თეგი: სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით $10 მილიონს გადასცემს

სამხრეთ კორეა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით 10 მილიონ დოლარს გადასცემს. CNN-ის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინას დახმარება, მეზობელ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად მიეწოდება. „ვიმედოვნებთ, ჩვენი ძალისხმევა ეფექტურად დაეხმარება უკრაინელ ხალხსა და ლტოლვილებს. ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ კონტრიბუციას უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისის გადასაჭრელად,“- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამერიკული წარმოების ვერტმფრენი  Sikorsky S-61N სამხრეთ კორეის სამხრეთ სანაპიროზე, ქალაქ გეოჯესთან ახლოს ჩამოვარდა. იუწყება სააგენტო Yonhap. ვერტმფრენში ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. მათ შორის არის პილოტი. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ. გავრცელებული ინფორამციით, ვერტმფრენი სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებას ახდენდა.

ბაიდენი ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ცდებზე: მზად ვართ ყველაფრისთვის, რასაც ჩრდილოეთ კორეა გააკეთებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, სეულში, ვიდრე იაპონიაში გაემგზავრებოდა, როგორც პრეზიდენტის პირველი აზიური მოგზაურობის ნაწილი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს მარტივი გზავნილით მიმართა: „გამარჯობა... წერტილი“, ამის შესახებ ბაიდენმა ჟურნალისტებს ვიზიტის ბოლო დღეს, კვირას, სამხრეთ კორეაში განუცხადა. ბაიდენმა თქვა, რომ არ აწუხებს" ჩრდილოეთ კორეის ახალი სარაკეტო გამოცდები.„ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის, რასაც ჩრდილოეთ კორეა გააკეთებს”, - განაცხადა ბაიდენმა. თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი სეულში ვიზიტისას კორეის რესპუბლიკის (ROK) პრეზიდენტ იუნ სუკ იოლს შეხვდა. ორივე ლიდერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ვალდებულება, გააძლიეროს აშშ-სამხრეთ კორეის ალიანსი და გააფართოოს მისი ფოკუსი კორეის ნახევარკუნძულის მიღმა გლობალურ გამოწვევებზე, მათ შორის საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის მიმართ საფრთხეებზე, როგორიცაა რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ორი ლიდერი ერთგულია გადაწყვეტილების, გაზარდონ თანამშრომლობა პრიორიტეტული საკითხების ფართო სპექტრზე, მათ შორის კრიტიკულ ტექნოლოგიებზე, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, გლობალურ ჯანმრთელობასა და კლიმატის ცვლილებაზე. პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს მათი საერთო რწმენა კონსტიტუციური დემოკრატიის და ინდივიდუალური უფლებების პატივისცემისადმი, ასევემ რეგიონული უსაფრთხოების გარემოს გაძლიერების მნიშვნელობაზე. ასევე - გააძლიერონ შეკავება და უზრუნველყონ მჭიდრო თანამშრომლობა ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის (DPRK) მიერ წარმოქმნილი საფრთხის მოსაგვარებლად. ორივე ლიდერმა გაიზიარა შეშფოთება ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკაში COVID19-ის სწრაფი გავრცელების შესახებ და გამოხატეს მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად დახმარების გაწევისთვის. პრეზიდენტმა ბაიდენმა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლმა შაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ განიხილავენ გაფართოებულ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საფრთხის შესაჩერებლად იმ დროს, როდესაც ამ საკითხში რეალური დიპლომატიის მცირე იმედი არსებობს.

სამხრეთ კორეის საპარლამენტო დელეგაცია ბუჩასა და ირპენში ჩავიდა

კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაცია მმართველი სახალხო ძალის პარტიის ლიდერის ლი ჯუნ სეოკის ხელმძღვანელობით კიევის რეგიონს, მათ შორის ქალაქ ბუჩასა და ირპინს ეწვია. „უცხოურმა დელეგაციამ ბუჩაში ნაწამები მშვიდობიანი მოსახლეობის საფლავები მოინახულა და ირპენის დანგრეული საცხოვრებელი უბნები დაათვალიერა“, - იუწყება კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსი კულება. ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვიზიტის დროს კიევის რეგიონის რეკონსტრუქციის ფარგლებში თანამშრომლობის სფეროები და ერთობლივი პროექტები განიხილეს. როგორც ცნობილია, 4 ივნისს უკრაინაში აშშ-ის ელჩი ბრიჯიტ ბრინკი და უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა ბოროდიანკას ეწვივნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სამხრეთ კორეამ და აშშ-მ ჩრდილოეთ კორეის საპასუხოდ რვა ბალისტიკური რაკეტა გამოსცადეს

სამხრეთ კორეამ და აშშ-მა რვა ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. სამხრეთ კორეამ პირობა დადო, რომ აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას გააღრმავებს იმის შიშით, რომ ფხენიანი ბირთვულ იარაღს მალე გამოცდის. სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსების განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ კვირას აღმოსავლეთ სანაპიროდან სულ მცირე რვა მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. მხოლოდ წელს, ეს ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვების მე-18 რაუნდი იყო. გასულ თვეში ფხენიანმა სულ მცირე სამი რაკეტა გამოსცადა, მათ შორის სავარაუდოდ, ყველაზე დიდი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა: Hwasong-17.  

ნენსი პელოსი სამხრეთ კორეაში ჩავიდა

ტაივანში ვიზიტის შემდეგ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი სამხრეთ კორეას ეწვია. Reuters-ის ცნობით, მხარეებმა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მომდინარე მზარდი საფრთხეების გამო შეშფოთება გამოხატეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ და მისმა სამხრეთ კორეელმა კოლეგამ პირობა დადეს, რომ მხარს დაუჭერენ მცდელობებს, რომლებიც ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ძლიერი შეკავების შენარჩუნებისა იქნება მიმართული. პელოსიმ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ მან და რეგიონული უსაფრთხოების, ეკონომიკურ და კლიმატის საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავების გზები განიხილეს. ნენსი პელოსი სამხრეთ კორეისა და ჩრდილოეთ კორეის საზღვარზეც გეგმავს ჩასვლას, სადაც აშშ-ის ხელმძღვანელობით გაეროს სარდლობა და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლები ერთობლივად პატრულირებენ. ის იქნება აშშ-ის უმაღლესი ოფიციალური პირი, რომელიც ტერიტორიას ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შემდეგ ეწვევა.  

სამხრეთ კორეაში, გადაუღებელ წვიმის შედეგად სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, გადაუღებელ წვიმის შედეგად სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ექვსი დაკარგულად ითვლება. წვიმის შედეგად სეულში დატბორილია საავტომობილო გზები და მეტროსადგურები. ამასთან, ქალაქის დიდი ნაწილის მცხოვრებლებს ელექტროენერგია აღარ მიეწოდებათ, ხოლო 163 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.  სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა საგანგებო სამსახურებს სახიფათო ზონებში მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია დაავალა. მეტეოროლოგების ცნობით, ძლიერი წვიმა სამხრეთ კორეის დედაქალაქში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაშია მოსალოდნელი.  

რას მოიცავს პოლონეთის მიერ სამხრეთ კორეასთან გაფორმებული $14,5 მილიარდიანი შეთანხმება

პოლონეთმა და სამხრეთ კორეამ $14,5 მილიარდიანი გარიგება გააფორმეს ეს არის პოლონეთის შეიარაღების ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგება და ყველაზე დიდი შეთანხმება სამხრეთ კორეის თავდაცვის სექტორისთვის პოლონეთი თავდაცვის მოდერნიზაცია განაგრძობს პოლონეთმა სამხრეთ კორეასთან, მეტი არტილერიის, ტანკებისა და თვითმფრინავების შესახებ ერთ-ერთ უმსხვილეს შეთანხმებას მოაწერა ხელი. გარიგება მოიცავს 1000 K2 Black Panther ტიპის ტანკს, თითქმის 700 K9 თვითმავალ ჰაუბიცას და 48 FA-50 მსუბუქ საბრძოლო თვითმფრინავს. „რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული კრიმინალური თავდასხმა უკრაინაზე და პუტინის არაპროგნოზირებადი ბუნება ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ უფრო უნდა დავაჩქაროთ ტექნიკის მოდერნიზაცია“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა პოლონურ გამოცემა Defense 24-თან ინტერვიუში. პოლონეთის საჰაერო ძალების სწრაფი მოდერნიზაცია ვარშავისთვის პრიორიტეტია. პოლონეთი ცდილობს, შეცვალოს თავისი 23 MiG-29 და 18 Su-22 - საბჭოთა დიზაინის დაძველებული მრავალფუნქციური თვითმფრინავი, რომელთა შენარჩუნება სულ უფრო რთულია. პოლონეთი უკვე აწარმოებს 36 ამერიკულ F-16-ს და 32 F-35A ტიპის თვითმფრინავი აშშ-ს 2020 წელს შეუკვეთა, მაგრამ ეს არის NATO-ს სამი ქვეყნიდან ერთ-ერთი, რომელიც ფლობს MiG-29-ებს და ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ Su-22-ს იყენებს. ახლად შეძენილი FA-50 იქნება მსუბუქი საბრძოლო თვითმფრინავი, რომელსაც შეუძლია, მიაღწიოს ზებგერით სიჩქარეს, ატაროს სხვადასხვა ბომბი და რაკეტები. მარიუშ ბლაშჩაკის თქმით, პოლონეთი მიიღებს დახმარებას, რომელიც თავსებადია NATO-ს სისტემებთან.

აშშ-მ და სამხრეთ კორეამ უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს

სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი ერთობლივი სამხედრო წვრთნები, საველე სწავლების განახლებით დაიწყეს. Reuters-ის ცნობით, მოკავშირეები ცდილობენ, ჩრდილოეთ კორეის მიერ იარაღის პოტენციური ცდების ფონზე მზადყოფნა გააძლიერონ. ყოველწლიური საზაფხულო წვრთნები, (Ulchi Freedom Shield) პირველ სექტემბერს უნდა დასრულდეს. წვრთნები ყველაზე მასშტაბურია 2017 წლის შემდეგ. სამხრეთ კორეის ახალი პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის წინამორბედი მოლაპარაკებებს ცდილობდა ფხენიანთან, რომელმაც სამხედრო მანევრებს შეჭრის მიზნით რეპეტიცია უწოდა. ჩრდილოეთ კორეამ გასულ კვირას დასავლეთ სანაპიროდან ორი საკრუიზო რაკეტა გაუშვა, მას შემდეგ რაც სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა წვრთნებისთვის წინასწარი მზადება დაიწყეს.

კამალა ჰარისი სამხრეთ კორეაში ჩავიდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი სამხრეთ კორეას ეწვია. Reuters-ის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ჰარისი დღეს დემილიტარიზებულ ზონასაც ეწვევა, რომელიც კორეის ნახევარკუნძულს ორ ნაწილად ჰყოფს. ამასთან, კამალა ჰარისი დაგმობს ჩრდილოეთ კორეის მიერ სარაკეტო გამოცდას. განხილვის საგანია ასევე აშშ-სამხრეთ კორეა-იაპონიის სამმხრივი ურთიერთობა და ჩინეთის ქმედებებ ტაივანის სრუტეში. აღსანიშნავია, რომ იაპონიის ზღვაში აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ.  

კამალა ჰარისმა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის „ბირთვული რიტორიკა“ დაგმეს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ-იოლმა ჩრდილოეთ კორეის გაძლიერებული ბირთვული რიტორიკა და იარაღის გამოცდა დაგმეს. Reuters-ის ინფორმაციით, ჰარისი იუნს სამხრეთ კორეის დედაქალაქში, დღეს დილით შეხვდა. მისივე ცნობით, ვიზიტს წინ უძღვის რეგიონში დაძაბულობა, რაც გამოწვეულია ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვებითა და ტაივანის სრუტეში ჩინეთის მოქმედებების გამო. „ლიდერებმა განიხილეს ჩვენი პასუხი პოტენციურ მომავალ პროვოკაციებზე, მათ შორის იაპონიასთან სამმხრივი თანამშრომლობის გზით“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.  

ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შემდეგ, აშშ სამხრეთ კორეის წყლებში ატომურ ავიამზიდს განათავსებს

ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვების შემდეგ, აშშ თავის ატომურ ავიამზიდს სამხრეთ კორეის წყლებში განათავსებს. ამის შეახებ Anadolu წერს. (USS Ronald Reagan) ავიამზიდი, რომელმაც ნახევარკუნძული აშშ-ის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ერთობლივი საზღვაო წვრთნების შემდეგ, გასულ კვირას დატოვა, ახლა აღმოსავლეთით  დაბრუნდება, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი, რომელიც სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობას ციტირებს. რეგიონში დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა იაპონიის თავზე. საპასუხოდ, აშშ-მ და სამხრეთ კორეამ ერთობლივი წვრთნების დროს აღმოსავლეთის ზღვაში ოთხი სახმელეთო რაკეტა გაუშვეს. სამშაბათს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ცალკეული სამხედრო წვრთნები, ჩრდილოეთ კორეის მიერ შორი მანძილის ბალისტიკური რაკეტის გაშვების საპასუხოდ ჩაატარეს. „აშშ გმობს ამ ქმედებებს და მოუწოდებს DPRK-ს, თავი შეიკავოს შემდგომი დესტაბილიზაციისგან“, - განაცხადა პატრიკ რაიდერმა, პენტაგონის წარმომადგენელმა. „ორივე მხარემ გაუშვა 2, არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემის რაკეტა, რათა აჩვენოს მოკავშირეების შესაძლებლობა, შემდგომი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით“, - აღნიშნავს თავის მხრივ, სამხრეთ კორეული მხარე.  

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეამ საზღვაო საზღვარზე, ერთმანეთს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნეს

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეამ საზღვაო საზღვარზე ერთმანეთს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნეს. უცხოური პრესის ინფორმაციით, გაზრდილი სამხედრო დაძაბულობის ფონზე, ფხენიანმა და სეულმა ერთმანეთი საზღვაო საზღვრების დარღვევაში დაადანაშაულეს. სამხრეთ კორეის ინფორმაციით, მათმა სამხედროებმა ჩრდილოეთ კორეულ გემს გაფრთხილების სიგნალი გაუგზავნეს და გამაფრთხილებელი გასროლები შეასრულეს. თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეის სამხედროებმა განაცხადეს, რომ არტილერიით ათჯერ გაისროლეს მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეის საზღვაო ფლოტის გემმა დაარღვია „ჩრდილოეთის ლიმიტის ხაზი“ და გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა „უცნობი გემის თვალყურის დევნების საბაბით“. ჩრდილოეთ კორეის სახალხო არმიის გენერლის თქმით, მათი გასროლები უკავშირდებოდა სამხრეთ კორეული ფრეგატის მიერ მათი ტერიტორიული წყლების დარღვევას. ამასთან, სამხრეთ კორეის შტაბების მეთაურთა გაერთიანებულ კომიტეტში მიაჩნიათ, რომ ეს შემთხვევა არღვევს 2018 წლის 19 სექტემბრის შეთანხმებას, რომელიც სასაზღვრო ზონებში "მტრული ქმედებების" აკრძალვას ითვალისწინებს და აწესებს შეზღუდვებს გარკვეული სახის იარაღის გამოყენებაზე. ჩრდილოეთ კორეა NLL-ს არ აღიარებს და ფხენიანში მიიჩნევენ, რომ ეს ზღვარი კორეის შიდა საზღვაო დემარკაციის ხაზია.  

