თეგი: ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკი - „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ფიზიკურ პირ მეანაბრეებსა და მსესხებლებს „ვითიბი ბანკის“ ფილიალებში „ბაზისბანკი“ მოემსახურება

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ფიზიკურ პირ მსესხებლებს და დეპოზიტარებს „ბაზისბანკი“ მოემსახურება. მათივე ცნობით, პორტირებაზე მუშაობა დაწყებულია და ორშაბათიდან ეტაპობრივად „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ფიზიკურ პირ მეანაბრეებსა და მსესხებლებს „ვითიბი ბანკის“ ფილიალებში „ბაზისბანკი“ მოემსახურება. „უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიული საომარი მოქმედებების გამო, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსულ ფინანსურ სისტემას ფინანსური სანქციები დაუწესა. სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებსაც მისცა. ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ფინანსური სექტორის სტაბილურობის უზრუნველყოფა. ამ მანდატის ფარგლებში, საფინანსო სექტორის მეანაბრეთა ინტერესების დაცვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. დღეიდან, „სს ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ფიზიკურ პირ მსესხებლებს და დეპოზიტარებს მოემსახურება „სს ბაზისბანკი“. მუშაობა პორტირებაზე დაწყებულია და ორშაბათიდან ეტაპობრივად „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ფიზიკურ პირ მეანაბრეებსა და მსესხებლებს „ვითიბი ბანკის“ ფილიალებში „ბაზისბანკი“ მოემსახურება. ყველა დეპოზიტარის ინტერესი დაცული იქნება, ხოლო მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილებული. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობში და ამ პირობებში ასრულებს თავის ერთ-ერთ უპირველეს ამოცანას, იყოს ქართული საფინანსო სექტორის თითოეული მეანაბრის თანხების დაცვის გარანტი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ერთი აშშ დოლარი პირველ მარტს 3.2054 ლარი ეღირება

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.2054 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1540 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით, 0.0514 ლარი შეადგინა. ევროს, მისი კურსი 3.5859 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5255 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0604 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში პირველ მარტს შევა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2744 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2744 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.2744 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2419 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0325 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6035 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5975 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0060 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $39 570 000 მილიონი გაყიდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციიით, 9 მარტს გამართულ აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოიტანეს 50 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე 39 570 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3947 შეადგინა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლარი დოლართან მიმართებით მკვეთრად უფასურდება. 24 თებერვალს, ერთი დოლარი 3,003 ლარი ღირდა, 8 მარტის მონაცემებით, ერთი დოლარი 3,3991 ლარი ღირს. 

რეფინანსირების განაკვეთის ზრდის გამო საქართველოში სესხი 191 800 მომხმარებელს გაუძვირდება

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა. შედეგად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-ს შეადგენს, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რეფინანსირების განაკვეთის ზრდის შედეგად სესხის პროცენტი 191 800 მომხმარებელს გაეზრდება.  1 მარტის მდგომარეობით, სწორედ ამდენი სესხია მიბმული ცვლად საპროცენტო განაკვეთზე.

ეროვნული ბანკი: სურსათის გაძვირება გლობალური ტენდენციაა

2022 წლის თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 13.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო ნოემბერთან შედარებით ფასებმა 0.9 პროცენტით მოიმატა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. როგორც ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით ფასების ცვლილება ყველაზე მეტად სეზონურ ფაქტორებს უკავშირდებოდა. კიტრსა და პომიდორზე გაზრდილმა ფასებმა ინფლაცია ჯამში 0.3 პროცენტული პუნქტით გაზარდა, ხოლო ყველის ფასების კლებამ ინფლაცია ამდენითვე შეამცირა. „ბოლო პერიოდში კომუნალური გადასახადების გავლენა ინფლაციაზე მნიშვნელოვანია. როგორც წინა ანგარიშებში აღვნიშნეთ, კომუნალური გადასახადების გავლენა ინფლაციაზე მოიცავს როგორც გადასახადების გაძვირებას, ასევე სუბსიდირების დასრულების ეფექტს. დეკემბრიდან ამ ფაქტორებს საბაზო ეფექტი დაემატა. კერძოდ, კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ეფექტი ინფლაციაზე 2020 დეკემბრიდან 2021 თებერვლის ჩათვლით აისახა, რის გამოც ინფლაციამ ამ პერიოდში იკლო. ერთი წლის შემდეგ, საბაზო ეფექტის გამო, კომუნალური გადასახადების გავლენამ წლიურ ინფლაციაზე დეკემბერში ნოემბერთან შედარებით 2.0 პროცენტული პუნქტით, 3.6 პროცენტული პუნქტამდე მოიმატა. იანვარსა და თებერვალში კომუნალური გადასახადების წვლილი 3.6 პროცენტული პუნქტის დონეზე შენარჩუნდა. წლიურ ჭრილში, ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას სურსათის ფასები ახდენს. სურსათის გაძვირება გლობალური ტენდენციაა, რაც საქართველოზეც აისახება. თებერვალში სურსათის წლიურმა ინფლაციამ 17.2 პროცენტი, ხოლო წვლილმა მთლიან ინფლაციაში 5.1 პროცენტული პუნქტი შეადგინა. გასული წლის ოქტომბერში გაძვირების შემდეგ, სურსათიდან ყველაზე გამოსარჩევი პური გახდა. სამომხმარებლო კალათაში პურს ყველაზე დიდი წონა (3.85%) აქვს. ამ პროდუქტის წლიური გაძვირება თებერვალში 22.3 პროცენტს გაუტოლდა, რის გამოც ინფლაციაზე მისმა გავლენამ 0.8 პროცენტული პუნქტს მიაღწია. კარტოფილის წვლილი 0.4 პროცენტული პუნქტს, ხოლო კვერცხის და ყველის გაძვირების წვლილი ინფლაციაში თითოეულისთვის 0.3 პროცენტული პუნქტს შეადგენდა. 2021 წლის თებერვალთან შედარებით ბენზინი – 29.3, დიზელი 25.0, ხოლო გაზის საწვავი 17.6 პროცენტით იყო გაძვირებული, რითაც საწვავის წვლილი წლიურ ინფლაციაში 1.5 პროცენტული პუნქტს უტოლდებოდა. ჯანმრთელობის დაცვა წლიურად 6.5 პროცენტით გაძვირდა. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 5.1 პროცენტამდე შემცირდა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა

11 აპრილს, ეროვნულმა ბანკმა საკასო ცენტრში უმასპინძლა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.  ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტებმა საქართველოში აკრედიტებული მისიების ხელმძღვანელებს დეტალურად გააცნეს ეროვნული ბანკის თანმიმდევრული ნაბიჯები, რომელიც საქართველოს საფინანსო სექტორში საერთაშორისო ფინანსური სანქციების სრული დაცვით განხორციელდა. ფინანსური სანქციები აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა უკრაინაში განხორციელებული აგრესიული საომარი მოქმედებების გამო რუსეთის ფედერაციას დაუწესეს.   შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ინსტიტუტებთან, რის შედეგადაც ბანკებს მუდმივად მიეწოდებათ განახლებული მონაცემები სანქცირებული პირების და ორგანიზაციების შესახებ. მისივე განმარტებით, სანქციების თავიდან არიდებაში დახმარება არც ქართული ბანკების ინტერესში არაა, ხოლო მათ საქმიანობას მუდმივად აკონტროლებს ეროვნული ბანკი.   "საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებდა და მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში. სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს ომის დაწყების მეორე დღესვე მისცა და ამასთან, როგორც საფინანსო სექტორის მარეგულირებელი, იცავს ყველა სტანდარტსა და საერთაშორისო რეზოლუციას, რაც გამორიცხავს ქართულ საბანკო სექტორში რაიმე ტიპის სანქცირებული ოპერაციის განხორციელებას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2022 წლის 1 აპრილის პრესრელიზში გაკეთებული ჩანაწერიც ადასტურებს, იმას, რომ ჩვენი ფინანსური სისტემა სრულად ითვალისწინებს სანქციებს", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.   "საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან მოვისმინეთ ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც ცენტრალურმა ბანკმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესრულების უზრუნველსაყოფად გაატარა. სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ საქართველოს მძლავრი სისტემა აქვს შემუშავებული იმისათვის, რომ რუსეთის საწინააღმდეგოდ მის მიერ უკრაინის ოკუპაციის გამო დაწესებული ფინანსური სანქციების მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. ეს რუსეთის მიერ უკრაინის უკანონო დაპყრობაზე რეაგირების უმთავრესი ასპექტია. სანქციების დაწესების მიზანი პუტინის საომარი მანქანის მოშლა და რუსული ჯარის მიერ უკრაინის ხალხისთვის ზიანის და ტკივილის მიყენების უნარის შეზღუდვაა. ამიტომ ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველომ სათანადო ღონისძიებები გაატარა, რადგან ნებისმიერი მოსაზრება, რომელიც გვთავაზობს, რომ საქართველო სანქციების ასარიდებლად იქნებოდა გამოყენებული, დამღუპველი იქნებოდა არა მხოლოდ სანქციების დაწესების რეჟიმის, არამედ უკრაინის და თვითონ საქართველოსთვისაც“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა.   კობა გვენეტაძემ მადლობა გადაუხადა დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის, ხაზი გაუსვა ამ თანამშრომლობის მნიშვნელობას და სთხოვა, თავიანთი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს და ფინანსურ ორგანიზაციებს აცნობონ საქართველოს ფინანსური სისტემის სანქციების სრული დაცვით ფუნქციონირების შესახებ.

ეროვნული ბანკი მოქალაქეებს კიბერთაღლითობის შესახებ აფრთხილებს

სებ-ის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც ფინანსური სექტორის მომხმარებლებს სხვადასხვა მობილური აპლიკაციის (მაგალითად WhatsApp) საშუალებით  უცნობი  პირები უკავშირდებოდნენ მომხმარებლების მიერ სხვადასხვა ვებგვერდზე გასაყიდად განთავსებული ნივთის ფოსტით გაგზავნის ან აღნიშნული ნივთის საფასურის საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხვის/გადახდის შეთავაზების მიზნით. აღნიშნული პირები მომხმარებლებს უგზავნიდნენ ვებგვერდების ბმულებსაც და მათზე ბარათის და/ან სხვა პირადი მონაცემების შევსებას სთხოვდნენ. მომხმარებლის მიერ საკუთარი პირადი და/ან საბარათე მონაცემების აღნიშნულ ბმულებზე შეყვანის შემდეგ, უცნობ პირებს მომხმარებლის საბანკო ანგარიშებზე წვდომის საშუალება ეძლეოდათ, რის შედეგადაც მომხარებლები ფინანსურად ზარალდებოდნენ. აღნიშნული სქემა ინტერნეტთაღლითობის ერთ-ერთ გავრცელებულ სახეს, ე.წ. ფიშინგს წარმოადგენს. „საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ საკუთარი პერსონალური და ფინანსური, მათ შორის საბარათე მონაცემების, გაზიარებისას, აღნიშნული ინფორმაცია არ შეიყვანონ უცნობი პირებისგან მოწოდებულ საეჭვო ვებგვერდებზე და არ სცადონ საბანკო/საბარათე ოპერაციების განხორციელება“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.   

ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ მათი პირადი სახსრების მესამე პირებისთვის მინდობისას

ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ მათი პირადი სახსრების მესამე პირებისთვის მინდობისას. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია, რომელიც მომხმარებლებს თანხის შეტანის სანაცვლოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთით „ანაბრის“ გახსნას სთავაზობს, არის „სფერო ჰოლდინგში“ შემავალი ორგანიზაცია „სფერო ინვესტი“ და ის არ წარმოადგენს ლიცენზირებულ კომერციულ ბანკს. „საქართველოს ეროვნული ბანკი გაცნობებთ, რომ აღნიშნული კომპანია არ წარმოადგენს ლიცენზირებულ კომერციულ ბანკს ან რეგისტრირებულ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება - საკრედიტო კავშირს. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მას არ აქვს ანაბრის მიღების ან საანაბრე ხელბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებში გახშირდა რეკლამის შემცველი განცხადებები, რომლის საშუალებითაც კომპანია მომხმარებელს მაღალი საპროცენტო განაკვეთით ანაბრის გახსნას სთავაზობს. კომპანია, რომელიც მომხმარებლებს თანხის შეტანის სანაცვლოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთით „ანაბრის“ გახსნას სთავაზობს, არის „სფერო ჰოლდინგში“ შემავალი ორგანიზაცია „სფერო ინვესტი“.შეკრულების დადების უფლება. ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება მათი პირადი სახსრების მესამე პირებისთვის მინდობისას და უპირველეს ყოვლისა გადაამოწმონ, მოიძიონ აღნიშნული კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები. შეგახსენებთ, რომ დეტალური და პერიოდულად განახლებადი ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ და/ან რეგისტრირებული ორგანიზაციების შესახებ, განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს მისთვის საჭირო და ამომწურავი ინფორმაცია. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 2 406 406“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 11 მაისს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11.0 პროცენტს შეადგენს. ეროვნული ბანკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში ლარის გაცვლითი კურსის გამყარება ინფლაციური წნეხის შემცირების მიმართულებით ერთ-ერთი ფაქტორია. ამასთანავე, სებ-ი მიიჩნევს, რომ წლის ბოლოსთვის ინფლაციის დონე მართალია სამიზნე 3%-ზე მაღალი იქნება, თუმცა ის ამჟამად არსებულ 12.8%-ზე დაბლა ჩამოვა. ამის გათვალისწინებით, სებ-ი მიიჩნევს, რომ ამჟამად რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება აუცილებელი არაა. სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 11%-მდე 30 მარტს გაზარდა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება:"ბოლო პერიოდის გლობალურ გამოწვევად კვლავ გაზრდილი ინფლაცია და ინფლაციური რისკები რჩება. მაშინ, როდესაც 2022 წელი გლობალურად ინფლაციური პროცესების დარეგულირების პერიოდად მოიაზრებოდა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა ახალ რისკებს დაუდო სათავე. კერძოდ, საომარი მოქმედებების გამო რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა და მიწოდების შეზღუდვებმა, მსოფლიო ბაზრებზე საქონლის გარკვეული კატეგორიების ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა. შესაბამისად, როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ეკონომიკებში, ინფლაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა. მსოფლიო მასშტაბით გაზრდილი ფასები საქართველოს ბაზარსაც გადმოეცა და ინფლაცია, მიუხედავად წლის დასაწყისთან შედარებით შემცირებისა, მაღალ დონეზე (12.8 პროცენტი) დარჩა. რომ არა ზემოხსენებული ახალი შოკი, ინფლაციის სწრაფი შემცირების ტრაექტორია იყო მოსალოდნელი. გასათვალისწინებელია, რომ, მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, საგარეო სექტორის პერსპექტივა კვლავ გაურკვევლობის შემცველია. ამავე დროს, ბოლო პერიოდში ლარის გამყარებამ იმპორტირებული საქონლის ინფლაციის შენელებას შეუწყო ხელი. ამასთან, მართალია ნომინალური ხელფასების ზრდის ტემპი ბოლო პერიოდში გაიზარდა, ჯამურ პროდუქტიულობას აღდგენის დინამიკა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე შრომის ბაზრიდან ინფლაციაზე მნიშვნელოვანი წნეხი არაა. მიმდინარე პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება, თუმცა, წინა წლის ერთჯერადი ფაქტორების მილევის შედეგად და გამკაცრებული პოლიტიკის ფონზე, მას შემცირების მიმართულება ექნება.მიუხედავად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისა, საკრედიტო აქტივობა წლის განმავლობაში მაღალ დონეზე ნარჩუნდება, მათ შორის ერთი მხრივ, სამომხმარებლო, ხოლო მეორე მხრივ - უცხოური ვალუტის სესხების ხარჯზე. შესაბამისად, ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთის ზრდის მიუხედავად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი აშშ დოლარით მოზიდული სახსრების სარეზერვო მოთხოვნებზე დარიცხვას ფიქსირებულად 0 პროცენტზე შეინარჩუნებს. საჭიროების შემთხვევაში, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების ზრდის ტემპის შესამცირებლად, ეროვნული ბანკი დამატებით ზომებსაც მიღებს, მათ შორის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნის არსებული ზედა ზღვრის (ამჟამად - 25%) ზრდის ჩათვლით. ამავე დროს, მოსალოდნელია, რომ ბოლო პერიოდში მიღებული მაკროპრუდენციული ზომები ხელს შეუწყობს სამომხმარებლო სესხების ზრდის არსებული მაღალი ტემპების ეტაპობრივ კლებას.რაც შეეხება ერთობლივ მოთხოვნას, განახლებული პროგნოზებით, 2022 წელს 4.5 პროცენტიანი ზრდა არის მოსალოდნელი. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე, პროგნოზების გაურკვევლობის მასშტაბი განსაკუთრებით გაზრდილია. ინფლაციური რისკების მატების ფონზე, გასული წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივი ზრდის შედეგად, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ ფაზაშია. მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება.რაც შეეხება საგარეო მოთხოვნას, 2022 წლის პირველ კვარტალში მნიშვნელოვანი აღდგენის ნიშნები გამოიკვეთა, თუმცა, საომარი მოქმედებების ფონზე, ამ მიმართულებით რისკები მაღალია. წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მარტში საქონლის ექსპორტი წლიურად დაახლოებით 43 პროცენტით გაიზარდა. საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები ანალოგიურ პერიოდში, წლიურად დაახლოებით 7.4-ჯერაა გაზრდილი, თუმცა 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირება კვლავ მნიშვნელოვანია (32 პროცენტი). გააქტიურებული შიდა მოთხოვნის ფონზე გაზრდილია იმპორტიც - 2022 წლის იანვარ-მარტში წლიურად 36 პროცენტით.საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს,"- ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 22 ივნისს ჩატარდება.

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. "აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 242 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.350 პროცენტით, მაქსიმალური 10.449 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.397 პროცენტით განისაზღვრა. სებ-ის ცნობით​, კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ეროვნულმა ბანკმა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

2022 წლის 24 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. სებ-ის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8689 შეადგინა. 2022 წელს ცენტრალურმა ბანკმა სულ ორი აუქციონი ჩაატარა. პირველად 9 მარტს, რა დროსაც 39.6 მილიონი დოლარი გაყიდა, ხოლო მეორედ დღეს, 24 მაისს, რომლითაც 10 მილიონი დოლარი შეისყიდა.  

ერთი დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.87 ლარი შეადგინა

24 მაისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.99 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8668 ლარი გახდა.სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართები გაუფასურდა 0.29 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0706 ლარი გახდა.2.83-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებამ 3.5889 ლარი შეადგინა.რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით გამყარებამ 0.41 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 17.79 თეთრი გახდა. დღეს ეროვნულმა ბანკმა უცხოური ვალუტის შესაძენად, 2022 წლის პირველი სავალუტო აუქციონი ჩაატარა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სებ-მა $10 მილიონი დოლარი საშუალოდ 2.8689 ლარის კურსში იყიდა."2022 წლის 24 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8689 შეადგინა,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.  2022 წელს სულ სებ-მა ორი აუქციონი ჩაატარა, პირველად 9 მარტს, რომელზეც 39.6 მილიონი გაყიდა, ხოლო მეორედ 24 მაისს, რომლითაც $10 მილიონი შეისყიდა. ეს 2019 წლის ივნისის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ეროვნულმა ბანკმა დოლარი იყიდა. ეროვნული ვალუტა, რომელიც ბოლო 2 კვირაში აშშ დოლართან მიმართებით 15 თეთრზე მეტად გამყარდა.

სებ: გაურკვევლობა მაკროეკონომიკურ ტენდენციებთან დაკავშირებით მაღალია, თუმცა საქართველოს ფინანსური სისტემა სტრესის გასაძლებად მზადაა

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა „კონტრციკლური ბუფერი“ უცვლელად, 0%-ზე დატოვა. ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზედაც საფინანსო სექტორში შექმნილი მდგომარეობის შესახებ იმსჯელეს. მიღებული გადაწყვეტილებით, სებ-ი კომერციული ბანკებისთვის "კონტრციკლურ ბუფერს" უცვლელად ინარჩუნებს. ამასთანავე, ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების ფონზე, ქვეყნის ფინანსური სისტემა "სტრესის გასაძლებად მზად არის". სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში დაკრედიტების წლიური ზრდა 18%-ია. „2022 წლის აპრილში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 18.3% შეადგინა, რაც, მნიშვნელოვანწილად, ბიზნეს სესხების ზრდით, ხოლო ვალუტების ჭრილში, ეროვნული ვალუტით არის განპირობებული. გასული ერთი წლის განმავლობაში, სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) ფარდობა შემცირდა, რაც მაღალი ეკონომიკური ზრდისა და გაცვლითი კურსის გამყარების ეფექტს ასახავს. შედეგად, 2022 წლის მეორე კვარტალში სესხების მშპ-თან ფარდობა მის გრძელვადიან ტრენდს მცირედით ჩამორჩება, თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მაჩვენებელი, მსგავს ქვეყნებთან შედარებით, კვლავ მაღალია. კომიტეტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საკრედიტო ზრდა ეკონომიკური აქტივობის თანაზომიერი იყოს, ხოლო სესხების ზრდა ხელს უწყობდეს ეკონომიკის მდგრად ზრდასა და მოსახლეობის კეთილდღეობას ისე, რომ ფინანსური სტაბილურობის ჭარბი რისკები არ დაგროვდეს", - წერს ეროვნული ბანკი. ამასთან, ეროვნული ბანკისგანცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოში მსოლოდ ერთ ბანკს შეეხო.  „მიუხედავად შესაძლო დანაკარგებისა, კაპიტალის არსებული ბუფერები ზარალის შთანთქმის საშუალებას იძლევა და სისტემის დონეზე კაპიტალის კოეფიციენტი მინიმალურ საზედამხედველო მოთხოვნას აღემატება. პირდაპირი სანქციები მხოლოდ ერთ, რუსული ბანკის შვილობილ ბანკს შეეხო და ეს პრობლემა აქტივ-ვალდებულებების ნაწილის სხვა ბანკებზე გაყიდვით მალევე გადაიჭრა. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი განახორციელებს კონტრციკლურ ღონისძიებებს, როგორც ეს პანდემიის საწყის პერიოდში გააკეთა, და რამაც ხელი შეუწყო ფინანსური სექტორის მდგრადობას. აქვე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე მაკროეკონომიკური მოვლენები კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს ეროვნული ბანკის სწორ, წინმსწრებ პოლიტიკას დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით" - ნათქვამია განცხადებაში.  ამასთან,  "საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს". ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2022 წლის 28 სექტემბერს გაიმართება. რა არის კონტრციკლური ბუფერი? ეროვნული ბანკის განმარტებით, კაპიტალის კონტრციკლური ბუფერი მაკროპრუდენციული პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტია. მისი მიზანია, საჭიროების შემთხვევაში შეზღუდოს ეკონომიკის ისეთი ჭარბი დაკრედიტება, რომელიც სისტემური რისკების ზრდას იწვევს. ბუფერის კონტრციკლურობა ხელს უწყობს მაკროპრუდენციული პოლიტიკის ძირითად მიზანს, შეამციროს ფინანსური სტაბილურობის სისტემური რისკები. უარყოფითი შოკების დროს კონტრციკლური ბუფერი უნდა დაეხმაროს ფინანსურ სისტემას, რომ მკვეთრად არ შეიზღუდოს ეკონომიკის დაკრედიტება და ამით დამატებით არ გაუარესდეს როგორც ფინანსური სექტორის, ისე მთლიანად ეკონომიკის მდგომარეობა.

ნათია თურნავა პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად აირჩია

პარლამენტმა 80 ხმით 9-ის წინააღმდეგ ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად აირჩია. ნათია თურნავა: ინფლაციას მსოფლიოში არსებული ფაქტორების გათვალისწინებით, მხოლოდ ეროვნული ბანკი ვერ გაუმკლავდება პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ნათია თურნავა წარადგინა პრემიერი: ნათია თურნავა ჩვენი გუდის წევრად რჩება. მას აქვს თავისი გეგმები ნათია თურნავა 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის აპრილამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ხოლო 2019 წლის აპრილიდან 2022 წლის 9 თებერვლამდე მინისტრი იყო. ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც ცხრა წევრისაგან შედგება. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს პარლამენტი შვიდი წლის ვადით, პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრეზიდენტი.  

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

"2022 წლის 14 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. "აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 54 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.350 პროცენტით, მაქსიმალური 10.400 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.390 პროცენტით განისაზღვრა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

მაისში რუსეთიდან $314 მლნ შემოვიდა, რაც გასულ წელთან შედარებით 889%-ით მეტია

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაისში საქართველოში რეკორდული მოცულობის - $505.7 მილიონის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 169%-ით მეტია. უცხოეთიდან ფულად გზავნილებში პირველია რუსეთის ფედერაცია, საიდანაც $313.9 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. ზრდა 889%-ია. მეორეა იტალია $36.8 მილიონით, მესამეზე კი აშშ - 27.8 მილიონით. TOP 20 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი გზავნილი შემოვიდა: 1. რუსეთის ფედერაცია - $313.9 მილიონი, მატება წინა წელთან 889% 2. იტალია - $36.82 მილიონი, მატება წინა წელთან 15% 3. აშშ - $27.78 მილიონი, მატება წინა წელთან 15% 4. ყაზახეთი - $20.81 მილიონი, მატება წინა წელთან 587% 5. საბერძნეთი - $20.33 მილიონი, მატება წინა წელთან -1% 6. ისრაელი - $16.07 მილიონი, მატება წინა წელთან 9% 7. გერმანია - $13.31 მილიონი, მატება წინა წელთან 46% 8. თურქეთი - $8.13 მილიონი, მატება წინა წელთან 11% 9. ყირგიზეთი -$ 5.68 მილიონი, მატება წინა წელთან 372% 10. ესპანეთი - $4.96 მილიონი, მატება წინა წელთან 8% 11. აზერბაიჯანი -$4.63 მილიონი, მატება წინა წელთან -40% 12. საფრანგეთი - $3.72 მილიონი, მატება წინა წელთან 21% 13. პოლონეთი - 3.33 მილიონი, მატება წინა წელთან 31% 14. გაერთიანებული სამეფო - $2.85 მილიონი, მატება წინა წელთან 49% 15. კანადა - $1.92 მილიონი, მატება წინა წელთან -5% 16. ირლანდია - $1.91 მილიონი, მატება წინა წელთან 4% 17. ტაჯიკეთი - $1.86 მილიონი, მატება წინა წელთან 203% 18. სომხეთი - $1.53 მილიონი, მატება წინა წელთან 41% 19. კვიპროსი -$1.51 მილიონი, მატება წინა წელთან 13% 20. უზბეკეთი - $1.33 მილიონი, მატება წინა წელთან 192%

ეროვნული ბანკი სანქცირებული პირების მიერ საქართველოს საბანკო სექტორის გამოყენებას კატეგორიულად უარყოფს

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, გამორიცხულია, სანქცირებულმა პირმა საქართველოს საბანკო სექტორის გამოყენებით ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელება შეძლოს. მათივე ცნობით, საქართველოს საფინანსო სექტორი გლობალური საფინანსო სისტემის ნაწილია და საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს. „ქვეყნის ცენტრალური ბანკი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ სანქცირებულმა პირმა საქართველოს საბანკო სექტორის გამოყენებით ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელება შეძლოს. ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს. საქართველოს საფინანსო სექტორი გლობალური საფინანსო სისტემის ნაწილია და ბუნებრივია, საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის რეგულირებისას ყოველთვის საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრული მოთხოვნებით ხელმძღვანელობს. შეგახსენებთ, რომ სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს ომის დაწყების მეორე დღესვე მისცა და ამასთან, როგორც საფინანსო სექტორის მარეგულირებელი, იცავს ყველა სტანდარტსა და საერთაშორისო რეზოლუციას, რაც ქართულ საბანკო სექტორში რაიმე ტიპის სანქცირებული ოპერაციის განხორციელებას გამორიცხავს. ეროვნული ბანკის სწრაფ, ადეკვატურ და ეფექტიან მოქმედებებს არაერთხელ გამოეხმაურა როგორც დიპლომატიური კორპუსი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის სწრაფი და ადეკვატური ქმედებებით ეფექტიანად წარიმართა საფინანსო სექტორის მიერ სანქციების დაცვის პროცესი“. ამავე დროს, ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ინსტიტუტებთან, რის შედეგადაც ბანკებს მუდმივად მიეწოდებათ განახლებული მონაცემები სანქცირებული პირების და ორგანიზაციების შესახებ. სანქციების თავიდან არიდებაში დახმარება არც ქართული ბანკების ინტერესში არ არის, ხოლო მათ საქმიანობას კი მუდმივად ზედამხედველობს ეროვნული ბანკი. ეს მიდგომები ცნობილია და სამაგალითოდაა შეფასებული ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის მიერ“, – აღნიშნულია განცხადებაში. უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას თქმით რუსეთის მოქალაქეები და კომპანიები სანქციებს საქართველოს ბანკებისა და საფინანსო სისტემების საშუალებით არიდებენ თავს. Deutsche Welle წერს, რომ არახამიამ ეს განცხადება ვაშინგტონში, „გერმანიის მარშალის ფონდის“ შეხვედრაზე გააკეთა. მან ასევე მოუწოდა ვაშინგტონს ამ საკანონმდებლო ხვრელის აღმოსაფხვრელად იმოქმედონ.  

სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 11%-ზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 22 ივნისს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11.0 პროცენტს შეადგენს.  ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იმის მიუხედავად, რომ მაისში ინფლაცია 13.3%-ს შეადგენდა, სებ-ი ამჟამად რეფინანსირების განაკვეთის შეცვლის აუცილებლობას ვერ ხედავს. ამასთანავე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რეფინანსირების განაკვეთზე შემდეგი სხდომა 3 აგვისტოს არის დანიშნული, მაგრამ იქამდე არც რიგგარეშე სხდომის ჩატარება არის გამორიცხული. ეროვნული ბანკის განცხადება:"ბოლო პერიოდის გლობალურ გამოწვევად კვლავ მაღალი ინფლაცია და ინფლაციური რისკები რჩება. უკრაინის მიმართ აგრესიის საპასუხოდ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა და მიწოდების შეფერხებამ, ასევე ომის გამო უკრაინიდან ექსპორტის მკვეთრმა შეზღუდვამ, მსოფლიო ბაზრებზე საკვები პროდუქტები, ნედლეული და ენერგორესურსები მნიშვნელოვნად გააძვირა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, სურსათის ფასები მსოფლიო მასშტაბით ბოლო თვეებში ისტორიულ მაქსიმუმზეა. საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი ფასები მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას გადაეცემა და როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ეკონომიკებში ინფლაცია მკვეთრადაა გაზრდილი. ამ მხრივ, გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს, რადგან ჩვენ მცირე, ღია ეკონომიკა ვართ და მსოფლიო ბაზრებზე ფასების ზრდა სწრაფად აისახება ჩვენ სამომხმარებლო ფასების ინდექსზე. ამასთან ერთად, რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან გაზრდილმა ხანგრძლივვადიანმა ვიზიტებმა ადგილობრივ ბაზარზე ბინის ქირა მკვეთრად და მყისიერად გაზარდა, რასაც მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა როგორც ჯამურ (0.6 პროცენტული პუნქტი), ასევე საბაზო ინფლაციაზე (1.1 პროცენტული პუნქტი).ინფლაციის მოსალოდნელი ტრაექტორია მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მსოფლიო გეოპოლიტიკური მოვლენების განვითარებაზე. ამასთან დაკავშირებით კი, კვლავ მაღალი გაურკვევლობაა. დღევანდელი ინფორმაციის საფუძველზე არსებობს იმის ფრთხილი მოლოდინი, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ფასები მეტად აღარ გაიზრდება და შესაბამისი ინფლაციური ზეწოლა წლის განმავლობაში ეტაპობრივად შემცირდება. ძლიერი საგარეო მოთხოვნისა და საგარეო შემოდინებების (ფულადი გზავნილები, ტურისტული შემოსავლები, საქონლის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები) ზრდის ფონზე გაცვლითი კურსი გამყარებულია, რის შედეგადაც იმპორტირებულ ინფლაციას ბოლო თვეებში შემცირების ტენდენცია აქვს. მიმდინარე პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება, თუმცა, საგარეო ფაქტორების მილევის შედეგად და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში, მას შემცირების მიმართულება ექნება.ინფლაციური რისკების მატების ფონზე, ბოლო პერიოდის განმავლობაში პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად გაიზარდა და მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ ფაზაშია. მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება. თუ ინფლაციური მოლოდინები მეტად გაიზარდა ან/და მოთხოვნის მხრიდან ფასებზე დამატებითი ზეწოლა გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება გახდეს საჭირო.მიუხედავად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისა, საკრედიტო აქტივობა წლის განმავლობაში მაღალ დონეზე ნარჩუნდება, რაც, ერთი მხრივ, სამომხმარებლო, ხოლო მეორე მხრივ, უცხოური ვალუტის სესხების გააქტიურების შედეგია. ამ მიმართულებით, ბოლო პერიოდში მიღებული მაკროპრუდენციული ზომები სესხების ზრდის ტემპზე ეტაპობრივად უნდა აისახოს. ამასთან, უცხოური ვალუტით სესხების კუთხით, აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემისა და სხვა წამყვანი ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდას საქართველოში სასესხო პირობების გამკაცრების დამატებითი ეფექტი ექნება. მიუხედავად ამისა, აღნიშნული სესხების ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი დამატებით ინსტრუმენტებს, მათ შორის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნებს ან/და სხვა მაკროპრუდენციულ ზომებს, გამოიყენებს.საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 3 აგვისტოს ჩატარდება. თუმცა, კომიტეტი რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესაძლებლობას არ გამორიცხავს,"- ნათქვამია განცხადებაში.

სებ-ის მონაცემებით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი, 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით $22.1 მილიარდია

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანმა საგარეო ვალმა, 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით 22.1 მლრდ აშშ დოლარი (68.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 110.8 პროცენტია. 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 6.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 384.6 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ფასის, საკურსო და სხვა ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად - 207.0 მლნ. აშშ დოლარით, 144.1 მლნ. აშშ დოლარით და 27.4 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.4 მლრდ აშშ დოლარი (32.2 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 52.1 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია: 7.8 მლრდ აშშ დოლარი (24.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 38.9 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 942.6 მლნ აშშ დოლარი (2.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.7 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 438.5 მლნ აშშ დოლარი (1.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.2 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.3 პროცენტი). საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 5.0 მლრდ აშშ დოლარი (15.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.0 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.9 მლრდ აშშ დოლარი (15.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.8 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.5 მლრდ აშშ დოლარი (10.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.3 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 90.9 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 13.3 მლრდ აშშ დოლარი (41.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ–ს 67.0 პროცენტია. ა ქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6.3 მლრდ აშშ დოლარია (19.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 31.7 პროცენტია. 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 11.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 130.6 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 11.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2022 წლის პირველი კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 942.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 477.9 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.  

