თეგი: ანალენა ბერბოკი
ანალენა ბერბოკი რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდებს, „არ ითამაშოს ადამიანების სიცოცხლით“ უკრაინაში
გერმანია რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდებს, „არ ითამაშოს ადამიანების სიცოცხლით“ უკრაინაში. ამის შესახებ განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა. „უპასუხისმგებლო თამაში სამოქალაქო საზოგადოებასთან და ხალხთან ოკუპირებული ტერიტორიების ორივე მხარეს – უპასუხისმგებლობაა. დაუბრუნდით მოლაპარაკების მაგიდას. ეს თქვენს ხელშია. ჩვენ მაგიდასთან ვსხედვართ ყოველ წუთსა და საათს. გელოდებით, რათა ერთობლივად ვიზრუნოთ უკრაინაში მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“, – აღნიშნა ანალენა ბერბოკმა. მისი თქმით, „გასული 72 საათის განმავლობაში თავდასხმები, ძალადობრივი კონფლიქტი ნამდვილად საგანგაშოა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მუდმივად ირღვევა და ადამიანების სიცოცხლე მაღალი საფრთხის ქვეშაა, რადგან წყალი და ელექტროენერგია არ მიეწოდებათ“, – აცხადებს ბერბოკი. უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინთან დღეს საუბარს გეგმავს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლფი.
ანალენა ბერბოკი რუსეთს მოუწოდებს, უკრაინის ოკუპირებული რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარების გადაწყვეტილება გააუქმოს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი რუსეთს მოუწოდებს, გააუქმოს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარების გადაწყვეტილება. პრეზიდენტ პუტინის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული თვითგამოცხადებული „სახალხო რესპუბლიკების“ აღიარება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა და სერიოზულ დარტყმას აყენებს ყველა დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და პოლიტიკური მოგვარებისკენ. ეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მორიგი დარღვევაა, რომელსაც გერმანია მკაცრად გმობს. ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები უცვლელი დარჩება. არ გვეშინია აშშ-მ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარების გამო სანქციები დააწესა ევროპის საბჭო რუსეთს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარების“ შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ეს არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს ენტონი ბლინკენ: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა
ანალენა ბერბოკი: უკრაინაში ომის დანაშაულების მასობრივი ნიშნებია. ჩვენ გვჭირდება ერთობლივი, კოორდინირებული გეგმა
"უკრაინაში ომის დანაშაულების მასობრივი ნიშნებია. ჩვენ გვჭირდება ერთობლივი, კოორდინირებული გეგმა", - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა. „ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ წიაღისეული საწვავის სრული ეტაპობრივი გაუქმება მოხდება, დაწყებული ქვანახშირით, შემდეგ ნავთობითა და გაზით. იმისათვის, რომ ეს ერთობლივად განხორციელდეს ევროკავშირში, ჩვენ გვჭირდება ერთობლივი, კოორდინირებული გეგმა წიაღისეული საწვავზე სრულად უარის სათქმელად“, - აღნიშნა ანალენა ბერბოკმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: დიდი ალბათობით, ათობით ათასი ადამიანია მოკლული მარიუპოლში რუსეთის თავდასხმის შედეგად ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, რომელიც სამუშაო ვიზიტით იმყოფება უკრაინაში, 10 მაისს ქალაქ ბუჩაში ჩავიდა, სადაც რუსეთის ჯარებს ბრალად ედებათ ომის დანაშაულის ჩადენა. გერმანელი მინისტრის უკრაინაში ჩასვლის შესახებ, რამდენიმე მედიამ დაწერა, რომ ბერბოკი გერმანიის მინისტრთა კაბინეტის პირველი წევრია, რომელიც კიევს ეწვია მას შემდეგ, რაც რუსეთმა თებერვლის ბოლოს უკრაინაზე არაპროვოცირებული შეტევა დაიწყო. დღის მეორე ნახევარში ბერბოკი უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებას შეხვდება. ასევე გერმანის საგარეო საქმეთა მინისტრი გეგმავს ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას. მედიის ცნობით, ბერბოკი კვლავ აპირებს კიევში გერმანიის საელჩოს გახსნას, რომელიც თებერვლის შუა რიცხვები დაიხურა. ცნობისათვის, ბერბოკის ვიზიტს წინ უძღოდა რამდენიმე კვირიანი უთანხმოება გერმანიისა და უკრაინის ხელისუფლებას შორის. უკრაინაში რუსეთის „სპეცოპერაციის“ დაწყებიდან, სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ამ ქვეყანას გერმანიის ხელმძღვანელობა არ ეწვია. აპრილის შუა რიცხვებში გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს სურდა კიევში ჩასვლა, მაგრამ უკრაინის ხელისუფლებამ გააუქმა მიღება რუსეთის ფედერაციასთან მისი სავარაუდო მჭიდრო კავშირების მოტივით. ამან გერმანიაში კრიტიკა გამოიწვია და კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ კიევში წასვლას არ აპირებს, სწორედ პრეზიდენტთან მომხდარი ამბის გამო.
ანალენა ბერბოკი: უკრაინის სამხედრო დახმარებით ომის დანაშაულების თავიდან არიდება უნდა შევძლოთ
მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღით, მსოფლიომ შემდგომი ომის დანაშაულების თავიდან აცილება უნდა შეძლოს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა უკრაინაში, ბუჩის მონახულების შემდეგ განაცხადა. ბერბოკმა, თავის უკრაინელ კოლეგასთან დმიტრო კულებასთან გამართულ პრესკონფერენციაზე კიევში, თქვა, რომ მნიშვნელოვანია, რომ დევნილმა ადამიანებმა თავიანთ სახლებში დაბრუნება შეძლონ. „ეს არ ეხება მხოლოდ სამხედრო მხარდაჭერას, სადაც გერმანია იდგა თქვენს გვერდით გარკვეული პერიოდის განმავლობაში, არამედ ახლა ასევე ეხება პირობების განვითარებას ქალაქებში, შემდგომ თემებში, ერთად, რათა ხალხი დაბრუნდეს“, - თქვა ბაერბოკმა. . „იარაღის ეს მიწოდება ასევე არსებობს იმისთვის, რომ სამხედრო დანაშაულები არ მოხდეს სხვა ადგილებში“, - თქვა ბაერბოკმა. 9 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონს ხელი მოაწერა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონპროექტი 28 აპრილს დაამტკიცა. „უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტით" აშშ შეძლებს აუცილებელი მნიშვნელობის სამხედრო აღჭურვილობა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგები უკრაინას ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მიაწოდოს. ლენდ-ლიზის პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა და კონფლიქტის მსვლელობაში გადამწყვეტი მნიშვნელობის აქტად მიიჩნევა, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებამ აშშ-ს მისცა შესაძლებლობა, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირეებისთვის ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე, სწრაფად მიეწოდებინა იარაღი და მარაგები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა
ანალენა ბერბოკი: ფინეთო, შვედეთო, თუ მზად ხართ, ჩვენც მზად ვართ
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ NATO-ს კარი ფინეთისთვის და შვედეთისთვის ღიაა. ანალენა ბერბოკის თქმით, ალიანსში მათი გაერთიანება გააძლიერებს NATO-ს და გააერთიანებს ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოებს. ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანიას მომზადებული აქვს ყველაფერი ფინეთის გასაწევრიანებლად სწრაფი რატიფიკაციის პროცესისთვის. სტოლტენბერგის თქმით, თუ ფინეთი და შვედეთი გადაწყვეტენ NATO-ში გაწევრიანებას, ეს იქნება ისტორიული მომენტი NATO-ს მოკავშირეები აცხადებენ, რომ შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, რატიფიკაციის პროცესის დაჩქარება აუცილებელია. გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. 15 მაისს კი, მეორე სესიაზე მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მედია წერს, რომ ფინეთი წინადადებას სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ წარადგენს, შვედეთი - 17 მაისს. ბლინკენი: შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ კონსენსუსს მივაღწევთ
სტოლტენბერგის თქმით, თუ ფინეთი და შვედეთი გადაწყვეტენ NATO-ში გაწევრიანებას, ეს იქნება ისტორიული მომენტი
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ ფინეთი და შვედეთი გადაწყვეტენ NATO-ში გაწევრიანებას, ეს იქნება ისტორიული მომენტი. სტოლტენბერგი კოვიდინფიცირების გამო, ბერლინში ვიდეოზარის საშუალებით ჩაერთო. სტოლტენბერგმა თურქეთის პოზიციასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, წევრები შეძლებენ საერთო ენის პოვნას. სტოლტენბერგის თქმით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ NATO პატივს სცემს ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებებს, მაგრამ თურქეთი ასევე მნიშვნელოვანი მოკავშირეა. სტოლტენბერგი ამბობს, რომ NATO „ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალს იმას, რასაც რუსეთი აკეთებს“ და მზადაა, იმოქმედოს, თუ რუსეთი NATO-ს წევრებზე რაიმე თავდასხმას განახორციელებს. მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს, რომ დავბლოკოთ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია თურქეთის პოზიციის მიუხედავად, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებაზე კონსენსუსის იმედი აქვს მისი თქმით, ფინეთისა და შვედეთის პოტენციური გაწევრიანება ალიანსისთვის მნიშვნელოვანია და ალიანსი შეისწავლის გზებს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ბალტიის რეგიონში. გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. 15 მაისს კი, მეორე სესიაზე მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მედია წერს, რომ ფინეთი წინადადებას სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ წარადგენს, შვედეთი - 17 მაისს.
ანალენა ბერბოკი: პუტინს სიტყვებით ვერ გააჩერებ, იარაღია საჭირო
100-დღიანი ომის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეცვალა სტრატეგია, მაგრამ ჯოჯოხეთი გრძელდება. პუტინს სიტყვებით ვერ გააჩერებ, იარაღია საჭირო, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა. „ამიტომ ის ახლა ისვრის უსაფრთხო მანძილიდან. სოფელი სოფლის შემდეგ, ქალაქიდან ქალაქში. ჯერ ბომბები და არტილერია წვიმს, მერე ტანკები გადამწვარი მიწაზე ტრიალებენ. პუტინს იმედი აქვს გამძლეობისა და ჩვენს დაღლილობას. ყველა სოფელს ბუჩას ბედი ელოდება“ – წერს ბერბოკი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: ბრიტანეთის დაზვერვა: 100 დღის განმავლობაში რუსმა ჯარებმა უკრაინაში სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწიეს
ანალენა ბერბოკი: რუსეთმა „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი საკუთარი მიზნებისთვის ვერ უნდა გამოიყენოს
"წარმოუდგენელია, იმის დაშვება, რომ რუსეთმა „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. ყველას ინტერესშია საერთაშორისო სამართლის პატივისცემისა და დაცვის უზრუნველყოფა", - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკის განაცხადა. „წარმოუდგენელია, იმის დაშვება, რომ რუსეთმა „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. ჩვენ გვერდით არ დავდგებით და ვერ მივცემთ რუსეთს შესაძლებლობას, გამოიყენოს ეს შეხვედრა, როგორც ტრიბუნა“, – განაცხადა ბერბოკმა. ცნობისთვის, „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე 7-8 ივლისს გაიმართება, სადაც როგორც ცნობილია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც იქნება.
ანალენა ბერბოკი: გერმანია ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსეთიდან გაზის დეფიციტმა საზოგადოებაში განხეთქილება არ გამოიწვიოს
გერმანია გააკეთებს ყველაფერს, რომ რუსეთის ფედერაციიდან გაზის დეფიციტმა, საზოგადოებაში განხეთქილება არ გამოიწვიოს, - ამის შესახებ 11 ივლისს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა იაპონიაში ვიზიტისას, კოლეგა ესიმასო ჰაიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. რუსეთმა „ჩრდილოეთის ნაკადით" ევროპისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება „თუ გვექნება ნაკლები ენერგია, გვექნება ნაკლები თბომომარაგება. ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებით, რომ რესურსების თანაბარი გადანაწილება მოხდეს“, - განაცხადა ბერბოკმა. ამასთან, მან უარყო მოთხოვნა, რომ ჯერ არ გამორთონ სამი გერმანული ატომური ელექტროსადგური ქსელიდან. „რუსეთი არაპროგნოზირებადია, არა მხოლოდ უკრაინასთან ომის შემთხვევაში, არამედ ენერგომატარებლების მოწოდების შემთხვევაშიც არ იცავს წესებს“, - აღნიშნა ბერბოკმა. 11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეწყვიტა. გაზპრომის შვილობილი კომპანია, Nord Stream AG აცხადებს, რომ მიწოდების შეჩერების მიზეზი ყოველწლიურ გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდება.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერდოღანი, პუტინთან ერთობლივი ფოტოს გამო გააკრიტიკა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანა ლენა ბერბოკმა, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერრდოღანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გადაღებული ერთობლივი ფოტოს გამო გააკრიტიკა. „ის რომ ამ ფოტოზეა თურქეთის პრეზიდენტი, რბილად რომ ვთქვათ გამოწვევაა“, - განაცხადა ბერბოკმა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთი NATO-ს წევრია და ამასთან სამხედრო დახმარებას უწევს უკრაინას. შეგახსენებთ, 20 ივლისს თეირანში თურქეთის, ირანისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა.
