთან მიმართებით დადებითად არიან განწყობილნი. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
უკრაინამ საზღვაო პორტების განბლოკვის პირობები დაასახელა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მარცვლეულის ექსპორტის მიზნით, საზღვაო პორტების განბლოკვის შესახებ განცხადება გაავრცელა. „თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ფედერაციის მიერ ახლახან ნიკოლაევის მარცვლეულის ტერმინალზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას, ვერ გამოვრიცხავთ, რომ რუსეთმა ასეთი დერეფანი გამოიყენოს ოდესასა და უკრაინის სამხრეთზე თავდასხმისთვის. სწორედ ამიტომ აუცილებელია უსაფრთხოების ქმედითი გარანტიები საზღვაო მიმოსვლის აღსადგენად“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ჯოზეფ ბორელი: პუტინის განცხადებები ცინიკური ხდება მედია: უკრაინის პორტებიდან ხორბლის ექსპორტისთვის „მარცვლეულის დერეფნის“ საგზაო რუკა შემუშავდა რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევში სიდიდით მეორე მარცვლეულის ტერმინალი გაანადგურეს განცხადების თანახმად, ასეთი გარანტიებისთვის აუცილებელია უკრაინისთვის ისეთი შეიარაღების მიწოდება, რომელიც მას საშუალებას მისცემს, საკუთარი სანაპირო დაიცვას ზღვიდან იერიშებისგან. კიევი ასევე ითხოვს მესამე ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ შავი ზღვის შესაბამისი აკვატორიის პატრულირებას. განცხადებაში ნათქვამია, რომ კიევი აფასებს თურქეთის ძალისხმევას, რაც უკრაინის პორტების განბლოკვისკენაა მიმართული, მაგრამ მოცემული მომენტისთვის ამ საკითხზე არავითარი შეთანხმება არაა მიღწეული. მანამდე Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია თურქეთსა და რუსეთს შორის უკრაინის პორტების განბლოკვის საკითხზე წინასწარი შეთანხმების შესახებ, რომლის მიხედვითაც, რუსეთი, სავარაუდოდ, იღებს ვალდებულებას, არ შეუტიოს პორტებს, თუ ისინი ნაღმებისგან გაიწმინდება, დატოვოს გემები მარცვლეულით. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი გემებს და პორტებს თავს არ დაესხმება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თურქეთში სამშაბათს ჩავიდა. მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, უკრაინის პორტების განბლოკვის საკითხს დაეთმობა. გაერო და მსოფლიოს მრავალი ქვეყანა გამოხატავს შეშფოთებას იმის გამო, რომ რუსეთის საზღვაო შემოჭრის შემდეგ უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვები ნედლეულის ექსპორტი თითქმის შეუძლებელი გახდა. მიწოდების შეფერხებამ, როგორც ექსპერტები შიშობენ, შეიძლება გამოიწვიოს მარცვლეულის დეფიციტი მსოფლიო ბაზარზე და, შედეგად, შიმშილობის საფრთხის გაზრდა მთელ რიგ განვითარებად ქვეყნებში. გაეროს უშიშროების საბჭოს წინა დღეს გამართულ სხდომაზე ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა რუსეთი კრიზისული სიტუაციის შექმნაში დაადანაშაულეს. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
ოთარ შამუგია: რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ, ისეთ გადაწყვეტილებაზე უნდა შევჯერდეთ, რომელიც პურის გაძვირებას არ გამოიწვევს
ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ და ისეთ გადაწყვეტილებაზე უნდა შევჯერდეთ, რომელიც პურის გაძვირებას ჩვენი მოქალაქეებისთვის არ გამოიწვევს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. "ქვეყანაში ხორბლის შემოტანა და წისქვილკომბინატების მუშაობა პრიორიტეტია, ვინაიდან ეს სასურსათო უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ წისქვილკომბინატებმა იმუშაოს, თუმცა არსებული მდგომარეობა რაც არის შექმნილი, რა თქმა უნდა, არის რთული და ეს ჩვენი მიზეზით არ არის გამოწვეული. გამოწვეულია იმ გადასახადებით, რომელიც დაწესებულია იმპორტზე, საიდანაც ჩვენ შემოგვაქვს, ამიტომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ისეთი გზები შევიმუშაოთ, ამ საკითხის ისეთი გადაწყვეტა მოვძებნოთ, რომელიც პირველ რიგში, არ გამოიწვევს პურის გაძვირებას ჩვენი მოსახლეობისთვის. სწორედ ამაზე მიდის ამ ხნის განმავლობაში მსჯელობა," - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
უკრაინამ მარცვლეულის ექსპორტისთვის ორი მარშრუტი შეადგინა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დიმიტრი სენიკის განცხადებით, უკრაინამ ხორბლის ექსპორტისთვის პოლონეთისა და რუმინეთის გავლით ორი მარშრუტი შეადგინა. ახლა მოლაპარაკებები ბალტიის ქვეყნებთან მიმდინარეობს მესამე „ხორბლის დერეფნის“ მარშრუტის შესადგენად. „ეს მარშრუტები არაა იდეალური, მაგრამ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ხორბლის ექსპორტი შესაძლებელი გახდეს“, - განაცხადა დიმიტრი სენიკმა . ამასთან, აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შენახულია 30 მილიონი ტონა ხორბალი, რომელიც ექსპორტისთვისაა განკუთვნილი. მედია: უკრაინის პორტებიდან ხორბლის ექსპორტისთვის „მარცვლეულის დერეფნის“ საგზაო რუკა შემუშავდა უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
ყაზახეთი ხორბლისა და ფქვილის ექსპორტზე შეზღუდვას ახანგრძლივებს
ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან ხორბლისა და ფქვილის ექსპორტის შეზღუდვა 30 სექტემბრამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. ყაზახეთი შაქრის ექსპორტს ზღუდავს „ყაზახეთის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საგარეო ვაჭრობის პოლიტიკისა და საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებში მონაწილეობის უწყებათაშორისმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება 30 სექტემბრამდე გაახანგრძლივოს შემაკავებელი ზომები ხორბლისა და ზეთისხილის მესამე ქვეყნებში და EAEU ქვეყნებში ექსპორტისთვის. დაშვებულია მესამე ქვეყნებში მხოლოდ 550 ათასი ტონა ფქვილისა და ხორბალ-ჭვავის 370 ათასი ტონის ოდენობით ექსპორტი“, - ნათქვამია განცხადებაში. ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების კვოტირების მექანიზმის დასამტკიცებლად ზომებს იღებს. 15 ივნისამდე ყაზახეთიდან ხორბლის ექსპორტზე კვოტა 1 მილიონ ტონას შეადგენდა, ხოლო ფქვილზე 300 ათას ტონას. ყაზახეთის მარცვლეულის კავშირის ბოლო მონაცემებით, ხორბლის კვოტა 50%-ია, ფქვილის - 87%.
რუსეთი ხორბლის საექსპორტო გადასახადს ზრდის
22 ივნისიდან რუსეთის ფედერაციიდან ხორბლის საექსპორტო გადასახადი $131,6 -დან ტონაზე $142-მდე გაიზრდება. ინფორმაციას რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ამასთან, საექსპორტო გადასახადი იზრდება სხვა მარცვლეულზეც. ერთ ტონა ქერზე საექსპორტო გადასახადი $92,8-დან $117,5-მდე, ხოლო სიმინდზე - $86,5-დან $84-მდე გაიზრდება. ეს გადასახადები 28 ივნისამდე იმოქმედებს. რუსეთის სოფლის მეურნეობის ცნობით, საექსპორტო გადასახადის საფასური დგინდება საორიენტაციო ფასების მიხედვით. ხორბლის ფასი ტონაზე $399,4 იყო (ამ კვირაში გამოთვლებით $386,4 ), ქერის - $352,5 ; (317,6 აშშ დოლარი), სიმინდისთვის - $308,6 (305,5 აშშ დოლარი) ტონაზე. ცნობისათვის, 2021 წლის 2 ივნისიდან რუსეთის ფედერაციამ შემოიტანა მარცვლეულის ამომწურავი მექანიზმი, რომელიც ხორბლის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე მცურავ გადასახადებს ითვალისწინებს. გადასახადების ოდენობა გამოითვლება ყოველკვირეულად ფასების მაჩვენებლების საფუძველზე საექსპორტო კონტრაქტების ფასებზე, რომლებიც მოსკოვის ბირჟაზეა რეგისტრირებული. შალვა ფიფია: ხორბლის წარმოება უნდა გაიზარდოს, რადგან რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება სურსათის უსაფრთხოების რისკებს გაზრდის რა გავლენა ექნება მოსალოდნელ სასურსათო კრიზისს საქართველოზე
თურქეთი აცხადებს, რომ რუსეთთან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე პროგრესს მიაღწია
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ დღეს მოსკოვში უკრაინული მარცვლეულის საზღვაო ექსპორტის განბლოკვის შესახებ მოლაპარაკებები გამართა. ამის შესახებ უკრაინული მედია Milliyet-ზე დაყრდნობით იუწყება. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრა „კონსტრუქციულ და ძალიან პოზიტიურ ატმოსფეროში" გაიმართა. თურქული მხარის განცხადებით, შეხვედრაზე მხარეები უკრაინისა და გაეროს მონაწილეობით ოთხმხრივი მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე შეთანხმდნენ. რუსეთმა და თურქეთმა ასევე განიხილეს ბლოკირებული უკრაინის პორტებიდან ტვირთების კომერციული გემებით გატანისა და ბორისპოლის აეროპორტში თურქული თვითმფრინავების უსაფრთხო დაბრუნების საკითხი. რაც შეეხება კიევის, მოსკოვის, ანკარისა და გაეროს წარმომადგენლების ოთხმხრივ შეხვედრას, ის სავარაუდოდ „უახლოეს კვირებში“ უნდა გაიმართოს. შეგახსენებთ, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარმა ელჩმა, ექსპორტიორთა და ინვესტორთა საბჭოს კოორდინატორმა ოლგა ტროფიმცევამ განაცხადა, რომ ბოლო დროს უკრაინა სახმელეთო გზით ახორციელებდა თვეში საშუალოდ 1,5 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ამასთან, ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