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, 2022 წლის 5 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. „2022 წლის 5 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 215 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.070 პროცენტით, მაქსიმალური 10.099 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.077 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.875 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.  

კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან, ჯიჰად აზურთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონში არსებული გამოწვევები განიხილეს. ეროვნული ბანკის პრესსამსახურის ცნობით, კობა გვენეტაძემ ჯიჰად აზურს დეტალურად გააცნო სებ-ის მიერ გატარებული რეფორმები და არსებული მაკროეკონომიკური ტენდენციები. მან ასევე ვრცლად ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომელიც სებ-მა Covid-19 პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ განახორციელა. ამასთან, საუბარი შეეხო სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებულ „მხარდამჭერ პროგრამას“ (Stand-By Arrangement) და იმ ეკონომიკურ რეფორმებს, რომელსაც აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სსფ-ს ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. ასევე დაგეგემილია ჯიჰად აზურის და კობა გვენეტაძის შეხვედრა სტუდენტებთან, სადაც საუბარი შეეხება საქართველოსა და რეგიონში არსებულ გამოწვევებს, უკრაინის ომის გავლენებსა და გლობალურ ეკონომიკას.  

საელჩო: ელჩი დეგნანი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას შეხვდა, რათა საქართველოს წინაშე არსებული ეკონომიკური გამოწვევების შესახებ მიეღო ინფორმაცია

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას შეხვდა, რათა საქართველოს წინაშე არსებული ეკონომიკური გამოწვევების შესახებ მიეღო ინფორმაცია. ამის შესახებ ამერიკის საელჩო იუწყება.  „საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა საელჩოს ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ჩვენ ქართველ კოლეგებთან, მათ შორის, საქართველოს ეროვნულ ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობას ვაგრძელებთ. ელჩი დეგნანი ბანკის ხელმძღვანელობას გუშინ შეხვდა, რათა საქართველოს წინაშე არსებული ეკონომიკური გამოწვევების შესახებ მიეღო ინფორმაცია და განეხილა გზები, რომლებიც ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ ჩვენს პარტნიორობას უფრო გააღრმავებს“, - აღნიშნული ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. კელი დეგნანმა და კობა გვენეტაძემ ისაუბრეს იმ ნაბიჯებზე, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების აღსრულების მიმართულებით სებ-მა გადადგა ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა ხსენებული შეხვედრის შესახებ 12 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია.  

200 000 ლარამდე სავალუტო სესხის აღება ნებადართული გახდება - ეროვნული ბანკი

ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის ახალი ბრძანება გამოსცა, რომლის ფარგლებშიც, 2022 წლის 1-ელი სექტემბრიდან მოქალაქეებზე 200 000 ლარამდე მოცულობის სავალუტო სესხების გაცემა ნებადართული გახდება. ახალი წესის მიხედვით, ის პირები, რომელთაც უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები აქვთ, ქართული ბანკებიდან სავალუტო სესხის გამოტანას შეძლებენ. „კომერციული ბანკები უფლებამოსილნი არიან 200 000 ლარამდე სესხები/საბანკო კრედიტები გასცენ უცხოური ვალუტით, თუ სესხი/საბანკო კრედიტი სრულადაა უზრუნველყოფილი ფულადი სახსრებით იმავე ვალუტაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზნებისთვის, სესხის გაცემის შედეგად ამავე გამსესხებლის მიმართ მსესხებლის ჯამური ვალდებულებების დათვლისას არ უნდა იქნეს გათვალისწინებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი ვალდებულებები". - ნათქვამია ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის გამოცემულ ბრძანებაში.   

საქართველოს ეროვნული ბანკი: ივნისში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 1.24%-ით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 534.61 მლნ ლარით (1.24%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.15%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი ივლისისთვის 43.65 მლრდ ლარი შეადგინა. მთივე ცნობით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 452.74 მლნ ლარით (2.06%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 81.87 მლნ ლარით (0.39%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 2.23%-ით). "რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2022 წლის ივნისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.82 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.74%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.40 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.77%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.61%-ით მეტი). 2022 წლის ივნისის განმავლობაში, 1.03%-ით, ანუ 229.41 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისთვის 22.58 მლრდ ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის პირველი ივლისისთვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 51.37% შეადგინა, 2022 წლის პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.41 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.04 პროცენტული პუნქტით)", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

VTB-ის ყიდვაზე ოფიციალური მოთხოვნა არ შემოსულა - ეროვნული ბანკი

„ჩვენთვის ცნობილია, რომ VTB ბანკის ყიდვასთან დაკავშირებით არაერთი ინტერესი არსებობს. თუმცა ოფიციალურად ეროვნულ ბანკში ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში, რომელსაც VTB ბანკის შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ ავრცელებს.  VTB ბანკის ხელმძღვანელი: მხოლოდ საქართველოდან გავდივართ „ჩვენთვის ცნობილია, რომ VTB ბანკის ყიდვასთან დაკავშირებით არაერთი ინტერესი არსებობს. თუმცა ოფიციალურად ეროვნულ ბანკში ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა. საჯაროდ კონკრეტული კომპანიებისა და გვარების გაცხადების უფლება ამ ეტაპზე არ გვაქვს. თუმცა შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ ნებისმიერი გარიგება მოხდება გამჭვირვალედ, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. გამომდინარე იქიდან, რომ VTB ბანკი არის სანქცირებული აშშ ხაზინის დეპარტამენტის მიერ, შესაბამისად, მის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგება მხარეებმა უნდა შეათანხმონ აშშ ხაზინის დეპარტამენტთან. ეროვნული ბანკი მხოლოდ ამ თანხმობის შემთხვევაში გასცემს თანხმობას ტრანზაქციაზე", - აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  შეგახსენებთ, მედიაში დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ვითიბი“ ბანკს დავით ხიდაშელი ყიდულობს. ცნობისათვის, „VTB ბანკის“ საქართველოს ფილიალს ჩამოერთვა ფიზიკური პირების, მსესხებლებისა და დეპოზიტარების მომსახურების უფლება. საცალო სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი გადაეცა „ბაზისბანკს“, კორპორაციული საბანკო პორტფელი კი „ლიბერთი ბანკს“. მაისის დასაწყისში ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავამ განაცხადა, რომ შესაძლოა „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ გაიყიდოს. „ბიზნეს ფორმულას“ კითხვაზე, ვინ აპირებს ბანკის ყიდვას და არის თუ არა მსურველებს შორის ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, ლეჟავამ აღნიშნა, რომ ბანკის ყიდვით რამდენიმე ჯგუფია დაინტერესებული, რომელთა ვინაობა კონფიდენციალურია.

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 90 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2022 წლის 26 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 90 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ამასთან, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 242 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.749 პროცენტით, მაქსიმალური 9.890 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.832 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.  

კობა გვენეტაძე: ეროვნული ბანკი მივიდა იმ ეტაპამდე, როცა ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი დაძლეულია

გადაწყვეტილებები, რომელიც ეროვნული ბანკის გუნდმა ხანგრძლივი დისკუსიების, სცენარების შეფასების, ანალიზის შედეგად მიიღო, სწორედაც რომ ამ სიტუაციის შესაფერისი იყო, ანუ, არ იყო რადიკალური - ინფლაციის კონტროლი რეფინანსირების განაკვეთის მატებით ხდებოდა, მაგრამ  ეს მატება იყო ფრთხილი და მოზომილი, ისე, რომ ეკონომიკის გამოცოცხლების პროცესს არ დასწოლოდა, მაგრამ ინფლაციის კვლავ შემცირების პერსპექტივა მაინც შენარჩუნებულიყო, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ანგარიშით გამოსვლიას კობა გვენეტაძემ განაცხადა. ივნისში საქართველოში ინფლაციამ 12.8% შეადგინა - საქსტატი მისი თქმით, დღეს ეროვნული ბანკი მივიდა იმ ეტაპამდე, როცა ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი დაძლეულია. „ქვეყანამ გაიარა ურთულესი პანდემიის პერიოდი ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებით. აღსანიშნავია, რომ ფინანსური სტაბილურობის საკითხების და მაკროპრუდენციული პოლიტიკის აქტუალობა მსოფლიოში, განსაკუთრებით ბოლო წლებში, გაიზარდა. 2020 წელს განვითარებულმა პანდემიამ და შედეგად წარმოქმნილმა გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მნიშვნელობა. ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკი მაკროპრუდენციულ პოლიტიკასა და საფინანსო სექტორის ზედამხედველობას ახორციელებს. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მაკროპრუდენციული პოლიტიკის შედეგად, ფინანსურმა სექტორმა პანდემიით გამოწვეული შოკის საკმაოდ მძიმე ფაზა წარმატებით განვლო და ეკონომიკის შეუფერხებლად დაკრედიტება პანდემიის პირობებშიც განაგრძო. პანდემიამდე ეროვნული ბანკის მიერ დამატებითი კაპიტალის დაწესებულმა მოთხოვნებმა, პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების რეგულაციის ამოქმედებამ და სესხების დოლარიზაციის შემცირების მიზნით რიგი მაკროპრუდენციული ზომების თანმიმდევრულად გატარებამ ხელი შეუწყო აქტივების მდგრად ხარისხსა და კაპიტალის საკმარისი ბუფერების დაგროვებას", - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.  

ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

„ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში გახშირდა მომხმარებლებისთვის, ერთი შეხედვით, ხელსაყრელი ფინანსური შეთავაზებები, რომლებიც რეალურად შეიცავენ ე. წ. ფიშინგის ნიშნებს. უფრო კონკრეტულად, ვრცელდება ისეთი სახის სარეკლამო შეთავაზებები, რომელთა ინტერნეტ ბმულები მიმსგავსებულია რეალური ვებგვერდების მისამართებთან“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში, რომლის თანახმადაც ფინანსური ინსტიტუტი მოსახლეობას ინტერნერთაღლითების შესახებ აფრთხილებს.სებ-ის განცხადებით, მომხმარებელი მომხიბვლელი შეთავაზების მიღების მიზნით სტუმრობს აღნიშნულ გვერდს და ავსებს მოთხოვნილ ინფორმაციას. სინამდვილეში კი ვებგვერდის მფლობელს უზიარებს პერსონალურ, საბანკო ან/და სხვა საყურადღებო ინფორმაციას. მათ შორის, ფიქსირდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მომხმარებლებს სთავაზობენ მობილური ტელეფონის ანგარიშის იაფად შევსებას, მაგალითად სხვადასხვა პაკეტის შემთხვევაში და ა.შ."ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება მათი პირადი და საბანკო მონაცემების მსგავს ვებგვერდებზე მითითებისას, პირველყოვლისა გადაამოწმონ და კარგად დააკვირდნენ ვებგვერდის მისამართს, სადაც შეჰყავთ ინფორმაცია, მოიძიონ აღნიშნული კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო, თუ კომპანია ერთი შეხედვით სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ მათთან შემოთავაზების ნამდვილობა.დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 2 406 406. ფინანსურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით  ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ფინანსური განათლების ვებგვერდზე.  

ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 10 000 000 დოლარი შეისყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 დოლარი შეისყიდა. „პირველ აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7514 შეადგინა“,- ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში. ამასთან, ეს არ არის პირველი შემთხვევა წელს, როდესაც ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე დოლარი შეისყიდა. წინა სავალუტო აუქციონი 24 მაისს გაიმართა და მაშინაც სებ-მა ბაზრიდან 10 მილიონი დოლარი ამოიღო.  

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით კიდევ გამყარდა

1-ელი აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.68 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7484 ლარი გახდა. ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 10 000 000 დოლარი შეისყიდა სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გამყარდა 1.38 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8168 ლარი გახდა.0.01-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებამ 3.3649 ლარი შეადგინა.რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით, გამყარებამ 0.11 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 15.33 თეთრი გახდა.  

ეროვნული ბანკი: სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ეროვნული ბანკი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგს აქვეყნებს. 2 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 44 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.390 პროცენტით, მაქსიმალური 10.390 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.390 პროცენტით განისაზღვრა.  

კობა გვენეტაძე: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამომხმარებლო სესხებზე ვადა 4-დან 3 წლამდე შეამცირა

როვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამომხმარებლო სესხებზე ვადა 4-დან 3 წლამდე შეამცირა. როგორც სები-ის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე განაცხადა, ცვლილება ძალაში 15 აგვისტოდან შევა და ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება. „სამომხმარებლო დაკრედიტების შენელებისთვის ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გამოვიყენოთ მაკროპრუდენციული ინსტრუმენტი. ეს ინსტრუმენტია სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის 4-დან 3 წლამდე შემცირება. მიმდინარე პერიოდში სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირების მიზნით მიზანშეწონილად მივიჩნიეთ სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის შემცირება.  აღნიშნული ცვლილება ძალაში 15 აგვისტოდან შევა და ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება“, - აღნიშნა გვენეტაძემ.  

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-ია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება. „თუ ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა ან/და მოთხოვნის მხრიდან ფასებზე დამატებითი ზეწოლა გამოიკვეთა, შესაძლოა, პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება ან არსებულ დონეზე უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო" - ამბობს კობა გვენეტაძე.  მისი თქმით, ბოლო პერიოდის გლობალურ გამოწვევად კვლავ მაღალი ინფლაცია და ინფლაციური რისკები რჩება. "რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რუსეთზე დაწესებულმა საერთაშორისო სანქციებმა და მიწოდების ჯაჭვების დამატებითმა რღვევამ, მსოფლიო ბაზრებზე საკვები პროდუქტები, ნედლეული და ენერგორესურსები მნიშვნელოვნად გააძვირა. საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი ფასები მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას გადაეცემა და გლობალურად, მათ შორის, საქართველოში, მაღალი ინფლაციის მნიშვნელოვანი მიზეზია. ივლისში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა შედარებით შენელდა, თუმცა კვლავ მაღალია და 11.5 პროცენტს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე ფასების დასტაბილურების ნიშნები იკვეთება, გაურკვევლობა მაინც მაღალ დონეზე ნარჩუნდება და  მომავალი ტენდენციები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მსოფლიოში გეოპოლიტიკური მოვლენების განვითარებაზე. მთლიანობაში, ამ ფაქტორების გავლენით, მიმდინარე და მომავალ წელს ინფლაციას შემცირების - თუმცა წინა პროგნოზთან შედარებით უფრო ნელი ტემპით - ტენდენცია ექნება და, სხვა თანაბარ პირობებში, ის მის მიზნობრივ დონეს 2023 წლის შუა პერიოდიდან დაუახლოვდება" - თქვა სებ-ის პრეზიდენტმა. ამასთან, ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს "უწყვეტ რეჟიმში აკვირდება" და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 14 სექტემბერს გაიმართება. 

ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეცვალა

ეროვნულმა ბანკმა 2022 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეცვალა. ფინანსური ინსტიტუტი 9%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ამ გადაწყვეტლების შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განმარტება გააკეთა.  „წინასწარი მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა. ინფლაციურ რისკებს ასევე ის ფაქტიც აძლიერებს, რომ, ერთმანეთის მიმყოლი შოკების ფონზე, ინფლაცია მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან ხანგრძლივად არის გადახრილი. მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მიუხედავად, საკრედიტო აქტივობა წლის განმავლობაში კვლავ მაღალია, რაც, ერთი მხრივ, სამომხმარებლო, ხოლო, მეორე მხრივ, უცხოური ვალუტით დაკრედიტების ჭარბი ზრდის შედეგია. შესაბამისად, სამომხმარებლო დაკრედიტების შესანელებლად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პარალელურად,  მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებითი მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების გამოყენებას. ამასთან, მოსალოდნელია, რომ აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების განხორციელებულ და დაანონსებულ ზრდას საქართველოში უცხოური ვალუტით დაკრედიტებაზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მსგავსი ეფექტი ექნება. მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი 2022 წლის ეკონომიკურ ზრდას 9 პროცენტზე პროგნოზირებს“,- აღნიშნა გვენეტაძემ. შეგახსენებთ, ეროვნული ბანკი 2022 წელს 5%-იან ზრდას პროგნოზირებდა, თუმცა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე, პროგნოზი 4.5%-მდე შეამცირა.  

ეროვნულმა ბანკმა 20 000 000 დოლარი შეისყიდა

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის შედეგი ცნობილია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის 5 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. ამასთან, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7186 შეადგინა.  

საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას, საკუთარი თანხების დაბანდებამდე, მათი დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლად გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე, უპირველეს ყოვლისა, წინასწარ მოიძიონ ინფორმაცია კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის, ასევე მისი გადამხდელუნარიანობის მდგომარეობის შესახებ, გაარკვიონ რეგულირდება თუ არა ასეთი კომპანია რომელიმე უწყების მიერ, და მიიღონ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. „საქართველოს ეროვნული ბანკი სახსრების განთავსებისა და სხვადასხვა, ერთი შეხედვით მაღალშემოსავლიან, სქემებში ინვესტირების რისკებთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 2013 წლიდან პერიოდულად აფრთხილებს მოქალაქეებს. კერძოდ, კომპანიები, რომელთა საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად არ კონტროლდება რომელიმე საზედამხედველო ორგანოს, მათ შორის ეროვნული ბანკის მიერ, შესაძლოა ფიზიკურ პირებს საკმაოდ რისკიან აქტივებსა თუ ბიზნეს საქმიანობაში თანხის დაბანდებას სთავაზობდნენ. რიგ შემთხვევაში კი მათი საქმიანობა, “ფინანსური პირამიდის” კლასიკური მოდელის ნიშნებსაც ატარებს. ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში გააქტიურდნენ ისეთი კომპანიები, რომლებიც ინტენსიური სარეკლამო კამპანიის საშუალებით, მოსახლეობას მოკლე ვადაში ბაზრისათვის არაადეკვატურად მაღალი სარგებლის მიღებას სთავაზობენ. უნდა აღინიშნოს, რომ “ფინანსური პირამიდის” კლასიკური მოდელისგან განსხვავებით, აღნიშნული კომპანიები თანხის გამომუშავებისთვის მომხმარებლებს არ სთავაზობენ ფინანსურ ინსტრუმენტებს, მაგალითად ანგარიშზე/დეპოზიტზე თანხის განთავსებას, შესაბამისად, მათგან ფულად სახსრებს პირდაპირ არ იზიდავენ. თუმცა, თანხის გამომუშავების სანაცვლოდ მომხმარებლებს სხვადასხვა მოქმედებების შესრულებას თხოვენ, რაც, მათ შორის, შეიძლება მოიცავდეს კომპანიის სხვადასხვა მომსახურების გამოწერას, ონლაინ სივრცეში სარეკლამო შინაარსის შემცველი ინფორმაციის გაცნობას, გავრცელებას და ამავე მიზნით ახალი მონაწილეების მოწვევას. საყურადღებოა, რომ ამ ტიპის საქმიანობის მთავარი მიზანი, ფინანსური პირამიდის მსგავსად, სქემაში რაც შეიძლება ბევრი ახალი წევრის ჩართვა და მათი სახსრების არაპირდაპირი გზით მოზიდვა და არა ბიზნესის განვითარებაა. ამასთან, რაც უფრო მეტი ადამიანი ერთვება, მით უფრო იზრდება სქემის სიცოცხლისუნარიანობა. ასეთი პირამიდული სქემები, რომლებიც შესაძლებელია მრავალი სახით არსებობდეს, გარკვეულწილად მდგრადია მისი შექმნის მხოლოდ საწყის ეტაპზე, მანამ, სანამ სქემაში ახალი მონაწილეების მოზიდვის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად წარმატებული ჩანს ასეთი კომპანია დროის რომელიმე მომენტში, სქემა აუცილებლად იშლება, როდესაც შეუძლებელი ხდება ახალი წევრის და/ან დამატებითი თანხის მოზიდვა და, შედეგად, კომპანია ვეღარ ისტუმრებს წევრების მიმართ არსებულ ვალდებულებებს. საგულისხმოა, რომ უკანასკნელ პერიოდში პოპულარული მსგავსი სქემების შესახებ სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მომხმარებლისთვის ცნობილია სქემის რისკიანობის შესახებ, ხშირად ისინი შეგნებულად ერთვებიან ამ სქემებში იმის იმედით, რომ მათ მიერ ინვესტირებული თანხის გამომუშავებას სქემის დაშლამდე შეძლებენ. თუმცა, მსგავსი მიდგომა მაღალი რისკის შემცველია, რამდენადაც სქემის დაშლის მომენტის წინასწარ განჭვრეტა პრაქტიკულად შეუძლებელია. საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას, საკუთარი თანხების დაბანდებამდე, მათი დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლად გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე, უპირველეს ყოვლისა, წინასწარ მოიძიონ ინფორმაცია კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის, ასევე მისი გადამხდელუნარიანობის მდგომარეობის შესახებ, გაარკვიონ რეგულირდება თუ არა ასეთი კომპანია რომელიმე უწყების მიერ, და მიიღონ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.  

ეროვნული ბანკი: აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის 9 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. "აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 57 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.890 პროცენტით, მაქსიმალური 10.100 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.918 პროცენტით განისაზღვრა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

ეროვნული ბანკი: ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში. „10 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–მა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7096 შეადგინა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.  

რატომ გაუფასურდა აშშ დოლართან ლარი ერთბაშად 8 თეთრით - მიზეზები

ეროვნული ვალუტა 15 აგვისტოს აშშ დოლართან მიმართებით, ერთბაშად თითქმის 8 თეთრით გაუფასურდა. 2022 წლის მარტიდან ლარის აღმავალი ტრენდი 15 აგვისტოს შეჩერდა. ლარის კურსის დინამიკა 2022 წლის იანვრიდან 12 აგვისტოს ჩათვლით. ეროვნული ბანკი.  დღეს Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.8000 ლარად ივაჭრებოდა. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.8000 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 15 აგვისტოს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7877 ლარია, ერთი ევრო კი 2.8426 ლარი ღირს. „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე Europetime-თან ამბობს, რომ შესაძლოა, ლარის ნახტომისებური გაუფასურება გარკვეულწილად, გასულ კვირას ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბაზარზე განხორციელებულ ინტერვენციას უკავშირდება. „ბოლო პერიოდში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზრიდან $70 მილიონი ამოიღო, რასაც შესაძლოა, ეს გაუფასურება უკავშირდებოდეს. სებ-ის ამ გადაწყვეტილებამ სავალუტო ბაზარზე ლარის გაუფასურების გარკვეული მოლოდინი შეიქმნა“, - ამბობს კეპულაძე. ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგვისტოში სებ-მა $70 მილიონი ეტაპობრივად შეისყიდა. პირველ აგვისტოს ბაზრიდან $10 მილიონი ამოიღო, 5 აგვისტოს -$20 მილიონი, ხოლო 10 აგვისტოს ერთბაშად $40 მილიონი შეისყიდა. ივლისში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზრიდან $110 მილიონი შეისყიდა. „ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციები, დოლარის ყიდვა ან გაყიდვა, როგორც წესი გრძელვადიან და საშუალოვადიან კურსზე, განსაკუთრებულ ეფექტს ვერ ახდენს. ლარის კურსი იქნება ისეთი, როგორც განსაზღვრავს ბაზარი. ის რომ ეროვნული ვალუტა საგრძნობლად გამყარდა, ამის მიზეზია გაზრდილი ფულადი შემოსულობები. ფულადი გზავნილების 2022 წლის მონაცემებმა. 2019 წლის ივლისის (პანდემიამდე პერიოდი) მაჩვენებლებსაც კი აჯობა“, - ამბობს კეპულაძე. სებ-ის მონაცემებით, ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $306 მლნ (871.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 46.8%-ით (97.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ფულადი გზავნილები 2022 წლის ივლისი TOP 5 ქვეყანა:  რუსეთი - $100,59 მლნ; იტალია - $35,96 მლნ; აშშ - $28,56 მლნ; საბერძნეთი - $19,17მლნ; ისრაელი - $16,72 მლნ; „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე Europetime-თან ამბობს, რომ გამოითქვა ექსპერტული მოსაზრებები, რომ ლარი უფრო მეტად იყო გამყარებული, ვიდრე ამის საფუძველს ქმნის ეკონომიკა. „ეროვნული ბანკი დოლარს ყიდულობს ზაფხულში და ზამთარში, როცა კრიზისული პერიოდია ყიდის. ეს ყოველთვის ასეა, რადგან ზაფხულში სავალუტო შემოდინებები უფრო აქტიურია“, - აღნიშნავს გიორგი კეპულაძე. აშშ დოლართან მიმართებით, ლარის ნახტომისებურ, ერთბაშად 8 თეთრიან გაუფასურებაზე, ეროვნულ ბანკს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ამ დრომდე, საკითხზე შეფასება, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა გააკეთა. მისი თქმით, საშუალოვადიან პერიოდში ლარი აშშ დოლართან მიმართებით სტაბილურობას შეინარჩუნებს და ამას ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება უზრუნველყოფს.  „ბოლო პერიოდში ლარი გამყარებულია. როცა უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო, ლარი 3.40-ის ფარგლებში იყო დოლართან მიმართებით. შემდგომ სტაბილურად დაახლოებით 3.05 ფარგლებში იყო და დღეს ბოლო ვაჭრობის შედეგად 2.80-ის ფარგლებშია. ყველა ის ფაქტორი, რაც ქვეყანაში ფულადი ნაკადების შემოდინებას განსაზღვავს, იქნება ეს ექსპორტის მზარდი მაჩვენებელი, ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი თუ ფულადი გადმორიცხვების მზარდი მონაცემები, უზრუნველყოფს იმას, რომ საშუალოვადიან პერიოდში ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს. ყოველდღიურად შესაძლოა ლარის კურსი მერყეობდეს, თუმცა საშუალოვადიან პერიოდში ლარი სტაბილური იქნება და ამას ის ეკონომიკური აქტივობა უზრუნველყოფს, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ომის დაწყების შემდეგ, ლარის დაახლოებით 60-თეთრიანი გამყარება გვაქვს, რაზეც ვერ იტყვით რომ არ არის მნიშვნელოვანი”, - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გატანილი $20 მილიონიდან, მხოლოდ $8 305 000 გაყიდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის 17 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა გასაყიდად $20 მლნ გამოიტანა. აუქციონზე $8 305 000 აშშ  გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7961  შეადგინა. მანამდე, ეროვნულმა ბანკმა აგვისტოში, სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია 3-ჯერ განახორციელა და ჯამში $70 მილიონი შეისყიდა. ბოლო შესყიდვა 10 აგვისტიოს განხორცელდა, როცა სებ-მა $40 მილიონი შეისყიდა.  15 აგვისტოს, ეროვნული ლარი, აშშ დოლართან მიმართებით, ერთბაშად თითქმის 8 თეთრით გაუფასურდა და აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7877 ლარი შეადგინა.  რატომ გაუფასურდა აშშ დოლართან ლარი ერთბაშად 8 თეთრით - მიზეზები  

საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტის „ევრობასკეტი 2022“ გამოშვებას იწყებს

საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტის „ევრობასკეტი 2022“ გამოშვებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას  ეროვნული ბანკი ავრცელებს. „ევრობასკეტი 2022“ - წლის ყველაზე მნიშვნელოვანი საკალათბურთო ღონისძიებაა, როგორც მონაწილე ქვეყნების სპორტული მიღწევების, ასევე, ქვეყნის, როგორც მასპინძლისა და ორგანიზატორის საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსის თვალსაზრისით. ამასთან, საქართველომ ევრობასკეტის მასპინძლობის უფლება იტალიასთან (მილანი), გერმანიასთან (კიოლნი, ბერლინი) და ჩეხეთთთან (პრაღა) ერთად 2019 წელს მოიპოვა. „საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, თბილისი მსოფლიო ყურადღების ცენტრში ექცევა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი და საკალათბურთო რეიტინგის მოწინავე ნაკრები გუნდების მასპინძლობით. თბილისს ეწვევიან უმაღლესი რანგისა და მნიშვნელობის სტუმრები და გულშემატკივრები, რაც ჩვენი ქვეყნის სპორტული ტურიზმის პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ ქართულ კალათბურთს წელს 100 წელი უსრულდება. „ევრობასკეტი 2022“ - ის მასპინძლობას კი სპორტის ეს სახეობა ახალ საფეხურზე გადაჰყავს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ევრობასკეტი 2022 - ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვა. საკოლექციო მონეტის დიზაინი ღია კონკურსის წესით შეირჩა. მონეტის ავერსის ესკიზი - ალექსანდრე ვერულაშვილმა, ხოლო რევერსის ესკიზი - სოფიო წიქარიძემ მოამზადეს. მონეტა ბადენ-ვიურტემბერგის (გერმანია) სახელმწიფო ზარაფხანაში 5 000-იანი ტირაჟით მოიჭრა და მისი სარეალიზაციო ფასი 70 ლარია. ეროვნული ბანკი მუდმივად ცდილობს, გაითვალისწინოს ნუმიზმატების, კოლექციონერების და სხვა დაინტერესებული მხარეების სურვილები და რეკომენდაციები და ზრუნავს, გააუმჯობესოს საკოლექციო მონეტების რეალიზაციის პირობები. შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა წინასწარი შეკვეთების პრაქტიკა 2021 წელს დაიწყო და „ევრობასკეტი 2022“ იყო პირველი საკოლექციო მონეტა, რომელიც წინასწარი შეკვეთით გაიყიდა. წინასწარ შეკვეთილი მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის გვერდზე - https://moneymuseum.nbg.gov.ge, ასევე, საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში შემდეგი პირობებით: 2022 წლის 22 აგვისტოდან 28 აგვისტოს ჩათვლით წინასწარ შეკვეთილი მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით, მიწოდების პირობით, მათი ღირებულების დარჩენილი საფასურის (მათ შორის მიწოდებისა და დაზღვევის ღირებულება) გადახდით; შეკვეთის დასრულება-მიწოდების პირობები დეტალურად იხილეთ: https://moneymuseum.nbg.gov.ge 2022 წლის 29 აგვისტოდან 2 თვის განმავლობაში წინასწარ შეკვეთილი მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება საკასო ცენტრსა (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72-ე კმ.) და ყვარლის ფულის მუზეუმში (ყვარელი, შოთა რუსთაველის N10) მათი დარჩენილი საფასურის გადახდით, შემკვეთის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის პირობით. 2022 წლის პირველი სექტემბრიდან დაიწყება მონეტების გაყიდვა თავისუფალ რეჟიმში როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით - https://moneymuseum.nbg.gov.ge, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრისა (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72-ე კმ.) და საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის (ყვარელი, შოთა რუსთაველის N10) სალაროებში. თავისუფალ რეჟიმში მონეტების გაყიდვის პროცესში, მომხმარებელთა დიდი მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი იტოვებს უფლებას, გარკვეული პერიოდით შეზღუდოს 1 მომხმარებელზე გასაყიდი მონეტის რაოდენობა მათი უფრო მეტი დაინტერესებული პირის ხელმისაწვდომობისთვის. მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს კალათბურთის ფარისა და ბურთის სტილიზებული გამოსახულება. მარჯვენა მხარეს კი სტილიზებული სახით შესრულებულია ნომინალის აღმნიშვნელი წარწერა „5 ლარი“. წრიულ რკალზე მარჯვენა ნაწილში დატანილია წარწერები „ქართული კალათბურთი - 100 წელი” და „საქართველო . Georgia“, რომელთა შორის გამოსახულია ევრობასკეტის თასი. მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ცენტრში განთავსებული ევრობასკეტი 2022-ის ლოგო ქვეყნისა და ქალაქის წარწერით, კალათბურთის ბურთის კონტურული გამოსახულების ფონზე. მონეტის ქვედა მარცხენა ნაწილში დატანილია გამოშვების წელი „2022“. მონეტის მახასიათებლები: ნომინალი: 5 ლარი შემადგენლობა: Ag 925 წონა: 15.5 გ დიამეტრი: 33 მმ წიბო: გლუვი ხარისხი: პრუფი მოჭრის რაოდენობა: 5000 ცალი გამოშვების წელი: 2022 დიზაინერები: ავერსი - ალექსანდრე ვერულაშვილი; რევერსი - სოფიო წიქარიძე საქართველოს ეროვნული ბანკი მადლობას უხდის საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას მონეტის დიზაინში გამოყენებულ წარწერებსა და „ევრობასკეტი 2022“ - ის ლოგოსთან დაკავშირებით გაწეული დახმარებისათვის”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 32 305 000 აშშ დოლარი გაყიდა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 32 305 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 32 305 000 აშშ დოლარი გაყიდა დღეს, გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე 32 305 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8983 შეადგინა.  

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9002 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.9002 ლარი ეღირება, ევრო – 2.8935 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3697 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.9045 ლარი ღირდა, ევრო – 2.9126 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.4029 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, პირველი სექტემბრისთვის ამოქმედდება.  

საქართველოს ეროვნული ბანკი 2022 წლის სექტემბრის "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი 2022 წლის სექტემბრის "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს. ეროვნული ბანკის ცნობით, მიმოხილვაში დეტალურად არის გაანალიზებული გასული თვის მაკროეკონომიკური პარამეტრები და ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობა. "გამოცემის მიზანია უზრუნველყოს ფართო საზოგადოებისათვის ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზის ოპერატიულად მიწოდება. გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 63 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.190 პროცენტით, მაქსიმალური 10.200 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.195 პროცენტით განისაზღვრა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიში დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს "საქართველოს ეროვნული ბანკის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე", რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ  წარადგინა. ეროვნული ბანკის ანგარიში მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას. კობა გვენეტაძის მოხსენება იმ პრიორიტეტული მიმართულებების მიმოხილვით დაიწყო, რომლითაც საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ცენტრალური ბანკი ხელმძღვანელობდა. "მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამასთანავე, ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს ფინანსური სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ ზრდას ხელი ისე შეუწყოს, რომ მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას საფრთხე არ შეექმნას. ფასების სტაბილურობა, თავის მხრივ, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის ისეთი დონის არსებობას გულისხმობს, რომელიც გრძელვადიან პერიოდში მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის არის ოპტიმალური.  ეს გახლავთ ცენტრალური ბანკების არსი, და ამავდროულად, სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებისაგან განმასხვავებელი ნიშანი - გადაწყვეტილებების მიღებისას თუ პოლიტიკის გატარებისას, იფიქროს მათ გრძელვადიან შედეგსა თუ ეფექტიანობაზე", - განაცხადა კობა გვენეტაძემ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე და პანდემიის ეკონომიკურ ზეგავლენაზე. "ინფლაცია არის მაღალი. ძალიან ცხადად ვხედავ იმ სირთულეებს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ და აბსოლუტურად მესმის, რომ ინფლაცია მძიმე ტვირთია მომხმარებლებისთვის. მაგრამ მსურს მათაც ავუხსნა, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს, გლობალური შოკებისა და კრიზისის გავლენის შესახებ. ბოლო წლებში განვითარებული ერთმანეთის მიმყოლი შოკების ფონზე, ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა გლობალურ გამოწვევად იქცა. ეკონომიკური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციების მიმოხილვებში დღეს გლობალური ინფლაცია ყველაზე მთავარ გამოწვევად მოიაზრება. ამ მხრივ, გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს და ჩვენც ამ დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.  

