თეგი: უზბეკეთი

უზბეკეთის ხელისუფლება კომპანიებს ურჩევს, სანქცირებულ რუსულ ბანკებში უცხოელ პარტნიორებთან ანგარიშსწორება არ განახორციელონ

უზბეკეთის ხელისუფლება კომპანიებს ურჩევს, უცხოელ პარტნიორებთან ანგარიშსწორება დასავლეთის სანქციების ქვეშ მყოფ რუსულ ბანკებში არ მოახდინონ. ცენტრალური ბანკის ცნობით, აუცილებელია, რომ ყველა კლიენტმა განახორციელოს ანგარიშსწორება სხვა ბანკებში, რათა თავიდან აიცილონ სახსრების არასასურველი დაბლოკვა. „ცენტრალურ ბანკს და ბანკებს დაევალათ, იმუშაონ ადგილობრივ საწარმოებთან, რათა დაადგინონ, ექვემდებარებიან თუ არა უცხოელი პარტნიორები სანქციებს და ჩამოაყალიბონ საწარმოების ინფორმირების სისტემა ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების განხორციელებამდე“, - განაცხადა მარეგულირებელმა სამთავრობო კომისიის სხდომის შემდეგ.  ასევე ცნობილია, რომ ერთი დღით ადრე უზბეკურმა ბანკმა Ipak Yuli-მ შეაჩერა საერთაშორისო გადახდები ყველა ვალუტაში, გარდა რუსული რუბლისა, ისეთი საკრედიტო ინსტიტუტებით, როგორიცაა, Sberbank, Novikombank, Promsvyazbank, VEB.RF, Tinkoff Bank და სხვა, მათ შორის არიან ინსტიტუტები აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების სიიდან. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.

უზბეკეთმა და ყაზახეთმა სარკინიგზო მიმოსვლა განაახლეს

უზბეკეთმა და ყაზახეთმა ორი წლის წინ შეწყვეტილი სარკინიგზო მიმოსვლა განაახლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უზბეკეთის რკინიგზის პრესსამსახური ავრცელებს.  15 მაისიდან სამგზავრო მატარებელი „ნუკუსი-ბეინეუ-ნუკუსის“  მიმართულებით დაიწყებს მოძრაობას. 16 მაისიდან მატარებელი „ალმათი-ტაშკენტ-ალმათის“ მიმართულებით იმოძრავებს.  ყველა მგზავრმა ყაზახეთის საზღვარზე COVID-19-ის ტესტის პასუხი უნდა წარმოადგინოს.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ყაზახეთი ტვირთების გადასაზიდათ ალტერნატიულ მარშრუეტებზე მუშაობს. ამ დრომდე ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთის ახალ საექსპორტო მარშრუტში საქართველოც მოხვდა.  „ჩვენ შევიმუშავეთ ალტერნატიული მარშრუტები და კორიდორები საექსპორტო და ტრანზიტული ტვირთებისთვის. სამინისტრომ მიიღო ოპერატიული ზომები, იმისთვის, რომ ტვირთების მოწოდების ლოგისტიკური ჯაჭვის წყვეტა აღკვეთოს“, -  განაცხადა კაირბეკ უსკენბაევმა. მისი თქმით, საექსპორტო ტვირთების ახალი მარშრუტი ლატვიის პორტებსა და ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე (TITR) იქნება ორიენტირებული.  ასევე წაიკითხეთ მედია: ყაზახეთის ახალ საექსპორტო მარშრუტში საქართველოც მოხვდა ფინეთი ჩინეთიდან საქართველოს გავლით სატვირთო მარშრუტს იწყებს  

დღეს, უზბეკეთიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ფრენა შესრულდა

დღეს, უზბეკეთიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ფრენა შესრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. Uzbekistan Airways - მა პირდაპირი რეისი ბათუმში ტაშკენტიდან განახორციელა. უზბეკ ტურისტებს ბათუმის აეროპორტში ფოლკლორ შოუთი დახვდნენ. "ტაშკენტიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს ზაფხულის სეზონის ბოლომდე გაგრძელდება, რაც რეგიონში უზბეკი ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს. დღეიდან, ბათუმის მიმართულებით ფრენებს ანახლებს ავიაკომპანია Air Astana, რომელიც პირდაპირ რეისებს ბათუმში ასტანადან შეასრულებს. ჯამში, მაისის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 250-ზე მეტი ფრენა 10-მდე ქვეყნიდან განხორციელდება, მათ შორისაა, ორი ახალი რიგისა და ტაშკენტის მიმართულება. აჭარაში პირველი კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 2019 წელთან შედარებით 49%-ითაა აღდგენილი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.  

ჩინეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი ერთობლივ სარკინიგზო პროექტს განიხილავენ

ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის რკინიგზის მშენებლობის პროექტის განხორციელების მიზნით, ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ვიდეოფორმატში გაიმართა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. ონლაინ შეხვედრას ესწრებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო კომიტეტის განვითარებისა და რეფორმების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ჟანგ ძიანგხუა, ყირგიზეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის მოადგილე ალმაზ ტურგუნბაევი და უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე აბდუსამატ მუმინოვი. შეხვედრაზე განიხილეს რკინიგზის მშენებლობის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემუშავების დაჩქარების საკითხი. კერძოდ, აზრთა გაცვლა მოხდა ამ მიმართულებით ჩინეთის მიერ წარმოდგენილ სამუშაო გეგმაზე.  

ვახტანგ გომელაური უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, აზიზბეკ იკრამოვთან შეხვედრა გამართა. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და ორმხრივი ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს. ვახტანგ გომელაურმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების შესახებ ქართული მხარის მიერ უზბეკი კოლეგებისთვის გაზიარებული გამოცდილება მათი შესაძლებლობების განვითარებისთვის ნაყოფიერი და სასარგებლო იქნება. უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისა და უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში რამდენიმე დღე გაგრძელდება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები ეწვევიან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრს, მომსახურების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას და თბილისის პოლიციის დეპარტამენტს, სადაც აღნიშნული დანაყოფების საქმიანობის სპეციფიკას გაეცნობიან.  

უზბეკეთმა ავღანეთის გავლით პაკისტანში, ტვირთების გადაზიდვა დაიწყო

უზბეკმა მძღოლებმა ავღანეთის გავლით პაკისტანში, ტვირთები პირველად გადაზიდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია უზბეკეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს. „პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკასთან სატრანსპორტო და ლოგისტიკური თანამშრომლობის განვითარების მიმდინარე პროექტებს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ეკონომიკური კავშირების გაფართოებაში, რომელიც ახალი ტემპით ვითარდება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია სატრანსპორტო დერეფნების შემდგომი დივერსიფიკაცია, რაც ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს გაზრდის“, - აცხადებენ უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროში. წინაპირობა კერძოდ, მიმდინარე წლის 26-27 მარტს ქალაქ ტერმეზში გაიმართა სატრანსპორტო საკითხებზე სამმხრივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა უზბეკეთის, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის, პაკისტანისა და უმსხვილესი სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლების მონაწილეობით. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა გადამზიდველთა საერთაშორისო ასოციაცია, ასევე სატრანსპორტო და საბაჟო უწყებები. შეხვედრაზე უზბეკეთის, ავღანეთისა და პაკისტანის ტერიტორიის გავლით საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვის პროცესში წარმოქმნილ პრობლემებსა და მათი გადაჭრის საკითხებზე კონკრეტული ღონისძიებების გეგმა განისაზღვრა.  „სამმხრივი ძალისხმევის შედეგად დღეს უზრუნველყოფილია ამ სატრანსპორტო დერეფნის სრული ფუნქციონირება, საქონლის უმოკლეს დროში მიწოდება და დანიშნულების ადგილზე უსაფრთხო ჩასვლა“, - აცხადებენ უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროში. შედეგად, უზბეკმა მძღოლებმა პირველად წარმატებით დაასრულეს ტვირთის გადაზიდვა უზბეკეთი-ავღანეთი-პაკისტანის მარშრუტზე. უზბეკმა მძღოლებმა, დაფარეს 2760 კმ მარშრუტი "ტაშკენტი - თერმეზი - მაზარი-შარიფი - ქაბული - ფეშავარი - ყარაჩი". მათ ყარაჩის პორტიდან ტაშკენტში ტვირთი ერთ კვირაში ჩაიტანეს.  

უზბეკეთმა შესაძლოა, 2025-2026 წლებში გაზის ექსპორტი შეაჩეროს

უზბეკეთმა შესაძლოა, გაზის ექსპორტზე მთლიანად უარი თქვას. ამის შესახებ „უზტრანსგაზის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ბეჰზოტ ნარმატოვმა განაცხადა. „შესაძლოა, უახლოეს მომავალში უზბეკეთში წარმოებული მთელი გაზი დარჩეს უზბეკეთში, რადგან ქიმიური ქარხნები ფართოვდება, აუცილებელია შიდა ეკონომიკის მხარდაჭერა. დიახ, იყო ექსპორტი, მაგრამ მაინც არ გვაქვს იგივე ეკონომიკური დინამიკა. სამუშაო ადგილები უნდა შევქმნათ, მაგრამ ექსპორტი სუფთა სახით - აბა, რამდენად მომგებიანია ეს ეკონომიკისთვის, როდის შეიძლება მისი დამუშავება და დამატებითი ღირებულების ჯაჭვების შექმნა?“ - განაცხადა ნარმატოვმა და დასძინა, რომ ექსპორტი შესაძლოა 2025-2026 წლებში შეჩერდეს. ამ დროისთვის უზბეკეთში წარმოებული გაზის დაახლოებით 10% ჩინეთში ექსპორტირდება.  

პროტესტის შემდეგ, უზბეკეთი ყარაყალპაკეთის ავტონომიის შეზღუდვის გეგმაზე უარს ამბობს. რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

უზბეკეთში საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების გეგმას მოსახლეობის დიდი პროტესტი მოჰყვა. პროტესტი დაპირისპირებაში გადაიზარდა. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონში შეტაკებები იყო. Deutsche Welle-ს ცნობით, ათასობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა, ზოგიერთმა დემონსტრანტმა კი, რეგიონის დედაქალაქ ნუკუსში ადგილობრივი ხელისუფლების შენობების შტურმიც კი სცადა. რეგიონის დედაქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანი მას შემდეგ გამოვიდა, რაც გამოქვეყნდა უზბეკეთის კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, რომელიც, სავარაუდოდ, რეფერენდუმზე გავა უახლოეს თვეებში. რამ გამოიწვია პროტესტი? მოქმედი კონსტიტუციით, ყარაყალპაკეთი აღწერილია, როგორც სუვერენული რესპუბლიკა უზბეკეთის შემადგენლობაში, რომელსაც აქვს რეფერენდუმის ჩატარებით გამოყოფის უფლება. მაგრამ კონსტიტუციის შემოთავაზებულ ახალ ვერსიაში აღარ იქნება ნახსენები რეგიონის სუვერენიტეტი ან გამოყოფის უფლება. თუმცა, პრეზიდენტ მირზოევის ოფისმა რეგიონში მისი ნაჩქარევი ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ შემოთავაზებული რეფორმიდან ცვლილებები მის სტატუსთან დაკავშირებით უნდა გამოირიცხოს. ყარაყალპაკეთმა თავისი სახელი მიიღო ყარაყალპაკის ხალხისგან. ისინი ახლა უმცირესობას წარმოადგენენ რეგიონში, სადაც დაახლოებით 2 მილიონი ადამიანია. შავკათ მირზიიოევის მმართველობის ყველაზე დიდი გამოწვევა დემონსტრაციებმა შავკათ მირზიიოევის მმართველობის ყველაზე დიდი გამოწვევა წამოჭრა. პრეზიდენტი შაბათს ნუკუსში გაემგზავრა და ადგილობრივ დეპუტატებთან მოლაპარაკებები გამართა. მთავრობამ რეგიონში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. „მიზეზი „მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფა, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, კანონისა და წესრიგის აღდგენაა" ტერიტორიაზე“, - დაწერა პრეზიდენტის პრესმდივანმა შერზოდ ასადოვმა Telegram-ზე. ხელისუფლებამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ტერიტორიაზე ინტერნეტზე წვდომაც შეზღუდა. კიდევ რა ცვლილებებია მოსალოდნელი კონსტიტუციაში? უზბეკეთი, სადაც დაახლოებით 35 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ცენტრალური აზიის ყველაზე დასახლებული ქვეყანაა. მათი უმრავლესობა მუსლიმია. რეგიონის სტატუსის ცვლილებების გარდა, უზბეკეთის ახალი კონსტიტუცია ასევე აღადგენს პრეზიდენტობის შვიდწლიან (არსებული ხუთის ნაცვლად) ვადას. დასავლური მედია აღნიშნავს, რომ ეს შესწორება, სავარაუდოდ, სარგებელს მოუტანს შავკათ მირზიიოევს, რომელმაც თავი რეფორმატორად მოიხსენია, მას სურს, შეცვალოს მისი წინამორბედის, ისლამ კარიმოვის პოლიტიკა. მომზადებულია „დოიჩე ველეს“ მიხედვით

შავქათ მირზიოევის თქმით, უზბეკეთში დემონსტრაციებს მსხვერპლი მოჰყვა

უზბეკეთის პრეზიდენტის შავქათ მირზიოევის განცხადებით, შუა აზიის ქვეყანაში იშვიათი საპროტესტო გამოსვლების შედეგად, მშვიდობიანი მოქალაქეები და სამართალდამცველები დაიღუპნენ. გარდა ამისა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა უზბეკეთის საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ ათასობით ადამიანი ჰოსპიტალიზირებულია. ინტერნეტში გამოქვეყნებულ განცხადებაში მირზიოევმა აღნიშნა, რომ მეამბოხეებმა განახორციელეს "დესტრუქციული მოქმედებები" ქალაქ ნუკუსში, ჩრდილო-დასავლეთ ყარაყალპაკეთში, რეგიონის დედაქალაქში, მათ შორის, ქვების სროლით, ხანძრის გაჩენით და პოლიციაზე თავდასხმით. განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული დაღუპულთა რაოდენობა. თუმცა ოპოზიციის ინფორმაციით, სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა. პროტესტის შემდეგ, უზბეკეთი ყარაყალპაკეთის ავტონომიის შეზღუდვის გეგმაზე უარს ამბობს. რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა უზბეკეთში საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების გეგმას მოსახლეობის დიდი პროტესტი მოჰყვა. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში შეტაკებები იყო.

უზბეკეთის ხელისუფლების ცნობით, ყარაყალპაკეთში საპროტესტო აქციებზე 18 ადამიანი დაიღუპა

უზბეკეთში, ყარაყალპაკეთის საპროტესტო გამოსვლებს 18 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ უზბეკეთის ხელისუფლებამ განაცხადა. ჩრდილო-დასავლეთ პროვინციის დედაქალაქ ნუკუსში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები პროვინციის ავტონომიას შეზღუდავდა და მას გამოყოფის უფლებას ართმევდა. პროტესტის შემდეგ, უზბეკეთი ყარაყალპაკეთის ავტონომიის შეზღუდვის გეგმაზე უარს ამბობს. რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 243-მდე დაშავდა, ხოლო ხელისუფლებამ 516 ადამიანი დააკავა. შავქათ მირზიოევის თქმით, უზბეკეთში დემონსტრაციებს მსხვერპლი მოჰყვა უზბეკეთში საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების გეგმას მოსახლეობის დიდი პროტესტი მოჰყვა. პროტესტი დაპირისპირებაში გადაიზარდა. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონში შეტაკებები იყო. Deutsche Welle-ს ცნობით, ათასობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა, ზოგიერთმა დემონსტრანტმა კი, რეგიონის დედაქალაქ ნუკუსში ადგილობრივი ხელისუფლების შენობების შტურმიც კი სცადა. რეგიონის დედაქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანი მას შემდეგ გამოვიდა, რაც გამოქვეყნდა უზბეკეთის კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, რომელიც, სავარაუდოდ, რეფერენდუმზე გავა უახლოეს თვეებში. მოქმედი კონსტიტუციით, ყარაყალპაკეთი აღწერილია, როგორც სუვერენული რესპუბლიკა უზბეკეთის შემადგენლობაში, რომელსაც აქვს რეფერენდუმის ჩატარებით გამოყოფის უფლება. მაგრამ კონსტიტუციის შემოთავაზებულ ახალ ვერსიაში აღარ იქნება ნახსენები რეგიონის სუვერენიტეტი ან გამოყოფის უფლება. თუმცა, პრეზიდენტ მირზოევის ოფისმა რეგიონში მისი ნაჩქარევი ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ შემოთავაზებული რეფორმიდან ცვლილებები მის სტატუსთან დაკავშირებით უნდა გამოირიცხოს.პრეზიდენტი შაბათს ნუკუსში გაემგზავრა და ადგილობრივ დეპუტატებთან მოლაპარაკებები გამართა. მთავრობამ რეგიონში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად უზბეკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის ხელმძღვანელი ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.სხვა დეტალები პრესსამსახურს არ გაუვრცელებია.

ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ტაშკენტის ისლამ კარიმოვის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობამ გაავრცელა. ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა მთავრობის მეთაურს უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი, ვიცე-პრემიერი, ინვესტიციების და საგარეო ვაჭრობის მინისტრი ჟამშიდ ხოჯაევი, უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფურკატ სიდიკოვი და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ აბდუშელიშვილი დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. უზბეკეთის რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.  

ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს აბდულა არიპოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში დაიწყო მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის სფეროში არსებულ ურთიერთობებზე. აქვე, ხაზი გაესვა უზბეკეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებული მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. საუბრისას აღინიშნა, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა საქართველოს მიმართულებით ტურისტული ნაკადები, ასევე, ეკონომიკური მიმართულებით საქართველოსა და უზბეკეთს შორის ურთიერთობები უფრო და უფრო ვითარდება. ხაზი გაესვა, რომ უზბეკეთისთვის საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო დერეფანია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნის ლოგისტიკური ცენტრის როლის გასაძლიერებლად საქართველო მონაწილეობს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობისა და რეკონსტრუქციის და შავი ზღვა – კასპიის ზღვის სატრანსპორტო მარშრუტის პროექტებში. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ 2021 წელს ორმხრივი ვაჭრობის ბრუნვა 18.5%-ით გაიზარდა და 115 000 მლნ დოლარამდე შეადგინა. აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია უზბეკეთის ბაზრებზე, მათ შორის, ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლების საექსპორტო მოცულობების შემდგომი გაზრდით. მხარეებმა იმსჯელეს ერთობლივი საწარმოების შექმნაზე. ასევე, განიხილეს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და პორტების გამოყენების შესაძლებლობა უზბეკეთისთვის, რათა მისი პროდუქცია ევროპის ბაზარზე მოხვდეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და უზბეკეთს ისტორიულად ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა აქვთ. „ჩემთვის დიდი პატივია უზბეკეთში ყოფნა. ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი და, პირველ რიგში, მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს ასეთი თბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის. ჩვენ, საქართველოს და უზბეკეთს, ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემი ვიზიტის მიზანია, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაძლიეროთ და სხვა დონეზე ავიყვანოთ. ბატონო პრემიერ-მინისტრო, გუშინ ჩვენ ვიმსჯელეთ ძალიან ბევრ საკითხზე, არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი და მე დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები. საქართველო და ქართველი ხალხი თქვენი მეგობარია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და გელით თბილისში“, – განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა. აბდულა არიპოვმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის უზბეკეთში ვიზიტი მნიშვნელოვანი მოვლენაა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებში. „ბატონო ირაკლი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ქვეყანაში, ძვირფასო მეგობრებო, სტუმრებო, გულწრფელად მოხარული ვართ, მოგესალმოთ თქვენ და ქართულ დელეგაციას სტუმართმოყვარე უზბეკეთში. უზბეკეთში თქვენ კარგად გიცნობენ როგორც გამოცდილ და ენერგიულ ლიდერს. თქვენი ხელმძღვანელობით მიიღება ეფექტიანი ზომები ეროვნული ეკონომიკის განსავითარებლად. ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია უზბეკეთში და, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა უზბეკეთ-საქართველოს ურთიერთობებში. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უზბეკეთში. გაუმარჯოს უზბეკეთისა და საქართველოს მეგობრობას“, – აღნიშნა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა.  

