თეგი: მაია სანდუ

მაკრონი: ჩვენ ვდგავართ მოლდოვისა და საქართველოს გვერდით მათი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად

საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს საუბარი ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, შემდგომ მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტთან მაია სანდუსთან. კომუნიკეში აღნიშნულია, რომ ორივე საუბარი შეეხო უკრაინაში არსებული ვითარების შეფასებას და საერთაშორისო საზოგადოების პასუხს რუსეთის აგრესიაზე. „რესპუბლიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ძალისხმევა, მხარი დაუჭიროს ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს ჩვენს პარტნიორებს დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ. ჩვენ ვდგავართ მოლდოვისა და საქართველოს გვერდით მათი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად. გრძელდება მოვლენებზე ყურადღებით დაკვირვება და კონტაქტი. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა (მაკრონმა) პრეზიდენტი ზურაბიშვილი პარიზში მომავალი კვირის დასაწყისში შეხვედრაზე მიიწვია“, - აღნიშნულია ფრანგული მხარის კომუნუკეში. თავის მხრივ, მაკრონმა ტექსტი განათავსა Twitter გვერდზე. „საქართველო და მოლდოვა ჩვენი კავშირის მეზობელი ქვეყნებია, ისინი ჩვენი პარტნიორები და მეგობრები არიან. მათ პრეზიდენტებს დღეს დილით კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი მზადყოფნა, მხარი დავუჭიროთ მათ დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ. კრიზის დროს სოლიდარულები ვართ და ვიქნებით“, - წერს მაკრონი.

მოლდოვის პრეზიდენტი დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარის გაყვანას ითხოვს

დნესტრისპირეთის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოცხადების შემდეგ და უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარის გაყვანას ითხოვს და საკითხის დიპლომატიურად გადაჭრის მომხრეა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.  „მოლდოვამ ცხადყო, რომ რუსეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყველაფერში, რაც დნესტრისპირეთის კონფლიქტს უკავშირდება. ჩვენ ყოველთვის ვითხოვდით დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარის გაყვანას და საბრძოლო მასალის უტილიზაციას. ჩვენ მოვუწოდებთ ამ კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტისკენ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, გამოვიყენებთ დიპლომატიურ გზებს,“- განაცხადა მაია სანდუმ რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა. ეს პირველი ოფიციალური დოკუმენტია, სადაც დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად იქნება მოხსენიებული. ასევე წაიკითხეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა

მაია სანდუ: დნესტრისპირეთში დაპირისპირებულ ძალებს დესტაბილიზაცია სურთ

დნესტრისპირეთში დაძაბულობაა სხვადასხვა ძალას შორის, რომელთაც სიტუაციის დესტაბილიზაცია სურთ. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა. „ჩვენი ამჟამინდელი ანალიზი აჩვენებს, რომ დნესტრისპირეთში დაძაბულობაა სხვადასხვა ძალას შორის, რომლებიც სიტუაციის დესტაბილიზაციით არიან დაინტერესებული. ეს დნესტრისპირეთს საფრთხეში აგდებს და საფრთხის წინაშე აყენებს მოლდოვას. ვგმობთ ნებისმიერ გამოწვევასა და მოლდოვას ამ  ქმედებებში ჩათრევის მცდელობას, რომლებმაც, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ქვეყანაში მშვიდობას", – თქვა მაია სანდუმ. მოლდოვის ხელისუფლება არ აპირებს დნესტრისპირეთის ბლოკირებას და პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრა სურთ. სანდუ არ გეგმავს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების წარმოებას. მოლდოვის პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა, რომ დნესტრისპირეთში, ტირასპოლის აეროდრომთან აფეთქება მოხდა. ცნობისათვის, 25-26 აპრილს მოლდოვაში სამი აფეთქება მოხდა. პირველად ყუმბარმტყორცნიდან სეპარატისტული რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების სამინისტროს შენობას ესროლეს. ამას მოჰყვა ტირასპოლის მახლობლად მყოფ სოფელში სამხედრო ნაწილში მომხდარი აფეთქება, შემდეგ კი მაიაკის დასახლებასთან რადიოგადამცემი ხაზების აფეთება მოხდა. 25 აპრილს მოლდოვის რეინტეგრაციის ბიურო გამოეხმაურა სეპარატისტულ რეგიონში მომხდარ პირველ შემთხვევას და ინციდენტის მიზნად სიტუაციის გამწვავების საბაბის შექმნა დაასახელა. მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, დნესტრისპირეთის გარშემო არსებულ დაძაბულობასთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭო მოიწვია. 1992 წელს მოლდოვის რესპუბლიკაში დაიწყო დნესტრისპირეთის ომი. დნესტრისპირელ სეპარატისტებს, რომელთა უმრავლესობა ეთნიკური რუსი იყო, მხარს უჭერდა ყოფილი საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი უკვე რუსეთის მე-14 არმია. რუსი სამხედროები დნესტრისპირეთში დღესაც დგანან. სეპარატისტული რეგიონი უკრაინას ესაზღვრება. დნესტრისპირეთის კონფლიქტი უკვე რამდენიმე წელია, რაც გაყინულ კონფლიქტად ითვლება. ასევე წაიკითხეთ მაია სანდუ: გვაქვს პოტენციალი, ევროკავშირი უფრო ძლიერი გახდეს ჩვენი წევრობით და ეს კავშირი იყოს ინოვაციური და ყველასთვის სასარგებლო

დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა

სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა. „ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ სხვადასხვა ძალას შორის რეგიონის შიგნით არსებობს დაძაბულობა და სიტუაციის დესტაბილიზაციის ინტერესი. ეს კი დნესტრისპირეთის რეგიონს მოწყვლადს ხდის და მოლდოვის რესპუბლიკას საფრთხეს უქმნის. ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ გამოწვევას და მცდელობას, რომ მოლდოვა ჩათრეული იყოს ისეთ ქმედებებში, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას დაემუქრება“, - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. 25 აპრილს, დღის მეორე ნახევარში ტირასპოლში ე.წ. „სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს“ შენობაში აფეთქებები მოხდა, ხოლო 26 აპრილს კი, ტელეანძა ააფეთქეს. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებები რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა. დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებების გამო მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ უშიშროების საბჭო მოიწვია. მოლდოვის პრეზიდენტმა 26 აპრილს განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში დაძაბულობაა სხვადასხვა ძალას შორის, რომელთაც სიტუაციის დესტაბილიზაცია სურთ. ამჟამად დნესტრისპირეთში 1400-მდე რუსი სამხედრო იმყოფება. 1990 წელს, ადგილობრივი სეპარატისტების მიერ დნესტრისპირეთის „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ გამოცხადებას, მოლდოვის არმიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. ინფორმაციისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა. ეს პირველი ოფიციალური დოკუმენტია, რომელშიც დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად იქნება მოხსენიებული. ასევე წაიკითხეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა

