თეგი: კანდიდატის სტატუსი
რობერტა მეცოლა: უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ, ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს საგანგებო სხდომის დაწყების წინ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის და მოლდოვისთვის, ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება. „ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სატატუსის მინიჭება უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც დღეს ვისაუბრებ. ჩვენთვის, როგორც ვთქვით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის და მოლდოვისთვის რჩება პრიორიტეტად. სხვაგვარად რა იქნება ის გზავნილი, რომელსაც ჩვენ ვუგზავნით ამ ქვეყნების ხალხს. ამიტომ, ველოდებით ევროკომისიის შეხედულებას. ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინამ უპასუხა კითხვარს სინათლის სიჩქარით და სწორედ ამ სიჩქარით ველოდებით ევროკავშირისგან შემდგომ ნაბიჯებს. ევროპარლამენტი გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია ჩვენი ინსტიტუციური ძალაუფლების ფარგლებში. მე მაქვს სრული მანდატი ამის სათქმელად“,- განაცხადა რობერტა მეცოლამ. 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც. ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს 10 მაისს გადასცა. ევროკავშირის 30-31 მაისის სამიტის მთავარი საკითხია რუსეთის ნავთობემბარგო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ EU რუსეთის სრულ ნავთობემბარგოს მხარს არ დაუჭერს.
იმედი მაქვს, ევროკავშირსაც ეყოფა სითამამე და სიმამაცე, რუსეთის განწყობების პირისპირ თავისი გადამწყვეტი სიტყვა თქვას - შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იმედი აქვს, ისევე, როგორც საქართველოს ეყო სითამამე, რომ დამოუკიდებლობა, თავისი ევროპული პერსპექტივის სურვილი გამოეცხადებინა, ევროკავშირსაც ეყოფა სითამამე და სიმამაცე, რომ ერთი მხრივ, ქართველ, უკრაინელ და მოლდოველ ხალხს სოლიდარობის სიგნალი გამოუგზავნოს და მეორე მხრივ, რუსეთის განწყობების პირისპირ თავისი გადამწყვეტი სიტყვა თქვას. მისივე თქმით, მმართველი გუნდი ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში შეხვედრებს აქტიურად მართავს, საიდანაც საქართველოს მიმართ და მის ევროპულ მომავალზე მხარდამჭერი განცხადებები ისმის. საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს - ევროკავშირის ელჩი „ჩვენ ვიცით, ეს არ არის ახალი, რომ ზოგადად, ასეთი გადაწყვეტილებები კონსენსუსით მიღება, 27-ვე ქვეყანა უნდა შეთანხმდეს. რა თქმა უნდა, არ არის ადვილი გადაწყვეტილებები, რომელსაც ევროკავშირი იღებს. ამიტომ, ვიცით, რომ მათ შორის, სხვადასხვა სკეპტიკოსიც არის ევროკავშირის შიგნით. ვნახოთ, ჩვენ სამივე მოველით ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. საქართველოს მიერ შევსებულ კითხვარზე მიღებულ პასუხებს ვაფასებთ. სწრაფად მივიწევთ წინ, რათა დასკვნაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დასრულდეს - ევროკომისია სამი კრიტერიუმიდან ერთი, რომელზეც ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ყველაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირთან დაახლოების კუთხით ყველაფერი გააკეთა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ახლა ჯერი ევროკავშირის თამამ გადაწყვეტილებაზეა. „თუკი ვინმე ახლა კანდიდატობას იმსახურებს, ეს გახლავთ საქართველო. ერთი: საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაახლოების კუთხით წინსვლა ყოფილიყო, ასოცირების შეთანხმების 45% შესრულებული არის და მეორე: ქართველი ხალხი 30 წელია, თავისი დასავლური პერსპექტივისთვის იბრძვის. იბრძვის ამ სიტყვის, როგორც გადატანითი ისე პირდაპირი მნიშვნელობით. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით სისხლი გვაქვს დაღვრილი. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ისევე, როგორც საქართველოს ეყო სითამამე, რომ დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა, თავისი ევროპული პერსპექტივის სურვილი გამოეცხადებინა, ეს კონსტიტუციაში ჩაგვეწერა, ამისთვის გვებრძოლა, სისხლი დაგვეღვარა, ევროკავშირსაც ეყოფა სითამამე და სიმამაცე, რომ ერთი მხრივ, ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა, უკრაინელ და მოლდოველ ხალხსაც, სოლიდარობის სიგნალი გამოუგზავნოს და მეორე მხრივ, რუსეთის განწყობების პირისპირ თავისი გადამწყვეტი სიტყვა თქვას. ჯერი ევროკავშირსა და მის თამამ გადაწყვეტილებაზეა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.
პრეზიდენტი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე: არ შეიძლება, მხოლოდ ბოლო ერთი წლის ნათქვამი და შეცდომები იყოს გადამწყვეტი - არ მგონია, რომ გაგვრიყონ დღეს
„ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ფორმაში, ალბათ, ვართ, რადგან დიდი ხანია ვემზადებით - სამწუხაროდ, ჩვენ ყოველთვის არ გადავდგით ნაბიჯები, რასაც ჩვენგან ელოდნენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ეს არის მოსახლეობის უმრავლესობის ოცნება. „ეს არის არამხოლოდ ჩემი წინაპრების და ყველა იმ ადამიანის, ვინც სახელმწიფოს აშენებდა ოცნება, არამედ დღეისთვის ეს არის მოსახლეობის, საზოგადოების 88%-ის ოცნება. ეს არის კიდევ უფრო დიდი ოცნება მთელი ჩვენი დიასპორის, რომელიც გარედან ხედავს იმას, თუ როგორ ემზადება ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანი შანსისთვის, ისიც ამის 100%-იანი მომხრეა. ამ მხრივ ვართ მომზადებული. სამწუხაროდ, ბოლო წელიწადი, თუ წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენ ყოველთვის არ გადავდგით ის ნაბიჯები, რასაც ჩვენგან ელოდნენ, იქნება ეს 19 აპრილი და ჩაშლილი შეთანხმება - ანულირებული. ძალიან მძიმე სიტყვებიც იქნა გამოყენებული ზოგიერთ მომენტებში და რაღაც გაუგებარი ნაბიჯები - ევროკავშირიდან სესხის არ აღება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში გათვალისწინებული იქნება გეოპოლიტიკური მდგომარეობა და არა ქვეყნის შიგნით დაშვებული შეცდომები. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რაც უფრო იზოლირებული და სანქცირებული არის რუსეთი, გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ჩვენი რეგიონის მნიშვნელობა უფრო მეტად იზრდება. „კომისიის პირველი შეფასება, ალბათ იქნება კრიტიკული ზოგ ასპექტებზე, მაგალითად, სასამართლო რეფორმაზე, იმ ყველაფერზე, რაც ჩაწერილი იყო შარლ მიშელის დოკუმენტში, - ამაზე შეიძლება, იყოს კრიტიკული. მაინც იმედს ვიტოვებ, რომ შემდგომი პოლიტიკური გადაწყვეტილების დროს, რომელიც იქნება მიღებული ევროპული საბჭოს მიერ, უფრო გათვალისწინებული იქნება გეოპოლიტიკური სიტუაცია და არამხოლოდ ის შეცდომები, ზოგადად იქნება გათვალისწინებული საქართველოს მდგომარეობა დღევანდელ დღეს. ის ფაქტი, რომ მოსახლეობა მთლიანად არის მიმართული ევროპისკენ, ჩვენ ძალიან დიდი გზა გავიარეთ აქამდე, არ შეიძლება, მხოლოდ ბოლო ერთი წლის ნათქვამი და შეცდომები იყოს გადამწყვეტი ასეთ გრძელ გზაზე, არ შეიძლება ჩვენ ამ გზიდან გვერდზე დავრჩეთ. არ მგონია, რომ გაგვრიყონ დღეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი ბევრი სიტყვიერი თუ საქმით შეცდომების მიუხედავად, გადაწყვეტილება მიღებული იქნება უფრო მაღალ დონეზე და უფრო შორსმჭვრეტელი. დიდი ინტერესი არის ამ რეგიონის მიმართ, ამის მიზიზი იყო შარლ მიშელის ორჯერ ჩამოსვლა ამ ქვეყანაში, ერთ წელიწადში. რაც უფრო იზოლირებული და სანქცირებული არის რუსეთი, ამ რეგიონის მნიშვნელობა იზრდება და მგონია, რომ ეს იქნება ასევე შეფასებული სათანადოდ, ამასაც ექნება თავისი გავლენა ბოლო გადაწყვეტილებაზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
დარჩიაშვილის თქმით, საქართველო მუშაობს იმ ქვეყნებთან, რომლებიც ევროკავშირში გაფართოებასთან დაკავშირებით, სკეპტიკურად არიან განწყობილნი
საქართველო მუშაობს იმ ქვეყნებთან, რომლების ევროკავშირში გაფართოებასთან დაკავშირებით, სკეპტიკურად არიან განწყობილნი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველა პარტნიორი აღიარებს იმ შედეგებს, რომლებსაც ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია. „როგორც ცნობილია, ევროკავშირში გაფართოებასთან დაკავშირებით ყოველთვის იყო, არის და ალბათ იქნებიან სკეპტიკური ქვეყნები, რომლებსაც ზოგადად, ევროკავშირის გაფართოებასთან მიმართებით აქვთ კონკრეტული ხედვები და რომლებიც მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ. ამ კუთხითაც ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სკეპტიკურ ქვეყნებთან, რომ დავანახოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ შექმნა ამბიციური რეფორმების დღის წესრიგით და ის მოლოდინები, რომლებიც ჩვენ გვაქვს და რომლებიც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ ევროპულ ხვალინდელ დღეზე. რა თქმა უნდა, ჩვენი ყველა პარტნიორი აღიარებს იმ შედეგებს, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში ევროპული ინტეგრაციის გზაზე დადო და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენი პარტნიორები ორმხრივ ფორმატებში აღიარებენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ჩვენ მათთან ვსაუბრობთ, როგორ დავაჩქაროთ ეს პროცესი“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. განიხილავს თუ არა საქართველოს ხელისუფლება რაიმე ტიპის ალტერნატიულ კავშირს, თუ კანდიდატის სტატუსზე არ იქნება დადებითი გადაწყვეტილება. მინისტრმა ჟურნალისტების ამ შეკითხვასაც უპასუხა. მაკრონს სურს, შეიქმნას ახალი ევროპული გაერთიანება ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან „ცოტა ხნის წინ, შეხვედრა მქონდა ფრანგ კოლეგასთან და ცალსახად, ჩვენი საუბრიდან შემიძლია, გითხრათ, რომ საფრანგეთი ამ ფორმატს რომელიმე სხვა ფორმატის ალტერნატივად არ განიხილავს. შესაბამისად, ჩვენ ვიცით, ჩვენი ევროინტეგრაციის გზა როგორ უნდა გავიაროთ ჩვენი დღის წესრიგის შესაბამისად, თუმცა ნებისმიერი სხვა შესაძლებლობა, პლატფორმა, თუ ფორმატი, რომელიც ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ დავაჩქაროთ ჩვენი ევროინტეგრაცია, საქართველოს მთავრობა ამ შემოთავაზებას პარალელურ რეჟიმში აუცილებლად განიხილავს. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ხელშემწყობი იმისა, რასაც ჩვენ ევროინტეგრაციის ხაზით ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. ევროინტეგრაციის პროცესზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა. „„ჩვენ ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ სწორ და სამართლიან შეფასებას და გადაწყვეტილებას, ვინაიდან ჩვენი ხალხი, მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ერთგულნი არიან და მივყვებით ჩვენს ძირითად გეზსა და პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველო უნდა გახდეს და აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ ახლა წყნარად, მშვიდად, მტკიცედ დაველოდებით გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის არავითარი შემაფერხებელი არ იქნება, ისედაც და ასედაც გავაგრძელებთ რეფორმებს და ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. „მოგეხსენებათ, რომ ჩვენ საკმაოდ აქტიური საგარეო პოლიტიკა ვაწარმოეთ. ჩემი დავალებით, ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი ილია დარჩიაშვილი აქტიურად ელაპარაკება თავის ევროპელ კოლეგებს. მან, უკვე დღეის მდგომარეობით, გამართა 20-ზე მეტი შეხვედრა 17 კოლეგასთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ასევე, მას ამ კვირაში და მომავალ კვირაში აქვს დაგეგმილი შეხვედრები. გვქონდა ძალიან ინტენსიური საუბარი იმის თაობაზე, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში, რა რეფორმები განვახორციელეთ და ზოგადად, მთელი ეს ინფორმაცია სრულად არის მიწოდებული. ასევე, მე მქონდა ძალიან აქტიური საგარეო პოლიტიკა, ძალიან ბევრი ვიზიტი განვახორციელეთ, მათ შორის ვიყავი ბრიუსელში ჩასული, მქონდა შეხვედრები უმაღლეს დონეზე. ჩვენ ვესაუბრებით ჩვენს ევროპელ კოლეგებს და რაც მთავარია, ჩვენ ზედმიწევნით შევასრულეთ ყველა ის ვალდებულება და პირობა, რომელიც აღებული გვქონდა ევროკავშირთან. დაწყებული ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებით, შემდეგ უვიზო რეჟიმის მიღებით, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანით, ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ერთგულნი და პირნათლად ვასრულებთ ჩვენი ხალხის დაკვეთას“, - დაამატა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.
ევროკავშირის წევრობამდე ძალიან დიდი და რთული გზაა გასავლელი - პრემიერი
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებით, შემდეგ უვიზო რეჟიმის მიღებით, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანით, ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ერთგულნი და პირნათლად ვასრულებთ ჩვენი ხალხის დაკვეთას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა ყველა ის ვალდებულება და პირობა, რომელიც აღებული ჰქონდა ევროკავშირთან. „ჩვენ ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ საკმაოდ აქტიური საგარეო პოლიტიკა ვაწარმოეთ. ჩემი დავალებით, ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი ილია დარჩიაშვილი აქტიურად ელაპარაკება თავის ევროპელ კოლეგებს. მან, უკვე დღეის მდგომარეობით, გამართა 20-ზე მეტი შეხვედრა 17 კოლეგასთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ასევე, მას ამ კვირაში და მომავალ კვირაში აქვს დაგეგმილი შეხვედრები. გვქონდა ძალიან ინტენსიური საუბარი იმის თაობაზე, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში, რა რეფორმები განვახორციელეთ და ზოგადად, მთელი ეს ინფორმაცია სრულად არის მიწოდებული. ასევე, მე მქონდა ძალიან აქტიური საგარეო პოლიტიკა, ძალიან ბევრი ვიზიტი განვახორციელეთ, მათ შორის ვიყავი ბრიუსელში ჩასული, მქონდა შეხვედრები უმაღლეს დონეზე. ჩვენ ვესაუბრებით ჩვენს ევროპელ კოლეგებს და რაც მთავარია, ჩვენ ზედმიწევნით შევასრულეთ ყველა ის ვალდებულება და პირობა, რომელიც აღებული გვქონდა ევროკავშირთან. დაწყებული ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებით, შემდეგ უვიზო რეჟიმის მიღებით, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანით, ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ერთგულნი და პირნათლად ვასრულებთ ჩვენი ხალხის დაკვეთას. რომ არა ჩვენი მთავრობა, ჩვენ არა თუ ევროკავშირში, არამედ ძალიან რთულ პირობებში ვიქნებოდით დღეს. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ჩვენს მეგობრებს, ჩვენს კოლეგებს, ევროპაშიც, ქვეყნის შიგნითაც, ყველას, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, გვაქვს უვიზო რეჟიმი ჩვენი მოქალაქეებისთვის და ახლა უკვე პატივი გვხვდა წილად, რომ შეგვეტანა უკვე განაცხადი ოფიციალურად წევრობისთვის. ასევე მინდა, განმარტება გავაკეთო ჩვენი მოქალაქეებისთვის: ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არ არის მარტივი პროცესი. ჩვენ გვაქვს საუბარი მხოლოდ კანდიდატის სტატუსზე და ეს არ არის წევრობა. წევრობამდე ძალიან დიდი და რთული გზა არის გასავლელი, ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ. საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა, ეს სტატუსი მივიღოთ ჩვენ, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ“, - განაცადა პრემიერმა. მისივე თქმით, საქართველო ბოლლო 9 წელია, გამორჩეული ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებში კი, ყველა პარამეტრით, საქართველო „უპირობო ლიდერია“. „ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად გამჭვირვალე და დემოკრატიული მთავრობა, რომელიც მართლაც ხალხის დაკვეთას ასრულებს და ამბციურ გეგმებს, რომელიც 9 წლის წინ დავისახეთ, გეგმაზომიერად ვასრულებთ. უფრო მეტს გეტყვით კიდევ, დამატებით, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, ეს არ არის საკმარისი, ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ, ვაგრძელებთ რეფორმებს, რომელიც აღებული გვქონდა ვალდებულებად. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ახლა დავასრულეთ მუშაობა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგზე, სადაც გაწერილია დეტალურად ყველა ის რეფორმა და ვალდებულება, რომელიც უნდა შევასრულოთ. მთელი რიგი ვალდებულებებისა და რეფორმებისა, ინიციატივებისა, არის გადმოტანილი ცნობილი შარლ მიშელის შეთანხმებიდან. პრაქტიკულად, ჩვენ არავითარი კითხვის ნიშანი არ დაგვიტოვებია. ყველა საკითხზე გვქონდა დროული რეაგირება, ყველა საკითხი, ყველა ვალდებულება შევასრულეთ პირნათლად. რა თქმა უნდა, ახლა ჯერი არის ევროკავშირზე, ევროპამ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება“ , - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, სიტუაცია არ არის მარტივი. „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპას ასეთი გამოწვევა არ ჰქონია, ევროპის შუა გულში, ყველაზე დიდ სახელმწიფოში ევროპაში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი, რომელიც არამარტო უკრაინის სუვერენიტეტს, არამედ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას უქმნის საფრთხეს. ეს არის დიდი გამოწვევა მსოფლიო წესრიგისთვის. ბუნებრივია, ამ რეალობაში არსებობს ზოგადი სკეპტიციზმი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის უკრაინასთან მიმართებით, რადგან მათ არ სურთ მთელი ამ პრობლემების იმპორტირება ევროპაში. მთელი რიგი საკითხები არსებობს, რომლებიც უკავშირდება ომს და მასთან დაკავშირებულ რისკებსა და საფრთხეებს. ამ პროცესში ჩვენ შევიარჩუნეთ მშვიდობა, არავითარი მეორე ფრონტი, ომი არ იქნება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ელოდება ევროპელი კოლეგების სწორ და ბრძნულ გადაწყვეტილებას. ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ სწორ და სამართლიან შეფასებას და გადაწყვეტილებას, ვინაიდან ჩვენი ხალხი, მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ერთგულნი არიან და მივყვებით ჩვენს ძირითად გეზსა და პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველო უნდა გახდეს და აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ ახლა წყნარად, მშვიდად, მტკიცედ დაველოდებით გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის არავითარი შემაფერხებელი არ იქნება, ისედაც და ასედაც გავაგრძელებთ რეფორმებს და ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ევროპარლამენტი ევროკავშირის ლიდერებს რეკომენდაციით მიმართავს, რომ უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ - უკრაინული მედია
ევროპარლამენტი რეკომენდაციას გაუწევს ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, რომლებიც შეიკრიბებიან 2022 წლის 23-24 ივნისს სამიტზე, უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ და უკრაინის ხელისუფლების მიერ გამოხატული საჭიროებების შესაბამისად მიაწოდონ იარაღი. შესაბამისი განცხადება ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გააკეთა. მაკალისტერმა ევროკავშირის სამიტის მონაწილეებისთვის ევროპარლამენტის რვა რეკომენდაცია გამოაქვეყნა. „ჩვენ გამოვდივართ რეკომენდაციით, რომ უკრაინას დაუყოვნებლად მიეწოდოს იარაღი უკრაინის ხელისუფლების მიერ გამოხატული საჭიროებების შესაბამისად და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს“, - აღნიშნა მაკალისტერმა. 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა.
ასოცირების შეთანხმებიდან კანდიდატის სტატუსობამდე - გზავნილები ევროპარლამენტიდან ექსკლუზივი გზავნილები ევროპარლამენტიდან საქართველო ევროკომისიის დასკვნის მოლოდინში და ევროდეპუტატის მიმართვა საქართველოს საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ევროკომისიის დასკვნის მოლოდინში არიან. წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატების განცხადებებიდანაც ირკვევა, რომ ამ საკითხზე ბლოკში ერთიანი პოზიცია არ არის. ტრადიციულად, არიან სკეპტიკოსი ქვეყნები. მაკრონს სურს, შეიქმნას ახალი ევროპული გაერთიანება ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან კონკრეტულად, საქართველოსთან მიმართებით, რამდენიმე დღის წინ, საკუთარ გზავნილში დააფიქსირა პოზიცია ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა. ბრიუსელს სჯერა, რომ „საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს“. რა განწყობებია ევროპარლამენტში და რა გზავნილები აქვთ საქართველოს მიმართ ევროპარლამენტარებს. ამ საკითხის გარკვევას Europetime შეეცადა. სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უკრაინას უნდა ვუმადლოდეთ ღარიბაშვილი: წარმოვიდგინოთ, რომ სტატუსი არ მოგვანიჭა ევროკავშირმა, ვინ იქნება ბედნიერი ამის გამო?! მხოლოდ რუსეთი საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს - ევროკავშირის ელჩი ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე ქართველ ხალხს ღია წერილით მიმართავენ ევროპარლამენტარი (ევროპელი მწვანეების ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსი) მარკეტა გრეგოროვა აღიარებს, რომ არსებული პოზიციების გათვალისწინებით, ამ ეპატზე ბუნდოვანია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების საკითხზე, თუმცა ჩეხი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ქვეყანამ მიზნისკენ სწრაფვა უნდა განაგრძოს. მარკეტა გრეგოროვა მიიჩევს, რომ სკეპტიციზმი არ ცვლის ფაქტს, რომ საქართველოს პარტნიორებს სურთ, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი. ექსკლუზიური ინტერვიუ ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვასთან ევროპარლამენტი მხარს უჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის - განცხადების პროექტი უპირველეს ყოვლისა, მინდა, ერთ საკითხზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. მიუხედავად ინსტიტუციური მდგომარეობისა, ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით, ვიდრე საქართველოს სურს ჩვენ გვერდით დგომა. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ შეიძლება, ახლა გარკვეულწილად, ბუნდოვანი და გაურკვეველი იყოს, როგორ გადაწყვეტენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბლოკის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს, თუმცა ეს არ აკნინებს ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობას და ამ დრომდე მიღწეულ პროგრესს. ეს არ ცვლის ფაქტს, რომ ჩვენ გვინდა, საქართველო ჩვენს ევროპულ ოჯახში რაც შეიძლება მალე ვიხილოთ“, - განუცხადა Europetime-ს მარკეტა გრეგოროვამ. საქართველოს მიერ შევსებულ კითხვარზე მიღებულ პასუხებს ვაფასებთ. სწრაფად მივიწევთ წინ, რათა დასკვნაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დასრულდეს - ევროკომისია Europetime-ის ინფორმაციით, საქართველოს მიერ ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთების შემდეგ, საბჭომ კომისია შეკრიბა, რათა განაცხადის შესახებ თავისი მოსაზრება წარმოედგინა. ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან ამბობს, რომ ევროკომისიაში კარგად ესმით, რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მოსახლეობა კანდიდატის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას და კომისია ყველაფერ აკეთებს იმისთვის, რომ დასკვნაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დაასრულოს. ამასთან, ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის გზაზე შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები წევრი სახელმწიფოების მიერ მიიღება. ევროპარლამენტარის, ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ანდრიუს კუბილიუსის შეფასებით, ევროკომისია ყოველთვის ითვალისწინებს მთლიან სურათს აპლიკანტი ქვეყნის მზადყოფნის შეფასებისას. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე აღნიშნავს, რომ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც სამართლებრივი და ეკონომიკური შესაბამისობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები ძალიან ყურადღებით განიხილება“, - აღნიშნავს კუბიულიუსი. სამი კრიტერიუმიდან ერთი, რომელზეც ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ყველაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს ექსკლუზიური ინტერვიუ მარინა კალიურანდთან: უნდა დაარწმუნოთ სკეპტიკოსები, რომ იმსახურებთ მომავლის საკითხის გადაწყვეტას და პოლიტიკურ კონსენსუსს ევროკავშირში როგორც ცნობილია, ევროპარლამენტში საქართველოში მედიის უფლებებთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე დღეს იმსჯელებენ. რეზოლუციაზე - „მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევა საქართველოში“ დებატები 8 ივნისს იმართება. ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციის პროექტი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების წინადადებას მოიცავს ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.