ილია დარჩიაშვილი: გვაქვს მოლოდინი, რომ პრემიერის ვიზიტი უზბეკეთში იქნება ახალი იმპულსის მომტანი, რაც ორივე ქვეყანას ხელშესახებ შედეგებს მოუტანს

„გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უზბეკეთში იქნება ახალი იმპულსის მომტანი, იმისთვის, რომ განვითარდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, გაძლიერდეს თანამშრომლობა და საერთო ინტერესების შესაბამისად ორმა ქვეყანამ მიიღოს კონკრეტული ხელშესახები შედეგები“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უზბეკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დაიგეგმა ძალიან ფართო სპექტრი აქტივობების და იმ მიმართულებების, რომელი მიმართულებებითაც ქვეყნებმა მომავალში უნდა ითანამშრომლონ. ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა „დღეს გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში. ვიზიტი გამოირჩევა თავისი მნიშვნელობით, რადგან საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტია. შესაბამისად, განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები, დაიგეგმა ძალიან ფართო სპექტრი აქტივობების და იმ მიმართულებების, რომელი მიმართულებებითაც ქვეყნებმა მომავალში უნდა ითანამშრომლონ. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უზბეკეთში იქნება ახალი იმპულსის მომტანი, იმისთვის, რომ განვითარდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, გაძლიერდეს თანამშრომლობა და საერთო ინტერესების შესაბამისად ორმა ქვეყანამ მიიღოს კონკრეტული ხელშესახები შედეგები“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.  

ილია დარჩიაშვილი უზბეკ კოლეგას შეხვდა

უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ვლადიმირ ნოროვს შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხთა ფართო სპექტრი, მიესალმნენ საქართველოსა უზბეკეთს შორის არსებული თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას და აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის მიმდინარე პოლიტიკური კონსულტაციები ქმნის ურთიერთობების სხვადასხვა სფეროში განვითარების კარგ საფუძველს. ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაძლიერების მაღალ პოტენციალს ეკონომიკისა და ტურიზმის მიმართულებით. დიპლომატებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და უზბეკეთის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ ნაყოფიერ ურთიერთობებზეც. „საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას მადლობა გადაუხადა СOVID19-ის პანდემიის საწყის ეტაპზე საქართველოსთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის განვითარებას მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ხაზგასმით აღინიშნა რომ არსებობს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და გაფართოების მზაობა და პოტენციალი. მხარეებმა ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის 2022-2024 წლებისთვის თანამშრომლობის პროგრამას. ილია დარჩიაშვილმა კოლეგა ვიზიტით საქართველოში მოიწვია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობებს განიხილავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში დაიწყო მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ უზბეკ კოლეგასთან შეხვედრაზე ორმხრივ დღის წესრიგსა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობებს განიხილავს. „იწყება ჩემი ოფიციალური ვიზიტი ტაშკენტში და მოხარული ვარ, რომ უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს აბდულა არიპოვს ვხვდები. შეხვედრაზე ორმხრივ დღის წესრიგსა და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობებს განვიხილავთ ყველა მიმართულებით”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ცნობისთვის, მთავრობის მეთაურს უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი, ვიცე-პრემიერი, ინვესტიციების და საგარეო ვაჭრობის მინისტრი ჟამშიდ ხოჯაევი, უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფურკატ სიდიკოვი და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ აბდუშელიშვილი დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. უზბეკეთის რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით არსებული პოტენციალი და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და უზბეკეთის პრეზიდენტის შავკატ მირზიოევის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მიიწვია. ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში დაიწყო მთავრობის მეთაურის თქმით, მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო უზბეკეთს არა მხოლოდ მნიშვნელოვან და სანდო პარტნიორად, არამედ მეგობრადაც განიხილავს. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკისა და სხვადასხვა სფეროში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას და ხაზი გაესვა ორმხრივი ვაჭრობის ბრუნვის პოზიტიურ დინამიკას. გამოითქვა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა. ირაკლი ღარიბაშვილმა შავკატ მირზიოევს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ცნობისთვის, მთავრობის მეთაურს უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი, ვიცე-პრემიერი, ინვესტიციების და საგარეო ვაჭრობის მინისტრი ჟამშიდ ხოჯაევი, უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფურკატ სიდიკოვი და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ აბდუშელიშვილი დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. უზბეკეთის რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.  

ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის შემდეგ, თურქმენეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, თურქმენეთში გაემგზავრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილი თურქმენეთში უზბეკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის შემდეგ გაემგზავრა. აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაურს თურქმენეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მუჰამეთგელდი სერდაროვი და საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თურქმენეთში ავთანდილ ნაფეტვარიძე დახვდნენ.  

უზბეკეთი საქართველოს პორტებით ევროპაში ექსპორტის პერსპექტივებს განიხილავს

უზბეკეთი საქართველოს პორტებით ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობას განიხილავს. დღეს ეს და სხვა საკითხები ტაშკენტში საქართველოს მთავრობის დელეგაციის ვიზიტისას განიხილეს.  ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა უზბეკეთმა კოლეგამ აბდულა არიპოვმა ტაშკენტში პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში მათი კაბინეტის წევრების მონაწილეობით მოლაპარაკებები გამართეს. ძირითადი ყურადღება ორი ქვეყნის ურთიერთობებს ეკონომიკურ სფეროში დაეთმო. „მხარეებმა ევროპულ ბაზარზე უზბეკეთის პროდუქციის ექსპორტისთვის, საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და პორტების გამოყენების შესაძლებლობა განიხილეს“, - აცხადებენ საქართველოს მთავრობის პრესსამსახურში. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო უზბეკეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანია. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მონაწილეობს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებში, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, შავი ზღვა-კასპიის ზღვის მარშრუტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა და რეკონსტრუქცია. თბილისსა და ტაშკენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ორმხრივ შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია უზბეკეთის ბაზრებზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტის მოცულობა გაზარდოს.მხარეებმა ერთობლივი საწარმოების შექმნაზე ისაუბრეს. საქართველოსა და უზბეკეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმია. ქვეყნებს შორის ვაჭრობა 2021 წელს 18,5 პროცენტით გაიზარდა და $115 მილიონი შეადგინა. უზბეკეთი საქართველოს ამარაგებს ძირითადად სამრეწველო საქონლით, ქიმიური პროდუქტებით, სასმელებით, მანქანებითა და სატრანსპორტო ტექნიკით. საქართველო, უზბეკეთში ფარმაცევტული პროდუქციის, სატრანსპორტო ტექნიკის, საკვები პროდუქტებისა და სხვა სახის იმპორტს ახორციელებს.  

შუა დერეფანთან მიმართებით უზბეკეთისა და თურქმენეთის ინტერესი იზრდება. რას მიიღებს საქართველო

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წარმომადგენლების უზბეკეთსა და თურქმენეთში ვიზიტისას მთავარ თემად ტვირთების გადაზიდვისა და ტრანზიტის საკითხები გამოიკვეთა. ირაკლი ღარიბაშვილისა და აბდულა არიპოვის შეხვედრისას, უზბეკეთის პრემიერმა საქართველოს პორტებით, ევროპაში ტვირთების ტრანსპორტირების ინტერესი ღიად გამოხატა. თურქმენეთის პრეზიდენტის სერდარ ბერდიმუჰამედოვისა და საქართველოს პრემიერის შეხვედრისას მთავარი განსახილველი საკითხები აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვა და კასპიისა და შავი ზღვების სატრანზიტო გზების უსაფრთხოება იყო. უზბეკეთი საქართველოს პორტებით ევროპაში ექსპორტის პერსპექტივებს განიხილავს „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის”დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი Europetime-თან აცხადებს, რომ შუა დერეფანთან მიმართებით უზბეკეთსა და თურქმენეთში წამოჭრილი საკითხები საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წარმომადგენლები უზბეკეთსა და თურქმენეთში ჩავიდნენ. საგულისხმოა, რომ საუბარი ამ ქვეყნებთან აქცენტირებულად მიმდინარეობს ტვირთების მოზიდვასთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება უზბეკეთთან შეხვედრის შედეგებს, აქ შეიძლება გამოიყოს ის გარემოება, რომ დაფიქსირდა კონკრეტული ტვირთვის მოცულობით მოზიდვის პერსპექტივა. უკვე მხარეებს შორის შეთანხმებაც გაფორმდა. საუბარია ქიმიური ტვირთების ბათუმის ნავსადგურის გავლით მოზიდვის შესაძლებლობაზე. კერძოდ,  წელიწადში 400 ათასი ტონა ქიმიური ტვირთების მოზიდვის პერსპექტივა გაჩნდა. შედეგად, ბათუმის ნავსადგური გარკვეულწილად მშრალი ტვირთების მიმართულებით დაიტვირთება“, - აცხადებს ცაგარეიშვილი. საქართველოსა და უზბეკეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმია. ქვეყნებს შორის ვაჭრობა 2021 წელს 18,5 პროცენტით გაიზარდა და $115 მილიონი შეადგინა. უზბეკეთი საქართველოს ამარაგებს ძირითადად სამრეწველო საქონლით, ქიმიური პროდუქტებით, სასმელებით, მანქანებითა და სატრანსპორტო ტექნიკით. საქართველო, უზბეკეთში ფარმაცევტული პროდუქციის, სატრანსპორტო ტექნიკის, საკვები პროდუქტებისა და სხვა სახის იმპორტს ახორციელებს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, თურქმენეთის პრეზიდენტის სერდარ ბერდიმუჰამედოვისა და საქართველოს პრემიერის შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონულ სატრანსპორტო პროექტებსა და მათ შემდგომ განვითარებას. ითქვა, რომ აღნიშნული სტრატეგიული პროექტების განხორციელება გაზრდის აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას კასპიისა და შავი ზღვების გავლით, რითიც გაფართოვდება სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები და ხელს შეუწყობს რეგიონთაშორისი კავშირების განვითარებას. ლევან დავითაშვილი: თურქმენეთი დაინტერესებულია საქართველოს დერეფნის გამოყენებით, ეს არის დამატებითი ტვირთბრუნვის გაზრდის შესაძლებლობა „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი Europetime-თან აცხადებს, რომ თურქმენეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნავთობპროდუქტების ექსპორტი, რადგან რუსეთის გავლით, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, „ვოლგა-დონის“ არხით, ტრანზიტი გართულდა. „წინ ვუსწრებ სიტუაციას და ვვარაუდობ, რომ თურქმენეთში, საუბარი იქნებოდა თურქმენული ნავთობპროდუქტების საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გადმორთვაზე. ამას შემთხვევით არ ვამბობ, რადგან აქ საუბარია „ვოლგა- დონის“ არხიდან ნავთობპროდუქტების გადმორთვის პერსპექტივაზე. აქ მნიშვნელოვანი მოცულობებია და დაახლოებით წელიწადში 3 მილიონი ტვირთის მოზიდვის პერსპექტივა არსებობს. დღესდღეობით, თურქმენული ნავთობპროდუქტები „ვოლგა-დონის“ არხით გადის ევროპის სხვადასხვა მიმართულებით. რუსეთ-უკრაინის ომი და ფართომასშტაბიანი დაპირისპირება წარმოუდგენელს ხდის ამ მარშრუტით ტვირთების გადაზიდვებს. ეს ტვირთი ალბათ შუა დერეფნის თვალსაწიერში მოექცევა. ვფიქრობ საქართველოსა და თურქმენეთს შორის აუცილებლად იქნება საუბარი ამ საკითხზე. დამატებითი ტვირთების მოზიდვის პერსპექტივა, ალბათ თურქმენეთის მხრიდანაც გამოჩნდება“, - აცხადებს ცაგარეიშვილი. საქართველოს თურქმენეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ორმხრივი შეთანხმება აქვს გაფორმებული. საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს ექსპორტიორი ქვეყნების ათეულში თურქმენეთი ვერ მოხვდა. იმპორტიორთა ათეულში კი ეს ქვეყანა მეცხრე ადგილზეა. 2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში თურქმენეთიდან $628.3 მილიონის პროდუქცია იმპორტირდა. ზრდამ 183.3% შეადგინა. „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარების გამო, უზბეკეთისა და თურქმენეთის ინტერესი საქართველოსთან მიმართებით კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა ამ გარემოებისა და ორ ქვეყანაში ვიზიტის ფონზე, სახელშეკრულებო არეალის მიღმა არ უნდა დარჩეს ყაზახეთი. „მიმაჩნია, რომ ყაზახეთი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტვირთების გენერირების თვალსაზრისით. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსკასპიური მარშრუტის მხოლოდ 7% გადის. დანარჩენი ნაწილი მოქცეულია ყაზახეთში, უზბეკეთში, თურქმენეთში, აზერბაიჯანში, კასპიის ზღვაზე, შავ ზღვაზე და ა.შ. პრობლემების გორგალი, არა საქართველოს მონაკვეთზე, არამედ სხვა ქვეყნებშია. კერძოდ, ყაზახეთის ტერიტორიაზე. ყაზახეთს უხდება როგორც ტვირთების გენერირება ასევე გემების მობილიზება თავის ნავსადგურებში. აქტაუს პორტში ხდება ასევე ვაგონების შეგროვება, რომ ეს ტვირთნაკადი ამ მიმართულებაზე გადმორთონ“. ცაგარეიშვილი ფიქრობს, რომ ეს შანსი საქართველომ უნდა გამოიყენოს და ყაზახეთიდან ტვირთების მოსაზიდად ქმედითი ნაბიჯები გადადგას. „ყაზახეთსა და რუსეთს შორის მთლიანად გაწყდა სატრანსპორტო კომუნიკაცია. ყაზახეთი რუსეთის ვერცერთ ნავსადგურს ვერ იყენებს, რადგან ეს ნავსადგურები სანქცირებულია. თავის მხრივ, ყაზახეთის მიზანი იყო, ბალტიის ქვეყნების ნავსადგურებში გაეშვა ქვანახშირი და ქიმური ტვირთები, ლითონკონსტრუქციები და ა.შ. რაც მის საექსპორტო პოტენციალს წარმოადგენს, მაგრამ აქაც პრობლემა აქვს. ამ პორტებთან ტვირთებს ვერ უშვებს, რადგან რუსეთის ტერიტორია უნდა გაიარონ და რუსეთი უარს ეუბნება ბალტიის ქვეყნებში ტრანსპორტირებაზე, რადგანაც ყაზახეთმა ცალსახად უარი თქვა რუსეთის პორტების გამოყენებაზე. შედეგად, ყაზახეთის ტვირთების მნიშვნელოვანი ნაკადი - ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ქიმიური ტვირთები, ქვანახშირი, საკონტეინერო ნაკადი, რომელიც ყველაზე ძვირად ღირებული ტვირთია, დღესდღეობით არის მომიზნული, რომ საქართველოს მიმართულებით წამოვიდეს. ყაზახეთის ინფრასტრუქტურა არ არის მზად, რადგან ნავთობი მილსადენიით ექსპორტირდებოდა და ახლა პორტებში უნდა დაბრუნდეს. ადაპტირების ეს შესაძლებლობა ჯერჯერობით სირთულეებს წარმოადგენს“, - აცხადებს ცაგარეიშვილი. საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა იზრდება

თურქმენეთში ბუნებრივი აირის მოპოვება ახალი ჭაბურღილიდან დაიწყეს

თურქმენეთში ბუნებრივი აირის მოპოვება მარის ველაიათში ახალი ჭაბურღილიდან დაიწყეს.  პირველად ბუნებრივი აირის მოპოვება „სერეპლის“ საბადოდან განხორციელდა, რომლის მშენებლობაც მარის ველაიათის სამხრეთით დასრულდა.   ჭაბურღილიდან მიღებული ბუნებრივი აირი არ შეიცავს წყალბადის სულფიდს და „სუფთაა“. ჭაბურღილიდან ყოველდღიურად 695 000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იწარმოება. თურქმენეთმა, რომელიც მსოფლიოში მე-4 ადგილზეა ბუნებრივი აირის მარაგების მიხედვით, 2021 წელს დაახლოებით 83 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აწარმოა.  

უზბეკეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი ინვესტიციების, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ

უზბეკეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი ინვესტიციების, ინოვაციების, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ. ამის შესახებ უზბეკეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა შერზოდ ასადოვმა განაცხადა. მისი თქმით, უზბეკეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და ტრანსპორტის სამინისტროების ხელმძღვანელები 2022 წლის 2 აგვისტოს დაგეგმილი შეხვედრის ფარგლებში რეგიონთაშორისი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხებს განიხილავენ. „ეს არის თანამშრომლობის სრულიად ახალი მექანიზმი“, - აღნიშნა ასადოვმა. აზერბაიჯანის, უზბეკეთის და თურქეთის საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრა ტაშკენტში 2022 წლის 2 აგვისტოს გაიმართება. უზბეკეთის მხარეს წარმოადგენენ საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ნოროვი, ვიცე-პრემიერი, ინვესტიციების და საგარეო ვაჭრობის მინისტრი ჯამშიდ ჰოჯაევი და ტრანსპორტის მინისტრი ილჰომ მაჰკამოვი. აზერბაიჯანს, სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი და მთავრობის ეკონომიკური დარგების მინისტრები წარადგენენ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ 27 ივლისს განაცხადა, რომ აგვისტოს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაემგზავრება თურქეთ-აზერბაიჯან-უზბეკეთის საგარეო საქმეთა, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მინისტრების სამმხრივ შეხვედრაზე დასასწრებად.  

უზბეკეთი ახალი მულტიმოდალური დერეფნის - „თურქეთი-კავკასია-ცენტრალური აზია- სამხრეთ აზია“ ფორმირების საკითხს განიხილავს

უზბეკეთი აზერბაიჯანის მონაწილეობით, ახალი სატრანსპორტო დერეფნის შექმნის ინიციატივით გამოდის. უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის ილჰომ მახკამოვის განცხადებით, უნდა მოხდეს ახალი მულტიმოდალური დერეფნის „თურქეთი-კავკასია-ცენტრალური აზია-სამხრეთ აზია“ ფორმირება, რომელიც ავღანეთზეც გაივლის. ამის შესახებ, მან დღეს ტაშკენტში აზერბაიჯანის, უზბეკეთისა და თურქეთის საგარეო, ეკონომიკისა და ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა. ჩინეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი ერთობლივ სარკინიგზო პროექტს განიხილავენ უზბეკეთი საქართველოს პორტებით ევროპაში ექსპორტის პერსპექტივებს განიხილავს ილჰომ მახკამოვის თქმით, მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში სამხრეთ აზიის ქვეყნების უკიდურესად მაღალი პოტენციალის გათვალისწინებით, აუცილებელია ერთობლივი ძალისხმევა, რომ სამხრეთ აზიის ქვეყნებთან ტვირთების გადაზიდვის პროცესი დაჩქარდეს. უზბეკეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი ინვესტიციების, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ შუა დერეფანთან მიმართებით უზბეკეთისა და თურქმენეთის ინტერესი იზრდება. რას მიიღებს საქართველო „ამ დროისთვის არის შესაძლებლობა, რომ ტვირთები ავღანეთისა და პაკისტანის გავლით გადავიტანოთ. ამ გზას ჩვენი სახმელეთო გადამზიდავები უკვე ტესტავენ და ავღანეთის გავლით, პირველი ტვირთების გადატანა უკვე განხორციელდა“, - განაცხადა ილჰომ მახკამოვმა.

შუა დერეფნის მოთამაშე ქვეყნები, მათ შორის საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი სარკინიგზო გადაზიდვების ტარიფს ამცირებენ - უზბეკეთი

უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, საქართველოს, თურქეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთის რკინიგზებმა საკონტეინერო ბლოკ-მატარებლების მიერ სატვირთო გადაზიდვებზე ტარიფების 70%-ით შემცირების გეგმა წარმოადგინეს.  ამასთან, უწყებაში აღნიშნეს, რომ უზბეკეთი წარმატებულად იყენებს „ბაქო-თბილისი-ყარსის“ სარკინიგზო მარშრუტსა და „ალიატის“ საზღვაო პორტს.  „ამჟამად ჩვენ ვხედავთ აზერბაიჯანის გავლით სატრანზიტო დერეფნის გასწვრივ ტვირთების გადაზიდვის ეტაპობრივ ზრდას. ქვეყნის სატვირთო გადამზიდველები ზრდიან ტვირთის გადაადგილებას უშუალოდ კასპიის ზღვის გავლით. ამასთან ჩვენ ვგეგმავთ იმ სახელმწიფოებთან, რომლებზეც ეს დერეფანი გადის, ურთიერთობისთვის ხელსაყრელი პირობები შევქმნათ", - ნათქვამია უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში.   შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ივნისში უზბეკეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელი მოეწერა სამთავრობათაშორისო შეთანხმებას საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის შესახებ, რომლის მეშვეობითაც საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვის ორგანიზების პრაქტიკა „ნებართვის ფორმების“ საფუძველზე დაინერგა. ასევე შეიქმნა საერთაშორისო გადაზიდვების შერეული კომისია.  უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით,  „სანებართვო სისტემა“ ხელს შეუწყობს საქონლის გადაადგილების სტატისტიკის ფორმირებას, რათა სატრანსპორტო დერეფნების განვითარებისთვის შესაბამისი ანალიზი მომზადდეს.  