რატომ ვერ ამბობს უარს საქართველო, რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტზე
ერთი თვის წინ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგები შემცირდა. რა ვითარებაა დარგში და რამდენად რეალურია რისკები სურსათის უსაფრთხოების კუთხით Europetime საკითხით დაინტერესდა. შალვა ფიფია: ხორბლის წარმოება უნდა გაიზარდოს, რადგან რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება სურსათის უსაფრთხოების რისკებს გაზრდის რა გავლენა ექნება მოსალოდნელ სასურსათო კრიზისს საქართველოზე საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემების თანახმად ხორბლის წარმოების მონაცემები ბოლო ხუთი წელია მცირედით იზრდება, თუმცა ამ პროდუქტის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ქვეყანაში ისევ დაბალია. ხორბლის წარმოება საქართველოში 2017-2021 წლები 2017 წელი - 97,9 ათასი ტონა; 2018 წელი - 107,1 ათასი ტონა; 2019 წელი - 100,6 ათასი ტონა; 2020 წელი - 102,4 ათასი ტონა; 2021 წელი - 139,9 ათასი ტონა; საქსტატის მონაცემებით, ხორბალი შემდეგ რეგიონებში მოდის: კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი და სხვა რეგიონები (აჭარა, იმერეთი მცხეთა-მთიანეთი). ციფრები ადასტურებს, რომ ამ მიმართულებით წამყვანია კახეთი, სადაც ხორბლის მოსავლის 80% მოდის, მეორეა ქვემო ქართლი, შემდეგ შიდა ქართლი და სამცხე-ჯავახეთი. საქართველოში ყველაზე მოთხოვნად სასურსათო პროდუქტებზე თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი - 2020 წელი (IFAD მონაცემები) ხორბალი 15%; სიმინდი 68%; კარტოფილი 92%; ბოსტნეული 63%; ყურძენი 145%; ხორცი 49%; რძე და რძის პროდუქტები 81%; კვერცხი 97%. Europetime- თან USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის CNFA ხელმძღვანელის მოადგილეს შალვა ფიფია ამბობს, რომ საქართველოსთვის 2022 წელს რუსეთი ხორბლისა და ფქვილის მთავარი იმპორტიორია, რაც სურსათის უსაფრთხოების კუთხით რისკების შეიცავს. „აქ მთავარი და მნიშვნელოვანი რისკი ისაა, რომ ჩვენ ხორბლისა და ახლა უკვე ფქვილის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული რუსულ იმპორტზე. თვითკმარობის კოეფიციენტი ხორბალში საკმაოდ დაბალია და 2021 წელს 15%-ს შეადგენდა. ქვეყანაში ხორბლის მოხმარება წელიწადში 700 ათასი ტონის ფარგლებშია, ხოლო წარმოება 100-150 ათას ტონას შეადგენს. შესაბამისად დამოკიდებულება რუსულ იმპორტზე და ასევე ფქვილთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება, იდეაში გრძელვადიან და საშუალოვადიან პერიოდში შექმნის სურსათის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს“, - ამბობს ფიფია. ეს სურათი საქსტატიდან მიღებულ ციფრებშიც იკვეთება. ხორბლისა და მესლინის იმპორტი 2022 წელი: ავსტრია - 0,30 ათასი ტონა; გერმანია - 0,30 ათასი ტონა; ხორბლისა და მესლინის იმპორტი 2021 წელი: რუსეთი - 337 694.72 ათასი ტონა; აშშ- 24 355.52 ათასი ტონა; სომხეთი - 2 493.50 ათასი ტონა; ყაზახეთი - 2 000.01 ათასი ტონა; თურქეთი - 71.00 ათასი ტონა; ავსტრია - 44,37 ათასი ტონა; საბერძნეთი - 43.00 ათასი ტონა; სლოვაკეთი - 20.01 ათასი ტონა; უკრაინა - 20.00 ათასი ტონა; საფრანგეთი - 3,20 ათასი ტონა; სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2021 წელს რუსეთი საქართველოში ხორბლისა და მესლინის მთავარი იმპორტიორი იყო. 2022 წელს ბაზარზე რუსეთ-უკრაინის ომისა და ექსპორტზე საბაჟო გადასახადის ზრდის გამო, ქვეყანაში ხორბლის იმპორტი შეჩერდა. მცირე პარტიების იმპორტი გერმანია-ავსტრიიდან განხორციელდა. რა ვითარებაა საქართველოში ხორბლის მარაგების კუთხით, რას გეგმავს და აკეთებს სახელმწიფო, ხორბლით უზრუნველყოფის კოეფიციენტის გასაზრდელად, ამ და სხვა საკითხებზე Europetime სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილს ესაუბრა. ET: თვეზე მეტია, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგები შემცირდა. რა ვითარებაა დღეს ამ კუთხით? ვიდრე რუსეთი ხორბალზე ექსპორტის გადასახადს შემოიღებდა, ფასიდან და ლოგისტიკიდან გამომდინარე ყველზე ეფექტური იყო და მიუხედავად ამისა დღესაც ეფექტურია რუსეთიდან ხორბლის შემოტანა. საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ამ პრობლემაზე მუშაობს და აკვირდება მოვლენების განვითარებას. რა თქმა უნდა სჯობს და სასურველია, რომ ქვეყანაში სასურსათო მარაგები იქმნებოდეს ხორბლის და არა ფქვილის სახით. თუმცა, საქართველოს მთავრობამ აირჩია პოლიტიკა, რომ მოსახლეობას ჰქონდეს იაფი პური, იმის ხარჯზე, რომ ქვეყანაში მაქსიმალურად იაფი ფქვილი შემოვიდეს. ET: ჩვენთან ინტერვიუში სოფლის მეურნეობის პროგრამის CNFA ხელმძღვანელის მოადგილეს შალვა ფიფიამ განაცხადა, რომ ხორბლისა და ფქვილის ერთ იმპორტიორზე დამოკიდებულება საქართველოსთვის სურსათის უსაფრთხოების კუთხით რისკებს შეიცავს. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას? რაც დღეს ხდება საქართველოს ხორბლის ბაზარზე, ეს რეალურად რუსეთის პოლიტიკის შედეგია. ხორბლის ექსპორტზე ამ ქვეყანამ შემოიღო გადასახადი. შედეგად იმპორტირებული ხორბლის შემთხვევაში, საქართველოში მნიშვნელოვნად ძვირი ფქვილი იწარმოება. შალვა ფიფიას ვეთანხმები, რომ მარაგები ყოველთვის სასურველია იყოს ხორბალში, რადგან რისკები ნაკლებია. მაგრამ დღეს, მსოფლიოში, ხორბლის ახალი მოსავლის პირობებში ყალიბდება ახალი ვითარება. სამწუხაროდ, მომავალი კვირიდან კიდევ უფრო იზრდება ექსპორტის გადასახადი რუსულ ხორბალზე და ტონაზე უკვე $146 მიაღწია უკვე. ხორბალზე მსოფლიო ფასების ასეთი ზრდა ისტორიას არ ახსოვს. რისკები გაამძაფრა ომმა, რომელიც რუსეთმა დაიწყო. ჩვენ სამეზობლოში ხორბლის მწარმოებელ ორ დიდ ქვეყანაში მიდის სრულმასშტაბიანი ომი, ამიტომ ბევრი გამოწვევაა ქვეყნის წინაშე. საქართველოს მთავრობა ცდილობს პრობლემებს თავისი პროგრამებით გაუმკლავდეს. ET: რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება იმისთვის, რომ ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი გაიზარდოს და იმპორტზე დამოკიდებულება შემცირდეს? დღეს ჩვენ უკვე ვიმყოფებით მოსავლის აღების პირობებში, ამინდი გვიშლის ხელს, თორემ ხორბლისა და ქერის პირველი მოსავალი უკვე აღებული უნდა იყოს. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე წელს, თუ რამე კატაკლიზმები არ მოხდა, უკეთესი მოსავალი გვექნება. იგეგმება ახალი პროგრამების შეთავაზება ფერმერებისთვის, რომელიც საპილოტე იქნება, ერთის მხრივ, უნდა მოვსინჯოთ ახალი სერტიფიცირებული სათესლე მასალა. ვცადოთ ხორბლის წარმოების მასშტაბების გაზრდა და მეტი ინტერესი გავუჩინოთ ფერმერებს. ET: რა შედეგზე აპირებთ გასვლას? ბუნებრივია არსებობს შესაბამისი გათვლები. ხორბლის თვითკმარობის კოეფიციენტის ზრდა უნდა მოხდეს გრძელვადიან პერიოდში, ესაა 5-დან 10 წლამდე პერიოდი, ეს არ არის საკითხი, რომელიც ერთ წელიწადში გადაიჭრება. უნდა მოხდეს ნიადაგის შესაძლებლობების გაძლიერება, ახალი სათესლე მასალის შემოტანა, მეტი აგრონომიული ცოდნა და მეტი მექანიზაცია, უნდა დაიხვეწოს მოსავლის აღების ტექნიკა. ესაა კომპლექსური და მრავალ ათეულმილიონიანი პროგრამა. ჩვენ შესაძლებლად მიგვაჩნია, რომ ამ პროგრამების განხორციელების ფონზე, საქართველოს ექნება შესაძლებლობა, სასურსათო ხორბალზე საკუთარი მოხმარების 50%-60% (პარალელურად იზრდება საფურაჟე და სათესლე ხორბლის რაოდენობა) დაიკმაყოფილოს. ET: გეგმავს თუ არა ხელისუფლება ხორბლის მარაგების შევსებას და ბაზრის დივერსიფიცირებას? ხორბლის მარაგების შევსება დღეს ძალიან მარტივია. უბრალოდ იმპორტირებული ხორბლისგან წარმოებული ფქვილი იმდენად ძვირი იქნება, რომ მეწარმეს პურის მკვეთრად გაძვირება მოუწევს. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გარდამავალი პერიოდი გავიაროთ და ვნახოთ მსოფლიო ბაზარი როგორ ეკონომიკურ ვითარებას შემოგვთავაზებს. პური რომ ხელმისაწვდომი იყოს, ქვეყანაში იაფი ფქვილი უნდა შემოვიტანოთ. ეს მიდგომა წისქვილებისთვის არაა სარგებლის მომტანი, ამიტომ ამ ბიზნესს ხელს ვუწყობთ, რომ ისინი გახდნენ ფქვილის მსხვილი იმპორტიორები. ბუნებრივია ბაზრის დანარჩენ მოთამაშეებთან ერთად. წისქვილკომბინატები ახლაც მუშაობენ. ივლისში ქვეყანაში 5 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა. უბრალოდ ის მასშტაბები არ არის, რომ მარაგები შევქმნათ, როგორც ამას გასულ წლებში ვაკეთებდით. ბუნებრივია იწყება ადგილობრივი ხორბლის აღება, რომელიც მალე მიეწოდება ბაზარს. დღეს ბაზრის დივერსიფიცირება პრობლემა არ არის, უბრალოდ იქნება ბევრად უფრო ძვირი ხორბალი, ვიდრე შეიძლება რუსეთიდან შემოვიტანოთ. დღესაც სარკინიგზო და სახმელეთო გზით და მცირე რაოდენობით ზღვით ხორბალი რუსეთიდან იმპორტირდება. ყველაზე დიდი მოცულობა შემოდის ლარსის საბაჟოს გავლით.