მაია სანდუ: მოლდოვამ ყველა გზა უნდა გამოიყენოს პროფესიონალი და თანამედროვე არმიის შესაქმნელად

"უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში მოლდოვის არმია სამხედრო აღჭურვილობის, ტექნიკისა და ბრძოლისუნარიანობის გარეშე დარჩა. ამის შედეგებს ახლა ვაცნობიერებთ", - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენმა მაია სანდუმ ეროვნული არმიის გენერალური შტაბის შექმნის 30 წლის იუბილესა და სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებით, კარგად გაწვრთნილი არმია ქვეყანას აძლევს თავდაჯერებულობას, სტრატეგიული არჩევანის თავისუფლებას და მოლდოვამ ყველა გზა უნდა გამოიყენოს პროფესიონალი და თანამედროვე არმიის შესაქმნელად. "ეს არის ინვესტიცია ქვეყნის უსაფრთხოებასა და დაცვაში. ახლა, როდესაც ჩვენს საზღვრებთან ომია, ჩვენ ეს კარგად გვესმის". - თქვა სანდუმ. სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. 25 აპრილს, დღის მეორე ნახევარში ტირასპოლში ე.წ. „სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს“ შენობაში აფეთქებები მოხდა, ხოლო 26 აპრილს კი, ტელეანძა ააფეთქეს. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებები რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა. დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებების გამო მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ უშიშროების საბჭო მოიწვია. მოლდოვის პრეზიდენტმა 26 აპრილს განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში დაძაბულობაა სხვადასხვა ძალას შორის, რომელთაც სიტუაციის დესტაბილიზაცია სურთ. ამჟამად დნესტრისპირეთში 1400-მდე რუსი სამხედრო იმყოფება. 1990 წელს, ადგილობრივი სეპარატისტების მიერ დნესტრისპირეთის „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ გამოცხადებას, მოლდოვის არმიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. ინფორმაციისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა. ეს პირველი ოფიციალური დოკუმენტია, რომელშიც დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად იქნება მოხსენიებული. ასევე წაიკითხეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა

მაია სანდუ მოლდოვის რუმინეთთან შესაძლო გაერთიანებაზე: ეს შესაძლოა, მოხდეს მხოლოდ ხალხის მხარდაჭერით

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, მეზობელ სახელმწიფო რუმინეთთან გაერთიანება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ამას ხალხი მოისურვებს. „ეს შესაძლოა, მოხდეს მხოლოდ ხალხის მხარდაჭერით. როცა ხალხი განაცხადებს, რომ მათ ეს სურთ, ეს მოხდება“, – განაცხადა მაია სანდუმ მოლდოვურ ტელევიზია Journal TV-ს ეთერში. მანამდე კი თქვა, რომ ქვეყნის შეიარაღება ვერ პასუხობს ამჟამინდელ გამოწვევებს და საჭირო იყო შეიარაღების გაუმჯობესება. სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. 25 აპრილს, დღის მეორე ნახევარში ტირასპოლში ე.წ. „სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს“ შენობაში აფეთქებები მოხდა, ხოლო 26 აპრილს კი, ტელეანძა ააფეთქეს. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებები რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა. დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებების გამო მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ უშიშროების საბჭო მოიწვია. მოლდოვის პრეზიდენტმა 26 აპრილს განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში დაძაბულობაა სხვადასხვა ძალას შორის, რომელთაც სიტუაციის დესტაბილიზაცია სურთ. ამჟამად დნესტრისპირეთში 1400-მდე რუსი სამხედრო იმყოფება. 1990 წელს, ადგილობრივი სეპარატისტების მიერ დნესტრისპირეთის „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ გამოცხადებას, მოლდოვის არმიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. ინფორმაციისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა. ეს პირველი ოფიციალური დოკუმენტია, რომელშიც დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად იქნება მოხსენიებული. ასევე წაიკითხეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა

პრეზიდენტი მაია სანდუს ტელეფონით ესაუბრა: ჩვენ საერთო ევროპული გზა გვაერთიანებს

საქართველოს პრეზიდენტი მოლდოველ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა მაია საუნდუსთან სატელეფონო საუბრისას მოლდოვის მიმართ სოლიდარობა გამოხატა. „კონგრესში ყოფნისას, სატელეფონი ზარი მქონდა პრეზიდენტ მაია სანდუსთან მოლდოვაში არსებულ ვითარებაზე. საქართველო სოლიდარულია მოლდოვას მიმართ - ჩვენ საერთო ევროპული გზა გვაერთიანებს“, - აღნიშნულია პრეზიდენტის Twitter პოსტში. თავის მხრივ, მაია სანდუმ საქართველოს, სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა. „მოლდოვაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტს ვესაუბრე. მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს მოლდოვისადმი გამოჩენილი სოლიდარობისთვის, მთელი რეგიონისთვის ამ რთულ პერიოდში“, - წერს მაია სანდუ. ცნობისთვის, სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. ამავე თემაზე სალომე ზურაბიშვილი მოლდოვას სოლიდარობას უცხადებს: ევროპის უფრო მეტად დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა ყოველი ჩვენგანისთვის რისკია  

მაია სანდუს თქმით, „პესიმისტურ სცენარებთან“ დაკავშირებით, მოლდოვას აქვს გეგმები, თუმცა ახლა გარდაუვალ რისკებს ვერ ხედავს

მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვას აქვს გეგმები „პესიმისტური სცენარებისთვის, ახლა ვერ ვხედავთ გარდაუვალ რისკს", - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მაია სანდუს განცხადებით, „დნესტრისპირეთში მომხდარი ინციდენტები წარმოქმნილი იყო ომის მომხრე ძალების მიერ და მთავრობა ცდილობს, ხელი შეუშალოს მსგავს ინციდენტებს". დღესვე მოლდოვის პრეზიდენტმა ევროკავშირს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „მოლდოვისა და რეგიონისთვის ამ რთულ დროს, ჩვენ მადლობელი ვართ ევროკავშირის სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ მზად ვართ, გავაღრმაოთ ჩვენი თანამშრომლობა და წინ წავწიოთ ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია მაია სანდუს Twitter პოსტში. მოლდოვაში ვიზიტისას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პირობა დადო, რომ ევროკავშირი მოლდოვისთვის სამხედრო დახმარებას გაზრდის  

