თეგი: შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: რუსეთმა კონკრეტული და ხელშესახები ნაბიჯი უნდა გადადგას, რომელიც უკრაინის გარშემო დეესკალაციას ცხადყოფს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ რუსეთმა კონკრეტული და ხელშესახები ნაბიჯი უნდა გადადგას, რომელიც უკრაინის გარშემო დეესკალაციას ცხადყოფს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა არჩევანი ომსა და პოლიტიკურ ჩართულობას შორის უნდა გააკეთოს. „რუსეთის აგრესია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის სტაბილურობასა და მთლიანობას. ის ასევე საფრთხეს უქმნის მშვიდობას ევროპასა და მსოფლიოში“, - აღნიშნა შარლ მიშელმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.  

ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, აღიაროს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების “დამოუკიდებლობა“, საგანგებო განცხადებით აფასებენ. შარლ მიშელი და ურსულა ფონ დერ ლაიენი უმკაცრესად გმობენ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, გააგრძელოს უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარება. ეს ნაბიჯი არის როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევა. გაერთიანება სანქციებით მოახდენს რეაგირებს ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების მიმართ. კავშირი იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იენს სტოლტენბერგის საგანგებო განცხადება პუტინის მიმართვის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა

საქართველოს პრეზიდენტსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრეზიდენტსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. პრეზიდენტმა მიშელმა, საქართველოს პრეზიდნეტი უახლოეს დღეებში სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში მიიწვია. 24 თებერვალს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა

სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს ჩვენი გზა ევროპისკენ

საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა. ბრიუსელში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დღეს ყურადღების ცენტრშია უკრაინა და ამ დღეს საქართველოს მდგომარეობა არ არის მივიწყებული. „ყველასთვის ყურადღების ცენტრში დღეს არის უკრაინა და უკრაინაში განვითარებული ძალიან მძიმე მოვლენები და სოლიდარობა რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ამ დღეს საქართველოს მდგომარეობა არ არის მივიწყებული, ჩვენ აქ ვართ და ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს ჩვენი გზა ევროპისკენ. ახალი მოვლენებია და ახალი გარემო, რომელიც ამას მისცემს ახალ პერსპექტივას, მაგრამ ამისთვის ჩვენ ყველანი მზად უნდა ვიყოთ“, – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.  

მიშელმა პუტინს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პუტინს სატელეფონო საუბარში მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები უკრაინაში და უზრუნველყოს ჰუმანიტარული უსაფრთხო გასასვლელი და დახმარებაზე წვდომა. მიშელმა ხაზი გაუსვა ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების აუცილებლობა.   ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება 10 მარტს ანტალიაში გამართავენ შეხვედრას. ასევე წაიკითხეთ: როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს  

მაკრონი: არ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია, ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურა ომში მყოფ ქვეყანასთან გავხსნათ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უსამართლობა იქნება ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის კარის დახურვა, მაგრამ ბლოკი ვერ გახსნის გაწევრიანების პროცედურას ომში მყოფ ქვეყანასთან. საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომელიც ვერსალში ევროკავშირის ლიდერების სამიტს მასპინძლობს, ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ომი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას სრულიად განაახლებს. საერთაშორისო მედია აღნიშნავს, რომ უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ ოფიციალურად განაცხადეს ევროკავშირში გაწევრიანებაზე გასულ კვირას, რადგან ისინი ცდილობენ, გააღრმაონ კავშირები დასავლეთთან უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ. თუმცა, ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებებს ჩვეულებრივ ათწლეული ან მეტი სჭირდება და მოიცავს ფართო შიდა ეკონომიკურ, სასამართლო და პოლიტიკურ მოთხოვნებს. „სამმა ქვეყანამ, უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ, ოფიციალური განაცხადი გააკეთეს. რასაც დღეს განვიხილავთ, მნიშვნელოვანია, რადგან ძლიერი სიგნალი უნდა გავუგზავნოთ უკრაინასა და უკრაინელებს. ამავდროულად, საჭიროა, ყურადღებით ვიყოთ. შეგვიძლია თუ არა ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურა გავხსნათ ომში მყოფ ქვეყანასთან? არ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია. შეგვიძლია თუ არა კარი დავხუროთ და ვთქვათ  - არასდროს? ეს უსამართლობა იქნება“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. სამიტის წინ, ვერსალში გაკეთებული განცხადების დროს, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ასევე უარყო უკრაინის მოწოდება ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების შესახებ.„არ არსებობს გაწევრიანების სწრაფი ტემპი, ასეთი რამ არ არსებობს”, - განაცხადა მარკ რუტემ. ცნობისთვის, 10 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ საფრანგეთში ევროკავშირის ლიდერების სამიტზე უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის საკითხს განიხილავენ. მიშელის თქმით, საუბარი ასევე იქნება ევროპის მხრიდან, რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებაზე. „ჩვენ, დღეს და ხვალ გვაქვს სტრატეგიული სამიტი, რადგან ჩვენი ამოცანაა, დავადგინოთ, რა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ ერთად, რომ ევროკავშირი იყოს უფრო მტკიცე და ნაკლებად დამოკიდებული რუსულ გაზზე. ახლა არის ძალიან რთული მომენტი, რადგან ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და განვიხილავთ ამ სიტუაციის ყველა შედეგს. ამასთან, ჩვენ მივუახლოვდით ევროკავშირის გაფართოების პროცესის განხილვას, რადგან უკრაინამ მიიღო გადაწყვეტილება, ევროკავშირში განაცხადის წარდგენაზე. იგივე გადაწყვეტილება მიიღეს საქართველომ და მოლდოვამ, რის შესახებაც განხილვა იქნება", - განაცხადა შარლ მიშელმა.  

შარლ მიშელი: ჩვენ უნდა შევცვალოთ ძალთა ბალანსი, რათა რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკების დროს პრეზიდენტ ზელენსკის უკეთესი პოზიცია ჰქონდეს

ჩვენ უნდა შევცვალოთ ძალთა ბალანსი, რათა პრეზიდენტ ზელენსკის უკეთესი პოზიცია ჰქონდეს რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკების დროს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა. „ძალიან რთულია, რადგან ჩვენ დარწმუნებული არ ვართ რუსეთის ხელისუფლების გულწრფელობაში. გულუბრყვილოები არ ვართ, ვფიქრობ, რომ ისინი ცდილობენ, თავს დაესხნენ სამხედროებს, რათა გააძლიერონ მათი პოზიციები მოლაპარაკების პროცესში, თუმცა, მეორეს მხრივ, ჩვენ უნდა შევცვალოთ ძალთა ბალანსი, რათა პრეზიდენტ ზელენსკის უკეთესი პოზიცია ჰქონდეს რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკების დროს“, – განაცხადა მიშელმა. ასევე წაიკითხეთ: ურსულა ფონ დერ ლაიენი: ომი საფრთხეს უქმნის სასურსათო უსაფრთხოებას მთელ მსოფლიოში

შარლ მიშელი: ვლადიმერ პუტინის დასამარცხებლად ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას. უნდა განვახორციელოთ სანქციები

ვლადიმერ პუტინის დასამარცხებლად ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას. უნდა განვახორციელოთ სანქციები, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა. „ვლადიმერ პუტინის დასამარცხებლად ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას. უნდა განვახორციელოთ სანქციები, რათა კრემლზე ზეწოლა მოვახდინოთ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან, ნატო-სთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად. ჩვენ ბევრს ვიმუშავებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ვართ მტკიცედ ერთიანები, რადგან ომი უნდა შეწყდეს. ეს ფუნდამენტურია საერთაშორისო სამართლის, დემოკრატიული პრინციპების დასაცავად და მისი ხელშეწყობისთვის“, – განაცხადა შარლ მიშელმა. ასევე წაიკითხეთ: ჟოზეფ ბორელი: ახლა რუსეთს მოლაპარაკება არ სურს

შარლ მიშელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მეორე ვადით აირჩიეს. არჩევნები ბრიუსელში გუშინ, NATO-ს საგანგებო სამიტის შემდგომ ჩატარდა. ცნობისთვის, შარლ მიშელი, რომელიც წარსულში ბელგიის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მეორე ვადის უფლებამოსილების შესრულებას 1 ივნისს დაიწყებს და ამ პოსტს 2024 წლის ნოემბრის ბოლომდე დაიკავებს.

შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას

ევროკავშირის შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია. დიდება უკრაინას, - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე, უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ წერს. „შოკირებული ვარ გათავისუფლებულ კიევის ბუჩას რეგიონში რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი სისასტიკის ამსახველი შემაშფოთებელი კადრებით. ევროკავშირი უკრაინასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხმარება აუცილებელი მტკიცებულებების შეგროვებაში საერთაშორისო სასამართლოებში წარსადგენად. ევროკავშირის შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია. დიდება უკრაინას!“,- წერს შარლ მიშელი. გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ასევე წაიკითხეთ: ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული

შარლ მიშელი: ევროკავშირი მზადაა, უკრაინის სამხედრო დახმარება 500 მილიონი ევროთი გაზარდოს

ევროკავშირი მზადაა, უკრაინის სამხედრო დახმარება 500 მილიონი ევროთი გაზარდოს. ამის შესახებ „ტვიტერის“ გვერდზე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი წერს. "ევროკავშირი ძალიან მალე დაამტკიცებს უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფას. შედეგად, ევროკავშირის მიერ უკრაინისათვის გაწეული სამხედრო დახმარება 1,5 მილიარდ ევროს მიაღწევს", - წერს მიშელი. ამასთან, ავსტრალიამ უკრაინას Bushmaster-ის ტიპის 20 ჯავშანმანქანა გაუგზავნა. ასევე წაიკითხეთ: რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი: რუსეთს უნდა შეუჩერდეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება ზელენსკი გაეროს: ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა

შარლ მიშელი კიევში ჩავიდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მიშელი „ტვიტერზე“ აქვეყნებს. „თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის გულში“, - წერს მიშელი. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.  

შარლ მიშელი: ბუჩასა და უკრაინის სხვა მრავალი ქალაქის მსგავსად, ისტორია არასდროს დაივიწყებს აქ ჩადენილ ომის დანაშაულებს

ბუჩასა და უკრაინის სხვა მრავალი ქალაქის მსგავსად, ისტორია არასდროს დაივიწყებს აქ ჩადენილ ომის დანაშაულებს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში დაწერა. „ბოროდიანკაში. ბუჩასა და უკრაინის სხვა მრავალი ქალაქის მსგავსად, ისტორია არასდროს დაივიწყებს აქ ჩადენილ ომის დანაშაულებს. ვერ იქნება მშვიდობა სამართლიანობის გარეშე“, – წერს შარლ მიშელი. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ: შარლ მიშელი კიევში ჩავიდა  

ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. ზელენსკიმ შარლ მიშელს „უკრაინის დიდი მეგობარი“ უწოდა. "შარლ მიშელთან შეხვედრისას განვიხილეთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, ევროკავშირის მხრიდან უკრაინის თავდაცვითი და ფინანსური დახმარება. ვისაუბრეთ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად კითხვარის ​პასუხებზე", - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ: შარლ მიშელი კიევში ჩავიდა  

შარლ მიშელი: უკრაინა გაიმარჯვებს, თქვენ მარტო არ ხართ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკრაინაში ვიზიტისას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შთაბეჭდილებებს მიშელი Twitter-ის მომხმარებლებს უზიარებს. ,,შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთან კიევში. სრული ნდობა, რწმენა და აღფრთოვანება მაქვს პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ. უკრაინა გაიმარჯვებს, თქვენ მარტო არ ხართ, ჩვენ თქვენთან ერთად ვდგავართ", - წერს შარლ მიშელი.     უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. ზელენსკიმ შარლ მიშელს „უკრაინის დიდი მეგობარი“ უწოდა. „შარლ მიშელთან შეხვედრისას განვიხილეთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, ევროკავშირის მხრიდან უკრაინის თავდაცვითი და ფინანსური დახმარება. ვისაუბრეთ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად კითხვარის ​პასუხებზე", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.  

შარლ მიშელი: რუსეთი დაისჯება იმისთვის, რაც უკრაინაში გააკეთა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა გადაიხადოს იმის ფასი, რაც გააკეთა ბოროდიანკაში და უკრაინის ბევრ სხვა ქალაქში. დღეს დილით, ბოროდიანკაში წავედი, რათა საკუთარი თვალით მენახა, რა ვითარებაა ადგილზე. შევხვდი ხალხს. სიტყვებს ვერ ვპოულობ იმის ასახსნელად, რასაც ვგრძნობ არა როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, არამედ როგორც მამა, როგორც ადამიანი. ეს არის სისასტიკე, ეს არის ომის დანაშაულები, ის უნდა დაისაჯოს და ის დაისჯება. მათ უნდა გადაიხადონ იმის ფასი, რაც გააკეთეს უკრაინის ბევრ სხვა ქალაქსა და სხვა ადგილებში", - განაცხადა მიშელმა კიევში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. ზელენსკიმ შარლ მიშელს „უკრაინის დიდი მეგობარი“ უწოდა. „შარლ მიშელთან შეხვედრისას განვიხილეთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, ევროკავშირის მხრიდან უკრაინის თავდაცვითი და ფინანსური დახმარება. ვისაუბრეთ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად კითხვარის ​პასუხებზე", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ამავე თემაზე შარლ მიშელი: უკრაინა გაიმარჯვებს, თქვენ მარტო არ ხართ  

ევროკავშირი უკრაინის აღდგენისთვის სოლიდარობის ფონდს 5 მაისიდან აამოქმედებს

უკრაინის აღდგენისთვის ევროკავშირის მიერ შექმნილი სოლიდარობის ფონდი 5 მაისიდან ამოქმედდება. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, ყველაფერი გავაკეთოთ უკრაინის მხარდასაჭერად, რადგან ჩვენ გვინდა უკრაინის გამარჯვება. და ამიტომ ,ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლო ინსტრუმეტს.  რა თქმა უნდა, ფინანსური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. უახლოეს დღეებში, 5 მაისს,  ეს ფონდი, საერთაშორისო დონორთა კონფერენციის ჩატარებით ამოქმედდება. ჩვენ მას მოვაწყობთ პოლონეთთან, შვედეთთან ერთად, ევროკომისიის, ყველა წევრი სახელმწიფოს და მრავალი საერთაშორისო აქტორის მხარდაჭერით“, - განუცხადა მიშელმა.მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და სხვა ორგანიზაციები ცდილობენ მხარდაჭერისთვის სახსრების მობილიზებას, რათა უკრაინამ შეძლოს სოციალური დანახარჯების გადახდა. შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი 20 აპრილს კიევში ჩავიდა. შარლ მიშელმა განაცხადა, რუსეთი დაისჯება იმისთვის, რაც უკრაინაში გააკეთა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის სამხედრო დახმარების მოცულობამ მილიარდნახევარი ევრო შეადგინა. თავის მხრივ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარიუპოლში ბლოკადის მოხსნის ერთ-ერთი გზა მძიმე შეიარაღების მიღებაა, რომელიც კიევს ჯერ საკმარისი რაოდენობით არ აქვს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს  მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს უკრაინა მზადაა, ვიქტორ მედვედჩუკი მარიუპოლის მცხოვრებლებსა და დამცველებში გაცვალოს  

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ჰუმანიტარული წვდომა მარიუპოლსა და ალყაში მოქცეულ სხვა ქალაქებთან. ამის შესახებ მიშელმა სოციალურ ქსელში დაწერა. „პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბარი მქონდა. მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მას მტკიცედ მოვუწოდე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ჰუმანიტარული წვდომა და უსაფრთხო გასვლა მარიუპოლიდან და ალყაში მოქცეული სხვა ქალაქებიდან. მტკიცედ გავიმეორე ევროკავშირის პოზიცია: მხარდაჭერა უკრაინისა და მისი სუვერენიტეტისადმი, დაგმობა და სანქციები რუსეთის აგრესიის მიმართ. ჩვენი ერთიანობა, პრინციპები და ღირებულებები ხელშეუხებელია“, - დაწერა შარლ მიშელმა Instagram-ის გვერდზე. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს  მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს  

შარლ მიშელი: ევროკავშირი მოლდოვისთვის დამატებითი სამხედრო აღჭურვილობის გადაცემას გეგმავს

"ევროკავშირი მოლდოვისთვის დამატებითი სამხედრო აღჭურვილობის გადაცემას გეგმავს", – ამის შესახებ მოლდოვაში ვიზიტისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა. „ჩვენ დავეხმარებით მოლდოვას მისი მდგრადობის გაძლიერებაში და უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგებთან გამკლავებაში. გასულ წელს, ჩვენ გამოვაცხადეთ შვიდი მილიონი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფა აღჭურვილობისთვის, ასევე არმიის სამედიცინო და ტექნიკური საჭიროებებისთვის ევროკავშირის მშვიდობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. მიმდინარე წელს კი, ჩვენ ვგეგმავთ, რომ მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა მოლდოვისადმი მისი შეიარაღებული ძალებისთვის დამატებითი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებით. ჩვენ ასევე დავეხმარებით დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, სოციალური ერთიანობის გაძლიერებაში და კიბერთავდასხმების მოგერიებაში. ჩვენ გვჯერა, რომ რეფორმები გააძლიერებს მოლდოვის მდგრადობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდელობას“, – განაცხადა შარლ მიშელმა.  

მაია სანდუს თქმით, „პესიმისტურ სცენარებთან“ დაკავშირებით, მოლდოვას აქვს გეგმები, თუმცა ახლა გარდაუვალ რისკებს ვერ ხედავს

მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვას აქვს გეგმები „პესიმისტური სცენარებისთვის, ახლა ვერ ვხედავთ გარდაუვალ რისკს", - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მაია სანდუს განცხადებით, „დნესტრისპირეთში მომხდარი ინციდენტები წარმოქმნილი იყო ომის მომხრე ძალების მიერ და მთავრობა ცდილობს, ხელი შეუშალოს მსგავს ინციდენტებს". დღესვე მოლდოვის პრეზიდენტმა ევროკავშირს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „მოლდოვისა და რეგიონისთვის ამ რთულ დროს, ჩვენ მადლობელი ვართ ევროკავშირის სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ მზად ვართ, გავაღრმაოთ ჩვენი თანამშრომლობა და წინ წავწიოთ ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია მაია სანდუს Twitter პოსტში. მოლდოვაში ვიზიტისას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პირობა დადო, რომ ევროკავშირი მოლდოვისთვის სამხედრო დახმარებას გაზრდის  

ოდესაში ვიზიტის დროს, სარაკეტო დარტყმის გამო, შარლ მიშელი იძულებული გახდა, თავშესაფარში გადასულიყო - BBC

ევროკავშირის ოფიციალური პირის თქმით, ევროპულის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოდესაში ვიზიტის დროს, სარაკეტო დარტყმის გამო, იძულებული გახდა, თავშესაფარში გადასულიყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. შარლ მიშელი უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ მეორედ ეწვია მისივე ცნობით, უკრაინის პრემიერ-მინისტრთან დენის შმიგალთან შეხვედრისას მონაწილეებს შეხვედრის შეწყვეტა დასჭირდათ, რადგან რეგიონზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. პრემიერ-მინისტრ შმიგალთან დისკუსიები, რომლებსაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევიდან ვიდეოზარის საშუალებით შეუერთდა, ფოკუსირებული იყო იმაზე, თუ როგორ გააგრძელებდა ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერას ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სამხედრო გამოწვევების დასაძლევად. ცნობისთვის, უკრაინის მთავრობის პრესსამსხურმა შმიგალისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთის შეხვედრის შემდგომი კომენტარი გაავრცელა. „ოდესამ, ისევე როგორც ჩვენი სახელმწიფოს ბევრმა ქალაქმა, უკვე განიცადა ნგრევა რუსი აგრესორისგან. ოდესის დაბომბვა რუსული რაკეტებით ყოველდღიურად ხდება, როგორც ეს მოხდა სულ რაღაც ათი წუთის წინ, ორი რაკეტით. გუშინაც და დღესაც, ყოველდღე დამპყრობლები ცდილობენ, გაანადგურონ ეს მშვენიერი ქალაქი, ჩვენ კი ამოცანის წინაშე ვდგავართ, აღვადგინოთ ყველაფერი, რაც აგრესორმა გაანადგურა“, - ციტირებს შმიგალს მთავრობის პრესსამსახური. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.   რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

შარლ მიშელი უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ მეორედ ეწვია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ მეორედ ეწვია. შარლ მიშელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს დენის შმიგალს უკვე შეხვდა. მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრეს უკრაინის საზღვაო პორტების განბლოკვის საკითხსა და ამ მიმართულებით კოორდინაციაზე, რათა უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის საკითხი გადაიჭრას. „უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს უკვე მეორე ვიზიტია. ჩვენ ვაფასებთ ასეთ მხარდაჭერას. ყოველივე ამის შემდეგ, დღეს, როდესაც ევროკავშირი აღნიშნავს ევროპის დღეს, უკრაინა აგრძელებს ბრძოლას ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის - მშვიდობისთვის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის“, - აღნიშნულია დენის შმიგალის Twitter პოსტში. შარლ მიშელი კიევში ჩავიდა შარლ მიშელი: ბუჩასა და უკრაინის სხვა მრავალი ქალაქის მსგავსად, ისტორია არასდროს დაივიწყებს აქ ჩადენილ ომის დანაშაულებს შარლ მიშელი: უკრაინა გაიმარჯვებს, თქვენ მარტო არ ხართ „ოდესის პორტში ყოფნის დროს, დენის შმიგალთან ერთად, მე ვნახე ექსპორტისთვის გამზადებული მარცვლეულით, ხორბლით და სიმინდით სავსე სილოსი (მიწისქვეშა შენობა მარცვლეულის შესანახად). ეს უაღრესად საჭირო საკვები აუთვისებელია რუსეთის ომისა და შავი ზღვის პორტების ბლოკადის გამო. იწვევს დრამატულ შედეგებს მოწყვლადი ქვეყნებისთვის. ჩვენ გვჭირდება გლობალური პასუხი“, - წერს თავის მხრივ შარლ მიშელი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

შარლ მიშელი: დემოკრატიზაციის პროცესში რეფორმები და კანონის უზენაესოება საჭიროა ისე, როგორც არასდროს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შესახებ აცხადებს, რომ ევროკავშირი მზადაა, კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან. ამასთან, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დემოკრატიზაციის პროცესში რეფორმები და კანონის უზენაესოება საჭიროა ისე, როგორც არასდროს. „ირაკლი ღარიბაშვილთან განვიხილე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ევროკავშირი მზადაა, კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ დემოკრატიზაციის პროცესში რეფორმები და კანონის უზენაესოება საჭიროა ისე, როგორც არასდროს“, - ნათქვამია შარლ მიშელის Twitter პოსტში. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მთავარ განსახილველ საკითხს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადი და ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება წარმოადგენდა. „შეხვედრისას მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს განაცხადის განხილვის პროცესზე, მათ შორის, ევროკომისიის კითხვარზე, რომლის ორივე ნაწილი საქართველომ ვადაზე ადრე შეავსო, აგრეთვე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა საქართველოს ისტორიული არჩევანი, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის მოსაზრებისა და ევროპული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრი: შარლ მიშელის სახით ბრიუსელში საქართველოს დიდ მეგობარს შევხვდი შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. პრემიერმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მთავრობისა და ხალხის სოლიდარობა და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მისი თქმით, ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ომის დამთავრებას უკრაინაში და რომ ომის შედეგები განსაზღვრავს მომავალ დღეებს, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ასევე საქართველოსთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის პროცესში პირადი ძალისხმევისთვის“, - იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.

