თეგი: დრონი
კომპანია Baykar-ი უკრაინას დრონს უფასოდ გადასცემს, რისთვისაც თანხები პოლონეთში შეგროვდა
კომპანია Baykar უკრაინის არმიას უფასოდ გადასცემს Bayraktar TB2 თვითმფრინავს, რომლის შესყიდვისთვის თანხები პოლონეთში შეგროვდა. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „გულწრფელად მადლობას ვუხდით ყველა პოლონელს, ვინც მხარი დაუჭირა ამ მნიშვნელოვან აქციას. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ასობით ათასი პოლონელი მონაწილეობდა ამ კამპანიაში. უკრაინელებს გადავცემთ Bayraktar TB2 დრონს, რათა მათ მაქსიმალურად დაიცვან სამშობლო. ჩვენ დავაკვირდებით უკრაინული საქველმოქმედო ორგანიზაციების მიერ შეგროვებული თანხების მიმართულებებს, რაც უკრაინის გაძლიერებას ემსახურება“, - ნათქვამია Baykar-ის დირექტორთა საბჭოს წერილში.
თურქულმა Baykar-მა ახალი რეაქტიული თვითმფრინავი წარადგინა
თურქეთში, სამსუნში მოწყობილ გამოფენაზე, თურქულმა მწარმოებელმა (Baykar Makina-მ Bayraktar Kızılelma) უპილოტო საჰაერო ხომალდის პროტოტიპი წარადგინა. მისი წარმოება უკრაინაში მოხდება. თურქული კომპანია Baykar Defence უკრაინაში დრონების წარმოებას იწყებს კომპანიის ხელმძღვანელმა სელჩუკ ბაირაქტარმა თურქულ მედიას განუცხადა, რომ ახალი უპილოტო საფრენი აპარატი აღჭურვილია რეაქტიული ძრავით და უმაღლესი დონის კონტროლის სენსორებით. მას შეუძლია „აგრესიული მანევრირება“. Baykar ამჟამად უკრაინული ქარხნის მშენებლობის პროცესშია.
რუმინეთს თურქეთისგან 18 დრონის შეძენა სურს
რუმინეთმა თურქულ Bayraktar TB2-ის შესყიდვის ინტერესი გამოხატა. რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ 18 თვითმფრინავის შესაძენად პარლამენტის თანხმობა სთხოვა. ამ ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. მოსალოდნელია, რომ პარლამენტის თანხმობის შემდეგ, 300 მილიონი ევროს (299,6 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის შეთანხმებაზე მოლაპარაკება დაიწყება.
ჯეიკ სალივანის თქმით, უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში, რუსული დელეგაცია, ირანში საბრძოლო უპილოტო აპარატების შესამოწმებლად, სულ მცირე ორჯერ ჩავიდა
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ჯეიკ სალივანის განცხადებით, უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში, რუსული დელეგაცია, ირანში საბრძოლო უპილოტო აპარატების შესამოწმებლად, სულ მცირე ორჯერ ჩავიდა. აშშ-ის ინფორმაციით, ირანი ემზადება, რომ რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის, დრონები მიაწოდოს. CNN-ის მიერ მოპოვებული სატელიტურ ფოტომასალის მიხედვით, რუსეთის წარმომადგენლები თეირანის სამხრეთით მდებარე კაშანის აეროდრომს ივნისში ეწვივნენ. ჯეიკ სალივანი აღნიშნავს, რომ რუსეთმა უკვე მარცხი განიცადა უკრაინაში საკუთარი დასახული მიზნების მიღწევაში, რადგან მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კიევი იყო. "ჩვენი ინფორმაცია იმაზე მიუთითებს, რომ ირანის მთავრობა ემზადება, რუსეთს რამდენიმე ასეული უპილოტო საფრენი აპარატი დაჩქარებულ ვადებში მიაწოდოს", - განაცხადა სალივანმა 12 ივლისს. თავად ირანის საგარეო უწყებამ ეს ინფორმაცია უარყო.
თათრეთის რესპუბლიკაში დრონების გამოყენება აკრძალეს
თათრეთის რესპუბლიკის (რუსეთის ფედერაციის ფედერალური სუბიექტი) ხელმძღვანელმა რუსტამ მინნიხანოვმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც კრძალავს რესპუბლიკაში დრონების გამოყენებას ძირითადი მზადყოფნის რეჟიმის გაუქმებამდე. განკარგულებაში ნათქვამია, რომ ღონისძიება მიიღება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის გაძლიერების, სამრეწველო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. გამონაკლისი იქნება უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებსაც ხელისუფლების თუ ადგილობრივი სამთავრობო სტრუქტურები, ასევე, სხვა ორგანიზაციები და ფიზიკური პირები „კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიყეებენ. მანამდე დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებამ „სპეცოპერაციის განმავლობაში“ დრონების გამოყენება აკრძალა.
ევროკომისია დრონების გამოყენების წესებს განაახლებს
ევროკომისიამ დრონების გამოყენების წესები განაახლებს, უახლოეს მომავალში კი მიიღება ზომები თვითმფრინავების მავნე გამოყენების წინააღმდეგ. კომისიამ განაცხადა, რომ საჭიროა დრონების მავნე გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის ზომები, რადგან ისინი მოწყვლადნი არიან ჰაკერებისა და ბოროტად გამოყენების მიმართ. ევროკომისია ასევე დაადგენს კრიტერიუმებს ევროპული ეტიკეტისთვის, რათა მომხმარებლებს მიეცეთ საშუალება, უსაფრთხოდ და თავდაჯერებულად მართონ ასეთი თვითმფრინავები. „ჩვენ გვჯერა, რომ თუ ჩვენი სტრატეგია სათანადოდ განხორციელდება, დრონების ბაზარი 2030 წლისთვის 14,5 მილიარდ ევროს (15 მილიარდი აშშ დოლარი) მიაღწევს. მას ასევე შეუძლია, შექმნას 145 000 ახალი სამუშაო ადგილი ევროკავშირში“, - განაცხადა ტრანსპორტის საკითხებში კომისარმა ადინა ვალეანმა პრესკონფერენციაზე. სააგენტო Reuters-ი წერს, რომ დრონები სულ უფრო ხშირად გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, გარემოში, დაზვერვაში, ურბანულ დაგეგმარებაში, უსაფრთხოებასა და ომში, რაც იწვევს შეშფოთებას უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის შესახებ. ანალიტიკოსების აზრით, აშშ, ისრაელი, ჩინეთი და თურქეთი უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების თვალსაზრისით მსოფლიოში პირველ ოთხეულში არიან.
უკრაინული უპილოტო თვითმფრინავის გამოცდა წარმატებით დასრულდა
Ukroboronprom-მა (იარაღისა და სამხედრო ტექნიკის სტრატეგიული მწარმოებელი უკრაინაში) უკრაინული უპილოტო თვითმფრინავი გამოსცადა. ამის შესახებ კომპანიის სპიკერმა, ნატალია სადმა განაცხადა. „მას შემდეგ, რაც ჩვენ წარმატებით გამოვცდით დრონებს, ვიმედოვნებთ, რომ შეგვეძლება მისი გამოცდა უკვე საბრძოლო გამოყენებისას. ჩვენ გავეცით დაპირება, რომ ამას გავაკეთებთ ამ წლის ბოლომდე და ვცდილობთ, შევასრულოთ ეს დაპირება", - განაცხადა სპიკერმა.
რუსეთის კიდევ აეროდრომზე დრონით იერიში განხორციელდა
დრონის თავდასხმის შედეგად, რუსეთის ფედერაციის კურსკის აეროდრომის მიდამოში ნავთობის შესანახ ავზს ცეცხლი გაუჩნდა. მედია: რუსეთში აფეთქება კიდევ ერთ სამხედრო აეროდრომზე მოხდა ამის შესახებ დღეს, დილით „ტელეგრამზე“ კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა დაწერა. მისივე თქმით, მსხვერპლი არ ყოფილა. ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. რუსეთის კურსკის ოლქი უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება. მედია: რუსეთში, სარატოვის ოლქის აეროდრომზე, უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმა განხორციელდა 5 დეკემბერს დილით, რუსულმა მედიამ გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთის რიაზანის და სარატოვის ოლქებში მდებარე სამხედრო ბაზების აეროდრომებზე თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით მოხდა. დაიღუპა 3 რუსი სამხედრო და დაზიანდა სტრატეგიული ბომბდამშენები ტუ-95. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია მხოლოდ ღამით დაადასტურა და შეტევაში უკრაინა დაადანაშაულა. უკრაინულ მხარეს კომენტარი ამ დორმდე არ გაუკეთებია.
Amazon-მა აშშ-ის ორ ქალაქში მომხმარებლებისთვის შეკვეთის დრონით მიწოდება დაიწყო
Amazon-მა აშშ-ის ორ ქალაქში მომხმარებლებისთვის შეკვეთების მიწოდება დრონების გამოყენებით დაიწყო. Ars Technica-ს ვებსაიტის მიხედვით, Amazon Prime Air-ის მიწოდების სერვისმა ფუნქციონირება ლოკფორდში, (კალიფორნია) და კოლეჯ სთეშინში, (ტეხასი) დაიწყო. სერვისი მომხმარებელს 2,3 კილოგრამამდე წონის შეკვეთების დრონით მიწოდებას სთავაზობს. კომპანიის ცნობით, მიწოდებული პაკეტების 85 პროცენტამდე ამ კატეგორიას მიეკუთვნება. მიწოდებას ერთი საათი სჭირდება. ამაზონმა აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) თანხმობა მიმდინარე წლის აგვისტოში მიიღო.
უკრაინა თავდაცვის ბიუჯეტიდან 2023 წელს დრონების შესაძენად $500 მილიონზე მეტს გამოყოფს
უკრაინა თავდაცვის ბიუჯეტიდან დრონების შესაძენად 500 მილიონი დოლარს გამოყოფს, ამის შესახებ უკრაინის გაერთიანებული ძალების მეთაურმა სერჰი ნაევმა განაცხადა. უპილოტო თვითმფრინავების მასობრივი გამოყენება შეტევითი მოქმედებების დროს უფრო სწრაფად წინსვლას შესაძლებელს გახდის, მნიშვნელოვნად შეამცირებს რუსეთის საბრძოლო პოტენციალს და შეაჩერებს მტერს საკუთარი შეტევის განხორციელებაში. ნაიევმა აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, რადგან უპილოტო საფრენი აპარატებს შეუძლიათ, ეკიპაჟის სიცოცხლის რისკის გარეშე შეასრულონ დავალებები. „ამგვარად, უპილოტო საფრენი აპარატების მასობრივი გამოყენება საშუალებას მოგვცემს, უფრო სწრაფად წავიწიოთ შეტევითი მოქმედებების დროს, ასევე მნიშვნელოვნად შევამციროთ მტრის საბრძოლო პოტენციალი და სრულად ვაიძულოთ თავი შეიკავონ შეტევითი გადაადგილებისგან გარკვეული მიმართულებით“, - აღნიშნა ნაევმა.
რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატი აფეთქდა - მედია
მედია, რუსეთში, კალუგის მახლობლად უპილოტო საფრენი აპარატის აფეთქების შესახებ იუწყება. თვითმფრინავი, სავარაუდოდ, ქალაქთან ახლოს, ტყეში ჩამოვარდა. რეგიონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სამოქალაქო და სოციალური ობიექტები არ დაზიანებულა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მუშაობენ.
ავსტრალია უკრაინას დრონებს გადასცემს და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს
ავსტრალია უკრაინას 33 მილიონი დოლარის ღირებულების დრონებს მიაწვდის და დამატებით სანქციებს დააწესებს. ახალი ზომები შეეხებათ რუსეთის სამხედრო, მთავრობისა და მედიის წარმომადგენლებს. იტყობინება Guardian-ი 23 თებერვალს ავსტრალიის მთავრობაზე დაყრდნობით. განცხადება გაკეთდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლისთავის წინა დღეს. ომის დაწყების დღიდან ავსტრალიამ დაახლოებით 510 მილიონი დოლარის წვლილი შეიტანა უკრაინის სამხედრო დახმარებაში. ავსტრალია ასევე გაყინავს აქტივებს და დააწესებს მოგზაურობის აკრძალვას კიდევ 90 რუსი ფიზიკურისა და 40 სუბიექტისთვის, რაც სანქცირებული პირების ან ორგანიზაციების საერთო რაოდენობას 1000-მდე გაზრდის.
რუსეთი თავის ტერიტორიაზე დრონებით შეტევაზე საუბრობს
მოსკოვის ოლქში, სოფელ გუბასტოვოს მახლობლად თვითმფრინავი ჩამოვარდა, ამის შესახებ გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა 28 თებერვალს განაცხადა. თვითმფრინავი, სავარაუდოდ, იპოვეს ვოსკრესენსკის გაზის კომპრესორულ სადგურთან, რომელიც რუსული ენერგეტიკული გიგანტის გაზპრომის საკუთრებაშია, განუცხადა სადგურის სპიკერმა რუსულ მედიასაშუალება RBC-ს. სოფელი გუბასტოვო მოსკოვის სამხრეთით, რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით, 600 კილომეტრში მდებარეობს. რუსეთის ბელგოროდისა და ბრაიანსკის ოლქების ადგილობრივმა ხელისუფლებამ ასევე განაცხადა 27-28 თებერვალს თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ. ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „უკრაინული თვითმფრინავების თავდასხმები კრასნოდარის რეგიონსა და ადიღეს რესპუბლიკაზე ღამით მოხდა“. უკრაინას ჯერჯერობით არცერთ ინციდენტზე კომენტარი არ გაუკეთებია. იმავე დღეს სანქტ-პეტერბურგის საჰაერო სივრცე დაიხურა „ამოუცნობი ობიექტის" გამოჩენის გამო, იტყობინება რუსული დამოუკიდებელი მედია გამოცემა Meduza. 28 თებერვალს ასეევ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის კრასნოდარის ოლქში ნავთობის საწყობში ხანძარი გაჩნდა. კერძოდ, ანექსირებულ ყირიმთან მოსაზღვრე კრასნოდარის მხარის ქალაქ ტუაფსეში ხანძარი ნავთობის და გაზის კომპანია „როსნეფტის" ქარხნის ტერიტორიაზე გაჩნდა. დამოუკიდებელი რუსული გამოცემები წერდნენ, რომ ტერიტორიაზე ორი დრონი აფეთქდა.
300 უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინის ყველაზე ცხელ წერტილებში მისიას იწყებს
ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრომ უკრაინელ სამხედროებს ბრძოლის ველზე გამოსაყენებლად 300 (DJI Mavic 3T ტიპის) უპილოტო საფრენი აპარატი გადასცა. თითოეული DJI Mavic 3T აღჭურვილია თერმოგამომსახველობითა და ზუმის კამერით, რაც ოპერატორებს ღამის საათებშიც კი აძლევს საშუალებას, სადაზვერვო მისიები განახორციელოს. ასევე, ამ დრონების საშუალებით, სამხედროებს შეუძლიათ, საარტილერიო ცეცხლის დაფიქსირება და რუსული ტექნიკის განადგურება. „ამრიგად, უპილოტო თვითმფრინავები უკრაინის ძალებს საშუალებას აძლევს, „იცოდეს ყველაფერი მტრის შესახებ", - აცხადებს სამინიტრო.
ერდოღანის თქმით, თურქეთი დრონის გადამზიდავი მეორე გიგანტური გემის მშენებლობას დაიწყებს
თურქეთი იწყებს უფრო დიდი გემის მშენებლობას, ვიდრე ამფიბიური თავდასხმის გემი TCG Anadolu-ა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მსოფლიოში პირველი შეიარაღებული უპილოტო საბრძოლო გემი და თურქეთის ყველაზე დიდი საბრძოლო ავიამზიდი - TCG Anadolu ექსპლუატაციაში 12 აპრილს შევიდა შევიდა. გემის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და 2020 წლის პირველ ივლისს ჩატარდა ტესტირება. გემს, რომელიც თანამედროვე რადარებითა და სენსორებით არის აღჭურვილი, შეუძლია ბორტზე გადაიტანოს დაახლოებით 100 მანქანა, მათ შორის ტანკები და ჯავშანტექნიკა, ასევე ამფიბიური მანქანები და ნავები. საერთო ჯამში მისს მიერ ტვირთის გადაზიდვის მოცულობა 27436 ტონაა. Kızılelma, Hürjet და Bayraktar TB3 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გემის პლატფორმაზე დაშვებას შეძლებენ.
პოლონეთმა თურქეთიდან Bayraktar-ის დრონები მიიღო
პოლონეთმა თურქეთიდან Bayraktar-ის უპილოტო საფრენი აპარატების მეორე პარტია მიიღო, განაცხადა პოლონეთის ვიცე-პრემიერმა, ეროვნული თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა. „უფრო მეტი ბაირაქტარი პოლონეთის შეიარაღებულ ძალებს. დრონის ტესტირება წარმატებით დასრულდა. პირველი პარტია 2022 წლის ოქტომბერში მივიღეთ“, - დაწერა ბლაშჩაკმა Twitter-ზე. გასული წლის გაზაფხულზე პოლონეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას თურქეთიდან 24 Bayraktar-ის უპილოტო საფრენი აპარატის შესყიდვის შესახებ. კონტრაქტის საერთო ღირებულება 270 მილიონი აშშ დოლარი იყო.
მოსკოვის მახლობლად დრონი ჩამოვარდა
მოსკოვის ოლქში, ქალაქ ნოგინსკთან ახლოს უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატენილი დრონის ნამსხვრევები 23 აპრილს, ერთ-ერთი სააგარაკე დასახლების მახლობლად, ტყეში იპოვეს და ამჟამად ექსპერტიზა მიმდინარეობს. თავის მხრივ, Baza-ს ტელეგრამ არხი იუწყება, რომ დრონი ტყეში, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 300 მეტრში იპოვა დასახლებაში მცხოვრებმა ქალმა და საუბარია უკრაინული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატზე UJ-22, რომელშიც 17 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება იყო. რუსეთი მის ტერიტორიაზე დრონებით შეტევაში უკრაინას ადანაშაულებს, რასაც კიევი უარყოფს. დანილოვი ბელგოროდში აფეთქებაზე: რუსული არმია საკუთარ მოსახლეობას აშინებს
ჩრდილოეთ პოლონეთში ამოუცნობი „მფრინავი ობიექტის“ ფრაგმენტები იპოვეს
ჩრდილოეთ პოლონეთში ამოუცნობი „საჰაერო სამხედრო ობიექტის“ ფრაგმენტები იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, საუბარია რაკეტაზე ან დრონზე, რომელიც ჩამოვარდა. 26 აპრილს ოთხშაბათს ცნობილი გახდა სოფელ ზამოსკთან, უცნობი ობიექტი ჩავარდა. ადგილობრივმა მცხოვრებმა განაცხადა, რომ ადგილზე რაკეტა ან დრონი ჩავარდა. შემთხვევის ადგილზე მესაზღვრეები და პოლიცია მივიდნენ. პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ ტვიტერზე დაწერა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
უკრაინა უპილოტო თვითმფრინავების ახალ დამრტყმელ ასეულებს ქმნის
ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრო და მისი პარტნიორები მალე ახალ უპილოტო თვითმფრინავების დამრტყმელ ასეულებს საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყოფენ. ამის შესახებ უკრინფორმთან ინტერვიუში ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა ინოვაციების, განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილემ მიხაილო ფედოროვმა განაცხადა. „ჩვენ პარტნიორებთან ერთად უკვე მივაწოდეთ საჭირო აღჭურვილობა პირველი სამი უპილოტო საჰაერო ხომალდის დამრტყმელი ასეულის ჯარისკაცებს, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს წვრთნა. სხვა ასეულები უახლოეს მომავალში აღიჭურვება. ისინი დრონებს გამოიყენებენ დაზვერვის ჩასატარებლად და სხვა მისიებისთვის. ამავდროულად, მოწოდებული მანქანები საშუალებას მისცემს მობილურ ჯგუფებს, განახორციელონ რეიდები მტრის ხაზებს მიღმა, ტვირთის მიტანა და დაჭრილების ევაკუაცია“, - აღნიშნა ფედოროვმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში დრონების წარმოების ბაზარზე ამჟამად რევოლუცია ხდება. „დღეს ამ ბაზარზე არის რევოლუცია, რაც ხელს უწყობს მის აქტიურ განვითარებას. წელს ნამდვილად იქნება მნიშვნელოვანი პროგრესი. ძირითადი პრობლემები, რომლებიც აფერხებდა ბაზარს, მოგვარებულია“, - განაცხადა მინისტრმა. უკრაინამ უპილოტო თვითმფრინავების პირველი შეტევითი ასეულის შექმნის შესახებ მიმდინარე წლის მარტში განაცხადა.