მოლდოვის პრეზიდენტი: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ცნობები შემაშფოთებელია

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ Twitter-ზე პირველი განცხადება გააკეთა. მაია სანდუ ქართველ პარტნიორებს მოუწოდებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის გამოჯანმრთელებას მხარი დაუჭირონ. „მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ შემაშფოთებელი ცნობებია. მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს, ყოფილ პრეზიდენტს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა გაუწიონ და მის გამოჯანმრთელებას მხარი დაუჭირონ. ჯანმრთელობის უფლება ღირსეული ცხოვრებისა და ადამიანის უფლებების ფუნდამენტური ნაწილია”, - წერს სანდუ. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა. ასევე წაიკითხეთ ნიკა მელია: მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა მცირე დროის საქმეა, ეს გარდაუვალია

ემანუელ მაკრონის თქმით, არ არის გამორიცხული რისკი იმისა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტი სხვა მეზობელ ქვეყნებშიც გავრცელდეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მას სურს, ევროკავშირმა მოლდოვის გაწევრიანების მოთხოვნაზე „სწრაფი აზრი“ დააფიქსიროს.  მაკრონმა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს უმასპინძლა. მაკრონმა დაამატა, რომ არ არის გამორიცხული რისკი იმისა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტი სხვა მეზობელ ქვეყნებშიც გავრცელდეს. ამის საფუძვლად მას დნესტრისპირეთში მომხდარი მოჰყავს. საფრანგეთი აპირებს, განსაკუთრებული ყურადღებით მიადევნოს თვალი რეგიონულ უსაფრთხოებას და მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერ შესაძლო ხელყოფის მცდელობას. სეპარატისტებმა დნესტრისპირეთის რეგიონში მომხდარ სროლებში კიევი დაადანაშაულეს. გასულ კვირას მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ განაცხადა, რომ მოლდოვის პრორუსულ სეპარატისტულ რეგიონში შიდა ელემენტები ცდილობდნენ დესტაბილიზაციას და დაძაბულობის გაღვივებას, რადგან ქვეყანა აგრძელებს მცდელობებს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.    

სალომე ზურაბიშვილი: მაია სანდუს იმ ისტორიული გეზის შესახებ ვესაუბრე, რომელიც ასოცირებული ტრიოს ქვეყნებმა ევროპისკენ მიმავალ გზაზე აიღეს

ვესაუბრე პრეზიდენტ მაია სანდუს იმ ისტორიული გეზის შესახებ, რომელიც ასოცირებული ტრიოს სამმა ქვეყანამ ევროპისკენ მიმავალ გზაზე აიღო, - საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან. „ვესაუბრე პრეზიდენტ მაია სანდუს იმ ისტორიული გეზის შესახებ, რომელიც ასოცირებული ტრიოს სამმა ქვეყანამ ევროპისკენ მიმავალ გზაზე აიღო. უახლოეს მომავალში, ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომელსაც გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ევროპული შანსის ხელიდან გაშვებას მომავალი თაობები არ გვაპატიებენ  

არ ვფიქრობ, რომ კონსტიტუციაში დაფიქსირებული ნეიტრალიტეტი ჩვენ გვიცავს - მაია სანდუ

„მოლდოვის საკონსტიტუციო ნეიტრალიტეტს რუსეთი არ სცემს პატივს, რადგან აქ რუსული ძალები უკანონოდ არიან განთავსებულნი. ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ კონსტიტუციაში დაფიქსირებული ნეიტრალიტეტი ჩვენ გვიცავს“, – შესაბამისი განცხადება მოლდოვის პრეზიდენტმა, ბრატისლავაში მიმდინარე კონფერენციაზე გააკეთა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა. სანდუს განცხადებით, მოსახლეობის დიდ ნაწილს კვლავ სჯერა, რომ ნეიტრალურობა უნდა შენარჩუნდეს, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება აცნობიერებს არსებულ რისკებს, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის წინაშეა. მოლდოვამ ევროკავშირიდან ლეტალური იარაღის მიწოდებაზე მოლაპარაკებები დაიწყო მისივე თქმით, მოლდოვას სჭირდება ევროპის დიდი ოჯახის წევრობა, რომ უფრო დაცულად იგრძნოს თავი.  

მაკრონის თქმით, მოლდოვა ევროპის თავდაცვის ფონდიდან €40 მილიონს მიიღებს, რაც მას თავდაცვის ხარჯების გაორმაგების საშუალებას მისცემს