საქართველოს მიერ შევსებულ კითხვარზე მიღებულ პასუხებს ვაფასებთ. სწრაფად მივიწევთ წინ, რათა დასკვნაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დასრულდეს - ევროკომისია
ექსკლუზივი საქართველოს მიერ ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთების შემდეგ, საბჭომ სწრაფად იმოქმედა და კომისია მოიწვია ევროკავშირის გზაზე მომავალი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები კვლავ წევრი სახელმწიფოების ხელში იქნება ევროკომისიამ სწრაფად დაიწყო მუშაობა მოსაზრებაზე და ახლა საქართველოს მიერ შევსებულ კითხვარზე მიღებულ ყველა პასუხს აფასებს. ევროკავშირის გზაზე მომავალი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები კვლავ წევრი სახელმწიფოების ხელში იქნება. შესაბამისი კომენტარი გაფართოების საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა ანა პისონერო-ჰერნანდესმა Europetime-თან გააკეთა. „საქართველოს მიერ ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთების შემდეგ, საბჭომ სწრაფად იმოქმედა და მოიწვია კომისია, რათა განაცხადის შესახებ თავისი მოსაზრება ხელშეკრულებების შესაფერისი დებულებების შესაბამისად წარმოედგინა. ჩვენ გვესმის ამ ნაბიჯის მნიშვნელობა ქართველი ხალხისთვის, რომელსაც სურს, იყოს ევროკავშირის ნაწილი. კომისიამ სწრაფად დაიწყო მუშაობა დასკვნაზე და ახლა კითხვარზე მიღებულ ყველა პასუხს აფასებს, რომელიც მოსაზრების მომზადებაში დაგვეხმარება – პირველი ნაწილი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას მოიცავს, მეორე ნაწილი კი - ევროკავშირის კანონმდებლობის სხვა თავებს. კომისია სწრაფად მიიწევს წინ, რათა მოსაზრებაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დაასრულოს. ევროკავშირის გზაზე მომავალი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები კვლავ წევრი სახელმწიფოების ხელში იქნება. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ევროკავშირის ლიდერებმა მხედველობაში მიიღეს კომისიის მოსაზრებების მომზადება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში წევრობის განაცხადის შესახებ და ამ საკითხს ივნისის შეხვედრაზე დაუბრუნდებიან“, - განუცხადა Europetime-ს ევროკომისიის სპიკერმა. სამი კრიტერიუმიდან ერთი, რომელზეც ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ყველაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.
სამი კრიტერიუმიდან ერთი, რომელზეც ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ყველაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე ევროკომისიის დასკვნას დაახლოებით ერთ კვირაში ელის. მმართველი გუნდი თვლის, რომ ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატობაზე უარის თქმის არავითარი მიზეზი არ აქვს. 30 მაისს, ევროკავშირის გზავნილი გაახმოვანა ელჩმა კარლ ჰარცელმა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს. საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე უარი იქნებოდა ისეთივე ალოგიკური, როგორიც უკრაინის მიერ ელჩის გაწვევა იყო - ირაკლი კობახიძე საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს - ევროკავშირის ელჩი რას ნიშნავდა ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის გზავნილი ევროკომისიის შეფასებამდე რამდენიმე დღით ადრე და რა მოლოდინების საფუძველს იძლევა ეს შეფასება, პირველ რიგში რაზე ამახვილებს ყურადღებას ევროკავშირი, როდესაც საქმე ეხება კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და როგორია სხვა ქვეყნების მაგალითები, ამ და სხა საკითხებზე, Europetime „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს ივანე ჩხიკვაძეს ესაუბრა. ივანე ჩხიკვაძე თვლის, რომ ევროკავშირის ელჩის განცხადება საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, თუ რა პერიოდშიც წამოვიდა ეს გზავნილი. აქედან გამომდინარე, ვარაუდობს, რომ ევროკომისიის მიერ დადებულ დასკვნაში გარკვეულწილად იქნება გაზიარებული ის პათოსი, რაზეც ელჩმა ისაუბრა, რადგან ეს არის ის ინფორმაცია, რომელსაც საელჩო აგროვებს და შემდეგ ბრიუსელს აწვდის. „შესაბამისად, მე ვფიქრობ, შეიძლება, ყველაფერი არა, მაგრამ მისი შეფასებების ნაწილი აისახოს ევროკომისიის დასკვნაში. რაც შეეხება იმას, თუ როგორი შეიძლება, იყოს დასკვნა, ჯერჯერობით რთულია ამის პროგნოზირება. შეგვიძლია, რამდენიმე ვარიანტზე გავამახვილოთ ყურადღება: პირდაპირ კანდიდატის სტატუსის მინიჭება; პირობებით კანდიდატის ან პოტენციური კანდიდატის სტატუსის მინიჭება; კანდიდატის სტატუსი და პირობები“, - აღნიშნავს „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი და მიუთითებს ძირითად კრიტერიუმებზე, რომელსაც ევროკავშირისგან ექცევა ყურადღება, როდესაც საქმე ეხება კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. „სულ არის სამი კრიტერიუმი - პოლიტიკური, ეკონომიკური, სექტორალური. როცა საუბარია ქვეყნისთვის კანდიდატის სტასუსის მინიჭებაზე, ამ ორი კრიტერიუმიდან ყველაზე დიდი ყურადღება გადატანილია პოლიტიკური ნაწილზე. შესაბამისად, ევროკავშირის ელჩის გამოსვლაც იყო პოლიტიკურ ნაწილზე საუბრით გაჯერებული. თუ გადავხედავთ პირობებს, რომლებიც მაგალითად, ალბანეთს, ასევე, ბოსნია და ჰერცოგოვინას შესთავაზეს, ყველა პირობა არის წმინდად პოლიტიკური. მაგალითად, არჩევნების ჩატარება, ომბუდსმენის დანიშვნა და ასე შემდეგ. ანუ, ქვეყანაზე მორგებული პირობებია“. სხვა ქვეყნების მაგალითი ივანე ჩხიკვაძე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მაგალითს გამოყოფს. „ევროკავშირისკენ მიმავალი ყველა ქვეყნის გზა განსხვავებულია. ალბათ, ამ კუთხით საყურადღებოა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, ამ თვალსაზრისით, თუ შეიძლება ითქვას, ყველაზე კარგი ისტორია აქვს ჩრდილოეთ მაკედონიას, რომელსაც 2005 წელს, კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი პირობების გარეშე პირდაპირ მიანიჭეს. არის ისტორია, რომელიც უკავშირდება სერბეთს და მონტენეგროს, რომელთაც ასევე მიანიჭეს კანდიდატის სტატუსები, ოღონდ - პირობებით. და, ითქვა, რომ შემდგომი წინსვლისთვის პირობები უნდა დააეკმაყოფილებინათ. ასევე, პოტენციური კანდიდატის სტატუსი ჰქონდა ალბანეთს - მან დააკმაყოფილა პირობები, შემდგომ წავიდა წინ, დღეს უკვე კანდიდატია და მოლაპარაკებების გახსნას ელოდება. ბოსნია და ჰერცოგოვინას დღემდე არის პოტენციური კანდიდატი და ასევე, კოსოვო ჯერჯერობით ითვლება პოტენციურ კანდიდატად, მაგრამ მასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია, როგორ განვითარდება მისი და ევროკავშირის ურთიერთობები, იმიტომ, რომ ევროკავშირის 5 ქვეყანა კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ცოტა განსხვავებულია თურქეთის შემთხვევა (23 წლის წინ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. რედ.) იქედან გამომდინარე, რომ თურქეთის მხრიდან ნაკლებია ინტერესი და ენთუზიაზმი, რომ ევროკავშირისკენ წავიდეს. ნამდვილად განსხვავდება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისგან, იგივე ჩრდილოეთ მაკედონიისგან, რომელიც ილტვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს“, - აღნიშნავს „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი. „ასოცირებული ტრიოს“ მიზნები და რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა ამ შემთხვევაში ივანე ჩხიკვაძე რეგატას, შეჯიბრებითობის პრინციპის შემოტანას ელის. „მაგალითად, ზოგიერთი ქვეყანა წინ წავა, შემდეგ შეიძლება, სხვა დაეწიოს და გაასწროს მას. ტრიოს დაშლას მე არ ველოდები. უბრალოდ, სხვადასხვა დონეზე იქნებიან. მაგალითად, მოლდოვა იყო პირველი, რომელმაც ვიზალიბერალიზაცია მიიღო, მას მიჰყვნენ საქართველო და უკრაინა. მოწინავე ქვეყნის სტატუსი ერთი პერიოდი ჰქონდა მოლდოვას, მერე - უკრაინას, საქართველოს. სამწუხაროდ, ჩვენ ეს სტატუსი დავკარგეთ და გადაიბარა სხვამ. ამაში ტრაგედია არაფერია, უკეთესია შეჯიბრებითობის პრინციპის არსებობა, რასაც ხშირად იყენებს ხოლმე ევროკავშირი, როდესაც რეგიონულ პოლიტიკას აწარმოებს. ასე იყო ვიშეგრადის, ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაშიც. ეს არის მიდგომა, რომელსაც ევროკავშირი ყოველთვის იყენებდა და ვფიქრობ, ამას ასოცირებული ტრიოს შემთხვევაშიც გამოიყენებს“, - მიიჩნევს „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ივანე ჩხკივაძე. დასკვნა „მოლოდინი ძალიან მაღალია - პირველ რიგში საინტერესოა, რა გადაწყვეტილება იქნება და შემდეგ - რამდენად შევძლებთ ამ მოლოდინების ზუსტად მართვას, რომ იმედგაცრუება არ გამოიწვიოს, ეს იქნება ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი. ყოველ შემთხვევაში - უარი გამორიცხულია, ყველა ვარიანტში პირობები იქნება ჩადებული დასკვნაში. მთავარია, რა პირობებს მივიღებთ და როგორ. მე ვფიქრობ, რომ იქნება ერთგვარი საგზაო რუკა, რომლის შესრულებაც გადაგვადგმევინებს შემდგომ ნაბიჯს ევროკავშირისკენ. ვფიქრობ, პასუხები მოლდოვისგან და უკრაინისგან განსხვავებული იქნება, თუმცა - დიდად არა. დიფერენციაცია მოსალოდნელია. განსაკუთრებით, უკრაინას თუ ავიღებთ, მოგეხსენებათ, მიმდინარეობს კიდეც საუბრები, რომ გარკვეული დიფერენციაცია მოსალოდნელია. როცა ვერსალის დეკლარაცია მიიღო ევროპულმა საბჭომ, იქაც კი უკრაინა იყო გამოკვეთილი. ამრიგად, ეს დიფერენციაცია მოსალოდნელია და ამის მოლოდინი ჩვენ უნდა გვქონდეს, ყოველ შემთხვევაში ეს გვესმის დედაქალაქებიდან, მათ შორის ბრიუსელიდან, სახელმწიფო მეთაურების დონეზე“, - აღნიშნავს „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ივანე ჩხკივაძე. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.
ასოცირების შეთანხმებიდან კანდიდატის სტატუსობამდე - გზავნილები ევროპარლამენტიდან
ექსკლუზივი გზავნილები ევროპარლამენტიდან საქართველო ევროკომისიის დასკვნის მოლოდინში და ევროდეპუტატების მიმართვა საქართველოს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატების განცხადებებიდანაც ირკვევა, რომ ამ საკითხზე ბლოკში ერთიანი პოზიცია არ არის. ტრადიციულად, არიან სკეპტიკოსი ქვეყნები. მაკრონს სურს, შეიქმნას ახალი ევროპული გაერთიანება ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან კონკრეტულად, საქართველოსთან მიმართებით, რამდენიმე დღის წინ, საკუთარ გზავნილში დააფიქსირა პოზიცია ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა. ბრიუსელს სჯერა, რომ „საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს“. რა განწყობებია ევროპარლამენტში და რა გზავნილები აქვთ საქართველოს მიმართ ევროპარლამენტარებს. ამ საკითხის გარკვევას Europetime შეეცადა. ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უკრაინას უნდა ვუმადლოდეთ - პრეზიდენტი წარმოვიდგინოთ, რომ სტატუსი არ მოგვანიჭა ევროკავშირმა, ვინ იქნება ბედნიერი ამის გამო?! მხოლოდ რუსეთი - პრემიერი საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს - ელჩი ჰარცელი ევროპარლამენტარები ქართველ ხალხს ღია წერილით მიმართავენ ევროპარლამენტარი (ევროპელი მწვანეების ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსი) მარკეტა გრეგოროვა აღიარებს, რომ არსებული პოზიციების გათვალისწინებით, ამ ეპატზე ბუნდოვანია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების საკითხზე, თუმცა ჩეხი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ქვეყანამ მიზნისკენ სწრაფვა უნდა განაგრძოს. მარკეტა გრეგოროვა მიიჩევს, რომ სკეპტიციზმი არ ცვლის ფაქტს, რომ საქართველოს პარტნიორებს სურთ, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი. ექსკლუზიური ინტერვიუ ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვასთან ევროპარლამენტი მხარს უჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის - განცხადების პროექტი უპირველეს ყოვლისა, მინდა, ერთ საკითხზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. მიუხედავად ინსტიტუციური მდგომარეობისა, ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით, ვიდრე საქართველოს სურს ჩვენ გვერდით დგომა. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ შეიძლება, ახლა გარკვეულწილად, ბუნდოვანი და გაურკვეველი იყოს, როგორ გადაწყვეტენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბლოკის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს, თუმცა ეს არ აკნინებს ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობას და ამ დრომდე მიღწეულ პროგრესს. ეს არ ცვლის ფაქტს, რომ ჩვენ გვინდა, საქართველო ჩვენს ევროპულ ოჯახში რაც შეიძლება მალე ვიხილოთ“, - განუცხადა Europetime-ს მარკეტა გრეგოროვამ. საქართველოს მიერ შევსებულ კითხვარზე მიღებულ პასუხებს ვაფასებთ. სწრაფად მივიწევთ წინ, რათა დასკვნაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დასრულდეს - ევროკომისია Europetime-ის ინფორმაციით, საქართველოს მიერ ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთების შემდეგ, საბჭომ კომისია შეკრიბა, რათა განაცხადის შესახებ თავისი მოსაზრება წარმოედგინა. ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან ამბობს, რომ ევროკომისიაში კარგად ესმით, რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მოსახლეობა კანდიდატის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას და კომისია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასკვნაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დაასრულოს. ამასთან, ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის გზაზე შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები წევრი სახელმწიფოების მიერ მიიღება. ევროპარლამენტარის, ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ანდრიუს კუბილიუსის შეფასებით, ევროკომისია ყოველთვის ითვალისწინებს მთლიან სურათს აპლიკანტი ქვეყნის მზადყოფნის შეფასებისას. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე აღნიშნავს, რომ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც სამართლებრივი და ეკონომიკური შესაბამისობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები ძალიან ყურადღებით განიხილება“, - აღნიშნავს კუბიულიუსი. სამი კრიტერიუმიდან ერთი, რომელზეც ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ყველაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს ექსკლუზიური ინტერვიუ მარინა კალიურანდთან: უნდა დაარწმუნოთ სკეპტიკოსები, რომ იმსახურებთ მომავლის საკითხის გადაწყვეტას და პოლიტიკურ კონსენსუსს ევროკავშირში როგორც ცნობილია, ევროპარლამენტში საქართველოში მედიის უფლებებთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე დღეს იმსჯელებენ. რეზოლუციაზე - „მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევა საქართველოში“ დებატები 8 ივნისს იმართება. ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციის პროექტი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების წინადადებას მოიცავს ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.
Bloomberg: ევროკომისია უკრაინისთვის EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას 17 ივნისს გასცემს
ევროკომისია უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას 17 ივნისს გასცემს. ამის შესახებ Bloomberg ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს. ევროპარლამენტი ევროკავშირის ლიდერებს რეკომენდაციით მიმართავს, რომ უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ - უკრაინული მედია ამასთან სააგენტო აღნიშნავს, რომ ევროკომისია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უკრაინას სავარაუდოდ გარკვეულ პირობებს წაუყენებს, როგორიცაა კორუფციასთან ბრძოლა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა. გამოცემის ცნობით, ევროკომისიას მხოლოდ რეკომენდაციის გაცემა შეუძლია. რაც შეეხება უკრაინისთვის ამ სტატუსის ოფიციალურად მინიჭებას, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება 23-24 ივნისს ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე უნდა მიიღონ. ამასთან, სააგენტოს ცნობით, ასეთი გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოდიან დანია და ნიდერლანდები. ისინი მიიჩნევენ, რომ უკრაინა მზად არ არის. ხოლო ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, იტალია მხარს უჭერენ უკრაინისთვის ევროკავშირის სტატუსის უპირობოდ გადაცემას, ხოლო გერმანია გარკვეული პირობების შესრულებას ითხოვს. 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა.
ურსულა ფონ დერ ლაიენი: იმედია, 20 წლის შემდეგ, ამ მოვლენების გახსენებისას, ვიტყვით, რომ სწორად მოვიქეცით
„ევროკავშირი ისტორიული გადაწყვეტილების ზღვარზეა, იმედი მაქვს, რომ 20 წელის შემდეგ, როდესაც ამ მოვლენებს გავიხსენებთ, ვიტყვით, რომ სწორად მოვიქეცით“, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პოლონეთში ვიზიტისას განაცხადა. ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა Bloomberg: ევროკომისია უკრაინისთვის EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას 17 ივნისს გასცემს ურსულა ფონ დერ ლაიენის აზრით, მთავარი გამოწვევა ევროკავშირის 23-24 ივნისის სამიტზე უკრაინასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის მიღწევა იქნება, რაც, ევროკომისიის პრეზიდენტის სიტყვებით, "ამ ისტორიული გადაწყვეტილების მასშტაბებს ასახავს". ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ ბევრს მიაღწია ბოლო წლებში, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე პასუხი მომავალ კვირას გახდება ცნობილი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო. 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა.
ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ვინმეს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკრაინასა და მოლდოვას
„თუ ვინმეს ეკუთვნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკვე უკრაინასა და მოლდოვას“ - შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ ეს სტატუსი ბოლო 9 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გზაზე დაიმსახურა. პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე: თუ გადაწყვეტილება იქნება უსამართლო, ყველაფერს ფარდას ავხდი „ჯერ დაველოდოთ, რა გადაწყვეტილება იქნება. თუ ვინმეს ეკუთვნის, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკვე უკრაინასა და მოლდოვას. რომ ამბობენ, უკრაინა ომშია და ამის გამო მას უნდა მიენიჭოს, უკაცრავად, თუ ომით განისაზღვრება სტატუსი მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა, მეგობრებო, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, რომელიც ქართველმა ხალხმა თავისი 30- წლიანი ბრძოლით დემოკრატიის მშენებლობის გზაზე დაიმსახურა და ბოლო 9 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გზაზე. ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ, ეს ვთქვი საჯაროდ, დავოსშიც, ბრატისლავაშიც, ბრიუსელშიც, ჩვენ არაფერს განსაკუთრებულსა და დაუმსახურებელს არ ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს. სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უკრაინას უნდა ვუმადლოდეთ თუ ეს გადაწყვეტილება არ იქნება სამართლიანი, რა თქმა უნდა, ჩვენ შესაბამისად, როგორც მე ეს ვთქვი, ჩვენს მოსახლეობას, ხალხს, თანამოქალაქეებს ავუხსნით ყველაფერს დეტალურად, რა იყო ის მთავარი გამომწვევი მიზეზები, რის გამოც თუნდაც, ის სამარცხვინო რეზოლუცია იქნა მიღებული“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
Politico ევროკომისიაში გამართული დისკუსიის შესახებ იუწყება და მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე წერს
გამოცემა Politico რამდენიმე ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ევროკომისიაში გამართული დისკუსიის შესახებ იუწყება. მედია ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკომისია უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას გაუწევს. რაც შეეხება საქართველოს, გამოცემას ასეთი პროგნოზი აქვს. „მოლდოვამ და საქართველომ ასევე გააკეთეს განაცხადი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ოფიციალური პირების თქმით, კომისრები, საერთო ჯამში, მხარს უჭერენ მოლდოვას, სადაც ახლა ევროკავშირის მტკიცედ მომხრე მთავრობაა, მაგრამ ნაკლებად არიან დარწმუნებულები საქართველოს მიმართ, რომელიც, ბოლო წლებში, განიცდის ყოვლისმომცველ პოლიტიკურ არეულობას და შესამჩნევ დემოკრატიულ უკუსვლას“, - წერს Politico. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატების განცხადებებიდანაც ირკვევა, რომ ამ საკითხზე ბლოკში ერთიანი პოზიცია არ არის. ტრადიციულად, არიან სკეპტიკოსი ქვეყნები. კონკრეტულად, საქართველოსთან მიმართებით, რამდენიმე დღის წინ, საკუთარ გზავნილში დააფიქსირა პოზიცია ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა. ბრიუსელს სჯერა, რომ „საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს“. რა განწყობებია ევროპარლამენტში და რა გზავნილები აქვთ საქართველოს მიმართ ევროპარლამენტარებს. ამ საკითხის გარკვევას Europetime რამდენიმე დღის წინ შეეცადა. ევროპარლამენტარი (ევროპელი მწვანეების ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსი) მარკეტა გრეგოროვა აღიარებდა, რომ არსებული პოზიციების გათვალისწინებით, ამ ეპატზე ბუნდოვანია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების საკითხზე, თუმცა ჩეხი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ქვეყანამ მიზნისკენ სწრაფვა უნდა განაგრძოს. მარკეტა გრეგოროვა მიიჩევს, რომ სკეპტიციზმი არ ცვლის ფაქტს, რომ საქართველოს პარტნიორებს სურთ, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი. უპირველეს ყოვლისა, მინდა, ერთ საკითხზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. მიუხედავად ინსტიტუციური მდგომარეობისა, ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით, ვიდრე საქართველოს სურს ჩვენ გვერდით დგომა. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ შეიძლება, ახლა გარკვეულწილად, ბუნდოვანი და გაურკვეველი იყოს, როგორ გადაწყვეტენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბლოკის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს, თუმცა ეს არ აკნინებს ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობას და ამ დრომდე მიღწეულ პროგრესს. ეს არ ცვლის ფაქტს, რომ ჩვენ გვინდა, საქართველო ჩვენს ევროპულ ოჯახში რაც შეიძლება მალე ვიხილოთ“, - აცხადებდა Europetime-თან მარკეტა გრეგოროვამ. Europetime-ის ინფორმაციით, საქართველოს მიერ ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთების შემდეგ, საბჭომ კომისია შეკრიბა, რათა განაცხადის შესახებ თავისი მოსაზრება წარმოედგინა. ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან ამბობს, რომ ევროკომისიაში კარგად ესმით, რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მოსახლეობა კანდიდატის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას და კომისია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასკვნაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დაასრულოს. ამასთან, ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის გზაზე შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები წევრი სახელმწიფოების მიერ მიიღება. ევროპარლამენტარის, ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ანდრიუს კუბილიუსის შეფასებით, ევროკომისია ყოველთვის ითვალისწინებს მთლიან სურათს აპლიკანტი ქვეყნის მზადყოფნის შეფასებისას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისს განაცხადა, რომ თუ ვინმეს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკრაინასა და მოლდოვას. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
მივესალმებით საქართველოს გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ჩვენი მხარდაჭერა მტკიცეა - ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარე
ფინეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობისადმი არის მტკიცე. ვიზიარებთ შეშფოთებას სეპარატისტულ რეგიონებში ბორდერიზაციისა და მცოცავი ანექსიის შესახებ, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მატი ვანჰანენმა განაცხადა. ირლანდიის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და ევროკავშირს მოუწოდა, მიანიჭოს საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი საგარეო საქმეთა სამინისტრო: გერმანიის პოლიტიკური წრეები ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მინიჭების ინიციატივით გამოდიან მისივე თქმით, ასევე ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპული მისწრაფებებსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებას. „შესანიშნავი განხილვები გვქონდა, შემოგვიერთდნენ ჩვენი პარლამენტის ყველა ფრაქციის წევრები. განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, რუსეთის შეჭრა უკრაინაში და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა, ისევე, როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების აპლიკაცია. ორმხრივი ურთიერთობები არის შესანიშნავი. ივლისში ჩვენ აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს. მადლობა გადავუხადე სპიკერს დახმარებისთვის, რომელიც საქართველომ გაუწია ფინეთის მოქალაქეებს, რომლებიც საფრთხეში იყვნენ ავღანეთში. ფინეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობისადმი არის მტკიცე. საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ ვიზიარებთ შეშფოთებას სეპარატისტულ რეგიონებში ბორდერიზაციისა და მცოცავი ანექსიის შესახებ. საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე ჩვენი მხარდაჭერა არის მტკიცე. მივესალმებით საქართველოს გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ჩემი შეხედულებით, აპლიკაცია გზავნის ორ მთავარ გზავნილს – საქართველოს სურს, იყოს ევროპული დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობის წევრი და საქართველო იღებს ვალდებულებას, განახორციელოს საჭირო რეფორმები“, – განაცხადა მატი ვანჰანენმა. კითხვაზე, როგორია თქვენი მოსაზრება საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე, მატი ვანჰანენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სტატუსთან დაკავშირებით განაცხადი ორ მთავარ გზავნილს მოიცავს. „საქართველოს გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანებაზე გზავნის ორ მთავარ გზავნილს, პირველი – თქვენ თვითონ გრძნობთ, რომ იქნებით ევროპის დემოკრატიული თანამეგობრობის ნაწილი და მეორე, ასევე გზავნის ძლიერ გზავნილს ევროკავშირისთვის, რომ საქართველოს აქვს ძლიერი ნება, განახორციელოს რეფორმები, რათა დააკმაყოფილოს კოპენჰაგენის კრიტერიუმები. ჩვენ ვიცით ჩვენი ისტორიიდან, რომ ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილება ადვილი არ არის, მაგრამ მსურს, გავამხნევო საქართველო, რომ გააკეთოს ეს“, – განაცხადა ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარემ. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა ასოცირების შეთანხმებიდან კანდიდატის სტატუსობამდე - გზავნილები ევროპარლამენტიდან
ლიეტუვის ელჩი: ლიეტუვას 1997 წელს უარი უთხრეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე, მაგრამ 2004 წელს შევუერთდით ბლოკს - ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია
ლიეტუვას 1997 წელს უარი უთხრეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე, მაგრამ 2004 წელს ბლოკს შევუერთდით. ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია. საჭიროა კონსოლიდირებული ძალისხმევა სამოქალაქო საზოგადოებისგან, პოლიტიკური პარტიებისგან, ხელმძღვანელობისგან და სახელმწიფო ინსტიტუტებისგან, - შესაბამისი განცხადება ქართული მედიის ცნობით, ლიეტუვის ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ გააკეთა. მიაჩნია, თუ არა, რომ საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ლიეტუვის ელჩმა უპასუხა, რომ პოლიტიკა აღქმების მეცნიერებაა და ყველა ჩვენგანს ჩვენი აღქმა გვაქვს. ასოცირების შეთანხმებიდან კანდიდატის სტატუსობამდე - გზავნილები ევროპარლამენტიდან „მიიღებთ თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ეს დამოკიდებულია წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსზე, მაგრამ დღეს ჩვენ ველოდებით ევროპული კომისიის დასკვნას საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვება ევროკავშირის ლიდერების მიერ განხილვა 23-24 ივნისს. მოდით, დაველოდოთ მომდევნო საათებს, რომ ვიხილოთ, როგორი იქნება ეს დასკვნა“, - განაცხადა ლიეტუველმა დიპლომატმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას დაახლოებით, ერთ კირაში მიიღებს.
ხვალ ისტორიული კვირა იწყება - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ მომავალი კვირა უკრაინისთვის ისტორიულია, რადგან ევროკავშირმა უკრაინისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. „ხვალ, ისტორიული, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვირა იწყება, 1991 წლის შემდეგ. ჩვენ მოვისმენთ პასუხს ევროკავშირისგან უკრაინის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ასეთ კვირაში უნდა ველოდოთ მტრის, რუსეთის გააქტიურებას, რომელიც იქნება განზრახ - საჩვენებლად და მიმართული არამარტო უკრაინის, არამედ ევროპის წინააღმდეგაც“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 16 ივნისს გამოცხადებული გადაწყვეტიულებით, ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. ევროკავშირის ლიდერები საკითხს მომავალ კვირაში, ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილავენ. ევროკომისია პირობების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს და პირველად შეფასებას, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გამოაქვეყნებს.
შარლ მიშელი: ახლა დროა გავაცნობიეროთ, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია
უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელ მიშელმა Twitter-ზე დაწერა. ორბანის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველომ და ბოსნია-ჰერცეგოვინამაც უნდა მიიღონ შარლ მიშელი მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინასა და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. „ახლა დროა გავაცნობიეროთ, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. გიწვევთ უკრაინასა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. პარალელურად, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ძლიერ ჰუმანიტარულ, სამხედრო, ეკონომიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას”,- წერს შარლ მიშელი. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
ორბანის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველომ და ბოსნია-ჰერცეგოვინამაც უნდა მიიღონ
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, საქართველომ და ბოსნია-ჰერცეგოვინამაც უნდა მიიღონ. ორბანი დღეს ევროსაბჭოს სხდომის წინ ბელგიის, ბულგარეთის, ესტონეთის, ლუქსემბურგის და მალტის ლიდერებთან, ასევე ევროპული საბჭოს ხელმძღვანელთან შარლ მიშელთან ერთად ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობდა. შეხვედრაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გადაწყვეტილებას დაეთანხმა, თუმცა აღნიშნა, რომ ბუდაპეშტსა და ევროკავშირის რამდენიმე სხვა წევრს მიაჩნიათ, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველომ და ბოსნია-ჰერცოგოვინამაც უნდა მიიღონ. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
მაია სანდუ: ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ბევრი, გვაქვს ევროპული საბჭოს მხარდაჭერის იმედი
მოლდოვისა და ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის მტკიცე სიგნალი, – ასე აფასებს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ევროკომისიის რეკომენდაციას ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის კანდიდატის სტატუსზე: ესაა პირველი ნაბიჯი, რომელიც გამარჯვებასთან დაგვაახლოებს „მოლდოვისა და ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის მტკიცე სიგნალი! ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ იმის გაცნობიერებით, რომ დამატებითი ძალისხმევა მიმართული იქნება უკვე დაწყებული რეფორმების გაგრძელებისკენ. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ბევრი და გვაქვს ევროპული საბჭოს მხარდაჭერის იმედი“, – წერს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ Twitter-ზე. ევროკომისიის რეკომენდაციაა, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს შემდგომში შესასრულებელი პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.
ირაკლი კობახიძე: ევროპული პერსპექტივის შესახებ ევროკომისიის კონკრეტული გადაწყვეტილებაც არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურება
„რა თქმა უნდა, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საქართველოს ჰქონდა ყველა ხელშესახები წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძე: ევროკომისიამ უკრაინა და მოლდოვა მძიმე მდგომარეობის გამო "წაახალისა" მისივე თქმით, ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ასევე ვიზალიბერალიზაცია სწორედ ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიღწევებია. „ახლა უკვე ევროპული პერსპექტივის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილებაც არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურება. მიუხედავად იმისა, რომ იყო უამრავი ხელისშემშლელი ფაქტორი, ჩვენ მოვახერხეთ და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით წინ ევროკავშირისკენ. დღევანდელი გადაწყვეტილება არის სწორედ ძალიან მკაფიო მხარდაჭერა, რომელიც გამოხატა ევროკავშირმა ჩვენი ევროპული მისწრაფებების მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ. ევროკომისიის რეკომენდაციაა, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს, კანდიდატის სტატუსის მისაღებად კი, პირობები დააკმაყოფილოს შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.
ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის კანდიდატის სტატუსზე: ესაა პირველი ნაბიჯი, რომელიც გამარჯვებასთან დაგვაახლოებს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის რეკომენდაციას, ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე Twitter-ზე გამოეხმაურა. „მივესალმები ევროპული კომისიის დასკვნას უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ეს არის პირველი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, რომელიც აუცილებლად დაგვაახლოებს ჩვენს გამარჯვებასთან“, -წერს ზელენსკი. ევროკომისიის რეკომენდაციაა, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს შემდგომში შესასრულებელი პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე უკრაინის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალ კვირას დაგეგმილი შეხვედრის დროს ევროპული საბჭო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს. „მადლობელი ვარ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროკომისიის თითოეული წევრის ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებისთვის. მომავალ კვირას ველოდები დადებით შედეგს ევროპული საბჭოსგან,“- წერს პრეზიდენტი ზელენსკი. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.
ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროპის კარი ფართოდაა გაღებული. ყველაფერი საქართველოს ხელთ არის, რომ წინ წავიდეს და ღია კარში გავიდეს
რაც უფრო მალე შეიკვრებით, მით უფრო მალე იქნება წინსვლა. შესაბამისად, ყველაფერი საქართველოს ხელთ არის, რომ წინ წავიდეს და ღია კარში გავიდეს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს განაცხადებთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნა წარმოადგინა. ევროკომისიის რეკომენდაცია: უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი პირობებით, საქართველოს კი, პირობები კანდიდატის სტატუსის მისაღებად ჟურნალისტის კითხვაზე თუ რა დროში მიიღებს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ასე უპასუხა: „უშველებელი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოსთვის, რომ მას ევროპული პერსპექტივა მიენიჭა. კარები არის ფართოდ გახსნილი, საქართველოზეა დამოკიდებულები გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, რომ გაერთიანდეს მთელი ქვეყანა პოლიტიკურ მხარეს და მკაფიოდ აჩვენოს, რომ აქტიურობა სურთ. ეს განსაზღვრავს ვადებსაც, თქვენ დამოკიდებული - რაც უფრო მალე შეიკვრებით, მით უფრო მალე იქნება წინსვლა. შესაბამისად, ყველაფერი საქართველოს ხელთ არის, რომ წინ წავიდეს და ღია კარში გავიდეს“ - განაცხადა ფონ დერ ლაინმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.
ევროკომისია აღიარებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის სიმბოლურ მნიშვნელობას, თუმცა არ ივიწყებს ევროპულ რეფორმებთან დაკავშირებით არასახარბიელო მდგომარეობას - მარკეტა გრეგოროვა
ექსკლუზივი ევროპარლამენტარი (ევროპელი მწვანეების ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსი) მარკეტა გრეგოროვა ევროკომისიის დასკვნას Europetime-თან აფასებს. ჩეხი პოლიტიკოსი თვლის, რომ ევროკომისიის შეფასება საქართველოს მხრიდან რეფორმების განხორციელების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. მისივე შეფასებით, თუ საქართველოს მთავრობისთვის ევროკავშირისკენ სწრაფვა ევროპული რეფორმების განხორციელებას ნამდვილად ნიშნავს, ეს მათ ახლა უნდა აჩვენონ. „ვფიქრობ, ევროკომისიის დასკვნა ჩვენს მოლოდინებს შეესაბამება. ევროკომისია აღიარებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის სიმბოლურ მნიშვნელობას, ამავე დროს, არ ივიწყებს ქვეყანაში არსებულ არასახარბიელო მდგომარეობას, რომელიც პროევროპული რეფორმების მიმართ არსებობს. თუ საქართველოს მთავრობა ევროკავშირისკენ მისწრაფებებში ევროპულ რეფორმებს ნამდვილად გულისხმობს, მათ აქვთ გზა: აჩვენონ პროგრესი ხსენებული რეფორმების განხორციელებით და შემდეგ მიიღონ კანდიდატის სტატუსი“, - განუცხადა მარკეტა გრეგოროვამ Europetime-ს. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ევროკავშირის ლიდერები საკითხს ამ კვირაში, ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილავენ. ევროკომისია კი,, პირობების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს და პირველად შეფასებას, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გამოაქვეყნებს. ევროკომისიის შეფასებას წინ უძღოდა: 9 ივნისს, ევროპარლამენტის მიერ, საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის შესახებ რეზოლუცია: ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში და ამის საფუძველზე, ცალსახად წარმოაჩინონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქართველი ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებების რეალიზების შესახებ, რასაც მოწმობს ქვეყნის მიერ 2022 წლის 3 მარტის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე; ევროპარლამენტმა რეზოლუციაში გამოხატა რწმენა, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს შესრულებას და მაშასადამე მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს.
კარლ ჰარცელი: გუშინ ვნახეთ საქართველოს პროევროპული არჩევანის ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია
ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. ჰარცელის განცხადებით, გუშინდელი აქცია საქართველოს ევროპული მისწრაფებების დიდი და ღირსეული მანიფესტაცია იყო. დიეგო კოლასი: გუშინდელმა შეკრებამ აჩვენა მიზანსწრაფვის და მობილიზაციის დიდი შესაძლებლობა „რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, ეს იყო ძალიან დიდი, ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია საქართველოს პროევროპული არჩევანისა. ბევრი ჩვეულებრივი ქართველი მოქალაქე გამოვიდა, რომელთაც სურთ, რომ საქართველომ ევროკავშირის მიერ მოცემული შესაძლებლობა გამოიყენოს და გადადგას საჭირო ნაბიჯები, რათა საქართველოს ევროპული დღის წესრიგი რეალურად წავიდეს წინ“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. კარლ ჰარცელის შეფასებით, ევროკომისიის მიერ მოცემული პერსპექტივა მკაფიო ნიშანია იმისა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პოტენციალი აქვს, თუმცა ამისათვის კომისიის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილებაა საჭირო, რისთვისაც ქვეყანამ გულმოდგინედ უნდა იმუშაოს და ამ მიმართულებით შედეგიანი ნაბიჯები უნდა გადადგას. „არ უნდა შეგვეშალოს - ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაცია პერსპექტივასთან დაკავშირებით წარმოადგენს მკაფიო თანხმობას, რომ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსი აქვთ. საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ მომავალში გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთან დაკავშირებით ნაკლებად ხელსაყრელი იყო, ვიდრე უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში, რაც ხაზს უსვამს იმ საჭიროებას, რომ წინ შედეგიანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოს ევროპული მისწრაფებების დემონსტრირება. ამისთვის ევროკომისიისგან ჩვენ გვაქვს სია განსაზღვრული მოთხოვნებისა, რომლებიც საქართველომ განვითარებისთვის უნდა დააკმაყოფილოს. საქართველოს ევროპული მომავალი თავად საქართველოს ხელშია - დროა, გულმოდგინედ იმუშაოთ და ნაბიჯები წინ გადადგათ“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. თბილისში, აქცია - „შინ ევროპისკენ" გაიმართა თბილისის გარდა, 20 ივნისს ამავე მიზნით მოქალაქეები საქართველოს სხვა ქალაქებში - ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში შეიკრიბნენ. ამასთან, მსგავსი აქცია ტარდება ევროპის ქალაქებშიც - ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
დიეგო კოლასი: გუშინდელმა შეკრებამ მიზანსწრაფვის და მობილიზაციის დიდი შესაძლებლობა აჩვენა
საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი გუშინ გამართულ აქციას და ევროკომისიის რეკომენდაციებს გამოეხმაურა. მისი თქმით, 20 ივნისს გამართული მშვიდობიანი და კანონიერი შეკრება იყო ძალიან საინტერესო და ის აჩვენებს მობილიზაციის და მიზანსწრაფვის დიდ შესაძლებლობას. დიპლომატი ასევე აცხადებს, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება არის ქვეყნისთვის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი, მაგრამ ამავდროულად, ევროკავშირსაც აქვს მოლოდინი, რომ იმ რეფორმების სიაზე, რაც განსაზღვრული იყო წინაპირობებით, თითოეულ მათგანზე იქნება პროგრესი მიღწეული. ამის მისაღწევად კი, ელჩი პოზიტიური დემარშის, მობილიზაციის და მიზანსწრაფვვის აუცილებლობაზე საუბრობს.„ჩვენ უნდა დაველოდოთ, რას იტყვის ევროპული საბჭო, თუმცა გუშინდელი მშვიდობიანი და კანონიერი შეკრება და პროტესტი იყო ძალიან საინტერესო და აჩვენა მობილიზაციის და მიზანსწრაფვის დიდი შესაძლებლობა. იმ წინაპირობებზე, რომლებიც იყო განსაზღვრული ევროკომისიის მიერ, არსებობს გარკვეული იმედი და მობილიზების გარკვეულ შესაძლებლობასაც იძლევა. ეს ქმნის ოპტიმიზმის იმედს, რადგანაც ის ევროპული პერსპექტივის აღიარებას მოიცავს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ, მას ახლავს მკაფიო სამოქმედო გზა რეფორმებისთვის, რათა იმოძრაოთ წინ და მიაღწიოთ ძალიან ოპტიმისტურ და პოზიტიურ შედეგს. არ იქნება სიურპრიზი, თუ ვიტყვით, რომ ევროკავშირსაც ასევე აქვს მოლოდინი, ჩვენ გვსურს ვიხილოთ მობილიზაცია და მიზანსწრაფვა, რომ იმოძრაოთ წინ და ეს არის იმის მსგავსი, რაც ვიხილეთ გუშინ“, - განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. თბილისში, აქცია - „შინ ევროპისკენ" გაიმართა თბილისის გარდა, 20 ივნისს ამავე მიზნით მოქალაქეები საქართველოს სხვა ქალაქებში - ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში შეიკრიბნენ. ამასთან, მსგავსი აქცია ჩატარდა ევროპის ქალაქებშიც - ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
რადას დეპუტატი ევროკავშირს: მიანიჭეთ სტატუსი საქართველოსაც
უკრაინელმა დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირს მოუწოდა, კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც მიანიჭონ და არ დაუშვან, რომ ქართველი ხალხი ერთი ოლიგარქის ტყვეობაში დარჩეს. ამასთან, გონჩარენკომ მიმართა NATO-ს წევრ სახელმწიფოებსაც და მოუწოდა, უკრაინასა და საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) გადასცენ. „კვირის ბოლოს ევროკავშირის სამიტი გაიმართება. გთხოვთ, დაუჭირეთ მხარი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, გთხოვთ დაუჭირეთ მხარი მოლდოვას როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატს. დიახ, საქართველოს ახლა პრობლემები აქვს, მაგრამ გთხოვთ, ნუ მისცემთ უფლებას ქართველი ხალხი ერთი ოლიგარქის მძევალი იყოს. მაშასადამე, ძვირფასო ძმებო, უნდა დაგიჭიროთ მხარი და ვთქვათ, რომ ქართველი ხალხი ევროპაში უნდა იყოს. მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც. შემდეგ, მომდევნო კვირაში NATO-ს სამიტი გაიმართება. მინდა მივმართო თურქეთს, გთხოვთ დაუჭირეთ მხარი ფინეთს და შვედეთს. მივმართავ NATO-ს წევრ სახელმწიფოებს, გთხოვთ მხარი დაუჭირეთ უკრაინას და საქართველოს და მოგვეცით გაწევრიანების სამოქმედო გეგმა“, – აცხადებს რადას დეპუტატი. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისთვის, NATO-ს სამიტი მადრიდში, 28, 29 და 30 ივნისს გაიმართება.
სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებული შტატები მხარს უჭერს მთლიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპას
ექსკლუზივი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს მთლიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპას და განაგრძობს მოლდოვისა და უკრაინის მთავრობებთან მუშაობას, რადგან ეს ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე აუცილებელ რეფორმებს ახორციელებენ, ეს კი, ბლოკის წევრობისთვის არსებითად მნიშვნელოვანია. „შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს მთლიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპას და ჩვენ ამ მხარდაჭერის ერთგულნი ვრჩებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინისა და მოლდოვის შემდგომ ინტეგრაციას მათ ევროპელ მეზობლებთან, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. ჩვენ განვაგრძობთ ამ ქვეყნების მთავრობებთან მუშაობას, რადგან ისინი აგრძელებენ გაწევრიანების პროცესისთვის აუცილებელ რეფორმებს და საკანონმდებლო დონეზე ადაპტაციას, რაც აუცილებელია გაწევრიანების პროცესისთვის. ნედ პრაისი: მხარს ვუჭერთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპელ მეზობლებთან შემდგომ ინტეგრაციას გაწევრიანების პროცესის დეტალები და ვადები ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული და კონკრეტულად, ამასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციისთვის ევროკავშირს მივმართავთ“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებს.
