თეგი: ნორვეგია
შვედეთი კოვიდშეზღუდვებს ხსნის
შვედეთში, ბარები და რესტორნები საღამოს 23:00 საათზე აღარ დაიხურება და შეკრების წესები შემსუბუქდება. საჯარო ადგილებში ვაქცინაციის საშვის წარდგენის ვალდებულება მოიხსნა. დატვირთულ პერიოდში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბის ტარება აუცილებელი აღარ იქნება. „პანდემია არ დასრულებულა, მაგრამ ჩვენ შევდივართ სრულიად ახალ ფაზაში… რამდენიმე კვლევა აჩვენებს, რომ „ომიკრონი“ იწვევს ნაკლებად მძიმე დაავადებას”, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა. შვედეთში 83%-ზე მეტi ვაქცინის ორივე დოზით აიცრა. გასულ კვირაში, დანია გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც თითქმის ყველა კოვიდრეგულაცია გააუქმა. ნორვეგიის პრემიერმა კი განაცხადა, რომ საზოგადოება ვირუსთან თანაცხოვრებას უნდა შეეგუოს. ამავე თემაზე: მეცნიერთა გაფრთხილების მიუხედავად, შვედეთი პანდემიას დასრულებულად აცხადებს
ნორვეგიაში COVID19-თან დაკავშირებით დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა დღეიდან უქმდება
ნორვეგიაში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა დღეიდან უქმდება, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორმა განაცხადა. „კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ თითქმის ყველა ზომას ვაუქმებთ. კორონავირუსის პანდემია აღარ წარმოადგენს მთავარ საფრთხეს ჩვენი უმეტესობის ჯანმრთელობისთვის. „ომიკრონის“ შტამი ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს და ჩვენ კარგად ვართ დაცული ვაქცინებით,“- აღნიშნა ნორვეგიის პრემიერმა. ამასთან, ნორვეგიელები აღარ იქნებიან ვალდებულები, ერთმანეთისგან მინიმუმ ერთი მეტრის დისტანცია დაიცვან ან ხალხმრავალ გარემოში პირბადეები ატარონ.
ნორვეგიული ენერგეტიკული გიგანტი Equinor რუსეთს დატოვებს
ნორვეგიული ნავთობისა და გაზის კომპანია Equinor შეაჩერებს ყველა ახალ ინვესტიციას რუსეთში და დაიწყებს ქვეყნიდან გასვლის პროცესს, ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი. „ჩვენ ყველანი ღრმად შეწუხებულები ვართ უკრაინაში შეჭრით, რომელიც წარმოადგენს საშინელ უკანდახევას მსოფლიოსთვის“, - განაცხადა ანდერს ოპედალმა, Equinor-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა. კომპანიამ განაცხადა, რომ მას ჰქონდა 1,2 მილიარდი დოლარის გრძელვადიანი ინვესტიციები რუსეთში 2021 წლის ბოლოს. ის რუსეთში 30 წელზე მეტია, ოპერირებს და აქვს თანამშრომლობის ხელშეკრულება რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტთან“. შეგახსენებთ, რუსეთს ტოვებს BP-ც, ბანკი HSBC და თვითმფრინავების გამქირავებელი უდიდესი ფირმა მსოფლიოში „ეარქეფი“.
ნორვეგია გაზის მოპოვებას ზრდის
აღმოსავლეთ ევროპაში ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი დიდი მომპოვებელი, ნორვეგია სიმძლავრეს ზრდის. მარტში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბუნებრივი აირის მოპოვება 6,3%-ით გაზარდა. ინფორმაციას ნორვეგიის ნავთობისა და გაზის რესურსების (NPD) სამმართველო ავრცელებს. ნორვეგიულ გაზზე მოთხოვნა 2021 წლის შემოდგომიდან გაიზარდა, როცა ევროპაში ენერგოკრიზისის შედეგად გაზსა და ელექტროენერგიაზე ფასის ზრდა დაფიქსირდა. ნორვეგია არაა ევროკავშირის წევრი, თუმცა რუსეთის „არამეგობრული ქვეყნების“ სიაშია, ამიტომ ბოლო კვირებში მაქსიმალურად ცდილობს გაზის მიწოდება გაზარდოს. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან სამი კვირის შემდეგ ნორვეგიის მთავრობამ ევროპაში გაზზე გაჩენილი მოთხოვნის დასარეგულირებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმის შესახებ განაცხადა. ნორვეგიის ნავთობისა და ენერგეტიკის მინისტრმა კომპანია Equinor-ს ტროლში, ოზებერგსა და ჰეიდრუნისაბადოს საბადოებზე ნედლეულის მოპოვებისა და ექსპორტის უფლება მისცა. ამასთან, Equinor-ი გეგმავს თხევადი გაზის საწარმოს გაშვებას ჰამერფესტში, მას შემდეგ, რაც იქ 2020 წელს ხანძარი მოხდა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს. გერმანია ზაფხულის დადგომამდე რუსული ნავთობის იმპორტს გაანახევრებს, წლის ბოლომდე კი ნულამდე დაიყვანს, შემდეგ კი იგივე შეეხება გაზსაც, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რიგაში ვიზიტისას განაცხადა. ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ. შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა. ასევე წაიკითხეთ „გაზპრომს“ ექსპორტი უმცირდება სომხეთმა რუსული გაზის რუბლით შეძენა დაიწყო ანალენა ბერბოკი: გერმანია რუსულ ნავთობზე წლის ბოლოდან იტყვის უარს ნიდერლანდები წლის ბოლოდან რუსულ გაზსა და ქვანახშირს აღარ იყიდის
ნორვეგია რუსეთის სახმელეთო ტრანსპორტისა და გემებისთვის საზღვარს ხურავს
ნორვეგიის ხელისუფლებამ რუსეთისთვის სახმელეთო და საზღვაო საზღვრების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყანა ევროკავშირის სანქციებს მიუერთდა, რომლის თანახმადაც რუსეთის გადამზიდავ კომპანიებს და გემებს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა აეკრძალათ. თუმცა ოსლო, გამონაკლისს უშვებს თევზმჭერი გემებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსული გემები ნორვეგიაში შესვლას ძველი რეჟიმით შეძლებენ. სასაზღვრო სადგური „სტურსკუგი“ ნორვეგიისა და რუსეთის საზღვარზე იმ პროდუქციისთვის დაიკეტება, რომელიც ევროკავშირის სანქციებში მოექცა. „ჩვენ ვუერთდებით ევროკავშირის მეხუთე პაკეტს. რაც იმას ნიშნავს, რომ „სტურსკუგს“ დავხურავთ ხმელეთით სატვირთო გადაზიდვებისთვის. კერძოდ იკრძალება რიგი ქიმიური ნივთიერებების გადაზიდვა. გათვალისწინებული იქნება „შპიცბერგენის შეთანხმების“ ჩარჩო. ვინც ამ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, მათ მიმართ ერთნაირი პოზიცია გვექნება“, - განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰიუიტფელდმა. „შპიცბერგენის შეთანხმება“ ნორვეგიას ანიჭებს სუვერენიტეტს. კერძოდ „შპიცბერგენის შეთანხმების“ მონაწილეებს შეუძლიათ ამ ტერიტორიაზე შეზღუდვების გარეშე მოქმედება. საბჭოთა კავშირმა ხელშეკრულებას ხელი 1925 წელს მოაწერა. რუსეთმა მისი დაცვა 1992 წლიდან განაგრძო. რომლის თანახმადაც რუსეთის გემებს ნორვეგიაში შესვლა, რამდენიმე ადგილიდან შეუძლიათ. ევროკავშირის სანქციებთან მიერთების შემდეგ, რუსული გემები ნორვეგიაში შესვლას მომავალი შაბათ-კვირიდან ვეღარ შეძლებენ. სტატისტიკის თანახმად, 2021 წელს ნორვეგიის პორტებში რუსეთის 978 თევზმჭერი შევიდა. ნორვეგიის სანაპიროს ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში რუსული გემების მოძრაობის დინამიკა ანალოგიური იყო. 17 აპრილიდან, რუსეთის დროშის ქვეშ მყოფ გემებს ევროკავშირის პორტებში შესვლა აეკრძალათ, საზღვაო ბლოკადას შეუერთდნენ ესტონეთი, ბელგია და ბულგარეთი. მანამდე რუმინეთმა და იტალიამ დახურეს პორტები რუსული გემებისთვის. ეს არის ერთ-ერთი ზომა, რომელიც მანამდე დაამტკიცა ევროკავშირმა. ევროკავშირმა 8 აპრილს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-5 პაკეტი გამოიტანა. რომლის თანახმადაც იკრძალება ევროკავშირის პორტებში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემების დაშვება, გარდა სასურსათო, სოფლის მეურნეობის, ჰუმანიტარული და ენერგომატარებლების ტვირთებისა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ ესტონეთმა, ბელგიამ და ბულგარეთმა რუსული გემებისთვის პორტები დახურეს რუმინეთი რუსული გემებისთვის პორტებს ხურავს
საქართველოს ეროვნულმა გვარდიამ ნორვეგიის შიდა გვარდიასთან ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გააფორმა
საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ნორვეგიის შიდა გვარდიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა, რომელიც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს. დოკუმენტს ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ და ნორვეგიის შიდა გვარდიის მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა მარტენ ეგენმა მოაწერეს ხელი. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა შეხვედრისას ორი ქვეყნის გვარდიებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება და საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარებისა და გაძლიერების გზებზე იმსჯელეს. "ხუთწლიანი გეგმა მიზნად ისახავს ბატალიონის, ბრიგადისა და ეროვნული გვარდიის შტაბის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებების (CPX) დაგეგმვასა და აღსრულებას, ტერიტორიული რეზერვის ქვედანაყოფების მომზადებისთვის კონცეფციის შემუშავებასა და განხორციელებას, ასევე რეზერვისტთა წვრთნებზე დაკვირვებას. გენერლებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ნორვეგიის შიდა გვარდიას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ნორვეგიამ უკრაინას 20-ზე მეტი თვითმავალი ჰაუბიცა და საბრძოლო მასალა გადასცა
ნორვეგიამ უკრაინას 22 ერთეული (M109) თვითმავალი ჰაუბიცა, საარტილერიო სამაგრი აღჭურვილობა, სათადარიგო ნაწილები და საბრძოლო მასალები გადასცა, ამის შესახებ ნათქვამია სამეფოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში. პოლონეთმა და უკრაინამ უპრეცედენტო, თავდაცვის $650 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმეს „უკრაინაში ომის განვითარება აჩვენებს, რომ ახლა აუცილებელია ამ ქვეყნისთვის უფრო მძიმე აღჭურვილობისა და იარაღის სისტემების გადაცემა“, – განაცხადა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა. ამავდროულად, ნორვეგიის შეიარაღებულმა ძალებმა, კიევისთვის მანამდე გადაცემული იარაღი სამხრეთ კორეისგან მიღებული ახალი არტილერიით ჩაანაცვლეს - აღნიშნა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ნორვეგიამ რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი აკრძალა
ნორვეგიამ რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვა აკრძალა. ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტს მიუერთდა, თუმცა კავშირის წევრი არ არის. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი დამტკიცებულია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები 17 ივნისიდან ამოქმედდა. „რუსეთიდან ნედლი ნავთობისა და სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის აკრძალვა დაუყოვნებლივ შედის ძალაში, მაგრამ რეგულაციები 2022 წლის 5 დეკემბრამდე ნედლი ნავთობისთვის, ხოლო 2023 წლის 5 თებერვლამდე ნავთობპროდუქტებისთვის გარდამავალ პერიოდებს შეიცავს", - ნათქვამია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ნორვეგიის ერთ-ერთ ღამის კლუბში, სროლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა
ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს ერთ-ერთ ღამის კლუბსა და მიმდებარე ქუჩებში სროლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. „უდანაშაულო ადამიანებზე თავდასხმა საშინელი და ღრმად შოკისმომგვრელია. ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა დგას ამ საშინელი ამბის უკან, მაგრამ მინდა, ხალხს ვუთხრა, რომ თქვენს გვერდით ვდგავართ“, – განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტორემ. ამასთან, როგორც ცნობილია, სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე უკვე დააკავეს.
ნორვეგიაში, ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარ სროლას პოლიციამ ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა
ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარ სროლას პოლიციამ ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. როგორც ცნობილია, ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილის მახლობლად დააკავეს. ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილზე, მიმდინარეობს გამოძიება მიმდინარეობს. ასევე წაიკითხეთ: ნორვეგიის ერთ-ერთ ღამის კლუბში, სროლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა
ნორვეგიამ ტერორისტული საფრთხის მაქსიმალური დონე გამოაცხადა
ოსლოში, ღამის ბარში მომხდარი სროლის შემდეგ, ნორვეგიაში ტერორისტული საფრთხის მაქსიმალური დონე გამოცხადდა. ამის შესახებ NRK იუწყება. ნორვეგიის ერთ-ერთ ღამის კლუბში, სროლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს ერთ-ერთ ღამის კლუბსა და მიმდებარე ქუჩებში სროლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა. „უდანაშაულო ადამიანებზე თავდასხმა საშინელი და ღრმად შოკისმომგვრელია. ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა დგას ამ საშინელი ამბის უკან, მაგრამ მინდა, ხალხს ვუთხრა, რომ თქვენს გვერდით ვდგავართ“, – განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტორემ. ამასთან, როგორც ცნობილია, სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე უკვე დააკავეს.
ნორვეგია უკრაინას 3 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას გადასცემს
ნორვეგიის თავდაცვის მინისტრის, ბიორნ არილდ გრამის განცხადებით, ნორვეგია უკრაინას სამ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას გადასცემს. მისი თქმით, უკრაინისთვის ეს დონაცია გაერთიანებულ სამეფოსთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მოხერხდა. „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რათა მათ გააგრძელონ ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ეს მოითხოვს მეტ იარაღს და ეს არის ძალიან საჭირო იარაღი უკრაინისთვის, რომელსაც ჩვენ ვერ შევძლებდით დიდ ბრიტანეთთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე“, - თქვა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ნორვეგია უკრაინის აღსადგენად და ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ერთ მილიარდ ევროს გამოყოფს
ნორვეგია უკრაინისთვის ერთი მილიარდი ევროს დახმარების პაკეტს დაამტკიცებს. ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტორემ კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლიდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა კერძოდ, ნორვეგია გამოყოფს ერთ მილიარდ ევროს გაჭირვებულთა დასახმარებლად და უკრაინის აღდგენის ღონისძიებების მხარდასაჭერად. შტორემ განაცხადა, რომ ეს ომი საერთაშორისო სამართლისა და მისი ძირითადი პრინციპების დარღვევაა. 29 ივნისს, ნორვეგიის მთავრობამ გადაწყვიტა, უკრაინას, გაერთიანებული სამეფოს დახმარებით მიაწოდოს სამი M270 მრავალჯერადი სარაკეტო სადგური და 5000 155 მმ ჭურვი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
ნორვეგიამ უკრაინას IVECO LAV III-ის 14 ჯავშანმანქანა გადასცა
უკრაინული მედიის ცნობით, ნორვეგიის ხელისუფლებამ უკრაინას IVECO LAV III-ის 14 ჯავშანმანქანა გადასცა. „ნორვეგია განაგრძობს უკრაინელების თავისუფლებისთვის ბრძოლაში წვლილის შეტანას. ნორვეგიის მთავრობა მუდმივად ცდილობს დაეხმაროს უკრაინას, რათა თავი დაიცვას რუსული შემოჭრისგან", - ამის შესახებ, ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტერე 1-ელ ივლისს უკრაინაში იმყოფებოდა და ქვეყნის ხელისუფლებას დაჰპირდა, რომ 10 მილიარდი კრონის მოცულობის დახმარებას გაუწევს.