საფრანგეთის პრეზიდენტი 15 ივნისს მოლდოვას ეწვია. ემანუელ მაკრონი მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს შეხვდა. მოლდოვა ევროპის თავდაცვის ფონდიდან 40 მილიონ ევროს მიიღებს, რაც მას თავდაცვის ხარჯების გაორმაგების საშუალებას მისცემს. ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა. არ ვფიქრობ, რომ კონსტიტუციაში დაფიქსირებული ნეიტრალიტეტი ჩვენ გვიცავს - მაია სანდუ მაკრონმა განაცხადა, რომ ამ რთულ, ომის კონტექსტში, რაც საფრთხეს წარმოადგენს, როგორც მოლდოვისთვის, ასევე, მთელი ევროპისთვის, ქვეყანა საფრანგეთის თავდაცვის ფონდიდან, დამატებით, 40 მილიონ ევროს მიიღებს, რაც ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტს გააორმაგებს.„ჩვენ ვიცით, რომ მოლდოვა ნეიტრალიტეტის ერთგულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს ქვეყნის დემილიტარიზაციას“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა. მაკრონი: ევროკავშირს არ შეუძლია, მოლდოვა და უკრაინა ერთმანეთისგან გამიჯნოს. მოლაპარაკებების მაგიდაზეა საქართველო, რომელიც გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა ემანუელ მაკრონი: ევროკავშირის გაფართოება მისი მეზობლების სტაბილურობისთვის, არ შეიძლება იყოს ერთადერთი გამოსავალი მაკრონმა მოლდოვისა და ქვეყნის ევროპულ კურსთან მიმართებით მხარდაჭერა გამოხატა. მაკრონი მოლდოვის პრეზიდენტს თავდაცვის ხარჯებისთვის €40 მილიონის გადაცემას დაჰპირდა. ერთობლივი ბრიფინგის შემდეგ მაკრონმა და სანდუმ კიშინიოვის ცენტრში გაისეირნეს და ერთ-ერთ კაფესაც სტუმრობდნენ. „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მხარს დაუჭერენ ჩვენს ნაბიჯს, რაც მოგვცემს შანსს, დავრჩეთ თავისუფალი სამყაროს ნაწილად. ამ მიზნით, საფრანგეთის პრეზიდენტს მხარდაჭერა ვთხოვე. ამავდროულად, საფრანგეთმა შემოგვთავაზა კრედიტი 15 მილიონი ევროს ოდენობით - ეს არის ფრანგული დახმარების პირველი ტრანში მოლდოვის რესპუბლიკის ეკონომიკური აღდგენის მხარდასაჭერად, რომელიც მოლდოვის კონფერენციაზე ბერში, აპრილში გამოცხადდა. პარალელურად, მოლდოვასა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს კონვენციას გადასახადების თავის არიდების აღკვეთის შესახებ, რომელსაც ორი ქვეყნის ბიზნეს საზოგადოება ელოდება. ვიმედოვნებთ, რომ ეს კონვენცია გაზრდის ფრანგულ ინვესტიციებს მოლდოვის რესპუბლიკაში. ჩვენ ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ომის პირობებში, მაგრამ საფრანგეთისა და სხვა მეგობარი ქვეყნების, ჩვენი მეგობრების დახმარებით, ჩვენ შეგვიძლია, უფრო სწრაფად წავიწიოთ წინ, დასახული მიზნისკენ. ჩვენ ვაფასებთ მოლდოვა-საფრანგეთის პარტნიორობას, რომელსაც აქვს შესანიშნავი დინამიკა ბოლო წლებში და გვსურს მისი შემდგომი კონსოლიდაცია ჩვენი ქვეყნების მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა თავის მხრივ, მაია სანდუმ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

სანდუმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ქვეყანაში რუსეთის საინფორმაციო და ანალიტიკურ გადაცემებს კრძალავს

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხელი მოაწერა საინფორმაციო სივრცის დაცვის შესახებ კანონს, რომელიც ქვეყანაში რუსეთის ფედერაციის საინფორმაციო და ანალიტიკური გადაცემების, ასევე, ომის შესახებ ფილმების გადაცემას კრძალავს. კანონი ძალაში მომავალი კვირიდან შევა. პარლამენტში კენჭისყრისას კანონს მხარი 101-დან 54-მა დეპუტატმა დაუჭირა - ყველა მათგანი მმართველი პარტიიდან (PDS) იყო. ოპოზიციაში კანონი მწვავედ გააკრიტიკეს. 2017 წელს მოლდოვის პარლამენტმა უკვე მიიღო ცვლილებები სატელევიზიო და რადიომაუწყებლობის კოდექსში, რითაც ფაქტობრივად აკრძალა რუსული პროპაგანდისტული ახალი ამბები. იგორ დოდონმა, რომელიც მაშინ ქვეყნის პრეზიდენტი იყო, უარი თქვა კანონის გამოქვეყნებაზე და მას "ანტიდემოკრატიული" უწოდა, დოკუმენტი კი, პარლამენტს დაუბრუნა. მეორე დღეს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა კანონი ისევ იმავე ფორმულირებით, პრეზიდენტის აზრის გაუთვალისწინებლად მიიღეს. დოდონმა კვლავ უარყო კანონი, თუმცა ვალდებული იყო გამოექვეყნებინა მეორე წარდგენის შემდეგ. შედეგად, მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ დოდონი დროებით გადააყენა თანამდებობიდან და პრეზიდენტის უფლებამოსილება გადასცა პარლამენტის თავმჯდომარეს ანდრიან კანდუს, რომელმაც ხელი მოაწერა ცვლილებებს. 2020 წელს კანონი გაუქმდა დოდონის მხარდაჭერილი სოციალისტების პარტიის ინიციატივით. 2020 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დოდონი პროდასავლელმა ოპოზიციონერმა მაია სანდუმ დაამარცხა. ევროკომისიის 17 ივნისის რეკომენდაციით, მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს.

მაია სანდუ: ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ბევრი, გვაქვს ევროპული საბჭოს მხარდაჭერის იმედი

მოლდოვისა და ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის მტკიცე სიგნალი, – ასე აფასებს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ევროკომისიის რეკომენდაციას ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის კანდიდატის სტატუსზე: ესაა პირველი ნაბიჯი, რომელიც გამარჯვებასთან დაგვაახლოებს „მოლდოვისა და ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის მტკიცე სიგნალი! ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ იმის გაცნობიერებით, რომ დამატებითი ძალისხმევა მიმართული იქნება უკვე დაწყებული რეფორმების გაგრძელებისკენ. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ბევრი და გვაქვს ევროპული საბჭოს მხარდაჭერის იმედი“, – წერს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ Twitter-ზე. ევროკომისიის რეკომენდაციაა, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს შემდგომში შესასრულებელი პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.  

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ უკრაინას ეწვია

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სამუშაო ვიზიტით კიევში ჩავიდა. სანდუ ეწვევა ბოროდიანკას, ბუჩას, ირპენს. ასევე, შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტის პრესსამსახურში განაცხადეს. ანალოგიური ინფორმაცია პრეზიდენტმა ზელენსკიმ მისივე Facebook-ზე გაავრცელა. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ 23 ივნისს გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მაია სანდუ: საკუთარი თვალით ვნახე რუსეთის არმიის მიერ ბოროდიანკასა და ირპენში გადამწვარი სახლები

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ კიევის რეგიონის რამდენიმე ქალაქი მოინახულა, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. „დღეს მე უკრაინაში პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის მოწვევით ვიმყოფები. ვიზიტი დავიწყეთ კიევის რეგიონში განადგურებული ქალაქების მონახულებით. საკუთარი თვალით ვნახე რუსეთის არმიის მიერ ბოროდიანკასა და ირპენში გადამწვარი სახლები, საავადმყოფოები, მაღაზიები, საბავშვო ბაღები. ვნახეთ მასობრივი სამარხები ბუჩაში. ეს ტრაგედიაა, რომლის სიტყვებით გადმოცემაც ძალიან რთულია. ოთხი თვეა, უკრაინა, ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყანა ომში ცხოვრობს. მოლდოვის რესპუბლიკა პირველივე დღიდან გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიას და მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, ყველაფერი გააკეთონ, რომ აღდგეს მშვიდობა და გამოძიებული იქნას კონფლიქტში ჩადენილი გაუმართლებელი დანაშაულები. ჩვენ მამაცი უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ, რომლებიც მათი და ევროპის თავისუფლებისთვის იბრძვიან. უკრაინის მომავალი თავისუფალ მსოფლიოში, დიდ ევროპულ ოჯახშია“, – წერს მაია სანდუ. ასევე წაიკითხეთ: მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ უკრაინას ეწვია  

არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას იაფად გაზზე. მოვემზადოთ რთული ზამთრისთვის - მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ ქვეყანა რთული ზამთრისთვის უნდა მოემზადოს და მოსახლეობა ენერგორესურსების დაზოგვის რეჟიმზე გადავიდეს. „არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას, იაფი რუსული გაზის სანაცვლოდ“, - განაცხადა სანდუმ. მაია სანდუმ თქვა, რომ მოლდოვამ ხელი მოაწერა კონტრაქტს რუსულ გაზპრომთან იმ პირობებით, რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო იმ დროს, მოსკოვის პოლიტიზებული პოზიციის გათვალისწინებით. „მე არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას მხოლოდ იმიტომ, რომ ნახევარი წლის განმავლობაში უფრო იაფი გაზი გვქონდეს. ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია და ჩვენ ამას უნდა დავიცვათ. დიახ, ეს ყველასთვის რთულია. დროა არ ეძებდნენ ალტერნატივებს, არ ჩადებდნენ ინვესტიციას ენერგეტიკულ პროექტებში - იმიტომ, რომ მაშინ ეს არ იყო დაინტერესებული“, - განაცხადა პრეზიდენტმა. მან უსაყვედურა ოპოზიციურ პარტიებს წამგებიანი კონტრაქტის კრიტიკის გამო და აღნიშნა, რომ მათ თავად არ მოაწერეს ხელი გაზპრომთან გრძელვადიან ხელშეკრულებას, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და „მოსკოვს ემსახურებოდნენ და არა მათ მოქალაქეებს“. სანდუმ აღნიშნა, რომ ახლა მთელი მსოფლიო რთული ზამთრისთვის ემზადება და მოლდოვაც ამისთვის უნდა მოემზადოს და სახლში თბოიზოლირება მოახდინოს. მისი თქმით, მთავრობა ამ კუთხით მოქალაქეების მხარდაჭერის სისტემას ავითარებს და ევროკავშირთან ფინანსურ მხარდაჭერაზე მსჯელობს.  

მაია სანდუ: დახმარებისთვის რუმინეთს მივმართავთ, თუ უკრაინაში ომი მოლდოვაში გავრცელდება

მოლდოვა დახმარებისთვის რუმინეთს მიმართავს, თუ უკრაინაში ომი მოლდოვაში გავრცელდება და რუსეთთან ურთიერთობა გაუარესდება, - ამის შესახებ, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან გამართული შეხვედრის შემდეგ  განაცხადა . „ჩვენ შეშფოთებულნი ვართ. ყველაზე პესიმისტურ სცენარსაც განვიხილავთ. შესაბამისად, ყველა სცენარისთვის ვემზადებით. იმ სიტუაციაში, თუ რუსეთი შეეცდება მოლდოვაზე თავდასხმას, ჩვენ ცხადია, მოვითხოვთ დახმარებას“, - აღნიშნა მაია სანდუმ. 28 ივლისს მოლდოვის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის 60 დღით გახანგრძლივებას მას შემდეგ, რაც მთავრობამ განაცხადა, რომ მას ჯერ კიდევ სჭირდება სპეციალური უფლებამოსილებები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგების მოსაგვარებლად.  

სანდუ: აღფრთოვანებულნი ვართ უკრაინელი ხალხის სიმამაცით. თქვენ ხართ შთაგონების წყარო მომავალი თაობებისთვის

მოლდოვის პრეზიდენტი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მაია სანდუს თქმით, მოლდოვა უკრაინის გვერდით დგას. უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენ, აღფრთოვანებულნი ვართ უკრაინელი ხალხის - თავიანთი სამშობლოს დამცველების და თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის მებრძოლების სიმამაცითა და დაუმორჩილებლობით. თქვენ ხართ შთაგონების წყარო მომავალი თაობებისთვის. ჩვენ ვდგავართ თქვენთან ერთად და გისურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - წერს სანდუ Twitter-ზე.  

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას, სანდუმ უკრაინაში რუსეთის ქმედებები დაგმო

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ  უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო და ევროკავშირში მისი გაწევრიანების მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა. მისივე თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უსამართლო ომი მკაფიოდ გვაჩვენებს თავისუფლების ფასს. კიშინიოვში, ეროვნული საბჭოს მოედანზე მოლდოვის დამოუკიდებლობის 31-წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მაია სანდუმ ასევე განაცხადა, რომ „ეს ომი დასრულდება და შევძლებთ, ამ კრიზისებიდან გავიდეთ უფრო გაძლიერებულები. წელს მოლდოვა გახდა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა. მოლდოვა მხოლოდ ევროპული ქვეყნების ოჯახში შეძლებს, იყოს რეალურად ძლიერი და დაიცვას თავისი მოქალაქეები", - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა. მოლდოვას გრძელი საზღვარი აქვს უკრაინასთან და ომის დაწყების შემდეგ ასი ათასობით უკრაინელი მიიღო. რუსეთს მოლდოვის სეპარატისტულ, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ დნესტრისპირეთის რეგიონში 1500-მდე სამხედრო ჰყავს განთავსებული. სანდუსთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიტა და პარლამენტის სპიკერი, იგორ გროსუ.  

მაია სანდუ მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები დნესტრისპირეთიდან

მოლდოვა მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედრო კონტინგენტი დნესტრისპირეთიდან და გაანადგუროს ამ რეგიონში, კობასნას საცავში შენახული საბრძოლო მასალა. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის დებატებზე განაცხადა. „მოვუწოდებთ მოსკოვს რუსული ჯარების სრული და უპირობო გაყვანისა და კუბასნას მარაგებიდან საბრძოლო მასალის განადგურებისკენ, რაც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებასა და გარემოს მთელ რეგიონში“, - განაცხადა მაია სანდუმ. „რუსეთის სამხედრო ძალების უკანონო ყოფნა დნესტრისპირეთის რეგიონში, არღვევს ჩვენს ნეიტრალიტეტს და ზრდის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების რისკს“, - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.  

