თეგი: ესპანეთი
ესპანეთს ევროპაში რუსული გაზის ჩანაცვლება შეუძლია - Euractiv
ესპანეთს, რომელიც ევროპაში თხევადი ბუნებრივი აირის ყველაზე დიდ საცავსა და რეგაზიფიკაციის შესაძლებლობებს ფლობს, შეუძლია, ევროპაში რუსული გაზის ჩანაცვლება შეუძლია, თუმცა, მისი შეზღუდული ურთიერთკავშირი დანარჩენ კონტინენტთან კვლავ პრობლემად რჩება. ამის შესახებ Euractiv-ი წერს. 3,31 მილიონი კუბური მეტრი მოცულობით, პირველ ადგილზეა ესპანეთი, შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი - 22%-ით, (2,09 მილიონი); საფრანგეთი (14% და 1,35 მილიონი), ბელგია (6% და 0,56 მილიონი) და იტალია (5% და 0,54 მილიონი). გამოცემა ექსპერტების მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ესპანეთი ასევე ლიდერობს რეგაზიფიკაციის სიმძლავრის მხრივ, რაც საშუალებას აძლევს მას, გაუმკლავდეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად გამოწვეულ მიმდინარე კრიზისს უფრო მეტი გარანტიით, ვიდრე მისი მეზობლები, ყოველ შემთხვევაში, მიწოდების უსაფრთხოების თვალსაზრისით. გარდა საცავებისა და რეგაზიფიკაციის შესაძლებლობებისა, ქვეყნის კავშირი ალჟირთან, საიდანაც მისი გაზმომარაგების 90% მოდის, შეიძლება, დაეხმაროს ესპანეთს ცენტრალური ევროპისთვის რუსული გაზის ალტერნატივის შექმნაში. თუმცა საჭიროა უფრო მჭიდრო კავშირები ევროპულ ქსელთან, რათა ესპანეთმა წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში. ევროკავშირმა რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულების შესამცირებლად გეგმა წარადგინა. ევროკავშირს სურს, რუსული გაზის შესყიდვა 2030 წლამდე შეწყვიტოს. მანამდე კი, წლის ბოლომდე, შესყიდვების ორი მესამედით შემცირებას ისახავს მიზნად. ევროკომისია სავარაუდოდ, ევროკავშირის ყველა ქვეყანას დაავალდებულებს, შეავსონ თავისი გაზის საცავები სულ მცირე, 90 %-ით ყოველი წლის პირველ ოქტომბრამდე. „ჩვენ დამოუკიდებელი უნდა გავხდეთ რუსული ნავთობისგან, ნახშირისა და გაზისგან. უბრალოდ, არ შეგვიძლია, ვიყოთ დამოკიდებული მომწოდებელზე, რომელიც პირდაპირ გვემუქრება“ , - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ცნობისთვის, აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს აკრძალავს. შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა. ასევე წაიკითხეთ უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს
ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა
ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელეს. მათივე ცნობით, იახტა 140 მილიონი დოლარის ღირებულებისაა, ის ბარსელონას პორტში დგას და „როსტექნოლოგის“ ხელმძღვანელს, ოლიგარქ სერგეი ჩემეზოვს ეკუთვნის. „დღეს ჩვენ დავაკავეთ იახტა, რომელიც ეკუთვნის პუტინთან დაახლოებულ ერთ-ერთ ოლიგარქს. ვსაუბრობთ იახტაზე, რომლის ღირებულება ყველაზე მინიმალური დათვლებით 140 მილიონ დოლარს შეადგენს“,- განაცხადა ესპანეთის პრემიერ -მინისტრმა პედრო სანჩესმა. ასევე წაიკითხეთ: დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიას რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი და ყოფილი ვიცე-პრემიერი იგორ შუვალოვი დაემატნენ რუსი მილიარდერების სუპერიახტები სანქციების გამკაცრების გამო მალდივებზე გადაჰყავთ - Reuters აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა
ესპანეთში, ათასობით ადამიანმა ელექტროენერგიისა და საწვავის გაძვირება გააპროტესტა
ესპანეთში სურსათის, ელექტროენერგიისა და საწვავის მკვეთრად გაძვირების გამო საპროტესტო აქციები გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ France 24-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის უმსხვილესი ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. მადრიდის მერიასთან რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც სოციალისტი პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის გადადგომას ითხოვდნენ. როგორც ცნობილია, აქციების ორგანიზატორი ულტრამემარჯვენე პარტია Vox-ი გახდა.
ესპანეთის ქალაქს უკრაინა დაარქვეს
ამ კვირის განმავლობაში, როცა ესპანეთში აღდგომის წინა ვნების კვირაა, უკრაინა ერქმევა სევილიის მხარეში მდებარე პატარა ქალაქს, ფუენტეს-დე-ანდალუსიას. უკრაინის საელჩო ესპანეთში სოციაკურ ქსელში წერს, რომ გადაწყვეტილება ქალაქის ხელისუფლებამ მიიღო. საელჩოს ცნობითვე, ქალაქის მცხოვრებთა ინიციატივით, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, ზოგიერთ ქუჩას დროებით უწოდეს კიევის მარიუპოლის, ხარკოვის, ხერსონის და ოდესის სახელები. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
ესპანეთისა და დანიის პრემიერები კიევში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი და დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი კიევში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. როგორც ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინას აქვს ესპანეთის მხარდაჭერა, სოლიდარობა და ერთგულება. ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ესპანეთის და დანიის პრემიერ-მინისტრები სავარაუდოდ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავენ შეხვედრას. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
დანიისა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრები ბოროდიანკაში ჩავიდნენ
დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი და ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი კიევის ოლქის ქალაქ ბოროდიანკაში ჩავიდნენ. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. „შეძრული ვარ ბოროდიანკას ქუჩებში პუტინის ომის საშინელებებისა და სისასტიკეების ნახვით. ჩვენ არ დავტოვებთ უკრაინელ ხალხს მარტო“, – წერს პედრო სანჩესი. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი და დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით დღეს ჩავიდნენ. როგორც ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინას აქვს ესპანეთის მხარდაჭერა, სოლიდარობა და ერთგულება. ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ესპანეთის და დანიის პრემიერ-მინისტრები სავარაუდოდ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავენ შეხვედრას. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
ესპანეთში ქალებს მენსტრუალური შვებულების უფლება ექნებათ
ესპანეთში, ქალებს, რომელთაც სამსახური აქვთ და მენსტრუაციის დროს, ტკივილით იტანჯებიან, ყოველთვიურად სამდღიან შვებულებას შესთავაზებენ, - ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. როგორც ცნობილია, რეფორმის მიღების შემდეგ ესპანეთი გახდება პირველი დასავლური ქვეყანა, რომელიც შესთავაზებს დასაქმებულებს მენსტრუალური შვებულების უფლებას. „თუ ვინმეს აქვს დაავადება ასეთი სიმპტომებით, მას ენიჭება დროებითი ქმედუუნარობის სტატუსი, ასე რომ, იგივე უნდა მოხდეს მენსტრუაციასთან დაკავშირებით – ძალიან მტკივნეული მენსტრუაციის მქონე ქალს სახლში დარჩენის უფლება უნდა მიეცეს,“ – განაცხადა ბარსელონას ყოველდღიურ გაზეთ El Periodico-სთან საუბრისას თანასწორობის საკითხებში ესპანეთის სახელმწიფო მდივანმა ანგელა როდრიგესმა. ცნობისთვის, მსოფლიოში არაერთი ქვეყანაა, სადაც უკვე მოქმედებს იგივე რეგულაცია. მაგალითად, ამ ქვეყნებს შორისაა იაპონია, სამხრეთ კორეა, ინდონეზია და ზამბია.
Reuters: ესპანეთში 15 რუსი ოლიგარქის იახტები, სახლები და სხვა აქტივები აღმოაჩინეს
ესპანეთის ხელისუფლებამ, სანქცირებული 15 რუსი ოლიგარქის კუთვნილი აქტივები, სახელები და იახტები გამოავლინა. Reuters-ს ესპანეთის ნოტარიუსთა გენერალური საბჭოს ფულის გათეთრების აღკვეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, მარიანო გარსია ფრესნომ უთხრა, რომ აქტივები უკრაინაში რუსეთის შეჭრის, 24 თებერვლის შემდეგაა აღმოჩენილი, როცა ოლიგარქები ცდილობდნენ აქტივების დამალვის მიზნით, ზოგიერთ კომპანიაში საკუთარი წილების გადაცემას ნათესავებისა და პარტნიორებისთვის. ფრესნოს ინფორმაციით, ევროკავშირის სანქციების სიაში მყოფი 15 ოლიგარქის გარდა, აღმოჩენილია მათთან, ან მათი ოჯახის წევრებთან კავშირის მქონე 105 პირი. მისი თქმით, მათ შორისაა როგორც ძალიან, ასევე, ნაკლებად ცნობილი პირები. ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა ესპანეთი 25 რუსს დიპლომატს აძევებს „ესპანეთში 2004 წლიდან დარეგისტრირებული ტრანზაქციებიდან 1000-ზე მეტი პირის შემოწმებით დაადგინეს, რომ სანქცირებულ ოლიგარქებს წილი ჰქონდათ სულ მცირე 10 ესპანურ და 13 უცხოურ კომპანიაში“, - განუცხადა Reuters-ს მარიანო გარსია ფრესნომ. მისი თქმით, შესაბამისი ინფორმაცია გადაეცა ესპანეთის ფინანსთა სამინისტროს და ფინანსური დაზვერვის სამსახურს. აპრილის ბოლოს, ესპანეთის მთავრობაში დაადასტურეს, რომ გაყინულია სანქცირებულთა სიაში მყოფ 5 პირთან დაკავშირებული 12 საბანკო ანგარიში და დაყადაღებულია 3 იახტა და უძრავი ქონების 23 ობიექტი. ფრესნოს თანახმად, რუს ოლიგარქებთან კავშირის მქონე კომპანიები ესპანეთში ფლობენ უძრავი ქონების 35-მდე ობიექტს და საბანკო ანგარიშებსა და წილებს ესპანეთის და ევროპის სხვა ქვეყნების კომპანიებში
ესპანეთში სარკინიგზო ავარიას მსხვერპლი მოჰყვა
ესპანეთში სარკინიგზო ავარია მსხვერპლით დასრულდა. ბარსელონაში ორი მატარებელის შეეჯახების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ათობით ადამიანი. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, შემთხვვევა სანტ ბოი დე ლობრეგატის სადგურზე, ბარსელონადან დაახლოებით 14 კმ-ში მოხდა, სადაც სატვირთო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა და სამგზავრო მატარებელს შეეჯახა. გარდაცვლილი ერთ-ერთი მატარებლის მემანქანეა. ამასთან, საგანგებო სამსახურების ცნობით, სულ 85 ადამიანი დაშავდა, მათგან რვა ჰოსპიტალიზებულია.
ესპანეთი უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლესს და ტანკებს მიაწვდის - El Pais
ესპანეთი უკრაინას საზენიტო რაკეტებით და საბრძოლო ტანკებით (ლეოპარდი) უზრუნველყოფს. იუწყება El Pais სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით. ესპანეთი უკრაინელ სამხედროებს ტექნიკის ათვისების მიზნით, აუცილებელ სწავლებასაც ჩაუტარებს. სწავლება ჩატარდება ლატვიაში, სადაც ესპანეთის არმიამ NATO-ს გაძლიერებული ყოფნის ოპერაციის ფარგლებში 500 ჯარისკაცი განალაგა. El Pais-ის წყაროების თანახმად, ტრენინგის მეორე ეტაპი შეიძლება, ესპანეთში ჩატარდეს. ესპანეთი უკრაინას ამ დრომდე საბრძოლო მასალას, ინდივიდუალური დაცვის აღჭურვილობას და მსუბუქ იარაღს აწვდიდა. წყაროებმა ესპანურ გამოცემას განუცხადეს, რომ გაზრდილი მხარდაჭერის შეთავაზების საკითხი წამოიწია მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი 21 აპრილს უკრაინას ეწვია და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, მაგრამ პროცესი ოპერაციის სირთულის გამო გადაიდო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში შევიდა
გემს (Alppila), რომელსაც 18,000 ტონა უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა, ესპანეთის პორტში (Coruña) შევიდა. იტყობინება CNN. საერთაშორისო მედია წერს, რომ ეს არის „ახალი საზღვაო მარშრუტი“, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ეს არის უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. უკრაინამ მარცვლეულის ექსპორტისთვის ორი მარშრუტი შეადგინა მედია: უკრაინის პორტებიდან ხორბლის ექსპორტისთვის „მარცვლეულის დერეფნის“ საგზაო რუკა შემუშავდა რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
ხავიერ კოლომინა: საოცარი მატჩი ვნახეთ ესპანეთსა და საქართველოს შორის, ვულოცავ ჩემს ქართველ მეგობრებს ამ დიდ გამარჯვებას
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების გამარჯვებას Twitter-ზე გამოეხმაურა. „საოცარი მატჩი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ, ჩემს სამშობლო ესპანეთსა და საქართველოს შორის. ვულოცავ ჩემს ქართველ მეგობრებს, ამ დიდ გამარჯვებას“, – წერს ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელში. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრები 82:76 დაამარცხა.
საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი
საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრების შედეგად ათასობით ადამიანი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა. წერს Reuters. შაბათს დილით საფრანგეთის ჟირონდის რეგიონიდან 12 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, რადგან მათი საცხოვრებელს ცეცხლი გაუჩნდა. ბოლო კვირების განმავლობაში ტყის ხანძრებმა საფრანგეთი, პორტუგალია და ესპანეთი მოიცვა. მხოლოდ ჟირონდის რეგიონში თითქმის 10 000 ჰექტარი მიწა დაიწვა. მეზობელ ესპანეთში, მეხანძრეები ხანძარს მას შემდეგ ებრძვიან, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყანაში ტემპერატურამ 45,7 გრადუსს მიაღწია. 3000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია სახლებიდან დიდი ხანძრის გამო, ქალაქ მალაგას პროვინციაში, ქალაქ მაიასთან, რომელიც ჩრდილოეთ ევროპის ტურისტებში პოპულარულია. მთლიანობაში, ტყის ხანძრებმა წლის დასაწყისიდან ივნისის შუა რიცხვებამდე 39 550 ჰექტარი მოიცვა, რაც სამჯერ აღემატება გასული წლის იმავე პერიოდში ხანძრის შედეგად განადგურებულ ტერიტორიას. პორტუგალიის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 7-დან 13 ივლისამდე სიცხის შედეგად 238 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უმეტესობა ფონური დაავადებების მქონე მოხუცები იყვნენ.