მოსკოვთან, სამხედრო ობიექტის ტერიტორიაზე დრონებით შეტევის ფონზე, ვნუკოვოს აეროპორტი დახურული იყო
მოსკოვის ოლქის დაბა კუბინკაში მდებარე სამხედრო ობიექტის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. ამის შესახებკრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები „ტასი“ და „რია ნოვოსტი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იუწყებიან. სამხედრო ობიექტი დაკონკრეტებული არ არის. მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან 36 კილომეტრში მდებარე კუბინკაში საავიაციო ბაზა და საჰაერო-სადესანტო ძალებს ბრიგადაა განთავსებული. „რია ნოვოსტი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ რუსმა სამხედროებმა დრონები გაანადგურეს დასახლება ვალუევოს მინდორში, რის შედეგადაც „არავინ დაშავებულა“. ვალუევო მოსკოვის ადმინისტრაციულ საზღვრებშია 2012 წლიდან. რუსეთის დედაქალაქისთვის ამ პერიოდიდან შეერთებულ ტერიტორიებს „ახალ მოსკოვს" უწოდებენ. ტელეგრამ-არხის, 112-ის ცნობით, გამთენიისას, დრონით დარტყმა ერთ-ერთი სამხედრო ობიექტის ადმინისტრაციულ შენობაზე განხორციელდა. დღეს დილიდან არ მუშაობდა მოსკოვის ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტი. რუსულ სააგენტო „ტასს“ აეროპორტის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ თვითმფრინავების მიღება-გაშვება 05:10 საათიდან შეზღუდეს „აეროპორტისგან დამოუკიდებელი ტექნიკური მიზეზების გამო“. მიზეზი არ დააკონკრეტეს. მოსკოვის დროით დილის 9 საათისთვის, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ განაცხადა, რომ ვნუკოვოს აეროპორტმა მუშაობა განაახლა. მოსკოვი მის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევაში ტრადიციულად კიევს ადანაშაულებს, რასაც უკრაინა ოფიციალურად არ ადასტურებს.
უკრაინაში თურქული Bayraktar-ების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა დაიწყო
თურქულმა კომპანია Baykar-მა Bayraktar თვითმფრინავების წარმოებისთვის ქარხნის მშენებლობა უკრაინაში უკვე დაიწყო. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ 10 ივლისს სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა, ალექსანდრე კამიშინმა განაცხადა. „გადავედით რეალურ ნაბიჯებზე“, - განაცხადა მინისტრმა. „ბაიკარმა“ უკრაინაში საბრძოლო თვითმფრინავების წარმოების ლიცენზია 22 ივნისს მიიღო. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ჰალუკ ბაირაქტარის თქმით, თვითმფრინავების წარმოება 2025 წელს დაიწყება და პროექტში მთლიანი ინვესტიცია დაახლოებით 95 მილიონი დოლარი იქნება. კიევმა და ანკარამ ბაიკარის ქარხნის გახსნაზე შეთანხმებას, რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე მოაწერეს ხელი. უკრაინის პარლამენტმა შეთანხმების რატიფიცირება 2022 წლის 13 დეკემბერს მოახდინა. თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ქარხანაში წარმოებული დრონები აღჭურვილი იქნება უკრაინული წარმოების ძრავებით, ასევე დაწესებულებაში იქნება უკრაინელი პილოტების სასწავლო ცენტრი. Bayraktar-ი თურქული დამრტყმელი ოპერატიულ-ტაქტიკური საშუალო სიმაღლის, ხანგრძლივი ფრენის თვისების დრონია, რომელსაც თურქეთი უკრაინას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აწვდის. გასული წლის ოქტომბერში გახდა ოფიციალურად ცნობილი, რომ თურქული კომპანია "ბაირაქტარი", უკრაინაში ქარხნის მშენებლობის დასრულებას 2 წელიწადში აპირებდა. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, თურქეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, კომპანია „ბაირაქტარი“ უკრაინაში საწარმოს გახსნის. „თურქეთის მიერ წარმოებულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა, რუსული ჯავშანტექნიკისა და საზენიტო სისტემებისგან უკრაინის დაცვაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს, თურქული კომპანია "ბაირაქტარი", რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს უშვებს, უკრაინაში ქარხნის მშენებლობის დასრულებას 2 წელიწადში გეგმავს", - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა,ჰალუქ ბაირაქტარმა 2022 წლის ოქტომბერში.
რუსეთში სკოლის მოსწავლეებს დრონების გამოყენებას შეასწავლიან - რუსული მედია
პირველი სექტემბრიდან რუსი სკოლის მოსწავლეები დრონების გამოყენების შესწავლად დაიწყებენ. ასეთ ინიციატივას მხარი უკვე დაუჭირეს თავდაცვის სამინისტრომ და განათლების სამინისტრომ. რია ნოვოსტის ფედერაციის საბჭოსთან არსებული ციფრული ეკონომიკის განვითარების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ განუცხადა, რომ პირველადი სამხედრო მომზადების კურსის მიზანია საშუალო სკოლის მოსწავლეებს ჩაუნერგოს „ქვეყნის სიყვარულის გრძნობა“ და მოამზადოს ისინი შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის. პროგრამით გათვალისწინებულია დრონების „ტიპების, დანიშნულების, ტაქტიკურ-ტექნოლოგიური მახასიათებლებისა და ზოგადად მოწყობილობის, ტერიტორიის სადაზვერვო და მტრის უპილოტო საფრენ აპარატებთან დაპირისპირების მეთოდების შესწავლა.“ მანამდე რუსეთის განათლების მინისტრმა სერგეი კრავცოვმა განაცხადა, რომ საბაზისო სამხედრო სწავლება რუსეთუს სკოლებში მომავალი სასწავლო წლიდან დაიწყება. აპრილში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს სკოლებში დრონების მართვის შესწავლის იდეას „რომ ბავშვებს უკვე სკოლიდან შეეძლოთ [დრონების] მართვა, აწყობა და კონსტრუირება.“
მოსკოვს დრონებით შეუტიეს - რუსეთი
რუსული მედიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ მოსკოვში, დღეს დილით, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ორ შენობაზე თავდასხმა განხორციელდა, შენობები, რომლებზედაც თავდასხმა მოხდა, საცხოვრებელი შენობები არ იყო. მერმა ასევე განაცხადა, რომ სერიოზული ზიანი არ დაფიქსირებულა და თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. სერგეი სობიანინის განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. ამასთან, რუსული "ტელეგრამ" არხები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ დრონის ნამსხვრევები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ახლომდებარე შენობასთან აღმოაჩინეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, უკრაინამ ორი დრონის გამოყენებით მოსკოვში მდებარე ობიექტებზე ტერორისტული თავდასხმა სცადა, ორივე დრონი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშვეს. ბოლო პერიოდში მოსკოვი არაერთი ასეთი შეტევის შესახებ აცხადებს. უკრაინა მასში მონაწილეობას ოფიციალურად არ ადასტურებს.
რუსეთი მოსკოვზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყება
ოფიციალური წყაროების თანახმად, მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა. რუსეთის დედაქალაქის მერის, სერგეი სობიანინის მტკიცებით, სამხედროებმა აპარატების ჩამოგდება მოახერხეს. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ კვირაში მოსკოვზე დრონებით თავდასხმის უკვე მეორე შემთხვევა ფიქსირდება. 24 ივლისს მომხდარი თავდასხმის ობიექტი თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინასთან მდებარეობდა.
მოსკოვზე დრონებით შეტევის გამო „ვნუკოვოს“ აეროპორტი დახურული იყო - რუსეთი
რუსული მედიის ცნობით, მოსკოვზე, ღამით დრონებით შეტევა განხორციელდა. თავდასხმის შედეგად ბიზნეს ცენტრ „მოსკოვ-სიტიში“ მდებარე ერთ-ერთ შენობაში აფეთქება მოხდა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, „მოსკოვი-სიტიში“ ორი შენობის ფასადები მსუბუქად დაზიანდა. დაშავდა ერთი ადამიანი. მოსკოვის მტკიცებით, ორი დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც დედაქალაქზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ. მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმაში სამი დრონით განხორციელდა, ერთი მათგანი მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონში ჰაერში გაანადგურეს, ორი კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშვეს და მოსკოვის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. რუსული მედიის ინფორმაციით, დედაქალაქის „ვნუკოვოს“ აეროპორტი დროებით დახურული იყო. მოსკოვი დრონებით თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს, თავდასხმას კიევი ოფიციალურად არ ადასტურებს.
„მოსკოვი-სითიზე" ბოლო სამ დღეში დრონებით მეორე შეტევაა
იუწყებიან, რომ რუსეთის დედაქალაქს ისევ დრონებით შეუტიეს. ბოლო სამ დღეში დრონით „მოსკოვი-სითის“ ცათამბჯენების რაიონზე, სადაც რუსეთის არაერთი სამინისტროს და კერძო კომპანიების ოფისები და ძვირადღირებული აპარტამენტები მდებარეობს, მეორე თავდასხმა იყო. ვრცელდება ვიდეო მასალები, სადაც აფეთქებების ხმები ისმის და ჩანს, რომ ბიზნეს ცენტრ "მოსკოვი-სიტის" ერთ-ერთი ცათამბჯენიდან კვამლი ამოდის. მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ მოსკოვზე თავდასხმის მცდელობისას რამდენიმე დრონი ჩამოაგდო, თუმცა ერთი უპილოტო საფრენი აპარატი „მოსკოვი-სითის“ ერთ-ერთ ცათამბჯენს დაეჯახა და ფასადი დააზიანა. თავის მხრივ, თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ორი დრონი მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს და ნაროფომინსკის რაიონების ტერიტორიაზე ჰაერში გაანადგურეს, ერთი კი, მოსკოვი-სითის შენობების კომპლექსის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ჩინეთი დრონების ექსპორტის შეზღუდვას გეგმავს
ჩინეთი პირველი სექტემბრიდან დრონების, მათი კომპონენტებისა და მათი წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობის ექსპორტს დროებით შეზღუდავს. ამ გადაწყვეტილებას პეკინი ეროვნული უსაფრთხოების მოტოვებით ხსნის. აკრძალვა ეხება შორ მანძილზე მოქმედ სამოქალაქო დრონებს, რომელთა წონა შვიდ კილოგრამზე მეტია. ასეთ მოწყობილობებს ჰაერში ნახევარ საათზე მეტ ხანს ყოფნა, საგნების ტრანსპორტირება და მათი მიწაზე ჩამოყრა შეუძლიათ. უკრაინის პარტნიორები ეჭვობენ, რომ პეკინი რუსეთს აწვდის საქონელს, რომელსაც შესაძლოა, უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში იყენებდნენ, რასაც ჩინეთი უარყოფს.