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგებს აქვეყნებს. სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო, მოთხოვნამ 66 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.790%-ით, მაქსიმალური 9.880%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.807%-ით განისაზღვრა.  

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 11%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 11%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ის განცხადებით, ქვეყანაში ინფლაციური რისკები ნარჩუნდება, ამიტომაც მიზანშეწონილია განაკვეთი გამკაცრებულ დონეზე შენარჩუნდეს.  „ინფლაციური წნეხი კვლავ საკმაოდ მაღალია როგორც საქართველოში, ასევე დანარჩენ მსოფლიოში. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რუსეთისთვის დაწესებულმა საერთაშორისო სანქციებმა და მიწოდების ჯაჭვების დამატებითმა რღვევამ, მსოფლიო ბაზრებზე საკვები პროდუქტები, ნედლეული და ენერგორესურსები მნიშვნელოვნად გააძვირა. ინფლაციურ რისკებს ასევე ის ფაქტიც აძლიერებს, რომ, ერთმანეთის მიმყოლი შოკების ფონზე, ინფლაცია მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან ხანგრძლივად არის გადახრილი. თუმცა, ბოლო დროს საერთაშორისო ბაზრებზე პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება. ბრენტის ნავთობის ფასი და საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულება შემცირებას განაგრძობს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) თანახმად, სურსათის საერთაშორისო ინდექსი ივლისში წინა თვესთან შედარებით 9.0 პროცენტით, ხოლო აგვისტოში - 1.9 პროცენტით შემცირდა. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ტენდენციები ეტაპობრივად ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცემა და ინფლაციის დინამიკაზე დადებით გავლენას მოახდენს.აგვისტოში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ, წინა თვის მსგავსად, შემცირების ტენდენცია შეინარჩუნა და 10.9 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის კლების ნიშნები ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. მთლიანობაში, ზემოთ აღნიშნული ფაქტორებისა და წინა წელთან შედარებით გამყარებული ეფექტური გაცვლითი კურსის გავლენით, მიმდინარე და მომავალ წელს ინფლაციას შემცირების ტენდენცია ექნება და, სხვა თანაბარ პირობებში, მიზნობრივ დონეს 2023 წლის შუა პერიოდიდან დაუახლოვდება. თუმცა მომავალი ტენდენციები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გეოპოლიტიკური მოვლენების განვითარებაზე. ამიტომ, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება. ამასთან, თუ ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა ან/და მოთხოვნის მხრიდან ფასებზე დამატებითი ზეწოლა გამოიკვეთა, შესაძლოა, პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება ან არსებულ დონეზე უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო.რაც შეეხება ეკონომიკურ აქტივობას, წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის საშუალო წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 10.3 პროცენტი შეადგინა. ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ტურისტული შემოსავლების მნიშვნელოვანი მატებაა. თუმცა ძლიერია შიდა მოთხოვნაც, რაც ინფლაციის უფრო სწრაფ შემცირებას აფერხებს. შიდა მოთხოვნის სიძლიერის ხელშემწყობია დაკრედიტების შედარებით მაღალი ზრდის ტემპი, რისი ძირითადი მიზეზი სამომხმარებლო და უცხოური ვალუტის სესხებია, რომელთა შენელებაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდას ნაკლები გავლენა აქვს. შესაბამისად, ბოლო პერიოდში ეროვნულმა ბანკმა, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პარალელურად, მაკროპრუდენციული ინსტრუმენტებიც აამოქმედა, რაც სესხების ზრდის ტემპს უკვე დაეტყო და ეს ეფექტი მომავალში გაძლიერდება. ასევე, მოსალოდნელია, რომ წამყვანი ცენტრალური ბანკების მიერ პოლიტიკის განხორციელებულ და დაანონსებულ გამკაცრებას, საქართველოში უცხოური ვალუტით დაკრედიტებაზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მსგავსი ეფექტი ექნება. ამავდროულად, აშშ დოლარის მსგავსად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ევროთი მოზიდული სახსრების სარეზერვო მოთხოვნებზე დარიცხვას ფიქსირებულად 0 პროცენტზე განსაზღვრავს.საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ განცახდებაში.მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება.

ეროვნული ბანიკი: საქართველოში 2022 წლის აგვისტოში, უცხოეთიდან 334.3 მლნ აშშ დოლარის ფულადი გზავნილი შემოვიდა

2022 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 334.3 მლნ აშშ დოლარი (927.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 2021 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე 63.1%-ით (129.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. "უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.8% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა აგვისტოში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 93.0% მოდიოდა. ეს ქვეყნებია: ევროკავშირის ქვეყნები, იტალია, საბერძნეთი, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, ირლანდია, კვიპროსი, ნიდერლანდები, ბელგია, რუსეთის ფედერაცია, აშშ, ისრაელი, სომხეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, თურქეთი, ბელარუსი, აზერბაიჯანი, გაერთიანებული სამეფო, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, კანადა, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.5 მლნ აშშ დოლარი (81.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის აგვისტოს (27.4 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.6%-ით მეტია", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ეროვნულმა ბანკმა ერთიანი ევროგადახდების სივრცეში საქართველოს გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ერთიანი ევროგადახდების სივრცეში (Single Euro Payment Area – SEPA) საქართველოს გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინა. სებ-ის ცნობით, SEPA-ში გაწევრიანება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ევროგადახდების სივრცეში გაერთიანების განაცხადი შეიტანა. აპლიკაციის მომზადებისას ეროვნული ბანკის გუნდი, სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად, აქტიურად მუშაობდა. „SEPA პროექტის მიზანია, ევროპის მასშტაბით, ევროს ელექტრონული გადახდების ჰარმონიზაცია და გადახდების ერთიანი და სტანდარტიზებული სისტემის შექმნა. ის აუქმებს ტექნიკურ, სამართლებრივ და საბაზრო ბარიერებს მონაწილე ქვეყნებს შორის და მომხმარებლებს და ბიზნესს საშუალებას აძლევს, ევროში ელექტრონული გადახდები განახორციელონ ერთი და იმავე ძირითადი პირობებით და ერთსა და იმავე უფლებებისა და პასუხისმგებლობების შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თუ რომელ წევრ ქვეყანაში იმყოფებიან ისინი. საქართველოს SEPA-ში გაწევრიანება სარგებლის მომტანი რამდენიმე მიმართულებით იქნება: საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს საფინანსო სექტორის სანდოობა, გაიოლდება ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან სავაჭრო ურთიერთობები, საქართველოს მოქალაქეები გამარტივებული და იაფი მომსახურებით ისარგებლებენ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით. 2020 წლიდან SEPA-ს გეოგრაფიულ არეალში ჩართვა არაევროკაშირისა და ევროზონის ქვეყნებისთვისაც გახდა შესაძლებელი, რისთვისაც აუცილებელია, რომ ქვეყანა აკმაყოფილებდეს ევროპული გადახდების საბჭოს (European Payment Council - EPC) კრიტერიუმებს, რომლებიც რამდენიმე თემატურ ქვეკატეგორიად არის წარმოდგენილი. კერძოდ, აპლიკანტმა უნდა დაამტკიცოს, რომ ქვეყანას, რომელსაც ის წარმოადგენს, ევროკავშირთან მჭიდრო ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობა აქვს. ასევე, საგადახდო სფეროს და საფინანსო სექტორის მარეგულირებელი, კონკურენციისა და პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობა ფუნქციურად ევროკავშირის კანონმდებლობის ეკვივალენტურია. გარდა ამისა, აპლიკანტმა უნდა წარადგინოს ევროში ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობა და გადარიცხვების მოცულობა. წევრობაზე განაცხადს ევროპული გადახდების საბჭო განიხილავს და გადაწყვეტილებას ევროპულ კომისიასთან (European Commission) კონსულტაციით იღებს. ევროპული გადახდების საბჭო წელიწადში 4-ჯერ იკრიბება. მორიგი სხდომის გამართვის სავარაუდო პერიოდი მიმდინარე წლის ნოემბერია,“- ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.

ეროვნული ბანკი: უძრავი ქონების ბაზარზე ფასებისა და ქირის ზრდის ტენდენცია შეინიშნება

"უძრავი ქონების ბაზარზე ფასებისა და ქირის ზრდის ტენდენცია შეინიშნება", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ზრდა ეს ერთი მხრივ, გაზრდილი მოთხოვნით, ხოლო მეორე მხრივ, მშენებლობის მომატებული ხარჯებითაა განპირობებული. „უძრავი ქონების ბაზარი პანდემიით გამოწვეულ კრიზისამდეც მდგრადი იყო, რამაც სექტორს კრიზისის დროულ დაძლევაში შეუწყო ხელი. აღნიშნულს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებებიც დაეხმარა. ყოველივე ამის ფონზე, უძრავი ქონების ფასების მნიშვნელოვანი კორექტირება წინა წლებში არ მომხდარა. მიმდინარე წელს კი უძრავი ქონების როგორც ლარში, ასევე დოლარში გამოხატულ ფასებში ზრდის დინამიკა შეინიშნება. აღნიშნული ტენდენცია ფიქსირდება სხვა ქვეყნებშიც, განსაკუთრებით პანდემიის დაწყების შემდეგ, რაც გარკვეულწილად მუშაობის ონლაინ რეჟიმზე გადასვლითა და, შესაბამისად, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საჭიროებით იყო განპირობებული. გარდა ამისა, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ქვეყანაში გაზრდილი მიგრაციის შედეგად უძრავ ქონებაზე მოთხოვნამ მოიმატა. ასევე, მომატებულია სამშენებლო ხარჯები, რაც უძრავი ქონების ფასს დამატებით ზრდის. აღსანიშნავია კაპიტალიზაციის ინდექსის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც უძრავი ქონების, როგორც საინვესტიციო აქტივის, მიმზიდველობის საზომია. ეროვნულის ბანკის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, უძრავი ქონების ბაზარი მდგრადობას ინარჩუნებს, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონში გაურკვევლობას მნიშვნელოვნად ზრდის, რაც სექტორში რისკების დაგროვების წყარო შეიძლება გახდეს. უძრავი ქონების ბაზარზე დაგროვილი რისკების რეალიზაციას შეუძლია მნიშვნელოვნად იმოქმედოს ბანკების აქტივების ხარისხზე და, შესაბამისად, ფინანსური სტაბილურობის რისკების წყარო გახდეს. აქედან გამომდინარე, უძრავი ქონების ბაზრის მონიტორინგს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“, – აცხადებენ ეროვნული ბანკში.  

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე, 80 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2022 წლის 4 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. "აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 141 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.250 პროცენტით, მაქსიმალური 9.450 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.423 პროცენტით განისაზღვრა. კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 9.375 პროცენტს შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8150 ლარი გახდა

"1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8150 ლარი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8150 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8228 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0078 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7860 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7590 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0270 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8055 ლარი გახდა

"დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8055 ლარი გახდა", - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8150 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0095 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7825 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7860 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0035 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8043 ლარი გახდა

"დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8043 ლარი გახდა", - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7712 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7825 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0113 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7997ლარი გახდა

"დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7997ლარი გახდა", - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7997ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8043 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0046 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7429 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7712 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0283 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7980 ლარი გახდა

"დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7980 ლარი გახდა", - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. რა გავლენა ექნება ევროს გაუფასურებას საქართველოს ბაზარზე "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7997 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0017 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7124 ლარია. „დღეს მოქმედი კურსი 2.7429 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0305 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე, 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 57 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.650 პროცენტით, მაქსიმალური 9.750 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.730 პროცენტით განისაზღვრა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

1 აშშ დოლარი 2.7920 ლარი გახდა

12 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7920 ლარი ეღირება, ევრო – 2.7105 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.0877 ლარი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. "დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7980 ლარი ღირდა, ევრო – 2.7124 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.0935 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 12 ოქტომბრისთვის ამოქმედდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7859 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7859 ლარი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7859 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7920 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0061 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7057 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7105 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0048 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7741 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7741 ლარი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7741 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7859 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0118 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.6970 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7057ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0087 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

საქართველოს ეროვნული ბანკი ინტერნეთაღლითობის შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკის სახელით გავრცელდა ინფორმაცია გათამაშების შესახებ, ბანკი კი არანაირი მსგავსი სახის ონლაინგათამაშების ორგანიზებას არ ახდენს, - საქართველოს ეროვნული ბანკი ინტერნეთაღლითობის შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს.  ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება, სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტსივრცეში ფინანსური თუ პირადი მონაცემების მითითებისას,  გადაამოწმონ და კარგად დააკვირდნენ ვებგვერდის მისამართს. „ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს სხვადასხვა ვებგვერდზე მათი პირადი ინფორმაციის შევსების სანაცვლოდ, გარკვეული ფულადი თუ სხვა პრიზების მოგების დაპირებით, გათამაშებაში მონაწილეობის მიღებას სთავაზობენ. ამასთან, რამდენიმე შემთხვევაში, გათამაშების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის სახელითაც გავრცელდა. მათ შორის, მომხმარებლებს ამ შეთავაზებების სხვა პირებთან გავრცელებისკენ უბიძგებდნენ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეროვნული ბანკი არანაირი მსგავსი სახის ონლაინგათამაშების ორგანიზებას არ ახდენს. გასათვალისწინებელია, რომ პირადი ინფორმაციისა თუ მონაცემების გამჟღავნების შემთხვევაში, არსებობს ამ ინფორმაციის მოპოვებით დაინტერესებული პირების მიერ სხვადასხვა თაღლითური ოპერაციის განხორციელების რისკი. საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტსივრცეში ფინანსური თუ პირადი მონაცემების მითითებისას. პირველ ყოვლისა, გადაამოწმონ და კარგად დააკვირდნენ ვებგვერდის მისამართს, სადაც შეჰყავთ ინფორმაცია, მოიძიონ აღნიშნული კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო თუ კომპანია, ერთი შეხედვით, სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ შეთავაზების ნამდვილობა. დამატებით მოგიწოდებთ, დაიცვათ შემდეგი წესები: შემოწმების გარეშე არ გადასცეთ სხვა პირებს პირადი მონაცემები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ფინანსური ოპერაციების უნებართვო განხორციელება; გადაამოწმეთ ვებგვერდის მისამართი – ფინანსური მომსახურების გამოყენებამდე შეამოწმეთ ის მისამართი, სადაც მონაცემების შეყვანას აპირებთ. შეაფასეთ ვებგვერდის შიგთავსი (კონტენტი); ყალბი ვებგვერდის შექმნისას დიდი ყურადღება და რესურსი ეთმობა იმას, რომ ის ნამდვილი, ოფიციალური ვებგვერდის მსგავსი იყოს. უკიდურესი სიფრთხილით მოეკიდეთ სოციალურ ქსელებში არსებულ ფინანსურ შეთავაზებებს; გადაამოწმეთ ვებგვერდის მფლობელი – www.WHO.is, მომხმარებელს კონკრეტული მისამართის ნამდვილობის გადამოწმება შეუძლია. გადახდის სანდო წყარო – ნამდვილი ან ოფიციალური ვებგვერდი მომხმარებელს ყოველთვის მოსთხოვს გადახდის განხორციელებას საგადახდო ბარათის ან ოფიციალური პორტალის (მაგ., PayPal) მეშვეობით. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე – 032 2 406 406. საქართველოს ეროვნული ბანკის გაფრთხილებები კი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. ფინანსურ თაღლითობასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ფინანსური განათლების ვებგვერდზე“, – ნათქვამია განცხადებაში.  

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე, 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. "აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა, ხოლო მოთხოვნამ 75 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.200 პროცენტით, მაქსიმალური 9.427 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.346 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 10.250 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ეროვნული ბანკი: კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ, მომხმარებლებს დააკისრონ წინასწარ დაფარვის საკომისიო უცხოური ვალუტის სესხის გალარების შემთხვევაში

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ, მომხმარებლებს დააკისრონ წინასწარ დაფარვის საკომისიო უცხოური ვალუტის სესხის გალარების შემთხვევაში, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. „ბოლო პერიოდში გაზრდილი დაინტერესების გამო, გვსურს დამატებით განვმარტოთ, რომ კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ მომხმარებლებს დააკისრონ წინასწარ დაფარვის საკომისიო უცხოური ვალუტის სესხის გალარების შემთხვევაში. უფრო კონკრეტულად, იმ შემთხვევაში თუ უცხოური ვალუტის სესხის რეფინანსირების მიზანს სესხის ლარში გადატანა (კონვერტაცია) წარმოადგენს, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ ფიზიკურ პირს დააკისრონ უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე რეფინანსირების შედეგად წინსწრების დაფარვის საკომისიო, პირგასამტეხლო ან ნებისმიერი საჯარიმო სანქცია. აღნიშნული მითითება ვრცელდება იმ შემთხვევებშიც, როდესაც რეფინანსირება სხვა კომერციულ ბანკებში აღებული კრედიტით ხდება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეზღუდვა ძალაშია 2017 წლის დასაწყისიდან. დამატებითი შეკითხვებისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ეროვნული ბანკის ცხელ ხაზს: 2 406 406“,- აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.  

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7578 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7578 ლარი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7578 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7569 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7076 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6849 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0227 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7821 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7821 ლარი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7821 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7723 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0098 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7874 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7329 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0545 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7758 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7758 ლარი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7758 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7840 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0082 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7591 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7932 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0341 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

რა იწვევს საქართველოში ორნიშნა ინფლაციასა და ფასების ზრდას

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა. სებ-ის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის პროგნოზით კი, ორნიშნა ინფლაცია 2023 წლის თებერვლის ბოლომდე შენარჩუნდება, შემდეგ კი, მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს თანდათან დაუბრუნდება. რა იწვევს მაღალ ინფლაციასა და მზარდ ფასებს, საქართველოს ბაზარზე? ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, წლიური ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთ ფაქტორად რუსეთიდან და ბელორუსიდან შემოსულ მიგრანტებს უკავშირებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებას, ეკონომიკისა და საფინანსო სფეროს სპეციალისტები ნაწილობრივ ეთანხმებიან და ორნიშნა ინლაციის გამომწვევ სხვა ფაქტორებსაც ასახელებენ.  Europetime-თან ინტერვიუში, ეკონომიკის დოქტორი, ლია ელიავა მზარდი ინფლაციის რამდენიმე ფაქტორს ასახელებს. „პირველი და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორია თურქეთი და რადგან იქ არის მაღალი ინფლაცია, ბუნებრივია, საქართველოში განხორციელებულ იმპორტზე აისახება. მეორე ფაქტორია, გაურკვევლობა ადგილობრივ მეწარმეებს შორის, რომლებიც ამ პირობებში ცდილობენ თავისი ფინანსების მომავალი დანაკარგებისაგან დაზღვევას და აძვირებენ სამომხმარებლო პროდუქციას“, - აცხადებს ელიავა. ამასთან, ელიავა, 2022 წელს ინფლაციაში ლარის კურსის ფაქტორს გამორიცხავს. „ლარის მერყევი კურსი, რომელიც ყოველთვის იყო ინფლაციის მამოძრავებელი, ახლა გამოირიცხება. უცხოეთიდან, კერძოდ რუსეთიდან ფულადი გზავნილების ფონზე, ლარი გამყარდა. ამიტომ, ინფლაციაზე გავლენას ძირითადად ის ორი ფაქტორი ახდენს გავლენას, რაც დავასახელე“. მისივე თქმით, ინფლაცია, დღეს მთელ მსოფლიოში მწვავე საკითხია. „ამ პრობლემას ვერ უმკლავდება ვერც ევროპა და ვერც ამერიკის შეერთებული შტატები. თუმცა იქ ინფლაციას აქვს კონკრეტული მიზეზი - ესაა ენერგორესურსების პრობლემები“. ეკონომიკის დოქტორი აღნიშნავს, რომ ინფლაცია საკმაოდ მძიმე გამოწვევაა საქართველოს მცირე ეკონომიკისთვის და განსაკუთრებით მოსახლეობისთვის. „ეს იმ ფონზე, როცა  ფასების ზრდას, არ სდევს შემოსავლების ზრდა“, - ამბობს ელიავა.  Europetime-თან ინტერვიუში, ანალიტიკოსი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ნიკა შენგელია ამბობს, რომ ინფლაციის გამომწვევ მიზეზებში ერთ-ერთი მთავარია საწვავზე არსებული მაღალი ფასები, „რასაც ეროვნული ბანკი ფუნდამენტურ მიზეზად არ ასახელებს“. „საწვავი რომ არ იყოს ასე ძვირი, ვფიქრობ ინფლაცია არ იქნებოდა ორნიშნა. გაძვირებული საწვავი ბევრ სხვა ფაქტორზე ახდენს გავლენას“, - აღნიშნავს შენგელია. ამასთან, ეკონომიკის ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მზარდი ინფლაცია და სასურსათო პროდუქციის გაძვირება, გარკვეულწილად, ბაზარზე გაჩენილმა მოთხოვნამაც განაპირობა. „რუსეთიდან და ბელორუსიდან ჭარბი მიგრაციის ფონზე პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება, ჩვენ წარმოება არ გვაქვს და შესაბამისად იმპორტია გაზრდილი. გაძვირებულია ნედლეული და სურსათი, რაც მეტწილად უცხოეთიდან შემოდის. ჩვენს პირველ სავაჭრო პარტნიორ თურქეთში ინფლაცია 83%-ს გადასცდა, ხოლო რუსეთში, რომელიც ჩვენი სავაჭრო პარტნიორების სამეულშია, ინფლაცია 14-15%-ის ფარგლებშია. რა თქმა უნდა, წნეხს საქართველოში, ინფლაციაზე ესეც აძლიერებს“, - აღნიშნავს შენგელია. მისივე თქმით, თუ ქვეყანაში ორნიშნა ინფლაცია შენარჩუნდა, „ვითარება დამძიმდება, რადგან, ჩნდება სოციალური აფეთქების საფრთხე“. ეკონომიკის დოქტორი, არსებული ვითარებიდან ერთ-ერთ გამოსავალს ადგილობრივი წარმოების ზრდაში ხედავს, „რასაც სესხებზე, მაღალი საპროცენტო განაკვეთი აფერხებს“. „იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაციის მიზეზი არაა მონეტარული ფაქტორები, ეროვნულმა ბანკმა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი სულ მცირე 3%-ით მაინც უნდა დასწიოს, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკისა და ადგილობრივი წარმოების განვითარებას“, - აღნიშნავს შენგელია. როგორ იცვლებოდა ინფლაცია 2022 წელს თვეების მიხედვით, საქსტატის მონაცემები ასეთია: იანვარი - 13,9%; თებერვალი - 13,7%; მარტი - 11,8%; აპრილი - 12,8%; მაისი - 13,3%; ივნისი - 12,8%; ივლისი - 11,5%; აგვისტო - 10,9%; სექტემბერი - 11,5%; საქსტატის მონაცემებით, სექტემბრის ინფლაციაში 17,6%-ით სურსათი და უალკოჰოლო სასმელები პირველია. შემდეგ ყველაზე მეტად, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების მომსახურება გაძვირდა - 15,7%. შემდეგ ტრანსპორტი - 14,1%, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 12.2%. რა გავლენას მოახდენს თურქეთის მზარდი ინფლაცია საქართველოს ბაზარზე

ეროვნული ბანკი: არარეგისტრირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების არსებობა დაფიქსირდა

საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს. ეროვნული ბანკის ცნობით, სხვადასხვა ლოკაციაზე არარეგისტრირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების არსებობა და მათ მიერ ვალუტის გადაცვლის ოპერაციების უნებართვოდ წარმოების ფაქტები დაფიქსრიდა. „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი დადგენილი წესის შესაბამისად. რეგისტრაციის გარეშე ვალუტის გადაცვლის ოპერაციების წარმოება წარმოადგენს კანონდარღვევას და შესაძლოა გამოიწვიოს სამართლებრივი პასუხისმგებლობის, მათ შორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დადგომა. მოვუწოდებთ მეწარმე სუბიექტებს, თავი შეიკავონ კანონმდებლობის გვერდის ავლით ვალუტის გადაცვლის ოპერაციების წარმოებისგან. ამავდროულად, ვთხოვთ, მომხმარებლებს გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და ვალუტა გადაცვალონ მხოლოდ რეგისტრირებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში, ყოველთვის მოითხოვონ ქვითარი, ხოლო ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 2 406 406 ან მოგვწერონ - cp@nbg.gov.ge“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

სებ-ი: ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად - 41%-ით, კარტოფილი გაძვირდა

საქართველოს ეროვმული ბანკის მონაცემებით, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად კარტოფილი (41%-ით) გაძვირდა, რამაც თვის ინფლაცია 0.4 პროცენტული პუნქტით გაზარდა. საქსტატი: წინა წელთან შედარებით, პური 26.1%-ით, ზეთი 18%-ით გაძვირდა ამასთან, სებ-ის ინფორმაციით, საპირისპიროდ, ბენზინის გაიაფებამ თვის ინფლაცია 0.2 პროცენტული პუნქტით შეამცირა. სურსათზე ფასების ზრდამ ოქტომბრის წლიურ ინფლაციაში 4.6%-იანი წვლილი შეიტანა. „აქედან გამოსარჩევია ყველზე და პურზე წლიურად შესაბამისად 29% და 21%-ით ფასების მატება და თითოულის 0.8 პპ-იანი წვლილი. ბოლო თვეებში საწვავი თანდათან იაფდება. პარალელურად საწვავის წვლილიც ინფლაციაში მცირდება. ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 0.8 პპ-მდე შემცირდა. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, მთლიან ინფლაციასთან შედარებით დაბალი იყო და 7.3 პროცენტს შეადგენდა“, - ნათქვამია სებ-ის კვლევაში.   

ლარი ისევ გაუფასურდა - ვალუტის კურსი

30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7177 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7153 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.24 თეთრი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8161 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8196 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.35 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1458 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.2618 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 1 დეკემბრიდან შევა ძალაში.  

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

1 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7112 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7177 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.65 თეთრი შეადგინა. "გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8278 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8161 ლარს შეადგენდა.შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.17 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1455 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.2911 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 2 დეკემბრიდან შევა ძალაში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

5 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6987 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7056 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.69 თეთრი შეადგინა. ამის შესახებ ინფრომაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8431 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8466 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.35 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1448 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.3048 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 6 დეკემბრიდან შევა ძალაში.  

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე, 80 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის 6 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ცენტრალური ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 200 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.900 პროცენტით, მაქსიმალური 9.090 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.008 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.  

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6902 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6902 ლარი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6902 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6943 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0041 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8239 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8287 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0048 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

ლარი კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი

9 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6802 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6848 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.46 თეთრი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8300 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8196 ლარს შეადგენდა.შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.04 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1437 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.2811 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 10 დეკემბრიდან შევა ძალაში.  

კობა გვენეტაძე: ინფლაცია, მიზნობრივ მაჩვენებელს მომდევნო წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკისათვის ინფლაციის მომავალ დინამიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კობა გვენეტაძის თქმით, ინფლაცია უკვე საკმაოდ ხანგრძლივადაა გადახრილი მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან, ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკები კვლავ ნარჩუნდება. „მიმდინარე საბაზო მაკროეკონომიკური პროგნოზით, საშუალოდ, 2022 წელს ინფლაცია 11.9%-ის, ხოლო 2023 წელს კი 5.3%-ის ფარგლებში იქნება და, სხვა თანაბარ პირობებში, ის მიზნობრივ მაჩვენებელს მომდევნო წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრას გაზრდილი მოკლევადიანი მოლოდინები და საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო ნედლეულის ჯერ კიდევ მაღალი ფასები განაპირობებს. მათი კლებისა და გამყარებული გაცვლითი კურსის ფონზე, საშუალოვადიან პერიოდში აღნიშნული გადახრა აღმოიფხვრება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო თვეებში საერთაშორისო ბაზრებზე ფასების დასტაბილურებისა და პოზიტიური ტენდენციის მიუხედავად, კვლავ მაღალია საკვები პროდუქტებისა და ნავთობის ფასები, რის ფონზეც გლობალურად ინფლაცია გაიზარდა და ცენტრალური ბანკების მხრიდან მონეტარული პოლიტიკის მკვეთრი და სინქრონიზებული გამკაცრების საჭიროება დადგა. „კერძოდ, აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ფედერალური ფონდების განაკვეთი, ნოემბერში 4%-მდე, ხოლო ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, ოქტომბერში, პოლიტიკის განაკვეთი კიდევ ერთხელ, 2%-მდე გაზარდა. ხოლო ინფლაციის კუთხით, ნოემბერში სამომხმარებლო ფასები აშშ-ში წლიურად 7.1%-ით, ხოლო ევროზონაში - 10.0%-ით გაიზარდა“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.  

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 11.0%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 21 დეკემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11.0 პროცენტს შეადგენს. „რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ გლობალურად მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცვლილებები გამოიწვია და პანდემიისგან წარმოქმნილი მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა. თუმცა ბოლო პერიოდში საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების დასტაბილურების ნიშნები იკვეთება. ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად ნავთობპროდუქტების ფასებმა მოიკლო. ამავდროულად, საერთაშორისო ტრანსპორტირების ფასები სწრაფი ტემპით შემცირებას განაგრძობს, რაც იმპორტირებული პროდუქტების ფასებზეც უნდა აისახოს. საქართველოში ინფლაციამ პიკური პერიოდი უკვე გაიარა და მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ მაღალ დონეზეა და ნოემბერში 10.4 პროცენტი შეადგინა, მას შემცირების ტენდენცია აქვს. მოსალოდნელია, რომ, გაცვლითი კურსის გამყარების ფონზე, აღნიშნული გლობალური ტენდენციები ეტაპობრივად ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცემა, რამაც ინფლაციის კიდევ უფრო შემცირებას უნდა შეუწყოს ხელი“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში. ამასთან, სებ-ში აღნიშნვენ, რომ გასათვალისწინებელია, მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, გაურკვევლობა კვლავ მაღალია და არსებული რისკები ინფლაციაზე, ძირითადად, ზრდის მიმართულებით მოქმედებს. „ამავე დროს, ინფლაცია მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან ხანგრძლივი პერიოდითაა გადახრილი, რაც ინფლაციურ მოლოდინებს აძლიერებს და ნომინალური ხელფასების ზრდის ტემპის სამუშაო ძალის პროდუქტიულობის ზრდის ტემპზე მნიშვნელოვნად გადაჭარბების რისკებს ქმნის. საყურადღებოა მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური ეფექტიც. ეკონომიკური აქტივობა კვლავ ძლიერია – რუსეთ-უკრაინის ომისა და თანმდევი სანქციების შედეგად, საქართველოში მიგრაციული ნაკადები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ერთობლივი მოთხოვნა დაასტიმულირა. წინასწარი შეფასებით, ოქტომბრის ეკონომიკური ზრდა 8.3 პროცენტია, მიმდინარე წლის პირველი ათი თვის საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა კი 10.0 პროცენტს შეადგენს. ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე ეკონომიკური აქტივობის დონე მის პოტენციურ დონეს აღემატება, რაც, საგარეო შემოდინებების შედეგად ლარის გაცვლითი კურსის გამყარების მიუხედავად, ინფლაციის შენელებას აფერხებს. აღნიშნული რისკების საპასუხოდ, ეროვნული ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს. მკაცრი პოლიტიკის ფონზე, მათ შორის ბოლო პერიოდში ამოქმედებული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ზემოქმედების შედეგად, საკრედიტო აქტივობის ზრდამ შენელება განაგრძო. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული დინამიკა მომავალშიც შენარჩუნდება. ამასთან, აშშ დოლარსა და ევროში მოზიდული სახსრების სარეზერვო მოთხოვნებზე ნულოვანი პროცენტის დარიცხვის პირობებში, ევროპის ცენტრალური ბანკისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ მონეტარულ პოლიტიკის ეტაპობრივი გამკაცრების ტენდენცია საქართველოში უცხოური ვალუტით დაკრედიტებაზე პოლიტიკის გამკაცრების ეფექტს დამატებით აძლიერებს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის ბოლო შეხვედრაზე დაანონსებული კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ზრდა საკრედიტო აქტივობაზე ასევე გამკაცრების მიმართულებით იმოქმედებს. ამავე დროს, მცირდება ფისკალური დეფიციტი. ამ ფაქტორების ერთობლიობა მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს გაანეიტრალებს, რაც ინფლაციის შემცირებას უნდა დაეხმაროს. მოსალოდნელია, რომ წლიური ინფლაცია ეტაპობრივ შემცირებას გააგრძელებს და 2023 წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება. აქვე ხაზგასასმელია, რომ, ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა უახლოეს მომავალშიც შენარჩუნდება და მისი ნორმალიზაცია ეტაპობრივად და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც ინფლაციის შემცირებას გამოკვეთილი ტრენდი ექნება. მეორე მხრივ, ინფლაციური მოლოდინების გაზრდის ან/და მოთხოვნის მხრიდან ფასებზე დამატებითი ზეწოლის გამოკვეთის შემთხვევაში, შესაძლოა, პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება ან არსებულ დონეზე უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს აუცილებელი. მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური წნეხის ასარიდებლად, საჭიროების მიხედვით, ეროვნული ბანკი დამატებით ინსტრუმენტებსაც გამოიყენებს“, – აცხადებენ სებ-ში. მათივე ცნობით, საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 1 თებერვალს ჩატარდება.  

