თეგი: დანია
დანია მზადაა, უკრაინას სამხედრო დახმარება მიაწოდოს
დანია მზადაა, უკრაინას სამხედრო დახმარება მიაწოდოს. ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ბერლინში განაცხადა. ფრედერიკსენის თქმით, კონსულტაციები მიმდინარეობს და დანიის თავდაცვის სამინისტრო დღეს მართავს შეხვედრას, რათა უკრაინის კონკრეტული მოთხოვნები განიხილოს. მან არ დააკონკრეტა, საუბარია იარაღის მიწოდებაზე, თუ სხვა სახის დახმარებაზე. ფრედერიკსენმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, აქტიურად დაეხმაროს უკრაინას კიბერ თავდაცვის საკითხში. კიევის არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, გერმანია უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებაზე უარს აცხადებს. ამავე თემაზე: საერთაშორისო პარტნიორებმა უკრაინას $1,5 მილიარდის ოდენობის სამხედრო და თავდაცვითი დახმარება გადასცეს პოლონეთი უკრაინას თავდაცვით იარაღს მიაწვდის
ოლაფ შოლცი: მოსკოვმა გაიგო, რომ დასავლეთი მკაცრი სანქციების დაწესების საკითხში ერთიანია
გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთმა გაიგო, რომ დასავლეთი ერთიანია მკაცრი სანქციების დაწესების საკითხში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, თუმცა სიტუაცია კვლავ დაძაბულია. „ძალიან ადრეა იმის თქმა, რომ პრობლემები მოგვარებულია. პრობლემები სერიოზულია და კიდევ გარკვეული დროით ასე დარჩება, ამიტომ, ეს საკითხი ჩვენს ყურადღებას იმსახურებს”, - განაცხადა შოლცმა დანიის პრემიერ-მინისტრთან მეტე ფრედერიკსენთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. შოლცმა დაამატა, რომ შეერთებული შტატები, ევროკავშირი და NATo ერთობლივად iმოქმედებენ პოტენციურ სანქციებთან დაკავშირებით, რომლებიც ძალიან კარგად არის მომზადებული.
შვედეთი კოვიდშეზღუდვებს ხსნის
შვედეთში, ბარები და რესტორნები საღამოს 23:00 საათზე აღარ დაიხურება და შეკრების წესები შემსუბუქდება. საჯარო ადგილებში ვაქცინაციის საშვის წარდგენის ვალდებულება მოიხსნა. დატვირთულ პერიოდში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბის ტარება აუცილებელი აღარ იქნება. „პანდემია არ დასრულებულა, მაგრამ ჩვენ შევდივართ სრულიად ახალ ფაზაში… რამდენიმე კვლევა აჩვენებს, რომ „ომიკრონი“ იწვევს ნაკლებად მძიმე დაავადებას”, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა. შვედეთში 83%-ზე მეტi ვაქცინის ორივე დოზით აიცრა. გასულ კვირაში, დანია გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც თითქმის ყველა კოვიდრეგულაცია გააუქმა. ნორვეგიის პრემიერმა კი განაცხადა, რომ საზოგადოება ვირუსთან თანაცხოვრებას უნდა შეეგუოს. ამავე თემაზე: მეცნიერთა გაფრთხილების მიუხედავად, შვედეთი პანდემიას დასრულებულად აცხადებს
დანიაში შესაძლოა, აშშ-ის ჯარები განლაგდნენ
დანია აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს, რაც შეიძლება, დანიის ტერიტორიაზე ამერიკული ჯარების და სამხედრო აღჭურვილობის განლაგებას მოიცავდეს. მაგრამ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა ჟურნალისტებთან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი არ არის განპირობებული რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული დაძაბულობით. მისი თქმით, კოპენჰაგენსა და ვაშინგტონს შორის სამხედრო თანამშრომლობის გააქტიურებაზე მოლაპარაკებები დიდი ხანია, მიმდინარეობს. მისი თქმით, დანიისა და ამერიკის ახალი შეთანხმება „გარღვევა იქნება მრავალი ათწლეულის შემდეგ“, პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც არ განიხილავდა უცხოური ჯარების განლაგებას დანიის ტერიტორიაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ფრედრიკსენის განცხადებას მიესალმა.
მეტე ფრედერიკსენი: დანია საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს
ვესაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და გამოვხატე დანიის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობისთვის, - ამის შესახებ დანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერისკენი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს. როგორც მეტე ფრედერისკენი აღნიშნავს, დანია და ევროკავშირი დგას აღმოსავლეთ პარტნიორების გვერდით და სურს საჭირო დახმარების აღმოჩენა. „ვესაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და გამოვხატე დანიის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობისთვის. დანია და ევროკავშირი ვდგავართ ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორების გვერდით და გვსურს საჭირო დახმარების აღმოჩენა“, - წერს დანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილმა დანიის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა
საქართველოს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი ეწვევა
საქართველოს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი ეწვევა, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტი 30 მარტსაა ჩანიშნული.ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძესთან და საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან.„შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ როგორც საქართველო-დანიის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს, ისე რეგიონსა და მსოფლიოს მასშტაბით არსებულ მნიშვნელოვანი თემებს“, - აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
იპე კოფოდი: დანია გმობს რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებას
„დღეს, როდესაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ“ - ასე გამოეხმაურა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარების საკითხს. კომენტარი მან საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დღეს, როდესაც მსოფლიო საშიში და ავტორიტარული რეჟიმის აღზევების მოწმეა და რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს, ხოლო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯერ კიდევ რუსული ჯარი დგას, დასავლეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს და ყველა იმ ქვეყანას, რომლებიც საერთაშორისო წესებისა და ღირებულებების ერთგულია. „ჩვენ უნდა შევაჩეროთ რუსეთი. დემოკრატიული ქვეყნები და მთელი დემოკრატიული სამყარო ერთად უნდა დადგეს“ - ხაზგასმით აღნიშნა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უახლოეს მომავალში რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბაბილოვი გამოდის. მან ამის შესახებ 30 მარტს გადაცემა "Соловьев LIVE"-ში განაცხადა. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხა. ასევე წაიკითხეთ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხეს საგარეო საქმეთა მინისტრი: ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა
ესპანეთისა და დანიის პრემიერები კიევში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი და დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი კიევში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. როგორც ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინას აქვს ესპანეთის მხარდაჭერა, სოლიდარობა და ერთგულება. ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ესპანეთის და დანიის პრემიერ-მინისტრები სავარაუდოდ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავენ შეხვედრას. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
დანიისა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრები ბოროდიანკაში ჩავიდნენ
დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი და ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი კიევის ოლქის ქალაქ ბოროდიანკაში ჩავიდნენ. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. „შეძრული ვარ ბოროდიანკას ქუჩებში პუტინის ომის საშინელებებისა და სისასტიკეების ნახვით. ჩვენ არ დავტოვებთ უკრაინელ ხალხს მარტო“, – წერს პედრო სანჩესი. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი და დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით დღეს ჩავიდნენ. როგორც ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინას აქვს ესპანეთის მხარდაჭერა, სოლიდარობა და ერთგულება. ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ესპანეთის და დანიის პრემიერ-მინისტრები სავარაუდოდ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავენ შეხვედრას. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
დანია უკრაინას ჯავშანტრანსპორტიორებს და მძიმე ნაღმტყორცნებს გაუგზავნის
დანია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 25 Piranha III ბორბლიან ჯავშანტრანსპორტიორს და M10 მძიმე ნაღმმტყორცნებს გაუგზავნის, იუწყება დანიური მედია გამოცემა Olfi. ჯავშანტექნიკის გარდა, დანია უკრაინაში მძიმე M10 ნაღმტყორცნებს და ათასობით ჭურვს აგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალები 50 ჯავშანტრანსპორტიორს მიიღებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დანია და შვედეთი რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებენ
NATO-ს წევრმა დანიამ რუსეთის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც რუსულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა მისი საჰაერო სივრცე დაარღვია, ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფოდმა განაცხადა. მანამდე, მსგავსი ბრალდებით რუსეთის მიმართ შვედეთი გამოვიდა. „ეს სრულიად მიუღებელი და უკიდურესად შემაშფოთებელია არსებულ ვითარებაში“, - განაცხადა კოფოდმა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე საუბრისას. დანიური მხარე აცხადებს, რომ სადაზვერვო თვითმფრინავი მათ საჰაერო სივრცეში მოკლე ხნით იმყოფებოდა, დანიის F-16 თვითმფინავებმა კი, რეაგირება მოახდინეს. აღსანიშნავია, რომ შვედეთი NATO-ში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრანაში ვიზიტი ირპენის მონახულებით დაიწყო
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი და მისი უკრაინელი კოლეგა დმიტრო კულება ქალაქ ირპენს ეწვივნენ. დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ მისი დანიელი კოლეგის მოგზაურიბა უკრაინაში ირპენიდან დაიწყო. „რუსეთის არმიამ ენით აუწერელი სისასტიკე ჩაიდინა აქ და სხვა ქალაქებში. ჩემ დანიელი მეგობარი ამ ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავდა“, - ამბობს დმიტრო კულება. „დანია მტკიცედ უჭერს მხარს ამ თავდასხმებში პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ გამოძიებას", - წერს თავის მხრივ, დანიელი დიპლომატი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით დანიას ეწვია
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, კოპენჰაგენში, დანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბერტელ ჰორდერს და საგარეო საქმეთა, საგარეო პოლიტიკის და ევროპულ საქმეთა კომიტეტების წევრებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადი, ნატო-ს მადრიდის სამიტის მოლოდინები, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. ნიკოლოზ სამხარაძემ დანიურ მხარეს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებისა და საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეული მხარდაჭერის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრისას, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ნატო-ს მადრიდის სამიტზე და ქართულ დელეგაციას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე და ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადზე მხარდაჭერა აღუთქვეს. დანიელმა კანონმდებლებმა მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობას გააგრძელებენ და გააძლიერებენ ორმხრივ საპარლამენტო კავშირებს. ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს დანიის საერთაშორისო სწავლების ინსტიტუტის ხელმძღვანელთან, კრისტიან ფიშერთან და ინსტიტუტის მკვლევარებთან და დანიის სამეფო თავდაცვის კოლეჯის კვლევითი ცენტრის დირექტორთან, ჰენრიკ ბრაიტენბაუხთან. შეხვედრებზე განხილული იყო შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ვითარება, საქართველოს როლი ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების პროცესში, ომი უკრაინის წინააღმდეგ და სხვა მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-ს გაფართოებაზე და საქართველოს მოლოდინებზე. დანიელმა მკვლევარებმა აღნიშნეს საქართველოს, როგორც ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორის უდიდესი წვლილი გლობალური უსაფრთხოების ხელშეწყობაში და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური და მმართველობის რეფორმებით დაინტერესდნენ. „მადრიდის სამიტის წინ, დანიაში, როგორც ნატო-ს დამფუძნებელ ქვეყანაში ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. გვქონდა შესაძლებლობა, რომ შევხვედროდით დანიელ კანონმდებლებს და დანიის გავლენიანი კვლევითი ცენტრების ხელმძღვანელებს, რომლებსაც გავაცანით ჩვენი ხედვა რეგიონში არსებული რთული ვითარების და სამიტთან დაკავშირებით ჩვენი მოლოდინების შესახებ. აგრეთვე, ვესაუბრეთ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. დანიელმა კანონმდებლებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, გივი მიქანაძე და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით ზილფიმიანი არიან.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართა შეხვედრა
დანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ლოტე მაქონთან და სამინისტროს პოლიტიკურ დირექტორთან, კრისტინა მარკუს ლასენთან შეხვედრა გამართეს. საქართველოს პარლამენტის ცნობით, მხარეებმა, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესია, შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება და ნატო-ს მადრიდის სამიტზე საქართველოს მხარდაჭერის საკითხი განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. ქართული დელეგაციის წევრებმა დანიურ მხარეს განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე მიაწოდეს ინფორმაცია მათ შორის, კარგი მმართველობის, მედია თავისუფლების, ეკონომიკური განვითარების, კორუფციასთან ბრძოლის, გამჭვირვალობის და კანონის უზენაესობის მიმართულებით. განსაკუთრებული ხაზი გაესვა საქართველოში, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას ქვეყნის მდგრადი განვითარების პროცესში. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს პარლამენტს შორის შესაძლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, რომელიც მოიცავს გარემოს დაცვას, ენერგეტიკას, გენდერს და შეთანხმდნენ, რომ კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად მუშაობას გააგრძელებენ. „დანიურმა მხარემ კვლავ დაგვიდასტურა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა, რაც არსებული ვითარების ფონზე და ნატო-ს სამიტის წინ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სამინისტროს წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს და აღნიშნეს, რომ საქართველო გახდა ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში გამჭვირვალობის და კარგი მმართველობის მიმართულებით“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის – ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით იმყოფება დანიის სამეფოში. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, გივი მიქანაძე და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი.
დანია საქართველოში საელჩოს გახსნის
დანიის სამეფო საქართველოში საელჩოს გახსნის. ამის შესახებ დანიის საგარეო მინისტრმა, იეპე კოფოდმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს დანიასა და საქართველოს ორმხრივ თანამშრომლობას, რომელმაც ბოლო წლებში განსაკუთრებული დინამიკა შეიძინა. ამ მხრივ ხაზი გაესვა ურთიერთ - ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ აღინიშნა მიმდინარე წლის მარტში საქართველოში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს და ზოგადად ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართ დანიის მხრიდან გამოჩენილ მზარდ ინტერესს და მახრდაჭერას, რაც სათანადოდაა ასახული დანიის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტებში. მინისტრები შეთანხმდნენ აქტიურ კავშირებზე ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.
დანიის მიერ მიწოდებული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები უკრაინას შავი ზღვის სანაპიროს კონტროლში დაეხმარება - Reuters
დანიის მიერ მიწოდებული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები, სავარაუდოდ, უკრაინას შავი ზღვის სანაპიროს კონტროლში დაეხმარება. უკრაინა ზღვიდან იერიშების მოგერიებას შეძლებს. უკრაინა ამ დრომდე ელოდა უფრო მოწინავე იარაღს, როგორიცაა საჰაერო თავდაცვა, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები და უფრო დიდ მანძილზე მოქმედი რაკეტები, მაგრამ ჯერჯერობით დახმარების უმეტესი ნაწილი მცირე დისტანციის სისტემებს მოიცავდა, მათ შორის Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და არტილერია. პენტაგონი: 20-მდე ქვეყანა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებისთვის მზადაა აშშ უკრაინისთვის მოწინავე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდებას განიხილავს - Reuters Harpoons (საზენიტო რაკეტები) Boeing Co.-ის (BA.N) მიერ არის დამზადებული და შესაძლებელია, რუსეთის საზღვაო ძალები უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან უკუაგდოს, რაც საშუალებას მისცემს კიევს, მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტი განაახლოს. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ „განსაკუთრებით მადლიერია დანიის, რომელმაც 23 მაისს განაცხადა, რომ საზენიტო რაკეტების გადაცემით უკრაინას თავისი სანაპიროების დაცვაში დაეხმარება.
„გაზპრომი“ გაზის მიწოდებას დანიასაც უჩერებს
რუსული გაზის გიგანტი, „გაზპრომი“ ბუნებრივი აირის მიწოდებას დანიასაც უჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. დანიურმა კომპანიებმა Ørsted-მა და Shell Energy Europe-მ გაზის საფასურის რუბლში დაფარვაზე უარი თქვეს. Ørsted-მა 30 მაისს განაცხადა, რომ „გაზპრომს“ გაზის საფასურს რუბლში არ გადაუხდის. თანხის გადახდის ვადა 31 მაისს ამოიწურა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ნიდერლანდებმა, პოლონეთმა, ბულგარეთმა და ფინეთმა უარი თქვეს მოსკოვის მოთხოვნაზე, გაზის საფასური „გაზპრომბანკში“ გახსნილი რუბლის ანგარიშებით გადაეხადათ, რის შედეგადაც ამ ქვეყნებში გაზის მიწოდება შეწყდა. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გახსნან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება. ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ გამოაცხადა ამ გადაწყვეტილების შესახებ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოზე ვერ შეთანხმდნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დანია ევროკავშირის თავდაცვის პოლიტიკას შეუერთდება - Reuters
ოთხშაბათს ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, დანია ევროკავშირის თავდაცვის პოლიტიკას შეუერთდება. საბოლოო შედეგებმა აჩვენა, რომ ამომრჩეველთა თითქმის 67% ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) წევრობას ემხრობა, რაც დანიაში ევროკავშირის საკითხზე რეფერენდუმის მხარდაჭერის ყველაზე დიდი მაჩვენებელია. გამოკითხულთა დაახლოებით 33% ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) წევრობის წინააღმდეგი იყო. „ჩვენ გავუგზავნეთ სიგნალი ჩვენს მოკავშირეებს NATO-ში, ევროპაში. ჩვენ მკაფიო სიგნალი გავუგზავნეთ პუტინს. როდესაც პუტინი შეიჭრა თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში, როდესაც პუტინი საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას, ჩვენ ყველანი ვუახლოვდებით ერთმანეთს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა. დანიას შეეძლება, მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ სამხედრო ოპერაციებში, როგორიცაა სომალის, მალისა და ბოსნია და ჰერცეგოვინაში და ითანამშრომლოს ერთობლივი სამხედრო შესაძლებლობების შეძენის კუთხით.