ანალენა ბერბოკი: მოსკოვს უკრაინაში ჰუმანიტარულ დერეფნების საკითხზე, რეალურად მოლაპარაკებაც კი არ სურს
მოსკოვს ჰუმანიტარულ დერეფნებზე რეალურად აქტიური მოლაპარაკებაც კი არ სურს, შექმნილ ვითარებაში რუსეთთან რაიმე მოლაპარაკების წარმოებას აზრი არ აქვს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა. „მოსკოვს ჰუმანიტარულ დერეფნებზე რეალურად აქტიური მოლაპარაკებაც კი არ სურს და ასეთ ვითარებაში სხვა გზა არ არის, გარდა იმისა, რომ გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა იარაღის მიწოდებით“, - განაცხადა ბერბოკმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ანალენა ბერბოკი: მომავალ ზაფხულს უკრაინას შესაძლოა, მეტი მძიმე იარაღი დასჭირდეს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბაერბოკი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მისი ქვეყანა მზადაა, უკრაინას რუსეთის შეჭრის მოგერიებაში გრძელვადია პერსპექტივაში მხარი დაუჭიროს. ამის შესახებ DW იტყობინება. მინისტრის თქმით, ეს მხარდაჭერა მოიცავს კიევისთვის მძიმე იარაღის მიწოდებასაც. „რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალ ზაფხულს უკრაინას შესაძლოა, მეტი მძიმე იარაღი დასჭირდეს თავისი მეგობრებისგან. უკრაინა ასევე იცავს ჩვენს თავისუფლებას. ჩვენ მათ თანხებითა და სამხედრო საშუალებებით ვუჭერთ მხარს. მხარდაჭერა გაგრძელდება, რამდენ ხანსაც ეს უკრაინას დასჭირდება“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
დმიტრო კულება: რუსული ენერგეტიკული შანტაჟი არის ომის ნაწილი და მას ძლიერი, ერთიანი ევროპული პასუხი უნდა გაეცეს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და მისმა გერმანელმა კოლეგამ ანალენა ბერბოკმა პრაღაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი და უკრაინას იარაღის შემდგომი მიწოდება. ამის შესახებ დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა. „პრაღაში შევხვდი ჩემს კოლეგას და მეგობარს ანალენა ბერბოკს. ჩვენ განვიხილეთ ევროკავშირის მერვე სანქციების პაკეტი, რუსებისთვის სავიზო აკრძალვა და უკრაინაში იარაღის შემდგომი მიწოდება. რუსული ენერგეტიკული შანტაჟი არის ომის ნაწილი ევროპაში და მას ძლიერი, ერთიანი ევროპული პასუხი უნდა გაეცეს“, - წერს დმიტრო კულება. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 31 აგვისტოს პრაღაში არაფორმალურ შეხვედრას მართავენ, რათა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების შეზღუდვა, ასევე, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი განიხილონ.
ანალენა ბერბოკის თქმით, საზოგადოებრივი აზრი გერმანიას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას ვერ აიძულებს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბაერბოკმა დაარწმუნა უკრაინა, რომ ბერლინი არ გააუქმებს სანქციებს მაშინაც კი, თუ პროტესტი ენერგიაზე ფასების ზრდის წინააღმდეგ დაიწყება. მისი თქმით, ომის კიდევ ერთი ნაწილია ჰიბრიდული ომი, რისი მიზანიც დემოკრატიული სახელმწიფოების დაყოფაა. „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, რაც ნიშნავს, რომ სანქციები ძალაში დარჩება ზამთარში. ზამთარი მოდის და ჩვენ, როგორც დემოკრატიულ პოლიტიკოსებს, გამოწვევები გვექნება. ხალხი ქუჩაში გამოვა და იტყვის – „ელექტროენერგიის საფასურს ვერ ვიხდით“. მე კი ვიტყვი - დიახ, ვიცი და დაგეხმარებით სოციალური ზომებით“, - თქვა ბერბოკმა.
ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა
ჩემთვის გასაგებია, რომ პუტინს იმედი აქვს, უკრაინის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვით დავიღლებით, - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი დღეს დილით კიევში ჩავიდა. „ჩემთვის გასაგებია, რომ პუტინს იმედი აქვს, უკრაინის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვით დავიღლებით. მას სჯერა, რომ შეუძლია ჩვენი საზოგადოებების გაყოფა ტყუილებით და მათი დაშანტაჟება ენერგორესურსებით მომარაგების საკითხით და, რომ მას შეუძლია გამოგვცალოს ენერგია, რაც გვჭირდება ყველა ჩვენს ღირებულებაზე ამ სასტიკი თავდასხმისგან თავის დასაცავად“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა", - ანაცხადა ბერბოკმა. ანალენა ბერბოკი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრას გეგმავს, თუმცა მისი ზუსტი განრიგი გასაიდუმლოებულია უსაფრთხოების მიზეზების გამო. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ანალენა ბერბოკი: რასაც კიევის ოლქში ვხედავ, საშინელებაზე მეტია
"რასაც აქ ვხედავ, საშინელებაზე მეტია", - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი კიევის ოლქში, ველიკა დიმერკას დასახლებას ესტუმრა და პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს უკრაინისთვის განაღმვით სამუშაოებში დახმარების აღმოჩენას. ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა "რასაც აქ ვხედავ, საშინელებაზე მეტია. ცხადია, აქ სპეციალურად განათავსეს არა მხოლოდ ტანკსაწინააღმდეგო, არამედ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებიც", - განაცხადა ბერბოკმა. უკრაინის გენშტაბი: უკრაინელმა ჯარისკაცებმა ხარკოვის ოლქში, რუსების მიერ ოკუპირებული 30-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ბერბოკი რუსეთს უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის შესახებ ნაკისრ ვალდებულებებს ახსენებს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბაერბოკმა რუსეთს მოუწოდა, შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის შესახებ, შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. უმაღლესმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ათობით მარცვლეულის გადამზიდავი ამჟამად გზაშია. „მოვუწოდებთ რუსეთს, საფრთხე არ შეუქმნას ამ გემების უსაფრთხოებას და შეასრულოს თავისი ვალდებულებები საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე“, - აღნიშნა ბერბოკმა. 29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას ასახელებს. რუსეთი მას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო. უკრაინას აფეთქებაში მონაწილეობა არ დაუდასტურებია. შეგახსენებთ, 22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.
უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების გამო, გერმანია G7-ის შეკრებას ითხოვს
გერმანია დიდი შვიდეულის ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ითხოვს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის უახლეს სარაკეტო დარტყმის გამო. ამის შესახებ Twitter-ზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა დაწერა. „მომავალ კვირას, როგორც G7-ის თავმჯდომარე ქვეყანა, ჩვენ მოვიწვევთ სხვა პარტნიორებს ბუქარესტში, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რათა უკრაინის ენერგომომარაგების შემდგომი მხარდაჭერა უზრუნველვყოთ“, - წერს ბერბოკი. მინისტრის თქმით, პუტინი ცდილობს, უკრაინელი ხალხი სიცივესა და სიბნელეში ამყოფოს. „ის ვერასდროს დაარღვევს მათი თავისუფლების სურვილს და ჩვენს მხარდაჭერას“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა. გერმანია 2022 წლის განმავლობაში G7-ის ჯგუფს თავმჯდომარეობს. 29-30 ნოემბერს, რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართება. მას NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.
ანალენა ბერბოკი უკრაინაში, სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი 10 იანვარს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია უკრაინის ქალაქ ხარკოვს. ხარკოვი იყო ერთ-ერთი ქალაქი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად. ბერბოკი გახდა პირველი გერმანელი ოფიციალური პირი, რომელიც ქალაქს 24 თებერვლის შემდეგ ეწვია. „ეს ქალაქი სიმბოლოა რუსეთის აგრესიული ომის აბსოლუტური სიგიჟისა უკრაინაში“, - განაცხადა ბერბოკმა ვიზიტის დროს. მას თან ახლდა უკრაინელი კოლეგა დმიტრო კულება. ხარკოვი, სიდიდით მეორე ქალაქია უკრაინაში. ის რუსეთის საზღვრიდან სულ რაღაც 30 მილის დაშორებით მდებარეობს. ოლქი რუსეთის თავდასხმების მთავარი სამიზნე გახდა. Alerts.in.ua სერვისის მიხედვით, რომელიც თვალყურს ადევნებს უკრაინაში საჰაერო თავდასხმის სიგნალებს, ხარკოვის ოლქს 2022 წელს, ყველაზე მეტი, ჯამში 1558 გაფრთხილება ჰქონდა.
გერმანია წინააღმდეგი არ იქნება, თუ პოლონეთი უკრაინას Leopard2-ის ტიპის ტანკებს გადასცემს - ბერბოკი
„თუკი ჩვენ გვკითხავენ ამის თაობაზე, ჩვენ გზაზე არ გადავეღობებით ამას“, - განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ფრანგულ ტელეარხ LCI-ისთვის მიცემულ ინტერვიუში Leopard 2 -ის ტიპის ტანკების უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე საუბრისას. ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო მინისტრები გერმანიას მოუწოდებენ, უკრაინას Leopard-ის ტანკები დაუყოვნებლივ გადასცეს „გერმანია მზად არის, პოლონეთს უფლება მისცეს მის შეიარაღებაში არსებული Leopard 2 ტანკები უკრაინას გაუგზავნოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად“, - განაცხადა ბერბოკმა. მატეუშ მორავეცკი: არ გამორიცხავ, რომ ვარშავამ უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკები გერმანიის ნებართვის გარეშე გადასცეს მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღება იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ბერლინი ვარშავისგან ასეთ მოთხოვნას მიიღებს. „ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტანკები, ამიტომ ჩვენს პარტნიორებთან განვიხილავთ ამას. ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ მოხერხდეს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა და უკრაინის გათავისუფლება“, - აღნიშნა ბერბოკმა. ცნობისთვის, 20 იანვარს რამშტაინის სამიტზე უკრაინისთვის Leopard-ის ტანკების მიწოდებაზე ვერ შეთანხმდნენ. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ბერბოკი რუსეთს, საქართველოსა და მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციის განზრახვაში ადანაშაულებს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანნალენა ბაერბოკმა რუსეთი, საქართველოსა და მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციის განზრახვაში დაადანაშაულა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედიის ცნობით, El Pais-ი იუწყება. „ეს არის რუსეთის სტრატეგიის ნაწილი იმ საზოგადოებების დესტაბილიზაციისთვის, რომლებიც ევროპულ გზას მიჰყვებიან“, - უპასუხა ბერბოკმა კითხვას, იზიარებს თუ არა შიშს, რომ საქართველო და მოლდოვა შესაძლოა, მოსკოვის მხარეს აღმოჩნდნენ. ბერბოკის თქმით, უკრაინაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოლდოვასა და საქართველოზე გავლენის მოხდენის მიზნით, რუსეთის მცდელობები ძლიერდება. „ჩვენ ხსენებულ ქვეყნებთან ერთად ვიზიარებთ ევროპულ ღირებულებებს და მხარს ვუჭერთ მათ სურვილს, თავად გადაწყვიტონ, იცხოვრონ მშვიდობიანად და თავისუფლად“, - აღნიშნა ბერბოკმა.