მაია სანდუ: რუსული პასპორტების მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც აგრესორის მხარეს იბრძვიან, მოლდოვა მოქალაქეობის გაუქმების შესაძლებლობას განიხილავს

იმ პირებს, რომლებიც ერთდროულად მოლდოვისა და რუსეთის მოქალაქეები არიან, რუსეთის არმიის რიგებში უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის შემთხვევაში, შესაძლოა მოლდოვის მოქალაქეობა ჩამოერთვათ. Newsmaker-ის ცნობით, ეს საკითხი უშიშროების უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დაისვა. პრეზიდენტმა მაია სანდუმ აღნიშნა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ არსებობს რისკი, რომ რუსეთის ჯარში ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოლდოველებიც გაიწვიონ.  „ჩვენ განვიხილავთ ვარიანტს, გავაუქმოთ მოლდოვის მოქალაქეობა რუსული პასპორტის მქონე მოქალაქეებს, რომლებიც აგრესორის მხარეს იბრძვიან“, - თქვა სანდუმ. სანდუმ აღნიშნა, რომ მან დაავალა საგარეო საქმეთა სამინისტროს მოლაპარაკებების დაწყება რუსულ მხარესთან, რათა გამოირიცხოს რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები (რუსეთის პასპორტის მქონე) მოლდოვის მოქალაქეების მობილიზება. მისი თქმით, კიშინიოვი მზადაა დაეხმაროს ასეთ ადამიანებს მოლდოვაში დაბრუნებაში. რუსეთთან შეერთების შესახებ უკანონო კენჭისყრა ოთხ რეგიონში (ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ზაპოროჟიე), 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.    

მოლდოვის პრეზიდენტი: თუ ჩვენი ნეიტრალიტეტი დაირღვევა, თავი უნდა დავიცვათ

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მიიჩნევს, რომ რუსეთსა და უკრაინის ფართომასშტაბიანი ომის ფონზე, მოლდოვის ნეიტრალიტეტის დარღვევის დიდი რისკი არსებობს და ქვეყანა თავის დაცვა უნდა შეძლოს.  „მოლდოვის რესპუბლიკამ კონსტიტუციაში ჩაწერა, რომ ნეიტრალური ქვეყანაა, ამიტომ ეს არ ნიშნავს სამხედრო ბლოკში გაწევრიანებას. ნეიტრალიტეტი მოქმედებს მანამ, სანამ მას სხვები პატივს სცემენ", - აცხადებს მოლდოვის პრეზიდენტი. „თუ სხვა ქვეყნები არ პატივს სცემენ ჩვენს ნეიტრალიტეტს, მაშინ შესაძლოა დაგვესხნენ და მზად უნდა ვიყოთ თავის დასაცავად. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ნეიტრალიტეტის უპატივცემულობის რისკი ძალიან მაღალია", - აღნიშნა სანდუმ.  დნესტრისპირეთში ვითარებასთან დაკავშირებით, სანდუმ თქვა, რომ ჯერჯერობით „არ არსებობს იმის რისკი, რომ იქ ფსევდორეფერენდუმი მოეწყოს, როგორც ამას რუსეთი უკრაინაში აკეთებს“. „მაგრამ ცხადია, რომ რასაც რუსეთი დღეს უკრაინაში აკეთებს, არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ეს ყველას უნდა გვაწუხებდეს“, - განაცხადა სანდუმ.   

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი 17 ოქტომბერს ქალაქ კიშინეუს ეწვევა და მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტს მაია სანდუს შეხვდება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებითაც შედგება, რის შემდეგაც პრეზიდენტები მედიისათვის პრესკონფერენციას გამართავენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ნატალია გავრილიცასთან და მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, იგორ გროსუსთან. ინფორმაციისთვის, პრეზიდენტი თბილისიდან კიშინეუში პირველი რეისით იმგზავრებს, რომელსაც მოლდოვის სახელმწიფო ავიაკომპანია AIR Moldova შეასრულებს. მოლდოვისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირ რეგულარულ საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები 2022 წლის მაისიდან დაიწყო და შესაბამისი გადაწყვეტილებით, „ეარ მოლდოვა“ ფრენებს კიშინეუ-თბილისი-კიშინეუს მიმართულებით 2022 წლის 31 ოქტომბრამდე კვირაში ორჯერ, ხოლო, 2022 წლის ნოემბრიდან - კვირაში ოთხჯერ შეასრულებს.   

მაია სანდუ: საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესია შეაჩეროს

საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ შეაჩეროს რუსეთის აგრესია და დაეხმაროს უკრაინას - უკრაინაში მშვიდობის გარეშე ევროპაშიც ვერ იქნება მშვიდობა - ამის შესახებ მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი, მოლდოვის რესპუბლიკაში დაიწყო "საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ შეაჩეროს რუსეთის აგრესია და დაეხმაროს უკრაინას, რათა აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა. უკრაინაში მშვიდობის გარეშე ევროპაშიც ვერ იქნება მშვიდობა. ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ აგრესიამ და შიშმა გაიმარჯვოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საერთაშორისოდ აღიარებული მშვიდობა და წესრიგი კიდევ ერთხელ აღვადგინოთ, გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა საერთაშორისო სამართლის მიმართ და იმის მიმართ, რომ ქვეყნებს თავად შეუძლიათ საკუთარი ბედის გადაწყვეტა. მხოლოდ ასე შეგვიძლია უზრუნველვყოთ განგრძობითი მშვიდობა ჩვენს რეგიონსა და მსოფლიოში. სირთულეების მიუხედავად, რომელსაც ვაწყდებით ჩვენს ქვეყნებში, საქართველოს და მოლდოვას სურთ ჰარმონიული განვითარება და მომავალი მშვიდობასა და კეთილდღეობაში მათი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა მაია სანდუმ. ასევე წაიკითხეთ: მაია სანდუ სალომე ზურაბიშვილს: იმედი მაქვს, რომ თქვენი ვიზიტი გახსნის ახალ თავს საქართველო-მოლდოვის ურთიერთობებში  

მაია სანდუ სალომე ზურაბიშვილს: იმედი მაქვს, რომ თქვენი ვიზიტი გახსნის ახალ თავს საქართველო-მოლდოვის ურთიერთობებში