კიმ ჩენ ინი ჩინეთის ლიდერს: თქვენთან ერთად შევქმნი უფრო მშვენიერ მომავალს

"ჩვენი ქვეყნები ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებენ", - ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინგს კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად მესამე ვადით არჩევა მიულოცა. "თქვენთან ერთად, შევქმნი ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობის უფრო მშვენიერ მომავალს. ჩვენი ქვეყნები ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებენ", - აღნიშნავს კიმ ჩენ ინი.  შეგახსენებთ, რომ პეკინში, კომუნისტური პარტიის კონგრესმა გენერალურ მდივნად, მესამე ვადით, სი ძინპინი რამდენიმე დღის წინ აირჩიეს. ძინპინი თანამდებობაზე მომდევნო 5 წლის განმავლობაში იქნება.  

ჩრდილოეთმა კორეამ მოკლე რადიუსის ორი, ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთმა კორეამ მოკლე რადიუსის ორი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა.  ამასთან, სამხრეთმა კორეამ ჩრდილოეთის მოქმედება სერიოზულ პროვოკაციად შეაფასა.  ჩრდილოეთ კორეას ბირთვული გამოცდა 2017 წლის შემდეგ აღარ ჩაუტარებია. ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტის ბოლო გამოცდა ორი კვირის წინ, 14 ოქტომბერს ჩაატარა. 2022 წლის სექტემბერში ჩრდილოეთმა კორეამ თავი გამოაცხადა ბირთვულ სახელმწიფოდ და მიიღო კანონი, რომელიც ითვალისწინებს თავდასხმის პრევენციისთვის ბირთვული იარაღის გამოყენებას.  

სამხრეთ კორეაში ხუთ ნოემბრამდე გლოვა გამოცხადდა

სამხრეთ კორეაში, ჰელოუინის აღნიშვნის დროს მომხდარი მასობრივი ჭყლეტის შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რის გამოც დღეიდან 5 ნოემბრამდე, გლოვა გამოცხადდა, - ამის შესახებ CNN იუწყება. სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ სულ მცირე 3580 უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის შესახებ მიიღო ინფორმაცია. შეგახსენებთ, სეულში, მასობრივი ჭყლეტის შემდეგ, 151 ადამიანი დაიღუპა და 82 დაშავდა. დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის 19 მოქალაქეა.  

ფხენიანმა, სულ მცირე 10 რაკეტა ისროლა

სამხრეთ კორეის თავდაცვის უწყება, ჩრდილოეთ კორეიდან სულ მცირე, 10 რაკეტის გაშვებას ადასტურებს. იუწყება Kyodo News. სამხრეთ კორეის თავდაცვის ცნობით, ერთი რაკეტა საკმარისად ახლოს ჩამოვარდა საზღვართან. „რაკეტის გვიან ღამით გაშვების გამო, სამხრეთ კორეის კუნძულ ულეუნგის ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის განგაში ამოქმედდა“. „ტრიტორიების გაყოფის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩრდილოეთ კორეის რაკეტა სამხრეთ კორეის ტერიტორიულ წყლებთან ჩამოვარდა“, - აცხადებს სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსი. ფხენიანის პასუხად, სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთისკენ სამი ბალისტიკური რაკეტა ისროლა. ამ ფაქტის შემდეგ, სამხრეთ კორეის ლიდერმა იუნ სუკ-იოლმა გამართა ეროვნული უსაფრთხოების შეხვედრა ქვეყნის მთავრობის მაღალჩინოსნებთან. შეხვედრის დროს მან მკვეთრი ზომების მიღების შესახებ განაცხადა, რათა ფხენიანმა ამ ინციდენტის „ფასი გადაიხადოს“.  

ჩრდილოეთ კორეამ, სასაზღვრო ზონის გასწვრივ 80-მდე საარტილერიო ჭურვი ისროლა

ჩრდილოეთ კორეამ 4 ნოემბრის ღამეს საზღვაო სასაზღვრო ზონის გასწვრივ, 80-მდე საარტილერიო ჭურვი ესროლა. ამის შესახებ Reuters-ი სამხრეთ კორეის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იტყობინება. სამხრეთ კორეის მხარე აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეამ, ამ ქმედებით 2018 წლის სამხედრო შეთანხმება დარღვია, რადგან ამ ზონაში სროლა აკრზალულია.  სამხრეთ კორეა და აშშ ასევე აცხადებენ, რომ DPRK-მ დაასრულა ტექნიკური მზადება ბირთვული გამოცდისთვის. IAEA-მ გააფრთხილა ჩრდილოეთ კორეის შესაძლო ბირთვული ტესტების შესახებ და განაცხადა, რომ ეს შეშფოთების მიზეზია. 4 ნოემბერს მომხდარ ფაქტზე, ვაშინგტონმა გაეროს უშიშროების საბჭოს სთხოვა ჩრდილოეთ კორეასთან საჯარო შეხვედრა მოაწყოს. ამ ინიციატივას უკვე დაუჭირეს მხარი დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ალბანეთმა, ირლანდიამ და ნორვეგიამ. Reuters-ი წერს, რომ ქვეყნებს შორის დაძაბულობა იზრდება, რადგან ჩრდილოეთ კორეამ წელს რეკორდული რაოდენობის რაკეტების გაშვება განახორციელა, მათ შორის მინიმუმ 23 რაკეტა, მხოლოდ 3 ნოემბერს გაუშვა.   

შალვა პაპუაშვილი კორეის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს კიმ ჩინ-ფიოს შეხვდა. როგორც აღინიშნა, მხარეებმა დადებითად შეაფასეს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში ქვეყნებს შორის დინამიური და ნაყოფიერი ურთიერთობები და გამოხატეს არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა. შეხვედრაზე ისაუბრეს კომიტეტების, მეგობრობის ჯგუფებისა და ადმინისტრაციების დონეზე საპარლამენტო კავშირების განმტკიცებაზე. აგრეთვე, განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, კულტურის, ვაჭრობის, პირდაპირი ფრენების, ტურიზმის, განათლების, თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებებით. შალვა პაპუაშვილმა, კოლეგას, კორეის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრა გაიმართა პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი თანმხლები დელეგაციის მიერ კორეის რესპუბლიკაში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან მამუკა მდინარაძე, შოთა ხაბარელი და ირაკლი მეზურნიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი.  

აშშ უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვებს სამხრეთ კორეისგან შეიძენს - WSJ

აშშ შეიძენს საარტილერიო ჭურვებს სამხრეთ კორეიდან, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის არის განკუთვნილი, ამის შეახებ აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც შეთანხმებას იცნობენ, Wall Street Journal-ს განუცხადეს. მისივე თანახმად, სამხრეთ კორეა გაყიდის 155 მმ-იან საარტილერიო საბრძოლო მასალის 100 000 ვაზნას, რომლებიც უკრაინას მიეწოდება. ეს საკმარისია უკრაინის საარტილერიო დანაყოფების მოსამარაგებლად, სულ მცირე რამდენიმე კვირის ინტენსიური ბრძოლისთვის. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

სამხრეთ კორეა უკრაინას მაღალი ძაბვის გენერატორებს მიაწვდის

სამხრეთ კორეა უკრაინას 20 მაღალი ძაბვის გენერატორს და ხუთ ელექტრო მინი ექსკავატორს გაუგზავნის. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე კორნიენკომ 25 ნოემბერს განაცხადა. ოფიციალური პირის თქმით, გენერატორები უკრაინას 12 დეკემბერს მიეოდება. Ukrenergo-მ 25 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტი 30%-მდე შემცირდა მას შემდეგ, რაც 23 ნოემბერს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ბოლო ფართომასშტაბიანი დარტყმის შედეგად უკრაინის ყველა რეგიონში მასობრივად გაითიშა ელექტროენერგია. ეს იყო რუსეთის მეხუთე მასიური საჰაერო დარტყმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. წინა შეტევა 10 ოქტომბერს, 17 ოქტომბერს, 31 ოქტომბერს და 15 ნოემბერს განხორციელდა. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ბენ უოლესი: უკრაინის ინტერესშია, შეინარჩუნოს იმპულსი ზამთარში ასევე გაეცანით Europetime-ის სტატიას ჯონ ჰერბსტი უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის „ორ ასპექტს“ განიხილავს

მედია: ჩრდილოეთ კორეაში ორი მოზარდი, სამხრეთ კორეული ფილმების გავრცელების გამო, სიკვდილით დასაჯეს

ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ სამი მოზარდი სიკვდილით საჯაროდ დასაჯა.   ამის შესახებ dailymail წყაროებზე დაყრდნობით წერს.  ორი მოზარდი სამხრეთ კორეული ფილმების ყურებისა და გავრცელებისთვის, ხოლო ერთი დედინაცვალის მკვლელობისთვის გასამართლდა.  წყაროს ცნობით მოზარდები სიკვდილით, ოქტომბერში აეროდრომზე დასაჯეს.   

სამხრეთ კორეაში მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვარდა

დღეს, სამხრეთ კორეის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ქვეყნის საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავი KA-1 ჩამოვარდა. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ Yonhap იტყობინება. თვითმფრინავი ჰვენსონგის ოლქში, სეულიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 140 კილომეტრში, ადგილობრივი დროით 11:43 საათზე, ახლომდებარე ქალაქ ვონჯუს საჰაერო ბაზიდან აფრენის შემდეგ ჩამოვარდა. მშვიდობიანი მოსახლეობის სახლების დაზიანებაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა. სამხედროების თქმით, პილოტები, რომლებმაც მოახერხეს კატაპულტირება, უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც Ukrinform იტყობინება, ნოემბერში სამხრეთ კორეის საჰაერო ძალების KF-16 თვითმფრინავი ქვეყნის დედაქალაქთან ჩამოვარდა.  

სამხრეთ კორეა აცხადებს, რომ აშშ-ის გაჟონილი დოკუმენტების „მნიშვნელოვანი ნაწილი“ ყალბია

სამხრეთ კორეამ სამშაბათს განაცხადა, რომ აშშ-ის გაჟონილი დაზვერვის დოკუმენტების „მნიშვნელოვანი ნაწილი“, რომელიც მიუთითებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების თაობაზე სეულის შეშფოთებაზე, ყალბია. ამის შესახებ France24 წერს. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისმა სამშაბათს განაცხადა, რომ სამხრეთ კორეისა და აშშ-ის თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ „დოკუმენტების მნიშვნელოვანი ნაწილი ფაბრიკაციაა“. სამხრეთ კორეის პრეზიდენტ იუნ სოკ იოლის ოფისმა 11 აპრილს განაცხადა, რომ დოკუმენტების უსაფრთხოება უმაღლეს დონეზეა. ხსენებული დოკუმენტები ნაწილია უფრო ფართო მასშტაბის გაჟონვისა, რომელიც პენტაგონმა შეაფასა, როგორც „ძალიან სერიოზული“ რისკი ეროვნული უსაფრთხოებისთვის. მედია წერს, რომ ზოგიერთი ფაილი შეიცავს სამხრეთ კორეის უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენელთა შეშფოთებას, რომ სამხრეთ კორეაში ნაწარმოები იარაღი საბოლოოდ შეიძლება, მოხვდეს უკრაინაში, რაც ეწინააღმდეგება სეულის პოლიტიკას, იარაღი არ მიაწოდოს მეომარ ქვეყნებს. აშშ-ისა და NATO-ს საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც ეხება უკრაინის კონტრიერიშს, იარაღის მიწოდებას, ჯარების რაოდენობას, ასევე ახლო აღმოსავლეთსა და ჩინეთს, მარტში გამოჩნდა ინტერნეტში. გამოცემა Politico წერს, რომ გაჟონვას მოჰყვა კრიზისი აშშ-სა და მის მოკავშირეებს შორის ურთიერთობებში. წყაროებმა გამოცემას განუცხადეს, რომ აშშ-ის დაზვერვის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და პენტაგონის მაღალი რანგის თანამშრომლები დაუკავშირდნენ თავიანთ კოლეგებს სხვა ქვეყნებში, რათა გაექარწყლებინათ სადაზვერვო მასალების გამოქვეყნების თაობაზე გაჩენილი შეშფოთება. პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ამოწმებს გაჟონილი დოკუმენტების ნამდვილობას, რათა შეაფასოს, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან აშშ-ის, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოებაზე. გამოძიებას აწარმოებს აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.  

აშშ და სამხრეთ კორეა საჰაერო წვრთნებს მართავენ

შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ პარასკევს გამართეს ერთობლივი საჰაერო წვრთნები, ერთი დღის შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ ახალი ბალისტიკური რაკეტა Hwasong-18 (ICBM) გამოსცადა. „ერთობლივ წვრთნებში ასევე მონაწილეობს ბომბდამშენი B-52H“, - ნათქვამია სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. სამინისტროს თქმით, სეულმა გამოიყენა თავისი F-35A მებრძოლები და F-15K თვითმფრინავები, ხოლო ვაშინგტონმა ბომბდამშენის გარდა F-16 გამანადგურებელი განათავსა. სამინისტროს თქმით, სეულმა გამოიყენა თავისი F-35A რადარით აცილებული მებრძოლები და F-15K თვითმფრინავები, ხოლო ვაშინგტონმა ბომბდამშენის გარდა F-16 გამანადგურებელი განათავსა. თუმცა, კორეის ნახევარკუნძულზე ჩატარებული ერთობლივი საჰაერო წვრთნების ადგილი არ სახელდება.  