საქართველოს კომერციულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობამ ₾42.6 მილიარდი შეადგინა - ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში არსებული დეპოზიტების ზომამ 42.6 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 303.37 მლნ ლარით, ანუ 0.72%-ით მეტია პირველი ნოემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე. 2022 წლის ნოემბერში ვადიანი დეპოზიტების მოცულობა 99 მილიონი ლარით შემცირდა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტებმა 402 მილიონი ლარით იმატა. „დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 43.27 პროცენტი შეადგინა. პირველი ნოემბერის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.55 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.20 პროცენტული პუნქტით). ნოემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.38% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.33%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.07%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.15%, ხოლო ევროს წილმა 17.08% შეადგინა,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.  

ნოემბერში საქართველოში ფულადი გზავნილები 151%-ით გაიზარდა - ეროვნული ბანკი

2022 წლის ნოემბერში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ, წინა წელთან შედარებით, 151.4 პროცენტით მოიმატა და 521.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 1.1 პროცენტით 31.4 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. „რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები ნოემბერში კვლავ მაღალი იყო და 316 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 9.2-ჯერ მეტია. ნოემბერში რეგიონის ქვეყნებიდან, ყირგიზეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები მაღალი ტემპით, 206.4 პროცენტით გაიზარდა. აღსანიშნავია ასევე სომხეთიდან 231.1 პროცენტით გაზრდილი გზავნილებიც. ხოლო აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები კვლავ შემცირებას განაგრძობს. მაღალი ტემპით გაიზარდა აშშ-დან გადმორიცხული ფულადი სახსრებიც (20.0%-ით). რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით განაწილებას, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ნოემბერში რუსეთი (60.7%), ევროკავშირის ქვეყნები (18.4%) და აშშ (5.5%) წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. ამასთან, ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, 2022 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.1 პროცენტით 2.7858-დან 2.7282-მდე გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ 1.7 პროცენტით საშუალოდ 2.7326-დან 2.7786-მდე გაუფასურდა. როგორც ცენტრალურ ბანკში განმარტავენ, ნოემბერში დოლართან მიმართებაში შესამჩნევია ევროს გამყარება, ასევე გამყარების ტენდენცია ჰქონდა ლარს, სომხურ დრამს და რუსულ რუბლს, თურქული ლირა კვლავ გაუფასურდა, ხოლო აზერბაიჯანული მანათი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.  

თურქეთის სავალუტო რეზერვები ერთ კვირაში $2 მილიარდ დოლარზე მეტით შემცირდა

თურქეთის ცენტრალური ბანკის მთლიანი რეზერვები 2023 წლის პირველ კვირაში, წინა კვირასთან შედარებით 2,345 მილიარდი დოლარით შემცირდა და 126,41 მილიარდ დოლარს მიაღწია. 6 იანვრის მდგომარეობით, ცენტრალური ბანკის მთლიანი სავალუტო რეზერვები 3,244 მილიარდი დოლარით შემცირდა და 79,66 მილიარდი დოლარი შეადგინა. მთლიანი სავალუტო რეზერვები 30 დეკემბრის მდგომარეობით 82,904 მილიარდი დოლარი იყო. ამ პერიოდში ქვეყნის ოქროს მარაგი 899 მილიონი დოლარით გაიზარდა - 45,851 მილიარდი დოლარიდან 46,75 მილიარდ დოლარამდე.  ამრიგად, ცენტრალური ბანკის მთლიანი რეზერვები 6 იანვრის კვირაში 128,755 მილიარდი აშშ დოლარიდან 126,41 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა.  

კობა გვენეტაძემ ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ახალი დოკუმენტი წარადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ახალი დოკუმენტი წარადგინა და ფინანსური განათლების მიმართულებით გასული  შვიდწლიანი პერიოდი შეაჯამა. ახალი დოკუმენტი ქვეყანაში არსებული გამოცდილების საფუძველზე შემუშავდა და ფინანსური განათლების წინაშე არსებულ გამოწვევებსაც მოიცავს. მთავარ გამოწვევებად კი ცენტრალურ ბანკში მოსახლეობის მხრიდან ფინანსური განათლების სიმწირეს ასახელებენ. „2016 წელს დამტკიცდა პირველი ფინანსური განათლების ეროვნულ- სტრატეგია ეროვნული ბანკის მიერ და შვიდი წლის წინ, როდესაც ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატის თანამდებობაზე, ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელიც მე დავასახელე და იქნებოდა ჩემი პრიორიტეტი, თუ ვიქნებოდი ეროვნულ ბანკში, იყო მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ფინანსური განათლება. ის მომხმარებელი, რომელიც გათვითცნობიერებულია ფინანსურ საკითხებში, იღებს სწორ გადაწყვეტილებებს და ეს, გარდა იმისა, რომ აუმჯობესებს მომხმარებლის, ამ შემთხვევაში მსესხებლის ან თუნდაც დეპოზიტარის მდგომარეობას, ამავე დროს მნიშვნელოვანია და კარგია ფინანსური სექტორისათვის, რადგანაც მას უფრო ნაკლები განაწყენებული მსესხებელი ჰყავს. ამ ჩვენ საქმეში ბევრი დონორის დახმარება გვქონდა, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება, ფინანსური ორგანიზაციების დახმარება საქართველოში, რომლებიც ასევე ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ მიმართულებით. ამავე დროს, კეთდებოდა კვლევა იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი. საქართველო ჩართული იყო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან. ის სტრატეგია, რომელიც იქნა მიღებული, ის მიზნები, რომელიც იყო დასახული, იყო შესრულებული, აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავხედეთ, თუ რა ახალი მიმართულებები შეიძლება და შევიმუშავეთ მეორე სტრატეგია, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი და დამტკიცდა. იმედი მაქვს, რომ მომავალში, როდესაც ახალი ხელმძღვანელი ეყოლება ეროვნულ ბანკს, ასევე შემართებით იქნება მუშაობა გაგრძელებული ამ მიმართულებით, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. ფინანსური განათლება და მომხმარებელთა უფლებების დაცვა მედლის ორი მხარეა და ეს იქნება განმსაზღვრელი იმისათვის, რომ მოქალაქეებმა გაიუმჯობესონ თავიანთი მდგომარეობა და ფინანსურ ორგანიზაციებს არ შეექმნათ პრობლემები. მთავარი გამოწვევები ამ მიმართულებით არის ის, რომ სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოსახლეობა არ არის მზად იმისათვის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. მაგალითად, ახალი ჯგუფი, რომლის იდენტიფიცირებაც მოვახდინეთ, ეს არის ახალი ჯგუფი მოსახლეობის, რომლებიც პენსიაში გადიან, თუ როგორ უნდა მოემზადონ ისინი საპენსიო ასაკისათვის. გარდა იმისა, რომ მათ ექნებათ რაღაც დახმარება პენსიის სახით, რა სჭირდებათ მათ, რომ ეს გააკეთონ. მომავალი სტუდენტებისათვის მაგალითად, როგორ განსაზღვრონ ის, თუ როგორ იქნება უფრო უკეთესი გამოიყენონ მაგალითად ნასესხები სახსრები იმისათვის, რომ თავიანთი განათლება დააფინანსონ. ძალიან მნიშვნელოვანი არის აგრეთვე დამწყები, ანუ სტარტაპ მეწარმეებისათვის, რადგანაც მათაც საკმაოდ ბევრი გაუთვალისწინებელი პრობლემა ხვდება მომავალში. მოსწავლეების ჯგუფი თავისთავად დარჩება, რომელიც ადრეც იყო ჩვენი ინტერესის ქვეშ“, – განაცხადა მედიასთან ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფინანსური სექტორის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები.  

2022 წლის დეკემბერში როგორც ლარში, ისე უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა - ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2022 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით 1.16 მლრდ ლარით, ანუ 2.66%-ით გაიზარდა და დეკემბრის ბოლოს 44.80 მლრდ ლარი შეადგინა. ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 596.47 მლნ ლარით, ანუ 2.48%-ით , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 564.43 მლნ ლარით, ანუ 2.88%-ით გაიზარდა. ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2022 წლის დეკემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.60 მლრდ ლარის, რაც წინა თვესთან შედარებით 4.12%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით 12.60 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 3.43%-ით მეტია. მათივე ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის დეკემბრის განმავლობაში 1.57%-ით, ანუ 365.62 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და დეკემბრის ბოლოსათვის 23.66 მლრდ ლარი შეადგინა. 2022 წლის დეკემბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.03 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.10 პროცენტული პუნქტით.  

მომავალში სუვერენული რეიტინგი კიდევ ერთი ბიჯით უნდა გაუმჯობესდეს - გვენეტაძე

სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შეფასება მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ლოგიკური იმის, როგორი მაკროეკომომიკური პოლიტიკაც გაატარა საქართველოს ეკონომიკურმა გუნდმა, განსაკუთრებით ისეთ რთულ პერიოდში, როგორიც იყო პანდემია, პანდემიის შემდეგი პერიოდი და უკვე ომი, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა. „სწორად არის ასევე შეფასებული დოლარიზაციის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯები, სავალუტო რეზერვების დაგროვება ეროვნული ბანკის მიერ, მიმდინარე ანგარიშოს დეფიციტის რეკორდულ დონემდე შემცირება, ფისკალური კონსოლიდაცია, რომელიც აბსოლუტურად აუცილებელია არის, რათა მდგრადი იყოს ქვეყნის ფინანსები და ამავე დროს დაეხმაროს ეს ინფლაციის შემცირებას. ვფიქრობ, ეს არის ლოგიკური ნაბიჯი ასევე იმისკენ, რომ მომავალში უკვე მოხდეს სუვერენული რეიტინგის კიდევ ერთი ბიჯით გაუმჯობესება, რაც მხოლოდ ერთ ნაბიჯს დატოვებს საინვესტიციო რეიტინგამდე და ვფიქრობ, ესეც აუცილებლად მოხდება. როგორც ადრეც აღმინიშნავს, რომ არა პანდემია და შემდეგ ომი, ძალიან დიდი ალბათობით, დღეს უკვე საინვესტიციო რეიტინგი ექნებოდა საქართველოს“, – განაცხადა გვენეტაძემ. ცნობისთვის, სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი BB დონეზე შეაფასა.  

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა, ამის შესახებ განცხადება გამართულ ბრიფინგზე სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გააკეთა. სებ-ის შეფასებით, ქვეყანაში ინფლაციური მოლოდინები მცირდება, თუმცა ამის მიუხედავად, ჯერჯერობით რეფინანსირების განაკვეთის შემცირების საჭიროება დღის წესრიგში არ დგას. ამასთან, ნარჩუნდება მაღალი გაურკვევლობაც. „საქართველოში წლიურმა ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა და შემცირების ტენდენცია აქვს, რასაც საგარეო ფაქტორებიდან მომდინარე წნეხის ეტაპობრივი განეიტრალება განაპირობებს. კერძოდ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) თანახმად, სურსათის საერთაშორისო ფასების ინდექსი მარტის შემდგომ მცირდება. ამასთან ერთად, საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულებაც კლებას განაგრძობს და დეკემბრის მონაცემებით თითქმის პანდემიამდელ დონეს დაუახლოვდა. აღნიშნული ტენდენციები, გამყარებული გაცვლითი კურსის ფონზე, ადგილობრივ ბაზარს გადმოეცემა და იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს. მთლიანი ინფლაციის შემცირებას მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ხანგრძლივად შენარჩუნება და ფისკალური კონსოლიდაციაც უწყობს ხელს. განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ფონზე, წლიური ინფლაცია შემცირებას გააგრძელებს და მიზნობრივ დონეს 2023 წლის მეორე ნახევარში დაუახლოვდება.საერთაშორისო ბაზრების პოზიტიური ტენდენციები ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, თუმცა მიმდინარე გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გაურკვევლობა კვლავ მაღალია და არსებული რისკები ინფლაციაზე, ძირითადად, ზრდის მიმართულებით მოქმედებს. ამავე დროს, კლების მიუხედავად, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს კვლავ აღემატება და მან დეკემბერში 9.8 პროცენტი შეადგინა. ერთმანეთის მიმყოლი შოკების შედეგად, ინფლაცია მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან ხანგრძლივი პერიოდითაა გადახრილი, რაც ინფლაციურ მოლოდინებს აძლიერებს. მეორე მხრივ, ინფლაციური შოკების ფონზე, ადგილობრივ შრომის ბაზარზე ხელფასები ბოლო პერიოდში პროდუქტიულობაზე მეტად იზრდება, რაც შრომის ბაზრიდან ინფლაციურ ზეწოლას საყურადღებოს ხდის.არსებული მაღალი გაურკვევლობისა და ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი ინფლაციის შემცირებაზე კონცენტრირებული რჩება. დამატებითი ზეწოლის აღმოსაფხვრელად და საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკის შესამცირებლად, მიმდინარე პროგნოზით, საქართველოს ეროვნული ბანკი წლის განმავლობაში მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს. მკაცრი პოლიტიკის ფონზე, მათ შორის ბოლო პერიოდში ამოქმედებული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ზემოქმედების შედეგად, საკრედიტო აქტივობის ზრდამ შენელება განაგრძო და ამ დინამიკის შენარჩუნება მომავალშიც მოსალოდნელია. ამასთან, აშშ დოლარსა და ევროში მოზიდული სახსრების სარეზერვო მოთხოვნებზე ნულოვანი პროცენტის დარიცხვის პირობებში, გლობალურად ფინანსური პირობების გამკაცრება საქართველოში უცხოური ვალუტით დაკრედიტებაზე პოლიტიკის გამკაცრების ეფექტს დამატებით აძლიერებს. პოლიტიკის შერბილება ინფლაციის ფაქტობრივი დონის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოვების შემდგომ არის მოსალოდნელი, რამაც გრძელვადიანი მოლოდინების გაუარესება უნდა აგვარიდოს. თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ან არსებული მკაცრი პოზიციის უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო.საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს,"- ნათქვამია სებ-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 29 მარტს ჩატარდება.  

კობა გვენეტაძემ ლარის გამყარების ფუნდამენტური ფაქტორები დაასახელა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, დღეს ეროვნულ ბანკში გამართულ პრესკონფერენციაზე ლარის კურსის გამყარების ფაქტორები დაასახელა.  „იყო პერიოდები, როდესაც ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი გაუფასურდა, იყო პერიოდები როდესაც გამყარდა. დღევანდელი სიტუაცია განსხვავებულია - მოხდა ექსპორტისა და ეკონომიკის სწრაფად აღდგენა, მიგრანტების შემოსვლა, გადმორიცხვების რეკორდული დონე. აქედან გამომდინარე ფუნდამენტური ფაქტორი გაუმჯობესდა, რამაც ეროვნული ვალუტის გამყარება გამოიწვია. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ ბანკს არ აქვს კონკრეტული დონე რომელიმე გაცვლითი კურსის შენარჩუნების ან კიდევ რაღაცა ნიშნულზე შეჩერების. ჩვენ დროდადრო ვაწვდით ვალუტას 2020 წელს $916 მილიონი გავყიდეთ, თუმცა ეს არასოდეს არ ცვლის იმ კურსს რასაც ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებენ. მცურავი კურსი არის საუკეთესო საშუალება მცირე, ღია ეკონომიკისთვის, რომ შოკები შთანთქას“, - აღნიშნა გვენეტაძემ.  მისივე თქმით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის ვარდნა 2019-2020 წლებშიც ფუნდამენტური ფაქტორებით იყო გამოწვეული.  „რადგანაც საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც ნიშნავს, რომ კურსის ფორმირება მოხდება ფუნდამენტური ფაქტორების ცვლილების შესაბამისად. როდესაც 2019 წელს გაუფასურდა გაცვლითი ნომინალური კურსი, ამის მიზეზი იყო ის, რომ მოხდა ფენების აკრძალვა რუსეთის ფედერაციიდან, არც დიდი ალბათობით ნიშნავდა, რომ ტურიზმიდან შემოსავლები შემცირდებოდა და იმ დროს თუ გახსოვთ, ასევე არსებობდა იმის რისკი, რომ სავაჭრო ემბარგოც შემოღებულიყო. უკვე გაჩნდა მოლოდინი, რომ ვალუტის შემოდინება შემცირდებოდა და ფუნდამენტური ფაქტორი გაუარესდა. აქედან გამომდინარე, კურსი გაუარესდა. იგივე ვითარება იყო პანდემიასთან დაკავშირებით, როდესაც მობილობა გაჩერდა, ტურიზმი გაჩერდა, ამასაც მოჰყვა გაუფასურება“, - აღნიშნა გვენეტაძემ. ამასთან გვენეტაძემ აღნიშნა, რომ მოკლევადიანი რყევები ყოველთვის იქნება, მაგრამ აქ არჩევანი უნდა გაკეთდეს.  „თუ ჩვენ შევზღუდავთ მოკლე ვადაში რყევებს, მაშინ მივიღებთ გრძელ ვადაში ძალიან დიდ გაუფასურებას. თუ ჩვენ მოკლე ვადაში ვაძლევთ კურსს საშუალებას, რომ თავისუფლად იმოძრაოს, მაშინ გრძელვადიან პერიოდში იმაზე უკეთესი ვითარება გვექნება, ვიდრე სხვა შემთხვევაში გვექნებოდა. აქედან გამომდინარე საქართველოს ეროვნული ბანკი არ იცავს რომელიმე გაცვლით კურსს და საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი “,- აღნიშნა გვენეტაძემ.     

კობა გვენეტაძე თვის ბოლოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას დატოვებს

დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რანგში, კობა გვენეტაძემ ბოლოჯერ მიიღო მონაწილეობა რეფინანსირების განაკვეთის დასადგენად გამართულ სხდომაში და ამის შემდეგ ბოლო ბრიფინგი გამართა, სადაც მედიის კითხვის საპასუხოდ, სებ-ის ახალი პრეზიდენტის არჩევის წესი განმარტა.  „იმისთვის, რომ პირი გახდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ის უნდა იყოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს ასახელებს ქვეყნის პრეზიდენტი, ეს კანდიდატურა იგზავნება პარლამენტში, შემდეგ ხდება განხილვა და დამტკიცების შემდეგ პიროვნება ხდება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, რომელიც  9 წევრისგან შედგება, ამჟამად ერთი ვაკანტური ადგილია. შემდეგ უკვე როდესაც აღარ ეყოლება სებ-ს პრეზიდენტი, საბჭო განიხილავს ამ საკითხს და შეარჩევს პრეზიდენტს. საბჭო შეარჩევს პრეზიდენტობის კანდიდატურას და შემდეგ ის დამტკიცდება ქვეყნის პრეზიდენტის ხელმოწერით. ხშირად ამბობენ, რომ პარლამენტი დაამტკიცებს პრეზიდენტს, არ არის ეს ასე, მას ირჩევს საბჭო და ამტკიცებს ქვეყნის პრეზიდენტი,”- აცხადებს გვენეტაძე.  ეროვნული ბანკის საბჭო კანონმდებლობის მიხედვით 9 წევრისგან შედგება. ამჟამად ის 8 წევრისგან არის შემდგარი, ხოლო კობა გვენეტაძის მიერ პოსტის დატოვების შემდეგ საბჭოს შემადგენლობა 7 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული. სებ-ის საბჭოს წევრებს პარლამენტი 7 წლით ამტკიცებს. რაც შეეხება კობა გვენეტაძის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატად მეორე ვადით დასახელებას, მისივე თქმით, ეს მისი ინტერესებში არ შედის, შემოტავაზების შემთხვევაში უარს იტყვის და საქმიანობის გაგრძელებას სხვა მიმართულებით აპირებს. „დიდი პატივი იყო ჩემთვის ასეთი მაღალპროფესიული უწყების ხელმძღვანელობა. მეც ყოველთვის ვცდილობდი, რომ კიდევ უფრო გამეზარდა პროფესიონალიზმი ამ ორგანიზაციის. ერთი ვადა 7 წელი იყო საკმარისი, გამოწვევებით იყო სავსე, ვფიქრობ ჩემთვის, უფრო საინტერესო იქნება უკვე სხვა მიმართულებით და სხვა პოზიციაზე მუშაობის გაგრძელება. მეორე ვადით მუშაობას შემოთავაზების შემთხვევაშიც არ ვაპირებ", - თქვა კობა გვენეტაძემ.  

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6552 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6552 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6518 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0034 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტის ღირებულებამ დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 2.8912 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8711 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0201 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული ვალუტის კურსები ძალაში 2 თებერვალს შევა.   

რა ეღირება 1 აშშ დოლარი 4 თებერვალს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6441 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6474 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0033 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტის ღირებულება 2.8913 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9087 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ ლართან მიმართებით 0.0174 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 4 თებერვალს შევა.  

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6670 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6670 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6702 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0032 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8550 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8758 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0208 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6532 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6532 ლარი გახდა.  "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6583 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0051 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8434 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8585 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0151 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

აშშ ამაყობს, რომ მხარი დაუჭირა ეროვნულ ბანკს და მის ხელმძღვანელს, რომელიც მოქმედებდა დამოუკიდებლად და იღებდა გამბედავ გადაწყვეტილებებს - ელჩი დეგნანი

აშშ ამაყობს, რომ მხარი დაუჭირა ეროვნულ ბანკს და მის ხელმძღვანელს, რომელიც იღებდა გამბედავ გადაწყვეტილებებს, რის შედეგადაც მიღწეულია ეკონომიკური სტაბილურობა, - შესაბამისი განცხადება ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან გააკეთა. ელჩი ეროვნული ბანკის მიერ მოწყობილ ღონისძიებას - „7 წელი საქართველოს ეროვნული ბანკის საუკუნოვანი ისტორიიდან„ ესწრებოდა. კელი დეგნანის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში შეძლო და მხარი დაუჭირა ეროვნულ ბანკსა და მის ხელმძღვანელს, კობა გვენეტაძეს, რომელიც არის პროფესიონალი და მოქმედებდა დამოუკიდებლად, იღებდა გამბედავ გადაწყვეტილებებს ეკონომიკის სტაბილურობის ინტერესის გათვალისწინებით.   „დღეს წარმოდგენილი სტატისტიკა და ციფრები გვიჩვენებს, თუ რაოდენ პროფესიონალია ბატონი კობა და როგორ დამოუკიდებლად და ეფექტიანად მართავდა ბანკს 7 წლის განმავლობაში, რის შედეგადაც საქართველოში მიღწეულია ეკონომიკური სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა და მიღებული იყო ხანგრძლივ პერსპექტივაში მოქმედები გადაწყვეტილებები. ელჩი დეგნანი ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებზე: დასანანია, რომ ნაჩქარევად შემუშავდა და ეწინააღმდეგება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ასევე, იყო ისეთი ინიციატივები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობაზე, ეს ყველაფერი იყო შესაბამისობაში საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან. მე ვფიქრობ, ეროვნული ბანკი და საქართველო უნდა ამაყობდნენ, რომ ჰყავდათ ასეთი გამოცდილი ხელმძღვანელი, რომელიც დამოუკიდებლად მართავდა ბანკს, მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური სიტუაციისა, - განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების ვადა 2023 წლის 2 მარტს ეწურება. მანამდე, „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით, „ეროვნული ბანკის შესახებ კანონში“ დაჩქარებული წესით შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმად, „პირველი ვიცე-პრეზიდენტის“ ცნება შემოდის და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემთხვევაში, სწორედ მას ეკისრება ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პროცესზე  დაკვირვების შედეგად გადაწყვეტენ, დაძლიონ თუ არა პრეზიდენტის ვეტო.  

2021 წლიდან დაჯარიმებულია 181 სუბიექტი - ეროვნული ბანკი

ფინანსური ინსტიტუტების მიმართ ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის დაწესება პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს საფინანსო ინსტიტუტში შიდა კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებას, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში ანათქვამი. „გუშინ ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია საფინანსო სექტორის საზედამხედველო ზომების შესახებ. მიუხედავად დეტალური განმარტებისა, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ საზოგადოებას არასწორად მიაწოდა ინფორმაცია ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების დაჯარიმების შესახებ, თითქოს ჯარიმა მხოლოდ ერთ კონკრეტულ საფინანსო ორგანიზაციას დაეკისრა. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ეროვნული ბანკი, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, საფინანსო სექტორის ყველა წარმომადგენელს რეგულარულად ამოწმებს. შემოწმების შედეგად, ფინანსური ინსტიტუტისთვის განისაზღვრება შესაბამისი რეკომენდაციები და გასატარებელი ღონისძიებები. საფინანსო სექტორის წარმომადგენელს, საზედამხედველო ზომის სახით, შესაძლოა, ასევე ფულადი ჯარიმაც დაეკისროს. ფინანსური ინსტიტუტების მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის დაწესება პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს საფინანსო ინსტიტუტში შიდა კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებას. ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორის წარმომადგენლისთვის დაკისრებული სანქციის შესახებ ინფორმაცია საჯაროა და 2020 წლიდან რეგულარულად ქვეყნდება. გამოქვეყნებას ექვემდებარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღმკვეთი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის გამო გამოყენებული ყველა ტიპის სანქცია, მიუხედავად სანქციის სახის, კატეგორიის, შინაარსის, ფულადი ჯარიმის ოდენობისა და დარღვევის მატერიალურობისა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. მათივე ცნობით, 2021 წლიდან დაჯარიმებულია სულ 181 საზედამხედველო სუბიექტი: 11 კომერციული ბანკი; საგადახდო მომსახურების 12 პროვაიდერი; ხუთი საბროკერო კომპანია; 32 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია; ფასიანი ქაღალდების სამი რეგისტრატორი; სესხის გამცემი ექვსი სუბიექტი; ვალუტის გადამცვლელი 112 პუნქტი. „ჯარიმების შესახებ დეტალური ინფორმაცია კონკრეტული სუბიექტების შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. აქვე მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან ასაცილებლად, ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ სრულად, ფაქტების ცვლილების გარეშე“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.  

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5762 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5762 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5763 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7717 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7564 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0153 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11.0%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 29 მარტს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11.0 პროცენტს შეადგენს. როგორც ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, მიუხედავად დასტაბილურების გარკვეული ნიშნებისა, ინფლაცია ჯერ კიდევ გლობალურ გამოწვევად რჩება. „საქართველოში ინფლაციის წლიური მაჩვენებელი კვლავ მაღალია, თუმცა შემცირებას განაგრძობს. თებერვალში მთლიანი ინფლაცია 8.1 პროცენტამდე, ხოლო საბაზო ინფლაცია 6.6 პროცენტამდე შემცირდა. ინფლაციის კლებას, ძირითადად, საგარეო ფაქტორები განაპირობებს. კერძოდ, ბოლო პერიოდში, ნავთობის საერთაშორისო ფასი მცირდება. საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულებაც პანდემიამდელ დონეს დაუახლოვდა. ასევე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) თანახმად, სურსათის საერთაშორისო ფასების ინდექსი კლებას განაგრძობს. გამყარებული გაცვლითი კურსის ფონზე აღნიშნული ტენდენციები საქართველოს ბაზარსაც ეტაპობრივად გადმოეცემა და იმპორტულ ინფლაციას ამცირებს. მიუხედავად გარკვეული შემცირებისა, საბაზო, ისევე როგორც ადგილობრივი ინფლაცია კვლავ მაღალია", - აცხადებენ საქართველოს ეროვნული ბანკში.  

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5563 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5563 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5604 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0041 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7802 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7862 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0060 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.  

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 23 მლრდ დოლარს აღემატება - ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 23.5 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც გასული წლის მთლიანი მშპ-ის 96%-ია. ცენტრალური ბანკის ცნობით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 1.4 მლრდ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო ვალი 764.2 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა, ოპერაციული ცვლილების გამო – 568.1 მლნ. აშშ დოლარით და ფასის ცვლილებების გამო – 66.3 მლნ. აშშ დოლარით; ხოლო სხვა ცვლილებების გამო ვალი 8.7 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. „სეგმენტების მიხედვით კი საქართველოს საგარეო ვალი ასე ნაწილდება: სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.6 მლრდ აშშ დოლარი (28.7 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 43.2 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.1 მლრდ აშშ დოლარი (21.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 32.8 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 896.2 მლნ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.6 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 440.0 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.8 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.0 პროცენტი). საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 6.5 მლრდ აშშ დოლარი (17.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.4 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.7 მლრდ აშშ დოლარი (12.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 19.0 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 3.4 მლრდ აშშ დოლარი (9.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 13.9 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 89.3 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. მათ შორის ვალის 50.7 პროცენტი დენომინირებულია აშშ დოლარში, ხოლო 27.1 პროცენტი – ევროში. საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 12.5 მლრდ აშშ დოლარი (33.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2022 წლის მშპ-ს 50.6 პროცენტია. აქედან სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.7 მლრდ აშშ დოლარია (15.5 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 23.3 პროცენტია. 2022 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 28.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან საკურსო ცვლილების გამო ვალი 34.5 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ოპერაციული ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 6.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2022 წლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 896.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან 462.1 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და, პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“, – აღნიშნულია ანგარიშში.  

ეროვნული ბანკის ვაკანტურ თანამდებობებზე შესარჩევად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 19 განაცხადი შევიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე შესარჩევად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სულ 19 განაცხადი შევიდა. ადმინისტრაციის განცხადებით, განაცხადების განხილვის ეტაპი დასრულდა და შეირჩა 8 კანდიდატი, რომლებთანაც გასაუბრება მომავალ კვირაში გაიმართება. გასაუბრების შედეგად შეირჩევა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები, რომლებსაც პრეზიდენტი, კონსტიტუციის შესაბამისად ასარჩევად პარლამენტს წარუდგენს.  

მარტში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 127.1 პროცენტით გაიზარდა - ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 438.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 1134.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 127.1 პროცენტით, ანუ 245.3 მლნ აშშ დოლარით მეტია 2022 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. "უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.8 პროცენტი იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა მარტში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 95.4 პროცენტი მოდიოდა. გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 223.57 მლნ აშშ დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა. მეორე ადგილზეა იტალია 43.40 მლნ აშშ დოლარით. მესამე ადგილს იკავებს ამერიკის შეერთებული შტატები 35.99 მლნ აშშ დოლარით, მეოთხეზეა საბერძნეთი 19.57 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მეხუთეზე – ისრაელი 18.75 მლნ აშშ დოლარით. ამასთან, ეროვნული ბანკი ცნობით, 2023 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 30.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 78.6 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის მარტისანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26.7 პროცენტით მეტია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა მარტში 412.20 მილიონი ლარით გაიზარდა - ეროვნული ბანკი

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2023 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით 412.20 მლნ ლარით (0.93%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.55%-ით გაიზარდა) და მარტის ბოლოს 44.87 მლრდ ლარი შეადგინა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 275.08 მლნ ლარით (1.12%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 137.12 მლნ ლარით (0.69%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 2.09%-ით). რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2023 წლის მარტის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.39 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.42%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12.46 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.07%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.50%-ით მეტი). 2023 წლის მარტის განმავლობაში 1.03%-ით, ანუ 246.27 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მარტის ბოლოსათვის 24.08 მლრდ ლარი შეადგინა. 2023 წლის მარტის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.45 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.10 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.24 პროცენტული პუნქტით).  

თებერვალთან შედარებით, მარტში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 269 მილიონი ლარით შემცირდა - ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის მარტის ბოლოსათვის 43.34 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 268.98 მლნ ლარით, ანუ 0.62 პროცენტით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. ანგარიშის თანახმად, მარტში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 74.07 მლნ ლარით, ანუ 0.44 პროცენტით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 343.05 მლნ ლარით – 1.28 პროცენტით შემცირდა. ცენტრალური ბანკის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის მარტის ბოლოსთვის 46.49 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 1.25 პროცენტული პუნქტით. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მარტში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.83 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.56 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.13 პროცენტი. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 80.81 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 17.43 პროცენტი შეადგინა.  

რეფინანსირების განაკვეთის შემცირების საკითხს მომდევნო კვირაში განვიხილავთ - ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, პაპუნა ლეჟავა აცხადებს, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების საკითხს 10 მაისს განიხილავენ, თუმცა გადაწყვეტილებაზე წინასწარ ვერ ისაუბრებს. „ჩვენ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი 10 მაისს გვექნება. პროგნოზების გაკეთება გამიჭირდება. წინასწარ რა მონაცემებსაც ვხედავთ, დაახლოებით იგივე მოლოდინები გვაქვს, რაც წლის დასაწყისში გვქონდა. ვამბობდით, რომ წლის მეორე ნახევრიდან შესაძლებელი იქნებოდა მონეტარული პოლიტიკის შერბილების დაწყება. წინა კომიტეტებზე ეს საკითხი არც კი განგვიხილავს, რადგან რისკები ჯერ კიდევ მაღალი იყო. მომდევნო კომიტეტზე ნამდვილად გვექნება რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მიმართულებით აქტიური განხილვა, თუმცა რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, ამასთან დაკავშირებით წინასწარ ვერ მოგახსენებთ“, – განაცხადა ლეჟავამ. მისივე თქმით, მიმდინარე ინფლაცია მცირდება და უახლოვდება სამიზნე მაჩვენებელს, თუმცა ეს ჯერ კიდევ განპირობებულია, უმეტესწილად, გარე ფაქტორებით.  

