თეგი: სახელმწიფო დეპარტამენტი
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად გაერთიანებულები ვართ რუსეთის განზრახვების წინააღმდეგ
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ექსკლუზიური კომენტარი რუსეთის გადაწყვეტილებაზე, შეიჭრას უკრაინაში და საპასუხო ზომებზე ამერიკის შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მზადაა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში კოორდინირებული, მძიმე ზომებით უპასუხოს. Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა რუსეთის მხრიდან უკრაინაში შესაძლო შეჭრის შესახებ ისაუბრა. „ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 11 თებერვალს მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინის ტერიტორია. როგორც იუწყებიან, ამერიკის დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის შესახებ და ეს შეიძლება, უახლოეს საათებში მოხდეს. რუსეთის მიმართ საპასუხო ნაბიჯებთან დაკავშირებით, არის თუ არა უკვე კონკრეტული გეგმა პარტნიორებთან ერთად შემუშავებული; კოორდინაცია და ერთსულოვნება როგორც ევროკავშირის, ისე NATO-ს, დიდი შვიდეულის წევრ ქვეყნებთან ერთად? ამ შეკითხვით მიმართა Europetime-მა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს. „ჩვენ გაერთიანებულნი ვართ რუსეთის განზრახვების წინააღმდეგ და ასევე ერთგულები ვრჩებით ჩვენი გადაწყვეტილების, დავაწესოთ ზომები, რომლებსაც რუსეთის ეკონომიკისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება, იმის გათვალისწინებითაც, რომ მათ დასაკისრებლად თითოეული ჩვენგანი (პარტნიორი სახელმწიფოები) იყენებს საკუთარ უფლებამოსილებებსა და ინსტრუმენტებს. ამას მოწმობს დიდი შვიდეულის, ევროკავშირისა და NATO-ს ლიდერების საჯარო კომენტარები“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. ასევე წაიკითხეთ: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის გაძლიერების შესახებ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას უკრაინა მიესალმა ჯეიკ სალივანი: თუ რუსეთი თავდასხმას დაიწყებს, სავარაუდოდ, ის ამას საჰაერო დაბომბვით და სარაკეტო თავდასხმებით გააკეთებს ჯეიკ სალივანი ამერიკელებს მოუწოდებს, უკრაინა 48 საათის განმავლობაში დატოვონ მაიკლ კარპენტერი: თუ რუსეთი სამხედრო ესკალაციის გზას აირჩევს, მზად ვართ, დავაწესოთ მძიმე და უპრეცედენტო ზომები
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ეს არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლად“ აღიარების შესახებ პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებას მკაცრად გმობს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ უარყოფას და პირდაპირ ეწინააღმდეგება დიპლომატიის შესახებ რუსეთის გაცხადებულ ვალდებულებას. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლად“ აღიარების შესახებ პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ უარყოფას და პირდაპირ ეწინააღმდეგება დიპლომატიის შესახებ რუსეთის გაცხადებულ ვალდებულებას. ეს არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე. სახელმწიფოებს აქვთ ვალდებულება, არ აღიარონ ახალი „სახელმწიფო“, რომელიც შეიქმნა ძალის ან მუქარის გამოყენების გზით, ასევე ვალდებულება, არ დაარღვიონ სხვა სახელმწიფოს საზღვრები. რუსეთის გადაწყვეტილება პრეზიდენტ პუტინის მხრიდან საერთაშორისო სამართლისა და ნორმების აშკარა უპატივცემულობის კიდევ ერთი მაგალითია. პრეზიდენტი ბაიდენი ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც კრძალავს ყველა ახალ ინვესტიციას, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ს მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების რეგიონებში. ჩვენ გავაგრძელებთ კოორდინაციას უკრაინასთან და ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები რუსეთის მიუღებელი ქმედებების საპასუხოდ. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე უკრაინის მთავრობისა და ხალხისადმი ურყევია. ჩვენ ვდგავართ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან და მკაცრად ვგმობთ პრეზიდენტ პუტინის განცხადებას. აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს ენტონი ბლინკენ: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების გააქტიურება ძლიერი გზავნილია, რომ თავდასხმა ერთ მოკავშირეზე, ჩაითვლება თავდასხმად მთელ ალიანსზე
Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი NATO-ს ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომ თავდაცვის კონტექსტში პირველად გამოიყენოს სწრაფი რეაგირების ძალები, ძლიერ გზავნილად აფასებს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, NATO-ს მოკავშირეებმა ალიანსის მასშტაბით შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერება გადაწყვიტეს. შესაბამისად, ამ მიზნით, NATO დამატებით ნაბიჯებს დგამს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ NATO-ს ძალების განლაგება ყოველთვის თავდაცვითი და პროპორციულია. „მოგეხსენებათ, როგორც 25 თებერვალს, NATO-ს მოკავშირეებმა განაცხადეს, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ალიანსის მასშტაბით შეკავება და თავდაცვა გავაძლიეროთ. ამ მიზნით, დამატებითი ნაბიჯები გადავდგით. გვსურს, ხაზი გავუსვათ, რომ NATO-ს ძალების განლაგება ყოველთვის თავდაცვითი და პროპორციულია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ისინი განკუთვნილია არა კონფლიქტის პროვოცირებისთვის, არამედ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. ამასთან, გზავნის ძლიერ მესიჯს, რომ თავდასხმა ერთ მოკავშირეზე, ჩაითვლება თავდასხმად მთლიანად ალიანსზე და რომ ჩვენ ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭიროა ყველა მოკავშირის დასაცავად“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. ამჟამად, NATO-ს მზადყოფნაში ჰყავს 100-ზე მეტი თვითმფრინავი, რომელიც ოპერირებს 30-ზე მეტ სხვადასხვა ლოკაციაზე. ასევე, მობილიზებული ჰყავს 120 გემი უკიდურესი ჩრდილოეთიდან ხმელთაშუაზღვისპირეთამდე, მათ შორის, საზღვაო ავიამზიდის სამი დამრტყმელი ჯგუფი. შეგახსენებთ, ისტორიაში პირველად, NATO კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სწრაფი რეაგირების ძალებს განალაგებს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა პარასკევს განაცხადა, რომ ალიანს განათავსებს თავისი საბრძოლო მზადყოფნის ძალების ნაწილებს, რომლებიც სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სპეცდანიშნულების ძალებისგან შედგება. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ყველა მოკავშირე დაეთანხმა, თუმცა განსაკუთრებით აქტიურობდნენ და ამ ძალების ელემენტების გააქტიურების საჭიროებაზე მიუთითებდნენ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის წარმომადგენლები. სწრაფი რეაგირების ძალების ამოქმედების ისტორია NATO-ს სწრაფი რეაგირების ელემენტები დაეხმარა 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დაცვას ათენში, საბერძნეთში. იმავე წლის სექტემბერში, ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების მხარდასაჭერად განლაგდნენ. NRF ასევე გამოიყენებოდა კატასტროფების აღმოსაფხვრელად. 2005 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში, NRF-ის თვითმფრინავები შეერთებულ შტატებს დაეხმარნენ ქარიშხალ კატრინას შედეგებთან გამკლავებაში. 2005 წლის ოქტომბრიდან 2006 წლის თებერვლამდე, NRF-ის ელემენტები გამოიყენებოდა პაკისტანში, კატასტროფების დროს დახმარების მიზნით, 8 ოქტომბრის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ. NRF-ის თვითმფრინავები გამოიყენებოდა ე.წ. საჰაერო ხიდში, რომელმაც თითქმის 3,500 ტონა სასწრაფო საჭირო მარაგი მიაწოდა პაკისტანს, ხოლო NRF-ის ინჟინრები და სამედიცინო პერსონალი ქვეყანაში დახმარების მიზნით განლაგდა. NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები გააქტიურდა 2021 წლის აგვისტოში, რათა ხელი შეეწყო იმ ავღანელების ევაკუაციისა და გადაადგილებისთვის, რომლებიც მუშაობდნენ NATO-სთან ერთად, მათ ოჯახებთან ერთად. რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით რუსეთის საშიში რიტორიკა მიუღებელია
EUROPETIME-ის ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის კომენტარი პუტინის ბრძანებაზე, რუსეთის ბირთვული ძალების მობილიზების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებას, მისი ბირთვული ძალების მობილიზების შესახებ საშიშ რიტორიკას უწოდებს, მაგრამ ეს შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიულ საფრთხეებთან დაკავშირებით, რაიმე ცვლილების მანიშნებელი არ არის. „რუსეთი და შეერთებული შტატები დიდი ხნის წინ შეთანხმდნენ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას დამანგრეველი შედეგები მოჰყვებოდა და არაერთხელ განაცხადეს, მათ შორის ამ წლის დასაწყისში, რომ ბირთვული ომი არ შეიძლება, იყოს მომგებიანი და არასდროს არ უნდა იყოს ბრძოლის იარაღი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით პროვოკაციული რიტორიკა საშიშია, ეს ზრდის არასწორი გათვლების რისკს, თავიდან უნდა იყოს აცილებული და ჩვენ ამ რიტორიკაში არ ჩავერთვებით. მთელი ამ კრიზისის განმავლობაში რუსეთი სიცრუის გავრცელების გზით ამტკიცებს, რომ მას საფრთხე ემუქრება, მათ შორის უკრაინისა და NATO-ს მხრიდან. არც აშშ-ს და არც NATO-ს არ აქვთ რუსეთთან კონფლიქტის სურვილი და განზრახვა. ჩვენ ურყევი ვართ ჩვენი ვალდებულებების მიმართ, რაც მოიცავს შეკავების გაძლიერებას და დარწმუნებულები ვართ ჩვენს შესაძლებლობებში, დავიცვათ საკუთარი თავი და ჩვენი მოკავშირეები“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. რუსეთის ნაბიჯი ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვაზე მიუთითებს? - BBC-ს ანალიზი პენტაგონი: აშშ დარწმუნებულია თავის შესაძლებლობაში, დაიცავს საკუთარ თავს, მოკავშირეებს და პარტნიორებს სტოლტენბერგი პუტინის გადაწყვეტილებაზე: საშიში რიტორიკაა რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. საერთაშორისო მედიის წინასწარი ინფორმაციით, სანქციების სიაში იქნებიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ
ნედ პრაისი: რაც ბოლო საათებში ვნახეთ, მკაფიოდ მოწმობს იმ სისასტიკესა და ტერორის კამპანიას, რომელსაც რუსები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებენ
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმები უკრაინაში ბოლო დღეებში კიდევ უფრო მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანა „ახორციელებს ტერორის კამპანიას“ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ამის შესახებ CNN წერს, რომლის ცნობით, ნედ პრაისმა უპასუხა შეკითხვას რუსეთის ბოლოდროინდელი დარტყმების შესახებ უკრაინაში, ლვოვში. „ფაქტია, რომ რუსეთი ახორციელებს ტერორის კამპანიას, სისასტიკის კამპანიას, საზიზღარი აგრესიის კამპანიას უკრაინის ხალხის წინააღმდეგ. რაც შეეხება იმას, რაც ვნახეთ ბოლო საათებში, ლვოვზე დარტყმების, კიევის გარეუბანში დარტყმების თვალსაზრისით, ან ის, რაც ვნახეთ ქალაქებში, როგორიცაა, მარიუპოლი, ხარკოვი და რისი მოწმეც გავხდით ბუჩაში, ნათლად მიანიშნებს, და მოწმობს სისასტიკეს, ტერორის კამპანიას, რომელსაც რუსები აწარმოებენ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“, - განაცხადა ნედ პრაისმა. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ამავე თემაზე ლვოვში რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა: რუსეთი მარიუპოლში სირიისა და ჩეჩნეთის ომში გამოყენებულ ტაქტიკას იყენებს
ნედ პრაისის თქმით, აშშ ქართველი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს მათ სურვილს, საქართველო იყოს თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს NATO-კენ. ნედ პრაისის თქმით, აშშ ქართველი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს მათ სურვილს, საქართველო იყოს თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო „ჩვენ მივიჩნევთ, რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკა უნდა იყოს ღია კარი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან. ჩვენ ასევე განვაცხადეთ, რომ გარე ძალას არ უნდა შეეძლოს და არ უნდა დაადოს ვეტო რომელიმე ქვეყნის მისწრაფებას, გახდეს ალიანსის წევრი. გაწევრიანების პროცესს ალიანსი ზედამხედველობს. ეს ალიანსის გადაწყვეტილება იქნება. გაწერილია კონკრეტული მოთხოვნები, რომელიც ასპირანტმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს. საქართველო უკვე არის NATO-ს მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ მჭიდრო კონსულტაციები გვაქვს საქართველოსთან. ჩვენ თანმიდევრულად ვუდგავართ გვერდით საქართველოსა და ქართველ ხალხს მათ სურვილში, იყვნენ თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო. წლების განმავლობაში, ჩვენ განვავითარეთ სტრატეგიული პარტნიორობა. ერთად ვმუშაობთ ჩვენს საერთო ხედვაზე, რომ საქართველო სრულად იყოს ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში. ეს ის ხედვაა, რომელსაც ბევრი მუშაობა, მოთმინება და მნიშვნელოვანი რესურსები სჭირდება. ამიტომაც, ჩვენ გამოვყავით თითქმის 6 მილიარდი დოლარი საქართველოსთვის დახმარების სახით. გადავამზადეთ დაახლოებით 20 000 ქართველი ჯარისკაცი. ჩვენ დავეხმარეთ საქართველოს ეკონომიკური ზრდის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის განვითარებაში. ასევე არის ბევრი სხვა ინიციატივა, რომელიც მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან პარტნიორობას მათ მისწრაფებებსა და ამბიციებთან დაკავშირებით და დავიცავთ იმას, რასაც მიაღწიეს“, - განაცხადა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
დერეკ შოლემ და დავით ზალკალიანმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები და მადრიდის სამიტის მოლოდინები განიხილეს
საქართველოს ელჩს დავით ზალკალიანსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს დერეკ შოლეს შორის შედგა საუბარი საგარეო საქმეთა სამინიტროს ცნობით. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობას და დაადასტურეს მზაობა, აქტიურად იმუშაონ მისი შემდგომ გაღრმავების მიმართულებით, მათ შორის მაღალი დონის მჭიდრო კონტაქტების გააქტიურების სახით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე საქართველოს ეწვევა მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გეგმები, ასევე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები და მადრიდის სამიტის მოლოდინები. „მხარეები მიესალმნენ და დადებითად შეაფასეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა და ქართული მხარის მზაობას, შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ამ კონტექსტში ხაზი გაესვა აშშ-ის ინტერესს, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფას. ელჩმა მადლიერება გამოხატა საქართველო-აშშ-ის 30 წლიანი პარტნიორობის განმავლობაში, აშშ-ის მნიშვნელოვანი წვლილისა და საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის კუთხით. შეხვედრაზე, ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - აღნიშულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი, დერეკ შოლე საქართველოს ეწვევა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში დერეკ შოლე საქართველოს, მოლდოვასა და დიდ ბრიტანეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი საქართველოში 2-დღიანი (18-19 მაისი) ვიზიტით ჩამოვა. დერეკ შოლე მთავრობის წევრებს, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება. საქართველომდე დერეკ შოლე მოლდოვაში ჩავა, სადაც მთავრობასთან ერთად განიხილავს უკრაინაში მიმდინარე ომის მოლდოვაზე გავლენას, ასევე სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში აშშ-მოლდოვის პარტნიორობას. ასევე, შოლე შეხვდება უკრაინელ ლტოლვილებს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შოლეს ვიზიტი გააძლიერებს აშშ-ის მხარდაჭერას მოლდოვის დემოკრატიის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მიმართ. საქართველოდან სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი ლონდონში გაემგზავრება.
სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებებს NATO-ში
შეერთებული შტატები საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერას კიდევ ერთხელ აფიქსირებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-თან განაცხადა, რომ საქართველო აშშ-სა და NATO-ს უახლოესი პარტნიორია. „საქართველო აშშ-სა და NATO-ს ძალიან ღირებული პარტნიორია. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებებს NATO-ში და მუშაობს NATO-ს მოკავშირეებთან, რათა მხარი დაუჭიროს მის უსაფრთხოებასა და თავდაცვის მოდერნიზაციის მცდელობებს. 20 მაისს, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები გამართა. საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა (GDDEI), შეერთებული შტატებისა და საქართველოს ოფიციალური ორმხრივი ძალისხმევაა, რათა ქვეყნებს შორის ძლიერი სამხედრო ურთიერთობები გაგრძელდეს. მოგეხსენებათ, ეს ინიციტივა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) წარმატებას ეფუძნება. DDEI GDRP-ის ფარგლებში მიღწეულ პროგრესს ეფუძნება, რომელიც თავის მხრივ მოიცავს შეკავებისა და ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, NATO-სთან თავსებადობის ხელშეწყობას, ინსტიტუციურ რეფორმებსა და მოდერნიზაციას ორგანიზაციული ცვლილებების მართვის გზით“, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
რუსეთი უკრაინის ახლად მიტაცებულ ტერიტორიებზე მარიონეტული მთავრობების ლეგიტიმაციას ვერ მოიპოვებს, მოსახლეობა უარს ამბობს თანამშრომლობაზე - ნედ პრაისი
შეერთებული შტატები კვლავ შეშფოთებულია რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯებით, მოახდინოს კონტროლის ინსტიტუციონალიზაცია უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით, ხერსონის რეგიონში“, ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა. „ეს რუსული თამაშის წესების პროგნოზირებადი ნაწილია, რის გამოც ჩვენ განგაშის სიგნალს ვაგრძელებთ, განსაკუთრებით, რუსეთის პრეზიდენტის პუტინის ცალმხრივი განკარგულების შემდეგ, რომელიც უკრაინის მოქალაქეებისთვის რუსული პასპორტების გაცემას დააჩქარებს. რუსეთმა მსგავსი ტაქტიკა გამოიყენა დონეცკსა და ლუგანსკში 2019 წელს“, - განაცხადა პრაისმა. „რუსეთი უკრაინის ახლად მიტაცებულ ტერიტორიებზე მარიონეტული მთავრობებისთვის ლეგიტიმაციას ვერ მოიპოვებს, რადგან პროტესტი გრძელდება და მოსახლეობა უარს ამბობს თანამშრომლობაზე“, - დაამატა ნედ პრაისმა. მისივე თქმით, კრემლი, ალბათ, თვლის, რომ ხერსონის იძულებით დაკავება რუსეთს მისცემს სახმელეთო ხიდს ყირიმთან, ასევე, მოიპოვებს რაღაც ე.წ. გამარჯვებას და ეცდება, პუტინის მიერ არჩეული ომის გამართლებას რუსეთის შიდა აუდიტორიისთვის. უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონისთვის ბრძოლაში კონტრშეტევაზე გადავიდნენ - გენშტაბი ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს ქალაქ ხერსონთან და სამხედროები წინ მიიწევენ ხარკოვის რეგიონის ნაწილებში. მისივე თქმით, რუსეთის არმიას კვლავ აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა აღჭურვილობისა და პერსონალის მხრივ, თუმცა ამის მიუხედავად, უკრაინის დამცველები უაღრეს გამბედაობას იჩენენ და ფრონტზე სიტუაციის ოსტატებად რჩებიან.
წყაროებმა განაცხადეს, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ფარულად უჭერდა მხარს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ეკლესიების ავტოკეფალიის აღიარების ამბიციებს - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში
წყაროებმა განაცხადეს, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ფარულად უჭერდა მხარს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ეკლესიების ავტოკეფალიის აღიარების ამბიციებს. ეს ამონარიდია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიდან, რომელიც საქართველოში რელიგიის თავისუფლებას ეძღვნება. „რელიგიურმა ლიდერებმა კვლავ განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, რომლებიც რჩებოდნენ ცენტრალური ხელისუფლების ადმინისტრაციული კონტროლის მიღმა, დე ფაქტო ხელისუფლებამ შეზღუდა ზოგიერთი რელიგიური ჯგუფი. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია (ROC) ორივე რეგიონში მართლმადიდებლური ეკლესიის კუთვნილებად აღიარეს, მაგრამ მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლება ახდენდა ზეწოლას მართლმადიდებლურ ეკლესიებზე, რათა გაერთიანებულიყვნენ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, მაშინ როცა ოკუპირებული აფხაზეთის ზოგიერთი რელიგიური მოღვაწე აგრძელებდა ავტოკეფალიის აღიარებისადმი მხარდაჭერას“, - აღნიშნულია ანგარიშში. გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენის მიერ რელიგიური თავისუფლების შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ კანონები და პოლიტიკა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უნიკალურ პრივილეგიებს ანიჭებს. „კონსტიტუცია კრძალავს რელიგიურ დევნას და აღიარებს თანასწორობას ყველასთვის, განურჩევლად რელიგიისა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების გათვალისწინებით. ის ითვალისწინებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის (GOC) დამოუკიდებლობას და აღიარებს საქართველოს ეკლესიის „გამორჩეულ როლს“ ქვეყნის ისტორიაში. კანონები და პოლიტიკა ანიჭებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უნიკალურ პრივილეგიებს“, - ვკითხულობთ ანგარიშში. ანგარიში მედიაში გავრცელებულ ფარული მიყურადების ცნობებსაც შეეხო. „სექტემბერში, ინტერნეტში გამოქვეყნებული და მედიაში ფართოდ გაშუქებული დოკუმენტები, როგორც ჩანს, აჩვენებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ რელიგიურ ლიდერებსა და სხვათა ფართო თვალთვალს და მათ საუბრებს პოლიტიკურ ოფიციალურ პირებთან, ჟურნალისტებთან, უცხოელ დიპლომატებთან და სხვებთან“, - აღნიშნულია სახელმწიფ დეპარტამენტის ანგარიშში.
სახელმწიფო დეპარტამენტი „3+3" ფორმატზე: სადისკუსიო პლატფორმების წამოწყებამდე, რუსეთმა საკუთარი ჯარები უნდა გაიყვანოს რეგიონის ყველა ქვეყნიდან და ხელი შეუწყოს მშვიდობას
ექსკლუზივი რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, 3+3 ფორმატის საკითხი პირველად თურქეთში, საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსა და მისი რუსილი კოლეგის, სერგეი ლავროვის შეხვედრაზე კვლავ წამოიჭრა, რის შესახებაც მხარეებმა განცხადებები მედიასთანაც გააკეთეს. როგორც ცნობილია, ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივით 2020 წლის დეკემბერში სწორედ თურქეთის პრეზიდენტი გამოვიდა. არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, საკითხის გააქტიურების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, Europetime-მა შეკითხვით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა. სახელმწიფო დეპარტამენი მოუწოდებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, ერთობლივად იმუშაონ უთანხმოების მოსაგვარებლად და რეგიონული თანამშრომლობის გასაძლიერებლად. „ჩვენ მოვუწოდებთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, ერთობლივად იმუშაონ უთანხმოების მოსაგვარებლად და რეგიონული თანამშრომლობის გასაძლიერებლად. მიუხედავად იმისა, რომ გარე აქტორებს შეუძლიათ, შეასრულონ პროდუქტიული როლი ამგვარი ძალისხმევის მხარდასაჭერად, ისინი რეგიონში საკუთარი დღის წესრიგის დაწესებას არ უნდა შეეცადონ. რუსეთმა, რომელიც ამჟამად სასტიკ ომს აწარმოებს უკრაინაში, მოკლა ათასობით ადამიანი და მილიონობით ადამიანი დევნილად აქცია, სხვა სადისკუსიო პლატფორმების წამოწყებამდე, ყურადღება უნდა გაამახვილოს რეგიონის ყველა ქვეყნიდან თავისი ჯარების გაყვანაზე და მშვიდობას შეუწყოს ხელი“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. თურქეთის ელჩის კომენტარი „3+3“ ფორმატთან დაკავშირებით - ექსკლუზივი ევროკავშირი 3+3 ფორმატზე: ჩვენ მხარს ვუჭერთ სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით - ექსკლუზივი ცნობისთვის, 8 ივნისს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „3+3“ ფორმატი კავკასიაში მოიტანს გრძელვადიან ნორმალიზაციას თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. თავის მხრივ, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ „3+3“ ფორმატის მეორე შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება და კარი ღიაა რეგიონის ყველა ქვეყნისთვის. „თქვენ იცით, რომ თურქეთის ინიციატივით შეიქმნა „3+3“ ფორმატი სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნისა და მათი მეზობლების - თურქეთის, რუსეთისა და ირანის მონაწილეობით. პირველი შეხვედრა უკვე ჩავატარეთ მოსკოვში, ქართველმა კოლეგებმა ვერ მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ყოველთვის მოხარული ვიქნებით მათი ნახვით“, - განაცხადა ლავროვმა. პირველი შეხვედრა ამ ფორმატში მოსკოვში 2021 წლის 10 დეკემბერს გაიმართა.
აშშ: კრემლი საკვების მზარდი დეფიციტის გარშემო დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს
შეერთებული შტატები გმობს კრემლის ფართოდ გავრცელებულ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომლის მიზანია, დაადანაშაულოს შეერთებული შტატები, დასავლეთი და უკრაინა, აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და სხვა რეგიონებში საკვების მზარდი დეფიციტის გამო. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები, რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედია და კრემლთან დაკავშირებული დეზინფორმაციის მანქანის წარმომადგენლები ცდილობენ, გადაიტანონ ყურადღება რუსეთის პასუხისმგებლობისგან. აშშ-ის განცხადებით, რუსეთმა საკვების იარაღად გამოყენება უნდა შეწყვიტოს. კიევის, მოსკოვის, ანკარისა და გაეროს წარმომადგენლების ოთხმხრივ შეხვედრა, სავარაუდოდ უახლოეს კვირებში უნდა გაიმართოს. თურქეთი აცხადებს, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე, რუსეთთან პროგრესს მიაღწია შეგახსენებთ, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარმა ელჩმა, ექსპორტიორთა და ინვესტორთა საბჭოს კოორდინატორმა ოლგა ტროფიმცევამ განაცხადა, რომ ბოლო დროს უკრაინა სახმელეთო გზით ახორციელებდა თვეში საშუალოდ 1,5 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ამასთან, ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
ბლინკენმა აზერბაიჯანს და სომხეთს მოუწოდა, თბილისში გამართული შეხვედრის მსგავსად, დიალოგი განაგრძონ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბრისას, მხარეებს თბილისში გამართული დიალოგის მსგავსი მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა და პრეზიდენტმა ალიევმა განიხილეს აზერბაიჯანისა და სომხეთის ისტორიული შესაძლებლობა რეგიონში მშვიდობის მისაღწევად. მდივანმა ევროკავშირის შუამავლობით ნაყოფიერი დისკუსიებისადმი მხარდაჭერა ასევე დაადასტურა. აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა 1994 წლიდან და მზადაა, ორმხრივად და თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს გრძელვადიანი ყოვლისმომცველი მშვიდობის მიღწევაში. მდივანმა ბლინკენმა ასევე მოუწოდა პრეზიდენტ ალიევს, გაათავისუფლოს დაკავებული სომეხი სამხედროები. რაც შეეხება ფაშინიანთან სატელეფონო საუბარს, მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია აზერბაიჯანის შესახებ გავრცელებული ცნობის თითქმის იდეტურია, იმ განსხვავებით, რომ სომეხი სამხედროების გათავისუფლება არ არის ნახსენები. ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა ბლინკენმა პრემიერი ფაშინიანი სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისკენ გადადგმული ნაბიჯების გამო შეაქო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის თბილისში გამართულ შეხვედრას 17 ივლისსაც მიესალმა. ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ამ შეხედრისას პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა. თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 16 ივლისს გაიმართა.
სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ-ის უსაფრთხოების დახმარება საქართველოს თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს
საქართველოსთვის საგარეო სამხედრო დახმარების გამოყოფის საკითხთან დაკავშირებით, Europetime-თან კომენტარი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გააკეთა. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესის თანხმობას ელის და გეგმავს, 2022 ფისკალური წლის საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში (FMF) $35 მილიონის ოდენობის ახალი დაფინანსება უზრუნველყოს. ეს არის იგივე რაოდენობის საგარეო სამხედრო დაფინანსება, რომელიც საქართველომ 2021 ფისკალურ წელს მიიღო. „ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების დახმარება მიმართულია იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც თავდაცვის მოდერნიზაციის პროცესსა და რეფორმებს აძლიერებს. ეს თავის მხრივ: 1. გაზრდის საქართველოს შესაძლებლობებს და უნარს, დაიცვას თავისი ტერიტორია და სუვერენიტეტი. 2. გააუმჯობესებს სწავლების/წვრთნის პროცესს და პროფესიონალიზაციას. 3. დაეხმარება NATO-სთან ქართული ძალების უფრო ეფექტიანად მუშაობას. 4. გააძლიერებს საზღვაო დომენის ცნობიერებას. 5. მხარს დაუჭერს საქართველოს მონაწილეობას კოალიციურ ოპერაციებში (შეგახსენებთ, რომ საქართველო იყო ყველაზე დიდი, NATO-ს არაწევრი კონტრიბუტორი ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში). ამ დახმარებით განვაგრძობთ ჩვენს ურყევ თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. ცნობისთვის, ეს დახმარება კონგრესის თანხმობის მოლოდინშია. საქართველოს 1997 წლიდან, აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში მიღებული აქვს $400 მილიონზე მეტი. 2021 წელს საქართველომ მიიღო 35 მილიონი აშშ დოლარი. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი თანხები სრულად არის გადანაწილებული წვრთნებისა და NATO-ს სტანდარტების თანამედროვე შეიარაღებითა და სისტემებით აღჭურვის პროგრამებზე და თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარებას ხმარდება. აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს ლოიდ ოსტინი: დღეს მაქვს პატივი, გამოვაცხადო საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივა
სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ-ის უსაფრთხოების დახმარება საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზებას შეუწყობს ხელს
ექსკლუზივი Europetime-თან კომენტარში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ისაუბრა საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში საქართველოსთვის განკუთვნილ ახალ დაფინანსებაზე, რომლითაც შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვის ძალებთან კონკრეტული სისტემებისა და შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით, მჭიდროდ იმუშავებს. „სახელმწიფო დეპარტამენტმა აპრილში გამოაცხადა თავისი მიზნის შესახებ, საქართველოსთვის 2022 ფისკალური წლის საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში (FMF) $35 მილიონის ოდენობის ახალი დაფინანსება უზრუნველყოს. ეს სახსრები საჭიროებათა ფართო სპექტრის დაკმაყოფილებას მოიცავს, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მოდერნიზებასა და საზღვაო დომენის ცნობიერების გაძლიერებას. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ-ის უსაფრთხოების დახმარება საქართველოს თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ საქართველოს თავდაცვის ძალებთან კონკრეტული სისტემებისა და შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით, მათ შორის ბრიგადის დონის კომბინირებული შეიარაღების ოპერაციებისთვის, ტაქტიკური აღჭურვილობის განლაგებისა და მოდერნიზებისთვის. ასევე მჭიდროდ ვითანამშრომლებთ კიბერუსაფრთხოების სფეროში და სხვა მთელი რიგი ძალისხმევის განხორციელების მიზნით“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. ცნობისთვის, საქართველოს 1997 წლიდან, აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში მიღებული აქვს $400 მილიონზე მეტი. 2021 წელს საქართველომ მიიღო 35 მილიონი აშშ დოლარი. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი თანხები სრულად არის გადანაწილებული წვრთნებისა და NATO-ს სტანდარტების თანამედროვე შეიარაღებითა და სისტემებით აღჭურვის პროგრამებზე და თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარებას ხმარდება.
საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები მოქმედებენ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესაბამისად - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში
„საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად. საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს“ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის ნაწილში, სადაც სანქციებთან შესაბამისობის საკითხია განხილული. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოსაც მოიცავს. „მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა და საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ოპტიმისტურ პერსპექტივას პროგნოზირებდნენ 2022 წლისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის ეკონომიკურმა ზემოქმედებამ და რუსეთზე დაწესებულმა სანქციებმა დააზიანა ზრდის პერსპექტივები და ზრდის დაბალი მოლოდინი განაპირობა. მთლიანობაში, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები კარგია და საქართველო გამოირჩევა რეგიონის ქვეყნებს შორის. თუმცა იზრდება უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, რომ კომერციულ დავებს განიხილავს დამოუკიდებლად ან დროული, კომპეტენტური გზით, რამდენადაც ბიზნესის დავების ნაწილი სასამართლო სისტემაში წლობით ჭიანურდება“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოსაც მოიცავს
საქართველოში საინვესტიციო პირობები კარგია, თუმცა, მზარდია უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიში საერთო ჯამში საქართველოს საინვესტიციო გარემოს დადებითად აფასებს, თუმცა მიუთითებს ხარვეზებზეც. კერძოდ, აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები და საქართველო მუშაობენ ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდაზე, აქვე დადებითად არის შეფასებული საერთაშორისო რეიტინგები: Heritage Foundations-ის 2022 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველომ ოცდამეექვსე ადგილი დაიკავა, ხოლო Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსში 45-ე ადგილი. უფრო კონკრეტულად დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ: მთლიანობაში, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები კარგია და საქართველო გამოირჩევა რეგიონის ქვეყნებს შორის. თუმცა იზრდება უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, რომ კომერციულ დავებს განიხილავს დამოუკიდებლად ან დროული, კომპეტენტური გზით, რამდენადაც ბიზნესის დავების ნაწილი სასამართლო სისტემაში წლობით ჭიანურდება. მთლიანობაში, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები კარგია და საქართველო გამოირჩევა რეგიონის ქვეყნებს შორის. თუმცა იზრდება უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, რომ კომერციულ დავებს განიხილავს დამოუკიდებლად ან დროული, კომპეტენტური გზით, რამდენადაც ბიზნესის დავების ნაწილი სასამართლო სისტემაში წლობით ჭიანურდება. საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები მოქმედებენ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესაბამისად - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში სხვა კომპანიები მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესს უჩივიან, ასევე, მიუთითებენ ხარვეზებზე ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონმდებლობის აღსრულების მიმართულებით; არაეფექტურ ანტიმონოპოლიურ პოლიტიკაზე; ბრალდებებზე პოლიტიკური ჩარევის შესახებ; რეგულაციებისა და კანონების შერჩევით აღსრულებაზე, მათ შორის, სავაჭრო კანონების, საკუთრების უფლებების კუთხით. საქართველოს მთავრობა განაგრძობს მუშაობას ამ საკითხების გადასაჭრელად და მიუხედავად ამ დარჩენილი გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში მაღალ ადგილს იკავებს, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი“, - აღნიშნულია ანგარიშში. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის საინვესტიციო კლიმატის შეფასებით ანგარიშში საუბარია ანაკლიის პორტზეც და აღნიშნულია, რომ ტრანზიტი და ლოგისტიკა საქართველოსთვის კიდევ უფრო პრიორიტეტულ სექტორებად უნდა იქცეს. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გადაწყვეტილების ერთგულია, თუმცა ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 2016 წელს მთავრობამ ანაკლიაში ახალი პორტის აშენების ხელშეკრულება საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფს, მათ შორის ამერიკულ კომპანიას გადასცა, თუმცა 2020 წელს მთავრობამ ჯგუფთან კონტრაქტი შეწყვიტა, რის შედეგადაც ინვესტორთან სამართლებრივი დავა წარმოიშვა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გადაწყვეტილების ერთგულია ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა. სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოსაც მოიცავს ცალკე, ლოჯისტიკისა და პორტების მართვის კომპანიებმა ფოთსა და ბათუმში დაიწყეს ბათუმისა და ფოთის პორტების განვითარება და გაფართოება. 2020 წელს საქართველოს უდიდესი პორტის, შავი ზღვის ფოთის პორტის მფლობელმა ღრმაწყლოვანი პორტის შექმნის გეგმები გამოაცხადა. 2021 წელს ლოგისტიკურმა კომპანიებმა დაასრულეს ორი ახალი ტერმინალის პროექტი ბათუმისა და ფოთის პორტებში“, - აღნიშნულია ანგარიშში. „უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ გაახორციელოს ინვესტიცია. იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი ამერიკული კომპანია გააკეთებს ამას. ზოგიერთი კომპანიის შეშფოთების მიზეზს სასამართლო სისტემა წარმოადგენს. ამიტომ, ეს არის ერთი მიზეზი, რომელიც სასამართლო სისტემის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რადგან მას საქართველოს მოქალაქისთვის მეტი კეთილდღეობის მოტანა შეუძლია, მეტი უცხოური ინვესტიცია მეტ სამუშაო ადგილს ნიშნავს. ეს იქნებოდა ინფრასტრუქტურული პროექტი, განსაკუთრებით პორტის პროექტი, რომელიც უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის. ასევე არსებობს უამრავი სხვა შესაძლებლობა სოფლის მეურნეობასა და სასაქონლო ჯგუფებში, მათ შორის არის მაინინგი და წარმოება. ასე რომ, ვფიქრობ, ეს დიდი შესაძლებლობაა მეტი ინვესტიციის განხორციელებისათვის, ქართველი ხალხის დასახმარებლად. ინვესტიცია კარგია და ჩვენ უნდა წავახალისოთ უფრო მეტი პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში, მაგრამ ასევე გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა. საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია, მეორე - რუსეთი. შეერთებულ შტატებს ძალიან მცირე ნაწილი უჭირავს და ამიტომ უნდა ვიპოვოთ გზა, როგორ გავზარდოთ უფრო მეტი მიწოდების ჯაჭვი საქართველოდან ამერიკაში ან მეტი ექსპორტი ამერიკაში და პირიქით. ეს არის ის, რაზეც პირადად ვიმუშავებ, რადგან მე პირადად ვიყავი ჩართული ვაჭრობის საკითხებში, როგორც შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელი. იმედი მაქვს, რომ პირდაპირი ინვესტიციების გარდა, ვაჭრობის გაფართოებაც შეგვიძლია“, - ამის შესახებ სენატორმა რობ პორტმანმა თბილისში ვიზიტისას Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოსაც მოიცავს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოსაც მოიცავს. „მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა და საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ოპტიმისტურ პერსპექტივას პროგნოზირებდნენ 2022 წლისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის ეკონომიკურმა ზემოქმედებამ და რუსეთზე დაწესებულმა სანქციებმა დააზიანა ზრდის პერსპექტივები და ზრდის დაბალი მოლოდინი განაპირობა. მთლიანობაში, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები კარგია და საქართველო გამოირჩევა რეგიონის ქვეყნებს შორის. თუმცა იზრდება უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, რომ კომერციულ დავებს განიხილავს დამოუკიდებლად ან დროული, კომპეტენტური გზით, რამდენადაც ბიზნესის დავების ნაწილი სასამართლო სისტემაში წლობით ჭიანურდება. სხვა კომპანიები მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესს უჩივიან, ასევე, მიუთითებენ ხარვეზებზე ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონმდებლობის აღსრულების მიმართულებით; არაეფექტურ ანტიმონოპოლიურ პოლიტიკაზე; ბრალდებებზე პოლიტიკური ჩარევის შესახებ; რეგულაციებისა და კანონების შერჩევით აღსრულებაზე, მათ შორის, სავაჭრო კანონების, საკუთრების უფლებების კუთხით. საქართველოს მთავრობა განაგრძობს მუშაობას ამ საკითხების გადასაჭრელად და მიუხედავად ამ დარჩენილი გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში მაღალ ადგილს იკავებს, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი“, - აღნიშნულია ანგარიშში. რაც შეეხება სანქციებთან შესაბამისობაში მოქმედებას, ანგარიშში ვკითხულობთ: „საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად. საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს“.
