თეგი: სერგეი ლავროვი
ენტონი ბლინკენი ლავროვს: ყველა ქვეყნის უფლებაა, თავად განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიმართუელება და ალიანსები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ენტონი ბლინკენმა კვლავ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისევე როგორც ყველა ქვეყნის უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიმართუელება და ალიანსები. ამასთან, სახელმწიფო მდივანმა რუსეთს დეესკალაციისა და უკრაინის საზღვრებიდან ჯარებისა და აღჭურვილობის გაყვანისკენ მოუწოდა. „საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან საუბრისას ხაზგასმით აღვნიშნე შეერთებული შტატების მზადყოფნა, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გააგრძელოს დისკუსია უსაფრთხოების ორმხრივ საკითხებზე. ჩვენ მზად ვართ თავიდან ავიცილოთ კონფლიქტი, რომელიც არავის ინტერესშია, მაგრამ მზად ვართ, დავაკისროთ მძიმე საფასური, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება“, - დაწერა თავის მხრივ ბლინკენმა Twitter-ზე. ეს პირველი საუბარი იყო მას შემდეგ, რაც აშშ-მა და NAT0-მ რუსეთს წერილობითი პასუხები გადასცეს. ასევე წაიკითხეთ: ჯონ სალივანი: დოკუმენტი, რომელიც რუსეთს გადავეცით, დიპლომატიასა და სიტუაციის დეესკალაციის გზას ეფუძნება ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა რას სთავაზობს NATO რუსეთს რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ ის მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, რომ გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან, და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. აშშ მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.
ლიზ ტრასი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას მართავს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასის შეხვედრას მოსკოვი მასპინძლობს. ბრიტანელი დიპლომატი რუსეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. რუსული მედიის ცნობით, შეხვედრა მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო პრესის გარეშე მიმდინარეობს. ინფექციამ ასევე საფრთხე შეუქმნა თავად ტრასის ვიზიტს მოსკოვში, რადგან კვირანახევრის წინ ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა. პრესკონფერენციისთვის თვალყურის მიდევნება ჟურნალისტებს მოლაპარაკებების შემდეგ ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ. როგორც შეხვედრის დაწყებამდე, ლიზ ტრასი აცხადებდა, მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე მკაფიოდ დააფიქსირებს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს, წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდება. „ნებისმიერი შეჭრა დიდი შეცდომა იქნება. დიპლომატია ერთადერთი გზაა და რუსეთი ამ გზას უნდა გაჰყვეს“, - აღნიშნავდა ლიზ ტრასი. თავის მხრივ, ბრიტანეთის საგარეო უწყება ვიზიტის მიზნების შესახებ იტყობინებოდა. მისი განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრი დააფიქსირებს პოზიციას იმის შესახებ, რომ ერთადერთი გზა რუსეთისთვის, დეესკალაციისა და დიპლომატიური გზაა. ბრიტანეთის საგარეო უწყებამ აქვე გამოაქვეყნა ლიზ ტრასის კომენტარიც, რომლის თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრი მიუთითებს უკრაინის არჩევანის უფლებაზე და მოუწოდებს რუსეთს, დაიცვას საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებზეც უკვე მოაწერა ხელი. „რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს ჩვენი პასუხის სიძლიერეში. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ნებისმიერი შემდგომი შეჭრა გამოიწვევს მძიმე ხარჯებს, მათ შორის სანქციების კოორდინირებული პაკეტის მეშვეობით“, - აცხადებდა ლიზ ტრასი.
ლიზ ტრასი მოუწოდებს რუსეთს, უარი თქვას ცივი ომის რიტორიკაზე
„უნდა დავინახოთ, რომ სიტყვებს ქმედებები მოჰყვება. უნდა დავინახოთ, რომ ჯარები და ტექნიკა, რომელიც უკრაინის საზღვართან დგას, სხვაგან გადაინაცვლებს“, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ლიზ ტრასის თქმით, სერგეი ლავროვმა მას უთხრა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს. ლიზ ტრასი მოუწოდებს რუსეთს, უარი თქვას ცივი ომის რიტორიკაზე. ბრიტანელმა მინისტრმა გააფრთხილა ლავროვი, რომ განგრძობადი აგრესია მძიმე შედეგებს გამოიწვევს. თავის მხრივ, ლავროვმა განაცხადა, რომ სწორედ რუსეთი განიცდის მუქარას და რომ „დასავლეთში დიდი ისტერიაა". ლიზ ტრასის შეფასებით, უკრაინის მიმართ რუსეთის ხელისუფლების აგრესია მსოფლიოში რუსეთის მდგომარეობას სერიოზულად უთხრის ძირს. მისივე თმით, ჯერ კიდევ არის დრო, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართ აგრესია შეწყვიტოს და დიპლომატიური გზა განაგრძოს. „NATO-მ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ თუ ეს გზა არჩეული არ იქნება, მას რუსეთისთვის, უკრაინის და მთელი ევროპისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება. რუსეთს აქვს არჩევანი, რამაც შეიძლება, უკეთესი მომავალი გამოიწვიოს ევროპის, რუსეთისა და რუსი ხალხისთვის“, - განაცხადა ლიზ ტრასმა.
ლავროვი ლიზ ტრასთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ იმედგაცრუებულია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს დიპლომატები მოსკოვში ვიზიტისთვის მზად არ აღმოჩნდნენ. „იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ მუნჯის ყრუსთან საუბარი გამოგვდის, თითქოს ვუსმენთ მაგრამ არ გვესმის“, - განაცხადა ლავროვმა ლიზ ტრასთან შეხვედრის შემდეგ. ლავროვის თქმით, ლონდონისა და სხვა დასავლური დედაქალაქების მხრიდან მოსკოვის მიმართ საყვედურები, რომლებიც ეხება იმას, რომ რუსეთი ყველგან ერევა, ჭორებია. „მედიაში გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ რუსეთი სავარაუდოდ ემზადება კიევის ასაღებად, ლონდონის ცნობილი სერიიდან („ძალიან სავარაუდო“) არის“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლიზ ტრუსთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. „გადახედეთ საჯარო განცხადებებს, მუქარა არსად არის, თავად გვემუქრებიან“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა. ლიზ ტრასი მოუწოდებს რუსეთს, უარი თქვას ცივი ომის რიტორიკაზე
ბლინკენი ლავროვს: უკრაინაში რუსეთის შეჭრას გადამწყვეტი, მასიური და ერთიანი ტრანსატლანტიკური პასუხი მოჰყვება
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა, რათა განეხილა მწვავე და საერთო შეშფოთება იმის თაობაზე, რომ რუსეთი შესაძლოა, განიხილავს უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი სამხედრო აგრესიის განხორციელებას უახლოეს დღეებში. ამ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტო ავრცელებს. მისივე ცნობით, სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ დიპლომატიური გზა კრიზისის მოგვარებისთვის ღია რჩება, მაგრამ ეს მოითხოვს რუსეთის მხრიდან დეესკალაციას და კეთილსინდისიერ დისკუსიებში ჩართვას. სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ მოსკოვი აგრესიის გზას დაადგება და უკრაინაში შეიჭრება, ეს გამოიწვევს გადამწყვეტ, მასიურ და ერთიან ტრანსატლანტიკურ პასუხს. თავის მხრივ, სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ლავროვმა ბლინკენს უთხრა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები პროპაგანდისტულ კამპანიას ეწევიან უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შესახებ. ლავროვმა დასავლეთი რუსეთის მიერ მომზადებული უსაფრთხოების წინადადებების ძირითადი დებულებების იგნორირებაში დაადანაშაულა. შეგახსენებთ, Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მზადაა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში კოორდინირებული, მძიმე ზომებით უპასუხოს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 11 თებერვალს მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინის ტერიტორია. როგორც იუწყებიან, ამერიკის დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის შესახებ და ეს შეიძლება, უახლოეს საათებში მოხდეს. „მე არ ვაპირებ სადაზვერვო ინფორმაციის დეტალებში შესვლას, მაგრამ თუ გადავხედავთ ძალების განლაგებას როგორც ბელორუსში, ასევე რუსეთში უკრაინის საზღვრის მეორე მხარეს, რუსები არიან იმ მდგომარეობაში, რომ შეუძლიათ, განახორციელონ მასშტაბური სამხედრო მოქმედება“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა 11 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე. რაც შეეხება კიევის პოზიციას, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. ამავე თემაზე: უკრაინის პრეზიდენტი: ჩვენ ბევრ ინფორმაციას ვიღებთ და ვაანალიზებთ
ბლინკენი ლავროვს: საჭიროა, ვიხილოთ გადამოწმებული, სანდო და მნიშვნელოვანი დეესკალაციის პროცესი
სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ესაუბრა. სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ერთგულება, განაგრძოს დიპლომატიური გადაწყვეტა იმ კრიზისის, რომელიც მოსკოვმა დააჩქარა. „მდივანმა ბლინკენმა გაიმეორა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ რუსეთს აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ მომენტში დაიწყოს უკრაინაში შეჭრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა, ვიხილოთ დეესკალაციის მანიშნებელი გადამოწმებული, სარწმუნო პროცესი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რუსეთის შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გამოიწვევს სწრაფ, მკაცრ და ერთიან ტრანსატლანტიკურ პასუხს, ჩვენ ვრჩებით დიპლომატიური გზის ერთგულები და გვჯერა, რომ რჩება სივრცე კრიზისის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში. რუსეთის განცხადებით, სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. ამ განცხადებას მოჰყვა დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ სახელმწიფო დუმის მიმართვა ვლადიმერ პუტინისადმი. 14 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი, ლავროვმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ არსებობს მზადყოფნა, გაგრძელდეს მოლაპარაკებები დასავლეთთან რუსეთის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებზე. ლავროვმა დაამატა, რომ შეთანხმების შანსი არსებობს. 14 თებერვალს, გვიან ღამით, ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა უკრაინის საკითხზე იმსჯელეს. ლიდერებმა განაცხადეს, რომ კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი ჯერ კიდევ არის. უფრო ადრე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა: „გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ“. რუსეთი უკრაინაში შეჭრის გეგმებს უარყოფდა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი მას უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მძიმე ზომებით ემუქრება. NATO-ში ამერიკის ელჩი: რუსეთის მხრიდან დეესკალაციის პოტენციური ნაბიჯის შესახებ განცხადებები უნდა გადავამოწმოთ
ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვს შეხვედრა შესთავაზა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაეროს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს მომავალ კვირაში, ევროპაში შეხვედრა შესთავაზა. აშშ ასევე გამოდის წინადადებით, გაიმართოს NATO-რუსეთის საბჭოს და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მუდმივმოქმედი საბჭოს შეხვედრა, რათა მოგვარდეს დაძაბულობა უკრაინის საზღვრებზე "კონფლიქტის გარეშე". ამ შეხვედრებმა, ბლინკენის აზრით, შეიძლება, გზა გაუხსნას მთავარი ლიდერების სამიტს, რომლის დროსაც შესაძლებელია, განიხილონ უსაფრთხოების ორმხრივი საკითხები. „როგორც მთავარ დიპლომატებს, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ყველა ძალისხმევას მივმართოთ დიპლომატიური წინსვლისთვის და ამ გზას ბოლომდე უნდა მივყვეთ“,- აღნიშნა ბლინკენმა. ამასთან, აშშ თვლის, რომ მინსკის შეთანხმების განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დიპლომატიური გზის უზრუნველსაყოფად.
ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი შეხვედრას გამართავენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრი სერგეი ლავროვი მომავალ კვირაში შეხვედრას გამართავენ. 17 თებერვალს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სერგეი ლავროვს შეხვედრა შესთვაზა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა 18 თებერვალს Twitter-ზე დაწერა, რომ პასუხად რუსებმა შეხვედრის დროდ შესთავაზეს მომავალი კვირის ბოლო, რასაც ამერიკული მხარე დათანხმდა იმ პირობით, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა აღარ მოხდება. აშშ-მ 17 თებერვალს მიიღო პასუხი რუსეთისგან მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა სამი კვირის წინ, რუსეთს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ წინადადებებზე დოკუმენტი გადასცა. მოსკოვმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ გასცა კონსტრუქციული პასუხი თავის წინადადებებზე „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ და შესაძლოა, „სამხედრო-ტექნიკური ზომები მიიღოს საპასუხოდ, ნათქვამია რუსეთის წერილობით პასუხში აშშ-სადმი, საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით. 17 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას. 15 თებერვალს, რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. თუმცა აშშ აცხადებს, რომ ესკალაციის ნაბიჯებს ვერ ხედავს და რუსეთს მოუწოდებს, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან. ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვს შეხვედრა შესთავაზა ბლინკენმა რუსეთს მიმართა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ არ შეიჭრება უკრაინაში - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სიტყვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა
ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვს ამ კვირაში აღარ შეხვდება. ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ენტონი ბლინკენის თქმით, ის აპირებდა ლავროვთან შეხვედრას, თუ რუსეთი არ შეიჭრებოდა უკრაინაში, თუმცა ახლა ეს პროცესი დაწყებულია. გასულ კვირას, მე დავთანხმდი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრას, რომ განგვეხილა ჩვენი ქვეყნების შეშფოთება ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით, თუ რუსეთი არ შეიჭრებოდა უკრაინაში, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ შეჭრა იწყება. შესაბამისად, ამ შეხვედრის გამართვას ახლა აზრი არ აქვს. ამის შესახებ კონსულტაციები მქონდა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან და ყველა შევთანხმდით ამაზე. ასევე, წერილი გავუგზავნე მინისტრ ლავროვს და ამის შესახებ შევატყობინე. შეგახსენებთ, 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. ამავე თემაზე სერგეი ლავროვთან შეხვედრას ამერიკული მხარე ერთი პირობით დათანხმდა ჯო ბაიდენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი თეთრ სახლში მიიღო
სერგეი ლავროვი: ვოლოდიმერ ზელენსკი უკრაინის ნეიტრალურ სტატუსთან დაკავშირებით იტყუება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ მზად არის უკრაინის ნეიტრალური სტატუსი განიხილოს. „ახლა უბრალოდ სიმართლეს არ გეუბნებათ, იტყუება, როდესაც აცხადებს, რომ მზად არის, უკრაინის ნეიტრალური სტატუსი განიხილოს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის პრეზიდენტის ოფისი: უკრაინა მზადაა, ნეიტრალურ სტატუსზე რუსეთთან მოლაპარაკებები გამართოს 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.
Reuters-ი: ვლადიმერ პუტინისა და სერგეი ლავროვის ევროპული აქტივები დაყადაღდება
ევროკავშირმა სანქციების მესამე პაკეტი შეათანხმა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ევროპული აქტივების დაყადაღებას ითვალისწინებს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ანონიმურ ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს. „ჩვენ წინ მივიწევთ როგორც შეგვიძლია სწრაფად“, – განუცხადა სააგენტოს წყარომ და დასძინა, რომ ევროკავშირის სანქციები შესაძლოა, ბევრად მეტ რუს ოლიგარქს დაუწესდეს. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.
სერგეი ლავროვი სანქციების გამო ჟენევაში გაეროს საბჭოს სხდომას ვერ დაესწრება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებით გამოწვეული მოთხოვნების შესრულებაზე და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის, ჟენევის სხდომას ვერ დაესწრება. ამის შესახებ ტელეკომპანია Russia-1-ის ეთერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. ზახაროვა აღშფოთებული იყო რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სახელმწიფოების მიერ დაწესებული ახალი სანქციებით: „რა სისულელეა! რა დოკუმენტები, რა წესები, რა მითითებები? რაზეა საუბარი? - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ახალ სანქციებს დაუწესებს. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ
დიპლომატების დემარში გაეროს სესიაზე სერგეი ლავროვის მიმართვისას
დასავლელმა დიპლომატებმა და ელჩებმა სამშაბათს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომა დატოვეს, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის წინასწარ ჩაწერილი გამოსვლა დაიწყო. შეხვედრაზე არაერთმა ოფიციალურმა პირმა დაგმო რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე და მას საერთაშორისო სამართლის დარღვევა უწოდა. საფრანგეთის დელეგაციის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ ათობით ოფიციალური პირი ტოვებს სესიას, როცა ლავროვი მიმართავს ვიდეობმულის საშუალებით.