ანალენა ბერბოკი საქართველოს ეწვევა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი 23-24 მარტს საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. გერმანიის საელჩოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილთან. გარდა ამისა მინისტრი შეხვდება სტუდენტებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. „პროგრამაშია ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონთან არსებულ „ადმინისტრაციულ ხაზთან“ გამგზავრება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებთან საუბარი. ამ მისიაში ყველაზე მეტი თანამშრომელი გერმანიას ჰყავს წარგზავნილი. შეხვედრების მთავარი თემები იქნება გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირთან და NATO-სთან დაახლოების გზაზე და ამისათვის საჭირო რეფორმების გატარებისას. ვიზიტის მიზანს წარმოადგენს მჭიდრო და პირდაპირი კონტაქტების დამყარება ორ ქვეყანას შორის და კარგი თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს ევროპული მომავლისათვის“, - აცხადებენ გერმანიის საელჩოში.
ვხედავთ საქართველოს პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს - ბერბოკი თბილისში ვიზიტამდე
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ საქართველოს პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს ხედავს. მის კომენტარს საქართველოში ვიზიტის წინ, გერმანიის საგარეო უწყება Twitter-ის გვერდზე ავრცელებს. სამინისტრო აღნიშნავს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, გამოკითხვების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტს სურს, ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს. ანალენა ბერბოკი საქართველოს ეწვევა ბერბოკის თქმით, საქართველოს მოსახლეობის მიზანი ევროკავშირში ინტეგრაციაა და გასული კვირების განმავლობაში ქართველმა ხალხმა თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშები ააფრიალა პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. „გასული კვირების განმავლობაში ისინი თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშას აფრიალებდნენ, პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს მინდა გარკვევით განვაცხადო, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ვხედავთ ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს, რომელ კურსსაც ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა იცავს. ჩვენ ვხედავთ ზეწოლას, რომელსაც ქვეყანა აწყდება შიგნიდან და გარედან“, - წერს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. გერმანელი დიპლომატის თქმით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გეგმავს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ესაუბროს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს დგამენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. „დემოკრატიული სტანდარტების პატივისცემის გარდა, ეს განსაკუთრებით ეხება მედიის თავისუფლებას, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების შენარჩუნებას და თავაზიან საჯარო დებატებს - მაშინაც კი, თუ მოსაზრებები ზოგჯერ შორს არის ერთმანეთისგან“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა. ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს დღეს ეწვევა. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთა და პრემიერთან. ბერბოკი ასევე შეხვდება ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას და სტუდენტებს.
აშკარად იკვეთება, რომ ეს ადამიანი რეალობას აცდენილია - კახა კალაძე ანალენა ბერბოკის განცხადებაზე
თბილისის მერის განცხადებით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი თავის განცხადებაში რეალობას აცდენილია. ვხედავთ საქართველოს პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს - ბერბოკი თბილისში ვიზიტამდე როგორც კახა კალაძე განმარტავს, ერთადერთი, ვინც ამ პროცესს ხელს უშლის, ოპოზიციაა. „არ ვიცი რაზე საუბრობს. აშკარად იკვეთება ის, რომ რეალობას აცდენილია ეს ადამიანი. ეს არის იმ კურსის და იმ ხაზის გაგრძელება, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ საქართველოსთან მიმართებით, აბსოლუტურ სიცრუეს. საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე. 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც წარმოდგენილია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შესრულდეს. ერთადერთი, ვინც არ იღებს პასუხისმგებლობას, არ მონაწილეობს ამ ყველაფერში და არ აქვს სურვილი იმისა, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს, ეს არის ოპოზიცია. არცერთ განხილვასა და გადაწყვეტილებაში, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ, ეს არის სამწუხარო რეალობა",-განაცხადა კალაძემ.
გერმანიის საელჩომ ანალენა ბერბოკის მთავარი გზავნილი გაავრცელა
ანალენა ბერბოკის მთავარი გზავნილია, რომ გერმანია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირთან და NATO-სთან დაახლოების გზაზე და ამისათვის საჭირო რეფორმების გატარებისას, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ ანალენა ბერბოკის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფრომაციაშია აღნიშნული. ანალენა ბერბოკი საქართველოშია „გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი გუშინ საღამოს თბილისში ჩამოფრინდა. დღეს მინისტრს დატვირთული პროგრამის ფარგლებში ელოდება შეხვედრები მთავრობის, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, მინისტრი ისაუბრებს სტუდენტებთან საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ. ქალბატონი ბერბოკის მთავარი გზავნილია: გერმანია დიდი ძალისხმევით გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნის ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების გზაზე და ამისათვის საჭირო რეფორმების გატარებისას“, – აღნიშნულია გერმანიის საელჩოს ინფორმაციაში. ანალენა ბერბოკი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და ქვეყანას დღეს დატოვებს.
ანალენა ბერბოკი: ის რომ, თქვენ უკრაინის მხარეს ხართ, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ თქვენი ადგილი ევროპაშია
„ის რომ, საქართველო 2008 წლის ომის შემდეგ, ყველაფრის მიუხედავად, უკრაინის მხარესაა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ღირებულებებს, რასაც ქვეყანა ეფუძნება და იმას, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია“, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა თბილისში ვიზიტისას, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მინისტრის შეფასებით, შემთხვევითი არ არის, რომ როდესაც თბილისის ქუჩებში გადაადგილდები, არ მხოლოდ ევროპულ, არამედ უკრაინულ დროშებს ხედავ. მშვიდობიანი გზის ფუნდამენტი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაა. „ერთი თვის წინ ნიუ-იორკში შევხვდით. იქ საუბარი იყო ძალიან კონკრეტულ პასუხებზე უკრაინაში რუსული თავდასხმითი ომის შესახებ, ომის დაგმობის საკითხზე. სიგნალი, რომელიც, მათ შორის, თქვენი მხარდაჭერით გაიგზავნა და რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გაგზავნა, ეს იყო ერთიანობა, რუსული აგრესიული ომის დასაგმობად. ერთიანობა იმ ღრმა რწმენით, რომ დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან. გაეროს ქარტიაც ზუსტად ამას, მშვიდობიან გზას ნიშნავს. ამ გზის ფუნდამენტი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაა. შემთხვევითი არ არის, რომ როდესაც თბილისის ქუჩებში გადაადგილდები, არ მხოლოდ ევროპულ, არამედ, უკრაინულ დროშებს ხედავ. მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, საქართველოს მხარდაჭერა და თქვენი მკაფიო პოზიცია რუსული თავდასხმით ომის წინააღმდეგ ძალიან დასაფასებელია. ჩვენ ვიცით, რა მდგომარეობაშია საქართველო 2008 წლის ომის შემდეგ. ის რომ თქვენ, ამ ყველაფრის მიუხედავად, უკრაინის მხარეს ხართ, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ღირებულებებს, რასაც საქართველო ეფუძნება და იმას, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია. გერმანიაში საქართველოს მიმართ ინტერესი ყველა სფეროში უდიდესია. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის კარი ბოლომდე ღიაა. ახლა მთავარი 12 პრიორიტეტული პუნქტის შესრულებაა. ქართველებმა თვალნათლივ დაამტკიცეს, რომ ეს მათი სურვილია“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა მედიის შეკითხვების საპასუხოდ.
ანალენა ბერბოკი: მე ჩამოვედი, რათა მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადო - ჩვენ გვინდა, გავაგრძელოთ 12 პრიორიტეტის შესრულება
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. თბილისში ვიზიტისას მან შეხვედრები გამართა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. „თქვენ ახსენეთ დეოლიგარქიზაცია და არის თუ არა ამ მხრივ რაიმე სპეციფიკური სიტუაცია ქვეყანაში, სადაც ვიმყოფები? მე არ ვარ აქ ამისთვის ჩამოსული. მე ჩამოვედი, რათა მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადო - ჩვენ გვინდა, გავაგრძელოთ 12 პრიორიტეტული პუნქტის შესრულება, კანონის უზენაესობა, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, სიტყვის თავისუფლება, პრესის თავისუფლება და მხარი დავუჭიროთ ქართველებს, რათა მხოლოდ ერთობლივად არის შესაძლებელი მთლიანად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს არის ჩემი ძირითადი გზავნილი ვიზიტის ფარგლებში. მე, როგორც პოლიტიკოსი, ვიტყვი, რომ არა სისუსტე, არამედ სიძლიერეა, როდესაც მიიღებ კრიტიკას და ასევე შეასრულებ ამ კრიტიკულ შენიშვნებს. რა თქმა უნდა, იყო კრიტიკა ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტზე. კარგია, რომ მოხდა გაწვევა. ეს არის ჩემთვის ერთადერთი მართებული გზა, ამიტომ, უდიდესი პატივი უნდა ვცეთ ამ გადაწყვეტილებას. ეს არის კრიტიკა საკუთარი საზოგადოებიდან, ასევე გარკვეული მითითებები გარედან. ეს არ არის სისუსტე, ეს არის გაძლიერების ხელშეწყობა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ვფიქრობ, ეს ყველაფერი უსვამს ხაზს, რამდენად დიდია საქართველოს მოსახლეობის ევროკავშირში შესვლის სურვილი“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა.
დარჩიაშვილი ანალენა ბერბოკს: არამარტო საპროტესტო აქციებზე, ევროკავშირის დროშა ჩვენს გულებშიც ფრიალებს
საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს საქართველოსა და გერმანიის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების პრესკონფერენცია, რასაც წინ უძღოდა შეხვედრა როგორც გაფართოებულ, ისე პირისპირ ფორმატში. ანალენა ბერბოკი და ილია დარჩიაშვილი ახლა ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობენ. გერმანიამ საქართველოს ევროპულ გზაზე მხარდაჭერა აღუთქვა. მინისტრმა გაიხსენა თბილისში რამდენიმე კვირის წინ გამართული აქციები და ხაზი გაუსვა, თუ როგორ ფრიალდებდა თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშები. ბერბოკის შეფასებით, საქართველო არის ევროკავშირი: „ჩვენ გვინდა, ვნახოთ საქართველო ევროკავშირში, ჩვენ მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე“. თავის მხრივ, მინისტრმა დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ „არამარტო საპროტესტო აქციებზე, ევროკავშირის დროშა ჩვენს გულებშიც ფრიალებს“. „ქალბატონო მინისტრო, დიდი მადლობა მხარდამჭერი გზავნილებისთვის. მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირის დროშა არამხოლოდ საპროტესტო აქციებზე, ყველა ჩვენგანის გულში ფრიალებს, რადგან ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ისტორიული, ცივილიზაციური არჩევანია და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გაქვს თქვენი ძალიან ძლიერი მხარდაჭერის ამ მიმართულებით. მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ. თქვენი ჩამობრძანება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში, ძალიან აუცილებელი და დროული“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
პრეზიდენტი ანალენა ბერბოკს: საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ, ანალენა ბერბოკთან შეხვედრისას, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამათული შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კადიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს და ასეთ რთულ ვითარებაში თავს ევროპისგან მიტოვებულად ჩათვლის. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც გერმანიის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციის უწყვეტ მხარდაჭერის გამოხატულებას. საქართველო არის ევროკავშირი - ანალენა ბერბოკი „აშშ-ში ჩემი ბოლო ვიზიტისას სატელეფონო საუბარი მქონდა გერმანიის პრეზიდენტთან, რომელმაც დამიდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა და თქვენი აქ ყოფნაც ამის ნათელი დადასტურებაა“,- მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს. თავის მხრივ, ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, აქ იმყოფება იმისათვის, რომ საქართველოს და მისი მოსახლეობის ევროკავშირში ხილვა სურს. ,,ამიტომ ვარ აქ და ეს არის ის, რასაც ჩემი მთავრობა უჭერს მხარს. საქართველოს სჭირდება რეფორემების გაგრძელება იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, - განაცხადა ბერბოკმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, დიმიტრიოს კარაბალისმა დღეს ოძისის რაიონში, საოკუპაციო ხაზთან ვიზიტისას უმასპინძლა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანალენა ბერბოკს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია, რაიონში უსაფრთხოების კუთხით განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შესახებ. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმას, თუ რა უარყოფით გავლენას ახდენენ „ბორდერიზაციის“ მიმდინარე ქმედებები და საოკუპაციო ხაზის გასვწვრივ რეგულარული მოძრაობისთვის ოძისის გადაკვეთის პუნქტის ხანგრძლივი დაკეტვა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე. მისიის ინფორმაციით, კარაბალისმა განმარტა, რომ მისია მხარს უჭერს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვების მოხსნას აღდგომის დამდეგ სადღესასწაულო პერიოდთან დაკავშირებით და განაგრძობს ე.წ. სამხრეთ ოსეთთან, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული გადაკვეთის პუნქტების მუდმივად ფუნქციონირების აღდგენის მხარდაჭერას. თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა ინფორმაციის მიწოდებისთვის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის. გერმანიას ამჟამად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ჰყავს, მისიაში მომუშავე გერმანიის 28 მოქალაქის სახით.
