თეგი: ბორის ჯონსონი

ბორის ჯონსონი: დიდი ბრიტანეთი და მოკავშირეები მზად არიან, დაწესონ სანქციები როგორც კი რუსეთი გადაკვეთს უკრაინის ტერიტორიას

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი და მოკავშირეები მზად არიან, დაწესონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ "იმ მომენტში, როდესაც გადაკვეთს უკრაინის ტერიტორიას“. მისი თქმით, „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა უკან დაიხიოს და დიპლომატიური გზა აირჩიოს“. „ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ დიალოგში", - განაცხადა ჯონსონმა. ჯონსონმა ასევე თქვა, რომ უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარების დაგროვება, შესაძლოა, ყველაზე დიდი მტრული აქტია „უკრაინის მიმართ“. მისი თქმით, ნებისმიერ კონფლიქტს ძვირი საფასური მოჰყვება. „უკრაინის არმია იბრძოლებს. ისინი გაუწევენ ძალიან, ძალიან სასტიკ და სისხლიან წინააღმდეგობას და ვფიქრობ, რომ მშობლებმა, დედებმა რუსეთში უნდა უნდა იფიქრონ ამ ფაქტზე", - განაცხადა ჯონსონმა.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები იმუშავებს, თუ ის ესკალაციის დაწყებამდე დაწესდება

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რომ რუსეთის წინააღმდეგ პრევენციული სანქციები იმუშავებს, თუ ის ესკალაციის დაწყებამდე დაწესდება. ზელენსკის თქმით, პრევენცია უკეთესია, ვიდრე შემდგომი მოქმედება. უკრაინის პრეზიდენტი მოუთმენლად ელის იმ მომენტს, როდესაც რუსეთი გაიყვანს ჯარებს უკრაინის საზღვრიდან და დაამატა, რომ რუსებს არ სურთ უკრაინის წინააღმდეგ ომში სიკვდილი. ზელენსკის თქმით, უკრაინა პასუხისმგებლობით ეპყრობა მინსკის ხელშეკრულებას - შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ომის დასრულებას უკრაინის დონბასის რეგიონში. „რუსეთთან მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ მან დასძინა: „არავინ ვერ იწინასწარმეტყველებს, რა მოხდება შემდეგ“, - დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა.  „რუსეთთან მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ ვერავინ იწინასწარმეტყველებს, რა მოხდება შემდეგ. „კულისებში მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ეს მარტივი არ არის“... - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.  „ჩვენ გავიმარჯვებთ“, - დამატა ზელენსკიმ.

რუსეთს გავლენის სფეროებში არამხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს და მოლდოვის დაბრუნება სურს. პუტინი ცდილობს, შეცვალოს ევროპის უსაფრთხოების რუკა

გაერთიანებული სამეფო შეეწინააღმდეგება რუსეთის ლიდერის ნებისმიერ მცდელობას, რომელიც უკრაინას იარაღით ადგას თავზე, რათა შეარყიოს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა და დააწესოს ახალი „იალტა“. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინაში პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დაზვერვის სამსახურის ცნობები მიუთითებს დაძაბულ ვითარებაზე უკრაინის საზღვართან და იმაზე, რომ რუსეთი სხვადასხვა ოპერაციას ამზადებს. „გაერთიანებული სამეფო ცდილობს დასავლეთის გაერთიანებას. რა თქმა უნდა, ეს ეხება უკრაინას და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ვშიშობ, რომ ეს ასევე ეხება ევროპის უსაფრთხოების მთელ არქიტექტურას“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და დაამატა, რომ „უკრაინის დაშინებით“ და „იარაღით ხელში“ რუსეთი ცდილობს, დასავლეთს თავისი მიდგომები შეაცვლევინოს. ბორის ჯონსონის თქმით, ახალგაზრდა იყო, როდესაც ბერლინის კედელი ჩამოინგრა და ყოფილი სოციალისტური ქვეყნებიდან ხალხს შეეძლო თავისუფალი ცხოვრების არჩევა. ჯონსონის თქმით, ეს იყო „ფანტასტიკური რამ“. „რაც ახლა ხდება არის ის, რომ პრეზიდენტი პუტინი და რუსეთი ცდილობენ, შეარყიონ ეს უზარმაზარი მიღწევები და შეცვალოს ევროპის უსაფრთხოების რუკა, დააწესონ ახალი იალტა, ახალი გავლენის ზონები. მას არ სურს მხოლოდ უკრაინის დაბრუნება რუსეთის გავლენის სფეროში. უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არის საქართველო, მოლდოვა და სხვა ქვეყნები. ეს არის აბსოლუტურად კრიტიკული მომენტი. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკრაინის გვერდით ვიდგეთ ისე, როგორც ახლა ვართ მის გვერდით", - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.

ბორის ჯონსონი პუტინს: უკრაინის ტერიტორიაზე ნებისმიერი შემდგომი შეჭრა ტრაგიკული შეცდომა იქნება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინის საზღვარზე რუსეთის ამჟამინდელი მტრული აქტიურობის გამო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა ისეთი გზის პოვნა, რომელიც პატივს სცემს როგორც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე თავდაცვის უფლებას. „პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა ტრაგიკული შეცდომა იქნება. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკის თანახმად, ყველა ევროპულ დემოკრატიას უფლება აქვს ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვოდეს. ეს უფლება სრულად ვრცელდება უკრაინაზე. მან ასევე გაიმეორა, რომ NATO თავდაცვითი ალიანსია“, - ნათქვამია განცხადებაში. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სიტუაციის გამწვავება არავის ინტერესში არ შედის. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა დიალოგისა და დიპლომატიის მნიშვნელობას და მოლაპარაკებებში უკრაინის ჩართვის აუცილებლობას. „ვესაუბრე პრეზიდეტ პუტინს, რომ გამომეხატა ღრმა შეშფოთება უკრაინის საზღვართან რუსეთის მტრული მოქმედების გამო. უკრაინის ტერიტორიაზე ნებისმიერი შემდგომი შეჭრა ტრაგიკული შეცდომა იქნება. დიალოგი და დიპლომატია წინსვლის ერთადერთი გზაა“, - დაწერა თავის მხრივ ბორის ჯონსონმა Twitter-ზე.

ბორის ჯონსონი: რაც უფრო მკაცრია სანქციები, მით უფრო მეტი შანსი გვექნება, შევაკავოთ ის, რაც ირაციონალური პასუხი იქნება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველაზე სახიფათო მომენტია ევროპის უსაფრთხოების კრიზისში, რომლის წინაშეც ის ბოლო ათწლეულების განმავლობაში აღმოჩნდა. ბორის ჯონსონი არ ფიქრობს, რომ უკრაინაში შეჭრის შესახებ გადაწყვეტილება მოსკოვში უკვე მიღებულია თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც აბსოლუტურად კატასტროფული ნამდვილად არ მოხდება ძალიან მალე. „რაც უფრო მკაცრია სანქციები, მით უფრო მეტი შანსი გვექნება, შევაკავოთ ის, რაც, ჩემი აზრით, ირაციონალური პასუხი იქნება. მაგრამ ჩვენ ასევე მზად ვართ, ვისაუბროთ და ვფიქრობ, არის რაღაცები, რაზეც მოლაპარაკება შეუძლებელია. ეს არის მთლიანი და თავისუფალი ევროპის იდეა. ეს არის იდეა, რომ NATO-ს უნდა ჰქონდეს ღია კარის პოლიტიკა, რომ უკრაინის მოსახლეობას უნდა შეეძლოს NATO-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვა. რა თქმა უნდა, არის რაღაცები, რომლებზეც გონივრული იქნება საუბარი და რომლის განხილვაც დიდი ბრიტანეთს, აშშ-ს, რა თქმა უნდა, ყველას სურს“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა. ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცების პირველი შემადგენლობა ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდა. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. დასავლეთი მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები. ამავე თემაზე: საერთაშორისო პარტნიორებმა უკრაინას $1,5 მილიარდის ოდენობის სამხედრო და თავდაცვითი დახმარება გადასცეს

ლიზ ტრასი: უკრაინაში რუსეთის შეჭრა შესაძლოა, გარდაუვალი იყოს

დიდი ბრიტანეთი უკრაინაში თავის მოქალაქეებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს და ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასის განცხადებით, ცხადად ჩანს, რომ შესაძლოა, უკრაინაში შეჭრა გარდაუვლად მოხდეს და მოუწოდებს ბრიტანეთის მოქალაქეებს „ახლავე დატოვონ ქვეყანა. მანამდე პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ არის ნიშნები, რომლებიც აჩვენებს, რომ სერიოზული მზადებაა რუსეთის მხრიდან. მისი თქმით, ვითარება უკიდურესად შემაშფოთებელია. BBC-ის ცნობით, ჯონსონმა გაერთიანებული სამეფოს გარშემო მოგზაურობის გეგმები გააუქმა, მოგვიანებით ლონდონში დაბრუნდება  და უახლესი სიტუაციის შესახებ დაზვერვის ხელმძღვანელებისგან ანგარიშს მოისმენს. პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დღეს მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარს გამართავს. „ყველაფერს გავაკეთებ დიპლომატიური პროცესის დასახმარებლად. ძალიან მალე ვესაუბრები სხვადასხვა ლიდერებს, მათ შორის ჯო ბაიდენს“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა უკრაინის საკითხზე იმსჯელეს

აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტის იმედი არ არის დაკარგული, მაგრამ აღნიშნეს, რომ სიტუაცია დაძაბული რჩება. ჯო ბაიდენისა და ბორის ჯონსონის სატელეფონო საუბარი 40 წუთს გაგრძელდა. თეთრი სახლის ცნობით, მხარეებმა განიხილეს მიმდინარე დიპლომატიური და შეკავების მცდელობები უკრაინის საზღვრებზე რუსეთის მიერ სამხედრო ძალების გაძლიერების საპასუხოდ და დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. მათ განიხილეს  NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე თავდაცვითი პოზიციის გაძლიერების მცდელობები და ხაზი გაუსვეს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის მჭიდრო კოორდინაციას, მათ შორის მზადყოფნას, დააწესოს რუსეთის წინააღმდეჰ მძიმე შედეგები, თუ ის შემდგომ სამხედრო ესკალაციის გზას აირჩევს. დაახლოებით ერთი საათის წინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს: „გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ“. რუსეთი უკრაინაში შეჭრის გეგმებს უარყოფს, მიუხედავად იმისა, რომ საზღვარზე 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განალაგა.

ბორის ჯონსონი: რუსეთი ევროპაში 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს

მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი გეგმავს „ყველაზე დიდ ომს ევროპაში 1945 წლის შემდეგ, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა მიუნხენიდან, სადაც მსოფლიო ლიდერები ყოველწლიურ უსაფრთხოების კონფერენციაზე იკრიბებიან. ბორის ჯონსონის თქმით, ყველა ნიშანი იმაზე მეტყველებს, რომ გეგმა გარკვეული თვალსაზრისით უკვე დაწყებულია. დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთი აპირებს შეჭრას და უკრაინის დედაქალაქ კიევს ალყაში მოაქცევს. ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო რუსეთის წინააღმდეგ კიდევ უფრო შორს მიმავალ სანქციებს შემოიტანს, ვიდრე ადრე იყო შემოთავაზებული. მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთი და აშშ რუსულ კომპანიებს „ფუნტით და დოლარებით ვაჭრობას“ შეუჩერებენ. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ძალიან ძლიერ დარტყმას მოახდენს თავისი გავლენით. ინფორმაციისთვის, რუსეთი მსოფლიოში ნავთობის, გაზის და ლითონის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია. მათზე ვაჭრობა უმეტესად ამერიკულ დოლარში მიმდინარეობს. აშშ-ის მთავრობის უახლესი შეფასებით, ვარაუდობენ, რომ ახლა უკრაინის საზღვრის გასწვრივ, როგორც რუსეთში, ასევე მეზობელ ბელორუსში 169,000-დან 190,000-მდე რუსი ჯარისკაცია განლაგებული, მაგრამ ეს მაჩვენებელი ასევე მოიცავს ამბოხებულებს აღმოსავლეთ უკრაინაში. 17 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას. 15 თებერვალს, რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. თუმცა აშშ აცხადებს, რომ ესკალაციის ნაბიჯებს ვერ ხედავს და რუსეთს მოუწოდებს, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან. ამავე თემაზე: ჯო ბაიდენი: დარწმუნებული ვარ, პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა ბლინკენმა რუსეთს მიმართა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ არ შეიჭრება უკრაინაში - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სიტყვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, აშშ და ბრიტანეთი რუსულ კომპანიებს აშშ დოლართან და ბრიტანულ გირვანქასთან წვდომას შეუზღუდავენ

შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი რუსულ კომპანიებს ამერიკულ დოლარსა და ბრიტანულ ფუნტზე წვდომას შეუზღუდავენ, თუ კრემლი უკრაინაში შეიჭრება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. ჯონსონის თქმით, ეს ნაბიჯი ძალიან ძლიერ დარტყმას მოახდენს თავისი გავლენით. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დასავლეთის სანქციები ბევრად უფრო შორს მიმავალია, ვიდრე მან ეს საჯაროდ თქვა. „ჩვენ, ამერიკელ მეგობრებთან ერთად ვაპირებთ, შევაჩეროთ მათი ვაჭრობა ფუნტებსა და დოლარებში“, - განუცხადა ჯონსონმა BBC-ს. თუმცა ჯონსონმა ეჭვქვეშ დააყენა სანქციების საფრთხე საკმარისი იქნებოდა თუ არა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შესაჩერებლად, რადგან კრემლის მეთაური შესაძლოა, ლოგიკურად არ მსჯელობდეს. ინფორმაციისთვის, რუსეთი მსოფლიოში ნავთობის, გაზის და ლითონის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია. მათზე ვაჭრობა უმეტესად ამერიკულ დოლარში მიმდინარეობს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული დისკუსიისას, დასავლეთს მოუწოდა, არ გადადოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ის პრევენციის მიზნით, უკვე დააწესოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ გაიყვანს თავის 150 000 ჯარისკაცს უკრაინის საზღვრიდან. ამავე თემაზე ბორის ჯონსონი: რუსეთი ევროპაში 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს

ბორის ჯონსონი უკრაინას: ჩვენ შეგვიძლია, გამოგიგზავნოთ მეტი თავდაცვითი იარაღი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერა გამოუცხადა. ჯონსონმა დაგმო რუსეთის გადაწყვეტილება ლუგანსკის და დონეცკის სეპარატისტული რეგიონების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების“ შესახებ და განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს სანქციები „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის თანამონაწილეების“ წინააღმდეგ ხვალ ამოქმედდება. ჯონსონმა ასევე განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი „შეისწავლის შემდგომი თავდაცვითი მხარდაჭერის გაგზავნას“ უკრაინაში. დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები უცვლელი დარჩება. არ გვეშინია აშშ-მ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარების გამო სანქციები დააწესა ევროპის საბჭო რუსეთს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარების“ შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ეს არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს ენტონი ბლინკენ: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა

ბორის ჯონსონი: ვლადიმერ პუტინი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისკენაა მიდრეკილი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისკენ არის მიდრეკილი. მისივე თქმით, სანქციების დაუყოვნებლივ დაწესებას აპირებენ. „ჩვენ დაუყოვნებლივ დავაწესებთ საერთაშორისო სანქციების პაკეტს. ეს მხოლოდ პირველი სანქციებია, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთის მხრიდან უფრო მეტი ირაციონალური ქცევა იქნება. მეშინია, რომ ყველა მტკიცებულება არის იმისა, რომ პრეზიდენტი პუტინი ნამდვილად არის მიდრეკილი უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრაზე. სურს დამოუკიდებელი, სუვერენული ევროპული ქვეყნის დამორჩილება და ვფიქრობ, მოდით, ცხადად ვთქვათ, ეს იქნება აბსოლუტურად კატასტროფული“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა. ამავე თემაზე დმიტრი კულება: ენტონი ბლინკენთან საუბრისას რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების საჭიროებას გავუსვი ხაზი დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები უცვლელი დარჩება. არ გვეშინია აშშ-მ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარების გამო სანქციები დააწესა ევროპის საბჭო რუსეთს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარების“ შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ეს არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს ენტონი ბლინკენ: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა    

ბორის ჯონსონი: დიდი ბრიტანეთი უკრაინას უფრო მეტ თავდაცვით იარაღს მიაწვდის

დიდი ბრიტანეთი უკრაინას უფრო მეტ თავდაცვით იარაღს მიაწვდის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პაკეტი მოიცავს როგორც ლეტალურ, ასევე არალეტალურ დახმარებას, როგორიცაა თავდაცვითი იარაღი. ცნობისთვის, 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

ბორის ჯონსონი: გაერთიანებული სამეფოს და მისი მოკავშირეების პასუხი იქნება გადამწყვეტი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი შეძრწუნებულია „უკრაინაში მომხდარი საშინელი მოვლენებით“. ჯონსონის თქმით, გაერთიანებული სამეფო და მისი მოკავშირეები ამას გადამწყვეტი ნაბიჯით უპასუხებენ. ჯონსონმა შემდგომი ნაბიჯები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან განიხილა. ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, რათა მომავალი ნაბიჯები განგვეხილა. პრეზიდენტმა პუტინმა სისხლისღვრისა და განადგურების გზა აირჩია ამ თავდასხმით უკრაინაზე. გაერთიანებული სამეფო და მისი მოკავშირეები ამას გადამწყვეტი ნაბიჯით უპასუხებენ.