აპრილში წლიური ინფლაციის შემცირება მეტწილად საწვავისა და მედიკამენტების ფასების კლებამ განაპირობა - ეროვნული ბანკი

2023 წლის აპრილში წლიური ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს დაუახლოვდა და 2.7% შეადგინა, ხოლო მარტთან შედარებით ფასები 0.7 პროცენტით შემცირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოში ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს. „აპრილში, წინა თვესთან შედარებით, სურსათის ჯგუფის ფასებმა 2.2%-ით მოიკლო, რამაც თვის ინფლაცია 0.7 პროცენტული პუნქტით შეამცირა. კერძოდ, წინა თვესთან შედარებით, სურსათის ჯგუფის ინფლაციის კლება მეტწილად მზესუმზირის ზეთის, იმერული ყველისა და პურის ფასების შემცირებამ განაპირობა. ამასთანავე იკლებს საწვავის ფასებიც. ბენზინის და დიზელის, შესაბამისად, 4.1 პროცენტით და 6.2 პროცენტით გაიაფებამ, ჯამურად, თვის ინფლაცია 0.2 პროცენტული პუნქტით შეამცირა. საპირისპიროდ, ძროხის ხორცის, ხახვის, საბანკო მომსახურებისა და სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტების გაძვირებამ თვის ინფლაცია 0.3 პროცენტული პუნქტით გაზარდა. აპრილში წლიური ინფლაციის შემცირება მეტწილად საწვავისა და მედიკამენტების ფასების კლებამ განაპირობა. ამავდროულად სურსათის ინფლაციაც ეტაპობრივად მცირდება და მისი წვლილი მთლიან ინფლაციაში კლებადია. ბოლო თვეებში საწვავის (ბენზინი, დიზელი და გაზის საწვავი) თანდათან გაიაფების ფონზე, საწვავის წვლილი ინფლაციაში უარყოფითი გახდა და აპრილში ამ მაჩვენებელმა -2.0 პროცენტი შეადგინა. ფართოდ მოხმარებადი მედიკამენტების გაიაფებამ წლიური ინფლაცია 1.2 პროცენტული პუნქტით შეამცირა. აპრილში სურსათის ფასები, წინა წელთან შედარებით, 5.8 პროცენტით არის გაზრდილი, რამაც მთლიან ინფლაციაში 1.8-პროცენტიანი წვლილი შეიტანა. სურსათის ინფლაცია მეტწილად ხორცზე, კარტოფილზე და ყველზე გაზრდილ ფასებს უკავშირდება. მიუხედავად ბოლო პერიოდში პურის გაიაფებისა, წლიურ ინფლაციაში მისი კონტრიბუცია კვლავ დადებითია და 0.3 პროცენტს შეადგენს. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, შემცირდა და 4.7 პროცენტი შეადგინა“, – აღნიშნულია სებ-ის მიმოხილვაში. ამასთან, როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ინფლაციის შემცირებას მეტწილად იმპორტული ინფლაციის კლება განაპირობებს. „ბოლო თვეებში იმპორტულ ინფლაციას მკვეთრად კლების ტენდენცია აქვს, რასაც საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტების ფასების და საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებასთან ერთად ლარის კურსის გამყარება უწყობს ხელს. აპრილში იმპორტირებული საქონლის წლიური 6.4-პროცენტიანი დეფლაცია დაფიქსირდა. დაახლოებით ასეთივე დინამიკას აქვს შერეულად წარმოებული პროდუქტების ფასებს, რომელთა დეფლაცია აპრილში 2.4 პროცენტს გაუტოლდა. ჯერ ისევ მაღალია, თუმცა ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების წლიურმა ინფლაციამ, წინა თვესთან შედარებით, ძირითადად, სურსათის ხარჯზე 1.4 პროცენტული პუნქტით მოიკლო და 10.6 პროცენტი შეადგინა. მაღალი ადგილობრივი ინფლაცია ზოგიერთი ადგილობრივად ნაწარმოები სურსათის (პირველ რიგში, პური, ყველი, ხორცი) და მომსახურების წლიურ გაძვირებას (10.8%) უკავშირდება. თავის მხრივ, მომსახურების მაღალი ინფლაცია დიდწილად უცხოელთა რაოდენობის მკვეთრი მატების შედეგად მომსახურებაზე გაზრდილი ფასებით შეიძლება აიხსნას. აქედან ყველაზე გამოსარჩევი ბინის ქირაა, რომლის წვლილი მომსახურების ინფლაციაში 2.3 პროცენტული პუნქტია“, – აღნიშნავენ ცენტრალურ ბანკში.  

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით 10.50 პროცენტამდე მცირდება - ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.50 პროცენტს შეადგენს. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოში ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს და მიმდინარე წლის აპრილში მთლიანი ინფლაცია 2.7 პროცენტამდე, ხოლო საბაზო ინფლაცია 4.7 პროცენტამდე შემცირდა. „ინფლაციის კლებას, დიდწილად, იმპორტირებული პროდუქტების ფასების შემცირება განაპირობებს; საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასები 2022 წლის შუა პერიოდიდან ეტაპობრივად იკლებს, ხოლო საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულება პანდემიამდელ დონეს დაუახლოვდა. ეს ტენდენციები, გამყარებულ გაცვლით კურსთან ერთად, ადგილობრივ ბაზარს ეტაპობრივად გადმოეცემა და იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს. შესაბამისად, საერთაშორისო ბაზრებიდან მომდინარე ინფლაციური წნეხი განეიტრალდა. შედარებით მცირე ბიჯებით იკლებს ადგილობრივი ინფლაციაც და მოსალოდნელია, რომ წლის განმავლობაში მისი შემცირება გაგრძელდება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ინფლაციური მოლოდინები კლებადია. მიმდინარე წელს, საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა პოტენციურ დონესთან ახლოს, 5 პროცენტის ფარგლებში, იქნება. შესაბამისად, ფასებზე ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ზეწოლა ნაკლებად მოსალოდნელია. ამას, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად, წინა წელთან შედარებით დაკრედიტების შენელებული ტემპი და ფისკალური კონსოლიდაცია უწყობს ხელს. სხვა თანაბარ პირობებში, მოსალოდნელია, რომ წლიური ინფლაციის მაჩვენებელი შემცირებას განაგრძობს, მოკლევადიან პერიოდში მიზნობრივი დონის ქვემოთ იქნება და საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტიანი მაჩვენებლის ირგვლივ დასტაბილურდება. მაღალი ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, მოკლე ვადით მიზნობრივ დონეზე მეტად შემცირებული ინფლაცია გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დამატებით ნორმალიზებას შეუწყობს ხელს. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, ფასების სტაბილურობის წინაპირობაა. შესაბამისად, ინფლაციური ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ, პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, გაურკვევლობა კვლავ მაღალია. ამ ეტაპზე, ხელფასი-ფასის სპირალის განვითარების ცალსახა ნიშნები არ შეიმჩნევა, თუმცა პროდუქციის ერთეულზე პერსონალის ხარჯი გაზრდილია, რაც შრომის ბაზრის მხრიდან ინფლაციურ ზეწოლას კვლავ საყურადღებო ფაქტორად ტოვებს. ამავდროულად, ერთ-ერთ მთავარ რისკად რჩება გეოპოლიტიკური მდგომარეობაც. აქედან გამომდინარე, მაღალი გაურკვევლობის პირობებში, მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას მხოლოდ ნელი ტემპით განაგრძობს. საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 21 ივნისს ჩატარდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ჩვენ ვაკონტროლებთ ბანკებს, რამდენად სწორად და კარგად ახდენენ სანქციების მონიტორინგს - ეროვნული ბანკი

ჩვენ ვაკონტროლებთ ბანკებს, რამდენად სწორად და კარგად ახდენენ სანქციების მონიტორინგს, სანქციების დაცვა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით 10.50 პროცენტამდე მცირდება - ეროვნული ბანკი „კომერციული ბანკები დიდ ყურადღებაეროვნულს აქცევენ, როგორც ანგარიშის გახსნის მომენტში, ისე მომავალში, რადგან შეიძლება, ანგარიშის გახსნის მომენტში არ იყოს პირი სანქცირებული, თუმცა შემდეგ დასანქცირდეს. ამიტომ, ამის ძალიან მკაცრი მონიტორინგი ხდება. ჩვენ ვაკონტროლებთ ბანკებს, თუ რამდენად სწორად და კარგად ახდენენ ამ სანქციების მონიტორინგს. ცალკე განყოფილება შევქმენით ამისთვის და კომერციულმა ბანკებმაც, ზოგმა 15 და ზოგმა ხუთი დამატებით კადრიც აიყვანა, რადგან სანქციების კონტროლი იყოს, რაც შეიძლება ეფექტიანი. ამან რა თქმა უნდა გარკვეული დაბრკოლებები გამოიწვია ბიზნესისთვის, რადგან ლეგიტიმური გადარიცხვები იყო რუსეთიდან, ბელორუსიიდან და ეს, რა თქმა უნდა, ცოტა გვიანდება, ზოგ შემთხვევაში რამდენიმე კვირით, მაგრამ ამას ყველა გაგებით ეკიდება და მინდა, ვთქვა, რომ სანქციების დაცვა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.  

ეროვნული ბანკი მომხმარებლებს აფრთხილებს

პერიოდულად, სხვადასხვა სოციალურ ქსელში ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს სხვადასხვა ვებგვერდზე მათი პირადი ინფორმაციის შევსების სანაცვლოდ, გარკვეული ფულადი თუ სხვა პრიზების მოგების დაპირებით, გათამაშებაში მონაწილეობის მიღებას სთავაზობენ. ამასთან, რამდენიმე შემთხვევაში, გათამაშების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის სახელითაც გავრცელდა. მათ შორის, მომხმარებლებს ამ შეთავაზებების სხვა პირებთან გავრცელებისკენ უბიძგებდნენ. ამის შესახებ ეროვნული ბანკი აცხადებს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეროვნული ბანკი არანაირი მსგავსი სახის ონლაინ გათამაშების ორგანიზებას არ ახდენს. გასათვალისწინებელია, რომ პირადი ინფორმაციისა თუ მონაცემების გამჟღავნების შემთხვევაში, არსებობს ამ ინფორმაციის მოპოვებით დაინტერესებული პირების მიერ სხვადასხვა თაღლითური ოპერაციის განხორციელების რისკი. საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტ სივრცეში ფინანსური თუ პირადი მონაცემების მითითებისას, პირველ ყოვლისა, გადაამოწმონ და კარგად დააკვირდნენ ვებგვერდის მისამართს, სადაც შეჰყავთ ინფორმაცია, მოიძიონ აღნიშნული კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო თუ კომპანია, ერთი შეხედვით, სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ შეთავაზების ნამდვილობა. ეროვნული ბანკი დამატებით მოუწოდებს მომხმარებლებს, დაიცვას შემდეგი წესები: შემოწმების გარეშე არ გადასცეთ სხვა პირებს პირადი მონაცემები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ფინანსური ოპერაციების უნებართვო განხორციელება. გადაამოწმეთ ვებგვერდის მისამართი - ფინანსური მომსახურების გამოყენებამდე შეამოწმეთ ის მისამართი, სადაც მონაცემების შეყვანას აპირებთ.შეაფასეთ ვებგვერდის შიგთავსი (კონტენტი). ყალბი ვებგვერდის შექმნისას დიდი ყურადღება და რესურსი ეთმობა იმას, რომ ის ნამდვილი, ოფიციალური ვებგვერდის მსგავსი იყოს.დააკვირდით, რომ ტექსტი შინაარსობრივად იყოს გამართული და არ შეიცავდეს ორთოგრაფიულ შეცდომებს. უკიდურესი სიფრთხილით მოეკიდეთ სოციალურ ქსელებში არსებულ ფინანსურ შეთავაზებებს. გადაამოწმეთ ვებგვერდის მფლობელი - www.WHO.is, მომხმარებელს კონკრეტული მისამართის ნამდვილობის გადამოწმება შეუძლია. გადახდის სანდო წყარო - ნამდვილი ან ოფიციალური ვებგვერდი მომხმარებელს ყოველთვის მოსთხოვს გადახდის განხორციელებას საგადახდო ბარათის ან ოფიციალური პორტალის (მაგ., PayPal) მეშვეობით. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 032 2 406 406 საქართველოს ეროვნული ბანკის გაფრთხილებები კი, შეგიძლიათ იხილოთ აქ. ფინანსურ თაღლითობასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ფინანსური განათლების ვებგვერდზე.  

ყვარლის ფულის მუზეუმში გამოფენა - „ქართული ფულის დამზადების ისტორია" გაიხსნა

მუზეუმის საერთაშორისო დღისა და დამოუკიდებლობის აღდგენის კვირეულის ფარგლებში, 18 მაისიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი ქართული ფულის დამზადების ისტორიის შესახებ გამოფენას უმასპინძლებს. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ მუზეუმის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, 1919-1921 წლებში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს, საქართველოში ფულის ნიშნების დამზადების ისტორიას გაეცნონ და შესაბამისი პერიოდის ფოტომასალაც დაათვალიერონ. გამოფენა - „ქართული ფულის დამზადების ისტორია" | 1919-1921, მიმდინარე წლის 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ყვარლის ფულის მუზეუმი (რუსთაველის #10) ვიზიტორებს ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 09:00-18:00 საათამდე მასპინძლობს.  

ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნა გაუზარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, კომერციულ ბანკებს უცხოელების მიერ განთავსებულ დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნა გაეზარდათ. „ფინანსურმა კომიტეტმა არარეზიდენტების უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს ეროვნული ბანკი არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ განთავსებული დეპოზიტებისთვის, რეზიდენტებთან შედარებით, ლიკვიდობის უფრო მაღალ მოთხოვნებს ინარჩუნებს, რაც მსგავსი დეპოზიტების ისტორიულად ნაკლებად სტაბილური ხასიათით არის განპირობებული. რუსეთის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოში რუსეთის რეზიდენტების მიერ უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები, რაც ერთიანი კონცენტრაციის რისკს ქმნის და ლიკვიდობის პოზიციაზე უარყოფითად მოქმედებს. ამასთან, თუ წინა წელს აღნიშნული თანხები ბანკების მიერ ძირითადად ლიკვიდურ აქტივებში ინახებოდა, 2023 წლის დასაწყისიდან შეიმჩნევა ამ თანხების გამოყენება ძირითადად სხვა, შედარებით ძვირი რესურსის გასტუმრებისთვის. ვინაიდან კაპიტალის ამ შემოდინებას შესაძლოა დროებითი ხასიათი ჰქონდეს, მიზანშეწონილია მათი ლიკვიდურ სახსრებში შენარჩუნება. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა რუსეთის რეზიდენტების უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტებისთვის ლიკვიდობის მოთხოვნის (გადინების განაკვეთის) 80%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული განაკვეთი 30-40%-ის ფარგლებში იყო. ცვლილებები ძალაში პირველი სექტემბრიდან შევა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ეროვნული ბანკის მხრიდან სანქციების დაცვის მონიტორინგი ხდება - მესტვირიშვილი

სანქციების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ძალიან სერიოზულად უდგება ფინანსური სექტორი. ეროვნული ბანკის მხრიდან ხდება ამ სანქციების დაცვის მონიტორინგი, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ეროვნული ბანკი განსაკუთრებით აქტიური იყო გასულ წელს, რადგან ფინანსური სექტორი შეუერთდა ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთისა და ბელორუსიის მიმართ. „ჩვენ შევქმენით დამატებით განყოფილება სანქციების მონიტორინგის განსახორციელებლად. სანქციების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ძალიან სერიოზულად უდგება ფინანსური სექტორი. ეროვნული ბანკის მხრიდან ხდება ამ სანქციების დაცვის მონიტორინგი. ამ კუთხით ასევე მნიშვნელოვანი იყო გასულ წელს მიღებული კანონი, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებთან დაკავშირებით, სადაც ეროვნულ ბანკს ეძლევა უფლება რომ ფულის გათეთრების კუთხით მოახდინოს ვირტუალური აქტივების პროვაიდერების მონიტორინგი და ზედამხედველობა, რაც მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან სავალდებულო გახდება“ , - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.  

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გამოტანილი 40 მლნ დოლარიდან 17.1 მლნ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე გასაყიდად სებ-მა 40 მლნ. აშშ დოლარი გამოიტანა. საქართველოს ეროვნულმა ბანკის ინფორმაციით, აუქციონზე გაიყიდა 17 100 000 აშშ დოლარი. სებ-ი აღნიშნავს, რომ საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6330 შეადგინა.  

მაისში წლიური ინფლაციის შემცირება მეტწილად საწვავის, მზესუმზირის ზეთისა და მედიკამენტების ფასების კლებამ განაპირობა - ეროვნული ბანკი

2023 წლის მაისში წლიური ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს ჩამოცდა და 1.5% შეადგინა, ხოლო აპრილთან შედარებით ფასები 0.1%-ით შემცირდა – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოში ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს. როგორც ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, საერთაშორისო ბაზრებზე საქონლის ფასები სტაბილურად იკლებს და მცირდება საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულებაც. ეს ტენდენციები საქართველოს ბაზარს გადმოეცემა და გამყარებული ლარის კურსის ფონზე ინფლაციას ამცირებს. ინფლაციის შემცირებას გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც ხელს უწყობს. „მაისში, წინა თვესთან შედარებით, სურსათის ჯგუფის ფასებმა 1.9%-ით მოიკლო, რამაც თვის ინფლაცია 0.6 პროცენტული პუნქტით შეამცირა. კერძოდ, წინა თვესთან შედარებით სურსათის ჯგუფის ინფლაციის კლება მეტწილად, იმერული ყველის, პურის, კიტრის, კარტოფილის, სულგუნისა და ხახვის ფასების შემცირებამ განაპირობა. თვის ინფლაცია მცირედით შეამცირა დიზელის 5.5%-ით გაიაფებამაც. საპირისპიროდ, საბანკო მომსახურებისა და კომბოსტოს გაძვირებამ თვის ინფლაცია 0.4 პროცენტული პუნქტით გაზარდა. მაისში წლიური ინფლაციის შემცირება მეტწილად საწვავის, მზესუმზირის ზეთისა და მედიკამენტების ფასების კლებამ განაპირობა. სურსათის ინფლაცია ეტაპობრივად მცირდება და მისი წვლილი მთლიან ინფლაციაში კლებადია. ბოლო თვეებში საწვავის (ბენზინი და დიზელი) თანდათან გაიაფების ფონზე, საწვავის წვლილი ინფლაციაში უარყოფითი გახდა და მაისში ამ მაჩვენებელმა -1.9 პპ შეადგინა. ფართოდ მოხმარებადი მედიკამენტების გაიაფებამ წლიური ინფლაცია 0.8 პპ-ით შეამცირა. მაისში სურსათის ფასები, წინა წელთან შედარებით, 3.1%-ით არის გაზრდილი, რამაც მთლიან ინფლაციაში 0.9 პპ-იანი წვლილი შეიტანა. სურსათის ინფლაცია მეტწილად ხორცზე, კარტოფილზე და ყველზე გაზრდილ ფასებს უკავშირდება. მიუხედავად ბოლო პერიოდში პურის გაიაფებისა, წლიურ ინფლაციაში მისი კონტრიბუცია კვლავ დადებითია და 0.1 პპ-ს შეადგენს. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, შემცირდა და 3.9% შეადგინა“, – აღნიშნულია სებ-ის მიმოხილვაში. ამასთან, როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ინფლაციის შემცირებას მეტწილად იმპორტული ინფლაციის კლება განაპირობებს. „ბოლო თვეებში იმპორტულ ინფლაციას მკვეთრად კლების ტენდენცია აქვს, რასაც საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტების ფასების და საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებასთან ერთად ლარის კურსის გამყარება უწყობს ხელს. მაისში იმპორტირებული საქონლის წლიური 6.5%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა. დაახლოებით ასეთივე დინამიკა აქვს შერეულად წარმოებული პროდუქტების ფასებს, რომელთა დეფლაცია მაისში 4.2%-ს გაუტოლდა. ადგილობივად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია წინა თვესთან შედარებით 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა. თუმცა მისი დონე ჯერ კიდევ მაღალია და მაისში 9.1% შეადგინა. აღნიშნული კლება ძირითადად სურსათის ინფლაციის ეტაპობრივ შემცირებას უკავშირდება. მაღალი ადგილობრივი ინფლაცია ზოგიერთი ადგილობრივად წარმოებული სურსათის (პირველ რიგში პური, ყველი, ხორცი) და მომსახურების წლიურ გაძვირებას (9.7%) უკავშირდება. თავის მხრივ, მომსახურების მაღალი ინფლაცია დიდწილად უცხოელთა რაოდენობის მკვეთრი მატების შედეგად მომსახურებაზე გაზრდილი ფასებით შეიძლება აიხსნას. აქედან ყველაზე გამოსარჩევი ბინის ქირაა, რომლის წვლილი მომსახურების ინფლაციაში 0.8პროცენტული პუნქტია“, – აღნიშნავენ ცენტრალურ ბანკში.  

პრეზიდენტი მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას ეროვნული ბანკის საქმიანობას - "ქართული ოცნება"

იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას, - ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის უკვე შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარმოედგინა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კონსულტაციების დროს, გაჟღერდა კონკრეტული თარიღებიც - თებერვალი, 8 მარტი და სხვ. „თუმცა, პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია“. „რამდენიმე დღის წინ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სახელით გავრცელდა განცხადება საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების შესახებ. კერძოდ, განვაცხადეთ, რომ ჩვენ, როგორც მმართველ პარტიას, გვეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უმაღლესი კონსტიტუციური ინსტიტუტების დაცვაზე, რის გამოც თავს ვიკავებთ და მომავალშიც თავს შევიკავებთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის პრობლემური განცხადებებისა და ქმედებების შეფასებისგან. თუმცა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მმართველ პარტიას ეკისრება თანაბარი პასუხისმგებლობა როგორც საქართველოს პრეზიდენტის, ისე სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვასა და მათი ჯეროვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალია, მივიღოთ სათანადო ზომები, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის კონკრეტული ქმედებები სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას უქმნის საფრთხეს. გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის ქმედებების გამო, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, პრობლემა ექმნებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ამოცანების ჯეროვან შესრულებას. ამავდროულად, დაბრკოლებები ექმნებოდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელებასაც, რაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. კერძოდ, მოქმედი პრეზიდენტი უარს ამბობდა უმაღლეს დიპლომატიურ თანამდებობებზე საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კონკრეტული პირების დანიშვნაზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუცია პრეზიდენტს მათი დანიშვნისას მხოლოდ სამართლებრივ დისკრეციას ანიჭებს. ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა მხოლოდ მას შემდეგ დანიშნა უმაღლეს დიპლომატიურ თანამდებობებზე შესაბამისი კანდიდატები, რაც საქართველოს მთავრობამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა. მოგვიანებით, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა ცესკოს თავმჯდომარისა და ორი წევრის პარლამენტისათვის დასამტკიცებლად ხელახლა წარდგენაზე, მიუხედავად იმისა, რომ კონკურსმა ისინი საუკეთესო კანდიდატებად გამოავლინა. უნდა აღინიშნოს, რომ ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით და ცესკოს შესაბამისი ორი წევრის მონაწილეობით, ცესკოს იმ დროისათვის უკვე ჩატარებული ჰქონდა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და რამდენიმე შუალედური არჩევნები, რომლებთან დაკავშირებითაც რაიმე მეტ-ნაკლებად არსებითი შენიშვნა ვერავინ გამოთქვა. მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია შერჩევის სამართლიანობის პრინციპი და უარი თქვა სამი კანდიდატის წარდგენაზე მხოლოდ იმ საბაბით, რომ მათ მხარდაჭერაზე ოპოზიციის ნაწილი ამბობდა უარს. პრეზიდენტის მიერ ოპოზიციის საბოტაჟის ღია მხარდაჭერა, სახელმწიფოებრივი ინტერესების თვალსაზრისით, სრულიად გაუმართლებელი და მიუღებელია. საქართველოს პარლამენტი იძულებული გახდა გადაესინჯა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის ნაკლოვანი, საბოტაჟის წამახალისებელი წესი, რათა ცესკოს სრულფასოვანი ფორმირება გამხდარიყო შესაძლებელი. აქვე გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ აღნიშნული წესი 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებაში სწორედ ცესკოს საბოტაჟის წახალისების მიზნით, მიზანმიმართულად ჩაიდო. ამჟამად, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები პრობლემებს უქმნის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის, საქართველოს ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას. დღემდე, საქართველოს ეროვნულ ბანკში ვაკანტურია საბჭოს წევრის ორი პოზიცია, ხოლო 2 მარტიდან ვაკანტურია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაც. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს ირჩევს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნეს მიღებული. ამგვარი კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის უკვე შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარმოედგინა. საბჭოს შემადგენლობის სულ მცირე ერთი წევრით შევსების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნაც გახდებოდა შესაძლებელი. კონსულტაციების დროს, გაჟღერდა კონკრეტული თარიღებიც - თებერვალი, 8 მარტი და სხვ. თუმცა, პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია. ერთ-ერთი შეთანხმების თანახმად, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას წარუდგენდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონზე დადებულ ვეტოს არ დაძლევდა. პარლამენტმა შეთანხმება შეასრულა და ვეტო არ დაძლია, თუმცა, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილმა პირობა ამ შემთხვევაშიც დაარღვია. საბჭოს წევრების არჩევის საკითხზე პრეზიდენტთან ბოლო კომუნიკაცია მმართველი გუნდის ინიციატივით გუშინ შედგა, თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ის პარლამენტს არცერთ კანდიდატურას არ წარუდგენს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ პრეზიდენტის ესოდენ უდიერი დამოკიდებულება მის კონსტიტუციურ პასუხისმგებლობასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის. იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას. ასეთ პირობებში, საქართველოს პარლამენტს მოუწევს ვეტოს დაძლევა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი იმ ცვლილებების საბოლოოდ მიღება, რომლის მიზანი ეროვნული ბანკის შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფა იყო. ვეტოს დაძლევის პროცედურას საქართველოს პარლამენტი მომდევნო სასესიო კვირაში დაასრულებს. მმართველი გუნდი ვერ დაუშვებს ინსტიტუციურ კრიზისს ვერცერთ სახელმწიფო ინსტიტუტში და იზრუნებს თითოეული კონსტიტუციური ორგანოს გამართულ ფუნქციონირებაზე. ეს არის მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა ჩვენი სახელმწიფოსა და ქართველი ამომრჩევლის წინაშე“, - ნათქვამია განცხადებაში.  

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი: ის, რაც აზიანებს ეროვნული ბანკის და ქვეყნის რეპუტაციას, არის ვეტოს დაძლევის მუქარა მმართველი პარტიის მხრიდან

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას პრეზიდენტი განიხილავდა, თუმცა „მისი დამოუკიდებლობა კითხვება აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ხუციშვილის კატეგორიული მოთხოვნით“. პრეზიდენტი მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას ეროვნული ბანკის საქმიანობას - "ქართული ოცნება" „მოგეხსენებათ დღეს ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელიც უკავშირდება ეროვნული ბანკის საქმიანობას. პირველი, საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა არ ზიანდება. ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას დღეს ასრულებს ერთ-ერთი კვალიფიციური და პროფესიული კადრი. არ ფერხდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნის პროცესი. ბანკის საბჭოს დღესვე შეუძლია, წარმოადგინოს ბანკის ხელმძღვანელის კანდიდატურა. პრეზიდენტის მიერ დაწყებული საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი ამ წარდგინებასთან კავშირში არაა და არც რაიმეს შემაფერხებელია. რაც ეხება მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ბატონი ლაშა ხუციშვილის წარდგენას საქართველოს პრეზიდენტი მის კანდიდატურას ნამდვილად განიხილავდა და მიიჩნევდა, რომ მისი პროფესიონალიზმი, გამოცდილება და კვალიფიკაცია აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი კანდიდატის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით, პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლითა და შანტაჟით. ის, რაც ნამდვილად აზიანებს და აფერხებს ეროვნული ბანკის საქმიანობას არის მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადება, რამაც საბოლოოდ გამოააშკარავა, რომ აღნიშნული კანდიდატი ერთადერთი და უალტერნატივოა არამხოლოდ მთავრობისთვის, არამედ, მმართველი პარტიისთვისაც. ის, რაც ნამდვილად ემსახურებოდა და იცავდა ეროვნული ბანკის ინტერესებს იყო პრეზიდენტის ვეტო; რაც აზიანებს ბანკისა და ქვეყნის რეპუტაციას კი, მმართველი პარტიის მხრიდან ვეტოს დაძლევის მუქარაა“, - განაცხადა მსხილაძემ.  

მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს არანაირი უფლება არ აქვს, ჩაერიოს პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის კომპეტენციებში - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს არანაირი უფლება არ აქვს, ჩაერიოს პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის კომპეტენციებში, - ასე უპასუხა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის შეკითხვას, განიხილებოდა, თუ არა ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად, რასაც შემდეგ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს რეაქცია მოჰყვა. მისივე განმარტებით, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა, ფაქტია, რომ პრობლემა არ შექმნილა და ეროვნული ბანკი თავის საქმიანობას და მუშაობას აგრძელებს. ამასთან, მსხილაძის თქმით, პრეზიდენტი ეროვნული ბანკის წევრის თანამდებობაზე კანდიდატურებს უახლოეს მომავალში წარმოადგენს. „რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, რომ კანდიდატების წარდგენას დეკემბრამდე არ აპირებს, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. პრეზიდენტი პარლამენტს უახლოეს მომავალში წარუდგენს კანდიდატურებს. პრეზიდენტმა დეკემბრამდე იგულისხმა მოქმედი მოვალეობის შემსრულებლის ვადა, რომელიც დეკემბერში იწურება და იგულისხმა ის ვადა, რომელიც ამ დრომდე მოვალეობის შემსრულებელს პრობლემა აღარ ექნება. ასე რომ, უახლოეს პერიოდში წარმოგიდგენთ ორ ახალ კანდიდატურას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე და თქვენი გადასაწყვეტი იქნება მას დაუჭერთ თუ არა მხარს“, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ. შეგახსენებთ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი "ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებულ ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს. საკომიტეტო განხილვის შემდეგ საკითხი პლენარულ სხდომაზე გადის. უმრავლესობის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის - პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება. ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.  

პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო 15 მომხრე და 26 წინააღმდეგი ხმით დაძლია. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 124-მა წევრმა. ცვლილებებით, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შემოდის.   ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს.   მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს არანაირი უფლება არ აქვს, ჩაერიოს პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის კომპეტენციებში - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი: ის, რაც აზიანებს ეროვნული ბანკის და ქვეყნის რეპუტაციას, არის ვეტოს დაძლევის მუქარა მმართველი პარტიის მხრიდან

პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები წარუდგინა

პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე წარუდგინა. ინფორმაციას ზურაბიშვილის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.  საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის - პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება. ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი: ის, რაც აზიანებს ეროვნული ბანკის და ქვეყნის რეპუტაციას, არის ვეტოს დაძლევის მუქარა მმართველი პარტიის მხრიდან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას პრეზიდენტი განიხილავდა, თუმცა „მისი დამოუკიდებლობა კითხვება აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ხუციშვილის კატეგორიული მოთხოვნით“. რაც ეხება მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ბატონი ლაშა ხუციშვილის წარდგენას საქართველოს პრეზიდენტი მის კანდიდატურას ნამდვილად განიხილავდა და მიიჩნევდა, რომ მისი პროფესიონალიზმი, გამოცდილება და კვალიფიკაცია აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი კანდიდატის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით, პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლითა და შანტაჟით. ის, რაც ნამდვილად აზიანებს და აფერხებს ეროვნული ბანკის საქმიანობას არის მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადება, რამაც საბოლოოდ გამოააშკარავა, რომ აღნიშნული კანდიდატი ერთადერთი და უალტერნატივოა არამხოლოდ მთავრობისთვის, არამედ, მმართველი პარტიისთვისაც. ის, რაც ნამდვილად ემსახურებოდა და იცავდა ეროვნული ბანკის ინტერესებს იყო პრეზიდენტის ვეტო; რაც აზიანებს ბანკისა და ქვეყნის რეპუტაციას კი, მმართველი პარტიის მხრიდან ვეტოს დაძლევის მუქარაა“, - განაცხადა მსხილაძემ 7 ივნისს. 23 თებერვალს პრეზიდენტმა ,ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო. პარლამენტმა ვეტო 13 ივნისს დაძლია.  

„ქართული ოცნება“ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს

საპარლამენტო უმრავლესობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ასეთ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ჯერ კონსულტაციები უნდა გაიმართოს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს კანდიდატების წარდგენა. „ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია უკვე ჩამოყალიბებულია, გვქონდა კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით. როგორც მოგეხსენებათ, უმრავლესობა იღებს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. ჩვენ მხარს არ დავუჭერთ შესაბამის კანდიდატურებს, რომლებიც კონსულტაციების გარეშე იქნა წარმოდგენილი. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში არის შემდეგი სტანდარტული პრაქტიკა-როდესაც ორი ორგანო არის ჩართული თანამდებობის პირების განწესებაში, ამ გადაწყვეტილების მიღებას წინ უსწრებს ხოლმე კონსულტაციები, რაც ამ შემთხვევაში დაირღვა. მეორე, მე ერთ-ერთ კანდიდატზე არ მაქვს ინფორმაცია. გვარებს არც დავასახელებ, მაგრამ ერთ-ერთი კანდიდატი პირდაპირ არის დაკავშირებული კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, მის ლიდერებთან მეგობრობს და ასე შემდეგ. კონსულტაციების გარეშე წარმოდგენილ კანდიდატებს ჩვენ მხარს არ დავუჭერთ. ასეთ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ჯერ კონსულტაციები უნდა გაიმართოს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს წარდგენა. ჩვენ კონსტიტუციის სულისკვეთების შესაბამისად ვმოქმედებთ. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტმა ამას ანგარიში უნდა გაუწიოს“, - განაცხადა მედიასთან ირაკლი კობახიძემ. პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად, გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე 16 ივნისს წარუდგინა.  

შალვა პაპუაშვილმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს ხელი მოაწერა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს მოაწერა ხელი. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ცვლილების შედეგად, ეროვნულ ბანკში იქმნება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელსაც დანიშნავს და გაათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო. „დღეს ხელი მოვაწერე ორგანულ კანონს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, რომელიც ეხება ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღებას. პრეზიდენტმა, ამ კანონთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 23 თებერვალს გამოიყენა ვეტო. კანონთან დაკავშირებული მსჯელობიდან საზოგადოებისთვის ცნობილია, თუ რა პრობლემის აღმოფხვრას ემსახურებოდა არსებული კანონი. ცვლილების მიღებამდე არსებული მდგომარეობით, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ჰყავდა სამი ვიცე-პრეზიდენტი, ამავე დროს, კანონი არ აწესებდა რაიმე წესს, მათგან რომელი ასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში, ან რა პროცედურით უნდა მომხდარიყო რომელიმე ვიცე-პრეზიდენტისთვის მოვალეობის შესრულების დაკისრება. ამ საკითხის მნიშვნელობა დადასტურდა მას შემდეგაც, რაც მიმდინარე წლის 2 მარტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს ამოეწურა უფლებამოსილების ვადა და კანონის რეგულაციის არარსებობის პირობებში, ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს პრეზიდენტის უფლებამოსილება დაეკისრა არა კანონის, არამედ შიდა რეგულაციის საფუძველზე. ეს მდგომარეობა დღემდე გრძელდება. ეროვნული ბანკის მნიშვნელობიდან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის როლიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ საჭიროა ამ ბუნდოვანების აღმოფხვრა, ასეთი ფუძემდებლური საკითხის არა შიდა რეგულაციებისთვის მინდობის, არამედ საკანონმდებლო რეგულაციის გზით. შესაბამისად, პარლამენტი, როგორც ხალხის წინაშე სახელმწიფო ორგანოების სათანადო ფუნქციონირებისთვის საჭირო საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნაზე პასუხისმგებელი ორგანო, ვალდებულია იმოქმედოს და აღმოფხვრას არსებული ბუნდოვანება. სწორედ ამ პასუხისმგებლობით იყო ნაკარნახევი შესაბამისი ცვლილების ინიცირებაც და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა. ცვლილების შედეგად, ეროვნულ ბანკში იქმნება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელსაც მსგავსად სხვა ვიცე-პრეზიდენტებთან დაკავშირებული არსებული რეგულაციისა, დანიშნავს და გაათავისუფლებს თავად ეროვნული ბანკის საბჭო. ამგვარად, სამომავლოდ აღმოიფხვრება ყოველგვარი ბუნდოვანება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შეასრულებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას მისი არყოფნის, ან უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში და ეს საკითხი მოწესრიგდება მაღალი კვორუმის საჭიროების მქონე ორგანული კანონის და არა ეროვნული ბანკის შიდაუწყებრივი რეგულაციის დონეზე“, – ნათქვამია შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.  