მოსკოვის მერის განცხადებით, დრონების თავდასხმა მოიგერიეს
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, 9 აგვისტოს, ღამით, რუსეთის დედაქალაქის სიახლოვეს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ ორი დრონი მოიგერია. მისი თქმით, ერთი დრონი დომოდედოვოს რაიონში, ხოლო მეორე მინსკის გზატკეცილზე ჩამოაგდეს. მოსკოვის მერის თქმით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ. სააგენტო "ტასი" რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ორი დრონი მოსკოვის სიახლოვეს მდებარე ობიექტებზე თავდასხმას გეგმავდა, თუმცა ისინი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. რუსულმა ტელეგრამ-არხმა - Shot ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც, თითქოს ერთ-ერთი დრონის ვარდნა ჩანს. 30 ივლისს დრონით თავდასხმა ბიზნესცენტრ "მოსკვა სიტიზე", განმეორებითი შეტევა კი იმავე ბიზნესცენტრზე პირველ აგვისტოსაც განხორციელდა. რუსეთი შეტევაში კიევს ადანაშაულებს, უკრიანა თავდასხმებს ოფიციალურად არ ადასტურებს. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია
რუსეთი აცხადებს, რომ მოსკოვი ისევ დრონებით თავდასხმის სამიზნეა
მოსკოვი ისევ დრონების თავდასხმის სამიზნეა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი უპილიტო საფრენი აპარატი გაანადგურა, რომელიც დედაქალაქისკენ მიემართებოდა. „საჰაერო თავდაცვამ დედაქალაქისკენ მიმავალი ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა“, - დაწერა მან Telegram-ზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთი დრონი კალუგის ოლქში, მეორე კი - ოდინცოვოს რაიონის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. მოსკოვის მერი 9 აგვისტოსაც აცხადებდა, რომ დრონების თავდასხმა მოიგერიეს. 30 ივლისს დრონით თავდასხმა ბიზნესცენტრ "მოსკვა სიტიზე", განმეორებითი შეტევა კი იმავე ბიზნესცენტრზე პირველ აგვისტოსაც განხორციელდა. რუსეთი შეტევაში კიევს ადანაშაულებს, უკრიანა თავდასხმებს ოფიციალურად არ ადასტურებს. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია
„ვნუკოვოს“ აეროპორტის საჰაერო სივრცე დაიხურა
რუსეთის მოსკოვის ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტის საჰაერო სივრცე დაკეტილია, იტყობინება Alarabiya რუსულ მედიაზე დაყრდნობით. აეროპორტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ თვითმფრინავების ნაწილი სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ საგანგებო სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ „ვნუკოვოს“ აეროპორტის რაიონში საჰაერო სივრცე დაიკეტა; გადადებულია რეისები“. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, მომხდარი სავარაუდოდ, დრონით თავდასხმას უკავშირდება. მოსკოვის აეროპორტების, "დომოდედოვოსა" და "ვნუკოვოს", მუშაობა 10 აგვისტოს ღამითაც შეჩერებული იყო. 11 მოსკოვის ოლქის ქალაქ ოდინცოვოში ძლიერი ხანძარი იყო.
გერმანული Rheinmetall-ი ადასტურებს, რომ უკრაინას ახალი თაობის დრონებს გადასცემს
უკრაინა ახალი თაობის საჰაერო სადაზვერვო სისტემას (Luna NG-ს) 2023 წლის განმავლობაში მიიღებს. ამის შესახებ გერმანული თავდაცვის კონცერნი Rheinmetall-ი აცხადებს. Luna NG უპილოტო საჰაერო სისტემა რამდენიმე უპილოტო თვითმფრინავთან ერთად, სახმელეთო კონტროლის სადგურისგან შედგება. სისტემაში ასევე შედის გამშვები კატაპულტი, დამატებითი უსაფრთხოებისა და სწრაფი შეკეთების აღჭურვილობა. გერმანული მედია 13 აგვისტოს წერდა, რომ გერმანული Rheinmetall-ი (RHMG.DE) წლის ბოლომდე უკრაინას Luna NG-ის ტიპის ახალი თაობის დრონების სისტემას მიაწვდის.
მოსკოვის მერის ცნობით, რუსეთის დედაქალაქს დრონი უტევდა
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ 20 აგვისტოს ღამით უკრაინულმა უპილოტო თვითმფრინავმა მოსკოვის თავზე გადაფრენა სცადა, მაგრამ ეს მცდელობა ჩაიშალა. „ღამით მოსკოვში სამხრეთის მიმართულებით თვითმფრინავის გაფრენის მცდელობა იყო. ის შეაჩერეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა“, - წერს მოსკოვის მერი Telegram-ზე. კონკრეტულად სად „ჩამოაგდეს დრონი,“ არ არის დაკონკრეტებული. ამ ფონზე, მოსკოვის დომოდედოვოსა და ვნუკოვოს აეროპორტებმა ფრენები დროებით შეაჩერეს. რუსეთი ასევე 20 ივნისს იუწყება, რომ კურსკში დრონმა რკინიგზის სადგურის შენობა დააზიანა. ცნობისთვის, კურსკი უკრაინას ესაზღვრება. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. რუსული მხარე თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს. ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია
მოსკოვი ისევ დრონების სამიზნეა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „ოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონში დრონით თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა.“ სამინისტროს ორი ოფიციალური შეტყობინება ერთი საათის შუალედით გავრცელდა. „21 აგვისტოს, მოსკოვის დროით დაახლოებით 06:50 საათზე აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატით. საფრენი აპარატი საჰაერო თავდაცვის ძალებმა აღმოაჩინეს,“ - აცხადებენ უწყებაში. მეორე ინფორმაციით, 08:16 საათზე უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს მოსკოვის ოლქის ისტრინსკის რაიონში. რუსული მხარის მტკიცებით, დრონი, რომელმაც კონტროლი დაკარგა, პოკროვსკოეს დასახლების მიდამოში ჩამოვარდა. არავინ დაშავებულა. უსაფრთხოების მოტივით, მუშაობა მოსკოვის შერემეტიევოს, დომოდედოვოს და ვნუკოვოს აეროპორტებმა შეაჩერეს. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. რუსული მხარე თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს.
რუსეთზე დრონებით შეტევები გახშირდა
მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი ამტკიცებს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 22 აგვისტოს ღამით ორი თავდასხმის დრონი ჩამოაგდო. განცხადებები მოჰყვა ცნობებს იმის შესახებ, რომ ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა, რის გამოც მოსკოვის ყველა აეროპორტი დაიხურა. სობიანინმა თქვა, რომ ერთი თვითმფრინავი კრასნოგორსკის თავზე, მეორე კი ჩასცის მახლობლად ჩამოაგდეს. სობიანინის თქმით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. რუსულმა მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს ფოტოები, რომლებშიც ასახულია ნამსხვრევების შედეგად მიყენებული ზიანი. მედიის ცნობით, კრასნოგორსკის თავდასხმამ სამთავრობო შენობის მახლობლად მდებარე 25-სართულიან კორპუსი დააზინა. იტყობინებიან, რომ აფეთქებამ ჩაამსხვრია მინები და დააზიანა მანქანები. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავდასხმებში ტრადიციულად უკრაინა დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ორი უპილოტო თვითმფრინავი ბრაიანსკის ოლქის თავზეც მოიგერიეს. მანამდე, 21 აგვისტოს დილით, რუსეთმა განაცხადა, რომ „მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონში დრონით თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა.“ მეორე ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს მოსკოვის ოლქის ისტრინსკის რაიონში. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების რიცხვი იზრდება. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. რუსული მხარე თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს. ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია
ირანმა ახალი დრონი შექმნა
ირანმა ახალი დრონი Mohajer-10 შექმნა. ირანის სახელმწიფო მედია წერს, რომ დრონი ფრენის გაუმჯობესებული დიაპაზონითა და ხანგრძლივობით გამოირჩევა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. Mohajer-10-ს 2 000 კილომეტრის მანძილზე ფრენა შეუძლია. მის მიერ გადაზიდული ტვირთის სიმძიმემ შესაძლოა, 300 კილოგრამამდე მიაღწიოს, რაც ორჯერ აღემატება Mohajer-6-ის მაჩვენებელს. აშშ ირანას რუსეთისთვის Mohajer-6-ის მიწოდებაში ადანაშაულებს. რუსეთმა და ირანმა, რომლებიც დასავლეთის ეკონომიკური სანქციების ქვეშ არიან, სამხედრო და სხვა სფეროებში მჭიდრო ურთიერთობები დაამყარეს.
"მოსკოვი-სიტის" შენობას დრონი შეეჯახა
რუსეთის დედაქალაქში, ბიზნესცენტრ „მოსკოვი-სიტის" ცათამბჯენების რაიონზე, სადაც არაერთი სამინისტროს და კერძო კომპანიის ოფისები და ძვირადღირებული საცხოვრებელი აპარტამენტებია განთავსებული, დრონით შეტევა იყო. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის მიერ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასულ ღამით, დრონ მშენებარე შენობას მოხვდა და რამდენიმე ფანჯარა ჩაამსხვრია. რუსული მხარე ისევ ამტკიცებს, რომ არავინ დაშავებულა. შენობასთან უპილოტო საფრენი აპარატის შეჯახების ამსახველი ვიდეოკადრები ტელეგრამ-არხმა, Mash-მა გაავრცელა. ტრადიციული შინაარსის განცხადება გაავრცელა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. „23 აგვისტოს, ღამით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა აღკვეთეს კიევის რეჟიმის მორიგი მცდელობა, სამი უპილოტო საფრენი აპარატით მოსკოვზე ტერორისტული თავდასხმა განეხორციელებინა. ორი უპილოტო საფრენი აპარატი საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა, მესამე, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს და კონტროლის დაკარგვის შემდეგ „მოსკოვი-სიტის" კომპლექსის მშენებარე შენობას შეეჯახა," - აცხადებენ უწყებაში. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. რუსული მხარე თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს.