ბორის ჯონსონი: პუტინი უნდა დამარცხდეს

„ჩვენ მოვახერხეთ საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან კიდევ უფრო იზოლირება. ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან და G7-თან, რათა დავაწესოთ უმკაცრესი ეკონომიკური ზომები პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ უკრაინაზე განხორციელებული შემაძრწუნებელი კამპანიის პასუხად. პუტინი უნდა დამარცხდეს“, - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი Twitter-ზე წერს. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. გარდა რუსეთისთვის საჰაერო სივრცის დაკეტვის, რუსული ცენტრალური ბანკის სანქცირებისა, ახალი სანქციები - გადაადგილების შეზღუდვა და საზღვარგარეთის აქტივების გაყინვა პუტინის ახლო გარემოცვის ათობით წევრს შეეხება. რადიო თავისუფლების ცნობით, სანქციების სიაში იქნებიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), გენადი ტიმჩენკო, ასევე რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. „ჩვენ პუტინის ელიტის სიმდიდრის, მისი ახლო წრის წინააღმდეგ მივდივართ, იმ ხალხის, ვინც რეჟიმისგან იღებს სარგებელს და ასევე ჩვენი სამიზნეა კორუფცია, განსაკუთრებით, ინფორმაციით მანიპულირება", - განაცხადა 27 თებერვალს, ევროკავშირის საგარეო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა. სიაში, რომელიც ევროკავშირმა ორშაბათს უნდა დაამტკიცოს, 30-ზე მეტი ახალი სახელია. შეგახსენებთ, 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ახალ სანქციებს დაუწესებს. რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს

ბორის ჯონსონი: პუტინი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბარბაროსულ ტაქტიკას იყენებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკისთან ერთად ვარშავაში პრესკონფერენციას მართავს. ჯონსონი ამბობს, რომ „ტრაგედია“, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა და სხვებმა იწინასწარმეტყველეს, ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრით, მოსალოდნელზე უარესია. ჯონსონმა ამას ევროპის კონტინენტზე კატასტროფა უწოდა, სადაც პოლონეთი ასევე ფრონტის ხაზზეა. ჯონსონის თქმით, „აშკარაა, რომ პუტინი მზად არის, გამოიყენოს ბარბაროსული ტაქტიკა უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რაკეტების გამოყენებით ბავშვების მოსაკლავად. ჯონსონი იმყოფებოდა პოლონეთში და ხვდება მთავარ ევროპელ მოკავშირეებს, რათა განიხილონ რუსეთის შეჭრა უკრაინაში.

ბორის ჯონსონი: ვლადიმერ პუტინზე მაქსიმალური ზეწოლის განსახორციელებლად სანქციები უნდა გაფარდოვდეს

"სანქციები უნდა გაფართოვდეს უახლოეს დღეებში ვლადიმერ პუტინზე მაქსიმალური ზეწოლის განსახორციელებლად", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს. „პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ ზელენსკის უთხრა, რომ გაერთიანებული სამეფო დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის წევრებს იწვევს, რათა უზრუნველყოს რუსეთის უმკაცრესი დაგმობა გაეროში გასამართ დღევანდელ შეხვედრაზე“, - ნათქვამია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დაამტკიცა

ბორის ჯონსონი: პუტინის უგუნური ქმედებები შეიძლება, დაემუქროს ევროპის უსაფრთხოებას

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ მძიმე ვითარებაზე ესაუბრა. ამის შესახებ ჯონსონი Twitter-ზე წერს. პრემიერ-მინისტრმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის უახლოეს საათებში გამართვა მოითხოვა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს, ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შეტევა ელექტროსადგურზე და დაუშვას სასწრაფო დახმარების სერვისების შეუზღუდავი წვდომა სადგურზე. პრემიერ-მინისტრის თქმით, პრეზიდენტ პუტინის დაუფიქრებელმა ქმედებებმა შეიძლება, პირდაპირი საფრთხე შეუქმნას მთელი ევროპის უსაფრთხოებას. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სიტუაცია არ გაუარესდეს. „ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ მძიმე ვითარებაზე. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შეტევა ელექტროსადგურზე და შესაძლებლობა მისცეს სასწრაფო დახმარების სამსახურებს, ჰქონდეთ შეუზღუდავი წვდომა სადგურზე“, - წერს ბორის ჯონსონი. ცნობისთვის, გამთენიისას, უკრაინული მხარე იუწყებოდა, რომ რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ნაგებობები დაბომბეს, რამაც ხანძარი გამოიწვია. ხანძარი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთ ნაწილში ლიკვიდირებულია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ზაპორიჟიეს კომპლექსში ხანძარი სასწავლო ცენტრში იყო და არა თავად ქარხანაში. Reuters-ი წერს, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინის უზარმაზარი ატომური სადგური დაიკავეს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინული მხარე იუწყება, რომ რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ნაგებობები დაბომბეს

ბორის ჯონსონი: ვერავინ იტყვის, რომ არ გაგვაფრთხილეს, ჩვენ ვნახეთ რა გააკეთა რუსეთმა საქართველოში 2008 წელს

ვერავინ იტყვის, რომ არ გაგვაფრთხილეს, ჩვენ ვნახეთ რა გააკეთა რუსეთმა საქართველოში 2008 წელს, უკრაინაში 2014 წელს , - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა. "ვერავინ იტყვის, რომ არ გაგვაფრთხილეს, ჩვენ ვნახეთ რა გააკეთა რუსეთმა საქართველოში 2008 წელს, უკრაინაში 2014 წელს და თუნდაც ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის ქუჩებში. აუცილებელია ვიმოქმედოთ ევროატლანტიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად", - აღნიშნა ბორის ჯონსონმა. ასევე წაიკითხეთ: დიდი ბრიტანეთი უკრაინას $230 მილიონით დაეხმარება

ბორის ჯონსონი: რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს

"რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა. „ის, რაც ქიმიური იარაღის შესახებ გვესმის, რუსეთის თამაშის წესებში შედის. ისინი იწყებენ საუბარს, რომ ქიმიური იარაღს უკრაინა ან შეერთებული შტატები ინახავენ, რაც სახიფათოა“, - აღნიშნა ჯონსონმა. ასევე წაიკითხეთ: თეთრი სახლი: რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენოს

ბორის ჯონსონი: პოლონეთის საზღვართან მდებარე უკრაინის ბაზაზე რუსული სარაკეტო დარტყმები ღრმად შემაშფოთებელია

პოლონეთის საზღვართან მდებარე უკრაინის ბაზაზე რუსული სარაკეტო დარტყმები ღრმად შემაშფოთებელია, თუმცა არ შეაყოვნებს ბრიტანეთს მიერ უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებას, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. „ჩვენ აბსოლუტურად გავაგრძელებთ უკრაინის მთავრობისთვის ამ თავდაცვითი, ლეტალური შესაძლებლობების მიწოდებას. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამის გაკეთება“, - აღნიშნა ბორის ჯონსონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა: პოლონეთის საზღვრიდან 25 კილომეტრში მდებარე სამხედრო ბაზაზე რუსეთმა საჰაერო იერიში განახორციელა

ბორის ჯონსონი: თავისუფლების დასასრული უკრაინაში ნიშნავს ყოველგვარი იმედის გაქრობას საქართველოში და შემდეგ მოლდოვაში

თავისუფლების დასასრული უკრაინაში ნიშნავს თავისუფლების ყოველგვარი იმედის გაქრობას საქართველოში და შემდეგ მოლდოვაში, - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის საგაზაფხულო კონფერენციაზე განაცხადა. წერს BBC. ჯონსონის თქმით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომი გადაწყვიტა იმის გამო, რომ ეშინოდა მეზობლად ჰყოლოდა თავისუფალი, დემოკრატიული ერი. „პუტინი არ გაჩერდება უკრაინაზე, თუ შეჭრა მისი გზით გაგრძელდება, თავისუფლების დასასრული უკრაინაში ნიშნავს თავისუფლების ყოველგვარი იმედის გაქრობას საქართველოში და შემდეგ მოლდოვაში – ეს იქნება დაშინების ახალი ეპოქის დასაწყისი მთელს აღმოსავლეთ ევროპაში, ბალტიიდან შავ ზღვამდე“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს       

ბორის ჯონსონი: ზელენსკიმ იცის, როგორც ეს ჩერჩილმა თავის თავზე თქვა, ის შეიძლება არ იყოს ლომი, მაგრამ მას აქვს ღრიალის პრივილეგია

ზელენსკიმ იცის, როგორც ეს ჩერჩილმა თავის თავზე თქვა, ის შეიძლება არ იყოს ლომი, მაგრამ მას აქვს ღრიალის პრივილეგია, - ამის შესახებ ბორის ჯონსონმა განაცხადა.   „ზელენსკიმ იცის, როგორც ეს ჩერჩილმა თავის თავზე თქვა, ის შეიძლება არ იყოს ლომი, მაგრამ მას აქვს ღრიალის პრივილეგია. ლომი, ეს უკრაინელი ხალხია, მან კი გამოხატა მათი ნება და დაუმორჩილებლობის გრძნობა“, - განაცხადა ჯონსონმა.   ასევე წაიკითხეთ:   ჟოზეფ ბორელი: ახლა რუსეთს მოლაპარაკება არ სურს

ბორის ჯონსონი: პუტინს არ შეუძლია დაიმორჩილოს უკრაინა

პუტინს არ შეუძლია უკრაინა დაიმორჩილოს. არ შეუძლია გაიმარჯვოს ამ თვალსაზრისით, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა. „გარკვეული თვალსაზრისით, პუტინი უკვე დამარცხებული და წაგებულია. მას, ფაქტობრივად, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ უკრაინელები ისეთ წინააღმდეგობას გაუწევდნენ, როგორსაც უწევენ. პუტინს სრულიად არასწორად ესმოდა, რა არის უკრაინა და ახლა მისთვის ეს თვალსაჩინო გახდა. არ შეუძლია დაიმორჩილოს უკრაინა. არ შეუძლია გაიმარჯვოს ამ თვალსაზრისით“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა. ასევე წაიკითხეთ: G7-ის ლიდერები რუსეთს მოუწოდებენ, გაიყვანოს სამხედრო ძალები და აღჭურვილობა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან

ბრიტანეთის პრემიერსა და სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონსა და ჩინეთს პრეზიდენტ სი ძინპინს შორის უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე „გულახდილი საუბარი“ შედგა. ინფორმაციას euronews ბორის ჯონსონის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.  „ლიდერებმა სხვა საკითხებთან ერთად ილაპარაკეს ვითარებაზე უკრაინაში. ეს იყო გულახდილი საუბარი, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა. ისინი შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში ისევ ილაპარაკებენ“, - განაცხადეს ჯონსონის ოფისში.  ჩინეთის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სი ძინპინმა ჯონსონს უთხრა, რომ ჩინეთი კონსტრუქციულ როლს შეასრულებს უკრაინაში მშვიდობის აღსადგენად.  „სი ძინპინმა გამოხატა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრინციპული პოზიცია, რომ მსოფლიო საზოგადოებამ უნდა გამართოს სამშვიდობო მოლაპარაკებები, რათა შექმნას პოლიტიკური საფუძვლები უკრაინის საკითხის გადასაჭრელად, ასევე უკრაინაში მშვიდობის დასაბრუნებლად. ჩინეთი მზადაა ამ საკითხთან მიმართებით, კონსტრუქციული როლი შეარულოს“, - ნათქვანია გავრცელებულ ინფორმაციაში.  შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ პეკინი გააფრთხილა, რომ თუ სანქცირებულ რუსულ ბიზნესს დაეხმარება პასუხს აგებს.  18 მარტს აშშ-ის პრეზიდენტსა და ჩინეთიის ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მოგვიანებით ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დაეკისრება პასუხისმგებლობა თუ ჩინეთი უკრაინასთან ომში რუსეთს მატერიალურად დაეხმარება.      ასევე წაიკითხეთ აშშ-მ თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთს სამხედრო დახმარება მიაწოდოს - Reuters ჯეიკ სალივანის თქმით, აშშ არ დაუშვებს, რომ ეკონომიკური სანქციებისგან თავის დასაღწევად, რომელიმე ქვეყანამ რუსეთისთვის „მაშველი რგოლის“ ფუნქცია შეასრულოს აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი გააკრიტიკა კრემლი ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს ჩინეთი რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვას არ ემხრობა ჯეიკ სალივანი: აშშ-ს ჩინეთის მიერ რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის ფაქტი არ დაუფიქსირებია

ბორის ჯონსონი: რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმება ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების მოსახსნელად საკმარისი არ იქნება

რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმება ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების მოსახსნელად საკმარისი არ იქნება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. "აუცილებელია ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის გაძლიერება, როგორც ეკონომიკური ზომების მიღებით, ისე სამხედრო დახმარების აღმოჩენით, რათა რუსეთმა სრულად შეცვალოს თავისი კურსი. რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმება ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების მოსახსნელად საკმარისი არ იქნება", - განაცხადა ჯონსონმა. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება

ბორის ჯონსონი: ბრიტანეთის მთავრობის მიზანი არ არის ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებიდან ჩამოშორება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობის მიზანი არ არის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებიდან ჩამოშორება. ამის შესახებ CNN იუწყება.  ჟურნალისტის კითხვაზე , ეთანხმება თუ არა იმას, რომ საბოლოო შედეგი არ უნდა იყოს მხოლოდ რუსების უკრაინიდან გაგდება, არამედ პუტინის კრემლიდანაც გაგდება, ბორის ჯონსონმა უპასუხა: „აბსოლუტურად მკაფიოა, რომ პუტინის ხელისუფლებადან ჩამოშორება არ არის დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიზანი. ჩვენ უბრალოდ მიზნად ვისახავთ დავეხმაროთ უკრაინის ხალხს დაიცვას საკუთარი თავი და დავიცვათ ისინი აბსოლუტურად ბარბაროსული და უგუნური ძალადობისგან. სწორედ ამას ვაკეთებთ“, - განაცხადა ჯონსონმა. 26 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში აღარ უნდა დარჩეს.  28 მარტს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცახდება, რომ ჯო ბაიდენი გულისხმობდა, რომ პუტინს არ უნდა ჰქონდეს ძალაუფლება მეზობლებზე და რეგიონზე. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ ბაიდენი პუტინზე: ეს ადამიანი ვეღარ დარჩება ხელისუფლებაში

The Times: ბორის ჯონსონს სურს, უკრაინას ოდესის დასაცავად იარაღი მიაწოდოს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს სურს, უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებია მიაწოდოს, იმისთვის, რომ ზღვით განხორციელებული თავდასხმების მოგერიებით უკრაინის სამხრეთში პუტინის გეგმები ჩაიშალოს, - ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბორის ჯონსონმა მინისტრებს განუცხადა, რომ სურს იარაღის მიწოდება, რათა ხელი შეუშალოს რუსების წინსვლას ოდესაში. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთანა, ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინისთვის ახალ თავდაცვით დახმარებაზე შეთანხმდნენ. ასევე წაიკითხეთ: ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული

ჯონსონი რუსებს: პუტინმა იცის, თუ დაინახავდით რა ხდებოდა, მის ომს მხარს არ დაუჭერდით

რუსი ხალხი იმსახურებს სიმართლეს, თქვენ იმსახურებთ ფაქტებს. რუსი ჯარისკაცების მიერ ბუჩაში, ირპენსა და უკრაინის სხვა ნაწილებში ჩადენილმა სისასტიკემ მსოფლიო შეძრა - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა რუსი ხალხისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელა.   „მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს, ხელებშეკრულები დახვრიტეს. ქალები შვილების თვალწინ გააუპატიურეს. სხეულები სასტიკად დაწვეს, მასობრივ საფლავებში გადაყარეს, ან უბრალოდ ქუჩაში დატოვეს. ინფორმაცია იმდენად შოკისმომგვრელი, იმდენად ამაზრზენია, გასაკვირი არ არის, რომ თქვენი მთავრობა თქვენგან მის დამალვას ცდილობს.  თქვენმა პრეზიდენტმა იცის, რომ თუ დაინახავდით რა ხდებოდა, მის ომს მხარს არ დაუჭერდით. მან იცის, რომ ეს დანაშაული ღალატობს ყველა რუსი დედის ნდობას, რომელიც სამხედრო სამსახურში წასვლის დროს ამაყად ემშვიდობებოდა შვილს და მან იცის, რომ ეს ლაქაა თავად რუსეთის ღირსებაზე. ლაქა, რომელიც ყოველდღიურად უფრო დიდი და წარუშლელი გახდება, სანამ ეს ომი გრძელდება. მაგრამ მხოლოდ ჩემს სიტყვებს ნუ დაიჯერებთ. რაც თქვენ გჭირდებათ, VPN კავშირია, რათა მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან დამოუკიდებელ ინფორმაციაზე წვდომა მიიღოთ და როდესაც სიმართლეს აღმოაჩენთ, გააზიარეთ ის. პასუხისმგებელი ადამიანები პასუხს აგებენ და ისტორია დაიმახსოვრებს, თუ ვინ არ იმჩნევდა ამ ყველაფერს. თქვენს პრეზიდენტს ბრალად ედება ომის დანაშაულის ჩადენა, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ის თქვენი სახელით მოქმედებს“, - განაცხადა ჯონსონმა.  გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია.  ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას „ფეიკურ თავდასხმასა“ და ინსცენირებას უწოდებს.  ასევე წაიკითხეთ  New York Times-ი: სატელიტურ ფოტოებში ჩანს, რომ ბუჩას ქუჩებში ცხედრები უკვე იყო, როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ 

