თეგი: საბერძნეთი
დღეიდან საქართველო დაემატა იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლის მოქალაქეებსაც საბერძნეთში შესვლა შეუძლიათ
7 თებერვლიდან საქართველო დაემატა იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლის მოქალაქეებსაც საბერძნეთში შესვლა შეუძლიათ ნებისმიერი მიზნით. მგზავრი უნდა აკმაყოფილებდეს ამ პირობებიდან ერთ-ერთს: ვაქცინირებულია გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე, ან ფლობს ვაქცინაციის მოწმობას, რომელიც ვალიდურად ითვლება, ვაქცინაციის ბოლო დოზის მიღებიდან მომდევნო ცხრა (9) თვის განმავლობაში; წარადგენს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელ საბუთს, გაცემულს ვირუსის დადასტურებიდან მე-14 დღეს - 180 დღიანი მოქმედების ვადით. წარადგენს ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის, ან ბოლო 24 საათის განმავლობაში გაკეთებული ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფით პასუხს. ყველა მგზავრი ვალდებულია, საბერძნეთში გამგზავრებამდე შეავსოს PLF ფორმა https://travel.gov.gr/#/. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე. ამავე თემაზე საბერძნეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის რეგულაციები შეამსუბუქა
საბერძნეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის რეგულაციები შეამსუბუქა
საბერძნეთმა შეამსუბუქა ქვეყანაში შემოსვლის რეგულაციები საქართველოსთვის და ევროკავშირის არაწევრი სხვა 32 ქვეყნისთვის. განახლებული რეგულაციები 2022 წლის 7 თებერვლიდან შევა ძალაში. საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ საბერძნეთში გამგზავრება თუ: საბერძნეთში მიმავალი მგზავრი ფლობს ევროპულ ციფრულ სერთიფიკატს ან აკმაყოფილებს ამ პირობებიდან ერთ-ერთს: ვაქცინირებულია გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე, ან ფლობს ვაქცინაციის მოწმობას, რომელიც ძალაშია ვაქცინაციის ბოლო დოზიდან მომდევნო ცხრა (9) თვის განმავლობაში. ან წარადგენს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელ საბუთს, გაცემულს დიაგნოსტიკიდან მე-14 დღეს - 180 დღიანი მოქმედების ვადით. ან წარადგენს უარყოფით მოლეკულურ ტესტს (PCR), რომელიც მგზავრობამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრეა გაკეთებული, ან ოცდაოთხი (24) საათით ადრე გაკეთებულ ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფით პასუხს. ყველა მგზავრი ვალდებულია, საბერძნეთში გამგზავრების წინ შეავსოს PLF ფორმა.
ისრაელის პრეზიდენტი თურქეთში ვიზიტამდე საბერძნეთსა და კვიპროსს ეწვევა
ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი საბერძნეთსა და კვიპროსს ეწვევა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, ვიდრე თურქეთში გაემგზავრება პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ Jerusalem Post-ი იტყობინება. ვიზიტების მიზანია, ათენის და ნიქოზიის დარწმუნება, რომ ანკარასთან დაახლოება არ მოხდება იმ მჭიდრო კავშირების ხარჯზე, რომლებიც ისრაელმა დაამყარა მათთან ბოლო წლებში. ჰერცოგის ერთდღიანი მოგზაურობა ათენში მომავალ ხუთშაბათს იგეგმება, მომავალ კვირას კი, კვიპროსში ვიზიტი გაიმართება. ისრაელის პრეზიდენტი თურქეთს ეწვევა
საბერძნეთის მახლობლად, ბორანზე ხანძრის შემდეგ 270-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს, 11 დაკარგულად ითვლება
ერთ-ერთი მგზავრი, რომელიც 18 თებერვალს, საბერძნეთის მახლობლად, ბორანზე ხანძრის შემდეგ გაუჩინარდა, ცოცხალი იპოვეს. თერთმეტი ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება, ხოლო 270-ზე მეტი გადაარჩინეს და კუნძულ კორფუზე გადაიყვანეს. ასევე გადაარჩინეს ავღანეთის მოქალაქე, რომელიც გემზე, როგორც მგზავრი არ იყო რეგისტრირებული.იტალიის დროშის ქვეშ მცურავ, ბრინდიზის პორტისკენ მიმავალ Euroferry Olympia-ს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს ამ დრომდე იძიებენ. კაპიტანი და ორი ინჟინერი დაკითხვაზე გადაიყვანეს. ბერძნული ახალი ამბების საიტი Kathimerini იტყობინება, რომ მცირე ხანძარი 20 თებერვალს გემის შიგნით გაგრძელდა მას შემდეგ, რაც კორფუს ჩრდილოეთით უსაფრთხო ზონაში გადაიყვანეს. საბერძნეთის ხელისუფლების ცნობით, დაკარგულები, სავარაუდოდ, სატვირთოს მძღოლები არიან ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან და თურქეთიდან. გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალურად ბორანზე 239 მგზავრი და ეკიპაჟის 51 წევრი იმყოფებოდა. ბორანიდან გამოყვანილი ათობით ადამიანი კორფუზე მდებარე სასტუმროში გადაიყვანეს. „ჩვენ თვალწინ სიკვდილი ვნახეთ“, - უთრა ერთ-ერთმა მათგანმა, სატვირთოს მძღოლმა დანილო კარლუჩიმ Reuters-ს. გავრცელებული ინფორმაციით, 27 წოის გემმა ბოლოს უსაფრთხოების შემოწმება 16 თებერვალს გაიარა.
საბერძნეთმა რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა
ევროკავშირის მასშტაბით მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში, რომელიც უკრაინაში რუსული საოკუპაციო ძალების შეჭრის საპასუხოდ მიიღეს, საბერძნეთმა ყველა რუსული თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცე დახურა. საბერძნეთი ხურავს საჰაერო სივრცეს რუსული თვითმფრინავებისთვის, მათ შორის კერძო საფრენი აპარატებისთვისაც. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ახალ სანქციებს დაუწესებს. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ
შალვა პაპუაშვილი საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარია თეოდორუს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის არსებულ საუკუნოვან ისტორიულ და კულტურულ კავშირებს და ნაყოფიერ ორმხრივ თანამშრომლობას. პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა საბერძნეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადზე. ხაზი გაესვა ევროკავშირის წებრობის მოპოვების გზაზე პარლამენტის როლს და იმ გეგმებს, რომელიც ამ მხრივ პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს, კერძოდ იმ რეფორმებზე, რომლებმაც ქართული კანონმდებლო ევროკავშირის კანონმდებლობასთნ უნდა დაახლოვოს. შეხვედრაზე განიხილეს უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს მხარდაჭერაზე უკრაინისადმი ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში.
საბერძნეთი უკრაინას იმ სამშობიარო კლინიკის აშენებას სთავაზობს, რომელიც რუსეთმა მარიუპოლში დაბომბა
საბერძნეთი უკრაინას იმ სამშობიარო კლინიკის აშენებას სთავაზობს, რომელიც რუსეთმა მარიუპოლიში დაბომბა. ცნობისთვის, აღნიშნული თავდასხმისას ორსული ქალი და მისი ბავშვი დაიღუპნენ, ათეულობით ადამიანი კი დაშავდა. მომხდარმა გლობალური აღშფოთება გამოიწვია. ასევე წაიკითხეთ: მედია: რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებების შედეგად, მარიუპოლში 2 357 ადამიანი დაიღუპა
მედია: თურქეთი საბერძნეთში დაგეგმილ NATO-ს წვრთნებში მონაწილეობას არ მიიღებს საბერძნეთი და თურქეთი საჰაერო სივრცის არაერთხელ დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. თურქეთმა განაცხადა, რომ NATO-ს წევრი საბერძნეთი თურქეთის საჰაერო სივრცეში „სამ დღეში ოცდაათჯერ“ შევიდა. მანამდე, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი მსგავსი პრეტენზიებით გამოვიდა. მიცოტაკისმა განაცხადა, რომ თურქეთის სამხედროები ახორციელებდნენ უნებართვო ფრენებს საბერძნეთის რამდენიმე დიდ კუნძულზე. მიცოტაკისმა განაცხადა, რომ დაუკავშირდა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რათა თურქეთის მიერ საჰაერო სივრცის სავარაუდო დარღვევის შესახებ ეცნობებინა. „ეს ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას და NATO-ს ერთიანობას“, - განაცხადა საბერძნეთის პრემიერმა. ოთხშაბათს, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური საჩივრის მისაღებად, ათენში თურქეთის ელჩიც დაიბარა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საბერძნეთს, „შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები და რიტორიკა“ და მხარი დაუჭიროს ახლახან განახლებულ მოლაპარაკებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ნდობის დამყარებას. თავის მხრივ, თურქული მედია წერს, რომ თურქეთმა გადაწყვიტა, არ მიიღოს მონაწილეობა წვრთნებში - Tiger Meet, რომელიც მომავალ თვეს საბერძნეთში ჩატარდება. თურქული სააგენტო Anadolu-ს ცნობით, თურქეთმა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მასპინძელ ქვეყანას უკვე აცნობა. თუმცა სხვა წყაროები წერენ, რომ საბერძნეთმა საჰაერო წვრთნებში თურქეთის დაგეგმილი მონაწილეობა თავად გააუქმა. NATO-ს წევრებს საბერძნეთსა და თურქეთს დიდი ხანია, უთანხმოება აქვთ ნავთობით და მინერალებით მდიდარ ეგეოსის ზღვაში საჰაერო და საზღვაო უფლებების შესახებ. უთანხმოებამ გამოიწვია საჰაერო ძალების თითქმის ყოველდღიური პატრულირება ძირითადად საბერძნეთის კუნძულების ირგვლივ სადავო საჰაერო სივრცეში, რომელსაც თურქეთი არაერთხელ აცხადებდა, როგორც საკუთარს და თავად რაიმე სახის დარღვევას უარყოფს. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასულ თვეს გამართეს მოლაპარაკებები და შეთანხმდნენ, რომ გადაჭრიდნენ თავიანთი ქვეყნების დიდი ხნის უთანხმოებას, ყოველ შემთხვევაში, დაძაბულობის დაფარვას, რადგან უკრაინაში კონფლიქტი მძვინვარებს.
საბერძნეთი NATO Tiger Meet 2022-ს მასპინძლობს. რატომ არ მონაწილეობს თურქეთი საჰაერო წვრთნებში
საბერძნეთის საჰაერო ძალების 335-ე ესკადრილია არაქსოსის საჰაერო ბაზაზე, საჰაერო წვრთნებს - NATO Tiger Meet პირველად მასპინძლობს. NATO Tiger Meet 2022, 9 მაისს დაიწყო და დაახლოებით, ორი კვირის განმავლობაში გასტანს. წვრთნებში ბელგია, საფრანგეთი, შვეიცარია, ესპანეთი იტალია, ჩეხეთი, ავსტრია, გერმანია, აშშ, ნიდერლანდები, პორტუგალია და პოლონეთი მონაწილეობენ. ბერძნული წყაროები წერენ, რომ წლევანდელ წვრთნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აღმოსავლეთ ევროპაში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, შესაბამისად, მის მიმართ ინტერესი დიდია. „335-ე ესკადრილიისთვის დიდი პატივია NATO Tiger Meet 2022-ის მასპინძლობა. მაღალი ინტენსივობის ერთობლივი წვრთნების ჩატარება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად აუცილებელია ჩვენი უნარების გასაძლიერებლად და საჰაერო ოპერაციების განხორციელებისთვის კოლექტიური ურთიერთქმედების შესაქმნელად“, - განაცხადა ნტანოს იოანისმა, 335-ე ესკადრილიის მეთაურმა. NATO Tiger Meet-სთვის მზადებას, თურქეთსა და საბერძნეთს შორის დაპირისპირება უძღოდა წინ, ყოველ შემთხვევაში, თურქულ და ბერძნულ მედიაში გავრცელებული არაოფიციალური ცნობები ამაზე მიუთითებს. კერძოდ, თურქული მედია წერს, რომ თურქეთმა გადაწყვიტა, არ მიიღოს მონაწილეობა წვრთნებში - Tiger Meet, რომელიც საბერძნეთში ტარდება. სააგენტო Anadolu-ს ცნობით, ანკარამ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მასპინძელ ქვეყანას უკვე აცნობა. თუმცა სხვა, ბერძნულ წყაროებში ვკითხულობთ, რომ საბერძნეთმა საჰაერო წვრთნებში თურქეთის დაგეგმილი მონაწილეობა თავად გააუქმა. ოფიციალური კომენტარები მხარეების მხრიდან არ გაკეთებულა. მანამდე, საბერძნეთი და თურქეთი საჰაერო სივრცის არაერთხელ დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. თურქეთმა განაცხადა, რომ NATO-ს წევრი საბერძნეთი თურქეთის საჰაერო სივრცეში „სამ დღეში ოცდაათჯერ“ შევიდა. მანამდე, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისიც მსგავსი პრეტენზიებით გამოვიდა. მიცოტაკისმა განაცხადა, რომ თურქეთის სამხედროები ახორციელებდნენ უნებართვო ფრენებს საბერძნეთის რამდენიმე დიდ კუნძულზე. მიცოტაკისმა ისიც აღნიშნა, რომ დაუკავშირდა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რათა თურქეთის მიერ საჰაერო სივრცის სავარაუდო დარღვევის შესახებ ეცნობებინა. „ეს ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას და NATO-ს ერთიანობას“, - განაცხადა საბერძნეთის პრემიერმა. საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური საჩივრის მისაღებად, ათენში თურქეთის ელჩიც დაიბარა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მხრივ, მოუწოდა საბერძნეთს, „შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები და რიტორიკა“ და მხარი დაუჭიროს ახლახან განახლებულ მოლაპარაკებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ნდობის დამყარებას. NATO-ს წევრებს საბერძნეთსა და თურქეთს დიდი ხანია, უთანხმოება აქვთ, ნავთობით და მინერალებით მდიდარ ეგეოსის ზღვაში საჰაერო და საზღვაო უფლებების შესახებ. უთანხმოებამ გამოიწვია საჰაერო ძალების თითქმის ყოველდღიური პატრულირება ძირითადად საბერძნეთის კუნძულების ირგვლივ, სადავო საჰაერო სივრცეში, რომელზეც თურქეთმა არაერთხელ გამოთქვა პრეტენზია, თავად კი, მისი მხრიდან რაიმე სახის დარღვევას უარყოფს. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასულ თვეს მოლაპარაკებები გამართეს და შეთანხმდნენ, რომ გადაჭრიდნენ თავიანთი ქვეყნების დიდი ხნის უთანხმოებას, ყოველ შემთხვევაში, დაძაბულობის დაფარვას, რადგან უკრაინაში კონფლიქტი მძვინვარებს. ცნობისთვის, Tiger Meet-ის წარმოშობის ისტორია ცოტა ბუნდოვანია. წყაროების თანახმად, როგორც ჩანს, მისი გააქტიურება 79 და 74-ე ესკადრილიის RAF-ის შეკრებით, 1960 წელს დაიწყო. მთავარი სულის ჩამდგმელი კი, ვიცე-პოლკოვნიკი, ოთხვარსკვლავიანი გენერალი და USAF-ის (აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები) შტაბის უფროსი მაიკ დუგანი გახლდათ. 1962 წელს, სწორედ ვიცე-პოლკოვნიკი მაიკ დუგანი იყო პროექტის ოფიცერი და მოხალისე. მოკავშირეთა საჰაერო სარდლობის ოფისის ინფორმაციით, ყოველწლიური წვრთნები „NATO Tiger Association“-ის მიერ არის ორგანიზებული და ტარდება ასოციაციის ერთ-ერთ წევრ ესკადრილიასთან (სამხედრო-საჰაერო ძალების ტაქტიკური ქვეგანაყოფი, რომელიც შედგება რამდენიმე რგოლისა და რაზმისაგან) თანამშრომლობით. წვრთნები NATO-ს სტანდარტების მიხედვით მიმდინარეობს და ის აერთიანებს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების თვითმფრინავებს. მრავალეროვნული ერთობლივი სწავლება კიდევ უფრო ზრდის ფრენის უნარებს, აძლიერებს საერთაშორისო ურთიერთობებს ესკადრილიებს შორის და ახალისებს ასოციაციის („NATO Tiger Association“) ტრადიციებს. წვრთნებში მონაწილეობენ 60-ზე მეტი გამანადგურებელი თვითმფრინავი, ვერტმფრენი და საჰაერო ძალები მთელი ევროპიდან. NATO-სგან მიღებულ წერილობით კომენტარში, ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან განმარტავს, რომ Tiger Meet არ არის NATO-ს სამხედრო წვრთნები და ალიანსი არ არის მისი ინიციატორი. „მას არ აქვს რაიმე ბრძანების ან კონტროლის მექანიზმი ამ წვრთნების მომზადებისა და წარმართვის განმავლობაში“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
თურქეთმა ათენთან სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა გააუქმა
თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარამ ათენთან სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა საბერძნეთის პრემიერის მიცოტაკისის განცხადებების გამო გააუქმა. „საბერძნეთის პრემიერის კომენტარებმა თურქეთთან დაკავშირებით, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის დროს ის ფაქტობრივად არარაობად აქცია. ჩვენ შევთანხმდით (კირიაკოს მიცოტაკისთან), რომ არ ჩავრთავდით მესამე ქვეყნებს ჩვენს დავაში. მიუხედავად ამისა, გასულ კვირას, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის დროს პრემიერმა კონგრესში ისაუბრა, რომ F-16 საბრძოლო თვითმფრინავები თურქეთისთვის რ მიეყიდათ“, - განაცხადა ერდოღანმა. მისივე თქმით, აშშ, ამ საკითხს სავარაუდოდ, საბერძნეთის პრემიერთან კონსულტაციის გარეშე გადაწყვეტს. ერდოღანმა განაცხადა, რომ ბერძენი ლიდერის ამ განცხადებების გათვალისწინებით, თურქეთი საბერძნეთთან სტრატეგიული საბჭოს შეხვედრას აჩერებს. საბერძნეთი NATO Tiger Meet 2022-ს მასპინძლობს. რატომ არ მონაწილეობს თურქეთი საჰაერო წვრთნებში
გერმანია საბერძნეთს ქვეითთა საბრძოლო მანქანებს გადასცემს, რათა ათენმა კიევს საბჭოთა იარაღი მიაწოდოს - ოლაფ შოლცი
გერმანია საბერძნეთს ქვეითთა საბრძოლო მანქანებს (IFV) გადასცემს, რათა ათენის მთავრობამ საბჭოთა ტიპის იარაღი გადასცეს უკრაინას, ამის შესახებ Reuters-ს ცნობით, სამშაბათს, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. ევროკავშირის ორდღიანი სამიტის შემდეგ შოლცმა განმარტა, რომ შესაბამის შეთანხმებას საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან მიაღწია. შოლცმა არ ისაუბრა დეტალებზე, თუ რა სახის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს გადასცემს ბერლინი საბერძნეთს, ან რა სახის იარაღს მიაწვდის ათენი კიევს. ინფორმაციისთვის, IFV - ქვეითთა საბრძოლო მანქანაა – შეჯავშნული მუხლუხიანი და მცურავი მანქანა, რომელიც განკუთვნილია მოტოფეხოსნების მიერ საბრძოლო მოქმედებათა საწარმოებლად და პირადი შემადგენლობის გადასაადგილებლად. არესტოვიჩის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო გამარჯვება „ნაკლებად სავარაუდოა", თუ აშშ კიევს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას არ მიაწვდის უკრაინის მთავრობამ დასავლეთს მოუწოდა, მიაწოდოს მეტი დისტანციური იარაღი, რათა ომში ვითარება რადიკალურად შეცვალოს. კურტ ვოლკერის თქმით, ბაიდენმა უკრაინას უნდა გადასცეს იარაღი, რომელიც საჭიროა რუსეთის დასამარცხებლად რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, კიევი იუწყება, რომ მოსკოვის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ 27 მაისს განაცხადა, რომ რუსეთს მთელი უკრაინის აღება სურს, მთავარი სამიზნე კი, ისევ კიევია. მანამდე, ომის მეორე ფაზა დაიწყო, ბრძოლების დიდმა ნაწილმა აღმოსავლეთით გადაინაცვლა, რადგან მოსკოვმა კიევის მისადგომებიდან უკან დაიხია. დასავლეთი აცხადებს, რომ კრემლმა სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა გრძელდება. აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ომის დაწყებიდან დღემდე, გაეროს ცნობით, 8000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, 8 მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ლტოლვილად იქცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სკეპტიკოსებიც კი დარწმუნდნენ, რომ თურქეთის აგრესია ათენის წინააღმდეგ რეალობაა - საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს დენდიასმა განაცხადა, რომ თურქეთის ბოლოდროინდელი რიტორიკა საბერძნეთის წინააღმდეგ, აჩვენებს, რომ ანკარის აგრესია ძლიერდება. „ეს რიტორიკა სკეპტიკოსებსაც კი არწმუნებთ, რომ თურქეთის აგრესია ათენის წინააღმდეგ რეალობაა“, - აღნიშნა ბერძენმა დიპლომატმა. უცხოური მედია: თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საბერძნეთის ელჩი გამოიძახეს საბერძნეთი NATO Tiger Meet 2022-ს მასპინძლობს. რატომ არ მონაწილეობს თურქეთი საჰაერო წვრთნებში საბერძნეთი და თურქეთი საჰაერო სივრცის არაერთხელ დარღვევაში დაახელოებით, ერთმანეთს ერთვი თვის წინ ადანაშაულებდნენ. თურქეთმა განაცხადა, რომ NATO-ს წევრი საბერძნეთი თურქეთის საჰაერო სივრცეში „სამ დღეში ოცდაათჯერ“ შევიდა. მანამდე, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისიც მსგავსი პრეტენზიებით გამოვიდა. მიცოტაკისმა განაცხადა, რომ თურქეთის სამხედროები ახორციელებდნენ უნებართვო ფრენებს საბერძნეთის რამდენიმე დიდ კუნძულზე. მიცოტაკისმა ისიც აღნიშნა, რომ დაუკავშირდა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რათა თურქეთის მიერ საჰაერო სივრცის სავარაუდო დარღვევის შესახებ ეცნობებინა. „ეს ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას და NATO-ს ერთიანობას“, - განაცხადა საბერძნეთის პრემიერმა. საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური საჩივრის მისაღებად, ათენში თურქეთის ელჩიც დაიბარა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მხრივ, მოუწოდა საბერძნეთს, „შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები და რიტორიკა“ და მხარი დაუჭიროს ახლახან განახლებულ მოლაპარაკებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ნდობის დამყარებას. NATO-ს წევრებს საბერძნეთსა და თურქეთს დიდი ხანია, უთანხმოება აქვთ, ნავთობით და მინერალებით მდიდარ ეგეოსის ზღვაში საჰაერო და საზღვაო უფლებების შესახებ. უთანხმოებამ გამოიწვია საჰაერო ძალების თითქმის ყოველდღიური პატრულირება ძირითადად საბერძნეთის კუნძულების ირგვლივ, სადავო საჰაერო სივრცეში, რომელზეც თურქეთმა არაერთხელ გამოთქვა პრეტენზია, თავად კი, მისი მხრიდან რაიმე სახის დარღვევას უარყოფს. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასულ თვეს მოლაპარაკებები გამართეს და შეთანხმდნენ, რომ გადაჭრიდნენ თავიანთი ქვეყნების დიდი ხნის უთანხმოებას, ყოველ შემთხვევაში, დაძაბულობის დაფარვას, რადგან უკრაინაში კონფლიქტი მძვინვარებს.