დავით უსუფაშვილი: მივმართავთ ევროპასაც და ყველა ქვეყანას, რომ დაუჯერონ იმ ხალხს ვინც 20 ივნისს გარეთ იდგა
„ჩვენ აქ ვხედავთ არა ევროპისკენ მიმავალ მთავრობას, არამედ ევროპით შეშინებულ მთავრობას. ევროკავშირში 27 სკამი დგას. 27 ქვეყნის პრემიერი ზის იქ და წყვეტს ასობით მილიონი ევროპელი მოქალაქის ბედს. საქართველოს იქ შესვლის შემდეგ, პრემიერი ღარიბაშვილი უნდა დაჯდეს ოცდამერვედ და მან უნდა გადაწყვიტოს მთელი ევროპის ბედი“, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წლიური ანგარიშით წარდგა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველოს ახლა აქვს ისტორიული შანსი და მთავრობამ ეს შანსი გონივრულად უნდა გამოიყენოს. „თუ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, მივმართავთ ევროპასაც და ყველა ქვეყანას, რომ დაუჯეროს იმ ხალხს ვინც 20 ივნისს გარეთ იდგა. დაუჯეროს თქვენი ამომრჩევლის დიდ ნაწილს, რომელსაც ევროპა უნდა. დაუჯეროს მათ და მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. ჩემს ჯინაზე ნურაფერს გააკეთებთ და ნაციონალების ჯინაზე ნურაფერს გააკეთებთ. საკუთარი ამომრჩევლის, საკუთარი წესდების გამო გააკეთეთ. ეს ზღაპრები, რომ საქართველო გეოგრაფიის გამო დაისაჯა, არის ტყუილი. ეს ჩვეულებრივი ტყუილი არ არის, ეს არის სტრატეგიული ტყუილი. გეოპოლიტიკა თქვა ერთხელ მაკრონმა და აქ ეს ათასჯერ გაიმეორეთ. შეთანხმების შესრულებაზე ვილაპარაკოთ. ეს არის გამოსავალი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 22 ივნისს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებს.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ ომამდე დაამტკიცა, რომ სწორი ტრაექტორიით მიდის
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინამ და მისმა ხალხმა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ჯოჯოხეთი გაიარეს და დაამტკიცეს, რომ ღირსია წევრობის კანდიდატის სტატუსი. ლაიენის თქმით, უკრაინამ უკვე ომამდე დაამტკიცა, რომ სწორი ტრაექტორიით მიდის. „უკრაინა არის ძლიერი საპარლამენტო დემოკრატია, მას აქვს კარგად ფუნქციონირებადი საჯარო ადმინისტრაცია, რომელიც ყოველდღე გადის ომის საბოლოო სტრესს. მას აქვს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ენერგიული სამოქალაქო საზოგადოება. ყოველწლიურად, მცირე ბიზნესი და, განსაკუთრებით, ახალგაზრდა მეწარმეები იპყრობენ ახალ სივრცეს ქვეყნის ეკონომიკაში - და ებრძვიან ოლიგარქების ძალაუფლებას“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ლაიენის თქმით, უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ჯგუფიდან, რომელმაც მიიღო „გაბედული კანონი უკრაინის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ოლიგარქების კონტროლის გასარღვევად“. „ახლა საუბარია კანონის პოზიტიურ და გრძელვადიან ცვლილებად გადაქცევაზე. უკრაინელ ხალხს სურს, განაგრძოს მოდერნიზაციის გზა, დემოკრატიის გზა, გზა, რომელიც მიდის ევროპისკენ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებს.
აშშ-ის ჰელსინკის კომისია ევროპულ საბჭოს: მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას
აშშ-ის ჰელსინკის კომისია ევროპულ საბჭოს მიმართავს, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც მიანიჭოს. განცხადების ავტორები, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ბენ კარდინი თანათავმჯდომარე, სტივ კოენი, სენატორი როჯერ უიკერი და წარმომადგენელთა პალატის წევრი, ჯო უილსონი თვლიან, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსაც უნდა შესთავაზოს კონკრეტული საგზაო რუკა ევროკავშირის წევრობისკენ. „მივესალმებით ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებას, მიენიჭოთ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ყველა ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი ალიანსები და განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკა. უკრაინისა და მოლდოვის მოსახლეობას დიდი ხანია, აინტერესებს ევროატლანტიკურ დასავლეთთან ინტეგრაცია. ევროკომისიის რეკომენდაცია აჯილდოებს მათ მუდმივ ძალისხმევას ამ მისწრაფებების განსახორციელებლად, თუნდაც დაუნდობელი რუსული აგრესიის პირობებში.საქართველოს ხალხმა ასევე დიდი მსხვერპლი გაიღო თავისი ევროპული იდენტობისთვის რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, რუსეთის აგრესიული ქმედებების და მტკივნეული რეფორმების გამოწვევების მიუხედავად. მათ აჩვენეს, რომ შეუძლიათ, გაუმკლავდნენ გამოწვევას, თუ ეს გზა ნათელია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათაც უნდა შევთავაზოთ თანაბრად კონკრეტული საგზაო რუკა ევროკავშირის წევრობისკენ.ევროპის საბჭოს ამ კვირის შეხვედრის წინ, ჩვენს ევროპელ მეგობრებს მოვუწოდებთ, სამივე ქვეყანას მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი. ლიბერალური დემოკრატიისკენ მიმავალი გზა არასოდეს არის პერიოდული უკუსვლების და გრძელი გზის გარეშე, და, ყოველთვის საჭიროებს სიფხიზლეს, ფრთხილ ძალისხმევას და კომპრომისს. გვჯერა, რომ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას მისცემს ბრძოლის შანსს საერთო ევროპული ოცნებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში. ინფორმაციისთვის, ჰელსინკის კომისია ამერიკის მთავრობის სააგენტოა, რომელიც 1975 წელს, ჰელსინკის საბოლოო აქტის ვალდებულების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით შეიქმნა. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ (14-მა თავი შეიკავა) ხუთშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელებს, დაუყოვნებლივ მიანიჭონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო საქართველოს, კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა ევროკომისიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს შეასრულებს. ევროპარლამენტმა ცოტა ხნის წინ მიღებული რეზოლუციით, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას მხარი დაუჭირა. რეზოლუციის ტექსტში საქართველოს ნაწილში საუბარია, რომ საქართველოც უნდა გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, აუცილებელი რეფორმების გატარების შემდეგ. ევროპარლამენტი რეზოლუციაში უთითებს, რომ არ უნდა იყოს არანაირი „სწრაფი გზა“ ევროკავშირში წევრობისთვის. რეზოლუციაში ასევე არის ჩანაწერი იმის შესახებ, რომ გაწევრიანება მხოლოდ დამსახურების საფუძველზე და კრიტერიუმების შესრულების შემდეგ უნდა მოხდეს და რომ ევროკავშირის გაფართოება ევროკავშირის ინტერესებშია. „ევროკავშირის ლიდერებმა უნდა შეასრულონ თავიანთი ისტორიული პასუხისმგებლობა და მისცენ მკაფიო პოლიტიკური სიგნალი უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, რაც გულისხმობს მათთვის ევროპულ პერსპექტივის მინიჭებას“, - აღნიშნულია რეზოლუციის ტექსტში. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
ირაკლი ღარიბაშვილი: ნამდვილად ისტორიული დღეა საქართველოსთვის
„ეს ნამდვილად ისტორიული დღეა საქართველოსთვის. ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა ევროკავშირში გასაწევრიანებლად“, - ამის შესახბ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს. ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველო მზად არის, განახორციელოს ყველა პრიორიტეტი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მალე მისაღებად. „მზად ვართ განვახორციელოთ ყველა პრიორიტეტი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მალე მისაღებად. ვულოცავ უკრაინასა და მოლდოვას! მადლობა ქალბატონ ურსულას და ბატონ შარლს,“- ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
შარლ მიშელი: პირველი გზავნილი საქართველოს მოსახლეობისთვის და ხელისუფლებისთვის - ევროპული პერსპექტივა. თუ იქნება პოლიტიკური ნება, შესაძლებელია საქართველოსთვის უზარმაზარი პროგრესის მიღწევა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ საქართველოს შეუძლია პროგრესის მიღწევა. ქართველი ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა გზავნილი ექნებოდა მას ქართველი ხალხისადმი, შარლ მიშელმა შემდეგი პასუხი გასცა: „პირველი გზავნილი საქართველოს მოსახლეობისთვის და ხელისუფლებისთვის, ეს გახლავთ ევროპული პერსპექტივა, ეს არის ნათელი გზავნილი. ჩვენ სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ ქვეყნისთვის, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ფუნდამენტური რეფორმების განხორციელება, ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ ქართულ ინსტიტუტებთან, რათა მათ პროგრესს მიაღწიონ, გამომდინარე კომისიის დასკვნიდან, მისი სამუშაოდან, დარწმუნებული ვარ, თუ იქნება პოლიტიკური ნება პოლიტიკურ ლანდშაფტში, შესაძლებელია საქართველოსთვის უზარმაზარი პროგრესის მიღწევა. მე ვიცი, რომ მათ იციან, რა ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული სწორი მიმართულებით და ძალიან ძლიერი გზავნილი გავაგზავნეთ გეოპოლიტიკურ დონეზე და არამხოლოდ. ჩვენ ვიცით იმ არჩევანის შესახებ, რაც საქართველოს ხალხმა და საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა. ეს არის თავისუფალი არჩევანი სამყაროს დემოკრატიული პრინციპების, ფუნდამენტური ღირებულებების, ფინდამენტური პრინციების, დემოკრატიული პრინციპების. ჩვენ მართლაც გვინდა, ძალიან მჭიდროდ ვიმუშაოთ მათთან, რათა მხარი დავუჭიროთ მათ ძალისხმევას, რომ სწორი მიმართულებით იმოძრაოს ქვეყანამ“. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ემანუელ მაკრონი: საქართველოში მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა უფრო მეტი ევროპის მოწოდებით, ეს იქნება საფუძველი რეფორმებისთვის, რომლებიც უნდა განხორციელდეს
„ეს არის ისტორიული დღე საქართველოსთვის. ევროკავშირის საბჭომ საქართველოს წევრობის პერსპექტივა აღიარა“, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ეს არის ისტორიული დღე საქართველოსთვის. ევროკავშირის საბჭომ საქართველოს წევრობის პერსპექტივა აღიარა. კომისიამ მკაფიოდ განაცხადა, რა არის საჭირო კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმაც ისაუბრა. ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტის მკაფიო გზავნილები, ამასთან, ქართველი ხალხი ქუჩაში გამოვიდა უფრო მეტი ევროპის მოწოდებით. ეს იქნება კარგი საფუძველი რეფორმებისთვის, რომლებიც უნდა განხორციელდეს“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უფრო ადრე, ევროპარლამენტმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ (14-მა თავი შეიკავა) ხუთშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელებს, დაუყოვნებლივ მიანიჭონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო საქართველოს, კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა ევროკომისიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს შეასრულებს. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ევროკომისიის რეკომენდაციას კი, წინ უძღოდა: 9 ივნისს, ევროპარლამენტის მიერ, საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის შესახებ რეზოლუცია: ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში და ამის საფუძველზე, ცალსახად წარმოაჩინონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქართველი ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებების რეალიზების შესახებ, რასაც მოწმობს ქვეყნის მიერ 2022 წლის 3 მარტის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე; ევროპარლამენტმა რეზოლუციაში გამოხატა რწმენა, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს შესრულებას და მაშასადამე მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ასოცირებული ტრიოს ფორმატი აერთიანებთ, რომლის შესახებაც მემორანდუმი ქვეყნებმა 17 მაისს, კიევში გააფორმეს. მემორანდუმის ხელმოწერით, სამი ქვეყნის საგარეო უწყებები შეთანხმდნენ ერთობლივი საკოორდინაციო და თანამშრომლობის ფორმატის – „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე, რომლის მიზანი იყო სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავება. მემორანდუმში სამივე ქვეყანამ აღიარა, რომ მათი საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, რის საფუძველსაც ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლი წარმოადგენს. ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით, ვიდრე საქართველოს სურს ჩვენ გვერდით დგომა ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.
შარლ მიშელი: ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება
ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა Twitter-ზე განაცხადა, რომ ეს ისტორიული მომენტია. „დღეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი ევროკავშირისკენ მიმავალ თქვენს გზაზე. ვულოცავ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს, ისევე როგორც უკრაინელ და მოლდოველ ხალხს. ჩვენი მომავალი ერთადაა”, - განაცხადა შარლ მიშელმა. ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს საქართველოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება უფრო ადრე, ევროპარლამენტმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ (14-მა თავი შეიკავა) ხუთშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელებს, დაუყოვნებლივ მიანიჭონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო საქართველოს, კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა ევროკომისიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს შეასრულებს. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ევროკომისიის რეკომენდაციას კი, წინ უძღოდა: 9 ივნისს, ევროპარლამენტის მიერ, საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის შესახებ რეზოლუცია: ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში და ამის საფუძველზე, ცალსახად წარმოაჩინონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქართველი ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებების რეალიზების შესახებ, რასაც მოწმობს ქვეყნის მიერ 2022 წლის 3 მარტის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე; ევროპარლამენტმა რეზოლუციაში გამოხატა რწმენა, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს შესრულებას და მაშასადამე მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ასოცირებული ტრიოს ფორმატი აერთიანებთ, რომლის შესახებაც მემორანდუმი ქვეყნებმა 17 მაისს, კიევში გააფორმეს. მემორანდუმის ხელმოწერით, სამი ქვეყნის საგარეო უწყებები შეთანხმდნენ ერთობლივი საკოორდინაციო და თანამშრომლობის ფორმატის – „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე, რომლის მიზანი იყო სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავება. მემორანდუმში სამივე ქვეყანამ აღიარა, რომ მათი საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, რის საფუძველსაც ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლი წარმოადგენს. ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით, ვიდრე საქართველოს სურს ჩვენ გვერდით დგომა ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.
ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება
ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა. „ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი– საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“, - აღნიშნავს შარლ მიშელი. უფრო ადრე, ევროპარლამენტმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ (14-მა თავი შეიკავა) ხუთშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელებს, დაუყოვნებლივ მიანიჭონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო საქართველოს, კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა ევროკომისიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს შეასრულებს. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ევროკომისიის რეკომენდაციას კი, წინ უძღოდა: 9 ივნისს, ევროპარლამენტის მიერ, საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის შესახებ რეზოლუცია: ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში და ამის საფუძველზე, ცალსახად წარმოაჩინონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქართველი ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებების რეალიზების შესახებ, რასაც მოწმობს ქვეყნის მიერ 2022 წლის 3 მარტის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე; ევროპარლამენტმა რეზოლუციაში გამოხატა რწმენა, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს შესრულებას და მაშასადამე მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ასოცირებული ტრიოს ფორმატი აერთიანებთ, რომლის შესახებაც მემორანდუმი ქვეყნებმა 17 მაისს, კიევში გააფორმეს. მემორანდუმის ხელმოწერით, სამი ქვეყნის საგარეო უწყებები შეთანხმდნენ ერთობლივი საკოორდინაციო და თანამშრომლობის ფორმატის – „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე, რომლის მიზანი იყო სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავება. მემორანდუმში სამივე ქვეყანამ აღიარა, რომ მათი საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, რის საფუძველსაც ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლი წარმოადგენს. ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით, ვიდრე საქართველოს სურს ჩვენ გვერდით დგომა ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.
საქართველო აქტიურად იმუშავებს რეკომენდაციების შესრულების მიზნით, რათა შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში დაიბრუნოს კუთვნილი ადგილი საერთო ევროპულ ოჯახში - ილია დარჩიაშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით. ილია დარჩიაშვილის შეფასებით, დღეს ევროპულმა საბჭომ მიიღო მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის მინიჭების შესახებ. „ევროპული საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა დაადასტურეს რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და საქართველო აუცილებლად გახდება ორგანიზაციის წევრი. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო, რიგი რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, ავტომატურად მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ხოლო უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ რიგი რეკომენდაციების შესრულების პირობით. საქართველოსთვის გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭებით, ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა და აღიარა ის პროგრესი, რომელიც ბოლო წლების მანძილზე არსებობს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. მართლაც, ეს შედეგი საქართველოსთვის მიუღწეველი იქნებოდა, რომ არა ქვეყნის მიერ ბოლო წლების განმავლობაში გატარებული რეფორმები და ძალისხმევა. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც საფრთხეს უქმნის დასავლურ ფასეულობათა სისტემას და ევროპის უსაფრთხოებას, რომლის განუყოფელი ნაწილიც საქართველოა. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას და წევრი ქვეყნების ლიდერების მხარდაჭერას ამ პროცესში. მიგვაჩნია, რომ საქართველოსთვის ეს არის ისტორიული მომენტი და ამიერიდან ევროპის კარი ცალსახად ღიაა ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველო, როგორც საერთო ფასეულობების ერთგული, ევროკავშირთან ერთად გააგრძელებს რეფორმების ამბიციური დღის წესრიგის განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირში საბოლოო ინტეგრაციას. საქართველო აქტიურად იმუშავებს რეკომენდაციების შესრულების მიზნით, რათა შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში მოიპოვოს დამსახურებული კანდიდატის სტატუსი და დაიბრუნოს კუთვნილი ადგილი საერთო ევროპულ ოჯახში. ვულოცავთ ჩვენს მეგობარ უკრაინას და მოლდოვას ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას მათთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ“, - აღნიშნავს დარჩიაშვილი, რომლის კომენტარს საგარეო უწყება ავრცელებს. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: არ უნდა დაელოდოთ 6 თვეს, ბრიუსელში უნდა განვუმარტოთ, რომ საქართველოს ლიდერები შეიძლება, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ
„ჩვენ პოლიტიკურად უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ უნდა განვუმარტოთ ბრიუსელში ყველას, საქართველოს ლიდერები შეიძლება აღმოჩნდნენ რთულ სიტუაციაში“, ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზეგანაცხადა. პიტერ სიიარტო: გული გვწყდება, რომ სტატუსი ვერ მიიღეთ - გუშინ მიღებული გადაწყვეტილება გაუგებარია, აუხსნელი და ეწინააღმდეგება ევროკავშირის გაძლიერების ამოცანებს „თუ გვინდა ვიმოძრაოთ კრიტერიუმების თვალსაზრისით, ჩვენ ძალიან დიდ პრობლემებში აღმოვჩნდებით, რადგან არ ვიცით, ეს რას ნიშნავს. პოლიტიკური პოლარიზაციის შეწყვეტა - დემოკრატია საპარლამენტო პარტიების შეჯიბრს გულისხმობს. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან, პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა მხარეს არიან განლაგებულები. თქვენ ამის შეწყვეტა შეგიძლიათ, მაგრამ ეს ნიშნავს ერთპარტიულ სისტემას, როგორც კომუნისტური რეჟიმის დროს. ამიტომ, ეს სრულიად გაუგებარია, აუხსნელია. ეს გახლავთ არა კონკრეტული კრიტერიუმი, რომელიც სუბიექტურ თვალსაზრისს ემყარება. თუ ბრიუსელში ვინმე იტყვის, რომ ეს კანონი უნდა შეასწოროთ ესა და ეს გააკეთოთ, ჩვენ მარტივ სიტუაციაში ვიქნებოდით - მთავრობა შესთავაზებდა, პარლამენტი ხმას მისცემდა. ჩვენ პოლიტიკურად უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ უნდა განვუმარტოთ ბრიუსელში ყველას, საქართველოს ლიდერები შეიძლება აღმოჩნდნენ რთულ სიტუაციაში. მე შემიძლია, შემოგთავაზოთ პოლიტიკური მხარდაჭერა, ჩვენ ამას ვაკეთებდით და გავაგრძელებთ მომავალშიც. მე ასევე ვთქვი, რომ თქვენ იმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. თქვენ არ უნდა დაელოდოთ 6 თვეს. ვეცდებით, რომ ეს შეცდომა გამოსწორდეს. ეს კრიტერიუმები არის ჰაერიდან მოტანილი“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. 17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით
უკრაინამ და მოლდოვამ ავანსად მიიღეს საჩუქარი. ერთადერთი განსხვავება ჩვენ შემთხვევაში არის ის, რომ საჩუქარი ავანსად არ მიგვიღია - პრემიერი