შეერთებული შტატების არჩევნებში უცხოური ჩარევის შესახებ ინფორმაციისთვის აშშ $10 მილიონს გადაიხდის
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამა - ჯილდო სამართლიანობისთვის (RFJ), რომელსაც დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახური უწევს ადმინისტრირებას, აშშ-ის არჩევნებში უცხოური ჩარევის შესახებ ინფორმაციისთვის 10 მილიონ დოლარამდე ჯილდოს აწესებს. დეპარტამენტი ეძებს ინფორმაციას შპს ინტერნეტ კვლევითი სააგენტოსა (“IRA”) და რუს ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინის შესახებ, ასევე, მასთან დაკავშირებულ რუსულ ორგანიზაციებსა და ასოცირებულ პირებზე აშშ-ის არჩევნებში მათი ჩართულობის შესახებ. „IRA რუსული ერთეულია, რომელიც ჩართულია პოლიტიკურ და საარჩევნო ჩარევის შესახებ ოპერაციებში. ჯერ კიდევ 2014 წლიდან, IRA-მ დაიწყო ოპერაციები აშშ-ის პოლიტიკურ სისტემაში ჩარევის მიზნით, მათ შორის 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ჩათვლით, სტრატეგიული მიზნით, რათა განხეთქილების გავრცელებას შეუწყოს ხელი. IRA ფუნქციონირებდა რამდენიმე რუსული სუბიექტის მეშვეობით, მათ შორის არიან: Internet Research LLC, MediaSintez LLC, GlavSet LLC, MixInfo LLC, Azimut LLC და NovInfo LLC. ევგენი პრიგოჟინი რუსეთის მოქალაქეა, რომელიც აფინანსებდა IRA-ს მის მიერ კონტროლირებადი კომპანიების, Concord Management and Consulting LLC-ისა და Concord Catering-ის (კოლექტიური „Concord“) მეშვეობი“, - იუწყება სახელმწიფო დეპარტამენტი. The Washington Post-ის თანახმად, პრიგოჟინი, რომელიც მოთხილამურის კარიერის მოწყობას ცდილობდა, ოცნება 1981 წელს დაემსხვრა, როდესაც 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ყაჩაღობის, თაღლითობისა და არასრულწლოვანთა პროსტიტუციაში ჩართვისთვის. პრიგოჟინმა ციხეში 9 წელი გაატარა და გაათავისუფლეს 1990 წელს, სწორედ მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა. დასავლურ მედიაში პრიგოჟინი პუტინის „შეფ მზარეულად“ არის მოხსენიებული. როგორც იტყობინებიან, პუტინი აღფრთოვანებილი იყო რუსი ოლიგარქის მიერ გემზე გახსნილი რესტორნით, სადაც რუსეთის პრეზიდენტს ცნობილ ლიდერებთან ერთად უსადილია. ცნობისათვის, ჯილდოები სამართლიანობისთვის არის ეროვნული უსაფრთხოების მთავარი პროგრამა, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახური ახორციელებს. 1984 წელს დაარსების დღიდან, პროგრამამ 250 მილიონ დოლარზე მეტი გასცა 125-ზე მეტი ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში, რომლებმაც საჭირო ინფორმაცია მიაწოდა ამერიკულ მხარეს, რაც თავის მხრივ, აშშ-ს, ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეების გადაჭრაში დაეხმარა.
აშშ უკრაინას ტერიტორიების განაღმვის მიზნით, $89 მილიონს გამოუყოფს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინას 89 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს, რათა ქვეყანას იმ ჰუმანიტარული გამოწვევების გადაჭრაში დაეხმაროს, რომელსაც რუსეთის სასტიკი, აგრესიული ომის შედეგად წარმოქმნილი ფეთქებადი ნივთიერებების ნარჩენები იწვევს. უკრაინის მთავრობის შეფასებით, ფეთქებადი მასალების ნარჩენებით შესაძლოა, ქვეყნის ტერიტორიის 160 000 კვადრატული კილომეტრი იყოს დაბინძურებული. ამასთან, დაფინანსება ხელს შეუწყობს გამნაღმველების დაახლოებით 100 ჯგუფის განთავსებას და წვრთნისა და აღჭურვის მასშტაბური პროექტის განხორციელებას, რათა გააძლიეროს უკრაინის მთავრობის შესაძლებლობა, გაანადგუროს ფეთქებადი საბრძოლო მასალები. „უკრაინაში რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებულმა შემდგომმა შეჭრამ ქვეყნის დიდი ნაწილი ნაღმებით, აუფეთქებელი ჭურვებითა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით დაფარა. თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების ისეთი გამოყენება, როგორსაც ჩვენ უკრაინაში რუსი აქტორების მიერ ვხედავთ, ადრე მხოლოდ სირიაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ იყო დაკავშირებული. ეს ფეთქებადი საფრთხეები ბლოკავს ნაყოფიერ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე წვდომას, აჭიანურებს რეკონსტრუქციის მცდელობებს, ხელს უშლის დევნილების სახლებში დაბრუნებას და აგრძელებს უდანაშაულო უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობასა და დასახიჩრებას”, - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.
სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებული შტატები NATO-ს მოკავშირეებთან მუშაობს, რათა საქართველოს უსაფრთხოებასა და თავდაცვის მოდერნიზაციის ძალისხმევას მხარი დაუჭიროს
ექსკლუზივი „საქართველო აშშ-სა და NATO-ს ძალიან ღირებული პარტნიორია შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებებს NATO-ში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-თან ისაუბრა საქართველოსა და აშშ-ის შორის მიმდინარე კონსულტაციების შესახებ, რომელიც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს. NATO-მ განაცხადა, რომ გაძლიერებული მხარდაჭერის ფარგლებში, საქართველო მასზე მორგებულ დახმარებას მიიღებს, რათა გაუმკლავდეს რუსეთის მავნე ზეგავლენას. აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებისგანაც მოვისმინეთ, რომ საქართველოსაც უნდა მიექცეს ყურადღება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გაზრდილი საფრთხეების გათვალისწინებით. რას გეგმავს აშშ ამ კუთხით და მიმდინარეობს თუ არა მუშაობა კონკრეტული მიმართულებით ზომების ამოქმედებაზე? შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ის ამ შეკითხვას უპასუხა. „საქართველო აშშ-სა და NATO-ს ძალიან ღირებული პარტნიორია. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებებს NATO-ში და მუშაობს NATO-ს მოკავშირეებთან, რათა მხარი დაუჭიროს მის უსაფრთხოებასა და თავდაცვის მოდერნიზაციის მცდელობებს. 20 მაისს, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები გამართა. საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა (GDDEI), შეერთებული შტატებისა და საქართველოს ოფიციალური ორმხრივი ძალისხმევაა, რათა ქვეყნებს შორის ძლიერი სამხედრო ურთიერთთანამშრომლობა გაგრძელდეს. მოგეხსენებათ, ეს ინიციტივა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) წარმატებას ეფუძნება. DDEI GDRP-ის ფარგლებში მიღწეულ პროგრესს ეფუძნება, რომელიც თავის მხრივ მოიცავს შეკავებისა და ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, NATO-სთან თავსებადობის ხელშეწყობას, ინსტიტუციურ რეფორმებსა და მოდერნიზაციას ორგანიზაციული ცვლილებების მართვის გზით“, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 20 მაისს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები (BDC) მიმდინარეობს. ამ მიზნით საქართველოს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალი რანგის დელეგაცია ეწვია. NATO და საქართველო განიხილავენ, კონკრეტულად რას უნდა მოიცავდეს ქვეყნის მიმართ გაძლიერებული მხარდაჭერის ზომები ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) გასული წლის ბოლოს დასრულდა. ეს პროგრამა ჩაანაცვლა „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივამ“ (GDDEI), რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალებთან აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის უსაფრთხოების თანამშრომლობის მრავალწლიანი ინვესტიციაა. GDDEI-ს დაწყების შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ 2021 წლის ოქტომბერში გამოაცხადეს. აშშ-მ საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალი ფაზა ოფიციალურად, 2021 წლის ოქტომბერში, ახალი ინიციატივით დაიწყო აშშ-ის საელჩო: ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ უფრომ მეტი GDDEI-ს შესახებ „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ (GDDEI) არის უსაფრთხოების სფეროში ამერიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ინიციატივა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შემდგომ მოდერნიზაციასა და განვითარებას საერთო უსაფრთხოების ინტერესების მხარდასაჭერად. „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ წარმოაჩენს ამერიკის უწყვეტ ერთგულებას საქართველოსადმი და ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ არის ამერიკისა და საქართველოს ოფიციალური ორმხრივი ძალისხმევა, რომ გაგრძელდეს ძლიერი სამხედრო ურთიერთთანამშრომლობა და გაძლიერდეს „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP)“ წარმატება, რომელიც 2021 წლის დეკემბერში დასრულდება. „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ იქნება უსაფრთხოების სფეროში ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის მრავალწლიანი ინვესტიცია, რომელიც დაიწყება „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის “დასრულებისთანავე. 2018 წლის მაისიდან GDRP იყო საქართველოსთან უსაფრთხოების თანამშრომლობის ძირითადი პროგრამა. „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ შედგება ორი კომპონენტისგან. ერთი ყურადღებას გაამახვილებს ორგანიზაციულ ცვლილებაზე თავდაცვის სექტორში ინსტიტუციონალური შესაძლებლობების ჩამოყალიბების კუთხით. მეორე კომპონენტი, კი მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას წვრთნებსა და კომბინირებულ სამხედრო ოპერაციებში ბრიგადების ჩართვით, რაც აუცილებელია ტერიტორიული თავდაცვისთვის. „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ გააგრძელებს „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში მიღწეულ პროგრესს, შეკავებისა და ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებით, ხელს შეუწყობს NATO-სთან ურთიერთთავსებადობასა და ინსტიტუციურ რეფორმირებასა და მოდერნიზაციას ორგანიზაციული ცვლილებების მართვის მეშვეობით. საქართველოს მთელი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, რომლის მხარდაჭერასაც -„საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ ისახავს მიზნად, მოითხოვს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სამინისტროებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას. „აშშ-ის ევროპულ სარდლობას ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამხედრო ურთიერთთანამშრომლობა აქვს საქართველოს თავდაცვის ძალებთან. ჩვენმა ერთობლივმა წვრთნებმა მიგვიყვანა ძლიერ და სტრატეგიულ ურთიერთობამდე, რაც წარმოაჩენს საქართველოს თავდაცვის ძალებსა და აშშ-ის ევროპულ სარდლობას, როგორც მზადმყოფ ძალებს. ჩვენ მოუთმენლად ველით მომავალ შესაძლებლობებს, ჩვენი ძლიერი ურთიერთობის გასაგრძელებლად სწავლებების მეშვეობით, რაც გააძლიერებს სამხედრო შესაძლებლობებს უსაფრთხოების დინამიურ გარემოში“, - აღნიშნავენ თავის მხრივ ამერიკის საელჩოში.
სახელმწიფო დეპარტამენტი: კრემლი ქმნის და ავრცელებს დეზინფორმაციას, რათა უკრაინასა და საქართველოში რუსეთის ნამდვილ ქმედებებზე ხალხში დაბნეულობა და შიში დანერგოს
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, უკრაინასა და საქართველოში რუსეთის ნამდვილ ქმედებებზე შიშის დანერგვის მიზნით, კრემლი ქმნის და ავრცელებს დეზინფორმაციას. შესაბამისი ამონარიდი განცხადებიდან საელჩომ გაავრცელა. „იმისთვის, რომ უკრაინაში, საქართველოსა და ევროპის სხვა ქვეყნებში რუსეთის ნამდვილ ქმედებებზე ხალხში დაბნეულობა და შიში დანერგოს, კრემლი ქმნის და ავრცელებს დეზინფორმაციას. დეზინფორმაციის განიარაღება ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობაა“, - წერია ტექსტში. მისივე თანახმად, სიმართლე განაიარაღებს რუსეთის დეზინფორმაციის მანქანას.