ესპანეთსა და პორტუგალიაში 40 გრადუსიანი სიცხის გამო 600-მდე ადამიანი დაიღუპა
ესპანეთში სიცხის გამო, რომელიც თითქმის ერთი კვირა გრძელდება, 360 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Reuters კარლოს III-ის ჯანმრთელობის სახელმწიფო ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით წერს. ესპანეთში ჰაერის ტემპერატურამ 45,7 გრადუსს მიაღწია. მეზობელ პორტუგალიაში რამდენიმე დღის განმავლობაში ტემპერატურა 40 გრადუსს გაუტოლდა. პორტუგალიის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ 7-დან 13 ივლისამდე, არანორმალური სიცხის გამო 238 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის უმეტესობა ხანდაზმული იყო. დიდ ბრიტანეთში, მოსალოდნელი სიცხის გამო, 15 ივლისს მოსახლეობისთვის მაქსიმალური - წითელი - განგაშის დონე პირველად გამოცხადდა. სინოპტიკოსების თქმით, 18 და 19 ივლისს რეგიონში, რომელიც ლონდონს, მანჩესტერსა და იორკს მოიცავს, ტემპერატურა 40 გრადუსამდე მოიმატებს, იტყობინება BBC News.
ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან. დაიღუპა ერთი ადამიანი
ესპანეთი, პორტუგალია და საფრანგეთი ტყის მრავალრიცხოვან ხანძრებთან ბრძოლას განაგრძობენ. საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი განადგურებულია ათასობით ჰექტარი ტერიტორია. ესპანეთში ტყის ხანძარს მეხანძრე ემსხვერპლა. ესპანეთში 30-ზე მეტი აქტიური ხანძარია ექსტრემადურას, კასტილიისა და ლეონის, გალიციის, ანდალუსიისა და კატალონიის რეგიონებში. ხანძრის შედეგად დაახლოებით 20 000 ჰექტარი ტერიტორია დაზიანდა. კასტილიისა და ლეონის რეგიონში ერთი მეხანძრე გარდაიცვალა კვირას და მისი ორი დაშავებული კოლეგა საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაახლოებით 2 300 ევაკუირებული კვლავ ვერ ახერხებს საკუთარ სახლებში დაბრუნებას, რადგან საფრთხე არსებობს. კვირას ესპანეთში ზედიზედ მეშვიდე დღეა 44º C-ზე მეტი დაფიქსირდა. სამშაბათიდან მოსალოდნელია ტემპერატურის ვარდნა. პორტუგალიაში, Publico-ს ცნობით, დაახლოებით 800 მეხანძრე ებრძვის ოთხ აქტიურ ხანძარს. ქვეყნის 80-ზე მეტ მუნიციპალიტეტში ხანძრის ულტრა მაღალი საშიშროება რჩება. კვირას ორი მეხანძრე საავადმყოფოში მსუბუქი დაზიანებებით გადაიყვანეს. France Bleu-ს ცნობით, საფრანგეთში, ჟირონდის დეპარტამენტში სამხრეთ-დასავლეთით, ატლანტის ოკეანის სანაპიროსთან, ხანძარი მეექვსე დღეა მძვინვარებს. ორშაბათი ძალიან რთული იქნება ჰაერის ტემპერატურის 44°C-მდე მატებისა და ქარის მიმართულების მუდმივი ცვლილების გამო. ხანძარმა გაანადგურა 14 ათასი ჰექტარი ტერიტორია, აქედან 9 800 ჰექტარი ქალაქ ლანდირასის მიდამოში.
ესპანეთის აეროპორტში კაცს, დაახლოებით 500 000 ევროს ღირებულების პიკასოს ესკიზი ჩამოართვეს
ესპანეთის საბაჟო პოლიციამ იბიცას აეროპორტში კაცს, 450 000 ევროზე მეტი ღირებულების პაბლო პიკასოს ესკიზი ჩამოართვა, რადგან გადამზიდველმა ვერ დაადასტურა, რომ ეს ნახატი მისი საკუთრებაა. შემთხვევა 5 ივლისს მოხდა, თუმცა ესპანელმა მებაჟეებმა ამის შესახებ, მხოლოდ 18 ივლისს განაცხადეს. შვეიცარიელმა სამართალდამცავებმა ესპანეთის საბაჟოს აცნობეს მგზავრის შესახებ, რომელსაც ნახატი „საეჭვო პირობებში“ გადაჰქონდა. ციურიხიდან იბიცაში დასასვენებლად ჩასულ კაცს პიკასოს ესკიზი სახელად Trois personnages („სამი პერსონაჟი“) აღმოაჩნდა. მან განაცხადა, რომ ეს იყო ნამუშევრის ასლი და მისი სიტყვების დასადასტურებლად 1500 ევროს ღირებულების ქვითარი წარმოადგინა. მაგრამ მგზავრის ჩემოდანში ციურიხის სამხატვრო გალერეიდან კიდევ ერთი 454000 ევროს ქვითარი აღმოაჩინეს. წინასწარმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ესკიზი არის ორიგინალი, ხოლო დამალულ ქვითარზე მითითებული ღირებულება საბაზრო ღირებულებას ემთხვევა. ახლა ესკიზი უფრო საფუძვლიანი ანალიზისთვის ხელოვნების ისტორიკოსებს გადაეცემათ. მგზავრს კი, სავარაუდოდ, ბრალად ხელოვნების ნიმუშების კონტრაბანდასა და საზღვრის გადაკვეთისას ღირებული ნივთის შესახებ ინფორმაციას დამალვას წაუყენებენ.
ესპანეთში გარკვეული პერიოდის განმავლობაში მატარებლით მგზავრობა უფასო იქნება
ინფლაციის სწრაფად მზარდი მაჩვენებლების საპასუხოდ, ესპანეთის მასშტაბით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასები უკვე განახევრდა, ახლა მთავრობამ კიდევ 100%-იანი ფასდაკლება გამოაცხადა. შედეგად, სექტემბრიდან, მგზავრებს, მათ შორის ტურისტებს, Renfe-ის საზოგადოებრივი მატარებლის ქსელით გადაადგილება უფასოდ შეეძლებათ. ესპანეთის პრემიერ მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ მატარებლების მრავალმხრივი ბილეთები, რომლებსაც მართავენ ქსელის საჯარო სერვისები - Cercanías, Rodalies და Media Distance, პირველი სექტემბრიდან წლის ბოლომდე იქნება უფასო. CNN ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაყრდნობით წერს, რომ ეს ზომა გამორიცხავს ერთჯერადი მგზავრობის ბილეთებს ან შორ მანძილზე მგზავრობას. მრავალმხრივი ბილეთები მოიცავს სულ მცირე 10 მოგზაურობას (return trips). ესპანეთი არ არის ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელმაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარჯების შესამცირებლად ზომები მიიღო. გასულ თვეს გერმანიაში 9 ევროდ (9,50 აშშ დოლარი), შეუზღუდავი ყოველთვიური საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთის შეძენა გახდა შესაძლებელი, რომლის გამოყენებაც ადგილობრივ და რეგიონულ ტრანსპორტში ქვეყნის მასშტაბით არის შესაძლებელი. ეს პროგრამა აგვისტოს ბოლომდე მოქმედებს. თავის მხრივ, 2021 წლის ბოლოს, ავსტრიამ შემოიღო - „კლიმატის ბილეთი", რომელიც ქვეყნის ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოქმედებს და რომლის მიზანია, წაახალისოს მოსახლეობა, რათა ავტომობილები სახლში დატოვონ.
ესპანეთი, პორტუგალია და საბერძნეთი გაზის მოხმარების შემცირებაზე ბრიუსელის გეგმას არ ეთანხმებიან
ესპანეთის, საბერძნეთისა და პორტუგალიის ხელისუფლება, ევროკავშირის შეთავაზებას გაზის მოხმარების 15%-ით შემცირების შესახებ, არ ეთანხმებიან. ევროკომისიის ახალი გეგმით, წევრმა სახელმწიფოებმა ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 15%-ით უნდა შეამცირონ „ხელისუფლება პრინციპში არ ეთანხმება ევროკომიისის წინადადებას გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებაზე“, - განაცხადა საბერძნეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა იანის ეკონომ პრესისთვის გამართულ ბრიფინგზე. ანალოგიურ მკვეთრ პოზიციას აფიქსირებენ ესპანეთი და პორტუგალია. პორტუგალიის ენერგეტიკის მინისტრმა ჟოაო გალამბამ თქვა, რომ მისი ქვეყანა „მტკიცედ ეწინააღმდეგება“ ევროკავშირის არაპროპორციულ და არამდგრად წინადადებას. მისი თქმით, წინადადება არ ითვალისწინებს ესპანეთისა და პორტუგალიის ჰიდროენერგეტიკულ საჭიროებებს. ამჟამინდელი გვალვის გამო ორივე ქვეყანა იძულებულია მეტი ელექტროენერგია აწარმოოს გაზზე მომუშავე ელექტროსადგურებიდან. ესპანეთის ენერგეტიკის მინისტრმა ტერეზა რიბერამ ასევე განაცხადა, რომ არ სურს მომხმარებლებს უკარნახოს გაზის მოხმარების შეზღუდვა. 20 ივლისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი გეგმა, რომელიც ევროპაში გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებას ითვალისწინებს. უფრო კონკრეტულად, პაკეტი მიზნად ისახავს, ყველა წევრმა სახელმწიფომ შეამციროს გაზზე მოთხოვნა 15%-ით, 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის მარტამდე. წევრ სახელმწიფოებს სექტემბრამდე აქვთ ვადა, აჩვენონ თუ როგორ შეძლებენ ამ მიზნის მიღწევას.
ესპანეთსა და პორტუგალიაში ექსტრემალური სიცხის გამო, 1700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ესპანეთსა და პორტუგალიაში ექსტრემალური სიცხის შედეგად, რომელმაც ევროპა ბოლო დღეებში მოიცვა, 1700-ზე მეტი ადამიანი უკვე დაიღუპა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა. საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი „გასული ათწლეულების განმავლობაში ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა ექსტრემალური სიცხის შედეგად, რომელსაც ხშირად თან ახლდა ტყის ხანძარი. წელს უკვე მხოლოდ ესპანეთსა და პორტუგალიაში 1700-ზე მეტი ადამიანის სიკვდილის მომსწრე გავხდით “, - ნათქვამია კლუგეს განცხადებაში. ირლანდიის დედაქალაქში რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა დაფიქსირდა შეგახსენებთ, რომ ესპანეთში, პორტუგალიაში და საფრანგეთში ტყის მრავალრიცხოვან ხანძრებს ებრძვიან, რომლის შედეგადაც ათასობით ჰექტარი ტერიტორია განადგურდა.
Reuters: ევროპაში მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ევროპაში, კერძოდ ესპანეთში ესპანეთში მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „როიტერის“ განმარტებით, ეს გარდაცვალების მეორე შემთხვევაა, რომელიც აფრიკის ფარგლებს მიღმა დაფიქსირდა. ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში მაიმუნის ყვავილით ინფიცირების 4 298 შემთხვევა დადასტურდა. ცნობისთვის, მაიმუნის ყვავილით ადამიანის დაავადების პირველი შემთხვევა აღწერილ 1970 წელს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშ აღწერეს. მაიმუნის ყვავილი ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს უპირატესად გადაეცემა მღრნელებისა და პრიმატებისგან. ადამიანებს შორის ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას. გადაცემის შემთხვევები ასევე აღწერილია არასაკმარისად დაუმუშავებელი ხორც-პროდუქტების მიღებისას. ასევე წაიკითხეთ: რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ - NCDC ინფორმაციას ავრცელებს
ესპანეთში, ევროპის უდიდესი მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
ელექტროენერგიაზე ფასის ზრდის გამო, ესპანურმა კომპანია Iberdrola-მ ევროპის უდიდესი მზის ელექტროსადგური ჩართო. ესპანეთში ბოლო ხუთი წლის მონაცემებთან შედარებით, ელექტროენერგია ორჯერ ძვირია. რადგან ესპანეთი ევროპის ქვეყნებში ერთ-ერთი მზიანი ქვეყანაა, ის გათვლას ალტერნატიულ ენერგიაზე - მზის პანელებზე აკეთებს. Iberdrola-ს მზის ელექტროსადგური, რომელიც ესტრამადურას ავტონომიურ თემში, ესპანეთის სამხრეთ-დასავლეთში მდებარეობს, დაახლოებით 1,5 მილიონი მზის პანელისგან შედგება და შეუძლია ელექტროენერგია 334 000-ზე მეტ სახლს მიაწოდოს. მოსალოდნელია, რომ მზის ელექტროსადგური გააძლიერებს წარმოებას და სრულ სიმძლავრეს მომდევნო თვეში მიაღწევს. თუმცა, Bloomberg აღნიშნავს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ შემთხვევაშიც კი ელექტროენერგიის ფასების შემცირება იქნება შესაძლებელი. 2030 წლისთვის ესპანეთი, ქვეყანაში მთელი ენერგიის თითქმის 75%-ის წარმოებას, ალტერნატიული ენერგიის წყაროების საშუალებით გეგმავს. ახლა ეს მაჩვენებელი დაახლოებით 47%-ია.
ესპანეთში, მუსიკალურ ფესტივალზე სცენის ნაწილობრივ ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა
ესპანეთის ქალაქ ვალენსიას სიახლოვეს მუსიკალურ ფესტივალზე სცენის ნაწილობრივ ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, ათობით პირი კი დაშავდა. როგორც ცნობილია, დაშავებულთაგან სამმა სერიოზული ტრავმა მიიღო, 14 ადამიანს კი ნაკლები სიმძიმის დაზიანება აღენიშნება. „ძალიან შეწუხებულები ვართ იმით, რაც დღეს მოხდა“,- ვკითხულობთ ფესტივალის ორგანიზატორების გაცხადებაში. ამასთან, ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Medusa-ზე, სცენის ნაწილობრივ ჩამონგრევა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის დაზიანებაც ძლიერმა ქარმა გამოიწვია.
ესპანელი მეხანძრეები ვალენსიას რეგიონში საცხოვრებელი უბნების გადარჩენას ცდილობენ - ევაკუირებულია 2000 ადამიანი
ესპანელი მეხანძრეები ვალენსიას რეგიონში საცხოვრებელი უბნების გადარჩენას ცდილობენ. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 2000 ადამიანი, არიან დაშავებულები. საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი ამასთან, ხანძრის კერები უახლოვდება საავტომობილო გზებს, სარკინიგზო მაგისტრალებსა და დასახლებულ პუნქტებს. ცნობისთვის, ცეცხლის ლოკალიზება 4 დღეა ვერ ხერხდება.
ესპანეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას უზრდის
ესპანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს ჯავშანმანქანებს, საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, საბრძოლო მასალას, სამხედრო მრჩევლებს, საწვავსა და ზამთრის ტანსაცმელს. „უკრაინა დღეს ევროპის გულია. დღეს, ისევე როგორც ექვსი თვის წინ, ესპანეთი დგას და ყოველთვის იქნება უკრაინელი ხალხის გვერდით მათ ბრძოლაში თავისუფალი და მშვიდობიანი მომავლის დასაცავად“, - დაწერა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა.
ესპანეთში ძლიერი სეტყვის შედეგად 20 თვის ბავშვი დაიღუპა
ესპანეთში, ჟირონას რეგიონში ძლიერი სეტყვის შედეგად 20 თვის ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ბავშვს სეტყვის მარცვალი თავში მოხვდა. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ამასთან, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება კიდევ 50-მდე ადამიანმა მიიღო. დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც.
ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა
ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრები, ესპანეთთან 90:64 დამარცხდა. ევრობასკეტზე საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩი მიმდინარეობს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ ესპანეთთან ორ თვეში მეორე მატჩი გამართა. პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა 82:76 გაიმარჯვა. 4 სექტემბერს ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრები თურქეთს შეხვდება.
ესპანეთი სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის გაფართოებით დაინტერესდა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, ესპანეთი სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის გაფართოებით დაინტერესდა. „აზერბაიჯანი ნავთობის, გაზისა და ნავთობპროდუქტების მიწოდების საკითხში, ევროპის დიდი ხნის და სანდო პარტნიორია. ესპანეთი კი იმ ქვეყნების პირველ ათეულშია, რომლებიც აზერბაიჯანისგან ნავთობს ყიდულობენ“, - განაცხადა მინისტრმა. ბაირამოვის ინფორმაციით, 2021 წლიდან, მას შემდეგ რაც სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტი დასრულდა, (სიგრძე 3 500 კილომეტრი) ევროპისთვის, აზერბაიჯანის როგორც სანდო ენერგოპარტნიორის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა. „ჩვენ ესპანეთს, სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტში, როგორც კარგ პარტნიორს ისე განვიხილავთ“, - განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა. ტრანსადრეატიკული მილსადენის (TAP) პროექტში ესპანეთის კომპანია Enagas-ის წილი 16% -ია. სამხრეთ გაზის დერეფნის მიზანია, რომ რუსულ გაზზე ევროპის დამოკიდებულება შემცირდეს. აზერბაიჯანიდან ევროპაში ენერგომატარებლები შემდეგი მარშრუტით ნაწლდება: სამხრეთ კავკასიის გაზსადენი, ტრანს-ანატოლიური მილსადენი და ტრანს-ადრიატიკული მილსადენი. ამ მარშრუტის მთლიანი ინვესტიცია 45 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მისი სიგრძე 3500 კილომეტრია.
ესპანეთმა უკრაინას, დიდი კალიბრის საარტილერიო სისტემებისთვის საბრძოლო მასალა გადასცა
ესპანეთმა უკრაინას, ხუთი სატრანსპორტო თვითმფრინავით დიდი კალიბრის საარტილერიო სისტემებისთვის საბრძოლო მასალა გადასცა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განაცხადეს. გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის მოთხოვნის საპასუხოდ, ესპანეთმა უკრაინას სამედიცინო აღჭურვილობა და ზამთრის აღჭურვილობით დატვირთული 20 სატვირთო მანქანა გადასცა. შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ესპანეთმა უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემა, საბრძოლო მასალა და ჯავშანტექნიკა გაუგზავნა. მაშინ ცნობილი გახდა, რომ გარდა იარაღისა, „გადაუდებელი მოთხოვნით“ ტვირთი ზამთრისთვისაც მომზადდა. ესპანეთმა უკრაინას - 30 000 სამხედრო ფორმა, 15 600 პიჯაკი, 15 000 კოსტიუმი და რამდენიმე ათასი ცალი დამატებითი ტანსაცმელი გაუგზავნა.
ესპანეთმა ევრობასკეტი მეოთხედ მოიგო
ესპანეთის ნაკრების კალათბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრები დაამარცხეს. საქართველოსთვის ევრობასკეტი თბილისში დასრულდა - პლეი ოფში მონტენეგრო, ბელგია, თურქეთი და ესპანეთი გავიდნენ ბერლინში გამართული გადამწყვეტი მატჩი ანგარიშით 88:76 (23:14, 24:23, 19:20, 22:19) დასრულდა. ხუან ერნანგომესმა ესპანელებს 27 ქულა მოუტანა, ლორენცო ბრაუნმა (14 ქულა და 11 პასი) ორმაგი დუბლი შეასრულა. საფრანგეთის ნაკრებში ევან ფურნიემ 23 ქულა დააგროვა. ესპანეთის ნაკრებმა ისტორიაში მეოთხედ მოიგო ევრობასკეტი, მანამდე კი გამარჯვება 2009, 2011 და 2015 წლებში მოიპოვა. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს გერმანიის ნაკრების კალათბურთელებმა, რომლებმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში პოლონეთის ნაკრები დაამარცხეს - 82:69 (19:14, 17:9, 18:26, 28:20). ტურნირი გერმანიაში, ჩეხეთში, იტალიასა და საქართველოში გაიმართა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: რუსეთი ომშია არამხოლოდ უკრაინასთან, არამედ მთელ ევროკავშირთან და წააგებს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ენერგორესურსებს ომის იარაღად იყენებს, რადგან მას ევროკავშირის ღირებულებები ემუქრება. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „რუსეთი ომშია არამხოლოდ უკრაინასთან, არამედ მთელ ევროკავშირთან და წააგებს“, - განაცხადა სანჩესმა. სანჩესის თქმით, ბლოკი სწავლობს თანმიმდევრული კრიზისებიდან, რომლებიც კონტინენტს 2008 წლიდან აწუხებს. მან Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში გაიხსენა შეთანხმება, ევროკავშირის მთავრობებს შორის ვალების გაერთიანების, თავდაცვის ინვესტიციების კოორდინაციისა და რუსული ენერგიის შეწყვეტის შესახებ. „ევროპის ენერგეტიკული სისტემა ახლა არის ბაზარი, რომელიც არ მუშაობს და ეს მოითხოვს კრეატიულ ახალ პოლიტიკას, რომელიც წარმოუდგენელი იქნებოდა რამდენიმე წლის წინ. უნდა ვისწავლოთ პანდემიის მოდელიდან. რატომ არ ვაკეთებთ გაზის შესყიდვების ცენტრალიზებას, როგორც ეს ვაქცინების შემთხვევეაში გავაკეთეთ", - განაცხადა პრემიერმა.
ესპანეთში პოლიციამ 15,4 ტონა მაროკოული ჰაშიში ამოიღო და 49 ადამიანი დააკავა
ესპანეთში პოლიციამ 15,4 ტონა მაროკოული ჰაშიში ამოიღო და 49 ადამიანი დააკავა. "სამართალდამცველებმა ქვეყანაში ნარკოტიკების კონტრაბანდის უმსხვილესი ქსელი გამოააშკარავეს, რომელიც ყოველთვიურად ჩრდილოეთ აფრიკიდან პირენეს ნახევარკუნძულზე 19,7 ტონა ჰაშიშს შემოჰქონდა", - ნათქვამია ინფორმაციაში. ამასთან, ნარკოტიკების გარდა, სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
ესპანეთში, ჟირონას უნივერსიტეტში ქიმიური ექსპერიმენტის დროს აფეთქება მოხდა, დაშავდა 18 ადამიანი
ესპანეთში, ჟირონას უნივერსიტეტში ქიმიური ექსპერიმენტის დროს აფეთქება მოხდა, დაშავდა 18 ადამიანი. ამასთან, დაშავებულთა შორის 10 ბავშვია. როგორც ცნობილია, ექსპერიმენტის მიზანი იყო იმის ჩვენება, თუ რა მოჰყვება კასრში თხევადი აზოტისა და ცხელი წყლის შერევას. დაშავებულებს შორის არიან როგორც ერთ-ერთი მეცნიერი, ასევე მაყურებლები.
ესპანეთმა უკრაინაში Hawk-ის ოთხი კომპლექსი გაგზავნა
ესპანეთმა უკრაინას, ოთხი საზენიტო სარაკეტო სისტემა Hawk-ი გაუგზავნა, განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა. ესპანეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემით უზრუნველყოფს „მადლობა ჩემს ესპანელ კოლეგას მარგარიტა რობლესს, უკრაინაში, ოთხი საზენიტო-სარაკეტო სისტემის Hawk-ის გაგზავნის გადაწყვეტილების მიღებისთვის. დღეს საჰაერო თავდაცვა პრიორიტეტია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის“, - დაწერა რეზნიკოვმა Twitter-ზე. Hawk-ი ამერიკული საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემაა, რომელიც ექსპლუატაციაში 1960 წელს შევიდა. 2000-იანი წლების დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა Hawk-ი უფრო თანამედროვე Stingers-ით შეცვალა, მაგრამ კომპლექსებს კვლავ ბევრი ქვეყანა იყენებს. საერთო ჯამში, დაახლოებით 40 ათასი საჰაერო თავდაცვის სისტემა ლიცენზიით დამზადდა, მათ შორის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ.
ესპანეთი უკრაინას გენერატორებს გაუგზავნის
ესპანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინას ოთხ კომპლექტ 400 კილოვატიან და ერთ კომპლექტ 150 კილოვატიან გენერატორებს მიაწვდის. გენერატორებს უკრინა სამი დღის განმავლობაში მიიღებს. ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 3 ელექტროსადგური გაანადგურა რუსეთი უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურას ბომბავს. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 30% განადგურებულია. უკრაინამ თავის მოსახლეობას საღამოს საათებში ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდა.
საფრანგეთი, ესპანეთი და პორტუგალია ხმელთაშუა ზღვაში, „მწვანე ენერგიის მილსადენის“ შექმნაზე შეთანხმდნენ
საფრანგეთი, ესპანეთი და პორტუგალია ხმელთაშუა ზღვაში „მწვანე მილსადენის“ შექმნაზე შეთანხმდნენ, რომლითაც შესაძლებელი იქნება ბუნებრივი აირის, სამომავლოდ კი წყალბადის ამოტუმბვა. ამის შესახებ ქვეყნების ლიდერებმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის ფარგლებში ისაუბრეს. ერთობლივ განცხადებაში მითითებულია, რომ პროექტი, სახელწოდებით BarMar, საუკეთესო გზაა იბერიის ნახევარკუნძულისა და ცენტრალური ევროპის დასაკავშირებლად. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის თქმით, იდეა არის იბერიის ნახევარკუნძულის დანარჩენ ევროპასთან დაკავშირება (ხმელთაშუა ზღვის ქვეშ), მილსადენი ზედაპირზე მარსელში უნდა გამოვიდეს. მისი გამოყენება შეიძლება დროებით ბუნებრივი აირის, შემდეგ კი წყალბადის ამოსატუმბად. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პროექტი შესაძლოა, ასევე მოიცავდეს ელექტროგადამცემი ქსელისთვის დამატებითი ინტერკონექტორების შექმნას. შეთანხმება ასევე მოიცავს პორტუგალიასა და ესპანეთს შორის გაზის დამაკავშირებელი ხაზების დასრულებას.
ესპანეთი ბულგარეთსა და რუმინეთში 14 მოიერიშე თვითმფრინავს გზავნის
ესპანეთი, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგს, 14 მოიერიშე თვითმფრინავით გააძლიერებს ესპანეთმა შაბათს განაცხადა, რომ ბულგარეთსა და რუმინეთში 14 მოიერიშე თვითმფრინავს გაგზავნის. ესპანეთის მიზანია NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება. აშშ-მ რუმინეთში, ელიტარული საჰაერო-სადესანტო დივიზია განათავსა ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მადრიდი 6 Eurofighter-სა და 130 სამხედროს, ბულგარეთში ნოემბრის შუა რიცხვებიდან გაგზავნის. ამასთან, რვა F18M გამანადგურებელი თვითმფრინავი და 130 საჰაერო ძალების პერსონალი, რუმინეთში 2023 წლის დეკემბრიდან მარტამდე, (როგორც NATO-ს „პასუხის და შეკავების“ სტრატეგიის ნაწილი) განლაგდება. ესპანეთი ასევე გააძლიერებს საჰაერო ძალების მისიებს, რომელიც "საჰაერო ფარის" ნაწილია. ქვეყანამ უკვე გაუგზავნა 12 მოიერიშე თვითმფრინავი NATO-ს აღმოსავლეთ წევრებს ბულგარეთს, ლიეტუვასა და ესტონეთს მას შემდეგ, რაც თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომავალ თვეში ესპანეთი ბულგარეთში 8 საბრძოლო თვითმფრინავს გაგზავნის.
უკრაინა ესპანეთისგან სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს მიიღებს
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ესპანელ კოლეგასთან მარგარიტა რობლესთან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხი განიხილა. უკრაინა ესპანეთისგან სამხედრო დახმარების ახალი პაკეტს მიიღებს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება. „პროდუქტიული საუბარი მქონდა ესპანეთის თავდაცვის მინისტრთან, მარგარიტა რობლესთან. ჩვენ ველოდებით სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რომელიც მალე ჩამოვა“, - განაცხადა მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა. მან მადლობა გადაუხადა ესპანეთს იმისთვის, რომ კიევს Hawk-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები პირველმა შესთავაზა, რათა ქვეყანამ ცის დაცვა შეძლოს. მიმდინარე წლის ოქტომბერში ესპანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინელ სამხედროებს დახმარების კიდევ ერთი პარტია გაუგზავნა, რომელშიც შედიოდა რვა ჯავშანტექნიკა, ორი სასწრაფო დახმარების მანქანა და ხუთი ტონა სამედიცინო აღჭურვილობა.