„საქართველომ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ, ქვეყანამ მიიღო ევროპული პერსპექტივა“. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ მიერ განსახორციელებელი ყველა ქმედეითი ნაბიჯი გადაიდგა, ბოლო 10 წლის განმავლობაში. ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, აპლიკაციის შევსება და შეტანა. „ქართულმა ოცნებამ“ ყველა პირობა შეასრულა ჩვენი ხალხის წინაშე. ჩვენი ხალხის 85% ითხოვს ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას და სწორედ ამ სულისკვეთებით ვემსახურებით ჩვენს ხალხს და ქვეყანას. ამიტომ მოვუტანეთ ჩვენს ხალხს ყველა ის ხელშესახები მიღწევა, რომელიც ევროინტეგრაციას უკავშირდება. „ასევე მინდა, მივულოცო კიდევ ერთხელ უკრაინას და მოლდოვას. მათ მიიღეს ევროპული პერსპექტივაც და მიიღეს სტატუსი, როგორც წამახალისებელი საჩუქარი. მე ვულოცავ მათ ამ აღიარებას. მინდა, ვუსურვო უკრაინას და მოლდოვას წარმატება, მათ ხალხს ვუსურვო კეთილდღეობა, მშვიდობა. უკრაინა, მოგეხსენებათ, რომ არის უმძიმეს ომში და მოლდოვაც ასევე მძიმე მდგომარეობაშია. ასე რომ, ჩვენ არ გვშურს მათი წახალისების, პირიქით, მინდა, რომ კიდევ ერთხელ მივულოცო და ვუსურვო წარმატება“. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ჩვენ ამის თაობაზე ღიად ვსაუბრობდით. არავითარი გარანტია არ მიგვიცია არავისთვის. ევროპის მაგივრად როგორ შეგვეძლო, ვინმესთვის გარანტია მიგვეცა, ეს არასწორია. მე მინდა, განვმარტო მკაფიოდ: კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას... - ორს მიეცა და ჩვენ მოგვეცემა მას შემდეგ, რაც პირობები იქნება შესრულებული. უკრაინას და მოლდოვას განესაზღვრათ მთელი რიგი პირობებისა, ნაცვლად ჩვენი შემთხვევისა, მათ ავანსად მიიღეს საჩუქარი და წახალისება და შემდეგ განესაზღვრათ, რომ მათ უნდა შეასრულონ პირობა. ერთადერთი განსხვავება ჩვენ შემთხვევაში არის ის, რომ საჩუქარი ჩვენ ავანსად არ მიგვიღია. ევროპელი ლიდერებისგან ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე მოვისმინეთ, რომ კანდიდატის სტატუსს აძლევენ იმის გამო, რომ უკრაინა არის ომში. მოლდოვა, რომელიც არის დსთ-ს წევრი და აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, ეკონომიკური გამოწვევები, უსაფრთხოების გამოწვევები, უამრავი რეფორმა აქვთ ჩასატარებელი, მათ შორის საჯარო სამსახურის რეფორმა, რომელიც ჩვენ ალბათ გასულ საუკუნეში დავასრულეთ (უტრირებულად რომ ვთქვათ), მაგრამ მე ჩემს პოზიციას არ ვცვლი, თუ ვინმე იმსახურებდა ამ სამ ქვეყანას შორის, დიახ, დღესაც ვთვლით, რომ ამ სამ ქვეყანას შორის, ბევრად წინ ვართ ჩვენი მიღწევებით, მაგრამ სტატუსზე გაკეთდა ძალიან მკაფიო განცხადება. ბატონმა მიშელმა ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა და მაკრონმა, თქვეს, რომ საქართველოს მიენიჭება სტატუსი, როგორც კი შეასრულებს მათ მიერ მოცემულ პირობებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის პასუხისმგებლობაა პირობების შესრულება, თუმცა მოცემული 12 პირობიდან, ყველაზე მთავარი - პოლარიზების დასრულება ერთობლივად განსახორციელებელია. „მთავრობა ამას ვერ გავაკეთებთ ოპოზიციის გარეშე. და, პირიქით, ოპოზიცია ამას ვერ გააკეთებს მთავრობის გარეშე. ჩვენ ჩვენი მხრიდან ვიღებთ ვალდებულებას საჯაროდ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პოლარიზება დავასრულოთ. ეს ჩვენი კეთილი ნებაა, გაცხადებული საჯაროდ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. „ახლა მეტი მოტივაცია აქვს, მმართველ ძალასაც და ოპოზიციასაც, რომ ეს პირობა შესრულდეს. უკრაინა არის დიდ ომში, მოლდოვა არის მძიმე მდგომარეობაში. მათ ორივეს განუსაზღვრეს პირობები, დათქმები გაუკეთეს, ისევე, როგორც ჩვენ, მაგრამ ავანსად, რომ წაეხალისებინათ, ამის თაობაზე გამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტი საჯაროდ და გააკეთა განმარტება, რომ უკრაინა არის ომში და ვალში ვართო. მოლდოვა არს ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მეტი რისკები და გამოწვევები აქვს. მათაც განუსაზღვრეს პირობები და დათქმები, მათაც მისცეს საჩუქარი. ჩვენ შემთხვევაში ჯერ გვითხრეს, რომ საჩუქარს ვერ მიიღებთ, მანამ, სანამ ამ პირობებს არ შეასრულებთ. მე თუ მკითხავთ, ვითვალისწინებ რა უკრაინის მძიმე მდგომარეობას, გამანადგურებელ ომს, მოლდოვის მდგომარეობას და ამ ორივე ქვეყანას ჩვენ მიღწევებით და შესრულებებით ყველაფერში ვუსწრებთ, ამის მიუხედავად, შეიძლება, უკეთესიც იყოს ჩვენთვის, რომ ჯერ არ მივიღეთ საჩუქარი ავანსად და შემდეგ პირობების შესრულება არ მოგვთხოვეს. რატომ, პოლარიზების დასრულება, რომელიც თქვენ არ მოგწონთ, იმიტომ, რომ იცით, რომ მარტო ჩვენი გასაკეთებელი არ არის, არამედ ოპოზიციის გასაკეთებელია. ვაღიაროთ, რომ საჩუქრის შემდეგ პოლარიზების დასრულების მოტივაცია აღარ იქნებოდა. ახლა მეტი მოტივაცია გვაქვს, მმართველ ძალასაც და ოპოზიციასაც, რომ ეს პირობა შევასრულოთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ ომამდე დაამტკიცა, რომ სწორი ტრაექტორიით მიდის მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი დსთ-ზე: გვჭირდება ყოვლისმომცველი ანალიზი ამ ორგანიზაციის საქმიანობაში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის შესახებ
დევიდ მაკალისტერი: მოვუწოდებ უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, განაგრძონ რეფორმების განხორციელება
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს რეფორმების განხორციელებისკენ მოუწოდა. შესაბამისი განცხადება მაკალისტერმა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაავრცელა. „უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირი გამოხატავს თავის ურყევ ერთგულებას ამ ქვეყნებისა და მათ მიერ თავისუფლად არჩეული ევროპული გზის მიმართ. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირისთვის ისტორიულია. ეს არის ლიდერობის, პასუხისმგებლობის, მტკიცე და პრინციპული პოლიტიკური ხედვის დემონსტრირება. ასევე, იმედის ნიშანია უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის. მივესალმები ევროკავშირის საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას უპრეცედენტო გეოპოლიტიკური გამოწვევების დროს. საქართველოს იგივე სტატუსის მიენიჭება მას შემდეგ, რაც მისი მთავრობა დასახელებულ პრიორიტეტებს შეასრულებს. ვინაიდან ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება, შესაბამისი პროცედურების, დადგენილი კრიტერიუმების შესრულებასა და დამსახურებაზე იქნება დაფუძნებული, მოვუწოდებ უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს ხელისუფლებებს, განაგრძონ შესაბამისი რეფორმების განხორციელება, განსაკუთრებით დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, საბაზრო ეკონომიკისა და ევროკავშირის კანონმდებლობის იმპლემენტაციის სფეროებში.ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ყურადღებით დააკვირდება გაფართოების მოლაპარაკებებს და მხარს დაუჭერს სამივე ქვეყანას ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნულია დევიდ მაკალისტერის განცხადებაში. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად დააკვირდება, რამდენად ეფექტიანად შეასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას
13 ივლისს, ევროპარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის პროექტი განიხილეს, რომელიც ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა წარადგინა. დისკუსიას მოჰყვა ევროკომისიის წარმომადგენლის გამოსვლა, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკომისია ანგარიშს პრიორიტეტებზე 2023 წლის გაფართოების პაკეტში წარადგენს. გადაწყვეტილება თავად ევროკომისიის წარმომადგენელმა იმით ახსნა, რომ „საკმარისი დრო მიეცემა საქართველოს პოლიტიკურ სისტემას, საფუძვლიანად იმუშაოს დასახელებულ პრიორიტეტებზე. ასევე, მეტი დრო ექნება ქართულ პოლიტიკურ ელიტას, მოახდინოს ქვეყნის დეპოლარიზაცია, დასხდეს საერთო მაგიდასთან, რათა საფუძვლიანად იმუშაოს რეფორმებზე“. რა ფაქტორებმა განაპირობა ევროპული საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილება, რა გავლენას მოახდენს ის პრიორიტეტების ეფექტიანად შესრულებასა და ქვეყნის ევროპული მისწრაფების განხორციელების პროცესზე, ამ საკითხების გარკვევას Europetime სფეროს ექსპერტებთან შეეცადა. „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ივანე ჩხიკვაძე მიიჩნევს, რომ „ევროკავშირმა შეხედა რა მიმდინარე პროცესებსა და მოვლენებს, საჭიროდ მიიჩნია, ეს ვადა გადაეწია ოქტომბრისთვის“. „ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს უფრო მეტი დრო მიეცეს შედეგების მისაღწევად. საქართველოს შეფასება მოხდება ევროკავშირის გაფართოების პაკეტის მონაწილე სხვა ქვეყნებთან ერთად, რაც გულისხმობს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, ასევე, თურქეთს, უკრაინას და მოლდოვას. იმედი მაქვს, რომ ტემპი არ შენელდება და არ ჩავთვლით, რომ დრო ჯერ კიდევ ბევრია. მთავარია, ისე არ მოხდეს, რომ ბოლო წუთს, ცაიტნოტში მივიღოთ გადაწყვეტილებები“, - აღნიშნავს ვანო ჩხიკვაძე. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსის, შოთა კაკაბაძის აზრით, „ევროკავშირის გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით გამოიწვია იმან, რომ ქართული პოლიტიკური ელიტა არ არის მზად, სერიოზულად იმუშაოს რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით. Europetim-თან საუბარში შოთა კაკაბაძე აღნიშნავს, რომ ბუნებრივია, გარკვეული საკითხები 6 თვეში ვერ გადაიჭრება, თუმცა ახლა არ იგრძნობა საქართველოში, რომ მათზე სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. „გვესმის გარკვეულწილად, შანტაჟის ენა, რომლითაც „ქართული ოცნება“ ესაუბრება ევროკავშირს. ვგულისხმობ განცხადებას, რომ „ჯერ კანდიდატის სტატუსი მოგვეცით და მერე შეიძლება, რომ ბარიერის დაწევაზე ვისაუბროთ“. ასევე, ვხედავთ თავდასხმებს დასავლელ პარტნიორებზე, ამერიკის ელჩზე. შესაბამისად, ევროკავშირმა ვერ დაინახა იმის მზაობა, რომ ქართული პოლიტიკური კლასი, ეს ეხება არამხოლოდ ხელისუფლებას, არამედ, ოპოზიციას, სერიოზულად მიუდგება ამ საკითხებს. საჭიროა შესაბამისი პოლიტიკური ნება, შესაბამისი კომპეტენცია, სურვილი, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს. ევროკავშირი უფრო სიღრმისეულად დააკვირდება ხელისუფლების მზაობას, (რომელიც ცოტა ბუნდოვანია) და იმას, თუ რამდენად მზად არის „ქართული ოცნება“, სერიოზულად მოეკიდოს ამ რეკომენდაციებს“, - აღნიშნავს შოთა კაკაბაძე. რამდენად შეიძლება, რომ ევროკავშირის ეს მიდგომა ჩაითვალოს დადებით მოვლენად, თუ პირიქით? ვანო ჩხიკვაძის აზრით, მთავარია, პოლიტიკური ნება გამოიჩინოს ხელისუფლებამ. „გააჩნია, საიდან შევხედავთ. თუ ჩვენ გვინდა, რომ კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება მალე მივიღოთ, ბუნებრივია, ეს დადებითად ვერ აღიქმება, მაგრამ თუ ჩავთვლით იმას, რომ გვინდა, სიღრმისეული რეფორმები გავატაროთ, უფრო მეტი დროის მიცემა უკეთესია ამ შემთხვევაში, ვიდრე სამი თვე. მაგრამ რეალურად, ამ შემთხვევაში უფრო საუბარი, რამდენად ექნება პოლიტიკური ნება ხელისუფლებას, რომ ეს ყველაფერი შეასრულოს იმიტომ, რომ 12 პუნქტიდან დიდი ნაწილი სწორედ პოლიტიკურ ნებას უკავშირდება. თუ ასეთი ნება არ იქნება, რაც არ უნდა დრო გავიდეს, რამდენი დროც არ უნდა მოგვცეს ევროკავშირმა, რთული იქნება ამ ყველაფრის შესრულება. მთავარია, პოლიტიკური ნება გამოიჩინოს ხელისუფლებამ“. ევროკავშირის გადმოსახედიდან, არსებობდა თუ არა პრიორიტეტების ამ ვადებში ვერშესრულების საფრთხე? „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი მიიჩნევს, რომ ეს საფრთხე ალბათ, დაინახეს. „იქედან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით, პროცესზე არის საუბარი და არა შედეგზე და უფრო მეტად შინაარსი აკლია ამ პროცესს, მე ვფიქრობ, ეს იყო ევროკავშირის გადაწყვეტილების ერთ-ერთი ფაქტორი. მეორე მხრივ, ისიც უნდა ითქვას, რომ ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად და სკურპულოზურად დააკვირდება, რამდენად ხარისხიანად შეასრულებს საქართველო იმ 12 პუნქტს და რამდენად ეფექტიანად განახორციელებს რეფორმებს. მხოლოდ მცირე ნაბიჯების გადადგმითა და უბრალოდ, იმიტირებით ევროკავშირი კმაყოფილი არ დარჩება“, - აღნიშნავს ვანო ჩხიკვაძე. ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს მოვალ კვირას ეწვევა. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა (ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი S&D) საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებული ანგარიშის პროექტი წარადგინა, რაც თავის მხრივ, რეზოლუციის პროექტს უნდა დაედოს საფუძვლად. ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას ევროპარლამენტი სავარაუდოდ, მიმდინარე წლის შემოდგომაზე მიიღებს. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია იყო, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.
ირაკლი ღარიბაშვილი: კანდიდატის სტატუსს ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე მიიღებს
ყველა ის პროგრესი, რომელიც მიღწეულია, ბოლო 10 წელიწადში, ეს არის ჩვენი გუნდის დამსახურება მხოლოდ. იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, შემდეგ თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლოა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანა ევროკავშირის წევრობაზე და მიღებული ევროპული პერსპექტივა. ეს ყველაფერი აროს „ქართული ოცნების“ დამსახურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო კანდიდატის სტატუსს ძალიან მალე მიიღებს და ამის თქმის საფუძველს იძლევა ის წარმატებული რეფორმები, რომელიც მთავრობამ გაატარა. „მინდა შევეხო წლის მთავარ მოვლენას, ეს არის ევროკავშირის გადაწყვეტილება, საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, რომელიც მანამდე იყო ძალიან რთული წარმოსადგენი. ამ ომმა დააჩქარა პროცესები. ჩვენ ეს კარგად გვესმის. ჩვენ ველოდებოდით, რომ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს, თუმცა, გვესმის, რომ ეს იყო მთლიანად პოლიტიკური გადაწყვეტილება მხოლოდ. ეს არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. რომ საქართველოს ამ ეტაპზე არ მიენიჭა სტატუსი. თუმცა, ჩვენ გვჯერა, რომ ამ სტატუსს ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე მიიღებს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის გარემოება და ის წარმატებული რეფორმები, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად გავატარეთ. 12 რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ჩვენი ქვეყნისთვის, ზედმიწევნით იქნა შესრულებული პარლამენტისა და მთავრობის მიერ და ყველას ჩართულობით, და ჩვენ ახლა ველოდებით ჩვენი ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილებას. აქვე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ყველა სიკეთე, და ყველა ის პროგრესი, რომელიც იქნა მიღწეული, ბოლო 10 წელიწადში, ეს არის ჩვენი გუნდის დამსახურება მხოლოდ. იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, შემდეგ თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლოა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანა ევროკავშირის წევრობაზე და მიღებული ევროპული პერსპექტივა. ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნების“ დამსახურება“, - განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
კელი დეგნანი: წარმატებას გისურვებთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ახლოს ხართ მასთან
ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით განაცხადა, რომ ევროკავშირის სტატუსის მოლოდინში მყოფი ქვეყანა, ისტორიულ გადაწყვეტილებას მიუახლოვდა. ირაკლი ღარიბაშვილი: კანდიდატის სტატუსს ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე მიიღებს დეგნანის შეფასებით, ევროპა საქართველოსგან, ერთიან პოზიციას ელოდება. „პირველ რიგში მშვიდობა, ყველასთვის, განსაკუთრებით უკრაინისთვის, მთლიანი რეგიონისთვის და საქართველოსთვის, რა თქმა უნდა. მინდა ვუსურვო წარმატება ქართველ ხალხს, მშვიდობა, ერთობა, მეგობრობა, ჯანმრთელობა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მინდა წარმატება გისურვოთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ახლოს ხართ მასთან, თუ ქართველები გადადებენ გვერდზე თავის განსხვავებულ პოზიციებს, გაერთიანდებიან და ერთად გააკეთებენ ამ ყველაფერს, ზუსტად ამის ნახვა უნდა ევროპას იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს მკაფიო არჩევანს ევროპისკენ. სწორედ ამას გისურვებთ. გილოცავთ ახალ წელს“,- განაცხადა კელი დეგნანმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
საგარეო პოლიტიკა, მიგრაცია, სასაზღვრო კონტროლი, სავიზო კანონმდებლობა - ევროკომისიის ანგარიში
დღეს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიური ანგარიშები, სადაც შეფასებულია უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკის და საქართველოს შესაძლებლობები, აიღონ ვალდებულებები ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. ანგარიშებში დეტალურად არის გაანალიზებული, რას მიაღწიეს ქვეყნებმა ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) შესაბამისობის კუთხით, რომელიც ევროკავშირის საერთო უფლებების და ვალდებულებების ერთობლიობას წარმოადგენს. ანგარიშები აერთიანებს 2022 წლის ივნისში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ სამი ქვეყნის განაცხადების თაობაზე ევროკომისიის მიერ მიღებულ მოსაზრებებს. მოსაზრებების შესაბამისად, რომლებიც ამ კონტექსტში შესასრულებელი პრიორიტეტების რიგს განსაზღვრავს, ევროპულმა საბჭომ სამ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა, და უკრაინასა და მოლდოვას - კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ანგარიშებში კომისიამ ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) მიახლოების დონე სამი განმცხადებელი ქვეყნის მიერ შევსებული კითხვარების საფუძველზე შეაფასა. ანგარიშებში ასევე გათვალისწინებულია ასოცირების შესახებ შეთანხმებებზე, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებზე (AA/DCFTA) მრავალი წლის განმავლობაში ჩატარებული ინტენსიური დიალოგის ფარგლებში მიღებული აქტუალური ინფორმაცია, ამ შეთანხმებების განხორციელების შესაფასებლად. სამივე განმცხადებელი ერთი და იგივე კრიტერიუმებით, საკუთარი დამსახურების საფუძველზე შეფასდა. შემდეგი ნაბიჯები დღევანდელი ანალიტიკური ანგარიშები გვაძლევს წარმოდგენას სამი ქვეყნის შესაძლებლობებთან მიმართებით, შეასრულონ ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. ანგარიშები გვთავაზობენ ღირებულ მითითებებს შესასრულებელი სამუშაოს შესახებ კანონთა კრებულის (acquis) სხვადასხვა თავთან დაკავშირებით. ევროკომისია გააგრძელებს უკრაინისთვის, მოლდოვასა და საქართველოსთვის რეკომენდაციების გაწევას და მხარდაჭერას ამ კუთხით, რათა დაეხმაროს სამ ქვეყანას ევროკავშირის სტანდარტებთან და ნორმებთან შემდგომ დაახლოებაში, რომელიც ევროკავშირის მთელ კანონთა კრებულს (EU acquis) მოიცავს. კომისია წარადგენს ანგარიშს სამი ქვეყნის წინსვლის შესახებ მოსაზრებებში განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად განხორციელებული რეფორმების კუთხით, როგორც შემდეგი „გაფართოების პაკეტის“ ნაწილს, რომელიც შემოდგომაზე იგეგმება. ეს ანგარიშები გაითვალისწინებს 2022 წლის ივნისიდან მოყოლებული სხვადასხვა სექტორთან დაკავშირებული პოლიტიკის კუთხით განვითარებულ მოვლენებს და წარადგენს შესაბამის რეკომენდაციებს შემდგომ პერიოდში განსახორციელებელ რეფორმებთან დაკავშირებით. მოლდოვის რესპუბლიკის ასოცირების განხორციელების შესახებ ბოლო ანგარიში 7 თებერვალს, ევროკავშირი-მოლდოვას ასოცირების საბჭოს დაწყებამდე გამოქვეყნდება. მსგავსი ანგარიშები უკრაინასა და საქართველოსთან დაკავშირებით შესაბამისი ასოცირების საბჭოების წინ გასული წლის სექტემბერში გამოქვეყნდა. Europetime 57-გვერდიანი დოკუმენტიდან, საქართველოსთან დაკავშირებით, რამდენიმე მნიშვნელოვან მიგნებას გთავაზობთ. ლეგალური და არალეგალური მიგრაცია ინსტიტუციური მოწყობა და სამართლებრივი მოწესრიგება უცხოელების შესახებ კანონმდებლობა ძირითადად შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას. მიგრანტების უფლებების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით დაუცველი მიგრანტებისთვის, საკანონმდებლო ბაზა შესაბამისობაში უნდა იყოს. საქართველო ევროპის მიგრაციის ქსელს დამკვირვებლის სტატუსით 2021 წელს შეუერთდა. საქართველოს ევროკავშირთან რეადმისიის ხელშეკრულებები (მოქმედი 2011 წლიდან) აქვს. ცალკე ხელშეკრულებები აქვს დანიასთან, შვეიცარიასთან, ნორვეგიასთან, ისლანდიასთან, მონტენეგროსთან, მოლდოვასთან, ბელორუსთან და უკრაინასთან. 2021-2030 წლების მიგრაციის სტრატეგია 2020 წელს არის მიღებული და მოიცავს მიგრაციის მართვის გაუმჯობესებას, ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობას, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციას, თავშესაფრის გაუმჯობესებულ სისტემას და უცხოელთა ინტეგრაციას. 2021 წელს საზღვარი არალეგალურად 285-მა ადამიანმა გადაკვეთა. ამ კუთხით კონტრაბანდის სფეროში საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობს. ევროკავშირთან რეადმისიის შეთანხმების იმპლემენტაცია დადებითად ფასდება, როგორც ეს 2022 წლის ნოემბერში რეადმისიის გაერთიანებული კომიტეტის ბოლო სხდომაზე გამოჩნდა. საქართველოს მოქალაქეებზე გაცემული დაბრუნების ბრძანებები 2020 წელს 12 120-დან, 2021 წელს 10 660-მდე შემცირდა. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 2021 წელს მცირედით შემცირებულია. თავშესაფრის შესახებ კანონმდებლობა ძირითადად ევროკავშირის კანონმდებლობას შეესაბამება, საჭიროა შემდგომი თანხვედრა, კერძოდ, უფლებების ხელმისაწვდომობისა და იურიდიული დახმარების საკითხებში. საქართველომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადების აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანი ძალიახმევა გაიღო. 2021 წლის იანვარში საქართველომ გამგზავრების წინასწარი შემოწმებები შეიტანა კანონში, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შესვლასა და გამოსვლას არეგულირებს. ახალი დებულებები ადგენს კრიტერიუმებს, რომლებიც ევროკავშირში მესამე ქვეყნის მოქალაქეების შესვლის პირობებს ასახავს, როგორც ეს გათვალისწინებულია შენგენის საზღვრების კოდექსით. 2021 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საერთაშორისო დაცვაზე განაცხადები 2020 წელთან შედარებით, 69%-ით გაიზარდა. სავარაუდოდ, COVID19-ის გამო მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების დასრულების გამო. სავიზო კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას, ძირითადად შეესაბამება, მაგრამ მესამე ქვეყნების სია, რომლებთანაც საქართველო ინარჩუნებს უვიზო რეჟიმს, სრულად არ შეესაბამება მესამე ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსაც აქვთ ვიზა ევროკავშირში ხანმოკლე ყოფნისთვის. ვიზებისა და სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოების მახასიათებლები ევროკავშირის სტანდარტებს ძირითადად შეესაბამება. საქართველოს არ აქვს ხელშეკრულებები მესამე ქვეყნებთან, რომ მისი სახელით ვიზები გასცეს. თუმცა, ვიზების გაცემასთან დაკავშირებული ინდივიდუალური საქმიანობა შეიძლება, მესამე ქვეყანას შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით დაევალოს. ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დანერგვა, რომელიც 2017 წლიდან მოქმედებს, გლობალურად დამაკმაყოფილებელია. მთლიანობაში, საქართველო ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას აგრძელებს და კომისიის წინა რეკომენდაციების შესასრულებლადაც მიიღო ზომები. ქვეყანამ საზღვრის კონტროლისა და არალეგალური მიგრაციის უარყოფითი შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ასამაღლებლად, მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაატარა. სასაზღვრო კონტროლის კანონმდებლობა ევროკავშირის/შენგენის კანონმდებლობას ნაწილობრივ შეესაბამება. საზღვრის ინტეგრირებული მართვის (IBM) 2022-2026 წლების სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა ჯერ კიდევ არ არის მიღებული. განხორციელებისა და აღსრულების შესაძლებლობები, საზღვრის ინტეგრირებული მართვის კუთხით შეიძლება, კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. სასაზღვრო შემოწმება მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს. სასაზღვრო შემოწმების ხარისხის გასაუმჯობესებლად, დამატებითი ტექნიკური და ადამიანური რესურსებია საჭირო. გაყალბების გამოვლენის ექსპერტიზა დამაკმაყოფილებელია. გამოვლენილია ყალბი დოკუმენტების მცირე რაოდენობა. არ არსებობს ავტომობილის სარეგისტრაციო ნომრის წაკითხვის სისტემა. მეზობელ ქვეყნებთან ადგილობრივი სასაზღვრო მოძრაობის შეთანხმებების იმპლემენტაცია დამაკმაყოფილებელია. სასაზღვრო შემოწმება არაეფექტიანია ცეცხლსასროლი იარაღის ტრეფიკინგის გამოსავლენად. სასაზღვრო მეთვალყურეობის სისტემები დამონტაჟებულია სახმელეთო საზღვრის სექტორებზე, რომლებიც განლაგებულია ყველაზე მაღალი რისკის ზონებში, მათ შორისაა ფიქსირებული და მობილური ვიდეოთვალთვალის სისტემები, თერმოგრაფიული მოწყობილობები, რადარები და ა.