ანალენა ბერბოკი საქართველოშია
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე დახვდა, - იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს. ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. ანალენა ბერბოკის ვიზიტის პროგრამა სტუდენტებთან შეხვედრასაც ითვალისწინებს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზსაც ეწვევა.
ანალენა ბერბოკი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა
საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების დინამიკა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის ანალენა ბერბოკის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ირაკლი ღარიბაშვილმა ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის ანალენა ბერბოკს მადლობა გადაუხადა და ევროინტეგრაციის პროცესში დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოსა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს. პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესში გერმანიამ არაერთხელ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი და აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ევროკავშირის საიმედო პარტნიორი და მოკავშირეა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ, და კვლავაც გააგრძელებს კონსტრუქციული როლის შესრულებას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად. ირაკლი ღარიბაშვილმა და ანალენა ბერბოკმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს მნიშვნელოვან როლს“, - წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ანალენა ბერბოკი თბილისში: როგორ გამოიყურება სამშვიდობო გეგმა - ეს არის რუსული სამხედრო ქვედანაყოფების გაყვანა და ცეცხლის შეწყვეტა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, მკაფიო სიგნალი იყო, რომ საქართველომ გასული წლების განმავლობაში მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც ცალსახად ამბობს, ვინ არის აგრესორი - ეს არის რუსეთი, ვინ არის მსხვერპლი - ეს არის უკრაინა. „როგორ გამოიყურება სამშვიდობო გეგმა - ეს არის რუსული სამხედრო ქვედანაყოფების გაყვანა და ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინის მთელ ტერიტორიაზე“, - განაგრძო მინისტრმა. ანალენა ბერბოკი: ის რომ, თქვენ უკრაინის მხარეს ხართ, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ თქვენი ადგილი ევროპაშია „საქართველოს გადმოსახედიდან, ეს არის რეალობა, რომ რუსეთი უხეშად, პერმანენტულად არღვევს გაეროს ქარტიას. მეზობლებისთვის ეს უფრო დიდი გამოწვევაა, ვიდრე გეოგრაფიულად სხვაგან მდებარე ქვეყნებისთვის. „თუ გინდა, გახდე ევროკავშირის წევრი, უსაფრთხოების პოლიტიკაში უნდა ჩაერთო და ევროკავშირის გადმოსახედიდან, 12 პრიორიტეტია შესასრულებელი და საქართველოს მთავრობამ და ქართველებმა ზუსტად და მკაფიოდ გამოხატეს, გაუგზავნეს გზავნილი მსოფლიოს - სად დგანან“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქართველო არის ევროკავშირი - ანალენა ბერბოკი
საქართველო არის ევროკავშირი, ჩვენ გვინდა, ვნახოთ საქართველო ევროკავშირში, ჩვენ მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა თბილისში ვიზიტისას, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებობს წინსვლა 12 პრიორიტეტის შესრულების მხრივ. ბერბოკი ამბობს, რომ ეს გზა, რომელიც საკმაოდ რთულია, ვერ შემოკლდება. მისი თქმით, „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპორექტის შემდეგ, ახლა მნიშვნელოვანია პოლარიზაციის დაძლევა, რეფორმების განხორციელება. „დიდი მადლობა ამ მეგობრული მიღებისთვის თბილისში. გერმანიაში უდიდესი ინტერესია საქართველოს, ადამიანების, ისტორიის, საოცარი ბუნების და სამზარეულოს მიმართ. ინტერესი ვლინდება საქართველოში ჩამოსვლის მსურველი გერმანელი ტურისტების რაოდენობის ზრდაში - იმ ადამიანების რაოდენობა იზრდება, ვისაც საქართველოში ტურისტად ჩამოსვლა უნდა. ადამიანებისთვის, ხინკალი და ხაჭაპური აღარ არის უცხო სიტყვა, მიუხედავად იმისა, რომ მათი წარმოთქმა არ არის მარტივი, მათ შორის, ჩემთვისაც. ეს არის ანეკდოტი გერმანული პრესისთვის. გუშინ ვნახე არაჩვეულებრივი ქალაქი თბილისი, არაჩვეულებრივი არქიტექტურით, სადაც გერმანული არქიტექტურა შინაურია. ეს უკავშირდება ორმხრივ ურთიერთობას. ინტერესი საქართველოს მიმართ იმგვარად ვლინდება, რომ ჩვენ, გერმანიაში, გასული კვირების განმავლობაში ინტენსიურად ვაკვირდებოდით თქვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, რაც ხდებოდა „უცხოური აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით. ევროპული დროშები ფრიალებდა. დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, რომ თბილისის ქუჩებში გამოდიოდნენ ქალები და მამაკაცები, რომლებიც ევროპულ დროშას აფრიალებდნენ. ეს ყველაფერი ხელს უწყობდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. ჩვენი გამოცდილება ევროპაში არის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, ეს არის არამხოლოდ შანსი, არამედ ევროპული ღირებულებების რწმენა. ასევე, არის სტიმული. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებით შეიძლება, იამაყო. საქართველო არის ევროკავშირი. ამაში დაგვარწმუნა არა გასულმა კვირებმა, არამედ გასულმა წელმა. ადამიანების, საქართველოს მოსახლეობის ადგილი ევროკავშირშია. ამიტომ, საქართველოში ჩამოვედი კონკრეტული გზავნილით. ჩვენ გვინდა, ვნახოთ საქართველო ევროკავშირში, გვინდა, ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი. ჩვენ მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე. თქვენ გყავთ მეგობრები ბრიუსელსა და ბერლინში, ვისი იმედიც შეიძლება, გქონდეთ. გულწრფელად დაგიჭერენ მხარს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს გზა ერთობლივად, გულწრფელად გავიაროთ“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ანალენა ბერბოკი თბილისში: ზოგიერთი აქტორი არ არის აღფრთოვანებული, რომ რომელიმე ქვეყანას ევროკავშირის წევრობა სურს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო 2008 წლის ომის შემდეგ, ყველაფრის მიუხედავად, უკრაინის მხარესაა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ღირებულებებს, რასაც ქვეყანა ეფუძნება და იმას, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია. პრესკონფერენციაზე ბერბოკს ჟურნალისტმა, ვიზიტამდე გაკეთებული განცხადების განმარტება სთხოვა, რომლის თანახმად, „ვხედავთ საქართველოს პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს“. „მე ჩამოვედი საქართველოში, რათა ხაზი გავუსვა, რომ არამხოლოდ როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ, მეგობარი ამ ქვეყნის, მხარს დავუჭერ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას - განსაკუთრებით იმ მოვლენებზე, რაც რთულია მხარდასაჭერად. მეგობრობა არ არის მხოლოდ კარგი ამინდი, რომლის ფონზეც დაჯდები და რაღაც გაგიხარდება, რაღაცას აღნიშნავ, მაშინაც უნდა მოხდეს ეს, როდესაც ქარიშხალი ამოვარდება. ევროკავშირი, საქართველო და გერმანია ყველაფერს გააკეთებენ, რომ საქართველო ევროკავშირამდე მივიდეს. გზა ევროპის კავშირისკენ ნიშნავს, რომ სარეფორმო ნაბიჯები ერთობლივად უნდა გადაიდგას. ყველაფერი ვარდისფერი და ლამაზი არ არის. თქვენ ეს ბევრად უკეთ იცით. არიან აქტორები, რომლებიც არ არიან აღფრთოვანებულნი იმით, რომ რომელიმე ქვეყანას ევროპის კავშირის წევრობა სურს. არამხოლოდ რუსული აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ... არამედ,მანამდე განვლილი წლები, როდესაც სახელმწიფოები რუსეთის სამეზობლოში ღიად საუბრობდნენ ევროკავშირში ინტეგრაციაზე, რუსეთი ამას ტაშს არ უკრავდა, არ იყო ამით აღფრთოვანებული. ეს მარტივი გზა არ არის, აუცილებელია რეფორმების განხორციელება“, - აღნიშნა მინისტრმა. ბერბოკმა რუსეთთან შესაძლო ფრენების აღდგენაზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. მისი თქმით, მკაფიო სიგნალი იყო, რომ საქართველომ გასული წლების განმავლობაში მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც ცალსახად ამბობს, ვინ არის აგრესორი - ეს არის რუსეთი, ვინ არის მსხვერპლი - ეს არის უკრაინა. როგორ გამოიყურება სამშვიდობო გეგმა - ეს არის რუსული სამხედრო ქვედანაყოფების გაყვანა და ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. „საქართველოს გადმოსახედიდან, ეს არის რეალობა, რომ რუსეთი უხეშად, პერმანენტულად არღვევს გაეროს ქარტიას. მეზობლებისთვის ეს უფრო დიდი გამოწვევაა, ვიდრე გეოგრაფიულად სხვაგან მდებარე ქვეყნებისთვის. თუ გინდა გახდე ევროკავშირის წევრი, უსაფრთხოების პოლიტიკაში უნდა ჩაერთო და ევროკავშირის გადმოსახედიდან, 12 პრიორიტეტია შესასრულებელი და საქართველოს მთავრობამ და ქართველებმა ზუსტად და მკაფიოდ გამოხატეს, გაუგზავნეს გზავნილი მსოფლიოს - სად დგანან“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპის სამ ქვეყანაში ვიზიტით ჩადის
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი ოფიციალური ვიზიტით ევროპის სამ ქვეყანაში გაემგზავრება. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ მინისტრი დღეს იწყებს ვიზიტს და მისი ტურნე მოიცავს გერმანიას, საფრანგეთსა და ნორვეგიას. „გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის მიწვევით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანიკენ ჰუიტფელდტი, სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი, 8-დან 12 მაისამდე ეწვევა გერმანიას, საფრანგეთსა და ნორვეგიას“, - განაცხადა სპიკერმა. ცინის ვიზიტი გერმანიაში, გასულ თვეში ბერბოკის პეკინში მოგზაურობის ფონზე დაიგეგმა, რის შემდეგაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მკვეთრად გააკრიტიკა ჩინეთი. ბერბოკი ამბობდა, რომ ჩინეთი ახორციელებს აგრესიულ საგარეო პოლიტიკას და მიმართავს რეპრესიულ ქმედებებს ქვეყნის შიგნით.
ვაკვირდებით რუსეთში მიმდინარე მოვლენებს და დამყარებული გვაქვს კონტაქტი საერთაშორისო პარტნიორებთან - ბერბოკი
ვაკვირდებით რუსეთში მიმდინარე მოვლენებს და დამყარებული გვაქვს კონტაქტი საერთაშორისო პარტნიორებთან, - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი რუსეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. „გუშინდელი საღამოდან მოყოლებული ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთში მიმდინარე მოვლენებს და დამყარებული გვაქვს კონტაქტი საერთაშორისო პარტნიორებთან. რუსეთში მყოფი გერმანიის მოქალაქეები აუცილებლად უნდა გაეცნენ ჩვენ მიერ გაზიარებულ მოგზაურობისა და უსაფრთხოების ინსტრუქციებს“, - წერს ბერბოკი. გადაჭარბებული ამბიციები და ღალატი, ამბოხის ორგანიზატორების, ნეიტრალიზების ბრძანება გავეცი - პუტინი ევგენი პრიგოჟინზე ჩემმა მებრძოლებმა როსტოვის სამხედრო ობიექტები დაიკავეს - ევგენი პრიგოჟინი გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის თანახმად, რუსული "ვაგნერ ჯგუფის" მფლობელი, ევგენი პრიგოჟინი, რომელიც მანამდე მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ახლა ვლადიმერ პუტინს დაუპირისპირდა. ISW: „ვაგნერის“ დამფუძნებელი პრიგოჟინი ცდილობს, გააძლიეროს თავისი პოლიტიკური მისწრაფებები საქმე ეხება 10 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოხალისეთა ყველა ფორმირებას დაევალა პირველ ივლისამდე კონტრაქტის გაფორმება სამინისტროსთან „უკრაინის ომში მათი გამოყენების ეფექტურობის გაზრდის მიზნით“, რასაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაც დაუჭირა მხარი. ახალი ბრძანების გაცემამდე „ვაგნერის“ დამფუძნებელი მწვავედ აკრიტიკებდა მხოლოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, თუმცა ეყრდნობოდა პუტინის ავტორიტეტს, რაც 10 ივნისის შემდეგ შეიცვალა. „პრიგოჟინის რიტორიკა გამოწვევაა რუსეთის მმართველი უფრო ფართო ფენებისთვის. 2023 წლის პირველი ივლისი, მოხალისეების მიერ კონტრაქტების ხელმოწერის ბოლო ვადა, სავარაუდოდ, დაპირისპირების საკვანძო ეტაპი იქნება“, - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ცნობებში, რომელიც 15 ივნისს გამოქვეყნდა.
