თეგი: ევროპა
ნიდერლანდების მთავრობა საგანგებო გეგმაზე მუშაობს, რადგან უკრაინის კრიზისი გაზის მიწოდებას საფრთხეს უქმნის - Reuters-ი
ნიდერლანდების მთავრობა ცდილობს, შეიმუშაოს საგანგებო გეგმა, რათა დაიცვას კრიტიკული ენერგორესურსები რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის ესკალაციის შემთხვევაში, რამაც შესაძლოა, დეფიციტი შექმნას გამოიწვევს, ამის შესახებ Reuters-ი იყტყობინება. ნიდერლანდები, რომელიც დიდწილად იყენებს გაზს გათბობისთვის, ელექტროენერგიისა და სამრეწველო წარმოებისთვის, ბუნებრივი აირის დაახლოებით 15%-ს რუსეთიდან, დანარჩენს კი ნორვეგიიდან იღებს. გაზის მიწოდების გეგმა პირველად 2019 წელს შემუშავდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ახორციელებდა გაზის ექსპორტს, წმინდა იმპორტიორი გახდა. ევროპა შიშობს, რომ უკრაინის ირგვლივ ესკალაციამ შეიძლება, გაზის მიწოდების შეფერხება გამოიწვიოს. მთავრობის წარმომადგენლებმა ნიდერლანდების პარლამენტს გასულ კვირას განუცხადეს, რომ მარაგი საკმარისი იქნება ზამთრის გამოყენებისთვის, მაგრამ არა გრძელვადიანი დეფიციტის დროს. ნიდერლანდებში, ენერგიის თითქმის 40%-ის წარმოქმნა გაზზეა დამოკიდებული. 2020 წელს 45% გადავიდა ელექტროენერგიის გამომუშავებაზე, 28% შენობებისა და სახლების გათბობას, ხოლო 21% მრეწველობას ხმარდება.
Meta-მ კიდევ ერთხელ გააფრთხილა ევროპა, რომ იძულებული იქნება, Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობა შეაჩეროს
Meta-მ კიდევ ერთხელ გააფრთხილა ევროპა, რომ იძულებული იქნება, Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობა შეაჩეროს, თუ ის ვერ შეძლებს მომხმარებლის მონაცემების დაბრუნებას შეერთებულ შტატებში განთავსებულ სერვერებზე. საგულისხმოა, რომ მომხმარებლის კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ ევროპული კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებლების მონაცემი ევროკავშირის იურისდიქციაში უნდა ინახებოდეს. კომპანიის განმარტებით, მონაცემთა გადაცემის შეჩერება დამანგრეველ გავლენას მოახდენს მის მიზანმიმართულ ონლაინ რეკლამის შესაძლებლობებზე. „ჩვენ არ გვაქვს არანაირი სურვილი და გეგმები ევროპიდან გასვლის, მაგრამ მარტივი რეალობა ის არის, რომ Meta და მრავალი სხვა ბიზნესი, ორგანიზაცია და სერვისი ეყრდნობა მონაცემთა გადაცემას ევროკავშირსა და აშშ-ის შორის, რათა აწარმოოს გლობალური სერვისები“, - ნათქვამია კომპანიის სპიკერის განცხადებაში.ანალოგიური საფრთხის შესახებ Facebook-ი 2020 წლის სექტემბერშიც იუწყებოდა. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, Meta-ს აქციები 25%-ით დაეცა, ისტორიაში პირველად კი, ტექნოლოგიური გიგანტის ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რიცხვი შემცირდა.
ჯოზეფ ბორელი: ცივი ომის შემდეგ, ევროპა ყველაზე სახიფათო მომენტის წინაშე დგას
ევროპული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ მომენტზე, ვაშინგტონში მყოფმა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროპა ცივი ომის შემდეგ, უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. თუმცა ევროკომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან დიპლომატიური გადაწყვეტა უკრაინასთან დაკავშირებით ჯერ ისევ შესაძლებელია. „არავინ აგროვებს 140,000 მძიმედ შეიარაღებულ ჯარისკაცს ქვეყნის საზღვარზე”, თუ ეს არ წარმოადგენს „ძლიერ საფრთხეს“, - განაცხადა ბორელიმ. აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კი, ოფიციალური ვიზიტით, რუსეთში იმყოფება.
იაპონიამ აშშ-ის თხოვნის შემდეგ გადაწყვიტა, გათხევადებული ბუნებრივი გაზის გარკვეული ნაწილი ევროპისკენ მიმართოს
იაპონიამ, შეერთებული შტატების თხოვნის შემდეგ, გადაწყვიტა გათხევადებული ბუნებრივი გაზის გარკვეული ნაწილი ევროპისკენ მიმართოს, თუ უკრაინის კრიზისი გაზის მიწოდების დარღვევას გამოიწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობა ამ გადაწყვეტილების შესახებ სავარაუდოდ ოთხშაბათს გამოაცხადებს. ამასთან, წყარომ Reuters-ს უთხრა, რომ შეერთებული შტატებისგან თხოვნის მიღების შემდეგ, იაპონია დახმარების ფორმების საკითხს განიხილავდა.
ჯო ბაიდენმა, ევროპელმა ლიდერებმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინის საკითხზე ონლაინშეხვედრა გამართეს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ ონლაინშეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მხარეებმა უკრაინასა და მის ირგვლივ რუსეთის სამხედრო გაძლიერებასა და ევროპულ და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე მისი გავლენის შესახებ იმსჯელეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ- მინისტრი მარიო დრაგი, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, ასევე ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები. NATO-ს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთს ძვირი დაუჯდება და კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ მზად არიან, განაგრძონ დიალოგი რუსეთთან. NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ევროპაში კონფლიქტის რისკი რეალურია და მიესალმა NATO-ს მოკავშირეების მიერ ბოლო დროს დამატებითი თავდაცვითი ძალების განლაგებას ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ბაიდენს მოკავშირეებთან მჭიდრო კონსულტაციისთვის და დაამატა, რომ NATO-ს თავდაცვის მინისტრები მომავალ კვირას განიხილავენ, თუ როგორ გააძლიერონ NATO-ს თავდაცვით პოზიციებს. ამ შეხვედრამდე სტოლტენბერგი რუმინეთში ვიზიტით იმყოფებოდა.
პრეზიდენტი: ჩვენგან არავინ არ ელოდება ზომებს, რომლებიც ქვეყანას საფრთხის წინაშე დააყენებს, მაგრამ ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას
„ჩვენგან არავინ ელოდება ისეთ ზომებს, რომლებიც ამ ქვეყანას საფრთხის წინაშე დააყენებს, მაგრამ ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას, თქვენც ელოდებით, მეც ველოდები, ამისთვის ჩამოვედი დღეს პარიზში, ხვალ - ბრიუსელში, რომ გამოვხატო ქართული სოლიდარობა უკრაინის მიმართ. იმ დროს, როდესაც მთელი ევროპა ერთიანია, ჩვენც ამ ერთიანობის ნაწილი უნდა გავხდეთ. დღეს იხსნება ფანჯარა, როცა ევროპელები მზად არიან, სხვანაირად განიხილონ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს მომავალი. ჩვენ აქ უნდა ვიდგეთ და ამიტომ ვარ აქ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს. „მე მინდა, ყველას ახსოვდეს, რომ საქართველო, როგორც უკრაინა არის ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი, რომლებიც ხვალ იქნებიან ევროპის ნაწილი, იმ ევროპის, რომელმაც დღეს აჩვენა თავისი ღირსება, ერთიანობით, უკრაინის აქტიური მხარდაჭერით. ჩვენ ყველანი ვართ მადლიერები დღეს უკრაინის, რომელიც იბრძვის ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოს სხვა სურათი ჩანდეს საერთაშორისო არენაზე, ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ისტორიულად ყოველთვის იყო თავისი პრინციპების ერთგული“, - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტი: მადლიერები ვართ უკრაინის, რომელიც იბრძვის ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოს სხვა სურათი ჩანდეს საერთაშორისო არენაზე
ენტონი ბლინკენი: ევროპულმა ქვეყნებმა რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეწყვიტონ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეწყვიტონ. დღესვე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აშშ-ში რუსული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის იმპორტს აკრძალავს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, აშშ ამ ნაბიჯს ცალმხრივად დგამს, ევროპელი მოკავშირეების გარეშე, ვინაიდან ევროპულ ქვეყნებს შორის უთანხმოებაა იმის თაობაზე, აიკრძალოს თუ არა რუსული ენერგომატარებლების იმპორტი.
რამდენიმე კვირაში, აშშ-სა და ევროპაში საწვავის ფასები გაიზარდა და ბოლო ათწლეულის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია
ბოლო კვირებში აშშ-სა და ევროპაში საწვავის ფასები გაიზარდა და ბოლო ათწლეულის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. სარდინიის სხვადასხვა კუთხიდან ათობით სატვირთო მანქანის მძღოლმა გზატკეცილზე გაფიცვა მოაწყო, რამაც შეაფერხა მოძრაობა. მძღოლები საწვავის მაღალ ფასებს აპროტესტებდნენ და მთავრობის დამატებით მხარდაჭერას მოითხოვდნენ. კუნძულ სარდინიაზე საქონელი ძირითადად საავტომობილო გზით შემოდის. საწვავის მაღალი ღირებულება მძიმედ აისახება სატვირთო მანქანების მძღოლების და სატვირთო სექტორის საქმიანობაზე. “ასეთი მაღალი ფასების გამო მუშაობას ვერ გავაგრძელებთ, საწვავის გარდა, სხვა ხარჯებიც იზრდება. მუშაობა უკვე შეუძლებელია”,- წუხს ერთ-ერთი სატვირთოს მძღოლი. პორტუგალიაში გასულ კვირას დიზელის ფასი ლიტრზე 14 ცენტზე მეტით გაიზარდა, ბენზინი კი დაახლოებით რვა ცენტით გაძვირდა. სატვირთო მანქანების მძღოლები ლისაბონში, ერთ-ერთ ავტოსადგომზე, შეიკრიბნენ და ფასების ზრდა გააპროტესტეს. “ეს დასასრული კი არა დასაწყისია, პროტესტი დღეს დაიწყო და მაშინ დასრულდება, როცა მთავრობა ჩვენს პრობლემებს გამოეხმაურება და მოაგვარებს”, – მიიჩნევს სატვირთოს მძღოლი პორტუგალიიდან. გერმანიაში იგივე სიტუაციაა. გერმანიის საგზაო ტრანსპორტირების, ლოგისტიკისა და მართვის ასოციაციაში ამბობენ, რომ ფასების ზრდა საფრთხეს უქმნის სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ინდუსტრიას. ასოციაციის წარმომადგენლის თქმით, საწვავის და დიზელის ფასები იმდენად სწრაფად გაიზარდა, რომ ასოციაციის ზოგიერთმა წევრმა ვერ შეძლო ამ ხარჯების გადახდა, რამაც ისინი გადახდისუუნარობის საფრთხის წინაშე დააყენა. წერს "ევრონიუს ჯორჯია".
პუტინმა ევროპის რიგი ქვეყნებისთვის გამარტივებული წესით ვიზების გაცემა გააუქმა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ევროპის რიგი ქვეყნებისთვის ვიზების გამარტივებული წესით გაცემა გააუქმა. პუტინმა შესაბამის კანონს ხელი მოაწერა. რუსული მედიის ინფორმაციით, ახალი გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ნორვეგიის დანიის, ისლანდიის, ლიხტენშტეინის და შვეიცარიის მოქალაქეებს შეეხებათ. მანამდე პუტინმა შეაჩერა ნორმა, რომლითაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს რუსეთში უვიზოდ შესვლა შეეძლოთ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დასავლეთმა მძიმე სანქციები დაუწესა როგორც რუსეთს, ასევე, პირადად პუტინს და მის გარემოცვას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში, სამხრეთ კავკასიის შესახებ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს. „ჩვენ ევროპას გაზით 2020 წლის ბოლოდან ვამარაგებთ გაზის „სამხრეთ დერეფნის“ გავლით და დღემდე, ამ დერეფნის გავლით მიწოდებამ 11 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბა. უკვე მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპულმა მონაკვეთმა, ტრანსადრიატიკის მილსადენით (TAP), იტალიას მიაწოდა 2,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, რომელიც ფარავს მოთხოვნის დაახლოებით ცხრა პროცენტს, ხოლო 0,3 მილიარდი კუბური მეტრი საბერძნეთს. მოთხოვნის 20 პროცენტი). ევროპული ქვეყნები გამოთქვამენ ინტერესს, რომ აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდება გაორმაგდეს,“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა. აზერბაიჯანელი ექსპერტების შეფასებით, გაზის „სამხრეთ დერეფანი“ ხელს უწყობს ევროპისთვის გაზის მიწოდების დივერსიფიკაციასა და აძლიერებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას კონტინენტზე, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. დღეს გაზის „სამხრეთ დერეფნის“ გაფართოების პერსპექტივები დადებითადაა შეფასებული, რადგან ეს უზრუნველყოფს გაზის კონკურენტულ ფასებს ევროპაში. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსული გაზისა და ნავთობის სრულ ემბარგოზე ვერ თანხმდებიან. ამავდროულად აშშ და ევროკავშირი განიხილავენ, როგორ შეუმცირონ რუსეთს ნავთობიდან მიღებული შემოსავლები. რუსული ენერგორესურსების რამდენიმე მსხვილმა მომხმარებელმა ნავთობემბარგოზე თანხმობა განაცხადა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ (24 თებერვლიდან) რუსეთიდან ნავთობის, თხევადი გაზის და ნახშირის იმპორტმა ჯამში €63 მილიარდი შეადგინა. აქედან მთელი მოცულობის 71% (€44 მილიარდი) ევროკავშირზე მოდის. ამის შესახებ ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის პუბლიკაციაშია ნათქვამი, რომელიც ეკოლოგიური ინიციატივების ცენტრმა „ეკოდიამ“ გამოაქვეყნა. ასევე წაიკითხეთ Reuters: რუსეთში 2022 წელს ნავთობის მოპოვება შესაძლოა, 17%-ით შემცირდეს ევროკავშირი რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმას 2027 წლისთვის აპირებს
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი: შვიდი ქვეყანა მზადაა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი
შვიდი ქვეყანა უკვე დათანხმდა, რომ გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი. იმავდროულად, უკრაინას ასევე სურს, მათ შორის იხილოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი იერმაკმა RBC-Ukraine-თან ინტერვიუში გააკეთა. „თითოეულ ქვეყანას თავისი ისტორია და პოლიტიკა აქვს. დღეს შეიძლება ითქვას, რომ უსაფრთხოების გარანტორებს შორის გვსურს, ვიხილოთ ჩინეთი, ინდოეთი და შესაძლოა, სხვა ქვეყნებიც. მაგრამ ეს დამოკიდებულია ამ ქვეყნების პოზიციაზე. ჯერჯერობით, ჩინეთს საჯაროდ არ გამოუთქვამს მზადყოფნა მსგავსი მოლაპარაკებებისთვის. კონტაქტები, რა თქმა უნდა, გვაქვს“, - განუცხადა იერმაკმა მედიას. მისი თქმით, ბევრი სტრატეგიული პარტნიორი უკვე დათანხმდა, რომ გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი, ესენია: შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი, პოლონეთი, იტალია და სხვა. დმიტრო კულება: უკრაინა ჩინეთს სთავაზობს, რუსეთთან ომის შესაჩერებლად, გახდეს უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი „ჩინეთი სერიოზული მოთამაშეა საერთაშორისო არენაზე. ჩვენ გვაქვს ყველაზე მაღალი სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან და მე მჯერა, რომ ეს მნიშვნელოვანი იქნება როგორც ჩინეთისთვის, ასევე უკრაინისთვის. მაგრამ ეს იქნება სუვერენული სახელმწიფოს პოზიცია“, - აღნიშნა იერმაკმა. 6 აპრილს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 7 ქვეყანა მზადაა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის შესახებ საერთაშორისო შეთანხმება განხილოს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს
წლის ბოლომდე აზერბაიჯანის გაზის მიწოდებამ ევროპაში შესაძლოა 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს - ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა ბულგარეთში ვიზიტისას განაცხადა. მინისტრის თქმით, ენერგეტიკული დიალოგის ძირითადი მიმართულებებია ენერგეტიკის სექტორის დეკარბონიზაცია, ენერგოტრანზიცია, ენერგოეფექტურობა, სამხრეთ გაზის დერეფნის (SGC) გაფართოება ევროპაში გაზის დამატებითი ექსპორტისთვის, მათ შორის წყალბადის, წარმოება და სხვა ექსპორტი. მწვანე ენერგია. მან ასევე ხაზი გაუსვა მდგრადი, ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ენერგომომარაგების უზრუნველყოფის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა მდგომარეობს არა დივერსიფიკაციას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და მწვანე გადასვლას შორის, არამედ მათ დაბალანსებულ ერთიანობაში. „ბუნებრივი გაზი და განახლებადი ენერგიის წყაროები იმოქმედებენ, როგორც ნახშირწყალბადების წარმოშობის ენერგიის ყველაზე სუფთა წყაროები, რაც კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს ენერგომომარაგებას“, - განაცხადა შაჰბაზოვმა. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ SGC-მ მოკლე დროში დაამტკიცა თავისი სტრატეგიული მნიშვნელობა, ენერგეტიკული კრიზისის დროს ევროპელ მომხმარებლებს უწყვეტი და მომგებიანი ბუნებრივი აირით უზრუნველყოფდა. „აზერბაიჯანი აპირებს განაგრძოს ენერგეტიკული მიმწოდებლის საიმედო როლის შესრულება როგორც რეგიონისთვის, ასევე ევროპის ქვეყნებისთვის. დღეისთვის TAP მილსადენით ევროპაში 11,6 მილიარდი კუბური მეტრი გაზია ტრანსპორტირებული. 2022 წლის იანვარ-აპრილში განხორციელდა 3,5 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზის TAP-ით გადაზიდვა. აქედან 3,1 მილიარდი კუბური მეტრი დაეცა იტალიას, 0,3 მილიარდი კუბური მეტრი საბერძნეთს და 0,1 მილიარდი კუბური მეტრი ბულგარეთს“, - განაცხადა შაჰბაზოვმა. ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში დეკარბონიზაციისა და „მწვანე“ ენერგეტიკაზე გადასვლის პროექტები ხორციელდება. „ბუნებრივი გაზის უზარმაზარ მარაგებთან ერთად, ჩვენმა განახლებადი ენერგიის პოტენციალი შექმნა დიდი შესაძლებლობები ევროკავშირთან ენერგეტიკული დიალოგის შემდგომი განვითარებისთვის. შავი ზღვის ფსკერზე ახალი წყალქვეშა საკაბელო გადამცემი ხაზების გაყვანა აზერბაიჯანს საშუალებას მისცემს ექსპორტზე განახორციელოს აწარმოებდა „მწვანე“ ელექტროენერგიას ევროპისთვის“, - დაასკვნა ფარვიზ შაჰბაზოვმა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსული გაზისა და ნავთობის სრულ ემბარგოზე ვერ თანხმდებიან. ამავდროულად აშშ და ევროკავშირი განიხილავენ, როგორ შეუმცირონ რუსეთს ნავთობიდან მიღებული შემოსავლები. რუსული ენერგორესურსების რამდენიმე მსხვილმა მომხმარებელმა ნავთობემბარგოზე თანხმობა განაცხადა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ (24 თებერვლიდან) რუსეთიდან ნავთობის, თხევადი გაზის და ნახშირის იმპორტმა ჯამში €63 მილიარდი შეადგინა. აქედან მთელი მოცულობის 71% (€44 მილიარდი) ევროკავშირზე მოდის. ამის შესახებ ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის პუბლიკაციაშია ნათქვამი, რომელიც ეკოლოგიური ინიციატივების ცენტრმა „ეკოდიამ“ გამოაქვეყნა. ასევე წაიკითხეთ Reuters: რუსეთში 2022 წელს ნავთობის მოპოვება შესაძლოა, 17%-ით შემცირდეს ევროკავშირი რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმას 2027 წლისთვის აპირებს
სალომე ზურაბიშვილი: ევროპა ერთადერთი გამოსავალია, ყველას გვინდა მშვიდობაც და თავისუფლებაც, მაშასადამე, გვინდა ევროპა
აღმშენებლობა და არა ნგრევა. თავისუფლება და არა მონობა. ერთიანობა და არა დაპირისპირება. მშვიდობა და არა ომი. ამ პრინიციპებზე აშენდა ევროპა და მოვიდა დღემდე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ქართველ ხალხს სწორედ ამ პრინიციპების გამო სურს ევროპა, საითკენაც მიისწრაფვის. „დღეს, როცა აღვნიშნავთ ევროპის დღეს, პირველ რიგში, უნდა გავიხსენოთ, თუ რა იყო ევროპის დაარსების მთავარი ამბიცია და მიზანი: ომის აღმოფხვრა ევროპის კონტინენტიდან, ტერიტორიული პრეტენზიების უგულებელყოფა და ყველა ენერგიის მიმართვა, არა სხვისი დაპყრობისკენ, არამედ ერთიანი ძალისხმევით კეთილდღეობისა და დემოკრატიის ასაშენებლად. აღმშენებლობა და არა ნგრევა. თავისუფლება და არა მონობა. ერთიანობა და არა დაპირისპირება. მშვიდობა და არა ომი. ამ პრინიციპებზე აშენდა ევროპა და მოვიდა დღემდე. ამ პრინიციპების გამო გვინდა ჩვენც ევროპა და მივისწრაფით მისკენ. ეს შეძლო ევროპამ თავისი ეტაპობრივი და შეუქცევადი განვითარებით, გაფართოებით და წინსვლით: მისი პირველი სახეობის – 1950 წელს დაარსებული ნახშირისა და ფოლადის თანამეგობრობიდან, 1957 წლის ევროპულ ეკონომიკურ თანამეგობრობად ქცეული და ბოლოს 30 წლის წინ – 1992 წელს – მაასტრიხტის ტრაქტატის მიერ დაფუძნებულ დღევანდელ ევროკავშირამდე. შეძლო ომის თავიდან აცილება, შეძლო გუშინ დაპირისპირებულ ქვეყნებს შორის სოლიდარობის შეკვრა, შეძლო, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ განადგურებული და გაღარიბებული სივრცე გადაექცია დღეს მსოფლიოში მეორე ეკონომიკად ცნობილ სივრცედ. ევროპის განვითარება და ზრდა ითვლის მნიშვნლოვან ეტაპებს. გაუვლია რა ევროპას მრავალი კრიზისი, თუმცა თითო კრიზისიდან გამოსულა უფრო ძლიერი, უფრო თავის თავში დაჯერებული, უფრო მიმზიდველი თავისი პარტნიორებისთვის და მეზობლებისთვის. მსოფლიო ისტორიამ არ იცის მსგავსი ორგანიზაცია, რომელმაც შეძლო გაძლიერება და გაფართოება არა ომით, არა ექსპანსიით, არამედ მასში შემავალი სუბიექტების სურვილით და თავისუფალი ნებით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და აღნიშნა, რომ დღეს ევროპა უმძიმესი გამოწვევის წინაშე იმყოფება. მისივე განცხადებით, უკრაინა და თითოეული უკრაინელი, რომელიც თავს სწირავს საკუთარი სახელმწიფოს დასაცავად, ამავე დროს, თავს სწირავს მთლიანი ევროპის თავისუფლებისთვის. „დღეს უმძიმესი გამოწვევის წინაშე იმყოფება ევროპა, ომი შუაგულ ევროპაში თვით ევროკავშირს ემუქრება, რამეთუ რუსეთმა ომი გამოუცხადა არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ყველა იმ პრინციპებს, რაზედაც დგას ევროპა: ჰელსინკის პრინციპები, საერთაშორისო სამართლის კანონები, ყოველივე სახელმწიფოს სუვერენობის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, სამართლიანობა, დემოკრატია. პირველ რიგში, ის, რამაც წარმოშვა ევროპული იდეა: ომის მაგივრად მშვიდობასა და სოლიდარობაზე დაფუძნებული ურთიერთობები. ამ გამოწვევაზე ევროპამ გასცა ყველაზე ძლიერი პასუხი: ევროპის 27-ვე წევრი ქვეყნის მჭიდრო ერთიანობა. გასცა ყველაზე ღირსეული პასუხი: არა დათმობა და შეგუება, არა სიფრთხილე და რეალობისგან თავის არიდება, არა ეგოიზმი, არამედ სოლიდარობა, რომელიც დღეს სცილდება ევროკავშირის საზღვრებს და მოიცავს პირველ რიგში, უკრაინას, აგრეთვე მოლდოვას და საქართველოს, ან კიდევ დასავლეთ ბალკანეთს. ეს ღირსეული ევროპა არის ის, რომელთანაც გაერთიანებას ჩვენი მოსახლეობის 88% უჭერს მხარს. ეს ძლიერი ევროპაა, რომელიც საკუთარ ძალას ომიდან კი არა, მშვიდობიანი განვითარებიდან იძენს. სწორედ ის ევროპაა, რომელიც ჩვენ გვიზიდავს და რომლისკენაც მივილტვით. დღეს კი, უკრაინამ თავისი თავდადებული, გმირული, თავდაცვითი ბრძოლით განგვიახლა და დაგვიჩქარა ევროპის გზის გახსნა. უკრაინა და თითოეული უკრაინელი, რომელიც თავს სწირავს საკუთარი სახელმწიფოს დასაცავად, ამავე დროს, თავს სწირავს და იბრძვის ჩვენი, მთლიანი ევროპის თავისუფლებისთვის, საკუთარი და ჩვენი ევროპული გზისთვის. ჩვენთვის გაღებული მსხვერპლის დაფასებაც უნდა ვიცოდეთ, მადლიერება და სოლიდარობა ჩვენი ვალდებულებაა. ჩვენი ვალდებულებაა დღეს, ვიცოდეთ როგორ დავუდგეთ გვერდში უკრაინას, როგორ გამოვხატოთ სოლიდარობა და ამ სოლიდარობაში ევროპელების გვერდით დაგვდგეთ. ყველას ესმის რომ, თავისთავად ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანა, საფრთხის ქვეშ მყოფი ვერ შეედრება ძლიერ ევროპულ ქვეყნებს, თუმცა სოლიდარობის გამოხატვას მრავალი ფორმა აქვს. ჩვენი ვალდებულებაა, ამ გზაზე, რაზეც ნაადრევად დაგვაყენა უკრაინის ბრძოლამ, არაფერი დავიშუროთ და ყველა ნაბიჯი გადავდგათ, რომ ეს მოცემული შანსი რეალობად ვაქციოთ. ის ქართული გზა ევროპისკენ, რომელიც გადის ახლო მეზობლობაზე, აღმოსავლეთ პარტნიორბაზე, ვიზალიბერალიზაციაზე, თავისუფალ ვაჭრობაზე და ასოცირების სტატუსზე, დღეს გადავიდა ახალ განზომილებაში. შორეული პერსპექტივა დღეს ხელმისაწვდომი ხდება, თუ ჩვენ შევძლებთ კითხვარში დასმულ კითხვებზე არა მხოლოდ პასუხის დაწერას, არამედ შესრულებას. მჯერა, შევძლებთ. ხვალინდელი დღე, როგორც არასოდეს, ჩვენზეა დამოკიდებული. რასაც ვიღონებთ, იმას შევძლებთ. ევროპა არის ერთადერთი გამოსავალი, რომ აღარ გაისმას კითხვა: „მშვიდობა თუ თავისუფლება“, რამეთუ, ჩვენ, ყველას გვინდა მშვიდობაც და თავისუფლებაც, მაშასადამე გვინდა ევროპა. გილოცავთ ამ დღეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შალვა პაპუაშვილი: ვროპაა გრძელვადიანი მშვიდობისა და კეთილდღეობის ნავსაყუდელი
იმედი გვაქვს, რომ სკეპტიკოსების მიუხედავად, 1950 წლის 9 მაისის მსგავსად, ევროკავშირი მიიღებს ისტორიულ და სწორ გადაწყვეტილებას და საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება ევროკავშირის დასტური, რომ ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი ხალხის ხმა გაგონილია და ჩვენი ბრძოლა – დანახული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, მიმდინარე წელს ევროპის დღე საქართველოში განსხვავებულ გარემოში აღინიშნება, რადგან 2022 წლის 3 მარტს ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა, რამაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების, სახელმწიფოებრიობის მშენებლობისა და განმტკიცების ახალ ეტაპს დაუდო სათავე. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ამ ისტორიული გადაწყვეტილების ლეგიტიმაცია ქართველი ხალხის ურყევ ნებაშია. „წელს განსხვავებულ გარემოში აღვნიშნავთ ევროპის დღეს. საქართველომ 2022 წლის 3 მარტს შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი, რითაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების, სახელმწიფოებრიობის მშენებლობისა და განმტკიცების ახალ ეტაპს დაუდო სათავე. ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა – ამ გადაწყვეტილების ისტორიულ-კონსტიტუციური საფუძვლები და ლეგიტიმაცია ქართველი ხალხის ურყევ ნებაში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობასა და ჯერ კიდევ 1921 წლის კონსტიტუციით განსაზღვრულ დემოკრატიულ და პროგრესულ ფასეულობებშია“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თავისუფლებისთვის ომი 2022 წელს უკრაინით არ დაწყებულა და საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წუთიდან ჩაერთო ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში. „დღეს უკრაინა თავისუფლებისთვის ომშია ჩართული – ომში, რომელიც 2022 წელს უკრაინით არ დაწყებულა და რომელიც მხოლოდ უკრაინას არ ეხება. ეს არის ბრძოლა ევროპული არჩევანისთვის. ეს არის ბრძოლა, რომელიც ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით 90-იანი წლებიდან და 2008 წლიდან. დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი წუთიდან საქართველო ამ ბრძოლაშია ჩართული. ეს არის ბრძოლა საქართველოს ევროპული განაცხადისთვის, ჩვენი მოსახლეობის ისტორიული არჩევანისთვის და ეს არის ჩვენი ევროპული მომავლისა და ევროპული ოჯახისკენ სწრაფვისთვის დაღვრილი სისხლი. დღესაც, მიმდინარე ოკუპაციის და მისი ტრაგიკული შედეგების მიუხედავად, ქართველი ხალხი ამ არჩევანს არ ცვლის. არ ცვლის იმიტომ, რომ სწორედ ევროპაა საქართველოს თვითგადარჩენის, იდენტობის, ღირებულებების შენარჩუნების ერთადერთი ალტერნატივა; სწორედ ევროპაა გრძელვადიანი მშვიდობისა და კეთილდღეობის ნავსაყუდელი“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქართველებს უკრაინელების ტკივილის ყველაზე კარგად ესმით. მისივე თქმით, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის, მოლდოვისთვის და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება დასტური, რომ ამ ქვეყნების ხმა ევროპამ გაიგონა, ხოლო ბრძოლა – დაინახა. „დღევანდელ დღეს ორმაგი ემოციებით ვხვდებით. ერთი მხრივ, გვტკივა და ქართველებს ყველაზე კარგად გვესმის უკრაინის ტკივილი და ჩვენი შესაძლებლობებით სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის ბრძოლას საკუთარი მიწის დასაცავად. საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვიყავით უკრაინაში, ბუჩასა და ირპენში – დღევანდელობის გაგრასა და თამარაშენში, რათა საქართველოს ეს მკაფიო გზავნილი გადაგვეცა უკრაინელი ხალხისთვის. მეორე მხრივ, იმედით ვუყურებთ ევროპას. ჩვენ უკვე გადავეცით ევროკომისიის მიერ გამოგზავნილი კითხვარის პირველი ნაწილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, მეორე და ბოლო ნაწილს ევროკავშირი ხვალ მიიღებს. იმედი გვაქვს, რომ სკეპტიკოსების მიუხედავად, 1950 წლის 9 მაისის მსგავსად, ევროკავშირი მიიღებს ისტორიულ და სწორ გადაწყვეტილებას და საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს. ეს იქნება ევროკავშირის დასტური, რომ ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი ხალხის ხმა გაგონილია და ჩვენი ბრძოლა – დანახული. ევროპა ჩვენი საერთო ოცნებების, ღირებულებების და მომავლის სახლია. ამიტომ ამ ევროპისგან ჩვენ სხვა მოლოდინი ვერ გვექნება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ევროპა ერთადერთი გამოსავალია, ყველას გვინდა მშვიდობაც და თავისუფლებაც, მაშასადამე, გვინდა ევროპა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ევროპული არჩევანი ჩვენი უალტერნატივო გადაწყვეტილებაა