უცხოური მედია: თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საბერძნეთის ელჩი გამოიძახეს
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საბერძნეთის ელჩი გამოიძახეს. როგორც სააგენტო თურქული სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ წერს, ელჩი უწყებაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც საბერძნეთის ხელისუფლებამ „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრებს ათენში თურქეთის საელჩოსთან დემონსტრაციის გამართვის ნებართვა მისცა. ცნობისთვის, „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ თურქეთი და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ. საბერძნეთი NATO Tiger Meet 2022-ს მასპინძლობს. რატომ არ მონაწილეობს თურქეთი საჰაერო წვრთნებში გასულ კვირას, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც ანკარამ საბერძნეთი საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა.
ბულგარეთი აზერბაიჯანულ გაზს, სავარაუდოდ, აგვისტოდან მიიღებს
საბერძნეთ-ბულგარეთის (IGB), დამაკავშირებელი გაზის ინტერკონექტორის გაშვების თარიღი ცნობილია. ინტერკონექტორის მეშვეობით აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირება ბულგარეთში 2022 წლის ივლისში განხორციელდება. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ბრიფინგზე ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა განაცხადა. ბულგარეთმა რუსული გაზი აზერბაიჯანულით ჩაანაცვლა „ჩვენი შემდგომი გამარჯვება იქნება საბერძნეთთან გაზსადენის გახსნა, რომლითაც აზერბაიჯანიდან ბუნებრივ აირს მივიღებთ. მიმდინარე კვირას ვიყავი ბაქოში, რათა განგვესაზღვრა მიწოდების მოცულობა. ჩვენ გვექნება 1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, რომელსაც მალე მივიღებთ. ველით, რომ ეს ივლისში მოხდება. აგვისტოდან კი ბულგარეთი გაზს საბაზრო ფასზე უფრო იაფად მიიღებს“, - განაცხადა პეტკოვმა. მისი თქმით, IGB უზრუნველყოფს გაზის ტრანსპორტირებას და მიწოდებას ახალი წყაროებიდან, რაც მას ბულგარეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების ძირითად ელემენტად და გაზის წყაროების დივერსიფიკაციის ეროვნული გეგმის ნაწილად აქცევს. გაზსადენის სატუმბი სიმძლავრე იქნება სამი მილიარდი კუბური მეტრი, შესაძლებელი იქნება გამტარუნარიანობის ხუთ მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდა. ინტერკონექტორის გამტარუნარიანობის ნახევარი უკვე დაცულია. ბულგარგაზთან გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე შაჰ-დენიზ-2-თან მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდების ხელშეკრულება გაფორმდა. ცნობისათვის, ბაქო, აზერბაიჯანულ გაზს ევროპას - იტალიას, საბერძნეთსა და ბულგარეთს - 2020 წლის 31 დეკემბრიდან აწვდის TAP გაზსადენით. თუმცა, ურთიერთდაკავშირების არარსებობის გამო, ბულგარეთში განკუთვნილი მოცულობები დაგეგმილზე ოთხჯერ ნაკლები იყო. მიმდინარე წლის აპრილში რუსულმა სახელმწიფო კონცერნმა „გაზპრომმა“ მთლიანად შეაჩერა გაზის მიწოდება ბულგარეთსა და პოლონეთს. ოფიციალურმა სოფიამ „გაზპრომთან“ ყველა კონტრაქტის გადახედვის შესახებ განაცხადა. მათ შორის რუსული გაზის ტრანზიტზე სერბეთსა და უნგრეთში. „ცალმხრივი შანტაჟი მიუღებელია“, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა. იმავდროულად, 31 მაისს „გაზპრომმა“ დაადასტურა, რომ მთლიანად შეაჩერა ნედლეულის მიწოდება ნიდერლანდებშიც. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გახსნან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება. ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ გამოაცხადა ამ გადაწყვეტილების შესახებ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ვერ შეთანხმდნენ.
საბერძნეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა
მოსკოვში, საბერძნეთის საკონსულომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა. სანკტ-პეტერბურგსა და ნოვოროსიისკში სავიზო განაცხადების განხილვა 27 ივნისამდე გაგრძელდება. საკონსულოში აცხადებენ, რომ პროცესი ტექნიკური მიზეზით შეჩერდა, თუმცა ვიზების გაცემის აღდგენის თარიღის შესახებ ამ დრომდე არაა ცნობილი. ამას წინ უძღოდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ საბერძნეთი, რუსეთის მოქალაქეების ვიზიტებისთვის უსაფრთხო არ არის. ცნობისათვის, 2022 წლის აპრილში, საბერძნეთიდან 12 რუსი დიპლომატი გააძევეს.
დიმიტრიოს კერიდასი: საბერძნეთი მზადაა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ყოველმხრივ დაეხმაროს
საქართველოს პარლამენტის საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები საბერძნეთში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებენ. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართა საბერძნეთის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრიოს კერიდასთან, სადაც საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებისა და ევროკავშირში საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის საკითხზე იმსჯელეს. დიმიტრიოს კერიდასი საქართველოს პროგრესს მიესალმა და განაცხადა, რომ საბერძნეთი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის მიზნით, აწარმოოს მოლაპარაკებები ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტარებთან. შეხვედრას საბერძნეთსა და სერბეთში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი დავით დონდუა ესწრებოდა. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი შედიან. დეპუტატები საბერძნეთის რესპუბლიკაში ვიზიტს 30 ივნისს დაასრულებენ.
საბერძნეთში, ბოლო 24 საათში ხანძრის 52 ახალი კერა გაჩნდა
ბოლო 24 საათში, საბერძნეთში ხანძრის 52 ახალი კერა გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც საბერძნეთის სახანძრო სამსახურში აცხადებენ, ქვეყნის მასშტაბით ხანძრის საფრთხე კვლავ მაღალია. ამასთან, მეხანძრეები აგრძელებენ ბრძოლას ტყის ხანძრის წინააღმდეგ, რომელიც კვირას დასავლეთ პელოპონესში, აქაიის რეგიონში, პორტესის რაიონში გაჩნდა.
მედია: საბერძნეთში 12 ქართველი, მათ შორის „კანონიერი ქურდი“, აკაკი ბილანიშვილი დააკავეს
საბერძნეთში 12 ქართველი, მათ შორის „კანონიერი ქურდი“, 72 წლის აკაკი ბილანიშვილი დააკავეს. სპეცოპერაცია ათენში, 13 ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარდა. მათგან 11 საცხოვრებელი სახლი იყო და ორი მაღაზია. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს. დაკავებულებს ათეულობით სახლის გაქურდვა და მოპარული ნივთების რეალიზაცია ედავებიან. ჩხრეკისას სამართალდამცველებმა იარაღი, სააბრძოლო მასალა, ცივი იარაღი და დიდძალი ძვირფასეულობა ამოიღეს. ბილანიშვილის გარდა დაკავებულები არიან: ლიკა ჟვანია, ბექა ბალახაძე, მიხეილ შანყულაშვილი, ზაზა თევზაძე, ჯემალ ლეჟავა, დავით რუბაშვილი, ლაშა ჯიმშიტაშვილი. ასევე აყვანილია კიდევ ერთი პირი – რაშიდ მაჰმუდი.
ბულგარეთი სამხრეთ დერეფანს გაზსადენით დაუკავშირდა
საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორი (Interconnector Greece-Bulgaria-IGB) გაზსადენი დღეს ოფიციალურად გაიხსნა, რომელიც გაზის სამხრეთ დერეფნის ახალი განშტოებაა. მისი მეშვეობით აზერბაიჯანული გაზი ბულგარეთში გადაიქაჩება. ბულგარეთი, აზერბაიჯანიდან გაზს ივლისიდან მიიღებს ბულგარეთმა რუსული გაზი აზერბაიჯანულით ჩაანაცვლა საპროექტო კომპანია ICGB AD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბერძნული მხრიდან, კონსტანტინოს კარაიანაკოსმა განაცხადა, რომ საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორი (IGB) სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ენერგეტიკულ რუკას შეცვლის. ღონისიძიება საბერძნეთის ქალაქ კომოტინის მახლობლად გაიმართა, სადაც ინტერკონექტორი საბერძნეთის გაზგამანაწილებელ ქსელს და ტრანსადრიატიკის გაზსადენს, TAP-ს (Trans Adriatic Pipeline) უკავშირდება. აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ ფარვიზ შაჰბაზოვის შეფასებით, IGB ინტერკონექტორის ექსპლუატაციაში გაშვება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მოვლენაა გაზის სამხრეთ დერეფნის გაფართოების, ასევე, ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის ახალი პროექტების განსახორციელებლად როგორც ბულგარეთში, ისე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. მისი თქმით, ამ პროექტის განხორციელება TAP გაზსადენის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია. მინისტრის მონაცემებით, წელიწადზე მეტია, რაც ევროპას 13,5 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი მიეწოდება. აქედან საბერძნეთის წილი 1,4 მილიარდ კუბურ მეტრს, ბულგარეთის კი - 440 მილიონ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს. 2022 წლის იანვარ-ივნისში ბულგარეთში გაზის ექსპორტმა 160 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, წლის ბოლომდე კი მიწოდების 600 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზრდა იგეგმება. აზერბაიჯანი ბულგარეთში 1-ელი ივლისიდან ყოველდღიურად 2,6 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტს ეწევა, რაც მიწოდების 1,7 მილიონი კუბური მეტრით ზრდას ნიშნავს. IGB-ის სატუმბი სიმძლავრე 3 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, რომელსაც 5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის რესურსი აქვს. ინტერკონექტორის გამტარუნარიანობის ნახევარი უკვე დაჯავშნილია. ცნობისათვის, ბაქო, აზერბაიჯანულ გაზს ევროპას - იტალიას, საბერძნეთსა და ბულგარეთს - 2020 წლის 31 დეკემბრიდან აწვდის TAP გაზსადენით. თუმცა, ურთიერთდაკავშირების არარსებობის გამო, ბულგარეთში განკუთვნილი მოცულობები დაგეგმილზე ოთხჯერ ნაკლები იყო. მიმდინარე წლის აპრილში რუსულმა სახელმწიფო კონცერნმა „გაზპრომმა“ მთლიანად შეაჩერა გაზის მიწოდება ბულგარეთსა და პოლონეთს. ოფიციალურმა სოფიამ „გაზპრომთან“ ყველა კონტრაქტის გადახედვის შესახებ განაცხადა. მათ შორის რუსული გაზის ტრანზიტზე სერბეთსა და უნგრეთში. „ცალმხრივი შანტაჟი მიუღებელია“, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა. იმავდროულად, 31 მაისს „გაზპრომმა“ დაადასტურა, რომ მთლიანად შეაჩერა ნედლეულის მიწოდება ნიდერლანდებშიც.
ისრაელი და საბერძნეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ
ისრაელისა და საბერძნეთის სამხედრო თვითმფრინავებმა ერთობლივი საჰაერო წვრთნები გამართეს. თურქული მედია წერს, რომ საჰაერო წვრთნები ხელს უწყობს ბრძოლებისთვის მზადყოფნის გაზრდას სხვადასხვა სცენარში, ასევე, აძლიერებს ურთიერთობას ისრაელისა და საბერძნეთის საჰაერო ძალებს შორის. სწავლება წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს ისრაელის სახელმწიფოსა და საბერძნეთს შორის სტრატეგიული და საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცებაში. სწავლება ასევე ხელს უწყობს სამხედროების სხვადასხვა საბრძოლო შესაძლებლობის და მათი კომპეტენციის განვითარებას შესაძლო საბრძოლო სცენარებში“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის უწყების ოფიციალურ განცხადებაში.
BBC უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის დეტალებზე წერს
BBC-ის ინფორმაციით, უკრაინული სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც ჩრდილოეთ საბერძნეთში ჩამოვარდა, ბანგლადეშში 11 ტონა იარაღი, მათ შორის, ნაღმები გადაჰქონდა. თვითმფრინავი სერბეთიდან იორდანიაში მიფრინავდა, როდესაც ქალაქ კავალისთან ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. უკრაინის ავიაკომპანია Meridian-მა მისი კუთვნილი An-12 ტიპის თვითმფრინავის საბერძნეთში ჩამოვარდნა დაადასტურა. ეკიპაჟის რვავე წევრი დაიღუპა. ისინი უკრაინის მოქალაქეები იყვნენ. Meridian-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენის ბოგდანოვიჩმა ტვირთის დეტალებზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „დეტალები დასაზუსტებელია“. საბერძნეთში უკრაინული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა გადამზიდავი იტყობინება, რომ კატასტროფა ტექნიკური გაუმართაობის გამო მოხდა. 17 ივლისს, ღამით საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, კავალის აეროპორტის დასავლეთით, სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი An-12 ჩამოვარდა. Flightradar24-ის მონაცემებით, თვითმფრინავი სერბეთიდან, კონსტანტინე დიდის აეროპორტიდან იორდანიის დედაქალაქ ამანისკენ მიფრინავდა. ეკიპაჟმა შესავამისი სამსახურები ავარიამდე ცოტა ხნით ადრე, ძრავთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ გააფრთხილა, რის შემდეგაც საბერძნეთში საჰაერო მიმოსვლის ოპერატორებმა ეკიპაჟს თვითმფრინავის სალონიკის ან კავალის აეროპორტში დაშვება შესთავაზეს. პილოტმა ეს უკანასკნელი აირჩია, მაგრამ ასაფრენ ბილიკზე დაშვება ვერ შეძლო. თვითმხილველების თქმით, თვითმფრინავს ჰაერში ცეცხლი გაუჩნდა, ჩამოვარდა და აფეთქდა.
საბერძნეთში უკრაინული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
უკრაინის ავიაკომპანია Meridian-მა მისი კუთვნილი An-12 ტიპის თვითმფრინავის საბერძნეთში ჩამოვარდნა დაადასტურა. ეკიპაჟის რვავე წევრი დაიღუპა. ისინი უკრაინის მოქალაქეები იყვნენ. Meridian-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენის ბოგდანოვიჩმა ტვირთის დეტალებზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „დეტალები დასაზუსტებელია. გადამზიდავი იტყობინება, რომ კატასტროფა ტექნიკური გაუმართაობის გამო მოხდა. 17 ივლისს, ღამით საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, კავალის აეროპორტის დასავლეთით, სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი An-12 ჩამოვარდა. Flightradar24-ის მონაცემებით, თვითმფრინავი სერბეთიდან, კონსტანტინე დიდის აეროპორტიდან იორდანიის დედაქალაქ ამანისკენ მიფრინავდა. ეკიპაჟმა შესავამისი სამსახურები ავარიამდე ცოტა ხნით ადრე, ძრავთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ გააფრთხილა, რის შემდეგაც საბერძნეთში საჰაერო მიმოსვლის ოპერატორებმა ეკიპაჟს თვითმფრინავის სალონიკის ან კავალის აეროპორტში დაშვება შესთავაზეს. პილოტმა ეს უკანასკნელი აირჩია, მაგრამ ასაფრენ ბილიკზე დაშვება ვერ შეძლო. თვითმხილველების თქმით, თვითმფრინავს ჰაერში ცეცხლი გაუჩნდა, ჩამოვარდა და აფეთქდა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, საბერძნეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი კერძო კომპანიას ეკუთვნოდა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, კომერციული თვითმფრინავი უკრაინული ეკიპაჟით, რომელიც საბერძნეთში ჩამოვარდა, კერძო კომპანიის საკუთრებაში იყო. „სერბეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, თვითმფრინავს სერბული წარმოების თავდაცვის ტვირთი ბანგლადეშში გადაჰქონდა“, - აღნიშნავენ სამინისტროში. მისივე განმარტებით, უკრაინის ავიაცია განლაგებულია დანიშნულ ადგილებში და აგრძელებს მისიების შესრულებას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. BBC-ის ინფორმაციით, უკრაინული სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც ჩრდილოეთ საბერძნეთში ჩამოვარდა, ბანგლადეშში 11 ტონა იარაღი, მათ შორის, ნაღმები გადაჰქონდა. თვითმფრინავი სერბეთიდან იორდანიაში მიფრინავდა, როდესაც ქალაქ კავალისთან ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. უკრაინის ავიაკომპანია Meridian-მა მისი კუთვნილი An-12 ტიპის თვითმფრინავის საბერძნეთში ჩამოვარდნა დაადასტურა. ეკიპაჟის რვავე წევრი დაიღუპა. ისინი უკრაინის მოქალაქეები იყვნენ.
საბერძნეთში, ათენის გარეუბანში ტყის ხანძარი მძვინვარებს. ასობით ადამიანი ევაკურებულია
საბერძნეთში, ათენის მახლობლად, მთიან პენტელის ტყის ხანძრის გამო, ოთხი რაიონიდან და ადგილობრივი საავადმყოფოებიდან მინიმუმ 600 ადამიანია ევაკუირებული. ამის შესახებ Protothema წერს. საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი ხანძარი სამშაბათს ნაშუადღევს პენტელის მთაზე, ათენის ცენტრიდან ჩრდილოეთით 27 კილომეტრში გაჩნდა. თვითმხილველების თქმით, დაღამებისთვის ცეცხლი 50 კმ-ის დაშორებით მდებარე კუნძულ ევიადან შეინიშნებოდა. 420-მდე მეხანძრე-მაშველი 85 მანქანის მხარდაჭერით ცდილობდა ცეცხლის ჩაქრობას, რომელიც საღამოს რამდენიმე მიმართულებით გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობა 80 კმ/სთ სიჩქარის ძლიერმა ქარმა გაართულა. ხელისუფლებამ ოთხი ოლქის: დრაფის, ანთუზას, დიონისა და დასამარის ევაკუაციის ბრძანება გასცა. მათ ასევე ურჩიეს სხვა რაიონების მცხოვრებლებს ევაკუაციისთვის მოემზადონ. ერთი საავადმყოფო და ათენის ეროვნული ობსერვატორია სიფრთხილის მიზნით ევაკუირებულია. პენტელისკენ მიმავალ გზებზე მოძრაობა შეჩერებულია. გასულ წელს ტყის ხანძარმა, საბერძნეთის სხვადასხვა კუთხეში დაახლოებით 121 000 ჰექტარი ტყე და ბუჩქნარი გაანადგურა. ქვეყანაში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაიქსირდა.