სერგეი ლავროვი: რუსეთი სანქციებისთვის მზად იყო, მაგრამ გაოცებული ვართ, რომ ეს ზომები შეეხო სპორტსმენებს, მედიას
რუსეთი სანქციებისთვის მზად იყო, მაგრამ გაოცებული ვართ, რომ ეს ზომები შეეხო სპორტსმენებს, მედიას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. „მზად ვიყავით სანქციებისთვის, მაგრამ არ ველოდებოდით, რომ ის შეეხებოდა სპორტსმენებს, ინტელიგენციის წარმომადგენლებს, მსახიობებს, მედიის წარმომადგენლებს“, – აღნიშნა ლავროვმა. ასევე წაიკითხეთ: რუსი ოლიგარქი ფრიდმანი სანქციებზე, პუტინსა და უკრაინაში ომზე ევროკავშირი SWIFT-იდან 7 რუსულ ბანკს გათიშავს ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა
ლავროვი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე: უფლებას არ მივცემთ, გვაიძულონ წონასწორობიდან გამოსვლა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს ბრიფინგზე უპასუხა. ამერიკული ტელეკომპანია NBC-ის ჟურნალისტის კითხვაზე, შეგიძლიათ დაამშვიდოთ მსოფლიო, რომ მრისხანებისას რუსეთი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, მან უპასუხა, რომ დასავლელი პოლიტიკოსები პროვოკაციებით აიძულებენ რუსეთს გამოვიდეს წონასწორობიდან. „ჩვენ გვაქვს საომარი დოქტრინა, რომელშიც ბირთვული იარაღის გამოყენების პირობები, პარამეტრებია აღწერილი. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ესკალაცია დეესკალაციისთვის, როგორც ამას დასავლელი ანალიტიკოსები გვეუბნებიან, მაგრამ საუბარი ბირთვულ ომზე მიდის და ძალიან გთხოვთ, ყურადღებით დააკვირდეთ გამონათქვამებს“, - განაცხადა ლავროვმა. რადიო თავისუფლების ცნობით, ლავროვმა დასავლელი ლიდერების განცხადებები მოიყვანა, ახსენა NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ თითქოს გაკეთებული განცხადება, რომ NATO განათავსებს ბირთვულ იარაღს აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე მაშინ, როცა, მისი სიტყვებით, ბირთვული შეიარაღება არა NATO-ს, არამედ შეერთებულ შტატებს აქვს. „ყველას ესმის, რომ მესამე მსოფლიო ომი შეიძლება იყოს მხოლოდ ბირთვული, მაგრამ თქვენს ყურადღებას მივაქცევ, რომ დასავლელ პოლიტიკოსებს უტრიალებთ მუდმივად თავში ბირთვული ომი და არა რუსებს. ამიტომ, გარწმუნებთ, რომ ჩვენ უფლებას არ მივცემთ ამ პროვოკაციებს, გვაიძულონ წონასწორობიდან გამოსვლა, მაგრამ თუ ჩვენს წინააღმდეგ დაიწყებენ რეალურ ომს, ამაზე უნდა იფიქრონ მათ, ვინც ასეთ გეგმებს სახავს და ისინი, ჩემი აზრით, ქმნიან [ასეთ გეგმებს]“, - განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი: სერგეი ლავროვი ანტალიაში საერთაშორისო დიპლომატიურ ფორუმზე ჩაფრინდება და დმიტრო კულებას შეხვდება
მოსკოვი ადასტურებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება თურქეთში შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო უწყებს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ გააკეთა. მისი ინფორმაცით, რუსეთის საგარეო მინისტრი ანტალიაში, 11 მარტს დაგეგმილ საერთაშორისო დიპლომატიურ ფორუმზე დასასწრებად ჩავა და უკრაინელ კოლეგას შეხვდება. მანამდე, თურქულმა მხარეემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეხვედრა 10 მარტისთვის დაიგეგმა. ცნობისთვის, კულებამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ის ღიაა ლავროვთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი შინაარსიანი იქნება. ამავე თემაზე ჩავუშოღლუს ინფორმაციით, ლავროვი და კულება შეხვედრას 10 მარტს, თურქეთში გამართავენ
სერგეი ლავროვი და დმიტრო კულება მოლაპარაკებას დღეს, ანტალიაში გამართავენ
სერგეი ლავროვი და დმიტრო კულება მოლაპარაკებას დღეს, ანტალიაში გამართავენ. როგორც ცნობილია, დიპლომატები უკვე თურქეთში იმყოფებიან. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, უკრაინის პირველმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, თავშეკავებული მოლოდინი აქვს, თუმცა შეხვედრიდან, მაქსიმალური შედეგის მიღებას შეეცდება. ასევე წაიკითხეთ: რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი: სერგეი ლავროვი ანტალიაში საერთაშორისო დიპლომატიურ ფორუმზე ჩაფრინდება და დმიტრო კულებას შეხვდება
ანტალიაში რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
ანტალიაში რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. ადგილზე უკვე მივიდნენ სერგეი ლავროვი და დმიტრო კულება. მათ თურქი კოლეგა, მევლუთ ჩავუშოღლუ მასპინძლობს. ამასთან, მხარეებს შორის შეხვედრას თურქეთის პირველი დიპლომატიც ესწრება. ასევე წაიკითხეთ: სერგეი ლავროვი და დმიტრო კულება მოლაპარაკებას დღეს, ანტალიაში გამართავენ
დმიტრო კულება: ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ვერ შევთანხმდით
ანტალიაში უკრაინისა და რუსეთის საგარეო მინისტრების შეხვედრა დასრულდა. როგორც დმიტრო კულებამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე ვერ შეთანხმდნენ, დმიტრო კულებას თქმით, ლავროვმა ქალაქ მარიუპოლში მოსახლეობის ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული კორიდორის მოწყობის პირობაც ვერ დადო. „ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ რუსეთი ახლა არ არის იმ პოზიციაზე, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დააწესოს. მათ სურთ, უკრაინა ჩაბარდეს, ეს ის არ არის, რასაც ისინი მიიღებენ. უკრაინა არის ძლიერი, უკრაინა იბრძვის, უკრაინამ ჩაშალა რუსეთის თავდაპირველი გეგმები. ჩვენ მზად ვართ, ვეძებოთ დაბალანსებული დიპლომატიური გამოსავალი, რათა დავასრულოთ ეს ომი, თუმცა ჩვენ არ დავნებდებით“, – განაცხადა კულებამ. ასევე წაიკითხეთ: ანტალიაში რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
სერგეი ლავროვი: გვინდა, რომ მოლაპარაკებები ბელორუსში გაგრძელდეს
გვინდა, გაგრძელდეს მოლაპარაკებები ბელორუსში, რათა შევთანხმდეთ ისეთ საკითხებზე, რომელიც უკრაინის კრიზისის განმუხტვაში დაგვეხმარება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებასთან შეხვედრის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "ჩვენს კოლეგებს შევახსენებთ, რომ ბელორუსში მიმდინარე მოლაპარაკებების რაუნდზე რუსულმა მხარემ წარმოადგინა კონკრეტული იდეები იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტების თვალსაზრისით, უკრაინულმა მხარემ ეს დოკუმენტები კიევში წაიღო და დაგვარწმუნა, რომ მალე პასუხს მოგვცემდნენ. ჩვენ გვინდა, გაგრძელდეს მოლაპარაკებები ბელორუსში, რათა შევთანხმდეთ ისეთ საკითხებზე, რომელიც უკრაინის კრიზისის განმუხტვაში დაგვეხმარება, რათა უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება ევროპულ კონტინენტზე იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ქვეყნის ინტერესი იყოს მხედველობაში მიღებული“, – განაცხადა ლავროვმა. ასევე წაიკითხეთ: დმიტრო კულება: ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ვერ შევთანხმდით
სერგეი ლავროვი: დემილიტარიზებული, მეგობრული უკრაინა გვინდა, რომელიც რუსულ ენასა და კულტურას არ აკრძალავს
ჩვენ გვინდა დემილიტარიზებული, მეგობრული უკრაინა, რომელიც არ შექმნის საფრთხეს რუსეთისთვის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. სერგეი ლავროვის თქმით, რომ რუსეთი არ დასხმია თავს უკრაინას და არც სხვა ქვეყნებზე თავდასხმას გეგმავს. „ჩვენ გვინდა დემილიტარიზებული, მეგობრული უკრაინა, რომელიც არ შექმნის საფრთხეს რუსეთისთვის, რომელიც რუსულ ენასა და კულტურას არ აკრძალავს. დღევანდელმა შეხვედრამ დაადასტურა რომ ალტერნატივა არ აქვს ბელარუსის მოლაპარაკების ფორმატს. კრიზისიდან გამოსავალი უნდა იყოს მისაღები ევროპის კონტინენტზე ყველა ქვეყნისთვის. სამხედრო ოპერაციაზე ანგარიშს აკეთებს თავდაცვის სამინისტრო. ოპერაცია გეგმის მიხედვით მიდის“, – განაცხადა ლავროვმა. ასევე წაიკითხეთ: სერგეი ლავროვი: გვინდა, რომ მოლაპარაკებები ბელორუსში გაგრძელდეს
მევლუთ ჩავუშოღლუ: ერთი შეხვედრიდან სასწაულებს არ უნდა ველოდოთ
უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის თურქეთში გამართულმა შეხვედრამ რაიმე შედეგი ვერ გამოიღო, თუმცა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მაინც „მნიშვნელოვანი დასაწყისია“. ამის შესახებ BBC წერს. თურქულ ტელეარხ Haberturk-ის ცნობით, ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ „სასწაულებს არ უნდა ველოდოთ ერთი შეხვედრიდან. სერგეი ლავროვი: დემილიტარიზებული, მეგობრული უკრაინა გვინდა, რომელიც რუსულ ენასა და კულტურას არ აკრძალავს დმიტრო კულება: ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ვერ შევთანხმდით ანტალიაში რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს სერგეი ლავროვი: გვინდა, რომ მოლაპარაკებები ბელორუსში გაგრძელდეს
სერგეი ლავროვი: ირანთან ვაჭრობის წარმოების შესაძლებლობაზე ვაშინგტონისგან გარანტიები მივიღეთ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვმა ვაშინგტონისგან თეირანთან ვაჭრობის წარმოების შესაძლებლობის შესახებ გარანტიები მიიღო. ამის შესახებ ლავროვმა ჟურნალისტებს მოსკოვში ირანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს გარანტიები ირანის ერთადერთი ბირთვული ობიექტის, ბუშერის რეაქტორის საქმიანობაში რუსეთის მონაწილეობას დაიცავს. აშშ-მ ბირთვული შეთანხმება 2018 წელს ცალმხრივად დატოვა და თეირანის წინააღმდეგ სანქციები განაახლა. 2015 წლის ბირთვული შეთანხმება ირანისთვის სანქციების გაუქმებას და სანაცვლოდ, ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას გულისხმობდა. შეთანხმების ხელმომწერმა მხარეებმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 2021 წელს, კვლავ განაახლეს მოლაპარაკებები, რომლებიც შეწყვეტილი იყო მას შემდეგ, რაც მოსკოვმა დასავლეთისგან მოითხოვა გარანტიები, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, ვაჭრობას ირანთან არ დააზარალებდა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში, ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებების გასამართად გაემგზავრება
ერდოღანმა ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ანკარა მშვიდობის დასამყარებლად ძალისხმევას განაგრძობს
თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ანკარა გააგრძელებს ძალისხმევას მშვიდობის დასამყარებლად. თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების სამსახურის დირექტორატის განცხადებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უახლესი მოვლენები განიხილეს. ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი დიპლომატიურ ძალისხმევას მიმართავს მშვიდობის აღსადგენად და მიზნად ისახავს ცეცხლის შეწყვეტას რაც შეიძლება მალე. „ხაზგასმით აღინიშნა, რომ თურქეთი განაგრძობს უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას როგორც უკრაინაში, ასევე მეზობელ ქვეყნებში, პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზი გაუსვა ჰუმანიტარული დერეფნების ეფექტური ფუნქციონირების მნიშვნელობას“, - ნათქვამია განცხადებაში. იმავდროულად, ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა, რომ უკრაინის მეგობარს ესაუბრა ტელეფონით. მან ერდოღანს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტს ესაუბრა რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინელი ხალხის ბრძოლასა და მშვიდობიანი დიალოგის მნიშვნელობაზე. ამ სატელეფონო საუბარს წინ უძღვის თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი მოსკოვში. ჩავუშოღლუ რუსეთიდან უკრაინაში ჩადის. პარალელურად, 16 მარტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პოლონეთის პრეზიდენტს უმასპინძლა. ასევე წაიკითხეთ: რა საკითხები განიხილეს თურქეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერდოღანი და ანდჟეი დუდა შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერება, რათა უკრაინაში რუსეთის აგრესია დასრულდეს აშშ უკრაინას კიდევ $800 მილიონის ტანკსაწინააღმდეგო და ანტისაზენიტო იარაღს გადასცემს მევლუთ ჩავოშუღლუ: თურქეთს მკაფიო პოზიცია აქვს რუსეთსა და უკრაინას შორის არსებულ კრიზისზე თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა 15 მარტს განაცხადა, რომ ამ კვირაში გზავნის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს მოსკოვსა და კიევში, როგორც თურქეთის შუამავლობის მცდელობის ნაწილი, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად. NATO-ს წევრი თურქეთი იზიარებს საზღვაო საზღვარს უკრაინასა და რუსეთთან შავ ზღვაში, აქვს კარგი კავშირები ორივესთან და მათ შუამავლის როლი შესთავაზა. მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას, მაგრამ ასევე ეწინააღმდეგებოდა მოსკოვის სანქციებს. გასულ კვირას ანტალიაში, რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით გამართულმა მოლაპარაკებებმა, რომელსაც ჩავუშოღლუც ესწრებოდა, კონკრეტული შედეგი არ გამოიღო.
რა საკითხები განიხილეს თურქეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა
ანკარამ „რუსეთ-უკრაინის კრიზისზე“ თავიდანვე მკაფიო, დაბალანსებული და ობიექტური პოზიცია დაიკავა კანონმდებლობის დაცვის ფარგლებში, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. თურქული მედიის ცნობით, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად, თურქეთი პოზიტიურ პოზიციას ინარჩუნებს უკრაინასა და რუსეთთან მიმართებით და პატიოსანი შუამავლის როლშია. ამასთან, მედიის ცნობით, ჩავუშოღლუმ ხაზი გაუსვა, რომ ახლა აუცილებელია ყველაფრის გაკეთება, რათა უკრაინის კრიზისი მშვიდობიანი გზით გადაიჭრას. ჩავუშოღლუმ მიუთითა ლავროვს, რომ თურქეთი განაგრძობს მონტრეს კონვენციის ყველა წესისა და პირობის დაცვას. საპასუხოდ, ლავროვმა აღნიშნა, რომ მონტრეს კონვენციის მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით, ანკარის პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას აფასებს. რუსმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ ანკარას და მოსკოვს უკრაინის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა აქვთ, თუმცა ანკარის „გაწონასწორებული პოზიცია“ დასაფასებელია. ჩავუშოღლუმ ხაზი გაუსვა თურქეთისა და რუსეთის განსაკუთრებულ ორმხრივ ურთიერთობებს. მან მადლობა გადაუხადა რუსეთს, რომ მოსკოვმა ორი რუსული გემის ბოსფორის სრუტეში შეყვანაზე თავად თქვა უარი. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 თებერვალს, სატელეფონო საუბრისას, თავის თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, აღნიშნა, რომ „შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო გემების გატარებაზე აკრძალვა ძალზე მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. „შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გასვლის აკრძალვა და მნიშვნელოვანი სამხედრო და ჰუმანუტარული დახმარება უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღეს. უკრაინელი ხალხი ამას არასდროს დაივიწყებს“, – აცხადებდა ვოლოდიმირ ზელენსკი. მანამდე, უკრაინამ, 24 თებერვალს სთხოვა თურქეთს, დაეკეტა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები რუსული გემებისთვის, ამის შესახებ ანკარაში უკრაინის ელჩმა, მას შემდეგ განაცხადა, რაც რუსეთმა მეზობელზე საჰაერო და სახმელეთო თავდასხმები განახორციელა. 25 თებერვალს, Reuters-მა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ციტატა გაავრცელა, რომლის თანახმად, „თურქეთს არ შეუძლია, რუსული სამხედრო ხომალდების წვდომის შეჩერება შავ ზღვაზე თავისი სრუტეების მეშვეობით ისე, როგორც ამას უკრაინა ითხოვს, რადგან ხომალდებს საკუთარ ბაზაზე დაბრუნების უფლებას საერთაშორისო ხელშეკრულება აძლევს“. 27 თებერვალს, მევლუთ ჩავუშოღლუმ კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა. ბრიტანული სააგენტო Reuters-ი წერდა, რომ NATO-ს წევრმა თურქეთმა შეცვალა თავისი რიტორიკა და რუსეთის „თავდასხმას უკრაინაზე“, „ომი“ უწოდა. ამასთან, Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთმა პირობა დადო, რომ განახორციელებს საერთაშორისო პაქტის ნაწილებს, რომლებიც პოტენციურად შეზღუდავს რუსული ხომალდების ტრანზიტს ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში. „ის, რაც ახლა ხდება, არ არის რამდენიმე საჰაერო დარტყმა, სიტუაცია უკრაინაში ოფიციალურად ომია - ჩვენ განვახორციელებთ „მონტრეს კონვენციას", - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ CNN-თან საუბრისას. მინისტრმა განმარტა, რომ თურქეთს არ შეუძლია, შავ ზღვაში შესვლაში ხელი შეუშალოს რუსეთის ყველა გემს, ვინაიდან, კონვენციის თანახმად, არ შეიძლება იმ გემების შეკავება, რომლებიც საკუთარ ბაზებზე ბრუნდებიან. ცნობისთვის, 1936 წლის შეთანხმების თანახმად, თურქეთს აქვს კონტროლი ბოსფორსა და დარდანელის სრუტეებზე და არეგულირებს საზღვაო ხომალდების ტრანზიტს. ის ასევე უზრუნველყოფს მშვიდობიან პერიოდში სამოქალაქო გემების თავისუფალ გადაადგილებას და ზღუდავს იმ გემების გადაადგილებას, რომლებიც არ მიეკუთვნებიან შავი ზღვის ქვეყნებს. მონტრეს საერთაშორისო კონვენციის თანახმად, NATO-ს წევრი თურქეთი აკონტროლებს გემების გადასასვლელს ხმელთაშუა ზღვასა და შავ ზღვას შორის, რაც მას პოტენციურ საკვანძო მოთამაშედ აქცევს რუსეთსა და უკრაინას შორის ნებისმიერ სამხედრო კონფლიქტში. თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა 15 მარტს განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს მოსკოვსა და კიევში გზავნის, როგორც თურქეთის შუამავლობის მცდელობის ნაწილი, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად. NATO-ს წევრი თურქეთი იზიარებს საზღვაო საზღვარს უკრაინასა და რუსეთთან შავ ზღვაში, აქვს კარგი კავშირები ორივესთან და მათ შუამავლის როლი შესთავაზა. მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას, მაგრამ ასევე ეწინააღმდეგებოდა მოსკოვის სანქციებს. გასულ კვირას ანტალიაში, რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით გამართულმა მოლაპარაკებებმა, რომელსაც ჩავუშოღლუც ესწრებოდა, კონკრეტული შედეგი არ გამოიღო. ასევე წაიკითხეთ: ერდოღანმა ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ანკარა მშვიდობის დასამყარებლად ძალისხმევას განაგრძობს ერდოღანი და ანდჟეი დუდა შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერება, რათა უკრაინაში რუსეთის აგრესია დასრულდეს აშშ უკრაინას კიდევ $800 მილიონის ტანკსაწინააღმდეგო და ანტისაზენიტო იარაღს გადასცემს თურქეთი რუსეთის სამხედრო გემებს შავ ზღვაში შესვლას შეუზღუდავს - Reuters უკრაინამ თურქეთს სთხოვა, რუსული გემები არ გაატაროს ზელენსკი ერდოღანს: შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გავლის აკრძალვა უკრაინსითვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია
სერგეი ლავროვი: რუსეთი უკრაინისთვის С-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებას არ დაუშვებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი არ დაუშვებს უკრაინისთვის С-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებას. "ეს სერიოზული პრობლემაა და გარწმუნებთ, რომ ამ რისკების მატერიალიზაციას არ დავუშვებთ. უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღების ნებისმიერი ტვირთი, ლეგიტიმური სამიზნე იქნება", - განაცხადა ლავროვმა. ასევე წაიკითხეთ: სლოვაკეთმა შესაძლოა, უკრაინას S-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები მიაწოდოს
სერგეი ლავროვი: უკრაინაში NATO-ს სამშვიდობოების შესაძლო გაგზავნა ალიანსისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების პირდაპირ შეტაკებას გამოიწვევს
უკრაინაში NATO-ს სამშვიდობოების შესაძლო გაგზავნა ალიანსისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების პირდაპირ შეტაკებას გამოიწვევს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. „ჩვენი პოლონელი კოლეგები აცხადებენ, რომ ალიანსის სამიტზე უკრაინაში NATO-ს სამშვიდობო მისიის გაგზავნაზე ისაუბრებენ. იმედია, მათ ესმით, რაზეა აქ საუბარი. ეს იქნება რუსეთისა და ნატოს შეიარაღებული ძალების პირდაპირი შეტაკება“, - განაცხადა ლავროვმა. ასევე წაიკითხეთ: BBC: პოლონეთი გეგმავს NATO-ს საგანგებო სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხი დააყენოს
newsweek : სერგეი ლავროვის გერს პოლინა კოვალიოვას ბრიტანეთში აქტივები გაუყინეს და ქონება დაუყადაღეს
უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ბრიტანეთის მთავრობის მიერ 24 მარტს გამოქვეყნებულ სანქცირებულთა სიაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის გერი პოლინა კოვალიოვა მოხვდა. ამის შესახებ newsweek წერს. გამოცემის ცნობით, პოლინა კოვალიოვა ფლობს 4 მილიონ ფუნტად შეფასებულ ქონებას ლონდონში. ჩანაწერების თანახმად, ის ცხოვრობს კენსინგტონის რაიონში, რომელიც ცნობილია თავისი პარკებით, ძვირადღირებული მაღაზიებითა და მუზეუმებით. დოკუმენტების მიხედვით, მან ქონება 2016 წელს, იპოთეკის გარეშე იყიდა. newsweek-ის ინფორმაციით, ლავროვის გერს ბრიტანეთში აქტივები გაუყინეს და და ძვირადღირებული ქონებაც დაუყადაღეს. პოლინა კოვალიოვა რუსულ ენერგოგიგანტ „გაზპრომში“ მუშაობდა. შემდეგ კი სამთომოპოვებით კომპანია Glencore-ში. გამოცემის ცნობით ის სერგეი ლავროვს თითქმის ყველა ვიზიტისას თან ახლდა. ბრიტანეთის ხელისუფლებამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ახალი სანქციების შესახებ განაცხადა. ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, სანქციების სიას დაემატა 26 კომპანია და 33 კერძო პირი, რომლებსაც გაეყინებათ აქტივები და აეკრძალათ ქვეყანში შესვლა. ასევე წაიკითხეთ ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
სერგეი ლავროვი: აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ ემორჩილებიან დასავლეთში გაჩენილ ანტირუსულ ისტერიას
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთს დასავლეთმა ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოუცხადა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. „ამ ტერმინს, რომელსაც ნაცისტური გერმანია იყენებდა, ახლა ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი იყენებს, როცა საუბრობენ იმის შესახებ, რისი გაკეთება სურთ რუსეთის ფედერაციისთვის,“ - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები არ მალავენ და საჯაროდ აცხადებენ, რომ მათი მიზანია გაანადგურონ, დაახრჩონ რუსეთის ეკონომიკა და მთლიანად რუსეთი. ლავროვმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ „აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ ემორჩილებიან დასავლეთში გაჩენილ ანტირუსულ ისტერიას“. „რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ სახელმწიფოების სტრუქტურებთან ურთიერთქმედების გაძლიერებაზე, რომლებსაც არ შეხებია ანტირუსული ისტერია და ეს, როგორც უკვე ვთქვი, საერთაშორისო საზოგადოების წევრების აბსოლუტური უმრავლესობაა და თუ გავითვალისწინებთ მოსახლეობის რაოდენობას, ეს არის მსოფლიოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი,“- აღნიშნა ლავროვმა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. ასევე წაიკითხეთ შვეიცარიამ $6 მილიარდზე მეტი სანქცირებული რუსული აქტივი გაყინა ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
რუსეთი „არამეგობრული ქვეყნების“ მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას აპირებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცადა, რომ იმ ქვეყნების მოქალაქეების მიმართ, რომლებმაც რუსეთთან მიმართებით „არამეგობრული ქმედებები“ ჩაიდინეს გარკვეული შეზღუდვები დაწესდება. „ახლა მზადდება პროექტი-განკარგულება საპასუხო ზომებზე, რაც „არამეგობრული ქვეყნების“ მოქალაქეების მიმართ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლისთვის სავიზო შეზღუდვებს გულისხმობს“, - განაცხადა ლავროვმა „ერთიანი რუსეთის“ კომისიის სხდომაზე. ამასთან სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ 15 მარტს ამ საკითხზე კანონმდებლობაში შესაბამისი შესწორება შევიდა, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე შესვლისას შეზღუდვას უწესებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მოქალაქეობის არ მქონე პირებს. მანამდე ასეთი წესები, მხოლოდ აშშ-ის მოქალაქეებთან მიმართებით ვრცელდებოდა. ცნობისათვის, „არამეგობრული ქვეყნების“ სია რუსეთის ფედერაციაში 5 მარტს დაამტკიცეს. ამ სიაშია ავსტრალია, ალბანეთი, დიდი ბრიტანეთი, ვირჯინიის კუნძულები, გიბრალტარი, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ესპანეთი, კანადა, ლიხტენშტეინი, მიკრონეზია, მონაკო, ახალი ზელანდია, ნორვეგია, კორეის რესპუბლიკა, სან-მარინო, ჩრდილოეთ მაკედონია, სინგაპური, აშშ, ტაივანი, უკრაინა, ჩერნოგორია, შვეიცარია, იაპონია.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთში ჩავიდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩინეთში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. მათივე თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ლავროვის თვითმფრინავი აღმოსავლეთით, ქალაქ ჰუანშანში დაეშვა. როგორც „გარდიანი“ იუწყება, ლავროვი შეხვედრების სერიას დაესწრება, რომელსაც ჩინეთი მასპინძლობს. ასევე წაიკითხეთ: ჩინეთი რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვას არ ემხრობა ჯეიკ სალივანი: აშშ-ს ჩინეთის მიერ რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის ფაქტი არ დაუფიქსირებია
სერგეი ლავროვი: რუსეთი დაინტერესებულია, ჩინეთთან მდგრადი და თანმიმდევრული ურთიერთობების გაგრძელებით
რუსეთი და ჩინეთი აცხადებენ, რომ მათი თანამშრომლობის განვითარების სურვილი კიდევ უფრო მტკიცე გახდა. რუსეთი დაინტერესებულია ჩინეთთან მდგრადი და თანმიმდევრული ურთიერთობების გაგრძელებით - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან იუსთან შეხვედრისას. ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო სააგენტოები ავრცელებენ. მინისტრების დღევანდელი შეხვედრის ადგილი ჩინეთის აღმოსავლეთში მდებარე პროვინცია ანხოია. როგორც ლავროვმა თქვა, „საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში ძალიან სერიოზული ეტაპია“, რომლის შედეგად საერთაშორისო ვითარება არსებითად ცხადი გახდება და რუსეთი ჩინეთთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად ივლის "მრავალპოლარული, სამართლიანი და დემოკრატიული მსოფლიო წესრიგისკენ". ცნობისთვის, დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთში ჩავიდა. ასევე წაიკითხეთ: ჩინეთი რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვას არ ემხრობა ჯეიკ სალივანი: აშშ-ს ჩინეთის მიერ რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის ფაქტი არ დაუფიქსირებია
სერგეი ლავროვი ჩინეთში თალიბანის ერთ-ერთ ლიდერს შეხვდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩინეთში შეხვდა ავღანეთის "ისლამური საამიროს" საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, თალიბანის ერთ-ერთ ლიდერს, ამირ ხან მუთაქის. „შეიძლება ითქვას, რომ მართვის გამოცდილების ნაკლებობის, ფინანსური და ეკონომიკური შეზღუდვების და შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების მხრიდან პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლის მიუხედავად, ავღანეთის ახალი ადმინისტრაცია ახერხებს სახელმწიფოს შენარჩუნებას“, - განაცხადა ლავროვმა. ლავროვი აცხადებს, რომ მიუხედავად მართვის გამოცდილების ნაკლებობისა, ასევე შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მხრიდან პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლისა, ავღანეთის ახალი ადმინისტრაცია ახერხებს სახელმწიფოს შენარჩუნებას. ამასთან, რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა ჩინეთში, სადაც ვიზიტად იმყოფება ავღანეთის მეზობლების (რუსეთი, ჩინეთი, ირანი, პაკისტანი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) მესამე მინისტერიალზე.