ნორვეგიამ შესაძლოა, უკრაინაში ომით დაზარალებული ერთ-ერთი რეგიონის აღდგენა იტვირთოს
ნორვეგიამ შესაძლოა, უკრაინაში ომით დაზარალებული ერთ-ერთი რეგიონის აღდგენის გეგმას უხელმძღვანელოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ განაცხადა მას შემდეგ, რაც უკრაინაში ნორვეგიის სამეფოს ელჩთან ერიკ სვედალს შეხვდა. „ამჟამად მსოფლიო ბანკთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა თითოეული ობიექტის აღდგენის ღირებულების დაანგარიშებაზე. გარდა ამისა, იგეგმება სარესტავრაციო სამუშაოს დაფინანსების წყაროების დადგენა“, - განაცხადა ტიმოშენკომ. უკრაინას შემუშავებული აქვს სწრაფი აღდგენის გეგმა თითოეული რეგიონისთვის. ევროპის რიგი ქვეყნები სხვადასხვა რეგიონის რეკონსტრუქციის პროცესში ერთვებიან.
დიდ ბრიტანეთში უკრაინელი ჯარისკაცების მოსამზადებლად სამხედროებს ნორვეგიაც გზავნის
ნორვეგია დიდ ბრიტანეთში უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებაში წვლილს შეიტანს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა განაცხადა. „ნორვეგია დადებითად უყურებს ბრიტანეთის ინიციატივას დიდ ბრიტანეთში უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნის შესახებ. ჩვენ ინსტრუქტორებთან ერთად მივიღებთ მონაწილეობას ჯარისკაცების საბაზისო წვრთნებში“, - განაცხადა მინისტრმა. დიდ ბრიტანეთში უკრაინელი ჯარისკაცების მოსამზადებლად სამხედროებს დანიაც გზავნის. ბრიტანეთი 1500-მდე უკრაინელი ჯარისკაცს წვრთნის კანადა დიდ ბრიტანეთში უკრაინელი ჯარისკაცების მოსამზადებლად სამხედროებს გზავნის 2022 წელს დანია უკრაინელი სამხედროების მომზადების მხარდასაჭერად $137,000 მილიონს გამოყოფს. მანამდე შვედეთმა და ფინეთმაც განაცხადეს, რომ თავიანთ ინსტრუქტორებს უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად ბრიტანეთში გაგზავნიან. უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების პირველი ჯგუფი დიდ ბრიტანეთში ივლისის დასაწყისში ჩავიდა.
ნორვეგიაში საავტომობილო ხიდი ჩამოინგრა
ნორვეგიაში საავტომობილო ხიდი ჩამოინგრა. შემთხვევის დროს მასზე მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი გადაადგილდებოდა. ამასთან, მაშველებმა ორივე მძღოლის გადარჩენა შეძლეს. ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია 150 მეტრის სიგრძის ხიდის ჩამონგრევა.
ნორვეგია და დიდი ბრიტანეთი უკრაინას მიკროდრონებს ერთობლივად მიაწვდიან
ნორვეგია და დიდი ბრიტანეთი უკრაინას მიკროდრონებს ერთობლივად მიაწვდიან. Eledyne Flir Black Hornet თვითმფრინავების ღირებულება, რომელიც დაზვერვისა და სამიზნეების იდენტიფიცირებისთვის გამოიყენება, 9,26 მილიონი დოლარი იქნება.
ნორვეგია, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-7 პაკეტს შეუერთდა
ნორვეგია, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-7 პაკეტს შეუერთდა. „ჩვენ ევროკავშირთან ისევ ერთად ვმოქმედებთ, იმისთვის რომ რუსეთს სანქციები დაუწესოთ“, - ნათქვამია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. „ევროკავშირის მიერ, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის 2022 წლის 21 ივლისს დაწესებული სანქციების მეშვიდე პაკეტის ნორვეგიის კანონმდებლობასთან ინტეგრაცია განხორციელდა და დღეიდან ამოქმედდა“, - ნათქვამია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. სამინისტროში განაცხადეს, რომ ფართომასშტაბიანი სანქციების პაკეტების მიზანია, რომ რუსეთს უკრაინაში უკანონო ომის დაფინანსება შეუმცირდეს. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ნორვეგიული ნავთობკომპანია რუსეთს ტოვებს
ნორვეგიის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთიდან მთლიანად გავიდა. „Equinor-ს აღარ დარჩა აქტივები ან პროექტები რუსეთში", - იტყობინება კომპანია. რუსეთის შეჭრიდან მეოთხე დღეს, 28 თებერვალს კომპანიამ განაცხადა, რომ რუსეთიდან გასვლის პროცესს იწყებდა.
ნორვეგიამ უკრაინას 160-მდე Hellfire-ს რაკეტა გადასცა
ნორვეგიამ უკრაინას 160-მდე Hellfire-ს რაკეტა, გამშვები ბალიშები, სახელმძღვანელო დანადგარები და ღამის ხედვის მოწყობილობები გადასცა, რომლებიც ნორვეგიის არმიას ემსახურებოდა, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა. უკრაინის 40-მდე მოკავშირე ქვეყნის თავდაცვის დეპარტამენტების ხელმძღვანელების შეხვედრა გერმანიაში, რამშტეინის ბაზაზე გაიმართა. „ეს არის იარაღი, რომელიც უკრაინამ მოითხოვა და ის გამოდგება რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ ბრძოლისთვის“, - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, რაკეტა ადვილი სამართავია, მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო სამიზნეების წინააღმდეგ. Hellfire არის ამერიკული მართვადი ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო რაკეტა სხვადასხვა მოდიფიკაციით. გამოიყენება ძლიერი დაცვის მქონე ობიექტების წინააღმდეგ: ვერტმფრენები, თვითმფრინავები, უპილოტო საფრენი აპარატები, სახმელეთო მანქანები. მისი დიაპაზონი 8 კილომეტრამდეა. „მიუხედავად იმისა, რომ ამ რაკეტების გაშვება შესაძლებელია ვერტმფრენებიდანაც, უკრაინამ მიიღო რაკეტები, რომლებიც მობილური გუნდების მიერ ხმელეთიდან უნდა გაუშვან“, - განაცხადა ბიორნ არილდმა.
ნორვეგიამ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება ოფიციალურად შეაჩერა
ნორვეგიის ხელისუფლებამ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება, 22 სექტემბრიდან ოფიციალურად შეაჩერა. ამის შესახებ ნორვეგიის იმიგრაციის დირექტორატის (UDI) შეტყობინებაშია ნათქვამი. „ნორვეგიასა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების შეჩერება ნიშნავს, რომ დოკუმენტების, მრავალჯერადი ვიზების, მოსაკრებლების და დამუშავების დროის რუსეთის მოქალაქეებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამარტივებული წესები არ იმოქმედებს“, - ნათქვამია განცხადებაში. სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების შეჩერების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის ყველა განმცხადებლისთვის ვიზის საფასური 35 ევროდან 80 ევრომდე გაიზრდება. სავიზო განცხადების განხილვის ვადა 10-დან 15 დღემდე, ცალკეულ შემთხვევებში კი, 45 დღემდე გაიზარდა. ცნობისათვის, 2007 წელს გაფორმდა სპეციალური ხელშეკრულება, რომელიც ორი ქვეყნის მოქალაქეების მოგზაურობის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. შეთანხმების შედეგად, რუსეთის ჩრდილოეთ რეგიონების მოსახლეობამ ნორვეგიაში მრავალჯერადი ვიზები მიიღო, რომლის მოქმედების ვადა 5 წელია. ნორვეგიასა და რუსეთს 198 კილომეტრიანი საერთო სახმელეთო საზღვარი აქვთ. ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება შეაჩერა. შესაბამისი გადაწყვეტილება საბჭომ 9 სექტემბერს მიიღო.
პოლონეთმა ნორვეგიიდან გაზის იმპორტისთვის, Baltic Pipe-ს გაზსადენის მშენებლობა დაასრულა
რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, პოლონეთმა Baltic Pipe-ს გაზსადენის მშენებლობა დაასრულა. გასადენი სავარაუდოდ მომავალ სამშაბათს გაიხსნება. ცერემონიას სამი ქვეყნის: ნორვეგიის, დანიისა და პოლონეთის წარმომადგენლები დაესწრებიან. Baltic Pipe ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის ნორვეგიიდან დანიის და პოლონეთის ბაზრებზე და მეზობელ ქვეყნებში საბოლოო მომხმარებლებისთვის, ახალ მარშრუტს ქმნის. გაზსადენით პოლონეთუ ყოველწლიურად 10 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირის მიიღებს. Baltic Pipe-ის მიზანია ცენტრალური ევროპის ქვეყნების რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება. პროექტის ინვესტორები არიან სატრანსპორტო ოპერატორები: Danish Energinet და Polish Gaz-System.
ნორვეგია Nord Stream-ის დაზიანების გამო, ენერგეტიკული ობიექტების დასაცავად სამხედროებს გაგზავნის
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტორემ განაცხადა, რომ ბალტიის ზღვაში რუსული გაზსადენების დაზიანების გამო, ქვეყნის ნავთობისა და გაზის პლათფორმების დაცვას გააძლიერებს. ამ პლათფორმებს ნორვეგიელი სამხედროები დაიცავენ. მედია: ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენების დაზიანება შესაძლოა, დივერსიის შედეგი იყოს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ სექტემბერში ბალტიის ზღვაში დრონების „ანომალიური“ აქტივობა დაფიქსირდა. ამასთან, შტორეს თქმით, ნორვეგიის მიმართ კონკრეტული საფრთხე ჯერ არ გამოვლენილა. „Nord Stream 1-დან ერთმანეთთან ძალიან ახლოს ორი გაჟონვა დაფიქსირდა. ერთი შვედეთის, ხოლო მეორე - დანიის ეკონომიკურ ზონაში“, - განუცხადა Reuters შვედეთის საზღვაო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა. ორივე დაზიანება დანიის კუნძულ ბორნჰოლმის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. Nord Stream 2-ის დაზიანება იმავე ზონაშია, მაგრამ უფრო ახლოს ბორნჰოლმთან. Nord Stream AG, Nord Stream-ის ოპერატორმა, 26 სექტემბერს განაცხადა, რომ Nord Stream 1-ის ორივე ხაზზე წნევა დაეცა. 27 სექტემბერს კი, რუსეთის სახელმწიფო სააგენტო RIA-Novosti-ის ცნობით, ოპერატორმა ორივე მილსადენზე უპრეცედენტო დაზიანების შესახებ განაცხადა. დანიის ხელისუფლებამ გაჟონვის ირგვლივ აფეთქების რისკის შესამცირებლად რამდენიმე უსაფრთხოების ზონა შექმნა: 9,3 კმ (5 მილი) რადიუსი გემებისთვის და 1 კმ თვითმფრინავებისთვის, DR-ის თანახმად. ანალოგიურად იმოქმედება შვედეთის ხელისუფლებამაც. მომხდარზე,ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
Baltic Pipe-ს მილსადენით დანიიდან პოლონეთში, ნორვეგიული გაზის ტრანზიტი დაიწყო
ახალი ბალტიის მილსადენით გაზის ამოტუმბვა დაიწყო, რომლითაც ნორვეგიული „ლურჯი საწვავი“ დანიის გავლით პოლონეთს მიეწოდება. ამის შესახებ პოლონეთის გაზსადენების ქსელის Gaz-System-ის ოპერატორის პრესსამსახურში აცხადებენ. პოლონეთმა და დანიამ, ნორვეგიული გაზის ტრანსპორტირებისთვის ახალი მილსადენი გახსნეს გავრცელებული ინფორმაციით, გაზსადენის გაშვება დაგეგმილ ვადებში შედგა. „დღეს ისტორიული დღეა! გაზის მიწოდება დაიწყო Baltic Pipe-ით“, - ნათქვამია განცხადებაში. Baltic Pipe-ის დადგმული სიმძლავრე წელიწადში 10 მილიარდი კუბური მეტრია. გაზსადენის საზეიმო გახსნა 27 სექტემბერს გაიმართა.
გერმანია, დანია, ნორვეგია უკრაინას 16 სლოვაკურ ჰაუბიცას გადასცემენ
გერმანია, დანია და ნორვეგია 16 სლოვაკურ ჰაუბიცას (Zuzana-2) შეიძენენ, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. მისივე თქმით, კიევისთვის მისი მიწოდება მომავალ წელს დაიწყება. Reuters-ი გერმანიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ შორი მოქმედების იარაღი, რომელსაც წუთში ექვსი ჭურვის 40-კმ მანძილზე გასროლა შეუძლია, სლოვაკეთში აიწყობა. სამი ევროპული ქვეყანა სისტემებზე 92 მილიონ ევროს დახარჯავს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
თბილისში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დაიწყო
თბილისში ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დაიწყო. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანიკენ ჰუიტფელდი ქართველო კოლეგას, ილია დარჩიაშვილს შეხვდა, რის შემდეგაც მინისტრები ნორვეგიის სამეფოს საელჩოს გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრნენ. ამასთან, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე გაეცნობა საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას და გვირგვინით შეამკობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველომ დემოკრატიზაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა
მოხარული ვარ, რომ ოფიციალურად გავხსნი ნორვეგიულ საელჩოს თქვენს მშობლიურ ქვეყანაში. მრავალი წლის განმავლობაში, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიზაციის, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, – ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰუიტფელდმა დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თბილისში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დაიწყო „მოხარული ვარ, რომ ოფიციალურად გავხსნი ნორვეგიულ საელჩოს თქვენს მშობლიურ ქვეყანაში. კიდევ ერთხელ ადასტურებს ნორვეგიის მყარ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. რუსეთის ბორდერიზაციისა და დაკავებების პოლიტიკა კიდევ უფრო ამძიმებს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებას. ეს სრულად მიუღებელი და დასაგმობია. მივესალმებით საქართველოს ძალისხმევას დიალოგის მიმართულებით. ასევე, მივესალმებით ევროკავშირისა და გაერო-ს ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტისხელშეკრულება. მრავალი წლის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიზაციის, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. ჩვენ გვინდა, ვიხილოთ პროცესის გაგრძელება და მაღალი შეფასება მივცეთ იმას, რომ ევროკავშირის მხრიდან ივნისში გაცემული რეკომენდაციები შესრულდება. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრი არ ვართ, ძალზედ მჭიდროდ ვპარტნიორობთ ევეროკავშირთან. ჩვენი ურთიერთობები ერთიან ღირებულებებსა და პრინციპებს ემყარება“, – განაცხადა ანიკენ ჰუიტფელდმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ანიკენ ჰუდფელდტს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველომ დემოკრატიზაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა განსახილველ საკითხებს შორის იყო ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების მზარდი დინამიკა და სამომავლო თანამშომლობის გაღრმავების პერსპექტივები. თბილისში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დაიწყო აღინიშნა, რომ წლების განმავლობაში ნორვეგიის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორის, მნიშვნელოვანმა დახმარებამ დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის დემოკრატიულ რეფორმებსა და ინსტიტუციონალურ მოდერნიზაციაში, ასევე მის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. ხაზი გაესვა მჭიდრო პოლიტიკური დიალოგის აუცილებლობას. ირაკლი ღარიბაშვილმა ანიკენ ჰუდფელდტს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო შავი ზღვის კავშირის გაძლიერების მიმართულებით მუშაობის აუცილებლობას. აღინიშნა, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აქვს. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო რეგიონში ევროპის საიმედო პარტნიორი და მოკავშირეა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰელენე სანდ ანდრესენი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.
ილია დარჩიაშვილი: საქართველოსა და ნორვეგიას შორის ჩამოყალიბებულმა მჭიდრო თანამშრომლობამ ხელშესახები შედეგები მოგვიტანა
სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსა და ნორვეგიას შორის ჩამოყალიბებულმა მჭიდრო თანამშრომლობამ ხელშესახები შედეგები მოგვიტანა, - საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ნორვეგიელ კოლეგას შეხვდა. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველომ დემოკრატიზაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა „სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსა და ნორვეგიას შორის ჩამოყალიბებულმა მჭიდრო თანამშრომლობამ ხელშესახები შედეგები მოგვიტანა. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში. ღრმად ვაფასებთ ნორვეგიის, როგორც ერთ - ერთი ყველაზე მსხვილი დონორის მრავალწლიან საქმიანობას საქართველოში, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებას. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ნორვეგიის როლი საქართველოში ინკლუზიური განათლების მოდელის დანერგვასა და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება-რეაბილიტაციის პროცესში. მზარდია ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო -ეკონომიკური და ტურისტული კავშირები, რაც მეტად პერსპექტიულს ხდის ურთიერთობების განვითარებას შავი ზღვის, ენერგეტიკისა თუ სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. თბილისში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დაიწყო
ნორვეგიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი დააკავეს - მედია
ნოვრეგიაში, ტრომსეში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. კაცი ამტკიცებს, რომ ტრომსეს უნივერსიტეტში მკვლევრად მუშაობდა. „ჩვენ მოვითხოვეთ ტრომსეს უნივერსიტეტის ბრაზილიელი მკვლევრის გაძევება ნორვეგიიდან, რადგან მიგვაჩნია, რომ ის საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ ეროვნულ ინტერესებს“, - განუცხადა პოლიციის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ჰედვიგ მოემ საზოგადოებრივ მაუწყებელს NRK-ს. ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ოთხი კვირით არის დაკავებული. ხსენებული პერიოდის განმავლობაში სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მისი დეპორტაცია. რუსეთის საელჩოს კომენტარი არ გაუკეთებია.