ესპანეთი, პორტუგალია და საბერძნეთი გაზის მოხმარების შემცირებაზე ბრიუსელის გეგმას არ ეთანხმებიან
ესპანეთის, საბერძნეთისა და პორტუგალიის ხელისუფლება, ევროკავშირის შეთავაზებას გაზის მოხმარების 15%-ით შემცირების შესახებ, არ ეთანხმებიან. ევროკომისიის ახალი გეგმით, წევრმა სახელმწიფოებმა ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 15%-ით უნდა შეამცირონ „ხელისუფლება პრინციპში არ ეთანხმება ევროკომიისის წინადადებას გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებაზე“, - განაცხადა საბერძნეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა იანის ეკონომ პრესისთვის გამართულ ბრიფინგზე. ანალოგიურ მკვეთრ პოზიციას აფიქსირებენ ესპანეთი და პორტუგალია. პორტუგალიის ენერგეტიკის მინისტრმა ჟოაო გალამბამ თქვა, რომ მისი ქვეყანა „მტკიცედ ეწინააღმდეგება“ ევროკავშირის არაპროპორციულ და არამდგრად წინადადებას. მისი თქმით, წინადადება არ ითვალისწინებს ესპანეთისა და პორტუგალიის ჰიდროენერგეტიკულ საჭიროებებს. ამჟამინდელი გვალვის გამო ორივე ქვეყანა იძულებულია მეტი ელექტროენერგია აწარმოოს გაზზე მომუშავე ელექტროსადგურებიდან. ესპანეთის ენერგეტიკის მინისტრმა ტერეზა რიბერამ ასევე განაცხადა, რომ არ სურს მომხმარებლებს უკარნახოს გაზის მოხმარების შეზღუდვა. 20 ივლისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი გეგმა, რომელიც ევროპაში გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებას ითვალისწინებს. უფრო კონკრეტულად, პაკეტი მიზნად ისახავს, ყველა წევრმა სახელმწიფომ შეამციროს გაზზე მოთხოვნა 15%-ით, 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის მარტამდე. წევრ სახელმწიფოებს სექტემბრამდე აქვთ ვადა, აჩვენონ თუ როგორ შეძლებენ ამ მიზნის მიღწევას.
მედია: საბერძნეთში, 41 წლის ქართველ კაცს 12 ტყვია ესროლეს
საბერძნეთში, 41 წლის ქართველ კაცს 12 ტყვია ესროლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. კაცს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ქალაქის საავადმყოფოშია მოთავსებული. დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, რადგან ტყვიები სხეულში, კერძოდ, გულ-მკერდის არეშია ჩარჩენილი და ამან შესაძლოა, გართულებები გამოიწვიოს. პოლიციამ დამნაშავის დასაკავებლად ძებნა დაიწყო.
საბერძნეთში პირველი ცათამბჯენი აშენდება
საბერძნეთში ცათამბჯენის მშენებლობის პირველი ლიცენზია ამ კვირაში გაიცა. ამის შესახებ განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრმა ადონის ჯორჯიადისმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ათენის გარეუბანში, ელინიკოს მუნიციპალიტეტში 198,85 მეტრიანი კოშკის მშენებლობა რამდენიმე კვირაში დაიწყება. ცათამბჯენს რივიერას კოშკი დაერქმევა. კოშკი Lamda Development Ellinikon პროექტის ნაწილია, რომელიც ევროპაში ურბანული აღორძინების უდიდეს პროექტად მიიჩნევა.
ეგვიპტემ, საბერძნეთმა და არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს
ეგვიპტემ, საბერძნეთმა და არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. წვრთნაში ასევე მიიღებენ მონაწილეობენ საუდის არაბეთის და კვიპროსის ძალები. ინფორმაციას ეგვიპტური მხარე ავრცელებს. Hercules-2022 რამდენიმე დღის განმავლობაში ეგვიპტეში, მოჰამედ ნაგიბის სამხედრო ბაზასა და ჩრდილოეთ სამხედრო ზონის სხვა სასწავლო ზონებში გაიმართება. ტრენინგში დამკვირვებლების სტატუსით მონაწილეობენ აშშ, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ბაჰრეინი. განცხადებაში ნათქვამია, რომ წვრთნების პირველი ეტაპი კონცეფციების გაერთიანებას ისახავს მიზნად და მოიცავს ტრენინგში გამოყენებული იარაღისა და აღჭურვილობის გამოფენას, ასევე, ლექციებს კიბერუსაფრთხოების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სფეროებში. Hercules-2021 გასული წლის სექტემბერში ეგვიპტისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების ძალების მონაწილეობით, საბერძნეთში გაიმართა.
საბერძნეთმა შესაძლოა, კატარსა და ევროპას შორის ბუნებრივი გაზის იმპორტისთვის სატრანზიტო ფუნქცია შეასრულოს
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა, დოაში კატარის ემირთან, შეიხ ტამიომ ბენ ჰამადომ ალ ტანისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საბერძნეთმა შესაძლოა, კატარსა და ევროპას შორის, ბუნებრივი გაზის იმპორტისთვის, სატრანზიტო ფუნქცია შეასრულოს. გერმანია კატარიდან ბუნებრივი აირის იმპორტს გეგმავს პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბერძნეთი არის საიმედო პარტნიორი, სტაბილურობის საყრდენი რეგიონში. მან კატარის ემირს აცნობა, რომ 20 აგვისტოს ქვეყანა ევროკავშირის მიერ საბერძნეთის ეკონომიკის გაძლიერებული ზედამხედველობის რეჟიმიდან გამოვია, რაც ქვეყნის განვითარებაში ახალ თავს ხსნის და საბერძნეთში საინვესტიციო შესაძლებლობები იზრდება. კატარი შესაძლოა, თხევადი გაზის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდეს მიცოტაკისისა და კატარის ემირის შეხვედრის დროს გამოითქვა საერთო ნება ენერგეტიკის, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. იტალიურმა ნავთობგიგანტმა ENI– მ Qatar Energy–სთან შეთანხმება გააფორმა
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გაძლიერდეს, რათა მისი როგორც ტერორისტული სახელმწიფოს პოტენციალი განადგურდეს
უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ სენატორებს უმასპინძლა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მათთან განხილული თემები ჩამოთვალა. „ამერიკელ სენატორებთან - რობ პორტმანთან და ემი კლობუჩართან შეხვედრა გავმართე. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც ბევრი გააკეთეს ჩვენი სახელმწიფოს და ზოგადად, თავისუფლების დასაცავად ევროპასა და მსოფლიოში. აშშ-ის სენატის დელეგაცია უკრაინაში ჩავიდა მადლობა გადავუხადე მათ ორპარტიული მხარდაჭერისთვის. მოლაპარაკების მთავარი თემა, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და აუცილებელი ნაბიჯები ჩვენი ერთობლივი გამარჯვებისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლაში. კერძოდ, განვიხილეთ უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება - ფინანსური და უსაფრთხოების დახმარების გაძლიერების საკითხები. ასევე - სანქციების გაძლიერება რუსეთის წინააღმდეგ. ეს სანქციები უნდა გაიზარდოს, რათა მისი როგორც ტერორისტული სახელმწიფოს პოტენციალი განადგურდეს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
თურქეთის თავდაცვის მინისტრი: ანკარა ათენის სითავხედეს უპასუხებს
„ანკარას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაიცვას თურქეთის უფლებები და ინტერესები ეგეოსის ზღვაში, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვასა და კვიპროსში", - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა. აკარმა მოუწოდა საბერძნეთს, „მშვიდობისთვის გაწვდილ ხელს ადეკვატურად უპასუხოს და განაგრძოს თანამშრომლობა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, კეთილმეზობლური ურთიერთობების ფარგლებში". თურქეთის თავდაცვის მინისტრმა მოუწოდა ათენს, გადახედოს ისტორიას. მისივე განცხადებით, საბერძნეთი ვერაფერს მიაღწევს ეგეოსის ზღვის კუნძულების შეიარაღებით. „ანკარა ყურადღებით ადევნებს თვალს ათენის ქმედებებს, რომლებიც უგულვებელყოფს საერთაშორისო კანონმდებლობას, კეთილმეზობლობასა და მეგობრობას. როგორც თურქეთი, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას არა როგორც ტვირთი NATO-სა და ჩვენი მოკავშირეებისთვის, არამედ როგორც ქვეყანა, რომელიც საკუთარ ვალდებულებებს ასრულებს. საბერძნეთის ქმედებები არის უკიდურესად მტრული და არასწორ. NATO-მ და მესამე ქვეყნებმა ასევე უნდა დაინახონ საბერძნეთის ქმედებები. ჩვენ გავაფრთხილეთ ყველა ჩვენი მოკავშირე. ჩვენ ველით, რომ ისინი იქნებიან ობიექტურნი. მათ უნდა იცოდნენ, რომ საბერძნეთის ქმედებები და რიტორიკა არ შეესაბამება მეგობრობას ან ალიანსს“, - განაცხადა აკარმა Anadolu-ს ცნობით. თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, რომ საბერძნეთის ნეგატიური მიდგომა NATO-სადმი, არ ასუსტებს თურქეთ-NATO-ს ურთიერთობებს. მისივე თქმით, საბერძნეთს NATO-ში არანაირი ღირებულება არ აქვს. ერდოღანი ამბობს, რომ საბერძნეთის ნეგატიური განცხადებები, NATO-სთან ანკარის კავშირებს ვერ დააზიანებს. თურქული მხარის ცნობით, 2022 წლის დასაწყისიდან ბერძნულმა სამხედრო თვითმფრინავებმა 256-ჯერ დაარღვიეს თურქეთის საჰაერო სივრცე. ამასთან, მათივე ცნობით, საბერძნეთის სანაპირო დაცვის კატარღებმა ასევე 33-ჯერ დაარღვიეს თურქეთის ტერიტორიული წყლები.
საბერძნეთში 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
საბერძნეთში 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამასთან, მიწისძვრის ეპიცენტრი ხმელთაშუა ზღვაში, კუნძულ კრეტაზე მდებარე ქალაქ ზაკროსიდან 30 კილომეტრში მდებარეობდა. უცხოური მედიის ცნობით, ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 7:13 საათზე დაფიქსირდა. ამ ეტაპზე დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია უცნობია.
ერდოღანი ათენს: თუ განაგრძობთ ახლანდელ კურსს, მძიმე ფასს გადაიხდით
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთის ხელისუფლრბას მოუწოდა, რომ ისტორიის გაკვეთილებიდან დასკვნები გააკეთონ. „თუ განაგრძობთ ახლანდელ კურსს [პროვოკაციებს], მძიმე ფასს გადაიხდით. მინდა ათენს ვუთხრა: არ დაივიწყოთ იზმირი.“ თურქეთის ლიდერმა გაიხსენა 100 წლის წინანდელი გამარჯვება, როდესაც საბერძნეთის ჯარები ანატოლიის ოკუპირებული მიწებიდან, მათ შორის იზმირიდან, მუსტაფა ქემალ ათათურქის მეთაურობით არმიამ განდევნა. „თქვენ მიერ კუნძულების ოკუპაცია ჩვენ არ გვზღუდავს. როდესაც დადგება დრო, საათი, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა“, – განაცხადა ერდოღანმა. მანამდე ერდოღანმა არაერთხელ დაადანაშაულა საბერძნეთი ეგეოსის ზღვაში მდებარე დემილიტარიზებული კუნძულების შეიარაღებაში, რასაც ათენი უარყოფს, თუმცა ერდოღანს საბერძნეთი მანამდე ოკუპაციაში არ დაუდანაშაულებია. ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძულები საბერძნეთს 1923 და 1947 წლების შეთანხმებებით გადაეცა, მხოლოდ იმ პირობით, რომ არ მოახდენდა ამ კუნძულებზე შეიარაღების განთავსებას. Reuters-ის ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეჭვქვეშ დააყენებს კუნძულებზე საბერძნეთის სუვერენიტეტის საკითხს, თუ ათენი მათ შეიარაღებას განაგრძობს.
ევროკავშირი რეჯეფ თაიფ ერდოღანს მოუწოდებს, საბერძნეთის წინააღმდეგ აგრესიული რიტორიკა შეწყვიტოს
ევროკავშირი, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს მოუწოდებს, რომ საბერძნეთთან მიმართებით, აგრესიული რიტორიკა შეწყვტოს. ერდოღანი ათენს: თუ განაგრძობთ ახლანდელ კურსს, მძიმე ფასს გადაიხდით „მუქარა და აგრესიული რიტორიკა მიუღებელია და უნდა შეწყდეს. მნიშვნელოვან და გულწრფელ დიალოგში მონაწილეობა აუცილებელია დაძაბულობის განმუხტვის, ურთიერთგაგების ხელშეწყობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირის განცხადებებში აღნიშნულია, რომ თურქეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მტრული განცხადებები საბერძნეთთან მიმართებით, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ევროკავშირში და სრულიად ეწინააღმდეგება აღმოსავლეთ-ხმელთაშუა ზღვაში დეესკალაციის მცდელობებს, რაც ევროპის საბჭოს 2021 წლის მარტისა და 2022 წლის ივნისის მოსაზრებებშია გათვალისწინებული. ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძულები საბერძნეთს 1923 და 1947 წლების შეთანხმებებით გადაეცა, მხოლოდ იმ პირობით, რომ არ მოახდენდა ამ კუნძულებზე შეიარაღების განთავსებას. Reuters-ის ცნობით, ერდოღანის განცახდებამდე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეჭვქვეშ დააყენებს კუნძულებზე საბერძნეთის სუვერენიტეტის საკითხს, თუ ათენი მათ შეიარაღებას განაგრძობს.
თურქეთის ინფორმაციით, საბერძნეთის სანაპირო დაცვამ საერთაშორისო წყლებში მცურავ სატვირთო გემს ცეცხლი გაუხსნა
თურქეთის ოფიციალური პირების თქმით, საბერძნეთის სანაპირო დაცვამ საერთაშორისო წყლებში მცურავ სატვირთო გემს ცეცხლი გაუხსნა. „კომოროსის დროშის ქვეშ მცურავ (Anatolian) გემს, რომელზეც ეკიპაჟის 18 წევრი (ექვსი ეგვიპტელი, ოთხი სომალელი, ხუთი აზერბაიჯანელი და სამი თურქი) იმყოფებოდა, თავს დაესხნენ საერთაშორისო წყლებში ცურვისას, ნათქვამია თურქეთის სანაპირო დაცვის სარდლობის განცხადებაში. მისივე ინფორმაციით, გემზე არავინ დაშავებულა. თურქეთის სანაპირო დაცვის სარდლობამ თავის ვებგვერდზე გაავრცელა ხანძრის ვიდეო და რუკა, რომელზეც მითითებულია ადგილი, სადაც ინციდენტი მოხდა. ბერძნული მხარის ცნობით, გემი, რომელიც საბერძნეთის ტერიტორიული წყლების მიმართულებით, კუნძულ ლესბოსთან ახლოს მოძრაობდა, შემოწმების შესახებ ბერძნული მხარის მოთხოვნას არ დაემორჩილა. მედიის ინფორმაციით, რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა მოხდა, თუმცა გემი თურქეთის ტერიტორიულ წყლებში შევიდა.
მევლუთ ჩავუშოღლუ ოფიციალურ საბერძნეთს: თუ ავანტიურას სხვისი სახელით წამოიწყებთ, მიიღებთ ისეთ შედეგებს, როგორც მიიღეთ წარსულში
"თუ ავანტიურას სხვისი სახელით წამოიწყებთ, მიიღებთ ისეთ შედეგებს, როგორც მიიღეთ წარსულში", - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ოფიციალურ საბერძნეთს მიმართა. „ვიდრე ჩვენ ვცდილობთ, დავიცვათ მეზობლობის უფლებები ეგეოსის ზღვის ორივე ნაპირზე, საბერძნეთი კვლავ ცდილობს, გააგრძელოს მისი პროვოკაციები. თქვენ თუ წამოიწყებთ ავანტიურას სხვისი სახელით, მიიღებთ შედეგებს დღეს, როგორც მიიღეთ წარსულში. ეს არის გაფრთხილება ჩვენი მეზობელი საბერძნეთისთვის“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ. ცნობისთვის, თურქეთის სანაპირო დაცვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეგეოსის ზღვაში საბერძნეთის სანაპირო დაცვის ორმა გემმა ცეცხლი გაუხსნა ეგეოსის ზღვის საერთაშორისო წყლებში მცურავ გემს, რომელიც თურქეთის მიმართულებით მოძრაობდა. საბერძნეთში განაცხადეს, რომ გემი ბრძანებას არ დაემორჩილა.
საბერძნეთი და გერმანია, უკრაინისთვის 40 საბჭოთა BMP-1-ის გადაცემაზე შეთანხმდნენ
საბერძნეთი და გერმანია საბოლოოდ შეთანხმდნენ „წრიული გაცვლის“ სქემაზე, რომლის მიხედვითაც ბერძნული მხარე უკრაინას 40 საბჭოთა BMP-1 ქვეით საბრძოლო მანქანას, ამდენივე უფრო თანამედროვე გერმანული Marder-ის სანაცვლოდ გადასცემს. ამის შესახებ პარასკევს საბერძნეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. „საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის კირიაკოს მიცოტაკისისა და გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის გადაწყვეტილებით, ეროვნული თავდაცვის მინისტრი ნიკოს პანაიოტოპულოსი და გერმანიის თავდაცვის მინისტრი ქრისტინე ლამბრეხტი, უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად, შეთანხმდნენ, რომ საბერძნეთი უკრაინას 40 ჯავშანტექნიკას გადსცემს, სანაცვლოდ კი გერმანია საბერძნეთს, Marder მანქანებს გადასცემს“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ მაისის ბოლოს კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინა საბერძნეთისგან 40 საბჭოთა BMP-1 ქვეით საბრძოლო მანქანას მიიღებდა. მხარეებს შორის „წრიულ გაცვლაზე“ შეთანხმებას ოთხი თვე დასჭირდა.
საბერძნეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერას ადასტურებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში, საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ნიკოს დენდიასს შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, მხარებმა ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა განიხილეს. „ქართული მხარე მიესალმა საბერძნეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერას. ორმხრივ თანამშრომლობის დღის წესრიგზე საუბრისას, ყურადღება გამახვილდა ისეთ სფეროებზე, როგორიც არის ვაჭრობა და ეკონომიკა, კულტურა, ტურიზმი და ხალხთაშორისი კავშირები. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ურთიერთობების განვითარების დიდ პოტენციალს და აღნიშნეს მაღალ დონეზე მჭიდრო კომუნიკაციის გააქტიურების მნიშვნელობა. მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაცია რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ. ილია დარჩიაშვილმა ბერძენი კოლეგა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია და მადლობა გადაუხადა საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
დიმიტრიუს კაირიდისი: პუტინის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა ახალი რეალობა შექმნა. უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, ევროპის ნაწილია
პუტინის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა ახალი რეალობა შექმნა. უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, ევროპის ნაწილია და ეს ახალი ევროპაა., – ამის შესახებ საბერძნეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრიუს კაირიდისმა საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. „აქართველოს დიდი წარმომადგენლობა გვყავს საბერძნეთში, ისევე როგორც ბერძნებს გვყავს დიასპორა საქართველოში, რაც კიდევ უფრო მეტად გვაახლოებს. პუტინის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა ახალი რეალობა შექმნა. უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, ევროპის ნაწილია და ეს ახალი ევროპაა. ჩვენ ყოველგვარი შეფერხებისა და ყოყმანის გარეშე გვჭირდება ამ შესაძლებლობის დანახვა წინ წასასვლელად ამ ისტორიულ მომენტში. ჩემს კოლეგებთან შეხვედრისას ძალიან ნაყოფიერი განხილვები გვქონდა და შევთანხმდით კიდევ უფრო მეტად მჭიდრო თანამშრომლობაზე“, – განაცხადა დიმიტრიუს კაირიდისმა.