ბორის ჯონსონი: ქალაქ ბუჩაში ახლო მანძლიდან გადაღებული სხეულების ხილვა გენოციდისგან არაფრით განსხვავდება

"ქალაქ ბუჩაში ახლო მანძლიდან გადაღებული სხეულების ხილვა გენოციდისგან არაფრით განსხვავდება", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. „როდესაც ვუყურებთ იმას, თუ რა ხდება ბუჩაში, ეს იმის გამოვლინებაა, რასაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში სჩადის, რაც ჩემთვის გენოციდს არაფრით ჩამორჩება. შესაბამისად, არც ხალხის რეაქციაა გასაკვირი“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია.  ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.  ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას

დიდი ბრიტანეთი უკრაინაში დამატებით $130 მილიონის სამხედრო დახმარებას გაგზავნის

„ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი შესაბამისი ენერგეტიკული სისტემების გარდაქმნა ერთ ღამეში. მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, რომ პუტინის ომი ერთ ღამეში არ დასრულდება“, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „დიდი ბრიტანეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაუგზავნის Starstreak საზენიტო რაკეტებს, რომლებიც ისვრის ხმის სამჯერ მეტი სიჩქარით, კიდევ 800 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას. მაღალი სიზუსტის დამიზნების მქონე საბრძოლო მასალა, რომელიც იქამდე რჩება ცაში, სანამ სამიზნეს არ მიაღწევს.უკრაინა ასევე მიიღებს დამატებით ჩაფხუტებს, ღამის ხედვის მოწყობილობასა და ჯავშანჟილეტებს", - აღნიშნა ჯონსონმა.  ბორის ჯონსონმა დაამატა, რომ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს საბჭოთა კავშირის ბლოკში შემავალი იმ ყოფილი ქვეყნების მხარდაჭერას, საიდანაც სამხედრო აღჭურვილობა უფრო მარტივად გაიგზავნება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, რათა მათ ეს დახმარება გაგზავნონ. |  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ბორის ჯონსონი: პუტინს არ შეუძლია დაიმორჩილოს უკრაინა   

ბორის ჯონსონი ვოლოდიმირ ზელენსკის პირისპირ ხვდება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინაშია და ვოლოდიმირ ზელენსკის პირისპირ ხვდება.  ამის შესახებ ფოტომასალას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  ამ დროისთვის ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის შესახებ მეტი დეტალი არაა ცნობილი.  ბრიტანეთი გმობს უკრაინაში რუსეთის შეჭრას და ამ ქვეყნის მნიშვნელოვანი მხარდამჭერია. ბრიტანეთმა რუსეთს სანქციები აშშ-ს და ევროკავშირის შემდეგ ერთ-ერთმა პირველმა დაუწესა.  8 აპრილს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინაში დამატებით $130 მილიონის სამხედრო დახმარებას გაგზავნის.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ ბორის ჯონსონი: ზელენსკიმ იცის, როგორც ეს ჩერჩილმა თავის თავზე თქვა, ის შეიძლება არ იყოს ლომი, მაგრამ მას აქვს ღრიალის პრივილეგია

ბორის ჯონსონი: ვმუშაობთ უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზე

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ Twitter-ზე დაწერა, რომ მხარეებმა ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზე ილაპარაკეს.  „უკრაინის მხარდაჭერის გამოსახატად, დღეს კიევში ჩემს მეგობარ ზელენსკის შევხვდი. ვმუშაობთ უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზე, რომელიც ადასტურებს ჩვენს ერთგულებას უკრაინისადმი რუსეთის ბარბაროსული კამპანიის წინააღმდეგ“, - დაწერა ბორის ჯონსონმა სოციალურ ქსელში. ბორის ჯონსონი დღეს კიევში მოულოდნელად ჩავიდა. ბრიტანეთი გმობს უკრაინაში რუსეთის შეჭრას და ამ ქვეყნის მნიშვნელოვანი მხარდამჭერია. ბრიტანეთმა რუსეთს სანქციები აშშ-ს და ევროკავშირის შემდეგ ერთ-ერთმა პირველმა დაუწესა. 8 აპრილს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინაში დამატებით $130 მილიონის სამხედრო დახმარებას გაგზავნის. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ბორის ჯონსონი: ზელენსკიმ იცის, როგორც ეს ჩერჩილმა თავის თავზე თქვა, ის შეიძლება არ იყოს ლომი, მაგრამ მას აქვს ღრიალის პრივილეგია

ბორის ჯონსონმა პოლონეთიდან კიევში მატარებლით გამგზავრებისას უკრაინის რკინიგზის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა

ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრმა, ბორის ჯონსონმა პოლონეთიდან კიევში მატარებლით გამგზავრებისას უკრაინის რკინიგზის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ჯონსონმა ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც მატარებელში არის გადაღებული. ამასთან, ბრიტანეთის ლიდერმა უკრაინელები, როგორც „რკინის ხალხი“, ისე მოიხსენია. „მივემგზავრები უკრაინის რკინიგზის ფანტასტიკური მატარებლით, რომელიც პოლონეთიდან კიევში მიდის”, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

ბორის ჯონსონი ირაკლი ღარიბაშვილს: მახარებს იმ ურთიერთობის გაფართოება, რომლის სიმბოლოდ იქცა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფორმატი

ბატონო პრემიერ-მინისტრო! ამა წლის 27 აპრილს გაერთიანებული სამეფო და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობის განახლების 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ. მსურს ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და კვლავ დაგიდასტუროთ თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გაერთიანებული სამეფო იმ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებობს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ოფიციალურ წერილშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო. "ბატონო პრემიერ-მინისტრო! ამა წლის 27 აპრილს გაერთიანებული სამეფო და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობის განახლების 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ. მსურს ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და კვლავ დაგიდასტუროთ თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გაერთიანებული სამეფო იმ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებობსაღსანიშნავია ის წინსვლა, რომლის თვითმხილველნიც საქართველოში გავხდით დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. ბოლო 30 წლის განმავლობაში, გაერთიანებული სამეფო და საქართველო თანამშრომლობენ მნიშვნელოვანი პარტნიორობის გასავითარებლად, რაც მრავალ სფეროს მოიცავს და მათ შორისაა პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, უსაფრთხოების, თავდაცვის, განათლებისა და კულტურული მიმართულებები. მახარებს ის, თუ როგორ გაფართოვდა და აყვავდა ის ურთიერთობა, რომლის სიმბოლოდ იქცა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ყოველწლიური ფორმატი ისევე, როგორც ჩვენი ორმხრივი პარტნიორობისა და თანამშრომლობის ახალი შეთანხმება. ასევე ვაფასებთ ჩვენს თანამშრომლობას რეგიონალურ და გლობალურ საკითხებზე, მათ შორის გარემოსდაცვით და კლიმატის ცვლილების მიმართულებით. კარგად ვაცნობიერებ იმ ფაქტს, რომ პროვოცირების გარეშე, ვლადიმერ პუტინის მხრიდან წინასწარი განზრახვით განხორციელებული ბარბაროსული თავდასხმა უკრაინაზე კიდევ უფრო ამძაფრებს იმ გამოწვევებს, რომლებსაც საქართველო მრავალი წელია მამაცად უპირისპირდება. გაერთიანებული სამეფო და საერთაშორისო თანამეგობრობა მსოფლიო ერების თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და სუვერენიტეტისთვის ამ ღია აგრესიის პირისპირ დგანან. მინდა ასევე გარწმუნოთ, რომ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური არჩევანის სადარაჯოზე. მოუთმენლად ველი მომდევნო წლებში ჩვენი პარტნიორობის უწყვეტ განვითარებას” , - აღნიშნავს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი.

ბორის ჯონსონს ლოკდაუნის დროს კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმებენ

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და ხაზინის კანცლერმა რიში სუნაკმა დღეს მიიღეს შეტყობინება, რომ მეტროპოლიტენის პოლიცია მათზე ჯარიმების გაცემას აპირებს, - ამის შესახებ დაუნინგ-სტრიტის სპიკერმა დღეს პირდაპირ ეთერში განაცხადა. გაცემული ჯარიმები დაკავშირებულია ლოკდაუნის დროს მთავრობის რეზიდენციაში 12 წვეულების ჩატარების ბრალდებებთან. შემთხვევებს მეტროპოლიტენის პოლიცია იძიებს. გასულ კვირაში პოლიციამ გამოაცხადა, რომ გასცემდნენ 50-ზე მეტ ჯარიმას. ცნობილია, რომ ბორის ჯონსონი სამ ღონისძიებას დაესწრო. ერთ-ერთ წვეულებაზე ბორის ჯონსონის დასწრების შესახებ ინფორმაცია იანვარში BCC-მ გაავრცელა. პრემიერ-მინისტრმა მაშინ თქვა, რომ წვეულებაზე 25 წუთი გაატარა და შემდეგ მუშაობა განაგრძო. ჯონსონის თქმით, მას ეგონა, რომ შეკრება სამუშაო ღონისძიება იყო. მთავრობის რეზიდენციაში წვეულებები მაშინ ჩატარდა, როცა დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მკაცრი ლოკდაუნი იყო დაწესებული. ბორის ჯონსონმა 2020 წლის 20 მაისს მთავრობის ოფიციალურ რეზიდენციაში წვეულებაზე დასწრებისთვის ბოდიში მოიხადა.  ლოკდაუნის პერიოდში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში გამართულ წვეულებებთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება 2022 წლის იანვარში დაიწყო.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

The Guardian: ბორის ჯონსონმა ლოკდაუნის დროს კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ლოკდაუნის დროს კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა. ჯონსონმა თავისი საქციელისთვის ბოდიშიც მოიხადა და აცხადებს, რომ არც გადადგომას აპირებს. „დღეს მივიღე ქვითარი და დაუნინგ სტრიტზე 2020 წლის 19 ივნისის მოვლენების გამო ლონდონის პოლიციის მიერ დაკირებული ჯარიმა გადავიხადე. კიდევ ერთხელ გულწრფელად ვიხდი ბოდიშს“, - განაცხადა ჯონსონმა 12 აპრილს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ ჯარიმის ქვითარი ჯონსონს, ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრ რიში სუნაკუს და კიდევ ოფისის 30 თანამშრომელს გაუგზავნა, რომლებიც კარანტინის დროს კორპორაციულ საღამოზე იმყოფებოდნენ. შეგახსენებთ, რომ „კოვიდის“ კორპორაციული საღამოების შესახებ 2022 წლის ზამთარში გახმაურდა და ბორის ჯონსონთან მიმართებით კრიტიკა გამოიწვია. ბორის ჯონსონმა 2020 წლის 20 მაისს მთავრობის ოფიციალურ რეზიდენციაში წვეულებაზე დასწრებისთვის ბოდიში მოიხადა.  ლოკდაუნის პერიოდში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში გამართულ წვეულებებთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება 2022 წლის იანვარში დაიწყო.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ასევე წაიკითხეთ  ბორის ჯონსონს ლოკდაუნის დროს კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმებენ

რუსეთმა ბორის ჯონსონი და დიდი ბრიტანეთის მთავრობის სხვა მაღალჩინოსნები შავ სიაში შეიყვანა

რუსეთმა ბორის ჯონსონი და დიდი ბრიტანეთის მთავრობის სხვა მაღალჩინოსნები შავ სიაში შეიყვანა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. მათივე ცნობით, აკრძალვის მთავარ მიზეზად რუსეთი ქვეყნის მიმართ ბრიტანეთის „მტრულ“ პოლიტიკას ასახელებს. მოსკოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს შავ სიაში მოხვდა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლიზ ტრასი, ასევე ვიცე-პრემიერი დომინიკ რააბი, თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი და სხვები. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.  

ბორის ჯონსონი: ჩემს მეგობარს, პრეზიდენტ ზელენსკის, შემდგომი სამხედრო დახმარების შესახებ ვაცნობე. ბრიტანეთი არ შეჩერდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინას რუსეთთან წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას ჰპირდება. სამხედრო დახმარების შესახებ ჯონსონი პრეზიდენტ ზელენსკის ესაუბრა. „დღეს შუადღისას ვაცნობე ჩემს მეგობარს, პრეზიდენტ ზელენსკის, შემდგომი სამხედრო დახმარების შესახებ, რომელსაც უკრაინას უახლოეს დღეებში გავუწევთ. დიდი ბრიტანეთი არ შეჩერდება, რათა უკრაინელებს ჰქონდეთ საჭირო რესურსები, დაიცვან თავიანთი ქვეყანა რუსული იერიშისგან. ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ“, - აღნიშნულია ბორის ჯონსონის Facebook პოსტში. დიდი ბრიტანეთი უკრაინას აქტიურად უჭერს. 9 აპრილს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა. ჯონსონი პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ამის შემდეგ, ჯონსონის ოფისმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 ჯავშანმანქანას და ახალ საზენიტო-სარაკეტო სისტემებს მიაწვდის. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.

პუტინმა ყველა „წითელი ხაზი“ გადაკვეთა - ბორის ჯონსონი

პუტინმა ბარბაროსობის ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა, ახლა NATO-ზეა დამოკიდებული რომ დავინახოთ, დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია უკრაინის მოსახლეობისთვის, - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ნატო-ს საგანგებო სამიტის დაწყებამდე გააკეთა. წერს independent.  „ვფიქრობ, ვლადიმირ პუტინმა ბარბაროსობის ყველა წითელი ხაზი უკვე გადაკვეთა, ახლა NATO-ზეა-ზეა დამოკიდებული რომ დავინახოთ დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია უკრაინის მოსახლეობისთვის, რათა დაიცვან თავი. დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია პუტინის რეჟიმზე ეკონომიკური მარწუხების გასაძლიერებლად, ძალიან მნიშვნელოვანია შეძლებისდაგვარად სწრაფად, ერთად ვიმუშაოთ საქმეების დასასრულებლად, რომ სანქციები იყოს უფრო მკაცრი", - თქვა ბორის ჯონსონმა. ცნობისათვის NATO-ს საგანგებო სამიტზე ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებით  „უფრო მეტად დავეხმარებით უკრაინელებს" და უფრო სწრაფად დამთავრება ომი.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  ასევე წაიკითხეთ  ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინზე: ვფიქრობ, ის სამხედრო დამნაშავეა

ბორის ჯონსონი უცხოელ ლიდერებთან საუბრის შემდეგ: შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ უსაფრთხოების საკითხების გრძელვადიანი გადაწყვეტის მოსაძებნად

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უცხოელ ლიდერებთან ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შეხვედრის დეტალებზე წერს. როგორც ცნობილია, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ვიდეოკონფერენცია გამართა. „დღეს შუადღისას მე ვესაუბრე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და სხვა უცხოელ ლიდერებს უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ. მე მათ მოვახსენე ამ თვის დასაწყისში კიევში ჩემი ვიზიტის შესახებ და ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშაოთ უსაფრთხოების საკითხების გრძელვადიანი გადაწყვეტის მოსაძებნად, რათა უკრაინაზე აღარასოდეს განხორციელდეს ასეთი თავდასხმა“, - აღნიშნულია ბორის ჯონსონის Facebook პოსტში. თეთრი სახლის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერა რუსული აგრესიის ფონზე, მათ შორის უსაფრთხოების, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების მუდმივი უზრუნველყოფა. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა.  ამავე თემაზე უკრაინაში ომის მეორე ეტაპის დაწყების შემდეგ, ჯო ბაიდენმა უკრაინის მხარდაჭერის საკითხი მოკავშირეებთან და პარტნიორებთან განიხილა

ბორის ჯონსონი: პუტინთან ურთიერთობა ნიანგთან ურთიერთობას ჰგავს

პუტინთან ურთიერთობა ნიანგთან ურთიერთობას ჰგავს, "რომელსაც შენი ფეხი ყბებში აქვს", - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონმა განაცხადა. ჯონსონის თქმით, რთულია იმ გზის დანახვა, თუ როგორ შეძლებენ უკრაინელები პუტინთან მოლაპარაკებას მისი აშკარა არაკეთილსინდისიერების პირობებში.  "პუტინის სტრატეგია აშკარაა, ცდილობს, მოიცვას და დაიპყროს უკრაინის, რაც შეიძლება დიდი ნაწილი და, შესაძლოა, გამართოს რაიმე სახის მოლაპარაკება ძლიერი პოზიციიდან". - ამბობს ბორის ჯონსონი.  ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს  მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს

ბორის ჯონსონის თქმით, უკრაინაში ომი შესაძლოა, მომავალი წლის ბოლომდე გაგრძელდეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი შეიძლება, მომავალი წლის ბოლომდე გაგრძელდეს. ჯონსონის ამ ვარაუდს BBC აქვეყნებს. ჯონსონი ამბობს, რომ მომხრეა, კიევში, ბრიტანეთის საელჩოს ყველა თანამშრომელი ოფისს დაუბრუნდეს. საელჩო მომავალ კვირას გაიხსნება. ჯონსონი ინდეოთში ვიზიტით იმყოფება. პარალელურად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას მოუწოდა, მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ჰუმანიტარული წვდომა მარიუპოლსა და ალყაში მოქცეულ სხვა ქალაქებთან. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს  

ბორის ჯონსონი: უკრაინის გაძლიერების და პუტინის მარცხის უზრუნველყოფის ერთგული ვარ ისე, როგორც არასდროს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. ბორის ჯონსონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. „ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა განვსაზღვროთ, როგორ გააგრძელებს დიდი ბრიტანეთი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, რომელიც უკრაინას დასაცავად სჭირდებათ. უკრაინის გაძლიერების და პუტინის მარცხის უზრუნველყოფის ერთგული ვარ ისე, როგორც არასდროს“, - აღნიშნულია ბორის ჯონსონის Twitter პოსტში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დღეს უკრაინის უმაღლესი რადას წინაშე სიტყვით გამოვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დღეს ონლაინრეჟიმში უკრაინის უმაღლესი რადას წინაშე სიტყვით გამოვა. ბრიტანული მედიის ცნობით, ბორის ჯონსონი იქნება პირველი მსოფლიო ლიდერი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ უკრაინის პარლამენტს მიმართავს. გავრცელებული ინფორმაციით, ბორის ჯონსონი უკრაინისთვის 375 მილიონი დოლარის ოდენობის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

გაერთიანებული სამეფო უკრაინას დამატებით იარაღს უახლოეს კვირებში გაუგზავნის

გაერთიანებული სამეფო £300 მილიონიანი მხარდაჭერის პაკეტის ფარგლებში უკრაინას დამატებით იარაღს უახლოეს კვირებში გაუგზავნის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის რადასადმი მიმართვისას განაცხადა. ჯონსონის თქმით, ეს ხელს შეუწყობს გაერთიანებული სამეფოს გრძელვადიან მიზანს „გაძლიერდეს უკრაინა ისე, რომ ვერავინ გაბედოს უკრაინაზე თავდასხმა“. მისი თქმით, უკრაინამ „არამარტო მიაღწია 21-ე საუკუნის უდიდეს წარმატებას, არამედ გამოავლინა პუტინის გიგანტური შეცდომა, რომლის დაშვებაც მხოლოდ ავტოკრატს შეუძლია“. მე დავდიოდი თქვენი დედაქალაქის საყვარელ ქუჩებში და გავიგე საკმარისი უკრაინელების თავისუფლების შესახებ... მე ვუთხარი ყველას ვისაც ვიცნობდი, რომ უკრაინა იბრძოლებს და უკრაინა მართალი იქნება, მაგრამ ჯერ კიდევ იყვნენ ისეთები, ვისაც სჯეროდა რუსეთის პროპაგანდის, რომ რუსეთის შეიარაღება იქნებოდა უძლეველი ძალა და კიევი რამდენიმე დღეში დაეცემოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ბორის ჯონსონის თქმით, დასავლეთმა შეცდომა დაუშვა, როცა 2014 წელს, უკრაინას არ დაეხმარა

დასავლეთმა შეცდომა დაუშვა, რომ არ დაეხმარა უკრაინას 2014 წელს, როდესაც რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, როდესაც უკრაინის რადას მიმართა. გაერთიანებული სამეფო უკრაინას დამატებით იარაღს უახლოეს კვირებში გაუგზავნის „სიმართლე ის არის, რომ ჩვენ ძალიან მყისიერად ვერ გავიაზრეთ, რა ხდებოდა სინამდვილეში და ჩვენ ერთობლივად ვერ მოვახერხეთ სანქციების დაწესება, რომელიც მაშინ უნდა დაგვეკისრებინა ვლადიმერ პუტინისთვის“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა. გაერთიანებული სამეფო £300 მილიონიანი მხარდაჭერის პაკეტის ფარგლებში უკრაინას დამატებით იარაღს უახლოეს კვირებში გაუგზავნის. ბორის ჯონსონი პირველი მსოფლიო ლიდერია, რომელმაც ომის დაწყების შემდეგ უკრაინის პარლამენტს მიმართა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

დიდი ბრიტანეთი უკრაინას $1,6 მილიარდის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით $1,6 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. Reuters-ის ცნობით, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ პუტინის სასტიკი ომი არამხოლოდ უკრაინას ანადგურებს, არამედ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას მთელ ევროპაში. გასულ კვირას ჯონსონი გახდა პირველი დასავლელი ლიდერი, რომელმაც უკრაინის პარლამენტს სიტყვით მიმართა. ბაიდენი ზელენსკისთან და G7-ის ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს ბრიტანეთი უკრაინას დამატებით დახმარებას გადასცემს რეზერვიდან, რომელსაც მთავრობა საგანგებო სიტუაციებისთვის იყენებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ბორის ჯონსონმა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას ბრიტანეთი-თურქეთის თანამშრომლობა, უკრაინის კონფლიქტზე გლობალური რეაგირება და NATO-ს გაფართოების საკითხები განიხილეს, - ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.. განცხადების მიხედვით, ლიდერებმა ერთმანეთს გაუზიარეს ღრმა შეშფოთება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმისა და მსოფლიოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის მისი შორს მიმავალი შედეგების შესახებ. „პრემიერ-მინისტრი მიესალმა თურქეთის წამყვან როლს კრიზისის მოგვარების მიმართულებით და ისინი შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ უკრაინის მარცვლეულის მარაგებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე მარშრუტების გახსნისა და სურსათზე გლობალური ფასების შემცირების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რამდენად შესაძლებელია, რომ ბორის ჯონსონი უკმაყოფილო კანონმდებლებმა თანამდებობიდან გადააყენონ რამდენად შესაძლებელია, რომ ბორის ჯონსონი უკმაყოფილო კანონმდებლებმა თანამდებობიდან გადააყენონ? ამ თემას Reuters-ი სტატიაში განიხილავს. საფუძვლად კი, კონსერვატორების მზარდი უკმაყოფილება მოჰყავს. კერძოდ, სააგენტო წერს, რომ კონსერვატორ კანონმდებელთა მზარდი რაოდენობა ბრიტანეთის ლიდერს მხარს აღარ უჭერს. ეს ოფიციალური ანგარიშს მოჰყვა, რომელიც დეტალურად აღწერს „ლოკდაუნის“ დროს, უკანონო წვეულებების სერიას დაუნინგ სთრიზე, პრემიერის ოფისში. ბორის ჯონსონმა აღიარა, რომ „ლოკდაუნის“ დროს მის ოფიციალურ რეზიდენციაში წვეულებას დაესწრო და ბოდიშს იხდის ჯონსონმა, რომელიც კონსერვატორებს 2019 წლის არჩევნებში დიდი უმრავლესობის მოპოვებაში დაეხმარა, ბოდიში მოიხადა, მაგრამ განაცხადა, რომ არ გადადგება. 25-ზე მეტმა კონსერვატიულმა დეპუტატმა ჯონსონს გადადგომისკენ საჯაროდ მოუწოდა. რამდენად სწრაფად შეიძლება მოხდეს უნდობლობის გამოცხადება? კონსერვატიული წესების თანახმად, კომიტეტის თავმჯდომარე პარტიის ლიდერთან კონსულტაციით წყვეტს კენჭისყრის თარიღს, რომელიც უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება მალე. როდესაც ჯონსონის წინამორბედმა ტერეზა მეი 2018 წლის დეკემბერში დადგა კენჭისყრის წინაშე, ის იმავე დღეს ჩატარდა, როდესაც კომიტეტის თავმჯდომარემ გამოაცხადა, რომ კენჭისყრის გასააქტიურებლად საკმარისი წერილები მიიღო. „დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის“ დეპუტატი ბობ ნილი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტმა ჯონსონისადმი უნდობლობის გამოცხადებას შესაძლოა, მომავალ კვირას უყაროს კენჭი.  

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, ბორის ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადებას უყრიან კენჭს

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადებას უყრიან კენჭს. კენჭისყრას მხარი ჯონსონის სულ მცირე 54-მა თანაპარტიელმა დაუჭირა, რაც კანონის თანახმად, საკმარისია იმისთვის, რომ ეს საკითხი კენჭისყრაძე დამდგარიყო. ოპოზიციური „ლეიბორისტული პარტიის“ გარდა, ბრიტანელი კონსერვატორების ნაწილიც მიიჩნევს, რომ ჯონსონმა თანამდებობა უნდა დატოვოს 2021 წლის ბოლოს, კორონავირუსის პანდემიის დროს გამართული წვეულებით ე.წ. ლოკდაუნის წესების დარღვევის გამო, კონსერვატორების ნაწილი და ოპოზიციური „ლეიბორისტული პარტია“ თვლის, რომ ჯონსონმა თანამდებობა უნდა დატოვოს.  ბორის ჯონსონმა აღიარა, რომ „ლოკდაუნის“ დროს მის ოფიციალურ რეზიდენციაში წვეულებას დაესწრო და ბოდიშს იხდის

დიდ ბრიტანეთთან ერთად ვეძებთ გზებს, რათა სასურსათო კრიზისი თავიდან ავიცილოთ და პორტები განვბლოკოთ - ზელენსკი

უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობის გააქტიურების საკითხი, უკრაინის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან განიხილა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას ჯოსნონმა უკრაინისთვის გაძლიერებული მხარდაჭერის ახალი პაკეტის მიღება დაუდასტურა. „დიდ ბრიტანეთთან ერთად ვეძებთ გზებს, რათა სასურსათო კრიზისი თავიდან ავიცილოთ და პორტები განვბლოკოთ“, - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე. უკრაინას სარაკეტო სისტემებს დიდი ბრიტანეთიც მიაწვდის უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ბორის ჯონსონი თანამდებობაზე რჩება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა პარლამენტში უნდობლობა დაძლია. ბორის ჯონსონმა მისთვის ნდობის გამოცხადების კენჭისყრაში 211 ხმით 148 ხმის წინააღმდეგ უპირატესობა მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯონსონი თანამდებობაზე რჩება.  დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, ბორის ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადებას უყრიან კენჭს 2021 წლის ბოლოს, კორონავირუსის პანდემიის დროს გამართული წვეულებით ე.წ. ლოკდაუნის წესების დარღვევის გამო, კონსერვატორების ნაწილი და ოპოზიციური „ლეიბორისტული პარტია“ თვლის, რომ ჯონსონმა თანამდებობა უნდა დატოვოს.  ბორის ჯონსონმა აღიარა, რომ „ლოკდაუნის“ დროს მის ოფიციალურ რეზიდენციაში წვეულებას დაესწრო და ბოდიშს იხდის  

ბორის ჯონსონი: ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთთან ცუდი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისკენ არ უნდა უბიძგონ

"უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის არ უნდა უბიძგონ რუსეთთან ცუდი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისკენ", - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. "გაერთიანებული სამეფო უკრაინის მხარდამჭერთა შორის წინა ხაზზეა. მსოფლიომ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი შედეგი, რომლის მიხედვითაც პუტინის გაუმართლებელი აგრესია მისთვის სასურველი სცენარით დასრულდება", - განაცხადა ჯონსონმა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დასავლელი პოლიტიკოსები და მედია უკრაინას ომის არასახარბიელო შედეგით დასრულებისკენ უბიძგებენ. „არანაირ სამშვიდობო გეგმაზე მოლაპარაკებები არ მაქვს, ასეთი მოლაპარაკებები ამჟამად ნულის დონეზეა. ყველას ძალიან სურს ცოტათი გვიბიძგოს ისეთი შედეგისკენ, რომელიც ჩვენთვის ნამდვილად არ არის სასურველი. დაღლილობა იზრდება, ადამიანებს უნდათ შედეგი თავისთვის, ჩვენ კი გვჭირდება შედეგი ჩვენთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

ვოლოდიმირ ზელენსკი ბორის ჯონსონზე: მოხარული ვარ, რომ არ დავკარგეთ ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირე

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ახარებს ის ფაქტი, რომ ბორის ჯონსონმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტი შეინარჩუნა. ბორის ჯონსონი თანამდებობაზე რჩება „მოხარული ვარ, რომ არ დავკარგეთ ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირე, ეს შესანიშნავი სიახლეა~, - აღნიშნა ზელენსკიმ.  

ბორის ჯონსონი: სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ ის, რაც სიმართლეა, უკრაინას შეუძლია, გაიმარჯვოს და გაიმარჯვებს

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ ის, რაც ვიცით, რაც სიმართლეა, რომ უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს და გაიმარჯვებს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ ის, რაც ვიცით, რაც სიმართლეა, რომ უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს და გაიმარჯვებს. ძალიან მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მათთან ვართ გრძელვადიან პერსპექტივაში“, - აღნიშნა ჯონსონმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: გერმანიის კანცლერი: გერმანული იარაღი, რომელიც უკრაინამ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ საბრძოლველად მოითხოვა, ქვეყანაში დროულად ჩავა

ჯონსონი უკრაინში ხანგრძლივ ომს ვარაუდობს და დასავლეთს უკრაინის მხარდაჭერის გეგმას სთავაზობს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დასავლეთს უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან The Sunday Times-ზე გამოქვეყნებულ წერილში განაცხადა. ჯონსონი თვლის, რომ პუტინს უკან დახევისთვის ჭკუა არ ეყოფა და შესაძლოა, მაინც იფიქროს, რომ უკრაინის სრული დაპყრობა შესაძლებელია. „ვშიშობ, ჩვენ გვჭირდება საკუთარი თავის გაძლიერება ხანგრძლივი ომისთვის, რადგან პუტინი ცდილობს უკრაინის დამხობა სისასტიკით“, - წერს პრემიერ-მინისტრი. ჯონსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიტანეთმა და სხვა მოკავშირეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ უკრაინას ჰქონდეს სტრატეგიული გამძლეობა, რომ გადარჩეს და საბოლოოდ გაიმარჯვოს. „დრო სასიცოცხლო მნიშვნელობის ფაქტორია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, შეძლებს თუ არა უკრაინა უფრო სწრაფად გააძლიეროს თავისი დაცვის უნარი“, - წერს ჯონსონი. იმავდროულად, უკრაინის დასავლელმა პარტნიორებმა უნდა შეასრულონ ოთხი პუნქტი, რათა დაეხმარონ უკრაინას გადარჩენაში. პირველ რიგში, დასავლეთმა უკრაინას უნდა მიაწოდოს ყველა საჭირო იარაღი, საბრძოლო მასალა, აღჭურვილობა, ასევე, ჩატარდეს სწავლება. დიდი ბრიტანეთი ყოველ 120 დღეში დაახლოებით, 10 000 უკრაინელი ჯარისკაცის მომზადებას გეგმავს, რაც უდრის უკრაინელების იმ რაოდენობას, რომლებმაც სამხედრო მომზადება ფართომასშტაბიანი შეჭრამდე შვიდი წლის განმავლობაში გაიარეს. მეორე, დასავლეთი უნდა დაეხმაროს უკრაინას ფინანსურად, რათა შეინარჩუნოს თავისი სამთავრობო ინსტიტუტების სტაბილურობა - კრაინის მთავრობამ უნდა შეინარჩუნოს სოციალური ინფრასტრუქტურა, გადაიხადოს ხელფასები და პენსიები და დააფინანსოს დანგრეული შენობების რეკონსტრუქცია. მესამე, უკრაინის ეკონომიკაში შემოსავლების შესანარჩუნებლად აუცილებელია უკრაინული საკვების, განსაკუთრებით მარცვლეულის ექსპორტისთვის სახმელეთო გზების უზრუნველყოფა. მეოთხე, ბრიტანეთმა, თავის მოკავშირეებთან ერთად, უნდა განბლოკოს უკრაინის საზღვაო პორტები და დაუყონებლივ დაეხმაროს 25 მილიონი ტონა ხორბლისა და სიმინდის ექსპორტს, რაც მსოფლიოს ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს სჭირდებათ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დიდი ბრიტანეთი უკრაინელი ჯარისკაცებისთვის წვრთნებს გააძლიერებს