საქართველოს ევროპული არჩევანი არის ჩვენი უალტერნატივო გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა, ეს არის არა მარტო ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილება, არამედ ეს ჩვენი ქართველი ხალხის არჩევანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ევროპის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, 2014 წელს ხელი მოეწერა ისტორიულ დოკუმენტს, ასოცირების შეთანხმებას, რასაც მოჰყვა ძალიან მნიშვნელოვანი, პრაქტიკული ხელშესახები შედეგები. „ჩვენ კიდევ ერთხელ ვუერთდებით მოწოდებებს, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატავო ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ, უკრაინელი ხალხის მიმართ და ვუსურვო ჩვენს უკრაინელ, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს მშვიდობის აღდგენა მოკლე დროში. საქართველოს ევროპული არჩევანი არის ჩვენი უალტერნატივო გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა ეს არის არამარტო ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილება, არამედ ეს არის ჩვენი ქართველი ხალხის არჩევანი. 2014 წელს ჩვენ მოვაწერეთ ისტორიულ დოკუმენტს ხელი, ასოცირების შეთანხმებას და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რასაც მოყვა ძალიან მნიშვნელოვანი, პრაქტიკული ხელშესახები შედეგები, როგორიც არის უვიზო რეჟიმის ამოქმედება. მოგეხსენებათ რომ ჩვენ მარტის თვეში უკვე ოფიციალურად წარვადგინეთ ჩვენი განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. კიდევ მინდა, აღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ომის დამთავრებას უკრაინაში. კიდევ ვიმეორებ – რა თქმა უნდ, ეს არის გამოწვევა მთელი ევროპისთვის, მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის და რა თქმა უნდა, ომის შედეგები განსაზღვრავს მომავალ დღეებს მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის ჩვენთვის, საქართველოსთვის. შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ უპასუხებს თანამედროვე მსოფლიო ამ გამოწვევას, რომელიც დღეს ევროპაში დგას. ჩვენ, ქართველებს გვაერთიანებს ევროპასთან ჩვენი საერთო ღირებულებები, ფასეულობები, ეს არის ის ფასეულობები, რომელიც არის ფუნდამენტური და რომელსაც არასდროს არ გადავუხვევთ. გაუმარჯოს ერთიან საქართველოს და მთლიან ევროპას“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ევროპა ერთადერთი გამოსავალია, ყველას გვინდა მშვიდობაც და თავისუფლებაც, მაშასადამე, გვინდა ევროპა
რუსი ოკუპანტების ქმედებების გამო, უკრაინული ოპერატორი ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტს აჩერებს - კომპანია
უკრაინის გაზის სატრანზიტო სისტემის ოპერატორი ფორსმაჟორული სიტუაციის შესახებ იტყობინება. ოფიციალური პრესრელიზის თანახმად, გაზის გამანაწილებელი სადგურ „სოხრანივკიდან“ და საკომპრესო სადგურ „ნოვოპსკოვიდან“, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარეობენ, ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების გაგრძელება შეუძლებელი ხდება. აქედან გამომდინარე, უკრაინის გაზის სატრანსპორტო სისტემის ოპერატორმა განაცხადა, რომ 11 მაისის 07:00 საათიდან შეაჩერებს გაზის ტრანზიტს ლუჰანსკის ოლქში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სადგურების გავლით. საკომპრესო სადგური ნოვოპსკოვი ლუჰანსკის რეგიონში მდებარეობს, რომლის მეშვეობითაც გაზის თითქმის მესამედი (დღეში 32,6 მილიონ კუბურ მეტრამდე) რუსეთიდან ევროპაში მიედინება. „ევროპელი პარტნიორების მიმართ ტრანზიტული ვალდებულებების სრულად შესასრულებლად და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მიუწვდომელი სიმძლავრის დროებით გადატანა შესაძლებელია სოხრანივკას პუნქტიდან უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სუჯას პუნქტში“, - ნათქვამია განცხადებაში. კომპანია განმარტავს, რომ არაერთხელ აცნობა „გაზპრომს“ რუსი ოკუპატების ქმედებების გამო, გაზის ტრანზიტისთვის შესაძლო საფრთხეების შექმნის შესახებ, მაგრამ ეს მიმართვები იგნორირებული იყო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ევროპის ქვეყნებში მოგზაურობისას აეროპორტებსა და თვითმფრინავში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება
ევროპის ქვეყნებში მოგზაურობისას აეროპორტებსა და თვითმფრინავში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ევროკავშირში შესაბამისი რეგულაციები მიმდინარე წლის 16 მაისიდან შევა ძალაში. ამის შესახებ ინფორმაციას SchengenVisaInfo.com ავრცელებს. EASA-ს აღმასრულებელი დირექტორის, პატრი კის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი საჰაერო მიმოსვლის ნორმალიზების კუთხით. „შემდეგი კვირიდან ნიღბების ტარება ფრენისას სავალდებულო აღარ იქნება, რაც ჯამში შეესაბამება მთელი ევროპის მასშტაბით ეროვნული ხელისუფლებების ცვალებად მოთხოვნებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით“,- განაცხადა ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა. შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია ორი წლის წინ, 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
ევროპაში მაიმუნის ყვავილის 100-ზე მეტი დადასტურებული, ან საეჭვო შემთხვევაა დაფიქსირებული
ევროპაში „მაიმუნის ყვავილის“100-ზე მეტი დადასტურებული, ან საეჭვო შემთხვევაა დაფიქსირებული. ამ დროისთვის შემთხვევები დაფიქსირებულია: ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ნიდერლანდებში, პორტუგალიაში, ესპანეთში, შვედეთსა და გაერთიანებულ სამეფოში, ასევე შეერთებულ შტატებში, კანადასა და ავსტრალიაში. ცნობისთვის, დაავადება, რომელიც პირველად მაიმუნებში გამოვლინდა, როგორც წესი, მჭიდრო კონტაქტით ვრცელდება და აფრიკის ფარგლებს გარეთ მისი გავრცელება ძალიან იშვიათია, ამიტომ ბოლო პერიოდში შემთხვევების ასეთმა მატებამ შეშფოთება გამოიწვია. ამავე თემაზე სპეციალისტები ევროპის რიგ ქვეყნებში, აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში მაიმუნის ყვავილის სავარაუდო შემთხვევებს იკვლევენ - BBC
ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპული მომავალი არის ყველა მთავრობისთვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული უალტერნატივო სამოქმედო გეგმა
დამოუკიდებლობის საბოლოოდ მოპოვების შემდეგ, ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ ეს ჩვენი შინაგანი თავისუფლება, რომელიც მთელ ჩვენს ისტორიასა და კულტურას განსაზღვრავს, განვახორციელოთ ქვეყნის სახელმწიფოებრივ და ინსტიტუციურ მოწყობაში. ეს კი, რა თქმა უნდა, ნიშნავს თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს შენებას და ამიტომაც, ჩვენს ბუნებრივ გარემოში, საერთო ევროპულ ოჯახში დაბრუნებისკენ სწრაფვა ასევე არასოდეს განელებულა ჩვენს ხალხში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნის ღონისძიებაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული მომავალი არის საქართველოს ყველა მთავრობისთვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული პროგრამაც და უალტერნატივო სამოქმედო გეგმაც. „წლევანდელ დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებულ ისტორიულ მომენტში ვხვდებით – 3 მარტს მე ხელი მოვაწერე საქართველოს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ ამით საქართველოს ისტორიის სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. ბუნებრივია, ამ დღეს მრავალი ადამიანის დიდი შრომა უძღოდა წინ. მე მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო. ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ევროპული მომავალი არის საქართველოს ყველა მთავრობისთვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული პროგრამაც და უალტერნატივო სამოქმედო გეგმაც. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ გეგმამ, ძვირფასო მეგობრებო, კონკრეტული სახე შეიძინა. მოკლე ხანში ჩვენ გადავდგით არაერთი ქმედითი ნაბიჯი ევროკავშირის სტანდარტებთან დასაახლოებლად – გავატარეთ მასშტაბური რეფორმები სამართლებრივ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროებში, მმართველობის გასაუმჯობესებლად თუ დემოკრატიის გასაძლიერებლად. ჩვენ ამ საქმეს ვაგრძელებთ. ჩვენ უზრუნველვყავით უახლეს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობის პერიოდი და სათავე დავუდეთ მშვიდობიანი განვითარების უპრეცედენტო, გრძელვადიან პროცესს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც ილია დარჩიაშვილი: მტკიცედ ვადგავართ საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
რუსეთის დღესთან დაკავშირებით, ევროპის დედაქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართა
ევროპის რამდენიმე დედაქალაქში ჩატარდა ომის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა. პროტესტი ძირითადად, რუსი ემიგრანტების მიერ იყო ორგანიზებული. აქცია ლონდონში, ვარშავაში, ბერლინში, ჰელსინკიში, პარიზში, პრაღაში, ვენაში და თბილისშიც გაიმართა. კიევში აქტივისტებმა რუსეთის ფედერაციის ყოფილი საელჩოს შენობაზე ტილო წარწერით - „რუსეთის ბოლო დღე“ ჩამოკიდეს. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში დამარცხებას უსურვებს. ლატვიელი დიპლომატი რუსეთს ასევე უსურვებს, უარი თქვას თავის იმპერიულ ამბიციებზე. „რუსეთი აღნიშნავს თავის დღესასწაულს, მე ვუსურვებ დამარცხებას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში, იმპერიულ ამბიციებზე უარის თქმას და საბოლოოდ, თანამედროვე და დემოკრატიული ქვეყნის შექმნას", - წერს რინკევიჩსი.
ოპოზიციის ნაწილი 16 ივნისს შეკრებაზე პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა
ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის შეთავაზებას იღებს და 16 ივნისის აქციაში მონაწილეობას გეგმავს. ერთ-ერთია „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, რომელიც აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური პარტია 16 ივნისის შეკრებას შეუერთდება. „დღეს როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა, როგორც არასდროს გვჭირდება სახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმა. ამ დღეებში ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის საკითხი წყდება, ჩვენი ვალია ვანახოთ ევროპას ქართველი ხალხის ურყევი არჩევანი, დავდგეთ ერთად ყოველგვარი პარტიული, ეთნიკური თუ რელიგიური მრწამსის მიუხედავად. „ლელო” იქნება 16-ის აქციაზეც და ყველას მოუწოდებს, რომ მოვიდნენ 20 ივნისის აქციაზე. საქართველო და მისი ინტერესი უპირველეს ყოვლისა!!”, - ნათქვამია Facebook-ით გავრცელებულ განცხადებაში. 20 ივნისის აქციის დაგმობით სალომე ზურაბიშვილი ახდენს ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩას, - „მიიჩნევს ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, რომლისთვისაც „გაუგებარია, რა შედეგის მიღწევას ცდილობს ზურაბიშვილი“. მელია სვამს კითხვას, თუ რომელ პრობლემებს აგვარებს 16 ივნისს დაგეგმილი აქცია. „სალომე ზურაბიშვილი წყვეტს ვიზიტს ევროპაში, იმიტომ, რომ ბრიუსელში დახვდა უმძიმესი ამბავი (როგორც თავად ამბობს); მოდის საქართველოში იმისათვის, რომ იმოქმედოს და პასუხისმგებლობა და ინიციატივა აიღოს საკუთარ თავზე - და რაში მდგომარეობს მისი ინიციატივა? როგორ აგვარებს პრობლემას?!; არ იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს დასახელებული პრობლემების მოსაგვარებლად და ნიშნავს აქციას; რომელ პრეზიდენტის მიერ დასახელებულ, ან ბრიუსელში მოსმენილ პრობლემას აგვარებს 16 ივნისს დაგეგმილი აქცია?!; 20 ივნისის აქციის დაგმობით სალომე ზურაბიშვილი ახდენს ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩას; იცავს და პატივისცემას უდასტურებს ბიძინა ივანიშვილს აი იმ ბიძინა ივანიშვილს, ვინც ევროპულ მომავალს გვართმევს; გაუგებარია, რა შედეგის მიღწევას ცდილობს ქალბატონი ზურაბიშვილი, თუმცა სრულიად გასაგებია რა არის ქართველი ხალხის ნება - ევროპული მომავალი! 20 ივნისს, 20:00 საათზე, რუსთაველზე“, - აღნიშნავს ნიკა მელია. „მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ორივე აქციაზე მისვლას ემხრობა. „17 ივნისს უნდა გამოაცხადოს ევროკავშირმა ჩვენთან დაკავშირებით გადაწყვეტილება და 16-ში რომ მივიდეთ რიყეზე, ევროპის მოედანზე 19:00 საათზე ლოგიკური არაა? 20 ივნისსაც მივიდეთ. დავაყენოთ საქართველო და ჩვენი წინაპრების ნაოცნებარი უფრო წინ და უფრო მაღლა! მივიდეთ 16-ში რიგითებად ყველანი რიყეზე! მერე მივიდეთ 20-შიც, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე! ჩავისუნთქოთ, ამოვისუნთქოთ - ჩვენ ჰორიზონტალურ „მე იქ მასთან არ მივალ“ - ემოციებს ვაჯობოთ და ცივილიზებულ სამყაროს - ევროპას და ბარბაროს რუსებს დავენახოთ რომ ბევრი ვართ, ბევრი და უდრეკები ვართ! განა პრეზიდენტის, განა პარტიების - საქართველოს დაძახილზე გავიდეთ 16 ში - ევროპასაც და ჩვენ მტრებსაც დავანახოთ, რომ ბევრნი ვართ! მოვუწოდებ „სირცხვილიას" ჯგუფს რომ ასევე ომახიანად და გულიანად შეუერთდენ 16-ის აქციას და ერთად მოვითხოვოთ ჩვენი ევროპული პერსპექტივა! 20-შიც ერთად ვიყოთ, მაგრამ ჯერ 16-ში, გადაწყვეტილების წინ შეკრება იქნება ყველაზე სწორი და სახელმწიფოებრივი რამ! საქართველო უპირველეს ყოვლისა!“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 16 ივნისის შეკრების ინიციატივა „სამწუხაროდ, ცოტა მოუმზადებელია, რადგან აქციის ორგანიზება ბევრ რამესთან არის დაკავშირებული“. პრეზიდენტმა საზოგადოებას 16 ივნისს შეკრებისკენ მოუწოდა. სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსაც მიმართა, შეუერთდნენ ამ შეკრებას. პრეზიდენტმა მიმართა პოლიტიკურ პარტიებს, ვისი მიზანიც ევროპაა, მასთან „ერთად დადგნენ მიკროფონების გარეშე“.
ევროპაში გაზის ზამთრის მარაგების გამოყენება დაიწყეს
ევროპული ენერგეტიკული კომპანიები იძულებულნი არიან ზამთრის პერიოდისთვის დარეზერვებული გაზი გამოიყენონ. ამის მიზეზია „ჩრდილოეთის ნაკადით“ მიწოდების 40%-იანი შემცირება. ამის შესახებ, Bloomberg ევროპის გაზის ინფრასტრუქტურის მონაცემებზე დაყრდნობით წერს. გაზის ფიუჩერსებზე ფასი მკვეთრად გაიზარდა გასული კვირის განმავლობაში. „სამწუხაროა, რომ ფასის ზრდა მოხდა ჩატვირთვის პერიოდში“, - ამბობს უორენ პატერსონი, ING Groep NV-ის სასაქონლო სტრატეგიის ხელმძღვანელი. მისი თქმით, ეს სახიფათოა ბაზრისთვის და ხელს შეუწყობს საწვავის მაღალ ფასებს. გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება რუსული Nord Stream-ით გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა ბოლო რამდენიმე კვირაა რუსეთმა გაზის მიწოდება შეუმცირა იტალიას, გერმანიას, საფრანგეთსა და ავსტრიას. მოსკოვმა თქვა, რომ ტექნიკური პრობლემების გამო ბალტიის ზღვის ქვეშ გამავალი „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენის სიმძლავრე უნდა შეეზღუდა, მაგრამ გერმანიამ მიწოდების შემცირებას უწოდა "პოლიტიკურად მოტივირებული" და განაცხადა, რომ „გაზპრომის“ ქმედება მიზნად ისახავს ფასების გაზრდას. რუსეთიდან გაზის მოცულობის შემცირება დაემთხვა აშშ-ში LNG-ის ძირითადი ქარხნის გაჩერებას, რომელიც ევროპისთვის მიწოდების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. უახლოეს თვეებში ატლანტის ოკეანეში ნაკლები საწვავი შემოვა, რაც კიდევ უფრო იმოქმედებს კრიზისზე. 18 ივნისის მდგომარეობით, ევროპული გაზის საცავები სავსე იყო 52%-ით და ევროპის გაზის ინფრასტრუქტურის უახლესი მაჩვენებლებით, კიდევ ერთი პროცენტით შემცირდა. თუმცა, Bloomberg-ის მიხედვით, მარაგები კვლავ შეესაბამება ბოლო ხუთი წლის საშუალო დონეს. ხუთშაბათს, 16 ივნისს, გაზპრომმა განაცხადა, რომ „ამჟამად“ ვერ ხედავს Nord Stream-თან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზას. კვლევითი კომპანია Wood Mackenzie Ltd.-ის ინფორმაციით, თუ გაზსადენი მთლიანად დაიბლოკება, ნოემბრის გათბობის სეზონის დაწყებამდე ევროპა ვერ შეძლებს მარაგის შევსებას.