უკრაინა „კეისრის“ ტიპის 19 ჰაუბიცას მიიღებს - დანიის თავდაცვის სამინისტრო

უახლოეს კვირებში უკრაინა ფრანგული წარმოების 19 თვითმავალ საარტილერიო სისტემა „Caesar-ს“ მიიღებს. ამის შესახებ დანიის თავდაცვის სამინისტრომ პარასკევს განაცხადა, იუწყება The Guardian-ი. სამინისტრომ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ტროელს ლუნდ პულსენი დღეს ესტუმრა უკრაინელ ახალწვეულთა ბოლო ჯგუფს, რომლებიც სწავლებას გადიან დანიაში. მთლიანობაში, დანიამ უკრაინას 6,2 მილიარდი დანიური კრონის მხარდაჭერა გაუწია. ამ ზაფხულისთვის უკრაინა დანიისგან Leopard 1-ის ტიპის მთავარი საბრძოლო ტანკების მიღებას დაიწყებს.  

ჩრდილოეთ კორეის ხომალდის მიერ საზღვრის გადაკვეთას სამხრეთისგან გამაფრთხილებელი გასროლა მოჰყვა - Reuters

სამხრეთ კორეამ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეის გემმა საზღვაო საზღვარი გადაკვეთა, განაცხადეს სამხრეთ კორეის სამხედროებმა კვირას, ინციდენტიდან ერთი დღის შემდეგ, რამაც კიდევ უფრო გაზარდა დაძაბულობა ჩრდილოეთის მიერ რაკეტების გამოცდის გამო. ამის შესახებ Reuters-ი წერს. „ჩვენი სამხედროები ინარჩუნებენ გადამწყვეტ საბრძოლო პოზიციებს, აკონტროლებენ მტრის მოძრაობას, პოტენციური პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით”, - ნათქვამია JCS-ის განცხადებაში კვირას. სამხრეთ კორეის საჰაერო ძალებმა კვირას განაცხადეს, რომ ორშაბათიდან 28 აპრილამდე აშშ-ის საჰაერო ძალებთან და საზღვაო ქვეითებთან ერთად ატარებენ კომბინირებულ წვრთნებს. წვრთნები მობილიზდება 110 თვითმფრინავით, მათ შორის სამხრეთ კორეის F-35 და F-15 გამანადგურებლები და ამერიკული F-16 თვითმფრინავები და KC-135 საჰაერო საწვავის ტანკერები, ისევე როგორც 1,400 ჯარისკაცი ორივე მხრიდან.  

სამხრეთ კორეაში სოციალურად იზოლირებულ ახალგაზრდებს თვეში 500 დოლარს გადაუხდიან

სამხრეთ კორეა 500 დოლარს გადაუხდის ახალგაზრდებს, რომლებიც სოციალურად იზოლირებულნი არიან. მთავრობას სურს, წაახალისოს ისინი, იაქტიურონ საზოგადოებაში, იპოვონ სამსახური ან დაბრუნდნენ სკოლაში. ოჯახის საკითებში სახელმწიფოს სამინისტროს შეფასებით, დაახლოებით 338,000 ახალგაზრდა კორეელი იზოლირებულად ცხოვრობს. შემწეობით სარგებლობის უფლება აქვთ ცხრიდან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში. ამ ახალგაზრდების უმეტესობა ღარიბი ოჯახებიდანაა და საზოგადოებისგან თავის დაღწევა ახალგაზრდა ასაკში დაიწყო. იზოლირების მიზეზი კი, პირადი ტრავმა, სკოლაში ბულინგი, სტრესი, ოჯახური კონფლიქტი, მეურვეების ან მშობლების მხრიდან ზრუნვის ნაკლებობა. მისივე თანახმად, მთავრობა თვეში 500 დოლარს გადაიხდის ახალგაზრდების კვების, ტანსაცმლის, საცხოვრებლისა და ცხოვრების სხვა ხარჯებისთვის. „ახალგაზრდები ფულს მიიღებენ საქონლის ან ნაღდი ფულის სახით, რომელიც მათ საბანკო ანგარიშზე აისახება, განაცხადა სამინისტროს სპიკერმა Insider-თან. „თუ ისინი 18 წლამდე არიან, თანხა მშობლების ან ბებია-ბაბუის ანგარიშებზე, მათი თანხმობის შესაბამისად დაირიცხება“, - განმარტა სპიკერმა. ინფორმაციისთვის: როგორც წესი, იზოლირებული თინეიჯერები და მოზარდები ხანგრძლივი დროის განმავლობაში, თვეობით იკეტებიან სახლში. არ დადიან სკოლასა და სამსახურში თვეების ან თუნდაც წლების განმავლობაში. ეს იაპონიაში ჰიკიკომორის ფენომენის მსგავსია, სადაც იაპონელი ოფიციალური პირების შეფასებით,ჩაკეტილი ახალგაზრდების რაოდენობა დაახლოებით ერთ მილიონს შეადგენს.   

აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია აღმოსავლეთ ზღვაში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ

სამხრეთ კორეამ, შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ აღმოსავლეთ ზღვაში სამმხრივი ერთობლივი წვრთნები დაიწყეს. წვრთნებში ჩართულია სამი გამანადგურებელი, მათ შორისაა სამხრეთ კორეული Yulgok Yi I, ამერიკული USS Benfold და იაპონური JS Atago. ამ ფორმატის სამმხრივი წვრთნები სახელმწიფოებმა ბოლოს თებერვალში გამართეს. სამხრეთ კორეამ, შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ გადაწყვიტეს, გაეძლიერებინათ კოორდინაცია უსაფრთხოების სფეროში ჩრდილოეთ კორეის პროვოკაციული ქმედებების ფონზე, მათ შორისაა 13 აპრილს მყარი საწვავის ბალისტიკური რაკეტის გაშვება. წვრთნების დროს კომპიუტერული სიმულაციების გამოყენებით ბალისტიკური რაკეტების სამიზნეების აღმოჩენისა და თვალთვალის პროცედურები განხორციელდება. ქვეყნები კოორდინაციას ინფორმაციის გაცვლის კუთხითაც გააუმჯობესებენ.  

Reuters: სამხრეთ კორეამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესაძლებლობის ფანჯარა პირველად გახსნა

სამხრეთ კორეამ შესაძლოa, გააფართოვოს უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების ფარგლებს გასცდეს, თუ ქვეყნის მშვიდობიან მოსახლეობაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა განხორციელდება, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, იუნ სუკ-იოლმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა. სააგენტო აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სეულმა, მზადყოფნა გამოთქვა, რომ უკრაინას იარაღი მიაწოდოს მაშინ, როცა დაახლოებით ერთი წლის წინ ლეტალური დახმარების შესაძლებლობა გამორიცხა. „თუ შეიქმნება სიტუაცია, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება ვერ გაამართლებს, როგორიცაა ნებისმიერი ფართო თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, ხოცვა-ჟლეტა ან ომის კანონების სერიოზული დარღვევა, შეიძლება, ჩვენთვის რთული გახდეს მხოლოდ ჰუმანიტარულ ან ფინანსურ მხარდაჭერაზე შეჩერება", - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.  

სამხრეთ კორეა რუსეთსა და ბელორუსში ექსპორტის შეზღუდვებს აფართოებს

28 აპრილიდან, სამხრეთ კორეა რუსეთსა და ბელორუსში საექსპორტო კონტროლის გააძლიერებს, რომლის მიხედვითაც, შეზღუდვები 57-დან 798 პროდუქტზე იზრდება. კერძოდ, Yonhap News-ის თანხმად, სეულმა აკრძალული პროდუქციის სიას კიდევ 741 პროდუქტი დაამატა. ისინი დაკავშირებულია ნახევარგამტარებთან, ქიმიკატებთან, ფოლადთან, მანქანებთან, მანქანა-დანადგარებთან, კვანტურ კომპიუტერებთან და სხვა ნივთებთან. 

აშშ და სამხრეთ კორეა ფხენიანიდან მომავალი ბირთვული საფრთხეების დასაძლევად ერთობლივ ზომებზე შეთანხმდნენ

ვაშინგტონი სამხრეთ კორეის სიახლოვეს პერიოდულად ბირთვულ წყალქვეშა ხომალდებს განალაგებს და სეულს ბირთვული დაგეგმვის ოპერაციებში ჩართავს. საპასუხოდ, სეული უარს იტყვის საკუთარი ბირთვული იარაღის შემუშავებაზე. BBC-ის ცნობით, აშშ და სამხრეთ კორეა ფხენიანიდან მომავალი ბირთვული საფრთხეების დასაძლევად ერთობლივ ზომებზე შეთანხმდნენ. ოთხშაბათს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა და აშშ-ის ლიდერმა თეთრ სახლში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.  აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის დეკლარაცია, რომელსაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის თეთრ სახლში ვიზიტისას მოეწერა ხელი, გააძლიერებს მოკავშირეების თანამშრომლობას ჩრდილოეთ კორეისგან თავდასხმის შეკავების პროცესში.  

აშშ და სამხრეთ კორეა, ჩრდილოეთ კორეის საზღვართან მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს მართავენ

სამხრეთ კორეისა და აშშ-ის სამხედრო ძალები, ჩრდილოეთ კორეის საზღვართან მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. წვრთნები სეულსა და ვაშინგტონს შორის სამხედრო ალიანსის დამყარებიდან 70 წლისთავის აღსანიშნავად დაიგეგმა. წლევანდელ წვრთნებში ჩაერთვებიან მოწინავე მოიერიშე თვითმფრინავები, საბრძოლო ვერტმფრენები, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები და სხვა იარაღი სამხრეთ კორეიდან და შეერთებული შტატებიდან. დაზუსტებული არ არის, რამდენი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას წვრთნებში. ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რპმ საკუთარ ზღურბლთან ასეთ მტრულ ქმედებას არ დაუშვებს.  

უკრაინის რეკონსტრუქციის მიზნით, კიევმა სამხრეთ კორეასთან 5-წლიანი მემორანდუმი გააფორმა

უკრაინის თემების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტრომ და სამხრეთ კორეის მიწის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტრომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს უკრაინის რეკონსტრუქციის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ. უკრაინული მედიის თანახმად, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მხარე Facebook-ზე ავრცელებს. ხუთწლიანი მემორანდუმი მიზნად ისახავს კორეის რესპუბლიკის საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაძლიერებას ტერიტორიის ყოვლისმომცველი დაგეგმარების, ურბანული დაგეგმარების, ტრანსპორტის (რკინიგზის, ავტომაგისტრალების და აეროპორტების) და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.    

ასაკის დათვლის საერთაშორისო სტანდარტზე გადასვლის გამო, სამხრეთ კორეელეები 1-2 წლით „ახალგაზრდავდებიან“

სამხრეთ კორეაში ასაკის დათვლის ტრადიციული მეთოდი საერთაშორისოდ აღიარებულმა სისტემამ ჩაანაცვლა. ამის გამო, სამხრეთ კორეელების უმეტესობის ახლანდელ ასაკს 1-2 წელი დააკლდება. The Guardian-ის თანახმად, სულ უფრო არაპოპულარული მეთოდის გამო, აქამდე სამხრეთ კორეელებს დაბადებისთანავე ერთი წელი ენიჭებოდათ და ყოველი წლის პირველ იანვარს კიდევ ერთი წელი ემატებოდათ. შედეგად, 31 დეკემბერს დაბადებული ბავშვი ახალი წლის დადგომისთანავე 2 წლის ხდებოდა. კანონი ძალაში დღეიდან შევიდა. ძველმა სისტემამ ბოლო წლებში პოლიტიკოსების კრიტიკა დაიმსახურა, რადგან მათი თქმით, ეს იწვევდა დაბნეულობას და დანარჩენ სამყაროსთან შეუსაბამობას ავლენდა.  

აშშ სამხრეთ კორეაში ბირთვულ წყალქვეშა ნავს გაგზავნის - მედია

აშშ სამხრეთ კორეაში ბირთვულ წყალქვეშა ნავს გაგზავნის „უახლოეს მომავალში" გაგზავნის, რაც ათწლეულების განმავლობაში პირველი ასეთი შემთხვევაა. გენერალ-ლეიტენანტმა, სკოტ პლეუსმა, რომელიც აშშ-ის მეშვიდე საჰაერო ძალებს მეთაურობს,  ეს განცხადება გააკეთა ყოველწლიურ ფორუმზე, რომელსაც სეული მასპინძლობს. შეკრებილები ჩრდილოეთ შეკავების მიზნით ძალისხმევის გაძლიერებას განიხილავენ.  მოკავშირეები აძლიერებენ უსაფრთხოების კოორდინაციას, რადგან ვაშინგტონი ჩინეთის მზარდი თავდაჯერებულობისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, „წესებზე დაფუძნებული წესრიგის“ შენარჩუნებას ცდილობს.      

პოლონეთმა სამხრეთ კორეის მიერ წარმოებული პირველი მსუბუქი საბრძოლო თვითმფრინავი მიიღო

სამხრეთ კორეის მიერ წარმოებული პირველი მსუბუქი საბრძოლო თვითმფრინავი FA-50 პოლონეთში ჩაფრინდა. ამის შესახებ პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და ეროვნული თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა. მანამდე თავდაცვის მინისტრმა ქვეყანაში სამხრეთ კორეის მიერ წაროებული თვითმფრინავების მიწოდების დაწყების შესახებ განაცხადა. მთლიანობაში ვარშავა სეულიდან 48 FA-50-ის ტიპის თვითმფრინავის შეძენას აპირებს. ”პოლონეთის არმიისთვის განკუთვნილი პირველი ორი FA-50-ის ტიპის თვითმფრინავი უკვე პოლონეთშია! სამხრეთ კორეაში შეკვეთილი მსუბუქი საბრძოლო თვითმფრინავი, რომელიც ჩაანაცვლებს პოსტსაბჭოთა აღჭურვილობას, გააძლიერებს საჰაერო ძალების პოტენციალს“, - ამბობს მინისტრი.  

სამხრეთ კორეა უკრაინას რეკონსტრუქციისთვის 52 მილიარდი დოლარის დახმარებას შესთავაზებს

სამხრეთ კორეა უკრაინას რეკონსტრუქციისთვის 52 მილიარდი დოლარის დახმარებას შესთავაზებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Korea Herald-ი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით იუწყება. გარდა ამისა, სეული უკრაინის კერძო სექტორს 32 მილიარდი დოლარის ოდენობის მხარდაჭერას გაუწევს. დახმარება ფოკუსირებული იქნება სკოლების, საცხოვრებელი სახლებისა და საავადმყოფოების მშენებლობაზე. გავრცელებული ინფორმაციით, კერძო სექტორის დახმარება შეეხება ატომურ ელექტროსადგურებს, აეროპორტის რეკონსტრუქციას, სამშენებლო ტექნიკას, სარკინიგზო მანქანებს და საინფორმაციო ტექნოლოგიებს. პოლონეთში ვიზიტის დროს, რომელიც 13 ივლისს დაიწყო, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სეული პროექტენთან დაკავშირებით, ვარშავასთან ითანამშრომლებს. მსოფლიო ბანკის მარტის შეფასებით, უკრაინას აღდგენისა და რეკონსტრუქციისთვის სულ მცირე 411 მილიარდი დოლარი დასჭირდება.  