მედია: შვეიცარია უკრაინისთვის Piranha III-ის მოდელის ჯავშანმანქანების მიწოდებას ბლოკავს
უკრაინული მედია, შვეიცარიულ საზოგადოებრივ მაუწყებელ SRF-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამ ქვეყნის მთავრობამ დანიის მიერ შვეიცარიული წარმოების ჯავშანმანქანების უკრაინისთვის მიწოდება დაბლოკა. Reuters-ს ცნობით, დანიას სურს დაახლოებით 20 ერთეული საბრძოლო ჯავშანმანქანა Piranha III დახმარების სახით უკრაინისთვის გადაცემა. შესაბამისი ნებართვისთვის თხოვნით დანიის მთავრობამ შვეიცარიის ეკონომიკური საკითხების უწყებას - Seco-ს მიმართა. რამდენიმე დღის წინ Seco-მ დანიის თხოვნაზე უარი თქვა. ბერნის ნებართვის გარეშე კი, ასეთი დახმარების გაწევა შეუძლებელია, რადგან, როდესაც დანიამ ჯავშანმანქანები იყიდა, იკისრა ვალდებულება, რომ ტექნიკას მესამე მხარეს შვეიცარიის ნებართვის გარეშე არ მიაწვდიდა. ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინას IRIS-T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს ჯო ბაიდენი: უკრაინას თანამედროვე სარაკეტო სისტემებს გადავცემთ CNN: აშშ უკრაინას HIMARS-ის სარაკეტო სისტემებს გადასცემს ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინა დასავლეთის ქვეყნებს სთხოვს, უპირველეს ყოვლისა, მძიმე იარაღის მიწოდებას, რომელიც აუცილებელია რუსეთის თავდასხმისთვის ეფექტურად დასაპირისპირებლად და გრძელვადიან პერსპექტივაში, რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად. დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ ეს რუსეთის მიერ დამატებით ესკალაციად იქნება აღქმული. The New York Times-ის ცნობით, მაისის ბოლოს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების მიწოდების გადაწყვეტილება დაამტკიცა. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, კიევი იუწყება, რომ მოსკოვის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ 27 მაისს განაცხადა, რომ რუსეთს მთელი უკრაინის აღება სურს, მთავარი სამიზნე კი, ისევ კიევია. მანამდე, ომის მეორე ფაზა დაიწყო, ბრძოლების დიდმა ნაწილმა აღმოსავლეთით გადაინაცვლა, რადგან მოსკოვმა კიევის მისადგომებიდან უკან დაიხია. დასავლეთი აცხადებს, რომ კრემლმა სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა გრძელდება. აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ომის დაწყებიდან დღემდე, გაეროს ცნობით, 8000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, 8 მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ლტოლვილად იქცა. 24 თებერვლიდან 28 მაისამდე - არსებულ სურათში მთავარ ასპექტებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განიხილავს.
შალვა პაპუაშვილი დანიის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დანიის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ჰენრიკ დემს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა მიმოიხილეს. მათივე ცნობით, ხაზი გაესვა საპარლამენტო კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას. შალვა პაპუაშვილმა, ასევე ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და მადლიერება გამოხატა დანიის სამეფოს მიერ საქართველოში დემოკრატიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში შეტანილი წვლილისათვის. პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმა დანიის სამეფოს გადაწყვეტილებას საქართველოში საელჩოს გახსნის თაობაზე. მისი თქმით, აღნიშნული ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯებსა და განხორციელებულ რეფორმებზე დეტალურად ისაუბრა. შალვა პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ დანიის სამეფო მხარს დაუჭერს საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში რუსულ აგრესიას და მის შედეგებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი სკანდინავიის ქვეყნებში გრძელდება. საპარლამენტო დელეგაციაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.
შალვა პაპუაშვილმა დანიის დედოფალთან აუდიენცია გამართა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დანიის დედოფალთან, მის აღმატებულება მარგარეტ მეორესთან აუდიენცია გამართა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ წელს აღინიშნება საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავი და ყურადღება გაამახვილეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის მნიშვნელობაზე. „მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა. ყურადღება გაამახვილეს დანიის სამეფოს საელჩოს თბილისში გახსნის გადაწყვეტილებაზე, რაც უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას. პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დანიაში, სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა
დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. როგორც BBC დანიის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულებიც, მათ შორის სამი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა როგორც ცნობილია, 22 წლის დანიელმა მამაკაცმა, რომელსაც თან ჰქონდა შაშხანა და საბრძოლო მასალა, სავაჭრო ცენტრის რამდენიმე ადგილას გახსნა ცეცხლი. დანიელი გამომძიებლები თავდამსხმელს დღეს დაკითხავენ.
დანიის პოლიცია კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში სროლას ტერორიზმს არ უკავშირებს
დანიის პოლიციის განცხადებით, კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში სროლა, რომლის დროსაც სამი ადამიანი დაიღუპა, ტერორიზმს არ უკავშირდება. 22 წლის ახალგაზრდა მომხდარიდან მალევე დააკავეს. პოლიცია მიიჩნევს, რომ ეჭვმიტანილის ვიდეოები, რომლებიც კვირას საღამოს სოციალურ მედიაში გავრცელდა, ავთენტურია. ვიდეოში ჩანს ახალგაზრდა კაცი, რომელიც იარაღთან ერთად პოზირებს, ამბობს, რომ ფსიქოტროპული წამალი არ მოქმედებს და თვითმკვლელობის ჟესტებს იყენებდა. კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა ცნობისთვის, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა.
დიდ ბრიტანეთში უკრაინელი ჯარისკაცების მოსამზადებლად სამხედროებს დანიაც გზავნის
დანია დიდ ბრიტანეთში 130 ინსტრუქტორს გაგზავნის უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებაში დასახმარებლად. ამის შესახებ დანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. მისივე თანახმად, დანია ბრიტანეთის ხელმძღვანელობით მიმდინარე სასწავლო პროექტს მხარს დაუჭერს. ბრიტანეთი 1500-მდე უკრაინელი ჯარისკაცს წვრთნის კანადა დიდ ბრიტანეთში უკრაინელი ჯარისკაცების მოსამზადებლად სამხედროებს გზავნის 2022 წელს დანია უკრაინელი სამხედროების მომზადების მხარდასაჭერად $137,000 მილიონს გამოყოფს. მანამდე შვედეთმა და ფინეთმაც განაცხადეს, რომ თავიანთ ინსტრუქტორებს უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად ბრიტანეთში გაგზავნიან. უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების პირველი ჯგუფი დიდ ბრიტანეთში ივლისის დასაწყისში ჩავიდა.
დანია უკრაინას 110 მილიონ ევროს გამოუყოფს
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ დანიამ დამატებით, 110 მილიონ ევროს (113,7 მილიონი აშშ დოლარი) გამოუყოფს უკრაინას „იარაღის, აღჭურვილობისა და წვრთნებისთვის“. „იმედი მაქვს, რომ ჩვენ დღეს აქ შევთანხმდებით კიდევ უფრო მეტ წვლილზე. რა თქმა უნდა, დანია მზადაა, თავისი წილი ვალდებულება შეასრულოს“, - განაცხადა ფრედერიკსენმა კოპენჰაგენში დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე. დიდი ბრიტანეთი უკრაინაში M270 ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის გაგზავნას გეგმავს დანიის დედაქალაქში გამართულ კონფერენციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი და უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვიც ესწრებოდნენ. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ასევე ვირტუალურად გამოჩნდა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.
დანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, დონორები უკრაინას $1,55 მილიარდიან დახმარებას ჰპირდებიან
26 ქვეყნისგან შემდგარი ჯგუფი უკრაინას $1,55 მილიარდზე მეტი ოდენობით დახმარებას ჰპირდება. ამის შესახებ დანიის თავდაცვის მინისტრმა მორტენ ბოდსკოვმა განაცხადა მას შემდეგ, რაც კოპენჰაგენში მოკავშირე ქვეყნების მინისტრებს უმასპინძლა. „გაერთიანებული სამეფო იარაღის გაზრდილი წარმოებისთვის დაფინანსების მოპოვების მიზნით, ფონდს აყალიბებს - განაცხადა დანიელმა მინისტრმა პრესკონფერენციაზე, როელიც თავის ბრიტანელ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად გამართა. „მიხარია, რომ ყველას გვაქვს საერთო აზრი, რომ დაღლილობის დრო არ არის, ეს მარათონია. მარათონისთვის ენერგიაა საჭირო და გულწრფელად რომ გითხრათ, მთავარი ენერგია ამ შემთხვევაში ფულია. ჩვენმა პარტნიორებმა იციან, რომ ჩვენ გვჭირდება დაფინანსება და გამოთქვეს მზადყოფნა ფინანსურად დაგვეხმარონ“, - განაცხადა თავის მხრივ, ოლექსი რეზნიკოვმა.
დანია რუსი ტურისტებისთვის ვიზების შემცირებას გეგმავს
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეპე კოფოდ იმედოვნებს, რომ ევროკავშირი რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის აკრძალვის შესახებ ევროკავშირი ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებს. „თუ ეს ვერ მოხერხდება საერთო გადაწყვეტილებით, დანიის მხრიდან განვიხილავთ შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას, რაც კიდევ უფრო შეამცირებს რუსეთის ტურისტული ვიზების რაოდენობას“, - განაცხადა ჯეპე კოფოდმა. „ძალიან სამარცხვინოდ მიმაჩნია, რომ რუს ტურისტებს შეუძლიათ გარუჯვა და მდიდრული ცხოვრებით იცხოვრონ ევროპის სამხრეთში, მაშინ როცა უკრაინის ქალაქები იბომბება“, - ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ფინეთმა გადაწყვიტა სექტემბრიდან რუსებისთვის ვიზების გაცემის 90%-ით შეემცირება. 11 აგვისტოს ესტონეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ერთ კვირაში შენგენის ვიზების მქონე რუსებს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა ქვეყანაში არ შეუშვებს. მანამდე კი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა. რუსეთის მოქალაქეებზე ვიზებს ასევე არ გასცემენ ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი და ჩეხეთი. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.
დანია რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო თავდაცვას აძლიერებს
უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომისა და „ევროპაში უსაფრთხოების სიტუაციის“ გამო, დანია თავის საზღვაო ფლოტში 40 მილიარდი დანიური კრონის (5,5 მილიარდი დოლარი) ინვესტიციას განახორციელებს. NATO-ს წევრი ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა მორტენ ბოდსკოვმა განაცხადა, რომ ცდილობენ, საკუთარი თავდაცვა უკრაინაში რუსეთის თავდასხმისა და „ევროპაში უსაფრთხოების ახალი ვითარების“ გამო გააძლიერონ. ბოდსკოვმა ქვეყნის გემთმშენებლობის შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, დანიის თავდაცვის სამინისტროსა და მის ეროვნულ საზღვაო ინდუსტრიას შორის პარტნიორობის შესახებ განაცხადა, რათა ქვეყნის გემთმშენებლობის შესაძლებლობები გაზარდოს. „ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, დანიამ შეძლოს თავის დაცვა“, - განაცხადა ბოდსკოვმა. დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა გასულ კვირას გამოაცხადა, რომ დანია კიდევ 110 მილიონი ევროს (113,7 მილიონი დოლარი) ფინანსურ დახმარებას გაუწევს უკრაინას „იარაღის, აღჭურვილობისა და სწავლებისთვის“. „იმედი მაქვს, რომ ჩვენ დღეს აქ შევთანხმდებით კიდევ უფრო მეტი წვლილის შეტანაზე უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და რა თქმა უნდა, დანია მზად არის, შეასრულოს ჩვენი წილი ვალდებულება“, - განაცხადა ფრედერიკსენმა კოპენჰაგენში დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას. დანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დიდ ბრიტანეთში ამჟამად 130 დანიელი ჯარისკაცი უკრაინელ ჯარს წვრთნის, ხოლო კოპენჰაგენი ასევე ეხმარება უკრაინას კიბერთავდაცვის სფეროში.
გერმანია და დანია რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ბალტიის ზღვაში ქარის ენერგიის ჰაბის აშენებას გეგმავენ
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 7 თვის შემდეგ, გერმანია და დანია რუსეთის ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით გაერთიანდნენ და ბალტიის ზღვაში ქარის ენერგიის ჰაბის (ენერგიის კუნძული ბორნჰოლმი) აშენებას გეგმავენ. ჰაბი რამდენიმე ქარის ელექტროსადგურს დააკავშირებს და მათ მიერ გამომუშავებულ ენერგიას ორ ქვეყანას შორის გაანაწილებს. ენერგეტიკული კუნძული სავარაუდოდ 2030 წელს დაიწყებს მუშაობას. პროექტი გამოიმუშავებს 3 გიგავატზე მეტ სიმძლავრეს, რაც ელექტროენერგიას დაახლოებით 4,1 მილიონ ოჯახს მიაწვდის. „ევროპაში პირველად გაერთიანდა ორი ქვეყანა და ასეთ მნიშვნელოვან ენერგოპროექტზე თანამშრომლობენ“, - განაცხადა გერმანიის ენერგეტიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ევროპა რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა და უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას დაჰპირდა
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეპე კოფოდი უკრაინის დედაქალაქშია. შესაბამისი განცხადება კოფოდმა Twitter-ზე გაავრცელა. „მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი მშვენიერ კიევში, რათა ხაზი გავუსვა დანიის ურყევ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხისადმი“, - წერს კოფოდი. მისი თქმით, დანიამ უკვე გამოუყო უკრაინას 400 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის სამხედრო დახმარება. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 16 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დანიის პრემიერ მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის გაზრდისა და რუსეთის ფედერაციაზე სანქციების ზეწოლის საკითები განიხილეს.
დანიამ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება შეაჩერა
დანიამ რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულება დროებით შეაჩერა. ცნობილია, რომ კოპენჰაგენსა და მოსკოვს შორის ცალკე სავიზო შეთანხმება მოქმედებდა. დღეიდან რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმით ვეღარ ისარგებლებენ დანიის მთავრობამ გადაწყვეტილება ევროკავშირის რეკომენდაციებსა და არსებულ ვითარებაზე დაყრდნობით მიიღო. გარდა ამისა, ქვეყნის ხელისუფლებამ გამკაცრდა ეროვნული სავიზო წესები, ამიტომ რუსეთის მოქალაქეები ვიზაზე განაცხადის დროს დამატებით შემოწმებას გაივლიან. „გასაკვირია, რომ რუსები მიემგზავრებიან ევროპის ქვეყნებში, მათ შორის დასასვენებლად, მაშინ როცა მათი ქვეყანა თავისუფალ და დემოკრატიულ ევროპულ ქვეყანაში შეიჭრა. ამიტომ, მოხარული ვარ, რომ ევროკავშირმა ახლახან გადაწყვიტა შეაჩეროს რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება. დანია ამას მხარს უჭერს. თუმცა ჩვენ არ ვართ შეთანხმების ნაწილი უფლებების შენარჩუნების გამო“, - განაცხადა იმიგრაციისა და ინტეგრაციის მინისტრმა კაარე დიბვად ბეკმა.
პოლონეთმა და დანიამ, ნორვეგიული გაზის ტრანსპორტირებისთვის ახალი მილსადენი გახსნეს
პოლონეთმა და დანიამ გაზის დივერსიფიკაციის მიზნით, ახალი პროექტი დაასრულეს. ექსპლუატაციაში შევა ახალი გაზსადენი Baltic Pipe, რომელიც ნორვეგიული გაზის ევროპაში ტრანზიტისთვის ახალი არხი გახდება. მედიის ცნობით, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და რუსული გაზისგან პოლონეთის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, Baltic Pipe პოლონეთის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პროექტია. გაზსადენის გახსნის ცერემონია გბუდნოში, დასავლეთ პომერანის სავოევოდოში, გაზის საკომპრესორო სადგურზე გაიმართა. დაგეგმილია გაზის ტრანსპორტირების სიმბოლური დაწყებაც. გაზის სრულფასოვანი ტრანსპორტირება ბალტიის მილების სისტემით ნორვეგიის კონტინენტურ შელფზე მდებარე საბადოებიდან, პოლონეთში 900 კილომეტრიანი მარშრუტის გასწვრივ, დანიის გავლით, პირველ ოქტომბერს იგეგმება. დანიის გავლით ნორვეგიული გაზის მიღებას პოლონეთის გარდა, სლოვაკეთი და ჩეხეთიც შეძლებენ. გაზსადენის ინვესტორები არიან სატრანსპორტო ოპერატორები: Danish Energinet და Polish Gaz-System.
გერმანია, დანია, ნორვეგია უკრაინას 16 სლოვაკურ ჰაუბიცას გადასცემენ
გერმანია, დანია და ნორვეგია 16 სლოვაკურ ჰაუბიცას (Zuzana-2) შეიძენენ, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. მისივე თქმით, კიევისთვის მისი მიწოდება მომავალ წელს დაიწყება. Reuters-ი გერმანიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ შორი მოქმედების იარაღი, რომელსაც წუთში ექვსი ჭურვის 40-კმ მანძილზე გასროლა შეუძლია, სლოვაკეთში აიწყობა. სამი ევროპული ქვეყანა სისტემებზე 92 მილიონ ევროს დახარჯავს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დანიის პრემიერ-მინისტრმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პირველ ნოემბერს დანიშნა. „ჩვენ გვსურს გვქონდეს ფართო მთავრობა პარტიებით, ცენტრალური პოლიტიკური ხაზის ორივე მხარეს“, - თქვა ფრედერიკსენმა თავის გამოსვლაში. ბოლო გამოკითხვებით, ფრედერიკსენის სოციალ-დემოკრატიულ მთავრობასა და მემარცხენე პარტიებს, რომლებიც მემარჯვენე ბლოკს ემხრობიან წარმატების თითქმის თანაბარი შანსი აქვთ. დანია გლობალური პოლიტიკური კრიზისის ცენტრშია მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც გასულ კვირას „ჩრდილოეთის ნაკადის“ ორი მილსადენი დაზიანდა, რომლითაც ბალტიის ზღვის გავლით რუსეთიდან ევროპაში გაზი ტრანზიტი ხორციელდებოდა. მომხდარს, მსოფლიო ლიდერები დივერსიულ აქტს უწოდებდნენ.
დანიის მმართველი პარტია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სავარაუდოდ, უმრავლესობას დაკარგავს
დანიის მმართველი პარტია, რომელსაც მოქმედი პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი ხელმძღვანელობს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სავარაუდოდ, უმრავლესობას დაკარგავს. მედიის ცნობით, ამას ეგზიტპოლების შედეგები ადასტურებს. ეგზიტპოლის შედეგები აჩვენებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ლარს ლოკე რასმუსენის მიერ შექმნილი ახალი პარტია ქვეყანაში სიდიდით მესამე პოლიტიკური გაერთიანება გახდება.