დიმიტრი აბდუშელიშვილი: სად გვინდა? იქ, სადაც ჩვენი შვილების მომავალია, განათლება განვითარება, ღირსეულ ხალხთა შორის ღირსეული ადგილი, ამიტომ #ევროპისკენ
ბიზნესმენის და მეცენატის, დიმიტრი აბდუშელიშვილის შეფასებით, ახლა, როცა ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული, სად გვინდა და რა გვინდა, პასუხი ცალსახაა: ჩვენი შვილების ღირსეული მომავალი, განათლება, განვითარება, ღირსეულ ხალხთა შორის ღირსეული ადგილი, ამიტომ #ევროპისკენ. „ოდესმე თუ სადმე მინდოდა ცხოვრება, ეს ჩემი ქვეყანა იყო. მთელი მსოფლიო მაქვს მოვლილი, დიდხანს მიცხოვრია უცხოეთშიც მაგრამ, ჩემი მთავარი სახლი მაინც სულ საქართველოში იყო... ამ ჩვენს მშვენიერ ქვეყანას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მაგარი ქვეყანა იყოს, ჩვენი ნიჭიერი ხალხი კი ბედნიერი, რეალიზებული, დასაქმებული და არა სხვისი ხელის შემყურე...არადა ამისკენ მიმავალი გზა სწორედ ევროპისკენ მიმავალ გზაზე გადის. დღეს უპატიებელი იქნება, გზები აგვერიოს...საქართველოს ისტორია, რომელიმე პარტიის ისტორიით არ იწყება და არ მთავრდება, არც ყავლგასული ვაი პოლიტიკოსებით, რომლებიც ხელისუფლებაში მოსასვლელად ყველაფერზე მზად არიან. ამიტომ ახალგაზრდა, გაუსვრელ მომავალ თაობას გაუმარჯოს და მათ არჩევანს. საქართველოს ხალხის არჩევანს. ყველაზე დიდი კავშირი ესაა, როცა ვინმეს უკავშირდები ფასეულობებით და ღირებულებებით, ჩვენ სხვა თავსმოხვეულმა კავშირებმა, რომლებიც არ აგვირჩევია, ისედაც დაგვწია უკან, ხოდა ახლა, როცა ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული, სად გვინდა და რა გვინდა, პასუხი ცალსახაა: ჩვენი შვილების ღირსეული მომავალი, განათლება, განვითარება, ღირსეულ ხალხთა შორის ღირსეული ადგილი, ამიტომ #ევროპისკენ. P.S. მამა ერთ-ერთი იყო, ვისაც ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე. მე მგონია, იმ ემოციების და გზის ლოგიკური გაგრძელებაა ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი“, - აღნიშნავს დიმიტრი აბდუშელიშვილი.
ნედ პრაისი: მხარს ვუჭერთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ევროპელ მეზობლებთან
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ევროპელ მეზობლებთან, შეერთებული შტატები მხარს უჭერს. ნედ პრაისის განცხადებით, ეს ქვეყნები ათწლეულების განმავლობაში გამოხატავენ თავიანთ სურვილს, უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდეთ დასავლეთთან. „აშშ ამ სამივე სახელმწიფოსთან ერთად მუშაობდა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ევროპასა და დასავლეთთან ინტეგრირებული ეკონომიკის განვითარების კუთხით. მომავალშიც მათ გვერდით ვიქნებით“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებს.
ერთიანი ევროპა ნებისმიერ ტირანიაზე ძლიერია - ზელენსკი
„უკრაინის დემოკრატიული ინსტიტუტები განაგრძობენ მუშაობას, მიუხედავად რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის მძიმე წნეხისა, უკრაინა მალე გაიმარჯვებს რუსეთზე, თუ საერთაშორისო საზოგადოება ამ ძალისხმევას შეუერთდება“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ აქველმოქმედო ტელეთელონზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მჯერა, რომ ერთად, ჩვენ შეგვიძლია, დავასრულოთ ომი ჩვენი გამარჯვებით რაც შეიძლება სწრაფად და ჩვენ აღვადგენთ ყველაფერს, რაც რუსეთმა გაანადგურა. გაერთიანებული ევროპა ნებისმიერ ტირანიაზე უდაოდ ძლიერია! ასეთი სასტიკი ომის დროსაც კი, უკრაინის დემოკრატიული ინსტიტუტები შენარჩუნდა. ახლაც ვაფართოებთ ევროპულ ღირებულებებს - გუშინ უკრაინის პარლამენტმა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა“, - განაცხადა ზელენსკიმ. „უკრაინაზე რუსეთის შეტევამ ჩვენს მეხსიერებაში ისტორიის ყველაზე ცუდი მოგონებები დააბრუნა. რუსული ბომბები ანადგურებს ქალაქებს. რუსი ჯარისკაცები ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს კლავენ. რუსეთი უკრაინელების მასობრივ დეპორტაციასაც კი ახორციელებს. ეს არის რუსეთის თავდასხმა მთელ თავისუფალ ევროპაზე - ჩვენი საერთო ღირებულებების წინააღმდეგ. ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და კონვენციების წინააღმდეგ. ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი ღირებულებების განადგურებას!“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ჯებრაილში ენერგეტიკული დერეფანი - აზერბაიჯანი-თურქეთი-ევროპა იქმნება
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, „ჯებრაილის ენერგეტიკული კვანძის“ პროექტის ფარგლებში, ენერგეტიკული დერეფანი აზერბაიჯანი-თურქეთი-ევროპა იქმნება. ამის შესახებ, აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის მიერ „მწვანე ენერგიის“ ზონის შესახებ შემუშავებულ დოკუმენტშია ნათქვამი, რომლის თანახმადაც შესაბამისი პროექტები 2022-2026 წლებში უნდა განხორციელდეს. გეგმის თანახმად, ღია სააქციო საზოგადოება „აზერენერჯიმ“ ქვეყნის ენერგეტიკისა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად 2022-2026 წლებში „ჯებრაილის ენერგეტიკული კვანძის“ პროექტის განხორციელება უნდა უზრუნველყოს. ცნობისათვის, ქალაქი ჯებრაილი, აზრბაიჯანის იურისდიქციაში სომხეთთან შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ 2020 წლის ოქტომბერში მოექცა.
ირაკლი ღარიბაშვილი: გვაქვს ძალიან მაგარი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა - ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ევროპაში უპრეცედენტოა
5 თვეში გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ევროპაში უპრეცედენტოა. არცერთ დესტრუქციულ ძალას არ მივცემთ საშუალებას, რომ ეს პროცესი შეაფერხოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა. მინისტრის წინასწარი ინფორმაციით, მაისშიც ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. გამოდის, რომ 5 თვეში გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც უპრეცედენტოა ევროპაში იმ ფონზე, როდესაც რეალურად ინგრევა მსოფლიო ბაზრები, ეკონომიკა რეცესიას განიცდის და უკრაინის ომის ფონზე პრობლემა არის ყველგან. არცერთ დესტრუქციულ ძალას არ მივცემთ საშუალებას, რომ ეს პროცესი შეაფერხოს, პირიქით, გავაგრძელებთ წინსვლას და ქვეყნის განვითარებას. ქვეყანაში იქნება მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეების - ეს არის ჩვენი ხალხის დაკვეთა, რომელსაც ყველა ერთად შევასრულებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ევროპასა და აზიაში ნახშირის ფასმა რეკორდულ დონეს მიაღწია
ქვანახშირის ფასებმა აზიის ბაზარზე რეკორდულ დონეს მიაღწია და ტონაზე $400 დოლარს პირველად გადააჭარბა. გასულ კვირას, ავსტრალიის პორტ ნიუკასლში ნახშირის ადგილზე ფასები ტონაზე $402,5 მიაღწია. Bloomberg ქვანახშირზე ფასების ზრდას მსოფლიო ბაზარზე საწვავის დეფიციტს უკავშირებს. ევროპაში, ნახშირზე ივლისის ფიუჩერსები ტონაზე $421 დოლარად გაიყიდა, რაც ამ რეგიონისთვის ისტორიული მაქსიმუმია, - აღნიშნავს სააგენტო. უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-5 პაკეტის თანახმად, რუსეთისგან ქვანახშირის ყიდვა, იმპორტი და გადაზიდვა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. ვითარება ქვანახშირის მსოფლიო ბაზარზე - როგორ ჩაანაცვლებს ევროკავშირი რუსულ ნედლეულს
ევროპაში 1000 კუბურ მეტრ გაზზე ფასმა, $1 600-ს გადააჭარბა
ევროპაში, 1000 კუბურ მეტრ გაზზე ფასმა, $1 600-ს გადააჭარბა, აღნიშნულს ლონდონის ბირჟის მონაცემები ადასტურებს. ნიდერლანდებში, აგვისტოს ფიუჩერსის ფასმა 1 000 კუბურ მეტრზე $1 606,5 შეადგინა. ჯამში, ვაჭრობის დაწყებიდან 1 000 კუბური მეტრი გაზის ფასი 6,5%-ით გაიზარდა. ბოლო რამდენიმე კვირაა რუსეთმა გაზის მიწოდება შეუმცირა იტალიას, გერმანიას, საფრანგეთსა და ავსტრიას. მოსკოვმა თქვა, რომ ტექნიკური პრობლემების გამო ბალტიის ზღვის ქვეშ გამავალი „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენის სიმძლავრე უნდა შეეზღუდა, მაგრამ გერმანიამ მიწოდების შემცირებას უწოდა "პოლიტიკურად მოტივირებული" და განაცხადა, რომ „გაზპრომის“ ქმედება მიზნად ისახავს ფასების გაზრდას. რუსეთიდან გაზის მოცულობის შემცირება დაემთხვა აშშ-ში LNG-ის ძირითადი ქარხნის გაჩერებას, რომელიც ევროპისთვის მიწოდების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. უახლოეს თვეებში ატლანტის ოკეანეში ნაკლები საწვავი შემოვა, რაც კიდევ უფრო იმოქმედებს კრიზისზე. 18 ივნისის მდგომარეობით, ევროპული გაზის საცავები სავსე იყო 52%-ით და ევროპის გაზის ინფრასტრუქტურის უახლესი მაჩვენებლებით, კიდევ ერთი პროცენტით შემცირდა. თუმცა, Bloomberg-ის მიხედვით, მარაგები კვლავ შეესაბამება ბოლო ხუთი წლის საშუალო დონეს. ხუთშაბათს, 16 ივნისს, გაზპრომმა განაცხადა, რომ „ამჟამად“ ვერ ხედავს Nord Stream-თან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზას. კვლევითი კომპანია Wood Mackenzie Ltd.-ის ინფორმაციით, თუ გაზსადენი მთლიანად დაიბლოკება, ნოემბრის გათბობის სეზონის დაწყებამდე ევროპა ვერ შეძლებს მარაგის შევსებას. ევროპაში გაზის ზამთრის მარაგების გამოყენება დაიწყეს გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება რუსული Nord Stream-ით გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა
ნიგერია მზადაა, ევროპაში გაზის დეფიციტი შეავსოს
ნიგერიის პრეზიდენტი მოჰამედ ბუჰარი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზადაა, ევროპაში გაზის დეფიციტი შეავსოს, რომელიც რუსეთი-უკრაინის ომის გამო შეიქმნა. ამის შეახებ, მან ლისაბონში, თავის პორტუგალიელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ევროპაში 1000 კუბურ მეტრ გაზზე ფასმა, $1 600-ს გადააჭარბა ისტორიაში პირველად, ევროკავშირში ამერიკული გაზის იმპორტმა რუსული ბუნებრივი აირის იმპორტს გადაუსწრო ბუჰარის განცხადებით, ნიგერიის მოსახლეობა 200 მილიონს შეადგენს და მისი ძირითადი ნაწილი ახალგაზრდა თაობაა. ამასტან, ნიგერია აფრიკის კონტინენტზე თავისუფალი ვაჭრობის ზონას (AFCFTA) წარმოადგენს. ნიგერიის პრეზიდენტმა პორტუგალიას მოუწოდა, რომ მისი ქვეყანა საიმედო პარტნიორად განიხილოს, იმ დროს როცა მსოფლიოში დაძაბული და რთული ვითარებაა. ცნობისათვის, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ევროკავშირის ქვეყნები რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობენ. რუსეთმა „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის მიწოდება ევროპაში სარემონტო სამუშაოების გამო შეაჩერა. შედეგად, ევროპის ბაზარზე, 1000 კუბური მეტრი გაზის ფასი $1 600-ის ნიშნულს გადაცდა.
ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა
ყაზახეთი მზადაა, თავისი ნახშირწყალბადების პოტენციალი მსოფლიო ბაზრებზე სიტუაციის სტაბილიზაციისთვის გამოიყენოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, იუწყება ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური. ყაზახეთის პრეზიდენტი: ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის როლი იზრდება თოყაევმა შეშფოთება გამოთქვა მსოფლიოში ენერგოუსაფრთხოების საფრთხეებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ყაზახეთი მზადაა, გამოიყენოს თავისი ნახშირწყალბადების პოტენციალი მსოფლიო და ევროპის ბაზრებზე სიტუაციის სტაბილიზაციისთვის. თოყაევის თქმით, ქვეყანა მოწოდებულია, განავითაროს მდგრადი კავშირები ევროკავშირთან, რომელიც ყაზახეთის მთავარი და მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ევროკავშირი, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდლობს.