ბულგარეთსა და საბერძნეთს შორის გაზსადენი ამოქმედდა
საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორის კომერციული ოპერირება დაიწყო. ამის შესახებ Trend-ს დიზაინერ კომპანია ICGB-ში განუცხადეს. „გაზსადენი ექსპლუატაციაში პირველი ოქტომბრის დილის 7 საათზე შევიდა. ბუნებრივი აირის პირველი მოცულობები ტრანსადრიატიკის გაზსადენიდან ინტერკონექტორით გავიდა. გაზსადენს წელიწადში 3 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარება შეუძლია. „ჩვენ ვზეიმობთ სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტის კომერციულ დაწყებას, რომლის მნიშვნელობაც სცილდება საბერძნეთისა და ბულგარეთის ეროვნულ საზღვრებს. IGB-ის ექსპლუატაციაში შესვლით, ჩვენ გადავედით რეგიონის ენერგეტიკული სისტემის განვითარების საკვანძო ეტაპზე და წინ ვდგამთ უზარმაზარ ნაბიჯს უფრო ძლიერი, ურთიერთდაკავშირებული და დამოუკიდებელი ევროპისკენ“, - განაცხადა ICGB-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თეოდორა გეორგიევამ. როგორც გეორგიევამ აღნიშნა, ეს არის პირველი პროექტი ბულგარეთში, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის წყაროების რეალურ დივერსიფიკაციასა და ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. „ეს არის პირველი სრულად ავტომატიზირებული გაზსადენი ქვეყანაში და მის დასასრულებლად ჩვენ დავასრულეთ მესამე უდიდესი ჰორიზონტალური მიმართულების ბურღვა ევროპაში. IGB ასევე იქნება ბულგარეთის ერთადერთი პირდაპირი კავშირი TAP-თან და ქვეყანას სამხრეთ გაზის დერეფნის ნაწილად აქცებს“, - აღნიშნა გეპრგოევამ.
კოსტას სკრეკასი: საბერძნეთი დაინტერესებულია სამხრეთ გაზის დერეფნის გამტარუნარიანობის გაფართოებით
საბერძნეთი სამხრეთ გაზის დერეფნის გამტარუნარიანობის გაფართოებითაა დაინტერესებული. საბერძნეთმა შესაძლოა, კატარსა და ევროპას შორის ბუნებრივი გაზის იმპორტისთვის სატრანზიტო ფუნქცია შეასრულოს ამის შესახებ საბერძნეთის ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მინისტრმა კოსტას სკრეკასმა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ პარვიზ შაჰბაზოვთან შეხვედრისას განაცხადა. მან აღნიშნა, რომ სამხრეთ გაზის დერეფანს საბერძნეთისთვის გაზის წყაროების და მარშრუტების დივერსიფიკაციის კუთხით, დიდი მნიშვნელობა აქვს. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა
საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს დენდიასი უკრაინის დედაქალაქში იმყოფება. შესაბამისი განცხადება საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს დენდიასმა Twitter-ზე გააკეთა, იუწყება Ukrinform-ი. „ვიწყებ ჩემს ვიზიტს კიევში. საბერძნეთის საელჩოში მქონდა შეხვედრა საპარლამენტო მეგობრობის საბერძნეთ-უკრაინის ჯგუფის თავმჯდომარესთან, ტეტიანა პლაჩკოვასთან, მარიუპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, მიკოლა ტროფიმენკოსთან და კვიპროსის მისიის უფროსის მოადგილესთან, ლინა თემისტოკლეუსთან“, - წერს დენდიასი. მისი თქმით, შეხვედრების დროს მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო დიპლომატია, საბერძნეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობები, რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ევროინტეგრაცია, აკადემიური საკითხები. ამასთან, უკრაინაში ბერძნული დიასპორაზეც ისაუბრეს. მინისტრის ვიზიტის პარალელურად, კიევში მორიგი აფეთქებების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის ქალაქებზე რუსეთის თავდასხმები ომის დანაშაულია
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს დენდიასი უკრაინის ქალაქებზე რუსეთის თავდასხმებსა და უდანაშაულო ადამიანების მკვლელობასა გმობს. ამას ის სამხედრო დანაშაულად მიიჩნევს. შესაბამისი განცხადება დენდიასმა კიევში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დიმიტრო კულებასთან ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა. მანამდე უკრაინის უმაღლესმა დიპლომატმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებები საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო შეწყდა, რის შემდეგაც მათ თავშესაფარში გადაინაცვლეს. კიევში აფეთქებების ხმა ისმის, უკრაინა მასიური სარაკეტო თავდასხმის ქვეშაა - უკრაინული მედია დმიტრო კულებას თქმით, საბერძნეთმა უკრაინისთვის ქვეითთა საბრძოლო მანქანების მიწოდება დაიწყო „ეს თავდასხმები კლავს და აზიანებს ათეულობით უდანაშაულო ადამიანს. საბერძნეთი მკაცრად გმობს ამ თავდასხმებს. მე განაცხადა თქვა დენდიასმა. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უკვე მესამედ ეწვია უკრაინას. „მჯერა, რომ ჩემი ამჟამინდელი ვიზიტი სიმბოლურია. მინდა გამოვიყენო ეს შესძლებლობა და უკრაინის მთავრობისა და უკრაინელი ხალხს მიმართ, საბერძნეთის მთავრობისა და ხალხის სრული სოლიდარობა გამოვხატო. ამასთან, კიდევ ერთხელ დავადასტურო პოზიცია, რომ საერთაშორისო სამართლის სრული პატივისცემა, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ჩვენთვის წმინდა პრინციპებია. საბერძნეთი ყოველთვის იცავს ამ პრინციპს: - აღნიშნა მინისტრმა.
საბერძნეთის პრეზიდენტი და ეროვნული თავდაცვის მინისტრი უკრაინაში ჩავიდნენ
საბერძნეთის პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი უკრაინას სამხედრო დახმარებას პირადად გადასცემენ საბერძნეთის პრეზიდენტი კატერინა საკელაროპულუ და ეროვნული თავდაცვის მინისტრი ნიკოს პანაიოტოპულოსი უკრაინაში ჩავიდნენე, სადაც უკრაინის ძალებს BMP-1 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს გადასცემენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. საბერძნეთი უკრაინისთვის საბრძოლო მასალების მიწოდებასაც გეგმავს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა საბერძნეთიდან ჯავშანტექნიკის პირველ პარტიას იღებს
კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბერძნეთის პრეზიდენტს კატერინა საკელაროპულუს, ქვეითთა საბრძოლო მანქანების პირველი პარტიის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა. საკელაროპულუს თქმით, საბერძნეთი პირველივე დღიდან უკრაინის გვერდით დგას. „ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს გადაწყვეტილებას, დაიცვათ თქვენი ტერიტორიული მთლიანობა და დაგეხმარებით, ვიდრე ეს საჭირო იქნება“, - განაცხადა საბერძნეთის პრეზიდენტმა. საბერძნეთის პრეზიდენტი და ეროვნული თავდაცვის მინისტრი უკრაინაში ჩავიდნენ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საკელაროპულუმ ასევე განაცხადა, რომ საბერძნეთი არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიას.
საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორი ახალ საბაზრო შესაძლებლობებს ქმნის - ანგარიში
საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორი (IGB) სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ახალ საბაზრო შესაძლებლობებს ქმნის. ამის შესახებ China-CEE ინსტიტუტის ანგარიშშია ნათქვამი. ინსტიტუტის ანგარიშში ნათქვამია, რომ სამხრეთ გაზის დერეფანში, საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორით (IGB) მეზობელ ქვეყნებს კასპიის რეგიონში ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე ექნებათ წვდომა და ასევე თხევადი გაზის ტერმინალებზე. „ეს პროექტი ცვლის თამაშის წესებს ბულგარეთის ენერგეტიკულ ბაზარზე და ზრდის საფასო კონკურენციას, ასევე უზრუნველყოფს გაზის მიწოდების დივერსიფიკაციას“, - ნათქვამია ანგარიშში. IGB, რომელიც პირველ ოქტომბერს ამოქმედდა, ბულგარეთს საშუალებას მისცემს მიიღოს აზერბაიჯანული გაზი, კერძოდ, გაზის ის ნაკადი, რომელიც აზერბაიჯანული „შაჰდენიზ-2“-ის გაზის კონდენსატის საბადოზეა წარმოებული. IGB უკავშირდება TAP-ს, რომლის მეშვეობითაც შაჰ-დენიზის საბადოდან გაზი ევროპულ ბაზრებს მიეწოდება. გაზსადენის სიგრძე 182 კილომეტრია.
„საეჭვო ამანათი“ საბერძნეთში უკრაინის საელჩომაც მიიღო
ათენში, უკრაინის საელჩომ სისხლით გაჟღენთილი ანონიმური ამანათი მიიღო. საბერძნეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა. გამგზავნის მისამართი იგივეა, რაც დანარჩენ კონვერტებზე, რომლებიც მანამდე გაიგზავნა უკრაინის საელჩოებსა და საკონსულოებში. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ინფორმაციით, მუქარის 33 შემთხვევა 17 ქვეყანაში დაფიქსირდა. შეგახსენებთ, 30 ნოემბერს მადრიდში უკრაინის საელჩოში აფეთქება მოხდა. ფოსტით ელჩს გაუგზავნეს პაკეტი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო. უკრაინის საელჩოსთან აფეთქების შედეგად ერთი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა, რომელმაც დიპლომატიური წარმომადგენლობის ეზოში ამანათი გახსნა.
საბერძნეთი ბელორუსის თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს
საბერძნეთმა, ბელორუსის თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ამავე დროს, ათენმა აკრძალა ფრენები ბელორუსში. საბერძნეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა შესაბამისი ბრძანება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საბარძნეთის თვითმფრინავებმა „არ უნდა იფრინონ მინსკის (ბელორუსი) მიმართულებით გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ საჰაერო სივრცის გამოყენება უსაფრთხო ოპერირების უზრუნველსაყოფად საჭიროდ ჩაითვლება. დეპარტამენტმა ასევე აღნიშნა, ბელორუსის ავიაკომპანიების თვითმფრინავებს „ეკრძალებათ საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაშვება, მისგან აფრენა ან გადაფრენა“. გამონაკლისი დაიშვება გადაუდებელი, ჰუმანიტარული და სამედიცინო თვითმფრინავების ფრენებზე. ამ გადაწყვეტილების შესახებ სხვა დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.
ბერძნული მედია: სალონიკში 23 წლის ქართველი დააკავეს, რომელმაც ორ საათში რვა ობიექტი გაძარცვა
საბერძნეთში, სალონიკში 23 წლის ქართველი დააკავეს, რომელმაც ორ საათში რვა ობიექტი გაძარცვა. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, ბრალდებულმა აღიარა, რომ ძარცვა ორ თანამზრახველთან ერთად ჩაიდინა, თუმცა მათი ვინაობა უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, გაძარცვულია დაახლოებით 15 ათასი ევრო. ბერძნული გამოცემის ინფორმაციით, ბრალდებული ციხიდან, ოთხი თვის წინ გათავისუფლდა.
მედია: საბერძნეთმა და მალტამ ევროკავშირის ქვეყნებს შორის, ყველაზე ნაკლები რუსული აქტივები გაყინეს
საბერძნეთი და მალტა, „გაყინული“ რუსული აქტივების მოცულობით ევროკავშირის სხვა ქვეყნებს ჩამორჩებიან. ლიეტუვამ, რუსეთისა და ბელორუსის სანქცირებული მოქალაქეების 85 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების აქტივები გაყინა ამის შესახებ Reuters-ი ევროკავშირის ოფიციალურ პირსა და შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით წერს. ევროკავშირის 27 ქვეყანამ სანქციების შემოღების შემდეგ დაახლოებით 20,3 მილიარდი ევროს მოცულობის რუსული აქტივები გაყინეს. ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კომპანიების კუთვნილი 18,9 მილიარდი ევრო გაყინა იტალია, ირლანდია, საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია, ბელგია, ლუქსემბურგი და ავსტრია აცხადებენ, რომ მათ ქვეყნებში სანქცირებას მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის რუსული აქტივები დაექვემდებარა. ევროკომისიის დოკუმენტის თანახმად, საბერძნეთმა 212 ათასი ევროს, ხოლო მალტამ - 147 ათასი ევროს რუსული აქტივები გაყინა. „რაც ცოტა გასაკვირია”, - თქვა ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელიც Reuters ანონიმურობის პირობით ისაუბრა. „ან აქტივების მოცულობა მცირეა, ან არ აკეთებენ თავის საქმეს“, - აღნიშნა ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ბულგარეთი და საბერძნეთი, ტრანსბალკანური ნავთობსადენის პროექტის განახლებას აპირებენ
ბულგარეთის ხელისუფლებამ საბერძნეთთან ტრანსბალკანური ნავთობსადენის პროექტის განახლების შესახებ მოლაპარაკებები გამართა. ამის შესახებ პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ფორუმზე „ბულგარეთის ენერგეტიკა - სტრატეგია 2023-2053“ განაცხადა. ბერძნულ ალექსანდროპოლისსა და ბულგარულ ბურგასს შორის ნავთობსადენის მშენებლობის იდეა დაახლოებით 20 წლის წინ გაჩნდა. 2011 წელს ბულგარეთმა ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მიზეზების გამო მიატოვა პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა წელიწადში 50 მილიონ ტონამდე რუსული ნავთობის მისი ტერიტორიის გავლით საბერძნეთში გადატანას. რამდენიმე კვირის წინ ბულგარეთის პრეზიდენტი პროექტის განახლებაზე საუბრობდა, ახლა კი ნავთობი საპირისპირო მიმართულებით - საბერძნეთიდან ბულგარეთში უნდა ამოტუმბოს. „ჩვენ შევთანხმდით საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან, საბერძნეთის პრეზიდენტთან, რომ რაც შეიძლება მალე განახლებულიყო ბურგას-ალექსანდრუპოლისის პროექტი, მაგრამ ამჯერად მარაგი ალექსანდროპოლიდან ბურგასში უნდა წავიდეს. ეს აუცილებელია როგორც ჩვენი ქარხნისთვის, ასევე სხვა ქარხნებისთვის შავი ზღვის რეგიონში, რათა მათ ნავთობის მიღება მთელი მსოფლიოდან შეეძლოთ“, - განაცხადა რუმენ რადევმა.
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში ჩავიდა
NATO-ს წევრ ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მეტოქეობის მიუხედავად, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მხარდაჭერის ნიშნად, თურქეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Alarabiya ავრცელებს. ნიკოს დენდიასი მის თურქ კოლეგას მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. ორი მინისტრი ანტაკიაში გაემგზავრა, სადაც ბერძენი მაშველები თურქ კოლეგებს სამძებრო ოპერაციაში ეხმარებიან. საბერძნეთი იყო ევროპის პირველ ქვეყნებს შორის, რომელმაც მიწისძვრიდან რამდენიმე საათის შემდეგ გაგზავნა მაშველები და ჰუმანიტარული დახმარება თურქეთში. გაეცანით Europetim-ის სტატიას საბერძნეთი NATO Tiger Meet 2022-ს მასპინძლობს. რატომ არ მონაწილეობს თურქეთი საჰაერო წვრთნებში
საბერძნეთმა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო
საბერძნეთმა უკრაინას კიდევ ერთი სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო, რომელიც 20 BMP-1 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანასა და საბრძოლო მასალებს მოიცავს. ამის შესახებ საბერძნეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. მანამდე, ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში (UDCG) მინისტრი ნიკოლაოს პანაიოტოპულოსი მონაწილეობდა. Ukrinform-ის ცნობით, მინისტრმა აღნიშნა, რომ საბერძნეთი გააგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას სამართლიან ბრძოლაში, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.
ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე ბერძენმა კოლეგამ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ საბერძნეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა - საგარეო უწყება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვია. საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ბერძენ კოლეგასთან. მინისტრებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს დიპლომატიური სწავლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, ასევე, გააკეთეს შეხვედრის შემაჯამებელი განცხადებები პრესასთან. "შეხვედრაზე ილია დარჩიაშვილმა და ნიკოს დენდიასმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს და ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული მეგობრული კავშირები, რამაც ასახვა ჰპოვა არა მხოლოდ ამ ქვეყნების პოლიტიკურ და დიპლომატიურ ურთიერთობებზე, არამედ კულტურაზე, ხალხთაშორის კავშირებსა და იმ ისტორიულ ფასეულობებზე, რომლებიც დღესაც განსაზღვრავს საქართველოს ცივილიზაციურ არჩევანს - გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. მინისტრებმა აღნიშნეს მაღალი დონის ვიზიტებისა და კონტაქტების ინტენსივობის მნიშვნელობა ორმხრივი კავშირების კიდევ უფრო განვითარებისთვის. განსაკუთრებით გამოჰყვეს დიდი პოტენციალი ტურიზმისა და ვაჭრობის მიმართულებით და შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ ახლო მომავალში მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ჩატარებას. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს გაზრდილ როლსა და მნიშვნელობას რეგიონში - როგორც ბიზნესის წარმოების, ისე ტურისტული მიმზიდველობისა და ქვეყნის მზარდი სატრანზიტო ფუნქციების გათვალისწინებით. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, მინისტრები მიესალმნენ სხვადასხვა სფეროში არსებულ პოზიტიურ დღის წესრიგს და უკვე განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ბერძნულ მხარეს საბერძნეთში მცხოვრები ქართული დიასპორის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა ის დიდი დახმარება, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საბერძნეთმა საქართველოს აღმოუჩინა ამ კუთხით. შეხვედრაზე გამოიხატა საბერძნეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, აღიარებული იქნა საქართველოს პროგრესი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც საქართველო დგამს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად და იმედი გამოთქვა, რომ საბოლოო შეფასების დროს ევროკავშირის მხრიდან გათვალისწინებული იქნება საქართველოს ძალისხმევა, რაც შემდგომ აისახება შესაბამის გადაწყვეტილებაში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ილია დარჩიაშვილმა ბერძენ კოლეგას მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის. თავის მხრივ საბერძნეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოთქვა მზადყოფნა პირველივე შესაძლებლობაზე ეწვიოს საქართველოს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ამისთვის კონკრეტულ ნაბიჯებსაც გადავდგამთ
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნიკოს დენდიასის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ვიზიტი საბერძნეთის რესპუბლიკაში არის ნიშანი იმისა, რომ ორივე ქვეყანას სურს გააღრმაოს ორმხრივი თანამშრომლობა ყველა სფეროში, რასაც ხელს შეუწყობს მაღალი დონის ვიზიტები. დენდიასის თქმით, იგი უახლოეს მომავალში თბილისში ვიზიტსაც გეგმავს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი შესრულდა. დღეს, დიპლომატიური სწავლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერით, კიდევ ერთი აგური დავდეთ ჩვენი თანამშრომლობის გასაღრმავებლად. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდა დიპლომატების კავშირები და შემდგომში მათი ერთობლივი ძალისხმევა მხოლოდ სასიკეთო იქნება როგორც რეგიონისთვის, ისე მათი პროფესიული საქმიანობისთვის“, -განაცხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ. როგორც საბერძნეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, დარჩიაშვილთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო და აქტუალურ რეგიონულ საკითხებს, მათ შორის უსაფრთხოების გარემოს. მინისტრმა ხაზი გაუსვა გაერო-ს ქარტიის პრინციპების მიმართ ერთგულებას და მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. „უპირობოდ ვთანხმდებით, რომ ძალადობა, საზღვრების შეცვლა, რისი მსხვერპლიც არის საქართველო, სრულიად მიუღებელია. განვიხილეთ საქართველოსა და ნატო-ს, ასევე საქართველოსა და ჩვენს საერთო ევროპული ოჯახის – ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები. ჩვენ განსაკუთრებული ინტერესი გვაქვს კავკასიის რეგიონის მიმართ. აღსანიშნავია, რომ სულ ახლახან ელჩი დიმიტრიოს კარაბალისი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად დაინიშნა და მომდევნო რამდენიმე წელი მას თქვენ უმასპინძლებთ საქართველოში“, – განაცხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ნიკოს დენდიასის თქმით, აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და საბერძნეთის ურთიერთობებში დამაკავშირებელი ხიდის ფუნქცია ითამაშეს საქართველოში მცხოვრებმა ბერძნებმა და ქართულმა დიასპორამ საბერძნეთში, რომლებიც ორ ქვეყანას ეკონომიკურ მხარდაჭერას უწევენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ორდღიანი ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკაში იმყოფება და უმაღლესი თანამდებობის პირებთან შეხვედრებს მართავს. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
ილია დარჩიაშვილი საბერძნეთის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, საბერძნეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან კატერინა საკელაროპოულოსთან. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრმა ბერძნულ მხარეს მადლობა გადაუხადა გულთბილი მიღებისთვის და ხაზი გაუსვა მსგავსი ტიპის მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას ორი ქვეყნის ისტორიული მეგობრობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად. „საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან კავშირებს და აღნიშნა საბერძნეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ასევე ხაზი გაუსვა რეგიონის მიმართ საბერძნეთის განსაკუთრებულ დაინტერესებას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბერძნულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.