Reuters: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავს პრობლემა შეექმნა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი იძულებული გახდა, ორშაბათს მისი თვითმფრინავის მექანიკური პრობლემების გამო, ავსტრალიაში გამგზავრება დროებით შეეჩერებინა. ამის შესახებ Reuters-ი მინისტრის სპიკერის კომენტარზე დაყრდნობით წერს. სამთავრობო თვითმფრინავი იძულებული გახდა, აბუ დაბიში უსაფრთხოების მიზეზების გამო დაბრუნებულიყო. გერმანიის საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ მისი ეკიპაჟი მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიზიტის გაგრძელება შეძლოს. მისი ტურნე ასევე მოიცავს გაჩერებებს ახალ ზელანდიასა და ფიჯიზე. საჰაერო ძალებმა განმარტა, რომ გამოაქვეყნებს დამატებით ინფორმაციას, როდესაც Airbus A340 გასამგზავრებლად მზად იქნება.
თვითმფრინავის გაუმართაობის გამო, ბერბოკმა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ვიზიტი გააუქმა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანნალენა ბერბოკმა თვითმფრინავის პრობლემების გამო, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ფიჯიზე ერთკვირიანი ვიზიტი გააუქმა. იგეგმებოდა, რომ ბერბოკი ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში კომერციული რეისით გაფრინდებოდა, მაგრამ მოგზაურობა ბოლო მომენტში გაუქმდა. აბუ დაბიდან აფრენის მეორე მცდელობისას, ბერბოკის სამთავრობო თვითმფრინავს შეექმნა იგივე პრობლემები, როგორც პირველი აფრენისას. თვითმფრინავის კაპიტანმა განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ავსტრალიაში ფრენა ამ თვითმფრინავით განხორციელებულიყო. აბუ დაბიში იძულებითი გაჩერების დროს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სატელეფონო საუბარი გამართა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მის კოლეგასთან. გასულ წელს ბერბოკს ცუდი ამინდის გამო, ასევე მოუწია ბრიტანელ კოლეგასთან, ჯეიმს კლერლისთან დაგეგმილი შეხვედრის გაუქმება.
ბერბოკმა განმარტა, რამ მოახდინა გავლენა ჩინეთის მიმართ გერმანიის პოლიტიკის ცვლილებაზე
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ჩინეთი გამოწვევას უქმნის „ამ სამყაროში ერთად ცხოვრების საფუძვლებს.“ მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში დეესკალაციისთვის ავსტრალიასთან იმუშვებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ბერბოკის თქმი, ჩინეთის მიერ ავსტრალიისთვის დაწესებული სავაჭრო აკრძალვების გამოცდილებამ გავლენა მოახდინა გერმანიის პოლიტიკის შეცვლაზე პეკინის მიმართ. „ჩინეთი შეიცვალა და ამიტომ ჩვენი პოლიტიკა ჩინეთის მიმართ ასევე უნდა შეიცვალოს”, - განაცხადა ბერბოკმა. „მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი იყო პარტნიორი კლიმატის ცვლილების, ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში, ის იყო კონკურენტი, როდესაც საქმე ეხება იმას, თუ როგორ ვიცხოვროთ ერთად ამ სამყაროში," - განაგრძო გერმანელმა დიპლომატმა. ანალენა ბერბოკის თქმით, „მზარდი სისტემური მეტოქეობის პირობებში ზოგიერთი ავტოკრატიული რეჟიმი ცდილობს საერთაშორისო წესრიგის დამუხრუჭებას, რათა გაზარდოს თავისი გავლენის სფეროები, გამოიყენოს არამხოლოდ სამხედრო ძალა, არამედ ეკონომიკური გავლენაც.“ ბერბოკის თქმით, გერმანია ხელს არ შეუწყობს ბლოკებს შორის ახალ დაპირისპირებას, მაგრამ გაამრავალფეროვნებს თავის სავაჭრო პარტნიორებს და რისკებს აირიდებს თავიდან. მისი განმარტებით, მრავალი ქვეყანა იხრებოდა ჩინეთისკენ, რადგან მათ არ ჰქონდათ ალტერნატივა, გერმანიას კი, ამ მოცემულობის შეცვლა სურდა. „ტაივანის სრუტეში სტატუს კვოს ნებისმიერი ცალმხრივი ცვლილება მიუღებელი იქნება, მით უმეტეს, თუ ეს მოიცავს იძულებით ან სამხედრო საშუალებებს,“ - აღნიშნა გერმანიის საგრეო საქმეთა მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ Europetime-ის სტატია: ელჩი ფიშერი: ჩინეთი ერთდროულად არის პარტნიორი, კონკურენტი და სისტემური მეტოქე
ბერბოკი ომის დროს უკრაინაში მეოთხედ ჩავიდა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი დღეს დილით, მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. წერს „დოიჩე ველე". „უკრაინა იცავს ყველა ჩვენგანის თავისუფლებას დიდი გამბედაობით და მონდომებით", - განაცხადა ბერბოკმა კიევში და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას შეუძლია გერმანიის დახმარების იმედი ჰქონდეს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, უსაფრთხოების მიზეზების გამო, წინასწარ არ გამოცხადებულა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ბერბოკი ქვეყანაში მეოთხედ ჩავიდა.
ბლინკენი და ბერბოკი: უკრაინას უნდა დავეხმაროთ, რათა დაიბრუნოს რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიები
როგორ გამოიყენებენ უკრაინელები ATACMS რაკეტებს, მათი საქმეა, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ATACMS რაკეტების უკრაინისთვის გადაცემის შესაძლებლობის კომენტირებისას ბლინკენმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის შეიარაღების ყოველი სისტემის გადაცემისას რიგი ფაქტორების გათვალისწინება ხდება. ბერბოკმა და ბლინკენმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხეს შეკითხვას კიევისთვის ATACMS-ისა და Taurus-ის რაკეტების მიწოდების შესაძლებლობაზე. „ჩვენ მოწოდებულნი ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას, დაიბრუნოს რუსეთის მიერ ამ აგრესიის დროს მიტაცებული ტერიტორიები. მე ანალენასთან ერთად მხოლოდ ერთი კვირის წინ ვიყავი უკრაინაში. მანამდე, ჩემი ბოლო ვიზიტი თითქმის ზუსტად ერთი წლის წინ იყო. დროის ამ მონაკვეთში, უკრაინამ დაიბრუნა 2022 წლის თებერვლიდან რუსეთისგან წაღებული ტერიტორიის 50 პროცენტზე მეტი და, რა თქმა უნდა, ახლა ჩართულია ამ მნიშვნელოვან კონტრშეტევაში, რათა დაიბრუნოს რუსეთის მიერ მიტაცებული მიწის მეტი ნაწილი. და ჩვენი ორივე ქვეყანა და ათობით სხვა, ყოველდღიურად ვმუშაობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას მივაწოდებთ იმას, რაც მას სჭირდება წარმატებისთვის. ბრძოლის ბუნება ვითარდება, იცვლება, იზრდება საჭიროებები. მუდმივად განვიხილავთ, თუ რა დამატებითი მხარდაჭერა შეიძლება, იყოს სასარგებლო და ეფექტიანი უკრაინისთვის ამ მომენტში. ასე რომ, სხვადასხვა სისტემა მუდმივად განიხილება. უკრაინელებს მათი ეფექტიანად გამოყენება უნდა შეეძლოთ. ასევე ახალი რთული სისტემები მომსახურებას ითხოვენ, და, რა თქმა უნდა, ამით დაკავებულები ვართ”, - განაცხადა ბლინკენმა. ის, თუ როგორ გამოიყენებენ უკრაინელები ამ იარაღს, „მათი საქმეა”. „თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რა არის ყველაზე ეფექტიანი მათი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ჩვენი საკუთარი პოლიტიკის მიხედვით, უკრაინის ფარგლებს გარეთ ჩვენი შეიარაღების სისტემების გამოყენებას არ ვაქეზებთ და არ ვუშვებთ. მაგრამ, კიდევ ერთხელ, ეს უკრაინის გადაწყვეტილებაა,” - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. შეგახსენებთ, ბერბოკი ვაშინგტონში ჩასვლამდე კიევში ვიზიტით იმყოფებოდა. 6 სექტემბერს კი, უკრაინას ენტონი ბლინკენი ორდღიანი ვიზიტით ეწვია. „ორივე ჩვენგანმა ვნახეთ, ჩვენი ვიზიტების დროს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის მთავრობამ და უკრაინის სამხედროებმა შეძლონ დაიცვან და გაათავისუფლონ თავიანთი ხალხი აღმოსავლეთ უკრაინაში, რადგან იქ ხალხი, როგორც ვიცით, ნამდვილად ჯოჯოხეთში ცხოვრობს. და უკრაინაში, კიევში შევხვდი ადამიანებს, რომლებიც დეპორტირებულნი არიან უკრაინიდან, როგორც ე.წ. სამოქალაქო მძევლები, თუმცა, ვფიქრობ, ეს არასწორი ტერმინია. ისინი სასტიკი მეთოდებით მოწყვიტეს ცხოვრებას, რადგან მუშაობდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ან უბრალოდ ქუჩაში იდგნენ. გადაასახლეს რუსეთში, სხვა ადგილებში. აწამებდნენ. ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა და ჩვენ არ ვიცით, რამდენი მათგანია იქ, რადგან წელიწადნახევარია, არამხოლოდ ეს საშინელი ომი მიმდინარეობს, აღმოსავლეთ უკრაინაში რეალურად ჰუმანიტარული დახმარება არ შესულა. ნეიტრალური დამკვირვებლები ვერ ხედავენ, რა ხდება იქ. წელიწადნახევარია ეს სოფლები, ეს ქალაქები არ გათავისუფლებულა. იმისთვის, რომ ისინი გათავისუფლდნენ, უნდა გადაილახოს დანაღმული ზონის უზარმაზარი სარტყელი, რომლის უკან რუსი ოკუპანტები არიან გამაგრებულები. ასე რომ, მას სჭირდება სამხედრო სისტემები, იარაღის სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ დანაღმული ტერიტორიის ამ სარტყლის გადალახვა. ჩვენ ვესაუბრებით ერთმანეთს იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ უკრაინელებს, მაგრამ უკვე რამდენჯერმე განვაცხადეთ, რომ ეს უაღრესად თანამედროვე იარაღის სისტემები ასევე ძალიან ეფექტიანი იარაღის სისტემებია. სენსიტიური საკითხებია გასარკვევი და ეს არც ისე მარტივია. ასე რომ, როგორც ფედერალურ მთავრობას, თავდაცვის მინისტრს, კანცლერსა და მე არაერთხელ გვისაუბრია ამ საკითხზე გასული კვირების განმავლობაში და ჩვენ კვლავ და ისევ ნათლად განვაცხადეთ, რომ ინტენსიურ დისკუსიებში ვართ და განვიხილავთ, რა შეგვიძლია. თქვენი შეკითხვის მეორე ნაწილი ეხება თავდასხმებს - შესაძლო თავდასხმებს რუსეთის ტერიტორიაზე და გერმანულ პრესას ასევე ნათლად ვუთხარი, რომ თავდაცვის უფლება ნიშნავს, რომ შეგიძლია, თავი დაიცვა. ჩვენ გვაქვს სხვა შემთხვევები მსოფლიოში, როდესაც სახელმწიფოებს, რომლებსაც გარედან თავს ესხმიან, აქვთ უფლება, დაიცვან თავი და უპასუხონ. ეს სასტიკი ომი არ ეხება მხოლოდ იმას, რაც სამართლებრივად დასაშვებია, ჩვენ ისევ და ისევ განვაცხადეთ, რომ იარაღის მიწოდების საფუძველია საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი. ეს არის ჩვენი იარაღის მიწოდების საფუძველი. მაგრამ ეს არ ეხება მხოლოდ სამართლებრივ საკითხებს და ვფიქრობ, ჩვენ ეს ნათლად განვაცხადეთ ამ პრესკონფერენციაზეც. საუბარია მსოფლიოს ფართო მხარდაჭერაზე უკრაინისადმი, უკრაინაში მშვიდობისთვის. და ეს ეხება ნდობას. გარდა სამართლებრივი საკითხებისა, მათ შორის - და თავდაცვის უფლებასთან დაკავშირებით, სურათი საკმაოდ ნათელია. მაგრამ ჩვენთვის, როგორც NATO-ს პარტნიორებისთვისაც, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გავაძლიეროთ ნდობა მთელ მსოფლიოში, ვენდოთ საკუთარ ქმედებებს და ეს ეხება უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას. ასე რომ, ჩვენ თავიდანვე ვუთხარით უკრაინელ სამხედროებს, რომ ჩვენი იარაღის მიწოდება შემოიფარგლება მხოლოდ მათი ტერიტორიის, უკრაინის ტერიტორიის დასაცავად,“ - განაცხადა ბერბოკმა ვაშინგტონში.
