თეგი: ილონ მასკი
ილონ მასკმა ჯო ბაიდენს „დამპალი წინდის თოჯინა“ უწოდა
„დამპალი წინდის თოჯინა ადამიანის სახით“, ამ სიტყვებით, Tesla-ს დამფუძნებელმა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოიხსენია. ელექტრომობილების ყველაზე დიდი მწარმოებლის, Tesla-ს დამფუძნებლის ილონ მასკის გაბრაზებას წინ უძღოდა ჯო ბაიდენის Twitter პოსტი, რომელიც მისი კონკურენტი, უმსხვილესი ამერიკული საავტომობილო კორპორაცია, General Motors-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ასახავდა. „კომპანიები, როგორიცაა GM-ი და Ford-ი აწარმოებენ უფრო მეტ ელექტრო მანქანას ამერიკაში, ვიდრე ოდესმე“, - აღნიშნულია აშშ-ის ლიდერის ტექსტში. თეთრმა სახლმა მიიწვია რამდენიმე წამყვანი ბიზნეს ლიდერი, მათ შორის General Motors-ის აღმასრულებელი დირექტორი მერი ბარა და Ford Motor-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯიმ ფარლი, რათა განეხილათ ბაიდენის 1,75 ტრილიონი დოლარის ღირებულების Build Back Better (BBB) კანონპროექტი. მასკი შეხვედრაზე მიწვეული არ იყო.
ილონ მასკი: უკრაინაში Starlink-ი ჩაირთო
SpaceX-ის მილიარდერმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანიის სატელიტური მომსახურება უკრაინაში ჩაირთო და SpaceX-ი კიდევ მეტ ტერმინალს გზავნის ქვეყანაში, სადაც ინტერნეტის მუშაობაში წყვეტა რუსეთის სამხედრო შეჭრამ გამოიწვია. „Starlink-ის მომსახურება აქტიურია უკრაინაში. გზაშია მეტი ტერმინალი“, - დაწერა მასკმა Twitter-ზე. მასკმა უკრაინის მთავრობის წარმომადგენელს უპასუხა, რომელმაც მას Starlink-ის სადგურებით მომარაგება სთხოვა. „ ვიდრე თქვენ მარსის კოლონიზებას ცდილობთ, რუსეთი უკრაინის ოკუპაციას ცდილობს. ვიდრე თქვენი რაკეტები წარმატებით ბრუნდება კოსმოსიდან, რუსეთის რაკეტები უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობას უტევს“, - წერდა Twitter-ზე ვიცე-პრემიერი, მიხაილო ფედოროვი. უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრამ პრობლემები ინტერნეტის მუშაობა შეაფერხა. ელონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შემუშავებული სატელიტური ინტერნეტ პროვაიდერი, Starlink დედამიწის დაბალი ორბიტის თანამგზავრებს იყენებს, რათა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მთელ მსოფლიოში უზრუნველყოს. ამ ტექნოლოგიას შეუძლია, ინტერნეტით უზრუნველყოს მისადგომად რთულ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობა, რომლებთანაც ვერ აღწევს ბოჭკოვანი ოპტიკური კაბელები და ფიჭური კავშირი. ეს ტექნოლოგია ასევე მნიშვნელოვანია ისეთ ვითარებებში, როცა ქარიშხალი, ან სხვა ბუნებრივი კატასტროფა კომუნიკაციაში წყვეტას იწვევს.
ვოლოდიმირ ზელენსკი ილონ მასკს ესაუბრა
უკრაინის პრეზიდენტი ვლოდიმირ ზელენსკი SpaceX-ის და Tesla-ს დამფუძნებელს ილონ მასკს ესაუბრა. ამასთან დაკავშირებით, ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა. „ვესაუბრაე ილონ მასკს. მადლობელი ვარ მისი მხარდაჭერისთვის სიტყვით და საქმით. მომავალ კვირას ჩვენ მივიღებთ Starlink სისტემების კიდევ ერთ პარტიას განადგურებული ქალაქებისთვის. ასევე, განვიხილეთ შესაძლო კოსმოსური პროექტები, მაგრამ ამაზე ომის შემდეგ ვისაუბრებ. ელონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შემუშავებული სატელიტური ინტერნეტ პროვაიდერი, Starlink დედამიწის დაბალი ორბიტის თანამგზავრებს იყენებს, რათა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მთელ მსოფლიოში უზრუნველყოს. ილონ მასკი: უკრაინაში Starlink-ი ჩაირთო
ილონ მასკმა თქვა, როდის დაადგამს ადამიანი მარსზე ფეხს
ილონ მასკს მიაჩნია, რომ ადამიანი პლანეტა მარსზე ფეხს ამ ათწლეულის ბოლოსთვის დაადგამს. თავისი პროგნოზი მასკმა Twitter-ზე დაწერა. Twitter-ზე მილიარდერის ერთ-ერთმა გამომწერმა მას ჰკითხა, თუ როდის მოხდება მარსზე პირველი ეკიპაჟის გადასხმა. Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელმა მას მოკლედ უპასუხა, რომ ეს შესაძლებელი იქნება - 2029 წელს. 2016 წელს ბიზნესმენი პროგნოზირებდა, რომ ადამიანი მარსზე ფეხს დაადგამდა 2026 წელს. ახლა როგორც ჩანს მას ეს ვადები აეჭვებს. რამდენიმე ხელმომწერი მიიჩნევს, რომ 2029 წელიც ამბიციური განაცხადია და საკმაოდ ბევრია გასაკეთებელი ამ მისიის შესასრულებლად. თუ მარეგულირებელი უწყებები გადაწყვეტილებას მიიღებენ, Starship-მა შესაძლოა ორბიტაზე საცდელი ფრენა რამდენიმე თვეში შეასრულოს. NASA მთვარეზე ადამიანების გაგზავნას 2024 წელს გეგმავს.
ილონ მასკმა გერმანიაში პირველი ქარხანა ცეკვით გახსნა
მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა გერმანიაში Tesla-ს პირველი ქარხანა ოფიციალურად გახსნა. ამის შესახებ cnbc წერს. მასკმა 30 მომხმარებელს და მათი ოჯახის წევრებს გერმანიაში დამზადებული Tesla ცეკვით წარუდგინა. 2021 წელს Tesla-მ 930 422 ელექტრომობილი გამოუშვა და 935 172 მანქანა გაყიდა. ამის შესახებ კომპანიის ანგარიშშია ნათქვამი. ეს მაჩვენებელი 2020 წლის მონაცემებზე თითქმის ორჯერ მაღალია. Forbes ბოლო მონაცემით, ილონ მასკის ქონება $266 მილიარდს აღემატება.
მასკმა Twitter-ის 9.2%-იანი წილი იყიდა
Bloomberg-ის ცნობით, ილონ მასკი Twitter-ის 9,2%-იან პასიურ წილს ფლობს. წილის ღირებულება პარასკევის დახურვის ფასით $2.89 მილიარდია. გამოცემა წერს, რომ პრემარკეტულ ვაჭრობაში Twitter-ის აქციების ფასი დაახლოებით 26%-ით გაიზარდა და აქციაზე $49 შეადგინა. მასკი Twitter-ის ხშირი მომხმარებელია და პლატფორმაზე 80 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს. თუმცა, მისმა ზოგიერთმა ტვიტმა ბოლო წლების განმავლობაში Tesla-ს ხელმძღვანელს პრობლემები შეუქმნა. 50 წლის მასკმა გასულ თვეში Twitter-ის მიმდევრებს ჰკითხა, იცავს თუ არა კომპანია სიტყვის თავისუფლების პრინციპებს. მას შემდეგ, რაც გამოკითხულთა 70%-მა უპასუხა, რომ არა, მასკმა იკითხა არსებობს თუ არა ახალი პლატფორმის საჭიროება და დასძინა, რომ საკუთარი სოციალური ქსელის შექმნაზე სერიოზულად ფიქრობს. ასევე წაიკითხეთ ილონ მასკი: უკრაინაში Starlink-ი ჩაირთო
Twitter-ი სოციალური ქსელის შეძენასთან დაკავშირებით, ილონ მასკის შეთავაზებას დაეთანხმა
Twitter-ის მმართველი საბჭო სოციალური ქსელის შეძენასთან დაკავშირებით, ილონ მასკის შეთავაზებას დაეთანხმა. პოტენციური გარიგება $Twitter-ის 44 მილიარდად გაყიდვას გულისხმობს. შესაძლო გაყიდვაზე მოლაპარაკებები 24 აპრილს დაიწყო, როდესაც მილიარდერმა პირველად გამოაცხადა, რომ მზად იყო $43 მილიარდი დოლარი გადაეხადა Twitter-ისთვის, Twitter-მა მაშინ უარყო შეთავაზება. WSJ-ის წყაროების მიხედვით, მოლაპარაკებებში დაბრკოლება გახდა მასკის განცხადება, რომ წინადადება საუკეთესო და საბოლოოა. თუმცა, Twitter-ის საბჭომ გადაწყვეტილებას გადახედა და დაუკავშირდა Tesla-ს დამფუძნებელს, რათა მოეპოვებინა მეტი ინფორმაცია მისი შესაძლებლობების შესახებ, რომ დაასრულოს გარიგება, ასევე, მიიღოს უკეთესი პირობები. კომპანია კომენტარს არ აკეთებდა. Twitter-ის აქციების ფასი 4,5%-ით გაიზარდა და $51,15 შეადგინა. „მე მინდა, Twitter-ი გავხადო უკეთესი, პროდუქტის ახალი ფუნქციების გაუმჯობესებით, ალგორითმების ღია კოდის გაცემით, ნდობის გაზრდის მიზნით, სპამის ბოტების დამარცხებით. „ტვიტერს უზარმაზარი პოტენციალი აქვს“, - ამბობს ილონ მასკი. მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. ჟურნალ Forbes-ის მიხედვით, მისი ქონება 273,6 მილიარდ დოლარს შეადგენს, ძირითადად ელექტრომობილების მწარმოებელ Tesla-ში წილის გამო, რომელსაც ის მართავს. ის ასევე ხელმძღვანელობს კოსმოსური რაკეტების მწარმოებელ ამერიკულ კომპანიას.
$43 მილიარდად გაყიდვის შესახებ ილონ მასკის შეთავაზებას, Twitter-ი განიხილავს - WSJ
Twitter-ი სოციალური ქსელის შეძენასთან დაკავშირებით, ილონ მასკის შეთავაზებას განიხილავს. შესაძლო გაყიდვაზე მოლაპარაკებები 24 აპრილს დაიწყო, როდესაც მილიარდერმა პირველად გამოაცხადა, რომ მზად იყო $43 მილიარდი დოლარი გადაეხადა Twitter-ისთვის, Twitter-მა უარყო შეთავაზება. WSJ-ის წყაროების მიხედვით, მოლაპარაკებებში დაბრკოლება გახდა მასკის განცხადება, რომ წინადადება საუკეთესო და საბოლოოა. თუმცა, Twitter-ის საბჭომ გადაწყვეტილებას გადახედა და დაუკავშირდა Tesla-ს დამფუძნებელს, რათა მოეპოვებინა მეტი ინფორმაცია მისი შესაძლებლობების შესახებ, რომ დაასრულოს გარიგება, ასევე, მიიღოს უკეთესი პირობები. კომპანია კომენტარს არ აკეთებს. Twitter-ის აქციების ფასი 4,5%-ით გაიზარდა და $51,15 შეადგინა.