საუდის არაბეთი უზბეკეთში მსოფლიოში უდიდეს ქარის ელექტროსადგურს ააშენებს

უზბეკეთმა და საუდის არაბეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც საუდის არაბეთის კომპანია ACWA Power-ი ყარაყალპაკის რესპუბლიკაში 1,5 გვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს ააშენებს. ამის შესახებ ინფორმაციას უზბეკეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. შეთანხმება უზბეკეთის პრეზიდენტის შავქათ მირზიოევის საუდის არაბეთში ვიზიტისას გაფორმდა.  მედიის ცნობით, ეს იქნება უმსხვილესი ქარის ელექტროსადგური არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში. დაგეგმილია, რომ ქარის ელექტროსადგურის სიმძლავრე შეძლებს ელექტროენერგიით უზრუნველყოს 1,65 მილიონი ოჯახი და მოახდონოს წელიწადში 2,4 მილიონი ტონა ნახშირბადის გამონაბოლქვის კომპენსაცია.  ამასთან, საუდის არაბეთი უზბეკეთის ენერგეტიკაში მომდევნო 5 წლის განმავლობაში $10 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს.  საერთო ჯამში, მხარეებმა 12 მილიარდი დოლარის ღირებულების სამ ძირითად ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. დღეისათვის უზბეკეთში საუდის არაბეთის პარტნიორებთან ერთად არაერთი ენერგეტიკული პროექტი ხორციელდება.  

უზბეკეთი იმპორტირებული ნავთობის გადამუშავებაზე უარს ამბობს

უზბეკეთი იმპორტირებული ნავთობის გადამუშავებაზე უარის თქმას გეგმავს და მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულზე კონცენტრირდება. ამის შესახებ უზბეკეთის ნავთობისა და გაზის კომპანია Sanoat Energetika Guruhi (SEG) პრესსამსახურში განაცხადეს. შუა დერეფანთან მიმართებით უზბეკეთისა და თურქმენეთის ინტერესი იზრდება. რას მიიღებს საქართველო კომპანიის მონაცემებით, ფერგანას ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში უზბეკური ნავთობის წილი, ახლა თითქმის 90 პროცენტს აღწევს. თუ 2020 წლის 7 თვის განმავლობაში უცხოური ნავთობის იმპორტი 37 პროცენტი იყო, 2021 წლის ანალოგიური პერიოდისთვი უკვე 24 პროცენტია, ხოლო მიმდინარე წლის 7 თვის შემდეგ, იმპორტირებული ნავთობის წილი FOR-ის გადამუშავების სტრუქტურაში 4 პროცენტს აღემატება. უცხოური ნავთობის იმპორტის შემცირების ფონზე, უზბეკეთში წარმოებული ნავთობის მოცულობა იზრდება. SEG-ის აღმასრულებელი დირექტორის, ტულკინ იუსუპოვის თქმით, ადგილობრივი ნედლეულის მოპოვებისა და გადამუშავების გაზრდა მნიშვნელოვან როლს თამაშობს უზბეკეთის ეკონომიკის განვითარებაში. „ადრე FNPZ ძირითადად ყირგიზეთიდან და ყაზახეთიდან შემოტანილ ზეთს ამუშავებდა. ახლა ჩვენ ვამუშავებთ ნავთობს, რომელიც წარმოებულია ჩვენი ქვეყნის რეგიონებში: მუბარეკში, კარსა და ანდიჯანში. ჩვენი გეგმები მოიცავს საწარმოს დატვირთვის მნიშვნელოვან ზრდას. მომავალი წლის ბოლომდე ვგეგმავთ 2 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავებას“, - აღნიშნა ტულკინ იუსუპოვმა. სამომავლოდ, FOR იმპორტირებული ნავთობის გადამუშავების შემცირებას 0 პროცენტამდე გეგმავს და მთელ ყურადღებას უზბეკეთში წარმოებული ნავთობის გადამუშავებაზე გაამახვილებს. Sanoat Energetika Guruhi (SEG) 2019 წლის ბოლოს Jizzakh Petroleum-ის ბაზაზე დაფუძნდა და უზბეკეთში 103 საბადოს ფლობს. SEG-ს აკონტროლებს ნავთობის წარმოების დაახლოებით 80 პროცენტსა და გაზის დადასტურებული მარაგების დაახლოებით 22 პროცენტს.  

ყირგიზეთის და ტაჯიკეთის მესაზღვრეებს შორის შეტაკება მოხდა

ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე დღეს, მესაზღვრეებს შორის შეტაკება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველმა, ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის სასაზღვრო სამსახურმა გაავრცელა. ინციდენტი ყირგიზეთის ბატკენის რეგიონის, ბულაკ-ბაშის რაიონში მოხდა. მხარეები, მომხდარ ინციდენტში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ამის შესახებ სააგენტო „ფერგანა“ წერს.  რაც შეეხება ორივე მხრიდან დაშავებულებსა და დაჭრილებს, ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. იმავდროულად, Asia-Plus-ის Telegram არხი ვორუხ ჯამოათის საავადმყოფოს თანამშრომლებზე დაყრდნობით, ერთი ტაჯიკი მესაზღვრის გარდაცვალებას იტყობინება. 5 მედია გამოცემა კი წერს, რომ  მესაზღვრე დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის საზღვრის სიგრძე 976 კმ-ია, საიდანაც მხოლოდ 600 კმ-ია შემოსაზღვრული. სასაზღვრო ზონის მოსახლეობას შორის, სადავო ტერიტორიების გამო კონფლიქქები ზშირად ხდება.  ერთ-ერთი ასეთი კონფლიქტი, რომელიც გასული წლის 28 აპრილს დაიწყო, შეიარაღებულ შეტაკებაში გადაიზარდა, რომელშიც ორი ქვეყნის მესაზღვრეები მონაწილეობდნენ. ყირგიზეთის მხარეს ოთხდღიანი დაპირისპირების დროს 189 ადამიანი დაშავდა, 36 დაიღუპა. ტაჯიკეთიდან შეტაკებას ემსხვერპლა 19 მოქალაქე, დაშავდა 87. ბოლო თვეების განმავლობაში, საზღვრის არამარკირებულ მონაკვეთებზე რეგულარულად იმართება შეტაკებები ორი ქვეყნის მესაზღვრეებს შორის, სადაც მხარეები ერთმანეთს კონფლიქტების დაწყებაში ადანაშაულებენ.  

ჩინეთი და უზბეკეთი რკინიგზის მშენებლობაზე შეთანხმდნენ

ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის რკინიგზის მშენებლობის დაწყების ისტორიული შეთანხმება შედგა. უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სამარყანდში გაფართოებულ ფორმატში მოლაპარაკებები გამართეს, იუწყება უზბეკეთის პრეზიდენტის პრესსამსახური. ლიდერებმა განიხილეს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის უზბეკეთ-ჩინეთის ურთიერთობების გაძლიერების შემდგომი გზები. მხარეებმა აღნიშნეს, რომ გასულ წელს სავაჭრო ბრუნვამ რეკორდულ მაჩვენებელს $8 მილიარდს მიაღწია, მიმდინარე წლის დასაწყისიდან კი 30 პროცენტზე მეტით გაიზარდა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უზბეკეთის ეკონომიკაში ინვესტიციების მოცულობამ $10 მილიარდს გადააჭარბა.  ღონისძიების შედეგად ხელი მოეწერა ხელშეკრულებებს სავაჭრო, ეკონომიკური, საინვესტიციო, ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში პრიორიტეტული პროექტების განხორციელებაზე, საერთო ჯამში ინვესტიციის მოცულობაა $15 მილიარდი.  მოლაპარაკებების დასასრულს სი ძინპინმა მირზიოევი ჩინეთში საპასუხო ვიზიტით მიიწვია. მირზიოევმა სი ძინპინგი უზბეკეთის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი - „ოლი დარაჟალი დუსტლიკის“ ორდენით დააჯილდოვა.  

რა გავლენა ექნება ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის სარკინიგზო პროექტს შუა დერეფანზე და რა სარგებელს მიიღებს საქართველო

„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის ფარგლებში, ჩინეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი ქვეყნების დამაკავშირებელ სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე შეთანხმდნენ. პროექტის ღირებულება $15 მილიარდია. ყირგიზეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი სარკინიგზო დერეფანი „ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთი“, სამხრეთით, ევრაზიის საკონტინენტო ხიდის შემადგენელი ნაწილი გახდება და სამხრეთ-აღმოსავლეთის, დასავლეთ აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას გახსნის. ექსპერტების შეფასებით, ეს მარშრუტი უზრუნველყოფს ტვირთების გადატანას ჩინეთიდან ყირგიზეთში, ასევე ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, მათ შორის თურქეთში, შემდეგ კი ევროკავშირის ბაზარზე. რა გავლენა ექნება „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის გადაწყვეტილებებს და ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის სარკინიგზო პროექტს შუა დერეფანზე და რას მიიღებს საქართველო? Europetime-თან „პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის" დამფუძნებელი დავით გოჩავა ამბობს, რომ „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე მიღებულ რამდენიმე გადაწყვეტილებას საქართველოზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება. „მაგალითად, მნიშვნელოვანია ცნობა იმის შესახებ, რომ ამ შეხვედრაზე გაფორმდა ყირგიზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სარკინიგზო ხაზის „ჩინეთი - ყირგიზეთი - უზბეკეთი“ მშენებლობის პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? შედეგად გაჩნდება ჩინეთთან სატრანსპორტო მიმოსვლის დამყარების კიდევ ერთი გზა, მოიმატებს ტვირთების რაოდენობა საქართველოს ტერიტორიის გავლით და ა.შ. საქართველოს გავლით იმიტომ, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის ჩვენი ქვეყნის საზღვაო პორტები წარმოადგენს ევროპის მიმართულებით ზღვაში გასვლის ერთადერთ საშუალებას“- აცხადებს გოჩავა. „ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის“ $15 მილიარდიანი სარკინიგზო პროექტის განხორციელების შემთხვევაში საქართველო დამატებით სარგებელს მიიღებს და შესაძლოა „აბრეშუმის გზაზე“ მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს. „ჩინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, პაკისტანი, უზბეკეთი, ავღანეთი, მონღოლეთი, აზერბაიჯანი, დავამატებ თურქმენეთს და საქართველოს და მივიღებ პროგრამას CAREC (Central Asia Regional Economic Corridor - „ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური დერეფანი“), ანუ „აბრეშუმის გზის“ ერთ-ერთ ცენტრალურ ღერძს. ამიტომ ჩემთვის „სამარყანდის დეკლარაციის“ და კიდევ 20 ოფიციალური დოკუმენტის მიღებაზე უფრო მნიშვნელოვანია, სარკინიგზო ხაზის „ჩინეთი - ყირგიზეთი - უზბეკეთი“ მშენებლობის პროექტი“, - მიიჩნევს გოჩავა. ამასთან, „პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის" დამფუძნებელი ამბობს, რომ „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ საქმიანობასა და გადაწყვეტილებებს რეგიონის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის” წევრები არიან: ჩინეთი, ინდოეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, პაკისტანი და უზბეკეთი, მათ ირანიც დაემატა. დამკვირვებლები არიან: ავღანეთი, ბელარუსი და მონღოლეთი, ხოლო „დიალოგის პარტნიორები“ - აზერბაიჯანი, სომხეთი, კამბოჯა, ნეპალი, შრი-ლანკა და თურქეთი. ფაქტობრივად ეს ის ქვეყნები არიან, რომლებმაც უარი თქვეს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ეკონომიკურ ომში მონაწილეობის მიღებაზე. მათ შორის არაა ერთიანობა ყველა საკითხთან დაკავშირებით, როგორიც არის მაგალითად გერმანიაში, შეერთებული შტატების „რამშტეინის“ ბაზაზე უკრაინის მხარდამჭერთა შეხვედრაზე. საკმარისია გავიხსენოთ დაძაბული ურთიერთობა ინდოეთსა და ჩინეთს, ინდოეთსა და პაკისტანს შორის. მაგრამ ეს ის ქვეყნებია, რომელთა ეკონომიკური კეთილდღეობა დიდწილად დამოკიდებულია დასავლეთთან მათ ურთიერთობაზე. ჩვენთვის რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ორგანიზაციას? - პირდაპირი! “ „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის გახსნამდე ერთი დღით ადრე, ცნობილი გახდა, რომ ორგანიზაციას სრულუფლებიანი წევრის სტატუსით ირანი შეუერთდა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა განაცხადა, რომ სამარყანდში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს და ირანი „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სრულუფლებიანი წევრი გახდა.  „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანებით, ირანი ერთ-ერთი ცენტრალური ქვეყანა ხდება „აბრეშუმის გზის“ მარშრუტზე“, - აცხადებს გოჩავა.  „ირანს სურს შავი ზღვის პორტებთან დაკავშირება სომხეთის გამოყენებით. ირანი, სომხეთი, საქართველო, შავი ზღვის პორტები - ამ მარშრუტის ამოქმედებთ, ჩვენ ყველა ვარიანტში სარგებელს მივიღებთ. საქართველოსთვის სატვირთო გადაზიდვებისთვის კიდევ ერთი მიმართულება იხსნება“. გოჩავას შეფასებით, დღეს საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესებზე პოზიციას არ აფიქსირებს. „დღეს ჩუმად ვართ, მაგრამ დღეს იქნება თუ ხვალ საქართველო რეალური და მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება აბრეშუმის გზაზე. სხვა ვარიანტია ირანი თურქეთს დაუკავშირდეს. ამ შემთხვევაში ტვირთები ბორნებით უნდა გადაიზიდოს, რაც მომგებიანი არ არის და გადაზიდვებს აძვირებს. ერთადერთი მომგებიანი გზა არის სახმელეთო გზა შავი ზღვის პორტებისკენ. შუა დერეფანი არის განვითარების პროცესში, აქვს პერსპექტივა და ამ დერეფნის ძირითადი „მოთამაშე“ ქვეყნები გააკეთებენ ყველაფერს, ამ გზის ეფექტურად ფუნქციონირებისთვის“, - აცხადებს გოჩავა. ამავე თემაზე წაიკითხეთ:  შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი სამარყანდში - ვინ მონაწილეობს და რა მიზნები აქვთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე: ბოლო პერიოდში, უზბეკეთის ტვირთი საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში თითქმის გაორმაგდა

"უზბეკეთი დაინტერესებულია საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის უფრო აქტიური გამოყენებით. ბოლო პერიოდში, უზბეკეთის ტვირთი საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში თითქმის გაორმაგდა", - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გურამ გურამიშვილი უზბეკეთის წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც სატრანსპორტო - ლოგისტიკური სექტორის საჯარო და კერძო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები იყვნენ. „უზბეკეთი დაინტერესებულია საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის უფრო აქტიური გამოყენებით. ბოლო პერიოდში უზბეკეთის ტვირთი საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში თითქმის გაორმაგდა. ჩვენ უზბეკ პარტნიორებს მივაწოდეთ ინფორმაცია დერეფანში არსებული სატრანზიტო ტარიფებისა და საპორტო მოსაკრებლების შესახებ, ასევე გავაცანით საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, აგრეთვე სამომავლო პროექტები,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა. ცნობისთვის, ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის დელეგაცია ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებს, ასევე ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას ეწვევა და მათ საქმიანობას გაეცნობა.  

უზბეკეთის შემდეგ, თავის მოქალაქეებს უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლა ყაზახეთმა და ყირგიზეთმაც აუკრძალეს

ყაზახეთი და ყირგიზეთი, რომლებიც „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ წევრები არიან, უკრაინის წინააღმდეგ ომში, თავის მოქალაქეებს მონაწილეობა აუკრძალეს.  ყირგიზეთი, რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობისთვის საკუთარ მოქალაქეებს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დააკისრებს 21 სექტემბერს რუსეთში ყირგიზეთის საელჩომ აცნობა თავის მოქალაქეებს, რომ მათ უცხო სახელმწიფოების ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ყირგიზეთის მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში და რომლებსაც მოუწოდებენ მონაწილეობა მიიღონ ნებისმიერ საომარ მოქმედებებში, ურჩევენ დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ თავიანთი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას. ომში წასულ პირებს ემუქრებათ თავისუფლების აღკვეთა 5-დან 10 წლამდე ვადით, ასევე შესაძლებელია ქონების ჩამორთმევაც. უზბეკეთისა და ყაზახეთის მთავრობებმა ანალოგიური პოზიცია უკვე დააფიქსირეს.   ყაზახეთში იგივე დარღვევა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 9 წლამდე, რაც გათვალისწინებულია ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 172-ე მუხლით (ყაზახეთის მოქალაქეების შეიარაღებაში განზრახ უკანონო მონაწილეობასთან დაკავშირებული ქმედებები). კონფლიქტები ან სამხედრო ოპერაციები რომელიმე უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაქირავებულობის ნიშნების არარსებობის შემთხვევაში). ყაზახეთი და ყირგიზეთი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ წევრები არიან, უზბეკეთმა კი, ორგანიზაცია 2012 წელს დატოვა.  

უზბეკეთი რუსული Mir-ის ბარათების მომსახურებას აჩერებს

უზბეკეთში რუსეთის საგადახდო სისტემის Mir-ის ბარათების სერვისი ტექნიკური მიზეზების გამო შეჩერდა. ამის შესახებ რესპუბლიკური გადამამუშავებელი ცენტრი UZCARD იტყობინება. თურქეთის შემდეგ, რუსული Mir-ის ბარათების მიღება სომხეთის, ვიეტნამისა და ყაზახეთის ბანკებმაც შეწყვიტეს „UZCARD-ის გადახდის სისტემის მონაწილის მხრიდან აუცილებელ ტექნიკურ პროცედურებთან დაკავშირებით, 2022 წლის 23 სექტემბრის 09:00 საათიდან აჩერებს Mir ბარათების მომსახურებას UZCARD PS-ის ინფრასტრუქტურაში და UZCARD 0-ის მუშაობას. მირმა ბარათები საზღვარგარეთ დააფიქსირა“, - ნათქვამია შეტყობინებაში. უზბეკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე UZCARD-Mir co-baged ბარათები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.  

ტაშკენტი ნიუ-დელისთან ვაჭრობის გაზრდის მიზნით, „უზბეკეთი - თურქმენეთი - ირანი - ინდოეთის“ სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას განიხილავს

ტაშკენტი ნიუ-დელისთან ვაჭრობის გაზრდის მიზნით, „უზბეკეთი - თურქმენეთი - ირანი - ინდოეთის“ სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას განიხილავს. ინფორმაციას UzDaily.uz ავრცელებს. „უზბეკეთი-თურქმენეთი-ირანი-ინდოეთის“ სატრანსპორტო დერეფნის განვითარება ირანის პორტ ჩაბაჰარის გავლით უნდა მოხდეს. ეს საკითხი აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) და უზბეკეთის ინვესტიციების და საგარეო ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრაზე განიხილეს.  მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ახალი სატრანსპორტო მარშრუტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემუშავებაზე შეთანხმდნენ. საგულისხმოა, რომ უზბეკეთსა და ინდოეთს შორის ვაჭრობის იზრდება და მოკლევადიან პერსპექტივაში $1 მილიარდს შეადგენს. „მარშრუტის მიზანია ასევე უზრუნველყოს პროდუქციის მიწოდების უწყვეტობა ცენტრალური აზიისა და ინდოეთის ქვეყნების სავაჭრო ბრუნვის ფარგლებში, რომელიც წელიწადში 3,2 მილიარდ დოლარს აღწევს“, - წერს თურქმენეთის მედია წყაროზე დაყრდნობით.   