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 10.50% ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 21 ივნისს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.50 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოში ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს და მიმდინარე წლის მაისში წლიური ინფლაცია 1.5 პროცენტამდე (აპრილში - 2.7), ხოლო საბაზო - 3.9 პროცენტამდე (აპრილში - 4.7) შემცირდა. ინფლაციის შემცირებას, მეტწილად, ეგზოგენური შოკების ეტაპობრივი მილევის შედეგად, იმპორტული პროდუქტების ფასების შემცირება განაპირობებს. აღნიშნულ ტენდენციას გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც უწყობს ხელს და, შესაბამისად, იკლებს ადგილობრივი ინფლაციაც და ინფლაციური მოლოდინებიც. თუმცა ადგილობრივი ინფლაციის კლება შედარებით მცირე ბიჯებით ხდება და მისი დონე ჯერ კიდევ მაღალია - მაისში 9.1 პროცენტი. სხვა თანაბარ პირობებში, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია მომდევნო თვეებში მიზნობრივი დონის ქვემოთ შენარჩუნდება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტიანი მაჩვენებლის ირგვლივ დასტაბილურდება. მაღალი ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, მოკლე ვადით მიზნობრივ დონეზე მეტად შემცირებული ინფლაცია გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დამატებით ნორმალიზებას შეუწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, ფასების სტაბილურობის წინაპირობაა. "მიუხედავად პოზიტიური ტენდენციებისა, ინფლაციური რისკები კვლავ მაღალია. ამ ეტაპზე, ხელფასი-ფასის სპირალის განვითარების ცალსახა ნიშნები აღარ შეიმჩნევა. მიუხედავად პროდუქციის ერთეულზე პერსონალის ხარჯის წინა კვარტალთან შედარებით მცირე კლებისა, ის მაინც მაღალ დონეზე ნარჩუნდება, რაც საშუალო ხელფასების პროდუქტიულობაზე უფრო სწრაფად ზრდის ასახვაა და შრომის ბაზრის მხრიდან ინფლაციურ ზეწოლას კვლავ საყურადღებო ფაქტორად ტოვებს. გარდა ამისა, მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა გაურკვევლობის მთავარ წყაროდ რჩება. ამავდროულად, ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე მაღალია და 2023 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.7 პროცენტია, რაც მოთხოვნის მხრიდან წარმოქმნილ პოტენციურ ინფლაციურ ზეწოლას საყურადღებოს ხდის. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომაზე, ინფლაციური ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო, რაც პოლიტიკის განაკვეთის მხოლოდ ზომიერი ბიჯებით შემცირებას გულისხმობს. წინა სხდომაზე პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით შემცირდა. შესაბამისად, ზემოთ აღწერილი რისკების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შენარჩუნდა. საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 2 აგვისტოს ჩატარდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

კანონი უკვე მიღებულია და ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ავირჩიოთ - ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

კანონი უკვე მიღებულია და ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ავირჩიოთ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. "პირველ ვიცე-პრეზიდენტზე მსჯელობა, რა თქმა უნდა, გვექნება. კანონი უკვე მიღებულია და ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ამ კანონის შესაბამისად ავირჩიოთპირველი ვიცე-პრეზიდენტი. ამ გადაწყვეტილებას დღეს მივიღებთ თუ უახლოეს დღეებში, წინასწარ ვერ გეტყვით, თუმცა ეს გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული და, რა თქმა უნდა, საჯაროდ გახდება ცნობილი. საბჭოს ყველა წევრს აქვს უფლება, რომ გახდეს პირველი ვიცე-პრეზიდენტი. პროცედურა ასეთია - საბჭოს ნებისმიერ ორ წევრს შეუძლია რომელიმე კანდიდატი წარადგინოს, შემდეგ საბჭო იმსჯელებს და ხმების უმრავლესობით გადაწყდება," - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ. კანონში შეტანილი ცვლილებებით, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შემოდის.   ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს.   „ქართული ოცნება“ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად, გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე 16 ივნისს წარუდგინა. 23 თებერვალს პრეზიდენტმა ,ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო. პარლამენტმა ვეტო 13 ივნისს დაძლია.  

ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა გახდა

ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა გახდა. მისი კანდიდატურა ცოტა ხნის წინ დამტკიცდა. ნათია თურნავა ეკონომიკის ყოფილი მინისტრია. თურნავამ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მას მხარი საბჭოს 7 წერვიდან 5-მა დაუჭირა, ხოლო 2-მა თავი შეიკავა. „დღეს ჩატარდა ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა და ხმათა უმრავლესობით, საბჭომ მხარი დამიჭირა და ამირჩია პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე. ძალიან დიდი მადლობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს, მიუხედავად იმისა, დამიჭირა თუ არა რომელიმე მათგანმა მხარი, თუ თავი შეიკავა. 7 წევრიდან 5-მა მხარი დამიჭირა და 2-მა თავი შეიკავა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველას გვაერთიანებს ეროვნული ბანკის მიმართ ერთგულება, გვაერთიენბს საერთო მიზანი - ვემსახუროთ ქვეყნის ფინანსურს სტაბილურობას. ჩვენი გუნდი, ამ მიმართულებით კვლავინდებურად გააგრძელებს მუშაობას ეროვნულ ბანკში“, - განაცხადა ნათია თურნავამ. ნათია თურნავა 2019 წლის 18 აპრილიდან 2022 წლის 9 თებერვლამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო. ის ამ თანამდებობაზე 2019 წლის 18 აპრილს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დანიშნა. 9 თებერვალს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ნათია თურნავას შემცვლელად ლევან დავითაშვილი წარადგინა. ნათია თურნავა 2022 წლის 7 ივნისს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად 80 ხმით აირჩია. კანონში შეტანილი ცვლილებებით, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შემოდის.   ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს.   „ქართული ოცნება“ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად, გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე 16 ივნისს წარუდგინა. 23 თებერვალს პრეზიდენტმა ,ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო. პარლამენტმა ვეტო 13 ივნისს დაძლია.

ნათია თურნავა ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე: ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები შეესაბამება საერთაშორისო სანქციებს

სანქციების საკითხებში ევროკავშირის, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები ვიზიტის მეორე დღეს შეხვედრებს განაგრძობენ. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ, ვიცე-პრეზიდენტებმა არჩილ მესტვირიშვილმა, პაპუნა ლეჟავამ და ნიკოლოზ გაგუამ დევიდ ო’სალივანთან, ჯეიმს ო’ბრაიენთან და კუმარ აიერთან მოლაპარაკებები გამართეს. უწყების თანახმად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფინანსური სანქციების აღსრულებას, რომლებიც აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა უკრაინაში განხორციელებული აგრესიული საომარი მოქმედებების გამო რუსეთის ფედერაციას დაუწესეს. „ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს იმ თანმიმდევრულ ნაბიჯებზე, რომელიც სანქციებთან სრულ შესაბამისობაშია. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ ეროვნული ბანკის საქმიანობას ამ მიმართულებით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს საფინანსო ინსტიტუტები მოქმედებენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებულ სანქციებთან სრულ შესაბამისობაში. საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად კონტროლდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში. „ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს, საქართველოს საფინანსო სექტორში ყველა იმ რეგულაციის და შეზღუდვის დაცვას, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან დაუწესდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სანქციების შესრულების მონიტორინგი საომარი მოქმედებების დაწყების მეორე დღიდანვე ხორციელდება, რომლის შედეგებიც საერთაშორისო პარტნიორებს დღეს დეტალურად გავაცანით", - აღნიშნავს თავის მხრივ, ნათია თურნავა. 27 ივნისს, დღის ბოლოს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, დევიდ ო’სალივანს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს, ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენს შეხვდა. უფრო ადრე, საგარეო უწყებისა და მთავრობის ადმინისტრაციის შემდეგ, დევიდ ო’სალივანი და ჯეიმს ო’ბრაიენი ეკონომიკის სამინისტროში იმყოფებოდნენ. ამერიკის საელჩოს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი თბილისს 27 ივნისს ეწვია, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილოს საერთო ინტერესის საკითხები, კერძოდ, სანქციები და მათი ეფექტიანი განხორციელება. ამერიკის საელჩოს თანახმად, ამ ვიზიტის მიზანია კომუნიკაციის პირდაპირი არხისა და სამომავლო  თანამშრომლობითი დიალოგის დამყარება. ამ ერთობლივ ვიზიტში, ასევე, მონაწილეობენ ევროკავშირის სანქციების დესპანი, დევიდ ო’სალივანი და დიდი ბრიტანეთის მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი, კუმარ აიერი. „ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერ და ეკონომიკის მინისტრ დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან თურნავასთან და გენერალურ პროკურორთან შოთაძესთან. ჩვენ მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა და ძალისხმევის გაძლიერებას სანქციებზე თავის არიდების პრევენციის მიზნით, აგრძელებს რა რუსეთი სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში. იდენტური ცნობა გაავრცელა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამაც იმ განსხვავებით, რომ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო’სალივანი საქართველოში 26 ივნისს ჩამოვიდა. ოფიციალური შეხვედრები 27 ივნისს დაიწყო. ვიზიტებს წინ უძღვის ევროკავშირი მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტის დამტკიცება.  უახლესი პაკეტის მიხედვით, ევროკავშირი სანქციების გვერდის ავლის საკითხთან დაკავშირებით, მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობას გააფართოებს.

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი ცნობილია

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით 23.9 მლრდ აშშ დოლარი (61.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 90.2 პროცენტია. 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 333.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ეროვნული ბანკის თანახმად, აქედან, საკურსო ცვლილების გამო ვალი 284.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ოპერაციული ცვლილების გამო - 38.9 მლნ აშშ დოლარით, ფასის ცვლილებების გამო 6.0 მლნ აშშ დოლარით, ხოლო სხვა ცვლილებების გამო ვალი 3.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.8 მლრდ აშშ დოლარი (27.5 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 40.6 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.2 მლრდ აშშ დოლარი (21.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 31.0 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 908.9 მლნ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.4 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 434.2 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.6 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.6 პროცენტი). საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 6.5 მლრდ აშშ დოლარი (16.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.4 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.8 მლრდ აშშ დოლარი (12.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 18.0 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.5 მლრდ აშშ დოლარი (9.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 13.4 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 88.7 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 12.6 მლრდ აშშ დოლარი (32.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ–ს 47.5 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.7 მლრდ აშშ დოლარია (14.7 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 21.7 პროცენტია. 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 12.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო ვალი 9.8 მლნ აშშ დოლარით, ხოლო ოპერაციული ცვლილების გამო 2.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 2023 წლის პირველი კვარტლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 908.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 467.5 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი. „მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, "საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის" – 2003, შესაბამისად“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ნათია თურნავა: ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ხელშეუხებელი იქნება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ხელშეუხებელი იქნება „ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, რომელიც გარანტირებულია არა ნათია თურნავას პირადი ნებით, არამედ კონსტიტუციით და კანონმდებლობით, იქნება ხელშეუხებელი და დაცული“, - ამბობს თურნავა. მისივე თანახმად, ჩვეულებრივ რეჟიმში, მანდატის ფარგლებში აგრძელებს თანამშრომლობას ხელისუფლების ყველა შტოსთან. „რაც შეეხება ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით დისკუსიას, დიახ, იყო აზრთა სხვადასხვაობა. გადაწყდა იმდაგვარად, რომ სტრუქტურულად უზრუნველყოფილია ეროვნული ბანკის მენეჯმენტის სტაბილურობა, რაც, ჩემი აზრით, კარგია როგორც ეროვნული ბანკისთვის, ასევე, ჩვენი ქვეყნის საფინანსო სისტემის სტაბილურობისთვის. ჩვეულებრივ რეჟიმში, ჩვენი მანდატის ფარგლებში ვაგრძელებთ თანამშრომლობას ხელისუფლების ყველა შტოსთან. ყველას ვარწმუნებ, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, რომელიც გარანტირებულია არა ნათია თურნავას პირადი ნებით, არამედ კონსტიტუციით და კანონმდებლობით, იქნება ხელშეუხებელი და დაცული“, – განაცხადა თურნავამ მედიასთან. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა 22 ივნისს გახდა.  

რა ეღირება დოლარი და ევრო 21 ივლისს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 21 ივლისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5693 ლარი ეღირება, ევრო – 2.8804 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3157 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5692 ლარი ღირდა, ევრო – 2.8819 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3203 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 21 ივლისს შევა ძალაში.  

IMF-ის მისია: ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაცვა არსებითია მხარდამჭერი პროგრამის პროგრესის გაგრძელებისთვის

სსფ-ს მისიამ საქართველოში ვირტუალური ვიზიტი დაასრულა. მისიის დასასრულს გამოქვეყნებული პრესრელიზში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის წევრები აცხადებენ, რომსაქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) დამოუკიდებლობისა და სანდოობის დაცვა კვლავ არსებითია სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი პროგრამის (Stand-by Arrangement (SBA)) პროგრესის გაგრძელებისთვის. პრესრელიზში განმარტებულია, რომ მისიის დასასრულს გამოქვეყნებული პრესრელიზი წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის წევრთა განაცხადს ვიზიტის მსვლელობისას მათი მიგნებების შესახებ. ეს განაცხადი ეკუთვნის მისიის წევრებს და, შესაძლოა, არ ასახავდეს სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს აზრს. ამ მისიის მიგნებები სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს განსახილველად არ წარედგინება. აქვე მითითებულია მისიის წევრთა შეფასება, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი შედარებით ზომიერი, თუმცა კვლავ მაღალია, ძლიერი ტურისტული და ფინანსური შემოდინებების ფონზე. ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს ჩამოსცდა, იმპორტულ საქონელზე ფასების კლების და გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის დახმარებით.   მაღალი საგარეო გაურკვევლობის პირობებში, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ფისკალური და სავალუტო ბუფერების ზრდაზე და რეფორმების განხორციელებაზეუნდა დარჩეს მიმართული, რაც ეკონომიკის მედეგობას და ინკლუზიური ზრდის პოტენციალს განამტკიცებს.   საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) დამოუკიდებლობისა და სანდოობის დაცვა კვლავ არსებითია სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი პროგრამის (Stand-by Arrangement (SBA))პროგრესის გაგრძელებისთვის. 13-21 ივლისს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით ვირტუალურ ფორმატში შეხვედრები გამართა საქართველოს ხელისუფლებასთან, ბოლოდროინდელი ეკონომიკური და ფინანსური ვითარების განხილვის და რეფორმის პრიორიტეტების შეფასების მიზნით. მისიის დასასრულს მან განაცხადა, რომ „საქართველოს ეკონომიკა სწრაფ ზრდას განაგრძობს. 2023 წლის იანვარ-მაისში ეკონომიკა 7.5 პროცენტით გაიზარდა. ეკონომიკის ზრდას ხელს უწყობს ძლიერი ტურიზმი, ტრანზიტული ვაჭრობა და ასევე ფინანსური შემოდინებები, რაც, თავის მხრივ, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკავშირდება. „საგარეო შემოდინებების სიმტკიცე ლარის გაცვლითი კურსის გამყარებას ხელს უწყობს. 2023 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა კლება განაგრძო. 2023 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტი მცირედ პროფიციტული იყო მაღალი ფისკალური შემოსავლების გამო. ივნისში წლიური ინფლაცია მკვეთრად შემცირდა და 0.6 პროცენტი შეადგინა, რაც ეროვნული ბანკის 3 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად დაბალია. ინფლაციის შემცირება, ნაწილობრივ, სასაქონლო პროდუქტების ფასების კლებამ და ლარის გამყარებამ განაპირობა. თუმცა საბაზო ინფლაცია მაღალ დონეზე ნარჩუნდება, რაც ძლიერი ადგილობრივი მოთხოვნის, მიგრანტების შემოდინების გამო საცხოვრებლის ქირის გაზრდილი ფასის და შრომის ბაზარზე სიმჭიდროვის ზრდამ გამოიწვია. ინფლაციის მის სამიზნე მაჩვენებელს ქვემოთ შენარჩუნების გამო, სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მაისში 50 საბაზისო პუნქტით, 10.5 პროცენტამდე შეამცირა. ფინანსური სექტორი მდგრადია. ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მოსთხოვა რა კომერციულ ბანკებს შესაბამისი სანქციების დაცვა,“ - აღნიშნავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი. მისივე თანახმად, სამომავლოდ, 2023 წელს ეკონომიკის საშუალოდ 6 პროცენტით ზრდას ელიან, იმ დაშვებით, რომ საგარეო წყაროებიდან შემოდინებები დასტაბილურდება და ადგილობრივი ეკონომიკის საწარმოო პოტენციალი შემზღუდველი გახდება, ვიდრე საშუალოვადიან პერიოდში ზრდის ტემპი თავის პოტენციურ დონეს, დაახლოებით 5 პროცენტს, არ მიაღწევს, ძლიერი ტურიზმის და ინვესტიციების ხელშეწყობით. „საბაზო ეფექტის და ლარის გამყარების გავლენით 2023 წლის ბოლოსთვის ინფლაციის კიდევ უფრო შემცირებას ველით წლიურ 0.3 პროცენტამდე. 2024-ში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს დაუბრუნდება. გაურკვევლობა მაღალია უცხოური წყაროებიდან შემოდინებების მდგრადობასთან და გლობალურ კონიუქტურასთან დაკავშირებით. ასეთ ვითარებაში, საჭიროა გონივრული ფისკალური და რეზერვების მართვის პოლიტიკის გაგრძელება და ადგილობრივი ინფლაციის და ფინანსური სექტორის მიმართ შესაძლო რისკების თვალყურისდევნება. 2024 წელს და შემდგომ მიზანშეწონილია მცირე ფისკალური კორექტირება რაც ბუფერების ზრდის შესაძლებლობას მოგვცემს და შექმნის სივრცეს ხარჯვისთვის საჭირო პრიორიტეტებზე, მათ შორის განათლებასა და ინფრასტრუქტურაზე. სახელმწიფო საწარმოების მმართველობის რეფორმის სტრატეგიის და განახლებადი ენერგიის განვითარების რეფორმის განხორციელება უნდა მოხდეს ფისკალური რისკების შეზღუდვის, ეფექტურობის და შეჯიბრებითობის დაცვით. „უნდა შენარჩუნდეს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივი და ფრთხილი კორექტირებით, სანამ საბაზო ინფლაცია გრძელვადიანად არ შემცირდება. გაცვლითი კურსის მოქნილობა და რეზერვების დაგროვება მთავარი დაცვაა საგარეო შოკების მიმართ. ფინანსური რეგულირებისა და ზედამხედველობის მიმართ პროაქტიული მიდგომის გაგრძელება კიდევ უფრო გააძლიერებს მდგრადობას და დაგვიცავს რისკებისგან, მათ შორის ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული რისკებისგან და უკრაინაში ომის გავლენით ვალუტის შემოდინებასთან და მიგრაციასთან დაკავშირებული რისკებისგან,“ - აღნიშნულია განცხადებაში. მისივე თანახმად, სსფ-ს მისია სწავლობს სებ-ის კანონის ბოლოდროინდელი ცვლილების გავლენას ქვეყანაში მიმდინარე იმ ეკონომიკური პროგრამის მიზნების მიღწევაზე, რომელსაც სსფ უჭერს მხარს (SBA). სსფ-ს მისიამ განიხილა ვითარება ხელისუფლებასთან და მიესალმება ხელისუფლების პირობას, შეინარჩუნოს სებ-ის დამოუკიდებლობა და სანდოობა და განზრახვა განაგრძოს თანამშრომლობა სსფ-სთან SBA პროგრამის ფარგლებში. სსფ-ის მისია შეხვდა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას, საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს, სხვა ხელმძღვანელ პირებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. გასულ კვირას მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF-მა) საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის მეორე ტრანშის დირექტორთა საბჭოზე წარდგენა და, შესაბამისად, დამტკიცება „გადადო.“ მხარდამჭერ პროგრამაზე (Stand-by Arrangement) საქართველოს ხელისუფლება და სავალუტო ფონდი 2022 წლის აპრილში შეთანხმდნენ. სამწლიანი პროგრამა 289 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა - სესხის სახით. ტრანშის პირველი ნაწილი, 40 მილიონი უკვე ათვისებულია. 2023 წლის მაისში გაიმართა მოლაპარაკებები მეორე ტრანშის გამოყოფის შესახებ. ამ მოლაპარაკებებისას საქართველოს ხელისუფლება და სავალუტო ფონდის მისია მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის დასრულებაზე შეთანხმდნენ, ტექნიკურ დონეზე. საბოლოო გადაწყვეტილება IMF-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს უნდა მიეღო ივნისში. თუმცა ეროვნულმა ბანკმაც დაადასტურა, რომ „სავალუტო ფონდის ბორდზე პროგრამის მიმოხილვის წარდგენა გადაიდო.“ მსოფლიოს წამყვანი სარეიტინგო სააგენტოს, Fitch-ის ინფორმაციით, სავალუტო ფონდის მიერ „შეფასების გადადების“ მიზეზი „ნაწილობრივ არის საქართველოს ეროვნული ბანკის სტრუქტურაში განხორციელებულ ცვლილებებზე უთანხმოება.“ სებ-ის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის უფლებამოსილების გასვლის ფონზე, საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის კანონში ცვლილებები შეიტანა და ამ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოც დაძლია, რის შემდეგაც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა გახდა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 22 აგვისტოს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 22 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6192 ლარი, ევრო კი, 2.8547 ლარი ეღირება. 21 აგვისტოს მოქმედი ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6219 ლარი ღირდა, ევრო – 2.8487 ლარი. 21 ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი დღეს, 22 აგვისტოს შევა ძალაში.  

IMF-ს საქართველოში ახალი წარმომადგენელი ჰყავს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ წარმომადგენელთან საქართველოში, ენდრიუ ჯუველთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც სებ-ის მენეჯმენტი ესწრებოდა. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი შეეხო ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის მიმოხილვას, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მიმდინარეობას, ასევე, სსფ-ის ტექნიკური დახმარების საკითხებს. „ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა ხელს უწყობს მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებას. ეროვნულმა ბანკმა არაერთი თანმიმდევრული და ადეკვატური ნაბიჯი გადადგა გლობალურ გამოწვევებზე საპასუხოდ. სებ-ის მხრიდან სათანადო პოლიტიკის გატარებამ ხელი შეუწყო ინფლაციის მოლოდინების მართვასა და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას. ინფლაცია ივლისში 0,3% - მდე შემცირდა, რაც მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე საკმაოდ დაბალია, მაშინ როცა საბაზო ინფლაცია 3.1%-ს შეადგენდა.“  

პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარადგინა. ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები წარადგინა.  

ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეეზღუდა

საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეზღუდული აქვს. ეროვნული ბანკის განცხადებით, სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა. „როგორც ცნობილია, 2022 წლის 26 თებერვალიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად. სანქციათა მოთხოვნების შესრულების და შესაბამისი კონტროლის მექანიზმების დანერგვისას ერთიანი მიდგომების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით დამტკიცდა „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი.“ ზემოაღნიშნული მითითებისა და წესის შესაბამისად, საქართველოს ფინანსურ სექტორს დაევალა მათ შორის, გაითვალისწინოს აშშ-ს ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ (OFAC) სანქციადაკისრებულ პირთა სიაში (SDN list) შეყვანილი პირების მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება, რაც გულისხმობს სანქცირებული პირების მიერ აქტივებზე წვდომისა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულების შეზღუდვას. სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა. შეგახსენებთ, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობის მიზნით, ეროვნულ ბანკში შექმნილია სპეციალური განყოფილება, რომელიც ზედამხედველობას / მონიტორინგს უწევს აღნიშნულ პროცესს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ ეროვნული ბანკის ნაბიჯებს ამ მიმართულებით,“ - აღნიშნულია განცხადებაში.  

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა გადადგა

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა გადადგა. შესაბამისი ინფორმაცია ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ დაუდასტურა. „მაცნობა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, რომ დაწერა განცხადება გადადგომაზე. სამწუხაროა. კარგი პროფესიონალია, დიდი ხანი მუშაობდა ეროვნულ ბანკში", - განაცხადა თურნავამ.  

პაპუნა ლეჟავას შემდეგ, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა არჩილ მესტვირიშვილმაც დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკი, არჩილ მესტვირიშვილმაც დატოვა. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს. „მეგობრებო და კოლეგებო, ბტოვებ ეროვნულ ბანკში ჩემს თანამდებობას," - წერს მესტვირიშვილი. შეგახსენებთ, სებ-ი ცოტა ხნის წინ დატოვა პაპუნა ლეჟავამაც.  

მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები აცხადებენ, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ

„საქართველოს ბანკი", TBC ბანკი, „ლიბერთი", „ტერა ბანკი"„ბაზის ბანკი" და „პროკრედიტი" აცხადებენ, რომ  საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. „ტერაბანკი“: ბანკი საქმიანობას საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისად გააგრძელებს." „პროკრედიტ ბანკი“: „ჩვენ, როგორც ევროპული ბანკი და საერთაშორისო საბანკო ჯგუფის წევრი, განსაკუთრებული სიფრთხილით ვუდგებით მსგავს საკითხებს და მუდმივად შესაბამისობაში ვართ იმ მოთხოვნებთან, რაც საერთაშორისო სანქციებით რეგულირდება.“ „ბაზისბანკი“: „ბაზისბანკი“ წლებია, მჭიდროდ თანამშრომლობს ათეულობით საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან, რაც სხვა მოთხოვნებთან ერთად გულისხმობს აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობაში ყოფნას. ბაზისბანკი იყო და იქნება საქართველოს კანონმდებლობასა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში.“ ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა.  

გიორგი ბაქრაძემ ეროვნული ბანკი დატოვა

გიორგი ბაქრაძემ ეროვნული ბანკი დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები აცხადებენ, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6750 ლარია

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6750 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6750 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6412 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით, 0.0338 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8631 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8271 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0360 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  

პარლამენტთან საპროტესტი აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა ოპოიციური პარტიის წარმომადგენლები, აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები. აქციის მონაწილეები აცხადებენ, აუცილებელია თანამდებობა დატოვოს ყველა იმ ადამიანმა, ვინც ქვეყნის ღირსების შემლახავი გადაწყვეტილების მიღებაში მიიღო მონაწილეობა. „ყველა ერთად, ერთ მუშტად შეკრულები ვიბრძოლებთ პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს. ეს არის ეროვნული ღირსების წინააღმდეგ მოქმედება. მათ უნდა დატოვონ თანამდებობა და მე ძალიან მოხარული ვარ და ბენიერი ვარ, რომ აღმოჩნდნენ ღირსეული ადამიანები, რომლებმაც უკვე დატოვეს თანამდებობები და დარწმუნებული ვარ, რომ მათი რიცხვი გაიზრდება. ბევრი ადამიანი არ შეეგუება რუსებთან ასეთ მჭიდრო ურთიერთობას", - განაცხადა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ. მანამადე ანალოგიური მიზეზით აქცია ეროვნული ბანკის ოფისთან გაიმართა. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა. ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა. სებ-ის სტრუქტურას ამ ბმულზე გაეცანით.

ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

ეროვნული ბანკის ცნობით, 2023 წლის 20 სექტემბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6841 შეადგინა. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6750 ლარია  

სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი: შეშფოთებული ვართ ეროვნული ბანკის განცხადებით, რომელიც სანქციების მიმართ მიდგომას ცვლის

სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ჯონმა განაცხადა, სანქციების პოლიტიკასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის განცხადება შემაშფოთებელია. „როგორც აღვნიშნეთ, წარსულში საქართველოს ეროვნული ბანკის სწრაფმა და შესაბამისმა ქმედებამ ფინანსური სექტორი დაიცვა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის გავლენისგან. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს შესაბამისი სანქციების დაცვა მოსთხოვა. ჩვენ შეშფოთებული ვართ ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი განცხადებით, რომელიც სანქციების მიმართ მიდგომას ცვლის. ვაპირებთ ამ საკითხის დეტალურ განხილვას ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან და ზედმიწევნითი შესწავლის შემდეგ მოვახდენთ მისი გავლენის ზუსტ შეფასებას, მათ შორის სსფ-ს მხარდაჭერილ საქართველოს პროგრამაზე, რომლის აღდგენის მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს," - აღნიშნა ჯეიმს ჯონმა. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა. ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტის პოსტს ნიკოლოზ გაგუაც ტოვებს. ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა. სებ-ის სტრუქტურას ამ ბმულზე გაეცანით.

პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში ვაკანტურ ადგილებზე ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია

ეროვნული ბანკის საბჭოს არსებულ ორ ვაკანტურ ადგილზე პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია. ნანა ყეინიშვილის კანდიდატურას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო თეიმურაზ ხომერიკს უმრავლესობის 82-მა წევრმა. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ორმა კომიტეტმა კანდიდატურების არჩევის საკითხი დღევანდელ სხდომაზე განიხილა და პარლამენტს უარყოფითი დასკვნა წარუდგინა. საკომიტეტო განხილვას თავად კანდიდატები არ ესწრებოდნენ. თავის მხრივ, პრეზიდენტს მის მიერ წარდგენილი კანდიდატების პარლამენტიდან უკან გაწვევა სურდა, თუმცა უმრავლესობის წევრების განცხადებით, ზურაბიშვილს უფლება არ ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ამჟამად ეროვნული ბანკის საბჭოში 9 წევრის ნაცვლად, მხოლოდ 7 წევრია. მათგან სამმა - საბჭოს ვიცე-პრეზიდენტებმა საბჭოდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. პაპუნა ლეჟავას, არჩილ მესტვირიშვილისა და ნიკოლოზ გაგუას გადადგომაზე ინფორმაცია ბიურომ ცნობად დღევანდელ სხდომაზე მიიღო. კანონის გათვალისწინებით, ისინი საბჭოს წევრობას ორ თვეში - 21 ნოემბრიდან დატოვებენ. საბჭოს კიდევ ერთ წევრს დეკემბერში უფლებამოსილების ვადა ეწურება.

თურნავა ბანკების განცხადების შემდეგ ამბობს, რომ კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა, კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს. მან ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დღეს აღნიშნა, რომ მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს სანქცირებული მოქალაქის სახელსა და გვარს, სებ-ის გადაწყვეტილება არ ეხება რომელიმე კონკრეტულ პირს თურნავამ ასევე განმარტა, რატომ შეუჩერა ეროვნულმა ბანკმა თავდაპირველად ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებსა და ფინანსურ ტრანზაქციებზე წვდომა. „კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება არ დაემორჩილოს რეგულატორს. იმიტომ, რომ კომერციული სექტორი არის საქართველოს კომერციული სექტორი და ხელმძღვანელობს ჩვენი კანონმდებლობოთ. მე ჩემი დღევანდელო ბრიფინგი დავიწყე სწორედ იგივე წინადადებით და ინფორმაციით, რომ ვვენ ცალსახად ვასრულებთ და ვაგრძელებთ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას. საერთაშორისო სანქციების აღსრულება ეს არის გაცილებით უფრო ფართო პროცესი, ვიდრე კონკრეტული ნიუანსები, რომელიც შეიძლება იყოს ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობებით დაზუსტებული, რისი საკამოდ ფართო პრაქტიკა არსებობს როგორც ევროკავშირში, ისე აშშ-ში. სრულ უნისონში ვართ საქართველოს საფინანსო სექტორთან, საქართველოს კომერციულ ბანკებთან. ისინიც და ჩვენც ვასრულებთ საფინანსო სანქციებს, ზოგადად ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს. ჩვენ ვართ მუდმივ კომუნიკაციაში თუ როგორ მოხდეს ახალი დაზუსტების იმპლემენტაცია იმდაგვარად, რომ ეს შესაბამისობაში იყოს მათ და ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებთან,“ - განაცხადა თურნავამ. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა.

ეროვნული ბანკი სამივე ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა

ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტის პოსტს ნიკოლოზ გაგუაც ტოვებს. სებ-ის გადაწყვეტილების შემდეგ, პოსტები დატოვეს ასევე, ეროვნული ბანკის ორმა ვიცე-პრეზიდენტმა - პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმაც. ეროვნულ ბანკში მრჩევლის პოზიცია დატოვა გიორგი ბაქრაძემაც. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა. ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა. სებ-ის სტრუქტურას ამ ბმულზე გაეცანით.  

ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება აამოქმედა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება, გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში შესაბამისი ცვლილება. „როგორც ცნობილია, 2022 წლის 26 თებერვლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით, საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად. შეგახსენებთ, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. საქართველო არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად. ამასთან, ამ პროცესში, ადგილი აქვს პირველ პრეცედენტს, როდესაც ასეთი სანქციები შეეხო საქართველოს მოქალაქეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა ცვლილება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს N208/04 ბრძანებაში, რომლის თანახმად, ამ წესით გათვალისწინებული სანქციათა რეჟიმები ვრცელდება: ა) საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი; ბ) საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი. საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობის პროცესში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისთვის. საქართველოს ეროვნული ბანკი ყურადღებით შეისწავლის და განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანს სანქციების გვერდის არიდების თითოეულ სავარაუდო შემთხვევას და რისკებს. საქართველოს ეროვნული ბანკი მზად არის, საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული გადაწყვეტილების დეტალების შესახებ“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 18 სექტემბერს გამოეხმაურა ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეეზღუდა. კობახიძის თქმით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება კონსტიტუციის უხეში დარღვევაა. ასევე წაიკითხეთ: ამერიკამ ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა ბლინკენი: სანქციებს ვუწესებთ 70-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, ასევე, ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს

ნათია თურნავა: რასაც ვაკვირდები, იმავე ფარცხალაძის ირგვლივ, კიდევ უფრო მეტად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო სწორი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ „პოლიტიკოსების გამოსვლა, რომლებიც ეროვნულ ბანკს აკრიტიკებენ, საყურადღებოა, თუმცა მათი განცხადებები ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებებზე არ მოქმედებს, რადგან ის არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი და გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღება.“ „ჩვენ სხვადასხვა პოლიტიკოსი გვაკრიტიკებდა მანამდეც, ვიდრე ეს გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული და მერეც გვაკრიტიკებდნენ, მაგრამ არაფერი ამდაგვარი ჩვენზე არ მოქმედებს. გვსიამოვნებს-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მშვიდად ვხვდებით ასეთ კრიტიკას. ისევე, როგორც შექება არ გვსიამოვნებს და არ გვჭირდება არავის დაცვა. ჩვენ ყველა კითხვაზე თავად გავცემთ პასუხს. აქედან გამომდინარე, ეს მეორე ფაქტიც არანაირად არ იყო გადამწყვეტი ჩვენ მიერ გადაწყვეტილების მიღებაში. თუმცა საყურადღებო იყო იმ თვალსაზრისით, რომ კიდევ ერთხელ დაგვანახა, ეს საკითხი ცხელია და პოლიტიკურად არის აჟიტირებული თემა. ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა იქნება და ვიდრე სანქციების აღსრულების და ადგილობრივი კანონმდებლობის ურთიერთშესაბამისობის შესახებ დისკუსია გასცდებოდა ცალკეულ გამოსვლას თუ განცხადებას, ჩვენ მივხვდით, რომ რაც შეიძლება, სწრაფად უნდა გვემოქმედა. ამით პრევენციაც გავაკეთეთ უფრო დიდი დისკუსიის გაჩენის და, ზოგადად, კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების, რამდენად სწორად ვიქცევით აღსრულების მექანიზმების დონეზე,“ – განაცხადა თურნავამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში. გამოჩნდა თუ არა პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ის, რომ ფარცხალაძის დასანქცირება არ იყო მნიშვნელოვანი და ეს იყო არა სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არშეწყვეტით პრეზიდენტმა მას, ფაქტობრივად, სხვადასხვა ტიპის ოპერაციის თავისუფლად განხორციელების საშუალება მისცა, ნათია თურნავამ ამ შეკითხვასაც უპასუხა. „თქვენ ცდილობთ, მე პოლიტიკური შეფასება გამაკეთებინოთ, მაგრამ ამას შეგნებულად არ გავაკეთებ იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის ჩვენი მანდატი და ეს არ არის ეროვნული ბანკის საქმე. იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკოსის ქმედება და პოლიტიკური მანევრები, რომელზეც მე ვერანაირ შეფასებას ვერ გავაკეთებ. ერთადერთი, უბრალოდ, ვიტყვი: თავად ფაქტმა, რომ ეს პირველი გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქის სანქცირებასთან დაკავშირებით შეეხო ფარცხალაძეს, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, გააართულა ზოგადად მუშაობა და დაამძიმა ფონი, მაგრამ ეს ხომ ბუნებრივია? სანქცირებულთა სიაში აუცილებლად მოხვდებოდა მსგავსი პიროვნება, რომელიც ცნობადია პოლიტიკურად, რომლის ირგვლივაც აუცილებლად იქნებოდა მითქმა-მოთქმა და სხვადასხვა პოლიტიკური ინსინუაცია. მე ვამბობ იმას, რომ თავად სანქციები თავისი ბუნებით არის პოლიტიკური ზომა და იქ გარკვეული პოლიტიკური შეხედულებებით, მათ შორის პოლიტიკური მოტივაციით, გარკვეული ჟღერადი ბრალდებებით ან მოტივებით ხვდება ადამიანი. ეს უკვე თავიდანვე განაპირობებს იმას, რომ საკითხი იქნება აუცილებლად სენსიტიური. აბა, ნობელის პრემიის ლაურეატი ხომ არ მოხვდება სანქცირებულების სიაში?! იქნება აუცილებლად ვიღაც, ვის ირგვლივაც იქნება ასეთი მძიმე აჟიტირებული ფონი,“ – განაცხადა თურნავამ. ნათია თურნავამ ასევე აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი ამან არ უნდა შეაშინოს. „ჩვენ ამან არ უნდა შეგვაშინოს და არ უნდა დაგვაბრკოლოს. დღეის გადასახედიდან, რაც ხდება და რასაც ვაკვირდები, იმავე ფარცხალაძის ირგვლივ და ა.შ. კიდევ უფრო მეტად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო სწორი; რომ ჩვენ არ დაველოდეთ საკითხების კიდევ უფრო სიღრმეში წასვლას, ამ დებატების უფრო განვითარებას; ჩვენ არ მოვერიდეთ სენსიტიურ თემას, ჟღერად სახელს და გვარს და მივიღეთ გადაწყვეტილება არა კონკრეტული სახელისა და გვარისთვის, რომელიც არ გვაინტერესებს, არამედ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელიც შეიძლება, როდესმე აღმოჩნდეს სანქცირებულების სიაში, რომ მის მიმართ სანქციების აღსრულების პროცესში ასევე გარანტირებული იყოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის აღსრულება,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავა: კომერციულმა ბანკებმა დაადასტურეს, რომ საერთაშორისო სანქციების ერთგულნი არიან, ეს იყო აბსოლუტურად სწორი ქმედება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ „საქართველო იყო, არის და რჩება საერთაშორისო სანქციების ერთგული, საუბარია, როგორ დავხვეწოთ აღსრულება ისე, რომ კითხვაც კი არ გაჩნდეს მომავალში." ამ თემაზე თურნავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. „გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას ნიშნავს კომერციული ბანკების განცხადება, რომელიც მათ სებ-ის გადაწყვეტილების შემდეგ გააკეთეს, რომ ისინი იმოქმედებდნენ საერთაშორისო სანქციების შესაბამისად და იყო თუ არა ეს მათი დაუმორჩილებლობა მარეგულირებლის მიმართ, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ მათ შორის კონფლიქტი არ არსებობს, მათი პოზიცია ერთია და არ შეიძლება, განსხვავებული იყოს. „ეს იყო აბსოლუტურად სწორი ქმედება მათი მხრიდან. სწორედ იმიტომ, რომ არასწორი ინტერპრეტაციები გაჩნდა, აუცილებლობა გაჩნდა, მათ საჯაროდ კიდევ დაედასტურებინათ, რომ ისინი საერთაშორისო სანქციების ერთგულნი არიან,“ – განაცხადა ნათია თურნავამ. თურნავა ბანკების განცხადების შემდეგ, 20 სექტემბერს ამბობდა, რომ კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება, გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.“ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ. ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა. სებ-ის სტრუქტურას ამ ბმულზე გაეცანით.  

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: მნიშვნელოვანია, გაუქმდეს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ,,რუსული გადაწყვეტილება“

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება „პრეზიდენტის მიმართ მორიგ ცილისმწამებლურ კამპანიას.“ გავრცელებულ განცხადებაში ადმინისტრაცია პრეზიდენტის გადაწყვეტილებას განმარტავს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ამ ეტაპზე არშეწყვეტასთან დაკავშირებით. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე“ „საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს. ყოველგვარი სპეკულაციების გამოსარიცხად შეგახსენებთ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 26-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. რაც ეხება, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, იგი სრულად აცნობიერებს ამ საკითხის სამართლებრივ და მორალურ მხარეს. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო ინსტიტუტებს აძლევს შესაძლებლობას, გონივრულ ვადაში მიიღონ ზომები და დაიცვან ქვეყნის რეპუტაცია და ინტერესები. მით უფრო დღეს, როცა წყდება საქართველოს ევროპული მომავალი, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია, გაუქმდეს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ,,რუსული გადაწყვეტილება“. საქართველოს შესაძლო ,,შავ ხვრელად“ ქცევა კი, მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესებშია და პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებსა და ჩვენს ევროატლანტიკურ გზას. P.S. რაც ეხება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს, ყველას მიერ პროფესიონალად და გამოცდილ კადრად აღიარებული გიორგი ბაქრაძის კანდიდატურის საჯარო და სამარცხვინო ჩაგდების შემდეგ, საჭირო გახდა უმრავლესობის მიერ წარმოებული ამ მანკიერი პროცესის ლუსტრაცია, რომელიც პარლამენტმა 21 სექტემბერს 82 და 83 ხმით დაამტკიცა,“ - წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აკრიტიკებდნენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რადგან მან მოქალაქეობა არ ჩამოართვა ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება, გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.“ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ. ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა. სებ-ის სტრუქტურას ამ ბმულზე გაეცანით.

ნათია თურნავას უსაფრთხოების საკითხებში ახალი მრჩეველი ჰყავს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად მალხაზ ღუღუნიშვილი დანიშნა. ეროვნულ ბანკში ახალი შტატი შეიქმნა. მანამდე მალხაზ ღუღუნიშვილს ეროვნულ ბანკში უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. ამ პოზიციას გიორგი ფერაძე დაიკავებს. მალხაზ ღუღუნიშვილი ეროვნულ ბანკში წლებია მუშაობს. მანამდე ის გენერალურ პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროში იყო დასაქმებული. ნათია თურნავას ამჟამად ორი მრჩეველი ჰყავს. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება, გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.“ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ. ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა. სებ-ის სტრუქტურას ამ ბმულზე გაეცანით.  

ევროკავშირის ელჩი ნათია თურნავასთან შეხვედრაზე: ჩემი მხრიდან ხაზი გაესვა სებ-ის, როგორც ძლიერი და დამოუკიდებელი, პროფესიონალური სახელმწიფო ინსტიტუტის მნიშვნელობის საჭიროებას

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. ეროვნული ბანკის ცნობით, საუბარი შეეხო აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების წესში შეტანილ ცვლილებას. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ცვლილების განხორციელების მიზანი საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესის სრულყოფა და ადგილობრივ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია კომერციულ ბანკებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული პროგრამის განახლების აუცილებლობას. „ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ევროკავშირის ელჩთან. დეტალურად ვისაუბრეთ ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ რეგულაციაზე. დავაფიქსირეთ, რომ განხორციელებული ცვლილება ემსახურება სანქციების უნაკლო და საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას. კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ საქართველოს საფინანსო სისტემა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო სანქციების შესრულების ერთგული რჩება. რასაკვირველია, ელჩს კითხვები ქონდა ამ გადაწყვეტილებაზე, რაზეც ჩვენი მხრიდან დეტალური განმარტება მიიღო. ასევე, ვისაუბრეთ საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე, იმაზე თუ რა გამოწვევები არსებობს ამ ეტაპზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანმშრომლობას შეეხო. აღინიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა სებ-ის როგორც ძლიერი და დამოუკიდებელი პროფესიონალური სახელმწიფო ინსტიტუტის მნიშვნელობას. „საქართველოს ეროვნულ ბანკთან მუდმივ კომუნიკაციას ვინარჩუნებთ. ვისაუბრეთ ეროვნულ ბანკში მიმდინარე ბოლოდროინდელ პროცესებზე. ჩემი მხრიდან ხაზი გაესვა სებ-ის როგორც ძლიერი და დამოუკიდებელი პროფესიონალური სახელმწიფო ინსტიტუტის მნიშვნელობის საჭიროებას. რასაკვირველია, განსაკუთრებით აღვნიშნეთ ევროკავშირის დახმარების მიმღები ყველა ქვეყნისთვის, მაკროეკონომიური სტაბილურობის აუცილებლობა. განსაკუთრებით ახლა, როცა ერთი თვის შემდეგ ევროკომისია საქართველოს შესახებ გაფართოების პირველ ანგარიშს გამოაქვეყნებს. 12 პრიორიტეტიდან მეორე პრიორიტეტში კონკრეტულად საუბარია ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტებზე. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ სსფ-ის პროგრამა განახლდება, რაც ჩვენ დაგვეხმარება თანამშრომლობის შეუფერხებლად გაგრძელებასა და საქართველოს პირდაპირ მხარდაჭერაში," - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის ცნობით. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება, გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.“ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ. ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა. სებ-ის სტრუქტურას ამ ბმულზე გაეცანით.

რა საკითხები განიხილეს ნათია თურნავას, კომერციული ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ დღეს ბიზნეს ასოციაციისა და საბანკო სექტორის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. კომერციული ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად საბანკო სექტორში არსებულ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რომელიც ეკონომიკასა და მოსახლეობას დამატებით სტიმულს მისცემს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქართული საფინანსო სისტემა იყო, არის და იქნება საერთაშორისო სანქციების ერთგული.“ „საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი, როგორც ყოველთვის, დღესაც ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ, გვაქვს ერთიანი ხედვა და საერთო მიზანი. საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულები ვართ. გვაქვს ძალიან საინტერესო სამომავლო განვითარების გეგმები. ვიხილავთ ბანკების მიერ დასმულ საკითხებს, თუ როგორ უნდა მოხდეს დამატებითი მუხტის მიცემა ეკონომიკისთვის. გვაქვს საერთო მიზანი, რომ ეკონომიკა კვლავაც სწრაფად იზრდებოდეს და ბანკებმა უფრო მეტი რესურსის დაბანდება შეძლონ. ეს არის ძალიან საინტერესო ინიციატივები, რომლებიც საბანკო სექტორში დაინერგება. რა თქმა უნდა, ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ და ყველა რისკის გათვალისწინებით," - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ. „საკმაოდ საინტერესო შეხვედრა შედგა რეგულატორთან, სადაც ვიმსჯელეთ რეგულაციის დეტალებზე, რომელთა შეცვლით ქვეყანაში ეკონომიკური აქტიურობის ხელშეწყობა მოხდება. მისასალმებელია ასეთი სამუშაო რეჟიმი და იმედით ვართ განწყობილნი ამ პროცესის მიმართ," - განაცხადა "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. „საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის გუნდთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მიმოვიხილეთ დაახლოებით ექვსი პროექტი. ვფიქრობთ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შევჯერდებით გარკვეულ სიახლეებზე, რასაც შემდგომ ბაზარს წარვუდგენთ," - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თხელიძემ. „საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ქვეყნის ეკონომიკის 75%-ია გაერთიანებული. ჩვენთან ეკონომიკის, თითქმის ყველა სექტორია წარმოდგენილი. რასაკვირველია, ისეთ მარეგულირებელთან, როგორიც საქართველოს ეროვნული ბანკია, ხშირი კომუნიკაცია გვაქვს. ეს ემსახურება ქვეყნის, ბიზნესის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერებას. ჩვენი ამოცანაა, საბანკო-საფინანსო სისტემა, რომელიც ძლიერი და რეგიონში გამორჩეულია, კიდევ უფრო გაძლიერდეს. ჩვენი ხედვები და მოსაზრებები, რაც ეროვნულ ბანკში გავაჟღერეთ, დარწმუნებულები ვართ, ორ რამეს მოემსახურება: პირველი, ეს არის დადებით ზეგავლენას მოხდენა საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე, რაც ძალიან დიდი პრობლემაა ბიზნესისთვის. მეორე, ლიკვიდურობა უფრო მეტად გაიზრდება, ანუ უფრო მეტი თანხისა და რესურსების მიწოდება გახდება შესაძლებელი ბაზრისთვის. ზოგადად, ეკონომიკის განვითარება თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობის საწინდარია. თუ გვინდა გვქონდეს ძლიერი ქვეყანა, უნდა გვქონდეს ძლიერი ეკონომიკა. ძლიერი ეკონომიკა კი უნდა შექმნას ბიზნესმა. ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი, რომ ამას ყველამ ერთად მივაღწიოთ," - განაცხადა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება, გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.“ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ. ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა. სებ-ის სტრუქტურას ამ ბმულზე გაეცანით.  

ვიხილავთ ბანკების მიერ დასმულ საკითხებს, თუ როგორ უნდა მოხდეს დამატებითი მუხტის მიცემა ეკონომიკისთვის - ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ დღეს ბიზნეს ასოციაციისა და საბანკო სექტორის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბანკების მიერ დასმულ საკითხებს  განიხილავენ, თუ როგორ უნდა მოხდეს დამატებითი მუხტის მიცემა ეკონომიკისთვის ნათია თურნავას თქმით, მათი საერთო მიზანია, რომ ეკონომიკა კვლავაც სწრაფად იზრდებოდეს და ბანკებმა უფრო მეტი რესურსის დაბანდება შეძლონ. „საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი, როგორც ყოველთვის, დღესაც ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს, გვაქვს ერთიანი ხედვა და საერთო მიზანი. საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულები ვართ. გვაქვს ძალიან საინტერესო სამომავლო განვითარების გეგმები. ვიხილავთ ბანკების მიერ დასმულ საკითხებს, თუ როგორ უნდა მოხდეს დამატებითი მუხტის მიცემა ეკონომიკისთვის. გვაქვს საერთო მიზანი, რომ ეკონომიკა კვლავაც სწრაფად იზრდებოდეს და ბანკებმა უფრო მეტი რესურსის დაბანდება შეძლონ. ეს არის ძალიან საინტერესო ინიციატივები, რომელიც საბანკო სექტორში დაინერგება. რა თქმა უნდა, ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ და ყველა რისკის გათვალისწინებით“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ.  

ნათია თურნავა IMD-ის წარმომადგენელს შეხვდა

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა მართვის განვითარების საერთაშორისო ინტიტუტის (IMD) წარმომადგენელს, არტურო ბრის შეხვდა, რომელიც "მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსს" აქვეყნებს. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და ის შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს ამ ინდექსში ჩართვას მოჰყვება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ინსტიტუტის საქართველოთი დაინტერესება საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სწორი პოზიციონირებითა და სხვა ავტორიტეტულ რეიტინგებში წამყვანი პოზიციების დაკავებითაა გამოწვეული. ახალ რეიტინგში საქართველო ინფრასტრუქტურული, ინსტიტუციონალური და ეკონომიკური გარემოს შესაბამისად შეფასდება. „მისასალმებელია, რომ ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტი, როგორიც IMD-ია, დაინტერესდა ჩვენთან თანამშრომლობით. მოხარულები ვიქნებით, თუ საქართველო სხვა ავტორიტეტული რეიტინგების მსგავსად „მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსის“ მიხედვითაც შეფასდება. მათი მხრიდან ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი სწორედ სებ-ისა და მთლიანად საქართველოს საფინანსო სისტემის ღიაობითა და გამჭვირვალობით, გამართული და მდგრადი ფუნქციონირებითაა განპირობებული,“ - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ 75 წლის წინ დაარსებული მართვის განვითარების საერთაშორისო ინტიტუტი (IMD) "მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსს" სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ყოველწლიურად აქვეყნებს. რა საკითხები განიხილეს ნათია თურნავას, კომერციული ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრაზე  

ეროვნული ბანკის ცნობით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი, 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 24.2 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 24.2 მლრდ აშშ დოლარი (63.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 85.9 პროცენტია, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ეროვნული ბანკის განმარტებით, მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, "საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის" - 2003, შესაბამისად. „საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 24.2 მლრდ აშშ დოლარი (63.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 85.9 პროცენტია. 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 260.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 320.1 მლნ აშშ დოლარით, ფასის და სხვა ცვლილებების გამო კი შესაბამისად 13.3 და 4.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ვალი 77.8 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.8 მლრდ აშშ დოლარი (28.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 38.4 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.3 მლრდ აშშ დოლარი (21.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 29.4 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 882.9 მლნ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.1 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 431.8 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.5 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.3 პროცენტი). საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 6.7 მლრდ აშშ დოლარი (17.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 23.9 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.9 მლრდ აშშ დოლარი (12.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.3 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.4 მლრდ აშშ დოლარი (9.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 12.2 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 88.7 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 13.0 მლრდ აშშ დოლარი (34.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 46.1 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.9 მლრდ აშშ დოლარია (15.4 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 21.0 პროცენტია. 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 25.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 15.9 მლნ აშშ დოლარით ხოლო საკურსო ცვლილების გამო ვალი 10.1 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, 2023 წლის მეორე კვარტლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 882.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 462.6 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)[1], რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ნათია თურნავამ და დიდი ბრიტანეთის ელჩმა სანქციების აღსრულების საკითხი განიხილეს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში, დღეს საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა. შესაბამის ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მისივე ცნობით, საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესში მჭიდრო თანამშრომლობა იყო ნათია თურნავასა და მარკ კლეიტონის შეხვედრის მთავარი თემა. „ბრიტანეთის ელჩმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისგან მიიღო დეტალური ინფორმაცია განხორციელებულ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესის სრულყოფას და ადგილობრივ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს,“ - იუწყება ეროვნული ბანკი. „ვფიქრობ, საინტერესო შეხვედრა შედგა მარკ კლეიტონთან. დიდი ბრიტანეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მასთან თანამშრომლობა ჩვენთვის პრიორიტეტულია. ელჩს გავაცანი სანქციების შესრულების წესში განხორციელებულ ცვლილებასთან დაკავშირებული ჩვენი არგუმენტები. გამოვთქვი მზადყოფნა, რომ მომავალშიც ინტენსიურად ვითანამშრომლებთ რეგულაციების დახვეწაზე, იმისათვის რომ ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნას. ბატონ კლეიტონს საერთაშორისო ვალდებულების მიმართ ჩვენი ერთგულება კიდევ ერთხელ დავუდასტურე. აღვნიშნე, რომ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ყველა დაინტერესებულ მხარესთან,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. რა საკითხები განიხილეს ნათია თურნავას, კომერციული ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრაზე ევროკავშირის ელჩი ნათია თურნავასთან შეხვედრაზე: ჩემი მხრიდან ხაზი გაესვა სებ-ის, როგორც ძლიერი და დამოუკიდებელი, პროფესიონალური სახელმწიფო ინსტიტუტის მნიშვნელობის საჭიროებას  

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 30 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6783 ლარი, ევრო – 2.8422 ლარი ეღირება. დღეს მოქმედი ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6832 ლარი, ევრო კი, 2.8270 ლარი ღირდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 30 სექტემბერს შევა ძალაში.  

ნათია თურნავამ დაადასტურა, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა დროებით შეჩერებულია

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ევროკავშირის ელჩთან გამართული შეხვედრის შემდგომ კომენტარში დაადასტურა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგრამა შეჩერებულია. „ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ევროკავშირის ელჩთან. დეტალურად ვისაუბრეთ ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ რეგულაციაზე. დავაფიქსირეთ, რომ განხორციელებული ცვლილება ემსახურება სანქციების უნაკლო და საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას. კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ საქართველოს საფინანსო სისტემა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო სანქციების შესრულების ერთგული რჩება. რასაკვირველია, ელჩს კითხვები ქონდა ამ გადაწყვეტილებაზე, რაზეც ჩვენი მხრიდან დეტალური განმარტება მიიღო. ასევე, ვისაუბრეთ საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე, იმაზე თუ რა გამოწვევები არსებობს ამ ეტაპზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანმშრომლობას შეეხო. აღინიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. ამ თემაზე კომენტარი ელჩმაც გააკეთა. „გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ სსფ-ის პროგრამა განახლდება, რაც ჩვენ დაგვეხმარება თანამშრომლობის შეუფერხებლად გაგრძელებასა და საქართველოს პირდაპირ მხარდაჭერაში," - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის ცნობით. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF-მა) საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის მეორე ტრანშის დირექტორთა საბჭოზე წარდგენა და, შესაბამისად, დამტკიცება „გადადო“. მხარდამჭერ პროგრამაზე (Stand-by Arrangement) საქართველოს ხელისუფლება და სავალუტო ფონდი 2022 წლის აპრილში შეთანხმდნენ. სამწლიანი პროგრამა 289 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა - სესხის სახით. ტრანშის პირველი ნაწილი, 40 მილიონი უკვე ათვისებულია. 2023 წლის მაისში გაიმართა მოლაპარაკებები მეორე ტრანშის გამოყოფის შესახებ. ამ მოლაპარაკებებისას საქართველოს ხელისუფლება და სავალუტო ფონდის მისია მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის დასრულებაზე შეთანხმდნენ - ტექნიკურ დონეზე. საბოლოო გადაწყვეტილება IMF-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს ივნისში უნდა მიეღო. Fitch-ის ინფორმაციით, სავალუტო ფონდის მიერ „შეფასების გადადების“ მიზეზი „ნაწილობრივ არის საქართველოს ეროვნული ბანკის სტრუქტურაში განხორციელებულ ცვლილებებზე უთანხმოება.“

IMF: სებ-ის ბოლო გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით, ფინანსურ სტაბილურობაზე შეშფოთებას ზრდის

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ მიერ მხარდაჭერილი პროგრამა საქართველოში არ შეწყვეტილა, - ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრესსპიკერმა განაცხადა. მისი თქმით, მხარდაჭერის პროგრამის მეორე განხილვა ივნისში შეჩერდა და მას შემდეგ გადაიდო, რაც პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ კანონში“ ცვლილებები დაამტკიცა. „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ მიერ მხარდაჭერილი პროგრამა საქართველოში არ შეწყვეტილა. მხარდაჭერის პროგრამის მეორე განხილვა ივნისში შეჩერდა და მას შემდეგ გადაიდო, რაც პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ კანონში“ ცვლილებები დაამტკიცა, რამაც ბანკის დამოუკიდებლობა და სანდოობა რისკის ქვეშ დააყენა და „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ გუნდის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგებოდა,“ - განუცხადეს „ამერიკის ხმას“ საერთასორისო სავალუტო ფონდში. ფონდში აცხადებენ, რომ პროგრამის მიზნების მისაღწევად შესაბამისი გზების მოძებნა აუცილებელია. „ახლახან, ბოლოდროინდელი ცვლილება ბანკის რეგულაციებთან დაკავშირებით, იმის თაობაზე, თუ როგორ დაემორჩილება საერთაშორისო სანქციებს ბანკი, ასევე აჩენს შეშფოთებას ფინანსური სტაბილურობის თაობაზე, რომელიც ამ პროგრამის უმთავრესი მიზანია. იმ ახალი პროცესების გათვალისწინებით, რაც პროგრამის პირველი განხილვის შემდეგ განვითარდა, გუნდი და მმართველი პირები იღებენ დამატებით დროს იმისთვის, რომ მოძებნონ გზა საიმისოდ, რომ მაინც უზრუნველყოფილი იყოს პროგრამის მიზნების მიღწევა,“ - აცხადებენ „საერთაშორისო სავალუტო ფონდში“.  

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 6 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6783 ლარი, ევრო – 2.8170 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6806 ლარი ღირდა, ევრო – 2.8154 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 6 ოქტომბერს ამოქმედდება.  

ეროვნულმა ბანკმა 44 900 000 აშშ დოლარი გაყიდა

6 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–მა გასაყიდად 50 მლნ. აშშ დოლარი გაიტანა. აუქციონზე 44 900 000 აშშ დოლარი გაიყიდა, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6716  შეადგინა. „სავალუტო აუქციონის მიზანშეწონილობა განპირობებული იყო მსხვილი ერთჯერადი ტრანზაქციის გაცვლით კურსზე მკვეთრი ზეგავლენის მინიმიზირების მიზნით,“ - აცხადებს ეროვნული ბანკი. მეორე დღეა, ლარი დოლართან მიმართებით მყარდება, ევროსთან უფასურდება  

ეროვნული ბანკი: თანამშრომელთა გადინების წლევანდელი მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით, დაბალია

საქართველოს ეროვნული ბანკი თანამშრომელთა გადინების მიზეზებს განმარტავს. „ეროვნულ ბანკში მაღალკვალიფიციური თანამშრომლები მუშაობენ და საკადრო თვალსაზრისით ბანკი კონკურენციაშია შესული მსოფლიოს წამყვან საფინანსო ინსტიტუტებთან, სადაც ანაზღაურება ზოგიერთ შემთხვევაში 5-ჯერ და მეტად მაღალია... ცნობისთვის, თანამშრომელთა გადინების წლევანდელი მაჩვენებელი შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაბალია", - აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში რადიო თავისუფლების ცნობით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ "ქართველ-რუს" ოლიგარქად მოხსენიებულ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქცირების აღსრულების პროცესში გამონაკლისი დაუშვა, რის შემდეგაც ეროვნული ბანკიდან თანამშრომლების გადინების შესახებ ინფორმაციის გავრცელება დაიწყო. თანამდებობები დატოვეს ბანკის სამივე ვიცე-პრეზიდენტმა და ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა. ასევე: საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის მარეგულირებელი პოლიტიკის განვითარების განყოფილების უფროსმა, ეკა ბერიანიძემ; იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ქუსიკაშვილმა; ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა, გვანცა ცქიტიშვილმა.  

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 10%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 25 ოქტომბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10 პროცენტს შეადგენს. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ინფლაცია კვლავ დაბალია და მიზნობრივ 3-პროცენტიან მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება. „მიმდინარე წლის სექტემბერში მთლიანი ინფლაცია 0.7 პროცენტი, ხოლო საბაზო ინფლაცია 2.5 პროცენტი იყო. დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომიდან მომდინარე ფასებზე ზეწოლის შესუსტება განაპირობებს. მეორე მხრივ, ინფლაციის კლებას ხელს უწყობს, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ადგილობრივად წარმოებული საქონლის კლებადი ინფლაციაც, რომელიც სექტემბერში 5.3 პროცენტს გაუტოლდა. მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2023 წლის ბოლომდე მიზნობრივ 3 პროცენტზე დაბალ დონეზე შენარჩუნდება, ხოლო 2024 წელს მის ირგვლივ დასტაბილურდება.“ ეროვნული ბანკის განცხადებით, აღნიშნული პროგნოზის პარალელურად, მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა გლობალურად არასტაბილურ გარემოს ქმნის და ინფლაციის პროგნოზის გარშემო დამატებით გაურკვევლობას აჩენს. „არსებულ შოკებს დაემატა, გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ახალი ფაქტორი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის სახით. ბოლო პერიოდში, საწვავის ბაზარზე ტენდენციებიც გარკვეულწილად გაუარესდა, როგორც, ფასების, ასევე, მიწოდების არასტაბილურობის თვალსაზრისით. ამ რისკებთან ერთად, ადგილობრივი ეკონომიკის ტენდენციებიც საყურადღებოა. კერძოდ, მიმდინარე წელს მოთხოვნა კვლავ ძლიერია და მოსალოდნელია 6-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა. ბოლო თვეების განმავლობაში სესხების ზრდის ტემპიც შედარებით დაჩქარდა, რისი ძირითადი წყაროც გაზრდილი ბიზნეს სესხებია, უმეტესწილად უცხოურ ვალუტაში. საყურადღებოა, რომ საკრედიტო აქტივობის დაჩქარებით გამოწვეული ძლიერი ერთობლივი მოთხოვნა, როგორც წესი, დამატებით ინფლაციურ რისკს შეიცავს. მაღალი გაურკვევლობისა და აღნიშნული რისკების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებაზე კონცენტრირებული რჩება და მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს. ინფლაციის ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, სხვა თანაბარ პირობებში, საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს. ჯერ კიდევ მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და ბოლო პერიოდში უცხოური ვალუტის მხარეს გატარებული მაკროპრუდენციული ღონისძიებების ერთობლიობა გვეხმარება დაკრედიტების ზომიერი ტემპის შენარჩუნებაში, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ზემოთ აღნიშნულ ინფლაციურ რისკებს. საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს,“ - აცხადებენ ეროვნულ ბანკში. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 20 დეკემბერს ჩატარდება. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters  

ეროვნული ბანკი: საქართველოს საფინანსო სისტემა არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქნება სანქციებისგან თავის არიდების ადგილი, რისიც სწამთ და სჯერათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც

ეროვნული ბანკი ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ნაწილის მიერ დღეს გავრცელებულ ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად სებ-ი აშშ-ის მიერ დასანქცირებული პირებისთვის ხელის დაფარებაშია დადანაშაულებული. საქართველოს ეროვნული ბანკი „სრული პასუხისმგებლობით“ აცხადებს, რომ აღნიშნული ბრალდება „აბსოლუტურად უსაფუძვლოა“ და მიზნად ისახავს „არა მხოლოდ ქვეყნის ცენტრალური ბანკის, არამედ მთელი საბანკო სისტემის დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის“ მცდელობას. „გაუგებარია, რა აძლევს არასამთავრობო სექტორს მსგავსი განცხადების გაკეთების საფუძველს, მაშინ როდესაც, ამ დრომდე საქართველოს საფინანსო სისტემაში სანქციების აღსრულების პროცესის დარღვევის არცერთი კონკრეტული შემთხვევა არ დაფიქსირებულა. აქედან გამომდინარე, სანქციების დარღვევის ხელშეწყობაში საქართველოს ეროვნული ბანკის დადანაშაულება კატეგორიულად მიუღებელია. მით უფრო, ჩვენ არასდროს, განხილვის დონეზეც კი არ ვუშვებთ სანქციების გვერდის ავლას. საქართველოს საფინანსო სისტემა ზედმიწევნით ასრულებს საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაწესებულ მოთხოვნებს. მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, სანქციების აღსრულების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და ეფექტურია. რეგულაციებში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება მორგებულია არა კონკრეტული პირების ინტერესებს, არამედ ემსახურება სანქციების აღსრულების პროცესის სრულ შესაბამისობას ადგილობრივ კანონმდებლობასა და საერთაშორისო მოთხოვნებთან,“ - აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია საერთაშორისო პარტნიორებთან. „საქართველოს საფინანსო სისტემა არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქნება სანქციებისგან თავის არიდების ადგილი, რისიც სწამთ და სჯერათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც. საქართველოს ეროვნული ბანკი და საფინანსო სისტემა, მომავალშიც გააგრძელებს ყველა იმ ზომის გატარებას, რაც ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებისა და გაძლიერებისთვის აუცილებელია,” - აღნიშნულია განცხადებაში. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ხელისუფლება აშშ-ის მიერ სანქცირებულებს ხელს აფარებს  

ნათია თურნავა ოლიგარქ უსმანოვის კომპანიის სარჩელზე: დავა ადასტურებს, რომ საქართველო არ იქნება სანქციების არიდების ადგილი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აცხადებს, რომ სებ-ში ალიშერ უსმანოვის სარჩელის დოკუმენტები ახლახან შევიდა, თავად ამ სარჩელის არსებობა კი, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის ადგილი არ იქნება. „კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით შემიძლია მოგახსენოთ, რომ სულ ახლახანს მივიღეთ დოკუმენტები და ვეცნობით. ჩვენი იურიდიული დეპარტამენტი მოამზადებს შესაგებელს და ჩვენი პოზიციებს დავიცავთ სასამართლოში. ეს რეალობაა, სასამართლო პროცესები არახალია ჩვენთვის, მაგრამ ეს დავაც ადასტურებს, რომ საქართველო ვერასოდეს და არასოდეს იძლევა ჩვენი საფინანსო სისტემა სანქციების გვერდის ავლის ადგილად, ჩვენი ეროვნული ბანკი და საფინანსო სისტემა იცავენ საერთაშორისო სანქციებს,” - განაცხადა ნათია თურნავამ. მილიარდერ უსმანოვის კომპანიამ ქართული ბანკების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა ქართულმა იურიდიულმა კომპანია MKD Law-მ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე, ეროვნული ბანკისა და “ლიბერთი ბანკის” წინააღმდეგ ორი სარჩელით სასამართლოს მიმართა. სარჩელები ეროვნული ბანკის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებულ სანქციათა, შესაძლო, ხარვეზიან იმპლემენტაციას უკავშირდება. სამთო და მეტალურგიული ჰოლდინგი „Металлоинвест“ რუსული საინვესტიციო ჰოლდინგის USM-ის შვილობილი კომპანიაა, რომლის 49%-ს მილიარდერი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენი ალიშერ უსმანოვი ფლობს.  