ნორვეგიას შეიარაღებული ძალები, მაღალი მზადყოფნის რეჟიმში გადაჰყავს
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას შტორემ განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები სამხედრო საფრთხის მაღალ დონეზეა გადაყვანილი. „ეს არის ვითარების ყველაზე სერიოზული გართულება, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში,” - განმარტა მან და დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს რუსეთის მხრიდან საფრთხის კონკრეტული მტკიცებულება, მზარდი დაძაბულობა ქვეყანას უფრო დაუცველს ხდის სხვადასხვა სახის საფრთხეების, სადაზვერვო ოპერაციებთან მიმართებით. ფორმალურად, მზადყოფნის ახალი დონე ძალაში პირველ ნოემბერს შევა, მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ Nord Stream გაზსადენზე მომხდარი ინციდენტიდან, რამაც ქვეყნის შეიარაღებული ძალების ნორვეგიის ნავთობის პლატფორმების დასაცავად გაგზავნა გამოიწვია. გარდა ამისა, Reuters-ის ცნობით, თავდაცვის სამინისტროს სპიკერზე დაყრდნობით, ნორვეგიის საჰაერო ძალებმა გააუქმეს F-35 მებრძოლების წვრთნები შეერთებულ შტატებში, რადგან ამ მომენტში ოსლო „სამხედროების ნორვეგიაში შენარჩუნებას ამჯობინებს“. რუსული ენერგომატარებლების მიწოდების შეწყვეტის შემდეგ, ნორვეგია ევროპაში, ბუნებრივი გაზის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და ნორვეგიის სახელმწიფო მდივანმა დარგობრივი თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ნორვეგიის დიგიტალიზაციისა და ელექტრონული კომუნიკაციების სახელმწიფო მდივანს საქართველოში ციფრული მმართველობის სფეროში გატარებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს. ბრეგაძის თქმით, იუსტიციის სამინისტროს სტრატეგიული მიზანია, უზრუნველყოს ხელმისაწვდომი და უსაფრთხო სერვისების მიწოდება როგორც დიდ ქალაქებში, ისე სოფლებსა და დაბებში. „ამ მიზნით ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს იუსტიციის სახლები, რაიონული ცენტრებიდან მოშორებით მცხოვრები მოსახლეობისათვის კი, სერვისების მიწოდებას ინოვაციური პროექტი – მობილური იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს.ბ ბრეგაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომსახურების გაუმჯობესებაზე ზრუნვა დღესაც გრძელდება. სულ მალე დასრულდება მუშაობა კიდევ ერთ ინოვაციურ პროექტზე. JUSTapp მობილური აპლიკაციაა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, იუსტიციის სახლის სერვისები სახლიდან გაუსვლელად მიიღონ. საქართველოს იუსტიციის მინისტრი და ნორვეგიის დიგიტალიზაციისა და ელექტრონული კომუნიკაციების სახელმწიფო მდივანი ციფრული მმართველობის მიმართულებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ბრეგაძემ ნორვეგიის სახელმწიფო მდივანს ორ უწყებას შორის მემორანდუმის გაფორმება შესთავაზა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რატი ბრეგაძე გან კარინ ჯულს ლუქსემბურგში მიმდინარე გლობალური სამიტის ფარგლებში შეხვდა. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი ესწრებოდა.
ნორვეგია უკრაინის მხარდასაჭერად $15 მილიონს გამოყოფს
ნორვეგიის მთავრობა ევროკავშირის სამხედრო მისიას (EUMAM Ukraine), რომელიც უკრაინის დასახმარებლად ამოქმედდა, $15.1 მილიონს გამოყოფს. ამის შესახებ ნორვეგიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. მისი მიხედვით, ნორვეგიისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა არ მოიგოს ომი უკრაინის წინააღმდეგ. „უკრაინული ძალები იბრძვიან დემოკრატიისა და სამართლიანობისთვის“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს სჭირდება სოლიდარობა, რათა საზღვრების დაცვა შეძლოს
ბუქარესტში, დღევანდელი მინისტერიალის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება, როგორც დაიცვან რუსეთის მეზობელი ქვეყნები, მათ შორის საქართველო. ამის შესახებ, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰუიტფელდტმა ბუქრესტში, NATO-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა. ბოგდან აურესკუ: რუმინეთი მხარს უჭერს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დეკლარაციას, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო და უკრაინა, ალიანსის წევრები გახდებიან როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს პარტნიორების სოლიდარობა სჭირდება. „ჩვენ დღეს ვისაუბრებთ რუსეთის მეზობელ დაუცველ ქვეყნებზე, როგორიცაა საქართველო, მოდლოვა და ასევე ბოსნია. ცოტა ხნის წინ ვიყავი საქართველოში, მათ ჩვენი სოლიდარობა სჭირდებათ. არის საჭიროება, რომ ჩვენ ნამდვილად ვიყოთ თანმიმდევრულები, რათა რუსეთის მეზობელმა ქვეყნებმა შეძლონ საზღვრების დაცვა. მე ვფიქრობ, ეს იქნება მინისტერიალზე საერთო გზავნილი საქართველოსთვის“, – განაცხადა ანიკენ ჰუიტფელდტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. 29 ნოემბერს, ბუქარესტში NATO-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა დაიწყო, სადაც მოკავშირეები ევროატლანტიკური უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს საკითხებს განიხილავენ.
გერმანია და ნორვეგია NATO-ს წყალქვეშა მილებისა და კაბელების დასაცავად, ქვედანაყოფის შექმნას სთხოვენ
გერმანია და ნორვეგია ერთობლივად სთხოვენ NATO-ს წევრებს, რომ წყალქვეშა ინფრასტრუქტურის - მილსადენებისა და ტელეკომუნიკაციების მონიტორინგისთვის, ქვედანაყოფი შექმნან, რათა თავიდან აიცილონ ისეთი ინციდენტები, როგორიცაა რუსეთის გაზსადენზე „ჩრდილოეთ ნაკადზე“ მომხდარი აფეთქება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გაჰრ შტერესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აფეთქება Nord Stream-ზე უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ესკალაციის ფონზე, ევროპაში გათბობის სეზონის დაწყების წინა დღეს პირველ ოქტომბერს და პოლონეთში ალტერნატიული წყალქვეშა გაზსადენის გახსნის წინა დღეს მოხდა. შვედეთისა და დანიის სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ რამდენიმე აფეთქებას რუსულ მილსადენებზე, რომლებიც წყალქვეშ 26 სექტემბერს მოხდა. Nord Stream 1 და Nord Stream 2 მილსადენები, რომლებიც განკუთვნილია რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტისთვის, ერთდროულად ოთხ ადგილას დაზიანდა. ამ მომენტში გაზის მიწოდება არ ხდება ამ მილსადენების მეშვეობით (რუსეთმა გათიშა Nord Stream-1, გერმანიამ კი არ დაუშვა Nord Stream-2-ის ექსპლუატაციაში გაშვება), მაგრამ მილები ივსებოდა ტექნიკური გაზით. ნოემბერში დანიის პროკურორებმა განაცხადეს, რომ მათ დაზიანებულ მილებზე ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი აღმოაჩინეს.
ნორვეგია უკრაინაში ინფრასტრუქტურის აღსადგენად $100 მილიონს გამოყოფს
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ გიტფელდტმა და მსოფლიო ბანკის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულმა დირექტორმა არუპ ბანერჯიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას მილიარდი კრონის (100 მილიონი დოლარი) გამოყოფაზე. ეს თანხა უკრაინაში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე დაიხარჯება. ამის შესახებ ნორვეგიის მთავრობამ 9 დეკემბერს განაცხადა. ნორვეგიის დახმარება მსოფლიო ბანკის „ნდობის ფონდის“ მეშვეობით, უკრაინის აღორძინების, აღდგენის, რეკონსტრუქციისა და რეფორმაციისთვის გამოიყოფა. შეგახსენებთ, რომ „ნდობის ფონდი“ მსოფლიო ბანკის მრავალდონორიანი პროექტია. მანამდე, ნოემბერში ნორვეგიამ გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ, რომელიც მოიცავდა ზამთრის სამხედრო ტანსაცმელს, საველე რაციონს და საარტილერიო სისტემებს.
ნორვეგიამ უკრაინას 10 000 საარტილერიო ჭურვი გადასცა
ნორვეგიამ უკრაინას 10 000 საარტილერიო ჭურვი მიაწოდა. ნორვეგიის თავდაცვის სამინისტრომ 4 განაცხადა, რომ საარტილერიო ჭურვები შეიძლება გამოიყენონ M109 ჰაუბიცებში, რომლებიც ნორვეგიამ უკრაინას ადრე აჩუქა. „ევროპისა და ნორვეგიის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ შეძლოს, წინ აღუდგეს რუსეთის თავდასხმას. ნორვეგიამ დიდი წვლილი შეიტანა 2022 წლის განმავლობაში და გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას 2023 წელს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ნორვეგია და გერმანია, განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდაზე შეთანხმდნენ
ნორვეგია და გერმანია, განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდისა და „მწვანე“ ინდუსტრიის განვითარების მიზნით წარმოებას აფართოებენ. ამის შესახებ დღეს ნორვეგიის მთავრობის პრესსამსახურმა განაცხადა. ნორვეგიის მთავრობის წევრებისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვიცე-კანცლერის, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრის რობერტ ჰაბეკის შეხვედრის შედეგად, ხელი მოეწერა დეკლარაციას ნორვეგიულ კომპანია Equinor-სა და გერმანულ RWE-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დეკარბონიზაციის სფეროში. „ენერგეტიკულმა კრიზისმა ხაზი გაუსვა ნორვეგიის, როგორც ევროპისთვის გაზის საიმედო მიმწოდებლის მნიშვნელობას, მაგრამ ასევე ხაზი გაუსვა განახლებად ენერგიის წყაროებზე გადასვლის დაჩქარების აუცილებლობას. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა დაგვეხმარება საერთო მიზნების მიღწევაში. მწვანე ინდუსტრიალიზაციას და ემისიების შემცირებას“, - განაცხადა იონას გაჰრ სტერემ. „მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააფართოვონ თანამშრომლობა წყალბადის წარმოების, ბატარეის ტექნოლოგიების, ნახშირბადის დაგროვებისა და შენახვისა და ქარის ენერგიის სფეროში“, - განაცხადა ნორვეგიის მთავრობამ. ნორვეგია ევროპისთვის ენერგიის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია. ამჟამად ქვეყანამ გაზარდა ნახშირწყალბადების წარმოება რუსეთის მიერ ევროკავშირის რიგ ქვეყნებში საწვავის მიწოდების შეჩერების გამო. Equinor-ი გახდა ევროკავშირისთვის გაზის უმსხვილესი მიმწოდებელი „გაზპრომის“ მიერ მიწოდების მნიშვნელოვანი შემცირების შემდეგ.
პოლიციამ დააკავა ე.წ. „ვაგნერის ჯგუფის“ ყოფილი მეთაური, რომელიც ნორვეგიაში თავშესაფარს ითხოვდა
ე.წ. „ვაგნერის ჯგუფის“ ერთ-ერთი რაზმის ყოფილი მეთაური ანდრეი მედვედევი, რომელიც ნორვეგიაში თავშესაფარს ითხოვდა პოლიციამ დააკავა. ე.წ. „ვაგნერის დაჯგუფების“ ყოფილი მეთაური ნორვეგიაში გაიქცა მედვედევის ადვოკატმა BBC-ის განუცხადა, რომ მისი კლიენტი ოსლოს რაიონშია დაკავებული და საზღვრის უკანონო გადაკვეთაში წაუყენებენ ბრალს. ჩრდილოეთ ნორვეგიის პროვინცია ფინმარკის პოლიციის შტაბის უფროსმა ტარჯეი სირმა-ტელეფსენმა განაცხადა, რომ ანდრეი მედვედევი მესაზღვრე პატრულმა დააკავა. ნორვეგიის სასაზღვრო დაცვამ BBC-ს დაუდასტურა, რომ ანდრეი მედვედევი რუსეთთან საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს, მაგრამ განაცხადეს, რომ უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის მიზეზების გამო დამატებით კომენტარს ვერ აკეთებენ. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ე.წ. „ვაგნერის ჯგუფის“ ერთ-ერთი რაზმის ყოფილი მეთაური ანდრეი მედვედევი, რომელმაც ბრძოლის ველი დატოვა და 2022 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში ვლადიმერ პუტინისთვის ვიდეომიმართვა, გენერალურ პროკურატურასთან და FSB-სთან ჩაწერა, 2023 წლის იანვარის დასაწყისში ნორვეგიაში გაიქცა. მედვედევმა, უფლებადამცველთა პროექტი Gulagu.net-ს ვიდეოინტერვიუში გაქცევის მიზეზებზე საუბრისას განუცხადა, რომ მას ეშინოდა, რადგან სამართალდამცავი უწყებები და ასვე „ვაგნერის დაჯგუფებაც“ ეძებდა. მანამდე მედვედევმა განაცხადა, რომ შეესწრო „ვაგნერის ჯგუფის“ მიერ დაქირავებული წევრების მკვლელობის ფაქტებს, რომლებმაც უარი თქვეს ბრძანებების შესრულებაზე. მისი თქმით, მზადაა, საერთაშორისო სასამართლოში „დაჯგუფება ვაგნერისა“ და პრიგოჟინის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს.
ნორვეგია მაისში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას უმასპინძლებს
Europetime-ს NATO-დან აცნობეს, რომ ნორვეგია მაისში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას უმასპინძლებს. შეხვედრა ოსლოში 2023 წლის 31 მაისს ჩატარდება. სამიტის მეორე დღე პირველი ივნისია. „მოუთმენლად ველი NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრას ჩემს მშობლიურ ქალაქში“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა. „ეს იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა მინისტრებისთვის, რომ გადახედონ უსაფრთხოების ვითარებას, რომელიც უკრაინაში რუსეთის სასტიკი ომის გამო ძირეულად შეიცვალა. საგარეო საქმეთა მინისტრები გამართავენ არაფორმალურ დისკუსიებს NATO-ს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურთა შეხვედრის მოსამზადებლად, რომელიც ვილნიუსში 2023 წლის 11-12 ივლისს გაიმართება, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
ნორვეგიაში, კონტინენტურ შელფზე ლითონებისა და მინერალების დიდი მარაგი აღმოაჩინეს
ნორვეგიის კვლევითმა ჯგუფმა, ქვეყნის კონტინენტურ შელფზე ლითონებისა და მინერალების მნიშვნელოვანი მარაგი აღმოაჩინა. ნორვეგიისა და გრენლანდიის ზღვების რაიონებში, წინასწარი შეფასებით, საბადოებში 38 მილიონი ტონა სპილენძისა და 45 მილიონი ტონა თუთიის მარაგია. ასევე, კონტინენტურ შელფზე აღმოაჩინეს დაახლოებით 24 მილიონი ტონა მაგნიუმი, 3,1 მილიონი ტონა კობალტი და 1,7 მილიონი ტონა ლითონის ცერიუმი, რომელიც შენადნობებში გამოიყენება. გარდა ამისა, ნორვეგიის კონტინენტურ შელფზე აღმოჩენილია იშვიათი ლითონების საბადოები: ნეოდიმი, იტრიუმი და დისპროზიუმი. კონტინენტურ შელფზე, შემდგომი კვლევები მიმდინარეობს.