სალომე ზურაბიშვილი: ევროპაში ჩვენი ადგილი გამაგრებული იქნება სწორედ იმით, რომ ევროპაში შევდივართ ჩვენი ტრადიციებითა და კულტურით
ევროპაში ჩვენი ადგილი გამაგრებული იქნება სწორედ იმით, რომ ევროპაში შევდივართ ჩვენი ტრადიციებითა და კულტურით, - საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლის „ბერმუხა“ 18 წევრი ქართული ფოლკლორის განვითარებასა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ხანგრძლივი ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ღირსების ორდებით დაჯილდოვდნენ ფოლკლორული ანსამბლის „ბერმუხას“ წევრები: თემურ აბულაძე, მუხამედ ირემაძე, რევაზ აბულაძე, იაკობ ადაძე, რევაზ ვანაძე, ოთარ ირემაძე, ოთარ კახაძე, ეუბ მგელაძე, იოსებ მგელაძე, შოთა სოლომონიძე, ჟენია სურმანიძე, ვაჟა ფასანიძე, შოთა შავაძე; ანსამბლის ქორეოგრაფი: გურამ ბოლქვაძე და აკომპანიატორები: ზაურ ბოლქვაძე, გურამ თავართქილაძე, გია მელაძე, მერაბ ქედელიძე; „ძალიან ბედნიერი ვარ დღეს, თქვენ ხართ ჩვენი აქ ჩამოსვლის მთავარი მიზეზი. მინდა, ამისათვის დიდი მადლობა გადაგიხადოთ. პირადად ჩემთვის ძალიან დიდი სიხარულია, რომ მოვახერხეთ ჩამოსვლა ზუსტად თქვენი 40 წლის იუბილეზე. პოზიტიური დღეები გვაქვს, მინდა, გუშინდელი გამარჯვება, რომელიც მთელი საქართველოს გამარჯვებაა, თქვენც მოგილოცოთ და თქვენი იუბილე, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ეს არის ჩვენი კულტურის ზეიმი. თქვენ, სწორედ ამ უძველეს რეგიონში ამ კულტურას და ამ ტრადიციებს წარმოადგენთ. ნიშანდობლივია, რომ ყველგან, სხვაგან წვიმს, აქ კი მზეა, რაც იმის ნიშანია, რომ ეს არაჩვეულებრივი ადგილია. ადგილი, სადაც თქვენ ამ უძველესს ტრადიციას აგრძელებთ, მართლაც დალოცვილია. დავამატებდი იმასაც, რომ დღევანდელ დღეს, როცა ძალიან ბევრი საუბარია ევროპაზე, ზოგიერთებს რაღაცნაირად წინააღმდეგობაში მოჰყავთ ტრადიციები და ევროპა – ვითომც, თუ ევროპაში შევალთ, ამ ტრადიციებს დავკარგავთ. ეს პირიქითაა. ჩვენი ადგილი მრავალფეროვან ევროპაში სწორედ იმით იქნება გამაგრებული, რომ ჩვენ იქ შევდივართ ჩვენი ტრადიციებით, კულტურით, და ეს არის ის, რაც საუკუნეების მანძილზე აძლიერებდა მთლიანად საქართველოს; ეს არის ის, რაც ხვალ საქართველოს იმ დიდ ევროპულ ოჯახში გააძლიერებს. ამიტომ, თქვენი მემკვიდრეობა და ტრადიციები ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისათვის, რომლებიც დღევანდელ ზეიმშიც მონაწილეობენ. მათთვის თქვენ ძალიან დიდი მაგალითი ხართ და უღრმესი მადლობა ამ მაგალითისთვის“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიაზე. „ბერმუხას“ დაჯილდოების ცერემონია ხულოში გაიმართა და მას პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, „ბერმუხას“, რომელიც ქვეყნის ეროვნული სიამაყეა და რომელსაც არაერთხელ წარმოუჩენია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ ხულო, აჭარა და ჩვენი ქვეყანა, არაერთხელ უსახელებია ქართული სული და ჟინი, ეს დიდი ღვაწლი დაუფასდა. „მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს ჩვენი ინიციატივის გაზიარებისთვის. როცა ვუყურებ ჩვენს „ბერმუხელებს“, მეტ მოტივაციასა და შემართებას გვაძლევს ყველას, რომ შეიძლება დიდი შემართებით, დიდი სულით და ამ დიდი ჟინით ძალიან ბევრი წელი წარმატებულად იყო ქვეყნის სამსახურში. დამსახურებული ღირსების ორდენი უფრო დიდ შემართებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო შორს გავიტანოთ ჩვენი ქვეყნის სახელი“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
სალომე ზურაბიშვილი: არსად გამიგია მოთხოვნა - ჩაერთეთ ომში, ეს არის მოგონილი და ძალიან საინტერესოა, რომ ემთხვევა რუსეთის რიტორიკას
საქართველოს პრეზიდენტი მმართველ გუნდს პარტნიორების მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს. სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ომში საქართველოს ჩართვას არავინ ითხოვს და ამის დასტურად მის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული ვიზიტები მოჰყავს. აქვე ზურაბიშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მმართველი გუნდი ბრიუსელში სათანადოდ არ მუშაობს და არც ასეთი ვიზიტები უნახავს. „არსად გამიგია მოთხოვნა - ჩაერთეთ ომში, ეს არის მოგონილი და სხვათა შორის ძალიან საინტერესოა, რომ ემთხვევა რუსეთის რიტორიკას, სხვაგან, ევროპაში არ გამიგია“, - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი. „დღეს ევროპარლამენტის დელეგაცია იმყოფება საქართველოში. ეს არის გაგრძელება იმ ძალიან დიდი ნაბიჯის, რაც გადაიდგა ჩვენს მიმართ – ევროპულმა საბჭომ მოგვანიჭა ევროპული პერსპექტივა, რასაც არ ვაფასებთ იმ დონეზე, როგორც არის დასაფასებელი. ექვსი თვე გვაქვს მოცემული, ასე იყო ნათქვამი – თუ შევასრულებთ 12 პუნქტს, მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. ამ პროცესში ჩამოდის ევროპარლამენტარების დელეგაცია, იმ კომიტეტის სწორედ, რომელიც საქართველოზე და საგარეო საკითხებზე მუშაობს. ამ დროს ხდება წარმოუდგენელი რამ, რომ ერთდროულად ბრიუსელში და ვაშინგტონში პრესსპიკერები გვეუბნებიან, რომ ისწავლეთ, როგორ უნდა მოიქცეთ. არ ვიცი, სადამდე უნდა გავაგრძელოთ ორმაგი თამაში - ვითომ გვინდა ევროკავშირისკენ სიარული, გვინდა, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და არათუ არ ვაკეთებთ იმას, რაც გასაკეთებელია, საწინააღმდეგო ნაბიჯებს ვდგამთ. დაწყებული შარლ მიშელის გადაგდებით, დოკუმენტის ანულირებით... ყველა ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ერთი წლის განმავლობაში - კრედიტზე უარი საკმაოდ უხეშად; სასამართლოს გადაწყვეტილება, დაჩქარებული წესით შემდეგ ინსპექტორის სამსახურის გაუქმება. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა წელს, ფასდება უარყოფითად. ამასთან ერთად არის წარმოუდგენელი რიტორიკა - გვესმის დაუსრულებელი თავდასხმები ევროპარლამენტარებზე...“, - აღნიშნა პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. ჟურნალისტმა ზურაბიშვილს მიმართა, რომ ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ ეს არ არის თავდასხმა, საპასუხოდ პრეზიდენტმა მმართველი გუნდის წევრების განცხადებები წაიკითხა. „ვიოლა ფონ კრამონი და 7 თუ 8 პარლამენტარი არიან კრიმინალების მფარველი ევროპელი პოლიტიკოსები“ -კობახიძე, 20 მაისს. ეს არ არის თავდასხმა?! ეს არის ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობა?! ეს კრიტიკა არ არის. შემდეგ - მდინარაძე, 9 ივნისი - 10-ზე მეტ ევროპარლამენტარს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს. მერე სხვები ამბობენ, რომ ეს არასდროს გვითქვამსო. ყველა ხედავს, რომ ანტიდასავლური რიტორიკა მიმდინარეობს, როცა რუსეთის მიმართ არის ისეთი სიჩუმე, რომ დღესაც, როცა ვუყურებთ, რა ხდება აფხაზეთში, ბიჭვინთაში და არის ვნებათაღელვა, ეს საქართველოს არ ეხება?!“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
ჰუბერტ ქნირში: ვისურვებ, საქართველო და ევროპა არასოდეს დაშორდნენ ერთმანეთს, არავის მისცეთ ამის უფლება
გერმანიის საელჩო ელჩ ჰუბერტ ქნირშის განცხადებას Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. „თუ შეიძლება ერთი რამ ვისურვო, არის ის, რომ საქართველო და ევროპა არასოდეს დაშორდნენ ერთმანეთს. არავის მისცეთ ამის უფლება! ჩვენი პარტნიორობა ფუნდამენტურია და კარგი იქნებოდა, რომ ჩვენ, ყველამ ერთად სიმტკიცე გამოვიჩინოთ მის შესანარჩუნებლად. საყვედურებსა და პოლემიკას აქ არ უნდა ჰქონდეს ადგილი“, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.
რუსეთიდან ევროპაში გაზის მიწოდების მოცულობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა
ევროპაში რუსული გაზის მიწოდების მაჩვენებელი ბოლო 4 წელიწადში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. თუ უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრამდე რუსეთი ევროპას დღე-ღამეში 400-500 მილიონ კუბურ მეტრ გაზს აწვდიდა, 2022 წლის ივლისის მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი 100 მილიონ კუბურ მეტრამდე შემცირდა. ევროკომისიის ახალი გეგმით, წევრმა სახელმწიფოებმა ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 15%-ით უნდა შეამცირონ ამასთან, ევროპა გეოპოლიტიკური რისკების ფონზე გაზის მიწოდების ახალ მარშრუტებს ეძებს. ევროპის ქვეყნები ცდილობენ, შეიმუშაონ სამოქმედო გეგმა, რომელიც რუსული ენერგიის იმპორტის სრული შეწყვეტის შემთხვევაში ამოქმედდება. არსებული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნის მცდელობისას, ევროპის ქვეყნებმა გაზის შესყიდვის წყაროების დივერსიფიკაციისთვის ძალისხმევა გააძლიერეს. სახელმწიფოები ცდილობდნენ რეზერვუარების ბუნებრივი აირით შევსებას და LNG-ის შეძენას. ესპანეთი, პორტუგალია და საბერძნეთი გაზის მოხმარების შემცირებაზე ბრიუსელის გეგმას არ ეთანხმებიან ამასთან, 18 ივლისს აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სექტორში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტის ხელისმოწერის ცერემონია ბაქოში შედგა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ზემოაღნიშნული გადაწყვეტა ვერ განხორციელდება მოკლევადიან პერსპექტივაში, ევროპას შესაძლოა, ზამთრის თვეებში მოსახლეობის ენერგორესურსებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სირთულეები შეექმნას. LNG-ის მიღების ტერმინალები ევროკავშირის ცხრა ქვეყანაში, დიდ ბრიტანეთსა და თურქეთში არსებობს. ევროკავშირის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, გერმანია, რუსული გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი, გაზის იმპორტს მხოლოდ მილსადენებით ახორციელებს. LNG იმპორტისთვის სიმძლავრეები აქვს ესპანეთს, რაც დაახლოებით 70 მილიარდი კუბური მეტრია. თუმცა, ესპანეთის გაზის გადაცემის კავშირი ევროპის სხვა ქვეყნებთან ძალიან შეზღუდულია. მაგალითად, არ აქვს კავშირი საფრანგეთთან, რაც იმპორტირებული გაზის სხვა ქვეყნებში ტრანსპორტირებას ხელს უშლის. გერმანიას შეუძლია გამოიყენოს LNG ტერმინალები ნიდერლანდებში, თუმცა ეს მის მოთხოვნას სრულად არ დააკმაყოფილებს. ბოლო 6 წელიწადში პირველად, ევროპამ აშშ-ის ნავთობის შესყიდვებით, აზიის ქვეყნებს გაუსწრო შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გერმანიაზე ზეწოლის ფონზე, ბერლინის დღის წესრიგში LNG მიმღები ტერმინალის მშენებლობის საკითხი დადგა, თუმცა მაშინ პროცესი ფინანსური მიზეზების გამო შეჩერდა. მოსკოვსა და კიევს შორის ომის შემდეგ ეს საკითხი კვლავ წამოიჭრა და გერმანიამ LNG ტერმინალების მშენებლობის შესახებ განაცხადა. ევროპაში ბუნებრივი აირის მარაგების შევსების მაჩვენებელი 21 ივლისის მდგომარეობით 64 პროცენტია. ევროპა მიზნად ისახავს ზამთრისთვის გაზის მარაგი შეავსოს, რათა მოსალოდნელ სირთულეებს გაუმკლავდეს. ევროპაში გაზის ზამთრის მარაგების გამოყენება დაიწყეს 20 ივლისს ევროკომისიამ წარმოადგინა გეგმა, რომლის თანახმადაც ყველა წევრმა ქვეყანამ გაზის მოხმარება 15 პროცენტით უნდა შეამციროს, რადგან რუსეთისგან ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლო შეწყვეტის საფრთხე არსებობს.
ევროპაში ბუნებრივი გაზის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა
ევროპაში ბუნებრივი გაზის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა და ერთი მეგავატ/საათის ღირებულებამ 223,85 ევრო შეადგინა. ანალიტიკოსების შეფასებით, გაზის ფასის ზრდაზე გავლენა „გაზპრომის“ განცახდებამ მოახდინა. რუსული გაზის გიგანტმა განაცახდა, რომ 27 ივლისს, კიდევ ერთი ტურბინის გაჩერების გამო, „ჩრდილოეთი ნაკადი1“-ით ევროპისთვის გაზის მიწოდების მაჩვენებელი 40%-დან 20%-მდე შემცირდება. ევროკავშირის ქვეყნები გაზის მოხმარების შემცირებაზე შეთანხმდნენ. წინააღმდეგი მხოლოდ უნგრეთია დღევანდელი ვაჭრობა ნიდერლანდების ვირტუალურ პლატფორმაზე 210,25 ევროს ნიშნულიდან გაიხსნა. 09:40 სააზე ბუნებრივი გაზის მეგავატ/საათის ღირებულება 12%-ით გაიზარდა და 223,85 ევრო შეადგინა, რაც 2022 წლის მარტის შემდეგ მაქსიმალური მაჩვენებელია. 11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეაჩერა. რის შემდეგაც, ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მოხმარების 15%-ით შემცირების გეგმა წარმოადგინა. 21 ივლისს რუსეთმა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი1“-ით ბუნებრივი გაზის მიწოდება განაახლა, თუმცა გაზსადენი მხოლოდ 40%-იანი დატვირთვით მუშაობს. 25 ივლისს კი, „გაზპრომმა“ Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ განაცხადა, შედეგად ევროპისთვის გაზის მიწოდება კიდევ 20%-ით შემცირდა.
ევროპის გაზსაცავები შიდა მოთხოვნის მეოთხედს აკმაყოფილებენ. ევროკავშირი გაზის ახალ ექსპორტიორებს ეძებს
დასავლეთის ქვეყნებში რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, გაზსაცავების პოტენციალთან დაკავშირებით დისკუსია მიმდინარეობს. ავსტრიამ „გაზპრომს“ ქვეყანაში ყველაზე დიდი გაზსაცავის მართვის უფლება ჩამოართვა ევროპის ქვეყნებში გაზსაცავების კუმულაციური სიმძლავრე 110 მილიარდ კუბურ მეტრადაა შეფასებული, მაშინ როცა ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 400 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. ევროპაში ბუნებრივი გაზის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა როგორც სააგენტო Anadolu Gas Infrastucture Europe-სა და ევროკომისიაზე დაყრდნობით წერს, წლის დასაწყისში ევროკავშირმა რუსეთისგან მოხმარებისთვის საჭირო გაზის 40% შეისყიდა. ევროკავშირის ქვეყნები გაზის მოხმარების შემცირებაზე შეთანხმდნენ. წინააღმდეგი მხოლოდ უნგრეთია ამ დროისთვის ევროკავშირის ქვეყნები, რუსული გაზის ალტერნატივას ეძებენ. 26 ივლისს ევროპის ქვეყნებმა მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას, მიმდინარე ზამთარში გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებაზე. ამ გადაწყვეტილების მიზანია ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების ამაღლება და უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა. შეთანხმების თანახმად, ევროპის ქვეყნები 1-ელი აგვისტოდან 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით გაზის მოხმარებას 15%-ით შეამცირებენ. „გაზპრომმა“ Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ განაცხადა გაზსაცავები თავის ტერიტორიაზე ევროკავშირის 18 ქვეყანას აქვს. ყველაზე მეტ (92 მილიარდ კუბურ მეტრ) გაზს გერმანია მოიხმარს, რომლის ტერიტორიაზეც ევროკავშირში ყველაზე მსხვილი გაზსაცავებია. მათი რეზერვები 24 მილიარდ კუბურ მეტრად არის შეფასებული, თუმცა გაზსაცავების შევსების მაჩვენებელი გერმანიაში 66%-ს შეადგენს. იტალიის გაზსაცავების კუმულაციური სიმძლავრე 20 მილიარდი კუბური მეტრია. იტალია წელიწადში 71 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს მოიხმარს. ბოლო მონაცემებით, ამ ქვეყნის გაზსაცავებში მარაგი 70% აღწევს. ნიდერლანდების ყოველწლიური მოხმარება 44 მილიარდი კუბური მეტრია, თუმცა გაზსაცავების მარაგი 14 მილიარდი კუბური მეტრია. ამ დროისთვის ობიექტები 62%-ითაა დატვირთული. უკრაინის წლიური მოხმარება, რომელც ახლა რუსეთთან ომშია ჩართული, 27 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, ხოლო გაზსაცავებში მარაგის შესაძლებლობა 31 მილიარდი კუბური მეტრია. ამ დროისათვის საცავები 22,9 % შევსებული. ევროპის გაზსაცავების მონაცემები: ქვეყანა გაზის მოხმარება (მილიარდი კუბური მეტრი გაზსაცავის ტევადობა (მილიარდი კუბური მეტრი) შევსების მაჩვენებელი(%) ესპანეთი 32,1 3,5 75,6 ბელგია 18,4 0,92 71,4 რუმინეთი 11,7 3,38 55,1 უნგრეთი 10,6 6 49,2 ავსტრია 8,8 9 51 ჩეხეთი 8,8 3,68 77,7 პორტუგალია 5,9 0,37 99 საბერძნეთი 5,8 - გაზსაცავები არ აქვს სლოვაკეთი 4,9 3,96 68,3 ბულგარეთი 3 0,59 44,4 ხორვატია 3 0,53 47,9 დანია 2,8 0,93 85,6 ფინეთი 2,6 - გაზსაცავები არ აქვს ლიეტუვა 2,4 - გაზსაცავები არ აქვს შვედეთი 1,4 0,1 90,7 ლატვია 1,1 2 50,8
ევროპაში ელექტროენერგიის ფასებმა ახალ რეკორდს მიაღწია
ელექტროენერგიის ფასებმა ევროპაში ახალი რეკორდი დაამყარა, რადგან გახანგრძლივებულმა სიცხემ ელექტროენერგიის ბაზრებზე ზეწოლა მოახდინა. წერს Financial Times. შვედეთი საფრანგეთს უსწრებს და ევროპაში ელექტროენერგიის უდიდესი ექსპორტიორი ხდება გამოცემის ცნობით, რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო, ევროპაში რესურსების დეფიციტია. გერმანიაში ელექტროენერგ 5%-ით გაიარდა და მეგავატსთ-ზე 452,50 ევროს მიაღწია, გასული წლის ფასსზე 5-ჯერ მეტია. მსგავსი კონტრაქტი საფრანგეთში 4%-ით გაიზარდა და ისტორიაში პირველად მეგავატსთ-ზე 600 ევროს გადააჭარბა. „ელექტროენერგიის ფასები დიდად არის დამოკიდებული გაზის ღირებულებაზე და იზრდება მთელი წლის განმავლობაში, რადგან გაზის ფასი ოთხჯერ მეტია. ზაფხულის ხანგრძლივმა სიცხემ კიდევ უფრო გაამწვავა სიტუაცია, შეაფერხა გამომუშავების სიმძლავრე და გაიზარდა მოთხოვნა ელექტროენერგიაზე. მაღალი ტემპერატურის გამო ქარის დაბალმა სიჩქარემ შეამცირა ქარის ენერგიის გამომუშავება და წყლის დაბალმა დონემ მდინარე რაინის გასწვრივ შეაჩერა ნახშირის მიწოდება გერმანიის ელექტროსადგურებში“, - აცხადებს უილიამ პეკი, ევროკავშირის ელექტროენერგიის ბაზრის ანალიტიკოსი ICIS-ში. მისი თქმით, საფრანგეთში, სადაც მდინარეები ატომური ელექტროსადგურების გასაგრილებლად გამოიყენება, წყლის დაბალმა დონემ წარმოებაზე იმოქმედა. „საფრანგეთის ატომური ელექტროენერგიის სიმძლავრის ნახევარზე მეტი გათიშულია ტექნიკური მომსახურებისთვის“. გაერთიანებული სამეფო ელექტროენერგიის ნაწილს, ჩრდილოეთის ზღვიდან, ოფშორული ქარითა და გაზით გამოიმუშავებს. „თუმცა, ურთიერთდაკავშირებული ევროპული ელექტროქსელი ნიშნავს იმას, რომ ელექტროენერგიის რეკორდული ფასები ევროპაში ასევე ზრდის ფასებს ბრიტანეთში“, აღნიშნა პეკმა.