შ. საქართველოს მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში კანონპროექტის განსახორციელებლად გარკვეული დონეზე მზადაა. ქვეყანას ასევე აქვს რამდენიმე სტრატეგია, განსაკუთრებით ტერორიზმთან და მიგრაციასთან დაკავშირებით. კანონმდებლობა ზოგიერთ სფეროში, განსაკუთრებით უცხოელებთან და თავშესაფრის საკითხებთან დაკავშირებით, ძირითადად შეესაბამება კანონმდებლობას. თუმცა, ინსტიტუციური თანამშრომლობა და კოორდინაცია სუსტია. შედეგად, მისი განხორციელების საკითხი ზოგჯერ არადამაკმაყოფილებელია. საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა ევროკავშირის კანონმდებლობა საბჭოს გადაწყვეტილებებისგან, პოლიტიკური დეკლარაციებისგან, ერთობლივი ქმედებებისგან, საერთო პოზიციებისა და შეთანხმებებისგან შედგება. აპლიკანტ ქვეყნებს კი, მოეთხოვებათ, რომ ევროკავშირის განცხადებებს თანდათანობით შეუერთდნენ და გამოიყენონ შემაკავებელი ზომები, როცა და სადაც საჭირო იქნება. ასოცირების შეთანხმებაზე განმცხადებლის რანგში, საქართველოს ჰქონდა 43-61% შესაბამისობის მაჩვენებელი საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) დეკლარაციებთან და შემზღუდავ ზომებთან. დეკლარაციებთან გათანაბრების მაჩვენებელი ბოლო დროს შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სანქციების კანონმდებლობა, რომელიც ხელმძღვანელობს სხვა შემაკავებელი ზომების განხორციელებას, გარდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დაწესებული ზომებისა, საქართველოს ადმინისტრაციას, ევროკავშირის სანქციების განხორციელება ამ სანქციებთან შესაბამისობის შემთხვევაში შეუძლია. საქართველო არ არის მიერთებული რუსეთის, ბელორუსის, მიანმარის მიმართ სანქციებთან და არც ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმით მიღებულ გადაწყვეტილებებთან.ევროკავშირი და საქართველო ჩართულნი არიან პოლიტიკურ დიალოგში CFSP-ის (საგარეო, უსაფრთხოების პოლიტიკა) შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს ფარგლებში. გარდა ამისა, 2017 წლიდან იმართება ყოველწლიური მაღალი დონის პოლიტიკური და უსაფრთხოების დიალოგი, რათა ხელი შეუწყოს ეტაპობრივ კონვერგენციას. ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები ექვემდებარება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას, რომელიც კოორდინაციას უწევს სხვა ქართული ინსტიტუტების (მათ შორის თავდაცვის სამინისტროს) გარე საქმიანობას. ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო ასრულებს ყველა ვალდებულებას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციისა და ბიოლოგიური იარაღის კონვენციის წინაშე. საქართველომ იარაღით ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა და რატიფიცირება 2016 წელს მოახდინა. „საქართველო ამ მიმართულებით ზომიერად არის მომზადებული. საჭიროა დამატებითი ძალისხმევა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში კონვერგენციის გასაზრდელად, კერძოდ, ევროკავშირის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ასევე შემაკავებელი ზომების გამოყენებისას, როცა და სადაც ეს საჭიროა“, - აღნიშნულია ანგარიშში. ელექტრო ქსელი ანგარიშის თანახმად, საქართველო პირდაპირ არ არის დაკავშირებული ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ელექტრო ქსელი სინქრონიზებულია აზერბაიჯანისა და რუსეთის ელექტრო ქსელებთან. სეზონიდან გამომდინარე, ელექტროენერგიის ექსპორტი ან იმპორტი ხდება მისი მეზობლებიდან, მათ შორის თურქეთიდან. ქვეყანა ატარებს მნიშვნელოვან გაზსა და ნავთობსადენებს სამხრეთ დერეფნისთვის. ის დამოკიდებულია გაზის იმპორტზე აზერბაიჯანიდან (ძირითადად) და რუსეთიდან (ზღვრულად). საქართველოს არ აქვს საკმარისი გაზის ინფრასტრუქტურა (სასაზღვრო ურთიერთკავშირები ტექნიკურ ლიმიტს უახლოვდება, არ არის გაზის საცავი). განახლებადი ენერგიის სფერო - საქართველომ განახლებადი ენერგიის შესახებ კანონში ცვლილებები უნდა მიიღოს, რათა განახლებადი ენერგიის დირექტივა შესრულდეს. ამავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ის ჩამოთვლილია ძირითად სტრატეგიულ დოკუმენტებში. „EaP-ის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ხელს უწყობს სატრანსპორტო ქსელების განვითარებას, შავი ზღვის საბორნე/მიმწოდებლის სერვისების განვითარებით და ინვესტიციებით პორტის ენერგოეფექტიანობაში. კიდევ ერთი მსხვილი სარკინიგზო პროექტია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის პროექტი, რომელიც 2007 წელს დაიწყო და 85%-ით არის დასრულებული. ის უზრუნველყოფს წელიწადში 5 მილიონი ტონა ტვირთის და 1 მილიონი მგზავრის გამტარუნარიანობას, ყოველწლიურად 15 მილიონი ტონა ტვირთის პერსპექტივით და გახდება ევროპა-კავკასია-აზიის სარკინიგზო დერეფნის ნაწილი და ევროპა-ჩინეთის სატვირთო გადაზიდვის მთავარი მარშრუტი“, - ვკითხულობთ ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, საქართველომ უნდა შეესაბამებოდეს ტრანსევროპული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სახელმძღვანელო პრინციპების დებულებას (TEN-E რეგულაცია). TEN-E-ს რეგულაციის მიღება პოტენციურად დააჩქარებს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის უშუალოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას.
ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს, გაუგზავნოს პოზიტიური სიგნალები ბრიუსელს
24 აპრილს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში შეიკრიბნენ. შეხვედრაზე მიწვეული იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი. ევროკავშირის ოფიციალური პირები Europetime-თან ამბობენ, რომ 12 პრიორიტეტის შესრულების კვალდაკვალ განიხილებოდა ის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის სპიკერი პიტერ სტანო Europetime-თან ამბობს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას ხაზი გაესვა ქვეყანაში დემოკრატიის პრინციპების გაძლიერების აუცილებლობასაც. ამ კონტექსტში კი ქვეყანას რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდეს. სტანოს განმარტებით, პრიორიტეტების შესრულების პროცესში საქართველომ პოზიტიური სიგნალები უნდა გაუგზავნოს ბრიუსელსა და წევრ ქვეყნებს, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობის შესაფასებლად მნიშვნელოვანი იქნება. „ჩვენ ვადასტურებთ, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, თუმცა საჭიროა მეტი რეფორმა, რადგან წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება და ჩვენ მოვუწოდეთ მინისტრ დარჩიაშვილს, რომ გაგზავნოს პოზიტიური სიგნალი წევრი ქვეყნების მიმართ პრიორიტეტული საკითხების შესრულების კუთხით“, - განაცხადა თავის მხრივ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, როდესაც მინისტრ დარჩიაშვილს შეხვდა. ილია დარჩიაშვილის განცხადებით კი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს კითხვები ჰქონდათ 12 პუნქტთან დაკავშირებით, „რომელთაც მაქსიმალურად ამომწურავად გაეცა პასუხი“. „მათ ჰქონდათ კითხვები, რომელზეც შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად ამომწურავად გაგვეცა პასუხი. ჩვენ მთავარი გზავნილი მივიღეთ პარტნიორებისგან, რომ თითქმის ყველა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ევროპულ მომავალს, ჩვენს საერთო თანაცხოვრებას ევროპულ ოჯახში და ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დავუახლოოთ ევროკავშირს“, - განაცხადა მინისტრმა. IRI-ის კვლევების თანახმად, ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერა საგრძნობლად გაზრდილია. კერძოდ, კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცედ უჭერს მხარს. ქართველების 89% „სრულად“ (75%) ან „ნაწილობრივ“ (14%) უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც კვლევის ისტორიაში უმღლესი მაჩვენებელია. Europetime-თან ინტერვიუში, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი განმარტავს, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეალური პროგრესი ჩანს მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს საქართველოს მიმართ ბევრი შენიშვნა აქვს და მთავრობაშიც ბევრი ევროსკეპტიკური განცხადება კეთდება. „რეალური პროგრესი ჩანს ამ გზაზე, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს საქართველოს მიმართ ბევრი შენიშვნა აქვს და მთავრობაშიც ბევრი ევროსკეპტიკური განცხადება კეთდება“. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის გარშემო აქციებმა გაზარდა ხალხის ინტერესი და ადამიანები უფრო დაკვირვებულნი და ფრთხილნი გახდნენ - გააცნობიერეს საფრთხეები და საბოლოო ჯამში, ბევრმა სწორედ მაშინ გააკეთა არჩევანი. ბევრი არ იყო მაინცდამაინც პროევროპული და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. ისეთები, რომლებიც ბალანსირებენ და უყურებენ, რას იტყვის ხელისუფლება და მთავრობა. მათ შორისაც გაჩნდა განწყობები, რომ ევროპა საჭიროა და ჩვენ აქეთეკენ უნდა ვიაროთ“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი. ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი გამოწვევას ხედავს 12 პრიორიტეტის შესრულების ეტაპზე, თუმცა ელჩს მიაჩნია, რომ ეს დაძლევადია. „მე, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩი, ჩემს გუნდთან ერთად, რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ, ვურჩიოთ, ჩამოვიყვანოთ ექსპერტები იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს მიღწიოს კანდიდატის სტატუსს წლის ბოლოს, მაგრამ ეს დამოკიდებულია პროგრესზე, რომელიც მიღწეული იქნება ყველა პოლიტიკური ძალის მიერ და 27-ვე წევრი სახელმწიფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრემიერ-მინისტრებისა და პრეზიდენტების დონეზე, რომლებიც მიმდინარე წლის დეკემბერში გამართავენ შეხვედრას და გადაწყვეტენ ერთხმად. რას ნიშნავს ერთხმად გადაწყვეტა - ეს ნიშნავს, რომ ყველა უნდა დაეთანხმოს. ასე რომ, ეს არის გამოწვევა, მაგრამ შესრულებადი და ჯერ კიდევ არის დრო იმის დასამტკიცებლად, რომ მიღწეულია საკმარისი პროგრესი 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით“, - ამბობს ელჩი ჰერჩინსკი. ოპტიმიზმს ინარჩუნებს სტრატეგიული პარტნიორი. „აშშ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების ძლიერი მხარდამჭერია და გარწმუნებთ, რომ დეკემბერში დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ჩვენ 100%-ით ვიზეიმებთ ქართველ ხალხთნ ერთად“, - ამბობს ამერიკის ელჩი კელი დეგნანი. კელი დეგნანის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, ევროკავშირის ქვეყნებმა დაინახონ საქართველოს ერთგულება დემოკრატიის მიმართ. შეგახსენებთ, 2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს.
Reuters-ი: ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დასაწყებად, უკრაინამ 7-დან 2 პირობა შეასრულა
უკრაინამ ევროკავშირში მისაღებად მოლაპარაკების დასაწყებად საჭირო 7 პირობიდან 2 შეასრულა. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია ევროკომისიის შუალედურ ანგარიშში, რომელიც ამ კვირაში გამოქვეყნდება. სააგენტოს თანახად, უკრაინამ შეასრულა პირობები, რომლებიც ეხება სასამართლო რეფორმას და მედიასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას. როგორც Reuters-ის ერთ-ერთი წყარო ამბობს, შუალედური ანგარიში ზომიერად პოზიტიურია. სააგენტოს მესამე რესპონდენტის თქმით, უკრაინის სასამართლო სისტემაში გარკვეული პროგრესია, თუმცა, ჯერ კიდევ გასატარებელია გადამწყვეტი რეფორმები. Reuters-ი წერს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოთხი თვის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას სიმბოლური ჟესტი გაუკეთა და წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ევროკომისიის გადაწყვეტილებით, უშუალოდ წევრობაზე მოლაპარაკების დასაწყებად უკრაინამ უნდა შეასრულოს 7 პირობა. მათ შორისაა კორუფციასთან, ფულის გათეთრებასა და ოლიგარქებთან ბრძოლა, საკონსტიტუციო სასამართლოს და სამართალდამცავი ორგანოების რეფორმირება და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები დეკემბერში მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას წევრობის საკითხზე უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყების შესახებ. ამ კვირაში, ევროკომისია შეაფასებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს. ახალ ანგარიშს ჯერ 21 ივნისს ბრიუსელში გააცნობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, შემდეგ კი, მას სტოკჰოლმში, არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილავენ ევროპის საქმეთა მინისტრები. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
სანქციების იმპლემენტაციის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს 26-28 ივნისს ეწვევა
სანქციების იმპლემენტაციის დარგში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო'სალივანი საქართველოს 26-28 ივნისს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს ევროკომისიის სპიკერმა დაუდასტურა. ცნობილია, რომ დეივიდ ო’სალივანი ეწვევა რიგ მესამე ქვეყნებს, რათა განიხილოს ევროკავშირის მუშაობა სანქციების იმპლემენტაციასა და სანქციებისთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომებთან მიმართებით. დევიდ ო'სალივანი უკვე იმყოფებოდა ყირგიზეთში, სადაც განაცხადა: „ჩვენ პატივს ვცემთ იმ ქვეყნების აზრს, რომლებიც მხარს არ უჭერენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. მაგრამ ჩვენ არ გვსურს, რომ ისინი გახდნენ პლატფორმა სანქციების გვერდის ავლისთვის“. როგორც დევიდ ო’სალივანმა აღნიშნა, მას ესმის, რომ ყირგიზეთსა და რუსეთს აქვთ ძლიერი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები და მათ არავინ გაანადგურებს. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. საქართველო ახლა 12 რეკომენდაციის შესრულების ეტაპზეა, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
ბრიუსელში დაფუძნებული გამოცემა წერს, რას გულისხმობს ევროკომისიის ზეპირი მოხსენება საქართველოს შესახებ
უკრაინამ და მოლდოვამ რეფორმების კუთხით კარგ პროგრესს მიაღწიეს და მოსალოდნელია, რომ მათ მომდევნო თვეებში დაასრულებენ, საქართველოსგან კი, მეტი ძალისხმევაა საჭირო, - ბრიუსელში დაფუძნებული გამოცემა euractiv-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისიის ზეპირ მოხსებაშია აღნიშნული. euractiv-ის თანახმად, თბილისს სთხოვენ ფოკუსირება, მოახდინოს პოლიტიკურ დეპოლარიზაციაზე, სასამართლო რეფორმებზე, დეოლიგარქიზაციისა და მედიის თავისუფლების მიმართ უფრო სისტემურ და არა პიროვნულ მიდგომაზე. გამოცემის ცნობით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან 3 (გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული; ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებასთან დაკავშირებული; სახალხო დამცველის დანიშვნასთან დაკავშირებული), სრულად შეასრულა. ევროკომისია საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების შესახებ ზეპირ მოხსენებას წარადგენს „თუმცა, ევროკავშირის მსურველი ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკურმა კრიზისმა მოიცვა, რამაც დასავლეთში შეშფოთება გამოიწვია დემოკრატიის მიმართ აღებული ვალდებულებებისა და ევროატლანტიკური ორიენტაციის კუთხით საქართველოს უკუსვლის გამო. ეს ასახულია იმ პუნქტებში, რომლებიც ქვეყნის დეპოლარიზაციას მოითხოვენ მათ შირუს „უხეში რიტორიკის დასრულებით“ და ასევე, პარლამენტის ეფექტიანი ზედამხედველობის შექმნას, კონსტრუქციული მრავალპარტიული შეთანხმებით", - ვკითხულობთ euractiv-ის მასალაში. გამოცემის თანახმად, მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ პროგრესი ვერ აჩვენა მედიაპლურალიზმის კუთხით. GAC-ის ორდღიანი შეხვედრა 21-22 ივნისს შვედეთის ქალაქ უფსალაში ჩატარდება. წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით, ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვეტილება წლის ბოლოს უნდა მიიღოს. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ „ქართულმა ოცნებამ" გადადო მიღება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია ასახული. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას - ჰერჩინსკი 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.
ვარჰეი: წინა კვირას, ბრიუსელში შევხვდი საქართველოს პრემიერს და ეს იყო გზავნილი - თქვენ იცით, რა არის საჭირო, ასე რომ, შეასრულეთ ეს
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის შეფასებით, ევროკავშირის გაფართოება არამხოლოდ დღის წესრიგში დაბრუნდა, არამედ, თემების ტოპ-სამეულში შედის, განხილვების ლიდერია. აქედან გამომდინარე, დღეისთვის ვინმეს თუ სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი, ახლა არის ეს მომენტი. ვარჰეის თქმით, ევროპული პერსპექტივა მკაფიო და ძლიერი სიგნალია საქართველოსთვის, რომელიც ქვეყანამ უნდა გამოიყენოს. „ჩემი გრძნობა დღევანდელი საუბრიდან, ასევე წინა საუბრებიდან, მაგალითად, დეკემბერში, არის ის, რომ ახლა ევროკავშირის საბჭოს და წევრი სახელმწიფოების მხრიდან გულწრფელი ჩართულობაა. და გაფართოება არამხოლოდ დღის წესრიგში დაბრუნდა, არამედ თემების ტოპ-სამეულში შედის, განხილვების ლიდერია. ასე რომ, დღეისთვის თუ ვინმეს ევროკავშირში შესვლა სურს, ახლა არის მომენტი და დაიჭირეთ ის, გამოიყენეთ შესაძლებლობა. გამიმართლა, რომ წინა კვირას ბრიუსელში პრემიერ-მინისტრს [ღარიბაშვილს] შევხვდი და ეს იყო მესიჯი - თქვენ იცით, რა არის საჭირო, ასე რომ, შეასრულეთ ეს! გააკეთეთ, ვინაიდან ეს უნიკალური შესაძლებლობაა, ყველამ მაქსიმალურად უნდა ისარგებლოს ამით. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ ამ მიზნამდე მისვლაში, მაგრამ კრიტერიუმები ყველას მიერ უნდა იქნას დაკმაყოფილებული. ასე რომ, ჩემი რეკომენდაცია საქართველოს მთავრობისადმი არის ის, რომ ყველა მიმართულებით დააჩქარონ სამუშაო, რათა ოქტომბერში შესრულებული ანგარიში გვქონდეს საქართველოზე, უკრაინაზე, მოლდოვაზე. ჩვენ მზად ვართ, როდესაც საქმე გაკეთებული იქნება“, - განაცხადა ვარჰეიმ. „წინა კვირას, ბრიუსელში შევხვდი პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს და ეს იყო მესიჯი - თქვენ იცით, რა არის საჭირო, ასე რომ, შეასრულეთ ეს! - აღნიშნა ევროკომისარმა. ევროკომისიის ზეპირი მოხსენება: რა რეკომენდაციები არ შეუსრულებია საქართველოს
ევროკომისარმა განმარტა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ პრიორიტეტების სრულად შესასრულებლად
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის შეფასებით, საქართველომ დეოლიგარქიზაციის ნაწილში შეზღუდულ პროგრესს მიაღწია, მედია პლურალიზმის მიმართულებით კი, საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს. ევროკომისიის ზეპირი მოხსენება ოფიციალურად ცნობილია ევროკომისარმა ვარჰეიმ პრესკონფერენციაზე წარადგინა ზეპირი მოხსენება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ასრულებენ საქართველო უკრაინა და მოლდოვა მათთვის განსაზღვრულ რეკომენდაციებს. „დეოლიგარქიზაციის მიმართულებით საქართველომ მიაღწია შეზღუდულ პროგრესს. ამ მიმართულებით ვენეციის კომისიამ თავის უკანასკნელ რეკომენდაციაში, რომელიც ივნისში გამოქვეყნდა, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კანონპროექტი არ უნდა იყოს მიღებული არსებული ფორმით და აქედან გამომდინარე, მე მივესალმები გუშინ და გუშინწინ მმართველი პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ეს კანონპროექტი არ იქნება მიღებული. ახლა საქართველო უნდა კონცენტრირდეს კანონის მიღებაზე, რომელიც ჩამოაყალიბებს სისტემურ მიდგომას, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, მათ შორის, კონკურენციის პოლიტიკისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესების გაძლიერების მიმართულებით. რაც შეეხება მედია პლურალიზმისა და მედია მფლობელების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების სტანდარტებს, საქართველომ ვერ მიაღწია ვერანაირ პროგრეს. იმისთვის, რომ ეს პუნქტი შეასრულოს, საქართველომ მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილები უნდა შეიტანოს ევროპული საბჭოს მოსაზრების შესაბამისად და უნდა უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება, ამასთან უნდა გაზარდოს როგორც ჟურნალისტების, ასევე, მედია ორგანიზაციების მფლობელების დაცულობა და თავისუფლება“, - განაცხადა ვარჰეიმ. „ქართულმა ოცნებამ" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება გადადო დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მოგვიანებით განმარტა, რომ საქართველომ სასამართლო რეფორმა უნდა წარუდგინოს ვენეციის კომისიას მეორე დასკვნისთვის, რათა მიიღოს უფრო ფართო რეფორმა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით და საბოლოოდ დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი არამოსამართლე წევრები. ვარჰეის შეფასებით, საქართველოს მთავრობამ ასევე უნდა უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებელი ფუნქციონირება და უნდა განაახლოს კონსტრუქციული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან. „ასევ, უნდა ვისაუბროთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ამ პუნქტის სრულად შესასრულებლად, ქართლმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ ანტიკორუფციული ბიურო მუშაობდეს დამოუკიდებლად და რომ ვენეციის კომისიასთან მიმდინარეობს კონსულტაციები კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენ, ასევე, ვთხოვთ საქართველოს, გადაეხედოს თავის გადაწყვეტილებას, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელიდან გასვლასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, საქართველომ წინ წაწია თავისი თანამშრომლობა ევროპოლთან და წევრ ქვეყნებთან. ახლა საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს ევროკომისიის სახელმძღვანელოს ყველა რეკომენდაცია. რაც შეეხება მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვას, საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ ადამიანის უფლებების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა მომზადებულია ინკლუზიური გზით და უნდა უზრუნველყოს LGBTQI ჯგუფის წევრების შეკრებისა და დაცვის უფლება. ასევე, რაც შეეხება სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საქართველომ უნდა განაახლოს კონსტრუქციული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან და დანერგოს რეგულარული და გამჭვირვალე კონსულტაციები“,- განაცხადა ევროკომისარმა ვარჰეიმ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა „ქართულმა ოცნებამ" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება გადადო 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.