Starlink-ი უკრაინაში დარეგისტრირდა
Starlink-ი უკრაინაში დარეგისტრირდა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა. „Starlink Ukraine დარეგისტრირებულია უკრაინაში, როგორც SpaceX-ის წარმომადგენლობის ოფისი“, - იტყობინება ფედოროვი. როგორც ცნობილია, Starlink-ი უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 27 თებერვალს გააქტიურდა. ილონ მასკმა უკრაინას „სტარლინკის“ ინტერნეტით სარგებლობის საშუალება ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს მისცა. ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შემუშავებული სატელიტური ინტერნეტ პროვაიდერი, Starlink დედამიწის დაბალი ორბიტის თანამგზავრებს იყენებს, რათა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მთელ მსოფლიოში უზრუნველყოს. ამ ტექნოლოგიას შეუძლია, ინტერნეტით უზრუნველყოს მისადგომად რთულ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობა, რომლებთანაც ვერ აღწევს ბოჭკოვანი ოპტიკური კაბელები და ფიჭური კავშირი. ეს ტექნოლოგია ასევე მნიშვნელოვანია ისეთ ვითარებებში, როცა ქარიშხალი, ან სხვა ბუნებრივი კატასტროფა კომუნიკაციაში წყვეტას იწვევს. ამავე თემაზე Starlink-ი უკრაინაში ოფისის გახსნას გეგმავს
ილონ მასკმა დიმიტრი როგოზინის მუქარას უპასუხა
ამერიკული ავტომშნებელი და ენერგოკომპანია Tesla-ს და კოსმოსური რაკეტების მწარმოებელი ამერიკული კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი დიმიტრი როგოზინის მუქარას Twitter-ზე პასუხობს. „სიტყვა „ნაცისტი“ არ ნიშნავს იმას, რასაც როგორც ჩანს, ფიქრობ“, - უპასუხა მასკმა როგოზინს და დაამატა: „თუ საიდუმლო გარემოებებში მოვკვდები, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა“. მანამე, Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს უკრაინისთვის ინტერნეტსერვისის მიწოდების გამო რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელი, დიმიტრი როგოზინი დაემუქრა და განაცხადა, რომ ილონ მასკს ამ ქმედებისთვის პასუხისგება მოუწევს. Starlink-ი უკრაინაში დარეგისტრირდა როგორც ცნობილია, Starlink-ი უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 27 თებერვალს გააქტიურდა. ილონ მასკმა უკრაინას „სტარლინკის“ ინტერნეტით სარგებლობის საშუალება ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს მისცა. ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შემუშავებული სატელიტური ინტერნეტ პროვაიდერი, Starlink დედამიწის დაბალი ორბიტის თანამგზავრებს იყენებს, რათა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მთელ მსოფლიოში უზრუნველყოს. ამ ტექნოლოგიას შეუძლია, ინტერნეტით უზრუნველყოს მისადგომად რთულ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობა, რომლებთანაც ვერ აღწევს ბოჭკოვანი ოპტიკური კაბელები და ფიჭური კავშირი. ეს ტექნოლოგია ასევე მნიშვნელოვანია ისეთ ვითარებებში, როცა ქარიშხალი, ან სხვა ბუნებრივი კატასტროფა კომუნიკაციაში წყვეტას იწვევს. „უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე საზღვაო ბრიგადის დატყვევებული შტაბის უფროსის, პოლკოვნიკ დიმიტრი კორმიანკოვის ჩვენებიდან ჩანს, რომ ილონ მასკის სატელიტური კომპანიის Starlink-ის აღჭურვილობა აზოვის ბატალიონის „ნაცისტ მებრძოლებს“ და უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითებს მარიუპოლში სამხედრო ვერტმფრენებით გადაეცა“, - წერდა როგოზინი. მასკს Twitter-ზე ბევრი გულშემატკივარი გამოეხმაურა.
ილონ მასკის განცხადებით, Starlink-ის ქსელზე რუსეთიდან ჰაკერული თავდასხმა მოხდა
Starlink-ის სატელიტურ ქსელზე რუსეთსა და უკრაინას შორის ომის ფონზე რუსმა ჰაკერებმა კიბერშეტევები განახორციელეს. ამის შესახებ ილონ მასკმა Twitter-ზე დაწერა. თებერვლის ბოლოს SpaceX-ის მილიარდერმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანიის სატელიტური მომსახურება უკრაინაში ჩაირთო და SpaceX-ი კიდევ მეტ ტერმინალს გზავნის ქვეყანაში, სადაც ინტერნეტის მუშაობაში წყვეტა რუსეთის სამხედრო შეჭრამ გამოიწვია. უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრამ პრობლემები ინტერნეტის მუშაობა შეაფერხა. ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შემუშავებული სატელიტური ინტერნეტ პროვაიდერი, Starlink დედამიწის დაბალი ორბიტის თანამგზავრებს იყენებს, რათა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მთელ მსოფლიოში უზრუნველყოს. ამ ტექნოლოგიას შეუძლია, ინტერნეტით უზრუნველყოს მისადგომად რთულ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობა, რომლებთანაც ვერ აღწევს ბოჭკოვანი ოპტიკური კაბელები და ფიჭური კავშირი. ეს ტექნოლოგია ასევე მნიშვნელოვანია ისეთ ვითარებებში, როცა ქარიშხალი, ან სხვა ბუნებრივი კატასტროფა კომუნიკაციაში წყვეტას იწვევს.
პლანეტის უმდიდრესი ადამიანის ილონ მასკის Starlink-მა საქართველოში კომპანია დააფუძნა
პლანეტის უმდიდრესი ადამიანის ილონ მასკის Starlink-მა საქართველოში კომპანია დააფუძნა. კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვას მარეგულირებელი 14 ივლისს გეგმავს. SpaceX-ი საქართველოში STarlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებას გეგმავს ცნობისთვის, Starlink ინტერნეტის მისაღებად არ არის საჭირო არანაირი მსხვილი ინფრასტრუქტურა. საჭიროა მხოლოდ დენის წყარო და მიმღები მომწყობილობა. შედეგად, დედამიწის ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი ინტერნეტით სარგებლობა. შეგახსენებთ, რომ 29 ივნისს Starlink Holdings Netherlands-მა საქართველოში შვილობილი „სტარლინკ ჯორჯია“ დააფუძნა და ავტორიზაციის მიზნით კომუნიკაციების კომისიასაც მიმართა."SpaceX ამ ეტაპზე მუშაობს საქართველოს ბაზარზე მისთვის საინტერესო ნიშების შესწავლაზე და ემზადება საქართველოში Starlink ის ოპერაციების კომერციული გაშვებისთვის. აღნიშნული ფაქტი ვფიქრობ, ქვეყნისთვის და ტელეკომ სფეროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, ვინაიდან Starlink-ის დანერგვის შემდეგ საქართველოშიც გახდება ხელმისაწვდომი თანამგზავრული ინტერნეტი და ეს ფანჯარას გაუხსნის მომავლის ინოვაციური ციფრული სერვისების ბაზარს განვითარებისთვის“, - ამის შესახებ ჯერ კიდევ 21 ივნისს, SpaceX-ის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ განაცხადა. წყარო - Bm.ge
კომუნიკაციების კომისიამ ილონ მასკის Starlink-ს ავტორიზაცია მიანიჭა
დღეს ილონ მასკის დაარსებულმა კომპანია “SpaceX”-ის Starlink-მა კომუნიკაციების კომისიაში სატელიტური ინტერნეტ სერვისების მიწოდების მიზნით ავტორიზაცია გაიარა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. პლანეტის უმდიდრესი ადამიანის ილონ მასკის Starlink-მა საქართველოში კომპანია დააფუძნა კომპანიამ ავტორიზაციის მოთხოვნით კომუნიკაციების კომისიას 2022 წლის 8 ივლისს მიმართა. Starlink Georgia საქართველოში პრაქტიკული საქმიანობის დასაწყებად ემზადება. ავტორიზაციის პირობების შესაბამისად, „SpaceX“ საქართველოში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებას მიაწოდებს. შეგახსენებთ, „SpaceX“-ის წარმომადგენელი გასული თვის ბოლოს კომუნიკაციების კომისიას სტუმრობდა, სადაც კომუნიკაციების კომისიის თანამშრომლებთან ერთად SpaceX-ის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის საქართველოში გაშვების საკითხი განიხილეს. შეხვედრაზე კომუნიკაციების კომისიისა და Starlink-ის წარმომადგენლები ასევე სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. SpaceX-ს დღეისათვის 2700-ზე მეტი Starlink-ის დაბალ ორბიტალური (LEO) თანამგზავრი ჰყავს გაშვებული. Starlink განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია. Starlink-ის დანერგვის შემდეგ ყველა ასეთ გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
ილონ მასკმა Tesla-ს $6.9 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა
კომპანია Tesla-ს დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა 2022 წლის 5-დან 9 აგვისტომდე კომპანიის 7,9 მილიონი აქცია გაყიდა, რომლის ღირებულებაც $6,9 შეადგენს. $43 მილიარდად გაყიდვის შესახებ ილონ მასკის შეთავაზებას, Twitter-ი განიხილავს - WSJ Bloomberg-ის ცნობით, ილონ მასკმა კომპანიის აქციები იმ შემთხვევისთვის გაყიდა, თუ Twitter-ის $44 მილიარდად ყიდვა მოუწევს. თავის ტვიტერზე მასკმა დაწერა, რომ Tesla-ს აქციებს უკან იყიდის, თუ სოციალურ ქსელთან გარიგება საბოლოოდ არ შესრულდება. 8 ივლისს მასკმა Twitter-ის შესყიდვაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ Twitter-ის აქციები თითქმის 9%-ით დაეცა. ამის შემდეგ Twitter-მა მასკის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. სოციალურმა ქსელმა მას გარიგების დახურვა მოსთხოვა. გასულ კვირას მასკმა, თავის მხრივ, შემაგებებელი სარჩელი შეიტანა და ბიზნესმენმა გარიგების განახლების პირობა დაასახელა.
ილონ მასკი, ირანში, აქციების ფონზე, Starlink-ის გააქტიურებას გეგმავს
ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ირანში, Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტ სერვისს გაააქტიურებს. მასკმა ამ გადაწყვეტილებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცახდებას უპასუხა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. ირანში, მიმდინარე საპროტესტო აქციებს, სულ მცირე, 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა მანამდე, ბლინკენმა Twitter-ზე დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანელებისთვის ინტერნეტის თავისუფლებისა და ინფორმაციის თავისუფალი ნაკადის ხელშეწყობისთვის ზომები მიიღო. მედიის ცნობით, პარასკევს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა, ირანელებისთვის ხელმისაწვდომი ინტერნეტ სერვისების გასაფართოებლად სახელმძღვანელო მითითებები გამოქვეყნა. აშშ-მ სანქციების მიუხედვად, ირანში, პატიმრობაში მყოფი 22 წლის ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების ფონზე, ხსენებული გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ მასკი, ირანში დამოუკიდებელი გადაწყვეტილების საფუძველზე იმუშავებს. თავად მილიარდერს ამ საკითხზე მედიასთან ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. შეგახსენეთ, რომ ირანში, 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, საპროტესტო აქციები 16 სექტემბერს დაიწყო.