აშშ მიუთითებს მიზეზზე, რის გამოც რუსეთს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სერიოზული რადიოლოგიური რისკის აღიარება არ სურს
შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სერიოზული რადიოლოგიური რისკის აღიარება არ სურს და სწორედ ამიტომ დაბლოკა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმების საბოლოო პროექტი. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ბრიტანული სააგენტო აღნიშნავს, რომ ხსენებული განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა პარასკევს დაბლოკა შეთანხმება გაეროს ხელშეკრულების საბოლოო პროექტზე, რომელიც ბირთვული განიარაღების ქვაკუთხედად ითვლება, უკრაინაში მოსკოვის ქმედებების კრიტიკის ფონზე. ბოლოს ცნობები, რაც ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის შესახებ ვრცელდება IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე (ZNPP) არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა. ის უკრაინული მხარისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განმარტავს, რომ რადიაციის დონე არ გაზრდილა. არდა ამისა, რეაქტორის ორივე ბლოკი, რომლებიც ხუთშაბათს ელექტროენერგიის შეწყვეტის დროს გათიშული იყო ქსელიდან, პარასკევს ხელახლა მიერთების შემდეგ კვლავ მუშაობს. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში რადიაციული ღრუბელი უკრაინის სამხრეთ და რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილებს დაფარავს - ენერგოატომი „დაბომბვა მოხდა ქარხნის ორი ე.წ. სპეციალური შენობის მიდამოებში, ორივე, ისევე როგორც - ერთი ესტაკადის ტერიტორია, რეაქტორის შენობიდან დაახლოებით 100 მეტრში მდებარეობს. ამ შენობებში განთავსებულია ობიექტები, მათ შორის წყლის გამწმენდი ნაგებობები, აღჭურვილობის სარემონტო მაღაზიები ან ნარჩენების მართვის ობიექტები. ადგილზე ასევე დაზიანებულია რამდენიმე წყალსადენი, მაგრამ ისინი გარემონტდა“, - ნათქვამია განცხადებაში. გროსის განცხადებით, ბოლო დაბომბვამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე ZNPP-ზე პოტენციური ატომური ავარიის რისკს. გენერალურმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ ის აგრძელებს კონსულტაციებს ყველა მხარესთან, რათა უახლოეს დღეებში გაგზავნოს IAEA-ს ექსპერტთა მისია ქარხანაში, რათა დაეხმაროს იქ ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფას. დაგეგმილი მისია ასევე შეაფასებს ZNPP-ისთვის მიყენებულ ზიანს. რამდენად საშიშია ვითარება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე
სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოში დაგეგმილი წვრთნები - „ღირსეული პარტნიორი“ რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფას ემსახურება
ექსკლუზივი Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი, საქართველოში დაგეგმილი წვრთნების - „ღირსეული პარტნიორი 2022-ის“ მნიშვნელობას უსვამს ხაზს. შეერთებული შტატები სწავლების დაწყებამდე ორი დღით ადრე აცხადებს, რომ Noble Partner 22 (NP22) მისი მონაწილეების ურთიერთქმედების გაზრდას და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფას ემსახურება. „მრავალეროვნულ წვრთნებს - Noble Partner 22 (NP22) (ღირსეული პარტნიორი) საქართველოს თავდაცვის ძალები და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმია ერთობლივად უძღვებიან. წვრთნები, რომლებიც მიზნად ისახავს რეგიონში თანამშრომლობის გაღრმავებას და საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთქმედების გაზრდას, რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფას ემსახურება. სხვადასხვა შესაძლებლობის ერთდროულად განლაგების დახმარებით, ბრძოლის ველზე დინამიკური ყოფნის უზრუნველყოფის პარალელურად, წვრთნები მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფის, სპეციალური ოპერაციების ძალების (SOF), აშშ -ს არმიის ძალების (აქტიური და ეროვნული გვარდიის) აშშ -ის საჰაერო ძალების (აქტიური და საჰაერო ეროვნული გვარდია),მოკავშირეებისა და პარტნიორების ტრენინგისა და ინტეგრაციის მხარდაჭერას. მონაწილე დანაყოფებს პრაქტიკაში ეძლევათ ურთიერთქმედების შესაძლებლობა არამხოლოდ ერთმანეთთან, არამედ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთანაც. ისეთი სამხედრო წვრთნები, როგორიცაა, Noble Partner 22 (ღირსეული პარტნიორი 22) (NP22) აუმჯობესებს ჩვენს უნარს, ტაქტიკურ დონეზე უზრუნველვყოთ მრავალეროვნული მისიის მართვა და კონტროლი. Noble Partner 22 (NP22) ასევე იძლევა შესაძლებლობას, ოპერატიულად უზრუნველყოს ტრანსპორტირების, მხარდაჭერისა და სასწავლო ინფრასტრუქტურა მრავალეროვნული ოპერაციული სცენარის შემთხვევაში“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას - „ღირსეული პარტნიორი“ უკვე მეექვსედ უმასპინძლებს. საქართველოში 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით დაგეგმილ წვრთნებში შეერთებული შტატებიდან დაახლოებით, 2400 და კიდევ სხვა ქვეყნების სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას. წელს პირველად სწავლების ისტორიაში, წვრთნებში იაპონიისა და შვედეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
სახელმწიფო დეპარტამენტი: ფილიპ რიკერი გაემგზავრება სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში, რათა პარტნიორების დახმარების გზები განსაზღვროს
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვედანტ პატელმა კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში დეპარტამენტის მთავარი მრჩევლის, ფილიპ რიკერის რეგიონულ ტურნეზე ისაუბრა. „ფილიპ რიკერი გაემგზავრება სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში და სამივე ქვეყანაში შეხვდება მაღალი თანამდებობის პირებს, რათა განიხილოს ძირითადი რეგიონული საკითხები, ასევე განსაზღვროს პარტნიორების დახმარების გზები და უშუალოდ, კონსტრუქციულად ჩაერთოს გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად“, - აღნიშნა ვედანტ პატელმა. ფილიპ რიკერი რეგიონული ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვევა. 25 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ ენტონი ბლინკენმა კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერი დანიშნა. ასევე ნახეთ Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ფილიპ რიკერთან
Europetime-თან ექსკლუზიურად, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შეაფასა ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტი“. განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამნტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. საქართველო ბელორუსს მოუწოდებს, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოსვლაზე
ექსკლუზივი Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოსვლის საკითხს ეხმაურება. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, საქართველოს გადასაწყვეტია, ვის მისცეს საზღვრის გადაკვეთის უფლება. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, სწორედ მთავრობას იცავს უსაფრთხოებასა და ღიაობას შორის დელიკატურ ბალანსს. „ეს არის საქართველოს მთავრობის სუვერენული გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ ვინ დაუშვას, რადგან ისინი მუშაობენ უსაფრთხოებასა და ღიაობას შორის დელიკატური ბალანსის დამყარებაზე“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ოფიციალურად, 27 სექტემბრის ინფორმაციით, ბოლო 10 დღის მონაცემებით, კერძოდ, საქართველოს საზღვარი ყველა გამშვები პუნქტიდან გადმოკვეთა და გადაკვეთა: 17 სექტემბერს 6986 – 740618 სექტემბერს 6606 – 674319 სექტემბერს 6411 – 678220 სექტემბერს 5603 – 619921 სექტემბერს 6402 – 601122 სექტემბერს 6150 – 605023 სექტემბერს 9307 – 621424სექტემბერს 9330 – 624925 სექტემბერს 11 143 – 551926 სექტემბერს 10 804 – 4947 რუსეთის მოქალაქემ. რამდენი მოქალაქე შემოვიდა რუსეთიდან, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ - შსს სტატისტიკას აქვეყნებს ხსენებულ საკითხზე დასმულ შეკითხვას რამდენიმე დღის წინ ონლაინ ბრიფინგზე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა. „ვაფასებ ქართველების შეშფოთებას, რომელიც მათ აქვთ რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში მასობრივი შედინების გამო. მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილებაა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მიიღოს და რა რაოდენობით. მაგრამ საქართველო ცალსახად უპრეცედენტო ვითარების წინაშე დგას, სადაც არამხოლოდ ორი რეგიონია არალეგალურად ოკუპირებული რუსეთის მიერ, არამედ მობილიზაციის შედეგად ხდება ძირითადად, ახალგაზრდა კაცების დიდი რაოდენობით შემოსვლა. თითოეულ ქვეყანას განსხვავებული მიდგომა ექნება იმ მიმართულებით, თუ როგორ უპასუხებს რუსეთის მოქალაქეების სურვილს, გაიქცნენ თავისი ქვეყნიდან და თავშესაფარი სადმე, სხვაგან იპოვონ. თითოეულმა ქვეყანამ, გადაწყვეტილება იმის მიხედვით უნდა მიიღოს, რაც საუკეთესო იქნება მისი ეროვნული უსაფრთხოების დაცვისთვის“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველო რეგიონში არსებითად მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად რჩება
Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მდივან ბლინკენის მოადგილის საქართველოში ვიზიტზე კომენტარს აკეთებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, აშშ მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაგრძელებას, მათ შორის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების მიმართულებით. „მდივნის მოადგილე მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას და ხალხს დღემდე გაწეული თანამშრომლობისთვის. ვიზიტის დროს ბონი დ. ჯენკინსი ხვდება საქართველოს ლიდერებს, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. საქართველო რჩება არსებითად მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად რეგიონში და ჩვენ მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას, მათ შორის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების მიმართულებით. ბლინკენის მოადგილე საქართველოს შეიარაღებისა და ტექნიკის განახლების კუთხით სამომავლო გეგმებს განიხილავს როგორც მდივნის მოადგილემ ხუთშაბათს განაცხადა, შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განუცხადა Europetime-ს სახელწმიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოსვლაზე საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ბონი დენის ჯენკინსი აცხადებს, რომ ელჩ დეგნანისადმი ვაშინგტონის ძლიერი მხარდამჭერი გზავნილი ჩამოიტანა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: ელჩ დეგნანზე თავდასხმები დეზინფორმაციის დიდი სქემის ნაწილია სახელმწიფო მდივნის მოადგილე ელჩ დეგნანს შეხვდა ბლინკენის მოადგილე: აშშ საქართველოს ევროტლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს ბონი ჯენკინსის განცხადებით, ელჩმა დეგნანმა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია და ეს ძალისხმევა ბოლო პერიოდში მარტივი არ ყოფილა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩ ბონი დ. ჯენკინსი საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება და ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პოლიტიკურ ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.
სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენამ უზრუნველყო მათი უფლება, გაატარონ საგარეო პოლიტიკის საკუთარი ინტერესები
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის ვედანტ პატელის განცხადებით, 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენა იყო მოვლენა, რომელმაც გარანტირებულად უზრუნველყო თითოეული ამ ქვეყნის სუვერენიტეტი და უფლება, გაატარონ საგარეო პოლიტიკის საკუთარი ინტერესები. მას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მისიის გაგზავნის თაობაზე დაუსვეს შეკითხვა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: პირდაპირი დიალოგი გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის თვალსაზრისით, საკვანძო როლს ასრულებს „როგორც მდივანმა ბლინკენმა აღნიშნა, შეერთებული შტატები სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ ერთგულებას ადასტურებს. ორივე ლიდერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს მოვუწოდეთ, შეხვდნენ ნებისმიერ ფორმატში, რაც მათთვის ყველაზე სასარგებლო იქნება. ჩვენი მთავარი მოსაზრებაა, რომ პირდაპირი დიალოგი ასრულებს საკვანძო როლს ამ საკითხის მოგვარებისთვის და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისთვის. აშშ მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენა იყო მოვლენა, რომელმაც გარანტირებულად უზრუნველყო თითოეული ამ ქვეყნის სუვერენიტეტი და უფლება, გაატარონ საგარეო პოლიტიკის საკუთარი ინტერესები“, - განაცხადა ვედანტ პატელმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ აფასებს პარტნიორებს, რომლებიც იკვლევენ ყველა გზას უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად
აშშ მადლიერია და კარგად ესმის პარტნიორებისა ევროკავშირში, რომლებიც უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად სხვადასხვა ნაბიჯს დგამენ. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-თან გააკეთა. „შეერთებული შტატები აფასებს პარტნიორებს ევროკავშირში, რომლებიც იკვლევენ ყველა გზას უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად“, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. „ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან“ დაკავშირებით მკაფიო რჩება: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. ამერიკის შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს მოსკოვის ზრახვებს, უკანონოდ მიითვისოს უკრაინის ტერიტორიები. ნებისმიერი ასეთი ტერიტორია, უკრაინის შემადგენლობაში და მის განუყოფელ ნაწილებად რჩება“, - განაგრძო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, არ აღიარონ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული დოკუმენტები. საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. რაც შეეხება უკრაინას, დასავლეთმა მძიმე სანქციები რუსეთს მას შემდეგ დაუწესა, რაც მოსკოვი 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს ფართომასშტაბიან ომს. კრემლმა 2014 წელს მოახდინა ყირიმის ანექსია. შეერთებული შტატები, მისი მოკავშირეები და პარტნიორები უკრაინის მხარდასაჭერად არიან გაერთიანებულნი. მათი პასუხი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ერთიანია. საერთაშორისო საზოგადოება ერთხმად აღნიშნავს, რომ ყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგი და ეს არის გადამწყვეტი მომენტი როგორც ევროპის უსაფრთხოებისთვის, ისე მისი მომავლისთვის, რადგან თუ რუსეთს მიეცემა შესაძლებლობა, უკრაინაში მიაღწიოს მიზანს, ის თავისი იმპერიული ზრახვების განხორციელებას სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც ეცდება. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოში კიბერდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებზე საუბრობს
