თეგი: ბიძინა ივანიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილს ეროვნული თანხმობის პროცესში ჩართვა შესთავაზა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილს ეროვნული თანხმობის პროცესში ჩართვა შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. პრეზიდენტის თქმით, ამის მიზეზად, მმართველი პარტიის დამფუძნებელმა მას განუცხადა, რომ პოლიტიკაში აღარ არის. „არ მქონია ბიძინა ივანიშვილთან არანაირი ურთიერთობა ბოლო 1.5 წელია. მქონდა სურვილი, რომ მისთვისაც ამეხსნა ეს პროცესი, შევთავაზე და მიპასუხა - „მე პოლიტიკაში აღარ ვარ“. არც მითქვამს წინასწარ, რომ ამაზე მექნებოდა საუბარი, მაგრამ საუბარი არ შედგა. მე მიმაჩნია, რომ ამ პროცესში სრულიად დამოკიდებული ვარ, მაგრამ დამოკიდებული ვარ საზოგადოებაზე. საზოგადოება გადაწყვეტს ეს პროცესი წინ წავა თუ რამდენად წინ წავა. თუნდაც, ის რომ რაღაც დაპირისპირების, დუღილის კოეფიციენტი ცოტა ჩაცხრება და მგონი, ცოტათი მაინც ჩაცხრა, ამის იმედი მაქვს, რომ ეს საუბრები, პირველ რიგში, ამას მოიტანს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მას, ბოლო წელიწადნახევარია „ქართული ოცნების“ ყოფილ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა არ ჰქონია. კითხვაზე, აქვს თუ არა მას რწმენა, რომ ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ არის პოლიტიკაში, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის რწმენაზე ვერაფერს იტყვის. „ჩემი გამოცდილება არის ის, რომ არ მქონია არანაირი ურთიერთობა. იმ დღიდან, როცა ვიყავი არჩეული, რაც მითხრა, რომ მისგან არანაირი მოთხოვნა, მითითება, ინსტრუქცია არ იქნებოდა, ეს შესრულებულია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კელი დეგნანი: ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, პოლიტიკიდან გასულიყო, მასთან ჩართულობა აღარ გვაქვს

"ივანიშვილი ძალიან გავლენიანი ქართველია. მან გადაწყვიტა, რომ პოლიტიკიდან გასულიყო და შედეგად, ჩვენ მასთან ჩართულობა აღარ გვაქვს", - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემაში „ხედვა ვაშინგტონიდან“ განაცხადა. “ჩვენ ყველა ქვეყანაში, ძირითადად, არჩეულ ლიდერებთან ვთანამშრომლობთ, მაგრამ ასევე ვესაუბრებით და ვხვდებით ყველა გავლენიან ქართველს საზოგადოების მთელ სპექტრში იქნება ეს ბიზნესი, კულტურა, მედია თუ სხვა. ბატონი ივანიშვილი, ცხადია, ძალიან გავლენიანი ქართველია, მან საკუთარი წვლილი შეიტანა ბიზნესში, განათლებაში, არის ფილანტროპი და დააარსა პარტია, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს", - განაცხადა დეგნანმა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, „კრედიტ სუისთან“ სასამართლო დავა მოიგო

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, „კრედიტ სუისთან“ შვეიცარიის ბანკის ყოფილი თანამშრომლის მიერ მოპარული თანხების დასაბრუნებლად ხანგრძლივი ბრძოლა მოიგო - სტატიას Financial Times აქვეყნებს. ამასთან, მოსალოდნელია, რომ ბერმუდის სასამართლო გადაწყვეტილებას მომავალ კვირას გამოაქვეყნებს. „Credit Suisse-მა ადრე აიღო რეზერვები ამ საკითხთან დაკავშირებით და აპირებს განახორციელოს ყველა არსებული სამართლებრივი ქმედება“, - ნათქვამია ბანკის განცხადებაში. იანვარში ბანკმა განაცხადა, რომ 2021 წლის მეოთხე კვარტალში მიიღო SFr436mn (469 მილიონი აშშ დოლარი) უზრუნველყოფა, რათა დაფაროს სასამართლო პროცესები, მაგრამ დაამატა, რომ ეს ძირითადად დაკავშირებულია მის საინვესტიციო საბანკო ბიზნესთან", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ანდრიუს კუბილიუსი არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესების საკითხი დღის წესრიგში დადგეს

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესების საკითხი დადგეს, თუმც ამაზე კონკრეტული მსჯელობა ჯერ არ დაწყებულა. მისი შეფასებით, მომავალ დებატებზე, სადაც უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსი უნდა განიხილონ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება არამხოლოდ იმას, თუ როგორ დაარწმუნებს საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს, რომ მან ეს სტატუსი დაიმსახურა, არამედ უკრაინის პოზიციას საქართველოს მიმართ. კუბილიუსი მიიჩნევს, რომ საქართველოს მკაცრ კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. ამ თემაზე მან რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა. რადიო თავისუფლება: ორი დღის წინ, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისათვის საერთაშორისო სანქციების დაწესების საკითხს ღიად შეეხო პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, რომელმაც განაცხადა, რომ ის ამ საკითხზე თხოვნით მიმართავს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს. მან მოიშველია გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერი, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და პუტინის გარემოცვასთან დაკავშირებულ, სანქცირებულ რუს ოლიგარქ ვლადიმირ ევტუშენკოვთან და თქვა, რომ ეს საუბარი აშკარად მიანიშნებს ივანიშვილის რუსულ კავშირებზე. თქვენ რას ფიქრობთ ივანიშვილისთვის საერთაშორისო სანქციების შესაძლო დაწესებაზე? განიხილება ეს საკითხი რაიმე ფორმით? ანდრიუს კუბილიუსი: სიმართლე გითხრათ, ახლა ჩვენ ფოკუსირებული ვართ უფრო მეტად უკრაინაზე, ვიდრე საქართველოზე. ეს ერთი. მეორე - ევროპარლამენტი არ არის პირდაპირ ჩართული სანქციების დაწესების საკითხში. ჩვენ, ცხადია, შეგვიძლია ამ საკითხის წამოწევა, ამაზე საუბარი, მაგრამ საბოლოოდ, ამას წყვეტს საბჭო. ამიტომ, ზუსტად არ ვიცით, რა ტიპის სანქციები შეიძლება დაუწესდეს ან საერთოდ დაუწესდეს თუ არა ივანიშვილს. არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ჯერ ამაზე აქ მსჯელობა არ მიდის. როგორც წესი, პერსონალური სანქციების დაწესება საკმაოდ რთული პროცესია, რადგან ამისთვის 27 ქვეყნის თანხმობაა საჭირო. ამ საკითხს, ევროკავშირთან შედარებით, ამერიკელები უფრო იოლად უდგებიან. ეს ყველაფერი განსაკუთრებით დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ წავა საქართველოს საქმე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით.  

ბიძინა ივანიშვილი შვეიცარულ ბანკ Credit Suisse-ს სასამართლოში კვლავ უჩივის

ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს კვლავ უჩივის, ამის შესახებ განცხადებას თავად ბიზნესმენის პრესსპიკერი ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მარტის დასაწყისში ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ს მიერ დაფუძნებულ ტრასტს, სადაც ბიზნესმენის ქონება ინახებოდა, ფინანსური ოპერაციების განხორციელება დაავალა, ხოლო ბანკმა ეს ოპერაციები დროულად არ შეასრულა, რითაც ივანიშვილმა ფინანსურად მნიშვნელოვნად იზარალა. „ბატონი ივანიშვილი უკიდურესად უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ განაგრძობს ბანკი მისი აქტივების მართვას. ფაქტობრივად, ჩვენ ვართ ისეთ სიტუაციაში, როცა თანხის რწმუნებულის (ბანკის) ქმედებები სრულიად ეწინააღმდეგება ტრასტის მიზანს და პრინციპებს. რეალობა ის არის, რომ ამ ქმედებებს არ აქვთ დასაბუთება და ქმნიან სახიფათო პრეცედენტს. ბენეფიციარებმა ამ პოზიციის შესახებ ბანკს მკაფიოდ აუხსნეს მათ მიერ გაგზავნილ 14 და 29 აპრილის წერილებში, რომელთათვისაც ტრასტის რწმუნებულს არც კი უპასუხია. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ბანკი თავის ქმედებებსა და უმოქმედობას საერთაშორისო პოლიტიკას უკავშირებს. კლიენტს კი აქვს მიმდინარე მოვლენების თავისი ახსნა და პოზიცია, რომელსაც მომავალში შეგატყობინებთ“, - ნათქვამია ივანიშვილის პრესსპიკერის განცხადებაში. 2022 წლის 29 მარტს ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბიძინა ივანიშვილის სარჩელი და Credit Suisse-ს მის სასარგებლოდ 500 მილიონზე დიდი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.  

ადვოკატი: ივანიშვილს ლონდონიდან და ნიუ-იორკიდან ხელოვნების ნიმუშების გადაადგილებაში პრობლემები შეექმნა

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ უფროსი პარტნიორი ვიქტორ ყიფიანი „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფის მიმართ დავის შესახებ განცხადებას,  საზოგადოებრივი მაუწყებელის საშუალებით ავრცელებს. Europetime ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:  „საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ როგორც ადვოკატი და იურიდიული ფირმის „ემ ქეი დი“ უფროსი პარტნიორი კოორდინაციას ვუწევ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფის წინააღმდეგ რამდენიმე იურისდიქციაში მიმდინარე სასამართლო პროცესს. ამ დავის შესახებ ქართულ მედიაში უცხოეთში გამოქვეყნებული რამდენიმე სტატია უკვე დაიბეჭდა და დამატებითი დეტალებით მკითხველს თავს არ შევაწყენ. ამჯერად, საკითხის ირგვლივ რამდენიმე ბოლოდროინდელი შეფასების საპასუხოდ მინდა მოკლეზე რამდენიმე გარემოებაზე მივანიშნო.ჩვენ დღემდე ვერიდებოდით „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფთან დავაზე ქართულ მედიაში კომენტარს. ამას შეგნებულად ვაკეთებდით, ვინაიდან ნებისმიერ ასეთ კომენტარს – ჩვენგან უნებლიედ, ხოლო სხვებისგან ალბათ გამიზნულადაც კი – შესაძლოა არასწორი და დამახინჯებული ინტერპრეტაცია მოყოლოდა. ამჯერად, ჩვენი მხრიდან კომენტარის სურვილი და აუცილებლობაც „მთავარი არხის“ მხრიდან საზოგადოებისათვის დამახინჯებული შინაარსის ინფორმაციის მიწოდებამ განაპირობა. ასეთმა არაობიექტურობამ და ფაქტების სათავისოდ გაშუქებამ სწორედ რომ იმ შესაძლოდ ვრცელ ინტერპრეტაციას დაუდო საფუძველი, რაზეც უკვე აღვნიშნეთ. სწორედ ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, საზოგადოების ობიექტური ინფორმირების მიზნით რამდენიმე აუცილებელი განმარტება.ბატონი ივანიშვილის მხრიდან ზემოაღნიშნულ საბანკო ჯგუფთან გლობალურად წარმოებულ კომპლექსურ დავას ბოლო პერიოდში რამდენიმე სხვა ფაქტი მეტად საეჭვოდ დაემთხვა. საგულისხმოა, რომ არცერთი მათგანი არც აღნიშნულ დავასთან და არც ორგანიზაცია „კრედიტ სუისთან“ არავითარ კავშირშია.კერძოდ, ამა წლის მარტიდან მოყოლებული აპრილის შუა რიცხვებამდე ბატონ ივანიშვილს გარკვეული შეფერხებები შეექმნა ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებაში. წარმოქმნილი შეფერხებები – რომლებიც შედარებით იოლად გადაილახა ნიუ იორკში, ხოლო უფრო რთულად ლონდონში – საბოლოოდ გადაიჭრა სამართლებრივი და სხვა არხებით. ასევე, დროში უცნაურად ემთხვევა ბატონი ივანიშვილის მიერ გერმანიაში ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებულ გართულებას. მაშინ, როდესაც ის მარტის დასაწყისში უნდა ყოფილიყო თბილისში, რეალურად მისი ჩამოყვანა შუა აპრილში მოხდა, თუმცა ეს ხელოვნურად შექმნილი პრობლემა ბატონი ივანიშვილის მიერ იურიდიული გზებით მოგვარდა.ბატონი ივანიშვილის პოზიციაა რომ „კრედიტ სუისთან“ ყველა უთანხმოება ასევე სამართლებრივი გზებით უნდა გადაიჭრას და ამ მიზნით პროგრესიც უკვე თვალშისაცემია. ბერმუდაზე საბანკო ჯგუფთან მიღწეული წარმატების შესახებ საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია; აგრეთვე, წარმატების ყველა პირობა არსებობს ამა წლის სექტემბერში სინგაპურში გასამართ პროცესთან დაკავშირებითაც. თუმცა, ბერმუდასა და სინგაპურში პროცესების პარალელურად თავი იჩინა საბანკო ჯგუფის მხრიდან მისი მნიშვნელოვანი კლიენტის უფლებების ახალი ტიპის დარღვევებმა, რაც საბანკო ტრასტზე კლიენტის მიერ გადარიცხვებზე გაცემული დავალებების დროულად და ჯეროვნად შესრულებაზე უარში გამოიხატა. მეტიც დავალებების შეუსრულებლობას არავითარი დასაბუთებული ახსნა არ მოჰყვა, ხოლო ბატონი ივანიშვილის წარმომადგენლებისგან საბანკო ჯგუფის ტრასტზე გასული ბოლოდროინდელი კორესპონდენცია რამდენიმე კვირა პასუხგაუცემელი იყო. მეტიც, ტრასტთან მიმართებაში უთანხმოება დღემდე არ არის აღმოფხვრილი. სწორედ რომ ტრასტის მხრიდან ასეთმა დამოკიდებულებამ განაპირობა ბატონი ივანიშვილის „კრედიტ სუისის“ ტრასტის მიმართ უკვე მორიგი, ამჯერად გერნსის იურისდიქციაში, სარჩელის შეტანა. აქვე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კავშირის არქონა „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფის წინააღმდეგ აქამდე წარმოებულ სასამართლო პროცესებსა და საბანკო ტრასტის მიერ ხსენებულ გადარიცხვებზე შექმნილ შეფერხებებს შორის: თუკი პირველ შემთხვევაში დავა წარმოებს იმ ზიანზე, რაც ბატონმა ივანიშვილმა განიცადა შვეიცარიული ბანკის საქმიანობაში უმძიმესი სტრუქტურული დარღვევების შედეგად და იგი სწორედ რომ ამ ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს, საბანკო ტრასტის მხრიდან გადარიცხვები აბსოლუტურად განყენებულ აქტივებს ეხება.ისევე როგორც ხელოვნების ნიმუშებისა თუ ვერტმფრენის შემთხვევაში, ტრასტთან უთანხმოების გადაჭრა სამართლებრივ რეჟიმში იწარმოებს, შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი ყველა საშუალების გამოყენებით. სწორედ სამართლისა და კანონმდებლობის მოქმედება იყო ბატონი ივანიშვილის დამოკიდებულება დღემდე, ასეთად დარჩება ეს დამოკიდებულება მომავალშიც. ცხადია, რომ ეს სიმტკიცე და შეუვალობა საბანკო ჯგუფს არც სამართლებრივად და არც რეპუტაციულად კარგს არაფერს უქადის.ამასთანავე, იმ შემთხვევაში თუკი აქ წამოჭრილი ესა თუ ის საკითხი დამატებით, სამართლის ნორმების მიღმა შეფასებას და კომენტარს მოითხოვს, ამას ბატონი ივანიშვილი თავად გააკეთებს საგანგებოდ დაგეგმილი პრესკონფერენციების გზით. მანამდე კი, მოწოდება იქნება, ნებისმიერი შეფასებისას მხოლოდ სამართლებრივი ნორმების ფარგლებში დავრჩეთ და მათ არ გავცდეთ.ზემოთქმულთან ერთად, მსურს ასევე ჩემი პირადი პოზიცია გადმოვცე. კარგად მესმის ის ემოციური ფონი, რაც ბატონი ივანიშვილის მონაწილეობით ასეთი მასშტაბის საქმეების წარმოებას უკავშირდება. მიუხედავად ამისა, დაბეჯითებით მოვუწოდებდი საზოგადოებას ემოციებით შეფასებებისგან თავშეკავებისაკენ, რამეთუ ემოციებით მსჯელობას სარგებელი არასდროს მოუტანია. სანაცვლოდ კი, მხოლოდ დასაბუთებული ფაქტებით, გაწონასწორებული ინფორმაციისა და სამართლის გამოყენებით მსჯელობა არის ფართო საჯარო ინტერესის ნებისმიერ საკითხზე განსჯის ერთადერთი სწორი საშუალება.პრიორიტეტებზე საუბრისას, ორიოდე სიტყვით შემდეგს აღვნიშნავ: ჩვენი ქვეყანა მეტად რთულ დროში, ასევე მეტად რთული გეოპოლიტიკური პროცესების გზაჯვარედინზე მოექცა. სახეზეა არაერთი გამოწვევა, რაც ქვეყნის სტაბილურ და პროგნოზირებად განვითარებას რეალურ საფრთხეს უქმნის. ყოველივე ამაზე მეც ხშირად მიწევს საჯარო საუბარი, ამჯერად უკვე განსხვავებულ ამპლუაში. პირადი შეფასებაა, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში მაქსიმალური კეთდება, რათა ქვეყანას შეექმნას უსაფრთხო და სტაბილური განვითარების გარემო, დაძლეულ იქნას არსებული გამოწვევები. ამასთანავე, ბატონი ივანიშვილის მიმართ ნებისმიერი კითხვა თუ როგორია მისი პირადი პოზიცია ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, ეს პოზიცია სწორედ რომ საქართველოს განვითარებისა და მისი საზოგადოების ინტერესებს უკავშირდება. ბატონ ივანიშვილთან ჩემი საადვოკატო საქმიანობის შედეგად მუდმივი კომუნიკაცია სრულ საფუძველს მაძლევს განვაცხადო, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესების მხრივ მის პოზიციასა და დამოკიდებულებაში ოდნავი ეჭვის შეტანაც კი აბსოლუტურად უსაფუძვლოა“, – აღნიშნულია ვიქტორ ყიფიანის განცხადებაში.

ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ბიძინა ივანიშვილი საჭიროდ ჩათვლის, დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას თავად მიაწვდის

„მოვისმინე ის ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გარკვეულ სირთულეებს, გადარიცხვებზე და სხვა აქტივობებზე, ჩვენ ასევე მოვისმინეთ ბატონი ივანიშვილის ადვოკატის, მისი ინტერესების დამცველის დეტალური განმარტებები და ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლანჩხუთში ჟურნალისტებს განუცხადა. ბიძინა ივანიშვილი შვეიცარულ ბანკ Credit Suisse-ს სასამართლოში კვლავ უჩივის ადვოკატი: ივანიშვილს ლონდონიდან და ნიუ-იორკიდან ხელოვნების ნიმუშების გადაადგილებაში პრობლემები შეექმნა ღარიბაშვილის თქმით, თუ ბიძინა ივანიშვილი საჭიროდ ჩათვლის, დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას თავად მიაწვდის. „როგორც მოვისმინეთ, შეიძლება პრესკონფერენციებიც გაიმართოს. თუ ეს მოხდება, მჯერა, რომ თავად ბატონი ბიძინა მიაწვდის საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას, თუ ეს საჭირო იქნება. ერთი რამ მინდა გითხრათ, ყველა ის ლეგიტიმური კითხვა, რაც დაისვა და გაჟღერდა ადვოკატების მხრიდან, რომელიც ეხებოდა ბანკის საქმიანობას და ა.შ, მე ამ დეტალებში არ შევალ, რადგან ეს ჩვენი მთავრობის განსახილველი არ არის, მაგრამ, ვინაიდან ასეთი მაღალი ინტერესი არსებობს, ბუნებრივია, ჩვენც ამას ყურადღებით ვაკვირდებით. ვიმეორებ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მხრიდან საზოგადოებას ყველა კითხვაზე გაეცა პასუხები და ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციის პროექტი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების წინადადებას მოიცავს

ევროპის სახალხო პარტიის [EPP] რეზოლუციის პროექტი, რომელიც ევროპის პარლამენტმა ხუთშაბათს, 9 ივნისს უნდა განიხილოს, ეხება საქართველოში მედიის თავისუფლების და ჟურნალისტთა უსაფრთხოების ხელყოფას და სხვა წინადადებებთან ერთად მოიცავს ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების წინადადებას. იქვე საუბარია მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციებზეც. პროექტი ასევე მოუწოდებს ევროპის ინსტიტუტებს მოუწოდებს იმუშაონ საიმისოდ, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ანდრიუს კუბილიუსი არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესების საკითხი დღის წესრიგში დადგეს რეზოლუციის პროექტის ტექსტი კენჭისყრამდე განხილვაზე შეიძლება, შეიცვალოს სხვა პარტიების შესწორებებით. EPP-ს პროექტში ნახსენებია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედება 2016 წლის 1 ივლისს, და საქართველოს მიერ 2022 წლის 3 მარტს გაკეთებული განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, და შემდეგ ჩამოთვლილია მედიის თავისუფლებასთან მიმართებით საქართველოში განვითარებული პროცესები, მათ შორის ათობით ჟურნალისტზე თავდასხმა 2021 წლის 5 ივლისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას დაპატიმრება 2022 წლის 16 მაისს, საერთაშორისო ანგარიშები, რომლებიც სისტემატურად საუბრობენ საქართველოში მედიაგარემოს გაუარესებაზე, ის, რომ მსოფლიოს პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველომ მე-60-დან გადაინაცვლა 89-ე ადგილზე, და სხვა გარემოებები. ყოველივე ამის გათვალისწინებით, რეზოლუციის პროექტში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ არსებულ ვითარებასთან მიმართებით. რეზოლუციის პროექტში ასევე არის მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ჟურნალისტთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სრულფასოვანი გამოძიების ჩასატარებლად. რეზოლუციის მეხუთე პუნქტი, პროექტის მიხედვით, რომელიც რადიო თავისუფლება ნახა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს „განიხილონ ის, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, ქვეყნის დემოკრატიული სისტემისთვის ძირის გამოთხრისთვის, ისევე, როგორც მოსამართლეები და პროკურორები, რომლებიც ენთუზიაზმით იყენებენ შერჩევით სამართალს და ჩრდილს აყენებენ კანონის დასაცავად დადებულ ფიცს, უნდა დაექვემდებარონ მიზანმიმართულ პიროვნულ სანქციებს“. რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას ასევე მოუწოდებს, ციხიდან ჰუმანიტარული საფუძვლებით გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საიმისოდ, რომ მან საზღვარგარეთ ჯეროვანი მკურნალობა შესძლოს. დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოში ღრმა პოლიტიკურ პოლარიზაციაზე და დაგმობილია ქართული ოცნების მაღალჩინოსნების მხრიდან პიროვნული თავდასხმები ევროპის პარლამენტის იმ წევრებზე, რომლებიც მონაწილეობენ საქართველოსთან თანამშრომლობაში. რეზოლუციის პროექტში კიდევ ერთხელ არის გამოთქმული მხარდაჭერა ქართველი ხალხის მტკიცე ევროპული მისწრაფებებისადმი. პროექტი მოუწდებს ევროპის ინსტიტუტებს მოუწოდებს იმუშაონ საიმისოდ, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი - ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის, საქართველოს დამსახურების და მოცემული რეზოლუციის გათვალისწინებით. მემარჯვენე-ცენტრისტული გაერთიანება, ევროპის სახალხო პარტია (EPP) ევროპის პარლამენტის უდიდესი და ყველაზე ძველი ჯგუფია. რეზოლუციის პროექტი ევროპარლამენტში სახალხო პარტიის ჯგუფის სახელით განსახილველად 30-მა დეპუტატმა 6 ივნისს შეიტანა. წყარო - რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს ანგარიში აქვს გაჩერებული, გადარიცხვა არ კეთდება, ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ სანქცია ისედაც მოქმედებს

„ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თუ არ ვცდები, ვიქტორ ყიფიანი საუბრობდა, რომ დღესაც პრაქტიკულად ფაქტობრივი მოცემულობა ეს არის, რომ ანგარიში არის გაჩერებული, ორი თვეა გადარიცხვა არ კეთდება, ანუ პრაქტიკაში გამოდის, რომ სანქცია ისედაც მოქმედებს, ეს არის დღევანდელი მოცემულობა“- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირების საკითხს გამოეხმაურა. კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ისეთი პროცესები გამოიარა, არაფერს შეუშინდა და ახლა ვიღაცას უნდა, რომ რაღაც ჩანაწერებით და სანქციების მუქარით შეაშინოს, რაც "ფუჭად გასროლილი ტყვია". „როცა 2011 წელს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდა, პირველად მისი ეს პოლიტიკური ბიოგრაფია დაიწყო დაყადაღებით. დაუყადაღეს ანგარიშები, მერე სატელიტური თეფშები და ა.შ. დღესაც, იგივე ხაზის ადამიანები საუბრობენ იმავეზე, რომ უნდა დავუყადაღოთ, ჩამოვართვათ. 11 წლის თავზე ელემენტარული ხელწერა ვერ შეიცვლეს. იგივე მენტალიტეტით მოხდა ეს ჩანაწერი იმ რეზოლუციაში, რომელზეც ვსაუბრობთ. ვერ მოიშალეს ეს, რომ ადამიანს ანგარიში უნდა დაუყადაღო, ჯერ არც ადამიანის უფლებები აინტერესებს. ჩვენ მაგიტომ ვამბობთ, რომ ასეთ რეზოლუციას, ასეთ ჩანაწერებს ევროკავშირთან ზოგადად საერთო არაფერი აქვს იმიტომ, რომ როცა ევროკავშირი ფუძნდებოდა პირველი, რაზეც ის დაფუძნდა ეს იყო სწორედ სამართლიანობა, სიმართლე, ადამიანის უფლებები, პრინციპები და ღირებულებები. როდესაც ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ორგანოს, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასეთ ჩანაწერებს ვხვდებით იქ აშკარაა, რომ არაფერი აქვს საერთო ასეთ ტექსტებს იმ ღირებულებებთან, რომლებსაც დაეფუძნა თავის დროზე ევროკავშირი“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ასევე წაიკითხეთ: ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ - დეტალურად

კახა კალაძე: დამოკიდებულება, რაც რეზოლუციაში იყო, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ცუდი კაცია, კატეგორიულად მიუღებელია

დამოკიდებულება, რაც რეზოლუციაში იყო, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ცუდი კაცია, კატეგორიულად მიუღებელია, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „რეზოლუციის ტექსტის თითოეული სიტყვა სამარცხვინოა, რომ გვეუბნებიან, თითქოს ადამიანი, რომელიც უამრავ საქველმოქმედო საქმეს აკეთებს, უამრავ კეთილ საქმეს აკეთებდა, აკეთებს და მომავალშიც, რა თქმა უნდა, გააკეთებს: ეკლესიების რეაბილიტაცია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, ნატო-ს სტანდარტის ბაზების მშენებლობა, უამრავი ადამიანის დახმარება, ხელშეწყობა, თუნდაც ცენტრალური პარკის მშენებლობა, უნივერსიტეტის მშენებლობა, არ ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო და ის დამოკიდებულება რაც რეზოლუციაში იყო, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ცუდი კაცია, კატეგორიულად მიუღებელია. თუ ვინმე ფიქრობს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციების დაწესების შეაშინებს და პოლიტიკაში დააბრუნებენ და ქვეყნის და ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობენ იმისთვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, მერწმუნეთ, რომ ამას ტყუილად ცდილობენ და არავის არაფერი გამოუვა", - განაცხადა კალაძემ. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს ანგარიში აქვს გაჩერებული, გადარიცხვა არ კეთდება, ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ სანქცია ისედაც მოქმედებს ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ - დეტალურად  

კობახიძე: ევროკომისის დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილი, როგორც ოლიგარქი ვერანაირი ფაქტითა და არგუმენტით ნაგულისხმები ვერ იქნებოდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკომისიის დოკუმენტში დეოლიგარქიზაციის საკითხზე არსებულ ჩანაწერს გამოეხმაურა. კობახიძე აცხადებს, რომ დოკუმენტში საუბარი არ არის და ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილზე. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენია და თავისი კონკრეტული წარსულით ფილანტროპი.  „ჩვენ გვყავს ძალიან ცნობილი ოლიგარქები საქართველოში და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ცხრა წელი ძარცვავდნენ ქართველ ხალხს დაა ქართულ სახელმწიფოს. მაგალითად, სააკაშვილი არის ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქი, და შეგახსენებთ, რომ დღეს ის ზის ციხეში და დეოლიგარქიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა. მან თავის ნებით გააკეთა პრინციპში ეს ყველაფერი, თავისი ნებით ჩაჯდა ციხეში. კეზერაშვილი, მეორე ოლიგარქი, მასზეც არის, რა თქმა უნდა, აღძრული სისხლის სამართლის საქმე და, რა თქმა უნდა, დეოლიგარქიზაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე იყოს ბოლომდე მიყვანილი. ყველა საკითხს შევეხებით ბუნებრივია, ოლიგარქების დასრულება არის ბუნებრივია, ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა“, - განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით, ევროკავშირის დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილი, როგორც ოლიგარქი ვერანაირი ფაქტითა და არგუმენტით ნაგულისხმები ვერ იქნებოდა. „ვერანაირი ფაქტით და არგუმენტით ეს [ბიძინა ივანიშვილი] ვერ იქნებოდა ნაგულისხმევი და არც არის ნაგულისხმევი, ბუნებრივია. ბიძინა ივანიშვილი არის ბიზნესმენი, თავისი კონკრეტული წარსულით და გარდა ბიზნესმენისა, ის არის ფილანტროპი და ქველმოქმედი, გარდა ამისა, მან 2012 წელს დაასრულა სისხლიანი რეჟიმი, აქედან გამომდინარე, ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება საუბარი აქ ბიძინა ივანიშვილზე, თუმცა, იმ ადამიანებზე, რომლებმაც ძარცვეს ეს ქვეყანა 9 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, იქნება საუბარი ამ დოკუმენტში და არამარტო, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ოლიგარქებისგან ქვეყანა გავათავისუფლოთ“, - განაცხადა კობახიძემ. ევროკომიის დასკვნაში, რომელიც დღეს გასაჯაროვდა, საქართველოსთან მიმართებით დეოლიგარქიზაციაზე, არის შემდეგი ჩანაწერი: „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში.   შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს

სუბარის, ყაველაშვილისა და ხუნდაძის განცხადებით, ზეწოლის მიუხედავად, ივანიშვილი საქართველოს ომისთვის არასოდეს გაიმეტებს

წარმოგვიდგენია, რამდენად მძიმე შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა იმ ძალების მხრიდან, რომლებიც, ერთდროულად ევროპული სტრუქტურებისა და შვეიცარიული ბანკის კოორდინაციას ახერხებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრების, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის მორიგ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.  პარლამენტარები სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე მეორე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ მათივე თქმით, ზეწოლის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ომისთვის არასოდეს გაიმეტებს. „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსით ხდბა მთავრობაზე ზეწოლა, ხოლო, მეორე მხრივ, არაფორმალური სანქციით – ბიძინა ივანიშვილზე. „ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების გაოფიციალურებას ეს ძალები ევროპარლამენტის რეზოლუციით შეეცადნენ. თუმცა, საზოგადოების რეაქცია რომ დაინახეს, მიხვდნენ, რომ ოფიციალური სანქციები კონტრპროდუქტიული იქნებოდა და უკან დაიხიეს. სხვა შემთხვევაში, ვინც 308 ევროპარლამენტარის კოორდინაცია მოახერხა, იმას არც ევროკომისიის და ევროპული საბჭოს დოკუმენტებზე გავლენის მოხდენა არ გაუჭირდებოდა. ისმის მარტივი შეკითხვა – რა უნდათ ბიძინა ივანიშვილისგან? ეს კაცი პოლიტიკაში არ ერევა და რომც ერეოდეს, ვერავინ ამბობს, თეორიულად, ამით რას შეიძლება აფუჭებდეს. ივანიშვილი რომ არაფერს აფუჭებს, სინამდვილეში, ეს მათაც ძალიან კარგად იციან. რჩება ერთადერთი ლოგიკური ინტერესი ორი ვარიაციით, რაც ამ ძალებს ივანიშვილის მიმართ შეიძლება ამოძრავებდეს: ან უნდათ, რომ ის მისი ნების წინააღმდეგ დააბრუნონ პოლიტიკაში, რათა რუსეთისთვის  სანქციები დააწესებინონ და საქართველო მეორე ფრონტად აქციონ, ან უნდათ, მას ამგვარი მითითებები გუნდის ლიდერებისთვის მიაცემინონ. ყველამ იცის, რომ მთელი გუნდი და მისი ლიდერები ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებულ პატივს სცემენ. ივანიშვილი არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია, არამედ გამორჩეული ქველმოქმედიცაა და გარდა ამისა, მან 2012 წელს ქვეყნის ინტერესებისთვის თავი გადადო და სახელმწიფოს მართვის სადავეებს დანაშაულებრივი რეჟიმი ჩამოაცილა. სწორედ ამიტომ, ის ინარჩუნებს განსაკუთრებულ მხარდაჭერას და პატივისცემას როგორც საზოგადოების, ისე გუნდის მხრიდან. შესაბამისად, ცხადია, მას აქვს რესურსი, ნების შემთხვევაში, პოლიტიკაში დაბრუნდეს ან გუნდის გადაწყვეტილებებზე არსებითი გავლენა მოახდინოს. გარკვეული ძალები ხედავენ, რომ ღარიბაშვილი, კობახიძე და მთელი გუნდი ჯიუტად იცავენ პოზიციებს და არც სანქციებს და არც ომს არ თანხმდებიან. ასეთ დროს, ივანიშვილია ერთადერთი, ვისაც მათი გადარწმუნება და პროცესების სხვა მიმართულებით წარმართვა შეუძლია. ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა, თითქმის დარწმუნებული ვართ, რომ ამ ძალების წარმომადგენლებს მსგავსი საუბარი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთანაც ექნებოდათ. ამ თემაზე მინიშნებები ივანიშვილის ადვოკატმაც გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ არაფორმალური სანქციების მიზეზის ახსნა ივანიშვილს შეუძლია და ამ თემაზე მას სამომავლოდ რაღაც აქვს სათქმელი. ჩვენც დაველოდებით ბიძინა ივანიშვილის განმარტებებს და მანამდე, ამ თემაზე დამატებით ინტერპრეტაციებს მოვერიდებით. როგორც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ორი დღის წინ აღნიშნა, არაოფიციალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კვლავაც ძალაშია და მას საკუთარ თანხებზე წვდომას ბანკი დღემდე არ აძლევს. წარმოგვიდგენია, რამდენად მძიმე შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა იმ ძალების მხრიდან, რომლებიც ერთდროულად ევროპული სტრუქტურებისა და შვეიცარიული ბანკის კოორდინაციას ახერხებენ. თუმცა, დარწმუნებული ვართ, ამხელა ზეწოლის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ომისთვის არასოდეს გაიმეტებს“, – აღნიშნულია სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის ერთობლივ განცხადებაში. დიმიტრ ხუნდაძე: როცა არც ევროპარლამენტარებისგან ჩემი ქვეყნისათვის საზიანო სიცრუეა მისაღები და არც პრორუსული ჯგუფების „ბოგინი“, გავჩუმდე? სოზარ სუბარი: თუ სტატუსს არ მოგვცემენ, მაშინ შეიძლება ქართველმა ხალხმა დასვას კითხვა: რა ვქნათ, დსთ-ში შევიდეთ, რომ წევრობის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ როგორც ამას მოლდოვას ჰპირდებიან? სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

ირაკლი კობახიძე: ოლიგარქის ცნების ქვეშ ბიძინა ივანიშვილი არ ხვდება

ოლიგარქის ცნების ქვეშ ბიძინა ივანიშვილი არ ხვდება, რა თქმა უნდა, თანხა არის ერთი კრიტერიუმი, მაგრამ პოლიტიკაზე და მედიაზე გავლენა არის მეორე და მესამე კრიტერიუმები, რასაც ეს ადამიანი არ აკმაყოფილებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა წარადგინა.  „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა წარადგინა „ოლიგარქის ცნება ეფუძნება ობიექტურ კრიტერიუმებს, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს რაღაცაზე მეტი თანხა, მეორე და მესამე პუნქტებია პოლიტიკაზე და მედიაზე გავლენა, რაც არაფრით დასტურდება. პირიქით, ტელევიზიები ამტკიცებდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენს ყურმილს არ იღებდა და არ გველაპარაკებოდა, რაზეც ვიყავით ნაწყენები. თქვენვე ამტკიცებდით, რომ ივანიშვილი არ ერეოდა პოლიტიკაში, რასაც აკეთებდით თვეების განმავლობაში, არჩევნების წინ. გამომდინარე აქედან, ოლიგარქის ცნების ქვეშ ბიძინა ივანიშვილი ივანიშვილი არ ხვდება“, - აღნიშნა კობახიძემ. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ასევე წაიკითხეთ: „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა წარადგინა  

ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული ფირმა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული კომპანიის ინფორმაციით, 5 ივლისს ივანიშვილმა Credit Suisse-სგან წერილი მიიღო, რომელშიც განმარტებულია, რომ ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე მიღებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ განცხადებას ავრცელებს. მათივე ცნობით, ივანიშვილი სულ რომც სანქცირებული იყოს, ეს ტრასტის ვალდებულებას ბენეფიციარის მიმართ არ აქრობს. ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ივანიშვილისთვის აშკარაა, რომ ბანკის მოქმედებები კლიენტზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენის მიზანს ემსახურება, რომლის დეტალებზეც, საჭიროებისამებრ, თავად ისაუბრებს. ბიძინა ივანიშვილი შვეიცარულ ბანკ Credit Suisse-ს სასამართლოში კვლავ უჩივის „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ წარმოადგენს ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს წამყვან შვეიცარიულ ბანკთან, Credit Suisse-თან გლობალურ დავაში. ამავე დროს, გარდა უშუალოდ სასამართლო დავებისა, რომლებიც მიმდინარეობს ბერმუდის კუნძულებზე, სინგაპურსა და შვეიცარიაში, ბ-ნ ივანიშვილს მინდობილი აქვს მნიშვნელოვანი აქტივები Credit Suisse-ის სატრასტო კომპანიებისთვის. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ხსენებული აქტივები არ არის სადავო და არ წარმოადგენს განხილვის საგანს არცერთ იურისდიქციაში. სწორედ ბანკსა და მის სატრასტო კომპანიებთან ურთიერთობის ფარგლებში, ბანკის მიერ ჩადენილ განმაცვიფრებელ დარღვევებს ეხება წინამდებარე განცხადებაც. 2022 წლის მაისში საერთაშორისო პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შვეიცარიული ბანკის მხრიდან ადგილი ჰქონდა კლიენტის უფლებათა უხეშ შელახვასა და პოლიტიკურ ზეწოლას. გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ მოვლენათა ის ქრონოლოგია, რომელიც ზემოაღნიშნულ დასკვნას დაედო საფუძვლად: ბანკის სატრასტო სტრუქტურის მხრიდან ბენეფიციარის ინტერესების უგულებელყოფა ჯერ კიდევ 2022 წლის მარტიდან დაიწყო, როდესაც ბენეფიციარის მხრიდან გადარიცხვის ინსტრუქციის შესრულებას 1 თვე დასჭირდა. სწორედ ამგვარი გაჭიანურების პერიოდში მიუთითა პირველად ბანკმა, რომ მისი უმოქმედობა და კლიენტის დავალების შეუსრულებლობა აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდებოდა. აშკარა იყო, რომ საუბარი იყო უკრაინაში მიმდინარე ომზე, თუმცა სრულიად გაუგებარი იყო ბენეფიციარის რაიმე ფორმით შემხებლობა ხსენებულ ე.წ. „გეოპოლიტიკურ მოვლენებთან“. მიუხედავად იმისა, რომ ბანკს განემარტა, რომ ბენეფიციარი არ წარმოადგენდა რუსეთის მოქალაქეს, არ გააჩნდა რუსეთში ბიზნეს ინტერესები, არ იყო სანქცირებული პირი და არც სხვა რაიმე ნიშნით შეიძლება მის მიერ საკუთარი თანხის განკარგვა შეფერხებულიყო უკრაინაში ომის გამო, დავალების შესრულებას მაინც 1 თვე დასჭირდა. თუმცა, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ამით პრობლემა კი არ ამოიწურა, არამედ კლიენტზე ზეწოლის ტალღა მხოლოდ ახლა იწყებოდა: უკვე 2022 წლის 11 აპრილის მოთხოვნის საპასუხოდ, რომ ტრასტს მოეხდინა გარკვეული თანხების გადარიცხვა, ტრასტმა ოთხჯერ: 13 აპრილს, 20 აპრილს, 5 მაისსა და 20 მაისს იდენტური კითხვები დაუსვა ბენეფიციარს მიუხედავად იმისა, რომ მან სრული, ამომწურავი ინფორმაცია პირველივე კითხვაზე საპასუხოდ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ბენეფიციარი მიმართავდა ტრასტს, თუ რა იყო კლიენტისგან დამატებით საჭირო, რა ინფორმაცია, რა დოკუმენტი, რა ტიპის ხელმოწერა აკლდა დავალების მიმღებს და აფიქსირებდა, რომ იგი მზად იყო, მაქსიმალურად შეეწყო ხელი ტრასტისთვის თავისი ვალდებულების შესრულებაში, ტრასტი ჯიუტად სვამდა კითხვებს უკვე პასუხ-გაცემულ საკითხებზე. საბოლოოდ, 5 მაისს ტრასტის წარმომადგენელი დაპირდა კლიენტს, რომ იგი მოამზადებდა საჭირო დოკუმენტების პროექტებს და გადმოუგზავნიდა ბენეფიციარს ხელმოწერისთვის, თუმცა, როგორც ჩანს, თავისივე ნათქვამი თვითონ დაავიწყდათ და 2 კვირის განმავლობაში დოკუმენტების მოუწოდებლობის შემდეგ, 19 მაისს ისევ ძველი კითხვები გაახსენდათ და დოკუმენტების ნაცვლად ისევ კითხვები გამოგზავნეს. ტრასტის მიერ ბენეფიციარის მიმართ არსებული ვალდებულება დღესაც, 3 თვის შემდეგ, კვლავ უგულებელყოფილია, თუმცა კლიენტის უფლებათა დარღვევისთვის ახალი, აშკარა პოლიტიკური შეფერილობის საბაბი მოინახა. სწორედ ამ უცნაური, განმაცვიფრებელი გზავნილის შესახებ სურს კლიენტს ქართული საზოგადოების ინფორმირება, რადგან, რიგი გარემოებები აძლევს ბატონ ივანიშვილს საფუძველს, დაასკვნას, რომ ბანკის მოქმედებები დაკავშირებულია ქართულ შიდა პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებთან. კერძოდ, 2022 წლის 5 ივლისს კლიენტმა მიიღო წერილი ბანკისგან, სადაც საუბარია ევროპული პარლამენტის იმ რეზოლუციაზე, რომლითაც მან მოუწოდა ევროპულ საბჭოს, განეხილა ბატონი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება. ბანკი განმარტავს, თითქოსდა, ხსენებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე. საუბარია სასამართლოს იმ თანხმობაზე, რომლის მისაღებად პროცესის ინიცირება უკეთეს შემთხვევაში ამა წლის სექტემბერში თუ მოხდება, ხოლო მისი შედეგის დადგომა, ბანკის მეცადინეობით, ტრადიციულად, უსასრულოდ გაჭიანურდება. ბანკის ეს გზავნილი არის როგორც სამართლებრივ, ასევე, ფინანსური ინსტიტუტების პრაქტიკაში უპრეცედენტო, რომლის მსგავსი მოვლენა არათუ შვეიცარიის დონის, არამედ განვითარებადი სახელმწიფოებისთვისაც კი უცხო და შეუფერებელია. აშკარაა, რომ ბანკის მენეჯმენტი თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფება და არად დაგიდევთ არათუ უშუალოდ ბანკის იმიჯს, არამედ ლახავს შვეიცარიული სახელმწიფოს ავტორიტეტსაც. ბანკი თავის გზავნილში ეყრდნობა მარტოოდენ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც, როგორც საზოგადოებისთვისაც კარგად არის ცნობილი, სარეკომენდაციო ხასიათისაა და არანაირ სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს. ბანკის მითითება აბსტრაქტულ „რეგულატორულ ვალდებულებებზე“ უადგილოა მითუმეტეს, რომ ბანკმაც და საზოგადოებამაც კარგად უწყის, რომ ევროკავშირის არცერთმა აღმასრულებელმა ორგანომ: არც ევროკომისიამ და არც ევროპულმა საბჭომ არ გაიზიარა სანქცირების შესახებ რეკომენდაცია. ის დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ევროპარლამენტის რეზოლუციის გაგრძელებას და რომლითაც საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება მოხდა არის სწორედ აღნიშნულის დასტური, რადგან ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებს პარლამენტის რეზოლუცია რომ გაეზიარებინათ სანქცირების ნაწილში, მაშინ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში მოხდებოდა მისი ასახვა, რაც, როგორც ცნობილია, არ მომხდარა. ამით, პრაქტიკულად, საკითხი ამოწურულია. მიუხედავად ამისა, ბანკი უბრუნდება ერთი თვის წინანდელ რეზოლუციას და მასზე, როგორც მოქმედ დოკუმენტზე ისე საუბრობს. საინტერესოა, თუ რამდენ ხანს აპირებს ბანკი გააკეთოს მითითება იმ დოკუმენტზე, რომელიც არ იქნა გაზიარებული ევროკავშირის რომელიმე აღმასრულებელი სტრუქტურის მიერა აღსანიშნავია, რომ სულ რომც სანქცირებული იყოს ბატონი ივანიშვილი, ეს ტრასტის ვალდებულებას ბენეფიციარის მიმართ არ აქრობს. პირიქით, ტრასტის მიზანი კლიენტის ინტერესების მომსახურებაა იმ პირობებშიც კი, როდესაც ბენეფიციარი რაიმე სამართლებრივ შეზღუდვას ექვემდებარება. სატრასტო სტრუქტურები ხომ სწორედ კლიენტთა აქტივებისა და ინტერესების დაცვის მიზნებისთვისაა შექმნილი, მათ შორის, ბენეფიციართათვის რთულ დროს. კლიენტისთვის აშკარაა, რომ ბანკის მოქმედებები კლიენტზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენის მიზანს ემსახურება, რომლის დეტალებზეც, საჭიროებისამებრ, თავად ისაუბრებს ბატონი ივანიშვილი“, - აღნიშნულია განცხადებაში.  

ირაკლი კობახიძე: ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება საქველმოქმედო პროექტების შეჩერებას ნიშნავს

"ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შემთხვევაში, შეჩერდება ის საქველმოქმედო პროექტები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილის ფონდი ახორციელებს", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, კობახიძე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებული საადვოკატო ბიუროს განცხადებას, რომლის მიხედვით, წამყვანი შვეიცარიული ბანკი Credit Suisse-ი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს შეზღუდვებს უწესებს. ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული ფირმა განცხადებას ავრცელებს "Credit Suisse-ის მოქმედებები ადასტურებს იმას, რომ ვიღაც, რატომღაც, არ უფრთხილდება საერთოდ შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაციას. ვის რაში შეიძლება სჭირდებოდეს ეს ყველაფერი, ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს, მათ შორის, რატომ არის იგივე არახამია ჩართული ამ ყველაფერში, ამაზეც საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს“ , - თქვა ირაკლი კობახიძემ. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა პოლიტიკიდან გასვლის მომენტში, ეს ხდებოდა შარშან იანვარში, რომ ის იტოვებდა საკუთარი ოჯახისთვის მხოლოდ 200 მილიონ დოლარს, 200 მილიონი დოლარის აქტივებს. დანარჩენი თანხა და, ეს ვრცელდება მათ შორის "კრედიტ სუისში" განთავსებულ თანხებზე, მთლიანად მიემართებოდა საქველმოქმედო ფონდში, საქველმოქმედო მიზნებისათვის. ასეთ დროს, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ვიღაცას სურს, ვიღაც არახამიას - რომელმაც საკუთარ თავს უნდა მიხედოს და საკუთარ პრობლემებს, რომელიც შეუქმნა საკუთარ ხალხს - როდესაც არახამია საუბრობს იმაზე, რომ უნდა დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილს, ეს ნიშნავს, მათ შორის, არაერთი, უამრავი საქველმოქმედო პროექტის შეჩერებას. ბიძინა ივანიშვილს ისედაც აქვს დახარჯული 3 მილიონი დოლარი ქველმოქმედებაზე საქართველოში", - თქვა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, უკრაინის რადის ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი გარემოცვისთვის სანქციების დაწესებას განიხილავენ.  

საერთაშორისო გამჭვირვალობა: „ქართული ოცნების“ შემომწირველებმა 2021 წელს დაახლოებით 320 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს მმართველი პარტიის შემომწირველმა იურიდიულმა პირებმა და ფიზიკურ პირ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, 2021 წელს დაახლოებით 320 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს და 19 მლნ ლარის გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. აღნიშნულის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. „ყოფილ პრემიერ-მინისტრთან და მმართველი პარტიის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული შპს „ზიმო”, ასევე, მოხვდა მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტორებს შორის. ამ კომპანიამ წლის განმავლობაში დაახლოებით 13 მლნ ლარის სახელმწიფო ტენდერი მოიგო, ხოლო ივანიშვილთან და ამ ბიზნეს ჯგუფთან სხვადასხვა გზით დაკავშირებულმა პირებმა „ქართულ ოცნებას” წლის განმავლობაში ჯამში 1 მლნ ლარზე მეტი შესწირეს; შპს „არალმა”, 2021 წელს 62 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, მისმა მფლობელმა, დემეტრე თათეშვილმა კი მმართველი პარტიის ყულაბაში 50,000 ლარი შეიტანა. თათეშვილთან დაკავშირებულ კორუფციულ რისკებზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ადრეც საუბრობდა; მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტორებს შორის იყვნენ შპს „ბონდი-2009" და შპს „მონოლითი - 2005”, ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის ნუკრი დოლიძის ორი კომპანია, რომლებმაც 2021 წელს ჯამურად 33 მლნ ლარის სახელმწიფო ტენდერები მოიგეს. დოლიძემ და მისმა ბიზნეს პარტნიორმა, ოთარ ფუტკარაძემ „ქართულ ოცნებას” ერთობლივად 120,000 ლარი შესწირეს. ნუკრი დოლიძეც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ინტერესის საგანი პირველად არ გამხდარა; აღსანიშნავია შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1" და შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №2", რომლებმაც წლის განმავლობაში ჯამში 23 მლნ ლარის ტენდერები მოიგეს, ამ კომპანიების მფლობელმა, ნუგზარ აბალაკმა და მისმა ბიზნეს პარტნიორმა, ავთანდილ კაჭკაჭიშვილმა „ქართულ ოცნებას” ჯამში 45,000 ლარი შესწირეს; ყურადღებას ასევე იქცევს შპს „ანაგი”, რომელიც არაერთი მსხვილი სახელმწიფო ტენდერის გამარჯვებულია. ამ კომპანიამ 2021 წელს ჯამურად 22 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები მოიგო. „ანაგთან” დაკავშირებულმა პირმა, დავით ანდღულაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორმა გიორგი ჩიტაშვილმა მმართველ პარტიას ჯამში 110,000 ლარი შესწირეს. წლების განმავლობაში მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომელიც თითქმის ყოველ წელს პარტიას დიდი თანხებით აფინანსებს. ყველა ასეთ ჯგუფს ის ახასიათებს, რომ მასში შემავალი პირების დიდი ნაწილი ერთსა და იმავე დღეს ან რამდენიმე დღის შუალედში სწირავს მმართველ პარტიას თანხას. ასეთ ჯგუფებს შორის პირველ რიგში აღსანიშნავია ბიძინა ივანიშვილთან პირდაპირ, ან ირიბად დაკავშირებული პირები”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ვიქტორ ყიფიანი: ძირითადი შეტევა მიტანილი იყო იმ იურისდიქციაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილს რეალურად აქვს ფინანსური აქტივი. საუბარი, რომ სადმე სხვაგან, სანქციის სახით ივანიშვილის უფლებები შეიბოჭება, საფუძველს მოკლებულია

ძირითადი შეტევა მიტანილი იყო სწორედ იმ იურისდიქციაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილს რეალურად აქვს ფინანსური აქტივი, აქედან გამომდინარე, იმაზე საუბარი, რომ  სადმე სახვაგან, სანქციების სახით, ან სამართლებრივი სანქციის, ან ფაქტობრივი შეზღუდვების სახით, ბიძინა ივანიშვილის უფლებების შებოჭვა მოხდება, თავიდანვე საფუძველს მოკლებულია, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა ჟურნალისტებს შვეიცარულ ბანკთან მიმდინარე დავაზე საუბრისას განუცხადა. მისი თქმით, რეალურად, ბიძინა ივანიშვილი არ იმყოფება რომელიმე სამართლებრივი აქტით ამოქმედებული სანქციების ქვეშ, მაგრამ მისი, როგორც ბენეფიციარის უფლებების შეზღუდვა მიანიშნებს, რომ საქმე ეხება ფაქტობრივ სანქციებს. „ვსაუბრობთ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ორ საკითხზე. ერთი მიმდინარეობს ბერმუდასა და სინგაპურში, ეს არის იმ თანხასთან დაკავშირებული, რომელიც ბანკის მხრიდან სერიოზული დარღვევების შედეგად კლიენტმა იზარალა და შესაბამისად, ჩვენ ვდაობთ ამ თანხის დაბრუნებაზე. ამაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენი წარმატებით დასრულდა, ველოდებით პროცესის გაგრძელებას უკვე აპელაციის ფარგლებში. თემა, რომელიც ჩვენ გავაჟღერეთ განცხადებაში, აბსოლუტურად დამოუკიდებელია და სწორედ ის იწვევს ჩვენს გაკვირვებას, რომ საუბარი არის სხვა ფინანსურ აქტივებზე, რომელიც ერთ-ერთი სატრასტო კომპანიის მართვაშია. ჩვენს გაკვირვებას იწვევს სწორედ ის, რომ ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების, ყოველგვარი მყარი ფაქტობრივი გარემოების გარეშე ბატონ ივანიშვილს შეეზღუდა ამ აქტივებზე წვდომა და მათი განკარგვა. სწორედ ამიტომ, ვიყენებთ სიტყვათწყობას „ფაქტობრივი სანქციები“. ჩვენ რეალურად გვაქვს ისეთი ვითარება, როდესაც ბატონი ივანიშვილი არ იმყოფება რომელიმე სამართლებრივი აქტის გამოისობით ამოქმედებული სანქციების ქვეშ, მაგრამ რეალურად სწორედ შებოჭვა მისი უფლებების განხორციელებაში, როგორც ბენეფიციარისა, ჩვენ მიგვანიშნებს, რომ საქმე გვაქვს ფაქტობრივ სანქციებთან. ჩვენ გამოვთქვამთ გაკვირვებას ამ შეზღუდვების დასაბუთებულობასთან მიმართებაში და ვაცხადებთ პირდაპირ, რომ არავითარი დასაბუთება ამ შემთხვევაში არ არის და ვსვამთ კითხვას, ვის ინტერესებში შეიძლება იყოს ასეთი შეზღუდვები, რას ისახავს ეს მიზნად და რა შეიძლება, ამის გაგრძელება იყოს“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა. კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს, ხომ არ შეიძლება, პროცესის მასშტაბები კიდევ გაიზარდოს, ვიქტორ ყიფიანი პასუხობს: „ჩვენ მივიღეთ ისეთი ვითარება, როდესაც ამ ფაქტობრივი შეზღუდვების განმახორციელებელი აღმოჩნდა მსოფლიოში ცნობილი გლობალური ფინანსური ინსტიტუტი. ნებისმიერ გლობალურ ინსტიტუტს აქვს შესაძლო კვეთა პოლიტიკურ ინტერესებთან, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი მინიშნებაა. ჯერჯერობით ამაზე შორს არ მივდივართ და ჩვენ ამაზე შორს თუ წავედით სხვა ფაქტების დასახელების მიზნით, ამაზე ბატონი ივანიშვილი თავად ისაუბრებს. ვისაც აქვს მოლოდინი, როდესაც არაჯანსაღი აჟიოტაჟია ატეხილი, რომ ეს ფაქტობრივი შეზღუდვები გავრცელდება, გაფართოვდება და ამაში შეიძლება, ბანკის გარდა ჩაერთონ სხვა აქტორები, სახელწიფო თუ არასახელმწიფო, მინდა, მათ იმედები გავუცრუო. იერიში და ძირითადი შეტევა იქნა მიტანილი სწორედ იმ იურისდიქციაზე, სადაც რეალურად ივანიშვილს აქვს ფინანსური აქტივი. სხვაგან სადმე ივანიშვილს ფინანსური აქტივი არ აქვს. აქედან გამომდინარე, იმაზე საუბარი, რომ სხვაგან სადმე ან სანქციების, ან სამართლებრივი სანქციის, ან ფაქტობრივი შეზღუდვების სახით მისი უფლებების შებოჭვა მოხდება, თავიდანვე საფუძველს მოკლებულია. ივანიშვილს აქტივები აქვს საქართველოში, საქართველოში რაიმე შეზღუდვებზე საუბარი უბრალოდ არასერიოზულია. ივანიშვილს, როგორც საფრანგეთის მოქალაქეს, აქვს საცხოვრებელი საფრანგეთში და იქაც რაიმე შეზღუდვაზე საუბარი, ჩვენი აზრით, გამორიცხულია. ვინმეს თუ ინფორმაცია აქვს, რომ სადმე, გარდა გენზის იურისდიქციისა, სადაც ის ტრასტი არის განთავსებული, აქვს რაიმე ფინანსური აქტივი და შესაძლებელი არის, ვინმე რაიმეს მოლოდინში იყოს, რომ იმ ფინანსურ აქტივებთან მიმართებაში განხორციელდება რაღაც შეზღუდვები, გაგვიზიაროს ჩვენ ინფორმაცია. იმდენად, რამდენადაც ვარ ივანიშვილის ადვოკატი, მაქვს ინფორმაცია მის ფინანსურ აქტივებზე, ფულის მოძრაობაზე და შესაბამისად, შემიძლია აბსოლუტურად დამაჯერებლად გითხრათ, რომ დარტყმა იყო იმ მისამართით და იმ წყაროს მიხედვით, სადაც ფინანსური აქტივი ფაქტობრივად არის. ერთ-ერთ განცხადებაში ასევე ვახსენე, რომ ჩვენ გვქონდა ერთჯერადი სახის პრობლემა ლონდონსა და ნიუ იორკში, რომელიც მოგვარდა სამართლებრივი პროცედურების გამოისობით. სხვა პრობლემის წინაპირობა სადმე, რომელიმე სხვა ქვეყანაში, ან რომელიმე სხვა იურისდიქციაში ჩვენ არ და ვერ შეიძლება, გვქონდეს. არსად სხვაგან ჩვენ რაიმე ფინანსური აქტივი ან რესურსი ფიზიკურად არ გვაქვს. ჩვენ მოწმენი ვართ ამ იერიშის მიტანისა სწორედ იქ, სადაც რეალურად აქტივი ფიზიკურად ფაქტობრივად მოცემულია“, – განაცხადა ადვოკატმა. რაც შეეხება კითხვას, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ „ფაქტობრივი სანქციები“ უკვე რეალურად იქცევა და უკვე ოფიციალურად დაუწესდება ივანიშვილს სანქციები, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, რომ ამის ობიექტური წინაპირობა არ არსებობს. „მოლოდინი მაქვს, რომ სამართლებრივ პროცედურებს ჩვენ ალბათ წლის ბოლომდე მოვაგვარებთ. სხვა მოლოდინი, რომ სადმე იქნება დამატებითი სიმძაფრე შეტანილი, ამის ობიექტური წინაპირობა არ არსებობს, რადგან არსად სხვაგან რაიმე აქტივი ფიზიკურად განთავსებული არ არის“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა. ჟურნალისტებმა ასევე ვიქტორ ყიფიანს კითხვა დაუსვეს, რა შეიცვლება ივანიშვილისთვის, რა შეზღუდვები გავრცელდება მასზე, თუ ოფიციალური სანქციები დაუწესდება. „მთავარია, რომ ბატონი ივანიშვილის მიდგომა საკითხისადმი არ არის ამოვარდნილი კალაპოტიდან და ის ინარჩუნებს სიმშვიდეს, სიმტკიცეს, იმ საჭირო ხარისხის მედეგობას, რაც ჩვენს იურიდიულ გუნდს გვაძლევს საშუალებას, რომ მივყვეთ ამ საქმეს თანმიმდევრულად და ყველა პრობლემა გადავწყვიტოთ ასევე თანმიმდევრულად და სამართლის პროცედურებით. ეს არის მთავარი დასკვნა, რაც შეიძლებ ჩვენ გამოვიტანოთ. სხვა მხრივ ფაქტობრივი გარდაისახება სამართლებრივში თუ არა, ეს ამ მოცემულობაში ჩემთვის პირადად, მეორეხარისხოვანია“, – აღნიშნა ადვოკატმა. ამასთან, ყიფიანის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველები მუდმივ კომუნიკაციაში არიან უცხოელ იურიდიულ მრჩევლებთან. კითხვაზე, აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ როდის შეიძლება, ბიძინა ივანიშვილი თავად შეხვდეს მედიას, ადვოკატმა, აღნიშნა, რომ როდის დადგება ამის საჭიროება, ეს თავად ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია.  