პრემიერ-მინისტრი: შარლ მიშელის სახით ბრიუსელში საქართველოს დიდ მეგობარს შევხვდი

ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში, სამუშაო ვიზიტის პირველ დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. „დღეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სახით ბრიუსელში საქართველოს დიდ მეგობარს შევხვდი. ევროკავშირში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, ხოლო გაწევრიანებისთვის შევსებული კითხვარის წარდგენა ამ გზაზე გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენაა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მთავარ განსახილველ საკითხს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადი და ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება წარმოადგენდა. „შეხვედრისას მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს განაცხადის განხილვის პროცესზე, მათ შორის, ევროკომისიის კითხვარზე, რომლის ორივე ნაწილი საქართველომ ვადაზე ადრე შეავსო, აგრეთვე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა საქართველოს ისტორიული არჩევანი, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის მოსაზრებისა და ევროპული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მნიშვნელობას. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. პრემიერმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მთავრობისა და ხალხის სოლიდარობა და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მისი თქმით, ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ომის დამთავრებას უკრაინაში და რომ ომის შედეგები განსაზღვრავს მომავალ დღეებს, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ასევე საქართველოსთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის პროცესში პირადი ძალისხმევისთვის“, - იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია. ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 16 მაისს გაემგზავრა.  ასევე წაიკითხეთ  ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდება

მაია სანდუ: მოლდოვის ევროპული ტრანსფორმაციის იდეის ერთგულნი ვართ, მაგრამ ამ გზაზე ევროკავშირის მხარდაჭერა გვჭირდება

მოლდოვის პრეზიდენტი ბრიუსელში იმყოფება. ოფიციალური ცნობით, მაია სანდუმ ბოლო შეხვედრა ევროპარლამენტარებთან, მათ შორის ანდრიუს კუბილიუსთან გამართა. „ჩვენ მზად ვართ იმ მძიმე სამუშაოსთვის, რომელიც მოლდოვას ევროპული ოჯახის ნაწილად აქცევს. ჩვენ მზად ვართ, ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაციისთვის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის დახმარება ამ გზაზე“, - წერს სანდუ Twitter-ზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრასთან დაკავშირებით.  მოლდოვის პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტის განაგრძობს. მან პირველი შეხვედრა 17 მაისს, შარლ მიშელთან გამართა. მაია სანდუმ ასევე გამართა მოლაპარაკებები ბელგიის პრემიერთან. საუბარი შეეხებოდა იმ გამოწვევევს, რომლებიც მოლდოვის წინაშე დგას. საქმე ეხება უკრაინიდან დევნილების მხარდაჭერას და ეკონომიკაზე ზეწოლას.  

შარლ მიშელი: უკრაინა ომს მოიგებს, თუ დააკვირდებით სიტუაციას, პუტინმა ბევრი შეცდომა დაუშვა

უკრაინა ომს მოიგებს. თუ დააკვირდებით სიტუაციას, პუტინმა ბევრი შეცდომა დაუშვა. ჩვენ ომის დასრულება გვინდა და არა გაფართოება, - ამის შესახებ CNN-თან ინტერვიუში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა. "უკრაინა ომს მოიგებს. თუ დააკვირდებით სიტუაციას, პუტინმა ბევრი შეცდომა დაუშვა. ის ფიქრობდა, რომ ევროკავშირი ერთიან პოზიციაზე ვერ შეთანხმდებოდა. რუსეთში ფიქრობდნენ, რომ უკრაინა წინააღმდეგობას ვერ გაუძლებდა და რამდენიმე დღეში დანებდებოდა. თუმცა მსოფლიომ დაინახა, რომ რუსული არმია არც ისეთი უძლეველია, მათმა კორუფციამ კი შესაბამისი შედეგებიც დადო. რამდენიმე კვირაში დაიდება უკრაინის განაცხადზე პასუხი. რაც შეეხება სერბეთს, რომელსაც ევროკავშირში უნდა გაწევრიანება და რუსეთის სანქციებს არ უერთდება. მე ვაცნობიერებ, რომ სერბეთი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე. შესაბამისად არსებობს ბევრი სირთულე“, - აცხადებს მიშელი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

შარლ მიშელმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს უმასპინძლა

აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ბრიუსელში შეხვდნენ, რათა მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო გეგმა განეხილათ. ეს ის საკითხია, რომელმაც ერევანში ოპოზიციის მხრიდან საპროტესტო ტალღა გამოიწვია. სამმხრივ შეხვედრამდე მიშელმა სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდეტ ილჰამ ალიევთან შეხვედრები ცალ-ცალკე გამართა. აზერბაიჯანული მხარის ცნობით, ალიევმა მიშელს განუცხადა რომ აზერბაიჯანმა ჩამოაყალიბა ხუთი პრინციპი, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო კანონმდებლობაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის და სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისთვის“. რას სთავაზობს სომხეთი აზერბაიჯანს „პრეზიდენტმა გამოთქვა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმების შემუშავების პროცესი დაჩქარდება", - ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. ერევანში, მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე 352 ადამიანი დააკავეს მაგრამ ფაშინიანი შიდა ზეწოლას განიცდის ოპონენტების მხრიდან, რომლებიც ამბობენ, რომ ძალიან ბევრს უთმობს აზერბაიჯანს. არეულობა ასევე ემთხვევა რუსეთის ომს უკრაინაში, რამაც აიძულა ბევრი ყოფილი საბჭოთა მეზობელი, გადაეფასებინა საკუთარი უსაფრთხოება. 

მიშელი გაეროში რუსეთის ელჩს: შეგიძლიათ, დატოვოთ დარბაზი, იქნებ, უფრო ადვილია, არ მოუსმინოთ სიმართლეს

გაეროს უშიშროების საბჭოში გამოსვლისას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კრემლი განვითარებადი ქვეყნების წინააღმდეგ კვების მარაგების რაკეტებად გამოყენებაში დაადანაშაულა. მიშელმა მილიონობით ტონა უკრაინული მარცვლეულის ბლოკირება იგულისხმა. „რუსეთის ომის დრამატული შედეგები მთელ მსოფლიოში ვრცელდება. ეს ზრდის საკვების ფასებს, უბიძგებს ხალხს სიღარიბისკენ და დესტაბილიზაციას იწვევს მთელ რეგიონში. ამ სასურსათო კრიზისზე მხოლოდ რუსეთი არის პასუხისმგებელი, მხოლოდ რუსეთი“, - განაცხადა მიშელმა გაეროს შტაბ-ბინაში, ნიუ-იორკში გამოსვლისას. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა უარყო რუსეთის პრეტენზია, რომ დასავლეთის სანქციებია დამნაშავე სასურსათო კრიზისში, მას „დეზინფორმაცია" უწოდა და განაცხადა, რომ ევროკავშირს არ დაუწესებია სანქციები რუსეთის სოფლის მეურნეობის სექტორზე. „კრემლი მარცვლეულს იპარავს უკრაინაში და სხვებს ადანაშაულებს. ეს არის სიმხდალე. ეს არის პროპაგანდა“, - განაცხადა მიშელმა. ამ კომენტარებმა გაეროში რუსეთის ელჩის უკმაყოფილება გამოიწვია და შეხვედრა დატოვა. „შეგიძლიათ, დატოვოთ დარბაზი, იქნებ, უფრო ადვილია, არ მოუსმინოთ სიმართლეს, ბატონო ელჩო“, - მიმართა მიშელმა რუსეთის ელჩს.

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში იმყოფება და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ხვდება. შეხვედრის ამსახველი ფოტო, საქართველოს პრეზიდენტის Twitter-ზე გამოქვეყნდა.  პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „ქალები კონფლიქტებში“. ბრიუსელში დაგაგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ ქალი ლიდერები და კონფლიქტში დაზარალებული ქალები, მათ შორის, უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი სიმა სამი ბაჰუსი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ნადია მურადი. ღონისძიების, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია, Nadia’s Initiative და Dr. Denis Mukwege-ის ფონდი მასპინძლობს აქცენტები გაკეთდება კონფლიქტებში ქალი ლიდერების მნიშვნელობაზე, ქალებისა და გოგონების უფლებების რეალიზაციასა და მათი მშვიდობის პროცესებში სრულყოფილი მონაწილეობის აუცილებლობაზე.  

შარლ მიშელი: ახლა დროა გავაცნობიეროთ, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია

უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელ მიშელმა Twitter-ზე დაწერა. ორბანის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველომ და ბოსნია-ჰერცეგოვინამაც უნდა მიიღონ შარლ მიშელი მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინასა და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. „ახლა დროა გავაცნობიეროთ, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. გიწვევთ უკრაინასა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. პარალელურად, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ძლიერ ჰუმანიტარულ, სამხედრო, ეკონომიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას”,- წერს შარლ მიშელი. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.  

სახალხო დამცველი შარლ მიშელს სთხოვს, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს

2022 წლის 22 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ოფიციალური წერილი გაუგზავნა. ინფორმაციას სახალხო დამცველის ადმინისტრაცია ავრცელებს. სახალხო დამცველმა თხოვნით მიმართა ევროპის საბჭოს პრეზიდენტსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს, გაითვალისწინონ ქართველი ხალხის მისწრაფება ევროპული ოჯახისკენ, მისი ბრძოლა და ძალისხმევა ამ პროცესში და მიანიჭონ ჩვენ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რათა საქართველო არ მოწყდეს იმ საერთო სივრცეს, რომელშიც დღემდე უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად მოიაზრება და ხელიდან არ გავუშვათ ეს უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა. Europenews ნინო ლომჯარიას წერილს სრულად გთავაზობთ. „თქვენო აღმატებულობავ, გიდასტურებთ უდიდეს პატივისცემას პირადად თქვენ, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტს და ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს/მთავრობის მეთაურებს. ევროკავშირი ყოველთვის იყო საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი მის ევროპულ მისწრაფებებში და ამ მხარდაჭერის შედეგებს ბევრი ჩვენგანი გრძნობდა ათწლეულების განმავლობაში. ნება მომეცით გამოვხატო ჩვენი უდიდესი მადლიერება ამ დახმარებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობა გააგრძელებს გაღრმავებას, ხოლო ევროინტეგრაციის მიმართულებით პროგრესი სარგებელს მოუტანს როგორც ევროკავშირის, ასევე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იზიარებენ საერთო ღირებულებებს და რომელთაც უკეთესი, უფრო ჰუმანური და მშვიდობიანი მომავლის შექმნის იდეა აერთიანებთ. მე დღეს მოგმართავთ როგორც საქართველოს სახალხო დამცველი (ომბუდსმენი), რომელიც არის დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო და ზედამხედველობს საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას. ომბუდსმენი ათწლეულებია მტკიცედ მოქმედებს თავისი კონსტიტუციური მანდატის ფარგლებში და სარგებლობს ფართო მხარდაჭერითა და ნდობით როგორც ადგილობრივი, ისე ფართო საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ასეთ კრიტიკულ დროს თავს ვალდებულად ვთვლი, მოგმართოთ 2022 წლის 23 და 24 ივნისს დაგეგმილი ევროპული საბჭოს სხდომის წინ, რომელიც, სავარაუდოდ, მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს წევრობის განაცხადების შესახებ. მოგეხსენებათ, 2022 წლის 17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა მოსაზრებები საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის ევროკავშირის წევრობის განაცხადების შესახებ, რომლებშიც კომისიამ სამივე სახელმწიფოსთან დაკავშირებით ევროპული პერსპექტივის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. გარდა ამისა, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის მიმართ კომისიამ გასცა რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, საქართველოსთან დაკავშირებით კი კომისიამ წამოაყენა მკაფიო პირობები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე. ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს გამოყოფას ასოცირებული ტრიოსგან, მიუხედავად იმისა, რომ იგი მრავალი წლის განმავლობაში განიხილებოდა, როგორც ლიდერი ამ სამ ქვეყანას შორის და მათთან ერთად იზიარებს რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეებს. ეს არის ეგზისტენციალური საკითხი და მომენტი მთელი ერისთვის, რომელმაც უკვე გააკეთა თავისი გააზრებული არჩევანი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციაშიც აისახა. საქართველოში ევროინტეგრაცია არის არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკური არჩევანი, ეს ასევე, მორალური და კულტურული არჩევანია, რომელსაც იზიარებს ფართო პოლიტიკური სპექტრი და რომელსაც მხარს უჭერს ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობა. ზემოხსენებულის ბოლო დასტურს წარმოადგენს 20 ივნისს თბილისში გამართული აქციის მონაწილეთა უპრეცედენტო რაოდენობა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით აქცია გაიმართა მხოლოდ იმ მიზნით, რომ გამოეხატათ ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა. ევროპა არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და მისწრაფება, რისთვისაც ყველა თაობამ გაიღო მსხვერპლი. ევროპული პერსპექტივის იდეა აძლიერებს საზოგადოების კონსოლიდაციას და ამცირებს პოლარიზაციას. შესაბამისად, ყველაზე მწვავე საშინაო და საგარეო პოლიტიკური გამოწვევების ფონზე, ჩვენთვის გადამწყვეტია, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკასთან ერთად, მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მკაფიო პირობებით, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს მკაცრ ვადებში. ევროკომისიამ უკვე მიუთითა ყველაზე პრობლემატურ საკითხებზე, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა გადაჭრას საქართველომ და ნება მომეცით დავადასტურო, რომ მოსაზრებაში ასახულ პრობლემებზე უკვე მრავალი წელია საუბრობს სამოქალაქო საზოგადოება და ქართველთა უმრავლესობა, ისევე როგორც ომბუდსმენი. სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო მოგმართავთ დღეს, განიხილოთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. მე მტკიცედ მჯერა, რომ ევროინტეგრაცია არის ერთადერთი მამოძრავებელი ძალა საქართველოში წინსვლისთვის და ევროკომისიის რეკომენდაციები ამ პროცესში შეასრულებს საგზაო რუკის როლს. გარწმუნებთ, რომ სახალხო დამცველი ზედამხედველობას გაუწევს ამ პროცესს, ხოლო ქართველი ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება და მედია დაიცავენ ამ პირობების შესრულებას“, - ნათქვამია სახალხო დამცველის წერილში. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებს.  

შარლ მიშელი: დარწმუნებული ვარ, რომ დღეს, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის ლიდერები უკრაინისა და მოლდოვისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე პოზიტიურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.  ბრიუსელში დასავლეთ ბალკანეთის ლიდერებთან ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების შეხვედრის წინ, მიშელმა განაცხადა, რომ „ეს არის გადამწყვეტი მომენტი ევროკავშირისთვის“. დღეს ევროპული საბჭო უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას აღიარებს - შარლ მიშელი „ეს არის გეოპოლიტიკური არჩევანი, რომელსაც ჩვენ დღეს გავაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ჩვენ მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს და ვაღიარებთ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივას. მიშელმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ლიდერებთან შეხვედრა მიზნად ისახავს რეგიონის ევროპული ინტეგრაციის პროცესის განახლებას. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 

დღეს ევროპული საბჭო უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას აღიარებს - შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ დღეს ევროპული საბჭო უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას აღიარებს. შესაბამისი პოსტი მიშელის „ინსტაგრამ“ გვერდზე განთავსდა. დღეს ბრიუსელში ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობების ხელმძღვანელთა ორდღიანი სამიტი იწყება „დღეს ევროპული საბჭო უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას აღიარებს. ამ ქვეყნების და მათი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია. წლევანდელი ზაფხული ისტორიული იქნება, იმედიანი და ნათელი“, - წერს შარლ მიშელი.  შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 

შარლ მიშელი: პირველი გზავნილი საქართველოს მოსახლეობისთვის და ხელისუფლებისთვის - ევროპული პერსპექტივა. თუ იქნება პოლიტიკური ნება, შესაძლებელია საქართველოსთვის უზარმაზარი პროგრესის მიღწევა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ საქართველოს შეუძლია პროგრესის მიღწევა. ქართველი ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა გზავნილი ექნებოდა მას ქართველი ხალხისადმი, შარლ მიშელმა შემდეგი პასუხი გასცა:   „პირველი გზავნილი საქართველოს მოსახლეობისთვის და ხელისუფლებისთვის, ეს გახლავთ ევროპული პერსპექტივა, ეს არის ნათელი გზავნილი. ჩვენ სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ ქვეყნისთვის, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ფუნდამენტური რეფორმების განხორციელება, ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ ქართულ ინსტიტუტებთან, რათა მათ პროგრესს მიაღწიონ, გამომდინარე კომისიის დასკვნიდან, მისი სამუშაოდან, დარწმუნებული ვარ, თუ იქნება პოლიტიკური ნება პოლიტიკურ ლანდშაფტში, შესაძლებელია საქართველოსთვის უზარმაზარი პროგრესის მიღწევა. მე ვიცი, რომ მათ იციან, რა ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული სწორი მიმართულებით და ძალიან ძლიერი გზავნილი გავაგზავნეთ გეოპოლიტიკურ დონეზე და არამხოლოდ. ჩვენ ვიცით იმ არჩევანის შესახებ, რაც საქართველოს ხალხმა და საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა. ეს არის თავისუფალი არჩევანი სამყაროს დემოკრატიული პრინციპების, ფუნდამენტური ღირებულებების, ფინდამენტური პრინციების, დემოკრატიული პრინციპების. ჩვენ მართლაც გვინდა, ძალიან მჭიდროდ ვიმუშაოთ მათთან, რათა მხარი დავუჭიროთ მათ ძალისხმევას, რომ სწორი მიმართულებით იმოძრაოს ქვეყანამ“. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

მიშელის თქმით, G7-ის ქვეყნები იზიარებენ საერთო მიზანს - შეუწყვიტონ ჟანგბადის მიწოდება რუსეთის ომის მანქანას

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ,,დიდი შვიდეულის“ ქვეყნები იზიარებენ საერთო მიზანს - შეუწყვიტონ ჟანგბადის მიწოდება რუსეთის ომის მანქანას. მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მზადაა, უზრუნველყოს და უფრო მეტად დაუჭიროს მხარი უკრაინის აღდგენას. ბავარიაში ,,დიდი შვიდეულის“ სამიტზე გამოსვლისას მიშელმა აღნიშნა, რომ რუსეთის ომმა მსოფლიო საფრთხეში ჩააგდო და  გავლენა მოახდინა სურსათისა და საწვავის მიწოდებაზე, ფასებსა და უსაფრთხოებაზე. მიშელის განცხადებით, G7-სა და ევროკავშირს აქვთ ურყევი ერთიანობა უკრაინის მხარდასაჭერად და ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის ფინანსურ, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას. „დიდი შვიდეულის“ რიგით 48-ე სამიტს გერმანია ხელმძღვანელობს.  ბავარიის ალპებში, გარმიშ-პარტენკირხენის რაიონში მდებარე ელმაუს ციხესიმაგრეში მიმდინარე სამიტს გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, კანადის, იტალიისა და იაპონიის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები, ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ესწრებიან. სამიტის მესამე სესია უსაფრთხო პოლიტიკას ეთმობა. „ჩვენ ენერგიულად დავიცავთ საერთაშორისო სამართლის პატივისცემასა და წესებზე დაფუძნებულ მრავალმხრივ წესრიგს“, - აღნიშნულია სამიტის პროგრამაში. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრაში სავარაუდოდ, ორშაბათს ვიდეო ჩართვით მიიღებს მონაწილეობას. G7-ის წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია,კანადა,საფრანგეთი, იაპონია, აშშ. ჯგუფი 1975 წელს შეიქმნა და ყოვეწლიურ სამიტზე ეკონომიკურ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავს. „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარეობა გერმანიამ დიდი ბრიტანეთისგან 2022 წლის იანვარში გადაიბარა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შარლ მიშელი: მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნია-ჰერცოგოვინას და საქართველოს, როგორც კი, რეფორმები განხორციელდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გერმანიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ბოსნიას და ჰერცოგოვინას და საქართველოს მიენიჭებათ, როგორც კი, რეფორმები განხორციელდება. „რამდენიმე დღის წინ ჩვენ უკანასკნელ სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ და ასევე მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნია-ჰერცოგოვინას და საქართველოს, როგორც კი რეფორმები განხორციელდება. ეს არის ისტორიული მომენტი უკრაინისთვის და ევროპის მომავლისთვის“, - განაცხადა შარლ მიშელმა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.  