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა. იუნ სოკ იოლი უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად უკვე იმყოფებოდა ბუჩაში, სადაც რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის ადგილები მოინახულა. ადგილზე იმყოფებოდა უკრაინის გენერალური პროკურორი, ანდრეი კოსტინი. სამხრეთ კორეის ლიდერი მანამდე ვილნიუსში, NATO-ს სამიტს დაესწრო და პოლონეთშიც იმყოფებოდა, სადაც უკრაინისადმი სოლიდარობა გამოხატა და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდამჭერი ღონისძიებები განიხილა. სამხრეთი კორეა NATO-ს ფონდის მონაწილეა, რომელიც უკრაინას მხარდაჭერას უწევს. სამხრეთ კორეა მსოფლიოში მეათე ადგილზეა იარაღის ექსპორტის მხრივ. მან უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა და ტანკები და ჰაუბიცები მიჰყიდა პოლონეთს, რომელიც უკრაინის მოკავშირეა რუსეთთან ომში. სეული კიევისთვის განაღმვის აღჭურვილობის მიწოდებას გეგმავს. უფრო ადრე კი განაცხადა, რომ შეუძლია, უკრაინას მიაწოდოს იარაღი, თუ მშვიდობიანი მოსახლეობას სერიოზული საფრთხე შეექმნება.  

ზელენსკი იუნ სოკ იოლთან შეხვედრაზე: დარწმუნებული ვარ, უკრაინისა და სამხრეთ კორეის გლობალურ პოზიციებს უფრო მეტად გავაძლიერებთ

უკრიანის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ კორეის ლიდერთან, იუნ სოკ იოლთან გამართულ შეხვედრაზე, მშვიდობის ფორმულის, სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები განიხილა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეს ვიზიტი უკრაინისა და კორეის გლობალურ პოზიციებს მეტ ძალას შემატებს. სამხრეთ კორეის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა „დღეს უკრაინაში სამხრეთ კორეის პრეზიდენტი და პირველი ლედი კიმ კონ ჰი, იმყოფებიან. ვიზიტის დროს, რომელიც ჩვენი ქვეყნების ისტორიაში პირველია, ადამიანების ნორმალური და უსაფრთხო ცხოვრებისთვის, საერთაშორისო წესრიგისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ვიმსჯელეთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.  

სამხრეთ კორეა უკრაინას წელს $150 მილიონს გამოუყოფს

15 ივლისს კიევში მისი პირველი ვიზიტის დროს, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა განაცხადა, რომ სეული უკრაინის დახმარებას $150 მილიონამდე გაზრდის. „შარშან, კორეის რესპუბლიკის მთავრობამ 100 მილიონი დოლარი გამოყო უკრაინის მხარდასაჭერად. წელს ეს მხარდაჭერა 150 მილიონი დოლარი იქნება", - განაცხადა იუნ სუკ იოლმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. „გასულ წელს ჩვენ უკრაინას მივაწოდეთ ტყვიაგაუმტარი ჟილეტები, ჩაფხუტები და სხვა საჭირო საბრძოლო მასალა. ვიმედოვნებთ, რომ წელს ჩვენი დახმარების დონე გაიზრდება", - აღნიშნა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ზელენსკისთან განიხილა უკრაინის ომის შემდგომი რეკონსტრუქცია და რომ სამხრეთ კორეა გეგმავს თანხების გამოყოფას უკრაინის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციისთვის, ასევე, სამეწარმეო საქმიანობისა და განათლების სისტემის მხარდასაჭერად. თავის მხრივ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობა, მშვიდობის ფორმულა და სურსათისა და ენერგეტიკული უსაფრთხოება. პრეზიდენტის თქმით, ორმა ლიდერმა ასევე ისაუბრა უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი მოზრდილებისა და ბავშვების დაბრუნებაზე, ასევე, მშვიდობის გლობალურ სამიტზე. „ვიზიტის დროს, რომელიც ჩვენი ქვეყნების ისტორიაში პირველია, ადამიანების ნორმალური და უსაფრთხო ცხოვრებისთვის, საერთაშორისო წესრიგისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ვიმსჯელეთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტი და მისი მეუღლე კიევში დღეს ჩავიდნენ. ზელენსკისთან მოლაპარაკების დაწყებამდე მათ პატივი მიაგეს რუსეთის მიერ წარმოებული ომის მსხვერპლების ხსოვნას კიევის ოლქში, ბუჩასა და ირპინში. „მაგრამ ბუჩა და ირპინი მხოლოდ ორია იმ ათასობით უკრაინული ქალაქიდან, რომლებიც რუსულმა ტერორმა დააზარალა. რუსეთის მიერ მოტანილი ტანჯვისა და ნგრევის მასშტაბები კოლოსალურია", - განაცხადა ზელენსკიმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. „ამიტომ, გლობალური თანამშრომლობის მასშტაბები უნდა იყოს კოლოსალური, რათა აღდგეს უსაფრთხოება და გარანტირებული იყოს სტაბილური მშვიდობა“, - განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოულოდნელი ვიზიტი კიევში მას შემდეგ იმართება, რაც ორივე ლიდერმა ვილნიუსში, NATO-ს ყოველწლიურ სამიტში მიიღო მონაწილეობა. სამხრეთ კორეამ უკრაინას ჯერჯერობით მხოლოდ ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარება გაუგზავნა, რაც მისი მთავრობის პოლიტიკას შეესაბამება - სეული კრძალავს იარაღის ექსპორტს ომში მყოფ ქვეყანაში. თუმცა, აპრილში პრეზიდენტმა გამოაცხადა მზადყოფნა, პირველად განეხილა უკრაინაში ლეტალური დახმარების გაგზავნა: მაშინ მან Reuters-ს განუცხადა, რომ მისი მთავრობა უკრაინის დაცვის გზებს განიხილავს ისევე, როგორც მისმა ქვეყანამ მიიღო დახმარება 1950-53 წლებში კორეის ომში.  

სამხრეთ კორეამ, აშშ-მ და იაპონიამ ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს

სამხრეთ კორეამ, შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ ერთობლივი საზღვაო წვრთნები გამართეს. სწავლება საერთაშორისო წყლებში სამხრეთ კორეასა და იაპონიას შორის ჩატარდა. The Korean Times-ის ცნობით, სამმა მოკავშირემ წვრთნები „ჩრდილოეთ კორეიას პროვოკაციების საპასუხოდ გამართა.“ წინა ერთობლივი წვრთნები 17 აპრილს გაიმართა.  ეს კი მეოთხე კომბინირებული წვრთნებია, რომელიც სამხრეთ კორეის პრეზიდენტ, იუნ სუკ იოლის ადმინისტრაციის დროს ჩატარდა. სწავლება ფოკუსირებული იყო სამი საზღვაო ძალების მზადყოფნის ამაღლებაზე, იმიტირებული ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით“, - ნათქვამია საზღვაო ფლოტის განცხადებაში. წვრთნა ჩატარდა მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთის წყლებისკენ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.  

რამდენი ამერიკელი ჯარისკაცია განთავსებული სამხრეთ კორეაში

შეკითხვა თუ რამდენი ამერიკელი ჯარისკაცია განთავსებული სამხრეთ კორეაში, მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც 18 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელი ჯარისკაცი „ჩრდილოეთ კორეაში მესაზღვრეებმა დემილიტარიზებული ზონის მახლობლად დააკავეს.“ ზუსტად შვიდი ათეული წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1953 წლის ზავმა კორეის ომი შეაჩერა. აშშ-ის ახლა სამხრეთ კორეაში დიდი წარმომადგენლობა ჰყავს. Reuters-ის 2021 წლის მონაცემებით, სამხრეთ კორეაში 28 000 ამერიკელი ჯარისკაცია განლაგებული, რაც მას აქცევს მესამე უცხოურ ძალად  იაპონიის და გერმანიის შემდეგ. სამხრეთ კორეაში ასევე მდებარეობს აშშ-ს უდიდესი სამხედრო ბაზა. 70 წელზე მეტი ხნის შემდეგ, აშშ და სამხრეთ კორეა განაგრძობენ პარტნიორობას. „ეს იმიტომ ხდება, რომ კორეის ომი რეალურად არასოდეს დასრულებულა. ზავმა შეაჩერა ბრძოლა, მაგრამ არასოდეს ყოფილა შეთანხმება ჩრდილოეთ კორეას და სამხრეთ კორეას, და  მის მოკავშირეებს შორის. ჩრდილოეთ კორეა  ისევ შეშფოთების მიზეზია როგორც აშშ-სთვის, ასევე სამხრეთ კორეისთვის, რადგან ის ხშირად ცდის თავის სარაკეტო შესაძლებლობებს და მუშაობს ბირთვული იარაღის პროგრამის განვითარებაზე,“ - წერს თავის მხრივ BBC. გაეროს თანახმად, აშშ-ის მოქალაქემ უნებართვოდ გადაკვეთა „სადემარკაციო ხაზი“ და სამხრეთ კორეიდან ჩრდილოეთ კორეაში გადავიდა.  

Reuters: ჩრდილოეთ კორეამ ორი რაკეტა გაუშვა მას შემდეგ, რაც ამერიკული წყალქვეშა ნავი სამხრეთში ჩავიდა

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროზე ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მანამდე, აშშ-ის ატომური წყალქვეშა ნავი სამხრეთ კორეის საზღვაო ბაზაზე განლაგდა. 1981 წლის შემდეგ პირველად, ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი, სამხრეთ კორეაში, პუსანის პორტში განთავსდა იაპონიის თავდაცვის სამინისტრო ასევე იტყობინება ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვების შესახებ. იაპონური მედია სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჩრდილეთ კორეამ, შესაძლოა, რამდენიმე რაკეტა გაუშვა. სეული და ვაშინგტონი, ჩრდილოეთ კორეასთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ. ჩრდილოეთ კორეამ ამაზე რეაგირება მოახდინა და განაცხადა, რომ ასეთი განლაგება შეიძლება, მის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს. გასულ კვირას მხარეებმა სეულში, ბირთვული საკონსულტაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გამართეს და განაცხადეს, რომ 1981 წლის შემდეგ პირველად, ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი, (USS Kentucky) სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში, პუსანის პორტს ეწვია. საპასუხოდ, ჩრდილოეთ კროეამ გასულ კვირას ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.  

აშშ, იაპონია და სამხრეთ კორეა სამხედრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ - ისტორიული სამიტი

პარასკევს, 18 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, იუნ სუკ იოლი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდა უსაფრთხოების პირველ სამმხრივ სამიტზე აშშ-ში, მერილენდის შტატში, კემპ დევიდში შეხვდნენ. სამიტის მონაწილეები სამხედრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. ერთობლივად დაგმეს ჩინეთის „საშიში და აგრესიული ქცევა“ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. ლიდერები „კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან“ ყოველგვარ ცალმხრივ მცდელობას, შეიცვალოს სტატუს კვო ინდო-წყნარი ოკეანის წყლებში.“ შეერთებული შტატები, სამხრეთ კორეა და იაპონია უსაფრთხოების სამმხრივ სამიტზე მიღებულ კომუნიკეში ადასტურებენ მზადყოფნას, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე სანქციებით ზეწოლა. აზიაში აშშ-ის მთავარი მოკავშირეების ლიდერებთან შეხვედრა, საერთაშორისო მედიის მიერ ისტორიულად შეფასდა. ეს იყო კემპ დევიდის პირველი სამიტი, რომელიც ბაიდენმა უცხოელი ლიდერებისთვის გამართა. ეს სამიტი პირველი იყო კემპ დევიდში მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2015 წელს სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების ლიდერებს უმასპინძლა. სამიტის განცხადებაში სამი ქვეყანა ვალდებულებას იღებს, კრიზისების დროს დაუყონებლივ გაიარონ კონსულტაცია ერთმანეთთან და მოახდინონ რეაგირება რეგიონალურ გამოწვევებზე, პროვოკაციებსა და საფრთხეებზე, რომლებიც გავლენას ახდენს საერთო ინტერესებზე. ისინი შეთანხმდნენ, რომ ყოველწლიურად ჩაატარონ სამხედრო წვრთნები და გაიზიარონ რეალურ დროში ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვების შესახებ. სამმხრივი სამიტები ყოველწლიურად გაიმართება. „ჩვენ ვაცხადებთ ჩვენი მთავრობების ვალდებულებას, კონსულტაციები გაუწიონ ერთმანეთს დაჩქარებული წესით, რათა კოორდინირდეს ჩვენი რეაგირება რეგიონულ გამოწვევებზე, პროვოკაციებსა და საფრთხეებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენს კოლექტიურ ინტერესებსა და უსაფრთხოებაზე. ამ კონსულტაციების მეშვეობით ვაპირებთ ინფორმაციის გაზიარებას, და რეაგირების მექანიზმების კოორდინაციას. ამ მიზნით, ჩვენ გავაუმჯობესებთ სამმხრივ კომუნიკაციის მექანიზმს, რათა ხელი შევუწყოთ რეგულარულ და დროულ კომუნიკაციას ჩვენს ქვეყნებს შორის, მათ შორის ეროვნულ ხელმძღვანელობას შორის. ჩვენ მტკიცედ ვართ გადაწყვეტილი, დავიცვათ რეგიონული უსაფრთხოება, გავაძლიეროთ ინდო-წყნარი ოკეანის ჩართულობა და ხელი შევუწყოთ საერთო კეთილდღეობას. ჩვენ ვაღიარებთ უცხოური საინფორმაციო მანიპულაციებისა და სათვალთვალო ტექნოლოგიის არასწორად გამოყენებისგან მომდინარე საფრთხეს, ჩვენ ასევე განვიხილავთ გზებს, რათა კოორდინირდეს ჩვენი ძალისხმევა დეზინფორმაციის წინააღმდეგ,“ - წერია განცხადებაში.  მასში ასევე ხაზგასმულია დემოკრატიის ხელშეწყობისა და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული საერთო ძალისხმევის მნიშვნელობა. განცხადების ავტორები უკრაინისადმი მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებენ. „ჩვენ ერთიანნი ვართ უკრაინისადმი მხარდაჭერაში. ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას, ვიდგეთ უკრაინის გვერდით რუსეთის არაპროვოცირებული და სასტიკი ომის წინააღმდეგ, რომელმაც შეარყია საერთაშორისო წესრიგის საფუძველი. ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებას, გავაგრძელოთ უკრაინას დახმარება კოორდინირებული, მკაცრი სანქციების დაწესებით რუსეთზე და რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულების შემცირების დაჩქარება,“ - ნათქვამია თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.  