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოსე მანუელ ალბარესი კიევში ჩავიდა. როგორც ცნობილია, ესპანეთი უკრაინას სასწრაფო სამედიცინო დახმარების 30 მანქანას გადასცემს. ამასთან, უკრაინისთვის გადასაცემი სასწრაფო დახმარების მანქანები სპეციალურადაა აღჭურვილი ფეხმძიმე ქალების გადასაყვანად. ესპანეთის საგარეო უწყების ცნობით, ქვეყნის პირველი დიპლომატი უკრაინაში პოლონეთის ქალაქ ფშემისლიდან ღამით, მატარებლით გაემგზავრა. აშშ უკრაინაში $47 მილიონიან პროექტს იწყებს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ესპანეთი უკრაინას, Hawk-ის ტიპის ოთხ საჰაერო თავდაცვის სისტემას, იარაღსა და ჭურვებს გადასცემს
ესპანეთი უკრაინას, სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, რომელიც Aspide-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის ბატარეას, Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს, იარაღსა და ჭურვებს მოიცავს. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, ესპანელ კოლეგასთან ხოსე მანუელ ალბარესთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა „ძალიან მოხარული ვარ, რომ არის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც უკვე მიდის უკრაინისკენ და უახლოეს მომავალში ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას Aspide-ის საზენიტო სარაკეტო სისტემა და ოთხი Hawk air-ი გააძლიერებს“, - განაცხადა კულებამ. აშშ უკრაინაში $47 მილიონიან პროექტს იწყებს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ესპანეთმა უკრაინას, პაციენტების დისტანციურად კვლევისთვის, 20 სამედიცინო რობოტი გადასცა
ესპანურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ Help to Ukraine-მ, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს, პაციენტების დისტანციური კვლევისთვის, 20 სამედიცინო რობოტი Homedoctor-ი გადასცა. ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება. „ამ რობოტების გამოყენებით, უკრაინულენოვანი ექიმები ესპანეთში, შემდეგ კი უკრაინაში, პაციენტების გამოკვლევას ქვეყნის ყველაზე მიუწვდომელ რეგიონებში ომის პირობებში, დისტანციურად შეძლებენ", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციაში.
ესპანეთი უკრაინას დამატებით, Hawk-ის ტიპის ორ საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს
ესპანეთი დამატებით, Hawk-ის ტიპის რაკეტების გამშვებს გაუგზავნის უკრაინას. ოთხი ერთეული ასეთი დახმარება ესპანეთმა უკვე მიაწოდა უკრაინას. ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა 10 ნოემბერს განაცხადა. „შემიძლია გითხრათ, რომ კიდევ ორი სისტემა გაიგზავნება უკრაინასი. ეს არის პასუხი იმ კონკრეტულ მოთხოვნაზე, რომლითაც NATO-მ და უკრაინამ მოგვმართწეს“, - განაცხადა ესპანელმა მინისტრმა. ნოემბრის დასაწყისში უკრაინამ ესპანეთიდან მიიღო ოთხი საჰაერო თავდაცვის სისტემა Hawk, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, იარაღი და საბრძოლო მასალა.
ესპანეთის პოლიციამ 50 ტონა მარიხუანა ამოიღო
ესპანეთის პოლიციამ 50 ტონა მარიხუანა ამოიღო, რაც ქვეყნის ისტორიაში ამოღებული ნარკოტიკების რეკორდული ოდენობაა. პოლიციის ცნობით, კატალონიის ჩრდილო-აღმოსავლეთში დემონტირებულია 8 ფერმა, დაკავებულია 20 ადამიანი. ამასთან, ამოღებული მარიხუანის სავარაუდო ღირებულება 125 მილიონი ევროა.
ესპანეთი უკრაინელი სამხედროებისთვის სასწავლო ცენტრს გახსნის
ნოემბრის ბოლოს ესპანეთში უკრაინული ჯარების სასწავლო ცენტრი ფუნქციონირებას დაიწყებს. შესაბამისი განცხადება ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ორშაბათს მადრიდში NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაზე გააკეთა. ცენტრი ტოლედოში გაიხსნება. მან ასევე აღნიშნა, რომ ესპანეთის პოლიცია უკრაინაში უახლოეს კვირებში განთავსდება, რათა კიევს რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში დაეხმაროს. ესპანელი ოფიცრები უკრაინელ გამომძიებლებთან და პროკურორებთან ერთად იმუშავებენ. ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთის პოლიციის წარმომადგენლების დელეგაცია უკვე ჩავიდა კიევში, რათა უკრაინის პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდეს. პირველ შეხვედრაზე ორმა ქვეყანამ თანამშრომლობის პირობები და განლაგების სფეროები გასანზღვრა.
შალვა პაპუაშვილი: ესპანეთი და პორტუგალია მკაფიოდ უჭერენ მხარს საქართველოს წინსვლას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი იყო დროული და შინაარსობრივად მნიშვნელოვანი. ესპანეთი და პორტუგალია, მკაფიოდ უჭერენ მხარს საქართველოს წინსვლას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ესპანეთის სამეფოსა და პორტუგალიაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა. მისი თქმით, მხარდაჭერა, რომელიც შეხვედრებზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ გამოითქვა, უზრუნველყოფს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საქართველოს მიმართ. „ორივე ქვეყანაში მხარდაჭერა მრავალჯერ მოვისმინეთ. მნიშვნელოვანია, რომ ესპანეთი, რომელიც მომავალი წლის მეორე ნახევარში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა უნდა გახდეს, ამ გზაზე ჩვენი უპირობო მხარდამჭერი იქნება. ასევე პორტუგალია, რომელმაც თავადაც გრძელი გზა გაიარა, რომ გაწევრიანებულიყო ევროპულ ოჯახში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კულება: ესპანეთი უკრაინას, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და გენერატორებს გადასცემს
ესპანეთი უკრაინას, დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და გენერატორების გადაცემას დაჰპირდა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა. კულება, თავის ესპანელ კოლეგას ხოსე მანუელ ალბარესს შეხვდა, სადაც ესპანელმა დიპლომატმა დაადასტურა, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და გენერატორებს გადასცემენ. „მე შევხვდი ჩემს ესპანელ კოლეგას, უკრაინის ნამდვილ მეგობარს, ხოსე მანუელ ალბარესს. მადლობელი ვარ საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და გენერატორების მოწოდებისთვის. მან დაადასტურა, რომ მეტი ტვირთი იქნება მიწოდებული. ჩვენ ასევე განვიხილეთ უკრაინის სამშვიდობო ფორმულა, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ G20-ის სამიტზე განოაცხადა“, - წერს კულება.
ოლექსი რეზნიკოვი: ესპანეთის გამოგზავნილი Hawk-ის პირველი საჰაერო თავდაცვის კომპლექსი, უკრაინაშია
„ესპანეთი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას. ესპანეთის მიერ გამოგზავნილი Hawk-ის პირველი საჰაერო თავდაცვის კომპლექსი უკვე უკრაინაშია“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Twitter-ზე დაწერა. ესპანეთმა უკრაინაში Hawk-ის ოთხი კომპლექსი გაგზავნა მინისტრის თქმით, ესპანეთი გააგრძელებს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას, ასევე დახმარებას უსაფრთხოების სფეროში. „მეტი უკრაინელი ჯარისკაცი გაივლის წვრთნას ესპანეთში. ჩვენს თავდაცვას Hawk-ის საჰაერო სისტემებით ესპანეთი უზრუნველყოფს", - წერს მინისტრი.
მუქარის შემცველი გზავნილები უკრაინელმა დიპლომატებმა ისევ მიიღეს
ესპანურმა პოლიციამ 5 დეკემბერს ამოიღო დიპლომატებისთვის განკუთვნილი სამი კონვერტი, რომლებიც სავარაუდოდ, ცხოველების თვალებს შეიცავდა. კერძოდ, საეჭვო გზავნილები მიიღეს უკრაინის საელჩოში მადრიდში, გენერალურ საკონსულოში ბარსელონაში და ასევე საკონსულოში, მალაგაში. შესაბამისი განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გააკეთა. ნიკოლენკოს თქმით, საერთო ჯამში, 12 ქვეყანაში უკრაინის დიპლომატიურ მისიებზე 21 „თავდასხმა“ დაფიქსირდა. „ჩვენ გავაგრძელებთ ეფექტიან მუშაობას უკრაინის მტრისგან დასაცავად და ჩვენი გამარჯვებისთვის“, - განმარტა სპიკერმა. დმიტრო კულება: მუქარის შემცველი წერილები უკრაინის კიდევ ორ საელჩოში მიიღეს სისხლით შეღებილი პაკეტები ცხოველის თვალებით მანამდე გადაეცა უკრაინის საელჩოებს ესპანეთში, უნგრეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ხორვატიაში, იტალიასა და ავსტრიაში, გენერალურ საკონსულოებში ნეაპოლსა და კრაკოვში, ასევე, საკონსულოში ბრნოში. მსგავსი ამანათები მიიღეს აშშ-ის საელჩოში მადრიდში, ასევე, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა და თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა. ევროკავშირის შვიდ ქვეყანაში, უკრაინის საელჩოებმა მუქარის შემცველი გზავნილები მიიღეს
მედია: ესპანეთში ბინების ძარცვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს
სარაგოსაში ბინების ძარცვის გამო, საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ეჭვმიტანილები სარაგოსის ერთ-ერთი გარეუბნის მცხოვრებლების დახმარებით დააკავეს. მედიის ცნობით, კაცს საკუთარ სახლში ეძინა, როდესაც უცნაური ხმა გაიგო და პოლიციაში დარეკა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა 3 ადამიანი დააკავეს. როგორც ესპანური მედია იტყობინება, ცნობილია სამივეს ვინაობა.
ყაზახეთი და ესპანეთი სტრატეგიულ პარტნიორობას აღრმავებენ
ესპანეთის დედაქალაქში ოფიციალურმა პირებმა ყაზახეთ-ესპანეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რიგით მეშვიდე პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. პოლიტიკური კონსულტაციების მთავარი თემა, რომელსაც ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რომან ვასილენკო და ესპანეთის საგარეო და გლობალური საკითხებში სახელმწიფო მდივანი ანჯელეს მორენო ბაუ თანათავმჯდომარეობდნენ, პოლიტიკური, სავაჭრო და ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული საკითხები იყო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ყაზახეთის ურთიერთობას ევროკავშირთან. „ყაზახეთი მზად არის, განავითაროს ესპანეთთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობები, რომლის საფუძველია 2009 წელს ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება“, - აღნიშნავს ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რომან ვასილენკო. თავის მხრივ, ესპანეთის საგარეო და გლობალური საკითხებში სახელმწიფო მდივანი ანჯელეს მორენო ბაუმ ხაზი გაუსვა ყაზახეთის აქტიურ პოზიციას საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე და გამოთქვა ოფიციალური მადრიდის მზადყოფნა, სრულად დაუჭიროს მხარი ყაზახეთში მიმდინარე მასშტაბური პოლიტიკური რეფორმების წარმატებით განხორციელებას.
ესპანეთი უკრაინისთვის ტანკების მიწოდების ევროპულ გეგმას უერთდება - El Pais
ესპანეთი გეგმავს უკრაინისთვის ტანკების მიწოდების ევროპულ გეგმას შეუერთდეს, მას შემდეგ რაც გერმანია უკრაინისთვის Leoperd2-ის ტანკების მიწოდებას დაუშვებს, - წერს El Pais. ISW: დასავლური ტანკები უკრაინას ტერიტორიის გათავისუფლებაში დაეხმარება ABC News-მა 24 იანვარს დაწერა, რომ თორმეტი ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს, როგორც კი გერმანია დაამტკიცებს გადაწყვეტილებას. პარალელურად, Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ პოლონეთის მოთხოვნას გერმანია 25 იანვარს დაამტკიცებს. ABC News: 12 ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს „ეს თუ მოხდება, ესპანეთი უკრაინისთვის ტანკების გადაცემის ევროპულ გეგმას შეუერთდება“, - წერს ესპანური გამოცემა. ბოლო მონაცემებით, ესპანეთის არმია ფლობს Leopard-ის ტიპის 347 ტანკს, საიდანაც 108 Leopard 2 A4-ის ტიპის ტანკია, ხოლო 239 Leopard 2E-ის. უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ პოლონეთის მოთხოვნას გერმანია 25 იანვარს დაამტკიცებს - Bloomberg
El Pais: ესპანეთი უკრაინისთვის Leopard 2-ის ტიპის ტანკის მიწოდებისთვის ემზადება
ესპანეთი გეგმავს, უკრაინას მიაწოდოს ოთხი ან ექვსი გერმანული წარმოების Leopard 2-ის ტიპის ტანკი მიაწოდოს. იტყობინება ესპანური გაზეთი El Pais პირველ თებერვალს, სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით. წყაროების თანახმად, კონკრეტული რაოდენობა დამოკიდებულია მძიმე იარაღის მდგომარეობაზე, რომელიც საწყობში ინახება. ამასთან, რამდენიმე ტანკის გაგზავნას უკრაინაში მისი მოკავშირეებიც აპირებენ. 25 იანვარს ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა საინფორმაციო სააგენტო EFE-ს განუცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, Leopard 2-ის ტიპის ტანკები უკრაინაში გაგზავნოს, მაგრამ სხვა ლიდერების მსგავსად, რაოდენობა არ გაამჟღავნა.
ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრს ფერნანდო გრანდე მარლასკას შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს და ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროები ნაყოფიერად თანამშრომლობენ და ეს თანამშრომლობა საერთაშორისო ხელშეკრულებებს, პარტნიორობასა და ურთიერთნდობის პრინციპებს ეფუძნება. საუბარი ასევე შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს ეროვნული საკანონმდებლო ბაზის თავსებადობის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და მიგრაციის გენერალური დირექტორი ელენა გარსონ ოტამენდი, საქართველოში ესპანეთის სამეფოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მარკოს გრანადოს გომესი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია გიორგაძე.
ესპანეთი უკრაინაში Leopard 2-ის ტიპის ექვსი ტანკის გაგზავნას გეგმავს
თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა განაცხადა, რომ ესპანეთი უკრაინაში Leopard 2-ის ტიპის ექვსი ტანკის გაგზავნას გეგმავს. მინისტრის თქმით, დროთა განმავლობაში ეს რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს. 2022 წლის ბოლოს, ესპანეთმა უკრაინას მიაწოდა თავდაცვის უმსხვილესი პაკეტი, რომელიც მძიმე იარაღს, შორ მანძილზე მოქმედების საბრძოლო მასალებს და ტანკსაწინააღმდეგო საბრძოლო მასალას შეიცავდა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა. უკრაინული მედიის ცნობით, ესპანეთის ლიდერი ირპენსა და ბუჩაში ჩასვლას გეგმავს, ასევე ის მოლაპარაკებებს გამართავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. „ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, კიევში ვბრუნდები. ჩვენ ვიქნებით უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით, ვიდრე მშვიდობა არ დაბრუნდება ევროპაში“, - დაწერა სანჩესმა „ტვიტერზე“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
უკრაინელმა სამხედროებმა ესპანეთში Leopard-ის ტიპის ტანკებზე წვრთნა დაასრულეს
უკრაინელმა სამხედროებმა ესპანეთში Leopard-ის ტიპის ტანკებზე ოთხკვირიანი წვრთნები დაასრულეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება. ექვს ასეთ ტანკს მადრიდი უკრაინას ამ გაზაფხულზე გადასცემს. ესპანური მხარის თქმით, უკრაინელი სამხედროები სახლში მნიშვნელოვანი გამოცდილებით ბრუნდებიან. სულ 40 სატანკო ეკიპაჟის წევრმა და 15 მექანიკოსმა გაიარა წვრთნა ჩრდილო-აღმოსავლეთის ქალაქ სარაგოსის სამხედრო ბაზაზე. გასულ თვეში ესპანეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინისთვის გერმანული წარმოების Leopard-ის ტიპის ტანკების მიწოდებას აპირებდა და ეს რიცხვი შესაძლოა, 10-მდე გაიზარდოს. NATO-ს სხვა ქვეყნებმა, მათ შორის გერმანიამ, პოლონეთმა და პორტუგალიამ ასევე განაცხადეს, რომ უკრაინას სულ 48 ასეთ ტანკს მიაწვდიან.