საქართველოს მთავრობა ხორბლისა და ქერის ექსპორტს 1 წლით აკრძალავს
აქართველოს მთავრობა ხორბლისა და ქერის ექსპორტს მიმდინარე წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე კრძალავს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა. რატომ ვერ ამბობს უარს საქართველო, რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტზე მინისტრის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სრულად დამოკიდებულია ხორბლის იმპორტზე (ყოველწლიურად 500 ათასი ტონა) და მცირე წარმოების გამო ექსპორტს ვერ ახორციელებს, შექმნილი ვითარება აჩენს რისკს, ქვეყნიდან გარკვეული რაოდენობის ხორბალი ექსპორტზე გავიდეს. რაც შეეხება ქერს, საქართველოში წარმოებული ქერის ექსპორტი ერაყსა და ირანში ხორციელდება. მეცხოველეობის, მეფრინველეობისა და მეღორეობის დარგში საკვები რესურსი ქერი, მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იქნას რეალიზებული. მიმდინარე წელს, ქერის საპროგნოზო მოსავალი 60 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს. დღეის მდგომარეობით, 2,5 ათას ტონაზე მეტი უკვე ექსპორტირებულია. „ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე, საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი აკრძალოს. ამ ეტაპზე, შეზღუდვები არ ვრცელდება სიმინდის ექსპორტზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხორბლისა და ქერის მწარმოებლებთან არაერთი შეხვედრა გამართა და მათი პოზიციები მოისმინა. მწარმოებლების განცხადებით, ადგილობრივი ბაზარი, არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, ქვეყანაში წარმოებულ მოსავალს სრულად აითვისებს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
პრემიერმა საქართველოდან ხორბლისა და ქერის ექსპორტის აკრძალვის განკარგულებას ხელი მოაწერა
2023 წლის 1-ელ ივლისამდე საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი იკრძალება - შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა უკვე მოაწერა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს მთავრობა ხორბლისა და ქერის ექსპორტს 1 წლით აკრძალავს როგორც მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება მსოფლიოში შექმნილი სასურსათო უსაფრთხოების პრობლემებიდან გამომდინარე იქნა მიღებული.„მსოფლიოში შექმნილი სასურსათო უსაფრთხოების პრობლემებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია რუსეთ-უკრაინის ომთან, 2023 წლის 1-ელ ივლისამდე აიკრძალოს საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2022 წლის 4 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე“, - აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში. რატომ ვერ ამბობს უარს საქართველო, რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტზე
რუმინეთში უკრაინული მარცვლეულით დატვირთული მატარებელი გადაბრუნდა - მედია
ოთხშაბათს ნაშუადღევს რუმინეთის სარკინიგზო ჩიხ იასში, მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა, რომელიც სავარაუდოდ უკრაინულ მარცვლეულს გადაჰქონდა. ამის შესახებ უკრაინული მედია რუმინულ ტელეარხ Pro TV-ზე დაყრდნობით იუწყება. რუმინეთის რკინიგზაში აცხადებენ, რომ ავარია ადგილობრივი დროით დაახლოებით 17:20 საათზე მოხდა. მატარებელი შედგებოდა 32 „უკრზალიზნიცის“ ვაგონისგან, რომელთა წონა 733 ტონაა. ავარიის შედეგად მატარებლის 11 ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა და ამობრუნდა. Pro TV-ს წყაროების ცნობით, მატარებელი რუმინეთის პორტ კონსტანცადან კრისტესტის სადგურში ბრუნდებოდა, სადაც უკრაინიდან მარცვლეული იყო დატვირთული. ავარიის წინასწარ მიზეზად რკინიგზის ცუდ მდგომარეობას ეძახდნენ, თუმცა ვაგონებთან პრობლემას არ გამორიცხავენ. რუმინეთის რკინიგზამ უარი თქვა ინფორმაციის დადასტურებაზე, თუმცა აღნიშნა, რომ ავარიის გამო ალტერნატიული სარკინიგზო მარშრუტების ორგანიზება დაიწყო. მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე დიმიტრი სენიკმა განაცხადა, რომ საზღვაო ბლოკადის პირობებში, უკრაინას ხორბლის ექსპორტისთვის ორი არხი აქვს - პოლონეთისა და რუმინეთის გავლით, ასევე მოლაპარაკებებს აწარმოებს ბალტიის ქვეყნებთან. ინფორმაციისთივის, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
ერდოღანი: გაეროს გეგმით მარცვლეულის უსაფრთხო დერეფნის შესაქმნელად, დროა ნაბიჯები გადავდგათ
გაეროს გეგმით უსაფრთხო მარცვლეულის დერეფნის შესაქმნელად, დროა ნაბიჯები გადავდგათ, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მედია: უკრაინის პორტებიდან ხორბლის ექსპორტისთვის „მარცვლეულის დერეფნის“ საგზაო რუკა შემუშავდა ორი ქვეყნის ლიდერმა, ასევე ვითარება სირიაში, უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე ომი და შავ ზღვაში ხორბლის გადასაზიდად, უსაფრთხო დერეფნების შექმნის საკითხები განიხილეს. თურქეთის სახელმწიფოს მეთაურმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ომი უკრაინასა და რუსეთს შორის უნდა დასრულდეს გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობით, რაც მოლაპარაკების გზითაა შესაძლებელი. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს გაერო: უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა ხორბალია დაბლოკილი ერდოღანის თქმით, თურქეთი, ისევე როგორც ადრე, მზადაა მოლაპარაკების პროცესის გააქტიურებაში თავისი წვლილი შეიტანოს. თურქული მედიის ცნობით, უკრაინის პორტებში დაბლოკილი ხორბლის გამოტანის მიზნით, „მარცვლეულის დერეფნის“ საგზაო რუკა შემუშავდა. როგორც მედია წერს, საგზაო რუკის შექმნა, რუსეთის ფედერაციის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებთან თურქული მხარის მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა. უკრაინული ხორბალის განსაბლოკად, ლიეტუვამ ბრიტანეთს სამხედრო-საზღვაო კოალიციის შექმნა შესთავაზა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინიდან აფრიკაში მარცვლეულის ექსპორტის განახლების მიზნით, აქტიურად იმუშავებს უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
დმიტრო კულება: მარცვლეულის განბლოკვაზე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია, ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთზე
უკრაინა საერთაშორისო ბაზრებზე მარცვლეულის ექსპორტისთვის ემზადება და მარცვლეულის განბლოკვაზე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია, - ამის შესახებ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ El Pais განუცხადა. თურქეთი „მარცვლეულის დერეფნების“ შესახებ ოთხმხრივ შეხვედრას აანონსებს „ჩვენ რუსეთთან მოლაპარაკებებში, ორ ნაბიჯში ვართ. აუცილებელია უსაფრთხოების საკითხების გადაჭრა, რაც რუსეთის პოზიციაზეა დამოკიდებული. ჩვენ ფინალურ ფაზაში ვართ და ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთზე. თუ მათ ნამდვილად სურთ, მაშინ მალე დაიწყება ხორბლის ექსპორტი. მაგრამ თუ ისინი, ამ ფაქტორს გამოიყენებენ იმისთვის, რომ „შიმშილის თამაშები“ ითამაშონ, მაშინ აქცენტს კვლავ მოლაპარაკების მნიშვნელობაზე გადაიტანენ“, - განაცხადა კულებამ. მინისტრმა დასძინა, რომ ხედავს მხოლოდ ერთ პოტენციურ მიზეზს, რის გამოც რუსეთმა შესაძლოა შეიცვალოს თავისი პოზიცია მარცვლეულის ბლოკადასთან დაკავშირებით. „მათ სურთ, რომ აფრიკისა და აზიის ქვეყნებს აჩვენონ, რომ საკვების დეფიციტს თავიდან ააცილებენ. მაგრამ სიმართლე იმაშია, რომ რუსეთს არ აინტერესებს, რომ უკრაინამ მარცვლეულის ექსპორტი შეძლოს. რადგან იციან, რომ თუ მარცვლეულს მსოფლიო ბაზარზე გავიტანთ, შემოსავალს მივიღებთ და ეს ჩვენ გაგვაძლიერებს“, - აღნიშნა კულებამ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
გაერო სტამბოლში მარცვლეულის საკითხზე მოლაპარაკებების შემდეგ, პოზიტიურ შედეგებს აანონსებს
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, სტამბოლში, ხორბლის საკითხზე რუსეთის, უკრაინის, თურქეთისა და გაეროს ოფიციალური პირების მოლაპარაკების შემდეგ პოზიტიურ შედეგებს აანონსებს. უკრაინა: მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის საკითხი გაეროს ეგიდით უნდა გადაწყდეს „მარცვლეულის დერეფნების“ შესახებ ოთხმხრივ შეხვედრას თურქეთმა უმასპინძლა ამის შესახებ გაეროს სპიკერმა ფარხან ხაკმა განაცხადა. გაეროში მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკებები „რაღაცით დადებითია“, აცხადებს სპიკერი. მისი თქმით, ამის შესახებ გუტერეში გააკეთებს განცხადებას. რუსეთის, უკრაინის და თურქეთის სამხედრო დელეგაციების შეხვედრა სტამბოლში, გაეროს წარმომადგენლებთან ხორბლის ექსპორტის განახლების საკითხზე დღეს შედგა. დიპლომატების განცხადებით, მხარეებმა განიხილეს, რომ ხორბლით დატვირთული ტანკერები, უკრაინული გემების თანხლებით გადაადგილდნენ, რომლებიც დანაღმულ საპორტო წყლებში გზამკვლევის როლს შეასრულებენ. გეგმის თანახმად, რუსეთმა ზავზე თანხმობა უნდა განაცხადოს, თურქეთმა კი გაეროს მხარდაჭერით გემების ინსპექტირება უნდა განახორციელოს, რათა იარაღის კონტრაბანდის შესახებ რუსეთის ეჭვები გაქარწყლდეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 ივლისს სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რომლის დროსაც განიხილეს უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის მნიშვნელობა, ასევე, რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვის საკითხი. 5 ივლისს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი შავი ზღვის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის „დერეფნების“ გახსნასთან დაკავშირებით, მოლაპარაკების პროცესის გააქტიურებას აპირებს, რათა 7-10 დღეში მიაღწიოს შედეგს. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
ზელენსკის განცხადებით, სტამბოლში მარცვლეულის საკითხზე გამართულ მოლაპარაკებებზე გარკვეული პროგრესი შეინიშნება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ სტამბოლში ოთხმხრივ მოლაპარაკებებზე მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის მიზნით, გარკვეული პროგრესი შეინიშნება. უკრაინიდან საზღვაო გზით მარცვლეულის ექსპორტისთვის სტამბოლში, საკოორდინაციო ცენტრის შექმნაზე შეთანხმდნენ - თურქეთის თავდაცვის მინისტრი გაერო სტამბოლში მარცვლეულის საკითხზე მოლაპარაკებების შემდეგ, პოზიტიურ შედეგებს აანონსებს ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა „მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავს მსოფლიო ბაზარზე სურსათის მიწოდების აღსადგენად“. „მადლობელი ვარ გაეროსა და თურქეთის, შესაბამისი ძალისხმევისთვის. ამ ისტორიის წარმატება სჭირდება არა მხოლოდ ჩვენს სახელმწიფოს, არამედ, გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ეს სჭიდება მთელ მსოფლიოს. შავი ზღვაზე უსაფრთხოების საკითხზე და ხორბლის ექსპორტზე შეთანხმება გლობალური სასურსათო კრიზისის სიმძიმეს შეამსუბუქებს. უკრაინის დელეგაციის წევრებმა მაცნობეს, რომ არის გარკვეული პროგრესი. უახლოეს დღეებში დეტალებს გაეროს გენერალურ მდივანთან გავაანალიზებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ. რუსეთის, უკრაინის და თურქეთის სამხედრო დელეგაციების შეხვედრა სტამბულში, გაეროს წარმომადგენლებთან ხორბლის ექსპორტის განახლების საკითხზე დღეს შედგა. დიპლომატების განცხადებით, მხარეებმა განიხილეს, რომ ხორბლით დატვირთული ტანკერები, უკრაინული გემების თანხლებით გადაადგილდნენ, რომლებიც დანაღმულ საპორტო წყლებში გზამკვლევის როლს შეასრულებენ. გეგმის თანახმად, რუსეთმა ზავზე თანხმობა უნდა განაცხადოს, თურქეთმა კი გაეროს მხარდაჭერით გემების ინსპექტირება უნდა განახორციელოს, რათა იარაღის კონტრაბანდის შესახებ რუსეთის ეჭვები გაქარწყლდეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 ივლისს სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რომლის დროსაც განიხილეს უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის მნიშვნელობა, ასევე, რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვის საკითხი. 5 ივლისს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი შავი ზღვის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის „დერეფნების“ გახსნასთან დაკავშირებით, მოლაპარაკების პროცესის გააქტიურებას აპირებს, რათა 7-10 დღეში მიაღწიოს შედეგს. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