ირაკლი ღარიბაშვილი: გლობალური მშვიდობის ინდექსის მიხედვით, საქართველო მშვიდობიანობის ათწლიანი პროგრესით მეორე ადგილზეა

გლობალური მშვიდობის 2022, ანუ წლევანდელი ინდექსის მიხედვით, საქართველო მშვიდობიანობის ათწლიანი პროგრესით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს შედეგები ბიძინა ივანიშვილის და მის მიერ დატოვებული „ქართული ოცების“ სწორი პოლიტიკის შედეგია. „მეორე მნიშვნელოვანი წარმატება და გამარჯვება ჩვენი სახელმწიფოსი და ჩვენი მთავრობის ათწლიანი პოლიტიკის აღიარება - გლობალური მშვიდობის 2022, ანუ წლევანდელი ინდექსის მიხედვით, საქართველო მშვიდობიანობის ათწლიანი პროგრესით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ინდექსის სრული ისტორიული გაუმჯობესებით კი მსოფლოში პირველ ადგილზე დასახელდა. ესეც სერიოზული აღიარებაა. ამ კვლევაში 163 ქვეყანა მონაწილეობდა და მეორე ადგილზე დასახელება ჩვენი ქვეყნის, არის მართლაც აღიარება იმ სწორი, გონივრული და ეროვნული პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენი მთავრობა უკვე ათი წელია ატარებს ჩვენი ხალხისა და მათი ინტერესების დასაცავად. შედარებისთვის, აქაც მინდა გავიხსენო, რომ 2012 წელს ამ რეიტინგებში ჩვენი ქვეყანა სამწუხაროდ, საუბედუროდ, იყო უკანასკნელ ოცეულში, ანუ 163 ქვეყანას შორის 140-ე ადგილზე. ამხელა პროგრესი გვაქვს, სწორედ ისევ და ისევ ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი გუნდის, მის მიერ დატოვებული „ქართული ოცების“ სწორი პოლიტიკის შედეგია ეს ყველაფერი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: როდესაც ვიღაც ამტკიცებს, რომ პრემიერ-მინისტრი ფარსის ნაწილია, ეს არა მხოლოდ მე, არამედ სახელმწიფოსაც შეურაცხყოფს

როდესაც ვიღაც ამტკიცებს, რომ პრემიერ-მინისტრი ფარსის ნაწილია და იმართება იმ ადამიანისგან, რომელმაც გასული წლის იანვარში პოლიტიკიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ეს არა მხოლოდ მე, არამედ სახელმწიფოსაც შეურაცხყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. მისივე თქმით, პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან დეოლიგარქიზაციაზე საუბარი მისთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია. „როდესაც ჩვენი შიდა, თუ გარე პოლიტიკური ოპონენტები დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ, ბუნებრივია, ეს ჩემთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია. კონსტიტუციური თეორიისა და პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო რესპუბლიკაში ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი პრემიერ-მინისტრია და ხალხის წინაშე მას ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთარი ფუნქცია ყოველგვარი ჭარბი გავლენისგან დამოუკიდებლად შეასრულოს. როდესაც ვიღაც ამტკიცებს, რომ პრემიერ-მინისტრი ფარსის ნაწილია და სინამდვილეში იმ ადამიანისგან იმართება, რომელმაც გასული წლის იანვარში პოლიტიკიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ეს არა მხოლოდ მე, არამედ სახელმწიფოსაც შეურაცხყოფს. ბუნებრივია, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ამის მიზეზი მხოლოდ ის არაა, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენი პოლიტიკური გუნდის დამფუძნებელია. მან 2011 წელს ქვეყნისთვის თავი გადადო და საქართველოს დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა, პოლიტიკიდან გასვლისას კი, სახელმწიფოს სამართავად სწორი ღირებულებები და თამაშის წესები დაგვიტოვა. ეს ღირებულებები და თამაშის წესებია სამშობლოს სიყვარული და კანონის პატივისცემა. ამასთან, ამ ღირებულებებსა და თამაშის წესებს ჩვენ არ მივყვებით როგორც გუნდის ყოფილი ლიდერისგან თავს მოხვეულ მემკვიდრეობას. ისინი მთელი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის სისხლხორცეულად მნიშვნელოვანი და ორგანულია. ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულ ამ თამაშის წესებთან სრულიად შეუთავსებელია ყალბი ბრალდება ოლიგარქიული მმართველობის შესახებ, რომელსაც პოლიტიკური ოპონენტები, ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილს, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლებას უყენებენ. საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ თავდაცვის, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების საკვანძო სამთავრობო პოზიციებს დღეს იკავებენ ადამიანები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი არც კი შეხვედრია და იცნობს. საპარლამენტო გუნდის ლიდერების დიდ ნაწილთან, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარესთან და არაერთი საკვანძო კომიტეტის ხელმძღვანელთან, ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების წინ მათი წარდგენის დღეს არის შენახვედრი. ასეთ დროს, საუბარი იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი მთავრობასა და პარლამენტს მართავს და აკონტროლებს, სრული ფარსი და აბსურდია. აქვე შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის საქმეებში ბიძინა ივანიშვილის ჩარევას ჩემი წინამორბედებიც, გიორგი გახარია და გიორგი კვირიკაშვილი გუნდის დატოვების შემდეგაც უარყოფდნენ. ასეთ პირობებში, ობიექტურ დამკვირვებელს შეიძლება, დარჩეს მხოლოდ იმის თეორიული ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილი რაიმე კონკრეტული საკვანძო გადაწყვეტილებების მიღებაში შეიძლება ყოფილიყო ჩარეული. დღევანდელ მოცემულობაში, ასეთი საკვანძო გადაწყვეტილებები მხოლოდ ორი შეიძლება იყოს: რუსეთისთვის სანქციების არდაწესება და ომში ქვეყნის არჩართვა“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.  

ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. „საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად მივიჩნევ, გამოვეხმაურო ჩვენი შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტების მიერ აგორებულ კამპანიას ე.წ. დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს ყოვლად დაუსაბუთებელ ბრალდებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ და, მეორე მხრივ, საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად. რადგან პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ჩართულობის არავითარი ფაქტი არა აქვთ, ე.წ. ოლიგარქიული მმართველობის მთავარ „მტკიცებულებად“ იმ გარემოებაზე მიუთითებენ ხოლმე, რომ მე და ჩვენი პოლიტიკური გუნდის რამდენიმე მოწინავე წევრი პოლიტიკაში სწორედ მისი ლიდერობით მოვედით. პირველ რიგში, გავიხსენებ, რომ „ქართუ ჯგუფში“ ღია კონკურსის გზით მოვხვდი და ბიძინა ივანიშვილიც სწორედ ასე გავიცანი. ბუნებრივია, როგორც „ქართუს“ საქველმოქმედო ფონდის დირექტორს, მასთან მჭიდრო ურთიერთობა მქონდა. მაშინ დამყარდა მეგობრული ურთიერთობაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახსა და ჩემს ოჯახს შორის, რითაც მთელი ჩემი ოჯახი განსაკუთრებულად ამაყობს. ასევე, განსაკუთრებულად ვამაყობ ბერასთან ჩემი პირადი მეგობრობით. საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამ ურთიერთობების გათვალისწინებით, ჩვენს ოჯახებს აქვთ პერიოდული კომუნიკაცია ერთმანეთთან. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ჩემმა მეუღლემ მიიღო რჩევები ბიძინა ივანიშვილის მეუღლისგან გარკვეულ სამედიცინო საკითხთან დაკავშირებით. მსგავსი კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან პერიოდულად მეც რომ მქონდეს, ბუნებრივია, ვერც ამაში იქნება რაიმე დასაძრახი. როდესაც 2011 წელს ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გააკეთა განცხადება, ერთი წამით არ მიყოყმანია. რა თქმა უნდა, ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული რისკები იმთავითვე მქონდა გააზრებული. თუმცა, არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულების გამო, არამედ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, ყოველგვარი ზედმეტი ფიქრის გარეშე გადავწყვიტე, დემოკრატიული გარდატეხისთვის ბრძოლაში აქტიურად ჩავრთულიყავი. რა თქმა უნდა, ჩემ გარდა, ამ ბრძოლაში „ქართუ ჯგუფის“ უამრავი სხვა წარმომადგენელიც ჩაერთო, რომელთა ნაწილი დღესაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის აქტიური წევრია. მუქარითა და ზეწოლით არა მხოლოდ ჩვენს გაჩერებას, არამედ „ქართუს“ სტრუქტურების დაშლასაც კი ცდილობდნენ. თუმცა, გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, ზეწოლას გაუძლო და მოძალადე რეჟიმი დაამარცხა. იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ზეწოლას ვერ გაუძლეს და არამხოლოდ ბრძოლაში ვერ ჩაერთნენ, არამედ ,,ქართუც“ კი დატოვეს, ხოლო ზოგიერთი ქვეყნიდანაც კი წავიდა. თუმცა, კადრების დეფიციტის გამო, რამდენიმე მათგანს, - მაგალითად, გიორგი კვირიკაშვილსა და დიმიტრი ქუმსიშვილს, - ბიძინა ივანიშვილმა პროფესიონალიზმი მაინც დაუფასა და 2012 წელს ისინი ახალ მთავრობაშიც კი მიიწვია. 2011-12 წლებში „ქართუს“ დატოვებისთვის ვერავინ ვერავის გაამტყუნებს, ისეთი მასშტაბის ზეწოლის გამოვლა მოუწია თითოეულ ჩვენგანს. როგორც საზოგადოებას კარგად მოეხსენება, პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისთანავე, ჩემი სიმამრი დაიჭირეს და შემომითვალეს, რომ მას მხოლოდ პოლიტიკიდან ჩემი გასვლისა და ბიძინა ივანიშვილის გუნდის დატოვების შემთხვევაში გაათავისუფლებდნენ. ყოველგვარი მორალის გარეშე მოქმედი რეჟიმის მხრიდან, განსაკუთრებით მძიმე ზეწოლის ქვეშ იყვნენ ადამიანები, რომლებიც 2011-12 წლებში ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებას იცავდნენ. მათ შორის იყვნენ ვახტანგ გომელაური და ანზორ ჩუბინიძე, რომლებსაც წარსულში ივანიშვილის პირადი უსაფრთხოების დაცვას ის ადამიანები საყვედურობენ, რომლებიც მაშინ ბიძინა ივანიშვილს და თითოეულ ჩვენგანს ყველანაირი ამორალური ფორმით გვებრძოდნენ. რა თქმა უნდა, ბრძოლის და უშიშრობის მაგალითს თანამებრძოლებს ყოველ ჯერზე პირველი სწორედ ბიძინა ივანიშვილი აძლევდა და ეს მაგალითი გუნდს ყველაზე მეტად აძლიერებდა. თუმცა, გუნდის თითოეული წევრის ბრძოლა და გამბედაობა მაინც ცალკე აღნიშვნის ღირსია. ხშირად ყველაფერს ისე წარმოაჩენენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები მოიგო და გუნდის წევრებს თანამდებობები მოწყალების სახით დაურიგა. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება გუნდის ნებისმიერი სხვა წევრის დამსახურებას ერთიორად აღემატებოდა, მაგრამ ყველას მინდა შევახსენო, რომ ვახტანგ გომელაურმა, ანზორ ჩუბინიძემ და სხვებმა სახელმწიფო სამსახურში საკუთარი წარმატება, პირველ რიგში, სწორედ თავიანთი თავგანწირვისა და პროფესიონალიზმის ხარჯზე შექმნეს. 2012 წელს ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა სამინისტროში მე მივიყვანე ჩემს მოადგილედ. ანზორ ჩუბინიძეც, უწესიერესი კაცი და პროფესიონალი სამართალდამცავი, 2012 წლიდან ჩაერთო სახელმწიფო სამსახურში. როდესაც მთავრობისთვის კადრებს არჩევ, ბუნებრივია, უცხო ხალხს ვერ მიიყვან და პირველ რიგში იმ ადამიანებს ეყრდნობი, რომლებმაც შენთან ერთად უმძიმესი ბრძოლა გამოიარეს და თავის საქმეს მაღალი პროფესიონალიზმით გაართვეს თავი. ამ თვალსაზრისით, ვახტანგ გომელაურიც და ანზორ ჩუბინიძეც გამორჩეულები იყვნენ და სწორედ ამის შედეგია, რომ მათ ხელისუფლებაში მაღალი პოზიციები ამდენი წლის განმავლობაში შეინარჩუნეს. რამდენიმე კვირის წინ, როდესაც ვახტანგ გომელაური პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგა, ოპოზიციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ ერთი გამართული შეკითხვაც კი ვერ დაუსვა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის თავის საქმეს საუკეთესოდ უძღვება. იგივე უნდა ითქვას კიდევ ერთი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელზე, გრიგოლ ლილუაშვილზე, რომელიც 2011-2012 წლებში ბრძოლის წინა ხაზზე იდგა და დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ძალზე მაღალი პროფესიონალიზმით ხელმძღვანელობს. როდესაც ჩვენი შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტები დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ, ბუნებრივია, ეს ჩემთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია. კონსტიტუციური თეორიისა და პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო რესპუბლიკაში ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი პრემიერ-მინისტრია და ხალხის წინაშე მას ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთარი ფუნქცია ყოველგვარი ჭარბი გავლენისგან დამოუკიდებლად შეასრულოს. როდესაც ვიღაც ამტკიცებს, რომ პრემიერ-მინისტრი ფარსის ნაწილია და სინამდვილეში იმ ადამიანისგან იმართება, რომელმაც გასული წლის იანვარში პოლიტიკიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ეს არა მხოლოდ მე, არამედ სახელმწიფოსაც შეურაცხყოფს. ბუნებრივია, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ამის მიზეზი მხოლოდ ის არაა, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენი პოლიტიკური გუნდის დამფუძნებელია. მან 2011 წელს ქვეყნისთვის თავი გადადო და საქართველოს დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა, პოლიტიკიდან გასვლისას კი, სახელმწიფოს სამართავად სწორი ღირებულებები და თამაშის წესები დაგვიტოვა. ეს ღირებულებები და თამაშის წესებია სამშობლოს სიყვარული და კანონის პატივისცემა. ამასთან, ამ ღირებულებებსა და თამაშის წესებს ჩვენ არ მივყვებით როგორც გუნდის ყოფილი ლიდერისგან თავს მოხვეულ მემკვიდრეობას. ისინი მთელი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის სისხლხორცეულად მნიშვნელოვანი და ორგანულია. ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულ ამ თამაშის წესებთან სრულიად შეუთავსებელია ყალბი ბრალდება ოლიგარქიული მმართველობის შესახებ, რომელსაც პოლიტიკური ოპონენტები, ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილს, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლებას უყენებენ. საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ თავდაცვის, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების საკვანძო სამთავრობო პოზიციებს დღეს იკავებენ ადამიანები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი არც კი შეხვედრია და იცნობს. საპარლამენტო გუნდის ლიდერების დიდ ნაწილთან, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარესთან და არაერთი საკვანძო კომიტეტის ხელმძღვანელთან, ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების წინ მათი წარდგენის დღეს არის შენახვედრი. ასეთ დროს, საუბარი იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი მთავრობასა და პარლამენტს მართავს და აკონტროლებს, სრული ფარსი და აბსურდია. აქვე შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის საქმეებში ბიძინა ივანიშვილის ჩარევას ჩემი წინამორბედებიც, გიორგი გახარია და გიორგი კვირიკაშვილი გუნდის დატოვების შემდეგაც უარყოფდნენ. ასეთ პირობებში, ობიექტურ დამკვირვებელს შეიძლება, დარჩეს მხოლოდ იმის თეორიული ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილი რაიმე კონკრეტული საკვანძო გადაწყვეტილებების მიღებაში შეიძლება, ყოფილიყო ჩარეული. დღევანდელ მოცემულობაში, ასეთი საკვანძო გადაწყვეტილებები მხოლოდ ორი შეიძლება იყოს: რუსეთისთვის სანქციების არდაწესება და ომში ქვეყნის არჩართვა. სანქციებისა და ომის თემაზე დღეს ბევრს არ ვისაუბრებ. ჩვენი პოლიტიკური გუნდის სხვა წევრების მსგავსად, ბუნებრივია, მეც მიწევს რაღაცებს გავუფრთხილდე. ვიტყვი მხოლოდ ერთს: თუ ვინმე ფიქრობს, რომ სანქციები ბიძინა ივანიშვილის კარნახით არ დავაწესეთ და ომშიც მისი კარნახით არ ჩავერთეთ, ძალიან ცდება. გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით არავის რჩევა და კარნახი არ გვჭირდება. მიზეზი მარტივია - ჩვენც გვიყვარს ქვეყანა და საბედისწერო ომისთვის ის არც ჩვენ გვემეტება. შესაბამისად, ამ საკითხებზე გადაწყვეტილებები გუნდმა დამოუკიდებლად და სრული ერთსულოვნებით მიიღო. როგორც უკვე აღვნიშნე, გუნდი არც ოპერატიულ და არც საკვანძო გადაწყვეტილებებს არ იღებს პოლიტიკიდან გასული ყოფილი ლიდერის კარნახით. ამ ვითარებაში, კამპანიის ავტორებმა კეთილი ინებონ და განმარტონ, რას გულისხმობენ, როდესაც ოლიგარქსა და დეოლიგარქიზაციაზე ლაპარაკობენ. ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ქვეყანაში სერიოზულ როლს ასრულებს. მის ფაქტორზე საუბრისას, ქველმოქმედებას არც კი გავიხსენებ. ბიძინა ივანიშვილმა სწორედ მისი თავგანწირვითა და ახალი თამაშის წესების დამკვიდრებით მოიპოვა ის სიყვარული და პატივისცემა გუნდისგან და საზოგადოებისგან, რომელიც ჩვენს ოპონენტებს ასე ძლიერ აშფოთებთ. ბიძინა ივანიშვილის წარსულს და ამ წარსულზე დაფუძნებულ სიყვარულსა და პატივისცემას ჩვენი ოპონენტები ვერაფერს უხერხებენ, რაც მათ სასოწარკვეთილებაში აგდებს. ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერების პირდაპირი ანტიპოდია, რასაც ხალხი ძალიან კარგად ხედავს და აფასებს. თუ მათთვის პრობლემა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი და, როგორც ასეთი, მისი არსებობაა, მაშინ ეს უნდა აღიარონ. თუ მათთვის პრობლემა ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებული ღირებულებები და თამაშის წესები - სამშობლოს სიყვარული და კანონის პატივისცემაა, კეთილი უნდა ინებონ და ესეც უნდა აღიარონ. ცნობიერი თუ ქვეცნობიერი იმედი იმისა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას კიდევ ერთხელ დაუდგება გვერდში, შეიძლება ჩვენს გუნდსაც ჰქონდეს და საზოგადოებასაც. თუ ჩვენი ოპონენტები პრობლემას ამაში ხედავენ, ამასაც აღიარება სჭირდება. დღეს საქართველოს აქვს კარგი შედეგები ყველა მიმართულებით. რეგიონში და მთელ კონტინენტზე არსებული უმძიმესი ვითარების, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის ურთულესი გამოწვევების, რადიკალური ოპოზიციის პერმანენტული დესტრუქციის ფონზე, საქართველო ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმ თამაშის წესების დამსახურებაა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანას დაუტოვა. თუ ამას უწოდებენ ოლიგარქიზაციას და ამისათვის უნდათ ბიძინა ივანიშვილის დასჯა, ესეც პირდაპირ უნდა თქვან. ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა რამდენიმე დღის წინ დაწერა, ბიძინა ივანიშვილმა, როგორც პოლიტიკის გროსმაისტერმა, ოპოზიცია პატურ მდგომარეობაში ჩააყენაო. მართლაც, მან ჩვენს ოპონენტებს თამაში და სვლები არ დაუტოვა. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი არც თავად აკეთებს სვლებს და არც ოპონენტებს აძლევს იმის შანსს, რომ ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე სვლა გააკეთონ. რა თქმა უნდა, ამ მდგომარეობას საზოგადოების სწორი ანალიზიც უწყობს ხელს. გასული 30 წლის განმავლობაში საზოგადოებამ ძალიან დიდი გამოცდილება შეიძინა. ხალხი დღეს კარგად არჩევს შავსა და თეთრს, „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშის წესებს და ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულ თამაშის წესებს, ვის სურს ომი და ვის სურს მშვიდობა საქართველოსთვის, ვის სურს არეულობა და ვის სურს სტაბილურობა, ვის სურს რეგრესი და ვის სურს ქვეყნის წინსვლა და განვითარება. სწორედ ამიტომაა, რომ ხელისუფლებაზე მრავალი მხრიდან განხორციელებული შეტევის მიუხედავად, ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა ხალხის შეცდომაში შეყვანა და საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება ვერაფრით შეძლეს. ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებული თამაშის წესები და საზოგადოების გამოცდილება არის ორი ფაქტორი, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს წარმატების არავითარ შანსს არ უტოვებს. ასეთ პირობებში, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის შიდა თუ გარე პარტნიორებს ვურჩევდი, შეეგუონ არსებულ მოცემულობას - მშვიდობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. მათ უნდა გაიაზრონ, რომ რამდენიც არ უნდა მოინდომონ, საქართველოს ომში ვეღარ ჩართავენ. მათ უნდა გაიაზრონ, რომ როცა სვლა არა გაქვს, უმჯობესია სტრატეგია შეცვალო და გაჩერდე, რომ თამაში ახალი პარტიისთვის მაინც დაიტოვო“, - აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

ირაკლი ღარიბაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობა“ და მის შიდა თუ გარე პარტნიორები უნდა შეეგუონ არსებულ მოცემულობას, მშვიდობასა და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის შიდა თუ გარე პარტნიორებს ვურჩევ, შეეგუონ არსებულ მოცემულობას – მშვიდობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილი: როდესაც ვიღაც ამტკიცებს, რომ პრემიერ-მინისტრი ფარსის ნაწილია, ეს არა მხოლოდ მე, არამედ სახელმწიფოსაც შეურაცხყოფს „ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა რამდენიმე დღის წინ დაწერა, ბიძინა ივანიშვილმა, როგორც პოლიტიკის გროსმაისტერმა, ოპოზიცია პატურ მდგომარეობაში ჩააყენაო. მართლაც, მან ჩვენს ოპონენტებს თამაში და სვლები არ დაუტოვა. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი არც თავად აკეთებს სვლებს და არც ოპონენტებს აძლევს იმის შანსს, რომ ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე სვლა გააკეთონ. რა თქმა უნდა, ამ მდგომარეობას საზოგადოების სწორი ანალიზიც უწყობს ხელს. გასული 30 წლის განმავლობაში საზოგადოებამ ძალიან დიდი გამოცდილება შეიძინა. ხალხი დღეს კარგად არჩევს შავსა და თეთრს, „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშის წესებს და ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულ თამაშის წესებს, ვის სურს ომი და ვის სურს მშვიდობა საქართველოსთვის, ვის სურს არეულობა და ვის სურს სტაბილურობა, ვის სურს რეგრესი და ვის სურს ქვეყნის წინსვლა და განვითარება. სწორედ ამიტომაა, რომ ხელისუფლებაზე მრავალი მხრიდან განხორციელებული შეტევის მიუხედავად, ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა ხალხის შეცდომაში შეყვანა და საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება ვერაფრით შეძლეს. ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებული თამაშის წესები და საზოგადოების გამოცდილება არის ორი ფაქტორი, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს წარმატების არავითარ შანსს არ უტოვებს. ასეთ პირობებში, ნაციონალურ მოძრაობას და მის შიდა თუ გარე პარტნიორებს ვურჩევდი, შეეგუონ არსებულ მოცემულობას – მშვიდობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. მათ უნდა გაიაზრონ, რომ რამდენიც არ უნდა მოინდომონ, საქართველოს ომში ვეღარ ჩართავენ. მათ უნდა გაიაზრონ, რომ როცა სვლა არა გაქვს, უმჯობესია სტრატეგია შეცვალო და გაჩერდე, რომ თამაში ახალი პარტიისთვის მაინც დაიტოვო“, – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.  

ბოლო პერიოდში ვხედავთ ანტიდასავლური პოლიტიკური ეპისტოლეების ნამდვილ ამოფრქვევას, რომელთა ლაიტმოტივია ბატონყმური ერთგულების დემონსტრირება ივანიშვილის მიმართ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ კამპანიაში ჩართულები არიან დეპუტატები, საკრებულოს წევრები, პრემიერ-მინისტრი, დაქირავებული პროპაგანდისტები, ექსპერტები სამთავრობო კარის მომღერლები "ქართული ოცნება“ არ თაკილობს ყველაზე უფრო ამორალურ და ანტიეროვნულ ნაბიჯებს, ომის დაწყებაში და ომის დაწყების მცდელობაში ბრალს დებენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, საფრანგეთს, იტალიას, შვეიცარიას, ჩეხეთს, ევროკავშირს, ევროპარლამენტის დეპუტატებს, ევროპელ დიპლომატებს, ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებს საქართველოში. „ერთიანი ნაციონალურ“ მოძრაობა“ აცხადებს, რომ თუ ვინმეს დამატებითი არგუმენტი სჭირდებოდა ივანიშვილის არაფორმალური მართვის ტოტალური კონტროლისა და ოლიგარქობის დასამტკიცებლად, დღეს ეს არგუმენტი ჩვენს წინაშეა იმ აღვირახსნილი კამპანიის სახით, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს. „ქართული ოცნების“ კამპანია სრულიად აშკარას ხდის იმ გარემოებას, რომ ეს ანტიეროვნული, ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული ხელისუფლება არ აპირებს არც სასამართლოს რეფორმირებას, არც პოლიტიკური დევნის, არც მედიატერორის შეწყვეტას და არც დეოლიგარქიზაციას. შესაბამისად, ის არ აპირებს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას, რაც ანადგურებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას“, – განაცხადა წიკლაურმა.  

სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ POLITICO-სთან

POLITICO-მ საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ მოველენებსა და ქვეყნის ევროპულ პერსპექტივებს სტატია მიუძღვნა და ამასთან დაკავშირებით, შეფასება ასევე სთხოვა ქვეყნის პრეზიდენტს. POLITICO-სთან საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფიქრობს, ბიძინა ივანიშვილი სავარაუდოდ, გარკვეულ ძალაუფლებას იყენებს, მას ეჭვი ეპარება, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი რეალურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს. „დიდი ხნის განმავლობაში, ხელისუფლების წევრებს ვეუბნებოდი, რომ უნდა გადაედგათ გარკვეული ნაბიჯები ივანიშვილისთვის რუსი ოლიგარქის წოდებასთან დაკავშირებით განმარტების გასაკეთებლად. იყენებს გარკვეულ ძალაუფლებას? ალბათ ვიტყოდი, რომ დიახ. იყენებს სრულ ძალაუფლებას? სავარაუდოდ ვიტყოდი, რომ არა. იქიდან გამომდინარე, რომ ის უკვე ორი წელია, პოლიტიკისგან არის დისტანცირებული, არ ვფიქრობ, რომ რეალურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა. „როდესაც საქართველოს უარი უთხრეს კანდიდატის სტატუსზე, მთავრობამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ ქვეყანა ომში არ იყო ჩართული. გაწევრიანების მსურველი ქვეყნისთვის უჩვეულო ნაბიჯით, საქართველოს მთავრობამ შეურაცხყოფა მიაყენა ევროპულ ოფიციალურ პირებს და ინსტიტუტებს. რამდენიმე წელია, ევროპარლამენტარები და ევროკავშირის სხვა ოფიციალური პირები საქართველოს მისი დემოკრატიული უკუსვლის შესახებ აფრთხილებენ. საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსაც აინტერესებდა, რა ლოგიკას ექვემდებარება მსგავსი თავდასხმები“, - წერს POLITICO. „ბევრი კითხვა მაქვს, თუმცა არ ვფიქრობ, რომ თქვენ ელოდებით ქვეყნის პრეზიდენტისგან იმის თქმას, რომ მთავრობა ქვეყანაში საბოტაჟს ახორციელებს. უნდა ვთქვა, რომ ამ რიტორიკას ვეწინააღმდეგები, ბევრი კითხვა მაქვს, თუ რა ლოგიკა იდგა მსგავსი რიტორიკის მიღმა და ცხადია, რბილად რომ ვთქვა, ის არ დაეხმარა ჩვენი კანდიდატობის საკითხს“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილთან სამუშაო შეხვედრას მართავს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილთან სამუშაო შეხვედრას მართავს. ამასთან, შეხვედრის თემაა ევროკომისიის რეკომენდაცია, რომელიც საქართველოში დეოლიგარქიზაციის განხორციელებას ითვალისწინებს. ურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად ვერ იქნება მიჩნეული. „უკრაინული კანონის კრიტერიუმებია: მედიაზე ზეგავლენა, შესაბამისი ოდენობის თანხა, პოლიტიკაში ჩარევა და მონოპოლიური საქმიანობა. თუ პირი ამ ოთხი კრიტერიუმიდან სამს აკმაყოფილებს, უკრაინული კანონით ოლიგარქად მიიჩნევა. შესაბამისად, მარტივად შეგიძლიათ ნახოთ ეს ხალხი, მათ შორის ოპოზიციურ სპექტრში მყოფი ოპოზიციონერები რამდენად აკმაყოფილებენ კანონის სულისკვეთებას. ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად ვერ იქნება მიჩნეული იმ გაგებით, როგორც ამ ხალხს უნდა", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“. 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ევროკავშირის საბჭომ 23 ივნისს აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.  

ირაკლი კობახიძე: ევროპარლამენტარებს რეალურ ვითარებას გავაცნობთ, ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება

ბიძინა ივანიშვილს, რა თქმა უნდა, არ მიესადაგება ოლიგარქის ცნება, მაგრამ ეს ცნება მიესადაგება არაერთ ისეთ პირს, რომელიც აფინანსებს ოპოზიციას - ევროპარლამენტარებს გავაცნობთ რეალურ ვითარებას, მათ შორის მტკიცებულებების დონეზე, თუ ვის შეიძლება, მიესადაგოს ოლიგარქის უკრაინული ცნება და ვის არა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ევროპარლამენტარებს ხვალ შეხვდება. „რამდენჯერმე უკვე ვთქვი და ეს არის ფაქტებით დადასტურებული, რომ ბიძინა ივანიშვილს რა თქმა უნდა არ მიესადაგება ეს თემა. რატომ – ერთია თანხა, მაგრამ არის სხვა კრიტერიუმები, ეს არის პოლიტიკაზე, მედიაზე გავლენა და სწორედ ეს კრიტერიუმები ამ შემთხვევაში არ არის სახეზე. აქედან გამომდინარე, უკვე არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილს, რა თქმა უნდა, არ მიესადაგება ოლიგარქის ცნება, მაგრამ ეს ცნება მიესადაგება არაერთ ისეთ პირს, რომელიც აფინანსებს ოპოზიციას“, – აღნიშნა კობახიძემ. ცნობისთვის, ევროპარლამენტის დელეგაცია თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.  

კელი დეგნანი: საკმაოდ დიდი ხანია, არ მქონია შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან

„საკმაოდ დიდი ხანია, არ მქონია შეხვედრა ბატონ ივანიშვილთან და როდესაც გვქონია მანამდე შეხვედრები, მე ყოველთვის გამოვხატავდი სრულ მხარდაჭერას ქართველი ხალხის და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნაალისტებს განუცხადა, როდესაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან შეხვედრის შესახებ კვლავ ჰკითხეს. ნედ პრაისი: ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს „საკმაოდ დიდი ხანია, არ მქონია შეხვედრა ბატონ ივანიშვილთან და როდესაც გვქონია მანამდე შეხვედრები, მე ყოველთვის გამოვხატავდი სრულ მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და ჩვენს მზაობას, დავეხმაროთ საქართველოს ამ მიმართულებით. არცერთი შეხვედრა არ ყოფილა ისეთი ტიპის, რომ რაიმე მომეთხოვოს ან დამეშანტაჟებინოს. ასეთი რამ არ ყოფილა. ამ ადამიანს, რომელიც ამაზე საუბრობს, პირადად არ ვიცნობ და არ ვიცი, რატომ საუბრობს ამას, რადგან არცერთ ასეთ შეხვედრას არ დასწრებია“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს. აშშ-ის ელჩი მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაზე: არ შემიძლია, დავადასტურო ვიღაცის ჭორები, რადგან არ ვიცი, რაზე საუბრობს ის „კითხვა ჩნდება, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? - იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა“, - განაცხადა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა 19 ივლისს. ცნობისთვის, „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა 8 ივლისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა. როგორც დეპუტატი აცხადებს, ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც დეგნანის განცხადებები თუ დუმილი, „რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას“.

სოსო გოგაშვილი: ბიძინა ივანიშვილი მოითხოვდა, შემესრულებინა ყველანაირი დავალება და ამას თეთრი ხელთათმანებით ვერ გავაკეთებდი

ბიძინა ივანიშვილი მოითხოვდა, შემესრულებინა ყველანაირი დავალება და ამას თეთრი ხელთათმანებით ვერ გავაკეთებდი. ვინც მე მაკრიტიკებთ, თუ სად ვიყავი აქამდე, გაიარეთ იმ გზის ნახევარი იმ გარემოცვაში, რაც მე მოვახერხე და ისე დამამუნათეთ, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, დაკავებული სოსო გოგაშვილის მიმართვაშია ნათქვამი. „დანიშვნის შემდეგ, როდესაც გახშირდა უკანონო დავალებები, მივხვდი, თუ რა სისტემაში აღმოვჩნდი, ამიტომ დავდექი არჩევანის წინაშე. ბიძინა ივანიშვილი მოითხოვდა, შემესრულებინა ყველანაირი დავალება და ამას თეთრი ხელთათმანებით ვერ გავაკეთებდი. მქონდა სამი არჩევანი: 1. სამსახურიდან წამოსვლა, 2. ყველაფერზე ხელის მოწერა და ჩაყოლა, 3. დარჩენა, ყველა მტკიცებულების მოგროვება და სისტემის მხილება, რომელიც, ხვდებით რომ ავირჩიე და ამიტომ ვზივარ აქ. ვინც მე მაკრიტიკებთ, თუ სად ვიყავი აქამდე, გაიარეთ იმ გზის ნახევარი იმ გარემოცვაში, რაც მე მოვახერხე და ისე დამამუნათეთ. ახლა დროის კარგვის ნაცვლად, ჯობია ეს ბინძური სისტემა დავამთავროთ და ჩემს დასჯას ყოველთვის მოახერხებთ, არ ვაპირებ ამ ქვეყნიდან არსად წასვლას”, - ნათქვამია სოსო გოგაშვილის მიმართვაში. ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად 16 ივლისს დააკავეს.  გოგაშვილს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე, 157-ე და 236-ე მუხლებით ოფიციალურად წარედგინა, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ბრალდება სოსო გოგაშვილს სხვა ბრალდებებთან ერთად 2015-2018 წლებში ორი პირის პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება-შენახვას ედავება, რომელიც 2021 წლის თებერვალში გავრცელდა. „მეორე ეპიზოდი არის სამსახურეობრივი უფლებოსილების გადამეტება. ესეც შეეხება 2015-2018 წლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას და პერსონალურ მონაცემებს თითქოს სოსო გოგაშვილმა ეს მონაცემები მან უკანონოდ გამოიტანა სამსახურიდან. მესამე ეპიზოდი არის ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდება. აქაც კითხვის ნიშნები და აბსურდული რაღაცები ჩნდება. კერძოდ, 5 ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან, საიდანაც 2 არის სწორედ ის იარაღები, რაზეც ოჯახის წევრები მიუთითებს რომ მოხდა ამ იარაღების ჩადება, ხოლო 3 ცეცხლსასროლი ეკუთვნით დაცვის თანამშრომლებს", - განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ. ასევე წაიკითხეთ: სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იოსებ გოგაშვილის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სოსო გოგაშვილის დაკავების შესახებ პირველი განმარტება გააკეთეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე საათია, რაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს  

ბიძინა ივანიშვილი: აშშ-ის ელჩთან შეხვედრა, ელჩის თხოვნით, 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვლი, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ პირველ განცხადებას ავრცელებს. განცახდებას Europetime უცვლელად გთავაზობთ.    „უპირველეს ყოვლისა, მინდა ჩემი ღრმა პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოვხატო ქართული საზოგადოების მიმართ, რომელმაც არაერთგზის დაამტკიცა, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე, ქართველმა ხალხმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ღირსება, თავისუფლება და დამოუკიდებლობა მისი უმთავრესი ღირებულებებია. ამასთან, ქართულმა საზოგადოებამ ყველას დაუმტკიცა, რომ ხანმოკლე დემოკრატიული გამოცდილების მიუხედავად, აქვს სიბრძნე, რომელიც ურთულეს გამოწვევებთან ღირსეულად გამკლავების შესაძლებლობას აძლევს. უკვე წელიწადნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებას პოლიტიკიდან ჩემი გასვლის გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობე და მას შემდეგ, ჩემივე გადაწყვეტილებას სრულად ვიცავდი და ვიცავ. მთელი ამ პერიოდის მანძილზე, ერთადერთი საჯარო განცხადება გამოვაქვეყნე და ისიც მხოლოდ იმისათვის, რომ ჩემი სახელით სპეკულირების საშუალება არავისთვის მიმეცა. არ მინდოდა, პოლიტიკურ პროცესებზე არათუ მე, თუნდაც, ჩემს ფაქტორს რაიმე გავლენა ჰქონოდა და საჯარო სივრციდან ჩემი სრული დისტანცირების მიზეზი სწორედ ეს იყო და არის.   ამავდროულად, როგორც ამ ქვეყნის შვილი და მისი ერთ-ერთი გულშემატკივარი, ბუნებრივია, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მთელი ყურადღებით ვადევნებ თვალყურს. რეგიონში არსებული ურთულესი პოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველოს და მის მმართველ გუნდს გასული თვეების განმავლობაში ძალზე მტკივნეული პროცესების გავლა უწევდა და უწევს. საქართველოსთვის და მისი ხელისუფლებისთვის ვითარებას განსაკუთრებით ართულებს ის გარემოება, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია.   უდიდესი სირთულეების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ უკრაინაში ომის დასრულებამდე, გარკვეული რისკები ჯერ კიდევ რჩება და როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას მაქსიმალური სიფრთხილე მართებს, რათა საქართველომ საბედისწერო ომი საბოლოოდ აიცილოს თავიდან. ამასთან, დღეს, როდესაც ომის უშუალო საფრთხე უკვე მაქსიმალურად არის განეიტრალებული, მიმაჩნია, რომ მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, თავისი ყურადღება მეტწილად კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს.   რაც შეეხება ჩემს პირად პრობლემას, რომელიც შვეიცარიულ ბანკთან ურთიერთობაში წარმოიშვა და დღესაც აქტუალურია, მიმაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან მას პირდაპირი კავშირი აქვს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველომ რთულ სიტუაციას, პრაქტიკულად, თავი უკვე გაართვა და ომის უშუალო საფრთხე გადაიარა, მირჩევნია, ჩემი და შვეიცარიული ბანკის ურთიერთობა ჩემ პირად პრობლემად დავტოვო და ეს პრობლემა საზოგადოებას ზედმეტად თავს არ მოვახვიო. აქ იმასაც არა აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე ვგეგმავდი შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას - კერძო მიზნებისთვის თუ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის. მირჩევნია, ბანკის მიერ შექმნილი პრობლემა საზოგადოებამ ყველა შემთხვევაში ჩემ პირად პრობლემად განიხილოს. შედარებით დეტალურ განმარტებებს ამ საქმეზე ჩემი ადვოკატი აკეთებდა და მომავალშიც გააკეთებს.   ჩემთვის მთავარია, საქართველომ შეძლოს ურთულესი ვითარებიდან საბოლოოდ სათანადოდ გამოსვლა და მშვიდობის შენარჩუნება, ჩემ პირად საკითხზე კი, მე თავად ვიზრუნებ და ამ პრობლემით საზოგადოების ზედმეტად დატვირთვას არ შევეცდები.   დასასრულს, რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“, - ნათქვამია ივანიშვლის განცხადებაში.

ბიძინა ივანიშვილი: გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია

უდიდესი სირთულეების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. ბიძინა ივანიშვილი: აშშ-ის ელჩთან შეხვედრა, ელჩის თხოვნით, 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა მისივე განმარტებით, „ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული“. „უპირველეს ყოვლისა, მინდა ჩემი ღრმა პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოვხატო ქართული საზოგადოების მიმართ, რომელმაც არაერთგზის დაამტკიცა, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე, ქართველმა ხალხმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ღირსება, თავისუფლება და დამოუკიდებლობა მისი უმთავრესი ღირებულებებია. ამასთან, ქართულმა საზოგადოებამ ყველას დაუმტკიცა, რომ ხანმოკლე დემოკრატიული გამოცდილების მიუხედავად, აქვს სიბრძნე, რომელიც ურთულეს გამოწვევებთან ღირსეულად გამკლავების შესაძლებლობას აძლევს. უკვე წელიწადნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებას პოლიტიკიდან ჩემი გასვლის გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობე და მას შემდეგ, ჩემივე გადაწყვეტილებას სრულად ვიცავდი და ვიცავ. მთელი ამ პერიოდის მანძილზე, ერთადერთი საჯარო განცხადება გამოვაქვეყნე და ისიც მხოლოდ იმისათვის, რომ ჩემი სახელით სპეკულირების საშუალება არავისთვის მიმეცა. არ მინდოდა, პოლიტიკურ პროცესებზე არათუ მე, თუნდაც, ჩემს ფაქტორს რაიმე გავლენა ჰქონოდა და საჯარო სივრციდან ჩემი სრული დისტანცირების მიზეზი სწორედ ეს იყო და არის. ამავდროულად, როგორც ამ ქვეყნის შვილი და მისი ერთ-ერთი გულშემატკივარი, ბუნებრივია, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მთელი ყურადღებით ვადევნებ თვალყურს. რეგიონში არსებული ურთულესი პოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველოს და მის მმართველ გუნდს გასული თვეების განმავლობაში ძალზე მტკივნეული პროცესების გავლა უწევდა და უწევს. საქართველოსთვის და მისი ხელისუფლებისთვის ვითარებას განსაკუთრებით ართულებს ის გარემოება, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია. უდიდესი სირთულეების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ უკრაინაში ომის დასრულებამდე, გარკვეული რისკები ჯერ კიდევ რჩება და როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას მაქსიმალური სიფრთხილე მართებს, რათა საქართველომ საბედისწერო ომი საბოლოოდ აიცილოს თავიდან.  ამასთან, დღეს, როდესაც ომის უშუალო საფრთხე უკვე მაქსიმალურად არის განეიტრალებული, მიმაჩნია, რომ მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, თავისი ყურადღება მეტწილად კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს,“- ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში. 

ბიძინა ივანიშვილი: მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან არ დაზიანდეს

დღეს, როდესაც ომის უშუალო საფრთხე უკვე მაქსიმალურად არის განეიტრალებული, მიმაჩნია, რომ მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, თავისი ყურადღება მეტწილად კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. ბიძინა ივანიშვილი: აშშ-ის ელჩთან შეხვედრა, ელჩის თხოვნით, 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა ივანიშვილის განმარტებით, მისთვის მთავარია, საქართველომ შეძლოს ურთულესი ვითარებიდან საბოლოოდ სათანადოდ გამოსვლა და მშვიდობის შენარჩუნება. ბიძინა ივანიშვილი: გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია „უდიდესი სირთულეების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ უკრაინაში ომის დასრულებამდე, გარკვეული რისკები ჯერ კიდევ რჩება და როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას მაქსიმალური სიფრთხილე მართებს, რათა საქართველომ საბედისწერო ომი საბოლოოდ აიცილოს თავიდან. ამასთან, დღეს, როდესაც ომის უშუალო საფრთხე უკვე მაქსიმალურად არის განეიტრალებული, მიმაჩნია, რომ მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, თავისი ყურადღება მეტწილად კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს“, - ნათქვამია ივანიშვილის განცახდებაში. 

ვიქტორ ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის წერილზე: მიუხედავად იმისა, რომ წერილი, თავისი ფორმატით, ძალიან კომპაქტურია, შინაარსობრივად, ძალიან ბევრი გზავნილის ამოკითხვის საშუალებას იძლევა

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის განცხადებას ეხმაურება. „მიუხედავად იმისა, რომ წერილი, თავისი ფორმატით, ძალიან კომპაქტურია, შინაარსობრივად, ძალიან ბევრი გზავნილის ამოკითხვის საშუალებას იძლევა. ვინც ღია, პირდაპირი და გულწრფელი პოზიციის მოლოდინში იყო, მისი მოლოდინი გამართლდა და განმტკიცდა, ხოლო ვინც დღემდე გარკვეული მანიპულაციების ტყვეობაშია, ალბათ, ამ მხრივ, მისი მოლოდინი გაცუდდა და კიდევ უფრო გაწბილებული და მოწყვლადი გახდა“, - აცხადებს ვიქტორ ყიფიანი. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა განცხადება 27 ივლისს გაავრცელა.  

ირაკლი კობახიძე: უკრაინაში, ვიდრე ომი მიმდინარეობს, ომში ჩართვის კუთხით სერიოზული რისკი არსებობს

ვიდრე ომი მიმდინარეობს უკრაინაში, რისკები ბუნებრივია რჩება, აქედან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილის მოწოდება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ფხიზლად, როგორც ხელისუფლება ასევე საზოგადოება, აბსოლუტურად რელევანტურია - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის წერილის კომენტირებისას განაცხადა. ბიძინა ივანიშვილი: გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია „არსებობდა სერიოზული რისკი ომში ჩართვის კუთხით. გარკვეული ძალები, ამით იყვნენ დაინტერესებული, ჩვენ კონკრეტულად ვსაუბრობდით მათ შორის იმ ძალებზე, რომელიც ქვეყნის შიგნით აქტიურობდნენ ამ თვალსაზრისით, ესენი იყვნენ კონკრეტული პარტიები, პოლიტიკოსები, ენჯეოები, ეს იყო უკრაინის ხელისუფლება თითქმის მთლიანად წარმოდგენილი და ესენი იყვნენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ლობისტები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული ომის გაღვივების, ომის რიტორიკის კამპანიაში, ეს არის დღესავით ნათელი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საზოგადოებისთვის არის ძალიან მკაფიო გზავნილები მოცემული ამ წერილში და დანარჩენ დასკვნებს საზოგადოება თვითონ გამოიტანს. რისკები ბუნებრივია რჩება გარკვეულწილად, ვიდრე ომი მიმდინარეობს უკრაინაში, აქედან გამომდინარე თავისთავად ბატონი ბიძინას მოწოდება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ფხიზლად, როგორც ხელისუფლება ასევე საზოგადოება, არის აბსოლუტურად რელევანტური“, - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა.  

ირაკლი კობახიძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სათანადო ურთიერთობები გვქონდეს აშშ-სა და ევროკავშირთან, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ეს მნიშვნელოვანი მოწოდებაა

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გვქონდეს სათანადო ურთიერთობები როგორც აშშ-სთან, ასევე ევროკავშირთან. ბიძინა ივანიშვილის მხრიდან აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობების საკითხზე გაკეთებული მოწოდება ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ბიძინა ივანიშვილი: მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან არ დაზიანდეს „რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გვქონდეს სათანადო ურთიერთობები როგორც აშშ-სთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან, ასევე ევროკავშირთან. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მიღებაც, რისთვისაც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ეს არის მნიშვნელოვანი მოწოდება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. მოგეხსენებათ, იყო გარკვეული სირთულეები ამ ურთიერთობებში. მათ შორის ისიც, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა, იყო დამაზიანებელი ზოგადად ამ ყველაფრისთვის. ჩვენ, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მომავალში ასეთი რისკები ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას. ეს არის ჩვენი ამოცანაა“, – განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა.  

ბერმუდის სასამართლო Credit Suisse-ის შვილობილს 607 მლნ დოლარის გადახდას ავალდებულებს მოსარჩელეებისთვის, მათ შორის, ივანიშვილისთვის

ბერმუდის სასამართლოს უახლესი გადაწყვეტილებით, შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ს შვილობილს CS Life-ს 607.35 მილიონი დოლარის ანაზღაურება დაეკისრა. ამ ინფორმაციას Prnewswire ავრცელებს. მისივე თანახმად, კომპანიამ 42 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს თანხა, რომელიც დამოუკიდებელ ანგარიშზე შეინახება, ვიდრე CS Life-ის საჩივარი განისაზღვრება. ამის შემდეგ საბოლოო ზიანი უნდა აუნაზღაურდეთ მოსარჩელეებს, მათ შორის, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს. გავრცელებული ცნობით, ივანიშვილისა და მისი ოჯახის Credit Suisse-ის ანგარიშებზე ჯამური ზარალი 1.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ასევე წაიკითხეთ შვეიცარიის სასამართლომ CREDIT SUISSE ფულის გათეთრების საქმეში დამნაშავედ ცნო  

კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე: არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე ომში ან „შანტაჟზე“

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ადასტურებს. კელი დეგნანის თქმით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი „საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში“, ან შანტაჟზე, ან მოქმედებაზე, რაც უკავშირდება ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას. „როგორც წესი, ჩვენ პრესასთან არ ვსაუბრობთ პირად შეხვედრებზე, მაგრამ როგორც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, მას ბოლოს 21 მარტს შევხვდი, რის შემდეგაც საკმაო დრო გავიდა. ჩვენი შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდასაჭერად. მოდით, ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რომ აღარავის დარჩეს შეკითხვები - არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბ-ნ ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას. ამ საკითხებზე მას ან იმ კონკრეტულ ბანკებს უნდა მიმართოთ. როდესაც შეერთებული შტატები ფინანსურ სანქციებს აწესებს, ჩვენ მათ საჯაროდ ვაცხადებთ. სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე არის საძიებო სია, სადაც ბანკებს, მედიას და ფართო საზოგადოებას შეუძლიათ, შეამოწმონ, ვინ ექვემდებარება და არ ექვემდებარება ფინანსურ სანქციებს. შვეიცარიის საბანკო ანგარიშების ნებისმიერი განხილვა, გულწრფელად, არის ყურადღების გადატანა მნიშვნელოვანი სამუშაოდან. როგორც ბატონმა ივანიშვილმა 27 ივლისის განცხადებაში აღნიშნა, ეს არის კერძო საქმე მასსა და ფინანსურ ინსტიტუტს შორის“, - განაცხადა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში. ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა 27 ივლისს გავრცელებული განცხადებით დაადასტურა, რომ „აშშ-ის ელჩთან შეხვედრა, ელჩის თხოვნით, 21 მარტს შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.

ირაკლი ღარიბაშვილი: ამერიკასთან და ევროპასთან ურთიერთობების გაძლიერებისა და გაუმჯობესების მიზნით, მაქსიმუმს გავაკეთებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პირდაპირი პასუხი არ გასცა შეკითხვას, იყო თუ არა საქმის კურსში შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილსა და შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის გაიმართა. ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ შეერთებული შტატებთან და ევროპასთან ურთიერთობების გაძლიერებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. „მე როგორც პრემიერ-მინისტრი, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამერიკასთან და ევროპასთან ურთიერთობების გაძლიერებას, გაუმჯობესებას. ამ მიმართულებით მე მაქსიმუმს გავაკეთებ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. რატომ დაიწყეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ანტიდასავლური კამპანია და ეთანხმება თუ არა „განდგომილების პოზიციას“, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „ჩვენ დიდი განსაცდელი გამოვიარეთ მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო უკრაინაში“. „ჩვენმა გუნდმა მოვახერხეთ და ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც არის ომი, ავარიდეთ ქვეყანას მიუხედავად დიდი პროვოკაციებისა, პირდაპირი მოწოდებებისა“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაძლიერდეს ურთიერთობები მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკასთან. „ჩვენ მივდივართ ევროპისკენ, ეს არის შეუქცევადი გზა“, - დაამატა ღარიბაშვილმა. ბიძინა ივანიშვილმა 27 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ აშშ-ის ელჩთან შეხვედრა, ელჩის თხოვნით, 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.

Bloomberg: ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ის წინააღმდეგ ახალი სასამართლო პროცესისთვის ემზადება

Bloomberg-ის ცნობით, 2022 წლის სექტემბერში სინგაპურში ბიძინა ივანიშვილის სარჩელზე შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი გაიმართება. საქმე ეხება $800 მილიონის ზარალს. ბერმუდის სასამართლო Credit Suisse-ის შვილობილს 607 მლნ დოლარის გადახდას ავალდებულებს მოსარჩელეებისთვის, მათ შორის, ივანიშვილისთვის რამდენიმე თვის წინ ბიძინა ივანიშვილმა ბერმუდის შტატში იმავე ბანკთან ექვსწლიანი დავა მოიგო. ივლისის ბოლოს კი ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ Credit Suisse-ის შვილობილი კომპანია Credit Suisse Life-ს ივანიშვილისთვის 607,35 მილიონი დოლარის გადასახდელად 42 დღე მისცა. სექტემბრის სარჩელი ეხება Credit Suisse-ის კიდევ ერთ შვილობილი კომპანია Credit Suisse Trust-ს, რომელიც სინგაპურშია რეგისტრირებული. Bloomberg-ის ცნობით, სასამართლო სხდომა სექტემბერშია ჩანიშნული. სარჩელი სინგაპურში ხუთი წლის წინ დაწყებული სასამართლო პროცესის ნაწილია. პატრის ლესკოდრონი, ყოფილი ბანკირი, 2018 წელს გაასამართლეს თაღლითობისთვის თითქმის ათწლეულის სქემისთვის, რომელშიც მან გააყალბა ხელმოწერები, რათა დაეშვა არაავტორიზებული ტრანზაქციები მისი კლიენტების ანგარიშებზე და თავიდან აეცილებინა მზარდი ზარალი. ივანიშვილი მისი ყველაზე მსხვილი კლიენტი იყო, რომელთანაც Credit Suisse-მა დააარსა საინვესტიციო კომპანიები სინგაპურში, ბერმუდასა და ახალ ზელანდიაში.   ჟენევაში მიმდინარეობს გამოძიება, ეკისრება თუ არა ბანკს ამ საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. Credit Suisse დღემდე ამტკიცებს, რომ ლესკოდრონი ბანკისგან დამოუკიდებლად და ფარულად მოქმედებდა. ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც დავას შვეიცარიულ საბანკო ჯგუფ Credit Suisse-თან განაგრძობს, ერთ-ერთ ბოლო სასამართლო სხდომაზე განაცხადა: „საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთსა და საქართველოში ყველაზე ველური კაპიტალიზმის პირობებშიც კი, არასოდეს შემხვედრია ის უხეშობა, რაც შემხვედრია Credit Suisse-თან ურთიერთობაში. არასოდეს მინახავს კლიენტს ასე ცუდად მოექცნენ. ეს იყო ისეთი მასშტაბის შოკი, რომ შეცვალა ჩემი შეხედულება სამყაროზე“. ივანიშვილის თქმით, ბანკის პასუხისმგებლობა იყო ლესკოდრონის ქმედებების აღკვეთა. Credit Suisse აცხადებს, რომ მიმდინარე დავებზე კომენტარს არ აკეთებს.  შვეიცარიის სასამართლომ CREDIT SUISSE ფულის გათეთრების საქმეში დამნაშავედ ცნო

ემ ქეი დი "კრედიტ სუისის" დავაზე: შვეიცარიაში არაერთ გამოცემას შევთავაზეთ სტატიის სახით პრობლემის აღწერის საკუთარი ვერსია, თუმცაღა, მზაობა არცერთი მათგანისგან არ მოგვისმენია

"პრაქტიკულად, აგერ უკვე ერთი თვე გადის მას შემდეგ, რაც შვეიცარიაში არაერთ გამოცემას შევთავაზეთ სტატიის სახით პრობლემის აღწერის საკუთარი ვერსია, თუმცაღა, მზაობა არცერთი მათგანისგან არ მოგვისმენია. ეს მით უფრო დამაფიქრებელია, თუკი მხედველობაში მივიღებთ პრობლემის სიმწვავეს, რაც ქვეყნის სისტემური ბანკის, მისი საფინანსო-საბანკო სისტემის ერთ-ერთ ფლაგმანს უკავშირდება", - ამის შესახებ იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“-ის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც "კრედიტ სუისის" შვეიცარიულ საბანკო ჯგუფთან მიმდინარე დავას ეხება.   მათივე ცნობით, ივანიშვილის ნებაა საბანკო ტრასტების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს მტკიცედ და ბოლომდე მიჰყვეს.   "ბატონი ივანიშვილის ამასწინდელ განცხადებაში, სადაც მან საკუთარი მოსაზრება გამოთქვა რამდენიმე აქტუალურ საკითხზე, ითქვა, რომ „კრედიტ სუისის“ შვეიცარიულ საბანკო ჯგუფთან მიმდინარე დავაზე საჭირო განმარტებებს შემდგომში უკვე ადვოკატთა ჯგუფი გააკეთებს. ამდენად, გვსურს, მიმდინარე დავის რამდენიმე ასპექტზე მოვახდინოთ საზოგადოების ინფორმირება.   დავიწყებთ შვეიცარიულ მედიაში ჩვენი მასალის გამოქვეყნების უშედეგო მცდელობის აღნიშვნით. პრაქტიკულად, აგერ უკვე ერთი თვე გადის მას შემდეგ, რაც შვეიცარიაში არაერთ გამოცემას შევთავაზეთ სტატიის სახით პრობლემის აღწერის საკუთარი ვერსია, თუმცაღა, მზაობა არცერთი მათგანისგან არ მოგვისმენია. ეს მით უფრო დამაფიქრებელია, თუკი მხედველობაში მივიღებთ პრობლემის სიმწვავეს, რაც ქვეყნის სისტემური ბანკის, მისი საფინანსო-საბანკო სისტემის ერთ-ერთ ფლაგმანს უკავშირდება. აქვე დავძენთ, რომ ჩვენს მცდელობაზე ერთადერთი გამოხმაურება, ისიც ირიბი, „რადიო თავისუფლების“ საიტზე შვეიცარიული საგამოძიებო ჯგუფი „ტამედიას“ ჟურნალისტის, ბატონი ბერნარდ ოდენალისგან იყო, რომელმაც ჩვენ მიერ გაცხადებული ინფორმაცია მედია-შეზღუდვის შესახებ ეჭვქვეშ დააყენა. დასახელებულ ინტერვიუში მან საკითხისადმი თავისი დამოკიდებულება დააფიქსირა, რასაც პასუხად მოყვა ჩვენგან შეთავაზება და ხელშეწყობის მზაობა „კრედიტ სუისის“ ქმედებების ჟურნალისტის მხრიდან დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიების მიზნით. ეს შეთავაზება ახლაც ძალაშია, თუმცა უშედეგოდ.   ამასთანავე, ვაცნობიერებთ რა საბანკო ჯგუფსა და ბატონ ივანიშვილს შორის წარმოებული დავისა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტების აქტუალურობას, განზრახული გვაქვს საგანგებო და ცალკე წესით მივმართოთ შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტს, საპალამენტო ფრაქციებსა და მსხვილ პოლიტიკურ ჯგუფებს, ისევე, როგორც „ფინმა“-ს - ქვეყნის საფინანსო საზედამხედველო ორგანოს. მიმართვის საჭიროება გამოწვეულია როგორც დავისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით, აგრეთვე, იმ ურთულესი მდგომარეობით, რომელშიც „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფი აღმოჩნდა. ისევე, როგორც შვეიცარიული მედიის შემთხვევაში, აქაც ჩვენ სრულ მზაობას გამოვხატავთ ვეთანამშრომლოთ შვეიცარიელ პოლიტიკოსებსა და ქვეყნის შესაბამის უწყებებს.   ზემოთქმულთან ერთად, დამატებით გაცნობებთ, რომ ჩვენ მიერ განიხილება ბანკთან და მის სატრასტო სტრუქტურებთან საკვანძო მიმოწერის გამოქვეყნების საკითხი. ეს განზრახვაც მაღალი საჯარო ინტერესითაა განპირობებული. მეტიც: მიმოწერის გამოქვეყნების შემთხვევაში, საზოგადოება თავად შეაფასებს და დარწმუნდება იმაში, თუ რაოდენ გაუგონრად და უპრეცედენტოდ მოქმედებს ბანკი, უზღუდავს რა კლიენტს წვდომას საკუთარ აქტივებზე. ამავე მოქმედებებით აშკარაა ისიც, რომ ბანკის ხელმძღვანელობა შეგნებულად იმყოფება რეპუტაციული და ფინანსური თვითდაზიანების რეჟიმში იმ დარღვევებით, რასაც იგი ავლენს ბატონი ივანიშვილის საქმეზე. გარდა ამისა, ასეთი ნაბიჯით ჩვენ საზოგადოებას უკვე მერამდენედ ვუჩვენებთ, რომ ყველა ჩვენი პრეტენზია თუ შეფასება არის არა გამოგონილი, არამედ ეფუძნება კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს. ამავდროლად, ეს ნაბიჯი იქნება ერთგვარი გამაფრთხილებელი მოწოდება მათდამი, ვინც განიხილავს, ან შესაძლოა მომავალში განიხილავდეს, „კრედიტ სუისთან“ საქმიან ურთიერთობაში შესვლას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.    მათივე ცნობით, ტრასტების მართვის ქვეშ არსებულ ანგარიშებზე ბატონი ივანიშვილის კუთვნილ აქტივს არაფერი აქვს საერთო „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფის მიმართ ბერბუდაზე, სინგაპურსა და საკუთრივ შვეიცარიაში მრავალ-მილიონიან სასარჩელო მოთხოვნებთან.   "დღემდე არაერთზგის განვაცხადეთ ბანკის სატრასტო სტრუქტურების მხრიდან შეზღუდვებზე, რაც ბატონი ივანიშვილის მიერ მისივე აქტივებზე წვდომასა და მათ განკარგვას შეეხება. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ ის თანხა, რაც ბატონი ივანიშვილის მიმართ „კრედიტ სუისში“ ჩადენილ დანაშაულს გადაურჩა, გადატანილ იქნა სხვა შვეიცარიულ ბანკში, თუმცა იმ მიზეზით, რომ მიმდინარეობდა სამართლებრივი დავა და არსებობდა თანხის მართვაზე პასუხისმგებელი სუბიექტის ცვლილების შეზღუდვა, თანხა კვლავ დარჩა „კრედიტ სუისის“ ტრასტის მართვის ქვეშ (გერნსის კუნძულის იურისდიქციაში დაფუძნებულ სატრასტო კომპანიაზე). ამდენად, ეს თანხა სადავო თანხა არ არის არც ბერმუდაზე, არც სინგაპურში და არც შვეიცარიაში. შესაბამისად, ყველა კანონით, ბენეფიციარს მისი განკარგვის სრული უფლება აქვს. სწორედ ასეთ, დანაშაულს გადარჩენილ თანხაზე შეუზღუდეს წვდომა ბენეფიციარს 2022 წლის 4 მარტიდან და მხოლოდ ერთი თვის თავზე, 4 აპრილს გადაურიცხეს თანხა, ხოლო აპრილიდან მოყოლებული მისი განგრძობადი თხოვნის, მოთხოვნისა თუ ინსტრუქციის მიუხედავად, სრულად აუკრძალეს წვდომა. საბანკო სტრუქტურაში შემავალი ტრასტის მხრიდან გაუგონარ დარღვევებზე და ბენეფიციარის ინტერესების წინააღმდეგ პირდაპირი მოქმედების გამო, გერნსის სასამართლოში უკვე აღძრულია სარჩელი, სადაც მოთხოვნილია სატრასტო კომპანიის პასუხისმგებლობის დადგენა.   აქვე მოგახსენებთ მეორე სატრასტო კომპანიაზეც (რომელიც დაფუძნებულია სინგაპურის იურისდიქციაში), რომელიც ასევე „კრედიტ სუისის“ სტრუქტურაშია, ხოლო მისი მართვის ქვეშ არსებული ბატონი ივანიშვილის თანხა „კრედიტ სუისშია“ (და არა სხვა შვეიცარიულ ბანკში). აღნიშნული სატრასტო სტრუქტურა და მართული თანხა განგებ იყო დატოვებული ტრასტის მოთხოვნით მანამ, სანამ ბერმუდაზე მიმდინარე დავა არ დასრულდებოდა. როდესაც დავის პირველი ეტაპი დასრულდა, ბანკმა თავად აღიარა და დაადასტურა, რომ თანხა იყო თავისუფალი და ბატონ ივანიშვილს უნდა ჰქონოდა საშუალება, რომ ტრასტის მოთხოვნით შენარჩუნებული თანხა განეკარგა. მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა ივანიშვილმა ისარგებლა თავისი უფლებით და მოითხოვა გათავისუფლებული თანხის განკარგვა, უკვე 2 თვეა ტრასტი მაინც დაუსაბუთებლად იკავებს თავს თანხის გადმორიცხვისგან, თუმცა კი ვერც უარის თქმას ბედავს ბოლომდე, იმდენად დაუსაბუთებელი იქნებოდა პირდაპირი უარი. აღნიშნული ტრასტის მიმართ განზრახულია დამატებითი სარჩელის აღძვრა სინგაპურში, რათა დადგეს ტრასტის პასუხისმგებლობა და აღდგეს ბენეფიციარის დარღვეული უფლებები. ჯამში, აშკარაა, რომ „კრედიტ სუისის“ ქვეშ არსებული ტრასტების მოქმედების ხელწერა „თანმიმდევრულია“. დიახ, ისინი თანმიმდევრულად უგულებელყოფენ ბენეფიციარის ინტერესებს და მოქმედებენ იმის დიამეტრალურად საწინააღმდეგოდ, ვიდრე მათ ევალებათ.   ყველა ზემოთ დასახელებულ შემთხვევაში, ბატონი ივანიშვილის ნებაა საბანკო ტრასტების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს მტკიცედ და ბოლომდე მიჰყვეს. აღნიშნული პროცესი დაწყებულია და კვლავაც გაგრძელდება. ამ განცხადებაში დასახელებული ტრასტების მხრიდან ბატონი ივანიშვილის მისამართით შექმნილ ხელოვნურ შეზღუდვებზე, გვსურს, კიდევ ერთხელ განვმარტოთ შემდეგი: ტრასტების მართვის ქვეშ არსებულ ანგარიშებზე ბატონი ივანიშვილის კუთვნილ აქტივს არაფერი აქვს საერთო „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფის მიმართ ბერბუდაზე, სინგაპურსა და საკუთრივ შვეიცარიაში მრავალ-მილიონიან სასარჩელო მოთხოვნებთან. აქაც საზოგადოება სრულადაა ინფორმირებული იმ წარმატებებზე, რასაც ბერმუდაზე მივაღწიეთ და ვაღწევთ; ისევე როგორც იმ პოზიტიურ მოლოდინზე, რასაც სინგაპურში მიმდინარე დავას ვუკავშირებთ ზიანის ანაზღაურების ნაწილში. რასაკვირველია, ამ და სხვა საკითხებზე საზოგადოებისათვის განახლებული ინფორმაციის მიწოდებას მომავალშიც გავაგრძელებთ", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძე: დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ამ დეფინიციის ქვეშ არ ხვდება, თუმცა მისივე თქმით, „ოპოზიციასთან დაკავშირებული პირები, მათ შორის, „ე.წ. მედიამფლობელები“, კეზერაშვილი, სააკაშვილი და ასე შემდეგ, ცალსახად ხვდებიან ოლიგარქის მცნების ქვეშ“. დეოლიგარქიზაციის შესახებ სამუშაო ჯგუფს ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებს „წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, ვნახოთ, რა სახით მიიღება ეს კანონი. ჯერჯერობით, ჩვენ ვემხრობით უკრაინულ მოდელს. უკრაინული მოდელის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი და კეზერაშვილი არის“, - განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. 24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უფრო დეტალურად ევროკომისიის რეკომენდაციებს ამ ბმულზე გაეცანით დოკუმენტში დეოლიგარქიზაციაზეც არის ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.