დანიის პრემიერ-მინისტრი გადადგა
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ეს მოხდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც მისმა მემარცხენე ცენტრისმა ბლოკმა გაიმარჯვა. ფრედერიკსენმა უკვე გამოაცხადა, რომ დარჩება პოლიტიკაში და აპირებს შექმნას უფრო ფართო პოლიტიკური კოალიცია, რომელიც მოიცავს მემარჯვენე ცენტრის პარტიებს. საპარლამენტო არჩევნები დანიაში პირველ ნოემბერს - ვადაზე შვიდი თვით ადრე გაიმართა. პარლამენტის 179 ადგილიდან, მმართველმა მემარცხენე ცენტრის ბლოკმა 87 ადგილი მოიპოვა. მეტე ფრედერიკსენმა განაცახდა,რომ ეს „ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგია." სოციალ-დემოკრატიული პარტია, ისევე როგორც წინა წლებში, ლიდერი გახდა, რომელმაც ხმების 27,5% მიიღო.
შალვა პაპუაშვილი დანიის სამეფოს ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ანე ტოფტ სორენსენს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს. პაპუაშვილმა სორენსენს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა მის საქმიანობაში. თავმჯდომარემ ასევე დანიაში განხორციელებული ნაყოფიერი ვიზიტის შესახებ ისაუბრა. ელჩმა აღნიშნა, რომ 1-ელ ნოემბერს დანიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა და მიმდინარეობს ახალი მთავრობის ფორმირების პროცესი. ამ კუთხით, მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დანიის ყველა მთავრობა გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და რეფორმების მხარდაჭერას, რასაც მოწმობს თბილისში დანიის საელჩოს გახსნის გადაწყვეტილებაც. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. დანიის ელჩმა დაადასტურა დანიის მზაობა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაში.საუბარი, ასევე შეეხო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას და მის შედეგებს და საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.
დანია უკრაინას $42 მილიონის მოცულობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
დანიამ უკრაინისთვის დამატებითი, 42 მილიონ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება გამოყო. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით უკრაინული მედია იუწყება. „უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისთვის არის ჩვენი და ევროპის ბრძოლა თავისუფლებისთვის… მთავრობა გააგრძელებს უკრაინელების მხარდაჭერას ფინანსურ, სამხედრო და ჰუმანიტარულ სფეროებში“, - განაცხადა მინისტრმა იაკობ ელემან-იენსენმა. ოქტომბერში დანიამ, გერმანიასთან და ნორვეგიასთან ერთად, პირობა დადო, რომ სლოვაკეთიდან 16 თვითმავალ ჰაუბიცას ერთობლივად შეიძენენ, რათა დამატებითი დახმარება გაუწიონ უკრაინას. ჰაუბიცების მიწოდება 2023 წელს იგეგმება. 2022 წლის ოქტომბრის მონაცემებით, დანიამ უკრაინას 500 მილიონ ევროზე მეტი სამხედრო დახმარება გამოუყო.
დანია ქალების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას გეგმავს
დანიის ხელისუფლება სამხედრო სავალდებულო სამსახურში ქალების გაწვევას გეგმავს. ამის შესახებ Bloomberg-ი დანიის თავდაცვის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის იაკობ ელემან-იენსენის კომენტარზე დაყრდნობით წერს. მინისტრის თქმით, ინიციატივა დაკავშირებულია ქვეყნის სურვილთან, „მნიშვნელოვნად გაზარდოს შეიარაღებული ძალები“ და მისი მოთხოვნები NATO-ში გაწევრიანების ფარგლებში შეასრულოს. ამჟამად დანიაში, ჯარში ქალების გაწვევა ნებაყოფლობით შეუძლიათ, განსხვავებით კაცებისგან, რომლებისთვისაც გაწვევა 18 წლიდან სავალდებულოა. დანიის არმიაში მსახურობის ვადა ოთხი თვეა.
დანიის პრემიერ-მინისტრი ვოლოდიმირ ზელენსკის მიკოლაივში შეხვდა
ზელენსკი მიკოლაივს ეწვია, სადაც ვიზიტით ჩასულ დანიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მან ერთ-ერთ საავადმყოფოში მეტე ფრედერიკსენთან ერთად მოინახულა დაჭრილი უკრაინელი სამხედროები. „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ჯარისკაცებმა შეძლონ არამხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციაც“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით იმყოფება მიკოლაივის რეგიონში, სადაც რეგიონში არსებულ ვითარებაზე შეხვედრა გამართა.
დანიამ უკრაინას CAESAR-ის ტიპის ყველა ჰაუბიცა გადასცა
დანიამ უკრაინას CAESAR-ის ყველა თვითმავალი ჰაუბიცა გადასცა. შესაბამისი განცხადება უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ Twitter-ზე გაავრცელა. „დანიამ უკრაინას გადასცა თავისი CAESAR-ის ტიპის თვითმავალი ჰაუბიცები. ნამდვილი მეგობარი, რომელმაც იცის, რომ ჩვენი ბრძოლა ევროპის ბრძოლაა”, - წერს სამინისტრო. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის იანვარში დანიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საფრანგეთიდან შეკვეთილი 19 თვითმავალი CAESAR-ის ტიპის ჰაუბიცის უკრაინაში გადატანაზე.
საქართველოსა და დანიის თავდაცვის სამინისტროები თანამშრომლობას აძლიერებენ
დანიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროები ახალ პროგრამას იწყებენ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დანიის ელჩთან, ანე ტოფტ სორენსენთან ერთად განიხილა, რომელმაც ლელა ჩიქოვანს ახალი თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი იენს ერიკ ჰიორტი წარუდგინა. „ლელა ჩიქოვანმა დანიურ მხარეს ურყევი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ ატაშეს წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერებისა პრაქტიკული მექანიზმების ეფექტიანი გამოყენების მნიშვნელობა. დანიის ელჩი და ატაშე ეროვნულ გვარდიაშიც იმყოფებოდნენ, სადაც მათ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ უმასპინძლეს. ვიზიტის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და SNGP-ის ფარგლებში ეროვნული გვარდიისთვის დანიური მხარის მიერ გადმოცემული აღჭურვილობა დაათვალიერეს. ახალი პროგრამის ფარგლებში, დანიის შიდა გვარდია და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოს დახმარებას გაუწევენ მედეგობის გაძლიერებაში“, - ნათქვამია უწყებსი ინფორმაციაში.
დანია, სავარაუდოდ, გაზაფხულზე უკრაინას Leopard 1-ის ტანკებს მიაწვდის
დანია, სავარაუდოდ, გაზაფხულზე უკრაინას Leopard 1-ის ტანკებს მიაწვდის. დანიის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ტროელს ლუნდ პულსენმა დაასახელა Leopard 1-ის ტანკების უკრაინაში მიწოდების სავარაუდო ვადები გერმანულ კომპანია FFG-ში ვიზიტის დროს, რომელიც მათი შეკეთებითაა დაკავებული - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. "ძალიან მოხარული ვარ, რომ ვესტუმრე FFG-ს. მე იქ ვიყავი, რათა მენახა, რომ უკრაინისთვის Leopard 1 ტანკების მომზადებაზე მიმდინარეობს მუშაობა და ჩვენ შევძლებთ მათ გაგზავნას უმოკლეს ვადაში...ვიმედოვნებთ, რომ გაზაფხულზე შევძლებთ უკრაინაში პირველი ტანკების გაგზავნას", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
დანია უკრაინის დასახმარებლად ფონდს ქმნის
დანიის მთავრობა და პარლამენტის უმრავლესობა შეთანხმდნენ, რომ უკრაინას სამოქალაქო, თავდაცვისა და ეკონომიკური დახმარების სახით, დამატებით, დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი გამოუყონ. თანხების უმეტესი ნაწილი დაიხარჯება სამხედრო დახმარებაზე, რომელიც შედგება იარაღის, სხვა სამხედრო აღჭურვილობისა და წვრთნებისგან. ახლად შექმნილი ფონდის გამოყენებით, კოპენჰაგენი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. ასევე დაეხმარება ქვეყანას გრძელვადიან რეკონსტრუქციაში და მხარს დაუჭერს ბიზნეს ინიციატივებს, რომლებიც დანიურ კომპანიებს საშუალებას მისცემს, წვლილი შეიტანონ უკრაინის აღდგენაში.
დანია უკრაინას $140 მილიონის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს უგზავნის
დანიის მთავრობა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ დაახლოებით 140 მილიონი დოლარის პაკეტს გამოყოფს. შესაბამისი განცხადება დანიის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა. სამხედრო დახმარების პაკეტში შედის საბრძოლო მასალის მცირე იარაღი, მძიმე ტყვიამფრქვევები, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები და საჰაერო თავდაცვის რაკეტები.
უკრაინა ნორვეგიიდან და დანიიდან 8000 საარტილერიო ჭურვს მიიღებს
ნორვეგია და დანია უკრაინას 8000 საარტილერიო ჭურვს გადასცემენ. „უკრაინას საარტილერიო საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი მოთხოვნილება აქვს. ნორვეგია ხელს შეუწყობს, როგორც შეუიძლია. როგორც ევროპის, ისე ნორვეგიის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ შეძლოს, წინ აღუდგეს რუსეთის თავდასხმას. ნორვეგიამ დიდი წვლილი შეიტანა უკრაინაში 2022 წლის განმავლობაში და გააგრძელებს მხარდაჭერას მომდევნო წლებში, ამბობს თავდაცვის მინისტრი ბიორნ არილდ გრამი. მისივე თქმით, საარტილერიო ჭურვები კიევს ნორვეგიის შეიარაღებული ძალების მარაგიდან მიეწოდება.
დანიამ უკრაინისთვის 40 ტონა ენერგეტიკული აღჭურვილობის გაგზავნა გადაწყვიტა
დანიის ენერგეტიკის სააგენტოს ცნობით, დანია უკრაინაში დიდი რაოდენობით ენერგოტექნიკას გაგზავნის. „ორ ქვეყანას შორის მიმდინარე ენერგეტიკული პარტნიორობის ფარგლებში გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გასულ თვეში უკრაინაზე რუსეთის დიდმა თავდასხმებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, ნათქვამია დანიის ენერგეტიკის სააგენტოს განცხადებაში. ენერგეტიკის მინისტრი ლარს აგარდი შემდგომში უკრაინელ კოლეგას გერმან გალუშჩენკოს გრძელვადიან და მოკლევადიან დახმარებაზე შეუთანხმდა, ნათქვამია განცხადებაში. აღჭურვილობა უკრაინაში ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის ინფრასტრუქტურის აღსადგენად იქნება გამოყენებული.
დანია ამბობს, რომ დასავლეთმა შესაძლებელია, ზაფხულამდე გადაწყვიტოს უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება
დანიის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ტროელს ლუნდ პულსენმა 11 აპრილს განაცხადა, რომ დასავლეთს შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება უკრაინაში მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემის შესახებ "ზაფხულის დაწყებამდე", პოლონეთიდან და სლოვაკეთიდან MiG-29 თვითმფრინავების მიწოდების შემდეგ. „დისკუსიებს დრო სჭირდება, რადგან ქვეყნებმა ერთად უნდა იმოქმედონ, მაგრამ გადაწყვეტილება მიღწევადი რჩება „მოკლე ვადაში", - განაცხადა მინისტრმა. „დანია მარტო არ აპირებს ქმედებებს ამ მიმართულებით. ჩვენ მოგვიწევს ამის გაკეთება რამდენიმე ქვეყანასთან ერთად. ასევე მოგვიწევს დიალოგი ამ საკითხზე ამერიკელებთან“, - აღნიშნა პულსენმა. სლოვაკეთმა და პოლონეთმა უკრაინას უკვე მიაწოდეს ოთხი MiG-29 ტიპის თვითმფრინავი. პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ 5 აპრილს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ემზადებოდა კიდევ ოთხის გადასაცემად. დუდამ ასევე განაცხადა, რომ მომავალში მისმა ქვეყანამ შესაძლოა, მიგ-29 ტიპის გამანადგურებლების მთელი ფლოტი მიაწოდოს უკრაინას, მას შემდეგ რაც პოლონეთის საჰაერო ძალები შეიძენენ ახალ თვითმფრინავებს დანაკარგის ასანაზღაურებლად. უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იგნატმა აღიარა, რომ MiG-29-ის გადაცემა დიდ დახმარებად იყო და განაცხადა, რომ საბჭოთა ეპოქის მებრძოლები „ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფრონტზე თამაშის წესების შემცვლელი იყოს". უკრაინა ცდილობს, შეიძინოს უფრო მოწინავე დასავლური თვითმფრინავები, როგორიცაა ამერიკული წარმოების F-16-ები, მაგრამ არცერთ ქვეყანას არ მიუღია ჯერ მსგავსი გადაწყვეტილება.
ყურანის დაწვის გამო, დანიის ელჩი თურქეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს
ანკარაში დანიის ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, იტყობინება თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „კიდევ ერთხელ ვგმობთ თავხედურ თავდასხმას დანიაში ჩვენს წმინდა წიგნზე, ყურანზე და ჩვენს დიდებულ დროშაზე. მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა, მიუღებელია ამ მზაკვრული ქმედებების დაშვება სიტყვის თავისუფლების საფარქვეშ. დანიის ელჩს ეცნობა ჩვენი პოზიცია ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით“, - აცხადებენ სამინისტროში. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეტენზიებზე დანიას ჯერ არ უპასუხია.
დანია და ნიდერლანდები უკრაინას Leopard 2-ის ტიპის 14 ტანკს გადასცემენ
დანია და ნიდერლანდები ერთობლივად შეიძენენ Leopard 2-ის ტიპის 14 ტანკს უკრაინას 2024 წლის დასაწყისისთვის გადასცემენ, იტყობინება დანიის სამაუწყებლო კორპორაცია 20 აპრილს. დანიის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ტროელს ლუნდ პულსენმა დანიის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ 2023 წლის ბოლოსთვის უკრაინას Leopard 1-ის ტიპის 80 ტანკი გადაეცემა. პულსენის თქმით, ეს დაპირება დანიას აქცევს „ერთ-ერთ ქვეყნად, რომელმაც უკრაინას ყველაზე მეტი ტანკი გადასცა“.
დანია NATO-ს ლატვიაში თავისი სამხედროების განლაგებას სთავაზობს - Reuters
დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პულსენმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა შეამცირებს სამხედრო ყოფნას ერაყში 2024 წლის დასაწყისიდან, ამის ნაცვლად კი, ყურადღებას გაამახვილებს ბალტიისპირეთის ქვეყნებზე და რეგიონის დასაცავად, NATO-ს, ბატალიონს შესთავაზებს. Reuters-ი წერს, რომ ბატალიონი, სავარაუდოდ, 700-დან 1200-მდე ჯარისკაცისგან შედგება და ლატვიაში ყოველწლიურად, ოთხიდან ექვს თვემდე განლაგდება. დანარჩენი წლის განმავლობაში, ჯარები დანიაში დარჩებიან და მზად არიან, კრიზისის შემთხვევაში ბალტიისპირეთის ქვეყნებში განლაგდნენ. „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ დანიის ყოფნა ბალტიისპირეთში გრძელვადიანი იყოს და საჭიროა ბალანსის პოვნა ადგილზე ჯარისკაცების განლაგებასა და მზადყოფნას შორის ~“, - განაცხადა პულსენმა. „მომავალი წლის თებერვლიდან, დანია ერაყში 105 ჯარისკაცისგან შემდგარი დანაყოფისგან ერთ-ერთ ნაწილს გაიყვანს. მაგრამ გააგრძელებს პერსონალისა და რჩევების მიწოდებას NATO-ს მისიისთვის ერაყში, განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ.
დანია უკრაინას $250 მილიონის სამხედრო აღჭურვილობას და ფინანსურ დახმარებას გადასცემს
დანია უკრაინას 1,7 მილიარდი დანიური კრონის (250 მილიონი დოლარი) ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას და ფინანსურ დახმარებას გადასცემს, განაცხადა სამშაბათს სკანდინავიური ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პულსენმა. თავის მხრივ, უკრაინული მედიის ცნობით, დანიამ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დახმარების ყველაზე დიდი პაკეტი გამოყო. კერძოდ, ქვეყანა უზრუნველყოფს კონტრშეტევისთვის საჭირო აღჭურვილობას. „დანია უკრაინას გადასცემს მანქანებს, აღჭურვილობას და საბრძოლო მასალას საჰაერო თავდაცვისთვის, რაც გააძლიერებს უკრაინის უნარს, განახორციელოს შეტევა უახლოეს თვეებში“, - ნათქვამია განცხადებაში. მინისტრმა ასევე განმარტა, რომ დანია შეამცირებს სამხედრო ყოფნას ერაყში 2024 წლის დასაწყისიდან, ამის ნაცვლად ყურადღებას გაამახვილებს ბალტიისპირეთის ქვეყნებზე და რეგიონის დასაცავად, NATO-ს, ბატალიონს შესთავაზებს. ბატალიონი, სავარაუდოდ, 700-დან 1200-მდე ჯარისკაცისგან შედგება და ლატვიაში ყოველწლიურად, ოთხიდან ექვს თვემდე განლაგდება. დანარჩენი წლის განმავლობაში, ჯარები დანიაში დარჩებიან და მზად არიან, კრიზისის შემთხვევაში ბალტიისპირეთის ქვეყნებში განლაგდნენ. „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ დანიის ყოფნა ბალტიისპირეთში გრძელვადიანი იყოს და საჭიროა ბალანსის პოვნა ადგილზე ჯარისკაცების განლაგებასა და მზადყოფნას შორის ~“, - განაცხადა პულსენმა. „მომავალი წლის თებერვლიდან, დანია ერაყში 105 ჯარისკაცისგან შემდგარი დანაყოფისგან ერთ-ერთ ნაწილს გაიყვანს. მაგრამ გააგრძელებს პერსონალისა და რჩევების მიწოდებას NATO-ს მისიისთვის ერაყში, განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ.
დანიამ და შვედეთმა გაზმომარაგების შესახებ შეთანხმება გააფორმეს
დანიამ და შვედეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც გაზის დეფიციტის შემთხვევაში, ურთიერთდახმარებას გულისხმობს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. შვედეთის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, გაზის დეფიციტის ან შეფერხების შემთხვევაში, დანია დაეხმარება შვედ მომხმარებლებს, მათ შორის, დაახლოებით, 30,000 ოჯახს, საავადმყოფოებსა და საგანგებო სამსახურებს. „შეთანხმება, რომელსაც დღეს მოვაწერეთ ხელი, ასახავს იმ დიდ სამუშაოს და თანამშრომლობას, რომელიც შევასულეთ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ“, - განაცხადა დანიის ენერგეტიკის სამმართველოს დირექტორმა, კრისტოფერ ბოტცავმა. მისივე თქმით, „ევროკავშირის ან სკანდინავიის რეგიონის არცერთ ქვეყანას არ შეუძლია, ენერგომომარაგების კრიზისი მხოლოდ თავად გადაჭრას“.