სტამბოლში გამართულ ოთხმხრივ შეხვედრაზე, უკრაინის სამი პორტის განბლოკვაზე შეთანხმდნენ - WSJ
სტამბოლში, უკრაინის, გაეროს, რუსეთისა და თურქეთის ოფიციალური წარმომადგენლების შეხვედრაზე, მხარეები ხორბლის ექსპორტისთვის 3 პორტის განბლოკვაზე შეთანხმდნენ, თუმცა ოფიცილური ხელშეკრულება არ გაფორმებულა. გემების ინსპექტირებას, თურქული მხარე განახორციელებს. ამის შესახებ Wall Street Journal-ი მოლაპარაკებებში ჩართულ პირზე დაყრდნობით წერს. უკრაინიდან საზღვაო გზით მარცვლეულის ექსპორტისთვის სტამბოლში, საკოორდინაციო ცენტრის შექმნაზე შეთანხმდნენ - თურქეთის თავდაცვის მინისტრი გაერო სტამბოლში მარცვლეულის საკითხზე მოლაპარაკებების შემდეგ, პოზიტიურ შედეგებს აანონსებს წინმსწრებად, მხარეები შემდეგ მექანიზმზე შეთანხმდნენ: ხორბლის გამოტანა 3 უკრაინული პორტიდან კონტეინერებით, უკრაინული გემებით მოხდება. ამავდროულად, იმოქმედებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. ნაწილობრივ განხორციელდება პორტების მიმდებარე ტერიტორიების განაღმვა. წინმსწრებად ცნობილია, რომ ერთ-ერთია - ოდესის პორტი. ამასთან უკრაინული Forbes ცნობით, განბლოკვა შეეხება შეეხება ჩერნომორსკისა და სამხრეთის პორტებს. მოლაპარაკების შემდეგი პუნქტია, ის რომ თურქეთის საზღვაო-სამხედრო ძალები შეამოწმებენ ცარიელ გემებს, რომლებიც უკრაინის პორტებში შევლენ. მანამდე გემების შემოწმების სურვილი რუსულმა მხარემ გამოთქვა, რადგან განაცხადა, რომ გემები შესაძლოა, უკრაინულმა მხარემ დასავლეთის იარაღის კონტრაბანდისთვის გამოიყენოს. ამასთან, გაერო შექმნის საკონტროლო ცენტრს სტამბოლში გემების უსაფრთხოების დონის მონიტორინგისთვის. შესათანხმებელი რჩება ტექნიკური დეტალები, კერძოდ უკრაინული პორტების განაღმვის საკითხი. უკრაინამ გაეროს განუცხადა, რომ დანაღმული ზღვაში უსაფრთხო გადასასვლელის შექმნის შესახებ, მაგრამ ზღვა მცურავი ნაღმებისგან მაინც უნდა გაიწმინდოს. თუმცა, WSJ-ის წყარო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებების ხელმოწერის გარდაუვალობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. გარდა ამისა, რუსეთის დელეგაციისთვის ვლადიმერ პუტინს თანხმობა ჯერ არ განუცხადებია. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 ივლისს სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რომლის დროსაც განიხილეს უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის მნიშვნელობა, ასევე, რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვის საკითხი. 5 ივლისს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი შავი ზღვის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის „დერეფნების“ გახსნასთან დაკავშირებით, მოლაპარაკების პროცესის გააქტიურებას აპირებს, რათა 7-10 დღეში მიაღწიოს შედეგს. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
ოთარ შამუგია: გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოში ხორბლის წარმოების გასაზრდელად აშშ მხარს დაგვიჭერს
გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოში ხორბლის წარმოების გასაზრდელად აშშ მხარს დაგვიჭერს ,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. შალვა ფიფია: ხორბლის წარმოება უნდა გაიზარდოს, რადგან რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება სურსათის უსაფრთხოების რისკებს გაზრდის მინისტრის განცხადებით, აშშ-ში ვიზიტისას ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში, აშშ-ის სიმინდისა და ხორბლის გაუმჯობესების საერთაშორისო ცენტრში და USAID-ში. შეხვედრების მთავარი თემა სასურსათო უსაფრთხოება და ხორბლის წარმოების გაზრდა იყო. „ყველა ამ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სასურსათო უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. პარტნიორებს მივაწოდეთ სრულყოფილი ინფორმაცია ამ მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ხორბლის წარმოება გავზარდოთ და თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ. ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორის აშშ-ის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. შეხვედრებიდან გამომდინარე, მოლოდინი გვაქვს, რომ ამ კუთხით მხარდაჭერა გვექნება. სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე დაფიქსირდა, რომ დეპარტამენტი მზად არის დაიწყოს ღრმა კვლევა, ხორბლის წარმოების მთელი ღირებულებათა ჯაჭვის შესწავლა, რაც მოგვცემს ინფორმაციას თუ რა საჭიროებები არსებობს, ამ მიმართულებით, რომ დავგეგმოთ შესაბამისი ღონისძიებები. განწყობილი ვართ, რომ გვექნება აქტიური თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, რაც ვფიქრობ, დარგის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. რატომ ვერ ამბობს უარს საქართველო, რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტზე
უკრაინიდან საზღვაო გზით მარცვლეულის ექსპორტისთვის საკოორდინაციო ცენტრის შექმნაზე შევთანხმდით - თურქეთის თავდაცვის მინისტრი
უკრაინიდან დაბლოკილი მარცვლეულის გამოსატანად, სტამბოლში გამართულ ოთხმხრივ შეხვედრაზე პროგრესს მიაღწიეს. თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აქარის განცხადებით, მხარეები საზღვაო გზით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის საკოორდინაციო ცენტრის შექმნაზე შეთანხმდნენ. გაერო სტამბოლში მარცვლეულის საკითხზე მოლაპარაკებების შემდეგ, პოზიტიურ შედეგებს აანონსებს „ოთხმხრივ შეხვედრაზე მივაღწიეთ შეთანხმებას ტექნიკურ საკითხებზე. მაგალითად, პორტიდან გამოსვლის წერტილებში ერთობლივ კონტროლსა და მარშრუტებზე სანავიგაციო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, მომდევნო კვირას, შეთანხმების ხელმოსაწერად უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები კვლავ თურქეთში შეიკრიბებიან. რუსეთის, უკრაინის და თურქეთის სამხედრო დელეგაციების შეხვედრა სტამბულში, გაეროს წარმომადგენლებთან ხორბლის ექსპორტის განახლების საკითხზე დღეს შედგა. დიპლომატების განცხადებით, მხარეებმა განიხილეს, რომ ხორბლით დატვირთული ტანკერები, უკრაინული გემების თანხლებით გადაადგილდნენ, რომლებიც დანაღმულ საპორტო წყლებში გზამკვლევის როლს შეასრულებენ. გეგმის თანახმად, რუსეთმა ზავზე თანხმობა უნდა განაცხადოს, თურქეთმა კი გაეროს მხარდაჭერით გემების ინსპექტირება უნდა განახორციელოს, რათა იარაღის კონტრაბანდის შესახებ რუსეთის ეჭვები გაქარწყლდეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 ივლისს სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რომლის დროსაც განიხილეს უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის მნიშვნელობა, ასევე, რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვის საკითხი. 5 ივლისს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი შავი ზღვის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის „დერეფნების“ გახსნასთან დაკავშირებით, მოლაპარაკების პროცესის გააქტიურებას აპირებს, რათა 7-10 დღეში მიაღწიოს შედეგს. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
უკრაინა სამი საზღვაო პორტის განბლოკვას გეგმავს - რადას დეპუტატი
უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი „ოდესის“, „იუჟნისა“ და „ჩორნომორსკის“ პორტებიდან განხორციელდება, თუმცა კიევი იმედოვნებს, რომ ხორბლის ექსპორტის არეალი გააფართოოს. ამის შესახებ „რადას“ დეპუტატმა რუსტემ უმეროვმა განაცახდა, რომელიც რუსეთთან, თურქეთთან და გაეროსთან "მარცვლეულის" მოლაპარაკებებზე უკრაინას წარმოადგენს. სტამბოლში გამართულ ოთხმხრივ შეხვედრაზე, უკრაინის სამი პორტის განბლოკვაზე შეთანხმდნენ - WSJ „ხორბლის ექსპორტი განხორციელდება „ოდესის“, „იუჟნისა“ და „ჩორნომორსკის“ პორტებიდან, მაგრამ მომავალში ვიმედოვნებთ, რომ არეალს გავაფართოებთ. საზღვაო შეიარაღებული ძალების ყველა რეკომენდაცია უნდა შესრულდეს. არის უსაფრთხო დერეფნები, მარშრუტები, რომლებიც ჩვენ განვავითარეთ. სამხედროებთან ერთად ყველა სამოქალაქო გემი გაივლის ამ მარშრუტებს. …. და ყველა გემს, რომელიც თავისუფლად დაიცავს ამ რეკომენდაციებს, შეუძლია მოგვმართოს“, - განაცხადა უმეროვმა. მან დასძინა, რომ უსაფრთხოების წესების დაცვას მონიტორინგს გაეროს ეგიდით, დაქვემდებარებული მონიტორინგის ჯგუფი გაუწევს, რომელიც სტამბულში განთავსდება. „ჩვენს წყლებში რუსული ხომალდი არ უნდა იყოს. ჩვენ მათ არ ვენდობით. თუნდაც გაეროსთან გააფორმონ შეთანხმება, ეს აგრესორი ქვეყანაა და სანამ საზღვრებთან არ დაიხევენ, მათი ნდობა არ შეიძლება", - განაცხადა დეპუტატმა. მისი განმარტებით, კიევმა შეიმუშავა მექანიზმი, რომლითაც მონიტორინგის ჯგუფი იმუშავებს. ჯგუფს ექნება უკრაინის პორტებში შემავალი გემების შემოწმების მანდატი, რათა იარაღის კონტრაბანდასთან დაკავშირებით, რუსეთის ეჭვები გაქარწყლდეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 ივლისს სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რომლის დროსაც განიხილეს უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის მნიშვნელობა, ასევე, რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვის საკითხი. 5 ივლისს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი შავი ზღვის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის „დერეფნების“ გახსნასთან დაკავშირებით, მოლაპარაკების პროცესის გააქტიურებას აპირებს, რათა 7-10 დღეში მიაღწიოს შედეგს. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
რუსეთის დელეგაცია სტამბოლში, უკრაინული მარცვლეულის საკითხზე ხელშეკრულების გასაფორმებლად ჩავიდა
უკრაინული მარცვლეულის საკითხზე ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რუსული დელეგაცია სტამბოლში სპეციალური თვითმფრინავით ჩავიდა. თურქეთი აცხადებს, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით, რუსეთთან შეთანხმება მიღწეულია - BBC დელეგაციის შემადგენლობაშია რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ. მარცვლეულის დერეფნის შექმნის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია დოლმაბაჰჩეს სასახლეში გაიმართება. დოკუმენტებს ხელი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის თანდასწრებით მოეწერება.
მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი ეცემა
უკრაინული ხორბლის განბლოკვაზე ხელშეკრულების გაფორმების პერსპექტივამ მსოფლიოში ხორბლის ფასების შემცირებაზე გავლენა უკვე მოახდინა. ამის შესახებ BBC წერს. სტამბოლში უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ, ხელშეკრულება გაფორმდა ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფიუჩერსები 3%-ით გაიაფდა. ანალოგიური ვითარება შეიქმნა ბრიტანეთის ფიუჩერსებთან მიმართებით. ხორბლის გაყიდვების ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მართალია ფიუჩერსები ერთ ღამეში ტონაზე $10 გაიაფდა, მაინც არსებობს სკეპტიციზმი, იმუშავებს თუ არა სტამბოლში გაფორმებული ოთხმხრივი შეთანხმება. 22 ივლისს სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში მარცვლეულისა და სურსათის მიწოდების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა. შეთანხმება შედგა და უკრიანელები ბლოკირებულ მარცვლეულს სამი პორტიდან - ოდესის, ჩერნომორსკის და იუჟნეს პორტებიდან გაიტანენ. მარცვლეულის მიწოდების შესახებ დოკუმენტს ხელი მოეწერა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის თანდასწრებით. გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის სიტყვებით, შეთანხმება, რომელსაც ხელი რუსეთმა, უკრაინამ, გაერომ და თურქეთმა მოაწერეს, ომში „იმედის შუქურაა“.
რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება
უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე სტამბოლში ოთმხრივი შეთანხმება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში Twitter-ზე ავრცელებს. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. „გაეროს ეგიდით, უკრაინის, რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის მიერ დღეს ხელმოწერილი შეთანხმება ხსნის გზას შავ ზღვაში სურსათის კომერციული ექსპორტისთვის. მიღწეული შეთანხმება მსოფლიოს მილიონობით ადამიანისთვის სურსათის დეფიციტით გამოწვეული კატასტროფის თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს. ეს არის იმედის, შესაძლებლობისა და შვების „შუქურა“, – წერს გაეროს გენერალური მდივანი. სტამბოლში უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ, ხელშეკრულება გაფორმდა გაეროს ცნობით, დოლმაბაჰჩეს სასახლეში მარცვლეულისა და სურსათის მიწოდების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დაუყოვნებლივ შეიქმნება საინსპექციო ჯგუფები, რომელშიც გაეროს წარმომადგენლები და სავარაუდოდ უკრაინელი, თურქი და რუსი სამხედროები შევლენ. გაეროს წარმომადგენლების ინფორმაციით, შეთანხმება ძალაში 120 დღის განმავლობაში იქნება. მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი ეცემა უკრაინის პორტებს ხორბლის ექსპორტისთვის მოსამზადებლად 10 დღე დასჭირდებათ. თუმცა გაერო იმედოვნებს, რომ ხელშეკრულების საფუძველზე პროცესი საკმაოდ სწრაფად განვითარდება. ხელშეკრულება უზრუნველყოფს ხორბლის უსაფრთხო ექსპორტს „ოდესის“, „ჩერნომორსკის“ და „იუჟნის“ პორტებიდან. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ თავდაცვის მიზნით, საპორტო წყლები დანაღმა, გაეროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამ დროისთვის განაღმვის აუცილებლობა არ არის და გემები სამხედროების თანხლებით უსაფრთხო მარშრუტებით გადაადგილდებიან, რის შემდეგაც შავ ზღვაზე ბოსფორის სრუტით უკრაინული ხორბალი მსოფლიო ბაზარზე გავა. ამასთან, გაერომ მოაგვარა გემების დაზღვევის საკითხი, რომლებიც შავ ზღვაში და შემდგომ უკრაინის პორტებში ხორბლის გადმოსაზიდად შევლენ. პროცესში ჩართული იყო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განმარტა, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების თანახმად, უკრაინა წინასწარ არ აწერს ხელს რუსეთთან რაიმე დოკუმენტს. „ჩვენ ხელს ვაწერთ შეთანხმებას თურქეთთან და გაეროსთან და მათ წინაშე ვალდებულებებს ვიღებთ. რუსეთი თურქეთთან და გაეროსთან სარკისებურ შეთანხმებას აფორმებს. არავითარი რუსული გემების სატრანსპორტო ესკორტი და რუსეთის წარმომადგენლების არსებობა ჩვენს პორტებში. პროვოკაციის შემთხვევაში იქნება დაუყოვნებლივი სამხედრო პასუხი. საჭიროების შემთხვევაში, სატრანსპორტო გემების შემოწმებას თურქეთის წყლებში ერთობლივი ჯგუფი განახორციელებს“, – წერდა მიხაილო პოდოლიაკი.
ოდესის პორტზე რუსეთის იერიშის შემდეგ ხორბლის ფასი მკვეთრად გაიზარდა
რუსეთის არმიის მიერ ოდესის პორტზე სარაკეტო იერიშის შემდეგ, ხორბლის ფასი მკვეთრად გაიზარდა. უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ, რუსეთის თავდასხმამ ეჭვები გააჩინა. ამის შესახებ Reuters წერს. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 25 ივლისს განაცხადა, რომ რუსეთის პოზიციებიდან ნასროლი ორი „კალიბრის“ კლასის შორი მოქმედების რაკეტა, რომლებიც ოდესის პორტში სატუმბი სადგურის მახლობლად დაეცა, მიზნად ისახავდა „ექსკლუზიურად“ სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებას და „არ იყო დაკავშირებული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებასთან“, რომელსაც 22 ივლისს სტამბოლში რუსეთმა, უკრაინამ, გაერომ და თურქეთმა მიაღწიეს. „ამან არ შეიძლება და არ უნდა იმოქმედოს მარცვლეული გადაზიდვის დაწყებაზე", - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს. ამ განცხადების მიუხედავად, ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე ხორბლის „ფიუჩერსები“ 25 ივლისს ბუშელზე (უდრის 36,4 ლიტრს) თითქმის 4 პროცენტით, 7,86 დოლარამდე გაიზარდა. სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება
სტამბოლში ამუშავდა საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც „ხორბლის დერეფნებს“ მონიტორინგს გაუწევს
სტამბოლში ამუშავდა ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც „ხორბლის დერეფნების“ მუშაობას მონიტორინგს გაუწევს. ამის შესახებ უკრაინული მედია თურქულ მხარეზე დაყრდნობით წერს. მედიის ცნობით, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალქსანდრ კუბრაკოოვი თურქეთის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აკარს შეხვდა. „ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის მუშაობა ინტენსიურად გრძელდება“, - აღნიშნა ჰულუსი აკარმა. ამასთან განაცხადა, რომ ხორბლის გადმოტვირთვა ამ კვირაში დაიწყება და მთავარია უკრაინის პორტებიდან პირველი გემი სწრაფად დაიძრას. ჰულუსი აკარის განცხადებით, მისი ქვეყანა მზადაა, რომ სტამბოლში მიღწეული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ. სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება
გაერო: უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა შესაძლოა, ოდესის პორტი 29 ივლისს დატოვოს
გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენლის ჰუმანიტარულ საკთხებში, მარტინ გრიფიტსის განცხადებით, უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა შესაძლოა, ოდესის პორტი 29 ივლისს დატოვოს. სტამბოლში ამუშავდა საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც „ხორბლის დერეფნებს“ მონიტორინგს გაუწევს „ჩვენ გვაქვს იმედი და ვგეგმავთ, რომ უკრაინული ხორბლით დატვირთული პირველი გემი პორტს უახლოეს დღეებში ან სავარაუდოდ, 29 ივლისს დატოვებს“, - განაცხადა მარტინ გრიფიტსმა. მისი თქმით, გაეროსა და თურქეთის წარმომადგენლები ოდესის პორტში იქნებიან. „გემებს, რომლებიც დატოვებენ უკრაინის პორტს, ინსპექცია თურქეთის პორტში ჩაუტარდებათ. ეს უფრო მარტივია, რათა დავრწმუნდეთ, რომ ამ გემებში არ არის კონტრაბანდა და იარაღი. ამასთან, გაეროს და თურქეთის წარმომადგენლები იქნებიან ოდესის პორტში და დააკვირდებიან ხორბლის ჩატვირთვის პროცესს“, - განაცხადა მარტინ გრიფიტსმა. სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა, მარცვლეულის ექსპორტისთვის მზადაა. გაერო: უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა შესაძლოა, ოდესის პორტი 29 ივლისს დატოვოს „ჩვენთვის მთავარია ვიყოთ მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების გარანტორი. ვიდრე ვიღაც ბლოკავს შავ ზღვას და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეების სიცოცხლე მიაქვს, ჩვენ ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, რომ გადარჩნენ“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ზელენსკი ოდესაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა და უკრაინული ხორბლის გემებზე გადატვირთვის პროცესს დაესწრო. „ჩვენი ქვეყანა მზადაა. ყველა ინფორმაცია გადავეცით გაეროს და თურქეთს. ჩვენი სამხედროები იქნებიან უსაფრთხოების გარანტორები. ინფრასტრუქტურის მინისტრი მყოფება პირდაპირ კავშირზე თურქულ მხარესთან და გაეროსთან. ველით მათ ნიშანს, რომ ხორბლის გადაზიდვა დავიწყოთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინა 2022 წელს 20 მილიონ ტონამდე ხორბლის მოსავლის აღებას გეგმავს
უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და ვაჭრობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 2022 წელს ქვეყანას აქვს მოლოდინი, რომ 18-20 მილიონი ტონა ხორბლის მოსავალს მიიღებს, რაც საკვებ მოთხოვნაზე 5-ჯერ მეტია. ზელენსკი: უკრაინა მზადაა მარცვლეულის ექსპორტისთვის, ნიშანს ველით პარტნიორებისგან „ჩვენი შიდა მოთხოვნა ხორბალზე 4 მილიონი ტონაა. თანაც გვაქვს გასული წლის ხარისხიანი ხორბლის მარაგებიც“, - აცხადებენ სამინისტროში. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ხორბლის, წიწიბურის, სიმინდის, ქერის, შვრიის, ჭვავის და სხვა კულტურების მოსავლის მოცულობა სრულად დაფარავს უკრაინის შიდა მოხმარების საჭიროებებს. კულტურების უმეტესობას ექნება საექსპორტო შეთავაზება. უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრის პირველი მოადგილის, ტარას ვისოცკის თქმით, წელს გაცილებით მეტი წიწიბურა დაითესეს, ვიდრე წინა წლებში. ანალოგიური მდგომარეობაა ჭვავის, შვრიის და სხვა კულტურების შემთხვევაშიც. პირველი თურქული გადამზიდავი უკრაინული მარცვლეულით დაიტვირთა და ექსპორტის მოლოდინში საზღვაო სავაჭრო პორტ „ჩერნომორსკში“ დგას. თურქული მედიის ცნობით, უკრაინული ხორბლის ექსპორტი შეიძლება უახლოეს დღეებში დაიწყოს.
ოდესის პორტიდან უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი გავიდა
სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი „რაზონი“, რომელიც 26 ათასი ტონა მარცვლეულითაა დატვირთული, ოდესის პორტიდან გავიდა. უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის ცნობით, გემი ლიბანის მიმართულებით გაემგზავრა. „უკრაინამ ჩვენს პარტნიორებთან ერთად დღეს გადადგა მორიგი ნაბიჯი მსოფლიო შიმშილის შესაჩერებლად“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრ კუბრაკოვმა. ეს მარცვლეულით დატვირთული პირველი გემია, რომელმაც უკრაინის პორტი კრემლის მიერ წამოწყებული ომის შემდეგ დატოვა. კუბრიკივის თქმით, პორტებზე ბლოკადის მოხსნა ქვეყნის ეკონომიკას $1 მილიარდის მოგებას მოუტანს. მისივე თქმით, რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინის პორტებში 16 დატვირთული გემი იყო ჩარჩენილი. 27 ივლისს, შავი ზღვის პორტები ოდესა, ჩორნომორსკი და პივდენნი ხელახლა გაიხსნა მას შემდეგ, რაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას სტამბოლში მოეწერა ხელი. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა განაცხადა. უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი ჩორნომორსკის პორტიდან განახლდება სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება
თურქული მხარე, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემის ინსპექტირებას იწყებს
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინული მარცვლეულითა და სიმინდით დატვირთული გემის RAZONI-ის ინსპექტირება დრეს დილიდან დაიწყება. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი თურქეთში ჩავიდა „საინსპექციო სამუშაოები ჩატარდება მარცვლეულით დატვირთულ RAZONI-ზე, რომელიც უკრაინის ოდესის პორტიდან გამოვიდა და წუხელ ბოსფორის შავი ზღვის შესასვლელთან 10:00 საათზე ღუზა ჩაუშვა“, - აცხადებენ თურქეთის თავდაცვის სამინისტროში. სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი „რაზონი“, რომელიც 26 ათასი ტონა მარცვლეულითაა დატვირთული, ოდესის პორტიდან პირველ აგვისტოს გავიდა.