Forbes: ილონ მასკი, აშშ-ის 400 უმდიდრესი ბიზნესმენის სიაში პირველად დაწინაურდა
Tesla-სა და Space X-ის დამფუძნებელი ილონ მასკი, $251 მილიარდის ქონებით, ჟურნალ Forbes-ის 400 უმდიდრესი ბიზნესმენის სიაში, პირველად დაწინაურდა. ამის შესახებ Forbes წერს. წლის განმავლობაში მასკი 32%-ით ანუ $60,5 მილიარდით გამდიდრდა. „ეს იყო შთამბეჭდავი წელი მასკისთვის, რომელიც ნოემბერში გახდა პირველი ადამიანი, რომლის ქონებამაც $300 მილიარდი შეადგინა“, - წერს გამოცემა. რეიტინგში მასკს მოჰყვებიან Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და Microsoft-ის თანადამფუძნებელი ბილ გეითსი. ბეზოსის ქონება ახლა $151 მილიარდია, რაც $50 მილიარდით ნაკლებია გასულ წელთან შედარებით. ბეზოსის ქონება მეოთხედით შემცირდა Amazon-ის აქციების ფასის 20%-ზე მეტი დაცემის გამო. რეიტინგში მესამე ადგილი ბილ გეითსს ეკუთვნის, რომლის ქონება $106 მილიარდად არის შეფასებული. ხუთეულში ასევე შედის Oracle-ის თანადამფუძნებელი ლარი ელისონი $101 მილიარდით და ცნობილი მეწარმე და ინვესტორი უორენ ბაფეტი $97 მილიარდით.
ილონ მასკმა, რუსეთ-უკრანის ომის დასრულების საკუთარი ოთხპუნქტანი „სამშვიდობო გეგმა“ წარმოადგინა
მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა, ელონ მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ უკრაინის კონფლიქტის ერთ-ერთი შესაძლო, თუმცა ნაკლებად სავარაუდო შედეგი შესაძლოა, ბირთვული ომი იყოს. ამავდროულად, მასკმა მხარეებს ომის დასრულების საკუთარი ოთხპუნქტანი „სამშვიდობო გეგმა“ შესთავაზა: „განმეორებითი არჩევნები ანექსირებულ რეგიონებში გაეროს მეთვალყურეობის ქვეშ“ (რუსეთი იხსნება, თუ ხალხის ნება ასეთია); ყირიმი ფორმალურად გახდება რუსეთის ნაწილი (მასკი თვლის, რომ „ასე იყო 1783 წლიდან ხრუშჩოვის შეცდომამდე“); უზრუნველყოფილია ყირიმისთვის წყლის მიწოდება; უკრაინა ნეიტრალურ სახელმწიფოდ რჩება. მასკი აღიარებს, რომ „საბოლოოდ, ძალიან სავარაუდოა, რომ შედეგი სწორედ ასეთი იქნება – ერთადერთი საკითხია, რამდენი ადამიანი მოკვდება მანამდე“. ამასთან, ბიზნესმენმა თავისი „წინადადებების ქვეშ“ კენჭისყრის ფორმა და ვარიანტები გამოაქვეყნა: „დიახ“ და „არა“. მოსკოვის დროით 20:20 საათისთვის ხმა მისცა დაახლოებით 530 ათასმა მომხმარებელმა, მათგან 55%-ზე მეტი წინააღმდეგი იყო, ხოლო დაახლოებით 44% მომხრე.
უკრაინის პრეზიდენტმა ილონ მასკს უპასუხა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელ ილონ მასკის მიერ Twitter-ზე გაკეთებულ განცხადებას უპასუხა. ზელენსკიმ Twitter-ზე გამოაქვეყნა გამოკითხვა „როგორი ილონ მასკი უფრო მოგწონთ?“. ილონ მასკმა, რუსეთ-უკრანის ომის დასრულების საკუთარი ოთხპუნქტანი „სამშვიდობო გეგმა“ წარმოადგინა გამოკითხვაში პასუხის ორი ვარიანტია: „ის, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს" და „ის, რომელიც მხარს უჭერს რუსეთს". მანამდე ილონ მასკმა, Twitter-ზე რუსეთ-უკრანის ომის დასრულების საკუთარი ოთხპუნქტანი „სამშვიდობო გეგმა“ წარმოადგინა, სადაც უკრაინას ომის დასრულების სანაცვლოდ, ყირიმის დათმობა შესთავაზა.
გიტანას ნაუსედა: ძვირფასო ილონ მასკ, როდესაც ვინმე ცდილობს, მოიპაროს თქვენი Tesla-ს საბურავები, ეს არ აქცევს მას მანქანის კანონიერ მფლობელად
ძვირფასო ილონ მასკ, როდესაც ვინმე ცდილობს, მოიპაროს თქვენი Tesla-ს საბურავები, ეს არ აქცევს მას მანქანის, ან საბურავების კანონიერ მფლობელად, - ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა „ტვიტერში“ ილონ მასკს გამოეხმაურა. უკრაინის პრეზიდენტმა ილონ მასკს უპასუხა „ძვირფასო ილონ მასკ, როდესაც ვინმე ცდილობს, მოიპაროს თქვენი Tesla-ს საბურავები, ეს არ აქცევს მას მანქანის ან საბურავების კანონიერ მფლობელად. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს მტკიცებით, ამას მხარი დაუჭირეს. უბრალოდ ვამბობ“, – წერს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა. ილონ მასკმა, რუსეთ-უკრანის ომის დასრულების საკუთარი ოთხპუნქტანი „სამშვიდობო გეგმა“ წარმოადგინა ილონ მასკის გამოკითხვაში პასუხის ორი ვარიანტია: „ის, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს" და „ის, რომელიც მხარს უჭერს რუსეთს". მანამდე ილონ მასკმა, Twitter-ზე რუსეთ-უკრანის ომის დასრულების საკუთარი ოთხპუნქტანი „სამშვიდობო გეგმა“ წარმოადგინა, სადაც უკრაინას ომის დასრულების სანაცვლოდ, ყირიმის დათმობა შესთავაზა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ზელენსკის Twitter-ზე მიმდინარე გამოკითხვაში - „როგორი ილონ მასკი უფრო მოგწონთ?“, მილიარდერმაც მიიღო მონაწილეობა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის Twitter-ზე მიმდინარე გამოკითხვაში - „როგორი ილონ მასკი უფრო მოგწონთ?“, თავად მილიარდერიც ჩაერთო. მან ზელენსკის Twitter გვერდზე კომენტარი დაწერა. „მე მაინც ძლიერ ვუჭერ მხარს უკრაინას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ომის მასიური ესკალაცია დიდ ზიანს მიაყენებს უკრაინას და, შესაძლოა, მსოფლიოს“, - წერს Space X-ისა და Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი. ზელენსკის სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე მიმდინარე გამოკითხვაში პასუხის ორი ვარიანტია: „ილონ მასკი, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს" და რომელიც რუსეთს უჭერს მხარს“. მანამდე ილონ მასკმა, რუსეთ-უკრანის ომის დასრულების საკუთარი ოთხპუნქტანი „სამშვიდობო გეგმა“ წარმოადგინა, რომელშიც უკრაინას ომის დასრულების სანაცვლოდ, ყირიმის დათმობა შესთავაზა.
მასკი კრემლის „ბირთვულ სატყუარას“ წამოეგო - ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი არვიდას ანუსაუსკასი თვლის, რომ ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი კრემლის „სატყუარას წამოეგო“, რომელიც მსოფლიოს ბირთვული იარაღით აშანტაჟებს. ილონ მასკმა, რუსეთ-უკრანის ომის დასრულების საკუთარი ოთხპუნქტანი „სამშვიდობო გეგმა“ წარმოადგინა ამის შესახებ ანუსაუსკასმა თავის Twitter-ზე დაწერა. „მას შემდეგ რაც პუტინმა ატომურ იარაღზე დაიწყო საუბარი, დასავლურ მედიაში გავრცელდა დეზინფორმაცია, „ბირთვული იარაღის ბადრაგის“ შესახებ. ეს არ არსებობს, მაგრამ კრემლის მიერ „ბირთვული ტემპერატურის“ აწევას „შიშის დივიდენდები“ მოაქვს. ილონ მასკი პირველია, ვინც ამ ანკესს წამოეგო“, - აღნიშნა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა. გიტანას ნაუსედა: ძვირფასო ილონ მასკ, როდესაც ვინმე ცდილობს, მოიპაროს თქვენი Tesla-ს საბურავები, ეს არ აქცევს მას მანქანის კანონიერ მფლობელად მანამდე ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ, მასკს ტესლას მოპარული ბორბლების შესახებ ისტორიით უპასუხა. მანამდე ილონ მასკმა, Twitter-ზე რუსეთ-უკრანის ომის დასრულების საკუთარი ოთხპუნქტანი „სამშვიდობო გეგმა“ წარმოადგინა, სადაც უკრაინას ომის დასრულების სანაცვლოდ, ყირიმის დათმობა შესთავაზა. ამერიკელი გამომგონებლის „ტვიტებმა“ კრიტიკის ტალღა გამოიწვია, მათ შორის უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.
ილონ მასკი: ტაივანზე ნაწილობრივი კონტროლი პეკინს უნდა გადაეცეს
ტაივანზე ნაწილობრივი კონტროლი პეკინს უნდა გადაეცეს, - Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი ტაივანსა და ჩინეთს შორის კონფლიქტის მოგვარების ინიციატივით გამოვიდა. „ჩემი რეკომენდაცია მდგომარეობს იმაში, რომ შეიქმნას სპეციალური ადმინისტრაციული ზონა ტაივანისთვის, რომელიც იქნება საკმაოდ მისაღები, თუმცა, შესაძლოა, ვიღაც კვლავ არ იყოს ბედნიერი... ჩემი აზრით, არსებობს დიდი ალბათობა, რომ ისინი მიაღწევენ შეთანხმებას, გაცილებით უფრო რბილი, ვიდრე ჰონგ-კონგის შემთხვევაში გაფორმდა“, - განაცხადა მასკმა. 3 ოქტომბერს, ილონ მასკმა, რუსეთ-უკრანის ომის დასრულების საკუთარი ოთხპუნქტანი „სამშვიდობო გეგმაც“ წარმოადგინა. ცნობისთვის, 1997 წელს ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რაიონი ჩინეთის პროტექტორატის ქვეშ დაბრუნდა და 2047 წლამდე ფართო ავტონომიის გარანტია მიიღო.
Guardian-ის ცნობით, ილონ მასკი „უკრაინის სამშვიდობო გეგმის“ გასაჯაროებამდე, პუტინს ესაუბრა
მედიის ინფორმაციით, „უკრაინის სამშვიდობო გეგმის“ გასაჯაროებამდე, Space X-ის დამფუძნებელი ილონ მასკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა. როგორც The Guardian-ი წერს, პოლიტოლოგი და „ევრაზია გრუფის“ დამფუძნებელი იან ბრემერი ამბობს, რომ მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა მას განუცხადა, რომ პუტინმა საუბრისას „მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა“ დაადასტურა, თუმცა პირობით - თუ ყირიმი დარჩება რუსეთის ტერიტორიად და უკრაინა აღიარებს ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსიას. თავად მასკმა ეს ინფორმაცია უარყო. მედია იმასაც წერს, რომ ილონ მასკმა უარი განაცხადა, ყირიმში „სტარლინკის“ ტექნოლოგიით თანამგზავრული ინტერნეტკავშირის უზრუნველყოფის შესახებ, უკრაინელთა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. ილონ მასკმა, რუსეთ-უკრანის ომის დასრულების საკუთარი ოთხპუნქტანი „სამშვიდობო გეგმა“ წარმოადგინა, რომელშიც უკრაინას ომის დასრულების სანაცვლოდ, ყირიმის დათმობა შესთავაზა.