უზბეკეთში ხეების დარგვისთვის „დამკვრელური 40 დღე" გამოცხადდა

უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკათ მირზიიოევმა, ხეების დარგვისთვის მორიგი „დამკვრელური 40 დღე“ გამოაცხადა.   მან საზოგადოებრივი პროექტის ფარგლებში „მწვანე სივრცე“ 75 მილიონი მსხმოიარე და დეკორატიული ხის დარგვის განკარგულება გასცა. ხოლო გაზაფხულზე, დამატებით უზბეკეთში 125 მილიონი ხე უნდა დარგონ.  „დამკვრელური 40 დღე“ 20 ოქტომბრიდან პირველ დეკემბრამდე გასტანს.  „ხეების დარგვა სულით უნდა განხორციელდეს და ჩვენი ხალხის კულტურის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს“, - განაცხადა უზბეკეთის პრეზიდენტმა. 

თურქმენეთი და უზბეკეთი სტრატეგიული პარტნიორობას აღრმავებენ

უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკათ მირზიოევმა და თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ, დეკლარაციას მოაწერეს ხელი.  გარდა ამისა, ხელი მოეწერა უამრავ დოკუმენტს ორი ქვეყნის მთავრობების, სამინისტროებისა და დეპარტამენტების დონეზე, რომლებიც ითვალისწინებს უზბეკეთ-თურქმენეთის თანამშრომლობის გაფართოებას. მათ შორის მხარეებმა წარმოადგინეს  2022-2024 წლების პრაქტიკული მოქმედებების გეგმა უზბეკეთის რესპუბლიკასა და თურქმენეთს შორის, რომლიც მიზანიცაა მხარეებს შორის პოლიტიკური დიალოგის, საპარლამენტთაშორისო, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის, კულტურული და ჰუმანიტარული გაცვლის გააქტიურება.    ასევე მხარეები, ელექტროენერგიის, საბაჟო, ვეტერინარული მედიცინისა და მეცხოველეობის, კინემატოგრაფიისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.   

Financial Times: უზბეკეთმა ევროკავშირს, პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქ უსმანოვისთვის, სანქციების გაუქმება სთხოვა

უზბეკეთის ხელისუფლება, USM ჰოლდინგის დამფუძნებლის, ალიშერ უსმანოვისა და მისი დის, გულბაჰორ ისმაილოვას წინააღმდეგ, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გაუქმებას ლობირებდა. ამის შესახებ The Financial Times-ის წყაროებმა განაცხადეს. როგორც მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, უზბეკეთის ოფიციალურმა პირებმა, ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან ბოლო შეხვედრებით ისარგებლეს და ალიშერ უსმანოვისთვის დაწესებული სანქციების გამო, შეშფოთება გამოხატეს. „ტაშკენტი ამტკიცებს, რომ შეზღუდვები ხელს უშლის უსმანოვს ინვესტირებას იმ ქვეყნის ეკონომიკაში, რომელთანაც მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს. ქვეყნის ხელისუფლება ასევე მზადაა, იურიდიული დახმარება გაუწიოს ბიზნესმენს, თუ ევროკავშირი უარს იტყვის შეზღუდვების მოხსნაზე“, - წერს გაზეთი. „ჩვენ არ შეგვიძლია კომენტარის გაკეთება უზბეკეთის მთავრობის ქმედებებზე, მაგრამ სანქციები ხელს უშლის საინვესტიციო და საქველმოქმედო პროექტებს“, - განუცხადა უსმანოვის პრესსამსახურმა ჟურნალისტებს. 69 წლის უსმანოვი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ჟურნალმა Forbes-მა მისი ქონება 11,5 მილიარდ დოლარად შეაფასა. თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უსმანოვი საერთაშორისო სანქციების, მათ შორის ევროკავშირის სიაში მოხვდა. მას კრემლთან დაახლოებასა და რეჟიმის მხარდაჭერაში ედება ბრალი. მაისში მან დაკირებული სანქციები ლუქსემბურგის საერთო იურისდიქციის ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა.     

ევროპულ ბაზრებზე წვდომის მიზნით, უზბეკეთი, ყირგიზეთი და ჩინეთი გზის მშენებლობას გეგმავენ

უზბეკეთი, ყირგიზეთთან და ჩინეთთან ერთად, გზის მშენებლობას გეგმავს, რომელიც ევროპულ ბაზრებზე წვდომას უზრუნველყოფს. ამის შესახებ აზერბაიჯანში უზბეკეთის ელჩის მრჩეველმა მაჰამაჯონ ბოტრალიევმა განაცხადა. მისი თქმით, 2022 წელს უზბეკეთმა 2026 წლამდე განვითარების ახალი სტრატეგია დაამტკიცა, რომლის ფარგლებშიც არაერთი ახალი ინიციატივის განხორციელება იგეგმება. „ასევე, ამ სტრატეგიის ფარგლებში იგეგმება ქვეყანაში უცხოელი ინვესტორების მოზიდვა. უზბეკეთის ეკონომიკაში მთავარი ინვესტორები არიან რუსეთი, აშშ, ევროკავშირის ქვეყნები. ინვესტიციების უმეტესი ნაწილი ტექსტილისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში განხორციელდა“, - განაცხადა მაჰამაჯონ ბოტრალიევმა.   

უზბეკეთის ისტორიაში პირველად, 400-მდე მსჯავრდებულს შეიწყალებენ

უზბეკეთის კონსტიტუციის მიღებიდან 30 წლისთავთან დაკავშირებით, პრეზიდენტის შავქათ მირზიოევის ბრძანებულებით, ქვეყნის ისტორიაში პირველად, ერთდროულად 400-მდე მსჯავრდებულს შეიწყალებენ. ამის შესახებ მედიას სახელმწიფოს მეთაურის პრესმდივანმა შერზოდ ასადოვმა განუცხადა. მისივე თქმით, კონსტიტუციის დღე, როგორც ეროვნული დღესასწაული უზბეკეთში ფართოდ აღინიშნება.   

თურქმენეთი და აზერბაიჯანი, ევროპის მიმართულებით ენერგორესურსების დივერსიფიკაციას გეგმავენ

თურქმენეთი და აზერბაიჯანი ევროპის მიმართულებით, საერთაშორისო ბაზრებზე ენერგიის მიწოდების დივერსიფიცირებულ სქემას მხარს უჭერენ. ამის შესახებ 7 დეკემბერს თურქმენეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარემ გურბანგულ ბერდიმუჰამედოვმა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (პარლამენტის) თავმჯდომარესთან საჰიბა გაფაროვასთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად აშხაბადში ვიზიტით ჩავიდა. მისი თქმით, ამ დროისთვის თურქმენეთსა და აზერბაიჯანს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვთ. გურბანგულ ბერდიმუჰამედოვის შეფასებით, გამორჩეული მოვლენა იყო 2021 წლის იანვარში თურქმენეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა. (კასპიის ზღვაში დოსტლუკის საბადოს ნახშირწყალბადების რესურსების ერთობლივი განვითარების შესახებ). ბერდიმუჰამედოვმა აღნიშნა, რომ თურქმენეთსა და აზერბაიჯანს აქვთ თანამშრომლობის მყარი პოტენციალი, რაც ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, წარმოებისა და ენერგეტიკის სფეროებში ურთიერთობების განვითარებისთვის ახალ პერსპექტივებს ხსნის.  

„ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის“ სარკინიგზო პროექტს, ტექნიკურ-ეკონომიკური ექსპერტიზა უტარდება

ჩინელი სპეციალისტების ჯგუფი, ყირგიზეთსა და უზბეკეთს `ჩინეთ-ყირგიზეთი-უზბეკეთის~ სარკინიგზო პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის შედეგებს გადასცემს.  ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის (PRC) სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერმა ჰუ ჩუნხუამ ყირგიზეთის პრეზიდენტთან სადირ ჟაპაროვთან შეხვედრაზე განაცხადა. ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითად ჯაფაროვმა მოიყვანა „ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის“ სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის უდიდესი სატრანსპორტო პროექტი. მისი აზრით, ეს პროექტი ფასდაუდებელ დადებით გავლენას მოახდენს მთელი რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე. თავის მხრივ, ჰუ ჩუნჰუამ იმედი გამოთქვა, რომ სამი მხარე აქტიურად შეუწყობს ხელს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის სარკინიგზო პროექტს, რაც უზრუნველყოფს ქვეყნებს შორის უწყვეტ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას. შეხვედრის დასასრულს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ მზადაა, გააგრძელოს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და დასძინა, რომ ჩინეთის მხარე მზად არის გახსნას დიალოგის პოტენციალი ცენტრალურ აზიასთან, განსაკუთრებით სატრანსპორტო სფეროში, ასევე ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში.  

უზბეკეთმა რუსეთის გვერდის ავლით, ევროპაში სპილენძის მიწოდება დაიწყო

უზბეკეთმა რუსეთის გვერდის ავლით, სპილენძით დატვირთული მატარებელი ევროპაში, ახალი მარშრუტით, პირველად გაგზავნა. მედიის ცნობით, ეს არის ცენტრალური აზიის ქვეყნის გეგმის ნაწილი, შეინარჩუნოს სავაჭრო კავშირები ევროკავშირთან. მარშრუტი, რომელიც ცნობილია როგორც შუა დერეფანი, კვეთს თურქმენეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს, ასევე კასპიის ზღვას და შავ ზღვას მატარებლის ბორნების დახმარებით. ჯოზეფ ბილბო: შუა დერეფნის განვითარებაზე ბევრს საუბრობენ, აშშ ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, აბსოლუტურად მხარს უჭერს ამ იდეას ბრიუსელმა ხელი შეუწყო შუა დერეფანს, როგორც ჩრდილოეთის ტრადიციული მარშრუტის ალტერნატივას ევროპა-აზიის სარკინიგზო გადაზიდვებისთვის, რომელიც რუსეთს კვეთს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) გასულ თვეში განაცხადა, რომ მზადაა, მილიარდობით ევროს ინვესტიცია განახორციელოს ევროპასა და აზიას შორის სატვირთო მარშრუტების განვითარებაში.

უზბეკეთი თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ზრდის

უზბეკეთის ავიახაზები ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტი მარშრუტზე ფრენების სიხშირეს გაზრდის. ამის შესახებ Trend-ი იუწყება. ამჟამად საერთაშორისო ფრენები ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის მარშრუტზე სამშაბათობით სრულდება. 2023 წლის 13 იანვრიდან უზბეკეთის ავიახაზები პარასკევს ამ მიმართულებით დამატებით ფრენებს განახორციელებს.  

აზერბაიჯანი, უზბეკეთი და ყაზახეთი საავტომობილო კონგლომერატს შექმნიან

უზბეკეთი, აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან თანამშრომლობით, „საავტომობილო ინდუსტრიის კონგლომერატის" შექმნას გეგმავს. ინფორმაცია Trend-ს უზბეკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყარომ დაუდასტურა. ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ გავრცელებულა. კონგლომერატის შექმნის იდეა გულისხმობს თანამშრომლობის დამყარებას უზბეკური კომპანია UzAuto Motors-ს, აზერბაიჯანულ ავტომწარმოებელ ქარხანას Azermash-სა და Saryarka Avtoprom LLP-ს, ყაზახეთში ავტომობილების უმსხვილეს მწარმოებელს შორის. ეს კომპანიები რამდენიმე წელია უზბეკეთის მიერ მიწოდებული ნაწილებიდან აწყობენ „შევროლეს“ მანქანებს. კონგლომერატის შექმნის იდეა, სამი ქვეყნის საინჟინრო ინდუსტრიაში ძლიერ კავშირებს ემყარება. ჯერ კიდევ 2022 წლის ივნისში მემორანდუმს აზერბაიჯანში ავტომობილების წარმოების ლოკალიზაციის შესახებ Azermash OJSC-სა და UzAvtoSanoat JSC-ს შორის ხელი მოაწერეს Azermash-ის საბჭოს თავმჯდომარემ ემინ ახუნდოვმა და UzAvtoSanoat-ის თავმჯდომარის მოადგილემ სარდორ ტაჯიევმა. აღსანიშნავია, რომ 21 დეკემბერს ტაშკენტში გამართული უზბეკეთ-ყაზახური ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, ავტომობილების წარმოების სფეროში რამდენიმე ხელშეკრულება გაფორმდა. გარდა ამისა, კიდევ ერთი შეთანხმება ეხება UzAvtoSanoat-ის მიერ Chevrolet-ის სათადარიგო ნაწილების $500 მილიონის მიწოდებას Saryarka Avtoprom-ის საწარმოსთვის. სავარაუდოდ, კონგლომერატის იდეა დაკავშირებულია უფრო მჭიდრო თანამშრომლობასთან UzAuto Motors-ის დახმარებით აზერბაიჯანსა და ყაზახეთში ახალი Chevrolet მოდელების აწყობის თვალსაზრისით, ასევე არსებული სიმძლავრეების გაფართოებასა და კომპონენტების მიწოდების გაზრდას უზბეკეთიდან. „საავტომობილო კონგლომერატი" სავარაუდოდ მოიცავს სამი ქვეყნის ბაზრებს, სადაც დაახლოებით 65 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.  

უზბეკეთმა და ყაზახეთმა საზღვრის დემარკაციის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს

უზბეკეთის და ყაზახეთის პრეზიდენტებმა შავქათ მირზიოევმა და ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საერთო საზღვრის დემარკაციის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. თოყაევი 21-22 დეკემბერს უზბეკეთში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება. 21 დეკემბერს ტაშკენტში გამართულ უზბეკეთ-ყაზახურ ბიზნეს ფორუმზე, ინვესტიციების, ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების, 40-მდე შეთანხმება გაფორმდა. ფორუმში მონაწილეობა ორივე მხარის 400-ზე მეტმა დელეგატმა მიიღო. ყაზახეთსა და უზბეკეთს შორის საზღვრის სიგრძე 2,1 ათას კილომეტრს აჭარბებს; მხარეებმა მისი დემარკაციის შესახებ მოლაპარაკებები 2003 წელს დაიწყეს.  

უზბეკეთიდან ევროპაში, საქართველოზე გამავალი მულტიმოდალური მარშრუტით პირველი საკონტეინერო მატარებელი დაიძრა

უზბეკეთიდან ევროპაში, საქართველოზე გამავალი მულტიმოდალური მარშრუტით პირველი საკონტეინერო მატარებელი დაიძრა.  საკონტეინერო მატარებელი მულტიმოდალური სატრანსპორტო მარშრუტი CASCA+-ისთვის (აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნები - ჩინეთი - ყირგიზეთი - უზბეკეთი - თურქმენეთი - აზერბაიჯანი - საქართველო - თურქეთი - ევროპა), შეიქმნა. მატარებელი ბაქოში ჩავიდა და შემდეგ საქართველოს მიმართულებით დაიძვრება. საქართველო 6 ქვეყანასთან ერთად, მულტიმოდალური სავაჭრო დერეფნის პროექტში მონაწილეობს ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის რკინიგზა CJSC (AR) ავრცელებს.  აზერბაიჯანის რკინიგზის შვილობილი კომპანიის - ADY Container LLC კუთვნილი გემით, კონტეინერები თურქმენბაშის პორტიდან ბაქოს პორტში მიიტანეს.  საკონტეინერო მატარებელი მარშრუტზე „უზბეკეთი - თურქმენეთი - აზერბაიჯანი - საქართველო - ბულგარეთი / ევროპა“ იმოძრავებს. მარშრუტის სიგრძე 4 ათას კმ-ზე მეტია.  მულტიმოდალური სავაჭრო დერეფანი აქტიურდება. „საქართველოს რკინიგზის“ პროგნოზით, ჩინეთიდან ევროპისკენ საქართველოს გავლით, სავარაუდოდ, 15 000 კონტეინერი გადაიზიდება მატარებელი, ბაქოდან სპილენძის კონცენტრატს გადაიტანს, რომელიც შემდგომ ბულგარეთის პორტ ბურგასში გაიგზავნება. საკონტეინერო მატარებელი 91 ოცფუთიანი კონტეინერისგან შედგება. პროექტი, მარშრუტის ოპერატორებს ( Oztemiryolconteiner JSC (უზბეკეთი), TULM OJSC (თურქმენეთი), ADY Container (აზერბაიჯანი) და GR Logistics and Terminals (საქართველო) შორის თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. მულტიმოდალური ტრანსპორტის პროექტი CASCA+ (ცენტრალური აზია, სამხრეთ კავკასია და ანატოლია) აზერბაიჯანის, საქართველოს, ყირგიზეთის, თურქმენეთის, თურქეთისა და უზბეკეთის სარკინიგზო სტრუქტურების ერთობლივი ინიციატივაა.  

თურქეთი და ჩინეთი უზბეკეთში ახალ ელექტროგადამცემ ხაზებს ააშენებენ

თურქეთისა და ჩინეთის მსხვილი ენერგეტიკული კომპანიები უზბეკეთის ეროვნული ელექტრო ქსელის საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულები გახდნენ. კომპანიები ქალაქ ტაშკენტსა და სირდარიას რეგიონში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ქსელებს ააშენებენ. ტენდერების შედეგების მიხედვით, თურქული კომპანია „Şa-ra Enerji Inşaat Ticaret ve Sanayi A.Ş“ 220 კვ ძაბვის გადამცემ ხაზს (213 კილომეტრის სიგრძით 31,89 მილიონი აშშ დოლარი) ააშენებს. ჩინური კომპანია "Xian Electric Engineering Co., Ltd." დამონტაჟებს 72 კმ 500 კვ გადამცემ ხაზს, რომლის სავარაუდო ღირებულება 14,68 მილიონი დოლარია. სამინისტროს ცნობით, პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ არის დაფინანსებული და მისი განხორციელება 2022-2024 წლებში იგეგმება. „პროექტის განხორციელება გააუმჯობესებს ელექტრომომარაგების საიმედოობას სირიდარიისა და ტაშკენტის რეგიონებში, ასევე დედაქალაქში. გარდა ამისა, ენერგოსისტემის ტაშკენტის ნაწილში ახალი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის წყალობით, ძირითადი ელექტრო ქსელების დატვირთვა შემცირდება და სიმძლავრე მორგებული იქნება მომავალი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“, - წერს მედია.   

ყირგიზეთმა და უზბეკეთმა საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დაასრულეს

ყირგიზეთმა და უზბეკეთმა სახელმწიფო საზღვრის საერთო მონაკვეთის დელიმიტაციის პროცესი დაასრულეს. ამის შესახებ ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჟარაპოვმა ბიშკეკში მის უზბეკ კოლეგასთან შავქათ მირზიოევთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „სასაზღვრო საკითხებში წერტლი დავსვით“, - განაცხადა სადირ ჟარაპოვმა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. ჟარაპოვის თქმით, ეს ფაქტორი „გადამწყვეტ როლს ითამაშებს ორ ქვეყანას შორის ძმური ურთიერთობების განვითარებაში“ და „ხელს შეუწყობს ცენტრალურ აზიაში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.  

თურქმენეთი უზბეკეთს თხევადი გაზის პარტიას უფასოდ გაუგზავნის

თურქმენეთი თხევადი გაზის პარტიას უზბეკეთში უფასოდ გაუგზავნის, იუწყება Trend-ი თურქმენულ მედიაზე დაყრდნობით. შესაბამის ბრძანებას თურქმენეთის პრეზიდენტმა, სერდარ ბერდიმუჰამედოვმა მეზობელი ქვეყნის მხარდაჭერისა და თურქმენეთსა და უზბეკეთს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით მოაწერა ხელი. დოკუმენტის მიხედვით, თურქმენგაზის სახელმწიფო კონცერნმა თხევადი გაზის პარტია უზბეკეთს უსასყიდლოდ უნდა გადასცეს. მანამდე უზბეკეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში ცივი ამინდის ფონზე ენერგორესურსების დეფიციტის გამო, გაზის, ქვანახშირის, საწვავის და ელექტროენერგიის იმპორტის გაზრდა გადაწყვიტა. იმავდროულად, უზბეკეთს ზამთარში თურქმენეთიდან დაახლოებით 1,5 მილიარდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი შეაქვს შიდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.  