ილია დარჩიაშვილი: ევროპასთან ძლიერი და საიმედო კავშირების ჩამოყალიბებაში ქართულ დიასპორას ფასდაუდებელი წვლილის შეტანა შეუძლია
ევროპასთან ძლიერი და საიმედო კავშირების ჩამოყალიბებაში ქართულ დიასპორას ფასდაუდებელი წვლილის შეტანა შეუძლია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 2022 წლის საგრანტო პროგრამების კონკურსში გამარჯვებული დიასპორელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სამინისტროს ინფორმაციით, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ და საქართველოში ICMPD-ის ოფისის ხელმძღვანელმა ზურაბ ყორღანაშვილმა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კონკურსში გამარჯვებულ დიასპორელებს მადლობა გადაუხადა საგრანტო პროგრამების კონკურსზე წარმოდგენილი საინტერესო იდეებისა და ინიციატივებისთვის და აღნიშნა, რომ დიასპორის მხარდასაჭერად გამიზნული საგრანტო პროგრამები სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს ქართულ დიასპორაში. ილია დარჩიაშვილის თქმით, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული სათვისტომოების, საკვირაო სკოლებისა და ფოლკლორული ანსამბლების მხარდაჭერის მიზნით, მიმდინარე წელს სამინისტრომ განახორციელა სამი მნიშვნელოვანი საგრანტო პროგრამა: „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“, „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ და საგრანტო პროგრამა – „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, რომელთა მიზანიცაა ხელი შეუწყოს საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ქართული კულტურის პოპულარიზაციას. საგარეო საქმეთა მინისტრის განაცხადებით, კორონავირუსის პანდემიისა და პოსტკრიზისულ პერიოდში, საგრანტო პროგრამების მთავარ მიზანს წარმოადგენდა ემიგრანტთა წინაშე პანდემიით გამოწვეული პრობლემების გადაჭრა, ხოლო შემდგომ ეტაპზე საგრანტო პროგრამების მიზნების ფოკუსირება საქართველოს ევროპული მომავლის ჭრილში ქართული დიასპორის როლის ახლებურად გააზრებაზე იქნა გადატანილი. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა სამინისტროს 2022 წლის საგრანტო პროგრამებში ჩართულ ყველა თანამემამულეს დაინტერესებისა და მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავაც შეინარჩუნებს მჭიდრო კავშირს დიასპორასთან და სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პროექტების განხორციელების გზით, ხელს შეუწყობს მის აქტიურ ჩართულობას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის წარმატებით განხორციელებაში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის საგრანტო პროექტის „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, წარმოდგენილ იქნა 76 პროექტი (23 ქვეყნიდან), რომელთაგან, კომისიის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა 17 გამარჯვებული (12 ქვეყანა). ნომინაციაში „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ – წარმოდგენილ იქნა 26 განაცხადი (14 ქვეყნიდან). კომისიის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა 10 გამარჯვებული (9 ქვეყნიდან). რაც შეეხება საგრანტო პროექტის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ პროგრამის ფარგლებში შემოსული 52 განაცხადიდან, სპეციალურად შექმნილი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა 16 გამარჯვებული.
ცნობილია, რა მოცულობის გაზს აწვდის „გაზპრომი“ ევროპას უკრაინის გავლით
რუსული ენერგოგიგანტი „გაზპრომი“ ევროპას უკრაინის გავლით, ტრანზიტით დღე-ღამეში 41,4 მილიონ კუბურ მეტრ გაზს აწვდის. რუსული „გაზპრომი“ გეგმას ცვლის და გაზის მოპოვებას ამცირებს როგორც „გაზპრომის“ წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომპანია უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტისთვის რუსულ გაზს აწვდის უკრაინული მხარის მიერ დადასტურებული ოდენობით „სუჯას“ მილსადენით. 1998 წლის შემდეგ პირველად, „გაზპრომი“ აქციონერებს დივიდენდებს არ გადაუხდის 13 აგვისტოს მდგომარეობით დღე-ღამეში უკრაინის გავლით, ევროპაში 41,4 მილიონ კუბური მეტრი გაზი ტრანსპორტირდა. „გაზპრომის“ ცნობით, „სოხანოვკას“ გავლით გაზის ტრანსპორტირებაზე უკრაინული მხარის განაცხადი უარყოფილია.
ევროპაში ტყის ხანძრები რეკორდულ ნიშნულზეა
ევროკავშირში ტყის ხანძრები რეკორდულ ნიშნულზეა. ცეცხლმა უკვე 660 ათასი ჰექტარი გაანადგურა. საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი 2022 წლის დასაწყისიდან ხანძარმა ლუქსემბურგზე ორჯერ მეტი ფართობი მოიცვა. 2017 წელს ევროკავშირში ტყის ხანძრების შედეგად, აგვისტოში დაახლოებით 420,000 ჰექტარი დაიწვა. ოქტომბერში ხანძრის შედეგად განადგურებული ტყის მასივის მოცულობა 988,087 ჰექტრამდე გაიზარდა. იმის გამო, რომ ხანძრის სეზონი შორს არის დასრულებისგან, EFFIS-მა განაცხადა რომ წელს შესაძლოა, ახალი რეკორდი დამყარდეს. ტყის ხანძრების გამო ჩრდილოეთ მაკედონიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ევროკავშირში ხანძრის შედეგად ყველაზე მეტად ესპანეთი, რუმინეთი და პორტუგალია დაზარალდა. საფრანგეთში ამ კვირაში 60,000 ჰექტარზე მეტი დაიწვა. რაც ბევრად აღემატება ქვეყნის წინა რეკორდს. 2019 წელს 43,600 ჰექტარი დაიწვა. 2010 წლიდან ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევროპაში ხანძრების რაოდენობის მზარდი ტენდენცია შეინიშნება. როგორც ცნობილია, ევროპის ამჟამინდელი გვალვა შესაძლოა ბოლო 500 წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე აღმოჩნდეს.
Azerenergy კასპიის ზღვის სიღრმეში ესტაკადას აშენებს
Azerenergy კასპიის ზღვის სიღრმეში ესტაკადას აშენებს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. ესტაკადის მშენებლობის მიზეზი კასპიის ზღვაში წყლის დონის ვარდნა გახდა (20 წელიწადში 2 მეტრი), რაც სოფელ შუველანში მდებარე „შიმალის ელექტროსადგურის“ მუშაობას საფრთხეს უქმნის. მედიის ცნობით, ელექტროსადგური ქვეყანაში სიდიდით მეორეა და ბაქოს ტერიტორიის 40%-ზე მეტს ელექტროენერგიით აწვდის. „ახალი ესტაკადის მშენებლობის პროცესი მოქმედების მონაცვლეობითი პრინციპით მიმდინარეობს. კასპიის ზღვაში წყლის დონის ვარდნის გამო, სუმგაითის ელექტროსადგურთან დაკავშირებით ახალი ესტაკადის და წყლის სატუმბი სადგურის მშენებლობა წარმატებით დასრულდა, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო. აქვე აღვნიშნავთ, რომ „შიმალის ელექტროსადგურის“ ახალი წყალმიმღები კომპლექსის მშენებლობას ახორციელებს არა უცხოური, არამედ ადგილობრივი კომპანია, ამჟამად სამუშაოები ვადას ერთი თვით უსწრებს. ამდენად, 2023 წლის პირველ ნახევარში დიდი პროექტის დასრულება იგეგმება“, - აცხადებენ „აზერენერჯიში“.
„გაზპრომის“ განცხადებების შემდეგ ევროპაში გაზის ფასმა $2500-ს გადააჭარბა
გაზის ფიუჩერსების ფასმა ბირჟებზე, ათას კუბურ მეტრზე $2500 გადააჭარბა, მას შემდეგ, რაც რუსულმა „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ ზამთარში შესაძლოა, 1000 კუბური მეტრი გაზის ფასი $4000 -მდე გაიზარდოს. ევროპაში, 1000 კუბურ მეტრ გაზზე $2 500-ზე მეტი, ათას კუბურ მეტრზე მარტის დასაწყისში, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის შიშის ფონზე (რომელზეც ევროპა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებულია) დაფიქსირდა. იმის მიუხედავად, რომ გაზის ემბარგო ევროკავშირის სანქციების ფარგლებში არასოდეს ყოფილა განხილული, რუსეთმა ბლოკის ქვეყნებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირება დამოუკიდებლად დაიწყო. ამრიგად, ტრანზიტი უკრაინული GTS-ით და Nord Stream-ით საგრძნობლად დაეცა. რუსეთმა შეწყვიტა გაზის მიწოდება იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც გაზის საფასურის რუბლში დაფარვაზე უარი თქვეს. ივლისის ბოლოს, გაზის ფასი ევროპაში 1000 კუბურ მეტრზე $2300-მდე გაიზარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Siemens-ის ტურბინა შეწყვეტს მუშაობას, რის შედეგადაც 27 ივლისიდან Nord Stream 1-ით მიწოდება დღე-რამეში 33 მილიონ კუბურ მეტრს გაუტოლდა. რაც გაზსადენის სიმძლავრის დაახლოებით 20%-ს შეადგენს.
ევროკავშირმა მიწისქვეშა გაზსაცავები 75%-ით შეავსო
ევროპის მიწისქვეშა გაზსაცავები (UGS) 75%-ით შეივსო, ხოლო რუსეთიდან მიწოდება შეზღუდულ რეჟიმში გრძელდება. ივნისში ევროკავშირმა მიიღო ახალი წესები, რომლის მიხედვითაც საცავები 2022 წლის 1-ელ ნოემბრამდე ბუნებრივი აიროთ მინიმუმ 80%-ით, ხოლო მომდევნო წლებში 90%-ით უნდა შეივსოს. საფრანგეთი ნოემბრისთვის გაზსაცავების 100%-ით შევსებას გეგმავს გაზსაცავები თავის ტერიტორიაზე ევროკავშირის 18 ქვეყანას აქვს. ყველაზე მეტ (92 მილიარდ კუბურ მეტრ) გაზს გერმანია მოიხმარს, რომლის ტერიტორიაზეც ევროკავშირში ყველაზე მსხვილი გაზსაცავებია. მათი რეზერვები 24 მილიარდ კუბურ მეტრად არის შეფასებული, თუმცა გაზსაცავების შევსების მაჩვენებელი გერმანიაში 66%-ს შეადგენს. იტალიის გაზსაცავების კუმულაციური სიმძლავრე 20 მილიარდი კუბური მეტრია. იტალია წელიწადში 71 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს მოიხმარს. ბოლო მონაცემებით, ამ ქვეყნის გაზსაცავებში მარაგი 70% აღწევს. ნიდერლანდების ყოველწლიური მოხმარება 44 მილიარდი კუბური მეტრია, თუმცა გაზსაცავების მარაგი 14 მილიარდი კუბური მეტრია. ამ დროისთვის ობიექტები 62%-ითაა დატვირთული. უკრაინის წლიური მოხმარება, რომელც ახლა რუსეთთან ომშია ჩართული, 27 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, ხოლო გაზსაცავებში მარაგის შესაძლებლობა 31 მილიარდი კუბური მეტრია. ამ დროისათვის საცავები 22,9 % შევსებული.
ევროპის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში ძლიერი შტორმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი
ევროპის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში ძლიერი შტორმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ქარის მიერ წაქცეულ ხეს რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა ავსტრიასა და იტალიაში, ასევე საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე. ამასთან, ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა კუნძულ კორსიკაზე გაანადგურა რამდენიმე ბანაკი. შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯერალდ დარმანინმა, რომელიც კორსიკაში ხუთშაბათს ჩავიდა, განაცხადა, რომ დაშავებულია 20 ადამიანი, მათგან ოთხი კი განსაკუთებით მძიმედ.
ევროპამ ბოლო 10 წელიწადში, რუსეთიდან თავშესაფრის მსურველთა ორ მესამედზე მეტს უარი უთხრა - კვლევა
ბოლო 10 წელიწადში ევროპის ქვეყნებმა, რუსეთიდან თავშესაფრის მსურველთა ორ მესამედზე მეტს (77%) უარი უთხრეს, რასაც პროექტის „უფრო ზუსტი რომ ვიყოთ“ მონაცემები ადასტურებს. პროექტის მონაცემების თანახმად, 2012 წლიდან ევროპის ქვეყნებს, თავშესაფრის თხოვნით რუსეთის 153 ათასმა მოქალაქემ მიმართა. აქედან, ლტოლვილის სტატუსი 35 ათასმა მიიღო. ყველაზე ხშირად, რუსეთის მოქალაქეებს გერმანიაში მოხვედრა სურთ. გერმანიას, თავშესაფრის თხოვნით ბოლო 10 წელიწადში რუსეთის 54 ათასმა მოქალაქემ მიმართა. გერმანიამ 90%-ს უარი უთხრა. პოპულარობით, მეორე ადგილზეა - საფრანგეთი. ამ ქვეყანაში საანგარიშო პერიოდში, თავშესაფარი რუსეთის 42 ათასმა მოქალაქემ ითხოვა, აქედან 76%-მა უარი მიიღო. ასევე რუსეთის მოქალაქეები ცდილობენ თავშეაფარი ავსტრიაში, პოლონეთსა და ბელგიაში მიიღონ. მათი უმეტესობა ამას ვერ ახერხებს. 2012 წლიდან დღემდე, თავშესაფარზე რუსეთის მოქალაქეებს უარი არცერთხელ არ უთხრა მალტამ- ნათქვამია კვლევაში. თავშესაფარი შეიძლება ითხოვოს პირმა, თუ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ მის მიმართ არაერთხელ განხორციელდა სხვადასხვა ფორმით დევნა სახელმწიფოს (ან მასთან დაკავშირებული სტრუქტურების) მიერ პირადი პოზიციის ან საქმიანობის გამო.
დმიტრო კულება ევროპას: ჩვენ ერთ ნავში ვართ
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინას რაკეტებითა და ტანკებით დაესხა თავს, ევროპულ ქვეყნებს კი, ენერგიაზე ხელოვნური ფასებით, ინფლაციათა და პროპაგანდით. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კიევში იტალიელ კოლეგასთან ლუიჯი დი მაიოსთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „მისი აზრით, ის, ვინც ფიქრობს, რომ პუტინს მხოლოდ უკრაინა სჭირდება, ღრმად ცდება. „მინდა, იტალიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში გაიგონ, რომ პუტინი თავს დაესხა ყველას. ჩვენ ერთ ნავში ვართ“, - განაცხადა უმაღლესმა დიპლომატმა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი ევროპის ენერგობაზარზე მოთამაშე ვეღარ იქნება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ენერგეტიკის სფეროში ანტიევროპული პოლიტიკა, თავად რუსეთისთვის დამანგრეველი იქნება. „გაზპრომის“ განცხადებების შემდეგ ევროპაში გაზის ფასმა $2500-ს გადააჭარბა „რუსეთის გაზის შანტაჟის მერე, ევროპაში გაზის ფასმა ერთ დღეში, 1000 კუბურ მეტრზე $3300 გადააჭარბა. ეს არის რუსეთის ანტიევროპული პოლიტიკის მიზეზი, რომელიც დამანგრეველია, მაგრამ სტრატეგიულ პერსპექტივაში, ეს თავად რუსეთისთვის იქნება დამანგრეველი. ასეთი მოთამაშე ევროპის ბაზარზე აღარ იქნება“, - აცხადებეს ზელენსკი. მისი თქმით, ახლა ვითარება საკმაოდ საშიში და მწვავეა, მაგრამ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ენერგოპრობლემებს „პასუხისმგებლობით მიუდგნენ“. „თუკი ვინმე რუსეთში ფიქრობს, რომ ამ ზამთარს ევროპას დააჩოქებს, ან უკრაინას, ან სხვა ქვეყნებს - ეს გათვლები ჩავარდება. მე ვფიქრობ, რომ ევროპა საკმაოდ ძლიერია, რათა წარსულის შეცხომები გამოასწოროს, რათა გახდეს დამოუკიდებელი რუსული ენერგოსისტემისგან და არ დაემორჩილოს „გაზპრომიდან“ ტერორისტების შანტაჟს“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინა ამ საკითხში პარტნიორებთან მჭიდროდ თანამშრომლობს.