საქართველოს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
14-15 მაისს, საქართველოს ვიზიტით დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლიოკე რასმუსენი ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანიელ კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. შეხვედრები როგორც პირისპირ ფორმატში, ასევე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის გაიმართება. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვიზიტის ფარგლებში, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამართავს. „ლარს ლიოკე რასმუსენს თან ახლავს დანიის ბიზნეს დელეგაცია, გაიმართება მინისტრის და ბიზნეს დელეგაციის შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად, ოფიციალურად გახსნის საქართველოში დანიის საელჩოს. ლარს ლიოკე რასმუსენი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოშია
14 მაისს, საქართველოს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი ეწვია. საგარეო უწყების ცნობით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დანიის პირველი დიპლომატის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია და დანიაში საქართველოს ელჩი, ნატა მენაბდე. ვიზიტის ფარგლებში, დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ, ასევე, გაფართოებულ ფორმატში. დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. აღსანიშნავია, რომ ლარს ლოკე რასმუსენს თან ახლავს დანიელ ბიზნესმენთა დელეგაცია, გაიმართება მინისტრის და დელეგაციის შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან. ვიზიტის ფარგლებში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად, ოფიციალურად გახსნის საქართველოში დანიის საელჩოს. ამასთან, ლარს ლოკე რასმუსენი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. საქართველოს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
დანია და საქართველო განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას განიხილავენ
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ლარს ლოკე რასმუსენს შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი ჯაბა ხმალაძე, აგრეთვე ბიზნესმენთა ჯგუფი, რომლებიც დანიის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად საქართველოში ჩამოვიდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და დანიის სამეფოს ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები, აგრეთვე თანამშრომლობა სხვადასხვა რეგიონულ ფორმატებში. ხაზი გაესვა დანიის სამეფოს მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით. საუბარი წარიმართა ეკონომიკური თანამშრომლობის ისეთ პრიორიტეტულ საკითხებზე, როგორიცაა ტრანსპორტი და ლოგისტიკა, განახლებადი ენერგეტიკა, ვაჭრობა, ტურიზმი და სხვ. დადებითად შეფასდა ის გარემოება, რომ 2023 წლის ბოლოდან ამოქმედდება პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის, რაც დადებითად აისახება ორმხრივი ეკონომიკურ კავშირებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კუთხით. აღინიშნა, რომ დიდია დაინტერესება, რათა საქართველოზე გამავალ შუა დერეფანზე გაიზარდოს ტვირთბრუნვა ევროპასა და აზიას შორის, რისთვისაც მნიშვნელოვანია შესაბამისი სატრანსპორტო – ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება. ქართულმა მხარემ მიაწოდა ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ, რომლებიც ამ გამოწვევის წარმატებით დაძლევისკენაა მიმართული, მათ შორისაა, ფოთის ნავსადგურის გაფართოება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია და სხვ. ასევე ყურადღება გამახვილდა განახლებად ენერგეტიკაზე. დადებითად შეფასდა რეგიონული პროექტი, რომელიც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ სისტემებს შავიზ ზღვის ენერგოკაბელის მეშვეობით ევროკავშირისას დააკავშირებს. მხარეებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება თანამშრომლობის გაღრმავებაზე განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით. დასასრულს, მხარეებმა გამოკვეთეს პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც სამომავლოდ ხელს შეუწყობს საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველოში დანიის საელჩოს გახსნა დადებით გავლენას მოახდენს ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, სჭირდება მყარი, საიმედო, სტრატეგიული ალიანსები და პარტნიორობა
საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დროა. ხალხმა დიდი ხნის წინ ცხადად განაცხადა, რომ მას სურს ევროპული მომავალი. ისინი ამ მიზნის მიღწევასთან ისე ახლოს არიან, როგორც არასდროს, - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დანიის საგარეო მინისტრი: ჩემი ქვეყნის პოზიცია იქნება - დიახ, თქვენ მოგანიჭებენ კანდიდატის სტატუსს შემოდგომაზე დანიელი დიპლომატის თქმით, მის ვიზიტს სამი მიზანი აქვს: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა: „გუშინ ვიმყოფებოდი „ცხინვალის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე“. რუსეთის უწყვეტი „ბორდერიზაციის“ პროცესი ჰყოფს ოჯახებს. ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, სჭირდება მყარი, საიმედო, სტრატეგიული ალიანსები და პარტნიორობა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაძლიერებთ ჩართულობას ამ პერიოდში, როდესაც ჩვენი მხარდაჭერა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ამის დასტურად, დღეს ოფიციალურად გავხსნი საქართველოში დანიის საელჩოს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამის გაკეთება მე მიწევს საქართველოს თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფების მხარდასაჭერად. მეორე - ჩემი ვიზიტი, დანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის პოლიტიკოსებთან ერთად, აღნიშნავს ისტორიულად ძლიერ ორმხრივ ურთიერთობას საქართველოსა და დანიას შორის. მას შემდეგ, რაც დანიის საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება გამოცხადდა, კულტურულმა, პოლიტიკურმა და ბიზნესკავშირებმა ისტორიული იმპულსი შეიძინა“, - განაცხადა მინისტრმა. რასმუსენის თქმით, დანიასა და საქართველოს შორის ძლიერი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ ერთი სიგნალი არის, რომ წელს, კოპენჰაგენსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისები დაიწყება. „ჩემი ვიზიტის მესამე მიზანი არის ჩვენი სავაჭრო ურთიერთობების დიდი, შეუსწავლელი პოტენციალის განვითარებაა“, - აღნიშნა მინისტრმა IPN-ის ცნობით.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან: რუსეთი საქართველოს სუვერენულ მიწას იტაცებს
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლოკკე რასმუსენი, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან. მასთან ახლდა საქართველოში დანიის ელჩი, ტოფტ სორენსენი და დელეგაცია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან და პარლამენტიდან. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცნობით, ვიზიტის დროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა დელეგაციას მიაწოდეს ინფორმაცია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთოხების კუთხით განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შესახებ. საგარეო საქმეთა მინისტრ რასმუსენს ჰქონდა საშუალება, თავად ენახა, თუ რა უარყოფითი გავლენა აქვს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე ღობეების და სათვალთვალო კოშკურების მსგავს „ბორდერიზაციის“ ნიშნებს. „დანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს. რუსეთი თანდათანობით იტაცებს საქართველოს სუვერენულ მიწას. ტრაგიკულია იმის მოსმენა, თუ როგორ ჰყოფს ეს ყველაფერი ოჯახებსა და სოფლებს. დანია გააგრძელებს ჩვენს დახმარებას ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელშესაწყობად“, - განაცხადა ლარს ლოკკე რასმუსენმა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა განმარტეს, რომ ვითარებას აუარესებს გადაკვეთის პუნქტების დახურვა საოკუპაციო ხაზის გადასწვრივ რეგულარული მოძრაობისთვის, თვის პირველი ოცი დღის განმავლობაში. მათ ხაზი გაუსვეს, რომ მისია აგრძელებს გადაკვეთის პუნქტების სრულად ფუნქციონირების აღდგენისკენ მოწოდებას ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, რაც ადგილობრივ მოსახლეობას მისცემს უფრო უსაფრთხოდ ცხოვრების და საკუთარი საარსებო წყაროების უკეთ უზრუნველყოფის შესაძლებლობას. საგარეო საქმეთა მინისტრმა რასმუსენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა დანიის ურყევი მხარდაჭერა და მადლიერება მისიის საქმიანობის მიმართ. ინფორმაციისთვის, დანია მისიაში თანამშრომელთა მოვლინებით ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს და წარმოდგენილია, მისიაში ამჟამად მომსახურე დანიის თხუთმეტი მოქალაქით, რომელთა ნაწილი ჩვენს რეგიონალურ ოფისებში არიან დამკვირვებლები.
დანიის საგარეო მინისტრი: საქართველო რეკომენდაციებს თუ შეასრულებს, დანია მხარს დაუჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას
დანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და დამოუკიდებელ დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მსურს, გამოვიყენო შესაძლებლობა და გითხრათ, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჩემი ქვეყნის პასუხი იქნება – დიახ. თქვენ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს შემოდგომაზე, როდესაც ვნახავთ რეკომენდაციებს ევროკომისიისგან. ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული გზა ევროკავშირისკენ. ეს ყველაფერი უკავშირდება კოპენჰაგენის კრიტერიუმებს. ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ საქართველოს, შეასრულოს ეს კრიტერიუმები. საქართველო რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებებზე დაფუძნებულ ამ კრიტერიუმებს თუ შეასრულებს, დანია მხარს დაუჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“. „ახლა საქართველოზეა დამოკიდებული, ამბიციების და მისწრაფებების რეალიზება განახორციელოს. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ დანია მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე.“ - განაცხადა დანიის პირველმა დიპლომატმა საგარეო უწყების ცნობით. 14 მაისს, საქართველოს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი ეწვია. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლარს ლოკე რასმუსენმა შეხვედრები ასევე გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცე-პრემიერთან - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგასთან ერთად ოფიციალურად გახსნის საქართველოში დანიის საელჩოს. ამასთან, დანიის პირველი დიპლომატი საოკუპაციო ხაზს ეწვია და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.
დანია უკრაინაში, კაშხლის აფეთქების შედეგად დაზარალებულებს ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის
დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 8 ივნისს გამოაცხადა, უკრაინაში, კაშხლის აფეთქების შედეგად დაზარალებულებს ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის. დახმარებას შორისაა ორი მაღალი სიმძლავრის ტუმბო, 35 კარავი, სამი ნავი სატრანსპორტო ჯოხებით, რამდენიმე გენერატორი. ასევე, დატბორილი ტერიტორიებიდან წყლის გადასატანად, ხუთი წყლის ავზის სატვირთო მანქანა უკვე მიემართება უკრაინისკენ. ტექნიკა უკრაინაში 10 ივნისს ჩავა.
დანია უკრაინას $36 მილიონი დოლარის საბრძოლო მასალას უგზავნის
დანიამ უკრაინას 36 მილიონი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალა უგზავნის, განაცხადა 12 ივნისს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა. მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნით, კოპენჰაგენი კიევში 2000 საარტილერიო ჭურვს გზავნის. „სიტუაცია ისეთია, რომ ჩვენ ყველა ვხედავთ, კონტრშეტევა უკვე მიმდინარეობს. უკრაინამ მოახერხა რუსეთის შეიარაღებული ძალების შეკავება. უკრაინულ ჯარს უნდა მიეწოდოს საბრძოლო მასალა. “-განაცხადა მინისტრმა. დანია უკრაინას აწვდის სამხედრო აღჭურვილობას და იარაღს, მათ შორის Leopard 2-ის ტიპის ტანკებს. სკანდინავიური ქვეყანა უკვე იწყებს უკრაინელი მფრინავების მომზადებას F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე. დანიამ უკრაინისთვის 130 მილიონი დოლარის საინვესტიციო ფონდის სოციალური პროგრამა ახლახან დაიწყო.
ნორვეგია და დანია უკრაინას დამატებით, 9000 საარტილერიო ჭურვს უგზავნიან
ნორვეგია და დანია შეთანხმდნენ, რომ უკრაინას დამატებით, 9000 საარტილერიო ჭურვი გაუგზავნონ, განაცხადა ნორვეგიის თავდაცვის სამინისტრომ ხუთშაბათს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ნორვეგია უზრუნველყოფს ჭურვებს, ხოლო დანია სხვა საჭირო აღჭურვილობას, ნორვეგია კიევს ასევე ჩუქნის 7000 ტყვიას საკუთარი მარაგიდან. საარტილერიო ტყვიების გამოყენება შესაძლებელია რამდენიმე ტიპის არტილერიაში, მათ შორის M109 Howitzer-ზე, რომელიც ნორვეგიამ ადრე აჩუქა კიევს. უკრაინის პრეზიდენტმა NATO-ს ამ ორ ქვეყანას მათ მიერ გაღებული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. „საარტილერიო ჭურვების დამატებითი პარტია უკრაინას ძალიან სჭირდება ბრძოლის ველზე. ჩვენ ერთად ვაახლოებთ ჩვენს საერთო გამარჯვებას", - დაწერა Twitter-ზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
დანია უკრაინელი სამხედროებისთვის, $3 მილიარდზე მეტი მოცულობის დახმარების გამოყოფას გეგმავს
დანიის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარება 2023-2028 წლებში 21,9 მილიარდ დანიური კრონამდე - 3.21 მილიარი ამერიკულ დოლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ დანიის თავდაცვის სამინისტრო 19 ივნისს აცხადებს. იტყობინება Reuters-ი. დახმარება გაიგზავნება ფონდის მეშვეობით, რომელიც დანიამ მარტში შექმნა, როგორც ქვეყნის მისწრაფების ნაწილი, იყოს უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი. ფონდი თავდაპირველად შეიქმნა 7 მილიარდი დანიური კრონით, რომელიც უნდა დაიხარჯოს ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და სამხედრო საჭიროებებზე. ამ ეტაპზე ზუსტად ცნობილი არ არის, რა თანხაა უკვე გაგზავნილი. „მე ვამაყობ, რომ დანია გააგრძელებს მნიშვნელოვან კონტრიბუციას“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ტროელს ლუნდ პულსენმა განცხადებაში.
უკრაინაში Leopard-ის ტიპის ათობით ტანკი უახლოეს კვირებში გაიგზავნება
გერმანიიდან და დანიიდან Leopard-ის ტიპის ათობით ტანკს უკრაინა უახლოეს კვირებში მიიღებს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. საუბარია ადრეული მოდიფიკაციის Leopard-ებზე - 1A5-ზე. თებერვალში ბერლინმა იევისთვის 180-მდე ასეთი ტანკის მიწოდების შესახებ გამოაცხადა.
დანია უკრაინას დანაღმული ტერიტორიების სკანირებისთვის 6 დრონს უგზავნის
დანიის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის დახმარების პაკეტის ფარგლებში ნაღმების სკანირებისთვის დრონები გადასცა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Twitter-ზე დაწერა. „დანიის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინისთვის დახმარების პაკეტის ფარგლებში ნაღმების სკანირებისთვის 6 დრონი უზრუნველყო. ეს დრონები გამოიყენება ტერიტორიების, მათ შორის წყლის ობიექტების არატექნიკური შემოწმებისთვის. ეს არის ტერიტორიების შემოწმების უახლესი ინოვაციური მიდგომა. მადლობელი ვარ ჩვენი დანიელი მეგობრებისა და განსაკუთრებით ჩემი კოლეგების მორტენ ბოდსკოვისა და ტროელს ლუნდ პულსენის“, - წერს რეზნიკოვი. ცნობისათვის, უკრაინამ და დანიამ განახლებადი ენერგიის წყაროების, კერძოდ ქარის ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
დანიისა და ნიდერლანდების F-16-ებმა NATO-ს საჰაერო სივრცისკენ მიმავალ ორ რუსულ ბომბდამშენს გზა ჩაუჭრეს
დანიის საჰაერო ძალების მოიერიშეებმა გზა ჩაუჭრეს ორ რუსულ ბომბდამშენს, რომლებიც ნიდერლანდების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისკენ მიფრინავდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. განაცხადა ნიდერლანდების სამეფო საჰაერო ძალებმა ორშაბათს. მისივე განმარტებოთ, F-16-ები ორშაბათს დილით გამოიყენეს, მაგრამ რუსული ბომბდამშენები მანამდე დააკავეს, ვიდრე NATO-ს საჰაერო სივრცეში შევიდოდნენ და ახლა ისინი უკვე უკან დაბრუნდნენ. საჰაერო ძალების სპიკერმა განმარტა, რომ რუსული თვითმფრინავები არც თუ ისე იშვიათად არღვევენ ევროპული ქვეყნის საჰაერო სივრცეს ან უახლოვდებიან მას. ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო ასევე იტყობინება, რომ ორი F-16 ასევე გაგზავნა თავის პასუხუსმგებლობის ქვეშ მყოფ ზონაში.
ზელენსკი დანიაში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლლოდიმირ ზელენსკი შვედეთისა და ნიდერლანდების შემდეგ დანიას ეწვია. როგორც ზელენსკის Twitter-ზე განთვსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უკრაინის პრეზიდენტი დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს შეხვდება. დაგეგმილია მაღალი დონის სხვა შეხვედრებიც. „ჩვენ ვაფართოებთ ჩვენს თანამშრომლობას, ვამზადებთ უფრო სასიხარულო ამბებს ჩვენი მეომრებისთვის და წინ ვწევთ F-16-ების საკითხს,“ - წერია Twitter-ზე ზელენსკის სახელით განთავსებულ პოსტში. შეგახსენებთ, აშშ დანიისა და ნიდერლანდების მიერ F-16-ების უკრაინაში გაგზავნას დაეთანხმა. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია, სადაც განაცხადა, რომ უკრაინა F16-ის ტიპის 42 საბრძოლო თვითმფრინავს მიიღებს. უკრაინის პრეზიდენტი დღეს, 20 აგვისტოს ნიდერლანდების პრეზიდენტს, მარკ რუტეს ეინთჰოვენში, ნიდერლანდების საჰაერო ბაზაზე შეხვდა. თავის მხრივ, ნიდერლანდებმა და დანიამ ერთობლივი განცხადებით დაადასტურეს, რომ უკრაინას F16-ის ტიპის თვითმფრინავებს გადასცემენ, თუმცა ზუსტი რაოდენობა არც ამ განცხადებაშია მითითებული. შეკითხვას, თუ რამდენი თვითმფრინავი მიეწოდება უკრაინას, თავის მხრივ, მარკ რუტემ უპასუხა, რომ ნიდერლანდებს ამჟამად F-16-ის ტიპის 42 თვითმფრინავი ჰყავს, თუმცა ამ ეტაპზე ვერ იტყვის, რამდენი მათგანი გადაეცემა უკრაინას.