უზბეკეთი დაინტერესებულია საქართველოს სატრანსპორტო და სანავსადგურო პოტენციალი უფრო მეტად აითვისოს

უზბეკეთი დაინტერესებულია საქართველოს სატრანსპორტო და სანავსადგურო პოტენციალი უფრო მეტად აითვისოს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე აბდუსამატ მუმინოვი ხელმძღვანელობს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. გურამ გურამიშვილმა დეტალურად ისაუბრა მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებსაც საქართველო ახორციელებს ქვეყნის სატრანსპორტო შესაძლებლობების გასაზრდელად და ე.წ. შუა სატრანსპორტო დერეფნის მეტი პოპულარიზებისთვის მსოფლიო და რეგიონული მასშტაბით. მისი თქმით, რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაიზარდა ინტერესი ევროპა - აზიის ალტერნატიული დერეფნების, მათ შორის, საქართველოზე გამავალი შუა სატრანსპორტო დერეფნის მიმართაც. „უზბეკეთის მხარემ გამოთქვა დაინტერესება საქართველოს სატრანსპორტო და სანავსადგურო პოტენციალის უფრო მეტად ათვისებისადმი ორ ქვეყანას შორის არსებული ტვირთბრუნვის გაზრდისთვის. შეხვედრაზე წარიმართა მოლაპარაკებები საკონტეინერო, მინერალური სასუქების და შაქრის ლერწმის გადაზიდვების გაზრდის შესახებ, რისთვისაც დაისახა კონკრეტული ღონისძიებები. შეხვედრას დაესწრნენ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, საქართველოს რკინიგზის, აგრეთვე კერძო სექტორის წარმომადგენლები. უზბეკეთის დელეგაცია საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელშეწყობით გამართავენ შეხვედრებს საზღვაო ნავსადგურების წარმომადგენლებთან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

საუდის არაბეთის კომპანია ACWA Power-ი უზბეკეთში მზის ელექტროსადგურების აშენებას გეგმავს

საუდის არაბეთის კომპანია ACWA Power-ი უზბეკეთში მზის ორი ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს. მათი საერთო სიმძლავრე 1,4 გიგავატით იქნება. ამის შესახებ უზბეკეთის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. მხარეებმა 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტზე საინვესტიციო ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს. ასევე გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმად, უზბეკეთი ელექტროენერგიას ობიექტებიდან შეისყიდის. შეთანხმების მიხედვით, ACWA 400 მეგავატიან სადგურს და იგივე სიმძლავრის პლატფორმას ტაშკენტის პროვინციაში ააშენებს. კერძოდ, საუბარია 1 გიგავატიან სადგურსა და 400 მეგავატიან საცავის სისტემაზე სამარყანდის რეგიონში, ასევე, 400 მეგავატიან საცავზე ბუხარის პროვინციაში. უზბეკეთს ბუნებრივი წარმოების შემცირების გამო, ბუნებრივი აირის დეფიციტი ემუქრება. ბოლო წლებში ქვეყანამ განახლებადი ენერგიის რამდენიმე პროექტზე არაერთ გარიგებას მოაწერა ხელი და ინვესტორები მოიზიდა. ცნობისათვის, ACWA Power-ი ელექტროენერგიის გამომუშავების წამყვანი კერძო დეველოპერია, რომელიც ასევე ავითარებს მსოფლიოში პირველ მასშტაბურ მწვანე წყალბადის პროექტს. კომპანიის სათავო ოფისი საუდის არაბეთში მდებარეობს. კომპანიაში 3500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და 75 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი საინვესტიციო ღირებულების აქტივების პორტფელი აქვს ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის 13 ქვეყანაში.  

საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 40%-ით გაიზარდა, დინამიკის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ყველა დაბრკოლების მოხსნა - ლევან დავითაშვილი

2022 წელს საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 40%-ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტის ზრდამ 30% შეადგინა. ამ დინამიკის შესანარჩუნებლად კი, მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის პროდუქციის პოპულარიზაცია საქართველოსა და უზბეკეთის ბაზრებზე, ასევე ყველა დაბრკოლების მოხსნა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ვაჭრობის ზრდაზე. შესაბამისი განცხადება  ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ტაშკენტში, უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან,  ჟამშიდ ხოჯაევთან ორმხრივი შეხვედრისას გააკეთა. ლევან დავითაშვილის შეფასებით, უზბეკეთი საქართველოს  მნიშვნელოვანი პარტნიორი, მეგობარი სახელმწიფოა და საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს  თანამშრომლობის განვითარების ტემპების გაძლიერებას. მინისტრმა გამოვთქვა იმედი, რომ „ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის  წარმატებით ჩატარება კიდევ უფრო დიდ ბიძგს მისცემს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება-განვითარებას მრავალი მიმართულებით“. ტაშკენტში, ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე, რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი გაფორმდა ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური ცნობებით, უზბეკ კოლეგასთან საუბრისას „ლევან დავითაშვილმა განსაკუთრებული შეფასება მისცა საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის დინამიკას პანდემიის შემდგომ პერიოდში და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გათვალისწინებით, ორმხრივი ვაჭრობის კიდევ უფრო განვითარების შესაძლებლობები არსებობს“. „ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ისაუბრეს ტურიზმის მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ 2022 წელს უზბეკეთიდან საქართველოში ვიზიტორთა საერთო რაოდენობა 32%-ით გაიზარდა. ლევან დავითაშვილმა და ჟამშიდ ხოჯაევმა ასევე ისაუბრეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელსაც ორივე ქვეყანა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, იმსჯელეს საინვესტიციოდ მიმზიდველ სექტორებზე და ყველა იმ საკითხზე, რომელიც ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობას კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს“, - აღნიშნავს ეკონომიკის საინისტრო. საქართველოს ვიცე-პრემიერი, ქართულ დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით უზბეკეთში იმყოფება, სადაც მონაწილეობა მიიღო  საქართველო - უზბეკეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-9 სხდომის მუშაობაში. ლევან დავითაშვილთან ერთად უზბეკეთში იმყოფებიან ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები -  გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი, ასევე „საპარტნიორო ფონდის,“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, „საქპატენტის“ და სხვა უწყებების წარმომადგენლები. ტაშკენტში გამართულ შეხვედრებში აგრეთვე მონაწილეობდა საქართველოს ელჩი უზბეკეთის რესპუბლიკაში ზურაბ აბდუშელიშვილი.  

უზბეკეთის პრეზიდენტს თურქული ელექტრომობილი საჩუქრად გადაეცა

უზბეკეთის პრეზიდენტმა შავქათ მირზიოევმა თურქული ელექტრომობილი Togg გამოსცადა, იუწყება Trend უზბეკეთის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით. 12 აპრილს მირზიოევს ელექტრომობილი Togg აჩუქეს. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელით უზბეკეთის პრეზიდენტს ახალი ელექტრომობილის გასაღები თურქეთის მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა გადასცა. 4 აპრილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს პირველი თურქული ელექტრომობილი Togg გადაეცა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უახლოეს დღეებში, თურქმენეთის პრეზიდენტის სერდარ ბერდიმუჰამედოვის შეკვეთის საფუძველზე, თურქეთი ქვეყანას Togg ელექტრომობილს მიაწვდის.  

უზბეკეთში საკონსტიტუციო რეფერენდუმი ტარდება

უზბეკეთში ტარდება საკონსტიტუციო რეფერენდუმი, რომელიც ითვალისწინებს მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის ქვეყნის საპრეზიდენტო ვადის გაზრდას ხუთიდან შვიდ წლამდე. ხმის მიცემა ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე (03:00 GMT) დაიწყო ქვეყნის მასშტაბით მოწყობილ თითქმის 11000 საარჩევნო უბანზე და გაგრძელდება საღამოს 8 საათამდე. (1500 GMT). საკონსტიტუციო რეფერენდუმზე ხმის მიცემა თითქმის 19,7 მილიონ რეგისტრირებულ ამომრჩეველს შეუძლია, მათგან 307 895-მა საზღვარგარეთ მიიღო მონაწილეობა. ახალი კონსტიტუცია ასევე ითვალისწინებს პრეზიდენტის გარკვეული მოვალეობებისა და უფლებამოსილებების პარლამენტისთვის გადაცემას.  

უზბეკეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

უზბეკეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 9 ივლისს გაიმართება, განაცხადა უზბეკეთის პრეზიდენტის სპიკერმა შერზოდ ასადოვმა. „უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით, უზბეკეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2023 წლის 9 ივლისს არის დაგეგმილი“, - ამბობს სპიკერი. ეს განცხადება მოჰყვა ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებმაც საპრეზიდენტო ვადა ხუთიდან შვიდ წლამდე გაზარდა. თავის მხრივ, 65 წლის მირზიოევმა, რომელსაც 2 წელზე ნაკლებია, რაც ამჟამინდელი, მეორე საპრეზიდენტო ვადის ფარგლებში პრეზიდენტის პოსტი უკავია, განაცხადა, რომ რეფორმების გასატარებლად ახალი მანდატი სჭირდება. „დღევანდელ ვითარებაში, როდესაც მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონში მკვეთრი და რთული პროცესები მიმდინარეობს, განვითარების სწორი და ეფექტიანი გზის პოვნა და მისი განხორციელება ყველაზე მწვავე და აქტუალური საკითხი ხდება“, - განაცხადა უზბეკეთის პრეზიდენტმა.    

უზბეკეთს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო პორტში ტერმინალის გახსნა სურს

უზბეკეთი ბაქოს საერთაშორისო საზღვაო პორტში ტერმინალის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს. ამასთან, ცნობილია, რომ აზერბაიჯანმა და უზბეკეთმა საინვესტიციო და სატრანსპორტო-ლოგისტიკური თანამშრომლობის დამყარების პერსპექტივები განიხილეს. დისკუსია უზბეკეთის ვიცე პრემიერ-მინისტრის, ინვესტიციების და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯამშიდ ხოჯაევისა და ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტისა და ალატის თავისუფალი ეკონომიკური ზონის ხელმძღვანელობის შეხვედრის დროს გაიმართა. გარდა ამისა, ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალურ დირექტორ ტალეჰ ზიადოვთან შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ურთიერთობების შემდგომი გაფართოების შესაძლებლობა, კერძოდ, ზომების მიღება საკონტეინერო მიმოსვლისა და საქონლის ტრანსპორტირების მოცულობის გაზრდის მიზნით. ასევე, ხაზი გაესვა ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის ბაზაზე უზბეკური საწყობების და საკონტეინერო ტერმინალების გახსნის პერსპექტივებს. აზერბაიჯანსა და უზბეკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1995 წლის 2 ოქტომბერს დამყარდა. აზერბაიჯანის საელჩო უზბეკეთში 1996 წლის აგვისტოში დაარსდა, ხოლო უზბეკეთის საელჩო აზერბაიჯანში 1998 წლის ივლისში გაიხსნა. აზერბაიჯანსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 2021 წელს 111,9 მილიონი დოლარი შეადგინა.  

უზბეკეთს აზერბაიჯანისა და საქართველოს პორტების გავლით გადაზიდვების, 1,5 მილიონ ტონამდე გაზრდა სჭირდება - მინისტრის მოადგილე

უზბეკეთი ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტში საკუთარი ტერმინალი გახსნას აპირებს. ამის შესახებ უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ, აბდუსამატ მუმინოვმა Trend-ს განუცხადა. უზბეკეთს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო პორტში ტერმინალის გახსნა სურს მინისტრის მოადგილის თქმით, ეს ტერმინალი იმუშავებს როგორც უზბეკეთში შაქრის ტრანსპორტირებისთვის, ასევე, ჩვენი ექსპორტისთვის. „ჩვენი სურვილია, რომ გამოვიყენოთ საჯარო და კერძო პარტნიორობა ამისთვის, რათა უზბეკმა მეწარმეებმა ალატის პორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში ინვესტიციები ჩადონ “, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.  მუმინოვმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ წელს, პრეზიდენტის შავქათ მირზიოევის წინადადებით, უზბეკეთს აზერბაიჯანისა და საქართველოს პორტების გავლით, მიწოდების 1,5 მილიონ ტონამდე გაზრდა სჭირდება. „მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ალტერნატიული მიწოდების გზების მოძიება გახდა საჭირო. ახლა უზბეკეთი ტვირთების გადაადგილებას აზერბაიჯანის მიმართულებით ახორციელებს, რითაც [ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის] შუა დერეფნის პოტენციალს ავითარებს. ამჟამად, ჩვენ აქტიურად ვიყენებთ აზერბაიჯანის სატრანსპორტო პოტენციალს, კერძოდ, ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის შესაძლებლობებს. კერძოდ, ჩვენი შაქრის იმპორტისთვის. წელს ვგეგმავთ შაქრის მიწოდების გაორმაგებას - 300 000 ტონამდე“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ. მუმინოვმა ხაზი გაუსვა, რომ 2022 წელს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ნედლი შაქრის მიწოდებამ 130 000 ტონა შეადგინა.  

ჩინეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი რუსეთის გვერდის ავლით რკინიგზის მშენებლობას გეგმავენ

„ჩინეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას ყირგიზეთთან და უზბეკეთთან 454 კილომეტრიანი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის შესახებ,რომელიც გვერდს აუვლის საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოქცეულ რუსეთს“, იტყობინება რადიო თავისუფლების უზბეკური სამსახური.  ამ შეთანხმების მიხედვით, მარშრუტი ჩინეთიდან ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ ევროპისკენ შემცირდება 900 კმ-ით. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 18-19 მაისს, ჩინეთის ქალაქ სიანში გამართულ სამიტზე „ცენტრალური აზია - ჩინეთი“. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჯომართ თოყაევი, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტები. ჩინეთიდან გერმანიაში მატარებელი რუსეთის გვერდის ავლით ჩავა ყაზახეთი და აზერბაიჯანი რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ტრანზიტის მიზნით, ერთობლივ კომპანიას შექმნიან სამიტზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ცენტრალური აზიის, როგორც ერთ-ერთი მთავარი ტრანსევრაზიული სატრანსპორტო კერის სტატუსის ამაღლებას და „ჩინეთ-ცენტრალური აზიის“ სატრანსპორტო დერეფნის განვითარების გაძლიერებას. სამიტის მონაწილეებმა განიხილეს მულტიმოდალური სატრანზიტო და სატრანსპორტო მარშრუტების ხელშეწყობა, როგორიცაა ჩინეთი-ცენტრალური აზია-სამხრეთ აზია და ჩინეთი-ცენტრალური აზია-ევროპა, განსაკუთრებით ტრანსკასპიური მარშრუტების გამოყენება აქტაუს, კურიკისა და თურქმენბაშის საზღვაო პორტების ჩათვლით. სამიტის მონაწილეები შეთანხმდნენ, ითანამშრომლონ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მათ შორის ახალი რკინიგზის მშენებლობასა და არსებული სარკინიგზო და საგზაო ქსელების მოდერნიზაციაზე ჩინეთიდან ცენტრალურ აზიამდე. როგორც უკვე გავრცელდა ინფორმაცია, ჩინეთი გეგმავდა რკინიგზის აშენებას რუსეთის გვერდის ავლით. თავდაპირველად, ახალი გზის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2022 წლის 14 სექტემბერს, სამარყანდში გამართული (SCO) სამიტის ფარგლებში. ახალი დოკუმენტი განსაზღვრავს პროექტის განხორციელების შემდეგ ნაბიჯებს, როგორიცაა, დეტალური დიზაინის შემუშავება, კვლევა და ინვესტიციისა და დაფინანსების მოდელის განსაზღვრა. სი ძინპინი პირობას დებს, რომ გააძლიერებს უსაფრთხოების კავშირებს ცენტრალურ აზიაში, იმ ფონზე, რომ ომი პუტინს ასუსტებს - Bloomberg  

თითქმის 100 წლის შემდეგ, უზბეკეთიდან საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი ჩამოასვენეს

საქართველოში ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ამიერკავკასიის სეიმის, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი 100 წლის შემდეგ, უზბეკეთიდან საქართველოში ჩამოასვენეს. ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართული დიასპორის დღეების ფარგლებში გადმოასვენეს. როგორ მოხდა ნეშტის მოძიება, Europetime ამასთან დაკავშირებით, უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ზურაბ აბდუშელიშვილს ესაუბრა: ამ საკითხში პირადად ვიყავი ჩართული მთელ საელჩოს გუნდთან ერთად. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ეს შევძელით. გულწრფელად გეუბნებით, ეს იყო ჩემი, როგორც ელჩის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისია. მადლობა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, საგარეო საქმეთა სამინისტროს,საქართველოს პარლამენტს, თბილისის მერიას, მათი უშუალო ჩართულობითა და საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით მოხერხდა ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტის გადმოსვენება. ასევე, მადლობა უზბეკეთის ხელისუფლებას, ჩემს უზბეკ მეგობრებს, რომლებიც, მუდმივად გვერდში მედგნენ, ჩვენი ქვეყნებისთვის ყველა იმ მნიშვნელოვან საქმეში, რომლებიც კიდევ უფრო აღრმავებდა და განამტკიცებდა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებს. მე როგორც ელჩი, დღეს ამაყი ვარ, რადგან ჩემი მოქალაქეობრივი, მამულიშვილური მოკრძალებული წვლილი შევიტანე და თითქმის 100 წლის შემდეგ, შევძელით და მშობლიურ მიწას მივაბარებთ მისი ღირსეული შვილის ნეშტს“, - განუცხადა Europetime-ს საქართველოს ელჩმა უზბეკეთის რესპუბლიკაში. როგორც ელჩი Europetime-თან ამბობს, 2019 წელს, საქართველოს პარლამენტის სახელით, გია ვოლსკის წერილის საფუძველზე დაიწყეს საფლავის ძიება. „როგორც აღმოჩნდა, იგი დაუკრძალიათ ტაშკენტში, ქრისტიანთა სასაფლაოზე, შემდეგ იყო უკვე მისი საფლავის მოძიების პროცესი. მოგეხსენებათ, ალექსანდრე ლომთათიძე 1912 წელს, პოლიტიკური საბაბით დააპატიმრეს და გადაასახლეს ვოლოგდის გუბერნიაში. 1913 წელს გაემგზავრა საზღვარგარეთ, ცხოვრობდა ლაიფციგში. 1913 წელსვე დაბრუნდა ტფილისში და მუშაობდა პედაგოგად. 1917 წლის მარტში ის მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში. 1917 წლის ნოემბრიდან ლომთათიძე იყო ჯერ საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, ხოლო 1918 წლის თებერვლიდან ამიერკავკასიის სეიმის წევრი. მან ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წელს იყო საქართველოს პარლამენტის წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. 1919 წლის თებერვალში აირჩიეს თბილისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარედ. ხოლო, 1919 წელს, ალექსანდრე ლომთათიძე აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრად და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილედ. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ იგი არ წავიდა ემიგრაციაში, დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1921 წლის 13 ივლისს, ის დააპატიმრეს, მოგვიანებით კი გადაასახლეს. საქართველოში 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების შემდეგ, ალექსანდრე ლომთათიძე კვლავ დააპატიმრეს ტაშკენტში და მოათავსეს ციხეში, სადაც მალევე გარდაიცვალა 42 წლის ასაკში“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს. ცნობისათვის, ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

უზბეკეთი ბაქოს პორტში, მინერალური სასუქების ახალი ტერმინალის გამოყენებას იწყებს

უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ, აბდუსამატ მუმინოვმა განაცხადა, რომ უზბეკეთი ბაქოს პორტში, მინერალური სასუქების ახალი ტერმინალის გამოყენებას დაიწყებს. მან ხაზი გაუსვა, რომ უზბეკეთი საქონლის ექსპორტისთვის, საქართველოში ფოთის პორტს და აზერბაიჯანში, ბაქოს პორტს აქტიურად იყენებს. „ბაქოს პორტის მოდერნიზაციის მეორე ეტაპის ფარგლებში, ფუნქციონირებას დაიწყებს მინერალური სასუქების ახალი ტერმინალი, რომელსაც ასევე გამოვიყენებთ ჩვენი საჭიროებისთვის. ფაქტობრივად, ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგების ოპერატიული აქტივობების გაუმჯობესების შედეგად, ჩვენ შევძელით ტრანსპორტირების დროის განახევრება - ერთი თვიდან ორ კვირამდე. დღეს, ამ ძალისხმევის შედგეად, არამხოლოდ უზბეკეთი იყენებს აზერბაიჯანის სატრანსპორტო პოტენციალს, არამედ, მთელი ცენტრალური აზია“, - განაცხადა მუმინოვმა აზერბაიჯანულ მედიასაშუალებებთან. მუმინოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უზბეკეთი უკვე აქტიურად იყენებს ბაქოს პორტის ინფრასტრუქტურას, განსაკუთრებით შაქრის იმპორტისთვის.წელს გვინდა, რომ აზერბაიჯანის გავლით შაქრის მიწოდება 300 000-მდე გავზარდოთ. გარდა ამისა, ჩვენ გავაგზავნეთ დაახლოებით 100 ვაგონს, რათა დავეხმაროთ აზერბაიჯანს შაქრის გადაზიდვაში“, - განაცხადა უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ. მან ასევე აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანს ეწვია უზბეკეთის დიდი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც არიან კერძო კომპანიები, ასევე სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.„ამ კომპანიებს შორის იყვნენ ჩვენი მთავარი ექსპორტიორები და იმპორტიორები, რომლებიც ძირითადად მუშაობენ საქართველოს ფოთის პორტისა და ბაქოს პორტის გავლით. ჩვენ 10-მდე შეხვედრა გავმართეთ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ბაქოს პორტის მინერალური სასუქების ტერმინალი ექსპლუატაციაში სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ივნისში ან ივლისში შევა.  