აშშ-მ და სამხრეთ კორეამ ყველაზე მასშტაბური ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს

სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა ორშაბათს საველე წვრთნების განახლებით, ყველაზე დიდი ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს, აცხადებენ ოფიციალური პირები, როდესაც მოკავშირეები ცდილობენ, გააძლიერონ მზადყოფნა ჩრდილოეთ კორეის მიერ იარაღის პოტენციურ გამოცდებთან დაკავშირებით. კერძოდ, სწავლების მიზანი ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე ბირთვული და სარაკეტო საფრთხეების წინააღმდეგ, თავდაცვისა და მზადყოფნის გაძლიერებაა. სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის განცხადებით, ყოველწლიური წვრთნები, "ულჩის თავისუფლების ფარი“  (Ulchi Freedom Shield) 11 დღის განმავლობაში, 31 აგვისტომდე გაგრძელდება. წვრთნების მიზანი მოკავშირეების ერთობლივი თავდაცვითი პოზიციის გაძლიერებაა. სწავლებაში ორი ქვეყნის არმიის, სამხრედრო-საზღვაო ძალებისა საჰაერო ძალების პერსონალის გარდა, აშშ-ის კოსმოსური ძალების მიერ სამხრეთ კორეაში ჩამოყალიბებული კოსმოსური ძალების ქვედანაყოფიც მონაწილეობს.  

პოლონეთმა სამხრეთ კორეისგან პირველი K239 CHUNMOO-ს ტიპის სარაკეტო სისტემა მიიღო

პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ ვარშავამ სამხრეთ კორეიდან პირველი K239 Chunmoo-ს ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა მიიღო.   „პირველი კორეული K239 CHUNMOO-ს ტიპის სარაკეტო გამშვები ახლახან ჩამოვიდა პოლონეთში. დამონტაჟდა პოლონურ Jelcz-ის სატვირთო მანქანაზე. მეტი გამშვები ჩამოვა ამ წლის ბოლოს,“ - წერს ბლაშჩაკი Twitter-ზე.   2022 წლის ოქტომბერში პოლონეთმა 288 Chunmoo-ს მრავალჯერადი სარაკეტო გამშვების შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.   K239 Chunmoo არის სარაკეტო საარტილერიო სისტემა, რომელიც მოძველებული K136 Kooryong-ის ჩანაცვლების მიზნით, 2013 წელს შეიქმნა.

სამხრეთ კორეა 2024 წლისთვის უკრაინის დახმარებას $394 მილიონამდე ზრდის, რაც წლევანდელთან შედარებით, 8-ჯერ მეტია

სამხრეთ კორეა უკრაინას მომავალ წელს 520 მილიარდ კორეულ ვონს (394 მილიონი აშშ დოლარი) გამოუყოფს, რაც წლევანდელთან შედარებით, 8-ჯერ მეტია. Reuters-ის ცნობით, დახმარების პაკეტში 130 მილიარდი გათვალისწინებულია უკრაინის რეკონსტრუქციისთვის, 260 მილიარდი ჰუმანიტარული დახმარების სახით გამოიყოფა, კიდევ 130 მილიარდი ვონი კი, უკრაინას საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით გადაეცემა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლმა ივლისში გამოაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას გაუწევს, თუმცა დეტალები არ დააკონკრეტა. სამშაბათს იუნ სუკ იოლმა ასევე გამოაცხადა სამხრეთ კორეის ოფიციალური დახმარება სტრატეგიული ტერიტორიებისთვის, მათ შორის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონისა და აფრიკის ჩათვლით, 1,4 ტრილიონ ვონიდან 2 ტრილიონ ვონამდე (1,51 მილიარდი დოლარი). მედია: იაპონია ექვს ქვეყანას $34,2 მილიონის სამხედრო დახმარებას შესთავაზებს  

აშშ-მ, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩაატარეს

აშშ-მ, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, სამხრეთ კორეის კუნძულ ჯეჯუსთან სამხედრო საზღვაო წრთვნები ჩაატარეს. სამხრეთ კორეის საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ წვრთნები ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო საფრთხეების საპასუხოდ ჩატარდა. კერძოდ, ჩრდილოეთ კორეის ხსენებული აქტივობა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რიგი რეზოლუციის დარღვევას წარმოადგენს, რადგან ფხენიანს ბალისტიკური რაკეტების ტექნოლოგიებით ნებისმიერი გაშვებები ეკრძალება. წვრთნებში ამერიკული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა Aegis-ით აღჭურვილი 3 საესკადრო ნაღმმზიდმა მიიღო მონაწილეობა: სამხრეთკორეულმა Yulgok Yi I, ამერიკულმა USS Benfold და იაპონურმა JS Haguro. წვრთნების დროს ასევე გამოსცადეს სამმხრივი სარაკეტო თავდასხმის გამაფრთხილებელი სისტემის კომპონენტები, რომელიც 2023 წლის ბოლომდე უნდა ამოქმედდეს.  

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთზე ბირთვული დარტყმის იმიტაცია მოაწყო

ჩრდილოეთ კორეის არმიის გენერალურმა შტაბმა დღეს, 31 აგვისტოს განაცხადა, რომ ორი მოკლე რადიუსის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა გაუშვა სამხრეთ კორეის სამხედრო ობიექტებზე ბირთვული დარტყმების იმიტაციისთვის. ფხენიანის განცხადებით 30 აგვისტოს, აშშ-ის სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა სამხრეთ კორეის ავიაგამანადგურებლებთან ერთად ჩაატარეს სამხედრო წვრთნა, რომელიც „აჩვენებს მათ განზრახვას, ჩრდილოეთ კორეაზე მიიტანონ პრევენციული ბირთვული დარტყმა.“ ამის საპასუხოდ კი, ჩრდილოეთ კორეის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით გაუშვა 2 ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა. ფხენიანის ინფორმაციით, რაკეტები პირობითი სამიზნის თავზე, 400 მეტრის სიმაღლეზე აფეთქდა. თავის მხრივ, სამხრეთ კორეის სამხედრო სარდლობამ დაადასტურა, რომ 30 აგვისტოს ზღვაში ჩავარდა ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებული, მოკლე რადიუსის ორი ბალისტიკური რაკეტა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. „კიმ ჩენ ინი აშკარად ავლენს ჩვენზე სამხედრო თავდასხმის განზრახვას საბაბად სამხრეთ კორეა-აშშ-ის წვრთნების ყოველწლიური თავდაცვითი წვრთნების გამოყენებით,“ - ნათქვამია სეულის განცხადებაში. კიმ ჩენ ინმა „ომისთვის მზადების გაძლიერებაზე“ იმსჯელა და გენშტაბის უფროსი შეცვალა  

სამხრეთ კორეის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა გაუშვა

სამხრეთ კორეის სამხედრო ძალების ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ ყვითელ ზღვის მიმართულებით რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.  „დეტალებს სამხრეთ კორეისა და აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები აანალიზებენ,“ - ნათქვამია სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის განცხადებაში. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იაპონია შორი რადიუსის რაკეტების შემუშავების გამო, რეგიონში დაძაბულობის გამწვავებაში დაადანაშაულა. შეგახსენებთ, აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან ერთად სანქციები 31 აგვისტოს დააწესა რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ორი მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ ფხენიანის მიერ მასობრივი განადგურების იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების უკანონო განვითარებაში. სეული და ვაშინგტონი, ჩრდილოეთ კორეასთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ. დაახლოებით ერთი თვის წინ, მხარეებმა სეულში, ბირთვული საკონსულტაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გამართეს და განაცხადეს, რომ 1981 წლის შემდეგ პირველად, ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი, (USS Kentucky) სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში, პუსანის პორტს ეწვია. საპასუხოდ, ჩრდილოეთ კროეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.  

სამხრეთ კორეა უკრაინას $2,3 მილიარდის მოცულობის დახმარებას ჰპირდება - მედია

სამხრეთ კორეულ სააგენტო Yonhap-ის წყაროების ინფორმაციით, პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლმა პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა უკრაინას ჰუმაიტარული დახმარების სახით, 2,3 მილიარდ დოლარს გადასცემს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. სამხრეთ კორეა პირველ 300 მილიონ დოლარს ჰუმანიტარული დახმარების სახით, უკრაინას 2024 წელს გადასცემს, დანარჩენს კი, კიევი გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი სესხების სახით, ქვეყნის დახმარების ფონდის, ეკონომიკური განვითარების თანამშრომლობის ფონდის (EDCF) მეშვეობით მიიღებს. შეგახსენებთ, იუნ სუკ იოლი კიევს პირველად ივლისში ეწვია და თავის უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. Wall Street Journal-ის მიერ მაისში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, სამხრეთ კორეა, მსოფლიოში მერვე უმსხვილესი იარაღის ექსპორტიორია.  

სახელმწიფო დეპარტამენტმა სამხრეთ კორეისთვის F-35-ების შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სამხრეთ კორეისთვის F-35 გამანადგურებლების პოტენციური მიყიდვა დაამტკიცა. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ პენტაგონმა განაცხადა. კონტრაქტის ღირებულება 5,06 მილიარდ დოლარს შეადგენს.  

ვაშინგტონმა და სეულმა იაპონიის ზღვაში წვრთნები დაიწყეს

სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა 25 სექტემბერს აღმოსავლეთის ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები დაიწყეს. საზღვაო ძალების განცხადებით, სწავლების მიზანი ჩრდილოეთ კორეის მზარდი სამხედრო საფრთხეების წინააღმდეგ მზადყოფნის გაძლიერებაა. სამდღიან წვრთნებში მონაწილეობს ცხრა ხომალდი და ორი საპატრულო თვითმფრინავი ორივე მხრიდან, მათ შორის ორი სამხრეთ კორეული წყალქვეშა ნავი. ასევე, გამანადგურებელი და კრეისერი.  „ეს წვრთნები იქნება ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო საფრთხეების ეფექტიანი შეკავებისა და რეაგირების შესაძლებლობა და კომბინირებული თავდაცვის შემდგომი გაძლიერება“, - ციტირებს სამხრეთ კორეის წარმომადგენლის სიტყვებს სააგენტო Yonhap-ი.  

სამხრეთ კორეამ ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი საფრთხეების საპასუხოდ, სამხედრო არსენალის დემონსტრირების მიზნით, სამხრეთ კორეამ ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი ჩაატარა. Reuters-ის ცნობით, სამხედრო აღლუმზე გამოტანილ ტექნიკას შორის ბალისტიკური რაკეტები და საბრძოლო ვერტმფრენებიც იყო. მასშტაბური მსვლელობა სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების დღეს გაიმართა. აღლუმში 300 ამერიკელი ჯარისკაციც მონაწილეობდა. სამხრეთ კორეაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სულ 28 500 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება.  

სამხრეთ კორეამ უკრაინაში ინფრასტრუქტურის აღდგენის პროექტების განხილვა დაიწყო - მედია

სამხრეთ კორეის ვაჭრობის მინისტრი დუკგეუნ ანი უკრაინელი ოფიციალური პირების ჯგუფს შეხვდა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების გზები განიხილა. უფრო კონკრეტულად, სამხრეთ კორეა ომის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურისა და უფრო ფართო ეკონომიკური კავშირების აღდგენით დაინტერესდა. Yonhap News-ის თანახმად, აჰანმა თქვა, რომ სამხრეთ კორეა მზადაა, მჭიდროდ ითანამშრომლოს უკრაინასთან მისი აღდგენის მიმართულებით, განსაკუთრებით ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის, ბირთვული ენერგიისა და ერთობლივი რესურსების განვითარებასთან დაკავშირებით. სამხრეთ კორეის ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა მალე გაგზავნის მთავრობის წარმომადგენლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისგან შემდგარ დელეგაციას, რათა უშუალოდ კიევში განიხილოს დეტალები. გასულ თვეში, სამხრეთ კორეის დელეგაცია კიევს მოლაპარაკებებისთვის ეწვია. ვიზიტის მიზანი იყო სამხრეთ კორეის პოტენციური ჩართულობა რეკონსტრუქციის პროექტებში, რომლებიც (890,07 მილიარდი აშშ დოლარად არის შეფასებული.  

სამხრეთ კორეამ და აშშ-მ გუამის მახლობლად ერთობლივი წვრთნები გამართეს

სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტებმა, გუამის სანაპიროების წყლებში წვრთნები ჩაატარეს. სამხრეთ კორეიის სააგენტოს ცნობით, წყალქვეშა სწავლება Silent Shark, რომელიც 6 ოქტომბერს დაიწყო, მიზნად ისახავს, გააძლიეროს ქვეყნების შესაძლებლობები ჩრდილოეთ კორეის საფრთხეების წინააღმდეგ. წვრთნები ჩატარდა იმ დროს, როდესაც ფხენიანმა პირობა დადო, რომ კიდევ უფრო გააძლიერებს ბირთვულ შეკავებას კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის ფონზე. გასული თვის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ ახალი ტაქტიკური ბირთვული თავდასხმის წყალქვეშა ნავი წარადგინა. სეული და ვაშინგტონი, ჩრდილოეთ კორეასთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ. დაახლოებით ორი თვის წინ, მხარეებმა სეულში, ბირთვული საკონსულტაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გამართეს და განაცხადეს, რომ 1981 წლის შემდეგ პირველად, ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი, (USS Kentucky) სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში, პუსანის პორტს ეწვია. საპასუხოდ, ჩრდილოეთ კროეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.  