თურქულმა Baykar-მა უკრაინას დრონი აჩუქა
უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, თურქულმა კომპანია Baykar Makina-მ უკრაინის დაზვერვის თანამშრომლებს Bayraktar TV2-ის ტიპის დრონი უსასყიდლოდ გადასცა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო იტყობინება. „24 აგვისტოს უკრაინულმა დაზვერვამ ცნობილი დრონების მწარმოებლისგან საჩუქრად Bayraktar TB2-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი მიიღო. ეს არ არის პირველი ასეთი საჩუქარი. 25 იანვარს Baykar Makina-მ უკრაინის დაზვერვას გადასცა ორი თვითმფრინავი - Bayraktar TB2. ამიტომ, ჩვენ გულწრფელ მადლობას ვუხდით ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს, რომლებიც აგრძელებენ უკრაინის დახმარებას ამ რთულ დროს. დღესასწაულისთვის საუკეთესო საჩუქარია ახალი იარაღი, რომელიც დაეხმარება მტრის განადგურებას და დაიცავს ჩვენს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას,“ - წერს დაზვერვა. Baykar-ი უკრაინაში დრონების ტექნიკური მომსახურების ცენტრს ააშენებს უკრაინულმა მხარემ 10 ივლისს განაცხადა, რომ ქვეყანაში თურქული Bayraktar-ების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა დაიწყო. ცნობისთვის, უკრაინამ თურქული დრონი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ პირველად 2021 წლის ოქტომბერში გამოიყენა. უკრაინელმა სამხედროებმა Facebook-ზე გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც Bayraktar T2B ანადგურებს რუსული წარმოების საარტილერიო იარაღს სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
Baykar-ს სურს, რომ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება უკრაინაში 2025 წელს დაიწყოს
თურქული კომპანია Baykar 2025 წელს უკრაინაში Bayraktar TB2-ს და Bayraktar Akinci-ის ტიპის საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას ელის. თურქეთმა უკრაინაში Bayraktar-ის დრონების წარმოებისთვის ლიცენზია გასცა. უკრაინული მედიის თანახმად, ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰალუკ ბაირაქტარმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ობიექტების მშენებლობისთვის დაგეგმილი ჯამური ინვესტიცია 95.5 მილიონი აშშ დოლარია. ქარხნის გახსნა 2025 წელს იგეგმება. უკრაინა თურქეთისგან დამატებით 24 უპილოტო საფრენ აპარატს შეიძენს „სამშენებლო სამუშაო Baykar-ის ადგილობრივ შვილობილ კომპანიაში [უკრაინაში], შპს (Avia Ventures) გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, გახსნა დაგეგმილია 2025 წელს“, - ციტირებს მედია მის კომენტარს. კომპანიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ „[საწარმოში] მოსამზადებელი სამუშაოს ძირითადი ნაწილი უკვე მიმდინარეობს“. თურქული კომპანია Baykar Defence უკრაინაში დრონების ქარხანას და სერვისცენტრს ააშენებს ცნობისთვის, უკრაინამ თურქული დრონი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ პირველად 2021 წლის ოქტომბერში გამოიყენა. უკრაინელმა სამხედროებმა Facebook-ზე გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც Bayraktar T2B ანადგურებს რუსული წარმოების საარტილერიო იარაღს სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
დრონის შეტევის ფონზე, მოსკოვში ყველა აეროპორტი დაიხურა
რუსული მედია იუწყება, რომ 26 აგვისტოს ღამით მოსკოვის აეროპორტებში ყველა ფრენა შეწყდა. ხელისუფლებამ მოსკოვის ყველა აეროპორტში შემავალი და გამავალი ფრენები შეაჩერა. მიზეზი სავარაუდოდ, კვლავ დრონების შეტევის საფრთხე გახდა, რადგან დაახლოებით ამ დროისთვის, მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ მოსკოვის თავზე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. სობიანინის თქმით, დრონი ისტრას ოლქში განადგურდა. მისი თქმით, წინასწარი მსხვერპლი არ არის და ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობდნენ. რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის ვნუკოვოს, დომოდედოვოსა და შერემეტევოს აეროპორტებში სულ მცირე 24 ფრენა გადაიდო, რვა კი გაუქმდა. მოსკოვის აეროპორტები ბოლო დროს არაერთხელ დაიხურა დრონების შეტევის გამო. 22 აგვისტოს მოსკოვის რეგიონის ყველა აეროპორტი თვითმფრინავების თავდასხმის შესახებ ცნობების გამო დაიხურა. ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. რუსული მხარე თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს.
რუსული მხარე აცხადებს, რომ კურსკში დრონის შეჯახებამ საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა
კურსკის ოლქის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტოვის განცხადებით, ქალაქ კურსკის საცხოვრებელ კორპუსს უპილოტო საფრენი აპარატი შეეჯახა და კორპუსის რამდენიმე სართულზე მინები ჩაიმსხვრა. ამასთან, დაზიანდა იქვე მდებარე სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის შენობა. არავინ დაშავებულა.„წინასწარი ინფორმაციით, ღამით, კურსკში, კარლ მარქსის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსს დრონი შეეჯახა. ზოგიერთ სართულზე ჩამსხვრეულია მინები. ასევე, აფეთქების ტალღის შედეგად კარლ მარქსის ქუჩაზე კურსკის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის შენობის რამდენიმე მინა დაზიანდა,“ - წერს ოლქის გუბერნატორი. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა კურსკის ოლქის თავზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. რუსული მხარე თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს. ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია
მოსკოვი ისევ დრონის სამიზნეა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა 28 აგვისტოს ღამით, ორი დრონი ჩამოაგდეს. რუსული მხარის თქმით, დრონები ბრიანსკის ოლქის თავზე დაფრინავდნენ. ცოტა ხნის შემდეგ მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვის თავზე კიდევ ერთი თვითმფრინავი განადგურდა. არცერთ შემთხვევაში მსხვერპლი არ ყოფილა. სობიანინმა აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვამ მოსკოვისკენ მიმავალი თვითმფრინავი ლიუბერცის მახლობლად ჩამოაგდო და შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობდნენ. იმავე ღამეს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვის დომოდედოვოსა და ვნუკოვოს აეროპორტები დროებით დაიხურა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უპილოტო თვითმფრინავის დარტყმის მცდელობა ისევ უკრაინას მიაწერა. კიევს კომენტარი არ გაუკეთებია. ერთი დღით ადრე, 27 აგვისტოს, რუსმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დრონი განადგურდა ბრაიანსკის ოლქის ტრუბჩევსკის რაიონში. რუსეთის ტერიტორიაზე უპილოტო თვითმფრინავების დარტყმები ბოლო კვირებში გაიზარდა. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. რუსული მხარე თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს. ზელენსკი ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლის შესაძლებლობაზე: ეს დიდი რისკია, რომ ჩვენ მარტო დავრჩებით ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია
რუსეთის ოლქებს დრონებით ისევ შეუტიეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა 29 აგვისტოს ღამეს ტულის ოლქის თავზე ორი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მანამდე, ასევე 29 აგვისტოს განაცხადა განაცხადა, რომ ბელგოროდის ოლქის თავზე ორი დრონი განადგურდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უპილოტო თვითმფრინავის დარტყმის მცდელობაში კვლავ უკრაინა დაადანაშაულა, თუმცა კიევს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. რუსეთის ტერიტორიაზე უპილოტო თვითმფრინავების შეტევების შესახებ ცნობები ბოლო კვირების განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა. 28 აგვისტოს სამინისტრომ განაცხადა, რომ ბრაიანსკის ოლქში ორი დრონი გაანადგურეს. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. რუსული მხარე თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს. ზელენსკი ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლის შესაძლებლობაზე: ეს დიდი რისკია, რომ ჩვენ მარტო დავრჩებით ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია
Meduza: დრონები თავს დაესხნენ რუსეთის ფსკოვის აეროპორტს, დაზიანდა 4 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Il-76
რუსეთის ფსკოვის ოლქის გუბერნატორი აეროპორტზე (უკრაინიდან 700 კილომეტრში) დრონების თავდასხმის შესახებ იუწყება. მიხაილ ვედერნიკოვის თქმით, რუსი სამხედროები უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმას იგერიებენ. „ინციდენტის დაწყებიდან მე პირადად ვარ ადგილზე. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის,“- განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა. „სხვადასხვა წყაროს ცნობით, აეროპორტს თავს 10-20 დრონი დაესხა. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია,“ წერს Meduza. წინასწარი მონაცემებით, აეროპორტზე თავდასხმის დროს ოთხი სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი Il-76 დაზიანდა. ამ ინფორმაციას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს. 334-ე სამხედრო სატრანსპორტო პოლკი ფსკოვის აეროპორტშია განლაგებული. გარდა ამისა, ტელეგრამ არხ Shot-ის ინფორმაციით, ცეცხლი გაუჩნდა აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე საწვავის ავზსაც. ფსკოვისა და მიმდებარე რეგიონების ცა მთლიანად დაკეტილია - წერს ტელეგრამ არხი Mash-ი. ოთხშაბათს ღამით ფსკოვის აეროპორტში სამოქალაქო რეისები არ განხორციელებულა. „თავდასხმის სამიზნე შესაძლოა, აეროპორტის მახლობლად მდებარე ნავთობის საცავი იყოს,“ - ციტირებს Meduza ფსკოვის მხარეს. ამავე მედიასაშუალების ცნობით, სხვა ვერსიით კი, სამიზნე შესალოა, იყოს ჩერეხინსკის სამხედრო ბაზა, სადაც განლაგებულია 104-ე სადესანტო თავდასხმის პოლკი, რომელიც 2022 წელს უკრაინის ბუჩის ოკუპაციაში მონაწილეობდა.“
რუსეთი ქვეყნის დასავლეთ რეგიონებზე დრონების „მასიური“ შეტევის შესახებ იუწყება
რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, რუსეთმა მოსკოვისა და ტულის ოლქების თავზე საჰაერო სივრცე დრონების თავდასხმის შესახებ ცნობების შემდეგ დახურა. კერძოდ, TASS-ის ცნობით, ბრაიანსკის და ორიოლის ოლქებზე უპილოტო თვითმფრინავის დარტყმის მცდელობა იყო. მოხსენებაში ნათქვამია, რომ საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა სამი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამასთან, მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, დრონი დედაქალაქის დასავლეთით, რუზის რაიონში ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს ბრიანკის, ორიოლის, კალუგისა და რიაზანის ოლქებში. იმავე ღამეს განაცხადა, რომ უპილოტო თვითმფრინავები თავს დაესხნენ სამხედრო აეროდრომს ფსკოვის ოლქში და გაანადგურეს ოთხი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76. სავარაუდო თავდასხმების შემდეგ, რუსეთმა დახურა საჰაერო სივრცე მოსკოვისა და ტულის ოლქების თავზე. Meduza: დრონები თავს დაესხნენ რუსეთის ფსკოვის აეროპორტს, დაზიანდა 4 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Il-76 რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტი 30 აგვისტოს ღამით დაიხურა, ხოლო დომოდედოვოსა და შერემეტევოს აეროპორტებში ფრენები გადაიდო. მოგვიანებით TASS-მა დაწერა, რომ ვნუკოვოს აეროპორტმა მუშაობა განაახლა. პარალელურად, ოკუპირებულ ყირიმში მდებარე სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორი, მიხაილ რაზვოჟაევი ამტკიცებდა, რომ შავი ზღვის ფლოტის ძალებმა უპილოტო აპარატების თავდასხმები მოიგერიეს. რუსეთმა თავდასხმის მცდელობაში ისევ უკრაინა დაადანაშაულა. შეგახსენებთ, 29 აგვისტოს რუსეთმა ასევე განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ტულის ოლქის თავზე ორი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში აეროპორტების დახურვისა და თვითმფრინავების თავდასხმების შესახებ ცნობები გაიზარდა. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. რუსული მხარე თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს. ზელენსკი ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლის შესაძლებლობაზე: ეს დიდი რისკია, რომ ჩვენ მარტო დავრჩებით ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია
რუსეთი აცხადებს, რომ დრონმა ბრიანსკში საგამოძიებო კომიტეტის შენობა დააზიანა
ბრაიანსკის ოლქსში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის შენობა დრონმა დააზინაა. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქალაქ ბრაიანსკის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განაცხადეს. „დღეს ბრაიანსკის თავზე 3 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ერთ-ერთი მათგანის განადგურების შედეგად ბრიანსკის ოლქის საგამოძიებო კომიტეტის საგამოძიებო დეპარტამენტის შენობაში მინები ჩაიმსხვრა. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის,“ - ამტკიცებენ ადმინისტრაციაში. რუსეთი გასული ღამის განმავლობაში ქვეყნის დასავლეთ რეგიონებზე დრონების „მასიური“ შეტევის შესახებ იუწყებოდა. Meduza: დრონები თავს დაესხნენ რუსეთის ფსკოვის აეროპორტს, დაზიანდა 4 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Il-76 რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. რუსული მხარე თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს. ზელენსკი ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლის შესაძლებლობაზე: ეს დიდი რისკია, რომ ჩვენ მარტო დავრჩებით
რუსეთის განცხადებით, მოსკოვისა და ბრიანსკის ოლქებს დრონები ისევ უტევდნენ
რუსეთის დედაქალაქის მერი, სერგეი სობიანინი აცხადებს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ მოსკოვის ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ვოსკრესენსკის ურბანულ რაიონში დრონი ჩამოაგდო, რომელიც მოსკოვისკენ მიემართებოდა. „დღეს, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ვოსკრესენსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, რომელიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა,“ - წერს მერი. სობინიანის თქმით, მსხვერპლი და დაზიანება არ დაფიქსირებულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც განაცხადა, რომ ვოსკრესენსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს და „აღკვეთილია კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევის მორიგი მცდელობა“. დღეს დილით, მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტმა ტრადიციულად გამოაქვეყნა შეტყობინება, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დროებით შეზღუდა თვითმფრინავების მიღება და გაშვება. მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 30 აგვისტოს საღამოს რუსულმა საჰაერო თავდაცვამ ბრაიანსკის ოლქის თავზე ორი უკრაინული თვითმფრინავი, ერთი რაკეტა კი - ოკუპირებული ყირიმის თავზე ჩამოაგდო. რუსეთის მიერ დანიშნული ხელმძღვანელი სერგეი აქსიონოვი ამტკიცებდა, რომ ფრთოსანი რაკეტა ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოვარდა. მისმა „მრჩეველმა“ ოლეგ კრიუჩკოვმა დაამატა, რომ ჩამოგდებული რაკეტის ფრაგმენტმა ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა. შეგახსენებთ, რუსეთი 29 აგვისტოს გვიან საღამოდან ქვეყნის დასავლეთ რეგიონებზე დრონების „მასიური“ შეტევის შესახებ იუწყებოდა. Meduza: დრონები თავს დაესხნენ რუსეთის ფსკოვის აეროპორტს, დაზიანდა 4 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Il-76 უკრაინის დაზვერვამ 30 აგვისტოს დაადასტურა, რომ რუსეთის ფსკოვზე დრონების თავდასხმის შემდეგ, 4 Il-76 განადგურდა. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. ზელენსკი ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლის შესაძლებლობაზე: ეს დიდი რისკია, რომ ჩვენ მარტო დავრჩებით
რუსეთი დრონებისა და „ამოუცნობი ობიექტის“ შეტევის შესახებ იუწყება
რუსეთის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევის შესახებ იუწყებიან. დღეს, პირველი სექტემბრის დილით, მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვში დრონის შეღწევა აღკვეთეს. კეროდ, დრონი მოსკოვის ოლქის ლიუბერცის რაიონში მოიგერიეს. სობიანინი ამბობს, რომ წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა. მის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვის ოლქის ამ რაიონში „თვითმფრინავის ტიპის უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი" გაანადგურეს. ტრადიციულად, რუსული სააგენტო „ტასის“ ცნობით, მოსკოვის შერემეტიევოს, ვნუკოვოს, დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტებში 60-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა, ან გადაიდო. დრონებით შეტევის შედეგად სახლის და ადმინისტრაციული შენობის დაზიანების შესახებ რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორი, რომან სტაროვოიტიც იუწყება. მისი თქმით, „რუსეთის კურსკის ოლქის ქალაქ კურჩატოვს, სადაც ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, ორი უკრაინული დრონი დაესხა თავს.“ გუბერნატორის ინფორმაციით, თავდასხმისას დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა და საცხოვრებელი კორპუსი. კურჩატოვში კურსკის ატომური ელექტროსადგურია განთავსებული. ქალაქი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 70 კილომეტრში მდებარეობს. დღეს დილით, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმაც განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ ბელგოროდის რაიონში ჩამოაგდო უპილოტო საფრენი აპარატი. გლადკოვის წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა. ასევე გვიან ღამით „ამოუცნობი ობიექტის“ აღმოჩენის შესახებ აცხაებდა ფსკოვის ოლქის გუბერნატორი, მიხაილ ვედერნიკოვი. ტელეგრამზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც მისი მტკიცებით, კრესტის რაიონში ამ ობიექტის „განეიტრალებას“ ასახავდა. ქალაქ ფსკოვის კრესტის რაიონში მდებარეობს სამხედრო აეროდრომი, რომელზეც 30 აგვისტოს შეტევა იყო. რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, გასულ ღამით ამ რაიონში რამდენიმე წუთის განმავლობაში ინტენსიური სროლის ხმა ისმოდა. გუშინ, 31 აგვისტოს საღამოს, რუსეთი ბრიანსკის ოლქზე დრონის შეტევის შესახებ იუწყებოდა. შეგახსენებთ, რუსეთი 29 აგვისტოს გვიან საღამოდან ქვეყნის დასავლეთ რეგიონებზე დრონების „მასიური“ შეტევის შესახებ იუწყებოდა. Meduza: დრონები თავს დაესხნენ რუსეთის ფსკოვის აეროპორტს, დაზიანდა 4 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Il-76 უკრაინის დაზვერვამ 30 აგვისტოს დაადასტურა, რომ რუსეთის ფსკოვზე დრონების თავდასხმის შემდეგ, 4 Il-76 განადგურდა. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია
რუსეთი ბრიანსკის ოლქზე დრონის შეტევის შესახებ იუწყება
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ბრიანსკის ოლქის თავზე დაახლოებით, საღამოს 8 საათზე უკრაინული უპილოტო თვითმფრინავი გაანადგურეს. მოსკოვს სავარაუდო თავდასხმის შესახებ დამატებითი დეტალები არ უთქვამს. რუსული ტელეგრამ არხები მოსახლეობაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ბრაიანსკში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა, რასაც ქალაქის თავზე კვამლი მოჰყვა. დილით, რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე ბოგომაზმა განაცხადა, რომ რუსულმა საჰაერო თავდაცვამ ბრაიანსკის თავზე სამი თვითმფრინავი მოიგერია. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთს მხოლოდ ამ თვეში დრონი 25-ჯერ დაესხა თავს. მისივე შეფასებით, ბევრმა უპილოტო თვითმფრინავმა სამიზნეებს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვას „უჭირს მათი აღმოჩენა და განადგურება.“ შეგახსენებთ, რუსეთი 29 აგვისტოს გვიან საღამოდან ქვეყნის დასავლეთ რეგიონებზე დრონების „მასიური“ შეტევის შესახებ იუწყებოდა. Meduza: დრონები თავს დაესხნენ რუსეთის ფსკოვის აეროპორტს, დაზიანდა 4 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Il-76 უკრაინის დაზვერვამ 30 აგვისტოს დაადასტურა, რომ რუსეთის ფსკოვზე დრონების თავდასხმის შემდეგ, 4 Il-76 განადგურდა. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია
შემოდგომიდან უკრაინული დრონების წარმოება გაიზრდება - რეზნიკოვი
უკრაინული დრონების წარმოება მნიშვნელოვნად გაიზრდება შემოდგომაზე. შესაბამისი განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა გააკეთა. რეზნიკოვის თქმით, დრონის წარმოების პროცედურის ხელშეწყობის პროცესი უკვე თითქმის ერთი წელია, გრძელდება. „მჯერა, რომ ამ შემოდგომაზე იქნება ბუმი სხვადასხვა უკრაინული დრონების წარმოების მხრივ: მფრინავი, მცურავი, მცოცავი და ა.შ., და შემდეგ ეს უკვე მოცულობითაც გაიზრდება,” - აღნიშნა რეზნიკოვმა. უკრაინა Sirko-ს ტიპის დრონების სერიულ წარმოებას იწყებს
უკრაინა ხელოვნური ინტელექტის მქონე დრონებს გამოიყენებს
უკრაინის შეიარაღებული ძალები გამოიყენებენ ხელოვნური ინტელექტის მქონე დრონს - SAKER SCOUT, თავდაცვის სამინისტრომ უპილოტო საფრენი აპარატი ექსპლუატაციისთვის დაამტკიცა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. სისტემა, მოწინავე ოპტიკის დახმარებით, დამოუკიდებლად ცნობს და აღრიცხავს მოწინააღმდეგის აღჭურვილობის კოორდინატებს (თუნდაც შენიღბული), დაუყოვნებლივ გადასცემს ინფორმაციას სამეთაურო პუნქტს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად. ეს გამორიცხავს ადამიანური შეცდომის რისკებს, რადგან ოპერატორის თვალი ყოველთვის ვერ იჭერს ყველა ნიუანსს“. დეტალები: სისტემა მოიცავს ფლაგმანურ სადაზვერვო დრონს, ასევე რამდენიმე FPV-ის ტიპის კამიკაძე-დრონი, რომელიც ფლაგმანური დრონით რეგულირდება. დრონი შეიძლება, აღჭურვილი იყოს ინფრაწითელი ოპტიკით ღამით მუშაობისთვის. მას ასევე შეუძლია, გამოიყენოს ინერციული სახელმძღვანელო სისტემა, რომელიც ელექტრონული ომის სისტემების მიმართ წინააღმდეგობას ზრდის. მისი ინტეგრირება შესაძლებელია შეიარაღებულ ძალებში არსებულ ყველა სიტუაციური ცნობიერების სისტემაში, მათ შორის დელტას სისტემაში. მისი ფრენის დიაპაზონი 10 კმ-მდეა.