რაისმა მირზიოევს უმასპინძლა - თეირანმა და ტაშკენტმა ათზე მეტი ორმხრივი შეთანხმება გააფორმეს

ათზე მეტი ორმხრივი შეთანხმება გაფორმდა ირანსა და უზბეკეთს შორის, რომლის პრეზიდენტიც ოფიციალური ვიზიტით თეირანში იმყოფებოდა. მირზიოევმა და რაისმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ, რაც ასევე მიუთითებს, რომ დოკუმენტები მიღებულია სამთავრობო, უწყებრივი და რეგიონული დონეზე. შეთანხმებები ფოკუსირებულია შემდგომ თანამშრომლობაზე შეღავათიან ვაჭრობაში, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში, ხოლო მემორანდუმები მიღებულოა „ერთობლივი თავისუფალი ეკონომიკური ზონების, ფარმაცევტული პროდუქტების, ტრანსპორტისა და ტრანზიტის შექმნის სფეროში“. შეთანხმებებზე ხელმოწერას წინ უძღოდა მირზიოევსა და რაისს შორის  გაფართოებულ ფორმატში მოლაპარაკებები. საადაბადის კომპლექსში გამართული მოლაპარაკებების დღის წესრიგში  იყო  სავაჭრო, ასევე ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობა. პრეზიდენტებმა განიხილეს ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის გაზრდის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის კოორდინაციის შესაძლებლობები", - ნათქვამია უზბეკეთის პრეზიდენტის განცხადებაში. „სახელმწიფოს მეთაურები შეთანხმდნენ, გააგრძელონ დიალოგი ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისა და მეზობელი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობის მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში. მოგვიანებით მირზიოევმა მოლაპარაკებები გამართა ირანის უზენაეს ლიდერთ, აიათოლა ალი ხამენეისთან.  

მედია: უზბეკეთი, ყირგიზეთი და ჩინეთი ერთობლივ მულტიმოდალური ტრანსპორტის პროექტთან დაკავშირებით, პრაქტიკულ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ

2023 წლის ბოლოსთვის უზბეკეთი, ყირგიზეთი და ჩინეთი პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამენ ამ სამი ქვეყნის დამაკავშირებელი საერთაშორისო რკინიგზის მშენებლობისკენ, იტყობინება Trend. აზერბაიჯანული მედიის თანახმად, ამჟამად პროექტის ეკონომიკური საფუძვლებია მომზადებული. ჩინეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი რუსეთის გვერდის ავლით რკინიგზის მშენებლობას გეგმავენ ეს პროექტი ჩინეთთან ტრანსპორტირების მანძილს 1200 კილომეტრით, ხანგრძლივობას კი, 10 დღემდე შეამცირებს.  13 ივნისს ჩინეთ-ყირგიზეთი-უზბეკეთის მულტიმოდალურ სატრანსპორტო დერეფანზე პირველმა სატვირთო მატარებელმა გაიარა. ჩინეთ-ყირგიზეთი-უზბეკეთის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას 2022 წლის 14 სექტემბერს სამარყანდში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში მოეწერა ხელი. რკინიგზას საერთო სიგრძე 523 კილომეტრი ექნება: ჩინეთში - 213 კილომეტრი, ყირგიზეთში  - 260 კილომეტრი, რომელიც მოიცავს დაახლოებით 90 გვირაბს და 50 კილომეტრის საბოლოო მონაკვეთს უზბეკეთში.  

ესპანური Talgo უზბეკეთისთვის დამატებითი ელექტრომატარებლების მიწოდებას გეგმავს

საქალაქთაშორისო, სტანდარტული და მაღალსიჩქარიანი სამგზავრო მატარებლების ესპანელმა მწარმოებელმა Talgo-მ უზბეკეთისთვის დამატებითი, სარკინიგზო მატარებლების მიწოდების ინტერესი გამოთქვა. იტყობინება აზერბაიჯანული მედია. ეს საკითხი ესპანეთში უზბეკეთის ელჩ, იაჰონგირ განიევსა და Talgo-ს თავმჯდომარე, კარლოს დე პალაციო ორიოლს შორის შეხვედრაზე განიხილეს. Talgo მზადაა, აწარმოოს და მიაწოდოს უზბეკეთს 4 კომპლექტი Afrosiyob-ის ელექტრო მატარებლები. მთლიანი შეკვეთა სავარაუდოდ, ესპანეთის მთავრობას დაქვემდებარებული ფონდიდან (FIEM) გრძელვადიანი შეღავათიანი სესხების მოზიდვის შედეგად დაფინანსდება.  

უზბეკეთის ვადამდელ არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა

უზბეკეთის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, შავკათ მირზიოევმა გაიმარჯვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, მირზიოევს ხმა მისცა კენჭისყრაში მონაწილეთა 87,05%-მა. უზბეკეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, 30 აპრილს რეფერენდუმი ჩატარდა. 9 ივლისს ჩატარებულ არჩევნებში აქტივობა 79,88% იყო.  

საქართველოს უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, აბდულა არიპოვი დღეს ეწვევა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრა.  

უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი, აბდულა არიპოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, აბდულა არიპოვი იმყოფება.   ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დახვდა.    აბდულა არიპოვის თანმხლებ დელეგაციაში შედიან უზბეკეთის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები როგორც პირისპირ, ისე  გაფართოებულ ფორმატებში.   მთავრობის ადმინისტრაციაში უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.

საქართველოსა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრებმა „შუა დერეფნის" განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს

უზბეკეთის და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი მეგობრული ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, რომელიც ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის პრინციპებს ეფუძნება. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს და მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიურ დინამიკას. პრემიერ-მინისტრებმა პირისპირ შეხვედრაზე ისაუბრეს ვაჭრობის და ეკონომიკის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, 2021-2022 წლებში ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, საქართველო უზბეკეთის რესპუბლიკას მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს, დაინტერესებულია ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით თანამშრომლობით და მიესალმება უზბეკ ინვესტორებს საქართველოში. მხარეებმა გამოთქვეს ეკონომიკის სფეროში არსებული თანამშრომლობის პოტენციალის სრულად ათვისებისა და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის ხელის შეწყობის მზადყოფნა. პირისპირ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრებმა ასევე იმსჯელეს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე, „შუა დერეფნის" განვითარების მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვეს საერთაშორისო ფორმატში აღნიშნული სატრანსპორტო მარშრუტის პოპულარიზაციის მნიშვნელობას. განიხილეს საქართველოს რეფორმების გაზიარების კუთხით არსებული თანამშრომლობა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მზად არის, გააგრძელოს შემდგომი თანამშრომლობა უზბეკეთის რესპუბლიკასთან რეფორმების სფეროში გამოცდილების გაცვლის კუთხით. „მივესალმები ჩემს ძვირფას კოლეგას, უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ბატონ აბდულა არიპოვს. მე მოხარული ვარ, ვუმანსპინძლო ჩემს კოლეგას თბილისში. მე მქონდა წარმატებული ვიზიტი უზბეკეთში. მახსოვს ჩემი კოლეგის ძალიან გულთბილი დახვედრა და მოხარული ვარ, რომ მისი საპასუხო ვიზიტი შედგა საქართველოში. მსურს კიდევ ერთხელ დავუდასტურო ჩემს ძვირფას კოლეგას, ბატონ პრემიერს, რომ ძალზე ვაფასებ ჩვენს ქვეყნებს შორის ძმურ და მეგობრულ ურთიერთობებს. ეს ურთიერთობები მუდმივად ვითარდება და უზბეკეთის პრემიერის დღევანდელი ვიზიტიც ამის დადასტურებაა. მე ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენი მთავრობისა და ჩვენი ხალხის სახელით მივულოცო პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს არჩევნებში გამარჯვება, ვუსრვებ წარმატებებს უზბეკეთს და უზბეკ ხალხს. ბატონო პრემიერო, ჩვენი ურთიერთოებები ყველა მიმართულებით ვითარდება; სწორედ ამაზე გვექნება დღეს საუბარი გაფართოებულ შეხვედაზეც და დღეს ასევე ხელს მოვაწერთ ძალზე მნიშნველოვან მემორანდუმს - უზბეკეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების ერთობლივი პრაქტიკული ღონისძიებების სამოქმედო გეგმას, საგზაო რუკას,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიპოვმა აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა ლოგიკურად აგრძელებს ქვეყნებს შორის დიალოგს, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო უზბეკეთში ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტისას. „მოგესალმებით, ბატონო ირაკლი! გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავ თქვენდამი და ყველა ჩვენი ქართველი მეგობრისადმი ასეთი მეგობრული მიღებისთვის. საქართველოში ჩამოსვლის პირველივე წუთებიდან ვიგრძენით ქართველი ხალხისთვის დამახასიათებელი ტრადიციული სტუმართმოყვარეობა და გულწრფელი პატივისცემა. ეს ვიზიტი პირველია უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის რანგში. ამავდროულად, დღევანდელი შეხვედრა ლოგიკურად აგრძელებს ჩვენს დიალოგს, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო უზბეკეთში თქვენი ოფიციალური ვიზიტისას“, - განაცხადა აბდულა არიპოვმა.  

ზურაბ აბდუშელიშვილი უზბეკეთის პრემიერის ვიზიტზე: ბოლო 20-25 წლის განმავლობაში უზბეკეთიდან საქართველოში ასეთი მაღალი დონის ვიზიტი არ განხორციელებულა

ბოლო 20-25 წლის განმავლობაში უზბეკეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოში ასეთი მაღალი დონის ვიზიტი არ განხორციელებულა, უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შარშან იმყოფებოდა და დღეს საპასუხო ვიზიტი შედგა. ამის შესახებ უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ აბდუშელიშვილმა განაცხადა. როგორც ელჩმა აღნიშნა, ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია საქართველოსთან მიმართებაში „შუა დერეფანმა“, უზბეკები მზად არიან განახორციელონ საინვესტიციო პაკეტები, რაც ქვეყნებს შორის ურთიერთობებს საკმაოდ მაღალ დონეზე წევს. „მიმდინარე წლებში, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან განვითარდა უზბეკეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობა. დღეს ვიზიტით საქართველოში იმყოფება უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი დიდი ეკონომიკური ჯგუფის შემადგენლობით. ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ამ ბოლო დროს საქართველოსთან მიმართებაში „შუა დერეფნის“ აქტუალურობამ. მზად არიან განახორციელონ საინვესტიციო პაკეტები, ეს იქნება ტექსტილის წარმოება, სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბების შექმნა, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს საკმაოდ მაღალ დონეზე წევს და ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც, ამ ორ ქვეყანას შორის, უზბეკეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და საერთოდ, მეგობრული ურთიერთობები გამოიწვევს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ზრდას, ტურიზმის სფეროში ძალიან დიდი დინებებია, ტურისტული, უზბეკეთის მხრიდან. მისასალმებელია, რადგან ბოლო 20-25 წლის განმავლობაში და მეტიც, შეიძლება ითქვას, ესეთი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში არ განხორციელებულა. ეს გახლავთ საპასუხო ვიზიტი. შარშან, როგორც იცით, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი გახლდათ უზბეკეთის რესპუბლიკაში. იქვე გაიმართა წინასწარი შეთანხმებები ეკონომიკური ბლოკის მიმართებაში, პოლიტიკური ბლოკის მიმართებაში და დღეს დღეისობით, ბატონი არიპოვი საქართველოში იმყოფება საპასუხო ვიზიტით. ვიმედოვნებ, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა საკმაოდ დიდ ძვრას გამოიწვევს როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ ვითარებაში,“- განაცხადა ზურა აბდუშელიშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ, აბდულა არიპოვს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები, დელეგაციების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. მხარეებმა საქართველოსა და უზბეკეთის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების არსებობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უზბეკ კოლეგას მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. აღნიშნა, რომ საქართველო და უზბეკეთის რესპუბლიკა სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან და ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის კიდევ მეტი პოტენციალი არსებობს. ისაუბრეს უზბეკეთის მხრიდან საქართველოში სხვადასხვა სფეროში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. გაფართოებული შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების ერთობლივი პრაქტიკული ღონისძიებების 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმას. ხელი მოეწერა ასევე ხელშეკრულებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და უზბეკეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს საბჭოს დაარსებასთან დაკავშირებით. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, უზბეკეთის რესპუბლიკის მხრიდან კი უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე დავრონ ვახაბოვმა.  

რა დოკუმენტები გაფორმდა უზბეკეთის პრემიერის საქართველოში ვიზიტის დროს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ, აბდულა არიპოვს შორის 17 ივლისს გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის თანახმად, პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები, დელეგაციების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. მხარეებმა საქართველოსა და უზბეკეთის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების არსებობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უზბეკ კოლეგას მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. ზურაბ აბდუშელიშვილი უზბეკეთის პრემიერის ვიზიტზე: ბოლო 20-25 წლის განმავლობაში უზბეკეთიდან საქართველოში ასეთი მაღალი დონის ვიზიტი არ განხორციელებულა შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. აღნიშნა, რომ საქართველო და უზბეკეთის რესპუბლიკა სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან და ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის კიდევ მეტი პოტენციალი არსებობს. ისაუბრეს უზბეკეთის მხრიდან საქართველოში სხვადასხვა სფეროში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. გაფართოებული შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების ერთობლივი პრაქტიკული ღონისძიებების 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმას. ხელი მოეწერა ასევე ხელშეკრულებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და უზბეკეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს საბჭოს დაარსებასთან დაკავშირებით. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, უზბეკეთის რესპუბლიკის მხრიდან კი უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე დავრონ ვახაბოვმა.  

ლევან დავითაშვილმა უზბეკეთის დელეგაციას საქართველოს პორტები, საზღვაო ინფრასტრუქტურა და ამ სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციას პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვის ხელმძღვანელობით დღეს საქართველოს პორტები, საზღვაო ინფრასტრუქტურა და ამ სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, დელეგაციას ბათუმსა და ფოთში ლევან დავითაშვილთან ერთად აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა და სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა უმასპინძლეს. მათ უზბეკ სტუმრებთან ერთად დაათვალიერეს ფოთის საზღვაო პორტი და აკვატორია სანაპირო დაცვის გემით, ასევე გაეცნენ ბათუმის პორტის ინფრასტრუქტურას და მუშაობას და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს. „ჩვენ ერთად მოვინახულეთ საქართველოს საზღვაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები. ვეწვიეთ როგორც ბათუმის, ისე ფოთის პორტს და გვქონდა ვიზიტი ანაკლიის პორტში, რომელიც სახელმწიფოს მიერ განხორციელდება. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ შუა აზიის რესპუბლიკებთან ერთად გვექნება თანამშრომლობის შესაძლებლობები - საუბარია ახალ, სტრატეგიულ თანამშრომლობაზე შუა აზიის ქვეყნებთან, მათ შორის განსაკუთრებით უზბეკეთთან, რომელსაც მინერალური სასუქების, სხვადასხვა ქიმიური და სამთო-პროდუქციის მზარდი წარმოება აქვს, მათი უმოკლესი გზით ევროპაში გატანა კი სწორედ საქართველოს მეშვეობით შეიძლება განხორციელდეს. ამიტომ ჩვენ შევეხეთ ერთობლივი საწარმოების, ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხებს,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა. უზბეკეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვის ხელმძღვანელობით საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. საქართველოს მთავრობის პირველ პირებთან გამართულ პირისპირ თუ გაფართოებული ფორმატის შეხვედრებზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო და უზბეკეთი წლებია, სტაბილურად პარტნიორობენ, თუმცა, ამ მხრივ ურთიერთობების ზრდა/განვითარების კიდევ უფრო დიდი, მრავალმხრივი პერსპექტივები არსებობს, რომელთა რეალიზებაც ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო და მნიშვნელოვანია. ამასთან, უზბეკეთის მთავრობის წევრებმა დაინტერესება გამოხატეს „შუა სატრანსპორტო დერეფნის“ და ამ მარშრუტის განვითარების საკითხთან დაკავშირებით. როგორც აღინიშნა, უზბეკური მხარე დაინტერესებულია საქართველოსთან ეკონომიკის სხვადასხვა დარგში მჭიდრო თანამშრომლობით, მათ შორის ტურიზმის, სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბების, ტექსტილის წარმოების და ა.შ. მიმართულებით, ასევე რამდენიმე სექტორში საინვესტიციო პროექტების განხორციელებით. დღეს უზბეკეთის დელეგაციის წევრებმა ფოთში ვიზიტისას თავისუფალი ეკონომიკური ზონა და ტექსტილის საწარმოც დაათვალიერეს. აღსანიშნავია, რომ უზბეკეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და უზბეკეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს-საბჭოს დაარსებასთან დაკავშირებით. „დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო, სატრანზიტო და ლოგისტიკური ცენტრის განვითარებაში, უზბეკეთთან თანამშრომლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს ჩვენ ასევე ვეწვიეთ ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონას და აქაც გამოიკვეთა თანამშრომლობის პერსპექტივები კერძოდ ერთობლივი საწარმოების შექმნის კუთხით, იმისთვის, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები მაქსიმალურად ოპტიმალურად იყოს გამოყენებული უზბეკ პარტნიორებთან ერთად,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს საღამოს დასრულდა. უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი, აბდულა არიპოვი საქართველოს 17 ივლისს ეწვია. მან შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.  ასევე წაიკითხეთ: ზურაბ აბდუშელიშვილი უზბეკეთის პრემიერის ვიზიტზე: ბოლო 20-25 წლის განმავლობაში უზბეკეთიდან საქართველოში ასეთი მაღალი დონის ვიზიტი არ განხორციელებულა

აზერბაიჯანი და უზბეკეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მართავენ

აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის ხელმოწერილი 2023 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის თანახმად, კომპიუტერული ტაქტიკური სამეთაურო-საშტაბო წვრთნები - UZAZ-2023 დაიწყო. ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ტაშკენტის რეგიონის ჩირჩიკის საწვრთნელ პოლიგონზე ჩატარებული ერთობლივი წვრთნების პირველ ეტაპზე, აზერბაიჯანისა და უზბეკეთის სამხედროებმა სპეციალური საბრძოლო მოქმედებების ორგანიზებისა და დაგეგმვის ამოცანები შეასრულეს. წვრთნების ძირითადი მიზანია გამოცდილების ურთიერთგაცვლა, ორივე სახელმწიფოს სამხედრო მოსამსახურეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზება, შტაბის ოფიცრების უნარების გაუმჯობესება გადაწყვეტილების მიღებისას, აგრეთვე მათი პროფესიონალიზმისა და მომზადების დონის შემდგომი ამაღლება.   

ახალი ტურისტული მატარებელი ევროპასა და ჩინეთს კავკასიის გავლით დააკავშირებს - მედია

იტალიური კომპანია უნიკალური ტურისტული ტრანსკონტინენტური მატარებლის გაშვების შესაძლებლობას განიხილავს. პროექტი ტაშკენტში იტალიური Arsenale Group-ის მონაწილეობით განიხილეს. კომპანია უზბეკეთს სთავაზობს არამხოლოდ ტურის ორგანიზებას ამ ქვეყნის უძველესი ქალაქების გარშემო, არამედ, ფართომასშტაბიანი საერთაშორისო პროექტის დაწყებასაც განიხილავს. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, პაოლო ბარლეტამ უზბეკეთს ევროპიდან ჩინეთში ტურისტული მატარებლის გაშვება შესთავაზა. „ამ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვან ნაბიჯად მიმაჩნია, რადგან მსგავსი რამ რკინიგზის ისტორიაში არ მომხდარა,“ - აღნიშნა ბარლეტამ. მედიის ცნობით, დაგეგმილია ჩქაროსნული ტურისტული მატარებლის ევროპიდან  ჩინეთში გაშვება კავკასიის, რუსეთისა და უზბეკეთის გავლით. მსოფლიოში ყველაზე გრძელი სარკინიგზო მარშრუტი პორტუგალიასა და ლაოსს აკავშირებს, მოგზაურობა 13 ქვეყნის ტერიტორიაზე სამ კვირას გრძელდება. ტურისტებს 18,6 ათასი კმ-ის დასაძლევად რამდენიმე ტრანსფერი სჭირდებათ, ხოლო იტალიური პროექტი საშუალებას იძლევა, ხანგრძლივად ერთი მატარებლით იმოგზაურონ.  