სტამბოლში, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემის ინსპექტირება დასრულდა
რუსეთის, უკრაინის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლებმა, რომლებიც სტამბოლში მოქმედი საკოორდინაციო ცენტრის შემადგენლობაში არიან, უკრაინლული მარცვლეუთ დატვირთული პირველი გემის ინსპექტირება დაასრულეს. თურქული მხარე, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემის ინსპექტირებას იწყებს თურქული მედიის ცნობით, გემის ინსპექტირების პროცესი სტამბოლთან ახლოს, რუმელიფენერის რაიონში განხორციელდა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელსაც ხორბალი ლივანის მიმართულებით გადააქვს თურქეთის სრუტეებს დღეს დატოვებს. თურქეთის თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა ჯგუფის მუშაობის ფოტოები, რომლებიც გემს საათნახევრის განმავლობაში ათვალიერებდნენ. სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი „რაზონი“, რომელიც 26 ათასი ტონა მარცვლეულითაა დატვირთული, ოდესის პორტიდან პირველ აგვისტოს გავიდა.
უკრაინის პორტებიდან ერთ კვირაში 350 ათასი ტონა მარცვლეულით დატვირთული ათი გემი გავიდა
22 ივლისის შეთანხმების საფუძველზე ამოქმედებული „ხორბლის დერეფნის“ ფარგლებში უკრაინის პორტებიდან 10 გემით, 350 ათასი ტონა მარცვლეულით გავიდა. 27 ივლისს, შავი ზღვის პორტები ოდესა, ჩორნომორსკი და პივდენნი ხელახლა გაიხსნა მას შემდეგ, რაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას სტამბოლში მოეწერა ხელი. სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი „რაზონი“, რომელიც 26 ათასი ტონა მარცვლეულითაა დატვირთული, ოდესის პორტიდან პირველ აგვისტოს გავიდა. უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი ჩორნომორსკის პორტიდან განახლდება სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება
აშშ აფრიკის ქვეყნებისთვის უკრაინული ხორბლის შესაძენად $68 მილიონს გამოყოფს
შეერთებული შტატები გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამას, უკრაინული ხორბლის შესაძენად $68 მილიონს გამოუყოფს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. თანხა 150 000 ტონამდე უკრაინული ხორბლის შესყიდვაზე დაიხარჯება. მარცვლეულს სავარაუდოდ სომალის ნახევარკუნძულის ქვეყნების მოსახლეობა მიიღებს, სადაც ისტორიული გვალვაა და მილიონობით ადამიანს შიმშილის ზღვრისკენ უბიძგებს. შეგახსენებთ, რომ ივლისის ბოლოს უკრაინამ, თურქეთმა, გაერომ და რუსეთმა ხელი მოაწერეს „მარცვლეულის შეთანხმებას" უკრაინული მარცვლეულის საზღვაო ექსპორტის გარანტიების შესახებ. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება
პუტინი უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეზღუდვით იმუქრება
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტი, რომელიც ივლისში გაეროს და თურქეთის ინტერვენციის შედეგად განიბლოკა, ისევ უნდა შეიზღუდოს. აფრიკაში, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი ჩავიდა მან პირობა დადო, რომ ამ საკითხს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან განიხილავს. „ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დასაწყებად,”, - თქვა პუტინმა ვლადივოსტოკში WEF-ის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას. მისი თქმის მთელი მარცვლეული, რომელიც ექსპორტირებულია უკრაინიდან არა ყველაზე ღარიბი განვითარებადი ქვეყნების, არამედ ევროკავშირის ქვეყნებისკენაა მიმართული. პუტინი აცხადებს, რომ „87-დან მხოლოდ ორი ხომალდი“ დაიტვირთა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ფარგლებში. „და 2 მილიონი ტონიდან 60 000 ტონა საკვები ევროპაში გავიდა“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა და ევროპის ქვეყნებს „კოლონიზატორები“ უწოდა, რომლებიც განვითარებად ქვეყნებს ატყუებენ. სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება
ყაზახეთმა ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვები გააუქმა
ყაზახეთმა ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვა გააუქმა. ამსი შესახებ მედია ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს. ყაზახეთმა ფქვილისა და ხორბლის ექსპორტი შეზღუდა შესაბამის განკარგულებას ხელი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრმა იერბოლ კარაშუკევმა მოაწერა. შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვა 5 ივლისიდან 30 სექტემბრამდე დაწესდა. 19 მარტს გაეროს გენერალური მდივანმა, ანტონიუ გუტიერეშმა განაცახდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა. 31 მარტს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მზესუმზირის ზეთის ექსპორტი დროებით შეზღუდა. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, წლის ბოლომდე ჭვავის, ქერის, წიწიბურის, ფეტვის, შაქრის, მარილისა და ხორცის ექსპორტი იკრძალება. 12 აპრილს ბელორუსის ხელისუფლებამ ქვეყნიდან წიწიბურას, შაქრის, მარილისა და მაკარონის გატანაზე შეზღუდვა დააწესა.
ბელორუსმა ქვეყნიდან მარცვლეულის ექსპორტზე აკრძალვა, 6 თვით გაახანგრძლივა
ბელორუსის მინისტრთა საბჭომ ქვეყნიდან ხორბლისა და სხვა მარცვლეულის ექსპორტზე აკრძალვა, კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივა. ამავდროულად, რეზოლუციის მოქმედება არ ვრცელდება ბელორუსის რესპუბლიკის გარეთ ექსპორტირებულ საქონელზე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრ ქვეყნებში. ბელორუსიდან დროებითი ექსპორტისთვის აკრძალული საქონლის სიაშია ხორბალი, ჭვავი, ქერი, სიმინდი, ფეტვი, წიწიბურა, შვრია და სხვა მარცვლეული.
ერთი ტომარა ფქვილის ფასი 13 ლარით შემცირდა
"ერთი ტომარა ფქვილის ფასი 13 ლარით შემცირდა - ფასის შემცირება ორმა ფაქტორმა განაპირობა, ე.წ. უკრაინის დერეფანმა და რუსეთში ხორბლის უხვმა მოსავალმა", - ამის შესახებ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა, ლევან სილაგავამ განაცხადა. მისივე თქმით, დღეს შემოსატანი ხორბლის ფასი 320 დოლარის ფარგლებშია. „მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის ფასი შემცირდა. ხორბლის ფასი 2-3 თვის წინ პიკზე იყო 400 დოლარის ფარგლებში, დღეს კი შემოსატანი ხორბლის ფასი 320 დოლარის ფარგლებშია. ასევე, პიკის დროს 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 85 ლარი იყო, დღეს არის 72 ლარის ფარგლებში. შესაბამისად, ეს არის ასახული ბაზარზე. რამდენადაც ცნობილია, ჩვენმა კოლეგა პურის მწარმოებლებმა პურის გარკვეულ სახეობებზე ფასი 10 თეთრით შეამცირეს. ეს ის ინფორმაციაა, რაც პრესიდან ვიცით. ფქვილის ფასის შემცირება განაპირობა იმან, რომ რამდენიმე თვის წინ უკრაინის ე.წ.ხორბლის დერეფანი ამუშავდა. იცით, რომ სერიოზული პრობლემა იყო უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გამოტანა, მათ შორის, ხორბლის, იქიდან გამომდინარე, რომ საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. შესაბამისად, ამ დერეფნის ამუშავებამ შესაძლებლობა მისცა მსოფლიო ბაზარს, რომ მიწოდებულიყო ხორბალი და სხვა მარცვლეული კულტურები. ამან დააბალანსა მსოფლიო ბაზარზე ვითარება. აგრეთვე, დაიწყო ხორბლის ახალი მოსავლის მიღება რუსეთში, სადაც რეკორდული მოსავალია", - განაცხადა სილაგავამ "ინტერპრესნიუსთან". ასევე წაიკითხეთ: რატომ გაძვირდა პური - საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის განმარტება ერთ წელიწადში პური 29%-ით, შაქარი 18%-ით, კვერცხი და ყველი 17%-ით გაძვირდა - საქსტატი
„მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლის შემდეგ, მსოფლიოში ხორბალი გაძვირდა - მედია
Bloomberg-ის ცნობით, რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვკის შემდეგ, მსოფლიოში ხორბლისა და სხვა პროდუქტების გაძვირება დაიწყო. ორშაბათს, ვაჭრობის დაწყებისას, ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფასი 7.7%-ით გაიზარდა და ერთი ბუშელის ფასი თითქმის $9 გაუტოლდა. ამასთან, სინგაპურის ბირჟაზე ხორბლის ფასის 5.6%-იანი მატება დაფიქსირდა. სიმინდი 2.8%-ით გაძვირდა, სოიოს ზეთი კი - 3%-ით. თუ ფასების ზრდა შენარჩუნდა, ეს გლობალურ ინფლაციის გაძლიერებას და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შიმშილის პრობლემებს გაამწვავებს. Bloomberg-ის ცნობით, „მარცვლეულის შეთანხმების“ ამოქმედებიდან სამ თვეში უკრაინიდან გავიდა 9 მილიონ ტონაზე მეტი ხორბალი და სხვა საკვები პროდუქტი, რამაც გაზრდილ ფასებზე გავლენა მოახდინა და ხორბლისა და სურსათის გაიაფება დაიწყო. 29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას ასახელებს. რუსეთი მას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო. უკრაინას აფეთქებაში მონაწილეობა არ დაუდასტურებია. შეგახსენებთ, 22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.
საფრანგეთი, უკრაინული მარცვლეულის სახმელეთო გზით ექსპორტს განიხილავს
საფრანგეთის მთავრობა, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად, უკრაინიდან, მარცვლეულის სახმელეთო დერეფნების გავლით ექსპორტის დაშვებაზე მუშაობს. ამის შესახებ საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცახდა. უკრაინა, თურქეთი და გაერო, მარცვლეულის დერეფანში გემების გადადგილებაზე, რუსეთის გარეშე შეთანხმდნენ „ჩვენ ხშირად განვიხილავთ ამას ევროპულ დონეზე - ჩვენ ვცდილობთ განვსაზღვროთ შესაძლებელია თუ არა ისეთ სიტუაციაში, როცა საზღვაო ტრანსპორტირება შეუძლებელია,ექსპორტის სახმელეთო ტრანსპორტით განხორციელება“, - თქვა მარკ ფესნომ რადიო-ინტერვიუში. „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლის შემდეგ, მსოფლიოში ხორბალი გაძვირდა - მედია მისივე თქმით, ასეთი მარშრუტები შესაძლოა, რუმინეთის ან პოლონეთის გავლით განვითარდეს. „ჩვენ გავაგრძელებთ სისტემის შემუშავებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს არ ვიყოთ ვლადიმერ პუტინის ხელში“, - დასძინა მინისტრმა. მისი თქმით, მან ეს საკითხი უკვე განიხილა ევროპის სხვა ქვეყნებთან, კერძოდ გერმანიასთან. იმავდროულად, გერმანიის მთავრობამ მოუწოდა მოსკოვს დაუბრუნდეს მარცვლეულის შეთანხმებას. მთავრობის სპიკერის შტეფენ ჰებესტრეიტის თქმით, მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება ძალიან წარმატებული იყო. თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის უპირველესად საზღვაო ექსპორტის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. „ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, - თქვა ანდრეა სასემ. 29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას ასახელებს. რუსეთი მას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო. უკრაინას აფეთქებაში მონაწილეობა არ დაუდასტურებია. შეგახსენებთ, 22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.