რუსეთიდან ფულადი გზავნილები წინა წელთან შედარებით, 79.36%-ით შემცირდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.0 მლნ აშშ დოლარი, ანუ 761.5 მლნ ლარით შეადგინა, რაც 43.6%-ით, ანუ 219.0 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2022 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.8% იმ 26 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ოქტომბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 26 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 97.0% მოდიოდა. გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 61.76 მილიონი აშშ დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა (კლება წინა წელთან -79%). მეორე ადგილზეა იტალია – 42.57 მილიონი აშშ დოლარით (ზრდა წინა წელთან 19%) მესამე ადგილს 41.72 მილიონი აშშ დოლარით აშშ იკავებს ( ზრდა წინა წელთან 39%), ხოლო მეოთხე ადგილზეა საბერძნეთი 21.22 მილიონი აშშ დოლარით (ზრდა წინა წელთან 11%), მეხუთე ადგილზე კი – გერმანია 20.24 მილიონი აშშ დოლარით (ზრდა წინა წელთან 31%). 2023 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.5 მლნ აშშ დოლარი, ანუ 84.8 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.2%-ით მეტია.  

ნათია თურნავა რობინ დანიგანს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა. ეროვნული ბანკის ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს შეეხო. აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად. „ნათია თურნავამ აშშ-ის ახალ ელჩს ქართულ საფინანსო სექტორში არსებული ვითარება და მიმდინარე პროექტები გააცნო. შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის უმოკლეს პერიოდში აღდგენაზე. ვისაუბრეთ ეროვნულ ბანკსა და აშშ-ის საელჩოს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის მჭიდრო ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე. ეროვნულ ბანკს აქტიური თანამშრომლობა აქვს USAID-თან სხვადასხვა მიმართულებით და მინდა, მადლიერება გამოვხატო აშშ-ის მთავრობის, აშშ-ის საელჩოსა და ამერიკელი ხალხის მიმართ საქართველოში მიმდინარე რეფორმებისადმი წლების განმავლობაში გამოხატული მხარდაჭერისთვის. აშშ-ის ელჩთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ კოორდინაციასა და თანამშრომლობას," - აღნიშნა ნათია თურნავამ  

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა გახდნენ

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები - ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა გახდნენ. შესაბამის ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, 2021 წელს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად ეკატერინე მიქაბაძისა და ეკატერინე გალდავას კანდიდატურებს საქართველოს პარლამენტმა 7 წლის ვადით მხარი დაუჭირა. „საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობამდე ეკატერინე მიქაბაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე იყო. ის ეკონომიკური ანალიზისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებას უძღვებოდა. მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის მიმართულებას ხელმძღვანელობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში. მანამდე კი, მრავალი წლის განმავლობაში, სხვადასხვა პოზიციას იკავებდა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტში. მუშაობდა სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტში. ეკატერინე გალდავას მრავალწლიანი გამოცდილება აკავშირებს საქართველოს ეროვნულ ბანკთან. ის წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და მონეტარული ოპერაციების დეპარტამენტში, იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი. ასევე, მუშაობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის საქართველოს ოფისში. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობამდე ეკატერინე გალდავას სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციაში მაღალი პოზიციები ეკავა. ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს ეროვნული ბანკის საბჭო. საბჭოს წევრებს კი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი შვიდი წლის ვადით ირჩევს. ამჟამად ეროვნული ბანკის საბჭო 6 წევრისგან შედგება,“ - წერია ინფორმაციაში. ეროვნული ბანკი სამივე ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა  

ეროვნული ბანკი ოქროს სერტიფიკატების გამოშვებასა და ოქროს ზოდების გაყიდვას იწყებს

ეროვულ ბანკში აცხადებენ, რომ საინვესტიციო ბაზრისა და აქტივების დივერსიფიცირების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული საინვესტიციო ინსტრუმენტის - ოქროს სერტიფიკატების გამოშვებასა და ოქროს ზოდების გაყიდვას იწყებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო. სებ-ის განცხადებით, ბოლო პერიოდში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მომატებული ინფლაციისა და გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, ოქროზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია. ოქროში ინვესტირება ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო საშუალებაა, რომელიც მაღალი ლიკვიდურობით ხასიათდება და მოთხოვნა მუდმივად არსებობს. „ოქრო დანაზოგების დივერსიფიკაციის კარგი საშუალებაცაა, ვინაიდან მასზე მოთხოვნა სწორედ მაშინ იზრდება, როდესაც სხვა ტიპის ინვესტიციები უფრო რისკიანი ხდება. ოქროს სერტიფიკატი ოქროთი უზრუნველყოფილი უპროცენტო ფასიანი ქაღალდია, რომელიც ელექტრონული ფორმით არსებობს. ის გამყარებულია სერტიფიკატის ნომინალის იდენტური წონის ოქროს ზოდებით, რომელიც ეროვნული ბანკის საცავში ინახება. უმაღლესი სინჯის ზოდები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. სერტიფიკატის მფლობელს რამდენიმე უპირატესობა აქვს - მას შეუძლია სერტიფიკატის როგორც მეორად ბაზარზე გაყიდვა, ასევე მისი განაღდება და ეროვნული ბანკის საცავიდან კუთვნილი ოქროს ზოდის მიღება. ოქროს სერტიფიკატების შეძენას მომხმარებლები კომერციულ ბანკებში შეძლებენ,“ - აცხადებენ ეროვნულ ბანკში. ოქროს სერტიფიკატებიც და ზოდებიც 20 გრამიანი და 1 კგ-იანი ნომინალის იქნება. 20 გრამიანი ნომინალის ოქროს ზოდის შეძენა ეროვნული ბანკის ინტერნეტ მაღაზიიდანაც იქნება შესაძლებელი. საიტზე მომხმარებელი დეტალურად გაეცნობა ზოდების შესახებ ინფორმაციას და ფასს, რომლის დადგენაც ყოველდღიურად, ლონდონის ძვირფასი ლითონების ბაზრის ასოციაციის ვებგვერდზე (LBMA) დაფიქსირებული ფასით და ეროვნული ბანკის მიერ ლარის მიმართ აშშ დოლარის გაცვლის ოფიციალური კურსის მიხედვით მოხდება. 1 კგ-იანი ნომინალის ოქროს ზოდის შეძენა კი საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრიდან იქნება შესაძლებელი (ორშაბათი-პარასკევი 10:00-13:00 სთ; 14:00-17:00 სთ).სებ-ი დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანის, The Royal Mint-ის მიერ დამზადებულ, მაღალი სინჯის (AU 999,9) ოქროს ზოდებს გამოუშვებს გაყიდვაში. The Royal Mint მსოფლიოს წამყვანი და მრავალწლიანი ისტორიის მქონე ზარაფხანაა, რომელიც ყოველწლიურად 60 ქვეყნისთვის ამზადებს პროდუქციას.ოქროს სერტიფიკატებისა და ოქროს ზოდების გაყიდვა 4 დეკემბრიდან დაიწყო.მიმდინარე წელს საერთაშორისო ბაზრებზე ოქროზე მოთხოვნა გაიზარდა. ანალიტიკოსთა პროგნოზით, 2024 წელს უნცია ოქროს ფასი 2 000 დოლარის ნიშნულთან შენარჩუნდება, 2025 წლისთვის კი 2 500 დოლარამდე გაიზრდება.  

სებ-ი საპენსიო სესხების რეკლამირებას კრძალავს

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე იკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული ცვლილება გავრცელდება იმ პენსიონერებზე, რომელთა შემოსავალიც მხოლოდ პენსიით ან/და სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემელით განისაზღვრება. „სებ-ის ახალი გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკები ვერ შეძლებენ პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირებას, რომლის შინაარსიც საპენსიო ან სხვა ტიპის სოციალური გასაცემელის საფუძველზე მომხმარებელს სესხს შესთავაზებს. ცვლილების მიზანია ე.წ. მოწყვლადი ჯგუფების დაცვა გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და ჭარბვალიანობისგან. აღნიშნული ხელს შეუწყობს მომხმარებლებზე მეტად მორგებული გარემოს ჩამოყალიბებას და მათი უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ეროვნული ბანკის ცნობით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება ოფიციალური 2.6734 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6684 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8886 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8752 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5%-მდე შეამცირა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 20 დეკემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5 პროცენტს შეადგენს. „საქართველოში ინფლაცია დამატებით, მოსალოდნელზე მეტად, შემცირდა და მიმდინარე წლის ნოემბერში 0.1 პროცენტი შეადგინა. საბაზო ინფლაციამაც შემცირების ტენდენცია შეინარჩუნა და ნოემბერში 1.8 პროცენტს გაუტოლდა. ინფლაციის დაბალ მაჩვენებლებს როგორც ადგილობრივი, ასევე საგარეო ფაქტორები განაპირობებს. მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად ინფლაციური მოლოდინები კლებადია. ამავდროულად ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაციაც ეტაპობრივად მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებელს დაუახლოვდა და ნოემბერში 3.8 პროცენტი შეადგინა. საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეული პროდუქტის ფასების სტაბილურობა კვლავ ხელს უწყობს იმპორტირებული პროდუქტების დაბალ ინფლაციას. მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2024 წელს, ძირითადად საბაზო ეფექტის გამო, მიზნობრივ მაჩვენებელს დროებით გადააჭარბებს და საბოლოოდ, საშუალოვადიან პერიოდში, მასთან ახლოს შენარჩუნდება. დადებით ტენდენციებთან ერთად აღსანიშნავია ინფლაციური რისკებიც. კერძოდ, ეკონომიკური ზრდის ტენდენციები მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლის რისკებს შეიცავს. წინასწარი მონაცემებით, ადგილობრივი მოთხოვნა კვლავ ძლიერია და იანვარ-ოქტომბრის საშუალო ეკონომიკური ზრდა 6.9 პროცენტია. მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, ერთობლივი მოთხოვნიდან წამოსულ ინფლაციურ წნეხს პოსტ-პანდემიურ პერიოდში ეკონომიკის საწარმოო პოტენციალის მატება ნაწილობრივ აბალანსებს. თუმცა, რამდენადაც პრე-პანდემიური ტრენდიდან ეკონომიკური აქტივობის ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრილია, მოთხოვნის მხრიდან შესაძლო ინფლაციური ზეწოლა საყურადღებოა. საქართველოს ეროვნული ბანკი აკვირდება და აფასებს ეკონომიკის დინამიკას და ინფლაციური წნეხის ნიშნების შემთხვევაში, მზადაა შესაბამისი ზომების მისაღებად. ბოლო პერიოდში შეინიშნება სესხების ზრდის ტემპის დაჩქარებაც, რის ძირითად წყაროსაც მნიშვნელოვნად გაზრდილი ბიზნეს სესხები წარმოადგენს. ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, შემცირების მიუხედავად, ჯერ კიდევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება და ეროვნული ბანკი მის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს, ინფლაციის განახლებული პროგნოზების შესაბამისად. საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს,“ - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 31 იანვარს ჩატარდება.

186.4 ათას მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება

სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების შედეგად, 186.4 ათას მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება. 2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 186.419 სესხია გაცემული, რომელთა უმრავლესობაც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 20 დეკემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.5 პროცენტული პუნქტით, შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5 პროცენტს შეადგენს. „186,416 ხელშეკრულებიდან, უმრავლესობა შინამეურნეობებზე გაცემული სესხებია (96%). ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 11.9 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. შინამეურნეობებზე 6.8 მლრდ. ლარის (58%), ხოლო იურიდიულ პირებზე 5.1 მლრდ. ლარის (42%). დღესდღეობით, ყველაზე დიდი მოცულობით ბიზნეს სესხებია გაცემული - 6.1 მლრდ ლარი. იპოთეკური სესხების ჯამური მოცულობა 3.7 მლრდ. ლარს, ხოლო, სამომხმარებლო სესხების კი 2.1 მლრდ. ლარს შეადგენს. წლიურად, ყველაზე დიდი ზრდა სამომხმარებლო სესხებში ფიქსირდება (+34%, 1 ნოემბერი, წ.წ.), ბიზნეს სესხების და იპოთეკური სესხების მოცულობა კი 10%-ით და 14%-ით გაიზარდა, ანალოგიურ პერიოდიში, შესაბამისად. ბიზნეს სესხის საშუალო მოცულობა 188,445 ლარს, იპოთეკურის 51,323 ლარს და სამომხმარებლო სესხის კი 25,940 ლარს შეადგენს. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 15%-ით გაიზარდა წ.წ. და 27 მლრდ. ლარს გადააჭარბა 2023 წლის ნოემბრის მდგომარეობით. აღნიშნული, მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 2016-2022 წლების საშუალო ზრდის მაჩვენებელს 25%-ს. ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ეროვნულ ვალუტაში ჯამურად გაცემული სესხების 43%-ს შეადგენს. წლის დასაწყისიდან ინფლაციას მნიშვნელოვნად არის შემცირებული და ნოემბრის თვეში 0.1% შეადგინა, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით. რეფინანსირების განაკვეთი ანალოგიურ პერიოდში 11%-დან 9.5%-მდე შემცირდა და შემცირება დაიწყო მაისის თვიდან. „საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება დაკავშირებულია ინფლაციის მკვეთრ შემცირებასთან. თუმცა, ვფიქრობთ, რეფინანსირების განაკვეთის შემცირების ტენდენცია ზედმეტად ფრთხილი იყო წინა პერიოდში და არასაკმარისი სამომავლო რეცესიის საფრთხის გათვალისწინებით. ინფლაციის არსებული მაჩვენებლის შენარჩუნების პირობებში რეფინანსირების განაკვეთის შემცირება მომავალ წელსაც გაგრძელდება," - ნათქვამია საზოგადოება და ბანკების მიმოხილვაში.

თურნავა: საპროცენტო განაკვეთები საბოლოოდ დაუბრუნდება შედარებით დაბალ ნეიტრალურ დონეს

"ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები კარგად მოთოკილია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საპროცენტო განაკვეთები საბოლოოდ დაუბრუნდება შედარებით დაბალ ნეიტრალურ დონეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გარანტირებული არაა, რადგან რისკები მაინც არსებობს," - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 2024 წლის ფორუმზე გამართულ პანელზე "ახალი ამოცანები, ახალი ინსტრუმენტები" სიტყვით გამოსვლისას. "ახლა გამოწვევა ისაა, რომ გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს ზრდის გაგრძელების საშუალება არ მივცეთ და ისინი მიზნობრივთან ახლოს დარჩეს. ზომიერად მკაცრი პოლიტიკის შენარჩუნება კი ცენტრალური ბანკის პოლიტიკის მიმართ მეტ ნდობას ემსახურება, განსაკუთრებით, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან შეუსაბამობის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ", - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, როგორც ბოლო წლებმა აჩვენა, ცენტრალური ბანკისთვის ინფლაციის სტაბილიზაცია არის მთავარი პრიორიტეტი.Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 2024 წლის ფორუმზე გამართულ პანელზე "ახალი ამოცანები, ახალი ინსტრუმენტები" ნათია თურნავა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის, პოლონეთის, ალბანეთის და ლიეტუვის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა. ვენაში მიმდინარე ორდღიანი ფორუმის ფარგლებში ნათია თურნავამ შეხვედრები გამართა საერთაშორისო ინვესტორებთან და მათ საქართველოს ფინანსური და მაკროეკონომიკური გარემოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფორუმში ფინანსური ბაზრების წარმომადგენლები, ინვესტორები, ცენტრალური ბანკების მმართველები და პოლიტიკოსები 45-ზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობდნენ.  

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

როვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6576 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6595 ლარი იყო. ევროს კურსი 2.8941 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8911 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 9.0 პროცენტამდე ამცირებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 31 იანვარს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.0 პროცენტს შეადგენს. „საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და მთლიანი ინფლაცია კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელს ქვემოთაა. დეკემბერში ფასების საერთო დონე წლიურად 0.4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 1.9 პროცენტი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ დაბალი ინფლაცია შიდა და საგარეო ფაქტორების ერთობლიობის შედეგია. ერთი მხრივ, მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და შემცირებული ინფლაციური მოლოდინების გამო, ადგილობრივად წარმოებული საქონლის ინფლაცია კლებადია. პარალელურად, ომისგან და პანდემიისგან გამოწვეული საგარეო შოკების თანდათანობით მილევამ ინფლაციური წნეხი მნიშვნელოვნად შეამცირა. მოსალოდნელზე დაბალი ინფლაციის ფონზე, რასაც ასევე ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება დაემატა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის ინფლაციის პროგნოზი, წინასთან შედარებით, შეამცირა. ეს საშუალოვადიანი პერიოდის ინფლაციის რისკებსაც გარკვეულწილად ამცირებს. სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2024 წლის დასაწყისში მიზნობრივ 3 პროცენტიან დონეზე დაბალი დარჩება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში, მის ირგვლივ დასტაბილურდება. პოზიტიურ ტენდენციებთან ერთად, ასევე საყურადღებოა ინფლაციური რისკებიც. მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა ტრანსპორტირების ხარჯებთან დაკავშირებულ გაურკვევლობას მნიშვნელოვნად ზრდის. საგარეო რისკებთან ერთად, ინფლაციაზე ზეწოლის კუთხით, ადგილობრივი ეკონომიკური ტენდენციებიც საყურადღებოა. ეკონომიკური აქტივობა გასულ წელს ძლიერი იყო და წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ეკონომიკური ზრდა 7.0 პროცენტია. საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, პრე-პანდემიური ტრენდიდან მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრილია და მოსალოდნელია, რომ 2024 წელს ეკონომიკური აქტივობა მისი პოტენციური დონის გარშემო ნორმალიზდება, რაც, მიმდინარე შეფასებით, 5 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას მოიაზრებს. თუმცა, შესაძლოა, ინფლაციაზე მოთხოვნის მხრიდან მომდინარე წნეხი წარმოიქმნას, თუკი ერთობლივი მოთხოვნა ეკონომიკის საწარმოო პოტენციალზე სწრაფად გაიზრდება, რისი ერთ-ერთი განმაპირობებელიც საკრედიტო აქტივობის დაჩქარება შეიძლება იყოს. აღნიშნული ფაქტორების ერთობლიობაში განხილვისა და ამ ეტაპზე არსებული ტენდენციების ანალიზის შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას აგრძელებს და მიმდინარე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.5 პპ-ით, 9.0 პროცენტამდე ამცირებს. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ საქართველოს სუვერენული რისკის პრემია შეამცირა, რამაც, სხვა თანაბარ პირობებში, მონეტარული პოლიტიკის ნეიტრალურ განაკვეთზეც კლების მიმართულებით უნდა იმოქმედოს. შესაბამისად, მიუხედავად პოლიტიკის განაკვეთის შემცირებისა, მონეტარული პოლიტიკა კვლავ მკაცრია და, სხვა თანაბარ პირობებში, ზემოთ აღწერილი რისკების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზების მიმართ ფრთხილ მიდგომას შეინარჩუნებს. თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის მეტად გამკაცრება ან მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო. საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 13 მარტს ჩატარდება,“ წერს ეროვნული ბანკი.  

184,391 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება

საზოგადოება და ბანკების ცნობით, 2023 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 184,391 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 9%-მდე შეამცირა. შესაბამისად, 190,000-მდე მსესხებელს შეუმცირდება სესხზე ყოველთვიური შენატანი. 184,391 ხელშეკრულებიდან, უმრავლესობა შინამეურნეობებზე გაცემული სესხებია (96%). ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 12.5 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. შინამეურნეობებზე 7.1 მლრდ. ლარის (57%), ხოლო იურიდიულ პირებზე 5.4 მლრდ. ლარის (43%). დღესდღეობით, ყველაზე დიდი მოცულობით ბიზნეს სესხებია გაცემული - 6.5 მლრდ ლარი. იპოთეკური სესხების ჯამური მოცულობა 3.7 მლრდ. ლარს, ხოლო, სამომხმარებლო სესხების კი 2.2 მლრდ. ლარს შეადგენს. წლიურად, ყველაზე დიდი ზრდა სამომხმარებლო სესხებში ფიქსირდება (+33%, 1 დეკემბერი, წ.წ.), ბიზნეს სესხების და იპოთეკური სესხების მოცულობა კი 8%-ით და 13%-ით გაიზარდა, ანალოგიურ პერიოდიში, შესაბამისად. ბიზნეს სესხის საშუალო მოცულობა 199,898 ლარს, იპოთეკურის 52,210 ლარს და სამომხმარებლო სესხის კი 22,124 ლარს შეადგენს. გრაფიკი 1. ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების რაოდენობა და მოცულობა (მლრდ. ლარი) 2023 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 17%-ით გაიზარდა წ.წ. და 29 მლრდ. ლარს მიაღწია 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით. აღნიშნული, მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 2016-2023 წლების საშუალო ზრდის მაჩვენებელს 24%-ს. ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ეროვნულ ვალუტაში ჯამურად გაცემული სესხების 43%-ს შეადგენს. გრაფიკი 2. ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა (მლრდ. ლარი) და წლიური ზრდა (%) 2016-2023. პირველი დეკემბრის მონაცემებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული  სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 16.5% შეადგინა, რაც დაახ. 0.6%-ით ნაკლებია წლის დასაწყისში არსებულ მაჩვენებელზე (17.1%). საქსტატი: 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა  

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6818 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6827 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9044 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9080 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6771 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6818 ლარი იყო. ევროს ახალი კურსი 2.8902 ლარია. დღეს ევრო 2.9044 ლარი ღირდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 3 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6688 ლარი ეღირება, ევრო – 2.9042 ლარი. დღეს ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6771 ლარი იყო, ევრო კი, 2.8902 ლარი ღირდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 3 თებერვალს ამოქმედდება.  

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6592 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6622 ლარი იყო. ევრო 2.8629 ლარი ეღირება. დღეს მოქმედი კურსი 2.8565 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6573 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6592 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8632 ლარს შეადგენს. დღეს მოქმედი კურსი 2.8629 ლარი იყო. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 9 თებერვლის ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6543 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6573 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8584 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8632 ლარს შეადგენდა.  

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6524 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6543 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8582 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8584 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6453 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6483 ლარი იყო. ევრო 2.8395 ლარი ეღირება. დღეს მოქმედი კურსი 2.8339 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალ შევა ძალაში.  

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6449 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6432 ლარი იყო. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ევრო 2.8504 ლარი ეღირება. დღეს მოქმედი კურსი 2.8467 ლარს შეადგენდა.  

ლარი დოლართან და ევროსთან კვლავ გაუფასურდა

ეროვნული ბანკის ცნობით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6501 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6467 ლარი იყო. ევრო 2.8618 ლარი ეღირება. დღეს მოქმედი კურსი 2.8600 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა. მეორე დღეა, ლარი დოლართან და ევროსთან უფასურდება  

150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება - მთავრობა

150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება, - ეს გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას და „ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორს ბექა გოგიჩაიშვილს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებით, 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი აიღეს 2023 წლამდე,  სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან.  მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღსრულების ნაწილსა და კონკრეტულ დეტალებზე „ლიბერთი ბანკი“ ეროვნულ ბანკთან ერთად გააგრძელებს მუშაობას. საკითხის განხილვისას მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია დროულად დაიწყოს შემდეგი ეტაპი და პენსიონერებმა განახლებული პირობებით შეძლონ სარგებლობა.  

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის მსურველთათვის განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის მსურველთათვის განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა 2024 წლის 1 მარტის ჩათვლით. კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატურებს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთათვის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შეუძლიათ 2024 წლის 1 მარტის ჩათვლით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მატერიალურად ან ელექტრონულად (მისამართი: თბილისი,  გ. ათონელის ქ. N25; ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@president.gov.ge) წარმოადგინონ განცხადება შესაბამის დოკუმენტებთან ერთად. აუცილებლად წარმოსადგენი დოკუმენტებია: CV, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა ნასამართლობის შესახებ. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთათვის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს ,,საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე (https://matsne.gov.ge/document/view/101044?publication=61).  

ეროვნული ბანკი: სანქციადაკისრებული პირის მონაწილეობით ტრანზაქცია არ დაფიქსირებულა

ეროვნული ბანკი ეხმაურება ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სანქცირებულმა რუსულმა „სბერბანკმა“ თავისი ანგარიშებიდან ქართულ ბანკებში გადარიცხვები დაიწყო. როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, ეროვნული ბანკი რეგულარულად ამოწმებს საფინანსო სექტორის ყველა წარმომადგენელს და განხორციელებული ზედამხედველობის ფარგლებში სანქციადაკისრებული პირის მონაწილეობით ტრანზაქცია არ დაფიქსირებულა. „გაცნობებთ, რომ 2022 წლის 26 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით, ფინანსურ სექტორს დაევალა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოთხოვნათა შესრულება. სანქციების მოთხოვნათა დაცვის და ამ კუთხით გასატარებელი სხვა ღონისძიებების შესახებ შესაბამისი ვალდებულებები, ასევე, განისაზღვრა „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 5 აგვისტოს №208/04 ბრძანებით. შესაბამისად, საქართველოს საბანკო სექტორი ვალდებულია, დანერგოს ღონისძიებები სანქციათა რეჟიმების გვერდის ავლის აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით. ამასთან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში ეროვნული ბანკი რეგულარულად ამოწმებს საფინანსო სექტორის ყველა წარმომადგენელს, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს სანქციების მოთხოვნათა შესრულების კონტროლს. აღსანიშნავია, რომ კომერციულ ბანკებს დანერგილი აქვთ ეფექტური მექანიზმები სანქციადაკისრებული პირების იდენტიფიცირებისა და ოპერაციების შეჩერებისთვის. განხორციელებული ზედამხედველობის ფარგლებში სანქციადაკისრებული პირის მონაწილეობით ტრანზაქცია არ დაფიქსირებულა. ეროვნული ბანკი ახორციელებს საკითხის დამატებით მოკლევას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6530 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6505 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8708 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8774 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0066 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6530 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6505 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8769 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8708 ლარს შეადგენდა.  

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6599 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6606 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8839 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8780 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6596 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6599 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8745 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8839 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6586 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6590 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8851 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8863 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6581 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6586 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8904 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8851 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7128 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7098 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9420 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9529 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალ შევა ძალაში. ცნობისთვის, გუშინ, 18 მარტს, ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა.  

ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს

ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო. სებ-ის ცნობით, საკოლექციო მონეტის დიზაინზე სებ-ი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად იმუშავებს. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი გერმანიაში გაიმართება და ჯგუფის პირველ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები 18 ივნისს თურქეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. ევროპის ჩემპიონატის მატჩები 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება.  

ეროვნული ბანკი მომხმარებელს ახალი თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა თაღლითური შემთხვევები, რომლებიც სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის (მათ შორის, "AnyDesk") გამოყენებით ხორციელდება. ერძოდ, სხვადასხვა მეთოდით - სარეკლამო რგოლებით, სოციალური ინჟინერიით, თანხის დაბანდების სანაცვლოდ მაღალი საშემოსავლო უკუგების დაპირებით და სხვა მეთოდით - მომხმარებლებს უბიძგებენ კუთვნილ ელექტრონულ მოწყობილობებში, მათ შორის, მობილური ტელეფონის აპარატში გადმოწერონ და დააინსტალირონ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა/აპლიკაცია, რომელიც თაღლითებს აღნიშნული მოწყობილობისა თუ სხვადასხვა აპლიკაციების, მათ შორის, მობილური ბანკის, ე.წ. "SMS" შეტყობინებების და ა.შ. დისტანციურად კონტროლისა და მასზე ზეგავლენის საშუალებას მისცემს. „დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც, როცა ზემოთქმულის გათვალისწინებით თაღლითებმა შეძლეს მომხმარებლის სახელით სესხის/კრედიტის გააქტიურება, დეპოზიტების ვადამდე შეწყვეტა და თანხების სხვადასხვა ანგარიშებზე გადარიცხვა, მათ შორის, ვირტუალური აქტივების შესაძენად.საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტ/ვირტუალურ სივრცეში გავრცელებული შეთავაზებების მიმართ, ასევე, საკუთარი პერსონალური, მათ შორის, ფინანსური მონაცემების გამჟღავნებისას. პირველ ყოვლისა, მოიძიონ შეთავაზების გამავრცელებელი კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო თუ კომპანია, ერთი შეხედვით, სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ შეთავაზების ნამდვილობა კომპანიასთან,“ წერია სებ-ის განცხადებაში და მომხმარებელს დამატებით ინფორმაციას აწვდის:„დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - (+995)0322406406.საქართველოს ეროვნული ბანკის გაფრთხილებები კი შეგიძლიათ იხილოთ აქ.ფინანსურ თაღლითობასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ფინანსური განათლების ვებგვერდზე.“  

სებ-ი „ოფშორების კანონის“ გამო „ფულის გათეთრების რისკის ზრდას“ სპეკულაციას უწოდებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფშორულ ქვეყნებთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებას ეხმაურება და სიცრუეს უწოდებს, რომ ამით სანქციების დარღვევის რისკი გაიზრდება. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ეროვნული ბანკისა და ფინანსური სისტემის მიმართ თითქოსდა ფულის გათეთრებასა და სანქციების რეჟიმისთვის თავის შესაძლო არიდების გაზრდილ რისკებთან დაკავშირებით ბოლო დროს გავრცელებულ სპეკულაციებს, რომელიც "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების შეტანას უკავშირდება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების შეტანა, რომელიც ეხება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას, არ ეხება და არ არეგულირებს საბანკო ტრანზაქციებს, ვინაიდან თანხის ჩარიცხვა/გადმორიცხვა ცალკე გადასახადით არ იბეგრება,“ წერია სებ-ის განცხადებაში. სებ-ის თანახმად, საქართველოს საბანკო სისტემის მხრიდან მსგავსი ტიპის ტრანზაქციები დღესაც მკაცრ შემოწმებას გადის და მომავალშიც ასე გაგრძელდება. "ამდენად, აღნიშნული ცვლილება არ გამოიწვევს პროცესების ცვლილებას საფინანსო სისტემაში, სახსრების წარმომავლობისა და კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესწავლა მოხდება იმავე მაღალი სტანდარტებით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა," - აცხადებენ ეროვნულ ბანკში. პარლამენტმა ოფშორიდან ბიზნესის გადმოტანის გამარტივებას მხარი დაუჭირა  

ლარი დოლართან და ევროსთან მკვეთრად გაუფასურდა

ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7323 ლარია. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6866 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9577 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9005 ლარს შეადგენდა. ევროს ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0572 ლარი შეადგინა.  დღეს დადგენილი სავალუტო კურსები ხვალ, 16 მაისს შევა ძალაში.  ბანკთაშორის ბაზარზე ვაჭრობა Bloomberg-ის საერთაშორისო სავაჭრო სისტემაში მიმდინარეობს. დადებულ გარიგებათა გათვალისწინებით გამოითვლება ლარის საშუალო შეწონილი კურსი დოლარის მიმართ, რომელიც ცხადდება ოფიციალურ გაცვლით კურსად შემდგომი დღისთვის.  

ეროვნული ბანკი: როგორც შიდა, ისე გეოპოლიტიკური ვითარებიდან მომდინარე ინფლაციური რისკები გაზრდილია

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) 0.25 პროცენტული პუნქტით (პპ) შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს. ეროვნული ბანკის ცნობით, „საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და მთლიანი ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა.“ „2024 წლის აპრილში ფასების საერთო დონე წლიურად 1.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 2.3 პროცენტი შეადგინა. წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის ზომიერი ზრდა მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური ვითარების გამო ნავთობის ფასების ზრდამ განაპირობა. დროულად და საკმარისად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ფასების ცვლილება, მიზნობრივ 3 პროცენტიანი მაჩვენებლის გარშემო ნორმალიზდა. განახლებული პროგნოზით, 2024 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია, სხვა თანაბარ პირობებში, მიზნობრივი დონის ქვემოთ იქნება და შემდგომ 3%-იანი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება. მიუხედავად პოზიტიური ტენდენციებისა, გაურკვევლობამ მოიმატა. როგორც შიდა, ისე გეოპოლიტიკური ვითარებიდან მომდინარე ინფლაციური რისკები გაზრდილია. ასევე საყურადღებოა, რომ ბოლო თვეებში ინფლაციური მოლოდინები მცირედ მომატებულია. ამასთან, სებ-ის შეფასებით, პანდემიამდელი ტრენდიდან ეკონომიკური აქტივობის ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრილია. შესაბამისად, ინფლაციური რისკის შემცველია მოსალოდნელზე ძლიერი შიდა მოთხოვნაც, რომელსაც ნაწილობრივ გაზრდილი საკრედიტო აქტივობა ასტიმულირებს. თუმცა საბაზო სცენარით, მოსალოდნელია, რომ 2024 წელს ეკონომიკური აქტივობა მისი პოტენციური დონის გარშემო დასტაბილურდება და 5.6%-ით გაიზრდება, რაც დამატებით ინფლაციურ წნეხს არ შექმნის. ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით და ამ ეტაპზე არსებული შიდა და გარე გამოწვევების ანალიზის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25 პპ-ით, 8.0%-მდე შეამცირა. ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზაციას მხოლოდ ფრთხილი ბიჯებით გააგრძელებს. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება ან მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრება გახდეს საჭირო. საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 19 ივნისს ჩატარდება,“ წერია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.