ლავროვი ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას „ფეიკურ თავდასხმასა“ და ინსცენირებას უწოდებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ ეს იყო „ფეიკური თავდასხმა". ამის შესახებ ლავროვმა დღეს გაეროს თავმჯდომარის მოადგილესთან ჰუმანიტარულ საკითხებში მარტინ გრიფისთან შეხვედრისას განაცახდა. „ქალაქ ბუჩაში, კიევის ოლქში, მას შემდეგ რაც აქედან, გეგმების შესაბამისად, რუსი სამხედროები გავიდნენ, განხორციელდა მომდევნო „ფეიკური თავდასხმა“... იქ რამდენიმე დღეში დაიდგა „ინსცენირება“, რომელსაც უკრაინის წარმომადგენლები და მათი დასავლელი მფარველები ყველა არხსა და სოციალურ ქსელში ავრცელებენ", – თქვა ლავროვმა. ამასთან, ლავროვმა ამ ყველაფერს პროვოკაცია და საერთაშორისო უსაფრთხოების საფრთხე უწოდა. რუსეთი საკითხთან დაკავშირებით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვს. „ამ კონკრეტულ საკითხზე [გაერო-ს] უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა მოვითხოვეთ, რადგან მსგავს პროვოკაციებში ვხედავთ პირდაპირ საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის", – თქვა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას
ლავროვი: კიევი სტამბოლში შემოთავაზებულ შეთანხმების პროექტს შორდება
უკრაინამ შეთანხმების ახალი პროექტი წარმოადგინა , სადაც კიევი სტამბოლში შემოთავაზებულ შეთანხმების პროექტს შორდება, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. „უკრაინამ მოლაპარაკების ჯგუფში შეთანხმების პროექტი წარმოადგინა, სადაც სახეზეა რომ უკრაინა სტამბოლში 29 მარტის შეხვედრაზე წარმოდგენილ წინადადებებს შორდება. უკრაინამ ეს წინადადებები დააფქირა დოკუმენტში, რომელსაც ხელს აწერს უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი დავით არახამია“, - ლავროვის სიტყვებს რუსული მედია ციტირებს. „ცვლილებების მიუხედავად რუსეთის დელეგაცია განაგრძობს პოლაპარაკების პროცესს და შეეცდება შეთანხმების საკუთარი პროექტი გაიტანოს, სადაც ყველა საწყისი საკვანძო პოზიცია და მოთხოვნა სრულად არის გაწერილი“, - განაცხადა ლავროვმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა დასძინა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების უუნარობა საუბრობს კიევის სურვილზე, შეაფერხოს და შეარყიოს მოლაპარაკებების პროცესი. მისი თქმით, მიზეზი დასავლეთის სურვილშია უბიძგოს უკრაინულ მხარეს საომარი მოქმედებების გაგრძელებისკენ. 29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა. უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს. უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ლიზ ტრასი: რუსეთთან მოლაპარაკება უკრაინის გაყიდვით ან შეცდომების გამეორებით არ უნდა დასრულდეს ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან მოლაპარაკებაზე: ჩვენ არავისი გვჯერა, არცერთი ლამაზი სიტყვის
ლავროვი: ბელორუსი უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი უნდა იყოს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ბელორუსი უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი უნდა გახდეს, მას შემდეგ, რაც კიევი მის ნეიტრალურ სტატუსს დაადასტურებს. „უკრაინის მოთხოვნით, მისი ნეიტრალური, არაბლოკური, არაბირთვული სტატუსი უსაფრთხოების გარანტიებით უნდა გამყარდეს. ბელორუსის რესპუბლიკა გარანტორ ქვეყნებს შორის აუცილებლად უნდა იყოს", - თქვა ლავროვმა. ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ 7 აპრილს განაცადა, რომ უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებები ბელორუსის გარეშე არ უნდა იმართებოდეს, რადგან ქვეყანა ამ ომში "ჩაითრიეს" და რუსეთთან ერთდ ერთ „კალათში მოათავსეს“. 7 აპრილს ზელენსკიმ დაასახელა 7 ქვეყანა, რომლებიც მზად არიან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები განიხილონ. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ აშშ-მ ლუკაშენკოს და მის ცოლს სანქციები დაუწესა ალექსანდრე ლუკაშენკო: არ ვაპირებთ ჩავერთოთ იმ ოპერაციაში, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს. თუ ვუპასუხებთ, ვუპასუხებთ ისე, რომ ყველა იგრძნობს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთს და უკრაინას შორის მოლაპარაკებები მარტივად არ მიმდინარეობს
რუსეთს და უკრაინას შორის მოლაპარაკებები მარტივად არ მიმდინარეობს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრის დროს განაცხადა. „მოლაპარაკებები მარტივად არ მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ამ მოლაპარაკებების წინაშე დასახული ყველა ამოცანა შესრულდეს. დასავლეთმა რუსოფობიურ აურზაურში ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მექანიზმი გააუქმა“, – თქვა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ცნობისთვის, 7 აპრილს ზელენსკიმ დაასახელა 7 ქვეყანა, რომლებიც მზად არიან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები განიხილონ. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: აშშ-მ ლუკაშენკოს და მის ცოლს სანქციები დაუწესა ალექსანდრე ლუკაშენკო: არ ვაპირებთ ჩავერთოთ იმ ოპერაციაში, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს. თუ ვუპასუხებთ, ვუპასუხებთ ისე, რომ ყველა იგრძნობს
სერგეი ლავროვი: რუსეთი არ შეაჩერებს უკრაინაში მის „სამხედრო ოპერაციას“ სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის გამართვამდე
რუსეთი არ შეაჩერებს უკრაინაში მის „სამხედრო ოპერაციას“ სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის გამართვამდე, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. "ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებები, თუმცა მტკიცედ ვდგავარ პოზიციაზე, რომ მოსკოვმა არ უნდა შეაჩეროს ოპერაციის მიმდინარეობა, როცა მხარეები კვლავ შეიკრიბებიან. მას შემდეგ, რაც დავრწმუნდით, რომ უკრაინელები არ გეგმავდნენ საპასუხო ქმედებას, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის განმავლობაში არ იქნებოდა პაუზა, სანამ საბოლოო შეთანხმება არ იქნება მიღწეული”, - განაცხადა ლავროვმა. ასევე წაიკითხეთ: ანალენა ბერბოკი: უკრაინაში ომის დანაშაულების მასობრივი ნიშნებია. ჩვენ გვჭირდება ერთობლივი, კოორდინირებული გეგმა ვოლოდიმირ ზელენსკი: დიდი ალბათობით, ათობით ათასი ადამიანია მოკლული მარიუპოლში რუსეთის თავდასხმის შედეგად ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
სერგეი ლავროვი: უკრაინაში სპეცოპერაციის შემდეგი ფაზა იწყება, რომლის მიზანი დონეცკისა და ლუგანსკის სრული გათავისუფლებაა
ოპერაცია აღმოსავლეთ უკრაინაში მიზნად ისახავს, როგორც უკვე გამოცხადდა, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების სრულ გათავისუფლებას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა India Today-თან ინტერვიუში განაცხადა. „უკრაინაში სპეცოპერაციის შემდეგი ფაზა იწყება, რომლის მიზანი დონეცკისა და ლუგანსკის სრული გათავისუფლებაა. ოპერაცია აღმოსავლეთ უკრაინაში მიზნად ისახავს, როგორც უკვე გამოცხადდა, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების სრულ გათავისუფლებას. ეს ოპერაცია გაგრძელდება. ამ სპეცოპერაციის შემდეგი ეტაპი ახლა იწყება“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი: ომის მეორე ეტაპი დაიწყო, გჯეროდეთ ჩვენი არმიის უკრაინის გენშტაბი: დონბასში რუსეთის მიერ შეტევითი ოპერაციის დაწყების ნიშნებია ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსულმა ძალებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს
სერგეი ლავროვი: უკრაინაში არსებული ვითარება NATO-ს უსასრულო გაფართოების შედეგია
ანტონიო გუტერეშთან შეხვედრისას დეტალურად ვისაუბრეთ, რომ ეს ვითარება დიდწილად გროვდებოდა და გადამწყვეტ კონტექსტში ეს მოხდა ჩვენი ამერიკელი კოლეგებისა და მათი მოკავშირეების მიერ NATO-ს შეუზღუდავი გაფართოების, უნიპოლარული სამყაროს ჩამოყალიბების კურსის შედეგად, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ ვხედავთ და ამაზე ანტონიო გუტერეშთან შეხვედრისას დეტალურად ვისაუბრეთ, რომ ეს ვითარება დიდწილად გროვდებოდა და გადამწყვეტ კონტექსტში ეს მოხდა ჩვენი ამერიკელი კოლეგებისა და მათი მოკავშირეების მიერ NATO-ს შეუზღუდავი გაფართოების, უნიპოლარული სამყაროს ჩამოყალიბების კურსის შედეგად“,- განაცხადა ლავროვმა. შეგახსენებთ, რომ მოსკოვში გუტერეში თურქეთიდან ჩავიდა, სადაც ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართა მოლაპარაკებები. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი საერთო მიზანი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში. მოსკოვის შემდეგ, გუტერეში უკრაინაში გაემგზავრება, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ ანტონიო გუტერეში: პრეზიდენტო პუტინო, კაცობრიობის სახელით მოგმართავთ, დააბრუნეთ თქვენი ჯარები რუსეთში ანტონიო გუტერეში: აბსურდული ომი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრით დაიწყო, უნდა შეწყდეს ანტონიო გუტერეში რუსეთში ჩავიდა, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდება ანტონიო გუტერეში მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება
აშშ-ის გენშტაბის უფროსმა ბირთვული ომის საფრთხეზე ლავროვის განცხადებას სრულიად უპასუხისმგებლო უწოდა
აშშ-ის გენშტაბის ხელმძღვანელმა მარკ მილიმ ბირთვული ომის საფრთხეზე სერგეი ლავროვის განცხადებას სრულიად უპასუხისმგებლო უწოდა. „ყოველთვის, როცა ქვეყნის ლიდერი იწყებს მუქარით საუბარს ბირთვულ ომზე, ამას ყველა სერიოზულად იღებს", - განაცხადა მილმა CNN-თან. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 26 აპრილს თქვა, რომ ბირთვული ომის საფრთხე „რეალურია“.
სერგეი ლავროვი: რაც უფრო მალე შეეგუება დასავლეთი ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას, მით უკეთესი იქნება მისთვის
რაც უფრო მალე შეეგუება დასავლეთი ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას, მით უკეთესი იქნება მისთვის და მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. რუსული მედიის ცნობით, სერგეი ლავროვის თქმით, საზღვარგარეთიდან კიევში იარაღის ნებისმიერი გადაზიდვა, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე მდებარეობს, რუსეთის ფედერაციისთვის ლეგიტიმური სამიზნეა. „დღეს ჩვენ არ ვსაუბრობთ ახალ „ცივ ომზე“, არამედ ვაშინგტონისა და მისი სატელიტების მუდმივ სურვილზე, რომლებიც თავს „კაცობრიობის ბედის არბიტრებად“ წარმოადგენენ, დააწესონ ამერიკაზე ორიენტირებული მსოფლიო წესრიგის მოდელი. საქმე იქამდე მივიდა, რომ დასავლური უმცირესობა ცდილობს შეცვალოს გაერო-ზე ორიენტირებული არქიტექტურა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული საერთაშორისო სამართალი საკუთარ „წესებზე დაფუძნებული წესრიგით“. ამ წესებს თავად ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები წერენ და შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობას სავალდებულოდ აკისრებენ,“- აღნიშნა ლავროვმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ: ლავროვი ლიზ ტრასთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ იმედგაცრუებულია სერგეი ლავროვი: ვოლოდიმერ ზელენსკი უკრაინის ნეიტრალურ სტატუსთან დაკავშირებით იტყუება სერგეი ლავროვი: რუსეთი სანქციებისთვის მზად იყო, მაგრამ გაოცებული ვართ, რომ ეს ზომები შეეხო სპორტსმენებს, მედიას
ისრაელი მოსკოვისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
ისრაელმა დაგმო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადება იმის შესახებ, რომ ადოლფ ჰიტლერს ებრაული წარმომავლობა ჰქონდა. ისრაელი ლავროვს ანტისემიტიზმის გავრცელებასა და ჰოლოკოსტის დაკნინებაში ადანაშაულებს. „ასეთი ტყუილები მიზნად ისახავს თავად ებრაელების დადანაშაულებას ისტორიაში ყველაზე საზარელ დანაშაულებში, რაც მათ წინააღმდეგ ჩაიდინეს“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა გავრცელებულ განცხადებაში. რუსეთის საელჩოსა და თავად ლავროვის მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა. იტალიურ ტელეარხ Rete 4-თან ინტერვიუში, ლავროვს ჰკითხეს, როგორ შეუძლია, რუსეთს თქვას, რომ უკრაინის „დენაციფიკაცია“ უნდა განახორციელოს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ებრაელია. ლავროვმა უპასუხა, რომ „ჰიტლერსაც ებრაული წარმომავლობა ჰქონდა, ასე რომ, ეს არაფერს ნიშნავს“.
დმიტრო კულება სერგეი ლავროვის განცხადებაზე: რუსულ ელიტაში ღრმად ფესვგადგმული ანტისემიტიზმი ვერ დამალა
საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ ელიტაში ღრმად ფესვგადგმული ანტისემიტიზმი ვერ დამალა. ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას პრეზიდენტ ზელენსკის ებრაულ წარმომავლობასთან დაკავშირებით. მისი ამაზრზენი გამონათქვამები შეურაცხმყოფელია პრეზიდენტის [ზელენსკის], უკრაინის, ისრაელისა და ებრაელი ხალხისთვის. უფრო ფართოდ რომ განვიხილოთ, ისინი აჩვენებენ, რომ დღევანდელი რუსეთი სავსეა სიძულვილით სხვა ერების მიმართ. ამავე თემაზე ისრაელი მოსკოვისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
სერგეი ლავროვი: ევროპაში ომის პერსპექტივა თუ გაწუხებთ, ჩვენ ეს საერთოდ არ გვსურს
თქვენ ევროპაში ომის პერსპექტივა თუ გაწუხებთ, ჩვენ ეს საერთოდ არ გვსურს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ომანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინაში „რუსული სპეცოპერაციის“ დასრულება შეაჩერებს დასავლეთის მცდელობებს, შეარყიოს საერთაშორისო სამართალი. „თქვენ ევროპაში ომის პერსპექტივა თუ გაწუხებთ, ჩვენ ეს საერთოდ არ გვსურს, მაგრამ თქვენს ყურადღებას გადავიტან იმ ფაქტზე, რომ სწორედ დასავლეთია, რომელიც მუდმივად ამტკიცებს, რომ რუსეთი ამ სიტუაციაში უნდა დამარცხდეს. დასკვნები თავად გამოიტანეთ“, – განაცხადა ლავროვმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ლავროვის მტკიცებით, მოსკოვს სურს, რომ სამხრეთ კავკასია მშვიდობის ზონად გადაიქცეს
"მოსკოვს სურს, რომ სამხრეთ კავკასია მშვიდობის ზონად გადაიქცეს", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. "რუსული მხარე დაინტერესებულია, რომ სამხრეთ კავკასია მშვიდობის, მდგრადი განვითარებისა და აღორძინების ზონად გადაიქცეს", - განაცხადა ლავროვმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო მინისტრებს, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანს დუშანბეში დსთ-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის ფარგლებში 12 მაისს შეხვდა.