ბერბოკმა სი ძინპინს დიქტატორი უწოდა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანნალენა ბაერბოკმა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს დიქტატორი უწოდა. „ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაიას, ვიდრე ეს საჭირო იქბება,“ - განუცხადა ბერბოკმა Fox News-ს. „თუ პუტინი ამ ომს მოიგებს, რა ნიშანი იქნებოდა ეს მსოფლიოს სხვა დიქტატორებისთვის, როგორიცაა სი ძინპინი, ჩინეთის პრეზიდენტი? ამიტომ, უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი,“ - განაცხადა ბერბოკმა აშშ-ში ვიზიტის დროს მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში. პეკინთან მოლაპარაკებებიდან ერთი დღის შემდეგ, ბაიდენმა სი ძინპინს დიქტატორი უწოდა - BBC ბერბოკმა განმარტა, რამ მოახდინა გავლენა ჩინეთის მიმართ გერმანიის პოლიტიკის ცვლილებაზე ასევე წაიკითხეთ Europetime-ის სტატია: ელჩი ფიშერი: ჩინეთი ერთდროულად არის პარტნიორი, კონკურენტი და სისტემური მეტოქე
ილია დარჩიაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
17 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე. უწყების თანახმად, ილია დარჩიაშვილმა ანალენა ბერბოკს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით გაწეული ძალისხმევის შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული, რაც აისახება შესაბამის გადაწყვეტილებაში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. „მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა მიმდინარე წელს, საქართველოში გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტის მნიშვნელობას. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას, გერმანიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის. საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის,ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78- სესიაში მონაწილეობს. საქართველოს მთავრობის მეთაური გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. ბერბოკმა მიმდინარე წლის სექტემბერში განაცხადა, რომ უკრაინა, მოლდოვა, ბალკანეთის ქვეყნები და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო, ევროკავშირის წევრები გახდებიან. გერმანელი დიპლომატი საქართველოს ვიზიტით ასევე მიმდინარე წლის მარტში სტუმრობდა. შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად. ბორელი ევროკავშირში გაწევრიანების თარიღის დათქმის იდეით გამოდის: გაფართოებამ შეიძლება, ათი ახალი წევრის მიღება გამოიწვიოს „გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ისინი დაასრულებენ აუცილებელ ნაბიჯებს. ამდენად, გაფართოება არ არის ოცნება, წინსვლის დროა. კიდევ ბევრია გასაკეთებელია,“ - განაცხადა შარლ მიშელმა. მისი განცხადებით, გაფართოების პროცესი „რთული და ზოგჯერ მტკივნეული“ იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. 29 აგვისტოს, ამასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილეს. დანა სპინანტმა განმარტა, რომ ევროკავშირის გაფართოება ევროკომისიისთვის პოლიტიკური პრიორიტეტია. „ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია” და კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ,“ - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ეხმარება კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გატარებაში. ევროკომისიას Europetime-მა კითხვით მიმართა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზავნილია ეს მაგალითად, საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინშია. „რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისია მზადაა, რეკომენდაცია გაუწიოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მას შემდეგ, რაც შესრულდება კომისიის დასკვნაში განსაზღვრული პრიორიტეტები საქართველოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებით. შემდეგი გაფართოების პაკეტის ნაწილია ის, რომ ევროკომისია წარადგენს პროგრესის შესახებ ანგარიშს, რომელიც სავარაუდოდ, შემოდგომაზე გამოქვეყნდება,“ - განუცხადა Europetime-ს ევროკომისიის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე.“ ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ. აღსანიშნავია, რომ ჯოზეფ ბორელი 7 სექტემბერს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია.
ჩინეთი აღშფოთებულია იმის გამო, რომ ბერბოკმა სი ძინპინს დიქტატორი უწოდა
ჩინეთი ძალიან უკმაყოფილოა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბაერბოკის განცხადებებით, რომელმაც პრეზიდენტ სი ძინპინს დიქტატორი უწოდა. შესაბამისი განცხადება პეკინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გააკეთეს. „ეს განცხადება „უკიდურესად აბსურდულია“ და სერიოზულად ლახავს ჩინეთის ღირსებას,“ განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა მაო ნინმა და ბერბოკის განცხადებებს „ღია პოლიტიკური პროვოკაცია“ უწოდა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ მან დიპლომატიური არხებით შესაბამისი პოზიცია გამოხატა გერმანულ მხარესთან. ბერბოკმა სი ძინპინს დიქტატორი უწოდა პეკინთან მოლაპარაკებებიდან ერთი დღის შემდეგ, ბაიდენმა სი ძინპინს დიქტატორი უწოდა - BBC ბერბოკმა განმარტა, რამ მოახდინა გავლენა ჩინეთის მიმართ გერმანიის პოლიტიკის ცვლილებაზე ასევე წაიკითხეთ Europetime-ის სტატია: ელჩი ფიშერი: ჩინეთი ერთდროულად არის პარტნიორი, კონკურენტი და სისტემური მეტოქე
ანალენა ბერბოკი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პუტინის წინააღმდეგ რეზოლუციის მიღებას ითხოვს - მედია
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პუტინის წინააღმდეგ რეზოლუციის მიღებას ითხოვს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ანალენა ბერბოკმა ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში განაცხადა. რუსული აგრესიის კონტექსტში, ბერბოკმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ უკრაინიდან გატაცებული ბავშვებისა და ვლადიმერ პუტინის პასუხისმგებლობის საკითხზე. გერმანელი დიპლომატის თქმით, განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი უტევს არა მხოლოდ ევროპულ სამშვიდობო წესრიგს, არამედ გაეროს წესდებას, გაეროშიც არ შეიძლება, იყოს ეს „ჩვეულებრივი საქმე.“ „მიუხედავად ამ სამყაროში არსებული კრიზისისა, ჩვენ არა მხოლოდ გაერო-ს წესდებას უნდა შევუწყოთ ხელი, არამედ ერთად უნდა დავიცვათ იგი. ქარტია არის ჩვენი სამყარო, ჩვენი სიცოცხლის დაზღვევა მთელ მსოფლიოში,“ – აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.
ბერბოკი უკრაინის ენერგეტიკულ ქსელზე რუსული დარტყმებისგან დაცვის მიზნით, გეგმის შემუშავებას ითხოვს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბაერბოკი გამოვიდა მოწოდებით, შეიქმნას სტრატეგია, რათა უკრაინა ამ ზამთარში ენერგეტიკულ ქსელზე რუსული დარტყმებისგან დაიცვან. „უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის გეგმა ზამთრისთვის, გენერატორები და ენერგომომარაგების გაძლიერება. ჩვენ ვნახეთ გასულ ზამთარში რუსეთის პრეზიდენტის მიერ ამ ომის სასტიკი გზა, მიზანმიმართული თავდასხმები კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, როგორიცაა ელექტროსადგურები,“ - განუცხადა მან ჟურნალისტებს კიევში, სადაც 2 ოქტომბერს დაიწყო ისტორიული შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. ბერბოკი კიევში: ევროკავშირი მალე გაფართოვდება ლისაბონიდან ლუგანსკამდე
ბერბოკი კიევში: ევროკავშირი მალე გაფართოვდება ლისაბონიდან ლუგანსკამდე
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბარბოკმა კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ ევროკავშირი მალე გაფართოვდება ლისაბონიდან ლუგანსკამდე. ბერბოკი კიევში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მონაწილეობს. „უკრაინის მომავალი ევროკავშირშია, ჩვენს თავისუფლების საზოგადოებაში და მალე ის გაფართოვდება ლისაბონიდან ლუგანსკამდე. ყველა სოფელში, ყოველ მეტრზე, რომელსაც უკრაინა ათავისუფლებს, ყოველი მეტრით, სადაც ის იხსნის თავის ხალხს, ასევე აფართოებს გზას ევროკავშირისკენ," - განაცხადა ბერბოკმა. ბურბოკმა კიევი დაარწმუნა, რომ ევროპელი მეგობრები და პარტნიორები მხარს დაუჭერენ უკრაინას ამ გზაზე. ამასთან დაკავშირებით მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას შეუძლია, გაატაროს შთამბეჭდავი რეფორმები რუსული აგრესიის ფონზე. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი უკრაინაში ამ შემოდგომაზე მეორედ ჩავიდა.
ილია დარჩიაშვილი ბერლინს ეწვევა
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მიმდინარე წლის 2 ნოემბერს ბერლინს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის მიწვევით, ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის გაფართოების საკითხზე კონფერენციაში - Making the European Union fit for enlargement and future members fit for accession. „საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით მიმართავს მონაწილეებს სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელიც ევროპის გაფართოების საკითხებს მიეძღვნება. ილია დარჩიაშვილი ისაუბრებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, 12 პუნქტის შესრულების მიმდინარეობასა და ქვეყნის მოლოდინზე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. კონფერენცია ანალენა ბერბოკის სახელით გაიმართება და მასში ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას. კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება რამდენიმე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, მათ შორის, ისეთ თემებზე, როგორიცაა ევროკავშირის გაფართოება, ევროკავშირის რეფორმირება, ევროკავშირის რეგიონი (EU30+) როგორც გლობალური მოთამაშე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
ბერბოკი: კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში წლების განმავლობაში არ უნდა ისხდნენ
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ბერლინში ევროკავშირის გაფართოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში წლების განმავლობაში არ უნდა ისხდნენ. „ჩვენ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, თუ როგორ შეგვიძლია გაწევრიანების პროცესის ორგანიზება ისე, რომ თაობებმა ცხოვრება ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში არ გაატარონ“, - განაცხადა ბერბოკმა. ბერლინში გამართულ კონფერენციაზე ბერბოკმა ევროკავშირის შიდა რეფორმის აუცილებლობის შესახებაც ისაუბრა. „ამჟამად ჩვენ მივაღწიეთ კონსენსუსს, რომ ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს. ეს არის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაპყრობითი ომის გეოპოლიტიკური შედეგი. მაგრამ გაფართოებული ევროკავშირი მხოლოდ მაშინ გახდება ძლიერი, როცა ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც დიდი ხანია ვერ ვბედავთ. გადავხედოთ იმას, თუ როგორ ფუნქციონირებს ჩვენი კავშირი,“ - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დეკემბერში გასამართ სამიტზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოსალოდნელ პოზიტიურ გადაწყვეტილებაზეც მიანიშნა. „გვსურს, უკრაინა ჩვენი კავშირის წევრად ვიხილოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული საბჭო დეკემბერში ამ სიგნალს გასცემს,“ - განაცხადა ანალენა ბერბოკმა.