ილონ მასკმა, უკრაინაში Starlink-ის მიწოდების შეწყვეტაზე კომენტარი გააკეთა
ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა გააფრთხილა პენტაგონი, რომ შეწყვეტს Starlink-ის სატელიტური საკომუნიკაციო სისტემების მიწოდებას უკრაინაში, თუ აშშ-ის ხელისუფლება მათ დაფინანსებაში არ დაეხმარება (რომელიც წლის ბოლოსთვის $120 მილიონზე მეტი დაჯდება, ხოლო შემდეგ $400 მილიონზე მეტი). Financial Times: უკრაინელი სამხედროების ცნობით, ფრონტის ხაზზე Starlink-ის ტერმინალებზე, შეფერხებაა Kyiv Post-ის კორესპონდენტმა ჯეისონ სმარტმა Twitter-ზე დაწერა, რომ მასკმა უკრაინელებისთვის Starlink-ის სისტემების მიწოდებაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც უკრაინის ელჩმა გერმანიაში, ანდრი მელნიკმა მასკი „ერთ ადგილას გაუშვა“. მასკმა სმარტს უპასუხა, რომ მისი კომპანია „მხოლოდ [მელნიკის] მის რჩევას მისდევდა". მანამდე მასკმა განაცხადა, რომ SpaceX-ის დახმარება უკრაინას „80 მილიონი დოლარი დაუჯდა და წლის ბოლომდე 100 მილიონ დოლარს გადააჭარბებს“. ილონ მასკი უკრაინელი და დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკის ტალღღის ქვეშ მოექცა იმის გამო, რომ რამდენიმე კვირის წინ უკრაინაში ომის მშვიდობიანი გადაწყვეტის გეგმა შესთავაზა. მასკმა უკრაინას, ყირიმის რუსეთისთვის დატოვება და რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარება შესთავაზა.
ლიეტუვამ მოკავშირეებს მოუწოდა, რომ უკრაინაში Starlink-ის მუშაობა დააფინანსონ
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, მოკავშირეებს მოუწოდა, რომ შექმნან კოალიცია, რომელიც უკრაინაში Starlink-ის მუშაობას დააფინანსებს. ილონ მასკმა, უკრაინაში Starlink-ის მიწოდების შეწყვეტაზე კომენტარი გააკეთა ამის შესახებ გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, შაბათს თავის Twitter-ზე დაწერა. მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ინტერნეტი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ერთი კერძო პირის ხელში დარჩეს. მიხაილო პოდოლიაკი: ვიპოვით გამოსავალს, რომ Starlink-ის სერვისმა უკრაინაში მუშაობა განაგრძოს „მოდით, ვიპოვოთ გზა უკრაინის მოკავშირეთა კოალიციის შესაქმნელად, რათა დავაფინანსოთ Starlink-ის მუშაობა, ან ალტერნატიული მიმწოდებელი ვიპოვოთ. ლიეტუვა მზადაა ამაში წვლილი შეიტანოს", - წერს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ილონ მასკი უკრაინაში, Starlink-ის სერვისს ისევ დაფინანსებს
ილონ მასკმა გამოაცხადა, რომ უკრაინაში Starlink-ის სატელიტური საკომუნიკაციო სადგურებიდან სერვისის საფასურს კვლავ დაფარავს. ილონ მასკმა, უკრაინაში Starlink-ის მიწოდების შეწყვეტაზე კომენტარი გააკეთა „ჯანდაბა... მიუხედავად იმისა, რომ Starlink კარგავს ფულს და სხვა კომპანიები მილიარდობით დოლარს იგებენ, ჩვენ უბრალოდ განვაგრძობთ უკრაინის ხელისუფლების დაფინანსებას", - წერს მასკი Twitter-ზე. მიხაილო პოდოლიაკი: ვიპოვით გამოსავალს, რომ Starlink-ის სერვისმა უკრაინაში მუშაობა განაგრძოს ერთი დღით ადრე მასკმა გამოაცხადა, რომ შეწყვეტს Starlink-ის სატელიტური საკომუნიკაციო სადგურების ფუნქციონირების დაფინანსებას, რომელიც მან უკრაინას ომის დასაწყისში გადასცა. ეს ტექნოლოგიები უკრაინაში, როგორც სამხედროებს, ასევე სამოქალაქო პირებს კომუნიკაციაში დაეხმარა. ლიეტუვამ მოკავშირეებს მოუწოდა, რომ უკრაინაში Starlink-ის მუშაობა დააფინანსონ მასკმა ამის შესახებ მაშინ განაცხადა, რაც უკრაინელებმა სოციალურ ქსელებსა და პრესაში, ის სამშვიდობო წინადადებების გამო გაკიცხეს.
ილონ მასკი Starlink-ს თვითმფრინავებისთვის ხელმისაწვდომს გახდის
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მერვე თვეს, SpaceX-მა გამოაცხადა თავისი განზრახვა, რომ Starlink Aviation სერვისი თვითმფრინავებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს. ამის შესახებ The Verge იტყობინება. ილონ მასკი უკრაინაში, Starlink-ის სერვისს ისევ დაფინანსებს სერვისის ამოქმედება 2023 წლიდან იგეგმება. სერვისი უზრუნველყოფს მონაცემთა გადაცემის სიჩქარეს 350 Mbps-მდე ყველა თვითმფრინავზე Starlink ტერმინალით. ეს საკმარისია ონლაინ თამაშებისა და ვიდეო ზარებისთვის. ილონ მასკმა, უკრაინაში Starlink-ის მიწოდების შეწყვეტაზე კომენტარი გააკეთა SpaceX-ის ცნობით, ინტერნეტის დაფარვა გლობალური და ხელმისაწვდომი მთელი ფრენის განმავლობაში იქნება. ბოლო სატესტო ფრენის დროს Starlink Aviation-მა ბორტზე 100 Mbps ინტერნეტის სიჩქარეს მიაღწია.
CNN: თეთრი სახლი და ილონ მასკი ირანელი აქტივისტებისთვის Starlink-ის გადაცემაზე მსჯელობენ
თეთრი სახლი და კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი ირანის ტერიტორიაზე Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტის ტერმინალების განთავსებაზე მსჯელობენ. ამის შესახებ მოლაპარაკებების შინაარსთან წვდომის მქონე პირებზე დაყრდნობით CNN-ი იტყობინება. CNN-ის ინფორმაციით, ვაშინგტონი ეძებს საშუალებებს, თუ როგორ დაეხმაროს საპროტესტო მოძრაობას ირანში, რომელიც უკვე თვეზე მეტია მიმდინარეობს. ირანის საპროტესტო აქციებს ბიძგი მისცა - ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილმა მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო დაპატიმრების შემდეგ. საპროტესტო აქციები გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაციებზე მძლავრ ზეწოლას ახორციელებს ხელისუფლება, იზრდება მსხვერპლის რიცხვი. ამასთან, სოციალური მედიით ვრცელდება ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ასახავს შეხლა-შემოხლას დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის, თუმცა აქტივისტები ამბობენ, რომ ინტერნეტის ჩახშობის გამო ვიდეოების გავრცელება სულ უფრო რთული ხდება.
ილონ მასკმა Twitter-ი იყიდა და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი გაათავისუფლა
ამერიკელმა მილიარდერმა, Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა Twitter-ი იყიდა და კომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ საერთაშორისო მედია წერს. ცოტა ხნის წინ თავად მასკმა Twitter-ზე დაწერა: „ჩიტი გათავისუფლდა“, რაც ასევე გარიგების დასრულებაზე მიუთითებს. მასკს პარასკევამდე უნდა დაესრულებინა Twitter-ის შესყიდვის $44 მილიარდიანი გარიგება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას კომპანიასთან სამართალწარმოების დაწყება მოუწევდა. მასკმა დაიპყრო Twitter-ი, როდესაც ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა პარაგ აგრავალმა და ფინანსურმა ფინანსურმა დირექტორმა ნედ სეგალმა, სან-ფრანცისკოში კომპანიის სათაო ოფისი დატოვეს. იტყობინება CNBC. მანამდე, 2022 წლის აპრილში გაირკვა, რომ მასკი Twitter-ს, $44 მილიარდად ყიდულობდა, შემდეგ კი გარიგების გაუქმება გადაწყვიტა. მოგვიანებით, მასკმა განაცხადა, რომ მას შეუძლია განაახლოს ხელშეკრულება Twitter-ის შესაძენად, თუ კომპანია სოციალურ ქსელში ანგარიშების ავთენტურობას დაადასტურებს. Twitter-მა მასკს გარიგების დასრულებუს მიზმნით, სასამართლოშუ უჩივლა. დელავერის (აშშ) სასამართლომ, საქმის დაჩქარებული განხილვა გადაწყვიტა.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ Twitter-ი ახლა კარგ ხელშია - ტრამპი
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ Twitter-ი ახლა კარგ ხელშია და აღარ იმართება რადიკალი მემარცხენე გიჟებისა და მანიაკების მიერ", - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ილონ მასკმა Twitter-ი იყიდა და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი გაათავისუფლა „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ Twitter-ი ახლა კარგ ხელშია და აღარ იმართება რადიკალი მემარცხენე გიჟებისა და მანიაკების მიერ, რომლებსაც ნამდვილად სძულთ ჩვენი ქვეყანა. Twitter-მა ახლა უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ მოიშოროს ყველა ბოტი და ყალბი ანგარიში“, - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა. ცნობისთვის, ილონ მასკს პარასკევამდე უნდა დაესრულებინა Twitter-ის შესყიდვის $44 მილიარდიანი გარიგება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას კომპანიასთან სამართალწარმოების დაწყება მოუწევდა.Twitter-მა მასკს გარიგების დასრულებუს მიზმნით, სასამართლოშუ უჩივლა. დელავერის (აშშ) სასამართლომ, საქმის დაჩქარებული განხილვა გადაწყვიტა.
ილონ მასკმა Twitter-ის საბჭო დაითხოვა და თავი კომპანიის ერთადერთ დირექტორად გამოაცხადა
„ტესლას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, Twitter-ის მფლობელმა და მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა Twitter-ის საბჭო დაითხოვა და თავი კომპანიის ერთადერთ დირექტორად გამოაცხადა. ილონ მასკმა Twitter-ი იყიდა და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი გაათავისუფლა ახალი ბრძანების მიხედვით, საბჭოს ყველა წევრს უფლებამოსილება შეუწყდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ Twitter-ი ახლა კარგ ხელშია - ტრამპი 28 ოქტომბერს ილონ მასკმა სოციალური ქსელ Twitter-ის $44 მილიარდიანი შეთანხმება დაასრულა და კომპანიის მფლობელი გახდა.
მასკმა Twitter-ის ხარჯები $1 მილიარდით შეამცირა
მილიარდერმა და Twitter-ის ახალმა მფლობელმა ილონ მასკმა სოციალური ქსელის ხარჯები $1 მილიარდით შეამცირა. ილონ მასკმა Twitter-ის საბჭო დაითხოვა და თავი კომპანიის ერთადერთ დირექტორად გამოაცხადა მასკმა Twitter-ის გუნდს უბრძანა, წლიურ ხარჯები ღრუბლოვანი სერვისებისა და დამატებითი სერვერის სივრცის შემცირებით, $1 მილიარდზე მეტი დაზოგოს. „კომპანია მიზნად ისახავს, რომ დღეში დანაზოგმა $3 მილიონი შეადგინოს“, - წერს Reuters. ექსპერტების შეფასებით, ასეთმა მკვეთრმა შემცირებამ შესაძლოა, Twitter-ის ვებსაიტსა და აპლიკაციას მაღალი ტრაფიკის მომენტებში, როგორიცაა აშშ-ის შუალედური არჩევნები, საფრთხე შეუქმნას. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ Twitter-ი ახლა კარგ ხელშია - ტრამპი 28 ოქტომბერს ილონ მასკმა სოციალური ქსელ Twitter-ის $44 მილიარდიანი შეთანხმება დაასრულა და კომპანიის მფლობელი გახდა.