დანია უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს
დანია უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე 19 თვითმფრინავს გადასცემს. ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე დანიაში, საჰაერო ბაზაზე განაცხადა. „ომის დაწყებიდან დანია უკრაინის მხარდამჭერია, რადგან თქვენი თავისუფლება ჩვენი თავისუფლებაა,“ - განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა. უკრაინა F16-ის ტიპის 42 საბრძოლო თვითმფრინავს მიიღებს - ზელენსკი მანამდე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებდა, რომ უკრაინა F16-ის ტიპის 42 საბრძოლო თვითმფრინავს მიიღებს. შესაბამისი პოსტი ზელენსკის Twitter-ზე განთავსდა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი 20 აგვისტოს ნიდერლანდების პრეზიდენტს, მარკ რუტეს ეინთჰოვენში, ნიდერლანდების საჰაერო ბაზაზე შეხვდა. „დღეს ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით უკრაინის საჰაერო ფარის გასაძლიერებლად. F-16-ის ტიპის თვითმფრინავები გამოყენებული იქნება რუსი ტერორისტებისგან უკრაინის ქალაქებისა და დაბების დასაცავად. მარკ რუტემ და მე მივაღწიეთ შეთანხმებას F-16-ების რაოდენობაზე, რომლებიც გადაეცემა უკრაინას, როგორც კი ჩვენი მფრინავები და ინჟინრები სწავლებას დაასრულებენ. 42 თვითმფრინავი. და ეს მხოლოდ დასაწყისია,“ - წერდა ზელენსკი. შეკითხვას, თუ რამდენი თვითმფრინავი მიეწოდება უკრაინას, თავის მხრივ, მარკ რუტემ უპასუხა, რომ ნიდერლანდებს ამჟამად F-16-ის ტიპის 42 თვითმფრინავი ჰყავს, თუმცა ამ ეტაპზე ვერ იტყვის, რამდენი მათგანი გადაეცემა უკრაინას. ნიდერლანდები და დანია უკრაინას F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გადასცემენ - მარკ რუტე თავის მხრივ, ნიდერლანდებმა და დანიამ ერთობლივი განცხადებით დაადასტურეს, რომ უკრაინას F16-ის ტიპის თვითმფრინავებს გადასცემენ, თუმცა ზუსტი რაოდენობა არც ამ განცხადებაში იყო მითითებული. შეგახსენებთ, აშშ დანიისა და ნიდერლანდების მიერ F-16-ების უკრაინაში გაგზავნას დაეთანხმა. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა.
დანია რუს დიპლომატებს აძევებს
რუსეთში დანიის დიპლომატიური კორპუსის შემცირების საპასუხოდ, დანიამ კოპენჰაგენში რუსეთის საელჩოს პერსონალის შემცირება მოითხოვა. კოპენჰაგენში დარჩენას მხოლოდ ხუთი დიპლომატი და რუსეთის საელჩოს 20 ტექნიკური თანამშრომელი შეძლებენ. რუსეთის დიპლომატებს სამუშაოს შეწყვეტა და კოპენჰაგენის დატოვება არაუგვიანეს 29 სექტემბრისა მოუწევთ. ამასთან, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიუთიოა, რომ რუსეთის ფედერაცია ცდილობდა ვიზების გამოთხოვას რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც კოპენჰაგენი დიპლომატიური საფარის ქვეშ მოქმედ რუსეთის სპეცსამსახურების აგენტებად მიიჩნევს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ დიპლომატიურ წარმომადგენლობას რუსეთში ევროპის მრავალი ქვეყანა ამცირებს. ისლანდია გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, რომლის საელჩომაც მოსკოვში მუშაობა მიმდინარე წლის აგვისტოში მთლიანად შეაჩერა.
დანიის პრემიერ-მინისტრი ომის დროს უკრაინაში მესამედ ჩავიდა
დანიის პრემიერ-მინისტრი, მეტე ფრედერიკსენი კიევში ვიზიტით ჩავიდა. დანიის პრემიერ-მინისტრი სრულმასშტაბიანი ომის დროს უკრაინაში მესამედ ჩავიდა. ის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვიდა. ფრედერიკსენის ვიზიტი წინასწარ არ იყო გამოცხადებული. შეგახსენებთ, უკრაინაში ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენიც.
დანიამ რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ქვეყანაში არ შეუშვა
რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ოლეგ სალაგაი დანიამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონფერენციაზე დაუშვა. დანიაში რუსეთის საელჩომ მომხდარი დაგმო და დანიის ხელისუფლებისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. „12-14 სექტემბერს კოპენჰაგენში იმართება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული შეხვედრა. ამ ღონისძიებაში მონაწილეობა უნდა მიეღო სახელმწიფო მდივანს - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თუმცა მას კასტრუპის აეროპორტში, დანიაში შესვლაზე უარი განუცხადეს,“ განაცხადა დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ. ადგილობრივი მედია წერს, რომ დანიის საგარეო უწყება საკითხს სწავლობს. შეგახსენებთ, რომ პირველ სექტემბერს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს ვლადიმერ ბარბინს აცნობა, რომ კოპენჰაგენში საელჩოს პერსონალი უნდა შემცირდეს. კოპენჰაგენში დარჩენას მხოლოდ ხუთი დიპლომატი და რუსეთის საელჩოს 20 ტექნიკური თანამშრომელი შეძლებენ. რუსეთის დიპლომატებს სამუშაოს შეწყვეტა და კოპენჰაგენის დატოვება არაუგვიანეს 29 სექტემბრისა მოუწევთ. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ დიპლომატიურ წარმომადგენლობას რუსეთში ევროპის მრავალი ქვეყანა ამცირებს. ისლანდია გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, რომლის საელჩომაც მოსკოვში მუშაობა მიმდინარე წლის აგვისტოში მთლიანად შეაჩერა.
აშშ და დანია ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ
აშშ-ის საზღვაო ძალები ევროპაში, დანიის თავდაცვის ძალებთან ერთად წვრთნებს ჩაატარებენ. ამერიკული მხარის ცნობით, წვრთნები SM-6-ის ტიპის რაკეტების გამოყენებით გაიმართება. ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისა და თავდაცვითი თავსებადობისადმი მუდმივი ერთგულების დემონსტრირების მიზნით, აშშ-ის საზღვაო ძალები ევროპაში, დანიის თავდაცვის ძალებთან ერთად, ჩაატარებენ თავდაცვის მოწინავე წვრთნებს უახლესი, მოდულარული SM-6-ის ტიპის რაკეტების გამშვების გამოყენებით. „დანიის ტერიტორიიდან ამ ოპერაციების განხორციელებით, შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს დანიის, როგორც მთავარი მოკავშირის სტრატეგიულ მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ეს წვრთნები კიდევ უფრო აძლიერებს მდგრადი თავდაცვის პარტნიორობას აშშ-სა და დანიას შორის, ხაზს უსვამს ჩვენს ერთობლივ ერთგულებას უსაფრთხოების ორმხრივი მიზნებისა და ერთობლივი თავდაცვითი ძალისხმევის მიმართ,“ - ნათქვამია აშშ-ის საზღვაო ძალების პრესრელიზში.
F-35-ის ტიპის ოთხი გამანადგურებელი დანიის ავიაბაზაზე დაეშვა
F-35-ის ტიპის ოთხი გამანადგურებელი დანიის ავიაბაზაზე დაეშვა. ეს აშშ-ის წარმოების თვითმფრინავების პირველი პარტიაა, რომელმაც F-16-ების ფლოტი უნდა შეცვალოს. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის. აშშ F-16-ის ტიპის თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების წვრთნას შემოდგომაზე დაიწყებს.
აშშ და დანია უკრაინის კიბერუსაფრთხოებას გააძლიერებენ
შეერთებულმა შტატებმა და დანიამ უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში კიბერმდგრადობის შესაქმნელად პარტნიორობის შესახებ გამოაცხადეს. უკრაინაში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, დანია ამ საქმიანობისთვის 2,8 მილიონ დოლარს (20 მილიონი DKK) გაიღებს. „უკრაინის კიბერ შესაძლებლობების გაძლიერება გადამწყვეტია ქვეყნის ინსტიტუტებისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად, რუსეთის ომის შედეგად გაზრდილი კიბერშეტევების ფონზე. მე მივესალმები დანიის $2,8 მილიონის ინვესტიციას და მოუთმენლად ველით ერთობლივ მუშაობას, რათა უკრაინამ შეძლოს, გაუძლოს რუსეთის კიბერ აგრესიას,“ - განაცხადა შეერთებული შტატების ელჩმა უკრაინაში, ბრიჯიტ ბრინკმა. აშშ კიბერუსაფრთხოების მდგრადობას USAID-ის პროგრამის მეშვეობით უზრუნველყოფს.
დანია უკრაინას $520 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს მიაწვდის
დანიის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინას 3,7 მილიარდი დანიური კრონის, ანუ დაახლოებით 520 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მიეწოდება. ამის შესახებ უკრაინული მედია დანიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს. დანიის დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს T-72EA-ის ტიპის ტანკებს, BMP-2-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, საარტილერიო საბრძოლო მასალებს, თვითმფრინავებს, მცირე იარაღს და საევაკუაციო მანქანებს. „ეს არის ტექნიკა და საბრძოლო მასალა, რომლებზეც მოთხოვნაა უკრაინაშიც და რომლებიც გადამწყვეტია უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობების შესანარჩუნებლად,“ - ნათქვამია განცხადებაში. დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პულსენმა აღნიშნა, რომ დახმარების პაკეტი მის უკრაინელ კოლეგასთან რუსტემ უმიეროვთან შეხვედრის შემდეგ შედგა.
დანია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას “კატეგორიულად გმობს“
დანია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას კატეგორიულად გმობს. „კატეგორიულად ვგმობთ რუსი მესაზღვრეების მიერ კირბალთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის უკანონო დაკავებას. მოვუწოდებთ დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს,“ წერია დანიის საგარეო უწყების განცხადებაში. ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ ასევე გაეცანით: ირაკლი ანთაძე: ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
დანია უკრაინის სამხედრო დახმარებას 2027 წლამდე 3 მილიარდ ევროზე მეტით გაზრდის
დანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანა უკრაინის სამხედრო დახმარებას 2027 წლამდე 3 მილიარდ ევროზე მეტით გაზრდის. დანიის მთავრობა და პარლამენტი მარტში შეთანხმდნენ რომ უკრაინისთვის სამხედრო და ეკონომიკური დახმარებისთვის ფონდს შექმნიდნენ. „დანია უკრაინის ერთგული მხარდამჭერია და ახლა, როდესაც ჩვენ ამ მხარდაჭერას ვაძლიერებთ, ამით მკაფიო სიგნალს ვაგზავნით, რომ უკრაინელებს შეუძლიათ დანიის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ გრძელვადიან პერსპექტივაში," - განაცხადა დანიის თავდაცვის სამინისტრომ.
დანია უკრაინისთვის ახალ სამხედრო დახმარებას ამზადებს: რას მოიცავს პაკეტი
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა უკრაინისთვის თითქმის 1 მილიარდი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარებას ამზადებს. UNIAN-ის ცნობით, ამის შესახებ ფრედერიკსენმა უკრაინის პრეზიდენტთან და უკრაინა-ჩრდილოეთ ევროპის მეორე სამიტის მონაწილეებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დანიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხვალ, 14 დეკემბერს, მისი მთავრობა პარლამენტს ახალ სამხედრო პაკეტს წარუდგენს. მისი თქმით, თუ დანიის პარლამენტი დაამტკიცებს ამ პაკეტს, დახმარებაში შევა საბრძოლო მასალები, ტანკები, დრონები და სხვა მნიშვნელოვანი აღჭურვილობა, ან ის, რაც ახლა უკრაინას სჭირდება ბრძოლის ველზე. „ახლა ომით გადაღლის დრო არ არის, როცა მამაცი უკრაინელი ჯარისკაცები ყოველდღე იბრძვიან,“ - ხაზგასმით აღნიშნა ფრედრიქსენმა. ფრედერიკსენმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში გამარჯვებას ვერ შეძლებს. "ეჭვგარეშეა, ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინის ბრძოლას, ვიდრე ეს საჭირო იქნება," - აღნიშნა დანიის პრემიერმა. დანია F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პირველ პარტიას უკრაინაში 2024 წლის მარტ-აპრილში გაგზავნის.
დანია 2024-2033 წლებში ეროვნული თავდაცვისთვის 5,7 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს
დანიის მთავრობამ ეროვნული თავდაცვის ჩარჩოს აღდგენის გეგმა წარმოადგინა. ქვეყანა 2024-2033 წლებში ეროვნული თავდაცვისთვის 5,7 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს. თავდაცვის მინისტრის ტროელს ლუნდ პულსენის განცხადებით, ეს თანხები ტექნიკის, სამშენებლო, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და პერსონალის შესყიდვას მოხმარდება.
დანია და შვედეთი უკრაინას CV90-ის ტიპის ჯავშანმანქანებს გადასცემენ
შვედეთისა და დანიის თავდაცვის მინისტრები უკრაინის შემდგომ მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ. შეთანხმება კიევისთვის შვედური წარმოების CV90-ის ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანების მიწოდებას ითვალისწინებს. „ჩვენ გამოვიყენებთ საწარმოო შესაძლებლობებს უკრაინაში ახალი CV90-ის ტიპის საბრძოლო მანქანების მიწოდების უზრუნველსაყოფად,“- განაცხადა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პოლ ჯონსონმა. მიმდინარე წლის განმავლობაში შვედეთმა უკრაინას უკვე გადასცა 50 CV90-ის ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანა, რომლებმაც საბრძოლო მოქმედებების დროს მაღალი ეფექტიანობა აჩვენეს. კიევმა სტოკჰოლმიდან ამ აღჭურვილობის დამატებითი მიწოდება მოითხოვა. Combat Vehicle 90 არის შვედური წარმოების ქვეითი საბრძოლო მანქანა. CV90-ის სერიული წარმოება 1993 წელს დაიწყო. საერთო ჯამში, სხვადასხვა მოდიფიკაციით დამზადდა დაახლოებით 1170 მანქანა, რომელთა უმეტესობა ექსპორტზე გავიდა სხვა ქვეყნებში.
დანიამ აშშ-სთან თავდაცვის შეთანხმებას მიაღწია
დანიამ შეერთებულ შტატებთან მიაღწია თავდაცვის შეთანხმებას, რომელიც საშუალებას მისცემს ამერიკელ ჯარისკაცებს და სამხედრო აღჭურვილობას განლაგდეს დანიის მიწაზე. შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრემიერ მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა გააკეთა. 10-წლიანი შეთანხმების შესახებ გამოცხადდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა მსგავს შეთანხმებებს ამ თვეში ფინეთთან და შვედეთთან მოაწერა ხელი. „ეს ნიშნავს, რომ ამერიკელი ჯარისკაცები და აღჭურვილობა შეიძლება, მუდმივად განთავსდნენ დანიის მიწაზე,” - განუცხადა ფრედერიკსენმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე. შვედეთმა მსგავს შეთანხმებას დეკემბერში მოაწერა ხელი, ხოლო ნორვეგიამ, რომელსაც ასევე მოკლე საზღვარი რუსეთთან აქვს, 2021 წელს გააფორმა დოკუმენტი შეერთებულ შტატებთან იმის შეახებ, თუ როგორ უნდა დაარეგულიროს აშშ-ის სამხედრო აქტივობა მის ტერიტორიაზე.
დანიიამ საქართველოს თავდაცვის ძალებს ავტომობილები და კომპიუტერული აღჭურვილობა გადასცა
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) დანიურმა მხარემ მაღალი გამავლობის ავტომობილები და კომპიუტერული აღჭურვილობა გადასცა. მშვიდობისა და სტაბილიზაციის პროგრამის ფარგლებში, დანიურმა მხარემ 403 000 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია შეისყიდა, რომელიც JTEC-ის სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ახალი ცენტრის აღჭურვას მოხმარდება. პროგრამის ფარგლებში შეძენილია ორი ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი (Toyota Land Cruiser) და ცენტრისთვის საჭირო კომპიუტერული ტექნიკა და აპარატურა. „ტექნიკისა და აღჭურვილობის გადაცემის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, დანიის სამეფოს ელჩი საქართველოში ანე ტოფტ სორენსენი და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრმა დანიურ მხარეს მხარდაჭერისთვის და გაწეული ფინანსური კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დანიამ და აშშ-მ თავდაცვის სფეროში შეთანხმება ოფიციალურად გააფორმეს
დანიამ და აშშ-მ თავდაცვის სფეროში შეთანხმება ოფიციალურად გააფორმეს. დოკუმენტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონმა ბლინკენმა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს რასმუსენმა აშშ-ში მოაწერეს ხელი. ბლინკენის თქმით, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს. „ჩვენი სამხედროები შეძლებენ კოორდინაციას უფრო ეფექტიანად, ვიდრე დღეს. ჩვენი ჯარები ერთად გაივლიან სწავლებას უფრო შეუფერხებლად და უფრო ხშირად. ჩვენ გავაძლიერებთ NATO-ს თავსებადობას, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს ალიანსს, უკეთ დაიცვას მშვიდობა და სტაბილურობა ხალხისთვის მთელ კონტინენტზე. დღევანდელი შეთანხმება ეფუძნება სამუშაოს, რომელიც ჩვენ შევასრულეთ ატლანტის ოკეანის მიღმა მოკავშირეებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის - ჩრდილოეთიდან სამხრეთ ევროპამდე, ბალტიიდან შავ ზღვამდე,“ - განაცხადა ბლინკენმა. მისივე თქმით, დანია აგრძელებს წამყვან როლის შესრულებას იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინასთან პუტინის მიერ წარმოებული ომი მოსკოვისთვის სტრატეგიულ მარცხად დარჩეს. „დანია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც აიღო ვალდებულება, უკრაინისთვის მიეწოდებინა F-16-ები და მოამზადა უკრაინელი მფრინავები მათ სამართავად. ამ თვის დასაწყისში დანიამ პირობა დადო, რომ 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ტანკებს, დრონებს, საბრძოლო მასალას გადასცემს და ერთობლივად დააფინანსებს შვედური ჯავშანტექნიკის მიწოდებას - ეს ყველაფერი დაეხმარება უკრაინას, დაიცვას თავისი ტერიტორია და მისი დემოკრატია. ჩვენი ქვეყნები ერთად არიან მოწოდებულნი, რომ უკრაინას საშუალება მისცენ, დადგეს მტკიცედ - სამხედრო, ეკონომიკური, დემოკრატიული თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ არის პრეზიდენტ ბაიდენის დამატებითი ბიუჯეტის მოთხოვნა ასეთი კრიტიკული და ამიტომაც გავაგრძელებთ კონგრესთან მუშაობას მის დასამტკიცებლად,“ - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა. „ორივეს მტკიცედ გვჯერა ტრანსატლანტიკური კავშირის, ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო ალიანსის. დანია და შეერთებული შტატები არიან ახლო მეგობრები და ახლო მოკავშირეები - ახლა ჩვენ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას შემდეგ ეტაპზე გადავდივართ. თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. ეს ასევე გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას NATO-სა და სკანდინავიის რეგიონში. როგორც ახლა აღნიშნეთ, თქვენ მსგავსი შეთანხმებები გააფორმეთ ჩვენს სკანდინავიელ მეგობრებთან და ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ ადრე თუ გვიან, მივესალმოთ ჩვენს ახლო სკანდინავიურ მეზობელს და ქვეყანას შვედეთს NATO-ში. ეს თავდაცვის შეთანხმება არის ნაბიჯი უფრო უსაფრთხო სკანდინავიის რეგიონისკენ. ეს არის ნაწილი იმ პაკეტისა, რომელიც ჩვენ შევქმენით ბოლო ორი წლის განმავლობაში - გავზარდეთ ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი, მივესალმებით ალიანსში ახალ წევრებს, ორმხრივ შეთანხმებებს. ეს გააძლიერებს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას ისტორიის განმსაზღვრელ მომენტში, როდესაც ის ყველაზე მეტად გვჭირდება. ბატონო მდივანო, ჩვენ მრავალი კრიზისის წინაშე ვდგავართ. რუსეთი კვლავ აწარმოებს სასტიკ ომს ევროპის კონტინენტზე; ტერორი ისრაელში; ჰუმანიტარული კატასტროფა ღაზის სექტორში. ასეთ დროს, მეგობრები ერთად უნდა იყვნენ და ეს არის ის, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ,“ - აღნიშნა თავის მხრივ, დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. დანიამ აშშ-სთან თავდაცვის შეთანხმებას მიაღწია 10-წლიანი შეთანხმების შესახებ გამოცხადდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა მსგავს შეთანხმებებს ამ თვეში ფინეთთან და შვედეთთან მოაწერა ხელი. შვედეთმა მსგავს შეთანხმებას დეკემბერში მოაწერა ხელი, ხოლო ნორვეგიამ, რომელსაც ასევე მოკლე საზღვარი აქვს რუსეთთან, 2021 წელს გააფორმა დოკუმენტი შეერთებულ შტატებთან იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაარეგულიროს აშშ-ის სამხედრო აქტივობა მის ტერიტორიაზე.