ბერბოკი სომხეთშია
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი სომხეთში ჩავიდა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს შეხვდა.„ჩვენ გვინდა, დავმყაროთ სტაბილურობა და უსაფრთხოება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებში და შევქმნათ პირობები მოლაპარაკებების გასაგრძელებლად“, - განაცხადა ბაერბოკმა. მირზოიანმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ სომხეთი მნიშვნელოვანად მიიჩნევს გერმანიის ძალისხმევას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის. ანალენა ბერბოკი სომხეთში ვიზიტისას ასევე ეწვევა ევროპის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიას და მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილების მიმღებ ცენტრს. მეორე დღეს ბერბოკი ბაქოში ჩავა, სადაც აზერბაიჯანელ კოლეგას, აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და გაეროს კოორდინატორს შეხვდება. „გერმანია მხარს უჭერს გრძელვადიან მშვიდობას. რეგიონში ნდობისა და შერიგების გამყარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მიზანი არის ყოვლისმომცველი მშვიდობიანი გადაწყვეტა, რათა სომხებმა და აზერბაიჯანელებმა მშვიდობიანად და უსაფრთხოდ იცხოვრონ თავიანთი სახელმწიფოების საზღვრებში," - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
ბერბოკი: სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა ევროპის ინტერესშია
ევროპა დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიაში მშვიდობით. ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა აზერბაიჯანში განაცხადა. გერმანელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასია ევროპისთვის საინტერესო რეგიონია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ეკონომიკური სფეროა. მისი თქმით, კონფლიქტის მოგვარებისთვის მნიშვნელოვანია ნდობისა და რწმენის ჩამოყალიბება. "ჩვენ გვჭირდება მშვიდობა ამ რეგიონში. ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი სამშვიდობო შეთანხმებას უნდა ეფუძნებოდეს. მოხარული ვარ, რომ ორივე მხარის ერთი და იგივე პოზიცია მოვისმინე," აღნიშნა ბერბოკმა აზერბაიჯაბული მედიის ცნობით.
ჯეიჰუნ ბაირამოვმა ანალენა ბერბოკი „აზერბაიჯანული დასახლებების სომხური სახელებით მოხსენიებაში“ დაადანაშაულა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა გერმანელი კოლეგა ანალენა ბერბოკი, ბაქოში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანული დასახლებების სომხური სახელებით მოხსენიებაში დაადანაშაულა. „აუცილებელია საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვა სუვერენული სახელმწიფოების ქალაქების სახელებთან დაკავშირებით. გერმანია აცხადებს, რომ მხარს უჭერს აზერბაიჯანის სუვერენიტეტს, მაგრამ ქალაქ შუშასა და ხანქენდზე საუბრისას რატომღაც სომხურ სახელებს იყენებს,“ - განაცხადა ბაირამოვმა. აზერბაიჯანში ვიზიტის დროს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი, ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა, მაგრამ მოგვიანებით, ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში, მან ეს ღონისძიება, ყარაბაღის პირველი ომის დროს სომხეთიდან დევნილებთან შეხვდრად აღწერა. „დასავლეთ აზერბაიჯანის საზოგადოებამ“ (საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს აზერბაიჯანელ ლტოლვილებს) ბერბოკი სიცრუეში“ დაადანაშაულა. ცნობისთვის, 8 ნოემბრის „გამარჯვების დღის აღლუმის წინ“, ხანქენდში აზერბაიჯანის არმიის სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თავისი ქვეყნის დროშა 15 ოქტომბერს აღმართა მთიანი ყარაბაღის მთავარ ქალაქში, რომელსაც აზერბაიჯანელები ხანქენდს უწოდებენ, ხოლო ეთნიკური სომხები - სტეფანაკერტს.
ანალენა ბერბოკი ვიზიტით ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ვიზიტით ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა. ბერბოკი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროზე ჩავა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მესამე ვიზიტია ახლო აღმოსავლეთში. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრები ფოკუსირებული იქნება „ჰამასის“ მიერ დაკავებული გერმანელი მძევლების გათავისუფლებაზე, ღაზაში მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და გერმანიის დიპლომატიურ ძალისხმევაზე რეგიონული დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად. „ისრაელს აქვს უფლება და მოვალეობა, დაიცვას თავი „ჰამასის“ მიმდინარე სასტიკი ტერორისგან, რათა დაიცვას თავისი ხალხი. ამავდროულად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შემსუბუქდეს უდანაშაულო ბავშვების, ქალებისა და მამაკაცების საშინელი ტანჯვა,“ – განაცხადა ანალენა ბერბოკმა გამგზავრებამდე. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზს უსვამს, რომ ბერლინი მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მოძებნოს დამატებითი გზები და ვარიანტები ეფექტიანი ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
ბერბოკი: გერმანია უკრაინის მხარდაჭერას არამხოლოდ გააგრძელებს, არამედ გააფართოებს
გერმანია არამხოლოდ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, ის გააართოვებს ასეთ დახმარებას ზამთრის თვეებში და მთელი მომავალი წლის განმავლობაში. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბაერბოკმა ბრიუსელში განაცხადა. გერმანული დიპლომატიის ხელმძღვანელი ევროკავშირის გაფართოების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს თავად ევროკავშირის გეოპოლიტიკურ ინტერესებში შედის. სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე საუბრისას, მან მოუწოდა რეგიონულ აქტორებს, გამოიყენონ ევროპული პლატფორმა მშვიდობიანი გადაწყვეტის მოსაძებნად, რადგან სწორედ ევროკავშირია დაინტერესებული რეგიონში რეალური მშვიდობითა და უსაფრთხოებით.
ბერბოკი: ნათელია, უკრაინა გააძლიერებს ევროკავშირს უახლოეს მომავალში - პერსპექტივა ასევე უნდა ეხებოდეს მოლდოვას, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ დღეს ნათელია, რომ უკრაინა გააძლიერებს ევროკავშირს უახლოეს მომავალში. „ეს ჩვენს გეოპოლიტიკურ ინტერესებშია,“ - განაცხადა ბერბოკმა მისი განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, ასევე, უნდა ეხებოდეს მოლდოვის რესპუბლიკას, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. „ევროპაში ე.წ. რუხი ზონები აღარ უნდა იყოს,“ - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. „ჩვენ გვჭირდება არამხოლოდ უფრო ძლიერი კავშირი, არამედ რეფორმირებული კავშირიც,“ - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ბერბოკმა არაბულ ქვეყნებს მიმართა, მოუწოდონ „ჰამასს,“ დაყაროს იარაღი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა არაბულ ქვეყნებს მოუწოდა, მეტი გააკეთონ ღაზის სექტორში ომის დასრულებისთვის. მინისტრმა მოუწოდა პროგრესულ არაბულ ქვეყნებს, „ზეგავლენა“ იქონიონ „ჰამასზე“, რათა დაყაროს იარაღი. „ისრაელის ბრძოლა უდანაშაულო პალესტინელების წინააღმდეგ კი არა, არამედ, ტერორისტული ორგანიზაციის „ჰამასის“ წინააღმდეგ არის მიმართული,“ აღნიშნა ბერბოკმა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება, მხოლოდ პროკლამაციებით მოუწოდო მოსახლეობას, უსაფრთხო ადგილებს მიაშურონ, როცა ამგვარი უსაფრთხო ადგილი არ არსებობს. საჭიროა უსაფრთხო სივრცე, სადაც მოსახლეობას შეეძლება, წავიდეს, სამხედრო აქცია უფრო მიზნობრივად უნდა ჩატარდეს. ისრაელის გარდა, „ჰამასს“ ტერორისტულ ორგანიზაციად აშშ და ევროკავშირი აღიარებენ.
გერმანია და ლუქსემბურგი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ - მინისტრები
გერმანია და ლუქსემბურგი მიიჩნევენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რადგან ეს დემოკრატიული ღირებულებების დაცვას ნიშნავს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხავიერ ბეტელმა 5 იანვარს ბერლინში ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. „ჩვენ არ გვაქვს უფლება, ახალ წელს დავივიწყოთ, რომ რუსეთის ტერორი უკრაინელების წინააღმდეგ ყოველდღე გრძელდება,“ - აღნიშნა გერმანელმა დიპლომატმა. მის მოსაზრებას იზიარებს ბერბოკის ლუქსემბურგელი კოლეგაც. „ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინას თუ არ დავეხმარებით, სხვა ქვეყნები მიჰყვებიან უკრაინას,“ - განაცხადა ბეტელმა. მისი თქმით, პუტინი ბედნიერი იყო ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის გამო, რადგან იმედოვნებდა, რომ დასავლეთი უკრაინისგან ყურადღებას გადაიტანდა. „უკრაინის დახმარება ასევე ნიშნავს ღირებულებების დაცვას და ევროპული პროექტის გაგრძელებას,” - აღნშნა ბატელმა. ის ამ რანგში პირველი ვიზიტით იმყოფება გერმანიაში. ბატელი 2013-2023 წლებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო.
გერმანია საუდის არაბეთისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას არ ეწინააღმდეგება
გერმანია მზად არის, საუდის არაბეთისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას დაეთანხმოს. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმ განაცხადა. ბერბოკი ისრაელში ვიზიტით იმყოფება. ბერლინმა იარაღის მიყიდვა საუდის არაბეთისთვის, 2018 წელს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში, საუდის არაბეთის ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შემდეგ შეაჩერა. კანცლერმა ოლაფ შოლცმა თავის დროზე უარი განაცხადა საუდის არაბეთისთვის Eurofighters-ის მიწოდების გადაწყვეტილების განბლოკვაზე. მისი კოალიციის პარტნიორი, მწვანეები, მტკიცედ ეწინააღმდეგებოდნენ ამ ნაბიჯს და მიუთითებდნენ ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ შეშფოთებაზე და საუდის არაბეთის როლზე იემენის ომში. Eurofighter-ის პროექტი არის ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიისა და ესპანეთის ერთობლივი ძალისხმევაა. „მსოფლიო, განსაკუთრებით აქ, ახლო აღმოსავლეთში, 7 ოქტომბრის შემდეგ სრულიად განსხვავებული ადგილი გახდა,” - განაცხადა ბერბოკმა. ბერბოკმა ხაზი გაუსვა, რომ საუდის არაბეთმა კონსტრუქციული როლი შეასრულა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისში. მანვე აღნიშნა, რომ ერ-რიადმა არაერთხელ მოიგერია იემენელი „ჰუსიტების“ მიერ ისრაელისკენ გაშვებული რაკეტები და საუდის არაბეთის ეს ქმედებები აჩვენებს მის სურვილს, რეგიონს ჰქონდეს უკეთესი მომავალი. გერმანია ერ-რიადის მადლიერია. დიდი ბრიტანეთი დიდი ხანია, ცდილობს მიიღოს გერმანიის თანხმობა საუდის არაბეთისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაზე. გერმანიის კოალიციურ მთავრობაში არსებობს შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანამ არ განახორციელოს იარაღის ექსპორტი იმ სახელმწიფოებში, რომლებიც იემენში მიმდინარე კონფლიქტში დადასტურებულად არიან ჩართულები.