სამხრეთ კორეამ, აშშ-მ და იაპონიამ კორეის ნახევარკუნძულთან პირველი ერთობლივი საჰაერო წვრთნები ჩაატარეს

სამხრეთ კორეამ, შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ კორეის ნახევარკუნძულთან ერთობლივი საჰაერო წვრთნები პირველად ჩაატარეს. ამის შესახებ ინფორმაცია სამხრეთ კორეის საჰაერო ძალებმა გაავრცელეს. მისივე ცნობით, სამმხრივი წვრთნები ჩატარდა ნახევარკუნძულის სამხრეთით, სადაც სამხრეთ კორეისა და იაპონიის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონები ერთმანეთს კვეთს. სწავლებაში მონაწილეობდნენ აშშ-ის B-52H-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი, გამანადგურებელი, ასევე, სამხრეთ კორეისა და იაპონიის მოიერიშე თვითმფრინავები. წვრთნები ძალისხმევის ნაწილია, გააძლიერონ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ჩრდილოეთ კორეის მზარდი სარაკეტო და ბირთვული საფრთხეების ფონზე. სამხრეთ კორეის სამხედრო წყაროებმა განაცხადეს, რომ ეს სამი ქვეყნის მიერ ჩატარებული პირველი მსგავსი წვრთნებია. სამხრეთ კორეის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ შეერთებული შტატები და მისი ორი მოკავშირე აზიაში, უსაფრთხოების სფეროში სამმხრივ თანამშრომლობის გაძლიერებას განაგრძობენ. აშშ, იაპონია და სამხრეთ კორეა სამხედრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ - ისტორიული სამიტი  

სამხრეთ კორეა უკრაინას დრონების წარმოებაში დაეხმარება

სამხრეთ კორეა უკრაინას უფრო მაღალი ხარისხის დრონების წარმოებაში დაეხმარება. ამის შესახებ ლვოვის მერმა ანდრი სადოვმა განაცხადა, იუწყება Ukrinform. „ჩვენ გვაქვს კონტაქტი დრონების მწარმოებლებთან. იქნება უფრო მეტი დრონი და ისინი უფრო მაღალი ხარისხის,“ აღნიშნა სადოვმა უკრაინული მედიის ცნობით. ლვოვის მერმა ასევე განაცხადა, რომ კორეული ბიზნესი დაინტერესებულია უკრაინაში ინვესტიციებით. გარდა ამისა, სამხრეთ კორეელი პარტნიორების მხარდაჭერით, უკრაინაში კიდევ ერთი საავადმყოფო აშენდება.  

ვაშინგტონმა და სეულმა ჩრდილოეთ კორეის შეკავების სტრატეგია განაახლეს

სამხრეთ კორეის რესპუბლიკის დედაქალაქმა პენტაგონის ხელმძღვანელის, ლოიდ ოსტინსა და სამხრეთ კორეის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, შინ ვონ-სიკს შორის მოლაპარაკებებს უმასპინძლა. ორშაბათს შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ ხელახლა განიხილეს უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმება, რომელიც ჩრდილოეთ კორეიდან მზარდი ბირთვული და სარაკეტო საფრთხეების შეკავებას ისახავს მიზნად. სეულში მოლაპარაკებების დროს პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა და სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა შინ ვონ-სიკმა შეკავების განახლებულ სტრატეგიას (TDS) მოაწერეს ხელი. შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის სამხედრო დეპარტამენტების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ ერთობლივი წვრთნების გააქტიურებაზე, ასევე იაპონიასთან თანამშრომლობაზე, რათა შეაკავონ DPRK და მოემზადონ მისი მხრიდან შესაძლო თავდასხმების მოსაგერიებლად. შეერთებული შტატების, სამხრეთ კორეისა და იაპონიის თავდაცვის ლიდერებმა ჩრდილოეთ კორეის რაკეტებთან დაკავშირებული ინფორმაციის რეალურ დროში გაცვლაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საფრთხის შესახებ ახალ მონაცემებს ატლანტიკური საბჭოს მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებული ანგარიში შეიცავს. დოკუმენტი, რომელიც 100-ზე მეტმა ექსპერტმა მოამზადა, ფხენიანის სამხედრო მოქმედებების მზარდ საფრთხეზე მიუთითებს, მათ შორის, ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე. კვირას, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სეოკ-იოლმა განაცხადა, რომ მოკავშირეები მზად უნდა იყვნენ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ნებისმიერი პროვოკაციისთვის, მათ შორის "ჰამასის“ ტიპის მოულოდნელი თავდასხმისთვის."  

სამხრეთ კორეამ, აშშ-მ და იაპონიამ ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს

სამხრეთ კორეამ, შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთ წყლებში ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს. სწავლებაში მონაწილეობდა აშშ-ის ატომური ავიამზიდი USS Carl Vinson, რომელიც პუსანის საზღვაო ბაზაზე, სეულიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 320 კილომეტრში განლაგდა. წვრთნების მიზანი ჩრდილოეთ კორეის განვითარებადი ბირთვული და სარაკეტო საფრთხეების წინააღმდეგ თავდაცვითი პოზიციების გაძლიერებაა. სამმხრივი წვრთნები ჩატარდა მას შემდეგ, რაც ფხენიანმა განაცხადა, რომ მისმა სადაზვერვო თანამგზავრმა სამხრეთ კორეაში და აშშ-ის ტერიტორიებზე, ჰავაისა და გუამში აშშ-ის არმიის ბაზები გადაიღო. ამ თვის დასაწყისში სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ შეიმუშაონ ერთობლივი წვრთნების მრავალწლიანი გეგმა და გააფართოონ წვრთნების ფარგლები ჩრდილოეთის საფრთხის უკეთ დასაძლევად.  

აშშ სამხრეთ კორეის პორტში ამერიკული ატომური ავიამზიდის განლაგების მიზნებს განმარტავს

სამხრეთ კორეის პორტში ამერიკული ატომური ავიამზიდი წელს მესამედ შევიდა. ამერიკული საზღვაო ძალების განმარტებით, იზიტი აჩვენებს შეერთებული შტატების ერთგულებას აშშ-სა და კორეის რესპუბლიკას შორის ალიანსისადმი.  „აშშ-სა და კორეის რესპუბლიკის საზღვაო ძალებს შორის თანამშრომლობა გადამწყვეტია მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიასა და კორეის ნახევარკუნძულზე,” - განმარტავს ამერიკული მხარე. პუსანის პორტში შესვლამდე ავიამზიდი ფილიპინების ზღვაში ყოველწლიურ წვრთნებში მონაწილეობდა. CSG-1 არის გემებისა და თვითმფრინავების მრავალპლატფორმული გუნდი, რომელსაც მთელ მსოფლიოში მრავალფეროვანი მისიების შესრულება შეუძლია.  სამხრეთ კორეამ, აშშ-მ და იაპონიამ, აღნიშნული ავიამზიდის მონაწილეობით ერთობლივი საზღვაო წვრთნები კვირას, 26 ნოემბერს ჩაატარეს. აშშ-ის ატომური ავიამზიდი USS Carl Vinson 2023 წლის 21 ნოემბერს, სამხრეთ კორეაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ საპორტო ქალაქ პუსანში მდებარე პორტში განლაგდა. სამხრეთ კორეის საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ ამერიკული ავიამზიდი, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების წინააღმდეგ, შეკავების ჩვენების მიზნით განლაგდა. ჩრდილოეთ კორეამ ტოკიოს შეატყობინა, რომ 22 ნოემბრიდან, პირველ დეკემბრამდე პერიოდში აპირებდა პირველი „ჯაშუშური თანამგზავრის“ გაშვებას ორბიტაზე. ფხენიანი ამტკიცებს, რომ რაკეტა 22 ნოემბერს გაუშვა. ამერიკული მხარის ინფორმაციაში არ არის მითითებული, რა პერიოდს დაჰყოფს ავიამზიდი სამხრეთ კორეის ქალაქ პუსანში.

აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ

შეერთებული შტატები, სამხრეთ კორეა და იაპონია შეთანხმდნენ, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ და სარაკეტო საფრთხეებთან დასაპირისპირებლად, ძალისხმევას გააძლიერებენ, ამ უკანასკნელის რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაფართოების ფონზე. ჩრდილოეთ კორეის ბირთვული სარაკეტო პროგრამით გამოწვეული მზარდი საფრთხე, ასევე კიბერსივრცეში არსებული საფრხეები შაბათს, 9 დეკემბერს, სეულში განიხილეს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა და მისმა იაპონელმა და კორეელმა კოლეგებმა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლები შეთანხმდნენ გააგრძელონ სამმხრივი თანამშრომლობა, მათ შორის სამმხრივი სამხედრო წვრთნების გეგმების შედგენის გზით.  შეთანხმება ასევე მოიცავს კიბერ, ეკონომიკის, მოწინავე ტექნოლოგიებისა და განვითარების თანამშრომლობის სფეროებს. „კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ყოვლისმომცველი თანამშრომლობა ეკონომიკური უსაფრთხოების სფეროში, როგორიცაა მაგალითად, მიწოდების ჯაჭვებზე, ტექნოლოგიების დაცვაზე, ერთობლივ კვლევებსა და ხელოვნური ინტელექტის მართვაზე,“ - აღნიშნა კორეელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. „ჩვენ ასევე წამოვიწყეთ ახალი სამმხრივი ინიციატივა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ, როგორიც არის კიბერდანაშაული და კრიპტოვალუტის ფულის გათეთრება, ასევე, ბალისტიკური რაკეტების გამოცდა,“ - განაცხადა თავის მხრივ, ჯეიკ სალივანმა. მისმა იაპონელმა კოლეგამ, ტაკეო აკიბამ აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის უკანონო კიბერ აქტივობები უკანასკნელ გამოწვევას წარმოადგენს და ჩრდილოეთ კორეა მათ ბირთვული რაკეტების განვითარების დასაფინანსებლად იყენებს. აშშ, იაპონია და სამხრეთ კორეა სამხედრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ - ისტორიული სამიტი  

სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეას “ჯოჯოხეთური განადგურების“ შესახებ აფრთხილებს

სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრი ჩრდილოეთ კორეას, დაუფიქრებელი ქმედებების საპასუხოდ, ჯოჯოხეთური განადგურებით ემუქრება. „ჩრდილოეთ კორეას მხოლოდ ორი არჩევანი აქვს - მშვიდობა ან განადგურება," - ამბობს მინისტრი. მისივე თქმით, თუ ჩრდილოეთ კორეის ქმედებები ამ მშვიდობას ზიანს მიაყენებს, მათ მხოლოდ ჯოჯოხეთური განადგურება ელოდებათ." ეს განცხადება მოჰყვა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, რამდენიმე დღის წინ, სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა ქვეყნის სარაკეტო სარდლობა მოინახულა და განაცხადა, რომ ომის დაწყების შემთხვევაში სამხრეთ კორეა მტრის თავსა და გულზე სასიკვდილო იერიშს მიიტანს. სამხრეთ კორეა და შეერთებული შტატები პარასკევს გამართავენ მოლაპარაკებებს ბირთვული შეკავების შესახებ, რაც ვაშინგტონის ვალდებულების ნაწილია, სეულს მეტი ინფორმაცია მიაწოდოს მის გეგმებზე, ჩრდილოეთ კორეასთან კონფლიქტის შემთხვევაში. მას შემდეგ, რაც მათი 1950-53 წლების ომი დასრულდა ზავით და არა სამშვიდობო ხელშეკრულებით, მეზობლები ტექნიკურად ომის მდგომარეობაში რჩებიან.  

სამხრეთ კორეამ რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, სამხრეთ კორეის მთავრობა რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ექსპორტის კონტროლს აძლიერებს და მნიშვნელოვნად აფართოებს იმ საქონლის სიას, რომლებიც ექსპორტის შეზღუდვებს ექვემდებარება. აკრძალული საქონლის საერთო რაოდენობა 1159 ერთეულამდე გაიზრდება. ცვლილებები, სავარაუდოდ, 2024 წლის დასაწყისში შევა ძალაში. ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, სტრატეგიული საქონლით ვაჭრობის წესების ცვლილებების შესაბამისად, სამხრეთ კორეამ დაამატა კიდევ 682 საქონელი, რომელთა მიწოდებაც აკრძალულია რუსეთსა და ბელორუსში, მათ შორის, მძიმე სამშენებლო ტექნიკა, ბატარეები, თვითმფრინავების კომპონენტები და ა.შ.  

სამხრეთ კორეა აშშ-სგან 20 მოიერიშე თვითმფრინავს შეისყიდის

სამხრეთ კორეამ „სტელსის“ ტიპის 20 მოიერიშე თვითმფრინავის შესყიდვის მიზნით, აშშ-სთან კონტრაქტი გააფორმა. ქვეყნის თავდაცვის შესყიდვის პროგრამის ადმინისტრაციის თანახმად, კონტრაქტი გაფორმდა ამერიკულ საჰაერო კოსმოსურ კომპანია Lockheed Martin-თან, რომლის მიხედვითაც, სეული (F-35A) სტელსის ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავებს მიიიღეებს.  კონტრაქტი ამ თვის დასაწყისში გაფორმდა და მიწოდება 2027 წელს დაიწყება. შეერთებული შტატების ერთ-ერთ მთავარ მოკავშირეს რეგიონში, სამხრეთ კორეის საჰაერო ძალებს ამჟამად 39 F-35A გამანადგურებელი ჰყავს, რომლებიც 2019-დან 2022 წლამდე შეიძინა.    

ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი სამხრეთ კორეაში, პუსანის პორტში შევიდა

აშშ-ის ატომური წყალქვეშა ნავი სამხრეთ კორეის საპორტო ქალაქ პუსანში შევიდა. მანამდე, სამხრეთ კორეამ და აშშ-მ 15 დეკემბერს, ვაშინგტონში ბირთვული საკონსულტაციო ჯგუფის მეორე შეხვედრა გამართეს. „ჩრდილოეთ კორეის ნებისმიერი ბირთვული თავდასხმა შეერთებული შტატების ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ, მიუღებელია და გამოიწვევს კიმ ჩენ ინის რეჟიმის დასასრულს,“ - ნათქვამია აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივ განცხადებაში. სამხრეთ კორეის მაღალჩინოსანმა ამ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა, ამ თვეში კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადოს. მეორე ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი, USS Santa Fe, ნოემბერში სამხრეთ კორეის კუნძულ ჯეჯუს პორტში შევიდა. ცნობისთვის, ამერიკული ავიამზიდი USS Carl Vinson პუსანის პორტში, გასულ თვეში, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების წინააღმდეგ, შეკავების გაზრდის მიზნით შევიდა.  

სამხრეთ კორეამ და აშშ-მ ჩრდილოეთ კორეის საზღვართან ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს

სამხრეთ კორეისა და აშშ-ის სამხედროებმა ჩრდილოეთ კორეის საზღვართან ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს. ინფორმაციას სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები ავრცელებს. ერთობლივი წვრთნები 110-ზე მეტ მსხვილ საბრძოლო იარაღს, მათ შორის სამხრეთ კორეის არმიის ტანკებსა და საზენიტო არტილერიას, ასევე, აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებსა და ჯავშანტექნიკას მოიცავდა. სამხრეთ კორეის არმიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის საზღვართან წვრთნები 29 დეკემბერს დაიწყო და დღეს დასრულდა. ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეისა და აშშ-ის მიერ ჩატარებული სამხედრო წვრთნები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სამხრეთ კორეამ ახალი წელი თვითდესტრუქციული ქმედებებით დაიწყო.  