კელი დეგნანი ივანიშვილთან შეხვედრაზე: არ გვისაუბრია მის პირად ფინანსურ გარიგებებსა და სანქციებზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს მის შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილთან, რომლის შესახებაც თავად მმართველი პარტიის დამფუძნებელმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ინფორმაცია გაავრცელა.  ბიძინა ივანიშვილი: აშშ-ის ელჩთან შეხვედრა, ელჩის თხოვნით, 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა „ცხადია, არ მსურს ბატონი ივანიშვილის მოტივებზე ვარაუდების გამოთქმა. ჩემი მხრიდან, შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენ, როგორც წესი არ ვასაჯაროებთ პირად შეხვედრებს. იქნება ეს ბატონ ივანიშვილთან თუ ვინმე სხვასთან. უბრალოდ დიპლომატიისთვის არ არის მიღებული წესი ასე მოიქცეს. თუ კი მეორე მხარეს ურჩევნია, რომ არ გასაჯაროვდეს, მაგრამ როგორც კი გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავად საუბრობდა ამ შეხვედრაზე, მე დავადასტურე, რომ ჩვენ შევხვდით და ვისაუბრეთ ამერიკა-საქართველოს პარტნიორობაზე და მრავალ სხვა სფეროზე სადაც აშშ ცდილობს მხარი დაუჭიროს საქართველოს განვითარებას. ცხადია, ბატონი ივანიშვილი ძალიან გავლენიანი ქართველია, ის ძალიან წარმატებული ბიზნესმენია და ამიტომ, ნორმალურია, რომ გვსურს მასთან შეხვედრა, როგორც საქართველოს ბევრ სხვა მოქალაქესთან. სინამდვილეში, სწორედ ეს არის დიპლომატების საქმიანობა. ჩვენი ამოცანაა შევხვდეთ რაც შეიძლება ბევრ სხვადასხვა წარმომადგენელს ქვეყანაში. ამ შეხვედრაზე ასევე გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა შეერთებული შტატების ერთგულებაზე საქართველოს მიმართ. ჩვენს ძალისხმევაზე, რომ მრავალმხრივი მხარდაჭერა უზრუნველყოთ საქართველოსთვის ჩვენი საქმიანობით“, - განაცახდა კელი დეგნანმა. როგორც ელჩმა აღნიშნა, ივანიშვილთან შეხვედრისას მისი პირადი ფინანსების საკითხი არ განუხილავს. „ჩვენ არ გვისაუბრია მის პირად ფინანსურ გარიგებებზე, სანქციებზე ან რაიმეზე, რაც შესაძლოა, წარმოჩენილი იყოს როგორც შანტაჟის ან საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა. შეხვედრისას საერთოდ არ ყოფილა ამ თემებზე საუბარი... როგორც ვთქვი, მე ვხვდები ბევრ სხვადასხვა ადამიანს საქართველოში - ძალიან გავლენიან წარმატებულ ქართველებს, სტუდენტებსა თუ მასწავლებლებს. ამდენ განსხვავებულ ადამიანს იმიტომ ვხვდები, რომ მინდა უკეთ გავიგო ქართული კულტურა, ქართული საზოგადოება, ქართული ოცნებები და მისწრაფებები. მინდა გავიგო, როგორ შეუძლია აშშ-ის უკეთ დაეხმაროს საქართველოს",- თქვა ელჩმა. ბიძინა ივანიშვილმა 27 ივლისს წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ომის დაწყების შემდეგ, 21 მარტს აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს შეხვდა.  

იურიდიული კომპანია "ემ ქეი დი" Credit Suisse-სთან მიმდინარე დავაზე: ბანკი პრინციპულად უზღუდავს ივანიშვილს წვდომას თავის საბანკო რესურსებზე, რაც უპრეცედენტოა საბანკო ისტორიაში

ბანკი პრინციპულად უზღუდავს ბიძინა ივანიშვილს წვდომას თავის საბანკო რესურსებზე, რაც ვფიქრობთ, უპრეცედენტოა საბანკო ისტორიაში, - ამის შესახებ ინფორმაციას იურიდიული კომპანია "ემ ქეი დი" Credit Suisse-სთან მიმდინარე დავაზე ავრცელებს. მათივე ცნობით, საბანკო ტრასტები ივანიშვილის უფლებებს არღვევენ და ამასთან, კლიენტის წარმომადგენელთა წერილებსა და კითხვებს აღარ პასუხობენ. ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული ფირმა განცხადებას ავრცელებს "საინფორმაციო განახლება კრედიტ სუისს-ის მხრიდან განგრძობადი დარღვევის შესახებ მოგეხსენებათ, საზოგადოებას პერიოდულად ვაწვდით ინფორმაციას კრედიტ სუისს-სთან ურთიერთობისა და ბანკის მიერ ბ-ნი ივანიშვილის მიმართ ჩადენილი დარღვევების შესახებ. ამჯერადაც, განახლების სახით გაცნობებთ შემდეგს, კერძოდ, კრედიტ სუისს-ის ორი საბანკო ტრასტის მხრიდან დარღვევებზე: ბ-ნი ივანიშვილის მხრიდან ერთი საბანკო ტრასტისთვის მიცემული ინსტრუქციიდან ოთხი თვე მიილია, ხოლო მეორე ტრასტისთვის გაცემული დავალებიდან - ორი თვე. საბანკო ტრასტები ამ პერიოდის განმავლობაში არათუ არ ასრულებენ დავალებებს, რითაც არღვევენ კლიენტის უფლებებსა და ვნებენ მის ინტერესებს, არამედ უკვე საკმაო ხანია საერთოდ აღარც კი პასუხობენ კლიენტის წარმომადგენელთა წერილებსა და კითხვებს. შესაბამისად, ბანკი პრინციპულად უზღუდავს ბ-ნ ივანიშვილს წვდომას თავის საბანკო რესურსებზე, რაც, ვფიქრობთ, უპრეცედენტოა საბანკო ისტორიაში", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული კომპანიის ინფორმაციით, 5 ივლისს ივანიშვილმა Credit Suisse-სგან წერილი მიიღო, რომელშიც განმარტებულია, რომ ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე მიღებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე.

სოსო გოგაშვილი: მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან

მე-12 დაწესებულებაში მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან, რომ თუ არ გავჩერდებოდი და სასურველ ჩვენებას არ მივცემდი, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება მოხდება, - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი, რომელიც ახლა პატიმრობაშია, მუქარაზე საუბრობს. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს მისი სახელით "ფეისბუკზე" ახალი მიმართვა ვრცელდება, რომელშიც გაჟღერებულია ბრალდება მმართველი პარტიის მიმართ და თხოვნა ნათესავებთან, დაიცვან მისი ოჯახი. „კეთილი ფილანტროპი არა…? მე-12 დაწესებულებაში მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისგან, რომ თუ არ გავჩერდებოდი და სასურველ ჩვენებას არ მივცემდი, მოხდება ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება. შეიძლება გავიგო, რომ ჩემი ოჯახი CO-თი გაიგუდა, ხანძარს ემსხვერპლა ან ავტოსაგზაო შემთხვევას. უკეთეს შემთხვევაში მოხდება ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვისათვის ჩადება და მათი დაჭერა, ოცნების ზონდერ მედიების შემოსევა. ჩემი ოჯახისა და ახლობლების წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონობებზე პასუხისმგებლობას ვაკისრებ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს. მე ჩემს ოჯახთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისთვის და გავაგრძელებ მხილების კამპანიას. მივმართავ თხოვნით სახალხო დამცველს, პოლიტიკოსებს განურჩევლად მათი პოზიციისა, არასამთავრობოებს, უფლებადამცველებს, დიპლომატიურ კორპუსსა და მედიას - დაიცვან ჩემი უდანაშაულო ოჯახი. ასევე მივმართავ ჩემს ნათესავებს, მეგობრებსა და მათ, ვისაც ჩემგან სიკეთე ახსოვს - დაიცავით ფიზიკურად ჩემი უდანაშაულო ოჯახი“,- წერს გოგაშვილი.  ასევე წაიკითხეთ:   სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სოსო გოგაშვილის დაკავების შესახებ პირველი განმარტება გააკეთეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე საათია, რაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს  

კახა კალაძე Credit Suisse-ზე: ეს რეკეტია, შეიძლება, უფრო მეტიც

თბილისის მერის განცხადებით, შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ის ქმედებები კანონს სცდება და ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს. კახა კალაძის შეფასებით, შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ის ქმედებები კანონს სცდება და ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს. „რატომ აკეთებენ ამას? ადამიანს წლების განმავლობაში ეს თანხები ჰქონდა კონკრეტულ ბანკში და ჩვეულებრივად, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე, ახერხებდა ამ ფულის გადარიცხვას, გამოყენებას საჭიროებისამებრ. ერთ მშვენიერ დღეს, მიღებულია ეს გადაწყვეტილება თანხების გაჩერებასთან დაკავშირებით, სრულიად უკანონოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე, რაც აჩენს ძალიან დიდ კითხვებს“, - განაცხადა თბილისის მერმა. ცნობისთვის, „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა - გურამ მაჭარაშვილმა, მიხეილ ყაველაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ და სოზარ სუბარმა დღეს განცხადება გაავრცელეს, რომელშიც „რეკეტზე“ საუბრობენ.  შეგახსენებთ, შვეიცარიული ბანკის დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ოპერაციების შეფერხებასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილს სასამართლო დავა აქვს. Credit Suisse-თან ერთი სასამართლო დავა ბიძინა ივანიშვილმა მოიგო.  

სოსო გოგაშვილი სასამართლო პროცესებზე დასწრებაზე უარს აცხადებს

მე ვარ უკანონოდ დაკავებული ბიძინა ივანიშვილის მითითებების გამო. ჩემი საქმე მთლიანად აგებულია ყალბ და ფალსიფიცირებულ „მტკიცებულებებზე“, - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი სასამართლო პროცესებზე დასწრებაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ გოგაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს გიორგი გელაშვილს მიმართავს. „მე ვარ უკანონოდ დაკავებული ბიძინა ივანიშვილის მითითებების გამო. ჩემი საქმე მთლიანად აგებულია ყალბ და ფალსიფიცირებულ „მტკიცებულებებზე“, რომელიც 16 ივლისის ღამეს შემოიტანეს და ჩადეს ჩემს საცხოვრებელ სახლში, ქ.თბილისი, ავთო ვარაზის 91-ში. ჩემი დაკავებაც განხორციელდა უკანონოდ და ძალადობრივად, ასევე იძალადეს ჩემი ოჯახის წევრებზეც. სასამართლომ არ გაითვალისწინა არცერთი ჩვენს მიერ მოყვანილი ფაქტი და აღკვეთიც კი არ შეცვალა. მე არ ვაპირებ მივიღო მონაწილეობა ამ დადგმულ „მასკარადში“, რომელიც წოდებულია, როგორც სასამართლო, ხოლო იმართება და ხელმძღვანელობს ივანიშვილის დირექტივების მიხედვით. ამაზე მე მაქვს საკმაოზე მეტი მტკიცებულებები, რასაც უახლოეს დღეებში გავასაჯაროვებ. ასევე ჩემი გადაადგილება რუსთავის ციხიდან სასამართლომდე შეიცავს სიცოცხლისთვის და უსაფრთხოებისთვის დიდ რისკებს, აქედან გამომდინარე უარს ვაცხადებ დავესწრო სასამართლო პროცესებს. უკანონო პატიმარი, იოსებ გოგაშვილი 1.09.2022 წ.“,- აღნიშნულია გოგაშვილის განცხადებაში. ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. სუსის ინფორმაციით, გოგაშვილის სახლში ჩხრეკის ოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა და საქმე ეხება არა ახალ, არამედ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას. თავად გოგაშვილი ბრალდებებს უარყობს და აცხადებს, ოჯახის განადგურებით ემუქრებიან. სოსო გოგაშვილი: მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან  ასევე წაიკითხეთ: ვახტანგ გომელაური სოსო გოგაშვილზე: ამბობს, ყველაფერს გამოვდებო, ველოდები. არანაირი პრობლემა არ იქნება, მეცინება უბრალოდ  

Bloomberg: სინგაპურში Credit Suisse-ს წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის $800 მილიონიანი საქმის განხილვა იწყება

Bloomberg-ის ცნობით, დღეს სინგაპურში, Credit Suisse Group-ის წინააღმდეგ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მორიგი სამართლებრივი დავა იწყება. ბიძინა ივანიშვილი მიყენებული ზარალის გამო, $800 მილიონს ითხოვს. Bloomberg: ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ის წინააღმდეგ ახალი სასამართლო პროცესისთვის ემზადება გამოცემა წერს, რომ ივანიშვილი, სასამართლო პროცესზე ჩვენებას საქართველოდან ვიდეოჩართვის საშუალებით მისცემს.  რამდენიმე თვის წინ ბიძინა ივანიშვილმა ბერმუდის შტატში იმავე ბანკთან ექვსწლიანი დავა მოიგო. ივლისის ბოლოს კი ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ Credit Suisse-ის შვილობილი კომპანია Credit Suisse Life-ს ივანიშვილისთვის 607,35 მილიონი დოლარის გადასახდელად 42 დღე მისცა. ბერმუდის სასამართლო Credit Suisse-ის შვილობილს 607 მლნ დოლარის გადახდას ავალდებულებს მოსარჩელეებისთვის, მათ შორის, ივანიშვილისთვის სექტემბრის სარჩელი ეხება Credit Suisse-ის კიდევ ერთ შვილობილი კომპანია Credit Suisse Trust-ს, რომელიც სინგაპურშია რეგისტრირებული. სარჩელი სინგაპურში ხუთი წლის წინ დაწყებული სასამართლო პროცესის ნაწილია. პატრის ლესკოდრონი, ყოფილი ბანკირი, 2018 წელს გაასამართლეს თაღლითობისთვის თითქმის ათწლეულის სქემისთვის, რომელშიც მან გააყალბა ხელმოწერები, რათა დაეშვა არაავტორიზებული ტრანზაქციები მისი კლიენტების ანგარიშებზე და თავიდან აეცილებინა მზარდი ზარალი. ივანიშვილი მისი ყველაზე მსხვილი კლიენტი იყო, რომელთანაც Credit Suisse-მა დააარსა საინვესტიციო კომპანიები სინგაპურში, ბერმუდასა და ახალ ზელანდიაში. Credit Suisse დღემდე ამტკიცებს, რომ ლესკოდრონი ბანკისგან დამოუკიდებლად და ფარულად მოქმედებდა.  

Reuters: ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, Credit Suisse-ის სატრასტო დანაყოფმა არ მიიღო ზომები, რომ მისთვის $1.27 მილიარდის ზარალი აეცილებინა

სინგაპურში Credit Suisse Group-ის წინააღმდეგ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მორიგი სასამართლო პროცესი სინგაპურში დღეს დაიწყო.  Bloomberg: სინგაპურში Credit Suisse-ს წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის $800 მილიონიანი საქმის განხილვა იწყება ბიძინა ივანიშვილმა სასამართლოს ჩვენება დღეს საქართველოდან ვიდეოჩართვის მეშვეობით მისცა. მან სასამართლოს განუცხადა, რომ Credit Suisse-სთვის მიმართვის ერთადერთი მიზანი იყო, რომ სურდა საკუთარი აქტივები დაეცვა. „მეგონა მოვედი ექსპერტთან, რომელსაც შეუძლია დაიცვას ჩემი კაპიტალი და ჩემი ოჯახი",- თქვა ივანიშვილმა. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, კავინდერ ბულის მიერ დღეს სასამართლოში წაკითხული განცხადების მიხედვით, 2005 წელს Credit Suisse Trust-ის მეთვალყურეობის ქვეშ $1,1 მილიარდი განთავსდა. მისივე განმარტებით, Credit Suisse-სთან შუამავალი პირი იყო პატრის ლესკოდრონი, რომელმაც ტრასტის ინვესტიციების თაღლითური მართვა და ტრასტის ფონდების „მითვისება" ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო და ეს ბანკს დროულად უნდა შეემჩნია.  ივანიშვილის გამოთვლით, მისი დანაკარგი $1,27 მილიარდია, ტრასტის შეფასებით, კი ის $818,2 მილიონს შეადგენს.  სინგაპურში სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, სამი კვირა გაგრძელდება. საქმეზე განაჩენი ცნობილი მომავალი წლის დასაწყისში გახდება.  Bloomberg-ის მიხედვით, ამაჟამად ივანიშვილის ქონება $.5.62 მილიარდს შეადგენს.   

The Business Times: CREDIT Suisse Group-ის ტრასტმა აღიარა, რომ ბიძინა ივანიშვილს მისი ანგარიშებიდან არასანქცირებული გადარიცხვების შესახებ არ შეატყობინა

CREDIT Suisse Group-ის ტრასტმა აღიარა, რომ არ შეატყობინა ბიძინა ივანიშვილს მისი ანგარიშებიდან არასანქცირებული გადარიცხვების შესახებ, რაც არის მოულოდნელი ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება შეცვალოს სინგაპურში მიმდინარე სასამართლო განხილვის ბედი, - ამის შესახებ გამოცემა The Business Times-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, სასამართლო განხილვის პირველი 9 დღის განმავლობაში CREDIT Suisse Group-ის ტრასტის მთავარი ადვოკატი ლი ენგ ბენგი ამტკიცებდა, რომ ტრასტის პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილის აქტივების მართვით შემოიფარგლებოდა, და რომ ინვესტიციების შესახებ გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი, ან მისი ქართველი ბიზნესმრჩეველი იღებდა და მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ნებისმიერი ზარალის შესახებ. თუმცა 16 სექტემბერს ლიმ მოსამართლეს განუცხადა, რომ ტრასტმა დაარღვია საკუთარი, როგორც ნდობით აღჭურვილი მმართველის ვალდებულებები, კომპანია Meadowsweet-ში ივანიშვილის ინვესტიციებთან დაკავშირებით. „მოპასუხემ აღიარა, რომ 2008 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მას უნდა მიეღო გონივრული ზომები, რათა მოეგვარებინა Meadowsweet Assets Limited-ის საბანკო ანგარიშებიდან თანხების არასანქცირებული გადარიცხვის საკითხი, მათ შორის პირდაპირ დაჰკავშირებოდა ბიძინა ივანიშვილს გადარიცხვების კანონიერების შესამოწმებლად“, - ვკითხულობთ სტატიაში. ამასთან, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტრასტისგან ზარალისა და დაკარგული შემოსავლის სახით 800 მილიონ დოლარს ითხოვს. ივანიშვილის ჩვენების მიხედვით, ადრეულ ეტაპზე განხორციელებული რამდენიმე ინვესტიციის გარდა, ის არაფერს მართავდა და გადაწყვეტილებების მიღება ბანკირ პატრის ლესკადრონს დააკისრა. ფრანგი ბანკირი 2018 წელს თაღლითობისთვის გაასამართლეს. მან შექმნა სქემა, რომლის მიხედვითაც აყალბებდა ხელმოწერებს და სავაჭრო ბრძანებებს, რათა თავისი კლიენტების პორტფოლიოებში მზარდი დანაკარგები დაეფარა. სასამართლო პროცესი კიდევ ერთი კვირის განმავლობაში, ორივე მხარის ჩვენებებითა და დასკვნითი სიტყვებით გაგრძელდება, განაჩენის გამოტანა კი 2023 წლის პირველ კვარტალშია მოსალოდნელი.  

„ქართული ოცნება“: ჩვენი ხელისუფლებაა პირველი საქართველოს უახლოეს 30-წლიან ისტორიაში, რომლის მმართველობის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია

დღეს ქართული სახელმწიფო არის სუვერენული, როგორც არასდროს. სწორედ სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცების შედეგია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი საქართველოს უახლოეს 30-წლიან ისტორიაში, რომლის მმართველობის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია,- ასე აჯამებს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ყოფნის 10 წელს. განცხადებაში, რომელიც პარტიამ გაავრცელა, ნათქვამია, რომ ზუსტად 10 წლის წინ, ქართველმა ხალხმა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გაიმარჯვა დანაშაულებრივ ავტორიტარულ რეჟიმზე, რომელიც ყველა ფასეულობას ებრძოდა და ფეხქვეშ თელავდა. „ზუსტად 10 წლის წინ, 2012 წლის 1 ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ სახელმწიფო სუვერენიტეტი, დემოკრატია, ადამიანის ძირითადი უფლებები, ღირსება, თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა, ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები, სამშობლოს სიყვარული და ეკლესიის პატივისცემა მისთვის ყველაზე ფასეული და უზენაესია. ზუსტად 10 წლის წინ, ქართველმა ხალხმა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გაიმარჯვა დანაშაულებრივ ავტორიტარულ რეჟიმზე, რომელიც ყველა ზემოხსენებულ ფასეულობას ებრძოდა და ფეხქვეშ თელავდა. დღეს ქართული სახელმწიფო არის სუვერენული, როგორც არასდროს. სწორედ სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცების შედეგია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი საქართველოს უახლოეს 30-წლიან ისტორიაში, რომლის მმართველობის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია. ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკის განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხის ამაღლება, ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და თანასწორობის მტკიცე დაცვა, სამშობლოსა და ეკლესიის სიძლიერეზე ზრუნვა არის ის უმთავრესი პრინციპები, რომლებსაც „ქართული ოცნების“ საქმიანობა მომავალშიც დაეფუძნება. დღეს საქართველო უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა, ღრმად გვწამს, რომ ქართველი ხალხის თანადგომით, ყველა სირთულეს ღირსეულად დავძლევთ. საქართველოს გამთლიანება და კეთილდღეობის თითოეულ ოჯახამდე მიტანა არის ის ოცნება, რომლის გარშემოც ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა დაფუძნდა. გვჯერა, რომ თითოეული პატრიოტი ქართველის ეს ოცნება ძალიან მალე აუცილებლად ახდება“,- ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.  

"ემ ქეი დი": სინგაპურში მიმდინარე სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ „კრედიტ სუისს“-მა დანაშაულებრივი ქმედებები ნამდვილად ჩაიდინა

"სინგაპურში მიმდინარე სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ „კრედიტ სუისს“-მა ნამდვილად ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედებები (საუბარია ხელმოწერების გაყალბებაზე, თანხის არაავტორიზებულ გადარიცხვებზე და ა.შ.), რომლებზეც ყოფილ კლიენტს გააჩნია პრეტენზიები. ეს განწყობა განსაკუთრებით გამოიკვეთა იმ მკვეთრი კონტრასტის ფონზე, რომელიც იყო ივანიშვილის დამაჯერებელ მოწმის ჩვენებასა და მოწინააღმდეგე მხარის მოწმეთა ჩვენებებს შორის", - ამის შესახებ ინფორმაციას იურიდიული ფირმა "ემ ქეი დი" ავრცელებს.   იურიდიული კომპანია "ემ ქეი დი" Credit Suisse-სთან მიმდინარე დავაზე: ბანკი პრინციპულად უზღუდავს ივანიშვილს წვდომას თავის საბანკო რესურსებზე, რაც უპრეცედენტოა საბანკო ისტორიაში მათივე ცნობით, პროცესის მიმდინარეობისას მოპასუხემ, მოსამართლის აშკარა მინიშნების საპასუხოდ, სცნო პასუხისმგებლობა ჩადენილი დარღვევების მნიშვნელოვან ნაწილზე.   "როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ბატონ ივანიშვილსა და „კრედიტ სუისს“-ის ჯგუფს შორის მრავალი წელია მიმდინარეობს სამართლებრივი დავები სხვადასხვა იურისდიქციაში. უკანასკნელი თვეების განმავლობაში, შედარებით ფართოდ გაშუქებას დაექვემდებარა ბერმუდის კუნძულებზე მიმდინარე საქმე, რომელიც, ბერმუდას უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელეთა უპირობო გამარჯვებით დასრულდა.   სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების მიხედვით, „კრედიტ სუისს“-მა მასზე დაკისრებული თანხა, 607.35 მილიონი აშშ დოლარი, სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსა სხვა შვეიცარიულ ბანკში, ხოლო გამარჯვებულ მხარეს აღნიშნულ თანხაზე წვდომა გაუჩნდება მას შემდეგ, რაც დავა ყველა ინსტანციის სასამართლოში ამოიწურება. ამ ინფორმაციის გაჟღერების კვალდაკვალ, ჩვენ ვაცხადებდით, რომ საქმის განვითარების შესახებ საზოგადოებას კურსში ვამყოფებდით იმ მომეტებული საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც საკითხის მიმართ არსებობს. ამ პრეს რელიზის მიზანი სწორედ საზოგადოების ინფორმირებაა კიდევ ერთი სასამართლო დავის შესახებ, რომლის არსებითი განხილვები სინგაპურის საერთაშორისო კომერციულ სასამართლოში მიმდინარეობდა 5-23 სექტემბრის პერიოდში.   ზეპირი მოსმენების ფარგლებში, მოხდა თავად მთავარი მოსარჩელის, ბატონი ივანიშვილის გამოკითხვაც. სადავო საკითხის პრეცედენტული მნიშვნელობიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარეც, რომ სადავო თანხა 1.2 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება (საიდანაც არსებობს გარკვეული გადაფარვები ბერმუდაზე მიკუთვნებულ თანხასთან, ხოლო წმინდად დასაკისრებელი თანხა, მოსარჩელის პოზიციით, 900 მილიონ აშშ დოლარს აღემატება), სასამართლოს მიმდინარეობა ფართოდ შუქდებოდა საერთაშორისო პრესით. აღნიშნულის დასტურად, საკმარისია აღვნიშნოთ, რომ სინგაპურში მიმდინარე პროცესი ჯამურად, დაახლოებით, 300-ჯერ გაჟღერდა სხვადასხვა მედია საშუალებაში, რომელზეც წვდომა 960 მილიონ მომხმარებელს ჰქონდა. მათ შორის, სტატიები გამოაქვეყნეს ისეთმა გამოცემებმა, როგორიცაა „ბლუმბერგი“, „როიტერსი“, „ფაინენშელ ტაიმსი“ და „უოლ სტრიტ ჟურნალი“. საყურადღებოა, რომ თემა არ გაშუქდა ბატონი ივანიშვილისადმი ჩასაფრებულ პოზიციაში მყოფი მედიის მიერ საქართველოში, რის მიზეზიც, ვფიქრობთ, ცხადია, თუკი გავეცნობით ამავე საკითხზე საერთაშორისო მედიის გამოხმაურებას, რომელიც ცალსახად პოზიტიური იყო მოსარჩელე მხარისთვის, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის („კრედიტ სუისს“-ის სინგაპურული სატრასტო კომპანია, რომელიც ერთ-ერთია იმ ორი ტრასტიდან, რომელიც ემსახურებოდა კლიენტს) პოზიციებს საკმაოდ მძიმე შეფასებები მოჰყვა: პროცესზე დადასტურდა, რომ „კრედიტ სუისს“-მა ნამდვილად ჩაიდინა ის დანაშაულებრივი ქმედებები (საუბარია ხელმოწერების გაყალბებაზე, თანხის არაავტორიზებულ გადარიცხვებზე და ა.შ.), რომლებზეც ყოფილ კლიენტს გააჩნია პრეტენზიები. ეს განწყობა განსაკუთრებით გამოიკვეთა იმ მკვეთრი კონტრასტის ფონზე, რომელიც იყო ბატონი ივანიშვილის დამაჯერებელ მოწმის ჩვენებასა და მოწინააღმდეგე მხარის მოწმეთა ჩვენებებს შორის. ჩვენ შეგნებულად აღარ შევალთ უფრო დეტალურ შეფასებაში და წინ არ გავუსწრებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც 2023 წლამდე არ იქნება ხელმისაწვდომი. მიუხედავად ამისა, თუკი დავაკვირდებოდით სასამართლო პროცესს, იქმნება პოზიტიური გადაწყვეტილების ობიექტური მოლოდინი. კრიტიკული მედიის მხრიდან ამ საკითხზე დუმილი, ვფიქრობთ, სწორედ ამგვარ რეალობას - ბატონი ივანიშვილის მიერ წარმატებულად წარმართულ პროცესს მიეწერება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.   მათივე ცნობით, „კრედიტ სუისს“-ის ჯგუფის იურიდიული სამსახურის უფროსი, რომელიც სხდომებს მთელი სამი კვირის განმავლობაში ესწრებოდა, იმდენად შეწუხდა მოპასუხე მხარის სუსტი პოზიციით, რომ უშუალოდ სხდომების პარალელურად გაუკეთა მოსარჩელე მხარეს შეთავაზება მორიგების შესახებ.   "გვსურს ყურადღება გავამახვილოთ დავის მიმდინარეობისას გამოკვეთილ კიდევ რამდენიმე საგულისხმო გარემოებაზე, რაც საზოგადოებას პროცესის უკეთ, უფრო ნატურალურად აღქმის უკეთეს მისცემს. მათ შორის აღსანიშნავია, რომ პროცესის მიმდინარეობისას მოპასუხემ, მოსამართლის აშკარა მინიშნების საპასუხოდ, სცნო პასუხისმგებლობა ჩადენილი დარღვევების მნიშვნელოვან ნაწილზე. მეტიც, ბატონი ივანიშვილის მხრიდან ჩვენების მიცემისას, მან ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ბანკის ტრასტები მას 2022 წლის მარტიდან იმ თანხებსაც კი არ ურიცხავენ, რომელიც გადაურჩა დანაშაულებს. მოსამართლემ იქვე დაუსვა ბანკს შეკითხვა ამ საკითხზე, რის შედეგადაც ბანკი იძულებული გახდა მარტიდან გაჩერებული თანხების ნაწილი გადმოერიცხა კლიენტისთვის. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ მეორე ტრასტის მიერ ამავე პერიოდიდან, მარტის თვიდან გაჩერებული ძირითადი თანხები, რასაც ბანკი „აღმოსავლეთ ევროპაში განვითარებულ გეოპოლიტიკურ მოვლენებს“ მიაწერდა, კვლავაც არ არის გადმორიცხული. ამ საკითხზე სინგაპურის სასამართლო რეაგირებას ვერ მოახდენდა, რადგან ხსენებული მეორე ტრასტი სხვა იურისდიქციას ეკუთვნის. საგანგებოდ ხასგასასმელია ისიც, რომ სინგაპურის ტრასტიდან გადმორიცხული თანხა მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს „კრედიტ სუისს“-ის ტრასტებში ჯამურად აკუმულირებული თანხებისა. თანხის უდიდესი ნაწილი, რომელიც მოქცეულია არა სინგაპურული, არამე გერნსის კუნძულზე რეგისტრირებული ტრასტის მართვის ქვეშ, კვლავაც უსაფუძვლოდ არის შეყოვნებული „კრედიტ სუისს“-ის ტრასტის მიერ და ამ მხრივ არანაირი წინსვლა არ არის. ამდენად, ბანკი ხელწერა არ შევლილა, ის მხოლოდ იძულებული გახდა განეხორციელებინა გადმორიცხვა სინგაპურის მცირე-აქტივიანი ტრასტიდან, რაც სასამართლოს მხრიდან აშკარა მითითების შედეგია.   ვფიქრობთ, უფრო სიმპტომატურია ის, რომ „კრედიტ სუისს“-ის ჯგუფის იურიდიული სამსახურის უფროსი, რომელიც სხდომებს მთელი სამი კვირის განმავლობაში ესწრებოდა, იმდენად შეწუხდა მოპასუხე მხარის სუსტი პოზიციით, რომ უშუალოდ სხდომების პარალელურად გაუკეთა მოსარჩელე მხარეს შეთავაზება მორიგების შესახებ. მას არაერთი მცდელობა ჰქონდა მოსარჩელის წარმომადგენლებთან კომუნიკაციისა და ღიად აღნიშნავდა, რომ თავადაც აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ბანკმა საკითხი სასამართლომდე მიიტანა და შვეიცარიაშივე არ უზრუნველყო საკითხის მოგვარება, კლიენტის სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილების გზით. მეტიც, მან გამოთქვა მზაობა ჩამოსულიყო საქართველოში და პირადად გაესაუბრა ბატონ ივანიშვილთან და ბოდიშიც კი მოეხადა ბანკის ქმედებებისთვის მთელი ამ წლების განმავლობაში. ბანკის წარმომადგენლის ამგვარი მოქმედება, ზოგადად, ჯდება ბანკის პოლიტიკაში, რადგან ბანკი ყოველთვის ცდილობს ამგვარი პრობლემური საკითხები რაც შეიძლება მოკლე დროში და უხმაუროდ დაასრულოს, კლიენტთან მოლაპარაკების გზით. ამ მხრივ, ბატონ ივანიშვილთან დავა გამონაკლისი აღმოჩნდა, რადგან ბანკს მანამდე არცერთხელ მოლაპარაკების მზაობა არ გამოუმჟღავნებია. ბატონი ივანიშვილის პასუხი მდგომარეობდა იმაში, რომ ბანკს ჯერ სამართლიანობა უნდა აღედგინა და მის მიერ მარტის თვიდან დაკავებული ის თანხა უნდა გადმოერიცხა, რომელიც არ არის სადავო და რომ ეს თანხა მოლაპარაკების ნაწილი ვერ იქნებოდა. ამდენად, ბატონი ივანიშვილი არ იყო მზად სამართლიანობის აღდგენამდე და ფაქტობრივი შანტაჟის პირობებში ეწარმოებინა მოლაპარაკება. უცნაურია, რომ ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლის რამდენიმე-დღიანი აქტიური მცდელობების შემდეგ, ბანკმა, შეიძლება ითქვას, მკვეთრად დაამუხრუჭა პროცესი, რაც გვაფიქრებინებს, რომ დამოკიდებულების ასეთი უეცარი ცვლილება ბანკის ტოპ მენეჯმენტის შიდა კონსულტაციის შედეგს წარმოადგენს.   მეორე გარემოება, რომელიც პროცესში მონაწილე „ემ-ქეი-დი“-ს გუნდის დაკვირვების შედეგს წარმოადგენს არის შემდეგი: როგორც ბერმუდაზე, ისე სინგაპურში მიმდინარე პროცესზე გამოიკვეთა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დანაკარგები კლიენტის ანგარიშებზე დაფიქსირებულია 2008-2010 წლებში. მიუხედავად იმისა, რომ დარღვევებისა და დანაშაულის სიმრავლე და ხასიათი უპრეცედენტო იყო, ბანკმა აღნიშნული დარღვევები მხოლოდ 2015 წელს დააფიქსირა და ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც კლიენტმა მის ანგარიშზე არსებული მსხვილი თანხების სხვა მისამართით გადარიცხვა განიზრახა. სწორედ მაშინ აღმოჩნდა, რომ ანგარიშებზე თანხები იმაზე მკვეთრად მცირე იყო, ვიდრე ბანკის მიერ კლიენტისთვის მიწოდებულ მონაცემებში ჩანდა. ამის შემდეგ, ბანკმა დასწრებაზე მიმართა პროკურატურას თავისივე თანამშრომლის წინააღმდეგ, რათა ბატონი ივანიშვილის მოსალოდნელი საჩივარი და განცხადებები გადაეფარა. შედეგად, მილიარდიან და მრავალ-წლიან ზიანზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთი თანამშრომლისკენ მიიმართა, რომელსაც ბრალიც და მსჯავრიც დაედო. ერთი პირის მიმართ დაკისრებული პასუხისმგებლობის ფონზე, ჩვენი გაოცება გამოიწვია იმ გარემოება, რომ შვეიცარიის ფინანსური მარეგულირებელი ორგანოს (FINMA) დასკვნის მიხედვით, ბანკის მენეჯმენტს ჯერ კიდევ 2010 წელს სცოდნია არსებული დარღვევების შესახებ, როდესაც ბანკის შიდა კონტროლის სისტემამ ასეულობით განგაშის სიგნალი (alert) დააფიქსირა მოცემული დარღვევების შესახებ. ბანკის მენეჯმენტმა ხსენებული საგანგაშო სიგნალები სრულად უგულებელყო და შექმნა კომფორტული სივრცე იმისთვის, რათა ბატონი ივანიშვილის მიმართ დანაშაული დამატებითი წლების განმავლობაში გაგრძელებულიყო. მეტიც, ბანკი არათუ უშვებდა დამნაშავე თანამშრომლის მიერ თავისი პოზიციის კვლავაც დაკავებას და დანაშაულის ჩადენას, არამედ დამატებით ბონუსებს უხდიდა ამავე თანამშრომელს. ობიექტური დამკვირვებელს, თუკი მოუსმენდა სხდომის მიმდინარეობას და მოწმეთა ჩვენებებს, შეუძლებელია მას არ გასჩენოდა განცდა, რომ ბანკის მენეჯმენტმა, სულ მცირე 2010 წლიდან მოყოლებული, შეგნებულად დაუშვა კლიენტის მიმართ დანაშაული და მისი ფინანსური მდგომარეობის მკვეთრად დაზიანება.   მართალია, სინგაპურში მიმდინარე პროცესის გაშუქებას ვერცერთმა სექტორულმა (ფინანსებით, საბანკო სფეროთი და ეკონომიკით დაინტერესებულმა) მედია საშუალებამ თავი ვერ აარიდა ვერც საერთაშორისო დონეზე და ვერც შვეიცარიაში, მაგრამ საგულისხმოა ისიც, რომ ამ ფონზეც კი, შვეიცარიული მედია დღემდე თავს იკავებს ბატონი ივანიშვილის იმ პოზიციის გამოქვეყნებისგან, რომელზეც ივლისის თვეში ვსაუბრობდით: კლიენტი მიიჩნევდა და მიიჩნევს, რომ ბანკის მენეჯმენტი შეგნებულად აზიანებს არამხოლოდ ბანკს, არამედ მთელი შვეიცარიული საბანკო სექტორის რეპუტაციას, რაც, თავის მხრივ, დარტყმის ქვეშ აყენებს შვეიცარიის სახელმწიფოსაც. სინგაპურში მიმდინარე პროცესი კიდვ ერთხელ აჩვენებს, რომ ბანკის მენეჯმენტი თვით-დაზიანების რეჟიმში იმყოფება და მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს შვეიცარიის სახელმწიფოს იმიჯსაც.   რომ შევაჯამოთ: პირველი, ბატონი ივანიშვილისთვის განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ მის ფინანსურ მდგრადობაზე ყველაზე დიდი დარტყმის მიყენება ბანკის მიერ მოხდა 2008-2010 წლებში, რაზეც ბანკის მენეჯმენტის რეაგირება იყო არა დამნაშავე თანამშრომლის გამოაშკარავება, არამედ, პირიქით, მისი წახალისება და ეს მდგომარეობა გაგრძელდა მანამ, სანამ თავად ბატონი ივანიშვილის გადაწყვეტილების შედეგად, ბანკს აღარ დარჩა სხვა გზა, გარდა პროკურატურისთვის დასწრებაზე მიმართვისა; მეორე, ჩვენს გაკვირვებას იწვევს ის, რომ საბანკო ჯგუფის ახლად-დანიშნულმა იურიდიული სამსახურის უფროსმა სრულიად კორექტული პოზიცია დაიკავა, რაც მდგომარეობდა ბანკის წინა პერიოდში განხორციელებული ქმედებებით აღშფოთებასა და საკითხის სასწრაფოდ მორიგების გზით დარეგულირების მზაობაში, რაც, მათ შორის, საქართველოში ვიზიტსა და ბოდიშიც მოხდასაც კი გულისხმობდა, თუმცა რამდენიმე დღეში მან მკვეთრად შეიცვალა პოზიცია (რისი მიზეზიც ნამდვილად არ ყოფილა სასამართლო დავაში ბანკის პოზიციის რაიმეგვარი გაუმჯობესება, პირიქითაც) და თავისივე ინიცირებულ საკითხზე ყველანაირი კომუნიკაცია შეწყვიტა; მესამე, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია შვეიცარიული მედიის მიდგომა, რომ მიუხედავად დავის ფართოდ გაშუქებისა და, მათ შორის, იმის აღნიშვნისა, რომ ბანკის პოზიციები დავაში უკიდურესად სუსტია, ყველა მედია საშუალება მაინც ერიდება ბატონი ივანიშვილის იმ პოზიციის შემცველი წერილის გამოქვეყნებას, სადაც საუბარია იმაზე, რომ ბანკის მენეჯმენტი სრულიად შეგნებულად აზიანებს ბანკს, საბანკო სისტემასა და სახელმწიფოს იმიჯს. სამწუხაროდ, ბანკის გადაწყვეტილება, რომ მისივე ინიცირებული მორიგების პროცესი თავადვე შეეწყვიტა, სრულიად ჯდება ამ ხაზში. და მეოთხეც, ის ერთადერთი თანამშრომელიც კი, რომელსაც ბრალი დასდეს მრავალ-წლიან და მილიარდიან დანაშაულში, მხოლოდ ხუთ-წლიანი სასჯელით შემოფარგლა შვეიცარიულმა მართლმსაჯულებამ, რის შემდეგაც ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. ფაქტის კონსტანტირება იქნებოდა იმის აღნიშვნაც, რომ სამოქალაქო დავების არსებითი განხილვის დაწყებამდე ვადაზე ადრე გათავისუფლებულმა პატრის ლესკადრონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ საზოგადოების ინფორმირებას მოცემულ საკითხზე ნებისმიერი არსებითი განვითარების შესახებ.

კახა კალაძე Credit Suisse-ზე: დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილს არ იცნობენ, რადგან მის დაშანტაჟებას ვერავინ შეძლებს

დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ალბათ ბიძინა ივანიშვილს არ იცნობენ. ვერავინ შეძლებს მის დაშანტაჟებას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს შორის მიმდინარე სამართლებრივ დავას. "ემ ქეი დი": სინგაპურში მიმდინარე სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ „კრედიტ სუისს“-მა დანაშაულებრივი ქმედებები ნამდვილად ჩაიდინა „რაც შეეხება დავას, აბსოლუტურად გაუგებარია ბანკის პოზიცია. ცხადია, რომ იმ გადაწყვეტილებებით, რასაც Credit Suisse იღებს, ისინი თვითდაზიანების რეჟიმში არიან. საერთაშორისო ბირჟაზე მათ აქციებს თუ შევხედავთ, ნათლად ჩანს, როგორ ეცემა ფასები. ეს გამოწვეულია პრობლემით, რაც ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული. შეიძლება ვიღაც მიზანმიმართულად აკეთებს თანხების შეყოვნებას, იმისთვის, რომ ზეგავლენა იქონიოს ამ ადამიანზე, თუნდაც დააშანტაჟოს. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ალბათ ბიძინა ივანიშვილს არ იცნობენ. ვერავინ შეძლებს მის დაშანტაჟებას. ის არის ქვეყნის პატრიოტი ადამიანი, სამშობლოსა და ხალხზე უსაზღვროდ შეყვარებული, რაც დაამტკიცა კონკრეტული გაკეთებული საქმეებით“, - განაცხადა კალაძემ. იურიდიული კომპანია "ემ ქეი დი" Credit Suisse-სთან მიმდინარე დავაზე: ბანკი პრინციპულად უზღუდავს ივანიშვილს წვდომას თავის საბანკო რესურსებზე, რაც უპრეცედენტოა საბანკო ისტორიაში  

ადვოკატის თქმით, ბიძინა ივანიშვილს, ნათესავების სანქცირების გამო, პრობლემები არ შეექმნება

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი „ტვ.პირველთან“ აცხადებს, რომ უკრაინის გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილის ნათესავებისა და გარემოცვის წევრების სანქცირების შესახებ, შვეიცარულ ბანკთან დავის საკითხზე გავლენას ვერ მოახდენს.  უკრაინამ, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრები, სანქცირებულთა სიაში შეიყვანა „საერთოდ ეგ საკითხი არანაირ კავშირში არაა იმ დავებთან, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ. ამაზე მეტი კომენტარის გაკეთება ჩემგან რთული იქნება. პრობლემები არათუ შეექმნება, არამედ გარკვეული პროგრესი შეინიშნება რიგ საკითხებში, რის შესახებაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში ვაცნობებთ“, - აღნიშნა ყიფიანმა.  ამასთან, ყიფიანმა განაცახდა, რომ ის უკრაინის მიერ, ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე კომენტარს ვერ გააკეთებს. „ვერც უკრაინის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, მითუმეტეს იმ ჯაჭვურ რეაქციაზე. თავიდათავი ჩემი პასუხი ისაა, რომ ის მანდატი, რომელიც ჩემს ფირმას ხელში უჭირავს, ესაა დავების წარმოება და ამ ჰიპოტეტურ საკითხს კავშირი არ აქვს“, - აღნიშნა ყიფიანმა.  დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრებს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაში, რომელიც 256 ადამიანისგან შედგება, შეყვანილია ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე, ქეთევან ხარაძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი.  

უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრებს სანქციები დაუწესა

უკრაინამ, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები, სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.  ზელენსკიმ რუსი ოლიგარქებისა და კომპანიების დასანქცირებაზე ბრძანებას ხელი მოაწერა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლიდიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი ბრძანება №727/2022 ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სიაში, რომელიც 256 ადამიანისგან შედგება, შეყვანილია ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე, ქეთევან ხარაძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი. მათ შორის, სანქცირებულთა სიაშია, დავით იაკობაშვილი, რომან აბრამოვიჩი, ლეონიდ ლებედევი და სხვები. ამავდროულად, №726/2022 დადგენილებით ამოქმედდება ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება „პერსონალური განსაკუთრებული ეკონომიკური და სხვა შემაკავებელი ზომების (სანქციების) გამოყენებისა და ცვლილების შესახებ“, რომელს საფუძველზეც სანქციები ფიზიკურ და იურიდიული პირებს უწესდებათ. გამოქვეყნებული დანართის მიხედვით, სანქციები დაუწესდა 2 251 პირს. მათ შორის არიან ტელეკომპანია „პირველი არხის“ გენერალური დირექტორი კონსტანტინე ერნსტი, თინა კანდელაკი, იგორ პუტინი, ალინა კაბაევა და სხვები. გარდა ამისა, ამავე განკარგულებით სანქციები უწესდება 1 374 იურიდიულ პირს, მათ შორისაა სააქციო საზოგადოება „ალფა-ბანკი“, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სბერბანკ ფაქტორინგი“ და ა.შ.  

უჩა მამაცაშვილის ადვოკატი სანქცირებაზე: ეს არის პოლიტიკური სპეკულაციის გაგრძელება

სამწუხაროა უკრაინის პრეზიდენტისა და რადას აღნიშნული გადაწყვეტილება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის პოლიტიკური სპეკულაციის გაგრძელება. ამის შესახებ უჩა მამაცაშვილის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა „ტვ.პირველის“ ეთერში განაცახდა.   უკრაინამ, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრები, სანქცირებულთა სიაში შეიყვანა „თავიდან, როგორც ვიცი, უკრაინის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის სიაში სხვა ბიზნესმენებიც იყვნენ და დღეს დარჩნენ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული პირები, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ სიის პოლიტიკურ და სპეკულაციურ ხასიათს. თუ რამე მტკიცებულება აქვთ ამ სანქციის სამართლებრივ საფუძველთან დაკავშირებით, გვაჩვენონ. დანარჩენთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ესაა სრულიად უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და პოლიტკური სპეკულაციის შემცველი ბრძანებულება“, - აღნიშნა ადვოკატმა.    ადვოკატის თქმით, ბიძინა ივანიშვილს, ნათესავების სანქცირების გამო, პრობლემები არ შეექმნება დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრებს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაში, რომელიც 256 ადამიანისგან შედგება, შეყვანილია ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე, ქეთევან ხარაძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი.  

ირაკლი კობახიძე: სანქციებით ვერ აიძულებენ ბიძინა ივანიშვილს, ქვეყანა მეორე ფრონტში ჩართოს

ეს ყველაფერი არა დასჯა, არამედ შანტაჟია, მათ სჭირდებათ, ბერკეტი, რომ შეგვიყვანონ ომში. ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, მას ვერ აიძულებენ, რომ ქვეყანა მეორე ფრონტში ჩართოს, - ამის შესახებ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივნმა ბრიფინგზე განაცხადა. უკრაინამ, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, სანქცირებულთა სიაში შეიყვანა ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე: ივანიშვილსა და მის ოჯახს ჩვენი დაცვა არ სჭირდება, საქართველოში მეორე ფრონტი არ იქნება "უშიშროების საბჭოს მდივანი პირდაპირ ექვემდებარება ამ ვერტიკალს. ახლა ის გამოდის შანტაჟით, რა თქმა უნდა, ვერავითარი შანტაჟით მეორე ფრონტს ვერ გაგვახსნევინებენ. ვერავინ ვერ გვაიძულებს დამანგრეველი მეორე ფრონტი გავხსნათ. ეს ყველაფერი არა დასჯა, არამედ შანტაჟია, მათ სჭირდებათ, ბერკეტი, რომ შეგვიყვანონ ომში. ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, მას ვერ აიძულებენ, რომ ქვეყანა მეორე ფრონტში ჩართოს, დაბრუნდეს პოლიტიკაში", - განაცხადა კობახიძემ.  ცნობისთვის, უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი,რძალი ქეთაევან ხარაიძე და დეიდაშვილი, დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი დაასანქცირა. ამასთან, პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანება პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სია 256 ადამიანისგან შედგება, მათ შორის არის რომან აბრამოვიჩი და სხვა რუსი ოლიგარქები.   

თეა წულუკიანი: უკრაინის გადაწყვეტილება მცდელობაა, რომ საქართველო საომარ მოქმედებებში ჩააბან

უკრაინის უშიშროების საბჭოსგან მომდინარე ეს გადაწყვეტილება უნდა აღვიქვათ, როგორც მორიგი მცდელობა, საქართველო ჩააბან საომარ მოქმედებებში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძე: სანქციებით ვერ აიძულებენ ბიძინა ივანიშვილს, ქვეყანა მეორე ფრონტში ჩართოს "ძალიან სამწუხაროა, რბილად რომ ვთქვა, ის ქვეყანა, რომელიც თითქოს, ამბობს, რომ მეგობარ სახელმწიფოდ რჩება, ასეთ მტრულ გადაწყვეტილებებს იღებს. ალბათ, უშიშროების საბჭოსგან მომდინარე ეს გადაწყვეტილება უნდა აღვიქვათ, როგორც მორიგი მცდელობა, საქართველო ჩააბან საომარ მოქმედებებში, მაგრამ ეს არ მოხდება. ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა“, - განაცხადა წულუკიანმა", - განაცხადა წულუკიანმა. უკრაინამ, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, სანქცირებულთა სიაში შეიყვანა ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე: ივანიშვილსა და მის ოჯახს ჩვენი დაცვა არ სჭირდება, საქართველოში მეორე ფრონტი არ იქნება ცნობისთვის, უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი,რძალი ქეთაევან ხარაიძე და დეიდაშვილი, დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი დაასანქცირა. ამასთან, პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანება პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სია 256 ადამიანისგან შედგება, მათ შორის არის რომან აბრამოვიჩი და სხვა რუსი ოლიგარქები.   

ირაკლი კობახიძე: ივანიშვილსა და მის ოჯახს ჩვენი დაცვა არ სჭირდება, საქართველოში მეორე ფრონტი არ იქნება

ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ჩვენი დაცვა არ სჭირდება, საქართველოში მეორე ფრონტი არ იქნება. დამიჯერეთ მათ ჩვენი დაცვა არ სჭირდებათ, - ამის შესახებ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. უკრაინამ, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, სანქცირებულთა სიაში შეიყვანა "დანილოვი თან მოგვიწოდებს მეორე ფრონტისკენ, თან დაშანტაჟებას ცდილობს. რისთვის ცდილობს დაშანტაჟებას?! მეორე ფრონტისთვის, ლოგიკა თქვენთვის მომინდივია... მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში! ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ჩვენი დაცვა არ სჭირდება, საქართველოში მეორე ფრონტი არ იქნება. დამიჯერეთ მათ ჩვენი დაცვა არ სჭირდებათ", - განაცხადა ირაკლი კობახიძე "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. ცნობისთვის, უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი,რძალი ქეთაევან ხარაიძე და დეიდაშვილი, დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი დაასანქცირა. ამასთან, პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანება პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სია 256 ადამიანისგან შედგება, მათ შორის არის რომან აბრამოვიჩი და სხვა რუსი ოლიგარქები.   

ბიძინა ივანიშვილს არანაირი შეხება არ აქვს დეოლიგარქიზაციასთან - კალაძე

ბიძინა ივანიშვილი არის ქველმოქმედი, მეცენატი და მას არანაირი შეხება არ აქვს დეოლიგარქიზაციასთან, - დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას ახორციელებს და 12-პუნქტიან გეგმას აუცილებლად შეასრულებს. „ბოლო წლების განმავლობაში ბევრი საინტერესო რეფორმა განხორციელდა. დღეს, გვაქვს შესასრულებელი 12-პუნქტიანი გეგმა და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით“, - განაცხადა თბილისის მერმა. 31 ოქტომბერს, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკომისიის რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს, ამ ბმულზე გაეცანით.  

ლევან დავითაშვილის თქმით, ტყის გასხვისება არ ხდება

საქართველოში ტყის გასხვისება, ანუ მისი განკერძოება არ ხდება და ეს დარეგულირებულია ტყის კოდექსითა და ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ ტყის მასივი გადაიფორმა, მაგრამ ვიდრე გადაიფორმებდა, 25 მეტრის სიმაღლეზე შემოღობა. „მინდა, საზოგადოებამ მკაფიოდ გაიგოს, თქვენი ინფორმაცია არ არის მართებული, მართალი - სიცრუეა. საქართველოში დღევანდელი კანონმდებლობით ტყის ფონდის გასხვისება, განკერძოება არ ხდება. რაც შეეხება იჯარასთან დაკავშირებით, დიახ, გარკვეული მიზნებით საქართველოს ტყის ფონდის იჯარით გადაცემა შესაძლებელია და დარწმუნებული ვარ, რომ ესეც მოხდა კანონმდებლობის შესაბამისად და სრული დაცვით", - განაცხადა დავითაშვილმა.  

კახა კალაძე ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის რეზოლუციაზე: თავისი შინაარსიდან გამომდინარე არანაირი ფასი არ აქვს

ამ რეზოლუციას თავისი შინაარსიდან გამომდინარე არანაირი ფასი არ აქვს, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის რეზოლუციას. ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით, ანგარიში მიიღო „მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რას წარმოადგენს ის. რა აქვს ამ ადამიანს გაკეთებული ჩვენი სამშობლოსთვის და ხალხისთვის. შესაბამისად, ის რაც არის მოცემული რეზოლუციაში ამ ყველაფერს ნამდვილად არ ვეთანხმები. რაც შეეხება ევროპულ გზას, ჩვენ, ხელისუფლება ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თუნდაც რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, იგივე თუნდაც 12 პუნქტიანი დათქმა, ის რაც იყო წარმოდგენილი, ჩვენი მხრიდან ყველაფერი შესრულებული და გაკეთებული იქნება. იმისთვის, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროპული ოჯახის წევრი”, - განაცხადა კალაძემ.  