2024 წელს ბულგარეთი შეძლებს მისთვის საჭირო გაზის იმპორტს აზერბაიჯანიდან და აშშ-დან - ენტონი ბლინკენი
საბერძნეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის (IGB) საშუალებით, მომავალ წელს, ეს უკანასკნელი შეძლებს გაზის თითქმის 100 პროცენტის იმპორტს აზერბაიჯანიდან და აშშ-დან, ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. ის საბერძნეთში ვიზიტით იმყოფება. „მაგალითად, ბულგარეთი რუსეთზე იყო დამოკიდებული, ახლად აშენებული საბერძნეთი-ბულგარეთის ინტერკონექტორი, ეს გაზსადენი ბულგარეთს საშუალებას აძლევს, ჩაანაცვლოს ეს წყარო. მომავალ წელს ბულგარეთი თავისი შიდა საჭიროებისთვის გაზის თითქმის 100 პროცენტს შემოიტანს აზერბაიჯანიდან და შეერთებული შტატებიდან ამ ინტერკონექტორის შედეგად“, - განაცხადა ბლინკენმა. საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორი (Interconnector Greece-Bulgaria-IGB) ოფიციალურად 2022 წლის ივლისში გაიხსნა, რომელიც გაზის სამხრეთ დერეფნის ახალი განშტოებაა. ბულგარეთმა რუსული გაზი აზერბაიჯანულით ჩაანაცვლა.
საბერძნეთის ტრანსპორტის მინისტრი მატარებლის კატასტროფის გამო თანამდებობიდან გადადგა
საბერძნეთის ტრანსპორტის მინისტრი კოსტას კარამანლისი თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც სულ მცირე 36 ადამიანი დაიღუპა და 85 დაშავდა მატარებლის კატასტროფის შედეგად. ყველაზე საშინელი სარკინიგზო ავარია საბერძნეთში ბოლო ათწლეულების განმავლობაში სამშაბათს, ღამით მოხდა. ორი მატარებელი ერთსა და იმავე ლიანდაგზე მოძრაობდა საპირისპირო მიმართულებით. სამგზავრო მატარებელში მყოფთაგან ბევრი იყო სტუდენტი, რომლებიც არდადეგებიდან ბრუნდებოდნენ. გადარჩენილებმა ბერძნულ მედიასთან საუბრისას განაცხადეს, რომ შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ რამდენიმე მგზავრი ფანჯრებიდან გადააგდო. მაშველებმა დაღუპულთა ცხედრები სარკინიგზო ხაზიდან 40 მეტრში იპოვეს. დაღუპულთა უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ და ზოგიერთის იდენტიფიცირებას დნმ კვლევა დასჭირდება. პოლიციის თანამშრომელთა თქმით, სადგურის მეთაური ახლომდებარე ქალაქ ლარისაში ოთხშაბათს დააკავეს და ბრალი წაუყენეს გაუფრთხილებლობით მასობრივ სიკვდილში. მინისტრმა კი განაცხადა, რომ მისი „მოვალეობაა“ გადადგომა. კოსტას კარამანლისის თქმით, როდესაც მისი მთავრობა 2019 წელს მოვიდა სათავეში, მემკვიდრეობით მიიღო 21-ე საუკუნისთვის შეუფერებელი სარკინიგზო სისტემა, მაგრამ მისი სამინისტროს ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა ავარიის თავიდან ასაცილებლად. საბერძნეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
საბერძნეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა
საბერძნეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. საბერძნეთის ტრანსპორტის მინისტრი მატარებლის კატასტროფის გამო თანამდებობიდან გადადგა დაკავებულია სადგურის ხელმძღვანელი, რომელსაც არაგანზრახ მკვლელობის ბრალდება აქვს წაყენებული. თუმცა, ეჭვმიტანილი ბრალეულობას უარყოფს და მომხდარს ტექნიკურ გაუმართაობას აბრალებს. ყველაზე საშინელი სარკინიგზო ავარია საბერძნეთში ბოლო ათწლეულების განმავლობაში სამშაბათს, ღამით მოხდა. ორი მატარებელი ერთსა და იმავე ლიანდაგზე მოძრაობდა საპირისპირო მიმართულებით. სამგზავრო მატარებელში მყოფთაგან ბევრი იყო სტუდენტი, რომლებიც არდადეგებიდან ბრუნდებოდნენ. გადარჩენილებმა ბერძნულ მედიასთან საუბრისას განაცხადეს, რომ შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ რამდენიმე მგზავრი ფანჯრებიდან გადააგდო. მაშველებმა დაღუპულთა ცხედრები სარკინიგზო ხაზიდან 40 მეტრში იპოვეს. დაღუპულთა უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ და ზოგიერთის იდენტიფიცირებას დნმ კვლევა დასჭირდება. პოლიციის თანამშრომელთა თქმით, სადგურის მეთაური ახლომდებარე ქალაქ ლარისაში ოთხშაბათს დააკავეს და ბრალი წაუყენეს გაუფრთხილებლობით მასობრივ სიკვდილში. მინისტრმა კი განაცხადა, რომ მისი „მოვალეობაა“ გადადგომა. კოსტას კარამანლისის თქმით, როდესაც მისი მთავრობა 2019 წელს მოვიდა სათავეში, მემკვიდრეობით მიიღო 21-ე საუკუნისთვის შეუფერებელი სარკინიგზო სისტემა, მაგრამ მისი სამინისტროს ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა ავარიის თავიდან ასაცილებლად. საბერძნეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
საბერძნეთში სარკინიგზო ავარიის გამო საპროტესტო გამოსვლები დაიწყო
საბერძნეთში სარკინიგზო ავარიის შემდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ინფორმაციას BBC ავრცელებს. აქციია მონაწილეებსა და პოლიციას შორის ათენში, Hellenic Train-ის შტაბბინასთან შეტაკება მოხდა. ეს არის კომპანია, რომელიც საბერძნეთის რკინიგზის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. საპროტესტო აქციები ასევე გაიმართა სალონიკსა და ქალაქ ლარისაში, სადაც კატასტროფა მოხდა. მთავრობამ განაცხადა, რომ დამოუკიდებელი გამოძიება სიმართლეს დაადგენს. საბერძნთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. საბერძნეთის ტრანსპორტის მინისტრი მატარებლის კატასტროფის გამო თანამდებობიდან გადადგა ლარისაში რკინიგზის სადგურის 59 წლის სპეციალისტს გაუფრთხილებლობით მკვლელობის მუხლით ბრალდება წაუყენეს. მან ავარიის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა დაასახელა. საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პასუხი მხოლოდ ერთმა სპეციალისტმა არ უნდა აგოს.
საბერძნეთის პრემიერი: არჩევნები მაისში გაიმართება და არა ივლისში, რადგან დიდი ალბათობით, მეორე ტური გახდება საჭირო
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, საყოველთაო არჩევნები მაისში გაიმართება და არა ივლისში, რადგან დიდი ალბათობით, მეორე ტური გახდება საჭირო. მიცოტაკისი ეჭქვეშ აყენებს კვლევის სანდოობას, რომლის მიხედვით, მისი პარტიის („ახალი დემოკრატია“) უპირატესობა მთავარ ოპოზიციურ პარტიასთან, მცირდება. ცენტრალურ საბერძნეთში, 28 თებერვალს სამგზავრო მატარებელი სატვირთო მატარებელს შეეჯახა, რის შედეგადაც 60 -მდე ადამიანი დაიღუპა. ამასთან დაკავშირებით, მიცოტაკისმა აღნიშნა, რომ ასეთი ტრაგედია არ უნდა მომხდარიყო. „წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება, 2023 წლის საბერძნეთში ორი მატარებელი იყოს ერთსა და იმავე ხაზზე, რომელიც საპირისპირო მიმართულებით მიდის და ეს ვერავინ შეამჩნია...მე მჯერა, რომ ყველა მოქალაქემ გააცნობიერა, რომ ეს უბედური შემთხვევაა. ახლა ჩვენ გვაქვს ვალდებულება, გავუმკლავდეთ პრობლემებს“, - განაცხადა მიცოტაკისმა. შემთხვევა ქალაქ ლარისის მახლობლად, ქალაქ ტემპში მოხდა. დაღუპულთა შორის უნივერსიტეტის სტუდენტები არიან.
საბერძნეთი მასპინძლობს მრავალეროვნულ საჰაერო წვრთნებს, რომელშიც აშშ, საუდის არაბეთი, ინდოეთი და ევროპის ქვეყნები მონაწილეობენ
საბერძნეთში მრავალეროვნული საჰაერო წვრთნები INIOCHOS 2023 მიმდინარეობს. საჰაერო წვრთნებში მონაწილეობენ საბერძნეთი, საფრანგეთი, აშშ, იტალია, საუდის არაბეთი, ინდოეთი, ესპანეთი, იორდანია, სლოვენია. სწავლებაში ჩართულნი არიან საჰაერო ხომალდები, მათ შორის მოიერიშე თვითმფრინავები, დრონები და ვერტმფრენები. საბერძნეთის ეროვნული თავდაცვის გენერალური შტაბის განცხადებით, დამკვირვებლები გერმანიიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, მაროკოდან, მონტენეგროდან, ბაჰრეინიდან, სლოვაკეთიდან და ტუნისიდან ასევე მონიტორინგს გაუწევენ წვრთნას. აქტივობები ტარდება ანდრავიდის საჰაერო ბაზაზე სამხრეთ-დასავლეთ საბერძნეთში, მაგრამ წვრთნები ათენის საფრენოსნო რეგიონის უფრო ფართო სივრცეში ჩატარდება.
NATO-ს ოპერაციის ფარგლებში, საბერძნეთის ხომალდებზე ქართული ქვედანაყოფის განთავსებას ახალი შეთანხმება დაარეგულირებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საბერძნეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის უწყებათაშორის საერთაშორისო შეთანხმებას მოეწერა ხელი NATO-ს საზღვაო ოპერაცია „ზღვის მცველის“ (OSG) ფარგლებში, საბერძნეთის საზღვაო ძალების ხომალდებზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ტაქტიკური ქვედანაყოფის განთავსებასთან დაკავშირებით, საქართველომ და საბერძნეთმა შეთანხმება გააფორმეს. მისი მიზანი ორმხრივი ვალდებულებების დარეგულირებაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, ნიკოლოზ შარაძე საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარია თეოდორუს შეხვდა.შსს-ს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მონაწილეობისას საბერძნეთის საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსებასთან დაკავშირებით“ უწყებათაშორის საერთაშორისო შეთანხმებას, რომლის მიზანია, დაარეგულიროს ორმხრივი ვალდებულებები საბერძნეთის საზღვაო ძალების ხომალდებზე NATO-ს საზღვაო ოპერაცია „ზღვის მცველის“ (OSG) ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ტაქტიკური ქვედანაყოფის ასვლის, განთავსების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის დეტალებთან დაკავშირებით.საბერძნეთი იყო პირველი სახელმწიფო რომელმაც, მზაობა გამოთქვა, NATO-ს ოპერაციის ფარგლებში, საკუთარი საზღვაო ძალების ხომალდებზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ტაქტიკური ქვედანაყოფი განეთავსებინა.2022 წლის მაისში, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა საქართველო საზღვაო ოპერაცია „ზღვის მცველის“ (OSG) ოპერაციულ პარტნიორად აღიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველო გახდა უფლებამოსილი, შეიტანოს საკუთარი კონტრიბუცია NATO-ს ოპერაციაში და მხარდაჭერა აღმოუჩინოს ალიანსს საზღვაო უსაფრთხოების კუთხით. NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაცია „ზღვის მცველი“ (MSO SEA GUARDIAN) 2016 წლის ნოემბერში ამოქმედდა და 2001-2016 წლებში მიმდინარე NATO-ს მე-5 მუხლის ქვეშ მოქმედი საზღვაო ოპერაცია - „აქტიური ძალისხმევა“ (Operation Active Endeavor) ჩაანაცვლა. NATO-მ საქართველოს ალიანსის საზღვაო უსაფრთხოების ოპერაცია ”ზღვის მცველის” ოპერაციული პარტნიორის სტატუსი მიანიჭა ოპერაცია „ზღვის მცველი“ ალიანსის საზღვაო ძალების ერთადერთი საზღვაო ოპერაციაა, რომლის სამოქმედო არეალიც ხმელთაშუა ზღვას მოიცავს. ოპერაციის მთავარი მიზანია ზღვაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საფრთხეებზე დროული რეაგირება. აღნიშნული ოპერაცია ზღვაზე ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი მცდელობის აღკვეთაზეა ორიენტირებული. 2016 წელს, საქართველომ NATO-ს ძალთა რეზერვში (Pool of Forces) შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ტაქტიკური ჯგუფების გაწევრიანების შესახებ ოფიციალურად განაცხადა და NATO-ს მიერ დადგენილი შეფასებების სტანდარტების თანახმად, აღნიშნული ჯგუფების მომზადება დაიწყო. შსს-ს თანახმად, მას შემდეგ, რაც კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფებმა წარმატებით დაასრულეს NATO-ს შეფასების ოთხწლიანი პროგრამა, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ საქართველო ოპერაცია „ზღვის მცველში“ ოპერაციულ პარტნიორად აღიარა. საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. ქვეყანა ისწრაფვის ალიანსში გაწევრიანებისკენ. დროთა განმავლობაში NATO-სა და საქართველოს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის ფართო სპექტრი განვითარდა, რომელიც მიმართულია საქართველოს მიერ რეფორმების დარგში გაწეული ძალისხმევის მხარდაჭერისკენ და მის მიერ დასახული მიზნის, ინტეგრაცია მოახდინოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, ხელშეწყობისკენ. ქვეყანას საკუთარი წვლილი შეაქვს NATO-ს ეგიდით გამართულ ოპერაციაში “ზღვის მცველი” (Sea Guardian) და გარდა ამისა იგი თანამშრომლობს ალიანსის მოკავშირეებთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ბევრ სხვა სფეროში.
საბერძნეთის სანაპიროებთან მიგრანტების ნავის ჩაძირვაზე ბოლო ცნობები ვრცელდება
საბერძნეთის სანაპიროებთან 15 ივნისს მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე 79 ადამიანი დაიღუპა. Reuters-ის ბოლო ცნობების თანახმად, გაიზარდა იმის შიში, რომ მაშველების ასობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები, შესაძლოა, ხალხმრავალი გემის საწყობში დაიღუპა. საბერძნეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 104 გადარჩენილი ნაპირზე გამოიყვანეს. ცნობისთვის, მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა ტრეფიკინგში ეჭვმიტანილი სამი პირი დაკითხეს. ნავი პილოსის სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 80 კილომეტრში ჩაიძირა. ნავი ლიბიიდან იტალიაში მიდიოდა, ბორტზე მყოფთა უმეტესობა ახალგაზრა კაცი იყო. მთავრობამ, მომხდარი ტრაგედიის გამო, სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
მედია: საბერძნეთი და ბულგარეთი უკრაინული მარცვლეულის სარკინიგზო გზით ტრანზიტს განიხილავენ
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაი დენკოვმა და მისმა ბერძენმა კოლეგამ, კირიაკოს მიცოტაკისმა უკრაინული მარცვლეულის საბერძნეთში სარკინიგზო გზით ტრანსპორტირების საკითხები განიხილეს. ამის შესახებ Mediapool-ი დენკოვზე დაყრდნობით წერს. გეგმის მიხედვით, ბულგარული მატარებლები უკრაინული მარცვლეულით უკრაინა-რუმინეთის საზღვარზე დაიტვირთება და მარცვლეულს საბერძნეთის ალექსანდროპოლის პორტში გადაიტანს. როგორც გამოცემა წერს, გაურკვეველია აქვს თუ არა ბულგარეთს საჭირო სატრანსპორტო შესაძლებლობები, რადგან მისი სახელმწიფო რკინიგზა ლოკომოტივებისა და სატვირთო ვაგონების დეფიციტს განიცდის. თუმცა, საბერძნეთმა თავისი სარკინიგზო ხაზების განვითარება დაიწყო, რაც ბულგარეთის ინტერესს იწვევს. ოდესასა და მის შემოგარენზე თავდასხმები 17 ივლისის შემდეგ გაძლიერდა, როდესაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მხოლოდ ჩერნომორსკის პორტში, დაახლოებით 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის
საბერძნეთში, ხანძრის ქრობისას თვითმფრინავი ჩამოვარდა
საბერძნეთში ტყის ხანძრების ქრობის დროს თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფა ქვეყნის დედაქალაქ ათენის მახლობლად, კუნძულ ევიაზე, ქალაქ კარისტოსის საჰაერო სივრცეში მოხდა. მეშვიდე დღეა, საბერძნეთი ტყის ხანძრებს ებრძვის. მასშტაბურმა ხანძარმა კუნძულ როდოსის 10 პროცენტი გაანადგურა.
საბერძნეთში ხანძრის ქრობისას თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ორი პილოტი დაიღუპა
საბერძნეთის თავდაცვის სამინისტრომ ბერძნული საჰაერო ძალების კუთვნილი თვითმფრინავის ორი პილოტის დაღუპვა დაადასტურა. თვითმფრინავი 25 ივლისს ხანძრის ქრობისას, კუნძულ ევიაზე ჩამოვარდა. მეთაური 34 წლის იყო, მეორე პილოტი - 27-ის.
საქართველოს საელჩო ათენის ერთ-ერთ არალეგალთა განთავსების ბანაკში მომხდარ არეულობაზე ინფორმაციას ავრცელებს
საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ათენის ერთ-ერთ არალეგალთა განთავსების ბანაკში არეულობის დროს საქართველოს მოქალაქები არ დაშავებულან. შესაბამის ინფორმაციას დიპლომატიური წარმომადგენლობა Facebook-ზე ავრცელებს. „ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში, 2023 წლის 26 ივლისს, ღამის 2 საათზე დაიწყო არეულობა. ადგილზე მობილიზებული იყო საბერძნეთის შესაბამისი სამსახურები. ინფორმაციის მიღებიდან, საელჩო მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდა როგორც არსებულ ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ისე ამიგდალეზას ადმინისტრაციასთან. დაახლოებით ღამის 3 საათზე, როგორც შესაბამისმა სამსახურებმა და ასევე საქართველოს მოქალაქეებმა დაგვიდასტურეს, ადგილზე უკვე იყო სიმშვიდე და ყველა საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა უსაფრთხოდ. საავადმყოფოში გადაყვანილ იქნენ მხოლოდ ის პირები, რომელთაც ცრელმდენი გაზის გამო შეექმნათ პრობლემა - მათ შორის არ ყოფილან საქართველოს მოქალაქეები,“ - წერს საელჩო და ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს. „ფორსმაჟორული/გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს ( +306952220000), რომელიც უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებს,“ - აღნიშნულია საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.
საელჩო ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს საელჩო საბერძნეთის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს. გავრცელებულ ინფორმაციაში საელჩო უთითებს, რომ მისი წარმომადგენლები ესაუბრნენ საქართველოს მოქალაქეებს და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ ყველანაირად დაეხმარებიან სამშობლოში გამგზავრებაში. „საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში ყოველდღიურ კონტაქტზეა ქლაქ ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ისევე როგორც ამიგდალეზას ადმინისტრაციასთან და ბერძენ სამართალდამცავებთან. საელჩოს წარმომადგენლები გუშინაც ესაუბრნენ მოქალაქეებს და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ ყველანაირად დაეხმარებიან სამშობლოში გამგზავრებაში. რაც შეეხება არალეგალთა განთავსების ბანაკის დატოვებას (რასაც საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე ითხოვს), აღნიშნული სცილდება საქართველოს საელჩოს უფლებამოსილებას და ამის შესაძლებლობა საქართველოს დიპლომატიურ მისიას არ გააჩნია. ქალაქ ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში, 2023 წლის 26 ივლისს, ღამის 2 საათზე დაიწყო არეულობა. არეულობის დაწყებისთანავე საელჩოს ცხელი ხაზის მეშვეობით 01:43 საათზე დაუკავშირდა, აღნიშნულ დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მოქალაქე ხ. მ. კონსულის მოვალეობის შემრულებელი ინფორმაციის მიღებისთანავე დაუკავშირდა აღნიშნულ პირს და მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა როგორც მასთან, ისე ამიგდალეზას ადმინისტრაციასთან. დაახლოებით ღამის 03:00 საათზე, როგორც შესაბამისმა სამსახურებმა და ასევე საქართველოს მოქალაქეებმა, მათ შორის ხ.მ-მ საელჩოს დაუდასტურეს, ადგილზე უკვე იყო სიმშვიდე და საქართველოს ყველა მოქალაქე იმყოფებოდა უსაფრთხოდ. საავადმყოფოში გადაყვანილ იქნენ მხოლოდ ის პირები, რომელთაც ცრემლსადენი გაზის გამო შეექმნათ პრობლემა – მათ შორის არ ყოფილან საქართველოს მოქალაქეები. ინფორმაცია იმის შესახებ რომ ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, 26 ივლისს, დაადასტურა ატიკის პოლიციის უცხოელთა დეპარტამენტმაც. მორიგი კომუნიკაცია საელჩოსა და მოქალაქე ხ.მ ს-ს შორის შედგა 26 ივლისს დღის საათებში, გადამოწმდა მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მას შეეთავაზა დახმარება საქართველოში დროულად დაბრუნებაში. ხ.მ-მ, რომელსაც აქვს მოთხოვნილი თავშესაფარი საბერძნეთის რესპუბლიკაში უარი განაცხადა საქართველოში დაბრუნებაზე. შეგახსენებთ, რომ ფორსმაჟორული/გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებს. ცხელი ხაზი +306952220000,“– ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საბერძნეთი მოლდოვაში საელჩოს გახსნის
საბერძნეთი მოლდოვაში, კიშინიოვში საელჩოს გახსნის. ამის შესახებ მოლდოვის ელჩმა ათენში, ანდრეი პოპოვმა განაცხადა. მოლდოვური მედიის ცნობით, ელჩი საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კონსტანტინოს ფრაგოგიანისს შეხვდა. „განვიხილეთ ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე შეთანხმებული საკითხები. კერძოდ, მადლობა გადავუხადე საბერძნეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებისთვის კიშინიოვში საელჩოს გახსნის თაობაზე. ეს არის ნაბიჯი, რომელიც, რა თქმა უნდა, ორმხრივი პარტნიორობის წინსვლას ხელს შეუწყობს,“ - განაცხადა პოპოვმა. დიპლომატმა აღნიშნა, რომ განხილვის შემდეგი მნიშვნელოვანი თემა იქნება კიშინიოვსა და ათენს შორის პირდაპირი ფრენების განახლება. ამჟამად მოლდოვისა და საბერძნეთს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს, ბუქარესტში განთავსებული საელჩო უზრუნველყოფს.