მოსკოვი ისევ დრონის სამიზნეა
მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი ამბობს, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ტვერის ოლქში, ზავიდოვოს რაიონში დრონი გაანადგურეს, რომელიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა მისი თქმით, თავდასხმას მსხვერპლი და დაზიანება არ მოჰყოლია. მანამდე, მოსკოვის მერმა განაცხადა, რომ ღამით საჰაერო თავდაცვის ძალებმა კალუგას ოლქსა და მოსკოვის ოლქის ისტრას რაიონში დრონები გაანადგურეს, რომლებიც მოსკოვზე თავდასხმას ცდილობდნენ. სობიანინის თქმით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად საყოფაცხოვრებო ობიექტი დაზიანდა. ამ ფონზე, რუსული მედიის ცნობით, „ვნუკოვოს", "დომოდედოვოსა" და „შერემეტიევოს" აეროპორტებში, დღეს დილით, დაახლოებით 40 რეისი გადაიდო, ორი კი - გაუქმდა. ამასთან, მოსკოვის დროით 5:25 საათისთვის „ვნუკოვოს“ აეროპორტში 24 ავიარეისი გადაიდო, კიდევ ორი კი - გაუქმდა. „დომოდედოვოში" 2 ავიარეისი გადაიდო, „შერემეტევოში“ კი - 14. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია
პოლონეთი 1700 სადაზვერვო დრონს შეიძენს
პოლონეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო 1700 სადაზვერვო თვითმფრინავს შეიძენს. შესაბამისი ხელშეკრულება ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ანდჯეი დუდას თანდასწრებით, პოლონეთის ქალაქ კიელცეში დაამტკიცა. კონტრაქტები მოიცავს ლოგისტიკურ და სასწავლო პაკეტებს უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორებისთვის. FlyEye-ს ტიპის მინი უპილოტო საფრენი აპარატები განკუთვნილია აერო გამოსახულების დაზვერვისთვის, რასაც უზრუნველყოფს ოპტოელექტრონული სისტემები, რომლებიც თერმული კამერით არის აღჭურვილი.
გერმანული კომპანია კიევს ახალი თაობის 100 ტაქტიკურ დრონს გადასცემს - კლიჩკო
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ გერმანული კომპანია Quantum Systems კიევს ახალი თაობის 100 ტაქტიკურ დრონს გადასცემს. მისი ინფორმაციით, შეთანხმებას ინვესტორთან და Quantum Systems-ის ხელმძღვანელობასთან გერმანიაში, შტერნ სტიუარტის ინსტიტუტის ყოველწლიურ სამიტზე მიაღწიეს. კლიჩკოს თქმით, კიევმა ქალაქის ბიუჯეტიდან გასული წლის განმავლობაში, 5 მილიარდი ჰრ (135,6 მილიონი დოლარი) გამოყო ფრონტის ხაზზე ჯარისკაცების მხარდასაჭერად. დრონები უკრაინელი სამხედროებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იარაღებია, როდესაც საქმე ეხება დაზვერვას, მეთვალყურეობას და შორ მანძილზე დარტყმებს.
მედიის ცნობით, ბულგარეთის შავი ზღვის სანაპიროზე იპოვეს დრონი, რომელზეც ასაფეთქებელი ნივთიერება იყო დამაგრებული
ბულგარეთის ნაციონალური რადიოს ცნობით, NATO-ს წევრი ქვეყნის ბულგარეთის შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე სოფელ ტიულენოვოს მახლობლად იპოვეს დრონი, რომელზეც ასაფეთქებელი ნივთიერება იყო დამაგრებული. BNR-ის ცნობით, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა თვითმფრინავის შესახებ პოლიციას შეატყობინეს და ტერიტორია ალყაში მოაქციეს. მიმდებარე სასტუმროდან ტურისტების, დაახლოებით 30 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ექსპერტებმა შემთხვევის ადგილიდან კადრები გააანალიზეს და განაცხადეს, რომ ნაპოვნია დრონი, რომელზეც 82 მმ-იანი ნაღმტყორცნი იყო მიმაგრებული. ტიულენოვოში ბულგარეთის საზღვაო ძალების მესაზღვრეების გუნდი გაემგზავრა. რუმინეთში სავარაუდოდ, რუსეთის დრონის ნამსხვრევები მესამედ იპოვეს
რუსეთი აცხადებს, რომ კურსკისა და ბრიანსკის ოლქებს დრონებმა შეუტიეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა 24 სექტემბერს საღამოს კურსკისა და ბრიანსკის ოლქების საზღვარზე ორი უპილოტო თვითმფრინავი გაანადგურეს. სამინისტროში განაცხადეს, რომ დაახლოებით 20:30 საათზე. ადგილობრივი დროით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ კურსკის ოლქის თავზე უკრაინული თვითმფრინავი ჩამოაგდო. ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 22:20 საათზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბრიანსკის ოლქის თავზე კიდევ ერთი უპილოტო თვითმფრინავი დააკავეს. თავის მხრივ, უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი ე.წ. სამხედრო ბლოგერები წერენ, რომ რუსეთის ქალაქ კურსკთან უპილოტო საფრენი აპარატით წუხანდელი შეტევის სამიზნე ხალინოს სამხედრო აეროდრომი იყო. სავარაუდო ინციდენტების შედეგად ინფრასტრუქტურის დაზიანება ან მსხვერპლი არ დაფიქსირებულა. 19 სექტემბერს რუსეთმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ბელგოროდისა და ორიოლის ოლქების თავზე ორი უპილოტო თვითმფრინავი გაანადგურეს. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა.
რუსული დრონებით თავდასხმის გამო, უკრაინა-რუმინეთის საბორნე გადასასვლელმა მუშაობა შეაჩერა
უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა დაადასტურა, რომ 26 სექტემბერს ოდესის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დანგრეულია რუმინეთთან საზღვარზე მდებარე საბორნე გამშვები პუნქტი „ორლოვკა“. მედიის ცნობით, უკრაინის დაბა ორლოვკაზე რუსული დრონით დარტყმის ამსახველი კადრები რუმინეთის ტერიტორიიდან გადაიღო მოსაზღვრე ქალაქ ისაკჩის მცხოვრებმა, რომელიც საბორნე გადასასვლელზე მუშაობს. რუმინეთში სავარაუდოდ, რუსეთის დრონის ნამსხვრევები მესამედ იპოვეს სამშაბათს დილით, რუმინეთის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ ისაჩეის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით მოძრაობა დაიხურა უკრაინის ტერიტორიაზე დაბომბვის გამო.
დრონების მწარმოებელი თურქული Baykar-ი უკრაინაში $100 მილიონის ინვესტიციას ახორციელებს
თურქული Bayraktar TB2-ს უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავების მწარმოებელი Baykar-ი 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს უკრაინაში სამ პროექტში, მათ შორის, თვითმფრინავების წარმოების ქარხნის მშენებლობაში, რომელიც წელიწადნახევარში დასრულდება. ამის შესახებ Baykar-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰალუქ ბაირაქტარმა კიევში თავდაცვის მრეწველობის პირველ საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა. Baykar-ის აღმასრულებელმა დირექტორმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. მისი თქმით, ყველა შემოწირულობა Baykar-დან, ისევე როგორც უკრაინიდან და პოლონეთიდან, რადარის სისტემების შესაძენად გამოიყენეს, მათ უკვე აღმოაჩინეს ათასობით სამიზნე და ბრძოლის ველზე მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანეს. „ამ შემოწირულობების ჯამური ღირებულება 106 მილიონ დოლარამდეა,“ - აღნიშნა ბაირაქტარმა. Baykar-ის ხელმძღვანელი: ახალი დრონების წარმოებით, თურქეთ ხმელთაშუა ზღვაში გავლენას გაზრდის
უკრაინა სამხრეთში 15 დრონის ჩამოგდების შესახებ იუწყება
რუსულმა ძალებმა უკრაინის სამხრეთ ოლქებზე მორიგი იერიში მიიტანეს. ოპერატიული სარდლობის სპიკერმა, ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ სულ მცირე 15 თვითმფრინავი ოდესისა და მიკოლაივის რაიონებში ჩამოაგდო. ჰუმენიუკის თქმით, თვითმფრინავი მიკოლაივის ოლქში საწყობის შენობებს დაეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები არიან გამოძახებული. მისი თქმით, გამოქვეყნების დროს მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა. ამასობაში ხერსონის ოლქი 16 მართვადი რაკეტის სამიზნე გახდა. ჰუმენიუკის ცნობით, ზარალის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
უკრაინის არმიამ შესაძლოა, თურქული „ბაირაქტარის“ დრონების გაუმჯობესებული ვერსია მიიღოს
თურქეთი უკრაინისთვის Bayraktar Akinci-ს თვითმფრინავების გადაცემის საკითხს განიხილავს, განაცხადა Baykar-ის გენერალურმა დირექტორმა ჰალუქ ბაირაქტარმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. ბაირაქტარის თქმით, უკრაინაში ასეთი თვითმფრინავის წარმოებისთვის კომპანიას თურქეთის მთავრობის ნებართვა უნდა ჰქონდეს. „თავდაცვითი თანამშრომლობა მოითხოვს მთავრობის თანხმობას და ჩვენ გვაქვს ეს ნებართვა. ამიტომ, Bayraktar Akinci-ს განხილვის პროცესშია აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა. უკრაინაში თურქული Bayraktar-ების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა დაიწყო „რაც შეეხება Bayraktar Akinci-ს, ეს საკითხი განიხილება,“ - განაცხადა ჰალუქ ბაირაქტარმა.