დანია წითელ ზღვაში ფრეგატის გაგზავნას გეგმავს
დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პულსენმა პარასკევს განაცხადა, რომ ქვეყანა წითელ ზღვაში ფრეგატის გაგზავნას გეგმავს დანიის საზღვაო ძალების ფრეგატი ჩაერთვება საზღვაო უსაფრთხოების თავდაცვის ძალისხმევით წითელ ზღვასა და ადენის ყურეში. შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ამერიკულმა სამხედრო ხომალდმა წითელ ზღვაში დრონი და ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო
ნორვეგია დანიაში უკრაინელი პილოტების მომზადებისთვის F-16-ებს გზავნის
ნორვეგია თავის ორ F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს დანიაში გაგზავნის, რათა წვლილი შეიტანოს უკრაინელი მფრინავების მომზადებაში. ამის შესახებ ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა განაცხადა. ნორვეგიამ გასულ წელს გამოაცხადა, რომ შეუერთდება დანიას, ნიდერლანდებს, ასევე, სხვა ქვეყნებს, რათა უკრაინას სამხედრო თვითმფრინავები მიაწოდოს. „მანამდე ნორვეგიამ უკვე გაგზავნა 10 ინსტრუქტორი დანიაში უკრაინელი ომის მფრინავების მოსამზადებლად,“ განაცხადა ბიორნ არილდ გრამმა. ნორვეგიის საჰაერო ძალებმა საკუთარი F-16 ახალი F-35 საბრძოლო თვითმფრინავებით შეცვალა.
ნორვეგიული F-16-ები დანიაში ჩაფრინდნენ
ნორვეგიის F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები დანიაში უკრაინელი პერსონალის მომზადების პროგრამის მხარდასაჭერად დაეშვა. ამის შესახებ ნორვეგიის საჰაერო ძალების განცხადებაშია ნათქვამი. სასწავლო მისიის მიზანი იქნება არამხოლოდ პილოტების, არამედ, უკრაინელი ტექნიკოსების და მისიის დამგეგმავების მომზადება. უკრაინელი პილოტები სწავლებას რუმინეთში, დანიაში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში გადიან. ამ უკანასკნელში ექვსმა უკრაინელმა საბაზისო ტრენინგი, მათ შორის, ინგლისური ენის შესწავლა შობამდე დაასრულა. შეგახსენებთ, ნოემბერში რუმინეთში F-16-ის სასწავლო ცენტრი გაიხსნა. უკრაინა F-16-ების მიღებას უახლოეს მომავალში ელის. ნორვეგიის შემდეგ, ბელგიამაც განაცხადა, რომ მარტიდან სექტემბრამდე დანიაში ორ F-16-ის ტიპის თვითმფრინავსა და ორმოცდაათი სამხედროსგან შემდგარ პერსონალს განათავსებს.
დანიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
დანიის ელჩი ენ ტოფტ სორენსენი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფება. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ელჩის დაბარების მიზეზი მის მიერ დანიურ გამოცემაში გამოქვეყნებული საავტორო სტატია გახდა. საგარეო უწყებაში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. საქართველოს შესახებ საავტორო სტატიაში დანიის ელჩი ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებს და ამბობს, რომ მან ქონება რუსეთში დააგროვა.
დანიის საელჩო: დანიური სტატიის ამონარიდი ქართულ დებატებში კონტექსტის გარეშე გამოიყენება
დანიური სტატიიდან ამოღებულია ამონარიდი, რომელიც ქართულ დებატებში კონტექსტის გარეშე გამოიყენება. საელჩოს არ აქვს სურვილი, წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და დამატებითი კომენტარისგან თავს იკავებს. შესაბამის განცხადებას საქართველოში დანიის საელჩო ავრცელებს. საელჩო დანიურ გაზეთში, ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის სტატიასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ დანია განუწყვეტლივ უჭერდა მხარს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. „სტატია დანიური გაზეთისთვის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ დაიწერა. სტატია ხაზს უსვამს საქართველოს მკაფიო სურვილს, განაგრძოს ევროკავშირში ინტეგრაცია და ყურადღებას ამახვილებს იმ წვლილზე, რომლის შეტანაც შეუძლია დანიას საქართველოს მხარდასაჭერად, მათ შორის, ახლად გახსნილი საელჩოს მეშვეობით მწვანე გადასვლის, მშვიდობის, სტაბილურობისა და ასევე, სხვა სფეროებში თანამშრომლობის გზით. დანია განუწყვეტლივ უჭერდა მხარს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე, რეფორმების განხორციელების კუთხით დარჩება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის თანამშრომლობის მხარდამჭერი. ჩვენ ვხედავთ დანიური სტატიიდან ამოღებულ ამონარიდს, რომელიც კონტექსტის გარეშე გამოიყენება ქართულ დებატებში. საელჩოს არ აქვს სურვილი, წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და თავს იკავებს დამატებითი კომენტარისგან," - აღნიშნულია განცხადებაში ქართული მედიის ცნობით. დანიის ელჩი დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
საგარეო უწყება: დანიის ელჩს განმარტება ეთხოვა ფაქტობრივ უზუსტობებსა და არაობიექტურ შეფასებებსთან დაკავშირებით
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხევედრა გაიმართა საქართველოში დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ანნე ტოფტ სორენსენთან. საგარეო უწყების ინფორმაციით, ელჩი სამინისტროში გამოიძახეს და მას განმარტებები ეთხოვა მის მიერ 2024 წლის 10 იანვარს „დანიურ გამოცემაში „Jyllandsposten" გამოქვეყნებულ პუბლიკაციასთან და მასში მოცემულ არასწორ ფაქტებსა და პოლიტიკურ შეფასებებთან დაკავშირებით.“ „როგორც შეხვედრაზე ქართულმა მხარემ აღნიშნა სამწუხაროა, რომ პუბლიკაციაში ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან ფაქტობრივ უზუსტობებს და არაობიექტურ შეფასებებს, რაც ხელს არ უწყობს ქვეყნის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, დანიური მკითხველის პოზიტიურ დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა რომ აღნიშნული პუბლიკაცია ცალკეული ძალების მხრიდან პოლიტიკური ინტერპრეტაციებისთვის იყო გამოყენებული, რაც, ბუნებრივია, ხელს უშლის ქვეყნის მიმართ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული მთავარი ამოცანის - დეპოლარიზაციის ეფექტიან განხორციელებას. შეხვედრაზე დანიურმა მხარემ წუხილი გამოთქვა აღნიშნულის გამო და განაცხადა, რომ სტატია გამიზნული იყო დანიის მხრიდან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის და სამწუხაროა, რომ ოპონენტების მხრიდან იგი უარყოფით კონტექსტში იქნა გამოყენებული,“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დანიის საელჩო: დანიური სტატიის ამონარიდი ქართულ დებატებში კონტექსტის გარეშე გამოიყენება
უკრაინის ინფრასტრუქტურის აღსადგენად დანია $22,2 მილიონს გამოყოფს
დანიის მთავრობამ უკრაინის დახმარების კიდევ ერთი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. ფინანსური დახმარება მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურის აღდგენას - ელექტროენერგიითა და გათბობით უზრუნველყოფას, აგრეთვე ნაღმების აღმოჩენასა და განეიტრალებას, იუწყება დანიური მედია. ახალ პაკეტში $22,2 მილიონია გათვალისწინებული. თანხა მიკოლაივის აღდგენას მოხმარდება. ეს არის მესამე ასეთი პაკეტი, რომელიც უკრაინის ფონდის ფარგლებში გამოიყოფა. დანია უკრაინას ამ ფონდის საშუალებით, სამი მიმართულებით ეხმარება: სამხედრო მხარდაჭერა, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა და კერძო სექტორის მხარდაჭერა. დანია უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია. ახალი პაკეტის გათვალისწინებით, კოპენჰაგენმა უკრაინისთვის უკვე დახარჯა 4,5 მილიარდი დოლარი. 2023 წელს დანიამ უკვე გამოყო $100 მილიონზე მეტი მიკოლაივის რეგიონის რეკონსტრუქციისთვის.
ფრედერიკ X დანიის ახალი მეფეა
დანიის დედოფალმა, მარგრეტე II-მ ტახტი ოფიციალურად დატოვა. დანიის ახალი მეფე ფრედერიკ X გახდა. მარგრეტე II-მ გადადგომის დოკუმენტს ხელი მოაწერა და გვირგვინი შვილს გადასცა. ის მეფედ კრისტიანსბორგის სასახლის აივნიდან პრემიერმა მეტე ფრედერიკსენმა გამოაცხადა. ფრედერიკ X-ს ცოლი, პრინცესა მერი, დანიის დედოფალი-კონსორტი გახდება.
დანია და ნიდერლანდები უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკებს უგზავნიან
დანია და ნიდერლანდები 14 ერთეული Leopard 2A4-ის ტიპის ტანკიდან პირველი ორის ერთობლივად მიწოდებისთვის ემზადებიან. ტექნიკა გერმანიაში გარემონტდა და თავდაპირველად, ისპოლონეთში გაიგზავნება, სადაც უკრაინელი სამხედროები სწავლებას გაივლიან. „ამჟამინდელი განრიგის მიხედვით, ტანკები სათადარიგო ნაწილებთან და საბრძოლო მასალასთან ერთად, უკრაინას ამ ზაფხულს მიეწოდება,“ - აცხადებენ ნიდერლანდების თავდაცვის უწყების წარმომადგენლები. მოსალოდნელია, რომ ტანკები და სხვა ჯავშანტექნიკა მთავარ როლს შეასრულებენ, როდესაც კიევი წინსვლას რამდენიმე ფრონტზე ცდილობს. კიევი დიდი ითხოვდა უახლესი ტანკების მიწოდებას ითხოვს, მაგრამ ძირითადი შეტევებისთვის ტექნიკის არასაკმარისი რაოდენობა მიიღო. Leopard-ებისა და სხვა მოდელების სარემონტო ცენტრი პოლონეთში გაიხსნა, ტანკების პარტია გლივიცში 2023 წლის დეკემბერში ჩავიდა.
აშშ-სა და მისი პარტნიორი ქვეყნების ოპერაციას წითელ ზღვაში, დანიაც შეუერთდება
დანია შეუერთდება აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციას, რომელიც ჰუსიტების წინააღმდეგ წითელ ზღვაში კომერციულ გემებზე თავდასხმების გამო შეიქმნა. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა 18 იანვარს განაცხადა. დანიის კონტრიბუცია ოფიცრის დონეზე შედგება. ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. შეტევების პირველ დღეს, 12 იანვარს მიზანში ამოიღეს 60 სამიზნე. რუსეთმა, რომელიც ირანის მოკავშირეა, დარტყმები დაგმო და გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა მოითხოვა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენელი “ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებით საჰაერო იერიშები მიიტანა. აშშ-მ ჰუსიტები SDGT -ისა და უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების (FTO) სიიდან 2021 წელის თებერვალს ამოიღო. ამ გადაწყვეტილების მიზეზად მაშინ იემენელი ხალხის მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა დასახელდა. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ოპერაციის ფარგლებში ერთობლივ პატრულირებას განახორციელებენ, გაერთიანებული სამეფო, ბაჰრეინი, კანადა, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, საბერძნეთი, ნორვეგია, სეიშელის კუნძულები და ესპანეთი არიან.
დანიამ უკრაინის კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად $13 მილიონზე მეტი გამოყო
დანიამ უკრაინის კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად (91 მილიონი კრონი) $13 მილიონზე მეტი გამოყო. შემოწირულობა IT კოალიციის ეგიდით გაიღეს, რომელსაც ესტონეთი და ლუქსემბურგი ხელმძღვანელობს. „კიბერშეტევები რუსეთსა და უკრაინას შორის ომის განუყოფელი ნაწილია. რუსეთის ფედერაცია კიბერშეტევებით ცდილობს უკრაინის თავდაცვის შესუსტებას. ამასთან დაკავშირებით, დანიამ და IT კოალიციის სხვა წევრებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ხელშეკრულებას,„ აღნიშნა სამინისტრომ. კოალიციაში ასევე შედიან ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები და თავად უკრაინა.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოეკე რასმუსენი უკრაინაში იმყოფება. უკრაინული მედიის ცნობით, მას საჰაერო განგაშის დროს ღამით თავშესაფარში ჩასვლა მოუწია. რასმუსენმა აღნიშნა, რომ ის მინისტრის რანგში უკრაინაში მეოთხე ვიზიტით იმყოფება. დანიის მიერ უკრაინას სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გაწეული სამხედრო დახმარება დაახლოებით 3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. დანიის სამეფომ ასევე პირობა დადო, რომ სისტემატიურად დაეხმარება მიკოლაივს რუსეთის მიერ განადგურებული ობიექტების, მათ შორის, საცხოვრებელი კორპუსების, ეკონომიკური, სოციალური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენაში.
უკრაინა და დანია უსაფრთხოების ვალდებულებებზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ
უკრაინა და დანია უსაფრთხოების ვალდებულებებზე მოლაპარაკების თაობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოეკე რასმუსენმა უკრაინელ კოლეგასთან დიმიტრო კულებასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ცნობისთვის, 11-12 ივლისს ვილნიუსში NATO-ს სამიტი გაიმართა. დიდი შვიდეულის ჯგუფის (G7) ქვეყნების ლიდერები უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ. G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და კანადასთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
დანიამ საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მხარდასაჭერად, 3 მლნ კრონა გამოყო
დანიამ ხელი მოაწერა ახალ, ნებაყოფლობით კონტრიბუციას, რომელიც საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის მხარდაჭერას ითვალისწიებს. დანიის მიერ წელს გამოიყო 3 მილიონი კრონა, რომელიც საქართველოში ევროპის საბჭოს 2024 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებს დააფინანსებს. „მოსალოდნელია, რომ დანიის მხრიდან ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერა მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდება. დანია მრავალი წელია, მხარს უჭერს ევროპის საბჭოს მუშაობას ევროპის სამეზობლოში, მათ შორის, საქართველოში. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელებას,“ - წერს დანიის საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. ევროპის საბჭოს თბილისის წარმომადგენლობის ცნობით, დანიის მთავრობამ დაახლოებით 1,200,000 ევრო გამოყო ევროპის საბჭოს შემდეგი სამი სამოქმედო გეგმის მხარდასაჭერად: 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის; 2021-2024 წლების სამოქმედო გეგმა მოლდოვის რესპუბლიკისთვის და 2023-2026 წლების სამოქმედო გეგმა უკრაინისათვის - „მდგრადობა, აღდგენა და რეკონსტრუქცია.“ „ამ მნიშვნელოვანი ფაქტის აღსანიშნავად, შეხვედრა გაიმართა ევროპის საბჭოში დანიის მუდმივ წარმომადგენელს, ელჩ იენს კისლინგსა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე, ბიორნ ბერგეს შორის,“ წერს ევროპის საბჭოს თბილისის ოფისი. ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის მიზანია, გაძლიერდეს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, გაუმჯობესდეს საარჩევნო კანონმდებლობა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა
უკრაინა და დანია უსაფრთხოების შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს იწყებენ
უკრაინამ დანიასთან უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატი იტყობინება. „უკრაინის პრეზიდენტისა და პრეზიდენტის აპარატის უფროსის დავალებით, უკრაინამ დანიასთან უსაფრთხოების ორმხრივი ვალდებულებების შესახებ დეტალური მოლაპარაკებები დაიწყო,“ - ნათქვამია განცხადებაში. უკრაინის დელეგაციას პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე იჰორ ჟოვკვა, დანიის დელეგაციას კი, საგარეო პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მდივანი ლისბეტ ზილმერ-ჯონსი ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებები G7-ის უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივი დეკლარაციის იმპლემენტაციის ფარგლებში დაიწყო, რომელსაც დანია, ნორდიელებთან ერთად, პირველ ქვეყნებს შორის შეუერთდა.