ელჩი დეგნანი: ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია 12-დან სამ კრიტერიუმთან დაკავშირებით, თუმცა საჭიროა მეტი მუშაობა სხვა სფეროებში
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის ზეპირი მოხსენების შეფასებისას განაცხადა, რომ საქართველოს პროგრესთან დაკავშირებით გუშინდელი კომენტარები აღიარებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია 12-დან სამ კრიტერიუმთან დაკავშირებით და საჭიროა მეტი მუშაობა სხვა სფეროებში. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ რეფორმები, რომლებიც გაწერილია 12 რეკომენდაციაში, მნიშვნელოვანი არამხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, არამედ, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. „პარლამენტის გადაწყვეტილება, არ გააგრძელოს დეოლიგარქიზაციის კანონი, ძალიან კარგად იყო აღქმული და მნიშვნელოვანია. ვენეციის კომისია, ევროკომისია და ევროპული საბჭო ძალიან მკაფიონი იყვნენ, რომ ხსენებული კანონპროექტი ასეთი სახით არ არის საუკეთესო გზა პოლიტიკური და ფინანსური გავლენის აღმოსაფხვრელად საქართველოს დემოკრატიულ სისტემაში. უკეთესია სისტემური რეფორმები, რომელიც რეალურად გადაჭრის ამ რთულ პრობლემას. ყველას კარგად ესმის, რომ რეფორმები, რომლებიც განსაზღვრულია 12 რეკომენდაციაში, რთულია, თუმცა ასე მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, არამედ, თავად საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და საქართველოს სისტემის გაძლიერებისთვის. ამდენად, ვფიქრობ, ძალიან წამახალისებელია, რომ კომისიამ შესრულებულად ცნო სამი კრიტერიუმი და განსაზღვრა მკაფიო გზამკვლევი, რომელსაც საქართველო უნდა მიჰყვეს, მათ შორის იყოს ინკლუზიურ პროცესში სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. ეს არის ის, რითაც საქართველო პოზიტიურ შედეგებს მიიღებს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რისი ხილვაც ყველას გვსურს დეკემბერში. თუმცა კომისიამ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯები უნდა შესრულდეს პოზიტიური გადაწყვეტილების მისაღებად და იმედი მაქვს, მომავალ თვეებში ყველა გაერთიანდება რეალური პროგრესის მისაღწევად“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ცნობისთვის, 22 ივნისს, ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განმარტა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ პრიორიტეტების სრულად შესასრულებლად. ევროკომისიის ზეპირი მოხსენება ოფიციალურად ცნობილია
ევროკომისიის ზეპირი მოხსენება ოფიციალურად ცნობილია
ევროკომისიამ, სტოკჰოლმში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ზეპირი მოხსენება წარადგინა. რა რეკომენდაციები დარჩა შესასრულებელი საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის შეფასებით, საქართველოს, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ სამი აქვს შესრულებული. მოხსენება იმეორებს იმ შინაარს, რომელზეც რიგი მედიასაშუალებები წინასწარ საუბრობდნენ. კერძოდ, ევროკომისია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა დეპოლარიზაციის, დეოლიგარქიზაციის, სასამართლოს რეფორმირების და მედიის თავისუფლების ხელშეწყობის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე. ვარჰეიმ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით, ზეპირი მოხსენების წარდგენისას განაცხადა, რომ შესრულებულ რეკომენდაციებს შორის არის სახალხო დამცველის არჩევა გამჭვირვალე პროცესის საშუალებით. „რაც შეეხება საქართველოს, რომლის შემთხვევაშიც 12 პრიორიტეტი განისაზღვრა ივნისში წარმოდგენილ მოსაზრებაში, ჩვენ ვხედავთ, რომ 3 მათგანი არის შესრულებული. პირველი, ეს არის გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა. მეორე არის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება. მესამე არის სახალხო დამცველის დანიშნა გამჭვირვალე პროცესით“, - განაცხადა ვარჰეიმ. ვარჰეის შეფასებით, საქართველომ 12 პრიორიტეტიდან 7 მიმართლებით გარკვეულ პროგრესს მიაღწია. „7 სხვა მიმართულებით საქართველომ მიაღწია გარკვეულ პროგრესს - მათ შორის, პოლიტიკური პოლარიზაციის მიმართულებით, სახლმწიფო ინსტიტუტების სრული ფუნქციონირების მიმართულებით და საარჩევნო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების მიმართლებით, გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო რეფორმების სტრატგეიის მიღებისა და განხორციელების თვალსაზრისით, ასევე, ანტიოკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის გაძლიერების თვალსაზრისით, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიმართულებით, მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფის მიმართულებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, - განაცხადა ვარჰეიმ. ევროკომისარმა ხაზი გაუსვა, რომ ევროსტრუქტურაში გასაწევრიანებლად საჭიროა რეფორმების განხორციელება. „გამიმართლა, რომ წინა კვირას ბრიუსელში პრემიერ-მინისტრს შევხვდი და ეს იყო გზავნილი - თქვენ იცით, რა არის საჭირო, ასე რომ, შეასრულეთ ეს! გააკეთეთ, ვინაიდან ეს უნიკალური შესაძლებლობაა, ყველამ მაქსიმალურად უნდა ისარგებლოს ამით. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ ამ მიზნამდე მისვლაში, მაგრამ კრიტერიუმები ყველას მიერ უნდა იყოს დაკმაყოფილებული. ამდენად, ჩემი რეკომენდაციამთავრობისადმი არის ის, რომ ყველა მიმართულებით დააჩქარონ სამუშაო, რათა ოქტომბერში შესრულებული ანგარიში გვქონდეს საქართველოზე, უკრაინაზე, მოლდოვაზე. ჩვენ მზად ვართ, როდესაც საქმე გაკეთებული იქნება“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ. ევროკომისარმა საქართველოს მოუწოდა, გამოიყენოს შანსი. „ძალიან კარგად მესმის საზოგადოების განწყობა საქართველოში, მაგრამ ჩემი გზავნილი ის იქნება, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა უკვე ძალიან ინოვაციური გადაწყვეტილებაა ევროპული საბჭოს მხრიდან. როგორც მინიმუმ, ეს ასე აშკარა არ იყო. და ვფიქრობ, რომ ეს სიგნალი ნათელი და ძლიერია, და ის ჯერ კიდევ ძალაშია, ასე რომ, გამოიყენეთ ეს. სხვებს ნუ უყურებთ, უყურეთ იმას, თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ თქვენ. და თუ ყველაფერი შესრულებული იქნება, ქვეყანას შემდეგი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა ექნება", - განაცხადა ევროკომისარმა ვარჰეიმ. ასევე გაეცანით: ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მოგვიანებით განმარტა, რომ საქართველომ სასამართლო რეფორმა უნდა წარუდგინოს ვენეციის კომისიას მეორე დასკვნისთვის, რათა მიიღოს უფრო ფართო რეფორმა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით და საბოლოოდ დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი არამოსამართლე წევრები. ვარჰეის შეფასებით, საქართველოს მთავრობამ ასევე უნდა უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებელი ფუნქციონირება და უნდა განაახლოს კონსტრუქციული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან. „ასევ, უნდა ვისაუბროთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ამ პუნქტის სრულად შესასრულებლად, ქართლმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ ანტიკორუფციული ბიურო მუშაობდეს დამოუკიდებლად და რომ ვენეციის კომისიასთან მიმდინარეობს კონსულტაციები კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენ, ასევე, ვთხოვთ საქართველოს, გადაეხედოს თავის გადაწყვეტილებას, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელიდან გასვლასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, საქართველომ წინ წაწია თავისი თანამშრომლობა ევროპოლთან და წევრ ქვეყნებთან. ახლა საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს ევროკომისიის სახელმძღვანელოს ყველა რეკომენდაცია. რაც შეეხება მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვას, საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ ადამიანის უფლებების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა მომზადებულია ინკლუზიური გზით და უნდა უზრუნველყოს LGBTQI ჯგუფის წევრების შეკრებისა და დაცვის უფლება. ასევე, რაც შეეხება სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საქართველომ უნდა განაახლოს კონსტრუქციული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან და დანერგოს რეგულარული და გამჭვირვალე კონსულტაციები“,- განაცხადა ევროკომისარმა ვარჰეიმ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას - ჰერჩინსკი 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.
კობახიძე: არავის დაუყენებია მოთხოვნა, რომ 12 პრიორიტეტი 100%-ით უნდა შესრულდეს, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა, რის შემდეგაც მედიის შეკითხვებს პასუხობს. ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველმა გუნდმა ევროკომისიის მიერ განსაზრული პრიორიტეტები პრინციპულად შეასრულა და საბაბიც კი არ არსებობს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს. მისივე თანახმად, ევროკავშირის გადაწყვეტილება ფაქტებზე თუ იქნება დაფუძნებული, საქართველოს კანდიდატის სტატუსი აუცილებლად ეკუთვნის. „ხშირად ციფრებით ადვილად ხდება ხოლმე მანიპულირება. რეალურად, შინაარსს თუ ჩავუღრმავდებით, ძალიან კარგად ჩანს, რომ ჩვენ პრიორიტეტები პრინციპულად შევასრულეთ. შესაბამისად, ჩვენ შარშანაც ვიყავით მზად იმისთვის, რომ მოგვნიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, თუმცა ამ შემთხვევაში, საერთოდ არავითარი საბაბიც კი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს. რა თქმა უნდა, დეკემბერში მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკური გადაწყვეტილების დროს წინასწარ არასდროს იცი, როგორი იქნება მისი შინაარსი, მაგრამ თუ საუბარია ფაქტებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებაზე, ამ შემთხვევაში, ჩვენი აზრია, რომ საქართველოს აუცილებლად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, მოთხოვნა, რომ 12 პრიორიტეტი 100%-ით უნდა შესრულდეს, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, არავის დაუყენებია. „მინდა შეგახსენოთ, რომ 12-ვე პუნქტის სრულ შესრულებას არც კი მოითხოვს კანდიდატის სტატუსის მინიჭება. უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი უკვე მიენიჭა შარშან, მათაც ასეთივე პუნქტები დაუდგინეს და თქვეს, რომ დაახლოებით 75% იყო პუნქტების შეუსრულებლობა, მაგრამ მათ უკვე მინიჭებული აქვთ. ასეთი მოთხოვნა, რომ 12 პრიორიტეტი 100%-ით უნდა შესრულდეს, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, არავის დაუყენებია, ამის მიუხედავად, მაქსიმალურად დეტალურად გავყევით 12-ვე პუნქტს. ჩვენი ამოცანა იყო, რომ მაქსიმალური საფუძველი შეგვექმნა კანდიდატის სტატუსის მონიჭებისთვის, მაგრამ გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური. რისკი შემდეგია - 27 ქვეყანაა და 27-ვემ სრული კონსენსუსით უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. საკმარისია ერთი ქვეყანა დადგეს განზე, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭება. პოლიტიკური რისკები საკმაოდ მაღალია. იმედი დავიტოვოთ, რომ შარშანდელი ივნისისგან განსხვავებით, წელს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძე კანდიდატის სტატუსზე: უსამართლო გადაწყვეტილება თუ კიდევ ერთხელ განმეორდა, უფრო მეტად დაგვჭირდება „კარტების გახსნა“
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ ისევ „უსამართლო გადაწყვეტილება განმეორდა“ და საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ხელისუფლებას „კარტების მეტად გახსნა“ „უფრო მეტად დასჭირდება.“ თუმცა მმართველი პარტიის ლიდერი ამავე დროს აცხადებს: „დღის წესრიგში დარჩება ის ამოცანა, რასაც ჰქვია ევროინტეგრაცია“. „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება, დავუშვათ რეალურად ასე არ მოხდა, პროცესები გაგრძელდება და რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დარჩება ის ამოცანა, რასაც ჰქვია ევროინტეგრაცია. დაველოდებით შემდეგ წელს, იმის შემდეგ წელს. იმედია, მანამდე დასრულდება უკრაინაში ომი. რა თქმა უნდა, როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება მაშინვე სხვანაირად შემოგვხედავენ მათ შორის ის ძალები, რომლებიც დღეს რადიკალურად განსხვავებულად გვიყურებენ. კონკრეტული მიზეზი აქვს ამ ცუდად ყურებას, კონკრეტული ინტერესია საქართველოს მიმართ, რაც არ არის მაგალითად მოლდოვის მიმართ, ის ინტერესია საქართველოს მიმართ. დეკემბერში თუ კიდევ ერთხელ განმეორდა უსამართლო გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში ჩვენ საზოგადოებისთვის მოგვიწევს იმაზე მეტი დეტალის ახსნა, ვიდრე აქამდე ვაკეთებდით. რაღაცებს ვუფრთხილდებოდით უფრო მეტად, რა თქმა უნდა, რაღაცების გაფრთხილება მომავალშიც მოგვიწევს, მაგრამ საზოგადოებას ვეტყვით მეტ დეტალს ამ თემის გარშემო. მეტი ახსნა-განმარტების გაკეთება მოგვიწევს საზოგადოებისთვის. უფრო დეტალურად ვიტყვით იმას, თუ რამ განაპირობა შარშან ივნისში უარყოფითი გადაწყვეტილება და თუ იგივე მოხდება დეკემბერში, ასევე ავუხსნით საზოგადოებას უფრო დეტალურად, სიღრმისეულად, თუ რას შეიძლება ,განეპირობებინა დეკემბრის გადაწყვეტილება. უფრო მეტად დაგვჭირდება კარტების გახსნა საზოგადოების წინაშე,“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ „იმედთან“ ინტერვიუში. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას - ჰერჩინსკი 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად 2023 წლის 22 ივნისს ევროკომისარმა ზეპირი მოხსენების წარდგენისას განმარტა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ პრიორიტეტების სრულად შესასრულებლად
ბულგარეთის პარლამენტმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო
ბულგარეთის პარლამენტი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას - ამის შესახებ საუბარია შესაბამის დეკლარაციაში, რომელიც ბულგარეთის საკანონმდებლო ორგანომ ხმათა უმრავლესობით მიიღო. (დეკლარაცია დაინიცირდა ორი ყოფილი პრემიერ- მინისტრის მიერ. მას მხარი დაუჭირა კოალიციაში შემავალმა ორივე პარტიამ.) საგარეო უწყების ცნობით, დეკლარაცია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას,რაც ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს ეფუძნება და რაც ქვეყნის უსაფრთხოების დამატებითი გარანტია იქნება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური არჩევანის ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას უალტერნატოვოს ხდის. ამასთან, დეკლარაცია გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. დოკუმენტში ბულგარეთის მხარე კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ ურყევ მხარდაჭერას და ხაზს უსვამს სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში საქართველოს,როგორც მნიშვნლოვანი პარტნიორი ქვეყნის როლს. დეკლარაციაში აღნიშნულია,რომ ბულგარეთი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სტაბილურ და წარმატებულ მეზობლებს,განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში დღეს არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით. ამასთან, ბულგარეთი გამოთქვამს მზაობას,მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გზაზე. ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი სოფიაში ვიზიტით იმყოფება. „სიხარულით მსურს განვაცხადო, რომ ბულგარეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო. ეს ჩვენი მეგობრების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დემონსტრაციაა! განსაკუთრებით ამაღელვებელია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ულამაზეს სოფიაში ჩემი ვიზიტის დროს! ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას! ჩვენ ერთად მივიწევთ ნათელი, ერთიანი მომავლისკენ!" - წერს დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე.
200-მდე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ევროკომისიას მიმართავს
200-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ევროკომისიისადმი ერთობლივ მიმართვას ავრცელებს. ისინი „არსებული პრობლემების“ მიუხედავად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ. „ჩვენი, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილის, ურყევი არჩევანი და სასიცოცხლო ინტერესია, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელშიც თითოეული მოქალაქე იცხოვრებს ღირსეულად - მშვიდობიან, შეძლებულ, თავისუფალ და სამართლიან სახელმწიფოში. ამიტომაც, ჩვენ ვითხოვდით საქართველოს მთავრობისგან ევროკავშირის წევრობის განაცხადის შეტანას. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარების დღიდან, ჩვენი ძალისხმევა მიმართული იყო იმისაკენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეესრულებინა 12 რეკომენდაცია, რომელსაც უნდა გაეუმჯობესებინა საქართველოს მოქალაქეთა მდგომარეობა. დღეს ჩვენ კარგად ვხედავთ იმ სირთულეებს, რომლებიც 12 რეკომენდაციის შესრულებას უკავშირდება, მაგრამ, ამავე დროს, ევროპული არჩევანი საზოგადოების მთავარ მისწრაფებად რჩება, რაც მოქალაქეებს ქმედითი სოლიდარობით აერთიანებს. ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძვით საქართველოში უკეთესი დემოკრატიისთვის, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ და იმსახურებენ, და რომლის ღირებულებებიც დღეს ევროკავშირის 27 სახელმწიფოს აერთიანებს. 2023 წლის მარტში ჩვენ შევძელით გაგვეერთიანებინა ქართული საზოგადოება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, რომელიც დიდი კედელი იქნებოდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. სწორედ ამ ძალისხმევით მოხერხდა ამ კანონის უკუგდება და ყველასთვის ჩვენება, რომ ქართველი ხალხი მომავალშიც მზადაა დაიცვას ქვეყნის ევროპული მომავალი. ჩვენ, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გვჯერა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება, გარდა იმისა, რომ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, დაეხმარება ქართველ ხალხს უკეთ გაუმკლავდეს რუსულ ინტერესებს საქართველოში, რადგან მეტი ევროკავშირი ნიშნავს ნაკლებ რუსეთს. მოგმართავთ ჩვენი ქვეყნის ერთგულ და ძლიერ ევროპელ მეგობრებს და, კონკრეტულად, ევროკომისიას, საქართველოში არსებული პრობლემების მიუხედავად, 12 პრიორიტეტის შესრულების ობიექტური შეფასების პარალელურად, მოგვეცეს რეკომენდაცია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს," - წერია განცხადებაში.
8 ნოემბერს ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა
8 ნოემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება ევროკომისარს სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს, რომელიც 8 ნოემბერს გამოქვეყნდება, ასევე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სამომავლო ნაბიჯებს. ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. 8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.
ევროკომისია: საქართველომ მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრის მაჩვენებელი
ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის თანახმად, მომავალი წლის განმავლობაში საქართველომ, მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან შესაბამისობის მაჩვენებელი, თავიდან უნდა აიცილოს ქმედებები და განცხადებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოზიციებს საგარეო პოლიტიკაში. 2023 წლის ,,გაფართოების პაკეტში,“ რომელიც 10 ქვეყანას მოიცავს, საქართველოს შესახებ ანგარიში პირველად გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, წევრ სახელმწიფოებს უნდა შეეძლოთ პოლიტიკური დიალოგის წარმართვა ევროკავშირის საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში, ევროკავშირის განცხადებებთან შესაბამისობაში, მონაწილეობა უნდა მიიღონ ევროკავშირის ქმედებებში და გამოიყენონ შეთანხმებული სანქციები და შემზღუდავი ზომები. „საქართველო ამ მიმართულებით ზომიერად არის მომზადებული. საანგარიშო პერიოდში მიღწეულია შეზღუდული პროგრესი. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შემდეგ, საქართველო შეუერთდა ევროკავშირის პოზიციებს საერთაშორისო ფორუმებზე, მათ შორის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში. საქართველო არ შეუერთდა შემაკავებელ ზომებს (სანქციებს) რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მიმართ და ამ საკითხთან დაკავშირებით უმაღლესი წარმომადგენლის დეკლარაციებს. თუმცა, საქართველო ძალიან მჭიდროდ და პროაქტიულად თანამშრომლობდა ევროკავშირთან სანქციების გვერდის ავლით პრევენციის მიზნით. საქართველომ განაგრძო მონაწილეობა ევროკავშირის კრიზისების მართვის მისიებში და ოპერაციებში უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო პოლიტიკის ფარგლებში. მნიშვნელოვანი დამატებითი ძალისხმევაა საჭირო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში დაახლოების გასაზრდელად, კერძოდ, ევროკავშირისა და საბჭოს გადაწყვეტილებების შესახებ უმაღლესი წარმომადგენლის დეკლარაციებსა და შემაკავებელ ზომებთან შესაბამისობასთან დაკავშირებით. მომავალი წლის განმავლობაში საქართველომ, მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან შესაბამისობის მაჩვენებელი, თავიდან უნდა აიცილოს ქმედებები და განცხადებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოზიციებს საგარეო პოლიტიკაში; გააგრძელოს ძალისხმევა ჰიბრიდული/კიბერ მდგრადობის გასაზრდელად, გააგრძელოს იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველოს ტერიტორია ან/და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირები არ იქნან გამოყენებული ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლისთვის, განსაკუთრებით რუსეთთან და ბელარუსთან მიმართებაში,“ - აღნიშნულია ანგარიშში. 7 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ეწვია. მან ხაზი სწორედ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობის გაზრდის მნიშვნელობას გაუსვა. მიმდინარე წლის ივნისის მონაცემებით, ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან საქართველოს მიერთების მაჩვენებელმა, 31%-მდე დაიწია.