ნორვეგია უკრაინას ტანკებს რაც შეიძლება მალე მიაწვდის - თავდაცვის მინისტრი
ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა AFP-ს განუცხადა, რომ ქვეყანა უკრაინას ტანკებს „რაც შეიძლება მალე“ გადასცემს. ტანკების რაოდენობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, მაგრამ თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ კიდევისთვის Leopard 2-ის ტიპის ტამკების გაგზავნას აპირებენ. ნორვეგიას არსენალში სულ 36 ასეთი ტანკი ჰყავს. ნორვეგია ერთ-ერთია იმ რამდენიმე ევროპულ ქვეყანას შორის, რომელმაც პირობა დადო, რომ უკრაინაში ტანკებს გაგზავნის მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ვოლიდიმირ ზელენსკი პარტნიორებს შესაბამისი თხოვნით დიდი ხნის განმავლობაში მიმართავდა. გერმანიამ, პოლონეთმა, ესპანეთმა, აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ საჯაროდ დადეს პირობა, რომ უკრაინაში ტანკებს გაგზავნიან. უკრაინის ელჩმა საფრანგეთში, ვადიმ ომელჩენკომ ფრანგულ ტელეკომპანია BFM-სთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ დასავლეთის ქვეყნები უკრაინას ჯერჯერობით სულ 321 ტანკის გაგზავნას დაჰპირდნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
ნორვეგია უკრაინისთვის 5 წლის განმავლობაში 7 მილიარდი დოლარის გადაცემას გეგმავს
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტოერემ 6 თებერვალს განაცხადა, რომ ნორვეგია გეგმავს, უკრაინას ხუთი წლის განმავლობაში 7,3 მილიარდი დოლარი გამოუყოს, იტყობინება Reuters-ი. მისივე თანახმად, ნორვეგიის პარლამენტმა ჯერ დახმარების პაკეტის რატიფიცირება უნდა მოახდინოს. პაკეტის ნახევარი 2023 წელს, სამხედრო საჭიროებებს მოხმარდება, დანარჩენი კი, ჰუმანიტარულ საჭიროებებს. ნორვეგიის გამოცემა Vårt Land-ის ცნობით, ნორვეგიამ შესაძლოა, უკრაინას ასევე მიაწოდოს თავისი გერმანული წარმოების Leopard-2-ის ტანკი, მას შემდეგ რაც გერმანიამ და სხვა ქვეყნებმა ამის შესახებ გასულ კვირას განაცხადეს.
ნორვეგია უკრაინაში Leopard2-ის ტიპის 8 ტანკს გაგზავნის
ნორვეგიის ხელისუფლება უკრაინას Leopard-ის ტიპის 8 ტანკს გაუგზავნის. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა ბრიუსელში ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა. მისი შეფასებით, უკრაინაში ომი კრიტიკულ ფაზას უახლოვდება. ნორვეგია ასევე გამოყოფს სახსრებს საბრძოლო მასალისა და სათადარიგო ნაწილებისთვის, განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ. ნორვეგიას, რომელსაც არქტიკაში რუსეთი ესაზღვრება, სულ 36 Leopard 2-ის ტიპის ტანკს ფლობს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
ნორვეგიის პარლამენტმა უკრაინისთვის 7,4 მილიარდი ევროს დახმარების გეგმა დაამტკიცა
ნორვეგიის პარლამენტმა 16 თებერვალს დაამტკიცა უკრაინისთვის 7,4 მილიარდი ევროს (75 მილიარდი კრონა) მხარდაჭერის გეგმა, როგორც ხუთწლიანი მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია, იტყობინება ნორვეგიის მთავრობა. უკრაინა პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად 1,3 მილიარდ ევროს (15 მილიარდ კრონს) მიიღებს. სამხედრო დახმარება მოიცავს იარაღის მიწოდებას ნორვეგიის არმიის არსებული მარაგებიდან, უშუალოდ მწარმოებლებისგან შეძენილ იარაღს და უკრაინელი სამხედროების მომზადებას. ნორვეგია უკრაინას რვა Leopard 2-ის ტიპის მთავარ საბრძოლო ტანკს და ოთხმდე დამხმარე მანქანას გადასცემს. პაკეტში ასევე იქნება საბრძოლო მასალა და სათადარიგო ნაწილები. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ბიორნ არილდ გრამის თქმით, ნორვეგია ასევე ხელს შეუწყობს უკრაინული სატანკო ეკიპაჟის მომზადებას პოლონეთში სხვა მოკავშირეებთან ერთად. პაკეტის ნახევარი დააფინანსებს სამხედრო მოთხოვნებს 2023 წელს, დანარჩენი კი, ჰუმანიტარულ საჭიროებებს. ნორვეგია ასევე გეგმავს გრანტის გაცემას, რათა ომის გავლენა მინიმუმამდე დაიყვანოს.
უკრაინა ნორვეგიიდან და დანიიდან 8000 საარტილერიო ჭურვს მიიღებს
ნორვეგია და დანია უკრაინას 8000 საარტილერიო ჭურვს გადასცემენ. „უკრაინას საარტილერიო საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი მოთხოვნილება აქვს. ნორვეგია ხელს შეუწყობს, როგორც შეუიძლია. როგორც ევროპის, ისე ნორვეგიის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ შეძლოს, წინ აღუდგეს რუსეთის თავდასხმას. ნორვეგიამ დიდი წვლილი შეიტანა უკრაინაში 2022 წლის განმავლობაში და გააგრძელებს მხარდაჭერას მომდევნო წლებში, ამბობს თავდაცვის მინისტრი ბიორნ არილდ გრამი. მისივე თქმით, საარტილერიო ჭურვები კიევს ნორვეგიის შეიარაღებული ძალების მარაგიდან მიეწოდება.
ნორვეგიამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ნორვეგიამ პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი აამოქმედა. ეს სანქციები ეხმიანება ევროკავშირის სანქციების მეათე პაკეტს, რომელიც ევროკავშირმა 2023 წლის 25 თებერვალს მიიღო. იუწყება ნორვეგიის მთავრობა. „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ზეწოლა რუსეთის მთავრობასა და მის მხარდამჭერებზე. სანქციები გავლენას ახდენს რუსეთის ეკონომიკაზე და ხელს უშლის საკვანძო წვლილის შეტანას რუსეთის ომის ინდუსტრიაში. ნორვეგია გაერთიანებულია დანარჩენ ევროპასთან და შეუერთდა ევროკავშირის სანქციების ყველა პაკეტს. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და სრულად ვუჭერთ მხარს მათ ბრძოლას თავისუფლებისთვის“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰუიტფელდტმა. „სანქციები მოიცავს მათ შორის იმპორტის აკრძალვას და ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ზღვრულ ფასს, რაც ძლიერ ურტყამს რუსეთის ეკონომიკას. თებერვალში რუსეთის საგადასახადო შემოსავლები ნავთობისა და ნავთობის სექტორიდან 46%-ით შემცირდა ომამდელ მაჩვენებელთან შედარებით. სანქციები სულ უფრო ყოვლისმომცველი ხდება და წარმოადგენს ძლიერ და მკაფიო ევროპულ პასუხს უკრაინაში რუსეთის აგრესიულ ომზე. რუსეთთან კომერციული საქმიანობის შესაძლებლობები საგრძნობლად შემცირდა და მაღალი რისკის შემცველია“, - აღნიშნა ანიკენ ჰუიტფელდტმა.
ნორვეგიამ საელჩოდან 15 რუსი „დაზვერვის ოფიცერი“ გააძევა
ნორვეგიის მთავრობამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ 15 რუს დიპლომატს აძევებს. იუწყება Reuters-ი. ნორვეგიის შეფასებით, დაზვერვის ოფიცრები მუშაობდნენ დიპლომატიური პოზიციების საფარქვეშ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰუიტფელდტმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი „მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ნორვეგიაში რუსული დაზვერვის საქმიანობის მასშტაბის შესამცირებლად და ამით ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად“. ნორვეგიის მთავრობამ განაცხადა, რომ გაძევება ამჟამად აკრედიტებული რუსი დიპლომატების მეოთხედს შეეხება. ეს არის უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც დასავლურმა ქვეყანამ რუსი დიპლომატები გააძევა მოსკოვის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. მიმდინარე წელს ესტონეთმა, ნიდერლანდებმა და ავსტრიამ ასევე გააძევეს რუსი დიპლომატები.
ნორვეგია უკრაინას 378 მილიონ ევროს გამოუყოფს
ნორვეგიამ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით 235 მილიონი ევრო გამოუყო და ახლა დამატებით 143 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინის მთავრობის ადმინისტრაციის სამოქალაქო დახმარებისთვის. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტორემ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის აცნობა ახალი დაფინანსების შესახებ ოთხშაბათს ფინეთის ქალაქ ჰელსინკში გამართულ შეხვედრაზე, იუწყება Ukrinform ნორვეგიის მთავრობაზე დაყრდნობით. თანხები მოხმარდება სამოქალაქო ინფრასტრუქტურის შეკეთებასა და შენარჩუნებას, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინელებს ელექტროენერგიასა და წყალზე წვდომის უზრუნველსაყოფად. როგორც აღინიშნა, თანხები უკრაინის ნანსენის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოიყოფა. ამ წლის დასაწყისში 168 მილიონი ევრო გამოიყო ამ ტიპის კრიტიკული სერვისების შესანარჩუნებლად.
ნორვეგია იძულებით გადაადგილებული უკრაინელებისთვის დაფინანსებას გაზრდის - მედია
ნორვეგიის მთავრობა 2023 წლის განახლებულ ბიუჯეტში უკრაინელი ლტოლვილებისთვის ხელმისაწვდომ თანხებს გაზრდის. უკრაინული მედია the Local-ზე დაყრდნობით წერს, რომ 2023 წლის შესწორებული ბიუჯეტი სრულად მაისში გამოქვეყნდება. ამასთან, ლტოლვილებისთვის ნორვეგიული ენის სწავლების მიზნით, 2024 წლის ბოლომდე 459 მილიონი კრონი (38 მილიონ ევროზე მეტი) გამოიყოფა. ნორვეგიამ შესაძლოა, 43 000-მდე ლტოლვილი განათავსოს. ამიტომ, მთავრობა დაფინანსენის ზრდის ინიციატივით გამოდის. „ჩვენ მივმართეთ მუნიციპალიტეტებს თხოვნით, რომ 2023 წელს სულ 35 000 ლტოლვილი დაასახლონ. მაგრამ ბოლო პროგნოზები, რაც ჩვენ ვნახეთ, აჩვენებს, რომ შეიძლება, რიცხვი კიდევ უფრო მეტი იყოს“, - განაცხადა შრომისა მინისტრმა მარტე მიოს პერსენმა. კონკრეტულად, რა თანხები გამოიყოფა ნორვეგიის მთავრობის მიერ, გავრცელებულ ინფორმაციაში დაზუსტებული არ არის. ცნობისათვის, რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპის სამ ქვეყანაში ვიზიტით ჩადის
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი ოფიციალური ვიზიტით ევროპის სამ ქვეყანაში გაემგზავრება. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ მინისტრი დღეს იწყებს ვიზიტს და მისი ტურნე მოიცავს გერმანიას, საფრანგეთსა და ნორვეგიას. „გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის მიწვევით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანიკენ ჰუიტფელდტი, სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი, 8-დან 12 მაისამდე ეწვევა გერმანიას, საფრანგეთსა და ნორვეგიას“, - განაცხადა სპიკერმა. ცინის ვიზიტი გერმანიაში, გასულ თვეში ბერბოკის პეკინში მოგზაურობის ფონზე დაიგეგმა, რის შემდეგაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მკვეთრად გააკრიტიკა ჩინეთი. ბერბოკი ამბობდა, რომ ჩინეთი ახორციელებს აგრესიულ საგარეო პოლიტიკას და მიმართავს რეპრესიულ ქმედებებს ქვეყნის შიგნით.
ეგვიპტურმა და ნორვეგიულმა კომპანიებმა ევროპაში განახლებადი ენერგიის ექსპორტზე შეთანხმება გააფორმეს
ეგვიპტის ელექტროგადამცემმა (EETC) და ნორვეგიულმა Scatec-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ეგვიპტიდან ევროპაში განახლებადი ენერგიის ექსპორტის შესახებ იტალიის გავლით, ამის შესახებ ნათქვამია ეგვიპტის მთავრობის ოფისის განცხადებაში. „პრემიერ-მინისტრი, მოსტაფა მადბული დაესწრო EETC-სა და ნორვეგიულ კომპანია Scatec-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას, რომლის მიზანიც ეგვიპტესა და ევროპას შორის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტის შესწავლის დაწყება და განახლებადი ენერგიის ეგვიპტიდან ევროპაში იტალიის გავლით ექსპორტია“, - ნათქვამია მოხსენებაში. ეგვიპტის ელექტროენერგიის და განახლებადი ენერგიის მინისტრმა მოჰამედ შაკერმა აღნიშნა, რომ EETC-სა და Scatec-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა გაფორმდა ეგვიპტესა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ფარგლებში, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში. ეგვიპტემ და ნორვეგიამ გასული წლის აპრილში მოაწერეს შეთანხმებას რამდენიმე პროექტზე, რომელიც განახლებადი ენერგიის განვითარებაში თანამშრომლობის გაძლიერებას გულისხმობს.
ნორვეგია უკრაინის ენერგეტიკის სექტორის დასახმარებლად, 130 მილიონამდე ევროს გამოყოფს
ნორვეგიამ დაახლოებით, 130 მილიონი ევრო გამოყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ოპერაციების მხარდასაჭერად უკრაინაში ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაძლიერებლად. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას EBRD-მა გაავრცელა. 2022 წელს EBRD-მა უკრაინის მხარდასაჭერად 1,7 მილიარდი ევრო გამოყო. მან ასევე მოახდინა 200 მილიონი ევროს მობილიზება უშუალოდ პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტებიდან.
ნორვეგია უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას უგზავნის
ნორვეგია უკრაინას დაახლოებით, 8 მრავალჯერად სარაკეტო სისტემას (MLRS) და სამ საარტილერიო რადარს მიაწვდის. ამის შესახებ ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა, ბიორნ არილდ გრამმა 18 მაისს განაცხადა. მობილური სარადარო სისტემა Arthur-ი, რომელიც ნორვეგიამ და შვედეთმა ერთობლივად შეიმუშავეს, მტრის საველე არტილერიის აღმოსაჩენად და მისი განადგურების მიზნით არის შექმნილი. გრამმა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივან, ბენ უოლესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინას ეს დახმარება, დიდ ბრიტანეთთან კოორდინაციით მიეწოდება. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ნორვეგიამ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის 300 მილიონი დოლარი გამოყო.
ნორვეგია უკრაინელი მფრინავების წვრთნას მხარს დაუჭერს
ნორვეგია განიხილავს სხვადასხვა გზას, რომ წვლილი შეიტანოს უკრაინელი პერსონალის მომზადებაში F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე“, ნათქვამია ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს მიერ 24 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში. მისივე თანახმად, ნორვეგია ხსენებულ საკითხს უკვე განიხილავს მოკავშირეებთან. ნორვეგიის მთავრობა დადებითად უყურებს „გამანადგურებელთა კოალიციის“ შექმნის ინიციატივას. ამ დროისთვის უკრაინას მიღებული აქვს 14 საბჭოთა პერიოდის MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავი პოლონეთიდან და 13 - სლოვაკეთიდან. თუმცა უკრაინამ ყველაზე დიდი ინტერესი აშშ-ის მიერ წარმოებული F-16-ის მიმართ გამოავლინა. კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მოკავშირეების უხალისო მიდგომამ უკრაინისთვის დასავლური გამანადგურებელი თვითმფრინავების და შორი რადიუსის რაკეტების მიწოდებაზე, შესაძლოა, რუსეთის აგრესიული ომი გაახანგრძლივოს. უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას აშშ პრიორიტეტად აცხადებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამეტის სპიკერის თქმით, უკრაინელებს გარკვევით განუმარტეს, რომ არ აძლევენ საშუალებას და არ ახალისებენ მათ, რომ თავდასხმები უკრაინის ტერიტორიის გარეთ განახორციელონ, მაგრამ, მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ახსოვდეს, რომ ომი რუსეთმა წამოიწყო. „სწორედ რუსეთმა წამოიწყო ეს ომი. სწორედ რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სწორედ რუსეთი ესხმის თავს სკოლებს, საავადმყოფოებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასე რომ, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი სამხედრო ოპერაციები, მაგრამ ამ ომში აგრესორი სწორედ რუსეთია“, - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. შეერთებულმა შტატებმა მწვანე შუქი აუნთო მესამე ქვეყნებს, გააერთიანონ ძალისხმევა უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების მიზნით. ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ უკვე გამოაცხადა F-16 მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი პილოტების მომზადების პროგრამების დაწყების შესახებ. აშშ „თვითმფრინავების კოალიციას“ უერთდება და F-16-ებზე უკრაინელ პილოტებსაც გაწვრთნის - CNN პენტაგონი მესამე ქვეყნების მიერ, უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას არ ეწინააღმდეგება- Politico დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ. დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.