ირაკლი ღარიბაშვილმა მიშელთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის აქტიურად იმუშავებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრას Twitter-ზე გამოეხმაურა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველო ევროპულ საბჭოსთან მჭიდროდ იმუშავებს ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე საქართველოს დასაწინაურებლად. „ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელთან. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, მჭიდროდ ვიმუშავებთ ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე საქართველოს დასაწინაურებლად. შეხვედრაზე კვლავ აღვნიშნე საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით დაუღალავი მუშაობისადმი“, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მშელის შეხვედრა დღეს, მადრიდში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ევროპული პერსპექტივის განხილვას დაეთმო. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ  საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილება იყო. ამით ევროპულმა საბჭომ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად იმუშავებს კანდიდატის სტატუსის მონიჭებისთვის ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის ევროინტეგრაცია არამხოლოდ რომელიმე მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია. ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გაწეული პირადი ძალისხმევისთვის და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და, შედეგად, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების გარემოს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა უკრაინის მიმართ საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სოლიდარობა და ურყევი მხარდაჭერა.  

შარლ მიშელი: ვკისრულობთ ვალდებულებას, რათა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხი წინ წავწიოთ

გასულ კვირას ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხი, ვკისრულობთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე, რათა წინ წავწიოთ ეს პროცესი მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, Twitter-ზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ დაწერა. როგორც შარლ მიშელი აღნიშნავს, შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრს კვლავ დაუდასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისა და სუვერენიტეტისადმი. „საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ დავუდასტურე ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ეს ნამდვილად გეოსტრატეგიული მომენტია. გასულ კვირას ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხი. ვკისრულობთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე, რათა წინ წავწიოთ ეს პროცესი მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად“, - აღნიშნავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.  ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში იმყოფება, სადაც NATO-ს სამიტი მიმდინარეობს.

ილჰამ ალიევმა და შარლ მიშელმა, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხი განიხილეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ილჰამ ალიევმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, სატელეფონო საუბრისას, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხი განიხილეს. შარლ მიშელმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს უმასპინძლა ილჰამ ალიევი: სომხეთმა მიიღო აზერბაიჯანის მიერ შემოთავაზებული ხუთი პრინციპი, ახლა ყველაფერი პრაქტიკულ სამუშაოზეა დამოკიდებული ალიევმა, აღნიშნა, რომ მიშელის ინიციატივითა და მონაწილეობით გამართული სამმხრივი შეხვედრები და ამ ფარგლებში მიღწეული შეთანხმებები მნიშვნელოვანია. მისი თქმით, აზერბაიჯანი იმედოვნებს, რომ სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას ფარგლებში, საზღვრების დემილიტარიზაცია-დემარკაციისა და სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ხაზების გახსნის საკითხებში, მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწევს. აზერბაიჯანის ლიდერმა აღნიშნა, რომ ნაღმები, ფართომასშტაბიანი პრობლემაა, რომელიც აზერბაიჯანს ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე შეექმნა და ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია იმ 4000-მდე აზერბაიჯანელის ბედის გარკვევა, რომლებიც ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ დაკარგულად ითვლებიან. შარლ მიშელმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა ევროკავშირისთვის სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობას. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ძალისხმევას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის, საზღვრების დელიმიტაციისა და სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ხაზების გახსნასთან დაკავშირებით. 2022 წლის მარტში, ყარაბაღში დაძაბულობის ფონზე  ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში შეხვდნენ.  2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა.

შარლ მიშელი: უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია

უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  შარლ მიშელი: ვკისრულობთ ვალდებულებას, რათა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხი წინ წავწიოთ „კრემლის ბარბაროსულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიწვია ტექტონიკური ძვრები ჩვენს კონტინენტზე და შექმნა ახალი გეოპოლიტიკური რეალობა. ჩვენ გადავწყვიტეთ ვაღიაროთ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ ქვეყნების მომავალი ევროკავშირშია", - განაცხადა შარლ მიშელმა.  29 ივნისს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხი გადაწყვიტა და ქვეყანაში, რეფორმების განსახორციელების ვალდებულება აიღო.  შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირში ჩრდილოეთ მაკედონიის მისწრაფებას მხარს უჭერს. შარლ მიშელი ჩრდილოეთ მაკედონიაში ოოფიციალური ვიზიტით იმყოფება და შეხვედრებს მართავს.   „ჩვენ შევძლებთ, დავიწყოთ მოლაპარაკებები ევროკავშირთან, როგორც კი მივიღებთ ამ წინადადებას. ამ მიზეზების გამო ლოდინი აღარ გვჭირდება, ლოგიკურად, გონივრულად და პასუხისმგებლობით აზროვნებით გამოვიყენოთ ქვეყნის წინსვლის ეს ისტორიული შესაძლებლობა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კოვაჩევსკიმ განაცხადა. მან რამდენიმე დღის განმავლობაში, მთავრობის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციებზეც მიუთითა. კოვაჩევსკიმ აღნიშნა, რომ ეს აქციები ორგანიზებული იყო პოლიტიკური პარტიების მიერ, რომლებიც ღიად ეწინააღმდეგებიან ჩრდილოეთ მაკედონიის NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას. განაცხადა, რომ ჩრდილოეთ მაკედონია დემოკრატიული ქვეყანაა და მოქალაქეებს აქვთ პროტესტის გამოხატვის უფლება. კოვაჩევსკიმ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ იმოქმედონ ქვეყნის კანონების ფარგლებში. სკოპიეში ვიზიტის დროს შარლ მიშელი, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტს სტევო პენდაროვსკისა და პარლამენტის თავმჯდომარეს ტალატ კაფერს შეხვდა.  

შარლ მიშელი: ჩვენ არასოდეს მივიღებთ სასტიკი ძალადობით მართულ სამყაროს. უკრაინა აღდგება

„უკრაინას სჭირდება ევროკავშირი, ევროკავშირს ასევე სჭირდება უკრაინა. უკრაინა გახდება უფრო ძლიერი, თავისუფალი და აყვავებული, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კიევში სახელმწიფოების პირველი პირების მეუღლეების მეორე საერთაშორისო სამიტისადმი მიძღვნილ ვიდეოგზავნილში განაცხადა. „თქვენ, უკრაინელი ხალხი, მამაცურად იბრძვით თქვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ მხარს გიჭერთ თქვენ და მხარს ვუჭერთ თქვენს ქვეყანას. პირველივე დღიდან ვდგავართ თქვენ გვერდით, ერთიანობით და კონკრეტული მხარდაჭერით. თქვენ მარტო არ ხართ. ჩვენ ვიდგებით თქვენთან ერთად იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა. ჩვენ არასოდეს შევეგუებით სასტიკი ძალადობით მართულ სამყაროს. უკრაინა აღდგება. უკრაინას სჭირდება ევროკავშირი, ევროკავშირს ასევე სჭირდება უკრაინა. უკრაინა გახდება უფრო ძლიერი, თავისუფალი და აყვავებული”,- განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კიევში გამართული სამიტის მონაწილეებმა უკრაინის დასახმარებლად $3.2 მილიონი შეაგროვეს როგორც ცნობილია, უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას ინიციატივით, 23 ივლისს კიევში სახელმწიფოების პირველი პირების მეუღლეების მეორე საერთაშორისო სამიტი გაიმართა.

შარლ მიშელი: რუსეთი ყირიმს უკრაინაზე თავდასხმებისთვის და მოპარული საქონლის ტრანსპორტირებისთვის იყენებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე განაცხადა, რომ ევროკავშირი არ აღიარებს ყირიმის უკანონო ანექსიას. მიშელის თქმით, რუსეთის აგრესია არ დაწყებულა 24 თებერვალს, არამედ, ის დაიწყო 2014, წელს ყირიმის უკანონო ანექსიით. შარლ მიშელმა დაგმო რუსეთის მიერ ზაპოროჟიის ატომური სადგურის მრავალჯერადი დაბომბვა და დაამატა, რომ მოსკოვის ნაბიჯების ატომური კატასტროფის რისკებს აჩენს.  „თებერვლიდან მოყოლებული, რუსეთი იყენებს ყირიმს სტრატეგიულ წერტილად უკრაინაზე თავდასხმებისთვის. ის ასევე იყენებს ყირიმს უკრაინის მოქალაქეების დეპორტაციისთვის სამარცხვინო ფილტრაციის ბანაკების მიმართულებით, სადაც წამების შემთხვევების შესახებ არსებობს ინფორმაცია. ყირიმი ასევე გახდა უკრაინის მიწებიდან მოპარული საქონლის სატრანსპორტო ჰაბი. რუსეთის ყირიმში ყოფნამ გამოიწვია უკრაინის პორტების ბლოკადა, რომელმაც მძიმე შედეგები მოუტანა უკრაინის ეკონომიკას და მსოფლიოს მასშტაბით საკვების უსაფრთხოების კრიზისი გამოიწვია. პირდაპირები ვიყოთ, კრემლის მხრიდან ეს ცინიკური ნაბიჯია, იარაღად გამოიყენოს შიმშილი და უკრაინის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერა შეასუსტოს. ამიტომ, მივესალმებით სტამბოლში ახლახან ხელმოწერილ შეთანხმებას და უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან პირველი გემების დაძვრას“, - განაცხადა შარლ მიშელმა. ,,ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.

რა შედეგით დასრულდა სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრა ბრიუსელში

ბრიუსელში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მხარეები სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობას განაგრძობენ. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში შედგება. შეხვედრაზე, შარლ მიშელის ინფორმაციით, ასევე განიხილეს სომეხი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებისა და ტერიტორიების განაღმვის საკითხები. ფაშინიანსა და ალიევს შორის განსახილველ საკითხებს შორის იყო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხიც. ამასთან დაკავშირებით, ორმხრივი სახელმწიფო კომისია ბრიუსელში ნოემბერში შეიკრიბება. ბრიუსელის ინფორმაციით, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები ბრიუსელში კიდევ ერთხელ ნოემბერში გამართავენ შეხვედრას.  

შარლ მიშელმა კატარის ემირთან ენერგორესურსების საკითხი განიხილა

ენერგოკრიზისის ფონზე, ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი კატარში, დოჰაში, ევროკავშირის დიპლომატიური მისის გახსნაზე ჩავიდა. მედიის ცნობით, შარლ მიშელმა კატარის ემირთან ენერგორესურსების საკითხი განიხილა.  კატარი შესაძლოა, თხევადი გაზის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდეს შარლ მიშელის განცხადებით, ის დოჰაში კატარსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების მიზნით ჩავიდა. „ერთად მუშაობის მიზანია, რომ მხარეებს შორის პარტნიორობა ყველა ასპექტში გაძლიერდეს", -განაცახდა მიშელმა. გერმანია კატარიდან ბუნებრივი აირის იმპორტს გეგმავს ამასთან, შარლ მიშელი კატარის ემირმა შეიხ ტამიმ ბინ ჰამედ ალ ტანიმ, დელეგაციასთან ერთად მიიღო.   

შარლ მიშელი: მივესალმები ბაქოს მიერ კიდევ ხუთი სომეხი დაკავებულის გათავისუფლებას

აზერბაიჯანულმა ხუთი სომეხი სამხედრო ტყვე დაუბრუნა სომხეთს. მივესალმები ბაქოს მიერ კიდევ ხუთი სომეხი დაკავებულის გათავისუფლებას, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა. "მივესალმები ბაქოს მიერ კიდევ ხუთი სომეხი დაკავებულის გათავისუფლებას. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ურთიერთობების ნორმალიზაცია", - განაცხადა მიშელმა. როგორც ცნობილია, დღემდე აზერბაიჯანიდან 155 ტყვეა უკან დაბრუნებული. 33 სომეხი დადასტურებულად აზერბაიჯანში რჩება, თუმცა სომხური მხარე ვარაუდობს, რომ ეს რიცხვი 60-ს აღწევს.  

ნიკოლ ფაშინიანმა შარლ მიშელს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილი ვითარება გააცნო

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლზ მიშელთან სატელეფონო საუბარი გამართა. NEWS.am რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ ფაშინიანმა დეტალურად წარმოადგინა სიტუაცია, რომელიც აზერბაიჯანის მიერ სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შედეგად შეიქმნა. თავის მხრივ, მიშელმა აღნიშნა, რომ რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას სხვა ალტერნატივა არ აქვს და გამოთქვა მზადყოფნა, რომ შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ძალისხმევას გამოიჩენს. 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანიმა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ განაცხადა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და გაეროს მიმართა.

შარლ მიშელი: ამ ომში მხოლოდ ერთი აგრესორია - რუსეთი

კრემლმა მობილიზაცია მშვიდობის საერთაშორისო დღეს გამოაცხადა მაშინ, როდესაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქვეყნები მუშაობენ თანამშრომლობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ამ ომში მხოლოდ ერთი აგრესორია: რუსეთი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა დაწერა. „კრემლმა მობილიზაცია მშვიდობის საერთაშორისო დღეს გამოაცხადა მაშინ, როდესაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქვეყნები მუშაობენ თანამშრომლობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ამ ომში მხოლოდ ერთი აგრესორია, რუსეთი და აგრესიის მსხვერპლი ერთი ქვეყანაა, უკრაინა. ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევი დარჩება“, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს. ამის შესახებ BBC ვლადიმერ პუტინის ტელემიმართვის შედეგ წერს. ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა „ვინც ამ გზით ცდილობს ჩვენს შანტაჟს, უნდა იცოდეს, რომ ვარდის ქარი შეიძლება მათი მიმართულებით შემობრუნდეს“, - აღნიშნა პუტინმა.  ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა BBC-ის ცნობით, პუტინი ამბობს, რომ დასავლეთი აშანტაჟებს რუსეთს, მაგრამ რუსეთს აქვს ბევრი იარაღი, რომლითაც უნდა უპასუხოს. „ჩვენ გამოვიყენებთ ყველა რესურსს, რაც გვაქვს, ჩვენი ხალხის დასაცავად,” - განაცხადა პუტინმა.   დღეს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.  პუტინის განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სამხედრო მობილიზაციის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელი მკაცრდება.  ასევე 20 სექტემბერს, თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა.  თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება. ამასთან, ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი შესაძლოა, უახლოეს დღეებში ჩატარდეს.  

შარლ მიშელს მიაჩნია, რომ რუსეთს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრობა უნდა შეუჩერდეს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთს გაეროს უშიშროების საბჭოში წევრის სტატუსი უნდა შეუჩერდეს. „როდესაც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი იწყებს არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომს, რომელსაც გმობს გენერალური ასამბლეა, ამ ქვეყანას უშიშროების საბჭოს წევრობა ავტომატურად უნდა შეუჩერდეს“, - განაცხადა მიშელმა. „გამონაკლისი უნდა იყოს ვეტოს უფლების გამოყენება, მაგრამ ეს, როგორც ვხედავთ, წესად იქცა. რეფორმა აუცილებელია და გადაუდებელი", - ხაზგასმით აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.  როგორც ცნობილია, რეზოლუციებზე ვეტოს უფლება აქვთ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს - ჩინეთს, აშშ-ს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს და რუსეთს. უშიშროების საბჭო გაერო-ს ყველაზე გავლენიანი ორგანოა, რადგან მისი რეზოლუციები სავალდებულოა წევრი ქვეყნებისთვის. გაეროს წესდების თანახმად, უშიშროების საბჭოს ეკისრება „პირველადი პასუხისმგებლობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე“. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ მოითხოვა, რომ რუსეთს ვეტოს ჩამოერთვას, ვიდრე ის ომს აწარმოებს.  

შარლ მიშელი: უკრაინის ომი, ევროპის ენერგეტიკულ მდგომარეობაზე დრამატულ გავლენას ახდენს

უკრაინის ომი დრამატულ გავლენას ახდენს ევროპის ენერგეტიკულ მდგომარეობაზე და გავლენას ახდენს ჩვენს ეკონომიკაზე. ჩვენი უპირველესი მიზანია, უზრუნველვყოთ გარანტირებული მიწოდების უსაფრთხოება და ენერგიის ხელმისაწვდომობა ჩვენი ოჯახების, ბიზნესებისთვის. განსაკუთრებით ზამთრის სიცივის მოახლოებისას, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წერილში. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი: ომი მალე დასრულდება „ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ოფიციალური წერილობითი შედეგი არ არის გათვალისწინებული. უკრაინის ომი დრამატულ გავლენას ახდენს ევროპის ენერგეტიკულ მდგომარეობაზე და გავლენას ახდენს ჩვენს ეკონომიკაზე. ჩვენი უპირველესი მიზანია, უზრუნველვყოთ გარანტირებული მიწოდების უსაფრთხოება და ენერგიის ხელმისაწვდომობა ჩვენი ოჯახების, ბიზნესებისთვის. განსაკუთრებით ზამთრის სიცივის მოახლოებისას“, – აღნიშნულია შარლ მიშელის მისაწვევ წერილში. ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინელი ჯარისკაცები ყოველდღე ავლენენ გმირობას, გამბედაობას და გამარჯვების ნებას შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. ყალბი რეფერენდუმების შედეგების გამოცხადებას 27-28 სექტემბერს გეგმავენ. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა.  დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, პუტინმა შესაძლოა, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსია 30 სექტემბერს გამოაცხადოს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

შარლ მიშელი ყაზახეთსა და უზბეკეთს ეწვევა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ცენტრალური აზიის ქვეყნებს ეწვევა. მიშელმა ყაზახეთსა და უზბეკეთში მომავალი ვიზიტების შესახებ Twitter-ზე დაწერა.  მან აღნიშნა, რომ ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოკაევის მიწვევით, 26-27 ოქტომბერს ასტანაში იქნება, 28 ოქტომბერს კი ტაშკენტს ეწვევა პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან სასაუბროდ. „ევროკავშირი მზადაა გააღრმავოს კავშირები ცენტრალურ აზიასთან და მხარი დაუჭიროს რეგიონულ თანამშრომლობას“, - წერს ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი.  

რუსეთის საზარელი თავდასხმები კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე კრემლის სასოწარკვეთას ცხადყოფს - მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, რუსეთის საზარელი თავდასხმები კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე კრემლის სასოწარკვეთას ცხადყოფს. „რუსეთის საზარელი თავდასხმები კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე კრემლის სასოწარკვეთას ცხადყოფს. მშვიდობიან მოსახლეობაზე ეს განურჩეველი თავდასხმები ომის დანაშაულია. ერთგულნი ვართ უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთის რეჟიმზე პასუხისმგებლობის დაკისრების მიმართ“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკი და ოლაფ შოლცი "დიდი შვიდეულის" სხდომის სასწრაფო დანიშვნაზე შეთანხმდნენ რუსეთის ძალებმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს 10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ისროლეს. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ძალებს უკრაინაში ორი სამიზნე აქვთ - ენერგოობიექტები და ადამიანები. ეს ტერორიზმია ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

შარლ მიშელი ყაზახეთშია

ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს ეწვია. მედიის ცნობით, აეროპორტში მას ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ალიხან სმილოვი დახვდა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ორმხრივი ინტერესის საკითხებზე, ასევე, დაგემილია აუდიენცია ცენტრალური აზიის ქვეყნების ხელმძღვანელებთან. ყაზახეთის პრეზიდენტი ყაასიმ-ჟომართ თოყაევი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გაეცნენ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს მწვანე წყალბადის წარმოებისა და განაწილების ცენტრის მშენებლობას მანგისტაუს რეგიონში. Svevind Group-ის ინვესტორი მწვანე წყალბადის წარმოების აშენებას მანგისტაუს რეგიონში გეგმავს, რომლის სიმძლავრე წელიწადში 2 მილიონი ტონა იქნება. პროექტი მოიცავს 255,000 კუბური მეტრი სიმძლავრის გამწმენდი ქარხნის მშენებლობას და ექსპლუატაციას. ასევე - 40 გვტ განახლებადი ენერგიის წყაროებს (მზის და ქარის ელექტროსადგურები) და ელექტროლიტური წყლის წარმოებას 20 გვტ-მდე ექსპორტისთვის და შიდა მოხმარებისთვის.