დიდი ბრიტანეთი ყოველ 120 დღეში დაახლოებით, 10 000 უკრაინელი ჯარისკაცის მომზადებას გეგმავს, რაც უდრის უკრაინელების იმ რაოდენობას, რომლებმაც სამხედრო მომზადება რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრამდე, შვიდი წლის განმავლობაში გაიარეს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა. ჯონსონმა დასავლეთს უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ჯონსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიტანეთმა და სხვა მოკავშირეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ უკრაინას ჰქონდეს სტრატეგიული გამძლეობა, რომ გადარჩეს და საბოლოოდ გაიმარჯვოს. ჯონსონი უკრაინში ხანგრძლივ ომს ვარაუდობს და დასავლეთს უკრაინის მხარდაჭერის გეგმას სთავაზობს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინის დასავლელმა პარტნიორებმა უნდა შეასრულონ ოთხი პუნქტი, რათა დაეხმარონ უკრაინას გადარჩენაში. პირველ რიგში, დასავლეთმა უკრაინას უნდა მიაწოდოს ყველა საჭირო იარაღი, საბრძოლო მასალა, აღჭურვილობა, ასევე, ჩატარდეს სწავლება. დიდი ბრიტანეთი ყოველ 120 დღეში დაახლოებით, 10 000 უკრაინელი ჯარისკაცის მომზადებას გეგმავს, რაც უდრის უკრაინელების იმ რაოდენობას, რომლებმაც სამხედრო მომზადება ფართომასშტაბიანი შეჭრამდე შვიდი წლის განმავლობაში გაიარეს. მეორე, დასავლეთი უნდა დაეხმაროს უკრაინას ფინანსურად, რათა შეინარჩუნოს თავისი სამთავრობო ინსტიტუტების სტაბილურობა - კრაინის მთავრობამ უნდა შეინარჩუნოს სოციალური ინფრასტრუქტურა, გადაიხადოს ხელფასები და პენსიები და დააფინანსოს დანგრეული შენობების რეკონსტრუქცია. მესამე, უკრაინის ეკონომიკაში შემოსავლების შესანარჩუნებლად აუცილებელია უკრაინული საკვების, განსაკუთრებით მარცვლეულის ექსპორტისთვის სახმელეთო გზების უზრუნველყოფა. მეოთხე, ბრიტანეთმა, თავის მოკავშირეებთან ერთად, უნდა განბლოკოს უკრაინის საზღვაო პორტები და დაუყონებლივ დაეხმაროს 25 მილიონი ტონა ხორბლისა და სიმინდის ექსპორტს, რაც მსოფლიოს ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს სჭირდებათ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბორის ჯონსონი: გაიზრდება ზეწოლა, რათა უკრაინელებს ცუდი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება აიძულონ

"ევროპაში ომით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო უკრაინაზე შეიძლება, ზეწოლა განხორციელდეს. ზეწოლა შესაძლოა მოიცავდეს, ისეთი სამშვიდობო შეთანხმების დადებას, რაც კიევის ინტერესებს არ პასუხობს", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. „ძალიან ბევრი ქვეყანა ამბობს, რომ ეს არის ევროპული ომი, რომელიც არაა აუცილებელი. ამიტომ გაიზრდება ზეწოლა, რათა უკრაინელებს ცუდი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება აიძულონ“, - განაცხადა ჯონსონმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ბორის ჯონსონი: უკრაინის მიტოვება რომ მომიხდეს, ჩავთვლიდი, რომ დავმარცხდი და გადავდგებოდი

უკრაინის მიტოვება რომ მომიხდეს, ჩავთვლიდი, რომ დავმარცხდი და გადავდგებოდი, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მას უკრაინის მიტოვება სიტუაციის გართულების, ან ფინანსური ხარჯების გამო მოუწევს თანამდებობიდან გადადგება.  "უკრაინის მიტოვება იმის გამო, რომ მომიხდეს, მაგალითად, სიტუაცია გართულდა, ან ინფლაციისა და ეკონომიკური ზიანის გათვალისწინებით, ძალიან გაიზარდა ამ ხალხის მხარდაჭერის ღირებულება, მე ჩავთვლიდი, რომ ძალიან მნიშვნელოვან დავაში დავმარცხდი და წავიდოდი. უკრაინის მიტოვება რომ მომიხდეს, ჩავთვლიდი, რომ დავმარცხდი და გადავდგებოდი", - განაცხადა ჯონსონმა BBC-სთან ინტერვიუში. ასევე წაიკითხეთ: ბორის ჯონსონი: გაიზრდება ზეწოლა, რათა უკრაინელებს ცუდი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება აიძულონ  

ბორის ჯონსონი: თუ ზელენსკი საჭიროდ ჩათვლის, რომ შეძლებს უკრაინის დატოვებას, დიდ ბრიტანეთს მისი მასპინძლობის პატივი ექნება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ მას ექნება პატივი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფიციალური ვიზიტისას უმასპინძლოს, თუ უკრაინის ლიდერს ექნება შესაძლებლობა, დატოვოს უკრაინა. ჯონსონმა აღნიშნა, რომ ზელენსკიმ „აბსოლუტურად გასაოცარი სამუშაო შეასრულა თავისი ქვეყნის მართვისას და მსოფლიო აზრის წარმართვაში ამ საშინელ დროს“. მისივე თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მსოფლიო ლიდერების ერთობლივი ძალისხმევა რუსეთის მხრიდან საფრთხის დასაძლევად. მანამდე, დიდი ბრიტანეთის პრემიერი ჯონსონი და საფრანგეთის პრეზიდენტი უკრაინისთვის მეტი დახმარების გაწეევაზე შეთანხმდნენ. G7-ის სამიტი 26-28 ივნისს, გერმანიაში იმართება. G7-ის წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია,კანადა,საფრანგეთი, იაპონია, აშშ. ჯგუფი 1975 წელს შეიქმნა და ყოვეწლიურ სამიტზე ეკონომიკურ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავს. „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარეობა გერმანიამ დიდი ბრიტანეთისგან 2022 წლის იანვარში გადაიბარა.

პუტინმა კიდევ ერთხელ აჩვენა სისასტიკის სიღრმე - ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, პოლტავას ოლქის ქალაქ კრემენჩუკზე რუსული სარაკეტო თავდასხმა დაგმო. ამის შესახებ მან ბავარიაში, G7-ის ლიდერების შეხვედრაზე განაცხადა, იუწყება The Guardian. „ამ შემზარავმა თავდასხმამ კიდევ ერთხელ აჩვენა სისასტიკისა და ბარბაროსობის სიღრმე, რომელშიც ვარდება რუსეთის ლიდერი“, - თქვა ჯონსონმა. „კიდევ ერთხელ, ჩვენი ფიქრები უკრაინის უდანაშაულო მსხვერპლთა ოჯახებთანაა. პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ მისი საქციელი მხოლოდ გააძლიერებს გაერთიანებული სამეფოსა და G7-ის სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირონ უკრაინას, რამდენი ხანი დასჭირდება", - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა. დღეს, კრემენჩუკში, პოლტავას რეგიონში ოკუპანტებმა სავაჭრო ცენტრს რაკეტები ესროლეს, სადაც ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. ავიადარტყმის შედეგად, ამ დროისთვის 11 ადამიანია დაღუპული.   

ბორის ჯონსონი: პუტინი რომ ქალი ყოფილიყო, უკრაინაში გიჟური ომი არ დაიწყებოდა

"რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი რომ ქალი ყოფილიყო, უკრაინაში „გიჟურ, მაჩო ომს“ არ დაიწყებდა", - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განცხადა. „პუტინი რომ ქალი ყოფილიყო, რაც აშკარად არ არის, მაგრამ რომ ყოფილიყო, მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ის წამოიწყებდა შეჭრისა და ძალადობის გიჟურ, მაჩო ომს. თუ გინდათ ტოქსიკური მასკულინიზმის შესანიშნავი მაგალითი, ეს არის ის, რასაც ის აკეთებს უკრაინაში,“- აღნიშნა ჯონსონმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: მაკრონი: რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს ამ ომში, მას გამარჯვება არ შეუძლია  

ბორის ჯონსონი: გლობალური გამოწვევების აღმოფხვრასა და უფრო უსაფრთხო მსოფლიოს შენების საქმეში, ბრიტანეთი ყოველთვის ისტორიულ როლს თამაშობდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გლობალური გამოწვევების აღმოფხვრასა და უფრო უსაფრთხო მსოფლიოს შენების საქმეში, ბრიტანეთი ყოველთვის ისტორიულ როლს თამაშობდა. ამის შესახებ ჯონსონმა მადრიდში, NATO-ს სამიტის მიმდინარეობისას განაცხადა. „მოვუწოდებ პარტნიორ სახელმწიფოებს, რომ განაგრძონ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერა. გლობალური გამოწვევების აღმოფხვრასა და უფრო უსაფრთხო მსოფლიოს შენების საქმეში, ბრიტანეთი, როგორც ალიანსის წევრი, ყოველთვის ისტორიულ როლს თამაშობდა“, - აღნიშნა ჯონსონმა. თურქეთი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს. შესაბამისი მემორანდუმი მადრიდში, NATO-ს სამიტის პირველ დღეს გაფორმდა. Europetime-მა მემორანდუმის სრული ტექსტი მოიპოვა და მის ქართულ თარგმანს გთავაზობთ. მადრიდის სამიტი განსაზღვრავს NATO-ს სტრატეგიულ მიმართულებას მომდევნო ათწლეულისთვის და შემდგომში, რაც უზრუნველყოფს ალიანსის ადაპტაციას ცვალებად სამყაროსთან და მილიარდი ადამიანს უსაფრთხოების დაცვას. როგორ იმოქმედა რუსეთის სასტიკმა და არაპროვოცირებულმა შეჭრამ უკრაინაში და ევროპაში უსაფრთხოების ახალმა რეალობამ NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის მიდგომაზე? რას აკეთებს ალიანსი სხვა გამოწვევების გადასაჭრელად, როგორიცაა ჩინეთის მზარდი გავლენა და უსაფრთხოებაზე გავლენის შედეგები? რა შედის NATO-ს მომავალ სტრატეგიულ კონცეფციაში, როგორია ალიანსის მომავალი ადაპტაციის გეგმა უფრო კონკურენტუნარიან სამყაროში, სადაც ავტორიტარული ძალები ცდილობენ, გავლენა მოახდინონ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგზე. ეს მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რომლებსაც NATO-ს ლიდერები მადრიდის სამიტზე განიხილავენ. მადრიდის სამიტთან ერთად, საჯარო ფორუმი გაიმართება, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს ალიანსის მომავლის შესახებ დისკუსიისთვის იწვევს. მას მასპინძლობს ოთხი წამყვანი სამოქალაქო ორგანიზაცია - ელკანოს სამეფო ინსტიტუტი, გერმანიის მარშალის ფონდი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია და ატლანტიკური საბჭო - საჯარო ფორუმზე გამოვლენ ექსპერტები და გადაწყვეტილების მიმღებები მთელი მსოფლიოდან. NATO სამიტზე ჩვენ განვაცხადებთ, რომ რუსეთი აღარ არის პარტნიორი და საფრთხეა ჩვენი უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის - სტოლტენბერგი ესპანეთი სამიტს მასპინძლობს NATO-ში გაწევრიანების 40 წლისთავზე. ესპანეთი გახდა მე-16 ქვეყანა, რომელიც შეუერთდა ალიანსს 1982 წლის 30 მაისს.  მადრიდში, NATO-ს სამიტზე მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს შეკავებას და თავდაცვას; დავეთანხმებით უკრაინის მხარდაჭერას გრძელვადიან პერსპექტივაში; შევთანხმდებით NATO-ს მომავალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, რომელიც წარმოადგენს ჩვენი მომავალი ადაპტაციის გეგმას გაზრდილი სტრატეგიული კონკურენციის ეპოქაში ავტორიტარულ ძალებთან, როგორიცაა ჩინეთი; და ჩვენ შევთანხმდებით, რომ რისკის ქვეშ მყოფ ჩვენს პარტნიორებს შემდგომი, მათზე მორგებული დახმარება გავუწიოთ. ჩვენ ვალდებულებას ავიღებთ, კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს პარტნიორებთან აზია-წყნარ ოკეანეში და სხვა თანამოაზრე პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში. NATO მაღალ მზადყოფნაში მყოფი სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობას 40,000-დან 300 000-მდე გაზრდის ჩვენ ასევე განვიხილავთ პროგრესს ტვირთის განაწილების მიმართულებით, რადგან ცხადია, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ინვესტიციები ჩვენს თავდაცვაში და ერთად უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ NATO-ში. მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას, რომლებიც ერთად მუშაობენ ძლიერ NATO-ში, შეუძლიათ ჩვენი მილიარდი ადამიანის დაცვა უფრო საშიშ სამყაროში. NATO-ს პარტნიორების მონაწილეობა ასევე იქნება ჩვენი სამიტის გამორჩეული მახასიათებელი ნიშანი მადრიდში. პრეზიდენტი ზელენსკი მადრიდის სამიტზე NATO-ს ლიდერებს სიტყვით მიმართავს და პრემიერი ღარიბაშვილიც იქნება მიწვეული ერთ-ერთ სესიაში მონაწილეობის მისაღებად, რაც ცხადყოფს ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელობას. მონაწილეობის მოსაწვევები ასევე გაეგზავნათ ფინეთს, შვედეთსა და ევროკავშირს, ასევე, ჩვენს აზია-წყნარი ოკეანის პარტნიორებს, ავსტრალიას, იაპონიას, ახალ ზელანდიას და კორეის რესპუბლიკას“, - განუცხადა ექსკლუზიურად Europetime-ს NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ. შეგახსენებთ, 27 ივნისს, ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ NATO მადრიდის სამიტზე საქართველოსთვის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და მოლდოვისთვის მხარდაჭერის ახალ პაკეტებს მიიღებს. „საქართველო და ევროკავშირი ასევე მიიღებენ მონაწილეობას ალიანსის სამიტში. ჩვენ ასევე გავაღრმავებთ თანამშრომლობას NATO-ს უახლოეს პარტნიორებთან. მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს ჩვენი პარტნიორების, საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინის და მოლდოვის რესპუბლიკისთვის, ასევე, ტუნისისა და მავრიტანიისთვის“, - განაცხადა  იენს სტოლტენბერგმა.  უფრო ადრე, ამ მოსალოდნელი მხარდამჭერი პაკეტის დამტკიცების შესახებ, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ ჯერ კიდევ 23 ივნისს ისაუბრა. „უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის ფონზე, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ გაზარდონ დახმარება ისეთი პარტნიორებისთვის, როგორიცაა, საქართველო, რომელიც NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და მრავალი წლის განმავლობაში განიცდის რუსეთის ჰიბრიდულ საფრთხეებს და ზეწოლას. ექსკლუზიური ინტერვიუ ხავიერ კოლომინასთან ახალი ინსტრუმენტების ან სისტემების შექმნის ნაცვლად, ჩვენ უნდა დავეყრდნოთ NATO-საქართველოს არსებით პაკეტს და გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ სიტუაციური ცნობიერების, უსაფრთხო კომუნიკაციების, მედეგობისა და კიბერ სფეროებში. ჩვენ ამჟამად საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად განვიხილავთ, თუ რას უნდა მოიცავდეს ეს ზომები უფრო დეტალურად და ველოდებით მათ მიღებას მადრიდის სამიტზე“, - განუცხადა ხავიერ კოლომინამ Europetime-ს. ცნობისთვის, სამიტზე მიწვეულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ვოლოდიმირ ზელენსკი სამიტის მონაწილეებს ვიდეოჩართვით მიმართავს. 

ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ჯონსონს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს მადრიდში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.   საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.   „პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება დემოკრატიზაციისა და რეფორმების კვალდაკვალ.   შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე და აღინიშნა, რომ სტრატეგიული დიალოგის ფორმატმა და არაერთი მიმართულებით თანამშრომლობამ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადაიყვანა. ირაკლი ღარიბაშვილმა ბორის ჯონსონი მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მიიწვია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბორის ჯონსონი: ქართველი ხალხი ყოველდღე, რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე ცხოვრობს

ქართველი ხალხი ყოველდღე რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე ცხოვრობს. პუტინს არ უნდა მივცეთ საშუალება საქართველოს სუვერენული ინსტიტუტები მისი კიბერშესაძლებლობების გასაძლიერებლად გამოიყენოს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. მისი თქმით, ბრიტანეთი მსოფლიოში კიბერუსაფრთხოების სფეროში წამყვან პოზიციებს იკავებს და დღეს გამოცხადებული მხარდაჭერა დაიცავს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ბრიტანეთს და ყველა სხვა დემოკრატიებს, რომლებსაც რუსეთის მტრობა ემუქრებათ. ბრიტანეთი საქართველოს, რუსეთის კიბერშეტევებისგან თავის დასაცავად £5 მილიონს გამოუყოფს დიდი ბრიტანეთის მთავრობის დახმარებით, აღნიშნული დახმარება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საშუალებას მისცემს, წარმოადგინოს კიბერუსაფრთხოების ახალი სტრატეგია, გამოავლინოს და მოიგერიოს თავდასხმები იმ პირებისგან, რომლებიც ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ როგორც საქართველოს, ასევე ევროპულ უსაფრთხოებას.  