ჯო ბაიდენის განცხადებით, Twitter-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტყუილს ავრცელებს
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, Twitter-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტყუილს ავრცელებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ილონ მასკის მიერ Twitter-ის შეძენის შეფასებისას განაცხადა. ილონ მასკმა Twitter-ის საბჭო დაითხოვა და თავი კომპანიის ერთადერთ დირექტორად გამოაცხადა „ახლა ყველას გვაწუხებს ერთი რამ - ილონ მასკმა შეიძინა ინსტრუმენტი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტყუილს ავრცელებს. გვაქვს იმის იმედი, რომ ჩვენი შვილები მიხვდებიან, რა დევს სასწორზე?“ - აცხადებს ბაიდენი. ექსპერტების შეფასებით, შესაძლოა, Twitter-ის ვებსაიტსა და აპლიკაციას მაღალი ტრაფიკის მომენტებში, მაგალითად, როგორიცაა აშშ-ის შუალედური არჩევნები, საფრთხე შეექმნას. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ Twitter-ი ახლა კარგ ხელშია - ტრამპი 28 ოქტომბერს ილონ მასკმა სოციალური ქსელ Twitter-ის $44 მილიარდიანი შეთანხმება დაასრულა და კომპანიის მფლობელი გახდა.
Twitter-ის თანამშრომელთა 50% სამსახურიდან გაათავისუფლეს
Twitter-ის თანამშრომელთა 50% სამსახურიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ კომპანიის უსაფრთხოებისა და ინტეგრაციის განყოფილების ხელმძღვანელი იოელ როთი წერს. ჯო ბაიდენის განცხადებით, Twitter-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტყუილს ავრცელებს „გუშინდელი შემცირება ჩვენი განყოფილების პერსონალის 15%-ს, კომპანიის მასშტაბით კი 50%-ს შეეხო“, - წერს იოელ როთი. ექსპერტების შეფასებით, შესაძლოა, Twitter-ის ვებსაიტსა და აპლიკაციას მაღალი ტრაფიკის მომენტებში, მაგალითად, როგორიცაა აშშ-ის შუალედური არჩევნები, საფრთხე შეექმნას. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ Twitter-ი ახლა კარგ ხელშია - ტრამპი 28 ოქტომბერს ილონ მასკმა სოციალური ქსელ Twitter-ის $44 მილიარდიანი შეთანხმება დაასრულა და კომპანიის მფლობელი გახდა.
CNN: დაფინანსების არარსებობის გამო, უკრაინაში STARLINK-ის 1 300 თანამგზავრი გაითიშა
CNN-ის ინფორმაციით, გასულ კვირას დაფინანსების არარსებობის გამო უკრაინაში Starlink-ის 1 300 თანამგზავრი გაითიშა. ილონ მასკი უკრაინაში, Starlink-ის სერვისს ისევ დაფინანსებს მანამდე SpaceX-მა წერილი გაუგზავნა პენტაგონს, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინაში Starlink-ის დაფინანსებაზე უკვე დაიხარჯა თითქმის $100 მილიონი. SpaceX-მა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს სთხოვა, რომ დაფინანსების ნაწილი გაეღო. ლიეტუვამ მოკავშირეებს მოუწოდა, რომ უკრაინაში Starlink-ის მუშაობა დააფინანსონ რამდენიმე დღის შემდეგ მასკმა დაწერა, რომ SpaceX-მა თხოვნა გააუქმა. Starlinks უკრაინაში პრობლემები 24 ოქტომბერს შეექმნა. CNN-ის წყაროს ცნობით, ტერმინალები დაფინანსების არარსებობის გამო დაიხურა. Starlinks-ის 1300 ტერმინალი საბრძოლო მოქმედებებისთვის გამოიყენებოდა. მიხაილო პოდოლიაკი: ვიპოვით გამოსავალს, რომ Starlink-ის სერვისმა უკრაინაში მუშაობა განაგრძოს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ტერმინალების გათიშვამდე, დასახმარებლად დიდ ბრიტანეთს მიმართა და მათ ყოველთვიურად $3.25 მილიონის დაფინანსება სთხოვა. ბრიტანეთმა მაღალჩინოსანმა CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ სამინისტროები დისკუსიის შედეგად შეჯერდნენ, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ სხვა სამხედრო რესურსებისა დაფინანსება და მიწოდება უფრო პრიორიტეტულია. მანამდე, ილონ მასკმა გამოაცხადა, რომ უკრაინაში Starlink-ის სატელიტური საკომუნიკაციო სადგურებიდან სერვისის საფასურს კვლავ დაფარავს.
"ტვიტერი“ მსოფლიოს შესახებ ინფორმაციის ყველაზე ზუსტი წყარო უნდა გახდეს - მასკი
"ტვიტერი“ მსოფლიოს შესახებ ინფორმაციის ყველაზე ზუსტი წყარო უნდა გახდეს. ეს არის ჩვენი მისია, - ამის შესახებ ამერიკელმა ბიზნესმენმა, ილონ მასკმა განაცხადა. ჯო ბაიდენის განცხადებით, Twitter-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტყუილს ავრცელებს „სიტყვის თავისუფლებისადმი ჩემი ვალდებულება ვრცელდება იმაზეც, რომ არ აიკრძალოს ანგარიში, რომელიც თვალყურს ადევნებს ჩემს თვითმფრინავს, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩემს პირად უსაფრთხოებას“, - აცხადებს მასკი. ექსპერტების შეფასებით, შესაძლოა, Twitter-ის ვებსაიტსა და აპლიკაციას მაღალი ტრაფიკის მომენტებში, მაგალითად, როგორიცაა აშშ-ის შუალედური არჩევნები, საფრთხე შეექმნას. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ Twitter-ი ახლა კარგ ხელშია - ტრამპი 28 ოქტომბერს ილონ მასკმა სოციალური ქსელ Twitter-ის $44 მილიარდიანი შეთანხმება დაასრულა და კომპანიის მფლობელი გახდა.
Reuters: Twitter-ის შეძენის გამო ილონ მასკის ქონება $70 მილიარდით შემცირდა
ილონ მასკის ქონება $70 მილიარდით შემცირდა მას შემდეგ, რაც აპრილში სოციალური ქსელი Twitter-ის შეძენის სურვილი გააჟღერა. ილონ მასკის ქონებრივი მდგომარეობის ცვლილების შესახებ Reuters-ი წერს. Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგის მიხედვით, მასკის ქონება 8 ნოემბერს $200 მილიარდამდე შემცირდა. რადგან ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla-ს აქციების ფასი დაეცა. „ინვესტორებმა Tesla-ს აქციების გაყიდვა დაიწყეს, იმის გამო, რომ მასკი უფრო მეტად Twitter-ის განვითარებაზე გადაერთო. შედეგად, Tesla-მ დაკარგა საბაზრო ღირებულების თითქმის ნახევარი, რომელიც ახლა $622 მილიარდია“, - წერს Forbes. მიუხედავად ამისა, ილონ მასკი მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანია და თითქმის $40 მილიარდით (Forbes-ის მიხედვით) უსწრებს უახლოეს მდევარს, LVMH-ის მფლობელს, ბერნარ არნოს. მასკმა Twitter-ის შესყიდვის გარიგება 27 ოქტომბერს დაასრულა და კომპანიაში $44 მილიარდი გადაიხადა.
Twitter-ს შესაძლოა, ფულის გადარიცხვის ფუნქცია დაემატოს
სოციალურ ქსელ Twitter-ის ახალი მფლობელი, მილიარდერი ილონ მასკი, გამოდის შემოთავზებით, რომ სოციალურ ქსელს ფულის გადარიცხვის ფუნქცია დაემატოს. Reuters: Twitter-ის შეძენის გამო ილონ მასკის ქონება $70 მილიარდით შემცირდა მასკის თქმით, მაგალითად, თუ მომხმარებელი გადაიხდის $8 სოციალური ქსელის გამოსაწერად, ეს ნიშნავს, რომ ის ავტომატურად წევრიანდება პლატფორმის „ავტორიზებული გადახდის სისტემაში“. მასკმა Twitter-ის ხარჯები $1 მილიარდით შეამცირა მისივე თქმით, მომხმარებლები ნებისმიერ დროს შეძლებენ სისტემიდან გამოსვლას და სოციალურ ქსელში არსებული ანგარიშიდან თანხის ამოღებას, იმ შემთხვევაში თუ Twitter-ის ანგარიში, საბანკო ანგარიშს დაუკავშირეს. მასკმა Twitter-ის შესყიდვის გარიგება 27 ოქტომბერს დაასრულა და კომპანიაში $44 მილიარდი გადაიხადა.
ტრამპი Twitter-ზე დაბრუნებას აღარ გეგმავს
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ანგარიში, ცოტა ხნის წინ Twitter-ზე განბლოკეს, სოციალურ ქსელში დაბრუნებას არ გეგმავს. პოლიტიკოსმა თავისი გადაწყვეტილების მიზეზად „სოციალურ ქსელში მომხმარებლების ვარდნა და ძალიან ბევრი ყალბი ანგარიში", დაასახელა. ტრამპმა ყველა მხარდამჭერი, თავის სოციალურ ქსელში მიიწვია. „ქსელზე მომხმარებელთა წვდომა მზარდია და ბევრად უფრო მოსახერხებელია, ვიდრე Twitter-ი", - თქვა აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა. მანამდე Twitter-ის მფლობელმა ილონ მასკმა გამოაქვეყნა გამოკითხვა, აღედგინა თუ არა დონალდ ტრამპის ანგარიში. კენჭისყრის შედეგები აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტის სასარგებლოდ გადაწყდა და მილიარდერმა, პოლიტიკოსის ანგარიში განბლოკა.
მედია: მსოფლიო ბრენდები, მასკის გამო Twitter-თან სარეკლამო პარტნიორობას აჩერებენ
მსოფლიოს თითქმის ყველა ცნობილმა ბრენდმაTwitter-ზე რეკლამის მოცულობა შეამცირა ან მიატოვა, მას შემდეგ, რაც მილიარდერი ილონ მასკი სოციალური ქსელის მფლობელი გახდა. რეკლამის განმთავსებლები ჩივიან, რომ კომპანიის მენეჯმენტი ქაოსშია მას შემდეგ, რაც მასკმა სარეკლამო განყოფილების თანამშრომლები გაათავისუფლა. FT-ის ცნობით, მასკი ცდილობს ზეწოლა მოახდინოს ბრენდის მფლობელებზე, რომლებმაც Twitter-ზე რეკლამა შეამცირეს ან საერთოდ უარი თქვეს. Media Matters-ის ინფორმაცია მიუთითებს, რომ 100 საუკეთესო რეკლამის განმთავსებლიდან 50-მა, Twitter-ზე რეკლამის განთავსება შეაჩერა ან პარტნიორობის შეწყვეტაზე განაცხადი გააკეთა, მას შემდეგ, რაც მასკმა სოციალური ქსელი შეისყიდა.
ილონ მასკის კომპანია Starlink-მა უკრაინის მცხოვრებლებს ინტერნეტი გაუძვირა
ილონ მასკის კომპანია Starlink-მა სატელიტური ინტერნეტ სერვისით სარგებლობისთვის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში ტარიფები გაზარდა. უკრაინელი მომხმარებლებისთვის, 29 დეკემბრიდან სააბონენტო გადასახადი, ყოველთვიურად 60-დან 75 დოლარამდე გაიზრდება. Starlink-ის ტერმინალისა და ანტენის ფასი 500 დოლარის ნაცვლად 700 დოლარი იქნება. ტარიფის გაზრდის შესახებ მომხმარებლებს ელექტრონული ფოსტით აცნობეს. ახალი ფასი ავტომატურად, 29 დეკემბრიდან ამოქმედდება. Starlink უზრუნველყოფს ინტერნეტ კომუნიკაციებს თანამგზავრის საშუალებით, რაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს, როდესაც კომუნიკაციის სხვა საშუალებები დაზიანებულია ან მტრისთვის ღიაა. ომის დაწყების შემდეგ ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა უკრაინას Starlink-ის დაახლოებით 20 ათასი ტერმინალი მიაწოდა.