„თქვენი ვიზიტი პირველია 12 წლიანი პაუზის შემდეგ და წელს ჩვენი ქვეყნები აღვნიშნავთ, სამ ათწლეულს დიპლომატიური ურთიერთობების, იმედი მაქვს, რომ თქვენი ვიზიტი გახსნის ახალ თავს საქართველო-მოლდოვის ურთიერთობებში და იქნება ახალი იმპულსი “, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე მოლდოვის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. ამასთან, მაია სანდუმ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრების მიმართ. „ჩვენ რთულ დროში ვცხოვრობთ. 8 წელია უკრაინაში მიმდინარეობს ომი. ჩვენ ვთავაზობთ მხარდაჭერას უკრაინელებს. მოვუწოდებთ რომ დაისაჯოს ეს დიდი კრიმინალი და ომის დანაშაული უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ უპირობოდ ვუჭერთ მხარს უკრაინას. ჩვენ და საქართველოს გვაქვს მოუგვარებელი კონფლიქტები. აქვე მინდა გამოვხატო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა სანდუმ.  მისი თქმით, თუ არ იქნება მშვიდობა უკრაინაში, არ იქნება მშვიდობა მსოფლიოში.  საქართველოს პრეზიდენტი, მოლდოვაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.   

სალომე ზურაბიშვილი: რუსეთის მიზანია, შეგვიცვალოს მომავალი და ამას ჩვენ არ დავუშვებთ

პრეზიდენტ სალომე ზურამიშვილის თქმით, საქართველო ევროინტეგრაციის კურსის ერთგული რჩება. ამის შესახებ მან მოლდოვაში, პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გაართულ პრესკონფერენციაზე განაცახდა.  სალომე ზურაბიშვილი: ეს ომი დამთავრდება უკრაინის გამარჯვებითა და ჩვენი ევროკავშირში გაერთიანებით „ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიუხედავად და იმ ყოველდღიური წნეხის მიუხედავად, რომ იცვლება საოკუპაციო ხაზი, ხდება ჩვენი მოქალაქეების გატაცებები, ჩვენ მაინც მივდივართ ევროინტეგრაციის გზაზე, რადგან ვიცით, რომ მთავარი მიზანი რუსეთის ქმედებებისა არის ის, რომ შეგვაცვლევინოს ეს გზა, ჩვენ შეგვიცვალოს მომავალი და ამას ჩვენ არ დავუშვებთ“, - განაცხადა ზურაბიშვლმა. საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.   

სალომე ზურაბიშვილმა და მაია სანდუმ, ორი ქვეყნის მეგობრობის ნიშნად, ქართული, ენდემური სახეობის, კავკასიური სოჭი დარგეს

საქართველოს პრეზიდენტმა, მაია სანდუსთან ერთად, კიშინეუში, ორი ქვეყნის მეგობრობის ნიშნად, საქართველოდან ჩატანილი, ენდემური სახეობის, კავკასიური სოჭი დარგო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  ხის დარგვის ცერემონია მოლდოვური ტრადიციის მიხედვით, კიშინეუს ბოტანიკურ ბაღში გაიმართა. პრეზიდენტმა მოლდოველ კოლეგას კავკასიური სოჭის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ზოგადად, სოჭის გვარში 40-მდე სხვადასხვა სახეობაა, აქედან, ერთადერთი ენდემური სახეობაა საქართველოში გავრცელებული კავკასიური სოჭი (Abies nordmanniana), ამ სახეობას სახელი ფინელი ზოოლოგისა და ბოტანიკოსის პროფესორ ალექსნდრა ფონ ნორდმანნას პატივსაცემად მიენიჭა. სწორედ მან აღმოაჩინა 1835 წელს ეს სახეობა ბორჯომის ჩრდილო აღმოსავლეთით. სალომე ზურაბიშვილი, მოლდოვაში საქმიანი ვიზიტით იმყოფება.   

მაია სანდუს თქმით, რუსეთის სპეცსამსახურები პრორუსულ პარტიებთან ერთად, მიზანმიმართულად ცდილობენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევას

მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებით, ბოლოდროინდელი საპროტესტო აქციების უკან, რუსული სპეცსამსახურები და მოლდოვის რესპუბლიკის პრორუსული პარტიები დგანან. მაია სანდუს შეფასებით, ქვეყანაში მოქმედი კორუმპირებული ძალები და რუსეთის სპეცსამსახურები მიზანმიმართულად ცდილობენ დესტაბილიზაციის გამოწვევას. „გვაქვს მტკიცებულება, რომ კორუმპირებული ჯგუფების კოალიციას, რომელმაც მოლდოვაში ბევრი ფული მოიპარა, ასევე, რუსეთის სპეცსამსახურებს, პრორუსულ პარტიებს საერთო მიზანი აქვთ - მოლდოვაში დესტაბილიზაცია. ისინი სათავისოდ იყენებენ იმ სირთულეებს, რომლებსაც მოქალაქეები აწყდებიან. ჩვენ მოწოდებული ვართ, დავიცვათ დემოკრატია“, - განაცხადა მაია სანდუმ.  

მოლდოვაში პრორუსული პარტია „შორი“ შესაძლოა, არაკონსტიტუციურად გამოაცხადონ

მოლდოვის ხელისუფლება გეგმავს პარტია „შორის“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს, რადგან პარტიას დაფინანსების წესში გადაცდომა დაუდგინდა. „თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ საკმარისი არგუმენტი აქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, რომელიც თავის პოზიციას დააფიქსირებს. პოლიტიკური პარტია არის სუბიექტი, რომელიც გამჭვირვალედ და სწორად უნდა დაფინანსდეს. თუ პოლიტიკური პარტია „ბინძური ფულით“ ფინანსდება, არალეგალურად, ეს კორუფციაა და არ არის პოლიტიკური პარტია. ამიტომ, ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ ძალისხმევა, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ დაიცვას დაფინანსების წესი“, - განაცხადა მაია სანდუმ. მანამდე, მოლდოვის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ პარტია „შორის“ არაკონსტიტუციურად ცნობაზე, სასამართლოსთვის მიმართვის დასამტკიცების მიზნით, მთავრობას მიმართა. სამართალდამცველებმა პარტიის ოფისებში ჩხრეკის შედეგად ფული ამოიღეს, რომელიც სავარაუდოდ „თანამშრომლების დაფინანსებისთვის“ იყო განკუთვნილი. პარტიის ლიდერი ილან შორი უცხოეთშია, რადგან მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. პარტიაში ეს ფაქტი, პოლიტიკურ დევნად შეაფასეს, ხოლო „შორის“ ლიდერმა ილან შორმა განაცხადა, რომ ამ ქმედებით მაია სანდუს პარტიას, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება სურს. უკრაინული მედიის ცნობით, მოლდოვის იუსტიციის მინისტრმა სერჰი ლიტვინენკომ პრორუსული პარტია „შორის“ არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, მთავრობას მიმართა. შეგახსენებთ, რომ პარტია „შორი“ ბოლო თვეებში ანტისახელისუფლებო აქციებს მართავდა. კიშინიოვში ბოლოს ფართომასშტაბიანი მიტინგი კვირას გაიმართა.  

ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოლდოვის მხარდასაჭერად 250 მილიონი ევროს დახმარების შესახებ გამოაცხადა

ევროკავშირმა მოლდოვის მხარდასაჭერად 250 მილიონი ევროს დახმარება გამოყო. შესაბამისი ინფორმაცია ქვეყნის პრეზიდენტს ევროკომისიის პრეზიდენტმა ოფიციალური ვიზიტისას მიაწოდა. მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ჩვენ მოგაწვდით დამატებით: 200 მილიონი ევრო თქვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის; 50 მილიონი ევრო საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის; ჩვენ ხელს შევუწყობთ სხვა საერთაშორისო დონორების მობილიზებას. „ჩემთვის დიდი პატივია, ვმასპინძლობდე ევროკომისიის პრეზიდენტს. მადლობა კრიზისის დროს ურყევი სოლიდარობისთვის და ჩვენი დემოკრატიისა და ევროპული გზის მხარდაჭერისთვის. დღეს გამოცხადებული 250 მილიონი ევროს დახმარება ხელს შეუწყობს მოლდოვას, უკეთ გაუმკლავდეს ამ ზამთრის გამოწვევებს“, - წერს სანდუ Twitter-ზე. „ევროკავშირის სოლიდარობა მოლდოვის მიმართ ურყევია. დღეს ჩვენ ვზრდით ჩვენს მხარდაჭერას რუსეთის მიერ გამოწვეული მწვავე ენერგეტიკული კრიზისის პირობებში“, - წერს თავის მხრივ, ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე.

მაია სანდუ: კიშინიოვში საპროტესტო აქციებს, რუსეთის ფედერაცია აფინანსებს. ეს შურისძიებაა

კიშინიოვში საპროტესტო აქციები, რუსეთიდან პირდაპირ დაფინანსებული ჯგუფების მიერაა ორგანიზებული და ესაა შურისძიება მოლდოვის სოლიდარობისთვის ევროკავშირთან და უკრაინასთან. მოლდოვაში პრორუსული პარტია „შორი“ შესაძლოა, არაკონსტიტუციურად გამოაცხადონ ამის შესახებ პრეზიდენტმა მაია სანდუმ, პარიზში, მოლდოვის მხარდამჭერ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.    „ამ პერიოდში, ჩვენს ქვეყანაში მოქმედებენ კრიმინალური ჯგუფები, მოლდოვაში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით. ჩვენზე თავდასხმები, იმ ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ. მაია სანდუ: მოლდოვას ნეიტრალიტეტის სტატუსი ვერ დაიცავს ასეთი ჯგუფები, მათ მხარდამჭერებს ფულს უხდიან, პირდაპირ ანტისამთავრობო დემონსტრაციებში მონაწილეობის მისაღებად.  კიშინიოვში აქციები, დაფინანსებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ეს მტრული ქმედებები არის შურისძიება მოლდოვის რესპუბლიკის წვლილის გამო ომში, შურისძიება იმის გამო, რომ ჩვენ სოლიდარულები ვართ ევროკავშირთან და უკრაინასთან“, - აღნიშნა მაია სანდუმ.  

დონორთა კონფერენცია მოლდოვას, €100 მილიონს გამოუყოფს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, მოლდოვისთვის, დახმარების ახალი 100 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ მოლდოვას მხარდაჭერის პლატფორმის მონაწილეები პარიზში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. მაკრონმა თქვა, რომ თანხა გაზისა და ელექტროენერგიის შესაძენად და ლტოლვილთა კრიზისის მართვის პროგრამას მოხმარდება. „როგორც ბერლინსა და ბუქარესტში, ჩვენ გადავწყვიტეთ მეტი ფული შეგვეგროვებინა მოლდოვისთვის და კერძო კომპანიებისთვის. ჩვენ ვთავაზობთ 100 მილიონზე მეტს, მათ შორის უკრაინიდან ლტოლვილებთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად, რათა მათ მიიღონ განათლებაზე წვდომა", - განაცხადა მაკრონმა. მოლდოვა, რომელიც დიდწილად არის დამოკიდებული რუსეთიდან ენერგომომარაგებაზე, დიდ სირთულეებს აწყდება ზამთრის დადგომასთან ერთად. მოსკოვმა კიშინიოვს, ბუნებრივ აირს მიწოდება დაახლოებით 40%-ით შეუმცირა, რაც ზიანს აყენებს მოლდოვას, რომ თავისი მოსახლეობისთვის საკმარისი ელექტროენერგია უზრუნველყოს.  მოლდოვის მხარდაჭერის პლატფორმა ამ გაზაფხულზე რუმინეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივით შეიქმნა. 5 აპრილს პლატფორმის პირველი კონფერენცია გაიმართა ბერლინში, 15 ივლისს კი მეორე კონფერენცია ბუქარესტში ჩატარდა.  მოლდოვას, კონფერენციის ფარგლებში 77 მილიონი ევრო გამოეყო, საიდანაც 40 მილიონი გრანტი იყო.  

მაია სანდუმ და ილია დარჩიაშვილმა, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხი განიხილეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია  დარჩიაშვილი, მოლოდოვას დედაქალაქ კიშინეუში ვიზიტის ფარგლებში, რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  ილია დარჩიაშვილი: ევროკავშირის წევრობა, საქართველოსა და მოლდოვას ცივილიზაციური არჩევანია „მაღალი დონის შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრობა და პარტნიორობა, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საერთო გამოწვევებისა და მიზნების გათვალისწინებით. მხარეები მიესალმნენ ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელმაც სრულად ახალ ეტაპზე გადაიყვანა მოლდოვასა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. ასევე, გაცვალეს ინფორმაცია ევროკომისიის რეკომენდაციათა შესრულების მიმდინარეობის თაობაზე“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.