ფინეთი მოკავშირეებთან და პარტნიორ შვედეთთან ერთად წვრთნებს იწყებს
NATO-ს მოკავშირეები ფინეთი, ნორვეგია და პარტნიორი შვედეთი მრავალეროვნულ სწავლებას (Arctic Challenge Exercise) 29 მაისიდან 9 ივნისამდე უმასპინძლებენ. წლევანდელი Arctic Challenge Exercise (ACE 23) რიგით მეექვსეა, რომელსაც ფინეთმა, ნორვეგიამ და შვედეთმა ერთად უმასპინძლეს. ფინეთის საჰაერო ძალები არიან პასუხისმგებელნი სასწავლო ღონისძიების დაგეგმვასა და ხელმძღვანელობაზე, რომელიც ყოველ მეორე წელს, 2013 წლიდან ტარდება. წვრთნებში 14 ქვეყნის შეიარაღებული ძალების 3000 სამხედრო და 150 თვითმფრინავი ჩაერთვებიან. ხსენებული წვრთნები NORDEFCO-ს თანამშრომლობის ნაწილია ფინეთს, ნორვეგიას, შვედეთსა და დანიას შორის. მათი საჰაერო ძალები რეგულარულად ატარებენ კომბინირებულ საჰაერო ბრძოლასთან დაკავშირებულ ტრანსსასაზღვრო წვრთნას, რომელიც მათი საშინაო ბაზებიდან ხორციელდება.
ნორვეგია და დანია უკრაინას დამატებით, 9000 საარტილერიო ჭურვს უგზავნიან
ნორვეგია და დანია შეთანხმდნენ, რომ უკრაინას დამატებით, 9000 საარტილერიო ჭურვი გაუგზავნონ, განაცხადა ნორვეგიის თავდაცვის სამინისტრომ ხუთშაბათს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ნორვეგია უზრუნველყოფს ჭურვებს, ხოლო დანია სხვა საჭირო აღჭურვილობას, ნორვეგია კიევს ასევე ჩუქნის 7000 ტყვიას საკუთარი მარაგიდან. საარტილერიო ტყვიების გამოყენება შესაძლებელია რამდენიმე ტიპის არტილერიაში, მათ შორის M109 Howitzer-ზე, რომელიც ნორვეგიამ ადრე აჩუქა კიევს. უკრაინის პრეზიდენტმა NATO-ს ამ ორ ქვეყანას მათ მიერ გაღებული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. „საარტილერიო ჭურვების დამატებითი პარტია უკრაინას ძალიან სჭირდება ბრძოლის ველზე. ჩვენ ერთად ვაახლოებთ ჩვენს საერთო გამარჯვებას", - დაწერა Twitter-ზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
დარჩიაშვილმა დაადასტურა, რომ ნორვეგიის ელჩი სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემის გამო დაიბარეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენისას დაადასტურა, რომ უწყებაში ნორვეგიის ელჩი იმყოფებოდა. მინისტრის თქმით, ელჩთან საუბრის პირველი ნაწილი ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის გადაწყვეტილებას შეეხო, მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების დაცვისთვის ჯილდო მიენიჭებინა, მეორე ნაწილი კი, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებზე, ელჩის შეფასებებს შეეხებოდა. „ნორვეგიის ელჩი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში. ერთი მხრივ საკითხი ეხებოდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მათი ქვეყნის კონსერვატიულმა პარტიამ მიიღო და ვფიქრობ, რომ საკმაოდ უხერხული, სხვა სიტყვა რომ არ ვიხმაროთ. ადამიანს მიენიჭა ადამიანის უფლებებში ჯილდო, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც, ადამიანის უფლებები პრაქტიკულად არ არსებობდა ამ ქვეყანაში. თუმცა ელჩთან საუბრისა და კომუნიკაციის მთავარი თემა ასევე იყო მის მიერ გაკეთებული გაუგებარი განცხადებები, როდესაც ის შეფასებებს აკეთებდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. საგარეო უწყებამ ნორვეგიის ელჩი დაიბარა
ნორვეგიამ ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში 18 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია დაამტკიცა
ნორვეგიის მთავრობამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ მისცა უფლება ნავთობკომპანიებს, განავითარონ ნავთობისა და გაზის საბადოები, რომლისთვისაც ინვესტიციები აღემატება 200 მილიარდ ნორვეგიულ კრონას (18,51 მილიარდ დოლარს). ამის შესახებ Reuters-ი წერს. მთავრობა ამბობს, რომ ნორვეგიის ნავთობისა და გაზის რესურსები აუცილებელია ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის და ის საჭირო იქნება ათწლეულების განმავლობაში. ნორვეგიის პარლამენტმა 2020 წელს შემოიღო დროებითი საგადასახადო შეღავათები, რათა ნავთობის სექტორში ინვესტიციები წაახალისოს. „ეს არის პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს მაღალი და სტაბილური შედეგის შენარჩუნებას ნორვეგიის კონტინენტური შელფიდან, ისევე, როგორც დასაქმების უზრუნველყოფას და სარგებლის მიღებას“, - განაცხადა ნავთობისა და ენერგეტიკის მინისტრმა, ტერჟე ასლანდმა.
ნორვეგია უკრაინის სამხედრო დახმარებას წელს $239 მილიონით ზრდის
ნორვეგია უკრაინის სამხედრო დახმარებას წელს 2,5 მილიარდი კრონით (239 მილიონი აშშ დოლარი) გაზრდის, განაცხადა სკანდინავიური ქვეყნის მთავრობამ სამშაბათს, 11 ივლის. უკრაინული მედიის ცნობით, ნორვეგიის მთავრობის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ის ასევე გაზრდის წვლილს უკრაინის მხარდასაჭერად შექმნილ NATO-ს ფონდში. საბოლოო ჯამში, 2023 წლისთვის დახმარება 10 მილიარდ ნორვეგიულ კრონამდე (დაახლოებით 960 მილიონი დოლარი) გაიზრდება. ნორვეგია უკრაინას 7.2 მილიარდ დოლარზე მეტ სამოქალაქო და სამხედრო დახმარებას გაუწევს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. ამავე პერიოდში 144 000 დოლარს გამოყოფს უკრაინის რეფორმების მხარდასაჭერად უკრაინას ფინანსური დახმარების დაპირების გარდა, NATO-ს მოთხოვნის საფუძველზე, ნორვეგია ასევე ვალდებულია, გაზარდოს თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის სულ მცირე 2%-მდე. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, თავდაცვის ხარჯების ზრდაზე ასეთ პირობას მოკავშირეები სამიტის განმავლობაში გასცემენ.
ნორვეგია უკრაინას 1000 სადაზვერვო დრონს გაუგზავნის
ნორვეგია უკრაინას 1000 Black Hornet-ის ტიპის თვითმფრინავს გაუგზავნის, განაცხადა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა 12 ივლისს. მცირე ზომის დრონი, რომელიც 32 გრამს იწონის, დაზვერვისა და სამიზნეების იდენტიფიცირებისთვის გამოიყენება. ნორვეგიის თავდაცვის მინისტრის თანახმად, ეს დრონები ე.წ. „ნანოდრონების“ კატეგორიას განეკუთვნება და გამოსაყენებლად მარტივია. ამასთან, მინისტრის განმარტებით, გამძლეა და განსაკუთრებით კარგია ურბანულ რაიონებში საბრძოლველად. ნორვეგიამ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ წელს 300 მილიონი დოლარი გამოყო. 2023 წლის დასაწყისში ნორვეგიის პარლამენტმა უკრაინისთვის 7,4 მილიარდი ევროს მხარდაჭერის გეგმა დაამტკიცა, რაც ხუთწლიანი დახმარების პაკეტის ნაწილია.
ნორვეგიაში კიბერშეტევა 12 სამთავრობო უწყებას შეეხო
კიბერშეტევის შედეგად, ნორვეგიის თორმეტი სამთავრობო უწყება დაზარალდა. ამის შესახებ ნათქვამია ნორვეგიის ადგილობრივი ხელისუფლებისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში. ინფორმაციას ნორვეგიის ონლაინ გაზეთი ავრცელებს. უწყების ცნობით, თავდასხმა, რომელსაც პოლიცია იძიებს, უწყებების საინფორმაციო და საკომუნიკაციო პლატფორმებზე განხორციელდა. მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების მინისტრმა, ზიგბიორნ იელსვიკმა განაცხადა, თავდასხმასთან დაკავშირებით მიღებულია მთელი რიგი ზომები და მთავრობა ყურადღებით აკვირდება არსებულ სიტუაციას. მან ასევე აღნიშნა, რომ თავდასხმის მასშტაბებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. მედიის ცნობით, საინფორმაციო და საკომუნიკაციო პლატფორმას იყენებს ყველა სამინისტრო, გარდა პრემიერის აპარატისა, ასევე თავდაცვის, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებისა.
ნორვეგიამ უკრაინის მხარდაჭერისთვის ევროპის ფონდში $24 მილიონზე მეტი შეიტანა
ნორვეგიამ უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის ევროპის სამშვიდობო ფონდში (EPF) 24 მილიონ დოლარზე მეტი შეიტანა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭომ 25 ივლისს განაცხადა. „უკრაინის საჭიროებებზე საპასუხოდ, ნორვეგიამ თანხა „ლეოპარდ 2-ის“ ტიპის ტანკებისთვის საბრძოლო მასალისა და სათადარიგო ნაწილების მიწოდებით მიზნით, სპეციალურად გამოყო , - ნათქვამია განცხადებაში. EPF ფონდის მეშვეობით უკრაინამ ამ დროისთვის შვიდი მხარდაჭერის პაკეტი მიიღო და ბრიუსელმა 27 ივნისს გადაწყვიტა, რომ ფონდის ჯამური ღირებულება 13 მილიარდ დოლარამდე გაზარდოს. ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა 20 ივლისს განაცხადა, რომ ევროკავშირი გეგმავს შემდგომი რესურსების ინვესტირებას ფონდში უკრაინის სამომავლო მხარდაჭერისთვის. ნორვეგიამ, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, 40 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო. ოსლომ 300 მილიონი დოლარი გამოყო უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველ წელს. 2023 წლის დასაწყისში ნორვეგიის პარლამენტმა უკრაინის ხუთწლიანი დახმარების ფარგლებში, 8,2 მილიარდი დოლარის მხარდაჭერის გეგმა დაამტკიცა.
რუსეთმა ნორვეგია „არამეგობრული“ ქვეყნების სიაში შეიყვანა
რუსული მედიის ცნობით, რუსეთმა ნორვეგია იმ უცხო ქვეყნების სიას დაამატა, რომლებმაც რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების წინააღმდეგ ე.წ. „არამეგობრული“ ქმედებები ჩაიდინეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. შედეგად, რუსეთში ნორვეგიის დიპლომატიურ მისიას მხოლოდ 27 პირის დაქირავება შეუძლია. მოსკოვმა ეს სია 2022 წლის გაზაფხულზე შექმნა მას შემდეგ, რაც უკრაინაში მისი სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო რუსეთს სანქციები დააკისრეს. 50-მდე ქვეყნისგან შემდგარი სია აშშ-ს, ჩეხეთს, ხორვატიას, დანიას, საბერძნეთს, სლოვენიასა და სლოვაკეთს მოიცავს. ნორვეგიამ აპრილში 15 რუსი დიპლომატი გააძევა სავარაუდო ჯაშუშობისთვის, ხოლო რუსეთმა 10 ნორვეგიელი დიპლომატის გათავისუფლებით უპასუხა.
ნორვეგიის საგარეო უწყება: საქართველოში რუსეთის ინტერვენცია იყო გარდამტეხი მომენტი ევროპის უსაფრთხოებისთვის
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენცია იყო გარდამტეხი მომენტი ევროპის უსაფრთხოებისთვის. „15 წელი გავიდა საქართველოში რუსეთის 2008 წლის ინტერვენციის შემდეგ – ეს იყო გარდამტეხი მომენტი ევროპის უსაფრთხოებისთვის. დღემდე ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებას უკრაინასა და საქართველოში. ნორვეგია გმობს რუსეთის მხრიდან მიმდინარე ოკუპაციას და ადამიანის უფლებების დარღვევებს,“ – ნათქვამია განცხადებაში. აგვისტოს ომი მე-15 წლისთავზე, საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს
ნორვეგია უკრაინას $70 მილიონის ღირებულების ანტი-დრონის სისტემას მიაწვდის
ნორვეგიული საერთაშორისო ტექნოლოგიური ჯგუფი Kongsberg Gruppen - ი უკრაინას 70 მილიონი დოლარის ღირებულების ანტი-დრონის სისტემას გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაცია სამეფოს მთავრობამ თავის ვებგვერდზე განათავსა. ძვირადღირებული სისტემის მიწოდება უკრაინის მხარდაჭერის საერთაშორისო ფონდის მეშვეობით განხორციელდება, რომლის მთავარი კონტრიბუტორი ნორვეგიაა. Cortex Typhon C-UAS არის ახლად შემუშავებული ანტი-დრონის სისტემა, რომელიც აწყობილია Teledyne Flir-ის, Kongsberg-ის და ჯავშანტექნიკის კომპონენტებისგან.
მედია: ნორვეგია უკრაინას F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს გაუგზავნის
ნორვეგია უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემს. ნორვეგიული მედიის ცნობით, ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა ქვეყანამ უკრაინისთვის F-16-ის ტიპის თვითმფრინავების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ნიდერლანდებისა და დანიის შემდეგ ნორვეგია მესამე ქვეყანა იქნება, რომელიც უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემს. დღეს კიევში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, იონას გარ შტორე უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მან უკრაინისთვის საზენიტო რაკეტებისა და სხვა მოწყობილობის გადაცემა დააანონსა, მაგრამ F-16-თან დაკავშირებით არ უსაუბრია. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს.
ნორვეგია უკრაინას IRIS-T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას გაუგზავნის
ნორვეგია უკრაინას IRIS-T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას გაუგზავნის. „ნორვეგია გააგრძელებს უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერას რუსეთის წინააღმდეგ, ვიდრე ეს მას დასჭირდება. ამჟამად უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება უფრო დიდი სამხედრო და მატერიალური მხარდაჭერა. მათ აქვთ რაკეტები და საბრძოლო მასალა საჰაერო თავდაცვისთვის,“ - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტორემ. ნორვეგიის მთავრობა იტყობინება, რომ საჰაერო თავდაცვა გადამწყვეტ როლს თამაშობს უკრაინის უნარში, დაიცვას როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ასევე ფრონტის ხაზის ინფრასტრუქტურა, ისევე როგორც სამხედრო ნაწილები რუსეთის მხრიდან საჰაერო თავდასხმებისგან. მანამდე ნორვეგიამ უკვე შეიტანა თავისი წვლილი უკრაინის საჰაერო თავდაცვაში NASAMS-ისა და Mistral-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემით. ხუთშაბათს ნორვეგიამ ასევე გამოაცხადა, რომ უკრაინაში F-16-ის ტიპის გამანადგურებლებს გაგზავნის. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს.