ზელენსკიმ ილონ მასკი უკრაინაში მიიწვია - ყველაფერი საკუთარი თვალით ნახეთ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი უკრაინაში მიიწვია. ამის შესახებ მან The New York Times DealBook Summit-ზე ვიდეოკონფერენციის დროს სიტვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც პოლიტიკისა და ბიზნესის სამყაროს მთავარ მოვლენებს ეძღვნება. „თუ გინდა გაიგო რა გააკეთა აქ რუსეთმა, ჩამოდი უკრაინაში და შენი თვალით ნახავ. ამის შემდეგ გვეტყვი როგორ დავასრულოთ ეს ომი, ვინ დაიწყო და როდის შეგვიძლია დავასრულოთ", - განაცხადა ზელენსკიმ. ოქტომბრის დასაწყისში ილონ მასკმა, უკრაინაში ომის დასრულების მიზნით, თავისი „სამშვიდობო გეგმა“ გამოაქვეყნა. მასკის იდეით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე მეორე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, ყირიმი რჩება რუსეთს. ამავე დროს, თავად უკრაინა ნეიტრალურ სახელმწიფოდ რჩება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასკმა ბირთვული ომი არ გამორიცხა. ეს „გეგმა“ უკრაინის ხელისუფლებამ მწვავედ გააკრიტიკა.
Twitter-ი 1,5 მილიარდ არააქტიურ ანგარიშს წაშლის
Twitter 1,5 მილიარდი არააქტიური ანგარიშის წაშლას აპირებს. ამის შესახებ სოციალური მედიის პლატფორმის ახალმა მფლობელმა და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა. საუბარია ანგარიშებზე, რომლებიც არ შეიცავს „ტვიტებს“ და არც წლების განმავლობაში გამოუყენებია ვინმეს. Twitter-ში პოზიციის დაკავების შემდეგ, მასკი სწრაფ და საკამათო ცვლილებებს ახორციელებს, მათ შორის იგულისხმება თანამშრომლებისთვის დისტანციური მუშაობის შეწყვეტა და მუშახელის განახევრება.
Twitter-მა დონალდ ტრამპი ასობით აქტივისტი თანამშრომლის ზეწოლის შედეგად დაბლოკა - მასკი
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ დაურღვევია სოციალური ქსელ, Twitter-ის წესები, ის ზეწოლის გამო დაბლოკეს. ამის შესახებ ილონ მასკმა „ტვიტერში“ დაწერა. „ასობით აქტივისტი თანამშრომლის ზეწოლის შედეგად, „ტვიტერმა“ დაბლოკა ტრამპი, მოქმედი პრეზიდენტი, იმის მიუხედავად, რომ ისინი თავად აცნობიერებდნენ, მას არ დაურღვევია წესები“, – დაწერა მასკმა. ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ანგარიში სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ დაბლოკეს.
Forbes: ილონ მასკმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაკარგა
ამერიკელმა მილიარდერმა, Tesla-სა და Twitter-ის მფლობელმა ილონ მასკმა, Real Time Billionaires-ის რეიტინგში პირველი ადგილი დაკარგა. Forbes-ის მონაცემებით, მას რეიტინგში, Louis Vuitton Moet Hennessy-ის პრეზიდენტმა ბერნარ არნომ გადაუსწრო. ჟურნალის მიხედვით, SpaceX-ის დამფუძნებლის ქონება $176,8 მილიარდია, ხოლო LVMH-ის ხელმძღვანელი $188,6 მილიარდი. გასული დღეების განმავლობაში მასკმა, $4,5 მილიარდი, ანუ კაპიტალის 2,49% დაკარგა, ხოლო არნოს კაპიტალი, პირიქით, $2,7 მილიარდით (+1,44%) გაიზარდა.
ევროკავშირმა შესაძლოა, ილონ მასკს სანქციები დაუწესოს
ევროკავშირმა შესაძლოა, მალე სანქციები დააწესოს ილონ მასკს, ამერიკელი ჟურნალისტების Twitter-ზე დაბლოკვასთან დაკავშირებით, რაც „ძირითადი უფლებების“ დარღვევაა. ამის შესახებ ევროკომისიის (EC) თავმჯდომარის მოადგილემ ვერა იუროვამ პარასკევს Twitter-ზე დაწერა. მან განმარტა, რომ ჟურნალისტების ანგარიშების დაბლოკვის შესახებ პრეტენზიები „შეშფოთებას იწვევს“, რადგან ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტი „ითხოვს პრესის თავისუფლებისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემას“ და ნაკარნახევია პრესის თავისუფლების კანონმდებლობით. „ილონ მასკმა უნდა იცოდეს ამის შესახებ. აქ არის წითელი ხაზები. სანქციების დაწესება შესაძლებელია“, - გააფრთხილა იუროვამ მასკი. 15 დეკემბერს Twitter-მა დაბლოკა ჟურნალისტების ანგარიშები, რომლებიც წერდნენ მილიარდერ ილონ მასკზე, მის ოჯახზე და კომპანიის ახალ პოლიტიკაზე, იტყობინება Associated Press. დაბლოკილია The New York Times-ისა და The Washington Post-ის ჟურნალისტების ანგარიშები, ასევე CNN არხი. ანგარიშის აკრძალვა შესაძლოა უკავშირდებოდეს Twitter-ის ახალ პოლიტიკას ადამიანების მონაცემების მათი თანხმობის გარეშე გამჟღავნების შესახებ.
მასკი Twitter-ის დირექტორობიდან გადადგომას განიხილავს
Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი საჯაროდ აცხადებს, რომ კომპანია Twitter-ი გაკოტრებისაკენ მიმავალ გზაზეა და ის ამჟამად გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგომას განიხილავს. Reuters: Twitter-ის შეძენის გამო ილონ მასკის ქონება $70 მილიარდით შემცირდა განცხადების გავრცელების შემდეგ, მასკმა საჯარო გამოკითხვაც დაიწყო და აღნიშნა, რომ CEO-ს თანამდებობიდან გადადგომის საკითხს Twitter-ის მომხმარებლები თავად გადაწყვეტენ. გამოკითხვის დასრულებამდე 5 საათია დარჩენილი და ჯერჯერობით 13 მილიონი მომხმარებლიდან 56.4% მასკის გადადგომას უჭერს მხარს. Twitter-ის ხელმძღვანელის კანდიდატურაზე ამჟამად მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) პროფესორი, კომპიუტერული მეცნიერების დოქტორი და პოპულარული პოდკასტის ავტორი, ლექს ფრიდმანი განიხილება. შეგახსენებთ, რომ მასკმა Twitter-ის შესყიდვის გარიგება 27 ოქტომბერს დაასრულა და კომპანიაში $44 მილიარდი გადაიხადა.
მასკი თანახმაა, უკრაინას კიდევ რამდენიმე ათასი Starlink-ის ტერმინალი გადასცეს - Bloomberg
უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ილონ მასკის კომპანია თანახმაა, Starlink-ის სატელიტური ინტერნეტისთვის, უკრაინას კიდევ რამდენიმე ათასი ტერმინალი გადასცეს. CNN: თეთრი სახლი და ილონ მასკი ირანელი აქტივისტებისთვის Starlink-ის გადაცემაზე მსჯელობენ ფედოროვის თქმით, მასკის Space Exploration Technologies უახლოეს თვეებში კიევს 10000-ზე მეტ მოწყობილობას გაუგზავნის. „SpaceX-ი და მასკი სწრაფად რეაგირებენ პრობლემებზე და გვეხმარებიან“, - ციტირებს ფედოროვს Bloomberg-ი, რომელმაც თქვა, რომ პირდაპირ ესაუბრა ილონ მასკს. პოლონეთმა უკრაინას Starlink-ის 1500-ზე მეტი სისტემა გადასცა ამასთან, Bloomberg აღნიშნავს, რომ SpaceX-ის წარმომადგენელმა არ უპასუხა გამოცემის თხოვნას, კომენტარი გაეკეთებინა ფედოროვის სიტყვებზე. Bloomberg-ის ცნობით, ომის დაწყებიდან უკრაინამ Starlink-ის თანამგზავრული კომუნიკაციების 22 ათასი ტერმინალი მიიღო. „ჩვენ მზად ვართ ვიცხოვროთ ელექტროენერგიის გარეშე მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში - თუ ხელმისაწვდომი იქნება მობილური კომუნიკაციები და ტექსტური შეტყობინებები", - ციტირებს ფედოროვს Bloomberg. „რომელიც გამოყენებული იქნება კრიტიკულ სიტუაციებში კომუნიკაციების სტაბილიზაციისთვის“, - ამბობს ფედოროვი. სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ Starlink-ის ტერმინალები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის, არამედ ბრძოლის ველზეც, სადაც სატელიტური კომუნიკაციები სამხედრო პერსონალს შორის კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად ხშირად ერთადერთი საიმედო გზაა.
მასკი: Twitter-ის დირექტორობას მაშინ დავტოვებ, როცა შემცვლელად საკმარისად სულელ ვინმეს ვიპოვი
Twitter-ის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა თქვა, რომ ის დატოვებს პოსტს, როდესაც „საკმაოდ სულელ" შემცვლელს იპოვის, ვინც ამ თანამდბობაზე მუშაობას დათანხმდება. მასკი Twitter-ის დირექტორობიდან გადადგომას განიხილავს „მე დავტოვებ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას, როგორც კი ვიპოვი სულელს, რომელიც დათანხმდება ამ სამუშაოს შესრულებას. ამის შემდეგ მხოლოდ კოდებთან და სერვერებთან ვიმუშავებ“, - დაწერა მასკმა Twitter-ზე. მილიარდერი პლატფორმის მომხმარებლებს დაჰპირდა, რომ თანამდებობას მას შემდეგ დატოვებდა, რაც Twitter-ზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 57.5%-მა მასკის პოსტის დატოვებას დაუჭირა მხარი. შეგახსენებთ, რომ მასკმა Twitter-ის შესყიდვის გარიგება 27 ოქტომბერს დაასრულა და კომპანიაში $44 მილიარდი გადაიხადა.
Tesla-ს საბაზრო ღირებულება ერთ კვირაში $85 მილიარდით დაეცა
Financial Times-ის ცნობით, Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაცია გასული კვირის განმავლობაში $85 მილიარდით შემცირდა და $400 მილიარდზე ქვემოთ დაეცა. ილონ მასკის მიერ დაფუძნებული ელექტრომანქანების მწარმოებელი, ახლა უფრო ნაკლები ღირს ვიდრე ExxonMobil-ი, ნავთობკომპანია, რომელიც აწარმოებს საწვავს შიდა წვის ძრავების მანქანებისთვის. ვაჭრობის დახურვისას, პარასკევს, 23 დეკემბერს, Tesla-ს აქციები $123,15 ღირდა, რაც ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დაბალი ფასია. ამავდროულად, Tesla-ს აქციები მხოლოდ ამ კვირაში 18%-ით დაეცა - ეს არის ყველაზე ცუდი ყოველკვირეული შედეგი 2020 წლის მარტის შემდეგ, როდესაც პანდემია გამოცხადდა, - აღნიშნავს გაზეთი. წლის დასაწყისში Tesla-ს კაპიტალიზაცია $1.2 ტრილიონი იყო. მას შემდეგ მისი კაპიტალიზაცია $800 მილიარდზე მეტით შემცირდა, - ეს შედარებულია S&P 500 ინდექსის 80-ზე მეტი ყველაზე პატარა კომპანიის მთლიან საბაზრო ღირებულებასთან, წერს FT, S&P Global Market-ის მონაცემებზე დაყრდნობით. FT-ის ცნობით, Tesla-ს აქციების ფასზე ზეწოლა განხორციელდა ილონ მასკის გადაწყვეტილებით, გაეყიდა კომპანიის აქციები Twitter-ის შესყიდვის დასაფინანსებლად, ასევე გავლენა მოახდინა ინვესტორების მზარდმა შეშფოთებამ ელექტრომობილების გაყიდვის პერსპექტივის შესახებ.