ლავროვმა პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის შესახებ ხმები უარყო. „იცით, პრეზიდენტი პუტინი ყოველდღე ჩნდება საზოგადოებაში. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ იგი ტელეეკრანებზე, წაიკითხოთ მისი გამოსვლები, მოუსმინოთ მის გამოსვლებს", - განუცხადა ლავროვმა ფრანგულ მაუწყებელ TF1-ს. ინტერვიუ კრემლმა თავისი არხებითაც გამოაქვეყნა. „არა მგონია, რომ რომელიმე საღად მოაზროვნე ადამიანმა დაინახოს ამ ადამიანში რაიმე სახის ავადმყოფობის ნიშნები. მე ამას ვტოვებ მათ სინდისზე, ვინც ამგვარ ჭორებს ავრცელებს“, - ამბობს ლავროვი. პუტინის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ბოლო პერიოდში ცნობები აქტიურად ვრცელდება, კრემლი რუსეთის პრეზიდენტის ავადმყოფობას უარყოფს.
თურქეთი და რუსეთი უკრაინის საექსპორტო დერეფნის შექმნაზე მოლაპარაკებას გამართავენ
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 8 ივნისს თურქეთში ჩავა. მხარეები, უკრაინიდან სასურსათო პროდუქციის ექსპორტისა და საზღვაო დერეფნის შექმნის საკითხებს განიხილავენ. რდოღანმა პუტინთან საუბრის შემდეგ, მოლაპარაკებები ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართა ერდოღანი პუტინს სტამბოლში უკრაინა-გაერო-რუსეთის შეხვედრას სთავაზობს ერდოღანი უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბარს გამართავს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცახდებამდე, ერდოღანმა 30 მაისს პუტინთან და ზელენსკისთან სატელეფონო საუბრები გამართა. ცნობილია, რომ უკრაინის პორტებში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მარცვლეულია დაბლოკილი. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ბალკანეთის სამმა ქვეყანამ ლავროვის თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცე დახურა - მედია
6-7 ივნისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სერბეთში ვიზიტი კითხვის ნიშნის ქვეშააა. სერბული გაზეთის Vecherniye Novosti-ის ცნობით, მონტენეგრომ, ჩრდილოეთ მაკედონიამ და ბულგარეთმა მისი თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცე დაკეტეს. სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და რუსეთის ელჩი ალექსანდრე ბოკან-ხარჩენკო ამ საკითხს ბელგრადში ხვალ განიხილავენ. სერბეთის პრეზიდენტმა მანამდე აცხადებდა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მომზადების პროცესში შესაძლოა, სირთულეები წარმოიშვას. სერბეთის პრემიერ-მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა სერბეთში ლავროვის ვიზიტთან დაკავშირებულ სიტუაციას განსაკუთრებით რთული უწოდა. სერბეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსი მინისტრის ჩასვლასთან დაკავშირებული სირთულეები 10 ივნისს, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის ბელგრადში დაგეგმილ ვიზიტს უკავშირდება.
სამი ქვეყნის მიერ საჰაერო სივრცის დახურვის გამო ლავროვი სერბეთში ვერ ჩაფრინდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სერბეთში ვიზიტი ვერ განახორციელა მას შემდეგ, რაც მეზობელმა ქვეყნებმა მისი სამთავრობო თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცე დახურეს. ინფორმაცია მედიამ თავდპირველად წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა. მოგვიანებით, ეს ცნობა თავად რუსულმა მხარემაც დაადასტურა. სერბეთი, რომელიც რუსეთთან მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს,დასავლეთის სანქციებს არ შეუერთდა. ბალკანეთის სამმა ქვეყანამ ლავროვის თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცე დახურა - მედია გასულ თვეს, პუტინი და მისი სერბი კოლეგა ალექსანდრ ვუჩიჩი შეთანხმდნენ, რომ რუსეთი სერბეთისთვის გაზის მიწოდებას გააგრძელებს, ხოლო ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მიწოდება შეწყდა მას შემდეგ, რაც მათ გაზის რუბლებში გადახდაზე უარი თქვეს, როგორც ამას რუსეთი ითხოვდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ჩავუშოღლუმ „ლეგიტიმური“ უწოდა სანქციების მოხსნაზე რუსეთის მოთხოვნებს, თუკი უკრაინული მარცვლეულისთვის საერთაშორისო ბაზარი გაიხსნება
8 ივნისს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თავის რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების განახლების ნება ორივე მხრიდან იგრძნობა. ჩავუშოღლუმ ლავროვს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში საპრეზიდენტო კომპლექსში უმასპინძლა. თურქული სააგენტო Anadolu-ის ცნობით, ჩავუშოღლუმ პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა ხედავს გაეროს მიზანს, შექმნას გონივრული და განხორციელებადი გეგმა მარცვლეულის ექსპორტის განსაახლებლად. „ჩვენ ვსაუბრობთ გეგმაზე (ე.წ. საკვების დერეფნის შესახებ), რომელიც მოიცავს მექანიზმს და თანამშრომლობას, რომელიც შეიძლება, შედგეს გაეროს, რუსეთს, უკრაინასა და თურქეთს შორის და რომელიც შეიძლება, მოიცავდეს გემების ზედამხედველობას“, - განმარტა ჩავუშოღლუმ. „თუ ამ გეგმას მიიღებენ რუსეთი და უკრაინა, თურქეთს შეუძლია, უმასპინძლოს შეხვედრას სტამბოლში და დეტალები განიხილოს ყველა მხარესთან“, - დაამატა უმაღლესმა დიპლომატმა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის მოთხოვნას სანქციების მოხსნის შესახებ, მარცვლეულის ექსპორტის დასახმარებლად, „ლეგიტიმური“ უწოდა, თუკი უკრაინული მარცვლეულისთვის საერთაშორისო ბაზარი გაიხსნება. ჩავუშოღლუს თქმით, აუცილებელი ზომები უნდა იყოს მიღებული გემების უსაფრთხო გავლის უზრუნველსაყოფად, ასევე, უნდა გადაიდგას ნაბიჯები საბანკო ოპერაციების დაზღვევის უზრუნველსაყოფად. თურქმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიო რეალური სასურსათო კრიზისის წინაშე დგას და ამ საკითხთან დაკავშირებით ლათინური ამერიკის ქვეყნების შეშფოთებაზეც მიუთითა. თავის მხრივ, ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის საზღვაო პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის მიზნით თურქეთის ძალისხმევას აფასებს. მისივე განცხადებით, რუსი და თურქი სამხედროები განიხილავენ უკრაინის პორტებში ნაღმების გაწმენდას მარცვლეულის ექსპორტისთვის გზის გასათავისუფლებლად. ლავროვის მტკიცებით, რუსეთი მზადაა, სტამბოლში გაეროსთან და უკრაინასთან შეხვედრისთვის, თუმცა ასეთი შეხვედრა „სხვა არაფერი იქნება, თუ არა სიმბოლური“. დღესვე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ ასევე განაცხადა, რომ 3+3“ ფორმატი კავკასიაში მოიტანს გრძელვადიან ნორმალიზაციას თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. „ჩვენ ასევე ვაფასებთ თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხს. გვსურს, მადლობა ვუთხრათ რუსეთს, ჩვენ მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. თავის მხრივ, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ „3+3“ ფორმატის მეორე შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება და კარი ღიაა რეგიონის ყველა ქვეყნისთვის. „თქვენ იცით, რომ თურქეთის ინიციატივით შეიქმნა 3+3 ფორმატი სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნისა და მათი მეზობლების - თურქეთის, რუსეთისა და ირანის მონაწილეობით. პირველი შეხვედრა უკვე ჩავატარეთ მოსკოვში, ქართველმა კოლეგებმა ვერ მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ყოველთვის მოხარული ვიქნებით მათი ნახვით“, - განაცხადა ლავროვმა.
ლავროვი: რუსეთი თეთრი და ფუმფულა არ არის
"რუსეთი უკრაინაში არ შეჭრილა და ის, რაც გააკეთა, პასუხია დასავლეთის დანაშაულებრივ საქმიანობაზე“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვმა განაცხადა. გაერო: უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის დღიდან, სულ მცირე, 4481 სამოქალაქო პირი დაიღუპა „ჩვენ უკრაინაში არ შევჭრილვართ. ჩვენ გამოვაცხადეთ სპეციალური სამხედრო ოპერაცია, როცა უკვე აღარ დაგვრჩა არანაირი საშუალება დასავლეთისთვის აგვეხსნა, რომ დანაშაულებრივ საქმიანობას ეწევა NATO-ში უკრაინის შეთრევით“, - განაცხადა ლავროვმა. მისივე თქმით, რუსეთი თეთრი და ფუმფულა არ არის. რუსეთი არის ის, რაც არის. არ გვრცხვენია, ვაჩვენოთ ჩვენი თავი ისეთი, რაც ვართ“, - განაცხადა ლავროვმა BBC-სთან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
„დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ლავროვთან ერთად ვახშამზე უარი თქვეს
„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ინდონეზიაში, ბალიზე G20-ის შეხვედრის პირველი დღის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვთან ერთად, „გალა-ვახშამზე“ დასწრებაზე უარი განაცხადეს. ინფორმაცია Kyodo-მ ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრ რენტო მარსუდიზე დაყრდნობით გაავრცელა. მისი თქმით, ოფიციალურ „გალა-ვახშამს“ აშშ-ის, ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, კანადის, იაპონიის და ევროკავშირის საქმეთა მინისტრები არ დაესწრნენ. მოგვიანებით, ინფორმაცია რუსულმა მედიამაც გაავრცელა. აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც დაადასტურა. ინდონეზიაში, ბალიზე G20-ის შეხვადრა 8 ივლისს დასრულდება.
ბალიზე, G20-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, სერგეი ლავროვთან ფოტოგადაღებაზე უარი თქვეს
G20-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ინდონეზიაში, ბალიზე გამართულ შეხვედრაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ტრადიციული ჯგუფური ფოტოს გადაღებაზე უარი თქვეს. ამის შესახებ იაპონური საინფორმაციო სააგენტო Kyodo წერს. „დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ლავროვთან ერთად ვახშამზე უარი თქვეს ლავროვი G20-ის მინისტერიალს, ვადაზე ადრე დატოვებს სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს შეხვედრის მონაწილეთა ტრადიციული ფოტოსესია ვერ შედგა. ცნობილი გახდა, რომ საერთო ფოტოს გადაღებაზე პირველად უარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა. ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რეტნო მარსუდიმ მანამდე განაცხადა, რომ 7 ივლისს G7-ის ქვეყნების წარმომადგენლებმა ლავროვის ყოფნის გამო „გალა-ვახშამზე“ დასწრებაზე უარი თქვეს. მომხდარზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ლავროვმა „არ შეამჩნია ბოიკოტერების არსებობა“. 7 ივლისს ბალიზე G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიხსნა. ძირითადი დისკუსიები 8 ივლისს არის დაგეგმილი. სერგეი ლავროვი ერთ-ერთ პირველ შეხვედრაზე საუდის არაბეთისა და მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრებთან დაჯდა.
ლავროვს რუსეთის ქმედებების მკაცრი დაგმობის ფონზე, G20-ის მინისტერიალის ვადაზე ადრე დატოვება მოუწია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, ბალიში G20-ის მინისტერიალს ვადაზე ადრე ტოვებს. ამის შესახებ Spiegel წერს. „დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ლავროვთან ერთად ვახშამზე უარი თქვეს „ლავროვი კვლავ გამართავს ორმხრივ მოლაპარაკებებს, შემდეგ მიმართავს პრესას და წავა“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ. ლავროვი ოფიციალურ ვახშამსა და სამუშაო სესიაში დღის მეორე ნახევარში არ მიიღებს მონაწილეობას. დელეგაციის წყაროების ცნობით, ლავროვმა სიტყვით გამოსვლისთანავე დატოვა შეხვედრის ოთახი. მან ასევე თავი აარიდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის კითხვებზე პასუხის გაცემას და უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის მკაცრად დაგმობას გერმანელი დიპლომატის მხრიდან. ბერბოკი ჯერ კიდევ კონფერენციის დაწყებამდე აცხადებდა, რომ არავინ შეეგუებოდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში და შეუძლებელია საუბარი სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე მასთან, ვინც „თავს ესხმის მშვიდობიან, საერთაშორისო წესრიგს“. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ „დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ლავროვთან ერთად ვახშამსა და ფოტოსესიაზე უარი თქვეს. ინდონეზიაში, ბალიზე G20-ის შეხვადრა 8 ივლისს დასრულდება. „დიდ ოცეულში“ რუსეთის და „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების გარდა, შედიან: ევროკავშირი, ავსტრალია, თურქეთი, არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა, ინდოეთი, ინდონეზია, ჩინეთი, სამხრეთი კორეა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, საუდის არაბეთი.
კულება ლავროვის სიტყვებზე: რუსებს სურთ სისხლი და არა მოლაპარაკებები
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს გამოეხმაურა, რომელმაც უკრაინაში „გეოგრაფიული ამოცანების“ ცვლილების შესახებ განაცხადა. კულებამ მსოფლიოს მოუწოდა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცროს და უკრაინას იარაღი უფრო სწრაფად მიაწოდოს. „რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის აღიარება, უკრაინის უფრო მეტი მიწის მიტაცების შესახებ შემდეგს ამტკიცებს: რუსეთი უარს ამბობს დიპლომატიაზე, ომსა და ტერორზეა კონცენტრირებული. რუსებს სისხლი სურთ და არა მოლაპარაკებები. მოვუწოდე ყველა პარტნიორს, გაამკაცრონ სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და დააჩქარონ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე. შეგახსენებთ, რომ ლავროვმა RT-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გამო, ომის „გეოგრაფიული მიზნები“ შეიცვალა და ახალი ტერიტორიების დაპყრობით დაიმუქრა, იმ შემთხვევაში თუ პარტნიორები უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებას გადასცემენ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოკავშირეებს აფრიკაში ეძებს - BBC
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აფრიკის ქვეყნებში მოგზაურობა დაიწყო. ლავროვმა კაიროში მოლაპარაკებები გამართა ეგვიპტელ კოლეგასთან, სამეჰ შუკრისთან. მან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „დასავლეთი ახანგრძლივებს კონფლიქტს“. ლავროვის მტკიცებით, რუსეთი მზადაა მოლაპარაკებებისთვის, თუმცა უკრაინა ამბობს, რომ დიალოგი არ იქნება, ვიდრე რუსეთს ბრძოლის ველზე არ დაამარცხებს. როგორც BBC წერს, ლავროვმა ვიზიტის წინ, ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა, რომ რუსეთი აფასებს აფრიკელების „დაბალანსებულ პოზიციას“ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. აფრიკის კავშირის ხელმძღვანელი პუტინს უკრაინის ომის გავლენის შესახებ აფრთხილებს აფრიკის ბევრი ქვეყანა მძიმედ განიცდის მარცვლეულის დეფიციტს, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა გამოიწვია. აფრიკის განვითარების ბანკის თქმით, აფრიკას ხორბლის 40%-ზე მეტით უკრაინა და რუსეთი ამარაგებენ. ეგვიპტე უკრაინული ხორბლის დიდი მომხმარებელია. 2019 წელს 3,62 მილიონი ტონა ხორბლის იმპორტი განახორციელა. მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირება: კულება აფრიკის ქვეყნებს რუსეთზე ზეწოლისკენ მოუწოდებს შეგახსენებთ, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე სტამბოლში ოთმხრივი შეთანხმება 22 ივლისს გაფორმდა. 23 ივლისს, უკრაინის მარცვლეულის ექსპორტისა და პორტების განბლოკვის შეთანხმებიდან ერთ დღეში რუსეთის საჰაერო ძალებმა უკრაინის ოდესის პორტში ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესის პორტზე იერიშს თავად რუსეთის პოლიტიკურ პოზიციებზე დარტყმად აფსებს. „თუ ვინმეს მსოფლიოში ჯერ კიდევ შეუძლია, თქვას, რომ რუსეთთან რაღაც დიალოგი, რაღაც შეთანხმებებია საჭირო, შეხედეთ, რა ხდება. დღევანდელმა რუსულმა კალიბრმა რაკეტებმა გაანადგურეს ასეთი განცხადებების შესაძლებლობა. ჩვენ ვხედავთ მსოფლიო აბსოლუტურ ერთსულოვნებას ოკუპანტები ვეღარავის მოატყუებენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ ვიდეომიმართვსას.
ენტონი ბლინკენი ლავროვთან საუბარს ომის დაწყების შემდეგ პირველად აპირებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან საუბარს ომის დაწყების შემდეგ პირველად გეგმავს. აშშ-ის უმაღლესმა დიპლომატმა განაცხადა, რომ თავის რუს კოლეგასთან სატელეფონო ზარს ამ კვირაშე ელოდება. წერს CNN. მხარეეები სავარაუდოდ, ორ მთავარ საკითხს განიხილავენ - დაკავებულების გაცვლა და უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი. CNN იუწყება, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს იარაღით მოვაჭრის, ვიქტორ ბუტის გაცვლას სთავაზობს დაკავებულ ორ ამერიკელზე. საუბარია ბრიტნი გრინერსა და პოლ უილანზე. გრინერი შერემეტიევოს აეროპორტში თებერვალში დააკავეს. გრინერს ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შენახვის ბრალდების გამო, ათწლიანი პატიმრობა ემუქრება. ამერიკელი პოლ უილანი კი, მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით 2020 წლის 3 იანვარს დააკავეს. 2020 წელს, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ ამერიკელ ყოფილ ქვეითს, პოლ უილანს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ვიქტორ ბუტს 25-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი აშშ-ის ციხეში. ბუტი დამნაშავედ არის ცნობილი შეთქმულებაში, რომლის მიზანი აშშ-ის მოქალაქეთა მკვლელობა იყო. მას ბრალად ასევე ედება ტერორისტული ორგანიზაციებისათვის დახმარების გაწევა. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა აღნიშნა, რომ ლავროვთან საუბრისას უკრაინაზე მოლაპარაკებას არ აპირებს და გაიმეორა, რომ უკრაინის გარეშე უკრაინის საკითხს არ განიხილავენ.
ენტონი ბლინკენმა და სერგეი ლავროვმა პატიმრების გაცვლის თაობაზე ტელეფონით ისაუბრეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პატიმრების გაცვლის თაობაზე ესაუბრა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. CNN: ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტის რუსეთში დაკავებულ ორ ამერიკელზე გაცვლას სთავაზობს ამერიკის პირველმა დიპლომატმა რუს კოლეგასთან საუბარს „გულწრფელი და პირდაპირი“ უწოდა. მედიის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-სა და რუსეთს საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა ერთმანეთთან სატელეფონო საუბარი გამართეს მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს უკრაინაში ომი დაიწყო. „მე დიდად ვეცადე დამერწმუნებინა კრემლი, რომ მიეღოთ არსებითი წინადადება, რომელიც ჩვენ პოლ უელანისა და ბრიტნი გრინერის გათავისუფლების შესახებ დავაყენეთ“, - აღნიშნა ბლინკენმა. როგორც მედია წერს, ამერიკული მხარე რუსეთს სთავაზობს აშშ-ის მოქალაქეები რუს იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტში გაცვალონ.