ბორის ჯონსონი: დამატებით გამოყოფილი £5 მილიონი, საქართველოს, საერთო უსაფრთხოების კონტექსტში, საფრთხეების გამოვლენასა და მათზე რეაგირებაში დაეხმარება

ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს მედეგობას რუსეთიდან და ნებისმიერი სხვა წყაროდან მომდინარე კიბერ-შეტევების მიმართ, - დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შესახებ Twitter-ზე წერს. ბრიტანეთი საქართველოს, რუსეთის კიბერშეტევებისგან თავის დასაცავად £5 მილიონს გამოუყოფს როგორც ბორის ჯონსონი აღნიშნავს, დამატებით გამოყოფილი 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი საქართველოს დაეხმარება საერთო უსაფრთხოების კონტექსტში საფრთხეების გამოვლენასა და მათზე რეაგირებაში. „ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს მედეგობას რუსეთიდან და ნებისმიერი სხვა წყაროდან მომდინარე კიბერ-შეტევების მიმართ. დამატებით გამოყოფილი 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი საქართველოს დაეხმარება ჩვენი საერთო უსაფრთხოების კონტექსტში საფრთხეების გამოვლენასა და მათზე რეაგირებაში“, - აღნიშნავს ბორის ჯონსონი.  

ბორის ჯონსონი: თუ გსურთ უკრაინელების ბრძოლის უნარის მტკიცებულება, ნახეთ, რა მოხდა კუნძულ ზმეინზე

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თვლის, რომ რუსეთის უკან დახევა გველების (ზმეინი) კუნძულიდან გვიჩვენებს უკრაინის უნარს, გაუძლოს წინააღმდეგობას. „თუ გსურთ უკრაინელების ბრძოლის უნარის მტკიცებულება, ნახეთ, რა მოხდა კუნძულ ზმეინზე, სადაც რუსეთს კვლავ მოუწია მიწის დათმობა. საბოლოო ჯამში, პუტინისთვის შეუძლებელი იქნება, დაიკავოს ქვეყანა, რომელიც არ მიიღებს მის მმართველობას”, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. ჯონსონმა ასევე პირობა დადო, რომ გააგრძელებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერებას „რაც არ უნდა რთული იყოს ეს“. უკრაინულმა ძალებმა სამხედრო ოპერაციის კიდევ ერთი ეტაპი წარმატებით დაასრულეს, რუსებმა კი, კუნძულ ზმეინიდან მათი გარნიზონის ევაკუაცია სასწრაფოდ მოახდინეს. ამის შესახებ ოპერატიული სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბორის ჯონსონი ოდესის საპატიო მოქალაქე გახდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი, ოდესის საპატიო მოქალაქე გახდა. დაჯილდოებულია გრიგორი მარაზლის I, II, III ხარისხის სამკერდე ნიშნით. ამის შესახებ RBC-Ukraine ოდესის მერის გენადი ტრუხანოვზე დაყრდნობით იუწყება. „ჩვენ ძალიან ვაფასებთ ბრიტანეთის, მისი პრემიერ-მინისტრის დახმარებას. ამიტომ, მე ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომ ბორის ჯონსონს გრიგორი მარაზლის სახელობის I, II, III ხარისხის საპატიო სამკერდე ნიშნები მიენიჭა", - განაცხადა ტრუხანოვმა. ამრიგად, ჯონსონი ავტომატურად იღებს ოდესის საპატიო მოქალაქის ტიტულს. მერის თქმით, უკრაინის მთავარი მოკავშირე და მეგობარი დიდი ბრიტანეთია.  

ჯონსონის განცხადებით, შოტლანდია და უელსი უკრაინას, 100 მილიონი ფუნტის სამხედრო დახმარებას გამოუყოფენ

შოტლანდიამ და უელსმა, უკრაინისთვის 100 მილიონი ფუნტის სამხედრო დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა Twitter-ზე დაწერა. ჯონსონი და მაკრონი უკრაინისთვის მეტი დახმარების გაწევაზე შეთანხმდნენ ბორის ჯონსონი: უკრაინის მიტოვება რომ მომიხდეს, ჩავთვლიდი, რომ დავმარცხდი და გადავდგებოდი „უელსის მთავრობამ გამოყო 35 მილიონი უკრაინას სამხედრო მხარდაჭერისთვის, უელსის ოჯახებმა კი 3000 ლტოლვილი მიიღეს", - ნათქვამია ჯონსონის განცხადებაში. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შოტლანდიამ ასევე გამოყო 65 მილიონი ფუნტი და უკრაინიდან ლტოლვილების მისაღებად, მზადყოფნის შესახებ გამოაცხადა. „ახლახან ვესაუბრე შოტლანდიის პირველ მინისტრს ნიკოლა სტერჯენს, რათა გამომეცხადებინა დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობის წარმატება უკრაინის მხარდასაჭერად. მადლობა გადავუხადე შოტლანდიის მთავრობას 65 მილიონი ფუნტის წვლილის გამო, უკრაინაში გაერთიანებული სამეფოს სამხედრო დახმარების 2,3 მილიარდ ფუნტამდე გაზრდაში და უკრაინიდან 6000-ი ლტოლვილის განსახლების მცდელობისთვის“, - წერს ჯონსონი. ბორის ჯონსონი ოდესის საპატიო მოქალაქე გახდა

ბორის ჯონსონი: უკრაინა ბრიტანეთისგან 10 თვითმავალ საარტილერიო დანადგარს მიიღებს

ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განუცხადა, რომ უკრაინა მომავალ კვირებში, კიდევ ათ თვითმავალ საარტილერიო დანადგარს მიიღებს. ამის შესახებ ბორის ჯონსონის ოფისში ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადეს. ჯონსონის განცხადებით, შოტლანდია და უელსი უკრაინას, 100 მილიონი ფუნტის სამხედრო დახმარებას გამოუყოფენ ჯონსონმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიო მხარს უჭერს უკრაინას და ამ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ დაიბრუნონ რუსული ძალების მიერ დაკავებული ტერიტორია. ჯონსონი უკრაინში ხანგრძლივ ომს ვარაუდობს და დასავლეთს უკრაინის მხარდაჭერის გეგმას სთავაზობს

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ორმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ბორის ჯონსონის მთავრობა ორმა წევრმა დატოვა. ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა განაცხადა, რომ ბორის ჯონსონის მიმართ ნდობა დაკარგა. კანცლერმა, ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა ასევე დატოვა თანამდებობა. მისი თქმით, საზოგადოება მოელის, რომ მთავრობა „სწორად, კომპეტენტურად და სერიოზულად" წარმართავს პროცესებს. ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა. საუბარია კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერზე, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობიდან 30 ივნისს გადადგა.  

ჯონსონმა ზელენსკის განუცხადა, რომ უკრაინას შეუძლია, დაიბრუნოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ უკრაინას შეუძლია, დაიბრუნოს რუსეთის მიერ ახლახან ოკუპირებული ტერიტორიები. ამის შესახებ CNN-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა ისაუბრა. „პრემიერმა თქვა, რომ მსოფლიო უკრაინის გვერდით დგას და მას სჯერა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის სამხედროებს შეუძლიათ პუტინის ძალების მიერ ახლახან დაკავებული ტერიტორიის დაბრუნება“, - აღნიშნას ჯონსონის ოფისის წარმომადგენელი. ჯონსონმა ზელენსკის გაერთიანებული სამეფოს მხრიდან ახალი სამხედრო დახმარების შესახებ აცნობა. მათ შორის არის 10 თვითმავალი საარტილერიო სისტემა, რომელიც კიევში უახლოეს დღეებში ჩავა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

ბორის ჯონსონმა ახალი მინისტრები დანიშნა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ნადჰიმ ზაჰავი, ჯანდაცვის მინისტრად კი სტივ ბარკლი დანიშნა. საკადრო ცვლილება ჯონსონმა მას შემდეგ  განახორციელა, რაც გუშინ ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა, საჯიდ ჯავიდმა და რიში სუნაკმა თანამდებობები პროტესტის ნიშნად დატოვეს. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ორმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა ბრიტანული მედია წერს, რომ თუ, მინისტრთა კაბინეტს სხვა მინისტრებმაც დატოვებენ, ბორის ჯონსონს პრემიერის პოსტის შენარჩუნება გაუჭირდება. ჯონსონს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა, რომელიც ბრიტანული მედიის ვერსიით, პარტიის ლიდერად განიხილება.  

24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის მთავრობის დატოვების შესახებ 21-მა ადამიანმა განაცხადა

დიდი ბრიტანეთის მთავრობა კიდევ ხუთმა მინისტრმა დატოვა. მათ შორის არიან: კულტურის მინისტრი, ჯულია ლოპესი, ბიზნესის საკითხებში მინისტრი, ლი როული, განათლების მინისტრი, ალექს ბარგჰარტი. ხაზინის მინისტრი, ჯონ გლენი, იუსტიციის მინისტრი, ვიქტორია ატკინსი და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის საკითხებში მინისტრი, ჯო ჩერჩილი. BBC-ს ინფორმაციით, მინისტრების გარდა, თანამდბეობები დატოვეს საპარლამენტო მდივნებმა და თანაშემწეებმა. ბორის ჯონსონი დარწმუნებულია, რომ მას შეუძლია შეავსოს, ვაკანტური თანამდებობები, ამის შესახებ მისი პრეს-მდივანი ამბობს. მისი თქმით, დანიშვნების შესახებ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის მთავრობა 21-მა ადამიანმა დატოვა. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა დატოვეს ბორის ჯონსონის მთავრობა, სულ მცირე, 27-მა ადამიანმა გადადგა ანალოგიური ნაბიჯი. უფრო ადრე, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა. საუბარია კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერზე, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობიდან 30 ივნისს გადადგა.  

ბორის ჯონსონი თანამდებობის შესანარჩუნებლად, ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ თანამდებობის შესანარჩუნებლად ვადამდელი არჩევნების დანიშვნას არ აპირებს. ამის შესახებ Sky News-ი   იტყობინება. 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის მთავრობის დატოვების შესახებ 21-მა ადამიანმა განაცხადა  პრემიერს ჰკითხეს, მიმართავს თუ არა პარლამენტის დათხოვნას. ჯონსონმა უპასუხა, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავს. „რა თქმა უნდა, მე ამას გამოვრიცხავ. უახლოესი თარიღი საყოველთაო არჩევნებისთვის არის 2024 წელი," - განაცხადა ჯონსონმა. კითხვაზე, განიხილავს თუ არა ის თანამდებობიდან გადადგომას არსებულ ვითარებაში, ჯონსონმა უპასუხა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებას არ აპირებს. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა დატოვეს ბორის ჯონსონის მთავრობა, სულ მცირე, 27-მა ადამიანმა გადადგა ანალოგიური ნაბიჯი. უფრო ადრე, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა. საუბარია კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერზე, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობიდან 30 ივნისს გადადგა.  

მედია: ჯონსონმა შესაძლოა, უახლოეს საათებში გადადგომაზე განცხადება გააკეთოს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა შესაძლოა, უახლოეს საათებში გადადგომის შესახებ განაცხადოს. ბორის ჯონსონი თანამდებობის შესანარჩუნებლად, ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავს 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის მთავრობის დატოვების შესახებ 21-მა ადამიანმა განაცხადა  ბორის ჯონსონმა პარლამენტის წევრებს დაუდასტურა, რომ რუს ოლიგარქ, ალექსანდრე ლებედევთან შეხვედრა გამართა ჯონსონის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ იტყობინებოდნენ ბრიტანეთის მედიასაშუალებები: ITV და Sky News, ასევე გაზეთები, The Mirror და The Sun. PA Media და dpa „დაუნინგ სტრიტის“ წყაროზე დაყრდნობით ლონდონიდან იუწყებიან, რომ ბორის ჯონსონმა კონსერვატორული პარტიის წევრს, თემთა პალატის დეპუტატს, გრემ ბრედის უთხრა, რომ ის თანამდებობიდან გადადგება მზარდი ბრაზის ფონზე, რომელიც პარტიის წევრების მიმართ არასწორი მოქცევის გამო მისმა დამოკიდებულებამ გამოიწვია. უფრო ადრე ჯონსონთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა ფაქტობრივად მთელმა კაბინეტმა: თანამდებობიდან გადადგა კაბინეტის 120 -დან 50-ზე მეტი წევრი. 7 ივლისს თანამდებობა დატოვა განათლების მინისტრმა, მიშელ დოულანმა, რომელიც ამ პოსტზე ორი დღის წინ დაინიშნა. 5 ივლისს ჯონსონის მიერ ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშნულმა ნადიმ ზაჰავიმ კი, პრემიერს 7 ივლისს მოუწოდა, გადადგეს. ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სამი წლის წინ გახდა.  შეგახსენებთ, ბორის ჯონსონის მთავრობაში კრიზისია. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა დატოვეს კაბინეტი, სულ მცირე, 27-მა ადამიანმა გადადგა ანალოგიური ნაბიჯი. უფრო ადრე, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა. საუბარია კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერზე, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობიდან 30 ივნისს გადადგა.

ლიზ ტრასმა G20-ის შეხვედრა დატოვა და ლონდონში ბრუნდება

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი ინდონეზიაში G20-ის შეხვედრაზე ვიზიტს წყვეტს და ლონდონში ბრუნდება. ამის შესახებ BBC წერს. მედია: ჯონსონმა შესაძლოა, უახლოეს საათებში გადადგომაზე განცხადება გააკეთოს გავრცელებული ინფორმაციით, ტრასი განცხადებას მალე გააკეთებს. მისი დაბრუნება სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ბორის ჯონსონის მოსალოდნელ გადადგომას უკავშირდება. ერთი დღით ადრე, ტრასმა , ჯონსონის გადადგომის მოწოდების ფონზე, განაცხადა, რომ იგი სრულად უჭერს მხარს მთავრობის მეთაურს. G20-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი კონფერენცია ბალიში 7 ივლისს დაიწყო. ბორის ჯონსონი თანამდებობის შესანარჩუნებლად, ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავს 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის მთავრობის დატოვების შესახებ 21-მა ადამიანმა განაცხადა  ბორის ჯონსონმა პარლამენტის წევრებს დაუდასტურა, რომ რუს ოლიგარქ, ალექსანდრე ლებედევთან შეხვედრა გამართა შეგახსენებთ, ბორის ჯონსონის მთავრობაში კრიზისია. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა დატოვეს კაბინეტი, სულ მცირე, 27-მა ადამიანმა გადადგა ანალოგიური ნაბიჯი. უფრო ადრე, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა. საუბარია კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერზე, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობიდან 30 ივნისს გადადგა.

ლიზ ტრასი: პრემიერმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრმა „სწორი გადაწყვეტილება მიიღო“, როდესაც გადადგა კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობიდან და რომ მთავრობამ უნდა განაგრძოს მუშაობა, ვიდრე ახალი ლიდერი დაინიშნება. „ჩვენ ახლა გვჭირდება სიმშვიდე, ერთიანობა და შევინარჩუნოთ მმართველობა, ვიდრე ახალი ლიდერი მოიძებნება“, - აღნიშნა ტრასმა. ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს, ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს.    

Sky News: ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, კონსერვატიული პარტიის წევრებს შორის მთავარი ფავორიტია

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი, პრემიერ-მინისტრის პოსტზე, კონსერვატიული პარტიის წევრებს შორის აშკარა ფავორიტია. ამას YouGov-ის ბოლო გამოკითხვა ადასტურებს, იუწყება Sky News-ი. მედია: ჯონსონმა შესაძლოა, უახლოეს საათებში გადადგომაზე განცხადება გააკეთოს ლიზ ტრასმა G20-ის შეხვედრა დატოვა და ლონდონში ბრუნდება კონსერვატიული პარტიის წევრების ახალი გამოკითხვის თანახმად, თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი ამარცხებს ყველა მთავარ კონკურენტს, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასსაც. ბენ უოლესმა, როგორც ბორის ჯონსონის დროს თავდაცვის მინისტრმა, უკრაინისთან მიმართებით, ბრიტანეთის მიერ მხარდაჭერის საკითხში, მთავარი როლი შეასრულა. ამასთან, უოლესმა ბორის ჯონსონის მიმართ, მხარდაჭერა ბოლომდე შეინარჩუნა და კაბინეტის 50-ზე მეტი წევრის მსგავსად, თანამდებობიდან არ გადამდგარა. უოლესმა განაცხადა, რომ მას აქვს ვალდებულება უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი. ბორის ჯონსონი თანამდებობის შესანარჩუნებლად, ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავს 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის მთავრობის დატოვების შესახებ 21-მა ადამიანმა განაცხადა  ბორის ჯონსონმა პარლამენტის წევრებს დაუდასტურა, რომ რუს ოლიგარქ, ალექსანდრე ლებედევთან შეხვედრა გამართა შეგახსენებთ, ბორის ჯონსონის მთავრობაში კრიზისია. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა დატოვეს კაბინეტი, სულ მცირე, 27-მა ადამიანმა გადადგა ანალოგიური ნაბიჯი. უფრო ადრე, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა. საუბარია კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერზე, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობიდან 30 ივნისს გადადგა.