საბერძნეთი უკრაინის მხარდამჭერ დეკლარაციას შეუერთდა
საბერძნეთი გახდა მე-14 ქვეყანა, რომელიც უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაციას შეუერთდა. დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების მიერ, ვილნიუსის სამიტზე მიღებული ეს დეკლერაცია წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტს მომავალი „უსაფრთხოების გარანტიებისთვის.“ „მადლობელი ვარ საბერძნეთის, რომ შეუერთდა უკრაინის მხარდაჭერის G7 დეკლარაციას. საბერძნეთი გახდა მე-14 ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს,“ დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში. ხსენებულ დოკუმენტს ბოლოს რუმინეთი და ლატვიაც შეუერთდნენ. ცნობისთვის, უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან ორმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო. შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია. მოგვიანებით, G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. ხსენებული დოკუმენტი ვილნიუსში NATO-ს სამიტის ფარგლებში მიიღეს.
ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთში ჩადის - მედია
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებთან ერთად არაფორმალურ ვახშამს დაესწრება. უკრაინუილი მედიის ცნობით, ამის შესახებ ტელეარხი N1 იუწყება. ვახშამს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკისი უმასპინძლებს. მას ასევე დაესწრებიან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერები, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი, შარლ მიშელი. მაღალი რანგის პოლიტიკოსები მაქსიმოსის სასახლეში შეხვდებიან, რომ რეგიონის ევროპული მომავალი, ბალკანეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები განიხილონ.
საბერძნეთი უკრაინას ოდესის აღდგენაში დაეხმარება - მიცოტაკისი
საბერძნეთი მზადაა, უკრაინის რეკონსტრუქციაში, კონკრეტლად კი,ოდესაში რუსეთის მიერ დაზიანებული და განადგურებული ისტორიული შენობების აღდგენაში მონაწილეობა მიიღოს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა ათენში, უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. საბერძნეთის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ არავის ავიწყდება რუსეთის მიერ მარიუპოლში ჩადენილი დანაშაული, ქალაქში, რომლის მრავალი მცხოვრები ბერძნული წარმოშობისაა. მან ასევე ხაზი გაუსვა კიევისა და სხვა რეგიონების მიმართ განხორციელებულ აგრესიას. „ჩვენ ვგმობთ თქვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილ ამ სამხედრო დანაშაულებს,“ - აღნიშნა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა. ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთში ვიზიტით 21 აგვისტოს ჩავიდა. მანამდე კი, დანიას, ნიდერლანდებსა და შვედეთს ეწვია.
ზელენსკი: საბერძნეთი უკრაინელ პილოტებს F-16-ის ტიპის თვითმფრინავებისთვის მოამზადებს
საბერძნეთი დასავლური F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების მომზადებაში მონაწილეობას მიიღებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ, კირიაკოს მიცოტაკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „საბერძნეთი მონაწილეობას მიიღებს ჩვენი მფრინავების მომზადებაში F-16-ებზე,“ - განაცხადა ზელენსკიმ. საბერძნეთი უკრაინას ოდესის აღდგენაში დაეხმარება - მიცოტაკისი ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთში ვიზიტით 21 აგვისტოს ჩავიდა. მანამდე კი, დანიას, ნიდერლანდებსა და შვედეთს ეწვია. შეგახსენებთ, აშშ დანიისა და ნიდერლანდების მიერ F-16-ების უკრაინაში გაგზავნას დაეთანხმა. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. ინფორმაციისთვის, F-16 არის ამერიკული ერთძრავიანი ზებგერითი მრავალფუნქციური გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომელიც თავდაპირველად General Dynamics-ის მიერ შეერთებული შტატების საჰაერო ძალებისთვის (USAF) შეიქმნა. წარადგინეს როგორც საჰაერო უპირატესობის დღის გამანადგურებელი, თუმცა იქცა ყველა ამინდის პირობებში მრავალფუნქციურ თვითმფრინავად. 4600-ზე მეტი თვითმფრინავი შეიქმნა მას შემდეგ, რაც მისი წარმოება 1976 წელს დამტკიცდა.
საელჩო საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებს ხანძრების ახალი კერების შესახებ აფრთხილებს
საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საელჩო განცხადებას ავრცელებს. საბერძნეთის საგანგებო მდგომარეობების სამსახურის მიერ ვრცელდება ინფორმაცია ხანძრების ახალი კერების წარმოქმნის შესახებ: AspropyrgoElefsinaPlaka #Dikella #Makris & #New_Chile Βοιωτία / ViotiaΚύθνος / Kithnos Ίασμος / Iasmos „საბერძნეთის ტერიტორიაზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი +306952220000.აქვე გაცნობებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საგანგებო და გადაუდებელი მდგომარეობისას ცხელი ხაზი - 112, საბერძნეთის პოლიცია - 100, სახანძრო სამსახური - 199, სასწრაფო დახმარება - 166.“
საბერძნეთში ხანძარი სამხედრო აეროდრომს უახლოვდება
ხანძარი ათენის მახლობლად მდებარე ქალაქ ელეფსინაში სამხედრო აეროდრომს უახლოვდება. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. ადგილზე მეხანძრე-მაშველები სასწრაფოდ გაგზავნეს, რათა ცეცხლი აეროდრომზე არ გავრცელდეს. ჩრდილო-აღმოსავლეთ საბერძნეთში ტყის ხანძარი მეოთხე დღეა, მძვინვარებს. სახანძრო სამსახურის ცნობით, ჩეხეთი, ხორვატია, გერმანია და სერბეთი ათენის დახმარებას აპირებენ. სტიქიის გამო ქალაქ ალექსანდროპოლისის საავადმყოფოდან პაციენტების ევაკუაცია გახდა საჭირო. ისინი ბორნით ახლომდებარე პორტში გადაიყვანეს, მათ შორის არიან ახალშობილები და ინტენსიური თერაპიის განყოფილების პაციენტებიც. საელჩო საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებს ხანძრების ახალი კერების შესახებ აფრთხილებს
მედია: საბერძნეთი რუსეთთან საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვის შესახებ კონტრაქტებს აღარ გაახანგრძლივებს
ბერძნული საინფორმაციო რესურსის, Pronews.gr-ს ცნობით, სამხედრო არსენალში რუსული წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემების შენარჩუნების შესახებ ახალ კონტრაქტებზე ათენი უარს განაცხადებს. გამოცემის ცნობით, საბერძნეთმა შესაძლოა, სისტემები უკრაინაში მესამე ქვეყნის მეშვეობით გაგზავნოს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ბერძენი სამხედროების მიერ სათადარიგო კომპონენტების მარაგი უკვე დაბალ ნიშნულზეა, რადგან მთავრობა არც კი ასრულებდა მოქმედ კონტრაქტს რუსეთისგან სათადარიგო ნაწილებისა და კომპონენტების შესყიდვის შესახებ,“ ნათქვამია ინფორმაციაში. გამოცემა წერს, რომ ბატარეები „ალბათ“ გაიგზავნება უკრაინაში მესამე ქვეყნების მეშვეობით, თუმცა არ აკონკრეტებს ვადებს ან სავარაუდო შუამავლებს. შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთში ვიზიტით 21 აგვისტოს ჩავიდა. „საბერძნეთი მონაწილეობას მიიღებს ჩვენი მფრინავების მომზადებაში F-16-ებზე,“ - განაცხადა ზელენსკიმ. საბერძნეთი უკრაინას ოდესის აღდგენაში დაეხმარება - მიცოტაკისი
საბერძნეთში ხანძრის განზრახ გაჩენაში ეჭვმიტანილი 79 ადამიანი დააკავეს
საბერძნეთში ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით, 79 ადამიანი დააკავეს. საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრი, ვასილის კიკილიასი აცხადებს, რომ „ნაძირლები აჩენენ ხანძარს, რომელიც საფრთხეს უქმნის ტყეებს, კერძო საკუთრებას და, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის სიცოცხლეს.“ „ჩვენ გიპოვით, პასუხს აგებთ,“ - განაცხადა კიკილიასმა BBC-ის ცნობით. ამასთან, საბერძნეთის მთავრობის სპიკერმა პავლოს მარინაკისმა განაცხადა, რომ ხანძრის განზრახ გაჩენის თაობაზე სერიოზული მტკიცებულებები არსებობს. მისი თქმით, გამოძიება გრძელდება. „ჯამში, ამ დროისთვის 140-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, მათგან 79 ეჭვმიტანილია ცეცხლის გაჩენაში," - განმარტა მარინაკისმა. მან აღნიშნა, რომ განზრახ ცეცხლის გამჩენებს "ყველაზე უარეს დამნაშავეებად" მიიჩნევს. დიდი ხანძრის კერა საპორტო ქალაქ ალექსანდროპოლისთან გაჩნდა, რაც ევროკომისარ იანეს ლენარჩიჩის თქმით, ევროკავშირის ისტორიაში ყველაზე საშინელი ხანძარია. ათენის მახლობლად, პარნასის მთაზე, დედაქალაქის მიმდებარე ტყეში ხანძარი მძვინვარებს, რაც საფრთხეს უქმნის ეროვნულ პარკს. როგორც BBC წერს, ამ კვირის დასაწყისში, ჩრდილო-აღმოსავლეთ საბერძნეთში, ევროსის რეგიონის მახლობლად, 19 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ისინი სავარაუდოდ, მიგრანტები იყვნენ, მათ შორის არიან ბავშვებიც. ამასთან, ორშაბათს ბეოტიის რეგიონში გაჩენილი ხანძრის შედეგად მწყემსი დაიღუპა.
საბერძნეთი აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს ზრდის
საბერძნეთმა აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტი მნიშვნელოვნად გაზარდა. ამის შესახებ ევროსტატში, ევროკავშირის სტატისტიკურ სამსახურში აზერბაიჯანულ მედიას განუცხადა. ივნისში იმპორტის შესამჩნევი ზრდა დაფიქსირდა, იმპორტირებულია 174,6 მლნ კუბური მეტრი, მაისში 163 მლნ კუბურ მეტრთან შედარებით, რაც 7,1-პროცენტიანი ზრდაა. 2023 წლის იანვრიდან ივნისამდე საბერძნეთმა აზერბაიჯანიდან სულ 1,020 მილიარდი კუბური მეტრი გაზი შეიტანა. საბერძნეთის მთლიანმა ხარჯებმა აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის შესყიდვაზე 2023 წლის საწყის ექვს თვეში 523,8 მილიონ ევროს მიაღწია. თუმცა ეს თანხა ივნისში შემცირდა მაისში დახარჯულ 68,8 მილიონ ევროსთან შედარებით. იმავდროულად, ენერგეტიკის სამინისტროს 2023 წლის იმავე პერიოდის მონაცემები მიუთითებს, რომ აზერბაიჯანმა 24,1 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აწარმოა. აქედან 6,5 მილიარდი კუბური მეტრი აზერი-ჩირაგ-გუნაშლის (ACG) საბადოდანაა მოპოვებული, ხოლო 13,2 მილიარდი კუბური მეტრი შაჰ-დენიზის საბადოდან.
ანკარა საბერძნეთთან ურთიერთობებში „ახალ ეპოქას“ იწყებს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი ანკარაში თავის ბერძენ კოლეგას გეორგიოს გერაპეტრიტისს შეხვდა. ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ თურქეთი საბერძნეთთან ურთიერთობაში ახალ მიდგომებს უჭერს მხარს. ანკარა მზად არის, გააგრძელოს დიალოგი საბერძნეთთან „წინაპირობის გარეშე." „ჩვენ შევთანხმდით ახალი მიდგომების შემოტანაზე პრობლემების გადასაჭრელად," - განაცხადა ფიდანმა. NATO-ს წევრებს საბერძნეთსა და თურქეთს დიდი ხანია, უთანხმოება აქვთ, ნავთობით და მინერალებით მდიდარ ეგეოსის ზღვაში საჰაერო და საზღვაო უფლებების შესახებ. უთანხმოებამ გამოიწვია საჰაერო ძალების თითქმის ყოველდღიური პატრულირება ძირითადად საბერძნეთის კუნძულების ირგვლივ, სადავო საჰაერო სივრცეში, რომელზეც თურქეთმა არაერთხელ გამოთქვა პრეტენზია, თავად კი, მისი მხრიდან რაიმე სახის დარღვევას უარყოფს. ასევე წაიკითხეთ: საბერძნეთი NATO Tiger Meet 2022-ს მასპინძლობს. რატომ არ მონაწილეობს თურქეთი საჰაერო წვრთნებში
საბერძნეთში ორი ქართველი მეზღვაური დაიღუპა
საბერძნეთში ორი ქართველი მეზღვაური დაიღუპა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, ერთი მეზღვაური სარემონტო სამუშაოს შესრულებისას, ხოლო მეორე მეზღვაური ასევე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის ადგილზე შესასწავლად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლობა საბერძნეთში გაემგზავრა. „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შემოსული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის 2 ნოემბერს, საბერძნეთის იგუმენიცას ნავსადგურთან, სადაც გემი იმყოფებოდა სარემონტო სამუშაოებზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაზიანდა ქართველი მეზღვაური. მეზღვაური გადაიყვანეს საავადმყოფოში, General Hospital of Ioannina G. Hatzikosta, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 26 ოქტომბერს, ამავე გემზე, პირველადი ინფორმაციით, ასევე უბედური შემთხვევის შედეგად, გარდაიცვალა ქართველი მეზღვაური, რომელიც 2 ნოემბერს გადმოასვენეს საქართველოში. აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით, სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ათენში საქართველოს კონსულთან, გელა ჯაფარიძესთან ერთად მუშაობს. ამასთან, ვითარების ადგილზე გასაცნობად და უშუალოდ დასაკვირვებლად, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები საბერძნეთში გაემგზავრნენ,” - აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.
სომხეთის, საბერძნეთისა და კვიპროსის სპეციალურმა ძალებმა ერთობლივი წვრთნები გამართეს
საბერძნეთის ეროვნული თავდაცვის გენერალური შტაბის ინფორმაციით, სომხეთის, საბერძნეთისა და კვიპროსის სპეცრაზმმა 6-დან 10 ნოემბრამდე ერთობლივი წვრთნა ატიკაში, ნეა პერამუში გამართა. ერთობლივი ტრენინგი საბერძნეთ-კვიპროს-სომხეთის ერთობლივი სამოქმედო გეგმის ნაწილია 2023 წლისთვის, რათა ხელი შეუწყოს მონაწილე ძალებს შორის ურთიერთგაგების დონის ამაღლებას, შესაძლებლობების განვითარებას და ცოდნის გაზიარებას.
სამხრეთის გაზის დერეფანი გადამწყვეტ როლს ასრულებს საბერძნეთის სატრანზიტო ჰაბად ქცევაში - საბერძნეთის საგარეო უწყება
ათენის შეფასებით, სამხრეთის გაზის დერეფანი გადამწყვეტ როლს ასრულებს საბერძნეთის სატრანზიტო ჰაბად ქცევაში. „საბერნეთი ფოკუსირდება სამხრეთის გაზის დერეფანზე, ევროკავშირის ენერგეტიკული სტრატეგიის ქვაკუთხედზე, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს რეგიონის ენერგორესურსების უსაფრთხოებისა და ადაპტაციის გაძლიერებაში. სამხრეთ გაზის დერეფნის ბოლო სეგმენტის ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) დასრულება მნიშვნელოვნად აძლიერებს საბერძნეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას წლიური 1 მილიარდი კუბური მეტრის მიწოდებით,“ - აცხადებენ სამინისტროში. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. სამხრეთის გაზის დერეფანმა აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო, რამაც ხელი შეუწყო გაზის გადაზიდვას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში, საქართველოსა და თურქეთის გავლით. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ $33 მილიარდი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია თავდაპირველად პროგნოზირებულ $45 მილიარდზე. სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტის კაპიტალური ხარჯები, სავარაუდოდ, სრულად 8-10 წლის განმავლობაში ანაზღაურდება. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა მიაღწიეს შეთანხმებას სამხრეთის გაზის დერეფნის გავლით გაზის მიწოდების მოცულობის გაზრდის შესახებ - არსებული 10 მილიარდი კუბური მეტრიდან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე - 2027 წლისთვის.
რუსული ნავთობის ტრანსპორტირების შეწყვეტის შემდეგ, უკრაინამ სამი ბერძნული კომპანია ომის საერთაშორისო სპონსორების სიიდან ამოიღო
უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ (NACP) სამი ბერძნული კომპანია ომის საერთაშორისო სპონსორების სიიდან ამოიღო მას შემდეგ, რაც მათ რუსული ნავთობის ტრანსპორტირება შეწყვიტეს. NACP-ის პრესსამსახურის ცნობით, ეს კომპანიები არიან Thenamaris Ships Management Inc., Minerva Marine და TMC Tankers LTD. NACP-მა „ომის სპონსორის“ სტატუსი ხუთ ბერძნულ 2022 წლის ზაფხულში მიანიჭა. ისინი რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაში მონაწილეობდნენ, რითაც წვლილი შეიტანეს აგრესორი სახელმწიფოს დაფინანსებაში. უფრო ადრე წამყვანი კომპანიები, როგორიცაა, Irish Peninsula Petroleum Limited, ალმასის წარმოებისა და ექსპორტის გიგანტი Shree Ramkrishna Exports (SRK) და ბრიტანული ჯგუფი Mondi ომის საერთაშორისო სპონსორების სიიდან ამოიღეს.
აშშ უკრაინისთვის რაკეტების შესაძენად, საბერძნეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს — მედია
შეერთებული შტატები საბერძნეთის შეიარაღებული ძალებისგან 75,000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მედიის ცნობით, მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია. შესყიდვის ჯამური ფასი 47 მილიონი დოლარია. აშშ-მ უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ 20 ნოემბერს გამოაცხადა.
მოლდოვამ და საბერძნეთმა გაზის მიწოდების სფეროში თანამშრომლობის დოკუმენტი გააფორმეს
მოლდოვამ და საბერძნეთმა გაზის მიწოდების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მოლდოვის სახელმწიფო კომპანია Energocom-ის განცხადებაშია ნათქვამი. „მოლდოვა და საბერძნეთი ბუნებრივი გაზის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ, მათ შორის, თხევადი გაზის ჩათვლით, აგრეთვე გაზის შენახვის ობიექტების გამოყენებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენების მიმართულებით. დოკუმენტზე ხელმოწერა ჩვენს შორის ნაყოფიერ და სტრატეგიულ თანამშრომლობას ცხადყოფს,“ - განაცხადა კომპანიის დირექტორმა ვიქტორ ბინზარმა. ამ თანამშრომლობის წყალობით, Energocom მოლდოვის შიდა ბაზრის საჭიროებებ დააკმაყოფილებს და მისი წყაროებისა და მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციას უზრუნველყოფს.