შარლ მიშელი: ჩვენ პოლონეთის გვერდით ვდგავართ

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ „შოკირებულია" გავრცელებული ინფორმაციით.  „ვსამძიმრებ ოჯახებს. ჩვენ ვდგავართ პოლონეთის გვერდით. მე მაქვს კონტაქტი პოლონეთის ხელისუფლებასთან, ევროპული საბჭოს წევრებთან და სხვა მოკავშირეებთან“, - განაცხადა მიშელმა. პოლონეთის პრემიერმა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა მოიწვია რუსული რაკეტები NATO-ს წევრ პოლონეთში ჩამოვარდა, ორი ადამიანი დაიღუპა - The Guardian მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.  

შარლ მიშელი: ჩვენ პოლონეთის გვერდით ვდგავართ

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ „შოკირებულია" გავრცელებული ინფორმაციით.  „ვსამძიმრებ ოჯახებს. ჩვენ ვდგავართ პოლონეთის გვერდით. მე მაქვს კონტაქტი პოლონეთის ხელისუფლებასთან, ევროპული საბჭოს წევრებთან და სხვა მოკავშირეებთან“, - განაცხადა მიშელმა. პოლონეთის პრემიერმა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა მოიწვია რუსული რაკეტები NATO-ს წევრ პოლონეთში ჩამოვარდა, ორი ადამიანი დაიღუპა - The Guardian მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.  

შარლ მიშელი გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერების მომხრეა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო რუსეთისთვის გაეროს უშიშროების საბჭოში წევრობის შეჩერებას მხარს უჭერს.  „ვფიქრობ, საერთაშორისო სამართალში არის ხარვეზი, თუ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ამ შემთხვევაში რუსეთი, გამომწვევად არღვევს საერთაშორისო კანონს. ჩემი აზრით, უნდა შეიქმნას გაწევრიანების შეჩერების მექანიზმი: მე არ ვსაუბრობ რუსეთის სრულ გარიცხვაზე, მაგრამ, სულ მცირე, რუსეთის უშიშროების საბჭოში წევრობის შეჩერებაზე", - განაცახდა მიშელმა.   

შარლ მიშელი: ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთის ინიციატივა სიყალბე და ფარისევლობაა

ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, შარლ მიშელი, რუსეთის ინიციატივას საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ Twitter-ზე გამოეხმაურა.  პუტინს სურს შობა გამოიყენენოს საფარველად, უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაჩერებლად - ზელენსკი შარლ მიშელის განცხადებით, ის ვლადიმერ პუტინის ინიციატივას არ ენდობა.  „არის აგრესორი - ესაა კრემლი. არის მსხვერპლი - უკრაინელი ხალხი. რუსეთის ჯარების გაყვანა ერთადერთი სერიოზული გადაწყვეტილებაა, რომელიც მშვიდობას და უსაფრთხოებას მოგვიტანს. ცალმხრივი წესით ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება ისეთივე სიყალბე და ფარისევლობაა, როგორც აბსურდული, უკანონო ანექსიების წყება და მათთან დაკავშირებული რეფერენდუმები“, - დაწერა მიშელმა Twitter-ზე.  რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა.  

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კიევში გაემგზავრა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კიევში გაემგზავრა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალსა და პარლამენტის წევრებს შეხვდება. მისი თქმით, უკრაინა განაგრძობს ბრძოლას თავისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის და ეს არის ბრძოლა საერთო ევროპული ღირებულებებისთვის, ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. „მათ (უკრაინელებს) სჭირდებათ და იმსახურებენ ჩვენს მხარდაჭერას", - წერს შარლ მიშელი Twitter-ზე.  18 იანვარს, ევროპარლამენტში გამოსვლისას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის ტანკების და სხვა საჭირო შეიარაღების მიწოდებას.  

შარლ მიშელი კიევშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კიევშია. უკრაინაში ფართომასშტაბური საჰაერო განგაში გამოცხადდა „დავბრუნდი უკან, კიევში, რათა თანამშრომლობის ყველა მიმართულება განვიხილო. დაე, 2023 გამარჯვებისა და მშვიდობის მომტანი წელი ყოფილიყოს", - წერს მიშელი Twitter-ზე.  შარლ მიშელის კიევში ჩასვლამდე, უკრაინის დედაქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა.  Telegram-ის არხებში უკრანული გამოცემები წერენ, რომ ბელორუსში აფრინდა რუსეთის ფედერაციის MiG-31k VKS, რომელიც ე.წ. „ხანჯლების“ რაკეტების შემცველია. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

შარლ მიშელი: ევროკავშირი უკრაინას ბრძოლის ველზე გამარჯვებაში დაეხმარება

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ომი განწირულია წარუმატებლობისთვის და ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს, უკრაინას ბრძოლის ველზე დაეხმაროს. შარლ მიშელი კიევშია ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა. „ეს უფრო მეტია ვიდრე ომი, ეს არის სისტემატური განადგურების სტრატეგია, რათა გაიძულოთ დამორჩილება, გაიძულოთ, თქვენი ქვეყანა გახდეს ვასალური სახელმწიფო. ეს ომი განწირულია მარცხისთვის. უკრაინა დარჩება მტკიცე, მამაცი და სამართლიანად ამაყი“, - განაცხადა შარლ მიშელმა. ევროკავშირს „გადაწყვეტილია აქვს, დაგეხმაროთ ბრძოლის ველზე გამარჯვებაში". „როდესაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამირეკა 24 თებერვალს, მან მითხრა: „შარლ, ჩვენ გვჭირდება იარაღი, გვჭირდება საბრძოლო მასალა. სამი დღის შემდეგ ჩვენ ოფიციალურად გადავწყვიტეთ - პირველად ევროკავშირის ისტორიაში, ლეტალური იარაღი მიგვეწოდებინა მესამე ქვეყანისთვის“, - განაცხადა ევროპულის საბჭოს პრეზიდენტმა.  ამასთან, მიშელმა განაცახდა, რომ ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს რუსეთის იზოლაციისთვის.  „რუსეთის წინააღმდეგ მივიღეთ მკაცრი სანქციების ცხრა პაკეტი და ეს ჯერ არ დასრულებულა“, - განაცახდა მიშელმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, კიევში დღეს ჩავიდა.   

შარლ მიშელი: ამ კანონის მიღება არ არის თავსებადი ევროკავშირის გზასთან, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ „უცხო გავლენის“ კანონის მიღება არ შეესაბამება ევროკავშირის გზას, რომელიც საქართველოს უმრავლესობის არჩევანია. „ძლიერ შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით. მშვიდობიანი პროტესტის უფლება ნებისმიერი დემოკრატიის ფუნდამენტია. „უცხო გავლენის“ კანონის მიღება არ შეესაბამება ევროკავშირის გზას, რომლისკენაც სვლაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს“, - წერს მიშელი Twitter-ზე და აღნიშნავს, რომ კანონის უზენაესობისა და ადამიანის ღირებულებებისადმი ერთგულება არის ევროკავშირის პროექტისთვის გასაღები.  

რეფორმების კუთხით პროგრესი გადამწყვეტია - შარლ მიშელი ზურაბიშვილთან შეხვედრაზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილს დაუდასტურა, რომ ევროკავშირი საქართველოს ევროპული გზის ერთგულია. შარლ მიშელის თქმით, ის ასევე მიესალმა პრეზიდენტის როლს ქართველი ხალხის მისწრაფებების წინ წაწევის საკითხში. „ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, მიანიჭოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ისტორიული შესაძლებლობაა, რომელიც ხელიდან არ უნდა იყოს გაშვებული. რეფორმების კუთხით პროგრესი გადამწყვეტი რჩება“, - წერს შარლ მიშელი.    

საქართველო კანდიდატის სტატუსს აქამდეც იმსახურებდა - ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს აქამდეც იმსახურებდა. მით უმეტეს, იმსახურებს იმ პირობებში, როცა ქვეყანამ 12-პუნქტიანი გეგმა მაქსიმალურად შეასრულა. შარლ მიშელი: მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ევროკავავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე გადაწყვეტილება, 2023 წლის ბოლომდე უნდა მივიღოთ „ეს არ არის ჩემი შეფასება, ეს არის ევროსტრუქტურების შეფასება. მათ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები ადასტურებს, რომ საქართველო ბევრად უსწრებს მოლდოვასაც და უკრაინასაც. ეს ნიშნავს, რომ თუ იმ ქვეყნებს მიეცათ კანდიდატის სტატუსი, საქართველო ამ სტატუსს აქამდეც იმსახურებდა, მით უმეტეს, იმსახურებს იმ პირობებში, როცა ქვეყანამ 12-პუნქტიანი გეგმა მაქსიმალურად შეასრულა. დარჩენილ პუნქტებზე მუშაობა დასრულდება და ველოდებით დამსახურებაზე დაფუძნებით შეფასებას და შესაბამისად, კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. 2022 წლის თებერვალში უკრაინამ წევრობაზე განაცხადი ომის ფონზე გააკეთა. საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. ივნისში ევროკავშირმა წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა უკრაინას და მოლდოვას, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა. კანდიდატის სტატუსს ქვეყანა 12 პრიორიტეტის შესრულების შემდეგ მიიღებს. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად  

შარლ მიშელი: მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ევროკავავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე გადაწყვეტილება, 2023 წლის ბოლომდე უნდა მივიღოთ

მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პროცესის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ 2023 წლის ბოლომდე უნდა მიიღოს. შესაბამისი განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მოლდოვაში ვიზიტისას, პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისივე შეფასებით, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება იმ ანგარიშის საფუძველზე, რომელსაც ევროკომისია მოამზადებს. „გულწრფელად ვიმედოვნრებ, რომ დადებითი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი გახდება წლის ბოლოსთვის“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. მისივე განცხადებით, მოლდოვა სულ უფრო ხშირად ხდება მტრული რუსული დაზვერვის სამიზნე. ამასთან, შარლ მიშელმა ასევე მოუწოდა მოლდოვის ხელისუფლებას, გააგრძელოს რეფორმები. კონკრეტულად, სასამართლო რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლა და სახელმწიფო ინსტიტუტების დეპოლიტიზაცია. შარლ მიშელის თქმით, ევროკომისია მოლდოვის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტს ზაფხულში წარადგენს, რაც იქნება არსებითად მნიშვნელოვანი და წონიანი დახმარება. „ბოლო თვეებში რუსეთი და მის დაქვემდებარებაში მყოფები სულ უფრო ხშირად ცდილობენ თქვენი ქვეყნის დესტაბილიზაციას და ამისთვის იყენებენ ენერგეტიკას, კიბერთავდასხმებს, ახდენენ საპროტესტო აქციების ინსცენირებას და სხვა ძირგამომთხრელ ქმედებებს ახორციელებენ. ჩვენ ვგმობთ დესტაბილიზაციის ამ მცდელობებს“, – განაცხადა შარლ მიშელმა. 2022 წლის თებერვალში უკრაინამ წევრობაზე განაცხადი ომის ფონზე გააკეთა. საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. ივნისში ევროკავშირმა წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა უკრაინას და მოლდოვას, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა. კანდიდატის სტატუსს ქვეყანა 12 პრიორიტეტის შესრულების შემდეგ მიიღებს. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად  

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ: საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს გაუზიარა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების მიმართულებით გაწეული ძალისხმევა და აღნიშნა, რომ ამ პროცესში ხელისუფლება მუდმივ კონსულტაციებს მართავს ევროკავშირის ინსტიტუტებთან და წევრ ქვეყნებთან, აგრეთვე ვენეციის კომისიასთან და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (OSCE/ODIHR). პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. პრემიერ-მინისტრის თქმით, რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია და მიღწეული პროგრესის შესაბამისად, წლის ბოლოს საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულება, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა და ევროპული პერსპექტივის მონიჭება, ეს არის ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია. მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე ომზე და მის გავლენაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მზადაა, დაასრულოს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. „ჩვენს შორის არსებული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება. საქართველო მზადაა დაასრულოს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ ხელს შევუწყობთ რეგიონში მშვიდობას, დემოკრატიასა და ეკონომიკურ ზრდას“, - აღნიშნავს პრემიერი.  

მიშელი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე: აუცილებელია სასამართლო სისტემის რეფორმის გაღრმავება

ევროპულ გზაზე წინსვლისთვის ახლა, ვიდრე ოდესმე, გადამწყვეტია მთავარი პრიორიტეტების განხორციელება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ბრიუსელში გამართულ შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება. „ევროკავშირი თქვენთან ერთად დგას ამ გზის თითოეულ ეტაპზე და კვლავაც მტკიცედ ერთგულია ევროპული პერსპექტივის, რომელიც ქართველი ხალხისთვის ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს,“- წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. მისივე თქმით, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. „ევროპულ გზაზე წინსვლისთვის, ახლა, ვიდრე ოდესმე, გადამწყვეტია მთავარი პრიორიტეტების განხორციელება. პრემიერთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღვნიშნე სასამართლო სისტემის, კანონის უზენაესობისა და პრესის თავისუფლების რეფორმების გაღრმავების აუცილებლობა“, - წერს შარლ მიშელი. ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ: საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს  

ევროპის დღესთან დაკავშირებით, ქართველ ხალხს სალომე ზურაბიშვილი და შარლ მიშელი მიმართავენ

დღეს, 21:00 საათზე ქართველ ხალხს საქართველოს პრეზიდენტი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიმართავენ - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მიშელის მიმართვა ვიდეოფორმატში იქნება. "დღეს, 21:00 საათზე, ევროპის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაზე ქართველ ხალხს საქართველოს პრეზიდენტი მიმართავს და ევროპის დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ერთად მიულოცავს. საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიმართვების შემდეგ, ათონელის ქუჩაზე სუხიშვილების, ზურა რამიშვილის ჯაზ-კვარტეტისა და და ქართველი ახალგაზრდა შემსრულებლების კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, ლიზა კერესელიძე, კატო კვარაცხელია, სალიო, ნიკალა ზუბიაშვილი, დათა მუნჯიშვილი", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი ცესკო-სთან მიმართებით იყო და ამის გამოსწორება ხდება - კალაძე

შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი ცესკო-სთან მიმართებით იყო და ამის გამოსწორება ხდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „აღნიშნული ცვლილება განსახორციელებელია და აუცილებელია, რომ ყველაფერი იყოს ისე, როგორც სხვა განვითარებულ ქვეყნებშია. შარლ მიშელის შეთანხმება გახსოვთ ყველას, რომელიც ვერ შედგა, ერთ-ერთ პუნქტი იყო ჩაწერილი ცესკო-სთან მიმართებაში. ხდება ამის გამოსწორება, რადგან ეს დოკუმენტი ძალაში არ შევიდა და ახლა პარლამენტის მხრიდან ამ ყველაფრის გამოსწორება ხდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ. ცესკოს დაკომპლექტების წესის ცვლილებებით, „ქართული ოცნება“ აგრძელებს კანონმდებლობის პარტიულ ინტერესებზე მორგებას - საია ცნობისთვის, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.  

საქართველოს მომავალი ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახშია - შარლ მიშელი

„თქვენ, საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეთ მკაფიო არჩევანი, ევროპული ღირებულებებისა და თავისუფლებისთვის და სწორედ ამიტომ, თქვენი მომავალი ადგილი ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახშია“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა თბილისში, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ვიდეოჩართვისას განაცხადა. „ჩვენს თქვენ გვერდით ვდგავართ, ბედნიერ ევროპის დღეს გისურვებთ“, - განაცხადა მიშელმა. მანვე აღნიშნა, რომ დღეს პირველად აღინიშნება საქართველოში ევროპის დღე მას შემდეგ, რაც ევროპის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.  

რა შედეგით დასრულდა შარლ მიშელის, სომხეთის პრემიერისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის სამმხრივი შეხვედრა ბიუსელში

შარლ მიშელი მშვიდობის მიღწევის პერსპექტივას მიესალმა  ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის საერთო საზღვრის გასწვრივ შეტაკებების სერიის ფონზე, ბრიუსელში მოლაპარაკებები გაიმართა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანთან სამმხრივი შეხვედრის მასპინძლობის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორი ლიდერი იზიარებს საერთო მზადყოფნას, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა მისაღწევად. ამის შესახებ Politico წერს. „აშშ-ში ჩატარებული ბოლოდროინდელი პოზიტიური მოლაპარაკებების შემდეგ, სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, იმპულსი უნდა იყოს შენარჩუნებული, რომ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას ყოვლისმომცველი სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებისკენ“, - განაცხადა მიშელმა. ენტონი ბლინკენი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ექნება დადებითი ეფექტი მათ საზღვრებს მიღმაც ამავდროულად, მიშელმა განაცხადა, რომ ამ ორივემ მკაფიო პროგრესს მიაღწია სატრანსპორტო კავშირების განბლოკვის შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. მიშელი ვარაუდობს, რომ უახლოეს დღეებში, შესაძლოა, დაკავებული სამხედროების გაცვლის პროცესი შედგეს. შარლ მიშელის თქმით, ამ თემაზე პოზიციები ახლა ძალიან დაუახლოვდა ერთმანეთს, განსაკუთრებით, სარკინიგზო კავშირების გახსნასთან დაკავშირებით ნახიჩევანთან და მის გავლით. შესაბამის გუნდებს დაევალათ, დაასრულონ პრინციპული შეთანხმება და საჭირო სამშენებლო სამუშაოსთან დაკავშირებული საკითხები. „დღეს ბრიუსელში მეხუთე შეხვედრა გულწრფელი, ღია და შედეგზე ორიენტირებული იყო. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის გზაზე პროგრესზე. ლიდერები იზიარებდნენ საერთო მზადყოფნას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისთვის. სასაზღვრო საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ განვიხილეთ პროგრესი და საზღვრის დელიმიტაციის შემდგომი ნაბიჯები. ამ კონტექსტში, ლიდერები შეთანხმდნენ სასაზღვრო საკითხებზე ორმხრივი შეხვედრების განახლებაზე. ლიდერებმა დაადასტურეს თავიანთი ცალსახა ერთგულება 1991 წლის ალმათის დეკლარაციისა და სომხეთის (29,800 კმ2) და აზერბაიჯანის (86,600 კმ2) შესაბამისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საზღვრის საბოლოო დელიმიტაცია მოლაპარაკებების გზით იქნება შეთანხმებული. მჯერა, მნიშვნელოვანია, თავი შეიკავოთ მტრული რიტორიკისაგან, გამოვიჩინოთ ლიდერობა, რათა მივაღწიოთ ორმხრივად მისაღებ გადაწყვეტილებებს. ევროკავშირს არ აქვს ფარული დღის წესრიგი. ჩვენი ერთადერთი მიზანია, დავეხმაროთ სომხეთსა და აზერბაიჯანს ყოვლისმომცველი და სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში. ჩვენ მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ მათ ერთობლივ ძალისხმევაში. ჩვენ შევთანხმდით, რომ ბრიუსელში შეხვედრები იმდენჯერ ჩავატაროთ, რამდენიც საჭირო იქნება. ლიდერები კვლავ შეხვდებიან ბრიუსელში ივლისში. და როგორც უკვე საჯაროდ იყო გამოცხადებული, ჩვენ ასევე შევხვდებით უახლოეს მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტ, მაკრონთან და გერმანიის კანცლერ, შოლცთან ერთად კიშინოვში. მე ასევე ვაპირებ ლიდერების მოწვევას მორიგი ასეთი შეხვედრისთვის ოქტომბერში, გრანადაში EPC-ის მესამე სამიტის ფარგლებში“, - განაცხადა შარლ მიშელმა. ორი ქვეყნის დიპლომატები ვაშინგტონში ამ თვის დასაწყისში შეხვდნენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ”ხელშესახები” პროგრესია მიღწეული სამშვიდობო გარიგებისკენ მიმავალ გზაზე.  

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. როგორც ცნობილია, ზურაბიშვილი უკვე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. დაგეგმილია შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან. ხვალ კი საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს.  

სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელთან 12 რეკომენდაციის შესრულებისა და რეფორმების განხორციელების საკითხი განიხილა - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს ევროპული მომავალი, 12 რეკომენდაციისა და რეფორმების განხორციელებაში არსებული გამოწვევების საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა მიშელმა დადებითად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის როლი საქართველოს ევროპულ გზაზე მსვლელობის პროცესში და პარტიული დაყოფების დაძლევაში. „პრეზიდენტმა მიშელმა ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს 2022 წლის ივნისის ისტორიული გადაწყვეტილება გაიხსენა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მის მტკიცე რწმენას, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ხაზი გაესვა ქვეყნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა ქართველი ხალხის ურყევი ნება ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა მიშელმა აღნიშნა, რომ კომისია შემოდგომით, ,,გაფართოების პაკეტის“ ფარგლებში, ანგარიშს მოამზადებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესახებ, რის შემდეგაც პრეზიდენტი მიშელი გეგმავს, რომ 2023 წლის ბოლო კვარტალში ევროპული საბჭოს დღის წესრიგში შემდეგი ნაბიჯების საკითხი წამოაყენოს. პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა მეტი პროგრესი მართლმსაჯულების რეფორმასთან, მედიის თავისუფლებებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, დეოლიგარქიზაციასა და დეპოლარიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

საჭიროა მეტი პროგრესი - შარლ მიშელი

შარლ მიშელმა და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე საქართველოში რეფორმების განხორციელებისას დარჩენილი გამოწვევები და თორმეტ პუნქტიანი გეგმა განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ. სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელთან 12 რეკომენდაციის შესრულებისა და რეფორმების განხორციელების საკითხი განიხილა - პრეზიდენტის ადმინისტრაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, მიშელის განცხადებით, საჭიროა მეტი პროგრესი მართლმსაჯულების რეფორმასთან, მედიის თავისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, დეოლიგარქიზაციასთან და დეპოლარიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებში. პრეზიდენტმა მიშელმა ასევე გაიხსენა, რომ კომისია შემოდგომის „გაფართოების პაკეტის“ ფარგლებში მოამზადებს ანგარიშს იმ თორმეტი პრიორიტეტის განხორციელების შესახებ, რომელთა განხილვაც საქართველოს სთხოვეს. ამ მოხსენების შემდეგ, პრეზიდენტი მიშელი აპირებს შემდეგი ნაბიჯების საკითხი ევროსაბჭოს დღის წესრიგში 2023 წლის ბოლო კვარტალში დააყენოს.  

საერთაშორისო საზოგადოებამ ნოვა კახოვკის კაშხალზე თავდასხმას ომის დანაშაული უწოდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ნოვა კახოვკის კაშხალზე თავდასხმას ომის დანაშაული უწოდა. „შოკირებული ვარ ნოვა კახოვკის კაშხალზე უპრეცედენტო თავდასხმით. სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება აშკარად კვალიფიცირდება, როგორც ომის დანაშაული და ჩვენ პასუხისმგებლობას დავაკისრებთ რუსეთსა და მის მარიონეტებს, - წერს მიშელი Twitter-ზე. რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას გმობს. „მე ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინაში კაშხლის განადგურებას. ეს არის დანაშაული და უგუნურობა“, - წერს ბურიჩი. „ტერორისტულმა სახელმწიფო რუსეთმა ახლა წყალი აქცია იარაღად. ნოვა კახოვკაში კაშხლის განადგურება ომის დანაშაულია, რომელიც გავლენას ახდენს უამრავ მშვიდობიან მოსახლეობაზე და იწვევს ეკოციდსა და მასობრივ განადგურებას. ჩვენ უნდა შევაჩეროთ აგრესიის ეს ციკლი უკრაინის გამარჯვებაში დახმარებითა და სრული პასუხისმგებლობის დაკისრებით“, - წერს თავის მხრივ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი Twitter-ზე. ევროპარლამენტის პრეზიდენტის შეფასებით, ნოვა კახოვკაში ჰიდროელექტროსადგურის ნგრევის შედეგად, უკრაინელი ბავშვები, ქალები და კაცები დაზარალდებიან. „ეს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, ომის დანაშაული, რომელსაც უპასუხოდ ვერ დავტოვებთ. დღეს, როგორც არასდროს, უკრაინას ჩვენი დახმარება სჭირდება“, - წერს რობერტა მეცოლა Twitter-ზე. გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, ეს არის ერთ-ერთი იმ მრავალი დანაშაულიდან, რომელიც უკრაინაში ნახეს და რომელიც ჩაიდინეს რუსმა სამხედროებმა. „ომის ამ რეჟიმის ფარგლებში, სამოქალაქო ობიექტებს, ქალაქებს, სოფლებს, საავადმყოფოებს, სკოლებს, ინფრასტრუქტურას ყოველთვის ესხმოდნენ თავს. გამოჩნდა ახალი განზომილება, მაგრამ ის შეესაბამება იმას, თუ როგორ აწარმოებს პუტინი ამ ომს“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა. ლატვია მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინაში ნოვა კახოვკის კაშხლის მიზანმიმართულ განადგურებას. შესაბამისი განცხადება ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა გააკეთა.  რინკევიჩსის თქმით, ეს არის ეკოლოგიური კატასტროფა, სიცოცხლე საფრთხეშია. „რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა და უნდა შეჩერდეს. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უკრაინის მხარდაჭერა და ომის დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა მივცეთ“, - წერს Twitter-ზე ლატვიის პრეზიდენტი. უკრაინაში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელიც გამოეხმაურა. „კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურება არის რუსეთის სისასტიკის ახალი განზომილება, რომელიც საფრთხეში აყენებს ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეს. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები ომის დანაშაულად ითვლება. ჩვენ ვთანამშრომლობთ უკრაინასთან დახმარების უზრუნველსაყოფად“, – წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი სოციალურ ქსელში. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის ძალებმა დღეს დილით ააფეთქეს ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი. ხერსონიდან მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე ნაწილობრივ ან მთლიანად დატბორილია.

შარლ მიშელი ხვალ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდება. ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ აუდიენცია ხვალ, 14 ივნისს, ბრიუსელში გაიმართება.  უცნობია იქნება თუ არა საერთო განცხადება ან პრესკონფერენცია შეხვედრის შემდეგ.  

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს სამუშაო სადილზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში შეხვედრებს აგრძელებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრს სამუშაო სადილზე უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იყო. მხარეებმა განიხილეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით. ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარება ისტორიული გადაწყვეტილებაა და ხაზი გაუსვეს, რომ წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, მათ შორის, პოლარიზაციის დასრულების თვალსაზრისით“, - წერია ინფორმაციაში. მისივე თანახმად, საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებას. აქცენტი გაკეთდა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის. „შექმნილ ვითარებაში პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა რეგიონში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობა როგორც მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის, ისე საქართველოსა და ევროკავშირს შორის შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით. ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერის საქმეში გაწეული პირადი ძალისხმევისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში. „მოხარული ვარ, რომ შევხვდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. ხაზგაზმით აღვნიშნეთ, რომ საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისკენ არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე, როგორიც ახლაა და ვიმედოვნებთ, რომ ევროპული საბჭო მიიღებს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას და საქართველოს მიანიჭებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ მიშელს საქართველოს ევროპული მომავლისადმი მისი პირადი მხარდაჭრისთვის”, - წერს Twitter-ზე თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილი.  

მიშელი ღარიბაშვილს: სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა ისეა საჭირო, როგორც არასდროს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა ისეა საჭირო, როგორც არასდროს. „კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ბრიუსელში, ბატონო ღარიბაშვილო. ისტორიული ევროპული პერსპექტივით, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, საქართველოს ახალი ტრაექტორია განსაზღვროთ თაობებისთვის. სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა ისეა საჭირო, როგორც არასდროს. საქართველოს ხალხისთვის”, - წერს შარლ მიშელი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს სამუშაო სადილზე უმასპინძლა „მოხარული ვარ, რომ შევხვდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. ხაზგაზმით აღვნიშნეთ, რომ საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისკენ არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე, როგორიც ახლაა და ვიმედოვნებთ, რომ ევროპული საბჭო მიიღებს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას და საქართველოს მიანიჭებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ მიშელს საქართველოს ევროპული მომავლისადმი მისი პირადი მხარდაჭრისთვის”, - წერს Twitter-ზე თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილი.  

მიშელი ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმა და მას საქართველოში დეპოლარიზაციისკენ გადადგმული არსებითი ნაბიჯი უწოდა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე საქართველოსთან დაკავშირებულ პრესრელიზშია ნათქვამი. მიშელი ასევე მიესალმა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურებას, რომ საქართველო აღარ შეეცდება, უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონის მიღებას. მისივე თანახმად, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება, არ მიიღოს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი მესამე მოსმენით, პოზიტიური ნაბიჯია. პრესრელიზში ასევე ნათქვამია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ყურადღება კონცენტრირებული უნდა იყოს სისტემურ მიდგომაზე. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭოს შარშანდელი გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, პოზიტიური იმპულსია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის საჭირო რეფორმებისთვის და, რომ „საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“. ნიკა გვარამია საპატიმროს დატოვების შემდეგ: სალომე ზურაბიშვილს ეს ჩემთვის ნამდვილად არ გაუკეთებია, გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის, ეს მას ღირსებას მატებს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა. ზურაბიშვილმა ეს გადაწყვეტილება ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა მას შემდეგ, რაც 19 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო. გადაწყვეტილებას წინ უძღვის ევროკომისიის ზეპირი მოხსენების გამოქვეყნება, რომელშიც მედიაპლურალიზმის ნაწილში შეუსრულებელ რეკომენდაციებზეა საუბარი. პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს, გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა. „დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განამრტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.

რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით - მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, რუსეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროპელ და დიდი შვიდეულის ლიდერებთან კონტაქტზეა. გადაჭარბებული ამბიციები და ღალატი, ამბოხის ორგანიზატორების, ნეიტრალიზების ბრძანება გავეცი - პუტინი ევგენი პრიგოჟინზე ჩემმა მებრძოლებმა როსტოვის სამხედრო ობიექტები დაიკავეს - ევგენი პრიგოჟინი „რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ყურადღების ვაკვირდები ევროპელ და დიდი შვიდეულის ლიდერებთან ერთად“, - განაცხადა მიშელმა. გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის თანახმად, რუსული "ვაგნერ ჯგუფის" მფლობელი, ევგენი პრიგოჟინი, რომელიც მანამდე მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ახლა ვლადიმერ პუტინს დაუპირისპირდა. ISW: „ვაგნერის“ დამფუძნებელი პრიგოჟინი ცდილობს, გააძლიეროს თავისი პოლიტიკური მისწრაფებები საქმე ეხება 10 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოხალისეთა ყველა ფორმირებას დაევალა პირველ ივლისამდე კონტრაქტის გაფორმება სამინისტროსთან „უკრაინის ომში მათი გამოყენების ეფექტურობის გაზრდის მიზნით“, რასაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაც დაუჭირა მხარი. ახალი ბრძანების გაცემამდე „ვაგნერის“ დამფუძნებელი მწვავედ აკრიტიკებდა მხოლოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, თუმცა ეყრდნობოდა პუტინის ავტორიტეტს, რაც 10 ივნისის შემდეგ შეიცვალა. „პრიგოჟინის რიტორიკა გამოწვევაა რუსეთის მმართველი უფრო ფართო ფენებისთვის. 2023 წლის პირველი ივლისი, მოხალისეების მიერ კონტრაქტების ხელმოწერის ბოლო ვადა, სავარაუდოდ, დაპირისპირების საკვანძო ეტაპი იქნება“, - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ცნობებში, რომელიც 15 ივნისს გამოქვეყნდა.  

მიშელი: ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერისთვის, მაგრამ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბრიუსელში ევროგაერთიანების ლიდერთა სამიტის დაწყების წინ განაცხადა, რომ რეკომენდაციების შესრულება იქნება მთავარი, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება წლის ბოლოს. მიშელი ხაზს უსვამს, რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოზე. სამიტს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგიც ესწრება. ევროკავშირი: რეფორმები, რომლებიც ასოცირების შეთანხმებას ეფუძნება, მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსთვის, ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდეს „ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ გადადგმულ ბოლოდროინდელ ნაბიჯებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს ძალისხმევას, მაგრამ ვნახავთ, როგორი იქნება მოხსენება ზაფხულის შემდეგ. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოზე, რეკომენდაციების შესრულება იქნება საკვანძო, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება წლის ბოლოს“, - განაცხადა შარლ მიშელმა ქართველი ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა „ქართულმა ოცნებამ" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება გადადო 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. 22 ივნისს, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება ოფიციალურად გახდა ცნობილი. ევროკომისარმა განმარტა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ პრიორიტეტების სრულად შესასრულებლად.

მიშელი საქართველოში ბოლოდროინდელ ნაბიჯებს მიესალმა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელი ევროკომიის მოხსენების მოლოდინის ფონზე მიესალმება ბოლო დროს საქართველოში გადადგმულ ნაბიჯებს. ეს განცხადება მან ბრიუსელში, ევროგაერთიანების ლიდერთა სამიტის წინ, ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. მიშელმა განაცხადა, რომ რეკომენდაციების შესრულება იქნება საკვანძო, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება წლის ბოლოს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოზე. სამიტს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგიც ესწრება. ევროკავშირი: რეფორმები, რომლებიც ასოცირების შეთანხმებას ეფუძნება, მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსთვის, ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდეს „ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ გადადგმულ ბოლოდროინდელ ნაბიჯებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს ძალისხმევას, მაგრამ ვნახავთ, როგორი იქნება მოხსენება ზაფხულის შემდეგ. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოზე, რეკომენდაციების შესრულება იქნება საკვანძო, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება წლის ბოლოს“, - განაცხადა შარლ მიშელმა ქართველი ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა „ქართულმა ოცნებამ" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება გადადო 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. 22 ივნისს, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება ოფიციალურად გახდა ცნობილი. ევროკომისარმა განმარტა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ პრიორიტეტების სრულად შესასრულებლად.

შარლ მიშელი: ჩვენ ვდგავართ მამაცი ქართველი ხალხის გვერდით, რომელმაც ევროკავშირისა და NATO-ს გზა აირჩია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რუსეთის მიერ საქართველოში სამხედრო ინტერვენციის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევი რჩება. „რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 15 წელი გავიდა. 15 წლის შემდეგ, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევი რჩება. ჩვენ ვდგავართ მამაცი ქართველი ხალხის გვერდით, რომელმაც ევროკავშირისა და NATO-ს გზა აირჩია," - აღნიშნავს შარლ მიშელი. 15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა - საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოზე  

მიშელის წინადადებით, 2030 წელი უნდა დაწესდეს ვადად ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას 20 წელზე მეტია, ელიან

უკრაინაში რუსეთის აგრესიის, და ბალკანეთის რეგიონში მოსკოვის მზარდი გავლენის საფრთხის ფონზე, ევროკავშირმა უნდა გადადგას „გაბედული ნაბიჯი“ და ახალი წევრები 2030 წელს მიიღოს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 28 აგვისტოს განაცხადა. მიშელის განცხადებით, „მკაფიო მიზანი" უნდა მიეცეთ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას 20 წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში ელიან. მანვე აღნიშნა, რომ 2030 წელს ევროკავშირის გაფართოებისთვის ორივე მხარე მზად უნდა იყოს. ბოსნია-ჰერცეგოვინას, უკრაინას და მოლდოვას გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აქვთ, მონტენეგროს, სერბეთსა და კოსოვოს გაწევრიანებაზე განაცხადი აქვთ შეტანილი. მიშელმა ევროკავშირის გაფართოების თარიღი გამოაცხადა გასულ წელს ევროკავშირმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.  

მიშელმა ევროკავშირის გაფართოების თარიღი გამოაცხადა

ევროპული საბჭოს პრეზიდენმა შარლ მიშელმა ევროკავშირის გაფართოების კონკრეტული თაღირი დაასახელა. სლოვენიაში ბლედის სტატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ევროკავშირმა 2030 წლისთვის გაფართოების „მკაფიო მიზანი“ უნდა დასახოს.  „ვფიქრობ, 2030 წლისთვის გაფართოებისთვის ორივე მხარე მზად უნდა ვიყოთ. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის მომდევნო გრძელვადიან ბიუჯეტში საჭირო იქნება ჩვენი საერთო მიზნების შეტანა. ეს არის ამბიციური, მაგრამ აუცილებელი მიზანი, რაც საკითხისადმი ჩვენს სერიოზულ დამოკიდებულებას ასახავს,“ - განაცხადა შარლ მიშელმა.  პრეზიდენტ მიშელის თანახმად, ეს რეფორმების გატარებას დააჩქარებს და ინვესტიციებს შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, გაუმჯობესდება ურთიერთგაგება ევროკავშირსა და მის მომავალ წევრ სახელმწიფოებს შორის. „შესაძლებლობის ფანჯარა ღიაა. და ჩვენ შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ. ამიტომ ევროკავშირის ლიდერები გაფართოებას ევროპული საბჭოს მომავალ შეხვედრებზეც განიხილავენ. ჩვენ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების საკითხზე მტკიცე პოზიციას დავიკავებთ. გარდა ამისა, მე მოველი, რომ დღის წესრიგში ბოსნია-ჰერცეგოვინისა და საქართველოს საკითხებიც დაბრუნდება,“ - აღნიშნა შარლ მიშელმა. მისი განცხადებით, გაფართოების პროცესი „რთული და ზოგჯერ მტკივნეული“ იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. „გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ისინი დაასრულებენ აუცილებელ ნაბიჯებს. ამდენად, გაფართოება არ არის ოცნება, წინსვლის დროა. კიდევ ბევრია გასაკეთებელია,“ - განაცხადა შარლ მიშელმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ წევრობა არის და იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. „ეს ნიშნავს სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. ბრძოლას კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან. ეს ასევე ნიშნავს ეკონომიკურ მზადყოფნას, კერძოდ, ევროკავშირის ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის (EU acquis) მიღებას. და ჩვენ მხარეს დგომას საგარეო პოლიტიკაში, რაც დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე,“ - აღნიშნა მიშელმა. გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე.“ ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.

სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდება. პრეზიდენტი ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა პირველ სექტემბერს, ბრიუსელში გაიმართება. მანამდე, 31 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. შტაინამერთან შეხვედრის ამსახველი ფოტო სალომე ზურაბიშვილის Facebook-ის პირად გვერდზე გავრცელდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციას ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. 30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.  

შარლ მიშელი ზურაბიშვილთან შეხვედრაზე: საჭიროა შემდგომი რეფორმები, დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე Twitter-ზე წერს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მიესალმა ევროკავშირის გზაზე წინსვლისადმი სალომე ზურაბიშვილის ვალდებულებას: თქვენ ევროკავშირის სრული მხარდაჭერა გაქვთ. „ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება, მიანიჭოს საქართველოს ევროპული პერსპეტივა, ისტორიული შესაძლებლობაა. საჭიროა შემდგომი რეფორმები - მართლმსაჯულება, დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია. და ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება,“ - წერს მიშელი. პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. დღეს, პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე, გამართა.  

შარლ მიშელი: საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული შესაძლებლობაა, რომელიც ხელიდან არ უნდა იყოს გაშვებული

ევროპული საბჭო შარლ მიშელისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. პრესრელიზის თანახმად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და სალომე ზურაბიშვილმა განიხილეს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები, ასევე რეგიონში განვითარებული მოვლენები და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის შედეგები საქართველოსა და სამხრეთ კავკასიისთვის. პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას, როგორც ისტორიულ შესაძლებლობას, რომელიც ხელიდან არ უნდა იყოს გაშვებული. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ვალდებულება, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლაში. მიშელმა ასევე ხაზი გაუსვა საჭირო რეფორმების გაღრმავების აუცილებლობას, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სფეროში, ასევე, დეოლიგარქიზაციის, ანტიკორუფციული ზომების მიღებისა და მედია-პლურალიზმის მიმართულებით, რაც ახლა არსებითად მნიშვნელოვანია. ასევე პრიორიტეტულია დეპოლარიზაცია და ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება. მიშელმა შეაქო საქართველოს პრეზიდენტის პირადი ერთგულება საქართველოს ევროპული პერსპექტივის წინსვლისადმი. ამასთან, მიშელმა განსაკუთრებით დასაფასებელი უწოდა ზურაბიშვილს როლს, რომელიც პირის შეწყალების უფლების გამოყენებაში შეასრულა, რამაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეფასებით, ხელი შეუწყო დეპოლარიზაციას და განსაკუთრებით დასაფასებელია ევროკავშირი-საქართველოს დღის წესრიგზე მისი ძლიერი პოლიტიკური ფოკუსი. პრეზიდენტმა მიშელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს მედეგობის გაძლიერების ერთგული. პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. დღეს, პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე, გამართა.  

საფრანგეთის ელჩი ევროპული მომავლისკენ წინსვლაში პრეზიდენტის როლს მიესალმა

საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეხვედრას ეხმაურება. ელჩი პრეზიდენტს ევროპული მომავლისკენ წინსვლაში მისი როლისთვის აქებს. „ბრავო ქალბატონო პრეზიდენტო. ევროპული მომავლისკენ საქართველოს წინსვლაში თქვენი როლისთვის," წერს საფრანგეთის ელჩი და ზურაბიშვილისა და მიშელის შეხვედრისადმი მიძღვნილ პრესრელიზს აზიარებს, რომელიც ევროკავშირის ვებგვერდზე გუშინ, პირველ სექტემბერს განთავსდა. პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. დღეს, პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე, პირველ სექტემბერს გამართა.  