დანიის თავდაცვის მინისტრი: რუსეთს NATO-ზე თავდასხმა 3-5 წელიწადში შეუძლია
დანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხედრო სფეროში ინვესტიციები უნდა დააჩქაროს მას შემდეგ, რაც ახალი სადაზვერვო მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი უფრო სწრაფად იარაღდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო და რომ მას NATO-ს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა 3-5 წელიწადში შეუძლია. „რუსეთის შესაძლებლობები სამხედრო აღჭურვილობის წარმოებისთვის საოცრად გაიზარდა,“ - განუცხადა თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პულსენმა გაზეთ Jyllands-Posten-ს. მისი თქმით, „არ არის გამორიცხული, რომ სამ-ხუთ წელიწადში რუსეთმა გამოსცადოს მე-5 მუხლი და NATO-ს სოლიდარობა. რუსთთან შესაძლო ომის შესახებ გაფრთხილებები ევროპელი აქტორებისგან სულ უფრო ხშირად ისმის. პოლსენმა განმარტა, რომ დანიის წინააღმდეგ პირდაპირი საფრთხე არ არსებობს, მაგრამ ალიანსი შესაძლოა, ჰიბრიდული თავდასხმების წინაშე აღმოჩნდეს, წევრ ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამომწვევი მცდელობების დროს. „ეს არ იყო NATO შეფასება 2023 წელს. ეს არის ახალი ცოდნა, რომელიც ახლა გამოდის წინა პლანზე. რუსეთს პოტენციურად აქვს ამის სურვილი. ახლა მათ ასევე შეუძლიათ, ჰქონდეთ სამხედრო შესაძლებლობები იმაზე ადრე, ვიდრე ველოდით. არსებობს გულწრფელი შეშფოთების მიზეზი,“ – განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრმა. ნიდერლანდელმა ადმირალმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერმა განაცხადა, რომ მაშინ, როცა შეიარაღებული ძალები უკვე მზად არიან კონფლიქტისთვის, მოქალაქეებიც ასევე მზად უნდა იყვნენ ამისთვის, რაც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებას მოითხოვს. მისი ეს გაფრთხილება წინ უსწრებდა NATO-ს ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ცივი ომის შემდეგ. Steadfast Defender 2024 - 90 000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით მაისამდე გასტანს. რუსეთთან ომის გაფრთხილების შესახებ გამოვიდა ბორის პისტორიუსიც. „ჩვენი ექსპერტები ელიან 5-დან რვა წლამდე პერიოდს, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება,” - განუცხადა მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-ს. „თითქმის ყოველდღე გვესმის მუქარა კრემლიდან, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ერთ დღეს NATO-ს წევრ ქვეყანასაც დაესხას თავს. მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა "ამჟამად," აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. ამასთან, გენერალმა პატრიკ სანდერსმა ოთხშაბათს ბრიტანეთის ხელისუფლებას მოუწოდა, მოახდინოს „ერის მობილიზება“ რუსეთთან ომისთვის მოსამზადებლად. Politico-ს ცნობით, მან ამის შესახებ ლონდონში, ჯავშანტექნიკის საერთაშორისო გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ ის არ უჭერს მხარს სავალდებულო სამხედრო გაწვევას, სანდერსმა ხაზი გაუსვა ბრიტანეთის საზოგადოების მზადყოფნის შესაძლებლობას რუსეთთან სამხედრო კონფლიქტისთვის.
დანიის პრემიერი: გადავწყვიტეთ, მთელი ჩვენი არტილერია უკრაინას გადავცეთ
დანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთელი თავისი არტილერია უკრაინას გადასცეს. შესაბამისი განცხადება დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა მიუნხენში გააკეთა, სადაც უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენცია მიმდინარეობს. ფრედერიკსენმა ასევე მოუწოდა ევროპის სხვა ქვეყნებს, გადასცენ თავიანთი საჰაერო თავდაცვის სისტემები და საბრძოლო მასალები უკრაინას, რადგან ახლა ეს მათ უფრო სჭირდებათ. დანიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპელი ლიდერები ხშირად საუბრობენ იარაღის წარმოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და აცხადებენ, რომ ეს არის მიზეზი, რომელიც უკრაინისთვის დახმარების მიწოდების გაზრდის საშუალებას არ იძლევა. ახლა ისინი ხსნიან ახალ თავდაცვის საწარმოებს მომავლისთვის. „მაგრამ უკრაინა ჩვენგან საბრძოლო მასალას და არტილერიას ახლა ითხოვს. გადავწყვიტეთ, მთელი ჩვენი არტილერია უკრაინას გადავცეთ. ამიტომ, მაპატიეთ, მეგობრებო, ევროპაში არის სამხედრო ტექნიკა, ეს არ არის მხოლოდ წარმოების საკითხი. ჩვენ გვაქვს იარაღი, საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც ჯერ არ ვიყენებთ, ისინი უნდა გადავცეთ უკრაინას,“ - აღნიშნა დანიის პრემიერმა. მანამდე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ, უკრაინაში F-16 ტიპის მოერიშეების უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომ მათი რიცხვი შეიძლება, იმაზე მეტი იყოს, ვიდრე მოსალოდნელია. „იქნება 24 მოიერიშე, შესაძლოა, მეტი, მაგრამ არა ნაკლები. ჩვენ ერთად ვმუშაობთ, დანიელებთან და სხვებთან ერთად,“ - აღნიშნა მარკ რუტემ. ამასთან, ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ ქვეყანამ იპოვა წყაროები საზღვარგარეთ ასობით ათასი საარტილერიო საბრძოლო მასალისთვის, რომლის უკრაინისთვის გადაცემა რამდენიმე კვირაში შეეძლო. საუბარია ნახევარ მილიონ 155 მმ კალიბრის საბრძოლო მასალასა და 300 000 ერთეულ 122 მმ კალიბრის საბრძოლო მასალაზე.
დანია უკრაინას $247.4 მილიონის სამხედრო დახმარებას გადასცემს
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა უკრაინისთვის 247,4 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს. „აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თუ უკრაინას ბრძოლის ველზე წარმატების მიღწევა სურს, მან დიდი რაოდენობით დახმარება უნდა მიიღოს. სწორედ ამ კონტექსტში წვლილის შეტანას იმ იმედით ვაგრძელებთ, რომ იგივეს უფრო მეტი სახელმწიფო არა 6 ან 12 თვის შემდეგ გააკეთებს, არამედ ახლა, როცა ამის საჭიროება ძალიან დიდია,“ - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა. „უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისთვის ჩვენი ბრძოლაა," - აღნიშნა დანიელმა მინისტრმა. გარდა ამისა, დანია უკრაინას თავის პირველ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს ამ ზაფხულს გადასცემს. ფრედერიკსენმა დღეს ასევე განაცხადა, რომ დანია უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერას მომდევნო 10 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს. მან განაცხადა, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ეს უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში შექმნილი ყველაზე სერიოზული სიტუაციაა. „თუ ჩვენ ერთად არ დავდგებით, უკრაინა ვერ გადარჩება და პოტენციურად შეიძლება, ევროპაც ვერ გადარჩეს“, - განაცხადა მეტე ფრედერიკსენმა. ფრედერიკსენმა აღნიშნა, რომ უკრაინასა და დანიას შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში დანია უკრაინას სამხედრო და სამოქალაქო სფეროში დაუჭერს მხარს. „აღნიშნული ვალდებულებებით საერთაშორისო თანამეგობრობას ძალიან მკაფიო და ცალსახა სიგნალს ვუგზავნით, რომ ჩვენ უკრაინას სრულად ვუჭერთ მხარს, მათ შორის, გრძელვადიან პერსპექტივაში,“ - აღნიშნა დანიის პრემიერ-მინისტრმა. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენში დანიის პრემიერ-მინისტრს მეტე ფრედერიკსენს შეხვდა და უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერის შესაძლო თარიღები განიხილა.
დანიის პრემიერი უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე ვიზიტით ჩავიდა
დანიის პრემიერ მინისტრი მეტე ფრედერიკსენი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მეოთხე ვიზიტით ჩავიდა. „ლვოვში, დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიკსენთან ერთად, პატივი მივაგეთ უკრაინის დაღუპული დამცველების ხსოვნას. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ გმირებს, რომლებიც იცავდნენ ჩვენს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და მომავალს. მარადიული დიდება ყველას, ვინც სიცოცხლე გასწირა უკრაინისთვის!“ - წერს ზელენსკი დანიის პრემიერის ბოლო ვიზიტი უკრაინაში, გასული წლის სექტემბერში შედგა, როდესაც ის ზელენსკის შეხვდა. ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, მეტე ფრედერიკსენმა გამოაცხადა, რომ მისი ქვეყანა დებს ორმხრივ შეთანხმებას უკრაინასთან, რომელიც უზრუნველყოფს კიევის მხარდაჭერას მომდევნო 10 წლის განმავლობაში.
დანიამ "ჩრდილოეთის ნაკადზე“ აფეთქებების მიზეზად "მიზანმიმართული საბოტაჟი“ დაასახელა
2022 წელს, გაზსადენებზე - "ჩრდილოეთის ნაკადი 1" და "ჩრდილოეთის ნაკადი 2" მომხდატ აფეთქებებზე, დანიამ გამოძიება დაასრულა. "შეფასების შედეგად არ იკვეთება აუცილებელი საფუძველი ამ სისხლისსამართლებრივი საქმის გამოძიების გასაგრძელებლად, - წერს დანიის პოლიცია განცხადებაში, თუმცა დასძენს, - გამოძიებაზე დაყრდნობით, უწყებებს შეუძლიათ დაასკვნან, რომ ეს იყო გაზსადენების განზრახ საბოტაჟი". დასავლეთის ოფიციალური პირები აფეთქებებში თავიდან რუსეთს ადანაშაულებდნენ, თავის მხრივ მოსკოვი დასავლეთს სდებდა ბრალს. მანამდე, მიმდინარე თვეში, შვედეთმა გამოაცხადა, რომ აფეთქებების გამოძიებას წყვეტს.
დანიის პრემიერმა ევროპის შეცდომა უწოდა რუსულ გაზსა და ჩინურ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულებას
დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპამ 1930-იანი წლების შეცდომები თავიდან უნდა აირიდოს და რუსეთის შეკავების მიზნით თავდაცვის ინდუსტრია განაახლოს. „მე უფრო მეტად აგრესიულ რუსეთს ყველა ასპექტში ვხედავ და არამხოლოდ უკრაინაში. ვფიქრობ, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: არის თუ არა უკრაინა რუსეთის საბოლოო დანიშნულების წერტილი თუ ეს მხოლოდ იმის ნაწილია, რისი მიღწევაც მათ, დიდი რუსეთის ხელახლა აშენებით სურთ?“ - განაცხადა მეტე ფრედერისკენმა. როგორც დანიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, თავისუფლებას თავისი ფასი აქვს და რუსეთის შეკავებისთვის ევროპამ უფრო მეტი უნდა დახარჯოს. „ჩვენ ევროპული პერსპექტივიდან უნდა ვაღიაროთ, რომ საკუთარი თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის საკმარისი თანხა არ დაგვიხარჯავს. ძალიან გულუბრყვილოები ვიყავით და დასავლეთში გამდიდრებაზე ზედმეტად ვიყავით ორიენტირებულები, ამიტომაც, დამოკიდებულება ისეთ ქვეყნებზე შევქმენით, რომლებზეც არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული - გაზი რუსეთიდან, ახალი ტექნოლოგიები ჩინეთიდან,“ - აღნიშნა დანიის პრემიერ-მინისტრმა.
დანიამ უკრაინის რეკონსტრუქციისთვის დამატებით, $1,4 მილიონს გამოყოფს
დანია უკრაინის აღდგენის საქმეში დანი-უკრაინის მუნიციპალური თანამშრომლობის მხარდასაჭერად, დამატებით 10 მილიონ დანიურ კრონს (დაახლოებით 1,4 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფს. კერძოდ, დაფინანსება უკრაინის აღდგენისა და დანიისა და უკრაინის მუნიციპალური თანამშრომლობის გაძლიერებას მოხმარდება. დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაფინანსება ორჰუსისა და კოპენჰაგენის მუნიციპალიტეტებსა და უკრაინის ქალაქებს - ლვოვს, კიევსა და მიკოლაივს შორის თანამშრომლობის დაფინანსებას მოხმარდება. დანიამ 2023 წელს, მიკოლაივის ოლქის რეკონსტრუქციისთსვის 100 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო.
დანიის პარლამენტის წევრები საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ
დანიელი პარლამენტარების დელეგაცია დღეს ხურვალეთში ჩავიდა, რათა უშუალოდ ენახათ რუსეთის მუდმივი ბორდერიზაციის შედეგები. შესაბამის ინფორმაციას დანიის საელჩო ავრცელებს. „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში განვითარებული მოვლენების მონიტორინგის მნიშვნელოვან ამოცანას ახორციელებს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მონიტორინგი 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაიწყო. მისიის მანდატი მოიცავს სტაბილიზაციის, ნორმალიზაციის და ნდობის აღდგენის მხარდაჭერას, ასევე, ევროკავშირის ინფორმირებას, რათა ევროპული ქვეყნები საქმის კურსში იყვნენ განვითარებული მოვლენების შესახებ და ამით ხელი შეეწყოს ევროკავშირის უფრო მეტ ჩართულობას რეგიონში. დანია არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გრძელვადიანი მხარდამჭერი. სადამკვირვებლო მისიას ამჟამად ჰყავს 7 დამკვირვებელი დანიიდან,“ აცხადებენ საელჩოში.
დანია უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს
დანიის მთავრობა უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის ახალ, 337 მილიონი დოლარის (2.3 მილიარდი დანიური კრონა) ოდენობის პაკეტს გადასცემს, რომელიც „კეისრის“ ტიპის საარტილერიო სისტემებსა და საბრძოლო მასალებს მოიცავს. ახალი დახმარების პაკეტისთვის დანიის პრემიერმინისტრ მეტე ფრედერიკსონს, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს სამხედრო დახმარება ათასობით უკრაინელის სიცოცხლეს გადაარჩენს. „მადლობელი ვარ მეტე ორედერიკსონის, მისმა მთავრობამ და დანიის ხალხმა სამხედრო დახმარების პაკეტი დღეს გამოაცხადეს. ეს არის უკრაინაში პრემიერმინისტრის ფრედერიკსენის ბოლო ვიზიტის ერთ-ერთი შედეგი. ვაფასებ ჩვენი შეთანხმებების შესრულებას. ჩვენი მეომრები გაძლიერდებიან კრიტიკულად საჭირო არტილერიით, ნაღმმტყორცნებითა და საბრძოლო მასალებით. დანიამ უკვე დაამტკიცა 16 სამხედრო დახმარების პაკეტი, საერთო ჯამში 5 მილიარდი ევროს ღირებულების. ყოველი ასეთი პაკეტი გადაარჩენს ათასობით უკრაინელის სიცოცხლეს. ჩვენ ერთად აღვადგენთ მშვიდობას და თავისუფლებას. ჩვენ ერთად დავიცავთ უკრაინას და მთელ ევროპას რუსული ტერორისგან," - წერს ზელენსკი. უკრაინული მედიის ცნობით, ფრედერიკსენმა ასევე განაცხადა, რომ დანიის მიერ მიწოდებული F-16 მოიერიშე თვითმფრინავები უკრაინის ცაში მიმდინარე წლის ზაფხულისთვის გამოჩნდებიან, შეფერხება კი მხოლოდ ტექნიკური პრობლემის გამო მოხდა.
დანია თავდაცვის ხარჯებს $6 მილიარდით გაზრდის და სამხედრო სამსახურში ქალების გაწვევას დაიწყებს
დანიის მთავრობამ თავდაცვის ხარჯების 6 მილიარდი აშშ დოლარით გაზრდის გეგმა წარმოადგინა და განაცხადა, რომ სამხედრო სამსახურში ქალების გაწვევას დაიწყებს. შეიარაღებული ძალების ზომა 2026 წლიდან ქალთა სავალდებულო სამხედრო გაწვევით გაიზრდება, რაც ასევე შეესაბამება ქვეყნის გენდერული თანასწორობის ღირებულებებს, ამჟამად, ქალებს არმიაში გაწევრიანება ნებაყოფლობით შეუძლიათ. სკანდინავიური ქვეყანა უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე დიდ დონორად იქცა და ბოლო ორი წლის განმავლობაში სამხედრო ხარჯები რამდენიმე ნაბიჯით გაზარდა. „ახალი ბიუჯეტი ნიშნავს, რომ დანია წელს თავდაცვაზე თავისი მშპ-ს 2.4%-ს დახარჯავს, უკრაინის დახმარების ჩათვლით, ხოლო მომავალი წლიდან 2%-ს - შემოწირულობების გარეშე,“ აღნიშნა ქვეყნის პრემიერმა მეტე ფრედერიკსენმა. 2023 წლის მონაცემებით, ქალების წილი, რომლებიც ნებაყოფლობით მსახურობდნენ არმიაში, 25%-ს შეადგენდა. სამხედრო სამსახურის ვადის 4-დან 11 თვემდე გაზრდა იგეგმება. წვევამდელთა წლიური რაოდენობა 5 ათას კაცამდე გაიზრდება.
დღეს თუ არ ვიმოქმედებთ, ხვალ უკვე გვიანი იქნება - დანიის თავდაცვის მინისტრი
უკრაინას დღეს უნდა დავეხმაროთ, 2-3 წლის შემდეგ გვიანი იქნება. ამის შესახებ დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლუნდ პოულსენმა კიევის უსაფრთხოების მე-16 ფორუმზე განაცხადა. „რატომ ვარ დღეს აქ? რათა უკრაინის ხალხს ვესაუბრო და განვაცხადო, რომ იმდენ ხანს ვიქნებით აქ, რამდენიც საჭირო იქნება,” - განაცხადა პოულსენმა. მან აღნიშნა, რომ NATO-ს ქვეყნები გრძელვადიან პერსპექტივაზე უნდა მუშაობდნენ, ვინაიდან, რუსეთის აგრესია მხოლოდ უკრაინას არ ეხება. „რუსეთი არ გაჩერდება და სვლას გააგრძელებს. დღეს თუ არ ვიმოქმედებთ, ხვალ უკვე გვიანი იქნება. დღეს საკვანძო ფაქტორია დროის ფაქტორი. 2-3 წლის შემდეგ “გაღვიძება” უკვე გვიანი იქნება ყველა სხვა ქვეყნისთვის… რუსეთს უნდა ვაჩვენოთ, რომ მზად ვართ საკუთარი თავის დასაცავად,” - განაცხადა პოულსენმა. მან NATO-ს ზოგიერთი ქვეყნის მიერ თავდაცვაზე არასაკმარისი თანხების გამოყოფასა და ევროპული სამხედრო-თავდაცვითი კომპლექსის პრობლემებზე ისაუბრა, კერძოდ, საარტილერიო ჭურვების წარმოების პრობლემებზე და დასავლეთის ქვეყნებს თავდაცვაში ინვესტიციების გაზრდისკენ მოუწოდა.