ჯონსონი უკრაინის ნამდვილი მეგობარია, იმედია, მისი გადადგომის შემდეგ, უკრაინასთან მიმართებით, ლონდონის პოლიტიკა არ შეიცვლება - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ბორის ჯონსონის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომა, ლონდონის პოლიტიკაზე რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით, უარყოფით გავლენას არ მოახდენს. ამის შესახებ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს, ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს ზელენსკიმ, ჯონსონს „უკრაინის ნამდვილი მეგობარი“ უწოდა და გამოთქვა იმედი, რომ ბრიტანეთის პოლიტიკა, უკრაინასთან მიმართებით მისი გადადგომის შემდეგ, უახლოეს მომავალში არ შეიცვლება. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ ბევრი მიიღო ჯონსონთან ურთიერთობის შედეგად, პირველ რიგში კი, სამხედრო მხარდაჭერა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბორის ჯონსონთან, მისი გადადგომის შემდეგ, სატელეფონო საუბრის გამართვას გეგმავს. ჯონსონმა გადადგომის სიტყვაშიც არ დაივიწყა უკრაინისადმი მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობა. „ნება მომეცით, ახლავე ვუთხრა უკრაინელ ხალხს, რომ ვიცი,  ჩვენ, დიდ ბრიტანეთში გავაგრძელებთ თქვენი თავისუფლებისთვის ბრძოლას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.   

ბორის ჯონსონი: მინდა, უკრაინელებს ვუთხრა - ჩვენ, დიდ ბრიტანეთში გავაგრძელებთ თქვენი თავისუფლებისთვის ბრძოლას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება

ბორის ჯონსონმა გადადგომის სიტყვაშიც არ დაივიწყა უკრაინისადმი მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობა.  ბორის ჯონსონმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის მოვალეობას პარტიის ახალი ლიდერის არჩევამდე ასრულებს, განაცხადა, რომ უზომოდ ამაყობს თავისი მიღწევებით, მათ შორის უკრაინაში რუსეთის შეჭრის საწინააღმდეგო ქმედებების დროს გამოჩენილი ლიდერობით. „ნება მომეცით, ახლავე ვუთხრა უკრაინელ ხალხს, რომ ვიცი, ჩვენ, დიდ ბრიტანეთში გავაგრძელებთ თქვენი თავისუფლებისთვის ბრძოლას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.  ამავე თემაზე ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს, ახალი ლიდერის არჩევამდე კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რჩება

ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს, ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევის განრიგი მომავალ კვირას გახდება ცნობილი ჯონსონმა გადადგომის სიტყვაშიც არ დაივიწყა უკრაინისადმი მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობა ბორის ჯონსონი პარტიის ლიდერის თანამდებობას ტოვებს და მისი ახალი ლიდერის არჩევამდე პრემიერ-მინისტრად რჩება. ჯონსონმა განაცხადა, რომ უზომოდ ამაყობს თავისი მიღწევებით, მათ შორის არის Brexit-ის დასრულება, პანდემიის გადალახვა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის საწინააღმდეგო ქმედებების დროს გამოჩენილი ლიდერობა. ჯონსონმა გადადგომის სიტყვაშიც არ დაივიწყა უკრაინისადმი მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობა. „ნება მომეცით, ახლავე ვუთხრა უკრაინელ ხალხს, რომ ვიცი, ჩვენ, დიდ ბრიტანეთში გავაგრძელებთ თქვენი თავისუფლებისთვის ბრძოლას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.  „ახლა ნათელია, რომ პარტიას ახალი ლიდერი სურს, ქვეყანას კი, ახალი პრემიერ-მინისტრი. შეუპოვრად ვიბრძოდი ბოლო დღეების განმავლობაში და ვრჩებოდი თანამდებობაზე, რადგან ვგრძნობდი, რომ ეს იყო ჩემი მოვალეობა და პასუხისმგებლობა თქვენ წინაშე. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მე ვცდილობდი, დამერწმუნებინა ჩემი კოლეგები, რომ ექსცენტრიული იქნებოდა ხელისუფლების შეცვლის გადაწყვეტილება, როდესაც გვაქვს ამხელა მანდატი და როდესაც ეკონომიკური სურათი რთული გვაქვს შიდა და საერთაშორისო დონეზე.  ვწუხვარ, რომ ამ კამათში წარმატებას ვერ მივაღწიე და, რა თქმა უნდა, ეს მტკივნეულია, რომ ამდენი იდეისა და პროექტის განხილვას ვეღაც შევძლებ. ჩემო მეგობრებო, პოლიტიკაში არავინ არის შეუცვლელი და ჩვენი ბრწყინვალე სისტემა წარმოშობს სხვა ლიდერს, რომელიც თანაბრად მოწოდებულია, წინ წაიყვანოს ეს ქვეყანა ამ რთულ პერიოდში.  და, იმ ახალ ლიდერს, სადაც არ უნდა იყოს ის, მე ვეუბნები, რომ მაქსიმალურად დაგიჭერთ მხარს - თქვენ და ბრიტანულ საზოგადოებას, ვიცი, რომ ბევრი ადამიანი იგრძნობს შვებას და შესაძლოა, საკმაოდ ბევრიც დარჩეს იმედგაცრუებული. მინდა, უბრალოდ, იცოდეთ, რა სევდიანი ვარ, რომ ვტოვებ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს. უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ბრიტანულ საზოგადოებას, იმ უდიდესი პრივილეგიისთვის, რომელიც მომანიჭეთ. მინდა, იცოდეთ, რომ ამიერიდან, ვიდრე ახალი პრემიერი აირჩევა, თქვენი ინტერესები იქნება დაცული და ქვეყნის მართვა გაგრძელდება. პრემიერ-მინისტრობა თავისთავად განათლებაა. მე ვიმოგზაურე გაერთიანებული სამეფოს ყველა კუთხეში და ჩვენი სამყაროს ბუნებრივი სილამაზის გარდა, უამრავ ადამიანს ვხვდებოდი, რომლებისც გამოირჩევიან ასეთი უსაზღვრო, ბრიტანული ორიგინალურობით და მზად არიან, ძველი პრობლემები ახლებურად გადაჭრან. ჩვენ ოქროს მომავალი გველის“. Sky News.: ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, მომავალი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, კონსერვატიული პარტიის წევრებს შორის მთავარი ფავორიტია ბორის ჯონსონი თანამდებობის შესანარჩუნებლად, ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავს 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის მთავრობის დატოვების შესახებ 21-მა ადამიანმა განაცხადა  ბორის ჯონსონმა პარლამენტის წევრებს დაუდასტურა, რომ რუს ოლიგარქ, ალექსანდრე ლებედევთან შეხვედრა გამართა შეგახსენებთ, ბორის ჯონსონის მთავრობაში კრიზისია. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა დატოვეს კაბინეტი, სულ მცირე, 27-მა ადამიანმა გადადგა ანალოგიური ნაბიჯი. უფრო ადრე, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა. საუბარია კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერზე, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობიდან 30 ივნისს გადადგა.  

ზელენსკი ჯონსონს: თქვენმა ლიდერობამ და ქარიზმამ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა განსაკუთრებული გახადა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს ტელეფონით ესაუბრა მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა პოსტის დატოვების შესახებ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა გულწრფელი მადლიერება გამოხატა  იმ გადამწყვეტი და უკომპრომისო მხარდაჭერისთვის, რომელიც ბორის ჯონსონმა რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის პირველივე დღეებიდან უკრაინის მიმართ გამოხატა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ჯონონს საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის ინტერესების დაცვაში ლიდერობისთვის.  ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს, ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს „უკრაინაში ყველამ მწუხარებით მივიღეთ ეს ამბავი. ჩემი ოფისი და ყველა უკრაინელი მადლობელი ვართ თქვენი დახმარებისთვის. ეჭვი არ გვეპარება, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა გაგრძელდება, მაგრამ თქვენმა ლიდერობამ და ქარიზმამ ეს განსაკუთრებული გახადა“, -  აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ჯონსონი უკრაინის ნამდვილი მეგობარია, იმედია, მისი გადადგომის შემდეგ, უკრაინასთან მიმართებით, ლონდონის პოლიტიკა არ შეიცვლება - ზელენსკი ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბრიტანეთის პრემიერმა ასევე განიხილეს უკრაინა-ბრიტანეთის თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს უკრაინის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და პოლიტიკური მხარდაჭერის საკითხებს. მოლაპარაკებების კიდევ ერთი მთავარი თემა უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვა იყო.    

ვოლოდიმირ ზელენსკი: დიდი ბრიტანეთი არის სიკეთის მხარეს, ის უკრაინის გვერდით დგას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს უკრაინას და მისი პოლიტიკა არ შეიცვლება პრემიერ მინისტრის ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. „ის, რასაც ჯონსონი აკეთებდა უკრაინისთვის, ძალიან დაგვეხმარა. მე მას უკრაინის მეგობრად ვთვლი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მისი საზოგადოებაც მხარს უჭერდა უკრაინას ევროპაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ დიდი ბრიტანეთი არის სიკეთის მხარეს და უკრაინის გვერდით დგას“, - განუცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. დმიტრო კულება: ბორის ჯონსონის გადადგომა არ შეცვლის ბრიტანეთის პოლიტიკა უკრაინის მიმართ 7 ივლისს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტი დატოვა, ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს.

ჯონსონი: მადლობა მეგობრობისთვის, ვოლოდიმირ, გმირი ხარ, შენ ყველას უყვარხარ

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარს Twitter-ზე გამოეხმაურა.    „პრეზიდენტ ზელენსკის ვესაუბრე და გავიმეორე დიდი ბრიტანეთის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ჩვენ მათ მივაწვდით სასიცოცხლო თავდაცვით დახმარებას იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება. მადლობა მეგობრობისთვის, ვოლოდიმირ, გმირი ხარ, შენ ყველას უყვარხარ“, - დაწერა ბორის ჯონსონმა სოციალურ ქსელში. ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს, ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს ჯონსონი უკრაინის ნამდვილი მეგობარია, იმედია, მისი გადადგომის შემდეგ, უკრაინასთან მიმართებით, ლონდონის პოლიტიკა არ შეიცვლება - ზელენსკი ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის განცხადების გაკეთების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტთან ტელეფონით ისაუბრა. ზელენსკი ჯონსონს: თქვენმა ლიდერობამ და ქარიზმამ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა განსაკუთრებული გახადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბრიტანეთის პრემიერმა ასევე განიხილეს უკრაინა-ბრიტანეთის თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს უკრაინის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და პოლიტიკური მხარდაჭერის საკითხებს. მოლაპარაკებების კიდევ ერთი მთავარი თემა უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვა იყო.

დმიტრო კულება: ბორის ჯონსონის გადადგომა არ შეცვლის ბრიტანეთის პოლიტიკა უკრაინის მიმართ

საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიიჩნევს, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის გადადგომა არ შეცვლის ქვეყნის პოლიტიკას უკრაინის მიმართ. ამის შესახებ Ukrinform-ი იუწყება. „ამ ომის ფონზე, ბორის ჯონსონმა დაამტკიცა, რომ მამაცი ადამიანია, რომელსაც არ ეშინია, გარისკოს. გავიხსენოთ მისი ვიზიტი კიევში, აპრილში. ვფიქრობ, მისი მსგავსი ადამიანი აღარ იქნება, ვფიქრობ, მისი მსგავსი ადამიანი აღარ იქნება, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ქვეყნის პოლიტიკა და მხარდაჭერა უკრაინის მიმართ უცვლელი დარჩება. ჩვენ გავაგრძელებთ მათთან თანამშრომლობას“, - განაცხადა დმიტრო კულებამ. 7 ივლისს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტი დატოვა, ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს.

ბორის ჯონსონის ბოლო გამოსვლა პარლამენტში: მხარი დაუჭირეთ უკრაინას

„ასტა ლა ვისტა, ბეიბი“, - ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის პარლამენტში ბოლო გამოსვლა „ტერმინატორის“ ციტატით დაასრულა. ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს, ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს „ჩვენ დავეხმარეთ, მე დავეხმარე ამ ქვეყანას პანდემიის დროს და დავეხმარე სხვა ქვეყნის გადარჩენაში ბარბაროსობისგან. ვფიქრობ, ეს საკმარისია. გულწრფელად რომ ვთქვა, მისია დიდწილად შესრულებულია. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო და ვუთხრა: „ასტა ლა ვისტა, ბეიბი“ , - განაცხადა ბორის ჯონსონმა. ბორის ჯონსონი: მინდა, უკრაინელებს ვუთხრა - ჩვენ, დიდ ბრიტანეთში გავაგრძელებთ თქვენი თავისუფლებისთვის ბრძოლას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება ჯონსონმა მომავალ პრემიერ-მინისტრს რჩევა მისცა.  დარჩით ახლოს შეერთებულ შტატებთან, მხარი დაუჭირეთ უკრაინას, შეამცირეთ გადასახადები, არ მისცეთ უფლება ფინანსთა სამინისტროს, შეზღუდოს ამბიციური პროექტები და ყურადღება მიაქციეთ ამომრჩეველს. დაიმახსოვრე, უპირველეს ყოვლისა, ტვიტერი კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ხალხი, რომელმაც აქ მოგვავლინა.

ვოლოდიმირ ზელენსკი: მივიღე გარანტიები, რომ დიდი ბრიტანეთის უკრაინისადმი მხარდაჭერა ძლიერი და ცალსახა დარჩება

მივიღე გარანტიები, რომ დიდი ბრიტანეთის უკრაინისადმი მხარდაჭერა ძლიერი და ცალსახა დარჩება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრის შემდეგ Twitter-ზე დაწერა. დმიტრო კულება: ბორის ჯონსონის გადადგომა არ შეცვლის ბრიტანეთის პოლიტიკა უკრაინის მიმართ „მე მაქვს რეგულარული კონტაქტი უკრაინის დიდ მეგობარ ბორის ჯონსონთან. ვისაუბრეთ დიდ ბრიტანეთში უკრაინელი ჯარისკაცების მომზადების გააქტიურებასა და სხვა მრავალმხრივ სამხედრო თანამშრომლობაზე. მე მივიღე გარანტიები, რომ დიდი ბრიტანეთის უკრაინისადმი მხარდაჭერა ძლიერი და ცალსახა რჩება", - წერს ზელენსკი. 7 ივლისს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტი დატოვა, ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბორის ჯონსონმა უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნისა და სხვა სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა Twitter-ზე განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკი: მივიღე გარანტიები, რომ დიდი ბრიტანეთის უკრაინისადმი მხარდაჭერა ძლიერი და ცალსახა დარჩება „რეგულარული კონტაქტი მაქვს უკრაინის დიდ მეგობარ ბორის ჯონსონთან. ვისაუბრეთ დიდ ბრიტანეთში უკრაინელი ჯარისკაცების მომზადების გააქტიურებასა და სხვა მრავალმხრივ სამხედრო თანამშრომლობაზე. მე მივიღე გარანტიები, რომ დიდი ბრიტანეთის უკრაინისადმი მხარდაჭერა ძლიერი და ცალსახა რჩება", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. ზელენსკი ჯონსონს: თქვენმა ლიდერობამ და ქარიზმამ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა განსაკუთრებული გახადა 7 ივლისს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტი დატოვა, ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს. ბორის ჯონსონის ბოლო გამოსვლა პარლამენტში: მხარი დაუჭირეთ უკრაინას  

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა პეტიცია, რომლითაც მოქალაქეები უკრაინის პრემიერად ბორის ჯონსონის დანიშვნას ითხოვენ

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა პეტიცია, რომლის მიხედვით, მოქალაქეები უკრაინის პრემიერ-მინისტრად ბორის ჯონსონის დანიშვნას ითხოვენ. „გთხოვთ, განიხილოთ ბორის ჯონსონისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესაძლებლობა და წარადგინოთ მისი კანდიდატურა უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. გადაწყვეტილების დადებითი ასპექტები: ბორის ჯონსონის მსოფლიო მხარდაჭერა; მკაფიო პოზიცია უკრაინაში სამხედრო შეჭრის წინააღმდეგ; განათლება პოლიტიკურ, ფინანსურ და სამართლებრივ სფეროებში“, - აღნიშნულია ტექსტში. ჯონსონი: მადლობა მეგობრობისთვის, ვოლოდიმირ, გმირი ხარ, შენ ყველას უყვარხარ შეგახსენებთ, ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს ტოვებს.  