უზბეკეთს შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდა სურს

უზბეკეთი დაინტერესებულია შუა დერეფნის გამტარუნარიანობის 1,5 მილიონ ტონამდე გაზრდით, განაცხადა უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროსთან არსებული ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პრობლემების კვლევის ცენტრის დირექტორმა, ბეკზოდ ხოლმატოვმა განაცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანსა და უზბეკეთს შორის გადაზიდული ტვირთების მოცულობა სწრაფად იზრდება და ამ კონტექსტში მნიშვნელოვან როლს ასრულებს შუა დერეფანი. ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის, ალიხან სმილოვის ვარაუდით, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გამტარუნარიანობა 2025 წლისთვის 10 მილიონ ტონამდე გაიზრდება.    ცნობისთვის, შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და კომერციული მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას რეგიონის სხვადასხვა ქვეყნების გავლით აკავშირებს. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და გადის შუა აზიის ქვეყნებში, მათ შორის ყაზახეთში, უზბეკეთსა და თურქმენეთში. ევროპაში ჩასვლამდე კი, მარშრუტი მოძრაობს კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით.   შეგახსენებთ, ვაშინგტონი აღიარებს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების იმ შესაძლებლობებს, რომლებიც შუა დერეფნის კონცეფციის შემდგომ განვითარებას სჭირდება. კერძოდ, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც დეპარტამენტის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. რა ადგილი ეთმობა შავი ზღვის მიმართ აშშ-ის ერთიანი სტრატეგიის დოკუმენტში ანაკლიის პორტის პროექტს - სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხი  

დიდმა ბრიტანეთმა უზბეკეთის ექსპრეზიდენტის შვილს $25,4 მილიონის ქონება ჩამოართვა

უზბეკეთის პრეზიდენტის ქალიშვილს, გულნარა ქარიმოვას დიდ ბრიტანეთში ქონება ჩამოერთვა. ანტიკორუფციული სააგენტოს ცნობით, ეს არის ორი ბინა ბელგრავიაში და სასახლე სურეიში. თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამთავრობო ბიუროს ცნობით, ლონდონის სასამართლომ აღიარა, რომ ქონება დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლით იყო შეძენილი. უწყებამ სარჩელი ქარიმოვას ბრიტანული აქტივების ჩამორთმევის შესახებ, 2018 წლის ოქტომბერში შეიტანა. დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ ეს სარჩელი 8 აგვისტოს დააკმაყოფილა. ჩამორთმეული ქონების ღირებულება 20 მილიონ ფუნტზე მეტს (25,4 მილიონი აშშ დოლარი) შეადგენს. სააგენტოს ცნობით, ქარიმოვამ 2004-2012 წლებში სატელეკომუნიკაციო კომპანიებისგან ასობით მილიონი დოლარის ქრთამი მიიღო უზბეკეთის ბაზარზე შესვლის სანაცვლოდ. ტაშკენტის საქალაქო სასამართლომ გულნარა ქარიმოვას 2020 წლის მარტში 13 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ახლა უზბეკეთის ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილი სასჯელს კოლონიაში იხდის. ზოგიერთი წყაროს ცნობით, გულნარა ქარიმოვა უზბეკეთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად ითვლებოდა და გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ჰქონდა ამბიციები, მამის მემკვიდრე გამხდარიყო. შვეიცარიაში, საფრანგეთში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში, გულნარა ქარიმოვას ქონება თითქმის 1,4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. „უზბეკეთის მთავრობა ცდილობს მათი ნაწილის დაბრუნებას,“ - იუწყება თავის მხრივ, რადიო თავისუფლების უზბეკური სამსახური. გულნარა ქარიმოვა უზბეკეთის ყოფილი პრეზიდენტის, ისლამ ქარიმოვის უფროსი ქალიშვილია. 2015 წელს, სანამ მამამისი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ქალს კორუფციის ბრალდებით, ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.  

უზბეკეთმა 2022 წელს შუა დერეფნით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა გააორმაგა

უზბეკეთმა 2022 წელს შუა დერეფნით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა გააორმაგა. ამის შესახებ უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პრობლემების შესწავლის ცენტრის დირექტორმა, ბეკზოდ ხოლმატოვმა განაცხადა. მისივე თქმით, შუა დერეფნის პროექტის აქტუალობა იზრდება თანამედროვე გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე. „შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის ქვეყნებთან, აშშ-სთან, ბრაზილიასთან ვაჭრობის კუთხით“, - განაცხადა ხოლმატოვმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ერთ-ერთ პრობლემად რჩება შუა დერეფნის დაბალი გამტარუნარიანობა. „შუა დერეფანი კვეთს რიგი ქვეყნების საზღვრებს და ეს ნაწილობრივ ზრდის საქონლის მიწოდების დროს, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს ღირებულებაზე. მიმაჩნია, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია გარკვეული სახის საქონლის ტრანსპორტირების შეღავათიანი სისტემის გამოყენება,“ - განაცხადა ბეკზოდ ხოლმატოვმა. უზბეკეთს შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდა სურს ცნობისთვის, შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და კომერციული მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას რეგიონის სხვადასხვა ქვეყნების გავლით აკავშირებს. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და გადის შუა აზიის ქვეყნებში, მათ შორის ყაზახეთში, უზბეკეთსა და თურქმენეთში. ევროპაში ჩასვლამდე კი, მარშრუტი მოძრაობს კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით.   შეგახსენებთ, ვაშინგტონი აღიარებს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების იმ შესაძლებლობებს, რომლებიც შუა დერეფნის კონცეფციის შემდგომ განვითარებას სჭირდება. კერძოდ, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც დეპარტამენტის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. რა ადგილი ეთმობა შავი ზღვის მიმართ აშშ-ის ერთიანი სტრატეგიის დოკუმენტში ანაკლიის პორტის პროექტს - სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხი

ჩინეთი უზბეკეთს 14 პროექტისთვის $190 მილიონ დოლარს გამოუყოფს

ჩინეთი უზბეკეთში პროექტების განსახორციელებლად გრანტებს გასცემს. ამის შესახებ უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა. ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში, ჩინური მხარე 190 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს 14 პროექტის განსახორციელებლად ისეთ სფეროებში, როგორიცაა, სოფლის მეურნეობა და წყლის მართვა, ჯანდაცვა, განათლება და ინსტიტუციური განვითარება. „ჩინურმა მხარემ მაღალი შეფასება მისცა უზბეკეთში ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებს და გამოთქვა მზადყოფნა, კიდევ უფრო გააძლიეროს ურთიერთქმედება სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში,“ - აცხადებენ სამინისტროში.  

ისრაელმა აზერბაიჯანთან და უზბეკეთთან „მარცვლეულის შეთანხმება“ გააფორმა

ისრაელმა აზერბაიჯანთან და უზბეკეთთან „მარცვლეულის შეთანხმებას“ მოაწერა ხელი. აზერბაიჯანული მედიასაშუალებების ინფორმაციით, გარიგება გრძელვადიანია, რითაც ისრაელს თავისი წყაროების დივერსიფიკაცია სურს. უკრაინის ომმა და კიდევ უფრო ადრე, COVID-19-ის ეკონომიკურმა შედეგებმა, ისრაელს საქონლის იმპორტი გაურთულა, რამაც საქონლის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ხორბლის სანაცვლოდ, აზერბაიჯანი და უზბეკეთი ისრაელისგან მოწინავე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებს მიიღებენ. „სასურსათო უსაფრთხოების ფარგლებში. დღეს ჩვენ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიწოდებისკენ, რომელთა უმეტესობა არ იწარმოება ისრაელში,“ - განაცხადა ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ავი დიხტერმა. მინისტრის განმარტებით, „გლობალური გაურკვევლობის პერიოდში ბევრი ქვეყანა ისრაელთან თანამშრომლობით არის დაინტერესებული.“„ჩვენ გავაგრძელებთ უფრო მეტი პარტნიორობის შექმნას ისრაელსა და სხვა ქვეყნებს შორის, რითაც უზრუნველვყოფთ ისრაელის მოქალაქეების სურსათის უსაფრთხოებას. ჩვენ გავაგრძელებთ უფრო მეტი პარტნიორობის დამყარებას ისრაელსა და სხვა ქვეყნებს შორის, რითაც უზრუნველვყოფთ ისრაელის მოქალაქეებისთვის სასურსათპ უსაფრთხოებას,“ - განაცხადა დიხტერმა. გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის მსოფლიოში დაახლოებით ორ მილიარდ ადამიანს ემუქრება შიმშილის საფრთხე. ეს, სხვა საკითხებთან ერთად, გამოწვეული იქნება კლიმატის ცვლილებებით და ხორბლის წარმოების შემცირებით, ვიდრე რუსეთსა და უკრაინას შორის ომი გრძელდება.  

აზერბაიჯანმა, საქართველომ და უზბეკეთმა საბაჟო სფეროში მემორანდუმი გააფორმეს

აზერბაიჯანის, საქართველოსა და უზბეკეთის საბაჟო ორგანოებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა ბაქოში, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WTO) შესაძლებლობების განვითარების ევროკავშირის რეგიონალურ ოფისში, ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. მემორანდუმის გაფორმების შედეგად იგეგმება სატრანზიტო სისტემის გაუმჯობესება და ერთობლივი ინფორმაციის გაცვლა. აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ცნობით, ღონისძიებას აზერბაიჯანის, უზბეკეთის და საქართველოს საბაჟო სამსახურების, ასევე, აზიის განვითარების ბანკის უფლებამოსილი წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანია საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სატრანზიტო პროცედურების გამარტივება სახელმწიფო საზღვრებზე საქონლის გადაადგილების დაჩქარების მიზნით. სამდღიან ღონისძიებაზე გაიმართება პრეზენტაციები და დისკუსიები ეფექტიანი სატრანზიტო რეჟიმების შემუშავების მნიშვნელობაზე, ასევე, სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებაზე რეგიონში ვაჭრობის გაზრდის მიზნით.   

რუსეთი უზბეკეთში გაზის მიწოდებას ყაზახეთის გავლით იწყებს

შაბათს, 7 ოქტომბერს, რუსეთმა უზბეკეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება ყაზახეთის გავლით დაიწყო, რაც მოსკოვში და სხვაგან ცერემონიებით აღინიშნა - მას სამი ქვეყნის პრეზიდენტები ესწრებოდნენ. ფაქტი სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა. რუსულ გაზპრომთან (GAZP.MM) ორწლიანი ხელშეკრულების თანახმად, უზბეკეთი ყოველდღიურად, 9 მილიონი კუბური მეტრი რუსული ბუნებრივი აირის იმპორტს განახორციელებს.ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უზბეკეთი, რომელიც თავად მწარმოებელი და ექსპორტიორია, რუსეთიდან გაზის იმპორტს ახორციელებს. დღიური მოცულობა წელიწადში დაახლოებით 2,8 მილიარდ კუბურ მეტრს შეესაბამება, რადგან გაზის იმპორტი ცივ სეზონზე დეფიციტის დაფარვას მოხმარდება. „რუსეთი ადასტურებს თავის, როგორც გაზის სანდო მიმწოდებლის სტატუსს და ღიაა თანამშრომლობისთვის ამ სფეროში,“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში გამართულ ცერემონიაზე. თავის მიმართვაში ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს ისტორიული მოვლენა ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების სრულიად ახალ თავს ასახავს. ასევე, ყაზახეთის, რუსეთისა და უზბეკეთის ენერგეტიკულ სექტორში სტრატეგიულ თანამშრომლობას ახალ დონეზე აიყვანს.“ თავის მხრივ, მირზიოევმა ხაზგასმით აღინიშნა, რომ უზბეკეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რუსული გაზის იმპორტს და ეს პროექტი არის გარღვევა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, „ლურჯი საწვავის“ გარანტირებული წყაროების დივერსიფიკაციის, სეზონური არათანაბარი მოხმარების დასაფარად. რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლები დასავლეთის სანქციების გამო შემცირდა. სანქციები მოიცავს ფასების ლიმიტსა და ემბარგოს ნავთობის ექსპორტზე საზღვაო. დასავლეთის ეს ნაბიჯები, უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ევროპისკენ მიმავალი გაზსადენების Nord Stream-ის დახურვას, რომლებიც 2022 წლის სექტემბერში ააფეთქეს. რუსული გაზის ექსპორტი 2022 წელს 21,5 პროცენტით შემცირდა, რადგან ევროკავშირმა, ერთ დროს რუსული გაზის უმსხვილესმა მყიდველმა იმპორტი მკვეთრად შეამცირა.  მომზადებულია Reuters-ის მიხედვით  

ევროპის საინვესტიციო ბანკი უზბეკეთს შუა დერეფნის ოპერაციებში ინტეგრაციაში დაეხმარება - მედია

ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) გეგმები უზბეკეთში, სხვა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ერთად, მიმართულია ინიციატივებისკენ, რომელიც მდგრადი, კლიმატისადმი ნეიტრალური ეკონომიკური მოდელისკენ გადასვლას ეხება. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია EIB-ში წყაროზე დაყრდნობით წერს. „უზბეკეთში EIB პრიორიტეტს მიანიჭებს მდგრადი კავშირის პროექტებს, განსაკუთრებული აქცენტით ინიციატივებზე, რომლებიც შუა დერეფნის ოპერაციებში ქვეყნის ინტეგრაციასთან არის დაკავშირებული,“ აღნიშნა წყარომ. EIB-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს მცდელობები მჭიდროდ ემთხვევა ევროპის გლობალური კარიბჭის სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხო კავშირების გაძლიერებას ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში, ასევე, ხელს უწყობს არსებით მხარდაჭერას, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკმა უკვე გაუწია აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანს სამხრეთ. კავკასიაში. ელჩი ერინ მაქიი: აშშ მხარს უჭერს საქართველოს, გახდეს შუა დერეფნის მთავარი მოთამაშე შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი

მედია: უზბეკეთში პირველად გასამართლდა პირი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა

უზბეკეთის სასამართლომ უკრაინის წინააღმდეგ ომში დაქირავებულის სახით მონაწილეობისთვის აღძრული საქმის (სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილი) ფარგლებში პირველი განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ 38 წლის უზბეკი ილდარ ხაირულინი დამნაშავედ ცნო და მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამომძიებლების თქმით, ხაირულინი 2014-2015 წლებში დონეცკის რეგიონში, ე.წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დანაყოფის შემადგენლობაში იბრძოდა უკრაინის წინააღმდეგ. გამოძიებამ, დანაშაულის მტკიცებულებად, კერძოდ, მოიყვანა ილდარ ხაირულინის პროფილი უკრაინულ ვებგვერდზე "მშვიდობისმყოფელი", რომელიც შეიცავს ინფორმაციას უკრაინის წინააღმდეგ რუსული არმიის რიგებში მებრძოლი დაქირავებულების შესახებ. მსჯავრდებულის ახლობლები აცხადებენ, რომ ის უკრაინის ომში არ მონაწილეობდა, იქ არ წასულა და ბრალდების დროს რუსეთში იმყოფებოდა. თუმცა ამავე დროს, მსჯავრდადებულის ნათესავებმა აღიარეს, რომ საიტ „მშვიდობისმყოფელზე“ განთავსებულ ფოტოზე, სამხედრო ფორმაში და იარაღით ხელში, მართლაც ხაირულინია აღბეჭდილი. ილდარის ძმამ, ლენურ დავლეშინმა რადიო "ოზოდლიკს" (რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახური) განუცხადა, რომ „მშვიდობისმყოფლის“ ვებგვერდზე განთავსებული ფოტო ხაირაულინმა რუსეთში ყოფნის დროს გადაიღო და ფოტოზე აღბეჭდილი იარაღი არ არის ცეცხლსასროლი. მსჯავრდებულის ძმამ ასევე განაცხადა, რომ ხაირულინი 2023 წლის მაისში, სრულიად განსხვავებული მიზეზით, ქონების გარშემო საკუთარ დედასთან მომხდარი კონფლიქტის გამო დააპატიმრეს დააპატიმრეს   

უზბეკეთი გამოდის წინადადებით, შუა დერეფნის შესაძლებლობები გაეროს სტანდარტებზე დაყრდნობით გაფართოვდეს

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის (შუა დერეფნის) შესაძლებლობები გაეროს სტანდარტების საფუძველზე უნდა გაფართოვდეს. ამის შესახებ უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ ბადრიდინ აბიდოვმა ბაქოში გამართულ SPECA 2023 ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. ფორუმზე რეგიონის გლობალურ ჰაბად გადაქცევის საკითხი განიხილება. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ რეგიონის სატრანსპორტო შესაძლებლობების გაფართოებაზე. ამრიგად, ჩვენ ვახორციელებთ სტრატეგიულ პროექტებს აღმოსავლეთ-დასავლეთ და ჩრდილოეთ-სამხრეთის მარშრუტებზე. ამ კონტექსტში იგეგმება ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის და უზბეკეთი-ავღანეთი-პაკისტანის სარკინიგზო ხაზების მშენებლობა. ამის წყალობით, საქონლის ტრანზიტი გაიზრდება. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ შუა დერეფნის შესაძლებლობების გაფართოებას,“ - განაცხადა აბიდოვმა. ყირგიზეთი შუა დერეფნის მიმართულებების დივერსიფიკაციაზე მუშაობს შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება  

უზბეკეთი და ყაზახეთი დაინტერესებულნი არიან, შეუერთდნენ მწვანე ენერგეტიკულ დერეფანს ევროპისკენ

უზბეკეთი და ყაზახეთი დაინტერესებულნი არიან, რომ ელექტროენერგია ცენტრალური აზიიდან ევროპაში "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის კასპია-შავი ზღვა-ევროპის" მეშვეობით გაიტანონ. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. ეს საკითხი ბუდაპეშტში აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ, პარვიზ შაჰბაზოვისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, პეტერ სიიარტოს შეხვედრაზე განიხილეს. მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანიდან „მწვანე ენერგიის“ დიდი მიწოდება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ პროექტის განხორციელებაში. პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობა შეფასდა აზერბაიჯანსა და ევროკავშირს, მათ შორის უნგრეთს შორის ხიდის შექმნის თვალსაზრისით. შეხვედრაზე ასევე განიხილეს უნგრეთის ბაზარზე აზერბაიჯანული გაზის მიწოდების მნიშვნელობა; გრძელვადიანი მიწოდების პერსპექტივები, ასევე უნგრულ კომპანიებთან ნავთობისა და გაზის პროექტებში თანამშრომლობის განვითარება. უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში შაბაზოვი ასევე შეხვდა უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრ, ჩაბა ლანტოშს. მინისტრებმა ნახშირწყალბადების, მწვანე ენერგიის და ა.შ. სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ, რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს უზრუნველყოფს.  

თბილისს უზბეკეთის სამთავრობო დელეგაცია ეწვევა

5 დეკემბერს, ქალაქ თბილისს, ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის სამთავრობო დელეგაცია ეწვევა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, დელეგაციაში შედიან უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, უზბეკეთის სრულუფლებიანი ელჩი, საგარეო საქმეთა სამინისტროს სამმართველოს უფროსი, უზბეკეთის რესპუბლიკის ტურიზმის სამმართველოს ხელმძღვანელი და სხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. დელეგაციას ოფიციალურად უმასპინძლებს ქართული უმსხვილესი ტურისტული კომპანია „ჩექინ თრეველი.“ ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სასტუმრო „ბილტმორში“ ოფიციალურად მოეწერება ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს „ჩექინ თრეველის“ გენერალურ დირექტორს ია გედავანიშვილსა და უზბეკეთის სრულუფლებიან ელჩს ბატონ ბახრომ აშრაფხანოვს Bakhrom Ashrafkhanov - ს შორის. „მემორანდუმი გულისხმობს საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკებს შორის მჭიდრო ეკონომიკური, ტურისტული და სოციალური ურთიერთობების მხარდაჭერასა და განვითარებას. ერთობლივი ძალებით საქართველო და უზბეკეთი მთავარ მოთამაშეებად უნდა იქცნენ აბრეშუმის გზაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის ტურისტულ სეზონზე „ჩექინ თრეველმა“ უმასპინძლა 33 პირდაპირ ჩარტერულ რეისს უზბეკეთის რესპუბლიკიდან, რაც ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობაა. კომპანია „ჩექინ გრუპი“ ოფიციალურად დასახელდა უზბეკეთის მთავარ მასპინძელ ორგანიზაციად, რომელსაც უდიდესი კონტრიბუცია შეაქვს ქვეყნის ეკონომიკაში,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.  

უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა

რუსეთის ელჩი ტაშკენტში ოლეგ მალგინოვი ხუთშაბათს უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. საქმე ეხება პოლიტიკური პარტიის „სამართლიანი რუსეთი - პატრიოტები - სიმართლისთვის“ თანათავმჯდომარის ზახარ პრილეპინის განცხადებას, რომლის თანახმად, ის რესპუბლიკის ტერიტორიის რუსეთისთვის მიერთებაზე საუბრობდა. უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მეგობარი ქვეყნის პარტიების ლიდერების ნაჩქარევი განცხადებები, სამწუხაროდ, არ შეესაბამება უზბეკეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობისა და ალიანსის სულისკვეთებას. „მსგავსი განცხადებები, მიუხედავად იმისა, რომ ფართოდ არის გავრცელებული რუსულ მედიაში, მიზანმიმართულად პროვოკაციული ხასიათისაა და მან შეიძლება, უარყოფითად იმოქმედოს ჩვენს ხალხებს შორის დამკვიდრებულ ისტორიულად მეგობრულ ურთიერთობებზე,“ - ნათქვამია განცხადებაში. თავის მხრივ, რუსეთის ელჩმა მალგინოვმა განაცხადა, რომ პრილეპინის განცხადებებს არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის ოფიციალურ პოზიციასთან.    

საზღვაო ტრანსპორტის ალტერნატიული, მულტიმოდალური სახმელეთო დერეფნების შემუშავების უზარმაზარი პოტენციალი არსებობს - უზბეკეთი

შუა დერეფანზე საუბრისას უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებამ, მარშრუტების ოპტიმიზაციამ და ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფამ, ასევე, ტარიფზე შეღავათებმა და სატრანსპორტო დოკუმენტის უნიფიცირებისთვის ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვამ, შეიძლება, მნიშვნელოვნად შეამციროს მიწოდების დრო და ხარჯების წილი საქონლის ტრანსპორტირებაში. მამანბი ომაროვის თქმით, ასეთ ზომებს, თავის მხრივ, შეუძლია ვაჭრობის ზრდის სტიმულირება და სასარგებლო გავლენა პროექტში ჩართული ქვეყნების ეკონომიკის მდგომარეობაზე.  „ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია ყველა ქვეყნის აქტიური თანამშრომლობა, რომლითაც გადის მარშრუტები," - აღნიშნა ომაროვმა. „დღეისათვის მსოფლიოში, მთავარ პორტებზე დიდი დატვირთვა მოდის, და, შესაბამისად, ტვირთის მფლობელებისთვის მიწოდების რეალური დრო მნიშვნელოვნად იზრდება. შესაბამისად, არსებობს უზარმაზარი პოტენციალი მარშრუტების გადამისამართების საზღვაო ტრანსპორტიდან სახმელეთო - სარკინიგზო და საავტომობილო მიმართულებით, ახალი ალტერნატიული მულტიმოდალური სახმელეთო ტრანსპორტის დერეფნების შემუშავების მიმართულებით,“ - აღნიშნა მინისტრმა.  

უზბეკეთი ელექტრომობილების წარმოებას იწყებს

უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა, ჩინეთის კომპანია BYD-ის პრეზიდენტთან, ვან ჩუანფუსთან ერთად, ჯიზახის რეგიონში ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილების აწყობის პროექტის დაწყების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.  ინფორმაცია Kun.az-ზე ავრცელებს. ღონისძიების შემდეგ პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბაზრის მოთხოვნის გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში მოდელის დიაპაზონის გაფართოება და წარმოების სიმძლავრის წელიწადში 300 ათასამდე გაზრდაა საჭირო. ელექტრომობილების წამყვანმა ჩინელმა მწარმოებელმა შავკატ მირზიოევს ჰიბრიდული ავტომობილი YANGWANG U8 აჩუქა.  

უზბეკეთმა და ჩინეთმა ახალი მარშრუტით ტვირთების გადაზიდვა დაიწყეს

დერეფნის ორგანიზებაზე უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტრო, საერთაშორისო საგზაო გადამზიდავების ასოციაციასთან ერთად, ჩინეთის შესაბამის სამინისტროებთან და დეპარტამენტებთან თანამშრომლობით მუშაობდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ახალი სავაჭრო გზა უზბეკეთს აკავშირებს ცინდაოსთან, რომელიც  ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და სწრაფი, ეკონომიური და უსაფრთხო ტვირთის გადაზიდვის საშუალებას იძლევა. 6500-კილომეტრიანი მარშრუტით მგზავრობის დრო, თითქმის სამჯერ - 20-დან 7 დღემდე შემცირდა.  

უზბეკეთი რუსეთის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებს უერთდება - მედია

უზბეკეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც დასანქცირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ქვეყანაში საბანკო ოპერაციების განხორციელებას აუკრძალავს. უზბეკეთის მეჯლისის საკანონმდებლო პალატის მორიგ პლენარულ სხდომაზე დეტალურად განიხილეს კანონპროექტი „უზბეკეთის რესპუბლიკის ცალკეულ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებული რისკის მართვის მექანიზმების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.“ როგორც რიგი მედიასაშუალებები წერენ, უზბეკეთი ამ გადაწყვეტილებით, რუსეთის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებს უერთდება. გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტი, რომელიც უზბეკეთის მიმართ მეორადი სანქციების რისკის გამო შემუშავდა, დამატებით უფლებამოსილებებს ანიჭებს ქვეყნის ცენტრალურ ბანკს და ის ჩეხეთის, ლატვიისა და ესტონეთის გამოცდილების გათვალისწინებით მომზადდა. როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეკონომიკური სანქციების მზარდი რისკების გამო, შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, უზბეკეთის საბანკო სექტორში სანქციების შესაბამისობის სისტემის ორგანიზებისა და ეფექტიანობის მუდმივი გაუმჯობესების აუცილებლობა იზრდება. „ეს კანონპროექტი, საკრედიტო და საგადასახადო დაწესებულებებში, ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებული რისკების მართვის მიზნით, ცენტრალური ბანკისთვის, მოთხოვნების დაწესებას ითვალისწინებს. შესაბამისად, საკრედიტო და საგადასახადო დაწესებულებებს ეძლევათ უფლება, უარი თქვან ანგარიშების გახსნაზე და ოპერაციების განხორციელებაზე, რაც ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებული რისკების მართვის მოთხოვნების ნაწილია. მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკრედიტო და გადახდის ორგანიზაციების საქმიანობაში ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებული რისკების რეგულირებისა და კონტროლის სამართლებრივ საფუძველს. ეს საშუალებას აძლევს პირებს, რომლებიც ექვემდებარებიან ეკონომიკურ სანქციებს ან სანქციების რისკის ქვეშ არიან, თავისუფლად გახსნან ანგარიშები და განახორციელონ ტრანზაქციები ადგილობრივ ბანკებთან. კანონის ინიციატორების თქმით, ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებული რისკების მართვის მოთხოვნების განსაზღვრის სამართლებრივი ბაზის შექმნა საშუალებას მისცემს ცენტრალურ ბანკს, დროულად გამოავლინოს სისუსტეები საკრედიტო და გადახდის ორგანიზაციების რისკების მართვის სისტემებში და შექმნას ეფექტიანი მექანიზმი რისკების სწორად შეფასებისა და მინიმიზაციისთვის. „ამ კანონპროექტის მიღება გააძლიერებს საბანკო სისტემის ფინანსურ სტაბილურობას, გაზრდის საერთაშორისო და უცხოური ფინანსური ინსტიტუტების ნდობას ქვეყნის საბანკო სისტემის მიმართ და უზრუნველყოფს მოქალაქეთა და ბიზნეს სუბიექტების ტრანსსასაზღვრო ოპერაციების უწყვეტობას,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

აზიაში დაფუძნებული კომპანია უზბეკეთს შუა დერეფანში მთავარ მოთამაშედ განიხილავს

ჰონგ-კონგში დაფუძნებული კომპანია Kerry Logistics-ი უზბეკეთს შუა დერეფანში მთავარ მოთამაშედ განიხილავს. კომპანიის შეფასებით, უზბეკეთის სტრატეგიული მდებარეობა, რომელიც ფარავს მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტებს, მას ამ დერეფნის კრიტიკულ ჰაბად აქცევს. უზბეკეთისთვის მნიშვნელოვანი სარგებელის გათვალისწინებით, Kerry-Globalink Logistics-ი განიხილავს შუა დერეფანს, როგორც კატალიზატორს ვაჭრობისა და ეკონომიკური ზრდისთვის. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ დერეფანი, პირდაპირი და ეფექტიანი სავაჭრო მარშრუტით შავი ზღვისკენ, მოსალოდნელია, რომ აამაღლებს უზბეკეთის როლს საერთაშორისო ვაჭრობაში. „მოსალოდნელია, რომ Kerry Logistics-სა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობა დადებით შედეგებს გამოიღებს ორივე მხარისთვის და ხელს შეუწყობს რეგიონის უფრო ფართო ეკონომიკურ ლანდშაფტს,“ წერს აზერბაიჯანული მედია. შუა დერეფანი - სუეცის არხის ალტერნატივა: რეალობა და პერსპექტივები ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შუა დერეფანს 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია - რა წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში  

აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი ერთობლივ წვრთნებს გამართავენ

აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის ხელმოწერილი ერთობლივი გეგმის მიხედვით, ყაზახეთში, ქალაქ აქტაუში, ოპერატიულ-ტაქტიკური სამეთაურო-საშტაბო სწავლება „Бірлестик (ერთობა) - 2024“-ის დაგეგმვის კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა აზერბაიჯანის დელეგაცია, განიხილეს სწავლების მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები და შესასრულებელი ამოცანები. 2024 წლის ივლისში, ყაზახეთის რესპუბლიკის ოიმაშის საწვრთნელ მოედანზე, ასევე ტოკმაკის კონცხზე კასპიის ზღვის აკვატორიაში გასამართი სწავლების ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები: „საბრძოლო წვრთნის ამოცანების შესრულება შეიარაღებული კონფლიქტების ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებისთვის.“  

შუა დერეფნის საშუალებით, აზერბაიჯანი უზბეკეთისთვის სატრანზიტო ჰაბი ხდება - ელჩი

აზერბაიჯანი უზბეკეთის სატრანზიტო კერა ხდება ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის - შუა დერეფნის საშუალებით. ამის შესახებ აშშ-ში უზბეკეთის ელჩმა ფურქათ სიდიკოვმა განაცხადა. ეს მოსაზრება მან ვაშინგტონში გამართულ კასპიის პოლიტიკის ცენტრის (CPC) ღონისძიებაზე გამოთქვა. ელჩის თქმით, ცენტრალური აზია შეიძლება, იყოს ევრაზიისა და სამხრეთ აზიის დამაკავშირებელი ხიდი, რაც შეიძლება, საინტერესოდ აღიქმებოდეს აშშ-სთვის. „ამჟამად განვიცდით მიწოდების მარშრუტებისა და ეკონომიკური სტრუქტურების მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდს. აშშ-ის ბიზნესს ახლა ესაჭიროება წვდომა ახალ ბაზრებზე და ცენტრალურ აზიას აქვს პოტენციალი, დააკმაყოფილოს ეს საჭიროება," - დასძინა სიდიკოვმა. შუა დერეფანი - სუეცის არხის ალტერნატივა: რეალობა და პერსპექტივები    

უზბეკეთში ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე ტოივო კლაარის კანდიდატურა წარადგინეს

ჯოზეფ ბორელმა უზბეკეთში ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ტოივო კლაარის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს. ტოივო კლაარის კანდიდატურას უზბეკეთის მთავრობის ოფიციალური თანხმობის შემდეგ დაამტკიცებენ. შეგახსენებთ, ესტონელი დიპლომატი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე 2017 წელს დაინიშნა.  

უზბეკეთმა 2030 წლიდან, შესაძლებელია, ჭარბი ელექტროენერგია ევროპაში ექსპორტზე გაიტანოს

უზბეკეთის ენერგეტიკის მინისტრმა ჟურაბეკ მირზამახმუდოვმა განაცხადა, რომ უზბეკეთი თავისი ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტს ევროპაში 2030 წლიდან შეძლებს, თუ ყაზახეთი-უზბეკეთი-აზერბაიჯანი კასპიის ზღვის ფსკერზე კაბელის გაყვანის პროექტს განახორციელებენ. „ამ წლის ბოლომდე ჩვენ განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის ჯამურ სიმძლავრეს - 4 გვტ-ზე მეტს მივაღწევთ, 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 20 გვტ-ზე მეტი იქნება, საიდანაც ორიდან ხუთ გიგავატამდე წავა ექსპორტზე ევროპაში“, - განაცხადა მინისტრმა. ექსპორტის ზუსტი მოცულობა დამოკიდებული იქნება ელექტროენერგიის გადაცემის სისტემის სიმძლავრეზე და ევროპელი მყიდველების საჭიროებებზე. უზბეკეთიდან ელექტროენერგია ყაზახეთის გავლით - ცენტრალური აზიის საერთო ელექტროენერგეტიკული სისტემის საშუალებით გავა, შემდეგ ღრმა წყლის კაბელით კასპიის ზღვის ფსკერზე აზერბაიჯანამდე, იქედან - საქართველოში და შემდგომში შავი ზღვის ფსკერზე რუმინეთში, უნგრეთსა და ბულგარეთში.  

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, უზბეკეთის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლები პირველად ჩავიდნენ აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით

უზბეკეთმა და შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საბაჟო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ. ამის შესახებ სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის პრესსამსახურში განაცხადეს. დეპარტამენტის ცნობით, დოკუმენტს 13 სექტემბერს, ვაშინგტონში მოწერე ხელი, უზბეკეთის საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის აკმალხუჟი მავლონოვსა და აშშ-ის სასაზღვრო და საბაჟო სამსახურის კომისარ ტროი მილერს შორის შეხვედრის ფარგლებში. უზბეკეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ეს უზბეკეთის მებაჟეების პირველი ოფიციალური ვიზიტია შეერთებულ შტატებში. შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ინფორმაციის გაცვლის საშუალებას იძლევა საბაჟო სფეროში, ნარკოტრაფიკის, ფულის გათეთრების, ადამიანებით ვაჭრობისა და ტრანსნაციონალური კრიმინალური ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში. მსგავსი ორმხრივი შეთანხმება შეერთებულმა შტატებმა გააფორმა მსოფლიოს მხოლოდ 17 ქვეყანასთან, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას საბაჟო სფეროში და უზბეკეთი მე-18 ქვეყანაა ამ სიაში. ორი ქვეყნის მებაჟეებს შორის მოლაპარაკებების დროს განიხილებოდა აშშ-ის სასაზღვრო და საბაჟო სამსახურის სპეციალისტების უზბეკეთში მიწვევის, ასევე - აშშ-ში უზბეკი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა. აშშ-ის შეფასებით, ქვეყნებს შორის შეთანხმება სამართალდამცავ და საბაჟო სფეროში მხარდაჭერას აძლიერებს. „ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი აშშ-ის ურთიერთობებში უზბეკეთთან, რომელიც აფართოებს ჩვენს ისედაც მჭიდრო პარტნიორობას საზღვრის უსაფრთხოებისა და სავაჭრო ძალისხმევის კუთხით,“ განაცხადა ტროი მილერმა, აშშ-ის საზღრის დაცვის მაღალჩინოსანმა, რომელიც კომისრის მოვალეობას ასრულებს. მილერის შეფასებით: „აშშ-ის საბაჟო სამსახური და საზღვრის დაცვა აფასებს ჩვენს პარტნიორობას უზბეკეთთან ჩვენი ორმხრივი მიზნის მისაღწევად, რაც გულისხმობს კანონის აღსრულების გაძლიერებას და უფრო ეფექტიანი ვაჭრობის ხელშეწყობას.“ „ჩვენს თანამშრომლობას CBP-თან, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებისა და საბაჟო კონტროლის პროცესების გასაუმჯობესებლად. ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრით, რადგან ის გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, განვიხილოთ ისეთი ძირითადი საკითხები, როგორიცაა - საბაჟო კონტროლის პროცედურების ოპტიმიზაცია, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება,“ განაცხადა თავის მხრივ, უზბეკეთის რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ აკმალხუჯა მავლონოვმა. შეთანხმება საშუალებას მისცემს შეერთებულ შტატებსა და უზბეკეთს, გაცვალონ ინფორმაცია, რითაც გააძლიერებენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას. შეთანხმება ასახავს შეერთებული შტატების ვალდებულებას უზბეკეთის საბაჟო ორგანოებთან მუდმივი ურთიერთობისა და თანამშრომლობისადმი საკითხთა ფართო სპექტრზე, მათ შორის, ტერორისტებისგან ქვეყნების საზღვრების დაცვაზე, ნარკოტრეფიკერებთან ბრძოლასა და ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციების ოპერაციების ჩაშლაზე. CMAA არის ორმხრივი შეთანხმებები შეერთებულ შტატებსა და მის საერთაშორისო პარტნიორებს შორის, რომლებიც აღსრულებულია მათი შესაბამისი საბაჟო ადმინისტრაციების მიერ. ისინი უზრუნველყოფენ ინფორმაციისა და მტკიცებულებების გაცვლის საკანონმდებლო ბაზას, რათა დაეხმაროს ქვეყნებს საბაჟო კანონების აღსრულებაში, მათ შორის, გადასახადებისგან თავის არიდების, ტრეფიკინგის, გავრცელების, ფულის გათეთრების და ტერორიზმთან დაკავშირებული საქმიანობების ჩათვლით. ეს პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც მილერი ბრიუსელს, 2024 წლის ივნისში, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის საბჭოს სხდომაზე დასასრწებად ეწვია. დელეგაცია ასევე იმყოფებოდა სან ანტონიოს საერთაშორისო აეროპორტსა და ლარედოს შესასვლელ პორტში. შეგახსენებთ, უზბეკეთის საგარეო ვაჭრობა აშშ-სთან ბოლო ექვსი წლის განმავლობაში 48%-ით გაიზარდა. 2024 წლის პირველ რვა თვეში ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით, 64%-ით მეტია. ცნობისთვის, აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვა (CBP) არის ამერიკის უდიდესი სამართალდამცავი ორგანიზაცია და მსოფლიოში პირველი ერთიანი საზღვრის მართვის სააგენტო. „CBP-ის 65000+ მამაკაცი და ქალი იცავს ამერიკას მიწაზე, ჰაერში და ზღვაზე. ჩვენ ხელს ვუწყობთ უსაფრთხო, კანონიერ მოგზაურობას, ვაჭრობას და უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას. ჩვენ ვაძლიერებთ ქვეყნის უსაფრთხოებას ინოვაციების, დაზვერვის, თანამშრომლობისა და ნდობის მეშვეობით,“ წერს ამერიკული CBP. ინფორმაციისთვის: ცენტრალური აზიის ქვეყნები რუსეთთან ერთად ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შორის ნაკლებია სასაზღვრო კონტროლი. 2024 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირი და აშშ სანქციებისათვის გვერდის ავლის შეჩერებაზე დიდი ხანია, მუშაობენ. საუბრობდნენ სისტემის უკეთ გამართვაზე, „ხვრელების“ ამოვსებასა და აღსრულების ნაწილის გაძლიერებაზე. გასულ წელს, დევიდ ო’სალივანი, იმჟამად, ევროკავშირის ელჩი სანქციების იმპლემენტაციის დარგში აქტიურად მოგზაურობდა სხვადასხვა ქვეყანაში, პირველ რიგში ცენტრალური აზიის რესპუბლიკებში. ის ხშირად აღნიშნავდა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებულ სამხედრო აღჭურვილობასა და იარაღში აღმოჩენილია ევროკავშირში წარმოებული 770-მდე ნაწილი. ამასთან, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი მიუთითებდნენ, რომ 2022 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში იმგვარი საქონლის იმპორტი, რომლებსაც ორმაგი გამოყენება აქვთ - სამოქალაქოც და სამხედროც. ეს საქონელი, როგორც წესი, გერმანული ან ჰოლანდიურია და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის გავლით ხვდება. ევროპასთან ვაჭრობას უკეთესი პერსპექტივები მოაქვს, ვიდრე რუსეთთან - დევიდ ო’სალივანი