თურქეთისა და საბერძნეთის პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების შესახებ განაცხადეს
თურქეთისა და საბერძნეთის პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს. ათენში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას, კატერინა საკელაროპულუმ ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის დაახლოებაზე. „როგორც არასდროს, ისეა საჭირო, რომ საბერძნეთმა და თურქეთმა ერთად იმუშაონ თანამშრომლობის გასაძლიერებლად, საერთაშორისო სამართლის ხელშეწყობისა და ფართო რეგიონის კეთილდღეობისთვის,“ განაცხადა საკელაროპულუმ. ერდოღანმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა, რომ მისი ვიზიტი ათენში, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ გაუმჯობესებას. მისი თქმით, ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის 10 მილიარდ დოლარამდე გაზრდა ერთ-ერთი მიზანია. ბოლო 6 წლის განმავლობაში, რეჯეფ თაიფ ერდოღანი საბერძნეთში პირველი ვიზიტით ჩავიდა. მას ათენის აეროპორტში საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯორჯ გერაპეტრიტისი დახვდა. ასევე წაიკითხეთ: ანკარა საბერძნეთთან ურთიერთობებში „ახალ ეპოქას“ იწყებს
მიცოტაკისმა და ერდოღანმა კეთილმეზობლობის დეკლარაცია გააფორმეს
საბერძნეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები ოფიციალურად ახალ ფაზაში შევიდა, მაღალი დონის თანამშრომლობის საბჭოს წყალობით, რომელიც ათენში გაიმართა. მთავრობათაშორისი სამიტის დროს, ორი ქვეყნის დელეგაციებმა ხელი მოაწერეს 15 შეთანხმებას, რათა ხელი შეუწყონ თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორში. საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანი მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ისტორიული დეკლარაცია გააფორმეს. წლების განმავლობაში ცივი დიპლომატიური ურთიერთობების შემდეგ, ძირითადად ეგეოსის ზღვაზე დავების გამო, რომლებიც დაკავშირებულია ექსკლუზიური ეკონომიკური ზონების დელიმიტაციასთან და ზოგიერთი პატარა კუნძულის სუვერენიტეტთან, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის პრეზიდენტმა გადაწყვიტეს, ურთიერთობების ნორმალიზებაზე ფოკუსირდნენ. ერდოღანი საბერძნეთში 2017 წლის შემდეგ არ ყოფილა. „დიდ კმაყოფილებას ვგრძნობ ათენში დაბრუნებით და მადლობელი ვარ თბილი დახვედრისთვის. მიცოტაკისთან ჩვენ შევთანხმდით, რომ საკომუნიკაციო არხები ღია იქნება და გვსურს, კიდევ უფრო განვავითაროთ ურთიერთობებში არსებული პოზიტიური იმპულსი,“ - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. თავის მხრივ, მიცოტაკისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ათენი და ანკარა "უნდა ცხოვრობდნენ მშვიდობიანად დაძაბულობის გარეშე". „ჩვენმა ორმხრივმა ურთიერთობებმა გარკვეული რყევები განიცადა, ახლა უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ორმა ქვეყანამ უფრო მშვიდი გზა გაიაროს,“ - აღნიშნა მიცოტაკისმა.
აშშ-ის მიმართვის შემდეგ, საბერძნეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადასაცემად ემზადება - მედია
საბერძნეთის მთავრობამ უკრაინისთვის მოძველებული იარაღის სისტემების მიწოდებას მხარი დაუჭირა. თავდაცვის სამინისტროს დაევალა უკრაინაში იმ იარაღის მიწოდება, რომელსაც საბერძნეთის არმია აღარ იყენებს. ამ დროისთვის უცნობია, რას მოიცავს დახმარების პაკეტი. „დოიჩე ველე“ წერს, რომ საბერძნეთის შეიარაღებაში შედის საბჭოთა დროის საჰაერო თავდაცვის სისტემები Tor-ი, Osa, S-300-ი და ZU-23-2-ის საზენიტო იარაღი. უკრაინული მედიის ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შეერთებულმა 27 იანვარს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საბერძნეთისთვის 8.6 მილიარდი აშშ დოლარის F-35 მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვა დაამტკიცა. იმავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს, კირიაკის მიცოტაკისს წერილი გაუგზავნა, სადაც მოუწოდებს, რომ ვაშინგტონის მხრიდან დამატებითი, 200 მილიონი დოლარის დახმარების სანაცვლოდ, უკრაინას იარაღი გადასცეს, ან მიყიდოს. საბერძნეთს შეუძლია, 20 საბრძოლო თვითმფრინავი, მათი 42 ძრავა, ასევე, მართვის სისტემები და სათადარიგო ნაწილები მიიღოს. სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება კონგრესმა 30 დღის ვადაში უნდა დაამტკიცოს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. მოელიან, რომ საკითხი კონგრეში მომდევნო კვირებში განიხილება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
საბერძნეთი და აშშ ფრეგატების ერთობლივ წარმოებას გეგმავენ
საბერძნეთი ამერიკული Constellation-ის კლასის ფრეგატების ერთობლივი წარმოების შესახებ, შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა ნიკოს დენდიასმა განაცხადა. დენდიასმა ასევე ახსენა F-35-ის ტიპის გამანადგურებლები, რომლებსაც საბერძნეთის საჰაერო ძალები შეიძენენ და აღნიშნა, რომ ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რა დაჯდება ისინი. მანამდე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო თანამშრომლობის ოფისმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა საბერძნეთისთვის 8,6 მილიარდი დოლარის ღირებულების F-35-ების მიყიდვა დაამტკიცა.
ბაიდენის ადმინისტრაციას შეუძლია, უკრაინას იარაღი საბერძნეთის მეშვეობით მიაწოდოს - მედია
Forbes-ის სტატიის თანხმად, აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეუძლია, გვერდი აუაროს კონგრესის წინააღმდეგობას უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით და საბერძნეთისთვის იარაღის გადაცემით, უკრაინაც მოამარაგოს. როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის კანონიერი უფლებამოსილება, რომელიც ცნობილია როგორც Excess Defense Articles (EDA), საშუალებას აძლევს პრეზიდენტს, გარკვეული იარაღის სისტემები ჭარბად მიიჩნიოს და ისინი პარტნიორ ქვეყნებს იაფად ან უფასოდაც გადასცეს. მედიის ცნობით, საბერძნეთის არსენალში ინახება უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძირითადი აღჭურვილობა, მათ შორის, შორი მანძილის S-300 და Hawk სარაკეტო სისტემები. ბერძნული გამოცემა Kathimerini იტყობინება, რომ საბერძნეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა უკვე შეთანხმდა უკრაინისთვის ჭარბი აღჭურვილობის გადაცემაზე. მედია 29 იანვარს წერდა, რომ საბერძნეთის მთავრობამ უკრაინისთვის მოძველებული იარაღის სისტემების მიწოდებას მხარი დაუჭირა. თავდაცვის სამინისტროს დაევალა უკრაინაში იმ იარაღის მიწოდება, რომელსაც საბერძნეთის არმია აღარ იყენებს. ამ დროისთვის უცნობია, რას მოიცავს დახმარების პაკეტი. „დოიჩე ველე“ წერს, რომ საბერძნეთის შეიარაღებაში შედის საბჭოთა დროის საჰაერო თავდაცვის სისტემები Tor-ი, Osa, S-300-ი და ZU-23-2-ის საზენიტო იარაღი. უკრაინული მედიის ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შეერთებულმა 27 იანვარს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საბერძნეთისთვის 8.6 მილიარდი აშშ დოლარის F-35 მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვა დაამტკიცა. იმავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს, კირიაკის მიცოტაკისს წერილი გაუგზავნა, სადაც მოუწოდებს, რომ ვაშინგტონის მხრიდან დამატებითი, 200 მილიონი დოლარის დახმარების სანაცვლოდ, უკრაინას იარაღი გადასცეს, ან მიყიდოს. საბერძნეთს შეუძლია, 20 საბრძოლო თვითმფრინავი, მათი 42 ძრავა, ასევე, მართვის სისტემები და სათადარიგო ნაწილები მიიღოს. სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება კონგრესმა 30 დღის ვადაში უნდა დაამტკიცოს. შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
საბერძნეთში, ერთ-ერთი სამინისტროს შენობასთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა
საბერძნეთში შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობასთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. ათენის პოლიციის ცნობით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. მანამდე ერთ-ერთმა ბერძნულმა გაზეთმა სამინისტროს ტერიტორიაზე ბომბის განთავსების შესახებ სატელეფონო შეტყობინება მიიღო. გაზეთმა ამ ზარის შესახ პოლიციას აცნობა, რომელმაც აფეთქებამდე სამინისტროს ტერიტორიას ალყა შემოარტყა. აფეთქების შედეგად სამინისტროს შენობა დაზიანდა. პოლიციამ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ყაზახეთისა და საბერძნეთის პორტები შუა დერეფნის განვითარებისთვის ითანამშრომლებენ
ყაზახეთის ელჩი საბერძნეთში ერლან ბაუდარბეკ-კოჟატაევი, საბერძნეთის ქალაქ პირეუსის მერს ჯანის მორალისს შეხვდა, რომლის დროსაც მხარეებმა ქალაქებს აქტაუსა და პირეუსს შორის თანამშრომლობის დამყარების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მერმა მორალისმა ელჩს საბერძნეთის უდიდესი პორტის ზრდის სტრატეგიები გააცნო. ელჩმა ბაუდარბეკ-კოჟატაევმა ხაზი გაუსვა ყაზახეთსა და საბერძნეთს შორის პოტენციურ თანამშრომლობას, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გასაუმჯობესებლად, აქტაუს და კურიკის საზღვაო პორტების გამოყენებით. მორალისმა Aktau-სთან გრძელვადიანი პარტნიორობის გაძლიერების მიმართ ინტერესი გამოხატა, განსაკუთრებით ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების მიმართულებით. პირეუსი, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში საერთაშორისო სატრანსპორტო კავშირებისთვის გადამწყვეტი ცენტრია, მეოთხე უდიდესი ევროპული პორტია როტერდამის, ჰამბურგისა და ანტვერპენის შემდეგ. მისი წლიური გამტარუნარიანობა 25 მილიონ ტონას შეადგენს. გარდა ამისა, პირეუსი, როგორც საბერძნეთის მთავარი სამგზავრო პორტი, ყოველწლიურად თითქმის 18 მილიონ მგზავრს ემსახურება. შეგახსენებთ, შუა დერეფანი ჩინეთისა და ევროკავშირის საკონტეინერო სარკინიგზო სატვირთო სისტემებს ცენტრალური აზიის, კავკასიის, თურქეთისა და აღმოსავლეთ ევროპის გავლით აკავშირებს. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. ცნობისთვის, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
საბერძნეთი და თურქეთი „ევროპის ცის ფარის“ ინიციატივას შეუერთდებიან
თურქეთი და საბერძნეთი ოფიციალურად შეუერთდებიან გერმანიის ეგიდით Sky Shield ერთობლივ ევროპულ საჰაერო თავდაცვის პროექტს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა. ევროპული ცის ფარის ინიციატივის წევრთა რაოდენობა 21-მდე ირზდება. თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ხელმოწერის ცერემონია ხუთშაბათს იმართება. საბერძნეთის მთავრობის სპიკერმა კომენტარი არ გააკეთა. პისტორიუსმა ასევე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ხუთშაბათს გააფორმებს კონტრაქტს თავის სლოვენიელ კოლეგასთან IRIS-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემის შესაძენად. ნეიტრალური ქვეყნები - შვეიცარია და ავსტრია „ევროპის ცის ფარის“ ინიციატივას ოფიციალურად შეუერთდნენ „ევროპის ცის ფარის“ ინიციატივა 2022 წლის ოქტომბერში. გერმანიის ხელმძღვანელობით, 17 ევროპული ქვეყანა - მათ შორის დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ფინეთი, უნგრეთი, ნიდერლანდები და შვედეთი ევროპული ცის ფარის პროექტის ქვეშ გაერთიანდნენ. ასევე წაიკითხეთ: შვეიცარია ცდილობს, „ევროპის ცის ფარის“ ინიციატივას შეუერთდეს - მედია ავსტრიას სურს, „ევროპის ცის ფარის“ ინიციატივას შეუერთდეს
საბერძნეთი გახდა ერთ-ერთი პირველი მართლმადიდებლური ქრისტიანული ქვეყანა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაუშვეს
საბერძნეთის პარლამენტმა 15 თებერვალს დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც ერთნაირსქესიან პირებს ქორწინების უფლება ექნებათ. კანონპროექტი 300-მანდატიან პარლამენტში 176-მა დეპუტატმა დაამტკიცა და მთავრობის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნების შემდეგ ძალაში შევა. კანონი ერთნაირი სქესის წყვილებს აძლევს უფლებას, დაქორწინდნენ და იშვილონ ბავშვები. საბერძნეთი არის ერთ-ერთი პირველი მართლმადიდებლური ქრისტიანული ქვეყანა, რომელმაც დაუშვა ასეთი ოჯახების არსებობა. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის მემარჯვენე ცენტრისტული პარტია „ახალი დემოკრატიის“ წევრებმა თავი შეიკავეს ან მხარი არ დაუჭირეს კანონპროექტს, მან მემარცხენე ოპოზიციის მხრიდან საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვა. კანონის მიღებას პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკისი უჭერდა მხარს. მისი თქმით, საბერძნეთმა „მამაცურად აღმოფხვრა სერიოზული უთანასწორობა.“ ბოლოდროინდელი გამოკითხვები აჩვენებს, რომ ბერძნები ამ საკითხზე ორად არიან გაყოფილნი. გავლენიანი მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც თვლის, რომ ჰომოსექსუალობა ცოდვაა, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ერთნაირი სქესის პირთა შორის ქორწინების ლეგალიზებას. ლგბტ-თემის უფლებების დამცველები თვლიან, რომ კანონი ჯერ კიდევ უწესებს დაბრკოლებებს თემის წევრებს. 2015 წელს საბერძნეთმა დაუშვა სამოქალაქო პარტნიორობა ერთნაირი სქესის წყვილებს შორის, ხოლო 2017 წელს მათ გენდერული იდენტობის იურიდიული აღიარება მისცა.
სომხეთი საბერძნეთთან სამხედრო სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას ელის
საბერძნეთი იმედოვნებს, რომ სომხეთს დასავლურ ინტეგრაციაში დაეხმარება, მიაჩნია, რომ ერევნის ევროკავშირთან კავშირების გაუმჯობესება ხელს შეუწყობს სტაბილურობას კავკასიის რეგიონში. სამშაბათს ათენში თავის სომეხ კოლეგასთან ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა იმედოვნებს, რომ ერევანს დაეხმარება დასავლეთთან პარტნიორობის ჩამოყალიბებაში. „ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს სომხეთის ორიენტაციას დასავლეთისკენ. ბუნებრივია, ჩვენი ქვეყანა, როგორც ევროკავშირისა და NATO-ს წევრი, მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს ამ ახალი ლიბერალური დემოკრატიის მშენებლობაში," - განაცხადა საბერძნეთის პრემიერმა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ელის საბერძნეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას, რადგან ის სამშაბათს ათენში თავის ბერძენ კოლეგას, კირიაკოს მიცოტაკისს შეხვდა. „ჩვენმა თანამშრომლობამ (ევროკავშირთან) უკვე მოიტანა შედეგი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შედეგები უფრო თვალსაჩინო გახდება უახლოეს მომავალში,“ - განაცხადა თავის მხრივ, ფაშინიანმა.
საბერძნეთის პრემიერი ოდესაში: ეს ომი ყველას ეხება, ჩვენ ვერ გავჩუმდებით
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა, მსოფლიოში „უკრაინით შესაძლო დაღლილობის“ ნიშნებზე საუბრისას მოუწოდა სხვა სახელმწიფოებს, დაეხმარონ კიევს ყველაფრით, რაც შეუძლიათ, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად გაიღონ. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა ოდესაში ვიზიტისას განაცხადა, რომ მსოფლიო უნდა გაერთიანდეს უკრაინის დასაცავად. „ომი დაიწყო ევროპის გულში, მაგრამ ევროპელებმა არ იცოდნენ, რა იყო ეს და რამდენად შორს შეიძლებოდა, წასულიყო. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ომი არღვევს ყველა წესს და ამიტომ ჩვენ ვერ ვიქნებით ნეიტრალური. ეს ომი ყველას ეხება, ჩვენ არ შეგვიძლია, გავჩუმდეთ.“ „თითოეულმა ქვეყანამ არ უნდა დაიშუროს ძალისხმევა უკრაინის დასახმარებლად, რათა დახმარება იყოს სტაბილური, არ მოხდეს შეფერხებები და მათთვის უზრუნველყოფილი იყოს ყველაფერი, რაც საჭიროა,“ - განაცხადა მიცოტაკისმა. ოდესაში ზელენსკის და საბერძნეთის პრემიერის ვიზიტის დროს, რუსეთმა თავდასხმა მოაწყო - უკრაინა
სომხეთმა საბერძნეთთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შეთანხმება დაამტკიცა
ხუთშაბათს კაბინეტის სხდომაზე, სომხეთის მთავრობამ საბერძნეთის მთავრობასთან სამხედრო-ტექნიკიური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა. ამ შეთანხმების დებულებები განსაზღვრავს ორ მხარეს შორის თანამშრომლობის მიმართულებებს; კერძოდ, ახალი ტექნოლოგიებისა და სამხედრო პროდუქტების კვლევის ხელშეწყობა, თანამშრომლობა განვითარებასა და წარმოებაში თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით — და მხარეთა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. შეთანხმება მოიცავს თანამშრომლობის ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს, როგორიცაა, ტექნოლოგიების გადაცემა და ტექნიკური მხარდაჭერა იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებისთვის, ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას საბრძოლო მასალის წარმოებაში, სამხედრო აღჭურვილობისა და მათი წარმოების კვლევების ჩატარებას, მათი წარმოებისთვის ერთობლივი ორგანიზაციების შექმნას. შეთანხმება ითვალისწინებს ტექნიკურ-სამხედრო თანამშრომლობის საშუალებებს, მათ შორის ტექნიკური პერსონალის მომზადებას და მესამე ქვეყნებში წარმოებული სამხედრო ტექნიკის შეკეთებასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ მომსახურებას. ასევე, დაგეგმილია სომხურ-ბერძნული კომისიის შექმნა ამ შეთანხმების განხორციელებისა და ორ მხარეს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით.
მედია: საბერძნეთი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შეძენას ჩეხეთის გავლით გეგმავს
საბერძნეთი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შეძენას ჩეხეთის გავლით გეგმავს. ამის შესახებ ბერძნული გაზეთი Kathimerini ბერძენ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. უკრაინა საბრძოლო მასალის, კერძოდ, საარტილერიო ჭურვების მზარდ დეფიციტს განიცდის, რადგან აშშ-ის მხარდაჭერა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება შიდა პოლიტიკური დავების გამო. ევროპელი მოკავშირეები აძლიერებენ ძალისხმევას ამერიკის მხარდაჭერის ნაკლებობის ასანაზღაურებლად. „ათენმა განუცხადა ევროკავშირის ოფიციალურ პირებს, რომ მას შეუძლია, უკრაინას საბრძოლო მასალის დიდი მარაგი ჩეხეთის გავლით მიაწოდოს,“ წერს Kathimerini. გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთი ასევე გეგმავს, რომ ჩეხეთს თავისი ამერიკული წარმოების M114A1-ის ჰაუბიცები მიჰყიდოს. „სისტემები შეიძლება, გამოსადეგი უკრაინის ტალახიან რელიეფზე,“ წერს გამოცემა. ბერძენი და ჩეხი ოფიციალური პირები ახლა მოლაპარაკებებს აწარმოებენ აღჭურვილობის ფასებზე, რის შემდეგაც ისინი ორმხრივ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, იტყობინება Kathimerini. საბერძნეთი უკრაინას წარსულში უწევდა სამხედრო დახმარებას, მათ შორის BMP-1-ის ჯავშანტექნიკით, მცირე იარაღითა და საბრძოლო მასალით, თუმცა, ათენი ყოყმანობდა, მიეწოდებინა თუ არა კიევისთვის უფრო თანამედროვე ან უფრო მაღალი კლასის იარაღის სისტემები, როგორიცაა, Leopard 2-ის ტიპის ტანკები ან S-300-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა, თურქეთის წინააღმდეგ თავდაცვის პოზიციის შესანარჩუნებლად ან იმის გამო, რომ ქვეყანა ამჟამად მათ ვერ ჩაანაცვლებს. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ოდესას 6 მარტს ეწვია. კირიაკოს მიცოტაკისი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. რუსული ძალები მიცოტაკისის ვიზიტის დროს თავს დაესხნენ ქალაქს ოდესაც, ჭურვი ლიდერებიდან მხოლოდ რამდენიმე ასეულ მეტრში აფეთქდა.