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის კუნძულის მიმართულებით 200-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი ისროლა - სეული

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეამ დასავლეთ სანაპიროდან სამხრეთის კუნძულ იონპიონგის მიმართულებით 200-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი ისროლა. სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეის ამ ნაბიჯს გმობს და პროვოკაციულ ქმედებად აფასებს. სამხრეთ კორეის შეფასებით, ამგვარი ქმედება ემუქრება მშვიდობას კორეის ნახევარკუნძულზე და ზრდის დაძაბულობას.გავრცელებული ინფორმაციით, საარტილერიო ჭურვებს სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე არ შეუღწევია, რადგან ყველა მათგანი ორ ქვეყანას შორის ბუფერულ ზონაში დაეშვა. სამხრეთ კორეამ კუნძულზე მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ევაკუაციის გაფრთხილება გამოსცა, მაგრამ ჯერ არ არის დადასტურებული, უკავშირდება თუ არა ევაკუაციის განკარგულება დაბომბვას სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსები აცხადებენ, რომ ინციდენტს ქვეყნის მოსახლეობისთვის, ან სამხედროებისთვის ზიანი არ მიუყენებია.  

ჩრდილოეთ კორეის საპასუხოდ, სამხრეთ კორეამ წვრთნები დაიწყო

სეულის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ პარასკევს სამხრეთ კორეის ორ სასაზღვრო კუნძულთან საარტილერიო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა, რის გამოც სამხრეთ კორეის არმიამ სწავლება დაიწყო. წვრთნებში, სავარაუდოდ, იენფიენდოსა და პენიონდოს კუნძულებზე მდებარე ქვედანაყოფები მიიღებენ მონაწილეობას. ფხენიანგის მთავარმა მოკავშირემ ჩინეთმა ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდა.  „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყველა შესაბამისი მხარე შეინარჩუნებს სიმშვიდეს და თავშეკავებას, თავს შეიკავებს ქმედებებისგან, რომლებიც აძლიერებს დაძაბულობას, თავიდან აიცილებს სიტუაციის შემდგომ ესკალაციას და შექმნის პირობებს მნიშვნელოვანი დიალოგის განახლებისთვის,“ - განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა. ფხენიანის შეკავების მცდელობისას ვაშინგტონმა ატომური წყალქვეშა ნავი სამხრეთ კორეის საპორტო ქალაქ პუსანში გასული წლის ბოლოს განათავსა.  

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის კუნძულის მიმართულებით 60-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი გაისროლა - სეული

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის კუნძულ იონპიონგის მიმართულებით 60-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი გაისროლა. ამის შესახებ განცხადებას სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბი ავრცელებს. სეულმა ჩრდილოეთ კორეას მსგავსი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. „დღეს, დაახლოებით 16:00-დან 17:00 საათამდე, ჩრდილოეთ კორეის ძალებმა კუნძულ იონპიონგის ჩრდილო-დასავლეთიდან 60-ზე მეტი საარტილერიო ჭურვის გასროლა განახორციელეს.“ - ნათქვამია სეულის გაერთიანებული შტაბის განცხადებაში. სამხრეთ კორეამ 5 იანვარსაც განაცხადა, რომ იონპიონგისა და ბაენგიონგის მახლობლად ჩრდილოეთ კორეამ 200-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი გაისროლა. ჩრდილოეთ კორეის საპასუხოდ, სამხრეთ კორეამ წვრთნები დაიწყო  

სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცის საკვებად გამოყენება აიკრძალება

სამხრეთ კორეის პარლამენტმა ძაღლის ხორცის საკვებად გამოყენების აკრძალვას მხარი დაუჭირა. სამხრეთ კორეის ეროვნულმა ასამბლეამ კანონპროექტი 208 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო. კანონი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას მინისტრთა ეროვნული კაბინეტის საბჭო დაამტკიცებს და პრეზიდენტი, იუნ სუკ იოლი ხელს მოაწერს. კანონპროექტის მიხედვით, ადამიანების მიერ ძაღლის ხორცის საკვებად გამოყენებისთვის ძაღლების მოშენება, ვაჭრობა და რეალიზაცია 2027 წლიდან აიკრძალება. მიღებული კანონის დარღვევა 2-3 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

სამხრეთ კორეის დაზვერვა: „ჰამასმა“ ისრაელის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კორეის იარაღი გამოიყენა

სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტომ განაცხადა, რომ „ჰამასი“ ისრაელთან კონფლიქტში ჩრდილოეთ კორეის წარმოების იარაღს იყენებდა. ამის დასტურად მოჰყავთ ახალი ფოტოები, რომლებზეც იარაღს კორეული სიმპბოლოები აქვს. მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა ამერიკის ხმას განუცხადა, მტრის იარაღზე ინფორმაციის შეგროვებისას აღმოაჩინეს ათიათასობით ჩრდილოეთ კორეული იარაღი. მისი თქმით, „ჰამასმა“ ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ძრავებისგან ააწყო იარაღი, რომელიც დიდი ზიანის მიყენების შესაძლებლობას იძლევა. ჩრდილოეთ კორეამ უარყო, რომ მისი იარაღი „ჰამასმა“ გამოიყენა. ასევე პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს ამარაგებს ბალისტიკური რაკეტებით, რომლითაც მოსკოვმა უკრაინას 30 დეკემბერსა და 2 იანვარს შეუტია. შესაბამისი განცხადება ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ 4 იანვარს გააკეთა. მანამდე კი, 2023 წლის ოქტომბერში თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა სატელიტური ფოტოები, რომლის თანახმად, იარაღით დატვირთული 1000-ზე მეტი კონტეინერი ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში გაგზავნა.

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა ისროლა - სეული

ჩრდილოეთ კორეამ 14 იანვარს ბალისტიკური რაკეტა ისროლა ზღვისკენ, რაც ერთი თვის განმავლობაში მისი მხრიდან რაკეტის გამოცდის პირველი შემთხვევაა - სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბი აცხადებს, რომ რაკეტის გაშვების ფაქტი დღეს დაფიქსირდა, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს. თავის მხრივ, იაპონიის თავდაცვის სამინისტროც აცხადებს, რომ აქვს ცნობა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბალისტიკური რაკეტის შესაძლო გაშვებაზე, დეტალები არც მის განცხადებაშია მითითებული. ჩრდილოეთი კორეის მხრიდან ეს რაკეტის გაშვების პირველი შემთხვევაა მას მერე, რაც 18 დეკემბერს მან გამოსცადა თავისი ყველაზე მაღალტექნოლოგიური იარაღი - Hwasong-18-ი, მყარ საწვავზე მომუშავე კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა. Hwasong-18 გამიზნულია აშშ-ის ტერიტორიის მისაღწევად. ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის კუნძულის მიმართულებით 60-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი გაისროლა - სეული  

სამხრეთ კორეამ ჩიპების მწარმოებელი ჰაბის ასაშენებლად $470 მილიარდიანი გეგმა შეადგინა

სამხრეთ კორეის მიერ წარდგენილი გეგმის მიხედვით, სამხრეთ კორეული ნახევარგამტარების კომპანია SK Hynix და მსოფლიოს ერთ-ერთი ტექნოლოგიური გიგანტი Samsung Electronics სამხრეთ კორეაში მსოფლიოში უდიდესი ჩიპების მწარმოებელი ქარხნების ჰაბის ასაშენებლად $470 მილიარდს გაიღებენ. მთავრობის მიერ წარდგენილი გეგმა 2047 წლამდე კერძო სექტორიდან ჩიპების წარმოებაში 622 ტრილიონი სამხრეთ კორეული ვონის ($471 მილიარდი) ინვესტიცირებას გულისხმობს. ამ თანხით უკვე არსებულ 21 მიკროჩიპის ქარხანას 13 ახალი საწარმო და სამი კვლევითი ობიექტი შეემატება. სავარაუდოდ, ეს ქსელი ყველაზე დიდი იქნება მსოფლიოში.    

ჩრდილოეთ კორეაში, სეულთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ყველა კანონი გააუქმეს

კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის უზენაესმა სახალხო კრებამ, სამხრეთ კორეასთან ყოველგვარი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებების გაუქმებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ჩრდილოეთ კორეის პარლამენტმა ასევე მხარი დაუჭირა იმ კანონების გაუქმებას, რომლებიც სეულთან ეკონომიკურ ურთიერთობებს არეგულირებს. ერთ-ერთი მათგანია კანონი ტურისტული პროექტის შესახებ კიმგანსანის მთებში. ექსკურსიები წარმტაც მთიან რაიონში, რომელიც სამხრეთ კორეასა და კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილის მახლობლად მდებარეობს, სიმბოლო იყო ეკონომიკური თანამშრომლობის, რომელიც 2000-იანი წლების დამდეგს დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში ის ორ მილიონამდე სამხრეთკორეელმა ტურისტმა მოინახულა. პროექტი 2008 წელს შეჩერდა, როცა სამხრეთკორეელ ტურისტ ქალს, რომელიც აკრძალულ ზონაში მოხვდა, ჩრდილოკორეულმა დაცვამ ესროლა და მოკლა.  

სამხრეთ კორეამ უკრაინას სასწრაფო დახმარების 10 მანქანა გადასცა

სამხრეთ კორეის მთავრობამ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფო დახმარების 10 მანქანა გადასცა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა. „კორეის მთავრობისგან მივიღეთ კიდევ 10 სასწრაფო დახმარების მანქანა. მთლიანობაში კორეა გეგმავს 100 მანქანის გამოგზავნას. გასული წლის დეკემბერში უკვე მივიღეთ 30 სასწრაფო დახმარება. კიდევ ერთი პარტია, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მარტში ჩამოვა," - წერს ლიაშკო. მინისტრის თქმით, თითქმის ორწლიანი სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა სასწრაფოს 103 მანქანა დააზიანეს, გაანადგურეს 258 და კიდევ 125 მიიიტაცეს. როგორც ცნობილია, 2024 წლის თებერვლის დასაწყისში უწყებრივი ჯანდაცვის დაწესებულებებმა მიიღეს სასწრაფო დახმარების ახალი მანქანები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნით შეიძინეს.   

სამხრეთ კორეამ და აშშ-მ ერთობლიივ საჰაერო წვრთნები ჩაატარეს

სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა ერთობლივი საჰაერო წვრთნები გამართეს. მანევრებში F-35A მოიერიშეები მონაწილეობდნენ. სწავლება სამხრეთ კორეის თავზე ჩატარდა და მასში რომელშიც უახლესი თაობისმოიერიშეები ჩართეს, მათ შორის, სამხრეთ კორეის KF-16, F-15K და სხვა თვითმფრინავები ფოკუსირებულნი იყვნენ ერთობლივი ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ერთობლივი წვრთნები, წელს ფხენიანის მიერ მეხუთე სარაკეტო გამოცდის ფონზე ჩატარდა.  

აშშ-მ და სამხრეთ კორეამ ერთობლივი მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყეს

სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა ყოველწლიური ერთობლივი სამხედრო წვრთნები - „თავისუფლების ფარი“ - დაიწყეს. სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლების მიზანი ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე ბირთვული და სარაკეტო საფრთხეების წინააღმდეგ, მათი თავდაცვისა და მზადყოფნის გაძლიერებაა. წვრთნებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. 11-დღიანი მანევრები მოიცავს სამხედრო მომზადებას კომპიუტერულ სიმულაციებში და ასევე საველე წვრთნებს. წლევანდელი წვრთნების მთავარი ელემენტი ჩრდილოეთ კორეის შესაძლო ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის პრაქტიკის შემუშავებაა. სამხრეთ კორეის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მანევრები ფხენიანის მხრიდან გაზრდილი დაძაბულობის, დასავლეთ საზღვაო საზღვართან საარტილერიო სროლისა და რაკეტების გაშვების ფონზე დაიწყო.  

სამხრეთ კორეის მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით, რუსეთში პირველად დააკავეს

რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით სამხრეთ კორეის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტოს ცნობით, რუსულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა სამხრეთ კორეელი მამაკაცი, პარკ ვონ-სუნი, ქალაქ ვლადივოსტოკში იანვრის დასაწყისში დააკავეს და თებერვლის ბოლოს საგამოძიებო მოქმედებებისთვის მოსკოვში გადაიყვანეს. დღეს, მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ სამხრეთ კორეელ მამაკაცს პატიმრობა სამი თვით, 15 ივნისამდე გაუხანგრძლივა. TASS-ის ინფორმაციით, პარკ ვონ-სუნი სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას უცხოურ დაზვერვის სამსახურებს გადასცემდა. სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის მიერ კორეელი მამაკაცის დაკავების შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.  

ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთში საბრძოლო მასალებით დატვირთული დაახლოებით 7000 კონტეინერი გააგზავნა - სეული

სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ 2023 წლიდან ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთში გაგზავნა დაახლოებით 7 ათასი კონტეინერი, რომლებიც დატვირთული იყო საბრძოლო მასალითა და სხვა სამხედრო აღჭურვილობით. ამასთან, ჩრდილოეთ კორეა თავდაპირველად გემებს იყენებდა, მაგრამ ახლა სულ უფრო ხშირად მიმართავს სარკინიგზო საშუალებებს იარაღის ტრანსპორტისთვის. თავდაცვის მინისტრმა ეს განცხადება გააკეთა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ფხენიანმა იაპონიის ზღვისკენ მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. შინ უონ-სიკის თქმით, ფხენიანმა, სავარაუდოდ, რუსეთისგან სამხედრო მხარდაჭერის სანაცვლოდ 9000-ზე მეტი კონტეინერი დახმარების სახით მიიღო. აშშ-მ და სამხრეთ კორეამ ადრე ჩრდილოეთ კორეა დაადანაშაულეს უკრაინის ომის დროს რუსეთისთვის ჭურვებისა და სხვა სამხედრო დახმარების გაგზავნაში. როგორც რუსეთმა, ასევე ჩრდილოეთ კორეამ უარყვეს ეს ბრალდებები. თებერვალში The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა, საბრძოლო მასალის სანაცვლოდ, ჩრდილოეთ კორეას გლობალურ ფინანსურ სისტემაზე წვდომის საშუალება მისცა და ასევე განბლოკა ჩრდილოეთ კორეის ზოგიერთი აქტივი, რომელიც გაეროს სანქციებს ექვემდებარებოდა.  