ილონ მასკმა 2022 წელს $140 მილიარდი დაკარგა, თუმცა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მეორეა
წლის დასაწყისიდან Tesla-ს აქციები 68%-ით დაეცა, რის შედეგადაც, კომპანიის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა დაახლოებით, $140 მილიარდი დაკარგა. ამის მიუხედავად, მსოფლიოში მეორე უმდიდრეს ადამიანად რჩება. Businessinsider-ის ინფორმაციით, მასკის ქონება მიმდინარე წლის დასაწყისში 300 მილიარდი დოლარი იყო და ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში ლიდერობდა, თუმცა ამ თანხის ნახევარზე მეტი, მათ შორის Tesla-ს აქციების ვარდნის გამო დაკარგა. Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, 2022 წლის 28 დეკემბრის მონაცემებით, მასკის ქონება ახლა $130 მილიარდს შეადგენს, რაც წლის დასაწყისში არსებულის ნახევარზე ნაკლებია. ოქტომბრის ბოლოს მასკმა Twitter-ი 44 მილიარდ დოლარად იყიდა, რის შემდეგაც, Tesla-ს აქციების ფასი 50%-ით შემცირდა. Bloomberg-ის თანახმად, მასკის ყველაზე ძვირფასი აქტივია SpaceX. მისი წილი ამ კომპანიაში დაახლოებით 47 მილიარდი დოლარია. მასკის წილი Tesla-ში დღემდე დაახლოებით 40 მილიარდ დოლარს შეადგენს. Twitter, მასკის შემდეგი ყველაზე ძვირფასი აქტივი, Bloomberg-ის მიერ 20 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მასკი ასევე ფლობს წილს The Boring Company-ში, რომელიც Bloomberg-მა 3,3 მილიარდ დოლარად შეაფასა. ამ შეფასებით, გამოდის, რომ მასკის ქონება დაახლოებით $138,3 მილიარდი უნდა იყოს. ცნობისთვის, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის, ფრანგი ბიზნესმენი, ბერნარდ არნო პირველ ადგილზეა.
Bloomberg: ილონ მასკი მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომელმაც $200 მილიარდი დაკარგა
SpaceX-ის, Tesla-ს და Twitter-ის მფლობელი მილიარდერი, ილონ მასკი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც 200 მილიარდი დოლარი დაკარგა, იტყობინება Bloomberg. მისმა ქონებამ 340 მილიარდ დოლარამდე 2021 წლის 4 ნოემბრისთვის მიაღწია. ამით ის გახდა მეორე ადამიანი მსოფლიოში ჯეფ ბეზოსის შემდეგ, რომელმაც 200 მილიარდი დოლარის ქონება დააგროვა. ილონ მასკმა 2022 წელს $140 მილიარდი დაკარგა, თუმცა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მეორეა 2022 წლის მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი ცნობილია - forbes მასკის სიმდიდრის მკვეთრი ვარდნა 2022 წლის ბოლო კვირებში Tesla-ს აქციების დაცემით არის გამოწვეული, მათ შორის 11%-იანი ვარდნა სამშაბათს, 27 დეკემბერს.
Tesla-მ ბაზარზე ბოლო სამ თვეში, პროგნოზირებულზე ნაკლები მანქანა გამოუშვა
Tesla-მ 2022 წლის ბოლო სამ თვეში უფრო ნაკლები ავტომობილი გამოუშვა, ვიდრე გასულ კვარტალში ანალიტიკოსები ელოდნენ. ბოლო სამი თვის განმავლობაში, კომპანიამ 405,278 მანქანა გამოუშვა, რაც საშუალო მონაცემზე (420.760 ავტომობილი) დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ გასულ წელს ორი ახალი ამწყობი ქარხანა, მაინც ვერ მიაღწია მიზანს, რომ მიწოდება 50%-ით გაეზარდა. ილონ მასკმა Tesla-სთვის ეპიკური წელი იწინასწარმეტყველა, თუმცა შემდეგ Tesla-ს მოდელებზე $7 500 ფასდაკლება გამოაცხადა. ჯამში, კომპანიამ 2022 წელს ავტომობილების მიწოდება ბაზარზე 40%-ით 1,31 მილიონამდე გაზარდა, ხოლო წარმოება 47%-ით 1,37 მილიონამდე.
Twitter-ზე ტექსტის ფორმატირების ფუნქციები დაემატება
Twitter-ზე ტექსტის ფორმატირების ფუნქციები დაემატება. ამის შესახებ სოციალური ქსელის მფლობელმა, ილონ მასკმა განაცხადა. „მოგვიანებით ამ კვარტალში დავამატებთ ფორმატირების მარტივ ფუნქციებს, როგორიცაა მუქი შრიფტი, ტექსტის ხაზგასმა და შრიფტის ზომა“, - წერს მასკი Twitter-ზე.
დიდი რაოდენობით პირადი ქონების დაკარგვის გამო ილონ მასკი, გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა
SpaceX-ის, Tesla-სა და Twitter-ის მფლობელი, აშშ-ში მცხოვრები მილიარდერი ილონ მასკი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. Bloomberg: ილონ მასკი მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომელმაც $200 მილიარდი დაკარგა ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ მასკმა 2022 წელს დაკარგული პირადი ქონების მოცულობით, მსოფლიო რეკორდი მოხსნა. ამის შესახებ Business Insider ორგანიზაციის პრესრელიზზე დაყრდნობით იუწყება. „ილონ მასკმა, პირადი სიმდიდრის ყველაზე დიდი დანაკარგით მსოფლიო რეკორდი დაამყარა“, - ნათქვამია გინესის რეკორდების წიგნში. ილონ მასკმა 2022 წელს $140 მილიარდი დაკარგა, თუმცა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მეორეა 2022 წლის მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი ცნობილია - forbes ორგანიზაციამ თავისი გადაწყვეტილება Forbes-ის მონაცემებით გაამართლა, რომლის მიხედვითაც მასკის პირადი კაპიტალი მხოლოდ ერთ წელიწადში $183 მილიარდით შემცირდა. ილონ მასკამდე წინა რეკორდსმენი იყო იაპონელი მეწარმე, Softbank-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მასაიოში სონი. 2000 წელს მან $58,6 მილიარდი დაკარგა. „არ ინერვიულოთ, მიუხედავად იმისა, რომ მასკმა დაკარგა მეტი ფული, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ადამიანმა ისტორიაში, ის მალე არ მოკვდება შიმშილით. ის მსოფლიოში კვლავ მეორე უმდიდრესი ადამიანია“, - ნათქვამია გინესის რეკორდების წიგნში.
CNBC: მასკის მისვლის შემდეგ Twitter-ი თანამშრომლების 80%-მა დატოვა
კომპანიების SpaceX-ის და Tesla-ს დამაარსებლისა და მფლობელის ილონ მასკის Twitter-ში მისვლის შემდეგ კომპანია თანამშრომლების 80%-მა დატოვა. კომპანიის პერსონალი დაახლოებით 1300 თანამშრომელამდე შემცირდა, რომელთაგან 550-ზე ნაკლები სრულ განაკვეთზეა. ამის შესახებ CNBC იუწყება. სანამ მასკი შეუერთდებოდა, კომპანიაში დაახლოებით 7500 ადამიანი იყო დასაქმებული. CNBC-ის მიერ მოძიებული კომპანიის შიდა დოკუმენტების მიხედვით, ახლა თანამშრომლების რიცხვი 1,3 ათასამდე შემცირდა, აქედან 75 შვებულებაშია. ინჟინრის თქმით, რომელმაც კომპანია დატოვა, თანამშრომლების დაკარგვა და პერსონალის შემცირება გაართულებს სერვისის საიმედოდ შენარჩუნებას და ახალი ფუნქციების შექმნას. მან განმარტა, რომ კომპანიის კოდების ბაზა უზარმაზარია და მოითხოვს სხვადასხვა პლატფორმებისა და პროგრამირების ენების ცოდნას Twitter-ის სხვადასხვა ნაწილის მხარდასაჭერად, როგორიცაა სარეკლამო სერვისები და ძირითადი ვადები. მასკმა Twitter-ის შესყიდვის გარიგება 27 ოქტომბერს დაასრულა და კომპანიაში $44 მილიარდი გადაიხადა.
ამერიკელი მილიარდერი, ილონ მასკი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაამართლა
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ Tesla-ს ინვესტორთა სარჩელთან დაკავშირებით ამერიკელი მილიარდერი, Tesla-სა და SpaceX-ი დამფუძნებელი ილონ მასკი გაამართლა. ამის შესახებ მასკი Twitter-ზე წერს. Tesla-ს ინვესტორებმა სასამართლოში უჩივლეს მასკს Twitter-ზე მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო. "ვაპირებს, Tesla კერძო კომპანიად ვაქციო და მისი აქციები 420 დოლარად გაყიდოს", - აცხადებდა ილონ მასკი. ამასთან, მასკის განცხადებების დროს კომპანიის აქციის ღირებულება 15%-ით ნაკლები იყო. მისმა განცხადებამ აქციების ღირებულების 11%-იანი ზრდა, შემდეგ კი გაუფასურება გამოიწვია, რის გამოც მოსარჩელეებს დიდი ზარალი მიადგათ.
Reuters: აშშ-ის მთავრობა, ილონ მასკთან უკრაინაში Starlink-ის გამოყენების შესახებ საუბრებს მართავს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 18 თებერვალს NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობას ჰქონდა საუბარი ილონ მასკთან მისი კომპანიის SpaceX-ის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის უკრაინაში გამოყენების შესახებ, იტყობინება Reuters. ითხოვდა თუ არა აშშ არ შეზღუდულიყო Starlink-ის გამოყენება უკრაინაში, ბლინკენმა თქვა: მე არ შემიძლია გაგიზიაროთ რაიმე საუბრის შესახებ ცნობა, გარდა იმისა ვთქვა, რომ გვქონდა საუბარი“. „SpaceX-მა მიიღო ზომები, რათა უკრაინის შეიარაღებულს ძალებს არ გამოეყენებინათ კომპანიის Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტ სერვისი თვითმფრინავების სამართავად, განაცხადა SpaceX-ის პრეზიდენტმა 8 თებერვალს, იტყობინება ადრე Reuters.