ესპანეთში ხანძარმა 3 000 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი გაანადგურა
ესპანეთში ხანძარმა 3 000 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი გაანადგურა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძარმა განსაკუთრებით ვალენსიის რეგიონი დააზიანა, საიდანაც საფრთხის გამო 1 500-ზე მეტი ადგილობრივის თავშესაფარში გადაყვანა გახდა საჭირო. ექსპერტების განმარტებით, წელიწადის ამ დროს ესპანეთში მასშტაბური ხანძრის გაჩენის მიზეზი ზედმეტად თბილი და უნალექო ზამთარი გახდა. ცეცხლის ჩაქრობას ქვეყანაში ამ დრომდე 500-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს. სამუშაოებში ჩართულია 18 ვერტმფრენიც.
ესპანეთში 4 ქართველი დააკავეს
ესპანეთში 4 ქართველი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. სასამართლომ ოთხივე მათგანისთვის დეპორტაციისა და 8 წლით, ქვეყანაში შესვლის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო გამოცემის ცნობით, ქართველები 12 აპრილს ბინის გაქურდვის მცდელობისთვის დაიჭირეს. 4 ქართველს ესპანეთის დასატოვებლად ორკვირიანი ვადა მიეცათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პატიმრობა ემუქრებათ.
ესპანეთში, ტყის ხანძარი გავრცელდა
ესპანეთი ტყის ხანძარს ებრძვის. განსაკუთრებით მძიმეა ვითარება, ქალაქ ლიანსაშია. ცეცხლი ჩრდილოეთ კატალონიისა და საფრანგეთის საზღვარზე გავრცელდა. ცეცხლის ლოკალიზება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. ესპანეთისა და საფრანგეთის დამაკავშირებელ სარკინიგზო მაგისტრალზე მოძრაობა შეჩერებულია.
ესპანეთი უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკებს უახლოეს დღეებში გადასცემს
ესპანეთიაპირებს, დაპირებული ექვსი ტანკი უკრაინას უახლოეს მომავალში მიაწოდოს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ დახმარებას მოჰყვება კიდევ ერთი პაკეტი 4 ტანკით. აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის თქმით, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფმა „მხოლოდ რამდენიმე თვეში“ 230-ზე მეტი ტანკი და 1550 ჯავშანტექნიკა მიაწოდა კიევს. ოსტინის თქმით, უკრაინამ ასევე მიიღო სხვა აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა ცხრა ახალი ჯავშანტექნიკისთვის. პენტაგონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ზოგიერთი მოკავშირე, მათ შორის გერმანია და ნიდერლანდები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას მიაწოდონ დამატებითი მძიმე ტექნიკა და სატრანსპორტო მანქანები. საკონტაქტო ჯგუფის მრავალი წევრი ასევე აძლიერებს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის კრიტიკულად საჭირო საბრძოლო მასალის მიწოდებას.
თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ვიზიტით ესპანეთში იმყოფებოდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფებოდა. უწყების ინფორმაციით, მინისტრის მოადგილის გიორგი ხაინდრავას ხელმძღვანელობით, დელეგაციის წევრებს ესპანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მარია ამპარო გარციამ უმასპინძლა. „სამუშაო შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის იმ პროექტებს, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაზრდას შეუწყობს ხელს. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მადრიდში გამართულ უმსხვილეს სამხედრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენას ,,FEINDEF – 23’’ დაესწრო, სადაც როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების აღჭურვილობა იყო წარმოდგენილი“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, ბრიგადის გენერალი კახა ტაბატაძე, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე, შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური და შპს „დელტა ინტერნეიშენალის“ დირექტორი ზურაბ ჯაველიძე.
ესპანეთი უკრაინას Leopard 2-ის ტიპის კიდევ 4 ტანკს გადასცემს
ესპანეთი უკრაინას Leopard 2 ტიპის კიდევ 4 ტანკს გადასცემს. ამასთან, ესპანეთის თავდაცვის მინისტრის, მარგარიტა რობლესის განცხადებით, ესპანეთში უკრაინელი სამხედროების მომზადების კუთხით კარგი პროგრესი არსებობს და დღეის მდგომარეობით სწავლება 1500 ადამიანს ჩაუტარდა“. შესაბამისი ინფორმაცია რობლესმა „რამშტაინის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე გააჟღერა. „რობლესმა ესპანეთის მარაგების ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინას კიდევ ოთხი Leopard 2A4 საბრძოლო ტანკი და M-113 TOA ტიპის ქვეითთა მანქანების ახალი პარტია მიეწოდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ესპანეთში უკრაინელი სამხედროების მომზადების კუთხით კარგი პროგრესი არსებობს და დღეის მდგომარეობით სწავლება 1500 ადამიანს ჩაუტარდა“, - აღნიშნულია ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მედია: ესპანეთმა შესაძლოა, ლიეტუვაში NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები ვილნიუსის სამიტის დროს განათავსოს
ესპანეთი NASAMS-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემას ლიეტუვაში, NATO-ს სამიტის დროს გაგზავნის, რომელიც 11-12 ივლისს არის დაგეგმილი. ამის შესახებ ესპანური გაზეთი ABC იტყობინება. გამოცემის ცნობით, ამ გზით მადრიდი ვილნიუსთან, სამიტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ითანამშრომლებს. NASAMS, რომელიც ლატვიაში 2022 წლის ივნისიდან არის განლაგებული, ლიეტუვაში გაიგზავნება. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც 2022 წელს მადრიდში NATO-ს სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების შეხვედრაში მონაწილეობდა, შესაძლოა, ვილნიუსში ალიანსის სამიტზე ჩავიდეს. NASAMS – გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელიც განკუთვნილია დაბალ და საშუალო სიმაღლეზე მყოფი საჰაერო სამიზნეებისთვის, როგორებიცაა: რაკეტები, თვითმფრინავები თუ დრონები. კომპლექსი ნორვეგიულმა Norwegian Kongsberg-მა და ამერიკულმა Raytheon-მა შექმნეს.
ესპანეთის პრემიერი ევროკავშირის თავმჯდომარეობის გადაბარების დღეს კიევში ჩავიდა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარების დღეს კიევში ჩავიდა. სანჩესი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ეს ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მესამე ვიზიტია კიევში მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ესპანეთმა ევროკავშირის თავმჯდომარეობას შვედეთისგან გადაიბარა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ დღეს უკრაინაში ვიზიტი ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება შემდეგი ექვსი თვე ევროპისთვის. NATO-სა და ევროკავშირის წევრი, ესპანეთი უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარს უჭერს. ის უზრუნველყოფს წვრთნასა და სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორის Leopard 2-ის ტიპის ტანკებს.
ესპანეთის პრემიერი კიევში ჩადის
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით პირველ ივლისს უკრაინას ეწვევა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 29 ივნისს განაცხადა. ვიზიტი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დღეს გაიმართება. ესპანეთი თავმჯდომარეობას შვედეთისგან იბარებს. NATO-სა და ევროკავშირის წევრი, ესპანეთი უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარს უჭერს. ის უზრუნველყოფს წვრთნასა და სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორის Leopard 2-ის ტიპის ტანკებს.
ესპანეთი უკრაინას 55 მლნ ევროს გადასცემს
კიევში ვიზიტით მყოფი ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის განცხადებით, მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებასა და სკოლების ეკოლოგიურად სუფთა ენერგოსისტემებით უზრუნველყოფაზე ესპანეთი უკრაინას 55 მლნ ევროს გადასცემს. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას განაცხადა, რომ დაფინანსება მსოფლიო ბანკის და გაეროს განვითარების პროგრამის მეშვეობით განხორციელდება. „დღეს ესპანეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის დამატებით 55 მლნ ევროს გამოყოფის შესახებ, მათ შორის 51 მლნ ევრო მსოფლიო ბანკის ჯგუფის და 4 მლნ ევრო გაეროს განვითარების პროგრამის მეშვეობით", - განაცხადა პედრო სანჩესმა. ასევე უახლოეს მომავალში ესპანეთი უკრაინას 4 ტანკ Leopard-ს, ჯავშანტრანსპორტიორებს და მობილურ საველე ჰოსპიტალს გადასცემს.
ესპანური Talgo უზბეკეთისთვის დამატებითი ელექტრომატარებლების მიწოდებას გეგმავს
საქალაქთაშორისო, სტანდარტული და მაღალსიჩქარიანი სამგზავრო მატარებლების ესპანელმა მწარმოებელმა Talgo-მ უზბეკეთისთვის დამატებითი, სარკინიგზო მატარებლების მიწოდების ინტერესი გამოთქვა. იტყობინება აზერბაიჯანული მედია. ეს საკითხი ესპანეთში უზბეკეთის ელჩ, იაჰონგირ განიევსა და Talgo-ს თავმჯდომარე, კარლოს დე პალაციო ორიოლს შორის შეხვედრაზე განიხილეს. Talgo მზადაა, აწარმოოს და მიაწოდოს უზბეკეთს 4 კომპლექტი Afrosiyob-ის ელექტრო მატარებლები. მთლიანი შეკვეთა სავარაუდოდ, ესპანეთის მთავრობას დაქვემდებარებული ფონდიდან (FIEM) გრძელვადიანი შეღავათიანი სესხების მოზიდვის შედეგად დაფინანსდება.
ესპანეთი უკრაინას Leopard 2A4-ის ტიპის ტანკებს უგზავნის
ესპანეთი უკრაინას 4 ერთეულ Leopard 2A4-ის ტიპის ტანკსა და 10 ჯავშანტრანსპორტიორს გადასცემს. ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს. დახმარების პაკეტი ასევე მიცავს პატარა სატვირთო და სასწრაფო დახმარების მანქანებს. ესპანეთი ტექნიკას უკრაინაში შემდეგ კვირას გააგზავნის. გარდა ხსენებული დახმარებისა, ესპანურმა მხარემ უკრაინას უკვე გაუგზავნა საველე ჰოსპიტალი, რომელიც აღჭურვილია საოპერაციო და პოსტ-ოპერაციული ოთახებით, აფთიაქით. ესპანეთის თავდაცვის სამინისტრო გეგმავს, რომ უკრაინას ზაფხულის განმავლობაში მსხვილ-კალიბრიანი საბრძოლო მასალისა და შეიარაღების ახალი პარტია გაუგზავნოს.
ესპანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა
ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, აბსოლუტური უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა. Reuters-ის ცნობით, კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ვერცერთმა პარტიამ ვერ შეძლო მმართველი კოალიციის შექმნისა და მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო ხმების მიღება. ხმების დათვლის შემდეგ კონსერვატიულმა სახალხო პარტიამ პარლამენტში 136 ადგილი მოიპოვა, მმართველმა სოციალისტურმა პარტიამ, რომელსაც ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ხელმძღვანელობს, 122 ადგილი მიიღო. მედიის ცნობით, ორი წამყვანი პარტია შეეცდება მოლაპარაკებას მმართველი უმრავლესობის მოპოვების მიზნით, მაგრამ ანალიტიკოსების ვარაუდით, პროცესი შეიძლება, კიდევ ერთი არჩევნებით დასრულდეს. ესპანეთის პარლამენტის არჩევნები 2023 წლის დეკემბერში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მმართველი „სოციალისტური პარტია" მაისში, მუნიციპალურ არჩევნებში დამარცხდა, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა პარლამენტი დაითხოვა და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა.
ესპანეთი: Leopard 2A4-ის ტიპის 4 ტანკი და 10 ჯავშანტრანსპორტიორი უკრაინისკენ მიემართება
ესპანეთის თავდაცვის სამინისტრომ 24 ივლისს განაცხადა, რომ Leopard 2A4-ის ტიპის 4 ტანკი 10 ჯავშანტრანსპორტიორი უკრაინისკენ მიემართება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინისთვის განკუთვნილი სხვა სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება ესპანეთის პორტიდან პოლონეთში უკვე გაემგზავრა. ასევე ამ პაკეტის ნაწილი უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურისთვის არის განკუთვნილი.
ესპანური მოიერიშეები ესტონეთის ბაზაზე განლაგდნენ
ესპანური მოიერიშეები ესტონეთში, ამარის ავიაბაზაზე განლაგდნენ. მოიერიშე თვითმფრინავები მზად არიან, აგვისტოში NATO-ს საჰაერო პოლიციის მისია ჩაიბარონ. „ტაქტიკური საჰაერო რაზმი ალიანსის ტერიტორიაზე უსაფრთხოებას 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს,“ - იუწყება NATO.
ესპანეთის კუნძულ ტენერიფეზე ტყის ხანძრის გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
კანარის არქიპელაგზე, კუნძულ ტენერიფეზე ხანძარმა უკვე 2,6 ათასი ჰექტარი გაანადგურა. ოთხშაბათის შემდეგ 3000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. რეგიონის ლიდერმა ფერნანდო კლავიომ ოთხშაბათს ღამით განაცხადა, რომ ხანძარი „უკონტროლო იყო". მან მეტი ადამიანის ევაკუაცია არ გამორიცხა. „ეს არის ალბათ ყველაზე რთული ხანძარი, რაც ჩვენ გვქონდა კანარის კუნძულებზე ბოლო 40 წლის განმავლობაში,” - განუცხადა კლავიომ ჟურნალისტებს ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. მობილიზებულია 370-ზე მეტი პერსონალი და 17 სახანძრო თვითმფრინავი. ტენერიფეზე ტემპერატურა 30c გრადუსამდე მერყეობდა , რაც საშუალოზე მაღალია წელიწადის ამ დროისთვის. წელს ტყის ხანძრები სოფლიოს მრავალ ნაწილში, მათ შორის ჩრდილოეთ აფრიკაში, ჰავაიზე, კანადასა და ევროპაში მძვინვარებს.
ესპანეთის ქალ ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია
ქალ ფეხბურთელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი ესპანეთის ნაკრებმა მოიგო. ფინალური მატჩი სიდნეიში სტადიონ „ავსტრალიაზე“ გაიმართა. ესპანელებმა ინგლისელები ანგარიშით - 1:0 დაამარცხეს. ერთადერთი გოლი 29-ე წუთზე ოლგა კარმონამ გაიტანა. ესპანელები მსოფლიო თასს ისტორიაში პირველად დაეუფლნენ.