აშშ და სამხრეთ კორეა ერთობლივ წვრთნებს ატარებენ

სამხრეთ კორეა და შეერთებული შტატები კომბინირებულ ურბანულ საბრძოლო წვრთნას ატარებენ, რათა ურბანულ რაიონებსა და მიწისქვეშა ობიექტებში საფრთხის წინააღმდეგ მზადყოფნა გააძლიერონ. წვრთნები სეულიდან ჩრდილო-დასავლეთით ,37 კილომეტრში დაიწყო. სწავლებაში დაახლოებით 400 ჯარისკაცი, მათ შორის, სამხრეთის მე-9 ქვეითი დივიზიის ჯარისკაცები, აშშ-ის ქვეითი ოცეული და სხვა დანაყოფები, ასევე ტანკები, ვერტმფრენები და თვითმფრინავები მონაწილეობენ.  

წითელ ზღვაში დაძაბულობის გამო, სამხრეთ კორეამ თებერვალში ყაზახური CPC Blend-ის კლასის ნავთობის იმპორტი შეაჩერა

სამხრეთ კორეამ აზიის მესამე უმსხვილეს ნედლეულის იმპორტიორ, ყაზახეთის ნავთობის (CPC Blend) შესყიდვა შეაჩერა. „ლოგისტიკა ნავთობის შესყიდვისთვის ძალიან ძვირი და არაეფექტიანია წითელი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების მუდმივი პრობლემების ფონზე,“ განაცხადეს Spglobal-ის წყაროებმა. სამხრეთ კორეა ნედლი ნავთობის მუდმივი მომხმარებელი იყო. თუმცა, თებერვალში ნულოვანი გადაზიდვები დაფიქსირდა, რაც იყიო პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთ კორეამ ვერ შეძლო ნავთობის მიღება 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ. სამხრეთ კორეის ტოპ გადამამუშავებელმა SK Innovation-მა და მისმა გადაზიდვის შვილობილმა SK Shipping-მა აღნიშნეს, რომ ყაზახეთის (CPC Blend) ნედლეულის გადაზიდვებისთვის ლოგისტიკური ხარჯების მკვეთრი ზრდა დიდი შეშფოთებაა და ისინი ყურადღებით განაგრძობენ რისკების შეფასებას. სამხრეთ კორეამ შეიძლება, კვლავ მიიღოს რამდენიმე ტვირთი უახლოეს თვეებში, რადგან ჩამოსვლის შეფერხებებიც ფიქსირდება, რადგან როგორც ცნობილია, გადამზიდავები კეთილი იმედის კონცხის გავლით (აფრიკის სამხრეთით მდებარე კონცხი; მდებარეობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კაპის ნახევარკუნძულზე, კეიპტაუნის სამხრეთით, რედ.) მოძრაობენ.  „თუმცა, მოსალოდნელია, რომ გადამამუშავებელი მწარმოებლები მნიშვნელოვნად შეამცირებენ CPC Blend ნედლი ნავთობის შესყიდვებს მომავალში, ამბობე სეულში დაფუძნებული Korea Petroleum Association-ის ანალიტიკოსები. როგორც ცნობილია, წითელ ზღვაში გემებზე ჰუსიტების თავდასხმების დაწყებიდან, სუეცის არხის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 55%-ით შემცირდა. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) შეფასებით, სუეცის არხმა ტვირთის დაახლოებით ორი მესამედი წითელ ზღვაში დაძაბულობის გამო დაკარგა და ეს ტვირთი ახლა სამხრეთ აფრიკაში გადის. რიგმა გადამზიდავმა კომპანიებმა გადაწყვიტეს, მთლიანად შეაჩერონ ტრანსპორტირება წითელი ზღვის გავლით.  

ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში მიმავალი სატვირთო გემი სამხრეთ კორეის სანაპირო დაცვამ დააკავა

სამხრეთ კორეის სანაპირო დაცვამ დააკავა სატვირთო გემი DEYI, რომელიც ჩრდილოეთ კორეიდან ჩინეთის გავლით, რუსეთში მიემართებოდა, იტყობინება სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap. სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ სანქციების შესაძლო დარღვევას, აშშ-სთან თანამშრომლობით იკვლევს მაგრამ დამატებითი კომენტარისგ გაკეთებისგან უწყებამ თავი შეიკავა. გემკის კაპიტანი ჩინეთის მოქალაქე იყო. ეკიპაჟის წევრები - ინდონეზიისა და ჩინეთის მოქალაქეები. მას შემდეგ რაც ეკიპაჟმა უარი თქვა გაჩერების ბრძანების შესრულებაზე, სამხრეთ კორეის სანაპირო დაცვამ გემი ბუსანის პორტში ნავსადგურზე გადაიყვანა. Yonhap-ის ცნობით, ამჟამად უცნობია, დაარღვია თუ არა გემმა სანქციები, რადგან ეკიპაჟმა უარი თქვა ტვირთის შემოწმებაზე. გაეროს რეზოლუცია, რომელიც 2017 წელს არის მიღებული, საშუალებას აძლევს სახელმწიფოებს, შეაჩერონ, შეამოწმონ და ჩამოართვან ნებისმიერი გემი მათ ტერიტორიულ წყლებში, თუ იგი ეჭვმიტანილია ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებულ აკრძალულ საქმიანობაში.  

სამხრეთ კორეა უკრაინას $2,3 მილიარდიანი დახმარების პაკეტს გადასცემს

სამხრეთ კორეა უკრაინას 2,3 მილიარდი დოლარის ოდენობის საშუალო და გრძელვადიანი დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. სეული 12 მილიონ დოლარს გამოყოფს დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების რეაბილიტაციისთვის NATO-ს სატრასტო ფონდის მეშვეობით. გარდა ამისა, სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთის იარაღით მხარდაჭერა გავლენას ახდენს არამხოლოდ ევროპის, არამედ, კორეის ნახევარკუნძულისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოებაზე.   

SpaceX-მა სამხრეთ კორეის მეორე სადაზვერვო თანამგზავრი კოსმოსში გაუშვა

ჩრდილოეთ კორეასთან კონკურენციის ფონზე, სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნის მეორე სადაზვერვო თანამგზავრი, რომელიც ფლორიდის შტატში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან SpaceX-ის Falcon 9-ის რაკეტით გაუშვეს, ორბიტაზე წარმატებით განთავსდა. სამხრეთ კორეის მიერ ამერიკულ კომპანია SpaceX-თან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 2025 წლისთვის კომპანიამ ორბიტაზე სამხრეთ კორეის 5 სადაზვერვო თანამგზავრი უნდა განათავსოს. სამხრეთ კორეის პირველი სადაზვერვო თანამგზავრი SpaceX-მა რაკეტა Falcon 9-ის გამოყენებით კალიფორნიის ვანდენბერგის კოსმოსური ძალების ბაზიდან პირველ დეკემბერს წარმატებით გაუშვა. სადაზვერვო თანამგზავრების ერთმანეთის მიყოლებით გაშვება, ჩრდილოეთ კორეასთან კონკურენციის ფონზე, კოსმოსში სამხედრო შესაძლებლობებზე უპირატესობის მოპოვებას უკავშირდება. ფხენიანმა გასული წლის 21 ნოემბერს ორბიტაზე სადაზვერვო თანამგზავრი განათავსა.  

სამხრეთ კორეის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა

სამხრეთ კორეაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა. BBC-ს ცნობით, სამხრეთ კორეის ეროვნულ ასამბლეაში „დემოკრატიულმა პარტიამ“ და მცირე ზომის ოპოზიციურმა პარტიებმა 300 ადგილიდან 192 მოიპოვეს. „ეს არა მხოლოდ „დემოკრატიული პარტიის“ გამარჯვება, არამედ ხალხის დიდი გამარჯვებაა,“ - განაცხადა „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა, ლი ჯე-მიუნგმა. საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ მმართველი „ხალხის ძალის პარტიის“ ლიდერმა, ჰან დონ-ჰუნმა თანამდებობა დატოვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრიც, ჰან დაკ-სუც გადადგება.  

სამხრეთ კორეა უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის მოცულობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს

სამხრეთ კორეა უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს. შესაბამის ინფორმაციას სამხრეთ კორეის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. სამხრეთ კორეის ფინანსთა მინისტრის, ჩოი სანგ-მოკის ცნობით, 2,3 მილიარდი დოლარის ღირებულების უკრაინის დახმარების პაკეტიდან 200 მილიონი დოლარის გამოყოფა მიმდინარე წლის განმავლობაში მოხდება, ხოლო დარჩენილი 2,1 მილიარდი დოლარი 2025 წლიდან ეკონომიკური განვითარების თანამშრომლობის ფონდის ფარგლებში გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი სესხების სახით გაიცემა. სამხრეთ კორეა მსოფლიო ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს უკრაინის დახმარების პროექტებისთვის 50 მილიონ დოლარს გადასცემს. ცნობისთვის, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა 2023 წლის სექტემბერში პირობა დადო, რომ სეული უკრაინას რუსეთთან ომის შემდეგ მისი აღდგენისთვის 2,3 მილიარდი დოლარის დახმარებას გაუწევდა.  

მედია: ჩრდილოეთ კორეამ დემილიტარიზებულ ზონაში ტერიტორია დანაღმა

ჩრდილოეთ კორეამ დაამონტაჟა სახმელეთო ნაღმები კორეათაშორის გზაზე, დემილიტარიზებული ზონის (DMZ) ფარგლებში, რომელიც ჩრდილოეთსა და სამხრეთს ჰყოფს, განაცხადა სამხრეთ კორეის სამხედრო ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ოფიციალური პირის თქმით, სამხედროებმა აღმოაჩინეს, რომ ჩრდილოეთ კორეა ნაღმებს 2023 წლის ბოლოს აყენებდა სეულიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 85 კილომეტრში. გზა დემილიტარიზებულ ზონაში აშენდა 2018 წლის კორეათაშორისი სამხედრო შეთანხმების შესაბამისად.  ცნობისთვის, სეულის ამ განცხადებამდე, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა მოუწოდა სამხრეთ კორეასთან გაერთიანების ათწლეულის პოლიტიკის გაუქმებისკენ და მათი ურთიერთობების განსაზღვრისკენ - როგორც „ერთმანეთზე მტრულად განწყობილ ორ სახელმწიფოს“ შორის. მას შემდეგ, რაც 1950-53 წლების ომი დასრულდა ზავით და არა სამშვიდობო ხელშეკრულებით, მეზობლები ტექნიკურად ომის მდგომარეობაში რჩებიან. ჩრდილოეთ კორეაში, სეულთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ყველა კანონი გააუქმეს  

პუტინსა და კიმ ჩენ ინს შორის შეთანხმების შემდეგ, სეულმა შესაძლოა, კიევისთვის იარაღის მიწოდება დაიწყოს

რუსეთსა და კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობისა და თავდაცვის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სამხრეთი კორეა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ქვეყნის მრჩეველმა ჩან ჰო-ჯინმა, იუწყება სააგენტო Yonhap-ი. „მთავრობა სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს და გმობს შეთანხმების ხელმოწერას,“ - აღნიშნა ჩანმა. მისივე თქმით, ნებისმიერი თანამშრომლობა, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად უწყობს ხელს ჩრდილოეთ კორეის სამხედრო გაძლიერებას, არის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევა. სამხრეთი კორეა მსოფლიოში იარაღის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია. თუმცა სეული უკრაინას იარაღს არ აწვდის. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ იგი აფასებს ამას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. მსოფლიოს არაერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხრეთ კორეის ჭურვები შეიძლება მიეწოდოს შეერთებულ შტატებს, რათა ვაშინგტონმა, თავის მხრივ, ჭურვები უკრაინაში გაგზავნოს. Yonhap-ის  თანამოსაუბრემ, რომელიც სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისში მუშაობს, სააგენტოს არ დაუდასტურა მიწოდების საკითხის განხილვა, თუმცა არც უარყო ის. მისი თქმით, სეული ამ საკითხზე ღია კომენტარს ჯერ არ გააკეთებს. „კონკრეტული ზომები მოგვიანებით გახდება ცნობილი, ჩვენ არ გვინდა წინასწარ გავამჟღავნოთ გეგმები და დაინტერესებული ვართ რუსეთის რეაქციით,“ - განუცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს. თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა. შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი მხარეებს აძლევს ერთმანეთის სამხედრო დახმარების გარანტიას მესამე ქვეყნის შეჭრის შემთხვევაში. სამხრეთი და ჩრდილოეთი კორეა, რომლებიც 1948 წლამდე ერთი ქვეყანა იყო, ოფიციალურად საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან 1950 წლიდან. 1953 წელს, აქტიური საომარი მოქმედებების შემდეგ, რამაც გამოიწვია ასობით ათასი ადამიანის სიკვდილი, ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო ხელშეკრულებას.  

აშშ-ის ატომური წყალქვეშა ნავი სამხრეთ კორეის პორტში შევიდა

აშშ-ის საზღვაო ძალების ატომური წყალქვეშა ნავი ორშაბათს სამხრეთ კორეის საზღვაო ბაზაზე სამხრეთ-აღმოსავლეთ საპორტო ქალაქ პუსანში მარაგებისა და დანარჩენი ეკიპაჟის შესავსებად შევიდა. იტყობინებიან სამხრეთ კორეის სამხედროები. ინფორმაციას სააგენტო Yonhap News ავრცელებს. სამხრეთ კორეის საზღვაო ძალებმა გამარტა, რომ დაგეგმილია "მეგობრული გაცვლა" ამერიკელ სამხედროებთან. ეს არის USS Vermont-ის პირველი ვიზიტი სამხრეთ კორეის პორტში. 20 სექტემბერს, სამხრეთ კორეამ და აშშ-მ ვაშინგტონში ბირთვული საკონსულტაციო ჯგუფის მეორე შეხვედრა გამართეს. „ჩრდილოეთ კორეის ნებისმიერი ბირთვული თავდასხმა შეერთებული შტატების ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ, მიუღებელია და გამოიწვევს კიმ ჩენ ინის რეჟიმის დასასრულს,“ - ნათქვამია  აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივ განცხადებაში. Reuters-ის ცნობით, სამხრეთ კორეელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა ამ კვირის დასაწყისში, რომ ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა, მიმდინარე თვეს გამოსცადოს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა. ცნობისთვის, აშშ-ის ატომური წყალქვეშა ნავების ვიზიტები ადრე იშვიათი იყო, მაგრამ ეს ვიზიტები სეულსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმების საფუძველზე გაიზარდა. ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი, USS Santa Fe, ნოემბერში სამხრეთ კორეის კუნძულ ჩეჯუს პორტში შევიდა. USS Carl Vinson, ამერიკული ავიამზიდი, გასულ თვეში, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების წინააღმდეგ შეკავების გაზრდის მიზნით, ასევე შევიდა პუსანის პორტში. ასევე წაიკითხეთ: ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი სამხრეთ კორეაში, პუსანის პორტში შევიდა