ირაკლი კობახიძე: ივანიშვილს აშანტაჟებენ ფარულად, კონკრეტული მიზნით

ხდება ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟება ფარულად, კონკრეტული მიზნით, ამისთვის იყენებენ არაფორმალურ სანქციას, აჩერებენ თანხებს შვეიცარიაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. "სანქციებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ამ თემას სულ ატრიალებენ, სინამდვილეში თვითონ ბატონმა ბიძინამ განმარტა, რომ მას აქვს არაფორმალური სანქციები პრაქტიკულად დაკისრებული. მას აქვს გაჩერებული ასეულობით მილიონი დოლარი, რომელიც განთავსებულია შვეიცარიის ბანკის ანგარიშზე, ანუ, არაფორმალური სანქციები ისედაც არის დაწესებული. შეიძლება უკეთესიც იყოს, რომ ამ არაფორმალური სანქციების ფორმალიზება მოხდეს ამ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ცდილობენ დააშანტაჟონ ბიძინა ივანიშვილი კონკრეტული მიზნით.  ხდება ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟება ფარულად, კონკრეტული მიზნით, ამისთვის ისინი იყენებენ არაფორმალურ სანქციას, კერძოდ, აჩერებენ თანხებს შვეიცარიაში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ანგარიშზე. მე მგონი ამას აჯობებს, გამოვიდნენ და კაცურად თქვან, რომ აწესებენ რაღაც სანქციებს. საზოგადოება ამ შემთხვევაში კიდევ უკეთესად შეაფასებს, რა დგას ამ სანქციების უკან, რა არის შანტაჟის მიზანი, რას ითხოვენ ბიძინა ივანიშვილისგან, რატომ თხოვენ მას პოლიტიკაში დაბრუნებას. EPP-ის წევრია „ნაციონალური მოძრაობა“, რაც შემაშფოთებელია. როდესაც ერთ-ერთი ევროპული პარტიის, ამ პოლიტიკური ოჯახის წევრი არის კრიმინალური გაერთიანება, ეს რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, ეს ეხება როგორც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ისე „ევროპულ საქართველოს“. ორივე ეს დანაშაულებრივი პარტია, ერთი ფაქტობრივად აღარ არსებობს, მაგრამ ფორმალურად ხომ არსებობს. ეს პირაპირ ეწინააღმდეგება იმ ფასეულობებს, რაზეც უნდა იდგეს ევროკავშირი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

ივანიშვილმა შეძლო „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დასრულება, ეს არის ყველაზე დიდი საჩუქარი ქვეყნისთვის - კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც თავისი უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით შეძლო „ნაციონალური მოძრაობის“ კრიმინალური რეჟიმის დასრულება და ეს არის ყველაზე დიდი ქველმოქმედება და საჩუქარი ქვეყნისთვის. „ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში ის უანგაროდ ეხმარებოდა ჩვენს ქვეყანას და ხალხს. საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ არის ძალიან ბევრი ისტორიული შენობა-ნაგებობა აღდგენილი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ბევრი სკოლა, საბავშვო ბაღი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ამასთან დაკავშირებით თქვენ გაქვთ ინფორმაცია და შეგიძლიათ, სიმართლე უთხრათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ამავდროულად, ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ადამიანი, რომელმაც თავისი უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით, შეძლო იმ კრიმინალური, სისხლიანი რეჟიმის დასრულება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა და ეს არის ყველაზე დიდი ქველმოქმედება და საჩუქარი ჩვენი ქვეყნისთვის. ამ ადამიანს ჰქონდა განსაკუთრებული როლი ქართულ პოლიტიკაში, რადგან მისი უშუალო მონაწილეობით, არჩევნების გზით, მშვიდობიანად მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის ჩამოშორება. მესმის, რომ ეს ყველაფერი თქვენ არ გსიამოვნებთ, თქვენთვის ეს ყველაფერი პრობლემაა, პრობლემაა ამ ადამიანის ავტორიტეტი, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ, „ქართული ოცნების“ მიმართ. შესაბამისად, ამით ყველაფერია ნათქვამი,“ – განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.  

ირაკლი კობახიძე: ყველა, ვინც საუბრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია უნდა დასანქცირდეს

ყველა, ვინც საუბრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და რომ ის უნდა დასანქცირდეს, არის აგენტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „როდესაც კონკრეტული ადამიანები ბიძინა ივანიშვილს უწოდებენ ოლიგარქს, ითხოვენ მის სანქცირებას, ეს არის არა მარტო უსამართლო განცხადება, არამედ სიბინძურე. ვინც ამას აკეთებს, არის სიბინძურის სამსახურში. ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა და ლოგიკა, ყველა ადამიანი, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ვინც საუბრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და უნდა დასანქცირდეს, არის აგენტი. ყველა, ვინც ამას ამბობს, არის აგენტი, ომის პარტიის აგენტი“, – განაცხადა კობახიძემ.  

ევროპარლამენტი: ვიმეორებთ მოწოდებას, სანქციები დაწესდეს ივანიშვილისა და ყველა იმ პირისთვის, რომელიც პასუხისმგებელია პოლიტიკური პროცესების გაუარესებაზე

ვიმეორებთ მოწოდებას ევროკავშირის საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორების მისამართით, მიიღონ შესაბამისი ზომები, მათ შორის პირადი სანქციები დაწესდეს ივანიშვილისა და ყველა იმ პირისთვის, რომელიც ხელს უწყობს და პასუხისმგებელია დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის გაუარესებაზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი. წერს „ინტერპრესნიუსი“. რა წერია ანგარიშში, რომელიც ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ მიიღო  ევროპარლამენტარ მირიამ ლექსმანის მიერ მომზადებული შესწორების მიხედვით, ევროპარლამენტი „ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ცალკეული ადამიანების პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის საჭიროებას, როგორც ევროპული კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც უნდა გადაიჭრას საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე. "[ევროპარლამენტი] ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში ჩადებული ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის საჭიროებას, როგორც ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც მოგვარებულ უნდა იქნას, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს; [ევროპარლამენტი] ინტერესების გადაჭარბებული გავლენის პრობლემის მოგვარების რჩევას იძლევა, კერძოდ კი, ოლიგარქისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინტერესების, სისტემური გზით, ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საჯარო ცხოვრებაში სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმების მეშვეობით“, - აღნიშნულია შესწორებაში. აღნიშნულ შესწორებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის 275-მა წევრმა, 212 წინააღმდეგ წავიდა, 132-მა კი თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში ივანიშვილის შესახებ კიდევ ერთი შესწორება მოხვდა, რომელშიც ასევე საუბარია ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის სანქციების დაწესებაზე, თუმცა ამ შემთხვევაში, გარკვეული დათქმით. „[ევროპარლამენტი] შეშფოთებულია ცნობებით, რომ რუსეთის მოქალაქეები და სუბიექტები, სავარაუდოდ, საქართველოს დასავლეთის სანქციების გვერდის ასავლელად იყენებენ. მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს ამ ბრალდებების შემდგომი გამოკვლევისკენ, მათ შორის უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის შესწავლისკენ, სადაც ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირების შესახებაა საუბარი. ამ ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში, ითხოვს პირადი სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი კომპანიების წინააღმდეგ და აღნიშნავს, რომ უკრაინამ კრემლთან კავშირების გამო, სანქციები დაუწესა ივანიშვილის ოჯახის წევრებს და მის ახლო კომპანიონებს, რომლებიც რუსეთის მიმართ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის ორაზროვანი პოზიციის უკან დგანან; ამ მხრივ, მიესალმება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტის მიღებას, რომელიც ახალი კრიტერიუმების ჩამონათვალს მოიცავს, რაც ევროკავშირს საშუალებას მისცემს სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც ხელს უწყობენ სანქციების გვერდის ავლას“, - აღნიშნულია ევროპარლამენტის ანგარიშში. ამ შესწორებას დღევანდელ სესიაზე მხარი 275-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი 212 ევროპარლამენტარი წავიდა. 132-მა კი თავი შეიკავა.  

„კრედიტ სუისის“ მენეჯმენტის მხრიდან მოლაპარაკების ილუზიის შექმნა პოლიტიკური ზეწოლის მიზანს ემსახურებოდა - ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლები

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლები „კრედიტ სუისს“-თან მიმდინარე დავასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებენ. ემ ქეი დი "კრედიტ სუისის" დავაზე: შვეიცარიაში არაერთ გამოცემას შევთავაზეთ სტატიის სახით პრობლემის აღწერის საკუთარი ვერსია, თუმცაღა, მზაობა არცერთი მათგანისგან არ მოგვისმენია ყოფილი პრემიერის სამართლებრივი მრჩევლების განცხადებით, „კრედიტ სუისს“-თან ურთიერთობა სამართლებრივი სიბრტყიდან გავიდა და პოლიტიკური გახდა. მათივე ინფორმაციის მიხედვით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 2022 წლის თებერვლის ბოლოს უკრაინაში ომი დაიწყო და მარტის თვიდან უკვე ივანიშვილს პრობლემები შეექმნა როგორც პირადი თანხების მიღებასთან, ასევე, ხელოვნების ნიმუშების და საფრენი აპარატის მიღებასთან დაკავშირებით. „ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლები, ჩვენივე მარწმუნებლის ინსტრუქციის შესაბამისად, ყოველთვის ვპირდებოდით საზოგადოებას, რომ ვამყოფებდით ინფორმირებულს ივანიშვილსა და „კრედიტ სუისს“-ს შორის მიმდინარე დავის შესახებ. ჩვენ ამ დაპირებისთვის არასდროს გადაგვიხვევია, თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე უკანასკნელი ინფორმაციის გაჟღერებიდან, დაახლოებით, 3 თვე მიილია. აქ საზოგადოებას უნდა განვუმარტოთ, რომ ინფორმაციის გავრცელებისგან ჩვენი თავშეკავების მიზეზი „კრედიტ სუისს“-ის მხრიდან მოლაპარაკების (ან, როგორც დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, მოლაპარაკების იმიტაციის) მცდელობა იყო. ამ პროცესის ფარგლებში, ჩვენ ღირსეულად მიგვაჩნდა, რომ შესაძლო მოლაპარაკების პარალელურად, მოწინააღმდეგე მხარისა და მისი მოქმედებების შესახებ ნეგატიური ცნობებისგან თავის შეკავება გვმართებდა. სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ უკანასკნელი პერიოდი საზოგადოებისთვის მიმდინარე ინფორმაცია არ მიგვიწოდებია. თუმცა, ახლა ჩვენთვის ცხადია, რომ ბანკის მენეჯმენტის მხრიდან მოლაპარაკების ილუზიის შექმნა სინამდვილეში პოლიტიკური ზეწოლის მიზანს ემსახურებოდა და არა რაიმე სხვას, თუნდაც, ბანკისთვის რაიმე სარგებლის მიღებას. ამიტომ, ჩვენ გვიწევს ისევ დავუბრუნდეთ საჯარო საინფორმაციო სივრცეს და მათ შორის, საზოგადოების წინაშე გამოვიტანოთ ის საკითხებიც, რომლებიც ჯერ კიდევ ზაფხულში დავაანონსეთ პრეს-კონფერენციების სახით. ეს ინფორმაცია გასაჯაროვდება როგორც საქართველოში, ასევე, გვექნება მისი დასავლურ მედიაში გატანის მცდელობაც. რა თქმა უნდა, საერთაშორისო მედიაში საკითხის გატანა შესაძლებელი იქნება, თუკი ამ მცდელობამ ისეთივე ბედი არ გაიზიარა, როგორიც წინა შემთხვევებში. შეგახსენებთ, წარსულში, საერთაშორისო და შვეიცარიულ მედიას უპრობლემოდ გაჰქონდა ინფორმაცია ბანკის დარღვევებთან, ასევე, შვეიცარიული სასამართლოსა და მართლსაჯულების ხარვეზებთან დაკავშირებით. თუმცა, როდესაც საქმე მიდგა ჩვენს განცხადებებზე, რომ „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი განზრახ მოქმედებდა ბანკის იმიჯის, ისევე, როგორც შვეიცარიის სახელმწიფოს რეპუტაციის დასაზიანებლად და ჩართული იყო პოლიტიკურ ზეწოლაში, ჩვენთვის მედია სივრცე დაუყოვნებლივ დაიხურა. თუკი ინფორმაციის ამგვარი ბლოკირება გაგრძელდება, ეს ცალკე, დამატებითი დასკვნების გამოტანის საშუალებას მოგვცემს. ახლა რაც შეეხება უშუალოდ საკითხს, ჩვენ შევეცდებით ის საქართველოს რიგითი მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად გასაგებად ავხსნათ, რადგან, ზოგადად, საკითხი საკმაოდ სპეციფიკურ პროფესიულ ცოდნას მოითხოვს. ვინც ჩვენგან მიწოდებულ ინფორმაციას თვალს ადევნებდა, მას ემახსოვრება, რომ „კრედიტ სუისს“-თან ურთიერთობა სამართლებრივი სიბრტყიდან გამოვიდა და წმინდად პოლიტიკური გახდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვლის ბოლოს უკრაინაში დაიწყო სამხედრო კონფლიქტი, ხოლო უკვე მარტის თვიდან ივანიშვილს შეექმნა პრობლემები როგორც პირადი თანხების მიღებასთან, ისე ხელოვნების ნიმუშების და საფრენი აპარატის მიღებასთან დაკავშირებით. მაშინ, მართალია დიდი ძალისხმევის შედეგად, თუმცა საკითხები სასამართლოს გზით ამოიწურა. ამავე დროს, ეს პრობლემურ საკითხთა ნუსხის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენდა, რადგან ივანიშვილს ძირითად აქტივებზე - თანხებზე წვდომა ჰქონდა და აქვს შეზღუდული. ჩვენ ამ მოვლენას არაფორმალური სანქცირება ვუწოდეთ. აქ საუბარი არის არა იმ თანხებზე, რომლებზეც დავა მიმდინარეობს, არამედ სწორედ იმ თანხებზე, რომლებიც „კრედიტ სუისს“-ში ქურდობისა და თაღლითობის ფაქტს გადაურჩა. აი, სწორედ ეს გადარჩენილი თანხა, კლიენტმა გაიტანა ნაწილი სხვა შვეიცარიულ ბანკში, ხოლო მცირე ნაწილი, დაახლოებით, 5% დარჩა „კრედიტ სუისს“-ში მხოლოდ იმიტომ, რომ ეს იყო ფორმალური საჭიროება მიმდინარე დავების სიცოცხლისუნარიანობის უზრუნვესაყოფად. აღნიშნული აქტივები იმართებოდა და იმართება ორი ტრასტის მეშვეობით. ეს არის ფინანსური სტრუქტურა, რომელიც ივანიშვილს თავად „კრედიტ სუისს“-მა ურჩია. ერთი ტრასტი მდებარეობს სინგაპურში, ხოლო მეორე ტრასტი ეკუთვნის გერნსის კუნძულების იურისდიქციას (დიდ ბრიტანეთს დაქვემდებარებული ტერიტორია). სწორედ ამ უკანასკნელის მიერ იმართება „კრედიტ სუისს“-ს გადარჩენილი ძირითადი თანხები. ტრასტის შენარჩუნებაც იმიტომ გახდა საჭირო, რომ ის არის ბანკთან დავაში მონაწილე სუბიექტი. არის ის ნიუანსიც, რომ, ბანკის მხრიდან თანხმობის არარსებობის პირობებში, ტრასტების დახურვა საკმაოდ ხანგრძლივ სასამართლო პროცედურას მოითხოვს (აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ბანკს არანაირი უფლება და საფუძველი არ ჰქონდა, უარი ეთქვა კლიენტისვე სასარგებლოდ შექმნილი ტრასტის დახურვაზე). შესაბამისად, თანხა კი გადავიდა სხვა ბანკში, მაგრამ აქტივს მაინც ტრასტები მართავენ, რაც ნიშნავს, რომ თანხებზე წვდომა ტრასტების მიღმა შეუძლებელია. ხსენებული ტრასტი „კრედიტ სუისს“-ის ტრასტია და, მიუხედავად „კრედიტ სუისს“-თან კავშირისა, იგი საკმაო ხნის განმავლობაში ასრულებდა თავის ფუნქციებს კლიენტისთვის დაბრკოლებების შექმნის გარეშე. ეს მოცემულობა გრძელდებოდა სწორედ 2022 წლის მარტამდე, ანუ, უკრაინაში ომის დაწყებამდე. 2022 წლის მარტიდან „კრედიტ სუისს“-ის ტრასტმა, რომელიც სამართლებრივი მიზეზების გამო ვერ დაიხურებოდა კლიენტის მიერ, დაიწყო ივანიშვილისთვის სერიოზული დაბრკოლებების შექმნა, რაც პრაქტიკაში ჯერ გადახდების ერთ-თვიან დაგვიანებაში, ხოლო მას შემდეგ კი კუთვნილ თანხებზე წვდომის სრულ ბლოკირებაში გამოიხატა. აქ გვსურს მოკლე განმარტების გაკეთება: სინგაპურსა და ბერმუდაზე სასამართლო პროცესები მართალია მიმდინარეობს, თუმცა ორივე იურისდიქციაში დავა დიდი ხნის დაწყებულია: ბერმუდაზე სარჩელი 2016 წელს შევიდა, ხოლო სინგაპურში იურისდიქციის საბოლოო დადგენა 2020 წლის მარტში მოხდა. ამდენად, ის ეტაპი, როდესაც მხარეები ახალ ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და პრეტენზიებზე მიუთითებდნენ, 2021 წლის ნოემბრისთვის საბოლოოდ დაიხურა. შესაბამისად, საკუთარი იურისტების რჩევით, ივანიშვილს მიეთითა, რომ თანხებზე წვდომასთან დაკავშირებულ პრობლემაზე მიმდინარე დავების ფორმატში და ფარგლებში სასამართლოების ყურადღების მიქცევა ვეღარ მოხდებოდა. მიუხედავად ამისა, როდესაც 2022 წლის სექტემბერში სინგაპურში მიმდინარეობდა სასამართლო განხილვა, სადაც ივანიშვილი წარსდგა მოწმის ჩვენებით, მან ოსტატურად ისარგებლა მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატის კითხვით და თავის პასუხში სასამართლოს მიანიშნა იმასთან დაკავშირებით, რომ „კრედიტ სუისს“-ი იქცევა როგორც „განგსტერული ბანკი“. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ბანკი არათუ აიძულებს კლიენტს წლების განმავლობაში ედავოს ბანკს სხვადასხვა იურისდიქციაში, არამედ არც თავად შვეიცარიის პროკურატურისა და სასამართლოს მიერ ჯერ კიდევ 2019 წელს დავალებულ გადახდებს ახორციელებს. მეტიც, „კრედიტ სუისს“-დან გატანილ, თუმცა „კრედიტ სუისს“-ის ტრასტების მართვაში დარჩენილ თანხებზე წვდომას სრულად უზღუდავს. მართალია, საკითხის მოსამართლემდე მიტანა მარტივი არ იყო, რადგან საკითხი პირდაპირ არ უკავშირდებოდა მიმდინარე დავას, თუმცა სასამართლოს ყურადღების მიქცევა საბოლოოდ მაინც მოხერხდა. შედეგად, მოსამართლემ უკვე „კრედიტ სუისს“-ს დაუსვა კითხვა, თუ რა მიზეზით არ ხდებოდა კლიენტისთვის არასადავო (უდავო) თანხების გადარიცხვა. სწორედ ამ შეკითხვამ განსაზღვრა ის, რომ „კრედიტ სუისს“-მა დაიწყო ივანიშვილთან მოლაპარაკების იმიტაცია და ამ პროცესის განმავლობაში მათ კლიენტს დაუბრუნეს იმ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ შვეიცარიის სასამართლოს მიერ იყო დაკისრებული 3 წლით ადრე. ამა წლის დეკემბერში, სულ რამდენიმე დღის წინ კი განხორციელდა ზემოხსენებული თანხის დაგვიანებით გადახდის გამო მასზე დარიცხული პროცენტის გადახდა ივანიშვილისთვის. ბანკმა ის თანხაც გადაიხადა, რომელსაც „კრედიტ სუისს“-ის სინგაპურული ტრასტი არ რიცხავდა. „კრედიტ სუისს“-ი ასე რომ არ მოქცეულიყო, ეს მწვავედ უარყოფით გავლენას მოახდენდა მოსამართლის დამოკიდებულებაზე ხსენებული ბანკის მიმართ. ამდენად, ბანკი იძულებული შეიქმნა, განეხორციელებინა გარკვეული მანევრი, რომელიც კეთილსინდისიერი მოქმედების მცდელობის იმიტაცია იქნებოდა. აი, სწორედ ამ პროცესმა გამოიწვია ის პაუზაც, რომელიც იყო საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნაწილში და რომელსაც ამ წერილის საწყის ნაწილში ვისაუბრეთ. პარასკევს, 23 დეკემბერს ყველანაირი ილუზია ამოიწურა. აქ საკითხი ერთ მცირე გადახვევას მოითხოვს: 2022 წლის 14 დეკემბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც გაკეთდა რეკომენდაცია ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოების მიმართ ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით. ამ ფონზე, ბანკმა უკანასკნელი გადმორიცხვები კლიენტის მიმართ სწორედ 14 დეკემბრის შემდეგ აწარმოა. რატომ გავუსვით ხაზი ამ გარემოებას: ჩვენ ვთქვით, რომ გერნსის კუნძულზე არსებული ტრასტი მართავს ივანიშვილის „კრედიტ სუისს“-ს გადარჩენილი თანხების უდიდეს ნაწილს. ეს თანხები ახლა სხვა შვეიცარიულ ბანკშია, თუმცა იმყოფება „კრედიტ სუისს“-ის ტრასტის მართვის ქვეშ. არც „კრედიტ სუისს“-ს, როგორც ბანკს და არც მის ტრასტს არანაირი ფინანსური ინტერესი არ აქვს და არ შეიძლება ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ არ ასრულებდეს ივანიშვილის ინსტრუქციებს თავისივე კუთვნილ თანხებთან მიმართებით. შესაბამისად, გერნსის ტრასტის ამ მოქმედებებს ჩვენ ვუწოდეთ პოლიტიკური შანტაჟი, რადგან ის ჯერ კიდევ მარტის თვიდან მოყოლებული გადარიცხვებს თავდაპირველად „აღმოსავლეთ ევროპაში არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის“ საბაბით აბრკოლებდა. ამასთან დაკავშირებით, იურისტებს შორის ხანგრძლივი, რამდენიმე თვიანი მიმოწერა მიმდინარეობდა. ამასობაში, „კრედიტ სუისს“-ს ევროპარლამენტის პირველმა რეზოლუციამ მოუსწრო 2022 წლის 9 ივნისს, რომელიც ევროპის საბჭოს ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებდა. „კრედიტ სუისს“-მა გამოსავალი ამ რეზოლუციაში ნახა, თუმცა დაგვიანებით, რადგან უკვე ივლისის თვეში, როდესაც ევროსაბჭოს სხდომა ჩატარებული იყო და მასში არ ასახულა რაიმე სანქცია ივანიშვილის მიმართ, ამის შემდეგ განაცხადა „კრედიტ სუისს“-ის ტრასტმა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის გამო, მოკლებული იყო შესაძლებლობას, ბენეფიციარისთვის თანხები გადაერიცხა. ამდენად, ბანკი უკვე ფას-დაკარგულ (არ-გაზიარებულ) რეზოლუციაზე დაყრდნობით არ ურიცხავდა კლიენტს თანხას და ვერც ნორმას უთითებდა, რის საფუძველზეც ამას აკეთებდა. იგი ბენეფიციარს ეუბნებოდა, რომ საკუთარ უდავო თანხას მხოლოდ მაშინ გადაურიცხავდა, თუკი ამას სასამართლო დაავალებდა, რადგან სხვაგვარად იგი ევროპარლამენტის რეზოლუციით იყო თითქოსდა შეზღუდული. შესაბამისად, ამჯერად უკვე გერნსის სასამართლოში მოგვიწია განცხადების შეტანა იმისთვის, რომ კლიენტს თავისი კუთვნილი, უდავო თანხები დაუბრუნონ და იქაც პროცესი არა დაპირებულ დროს, 2022 წლის სექტემბერში, არამედ რამდენჯერმე (სექტემბრიდან - ნოემბერში, ნოემბრიდან - დეკემბერში, დეკემბრიდან - იანვარში და ა.შ.) გადადების შემდეგ 2023 წლის მარტში შედგება (თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ალბათ, მარტიც გადაიდება). საგულისხმოა, რომ ეს სასამართლო დავაც კი არ არის. ეს არის ფორმალური პროცესი, სადაც მხარეები ერთმანეთს არ ედავებიან, არამედ სასამართლო უბრალოდ ადასტურებს გარკვეულ მოქმედებას. ამგვარ პროცესს, რეალურად, ერთი დღე სჭირდება (და ასეც არის, მარტში სწორედ ერთ-დღიანი პროცესია ჩანიშნული). მეტიც, ილუზორული მოლაპარაკების პროცესში ჩვენ ვთავაზობდით ბანკის მაღალი პოზიციის წარმომადგენელს, რომ გერნსის ტრასტის მიერ გაჩერებული თანხის საკითხი სასამართლოს გარეშე მოკლე დროში მოგვეგვარებინა, თუმცა ამაოდ. აქ მთავარი და გაუგონარი აბსურდი იმაში მდგომარეობს, რომ ბანკის ერთი ტრასტი თვეებია თანხას არ რიცხავს და სასამართლო-სასამართლო დაგვატარებს უდავო თანხაზე, ევროპარლამენტის ივნისის რეზოლუციის მოშველიებით; ხოლო მეორე ტრასტი, სადაც მცირე თანხა იყო, გადარიცხვას მეორე, დეკემბრის რეზოლუციიდან მეორე დღესვე აკეთებს, მაშინ როდესაც ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია, ახალი და, შესაბამისად, თეორიულად სიცოცხლისუნარიანია - ის ჰიპოთეტურად შეიძლება გაიზიაროს კიდეც ევროპის საბჭომ. ეს არის ევროპარლამენტის რეზოლუციის რეალური „ფასი“ და ეს „ფასი“ იცის „კრედიტ სუისს“-მაც. სწორი იქნებოდა, რომ ბანკს პირველ შემთხვევაშიც ისე ემოქმედა, როგორც იმოქმედა მეორე შემთხვევაში. ამ პირობებში კი გამოვიდა, რომ სინგაპურის მოსამართლის უარყოფითი შთაბეჭდილების თავიდან აცილების მიზნით ორივე რეზოლუციის უგულებელყოფა შესაძლებელი ყოფილა, ხოლო მხოლოდ ივნისის რეზოლუციის საბაბით ბანკი გერნსის ტრასტთან დაკავშირებულ საკითხზე ხანგრძლივი სასამართლო პროცედურების გავლას მოითხოვს ჩვენგან. ჩვენ გვსურს საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამ აბსურდში ვართ დღეს: ერთი მხრივ, ბანკის მენეჯმენტი ერთ-ერთი ტრასტის მართული თანხებიდან (სადაც მსხვილი თანხაა) გადმორიცხვის განხორციელებაზე უარს ამბობს და სასამართლოში გვიშვებს ევროპარალამენტის იმ რეზოლუციის გამო, რომელიც იგნორირებულ იქნა, როგორც ევროპის საბჭოს, ისე ევროკომისიის მიერ, რითაც გაგვიფორმა გადმორიცხვის დაგვიანება სულ მცირე ერთი წლით (2022 წლის მარტიდან 2023 წლის მარტამდე, ისიც თუ სასამართლო მარტში შედგა გერნსიზე); ხოლო მეორე ტრასტის მართული თანხები უპრობლემოდ გადმორიცხვა ევროპარლამენტის უფრო ძლიერი რეზოლუციის მიღებიდან მეორე დღესვე. ამით ბანკის მენეჯმენტმა თვითონ აჩვენა, თუ რამდენად საფუძვლიანია (უფრო ზუსტად კი - უსაფუძვლოა) მათი მხრიდან მითითება პირველ რეზოლუციაზე. ეს უკანასკნელი გადმორიცხვა ბანკის მენეჯმენტმა მხოლოდ და მხოლოდ სინგაპურის პრინციპული მოსამართლისთვის ანგარიშის გაწევით მოხდა, რადგან მოსამართლემ მკაფიოდ დასვა კითხვა უმიზეზოდ გაჭიანურებული გადახდების შესახებ, რის იგნორირებასაც ბანკი უბრალოდ ვერ მოახდენდა, თუნდაც ევროპარლამენტის რეზოლუციის უგულებელყოფის. ეს უკანასკნელი, ბანკის მენეჯმენტისთვის პრობლემა არ აღმოჩნდა. ეს ყოველივე ნიშნავს და გულისხმობს, რომ პოლიტიკური შანტაჟი გრძელდება და, როგორც ჩანს, მომავალშიც გაგრძელდება”, - ნათქვამია ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Finews: შვეიცარიული ბანკის ერთ-ერთმა ნდობით აღჭურვილმა კომპანიამ, რომელსაც ქართველმა მილიარდერმა უჩივლა, აღიარა, რომ კლიენტს არასანქცირებული გადარიცხვების შესახებ ვერ შეატყობინა

Credit Suisse-ს 2023 წლის „შიშის“ დღის წესრიგი - ამ სათაურით სტატიას შვეიცარიული საინფორმაციო ვებ გვერდი Finews-ი აქვეყნებს. სტატიაში ნათქვამია, რომ შვეიცარიული ბანკის ერთ-ერთმა ნდობით აღჭურვილმა კომპანიამ, რომელსაც ქართველმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა უჩივლა, აღიარა, რომ კლიენტს არასანქცირებული გადარიცხვების შესახებ ვერ შეატყობინა. ამასთან, Credit Suisse-ს შვილობილ კომპანიას არ სურდა, რომ ეს აღქმულიყო, როგორც დანაშაულის აღიარება. ივანიშვილის მიერ სინგაპურში წარდგენილი ზარალი $1,27 მილიარდს შეადგენს.  სტატიაში ნათქვამია, რომ სინგაპურში განაჩენის გამოტანა პირველი კვარტლის ბოლომდეა მოსალოდნელი. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, ბანკის შვილობილმა კოპანიამ უნდა გადაიხადოს თუ არა კომპენსაცია $600 მილიონის ოდენობით.  „სისხლის სამართლის საქმე Credit Suisse-ს წინააღმდეგ შვეიცარიაში 2021 წლის ბოლოს აღიძრა. მას შემდეგ ჟენევის პროკურატურამ სხვადასხვა ბანკირები გამოკითხა. ამის შემდეგ საქმის მსვლელობა შენელდა, თუმცა 2023 წელს შესაძლოა, ყველაფერი შეიცვალოს“, - წერს გამოცემა.   

პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე: ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირსა და მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს დიდი ხნის წინ უნდა დაესანქცირებინა

პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ, მალგოჟატა გოშევსკამ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირსა და მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს დიდი ხნის წინ უნდა დაესანქცირებინათ. „ამ დროისთვის საქართველო არის ქვეყანა, რომლის მეშვეობითაც რუსეთს შეუძლია დაუსჯელად აირიდოს სანქციები. ივანიშვილი ევროკავშირსა და მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს დიდი ხნის წინ უნდა დაესანქცირებინათ, რათა მისი ბიზნეს და სამოგზაურო შესაძლებლობები შეეზღუდა“, - განაცხადა სეიმის ვიცე-სპიკერმა. მისი თქმით, დღევანდელი საქართველო განსხვავდება იმ ქვეყნისგან, რომელსაც სააკაშვილი მართავდა 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ.  

CS Victims: ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში პოლიტიკურ ზეწოლას ადასტურებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის საქმე, რომელიც შვიდ წელზე მეტია ჩართულია Credit Suisse-ისა და მისი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ დავებში, ფართოდ გაშუქდა მედიის მიერ, მათ შორის შვეიცარიაშიც, სადაც კლიენტებთან ურთიერთობების მსჯავრდებული მენეჯერის მიერ ჩადენილი იქნა თაღლითობა და არასწორი მენეჯმენტი, - ამის შესახებ ვებგვერდზე CS Victims გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.  „ბ-ნი ივანიშვილი და მისი წარმომადგენლები რამდენიმე თვის განმავლობაში თავს არიდებდნენ საქმის შესახებ კომენტარის გაკეთებას იმ მიზეზით, რომ მოლაპარაკების ინიციატორი Credit Suisse იყო. თუმცა ახლა ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბ-ნი ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ბანკი ქმნიდა მოლაპარაკების ილუზიას და ბანკის ხელმძღვანელობა სავარაუდოდ განაგრძობდა პოლიტიკური ზეწოლის კამპანიას ყოფილი კლიენტის წინააღმდეგ. ბ-ნი ივანიშვილის წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც მოცემულია შემდეგი: „მათ, ვინც თვალყურს ადევნებდა მოცემულ შემთხვევას, ახსოვთ, რომ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემდეგ Credit Suisse-თან გახანგრძლივებული დავა მალევე გასცდა სამართლებრივ ფარგლებს და პოლიტიკური სახე მიიღო. რამდენიმე კვირაში ბ-ნ ივანიშვილს პრობლემები შეექმნა როგორც თანხებზე წვდომასთან, ასევე ხელოვნების ნიმუშების და თვითმფრინავის მიღებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი საკითხი მოგვარდა იურიდიული გზით დიდი ძალისხმევის გამოყენებით, მთავარი პრობლემა, როგორიცაა თანხებზე წვდომა კვლავაც ძალაში რჩება და ამას განვიხილავთ როგორც არაფორმალურ სანქციებს. ეს თანხები არ არის დაკავშირებული შვეიცარიაში, ბერმუდისა და სინგაპურში მიმდინარე სამართლებრივ დავებთან, მაგრამ ეხება იმ თანხებს, რომლებიც გადაურჩა Credit Suisse-ის არასწორ მენეჯმენტს და თაღლითობას. ამ თანხების უმეტესი ნაწილი გადაირიცხა სხვა შვეიცარიულ ბანკში, მაგრამ დაახლოებით 5% ფორმალური მოთხოვნის საფუძველზე დარჩა Credit Suisse-ში მიმდინარე დავების ეფექტურობის უზრუნველყოფისათვის. აღნიშნული აქტივები იმართებოდა და იმართებოდა ორი ტრასტის, ფინანსური სტრუქტურის მეშვეობით, რომლებსაც რეკომენდაცია ბ-ნი ივანიშვილისთვის Credit Suisse-მა გაუწია. ერთი ტრასტი მდებარეობს სინგაპურში, ხოლო მეორე ტრასტი გერნსის კუნძულების იურისდიქციაში იმყოფება (ექვემდებარება ბრიტანეთს) და ეს უკანასკნელი მართავს დარჩენილ თანხებს Credit Suisse-ში. გასათვალისწინებელია ნიუანსი, რომ ბანკის თანხმობის გარეშე ტრასტის დახურვას დასჭირდება რთული იურიდიულ პროცედურა და მიუხედავად იმისა, რომ აქტივების უმეტესი ნაწილი გადაეცა სხვა ბანკს, ტრასტს მაინც მართავს Credit Suisse-ის მიერ დანიშნული რწმუნებულები და თანხის გადახდა ბენეფიციარების სურვილის შესაბამისად მიმდინარეობდა. თუმცა, უკრაინაში კონფლიქტის დაწყების დღიდან ბენეფიციარებს შეექმნათ სერიოზული დაბრკოლებები, მათ შორის გადახდების შეფერხება და თანხებზე წვდომის სრული დაბლოკვა. ბ-ნი ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ეს ქმედებები წარმოადგენს არაფორმალურ სანქციებს“. მიუხედავად იმისა, რომ სინგაპურსა და ბერმუდში სასამართლოები გრძელდება, დავა ორივე იურისდიქციაში გახანგრძლივებული ხასიათისაა: სარჩელი ბერმუდის კუნძულებზე 2016 წელს იქნა წარდგენილი, ხოლო იურისდიქციის საბოლოო განსაზღვრა სინგაპურში 2020 წლის მარტში დადასტურდა. ამგვარად, წარდგენის საბოლოო ეტაპი, სადაც მხარეები განიხილავდნენ ახალ ფაქტებს, მტკიცებულებებსა და პრეტენზიებს, წარდგენილი იყო 2021 წლის ნოემბერში. შესაბამისად, ბ-ნ ივანიშვილს აცნობეს, რომ თანხებზე წვდომის საკითხი მიმდინარე დავების ფარგლებში სასამართლოს აღარ წარედგინება. მიუხედავად ამისა, სინგაპურის სასამართლო სხდომაზე 2022 წლის სექტემბერში ბ-ნი ივანიშვილი გამოცხადდა მოწმის სახით და განაცხადა, რომ Credit Suisse არა მხოლოდ აიძულებდა მას წლების განმავლობაში წარედგინა მოთხოვნები სხვადასხვა იურისდიქციაში თანხების თაღლითობისა და არასწორი მენეჯმენტის შესახებ, არამედ Credit Suisse-მა არ შეიტანა გადასახადი ჟენევის სასამართლოს ბრძანების დარღვევის გამო, რომელიც ეხებოდა კლიენტებთან ურთიერთობების მენეჯერის სისხლის სამართლის 2018 წლის საქმეს. უფრო მეტიც, Credit Suisse-მა შეზღუდა წვდომა დარჩენილ თანხებზე, რომლებიც ბანკიდან იყო გამოტანილი და რომელიც რჩება Credit Suisse-ის მიერ დანიშნული რწმუნებულების მენეჯმენტის ქვეშ. აქედან გამომდინარე, სასამართლომ Credit Suisse-ს დაუსვა კითხვა, თუ რატომ არ გადაეგზავნა კლიენტს არასადავო თანხები. ამ გასაუბრების შემდეგ Credit Suisse-მა წამოიწყო მოლაპარაკებები ბ-ნ ივანიშვილთან და ამ პროცესის განმავლობაში მათ უკან დაუბრუნეს შვეიცარიის სასამართლოს მიერ სამი წლის წინ დაკისრებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი. 2022 წლის დეკემბერში ბ-ნ ივანიშვილს გადაუხადეს დარიცხული პროცენტი ზემოთ აღნიშნული თანხის დაგვიანებით გადახდის გამო და ბანკმა ასევე გადაიხადა ის თანხა, რასაც Credit Suisse-ის სინგაპურის trust არ ედავებოდა. მას შემდეგ ბ-ნი ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს გადახდები იყო Credit Suisse-ის მხრიდან ილუზიური მცდელობა, ემოქმედა კეთილსინდისიერად სასამართლოს წინაშე დადებითი იმიჯის შესაქმნელად და მიიჩნევს, რომ ყველა ილუზია დასრულდა. 2022 წლის 14 დეკემბერს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, რომელიც რეკომენდაციას უწევდა ბ-ნი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, მაგრამ არ იქნა მიღებული ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოების მიერ. აქედან გამომდინარე, Credit Suisse-მა განახორციელა კლიენტისთვის ბოლო გადარიცხვები და ახლა აცხადებს, რომ მოვლენების ასეთმა განვითარებამ ხელი შეუშალა Guernsey-ის ტრასტთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. ამ მოთხოვნას აძლიერებს ის ფაქტი, რომ აქტივები გადარიცხული იყო Credit Suisse-დან და ბანკი და მის დანიშნული რწმუნებულები არ უნდა ყოფილიყვნენ დაინტერესებულნი ბენეფიციარების ინსტრუქციების არ შესრულებაში. შედეგად, ბ-ნი ივანიშვილი აღიქვამს ამ ხელისშემშლელ ქმედებას, როგორც „პოლიტიკურ ზეწოლას“, ისევე, როგორც ეს იყო მარტში, როდესაც Credit Suisse-მა განაცხადა, რომ თანხების გაცემის შეფერხება გამოწვეული იყო „აღმოსავლეთ ევროპის გეოპოლიტიკური სიტუაციით“. ბ-ნი ივანიშვილი ამტკიცებს, რომ Credit Suisse-ს აქვს გამოცდილება, გამოიყენოს ევროპარლამენტის რეზოლუციების პროექტები Guernsey Trust-ისგან თანხების გაცემის შეფერხების გასამართლებლად. პირველი მათგანის შემდეგ, 2022 წლის 9 ივნისს, Credit Suisse-მა განაცხადა, რომ Trust-ს არ შეეძლო თანხის გაცემა; თუმცა ევროსაბჭოს ივლისის სხდომაზე რეზოლუცია არ იყო მიღებული და არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი იმისა, თუ რატომ ვერ მოხერხდებოდა ამის გაკეთება. აქედან გამომდინარე, გერნსის სასამართლოში შეტანილი იქნა განცხადება ტრასტის აქტივების დაბრუნების თაობაზე, მაგრამ ერთდღიანი მოსმენა არაერთხელ გადაიდო და მიუხედავად იმისა, რომ მოსმენა დაგეგმილია მარტისთვის, ბ-ნი ივანიშვილს მიაჩნია, რომ თარიღი კვლავ გადაიდება. აქედან გამომდინარე, მოლაპარაკებების დროს ბ-ნი ივანიშვილის წარმომადგენლებმა შესთავაზეს გერნსის ტრასტის მიერ გაყინული თანხის საკითხის მოგვარება მოკლე დროში სასამართლოს ჩარევის გარეშე, მაგრამ ეს შეთავაზება არ იქნა მიღებული. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ტრასტების მენეჯმენტის არათანმიმდევრულობა. როგორც მტკიცდება, ერთ-ერთი ტრასტი არ ახორციელებს დისტრიბუციას და აიძულებს ბენეფიციარებს, მოითხოვონ გადახდის მიღება სამართლებრივი გზით, ამავე დროს რწმუნებულები მიუთითებენ ევროპარლამენტის ივნისის რეზოლუციაზე, ხოლო მეორე ტრასტს შეუძლია თანხების გაცემა ბენეფიციარებისთვის საჭიროებისამებრ, შემდგომი დეკემბრის რეზოლუციის მიუხედავად და ეს აშკარად არ წარმოადგენდა პრობლემას Credit Suisse-ის მენეჯმენტისთვის. ეს ამტკიცებს, თუ რა არის ევროპარლამენტის რეზოლუციის რეალური „ფასი“ და „კრედიტ სუისმა“ იცის ეს „ფასი“. ბანკის მხრიდან მართებული იქნებოდა, პირველ შემთხვევაში ისევე მოქცეულიყო როგორც მეორე შემთხვევაში. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, აღმოჩნდა, რომ სინგაპურის სასამართლოზე უარყოფითი შთაბეჭდილების თავიდან აცილების მიზნით შეიძლებოდა ორივე დადგენილების იგნორირება. ბ-ნი ივანიშვილის მტკიცებით ეს ადასტურებს, რომ Credit Suisse-ის პოლიტიკური ზეწოლის კამპანია გრძელდება და აქედან გამომდინარე ბ-ნი ივანიშვილი და მისი მრჩევლები ახლა განიხილავენ კამპანიის წარმართვის შესაძლებლობას სიტუაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროების მიზნით და ასევე განიხილავენ მტკიცებულებების გამოქვეყნებას იმის შესახებ, თუ როგორ დააზარალა, მისი აზრით, ბანკის რეპუტაცია და თავად შვეიცარიის იმიჯი Credit Suisse-ის ხელმძღვანელობამ“, - აღნიშნულია სტატიაში. CS Victims Credit Suisse-ის გარკვეული კლიენტების წარმომადგენლების მიერ შეიქმნა. ისინი 7 წლის განმავლობაში ბანკის პერსონალის მიერ ჩადენილი დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების თაღლითობის მსხვერპლნი არიან. Credit Suisse-ის მინიმუმ ერთი თანამშრომელი ნასამართლევია თაღლითობისთვის და FINMA-მ გამოავლინა Credit Suisse-ის სისტემებისა და კონტროლის საშუალებების გაუმართაობა, რამაც პირდაპირ გამოიწვია ჩადენილი დანაშაული.  

იმედგაცრუებული ვართ, რომ ევროპული მედიაც მონოპოლიზირებული აღმოჩნდა - იურიდიული ფირმა MKD Law

საზოგადოების სამსჯავროზე როდესაც გამოგვქონდა გაუგონარი დარღვევები „კრედიტ სუის“-ის მხრიდან, მედიას დისკომფორტი არ ჰქონდა, როცა საქმე შეეხო ბანკის მენეჯმენტს, ფაქტობრივად, საკითხი ცენზურას დაექვემდებარა, - იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ ბიძინა ივანიშვილის „კრედიტ სუის“-თან დავის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის ცნობილია ბატონ ივანიშვილსა და „კრედიტ სუისს“ შორის მიმდინარე გლობალური დავის შესახებ. ერთ-ერთი წამყვანი წყარო, ძირითადი საშუალება, რომლის გამოყენებითაც არის უზრუნველყოფილი სწორედ საზოგადოების ინფორმირებულობა, არის ბეჭდური მედია და ინტერნეტგამოცემები. მართლაც, წლების განმავლობაში წარმოებული სასამართლო დავების პარალელურად, ბატონი ივანიშვილისა და მისი წარმომადგენლების მიერ მუდმივად ხორციელდებოდა კომუნიკაცია მკითხველთან, საკითხით დაინტერესებულ პირებთან და საზოგადოებასთან როგორც უშუალოდ შვეიცარიული, ისე ევროპული და, ზოგადად, საერთაშორისო მედიის საშუალებით. ცხადია, ყოველივე ატარებს გარკვეულ ორგანიზებულ ფორმას, რაც ნიშნავს, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობაში მხარდაჭრის კუთხით მომსახურებას წლების განმავლობაში სწევდა ინგლისური ფირმა „მეტიგენი“ (Metigen). სწორედ აღნიშნული ფირმის ჩართულობით, წლების განმავლობაში არაერთი სტატია და წერილი გავრცელდა სხვადასხვა მედიასაშუალებაში, რაც დამატებით გადაიბეჭდა ათობით გამომცემლობაში, მათ შორის, მსოფლიოს წამყვან პრესაში (Wall Street Journal, Bloomberg, Reuters და სხვა). აღნიშნული სტატიები და წერილები საუბრობდა „კრედიტ სუისს“-თან მიმდინარე დავებზე, მათ შედეგებზე, ბანკში ჩადენილ დანაშაულზე, ბანკის მხრიდან დარღვევებზე“, – ნათქვამია განცხადებაში. როგორც იურიდიულ ფირმაში აცხადებენ, სულ ახლახან, 2023 წლის 25 იანვარს გამოქვეყნდა სტატია, რომელიც „კრედიტ სუისს“-ის უმძიმეს კრიტიკას შეიცავდა. „ამგვარი პუბლიკაციების გამოქვეყნება შეფერხებების გარეშე ხორციელდებოდა. თუმცა, მკითხველი გაიხსენებს გამონაკლისსაც, როდესაც 2022 წლის 18 ივლისს საზოგადოებას ვაცნობეთ იმ ინფორმაციის შესახებ, რომლის გამოქვეყნებაზეც შვეიცარიულმა მედიამ უარი განაცხადა (მართალია, ამ შემთხვევაში ფირმა Metigen არ იყო ჩართული საკითხში). შეგახსენებთ, რომ გამოუქვეყნებელი ინფორმაცია შეეხებოდა არა ზოგადად „კრედიტ სუისს“-ის, არამედ უშუალოდ და კონკრეტულად ბანკის მენეჯმენტის მხრიდან უხეშ დარღვევებს და ბანკის ინტერესების საწინააღმდეგო განზრახ მოქმედებებს. 2022 წლის 18 ივლისის წერილში ვაცხადებდით. „შვეიცარიული მედია ჩვენი ჩართულობითაც და თავადაც, ჩვენგან დამოუკიდებლად, ყოველთვის უყოყმანოდ აქვეყნებდა კრიტიკულ, ნეგატიური შინაარსის შემცველ სტატიებს შესაბამის ბანკთან დაკავშირებით.მოცემულობა შეიცვალა, როდესაც საუბარი შეეხო ბანკის მენეჯმენტის მიერ თვით-დაზიანების რეჟიმში ყოფნასა და ჩვენ მიერ გამოთქმულ ეჭვს – ხომ არ იყო ბანკის მოქმედებებში სხვა საფუძველი ან რაიმე ინტერესი. აქედან გამომდინარე, წარმოიშვება ლოგიკური დასკვნა, რომ ათზე მეტი გამომცემლობის, ტელევიზიისა და რადიოს მიერ უნისონში გამოთქმული ზრდილობიანი უარის მიღმა შეიძლება სხვა საფუძველი არსებობდეს, რაც მორიგი სამწუხარო, იმედგამაცრუებელი სიგნალი იქნებოდა შვეიცარიიდან“. მაშინ ჩვენ იძულებული გავხდით პირადი წერილებით მიგვემართა შვეიცარიელი პოლიტიკოსებისთვის და მათი ყურადღება მიგვეპყრო იმ საკითხებზე, რაზეც შვეიცარიულმა მედიამ საუბრის საშუალება არ მოგვცა. დღეის მოცემულობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მორიგი სამწუხარო სიგნალი ამჯერად უკვე შვეიცარიის გარეთ, ევროპული/ბრიტანული მედიიდან მივიღეთ, რომლებიც ყველანაირი შეფერხების გარეშე აქვეყნებდნენ სტატიებს, როდესაც შინაარსი „კრედიტ სუისს“-ის მძიმე კრიტიკას შეეხებოდა, ხოლო როდესაც საქმე მიდგა ინფორმაციაზე კონკრეტულად ბანკის მენეჯმენტის მხრიდან ბანკისა და შეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაციის შეგნებულ, განზრახ დანგრევაზე, მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: ჯერ იყო და ჩვენ მიერ მიწოდებული წერილიდან სრულად იყო ამოღებული ის მესიჯები, რომლებიც ეხებოდა კონკრეტულად ბანკის მენეჯმენტს, ხოლო მომდევნო კომუნიკაციის შედეგად, მედიამ გადაასხვაფერა, გააფერმკრთალა ყველა აქცენტი, რომელიც ისევ იმავეს, „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტის კრიტიკას შეეხებოდა. შესაბამისად, მაშინ, როდესაც ჩვენ ვაკრიტიკებდით საბანკო გიგანტს და საზოგადოების სამსჯავროზე გამოგვქონდა გაუგონარი დარღვევები „კრედიტ სუისს“-ის მხრიდან, მაშინ მედიას არანაირი დისკომფორტი და წუხილი არ ჰქონდა, ხოლო როდესაც საქმე შეეხო პირთა ვიწრო წრეს, ანუ, ბანკის მენეჯმენტს, ჩვენთვის მედიის კარი დახურული აღმოჩნდა: ფაქტობრივად, საკითხი ცენზურას დაექვემდებარა“, – ნათქვამია განცხადებაში. ასევე, იურიდიულ ფირმაში განაცხადეს, რომ მათთვის მიუღებელი იყო და არის ინფორმაციის გადასხვაფერებული, დაშტრიხული თუ შეკვეცილი სახით გამოქვეყნება. „ჩვენთვის, ცხადია, მიუღებელი იყო და არის ინფორმაციის გადასხვაფერებული, დაშტრიხული თუ შეკვეცილი სახით გამოქვეყნება, ამიტომ ჩვენი მხრიდან საერთოდ უარი ითქვა პუბლიკაციაზე. საგულისხმოა, რომ ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ იყო ჰაერიდან მოტანილი და იგი ეფუძნებოდა ფაქტებსა და შვეიცარიული საბანკო მარეგულირებლის ანგარიშებს. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, უარის მთქმელ მედია საშუალებებს მარტივად შეეძლოთ გადაემოწმებინათ ინფორმაცია, თუნდაც ბანკთან. აღნიშნულის ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ ინფორმაციის საწყისი სახით გამოქვეყნებაზე უარი, რაც მხოლოდ გაოცებას და იმედგაცრუებას იწვევს. მართლაც იმედგამაცრუებელია ის, რომ ევროპული მედიაც მონოპოლიზირებული აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ბატონ ივანიშვილს განზრახული აქვს კვლავაც მისცეს შანსი შესაბამის მედია საშუალებებს, რათა გამოაქვეყნონ მომდევნო ინფორმაცია და წერილები, რომლთა გასაჯაროვება უკვე არის დაგეგმილი, მხოლოდ იმ დათქმით, თუკი იგივე მედია საშუალებები ამ დრომდე დაბლოკილ ინფორმაციასაც გამოაქვეყნებენ არარედაქტირებულ ფორმატში“, – ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, იურიდიული ფირმა ავრცელებს იმ ტექსტს, რომელიც მათი თქმით, მედიამ დაბლოკა და ფაქტობრივად, ცენზურას დაუქვემდებარა. როგორ მიზანმიმართულად ანგრევს „კრედიტ სუისს-ის“ მენეჯმენტი წლების განმავლობაში თავისივე ბანკისა და ნაქები შვეიცარიული საბანკო სისტემის იმიჯს საერთაშორისო მკითხველისთვის უკვე კარგად არის ცნობილი იმ გლობალური დავის შესახებ, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიული საბანკო გიგანტის – ერთ დროს უმწიკვლო რეპუტაციის მქონე „კრედიტ სუისს“-ის წინააღმდეგ აწარმოებს. უცნაური და საგულისხმოა, რომ სწორედ ნაქებ შვეიცარიულ საბანკო სისტემაში გათამაშდა იმ მძიმე დანაშაულის ქრონიკა, რომელმაც მასზე თვალდახუჭულად მინდობილ კლიენტს მილიარდიანი ზარალი მიაყენა. უწინ, ალბათ, ვიფიქრებდით, რომ არათუ „კრედიტ სუისს“-ი, არამედ ნებისმიერი შვეიცარიული, თუ, ზოგადად, ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის თავმოყვარე ბანკი და მისი მენეჯმენტი პირველი რასაც ასეთ სიტუაციაში შეეცდებოდა, კლიენტისთვის მობოდიშება და მისი ზიანის ანაზღაურებაზე ზრუნვა იქნებოდა. თუკი თქვენც ასე ფიქრობდით, მაშინ თქვენთვის დიდი იმედგაცრუება იქნება იმის გაგება, რომ კლიენტს არც ბოდიში მიუღია, არც ანაზღაურება, არც სათანადო მოპყრობა, არც შვეიცარიული მართლმსაჯულების სისტემის მხარდაჭერა და არც შვეიცარიული საბანკო მარეგულირებლის რაიმე გადამჭრელი მოქმედება. ყველაფერი ზედმიწევნით ამის საწინააღმდეგოდ მოხდა. სწორედ ამის შედეგია, რომ ბატონი ივანიშვილი უკვე 7 წელია (2016 წლიდან) სხვადასხვა დროს აწარმოებდა და აწარმოებს სასამართლო დავებს ახალ ზელანდიაში, სინგაპურში, ბერმუდაზე, გერნსის კუნძულებზე (დავა საბანკო ტრასტის გაუქმებასა და თანხის გადარიცხვაზე ბენეფიციარისთვის) და უშუალოდ შვეიცარიაშიც – ანუ ყველა იმ იურისდიქციაში, სადაც „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტმა შეგნებულად განფინა და მიმოფანტა კლიენტის მიერ განთავსებული თანხები. აქვე აღვნიშნავთ, რომ ბერმუდას სასამართლოს პირველმა ინსტანციამ ბანკის სადაზღვევო შვილობილ კომპანიას 607 მილიონი აშშ დოლარი დააკისრა, ხოლო სინგაპურის სასამართლოს პირველი ინსტანცია, სადაც მოთხოვნა 800 მილიონ აშშ დოლარს აღემატება, დასასრულისკენ მიდის და მოსარჩელეს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს. იმისთვის, რომ სტატიაში მოცემული გარემოებები უკეთ იყოს აღქმადი, მკითხველს მოკლე ექსკურსს შევთავაზებთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა გარემოებები უძღოდა წინ ხსენებულ დავებს, რაც მკაფიოდ მიგვანიშნებს, რომ არათუ ახლა, არამედ უკვე მრავალი წელია „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი შეგნებულად ანგრევს თავისივე ბანკის იმიჯს, რასაც ეწირება მთელი შვეიცარიული საბანკო სისტემის და, გნებავთ, სახელმწიფოს რეპუტაციაც – სახელმწიფოსი, რომლის სავიზიტო ბარათი უკვე საუკუნეებია არის დაცული და შეუვალი საბანკო სისტემა – სამოთხე ყველა დეპოზიტარისთვის თუ ინვესტორისთვის. სწორედ შვეიცარიული საბანკო სისტემის ამგვარმა რეპუტაციამ გადააწყვეტინა ბატონ ივანიშვილს 2000-იანების გარიჟრაჟზე, რომ თავისი აქტივების დომინანტური ნაწილი „კრედიტ სუისს“-ში განეთავსებინა. თითქოსდა სად, თუ არა შვეიცარიაში იგრძნობდა თავის ქონებასა და სამკვიდროს დაცულად ნებისმიერი მსხვილი ბიზნესმენი. სწორედ ამ იმიჯით გამყარებული ზურგით წარსდგა მაშინ ბატონი ივანიშვილის წინაშე ბანკის წარმომადგენელი და შესთავაზა თავისი მარწმუნებელი ბანკი, „კრედიტ სუისს“-ი, როგორც უალტერნატივო არჩევანი. მაშინ ბანკმა კლიენტს თანხის განთავსების სხვადასხვა მეთოდები შეურჩია, რადგან მათივე რეკომენდაციითა და გადაწყვეტილებით, ამგვარად კლიენტის აქტივები ყველაზე უკეთ იქნებოდა დაცული. სწორედ ბანკის მიერ დაქსელილ სქემებში, სატრასტო სტრუქტურებსა და სიცოცხლის დაზღვევის პოლისებში უწევს კლიენტსა და მის იურისტებს გარკვევა და თავის დახსნა აწ უკვე 7 წელია. თუმცა, ქსელები ისე მჭიდროდ და რთულად არის აწყობილი, რომ, როგორ ჩანს, კლიენტი მასში რომ აღმოჩნდება, თავის დაღწევა რთული, ხოლო ზოგჯერ – პრაქტიკულად შეუძლებელი ყოფილა. ბანკის მენეჯმენტის მხრიდან ყოფილი კლიენტის წინააღმდეგ განხორციელებული მოქმედებები წარმოუდგენელ ხარისხს აღწევს. თუნდაც მარტო ის რად ღირს, რომ „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი არათუ მათთან არსებულ თანხას, არამედ კლიენტის მიერ დავების დაწყების შემდეგ სხვა შვეიცარიულ ბანკში გადატანილ, თუმცა „კრედიტ სუისს“-ის ტრასტის მართვის ქვეშ დარჩენილ აქტივებსაც კი არ ატანს მას. აღნიშნულ საკითხზე მკითხველს ცალკე ვრცლად ეცნობება. "კლიენტისთვის ბანკში მის წინააღმდეგ მომხდარი დანაშაულების შესახებ 2015 წელს გახდა ცნობილი, როდესაც მან საკუთარი აქტივების განკარგვა განიზრახა, თუმცა ანგარიშებზე საკმარისი თანხა არ აღმოჩნდა. მანამდე მან თავის ანგარიშებზე კოლოსალური დანაკლისების შესახებ არ იცოდა და ვერც ეცოდინებოდა, რადგან ბანკის მენეჯმენტი მას 2008 წლიდან მოყოლებული გაყალბებულ რაპორტებს აწვდიდა, სადაც უკვე არარსებული ციფრები იყო „დახატული“. საგულისხმოა, რომ ამას ერთი პირი ვერ გააკეთებდა, რადგან კლიენტისთვის მიმდინარე ინფორმაციის გასაცნობად და სამომავლო გეგმების შესახებ ზოგადი მონახაზის გასაკეთებლად საქართველოში ბანკის მენეჯმენტის რამდენიმე წარმომადგენელი ჩადიოდა ხოლმე. სწორედ მაშინ, 2015 წელს, კლიენტის აქტიური მოქმედების შედეგად დადგინდა, რომ მხოლოდ პირდაპირი ზიანი მილიარდ აშშ დოლარამდე იყო. თუმცა აქ საინტერესო და ხაზგასასმელი ის არის, რომ ბატონი ივანიშვილი პირველი არ იყო, ვინც ბანკის წიაღში მიმდინარე დარღვევის შესახებ შეიტყო. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ამ ყველაფრის შესახებ ბანკის მენეჯმენტმა დიდი ხნით ადრე და დეტალურად უწყოდა. ახლა იმის შესახებ, თუ საიდან ფლობს კლიენტი ამ ინფორმაციას: მას შემდეგ, რაც 2015 წელს ბანკის მენეჯმენტი იძულებული გახდა თვალი გაესწორებინა დანაშაულისთვის და დასწრებაზე, მოჩვენებითი პროაქტიულობით მიემართა პროკურატურისთვის, „კრედიტ სუისს“-ის საქმიანობის შესწავლა დაიწყო შვეიცარიულმა საბანკო მარეგულირებელმა FINMA-მ. FINMA-ს ანგარიში ვრცელი, დაახლოებით, 300-გვერდიანი დოკუმენტია და იგი, დიდწილად, სწორედ ბატონი ივანიშვილის მიმართ ჩადენილ დარღვევებს ეხება. მოცულობის გამო, ცხადია, აქ არ შევუდგებით ანგარიშის დეტალურ აღწერას, თუმცა გვერდს ვერ ავუვლით იმას, რომ ანგარიშის მიხედვით: ბატონი ივანიშვილის ანგარიშებზე მასირებული და დანაშაულებრივი შეტევა 2008 წლიდან დაიწყო. ამ დროიდან ხდებოდა მისი ხელმოწერების გაყალბება, არაავტორიზებული გადარიცხვები, ყოველგვარ ფინანსურ და ეკონომიკურ ლოგიკას მოკლებული და პირდაპირ კანონსაწინააღმდეგო ინვესტიციები (მათ შორის, საუბარია დასაშვები აქციათა შესყიდვის ლიმიტების რამდენჯერმე გადაჭარბებაზე და სხვა). ამ ყველაფრის შესახებ ბანკის აუდიტის სისტემას განგაშის ზარი ჰქონდა ატეხილი და მხოლოდ ერთი ტიპის დარღვევაზე 135 შეტყობინება (ე.წ. „წითელი დროშა“) გაუგზავნა ბანკის მენეჯმენტს. იმის ნაცვლად, რომ ამ დანაშაულთა უშუალო განმახორციელებელი, ბანკის მიერ დღეს „მარტოხელა მგლად“ შერაცხული პატრის ლესკადონი დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ ბანკიდან, ჩაეტარებინათ მისი სამუშაოს რევიზია და მიემართათ პროკურატურისთვის, ამის ნაცვლად წარმოდგენაც კი გაგიჭირდებათ, თუ რას აკეთებდა ბანკის მენეჯმენტი: პატრის ლესკადრონი დაწინაურდა და იღებდა კოლოსალურ ბონუსებს. ეს FINMA-ს ანგარიშით დადასტურებული ფაქტების კონსტანტაციაა. სწორედ ამიტომ იყო, რომ ბანკის მენეჯმენტი წლების განმავლობაში ყველა ღონეს მიმართავდა შვეიცარიის პროკურატურასა და სასამართლოში, რომ FINMA-ს ანგარიში დახურულ დოკუმენტად დარჩენილიყო და მისი გაცნობის უფლება საზოგადოებას არ მისცემოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ანგარიში „კრედიტ სუისს“-ის მიერ დაზარალებულთა ვებგვერდზე დაიდო, „კრედიტ სუისს“-მა ლონდონის სასამართლოს მიმართა ანგარიშის შესაძლო გამსაჯაროვებელთა წინააღმდეგ. ბანკის მენეჯმენტმა, რომელიც ყველა ეტაპზე ბანკის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, ისიც კი ვერ ან არ მოისაზრა, რომ ბანკის მოქმედებათა შესახებ ინფორმაციის შემცველი ანგარიშის გააფთრებული დაცვა საზოგადოებისგან, წაუკითხავადაც კი პირდაპირი დასტური იყო იმისა, თუ რა გაუგონარი დარღვევები ტრიალებდა ბანკში. ყველაფერს, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, მივყავართ მარტივ და ცხად ანალიზამდე: ბანკის მენეჯმენტმა სულ მცირე 2010 წლიდან იცოდა დარღვევების შესახებ. შესაბამისად, ბანკის მენეჯმენტმა იცოდა იმის შესახებაც, რომ კლიენტის ანგარიშზე თანხების კოლოსალური დანაკლისი იყო. ბანკის მენეჯმენტმა იცოდა, რომ ეს დანაკლისი თავისით ვერ შეივსებოდა. ამის პარალელურად, მენეჯმენტი არათუ ქმედებებისა და შედეგების აღკვეთით არ დაკავებულა, არამედ პრემიებით ახალისებდა დანაშაულის უშუალოდ ჩამდენს და ამით უზრუნველყოდა დანაშაულის წახალისებას. შესაბამისად, მენეჯმენტმა იცოდა ისიც, რომ კლიენტი ადრე თუ გვიან გაიგებდა რეალური მდგომარეობის შესახებ. ამგვარი დანაკარგი დამუდამოდ დაფარული ვერ დარჩებოდა. დიდი განსჯა არ სჭირდება იმას, რომ მენეჯმენტმა იცოდა, რომ ბატონი ივანიშვილი თავისი უფლებების სასამართლოს გზით დაცვას შეეცდებოდა და იმის შესახებაც, რომ ამგვარი გლობალური მასშტაბის დავა უშუალოდ „კრედიტ სუისს“-ისა და მთლიანი შვეიცარიული საბანკო სისტემისთვის უდიდესი რეპუტაციული ზიანის მომტანი იქნებოდა. გარემოებები და ლოგიკა მიუთითებს, რომ ეს ყველაფერი გეგმაზომიერი პროცესი იყო, რომელსაც ორი დაზარალებული ჰყავს: პირველი, ცხადია, უშუალოდ კლიენტი, რომელსაც მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა, ბანკის მენეჯმენტის მცდელობებით დღესაც შეზღუდული აქვს წვდომა თავისი ფინანსური რესურსის მნიშვნელოვან ნაწილზე და უკვე ერთი წელია ექვემდებარება პირდაპირ პოლიტიკურ შანტაჟს. მაგრამ, მეორე და, შეიძლება მთავარიც, თავად „კრედიტ სუისს“-ი, რომლის რეპუტაციაც დღეს ნულს ქვემოთ არის დაცემული. ეს მაშინ, როდესაც ბანკი და საბანკო სისტემა სხვა არაფერია, თუ არა იმიჯი და ათწლეულების განმავლობაში გამომუავებული ნდობა ბიზნესის, დაპოზიტარებისა და ინვესტორების მხრიდან. სწორედ აქედან ჩანს, რომ ბანკის მენეჯმენტი მოქმედებდა და მოქმედებს თავად „კრედიტ სუისს“-ის და საბანკო სისტემის ინტერესების წინააღმდეგ, მისი დაზიანების პირდაპირი განზრახვით. ყველაზე უცნაური აქ ის არის, რომ 2010 წლიდან მოყოლებული, ბანკის მენეჯმენტი რამდენჯერმე შეიცვალა არსებითად და ძირფესვიანად, მაგრამ ამ ფონზე ბანკის ხელწერა უცვლელი და სტაბილური იყო და არის. მიდიოდა და მიდის შეგნებულად ბანკის დაზიანება. დღესაც ბანკის მიმდინარე მენეჯმენტის მიერ ხორციელდება არაერთი ენით აღუწერელი და აუხსნელი ქმედება, რომელსაც, ერთი მხრივ, ბანკისთვის არანაირი ფინანსური ან სხვა ტიპის სარგებელი არ მოაქვს, ხოლო, მეორე მხრივ, რომელიც სამართლებრივი და საიმიჯო (პიარული) კუთხით უდიდესი და განგრძობადი დარტყმის ქვეშ ამყოფებს ბანკს. მიმდინარე დავების კვალდაკვალ, ბანკის მენეჯმენტის მიერ განხორციელებული სწორედ ამ აუხსნელი მოქმედებებისა და მოვლენების შესახებ აქვს განზრახული ბატონ ივანიშვილს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, რასაც ეტაპობრივად განახორციელებს კიდეც", - ნათქვამია განცხადებაში.  