სერგეი ლავროვი მიანმარში ჩავიდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით, მიანმარში ჩავიდა. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს მიანმარში სერგეი ლავროვის პირველი ვიზიტია. სერგეი ლავროვი ტაშკენტში ჩავიდა მოლაპარაკების დღის წესრიგშია შეხვედრა მიანმარის სამხედრო ხუნტის ხელმძღვანელ ნეიპიდოსთან. მხარეებმა უსაფრთხოებისა და ეკონომიკის საკითხები უნდა განიხილონ. შეგახსენებთ, ლავროვი მიანმარიდან კამბოჯაში ჩავა, სადაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების 55-ე შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ლავროვი უკვე შეხვდა თავის კოლეგას ვუნა მაუნ ლუინს და სხვა ოფიციალურ პირებს მიანმარის დედაქალაქში, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მხარეები განიხილავენ პოლიტიკური დიალოგის, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ურთიერთობების საკითხებს. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის ქვეყნები გმობენ არმიის მიერ, მიანმარის არჩეული ხელისუფლების დამხობას, რუსეთი მიანმარისთვის იარაღის უმსხვილესი მიმწოდებელია. გაეროს ცნობით მიანმარი „სამოქალაქო ომის მდგომარეობაშია“. მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აფრიკის ქვეყნებში იმყოფებოდა, ხოლო აფრიკის ტურნემდე, თეირანში ირანის პრეზიდენტს შეხვდა.
ჩავუშოღლუმ ლავროვთან უკრაინული ხორბლის გადაზიდვისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ და რუსეთის ფედერაციის საგარო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს კამბოჯაში შეხვდა. ჩავოშოღლუ კამბოჯაში თურქეთი -ASEAN-ის (პარტნიორობისა და სექტორალური დიალოგის მეოთხე სხდომა) ფარგლებში იმყოფებოდა. ჩავუშოღლუმ ლავროვთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია Twitter-ის საკუთარ ანგარიშზე გაავრცელა: „კამბოჯიდან წამოსვლამე შევხვდი ჩემს რუს კოლეგას ლავროვს. განვიხილეთ უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ტრანსპორტირების თემა და რეგიონული საკითხები“. სერგეი ლავროვი კამბოჯაში მიანმარიდან ჩავიდა. მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აფრიკის ქვეყნებში იმყოფებოდა, ხოლო აფრიკის ტურნემდე, თეირანში ირანის პრეზიდენტს შეხვდა.
სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი კამბოჯასთან ურთიერთობის გაფაროთოებით დაინტერესდა
მოსკოვსა და პნომპენს აქვთ თანამშრომლობის კეთილი და პოზიტიური ისტორია. რუსეთი დაინტერესებულია მისი გაფართოებით, - ამის შესახებ დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კამბოჯაში ვიზიტისას განაცხადა. სერგეი ლავროვი მიანმარში ჩავიდა სერგეი ლავროვთან შეხვედრისას, კამბოჯას პრემიერ-მინისტრმა ჰუნ სენმა განაცხადა, რომ ორი ქვეყანა თანამშრომლობას, რიგ სფეროებში განავითარებს. მათ შორისაა კოსმოსი, ჰუმანიტარული, სამხედრო, ტექნიკური დარგები და უსაფრთხოების საკითხები. კამბოჯაში ლავროვი მიანმარიდან ჩავიდა, სადაც თავის კოლეგას ვუნა მაუნ ლუინს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა. მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აფრიკის ქვეყნებში იმყოფებოდა, ხოლო აფრიკის ტურნემდე, თეირანში ირანის პრეზიდენტს შეხვდა. დასავლეთის მიერ დაწესებული მძიმე სანქციების ფონზე, რუსეთი მოკავშირეებს ეძებს. ამას საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის აფრიკული ტურნე მოწმობს. იმ დროს, როცა აფრიკის ბევრი ქვეყანა მძიმედ განიცდის მარცვლეულის დეფიციტს, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა გამოიწვია, ლავროვი ოფიციალურ შეხვედრებზე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მარცვლეულის კრიზისში დასავლეთი და მის მიერ დაწესებული სანქციებია დამნაშავე. საგულისხმოა, რომ მანამდე, ჯერ ლავროვი და შემდეგ პუტინი სტუმრობდნენ მოკავშირე ირანს, სადაც ჩასვლამდე გავრცელდა თეთრი სახლის ინფორმაცია, რომლის თანახმად, ირანი შესაძლოა, ემზადებოდეს, რომ რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის, დრონები მიაწოდოს. ირანმა ეს ცნობა უარყო. 27 ივლისს, ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ თეირანი მოსკოვს თვითმფრინავების ნაწილებსა და აღჭურვილობას მიაწვდის. ლავროვმა ევრაზიული სივრცეც მოიცვა და 28 ივლისს უკვე უზბეკეთის დედაქალაქში ჩავიდა. სერგეი ლავროვი ტაშკენტში ჩავიდა აშშ მიიჩნევს, რომ პუტინის ვიზიტი ირანში, აჩვენებს, თუ რამდენად იზოლირებულია რუსეთი ხსენებული გარემოებები ექსპერტებს აძლევს დასკვნის საშუალებას, რომ დასავლეთის მიერ შემოღებული სანქციების შედეგად, რუსეთი რთულ ვითარებაშია და ეს ვითარება კიდევ უფრო რთულდება. ამიტომ, რუსეთი ცდილობს, მოიპოვოს მეტი პარტნიორი და მეტი მხარდაჭერა. გაეცანით Europetime-ის სტატიას თენგიხ ფხალაძე: რუსეთი ცდილობს, ქვეყნებს მისი გავლენის სფეროდან გასვლის საშუალება არ მისცეს
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღმოსავლეთ აზიის სამიტზე ლავროვის სიტყვით გამოსვლისას დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პენი ვონგმა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის სიტყვით გამოსვლისას დარბაზი დატოვა. „მინისტრმა ვონგმა ვერ შეძლო დარბაზში გაჩერება, როდესაც ლავროვი ცდილობდა, გაემართლებინა უდანაშაულო უკრაინელების მკვლელობა“, - ციტირებს The Guardian-ი მინისტრის სპიკერის სიტყვებს. გასულ თვეს ინდონეზიაში დიდი ოცეულის სამიტზე პენი ვონგმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული, დაუსაბუთებელი და უკანონო შეჭრის მინიმიზაცია დაუშვებელია.
სანქცირებულ სერგეი ლავროვს დელეგაციასთან ერთად, სექტემბერში აშშ-ში ჩასვლა სურს
რუსეთის საელჩომ შეერთებულ შტატებში, თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისა და რუსეთის დელეგაციის წევრებისთვის ვიზების გაცემის შესახებ, განცხადებით მიმართა. სერგეი ლავროვს დელეგაციასთან ერთად, სექტემბერში, აშშ-ში გაეროს გენერალურ ასამბლეში მონაწილეობა სურს. აშშ-მ პუტინს და ლავროვს სანქციები დაუწესა „აშშ-ში რუსეთის საელჩომ უკვე მიმართა თეთრ სახლს, სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ შეასრულონ იმ ქვეყნის ვალდებულებები, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს გაეროს შტაბ-ბინა და ვიზები სერგეი ლავროვისა და რუსეთის დელეგაციის ყველა წევრის სახელზე, დაუყოვნებლივ გასცენ“, - განაცხადა აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა. ელჩის თქმით, შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ შეუქმნა სირთულეები რუსულ მხარეს სამუშაო ვიზიტებთან დაკავშირებით, მათ შორის გაეროს მეშვეობით. ანტონოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში ვიზიტისას, გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე, რუსეთის დელეგაციის სრული მონაწილეობის საკითხს დააყენებს.
სანქცირებული სერგეი ლავროვი გაეროს ასამბლეაზე დასასწრებად, აშშ-ის ვიზას ელოდება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, გაეროს ასამბლეაზე დასასწრებად აშშ-ის ვიზას ელოდება. სანქცირებულ სერგეი ლავროვს დელეგაციასთან ერთად, სექტემბერში აშშ-ში ჩასვლა სურს „ჯერ კიდევ არის დრო ვიზის მისაღებად“, - აცხადებს ლავროვი. „ჩემს კოლეგებს ვთხოვე, აღარ შეახსენონ აშშ-ს ამის შესახებ. ამერიკელებს აქვთ საკუთარი ვალდებულებები, გაეროს გენერალურ მდივანს აქვს მოვალეობა, უზრუნველყოს ყველა დელეგაციის მონაწილეობა ორგანიზაციის საქმიანობაში, მათ შორის გენერალურ ასამბლეაში. ვნახოთ“, - განაცხადა ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვუში. აშშ-მ პუტინს და ლავროვს სანქციები დაუწესა გაეროს 77-ე ასამბლეა აშშ-ში სექტემბერშია დაგეგმილი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე დასწრების მიზნით, აშშ-ში გასამგზავრებლად ვიზა მიიღო. ლავროვთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში კიდევ 10 ადამიანია, რომლებიც აშშ-ში ჩავლენ. ამის შესახებ TASS იტყობინება. სანქცირებული სერგეი ლავროვი გაეროს ასამბლეაზე დასასწრებად, აშშ-ის ვიზას ელოდება გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესია 20-დან 26 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. წინა ორი წლისგან განსხვავებით, სესია სრული განაკვეთით მიმდინარეობს. რუსეთის დელეგაციისთვის ვიზების გაცემის საკითხი დღემდე გადაუჭრელი რჩებოდა, რადგან ვაშინგტონმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სერგეი ლავროვს სანქციები დაუწესა.
BBC: ნიუ-იორკში ჩასულ სერგეი ლავროვს, აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები არ შეხვდებიან
აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები სერგეი ლავროვს არ შეხვდებიან. ამის შესახებ გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა ლინდა თომას-გრინფილდმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. სანქცირებული სერგეი ლავროვი გაეროს ასამბლეაზე დასასწრებად, აშშ-ის ვიზას ელოდება მისი თქმით, აშშ-ს ადმინისტრაცია „განაგრძობს უკრაინის დახმარებას, რუსეთის არაპროვოცირებული შემოჭრისგან მისი უფლებების დაცვაში“. მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ ლავროვთან კომუნიკაციას არც ის გეგმავს. მედიის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაში მონაწილეობას მიიღებს. გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესია 20 სექტემბერს გაიხსნა. სესიის დღის წესრიგის უმთავრესი თემაა ომი უკრაინაში. დღეს, 21 სექტემბერს ასამბლეას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ონლაინ მიმართავს.
დმიტრო კულება: შევამჩნიე, რომ რუსი დიპლომატები ისევე ოსტატურად გარბიან, როგორც რუსი ჯარისკაცები
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებმამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, „პროპაგანდისტული მარკებით“ სავსე გამოსვლის შემდეგ, გაეროს სესია მაშინვე დატოვა. „მე შევამჩნიე, რომ რუსი დიპლომატები ისევე ოსტატურად გარბიან, როგორც რუსი ჯარისკაცები“, - თქვა კულებამ. აღსანიშნავია, რომ ლავროვმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც უკრაინაში არსებულ ვითარებას ეძღვნება, საათნახევრით დაიგვიანა. თავის გამოსვლაში ლავროვმა განაცხადა, რომ „უკრაინა საბოლოოდ გადაიქცა ნეონაცისტური ტიპის ტოტალიტარულ სახელმწიფოდ“. შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმ რუს მაღალჩინოსანთა შორისაა, რომელთა წინააღმდეგ აშშ-ს პერსონალური სანქციები აქვს დაწესებული. რუსმა დიპლომატმა აშშ-ის ვიზა ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე დასასწრებად მიიღო.
ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობისთვის, რუსეთი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურას ამარტივებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მოსკოვში ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს ინალ არძინბას შეხვდა. სააგენტო Apsnypress-ის ცნობით, მხარეებმა ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ, შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეებისთვის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მისაღებად გამარტივებული პროცედურის შემოღებას ითვალიწინებს. მანამდე აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აფხაზეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურა არ იცვლება. Apsnypress-ის ცნობითვე, ხელშეკრულება ასევე სამხედრო სამსახურსაც ეხება. „პირები, რომლებიც ორივე მხარის მოქალაქეები არიან, სამხედრო სამსახურს გაწვევის დროს ასრულებენ იმ მხარეში, რომლის ტერიტორიაზეც მუდმივად ცხოვრობენ“, - ნათქვამია დოკუმენტში. ის ფაქტი, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაავალა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების გაფორმება აფხაზეთთან, 9 სექტემბერს გახდა ცნობილი.
მედია: ბრიტანეთი და ევროკავშირი, G20-ის სამიტზე ლავროვის გამოსვლას ბოიკოტს გამოუცხადებენ
დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის გამოსვლებს G20-ის სამიტზე ბოიკოტი გამოუცხადონ და მოკავშირეებსაც ანალოგიური ქმედებისკენ მოუწოდებენ. პესკოვი: პუტინი G20-ის სამიტს არც ონლაინ რეჟიმში დაესწრება ამის შესახებ The Telegraph-ს ლონდონში და ბრიუსელში ინფორმირებულმა წყაროებმა განუცხადეს. ვოლოდიმირ ზელენსკი G20-ის სამიტში მონაწილეობას მიიღებს „ჩვენ ვცდილობთ ვიმუშაოთ პარტნიორებთან, რათა დავადგინოთ, რას ფიქრობს საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის ყველა ამ დანაშაულზე, სისასტიკესა და უკანონო ქმედებებზე,” - განუცხადა გამოცემას ევროკავშირის საგარეო სამსახურის წარმომადგენელმა ანონიმურობის პირობით. The Telegraph-ის ცნობით, ბრიტანელი და ევროპელი დიპლომატები ბოიკოტს გამოუცხადებენ ლავროვის გამოსვლებს G20-ის სამიტზე და თავს აარიდებენ მასთან შეხვედრას. „ლავროვი გაიგებს, რამდენად იზოლირებულია რუსეთი", - აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენელი. შეგახსენებთ, რომ G20-ის სამიტი ინდონეზიაში, ბალიზე 15-16 ნოემბერს გაიმართება.
ლავროვი ბალიზე, G20-ის სამიტზე ჩასვლის შემდეგ, საავადმყოფოში გადაიყვანეს - AP
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საავადმყოფოში გადაიყვანეს ინდონეზიაში, ბალიზე, G20-ის სამიტზე ჩასვლის შემდეგ, იტყობინება Associated Press-ი. მოსკოვმა ეს ინფორმაცია უარყო. AP კი, იტყობინება, რომ ლავროვს გული აწუხებდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ინფორმაცია უსაფუძვლოდ ვრცელდება. „რა თქმა უნდა, ეს სიყალბის მწვერვალია“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ. ინდონეზიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხეს. ლავროვი ბალიზე კვირას ჩავიდა. სამიტზე ის რუსეთის პრეზიდენტის ნაცვლად ჩავიდა.
ლავროვი, ბალიზე ჰოსპიტალიზაციის ფაქტს უარყოფს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უარყო ინფორმაცია, რომ ბალიზე ჩასვლისთანავე, (სადაც ხვალ G20-ის სამიტი გაიხსნება), მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და საავადმყოფოში მოათავსეს. ლავროვი ბალიზე, G20-ის სამიტზე ჩასვლის შემდეგ, საავადმყოფოში გადაიყვანეს - AP მანამდე რამდენიმე მსხვილი დასავლური მედია, ინდონეზიის ხელისუფლების წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინებოდა, რომ 72 წლის ლავროვს, სავარაუდოდ, ბალიზე გულის შეტევა ჰქონდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბალზე დღეს ჩავიდა. ის სამიტს ვლადიმერ პუტინის ნაცვლად ესწრება. რუსეთის პრეზიდენტი G20-ის სამიტს ბოლოს 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ დაესწრო. დასავლეთის სახელმწიფოების ლიდერები სამიტზე, რუსეთის პრეზიდენტისგან დისტანცირდნენ. პუტინმა სამიტი დასრულებამდე დატოვა. G20 არის სტრატეგიული მრავალმხრივი პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს მთავარ განვითარებულ და განვითარებად ეკონომიკებს კავშირებს. „დიდ ოცეულს“ მომავალი გლობალური ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად სტრატეგიული როლი აქვს. ერთად, G20-ის წევრები წარმოადგენენ მსოფლიო მშპ-ს 80 პროცენტზე მეტს, საერთაშორისო ვაჭრობის 75 პროცენტს და მსოფლიო მოსახლეობის 60 პროცენტს. G20-ის წევრები არიან: არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, იაპონია, კორეის რესპუბლიკა, მექსიკა, რუსეთი, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და ევროკავშირი. მუდმივ სტუმრად მიწვეულია ესპანეთიც.
პოლონეთი, სერგეი ლავროვს, ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად თავის ტერიტორიაზე არ უშვებს
პოლონეთი, სერგეი ლავროვს, ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად თავის ტერიტორიაზე არ უშვებს. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წყაროებსა და მოპოვებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით წერს. „რადიო თავისუფლებამ“ მოიპოვა წერილი, რომლითაც ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში რუსეთის მუდმივმოქმედმა მისიამ პოლონეთის გადაწყვეტილების გამო მიმართა ეუთოს. „ითვალისწინებს რა პოლონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების უპრეცედენტო ხასიათსა და მძიმე შედეგებს [ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის] ორგანიზაციისთვის, რუსეთის მხარე მოელის, რომ მოახლოებული შეხვედრის მონაწილეები პრინციპულ შეფასებას გააკეთებენ, ასევე დაგმობენ ვარშავის ამ ქმედებას, რაც არნახულია ეუთოს მთელი ისტორიის მანძილზე,“ ნათქვამია რუსეთის ფედერაციის მიერ ეუთოსთვის გაგზავნილ წერილში. ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის (ეუთოს) მინისტერიალი 1-2 დეკემბერს პოლონეთში, ლოძში იმართება. რუსეთსა და პოლონეთს შორს ვითარება კიდევ უფრო მას შემდეგ გამწვავდა, რაც 15 ნოემბერს პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვრის მახლობლად, რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად პოლონეთის ორი მოქალაქე დაიღუპა.
პოლონეთი ადასტურებს, რომ ლავროვს ეუთოს სხდომაზე დასწრების უფლება არ ექნება
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლუკაშ იასინამ, AFP-ს დაუდასტურა, რომ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მინისტერიალზე, რუსეთის დელეგაცია და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი არ დაიშვება. პოლონეთი, სერგეი ლავროვს, ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად თავის ტერიტორიაზე არ უშვებს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მინისტერიალი, 1-2 დეკემბერს ლოძში იმართება. ამჟამად ეუთოს პოლონეთი თავმჯდომარეობს. ეუთო წევრია 57 ქვეყნა, მათ შორისაა რუსეთი და უკრაინა.
ლავროვი აცხადებს, რომ აშშ-დან პუტინს ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებებს, რომ კრემლზე „თავის მომკვეთი დარტყმა“ უნდა განხორციელდეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი პუტინის ფიზიკურად განადგურების მუქარად აფასებს. ის არ აკონკრეტებს რას ეფუძნება მიის განცხადება. აცხადებს, რომ თუ ვინმეს მსგავსი იდეები მართლაც აქვს, შედეგებზე კარგად უნდა დაფიქრდეს. ლავროვის თქმით, „ყველაზე შორს ვაშინგტონში წავიდნენ“. „ანონიმური ოფიციალური პირები პენტაგონიდან ფაქტობრივად, დაიმუქრნენ კრემლზე თავის მომკვეთი დარტყმით. არსებითად, საუბარია რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის ფიზიკურად მოშორების საფრთხეზე“, - განაცხადა ლავროვმა კრემლის მიერ კონტროლირებად „ტასთან“ ინტერვიუში.
ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა მალე აღდგება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა მალე აღდგება. შესაბამის კომენტარს სომხური მედია ავრცელებს. „მოხარული ვარ, რომ ჩვენი ხალხთა შორის კონტაქტები აქტიურად ვითარდება. გასულ წელს, მითხრეს, რომ საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა, ძირითადად, ტურიზმისა და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გამო. ვიმედოვნებ, რომ მალე შევძლებთ პირდაპირი საჰაერო კომუნიკაციის აღდგენას“, - განაცხადა ლავროვმა. ამასთან, ლავროვმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა იმსახურებს პატივისცემას, რადგან დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება. „ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო, როგორც პრაქტიკულად სხვა დანარჩენი ქვეყნები განიცდიან დასავლეთის ზეწოლას, რომელიც ითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდნენ. ის რომ, არც თუ ისე დიდ ქვეყანასა და მის მთავრობას აქვს სიმამაცე, რომ [თავისი] ინტერესებითა და ქვეყნის ეკონომიკის ინტერესებით იხელმძღვანელონ, იწვევს პატივისცემას“, - განაცხადა ლავროვმა პრესკონფერენციაზე. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებს, კრემლის კონტროლირებადი მედია „რია ნოვოსტი“ ციტირებს. 2022-12-11 17:18:00 მოსკოვში, საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განახლების შესაძლებლობას განიხილავენ ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.
ევროპის ებრაელთა კონგრესი ლავროვისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს
ევროპის ებრაელთა კონგრესი (EJC) გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას, რომელმაც რუსები ებრაელებს შეადარა, ხოლო დასავლეთი ჰიტლერს. კონგრესის პრეზიდენტმა არიელ მუზიკანტმა ლავროვის განცხადებას სამარცხვინო უწოდა. „ეს არის ჰოლოკოსტის დამახინჯება მის ყველაზე საბაზისო დონეზე და ჩვენ მოვუწოდებთ ბატონ ლავროვს, ბოდიში მოიხადოს“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვი რუსებს ადარებს ჰოლოკოსტის დროს ნაცისტების მიერ მოკლულ ებრაელებს, ხოლო დასავლეთს ადოლფ ჰიტლერს. რუსული სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი TASS-ის ცნობით, ლავროვმა 18 იანვარს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ევროპული ქვეყნების კოალიცია შექმნა „რუსეთის საკითხის საბოლოო გადაწყვეტისთვის“, როგორც ნაცისტების ლიდერს ჰიტლერს „სურდა „ებრაული საკითხის გადაჭრა“. ლავროვმა უკრაინის დასავლელი მოკავშირეები ასევე შეადარა საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტს „რომელმაც პრაქტიკულად, მთელი ევროპის მობილიზება მოახდინა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ“. უფრო ადრე, იტალიურ ტელეარხ Rete 4-თან ინტერვიუში, ლავროვს ჰკითხეს, როგორ შეუძლია, რუსეთს თქვას, რომ უკრაინის „დენაციფიკაცია“ უნდა განახორციელოს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ებრაელია. ლავროვმა უპასუხა, რომ „ჰიტლერსაც ებრაული წარმომავლობა ჰქონდა, ასე რომ, ეს არაფერს ნიშნავს“. ისრაელი მოსკოვისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ბლინკენი და ლავროვი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის რუს კოლეგას განუცხადა, რომ აშშ მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც კიევს დასჭირდება. ბლინკენმა სერგეი ლავროვთან ინდოეთში, G20-ის სამიტის ფარგლებში ხანმოკლე შეხვედრა გამართა. ერთი წლის წინ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ისინი პირისპირ საუბრობენ. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, დელიში დისკუსია 10 წუთზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა. ბლინკენმა ასევე განუცხადა ლავროვს, რომ რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს პოლ უელანი, დაპატიმრებული ამერიკელი მოქალაქე და რომ რუსეთი კვლავ უნდა შეუერთდეს ახალი START-ის ბირთვული იარაღის კონტროლის ხელშეკრულებას, რომლიდანაც ცოტა ხნის წინ გამოვიდა. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელს არ უთქვამს, როგორ უპასუხა ლავროვმა ბლინკენს, მაგრამ თქვა, რომ არ არსებობს რაიმე მინიშნება იმისა, რომ რუსეთი უახლოეს პერიოდში კურსს შეცვლის. G20-ის მოლაპარაკებებში დომინირებს მწარე უთანხმოება უკრაინის გამო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ბლინკენმა ითხოვა ლავროვთან საუბარი, მაგრამ დეტალებზე არ უსაუბრია. უკანასკნელად მხარეები ჟენევაში, 2022 წლის იანვარში შეხვდნენ.
ბლინკენმა ლავროვთან სატელეფონო საუბრისას WSJ-ის ჟურნალისტის გათავისუფლება მოითხოვა
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ესაუბრა. ამერიკელმა დიპლომატმა Wall Street Journal-ის რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. ამის შესახებ ინფორაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. „მდივანმა ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვს გადასცა შეერთებული შტატების „სერიოზული შეშფოთება“ რუსეთის მიერ აშშ-ის მოქალაქე ჟურნალისტის მიუღებელი დაკავების გამო და მოითხოვა მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება. მდივანმა ბლინკენმა ასევე მოუწოდა კრემლს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აშშ-ის მოქალაქე პოლ უელანი, რომელიც უკანონოდ არის დაკავებული. მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ასევე განიხილეს ისეთი გარემოს შექმნის მნიშვნელობა, რომელიც საშუალებას მისცემს დიპლომატიურ მისიებს, განახორციელონ თავიანთი სამუშაო“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში. თავის მხრივ, რუსული მხარის ინფორმაციით, ლავროვი საუბრისას ამტკიცებდა, რომ ვაშინგტონი Wall Street Journal-ის რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის საქმის პოლიტიზებას ცდილობს, რაც მიუღებელია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლავროვმა ბლინკენს განუცხადა, რომ გერშკოვიჩის ბედს სასამართლო გადაწყვეტს. რუსული მხარის ცნობითვე, საუბრის ინიციატორი ბლინკენი იყო. ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტის ევან გერშკოვიჩის დაუყოვნებლივი გათავისუფლებას მოითხოვს. გამოცემის შეფასებით, ჟურნალისტის საქმემ, რომელიც თავისუფალი პრესის საშინელი შეურაცხყოფაა, მთელ მსოფლიოში, ყველა თავისუფალ ხალხსა და მთავრობაში აღშფოთება უნდა გამოიწვიოს. ამერიკული გამოცემის განცხადებით, არცერთი რეპორტიორი არ უნდა იყოს დაკავებული მხოლოდ თავისი საქმის კეთების გამო. ეკატერინბურგში, ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ის მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტი, 1991 წელს დაბადებული ევან გერშკოვიჩი 30 მარტს დააკავეს, რომელიც შეერთებული შტატების სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. დანაშაული 20-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. რეპორტიორი სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ შესახებ ამზადებდა მასალას, რომელსაც კრემლი აქტიურად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში. 31 მარტს ბაიდენმა რუსეთს WSJ-ის რეპორტიორის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
აშშ ლავროვს ნიუ-იორკში ჩასვლის ნებართვას არ აძლევს
შეერთებულმა შტატებმა არ კოორდინაცია გაუწია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თვითმფრინავის ჩამოსვლას ნიუ-იორკში, გაეროს შეხვედრაზე და ასევე არ გასცა დიპლომატიური ვიზები რუსი ელჩებისა და ჟურნალისტებისთვის. ამის შესახებ რუსეთის ელჩმა ვაშინგტონში ანატოლი ანტონოვმა განაცხადა. „მინისტრის [ლავროვის] სპეციალური თვითმფრინავის ირგვლივ გაუგებარი ვითარება იქმნება. აშშ-ის ხელისუფლება თვითმფრინავის ჩამოსვლაზე ჯერ არ დათანხმდა. ჩვენ ველით, რომ ამერიკელები სასწრაფოდ გასცემენ ნებართვას თვითმფრინავის ფრენაზე ყოველგვარი პირობებისა და შეზღუდვების გარეშე“, - განაცხადა ელჩმა. რუსეთმა აშშ-ის საელჩოს სავიზო მოთხოვნა ჯერ კიდევ მარტში წარუდგინა, მაგრამ ნებართვა ჯერ არ არის გაცემული, თქვა დიპლომატმა. ანტონოვის თქმით, ღონისძიებამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. შეხვედრა 24-25 აპრილს გაიმართება. 2022 წლის 25 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე დღეს, შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა სერგეი ლავროვის, ასევე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ. შეზღუდვები გულისხმობს შტატებში შესვლის აკრძალვას: ლავროვს არ შეუძლია, შეერთებულ შტატებში ჩასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, რაც სპეციალურად არის განსაზღვრული ამერიკის ხელისუფლების მიერ. პარალელურად, გასული წლის სექტემბერში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკს ეწვია. ამ მოგზაურობამდე რუსი დიპლომატებისთვის ვიზების პრობლემაც იყო. რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოში ამ ერთი თვის გამავლობაში თავმჯდომარეობს.
ლავროვი ბრაზილიაში: რუსეთი დაინტერესებულია „უკრაინის კონფლიქტის“ „რაც შეიძლება მალე“ დასრულებით
„რუსეთი დაინტერესებულია უკრაინაში კონფლიქტის რაც შეიძლება მალე დასრულებით“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ორშაბათს ბრაზილიაში ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრ მაურო ვიეირასთან გამართულ პრესკონფერენციაზე. ლავროვმა უკრაინაში არსებული სიტუაციის „ჩინებულად აღქმისთვის“ ბრაზილიელ კოლეგას მადლობად გადაუხადა და აღნიშნა, რომ რუსეთი მადლიერია ბრაზილიის „სურვილის გამო, „წვლილი შეიტანოს“ შესაძლო გადაწყვეტილებების ძიებაში. ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ონლაინ გამოქვეყნებული განრიგის მიხედვით, დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება ბრაზილიის პრეზიდენტ ლუის ინასიო ლულა და სილვას. უკრაინამ არაერთხელ განაცხადა, რომ კონფლიქტში მშვიდობა მიიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღადგენს ქვეყნის საზღვრებს და კიევი დაიბრუნებს ყირიმს. ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ ჩინეთსა და არაბეთში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად აუცილებელია, „პოლიტიკური დიდი ოცეული“ შეიქმნას. ბრაზილიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომი გამოწვეული იყო „ორი ქვეყნის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით“. მისივე თქმით, „დიდი ოცეული“ შეიქმნა გლობალური ეკონომიკური კრიზისის დასასრულებლად და ახლა მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთი „დიდი ოცეული“ შეიქმნას ომის დასასრულებლად და მშვიდობის დასამყარებლად. ბრაზილიის პრეზიდენტის თქმით, მან ეს ინიციატივა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან, გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი ქვეყნის ლიდერებთანაც განიხილა.
სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ სამართალდამცველები არიან მობილიზებული
სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ტერიტორიაზე მოქალაქეები იკრიბებიან, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია. ინფორმაციისთვის, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფება. სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება. „გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება! ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა „ყვარლის ტბაზე“ არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა. სამწუხაროდ მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს!“, - ნათქვამია განცხადებაში.
ახლა ჯერი საზოგადოებაზეა - ნიკა მელია ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში ჩამოსვლაზე
ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში ჩამოსვლა პუტინისა და ლავროვის მხრიდან არის ვულგარული ცინიზმით გამორჩეული დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქეების, მთელი ქვეყნისადმი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ყვარელში, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ ჟურნალისტებს განუცხადა. სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ სამართალდამცველები არიან მობილიზებული „სასტუმროს ადმინისტრაციამ დაგვიდასტურა, რომ ლავროვის ოჯახის წევრები აქ არიან, არც მეტი, არც ნაკლები, სასტუმროში „ყვარლის ტბის“ მიმდებარედ დაბინავებულნი. ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში ჩამოსვლა პუტინისა და ლავროვის მხრიდან არის ვულგარული ცინიზმით გამორჩეული დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქეების, მთელი ქვეყნისადმი. ლავროვის უახლოესი ოჯახის წევრის, სიძის ძმის ქორწილს იხდიან, ლავროვის სიძე, ქალიშვილი, სიძის ძმის მამა აქ არის და სამი მათგანი არის სანქცირებული აშშ-ის, ევროკავშირის სახელმწიფოების, ავსტრალიის, ბრიტანეთის მიერ. ე.ი არსად არ წაესვლებათ, ვინაიდან არიან სანქცირებული და ჩამოვიდნენ ყვარელში. მაშინ, როდესაც ეს ქვეყანა ოკუპირებულია სწორედაც ლავროვის მიერ. ის ხომ ავტორია იმ სისხლისღვრის, რაც 2008 წელს მოხდა. ბატონი ლავროვი და მისი ოჯახის წევრები ხომ არიან ავტორნი, რაც ხდება დღეს უკრაინაში. დღეს ხომ აქ უნდა გაბედონ და პუტინის, რუსული არმიის სადღეგრძელო უნდა შესვან, გამარჯვება უნდა უსურვონ რუსულ არმიას და დამარცხება უკრაინას. გამარჯვება რუსეთს და დამარცხება ქართველ ერს. წარმოუდგენელი ცინიზმია, ვულგარული ცინიზმი“, – აღნიშნა მელიამ. ინფორმაციისთვის, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფება. სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება. „გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება! ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა „ყვარლის ტბაზე“ არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა. სამწუხაროდ მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს!“, - ნათქვამია განცხადებაში.
როდესაც საუბარია კონკრეტული რუსი ვიზიტორების საქართველოში ჩამოსვლაზე, პირველი ინფორმაცია ყოველთვის ხოშტარიას აქვს, საინტერესოა - კობახიძე
საუბარი როდესაც არის კონკრეტული რუსი ვიზიტორების საქართველოში ჩამოსვლაზე, თუ დააკვირდებით, პირველი ინფორმაცია ყოველთვის ხოშტარიას აქვს, საინტერესოა, ასეთი რა კავშირები აქვს მას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ახლა ჯერი საზოგადოებაზეა - ნიკა მელია ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში ჩამოსვლაზე სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ სამართალდამცველები არიან მობილიზებული „თქვენ გახსოვთ მათი დამოკიდებულება 2008 წლის შემდეგ, როდესაც იგივე სააკაშვილი პირადად ესტუმრა მიხალკოვს, როდესაც ქორწილი გაიმართა და ასევე გვახსოვს დღევანდელი ლიბერალ-ფაშისტების აღელვებული პოსტები. იგივე ლაშა ბუღაძე, როგორ ცრემლნარევი პოსტით გამოეხმაურა ამ ქორწილს, სააკაშვილის იქ სტუმრობას და ასე შემდეგ. დღეს ზუსტად იგივე ადამიანები გამოდიან ამ ქსენოფობიური კამპანიით. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რაც მიანიშნებს, რომ ამ ყველაფერს აქვს მხოლოდ პოლიტიკური მიზანი. ეს პოლიტიკური მიზანი არის ესკალაცია, პროვოკაციების მოწყობა და მთავარი პროვოკატორები არიან დღეს სცენაზე. ესენი არიან ხოშტარია, მელია და ასე შემდეგ. ერთი საინტერესო დეტალია კიდევ. როდესაც საუბარია კონკრეტული რუსი ვიზიტორების საქართველოში ჩამოსვლაზე, პირველი სახელობითი ინფორმაცია აქვს ხოლმე ყოველთვის ხოშტარიას, თუ დააკვირდებით. პოზნერის შემთხვევაშიც ასე იყო. ახლაც ამტკიცებს, რომ ზუსტად იცის, საქართველოში კონკრეტული ადამიანია ჩამოსული. საინტერესოა, რა კავშირები აქვს ასეთი ელენე ხოშტარიას, რომ პირველი იგებს რუსი ვიზიტორების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ინფორმაციისთვის, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფება. სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება. „გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება! ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა „ყვარლის ტბაზე“ არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა. სამწუხაროდ მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს!“, - ნათქვამია განცხადებაში.
პრეზიდენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორი ქვეყნების სიებით იხელმძღვანელოს საზღვარზე, რომ არავინ შემოვიდეს, ვინც სანქცირებულია
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგით გამოემაურა ინფორმაციას საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების სტუმრობასა და კახეთში, საქორწინო წვეულების მოწყობის მცდელობას და ხელისუფლებას მოუწოდა, პარტნიორი ქვეყნებიდან სასწრაფოდ შემოიტანონ სანქცირებულთა სიები, რითაც საზღვარზე იხელმძღვანელებენ. ზურაბიშვილის განმარტებით, საჭიროა, ქვეყანა უფრო მეტად იყოს დაცული, რომ სანქცირებულმა პირებმა შემოსვლა ვერ შეძლონ. „მეც მაქვს ჩემი ვალდებულება, რომელიც არის, ვიყო სადარაჯოზე, რომ სიტყვა, რომელიც დამრჩენია, ის სიტყვა ყველგან გამოვიყენო, სადაც საჭიროა. დღეს აქ, ხვალ ბრიუსელში და სადაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს თავის ადგილას, სადაც მას ეკუთვნის. ცხადია, ხელისუფლებას, მთავრობას თავისი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს, პირველ რიგში, საზღვარი იყოს დაცული. რას ნიშნავს, არ ვიცოდით ვინ შემოვიდა, რას ნიშნავს, რომ სანქცირებული და თან როგორი სანქცირებული, ყველაზე მაღალი თანამდებობის პირის შვილი, იმ წრიდან, რომელიც უშუალოდ პუტინის წრეა, ჩამოდის ქვეყანაში და არ ვიცით? გუშინ არ იცოდნენ თურმე, რომ სააკაშვილი შემოსული იყო, დღეს არ იციან, რომ შემოდიან რუსები როგორც უნდათ და სანქცირებული რუსები. ხელისუფლებას მოვუწოდებ, საჩქაროდ შემოიტანონ - ძალიან კარგად ვიცი, როგორ მუშაობს ეს სანქციები, ის სიები, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, თუ რომელი პირები არიან სანქცირებული და ამ სიებით ვიხელმძღვანელოთ საზღვარზე, რომ არავინ შემოვიდეს, რომელიც სანქცირებულია. ეს მინიმუმი დაცვაა ამ ქვეყნის, რომელიც ისედაც თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ასეთი საფრთხის ქვეშაა და საჭიროა, უფრო მეტად დაცული იყოს, ვიდრე ის ევროპული ქვეყნები, რომლებიც ბევრად შორს არიან და ბევრად დაცული. ეს ევალება ხელისუფლებას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ამავე ბრიფინგიდან: ზურაბიშვილმა „აირზენას“ ბოიკოტს გამოუცხადა ქორწილი დღეს აღარ ჩატარდება - პრეზიდენტი
ლავროვის შვილი აქ არ უნდა ჩამოვიდეს - ვოლსკი
არ უნდა ჩამოვიდეს ლავროვის შვილი აქ, არ უნდა ჩამოვიდეს პოზნერი და არ უნდა ჩამოვიდეს მიხალკოვი, რომელსაც ეახლა და ქედმოხრით ელაპარაკებოდა სააკაშვილი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. პრეზიდენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორი ქვეყნების სიებით იხელმძღვანელოს საზღვარზე, რომ არავინ შემოვიდეს, ვინც სანქცირებულია „ლავროვი არის ერთ-ერთი ლიდერი იმ აგრესორი ქვეყნის, რომელიც ჩვენი ხელმოწერით გაირიცხა ევროპული სტრუქტურებიდან, ფორმატებიდან, გადაეცა ჰააგის ტრიბუნალს. ახლახან რეიკიავიკში ხელი მოვაწერეთ რეზოლუციას, რომ რეესტრი შედგეს, რა ზარალი მიაყენა უკრაინას რუსეთმა, რომ შემდეგ ამას მოჰყვეს სამართლებრივი რეაგირება და ა.შ. ძალიან მკაფიო, ჩამოყალიბებული და ხისტი პოზიცია გვაქვს. მოვიგეთ ჰააგა, მოვიგეთ სტრასბურგი. როცა მამისთვის შვილს სთხოვ პასუხს, ის თავაწეულობა, ის მხარგაშლილობა, რაც ქართველს ახასიათებს, ქართულ საზოგადოებას ახასიათებს, მის ტრადიციასა და ყოფას, ამასთან დაკავშირებით სუსტად გამოვიყურებით. ევროპულობას და ჩვენს პოზიციას ის ამტკიცებს, რაც მოგიყევით. ცუდია, არ მომწონს, არ უნდა ჩამოვიდეს ლავროვის შვილი აქ. არ უნდა ჩამოვიდეს პოზნერი და არ უნდა ჩამოვიდეს მიხალკოვი, რომელსაც ეახლა და ქედმოხრით ელაპარაკებოდა სააკაშვილი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 16 პირი დააკავეს 19 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფებოდა. მედიაში ამ ცნობის გასაჯაროების შემდეგ, ადგილზე საპროტესტო აქცია გაიმართა. სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება.