„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე: ხორბლის 2-თვიანი მარაგია ქვეყანაში
„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის თქმით, ქვეყანაში ხორბლის 2-თვიანი მარაგი არსებობს, თბილისი კი, ყოველდღიურად 400 ტონა პურს მოიხმარს. „საქართველოს წელიწადში სჭირდება 650 ათასი ტონა სასურსათო ხორბალი. თბილისი დღე-ღამეში მოიხმარს დაახლოებით 400 ტონამდე პურს. ბოლო დროს პრობლემა გაჩნდა დისტრიბუციაში. პურ-პროდუქტებს განსაკუთრებული წესები ჰქონდა, 30% ღამე მიეწოდება მაღაზიას, დანარჩენი დილით, სამწუხაროდ, ეს მოიშალა. ყველას დილით უნდა, 9:00 საათზე. ასე შეუძლებელია. დაინახავს შესაბამისი სამსახური და იღებენ ფოტოს. თუ ადრე 10 ლარი იყო, ახლა 50 ლარია ჯარიმა. დისტრიბუტორები ტოვებენ სამსახურს და ამბობენ, რომ ვერ იმუშავებენ ასეთ პირობებში“, - აღნიშნავს დოლიძე. ამასთან, დოლიძემ ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარეობს საუბარი საქართველოდან მზა პურ-პროდუქტების ექსპორტზეც.
მარცვლეულის ბირჟებზე რყევების შემდეგ, გაძვირდება თუ არა საქართველოში ფქვილი და პური
რუსეთის განცხადებას, მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობის განახლების შესახებ, მსოფლიო ბაზარსა და ბირჟებზე მყისიერი რეაქცია მოჰყვა. ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე ხორბალზე დეკემბრის გარიგების ფასები 6,32%-ით დაეცა და ბუშელზე (მოცულობის საზომი ერთეული - 36,4 ლიტრი) $8,45 შეადგინა. ამასთან, ფასის ზრდა 5,55%-მდე შენელდა და ერთ ბუშელ ხორბალზე ფასმა $8,52 შეადგინა. სიმინდზე დეკემბრის გარიგებების ფასი ბუშელზე 2,4%-ით, $6,8-მდე დაეცა. შემცირდა შვრიის ფასიც 2,61%-ით და ბუშელზე $3,89 შეადგინა. რა გავლენას მოახდენს მარცვლეულის მსოფლიო ბაზრის რყევები და მოსალოდნელია თუ არა ხორბალსა და ფქვილზე ფასის ცვლილება? Europetime-თან ინტერვიუში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი ამბობს, რომ ბოლო დღეებში მარცვლეულის დერეფანთან დაკავშირებული მოვლენები მნიშვნელოვანია, რადგან ეს მსოფლო ბაზარზე, მარცვლეულის ფასების დინამიკას განაპირობებს. „რა თქმა უნდა, ის ტენდენცია, რომ მარცვლეულის დერეფანი ისევ მუშაობს და მსოფლიო ბაზრებზე უკრაინული ხორბლის ექსპორტი განხორციელდება, ძალიან კარგია. აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია. პირველი - მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულის მიწოდების შედეგად, უკრაინა დამატებით შემოსავლებს მიიღებს. მეორე - ხორბლის მსოფლიო ბაზარზე გასვლა მარცვლეულის მიწოდებასა და ამავე დროს, ფასებს დაასტაბილურებს. მოსალოდნელია ხორბალზე ფასების შემცირება. რუსეთის განცხადებას რომ მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობას განაახლებს, მსოფლიო ბირჟებზე ხორბალზე ფასის დაახლოებით, 6%-იანი ვარდნა მოჰყვა. ამ მოვლენების შემდეგ, ხორბალზე ფასის ზრდის კუთხით, მკვეთრ დინამიკას არ ველოდებით, რადგან მსოფლიო მარაგები არის და ამასთან, საკმაოდ კარგი მოსავალია ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. ამიტომ, ხორბლისა და ფქვილის მარაგებთან დაკავშირებით, პრობლემა არ შეგვექმნება“, - აცახდებს ხანიშვილი. მისივე ინფორმაციით, საქართველოში ხორბლისა და ფქვილის საკმარისი მარაგია. „ეს მარაგები შეიქმნა ადგილობრივი მოსავლით და დაახლოებით, 160-170 ათას ტონას შეადგენს. ამ ბოლო სამ თვეში, ექსპორტის გადასახადისა და ხორბალზე ფასის შემცირების პირობებში, იმპორტიორებმა ქვეყანაში ხორბლის ინტენსიურად შემოტანა დაიწყეს. მანამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში, მხოლოდ ფქვილი შემოდიოდა. ბოლო სამი თვეა, საქართველოში, თვეში 25-30 ათასი ტონა ხორბალი შემოდის. მარაგები საკმარისია, თუ გავითვალისწინებთ იმ ვითარებასაც, რომ პარალელურად, ხორციელდება ხორბლის ფქვილის იმპორტი, რაც თვეში დაახლოებით, 15 ათასი ტონას შეადგენს. ადგილობრივი მოხმარება 20 ათასი ტონაა. ვფიქრობთ, რომ ხორბლისა და ფქვილის მარაგების თვალსაზრისით, ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობაა“, - აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. რაც შეეხება ფასებს, პურსა და პურ-პრდუქტებზე, ხანიშვილი ამბობს, რომ მოკლევადიან პერიოდში, მარაგების არსებობის ფონზე, ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის. შემდგომში კი, ეს საკითხი მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულს ფასების მიმდინარე ტენდენციაზეა დამოკიდებული. „ადგილობრივ ბაზარზე პურ-პროდუქტების ფასზე გავლენას, მსოფლიო ბაზარზე განვითარებული მოვლენები მყისიერ გავლენას ვერ მოახდენს, რადგან არსებობს მარაგები. ფასის ცვლილება შემდგომ ტენდენციაზეა დამოკიდებული. მთავარია, საქართველოში გვაქვს ხორბლისა და ფქვილის მარაგები. ხორბალზე არის ლოგისტიკური ხელმისაწვდომობა“, - აღნიშნავს ხანიშვილი. რაც შეეხება, იმას, რომ საქართველოსთვის ხორბლისა და ფქვილის ერთად-ერთი მომწოდებელი რუსეთია, სოფლის მეურნეობის მინისტრი აქ პრობლემას ვერ ხედავს. მისი თქმით, „თუ მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში იქნება უფრო მიმზიდველი ფასები, ბიზნესი ამ ბაზარზე გადაერთვება“. ცნობილია, რომ საქართველოში 2022 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში 105 ათას ტონაზე მეტი ხორბლის იმპორტი განხორციელდა. მათ შორის ყველაზე მეტი ხორბალი ქვეყანაში რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა, რაც საერთო იმპორტის დაახლოებით 92 პროცენტია. ამასთან, პურსა და პურ-პროდუქტებს, საქართველოს მოსახლეობის სამომხმარებლო კალათში, მნიშვნელოვანი ადგილი აქვს. საქსტატის მონაცემებით, ამ ქვეჯგუფს მნიშვნელოვანი წილი აქვს ინფლაციის ფორმირებაში. ერთი წლის განმავლობაში, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 15.8 პროცენტით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ერთ წელიწადში, პური და პურპროდუქტები 26.1 პროცენტით გაძვირდა. საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში, 2022 წლის ოქტომბერში 10.6 პროცენტი შეადგინა. ასევე წაიკითხეთ რატომ შეცვალა რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილება
ლევან სილაგავა: ხორბალთან დაკავშირებით ბაზარზე სტაბილური სიტუაცია მარტამდე შენარჩუნდება
„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას თქმით, ხორბალთან დაკავშირებით ბაზარზე სტაბილური სიტუაცია მარტამდე შენარჩუნდება, შემდეგ კი გამოწვევები იქნება. „მსოფლიო ბაზარზე არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, გამოწვევები გაზაფხულზე იქნება. ყველაფერი გაძვირდა, შესაბამისად, თვითონ მუშა-მოსამსახურეები ხელფასების გაზრდას ითხოვენ, იქიდან გამომდინარე, რომ მათი მსყიდველუნარიანობა ძველი ხელფასით დაბალია. ეს პროცენტი თვითონ წარმოებებში საკმაოდ მაღალია. თავისთავად ცხადია, ხელფასების მომატება უკვე პროდუქციის გაძვირებას იწვევს. შესაბამისად, გაზაფხულისთვის სავარაუდოდ, ამ მიმართულებითაც იქნება სირთულეები. ერთი მხრივ, თავისთავად ცხადია, ჩვენ შეგნებული გვაქვს, რომ სოციალურ პროდუქციას ვაწარმოებთ და ყველა ითხოვს, რომ ეს ფასები არ გაიზარდოს, მაგრამ მეორე მხრივ, თუ მუშა-ხელს ხელფასი არ მოემატა, მათი შენარჩუნება რთულდება და ეს საბოლოოდ ფასს აწვება,“ - განაცხადა სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართული პრესკონფერენციაზე.
უკრაინა დასავლეთ აფრიკაში მარცვლეულის ჰაბების შექმნას გეგმავს
უკრაინის ხელისუფლება, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ლოგისტიკის განვითარების მიზნით, დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში მარცვლეულის ჰაბების შექმნას გეგმავს. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა სენეგალი და ნიგერია. ნიგერიული გაზეთი The Will-ის ცნობით, შესაბამისი განცხადება უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრმა მიკოლა სოლსკიმ ნიგერიელ კოლეგასთან აბუჯაში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. უკრაინელი მინისტრის თქმით, კიევმა უკვე მიაღწია შეთანხმებას სენეგალში მარცვლეულის ჰაბის შექმნაზე. ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ნიგერიისთვის მაღალი ხარისხის მარცვლეულის მიწოდებას, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება ფასებზე, - დარწმუნებულია უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრი. „უკრაინის პრეზიდენტი მხარს უჭერს ამ იდეას და უკრაინა მოელის, რომ შექმნას ასეთი ჰაბები დასავლეთ აფრიკის ორ ან სამ პორტში", - დასძინა მინისტრმა. მომავალ თვეში ნიგერია 25000 ტონა მარცვლეულს მიიღებს, - თქვა სოლსკიმ.