ბიძინა ივანიშვილი იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც შეძლო რეჟიმის დამარცხება - კალაძე

ყველაზე მთავარი, რაც ბიძინა ივანშვილმა გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს იყო 2012 წელს მისი გადაწყვეტილება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, ის იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც შეძლო ამ რეჟიმის დამარცხება, – ამის შესახებ თბილისი მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. „ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ქველმოქმედი, მეცენატი ადამიანი, რომელსც უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. რომელი პროექტი ჩამოვთვალო – სკოლების აშენება, ბაღების რეაბილიტაცია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნდება, ჯარისთვის ხელშემწყობი პროექტების განხორციელება, ძალიან ბევრია ასეთი პროექტი. ყველაზე მთავარი, რაც ამ ადამიანმა გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს იყო 2012 წელს მისი გადაწყვეტილება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით. ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც დაამარცხა ის სისხლიანი რეჟიმი, რომელიც წლების განმავლობაში მართავდა ქვეყანას. ის იყო რეჟიმი, რომელმაც დიდი უბედურება მოუტანა ქვეყანას, გააუბედურა ოჯახები, ბიზნესი. გვახსოვს, როგორი მმართველობა იყო, როგორი დამოკიდებულება იყო და ერთადერთი ადამიანი იყო ბიძინა ივანიშვილი, ვინც შეძლო ამ რეჟიმის დამარცხება. შემოიკრიბა სრულიად საქართველო ირგვლივ და მშვიდობიანი გზით დაასრულა ის სისხლიანი რეჟიმი“, – განაცხადა კალაძემ.  

Credit Suisse-მა ბიძინა ივანიშვილს $210 მილიონის კომპენსაცია გადაუხადა - Bloomberg

მრავალწლიანი სასამართლო დავების მიმდინარეობის პერიოდში, წამყვანმა შვეიცარიულმა ბანკმა, Credit Suisse-მა ბიძინა ივანიშვილის კომპენსაციის სახით 210 მილიონი დოლარი გადაუხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს. Credit Suisse-ის მენეჯმენტზე სტატიის გამოქვეყნებაზე საერთაშორისო მედიიდან განმეორებითი უარი მივიღეთ - MKD ბანკს არ განუმარტავს უშუალოდ რომელი სასამართლო დავის კომპენსირებაზე გადაიხადა $210 მილიონი, აგრეთვე არ არის ცნობილი ზუსტი პერიოდი, თუ როდის განხორციელდა აღნიშნული ტრანზაქციები. 2022 წლის მარტში ბერმუდის სასამართლომ შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის მიერ დაფუძნებულ ბერმუდულ კომპანია Credit Suisse Life-ს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ 607 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. საქმე მილიარდერის ყოფილი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიერ ჩადენილ თაღლითურ სქემას უკავშირდებოდა, რის შესახებაც ბერმუდაში დავა არაერთი წელი გრძელდებოდა. Bloomberg-ის თანახმად, ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა Credit Suisse Life-მა, შესაბამისად ბერმუდის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იწყება. შესაბამისად, ბანკი ამ კომპენსაციის გადახდისგან თავის არიდებას ცდილობს. პარალელურად, სასამართლო დავა გრძელდება სინგაპურშიც. დავები სინგაპურსა და ბერმუდაში: სასამართლო მასალების მიხედვით, 2005 წელს Credit Suisse-მა სინგაპურში დააფუძნა ტრასტი სახელწოდებით Mandalay Trust-ი, რომელშიც ივანიშვილმა $550 მილიონის დეპოზიტი განათავსა. 2014 წლის დეკემბერში კომპანიის სახელზე $697.68 მილიონი ირიცხებოდა, ხოლო 2015 წლის სექტემბერში ტრასტის ანგარიშზე მხოლოდ $437.8 მილიონი იყო დარჩენილი. ივანიშვილი მიუთითებს, რომ ეს თანხა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის თაღლითობით დაიკარგა, რაზეც პასუხისმგებლობა Credit Suisse-მა უნდა აიღოს. ბერმუდაში კი დავა ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების სახელზე განხორციელებულ პირად სადაზღვევო შენატანებს ეხებოდა. სასამართლო მასალებში აღნიშნულია, რომ ივანიშვილმა ბერმუდის კუნძულებზე, Credit Suisse Life-ის ოფისს 2011 და 2012 წლებში დადებული ხელშეკრულებით, $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი მიანდო. ეს შენატანი “სადაზღვევო პრემიის” სახეს ატარებდა და მის ინვესტირებასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი თავად შვეიცარიული ბანკი იყო. 2015 წელს კი, ბიძინა ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ ამ სადაზღვევო სქემიდან $400 მილიონი გაქრა, რაც Credit Suisse-ში მისი ყოფილი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ოპერაციებს უკავშირდებოდა. 2017 წელს ივანიშვილის იურისტებმა სარჩელი ბერმუდის კუნძულების სასამართლოში შეიტანეს. იქამდე, სანამ საქმე ბერმუდის კუნძულებზე გადაინაცვლებდა, დავა მიმდინარეობდა შვეიცარიულ სასამართლოში, სადაც 2018 წელს პატრიკ ლესკადრონს ჩადენილი ფინანსური სამართალდარღვევების გამო 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ლესკადრონი აღნიშნული დროისთვის უკვე იხდიდა წინასწარ პატიმრობას, რადგანაც ის 2015 წლის ბოლოს დააპატიმრეს. სასამართლომ დაადგინა, რომ პირადმა ბანკირმა მის კლიენტებს (ძირითადად ბიძინა ივანიშვილს) შვეიცარიაში $144 მილიონის ფინანსური ზარალი მიაყენა, დოკუმენტების ფალსიფიკაციის შედეგად კი უკანონოდ $30 მილიონის ღირებულების ქონებას დაეუფლა. პატრიკ ლესკადრონი სასამართლო განხილვის დაწყებიდანვე აღიარებდა დანაშაულს. მისი თქმით, ივანიშვილის ხელმოწერას 2008 წლიდან მოყოლებული აყალბებდა. ხელმოწერის გაყალბებით აფორმებდა გარიგებებს, რომლებზეც ივანიშვილისგან ავტორიზაცია არ ჰქონდა მიღებული. Credit Suisse-ის აღმასრულებლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ბანკს წლების განმავლობაში მიმდინარე სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და რომ თაღლითური სქემის ავტორი მხოლოდ ყოფილი პირადი ბანკირია. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს პოზიცია არ გაიზიარა ბერმუდის სასამართლომ, რომელმაც ბანკს მრავალმილიონიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.  

MKD: ბანკმა რომ ვეღარ ნახა საბაბი თანხის გადმორიცხვაზე უარისთვის, მიადგა ბოლო მიზეზს - უპოვარი არ დარჩნენ ბავშვები, რომლებიც მომავალში დაიბადებიანო

ბანკმა რომ ვეღარ ნახა საბაბი თანხის გადმორიცხვაზე უარისთვის, მიადგა ბოლო მიზეზს - უპოვარი არ დარჩნენ ბავშვები, რომლებიც მომავალში დაიბადებიანო, - ბიძინა ივანიშვილის იურიდიული მრჩევლები გამოუქვეყნებელ სტატიას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ბატონი ბიძინა ივანიშვილის იურიდიული მრჩევლები უცვლელი სახით გთავაზობთ სტატიას, რომლის ევროპულ პრესაში გამოქვეყნების მცდელობა კვლავაც წარუმატებელი აღმოჩნდა:[ციტატის დასაწყისი] ფაქტები, რომლებიც გვაძლევს საფუძველს, რომ გავაკეთოთ დასკვნა: „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი დაუფარავად აშანტაჟებს ივანიშვილს და მიზანმიმართულად ანგრევს საკუთარი ბანკისა და შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯს მოცემული სტატია წარმოადგენს იმ სტატიათა სერიის ორგანულ გაგრძელებას, რომლის საზოგადოებისთვის წარდგენის სურვილი და მცდელობაც ბატონ ივანიშვილს უკვე ორგზის ჰქონდა მხოლოდ 2023 წლის თებერვლის თვის განმავლობაში. შეგახსენებთ, რომ წინა ორ სტატიაში, ბატონი ივანიშვილის მხრიდან კრიტიკა მთლიანად ბანკის მენეჯმენტისკენ მიემართებოდა და შეიცავდა ფაქტებზე დაფუძნებულ მხილებას იმისა, რომ ბანკის მენეჯმენტი სრულიად გაცნობიერებულად, შეგნებულად, წლების განმავლობაში მოქმედებდა და მოქმედებს ბანკის ინტერესების საწინააღმდეგოდ, რასაც ეწირება შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯიც. ამასთან, ამავე მოქმედებებით, ბანკის მენეჯმენტი ახორციელებს პოლიტიკურ შანტაჟს ბატონ ივანიშვილზე და ეს ყოველივე ხორციელდება დაუფარავად. აღნიშნულის დასადასტურებლად, წინა სტატიაში საილუსტრაციოდ იყო წარმოდგენილი მხოლოდ ერთი, მცირე ეპიზოდი, სადაც ჩანდა, რომ ბანკის მენეჯმენტის მოქმედებებს რაიმე კომერციული ან ბიზნეს ლოგიკა არ გააჩნდა. იქვე გაცხადებული იყო, რომ ამ მცირე ეპიზოდის აღწერას მოჰყვებოდა მორიგი სტატიაც, სადაც უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნებოდა გაჟღერებული. როგორც ყოველთვის, ახლაც, სააშკარაოზე გამოტანილი იქნება მხოლოდ ფაქტები, რომლებიც კონკრეტული მტკიცებულებებითაა გამყარებული, ხოლო დასკვნის გაკეთების პრეროგატივას კვლავ მკითხველს მივანიჭებთ. მკითხველისთვის ცნობილია, რომ ბატონ ივანიშვილსა და „კრედიტ სუისს“-ს შორის წლებია მიმდინარეობს გლობალური დავა. მას საფუძველი დაუდო ბანკის მენეჯმენტის მიერ წახალისებულმა დანაშაულმა კლიენტის წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლიდან 2015 წლამდე მიმდინარეობდა და რომლის გამოაშკარავება ისევ კლიენტის მოქმედებების შედეგად, 2015 წელს მოხდა. სწორედ დანაშაულის გამჟღავნების შემდეგ, ბატონმა ივანიშვილმა დანაშაულს გადარჩენილი თანხების დიდი ნაწილი სხვა შვეიცარიულ ბანკში გადაიტანა, თუმცა, სხვადასხვა სამართლებრივი და პროცესუალური მიზეზების გამო, რაზეც წარსულში დეტალურად ვისაუბრეთ, აქტივების მმართველად დარჩა ისევ „კრედიტ სუისს“-ის ტრასტი. ამდენად, ბატონი ივანიშვილის გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი აღმოჩნდა არა „კრედიტ სუისს“-ში, არამედ სხვა ბანკში და, ლოგიკურად, „კრედიტ სუისს“-ს აღნიშნული თანხის შენარჩუნების სურვილი ან ინტერესი ვეღარ უნდა ჰქონოდა, ხოლო თავად ამ სხვა ბანკში არსებულ აქტივებს მართავს „კრედიტ სუისს“-ის სტრუქტურისა და მართვის ქვეშ არსებული ტრასტი, დაფუძნებული გერნსის კუნძულზე. ტრასტის ვალდებულება და მისი არსებობის ერთადერთი ფუნქცია მისი ბენეფიციარების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებაა. ტრასტი მეტ-ნაკლებად ახერხებდა ამ ფუნქციის შესრულებას 2022 წლის მარტამდე. სწორედ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, „კრედიტ სუისს“-ის ტრასტის მოქმედების ლოგიკა შეიცვალა (უფრო სწორად, ლოგიკისგან დაიცალა): ბენეფიციარის ინსტრუქციების შესრულება და მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება საკუთარ აქტივებთან მიმართებით ხელოვნურად დაუკავშირდა ბატონ ივანიშვილთან დაუკავშირებელ გარემოებებს: „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებს“. შედეგად, გამოიკვეთა რა, რომ ბენეფიციარს ტრასტის ქვეშ მოქცეულ საკუთარ აქტივებზე წვდომა უსაფუძვლოდ ეზღუდებოდა, ბატონმა ივანიშვილმა გადაწყვიტა დაეხურა ტრასტი, რომელიც მისი ინტერესებისთვის იყო შექმნილი, ხოლო რეალობაში ყველა ინტერესის სამსახურში ჩადგა, გარდა ბენეფიციარის ინტერესისა. სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ, დაიწყო კლიენტის ჩიხში მოქცევა: მას არც ტრასტის დახურვის საშუალება ეძლევა და არც ტრასტის მართვის ქვეშ არსებული აქტივების განკარგვის. არადა, რამდენიმე თვით ადრე, ბატონმა ივანიშვილმა უპრობლემოდ შეძლო იმავე „კრედიტ სუისს“-ის სხვა ტრასტის დახურვა და აქტივების პირდაპირ ბენეფიციართა საკუთრებაში წამოღება. ბანკის მენეჯმენტის მხრიდან ბატონი ივანიშვილის შანტაჟმა არაერთი კომიკური სიტუაციაც წარმოშვა: მათ იმაზე მეტი „ზრუნვა“ დაიწყეს ბატონი ივანიშვილის ოჯახის წევრებზე და მემკვიდრეებზეც კი, ვიდრე უშუალოდ ოჯახის უფროსმა. მხოლოდ ერთი მაგალითის სახით: ყოველთვის, როდესაც ბატონი ივანიშვილი ახორციელებდა თანხის გადარიცხვას ტრასტიდან, უთითებდა შესაბამის დანიშნულებას. ახალ რეალობაში კი, როდესაც ბენეფიციარმა მორიგი გადარიცხვის დანიშნულებად მიუთითა ქველმოქმედება, მან „კრედიტ სუისს“-ის ტრასტისგან მიიღო პასუხი, რომ ბატონი ივანიშვილი არასტანდარტულად დიდ თანხებს ხარჯავდა ქველმოქმედებაში და ამით საფრთხეში აგდებდა საკუთარი მემკვიდრეების ფინანსური უზრუნველყოფის საკითხს. ამიტომ, ტრასტის მენეჯმენტი მიუთითებდა, რომ ამგვარი ხარჯების გაწევა მიზანშეუწონელი იყო და ამ დანიშნულებით თანხას ვერ გადარიცხავდა. ამის შემდეგ, ბენეფიციარმა მიუთითა, რომ როგორც ჩათვლიდნენ საჭიროდ, ვისზეც ჩათვლიდნენ საჭიროდ და რა პროპორციითაც ჩათვლიდნენ საჭიროდ, ისე გადაერიცხათ თანხა ბენეფიციარსა და მის ოჯახის წევრებზე. ცხადია, ეს მოთხოვნაც ჰაერში გამოეკიდა. დაახლოებით ასე ანეკდოტურად გამოიყურება ბანკის მენეჯმენტის მხრიდან „ზრუნვის აქტები“ ბატონი ივანიშვილის ოჯახისა და მემკვიდრეებისა მიმართ. აქ შევჩერდებით და გამოვეხმაურებით სათაურში გამოტანილ საკითხს: იძლევა თუ არა ამგვარი ფაქტები იმ დასკვნის ობიექტურ საშუალებას, რომ „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი ახორციელებს პოლიტიკურ შანტაჟს ბატონ ივანიშვილზე და თანაც ისეთი დაუფარავი ფორმით, რომელიც იწვევს ბანკისთვის მძიმე რეპუტაციულ ზიანს? და, იმის გათვალისწინებით, რომ „კრედიტ სუისს“-ი არის წამყვანი, სისტემური ბანკი შვეიცარიაში, ხდება თუ არა ამით შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯის დაზიანება? ცხადია, ისტორია აქ არ სრულდება. მიწერ-მოწერამ და მსჯელობამ იმაზე, შეიძლებოდა თუ არა თანხის საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“-სთვის გადაცემა (რაც იქამდე არასდროს წარმოადგენდა პრობლემას) რამდენიმე თვეს გასტანა. აქ, ბატონმა ივანიშვილმა შესთავაზა ყველა პოტენციური ბენეფიციარის თანხმობა იმაზე, რომ გადარიცხვას ეთანხმებოდნენ, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. როგორც წინა სტატიაშიც აღვნიშნეთ, ბანკის მენეჯმენტს აქაც, მაშველ რგოლად 2022 წლის ივნისის ევროპარლამენტის რეზოლუცია წამოეწია, სადაც ევროპარლამენტი ბატონი ივანიშვილის სანქცირებას ითხოვდა ევროკავშირისვე აღმასრულებელი ორგანოებიდან. მკითხველისთვის ცნობილია, რომ არც 2022 წლის ივნისის და არც იმავე წლის დეკემბრის მსგავსი შინაარსის მქონე რეზოლუციებს გაგრძელება არ მოჰყოლია და ევროპულ საბჭოს ისინი არც გაუზიარებია და არც სისრულეში მოუყვანია. თუმცა, ეს დაბრკოლება არ გამხდარა „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტისთვის, რომ რეზოლუციას ამოფარებოდა და განეცხადებინა, რომ რეზოლუციიდან გამომდინარე, ბანკის მენეჯმენტი თანხის გადმორიცხვას თავის თავზე ვერ აიღებდა და რომ თანხის გადმოსარიცხად ან ტრასტის დასახურად, ბატონ ივანიშვილს სასამართლოსთვის უნდა მიემართა. ვინც წინა სტატიას გაეცნო, დაინახავს, რომ იქნება ეს ფორმალურად ბანკის მენეჯმენტი, რომელიმე ტრასტის მენეჯმენტი თუ სხვა აქტორი, რომელიც ბანკის სტრუქტურაში შემავალი სუბიექტების სახელით გველაპარაკება, ყველას ხელწერა ერთი და იგივეა. უფრო მეტიც, ყველას ხელწერა ერთნაირად აბსურდულია და ერთნაირად აზიანებს ბანკსაც და შვეიცარიის საბანკო სექტორსაც. ის რომ ხელწერა ერთნაირია, ეს შემთხვევითობა ან დამთხვევა ვერ იქნება. შეუძლებელია ორმა სხვადასხვა თავმა, ერთმანეთის პარალელურად, ზუსტად ერთი და იგივე გადაწყვიტოს და ამ გადაწყვეტილებით ზუსტად ერთნაირად დაუქვემდებაროს ბანკის კლიენტი პოლიტიკურ შანტაჟს თან იმგვარად, რომ ბანკიც დააზიანოს და სახელმწიფოც. ამდენად, 2022 წლის ივლისის მდგომარეობით, არსებობდა ორი ხელოვნური ბარიერი - ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც, თავის მხრივ, თითქოსდა, წარმოშობდა სასამართლოსთვის მიმართვის აუცილებლობას. სასამართლო პროცედურა, რომელიც ტრასტის დახურვას შეეხება, ჯერ ერთი, ზოგადად, აუცილებელი არც არის, თუკი ტრასტი თავად არ არის წინააღმდეგი, რომ მოხდეს მისი ლიკვიდაცია, თუმცა, როდესაც კი მაინც ექვემდებარება სასამართლოს ეს საკითხი, პროცესი არის ფორმალური, ერთ-დღიანი, ხოლო გადაწყვეტილება იმავე დღეს გამოდის. ასეთია პრაქტიკა. ჩვენს შემთხვევაში, პროცესის თარიღმა ლამის ყველა შესაძლო თვე მოიარა: ჯერ იყო სექტემბერი, შემდეგ ნოემბერი, დეკემბერი და ახლა - მარტი. სასამართლო თარიღების ცვლილების პარალელურად, მოხდა საინტერესო რამ: ჩვენ წინა სტატიაშიც აღვნიშნეთ, რომ 2022 წლის სექტემბერში სინგაპურის სასამართლოზე, რომელიც საერთოდ არ შეეხებოდა ტრასტების მართვის ქვეშ არსებული თანხების გადმორიცხვას, ბატონმა ივანიშვილმა სასამართლოს ყურადღება მაინც მიაქცია იმ საკითხს, რომ სინგაპურსა და გერნსიზე არსებული „კრედიტ სუისს“-ის ტრასტები კლიენტს აქტივებს უკავებდნენ. მოსამართლის რეაქციიდან გამომდინარე, ბანკის მენეჯმენტმა გადაწყვიტა სახე შეენარჩუნებინა და მხოლოდ სინგაპურის ტრასტიდან გადარიცხა თანხები კლიენტის ინსტრუქციის შესაბამისად. ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე მითითებაც და სასამართლოსკენ ჩვენი გადამისამართებაც ბლეფი იყო. სინგაპურის შემთხვევაში, არც რეზოლუცია და არც სასამართლოს მიღმა მოქმედება პრობლემა არ აღმოჩნდა. რაც შეეხება გერნსის, სადაც აქტივების უდიდესი ნაწილია ტრასტის ქვეშ მოქცეული, იქ უკვე ვერ მოქმედებდა სინგაპურის მოსამართლის იურისდიქცია, ამიტომ გერნსის შემთხვევაში, ბანკის მენეჯმენტმა კვლავ მანამდე არსებულ რეჟიმში დაგვტოვა: მრავალჯერ გადადებული სასამართლო განხილვების მოლოდინში. აქ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ის თანხა, რომლის გადმორიცხვაზეც „კრედიტ სუისს“-ი უარს გვეუბნება, „კრედიტ სუისს“-შიც კი არ არის. თანხა სხვა ბანკშია. ამიტომ აქ ვერ გვექნება ილუზია, რომ ბანკს რაიმე ფინანსური და კომერციული ინტერესი აქვს. არა, ბანკის მენეჯმენტის ინტერესი სულ სხვაგან არის და, ვფიქრობთ, ეს ხელისგულზე დევს. სისრულისთვის აღვნიშნავთ, რომ კიდევ ერთი საბაბი, რის გამოც ბანკის მენეჯმენტმა ტრასტზე არსებული თანხების გადარიცხვაზე უარი თქვა იყო ის, თითქოს, ტრასტის მართვის ქვეშ არსებული თანხების უდიდესი ნაწილის გადარიცხვა განაპირობებდა ტრასტის დახურვას. სინამდვილეში, ეს ასე არ არის. ტრასტის მართვაში სულ ერთი დოლარიც რომ დარჩეს, ის მაინც აგრძელებს არსებობას. მეტიც, აღნიშნული ტრასტის მართვის ქვეშ, თანხის გარდა, აქციებიც არის და ამ ფონზე, მით უმეტეს, განაგრძობს ტრასტი არსებობას. და სულ რომც არ იყოს არც თანხა და არც აქციები, ტრასტი მაინც არსებობს მანამ, სანამ მის დახურვას ბენეფიციარი არ გადაწყვეტს. ამდენად, ყველა მოგონილი საბაბი და პირდაპირი სიცრუე გამოაშკარავებულია. ამ ეტაპისთვის რომ შევაჯამოთ: ჯერ გადარიცხვის დაგვიანება უკავშირდებოდა „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებს“;შემდეგ გადმორიცხვაზე უარი საბუთდებოდა გადარიცხვის დანიშნულებით, რასაც ბატონმა ივანიშვილმა იმით უპასუხა, რომ თუ არ მოსწონდათ ფონდში გადარიცხვა, შეეძლოთ გადაერიცხათ ოჯახის წევრებზე ან ნებისმიერ მათგანზე, არჩევანის შესაბამისად და ამაზე ოჯახის ყველა სხვა წევრი დაეთანხმებოდა;შემდეგ საბაბი გახდა ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც მენეჯმენტმა ნახა, რომ არ აღსრულდა;შემდეგ მოხდა მითითება სასამართლოზე, რომელიც არაერთხელ გადაიდო, თუმცა კი ამ მოთხოვნის დაცვაზეც არ ვუთხარით უარი და მივმართეთ სასამართლოს;შემდეგ მოხდა ის, რომ სინგაპურის მოსამართლის მითითების საფუძველზე, ბანკის მენეჯმენტმა რეზოლუციაც დაივიწყა და სასამართლოსთვის მიმართვის აუცილებლობაც, ოღონდ ეს მხოლოდ სინგაპურული ტრასტის ნაწილში, ხოლო გერნსის ტრასტის ნაწილში სასამართლოს მოთხოვნა დატოვა;შემდეგ ბანკის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ თანხის გადარიცხვა ვერ მოხდებოდა, რადგან ეს ტრასტის დახურვას გამოიწვევდა, რაც მცდარი ინფორმაცია აღმოჩნდა.თუკი თქვენ იფიქრეთ, რომ აქ ბანკის მენეჯმენტის ფანტაზია ამოიწურა, სამწუხაროდ - თქვენ შეცდით. ამის შემდეგ ბანკის მენეჯმენტმა დაიწყო ზრუნვა ბატონი ივანიშვილის შვილების დაუბადებელ შვილებზე. მეტიც, ბანკმა დაიწყო დაუბადებელი შთამომავლების დაცვა ბატონი ივანიშვილის ქმედებებისგან: რომ მან ისე არ გააკეთოს, რომ შთამომავლები დაიბადონ და თანხა არ დახვდეთ. ბატონი ივანიშვილი დაუბადებელ შთამომავლებს ადვოკატები დაენიშნათ, მათ თანხას ბატონი ივანიშვილი უხდის, თუმცა ისინი მის ინსტრუქციებს არ ემორჩილებიან და დაუბადებელთა ინტერესებს დამოუკიდებლად იცავენ. აი, ამ აბსურდში მივედით საბოლოოდ. ამავე არასერიოზულ ჟანრშია „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტის შემდეგი ქცევაც: იმისთვის, რომ „კრედიტ სუისს“-ს აერიდებინა მუდმივი მითითება მის სახელზე უარყოფით კონტექსტში, მათ კლიენტს მისწერეს წერილი, რომ ტრასტის მართვა ბანკის სტრუქტურის გარეთ გაიტანეს და გარედან დაიქირავეს მენეჯმენტი. რადგან ტრასტის მართვას ბენეფიციარი აფინანსებს და, ზოგადად, მის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს, ლოგიკურია, რომ ბატონმა ივანიშვილმა დასვა კითხვა: ვინ არის ის კომპანია, ვინ მართავს მის აქტივებს და ვისაც თანხას უხდის? ეს კითხვა რამდენჯერმე დაისვა, თუმცა პასუხი არ გაცემულა. მეტიც, ბატონი ივანიშვილი პერიოდულად იღებს წერილებს ტრასტისგან, რომელსაც ხელს აწერს უცნობი პირი ისე, რომ სახელი და გვარიც კი არ არის აღნიშნული, მხოლოდ გაურკვეველი ფაქსიმილიე ახლავს წერილებს და საერთოდ ვერ დგინდება, ვინ არის ავტორი. ჩვენ გვიჭირს მტკიცებით რეჟიმში საუბარი, თუმცა ამ ანეკდოტურ მოვლენას შეიძლება მხოლოდ ის ახსნა ჰქონდეს, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირი ისევ ბანკის მენეჯმენტიდან არის, თუმცა მის გადაწყვეტილებებზე ხელის მოწერაზე პასუხისმგებლობას შედარებით დაბალი პოზიციის მქონე პირებიდან არავინ იღებს, ამიტომ უწევთ გაურკვეველ ხელმოწერას ამოეფარონ ისე, რომ პრინციპულად არ გვითხრან გადაწყვეტილების მიმღებისა და ხელმომწერის ვინაობა. ამ აბსურდის ფონზე, ხდება ახალი გაუგებრობა: ახალი წლის წინ, რამდენიმე დღით ადრე ბანკის ტრასტმა კლიენტს მიმართა წერილით და უთხრა, რომ მას შეეძლო სრული თანხის დაახლოებით 7%-ის ათვისება. თანხის ეს ოდენობა საერთოდ არანაირ ლოგიკურ ან ფაქტობრივ ბმას არ შეიცავს რაიმესთან. გაუგებარია, თუ რატომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ კლიენტს შეეძლო აღნიშნული თანხის განკარგვა. ან რატომ ამდენის და არა მეტიც ან ნაკლების. გაუგებარია მოტივაციაც. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ ამის შესახებ და ვიფიქროთ, რომ ეს სინგაპურის სასამართლოს წინაშე სახის შესანარჩუნებლად გაკეთდა, სადაც განხილვა თებერვალში უნდა შემდგარიყო ან კი იმისთვის, რათა თითქოსდა სალაპარაკო არ მიეცათ ბენეფიციარისთვის, რომ ტრასტი თანხებს უკავებს. ასეა თუ ისე, ბატონმა ივანიშვილმა მისცა თანხმობა 2023 წლის 4 იანვარს, ხოლო გადმორიცხვა რეალურად ერთ თვეზე მეტი ხნის შემდეგ მოხდა, ზუსტად სინგაპურის პროცესის წინ. თანხის მიღებია შემდეგ, ბენეფიციარის მხრიდან დაისვა რამდენიმე ლოგიკური კითხვა, რაც, ნაწილობრივ, ზემოთაც გავაჟღერეთ: რა განსხვავებაა ამ გადმორიცხულ თანხებსა და დანარჩენ თანხას შორის? რატომ არის ამ ნაწილის გადმორიცხვა შესაძლებელი, ხოლო დანარჩენის - შეუძლებელი? რა თანხაა ეს? ვინ იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რა გადმოირიცხოს და რა - არა? რა ნორმებს ეფუძნება ეს ქცევა? ამ კითხვებზე პასუხი არ არსებობს. უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი ივანიშვილის მცდელობითაც და მისგან დამოუკიდებლადაც, სწორედ ამ ქმედებების გამო ბანკი სერიოზული კრიტიკის ქარცეცხლში იყო გახვეული წლების განმავლობაში და ამაზე საუბრობდა მთელი საერთაშორისო მედია. შესაბამისად, წლების განმავლობაში ზიანდებოდა „კრედიტ სუისს“-იც და მთელი შვეიცარიული საბანკო სექტორიც ამგვარი შეტევებით: არაერთი წელი ილახებოდა მისი იმიჯი და რეპუტაცია. ბანკის მენეჯმენტის ქმედებებზე დაკვირვებამ მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ეს მიზანმიმართულ ხასიათს ატარებდა, რადგან მენეჯმენტის ამ აუხსნელ ქმედებებს თეორიულადაც არ შეიძლება რაიმე სარგებელი მოეტანა ბანკისთვის, ვინაიდან განსახილველი, დაკავებული თანხები „კრედიტ სუისს“-ში საერთოდ არ იყო და არც არის. ამ ყველაფრის ფონზე, ღიად გამოგვაქვს რა ყველა საკითხი, ყველა ფაქტი, საზოგადოების შესაფასებლად, ისევ საზოგადოება დავუტოვებთ დასკვნის საშუალებას სტატიის მთავარ კითხვაზე: დასტურდება თუ არა, რომ „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი დაუფარავად აშანტაჟებს ივანიშვილს და მიზანმიმართულად ანგრევს საკუთარი ბანკისა და შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯს? რომ დავეხმაროთ მკითხველს დასკვნის გაკეთებაში, შეგახსენებთ მხოლოდ რამდენიმე ფაქტს: ტრასტს, რომელსაც ბენეფიციარების თანხების დაცვა ევალებოდა, 10 წლის განმავლობაში მსგავსს არაფერს აკეთებდა და სწორედ მათი მმართველობის განმავლობაში, ბენეფიციარის ზიანმა მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც მარტივად მტკიცდება ბერმუდასა და სინგაპურის სასამართლოებში. მათ თავიანთი ფუნქცია არათუ სრულად, ნაწილობრივადაც კი ვერ შეასრულეს;ამის შემდეგ კი, იუმორისტულ ჟანრს მიკუთვნებულ შემდეგ საკითხებს შეგახსენებთ და შევაჯამებთ, იმავე დასკვნის გამოტანის გამარტივების მიზნით: პირველი: ბატონი ივანიშვილი როდესაც ითხოვს თანხის საქველმოქმედო ფონდში გადარიცხვას, პასუხი მისდის, რომ ის ძალიან დიდ თანხას ხარჯავს ქველმოქმედებაში და შვილებზე შეიძლება არ იზრუნო, მათ რაიმე დააკლო და ამიტომ თანხას ვერ გადმოგირიცხავო; როდესაც, პასუხად, ბატონი ივანიშვილი უცხადებს, თავად გაანაწილეთ თანხები, როგორც საჭიროდ ჩათვლით ჩემს ოჯახზეო, რაზეც წინასწარ გეთანხმებითო, ამაზე პასუხი აღარ ყოფილა;მეორე: „კრედიტ სუისს“-მა კიდევ ერთი, ახალი ბარიერი შექმნა და ტრასტი სამართავად მესამე პირებს გადასცა (თუკი მათ განცხადებას ვენდობით). ერთი წელიწადია ბატონი ივანიშვილი დაჟინებით კითხულობს, თუ ვინ მართავს მის ფულს, ვის უხდის ფულს მისივე აქტივების მართვისთვის, რასაც ასეთივე დაჟინებით არ პასუხობს „კრედიტ სუისს“-ი, ხოლო კლიენტი ღებულობს ამ უცნობი პირების ხელმოწერილ დოკუმენტებს ისე, რომ ამქვეყნად ვერავინი გაარკვევს, თუ ვის ეკუთვნის ხელმოწერა;მესამე: ბანკმა რომ ვეღარ ნახა ვერანაირი საბაბი თანხის გადმორიცხვაზე უარისთვის: ვეღარც გადმორიცხვის დანიშნულება, ვეღარც ევროპარლამენტის რეზოლუცია, ვეღარც სასამართლოსთვის მიმართვის აუცილებელი წინაპირობის საკითხი, ვეღარც ის, რომ თანხის გადმორიცხვა ტრასტის დახურვას გამოიწვევდა და სხვა, ყველა საკითხი რომ ამოწურა, შემდეგ მიადგა ბოლო მიზეზს: დაუბადებელი შთამომავლები რომ არიან, მათ ზრუნვაზე არ არის კარგად გათვლილი თქვენი მხრიდან თანხის გადმორიცხვის მოთხოვნაო - უპოვარი არ დარჩნენ ბავშვები, რომლებიც მომავალში დაიბადებიანო. გვჯერა, მკითხველს, ამ ფაქტებზე დაყრდნობით, სწორი დასკვნის გამოტანა ნამდვილად არ გაუჭირდება“- აღნიშნულია განცხადებაში.  

ჰააგის გადაწყვეტილება გზავნილია ივანიშვილისთვისაც, რომ პუტინი დასრულებულია - ხაბეიშვილი

ჰააგის გადაწყვეტილება გზავნილია ივანიშვილისთვისაც, რომ პუტინი დასრულებულია, - ამის შესახებ ენმ-ის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა "ბიძინა ივანიშვილის პატრონი, მსოფლიოში აღიარებული ტერორისტი პუტინი, უკვე გამოკეტეს მოსკოვში. ეს ნიშნავს იმას, რომ კრემლის იქით, ცივილიზებულ სამყაროში გადაადგილება აუკრძალეს და თუ ამას დააპირებს, გამოკეტავენ ციხეში. მსოფლიო გასცა მისი დაპატიმრების ორდერი. ეს არის გზავნილი დანარჩენი პუტინისტური ქვეყნებისთვის, მათ შორის ივანიშვილისთვისაც, რომ პუტინი დასრულებულია. შესაბამისად სანქციებიც რუსი ოლიგაქრის წინააღმდეგ უფრო რეალური გახდება",- ამბობს ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.  

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ მონაწილეობს - ვოლსკი

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ მონაწილეობს. „ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ მონაწილეობს. „ნაცმოძრაობა" და მისი რუპორები ცდილობენ ამ თემის შემოტანას, საკითხის გვარებზე გადატანას. თუმცა, ჩვენ მოგვისმენია თვითაღიარება კეზერაშვილის, რომ სწორედ ის არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკაშიც ერევა, მედიაშიც, ფულიც გააჩნია, ბიზნესმენიც არის. რაც შეეხება ვინ და როგორ მოხვდება, აქ სამართლიანობა იქნება მთავარი პრინციპი,"- განაცხადა ვოლსკიმ.  

პრეზიდენტი: ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი, ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი

არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამ შეკითხვას „ტვპირველის“ ეთერში უპასუხა. „კი, იმ გაგებით, რომ აქვს ფული. გავლენა მედიასა და პოლიტიკაზე, ამ გაგებით არის, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი. ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი. არის ამ პოლიტიკური სისტემის არაგამჭვირვალობა. საჭიროა, ჩვენ ვიცოდეთ - სად მიიღება გადაწყვეტილებები, როგორ შეიძლება ამ გადაწყვეტილებების შეცვლა ან მათზე გავლენის მოხდენა“. სალომე ზურაბიშვილი: ივანიშვილის სტატუსი ძალიან გაუგებარია დღეს  

სალომე ზურაბიშვილი: ივანიშვილის სტატუსი ძალიან გაუგებარია დღეს

„ივანიშვილის სტატუსი ძალიან გაუგებარია დღეს იმის მერე, რაც ოფიციალურად გასულია ხელისუფლებიდან იმიტომ, რომ გარედან ისმის ეს კითხვა და მგონი, საზოგადოებაშიც არის განცდა თუ კითხვა, სამ მიიღება მთავარი გადაწყვეტილებები“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა „ტვპირველთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა. „კითხულობენ, მე კი არ მეკითხებიან, იმიტომ, რომ მე ამაზე პირდაპირი პასუხი ან მტკიცებულებები არ მაქვს, მაგრამ სად არის გადაწყვეტილებების მიღების ცენტრი და არავინ არ იცის, სად არის... ეს ახალგაზრდები რა არიან, შემსრულებლები, გამხმოვანებლები თუ ესენიც ღებულობენ გადაწყვეტილებებს. და რატომ ლაპარაკობენ რაღაც ასე...შიზოფრენიული რიტორიკით.... პრემიერი ევროპაში როცა ჩადის, იმას ამბობს, რისი მოსმენაც მათ სურთ და აქ რომ გამოდის პარლამენტში, სხვა თემებით გამოდის“. ჟურნალისტის შეკითხვას, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ არ იცის. „კითხვა რომ არსებობს, ეს პოლიტიკური სისტემისთვის არის ცუდი“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.  რაც შეეხება კომუნიკაციას ივანიშვილთან, ზურაბიშვილის თქმით, მას ამის მცდელობა არ ჰქონია: „თუმცა სურვილი დღეს ძალიან მაქვს, იმიტომ, რომ ვთვლი, რომ იმდენად საჭიროა, მეტი სიცხადე შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში, ამისი საშუალება უნდა იყოს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. „არ მაქვს მე კომუნიკაციის საშუალება, თქვენ ხართ ყველაზე კარგი საშუალება. იმისთვის, რომ უფრო გამჭვირვალე იყოს პოლიტიკური პროცესები, თუ ვართ დემოკრატიული ქვეყანა და მე მაინც დიდი იმედი მაქვს, რომ ვართ, ჯერჯერობით და შეგვიძლია დავრჩეთ ამ პერსპექტივაში, საჭიროა, რომ იყოს მეტი გამჭვირვალეობა ყველა მხრივ. მას ვეტყოდი, პირველ რიგში, რომ საჭიროა მეტი სიცხადე იმის შესახებ, თუ სად არის მიღებული გადაწყვეტილებები და რა ფორმით - ეს არის კოლექტიური, ეს არის კამათის შემდგომი, იმიტომ, რომ ძალიან რთულია გაგება, თუ რა ხდება, როცა ისმენ ამ რიტორიკას, ხან აქეთ და ხან იქით, ხან ლანძღვაა ჩვენი პარტნიორების, ხან ამერიკის ელჩის, ხან ევროკავშირის, როცა ის მიდის, რაც დიპლომატიურად ძალიან არასწორი და არაკორექტულია, ხან კი არის განცხადებები, რომ ჩვენ ვასრულებთ რეკომენდაციებს, მივდივართ ამ გზაზე და სად არის რეალური ჩვენი ხაზი?“- განაცხადა ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, ივანიშვილმა უნდა შემოიტანოს სიცხადე. ივანიშვილი ოლიგარქია? - ზურაბიშვილმა ამ შეკითხვასაც უპასუხა: „კი, იმ გაგებით, რომ აქვს ფული. გავლენა მედიასა და პოლიტიკაზე, ამ გაგებით არის, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი. ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი. არის ამ პოლიტიკური სისტემის არაგამჭვირვალობა. საჭიროა, ჩვენ ვიცოდეთ - სად მიიღება გადაწყვეტილებები, როგორ შეიძლება ამ გადაწყვეტილებების შეცვლა ან მათზე გავლენის მოხდენა“.  

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი Credit Swiss საქმეებთან დაკავშირებით, განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ლაშა კალანდაძე ბიძინა ივანიშვილის Credit Swiss საქმეებთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადებული აქვს, 2023 წლის 20 მარტიდან დღემდე ვერ ახერხებს აქტივებზე წვდომას. „უნდა აღინიშნოს, რომ ბანკი, აგრეთვე, ბანკის მიერ დაარსებული ტრასტები აცნობიერებენ, რომ მათმა უკანონო და დანაშაულებრივი ქმედებებმა გამოიწვიეს ზიანი, მოსარჩელეთა კანონიერი ინტერესების დარღვევა და მაქსიმალურად ცდილობენ შექმნან ხელოვნული დაბრკოლებები, რომ დროში გაჭიანურდეს მათი მხრიდან ვალდებულებების შესრულება. საზოგადოების ყურადღებას გავამახვილებთ უკანონო, მათ შორის, დანაშაულებრივ ქმედებებს გადარჩენილი ფულადი სახსრებისა და აქტივების განკარგვასთან დაკავშირებით შექმნილი ხელოვნური დაბრკოლებების თაობაზე. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი არის, ბიძინა ივანიშვილმა დანაშაულს გადარჩენილი თანხების დიდი ნაწილი გადაიტანა სხვა შვეიცარიულ ბანკში. Credit Suisse-ს აღნიშნული თანხებთან მიმართებით რაიმე ინტერესი ვეღარ ექნებოდა, რადგან თანხები, როგორც ითქვა, აღარ ირიცხებოდა Credit Suisse-ში, ის გადატანილი/განთავსებული იყო სხვა ბანკში. სხვა ბანკში გადატანილი აქტივების მმართველად კი დარჩა Credit Suisse-ის ტრასტი, დაფუძნებული გენზის კუნძულზე. ტრასტის ფუნქცია ბენეფიციარების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედება რომ არის, დამატებით აღარ გავამახვილებთ ყურადღებას. უნდა ითქვას, რომ ტრასტი თავის ვალდებულებებს მეტ-ნაკლები წარმატებით თავს ართმევდა 2022 წლის მარტამდე. შემდეგ ეტაპობრივად შეიცვალა ტრასტის დამოკიდებულება თავისი ვალდებულების შესრულების მიმართულებით. ტრასტი სხვადასხვა უსაფუძვლო/გამოგონილი/ხელოვნური მიზეზებით შეეცადა, მინიმუმ, თავისი პასუხისმგებლობის შესრულების დროში გაჭიანურებას და, მაქსიმუმ, მის თავიდან არიდებას. აღნიშნული კი გამოიხატა შემდეგში: ტრასტმა, თავდაპირველად, თანხების გადმორიცხის შეფერხების საფუძვლად მიუთითა „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები“. ტრასტი ორი თვის განმავლობაში აღნიშნული მიზეზით უარს ამბობდა თანხების გადმორიცხვაზე. შემდეგ ტრასტმა, თანხა რომ არ გადმოერიცხა, ახალი საბაბი, ევროპარლამენტის 2022 წლის ივნისის რეზოლუცია, მოიმიზეზა, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ ევროპულ საბჭოს არ ჰქონდა რეზოლუცია გაზიარებული. აშკარა იყო, რომ ტრასტი ცდილობდა, არ შეესრულებია ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულის გამო მოსარჩელეთა მხრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილების ტრასტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, სასამართლოსთვის მიმართვის გზით. საქმის განხილვა დაინიშნა 2022 წლის სექტემბერში. სხდომები გადაიდო არაერთხელ (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი და 2023 წლის მარტი). საქმის არსებითი განხილვა დასრულდა 2023 წლის 20 მარტს. საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ტრასტის ლიკვიდაცია ხდება მხარეთა შორის შეთანხმებით, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. გამონაკლისი კი არის მხოლოდ ორი შემთხვევა: (1) როდესაც არის აზრთა სხვადასხვაობა ტრასტის მართვის ხარჯების ანაზღაურებასთან მიმართებით ან/და (2) როდესაც არის შეუთანხმებლობა ტრასტის ბენეფიციარებს შორის ტრასტის ლიკვიდაციასთან და აქტივების განაწილების წესთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა არც აზრთა სხვადასხვაობა ხარჯებთან მიმართებით (არსებობდა თანხმობა ტრასტის მიერ შემოთავაზებულ დაანგარიშების ფორმულასთან დაკავშირებით) და არც უთანხმოება ბენეფიაციარებს შორის ტრასტის ლიკვიდაციასთან მიმართებით. პირიქით, არსებობდა ბენეფიაციართა ერთობრილივი სურვილიც და მოთხოვნაც. მიუხედავად იმისა, რომ ტრასტის ლიკვიდაცია უნდა განხორციელებულიყო მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ტრასტმა უარი განაცხადა აღნიშნულ შეთანხმებაზე და მიუთითა, რომ ტრასტის ლიკვიდაციისთვის საჭირო იყო სასამართლოსთვის მიმართვა. როგორც წესი, ერთდღიან სასამართლო პროცესებს აქვს ადგილი, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით. მიუხედავად აღნიშნულისა, ტრასტი მაქსიმალურად შეეცადა და შეიძლება ითქვას, რომ თავისი უსაფუძვლო და ხელოვნური სტრატეგიული ნაბიჯებით მიაღწია საქმის განხილვის გაჭიანურებას. ჩვენი ადგილობრივი ადვოკატები (გენზის კუნძული) ფიქრობდნენ, რომ საქმის განხილვა ტრასტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით დასრულდებოდა ერთ დღეში, თუმცა მათი იმედები არ გამართლდა. შემდეგ ელოდებოდნენ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება წერილობითი ფორმით ხელმისაწვდომი იქნებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში, თუმცა მოლოდინი ამ მიმართულებითაც გაუცრუვდათ. შეიძლება ითქვას, რომ რჩებათ შთაბეჭდილება, რომ როგორც ხდებოდა ხელოვნურად საქმის განხილვის გაჭიანურება, ისე ხდება პროცედურების დაბრკოლება გადაწყვეტილების წერილობითი ფორმით ჩამოყალიბების მიმართულებითაც. ფაქტიურად, გამოდის, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით აღსდგა წვდომა აქტივების, მათ შორის, ფულადი სახსრების დიდ ნაწილზე, თუმცა იმის გამო, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის წერილობითი ფორმით ჩამოყალიბებული, ვერ ხერხდება სასამართლო გადაწყვეტილებით მინიჭებული უფლების, აქტივებზე წვდომის, პრაქტიკული რეალიზება. ამდენად, ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადებული აქვს, 2023 წლის 20 მარტიდან დღემდე ვერ ახერხებს აქტივებზე წვდომას. და ბოლოს, გაცნობებთ, რომ მაქსიმალურად შევეცდებით მოვახდინოთ საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე საქმეებთან მიმართებით“, - აცხადებს ადვოკატი.  

ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად ვერ დააშანტაჟებენ ფინანსური სანქციებით - კალაძე

ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად ვერ დააშანტაჟებენ ფინანსური სანქციებით, მის ფენომენს არ იცნობენ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. "რა სურვილიც აქვთ მათ, თუ რისთვისაც დგამენ ამ ნაბიჯებს და რატომ აკეთებენ, შედეგს ვერ მიიღებენ, იმიტომ, რომ არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად ვერ დააშანტაჟებენ თანხებით, ფინანსური სანქციებით, რომ რაღაც არასწორი ნაბიჯი გადადგას, ქვეყნისა და ხალხის საწინააღმდეგოდ. ბიძინა ივანიშვილის ფენომენს არ იცნობენ და ეს არის სამწუხარო რეალობა," - განაცხადა კალაძემ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი პროექტი sanctions.nazk.gov.ua მუდმივად აახლებს იმ პირთა სიას, რომელთა სანქცირებისკენაც უკრაინა დასავლურ თანამეგობრობას მოუწოდებს. ამჟამად სია 18,476 პირისგან შედგება, რომელიც ძირითადად რუსეთის მმართველობის და ელიტის ფართო წრეებს მოიცავს. ამ სიაში მოხვდა საქართველოს რამდენიმე მოქალაქეც, მათ შორის ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც, ასევე ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და კომპანია “სისტემას” ერთ-ერთი ყოფილი აღმასრულებელი დავით ხიდაშელი.  

მამუკა მდინარაძე: დე ფაქტო სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე დაწესებულია და ეს სანქციები შეეხება 2 მილიარდ დოლარს

დე ფაქტო სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე დაწესებულია და ეს სანქციები შეეხება 2 მილიარდ დოლარს. ეს იმიტომ ხდება, რომ მან სამშობლოს არ უღალატა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა. „ეს არის ყველაზე მოკლე და რეალური პასუხი, რომელიც გამომდინარეობს იმ ინფორმაციებიდან, რაც საზოგადოებამ კარგად იცის - უამრავი ახალი ამბავი გავრცელდა ამასთან დაკავშირებით, რა მეთოდებით ხდება დაბლოკვა ამ თანხების და ეს ხდება მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო და საქართველო ამ ომში არ ჩაერთო. საქართველოს რომ არ უღალატა და არ დაჰყვა გარკვეული ძალების ნებას, დაბრუნებულიყო პოლიტიკაში და ქვეყანა ჩაერთო ომში, ამისთვის ცდილობენ მის დასჯას და დაწესებულია კონკრეტული დე ფაქტო სანქციები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ბიძინა ივანიშვილის დავა შვეიცარიულ ბანკთან 2011 წელს დაიწყო. Credit Suisse-სთან ივანიშვილის დაპირისპირების მორიგი ეტაპი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბანკმა ბიზნესმენის კუთვნილი 2.7 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ანგარიში გაყინა, საფუძვლით, რომ თანხები შესაძლოა, რუსული წარმოშობის ყოფილიყო. ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-თან ერთი სასამართლო დავა უკვე მოგებული აქვს და ბანკს 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს. ივანიშვილს Credit Suisse-თან რამდენიმე სასამართლო დავა აქვს. მათ შორის შვეიცარიული ბანკის დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ოპერაციების შეფერხების თაობაზე, რის გამოც ივანიშვილს ფინანსური ზარალი მიადგა. მან Credit Suisse-ს სინგაპურში ბრალი დასდო იმაში, რომ საფინანსო ინსტიტუტმა ვერ შეძლო მისი ინვესტიციების დაცვა. ბიძინა ივანიშვილი 800 მლნ დოლარის ოდენობის თანხაზე დავობს და აცხადებს, რომ თანხა ბანკის ყოფილი მენეჯერის, პატრის ლესკოდრონის მოქმედებების გამო დაკარგა.  

45% ფიქრობს, რომ დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციაში ევროკომისიამ ივანიშვილი იგულისხმა - CRRC

CRRC საქართველოს კვლევის მიხედვით, მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციაში ევროკომისიამ ბიძინა ივანიშვილი იგულისხმა. როგორ ამოწმებს მომხმარებელი ინფორმაცია ყალბია თუ ნამდვილი - კვლევა CRRC-საქართველოს კვლევით, ევროკავშირში გაწევრიანებას 81% უჭერს მხარს კითხვაზე, რომელ პიროვნებას ან პიროვნებებს მოიაზრებს ევროკომისია ოლიგარქში ან ოლიგარქებში? პასუხები ასე გადანაწილდა: ბიძინა ივანიშვილი - 45%; დავით კეზერაშვილი - 9%; მიხეილ სააკაშვილი - 8%; მამუკა ხაზარაძე - 7%; ვანო ჩხარტიშვილი - 5%; სხვა - 1%; არ მოიაზრებს კონკრეტულ პიროვნებას - 1%; არ ვიცი - 37%; უარი პასუხზე - 4%. ცნობისთვის, მასალა მომზადებულია “USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში. გამოკითხვა Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა CRRC საქართველომ. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერითა და USAID-ის დაფინანსებით. კვლევაში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.  

ბიძინა ივანიშვილს ორ რამეს ვერ პატიობენ - კალაძე

ბიძინა ივანიშვილს ორ რამეს ვერ პატიობენ, ეს არის: პატრიოტიზმი და ხალხის სიყვარული, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განცხადა. „ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი, ქველმოქმედი, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის ძალიან ბევრი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული. ამ ადამიანის უშუალო ჩართულობით განხორციელებული ძალიან ბევრი პროექტი შემიძლია ჩამოვთვალო: იგივე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა, სკოლების, ბაღების მშენებლობა. არ ვიცი, რომელ ერთზე ვისაუბრო, თუმცა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ისაა, რომ 2011 წელს, მან პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, კონკრეტული ნაბიჯი გადადგა. ისეთ ადამიანს, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, თავისუფლად შეეძლო ამ ყველაფერზე უარი ეთქვა, წასულიყო ნებისმიერ ქვეყანაში და მშვიდად, ყოველგვარი პრობლემების გარეშე ეცხოვრა, მაგრამ ის შეყვარებულია თავის ქვეყანაზე, ხალხზე. ის შემოტევები და უსამართლობა, რაც დღეს ამ ადამიანის მიმართ ხდება, გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზის გამო - ვერ პატიობენ ორ რამეს: ეს არის პატრიოტიზმი და ხალხის სიყვარული“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

სინგაპურმა Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილისთვის $926 მილიონის გადახდა დააკისრა

სინგაპურის სასამართლოს კომერციულმა პალატამ დაასრულა ბიძინა ივანიშვილის სარჩელის განხილვა. Reuters-ის ინფორმაციით, შვეიცარულ ბანკ Credit Suisse-ს ექს-პრემიერისთვის მიყენებული ზარალის გამო, 926 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. Credit Suisse-მა ბიძინა ივანიშვილს $210 მილიონის კომპენსაცია გადაუხადა - Bloomberg როგორც ცნობილია, საქმე თაღლითურ ტრანზაქციებს უკავშირდება, რომლებშიც Credit Suisse-ის სინგაპურის ოფისიც იყო ჩართული. აღნიშნული ტრანზაქციები მილიარდერის ყოფილმა პირადმა ბანკირმა, პატრიკ ლესკადრონმა ივანიშვილის ავტორიზაციის გარეშე განახორციელა, რითაც ოლიგარქის ქონებას მრავალმილიონიანი ზარალი მიაყენა. ივანიშვილისთვის მიკუთვნებული კომპენსაცია მოიცავს, როგორც პირადი ბანკირის თაღლითობით დაკარგულ თანხებს, ასევე იმ მიუღებელ შემოსავალს, რომელსაც ივანიშვილი ამ აქტივების პირნათლად მართვის შემთხვევაში მიიღებდა. სინგაპური არაა ერთადერთი იურისდიქცია, სადაც თაღლითობის საქმესთან მიმართებით სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა. 2022 წლის მარტში ბერმუდის სასამართლომ Credit Suisse-ის ბერმუდულ შვილობილს ივანიშვილის სასარგებლოდ 607 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. 248-გვერდიან ვერდიქტში მოსამართლე მიუთითებს, რომ Credit Suisse-ი პასუხისმგებელია პირადი ბანკირის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ქმედებებზე და ვალდებულია კლიენტს მიყენებული ზარალი აუნაზღაუროს. 2018 წელს პატრიკ ლესკადრონს ჩადენილი ფინანსური სამართალდარღვევების გამო 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ის აღნიშნული დროისთვის უკვე იხდიდა წინასწარ პატიმრობას, რადგანაც 2015 წლის ბოლოს დააპატიმრეს. 2020 წლის ზაფხულში ლესკადრონმა თავი მოიკლა. თავად Credit Suisse-ი 2023 წლის 19 მარტიდან დამოუკიდებელი სახით აღარ არსებობს, რადგანაც მან ფაქტობრივი კოლაფსი განიცადა. ამჟამად ბანკის აქტივები და ვალდებულებები UBS-ის შემადგენლობაში შედის, რომელმაც ეს უკანასკნელი 3 მილიარდ შვეიცარულ ფრანკად შეიძინა. შესაბამისად, ივანიშვილის კომპენსაციის მომსახურებაც საბოლოოდ UBS-ს მოუწევს. Credit Suisse-ის მენეჯმენტზე სტატიის გამოქვეყნებაზე საერთაშორისო მედიიდან განმეორებითი უარი მივიღეთ - MKD  

პროკურატურა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელისთვის 3-მილიონიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს

პროკურატურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 3 მილიონი ლარის გირაოს შუამდგომლობას აყენებს. საგამოძიებო უწყება ასევე ითხოვს პასპორტის ჩაბარებასა ქვეყნის დატოვების აკრძალვას ითხოვს. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. როგორც სასამართლო სხდომაზე ბაჩიაშვილმა განაცხადა, მას სამი კვირის განმავლობაში უთვალთვალებდნენ და „ჩაბურული მინებით მანქანები დასდევდნენ“. „ბოლო 2-3 კვირაა, დამდევენ მანქანები, ექვსი-შვიდი მანქანა, რომლებიც მუდმივად იცვლება.​ სამართალდმაცაველების მანქანები, აბა, ვისი მანქანები უნდა იყოს. არ ვიცი, ეს კანონიერია თუ უკანონო, მე ამის შესახებ არანაირი განჩინება არ მქონია. მითვალთვალებენ მანქანები ჩაბურული მინებით. პოლიციელები სხედან თუ ვინ, არ ვიცი. უბრალოდ, დაფიქსირება მინდა, სამი კვირის განმავლობაში ერთი და იგივე მანქანები დამდევენ“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ის დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზეა ბრალდებული. პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინი მიითვისა.  