ევროკომისია განმარტავს, რა შემთხვევაში იქნება მზად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცეს

Europetime-თან ევროკომისია განმარტავს, როდის იქნება მზად, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების რეკომენდაცია გასცეს. ევროკომისიაში უპასუხეს შეკითხვას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც მან ევროკავშირის გაფართოების თარიღი პირველად ახსენა.  „რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისია მზადაა, რეკომენდაცია გაუწიოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მას შემდეგ, რაც შესრულდება კომისიის დასკვნაში განსაზღვრული პრიორიტეტები საქართველოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებით. შემდეგი გაფართოების პაკეტის ნაწილია ის, რომ ევროკომისია წარადგენს პროგრესის შესახებ ანგარიშს, რომელიც სავარაუდოდ, შემოდგომაზე გამოქვეყნდება,“ - განუცხადა Europetime-ს ევროკომისიის პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად. „გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ისინი დაასრულებენ აუცილებელ ნაბიჯებს. ამდენად, გაფართოება არ არის ოცნება, წინსვლის დროა. კიდევ ბევრია გასაკეთებელია,“ - განაცხადა შარლ მიშელმა. მისი განცხადებით, გაფართოების პროცესი „რთული და ზოგჯერ მტკივნეული“ იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. 29 აგვისტოს, ამასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილეს. დანა სპინანტმა განმარტა, რომ ევროკავშირის გაფართოება ევროკომისიისთვის პოლიტიკური პრიორიტეტია. „ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია” და კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ,“ - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ეხმარება კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გატარებაში. ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე.“ ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.  

მიშელი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე: დროა, კონკრეტულად შესრულდეს საჭირო პრიორიტეტები კანდიდატის სტატუსის განსაბლოკად

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დროა, კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ საჭირო პრიორიტეტები შეასრულოს. „მივესალმები ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების შესახებ დღევანდელ განცხადებას. კიდევ ერთხელ გავიმეორე ევროკავშირის ერთგულება საქართველოს წევრობის პერსპექტივისადმი. ახლა დროა, კონკრეტულად შესრულდეს საჭირო პრიორიტეტები კანდიდატის სტატუსის განსაბლოკად," - წერს მიშელი.  

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, საქართველოს ყველა მიმართულებით აქვს პროგრესი, მთავრობამ რეკომენდაციების შესრულებისთვის მაქსიმუმი გააკეთა და პროცესი გრძელდება. შარლ მიშელთან შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე გამოკვეთილი ოთხივე საკითხი, რომელზეც პროგრესის ხილვა სურთ სექტემბრის ბოლომდე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად დარეგულირდება და ამის შესახებ ბრიფინგი მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მოწინავე პოზიციები აქვს, რასაც მოწმობს ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები და ევროინტეგრაციის გზაზე რეფორმების მიმართ საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები მტკიცეა. მისივე თქმით, არსებული გეოპოლიტიკური ვითარების, ასევე დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში სასიამოვნო იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრა. საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა ევროკავშირთან საქართველოს ძალიან კარგი თანამშრომლობა. შეხვედრაზე განვიხილეთ 12 პრიორიტეტის შესრულების გზაზე მიღწეული წინსვლა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ განსაზღვრული მოკლევადიანი ამოცანების შესრულება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დავუდასტურე ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პრიორიტეტისადმი ქვეყნის ერთგულება, ” - აღნიშნავს წერს ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე.  

ჯო ბაიდენი შარლ მიშელსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს ვაშინგტონში, სამიტზე უმასპინძლებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ევროკავშირის ლიდერებს შარლ მიშელს და ურსულა ფონ დერ ლაიენს 20 ოქტომბერს, ვაშინგტონში სამიტზე უმასპინძლებს. AFP-ს ცნობით, ამის შესახებ  ევროპელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა. ევროკავშირი-აშშ-ის ბოლო სამიტი ბრიუსელში, 2021 წლის ივნისში გაიმართა, თუმცა ბაიდენი ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერის შეკრების სტუმარი იყო გასული წლის მარტში. მომავალი შეხვედრის მიზანი ტრანსატლანტიკური პარტნიორობის გაძლიერება იქნება, რათა უკეთ ებრძოლონ ისეთ კრიზისებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება. ამასთან, როგორც მედია წერს, ვაშინგტონი და ბრიუსელი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, ერთიანობის მძლავრ გზავნილს გააგზავნიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით.  

შარლ მიშელი: უკრაინა ევროკავშირის წევრი, შესაძლოა, 2030 წლისთვის გახდეს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ უკრაინა, შეიძლება, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი 2030 წლისთვის გახდეს. ამის შესახებ მიშელმა 3 ოქტომბერს გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ასეთი სცენარი შესაძლებელია „თუ ორივე მხარე შეასრულებს საშინაო დავალებას.“ „უკრაინამ და სხვა კანდიდატებმა უნდა განახორციელონ რეფორმები, ებრძოლონ კორუფციას და შეასრულონ სამართლებრივი წინაპირობები,“ - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირმა გადაწყვეტილების მიღების პროცესები უნდა დააჩქაროს. 2 ოქტომბერს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ისტორიულ შეხვედრაზე შეიკრიბნენ. შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინის გაწევრიანებაზე კონსენსუსს მიაღწია.  

შარლ მიშელი: აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები შეხვედრას ოქტომბრის ბოლოს, ბრიუსელში გამართავენ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები შეთანხმდნენ, მონაწილეობა მიიღონ ოქტომბრის ბოლოს, ბრიუსელის შეხვედრაში. ამის შესახებ მან გრანადაში ევროკავშირის არაფორმალური სამიტის დაწყებამდე განაცხადა. კერძოდ, შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ გადაწყვიტა ორივე ლიდერი ბრიუსელში მიეწვია ოქტომბრის ბოლოს და ორივე ლიდერი დათანხმდა ამ შეხვედრაში მონაწილეობაზე. მან ხაზი გაუსვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით უზარმაზარი სამუშაოს შესრულებას. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ასევე საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა, ემანუელ მაკრონმა და ოლაფ შოლციმა ერთი დღით ადრე გრანადაში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი არ მონაწილეობდა.  

შარლ მიშელი: გაფართოება ნიშნავს, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა რეფორმები უნდა განახორციელონ

ესპანეთის ქალაქ გრანადაში ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრა მიმდინარეობს. მის დაწყებამდ გაკეთდა კომენტარები. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მედიასთან განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოება ნიშნავს, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა განახორციელონ რეფორმები. მათ იციან, რა არის გასაკეთებელი. მიშელის თქმით, ევროკავშირის მხრიდან საჭიროა გაფართოებისთვის მომზადება. „ჩვენი მხრიდან, ევროკავშირის მხრივ კი, ჩვენ გვჭირდება მოვემზადოთ. ბევრი წლის განმავლობაში პირველად ხდება, რომ გვაქვს ასეთი მაღალი დონის დებატები ფუნდამენტურ საკითხებზე. ეს იქნება ევროკავშირის საბჭოს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რადგან ეს არის სტრატეგიულ დღის წესრიგზე დებატების დაწყების საწყისი ეტაპი. უნდა გავარკვიოთ რამდენიმე საკითხი: პირველი, რა გვსურს ერთობლივად მომავალში, რა არის ჩვენი პრიორიტეტები, საერთო პოლიტიკა, გაფართოების პერსპექტივიდან გამომდინარე. მეორე, როგორ ვწყვეტთ საკითხებს ერთად და მესამე, როგორ ვაფინანსებთ ჩვენ პრიორიტეტებსა და ინიციატივებს მომავალში,“ - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.   

მიშელი: ქართველ ხალხს ვეტყვი - განახორციელეთ რეფორმები

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში მედიას განუცხადა, რომ დეკემბერში გაფართოების საკითხი ევროპული საბჭოს დღის წესრიგში დადგება და ლიდერების დონეზე განიხილება, მათ შორის იქნება საქართველოს საკითხიც. მიშელმა საქართველოს მიერ რეფორმების გატარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ერთი სიტყვა საქართველოზე. იცით, რომ ნოემბერში ევროკომისია გაფართოებაზე ანგარიშს გამოაქვეყნებს და დღეს შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ დეკემბერში გაფართოების საკითხს ევროპული საბჭოს დღის წესრიგში დავაყენებთ და [წევრი სახელმწიფოების] ლიდერების დონეზე გაფართოებაზე ყველა საკითხს განვიხილავთ, მათ შორის საქართველოსთვისაც,” - განაცხადა მიშელმა IPN-ის ცნობით. რა გზავნილი ექნება ქართველი ხალხისადმი, მიშელმა ამ შეკითხვასაც უპასუხა. „ამ კითხვას უკვე ვუპასუხე, მაგრამ ქართველ ხალხს ვეტყვი - რეფორმები. განახორციელეთ რეფორმები და დარწმუნდით, რომ თქვენი რეფორმები ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. ეკონომიკური რეფორმები, კორუფციასთან ბრძოლის რეფორმები, სასამართლოს დამოუკიდებლობა - ეს არის პრიორიტეტი,” - განაცხადა მიშელმა.  

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საგანგებო სხდომა მოიწვია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომას მოიწვია. მიშელის თქმით, არაფერი ამართლებს ჰამასის სასტიკ ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ. მისი თქმით, ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს ისრაელის ხალხს. მიშელის შეფასებით, ისრაელს უფლება აქვს, დაიცვას თავი საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით. “მომხდარ ტრაგედიას ბევრი შედეგი მოაქვს ევროპისთვის.“ „მსურს, მოვიწვიოთ ევროპის საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელიც გაიმართება ვიდეოკონფერენციის ფორმატში სამშაბათს, 17 ოქტომბერს, 17:30 საათზე. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროპულმა საბჭომ, ხელშეკრულებებისა და ჩვენი ღირებულებების შესაბამისად, დაადგინოს ჩვენი საერთო პოზიცია და ჩამოაყალიბოს მოქმედების მკაფიო ერთიანი კურსი, რომელიც ასახავს განვითარებული სიტუაციის სირთულეს," - ნათქვამია მიშელის განცხადებაში.  

შარლ მიშელი კიევში ჩადის - Politico

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მომავალი კვირის დასაწყისში კიევს ეწვევა. ამის შესახებ Politico წყაროზე დაყრდნობით წერს. ვიზიტი ევროკავშირის სამიტამდე ხორციელდება, სადაც ევროკავშირის ლიდერები უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების თაობაზე ევროკომისიის რეკომენდაციას განიხილავენ. ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევს ევროკომისიის რეკომენდაციების გასაჯაროებამდე ეწვია და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ევროკავშირის მხარდაჭერას დაჰპირდა. ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა  

მიშელი კიევში: თქვენ იბრძვით ჩვენი საერთო მომავლისთვის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა.   „კარგი შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან. განსაკუთრებით, ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან დღეს - ღირსებისა და თავისუფლების დღეს. დეკემბერში ძლიერი გადაწყვეტილების იმედი გვაქვს. გმადლობთ უკრაინის მხარდაჭერისა და დახმარებისთვის!" - განაცხადა ზელენსკიმ. მიშელი სამშაბათს, 21 ნოემბერს, მოულოდნელი ვიზიტით ეწვია კიევს. ევროკავშირი ემზადება უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად, შესაბამისი რეკომენდაცია ევროკომისიამ 8 ნოემბერს გასცა. გადაწყვეტილება დეკემბერში გახდება ცნობილი. სამშაბათს კიევს გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი და მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ ეწვივნენ.    „მინდა, დავაფიქსირო ევროკავშირის სრული მხარდაჭერა - თქვენ იბრძვით ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის, საერთო მომავლისთვის,“ - აღნიშნა თავის მხრივ, მიშელმა. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე 21 ნოემბერს უკრაინაში ღირსებისა და თავისუფლების დღე აღინიშნება. 2013 წელს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლებამ შეაჩერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის პროცესი. 21 ნოემბერს კიევში, თავისუფლების მოედანზე, დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებიც სხვა ქალაქებშიც გავრცელდა. აქციები 2014 წლის თებერვლის ბოლომდე გაგრძელდა და იანუკოვიჩის რუსეთში გაქცევით დასრულდა. 2013-2014 წლების საპროტესტო გამოსვლებზე ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენებას 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

მიშელი ორბანს უნგრეთში შეხვდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ქვეყნის პრემიერმინისტრ, ვიქტორ ორბანთან შესახვედრად ბუდაპეშტში გაემგზავრა. მიშელმა Twitter-ზე განთავსებულ პოსტში მიუთითა, რომ ევროკავშირის ერთიანობა მუდმივ ძალისხმევას მოითხოვს და ეს ბლოკის მთავარი ძალაა. ორბანის შეფასებით, უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის. ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა  

მიშელი: ევროკავშირი რეფორმების დღის წესრიგის წინსვლისთვის, საქართველოს განგრძობად ძალისხმევას მიესალმება

ევროკავშირი რეფორმების დღის წესრიგის წინსვლისთვის, საქართველოს განგრძობად ძალისხმევას მიესალმება. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს. „კვლავ ძლიერია საქართველოს ერთგულება ევროკავშირის გზაზე და მეც კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ. ევროკავშირი მიესალმება საქართველოს განგრძობად ძალისხმევას რეფორმების დღის წესრიგისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში წინსვლის მისაღწევად, რათა ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელი ნაბიჯები გადაიდგას,“ - წერს შარლ მიშელი. ირაკლი ღარიბაშვილი დუბაიში, შარლ მიშელს შეხვდა  

ირაკლი ღარიბაშვილი დუბაიში, შარლ მიშელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს. „ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე. პრემიერ-მინისტრმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ უკვე განხორციელებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო აგრძელებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების წარმატებით დაწყებულ პროცესს. ხელისუფლებას თითოეულ რეფორმაზე კონკრეტული ხედვა აქვს, გაწერილია შესაბამისი სამოქმედო გეგმა, შესრულების ვადები და ამ პროცესში ხელისუფლება ევროკავშირის წარმომადგენლებთან კოორდინაციაში მუშაობს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროკომისიამ დაადასტურა და ახლა ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს დადებით გადაწყვეტილებას ელის. ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს ევროკავშირის რეკომენდაციების იმპლემენტაციის პროცესში გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის გზაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ორგანიზებული 28-ე კონფერენციის ფარგლებში  კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების თემატიკაზე ნაყოფიერი საუბარი მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წინსვლა. მადლობელი ვარ შარლ მიშელის მხარდაჭერისთვის და მოუთმენლად,  თავდაჯერებით ველი დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებას!” - წერს თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილი X-ზე.  

"კითხვები თეორიულია" - მიშელი არ პასუხობს, შესაძლებელია თუ არა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს პაკეტის დაშლა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რადიო თავისუფლების ბრიუსელის ოფისთან ინტერვიუში არ პასუხობს კითხვას, არსებობს თუ არა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას, პაკეტის განცალკავების შესაძლებლობა. ჟურნალისტმა მას მოლდოვის მაგალითზე დაუსვა შეკითხვა: "მოლდოვამ განაცხადა, რომ უკრაინას არ გამოეყოფა ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანებისთვის. მიუხედავად ამისა, თუკი უნგრეთი და შესაძლოა, ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყანა უკრაინის გაწევრიანების დაბლოკვას გააგრძელებს, განიხილავთ თუ არა სხვა კანდიდატ ქვეყანასთან ერთად მომდევნო ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობას, თუ ორიგინალი პაკეტის შენარჩუნებას ამჯობინებთ?" რაზეც მიშელმა ასე უპასუხა: "თქვენ ძალიან ლეგიტიმურ და ძალიან კარგ კითხვებს სვამთ, მაგრამ დღეს მე ჩემს კოლეგებთან ერთად ვემზადები ევროპული საბჭოს სხდომისთვის და მაგიდაზე დევს [ევროკომისიის] წინადადება, რომელსაც მხარს უჭერს 26 ქვეყანა. ეს არის ევროკავშირის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, დამატებითი ნაბიჯების გადადგმით, რაც მნიშვნელოვანია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის. ეს არის ის, რაც მაგიდაზეა და მე არ ვაპირებ ვუპასუხო კითხვებს, რომლებიც ჯერ კიდევ თეორიულია." ევროკავშირის ლიდერთა სამიტი 14-15 დეკემბერს გაიმართება. მანამდე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილი მისწერა, რომ საბჭოს შეხვედრაზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით." ევროკავშირის გაფართოების დოკუმენტი საქართველოს გარდა, 9 ქვეყანას შეეხება. ესენია: უკრაინა, მოლდოვა, მონტენეგრო, სერბეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო და თურქეთი. ევროკავშირის პოლიტიკის ექსპერტების დიდი ნაწილის შეფასებით, ორბანის ერთ-ერთი მიზანი არის ევროკავშირის დაფინანსების აღდგენა, რომელიც შეჩერებულია წლების განმავლობაში ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაში არსებული დარღვევების გამო. Guardian: ევროკავშირი უნგრეთისთვის გაყინული სახსრების ნაწილს განბლოკავს  

პრემიერი ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს წერილით მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილს უგზავნის. როგორც წერილშია აღნიშნული, კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამატებით იმპულსს მისცემს საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას. „პირადად თქვენ და ევროკომისიას მინდა მოგახსენოთ უშუალოდ ჩემი და ჩემი მთავრობის უღრმესი მადლობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ბოლოდროინდელი რეკომენდაციისთვის. ეს უდავოდ იყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის ძალიან ძლიერი პარტნიორობის და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური მხარდაჭერის შედეგი. საქართველომ გრძელი გზა განვლო იმ ერთა ჯგუფში გასაწევრიანებლად, რომლებიც ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოებად მიიჩნევიან. ევროკავშირის და განსაკუთრებით ევროკომისიის ერთგული და ძლიერი მხარდაჭერის შედეგად, ჩემმა მთავრობამ გააგრძელა ქართველი ხალხის მოლოდინის ასრულება. შორსმიმავალი ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, უსაფრთხოების სფეროში ძლიერი პარტნიორობა, გაძლიერებული სავაჭრო ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში გაფართოებული თანამშრომლობა არის ევროკავშირთან და მის ინსტიტუტებთან ჩვენი მუდმივად მზარდი პარტნიორობის ყველაზე ნათელი მაგალითი. გვახარებს, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ 2023 წელს გამოქვეყნებული ანგარიშით აღიარებულია საქართველოს მთავრობის დაუღალავი ძალისხმევა მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ევროკავშირის წესებთან და სტანდარტებთან პროგრესული შესაბამისობის მიმართებით. უდავოა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას თან ახლავს გრძელვადიანი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. ჩემს მთავრობას მტკიცედ აქვს განზრახული გააგრძელოს და კიდევ უფრო დააჩქაროს აუცილებელი რეფორმების განხორციელება. გიდასტურებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, გავაღრმაოთ თანამშრომლობა ევროკომისიასთან და გადავდგათ ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის. საქართველოს მიერ ნაჩვენები არსებითი წინსვლის, ისევე როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების მიერ გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯების საფუძველზე, მათ შორის - ევროკომისიის 8 ნოემბრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მსურს გამოვხატო მტკიცე რწმენა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს გვერდით დგომას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილებით. გაწევრიანების მოლაპარაკებებისკენ მიმავალ შეუქცევად გზაზე დააყენებს ეს გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის. ეს წყალგამყოფი მომენტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სანდოობისთვის, როგორც გეოსტრატეგიული ინვესტიცია მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის მთელი ევროპის მასშტაბით. მძიმედ დაპირისპირებულ რეგიონში ვაგრძელებთ საქართველოს როლის განმტკიცებას, როგორც რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის, დემოკრატიული განვითარებისა და თანამშრომლობის საყრდენს; ჩვენ ასევე ვართ გადამწყვეტი რგოლი გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე, რომელიც მსოფლიოს სთავაზობს ალტერნატიულ მარშრუტებს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობისთვის და შავ ზღვაზე ტვირთბრუნვისა და ვაჭრობის განვითარებისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი სახელმწიფო, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპის საერთო კეთილდღეობაში. კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამატებით იმპულსს მისცემს საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას. ნება მომეცით მადლიერება გამოვხატო ევროკავშირისადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში შეტანილი ღირებული წვლილისა და მხარდაჭერისთვის. გვჯერა, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ძლიერი ჩართულობა გადამწყვეტი იქნება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მშვიდობიანი რეინტეგრაციის უზრუნველყოფისა და გახლეჩილი საზოგადოების წევრების შერიგების საქმეში. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენი ერი და ჩემი მთავრობა ელის, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სტრატეგიულ და მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ კვირაში, რაც მტკიცედ დააკავშირებს საქართველოს - ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოს - ევროპული დემოკრატიების ოჯახთან. თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს ოცნების რეალობად ქცევისთვის და ჩვენი მუდმივი თანამშრომლობის იმედით, გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის რწმუნება“,- ნათქვამია წერილში. ირაკლი ღარიბაშვილი წერილს ასევე უგზავნის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. პრემიერ-მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს და აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას დამატებით იმპულსს მისცემს. „საქართველოს მიერ ნაჩვენები არსებითი წინსვლის, ისევე როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების მიერ გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯების საფუძველზე, მათ შორის, ევროკომისიის 8 ნოემბრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მსურს გამოვხატო მტკიცე რწმენა მასზედ, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილების მიღებით. ეს გადაწყვეტილება საქართველოს შეუქცევად გზაზე დააყენებს გაწევრიანების მოლაპარაკებებისკენ და საბოლოო ჯამში ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ. ეს წყალგამყოფი მომენტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სანდოობისთვის, როგორც გეოსტრატეგიული ინვესტიცია მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის მთელი ევროპის მასშტაბით. მძიმედ დაპირისპირებულ რეგიონში ვაგრძელებთ საქართველოს როლის განმტკიცებას, როგორც რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის, დემოკრატიული განვითარებისა და თანამშრომლობის საყრდენს; ჩვენ ასევე ვართ გადამწყვეტი რგოლი გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე, რომელიც მსოფლიოს სთავაზობს ალტერნატიულ მარშრუტებს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობისთვის და შავ ზღვაზე ტვირთბრუნვისა და ვაჭრობის განვითარებისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი სახელმწიფო, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპის საერთო კეთილდღეობაში. კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამატებით იმპულსს მისცემს საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას. ნება მომეცით, მადლიერება გამოვხატო ევროკავშირისადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში შეტანილი ღირებული წვლილისა და მხარდაჭერისთვის. გვჯერა, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ძლიერი ჩართულობა გადამწყვეტი იქნება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მშვიდობიანი რეინტეგრაციის უზრუნველყოფისა და გახლეჩილი საზოგადოების წევრების შერიგების საქმეში. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენი ერი და ჩემი მთავრობა ელის, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სტრატეგიულ და მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ კვირაში, რაც მტკიცედ დააკავშირებს საქართველოს - ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოს - ევროპული დემოკრატიების ოჯახთან,“ - წერს ღარიბაშვილი მიშელს.  