მიუხედავად იმისა, რომ კიბერდანაშაულის ეფექტიანი გამოძიებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლისთვის რესურსების მობილიზება რთულ ამოცანად ითვლება, საქართველოს სხვადასხვა სამინისტრო და უწყება, რომელიც კიბერდანაშაულთან ბრძოლაშია ჩართული, მზადყოფნას გამოხატავს ვალდებულებების შესასრულებლად. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს განუცხადა. „გლობალური კიბერექსპერტიზის მრჩევლის (GCFA)/საერთაშორისო კომპიუტერული დანაშაულისა და ინტელექტუალური საკუთრების იურისტი მრჩევლის (ICHIP) პროგრამის ფარგლებში, პირველი კურსი ქართველი სამართალდამცავი უწყებების პროფესიონალებისთვის 3-4 ნოემბერს დაიწყო. ეს სასამართლო ექსპერტიზის სერტიფიცირების თითქმის ერთწლიანი კურსის პირველი ეტაპია, კურსი საქართველოს შესაბამის უწყებებს წარედგინათ. მიუხედავად იმისა, რომ კიბერდანაშაულის ეფექტიანი გამოძიებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლისთვის რესურსების მობილიზება რთულ ამოცანად ითვლება, საქართველოს სხვადასხვა სამინისტრო და უწყება, რომელიც კიბერდანაშაულთან ბრძოლაშია ჩართული, მზადყოფნას გამოხატავს ვალდებულებების შესასრულებლად. სტუდენტები, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ ერთწლიან კურსს, გახდებიან სერთიფიცირებული სასამართლო ექსპერტები და დამატებით მოეთხოვებათ სამართალდამცველების მომზადება, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის, საზღვარგარეთის ქვეყნებში პროკურატურის განვითარების ოფისის (OPDAT) მხარდაჭერით“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, აშშ საქართველოში, კიბერდანაშაულთან ბრძოლის ერთწლიან კურსს იწყებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენი დახმარება მიმართულია საქართველოს ხალხის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ
„ჩვენი დახმარება მიმართულია ქართველების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ. ჩვენ ვუსმენთ საქართველოს ხალხს, რათა განვსაზღვროთ, რას მოხმარდეს ჩვენი დახმარება. ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან, მაგრამ ასევე ვმუშაობთ ხალხთან, რათა მივაღწიოთ ქვეყნის ყველა კუთხემდე, დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ ხალხს მათი სურვილების განხორციელებაში“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს განუცხადა.„მოგეხსენებათ, ამერიკელი ხალხი სოლიდარულია საქართველოს ხალხისა და მათი სურვილისადმი, საქართველო იყოს თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს და შეერთებულ შტატებს სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენ ერთად ვმუშაობთ საერთო მიზანთან დაკავშირებით - ქვეყანა სრულად ინტეგრირდეს ევროატლანტიკური ერების ოჯახში და გახდეს მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის ნაწილი. შეერთებული შტატების მიერ, დახმარების სახით გამოყოფილი დაფინანსება, ათიათასობით ქართველი ჯარისკაცის მომზადებას მოხმარდა, ათასობით მონაწილე კი, აშშ-ში, სხვა, კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით გაემგზავრა. სხვა მრავალ ინიციატივასთან ერთად, ჩვენ ხელი შევუწყვეთ ეკონომიკურ ზრდას, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ მმართველობას. ჩვენ ღია ვართ საქართველოს მთავრობასთან, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების გაძლიერების აუცილებლობასთან დაკავშირებით. დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც ჩვენ ყველამ დავინახეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს აშორებს გაცხადებულ მიზანს - ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მაგრამ რაც მთავარია, ასუსტებს მის დემოკრატიას. რა სფეროებს მოიცავს აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება ჩვენი დახმარება მიმართულია ქართველების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ. ჩვენ ვუსმენთ საქართველოს ხალხს, რათა განვსაზღვროთ, რას მოხმარდეს ჩვენი დახმარება. ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან, მაგრამ ასევე ვმუშაობთ ხალხთან, რათა მივაღწიოთ ქვეყნის ყველა კუთხემდე, დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ ხალხს მათი სურვილების განხორციელებაში. ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას საქართველოს ხალხთან, რადგან ისინი ისწრაფვიან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად; ჩვენ მზად ვართ, მთავრობას ამ მიმართულებით დავეხმაროთ“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობას გააგრძელებს, რათა უკრაინა დამატებითი შესაძლებლობებით უზრუნველვყოთ
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ გააგრძელებას მუშაობას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინა დამატებითი შესაძლებლობებით იყოს უზრუნველყოფილი. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა Europetime-ს განუცხადა. „ჩვენ არ შეგვიძლია, კომენტარი გავაკეთოთ უკრაინის მიერ მოთხოვნილ კონკრეტულ სისტემებთან დაკავშირებულ შიდა განხილვებზე. ზოგადად კი, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის უსაფრთხოების დახმარებას, ვიდრე ეს მას დასჭირდება და გავაგრძელებთ მუშაობას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა გამოვავლინოთ საჭიროებები და მივაწოდოთ უკრაინას დამატებითი შესაძლებლობები. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის პარალელურად განვითარდა აშშ-ის სამხედრო დახმარება და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი დახმარების განსაზღვრას, რათა ის შეესაბამებოდეს ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებას ახლა და მომავალში“, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრი კასიანოვის თქმით, საქართველოს მიერ უკრაინისთვის „ჯაველინების“ გადაცემასთან დაკავშირებით იყო არამხოლოდ თანხმობა აშშ-ის მხრიდან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი.
უკრაინის დახმარების ახალმა პაკეტმა შეიძლება, ომის დინამიკა შეცვალოს - სახელმწიფო დეპარტამენტი
შეერთებული შტატები უკრაინას დამატებითი სამხედრო დახმარების მიწოდებით, მათ შორის „ბრედლის“ ქვეითი საბრძოლო მანქანებით, ცდილობს შეცვალოს უკრაინაში საომარი მოქმედებების მიმდინარე დინამიკა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა. პრაისმა აღნიშნა, რომ უკრაინის არმიამ „სისტემატურად აჩვენა თავისი გამძლეობა“. „უფრო ფართო დინამიკა“, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა განმარტა, არის ის, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ათასობით რუსი ჯარისკაცია და ამ ვითარებაში ვაშინგტონს სურს დაეხმაროს კიევს სიტუაციის შეცვლაში. Politico: აშშ უკრაინას Sea Sparrow-ს ტიპის საზენიტო რაკეტებს პირველად გადასცემს აშშ-მ უკრანის უსაფრთხოების ახალი დახმარების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა „რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ძლიერი დინამიკა, რომლის შეცვლასაც ჩვენ ვცდილობთ დამატებითი უსაფრთხოების დახმარებით”, - თქვა პრაისმა. კერძოდ, როგორც მან აღნიშნა, შეერთებული შტატები უკრაინას ქვეითთა საბრძოლო მანქანებს და საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდის.
ნედ პრაისის თქმით, სოლედარში რუსეთის მცირე წინსვლა მოსკოვის სტრატეგიულ მარცხს ვერ შეცვლის
რუსეთის ნებისმიერი მცირე მიღწევა სოლედარში, ომში ვითარებას ვერ შეცვლის, ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრაისის თქმით, ვერცერთი ტაქტიკური წინსვლა ვერ შეცვლის „სტრატეგიული მარცხს“, რომელიც რუსეთის არმიამ ომის პირველივე დღეებიდან განიცადა. მანამდე უკრაინამ უარყო რუსეთის მტკიცება, რომ სოლედარი რუსულმა ჯარმა მთლიანად დაიკავა. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენლის სერჰი ჩერევატის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები კვლავ ქალაქში იმყოფებიან. თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, უკრაინის ძალები სოლედარში თავდაცვის ხაზის შენარჩუნებას ცდილობენ. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, სოლედარზე კონტროლის ნაწილობრივ დამყარება არ არის ოპერატიული მნიშვნელობის მოვლენა და არ ნიშნავს, რომ გარდაუვალია რუსეთის მიერ ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევა. უკრაინული ძალები უწყვეტად მიიღებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ბახმუტის და სოლედარის დასაცავად - ზელენსკი ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის მიერ სოლედარზე კონტროლის დამყარება, საუკეთესო შემთხვევაში არის ტაქტიკური, „პიროსის გამარჯვება“. სოლედარისა და ბახმუტისთვის ბრძოლა აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერება - სტოლტენბერგი ინტენსიური საომარი მოქმედებების გამო, სოლედარიდან მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია - დონეცკის გუბერნატორი ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) აღნიშნავს, რომ რუსეთის ჯარები დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარს აკონტროლებენ თუ მთლიანად არა, მის უდიდეს ნაწილს მაინც. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, სოლედარზე კონტროლის ნაწილობრივ დამყარება არ არის ოპერატიული მნიშვნელობის მოვლენა და არ ნიშნავს, რომ გარდაუვალია რუსეთის მიერ ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევა. უკრაინული ძალები უწყვეტად მიიღებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ბახმუტის და სოლედარის დასაცავად - ზელენსკი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის მიერ სოლედარზე კონტროლის დამყარება, საუკეთესო შემთხვევაში არის ტაქტიკური, „პიროსის გამარჯვება“. 12 დეკემბერს გავრცელდა სატელიტური ფოტოები, რომლებიც სოლედარში ნგრევის მასშტაბს ასახავს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებული შტატები სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად ძალისხმევას განაგრძობს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში Europetime-თან განაცხადეს, რომ აშშ განაგრძობს დემოკრატიული, აყვავებული და მშვიდობიანი სამხრეთ კავკასიისკენ მიმართულ ძალისხმევას. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ელჩი რიკერის წასვლა არ არღვევს ამ კუთხით შეერთებული შტატების ერთგულებას. „ელჩი რიკერის წასვლა არანაირად არ არღვევს შეერთებული შტატების ერთგულებას, ხელი შეუწყოს უსაფრთხო, სტაბილურ, დემოკრატიულ, აყვავებულ, მშვიდობიან მომავალს სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. შეერთებული შტატები აგრძელებს ორმხრივ ურთიერთობას თანამოაზრე პარტნიორებთან, როგორიცაა ევროკავშირი და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, როგორიცაა ეუთო, ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პირდაპირ დიალოგს და მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებულ ან მის შედეგად წარმოშობილ ყველა გადაუჭრელ საკითხზე გადაწყვეტის გზების ძიებას“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ფილიპ რიკერის წვლილი ადასტურებს აშშ-ის მიზანს, მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ვინ შეცვლის ფილიპ რიკერს კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი მრჩევლის პოზიციაზე და ხომ არ გაუქმდება ეს თანამდებობა, ამ შეკითხვით მიმართეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს ნედ პრაისს ჟურნალისტებმა 5 იანვარს გამართულ ბრიფინგზე. ნედ პრაისმა უპასუხა, რომ „ფილიპ რიკერი საბედნიეროდ, ჯერ კიდევ სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელია, სულ მცირე, კიდევ 24 საათის განმავლობაში“.„მისი წასვლის შემდეგ, ეს არის საკითხი, რომელიც კვლავაც მიიქცევს ამ შენობაში უმაღლესი დონის პირების ყურადღებას. მოგეხსენებათ, ამ პროცესში პირადად არის ჩართული მდივანი ბლინკენი. მისი პირადი წვლილით შეიკრიბნენ ლიდერები - მისი კოლეგები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, ისინი რეგულარულად მართვდნენ საუბრებს. იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში მას ექნება შესაძლებლობა, ხელახლა დაუკავშირდეს ტელეფონით თავის კოლეგებს სომხეთსა და აზერბაიჯანში. ჩვენი მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდი ასევე წამყვან როლს თამაშობს ამ ძალისხმევაში“, - აღნიშნა ნედ პრაისმა. ნედ პრაისი: ფილიპ რიკერის წვლილი ადასტურებს ჩვენს მიზანს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რაც შეეხება რიკერის პოზიციის შესაძლო გაუქმებაზე დასმულ შეკითხვას, პრაისმა უპასუხა, რომ დამატებით ვერაფერს იტყვის. „მაგრამ როცა საქმე პოლიტიკას ეხება, და ეს არის ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრე... ეს არანაირად არ ამცირებს ჩვენს ვალდებულებას, ხელი შვუწყოთ უსაფრთხო, სტაბილურ, დემოკრატიულ და აყვავებულ სამხრეთ კავკასიის რეგიონს“, - აღნიშნა ნედ პრაისმა. შეგახსენებთ, ფილიპ რიკერმა თანამდებობა დატოვა.
სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის საქმეს
Europetime-თან სახელმწიფო დეპარტამენშტი განაცხადეს, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეს. ეს არის პირველი კომენტარი, რომელიც დეპარტამენტის მხრიდან გაკეთდა მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტი სააკაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. „ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მის (მიხეილ სააკაშვილის, რედ.) საქმეს. მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს მისთვის საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება და უზრუნველყოს მისი უფლებების დაცვა. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სახალხო დამცველის აპარატის განცხადებებსა და შეფასებებს, და მათი ბოლო ვიზიტის მდგომარეობით, ისინი კვლავ შეშფოთებულნი არიან, რომ ბატონი სააკაშვილი არ იღებს მისთვის საჭირო ზრუნვას“, - განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა Europetime-ს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს
ექსკლუზივი Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის. „ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები მათ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შესვლას კრძალავს. ჩვენ შეშფოთებულნი ვიქნებოდით, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამოთქვა იმედი, რომ რუსეთი და საქართველო მალე შეძლებენ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენას. გარდა ამისა, რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა რუსულ მედიასაშუალებას განუცხადა, რომ აუცილებელია საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება და რუსეთი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არანაირ დიპლომატიურ ურთიერთობაზე ლაპარაკი არ შეიძლება. ელჩი დეგნანი: ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები პრეზიდენტი: არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას „რუსეთის ფედერაციაში მილიონამდე ჩვენი თანამოქალაქე, ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს, 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მათ ძალიან გაურთულა პირობები და მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და მხოლოდ მისასალმებელი იქნება“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 19 იანვარს. ცნობისთვის, უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ანდრი კასიანოვმა არ გამორიცხა უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობა, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ. კიევის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევჰენი პერებიინისმა უკრაინაში საქართველოს ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის გამო შეშფოთება გამოუცხადა. აღსანიშნავია, რომ 24 იანვარს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „შავი ზღვის პორტი სოჭში აწარმოებს მოლაპარაკებებს აფხაზეთსა და საქართველოში სამგზავრო გადაზიდვების გახსნაზე“. კრემლის მიერ კონტროლირებადი Tass-ი პორტის ოპერატორის აღმასრულებელი დირექტორის, იური ვლადიმეროვის ინფორმაციას ეყრდნობოდა, თუმცა ქართულმა მხარემ ეს ცნობა იმავე დღეს უარყო. როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა 20 იანვარს მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.