ნორვეგია უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის $140 მილიონს გამოყოფს
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, ნორვეგიამ უკრაინაში გაზისა და ელექტროენერგიის იმპორტის უზრუნველსაყოფად, 140 მილიონი დოლარს (1,5 მილიარდი ნორვეგია) გამოყოფს. „თანხები განაწილდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მეშვეობით და მიზნად ისახავს „კრიტიკული ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის შეკეთებას და შენარჩუნებას და საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულ რაიონებში გადაუდებელ ელექტრომომარაგებას, აგრეთვე გაზის შესყიდვას საგანგებო შენახვისთვის,“- ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში. დახმარება გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ნორვეგიის დელეგაცია პრემიერ-მინისტრ, იონას გაჰრ შტორეს ხელმძღვანელობით, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრ, ჰერმან ჰალუშენკოსთან ერთად ეწვია უკრაინის ერთ-ერთ დაზიანებულ ენერგეტიკულ ობიექტს. „ენერგეტიკული სფერო არის ერთ-ერთი მთავარი სფერო, სადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ და მხარს ვუჭერთ უკრაინას,“ - აღნიშნა გაჰრ შტორემ. ნორვეგიის მთავრობამ პირობა დადო, რომ 2023 წელს 8,2 მილიარდი დოლარს გამოუყოფს უკრაინას ხუთწლიანი დახმარების პაკეტის ფარგლებში. ნორვეგია უკრაინას IRIS-T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას გაუგზავნის მანამდე ნორვეგიამ უკვე შეიტანა თავისი წვლილი უკრაინის საჰაერო თავდაცვაში NASAMS-ისა და Mistral-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემით. ხუთშაბათს ნორვეგიამ ასევე გამოაცხადა, რომ უკრაინაში F-16-ის ტიპის გამანადგურებლებს გაგზავნის.
უკრაინამ და ნორვეგიამ სატვირთო გადაზიდვების გამარტივების შესახებ შეთანხმება გააფორმეს
უკრაინამ და ნორვეგიამ ხელი მოაწერეს სატვირთო გადაზიდვების გამარტივების შესახებ შეთანხმებას, რომელიც საქონლის გადამზიდველებს ორ ქვეყანას შორის უნებართვოდ გადაადგილების საშუალებას აძლევს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა. ახალი სისტემა პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება და სულ მცირე 2024 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება. გადაწყვეტილება გავრცელდება როგორც ორმხრივ ვაჭრობაზე, ასევე, საქონლის ტრანზიტზე სხვა ქვეყნებში. „ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი გადამზიდავებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას. ვაფართოებთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებთანაც გამარტივებული რეჟიმი გვექნება, ამჟამად ასეთი სულ 35 ქვეყანაა," - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, სერჰი დერკაჩმა. აქამდე უკრაინულ ტვირთმზიდებს ნორვეგიაში მხოლოდ კონკრეტული ნებართვით შეეძლოთ გამგზავრება. სექტემბრიდან მათ საჭირო ნებართვის გარეშე შეუშვებენ, ევრო-5-ის სტანდარტის დაცვით. (ევრო-5 სტანდარტი ამკაცრებს მოთხოვნებს გამოყენებული საწვავის ხარისხზე, რაც შესაძლებელს ხდის გაზარდოს გარემოსდაცვითი უსაფრთხოება და გააუმჯობესოს ამ ტიპის საწვავზე მომუშავე ძრავების მუშაობა, რედ.) ამ კლასიფიკაციის დასადასტურებლად გადამზიდავებმა სერთიფიკატი უნდა წარადგინონ.
ამერიკული სარაკეტო წყალქვეშა ნავი ნორვეგიაში განთავსდა
ოჰაიოს კლასის მართვადი სარაკეტო წყალქვეშა ნავი USS Florida (SSGN 728) ტრომსეში, ნორვეგიაში პირველად ჩავიდა. ინფორმაციას ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ძალები ავრცელებს. აშშ-ის შეფასებით, ვიზიტი ხელს შეუწყობს რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. „მადლობელი ვართ ნორვეგიის იმისთვის, რომ USS Florida-ს ნება დართო, განეხორციელებინა ტრომსეს პორტში ვიზიტი. ასეთი გაჩერებები საშუალებას აძლევს წყალქვეშა ნავს და მის ეკიპაჟს, გააგრძელონ რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მისია,“ - განაცხადა აშშ-ის საზღვაო ძალების წარმომადგენელმა. მისივე თქმით, ეს აშშ-ნორვეგიის პარტნიორობის სიმტკიცის თვალსაჩინო დემონსტრირებაა. „მოუთმენლად ველით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს დიდი ხნის მოკავშირეებთან ერთად, როდესაც ერთად ვიმუშავებთ ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად. ტრომსემდე იყო რეგულარულად დაგეგმილი ვიზიტი იტალიაში, ნეაპოლში 2023 წლის აგვისტოში. პორტში ყოფნისას, ფლორიდის ეკიპაჟს ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს ტრომსეს მდიდარ კულტურას და დაამყაროს ურთიერთობები ადგილობრივ მოსახლეობასთან,“ - აღნიშნავს ოფიციალური პირი.
ნორვეგია უკრაინას 50-მდე ტვირთმზიდს გაუგზავნის
ნორვეგია უკრაინას დაახლოებით, NM199 (M548)-ის ტიპის 50 ტვირთმზიდს გადასცემს. ამის შესახებ ნორვეგიის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.„ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მიწოდების ჯაჭვი უზრუნველვყოთ იმ ადგილებში, სადაც გზები არ არის”, - თქვა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა. სამინისტროს ცნობით, ავტომობილს ბორბლიანი მანქანებისთვის მიუწვდომელ რელიეფზე მანევრირება შეუძლია. აქედან გამომდინარე, ისინი მნიშვნელოვანი დანამატია ბორბლიანი სატვირთო მანქანებისთვის საქონლის ტრანსპორტირებისთვის. ტვირთგამტარებს შეუძლიათ საბრძოლო მასალის, საკვებისა და წყლის ტრანსპორტირება უკრაინის ჯარებისთვის საველე ადგილზე.
ნორვეგია რუსეთში რეგისტრირებულ მანქანებს თავის ტერიტორიაზე არ შეუშვებს
ნორვეგია რუსეთის სანომრე ნიშნების მქონე ავტომანქანებს თავის ტერიტორიაზე შესვლას აუკრძალავს. იტყობინება ნორვეგიული გამოცემა NRK. მანამდე ასეთი გადაწყვეტილება ბალტიისპირეთის ქვეყნებბმა, ასევე, ფინეთმა და პოლონეთმა მიიღეს. „ფინეთის მსგავსად, ნორვეგია შეზღუდვებს დააწესებს რუსეთში რეგისტრირებული მანქანების იმპორტსა და გამოყენებაზე. ჩვენ ახლა განვიხილავთ, როგორ განხორციელდება ეს და უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ ეფექტიან ზომებს,“ - განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ეივინდ ვად პეტერსონმა. ნორვეგია რუსეთის მოსაზღვრე შენგენის ზონის ქვეყნებიდან უკანასკნელია, რომელმაც ხსენებული გადაწყვეტილება მიიღო.
ნორვეგია უკრაინას $92 მილიონის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს
ნორვეგია უკრაინას 1 მილიარდი კრონის (92 მილიონი აშშ დოლარი) ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ნორვეგიის მთავრობამ განაცხადა. „ჰუმანიტარული დაფინანსება მიზნად ისახავს, უზრუნველვყოს, რომ ყველაზე დაუცველებმა, ბავშვებმა, ლტოლვილებმა და იძულებით გადაადგილებულმა პირებმა მიიღონ სასიცოცხლო დახმარება, როგორიცაა "თავშესაფარი, საკვები, წყალი და სანიტარული დახმარება, განათლება, ჯანდაცვა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერა, ასევე, სექსუალური და გენდერული ძალადობისგან დაცვა," - ნათქვამია პრესრელიზში. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის მოსახლეობას დიდ ტანჯვას აყენებს, უკრაინელებს სჭირდებათ დახმარება, რათა გადაიტანონ ომის კიდევ ერთი ზამთარი." დახმარება გაეროს და წითელი ჯვრის მიერ შექმნილი უკრაინისთვის არსებული პროგრამებით განაწილდება. ნორვეგიამ, რომელიც NATO-ს დამფუძნებელი წევრია, ადრე განაცხადა, რომ უკრაინაში F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს გზავნის. მან ასევე გაუგზავნა უკრაინას საზენიტო რაკეტები, და დამატებითი დაფინანსება ქვეყანაში გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების უზრუნველსაყოფად.
ნორვეგია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის უახლესი სანქციების პაკეტს შეუერთდა
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის უახლესი სანქციების პაკეტს შეუერთდა. სკანდინავიური ქვეყანა ჯერ კიდევ განიხილავს, თუ როგორ განახორციელოს პორტებში დაშვების აკრძალვა გემებისთვის, რომლებიც გემიდან გემზე ნავთობის გადაცემაში მონაწილეობენ. ცნობისთვის, ნორვეგია რუსეთის სანომრე ნიშნების მქონე ავტომანქანებს თავის ტერიტორიაზე შესვლას აუკრძალავს. ეს ზომა დღეიდან, 3 ოქტომბრიდან ამოქმედდება. ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი ივნისში დაამტკიცა.
ნორვეგია უკრაინას $89,7 მილიონის მოცულობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს
ნორვეგია უკრაინას 89,7 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსებას გამოუყოფს. ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 13 ნოემბერს განაცხადა. სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ნორვეგიამ უკრაინას და რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალებულ სხვა ქვეყნებს 4,5 მილიარდი კრონის (404 მილიონი დოლარი) ჰუმანიტარული დახმარება გაუწია ამ ქვეყნებისთვის დახმარების ჯამურმა ღირებულებამ 2022 წელს 10,7 მილიარდი კრონი (961 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა. ოსლომ კიდევ 75 მილიარდი კრონი (6,7 მილიარდი აშშ დოლარი) ტრანშების სახით, 2023-2027 წლებში დაგეგმა.
ნორვეგიის მოიერიშეებმა ექვს რუსულ ბომბდამშენსა და გამანადგურებელს გზა გადაუჭრეს
F-35-ის ტიპის ნორვეგიულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა ექვს რუსულ ბომბდამშენსა და გამანადგურებელს გზა გადაუჭრეს. NATO-ს საჰაერო სარდლობის ცნობით, 17 ნოემბერს ნორვეგიული F-35 ევენესის სამხედრო-საჰაერო ბაზიდან მას შემდეგ აფრინდა, როცა რუსული თვითმფრინავი NATO-ს წევრი ქვეყნის საჰაერო სივრცეს მიუახლოვდა. მე-5 თაობის ნორვეგიულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა ორი Ту-160 ბომბდამშენი, ორი МіГ-31 და ორი Іл-78 Midas-ს ტიპის თვითმფრინავის იდენტიფიცირება მოახდინეს.
ნორვეგია უკრაინის სასურსათო უსაფრთხოებისთვის $23 მილიონს გამოყოფს
ნორვეგია უკრაინის სასურსათო უსაფრთხოებისთვის ხუთწლიანი მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 250 მილიონ ნორვეგიულ კრონს (დაახლოებით $23 მილიონი) გამოყოფს. თანხების უმეტესი ნაწილი გაეროს სურსათის მსოფლიო პროგრამას (WFP) გადაეცემა. ნორვეგიის მთავრობის ცნობით, ფრონტის ხაზთან სასურსათო დახმარების გაწევის გარდა, დაფინანსება მოხმარდება სასოფლო-სამეურნეო მიწების განაღმვას, რაც ფერმერებს საშუალებას მისცემს, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ სურსათის წარმოებას. გავრცელებული ინფორმაციით, ნორვეგიიდან თითქმის 4,6 მილიონი დოლარით დაფინანსდება ინიციატივა - „მარცვლეული უკრაინიდან“, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს WFP და მიზნად ისახავს უკრაინული მარცვლეულის მიწოდებას გაჭირვებული ქვეყნებისთვის. კიდევ 4,6 მილიონი დოლარი გადაირიცხება მსოფლიო ბანკის უკრაინის ფონდში. ბანკის სასოფლო-სამეურნეო პროგრამა ARISE (Ukraine Agriculture Recovery Inclusive Support Emergency) უკრაინელ ფერმერებს ფინანსურ დახმარებას უწევს. ნორვეგიამ თებერვალში დაიწყო პროგრამა, რათა უკრაინას 7 მილიარდი დოლარის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდოს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. ნორვეგიამ უკრაინასა და რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულ სხვა ქვეყნებს 4,5 მილიარდი კრონის (404 მილიონი დოლარი) ჰუმანიტარული დახმარება გაიღო მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა.
ნორვეგია და დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდასაჭერად კოალიციას ქმნიან
ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, NATO-ს წევრი ნორვეგია და დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდასაჭერად კოალიციას ქმნიან. დამატებით ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი და ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი ბიორნ არილდ გრამი ღონისძიების ფარგლებში გაასაჯაროებენ. ნორვეგიამ უკრაინის მხარდაჭერის პროგრამა თებერვალში დაიწყო, რომლის საფუძველზეც უკრაინას $7 მილიარდის მოცულობის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უნდა მიეწოდოს. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა პირობა დადო, რომ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას. ლონდონმა უკრაინას 4,7 მილიარდ ფუნტზე მეტი (5,9 მილიარდი დოლარი)მოცულობის ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარება უკვე გამოუყო.
ნორვეგია-ბრიტანეთის კოალიცია შავ ზღვაში უკრაინას გააძლიერებს
დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ შეუერთდება ნორვეგიას და უხელმძღვანელებს ახალ კოალიციას შავ ზღვაზე უკრაინის მხარდასაჭერად. პროგრამა მოიცავს „შავ ზღვაში საზღვაო ძალების სწრაფ განლაგებას, უკრაინის საზღვაო კორპუსის და საპატრულო გემების ყოფნას სანაპირო და შიდა წყლის დასაცავად. ბრიტანეთის სამეფო ფლოტი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ორ გამნაღმველ გემს გადასცემს, რომ შავ ზღვაში რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის საზღვაო ოპერაციების შესაძლებლობები გააუმჯობესოს. დიდი ბრიტანეთი უკრაინას ხელს შეუწყობს, შავი ზღვის გავლით საექსპორტო გზები აღადგინოს. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შავ ზღვაში რუსეთის ბლოკადა უკრაინის ეკონომიკას ზიანს აყენებს, მნიშვნელოვნად ზღუდავს ქვეყნის მიერ ზღვის გამოყენებით ექსპორტის უნარს. უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერებით, კონკრეტულად, რუსული ზღვის ნაღმებიდან მომდინარე საფრთხესთან გამკლავებით, დიდი ბრიტანეთი უკრაინის საზღვაო ექსპორტის აღდგენის უნარს გააძლიერებს. „ხალი კოალიცია გრძელვადიან მხარდაჭერას გაუწევს უკრაინას, მათ შორის წვრთნების, აღჭურვილობის და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, შავ ზღვაში უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, - ნათქვამია განცხადებაში. ნორვეგია და დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდასაჭერად კოალიციას ქმნიან Europetime-თან საუბრისას, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში, რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკის საკითხებში დირექტორის მოადგილე, დევიდ მორგანი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „შავი ზღვის რეგიონი ნამდვილად მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ რუსეთის უკანონო შეჭრას უკრაინაში და მის შესაძლო მცდელობებს, მოახდინის უკრაინის სანაპირო ზოლის ბლოკირება“, - ამბობს დევიდ მორგანი. აშშ-ის თავდაცვის ატაშე ჯოზეფ ბილბო: უკრაინის წინააღმდეგ ომმა, შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ ყურადღება გაზარდა სახელმწიფო დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შესახებ ანგარიში კონგრესს წარუდგინა
ზელენსკი ნორვეგიაში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ოთხშაბათს ნორვეგიაში ჩავიდა. ინფორმაციას ნორვეგიის მთავრობა ავრცელებს. განცხადების თანახმად, ზელენსკი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრებს უკრაინისადმი ნორვეგიის უწყვეტ მხარდაჭერასთან დაკავშირებით გამართავენ. ნორვეგიის მთავრობა განცხადებაში ადასტურებს, რომ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს. „უკრაინის ძალისხმევა მნიშვნელოვანია ნორვეგიაში თავისუფლებისა და უსაფრთხოების დასაცავად,“ აღნიშნა იონას გაჰრ სტორემ. ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს სამიტში, რომელზეც შეიკრიბებიან ჩრდილოეთ ევროპის ხუთი სახელმწიფოს: დანიის, ფინეთის, ისლანდიის, ნორვეგიის და შვედეთის ლიდერები. ეს სახელმწიფოები უკრაინის მთავარ დონორებს შორის არიან.