დანიამ უკრაინის ენერგეტიკული ქსელის აღდგენისთვის თითქმის 6 მილიონი ევრო გამოყო
დანიის მთავრობამ უკრაინას ენერგოსისტემისთვის 40 მილიონი დანიური კრონი (დაახლოებით 5,8 მილიონი ევრო) გამოუყო. დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ბოლოდროინდელი თავდასხმების საპასუხოდ. უწყება აღნიშნავს, რომ 40 მილიონი დანიური კრონის გამოყოფით დანია ხელს უწყობს ელექტროენერგიის საიმედო მიწოდებას და, შესაბამისად, წყლისა და სითბოს ხელმისაწვდომობას მოსახლეობისთვის მომავალ ზამთარში. „ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, რუსეთმა გაზარდა მიზანმიმართული თავდასხმები და ჩვენ ვნახეთ ის ზიანი, რაც უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მიადგა. დანია გამოყოფს 40 მილიონს და ეს არის წვლილი აუცილებელ აღდგენაში, რათა უკრაინამ შეინარჩუნოს ენერგომომარაგება," - აღნიშნავს დანიური მხარე.
პოლონეთისა და დანიის პრემიერ-მინისტრებმა ევროპის დასაცავად, „რკინის გუმბათის“ შექმნის იდეა განიხილეს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა დანიელ კოლეგასთან, მეტე ფრედერიკსენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პოლონეთისა და დანიის პრემიერ-მინისტრებმა ევროპის დასაცავად „რკინის გუმბათის“ შექმნის იდეა განიხილეს. „მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი პოლონეთის წინადადებას, ევროპის ცის პოტენციური სარაკეტო თავდასხმებისგან დაცვის მიზნით ეფექტური „რკინის გუმბათის“ შექმნის პროექტს შეუერთდეს, დადებითად გამოეხმაურა,“ - განაცხადა დონალდ ტუსკმა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპა „საშიშ ზონაში“ იმყოფება. „არ არსებობს იმის მიზეზი, თუ რატომ არ უნდა ჰქონდეს ევროპას ასეთი სარაკეტო თავდაცვის ფარი“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. „რკინის გუმბათი“ ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის სახელწოდებაა. ზელენსკიმ მოკავშირეებს მიმართა, უკრაინა ისრაელის მსგავსად დაიცვან
დანია უკრაინას $313 მილიონის სამხედრო დახმარებას უგზავნის
დანიის თავდაცვის სამინისტრომ 16 აპრილს, უკრაინისთვის 313 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ეს დანიის მიერ სამხედრო დახმარების მე-17 მიწოდებაა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. კოპენჰაგენმა უკრაინას მარტში 336 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი მიაწოდა. უახლესი დახმარების პაკეტიდან თანხები დაიხარჯება უკრაინის საზღვაო შესაძლებლობების განვითარებაზე, ასევე თვითმფრინავებზე და რაკეტების ნაწილების წარმოებაზე ნიდერლანდებთან და ჩეხეთთან თანამშრომლობით. „თანხის ნაწილი, 200 მილიონი კრონა (28,4 მილიონი აშშ დოლარი), პირდაპირ მოხმარდება უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტირებას იარაღისა და საბრძოლო მასალის შესაძენად და გადაცემისთვის, ნათქვამია განცხადებაში. დანიამ, კიევის ერთ-ერთმა მთავარმა მხარდამჭერმა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს, ახლახან გადაწყვიტა, გამოყოს 5,8 მილიონი დოლარის დახმარება უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის, რომელიც გახდა რუსული ფართომასშტაბიანი თავდასხმების სამიზნე. კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის (IfW Kiel) მონაცემებით, რომელიც აკონტროლებს უკრაინის საერთაშორისო დახმარებას, დანია არის მეოთხე უდიდესი სამხედრო დახმარების მიმწოდებელი კიევისთვის. დანია არის მეორე უდიდესი სამხედრო დახმარების მიმწოდებელი მშპ-ს პროცენტული (მშპ-ს 2,3%-ით) მაჩვენებლით.
დანია უკრაინის სამხედრო დახმარებას თითქმის 600 მილიონი ევროთი გაზრდის
დანია უკრაინის სამხედრო დახმარებას 590 მილიონი ევროთი გაზრდის. ამის შესახებ დანიის თავდაცვის სამინისტრომ 25 აპრილს განაცხადა. დანიის პოლიტიკური პარტიები და მთავრობა შეთანხმდნენ უკრაინის ფონდის გაზრდაზე იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წელს გამოყოფილი თანხების უმეტესი ნაწილი უკვე გამოყენებულია, ხოლო „ამ წელს უკრაინის შემდგომი მნიშვნელოვანი სამხედრო მხარდაჭერაა საჭირო.“ „ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინელებს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ არსებულ კრიტიკულ ვითარებაში,“ - განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პულსენმა. დამატებითი თანხები ძირითადად გამოყენებული იქნება უკრაინის პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერისთვის იარაღის, სხვა სამხედრო აღჭურვილობისა და სასწავლო პროგრამების სახით. საუბარია მწარმოებლებისგან იარაღის შეკვეთაზე და სხვა ქვეყნების ინიციატივების დაფინანსებაზე. გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიიდან პირდაპირი შესყიდვების შესაძლებლობა გათვალისწინებულია "აუცილებელი კონტროლის მექანიზმების არსებობის გათვალისწინებით." შეგახსენებთ, რომ ამ თვის დასაწყისში დანიამ უკრაინისთვის თითქმის 300 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა.
დანია უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 33,5 მილიონი ევროს გამოყოფს
დანია უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 33,5 მილიონი ევროს გამოყოფს. დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პაკეტი უზრუნველყოფს ყველაზე მეტად დაზარალებული ოლქებიდან უკრაინელებისთვის ძირითად დახმარებას, როგორიცაა - საკვები, წამლები, წყალი, თავშესაფარი. „ამ ახალი პაკეტით ჩვენ მიზნად დავისახავთ, რომ უზრუნველვყოთ გადაუდებელი და სიცოცხლის გადამრჩენი ჰუმანიტარული დახმარება და დაცვა ყველაზე დაუცველი ჯგუფებისთვის," - განაცხადა დანიის განვითარების თანამშრომლობისა და გლობალური კლიმატის პოლიტიკის მინისტრმა დენ იორგენსენმა.
დანია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გააუქმოს "უცხოური აგენტების კანონი" კანონი და დაიცვას ევროკავშირის გზისადმი ერთგულება
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მესამე მოსმენით მიღებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მმართველ პარტიას მოუწოდებს, გაიწვიოს კანონი. „საქართველოს "უცხოური აგენტების კანონი" ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ახლა იგი მიიღეს საქართველოს ნამდვილი პარტნიორების რჩევის საწინააღმდეგოდ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მოწოდებას დემოკრატიისკენ და მტკიცედ მივმართავთ საქართველოს მთავრობას, უკან წაიღოს კანონი და დაიცვას ევროკავშირის გზისადმი ერთგულება,“ წერს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი სოციალურ პლატფორმა X-ზე. პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. პარლამენტმა სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე, 17 აპრილს მიიღო. მეორე მოსმენა კი, პირველ მაისს გაიმართა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
დანია უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს უგზავნის
დანიამ გადაწყვიტა, უკრაინას 750 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მიაწოდოს. დანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ თანხიდან 2,4 მილიარდი DKK (321 მილიონი ევრო) განკუთვნილია საჰაერო თავდაცვისთვის. თანხების ნაწილი ასევე მოხმარდება F-16 თვითმფრინავების უკრაინაში უფასოდ მიწოდებას. საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა, რომ პაკეტის ფარგლებში მთავრობამ ასევე გამოყო დამატებითი თანხები პირდაპირი ინვესტიციებისთვის უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში. გარდა ამისა, უკრაინა მიიღებს ჭურვებსა და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს. „ეს უკვე დახმარების მე-18 პაკეტია. თავდაცვის მინისტრი ტროელს ლუნდ პულსენი აცხადებს, რომ უკრაინაში ვითარება ძალიან მძიმეა. „ეჭვგარეშეა, რომ უკრაინელებს სჭირდებათ მუდმივი და მასობრივი მხარდაჭერა მათი მოკავშირეებისგან. ამ პაკეტით ჩვენ ვუგზავნით მკაფიო გზავნილს როგორც უკრაინას, ასევე დანარჩენ სამყაროს,“ - დასძინა მინისტრმა.
ლარს ლოკე რასმუსენი: ვიდრე მმართველი პარტია არ შეცვლის მოქმედების კურსს, საქართველო ვერ გააგრძელებს სვლას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე
საგარეო საქმეთა მინისტრ ლარს ლოკე რასმუსენის განცხადებით, „ფართო საზოგადოებრივი წინააღმდეგობისა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, საქართველოს მმართველმა პარტიამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს უცხოელი აგენტის შესახებ, რათა გააჩუმოს ოპოზიცია, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები.“ „ვიდრე მმართველი პარტია არ შეცვლის მოქმედების კურსს, საქართველო ვერ გააგრძელებს სვლას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე,“ აცხადებს დანიელი დიპლომატი. პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი მიღებულია
დანია უკრაინას ნებართვას მისცემს, გამოიყენოს F-16 რუსეთში სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა შეძლებს, გამოიყენოს მისთვის გადაცემული F-16 საბრძოლო თვითმფრინავები რუსეთში სამხედრო ობიექტებზე დასარტყმელად. ლარს ლუკე რასმუსენმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას: მისცემს თუ არა ოფიციალური კოპენჰაგენი უკრაინას უფლებას, რომ მის მიერ გადაცემული F-16-ები რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე დასარტყმელად გამოიყენოს. "მოკლე პასუხი არის დიახ! ეს არ არის ახალი პოზიცია, ეს არის ტრანსფერის ნაწილი. ჩვენ თავიდანვე ნათლად განვაცხადეთ, როდესაც განვიხილეთ დანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, რომ თავდაცვის ნაწილია, აგრესორის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე თავდასხმა," - განაცხადა რასმუსენმა.
დანია NATO-ს პირველი ქვეყანაა, რომელმაც უკრაინაში იარაღის წარმოებაში ინვესტირება გადაწყვიტა
დანია გახდა NATO-ს პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინაში იარაღის წარმოებაში ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა და მისმა დანიელმა კოლეგამ ტროელს ლუნდ პულსენმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ხელი მოაწერეს მემორანდუმს უკრაინელი მწარმოებლებისგან იარაღისა და აღჭურვილობის შესყიდვის შესახებ. „ეს არის დიდი ნაბიჯი, რადგან დანია გახდა NATO-ს პირველი უცხო ქვეყანა, რომელიც ჩადებს თავის სახსრებს უკრაინის ტერიტორიაზე იარაღის წარმოებაში. ეს ადასტურებს, რომ უკრაინის თავდაცვის ინდუსტრია მზადაა საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობისთვის და შეუძლია, დააკმაყოფილოს უმაღლესი სტანდარტები,“ - განაცხადა უმეროვმა. 13 ივნისს ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 23-ე შეხვედრა გაიმართა. თითქმის ყველა ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, ერთი გამონაკლისის გარდა - იან ბონდი „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
დანია რუსული ნავთობის გადამზიდავი „ჩრდილოვანი ფლოტის“ შეზღუდვას ცდილობს
დანია იკვლევს გზებს, რათა ტანკერების ეგრეთ წოდებული „ჩრდილოვანი ფლოტი“, რომელსაც რუსული ნავთობი ბალტიის ზღვით გადააქვს, შეზღუდოს. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა. იტყობინება Reuters-ი. „ჩრდილოვანი ფლოტი“- ეს არის სქემა, რომლის დროსაც, ტანკერები ოფიციალურად იმ ქვეყნების დროშების ქვეშ დაცურავენ, რომლებიც სანქციებს არ შეუერთდნენ, თუმცა რეალურად რუსული კომპანიების საკუთრებას წარმოადგენენ. Bloomberg-ის ცნობით, 2023 წელს ზღვით მიწოდებული რუსული ნავთობის თითქმის სრული რაოდენობა დადგენილ ზედა ზღვარზე მაღალ ფასად იყიდებოდა. რუსეთი თავისი საზღვაო ნავთობის ექსპორტის დაახლოებით მესამედს - გლობალური მიწოდების 1,5%-ს დანიის სრუტეებით აგზავნის. ეს არის კარიბჭე ბალტიის ზღვაში, ამიტომ, მიწოდების შეჩერების ნებისმიერმა მცდელობამ შეიძლება, ნავთობის ფასი გაზარდოს და კრემლის ფინანსები დააზარალოს. მას შემდეგ, რაც უკრაინაში მოსკოვის შეჭრის გამო, დასავლურმა ქვეყნებმა დააწესეს ფასის ლიმიტი რუსეთის ნავთობზე, რუსეთი ეყრდნობოდა ხშირად მოძველებულ ტანკერებს, რომლებიც დაზღვეულია დასავლეთის გარეთ. „დანიამ მოკავშირე ქვეყნების ჯგუფი შეკრიბა, რათა შეაფასოს ზომები, რომლებიც სამიზნედ აქცევს ამ ფლოტს,“ განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა Reuters-ს, თუმცა რა ზომებს განიხილავენ, მან ამ ეტაპზე არ ისაუბრა. "არსებობს ფართო კონსენსუსი, რომ ჩრდილოვანი ფლოტი საერთაშორისო პრობლემაა და საერთაშორისო გადაწყვეტილებებია საჭირო," - აღნიშნა ლოკე რასმუსენმა. ”მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ახალი ღონისძიება შეიძლება, განხორციელდეს პრაქტიკაში და რომ ისინი იურიდიულად გამართლებული იყოს საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით,” - განმარტა დანიელმა მინისტრმა. რასმუსენის თქმით, მოლაპარაკებებში ჩართულნი არიან ბალტიის ზღვის სხვა ქვეყნები და ევროკავშირის წევრები. „სრუტეების გავლით გემებზე შეზღუდვების დაწესება მიუღებელია,“ განუცხადა თავის მხრივ, Reuters-ს რუსეთის ელჩმა დანიაში ვლადიმერ ბარბინმა. „ბალტიის ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოებასა და საზღვაო გარემოს საფრთხეს წარმოადგენს არა რუსული ნავთობის ტანკერები, არამედ, დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები,“ - ამტკიცებს ბარბინი. დანია შეშფოთებულია, რომ ძველი ტანკერები, რომლებიც ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენენ მისი სრუტეებით, გარემოსთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ. დამოუკიდებელი კვლევები აჩვენებს, რომ რუსეთი ნავთობის უმეტეს ნაწილს დადგენილ ზღვარზე მაღალ ფასად ყიდის. რუსეთის ნავთობის საშუალო ფასი სექტემბერში, რუსეთის მთავრობის მონაცემებით, ბარელზე 83 დოლარზე მეტი იყო. სექტემბრის ბოლოს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ G7-ის ქვეყნები მზად არიან, სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობის შესაზღუდად, წესები გაამკაცრონ. რუსული ნავთობის ერთ ბარელზე 60 დოლარის ფასი ზედა ზღვარი დიდი შვიდეულის (G7) წევრმა ქვეყნებმა 2022 წლის დეკემბერში შემოიღეს, რათა უკრაინაში ომის წარმოების პირობებში კრემლის შემოსავლები შეეზღუდათ. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა კომპანიებს, რომლებიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდნენ.
მინისტრი: დანია შეშფოთებულია საქართველოში მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებული გადამეტებული ძალის გამო
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ლარს ლოკეს განცხადებით, რომელსაც საელჩო ავრცელებს, „დანია შეშფოთებულია საქართველოში პროევროპული აქციის მონაწილებიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებული გადამეტებული ძალის გამო. „დანია მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით, რომელთა დემოკრატიული და ფუნდამენტური უფლებები დაცული უნდა იყოს,“ ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ამასთან, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ხელახალი ჩართულობისკენ „მკაფიო გზა“ და საქართველოს შესაძლო წევრობისკენ „გზამკვლევი“ შესთავაზა. შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“ მანამდე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. განცხადება კი, კობახიძემ მმართველი გუნდის ოფისში შეკრების შემდეგ გააკეთა, რასაც მოქალაქეების საპროტესტო აქცია მოჰყვა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. სახალხო დამცველის შეფასებით, აქციის დაშლის დაწყებით დაირღვა შეკრების თავისუფლება. იოსელიანის თქმით, შემაშფოთებელია მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები. შსს-ს განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე 43 პირია დაკავებული. მედიაომბუდსმენის შეფასებით, 28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს მომიტინგეების მხრიდან „მასშტაბური ძალადობის“ შედეგი უწოდა. 29 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს. თავის მხრივ, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მამუკა ციხელაშვილი იმ 100-ზე მეტ მოქმედ თანამშრომელს შორისაა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროპული საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდასაჭერად. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი აცხადებს, რომ „ერთგულნი რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების.“ განათლების სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლების განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლების ნაწილთა შეფასებით, ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს. 29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო გადაწყვეტილება. თავის მხრივ, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს.
დანიამ უკრაინას F-16-ების მეორე პარტია გადასცა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დანიამ უკრაინას F-16-ების მეორე პარტია გადასცა. „დანიის მიერ გადმოცემული F-16-ების მეორე პარტია უკვე უკრაინაშია. ეს სიცოცხლის დაცვისას გამოჩენილი ლიდერობაა, რომლითაც დანია გამოირჩევა,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. გასულ თვეში მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ დანიამ უკრაინას F-16-ის ტიპის 19 ავიაგამანადგურებლიდან პირველი პარტიის სახით 6 უკვე გადასცა. რას ნიშნავს ტრამპის გამარჯვება უკრაინისთვის, ახლო აღმოსავლეთისთვის და ჩინეთისთვის