საბერძნეთის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი: საქართველოსთან წაგება ძალიან მტკივნეულია
საბერძნეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ტასოს ბაკასეტასმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოსთან წაგებაზე კომენტარი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. „შენი ქვეყნისთვის თამაში როგორი გრძნობაა, ამას ახსნა არ სჭირდება. საბერძნეთის გუნდი ჩვენთვის რაღაც მეტია – ეს პატივია, პასუხისმგებლობაა, სიამაყეა, სიყვარულია. ამბობენ, რომ ყველაზე მეტ ტკივილს სწორედ სიყვარული გაყენებს. ეს მართალია. ამასაც არ სჭირდება ახსნა. საქართველოსთან წაგება კი, ძალიან მტკივნეულია. თუმცა, პასუხისმგებლობა ვალდებულებებსაც გულისხმობს – პირველ რიგში ის, რომ რთულ დროს არ დანებდე. გუნდს წინ უნდა წაუძღვე და გამარჯვება შთააგონო. ეს არის ის, რასაც ჩვენ სამომავლოდ მაინც ვაპირებთ. მიზანი ძალიან კონკრეტულია. საბერძნეთი მთავარ საფეხბურთო ტურნირებზე უნდა დავაბრუნოთ. ამჯერად ეს ვერ შევძელით. ყველაზე მეტად თავად დავინახეთ, რაც დავაშავეთ და არასწორად რა გავაკეთეთ. თუმცა, მაქსიმუმისთვის ბრძოლაზე უარს არ ვამბობთ. გვჯერა, რომ ბევრად მეტი შეგვიძლია,“ – დაწერა საბერძნეთის ნაკრების კაპიტანმა. პენალტების სერიაში ბერძნების მხრიდან პირველად საჯარიმო „პანათინაიკოსის“ ნახევარმცველმა შეასრულა, საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა დარტყმა მოიგერია. გამარჯვების გოლი (4:2) კვეკვესკირმა გაიტანა და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება საქართველოს ნაკრებმა პირველად მოიპოვა.
საბერძნეთში მიწისძვრა მოხდა
სამხრეთ საბერძნეთში მიწისძვრა მოხდა. დაშავებულების ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. წინასწარი ინფორმაციით, 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სამხრეთ საბერძნეთში, დასავლეთ პელოპონესის სანაპიროსთან მოხდა. მიწისძვრის შედეგად ზარალის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, რომელიც ასევე იგრძნობოდა საბერძნეთის დედაქალაქში და სამხრეთ კუნძულ კრეტაზე. ათენის გეოდინამიკური ინსტიტუტის ცნობით, მიწისძვრა პარასკევს დილით მოხდა და მისი ეპიცენტრი იყო ზღვის ფსკერზე, სტროფადესის კუნძულებთან, დაახლოებით 120 კილომეტრში (75 მილი) დასავლეთ ქალაქ პატრას სამხრეთ-დასავლეთით. საბერძნეთი სეისმურად უაღრესად აქტიურ რეგიონში მდებარეობს და იწ ხშირია მიწისძვრები. მათი აბსოლუტური უმრავლესობა არ იწვევს დაზიანებებს.
საბერძნეთი თურქეთთან დაძაბულობის შესამსუბუქებლად სპეციალურ სავიზო პროგრამას იწყებს
საბერძნეთის კუნძულ როდოსზე თურქი ტურისტებისთვის ახალი სავიზო ტერმინალი გაიხსნა, რაც საბერძნეთსა და თურქეთს შორის ხანგრძლივი დაძაბულობის შესამსუბუქებლად, დიპლომატიური ძალისხმევის ნაწილა. შეზღუდული დაშვების ვიზა საშუალებას მისცემს თურქ ტურისტებს, საბერძნეთის 10 კუნძულს ეწვიონ. ეს ვიზა მოქმედებს ერთ კვირამდე, შენგენის ვიზაზე განაცხადის საჭიროების გარეშე. ახალი ვიზა 60 ევრო ეღირება და მოიცავს პასპორტის შემოწმებას და თითის ანაბეჭდს, ხოლო ვიზიტორებს ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში მოგზაურობის უფლება არ ექნებათ, აცხადებენ ბერძენი ოფიციალური პირები. პროგრამაში მონაწილე ყველა კუნძული მდებარეობს თურქეთის სანაპიროსთან - ეს არის ლესბოსი, ლიმნოსი, ქიოსი, სამოსი, ლეროსი, კალიმნოსი, კოსი, სიმი და კასტელორიზო. მცირე კუნძულები პროგრამას ივნისში უნდა შეუერთდნენ. დაძაბულობა NATO-ს წევრ ქვეყნებს შორის ხმელთაშუა ზღვაში ტერიტორიული დავების და კვიპროსის საკითხზე არაერთხელ გამწვავდა. 2023 წლის დეკემბერში ერდოღანი საბერძნეთში ჩავიდა, რაც მისი პირველი ასეთი ვიზიტი იყო ექვსი წლის განმავლობაში. იქ თურქმა და ბერძენმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს მეგობრობისა და კეთილმეზობლობის დეკლარაციას. ცოტა ხნის წინ, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ ერდოღანის ვიზიტის საპასუხოდ, ორმხრივ ურთიერთობებში „დაძაბულობის დასაძლევად“, მაისში, ანკარაში ვიზიტს გეგმავდა.
საბერძნეთი უკრაინაში საბრძოლო მასალის დიდი პარტიის გაგზავნას გეგმავს - მედია
საბერძნეთი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის დიდი პარტიის მიწოდებას გეგმავს. მისი გადატანა ჩეხეთის გავლით იგეგმება. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ iEidiseis-ი იუწყება. „მთავრობა ემზადება ჩეხეთის გავლით უკრაინაში დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალის გასაგზავნად და შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტისგან თანხმობას ითხოვს,“ - წერს მედია. მედია ასევე მიუთითებს, რომ საბრძოლო მასალა ბერძნული არმიის მარაგიდან გაიგზავნება და საბერძნეთის შეიარაღებულმა ძალებმა ისინი შეაფასა, როგორც "გამოყენებისთვის ვარგისი." საბერძნეთი მათ გაყიდვას 150 მილიონ ევროდ გეგმავს. საბრძოლო მასალა ამჟამად უკრაინელი დამცველების ერთ-ერთი მთავარი საჭიროებაა. გერმანია უკრაინას 180,000 საარტილერიო ჭურვს გადასცემს
საბერძნეთმა უკრაინას შესაძლოა, F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გადასცეს - მედია
საბერძნეთის მთავრობამ, შესაძლოა უკრაინას 32-მდე F-16-ის ტპის საბრძოლო თვითმფრინავი გადასცეს. თუმცა, ამას საფრანგეთის თანხმობა სჭირდება, იუწყება News Break-ი. სააგენტოს ცნობით, საბერძნეთის მთავრობა გეგმავს გამანადგურებელი გამანადგურებლის გაყიდვას გეგმავს. 108 მებრძოლის ღირებულება შეიძლება დაახლოებით 2-დან 2,5 მილიარდ ევრომდე იყოს. გასულ წელს უკრაინას F-16-ების მიწოდებას დანია და ნიდერლანდები დაჰპირდნენ. თუმცა, საბრძოლო თვითმფრინავების მისაღებად უკრაინას ჯერ პილოტებისა და ტექნიკური პერსონალის მომზადება, ასევე უკრაინაში საჭირო ინფრასტრუქტურის მომზადება მოუწია. უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენლის ილია ევლაშის განცხადებით, უკრაინაში F-16-ების გამოჩენა მტრისთვის მოულოდნელი იქნება. უკრაინელი პილოტების ორი ჯგუფი სწავლების დასკვნით ეტაპზეა.
მედია: საბერძნეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის სულ მცირე ერთ სისტემას გადასცემს
საბერძნეთი ემზადება, რომ უკრაინას Patriot-ის ტიპის სულ მცირე ერთი საჰაერო თავდაცვის სისტემა მისცეს, იტყობინება ბერძნული მედიასაშუალება Pronews-ი სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით. Financial Times-ის (FT) ოფიციალური წყაროები ამბობდნენ, რომ საბერძნეთი და ესპანეთი განიცდიდნენ ევროკავშირის კონკრეტულ ზეწოლას უკრაინას დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს ამზადებს. დახმარების პაკეტი ჩვეულებრივზე მსხვილი იქნება. ის სასწრაფოდ საჭირო საარტილერიო და საჰაერო თავდაცვასთან ერთად, ჯავშანტექნიკას მოიცავს. პენტაგონს სურს, რომ პაკეტი მზად იყოს დაუყოვნებლივ გადასაცემად მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს უკრაინის დახმარების კანონპროექტს, როდესაც ის სამშაბათს სენატის სხდომას გაივლის. პაკეტი, რომელზეც პენტაგონი ახლა მუშაობს, მოიცავს, ბრედლის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, Humvees-ის ჯავშანტრანსპორტირებს, M113-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორებს, ასევე - რაკეტებს. „ადმინისტრაცია ამზადებს "დიდ პაკეტს, რომელიც დაეხმარება უკრაინის ბრძოლის ველზე მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას," განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა Politico-ს ცნობით, და დასძინა, რომ ის ასევე მოიცავს საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს. მანამდე, თავდაცვის მდივნის თანაშემწემ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში სელესტ ვალანდერმა განუცხადა კანონმდებლებს, რომ პენტაგონი გეგმავს დახმარების მიწოდებას მისი დამტკიცებიდან „ერთი ან ორი კვირის განმავლობაში.“ ასევე, აშშ განიხილავს უკრაინაში 60-მდე სამხედრო მრჩევლის განთავსებას. შეგახსენებთ, მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ - წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს. კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატის 311 წევრმა დაუჭრა, 112 წინააღმდეგი იყო. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის „გამარჯვების შანსს“ ხედავს მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის.
ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტი შეცვალა
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ მინისტრთა კაბინეტი შეცვალა. თანამდებობები შეინარჩუნეს საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრებმა. მანამდე, მიცოტაკისის მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ ევროპარლამენტის არჩევნებში მოსალოდნელზე უარესი შედეგი მიიღო. მიცოტაკისის პარტია „ახალი დემოკრატია“, რომელიც 2019 წლიდან არის მმართველი პარტია, ხმების 28,3%-ით პირველ ადგილზე გავიდა, თუმცა ვერ მიიღო ხმების ის რაოდენობა, რასაც პრემიერ-მინისტრი ვარაუდობდა – 33%. კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება. მას უფლებამოსილების ვადა 2027 წელს ეწურება.
ჩრდილოეთ მაკედონიას ახალი მთავრობა ჰყავს
ჩრდილოეთ მაკედონიის კანონმდებლებმა, 23 ივნისს, ახალი მთავრობა დაამტკიცეს. კოალიციურ მთავრობას ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ქრისტიან მიცკოსკი მეთაურობს. მისმა პარტიამ, გაერთიანებით "შენი მაკედონია", მაისში ჩატარებულ საყოველათაო არჩევნებში წარმატებას მიაღწია და ახლა ქვეყანას კოალიციური მთავრობით მართავს. კოალიციაში შედის ალბანური უმცირესობის და ეთნიკური მაკედონიელების პარტია, რომლებიც სოციალ-დემოკრატებს გამოეყვნენ. პარტიამ გაიმარჯვა ასევე საპრეზიდენტო არჩევნებში. პრეზიდენტის პოსტი, პირველად ჩრდ. მაკედონიის ისტორიაში ქალმა, პროფესორმა გორდანა სილიანოვსკა-დავკოვამ დაიკავა. სხდომის "ისტორიულად" გამოცხადებისას, მიცკოსკიმ განაცხადა, რომ “სახელოების დაკაპიწების და პრობლემების გადაჭრის” დროა. მიცკოვსკიმ პოპულარობა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროგრესის გაჭიანურებით გამოწვეული მოსახლეობის უკმაყოფილების ფონზე მოიპოვა, ევროსკეპტიკური პოზიციის დაკავებით. მან ხმების 42 პროცენტი მიიღო, რაც ბევრად მაღალია სოციალ-დემოკრატების 15 პროცენტზე, რომლებიც ძალაუფლებას 2017 წლიდან ფლობდნენ. მისი თქმით, მის 20 მინისტრიან მთავრობას არ დასჭირდება 100 დღე რეფორმების გასატარებლად და ის დაუყოვნებლივ დაიწყებს მუშაობას ახალი ინვესტიციების მოსაზიდად, გადასახადების შესამცირებლად და პენსიებისა და ხელფასების გასაზრდელად. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ეჭვის ქვეშ დააყენეს ახალი მთავრობის პროგრამით გათვალისწინებული დაპირებების შესრულების შესაძლებლობა. მიცკოვსკის პარტია 2017 წლიდან ოპოზიციაშია, როდესაც ნიკოლა გრუევსკის მთავრობა, 2016 წლის არჩევნების შემდეგ, სავარაუდო კორუფციის გამო ჩამოაგდეს და ის სოციალ-დემოკრატების მთავრობამ ჩაანაცვლა. გრუევსკი მემარჯვენე ნაციონალისტია, რომელიც ქვეყნიდან 2018 წელს გაიქცა მას შემდეგ, რაც კორუფციის ბრალდებით, ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მან უნგრეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. არსებობს შიშები, რომ ახალი პრემიერის ნაციონალისტურმა მიდრეკილებებმა შეიძლება, ზიანი მიაყენოს ურთიერთობებს ევროკავშირთან, საბერძნეთთან და ბულგარეთთან. ჩრდილოეთ მაკედონია NATO-ში 2020 წელს, მას შემდეგ გაწევრიანდა, რაც გადაჭრა უთანხმოება საბერძნეთთან ქვეყნის სახელთან დაკავშირებით. მიცკოსკის თქმით, მთავრობა ევროინტეგრაციის ერთგული დარჩება. „ჩვენ ვაგრძელებთ ევროკავშირის პარტნიორებთან ერთად დგომას და ერთად გავაფორმებთ საერთო საგარეო პოლიტიკას ევროკავშირთან,“ - აღნიშნა მან და დაამატა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთთან ომში. მაგრამ, მიცკოსკიმ ასევე განაცხადა, რომ შეთანხმება ბულგარეთთან დავის გადასაჭრელად, რაც აფერხებს სკოპიეს სვლას ევროკავშირისკენ და რომელიც საკონსიტუტიო ცვლილებას ითვალისწინებს, ქვეყანაში ბულგარელების უმცირესობად აღიარების მიზნით, “არ გავა” მისი მმართველობის პერიოდში. მიცკოსკიმ რამდენჯერმე მოიხსენია ბალკანეთის ორმილიონიანი ქვეყანა, როგორც მხოლოდ მაკედონია, არ თქვა მისი სრული სახელი ჩრდილოეთ მაკედონია, რომელიც წინა მთავრობამ საბერძნეთის ზეწოლის ქვეშ შეცვალა. საბერძნეთი ამტკიცებს, რომ სახელი მოიცავს ტერიტორიულ პრეტენზიებს ამავე სახელწოდების ბერძნულ პროვინციაზე. ამ ნაბიჯმა შესაძლოა გაართულოს ათენთან სკოპიეს ურთიერთობები და ბულგარეთის უკმაყოფლებებთან ერთად, კიდევ უფრო მეტი სიძნელე შექმნას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
საბერძნეთი, ბულგარეთი და რუმინეთი სამხედრო დერეფანს ქმნიან
საბერძნეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის ნიკოს დენდიასის Twitter (X) განცხადებით, საბერძნეთმა, ბულგარეთმა და რუმინეთმა კოორდინირებული სამხედრო მობილობის დერეფნის შექმნა გადაწყვიტეს. „დღეს ბულგარელ და რუმინელ კოლეგებთან ერთად მოვაწერე ხელი განზრახვის წერილს (LoI) ჰარმონიზებული სამხედრო მობილობის დერეფნის შექმნის შესახებ, NATO-ს სამიტის ფარგლებში, ვაშინგტონში,“ - დაწერა დენდიასმა სოციალურ პლატფორმა X-ზე. მანვე აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე საბერძნეთში, ალექსანდროპოლისში გაიმართება სამმხრივი შეხვედრა, სადაც განიხილება დაგეგმილი ქმედებების სისრულეში მოყვანა. ბერძნული მედიის ცნობით, სამხედრო დერეფანი NATO-ს აღმოსავლეთ ფრთაზე გაივლის. გეგმა ითვალისწინებს ოთხი პორტის, მათი შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ქსელების ინტეგრირებას. დერეფანი დააკავშირებს თესალონიკს და ალექსანდროპოლისს ვარნასთან ბულგარეთში და კონსტანცასთან რუმინეთში - ეს არის NATO-სთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ოთხი ქალაქი NATO-ს აღმოსავლეთ საზღვრებთან სიახლოვის გამო.შეთანხმება საშუალებას მისცემს სამხედრო პერსონალს, შეუფერხებლად გადაადგილდნენ ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ, მისიის შესრულებისას შეუფერხებლად გადაკვეთონ სასაზღვრო პუნქტები, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ამჟამად საჭირო დროსა და ბიუროკრატიულ პროცედურებს. გარდა ამისა, რუმინეთი აარსებს NATO-ს უდიდეს ბაზას ევროპაში, რომელიც მოიცავს 30 კვადრატულ კილომეტრ ფართობს 10000-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პერსონალით. რამშტეინის პერსონალის ნაწილი მალე გადავა მიხაილ კოგალნიცეანუს ბაზაზე, შავი ზღვის სანაპიროზე, რადგან რუსული საფრთხის გამო, კოალიციის ინტერესები სულ უფრო გადაინაცვლებს აღმოსავლეთისკენ. ვაშინგტონის სამიტი NATO-ს სამიტზე დასკვნით დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ რუსეთი რჩება ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ მოკავშირეთა უსაფრთხოებისთვის. „ტერორიზმი, ყველა მისი ფორმითა და გამოვლინებით, არის ყველაზე პირდაპირი ასიმეტრიული საფრთხე ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის, საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. საფრთხეები, რომელთა წინაშეც ვდგავართ, არის გლობალური და ურთიერთდაკავშირებული,“ წერია ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში. შავი ზღვა შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა 25 იანვარს განაცხადა, რომ შავი ზღვა ეკონომიკური ჩართულობისთვის აქტიური ზონა გახდება. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის გათხევადებული გაზის ტრანსპორტირება მოხდება. ასევე იქნება რამდენიმე წყალქვეშა კაბელი ელექტროენერგიისთვის, კომუნიკაციებისთვის და ასე შემდეგ. ჯეიმს ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ აშშ შავი ზღვის რიგ პროექტებზე ევროკავშირთან ერთად იმუშავებს. „ჩვენ კვლავ ვიმუშავებთ ევროკავშირთან, რადგან ეს არის ფუნდამენტური პარტნიორობა,“ აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ყველაფერი დაცულია და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ფართო სპექტრის ქვეყნებში ჩართულობის წესები ყველასთვის გასაგებია, მათ შორის, რუსეთისთვის. ჩვენ ამას გავაკეთებთ საქართველოსთან ერთად,“ - განმარტა ბლინკენის თანაშემწემ. ცნობისთვის, NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს. შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს. ევროკავშირი „შავი ზღვის სინერგიის“ შესრულების მე-4 ანგარიშზე მუშაობს, ევროკავშირი შავ ზღვაში ჩართულობის შესახებ მომავალ ხედვას განსაზღვრავს „შავი ზღვის მნიშვნელობა უახლოეს წლებში მხოლოდ გაიზრდება“ - აშშ პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან ურთიერთობის გაძლიერებაზე მუშაობს რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე - NATO-ს მიერ განახლებულ დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიაზე: ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია
თურქეთსა და საბერძნეთს შორის ახალი ხიდის აშენება იგეგმება
თურქეთსა და საბერძნეთს შორის ახალი ხიდი აშენდება. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ხიდის პროექტი დასასრულს უახლოვდება. მისივე თქმით, პროექტის ტენდერი 2024 წელს იგეგმება. ურალოღლუმ ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმება ათენში 2004 წელს გაფორმდა. „პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს არამხოლოდ თურქეთისა და საბერძნეთისთვის, არამედ, მთელი რეგიონისთვის. ეს გააძლიერებს მეგობრობას და თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის," - აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, ხიდის სიგრძე 841 მეტრი იქნება.
ქართული მართვის მოწმობის გადაცვლა ბერძნულზე, გამოცდის ჩაბარების გარეშე გახდა შესაძლებელი
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და საბერძნეთის რესპუბლიკის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრმა ქრისტოს სტაიკურასმა მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. შეთანხმების ამოქმედების შემდგომ, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ, მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს. შეთანხმებით განსაზღვრულია იმ სატრანსპორტო საშუალების კატეგორიები/ქვეკატეგორიები, რომელთა სამართავად გაცემული მართვის მოწმობები ექვემდებარებიან გადაცვლას, კერძოდ, AM, A1, A2, A, B1, B, BE, C1, C, D1, D1E, D, DE, CE და C1E კატეგორიების/ქვეკატეგორიების სამართავად გაცემული მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი. საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმება მხარეთა მიერ შესაბამისი შიდა პროცედურების დასრულების შემდეგ ამოქმედდება. ცნობისთვის, მსგავსი ტიპის შეთანხმებები საქართველოს, ასევე გაფორმებული აქვს ესპანეთის სამეფოსთან და ირლანდიასთან.