ევროპაში გაზის ფასმა $ 3 500-ის ნიშნულს გადააჭარბა - მედია
რუსული ენერგოგიანტის „გაზპრომის“ განცხადებების ფონზე, რომ „ჩრდილოეთი ნაკადი1“ 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით ტექდადათვალიერებითვის გაჩერდება, ევროპაში გაზის ფასი ნახტომისებურად გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე $3 500 გადააჭარბა. „გაზპრომი“ ევროპას „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის მიწოდებას სამი დღით შეუჩერებს ელექტროენერგიის ფასებმა საფრანგეთსა და გერმანიაში პარასკევს ახალ რეკორდს მიაღწია, რადგან რუსეთმა გათბობის სეზონის წინ ბუნებრივი აირის მიწოდება შეზღუდა. მანამდე ევროპაში გაზის გაცვლითი ფასი 1 მგვტ/სთ-ზე 315 ევროს აჭარბებდა, რაც ათას კუბურ მეტრზე 3300 დოლარზე მეტია.
ევროკავშირი რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმებას აჩერებს - FT
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 30 აგვისტოს გაიმართება. მანამდე, სამმა ოფიციალურმა პირმა Financial Times-ს განუცხადა, რომ მინისტრები მზად არიან, მხარი დაუჭირონ რუსეთის მოქალაქებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების შეჩერებას. 2007 წელს ხელმოწერილი შეთანხმების შეჩერება რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ყველა ვიზაზე შეღავაზებს აუქმებს, მოითხოვს უფრო მეტ დოკუმენტაციას, გააძვირებს მომსახურებას და მნიშვნელოვნად გაზრდის ლოდინის დროს. დმიტრო კულება: რუსეთის მოქალაქეებს უნდა აეკრძალოთ საზღვრების გადაკვეთა, რომ მათი პატივისცემა ისწავლონ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აგვისტოს დასაწყისში, Washington Post-ს განუცხადა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები საზღვრების დაკეტვაა, რადგან რუსები სხვებს ართმევენ მიწას”.
გერმანია ევროპას ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნას სთავაზობს
მზარდი საფრთხეების ფონზე, გერმანიამ ევროპას საჰაერო თავდაცვის ახალი ერთობლივი სისტემის შექმნა შესთავაზა. კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანიამ გადაწყვიტა, გააძლიეროს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები და სურს, ითანამშრომლოს ევროკავშირის პარტნიორებთან უფრო ფართო სისტემის შესაქმნელად. „ევროპაში საჰაერო და კოსმოსური საფრთხეების წინააღმდეგ თავდაცვის კუთხით სერიოზული ჩამორჩენა გვაქვს. როგორც გერმანია, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ჩავდებთ ჩვენს საჰაერო თავდაცვაში უახლოეს წლებში და ეს ყველაფერი NATO-ს ფარგლებში გაკეთდება. ჩვენ ღია ვიქნებით ჩვენი ევროპელი მეზობლებისთვისაც“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას. შოლცმა შესაძლო პარტნიორებს შორის ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი და სკანდინავიის ქვეყნები დაასახელა. „თუ ჩვენ ერთობლივად განვავითარებთ საჰაერო თავდაცვის სისტემას ევროპაში, ეს მთლიანი ევროპის უსაფრთხოებისთვის მომგებიანი და NATO-ს ფარგლებში ევროპული ფრთის გაძლიერების შესანიშნავი მაგალითი იქნება“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
კრემლი ნებისმიერი საბაბით გაზის სრულ შეწყვეტას ეცდება. ევროპა უარესი სცენარისთვის ემზადება - BBC
რუსეთმა ევროპისთვის ჩრდილოეთ ნაკადის მთავარი მილსადენით გაზის მიწოდება შეწყვიტა. კომპანია „გაზპრომი“ ერთ-ერთი სადგურის აგრეგატზე ჩასატარებელ ტექნიკურ სამუშაოზე მიუთითებს და ამბობს, რომ გაზის მიწოდება 3 სექტემბრის 04:00 საათამდე შეწყდება. თუმცა ევროკავშირი გაზპრომს სანდო მიმწოდებლად აღარ თვლის და ცივი ზამთრისთვის მომზადებას ჩქარობს. ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირმა გაზის საცავების 80% დაგეგმილ ვადაზე ორი თვით ადრე შეავსო „აშკარაა, რომ რუსეთი გაზს იარაღად იყენებს ამ ომში. ჩვენ უნდა მოვემზადოთ გაზის სრული შეწყვეტის ყველაზე უარესი სცენარისთვის", - განაცხადა საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა აგნეს პანიერ-რუნაშემ სამშაბათს რადიო France Inter-ის ეთერში. მანამდე, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა განაცხადა, რომ მოახლოებულ ზამთარში ენერგოდეფიციტის პირობებში ენერგიის მოხმარება უნდა შემცდირდეს. ომამდე რუსული იმპორტი ევროპაში დაახლოებით 40%-ს შეადგენდა. ახლა ეს წილი 25%-მდე შემცირდა, ვინაიდან მიმდინარე მიწოდება არ აღემატება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საშუალო მოცულობის მესამედს. „რუსული გაზის სწრაფად ჩანაცვლება შეუძლებელია. ბაზარზე უბრალოდ არ არის უფასო ნედლეული: ყველა არსებული ალტერნატიული მიმწოდებელი, როგორიცაა კატარი, ნორვეგია ან აშშ, ვერ ახერხებენ, სწრაფად გაზარდონ წარმოება. მაშინაც კი, თუ მილიარდები ჩაიდება ახალი საბადოების განვითარებაში, კომერციული წარმოება სავარაუდოდ, 10-15 წელიწადში დაიწყება“, - წერს BBC. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის ქვეყნებმა მიწისქვეშა გაზის საწყობების მარაგების ვადაზე ადრე შევსება მოახერხეს. ახლა ისინი შარშანდელ მაჩვენებელს მეოთხედით აღემატება და ზოგადად თითქმის 80%-ით არის სავსე. ევროკომისიის საგაზაფხულო გეგმა გადამეტებით შესრულდა. ამჟამინდელი რეზერვები მხოლოდ შედარებით ნაკლებად ცივი ზამთრისთვის იქნება საკმარისი და მალევე დადგება მომავალი ზამთრისთვის საწყობების შევსების საკითხი. ევროპელებს დიდი ხანია სჯერა, რომ კრემლი ნებისმიერი საბაბით სრული გათიშვისთვის ემზადება. გაზპრომის გულწრფელობის არც ბრიუგელის კვლევითი ცენტრის ეკონომისტს და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორს სჯერა. მისი აზრით, მთავარი სცენარი რუსული გაზის მიწოდების ნულამდე შემცირებაა. მომზადებულია BBC-ის მიხედვით
სალომე ზურაბიშვილმა ჩამოთვალა სამი საკითხი, რომლებზეც პრემიერმა უნდა გაამახვილოს ყურადღება
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ახლა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მომენტია გამომდინარე იქედან, რომ ერთ კვირაში ასოცირების საბჭოს სხდომა უნდა გაიმართოს, რაც სალომე ზურაბიშვილის აზრით, პირველი მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება ზაფხულის შემდეგ, ევროკომისიის მიერ წარდგენილი რეკომენდაციების შემდეგ. ზურაბიშვილმა ისევ გაიმეორა, რომ მისთვის უცნაურია, რომ ამ დრომდე არავინ ჩასულა ხელისუფლებიდან ბრიუსელში. საქართველოს პრეზიდენტმა ჩამოთვალა სამი ნაბიჯი, რომელიც მისი აზრით, პრემიერმა „ჩვენ მიმართ ერთგვარი ეჭვების გასაფანტად უნდა გამოიყენოს“. პრეზიდენტის შეფასებით, ეს მომენტი არ უნდა დაიკარგოს და ძალიან ნათელია ის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას. უფრო კონკრეტულად, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „პრემიერს, როცა ბრიუსელში ჩადის, ევალება“: 1. აუცილებელია, რომ პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა გაემიჯნოს იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს თუ ვიღაცებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებით და რიტორიკით გამოდიან. არ შეიძლება, ჩვენ ერთი ხელით ვითხოვდეთ ევროპულ პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსს და მეორე მხრივ, ხან ვლანძღავდეთ ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორს, ხან ევროკომისიას და ვაბრალებდეთ პარტნიორებს, რომ ომში უნდათ ჩართვა. ეს არის ისეთი მოგონილი ტყუილი, რომელიც საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანის დასრულების შემდეგ არავის სმენია. არ გვინდა ამ რაღაცების მოგონება. სანქციებზე არასწორი ნათქვამები, ომის თემა, რაც ყველასთვის გაუგებარია, ვინც გარედან გვიყურებს. ეს არის მომენტი, როცა ეს ეჭვები, ტყუილები, რაც ჩვენ მიმართ ნდობაზე, ქვეყნის რეპუტაციაზე გავლენას ახდენს, უნდა გაიფანტოს. ამის მოწმე ყველა უნდა ვიყოთ. 2. გეგმის წარდგენა - უკვე აღარ არის დრო პროცესის, კალენდრის, რა გეგმით ვასრულებთ 12 რეკომენდაციას და ვაჩენთ პოლიტიკურ ნებას, რომ ამ გზაზე შევდგეთ და მივიდეთ ბოლომდე. ეს არის ის, რაც უნდა დაუმტკიცოს ჩვენს პარტნიორებს ბრიუსელში. დაინახონ, რომ საქართველო სერიოზულად დგას ამ გზაზე. სხვა ალტერნატივა არ არსებობს. 3. ევროკავშირში ასოცირების საბჭოს შემდგომ, უკვე სამ კვირაში იმართება გაეროში გენასაბლეა. როგორც ჩანს, პრემიერი იქაც აპირებს, რომ წარადგინოს საქართველო, ასეც იყოს, თუ ასე მიაჩნია, მაგრამ იქ მთავარი საკითხი იქნება უკრაინა და იქაც ჩვენ უნდა გავფანტოთ ყველა ეჭვი, რაც შეიქმნა ჩვენ მიმართ. ვიცით, ჩვენ სოლიდარობის გამოჩენა თუ არ ვიცით. სოლიდარობა არ ნიშნავს მეორე ფრონტს, არ ნიშნავს ომში ჩართვას, სოლიდარობა არის ის, რაც საქართველომ კარგად იცის, როცა მეგობარი არის ომში ან ბრძოლაში. სოლიდარობა არის ის, რომ ზურგში არ უნდა გააკრიტიკო, რომ უნდა იდგე მორალურად მის გვერდით, სხვა არაფერს არავინ არ გთხოვს, არც დამატებით სანქციებს, ესეც ტყუილია, არც რამე ჩვენი ჩართვა რამეში, მაგრამ ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, სადაც ეკადრება საქართველოს, ჩვენს წარსულს, ჩვენს ღირსებას, ჩვენ მეგობრულ ურთიერთობას წლების განმავლობაში იმ ქვეყანასთან, რომელიც ჩვენსავით ოკუპირებულია. ეს არის ის, რაც უნდა გამოვაჩინოთ ნიუ-იორკში, გაეროში, რადგან იქ სხვა თემა არ იქნება. ოკუპაცია, ომი, ყველა ქვეყნები გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას და ნათელი უნდა იყოს დღეს უკვე, რომ არჩევანი ძალიან მარტივია - ჩვენ გვინდა, ვიყოთ აღქმული როგორც ქვეყანა, რომელიც ნაწილია ევროპული ოჯახის, ევროპული ღირებულებების, რომელიც არის მონაწილე ერთეული იმ ცივილიზებულ, დემოკრატიულ, თავისუფალი სამყაროსი, თუ სადღაც კიდევ ვმერყეობთ. ეს არის ის, რაც უნდა გამოჩნდეს უახლოეს დღეებში, უახლოეს კვირაში, უახლოეს თვეში და ამაზე პასუხისმგებლობა არის ყველასი ერთად, იმიტომ, როპ ოპოზიცია უნდა გამოვიდეს თავისი „რაღაც გაუგებარი ბოიკოტიდან თუ გვერდზე ვიხედები“, რადგან ყველა იქნება პასუხისმგებელი. მაგრამ მთავარი პასუხისმგებლობა ცხადია, ხელისუფლების არის. მოსახლეობა, საზოგადოება და მეც პირადად ვუყურებთ რა ხდება, როგორ მოხდება და ამ შანსის ჩაგდებას არავინ არავის აპატიებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზელენსკი: რუსეთი ევროპელებზე გადამწყვეტი ენერგეტიკული დარტყმისთვის ემზადება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ევროპელებზე გადამწყვეტი ენერგეტიკული დარტყმისთვის ემზადება. ევროკავშირი: რუსეთის მხრიდან გაზის შანტაჟის ექსტრემალური ვერსიისთვის მზად ვართ „ამ ზამთარს რუსეთი ემზადება ყველა ევროპელზე გადამწყვეტი ენერგეტიკული დარტყმისთვის და ამაზე მთავარი პასუხი უნდა იყოს ორი რამ: პირველი, ჩვენი ერთიანობა – ერთიანობა ტერორისტული სახელმწიფოსგან თავდაცვაში და მეორე – ჩვენი ზეწოლის გაზრდა რუსეთზე – ეს არის როგორც ყველა დონის სანქციების გაძლიერება, ასევე რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლების შეზღუდვა. რაც უფრო მეტ დარტყმას მივაყენებთ ერთად, მით უფრო ნაკლებ დარტყმას შეძლებენ ეს ტერორისტები“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ევროკომისია: „გაზპრომის“ განცხადება სიცრუეა ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ დღეებში რუსეთი ცდილობს, კიდევ უფრო გაზარდოს ენერგეტიკული ზეწოლა ევროპაზე. „რუსეთს სურს, გაანადგუროს ყველა ევროპელის ნორმალური ცხოვრება – ჩვენი კონტინენტის ყველა ქვეყანაში. მას სურს, დაასუსტოს და დააშინოს მთელი ევროპა, ყველა სახელმწიფო. სადაც რუსეთი ამას ჩვეულებრივი იარაღით ვერ ახერხებს, ამას ენერგეტიკული იარაღით აკეთებს. ის ცდილობს, დარტყმა მოახდინოს სიღარიბით და პოლიტიკური ქაოსით, სადაც ჯერ კიდევ არ შეუძლია დარტყმის განხორციელება რაკეტებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ევროპაში გაზი Nord Stream-ის გათიშვის ფონზე, კიდევ 30%-ით გაძვირდა
Nord Stream-ის სრულად გათიშვის ფონზე, ევროპაში, გაზზე საბირჟო ფასები რეკორდულად გაიზარდა. დღეს დილით, ვაჭრობის გახსნისას ოქტომბრის ფიუჩერსებზე 1000 კუბურ მეტრ გაზზე ფასმა $2853 შეადგინა, (ზრდა €279) რაც აქამდე არსებულ ფასზე 30%-ით მეტია. ევროკავშირი: რუსეთის მხრიდან გაზის შანტაჟის ექსტრემალური ვერსიისთვის მზად ვართ ამასთან, 2 სექტემბერს საბირჟი ვაჭრობა (1000 კუბურ მეტრ გაზზე) $2213 ნიშნულზე დაიხურა. კრემლი ნებისმიერი საბაბით გაზის სრულ შეწყვეტას ეცდება. ევროპა უარესი სცენარისთვის ემზადება - BBC რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ 2 სექტემბერს, ტექნიკური მიზეზების გამო, ევროპას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა. რუსული მხარე აცხადებს, რომ ზეთის გაჟონვამ, ხელი შეუშალა გაზის ტურბინის ძრავის ამოქმედებას. ტურბინების მწარმოებელი Siemens ამტკიცებს, რომ გაჟონვის გამოსასწორებლად ძრავის გაჩერება საჭირო არ არის. ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც ელოდნენ მიწოდების პრობლემებს, ბოლო თვეებში გაზსაცავები შეავსეს. ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები მომავალ პარასკევს შეხვედრას გეგმავენ. ევროკავშირი ეძებს გზებს, რათა დაამშვიდოს არასტაბილური ბაზარი და დაიცვას ხალხი მაღალი ფასებისგან.
კრემლი აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი“ მუშაობას სანქციების გაუქმების შემდეგ განაახლებს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „ჩრდილოეთის ნაკადი“ მუშაობას მაშინ განაახლებს, როცა დასავლეთის ქვეყნები რუსეთს სანქციებს მოუხსნიან. ევროპაში გაზი Nord Stream-ის გათიშვის ფონზე, კიდევ 30%-ით გაძვირდა „სანქციების მოხსნის შემდეგ, საშუალება გვექნება „ჩრდილოეთის ნაკადის“ ტურბინებს სარემონტო სამუშაოები ჩავუტაროთ, რადგან სწორედ ამ მიზეზით გაჩერდა გაზსადენი“, - აღნიშნა პესკოვმა. მისი მტკიცებით, გაზის გადატუმბვის პრობლემა სანქციების გამო შეიქმნა. კრემლი ნებისმიერი საბაბით გაზის სრულ შეწყვეტას ეცდება. ევროპა უარესი სცენარისთვის ემზადება - BBC რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ 2 სექტემბერს, ტექნიკური მიზეზების გამო, ევროპას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა. რუსული მხარე აცხადებს, რომ ზეთის გაჟონვამ, ხელი შეუშალა გაზის ტურბინის ძრავის ამოქმედებას. ტურბინების მწარმოებელი Siemens ამტკიცებს, რომ გაჟონვის გამოსასწორებლად ძრავის გაჩერება საჭირო არ არის. ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც ელოდნენ მიწოდების პრობლემებს, ბოლო თვეებში გაზსაცავები შეავსეს. ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები მომავალ პარასკევს შეხვედრას გეგმავენ.