ესპანეთის ქალ ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია
ქალ ფეხბურთელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი ესპანეთის ნაკრებმა მოიგო. ფინალური მატჩი სიდნეიში სტადიონ „ავსტრალიაზე“ გაიმართა. ესპანელებმა ინგლისელები ანგარიშით - 1:0 დაამარცხეს. ერთადერთი გოლი 29-ე წუთზე ოლგა კარმონამ გაიტანა. ესპანელები მსოფლიო თასს ისტორიაში პირველად დაეუფლნენ.
ესპანეთის ქალ ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია
ქალ ფეხბურთელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი ესპანეთის ნაკრებმა მოიგო. ფინალური მატჩი სიდნეიში სტადიონ „ავსტრალიაზე“ გაიმართა. ესპანელებმა ინგლისელები ანგარიშით - 1:0 დაამარცხეს. ერთადერთი გოლი 29-ე წუთზე ოლგა კარმონამ გაიტანა. ესპანელები მსოფლიო თასს ისტორიაში პირველად დაეუფლნენ.
ესპანეთის პოლიციამ ბანანის ტვირთში რეკორდული რაოდენობის, 9,5 ტონა კოკაინი იპოვა
პოლიციამ ესპანეთში ბანანის ტვირთი დააკავა, რომელშიც რეკორდული, 9,5 ტონა კოკაინი ოპოვეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. პოლიცია ამბობს, რომ 9,5 ტონა კოკაინი ყველაზე დიდია, რაც კი ოდესმე აღმოჩენილა ერთ კონტეინერში. ნარკოტიკული საშუალება ეკვადორიდან ესპანეთის ქალაქ ალხესირასის პორტში გადაზიდულ ტვირთში იპოვეს. პოლიციას არ დაუსახელებია ორგანიზაცია ან ევროპაში მოქმედი კრიმინალური ქსელები, რომლებიც კრიმინალურ საქმიანობაში მონაწილეობდნენ. განმარტეს, რომ ნარკოტიკული საშუალება 23 აგვისტოს სამაცივრე კონტეინერში იპოვეს.
კულება ჩეხეთში, საფრანგეთსა და ესპანეთში ვიზიტით ჩადის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრო კულება ამ კვირაში ჩეხეთს, საფრანგეთის რესპუბლიკას და ესპანეთის სამეფოს ეწვევა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 28 აგვისტოს პრაღაში, ჩეხი კოლეგის იან ლიპავსკის მიწვევით, კულება ყოველწლიური კონფერენციის საპატიო სტუმრის სტატუსით მიმართავს ჩეხეთის რესპუბლიკის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს. მინისტრი ასევე ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებაზე. „29-30 აგვისტოს პარიზში მინისტრი მოლაპარაკებებს გამართავს საფრანგეთის ხელმძღვანელობასა და საფრანგეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წამყვან კომპანიებთან. გარდა ამისა, 31 აგვისტოს ესპანეთის ქალაქ ტოლედოში საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში. სამინისტროს ცნობით, ჩეხეთის რესპუბლიკაში, საფრანგეთსა და ესპანეთში მოლაპარაკებების ძირითადი საგნები იქნება ახალი იარაღის მიწოდება, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, მშვიდობის ფორმულის ხელშეწყობა, გლობალური მშვიდობის სამიტისთვის მომზადება და ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება 2023 წლის ბოლომდე. „შეხვედრების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი იქნება ევროპული კომპანიების და მთლიანად ევროკავშირის მოწვევა თავდაცვის მრეწველობის პირველ ფორუმზე, რომელიც შემოდგომაზე უკრაინაში გაიმართება,“ - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ესტონეთში NASAMS-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების განლაგების ვადა გახანგრძლივდება
ესტონეთისა და ესპანეთის თავდაცვის მინისტრები ჰანო პევკური და მარგარიტა რობლესი ესპანეთის ქალაქ ტოლედოში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ესტონეთის ტერიტორიაზე ესპანეთის მიერ მიწოდებული NASAMS-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების განლაგება გაგრძელდება. მედიის ცნობით, რობლესი ესტონეთში ესპანურ დანაყოფებს მომავალ კვირას ეწვევა. ესპანეთმა NASAMS-ი ესტონეთში აპრილში NATO-ს აღმოსავლეთ ფრთის გაძლიერების ფარგლებში განათავსა. ვილნიუსის სამიტზე NATO-ს ლიდერებმა ასევე გადაწყვიტეს, საჰაერო თავდაცვის ახალი როტაციული მოდელი შეექმნათ. NASAMS – გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელიც განკუთვნილია დაბალ და საშუალო სიმაღლეზე მყოფი საჰაერო სამიზნეებისთვის, როგორებიცაა: რაკეტები, თვითმფრინავები თუ დრონები. კომპლექსი ნორვეგიულმა Norwegian Kongsberg-მა და ამერიკულმა Raytheon-მა შექმნეს. NASAMS-ებს იყენებს 12 ქვეყანა: აშშ, ნორვეგია, ფინეთი, ესპანეთი, ნიდერლანდი, ომანი, ლიეტუვა, ინდონეზია, ავსტრალია, კატარი და უნგრეთი. სიას უკრაინაც დაემატა.
მედია: ესპანეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ზაფხულის განმავლობაში 7 კრიმინალური დაჯგუფება დაშალა, რომლის წევრებიც საქართველოს მოქალაქეები არიან და სახლებისა და სხვა შენობების ძარცვაში ედებათ ბრალი. პოლიციის ცნობით, იდენტიფიცირებული და დაკავებულია დაჯგუფების სამი წევრი. ისინი ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთში, ლუგოს პროვინციაში დააკავეს, სადაც ახალ ქურდობას გეგმავდნენ. ამოღებულია ნაქურდალი ნივთებიც, მათ შორის, ძვირფასეულობა, ტელეფონები და ნაღდი ფული. „გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული ორგანიზაციის სხვა წევრების დაკავებაც სამომავლოდ,” - აღნიშნულია განცხადებაში. ესპანური მედია წერს, რომ ქართული კრიმინალური დაჯგუფებები მოქმედებენ სევილიაში, მადრიდში, ბარსელონაში და ესპანეთის სხვა ქალაქებში და მათ სათავეებში ე.წ. კანონიერი ქურდები დგანან. დაჯგუფებები შედგება ორი-ოთხი წევრისგან და მათი ასაკი 25-40 წელია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ივლისსა და აგვისტოში აღნიშნული დაჯგუფებების 22 წევრი დააკავეს, რომლებსაც, საერთო ჯამში, 17 სახლი გაძარცვეს. ბოლო ოპერაცია 23 აგვისტოს ჩატარდა. პოლიციამ დაჯგუფების 6 წევრი დააკავა.
გერმანიამ იტალიასთან, ესპანეთთან და შვედეთთან, Leopard 2-ის ტიპის ახალი თაობის ტანკის შექმნის შესახებ ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი - მედია
გერმანიამ იტალიასთან, ესპანეთთან და შვედეთთან Leopard 2-ის ტიპის ახალი თაობის ტანკის განვითარების შესახებ ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი. იტყობინება გერმანული ბიზნეს გაზეთი Handelsblatt-ი. Rheinmetall-მა და KMW-მა, რომლებმაც კონტრაქტის შესრულებაზე უნდა იმუშაონ, კომენტარი არ გააკეთეს. გავრცელებულ ინფორმაციაზე გერმანიის თავდაცვის სამინისტროშიც არაფერს ამბობენ. პროექტში ასევე ჩაერთვება შვედური კომპანია Saab-ი და იტალიური კომპანია Leonardo. ვინ წარმოადგენს ესპანეთს, უცნობია.
საქართველოს თავდაცვის ძალებმა ახალი ესპანური წარმოების ტანკსაწინააღმდეგო სისტემები მიიღო
საქართველოს თავდაცვის ძალებმა შეიარაღებაში ახალი ესპანური წარმოების ტანკსაწინააღმდეგო სისტემები მიიღო. კრწანისის სასროლეთზე საჩვენებელ სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სტუმრებმა ესპანური კომპანიის მიერ წარმოებული საბრძოლო და სასწავლო დანიშნულების პროდუქცია დაათვალიერეს და ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სადემონსტრაციო სროლების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა პირადად გამოსცადა ტანკსაწინააღმდეგო სისტემა. მისი განცხადებით, აღნიშნული შეიარაღების შესყიდვა კიდევ უფრო გაზრდის თავდაცვის ძალების მობილურობას. საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, სპეციალური ოპერაციების ძალების, აღმოსავლეთის და დასავლეთის სარდლობების სამხედრო მოსამსახურეებმა ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების სპეციალური კურსი ესპანელი ინსტრუქტორების დახმარებით გაიარეს. კურსი მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს, სადაც კურსდამთავრებულებმა შეისწავლეს ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება C90-ის ოჯახის ერთჯერადი და მრავალჯერადი გამოყენების სისტემები. პირადი შემადგენლობა მომზადდა ინსტრუქტორებად, რომლებიც სამომავლოდ უზრუნველყოფენ საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას თავდაცვის ძალების მასშტაბით. ტანკსაწინააღმდეგო სისტემების წარმოებაში ესპანეთი ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოა. NATO-ს წევრი ქვეყნები ეფექტიანად იყენებენ და უმაღლეს შეფასებას აძლევენ ესპანურ ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს.
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, ესპანეთში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მესამე სამიტი 5-6 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ გრანადაში ჩატარდება.პრემიერ-მინისტრი სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას.სამიტის ფარგლებში ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს. პრემიერ-მინისტრი გრანადაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.
სახელმწიფო დეპარტამენტმა ესპანეთისთვის Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემების პოტენციური მიყიდვა დაამტკიცა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ესპანეთის მთავრობისთვის PATRIOT Configuration-3+ მოდერნიზებული სახანძრო დანაყოფების და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა. მისი ღირებულება 2,8 მილიარდ დოლარია. PATRIOT-ის სარაკეტო სისტემის შემოთავაზებული გაყიდვა გააუმჯობესებს ესპანეთის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შესაძლებლობებს, გაზრდის მისი სამხედროების თავდაცვით შესაძლებლობებს და მხარს უჭერს მის მიზანს, გააუმჯობესოს ეროვნული და ტერიტორიული თავდაცვისა და თავსებადობა აშშ-სა და NATO-ს ძალებთან. გაყიდვის პროცესის დასრულება სისტემის შეკვეთის, ტრენინგისა და ტექნიკური და ლოგისტიკური მხარდაჭერისთვის ესპანეთში აშშ-ის მთავრობისა და კონტრაქტორის წარმომადგენლების ჩაასვლას მოითხოვს.
ესპანეთი უკრაინას დამატებით, Hawk-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს
ესპანეთი უკრაინას კიდევ 6 Hawk-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს, რათა შავი ზღვის ახალი დერეფანი დაიცვას და სამოქალაქო ობიექტებზე დაბომბვებს წინ აღუდგეს. ამის შესახებ ესპანეთის მთავრობამ განაცხადა. ეს განცხადება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ესპანეთის პრემიერ-მინისტრ, პედრო სანჩესს შორის ორმხრივი შეხვედრას მოჰყვა. აუდიენცია ესპანეთში, ქალაქ გრანადაში ევროპული პოლიტიკური სამიტის ფარგლებში გაიმართა. მადრიდის ცნობით, შეხვედრის დროს სანჩესმა ზელენსკის შესთავაზა ახალი საზენიტო და საზენიტო სისტემები, უკრაინელი ჯარისკაცებისთვის შესაბამისი ტრენინგი და განაღმვის აღჭურვილობა. MIM-23 Hawk არის ამერიკული საშუალო დისტანციის მიწა-ჰაერის კლასის სარაკეტო სისტემა, რომელიც შემუშავებულია Raytheon-ის მიერ. ის 1960 წელს შევიდა ექსპლუატაციაში და დღემდე გამოიყენება ეგვიპტეში, საბერძნეთში, საუდის არაბეთში, ესპანეთში, შვედეთსა და სხვა ქვეყნებში. ესპანეთმა უკრაინას უკვე გადასცა რამდენიმე ასეთი საჰაერო თავდაცვის სისტემა.
რა საკითხები განიხილა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთის ქალაქ გრანადაში გამართულ შეხვედრებზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ესპანეთის ქალაქ გრანადაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა. ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლაი დენკოვს, ფინეთის პრემიერ-მინისტრ, პეტერი ორპოს, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ, ალექსანდერ ვუჩიჩს, საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ, კირიაკოს მიცოტაკისსა და სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ, რობერტ გალობს. შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე და აღნიშნა, რომ ქვეყანას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის დიდი ნაწილი უკვე შესრულებული აქვს, პროცესი გრძელდება, დარჩენილია რამდენიმე საკითხი, რომლებიც ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად დარეგულირდება. ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. მან იმედი გამოთქვა სლოვენიის მტკიცე პოლიტიკურ მხარდაჭერაზე საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების ყველა ეტაპზე. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობითვე, ირაკლი ღარიბაშვილმა რობერტ გალობს სლოვენიის რესპუბლიკის გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად არჩევა მიულოცა. კირიაკოსთან გამართულ შეხვედრაზე კი, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ამ პროცესში საბერძნეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაესვა ხაზი; განიხილეს ის ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დგამს, მათ შორის − საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის პოზიტიური შესრულების დინამიკა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და წლის ბოლოს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისგან სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინშია; „ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მრავალმხრივ თანამშრომლობას, რომელიც განმტკიცებულია ათასწლოვანი ისტორიული კავშირებითა და კულტურული სიახლოვით; განიხილეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა, რაც მოიაზრებს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის ინტენსივობას.“ გარდა ამისა, ალექსანდერ ვუჩიჩთან შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები და იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ფინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ, პეტერი ორპოსთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე და ამ პროცესში ფინეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაესვა ხაზი; „განიხილეს ის ნაბიჯები, რასაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დგამს, მათ შორის − საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და წლის ბოლოს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისგან პოზიტიური გადაწყვეტილების მოლოდინშია. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ექნება ფინეთის რესპუბლიკის მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, რაც დაეხმარება საქართველოს, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე გადავიდეს. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე სხვადასხვა სფეროში; განიხილეს, თუ რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა შესაძლებელი საქართველოსა და ფინეთს შორის სავაჭრო-ეკონომოკური კავშირების კიდევ უფრო გაღმრავების მიზნით. ირაკლი ღარიბაშვილმა პეტერი ორპოს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის ნაყოფიერი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში,“ - წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლაი დენკოვთან შეხვედრაზე საქართველოსა და ბულგარეთს შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბულგარელ კოლეგას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების და 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანი და საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. აღინიშნა, რომ საქართველო განიხილავს ბულგარეთს, როგორც მეგობარ ქვეყანას და საიმედო პარტნიორს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წლების განმავლობაში ვაჭრობა და ეკონომიკა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სფეროდ რჩება, რადგან ბულგარეთი მუდმივად რჩება საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბულგარელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით ბულგარეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა,“ - წერს ადმინისტრაცია. ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილე ლიდერების საპატივცემულოდ გამართულ ოფიციალურ სადილს დაესწრო. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის მონაწილე ლიდერებთან ერთად ქალაქ გრანადაში ალამბრას ისტორიულ ციხე-სიმაგრეს ეწვია. ლიდერებს ესპანეთის სამეფოს მეფემ ფილიპე VI-მ და დედოფალმა უმასპინძლეს. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს, რის შემდეგაც მათ საპატივცემულოდ ოფიციალური სადილი გაიმართა.