Telegraph-ის ცნობით, ბორის ჯონსონი შესაძლოა, NATO-ს გენერალური მდივანი გახდეს

Telegraph-ის ცნობით, ბორის ჯონსონი შესაძლოა, NATO-ს გენერალური მდივანი გახდეს. ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, კონსერვატიული პარტიის ლიდერებში ჯონსონს მხარდაჭერა აქვს.  ჯონსონის კანდიდატურას ასევე დაუჭირეს მხარი თავდაცვის კომიტეტის წევრებმა, რიჩარდ დრაქსმა და მარკ ფრანსუამ, ასევე ბრიტანეთის „ბრექსიტის“ ყოფილმა მინისტრმა, დევიდ ჯონსმა. ბრიტანელ კანდიდატს ამ თანამდებობაზე უპირატესობას ანიჭებს ის გარემოება, რომ აშშ-ის აქვს უნდობლობა სხვა ფიგურების მიმართ, რომლებიც დაიკავებდნენ პოსტს, ევროკავშირის ახალი არმიის გეგმების გათვალისწინებით“. ბრიტანეთს ასევე ენდობიან ბალტიისპირეთის ქვეყნები და ჯონსონმა პირადად მოიპოვა საერთაშორისო ნდობა ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის შექმის ძალისხმევისთვს. აქვე, გამოცემა ვარაუდობს, რომ ჯონსონს სავარაუდოდ, საფრანგეთი არ დაუჭერს მხარს.  

მაკრონი და ჯონსონი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ უკრაინა მიიღებს იმდენ დახმარებას, რამდენიც სჭირდება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ უკრაინა მიიღებს იმდენ დახმარებას, რამდენიც სჭირდება. ლიდერებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. მაკრონმა და ჯონსონმა განაცხადეს, რომ უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხზე თანამშრომლობას განაგრძობენ.  მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით გამოწვეული სასურსათო კრიზისი. ამასთან, საუბრისას ლიდერები დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობებს შეეხნენ.

ბორის ჯონსონის რეზიდენცია, უკრაინის დამოუკიდებლობის დღისთვის ლურჯი და ყვითელი ყვავილებით გააფორმეს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია უკრაინის დამოუკიდებლობის დღის პატივისცემის ნიშნად, ლურჯი და ყვითელი ყვავილების ინსტალაციითაა მორთული. დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა უკრაინის დამოუკიდებლობის დღის წინა დღეს, ფლორისტებმა დაუნინგ სტრიტის 10-ის შესასვლელი, სადაც ბრიტანეთის პრემიერის ოფიციალური რეზიდენციაა განთავსებული, ყვავილებით დაამშვენეს. ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ არამხოლოდ გვჯერა, არამედ მოწმენი ვართ, რომ ჩვენს სახელმწიფოს პერსპექტივა აქვს 24 აგვისტოს, უკრაინა საბჭოთა მმართველობისგან დამოუკიდებლობის 31 წლის იუბილეს აღნიშნავს.   როგორ ხვდება უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს

ჯონსონი: ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინა ამ ომს მოიგებს

გაერთიანებული სამეფო უკრაინის გვერდით დგომას განაგრძობს - ახლა და მომავალში პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, უკრაინის დამოუკიდებლობა დღეს ისევ საფრთხის ქვეშაა და ხალხი იბრძვის მამაცურად იბრძვის თავისი სახლის, ოჯახის, სამშობლოს დასაცავად. ჯონსონის თქმით, უკრაინელი ხალხი იმსახურებს იმას, რომ თავად განსაზღვრონ ქვეყნის მიმართულება. „ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინა ამ ომს მოიგებს, რადგან არცერთ ძალას არ შეუძლია, გატეხოს 44 მილიონი უკრაინელის პატრიოტული სულისკვეთება. დიდი ბრიტანეთი უკრაინის გვერდით იქნება, რამდენ ხანსაც საჭიროა და უზრუნველყოფს მას სამხედრო, ეკონომიკური, ჰუმანიტარული მხარდაჭერით. ერთ დღეს უკრაინა გაიმარჯვებს და როცა ეს დღე დადგება, ჩვენ, დიდ ბრიტანეთში, კიდევ ერთხელ ვიამაყებთ იმით, რომ უკრაინის მეგობრები ვართ“, - აღნიშნა ჯონსონმა ვიდეოგზავნილში.

ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა.   ჯონსონი: ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინა ამ ომს მოიგებს რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში, ეს ჯონსონის მესამე ვიზიტია. ის კიევში ვოლოდიმირ ზელენსკითან ერთად იმყოფება.  „რაც ახლა ხდება უკრაინაში მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის. ამიტომ ვარ დღეს კიევში. ამიტომაც დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს ჩვენი უკრაინელი მეგობრების მხარდაჭერას. მჯერა, რომ უკრაინას შეუძლია და მოიგებს ამ ომს", - წერს ჯონსონი Twitter-ზე. 24 აგვისტოს, უკრაინა საბჭოთა მმართველობისგან დამოუკიდებლობის 31 წლის იუბილეს აღნიშნავს.   როგორ ხვდება უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს  

ჯონსონმა უკრაინისთვის დამატებით, £54 მილიონის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, რომელიც კიევში დღეს ჩავიდა, უკრაინისთვის დამატებით 54 მილიონი ფუნტის ღირებულების სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა. შორ მანძილზე სადაზვერვო და თავდაცვითი უნარის გასაუმჯობესებლად უკრაინაში 200-მდე დრონი გაიგზავნება. პაკეტი მოიცავს 850 მიკრო-დრონსაც. აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინელ სამხედროებსაც წვრთნის.  

ბორის ჯონსონი: ახლა ჩვენ ვხედავთ მომენტს, როდესაც უკრაინამ უნდა დაარტყას რუსეთს

ბრიტანეთის პრემიერმა კიევში ვიზიტისას თქვა, რომ აშკარაა, რუსეთის შეტევა აღმოსავლეთ უკრაინაში წარუმატებელია და სწორედ ახლა ვხედავთ მომენტს, როდესაც უკრაინამ რუსეთს უნდა დაარტყას. ამის შესახებ ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბორის ჯონსონის თქმით, პუტინის ჯარების დანაკარგები უკვე კოლოსალურია, მიწოდების ჯაჭვები ამოწურულია, ძალები დაიღალნენ. „არ შეიძლება მოლაპარაკება იმ ადამიანთან, ვისაც თქვენზე ქუჩაში თავდასხმა სურს, ვისაც თქვენს საფულესთან ერთად თქვენი სიცოცხლის წართმევა სურს. მთავარია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და შენარჩუნება“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.  

კიევში, სიმამაცის ხეივანზე ბორის ჯონსონის სახელობის დაფა გაიხსნა

ქალაქ კიევში, სიმამაცის ხეივანზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის სახელობის დაფა გაიხსნა. ცერემონიას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ესწრებოდნენ. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს უკრაინის მხარდაჭერის ხელმძღვანელობისთვის. მან ასევე მადლობა გადაუხადა გაერთიანებული სამეფოს ხალხს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უკრაინისთვის გაწეული დიდი დახმარებისთვის. ზელენსკიმ და ჯონსონმა ასევე მოიარეს ქუჩები კიევის ცენტრში და დაათვალიერეს განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკის გამოფენა. სიმამაცის ხეივანი ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ანდჯეი დუდამ გუშინ გახსნეს. ხეივანი უკრაინის დამოუკიდებლობის 31 წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინის სახელმწიფო მეთაურის ინიციატივით გაიხსნა.

ჯონსონი: დროა, დასავლეთმა უკრაინის მხარდაჭერა გააორმაგოს

თუ პუტინს მიეცემა საშუალება, ძალით შეცვალოს ევროპის საზღვრები, ის ამას ისევ გააკეთებს, სხვაგან, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა. „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინელების მხარდაჭერა და მათი სამხედრო წარმატება კვლავაც გასაოცარია. ზელენსკიმ აჩვენა, რომ მისი ქვეყანა ფუნდამენტურად დაუმარცხებელია“, - აღნიშნავს ჯონსონი. ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა გაიხსენა, რომ სწორედ პუტინის „ბარბაროსულმა შემოჭრამ შეაშფოთა ენერგეტიკული ბაზრები“. ჯონსონმა ბრიტანელ ხალხს მოუწოდა, მოემზადონ ენერგეტიკული კრიზისის შედეგებისთვის. „ჩვენ არ უნდა დავემორჩილოთ პუტინის აგრესიას. მომდევნო რამდენიმე თვე რთული იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბრიტანეთის დაბრუნებას „ოქროს ფასი“ ექნება. „ამ სასტიკ ბრძლაში უკრაინელ ხალხს შეუძლია და გაიმარჯვებს კიდეც. ბრიტანეთიც მასთან ერთად მოიგებს“, - აღნიშნავს ბორის ჯონსონი.  

ბორის ჯონსონმა ლიზ ტრასს პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა

ვულოცავ ლიზ ტრასს გამარჯვებას. მე ვიცი, რომ მას აქვს სწორი გეგმა ცხოვრების ღირებულების კრიზისთან გასამკლავებლად, - გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ლიზ ტრასს პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა.  „ვულოცავ ლიზ ტრასს გამარჯვებას. მე ვიცი, რომ მას აქვს სწორი გეგმა ცხოვრების ღირებულების კრიზისთან გასამკლავებლად, ჩვენი პარტიის გაერთიანებისა და დიდებული სამუშაოს გასაგრძელებლად ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისა და უფრო მაღალ საფეხურზე აყვანის გზაზე. ახლა დროა, კონსერვატორები მას 100%-ით დაუდგნენ გვერდით“, - წერს ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელში. ლიზ ტრასი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრია ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი ლიზ ტრასს: ამ გადამწყვეტ მომენტში, სასიხარულოა კიდევ ერთი ქალი ლიდერის ხილვა  

ჯონსონი პუტინს: თქვენი გამოსვლა თაღლითობა და სირცხვილია

ცივილიზებული სამყარო არ დაუშვებს რუსეთს მიერ უკრაინის კოლონიზაციასა და არასოდეს აღიარებს ყალბ რეფერენდუმებს. მსოფლიო, უკრაინელ დამცველებს დამპყრობლების წინააღმდეგ ომში მხარს დაუჭერს. ამის შესახებ ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა. „ვლადიმერ პუტინ, თქვენი გამოსვლა თაღლითობა და სირცხვილია. მსოფლიომ არასოდეს არ უნდა მიიღოს თქვენი ყალბი რეფერენდუმები ან  უკრაინის კოლონიზაციის თქვენი სასტიკი და უკანონო მცდელობა. ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით და მათ დაუფიქრებლად დავუჭერთ მხარს, სანამ მათი ქვეყანა არ გახდება მთლიანი და თავისუფალი, - წერს ჯონსონი Twitter-ზე. დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.  

The Times: კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში, შესაძლოა, ბორის ჯონსონმა მიიღოს მონაწილეობა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გეგმავს, რომ ლიზ ტრასის გადადგომის შემდეგ, „კონსერვატიული პარტიის“ მომავალ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. როგორც ჩანს, ჯონსონს, ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის პოსტზე დაბრუნება სურს. ამის შესახებ The Times-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. როგორც The Times-მა აღნიშნა, კონსერვატიული პარტიის რამდენიმე წევრი უკვე ვარაუდობს, რომ ჯონსონმა უნდა შეცვალოს ტრასი. YouGov-ის გამოკითხვის მიხედვით, რომელიც 17-18 ოქტომბერს (ლიზ ტრასის გადადგომამდე) ჩატარდა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ლიდერობს.  ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.  

ბორის ჯონსონი პოლიტიკური ვითარების გამო, შვებულება შეწყვიტა და ლონდონში დაბრუნდა

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელმაც არსებული პოლიტიკური ვითარების გამო შვებულება შეწყვიტა, ლონდონში დაბრუნდა. The Times: კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში, შესაძლოა, ბორის ჯონსონმა მიიღოს მონაწილეობა ლიზ ტრასმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა ბრიტანული მედია ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ბორის ჯონსონმა პრემიერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ისევ წარადგინოს. ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა ბრიტანული მედია წერს, რომ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ტრასი  მწვავე კრიტიკის ქვეშ იყო მისი საგადასახადო ინიციატივების გამო და იძულებული გახდა, შეეცვალა ფინანსთა მინისტრი. ამასთან, გააუქმა გამოცხადებული საბიჯეტო გეგმები. YouGov-ის გამოკითხვის მიხედვით, რომელიც 17-18 ოქტომბერს (ლიზ ტრასის გადადგომამდე) ჩატარდა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ლიდერობს.  ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.      

ჯონსონმა განაცხადა, რომ კონსერვატიული პარტიის სათავეში არ დაბრუნდება

ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ კონსერვატიული პარტიის სათავეში არ დაბრუნდება. შესაბამისად, ის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის აღარ იბრძოლებს.  ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი „მივიდა დასკვნამდე, რომ ეს გადაწყვეტილება „უბრალოდ არ იქნებოდა სწორი“. „ეფექტურ მართვას ვერ მოახერხებ, თუ არ გყავს ერთიანი პარტია პარლამენტში“, - განაცხადა ჯონსონმა. ჯონსონის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კარგი შესაძლებლობა აქვს. ლიზ ტრასმა თანამდებობა 20 ოქტომბერს დატოვა.  

ბორის ჯონსონი ფონდს აფუძნებს და უკრაინის აღდგენისთვის თანხების მოძიებას გეგმავს - Telegraph

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი განიხილავს ახალი ორგანიზაციის შექმნას, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას და აღდგენას დაეხმარება. ამის შესახებ The Telegraph-ი იტყობინება. მისივე ინფორმაციით, ჯონსონმა ოფისი ვესტმინსტერში დააფუძნა, საიდანაც ფონდის შექმნას იმედოვნებს. მისი მეგობრები ამბობენ, რომ ფონდს შეუძლია, მილიონობით თანხა მოაგროვოს ომის შედეგად განადგურებული ქვეყნის აღსადგენად. ჯონსონის ერთ-ერთმა მეგობარმა, რომელიც კარგად იცნობს მის გეგმებს, მას უკრაინისთვის „მარშალის გეგმა“ უწოდა და აღნიშნა, რომ „ბორის ჯონსონი უამრავ თანხას“ მოიზიდავს კერძო დონორებისგან. ბორის ჯონსონი უკრაინის განსაკუთრებული მხარდაჭერით გამოირჩეოდა. ის არაერთხელ ეწვია კიევს და სოლიდარობა პირადად გამოხატა ომში მყოფი ქვეყნის მიმართ. კიევში, სიმამაცის ხეივანზე ბორის ჯონსონის სახელობის დაფაც არის გახსნილი.

ბორის ჯონსონის თქმით, პუტინი, თუ უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს გიჟი იქნება

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ პუტინი, თუ უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს გიჟი იქნება.  ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის თავდასხმების შედეგად, უკრაინის ენერგეტიკული სისტემის 40%-მდე განადგურდა „საბოლოოდ სიკეთე გაიმარჯვებს, უკრაინელები მოიგებენ – ეს კარგს და ცუდს შორის განსხვავებას ჰგავს. და ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება მნიშვნელოვანად გაუმჯობესდება“, – განაცხადა ჯონსონმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ჯონსონი დასავლეთის ლიდერებს: არ აიძულოთ უკრაინა, რომ პუტინთან „ბინძური შეთანხმება“ დადოს

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, დასავლეთის ლიდერები გააფრთხილა, რომ არ აიძულონ უკრაინა, რათა რუსეთთან არახელსაყრელი პირობებით, სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწეროს.  ამის შესახებ  Sky News-ი იუწყება.  „მე მიმაჩნია, რომ საფრთხე იმაშია, რომ წავალთ კომპრომისზე რათა რამე შეთანხმებამდე მივიდეთ. პუტინთან „ბინძური შეთანხმება“ უკრაინელებს აიძულებთ, რომ თავისი ტერიტორიის ნაწილით ივაჭრონ, რაც პუტნს შემდგომიაგრესიისკენ უბიძგებს“, - განაცადა ჯონსონმა.   მისივე თქმით, კომპრომისი, პუტინის პირობებზე შეუძლებელია, მითუმეტეს მაშინ, როცა „დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინის მხარდაჭერით, დიდიხნის შემდეგ აჩვენეს და დაამტკიცეს, რომ მთავარი ფასეულობების, თავისუფლებისა და დემოკრატიის ერთგულნი რჩებიან“.   

ბორის ჯონსონი კიევის საპატიო მოქალაქე გახდა

კიევის საქალაქო საბჭომ ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს კიევის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა. ინფორმაციას უკრანული მედია ავრცელებს. „ბორისი რამდენჯერმე ეწვია უკრაინის დედაქალაქს - როგორც მშვიდობიან პერიოდში, ასევე რუსი აგრესორების წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლის ყველაზე დრამატულ დროს. ჯონსონმა ბევრი გააკეთა და დარწმუნებული ვარ, გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ დიდი ბრიტანეთმა და მსოფლიო ლიდერებმა უზრუნველყონ უკრაინისთვის საჭირო დახმარება. მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის! გელოდებით ისევ კიევში, რათა გადმოგცეთ ეს საპატიო ჯილდო!“, - დაწერა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ სოციალურ ქსელში. ბორის ჯონსონი ფონდს აფუძნებს და უკრაინის აღდგენისთვის თანხების მოძიებას გეგმავს - Telegraph ბორის ჯონსონი უკრაინის განსაკუთრებული მხარდაჭერით გამოირჩეოდა. ის არაერთხელ ეწვია კიევს და სოლიდარობა პირადად გამოხატა ომში მყოფი ქვეყნის მიმართ. კიევში, სიმამაცის ხეივანზე ბორის ჯონსონის სახელობის დაფაც არის გახსნილი.