„თანაინვესტირების ფონდის” ყოფილ ხელმძღვანელს პროკურატურა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინების მითვისებას ედავება

სახელმწიფო ბრალდება თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინის მითვისებას ედავება. ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ოქმის წაკითხვის დროს განაცხადა. მისივე თქმით, გიორგი ბაჩიაშვილს 2017 წელს, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინი მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე ბრალდებულს, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა: თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა 39 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ბიტკოინი მიითვისა დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალდება წარუდგინა. საუბარია, 2017 წელს განხორციელებულ ქმედებაზე. კერძოდ, საგამოძიებო უწყების ცნობით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა. პროკურატურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელისთვის 3 მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვს „ბრალდებულმა, რომლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაშიც იმყოფებოდა მაინინგის შედეგად გამომუშავებული სრული კრიპტოვალუტა, 2017 წლის ოქტომბერში, ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შემდეგ, ბრალდებულმა დაუფლებული აქტივების უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, კრიპტოვალუტის სხვადასხვა საფულეებზე გადატანის ოპერაციების, განაღდების, სხვადასხვა ეკონომიკური თუ სხვა სახის ურთიერთობაში ჩართვის, მისით სარგებლობის, ქონებების შეძენისა და ფლობის, კონვერსიის და სხვა ქმედებების განხორციელებით, დამალა და შენიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, ადგილმდებარეობა, განთავსება, მოძრაობა, მასზე საკუთრების და მასთან დაკავშირებული უფლებები, რითაც მიღებული უკანონო აქტივების თავისუფლად განკარგვისა და გამოყენების შესაძლებლობა მიეცა. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა განახორციელა მითვისებული აქტივების ფლობა და სარგებლობა, გადაცემა, კონვერსია, უძრავი და მოძრავი ქონების შეძენა, ასევე საწარმო-სუბიექტების მეშვეობით სხვადასხვა ქონებებისა და აქტივების შეძენა/ფლობა და სხვა მოქმედება, რითაც მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის - 8 253.13 ოდენობის ბიტკოინისა და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაცია“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ 6 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინის მითვისებაში ბრალდებულ ბაჩიაშვილს 2.5-მილიონიანი გირაო შეეფარდა

„ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. პროკურატურა გირაოს სახით სამი მილიონი ლარის შეფარდებას ითხოვდა. გირაოს შეტანის ვადად მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 30 დღე განსაზღვრა. ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილს გამოძიების დასრულებამდე აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ბრალდების მხარის წინასწარი თანხმობის გარეშე. ამასთან, ბაჩიაშვილს მისი კუთვნილი (საქართველოს და რუსეთის ფედერაციის) პასპორტების საგამოძიებო უწყებისთვის ჩაბარება დაევალა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა. სასამართლოს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა. ბაჩიაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 აგვისტოს, 13:00 საათზე ჩაინიშნა. საქმე არ ეხება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას. კერძოდ, პროკურატურის ცნობით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.  

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის საქმესთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველის თეიმურაზ წიქვაძის შეფასებით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მის პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირება, „ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებაა“. ამის შესახებ წიქვაძე სოციალურ ქსელში წერს და ბაჩიაშვილის წინააღმდეგ დაწყებული სისხლისსამართლებრივი საქმის დეტალებზე საუბრობს. ადვოკატის თანახმად, ბრალდებული მრავალი წლის განმავლობაში ივანიშვილთან დაახლოებულ პირი იყო და მისი განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა. თეიმურაზ წიქვაძის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ბიტკოინების მაინინგთან დაკავშირებული საკითხი მხოლოდ მას შემდეგ შეისწავლა, რაც კითხვები გაჩნდა თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელობით მიმდინარე „მტკვარი ჰესის“ პროექტისა და თავად ბაჩიაშვილის კეთილსინდისიერების მიმართ. „საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ. აღნიშნულ საქმეზე წარმოვადგენ ბატონი ბიძინა ივანიშვილის, როგორც დაზარალებულის, ინტერესებს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით და საკითხის ირგვლივ გაკეთებული ზოგიერთი შეფასების საპასუხოდ, მსურს, ყურადღება გავამახვილო საქმესთან დაკავშირებით არსებულ გარკვეულ გარემოებებზე. პირველ რიგში, ორიოდე სიტყვით შევეხები ჩემს მარწმუნებელსა და ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილს შორის არსებულ ურთიერთობებს. ჯერ კიდევ ბრალდებულის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების პერიოდში, მისი ოჯახის წევრის (დედის) თხოვნის საფუძველზე, ჩემმა მარწმუნებელმა უზრუნველყო გიორგი ბაჩიაშვილის დასაქმება მის კუთვნილ სტრუქტურაში. ამ დღიდან მოყოლებული, ბრალდებული დაახლოებით, 13 წლის განმავლობაში დასაქმებული იყო ფაქტობრივად მხოლოდ ბატონი ივანიშვილის კუთვნილ სტრუქტურებში, მათ შორის 2019 წლის აპრილამდე იგი იკავებდა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას, ხოლო შემდგომ გადაინაცვლა ამავე ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ. ამგვარად, ბრალდებული მრავალი წლის განმავლობაში წარმოადგენდა ჩემს მარწმუნებელთან ძალიან დაახლოებულ პირს, რომელმაც მიიღო პიროვნული თუ პროფესიული განვითარების საუკეთესო პირობები და შესაბამისად, ბატონ ივანიშვილთან არსებულ საქმიან ურთიერთობებში სარგებლობდა განსაკუთრებული ნდობით. სწორედ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე ყოფნისას, 2015 წლის ზაფხულში გიორგი ბაჩიაშვილმა ჩემს მარწმუნებელს მიმართა ბიზნეს წინადადებით. კერძოდ, მისი განმარტებით, თანხების დაბანდება ბიტკოინში, რომლის პოპულარობა და ღირებულებაც დღითიდღე იზრდებოდა, საკმაოდ მომგებიანი შეიძლება ყოფილიყო და შესთავაზა ფულის ინვესტირება ბიტკოინის მაინინგში/გამომუშავებაში. შეთავაზებული ბიზნეს წინადადება საინტერესო აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილისათვის. ამავდროულად, იმის გათვალისწინებით, რომ სრულად ენდობოდა გიორგი ბაჩიაშვილს, დათანხმდა მის წინადადებას და გადაწყვიტა ბიტკოინების მაინინგში 5 (ხუთი) მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტირება. ბიძინა ივანიშვილს სურდა საინვესტიციო თანხის მის პირად საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრებიდან გაცემა. თუმცა, გიორგი ბაჩიაშვილის განმარტებით, თანხის ინვესტირება უნდა მომხდარიყო რამდენიმე ეტაპად, რისთვისაც საჭირო იქნებოდა თანხის ეტაპობრივად მისთვის გადაცემა და უფრო მეტი მოქნილობისათვის, მიზანშეწონილად მიიჩნია საინვესტიციო თანხის გაცემა სს ,,ბანკი ქართუს“ მეშვეობით მის კომპანიაზე. გიორგი ბაჩიაშვილის არგუმენტს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მისთვის მისაღებ ნებისმიერ დროს, ინვესტორის შეწუხების (რომელსაც მისივე განმარტებით გააჩნდა მცირე დრო, ბევრი სხვა საკითხი განსახილველი და მასთან მოხვედრაც კი ხშირად ობიექტურ სირთულეებთან იყო დაკავშირებული), მასთან წინასწარი და ზედმეტი კომუნიკაციის გარეშე, შეძლებდა ბანკიდან დამოუკიდებლად განეკარგა საინვესტიციო თანხები. ბიძინა ივანიშვილი დაეთანხმა აღნიშნულს და გიორგი ბაჩიაშვილისათვის 5 მილიონი ამერიკული დოლარის გამოყოფის დავალება მისცა იმჟამად სს ,,ბანკი ქართუს“ (რომლის ბენეფიციარი მესაკუთრეც თავად იყო და ამ თვალსაზრისით, იცვლებოდა მხოლოდ საინვესტიციო ფულადი სახსრების გაცემის ფორმა) გენერალურ დირექტორს ნატო ხაინდრავას. მიღებული დავალების შესაბამისად, 2015 წლის აგვისტოში გიორგი ბაჩიაშვილის მიერ შეთავაზებულ და მის მიერ კონტროლირებად უცხოურ კომპანიას სს ,,ბანკმა ქართუმ“ გამოუყო 5 მილიონი აშშ დოლარი სესხის ფორმით. ბანკის მიერ გაცემული სესხი იყო საბლანკო ანუ არაუზრუნველყოფილი, ხოლო მისი სრულად უზრუნველყოფა მოხდა ბიძინა ივანიშვილის პირადი თანხით. შესაბამისად, უდავოა, რომ რეალური ინვესტორის მახასიათებელი/განმსაზღვრელი ყველა ქმედება (როგორც ფულადი სახსრების მოძიება/მიწოდება, ასევე თავდაპირველად არაუზრუნველყოფილი სესხის ფორმით წარმოშობილი ვალდებულების სრული უზრუნველყოფა პირადი სახსრებით) განხორციელებულია ჩემი მარწმუნებლის მიერ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბიზნეს წინადადებიდან გამომდინარე სრული რისკის ამღები და მატარებელი გახლდათ ბატონი ივანიშვილი. პროექტი რომ არ ყოფილიყო მომგებიანი და ეჭვქვეშ დამდგარიყო სასესხო ვალდებულების შესრულების საკითხი, ამ შემთხვევაში სწორედ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პირადი სახსრებიდან მოხდებოდა დავალიანების დაფარვა და არა ბრალდებულის კუთვნილი ქონების ხარჯზე. აღნიშნული კი სრულიად შესაძლებელი გახლდათ, ვინაიდან პროექტი იყო უაღრესად რისკიანი და ძალიან მაღალი ალბათობა არსებობდა მასში ინვესტირებული ფულადი სახსრების დაკარგვისა. აქედან გამომდინარე, იბადება რიტორიკული კითხვა, თუ ბაჩიაშვილს საკუთარი თავი მიაჩნდა ინვესტორად და რისკის ამღებ პირად, რატომ არ მოახდინა თავიდანვე კრედიტის უზრუნველყოფა მის (პირადად მისი, მისი კომპანიების ან ოჯახის საკუთრებაში არსებული) საკუთრებაში არსებული ქონებით?! ცხადია, პასუხი მარტივია - იგი წარმოადგენდა არა ინვესტორს, არამედ ახორციელებდა პროექტის ტექნიკურად შესრულების მენეჯმენტს. თანხის ინვესტირებიდან გარკვეული პერიოდის შემდგომ, ჩემს მარწმუნებელთან კომუნიკაციისას, გიორგი ბაჩიაშვილმა გამოთქვა შეშფოთება კრიპტოვალუტის ბაზარზე არსებული არასტაბილური მდგომარეობის გამო. მან შეძლო ბიძინა ივანიშვილის დარწმუნება გამომუშავებული ბიტკოინების რეალიზაციის გზით მოეხდინათ ინვესტირებული თანხის დაბრუნება, ვინაიდან, მისივე განმარტებით, იმ მომენტისათვის გამომუშავებული ბიტკოინების ღირებულება მხოლოდ აღნიშნულისათვის იქნებოდა საკმარისი (უფრო ზუსტად კი, ბატონი ბაჩიაშვილი აცხადებდა, ეგებ ის მაინც მოვახერხოთ, რომ ინვესტირებული თანხები ამოვიღოთო). ბატონ ივანიშვილს, ერთის მხრივ, სრული ნდობა გააჩნდა ბრალდებულის მიმართ, ხოლო მეორეს მხრივ, თავიდანვე იცოდა, რომ პროექტი უკიდურესად რისკიანი იყო. უხეში მაგალითის სახით, რისკის ხარისხი სამორინეში კონკრეტულ ციფრზე ფსონის დადებასაც კი შეიძლება შევადაროთ. შესაბამისად, ინვესტიციის დაკარგვის ალბათობა იყო ძალიან მაღალი. ეს შესაძლოა ისეთი უკიდურესი და მძიმე ფორმებითაც კი მომხდარიყო, როგორიცაა კონკრეტული კრიპტოვალუტის მიმოქცევიდან ამოღება/მისი სტატუსის გაუქმება (ამგვარი მსჯელობები, იმ პერიოდში, საკმაოდ აქტუალური იყო). სწორედ ეს გარემოებები გახდა საფუძველი ბატონი ივანიშვილის მიერ შესაბამისი თანხმობის გაცემისა. მართლაც, შეთანხმების შესაბამისად, გიორგი ბაჩიაშვილმა 2016 წლის აგვისტო-სექტემბერში დააბრუნა ბანკიდან სესხის ფორმით მიღებული 5 მილიონი დოლარი, ხოლო დაახლოებით, ერთი წლის შემდგომ, ნატო ხაინდრავას ხელზე გადასცა 536 900 დოლარი, რომელიც მისივე განმარტებით, დარჩენილი იყო ინვესტიციის დაბრუნების შემდგომ, მაინინგის შედეგად გამომუშავებული ბიტკოინების რეალიზაციით მიღებული ფულადი თანხიდან. იმჟამად გიორგი ბაჩიაშვილის კეთილსინდისიერებაში ეჭვი არავის შეუტანია, თუმცა მოგვიანებით, მას შემდგომ, რაც გაჩნდა სერიოზული საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთ პროექტში, ინვესტირებული ფულადი თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა, მათ შორის გიორგი ბაჩიაშვილის მიერ (რის შესახებაც ქვემოთ დეტალურად მოგახსენებთ და რაც ცხადყოფს, თუ რატომ მოხდა ბატონი ბაჩიაშვილის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე ინვესტორის მხრიდან რეაგირება მხოლოდ რამდენიმე წლის შემდგომ), ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა ბიტკოინების მაინინგის საკითხის შესწავლით და გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ინვესტორისათვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორით. შედეგად აღმოჩნდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა შეცდომაში შეიყვანა ინვესტორი და მიითვისა მილიონობით დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა, რაც დასტურდება ელემენტარული გამოთვლებითაც კი (ამ ნაწილში საზოგადოებას თავს არ შევაწყენთ კონკრეტულ ციფრებზე საუბრით). როგორც ზემოთ უკვე ითქვა, აღნიშნული ფაქტი, ჩემი მარწმუნებლისათვის ცნობილი გახდა მოგვიანებით, მას შემდგომ, რაც გაჩნდა კითხვები საქართველოს თანაინვესტირების ფონდის (რომლის ერთადერთ ინვესტორს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი) მიერ დაფინანსებულ ,,მტკვარი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით. 2014 წელს საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა ერთ-ერთი ენერგეტიკული პროექტი - მტკვარი ჰესის მშენებლობა წამოიწყო. აღნიშნული პროექტი წლების მანძილზე გაჩერებული იყო და 2014 წელს მშენებლობის განახლების მიზნით საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა სრულად შეისყიდა. პროექტის მშენებლობას საქართველოს თანაინვესტირების ფონდი და მისი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც ამ პოზიციას 2019 წლის აპრილამდე იკავებდა, ხოლო შემდგომ პერიოდში გახლდათ ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე. თავდაპირველი გათვლებით პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 131 მილიონ დოლარს შეადგენდა და ჰესი ექსპლუატაციაში ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა შესულიყო. თუმცა, საბოლოო ჯამში, პროექტის მშენებლობის ღირებულება დაგეგმილთან შედარებით 100 მილიონი დოლარით (რაც კოლოსალური სხვაობაა თავდაპირველ ღირებულებასთან შედარებით), დაახლოებით 235 მილიონ დოლარამდე გაიზარდა და ამის მიუხედავად პროექტი დღემდე დასრულებული არ არის. აღნიშნული სავარაუდოდ განპირობებულია ფონდის ხელმძღვანელი პირების მხრიდან საინვესტიციოდ განკუთვნილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვით, მათი გაფლანგვით თუ მითვისებით, რაც საჭიროებს სამართალდამცავი უწყებების მხრიდან შემდგომ/დამატებით შესწავლას. ფაქტობრივად გამოდის, რომ ასეთი კოლოსალური გადახარჯვის პირობებში, „მტკვარი ჰესი“ იქნება ყველაზე ძვირადღირებული მშენებლობა ამ სფეროში. ცხადია, აღნიშნულმა გარემოებამ გააჩინა ეჭვები პროექტის და ზოგადად ფონდის ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის კეთილსინდისიერების მიმართ. ჩემს მარწმუნებელს ჰქონდა აღნიშნულთან დაკავშირებით კომუნიკაცია ბრალდებულ ბაჩიაშვილთან და განუცხადა კიდეც მას, რომ ჩადენილ ქმედებებზე მოუწევდა პასუხის გაცემა, ისევე როგორც სხვა პირებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ არაკეთილსინდისიერ და დანაშაულებრივ საქმიანობაში. ანუ რომც არ ყოფილიყო სახეზე კრიპტოვალუტაში ინვესტირებასთან დაკავშირებული გარემოებები, ჩემს მარწმუნებელს განზრახული ჰქონდა სამართლებრივი რეაგირება ჰესის საკითხთან დაკავშირებით და აფრთხილებდა კიდეც ბრალდებულს რომ პასუხისმგებლობა არ ასცდებოდა. სწორედ აღნიშნულის შემდეგ, როდესაც აშკარა გახდა ჰესთან დაკავშირებული პრობლემები, დაინტერესდა ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ბიტკოინების მაინინგთან დაკავშირებით მოწოდებული ინფორმაციის სისწორით და მოახდინა საკითხის გვიანი რევიზია/შესწავლა. არსებული ეჭვები გააღრმავა იმ გარემოებამ, რომ გიორგი ბაჩიაშვილის, მის მიერ დაფუძნებული საწარმოების და მისი ოჯახის წევრების მიერ 2015 წლის შემდგომ შეძენილია ათეულობით უძრავ-მოძრავი ქონება (როგორც საქართველოში, ასევე ჩემი მარწმუნებლის ინფორმაციით საზღვარგარეთაც), რაც დაზარალებული მხარის პოზიციით აშკარა შეუსაბამობაშია გიორგი ბაჩიაშვილის ფაქტობრივ შემოსავლებთან. როგორც ზემოთ აღინიშნა, გიორგი ბაჩიაშვილი მრავალი წლის განმავლობაში დასაქმებული იყო ფაქტობრივად მხოლოდ ჩემი მარწმუნებლის კუთვნილ სტრუქტურებში და მისი ძირითადი შემოსავლების გენერირება სწორედ აქ ხდებოდა. ამდენად, აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ლოგიკურია ჩემი მარწმუნებლის ვარაუდი, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა შესაბამისი ქონება მოიპოვა სწორედ მითვისებული ბიტკოინების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხებით, ასევე შესაძლოა "მტკვარი ჰესის" მშენებლობის პროცესში მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული დიდი ოდენობით ფულადი თანხებით. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ამჟამად გვევლინება საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი კრიპტოპლათფორმის/კრიპტობირჟის ძირითად ბენეფიციარ მესაკუთრედ, რომელსაც ფლობს სხვადასხვა იურიდიული პირების მეშვეობით. არსებობს ვარაუდი, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა სწორედ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის ინვესტირების შედეგად შეძლო ამ ბიზნესის ჩამოყალიბება და მითვისებულ კრიპტოვალუტას იყენებს ბირჟის ყოველდღიური საქმიანობისათვის. ვფიქრობ, საზოგადოებას ნათლად განვუმარტეთ ის გარემოებები/საფუძვლები, რის გამოც ბატონი ივანიშვილი იძულებული გახდა რომ მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისათვის. აქვე მოკლედ შევეხებით ბოლო დღეებში გავრცელებულ აბსურდულ ბრალდებას, რომ თითქოს, ჩემი მარწმუნებლის მხრიდან მისი დარღვეული უფლებების დაცვის სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება უკავშირდება ბატონი ბაჩიაშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს. იმ უტყუარი ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ჩემს მარწმუნებელს ბატონ ბაჩიაშვილთან ჰქონდა მხოლოდ საქმიანი ურთიერთობები (და არც ბრალდებული გამოირჩეოდა რაიმე ინტერესით პოლიტიკური შინაარსის მქონე საკითხებისა თუ პროცესების მიმართ), მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის დაკავშირება ბატონი ბაჩიაშვილის პოლიტიკურ შეხედულებებთან არის ყოვლად უსაფუძვლო ბრალდება. ამავდროულად, დაზარალებული მხარისთვის გასაკვირი არ არის ბრალდებული პირის ამგვარი ტაქტიკა. იმ პირობებში, როდესაც ბატონ ივანიშვილთან, თავის დროზე, ძალიან დაახლოებული პირის (რომელიც ჯერ კიდევ მოსკოვში იქნა დასაქმებული ჩემი მარწმუნებლის მიერ და მას შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა მის კუთვნილ სტრუქტურებში) მხრიდან ადგილი აქვს წინამდებარე განცხადებაში აღწერილ ქმედებებს, ცხადია, მისგან მოსალოდნელია ყველაფერი. და ბოლოს, ვინაიდან, კონკრეტული პირის მიმართ, მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, ვფიქრობთ, არ არის მიზანშეწონილი, რეგულარულ რეჟიმში, ჩვენი მხრიდან განცხადებებისა თუ კომენტარების კეთება, მათ შორის იმ მიზეზით, რომ აღნიშნული ვინმეს მიერ არ იქნეს აღქმული გარკვეულ წნეხად მართლმსაჯულების პროცესზე. მართლმსაჯულების ორგანოებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ საქმეზე დაადგინონ ობიექტური ჭეშმარიტება. ამავდროულად, ვიტოვებთ უფლებას, რომ მომავალშიც დავაკმაყოფილოთ საზოგადოებრივი ინტერესი წინამდებარე განცხადებაში განხილულ საკითხთან დაკავშირებით და მათ შორის, ვუპასუხოთ მავანთა მიერ გამოთქმულ უსაფუძვლო მოსაზრებებსა და ბრალდებებს, რაც მოსალოდნელია“, - აცხადებს თეიმურაზ წიქვაძე.  

თანაინვესტირების ფონდი: სრულად ვთანამშრომლობთ პროკურატურასთან

თანაინვესტირების ფონდიდან და შპს „მტკვარი ჰესიდან“ პროკურატურის მიერ შესაბამისი სასამართლო განჩინებების საფუძველზე გამოთხოვილია „მტკვარი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და მასალები, - ამის შესახებ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „გვსურს, გამოვეხმაუროთ დღეს დილით ბატონი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ბატონი თეიმურაზ წიქვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტის, „მტკვარი ჰესის“ ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით. როგორც განცხადებაში იყო ნათქვამი, დღევანდელი მონაცემებით, პროექტის ექსპლუატაციაში გაშვების მომენტისათვის მისი ღირებულება დაახლოებით $100 მილიონით გადააჭარბებს მის საწყის საპროექტო ღირებულებას. პროექტის ღირებულების ამგვარმა ზრდამ, ბუნებრივია, წარმოშვა შეკითხვები ინვესტორის მხრიდან. ამის გამო თანაინვესტირების ფონდიდან და შპს „მტკვარი ჰესიდან“ პროკურატურის მიერ შესაბამისი სასამართლო განჩინებების საფუძველზე გამოთხოვილ იქნა „მტკვარი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და მასალები. სრულად ვთანამშრომლობთ პროკურატურასთან, ჩვენი განზრახვა და ინტერესია, ხელი შევუწყოთ ობიექტურ გამოძიებას“, – ნათქვამია საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის საქმესთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თეიმურაზ წიქვაძემ დღეს განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ლოგიკურია ვარაუდი, რომ ბაჩიაშვილმა ქონება მოიპოვა მითვისებული ბიტკოინების რეალიზაციით, ასევე, შესაძლოა, „მტკვარი ჰესის“ მშენებლობის პროცესში მითვისებული თანხებით. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი რობერტ ამსტერდამი ივანიშვილის ადვოკატის განცხადებას „თავხედურ ტყუილებს" უწოდებს. რობერტ ამსტერდამი გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. „ახლა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი იღეს პასუხისმგებლობას ბრალდებაზე და მისი წარმომადგენელი ღიად აცხადებს, რომ საქმე არ ეფუძნება რაიმე რეალურ გამოძიებას, ცხადს ხდის ამ საქმეში პოლიტიკური მოტივაციის არსებობას და ბიძინას სურვილს, გამოიყენოს სახელმწიფო ჩემი კლიენტის, გიორგი ბაჩიაშვილის რეპუტაციის გასანადგურებლად", - ამბობს ადვოკატი. შეგახსენებთ, ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინის მითვისებაში ბრალდებულ ბაჩიაშვილს 6 ივლისს 2.5-მილიონიანი გირაო შეეფარდა.  

ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suisse-ის შორის მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით, ადვოკატები ინფორმაციას ავრცელებენ

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suisse-ის შორის მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით, ივანიშვილის ადვოკატები ინფორმაციას ავრცელებენ. იურიდიული კომპანია Metric-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნულია, რომ ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ბერმუდის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, Credit Suisse,-ის შვილობით კომპანიას ბიძინა ივანიშვილის ოჯახის სასარგებლოდ დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა, სინგაპურის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით კი Credit Suisse Trust Limited-ს მოსარჩელეების სასარგებლოდ 926 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. ადვოკატები იმედოვნებენ, რომ სამართლებრივი ბრძოლა შედეგს გამოიღებს და ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახის წევრებს სრულ აქტივებზე წვდომა აღუდგებათ. „დაინტერესებულ პირებს/საზოგადოებას დავპირდით ინფორმაციით უზრუნველყოფას ბიძინა ივანიშვილი vs Credit Suisse საქმეებთან დაკავშირებით. შესაბამისად, გაგაცნობთ მოცემული მომენტისთვის არსებულ მდგომარეობას. ბერმუდაში მიმდინარე სამოქალაქო საქმე ბერმუდის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა ბერმუდის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Credit Suisse-ის შვილობით კომპანიას ბიძინა ივანიშვილის ოჯახის (მოსარჩელეები) სასარგებლოდ დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა. სინგაპურში მიმდინარე სამოქალაქო დავა სინგაპურის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 26 მაისის გადაწყვეტილებით Credit Suisse Trust Limited-ს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 926 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. უკანონო/დანაშაულებრივ ქმედებებს გადარჩენილი აქტივები სხვადასხვა იურისდიქციაში მიმდინარე სასამართლო საქმეებთან მიმართებით, თუ მხედველობაში არ მივიღებთ საქმის განხილვის ვადებს, პრეტენზიები არ არსებობს. წარმატებებიც ყველა იურისდიქციაში მოცემული მომენტისთვის სახეზე არის. კანონსაწინააღმდეგო დაბრკოლებები/პრობლემები შეიქმნა, გრძელდება კიდეც სასამართლოს მიღმა არსებულ საკითხებთან, კერძოდ, Credit Suisse-ის/მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების/ უკანონო და, როგორც არაერთხელ ითქვა, დანაშაულებრივ ქმედებებს გადარჩენილ ფულად სახსრებთან/აქტივებთან დაკავშირებით. დაინტერესებული პირებისთვის/საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ Credit Suisse-ის/მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების/უკანონო ქმედებებს გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი Credit Suisse-დან გადატანილი იქნა სხვა შვეიცარულ ბანკში (Julius Baer), თუმცა აქტივების მმართველად დარჩა Credit Suisse-ის ტრასტი, დაფუძნებული გენზის კუნძულზე. Credit Suisse-ის ტრასტმა 2022 წლის მარტიდან შექმნა დაბრკოლებები აქტივების წვდომის მიმართულებით. თავდაპირველად ვალდებულების შეუსრულებლობა ტრასტმა ახსნა მიზეზით: „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები“. ერთადერთი გამოსავალი არსებული მდომარეობიდან იყო ტრასტის ხელშეკრულების შეწყვეტა და ტრასტის დაშლა, თუმცა Credit Suisse-ის ტრასტი, მოცემულ შემთხვევაშიც, შეეცადა საკითხის ხელოვნურად გაჭიანურებას. კერძოდ, ტრასტმა მიუთითა, რომ სასამართლოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება, ტრასტის დაშლა ეწინააღმდეგებოდა თუ არა არასრულწლოვნების და მომავალი/დაუბადებელი შთამომავლების ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ მხარეებისთვის განჭვრეტადი იყო სასამართლო გადაწყვეტილების შედეგი, მაინც გახდა საჭირო სასამართლოსთვის მიმართვა. Credit Suisse-ის ტრასტი მაქსიმალურად შეეცადა გაეჭიანურებინა სასამართლო პროცედურებიც. ფაქტიურად, ერთი წლის თავზე (2023 წლის 24 მარტი) დადგა ის შედეგი, რომელიც თავიდანვე პროგნოზირებადი იყო და რომლის სასამართლოში განსახილველად მხოლოდ ერთი სხდომა იყოს საჭირო; ერთ სხდომაში მოხდა კიდეც საქმის განხილვა. უნდა აღინიშნოს, რომ Credit Suisse-ის ტრასტმა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანიდან მხოლოდ ორ თვე ნახევრის (დაახლოებით) შემდეგ, 2023 წლის 14 ივნისს, მიიღო რეზოლუცია ტრასტის დაშლისა და აქტივების განაწილების შესახებ. აღნიშნულის საფუძველზე შვეიცარიულმა ბანკმა (Julius Baer) უნდა უზრუნველყოს აქტივების მოსასრჩელეებისთვის გადაცემა/განაწილება. Julius Baer-მა გაანაწილა აქტივების დაახლოებით 5%; დარჩენილი აქტივების (95%) გადაცემის მიმართულებით კი შეექმნა დაბრკოლება. კერძოდ, გადასაცემი აქტივების 95% განთავსებული არის ერთ-ერთ Hedge Fund-ში, რომელსაც, თავის მხრივ, აქტივების უდიდესი ნაწილი გადანაწილებული აქვს ამერიკულ, შედარებით მცირე კი – დასავლეთ ევროპის ფონდებში. Julius Baer-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა არაერთხელ მიმართვას, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პროცედურულად რამდენიმე წუთში არის საკითხის დარეგულირება შესაძლებელი (მხოლოდ ტექნიკური მოქმედებები არის ფონდების მხრიდან განსახორციელებელი), თითქმის ერთი თვე არის, როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ამერიკული და დასავლეთ ევროპის ფონდები აფერხებენ მოსარჩელეებისთვის აქტივების გადაცემას; იმ აქტივების გადაცემას, რომელზეც ფაქტიურად გადაწყვეტილება მიღებული აქვს სასამართლოს, მათ შორის, Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას, რეზოლუციის სახით. აღნიშნული კი, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ 2022 წლის მარტიდან ანუ, როგორც Credit Suisse-ის ტრასტი აღნიშნავდა, „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენებიდან“ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახის წევრებს ფაქტიურად შეზღუდული აქვთ თავიანთი აქტივების გარკვეულ ნაწილზე წვდომა. და ბოლოს, გამოვთქვამთ იმედს, რომ სამართლებრივი ბრძოლა გამოიღებს შედეგს და აღსდგება სრულ აქტივებზე წვდომა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.  

კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქველმოქმედო საქმიანობით არის დაკავებული

თბილისის მერი კახა კალაძე სიცრუეს უწოდებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. მან ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილს დღეს ქართულ პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ის ქვეყნის მასშტაბით, საქველმოქმედო საქმიანობით არის დაკავებული.“ „როდესაც გინდათ, ამბობთ, რომ ივანიშვილი პოლიტიკაშია და პოლიტიკურ პროცესებს მართავს. ხოლო, როდესაც გაწყობთ, ამბობთ, რომ ის შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს. ამ ადამიანმა მაშინ, როდესაც საჭირო იყო, გააკეთა განცხადება პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, მას არანაირი კავშირი არ აქვს ქართულ პოლიტიკასთან. რა თქმა უნდა, ივანიშვილი სარგებლობს ძალიან დიდი ავტორიტეტით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში იმიტომ, რომ უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული ქველმოქმედების სახით. დღესაც, რა თქმა უნდა, მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება მსგავსი პროექტები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და „ქართუ ფონდი“ ახორციელებს. შესაბამისად, განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს, არის ძალიან დიდი სიცრუე,“ - განაცხადა კახა კალაძემ.  

ზურაბიშვილი ივანიშვილზე: არ უთამაშია დადებითი როლი ევროკავშირისკენ ჩვენი გზის დაჩქარებაში

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ ფრანგულ Le Monde-თან, რომელშიც ის ბიძინა ივანიშვილის შესახებ დასმულ კითხვებსაც პასუხობს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ივანიშვილმა ევროკავშირისკენ მიმავალი გზის დაჩქარებაში, შესაძლოა, უარყოფითი როლი ითამაშა. მან ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემი, როგორც პროევროპელის, ქვეყნის პრეზიდნტობის კანდიდატად წარდგენაში [2018 წელს], თუმცა არ უთამაშია დადებითი როლი ევროკავშირისაკენ ჩვენი გზის დაჩქარებაში, რომელიც უკრაინამ წამოიწყო. შესაძლოა, მან უარყოფითი როლი ითამაშა, თუ ჩავთვლით, რომ ის შთააგონებს მმართველ პირებს, როდესაც ისინი ცუდ გადაყვეტილებებს იღებენ. მაგალითად, როგორიცაა ჩემი იმპიჩმენტი, რომელიც მის გარეშე ვერ მოხდებოდა და ამაში წარმატებისათვის რომ მიეღწიათ, მას უკიდურესად ნეგატიური როლი ექნებოდა ევროპულ გადაწყვეტილებებზე,“ - აღნიშნავს ზურაბიშვილი. სწორედ მისი წყალობით მოხვედით ხელისუფლებაში... რაში გდებთ ბრალს? მიმართა ჟურნალისტმა პრეზიდენტს. „დომინანტი პარტიის მხარდაჭერის გარეშე ნათელია, რომ როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს, არ მქონდა ბერკეტები, რომ ვყოფილიყავი არჩეული. რაშიც მადანაშაულებს, ალბათ ისაა, რომ მის ხელში არ ვარ, როგორც ,,ქართული ოცნების“ წევრი მმართველები,“ - უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა.  

სალომე ზურაბიშვილი: დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის

როგორ გესმით ევროპული კომისიის რეკომენდაცია ,,დეოლიგარქიზაციაზე“? ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მიიჩნევთ? Le Monde-ის ამ შეკკითხვას უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა 15 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში. „მე არ ვიცი,  როგორია მისი რეალური ჩარევა ქვეყნის ეკონომიკურ საკითხებში. ეს ყველაფერი აბსოლუტურად არაა გამჭვირვალე. ცხადია, მას დომინანტური გავლენა აქვს არსებულ მმართველებზე. დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის. პასუხი დეოლოიგარქიზაციაზე, ვფიქრობ, მომავალ არჩევნებშია. ოცდაათი წელია, ჩვენ ხელისუფლების ერთპარტიულ სისტემაში ვართ. დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ რაც შეიძლება თავისუფალი არჩევნები გვჭირდება, რეალური კოალიციით, პროევროპული ფრონტით.   რა კომუნიკაცია გქონდათ ბიძინა ივანიშვილთან? ორწელიწადნახევარი, სამი წელია, მასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. საგარეო პოლიტიკის გარდა, სხვა საუბარი მასთან არასდროს მქონია. როდესაც ევროკავშირში მოგზაურობიდან დავბრუნდი, მივედი ჩემი მოსაზრების გასაზიარებლად, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა. ეს უფრო მონოლოგი იყო, ვიდრე რეალური დიალოგი. არავინ იცის, ის რას ფიქრობს. არის ბიძინა ივანიშვილი რუსული გავლენის ქვეშ? ის ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა. ასე რომ, მენტალიტეტზე გავლენას ახდენს ის, რაც მან წარსულში გამოსცადა. დღეს მსოფლიო ორად იყოფა. ის მათ რიგებშია, ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება, ამიტომაც ცდილობს, წინასწარ მოერგოს რუსეთის გამარჯვებას, რომელიც შესაძლოა, კიდევ უფრო აგრესიული იყოს. მისი გავლენით, ხელისუფლებაში მყოფი, ევროპაში განათლებამიღებული ახლაგაზრდები აჩვენებენ სისუსტესა და მაამებლურ პოზიციას რუსეთის მიმართ. ეს ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობის ცუდი აღქმაა. მეორე ნაწილი, განსაკუთრებით, ახალგაზრდები, ფიქრობენ, რომ რუსეთი ვეღარასოდეს იქნება ის, რაც ადრე იყო. ის მრავალი კუთხით უკვე დამარცხდა - სამხედრო თვალსაზრისით და პრესტიჟის მხრივაც: მან ფინეთისა და შვედეთის NATO-ში შესვლა მოახდინა და მალე დააჩქარებს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ეს ყველაფერი რუსეთის ,,წყალობით“ მოხდება, რადგან ჩვენი დღის წესრიგი ასე სწრაფ ტემპზე არ იყო გათვლილი. ამ რუსეთმა წააგო. მთავრობის ხელმღვანელმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაში ,,ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის როლი აღნიშნა. თქვენც ასე ფიქრობთ? მან ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემი, როგორც პროევროპელის, ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენაში [2018 წელს], თუმცა არ უთამაშია დადებითი როლი ევროკავშირისაკენ ჩვენი გზის დაჩქარებაში, რომელიც უკრაინამ წამოიწყო. შესაძლოა, მან უარყოფითი როლი ითამაშა, თუ ჩავთვლით, რომ ის შთააგონებს მმართველ პირებს, როდესაც ისინი ცუდ გადაყვეტილებებს იღებენ. მაგალითად, როგორიცაა, ჩემი იმპიჩმენტი, რომელიც მის გარეშე ვერ მოხდებოდა და ამაში წარმატებისათვის რომ მიეღწიათ, მას უკიდურესად ნეგატიური როლი ექნებოდა ევროპულ გადაწყვეტილებებზე. სწორედ მისი წყალობით მოხვედით ხელისუფლებაში... რაში გდებთ ბრალს? დომინანტი პარტიის მხარდაჭერის გარეშე ნათელია, რომ როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს, არ მქონდა ბერკეტები, რომ ვყოფილიყავი არჩეული. რაშიც მადანაშაულებს, ალბათ ისაა, რომ მის ხელში არ ვარ, როგორც ,,ქართული ოცნების“ წევრი მმართველები. პრეზიდენტი: ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი, ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი

პრეზიდენტის თქმით, მან ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე ბიძინა ივანიშვილიც მიიწვია

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მან ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე ბიძინა ივანიშვილიც მიიწვია. სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან დეტალებზე არ ისაუბრა. თუმცა ცნობილია, რომ ღონისძიებას, რომელიც პრეზიდენტის „ევროპული კამპანიის“ დასკვნითი ფაზა იყო, ყოფილი პრემიერ მინისტრი და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი არ დასწრებია. თავისუფლების მოედანზე, სადაც საქართველოს მთავრობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის აღსანიშნავ ღონისძიებას მართავს, პრეზიდენტიც მივიდა. ის ელოდება, რომ მას მოქალაქეებისადმი მიმართვის საშუალებას მისცემენ. ადგილზე მივიდა პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი შეკრებილებს სიტყვით ცოტა ხანში მიმართავს.  

Bloomberg-ის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ქონება $6.55 მილიარდს შეადგენს

Bloomberg-მა უმდიდრესი ადამიანების რეიტინგი განსაზღვა. მისი მიხედვით, 396-ე ადგილზე მყოფი ბიძინა ივანიშვილის ქონება $6.55 მილიარდს შეადგენს. მიმდინარე წლის 13 ივლისთან შედარებით, ივანიშვილის ქონება დაახლოებით $35 მილიონით გაიზარდა. მილიარდერების ინდექსში ივანიშვილი 411-ე ადგილიდან 396-ე ადგილზე გადავიდა. გამოცემა წერს, რომ ივანიშვილმა თავისი ქონების უმეტესი ნაწილი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეძენილი პრივატიზებული აქტივების გაყიდვით მიიღო. Bloomberg-ის რეიტინგში პირველ ადგილზეა ილონ მასკი $235 მილიარდით. ცნობისთვის, Forbes-ის თანახმად, ივანიშვილის ქონება მაქსიმალური 2012 წელს იყო და 6.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა.  

ბიძინა ივანიშვილი: პოლიტიკურ ცხოვრებას ვუბრუნდები

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. „ჩემივე ინიციატივით, პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით პოლიტიკურ ცხოვრებას ვუბრუნდები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ზუსტად სამი წლის წინ, საზოგადოებას ვაცნობე ჩემი გადაწყვეტილება აქტიური პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირების შესახებ. ახლა კი, სამი წლის შემდეგ, ჩემივე ინიციატივით, პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით პოლიტიკურ ცხოვრებას ვუბრუნდები,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.    

ირაკლი კობახიძე: დადასტურდა, რომ არავითარი არაფორმალური მმართველობა არ ყოფილა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების საკითხზე განაცხადა, რომ რჩევების მიცემა არ ნიშნავს არაფორმალურ მმართველობას და დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ არავითარი არაფორმალური მმართველობა არ ყოფილა ქვეყანაში. „დღეს დასრულდა სივრცე ყველანაირი სპეკულაციებისთვის არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით. თუ არაფორმალური მმართველობა იყო დაბრუნება რატომ სჭირდებოდა? დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ არავითარ არაფორმალურ მმართველობას არ ჰქონია ადგილი ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება რჩევების მიცემას, ეს ჯანსაღი მოვლენაა, ნებისმიერ ქვეყანაში ხდება ეს. რჩევების მიცემა არ ნიშნავს არაფორმალურ მმართველობას,“ - აღნიშნა კობახიძემ. კობახიძის თქმით, ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება გამოწვევებზე საპასუხოდ მიიღო. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს არამარტო ჩვენს გუნდს, არამედ ჩვენს ქვეყანას, მისცემს შესაძლებლობებს რომ დიდ წარმატებებს მიაღწიოს შემდგომში. მადლობა უნდა გადავუხადოთ ივანიშვილს ასეთი გადაწყვეტილებისთვის. ეს არის ის მადლობა, რომელსაც იზიარებს პარტიის ყველა წევრი და მხარდამჭერი. ძალიან კარგად განმარტა გადაწყვეტილების მიზანი და მიზეზი. აქ მიზეზი არის არა ის, რომ გუნდს სისუსტე აქვს საარჩევნოდ, პირიქით, თავად ივანიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს გუნდს ძალიან ძლიერი პოზიციები აქვს. მის სიტყვაში იყო ნათქვამი, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს 90-100 მანდატის აღება კამპანიის გარეშეც არ გაგვიჭირდებოდა. თუმცა, იმ პირობებში, რაზეც ბიძინა ივანიშვილის საუბრობდა, რომ ოპოზიცია სრულად მოშლილია და განადგურებული, სხვა გამოწვევებია, სწორედ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ყველაფერი განიმარტა, რომ როდესაც ოპოზიცია არის აბსოლუტურად მოშლილი, არ შესწევს უნარი კონტროლი განახორციელოს მმართველი გუნდის საქმიანობაზე, ასეთ დროს, ბუნებრივად ჩნდება რისკები. არაფერი და არავინ კონკრეტული, საუბარია ზოგად რისკებზე, რაზეც მინიშნება ჰქონდა ივანიშვილს,“ - აღნიშნა კობახიძემ. ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 30 დეკემბერს მმართველი პარტიის ყრილობაზე განაცხადა, რომ „პარტიის ყოფილი ლიდერის მიერ გუნდისთვის რჩევების მიცემა ჩვეულებრივი მოვლენაა და ასეთი რამ უამრავ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდებოდა და ახლაც ხდება.“ „ერთადერთი, რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო ქვეყნისა და გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან სულ რაღაც ერთ თვეში გიორგი გახარიამ იკადრა. მაშინ მომიწია, მრჩევლის ფუნქცია მეტვირთა და გუნდს კონსულტაციებით რომ არ დავხმარებოდი, პროცესები ქვეყნისთვის უმძიმესი სცენარით განვითარდებოდა. მას შემდეგ, პარტიის 2-3 ლიდერთან მქონდა კომუნიკაცია, რაც გუნდში ჯანსაღი ვითარების შენარჩუნებას უწყობდა ხელს,“ - განაცხადა ივანიშვილმა. ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში ცნობისთვის, საარჩევნო სია საბოლოო სახით ზაფხულისთვის ან შემოდგომის დასაწყისისთვის ჩამოყალიბდება. არჩევნებისთვის სამზადისი იანვრიდან დაიწყება. „წინასწარ აქტიურ საარჩევნო ფაზაზე გადავალთ უკვე ივლისიდან, თუმცა, იანვრიდან, რა თქმა უნდა, მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება. სიის ფორმირებას რაც შეეხება, უფრო საბოლოო სახით ჩამოყალიბდება ზაფხულისთვის, ან შემოდგომის დასაწყისისთვის,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბიძინა ივანიშვილი: პრემიერ-მინისტრი არ შეიცვლება

ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ იქნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ყრილობის შემდეგ განუცხადა. „პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ ვიქნები. პრემიერ-მინისტრი არ შეიცვლება,“ - განაცხადა ივანიშვილმა. კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა მისი დაბრუნების შემდეგ პარტიაში ან მთავრობაში ცვლილებები, ივანიშვილი ამბობს, რომ „ასეთი რამ არ იგეგმება.“ ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში ის, რომ თუნდაც მე მქონოდა კონსულტაცია ბიძინა ივანიშვილთან ყველაზე კრიზისულ დროს, ამ გუნდს, ზოგადად, იგივე პარტიის თავმჯდომარეს, ამა თუ იმ დიდ საკითხზე, რჩევის მიღების მიზნით, ამაში, მე ვფიქრობ, არაფერი გასაკვირი არ არის, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, როდესაც გუნდი იღებს გადაწყვეტილებას, ცდილობს, რომ მოისმინოს ჭკვიანური, ბრძნული აზრი. „როდესაც გუნდი იღებს გადაწყვეტილებას, იცით, რომ ყველა ნორმალური ადამიანი და ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია ხალხის წინაშე, ცდილობს, რომ მოისმინოს ჭკვიანური ბრძნული აზრი, რჩევა მიიღოს. პრეტენზია აქვთ დღეს საზოგადოებაში, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს, ვიღაც ყოფილ პრეზიდენტებს და კრიმინალებს, რომ მათ უნდა მიიღონ ამ გადაწყვეტილებებში მონაწილეობა. ძალიან ბევრჯერ მოგვისმენია, იგივე, მათგან ყოფილა შემოთავაზება, რომ დავსხდეთ ერთად, ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა.  მე მგონი, არცერთ ქვეყანაში არავის არ უკვირს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მით უმეტეს, პარტიის თავმჯდომარე, დამფუძნებელი და ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი კიდევ უფრო მეტად დიდია, ვიდრე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვინაიდან, იგი არის ამ პარტიის დამფუძნებელიც, მთავარი შემოქმედი 2012 წლის გამარჯვების და შემდეგი გამარჯვებების და ამ სტაბილური პერიოდის. ის, რომ თუნდაც მე მქონოდა ყველაზე კრიზისულ დროს, ამ გუნდს, ზოგადად, იგივე პარტიის თავმჯდომარეს, კონსულტაცია ამა თუ იმ დიდ საკითხზე, რჩევის მიღების მიზნით, ამაში, მე ვფიქრობ, არაფერი გასაკვირი არ არის,“ - განაცხადა პრემიერმა. ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 30 დეკემბერს მმართველი პარტიის ყრილობაზე განაცხადა, რომ „პარტიის ყოფილი ლიდერის მიერ გუნდისთვის რჩევების მიცემა ჩვეულებრივი მოვლენაა და ასეთი რამ უამრავ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდებოდა და ახლაც ხდება.“ „ერთადერთი, რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო ქვეყნისა და გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან სულ რაღაც ერთ თვეში გიორგი გახარიამ იკადრა. მაშინ მომიწია, მრჩევლის ფუნქცია მეტვირთა და გუნდს კონსულტაციებით რომ არ დავხმარებოდი, პროცესები ქვეყნისთვის უმძიმესი სცენარით განვითარდებოდა. მას შემდეგ, პარტიის 2-3 ლიდერთან მქონდა კომუნიკაცია, რაც გუნდში ჯანსაღი ვითარების შენარჩუნებას უწყობდა ხელს,“ - განაცხადა ივანიშვილმა.  

ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციაზე, პრეზიდენტზე, ყოფილ პრემიერსა და 2024 წლის არჩევნებზე

„ზუსტად სამი წლის წინ, საზოგადოებას ვაცნობე ჩემი გადაწყვეტილება აქტიური პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირების შესახებ. ახლა კი, სამი წლის შემდეგ, ჩემივე ინიციატივით, პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით პოლიტიკურ ცხოვრებას ვუბრუნდები,“ ამ სიტყვებით დაბრუნდა პოლიტიკაში 30 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი. ის პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. „ქართული ოცნების“ ყრილობაზე შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილმა სიტყვითაც მიმართა. პოლიტიკაში დაბრუნების კონტექსტში ივანიშვილმა აღნიშნა, რომ „2-3 კაცთან კონსულტაციები ვეღარ იქნება საკმარისი“ და „ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება“ ახლა მისი მხრიდან „ბევრად უფრო ფართო კონსულტაციებსა და კოორდინაციას საჭიროებს.“ მან პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზების კონტექსტში ისაუბრა ოპოზიციაზეც. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „სამწუხაროდ, სრულად განადგურდა ოპოზიცია. „განადგურდა პოლიტიკის ის სუბიექტი, რომელიც პოლიტიკურ სისტემაში მმართველი გუნდის კონტროლზეა პასუხისმგებელი.“ მისი შეფასებით, ოპოზიციის განადგურების პირობებში, იზრდება რისკები მმართველ გუნდში.“ „ოპოზიციის არარსებობამ მმართველ პარტიას მარტივად შეიძლება თავბრუ დაახვიოს და მოადუნოს. გარდა ამისა, როდესაც გარეთ დასაპირისპირებელი არავინ გრჩება, ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო. ასევე, ოპოზიციური კონტროლის არარსებობის პირობებში, კორუფციის რისკებიც მატულობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება. ამ ყველაფერმა მიმაღებინა ჩემთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილება, შემოვბრუნდე პოლიტიკაში,“ - აღნიშნა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა. „ის დარწმუნებულია, რომ ახლა რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მმართველ გუნდი 90-100 მანდატს საარჩევნო კამპანიის გარეშეც მიიღებდა.“ მოგვიანებით მან ჟურნალისტებთან განაცხადა, „ქართული ოცნება“ 2012 წლის ხაზს გაჰყვება და რომ 2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს. „ჩვენ გავყვებით იგივე ხაზს, რასაც 2012 წლიდან მოვყვებით – ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა 2030 წლამდე, რაც ძალიან რეალურია, ადამიანის უფლებები მაქსიმალურად დავხვეწოთ კიდევ, რაც შემოვიტანეთ ჩვენ და გახსოვთ, რაც იყო მანამდე. ამ ხაზით და მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან. „ქართული ოცნების“ რეალური რეიტინგი დღეს 60 პროცენტამდეა და არა ის, რასაც ცრუ კვლევებით აქვეყნებს ოპოზიცია,“ - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.  რაც შეეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრ გახარიას, ბიძინა ივანიშვილის თქმით, „ერთადერთი, რისი გათვლაც ვერ შეძლო,“ სწორედ გიორგი გახარიას უკავშირდება. „ერთადერთი, რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო ქვეყნისა და გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან სულ რაღაც ერთ თვეში გიორგი გახარიამ იკადრა. მაშინ მომიწია, მრჩევლის ფუნქცია მეტვირთა და გუნდს კონსულტაციებით რომ არ დავხმარებოდი, პროცესები ქვეყნისთვის უმძიმესი სცენარით განვითარდებოდა,“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ. პრეზიდენტთან დაკავშირებით ის მოკლე კომენტარით შემოიფარგლა „სალომე ზურაბიშვილი დღეს გამოკვეთილად გვევლინება ოპოზიციის მხარდამჭერად,“ – მიიჩნევს პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, „ეს მისი არჩევანი იყო.“ „სხვა რა გითხრათ,“ – მიმართა მან მედიას. ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში

ხელისუფლებისა და ოპოზიციის რეაქციები პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნებაზე

პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთხელ დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება 30 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე გამოცხადდა, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. მმართველი გუნდი ივანიშვილის დაბრუნების აუცილებლობაზე მიუთითებს, ოპოზიცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის განაცხადის უკან რამდენიმე ფაქტორს ხედავს. პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა 30 დეკემბრის გამოსვლაში, მოღალატე უწოდა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის განაცხადს სოციალური ქსელით გამოეხმაურა. „კარგია, როგორც იქნა, ივანიშვილმა ჩრდილიდან გამოსვლა მოახერხა. თავის მართლება სუსტი იყო, გამოწვევა მიღებულია. ყველას გილოცავთ ახალ წელს!“ - წერს გახარია. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის საჯარო პოლიტიკაში კვლავ გამოჩენა ხალხის შიშმა და „ქართული ოცნების“ მიმართ „მხარდაჭერის სწრაფად ვარდნის“ მიმდინარე პროცესმა გამოიწვია. ვაშაძის აზრით, კიდევ ერთი ფაქტორი ისაა, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში „პირადი კეთილდღეობისთვის“ და „პირადი უსაფრთხოებისთვის“ დაბრუნდა. „ამ შეშინებულმა ადამიანმა (ბიძინა ივანიშვილმა) გააცნობიერა, რომ ქართველმა ხალხმა მას მოუგო ჭიდაობა, ბრძოლა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე თუ რუსეთისკენ მიმავალ გზაზე და დაინახა, რომ მისი რეჟიმის დრო წავიდა,“ განაცხადა თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ. „ახლა, საპატიო თავმჯდომარედ აირჩევენ თუ არ აირჩევენ, არანაირ ცვლილებას არ იწვევს ჩემს განწყობაში ამ პოლიტიკური ძალის საფრთხესთან დაკავშირებით, რომელსაც ის ჩვენი ქვეყნისთვის წარმოადგენს. მე თავად ტერმინ დაბრუნებას ვაპროტესტებ იმიტომ, რომ არსად წასულა არასდროს. აქაც ზედმეტ ფსიქო-ანალიზში შეცვლაც ზოგჯერ, დამაბნეველია იმ ადამიანებისთვის, ვინც ზედმეტს ანალიტიკოსობს. თავისთავად ამ ძალისთვის მის ძალაუფლების ვერტიკალში, იმის მუდმივად დაფიქსირება, რომ ივანიშვილის ძალა არიან, ეს ყოველთვის აუცილებელია. „არც მჭირდება, რომ ამაზე ზედმეტი ვიფიქრო, იმდენად უმნიშვნელოა ის იმ უზარმაზარი გამოწვევის ფონზე, რასაც ივანიშვილის რეჟიმი მისი ამ ფორმით გამოჩენით თუ გამოჩენის გარეშე წარმოადგენს ქვეყნის მომავლისთვის. „ქართული ოცნება“ ქვეყნის ინტერესების ხარჯზე ივანიშვილის და მისი გარემოცვის ძალაუფლების შენარჩუნების თამაშს თამაშობს, ხშირად მისი ღალატის ხარჯზე. ეს არიას ის „თამაში“, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სახიფათოა,“ - მიიჩნევს თავის მხრივ, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია. „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ყოველთვის უკავშირდება კრიზისებს და თვითონაც აქვს ეს აღიარებული. „დიდი კრიზისია ახლა მისთვის. ამ კრიზისისა და მოახლოებული კატასტროფის შიშმა აიძულა, რომ სამალავიდან გამოსულიყო. ყოველთვის იყო პოლიტიკაში, მაგრამ სამალავის რეჟიმში და ახლა ამ სამალავიდან იძულებული გახდა, რომ გამოსულიყო. ამ გამოსვლის ყველაზე მკაფიო მიზანი არის, რომ მოსკოვი დაამშვიდოს, რომ მოსკოვის ინტერესებს საქართველოში არ დაემუქრება საფრთხე, რომ ის აკონტროლებს ვითარებას, ეს არის მისი გამოსვლის მთავარი სათქმელი. ფაქტია, რომ მისი გუნდის 18-თვიანი და ძალიან ბინძური კამპანია, რომლის ამოცანა იყო, ჩაეგდო კანდიდატის სტატუსი და ისე ჩაეკლა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რომ ევროპას ეთქვა უარი ქართველ ხალხზე და ამას ქართველი ხალხის გულაცრუება გამოეწვია, ეს ოპერაცია მათ ჩაუვარდათ და ახლა მარტის მოვლენები, მას შემდეგ და იქამდე არის იმის დადასტურება, რომ საქართველოში ევროპული სულისკვეთების საზოგადოებამ დაამარცხა რუსული ხელისუფლება. ამიტომ, ივანიშვილი გამოდის, რომ რუსეთს უთხრას, რომ არ ინერვიულოთ, მიუხედავად იმისა, რომ ხალხმა გაიმარჯვა ამ რაუნდში და მიუხედავად იმისა, რომ სტატუსი მივიღეთ, მე ვაკონტროლებ ვითარებას და თქვენს ინტერესებს აქ საფრთხე არ შეექმნება,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა. რაც შეეხება მმართველ გუნდს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილის როლი არის ქვეყნის გადარჩენა, მან ეს უნიკალური როლი შეასრულა 2012 წელს და მას შემდეგ ყველა გამარჯვება, რომელიც მოიპოვა “ქართულმა ოცნებამ” ქართველ ხალხთან ერთად, ამ ყველა გამარჯვებაში ლომის წვლილი, მთავარი როლი, უნიკალური როლი მან შეასრულა.“ მანვე აღნიშნა, მინიმუმ მომდევნო 10 წელი ძალიან რთული პერიოდი იქნება არამხოლოდ რეგიონში, არამედ, მთელ მსოფლიოში და შექმნილი ვითარების გამო, აუცილებელი იყო ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „მას ჰქონდა კონსულტაცია ბიძინა ივანიშვილთან ყველაზე კრიზისულ დროს.“ ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ  განაცხადა, რომ „რჩევების მიცემა არ ნიშნავს არაფორმალურ მმართველობას და დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ არავითარი არაფორმალური მმართველობა არ ყოფილა ქვეყანაში.“ ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში  

ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში

„ზუსტად სამი წლის წინ, საზოგადოებას ვაცნობე ჩემი გადაწყვეტილება აქტიური პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირების შესახებ. ახლა კი, სამი წლის შემდეგ, ჩემივე ინიციატივით, პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით პოლიტიკურ ცხოვრებას ვუბრუნდები,“ ამ სიტყვებით დაბრუნდა პოლიტიკაში 30 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი. მან გადაწყვეტილების მიზეზი პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განმარტა. პოლიტიკაში დაბრუნების კონტექსტში ივანიშვილმა აღნიშნა, რომ „2-3 კაცთან კონსულტაციები ვეღარ იქნება საკმარისი“ და „ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება“ ახლა მისი მხრიდან „ბევრად უფრო ფართო კონსულტაციებსა და კოორდინაციას საჭიროებს.“ მან პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზების კონტექსტში ისაუბრა „ოპოზიციის განადგურების პირობებში, მმართველ გუნდში რისკების ზრდაზე.“ ივანიშვილის თქმით, ოპოზიციის არარსებობამ მმართველ პარტიას მარტივად შეიძლება, თავბრუ დაახვიოს და მოადუნოს. „გარდა ამისა, როდესაც გარეთ დასაპირისპირებელი არავინ გრჩება, ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო. ასევე, ოპოზიციური კონტროლის არარსებობის პირობებში, კორუფციის რისკებიც მატულობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება.“ ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციაზე, პრეზიდენტზე, ყოფილ პრემიერსა და 2024 წლის არჩევნებზე „ცხოვრებაში გულწრფელობას განსაკუთრებულად ვაფასებ და ამიტომ მინდა, ხალხს გულწრფელად განვუმარტო ჩემი გადაწყვეტილების მიზეზები. როგორც მოგეხსენებათ, პოლიტიკური საქმიანობა არ არის ჩემს ხასიათში. ყველას ახსოვს, რომ ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე გავუზიარე საზოგადოებას ჩემი განზრახვა, რომ არჩევნებში გამარჯვებიდან ძალიან მალე დავტოვებდი პოლიტიკას. მაშინ ეს ბევრისთვის დაუჯერებელი იყო. თუმცა, ისიც გახსოვთ, რომ 2013 წლის ბოლოს სიტყვა შევასრულე, მივიღე მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებიდან ერთ წელიწადში, საკუთარი ნებით დავტოვე მთავრობის მეთაურის პოსტი. ამით იმის შეხსენება მინდა, რომ პოლიტიკაში თანამდებობისთვის არ მოვსულვარ. პოლიტიკაში შესვლის გადაწყვეტილება მივიღე რწმენით, რომ სწორედ ჩემი ეს ნაბიჯი წაადგებოდა მაშინ ყველაზე მეტად ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. პოლიტიკიდან კი ერთ წელიწადში იმ რწმენით გავედი, რომ მისია სრულად მქონდა შესრულებული და დამნაშავეებს ხელისუფლებაში დაბრუნების ამბიცია აღარასდროს გაუჩნდებოდათ. თუმცა, როგორც შემდგომ გაირკვა, დანაშაულებრივ პოლიტიკურ სისტემას იმაზე ღრმად ჰქონდა გადგმული ფესვები, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა. პირველად 2018 წელს მომიწია პოლიტიკაში შემობრუნება. ამ გადაწყვეტილების მიზეზების შეხსენებით თავს აღარ შეგაწყენთ. გავიხსენებ მხოლოდ ევროკავშირის ყოფილი ელჩის სიტყვებს. ელჩმა, რომელთანაც ოჯახებით ვმეგობრობდი, მითხრა: რომ არ დაბრუნებულიყავი, ერთი თვე და მმართველი პარტიიდან არაფერი დარჩებოდაო. ეს მართლაც ასე იყო და ძალიან კარგად ვიცოდი. თუმცა, ელჩის ნათქვამით გავიაზრე, რომ რაც მე დავინახე და შევაფასე, თურმე, გარედანაც კარგად ჩანდა. მაშინ ჩემი მისია შევასრულე, გუნდი თავიდან დავალაგეთ, სისტემა ავაწყვეთ და მხოლოდ ამის შემდეგ, მეორედ გავედი პოლიტიკიდან. თანაც, საპენსიო ასაკმაც მომიწია და შესაბამისად, ამისათვის კიდევ ერთი საპატიო მიზეზი მქონდა. ერთადერთი, რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო ქვეყნისა და გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან სულ რაღაც ერთ თვეში გიორგი გახარიამ იკადრა. მაშინ მომიწია, მრჩევლის ფუნქცია მეტვირთა და გუნდს კონსულტაციებით რომ არ დავხმარებოდი, პროცესები ქვეყნისთვის უმძიმესი სცენარით განვითარდებოდა. მას შემდეგ, პარტიის 2-3 ლიდერთან მქონდა კომუნიკაცია, რაც გუნდში ჯანსაღი ვითარების შენარჩუნებას უწყობდა ხელს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პარტიის ყოფილი ლიდერის მიერ გუნდისთვის რჩევების მიცემა ჩვეულებრივი მოვლენაა და ასეთი რამ უამრავ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდებოდა და ახლაც ხდება. დღეს საქართველო რთული გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენი ქვეყნის გარშემო გეოპოლიტიკური ვითარება გართულდა და გამოწვევებიც გაიზარდა. შესაბამისად, გართულდა ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებაც. ასეთ პირობებში, მცირე შეცდომაც კი ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც მმართველი პარტია წარმოადგენს, ქვეყანას ძალიან ძვირად შეიძლება დაუჯდეს. საქართველოს ეროვნული მიზნები არსებითად შესრულებულად მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მივიჩნიოთ, როცა ეროვნულ თვითმყოფადობას ბოლომდე დავიცავთ, სახელმწიფოს სუვერენიტეტს სრულად აღვადგენთ, ქვეყანას გავაერთიანებთ და საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს შევასრულებთ – საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ ამოცანად დღეს ევროკავშირში ინტეგრაცია იკვეთება. პოლიტიკიდან გასვლისას, მმართველი პარტიის სათავეში გამართული გუნდი დავტოვე, რომელმაც გასული 3 წლის განმავლობაში მრავალი სირთულის დაძლევა და ამოცანის შესრულება შეძლო. ამ ფონზე, სამწუხაროდ, ვიმეორებ – სამწუხაროდ, სრულად განადგურდა ოპოზიცია. განადგურდა პოლიტიკის ის სუბიექტი, რომელიც პოლიტიკურ სისტემაში მმართველი გუნდის კონტროლზეა პასუხისმგებელი. დანაშაულებრივი წარსულით დამძიმებული ოპოზიცია ხელისუფლების ჯანსაღი და ქმედითი კონტროლით არც მანამდე გამოირჩეოდა, მაგრამ ახლა მას კონტროლის მინიმალური რესურსიც კი აღარ დარჩა. ნაცვლად ოპოზიციური პარტიების ეფექტიანი კონტროლისა, ხელში შეგვრჩა სიცრუის ნიაღვარი, რომელიც ყოველდღიურად მოედინება მათი მედიასაშუალებებიდან და უკვე იმდენად გაცვდა, რომ მმართველ გუნდს მცირე დისკომფორტსაც კი ვეღარ უქმნის. ოპოზიციის განადგურების პირობებში, იზრდება რისკები მმართველ გუნდში. ოპოზიციის არარსებობამ მმართველ პარტიას მარტივად შეიძლება თავბრუ დაახვიოს და მოადუნოს. გარდა ამისა, როდესაც გარეთ დასაპირისპირებელი არავინ გრჩება, ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო. ასევე, ოპოზიციური კონტროლის არარსებობის პირობებში, კორუფციის რისკებიც მატულობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება. ამ ყველაფერმა მიმაღებინა ჩემთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილება, შემოვბრუნდე პოლიტიკაში და დავიკავო მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა, რის შესახებაც ჩემს მიერ დაფუძნებული პარტიის ხელმძღვანელ გუნდს ცოტა ხნის წინ თავად მივმართე. ახლა რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ 90-100 მანდატს საარჩევნო კამპანიის გარეშეც მიიღებდა. შესაბამისად, ჩემი მთავარი მიზანი არა საარჩევნოდ პარტიის კიდევ უფრო გაძლიერება, არამედ ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა. მმართველი პარტია საჭიროებს ახალ სიმძიმის ცენტრს და მიმაჩნია, რომ ჩემს მიერ ამ ახალი სიმძიმის ცენტრის მისიის შესრულება დღეს დროული და აუცილებელია. ამისათვის, 2-3 კაცთან კონსულტაციები ვეღარ იქნება საკმარისი და მიმაჩნია, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება ჩემსა და გუნდს შორის ბევრად უფრო ფართო კონსულტაციებს და კოორდინაციას საჭიროებს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, მე ვიქნები გუნდის მთავარი მრჩეველი. ჩემი სურვილი არაა, შევითავსო პარტიის მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილებები, რომელიც შესანიშნავად ახორციელებს პარტიის მენეჯმენტს და მომავალშიც ის შეასრულებს პარტიის მართვის ფუნქციას. ვფიქრობ, რომ ჩემი პოლიტიკური და ცხოვრებისეული გამოცდილება და შესაბამისი რჩევები ესაჭიროება გუნდს, რათა ჩვენი ქვეყანა საბოლოო გამარჯვებამდე მივიყვანოთ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა, სრულად აღვადგინოთ სახელმწიფო სუვერენიტეტი და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საქართველო 2030 წლამდე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგში ჩავაყენოთ და ევროკავშირში გავაწევრიანოთ. ჩვენი ვალია, ეს შესაძლებლობა სრულად გამოვიყენოთ და ამისათვის ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ. ჩვენი სამშობლო, ჩვენი ღირსეული და ამაყი ერი მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს. თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, საქართველოს წინსვლისა და წარმატებისთვის ბოლომდე დავიხარჯოთ. სწორედ ამ პასუხისმგებლობამ დამაბრუნა კიდევ ერთხელ პოლიტიკაში. გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! 2024 წელი ყოფილიყოს ახალი წარმატებების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის, ბედნიერებისა და სიხარულის მომტანი თითოეული თქვენგანისთვის და თქვენი ოჯახებისთვის!“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.  