კელი დეგნანი ნედ პრაისის მიმართ „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებზე: რა უნდა გიპასუხოთ, როდესაც ადამიანები შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ სხვებს
„ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ნედ პრაისის ტყუილში დადანაშაულების შემდეგ ჰქონდა თუ არა ამერიკის ელჩს მამუკა მდინარაძესთან და ირაკლი კობახიძესთან კომუნიკაცია. ამ შეკითხვით მიმართა ჟურნალისტმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს. ელჩმა მედიის ამ შეკითხვას შემდეგნაირად უპასუხა: „რა უნდა გიპასუხოთ, როდესაც ადამიანები შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ სხვებს. მთავარი საკითხი არის ის, რომ შეერთებული შტატები განაგრძობს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, უფრო ძლიერი ეკონომიკის, უსაფრთხოების მხარდაჭერას ისე, როგორც ამას წლების განმავლობაში აკეთებდა“, - განუცხადა ელჩმა მედიას. ცნობისთვის„ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით, ნედ პრაისი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილი კანონპროექტი რუსულია. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. „ხალხის ძალა“ კანონპროექტის მისი მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა.
რა წერია ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით გამოაქვეყნა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. მისი მიხედვით, სახალხო დამცველის ოფისი სულ უფრო მარგინალიზებული იყო მმართველი პარტიის მიერ ქვეყნის პოლიტიკურ ასპარეზზე მზარდი უკიდურესი პოლარიზაციის ფონზე. ამასთან, წლის განმავლობაში მმართველი პარტიის ლიდერები თავს დაესხნენ სახალხო დამცველს და აცხადებდნენ, რომ ის პოლიტიკურად მიკერძოებული იყო. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამჟამინდელი სახალხო დამცველის უფლებამოსილება დეკემბრის დასაწყისში დასრულდა და წლის ბოლომდე ახალი სახალხო დამცველი არ შეირჩა. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებდნენ შერჩევის პროცესს და აცხადებდნენ, რომ მთავრობა ცდილობდა ინსტიტუტის დასუსტებას ხარვეზებით მიმდინარე პროცესით. ამავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ჯგუფები უმეტეს შემთხვევაში მოქმედებდნენ მთავრობის შეზღუდვის გარეშე, იძიებდნენ და აქვეყნებდნენ თავიანთ დასკვნებს ადამიანის უფლებათა საქმეებზე. აქვე აღნიშნულია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მთავრობის წარმომადგენლები გარკვეულწილად რეაგირებდნენ მათ შეხედულებებზე, თუმცა, სხვა შემთხვევებში, ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ თანამშრომლობდნენ ადგილობრივ უფლებადამცველ ორგანიზაციებთან. მაგალითად, მმართველმა პარტიამ 18 აგვისტოს უარი თქვა „სამართლიანი არჩევნების“ ჩართვაზე საპარლამენტო საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფში, რომელიც ევროკავშირის 12 მოთხოვნიდან ერთ-ერთის საპასუხოდ შეიქმნა, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ხოლო 13 სექტემბერს მმართველმა პარტიამ გამორიცხა „სამართლიანი არჩევნები“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მონაწილეობა ევროკავშირის მოთხოვნებთან დაკავშირებულ კონსულტაციებში. „ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მმართველი პარტიის წევრებმა ასევე დაადანაშაულეს შერჩეული არასამთავრობო ორგანიზაციები ანტისახელმწიფოებრივ ქცევაში“, - წერია ანგარიშში. მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაზე ქვეთავში ვკითხულობთ: „კონსტიტუცია და კანონი ზოგადად ითვალისწინებს შეკრების თავისუფლებას. უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა გამოხატეს შეშფოთება კანონის დებულებებთან დაკავშირებით, მათ შორის მოთხოვნის შესახებ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და სხვა ორგანიზაციებმა 5 დღით აცნობონ ადგილობრივ ხელისუფლებას საჯარო სივრცეში შეკრების მიზნით, რაც გამორიცხავს სპონტანურ დემონსტრაციებს. სახალხო დამცველის აპარატმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ პოლიცია ზოგჯერ ზღუდავდა, არაეფექტურად მართავდა ან ვერ იცავდა შეკრების თავისუფლებას. სახალხო დამცველის აპარატის 2021 წლის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც აპრილში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ სამართალდამცავი ორგანოები ხშირად იყენებდნენ არაპროპორციულ ძალას აქციების მართვისა და დაშლისას. წლის განმავლობაში გაგრძელდა შეშფოთება 2021 წლის ივლისის პრაიდის ღონისძიების დროს ულტრამემარჯვენე კონტრდემონსტრანტების მიერ ჩადენილ ძალადობაზე არასაკმარისი პასუხისმგებლობის შესახებ. წლის ბოლოსთვის სულ 31 პირი იყო გასამართლებული, თუმცა ხელისუფლებას არ დაუდგენია არცერთი პირი, რომელიც პასუხისმგებელია ძალადობის ორგანიზებაზე ან წაქეზებაში“. ამავე ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობამ ზომები მიიღო ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ზოგიერთი ოფიციალური პირის გამოსაძიებლად, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა. „მთავრობის წარუმატებლობამ, სარწმუნო გამოძიება ჩაეტარებინა და სამართლებრივი დევნა განეხორციელებინა 2021 წლის ივლისის ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ, ამ სამართალდარღვევების დაუსჯელობა გამოიწვია“, - წერია ანგარიშში. მისივე თანახმად, ანგარიშვალდებულების ნაკლებობა აგრეთვე გაგრძელდა 2019 წლის ივნისის დემონსტრაციების დროს ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მიერ არასათანადო ძალის გამოყენებისა და 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცებისა და გადმოცემის საქმეებზე. ყოველწლიურ ანგარიშშია პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა. მისი მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას დროული და სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიათ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის. „სახალხო დამცველმა რამდენიმე განცხადება გაავრცელა, რომლითაც მოუწოდა ხელისუფლებას, შეესრულებინათ ექიმთა ჯგუფის რეკომენდაციები, რომელთაც სააკაშვილი 2021 წელს გამოიკვლიეს. 11 მარტს სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით, პატიმრისთვის დროული და ყოველმხრივი, ადეკვატური მკურნალობის მიუწოდებლობა, ზუსტი დიაგნოზის განუსაზღვრელობა და სათანადო სამედიცინო მომსახურების გაუწევლობა შესაძლოა, გაუთანაბრდეს ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას, რაც გულისხმობს წამებას, არაადამიანურ ან/და დამამცირებელ მოპყრობას”. „4 მაისს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ „პაციენტის მდგომარეობა მიჩნეულია მნიშვნელოვნად გაუარესებულად და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების დროული აღმოჩენა გადამწყვეტია “. 6 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ სამედიცინო ექსპერტთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა სააკაშვილი კვლავ გასინჯა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა „მკვეთრად გაუარესებულად” შეაფასა მას შემდეგ, რაც უკანასკნელად აპრილის ბოლოს გასინჯეს და მისი მდგომარეობა „მძიმედ“ მიიჩნიეს”. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში დაბრუნებამდე სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლეს სხვადასხვა ბრალდებით, მათ შორის იყო ბრალდება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ პარლამენტის ყოფილ წევრზე ფიზიკური თავდასხმის შეკვეთის გამო. გარდა ამისა, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას პოლიტპატიმრები ჰყავს. „ოპოზიციური პარტიის წევრები ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევდნენ”, - წერია ანგარიშში. პოლიტპატიმრები და დაკავებულები - ამ ქვეთავში წერია: დოკუმენტის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები. სახალხო დამცველის აპარატმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და საერთაშორისო ჯგუფებმა, მათ შორის Amnesty International-მა და ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა, გააკრიტიკეს 16 მაისის გადაწყვეტილება და ოპოზიციური ტელეარხის, მთავარი არხის ხელმძღვანელის პატიმრობას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს. „მთავრობამ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს ნება დართო, ეწვიონ იმ პირებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ პოლიტპატიმრები არიან“, - წერია ანგარიშში. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავ, რომ ხსენებული ნებართვით რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ ისარგებლა.
ირაკლი ღარიბაშვილი: დაუშვებელია სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევა ჩვენი სასამართლოს შიდა საქმეებში
აშშ-ის მიერ 4 მოსამართლის დასანქცირების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსამართლეებს მხარდაჭერა გამუცხადა. მისი თქმით, ასევე დაუშვებელია სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევა „ჩვენი სასამართლოს შიდა საქმეებში“. „ჩემი მთავარი გზავნილი - მე როგორც მთავრობის მეთაური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს, სასამართლო ჩვენი მმართველობის დროს გახდა დამოუკიდებელი როგორც შიდა, ასევე სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევებისგან, მიუღებელია ყოველგვარი ჩარევა ან გავლენა მოსამართლეებზე, მით უმეტეს სუვერენული ქვეყნის სასამართლოსა და მოსამართლეებზე“, - განაცხადა ღარიბავილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ.
სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებაზე პირველი განმარტება გააკეთა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებაზე პირველი განმარტება გააკეთეს. სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ ხსენებული პირები მნიშვნელოვან კორუფციაში იყვნენ ჩართულნი. მას ქართველმა ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა თბილისის რეაქციაზე, მათ შორის სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენისადმი მინისტრ დარჩიაშვილის მიერ გაგზავნილ წერილზე. „რაც შეეხება გუშინ გამოცხადებულ სანქციებს, სანდო ინფორმაცია გვაქვს რომ ეს პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციაში, რომელიც მათ ამჟამინდელ და ყოფილ პოზიციებს უკავშირდება. ამ კორუფციამ ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობას და დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. დააზიანა საზოგადოების ნდობა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი და ოფიციალური პირებისადმი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან არის მოპოვებული, მათ შორის ღია წყაროებიდან და ძალიან სანდო ინფორმაცია გვაქვს საიმისოდ, რათა დავიჯეროთ, რომ მნიშვნელოვანი ჩართულობა იყო კორუფციაში”, - განაცხადა ვედანტ პატელმა. უნდა ველოდოთ თუ არა უფრო მეტი პირის სანქცირებას? - ამერიკის საელჩო ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხებს აქვეყნებს მისივე თქმით, აშშ გააგრძელებს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას, რათა ხელი შეუწყოს ასეთი პირებისთვის ანგარიშვალდებულების დაკისრებას. ცნობისთვის, აშშ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს. ქართველი მოსამართლეების სანქცირების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 5 აპრილს განაცხადა. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. ბლინკენი განმარტავს, რომ ხსენებულმა პირებმა ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. ცნობისთვის, 6 აპრილს აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
სახელმწიფო დეპარტამენტი: ანაკლიის პორტის პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს
ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს. ამის შესახებ Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა. მისივე შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. „შეერთებული შტატები მხარს უჭერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს და დაიცვას საქართველოს კრიტიკული ინფრასტრუქტურა. პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საქართველოს ეკონომიკაში და კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. საქართველოს ხელისუფლებას გაცხადებული აქვს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება შემოდგომისთვის სურს. ბოლო განცხადება ამის შესახებ 19 აპრილს გაკეთდა. 20 იანვარს, Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ, ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორ უყურებთ ანაკლიის პორტის პროექტში ამერიკული ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას, არის თუ არა ინტერესი და თანამშრომლობა ამ კუთხით. როგორც ცნობილია, ბათუმის პორტში, მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობა სწორედ ამერიკული ინვესტიციით განხორციელდა, „ტრამოს“ სახით, რაც ყველაზე დიდი პირდაპირი ამერიკული ინვესტიციაა აჭარის რეგიონში. ამ კითხვით მიმართა Europetime-მა სენატორს. „ანაკლიის პორტის პროექტი ნამდვილად კარგი პროექტია. გეტყვით, რომ მე და სენატორმა დურბინმა წამოვიწყეთ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის შემუშავებას შეეხება. უკრაინის ომმა კიდევ უფრო გამოკვეთა შავი ზღვის მნიშვნელობა. მას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი მათ შორის ეკონომიკური კუთხით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიაზე, ძირითად მიმართულება ამ სტრატეგიის გახლავთ, ეროვნული და კოლექტიური უსაფრთხოება. რა თქმა უნდა, სტრატეგია მოიცავს ეკონომიკურ უსაფრთხოებასაც. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ ვიხილავთ ამერიკულ ინვესტიციას“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა. თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს ექსკლუზიურად. აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება კომერციული ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თავის მხრივ, შავი ზღვისთვის კარგ საფუძველს შექმნის, მათ შორის საქართველოსთვის პირველ რიგში ეკონომიკური განვითარება უნდა მოიტანოს. „უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს გაზრდის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან გემების მასპინძლობის შესაძლებლობას. საქართველო ხშირად მასპინძლობდა ასეთ ვიზიტებს აშშ-დან და NATO-ს სხვა მოკავშირეებიდან. სამწუხაროდ, ომის გამო იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მოუთმენლად დაველოდებით ჩვენი საზღვაო ძალების ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მრჩეველმა ფილიპ რიკერმა, რომელიც იმჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ამასთანავე, NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-თან აღნიშნა, რომ ალიანსი შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება. ირაკლი ღარიბაშვილი: ანაკლიის პორტზე ბევრ პოტენციურ ინვესტორს ვესაუბრებით შეგახსენებთ, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების სავარაუდო პერიოდი დაასახელა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„ საარბიტრაჟო დავა 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა. 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 20 თებერვალს განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ოფიციალურ მოქმედებებს იწყებს.