მედია: ესპანეთში „ქართული ორგანიზაციის“ 30 წევრი დააკავეს
ესპანეთის პოლიციამ, ინტერპოლსა და აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან ერთობლივი ოპერაციის შედეგად, „სახლების ძარცვასა და ფულის გათეთრებაში სპეციალიზებული ქართული ორგანიზაციის“ 30-ზე მეტი წარმომადგენელი დააკავა. ოპერაციაში 350 პოლიციელი მონაწილეობდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამშაბათს დაკავებული ჯგუფის წევრები ძირითადად ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მოქმედებდნენ. თუმცა საგამოძიებო მოქმედებები, ბარსელონის გარდა, კიდევ სამ ქალაქში: ესტეპონაში, მარბელასა და ალიკანტეში ჩატარდა. გაჩხრიკეს გადამზიდავი კომპანიის ოფისიც. ესპანეთის პოლიციის ვერსიით, ბრალდებულები, შესაძლოა, იქიდან გზავნიდნენ მოპარულ ნივთებს.
ისრაელმა ესპანეთის პრემიერის განცხადებების გამო ელჩი გაიწვია
ისრაელმა ესპანეთის პრემიერის განცხადებების შემდეგ, ელჩის გაწვევა კონსულტაციების მიზნით გადაწყვიტა. ამის შესახებ Politico წერს. „ესპანეთის პრემიერ-მინისტრის აღმაშფოთებელი განცხადებების შემდეგ, რომელმაც კიდევ ერთხელ გაიმეორა უსაფუძვლო ბრალდებები, გადავწყვიტე, გამოვიწვიო ესპანეთში ჩვენი ელჩი კონსულტაციებისთვის იერუსალიმში,“ - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა. მანამდე სანჩესმა ესპანურ საზოგადოებრივ მაუწყებელ RTVE-ს განუცხადა, რომ მას აქვს სერიოზული ეჭვი მტკიცებაზე, რომ ისრაელი საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის შესაბამისად მოქმედებს ღაზის სექტორში სამხედრო პასუხის დროს. ისრაელმა მის ამ განცხადებას სამარცხვინო უწოდა. „ისრაელი მოქმედებს და განაგრძობს მოქმედებას საერთაშორისო სამართლის მიხედვით და გააგრძელებს ომს, ვიდრე ყველა მძევალი არ დაბრუნდება და „ჰამას“ არ განადგურდება,“ აღნიშნა კოენმა. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ასევე სთხოვა კოენს, დაებარებინა ესპანეთის ელჩი ისრაელში "საყვედურისთვის" "ესპანეთის პრემიერ-მინისტრის სამარცხვინო კომენტარების გამო იმ დღეს, როდესაც „ჰამასის“ ტერორისტებმა დედაქალაქ იერუსალიმში ისრაელელები მოკლეს." ერთ კვირაზე ნაკლებ დროში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ისრაელმა ესპანეთის ელჩი ესპანეთის პრემიერ-მინისტრის საკამათო განცხადებების გამო დაიბარა. გასულ კვირას ისრაელმა გააკრიტიკა პედრო სანჩესი და ბელგიის ლიდერი ალექსანდრე დე კროო მათი კომენტარებისთვის ეგვიპტესა და ღაზის შორის მდებარე რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელზე ვიზიტის დროს, როდესაც „ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ისრაელის თავდასხმები“ გააკრიტიკეს.
ესპანეთის სახელმწიფო მდივანი: საქართველოსთვის საუკეთესოს იმედი მაქვს
ევროკავშირის საკითხებში ესპანეთის სახელმწიფო მდივანმა, პასკალ იგნასიო ნავარო რიოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თვალსაზრისით, საქართველოსთან მიმართებით ოპტიმისტურად არის განწყობილი. როგორც რიოსმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო და ევროპულ საკითხთა მინისტრების დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ესპანეთის, როგორც ამ საბჭოს თავმჯდომარის წინადადება საქართველოს შესახებ დასკვნებში უნდა შეესაბამებოდეს კომისიის რეკომენდაციებს. „ვფიქრობ, რომ საბჭოში არ არის სირთულე ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახავთ ევროკავშირის საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ საბჭოს თავმჯდომარეობის წინადადება კომისიის რეკომენდაციებს უნდა შეესაბამებოდეს. საქართველოსთვის საუკეთესოს იმედი მაქვს,“ – განაცხადა პასკალ იგნასიო ნავარო რიოსმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. 8 ნოემბერს ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები.
ესპანეთის შემდეგ, ტერაქტების საფრთხის გამო, უსაფრთხოების ზომები გერმანიასა და ავსტრიაშიც გაამკაცრეს
გერმანიის ქალაქ კიოლნში, საკათედრო ტაძართან უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. პოლიციის განცხადებით, შობის ღამეს, ტაძარში ყველა შემსვლელს შეამოწმებენ. მანამდე გერმანულმა გამოცემა „ბილდმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის, ავსტრიისა და ესპანეთის ხელისუფლებამ მიიღო ინფორმაცია, რომ ისლამისტი ტერორისტები საშობაოდ და ახალ წელს თავდამსხმებს გეგმავენ. ავსტრიაში განაცხადეს, რომ საშობაო ბაზრობებთან და ეკლესიებთან უსაფრთხოების ზომები გამკარდება. საშობაოდ ტერორისტული თავდასხმის საფრთხე გაზარდა ესპანეთის ხელისუფლებამაც. საშობაოდ ტერორისტული თავდასხმის საფრთხის დოზე 18 დეკემბერს გაზარდა ესპანეთის ხელისუფლებამაც. ესპანეთის შსს-მ შესაბამისად, უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.
ესპანეთი სლოვაკეთ-უკრაინის საზღვარზე Leopard-ის ტიპის ტანკებსა და 600 ჯარისკაცს გაგზავნის - მედია
ესპანური ყოველდღიური გაზეთის ABC-ის ცნობით, ესპანეთი მომავალ წელს სლოვაკეთში სამხედრო პერსონალის ჯგუფს აღჭურვილობასთან ერთად გაგზავნის, რაც რუსეთის შეკავების მცდელობის ნაწილად განიხილება. გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წელს ესპანეთის შეიარაღებული ძალები სლოვაკეთში სამხედრო კონტიგენტს განათავსებს. კერძოდ, 600 ჯარისკაცი NATO-ს მისიის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საზღვრებს განამტკიცებს. 600 სამხედრო მოსამსახურის გარდა, ესპანეთი უკრაინის საზღვარზე Leopard-ის ტიპის ტანკებსა და ვერტმფრენებს განათავსებს. მანამდე ვილნიუსმა და ბერლინმა ლიეტუვაში ბუნდესვერის ბრიგადის განლაგების გეგმას მოაწერეს ხელი. NATO-მ სამხედრო ბიუჯეტი 12%-ით გაზარდა.
ლიეტუვამ ესპანური ნაღმტყორცნების პირველი პარტია მიიღო
ლიეტუვის შეიარაღებულმა ძალებმა ესპანური წარმოების EXPAL 120 მმ ნაღმტყორცნების პირველი პარტია მიიღეს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. „ეს თანამედროვე, მაღალი ხარისხის იარაღები მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენი არაპირდაპირი ცეცხლსასროლი იარაღის მხარდაჭერის შესაძლებლობებს,“ - წერს სამინისტროს Twitter-ის ოფიციალურ ანგარიშზე (X). ლიეტუვის მიერ შეძენილი ნაღმტყორცნების ეფექტიანი სროლის მანძილი რვა კილომეტრამდეა. კონტრაქტი ესპანურ კომპანიასთან EXPAL Systems, S.A. (დაახლოებით 9.8 მილიონი ევროს ღირებულების) 2022 წლის შემოდგომაზე მოეწერა ხელი.
სლოვაკეთში NATO-ს საბრძოლო ჯგუფის მეთაურობას ჩეხეთისგან ესპანეთი გადაიბარებს
2024 წლის განმავლობაში ჩეხეთის რესპუბლიკა საზღვარგარეთის მისიებში მონაწილე ჯარისკაცების საერთო რაოდენობას შეამცირებს. ეს გამოწვეულია იმით, რომ ივნისის ბოლოს სლოვაკეთის საბრძოლო ჯგუფის სარდლობა, რომელიც NATO-ს აღმოსავლეთ საზღვარს აკონტროლებს, ჩეხეთისგან ესპანეთს გადაეცემა. ინფორმაციას პრაღის რადიო ავრცელებს. სლოვაკეთის ჩეხური ერთეული ახლა 450 ადამიანს ითვლის. საერთო ჯამში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ საზღვარს ამჟამად 1100 სამხედრო მოსამსახურისაგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი იცავს. თუმცა ეს რიცხვი თანდათან 5000-მდე გაიზრდება. ჩეხეთის რესპუბლიკის არმიის წევრები ამჟამად ჩართულნი არიან 14 უცხოურ მისიაში, მათ შორის, კოსოვოში, ახლო აღმოსავლეთსა და ხმელთაშუა ზღვაში. ცნობისთვის, ბოლო წლებში მოკავშირეებმა გააძლიერეს NATO-ს წარმომადენლობა მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფების შექმნით ბულგარეთში, ესტონეთში, უნგრეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში. მათ ასევე გაგზავნეს მეტი ხომალდი, თვითმფრინავი და ჯარი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე, ჩრდილოეთით ბალტიის ზღვიდან სამხრეთით შავ ზღვამდე. ალიანსის განცხადებით, ეს ქმედებები ცხადყოფს მოკავშირეების გადაწყვეტილებას და მზადყოფნას, დაიცვან ალიანსის ტერიტორია და მოსახლეობა. ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო ყოფნის გაზრდა, რუსეთის მხრიდან მისი მეზობლებისა და ტრანსატლანტიკური საზოგადოების მიმართ არსებულ საფრთხეებზე პასუხია.NATO-ში მიიჩნევენ, რომ რუსეთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირი საფრთხეა მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის და ევროატლანტიკურ ზონაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. 2018 წლის ნოემბერში შავი ზღვის რეგიონში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, NATO-მ გადაწყვიტა, გაეზარდა თავისი ყოფნა რეგიონში სიტუაციური ცნობიერების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით. მოკავშირეებმა ასევე გააძლიერეს მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის მიმართ საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვისთვის მეტი წვრთნითა და წვრთნებით, ასევე, პორტებში ვიზიტებით. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის შემდეგ, მოკავშირეებმა გაგზავნეს დამატებითი ხომალდები, თვითმფრინავები და ჯარები NATO-ს ტერიტორიაზე, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის პოზიციას. ეს მოიცავს ათასობით დამატებით ჯარისკაცს ალიანსის საბრძოლო ჯგუფებში, გამანადგურებელ თვითმფრინავებს NATO-ს საჰაერო საპოლიციო მისიების მხარდასაჭერად, ბალტიის და ხმელთაშუა ზღვებში საზღვაო ძალების გაძლიერებას, ჯარების საერთო მზადყოფნის გაზრდას და მაღალ მზადყოფნაში მყოფი NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების განლაგებას რუმინეთისკენ.
ესპანეთმა კოსოვოს პასპორტი აღიარა
ესპანეთი კოსოვოს მიერ გაცემულ პასპორტს აღიარებს, თუმცა კოსოვოს არ აღიარებს დამოუკიდებელ, სერბიისგან განცალკევებულ სახელმწიფოდ. შესაბამისი განცხადება ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა 8 იანვარს გააკეთა. მადრიდმა კოსოვოს პასპორტი აღიარა მას შემდეგ, რაც პირველ იანვარს ამოქმედდა ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი, რომელიც კოსოვოს მოქალაქეებს უფლებას აძლევს შენგენის ზონაში ვიზის გარეშე იმოგზაურონ. ამ დრომდე ესპანეთი იყო ევროკავშირის ერთადერთი წევრი ქვეყანა, რომელიც უარს აცხადებდა კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზეც და კოსოვოს პასპორტის მფლობელებსაც უარს ეუბნებოდა ქვეყანაში შეშვებაზე. ესპანეთი ევროკავშირის იმ ხუთ ქვეყანას შორისაა, რომელიც არ ცნობს ბალკანეთის სახელმწიფოს, რომელმაც 2008 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა სერბეთისგან. ესპანეთის გარდა, ეს ქვეყნები არიან კვიპროსი, საბერძნეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი.
ესპანეთმა უკრაინას სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანები გადასცა
ესპანეთი უკრაინაში სამედიცინო დახმარებისა და პაციენტების ევაკუაციისთვის ორ ჯავშანმანქანას აგზავნის. „ესპანეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მშვიდობისა და თავისუფლების დაცვაში, ვიდრე ეს საჭირო იქნება,“ - აღნიშნულია ესპანეთის საგარეო უწყების განცხადებაში. ბოლო ორი წლის განმავლობაში ესპანეთის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების მოცულობამ 46 მილიონ ევროს გადააჭარბა. ესპანეთი უკრაინელ სამხედროებს Hawk-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების გამოყენებისთვის წვრთნებს უტარებს.