პრემიერი: ისეთი ვითარებაა დღეს ქვეყანაში და მსოფლიოში, რომ აუცილებელი იყო ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილის როლი არის ქვეყნის გადარჩენა.  „ქართული ოცნების“ ყრილობის შემდეგ, სადაც ივანიშვილი მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს, პრემიერმა აღბნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა აღნიშნული „უნიკალური როლი შეასრულა 2012 წელს და მას შემდეგაც „ყველა გამარჯვებაში ლომის წვლილი, მთავარი როლი, უნიკალური როლი სწორედ მან შეასრულა.“ პრემიერმა აღნიშნა, „მინიმუმ მომდევნო 10 წელი ძალიან რთული პერიოდი იქნება არამხოლოდ რეგიონში, არამედ, მთელ მსოფლიოში და შექმნილი ვითარების გამო, აუცილებელი იყო ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში.“ „პირველ რიგში, მე მინდა საუბარი დავიწყო იმით, რომ ყველას კარგად მოეხსენება ბატონი ბიძინა ივანიშვილის უნიკალური როლი ზოგადად ჩვენი ქვეყნის, მე არ მოვერიდები ამ სიტყვის თქმას, გადარჩენის საქმეში. რომ არ მოსულიყო, დავიწყებ თავიდან, ბატონი ბიძინა პოლიტიკაში 2012 წელს, დღეს მე მგონი არც ერთი ჩვენი მოქალაქე აღარ რჩება, ვისაც არ სჯერა, რომ დღეს ქვეყანა შეიძლება, საერთოდ აღარ გვქონოდა. რა თქმა უნდა, ის წინა მჩაგვრელი, კრიმინალი ხელისუფლება რომ დარჩენილიყო 2012 წელს ხელისუფლებაში, დღეს ქვეყანა იქნებოდა ომში ჩაბმული, რაც ნიშნავს პრაქტიკულად განადგურებას ჩვენი ქვეყნის. შეიძლება, დაგვეკარგა სუვერენიტეტი და საერთოდ, ბოლომდე განადგურებულიყო ჩვენი ქვეყანა. ამიტომ, მე მინდა შეფასება კიდევ ერთხელ გაგიზიაროთ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და მან ეს უნიკალური როლი შეასრულა 2012 წელს და მას შემდეგ ყველა გამარჯვება, რომელიც მოიპოვა “ქართულმა ოცნებამ” ქართველ ხალხთან, ჩვენს ამომრჩეველთან ერთად, რა თქმა უნდა, ამ ყველა გამარჯვებაში ლომის წვლილი, რომ იტყვიან, მთავარი როლი, უნიკალური როლი მან შეასრულა. ახლა რაც შეეხება ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას პოლიტიკაში, მე მინდა გითხრათ, რომ ყველამ კარგად მოისმინეთ მისი სიტყვა და კითხვები აღარ არსებობს. მან თავად განმარტა ყველა ის მიზეზი, რის გამოც იგი ბრუნდება პოლიტიკაში. მე მინდა ერთი რამ გითხრათ, რომ მთელი მსოფლიო და მათ შორის ჩვენც, რა თქმა უნდა, ჩვენ განუყოფელი ნაწილი ვართ მთელი დანარჩენი მსოფლიოსი და ბუნებრივია, ის რაც ხდება რეგიონში და დღეს გეოპოლიტიკური ვითარება იცვლება ყოველდღიურად, ეს გეოპოლიტიკური ვითარება რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაზე აისახება. იცვლება საერთაშორისო წესრიგი, მსოფლიო წესრიგი. არავინ არ იცის ეს, რამდენ ხანს გასტანს და ეს კატაკლიზმები კიდევ რას გამოიწვევს ქვეყნებისთვის, მე ხაზს ვუსვამ და რაც მთავარია, პირველ რიგში ჩვენი ინტერესი უნდა იყოს ამას როგორი ასახვა ექნება ჩვენს ქვეყანაზე. ასეთ ურთულეს, მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ბატონი ბიძინას როლი რა თქმა უნდა, არის გადამწყვეტი და აქაც უნიკალური როლის შესრულება იკისრა მან. იმიტომ, რომ მომდევნო 10 წელი, შეიძლება, ასე ითქვას, ძალიან რთული პერიოდი იქნება არა მხოლოდ რეგიონში, არამედ, მთელ მსოფლიოში, მინიმუმ მომდევნო 10 წელი. ამიტომ, ისეთი ვითარებაა დღეს ქვეყანაში და მსოფლიოში, რომ აუცილებელი იყო ბატონი ბიძინას დაბრუნება პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, აღარ გავაგრძელებ იმას, თუ რამდენად გაამყარებს ჩვენს გუნდს, “ქართულ ოცნებას”, კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და დაასტაბილურებს სიტუაციას, უფრო მეტად პროგნოზირებადი გახდება მდგომარეობა საერთოდ ქვეყანაში,” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „მას ჰქონდა კონსულტაცია ბიძინა ივანიშვილთან ყველაზე კრიზისულ დროს.“ „როდესაც გუნდი იღებს გადაწყვეტილებას, იცით, რომ ყველა ნორმალური ადამიანი და ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია ხალხის წინაშე, ცდილობს, რომ მოისმინოს ჭკვიანური ბრძნული აზრი, რჩევა მიიღოს. პრეტენზია აქვთ დღეს საზოგადოებაში, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს, ვიღაც ყოფილ პრეზიდენტებს და კრიმინალებს, რომ მათ უნდა მიიღონ ამ გადაწყვეტილებებში მონაწილეობა. ძალიან ბევრჯერ მოგვისმენია, იგივე, მათგან ყოფილა შემოთავაზება, რომ დავსხდეთ ერთად, ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა.  მე მგონი, არცერთ ქვეყანაში არავის არ უკვირს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მითუმეტეს პარტიის თავმჯდომარე, დამფუძნებელი და ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი კიდევ უფრო მეტად დიდია, ვიდრე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვინაიდან, იგი არის ამ პარტიის დამფუძნებელიც, მთავარი შემოქმედი 2012 წლის გამარჯვების და შემდეგი გამარჯვებების და ამ სტაბილური პერიოდის. ის, რომ თუნდაც მე მქონოდა ყველაზე კრიზისულ დროს, ამ გუნდს, ზოგადად, იგივე პარტიის თავმჯდომარეს, კონსულტაცია ამა თუ იმ დიდ საკითხზე, რჩევის მიღების მიზნით, ამაში, მე ვფიქრობ, არაფერი გასაკვირი არ არის,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში

„ქართული ოცნების“ განახლებული წესდებით, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პოლიტიკური საბჭო საპატიო თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 2023 წლის 30 დეკემბრის მეშვიდე რიგგარეშე ყრილობის მიერ დამტკიცებული ცვლილებები გამოქვეყნდა. როგორც ცნობილია, ცვლილებებით პარტიის სტრუქტურას ემატება - პარტიის საპატიო თავმჯდომარე. წესდების თანახმად, პარტიის საპატიო თავმჯდომარედ პარტიის ყრილობამ შეიძლება აირჩიოს პირი, „რომელსაც მიუძღვის განსაკუთრებული დამსახურება ქვეყნის და პარტიის წინაშე.“ დოკუმენტის თანახმად, პარტიის საპატიო თავმჯდომარე არის პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი. ახალ წესდებაში განსაზღვრულია პოლიტიკური საბჭოს ფუნქციები, მათ შორის დოკუმენტში ნათქვამია, რომ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შედიან პარტიის საპატიო თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარე და პარტიის ყრილობის მიერ არჩეული 15 წევრი. წესდების მიხედვით, პოლიტიკური საბჭოს სხდომას იწვევს პარტიის საპატიო თავმჯდომარე ან პარტიის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პოლიტიკური საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით. ახალი წესდების თანახმად, პოლიტიკური საბჭო „პარტიის საპატიო თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას“. გარდა ამისა, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს შეუძლია რიგგარეშე ყრილობის მოწვევაც. „პარტიის საპატიო თავმჯდომარის, პარტიის თავმჯდომარის ან პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება მოწვეულ იქნეს პარტიის რიგგარეშე ყრილობა,“ - ნათქვამია დოკუმენტში. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი 30 დეკემბერს "ქართული ოცნების" ყრილობაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.  

კურტ ვოლკერი: ჩვენი ახალი ელჩის მიმართ ტონი უკეთესია, ამერიკამ და საქართველომ ერთობლივი მუშაობა უნდა გააგრძელონ

ამერიკელ ანალიტიკოსთა ნაწილი ივანიშვილის გადაწყვეტილებას - დაბრუნდეს პოლიტიკაში, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს და საზოგადოების მხრიდან „ქართული ოცნების“ მიმართ მხარდაჭერის შესაძლო კლებას უკავშირებს. NATO-ში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის და უკრაინის საკითხებში თეთრი სახლის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის, კურტ ვოლკერის თქმით, პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება, „შესაძლოა, აჩვენებდეს მის შეშფოთებას, რომ „ქართული ოცნება“ იმდენად კარგად არ მუშაობდა, როგორც მას სურდა.“ ამერიკის ხმის ცნობით, კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ, გასული წლის განმავლობაში წარმოებული ანტიამერიკული, ანტიდასავლური რიტორიკაა. ისინი იმედოვნებენ, რომ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ფორმალური დაბრუნება ამ ტენდენციას შეცვლის. კურტ ვოლკერი ამბობს, რომ ამგვარი რიტორიკა უკვე შეცვლილია. მისი თქმით, ამერიკისა და საქართველოს საერთო მიზანი იმაში დარწმუნებაა, რომ საქართველო რუსეთზე დაკისრებულ საერთაშორისო სანქციებს ასრულებს. „ჩვენი ახალი ელჩის მიმართ ტონი უკეთესია. ზოგიერთი არასწორი რამ, რაც შეერთებულ შტატებზე ბოლო დროს ითქვა - მაგალითად ის, რომ თითქოს, შეერთებული შტატები ომის "მეორე ფრონტის გახსნას" ცდილობდა და სურდა საქართველო ამ კონფლიქტში ჩაეთრია, აღარ განმეორებულა. ვფიქრობ, ამერიკამ და საქართველომ უნდა გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა, რათა დავრწმუნდეთ, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციების განხორციელების კუთხით ყველაფერს სწორად აკეთებს. თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ მისი ფინანსური ინსტიტუტები შესაძლოა, რაიმე სახის სანქციებს დაექვემდებაროს. იმაში დარწმუნება, რომ ეს არ მოხდება, ვფიქრობ, შეერთებული შტატებისა და საქართველოს საერთო მიზანია,“ - განუცხადა „ამერიკის ხმას“ ვოლკერმა.  

Bloomberg: ფულის გათეთრების მტკიცებულების არარსებობის გამო, საქმე “ივანიშვილი UBS-ის წინააღმდეგ“, დაიხურა

Bloomberg-მა 16 იანვარს სტატია გამოაქვეყნა სათაურით „UBS იგებს, რადგან გამოძიება Credit Suisse-ის მიერ ფულის გათეთრების თაობაზე შეწყდა.“ სტატიაში ნათქვამია ჟენევის მთავარი ფინანსური პროკურორის ივ ბერტოსას სიტყვებზე დაყრდნობით, რომ სამართლებრივი დავა შვეიცარიულ UBS Group-ს, რომელმაც გაკოტრების პირას მყოფი ბანკი Credit Suisse იყიდა, და ქართველ მილიარდელ ბიძინა ივანიშვილს შორის უნდა შეწყდეს, ვინაიდან გამოძიებამ ვერ იპოვა პატრის ლესკოდრონის და მესამე მხარეების მიერ ფულის გათეთრების რაიმე მტკიცებულება. პატრის ლესკოდრონი Credit Suisse-ის კლიენტთა მრჩეველი იყო, რომელმაც ხელმოწერებს და კლიენტთა ამონაწერებს აყალბებდა, რათა თავისი უმსხვილესი კლიენტების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, ანგარიშებიდან მილიონები უკანონოდ გადაერიცხა. ლესკოდრონის თაღლითობა თითქმის 10 წლის მანძილზე შეუმჩნეველი რჩებოდა. 2015 წელს მან საბოლოოდ დანაშაული აღიარა. 2018 წელს ჟენევის სასამართლომ დააადგინა, რომ მან თავის კლიენტთა ნდობას უღალატა. 2019 წელს იგი ციხიდან გაათავისუფლეს, ხოლო 2020 წელს მან თავი მოიკლა. ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ს 2021 წელს უჩივლა და ბანკს თაღლითობაში დასდო ბრალი. მისი თქმით, მან თავისი ფული Credit Suisse-ს მიაბარა, რომელმაც დაკარგა ის. 2022 წელს ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ  Credit Suisse პასუხისმგებელია იმაზე, რომ ვერ მიიღო გონივრული ზომები, რათა აღეკვეთა თაღლითობა და ანგარიშების არასწორი მართვა.   საქმემ ბერმუდადან სინგაპურამდე მრავალი სასამართლო ინსტანცია გაიარა და მათგან თითქმის ყველამ დაადგინა შვეიცარიის ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან არასათანადო ქმედებები: „ლესკოდრონის მიმართ არასათანადო მოპყრობას, რომელიც 2018 წელს თაღლითობისა და გაყალბებისთვის გაასამართლეს, სასამართლო პროცესების წაგების მთელი სერია მოყვა, რის შედეგადაც ბანკი ასობით მილიონი შვეიცარული ფრანკის ზარალის წინაშე დადგა,“ – აღნიშნავს Bloomberg და დასძენს, რომ თავად პროკურორი ბერტოსა ყოველთვის ადანაშაულებდა Credit Suisse-ს უკანონო ტრანზაქციების თავიდან აუცილებლობის გამო, „რაც, მისი თქმით, წარმოადგენდა ფულის გათეთრებას დამამძიმებელ გარემოებებში“. დღეის მდგომარეობით, ბერტოსამ განაცხადა, რომ საქმე ვერ გაგრძელდება მტკიცებულებების არარსებობის გამო. თავად Credit Suisse „ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ლესკოდრონი მარტოხელა მგელი იყო, რომელიც თავის თაღლითობას კოლეგებს უმალავდა,“ – ნათქვამია სტატიაში. Bloomberg-ი ასევე წერს, რომ ივანიშვილის პრესმდივანი საქმის დახურვის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მისი თქმით, „ბერტოსა ახლა ირწმუნება, რომ ეს დანაშაულები უნდა განიხილებოდეს მხოლოდ იმ დანაშაულების კონტექსტში, რისთვისაც ლესკოდრონი გაასამართლეს, და არა ფულის გათეთრების ჭრილში.“ წყარო  

სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა იმართება

სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება. სხდომაზე პარტიაში სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავენ და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა დამტკიცდება. 14:00 საათზე „ქართული ოცნების“ რიგით მე-8 ყრილობა გაიმართება, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას ოფიციალურად დაასახელებენ. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ადასატურებენ, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე განიხილება, რომელსაც პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად პარტიის საპატიო თავმჯდომარე წარუდგენს."ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა გადადგომა თვითონ მოისურვა

„ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის თანამდებობიდან წასვლა თავად მოისურვა. ასე უპასუხა მან ჟურნალისტების მიერ დასმულ შესაბამის შეკითხვას. „რა უნდა დავუწუნო, ნახეთ, როგორი კაცია. თვითონ მოისურვა, მე არ მომისურვებია," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც პარტიის ყრილობაზე მივიდა.  

საქართველოსთვის საუკეთესოა პოლონური მოდელი, სადაც არის ძალების კოალიცია - პრეზიდენტი

„საქართველოს არაფორმალური ლიდერი საჯარო სივრცეში დაბრუნდა, რადგან საჭიროება დაინახა, რომ ამომრჩეველს პასუხები გასცეს იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიიღება.“ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ში კითხვებზე პასუხისას განაცხადა. “[საქართველოს] არაფორმალური ძალაც გარკვეულწილად შეიცვალა, ვინაიდან არაფორმალური ლიდერი საჯარო სივრცეში დაბრუნდა. ასე რომ, ეს ნიშნავს, რომ არსებობს რაღაც, რაზეც რეაგირება უნდა მოახდინონ. ის [ბიძინა ივანიშვილი] საჯარო სივრცეში დაბრუნდა, როგორც “ქართული ოცნების” პარტიის საპატიო თავმჯდომარე, რაც ორ რამეს ნიშნავს: პასუხისმგებლობას და საჭიროებას - საზოგადოებრივ აზრს, ამომრჩეველს პასუხები გასცეს იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიიღება. ასე რომ, არჩევნების დროს ეს მოხდება, ეს იქნება საზოგადოებისთვის პასუხების გაცემა რიტორიკაზე, გადაწყვეტილებებზე, წარმატებაზე, იმ გზაზე, რომელიც ქართველ ამომრჩეველს სურს… 30 წელი ერთპარტიულ სისტემაში ვიცხოვრეთ, სხვადასხვა რეჟიმში და ყველა ერთნაირად ასრულებს, დეტალებში არ შევალ, მაგრამ ეს ხდება, როდესაც ძალიან დიდხანს რჩები ხელისუფლებაში ერთი პარტიით. ასე რომ, საუკეთესო რამ, რაც შეიძლება, მოხდეს [საქართველოსთვის] - არის პოლონური მოდელი, სადაც არის ძალების კოალიცია, რომლებიც ნათლად პროევროპულები არიან და ეს ნიშნავს ოლიგარქიის დასასრულს… და ეს გარკვეულწილად, პასუხია პოლარიზაციაზეც, რაღაც დონეზე,” - განაცხადა ზურაბიშვილმა.  

Bloomberg-ის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება წლის დასაწყისიდან $325 მილიონით გაიზარდა

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ქონება წლის დასაწყისიდან 325 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. ამავე წყაროს ცნობით, ივანიშვილის ქონება ამ დროისთვის 6.92 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ბიძინა ივანიშვილი 374-ე ადგილზეა. Bloomberg Billionaires Index მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია. Bloomberg-ის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ქონება $6.55 მილიარდს შეადგენს  

გიორგი ბაჩიაშვილი: გრძელდება უსამართლო პროცესი, რომელსაც საფუძვლად მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ზეპირი ჩვენება უდევს

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ მისი ბრალდების საქმეს საფუძვლად მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ზეპირი ჩვენება უდევს. პროცესის დასრულების შემდეგ, ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელი დღე ქართული სასამართლო სისტემისთვის სამარცხვინოა, რადგან მისი საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა. გიორგი ბაშიაჩვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა. „მხოლოდ ერთს ვიტყვი, დღეს ქართული მართლმსაჯულებისთვის მორიგი მძიმე და სამარცხვინო დღეა, რადგან ის უსამართლო პროცესი გრძელდება, რომელიც 1 წლის წინ დაიწყო და რომელსაც საფუძვლად მხოლოდ ერთადერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ზეპირი ჩვენება უდევს. ეს ქართული სამართლის სისტემისთვის არის სამარცხვინო. არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში, არც ერთ დასავლურ ქვეყანაში მსგავსი საქმე არც კი იქნებოდა განხილვაში მიღებული," - განაცხადა ბაჩიაშვილმა. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის საქმესთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს  

ევროპარლამენტი “ქართული ოცნების” წევრებისა და ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნაზე რეზოლუციის პროექტს განიხილავს

ევროპარლამენტი “ქართული ოცნების” წევრებისა და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების მოთხოვნაზე რეზოლუციის პროექტს განიხილავს, კენჭისყრას კი 25 აპრილს გამართავს. შესაბამისი რეზოლუციის პროექტი სახელწოდებით - რეზოლუციის პროექტი "საქართველოში უცხოური აგენტების კანონპროექტის ხელახლა წარდგენის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაზე" ევროპარლამენტის ვებგვერდზეა ატვირთული. რეზოლუციის ავტორები არიან ევროპარლამენტარები: მირიამ ლექსმანი, მაიკლ გალერი, რასა იუკნევიჩიენე, დავიდ მაკალისტერი, ანდრიუს კუბილიუსი, ისაბელ ვაისლერ-ლიმა, ტრაიან ბასესკუ, ვლადიმირ ბილჩიკი, ანჯეი ჰალიცკი, სანდრა კალნიეტე, ლეოპოლდო ლოპეზ გილი, ანტონიო ლოპეზ-ისტურიზ ვაითი, მიქაელა შოიდროვა და ეუჯენ ტომაკი. 23 აპრილს იგეგმება რეზოლუციის პროექტის განხილვა, რომელშიც ევროპარლამენტარებთან ერთად მონაწილეობას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი მიიღებს. 25 აპრილს კი, რეზოლუციას კენჭს უყრიან. რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ მისი მიღების შემთხვევაში ევროკავშირმა სანქციები უნდა შემოიღოს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრის წინააღმდეგ, ვინც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს მიღებას მისცა ხმა. რეზოლუციის დამტკიცების შემთხვევაში, ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოსადმი თავის მოწოდებას გაიმეორებს, რომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, წინააღმდეგ სანქციების იქნას შემოღებული. მიღების შემთხვევაში ევროპარლამენტი, ასევე, ევროკომისიას მიმართავს, რომ საქართველოსთვის მთელი ფინანსური დახმარება დამოკიდებული გახდეს იმაზე, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწეული იქნება. რეზოლუციის კანონპროექტი აღნიშნავს, რომ კანონპროექტის ხელახლა წარდგენა საქართველოს ოფიციალური პირების მიერ 2023 წელს გაკეთებულ საჯარო კომენტარებს ეწინააღმდეგება, შესაბამისად საქართველოს რეპუტაცია დაზიანებულია და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ძირი აქვს გამოთხრილი, ვინაიდან “უცხოური გავლენების” კანონპროექტი საქართველოს იმავე გზაზე აყენებს, რომელზეც რუსეთის ფედერაცია და მსგავსი ქვეყნები არიან. რეზოლუციის პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი “უცხოური გავლენის” კანონმდებლობა რუსეთში 2012 წელს მიღებულ კანონის მიხედვითაა მოდელირებული, ხოლო მსგავსი კანონპროექტები ცოტა ხნის წინ მიღებული იქნა ყირგიზეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთში. რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ მსგავსი რუსული სტილი “უცხოური გავლენის აგენტების” კანონპროექტი მნიშვნელოვნად დააზიანებს საქართველოს პროევროპულ გზას და კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყვებისადმი მიმავალი ნებისმიერი გადაწყვეტილება პერმანენტულად უნდა შეჩერდეს. რეზოლუციის ოთხი პროექტის ავტორები, სავარაუდოდ, ხვალ, 24 აპრილს შეაჯერებენ, ზუსტად რა უნდა ჩაწერონ და რა არა რეზოლუციაში, რომლითაც საქართველოს, ასევე, ევროკომისიას, ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს მიმართავენ. ჯერჯერობით ევროპარლამენტში „უცხოეთის აგენტების კანონზე“ მისაღები რეზოლუციის ოთხი სამუშაო ვერსია, ოთხი პროექტია წარდგენილი. საბოლოო კენჭისყრამდე ევროპარლამენტარები საერთო ტექსტზე შეთანხმდებიან.  

ბიძინა ივანიშვილი: საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ

„საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ.“ ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებულ „საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე“, რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, „საქართველოს გარედან მართული რევოლუციური კომიტეტი - უცხოური აგენტურა მართავდა, რომელიც „ენჯეოების“ ხელით დაინიშნენ.“ „საქართველომ 33 წლის წინ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, თუმცა, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მერაბ კოსტავა გვაფრთხილებდა: „დაიმახსოვრეთ, თქვენ მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება! მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც. მერაბ კოსტავას ეს შეგონება თითოეულ ფეხის ნაბიჯზე კარგად უნდა გვახსოვდეს. 2004-12 წლებში ჩვენ გამოვიარეთეთ უმძიმესი წლები, როდესაც ქვეყანას არა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, არამედ, გარედან დანიშნული რევოლუციური კომიტეტი, უცხოური აგენტურა მართავდა. სააკაშვილი, ბოკერია, მერაბიშვილი, ადეიშვილი, გვარამია, კეზერაშვილი და სხვები საქართველოს ხელისუფლების ლიდერებად „ენჯეოების“ ხელით მოწყობილი რევოლუციის შემდეგ დაინიშნნენ. არადემოკრატიული წესით გარედან დანიშნული ადამიანების გარედან მმართველობამ დაგვანახა, თუ რამდენად მძიმეა თავისულფების, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაკარგვის გარდაუვალი შედეგი. სისხლიანმა რეჟიმმა გადაავსო ციხეები, შეიწირა ასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე, დააყაჩაღა ათასობით ბიზნესმენი, გააყალბა არაერთი არჩევნები, მიიტაცა მედია, დაკარგა საქართველოს ტერიტორიების 20%. ბევრს ჰგონია, რომ ამ დანაშაულების მთავარი მიზეზი სააკაშილის და მისი თანამზრახველების სადისტური, არაჰუმანური, არაპატრიოტული იბუნება იყო, თუმცა სინამდვილესი ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებდნენ, გარედან, მათი პატრონებისგან იყო დაკვეთილი და მართული,“ - განაცხადა ივანიშვილმა. მან უცხოელები „რეჟიმის მხარდაჭერაში“ დაადანაშაულა. „რეჟიმს ჰქონდა მწვანე შუქი ყოველგვარ უმსგავსობაზე იმ უცხოელი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც დღეს „სააკაშვილს, გვარამის და კეზერაშვილს იმანკო კრავებად გვიცხადებენ და არსებული ხელისუფლების დასჯას ითხოვენ.“ „ამ უცხოელებს დღეს ამოძრავებთ სურვილი, საქართველოში იგივე ადამიანების არაჰუმანური, სადისტური დიქტატურა დააბრუნონ, რასაც არაფრის ფასად არ დავუშვებთ... როცა მწვანე შუქზე ვსაუბრობთ, ისიც გავიხსენოთ, რომ რეჟიმის სადიზმი ენჯეოებისგანაც სრული მხარდაჭერით სარგებლობდა,“ - განაცხადა ივანიშვილმა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, „რეჟიმი“ მხარდაჭერით „ენჯეოებისგანაც“ სრული მხარდაჭერით სარგებლობდა. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ „როდესაც გარედან დანიშნული უსამშობლო, სისხლიანი რეჟიმი გაისტუმრეს“, ეგონა, 2012 წელს შეასრულა მისია, თუმცა „ეს მიღწევები საკმარისი არ აღმოჩნდა“: „პრინციპულად და თავდადებით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, პირადად მე განვაგრძნობ ბრძოლას საქართველოს სუვერენიტეტის სრულად აღსადგენად.“ „ჩვენ კვლავაც გვიწევს ბრძოლა თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის, რათა ავასრულოთ ილია ჭავჭავაძის შეგონება, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“. ამიტომ, პრინციპულად და თავდადებით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, პირადად მე, განვაგრძობ ბრძოლას საქართველოს, ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის სრულად აღსადგენად. 2022 წლის დასაწყისიდან საქართველომ გადაიტანა ურთულესი ბრძოლა ომის თავიდან ასაცილებლად და მშვიდობის შესანარჩულებლად. ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დაპირების მიუხედავად, საქართველო და უკრაინა არ გააწევრიანეს NATO-ში და ორპირ ქარში დააყენეს. ის „გლობალური ომის პარტიას“ ადანაშაულებს 2008 წლის ომს და რუსეთის აგრესიას უკრაინაში „ყველა ასეთ გადაწყვეტილებას გლობალური ომის პარტია იღებს, რომელიც NATO-ზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს და რომლისთვისაც საქართველოსაც და უკრაინასაც საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს. მათ ჯერ საქართველო დააპირისპირეს რუსეთთან, ხოლო 2014 და 2022 წლებში უკრაინა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს,“ განაცხადა ივანიშვილმა. „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის შეფასებით, „ლგბტ-პროპაგანდისა და „ენჯეოების“ შესახებ კანონების ინიცირებას ორმაგი სარგებელი ჰქონდა“. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის თქმით, „ენჯეოების“ გაუმჭვირვალე დაფინანსება არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც შეგიძლია, საქართველოს ხელისუფლება გარედან დანიშნო.“ ბიძინა ივანიშვილის თქმით, „მიზანია, რომ საქართველო ახალი სერგო ორჯონიკიძეებისა და ბერბიჭაშვილების ხელით იმართებოდეს.“ „ენჯეოების“ დაფინანსება სინამდვილეში, თითქმის მთლიანად აგენტურის გამაგრებას, ხელისუფლებაში მათ მოყვანას ხმარდება და ამ თანხებს არავითარი საერთო არ აქვს დახმარებასთან. ერთადერთი მიზანი სახელმწიფოს სუვერენიტეტის წართმევაა. საზოგადოებაში ხშირად კითხულობენ, მაინც რატომ იბრძვიან უცხოეთიდან ასეთი გამალებით „ენჯეოების“ გამჭვირვალობის წინააღმდეგ? ჩვენი გუნდის წარმომადგენლები ამ შეკითხვას სწორი მიმართულებით პასუხობენ, თუმცა სრული სიმართლის თქმას ისინი მაინც ერიდებიან. სრული სიმართლე კი ისაა, რომ „ენჯეოების“ გაუმჭვირვალე დაფინანსება არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება გარედან შეგიძლია დანიშნო. მიზანია, საქართველო არა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების, არამედ გარედან დანიშნული „ღამურების“ – ახალი დროის სერგო ორჯონიკიძეებისა და გიგლა ბერბიჭაშვილების ხელით იმართებოდეს. ამის არდაშვება არის ჩვენი ვალი საქართველოს თავისუფლების იდეას შეწირული ქართველი მოღვაწეების წინაშე. „ენჯეოების“ დაფინანსება, რომელსაც უცხოეთიდან ხშირად გვამადლიან და დახმარებაში გვითვლიან, სინამდვილეში, თითქმის მთლიანად აგენტურის გამაგრებასა და ხელისუფლებაში მათ მოყვანას ხმარდება. შესაბამისად, ამ თანხებს არავითარი საერთო არა აქვს დახმარებასთან, პირიქით, ერთადერთ მიზნად საქართველოსთვის სახელმწიფო სუვერენიტეტის წართმევას ისახავს,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. „დღევანდელი საქართველო არ არის არც შევარდნაძის დროინდელი საქართველო და არც იანუკოვიჩის უკრაინა. დღეს საქართველოს მართავს ძლიერი და ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის სამშობლოს, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის ფასი. შესაბამისად, ურეიტინგო „ნაციონალებისა“ და „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლების შეცვლა დღევანდელ საქართველოში შეუძლებელია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სიფხიზლე უნდა დავკარგოთ და საქართველოს სუვერენიტეტისთვის გრძელვადიანი გარანტიის შექმნაზე არ უნდა ვიზრუნოთ. სწორედ საქართველოს სუვერენიტეტის გამყარებას ემსახურება ქართული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. შეიძლება, დაისვას კითხვა – რატომ გაიწვია გუნდმა კანონი შარშან და რატომ ვიღებთ მას წელს. შარშან კანონის გაწვევას ორი მთავარი ობიექტური მიზეზი ჰქონდა. პირველი, შარშან შეძლეს და საზოგადოების დიდი ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს. შესაბამისად, ჩვენი ვალი იყო, თუნდაც, მოტყუებული თანამოქალაქეების შფოთვა გაგვეთვალისწინებინა. მეორე, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მდგრადობას, რასაც კანონის არგაწვევის შემთხვევაში, შარშან სირთულეები შეიძლებოდა, შექმნოდა. წელს ვითარება რადიკალურად განსხვავებულია. „ნაციონალებმა“ და მათმა პატრონებმა ხალხი ვეღარ მოატყუეს და დღეს საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ენჯეოების“ გამჭვირვალობას მყარად უჭერს მხარს. გარდა ამისა, დღეს გვაქვს სრული რესურსი, გამჭვირვალობის შესახებ კანონი სახელმწიფოს მდგრადობისთვის ზიანის მიყენების გარეშე მივიღოთ და ქვეყანა წინ წავიყვანოთ. სწორ დროს სწორი სვლის გაკეთება პოლიტიკის მთავარი ხელოვნებაა. ჩემი პოლიტიკური წარსული მაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ როგორც პოლიტიკურ ლიდერს, ამგვარი სვლების გათვლა კარგად შემიძლია,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. „საზოგადოებაში ისმის ხოლმე კითხვა, ხომ არ ჯობდა დროებითი სიმშვიდით მაქსიმალურად გვესარგებლა და ლგბტ-პროპაგანდისა და „ენჯეოების“ შესახებ კანონპროექტების განხილვის დაწყებით თავი ზედმეტად არ აგვეტკიებინა და თუნდაც, არჩვენების შემდეგ დაგვეწყო მისი განხილვა. ამასთან დაკავშირებით, მკაფიოდ მინდა გითხრათ: ნურავის ექნება ილუზია, რომ ამ კანონპროექტების გარეშე დიდხანს მოგვასვენებდნენ. როდესაც ისეთ მოთხოვნებს აყენებენ, რომლებზეც წინასწარ იციან, რომ ხელისუფლება მათ არ გაითვალისწინებს, ცხადია, რომ ამ მოთხოვნების ერთადერთი მიზანი ხელისუფლებისთვის ხელოვნური უხერხულობის შექმნაა. ასეთ პირობებში, ცხადია, რომ იგივე ძალები, რომლებიც ორი და ოთხი წლის წინ რევოლუციებს გვიწყობდნენ, შემოდგომაზე ჩვენს ქვეყანას აუცილებლად ახალი ძალით შეუტევდნენ და ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნებას კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ. ენერგიას, რომელიც შემოდგომისთვის უნდა დაეგროვებინათ, ახლა ისინი ქუჩაში ნაადრევად ანიავებენ. ლგბტ-პროპაგანდისა და „ენჯეოების“ შესახებ კანონების ინიცირებას ორმაგი სარგებელი ჰქონდა:“ ერთი მხრივ, ამ ორი საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგებას ალტერნატივა არა აქვს და მეორე მხრივ, დასაგროვებელი ენერგიის ნაადრევი ხარჯვა ისედაც დასუსტებულ აგენტურას ძალას ბოლომდე გამოაცლის, შესაბამისად, კანონპროექტების ინიცირებისთვის დროც იდეალურად არის შერჩეული. ამ პროცესებით ქვეყანას და ხელისუფლებას არაფერი დაგვაკლდება, გარდა იმისა, რომ გლობალურ ომის პარტიას კიდევ ერთხელ გავანაწყენებთ, რომელსაც მეორე ფრონტის არგახსნის გამო ჩვენს მიმართ წყენა ისედაც არ აკლია,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ვეტინგი ივანიშვილი ვეტინგის ინსტრუმენტს უცხოური მმართველობის შემოღებას უწოდებს, რომელმაც „რეპრესიები უნდა ჩაატაროს და სასამართლო სისტემა აგენტურით უნდა დააკომპლექტოს.“ ის ამას ცესკოში მიმდინარე პროცესებს ადარებს, სადაც მისი შეფასებით, „მსგავს მიზანს ემსახურებოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებული მოთხოვნებიც, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა სამართლიანად არ გაითვალისწინა.“ ივანიშვილი ამბობს, რომ „გრძელდება დაჟინებული ზეწოლა ხელისუფლებაზე სასამართლოს ხელში ჩასაგდებად, რომელიც მანამდე გაგრძელდება, ვიდრე წარმატების იმედს ბოლომდე არ დაკარგავენ.“ „შეგახსენებთ, თუ როგორი გამალებით ცდილობდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოს შერყევას. სასამართლოში დღემდე ითხოვენ ეგრეთწოდებულ ვეტინგს, ანუ უცხოური მმართველობის შემოღებას, რომელმაც რეპრესიები უნდა ჩაატაროს და სასამართლო სისტემა აგენტურით უნდა დააკომპლექტოს. მსგავს მიზანს ემსახურებოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებული მოთხოვნებიც, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა სამართლიანად არ გაითვალისწინა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა დამოუკიდებელი საერთაშორისო კვლევის თანახმად, ქართული სასამართლო სამართლიანობისა და ეფექტიანობის კრიტერიუმებით არაერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნის სასამართლოსაც კი უსწრებს, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ასახელებენ ვერცერთ საქმეს, რომელიც სასამართლომ პოლიტიკური ხელისუფლების ზეწოლით ან ზოგადად, უსამართლოდ გადაწყვიტა, გრძელდება დაჟინებული ზეწოლა ხელისუფლებაზე სასამართლოს ხელში ჩასაგდებად, რომელიც იქამდე გაგრძელდება, ვიდრე წარმატების იმედს ბოლომდე არ დაკარგავენ,“ ამბობს ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ „არჩევნების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობა მკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის.“ „ბევრი ჩვენი თანამოქალაქე განაწყენებულია იმის გამო, რომ 2012 წელს „ნაციონალები“ სათანადოდ არ დავსაჯეთ. რეჟიმის არაერთმა ლიდერმა მრავალწლიანი სასჯელი მოიხადა. გასამართლდა რეჟიმის დანაშაულებრივი დავალებების მრავალი შემსრულებელი. ამჟამად სასჯელს იხდის რეჟიმის მთავარი დამნაშავე, მიხეილ სააკაშვილი. თუმცა, სამწუხაროდ, არ მომხდარა „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც ერთიანი დანაშაულებრივი და მოღალატეობრივი დაჯგუფების გასამართლება. საქმეში უშუალოდ ჩახედული ადამიანები დამეთანხმებიან, რომ მაშინ „ნაციონალების“ დასჯის არავითარი რესურსი არ გვქონდა, ურესურსოდ ნაბიჯების გადადგმა კი მხოლოდ კონტრპროდუქტიული იქნებოდა. კარგად მახსოვს, 2012-13 წლებში კბილებით როგორ იცავდნენ სისხლიან დამნაშავეებს დასავლელი უმაღლესი თანამდებობის პირები. „ნაცმოძრაობა“ ზუსტად ისევე დაუნიშნეს საქართველოს გარედან რადიკალურ ოპოზიციად, როგორც მანამდე ხელისუფლებად დაგვინიშნეს. რადიკალიზმი, ე.წ. პოლარიზაცია და პერიოდული პოლიტიკური რყევები, რაც ჩვენს ქვეყანას და მის ეკონომიკას მთელი ამ წლების მანძილზე საკმაოდ ძვირი დაუჯდა, მთლიანად გარედან იყო ხელოვნურად თავს მოხვეული. რომ არა გარე მხარდაჭერა, საქართველო ეგრეთწოდებული პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეს უმოკლეს ვადებში გაარღვევდა. ყველამ იხილეთ ევროპარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული რეზოლუცია, სადაც ევროპელი პოლიტიკოსები „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე ლიდერებს კიდევ ერთხელ გამოექომაგნენ. ამ შემთხვევაშიც, გლობალურმა ომის პარტიამ ევროპარლამენტი აიძულა, სრულიად არაევროპული რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარი. ამ ყველაფერს ორი მიზანი ჰქონდა: ერთი მხრივ, საქართველოს საქმეებში კიდევ ერთხელ უხეშად ჩარევა სცადეს და მეორე მხრივ, ყველას კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ევროპარლამენტი მათ ერთ-ერთ მორიგ ინსტრუმენტად არის ქცეული, რომელსაც ნებისმიერ დროს როგორც უნდათ, ისე გამოიყენებენ. ამ სრულიად არაევროპული რეზოლუციის დამტკიცებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამხელა გავლენა აქვს გლობალურ ომის პარტიას ევროკავშირზე. გლობალური ომის პარტია ევროკავშირს საკუთარი ხელით ანგრევინებს ევროპულ ღირებულებებს, რაც, ზოგადად, მისი ჩვეული ხელწერაა. ზუსტად ასევე ანგრევდნენ ისინი საქართველოს 2004-12 წლებში ხელისუფლებაში მყოფი ქართველების ხელით. საქართველოს ბედი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ამ წლების განმავლობაში ჩვენ დავაგროვეთ საკმარისი რესურსი, რომ სუვერენიტეტის სრულად განმტკიცება დავიწყოთ. სწორედ ამას ემსახურება კანონიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. არჩევნების შემდეგ კი, ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას გამოვუტანოთ მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი, რომელსაც ის 9-წლიანი სისხლიანი მმართველობისა და 12-წლიანი „მაოხრებელი გზირობისთვის“ იმსახურებს. არჩევნების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობა მკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან 2 ათწლეულის მანძილზე ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა! ჯერ კიდევ 2014 წელს დავაფუძნე „საზოგადოება 2030“. მაშინ ევროკავშირის წევრობა ძალიან შორეულ პერსპექტივად მოჩანდა და გაწევრიანებაზე საჯაროდ საუბარს ვერიდებოდი, რადგან საზოგადოებას ჩემი ჭარბი ოპტიმიზმი შეიძლებოდა არ მოწონებოდა. თუმცა, ჯერ კიდევ მაშინ ვხედავდი, რომ საქართველოს 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანება შეეძლო. დღეს, როდესაც 2030 წლამდე სულ რათაც 6 წელია დარჩენილი, საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ინსტიტუტების სიძლიერისა და კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. საქართველოს ეკონომიკა იზრდება ყველაზე სწრაფად ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის. გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, სუვერენიტეტსაც განვიმტკიცებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ, ქართულ ეკონომიკასაც გავაძლიერებთ და 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ ვართ უნიკალური ერი უნიკალური ისტორიით, ტრადიციებითა და იდენტობით. სწორედ ამ უნიკალური ეროვნული ტრადიციებითა და იდენტობით უნდა გავწევრიანდეთ საერთო ევროპულ ოჯახში, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს ნამდვილი ფასი ევროკავშირს საქართველოსთვის და საქართველოს ევროკავშირისთვის,“ აღნიშნა ივანიშვილმა და გამოსვლა ქართული ფეხბურთის მიღწევაზე საუბრით დაასრულა. „ჩვენი ფეხბურთელების წარმატებამ გაგვიმყარა რწმენა, რომ ოცნებების ახდენა შესაძლებელია. ქართველ გულშემატკივარს აუხდა 30-წლიანი ოცნება და საქართველოს ნაკრები პირველად ისტორიაში გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. მჯერა, რომ ეს უდიდესი წარმატება არის პირველი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ოცნებების ახდენის გზაზე. თავისუფალი, დამოუკიდებელი და სუვერენული საქართველო, ევროკავშირის წევრი საქართველო, გაერთიანებული და გამთლიანებული საქართველო, ეს არის ჩვენი ქართული ოცნება, რომელსაც ყველა ერთად აუცილებლად ავიხდენთ,“ განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა.

„ამგვარი სვლების გათვლა კარგად შემიძლია“ - ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა „საყოველთაო შეკრებაზე“

“სწორ დროს სწორი სვლის გაკეთება პოლიტიკის მთავარი ხელოვნებაა. ჩემი პოლიტიკური წარსული მაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ როგორც პოლიტიკურ ლიდერს, ამგვარი სვლების გათვლა კარგად შემიძლია,“ განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებულ „საყოველთაო-სახალხო“ შეკრებაზე მიმართვისას, როდესაც უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის ხელახალ ინიცირებაზე საუბრობდა. მანვე გაუსვა ხაზი, რომ „ენჯეოების“ გაუმჭვირვალე დაფინანსება არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც შეგიძლია, საქართველოს ხელისუფლება გარედან დანიშნო.“   ივანიშვილის შეფასებით, „ლგბტ-პროპაგანდისა და „ენჯეოების“ შესახებ კანონების ინიცირებას ორმაგი სარგებელი ჰქონდა.“  „შარშან კანონის გაწვევას ორი მთავარი ობიექტური მიზეზი ჰქონდა. პირველი, შარშან შეძლეს და საზოგადოების დიდი ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს. შესაბამისად, ჩვენი ვალი იყო, თუნდაც, მოტყუებული თანამოქალაქეების შფოთვა გაგვეთვალისწინებინა,“ განაცხადა ივანიშვილმა. „სიფხიზლე არ უნდა უნდა დავკარგოთ და საქართველოს სუვერენიტეტისთვის გრძელვადიანი გარანტიის შექმნაზე არ უნდა ვიზრუნოთ,“ ამბობს „ქართული ოცნების დამფუძნებელი. ამავე გამოსვლაში მან განაცხადა, რომ „2004-12 წლებში ქვეყანას არა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, არამედ, გარედან დანიშნული რევოლუციური კომიტეტი, უცხოური აგენტურა მართავდა. ივანიშვილის შეფასებით, „გლობალური ომის პარტია NATO-ზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს.“ “დღევანდელი საქართველო არ არის არც შევარდნაძის დროინდელი საქართველო და არც იანუკოვიჩის უკრაინა,“ მიიჩნევს ივანიშვილი. დღესვე, ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ მმართველობიდან მეთორმეტე წელს პირობა დადო, რომ „არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ მკაცრად აგებს პასუხს ყველა დანაშაულისთვის.“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საუბრისას, ვეტინგის ინსტრუმენტს უცხოური მმართველობის შემოღება უწოდა, რომელმაც „რეპრესიები უნდა ჩაატაროს და სასამართლო სისტემა აგენტურით დააკომპლექტოს.“   მიმართვის ბოლოს მან „პირობა დადო, რომ 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა.“ ბიძინა ივანიშვილი: საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ  

სალომე ზურაბიშვილი: ბიძინა ივანიშვილის განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა

„ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის - ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისთვის ომის გამოცხადებაა“ - შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა FRANCE 24 English-თან ინტერვიუში გააკეთა. „მათთვის ყველასთვის ომის პარტიის წოდება და ჩემთვის და მათთვის ომის პარტიის აგენტების წოდება, საქართველოში მოქმედი ორგანიზაციებისთვის, პარტიებისთვის და ახალგაზრდებისთვის, რომლებიც აცხადებენ, რომ ევროპული მომავლის შენარჩუნება სურთ, რევოლუციისა და დამხობის აგენტების წოდება - ეს არის ზუსტად ის ტერმინები, რასაც პრეზიდენტი პუტინი საკუთარი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ წლებია იყენებს,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყველასთვის, ვინც ამ სიტყვას გაეცნო, ნათელია, რის გაკეთებას ცდილობენ ივანიშვილი და მისი მმართველი პარტია საქართველოსთვის. „დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა კითხვის ნიშნები, როგორც აქ საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რატომ არ ახორციელებდა „ქართული ოცნება“ პირდაპირ და ნათელ ზომებს ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, რატომ არ ახორციელებდა ევროკავშირის 12 რეკომენდაციას, ან ახლა, რატომ არ ახორციელებს 9 რეკომენდაციას: იყო ეს ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, თუ ამას რუსეთის რაიმე სახის გავლენის ქვეშ აკეთებდა. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ნათელია, რომ ეს არის ანტიდასავლური, ანტიევროპული დეკლარაცია. ყველასთვის, ვინც ამ სიტყვას ტექსტი წაიკითხა, ნათელია, რის გაკეთებას ცდილობენ ივანიშვილი და მისი მმართველი პარტია საქართველოსთვის. ის, რაც მიუღებელია საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე მიუღებელია საქართველოს პრეზიდენტისთვის,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  

პრეზიდენტი ელჩებს: ივანიშვილის განცხადებები ძალიან პროვოკაციული იყო, დაძაბულ ვითარებაში ვართ

4 მაისს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, საქართველოს პრეზიდენტმა პროვოკაციული უწოდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს, რომლებიც მან 29 აპრილს, კონტრაქციაზე გამოსვლისას გააკეთა. სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები წარმოადგენს თავდასხმას საქართველოს კონსტიტუციაზე, სადაც „ძალიან ნათლად წერია, რა არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულება და ორიენტაცია“. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ეს დღეს „აშკარად არ განმეორდა“ აზიის განვითარების ბანკის კონფერენციაზე, რაც მისთვის კიდევ სხვა კურსის არსებობაზე მიუთითებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება დღეს ან მოხდება ხვალ, ზეგ, ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას - კანონპროექტის მეორედ ინიცირება იყო პროვოკაცია: „მხარს ვუჭერ იმას, რაც ხდება ჩვენი ევროპული ნების კვალდაკვალ,“ აღნიშნა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს მოუწოდა, რომ თავიანთ ქვეყნებში არსებულ სამთავრობო კონტაქტებს მათი პასუხისმგებლობის შესახებ ესაუბრონ. „ვფიქრობ, რომ პერიოდი, რომელიც ახლა იწყება, საკვანძო იქნება, რადგან დაგეგმილია მესამე მოსმენა. ის თუ როგორ არის არჩეული თარიღები, ასევე, ცოტათი პროვოკაციულია, ასე ვფიქრობ, რადგან ეს ყველაფერი ხდება სააღდგომო პერიოდში, როდესაც უნდა იყოს გაერთიანებისა და დეპოლარიზაციის დრო და ამის ნაცვლად საწინააღმდეგოდ მოხდა. ასევე, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები ძალიან პროვოკაციული იყო თქვენ მიმართ, მაგრამ, ასევე, საქართველოს მოსახლეობის მიმართ. ყველაფერი ეს იმას ნიშნავს, რომ დაძაბულ ვითარებაში ვართ და თქვენ, როგორც ჩვენს პარტნიორებს, ძალიან მნიშვნელოვანი როლი გაქვთ სტაბილურობის უზრუნველყოფაში ქართველი ხალხისთვის, რომელსაც იწვევს ის ფაქტი, რომ თქვენ არ განიხილოთ საქართველო დაკარგულად, არამედ აღიქვათ, რომ ის აგრძელებს თავის გზას ევროინტეგრაციისკენ და რომ საქართველო არ არის მარტო. ჩემი თხოვნაა, რომ განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები ამ პერიოდში, მაისის ბოლომდე, ამის შემდეგ მე ვიცი, რომ თავად ევროპელებისთვის მნიშვნელოვანი პერიოდი დგება, რაც დაკავშირებულია არჩევნებთან, ევროპარლამენტის არჩევნებთან და ჩვენს ამერიკელ მეგობრებსაც დაეწყებათ არჩევნების აქტიური პერიოდი,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის განცხადებით, კონსტიტუციაზე თავდასხმაც განხორციელდა, სადაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსი ნათლად არის დაფიქსირებული. მისივე შეფასებით, ამ კანონპროექტის მეორედ ინიცირება ასევე იყო თავდასხმა ადამიანებზე, რომლებიც ევროკავშირს ყოველთვის აღიქვამდნენ ქვეყნის გრძელვადიანი თავდაცვის საშუალებას და დაცვის მექანიზმს რუსეთის შემდგომი იმპერიალისტური მცდელობების წინააღმდეგ. „ასევე, იყო პროვოკაცია და თავდასხმა კონსტიტუციაზე, რომელშიც მოგეხსენებათ, ძალიან ნათლად წერია, რა არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულება და ორიენტაცია. სიტყვები, რომლებიც დღეს აზიის განვითარების ბანკის კონფერენციაზე აშკარად არ განმეორდა, ჩანს, რომ საქართველოსთვის დამახასიათებელი სხვა კურსი არსებობს. ეს კონსტიტუციაზე თავდასხმაა,“ - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.  