მედია: ლავროვის ვიზიტის შემდეგ, ტაჯიკეთმა რუსეთთან ეკონომიკურ კავშირში გაერთიანებაზე უარი განაცხადა
ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჩოხინ სამადიმ განაცხადა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ქვეყნის გაწევრიანება არ განიხილება. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სერგეი ლავროვი ტაჯიკეთს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობდა. ინფორმაციას რუსული სააგენტოები ავრცელებენ. "ვედომოსტის" ცნობით, ორშაბათს ლავროვმა დუშანბეში ვიზიტისას განაცხადა, რომ "იმედოვნებს ტაჯიკეთის გაწევრიანებას" ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში. ამ დროისთვის ორგანიზაციაში შედის რუსეთი, ყაზახეთი, ბელორუსი, სომხეთი და ყირგიზეთი. თუმცა, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა სამადიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს თემა არც ტაჯიკეთის ხელმძღვანელთან ემომალი რაჰმონთან რუსი მინისტრის შეხვედრისას და არც სამინისტროების მეშვეობით მოლაპარაკებების დროს არ განიხილება მიუხედავას იმისა, რომ დღის წესრიგში დადგა ქვეყნებს შორის „თანამშრომლობის გაღრმავება“. რუსული მედია (Moscow Times) აღნიშნავს, რომ 2015 წლიდან რუსეთი ამაოდ ცდილობს, დაარწმუნოს ტაჯიკეთი ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებაში. ტაჯიკეთი კვლავ რჩება რუსეთის მთავარ სავაჭრო პარტნიორად, თუმცა დუშანბე ზრდის ვაჭრობას ჩინეთთან, რომელიც თანდათან მოიპოვებს რუსეთზე უპირატესობას რეგიონში.
BRICS-ის სამიტზე პუტინის ნაცვლად ლავროვი ჩავიდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი იოჰანესბურგში ჩავიდა. 22-24 აგვისტოს BRICS-ის ქვეყნების (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი) სამიტი ჩატარდება. რუსული მედიის ცნობით, სამხრეთ აფრიკაში დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგის ძირითადი თემები ორგანიზაციის გაფართოებისა და ანგარიშსწორებაში ეროვნულ ვალუტებზე გადასვლა იქნება. სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სულ სამიტზე გლობალური სამხრეთისა და აფრიკის 67 ქვეყნის წარმომადგენლობაა მიწვეული. პუტინი BRICS-ის სამიტზე არ ჩავა იმ ფონზე, რომ ICC სამხრეთ აფრიკისგან მის დაკავებას ელოდა
მოსამართლემ ლავროვის შვილის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 11 ადამიანი გაამართლა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის საქართველოში ჩამოსვლის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 11 ადამიანის წინააღმდეგ, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ჯარიმა არ გამოიყენა. რადიო თავისუფლების ცნობით, დღეს, 13 სექტემბერს, მოსამართლე იოსებ აბრამიძემ 20 მაისს "ყვარლის ტბის" მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული 14 ადამიანიდან მხოლოდ სამს მისცა სიტყვიერი შენიშვნა, დანარჩენი 11 - გაამართლა. ამ მოსამართლის აცილება 25 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარიამ კერესელიძემ მოითხოვა. პოლიცია ყველა მათგანს ედავებოდა "კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას" და "წვრილმან ხულიგნობას" - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას. მოსამართლემ სიტყვიერი შენიშვნა მისცა ალექსანდრე მირახოვს, ტიტე გედენიძესა და შუშანა მაცაბერიძეს. საქმის წარმოება შეწყდა რამაზ ქერეჭაშვილის, ბექა პაპაშვილის, დავით იმედაშვილის, დიმიტრი ჩიქოვანის, თამაზ ჩხობაძის, გიორგი გეწაძის, ლაშა ხუსკივაძის, გიორგი მირახოვის, ნიკოლოზ ნარსიას, გელა ხასაიასა და ნიკოლოზ ღონიაშვილის მიმართ. „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია 20 მაისს გაიმართა. იგი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმროში იმყოფებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები და იქვე იგეგმებოდა ლავროვის შვილის მაზლის საქორწინო წვეულება. 20 მაისს ყვარლის ტბასთან აქციის გამართვამდე დააკავეს თბილისის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ირაკლი ეძგვერაძე. ამ საქმეს გურჯაანის სასამართლო ცალკე განიხილავს და გადაწყვეტილება 14 სექტემბერს გამოცხადდება.
ლავროვი: როდესაც დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, ფრენების განახლებაზე შევთანხმდით ბატონი ღარიბაშვილის მთავრობასთან
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კრემლის მიერ კონტროლირებად საინფორმაციო სააგენტო "ტასთან" ინტერვიუშიგანაცხადა, რომ საქართველოს მოქმედი მთავრობის მხრიდან ურთიერთობების ნორმალიზების სურვილის დანახვის შემდეგ აღდგა ფრენები და გაუქმდა სავიზო რეჟიმი. „დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენ არ გაგვიწყვიტავს, ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივა, რომელმაც აშშ-ის წახალისებით, ხელი ასწია საკუთარ მოქალაქეებზე, ოსებზე, ხელი აწია მშვიდობისმყოფელთა წინააღმდეგ და როცა ღირსეული პასუხი მიიღო, თავისი სრული პოლიტიკური და სამხედრო მარცხის კომპენსაცია ანტირუსული ქმედებებით დაიწყო. ჩვენ არასდროს გვქონია ნეგატიური დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენ ნამდვილად გვიყვარს ქართველი ხალხი, ხოლო რუსეთის ისტორიაში და საბჭოთა კავშირის ისტორიაში, ჩვენი ხელოვნების, კულტურისა და მეცნიერების ისტორიაში ქართველებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ," - აღნიშნა ლავროვმა. მისი თქმით, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი გაუუქმა და საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისები აღადგინა, რაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობას ბევრად კომფორტულს ხდის. "როდესაც დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, თუნდაც უბრალო ადამიანების ინტერესების გამო, რომლებსაც სურთ ერთმანეთთან ურთიერთობა, ის, რომ ერთმანეთს ეწვიონ, ეწვიონ ჩვენს ქვეყნებს, როგორც ტურისტები, სურთ ბიზნესის კეთება, ჩვენ შევთანხმდით ბატონი ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე და გაუქმდა სავიზო რეჟიმი, ვინაიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უკვე საკმაოდ დიდი ხანია არსებობდა და ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ გამოიყენა იგი. მაგრამ ახლა, ორმხრივობის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება და საჰაერო კომუნიკაციების დამყარება, რა თქმა უნდა, ჩვენს ურთიერთობას ბევრად კომფორტულს ხდის. იზრდება ავიარეისების რაოდენობა, ფართოვდება პირდაპირი ფრენების გეოგრაფიაც, იზრდება სავაჭრო ბრუნვა. ჩვენთან დიდი პოპულარობით სარგებლობს ბევრი ქართული ტრადიციული საექსპორტო პროდუქტი: ღვინო, ბორჯომი და მრავალი სხვა," - აღნიშნა ლავროვმა. 2008 წელს, ომის შემდეგ, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. შეწყდა ავიამიმოსვლა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმდინარე წლის 10 მაისის განკარგულებების თანახმად, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა და გაუქმდა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის. 19 მაისს შესრულდა პირველი ავიარეისი მოსკოვიდან თბილისში. დასავლეთი საქართველოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.
ლავროვი სომხეთს დაემუქრა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სომხეთის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა და მოუწოდა, გაიხსენონ შეერთებულ შტატებზე დაყრდნობილი ქვეყნების ბედი. კრემლის მიერ კონტროლირებადი „ტასის“ შეკითხვას, შეიძლება თუ არა, სომხეთმა დაკარგოს რუსეთი, ლავროვმა განაცხადა, რომ ერევანში რამდენიმე წამყვან პოლიტიკოსს სურს მსგავსი სცენარი და დასავლეთისკენ იყურება. „ისინი თუ ეყრდნობიან შეერთებულ შტატებს, როგორც პირდაპირ გამომდინარეობს სომხეთის ხელმძღვანელობის მრავალი წარმომადგენლის განცხადებებიდან, მაშინ ალბათ მათთვის კარგი იქნება, გადახედონ უახლეს ისტორიას, როგორ ეპყრობოდა შეერთებული შტატები მათ, ვის მოქცევასაც თავისი ფრთის ქვეშ, თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების პოპულარიზაციას ამერიკის სანაპიროებიდან შორს ცდილობდა. ყველა ამ ხალხის ბედი ძალიან, ძალიან ბუნდოვანია,“ – აღნიშნა ლავროვმა. ლავროვის თქმით, რუსეთის ფედერაციის გეოპოლიტიკური ინტერესების იგნორირება ამიერკავკასიაში შეუძლებელია. „ისტორიულად, გეოგრაფიულად, გეოპოლიტიკურად რუსეთის ინტერესების სრული იგნორირება, მისი დაკარგვა ამიერკავკასიაში შეუძლებელია, მაგრამ ზოგიერთ ლიდერს ერევანში აქვს ასეთი იმედები და ამაზე პირდაპირ საუბრობენ,“ – განაცხადა სერგეი ლავროვმა. ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთის პარლამენტში რომის სტატუტის რატიფიკაციის შესახებ განხილვების დაწყებას გამოეხმაურა. სომხეთი ICC-ის რომის სტატუტის სრულად რატიფიცირებას მოახდენს - ფაშინიანი „რომის სტატუტის რატიფიციკაციას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებზე ყველაზე ნეგატიური შედეგები ექნება,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში. მათივე განცხადებით, ამ ნაბიჯის მიუღებლობის შესახებ სომეხ პარტნიორებს თავიდანვე აცნობეს და კომპრომისული ვარიანტიც შესთავაზეს: „სამწუხაროდ ჩვენი წინადადებები არ გაითვალისწინეს, სანაცვლოდ კი, ერევანმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება რომის სტატუტის რატიფიკაციის შესახებ." ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა
ნაკლებად ვუსმენ ლავროვის განცხადებებს, რადგან ვფიქრობ, ის არ არის საქართველოს კეთილმოსურნე - ფინანსთა მინისტრის მოადგილე
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე "ევროოპტიმისტების“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების შეფასება სთხოვა. „მე ნაკლებად ვუსმენ ხოლმე ლავროვის განცხადებებს, რადგან ვფიქრობ, რომ ის არ არის საქართველოს კეთილმოსურნე. ის არასდროს გააკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო განცხადებას და ძალიან კარგი იქნება, თუ მის განცხადებებს არ გავიმეორებთ ხოლმე,“ - უპასუხა დეკანოიძეს გიორგი კაკაურიძემ. „თქვენ და ლავროვი ერთიდაიგივეს ლაპარაკობთ სულ. თქვენი და ლავროვის განცხადებები არის უნისონში,“ - მიმართა ასევე საპასუხოდ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ დეკანოიძეს. მან ოპოზიციონერ დეპუტატს გამოსვლა შეაწყვეტინა, რასაც ხმაური მოჰყვა. კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძესა და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრ ხატია დეკანოიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დეკანოიძის შეფასებით, „ლავროვმა „ჩაუშვა“ საქართველოს ხელისუფლება, რომ ფრენებთან დაკავშირებით მასთან პირდაპირი მოლაპარაკებები ჰქონდათ.“ საპასუხოდ, სარჯველაძემ დეკანოიძეს მიმართა, რომ ის, რასაც აკეთებს, „ხულიგნობაა და სასაცილოდ გამოიყურება“. მისივე შეფასებით, როდესაც ოპოზიციას არგუმენტები ელევა, „ლავროვი მათ „პადაჩას“ აწვდის.“ ცნობისთვის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვას წარადგენდა.
ფხენიანის მიერ რუსეთისთვის იარაღის მიწოდების შესახებ ცნობების ფონზე, ლავროვი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოლაპარაკებებს თავის ჩრდილოეთ კორეელ კოლეგასთან გამართავს. ლავროვის ორდღიან ვიზიტამდე ერთი თვით ადრე, რუსეთში იმყოფებოდა კიმ ჩენ ინი, რომელმაც პუტინი ფხენიანში მიიწვია. განიხილეს სამხედრო თანამშრომლობის საკითხები უკრაინის წინააღმდეგ. რუსული მედიის ინფორმაციით, ლავროვი ფხენიანს პუტინის ჩინეთში ვიზიტის შედეგებს გააცნობს. შესაძლოა, განიხილონ პუტინის პოტენციური ვიზიტიც ჩრდილოეთ კორეაში. ლავროვი ბოლოს ჩრდილოეთ კორეას 2018 წელს სტუმრობდა. თეთრმა სახლმა 13 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს 1000-ზე მეტი კონტეინერი სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა გადასცა.
ლავროვი რუს ტურისტებს ჩრდილოეთ კორეაში დასვენებას ურჩევს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი რუს ტურისტებს ურჩევს, ჩრდილოეთ კორეაში დაისვენონ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ფხენიანს ეწვია, სადაც თავის კოლეგას შეხვდა, შემდეგ კი, მედიის წარმომადგენლებს ესაუბრა. ურჩევდა თუ არა ის რუს ტურისტებს, რომ ჩრდილოეთ კორეა აირჩიონ დასვენების ადგილად, ჟურნალისტების ამ შეკითხვას, ლავროვმა დადებითად უპასუხა. მანამდე ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი „ძლიერ აფასებს“ ჩრდილოეთ კორეის მხარდაჭერას მოსკოვის ქმედებების მიმართ უკრაინაში.
ლავროვი ირანში ჩადის
ხვალ, 23 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ირანში ჩავა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ ლავროვი თეირანში მოლაპარაკებებს გამართავს, თუმცა რა ფორმატში გაიმართება მოლაპარაკებები, ჯერჯერობით უცნობია. „ჩვენ ვადასტურებთ, რომ ლავროვი თეირანში მოლაპარაკებებს გამართავს, რომელიც ორშაბათისთვის არის დაგეგმილი," - განაცხადა ზახაროვამ. ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს თეირანში შეხვდებოდნენ, სადაც მოლაპარაკებები „3+3“ ფორმატში გაიმართება. რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ იტყობინება, რომ სერგეი ლავროვი თეირანში ამ შეხვედრისთვის გაემგზავრება. 10 ოქტომბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან, ნიკოლაი პატრუშევთან შეხვედრისას, "3+3" ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რეგიონული პრობლემები რეგიონის ქვეყნის მონაწილეობით გადაიჭრას. ირანის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, 3+3 შეხვედრა ორშაბათს თეირანში დაიწყება აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის, თურქეთის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით. „ჩვენ მივიღეთ მოწვევა ირანული მხარისგან. ამ წუთებში მიმდინარეობს დისკუსია ჩვენს კოლეგებთან ირანში და როცა საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ, ამას გამოვაცხადებთ,“ - განუცხადა მედიას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვაჰან კოსტანიანმა 20 ოქტომბერს. ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა ალიევის წინადადებაზე, რომ საქართველო მოლაპარაკებების პლატფორმად განიხილოს მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. თბილისის შეფასებით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, 3+3 ფორმატში საქართველოს ჩართვა შეუძლებელია. ის ვერ მიიღებს მონაწილეობას რუსეთთან გეოპოლიტიკურ პროექტში. საქართველოს მიზანია რეგიონში მიმდინარე პროექტებში დასავლელი პარტნიორების ჩართვა, რომ რუსეთისთვის ცარიელი სივრცე არ დარჩეს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფორმატთან დაკავშირებით, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით. გარდა ამისა, აშშ-ის შეფასებით, ვიდრე რაიმე ფორმატზე დაიწყებს საუბარს, რუსეთმა თავისი ძალები უნდა გაიყვანოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რუსეთს საქართველოდან შეახსენა. სახელმწიფო დეპარტამენტი „3+3" ფორმატზე: სადისკუსიო პლატფორმების წამოწყებამდე, რუსეთმა საკუთარი ჯარები უნდა გაიყვანოს რეგიონის ყველა ქვეყნიდან და ხელი შეუწყოს მშვიდობას თურქეთის ელჩის კომენტარი „3+3“ ფორმატთან დაკავშირებით - ექსკლუზივი
რუსეთი და ირანი კვლავ იმედოვნებენ, რომ საქართველო ე.წ. 3+3 ფორმატს შეუერთდება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლოა, “3+3“ ფორმატთან შეერთებას გადაწყვიტოს. „ყველა თანხმდება იმაზე, რომ “3+3“ ფორმატის კარი საქართველოსთვის ღიაა. ჩვენ გვესმის, თუ რატომ იკავებს თავს საქართველოს ხელისუფლება „ექვსეულში“ გაწევრიანებისგან,“ - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თეირანში განაცხადა. „ჩვენ ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თბილისი მომავალში ამ გადაწყვეტილების მიღების შანსს იტოვებს. ყველა შემთხვევაში, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ყველა მოქმედება ფუნდამენტური ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს, რაც არაერთხელ დაამტკიცა. ეს იმის დაჯერების შესაძლებლობას იძლევა, რომ უახლოეს მომავალში “3+3“ ფორმატი სრულფასოვნად შედგეს,“ - აღნიშნა ლავროვმა. თავის მხრივ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა ე.წ. 3+3-ის პლატფორმის შეკრების დროს იმედი გამოთქვა, რომ ფორმატს საქართველოც შეუერთდება. „ვიმედოვნებთ მომდევნო შეხვედრებში, რომლებიც სამხრეთ კავკასიის პრობლემების განხილვას დაეთმობა, საქართველოს კონსტრუქციული და ეფექტიანი მონაწილეობის მომსწრე გავხდებით," – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა. “3+3“ ფორმატის შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს, რომ „პლატფორმა ღიაა საქართველოს სრულფასოვანი მონაწილეობისთვის“. ამის შესახებ ნათქვამია მონაწილეთა შემაჯამებელ განცხადებაში. აშშ რუსეთს და ირანს არასანდო პარტნიორებად მიიჩნევს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა 23 ოქტომბერს, ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სახელმწიფო დეპარტამენტი ე.წ. 3+3 ფორმატის ირანში გამართვაზე: ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად შეგახსენებთ, ე.წ. 3+3 ფორმატის პირველი შეხვედრა 2021 წლის 10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა და მას ქართული მხარე არ დასწრებია. შეხვედრას საქართველოს დელეგაცია არ დაესწრო, თუმცა სხდომის ოთახში აღმართული იყო საქართველოს დროშა, რაც საქართველოს საგარეო უწყებამ განცხადებით დაგმო. ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. თბილისის შეფასებით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, 3+3 ფორმატში საქართველოს ჩართვა შეუძლებელია. ის ვერ მიიღებს მონაწილეობას რუსეთთან გეოპოლიტიკურ პროექტში. საქართველოს მიზანია რეგიონში მიმდინარე პროექტებში დასავლელი პარტნიორების ჩართვა, რომ რუსეთისთვის ცარიელი სივრცე არ დარჩეს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფორმატთან დაკავშირებით, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით. გარდა ამისა, აშშ-ის შეფასებით, ვიდრე რაიმე ფორმატზე დაიწყებს საუბარს, რუსეთმა თავისი ძალები უნდა გაიყვანოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რუსეთს საქართველოდან შეახსენა. სახელმწიფო დეპარტამენტი „3+3" ფორმატზე: სადისკუსიო პლატფორმების წამოწყებამდე, რუსეთმა საკუთარი ჯარები უნდა გაიყვანოს რეგიონის ყველა ქვეყნიდან და ხელი შეუწყოს მშვიდობას თურქეთის ელჩის კომენტარი „3+3“ ფორმატთან დაკავშირებით - ექსკლუზივი სახელმწიფო დეპარტამენტი ე.წ. 3+3 ფორმატის ირანში გამართვაზე: ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად ე.წ. 3+3 ფორმატის შეხვედრა 23 ოქტომბერს თეირანში გაიმართა. როგორც მედია წერს, სავარაუდოდ, შემდეგი შეხვედრა თურქეთში გაიმართება.