ევროკავშირმა უკრაინის დასახმარებლად საბრძოლო მასალის წარმოება უნდა დააჩქაროს - მიშელი

ევროკავშირს სურს, დააჩქაროს საბრძოლო მასალის წარმოება, რათა უკრაინას რუსული აგრესიისგან თავდაცვაში დაეხმაროს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა. ევროკავშირი  2024-2027 წლებისთვის ასევე ამზადებს უკრაინის ფინანსური დახმარების პაკეტს, რომლის ღირებულებაა დაახლოებით 50 მილიარდი ევროა. „არსებობს საერთო პოლიტიკური ნება, რომ გავაუმჯობესოთ ინსტრუმენტი, გავაუმჯობესოთ მექანიზმი, რათა ევროკავშირისა და ორმხრივი დახმარების საშუალებით, მეტი რაკეტა, მეტი საბრძოლო მასალა ვაწარმოოთ," - აღნიშნა მიშელმა. 14-15 დეკემბერს დაგეგმილ სამიტზე, ევროკავშირის თავდაცვის შესაძლებლობებში დამატებითი ინვესტირების გეგმებსაც განიხილავენ.  

მიშელი: ევროპული საბჭოს სხდომა რთული იქნება, მაგრამ მე არ ვნებდები, ბევრს ვიმუშავებთ

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ევროპული საბჭოს სხდომა იქნება რთული, მაგრამ მე არ ვნებდები, ბევრს ვიმუშავებთ, მე ყველა მხარის კოლექტიური პასუხისმგებლობის შეგრძნების იმედი მაქვს, რომ გავხდეთ უფრო ძლიერები, დავიცვათ ფუნდამენტური ინტერესები,“ განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირ-დასავლეთ ბალკანეთის სამიტის დაწყებამდე.  ვროპული საბჭოს პრეზიდენტის შეფასებით, 14-15 დეკემბერს დაგეგმილი სხდომა იქნება კომპლექსური შეხვედრა და მნიშვნელოვანი მომენტი ევროკავშირისთვის. მას უნგრეთის შესახებაც დაუსვეს შეკითხვა. „დღეს შევხვდები ვიქტორ ორბანს. თქვენ იცით, რომ მე ვმუშაობ დღე და ღამე, რომ მივიღოთ დადებითი გადაწყვეტილებები, რადგან დღის წესრიგის საკითხები არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ევროკავშირის პოლიტიკური პროექტის მომავლისთვის. ამიტომ, აუცილებელია ერთიანობის შენარჩუნება, ყველა მგრძობიარე საკითხის და წუხილის გათვალისწინება, მაგრამ ამასთან, უნდა ვიყოთ ერთიანები და გამოვხატოთ მხარდაჭერა უკრაინისადმი, გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები გაფართოების სფეროში. გაფართოება არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. სწრედ ამას ავუხსნით დღეს ჩვენს მეგობრებს დასავლეთ ბალკანეთიდან, მაგრამ გეოპოლიტიკური ვითარება უნდა იყოს გათვალისწინებული. თქვენი იცით ჩემი პირადი შეხედულება. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად გაფართოებისთვის 2030 წლისთვის. ეს არის მკაფიო ამბიცია და ეს მოითხოვს ბევრ ძალისხმევას ორივე მხარეს. ევროკავშირში არსებობს ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც ჩაწერილია შეთანხმებაში. ზოგიერთი გადაწყვეტილებების მისაღებად აუცილებელია ერთსულოვნება. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ შეთანხმებებს, როდესაც ვცემთ პატივს კანონის უზენაესობას. შეიძლება, ვიდებატოთ იმის შესახებ, რომ ერთ დღეს შეიძლება, მოვახდინოთ გადაწყვეტილების მიღების წესის ადაპტაცია. ეს დებატი ჩვენ წამოვიწყეთ ლიდერებთან, მაგრამ ჩემთვის მთავარია, ვიყოთ ევროპის ერთიანობის დამცველები. ეს არის ევროპული საბჭოს როლი. ეს ნიშნავს, რომ როდესაც არის განსხვავებული მოსაზრებები, მნიშვნელოვანია, ყველას ვცეთ პატივი, ვნახოთ, როგორ შეგვიძლია ამ უთანხმოების დაძლევა და ერთიანი პოზიცია. ჩვენ ძლიერები ვართ, როცა ერთიანები ვართ. არ წარმოადგენს საიდუმლოს ის, რომ ეს საბჭოს სხდომა იქნება რთული, მაგრამ მე არ ვნებდები, ბევრს ვიმუშავებთ და მე ყველა მხარის კოლექტიური პასუხისმგებლობის შეგრძნების იმედი მაქვს, რომ ჩვენ უფრო ძლიერები და გავლენიანები გავხდეთ, რომ დავიცვათ ფუნდამენტური ინტერესები ყველგან ევროკავშირში,“ – განაცხადა შარლ მიშელმა მედიის შეკითხვის საპასუხოდ.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მიღწევა კარგია საქართველოს განვითარებისთვისაც - მიშელი

ევროკავშირის საბჭო აგრძელებს ძალისხმევას აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრის ორგანიზებისთვის, განაცხადა საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა. მიშელი ოქტომბერში აპირებდა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისთვის ემასპინძლა ბრიუსელში, თუმცა ალიევმა მოლაპარაკებები გააუქმა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ასევე გამოეთიშა თავის სომეხ კოლეგასთან შეხვედრას, რომელიც 20 ნოემბერს ვაშინგტონში უნდა გამართულიყო. „ჩვენ კვლავ ვმუშაობთ დამატებით ნაბიჯებზე, რათა წავხალისოთ სამშვიდობო ხელშეკრულება, ნორმალიზაციის შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის,“ - აღნიშნა მიშელმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულება კარგია საქართველოსთვისაც. „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საჭიროა სამშვიდობო ხელშეკრულება, რათა მათი ურთიერთობები მოწესრიგდეს. ეს სამშვიდობო შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს დემარკაციის პროცესს, ეს სამშვიდობო შეთანხმება ასევე შეიძლება, გახდეს კარგი საფუძველი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, რეგიონში კომუნიკაციის გაუმჯობესების ინსტრუმენტად გამოვიყენოთ, რაც ასევე კარგია ამ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის,“ - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურთან ინტერვიუში. უთანხმოების შემდეგ, ჯეიმს ო'ბრაიენი ალიევს ბაქოში შეხვდა ევროკავშირის მსგავსად, აშშ-შიც საუბრობენ, რომ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობა საქართველოს კეთილდღეობისთვისაც კარგია. ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს. „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს  - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო,“ განუცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Europetime-ს.

შარლ მიშელი: ახლახან დავურეკე მაია სანდუს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ირაკლი ღარიბაშვილს, რათა მიმელოცა მათთვის ისტორიული ნაბიჯი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ისტორიული გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ლიდერებს ესაუბრა. „ახლახან დავურეკე მოლდოვის პრეზიდნეტ მაია სანდუს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რათა მიმელოცა მათთვის ისტორიული ნაბიჯი, რომელსაც მათი ქვეყნები დგამენ ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით. თქვენი მომავალი ევროკავშირის ოჯახშია,“ – წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია  

შარლ მიშელი: ისტორიული მომენტია, ეს აჩვენებს ევროკავშირის სანდოობასა და სიძლიერეს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის სანდოობისთვის. „ისტორიული მომენტია. ეს აჩვენებს ევროკავშირის სანდოობას, ევროკავშირის სიძლიერეს. გადაწყვეტილებები მიღებულია. ჩვენ გავხსენით მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან, მივეცით სტატუსი საქართველოს. ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით გვსურს მოლაპარაკების დაწყება. ანგარიში გამოქვეყნდება მარტში და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ გვურს, მხარი დავუჭიროთ უკრაინას. ეს არის ძლიერი პოლიტიკური სიგნალი, ძლიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება. დღეს ჩვენ ვფიქრობთ უკრაინელ ხალხზე და მათ გვერდით ვართ,“ – აცხადებს მიშელი. „ბევრი ვიმუშავეთ სამიტის წინ. მნიშვნელოვანია, რომ არცერთი წევრი ქვეყანა არ შეეწინააღმდეგება გადაწყვეტილებას. რთული დებატები მიმდინარეობს, ჩარჩოზე უნდა შევთანხმდეთ. იმედი მაქვს, რომ მომდევნო საათებში შევძლებთ, ვიყოთ ერთიანები ამ საკთხთან დაკავშირებით,“ – აღნიშნა შარლ მიშელმა. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია  

შარლ მიშელი ქართველ ხალხს: ჩემთვის გადაწყვეტილება ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ მომენტად დარჩება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება პირადად მისთვის ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ მომენტად დარჩება. „გუშინ ღამე, მას შემდეგ რაც გადაწყვეტილება მივიღეთ, ძალიან მალე სატელეფონო საუბრები გავმართე პრეზიდენტ ზელენსკისთან, პრეზიდენტ სანდუსთან, პრეზიდენტ ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან. პირადად ჩემთვის ეს, სავარაუდოდ, ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ მომენტად დარჩება, ვინაიდან, იმ მომენტში მაგიდასთან ჩემს კოლეგებს ვეუბნებოდი, რომ ეს გავაკეთეთ, გადავდგით ეს ნაბიჯი, პერსპექტივას ვხსნით, რაც ფუნდამენტური რამეა, ვინაიდან, ეს ევროკავშირის სახეს მომავალ წლებში, მომავალ ათწლეულებში შეცვლის, მაგრამ ეს ასევე, ამ ქვეყნებსაც შეცვლის. ამიტომ [ქართველი ხალხისადმი] პირველი მესიჯია - გილოცავთ, გვიხარია, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ... და მეორე მესიჯი: მოდით, სწრაფად ვიმუშაოთ, ყველამ ერთად, გადადგით საჭირო ნაბიჯები და გაატარეთ საჭირო რეფორმები,” - განაცხადა მიშელმა. რას ცვლის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის  

მიშელი: გაფართოება არის ინვესტიცია მშვიდობაში, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ბლოკისთვის გაფართოება მშვიდობაში, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში ინვესტიციას ნიშნავს. ბრიუსელში, საბჭოს ორდღიანი სამიტის დასკვნით პრესკონფერენციაზე მიშელმა აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინაში ღრმად გარდაქმნა ევროკავშირი. „ჩვენ გადავწყვიტეთ დავიწყოთ მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან და მივცეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს. ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ მოლაპარაკებების გახსნა ბოსნია და ჰერცეგოვინასთან. ეს მკაფიო არჩევანია, რადგან ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ გაფართოება არის ინვესტიცია მშვიდობაში, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში. ეს არის ძალიან ძლიერი პოლიტიკური გზავნილი, რომელიც ჩვენ გავუგზავნეთ ჩვენს ევროპელ მოქალაქეებს, კანდიდატი ქვეყნების მოქალაქეებსა და დასავლეთს," - განაცხადა შარლ მიშელმა. რას ცვლის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის  

შარლ მიშელი: უკრაინაზე თავდასხმები რუსეთის ნამდვილ ზრახვებს აჩვენებს მათ, ვისაც სჯერა, რომ მოსკოვს სამშვიდობო მოლაპარაკებები აინტერესებს

უკრაინაზე თავდასხმები მოსკოვის ნამდვილ ზრახვებს აჩვენებს მათ, ვისაც სჯერა, რომ მოსკოვი სამშვიდობო მოლაპარაკებებითაა დაინტერესებული. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი Twitter-ზე წერს. „ნებისმიერს, ვისაც სჯერა ჭორების, რომ რუსეთი გულწრფელადაა სამშვიდობო მოლაპარაკებებით დაინტერესებული, უკრაინისკენ ბოლო 24 საათში გაშვებული დრონების რეკორდული რაოდენობა მოსკოვის ნამდვილ ზრახვებს აჩვენებს. თავდასხმები კიდევ უფრო ცინიკურია იმისდა გათვალისწინებით, რომ მათი ინტენსიურობა საახალწლო დღესასწაულებს ემთხვევა. უკრაინის სული ვერ გატყდება. ევროკავშირი უკრაინასთან ერთად დგას,” - წერს მიშელი. უკრაინის პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთმა 31 დეკემბრიდან დღემდე 170-მდე დრონი და ათობით სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა კი,  სამოქალაქო ობიექტებისკენ იყო მიმართული.  

შარლ მიშელი ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი თანამდებობას ვადამდე დატოვებს, თუ მას ივნისის კენჭისყრის დროს ევროპარლამენტის წევრად აირჩევენ. ამის შესახებ მან რამდენიმე ბელგიურ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა. „მე გადავწყვიტე, 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა მივიღო,“ - განუცხადა მიშელმა მედიას. გავრცელებული ინფორმაციით, მან გადაწყვიტა, შეუერთდეს ბელგიურ ლიბერალურ პარტიას - Reformation Movement (Mouvement Réformateur). „თუ ამირჩევენ, ერთგულების ფიცს დავდებ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ვიქნები ივლისის შუა რიცხვებამდე, ევროპარლამენტის წევრის ფიცის დადებამდე,“ - აღნიშნა მიშელმა. მიშელს პრეზიდენტის უფლებამოსილება დეკემბერში ეწურება, მაგრამ ის ორ პოზიციაზე ერთდროულად ვერ იმუშავებს. ევროპული საბჭოს ახალი პრეზიდენტის არჩევაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები არჩევნების შემდგომ სამიტზე უნდა შეთანხმდნენ.  

მიშელი ვადაზე ადრე მის გადადგომაში პრობლემას ვერ ხედავს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ვადამდე ადრე გადადგომასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ევროკავშირს საკმარისი დრო და ვარიანტები აქვს მისი შემცვლელის ასარჩევად და „ვიქტორ ორბანის თავიდან ასარიდებლად.“ „მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი შემცვლელის შესახებ გადაწყვეტილება ივნისში უნდა მიღებულიყო, პარლამენტის გადაწყვეტილება კი, ივლისში იქნება. ამიტომ საბჭოსთვის მარტივია გადაწყვეტილების მიღება, პროგნოზირება, რომ ჩემი შემცვლელი დაიკავებს თანამდებობას,“ – განაცხადა შარლ მიშელმა. შარლ მიშელი ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობას მიმდინარე წლის ივლისიდან დეკემბრამდე, როტაციული სისტემის გამო, უნგრეთი შეითავსებს. იმ შემთხვევაში, თუ საბჭო შარლ მიშელის შემცვლელს ვერ აირჩევს, სხდომებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უხელმძღვანელებს. ის უკრაინის დახმარებას მკაცრად ეწინააღმდეგება. ორბანმა კიევისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარება დაბლოკა. ოქტომბერში ორბანი პირველად შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მას შემდეგ, რაც რუსეთი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა.  

შარლ მიშელი აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგომას აღარ აპირებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგომას აღარ აპირებს. შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისმა გადაწყვეტილებამ გადადგომაზე ბევრი სპეკულაცია და უკმაყოფილება გამოიწვია და ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მისივე თქმით, მთელ ძალისხმევას ამჟამინდელი მოვალეობის შესასრულებლად მიმართავს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამომავლო გეგმების განხილვას მანდატის დასრულების შემდეგ განიხილავს. მიშელის მოსალოდნელი გადადგომისა და ევროპარლამენტის მომავალ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ იანვრის დასაწყისში გახდა ცნობილი, რის შემდეგაც მედია წერდა, რომ თანამდებობიდან ვადაზე ადრე წასვლის გამო, გაჩნდა შანსი, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობა დროებით ვიქტორ ორბანს დაეკავებინა, რადგან საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ივლისში სწორედ უნგრეთი ხდება.  

ლაიენი: უკრაინაში სასტიკის შეჭრის მეორე წლისთავის წინ, პუტინმა ძლიერი სიგნალი მიიღო

ევროკავშირი განიხილავს უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტს, რომელიც დღეს დამტკიცდა, როგორც მოქნილ ინსტრუმენტს, რომელიც შეიძლება, გამოყენებული იყოს საუკეთესო დროში და ყველაზე შესაფერისი პროპორციებით უკრაინის ინტერესებისთვის. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა გააკეთა. მან დასძინა, რომ დღევანდელ გადაწყვეტილებას ასევე შეუძლია დადებითი როლი ითამაშოს აშშ-ის კონგრესის უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით. „დღეს მართლაც ძალიან განსაკუთრებული დღეა. ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპის ურყევი ვალდებულება, დადგეს უკრაინის გვერდით. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ უკრაინა იბრძვის ჩვენთვის. ამიტომ ჩვენ მათ [უკრაინელებს] მხარს დავუჭერთ საჭირო დაფინანსებით და მივაწვდით მათ საჭირო დახმარებას, რომელსაც იმსახურებენ. მე ვფიქრობ, რომ ეს 50 მილიარდი ევრო ოთხი წლის განმავლობაში ასევე ძალიან ძლიერ მესიჯს უგზავნის პუტინს, მისი სასტიკი შეჭრის [უკრაინაში] მეორე წლისთავის წინ,“ - აღნიშნა ლაიენმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს. „ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინამ უნდა გააგრძელოს ფართო მხარდაჭერის მიღება პარტნიორებისგან. ჩვენ ერთად დავდგებით უკრაინის გვერდით, ვიდრე საჭირო იქნება,“ აღნიშნა ლაიენმა.  