კობახიძე: ივანიშვილის მიმართ იყო თხოვნა, შეხვედროდა ჯეიმს ო’ბრაიენს, რაზეც ივანიშვილმა უარით უპასუხა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯიმ ო’ბრაიენის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ იყო თხოვნა შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ივანიშვილმა უარით უპასუხა. კობახიძემ აღნიშნა, რომ გასული თვეების განმავლობაშიც იყო შემთხვევები, როდესაც სხვა უცხოელ დიპლომატებს და პოლიტიკოსებსაც უათხრა უარი ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრასთან დაკავშირებით. კობახიძის განცხადებით, ყველა შემთხვევაში უარის მიზეზი იყო ერთი და იგივე, რომ შანტაჟის ქვეშ ბიძინა ივანიშვილი ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს. „პირველ რიგში, თავად ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს ეს საკითხი (სანქციები), გამომდინარე იქიდან, რომ ამ საკითხს არასერიოზულად მიიჩნევს. რაც შეეხება კონკრეტულად ო’ბრაიენის ვიზიტს, შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ იყო თხოვნა შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარით უპასუხა. ამას ჰქონდა თავისი ახსნა და განმარტება. გარდა ამისა, გასული თვეების განმავლობაში ასევე იყო შემთხვევები, როდესაც სხვა უცხოელ დიპლომატებს და პოლიტიკოსებსაც უათხრა უარი ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრასთან დაკავშირებით. ამაზე მაქვს ინფორმაცია გამომდინარე იქიდან, რომ მე მიწევდა ხოლმე გარკვეული საკითხების შეთანხმება, მე მთხოვდნენ ხოლმე ამ საკითხების შეთანხმებას. ყველა შემთხვევაში უარის მიზეზი იყო ერთი და იგივე. ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ. მას აქვს გაყინული 2 მილიარდი დოლარი, რომელიც რეალურად დასავლეთს მიანდო და აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს. ეს არის მისი ძალიან მკაფიო პოზიცია. როგორც კი დასრულდება ეს შანტაჟი და დე ფაქტო სანქციები, რა თქმა უნდა, მაშინვე ნებისმიერი შეხვედრა შეიძლება შედგეს, მაგრამ დღეს ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით. ასეთი შანტაჟი, მუქარები როგორც არ ჭრიდა 2021 წლის მარტიდან, როცა მას გაუყინეს თანხები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ასევე ვერ გაჭრის მასზე ასეთი შატაჟი და მუქარა ვერც ახლა. ბიძინა ივანიშვილს ვერავინ გადაადგმევინებს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს ვერავითარი შანტაჟის და მუქარის პირობებში. თვითონ სანქცია ხომ თავისთავად შანტაჟს ნიშნავს, სანქცია შეიცავს შანტაჟს და მუქარას თავის თავში, ეს არ არის სერიოზული თემა ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

„თუ ის დგას ყველაფრის სათავეში და კანონი წინ წაიწევს, ამას ძალიან სერიოზულად შევხედავთ“- ო'ბრაიენი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტის დროს აცხადებს, რომ მას მიაჩნია, რომ ჩვენ ის უკვე დავასანქცირეთ. მე ვფიქრობ, რომ თუ ის არის პასუხისმგებელი ყველაფერზე და აგრძელებს ამ გზას, თუ ასე ჩავთვლით, მაშინ ამაზე ვიფიქრებთ, ამ საკითხს ძალიან სერიოზულად შევხედავთ. განიხილავს თუ არა აშშ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ჟურნალისტების ამ კითხვის საპასუხოდ, ჯიმ ო’ბრაიენმა განაცხადა: „მას მიაჩნია, რომ ჩვენ ის უკვე დავასანქცირეთ. მე ვფიქრობ, რომ თუ ის არის პასუხისმგებელი ყველაფერზე და აგრძელებს ამ გზას, თუ ასე ჩავთვლით, მაშინ ამაზე ვიფიქრებთ, ამ საკითხს ძალიან სერიოზულად შევხედავთ.“ ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვას, ხომ არ იქნება სანქციების დაწესება დაგვიანებული დემონსტრანტებისთვის, ამერიკელმა დიპლომატმა ასე უპასუხა: „ეს იქნება ძალიან სწრაფად. პროგნოზს ვერ გავაკეთებ. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვიმუშავებთ. როდესაც ჩვენ ვაწესებთ სანქციებს, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებისა და ძლიერი სამართლებრივი არგუმენტის საფუძველზე. ეს არ არის ის, რაც ერთ ღამეში კეთდება.“ რადიო თავისუფლების კითხვაზე, ხედავთ თუ არა კოორდინაციის ნიშნებს საქართველოში, ყირგიზეთსა და რესპუბლიკა სრპსკაში ახლახან მიღებულ „აგენტების კანონებს“ შორის, ჯიმ ო'ბრაიენმა განაცხადა: „უფრო მეტად ის მაინტერესებს, რომ ვნახო, საქართველო ევროპულ, ტრანსატლანტიკურ ნორმებს მისდევს. არსებობს განსხვავებული კანონმდებლობა უცხოეთის აგენტებთან დაკავშირებით ბევრ ქვეყანაში, და ეს ძალიან შემაშფოთებელია. ამიტომაც იყო ამხელა შეშფოთება კანონის თავდაპირველ სახელდებასთან დაკავშირებით.“ აშშ-სი სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თანაშემწე რადიო თავისუფლებას ასევე ეუბნება, რომ კანონში „არსებითი ცვლილებები“ უნდა შევიდეს, ვიდრე ის ამოქმედდება: „ძალიან ცუდი იქნება, თუ კანონი ახლანდელი სახით დაინერგება. ასე რომ, სანამ საბოლოოდ შევა ძალაში, გვჭირდება, რომ მასში არსებითი ცვლილებები შევიდეს. ეს და, ასევე, რიტორიკა, რასაც ვხედავთ, მიგვიყვანს კითხვამდე, თუ რა დარჩება ჩვენი პარტნიორობისგან,“ - აღნშნა ბლინკენის თანაშემწემ. ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე, როდესაც ცვლილებებზე საუბრობს, როგორი უნდა იყოს ეს ცვლილებები, მაგალითად, უნდა გამოირიცხოს თუ არა სამოქალაქო საზოგადოება და მედია მთლიანად ამ კანონიდან, - ის ამბობს: „ვფიქრობ, ეს მიმდინარე საუბარი იქნება. გვსურს, რომ თავი ავარიდოთ ყოველგვარ სტიგმას ორგანიზაციების მხოლოდ მცირე ჯგუფისადმი. არსებობს ევროკავშირის ჩარჩო, რომელიც ამჟამად განიხილება, რომელიც უკავშირდება უცხოურ დაფინანსებას. აშშ-შიც გვაქვს გარკვეული ჩარჩოები. ასე რომ, არ მინდა, ვუკარნახო, ზუსტად რა გამოვიდეს, მაგრამ გვსურს, რომ თავი ავარიდოთ იმას, რაც ბოლო კვირაში ვნახეთ - საჯარო დისკუსია ცალკეულ ორგანიზაციებზე გამოყენებულია გარკვეული ჯგუფის მიერ, რომ დააზიანონ კერძო საკუთრება, დააზიანონ ადამიანები. ეს დაუშვებელია.“ მანამდე ო'ბრაიენმა დაადასტურა პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ნათქვამი, ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა, შეხვედრაზე იმის გამო, რომ ის უკვე იმყოფება დე ფაქტო სანქცირების ქვეშ და ამ რეალობაში მას არ სურს შეხვედრა. ამის საპირისპიროდ, ო'ბრაიენმა განაცხადა: „ამ ეტაპზე, მის მიმართ სანქციები არაა დაწესებული.“ „ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი ასე ცუდად არის ინფორმირებული, ნამდვილად საოცარი და სამწუხაროა. ეს მიზეზი, რომ ადამიანმა უარი განაცხადოს ქვეყნის პარტნიორთან შეხვედრაზე, ნიშნავს, რომ პირადი ინტერესი დააყენო ქვეყნის წინაშე ვალდებულებაზე წინ, რაც კონსტიტუციაშია გაწერილი,“ - განუცხადა მან ჟურნალისტებს. თბილისში ვიზიტით მყოფი ო'ბრაიენი შეზღუდვებს აანონსებს, თუ კანონი არსებული ფორმით შენარჩუნდება

ილია II: მადლობას ვუხდით ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ჩვენი კულტურული საგანძური უმნიშვნელოვანესი ხელნაწერით გაამდიდრა

იოანე ზოსიმეს უძველესი ხელნაწერი და პალიმფსესტი საქართველოს უბრუნდება. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ს განცხადებას საპატრიარქო ავრცელებს. „დიდი სიხარული მოგვანიჭა ცნობამ იმის შესახებ, რომ დღეს კრისტის აუქციონზე ქართული მხარის მიერ შეძენილ იქნა პალიმფსესტი, რომელიც მოიცავს, ერთი მხრივ, V-VII სს. არამეულ ენაზე გადაწერილ მასალას, არსებითად ბიბლიურ და ასკეტურ ფრაგმენტებს, რასაც წმინდა წერილის ტექსტის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს; ხოლო, მეორე მხრივ, სინას მთაზე მოღვაწე უდიდესი ლიტურგისტის, იოანე ზოსიმეს მიერ 979 წელს გადაწერილ ლიტურგიკულ ტექსტებს, რომლებიც ქართული საეკლესიო ლიტერატურის ისტორიისთვის უაღრესად ფასეულია. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც, არაერთ საქვეყნო საქმესთან ერთად, ჩვენი კულტურული საგანძური ამ უმნიშვნელოვანესი ხელნაწერითაც გაამდიდრა. ღმერთმა დალოცოს მისი ეს უდიდესი საქველმოქმედო ღვაწლი ჩვენი წმინდა ეკლესიისა და სამშობლოს სასიკეთოდ,“ წერია პატრიარქის ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი შეიძინა, რომელიც ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი გრძელიშვილი „ფეისბუქზე“ წერს. ამავე ცნობით, ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა მილიონ ფუნტად შეიძინა. „კიდევ ერთი ისტორიული ქველმოქმედება და საქვეყნო საქმე! ბიძინა ივანიშვილმა მილიონ ფუნტად შეიძინა „კრისტის“ აუქციონზე იოანე - ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე. უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა!,” - წერს გრძელიშვილი. აუქციონზე ქართული ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე იყო წარმოდგენილი. ტექსტის ნაწილი ბერი იოანე-ზოსიმეს მიერ არის გადაწერილი და მისი ფასი 1 000 000 – 1 500 000 გირვანქა სტერლინგი იყო.  

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ესპანეთთან მოგების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს უდიდეს გამარჯვებას ულოცავს,“ - ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ინფორმაციაშია აღნიშნულია, რომ „ეროვნულ გუნდს დაწესებული ჯილდო, 30 მილიონი ლარი გადაეცემა.“ „ამასთანავე, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე მადლობას უხდის საფეხბურთო ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს, სამწვრთნელო შტაბს და ქართველ ქომაგებს ამ ისტორიული და საოცნებო გამარჯვებისთვის,“ - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ივანიშვილის თქმით, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, აშშ-სა და ევროკავშირთან საქართველოს კონფლიქტზე აღქმა შეიცვლება

 "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ პარტიის საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე განაცხადა, რომ „უკრაინაში მიმდინარე ომი ყველაზე გვიან ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო, თუ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც კი შეიძლება, დასრულდეს. „შესაბამისად, მთავარია, ეს მცირე დროც მოვიგოთ და როგორც კი ომი დასრულდება, ამერიკასთან და ევროპასთან ყველა გაუგებრობა დაუყოვნებლივ წარსულს ჩაბარდება და საქართველო გლობალური პოლიტიკის მოთამაშეებისთვის სრულიად განსხვავებული ინტერესის საგანი გახდება,“ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის თქმით, უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგ, აშშ-სა და ევროკავშირთან საქართველოს კონფლიქტზე აღქმა და ქვეყნის მიმართ ინტერესები შეიცვლება. „ქართველი ხალხის უპრეცედენტო ერთიანობის წყალობით, 2012 წელს დავამარცხეთ სისხლიანი რეჟიმი და ვფიქრობდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვეღარასოდეს განაცხადებდა პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათ ღრმად ჰქონდათ ფესვები გადგმული და წარმოადგენდნენ იმ გლობალური გავლენის მქონე ძალის აგენტურას, რომელსაც დღეს გლობალურ ომის პარტიად მოვიხსენიებთ. სწორედ გლობალური ომის პარტიის მფარველობის შედეგია, რომ ამ ბოროტებასთან დღემდე გვიწევს ბრძოლა. ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ 2012 წლიდან დღემდე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ეს ბრძოლა 2016, 2020 და 2021 წლებშიც საქართველოს და მისი სუვერენიტეტის გამარჯვებით დასრულდა. წინასწარ დაგეგმილი მცდელობის მიუხედავად, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მფარველებს, საბოლოოდ, სამივე შემთხვევაში არჩევნების შედეგების აღიარება მოუწიათ. საქართველო ანალოგიური მოცემულობით ხვდება 26 ოქტომბრის არჩევნებსაც. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებშიც საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს იმ ძალებზე, რომლებიც გასული 4 წლის მანძილზე საქართველოში არეულობის შემოტანას და ქვეყნის ომში ჩათრევას გამალებით ცდილობდნენ. კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ აგენტურაზე, გაიმარჯვებს მშვიდობის პარტია ომის პარტიაზე. კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მფარველებისთვის ესაა ბოლო გაბრძოლება საქართველოში არეულობის შემოსატანად და მეორე ფრონტის გასახსნელად. „ქართული ოცნებისთვის“ ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოში მშვიდობის საბოლოოდ განსამტკიცებლად, გარედან ხელოვნურად თავს მოხვეული რადიკალიზმისა და პოლარიზაციის დასასრულებლად, სიმშვიდის, სტაბილურობისა და ეკონომიკური წინსვლის შესანარჩუნებლად, ეროვნული ღირსების დასაცავად და ამ ყველაფრის შედეგად, საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესანარჩუნებლად. წლევანდელი არჩევნები ერთი რამით არის გამორჩეული. ქართველი ამომრჩეველი არასდროს ყოფილა ასეთი გათვითცნობიერებული იმ პოლიტიკური მოვლენების შესახებ, რომლებიც საქართველოში და საქართველოს გარშემო ამ წლების განმავლობაში ვითარდებოდა. ასეთ პირობებში, დღეს ქართველი ხალხისთვის არჩევანის გაკეთება კიდევ უფრო მარტივია. ამ ყველაფრის შედეგიცაა, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ 2012 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი, რეკორდული მხარდაჭერა აქვს და მას მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი უცხადებს ნდობას. ურთულესი გამოწვევებისა და უმძიმესი ზეწოლის მიუხედავად, გასული 4 წლის განმავლობაში, ჩვენ ქვეყანას შევუნარჩუნეთ მშვიდობა, გავაორმაგეთ დოლარში ქვეყნის ნომინალური ეკონომიკა და მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ამ ყველაფრის შესაძლებლობა მოგვცა სწორედ ქართული საზოგადოების თანადგომამ, რომელმაც დეზინფორმაციისა და მანიპულაციის არაერთი ტალღის მიუხედავად, შეცდომა არ დაუშვა და საქართველო იმ ტრაგედიისგან დაიცვა, რომელიც, სამწუხაროდ, უკრაინაში დატრიალდა. ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბრის არჩევნებსაც უშეცდომოდ ჩაატარებს და „ქართული ოცნება“ საქართველოს პარლამენტში მორიგ ჯერზე მანდატების უმრავლესობას მიიღებს. თუმცა, ამ შემთხვევაში ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება განსაკუთრებულად მყარი, საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება იმისათვის, რომ საბოლოოდ დავასრულოთ ომის პარტია, აგენტურა, რადიკალიზმი, პოლარიზაცია და ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში; იმისათვის, რომ საქართველომ შეუქცევადად განაგრძოს მშვიდობიანი განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და მიაღწიოს ევროპული სტანდარტების კეთილდღეობას, რაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებელი პირობაა. ქვეყნის შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სრულად აგოს პასუხი ქართული საზოგადოებისა და კანონის წინაშე. არჩევნების შემდეგ, მათ მოუწევთ პასუხისგება ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს, განსაკუთრებით, 2008 წელს დაკვეთის შესრულებისა და ქვეყნის ომში ჩართვის გამო, რაც ჩვენ ქვეყანას ორი ისტორიული რეგიონის დროებით დაკარგვად დაუჯდა. კონტროლი დავკარგეთ 125 დასახლებულ პუნქტზე, გარდაიცვალა 412 ჩვენი მოქალაქე, დაიჭრა და დასახიჩრდა 2 ათასამდე ადამიანი, ხოლო ომის შედეგად 126 000 ჩვენი თანამემამულე საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა. სწორედ ამისათვის გვჭირდება ჩვენ მაქსიმალური სახალხო ლეგიტიმაცია. დღეს, საქართველოს არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჩვენი ქვეყნის გაწირვის რისკზე წავიდეს. საკმარისია გადავდგათ ერთი არასწორი ნაბიჯი და საახალწლოდ ტრადიციული ფეიერვერკის ნაცვლად, ლომჯარიას ფეიერვერკს მივიღებთ. იმისათვის, რომ ასეთი კრიტიკული არჩევანის წინაშე აღარასდროს დავდგეთ, აუცილებელია, საბოლოოდ დავამშვიდოთ ჩვენი ქვეყანა, დავასრულოთ აგენტურა, რადიკალიზმი და პოლარიზაცია, რის შემდეგაც ჩვენი ქვეყანა სწრაფი ტემპით განაგრძობს წინსვლასა და განვითარებას. სამწუხაროდ, კონკრეტული ძალები კვლავაც არ იშლიან ფიქრს მეორე ფრონტზე, რამაც, მათი გათვლით, პირველ ფრონტზე არსებული რთული მოცემულობა უნდა შეცვალოს. სწორედ მეორე ფრონტის ლობირების შედეგია ის უპრეცედენტო ზეწოლა, რომელიც საქართველოზე უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება და უკრაინაში ომის დაწყების დღიდან განსაკუთრებულად გააქტიურდა. გლობალური ომის პარტია სარგებლობს მნიშვნელოვანი გავლენით დღევანდელ ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიაზე, რაც ქართულ საზოგადოებაში ქმნის აღქმას, რომ საქართველოს კონფლიქტი ამერიკის სახელმწიფოსთან და ევროკავშირთან აქვს. თუმცა, როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ინტერესები შეიცვლება და ეს აღქმაც მყისიერად გაქრება. გლობალური ომის პარტიის სურვილი ცხადია. რადგან დარწმუნდნენ, რომ ომში არ ჩავერთვებით და საქართველოს უკრაინის ბედის გაზიარებისთვის ვერ გავწირავთ, მათ აქვთ ბოლო მცდელობა, ხელისუფლებაში დააბრუნონ აგენტურა, უსამშობლო ადამიანების ერთობა, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამ ნაბიჯს დავალების მიღებისთანავე გადადგამს. სწორედ ამიტომ ლობირებენ ისინი ძველ და ახალ „ნაციონალურ მოძრაობას“ - სააკაშვილს, გვარამიას, ზურაბიშვილს, ხაზარაძეს, გახარიას, ბოკერიას და სხვა უსამშობლო პოლიტიკოსებს, რომლებიც ნებისმიერი დავალების შესრულებაზე მოაწერენ ხელს. „ან იომებთ ან წახვალთ“ - ეს არის ყოვლად მიუღებელი დამოკიდებულება, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბერს სათანადო პასუხს გასცემს. ყველასათვის ცხადია, რომ ომში ჩართვის შემთხვევაში, საქართველო უკრაინაზე მძიმე შედეგსაც კი მიიღებს. ამ შედეგის თავიდან აცილება არის უპირველესი ამოცანა, რომელიც 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მორიგი გამარჯვებით საბოლოოდ გადაიჭრება. გადასატანი გვრჩება მაქსიმუმ ერთი წელიწადი, რის შემდეგაც, ფუნდამენტურად შეიცვლება როგორც გლობალური და რეგიონული პოლიტიკური ინტერესები, ისე ინტერესები კონკრეტულად საქართველოს მიმართ. უკრაინაში მიმდინარე ომი ყველაზე გვიან ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო, თუ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც კი შეიძლება დასრულდეს. შესაბამისად, მთავარია, ეს მცირე დროც მოვიგოთ და როგორც კი ომი დასრულდება, ამერიკასთან და ევროპასთან ყველა გაუგებრობა დაუყოვნებლივ წარსულს ჩაბარდება და საქართველო გლობალური პოლიტიკის მოთამაშეებისთვის სრულიად განსხვავებული ინტერესის საგანი გახდება. საქართველო თანმიმდევრულად ვითარდება, მათ შორის, ძლიერდება მისი სტრატეგიული ეკონომიკური დატვირთვა. ისტორიულად, საქართველო ერთმანეთს აკავშირებდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ევროპასა და აზიას. ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ გამოვკვეთოთ საქართველოს როლი შუა დერეფნის პროექტში. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩინეთის ხელისუფლებას, რომელმაც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატა. ეს არის შედეგი, რომლისთვისაც „ქართული ოცნების“ გუნდი და პირადად მე წლების მანძილზე ვქმნიდით საფუძველს. აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩინეთთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება არ არის ალტერნატივა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის. პირიქით, ეს არის შემავსებელი ფაქტორი იმ საერთო თანამშრომლობისთვის, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში უნდა გაღრმავდეს. იმისათვის, რომ საქართველომ განავითაროს საკუთარი დამაკავშირებელი სავაჭრო-ეკონომიკური ფუნქცია, აუცილებელია თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ორივე მხარესთან - დასავლეთთან და აღმოსავლეთთან. დარწმუნებული ვარ, უკვე მომავალ წელს, საქართველოს ხელისუფლების ამ ძალისხმევას დასავლეთშიც დააფასებენ. დარწმუნებული ვარ, ყველა გაიაზრებს იმასაც, რომ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებით ჩვენ, ქართულ საქმესთან ერთად, მათი საქმეც გავაკეთეთ. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის რეფერენდუმი. ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, მონობასა და ღირსებას შორის, ბნელ წარსულში დაბრუნებასა და წინსვლას შორის, სრულ უპერსპექტივობასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა დაუჭერს მხარს მშვიდობას, ღირსებასა და კეთილდღეობას, რაც ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენის და მისი ევროპული მომავლის საწინდარია. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ - ეს არის ერთადერთი უალტერნატივო არჩევანი, რომელსაც ქართველ ამომრჩეველს „ქართული ოცნება“ სთავაზობს,“ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.  

სუს-ის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. სუს-ის ცნობით, ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა. მათივე განმარტებით, საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით დაბარება. „მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს. ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა. სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით,“ - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.  

რა საკითხებზე ესაუბრა პრეზიდენტი მედიას

„ბევრი მცდელობა შეიძლებოდა“ - პრეზიდენტი პატიმართა გაცვლის პროცესში მთავრობის უმოქმედობაზე მიუთითებს ზურაბიშვილი ტექნიკური მთავრობის იდეას იმეორებს: „არცერთი არ იქნება პრემიერი, ვინც დღეს ფიქრობს, რომ იქნება“ „თქვენც და მეც არ ვიცით, რაზე ვაწერთ ხელს“ - პრეზიდენტი ანაკლიაში ჩინური კომპანიის შემოყვანაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც საპრეზიდენტო ვადა წლის ბოლოს ეწურება, 5 აგვისტოს ორბელიანების სასახლეში პრესკონფერენცია გამართა და ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური პოლიტიკური პროცესების შესახებ 50 სხვადასხვა მედიასაშუალების შეკითხვებს უპასუხა. საქართვერლოს პრეზიდენტი 2 საათის განმავლობაში ტელევიზიების, რადიოების, ჟურნალ – გაზეთების, ინტერნეტ გამოცემების, უცხოური ბიუროების წარმომადგენლების შეკითხვებს პასუხობდა, რომელიც ,,ქართულ ქარტიას“, საქართველოს ევროპულ კურსს, მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლურ რიტორიკას და ქმედებებს, ასევე აშშ-ის დახმარების შეჩერებას შეეხებოდა. ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია. „ქართული ქარტია“ პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე „ქართული ქარტიის“ ბევრი დეტალი განმარტა. დოკუმენტს, რომელიც რეფორმების საგზაო რუკას წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც ტექნიკური მთავრობა შეიქმნება ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დადაწყებად და 2025 წელს ახალი არჩევნები გაიმათება, ოპოზიციურმა პარტიებმა უკვე მოაწერეს ხელი. ზურაბიშვილმა უარი თქვა სპეკულაციაზე, თუ ვინ გახდება პრემიერ-მინისტრი ან ვინ იყრის კენჭს ქარტიის წარმატების შემთხვევაში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტიებმა ახლა რეფორმების განხორციელებაზე უფრო უნდა გაამახვილონ ყურადღება, ვიდრე ხელმძღვანელი პოზიციების დაკავებაზე. მისი თქმით, ყველამ უარი უნდა თქვას პირად პოლიტიკურ ამბიციებზე. კითხვაზე, თუ ვინ უზრუნველყოფს მხარეების მიერ ქარტიაში ასახული დაპირებების შესრულებას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამას ის თავად გააკეთებს, თუმცა უპირველეს ყოვლისა ქართველი ხალხი ითამაშებს გადამწყვეტ როლს, რათა მხარეებს პასუხისმგებლობა დააკისროს მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმართ. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ამ პრინციპებიდან ნებისმიერი გადახრა, სავარაუდოდ, ამომრჩეველთა ნდობისა და მხარდაჭერის დაკარგვას გამოიწვევს 2025 წლის არჩევნებზე. ქარტიაში ასახული რეფორმების განხილვისას, პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა სასამართლო სისტემის რეფორმის მნიშვნელობაზე, სადაც, მისი თქმით, „კლანური მმართველობაა“. მან მკაცრად დაგმო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნის შესახებ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე და განაცხადა, რომ კლანის გავლენა იმდენად ძლიერია, რომ ხელისუფლებაც კი, მისი მძევალია. მოახლოებული არჩევნები პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ძირითადი საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში მოიცავს „ქართული ქარტიის“ შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, საზოგადოების ნდობის გაღვივებას ქარტიისა და მასში ჩართული პარტიების მიმართ, და „ევროპული ფრონტის“ მხარდაჭერას. პრეზიდენტის თქმით, იგი არ არის პარტიული კამპანიის წევრი, არამედ იგი ევროპული კამპანიის ლიდერია. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მომავალ არჩევნებზე თითოეული ხმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მიესალმა რა ოპოზიციური პარტიების ნებისმიერ გაერთიანებას, მან განაცხადა, რომ მცირე პარტიები, რომლებიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ 5%-იან ბარიერს გადალახავენ, დამოუკიდებლად მონაწილეობით არ უნდა დაეხმარონ „ანტიევროპულ“ ქართულ ოცნებას, რომ მათი „დაკარგული ხმებით“ ისარგებლოს. პრეეზიდენტი ასევე შეეხო ემიგრანტების ხმების საკითხსაც და განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ. თუმცა მან იმედი გამოთქვა, რომ მოქალაქეთა სხვადასხვა ინიციატივები ემიგრანტების მიერ ხმის მიცემას დაეხმარება. ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილი იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან არ განუმარტა საზოგადოებას ბოლოდროინდელი ნაბიჯები, როგორიცაა ხელისუფლების ევროპული კურსიდან გადახვევა, უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ხელახალი ინიცირება, ქვეყნის „იზოლაცია“ და „დასუსტება“, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების თაობაზე ხალხის სიხარულის „გათელვა“. პრეზიდენტის თქმით, ივანიშვილმა საზოგადოებას უნდა აუხსნას, “რატომ გაუშვა ორჯერ პრემიერი [ირაკლი ღარიბაშვილი], რომელიც კორუმპირებული იყო… მაგრამ მერე აბრუნებს, ახალ პოზიციაზე სვამს, მერე იბარებს და ნიშნავს ყველაზე არაპოპულარულ ადამიანს [ირაკლი კობახიძეს] როგორც პრემიერს.” ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საზოგადოებას აკლია ივანიშვილის ახსნა-განმარტებები, გარდა ორი გრძელი გამოსვლისა [გულისხმობდა ივანიშვილის 29 აპრილის და 16 ივლისის გამოსვლებს], რომლებიც, პრეზიდენტის თქმით, სავსე იყო სიძულვილით საქართველოს დასავლელი პარტნიორებისა და ქართული საზოგადოების მიმართ. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია. ხაზი გაუსვა რა სახელმწიფო ინსტიტუტებსა და მათ ხელმძღვანელობაზე ივანიშვილის გავლენას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ის საზოგადოების წინაშე მართლაც ვალდებულია, რომ ახსნას ზოგიერთი პოზიცია.“ აშშ-ის დახმარების გაყინვა პრეზიდენტმა ასევე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა გავლენას მოახდენს აშშ-ის განცხადებები და ქმედებები საქართველოს უსაფრთხოებაზე. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სწრაფი და მკაცრი პასუხი საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე მოსალოდნელი იყო და არ გააკვირვებდა მას, დახმარების შემცირება „არ შეიძლება“, შეეხოს ქართულ არმიას და ლუგარის ლაბორატორიას. „ძალიან ბევრი მიმართულებაა, სადაც შეიძლება, დაისაჯოს ეს მთავრობა და უნდა დასაჯონ, მაგრამ არ შეიძლება, რომ ქართული ჯარი, რომელზეც დგას ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი თავდაცვა, ის დაისაჯოს. მით უმეტეს, ის მთლიანად არის შექმნილი ამერიკის მიერ,“ – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ის ამ საკითხის განხილვას ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინთან გეგმავს, რომელიც ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს მალე ეწვევა.

„ქართული ოცნება“: ივანიშვილს 1998 წლის შემდეგ რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენია

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის განცხადებით, „მტკნარი სიცრუეა, თითქოს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ რამდენიმე თვის წინ რუსეთის ფედერაციაში რაიმე სახის ქონება შეიძინა. პარტიაში აცხადებენ, რომ ივანიშვილს 1998 წლის შემდეგ რუსეთში ქონება არ შეუძენია. 1998 წლის შემდეგ რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენია.“ „გვსურს, გამოვეხმაუროთ „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის“ (OCCRP) მიერ გამოქვეყნებულ სტატიას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის შესახებ. პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული სტატია აგებულია ცრუ ინფორმაციაზე, ხოლო ფაქტები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ისედაც ადასტურებს, წარმოჩენილია, როგორც „სენსაცია“ და „სკანდალური ამბავი“. კერძოდ, მტკნარი სიცრუეა ის გარემოება, თითქოს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ რამდენიმე თვის წინ რუსეთის ფედერაციაში რაიმე სახის ქონება შეიძინა. მსგავსი ტყუილების გავრცელება ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე არათუ არ ჯდება რაიმე სახის ჟურნალისტურ სტანდარტებში, საერთოდ გაუგებარია, რა მიზანი ამოძრავებთ სტატიის ავტორებს. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს 1998 წლის შემდეგ რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენია. უფრო მეტიც, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის არცერთი წევრი რუსეთის ფედერაციაში 1998 წლის შემდეგ არ გამგზავრებულა. რაც შეეხება ტყუილებზე აგებული სტატიის კიდევ ერთ, მანიპულაციურ ნაწილს – არავისთვის დასამალი არ არის, რომ წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი სწორედ რუსეთში მოღვაწეობდა და აქტივების დიდი ნაწილი ამ ქვეყანაში დააგროვა. 2013 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ღიად მიუთითებდა, რომ მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე რუსეთის დედაქალაქში ფლობდა საცხოვრებელ სახლს და მიწის სამ ნაკვეთს. შესაბამისად, იმ ინფორმაციის „სკანდალად“ წარმოჩინების მცდელობა, რაც, 11 წელია, ისედაც საჯაროა და ეს ყველაფერი დეკლარაციაშია ასახული, მიანიშნებს ერთადერთ რამეზე – სტატიის ავტორს აქვს დაკვეთა, რომ მოურიდებლად გაავრცელოს არასწორი ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახზე. ეს შეგვიძლია, ჩავთვალოთ იმ 13-წლიანი ისტერიის გაგრძელებად, რასაც რიგი უცხოური და ადგილობრივი რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი მედია განუწყვეტლად ცდილობს, თუმცა ვერცერთ შემთხვევაში მათთვის სასურველი ვერანაირი შედეგი ვერ მიიღეს. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის დღიდან ეს ადამიანები ცდილობენ, რაიმე სახის მაკომპრომეტირებელი ფაქტის მოპოვებას, მაგრამ სიცრუის და ტყუილების მეტი ვერასოდეს ვერაფერი მოიფიქრეს, რადგან ბუნებაში არ არსებობს ფაქტი, რომელიც მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ შეიძლება არსებობდეს. ტყუილებით გაჯერებული სტატიის მომზადების პერიოდში მის ავტორს, ვინმე კელი ბლოსს ჰქონდა კომუნიკაცია მმართველი პარტიის პრესსამსახურთან, თუმცა მათ მიერ გადმოგზავნილ კითხვებში პირდაპირ იკვეთებოდა, რომ არანაირი აზრი მათთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებას არ ჰქონდა და ჩვენთვის იმთავითვე ნათელი იყო, რომ სტატია განსაზღვრული გახლდათ ივანიშვილისა და მისი ოჯახის შესახებ ცრუ და მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებისათვის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – დაშვების დონეზე, ყველაფერი სწორედ ისე რომც იყოს, როგორც სტატიაში წერია, ავტორების მიერ მოყვანილი არცერთი ტყუილი გარემოება არავითარ კანონდარღვევას არ შეიცავს – არც ქონების შეძენა და არც მისი ფლობა. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ 1998 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი რუსეთის ფედერაციაში აღარ ყოფილა, ასევე 1998 წლის შემდეგ არანაირი ქონება არ შეუძენია. ამ ამბავში ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ტყუილებზე აგებული სტატიის გამავრცელებელ მედიას აფინანსებენ ისეთი ორგანიზაციები, როგორებიც არიან „ღია საზოგადოების ფონდი“ (სოროსის ფონდი), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ამერიკის დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED), შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და სხვა. მოვუწოდებთ სტატიის ავტორს და მის დამსაქმებელ მედიას, ასევე იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აფინანსებენ სიცრუეზე დაფუძნებულ პროპაგანდას, შემდეგ ჯერზე თავი შეიკავონ აშკარა ტყუილების ტირაჟირებისგან, ასევე დონორებმა გაიზიარონ პასუხისმგებლობა სიცრუის გავრცელებაზე და შემდგომში საფუძვლიანად გადახედონ მსგავსი მედიების დაფინანსების საკითხს,“ – ნათქვამია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის განცხადებაში. დღეს, 9 აგვისტოს, გამოქვეყნდა „აი, ფაქტის“, OCCRP-ს, iStories-ის (რუსეთი), GMC-ს, „სტუდია მონიტორისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება. მასში წერია, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი მოსკოვში ქონებას ფლობს, მათ შორის, ამ ქონების ნაწილი ბოლო წლებში შეიძინა.  

ივანიშვილი: ამ არჩევნებზე, ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო დიდი ამოცანა, ვიდრე ეს მხოლოდ მისი მოგება შეიძლება, იყოს

მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, მცხეთაში, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას დაასახელა მიზეზები, თუ „რატომ სჭირდება „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა.“ „დღეს საქართველო არანაკლებ რთული გამოწვევების წინაშე დგას, ვიდრე გასული 3 ათასწლეულის მანძილზე. მშვიდობის, ღირსების, სუვერენიტეტის, ქრისტიანული ფასეულობებისა და ქვეყნის ნათელი მომავლის დაცვა ახლაც მუდმივ სიფხიზლეს საჭიროებს. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, ამ თვალსაზრისით, საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება. როგორც არაერთგზის ითქვა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქეებს უწევთ არჩევანის გაკეთება ომსა და მშვიდობას შორის, მონობასა და თავისუფლებას შორის, მორალურ დაცემასა და ქრისტიანულ ფასეულობებს შორის, ბნელ წარსულსა და ქვეყნის ნათელ, ევროპულ მომავალს შორის.   ამ არჩევნებზე, ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო დიდი ამოცანა, ვიდრე ეს მხოლოდ მისი მოგება შეიძლება, იყოს. „ქართული ოცნების“ ამოცანაა, მოვიპოვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება, რაც საქართველოს არამხოლოდ მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან ეროვნულ ამოცანებსაც წარმატებით გადაჭრის. გუშინ ჩვენი გუნდის სახელით გავრცელდა ვრცელი განცხადება იმის შესახებ, თუ რისთვის გვესაჭიროება საკონსტიტუციო უმრავლესობა და ჩვენი პოზიცია დღეს კიდევ ერთხელ მინდა თქვენს წინაშე განვმარტო:   პირველ რიგში: საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ სჭირდება „ნაციონალური მოძრაობის“ გასასამართლებლად. ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოვაშოროთ ქვეყანას მძიმე სენი, რომელიც მას უკვე ორი ათწლეულია არ ასვენებს. ჩვენ წამოვიწყებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ისე ყველა მისი სატელიტი და მემკვიდრე პარტია აიკრძალება, რისთვისაც ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი არსებობს. „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩადენილი აქვს უამრავი დანაშაული საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, მათი ხელწერა იყო ავტორიტარიზმი, ადამიანების მკვლელობა და წამება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების გაყალბება და მრავალი სხვა დანაშაული, რომელიც არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს. 2008 წელს მათ ჩართეს საქართველო ომში, რამაც ჩვენ ქვეყანას ტერიტორიების 20 პროცენტი დააკარგვინა, 400-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა და 30 ათასი ქართველი დევნილად აქცია.   რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს დღესაც არეულობისა და ომისკენ ექაჩება, რის გამოც მათი გასამართლება ახლა სულ სხვა აქტუალობას იძენს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ქვეყანამ მუდმივად დანაღმულ ველზე იაროს, ამისათვის კი, „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება აუცილებელზე აუცილებელია. 26 ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ნიურნბერგის პროცესად „ნაციონალური მოძრაობისთვის“, სადაც ქართველი ხალხის საკონსტიტუციო უმრავლესობა უსამშობლო პოლიტიკოსების ამ ერთიანობას, ყველანაირ ანტისახელმწიფოებრივ დავალებაზე ხელის მომწერ უცხოურ აგენტურას სათანადო განაჩენს გამოუტანს. საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების პირობებში, კრებსით „ნაციონალურ მოძრაობას“ დამსახურებული სასჯელისგან ვერავითარი გარე მფარველობა ვეღარ გადაარჩენს. საქართველოში ჯანსაღი არჩევნები მხოლოდ მას შემდეგ ჩატარდება, რაც პოლიტიკურ სისტემაში კრებსით „ნაციონალურ მოძრაობას“ პატრიოტული პოლიტიკური ძალები ჩაანაცვლებენ; მეორე მიზეზი, რატომ გვიჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა: საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ, „ქართული ოცნება“ მიიღებს კონსტიტუციურ კანონს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას და ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის სხვა გამოვლინებებს დაუპირისპირდება. საქართველოში კონსტიტუციის დონეზე აიკრძალება ერთნაირსქესიანთა ეგრეთწოდებული სამოქალაქო პარტნიორობა, ლგბტ-წყვილის მიერ შვილის აყვანა, სქესის შეცვლის ოპერაციების ჩატარება, მედიაში თუ სკოლებში ლგბტ-პროპაგანდის წარმოება და სხვა.   ანტიქრისტიანული ძალები ცდილობენ ერებს, სახელმწიფოებს და ადამიანებს ყოველგვარი იდენტობა წაუშალონ. მათი მიზანია, ადამიანი იქცეს ღირსებისა და მორალისგან დაცლილ არსებად, რომელსაც არ ექნება არავითარი ეროვნული, რელიგიური თუ პიროვნული იდენტობა; ადამიანმა დანამდვილებით ისიც კი არ უნდა იცოდეს, კაცია თუ ქალი. ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას უკვე აქვს უმძიმესი შედეგები მრავალ ქვეყანაზე და ამდენად, საქართველოში მის გავრცელებას პრინციპულად უნდა დავუპირისპირდეთ, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს გარედან ზეწოლა ამ საკითხთან დაკავშირებით; მესამე: დღეს მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ვითარება დინამიურად იცვლება. ნებისმიერ დროს შეიძლება, დადგეს დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, რა დროსაც საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა გახდება აუცილებელი. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობებში, უნდა გადაისინჯოს ქვეყნის მმართველობის სისტემა და ტერიტორიული მოწყობა, რაც კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების გარეშე შეუძლებელია. კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთ დროსაც კი აუცილებლად ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წავა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას წინაღობას შეუქმნის, რისი დაშვებაც არ შეიძლება. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ შემდეგი მოწვევის პარლამენტში უნდა ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა, საჭიროების შემთხვევაში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებები დაბრკოლების გარეშე განახორციელოს. როგორც წერილში აღვნიშნეთ, არის კიდევ ერთი, მეოთხე საკითხი, რომლის კონსტიტუციით მოწესრიგებასაც საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება, ჰქონდეს. თუმცა, ამ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება და მასზე ჩვენს პოზიციებს უახლოეს მომავალში გაგიზიარებთ. ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას საჭიროებს. ყველაფერი უკან დაგვრჩება, თუ საქართველო მშვიდობას ვერ შეინარჩუნებს. საკმარისია ერთი პატარა შეცდომა და შეიძლება ქვეყანა საერთოდ დავკარგოთ, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. რეგიონში ომი მომავალ წელს აუცილებლად დასრულდება. შესაბამისად, მთავარია, ეს რამდენიმე თვეც გავძლოთ, საქართველოში არეულობა და მეორე ფრონტის გახსნა არ დავუშვათ, ქვეყანა შევინარჩუნოთ და როგორც კი ომი დასრულდება, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უკვე ვერავინ და ვეღარაფერი დაემუქრება. „26 ოქტომბერს გამოვიდეთ ქუდზე კაცი და შევქმნათ მყარი ფუნდამენტი საქართველოს ეროვნული იდენტობის დასაცავად, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად.“  კიდევ ერთხელ მინდა, მოგიწოდოთ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გადადეთ ყველაფერი და გამოდით არჩევნებზე, გვერდზე გადადეთ ყველანაირი ვიწრო-პოლიტიკური საკითხი, რადგან ამ არჩევნებზე არა პოლიტიკის, არამედ ქვეყნის გადარჩენის საკითხი წყდება. ყველაფერი ჩვენ ხელშია, საქართველოს ბედი ჩვენ ხელშია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ და მომავალ თაობას სამართავად თავისუფალი, დამოუკიდებელი, ერთიანი და ძლიერი საქართველო დავუტოვოთ,“ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.  

ივანიშვილი: კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება

„ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა კიდევ ერთ საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაანონსდა. ივანიშვილის განცხადებით, მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა და იმ შემთხვევაში, თუკი საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, „საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება.“ „როგორც მოგეხსენებათ, საქართველო ისტორიულად ამაყობს, ერთი მხრივ, რელიგიური ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით და მეორე მხრივ, მართლმადიდებლობით, რომელიც, მამულთან და ენასთან ერთად, ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია. ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ არ წყდება თავდასხმები მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რისი მიზანიც სწორედ საქართველოს იდენტობის შერყევაა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 1995 წლიდან მოქმედი კონსტიტუციური ჩანაწერი რელიგიისა და ეკლესიის შესახებ სათანადოდ არ ასახავს იმ როლს, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყნის ცხოვრებაში ასრულებს. იმისათვის, რომ მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსი კიდევ უფრო გამყარდეს და კონსტიტუციურმა ჩანაწერმა არსებული სინამდვილე უფრო ზუსტად ასახოს, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება. აგრეთვე ხაზი გაესმება მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს როგორც საქართველოს ისტორიაში, ისე ჩვენი ქვეყნის თანამედროვეობაში. რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუცია სრულად განამტკიცებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობისა და რწმენის თავისუფლების პრინციპებს.მადლობა გვინდა გადავუხადოთ ეკლესიას, უწმინდესსა და უნეტარესს, მღვდელმთავრებს ჩვენი ინიციატივის მხარდაჭერისთვის, ისევე, როგორც, საზოგადოდ, იმ წვლილისთვის, რომელიც მათ საქართველოს თვითმყოფადობის დაცვასა და შენარჩუნებაში შეაქვთ,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მანვე აღნიშნა, რომ მტკიცედ სჯერა, დამაჯერებელი გამარჯვების და ქვეყნის უკეთესი მომავლის.„ძვირფასო გურულებო, თქვენი შემხედვარე მტკიცედ მჯერა, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და ერთად შევქმნით ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს! ჩემო გურულებო, მოგიწოდებთ, თქვენი, ჩვენი და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ, ის მრავალი ხმა, ის პოლიფონია, თქვენს გასაოცარ კრიმანჭულში რომ ისმის, გავაერთიანოთ და 26 ოქტომბერს, ქართველი ხალხის, საქართველოს და ქართული ოცნების გამარჯვების სიმღერად ვაქციოთ!“ - განაცხადა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას. 25 აგვისტოს ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას გაიმეორა სამი დაპირება, რასაც „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში შეასრულებს და განაცხადა, რომ არსებობს მეოთხეც, „ჩვენი ქვეყნისა და სარწმუნოებისათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის თაობაზეც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა.  

"ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილია

მმართველმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. საარჩევნო სიის პირველ ნომრად "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დასახელდა. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღონისძიებაზე გააკეთა, სადაც პარტიის 2024 წლის საარჩევნო სიის პირველ ოცეულს წარადგენენ. სიაში, ასევე მოხვდნენ პარტიის ლიდერები, მათ შორის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი და მოქმედი პრემიერი ირაკლი კობახიძე. მმართველი პარტიის სია ასეთია: ბიძინა ივანიშვილი; ირაკლი კობახიძე; ირაკლი ღარიბაშვილი; შალვა პაპუაშვილი; მამუკა მდინარაძე; თეა წულუკიანი; ლაშა ტალახაძე; ვახტანგ თურნავა მაკა ბოჭორიშვილი   გენო პეტრიაშვილი   სოზარ სუბარი   მარიამ ქვრივიშვილი   ანრი ოხანაშვილი   ნიკოლოზ სამხარაძე   ეკა ჭიჭინაძე   შოთა ბერეკაშვილი   ლევან მახაშვილი   მიხეილ ყაველაშვილი   გიორგი გაბუნია   ლიკა შარტავა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.

კოკოითის თქმით, „საქართველომ ე.წ. სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს“

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყოფილი დე ფაქტო ლიდერი ედუარდ კოკოითი, რომელიც აგვისტოს ომის დროს „პრეზიდენტი“ იყო, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბოდიშის განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს „თამამი განცხადებაა“, თუმცა ის ბიძინა ივანიშვილის განცხადების გულწრფელობაში დარწმუნებული არ არის.“ „ივანიშვილის განცხადების არსში ახალი არაფერია, 2008 წლიდან ვაცხადებ, რომ სააკაშვილი და მისი ხელქვეითები საერთაშორისო დამნაშავეები არიან. ისინი აუცილებლად უნდა გასამართლდნენ და დაისაჯონ... ყველაფრის უტვინო სააკაშვილსა და აშშ-ზე დაბრალება ძალიან წარუმატებელი და ახლომხედველურია, პასუხისმგებლობა მთელ საქართველოს ეკისრება, რომელმაც თავისი დამოუკიდებლობა დათმო და ამერიკისა და კოლექტიური დასავლეთის მარიონეტად იქცა,“ - დაწერა მან ტელეგრამზე. კოკოითი მიიჩნევს, რომ „საქართველომ უნდა აღიაროს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ხელი მოაწეროს მშვიდობისა და საბრძოლო მოქმედების განუახლებლობის შესახებ ყველა საჭირო შეთანხმებას“, ასევე დააბრუნოს თრუსოსა და გუდოს ხეობები. ცხინვალი ადრეც აცხადებდა, რომ „საქართველოს ოკუპირებული აქვს ისტორიული ოსური მიწები“. „სამხრეთ ოსეთისთვის“ 1920 წლიდან მიყენებული ეკონომიკური ზარალი, 10 მილიარდი დოლარი, რომელზეც საქართველოს პრემიერები საუბრობდნენ მანამდე, არასაკმარისია. მაგრამ საქმე ამაში საერთოდ არაა. ვინ დაგვიბრუნებს ათობით ათას მოკლულ ძმასა და დას, ვინ დაუამებს დანაკარგით გამოწვეულ ტკივილს ნათესავებსა და ახლობლებს? ჩვენ ვერასოდეს დავივიწყებთ და არაფრით ვაპატიებთ,“ - ამბობს კოკოითი. ცნობისთვის, გორში, "ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ, დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.“ 17 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ომი სააკაშვილის რეჟიმმა გარე დაკვეთით დაიწყო.“ შეგახსენებთ, რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის, ამჟამად ოკუპირებული აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცნო. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.  

ამერიკის ხმა: შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა

ამერიკის შეერთებული შტატებს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები შემუშავებული აქვს და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს. „ამერიკის ხმას“ ამერიკის ინფორმაციას, ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის ორი პირი და ადმინისტრაციასთან დაახლოებული კიდევ ორი წყარო უდასტურებს. წყაროები „ამერიკის ხმას“ ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ, საკითხის ბუნებიდან გამომდინარე. წყაროების ინფორმაციით, მუშაობას სანქციების პაკეტზე ამერიკის ხაზინის და სახელმწიფო დეპარტამენტები წარმართავენ. „ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მან [ბიძინა ივანიშვილმა] გადადგა ნაბიჯები, რათა განევითარებინა ურთიერთობები რუს ოლიგარქებთან, გადადგა ნაბიჯები, რათა რუსეთისთვის მიეცა უკეთესი წვდომა საქართველოს ბაზრისთვის. ფაქტობრივად, მან გარკვეული ქმედებები რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მითითებით გაატარა,” - ამბობს ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირი “ამერიკის ხმასთან” სატელეფონო საუბარში, ანონიმურობის დაცვის პირობით, საკითხი სენსიტიურობიდან გამომდინარე.  

კობახიძე: ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შანტაჟი წარუმატებლობისთვისაა განწირული

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირების საკითხზე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ შანტაჟი გრძელდება, რაც  "წარუმატებელი" იქნება. ამის შესახებ მან ნიუ-იორკში, ქართულ მედიას განუცხადა. კობახიძის შეფასებით, სურთ, რომ ბიძინა ივანიშვილი აიძულონ, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. „გრძელდება შანტაჟი ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. იცით, რომ ის ისედაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ, მას აქვს გაყინული ევროპაში 2 მლრდ აშშ დოლარი, თუმცა ახლა შანტაჟი გრძელდება უკვე სხვა ფორმით, ისმენთ მუქარას ფორმალური სანქციების დაწესებაზე. ვერც ასე და ვერც ისე ეს ადამიანები ვერ მიაღწევენ მიზანს. მიზანი ყველამ ვიცით, რაც არის - მათ სურთ, რომ ბიძინა ივანიშვილი აიძულონ, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. რა თქმა უნდა, ეს შანტაჟი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება წარმატებული, ვერც ახლა. ვერ ისწავლეს ის, რომ წლების განმავლობაში რაც არ მუშაობს, ვერ იმუშავებს წლების შემდეგაც. აქედან გამომდინარე, ეს შანტაჟიც არის განწირული წარუმატებლობისთვის,” - განაცხადა პრემიერმა. ამერიკის ხმა: შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა  

ივანიშვილი არჩევნების შემდეგ, აშშ-ის ელჩთან შეხვედრას გეგმავს

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი. „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის თქმით, ეს შეხვედრა ელჩთან უკვე შეთანხმებულია. მან ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა. „საერთოდ არ მინდოდა ამ თემაზე შეხება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ საჯაროდ თქვეს უკვე, რომ მე ამას ხელოვნურად ვბლოკავ, არ მაქვს სურვილი და ქვეყნის ინტერესებზე მაღლა პირადულს ვაყენებ და ამ დროს, პირიქით მე მგონი, განმარტება უკვე საკმარისი გავაკეთე, პირიქით, მე მქონდა კომპლექსი, რომ პირადულისთვის ქვეყანა არ დავაზიანო და ამიტომაც არ გხვდებოდი. ახლა ეს მოიხსნა.“ „ჩვენ არ გვქონია ომამდე პრობლემები. ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ომი რამდენიმე თვეში, შეიძლება, ამ წლის ბოლოსაც დასრულდეს. როდესაც სინგაპურში სასამართლო მოვიგეთ და ამის აღსრულებას ხელი ვეღარ შეუშალა კრედიტ სუისმა, მე მყისიერად, წინა კვირაში უკვე დავურეკე ამერიკის ელჩს, გვქონდა კომუნიკაცია და ვთხოვე შეხვედრა და ვთქვი, რომ ის მიზეზები, რაც იყო რეალურად თავისით გადაწყდა, შესაბამისად ჩემგან პრობლემა აღარ არის და მე მზად ვარ შესახვედრად. იქიდანაც რეაქცია იყო ძალიან ჯანსაღი, ამის სურვილი არსებობს და ჩვენ არჩევნების შემდგომ ვაპირებთ შეხვედრას, უკვე მოვილაპარაკეთ ამაზე. მე მაქვს იმედი იმის, რომ არაერთი შეხვედრით და არა მყისიერად, მაგრამ დროში ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ, მაგრამ ორმხრივი უნდა იყოს სურვილი. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი უნდა განვიხილოთ დინამიკაში. არჩევნები ამერიკაშიც დასასრულებელია, ევროპაშიც ახლა დასრულდა და ლაგდება, ბოლომდე არ დალაგებულა კიდევ ბიუროკრატია, იმედია, თანხვედრაში იქნება ომის დასრულება და ომის დასრულების შემდგომ სიტუაცია მგონი დაუბრუნდება პირვანდელს,“ - ამბობს ივანიშვილი. რაც შეეხება იმას, თუ როდის და რაზე იქნება დამოკიდებული ურთიერთობის გადატვირთვა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ამას სჭირდება ორმხრივი დამოკიდებულება და მარტო საქართველო ამას ვერ იზამს.“ „რა თქმა უნდა, პრობლემები სულ იყო და პოლიტიკაში მოსვლის დღიდან სულ იყო ინტერესებში განსხვავება, არა ასპროცენტიანი თანხვედრა, მაგრამ ასეთი მსგავსი არ ყოფილა და საზოგადოებასაც არ ახსოვს, ეს დაძაბულობა გარეთ გამოვიდა და ყველა ხედავს ამას. ამერიკა სულ იყო პრიორიტეტული ჩვენთვის. ამას თუნდაც ჩვენი გუნდის ყოფილი წევრები, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან, ისინი კარგად გაიხსენებენ ჩემს დამოკიდებულებას. მე მქონდა ბიზნესთან შეხვედრა და მათ ეგონათ, რომ მე საოცრად ხისტი დამოკიდებულებები მაქვს, არა, ღმერთმა დამიფაროს. ჩვენ, ქართველებს, ძალიან გენეტიკური გამოცდილება გვაქვს, ძალიან რთულ რეგიონში ვცხოვრობდით და ვიცით ძალას ანგარიში როგორ უნდა გავუწიოთ, მაგრამ ისე არა, რომ ქვეყანა დავანგრიოთ და დავშალოთ, ამ ფონზე ასე არ გამოვა. მცდელობები ჩვენ გვქონდა და მე ამით გამოვირჩეოდი, კიდევ გავიმეორებ, გუნდის ყოფილ წევრებს ეს შეუძლიათ, კარგად გადაამოწმონ და გაიხსენონ, და იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ომის დასრულების პარალელურად და პროცესში ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ უაღრესად რთული და არასასურველი დამოკიდებულებები შევცვალოთ უფრო პოზიტიურად. მაგრამ ვიმეორებ, რომ ეიფორია ნუ გვექნება, ამას სჭირდება ორმხრივი დამოკიდებულება, მარტო საქართველო ამას ვერ იზამს და ამავდროულად ჩვენი ოცნება და სურვილი რეალობასთან თანხვედრაში უნდა მოვიდეს და დასრულდეს ეს ომი, რისი იმედიც ძალიან დიდია, რომ წლის ბოლომდე შეიძლება დასრულდეს, ან გაზაფხულზე დასრულდეს, აი ასეთი იმედები არსებობს და ჩვენც მცდელობას არ დავაკლებთ, რომ როგორმე დავლაგდეთ,“  - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ინტერვიუში ივანიშვილმა ისაუბრა სინგაპურის სასამარლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე და აღნიშნა, რომ სასამართლო დასრულდა და ყველაფერი წესრიგშია. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან "შანტაჟმა" და სანქცირებამ "უკუშედეგი გამოიღო." „რაც შეეხება დასჯას და სანქცირებას, ამანაც უკუშედეგი გამოიღო, არ იმუშავა, ვერ იმუშავა და ვერც იმუშავებს. იმის იქით, მე პირადად, აღარ ველოდები. რისი გაკეთებაც შეეძლოთ, რაც უნდოდათ, გააკეთეს, ამოწურეს... ყველაფერმა ამან გამოიღო უკუშედეგი ერთი მიზეზის გამო, რამეთუ ეს იყო არაობიექტურ ინფორმაციაზე დაფუძნებული," - ამბობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. მან ასევე ისაუბრა არჩევნების შემდეგომ დღეებზეც და განაცხადა, რომ მისი პროგნოზით, 27 ოქტომბერი იქნება "ძალიან მშვიდი." „დავასწრებ მოვლენებს და გეტყვით, რომ არაფერიც არ მოხდება, მეორე დღე იქნება ძალიან წყნარი, ოღონდაც მეორე დღე არ არის გადამწყვეტი, ყველა დღე, ერთი კვირა, ორი კვირა, სანამ ომი არ დასრულდება, იქნება ძალიან დაძაბული, იქნება დაძაბული მდგომარეობა გეოპოლიტიკურად. შესაბამისად, გვმართებს სიფრთხილე," - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს იმართება.    

ივანიშვილი: მადლობა ჩვენს საყვარელ ამომრჩეველს, რომელიც გულწრფელად, ასეთი ერთგულებით მოგვყვება, „ქართული ოცნება“ აუცილებლად დავაფასებთ ამ ნდობას

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მადლობას უხდის ქართველ ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის. ივანიშვილმა ეგზითპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაამართლებს ნდობას. „მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ აქ შეკრებილ საზოგადოებას და მთელ სააქართველოს, ჩვენს საყვარელ ამომრჩეველს, რომელიც გულწრფელად, ასეთი ერთგულებით მოგვყვება უკვე მეოთხე არჩევნებია. არჩევნები უფრო მეტი ჩატარდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითად არჩევნებად ითვლება საპარლამენტო არჩევნები. იშვიათია ასეთი შემთხვევა მთელ მსოფლიოში, რომ ერთი და იგივე პარტია ასეთ რთულ სიტუაციაში აღწევდეს ასეთ დიდ წარმატებებს. ეს არის ქართველი ხალხის ნიჭიერების კარგი მაჩვენებელი. გარწმუნებთ და ვარწმუნებთ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ამომრჩეველს, გასაგებია, რომ ჩვენზე მდიდარი ქვეყნები არსებობენ, ჩვენზე დიდი ხნის დემოკრატია აქვთ, მაგრამ ჩვენი საზოგადოება არ არის არცერთ მდიდარ ქვეყანაზე ნაკლები საზოგადოება, სწორედ ამ შეგნებით, იმ გაგებით, ვის უნდა მისცენ ხმა და საით უნდა წაიყვანონ ქვეყანა. ეს არის გადამწყვეტი ჩვენთვის და ჩვენი ქვექანა აუცილებლად დიდ წარმატებებს მიაღწევს უახლოეს ისტორიაში. გარწმუნებთ, რომ უახლოეს ისტორიაში, უახლოეს ოთხ წელიწადში ჩვენ გავაკეთებთ ძალიან ბევრს და კიდევ შემდეგ ოთხ წელიწადში საქართველო იქნება ყველაზე წარმატებული ქვეყნების რიგში და არა ის, რომ ჩვენ რეიტინგებით ვედრებით ვიღაცებს დღეს. ჩვენ ჩვენი მხრივ, „ქართული ოცნება“ აუცილებლად დავაფასებთ ამ ნდობას. გუნდი, ლიდერები, რომლებიც დღეს წარმოდგენილი არიან, ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილია. დავიწყებთ პრემიერ-მინისტრით, სანთლით საძებნი კაცია, თუ გინდათ, რომ სანდოობა, განათლება, კულტურა, ყველაფერი აქვს. გუნდში გვყავს უამრავი წარმატებული წევრი. აი, ვუყურებ და მიხარია, ბევრს ვხედავ პარლამენტარს, სპორტსმენს თუ წარმატებულ ადამიანს. ერთი რამ იცოდეთ, „ქართული ოცნების“ გუნდი არ დააკლებს მცდელობას, საქართველომ მიიღოს საუკეთესო შედეგები ყველლა მიმართულებით, გუნდი ამას არ დააკლებს, არ იქნება სიცრუე, ღალატი და მამაძაღლობა, ამას გპირდებით ნამდვილად. პოლიტიკას მამაძაღლობა ახლავს სამწუხაროდ და ეს სიტყვაც უნდა გამოვიყენოთ. ვხედავ ირაკლი ქარსელაძეს, როგორი მინისტრები, როგორი შედეგები გვაქვს. შეხვედრა მქონდა დღეს უცხოელ წარმომადგენლებთან, ვინც აკვირდებიან, გაოცებულები არიან, გაოცებული არიან ჩვენი შედეგებით, რაც მივიღეთ ბოლო წლებში და როგორიც არის პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდის. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, გილოცავთ და არ გაგიმტყუნებთ, აუცილებლად მოგემსახურებიან, ეს ის ხალხია, ვინც თქვენს სამსახურში ჩადგება და თქვენს ინტერესებს გაატარებს. მე აღარ ვისაუბრებ მათზე, ვინც ცდილობს, საქართველო ვიღაცის დაკვეთებზე წაიყვანოს, გილოცავთ, გილოცავთ და როგორც დაგპირდით, ყველაფერს გავაკეთებთ,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული „გორბის“ ეგზიტპოლების მონაცემებით, (18:00 საათის მდგომარეობით) პარტიული რეიტინგები საპარლამენტო არჩევნებში ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 56,1%. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 11.6% „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 7.0% „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 12.6%. „გახარია საქართველოსთვის“ – 4.8 %. სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ეგზითპოლის შედეგები ცნობილია საარჩევნო უბნები დაიხურა. ოფიციალური მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა.  

სინგაპურის სასამართლომ ივანიშვილისთვის გადასახდელი თანხა $282 მილიონით შეამცირა - Bloomberg

Bloomberg-ის ცნობით, შვეიცარიულ ბანკს ივანიშვილისთვის $282 მილიონით ნაკლების გადახდა მოუწევს. სინგაპურის სასამართლომ შეამცირა იმ თანხის რაოდენობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიული ბანკისგან ზარალის ანაზღაურების სახით უნდა მიიღოს. შვეიცარიულმა UBS ჯგუფმა მილიარდერ ბიზნესმენს, ბიძინა ივანიშვილს, $282 მილიონით ნაკლები უნდა გადაუხადოს იმასთან შედარებით, რაც თავდაპირველად დააკისრა სინგაპურის სასამართლომ. ამის შესახებ ცნობილი ხდება UBS ჯგუფის განცხადებიდან, რომელიც თან ახლდა 2024 წლის მესამე კვარტლის შედეგებს. სინგაპურის სასამართლოს თავდაპირველი გადაწყვეტილებით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, საქართველოს ყოფილ პრემიერს, შვეიცარიული ბანკისგან $743 მილიონი უნდა მიეღო. ახლა ეს თანხა $461 მილიონამდე შემცირდა. ბიძინა ივანიშვილმა ამ საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში 21 ოქტომბერს გასულ ინტერვიუში. მისი თქმით, კომპენსაციის ოდენობა ორივე მხარის ექსპერტების ჩართულობით უნდა დაზუსტებულიყო, რაც ორი საათის საქმე იყო, თუმცა Credit Suisse-ის ექსპერტმა ამ საქმეს მთელი ორი თვე მოანდომა და სასამართლომ განაჩენი საბოლოოდ 30 სექტემბერს გამოიტანა.