ლავროვი ჩრდილოეთ მაკედონიაში არ შეუშვეს - მედია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ჩრდილოეთ მაკედონიაში არ შეუშვეს. ის ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობას გეგმავდა. ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე დაკეტილია რუსული თვითმფრინავებისთვის. ინფორმაციას Nexta ავრცელებს. პან-ევროპული უსაფრთხოების ორგანოს, რომელიც ყოველწლიურ მინისტერიალს სკოპიეში 30 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით, გამართავს, ამჟამად ჩრდილოეთ მაკედონია თავმჯდომარეობს.
ეუთოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის დაშვების გამო, შეხვედრას ბოიკოტს ბალტიის ქვეყნებიც უცხადებენ
სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ ბალტიის ქვეყნები ბოიკოტს გამოუცხადებენ სკოპიეში ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრას, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დაესწრება. ჩრდილოეთი მაკედონია NATO-ს წევრი პირველი სახელმწიფოა, სადაც ლავროვი ჩავა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. „დიდად ვწუხვართ გადაწყვეტილების შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს მიეცეს სკოპიეში ეუთოს მინისტრთა საბჭოს 30-ე სხდომაზე დასწრების უფლება. რუსეთისთვის ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, გაავრცელოს საკუთარი პროპაგანდა. ჩვენ, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობას არ მივიღებთ ამაში და არ ვიკისრებთ პასუხისმგებლობას შედეგებისთვის, რომლების ამას მოჰყვება,“ - წერია ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში. ეუთოს წინა მინისტერიალზე, რომელიც 2022 წელს პოლონეთში ჩატარდა, ვარშავამ უარი განაცხადა ქვეყანაში ლავროვის შეშვებაზე. ეუთოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის დაშვების გამო, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას ბოიკოტს უცხადებს
ლავროვი სკოპიეში ბულგარეთის ნაცვლად საბერძნეთის გავლით ჩავიდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ეუთოს მინისტერიალზე, ჩრდილოეთ მაკედონიაში ბულგარეთის გავლით არ ჩავიდა, როგორც ეს მანამდე იყო ცნობილი. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები „ტასი“ და „ინტერფაქსი“ დღეს, 30 ნოემბერს, წერენ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი სკოპიეში, ევროკავშირის წევრი საბერძნეთის საჰაერო სივრცის გავლით ჩაფრინდა. რუსული სააგენტოების ცნობით, ბულგარეთმა მოითხოვა, რომ თვითმფრინავში არ ყოფილიყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა, რომელიც ევროკავშირის მიერ არის სანქცირებული. „ტასის“ და „ინტერფაქსის“ ცნობით, ბულგარეთის ამ მოთხოვნის უარყოფის შემდეგ, რუსეთის დელეგაციამ ნებართვა საბერძნეთისგან მიიღო. ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთის თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე 2022 წლის თებერვლის, უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაუხურეს. ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსი მაღალჩინოსნების სიაშია საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც. ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომაში ლავროვის მონაწილეობის გამო მინისტერიალს ბოიკოტი გამოუცხადეს უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. მას ოპოზიცია ბოიკოტისკენ მოუწოდებდა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგობის გამო, საქართველოში საქმიანობა შეწყვიტა ეუთოს მისიამ, რომელიც მონიტორინგს უწევდა ვითარებას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში. ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციაში(ეუთო), რომელიც ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის და ცენტრალური აზიის 57 ქვეყანას აერთიანებს, გადაწყვეტილებები კონსენსუსით მიიღება. რუსეთს ამ წესის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც 21 ნოემბერს ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე რუსეთმა ბელარუსთან ერთად დაბლოკა, ორგანიზაციის მომდევნო თავმჯდომარედ ესტონეთის არჩევა იყო. კარპენტერი ეუთოს მინისტერიალში ლავროვის მონაწილეობაზე: სისასტიკე ნორმად ვერ იქცევა, რუსეთთან ინტერაქციას არ ვგეგმავთ
კულება ამბობს, რომ მას მოლაპარაკებებზე ლავროვისთვის სახეში გარტყმის სურვილი ჰქონდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ამბობს, რომ 2022 წლის გაზაფხულზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებების დროს თანამოსაუბრისთვის დარტყმა უნდოდა. უკრაინელ ჟურნალისტ რომან ბებეხისთან ინტერვიუში, კულებამ აღნიშნა, რომ ყველაზე რთულია ის მოლაპარაკებები, სადაც გინდა, ადგე და თანამოსაუბრეს სახეში გაარტყა, მაგრამ ამის უფლებას ვერ მისცემ საკუთარ თავს. „ასეთი შემთხვევები ორჯერ-სამჯერ მქონდა,“ - განაცხადა კულებამ. მან დააზუსტა, რომ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ლავროვთან შეხვედრაზე, თურქეთის ქალაქ ანტალიაში 2022 წლის მარტში მოხდა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ცოტა ხნის შემდეგ. ეს შეხვედრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შუამავლობით მიმდინარეობდა. Reuters-ის თანახმად, მაშინ კულება იტყობინებოდა, რომ მოლაპარაკებები ეხებოდა ცეცხლის შეწყვეტისა და ჰუმანიტარული დერეფნების შექმნის შესაძლებლობას. შეხვედრა რაიმე შეთანხმების გარეშე დასრულდა და აღარ განმეორებულა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
ლავროვი ნიუ-იორკში „არამეგობრული ქვეყნების“ გვერდის ავლით ჩავიდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩავიდა ნიუ-იორკში, სადაც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომებში მონაწილეობა უნდა მიიღოს. საბჭომ უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე უნდა იმსჯელოს. სახელისუფლებლო სააგენტო, რუსული სააგენტო „ტასი“ წერს, რომ ლავროვის თვითმფრინავმა გვერდი აუარა „არამეგობრულ ქვეყნებს“ და მოსკოვიდან ნიუ-იორკში ჩრდილოეთის გზით 12 საათსა და 45 წუთში ჩაფრინდა, „ყოველგვარი გაუთვალისწინებელი გარემოებების" გარეშე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლავროვი ნიუ-იორკში 22-24 იანვარს იქნება და გაეროს უშიშროების საბჭოს დებატებში მონაწილეობის გარდა, „რამდენიმე ორმხრივ შეხვედრას“ გამართავს. უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო, სერგეი ლავროვი აშშ-ის მიერ სანქცირებულთა შორისაა, თუმცა, როცა საქმე ეხება გაეროს, მას შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლას არ უკრძალავენ, რადგან ამ შემთხვევაში გაეროს და არა ოფიციალური ვაშინგტონის სტუმრად ითვლება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ-იორკამდე ამ გზით ჩავიდა 2023 წლის სექტემბერშიც, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე დასასწრებად. რუსეთს „არამეგობრულ ქვეყნებად“ გამოცხადებული ჰყავს სახელმწიფოები, რომლებმაც უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო სანქციები დაუწესეს. მათ შორის, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში მიმოსვლა აუკრძალეს.
ასლან ბჟანია სერგეი ლავროვს შეხვდა
მოსკოვში „სამუშაო ვიზიტის ფარგლებში“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა. ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერის პრესცენტრის ინფორმაციით ბჟანიამ და ლავროვმა „აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობების განვითარება“ განიხილეს. „ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დიპლომატის დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა "რუსული სახელმწიფოს საკეთილდღეოდ" საქმიანობაში,“ ნათქვამია განცხადებაში. ბჟანია ასევე შეხვდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს დმიტრი კოზაკს. შეხვედრაში რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკიც მონაწილეობდა. გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველ მოადგილეს რაშიდ ნურგალიევთან, ეკონომიკური განვითარების მინისტრთან მაქსიმ რეშეტნიკოვთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან ელა პამფილოვასთან და ფედერალური საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელთან დანილ ეგოროვთან. „შეხვედრებზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები სოციალურ-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ სფეროში და რიგი სხვა საკითხები, რაზეც მიმდინარეობს სისტემატური ორმხრივი მუშაობა,“ - ნათქვამია განცხადებაში. ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში გუშინ, 7 თებერვალს შეიტანა - „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის კანონის ანალოგიური კანონპროექტი „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი პირების შესახებ.“
ბერბოკი ლავროვის პირისპირ: ადამიანთა სიცოცხლეს, საკუთარ ხალხს თუ აფასებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ომი
„თუ აფასებთ ადამიანთა სიცოცხლეს, თუ აფასებთ საკუთარ ხალხს, რუს ბავშვებსა და ახალგაზრდებს, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ეს ომი,“ მიმართა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს რიო-დე-ჟანეიროში, „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. „თუ რუსეთი შეაჩერებს ამ ომს ახლა, ხვალ მშვიდობისა და სამართლიანობისკენ მიმავალი გზა ფართოდ გაიხსნება,“ განაცხადა გერმანელმა დიპლომატმა. მინისტრები ერთ მაგიდასთან ისხდნენ. ბერბოკმა ხაზი გაუსვა, რომ ბრაზილია, უკრაინიდან 10 000 კილომეტრში, შეიძლება, ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებულად აღიქვამდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საფრთხეებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რუსეთის მიერ წარმოებული ომი უბიძგებს ყველას, მტკიცედ დაიცვან ძირითადი პრინციპები, რადგან რუსული აგრესია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ რეგიონული კონფლიქტი. „ეს ომი მოგვიწოდებს ყველას, მტკიცედ დავიცვათ ძირითადი პრინციპები, რომლებიც ყველას გვიცავს: გაეროს წესდება, საერთაშორისო სამართალი და ადამიანის უფლებები. ვინაიდან ეს პრინციპები იცავს ყველა ერს. რუსული აგრესია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ რეგიონული კონფლიქტი,“ - აღნიშნა ბერბოკმა.
ბრაზილიაში ლავროვის თვითმფრინავის საწვავით შევსებაზე უარი განაცხადეს - მედია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თვითმფრინავი ბრაზილიაში საწვავით არ შეავსეს. აშშ-ის მხრიდან მეორადი სანქციების რისკის გამო, ადგილობრივმა კომპანიამ, რომელიც თვითმფრინავებს ემსახურებოდა, რუსული თვითმფრინავის საწვავით შევსებაზე უარი თქვა. ამის შესახებ RBC-Ukraine-ი აერო ტელეგრაფი და რადიო თავისუფლების რუსული სამსახური იუწყებიან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რიო-დე-ჟანეიროში G20-ის სამიტიდან, ბრაზილიის პრეზიდენტთან შესახვედრად უნდა გაფრენილიყო. მას შემდეგ, რაც მათ უარი თქვეს ლავროვის თვითმფრინავის საწვავით შევსებაზე, ბრაზილიურმა მხარემ რუს მინისტრს ლულასთან შეხვედრაზე, ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავით, მაურო ვიეირასთან ერთად გამგზავრება შესთავაზა. მედია ლავროვის ფრენის საბოლოოდ შესრულების შესახებ სხვადასხვა ვერსიაზე წერს. ერთი ვერსიით, ის ლულასთან შეხვედრაზე, ბრაზილიელ კოლეგას „დაემგზავრა.“ მეორე ვერსიით - მისი თვითმფრინავი საწვავით, სხვა ლოკაციაზე შეავსეს. თავად რუსმა მინისტრმ განაცხადა, რომ ბრაზილიაში "პრაქტიკულად არ არსებობენ კომპანიები, რომლებიც საწვავით ავსებენ თვითმფრინავებს, რომლებიც არ არიან დასავლური კორპორაციების საკუთრებაში." როგორც haqqin.az წერს, ლავროვს ბრაზილიაში მოხვედრაც გაუჭირდა. მოსკოვიდან RA-96019 ჯერ სამხრეთით გაფრინდა თურქეთის გავლით, შემდეგ კი - კასაბლანკაში. იქ საწვავით შევსებამ თვითმფრინავს საშუალება მისცა, ევროპის შეზღუდულ საჰაერო სივრცეზე გადაფრენილიყო. მაროკოდან ილ-96 ჰავანაში გაემართა.
ბრაზილიის პრეზიდენტმა ლავროვს უმასპინძლა
ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა. ლულა ოკუპანტი რუსეთის მთავარ დიპლომატს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრიდან ერთი დღის შემდეგ შეხვდა. ლულას და ლავროვს შეხვედრის შემდეგ პრესისთვის არ მიუმართავთ. ბრაზილიის ლიდერი ეწინააღმდეგება აშშ-ის მოწოდებებს, რომლებიც უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთის იზოლაციასა და დასჯას გულისხობს და ამტკიცებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და დასავლეთის ქვეყნები იზიარებენ ომში გარკვეულ ბრალეულობას. ლავროვი, რომელიც ლათინურ ამერიკაში იმყოფება, ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში, G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობის შემდეგ ჩავიდა. იქ მან რუსულ საინფორმაციო გამოშვებებს განუცხადა, რომ დასავლეთის ზოგიერთი ქვეყანა ამ შეკრებაზე ცდილობდა, დღის წესრიგის ერთადერთ საკითხად უკრაინა გაეხადა. ბრაზილიის მთავრობის ცნობით, მხარეებმა ორმხრივ საკითხებზე, „დიდი ოცეულის“ შეხვედრასა და გლობალურ პრობლემებზე ისაუბრეს. „საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრაზილიის პრეზიდენტი მიიწვია რუსეთში, BRICS-ის სამიტზე, რომელიც ოქტომბერში გაიმართება და კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა ბრაზილიის მუდმივი ადგილისთვის გაეროს უშიშროების საბჭოში,“ – აღნიშნულია ბრაზილიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ლულამ მადლობა გადაუხადა ლავროვს მხარდაჭერისთვის და დაადასტურა, რომ ის რუსეთში BRICS-ის სამიტს დაესწრება. „ლავროვმა ისაუბრა რუსეთის პოზიციების შესახებ უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ლულამ გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ ბრაზილია მზად არის, ითანამშრომლოს მშვიდობის დამყარების მცდელობების საკითხზე,“ – წერია განცხადებაში. რუსეთი 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში. ცივილიზებული სამყარო რუსეთის ხელმძღვანელობას ომის დამნაშვედ მიიჩნევს. 22 თებერვალს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თვითმფრინავი ბრაზილიაში საწვავით არ შეავსეს. აშშ-ის მხრიდან მეორადი სანქციების რისკის გამო, ადგილობრივმა კომპანიამ, რომელიც თვითმფრინავებს ემსახურებოდა, რუსული თვითმფრინავის საწვავით შევსებაზე უარი თქვა.
ლავროვი ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თურქეთში ჩავიდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი თურქეთში ჩავიდა, სადაც ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ღონისძიების ფარგლებში ლავროვი მოლაპარაკებებს გამართავს თურქ კოლეგასთან, ჰაკან ფიდანთან. მისი თქმით, მხარეები სხვადასხვა საკითხზე ისაუბრებენ და ორმხრივი კონტაქტების განრიგს განიხილავენ. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია სერგეი ლავროვის სხვა ორმხრივი შეხვედრებიც, მათ შორის აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან, უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბახტიორ საიდოვთან და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯინბეკ კულუბაევთან. მანამდე, ეროდოღანმა კიდევ ერთხელ შესთავაზა მოსკოვს და კიევს, რომ მოლაპარაკებებისთვის პლატფორმას შესთავაზებს. რუსეთი 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში. ცივილიზებული სამყარო რუსეთის ხელმძღვანელობას ომის დამნაშვედ მიიჩნევს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა ლავროვს შეხვედრაზე უარი განუცხადეს
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს. დეპარტამენტის უფროსის თქმით, მან დიპლომატებს კვირანახევრის წინ დაურეკა და გააფრთხილა საპრეზიდენტო არჩევნებამდე „პროვოკაციების“ დაუშვებლობის შესახებ, რომელიც 15-დან 17 მარტამდე გაიმართება. „ჩვენ დიდი ხანია დავაგროვეთ უამრავი მასალა იმის შესახებ, თუ როგორ ემზადებიან მოსკოვში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოები ჩვენი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რა ინტერვენციის მექანიზმებს იყენებენ. <...> აღნიშნა ლავროვმა კრემლის მიერ კონტროლირებადი TASS-ის ცნობით. მინისტრის თქმით, ამ ყველაფრის განხილვას აპირებდა დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე. მან აღშფოთება გამოხატა ამ უარის გამო და მათი უარი შიშს მიაწერა. „ელჩებს ეშინიათ იმ ქვეყნის მინისტრთან შეხვედრაზე მისვლა, რომელშიც ისინი არიან აკრედიტებული. ეს სად გაგონილა?“ რუსეთს დასავლეთი უკრაინაში შეჭრის გამო, იზოლაციას დაჰპირდა.
კალაძე ლავროვის განცხადებაზე: აღნიშნულ განცხადებას ჩვენი ხელისუფლება აფასებს პოზიტიურად, ის რომ, რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს შერიგება, ეს პოზიტიურია
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ „მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, რაც მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით უნდა მოხდეს.“ „ამასთან დაკავშირებით, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. ეს უნდა მოხდეს ურთიერთ შერიგებით, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, განვითარებით, ურთიერთ პატიებით. ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ, გავაანალიზოთ წარსული, ასევე, შეცდომები რა გვაქვს დაშვებული. ჩვენ არ ვაპირებთ იმ პარალელურ სამყაროში ცხოვრებას, რომელსაც კოლექტიური რადიკალური ნაციონალური მოძრაობა თავისი მეპატრონეებით ქმნის,“ - განაცხადა კახა კალაძემ, რომლის კომენტარსაც თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, კალაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას პოზიტიური უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ განცხადებას ქმედითი ნაბიჯებიც მოჰყვება. „რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს აღნიშნულ განცხადებას. ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს შერიგება, ეს რა თქმა უნდა, პოზიტიურია. თუმცა, მე ვიტყოდი, რომ ამ განცხადებებთან ერთად კარგი იქნებოდა უკვე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მაგალითად, თუნდაც ჩვენი ტერიტორიების გარკვეულ ნაწილზე, რომელიც ოკუპირებულია და დღეს რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული, ამ განცხადებებთან ერთად, პარალელურად, კარგი იქნება, რომ დაიწყოს თუნდაც სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომ მოხდეს ამ ნაწილების, ჯარის გაყვანა საქართველოს ტერიტორიებიდან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ოს და-ძმებთან მოხდეს შერიგება. მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, ურთიერთ მიტევებით შეგვიძლია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და თანაცხოვრება,“ - აღნიშნა კახა კალაძემ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს „საქართველოს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში, თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან ამით.“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ გუნდი მზადაა, ქვეყანა ისეთ საკონსტიტუციო მოწყობის მოდელზე გადაიყვანოს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას უზრუნველყოფს. ცნობისთვის, 14 სექტემბერს, გორში, "ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ, დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.“ რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის ომის შემდეგ აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცეს უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს მოსკოვს, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან. მეთიუ მილერი: არ მგონია, რომ რუსეთის შეჭრის გამო, საქართველოს ბოდიშის მოხდა სჭირდება