აშშ-ის შეფასებით, აზერბაიჯანის ქმედება რეგიონში მშვიდობის დამყარებისკენ მიმართულ მცდელობებს ძირს უთხრის
აშშ ღრმად შეშფოთებულია აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს შექმნის გამო. სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, ეს ქმედება რეგიონში მშვიდობის დამყარებისკენ მიმართულ მცდელობებს ძირს უთხრის. „აშშ ღრმად არის შეშფოთებული, რომ აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს გახსნა ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესში ნდობის დამყარების მცდელობებს. შეერთებული შტატები მხარეებს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს. ადამიანებს ლაჩინის დერეფანში თავისუფალი გადაადგილებისა და ვაჭრობის საშუალება უნდა ჰქონდეთ. მოვუწოდებთ, განაახლონ სამშვიდობო მოლაპარაკებები და თავი შეიკავონ საზღვრის გასწვრივ პროვოკაციებისგან და მტრული ქმედებებისგან", - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ლაჩინი-ხანქენდის გზაზე საგუშაგოს გახსნა საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობაშია და სომხეთმა უნდა მიიღოს და პატივი სცეს აზერბაიჯანის უფლებას უზრუნველყოს კონტროლი მის ტერიტორიაზე შესვლასა და გასვლაზე. თავის მხრივ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნავს, რომ სომხეთი, როგორც 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების ხელმომწერი მხარე, მიუღებლად მიიჩნევს აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს მოწყობას და რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, ლაჩინის დერეფნიდან აზერბაიჯანული ძალების გაყვანა უზრუნველყოს.
შეერთებულმა შტატებმა დახმარების სახით, საქართველოსთვის $6 მილიარდზე მეტი გამოყო - სახელმწიფო დეპარტამენტი
ამერიკის შეერთებული შტატები ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ მმართველობას და ამას აკეთებს ბოლო, 30 წლის განმავლობაში. სახელწმიფო დეპარტამენტში ხაზს უსვამენ, რომ შეერთებულმა შტატებმა 6 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო საქართველოსთვის დახმარების სახით. ამის შესახებ Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა. გამოცემასთან ოფიციალური კომენტარის დროს, ენტონი ბლინკენის უწყებაში აცხადებენ, რომ „ამერიკელი ხალხი სოლიდარულია ქართველი ხალხისადმი, სოლიდარულია, მისი სურვილისადმი, იყოს თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენ გავხდით სტრატეგიული პარტნიორები და ერთად ვმუშაობთ საქართველოს საერთო მიზნისთვის - ეს არის ევროატლანტიკური ერების ოჯახში სრულად ინტეგრირებული, მთლიანი, თავისუფალი საქართველო - ქვეყანა, რომელიც არის მშვიდობიანი ევროპის ნაწილი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დახმარების სახით, 6 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო საქართველოსთვის; მოამზადა ათიათასობით ქართველი ჯარისკაცი და კიდევ ათასობით ადამიანი გაგზავნა შეერთებულ შტატებში, კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. სხვა მრავალ ინიციატივასთან ერთად, ჩვენ ხელი შევუწყვეთ საქართველოს ეკონომიკურ ზრდას, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ მმართველობას საქართველოში. ჩვენ ღია ვართ საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხთან მიმართებით, რომლებიც ეხება დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების გაძლიერების აუცილებლობას. დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც ჩვენ ყველამ დავინახეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, აშორებს საქართველოს გაცხადებულ მიზანს - ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მაგრამ რაც მთავარია, ასუსტებს მის დემოკრატიას. ჩვენი დახმარება მიმართულია ქართველების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ჩვენ ვუსმენთ ქართველ ხალხს, რათა შეგვეძლოს განსაზღვრა, თუ სად მიდის ჩვენი დახმარება. ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან, მაგრამ ასევე ვმუშაობთ ხალხთან, რათა მივაღწიოთ ქვეყნის ყველა კუთხემდე, დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ ხალხს მათი ოცნებების რეალიზებაში. ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას საქართველოს ხალხთან, რადგან ისინი მიისწრაფიან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ მთავრობას ამაში“, - განაცხადა Europetime-თან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენ ვუსმენთ ქართველ ხალხს, მათ სურთ ევროატლანტიკური მომავალი
ამერიკის შეერთებული შტატებს სურს, ქართველ ხალხს მათი ოცნებების რეალიზებაში დაეხმაროს. Europetime-ის შეკითხვების საპასუხოდ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ამერიკის დახმარება, რომელიც დღემდე 6 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს, მიმართულია ქართველების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. გამოცემასთან ოფიციალური კომენტარის დროს, ენტონი ბლინკენის უწყებაში აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დახმარების სახით, 6 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო საქართველოსთვის; მოამზადა ათიათასობით ქართველი ჯარისკაცი და კიდევ ათასობით ადამიანი გაგზავნა შეერთებულ შტატებში, კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. „სხვა მრავალ ინიციატივასთან ერთად, ჩვენ ხელი შევუწყვეთ საქართველოს ეკონომიკურ ზრდას, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ მმართველობას საქართველოში. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენ გავხდით სტრატეგიული პარტნიორები და ერთად ვმუშაობთ საქართველოს საერთო მიზნისთვის - ეს არის ევროატლანტიკური ერების ოჯახში სრულად ინტეგრირებული, მთლიანი, თავისუფალი საქართველო - ქვეყანა, რომელიც არის მშვიდობიანი ევროპის ნაწილი. ჩვენ ღია ვართ საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხთან მიმართებით, რომლებიც ეხება დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების გაძლიერების აუცილებლობას. დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც ჩვენ ყველამ დავინახეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, აშორებს საქართველოს გაცხადებულ მიზანს - ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მაგრამ რაც მთავარია, ასუსტებს მის დემოკრატიას. ჩვენი დახმარება მიმართულია ქართველების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ჩვენ ვუსმენთ ქართველ ხალხს, რათა შეგვეძლოს განსაზღვრა, თუ რა მიზნით უნდა გამოიყენებოდეს ჩვენი დახმარება. ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან, მაგრამ ასევე ვმუშაობთ ხალხთან, რათა მივაღწიოთ ქვეყნის ყველა კუთხემდე, დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ ხალხს მათი ოცნებების რეალიზებაში. ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას საქართველოს ხალხთან, რადგან ისინი მიისწრაფიან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ჩვენ მზად ვართ, მთავრობას ამ მიმართულებით დავეხმაროთ“, - განაცხადა Europetime-თან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
სახელმწიფო დეპარტამენტი: ქართველი ხალხი ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს თავისი ჯარი, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ უვიზო რეჟიმი
„ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ცნობისთვის,10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების გადაწყვეტლებით რუსეთი ცდილობს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს. ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, როგორც საზოგადოებამ, ასევე ევროპელმა პარტნიორებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რისთვის გადაიდგა რუსეთის მხრიდან ეს ნაბიჯი ახლა, როცა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. 2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაატაროს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად - სახელმწიფო დეპარტამენტი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ მუშაობს იმისთვის, რომ საქართველო სრულად ინტეგრირდეს ევროატლანტიკური ერების ოჯახში და იყოს მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის ნაწილი. ამის შესახებ Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა. გამოცემასთან ოფიციალური კომენტარის დროს, ენტონი ბლინკენის უწყებაში აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ მმართველობას და ამას აკეთებს ბოლო, 30 წლის განმავლობაში. სახელწმიფო დეპარტამენტში ხაზს უსვამენ, რომ შეერთებულმა შტატებმა 6 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო საქართველოსთვის დახმარების სახით. „ამერიკელი ხალხი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მის სურვილს, იყოს თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენ გავხდით სტრატეგიული პარტნიორები და ერთად ვმუშაობთ საქართველოს საერთო მიზნისთვის - ეს არის ევროატლანტიკური ერების ოჯახში სრულად ინტეგრირებული, მთლიანი, თავისუფალი საქართველო - ქვეყანა, რომელიც არის მშვიდობიანი ევროპის ნაწილი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დახმარების სახით, 6 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო საქართველოსთვის; მოამზადა ათიათასობით ქართველი ჯარისკაცი და კიდევ ათასობით ადამიანი გაგზავნა შეერთებულ შტატებში, კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. სხვა მრავალ ინიციატივასთან ერთად, ჩვენ ხელი შევუწყვეთ საქართველოს ეკონომიკურ ზრდას, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ მმართველობას საქართველოში. ჩვენ ღია ვართ საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხთან მიმართებით, რომლებიც ეხება დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების გაძლიერების აუცილებლობას. დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც ჩვენ ყველამ დავინახეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, აშორებს საქართველოს გაცხადებულ მიზანს - ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მაგრამ რაც მთავარია, ასუსტებს მის დემოკრატიას. ჩვენი დახმარება მიმართულია ქართველების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ჩვენ ვუსმენთ ქართველ ხალხს, რათა შეგვეძლოს განსაზღვრა, თუ სად მიდის ჩვენი დახმარება. ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან, მაგრამ ასევე ვმუშაობთ ხალხთან, რათა მივაღწიოთ ქვეყნის ყველა კუთხემდე, დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ ხალხს მათი ოცნებების რეალიზებაში. ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას ქართველ ხალხთან, რადგან ისინი მიისწრაფიან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ მთავრობას ამაში“, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
აშშ სომხეთსა და ზოგიერთ სხვა ევრაზიულ ქვეყანაში, მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავს - მედია
ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთსა და ზოგიერთ სხვა ევრაზიულ ქვეყანაში მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავს. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიის აშშ-ის დახმარების კოორდინატორმა, მარია ლონგიმ განაცხადა. მან ამ თემაზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სესიაზე ისაუბრა. ლონგის თქმით, პატარა მოდულური ბირთვული რეაქტორების ამერიკული ტექნოლოგიის გამოყენებით აშენებამ, შესაძლოა, უფრო დიდი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა გამოიწვიოს როგორც რუსეთისგან, ასევე - ჩინეთისგან. სხვა დეტალებზე ოფიციალურ პირს არ უსაუბრია.
აშშ მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების შესაძლო მშენებლობაზე: მივესალმებით ჩართულობას ქვეყნებთან, რომლებიც ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვიან
ახალი ბირთვული ტექნოლოგიების შესაძლო განლაგების შესახებ, აშშ აცხადებს, რომ მიესალმება ჩართულობის შესაძლებლობას იმ ქვეყნებთან, რომლებიც ენერგოდამოუკიდებლობისკენ ისწრაფვიან. ამის შესახებ Europetime-თან საუბრისას, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა იმ ფონზე, როდესაც შტატები რიგ ქვეყნებში მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავს. ვაშინგტონის შეფასებით, რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ, კიდევ უფრო გაამწვავა და გააუარესა ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით არასაიმედო გარემო და თვალსაჩინო გახადა დაუცველობა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. „პრეზიდენტმა ბაიდენმა თანამდებობის დაკავების დღიდან მკაფიოდ აჩვენა, რომ კლიმატის კრიზისის მოგვარება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრშია და რომ ხსენებული საკითხის გადაჭრის თვალსაზრისით, ბირთვული ენერგია კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ, კიდევ უფრო გაამწვავა და გააუარესა ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით არასაიმედო გარემო და თვალსაჩინო გახადა დაუცველობა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რაც გამოწვეული იყო წიაღისეულ საწვავსა და რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულებით. შეერთებული შტატები მიესალმება ჩართულობის შესაძლებლობას იმ ქვეყნებთან, რომლებიც ცდილობენ, სუფთა ენერგიის დარგში გადაწყვეტილებების მოძიებას და მოწოდებულნი არიან, მხარი დაუჭირონ აშშ-ის ახალი ბირთვული ტექნოლოგიების განლაგების შესახებ განხილვებს ბირთვული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, მათი ენერგოდამოუკიდებლობისა და კლიმატის მიზნების მხარდასაჭერად“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. აშშ სომხეთსა და ზოგიერთ სხვა ევრაზიულ ქვეყანაში, მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავს - მედია ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთსა და ზოგიერთ სხვა ევრაზიულ ქვეყანაში მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავს. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიის აშშ-ის დახმარების კოორდინატორმა, მარია ლონგიმ განაცხადა. მან ამ თემაზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სესიაზე ისაუბრა. ლონგის თქმით, პატარა მოდულური ბირთვული რეაქტორების ამერიკული ტექნოლოგიის გამოყენებით აშენებამ, შესაძლოა, უფრო დიდი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა გამოიწვიოს როგორც რუსეთისგან, ასევე - ჩინეთისგან. სხვა დეტალებზე ოფიციალურ პირს არ უსაუბრია.