ბერბოკი: პუტინი ცდებოდა თუ ეგონა, რომ მსოფლიო ორი წლის შემდეგ დაივიწყებდა, ვინ არის პასუხისმგებელი უკრაინის ომზე
რიო-დე-ჟანეიროში 21-22 თებერვალს „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. მის დაწყებამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი აგრძელებს უკრაინისთვის განუზომელი ტანჯვის მიყენებას და პირდაპირი მნიშვნელობით, უკრაინელების თავებზე იარაღი აქვს მიბჯენილი. გერმანელი მინისტრის თქმით, გააგრძელებენ უკრაინის გვერდით დგომას იმდენხანს, რამდენი ხანიც საჭირო იქნება. „თუ მას ეგონა, რომ მსოფლიო რაღაც მომენტში, ორი წლის შემდეგ დაივიწყებდა, ვინ არის პასუხისმგებელი უკრაინის ომზე და მის მკვეთრ გლობალურ შედეგებზე, ცდებოდა. ჩვენ არასოდეს ვიტყვით უარს გაერო-ს ფუნდამენტურ პრინციპებზე და გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას იმდენხანს, რამდენი ხანიც საჭირო იქნება და სანამ მისი ხალხი კვლავ შეძლებს მშვიდობიანად და თავისუფლებაში ცხოვრებას,“ - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ბერბოკი ლავროვის პირისპირ: ადამიანთა სიცოცხლეს, საკუთარ ხალხს თუ აფასებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ომი
„თუ აფასებთ ადამიანთა სიცოცხლეს, თუ აფასებთ საკუთარ ხალხს, რუს ბავშვებსა და ახალგაზრდებს, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ეს ომი,“ მიმართა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს რიო-დე-ჟანეიროში, „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. „თუ რუსეთი შეაჩერებს ამ ომს ახლა, ხვალ მშვიდობისა და სამართლიანობისკენ მიმავალი გზა ფართოდ გაიხსნება,“ განაცხადა გერმანელმა დიპლომატმა. მინისტრები ერთ მაგიდასთან ისხდნენ. ბერბოკმა ხაზი გაუსვა, რომ ბრაზილია, უკრაინიდან 10 000 კილომეტრში, შეიძლება, ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებულად აღიქვამდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საფრთხეებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რუსეთის მიერ წარმოებული ომი უბიძგებს ყველას, მტკიცედ დაიცვან ძირითადი პრინციპები, რადგან რუსული აგრესია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ რეგიონული კონფლიქტი. „ეს ომი მოგვიწოდებს ყველას, მტკიცედ დავიცვათ ძირითადი პრინციპები, რომლებიც ყველას გვიცავს: გაეროს წესდება, საერთაშორისო სამართალი და ადამიანის უფლებები. ვინაიდან ეს პრინციპები იცავს ყველა ერს. რუსული აგრესია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ რეგიონული კონფლიქტი,“ - აღნიშნა ბერბოკმა.
პუტინს უფლებას არ მივცემთ, უკრაინას მშობლიური მიწა და თავისუფლება წაართვას - გერმანია
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ევროპამ თავდაცვა უნდა გააძლიეროს. „შეკავება, თავდაცვითი მზადყოფნა - მე ვიცი, რომ გერმანიის კანცლერისთვის ეს უჩვეულო სიტყვებია. სიტყვები, რომლებიც ჩვენ გერმანიაში იმდენი ხანი არ გამოგვიყენებია, რომ თითქმის დავიწყებული გახდა...ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ ისეთი ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ ჩვენზე თავდასხმა ვერავინ გაბედოს," - ამბობს შოლცი. თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ უკრაინის გვერდით იქნებიან, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. „731 დღე საჰაერო დარტყმების ქვეშ, სკოლის გაკვეთილები მეტროსადგურებში, ნგრევა და სიკვდილი. ჩვენ არ მივცემთ უფლებას პუტინს უკრაინას მშობლიური მიწა და თავისუფლება წაართვას. ჩვენ ვდგავართ თქვენს გვერდით მანამ, სანამ თქვენ ეს დაგჭირდებათ. მანამ, სანამ ისევ მშვიდად ააშენებთ მომავალს," - აცხადებს ბერბოკი. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
ბერბოკს უკრაინაში, მიკოლაივში ყოფნისას რუსული დრონი აედევნა
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრი ანალენა ბერბოკი სამხრეთ უკრაინის ქალაქს სტუმრობდა, როდესაც საჰაერო განგაში გაისმა. გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი დაფრინავდა. ბერბოკი მიკოლაივის ოლქში წყლის გამწმენდ ნაგებობის მონახულებას აპირებდა, როდესაც გერმანიის საგარეო მინისტრსა და მის გუნდს რუსული უპილოტო საფრენი აპარატი აედევნა, თუმცა, მალევე კურსი შეიცვალა და ტერიტორია დატოვა. ბერბოკი და მისი დელეგაცია ჯავშანტექნიკის დახმარებით, შემთხვევის ადგილიდან დიდი სიჩქარით გამოიყვანეს. გავრცელებული ცნობებით, მიკოლაივის მცხოვრებლებმა ტექსტური შეტყობინება მიიღეს, რომელიც მათ უახლოეს თავშესაფარში ჩასვლისკენ მოუწოდებდა. მიკოლაივი, რომელიც რუსეთისა და უკრაინის ძალებს შორის ომის ფრონტის ხაზთან ახლოს არის, ასევე იყო ერთ-ერთი პირველი ქალაქი, რომელიც სარაკეტო თავდასხმის სამიზნე გახდა 2022 წლის 24 თებერვლის რუსეთის შეჭრის შემდეგ. ბერბოკი ამბობს, რომ მიკოლაივი უკრაინული წინააღმდეგობის ურღვეობის სიმბოლოა.
გერმანიამ გამოეხმაურა ინციდენტს, რომლის დროსაც, რუსული დრონი უკრაინაში, ბერბოკს აედევნა
გერმანიამ გამოეხმაურა ინციდენტს, რომლის დროსაც, რუსული თვითმფრინავი უკრაინაში, ანალენა ბერბოკს აედევნა. გერმანიის მთავრობამ უარი განაცხადა ინციდენტის შეფასებაზე. კითხვას, როგორ უნდა იყოს აღქმული რუსული სადაზვერვო თვითმფრინავის მოძრაობა მინისტრისა და მისი დელეგაციის თავზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა უპასუხა: ”მე არ ვაპირებ სპეკულირებას.” მან ასევე არ ისურვა რაიმე ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, იყო თუ არა რუსეთი წინასწარ ინფორმირებული ბურბოკის უკრაინაში ვიზიტის შესახებ. მიკოაივში ვიზიტის დროს ბერბოკმა კიდევ 100 მილიონი ევროს ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფის შესახებ გამოაცხადა.
ბერბოკი: გერმანიის კანცლერს პუტინის არ ეშინია
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბარბოკმა კომენტარი გააკეთა კანცლერ ოლაფ შოლცის უარზე უკრაინაში Taurus-ის რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით. კითხვას, ეწინააღმდეგებოდა თუ არა შოლცი Taurus-ის მიწოდებას პუტინის შიშით, ბერბოკმა განაცხადა: ”კანცლერს არ ეშინია პუტინის.” „ზოგიერთი რუსული სამხედრო პროპაგანდა მიზნად ისახავს დასავლური დემოკრატიების გაყოფას და დესტაბილიზაციას. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს მოხდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ წინ გვაქვს არჩევნები - ევროპარლამენტის არჩევნები ან ეროვნული არჩევნები გერმანიაში," - დასძინა ბერბოკმა. საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ აღიარა, რომ ის იღებს "გაღიზიანებულ კომენტარებს" გერმანიისგან, როდესაც უკრაინა მოუწოდებს ბერლინს, გადასცეს შორი მანძილის Tauru-ის რაკეტები. მანამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საჯაროდ დაასახელა უკრაინისთვის ამ რაკეტის არმიწოდების სხვადასხვა მიზეზი. შოლცი განმარტავს, რატომ არ გადასცემენ უკრაინას Taurus-ს
ბერბოკი: ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, განზრახ არ დაბლოკოს მომავლისკენ მიმავალი გზა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი საქართვეკლოს ხელისუფლებას შეახსენებს, რომ მის ხელშია ისტორიული შანსის გამოყენების ბედი. „საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის ისტორიული შესაძლებლობა, რომლის დასაცავად ათიათასობით ადამიანი დგას ქუჩაში. ამ სტატუსის საფუძველია დემოკრატიული, ცოცხალი და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება. ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, განზრახ არ დაბლოკოს მომავლისკენ მიმავალი გზა," - წერს ანალენა ბერბოკი. 30 აპრილისა და პირველი მაისის ღამით, რუსთაველის გამზირზე, დაძაბულობისა და დაპირისპირების შემდეგ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ხმაურის ფონზე გრძელდება. მმართველი პარტია მწვავე საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, სადავო კანონის დაცვას განაგრძობს. შსს-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.“ შს მინისტრის მოადგილის თქმით, აქციაზე დაკავებულია 63 ადამიანი, დაშავდა 6 პოლიციელი. სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციამ მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება, აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის დარღვევით დაიწყო. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეეწყვიტა თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს“ - პარტნიორების გამოხმაურება
ბერბოკი: ათიათასობით ქართველი ადამიანი აჩვენებს, რომ ევროპის გული მხოლოდ ვარშავასა და ლისაბონს შორის არ სცემს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა და ხელისუფლებაზეა დამოკიდებული ქართველების ხმის მოსმენა. ბერბოკი აღნიშნავს, რომ პროტესტის მონაწილეები აპროტესტებენ თავიანთი მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონს, რომელიც მიზნად ისახავს შეზღუდოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობა, რომელთა ნაწილი საზღვარგარეთიდან ფინანსდება. „შეიძლება, თქვენ ეს ახალ ამბებში ნახეთ. საქართველოში, თავისი ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მხარდასაჭერად ათიათასობით ადამიანი რამდენიმე კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციებში მონაწილეობს: სტუდენტები, მშობლები, ბებიები და ბაბუები შვილიშვილებთან ერთად. ისინი თავიანთი მთავრობის მიერ შემოთავაზებულ კანონს აპროტესტებენ, რომელიც არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობას შეზღუდავს, რომელთაგან ნაწილი საზღვარგარეთიდან ფინანსდება. კანონის უზენაესობა, დემოკრატიული სტანდარტები და მედიის თავისუფლება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი პირობებია. ათიათასობით ქართველი ადასტურებს, რომ ევროპის გული მხოლოდ ვარშავასა და ლისაბონს შორის არ ცემს. მას დემოკრატიული, ენერგიული და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება თბილისის ქუჩებშიც ატარებს. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა და ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, გაიგონებს თუ არა იგი ამ ხმას,“ წერს ბერბოკი Instagram-ზე და თბილისის საპროტესტო აქციებიდან ფოტოებს აქვეყნებს. თბილისში საპროტესტო აქცია დღესაც გრძელდება. 11 მაისს თბილისში "ევროპული მარშის" ფარგლებში, ევროპის მოედანზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა. კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა 12 მაისს, პარლამენტთან ღამე გაათენეს. შსს აცხადებს, რომ დაააკავა 20 პირი. სახალხო დამცველი „პოლიციის მხრიდან მოქალაქეთა მიმართ რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე“ მიუთითებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური იუწყება, რომ „სამართალდამცველების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.“ ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით ჩამოდის. ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ევროპელ დიპლომატებთან ერთად თბილისში დღეს, 13 მაისს, გამთენიისას ჩამოვიდა. 13 მაისს იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. პლენარულ სესიაზე მას ხვალ, 14 მაისს მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილავენ. ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით 2024 წლის 14 მაისს 17:00 საათზე გერმანიის საელჩოში გამართავენ პრესკონფერენციას. პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პაველ ფიშერი (ჩეხეთის რესპუბლიკა), ბოგდან კლიხი (პოლონეთი), მიხაელ როთი (გერმანია), ჟიგიმანტას პავილიონისი (ლიეტუვა) და სებასტიან ტინკინენი (ფინეთი). „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი ო'ბრაიენი: ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონპროექტს სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს თეთრი სახლი აკრიტიკებს რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
ზელენსკიმ ბერბოკს იაროსლავ ბრძენის ორდენი გადასცა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანალენა ბერბოკს იაროსლავ ბრძენის ორდენი გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიევში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შექმნილი უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე ხარკოვში დაგეგმილი ვიზიტის გაუქმება მოუხდა. ასევე, უკრაინის პრეზიდენტმა ანალენა ბერბოკს „სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის“ იაროსლავ ბრძენის ორდენი გადასცა. შეგახსენებთ, დღეს, ანალენა ბერბოკი კიევს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ მეშვიდედ ეწვია.
ბერბოკი: საქართველოს მთავრობა აშორებს ქვეყანას ევროპისგან - კურსის შეცვლა არასდროს არის გვიან
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროპისგან აშორებს. გერმანელი დიპლპმატის თქმით, კურსის შეცვლა არასდროს არის გვიან. ბერბოკი სოციალურ პლკატფორმა X-ზე წერს, რომ „საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ უგულებელყოფს სურვილებს აბსოლუტური უმრავლესობისა, რომლებიც ყოველდღიურად გამოდიან ქუჩებში ევროპული მომავლისთვის.“ შეგახსენებთ, 28 მაისს, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“ 24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა. 24 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებდა, რომ „თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაიძლეოდა, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნებოდა.“ 27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა. 28 მაისს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი მიღებულია. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)