ესპანეთი Patriot-ებზე უკრაინელ სამხედროებს წვრთნის
ესპანეთი უკრაინელ სამხედროებს Patriot-ის სარაკეტო სისტემების გამოყენებისთვის წვრთნის. ტრენინგი ვალენსიაში ტარდება. სწავლებას საზენიტო არტილერიის (RAAA) სამეთაურო ქვედანაყოფებისა და საზღვაო ქვეითთა კორპუსის შტაბის წარმომადგენლები ატარებენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის მეტი სისტემა სჭირდება მტრის თავდასხმების ეფექტიანად მოსაგერიებლად. ასევე წაიკითხეთ: თითქმის ყველა ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, ერთი გამონაკლისის გარდა - იან ბონდი
ესპანეთი უკრაინას ჯავშანტექნიკასა და სხვა აღჭურვილობას გადასცემს
ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა, რამშტაინის ფორმატის მე-19 შეხვედრაზე, რომელიც 14 თებერვალს გაიმართა, უკრაინაში M113 ჯავშანტექნიკისა და სხვა აღჭურვილობის სწრაფი გადაცემის შესახებ განაცხადა. უკრაინაში გაიგზავნება M113-ის ტიპის ჯავშანტექნიკა, რომელთაგან ორი სანიტარიულ მანქანად გადაკეთდა. ასევე, უკრაინას გადაეცემა რამდენიმე სახანძრო და თოვლის გამწმენდი მანქანა, პერსონალის გადამზიდი და სხვა აღჭურვილობა, მათ შორის ორი მსუბუქი გემი, ელექტროგენერატორი და წყლის გამწმენდი. „გარდა ამისა, რობლესმა გამოაცხადა სხვადასხვა იარაღის მიწოდება საჰაერო თავდაცვის, საჰაერო და საზღვაო ოპერაციებისთვის," - ნათქვამია ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. რობლესმა ასევე შეაფასა ესპანეთში უკრაინული სამხედრო წვრთნების ხარისხი, რომელიც Patriot, NASAMS და Hawk -ის სისტემების გამოყენებას, ასევე, წყალქვეშა განაღმვის დაგეგმვასა და ჩატარებას მოიცავს.
უკრაინამ ესპანეთისგან M113-ის ჯავშანტრანსპორტიორები მიიღო
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბრძოლის ველიდან დაჭრილების გამოყვანისთვის აღჭურვილი M113-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი მიიღო. „ათობით ეს საევაკუაციო ჯავშანმანქანა უკვე ჩამოვიდა უკრაინაში. კიდევ რამდენიმე ასეულს ელოდება უახლოეს მომავალში. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს ომში მხარდაჭერისთვის," - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა. მისი თქმით, ეს სატრანსპორტო საშუალებები უფრო ეფექტიანია უგზოობის პირობებში დაჭრილების ევაკუაციის დროს. მანქანების უკრაინაში გადაცემის შესახებ ესპანეთის მთავრობამ 15 თებერვალს განაცხადა. M113 არის მრავალმხრივი ჯავშანტრანსპორტიორი, რომელიც სერიულ წარმოებაში იყო 1960 წლიდან 2007 წლამდე. ის დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა შეერთებული შტატების მთავარ ჯავშანტრანსპორტიორად და ასევე, მნიშვნელოვანი რაოდენობით მიეწოდებოდა სხვა ქვეყნებს. ჯავშანტრანსპორტიორი განკუთვნილია 13 ადამიანის გადასაყვანად და მისი ჯავშანი უძლებს ნაღმის ფრაგმენტებსა და 14,5 მმ კალიბრამდე ტყვიებს. უნივერსალურ ჯავშანტრანსპორტიორებს უკრაინის შეიარაღებული ძალები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან აქტიურად იყენებენ. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მათი გადაყვანის შესახებ რამდენიმე ქვეყანამ განაცხადა. მაგალითად, 2023 წლის 20 ივნისს პორტუგალიამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის, მათ შორის, ჰაუბიცების და M113-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორის გადაცემის შესახებ გამოაცხადა. ასევე, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიურმა კომპანიამ უკრაინას ათი მოდერნიზებული M113 მიაწოდა. ამასთან, ლიეტუვამ უკრაინაში ათი M113-ისა და საბრძოლო მასალის გადაცემის შესახებ განაცხადა.
ესპანეთი უკრაინას Leopard 2A4-ის ტიპის 20 ტანკს გაუგზავნის
ესპანეთმა უკრაინაში ტანკების ახალი პარტიის მიწოდება დაამტკიცა. მედიის ცნობით, უკრაინას Leopard 2A4-ის ტიპის 20 ტანკი მიეწოდება. გასულ ზაფხულს ესპანეთმა უკრაინას ასეთი ტიპის ტანკები უკვე გაუგზავნა.
ესპანეთის სასამართლომ Telegram-ის მუშაობა დროებით შეაჩერა
ესპანეთის უმაღლესმა სასამართლომ Telegram-ის ფუნქციონირების შეჩერების ბრძანება გასცა მას შემდეგ, რაც მედია კომპანიები ჩიოდნენ, რომ აპლიკაცია მომხმარებლებს უფლებას აძლევს, საავტორო უფლებებით დაცული შინაარსი ნებართვის გარეშე ატვირთონ. ამის შესახებ Reuters-ს სასამართლოს წყარომ განუცხადა. ესპანეთში Telegram-ის გამოყენება ორშაბათიდან, 25 მარტიდან დროებით შეჩერდება. სასამართლო დათანხმდა „ტელეგრამის“ სერვისების დაბლოკვას ესპანეთში, ვიდრე მედია კომპანიების ნებართვის გარეშე გამოყენებული კონტენტის მფლობელების პრეტენზიები გამოძიებული არ იქნება. სასამართლოს წყაროს თქმით, Telegram-ის სერვისების დაბლოკვაზე პასუხისმგებლობა მობილურ ოპერატორებს ეკისრებათ. კონკურენციის სააგენტო CNMC-ის თანახმად, Telegram-ი ესპანეთში მეოთხე ყველაზე პოპულარული მესიჯების სერვისია. CNMC-ის მიერ გამოკითხული ესპანელების თითქმის 19% იყენებს ამ აპლიკაციას.
საქართველომ და ესპანეთმა მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ესპანელ კოლეგასთან ფერნანდო გრანდე-მარლასკა გომესსთან ერთად „საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“ შეთანხმებას მოაწერა ხელი. შსს-ს ცნობით, ვახტანგ გომელაური, დელეგაციასთან ერთად ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება. ესპანეთის სამეფოში შინაგან საქმეთა მინისტრს ესპანელმა კოლეგამ - ფერნანდო გრანდე-მარლასკა გომესმა უმასპინძლა. შეხვედრაზე, მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებულითანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ვახტანგ გომელაურმა ფერნანდო გრანდე-მარლასკა გომესს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მომავალშიც აქტიურად განაგრძობენ მუშაობას, რათა არსებული პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო გაფართოვდეს სხვადასხვა მიმართულებით. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს. „შეთანხმებით განსაზღვრულია მართვის მოწმობის კლასები, რომლებიც შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ დაექვემდებარებიან გადაცვლას, კერძოდ AM, A1, A2, A, B, B+E კლასის მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი, ხოლო C1, C1+E, C, C+E, D1, D1+E, D და D+E კლასის მართვის მოწმობების გადაცვლისათვის, განმცხადებლებს მოუწევთ ჩააბარონ მართვის მოწმობის გამოცდა ზოგადი მოძრაობისთვის განკუთვნილ ღია გზებზე, იმ სატრანსპორტო საშუალების ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით, რომელთა მართვაც აღნიშნული მოწმობებით იქნება ნებადართული. საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდგომ, უახლოეს პერიოდში, შევა ძალაში,“ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ესპანეთი „ოქროს ვიზებს“ გააუქმებს
ესპანეთის მთავრობა გააუქმებს „ოქროს ვიზის“ პროგრამას, რომელიც ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე მსხვილი ინვესტიციის დაბანდების შემთხვევაში უცხოელებს ბინადრობის უფლებას ანიჭებს. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა 8 აპრილს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პროგრამის შეწყვეტა საცხოვრებელზე წვდომას აქცევს უფლებად და არა სპეკულაციურ ბიზნესად. „ოქროს ვიზის“ პროგრამით, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქე იპოთეკის გარეშე სულ მცირე 500 ათასი ევროს უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში იღებს სამი წლის განმავლობაში ესპანეთში ცხოვრების და მუშაობის უფლებას. ესპანეთის მთავრობის მონაცემებით, პროგრამის ამოქმედებიდან, 2013 წლიდან 2022 წლის ნოემბრის ჩათვლით გაიცა 5000-მდე ასეთი ნებართვა. ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2023 წლის ანგარიშით, „ოქროს ვიზის“ პროგრამით მოსარგებლეთა სიაში პირველ ადგილზე ჩინელი ინვესტორები არიან, მეორეზე კი - რუსები, რომლებმაც ესპანეთში 3,4 მილიარდი ევროს უძრავი ქონება შეიძინეს. საერთაშორისო ორგანიზაციას ეჭვი ეპარება, რომ ესპანეთის ხელისუფლებამ ამ ინვესტორების ქონების წარმომავლობა გამოიკვლია. ესპანეთის მინისტრთა კაბინეტი პროგრამის ლიკვიდაციის პროცესს დღეს, 9 აპრილს დაგეგმილ სხდომაზე დაიწყებს.
შუა დერეფნის განვითარება ესპანეთს შესაძლოა, ენერგორესურსებით ვაჭრობის გაზრდაში დაეხმაროს - სამინისტრო
ესპანეთი შუა დერეფნის განვითარებით დაინტერესებულია. ამის შესახებ აზერბაიჯანულ ქვეყნის საგარეო უწყებაში განუცხადეს. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფნის) განვითარება შეიძლება, დაეხმაროს ესპანეთს ენერგორესურსებით ვაჭრობის გაზრდაში, განუცხადა Trend-ს ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყარომ. „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი არის ევრაზიული ვაჭრობის გასაღები და, შესაბამისად, აუცილებელია მისი განვითარების მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ესპანეთი და მთლიანად ევროკავშირი დაინტერესებულია მისი განვითარებით, რაც ხელს უწყობს ყველა სახის საქონლის ტრანსპორტირებას. ეს ჩვენს უკვე კარგ საერთაშორისო ვაჭრობის მაჩვენებლებსაც ეხმარება. კერძოდ, ესპანეთისთვის ეს შეიძლება, ნიშნავდეს ჩვენი ვაჭრობის ზრდას ენერგეტიკის, ასევე, სხვა მეტალურგიული პროდუქტებისა და აგროსასურსათო სექტორში,“ - აღნიშნა წყარომ. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), რომელიც სამხრეთ ყაზახეთს კვეთს, ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ცნობილია, რომ „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) (ასევე მოიხსენიებენ, როგორც „შუა დერეფანი“) ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. რაც შეეხება ცენტრალურ ტრანსკასპიურ ქსელს (CTCN), მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. გეოგრაფიულად, კვლევა აფასებს არსებულ და პოტენციურ ახალ დერეფნებს, რომლებიც შუა აზიის ხუთ რესპუბლიკასა (ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს შორის (TEN-T) ყველაზე მდგრად სატრანსპორტო კავშირებს უზრუნველყოფენ. კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ტრანსკასპიური ქსელის განვითარება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს რეგიონს: 1) მაგალითად, მოიტანს უფრო ძლიერ რეგიონულ კოორდინაციას, რაც გამოიწვევს ერთიან ტარიფებს, ერთიან მიდგომას, 2) გაზრდის დაკავშირებადობას ეკონომიკურ ცენტრებს შორის, რაც გამოიწვევს უფრო მაღალ რეგიონულ და საერთაშორისო ღირებულების ჯაჭვს და სხვა. ევროკავშირის შეფასებით, კვლევაში ასახული დასკვნები ხელს შეუწყობს ცენტრალურ აზიაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაგეგმვისა და განვითარების გამჭვირვალე ქმედებების იდენტიფიკაციას და პრიორიტეტიზაციას, რომელიც მდგრადობის მკაცრ კრიტერიუმებს, მათ შორის გარემოსდაცვით, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ფინანსურ და ფისკალურ ასპექტებს ეფუძნება. ამასთან, ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ შედეგები ასევე ხელს უწყობს დაინტერესებული მხარეების საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (IFIs) და კერძო სექტორს. კვლევის განმავლობაში კონსულტაციები გაიმართა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის სამთავრობო ორგანოებთან ცენტრალური აზიის თითოეულ ქვეყანაში, ასოციაციებთან და კერძო სექტორთან ცენტრალურ აზიაში, ევროპაში, კავკასიაში, თურქეთში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში. კვლევის ორი ძირითადი მიზანი პირველი: ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს (TEN-T) შორის ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო კავშირების იდენტიფიცირება მდგრადობის მკაცრი კრიტერიუმების საფუძველზე, სადაც გათვალისწინებულია გარემოსდაცვითი, სოციალური, ეკონომიკური და ფისკალური მდგრადობა და პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობა; მეორე: იდენტიფიცირებული კავშირების განვითარებისათვის საკვანძო ქმედებების შეთავაზება როგორც ხელშემწყობი გარემოს, ისე ფიზიკური ინფრასტრუქტურის (მყარი კავშირი) თვალსაზრისით, მათ შორის მათი პრიორიტეტიზაცია, რომელიც თანმიმდევრულ და მდგრად სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიდგომას ეფუძნება. კვლევა 2021 წლის ნოემბრიდან 2023 წლის ივნისამდე პერიოდში ჩატარდა. კვლევა ევროპის რესკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ევროკომისიის დაფინანსებითა და ხელმძღვანელობით ჩაატარა.
El Pais: ესპანეთი უკრაინას Patriot-ის რაკეტებს გაუგზავნის
ესპანურ გაზეთი El Pais-ის ინფორმაციით, ქვეყანა უკრაინაში მცირე რაოდენობის Patriot-ის რაკეტებს გაგზავნის. ესპანეთს Patriot-ის სისტემის სამი ბატარეა აქვს, რომელიც გერმანიისგან 2004 და 2014 წლებში შეიძინა. ესპანურმა დიპლომატიურმა წყარომ განაცხადა, რომ ქვეყანამ უკრაინის მიმართ ვალდებულება უნდა გაზარდოს აპრილის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა NATO-ს წევრ სახელმწიფოებს განუცხადა, რომ უკრაინას, სულ მცირე, შვიდი Patriot-ის ან სხვა მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდება, რათა რუსეთის საჰაერო იერიშები მოიგერიოს.
ესპანეთმა უკრაინას Patriot-ის რაკეტები გაუგზავნა
უკრაინამ მადრიდიდან Patriot-ის ტიპის საზენიტო რაკეტები მიიღო. ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა განაცხადა. „ეს რაკეტები შექმნილია საჰაერო თავდაცვისთვის და ძალიან ცხადი უნდა იყოს, რომ ისინი შექმნილია იმისთვის, რომ დაიცვან უკრაინა იმ თავდასხმებისგან, რომელსაც ის განიცდის,“ - აღნიშნა მინისტრმა ქალაქ სარაგოსაში სამხედრო ობიექტების მონახულებისას, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები წვრთნიან. რობლესმა არ უთქვამს, რამდენი რაკეტა მიიღო უკრაინამ.