ნორვეგია უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში დაეხმარება
ნორვეგია უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში დამატებით დაეხმარება. ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ მინისტრმა, იონას გაჰრ სტორემ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ უკრაინას თავდაცვის ინდუსტრიის შესაძლებლობების გასაძლიერებლად თანადაფინანსებას გავუწევთ, რათა მას თავის დასაცავად საკმარისი საბრძოლო მასალა ჰქონდეს,“ - განაცხადა იონას გაჰრ სტორემ. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ნორვეგიის მხარდაჭერა სხვებს მაგალითს აძლევს. „დღეს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს, იონას გაჰრ სტორეს შევხვდი და უკრაინასა და ნორვეგიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები განვიხილე. მათ შორის, უკრაინელი მეომრების მხარდაჭერა, შავ ზღვაში თავისუფალი ნავიგაციის უზრუნველყოფა და ჩვენი ქალაქების დაცვა,“ - წერს ზელენსკი X-ზე.
ნორვეგია უკრაინას $30 მილიონის ღირებულების NASAMS-ის აღჭურვილობას გადასცემს
ნორვეგიის მთავრობამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ნორვეგია უკრაინას 30,5 მილიონი დოლარის ღირებულების NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების აღჭურვილობას გადასცემს. ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვა უკრაინის მხარდაჭერის გადამწყვეტი ნაწილია. ახალი პაკეტი ჰუმანიტარულ დახმარებასაც მოიცავს. ნორვეგია უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში დაეხმარება რომელმა ქვეყნებმა გადასცეს უკრაინას ყველაზე მეტი სამხედრო დახმარება ნორვეგიამ უკრაინის სამხედრო საჭიროებისთვის დამატებით გამოყო 273 მილიონი ამერიკული დოლარი, რაც ნორვეგიის მთავრობისა და პარლამენტის მიერ უკრაინისთვის უკვე დამტკიცებული დახმარების ნაწილია. რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე, ბოლო დღეების განმავლობაში ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა იერიში. ზელენსკი ნორვეგიაში 13 დეკემბერს ჩავიდა. მანამდე ის ჯერ არგენტიაში და შემდეგ აშშ-ში იმყოფებოდა. ნორვეგია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უზრუნველყოფის მხრივ, 3,8 მილიარდით, მეოთხეა.
რუსეთი ფინეთისა და ნორვეგიის საზღვრებთან ჰაუბიცებს განათავსებს
რუსეთის თავდაცვის კონგლომერატი Rostec-ი აცხადებს, რომ ახლო მომავალში თავის უახლესი ტიპის ჰაუბიცებს გამოიყენებს ბრძოლის ველზე, უკრაინის ძალების წინააღმდეგ. ასეთი ტიპის ჰაუბიცები საარტილერიო ჭურვებს დაახლოებით 70 კილომეტრის მანძილზე ისვრიან. Rostec-ის განცხადებით, ახალი Coalition-SV-ის საარტილერიო ერთეულების გამოცდა დასრულებულია და უკვე დაიწყო მათი მასობრივი წარმოება. პირველი პარტიის მიწოდებას 2023 წლის ბოლომდე გეგმავენ. 2023 წლის დეკემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა Coalition-SV-ის ტიპის ჰაუბიცები უკრაინის ფრონტზე განალაგა.
ნორვეგიამ უკრაინისთვის თავდაცვის პროდუქციის პირდაპირი მიყიდვა დაუშვა
ამოქმედდა ნორვეგიის მთავრობის მიერ შემოღებული წესი, რომელიც უკრაინისთვის იარაღის და თავდაცვასთან დაკავშირებული პროდუქციის პირდაპირ მიყიდვას შესაძლებელს ხდის. „რუსეთის აგრესიის ომი საფრთხეს უქმნის უკრაინას, როგორც სახელმწიფოს და ერს. უმნიშვნელოვანესია გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. უკრაინის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ნორვეგიის და ევროპის უსაფრთხოებისთვის," ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი, ესპენ ბართ ეიდე. მისივე თქმით, წესის ცვლილება ნორვეგიულ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართონ საექსპორტო ლიცენზიებისთვის, საიმისოდ, რომ ამგვარი პროდუქცია უკრაინას მიყიდონ - და ყოველი ასეთი შემთხვევა ცალ-ცალკე იქნება განხილული.
ნორვეგია დანიაში უკრაინელი პილოტების მომზადებისთვის F-16-ებს გზავნის
ნორვეგია თავის ორ F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს დანიაში გაგზავნის, რათა წვლილი შეიტანოს უკრაინელი მფრინავების მომზადებაში. ამის შესახებ ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა განაცხადა. ნორვეგიამ გასულ წელს გამოაცხადა, რომ შეუერთდება დანიას, ნიდერლანდებს, ასევე, სხვა ქვეყნებს, რათა უკრაინას სამხედრო თვითმფრინავები მიაწოდოს. „მანამდე ნორვეგიამ უკვე გაგზავნა 10 ინსტრუქტორი დანიაში უკრაინელი ომის მფრინავების მოსამზადებლად,“ განაცხადა ბიორნ არილდ გრამმა. ნორვეგიის საჰაერო ძალებმა საკუთარი F-16 ახალი F-35 საბრძოლო თვითმფრინავებით შეცვალა.
ნორვეგიული F-16-ები დანიაში ჩაფრინდნენ
ნორვეგიის F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები დანიაში უკრაინელი პერსონალის მომზადების პროგრამის მხარდასაჭერად დაეშვა. ამის შესახებ ნორვეგიის საჰაერო ძალების განცხადებაშია ნათქვამი. სასწავლო მისიის მიზანი იქნება არამხოლოდ პილოტების, არამედ, უკრაინელი ტექნიკოსების და მისიის დამგეგმავების მომზადება. უკრაინელი პილოტები სწავლებას რუმინეთში, დანიაში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში გადიან. ამ უკანასკნელში ექვსმა უკრაინელმა საბაზისო ტრენინგი, მათ შორის, ინგლისური ენის შესწავლა შობამდე დაასრულა. შეგახსენებთ, ნოემბერში რუმინეთში F-16-ის სასწავლო ცენტრი გაიხსნა. უკრაინა F-16-ების მიღებას უახლოეს მომავალში ელის. ნორვეგიის შემდეგ, ბელგიამაც განაცხადა, რომ მარტიდან სექტემბრამდე დანიაში ორ F-16-ის ტიპის თვითმფრინავსა და ორმოცდაათი სამხედროსგან შემდგარ პერსონალს განათავსებს.
ნორვეგია მსოფლიოში სავარაუდოდ, პირველი ქვეყანა გახდება, სადაც ზღვის ფსკერიდან მინერალების მოპოვებას დაუშვებენ - BBC
BBC-ის ცნობით, ნორვეგია მსოფლიოში სავარაუდოდ, პირველი ქვეყანა გახდება, სადაც ზღვის ფსკერიდან მინერალების მოპოვება ნებადართული იქნება. გარემოს დამცველები გამოდიან გაფრთხილებით, რომ ეს შეიძლება, ეკოსისტემისთვის დამანგრეველი გადაწყვეტილება აღმოჩნდეს. პარლამენტში დაგეგმილი კენჭისყრა ეხება ნორვეგიის წყლებს, მაგრამ საერთაშორისო წყლებში სამთო მოპოვების შესახებ შეთანხმება ასევე შეიძლება, მიღწეული იყოს წელს. მოსალოდნელია, რომ კენჭისყრა დაბრკოლების გარეშე ჩაივლის. ნორვეგიის მთავრობამ განაცხადა, რომ საკითხს სიფრთხილით ეკიდება და ლიცენზიების გაცემას მხოლოდ შემდგომი გარემოსდაცვითი კვლევების ჩატარების შემდეგ დაიწყება. გადაწყვეტილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში 280 000 კვადრატულ კილომეტრზე ზღვის ფსკერიდან მინერალების, მათ შორის ძვირფასი მეტალების, მოპოვება დაიშვება.
ნორვეგია და მოკავშირეები ერთიანი პალესტინის მთავრობის კონცეფციაზე მუშაობენ
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ესპენ ბარტ ეიდემ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ ნორვეგია და მოკავშირეები ერთიანი პალესტინის მთავრობის კონცეფციაზე მუშაობენ. „ჩვენთან არაერთი ქვეყანა მუშაობს, ცდილობს ფართო ერთიანობის მთავრობა შექმნას,“ - განაცხადა ესპენ ბარტ ეიდემ. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტაზე მუშაობა აქტუალური ხდება, რადგან კონფლიქტი რეგიონში ვრცელდება. „ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რომ პალესტინის ერთიანობაზე ვიმუშაოთ და დაინტერესებულ ქვეყნებთან ერთად მოდელებზე ვიფიქროთ“, - აღნიშნა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. თავის მხრივ, კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის გარეშე მშვიდობის მიღწევა არ მოხდება. „არ არსებობს ჯადოსნური ფორმულა იმისთვის, რომ რეალური გადაწყვეტის გარეშე, ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის გარეშე, დავუბრუნდეთ იმას, რაც 7 ოქტომბრამდე იყო,“ - განაცხადა შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ. კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ პალესტინელების გენოციდისკენ მოწოდებებს ისრაელის ექსტრემისტული მთავრობა აკეთებს. „ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, თუ როგორ დავასრულოთ ომი რაც შეიძლება მალე, როგორ გავათავისუფლოთ მძევლები და პალესტინელი პატიმრები, რათა დასავლეთ ნაპირზე არსებული პრობლემა გადავჭრათ,“ - აღნიშნა კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ცნობისთვის, 1992-1993 წლებში ნორვეგია ისრაელსა და პალესტინის განმათავისუფლებელ ორგანიზაციას შორის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, რის შედეგადაც მხარეებმა 1993 წელს ოსლოს ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
ნორვეგია საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდისა და უკრაინის მხარდაჭერის მიზნით, ჯამში $190 მილიონზე მეტს გამოყოფს
ნორვეგიის მთავრობის განცხადებით, ქვეყანა საბრძოლო მასალის წარმოების გასაზრდელად და ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიის პოტენციალის გასავითარებლად, 90 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს. მთავრობის განცხადებით, თავდაცვისთვის სულ 2 მილიარდი ნორვეგიული კრონი გამოიყოფა, რაც 190 მილიონ დოლარზე მეტია. თანხის ნახევარი ნორვეგიული საბრძოლო მასალის მწარმოებელ Nammo-ს გადაეცემა. დანარჩენი კი, უკრაინას მოხმარდება. „თავდაცვითი ინდუსტრიის შესაძლებლობების გაძლიერება მნიშვნელოვანია როგორც უკრაინისთვის, ასევე ჩვენი უსაფრთხოებისთვის,“ - განაცხადა ნორვეგიის მთავრობამ. თავდაცვის მინისტრის, ბიორნ არილდ გრამის თქმით, იარაღის წარმოების გაზრდა მომგებიანია არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ, უშუალოდ ნორვეგიისთვისაც. „ჩვენ ხელს ვუწყობთ Nammo-ს წარმოების სიმძლავრის მნიშვნელოვან ზრდას ნორვეგიის, მოკავშირეების და უკრაინის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად,“ - განმარტა მინისტრმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
ნორვეგია აშშ-სთან თავდაცვის შეთანხმებას აფართოებს
აშშ და ნორვეგია თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ. თავდაცვის სფეროში შეთანხმების გაფართოების შესახებ დოკუმენტს აშშ-ის ელჩმა მარკ ნათასონმა და ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა ხელი მოაწერეს. 2021 წელს ხელმოწერილი თავდაპირველი შეთანხმება მოიცავდა ოთხ ობიექტს და ტერიტორიას, სადაც შეერთებულ შტატებს ინფრასტრუქტურის აშენება და ნორვეგიის ძალებთან ერთად წვრთნების ჩატარება შეეძლო. ახალი შეთანხმებით, აღნიშნული სამხედრო ობიექტების რაოდენობა 12-მდე გაიზრდება. „დღევანდელ უსაფრთხოების გარემოში ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობების განმტკიცება ჩვენს მოკავშირეებთან. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის და მთელი რეგიონისთვის,“ - განაცხადა მინისტრმა გრემმა და ხაზი გაუსვა, რომ „აშშ ნორვეგიის უახლოესი მოკავშირეა.“ დოკუმენტში შეტანილი ცვლილება ახლა ნორვეგიის პარლამენტის თანხმობას ელოდება. ფინეთმა აშშ-სთან თავდაცვის სფეროში შეთანხმება გააფორმა
ნორვეგია უკრაინელ საზღვაო ქვეითებს მოამზადებს
ნორვეგია მცირე გემებით ოპერაციების ჩატარებაზე უკრაინელი საზღვაო ქვეითების მომზადების კურსს გაზაფხულზე დაიწყებს. ოსლო ასეთ ნავებს აღჭურვილობით, ასევე მიაწვდის უკრაინას. წვრთნები ნორვეგიის წვლილია „საზღვაო კოალიციაში“, რომელსაც ის რამშტეინის ქვეყნებს შორის ბრიტანეთთან ერთად ხელმძღვანელობს. „ნორვეგიამ უკვე დაამყარა კარგი თანამშრომლობა უკრაინელ საზღვაო ქვეითებთან ნორვეგიაში, სწავლის პერიოდში. ახლა ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ ვართ და ვიწყებთ სპეციალურ სასწავლო პროგრამას," - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა. საზღვაო ქვეითები სანაპირო ზონაში გაივლიან სწავლებას და მდინარის გადასასვლელებზე ოპერირების მიზნით, მოერგებიან იმ პირობებს, რომლებშიც მათ უკრაინაში მოუწევთ მუშაობა.
ნორვეგიიდან გააძევეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც სამხედრო ობიექტს იღებდა
რუსეთის 40 წლის მოქალაქე დააჯარიმეს და გააძევეს ნორვეგიიდან მას შემდეგ, რაც მან სამხედრო ობიექტი გადაიღო. ამის შესახებ ნორვეგიის პოლიციამ 26 თებერვალს განაცხადა. შემთხვევა ნორვეგიის ფინმარკის რეგიონში მოხდა. სამართალდამცველები აღნიშნავენ, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც რუსი გადაღებას აწარმოებდა, ცნობილია, რომ აკრძალულია დრონების და ფოტოგადაღების გამოყენება. კაცი სამხედროებმა პარასკევს, 23 თებერვალს დააკავეს, შემდეგ კი, პოლიციას გადასცეს. „დაკითხვისას კაცმა აღიარა, რო გადაიღო სამხედრო დაწესებულება და დათანხმდა ჯარიმასაც. საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით, იგი გააძევეს ქვეყნიდან,“ წერს მედია. რუსეთის მოქალაქეს 5 წლით აეკრძალა ნორვეგიაში შესვლა. ნორვეგიელმა სამართალდამცველებმა უარი თქვეს კომენტარის გაკეთებაზე იმის შესახებ, უკავშირდებოდა თუ არა ინციდენტი რუსული სპეცსამსახურების საქმიანობას თუმცა, როგორც ცნობილია, მსგავსი მცდელობები, ადრე ასე იყო კლასიფიცირებული. ბოლო თვეების განმავლობაში ნორვეგიის სადაზვერვო სამსახურები ღიად საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ ცდილობს რუსეთი შექმნას აგენტთა საკუთარი ქსელი ქვეყანაში.
უკრაინამ და ნორვეგიამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს
უკრაინამ და ნორვეგიამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ჩრდილოეთ ევროპაში ნორვეგია ჩვენი მთავარი პარტნიორია, სამხედრო თვითმფრინავების კოალიციის ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც უკრაინას სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველივე დღიდან მხარს უჭერს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ ჩვენი სახელმწიფოების უსაფრთხოების ვალდებულებების გაფორმების პროცესი დავიწყეთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცის ცნობით, მხარეებმა მომავალი შეთანხმების ძირითადი სტრუქტურული ელემენტები განიხილეს. როგორც ცნობილია, უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებები დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, დანიასთან, იტალიასთან და კანადასთან უკვე გააფორმა.
დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით, ნორვეგიაში NATO-ს წვრთნები დაიწყო
Joint Warrior, რომელიც ნორვეგიაში დაიწყო, მრავალმხრივი სწავლებაა, რომელიც აერთიანებს მიწისზედა, საჰაერო და სახმელეთო სცენარებს და რომლებიც უზრუნველყოფს ერთობლივ წვრთნას მრავალ საფრთხის გარემოში, NATO-ს ქვედანაყოფებისთვის. მისი მთავარი მიზანია, გააუმჯობესოს ალიანსისა და მოკავშირეთა ძალების თავსებადობა და მზადყოფნა. წვრთნები მოიცავს 20 000-ზე მეტ სამხედროს, 30 ხომალდს, 4 წყალქვეშა ნავს და მრავალ თვითმფრინავს. სწავლებაში მონაწილეობენ კანადა, დანია, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები.
უკრაინამ იაპონიისგან და ნორვეგიისგან $760 მილიონი მიიღო
უკრაინამ იაპონიისგან და ნორვეგიისგან მსოფლიო ბანკის PEACE პროექტის მეშვეობით, 760 მილიონი დოლარის გრანტი მიიღო. უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, თანხები მოხმარდება სახელმწიფო ბიუჯეტის იმ ხარჯების კომპენსაციას, რომლებიც არ არის დაკავშირებული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორებთან. როგორც ცნობილია, 2024 წელს უკრაინამ უკვე მიიღო დაახლოებით $1,2 მილიარდი გარე ფინანსური დახმარება დონორებისგან მსოფლიო ბანკის პროექტების მეშვეობით, ამ თანხების თითქმის 75% გრანტების სახით გამოიყოფა.
ნორვეგია $150 მილიონზე მეტს გამოყოფს უკრაინისთვის 800 ათასი ჭურვის შესაძენად
ნორვეგია უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად 153 მილიონი აშშ დოლარს გამოყოფს. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება დიდი რაოდენობით საარტილერიო საბრძოლო მასალა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი შეფასებით, დღეს საბრძოლო მასალის ნაკლებობა, უკრაინის უზღუდავს უნარს, დაიცვას საკუთარი თავი. ნორვეგია თნხას ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში გამოყოფს.
ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვის კოალიციას უერთდება
ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვის კოალიციას შეუერთდა. „ნორვეგიული NASAMS-ი ყოველდღე ხელს უწყობს უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენას და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას,“ განაცხადა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა. ამ ზამთარში უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის რამდენიმე კოალიცია შეიქმნა. მთავრობამ გადაწყვიტა ნორვეგიის მონაწილეობა სამ ასეთ კოალიციაში: საზღვაო კოალიცია, რომელსაც ნორვეგია უძღვება გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, F-16-ის კოალიცია, რომლის ფარგლებშიც ნორვეგია კიევს მიაწვდის F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავებს და ასევე გაწვრთნის უკრაინულ პერსონალს სისტემაზე მუშაობისთვის. ამასთან, ნორვეგია უკვე მონაწილეობს საჰაერო თავდაცვის კოალიციაში, რომელსაც გერმანია და საფრანგეთი ხელმძღვანელობენ.
ნორვეგია საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ ორ კანონპროექტებს აკრიტიკებს
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებს აკრიტიკებს. “ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ საკანონსტიტუციო ცვლილებები დაინიცირდა „ნორვეგია შეშფოთებულია საქართველოში ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივებით "უცხოური გავლენებისა" და "ოჯახის ღირებულებების" შესახებ, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებასა და LGBTQI+ პირების სტიგმატიზებას ემსახურება, რაც ძირს უთხრის მნიშვნელოვან ღირებულებებს, ქართულ დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ გზას," - წერს ნორვეგიის საგარეო უწყება სოციალური პლატფორმა X-ის საშუალებით. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
ნორვეგია გრძელვადიან პერსპექტივაში, უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპენ ბარტ ეიდემ განაცხადა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ის არ გამორიცხავს უკრაინაში ჯარების გაგზავნას, თუმცა ასეთი გეგმები ჯერ არ არსებობს. ამის შესახებ მან უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საუბრები, რომელიც გაიმართა უკრაინაში დასავლური ჯარების პოტენციურ გაგზავნაზე, რეალურად არ ეხებოდა საბრძოლო დანაყოფებს რუსულ ძალებთან პირდაპირი დაპირისპირებისთვის. „ამჟამად ჩვენ არ ვაპირებთ ჯარების გაგზავნას. არ მგონია, ბევრ ქვეყანას ჰქონდეს ასეთი გეგმები. მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან გრძელვადიან პერსპექტივაში, არ ვფიქრობ, რომ პრინციპში რაიმე უნდა გამოვრიცხოთ,” - აღნიშნა ეიდემ. მისი თქმით, NATO-ს სურს, უკრაინის მხარდაჭერა იმ დონეზე, რომ უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს და რუსეთმა ვერ შეძლოს გამარჯვება. „მაგრამ არ არის სურვილი, ვიყოთ ომში პირდაპირი მხარე, რადგან ამან შეიძლება, გამოიწვიოს მსოფლიო ომი, რომლის დანახვა ჩვენ არ გვინდა,“ - განაცხადა მინისტრმა. მარტში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების შესაძლო გაგზავნა არ არის გამორიცხული.
ნორვეგიამ თავდაცვის გაძლიერების ისტორიული გეგმა წარადგინა
ნორვეგიის მთავრობამ დაამტკიცა ახალი გეგმა, რომელიც თავდაცვის ხარჯებს 2036 წლისთვის თითქმის გააორმაგებს. ამის შესახებ ნორვეგიის მთავრობის პრესსამსახური იტყობინება. გეგმა ითვალისწინებს თავდაცვის ხარჯების გაზრდას 600 მილიარდი კრონით (56 მილიარდი დოლარი) 2036 წლამდე. მთავრობამ გეგმას ისტორიული უწოდა. „ნორვეგიის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მთავრობის ყველაზე ფუნდამენტური ამოცანაა. ჩვენ გვჭირდება დაცვა, რომელიც ადაპტირებულია არსებულ ვითარებასთან და საფრთხის ლანდშაფტთან. ეს გეგმა ისტორიული სტიმულია ნორვეგიის შეიარაღებული ძალებისთვის და ითვალისწინებს ყველა სახის თავდაცვის მნიშვნელოვან გაძლიერებას,“ - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა. მთავრობა პრიორიტეტულად მიიჩნევს შემდეგ ძირითად მიმართულებებს: საჰაერო თავდაცვის გაუმჯობესება, წვევამდელთა რაოდენობის გაზრდა, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კრიტიკული ხარვეზების გამოსწორება, მნიშვნელოვანი ინვესტიციები საზღვაო ძალებში, არმიის გაძლიერება და ტერიტორიული თავდაცვა. ნორვეგია ასევე აპირებს, მიაღწიოს NATO-ს მიზანს, რომელიც 2024 წლის დასაწყისში - დაგეგმილზე ორი წლით ადრე, თავდაცვისსთვის მშპ-ს 2%-ის დახარჯვას გულისხმობს.
მედია: ნორვეგია უკრაინისთვის F-16-ების გადასაცემად ემზადება
მოიერიშე კოალიციის ფარგლებში ნორვეგია ემზადება უკრაინაში 22 F-16 გამანადგურებლის გადასაყვანად, რომელთაგან 12 უკვე გამოსაყენებელ მდგომარეობაშია. ამის შესახებ ნორვეგიულმა პორტალმა Nettavisen-მა საკუთარი წყაროებიდან შეიტყო. Nettavisen-ის ცნობით, ნორვეგიამ შეერთებული შტატებისგან უკრაინაში 22 ერთეული F-16-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავის, ასევე ძრავების, დამხმარე მასალების, ტრენაჟორების, სათადარიგო ნაწილების და სხვა დაკავშირებული აღჭურვილობის გადაცემის ნებართვა მიიღო. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ეს 22 მებრძოლი სრულად ფუნქციონირებს - ზოგიერთი შეიძლება, გამოყენებულ იყოს სათადარიგო ნაწილებისა და სხვა თვითმფრინავების შეკეთებისთვის. „თვითმფრინავი, რომელიც აშშ-ში, სწავლებისთვის უნდა გამოეყენებინათ, სანაცვლოდ გამოყენებული იქნება უკრაინის საჰაერო სივრცის დასაცავად,“ წერს გაზეთი. გამოცემა არ მიუთითებს ვადაზე, თუ როდის მიიღებს უკრაინა ნორვეგიულ F-16-ებს, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს არ მოხდება მიმდინარე წლის ივლისში ვაშინგტონში დაგეგმილ NATO-ს სამიტამდე.
ნორვეგია უკრაინას F-16-ებს მიაწვდის, რათა შეიარაღებულმა ძალებმა ღრმა დარტყმის შესაძლებლობები გააძლიეროს
ნორვეგია უკრაინას გადასცემს F-16 მოიერიშე თვითმფრინავებს იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა გააძლიეროს ღრმა დარტყმის შესაძლებლობები. ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპერ ბარტ ეიდემ განაცხადა, რომელმაც 15 აპრილს კიევში უკრაინელ კოლეგასთან დიმიტრო კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „მეც ევროპის იმ ქვეყნებს ვეკუთვნი... მე ვფიქრობ, რომ უკრაინას ასევე უნდა შეეძლოს, გააძლიეროს მტრის ხაზების უკან დარტყმის უნარი, რაც არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ მოხარულები ვართ, რომ წვლილი შევიტანოთ ამ F-16-ების გამანადგურებელ პროგრამაში - სადაც უკრაინას დანიელებთან და ჰოლანდიელებთან ერთად გადავცემთ ნორვეგიულ F-16-ებს, რომლებიც განახლებულ და კარგ ფორმაშია,“ - განაცხადა უმაღლესმა დიპლომატმა. მინისტრმა დასძინა, რომ F-16 არის მოწინავე ტექნოლოგიური პლატფორმა, რომელიც დამოკიდებულია იმ იარაღზე, რომლითაც იგი აღჭურვილია, ამიტომ მნიშვნელოვანი წვლილი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ ეს თვითმფრინავები იყოს „უმაღლეს განახლებულ, თანამედროვე მდგომარეობაში, თუნდაც, ეს ძველი თვითმფრინავი იყოს.“ გასული წლის აგვისტოში, ნიდერლანდების პრემიერი მარკ რუტე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს.
ნორვეგია უკრაინას 600 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
ნორვეგიამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინის მხარდასაჭერად დამატებით 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოყოს, რომლის დიდი ნაწილი საჰაერო თავდაცვას მოხმარდება. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნორვეგიის პარლამენტში წარმოდგენილმა პოლიტიკურმა პარტიებმა მხარი დაუჭირეს მთავრობის წინადადებას 2024 წელს უკრაინის მხარდაჭერის 7 მილიარდი ნორვეგიული კრონით - 600 მილიონ დოლარზე მეტით გაზრდის შესახებ. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გაჰრ სტიორმა განაცხადა, რომ ამ თანხის ძირითადი ნაწილი, 6 მილიარდი კრონი, საჰაერო თავდაცვის საშუალებებს მოხმარდება. ამ ცვლილებებით, 2024 წელს უკრაინისთვის ნორვეგიის მიერ გამოყოფილი დახმარების ჯამური ოდენობა 22 მილიარდ კრონს მიაღწევს.
ნორვეგიის საგარეო უწყება - „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღება, საქართველოს დემოკრატიას ძირს უთხრის
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებაზე აცხადებს, რომ ნდობისა და პროგრესის აღსადგენად კანონი უნდა გაუქმდეს. „ფართო პროტესტისა და შეშფოთების მიუხედავად, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღება, საქართველოს დემოკრატიას ძირს უთხრის, მის ევროინტეგრაციის გზას საფრთხეს უქმნის და დიდი ხნის მეგობრებთან და პარტნიორებთან ურთიერთობას ზიანს მიაყენებს. ნდობისა და პროგრესის აღსადგენად კანონი უნდა გაუქმდეს,“ - წერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე. პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. პარლამენტმა სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე, 17 აპრილს მიიღო. მეორე მოსმენა კი, პირველ მაისს გაიმართა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
ნორვეგიამ რუსეთის მოქალაქეებს შეზღუდვები დაუწესა
ნორვეგიამ რუსეთის მოქალაქეებს დამატებითი შეზღუდვები დაუწესა. ნორვეგიის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე 29 მაისიდან არ შეუშვებენ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ნორვეგიაში ჩადიან ტურისტული და სხვა „არაპირველხარისხოვანი მნიშვნელობის მიზნებით.“ 29 მაისიდან, ზოგიერთ შემთხვევაში გამონაკლისი დაიშვება რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ნორვეგიაში ჩადიან ახლო ნათესავების მოსანახულებლად, სამუშაოდ, ან სასწავლებლად. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის გაზაფხულზე, ნორვეგიის მთავრობამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა გაამკაცრა. ახალი შეზღუდვა ვრცელდება მათზეც, ვისაც ნორვეგიამ ვიზა 2022 წლის გაზაფხულამდე მისცა, ან ვიზა მიიღო შენგენის შეთანხმების მონაწილე სხვა სახელმწიფოსგან.
დღეიდან რუსი ტურისტებისთვის ნორვეგიის საზღვარი დაიკეტა
ნორვეგიამ რუსეთის მოქალაქეებს დამატებითი შეზღუდვები დაუწესა. ნორვეგიის მთავრობის ვებგვერდზე 23 მაისს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ნორვეგიაში ჩადიან ტურისტული და სხვა „არაპირველხარისხოვანი მნიშვნელობის მიზნებით.“ გადაწყვეტილება ოფიციალურად 29 მაისიდან ამოქმედდა. ზოგიერთ შემთხვევაში გამონაკლისი დაიშვება რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ნორვეგიაში ჩადიან ახლო ნათესავების მოსანახულებლად, სამუშაოდ ან სასწავლებლად. უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე, 2022 წლის გაზაფხულზე, ნორვეგიის მთავრობამ გაამკაცრა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა. ახალი შეზღუდვა ვრცელდება მათზეც, ვისაც ნორვეგიამ ვიზა 2022 წლის გაზაფხულამდე მისცა ან ვიზა მიიღო შენგენის შეთანხმების მონაწილე სხვა სახელმწიფოსგან.
ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის $93 მილიონს გამოყოფს
ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების მხარდასაჭერად 93 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ სტიორემ განაცხადა. „უკრაინელებს უფრო მეტი საჰაერო თავდაცვის საშუალებები სჭირდებათ, რათა თავიანთი მოსახლეობა რუსული ბომბებისა და რაკეტებისგან დაიცვან,“ - განაცხადა იონას გაჰრ სტიორემ. ცნობისთვის, 10 ივლისს ნორვეგიიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსული საჰაერო იერიშებისგან დასაცავად, უკრაინას F-16-ის ტიპის ექვს გამანადგურებელ თვითმფრინავს გადასცემს.
პოლონეთმა და ნორვეგიამ Leopard-ის ტიპის ტანკებზე უკრაინელი ჯარისკაცების მორიგი ჯგუფის წვრთნა დაიწყეს
პოლონელმა და ნორვეგიელმა ინსტრუქტორებმა „ლეოპარდის“ ტიპის ტანკებზე უკრაინელი ჯარისკაცების მორიგი ჯგუფის წვრთნა დაიწყეს. პოლონური მხარის ცნობით, Leopard 2A4 NATO-ს არმიების მთავარი საბრძოლო ტანკია. „სამხედრო ინსტრუქტორები ნორვეგიიდან და პოლონეთიდან ცდილობენ, უკრაინელი იუნკერების მომდევნო ჯგუფს მისცენ შესაძლებლობა, გახდნენ უფრო დამოუკიდებლები წვრთნების დროს. სწავლება არის ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის ნაწილი. უცხოელ ინსტრუქტორებს სურთ მისცენ უკრაინელებს საშუალება, გახდნენ უფრო დამოუკიდებლები წვრთნებში, რათა შემდეგ მათ შეძლონ სხვა უკრაინელების მომზადება ძირითადი საბრძოლო ტანკის სამართავად. მოკავშირეები აგრძელებენ მხარდაჭერის გაზრდას. ვაშინგტონის სამიტზე აღებული ვალდებულებების შესრულების საფუძველზე, უკრაინას სულ მცირე 40 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გავუწევთ მომდევნო წლის განმავლობაში,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და მას შემდეგ აგრძელებს ომს. დროთა განმავლობაში უკრაინელი ჯარისკაცები პარტნიორების დახმარებით, წვრთნებს გადიან, რათა გაუმკლავდნენ რუსულ აგრესიას.