ლევან სილაგავა: ხორბლის შემოსვლა შემცირებულია, ფქვილის შემოსვლა გაზრდილი
„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას თქმით, საქართველოში ორი თვის ხორბლის მარაგია. ამის შესახებ სილაგავამ მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა. „ხორბლის შემოსვლა შემცირებულია, ფქვილის შემოსვლა გაზრდილი. ჩვენ ვუბრუნდებით იმ სიტუაციას, რაც შარშან იყო. მთლიანობაში, არ ვიცი ტენდენციის განვითარება როგორი იქნება. ახლა ტრენდს ველოდებით, იმიტომ, რომ ტრადიციულად ახალი წლის დღეებში ასე ხდება, რომ აქტიურად ვაჭრობა მსოფლიო ბაზრებზე უფრო შეზღუდული რაოდენობით მიმდინარეობს, დეკემბრის თვის შემდეგ შემცირებულია ვაჭრობა და ბრუნვა. აქედან გამომდინარე, ის ფასები, რომლებიც დაფიქსირდა მოსკოვის ბირჟაზე (იქიდან ანგარიშდება მცურავი ბაჟი), არ იძლევა ზუსტ ანალიზს იმასთან მიმართებით, როგორ განვითარდება მცურავი ბაჟის ტენდენცია. გაზრდა ძირითად მოხდა რუბლის გაუფასურების გამო, ანუ სავალუტო გაუფასურების გამო და არა ხორბლის ფასის თვითონ დოლარში გაზრდის გამო. ახლა ველოდებით შემდეგ ვაჭრობას, რომელიც ამ თვის ბოლოს იქნება და მერე ჩამოყალიბდება ძირითადი ტრენდი. ჩვენ დეკემბრის თვეში შემოვიტანეთ ხორბალი, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ დოლარის კურსმა საშუალება მისცა მცურავ ბაჟს, რომ ყოფილიყო 40 დოლარის ფარგლებში, დღევანდელი კურსით უკვე 68 დოლარია დაფიქსირებული. ხორბლის მარაგი არის დაახლოებით ორი თვის, თუმცა დღეს არის ისეთი სიტუაცია, როდესაც თვითონ წისქვილები ტრენდის ჩამოყალიბებას ელოდებიან, ხორბალი თუ ფქვილი შემოიტანონ. შარშანაც ასე იყო რუსეთის საექსპერტო მცურავი ბაჟიდან გამომდინარე. ტენდენცია იყო, როდესაც ხორბლის შემოტანას აზრი არ ჰქონდა. ეს მცურავი ბაჟი ხორბალზე მოქმედებს და ფქვილზე არ მოქმედებს. შესაბამისად, ის დროა, როდესაც გარკვეულწილად უნდა განისაზღვროს, რას იზამენ წისქვილები და იმპორტიორები საფასო პოლიტიკიდან გამომდინარე, რას ამჯობინებენ“, - განაცხადა სილაგავამ.
რუსეთმა შესაძლოა, ეგვიპტეში მარცვლეულის რუბლში გაყიდვა დაიწყოს
რუსეთმა შესაძლოა, ეგვიპტეში მარცვლეულის რუბლში გაყიდვა დაიწყოს. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ ვიცე-პრემიერმა ვიქტორია აბრამჩენკომ განუცხადა. მისი თქმით, რუსეთი ჯერ სისტემატურად არ გადასულა ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორებაზე, ახლა ცენტრალური ბანკი აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა ქვეყნების მარეგულირებლებთან ამგვარი ურთიერთგადახდის მექანიზმის შექმნაზე. როგორც ვიცე-პრემიერმა განმარტა, მომავალში მსგავს ტრანზაქციებში მონაწილეობას მიიღებს არა მხოლოდ „გაზპრომბანკი“, არამედ „როსელხოზბანკი“. მარცვლეულის გარიგების ერთ-ერთი პირობაა რუსეთის სასოფლო-სამეურნეო ბანკის დაბრუნება საერთაშორისო ანგარიშსწორების სისტემაში, განმარტა აბრამჩენკომ. 2022 წლის აპრილში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ ბაზრი ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორებაზე გადასასვლელად უნდა მოემზადოს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვა მოიხსნა
მეხორბლე ფერმერებისთვის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და 6 აპრილიდან ხორბლის ექსპორტზე დაწესებული დროებითი შეზღუდვა მოიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სასურსათო უსაფრთხოების გაზრდილი რისკის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ხორბლისა ექსპორტის დროებით შეზღუდვის დაწესებასთან დაკავშირებით. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების, მათ შორის, ხორბლის დეფიციტის რისკი არ დგას, მთავრობამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება - ექსპორტზე დაწესებული დროებითი შეზღუდვა მოხსნილია. ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ მოსავლის რეალიზაცია მოახდინონ, როგორც საერთაშორისო, ასევე, ადგილობრივ ბაზრებზე“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2022 წელს ხორბლის წარმოება, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 15.8%-ით გაიზარდა - საქსტატი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს ხორბლის წარმოებამ 157.4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 15.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. „2022 წლის განმავლობაში წარმოებულია 127.9 ათასი ტონა ბოსტნეული, რაც 14.2 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, წინა წელთან შედარებით სიმინდის და კარტოფილის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები შემცირდა. გაიზარდა ხორბლის, ქერის და ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ 2.9 ტონა/ჰა შეადგინა, ქერის საშუალო მოსავლიანობამ - 2.4 ტონა/ ჰა, სიმინდის - 2.1 ტონა/ჰა, კარტოფილის - 11.7 ტონა/ჰა, ბოსტნეულის - 11.0 ტონა/ჰა, აქედან პომიდვრის მოსავლიანობაა 12.7 ტონა/ჰა, კიტრის 13.2 ტონა/ჰა, ხახვის 7.8 ტონა/ჰა, ნივრის 3.7 ტონა/ჰა, კომბოსტოს საშუალო მოსავლიანობამ კი შეადგინა 32.2 ტონა ერთ ჰექტარზე. წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 211.8 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს უტოლდება. თუმცა საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობი გაიზარდა 4.5%-ით და შეადგინა 67.1 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 2.0%-ით და შეადგინა 144.7 ათასი ჰექტარი შეადგინა. ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 76.9 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 55.5 ათასი ჰექტარი იყო, ქერის - 27.2 ათასი ჰექტარი, კარტოფილის - 16.8 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების - 13.2 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის - 9.5 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 14.4 ათას ჰექტარს შეადგენდა. წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს ქვეყანაში წარმოებულია 87.9 ათასი ტონა თესლოვანი ხილი, რაც 1.9 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში წარმოებულია ასევე 69.7 ათასი ტონა კურკოვანი ხილი (წინა წელთან შედარებით 5.6 პროცენტით მეტია), 42.2 ათასი ტონა კაკლოვანი ხილი (21.7 პროცენტით ნაკლებია), 17.3 ათასი ტონა სუბტროპიკული ხილი (25.1 პროცენტით ნაკლებია), 53.1 ათასი ტონა ციტრუსი (13.8 პროცენტით ნაკლებია). გარდა ზემოთქმულისა აღსანიშნავია, რომ 2022 წელს წარმოებულია 279.8 ათასი ტონა ყურძენი, რაც 3.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს“, - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაღერღილი ხორბლის იმპორტი დროებით შეიზღუდება
ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, დაღერღილი ხორბლის იმპორტი დროებით შეიზღუდება. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. „სხდომაზე მიმდინარე ეკონომიკური პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო ხორბლის იმპორტის საკითხს. აღინიშნა, რომ უხვი ნალექის შედეგად კახეთის რეგიონში ხორბლის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს სასურსათო ხორბლის მოთხოვნებს, რის შედეგადაც ფერმერებს უწევთ ხორბლის რეალიზაცია საფურაჟე დანიშნულებით. აღნიშნული პროცესის ხელშეწყობის და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით მიღებულია გადაწყვეტილება, დაღერღილი ხორბლის იმპორტის 2023 წლის პირველი ნოემბრამდე შეზღუდვასთან დაკავშირებით. სხდომაზე ხაზი გაესვა ქვეყანაში არსებულ მზარდ ეკონომიკურ მაჩვენებლებს. აღინიშნა, რომ მთავრობამ ეფექტიანი ნაბიჯები გადადგა მიმდინარე წლის დასაწყისში და შედეგად ქვეყანას აქვს 0,6% ინფლაცია და არის მოლოდინი, რომ წელს ინფლაცია დაგეგმილზე ნაკლები იქნება,“ - აცხადებენ საქართველოს მთავრობაში. ამავე სხდომაზე საუბარი შეეხო საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარებას. „აღინიშნა, რომ საქართველო მიისწრაფვის რეგიონში ციფრული ჰაბის პოზიციის დამკვიდრებისაკენ და მთავრობის მიზანია, მაქსიმალურად მოხდეს იმ პოტენციალის ათვისება, რომელიც ქვეყანას გააჩნია აზიისა და ევროპის ქვეყნების დამაკავშირებელ ციფრულ სატრანზიტო დერეფნის (ჰაბის) მიმართულებით. ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ისაუბრეს ასევე რეგიონებში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, განიხილეს მიმდინარე და ახალი პროექტების შესრულების პროცესი,“ - წერია ინფორმაციაში. სხდომაზე ასევე ისაუბრეს რთველი 2023-ისთვის მზადების საკითხებზე.
რუსეთი ხორბლის საექსპორტო გადასახადის გაზრდას გეგმავს
რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მარცვლეულის საექსპორტო გადასახადის გამოსათვლელად შემცირებული ფასის გაზრდას, ტონზე ამჟამინდელი 17000 რუბლიდან 18000 რუბლამდე გეგმავს. იტყობინება მარცვლეულის ექსპორტიორთა კავშირი სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის დირექტორ ალექსანდრე მალოვის ინფორმაციაზე მითითებით. სახალხო ფერმერთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდის შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, რომელშიც მალოვმა მიიღო მონაწილეობა, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საბაჟო და სატარიფო რეგულირების ქვეკომიტეტს უკვე წარუდგინა შემცირებული ფასის შესახებ ასეთი წინადადება. 2021 წლის 2 ივნისიდან რუსეთის ფედერაციამ შემოიღო მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს მცურავ გადასახადებს ხორბლის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე და მათგან მიღებული სახსრების დაბრუნებას სოფლის მეურნეობის მწარმოებლების სუბსიდირებისთვის. გადასახადების ოდენობა გამოითვლება ყოველკვირეულად, ფასების ინდიკატორების საფუძველზე, საექსპორტო ხელშეკრულების ფასების საფუძველზე, რომლებიც რეგისტრირებულია მოსკოვის ბირჟაზე. 2023 წლის პირველი ივნისიდან ხორბლისა და მესლინზე საექსპორტო გადასახადის გამოთვლის შემცირებული ფასი 17000 რუბლამდე გაიზარდა, რამაც გადასახადის ოდენობის ოდნავ შემცირება შესაძლებელი გახადა. ბევრმა ფერმერმა, ისევე როგორც მრეწველობის გაერთიანებების წარმომადგენლებმა, განაცხადეს, რომ ექსპორტის გადასახადი პირდაპირ გავლენას ახდენს ხორბლის კულტივაციის რენტაბელურობაზე.
ყაზახეთმა ხორბლის იმპორტის აკრძალვა წლის ბოლომდე გაახანგრძლივა
ყაზახეთის მთავრობამ ყველა სატრანსპორტო საშუალებით ხორბლის იმპორტის აკრძალვა 2024 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია. ყაზახეთმა რესპუბლიკაში ხორბლის იმპორტის დროებითი აკრძალვა თავდაპირველად, 2024 წლის 12 აპრილს შემოიღო. „სატრანსპორტო საშუალებებით ყაზახეთის ტერიტორიაზე ხორბლის შემოტანის აკრძალვა წლის ბოლომდე გაგრძელდა. კვლავ რჩება ქვეყანაში ხორბლის შემოტანის საფრთხე რუსეთის ფედერაციის საზღვრისპირა რეგიონებიდან სახმელეთო გზით. კომისიამ ასევე გაითვალისწინა მარცვლეულის მოსავლის პროგნოზები, რომელიც მოსალოდნელია ყაზახეთში გასულ წელთან შედარებით,“ ნათქვამია ინფორმაციაში.