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია - აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის შემდეგ აცხადებს, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია. „კარგი ახალი ამბები, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს და ასევე საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია,“ – ნათქვამია განცხადებაში. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების პაკეტში ანგარიში გამოაქვეყნა და ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი, გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას. ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზად იყო, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა ქვეყნისთვის, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდებოდა. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
ილია II: იმთავითვე ვუჭერდით მხარს ევროინტეგრაციას და ვიმედოვნებთ, ჩვენი ქვეყანაც ღირებულ წვლილს შეიტანს დიდი ევროპული ოჯახის შემდგომ წინსვლაში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ევროკომისიის დადებით შეფასებას ყველას ულოცავს წარმატებას. „გუშინ ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები და რეკომენდაცია გასცა ევროპული საბჭოს წინაშე, რათა ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. წლების განმავლობაში ევროკომისართა და ევროკავშირის სხვა წარმომადგენელთა მხრიდან ყოველთვის ხაზი ესმებოდა იმას, რომ საქართველოს უნიკალური კულტურა ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილია და, რომ ჩვენი ქვეყნის ქრისტიანული ტრადიციების, სულიერი ფასეულობებისა და, ზოგადად, მისი უძველესი კულტურის შენარჩუნება და განვითარება თავად ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია. ამიტომაც, ჩვენ იმთავითვე ვუჭერდით მხარს ევროინტეგრაციას და ვიმედოვნებთ, ჩვენი ქვეყანაც ღირებულ წვლილს შეიტანს ამ დიდი ევროპული ოჯახის შემდგომ წინსვლაში. ეს გადაწყვეტილება არის ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგი და ყველას ვულოცავთ ამ წარმატებას,” - წერია პატრიარქის განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების პაკეტში ანგარიში გამოაქვეყნა და ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი, გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას. ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზად იყო, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა ქვეყნისთვის, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდებოდა. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
რიში: საქართველოს თუ ნამდვილად სურს ევროკავშირის გაწევრიანება, მთავრობამ პირობები უნდა შეასრულოს, მათ შორის, ჩაატაროს თავისუფალი არჩევნები
აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის უფროსი წევრი, სენატორი ჯიმ რიში ევროკომისიის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებას აფასებს. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას ის კარგ კომპრომისად მიიჩნევს. ჯიმ რიში აცხადებს, რომ ქართველმა ხალხმა თავისი ევროპული მისწრაფებები ნათლად გამოხატა, თუმცა თუ საქართველოს ნამდვილად სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მთავრობამ პირობები უნდა შეასრულოს. „გამამხნევებელია ევროკავშირის შეფასება, რომ როგორც უკრაინამ, ისე მოლდოვამ მიაღწიეს საკმარის პროგრესს რეფორმებისა და ანტიკორუფციული სამუშაოს მიმართულებით, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. ვაფასებ იმ რთულ გადაწყვეტილებებსა და მძიმე ნაბიჯებს, რომლებიც მათ გადადგეს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და მოხარული ვარ, რომ მათ გააკეთეს ევროპული არჩევანი. რა თქმა უნდა, უკრაინასა და მოლდოვას გაცილებით მეტი სამუშაო აქვთ გასაკეთებელი, სანამ ისინი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად იქნებიან. თუმცა, მე მოუთმენლად ველი და გავაგრძელებ მათ მხარდაჭერას, რადგან ისინი უფრო რთულ ნაბიჯებს დგამენ. ევროკომისიის რეკომენდაცია, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, როდესაც ის კონკრეტულ პირობებს დააკმაყოფილებს, კარგი კომპრომისია. ქართველმა ხალხმა ნათლად გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფებები. სამწუხაროდ, დღევანდელმა ხელისუფლებამ არ გაამართლა თავისი ხალხის სურვილები. თუ საქართველოს ნამდვილად სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მთავრობამ აქტიურად უნდა შეასრულოს ევროკავშირის პირობები. მათ შორის, მომავალ წელს ჩაატაროს დადასტურებულად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, პატივი სცეს სამოქალაქო საზოგადოებას და დაიწყოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ზოგიერთი პოზიციის გათვალისწინება - უფრო კონკრეტულად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით. როდესაც საქართველო დააკმაყოფილებს ბრიუსელის მიერ დადგენილ პირობებს, მოხარული ვიქნები მათი პოზიტიური მოძრაობის ევროკავშირის წევრობისკენ," - ნათქვამია რიშის განცხადებაში. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების პაკეტში ანგარიში გამოაქვეყნა და ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი, გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას. ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზად იყო, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა ქვეყნისთვის, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდებოდა. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსზე: გადაწყვეტილება იმის გაცნობიერებაა, რაც არ გაკეთდა 2008 წლის NATO-ს სამიტზე, დღეს მწვანე შუქი არ მიეცა რუსეთს
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Radio France info-სთან ისაუბრა ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე და ასევე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელმაც საქართვეოსთვის განსაზღვრულ ნაბიჯებს მკაცრი პირობები უწოდა. ზურაბიშვილის შეფასებით, ეს არის უფრო რეკომენდაციები, ვიდრე პირობები და წარსულშიც ვნახეთ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ყველა ეს რეკომენდაცია არ არის შესრულებული, ანუ არც ისე მკაცრია. პრეზიდენტისთვის ცხადია, რომ დღეს ევროკომისია, უდავოდ სტრატეგიული გარემოებებიდან გამომდინარე, (უკრაინა, შუა აღმოსავლეთი და მსოფლიოში მისი როლიდან გამომდინარე) უფრო ითვალისწინებს გეოპოლიტიკურ და სტრატეგიულ განზომილებას. „დღეს “სანახევრო“ პასუხი იქნებოდა კატასტროფული ჩემთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის და ძალიან კარგი ამბავი იქნებოდა (იმისთვის, ვინც მას არ იმსახურებს) რუსეთისთვის,“ - აღნიშნავს ზურაბიშვილი. ჟურნალისტის შეკითხვას, რომ საქართველო ევროპისკენ იყურება იმ დროს, როდესაც ეს არის ქვეყანა, სადაც ნამდვილი ბრძოლაა გავლენებისათვის? პრეზიდენტი პასუსობს, რომ რუსეთმა უკრაინაში ომით უკვე ძალიან ბევრი დაკარგა და განაგრძობს დანაკარგს. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, რუსეთი არ არის მზად კავკასიაში საკუთარი სახის სრულად დასაკარგად. ის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ სომხეთი გადის იმ გზას, რომელიც ძალიან ჰგავს საქართველოსას წინა წლებში. ზურაბიშვილი მიჩნევს, რომ ეს მომენტი კარგია იმისათვის, რომ ევროკავშირმა თქვას: - კმარა! „არ ვიცი ეს გავლენების ბრძოლაა თუ არა, მაგრამ რუსეთმა უკრაინაში ომით უკვე ძალიან ბევრი დაკარგა და განაგრძობს დანაკარგს. უპირველეს ყოვლისა, მისი სახე, ასევე, სამხედრო და სტრატეგიული გაგებითაც და ის კომპენსაციის წინააღმდეგი არ იქნებოდა. ის არ არის მზად კავკასიაში საკუთარი სახის სრულად დასაკარგად. სომხეთი გადის იმ გზას, რომელიც ძალიან ჰგავს საქართველოსას წინა წლებში. რუსეთი ცდილობს, შეძლებისდაგვარად სარგებელი ნახოს, ცდილობს, ანახოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთში“, რომ ისევ აგრესიულია; აჩვენებს, რომ სურს სამხედრო ბაზების, პორტის, აეროპორტის შექმნა და ეს მომენტი კარგია იმისათვის, რომ ევროკავშირმა თქვას: - კმარა!“ აღნიშნავს პრეზიდენტი. კითხვას, როდესაც უყურებთ დღევანდელ სიტუაციას, ფიქრობთ, რომ დასკვნები არ იყო გამოტანილი, იქიდან გამომდინარე, რაც მოხდა რამდენიმე წლის შემდეგ, პრეზიდენტი პასუხობს: პირიქით, ვფიქრობ, რომ დღეს ამ დასკვნებზე ფიქრი მიმდინარეობს, რადგან გარკვეულწილად, გადაწყვეტილება და იმედია ის ევროპული საბჭოს მმართველების მიერ დეკემბერში გამყარდება, სწორედ იმის გაცნობიერებაა, რაც არ გაკეთდა ბუქარესტში 2008 წლის NATO-ს სამიტზე, რომელმაც არ მიიღო უკრაინა და საქართველო და რუსეთს შესაძლოა, გაუჩინა შეგრძნება, რომ ჰქონდა მწვანე შუქი. ეს მწვანე შუქი არ მიეცა რუსეთს დღეს და ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია!“ აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა
ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის დამატებითი მინიჭების რეკომენდაცია გასცა იმ დათქმით, რომ ქვეყანა გარკვეულ რეფორმებს განახორციელებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ გამოაცხადეს. 2023 წლის ,,გაფართოების პაკეტში,“ რომელიც 10 ქვეყანას მოიცავს, საქართველოს შესახებ ანგარიში პირველად ქვეყნდება. „საბჭომ მიიღო გაფართოების ანგარიში. 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მაიდანის პროტესტები დაიწყო, მაიდანის პროტესტი ისეთი ადგილი იყო, სადაც ადამიანები დახვრიტეს იმიტომ, რომ გაეხვივნენ ევროპულ დროშებში და 10 წლის შემდეგ დღეს ისტორიული დღეა, რადგან დღეს კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ საბჭომ დაიწყოს მიერთების მოლაპარაკებები. კომისია, ასევე, გაწევრიანების მოლაპარაკების რეკომენდაციას იძლევა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც მიღწეულ იქნება წევრობის კრიტერიუმთან შესაბამისობა და რეკომენდაციას ასევე კომისიის მხრიდან, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, იმ თვალსაზრისით, რომ უნდა განხორციელდეს ზოგიერთი რეფორმა. ამ 4 ქვეყანაზე მოვახდენთ ფოკუსირებას, პირველ რიგში კი უკრაინაზე," - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ევროკომისია უკრაინასთან და მოლდოვასთან, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას რეკომენდაციას უწევს იმ პირობებით, რომ ქვეყნები კანონის უზენაესობის დაცვასთან დაკავშირებულ რეფორმებს გაატარებენ. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ და საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ ისინი მიიღებენ. რას მოიცავს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 ნაბიჯი - ანგარიში ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზად იყო, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა ქვეყნისთვის, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდებოდა. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
საფრანგეთის საელჩო საქართველოში: ბურთი თქვენს მოედანზეა
საფრანგეთის საელჩო საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭერას ულოცავს. „ბრავო საქართველოს ამ დამსახურებული გამარჯვებისთვის, რაც ყველას ძალისხმევის შედეგია. შემდეგი ეტაპი მოლაპარაკებებია. ბურთი თქვენს მოედანზეა. დროს ნუ დაკარგავთ. 2024 წელი იქნება გადამწყვეტი,“ - წერს საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია
პარლამენტის სხდომა ევროკავშირის ჰიმნით გაიხსნა
საქართველოს პარლამენტის სხდომა ევროკავშირის ჰიმნის გაჟღერებით დაიწყო. დღეს, 15 დეკემბერს ეს იყო პირველი პლენარული სხდომა, რომელიც მას შემდეგ გაიმართა, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. ჰიმნის ჩართვამდე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს მიმართა და მადლობა გადაუხადა "ყველას, ვინც დაუღალავად შრომობდა." „დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ჩვენი ეროვნული ძალისხმევის მთავარ მიზანს წარმოადგენდა დაბრუნება იქ, სადაც საქართველოს ისტორიული ადგილი იყო. ჩვენ, ქართველი ხალხი, მთელი ჩვენი ერთიანობითა და წინააღმდეგობებით ამ ისტორიული მიღწევის ნამდვილი გმირები ვართ. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ მიღწევაში საკუთარი წვლილი შეიტანა, ვინც დაუღალავად შრომობდა ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად და ქვეყნის ევროპულ ოჯახში შესაყვანად. გილოცავთ ამ დღეს! გთხოვთ, ფეხზე წამოვუდგეთ ევროპის ჰიმნს!" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის სხდომათა დარბაზში გადმოფენილია ევროკავშირისა და საქართველოს დროშები. „ლელოს“ წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ დარბაზში მხოლოდ უმრავლესობის ადგილებზე დაახვედრეს ევროკავშირის დროშები. პარლამენტის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას განუცხადეს რომ "დეპუტატების ინდივიდუალური გადაწყვეტილება იყო" მხოლოდ უმრავლესობისთვის საქართველოსა და ევროკავშირის დროშების დადება და ფრაქციამ მათ ამის შესახებ სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე აცნობა. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია
ევროკავშირი საქართველოსთან თანამშრომლობას კიდევ უფრო გაააქტიურებს - კახა გოგოლაშვილი
რას ცვლის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი და რა ხელშესახები სარგებლის მიღება შეუძლია ქვეყანას, ამ საკითხზე Europetime „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს, კახა გოგოლაშვილს ესაუბრა. როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ევროკავშირი საქართველოსთან თანამშრომლობას კიდევ უფრო გაააქტიურებს. ამასთან, ქვეყანას უფრო სტაბილური სახელმწიფოს იმიჯი აქვს. „ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება შეიცვლება. ისინი საქართველოსთვის ყველანაირი დახმარების გაწევას შეეცდებიან; უფრო აქტიურად ითანამშრომლებენ ჩვენთან, რათა ქვეყანა ეკონომიკურადაც უფრო სტაბილური გახდეს და პოლიტიკურადაც უფრო მომზადებული იყოს წევრობისთვის,“ ამბობს კახა გოგოლაშვილი. ექსპერტის განცხადებით, საქართველო მალე მიიღებს დაფინანსების ახალ ინსტრუმენტში მონაწილეობის შესაძლებლობას - ეს არის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არსებული ინსტრუმენტი, რომელშიც უფრო მეტი დაფინანსების შესაძლებლობაა, განსაკუთრებით, სამართლებრივი რეფორმების მიმართულებით. „გარდა ამისა, “კანდიდატის სტატუსი ქმნის სტაბილური ქვეყნის იმიჯს, ეს სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ ეს არის ევროკავშირის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ქვეყანა. ეკონომიკური თვალსაზრისით, ბევრად უკეთესი საერთაშორისო პოზიციაა ქვეყნისთვის,“ - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი. ანალიტიკოსის შეფასებით, საერთაშორისო აქტორებისთვის სიგნალია, რომ ქვეყანას აქვს ბევრად უფრო ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა ევროკავშირისგან. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია რას ცვლის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის
კანდიდატის სტატუსი - ძლიერი სიგნალი რუსეთისთვის, გზავნილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის
რას ცვლის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი და რა ხელშესახები სარგებლის მიღება შეუძლია ქვეყანას, ამ საკითხზე Europetime „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს, კახა გოგოლაშვილს ესაუბრა. როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება საერთაშორისო აქტორებისთვის სიგნალია, რომ ქვეყანას ევროკავშირისგან ბევრად უფრო ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს. „კანდიდატი სახელმწიფოს მიმართ აგრესია, დექტრუქციული ქმედებები მარტივად განხორციელებადი არ იქნება ქვეყნებისთვის, რომლებსაც საქართველოს მიმართ მტრული ზრახვები აქვთ. რუსეთისთვის ეს არის ძლიერი გზავნილი რომ: „ეს ქვეყანა არის სრულიად ლეგიტიმურად ჩემი გავლენის სფეროში, რადგანაც ის მომავალი წევრია,“ ამიტომ, კანდიდატ ქვეყანას, მათ შორის, მის ტერიტორიულ მთლიანობას მეტი პატივისცემით უნდა მოეპყრან. ეს გზავნილი ასევე მიუვათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს და მათზეც ექნება გარკვეული გავლენა. რა თქმა უნდა, იქ პროპაგანდა მუშაობს, მაგრამ სხვა ცნობებიც აღწევს მათთან - ის, რომ საქართველო ახლოს არის ევროკავშირში გაწევრიანებასთან, რა თქმა უნდა, მათ განწყობებზეც იმოქმედებს,“ - განუცხადა Europetime-ს კახა გოგოლაშვილმა. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია
ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენმა ჯარმა კანდიდატის სტატუსის მიღებისა და ზოგადად, ევროინტეგრაციის პროცესში დიდი როლი ითამაშა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უწყების წლიური საქმიანობის შეჯამებისას, სამხედრო მოსამსახურეებსა და საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება მიულოცა. „მინდა, დავიწყო მილოცვით, მივულოცო ჩვენს ხალხს ეს დიდი წარმატება, მივულოცო კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენს ჯარს, რომელმაც კანდიდატის სტატუსის მიღებისა და ზოგადად, ევროინტეგრაციის პროცესში დიდი როლი ითამაშა და მომავალშიც ასე იქნება. ძალიან დიდი სამუშაო გასწია პრემიერ-მინისტრმა, მთავრობამ სრული შემადგენლობით. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ამ გამოწვევების ფონზე არა თუ ჩამოვრჩით რაიმე სფეროში რომელიმე ქვეყანას, არამედ, ჩვენი ქვეყანა სტაბილურად ვითარდება,“ - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ „იმედის“ ეთერში. რას ცვლის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია
ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა. შესაბამისი სიახლე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სოციალურ ქსელ X-ზე განთავსდა. ევროპულმა საბჭომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება დაიწყოს. ევროპელი ლიდერები დღეს ბრიუსელში, ორდღიან ისტორიულ სამიტზე შეიკრიბნენ. ცნობისთვის, სამიტამდე, 12 დეკემბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო და ევროპულ საკითხთა მინისტრები შეიკრიბნენ და გაფართოების შესახებ დასკვნა დაამტკიცეს. 13 დეკემბერს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებდა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა. ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია 8 ნოემბერს გასცა. ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზად იყო, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა ქვეყნისთვის, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდებოდა. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
მთავრობა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული ნაბიჯების შესრულების გეგმას აქვეყნებს
საქართველოს მთავრობა ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების პოლიტიკის შესახებ კომუნიკაციაში საქართველოსთვის განსაზღვრული ნაბიჯების განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმას აქვეყნებს. როგორც ცნობილია, გეგმა 2023 წლის 27 ნოემბერს ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ არის დამტკიცებული. გეგმაში გაწერილია განსახორციელებელი აქტივოები, შესაბამისი ვადები და პასუხისმგებელი ორგანოები გასატარებელ ღონისძიებებზე: ევროკავშირისა და მისი ფასეულობების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან, გარე საინფორმაციო მანიპულაციებსა და ჩარევასთან ბრძოლა; ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს დაახლოების გაუმჯობესება; შემდგომი მუშაობა პოლიტიკური პოლარიზაციის დასაძლევად, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მეტად ინკლუზიური საკანონმდებლო პროცესის უზრუნველყოფის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე; თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 2024 წელს, და ეუთო-ოდირის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. არჩევნების დღემდე გაცილებით ადრე საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩევლის ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; საპარლამენტო ზედამხედველობის აღსრულების შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუციების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების კომისიის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა; ჰოლისტიკური და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმის ჩათვლით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად განხორციელებისა და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფის გზით; ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პირად მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შემდგომი უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან მიმართებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება ინკლუზიური პროცესის გზით; კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საქმეების გამოძიების ძლიერი გამოცდილების შექმნა; დეოლიგარქიზაციის არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება მრავალსექტორული, სისტემური მიდგომის განსახორციელებლად, ვენეციის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის წარმოებით, რომელშიც ჩართულები იქნებიან ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება; ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესება, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის ამბიციური სტრატეგიის განხორციელების და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის გზით. მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებების დაწყება ინციდენტებზე, რომლებიც ეხება დაუცველი ჯგუფების, მედიის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების უსაფრთხოებას, და ძალადობაში დამნაშავე პირებისა და ორგანიზატორების გასამართლება. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების წარმოება და თანამშრომლობა, რაც მათ საშუალებას მისცემს არსებითად ჩაერთონ საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში, და მათი თავისუფალი მუშაობის უზრუნველყოფა. გეგმა სრულად ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.gov.ge/files/288_86884_123528_ActionPlanforEUs9steps.pdf
გამიხარდებოდა, პრეზიდენტი ამბასადორიალზე რომ მენახა - საფრანგეთში საქართველოს ელჩი
საქართველოს ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი აცხადებს, კანდიდატის სტატუსის მიღება არის ყველას შედეგი და ყველას ეკუთვნის მადლობა. „ეს შედეგი [კანდიდატის სტატუსის მიღება] არის ყველას შედეგი და პრემიერმაც ყველას გადაუხადა მადლობა. მეც მიმაჩნია, რომ ყველას ეკუთვნის მადლობა, ვინც გუშინ, დღეს ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენი წინაპრების დაწყებული ეს მიზანი მისულიყო ბოლომდე. მე ვფიქრობ, ყველამ თავისი პოზიტიური როლი ითამაშა ამაში. მე გამიხარდებოდა, რომ აქ მენახა [პრეზიდენტი], მაგრამ ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი,” — განაცხადა გოჩა ჯავახიშვილმა. რატომ არ მიიწვის პრეზიდენტი ამბასადორიალზე — მინისტრის განმარტება
ელჩი: ვიმედოვნებ, რაც შეიძლება მალე გადავალთ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე, ეს იქნება დამოკიდებული ცხრა ნაბიჯის შესრულების პროგრესზე
„კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ არის საბოლოო, ეს იმ რთული სამუშაოს მხოლოდ დასაწყისია, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობისთვის სჭირდება,“ – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ელჩი იმედოვნებს, რომ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით მუშაობა დაჩქარდება და იქნება ინკლუზიური. „ევროკომისიამ დაადგინა ცხრა ნაბიჯი და ამას დათანხმდა 27 წევრი სახელმწიფო დეკემბერში. ისტორიულ ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ახლა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. რეალურად, კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ არის საბოლოო. ეს იმ რთული სამუშაოს მხოლოდ დასაწყისია, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობისთვის სჭირდება. ჩვენ ვიმედოვნებთ, მუშაობა დაჩქარდება, იქნება ინკლუზიური, კონსტრუქციული და საქართველო იქნება მიღებული. გულწრფელად ვიმედოვნებ, რაც შეიძლება მალე გადავალთ შემდეგ ეტაპზე, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს იქნება დამოკიდებული, თუ რა პროგრესი იქნება მიღწეული ცხრა ნაბიჯის შესრულებაში. ცხრა ნაბიჯზე შეთანხმებიდან ჯერ მხოლოდ რამდენიმე კვირა გავიდა. ჯერ ძალიან ადრეა პროგრესზე სასაუბროდ. მე გულწრფელად ვიმედოვნებ, პროგრესი ძალიან სწრაფად იქნება მიღწეული, რათა ახალ ეტაპზე გადავიდეთ, რაც ნიშნავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას,“ – აღნიშნა ჰერჩინსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.