„რუსეთის ხელისუფლება აღიარებს, რომ მათ ნავალნი ციხეში მოკლეს“ - გამოხმაურებები

ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩსის თქმით, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი კრემლმა მოკლა და ეს ფაქტია. ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა. „რასაც არ უნდა ფიქრობდეთ ალექსეი ნავალნიზე, როგორც პოლიტიკოსზე, ის სასტიკად მოკლა კრემლმა. ეს ფაქტია და ეს არის ის, რაც უნდა ვიცოდეთ რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმის რეალური ბუნების შესახებ. ჩემი სამძიმარი მის ოჯახსა და მეგობრებს," - განაცხადა რინკევიჩსმა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ნავალნის გარდაცვალებას გამოეხმაურა. „ეს საშინელი სიახლეა. როგორც რუსეთის დემოკრატიის შეუპოვარმა დამცველმა, ალექსეი ნავალნიმ მისი სიცოცხლის მანძილზე წარმოუდგენელი შეუპოვრობა აჩვენა," - დაწერა რიში სუნაკმა.  „ალექსეი ნავალნი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძოდა. თავისი იდეალებისთვის მან უდიდესი მსხვერპლი გაიღო. ევროკავშირი ამ ტრაგიკულ სიკვდილზე მთელ პასუხისმგებლობას რუსეთის რეჟიმს აკისრებს. გამოვხატავ ჩემს ღრმა მწუხარებას და ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და ყველას დედამიწის გარშემო, ვინც ყველაზე ბნელ ვითარებაში იბრძვის დემოკრატიისთვის. მებრძოლები კვდებიან, თუმცა თავისუფლებისთვის ბრძოლა არასდროს მთავრდება,“ წერს თავის მხრივ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ამასთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა რუსი ოპოზიცონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას ეხმაურება. როგორც მეცოლა სოციალურ ქსელში წერს, მისი ფიქრები ნავალნის მეუღლესთან და რუსეთის მოსახლეობასთან არის, ვისთვისაც ეს უდიდესი ტრაგედიაა. „ეს საშინელი ამბავია. როგორც რუსული დემოკრატიის ყველაზე ძლიერმა დამცველმა, ალექსეი ნავალნიმ წარმოუდგენელი გამბედაობა გამოიჩინა მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე. ჩემი ფიქრები მის მეუღლესთან და რუსეთის მოსახლეობასთან არის, ვისთვისაც ეს უდიდესი ტრაგედიაა,“ – წერს მეცოლა. „ჩვენ უნდა დავადგინოთ ყველა ფაქტი და რუსეთმა უნდა უპასუხოს ყველა სერიოზულ კითხვას მისი გარდაცვალების გარემოებების შესახებ,“ - ასე ეხმაურება NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას. მისი თქმით, ნავალნის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო ღრმად დამწუხრებული და აღელვებულია. ვოლოდიმირ ზელენსკი: ახლახან ცნობილი გახდა, რომ ალექსეი ნავალნი რუსეთის ციხეში გარდაიცვალა. როგორც ჩანს, ის მოკლა პუტინმა, ისევე როგორც ათასობით სხვა, ვინც ამ ერთი არსების გამო აწამეს. პუტინისთვის სულ ერთია, ვინ მოკვდება, მთავარია, თავისი პოზიცია შეინარჩუნოს. ამიტომაც არ უნდა დავზოგოთ არაფერი. პუტინმა უნდა წააგოს, უნდა დაკარგოს ყველაფერი და აგოს პასუხი იმისთვის, რაც გააკეთა. ჯოზეფ ბორელი: შოკირებული ვარ მედიის ცნობებით ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ძალიან მამაცი ადამიანის, რომელმაც თავისი სიცოცხლე დაუთმო რუსეთის ღირსების გადარჩენას, დემოკრატებისთვისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის იმედის მიცემას. მაშინ, როდესაც შემდგომ ინფორმაციას ველით, მოდით, მკაფიო ვიყოთ: ამისთვის პასუხისმგებელი მხოლოდ პუტინია. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის თანაშემწის, ლეონიდ ვოლკოვის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება გავრცელებული განცხადებით აღიარებს, რომ ნავალნი ციხეში მოკლეს. ის ამბობს, რომ რუსეთის სახელმწიფო წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურება თავიანთი წყაროებით ჯერ არ მიუღიათ. „რუსეთის ხელისუფლება აქვეყნებს აღიარებას, რომ მათ ალექსეი ნავალნი ციხეში მოკლეს. ჩვენ ამის დასადასტურებლად ან იმის დასამტკიცებლად, რომ ეს სიმართლეს შეესაბამება, რაიმე საშუალება არ გვაქვს,“ - წერს ლეონიდ ვოლკოვი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ნავალნის ადვოკატი იამალის ნახევარკუნძულისკენ გზაშია. სოფელი ხარპი, სადაც კოლონია მდებარეობს, დასავლეთ ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილშია. კოლონიაში, რომელშიც ნავალნი იმყოფებოდა, თავის დროზე სასჯელს იხდიდნენ "იუკოსის" თანამფლობელი პლატონ ლებედევი და უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.

ირაკლი კობახიძე შარლ მიშელსა და ოლივერ ვარჰეის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან გამართა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მხარეებმა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი და ამ გზაზე საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს. „შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ მისი პირველი ვიზიტი ბრიუსელში საქართველოს მთავრობის მხრიდან ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის პრიორიტეტულობის დემონსტრირებაა. მთავრობის მეთაურმა შარლ მიშელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად ჩართულობასა და მხარდაჭერას აფასებს. თავის მხრივ, შარლ მიშელმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მთავრობის მეთაურმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიულ მნიშვნელობას. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უპრეცედენტო იმპულსი შექმნა და საქართველოს ხელისუფლება შემდგომი პროგრესის მისაღწევად აქტიურ მუშაობას აგრძელებს. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის ინსტიტუტების შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ გაწევრიანების შემდეგ ეტაპებზე ევროკავშირის მხარდაჭერა ურყევი იქნება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო რეფორმების პროცესის წინსვლისთვის აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირის ინსტიტუტებთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ საქართველომ კონკრეტული სამოქმედო გეგმა შეიმუშავა ანგარიშში განსაზღვრული რეკომენდაციების შესასრულებლად, რომლის განხორციელებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობამ უკვე გაუგზავნა მოწვევა OSCE-ODIHR-ის არჩევნების სადამკვირვებლო მისიას და ხელისუფლება უზრუნველყოფს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის კიდევ უფრო აქტიურად ჩართულობის საჭიროება აღნიშნა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე. ირაკლი კობახიძემ და შარლ მიშელმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.“ დღესვე, პრემიერი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის შეხვდა. ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე იმსჯელეს.   „ყურადღება გამახვილდა გაფართოების ანგარიშში მოყვანილ რეკომენდაციებზე. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო აგრძელებს ევროკავშირის ინსტიტუტებთან მჭიდრო კოორდინაციასა და თანამშრომლობას ევროკომისიის  ანგარიშში განსაზღვრული რეკომენდაციების შესასრულებლად. პრემიერ-მინისტრმა ამ მიმართულებით ხელისუფლების მიერ  გაწეული ძალისხმევის შესახებ ისაუბრა და  ევროკომისარს მიმდინარე ღონისძიებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ირაკლი კობახიძის თქმით, გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ,  საქართველომ კონკრეტული სამოქმედო გეგმა შეიმუშავა ანგარიშში განსაზღვრული რეკომენდაციების შესასრულებლად, რომლის განხორციელებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სხვადასხვა მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობაზე. ყურადღება გამახვილდა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე. მხარეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ირაკლი კობახიხემ ოლივერ ვარჰეის ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესში მისი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიშელი: საქართველოს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვს საქმის შემდეგ ეტაპზე, დარჩენილი რეფორმების შესრულება ახლა საკვანძოა

„საქართველოს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვს საქმის შემდეგ ეტაპზე, რაც დარჩენილი რეფორმების განხორციელებას გულისხმობს და ამ მომენტისთვის უმნიშვნელოვანესია,“ - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ პლატფორმა Twitter-ზე წერს.  „საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ, ევროპულ გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული წინსვლა მივულოცე ბატონ ირაკლი კობახიძეს. საქართველოს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა გააჩნია საქმის შემდეგ ეტაპზე, რაც დარჩენილი რეფორმების განხორციელებას გულისხმობს და ამ მომენტისთვის მთავარია,“ - აღნიშნავს შარლ მიშელი. ირაკლი კობახიძე შარლ მიშელსა და ოლივერ ვარჰეის შეხვდა  

„რუსეთის ლაჩრული ტაქტიკის კიდევ ერთი ნიშანი“ - მიშელი ოდესაში ზელენსკის და საბერძნეთის პრემიერის ვიზიტის დროს თავდასხმაზე

ოდესაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის ვიზიტის დროს დარტყმა, რუსეთის ლაჩრული ტაქტიკის კიდევ ერთი ნიშანია. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ პლატფორმა Twitter-ზე წერს. მიშელმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ქმედება კრემლის სტანდარტებითაც კი მდაბიო საქციელია. „უკრაინისა და მისი მამაცი ხალხისადმი ევროკავშირის სრული მხარდაჭერა არ შეირყევა,” - წერს მიშელი. ოდესაში ზელენსკის და საბერძნეთის პრემიერის ვიზიტის დროს, რუსეთმა თავდასხმა მოაწყო - უკრაინა  

მიშელი: თუ გვინდა მშვიდობა, უნდა მოვემზადოთ ომისთვის

„თუ ევროპას სურს მშვიდობიანად არსებობა, ის უნდა გადავიდეს „ომის ეკონომიკის“ რეჟიმში და მნიშვნელოვნად გააძლიეროს თავდაცვის შესაძლებლობები რუსეთისგან მომდინარე საფრთხის წინაშე,“ განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 18 მარტს. რამდენიმე ევროპულ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში, მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე, რადგან ისინი ებრძვიან უსაფრთხოების უდიდეს გამოწვევას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. „თუ ჩვენ სწორად არ ვუპასუხებთ გამოწვევებს და არ მივცემთ უკრაინას საკმარის მხარდაჭერას რუსეთის შესაჩერებლად, ჩვენ ვიქნებით შემდეგნი. ამიტომ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ თავდაცვისთვის და გადავიდეთ „ომის ეკონომიკის“ რეჟიმში,“ - წერს მიშელი. მისი შეფასებით, „რუსეთი სერიოზული სამხედრო საფრთხეა ევროპის კონტინენტისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის.“ "თუ ჩვენ გვინდა მშვიდობა, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ომისთვის,“ წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაძლიერებთ თავდაცვისუნარიანობას, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა მიიღებს იმას, რაც მას სჭირდება ბრძოლის ველზე,“ აღნიშნა შარლ მიშელმა და ხაზი გაუსვა, რომ „უკრაინელ ჯარისკაცებს სასწრაფოდ სჭირდებათ ტყვიები, რაკეტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები ცის გასაკონტროლებლად. „ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ევროპული ბიუჯეტი უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად და გამოვიყენოთ რუსეთის იმობილიზებული აქტივებიდან მიღებული მოგება უკრაინისთვის იარაღის შესაძენად,“ წერს მიშელი.  

შარლ მიშელი: ეს კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირთან კი არ დააახლოებს, არამედ, დააშორებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებასთან თანხვედრაში არ არის და საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს. „ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და ამის საპასუხოდ, ევროპულმა საბჭომ საქართველოს გასული წლის დეკემბერში მიანიჭა კანდიდატის სტატუსი. ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს ევროპულ მისწრაფებას, გაწევრიანების ტრაექტორიას და ის საქართველოს ევროპასთან კი არ დააახლოებს, არამედ, დააშორებს,“ – წერს მიშელი სოციალურ პლატფორმა X-ზე. "არა რუსულ კანონს" - პარლამენტში ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს პირველი მოსმენით, აქცის ფონზე განიხილავენ  

პრეზიდეტმა მიშელს და მაკრონს სთხოვა, საქართველოში მიმდინარე პროცესები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მიმართავს. ინფორმაციას რიგ ქართულ მედიასაშუალებებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უდასტურებს. კერძოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დღეს განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებასთან თანხვედრაში არ არის და საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს. დღესვე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხელისუფლების ქმედება „დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგიაა.“  

შარლ მიშელი: მინდა, ნათლად განვაცხადო: ეს კანონპროექტი არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, იმედგაცრუებული ვართ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ამჯერად Euronews-თან საუბარში გამოეხმაურა საქართველოს მმართველი პარტიის მიერ წამოჭრილი სადავო კანონპროექტის კენჭისყრის პროცესს.    „მინდა, ნათლად განვაცხადო: ეს კანონპროექტი არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან. პირიქით. იმედგაცრუებული ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო," განუცხადა Euronews-ს შარლ მიშელმა.  როდესაც ჰკითხეს, შეიძლება თუ არა გაწევრიანების პროცესის გაყინვა საკამათო კანონის მიღების შემდეგ, Euronews-ი წერს, რომ მიშელი ასე შორს არ წასულა, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ნებისმიერი მოვლენა, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის სტანდარტებს, „იმოქმედებს“ იმაზე, თუ როგორ აფასებს ბრიუსელი განმცხადებლის შანსებს.“ გაფართოების პროცესი არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი და იდეაა კანდიდატი ქვეყნებისთვის, მათთვის, ვისაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება. იდეა ისაა, რომ ისინი პატივს სცემენ ფუნდამენტურ საერთო პრინციპებსა და ღირებულებებს“, - განაცხადა მიშელმა ინტერვიუში და განმარტა, რომ თუ კენჭს უყრიან ისეთ კანონპროექტებს, რომლებიც არ შეესაბამება ამ პრინციპებსა და ღირებულებებს, ეს გავლენას მოახდენს პროცესზე.“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 16 აპრილს განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებასთან თანხვედრაში არ არის და საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს. 17 აპრილს პარლამენტმა ხსენებული კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეგახსენებთ, მეოთხე ღამე იყო გუშინ, რაც პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი პროტესტი იმართება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები

შეიძლება თუ არა გაწევრიანების პროცესის გაყინვა საკამათო კანონის გამო - მიშელის პასუხი

კითხვას, შეიძლება თუ არა გაწევრიანების პროცესის გაყინვა საკამათო კანონის მიღების შემდეგ, Euronews-ი წერს, რომ შარლ მიშელი ასე შორს არ წასულა, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ნებისმიერი მოვლენა, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის სტანდარტებს, „იმოქმედებს“ იმაზე, თუ როგორ აფასებს ბრიუსელი განმცხადებლის შანსებს.“ „გაფართოების პროცესი არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი და იდეაა კანდიდატი ქვეყნებისთვის, მათთვის, ვისაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება. იდეა ისაა, რომ ისინი პატივს სცემენ ფუნდამენტურ საერთო პრინციპებსა და ღირებულებებს,“ - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და განმარტა, რომ თუ კენჭს უყრიან ისეთ კანონპროექტებს, რომლებიც არ შეესაბამება ამ პრინციპებსა და ღირებულებებს, ეს გავლენას მოახდენს პროცესზე.“ შარლ მიშელი: მინდა, ნათლად განვაცხადო: ეს კანონპროექტი არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, იმედგაცრუებული ვართ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა 16 აპრილს განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებასთან თანხვედრაში არ არის და საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს. პარლამენტმა ხსენებული კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეგახსენებთ, მეოთხე ღამე იყო გუშინ, რაც პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი პროტესტი იმართება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები

მიშელი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შემდეგ: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, ხელიდან არ გაუშვათ ეს ისტორიული შანსი

პრეზიდენტის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. სატელეფონო საუბრის შესახებ ის სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე ბოლო მოვლენები და კიდევ ერთხელ აღვნიშნე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ყველა ქართველისადმი, რომელიც პირველ ადგილზე აყენებს თავისი ქვეყნის ევროპულ მომავალს,“ წერს მიშელი. ის აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების მოწოდება ღია, დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისთვის, გაგონილი უნდა იყოს. „ცოცხალი დებატები ქვაკუთხედია და გულწრფელი დიალოგია ახლა საჭირო. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ხელიდან არ გაუშვათ ეს ისტორიული შანსი,“ - წერს შარლ მიშელი. საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით ოთხშაბათს, 2 მაისს, დაამტკიცა. თბილისში ხალხმრავალი პროტესტი გრძელდება. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.   

კობახიძე მიშელს: გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება არის აუცილებელი პირობა ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებისთვის

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებზე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. როგორც ის აღნიშნავს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან საუბრისას ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები 2020-2023 წლებში საქართველოში რევოლუციის მოწყობის ორ მცდელობაში იყვნენ აქტიურად ჩართული. „გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ არაერთი შეთავაზების მიუხედავად, პარტნიორები თავს არიდებენ საგნობრივ დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის თაობაზე. გარდა ამისა, აღვნიშნე, რომ დღემდე ვერ მოვისმინეთ ვერცერთი არგუმენტი აღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგ, რომლის ერთადერთი მიზანი ქართული საზოგადოების მიმართ შესაბამისი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ყურადღება გავამახვილე იმ გარემოებაზეც, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები 2020-2023 წლებში საქართველოში რევოლუციის მოწყობის ორ მცდელობაში იყვნენ აქტიურად ჩართული. ამასთან დაკავშირებით, აღვნიშნე, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება არის აუცილებელი პირობა ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებისთვის - ე.წ. დეპოლარიზაციის უზრუნველყოფისთვის,” - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე. მიშელი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შემდეგ: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, ხელიდან არ გაუშვათ ეს ისტორიული შანსი საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით ოთხშაბათს, 2 მაისს, დაამტკიცა. თბილისში ხალხმრავალი პროტესტი გრძელდება. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.   

შარლ მიშელი: საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის ჩემი გზავნილი ნათელია - ევროკავშირი სრულიად უჭერს მხარს თქვენს სურვილს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ევროპის დღესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოსა და ქართველი ხალხის სურვილს. „ევროპის დღეს საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის ჩემი გზავნილი ნათელია - ევროკავშირი სრულიად უჭერს მხარს თქვენს სურვილს დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოებისთვის, რომელიც კანონის უზენაესობას ეყრდნობა. ეს არის ევროკავშირისა და საერთო მომავლისკენ გზა. ეს არის გზა, რომელზეც ევროკავშირი მხარს დაუჭერს თქვენს ქვეყანას,“ წერს მიშელი სოციალურ პლატფორმა X-ზე. ელჩი: ევროკავშირი აუცილებლად გაფართოვდება - საქართველოსთან ერთად თუ საქართველოს გარეშე, ეს დამოკიდებულია მხოლოდ თქვენზე, საქართველოს მოსახლეობაზე  

შარლ მიშელი: იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება

„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება ნათელს მოჰფენს თავის განზრახვებს, მაგრამ თუ მათ ევროკავშირთან მიახლოება სურთ, თუ ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს და დემოკრატიის პრინციპებს,“ ეს განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე გააკეთა. „გულწრფელად რომ ვთქვა, მე, პირადად, იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება. რატომ? იმიტომ, რომ რამდენიმე წლის წინ მქონდა საშუალება შემესრულებინა როლი და დავხმარებოდი პოლიტიკური სისტემის განბლოკვაში, ეს ერთი. მეორე, რამდენიმე თვის წინ, ევროპულ საბჭოში არ იყო 27 წევრი სახელმწიფოს უმრავლესობის მხარდაჭერა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, მაგრამ ერთობლივად, რამდენიმე ევროპელი ლიდერი დავრწმუნდით, რომ ბევრი მიზეზის გამო ეს სწორი არჩევანი იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლებასთან, რომ დაგვერწმუნებინა რამდენიმე რეფორმის გატარებაში, რომლებიც აბსოლუტურად საჭირო იყო და ჩვენ მათ მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი. რამდენიმე კვირაში ვხედავთ ამ კანონმდებლობის მიღების მცდელობებს. ვნახოთ, რას იზამს პრეზიდენტი, მან თქვა, რომ ვეტოს უფლება აქვს,“ - აღნიშნა მიშელმა. ევროპული საბჭოს პრეზიენს იმედი აქვს, რომ დაარწმუნებენ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულონ პირობები, რომლებიც საჭიროა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. „ვაკვირდებით გარკვეულ რიტორიკას, რომელიც არ არის პოზიტიური რიტორიკა, ასე ვიტყოდი. საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტში ვიმყოფებით. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება ნათელს მოჰფენს თავის განზრახვებს, მაგრამ თუ მათ ევროკავშირთან მიახლოება სურთ, თუ ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს და დემოკრატიის პრინციპებს და ჩვენ ამას ნათლად ვაცხადებთ. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ წარმატებას მივაღწევთ, დავარწმუნოთ ისინი, შეასრულონ პირობები, რომლებიც საჭიროა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის,“ - აღნიშნა მიშელმა.  

ლაიენი და მიშელი საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების უარყოფით შედეგებზე მიუთითებენ

საქართველოს საკითხს ევროპული საბჭოს შემდეგ სხდომაზე განიხილავენ. შესაბამისი განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გააკეთა. შარლ მიშელის თქმით, კანონის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს ევროკავშირის გზისგან კიდევ უფრო აშორებს. ევროპულმა საბჭომ დეკემბერში გადაწყვიტა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო შესაბამის ნაბიჯებს გადადგამდა და აუცილებელ დემოკრატიულ რეფორმებს გაატარებდა. პარლამენტში „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას კიდევ უფრო აშორებს. საქართველოს მოსახლეობამ მკაფიოდ აირჩია მომავალი ევროკავშირში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათ სწრაფვას მხარი დავუჭიროთ. ამიტომ, საქართველოს საკითხს დავამატებ ევროპული საბჭოს მომდევნო სხდომის დღის წესრიგში,“ წერს მიშელი სოციალურ პლატფორმა X-ზე. თავის მხრივ, ევროკომისიის პრეზიდენტმა დადასტურა მანამდე გავრცელებული განცხადების შინაარსი, რომ რეაგირებისთვის ყველა ვარიანტი განიხილება. „საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს. მაგრამ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს და მოვუწოდებთ მთავრობას, კვლავ დაუბრუნდეს ევროკავშირის მისწრაფებებისადმი მხარდაჭერას,“ წერს ურსულა ფინ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“ 24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა. 24 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებდა, რომ „თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაიძლეოდა, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნებოდა.“ 27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა. 28 მაისს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი მიღებულია. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)  

მიშელი: საქართველო და მოლდოვა თავიანთი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგანან

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერები ევროპული საბჭოს ხვალ დაგეგმილ სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსა და მოლდოვაზეც ისაუბრებენ. „ევროპული საბჭო განიხილავს ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხს, მათ შორის მოლდოვასა და საქართველოში არსებულ ვითარებას. ორივე ქვეყანა თავიანთი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგას,“ - წერია შარლ მიშელის მოსაწვევ წერილში, რომელიც მან ევროპული საბჭოს წევრებს გაუგზავნა. ხვალინდელი შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის საკითხი იქნება და ევროკავშირის ლიდერები მოისმენენ პრეზიდენტ ზელენსკისგან მის მიერ შეთავაზებულ „გამარჯვების გეგმას“ და შემდგომ ნაბიჯებს შეიმუშავებენ. შარლ მიშელის ინფორმაციით, ევროპელი ლიდერები ასევე ყურადღებას გაამახვილებენ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე, მიგრაციის საკითხსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.   შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება. 15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“ გაყინა, თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები გააუქმა და კიბერუსაფრთხოების პროგრამა შეაჩერა.