რუსეთის კურსკის ოლქი დრონების სამიზნე იყო
რეგიონის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი რუსეთის კურსკის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი თავდასხმის შესახებ იუწყება. სტაროვოიტის მიერ ტელეგრამ არხზე დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, „უკრაინულმა უპილოტოებმა“ ინფრასტრუქტურის ობიექტებს შეუტიეს კურსკის ოლქის სამ რაიონში. გუბერნატორის თანახმად, შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება. სტაროვოიტი კონკრეტულ ობიექტებს არ ასახელებს. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის დადასტურებული. ბოლო ხანს, კურსკის ოლქზე დრონებით შეტევა თითქმის ყოველდღე ხდება. სამიზნეებს შორისაა ენერგოობიექტები. სექტემბერში, ერთ-ერთი ასეთი დარტყმის შემდეგ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით, გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ უთხრა, რომ შეტევა მათი ორგანიზებული იყო და თუ რუსეთი უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს არ შეწყვეტს, უფრო მეტ დარტყმას მიიღებს. რუსეთის კურსკის ოლქი უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება.
მოსკოვი ისევ დრონის სამიზნეა
რუსეთში აცხადებენ, რომ მოსკოვის ოლქის თავზე გამთენიისას უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. მოსკოვის აეროპორტებში კვლავ გადაიდო ან გაუქმდა ათობით რეისი. „ისტრის საქალაქო ოლქში მოგერიებულია მოსკოვის მიმართულებით მიმავალი უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმა,“ - წერს მოსკოვის მერი სობიანინი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დრონი უკრაინამ გაუშვა. წინასწარი ინფორმაციით, ადგილზე, სადაც ნამსხვრევები ჩამოვარდა, ნგრევა და მსხვერპლი არ ყოფილა. ღამით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე გაავრცელა ინფორმაცია ანექსირებული ყირიმის სანაპიროსთან უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის განადგურების შესახებ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე წელს რუსეთის რეგიონები - როგორც სასაზღვრო, ისე არასასაზღვრო - რეგულარულად იბომბება, არის ნგრევა და მსხვერპლი. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე დრონით შეტევის შესახებ ცნობები გახშირდა.
სოჭის ცაზე საჰაერო თავდაცვა გააქტიურდა - რუსეთი შავი ზღვის თავზე დრონების ჩამოგდების შესახებ იუწყება - მედია
სოჭის მერმა, ალექსეი კოპაიგოროვსკიმ 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ ადგილობრივმა საჰაერო თავდაცვამ დილით შავი ზღვის თავზე ორი დრონი ჩამოაგდო. კოპაიგოროვსკის თქმით, ქალაქში მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა. „ქალაქში მსხვერპლი და ნგრევა არ არის. აეროპორტი და ყველა საკურორტო სისტემა ნორმალურად მუშაობს,“ - წერს სოჭის მერი. კრემლის მიერ მხარდამჭერმა რუსულმა ტელეგრამ არხმა Mash-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც თითქოს ჩანს საჰაერო თავდაცვის მუშაობა ადლერზე, სოჭის ყველაზე სამხრეთ რაიონში. ადლერის მცხოვრებლების თქმით, რომელსაც Mash-ი ციტირებს, მათ გაიგეს ხუთი ან ექვსი აფეთქების ხმა, რასაც ზოგიერთ დასახლებაში ელექტროენერგიის გათიშვა მოჰყვა. თუმცა, კოპაიგოროდსკის არაფერი უთქვამს თავდასხმის შედეგად ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ. ზოგიერთი წყაროს ცნობით, აფეთქებების ხმა ოლიმპიურ პარკთან და სოჭის ცენტრშიც კი ისმოდა. ამ ცნობას გამოცემა Осторожно, новости წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმა დაადასტურა და განაცხადა, რომ რუსეთის კრასნოდარის მხარეს, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, ორი დრონი ჩამოაგდეს. უკრაინული მედია წერს, რომ ამ ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ მოხერხდა.
სამხრეთ კორეა უკრაინას დრონების წარმოებაში დაეხმარება
სამხრეთ კორეა უკრაინას უფრო მაღალი ხარისხის დრონების წარმოებაში დაეხმარება. ამის შესახებ ლვოვის მერმა ანდრი სადოვმა განაცხადა, იუწყება Ukrinform. „ჩვენ გვაქვს კონტაქტი დრონების მწარმოებლებთან. იქნება უფრო მეტი დრონი და ისინი უფრო მაღალი ხარისხის,“ აღნიშნა სადოვმა უკრაინული მედიის ცნობით. ლვოვის მერმა ასევე განაცხადა, რომ კორეული ბიზნესი დაინტერესებულია უკრაინაში ინვესტიციებით. გარდა ამისა, სამხრეთ კორეელი პარტნიორების მხარდაჭერით, უკრაინაში კიდევ ერთი საავადმყოფო აშენდება.
რუსეთი მოსკოვზე დრონით შეტევის შესახებ იუწყება
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემის მორიგე საშუალებებმა მოსკოვის ოლქის თავზე შეაკავეს უპილოტო საფრენი აპარატი. დეტალების დაკონკრეტებული არ არის. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, დედაქალაქისკენ მიმავალი დრონი მოსკოვის ოლქის ქალაქ ელექტროსტალში „მოიგერიეს“. სობიანინის წინასწარი მონაცემებით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის რაიონში არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით გადაუმოწმებელია. უკრაინას მოსკოვზე დრონით შეტევის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე, მათ შორის მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განსაკუთრებით 2023 წლის გაზაფხულიდან გახშირდა.
დრონებით შეტევის შესახებ ცნობების ფონზე, მოსკოვის აეროპორტები დაიხურა
მოსკოვის ოლქის დომოდედოვოსა და ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს მას შემდეგ, რაც რუსეთის დედაქალაქს 26 ნოემბერს დრონები მიუახლოვდნენ. Flightradar-ის მონაცემებით, ფრენები შეჩერებულია. რუსული მედია ირწმუნება, რომ საჰაერო თავდაცვამ 11 უკრაინული თვითმფრინავი ჩამოაგდო მაშინ, როდესაც ქალაქ ტულაში ერთი შენობა დრონის სამიზნე გახდა. უკრაინულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე შეტევები გაზაფხულის შემდეგ გახშირდა. სექტემბერში, ერთ-ერთი ასეთი დარტყმის შემდეგ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით, გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა, რომ შეტევა მათი ორგანიზებული იყო და თუ რუსეთი უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს არ შეწყვეტს, უფრო მეტ დარტყმას მიიღებს.
რუსეთი მოსკოვზე დრონით შეტევის შესახებ იუწყება
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ 29 ნოემბერს რუსეთის დედაქალაქთან დრონი ჩამოაგდო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს ადგილობრივი დროით დილის 7:30 საათზე პოდოლსკის რაიონში, მოსკოვის სამხრეთით დაახლოებით 20 კილომეტრში. სობიანინის თქმით, თვითმფრინავის ნამსხვრევების შეჯახების ადგილზე ზიანი ან მსხვერპლი არ დაფიქსირებულა. უკრაინული მედია წერს, რომ ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ ხერხდება. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მომხდარ ინციდენტზე კომენტარი არ გააკეთეს. გავრცელებული ინფორმაციით, 26 ნოემბერს, უკრაინამ რუსეთს დაახლოებით 35 თვითმფრინავით შეუტია რუსეთის მიერ ერთი დღით ადრე უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული მასობრივი თავდასხმის საპასუხოდ. რუსეთი ამტკიცებდა, რომ 24 უკრაინული დრონი ჩამოაგდო. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე, მათ შორის მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განსაკუთრებით 2023 წლის გაზაფხულიდან გახშირდა.
საქართველოს თავდაცვის ძალებს საქართველოში დამზადებული უპილოტო საფრენი აპარატები და ამერიკული რადარები გადაეცა
საქართველოს თავდაცვის ძალებს ქართულ-პოლონურ საწარმო „დელტა-ვებეში“ წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატები და ამერიკული წარმოების მრავალფუნქციური სარადარო სისტემები გადაეცა. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვაზიანის სასროლეთზე გამართულ საჩვენებელ ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის უწყების ოფიციალური პირები, ასევე საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დაესწრნენ. სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვის მინისტრს საქართველოში დამზადებული უპილოტო საფრენი აპარატებისა და ამერიკული წარმოების სახმელეთო სათვალთვალო რადარების შესაძლებლობები და ტაქტიკური-ტექნიკური მახსასიათებლები გააცნეს. სტუმრები WARMATE-ის და FLYEYE-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების სადემონსტრაციო ფრენებს დაესწრნენ, ასევე, სტაციონარული და მობილური სახმელეთო რადარების, სადაზვერვო დამრტყმელი კვადროკოპტერებისა და ბარაჟირებადი (კამიკაძე) უპილოტო საფრენი აპარატების გამოცდის პროცესს დააკვირდნენ. უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებისა და აწყობის პროცესზე შპს „დელტა ინტერნეიშენალ“-ისა და პოლონური კომპანია „ვებე ელექტრონიქსს“ მიერ დაარსებული საწარმო შპს „დელტა-ვებე“ მუშაობს. აღნიშნული პროექტი დრონების ადგილობრივი წარმოების განვითარებას ისახავს მიზნად. პარალელურად, „დელტა-ვებე“-ს ბაზაზე შექმნილ ტრენინგ ცენტრში წარმატებით მიმდინარეობს დრონების ოპერატორების მომზადებისა და გადამზადების პროცესი. მრავალფუნქციური სარადარო სისტემები და უპილოტო საფრენი აპარატები თავდაცვის ძალების განვითარების 2030 გეგმის შესაბამისად გადაეცა. აღნიშნული ტექნიკა თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებზე გადანაწილდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვის სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერებას.
უკრაინამ „შაჰედის“ ტიპის დრონის ანალოგის სერიული წარმოება დაიწყო
უკრაინამ რუსეთის მიერ გამოყენებული „შაჰედის“ მსგავსი კამიკაძე-დრონის სერიული წარმოება დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრი ალექსანდრე კამიშინი აცხადებს. კამიშინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ დროისთვის უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიას შეუძლია ათობით ასეთი კამიკაძე თვითმფრინავის წარმოება, მაგრამ გააგრძელებს მასშტაბის გაზრდას. „ახლა ჩვენ დავიწყეთ სერიული წარმოება. ჩვენ ვაწარმოებთ ათეულობით ამ თვითმფრინავს. მომავალ წელს უკრაინის შეიარაღებული ძალები შეძლებს ათასზე მეტი დრონის მიღებას. დრონების, რომლებიც იფრენენ 1000+ კმ მანძილზე,“ - აღნიშნა მინისტრმა.