ილონ მასკი მსოფლიოში ისევ ყველაზე მდიდარი ადამიანია
ილონ მასკმა რეიტინგში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის პოზიცია დაიბრუნა მას შემდეგ, რაც ეს ადგილი ფრანგმა ბერნარ არნომ დაკარგა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს ფრანგული ბრენდის LVMH-ის (LVMHF) აღმასრულებელმა დირექტორმა ბერნარ არნომ გასულ წელს გაუსწრო რეიტინგში, რომლის შედეგადაც, მასკი ორ თვეზე მეტია, ყველაზე მდიდართა სიაში მე-2 ადგილს იკავებდა. თუმცა, დღეის მდგომარეობით, Bloomberg-ი იტყობინება, რომ მასკი მილიარდერთა ინდექსის სათავეში დაბრუნდა. მასკის ქონება ორშაბათის მდგომარეობით, ბაზრების დახურვის შემდეგ, დაახლოებით 187,1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, არნოს ქონება - 185,3 მილიარდ დოლარს აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ Tesla-ს (TSLA) აქციების ფასი მკვეთრად შემცირდა გასულ წელს მასკის მიერ Twitter-ის პრობლემური შეძენის და ბაზარზე ფართო ვარდნის ფონზე, ელექტრომობილების მწარმოებლის აქციების ფასი 2023 წელს გაიზარდა. 2022 წლის მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი ცნობილია - forbes
მასკმა უარი თქვა, წაეშალა მედვედევის პოსტი, რომ „უკრაინა გაქრება"
Twitter-ის მფლობელმა ილონ მასკმა უარი თქვა რუსეთის სამთავრობო სტრუქტურების ანგარიშების შეზღუდვაზე და ასევე, წაეშალა რუსეთის ექს-პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის პოსტი, რომ „უკრაინა გაქრება". მილიარდერმა თავისი გადაწყვეტილება განმარტა. Twitter-ის მომხმარებლების ნაწილი თვლის, რომ ილონ მასკი უგულვებელყოფს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, რადგან რუს პოლიტიკოსებს საშუალებას აძლევს, გამოაქვეყნონ პოსტები სოციალურ ქსელებში და გაავრცელონ პროპაგანდა. ილონ მასკი წერს, რომ „ყველა სიახლე გარკვეულწილად პროპაგანდაა“ და მომხმარებლებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, დახურონ თუ არა წვდომა რუსეთის სამთავრობო სტრუქტურების ანგარიშებზე. მისივე თანახმად, Twitter-ი არ დააწინაურებს არც შეზღუდავს რუსეთის სამთავრობო ანგარიშებს „მხოლოდ იმიტომ, რომ ამას სხვა პლატფორმები აკეთებენ“. გასული წლის ოქტომბერში, Twitter-ის შეძენისას, მასკმა განაცხადა, რომ სურს, სოციალურ ქსელში სიტყვის დიდი თავისუფლება უზრუნველყოს. უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, გასული წლის წლის აპრილში, Twitter-მა განაცხადა, რომ არ გაუკეთებს რეკლამას და არ გაავრცელებს სამთავრობო ანგარიშებს იმ სახელმწიფოებისა, რომლებიც მონაწილეობენ შეიარაღებულ კონფლიქტებში სახელმწიფოებს შორის" და აღნიშნა, რომ შეზღუდვები შეეხება კერძოდ იმ ანგარიშებს, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული. მანამდე ცნობილი გახდა, რომ Twitter-მა შეზღუდვები რუსული და ჩინურ სახელმწიფო მედიასაშუალებების, მათ შორის RT-ს მიმართ გააუქმა.
SpaceX-ის ახალი რაკეტა პირველი გაშვების დროს აფეთქდა - ილონ მასკის კომენტარი
ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის ახალი რაკეტა, Starship-ი პირველი გაშვების დროს აფეთქდა. ტეხასის აღმოსავლეთ სანაპიროდან უეკიპაჟოდ გამოცდისას, არავინ დაშავებულა. ფრენის დაწყებიდან დაახლოებით სამი წუთის შემდეგ, რაკეტა კონტროლს კარგავს და ფეთქდება. აფეთქების გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია. მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია რაკეტის გაშვებას რამდენიმე თვეში კიდევ ერთხელ ეცდება. მისივე განმარტებით, Space X-მა ბევრი რამ ისწავლა რაკეტა Starship-ის შემდეგი გაშვებისთვის.
Twitter-ს სახელი გადაერქმევა და ახალი ლოგო ექნება
ილონ მასკი Twitter-ის რებრენდიგს იწყებს. სახელს და ცნობილ ლოგოს ფრინველის გამოსახულებით, X-ით ცვლის. Twitter-ის მფლობელმა და კომპანიის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა კვირას განაცხადეს, რომ სოციალური მედიის ქსელს სახელი გადაერქმევა (X) და ლოგოც განახლდება. მასკი იმედოვნებს, რომ X-ით შექმნის „სუპერ აპს,“ რომელსაც შეუძლია, ბევრად მეტი გააკეთოს, ვიდრე უბრალოდ იყოს სოციალური მედიის პლატფორმა ინტერაქციისთვის. Twitter-ის მფლობელმა, ელონ მასკმა ბოლო დროს არაერთი საკამათო ცვლილება გაატარა, რამაც საზოგადოების ნეგატიური გამოხმაურება გამოიწვია. Meta-მ Twitter-ის კონკურენტი აპლიკაცია - Threads ქსელში ვადაზე ადრე ჩაუშვა
მასკის თქმით, Twitter-ით სარგებლობა ფასიანი იქნება
ილონ მასკმა განაცხადა, რომ X, მანამდე ცნობილი როგორც Twitter-ი, აპირებს, რომ სოციალური მედიის პლატფორმის მომხმარებლებისთვის მცირე ყოველთვიური გადასახადი დააწესოს, რათა „ბოტების დიდი არმიის წინააღმდეგ იბრძოლოს.“ Twitter-ის ვერიფიკაციის ლურჯი ნიშანი, რომელსაც ახლა X Premium ჰქვია, ამჟამად აშშ-ში თვეში 8 დოლარი ღირს. მასკმა Twitter 2022 წელს 44 მილიარდ დოლარად იყიდა. წელს კომპანიას სახელი შეუცვალა და X დაარქვა.
პოდოლიაკი: მასკის ირონია ხელს უწყობს რუსულ პროპაგანდას
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, 2 ოქტომბერს ილონ მასკის პოსტები სოციალურ მედიაში, რომელშიც ირონიას გამოხატავდა უკრაინის პრეზიდენტის მიმართ, რუსული პროპაგანდის წახალისებად შეაფასა. პოდოლიაკმა X-ზე დაწერა, რომ „დღეს უკრაინის მიმართ ნებისმიერი სიჩუმე ან ირონია არის რუსული პროპაგანდის პირდაპირი წახალისება, რომელიც ამართლებს მასობრივ ძალადობასა და ნგრევას.“ ილონ მასკმა 2 ოქტომბერს X-ზე გააზიარა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეურაცხმყოფელი მემი, რომელშიც მიუთითებდა, რომ ზელენსკი უკრაინისთვის ძალიან დიდ დახმარებას ითხოვს.
ღაზის სექტორში საერთაშორისოდ აღიარებულ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს Starlink-ზე წვდომა ექნებათ
ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორში მომუშავე საერთაშორისოდ აღიარებულ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს Starlink-ის სატელიტურ კომუნიკაციებზე წვდომა ექნებათ. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ღაზის სექტორიდან არცერთ ტერმინალს არ უცდია ჩვენს თანამგზავრთან დაკავშირება. SpaceX მხარს დაუჭერს საერთაშორისოდ აღიარებულ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან წვდომის გააქტიურებას,“ - წერს ილონ მასკი X-ზე (ყოფილი Twitter-ი). ღაზის სექტორში სატელეფონო და ინტერნეტ კავშირები გათიშულია. საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ კავშირების გათიშვა, რომელიც პარასკევს, 27 ოქტომბრის საღამოს დაიწყო, აუარესებს სიტუაციას, რადგან აფერხებს სიცოცხლისთვის საჭირო ოპერაციების ჩატარებას და ხელს უშლის ორგანიზაციებს შორის კომუნიკაციას. Reuters-ის ცნობით, SpaceX-მა დაუყოვნებლივ არ გააკეთა კომენტარი იმის შესახებ, თუ როგორ დარწმუნდებიან, რომ Starlink-ით ჰუმანიტარული ორგანიზაციები ისარგებლებენ და არა “ჰამასი.“ შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.
STarlink-ის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
SpaceX-ი საქართველოში STarlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებას იწყებს. შესაბამისი პოსტს ილონ მასკი X-ზე აქვეყნებს. კომუნიკაციების კომისიამ ილონ მასკის Starlink-ს ავტორიზაცია გასული წლის ივლისში მიანიჭა „SpaceX“-ის წარმომადგენელი კომუნიკაციების კომისიასაც სტუმრობდა, სადაც კომუნიკაციების კომისიის თანამშრომლებთან ერთად SpaceX-ის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის საქართველოში გაშვების საკითხი განიხილეს. პლანეტის უმდიდრესი ადამიანის ილონ მასკის Starlink-მა საქართველოში კომპანია დააფუძნა Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. SpaceX-ს დღეისათვის 2700-ზე მეტი Starlink-ის დაბალ ორბიტალური (LEO) თანამგზავრი ჰყავს გაშვებული. Starlink განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია. Starlink-ის დანერგვის შემდეგ ყველა ასეთ გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება. როდის დაიწყებს SpaceX-ი საქართველოში STarlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებას
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები 2023 წელს $1,5 ტრილიონით გამდიდრდნენ
Bloomberg Billionaires Index-ის თანახმად, 500 უმდიდრესი ადამიანის ჯამური წმინდა ქონება 2023 წელს 1,5 ტრილიონი დოლარით გაიზარდა, რაც სრულად აღემატება წინა წელს დაკარგულ $1,4 ტრილიონს. ილონ მასკმა ფრანგი ბიზნესმენი ბერნარ არნო ($179 მილიარდი) ჩაანაცვლა და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტული დაიბრუნა. Tesla Inc.-ის აღმასრულებელი დირექტორის ქონება $235 მილიარდს შეადგენს. Amazon.com Inc.-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა წელს 70 მილიარდ დოლარზე მეტი დაამატა თავის საფულეს. მისი ქონება $178 მილიარდს შეადგენს, ხოლო Meta Platforms Inc-ის აღმასრულებელი დირექტორის მარკ ცუკერბერგის ქონება 80 მილიარდ დოლარზე მეტით გაიზარდა. მისი ქონება 130 მილიარდს $შეადგენს.
მასკის განცხადებით, მისმა კომპანიამ ადამიანის ტვინში ჩიპი პირველად ჩანერგა
Space X-ის დამფუძნებელმა, მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისმა კომპანია Neuralink-მა ადამიანის ტვინში უსადენო ჩიპი პირველად ჩანერგა. BBC-ის ინფორმაციით, როგორც მასკი ამბობს, „შედეგები იმედისმომცემია, პაციენტი თავს კარგად გრძნობს.“ კომპანიის მიზანია, ადამიანის ტვინი კომპიუტერს დაუკავშიროს და ნევროლოგიური დარღვევების მქონე პაციენტებს დაეხმაროს. Neuralink წარსულში გააკრიტიკეს. Reuters-მა 2022 წლის დეკემბერში დაწერა, რომ კომპანია ჩართული იყო ტესტირებაში, რამაც დაახლოებით, 1,500 ცხოველის სიკვდილი, მათ შორის, ცხვარის, მაიმუნის და ღორის სიკვდილი გამოიწვია. 2023 წლის ივლისში, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა - რომელიც იკვლევს ცხოველთა კეთილდღეობის პრობლემებს, განმარტა, რომ ცხოველთა კვლევის წესების დარღვევა ვერ აღმოაჩინა. თუმცა უწყებაში ცალკე გამოძიება მიმდინარეობს. მასკის კომპანიას FDA-მ 2023 წლის მაისში მისცა ჩიპის ადამიანებზე ტესტირების ნებართვა. ილონ მასკის კომპანიამ მაიმუნის ტვინში ჩიპი ჩანერგა
ილონ მასკმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის პოზიცია დაკარგა
პირველად ცხრა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის პოზიციას კარგავს. მასკმა Bloomberg Billionaires Index-ში თავისი პოზიცია დაკარგა მას შემდეგ, რაც Tesla Inc.-ის აქციები ორშაბათს 7,2%-ით დაეცა. მასკის ქონება ახლა $197,7 მილიარდია; ბეზოსის ქონება 200,3 მილიარდ დოლარს შეადგენს და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი სწორედ ის გახდა. 60 წლის ბეზოსი, Amazon.com Inc.-ის დამფუძნებელი, Bloomberg-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 2021 წლის შემდეგ პირველად ლიდერობს.