Bloomberg: ევროპისთვის გაზის სრულად შეწყვეტის გამო, რუსეთის ბიუჯეტი ყოველწლიურად $6,6 მილიარდს დაკარგავს
ევროპისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო შესაძლოა, რუსეთის ბიუჯეტმა საგადასახადო შემოსავლების სახით, წელიწადში $6,6 მილიარდი დაკარგოს. ამის შესახებ Bloomberg რუსეთის მთავრობის საიდუმლო მოხსენებაზე დაყრდნობით იუწყება. „გაზპრომი“ აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაუმართაობის გამო, ევროპისთვის გაზის მიწოდება სრულად შეაჩერა გამოცემა წერს, რომ 30 აგვისტოს რუსეთის მთავრობას განსახილველად წარედგინა დოკუმენტი, რომელიც „უფრო საშინელ სურათს ასახავს, ვიდრე ოფიციალური პირები ჩვეულებრივ ოპტიმისტურ საჯარო განცხადებებში აკეთებენ“. მოხსენების თანახმად, ევროპისთვის (რუსეთის მთავარი საექსპორტო ბაზრი) გაზის მიწოდების სრული შეწყვეტა რუსეთის ბიუჯეტზე მძიმედ აისახება და საგადასახადო შემოსავლების სახით შესაძლოა, წელიწადში 400 მილიარდი რუბლი (6,6 მილიარდი დოლარის ექვივალენტი) დაკარგოს. ახალი საექსპორტო ბაზრებით გაყიდვების მოცულობის დაკარგვის სრულად კომპენსირება, საშუალოვადიან პერიოდშიც კი შეუძლებელი იქნება. ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გავლენის გამო, რუსული ლითონის მწარმოებლები წელიწადში დაახლოებით $5,7 მილიარდ დოლარს დაკარგავენ. „რუსეთის ნავთობის მოპოვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობა, ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე, დასავლეთის სანქციების ამოქმედების შემდეგ მნიშვნელოვან ზარალს განიცდის“, - წერს გამოცემა.
ოლაფ შოლცი: გერმანია რუსული გაზის გარეშე, მომავალი ზამთრისთვის მზადაა
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია მზადაა, ზამთრის სეზონი გადალახოს, თუ რუსეთი გაზის ექსპორტის შეჩერებას გადაწყვეტს. შოლცის თქმით, ჩრდილოეთ გერმანიაში მომზადდა ტერმინალები თხევადი გაზის იმპორტისთვის, ნახშირზე მომუშავე სადგურები ფუნქციონირებს და საჭიროების შემთხვევაში, ატომური ელექტროსადგურები სამხრეთში, 2023 წლის დასაწყისში მზად იქნება. „გაზი დავზოგეთ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიყენებთ ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების წარმოების შესაძლებლობებს. მომავალი წლის დასაწყისში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, გამოვიყენოთ სამხრეთ გერმანიის ატომური ელექტროსადგურები, თუ ეს საჭირო იქნება“, - განაცხადა კანცლერმა. „გაზპრომმა“ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაუმართაობის გამო, ევროპისთვის გაზის მიწოდება სრულად შეაჩერა. საპასუხოდ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „გაზპრომის“ ნაბიჯი გასაკვირი არ იყო. ევროკომისია: „გაზპრომის“ განცხადება სიცრუეა „გაზპრომის ნაბიჯი, სამწუხაროდ, გასაკვირი არ არის. გაზის იარაღად გამოყენება არ შეცვლის ევროკავშირის გადაწყვეტილებას. ჩვენ დავაჩქარებთ ჩვენს გზას ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ. ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და მხარი დავუჭიროთ უკრაინის თავისუფლებას“, - წერდა შარლ მიშელი Twitter-ზე. კრემლი ნებისმიერი საბაბით ეცდება გაზის სრულ შეწყვეტას. ევროპა უარესი სცენარისთვის ემზადება - BBC
რუსეთის მოქალაქეების მოგზაურობები ევროპაში 90-95%-ით შემცირდა - ტუროპერატორთა ასოციაცია
2022 წლის პირველ ექვს თვეში, ევროპის ქვეყნებ 1,2 მილიონი რუსეთის მოქალაქე ეწვია. 2019 წლის იმავე პერიოდისთვის ეს მაჩვენებელი 8 მილიონი იყო. რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის (ATOR) ცნობით, ვარდნა 85%-ია. დღეიდან რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმით ვეღარ ისარგებლებენ ეს მაჩვენებლები მოიცავს არა მხოლოდ ტურისტულ მოგზაურობებს, არამედ მოგზაურობებს ყველა მიზნით, სამუშაოდან და სწავლიდან დაწყებული, ნათესავებთან კერძო ვიზიტებამდე. ზაფხულში, ევროპის სანაპიროებზე ტრადიციულად მაღალი მოთხოვნის გამო, რუსეთის მოქალაქეების მოგზაურობების კლება, სავარაუდოდ 90-95 პროცენტს მიაღწევს, მიიჩნევს ATOR. ამ სეზონზე ევროპაში პრაქტიკულად არ იყვნენ ბიუჯეტიანი რუსი ტურისტები, რადგან ყველა ასეთი ტური ძვირი ღირდა. ყველაზე დიდი მოთხოვნა იყო 4-5 ვარსკვლავიანი კატეგორიის სასტუმროები. ასევე გაიზარდა მოთხოვნა „ყველა ინკლუზივზე“ - ტურისტებს სურდათ რუსეთში გადაეხადათ ყველა შესაძლო სერვისი, რადგან ქვეყნის გარეთ რუსული საბანკო ბარათები არ მუშაობს.
ლუკაშენკომ პირობა დადო, რომ „ევროპას არ გაყინავს“
ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, პირობას დებს, რომ „ევროპას არ გაყინავს“. ამის შესახებ, მან ვიდეოში განაცხადა, სადაც შეშას ჭრის და ევროპაში შექმნილ ენერგოვითარებას განიხილავს. ევროკავშირის ქვეყნებმა წლის დასაწყისიდან რუსეთიდან გაზის იმპორტი 48%-ით შეამცირეს „არ მოვცემთ ევროპას გაყინვის საშუალებას. დავეხმარებით ჩვენს ძმებს, შესაძლოა, ისინი ოდესმე ჩვენც დაგვეხმარებიან“, - განაცხადა ლუკაშენკომ. ბელორუსის პრეზიდენტის თქმი, ევროპას ახლა შეშის ასარჩევად არ სცალია. „ევროპას არჩევანის დრო არ აქვს: ნაძვი თუ არყის ხე? მთავარია თბილად იყვნენ. უნდა მოვიფიქროთ, როგორ მიიღონ შეშა გლეხებმა და მუშებმა, მდიდრების ნაცვლად. მთავარია, პოლონეთში დუდა და მორავეცკი (პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი) არ გაიყინონ“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
Bloomberg: ევროპა მზადაა, ზამთარი რუსული გაზის გარეშე გადაიტანოს
მიმდინარე ზამთარს ევროპაში, გასულ წელთან შედარებით, შესაძლოა, 40%-ით მეტი თხევადი გაზი იმპორტირდეს, რაც რუსეთისგან გაზის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ გაჩენილ დეფიციტს დააკომპენსირებს. ამას Bloomberg-ის მონაცემები ადასტურებს. Bloomberg-ის ანგარიში მიუთითებს, რომ რეგიონს ზამთარში შეუძლია, თითქმის 40%-ით მეტი LNG შემოიტანოს, ვიდრე გასულ წელს და შესყიდვები დაახლოებით 14%-ით (მომავალ ზაფხულს დაკარგული მარაგების შესავსებად) გაზარდოს. გამოცემა წერს, რომ ენერგიის მაღალი ფასების გამო, გაზზე მოთხოვნის შემცირების ფონზე, ეს მიწოდება პირველი ოქტომბრიდან რუსული მილსადენების ნაკადების სრულად გაჩერების შედეგად შექმნილი დეფიციტის დასაფარად საკმარისია. „დამატებითი საწვავის მისაღებად, ევროპელ მყიდველებს ადგილზე 90%-ით მეტი LNG-ის შეძენა მოუწევთ, ვიდრე გრძელვადიანი კონტრაქტებით უზრუნველყოფდნენ, რაც კიდევ უფრო გაზრდის კონკურენციას აზიასთან. ეს ხელს შეუწყობს გაზზე მსოფლიო ფასების კლებას, რომელიც მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ევროპამ უკრაინაში რუსეთის ფართომასტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსულ გაზზე დამოკიდებულიების შემცირება სცადა“, - წერს გამოცემა.
აშშ-ის საელჩო: საქართველოს აქვს პოტენციალი, ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო ჰაბი გახდეს
საქართველოს აქვს პოტენციალი ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო ჰაბი იყოს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ კვირაში საქართველოს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები საბაჟო პროცედურებსა და სასაზღვრო ტრანზაქციებში გადაამზადეს. "ამ კვირაში საქართველოს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები გადავამზადეთ საბაჟო პროცედურებსა და სასაზღვრო ტრანზაქციებში. საქართველოს აქვს პოტენციალი იყოს ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო ჰაბი. მსგავსი სამუშაო შეხვედრებით ხელს ვუწყობთ ეფექტიანი და გამჭვირვალე საბაჟო პროცედურების დამკვიდრებას, რაც, თავის მხრივ ამ პოტენციალის რეალიზებისკენ გადადგმული ნაბიჯია. დღემდე, მხოლოდ აშშ-ის კომერციული კანონისა და განვითარების პროგრამის ფარგლებში საქართველოს საბაჟოს გასაუმჯობესებლად $700,000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მედია: ევროპაში შესაძლოა, კასპიის გაზის რესურსების ტრანსპორტირება დაჩქარდეს
კასპიის გაზის რესურსების ევროპულ ბაზრებზე ტრანსპორტირება შესაძლოა დაჩქარდეს, იმ შემთხვევაში, თუ ენერგეტიკული კრიზისი კიდევ გაღრმავდება, განაცხადა Yeni Şafak-ის მიმომხილველმა ერდალ ტანას კარაგოლმა. „თუ რუსეთსა და ევროპას შორის გაზის კრიზისი კიდევ გაღრმავდება, ანუ გაიზრდება ევროპის ქვეყნების მოთხოვნა სამხრეთ გაზის დერეფანზე, კასპიის ზღვის გაზის რესურსების ევროპულ ბაზრებზე ტრანსპორტირება შესაძლოა, დაჩქარდეს. ცხადია, რომ სამხრეთ გაზის დერეფანს ევროპის ქვეყნებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს ალტერნატივაა. ამ დერეფნის მზარდი როლი ენერგომომარაგების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ასევე გააძლიერებს თურქეთის მისწრაფებებს რეგიონში, რომ ენერგეტიკულ ცენტრად იქცეს“, - წერს ანალიტიკოსი. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, ვროპაში სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, აზერბაიჯანული გაზის მიწოდება დაწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე, მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, რომელიც ბუნებრივი აირის მსოფლიოში უდიდესი იმპორტიორია, აზერბაიჯანმა საექსპორტო შესაძლებლობების დივერსიფიცირება მოახდინა. TAP-ი, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, ყოველწლიურად აწვდის რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და თითო მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.
სალომე ზურაბიშვილი: მომავალი წელი საქართველოსთვის ევროპის წელი იქნება
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზი გახსნა, რომელსაც უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მომავალი წელი ნიკო ნიკოლაძის საიუბილეო წელია, ასევე, მომავალი წელი საქართველოსთვის ევროპის წელი იქნება და ამის დაკავშირება ნიკო ნიკოლაძესთან ძალიან სწორია, რამეთუ სახელმწიფოს შესახებ ყველა მისი მოწოდება და ყველა მისი აზრი ევროპის გზას ემთხვევა. ,,მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ნიკო ნიკოლაძის სახელობის დარბაზის გახსნა, რომელიც სიმბოლურად დიდი მნიშვნელობის მატარებელია. თქვენ იცით, რომ ჩვენ პრემიერის ადმინისტრაციასთან დაწყებული გვაქვს მუშაობა იმისათვის, რომ მომავალი წელი იყოს ნიკო ნიკოლაძის წელი. სახელმწიფო კომისია უთუოდ შექმნება. მთავარი იდეაა, რომ მომავალი წელი საქართველოსთვის ევროპის წელი იყოს და ამის დაკავშირება ნიკო ნიკოლაძესთან ძალიან სწორია, რამეთუ სახელმწიფოს შესახებ ყველა მისი მოწოდება, ყველა მისი აზრი ევროპის გზას ემთხვევა, რადგან რასაც ევროპა გულისხმობს, ის ყველაფერი ჩვენშია. აქ ნახსენები იყო სასამართლო და ჩვენ ოდიდან გვქონდა ამის ადათი და ტრადიცია, რომელიც შუალედში დაგვაკარგინეს, მაგრამ ამისი აღდგენა შეიძლება. თვითმმართველობა - თვითმმართველი მხარეების გარეშე საქართველო ვერ მოვიდოდა დღემდე და ვერ გაუძლებდა შემოტევებს მისი ისტორიის მთელ გზაზე. გენდერი - ეს ერთ-ერთი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა იყო. თვლიდა, რომ ქალებსა და ვაჟებს შორის არანაირი განსხვავება არ იყო და პირველობაზე თუ ვსაუბრობთ, მან პირველმა გაიყვანა ქართველი ქალი სტუდენტები საზღვარგარეთ, შვეიცარიაში სასწავლებლად. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი ვარ, მაგრამ ეს შთამომავლობა დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაცაა და იმედი მაქვს, რომ მეც შევიტან წვლილს მისი ცხოვრების მთელი არსისა და მიზნის განხორციელებაში - ამ ქვეყნისა და ამ სახელმწიფოს გაძლიერებაში. და ბოლოს, მინდა, სტუდენტებსაც მივმართო: დღეს ძალიან დიდი ტენდენციაა და საჭიროცაა, რომ სტუდენტები გავიდნენ ქვეყნიდან, სწორედ ნიკო ნიკოლაძის მაგალითის მსგავსად, საზღვარგარეთ მიიღონ კიდევ მეტი სპეციალიზაცია და მოიარონ მსოფლიო, ის ჯერ იყო რუსეთში, შემდეგ ევროპაში და იქიდან ჩამოიტანა ყველაფერი, რაც ჩამოსატანი იყო. მაგრამ მისი მაგალითია ისიც, რომ დაბრუნდა საქართველოში ყველაზე ცუდ პერიოდში. ეს არის მაგალითი, რომ უცხოეთში უნდა მიიღო ყველაფერი, კარგი და ცუდი გაარჩიო, დაბრუნდე აქ და შენი წვლილი შეიტანო ამ ქვეყნის მშენებლობაში. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ნიკო ნიკოლაძე იყო მომავალზე ორიენტირებული. მთავარი მისი საქმიანობის გაგრძელებაა, რომ ახალგაზრდები იყვნენ სახელმწიფო ინტერესებით და სახელმწიფოზე ზრუნვით აღჭურვილნი და ახალი საქართველო ააშენონ. ჩვენ როგორც არასოდეს, ისე გვჭირდება ინჟინრები. გვაქვს ამისი უნარი და ნიჭი, მაგრამ საჭიროა, რომ ყველა დარგი შეივსოს და არ იყოს დეფიციტური პროფესიები, თუ გვინდა, რომ სახელმწიფო იყოს ძლიერი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. პრეზიდენტს უნივერსიტეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) სპიკერი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრები, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი ევროპისთვის შეუცვლელია
მსოფლიოში ბოლოდროინდელი მოვლენები აჩვენებს, რომ ევროპის კონტინენტისთვის თურქეთი შეუცვლელია. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ, სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა. „მსოფლიოში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ თურქეთი შეუცვლელია ევროკავშირისა და ევროპის რეგიონისთვის“, - განაცხადა ერდოღანმა. მისი თქმით, პრაღაში გამართული ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის მონაწილეებმა, რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მოგვარების საქმეში, ანკარის როგორც შუამავალის როლს მაღალი შეფასება მისცეს.
ჩინეთმა ევროპასა და აზიაში თხევადი გაზის მიწოდება შეაჩერა
ჩინეთმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ გაზის იმპორტიორებს მოუწოდა, რომ ევროპასა და აზიაში თხევადი გაზის გაყიდვა შეწყვიტონ, რათა ზამთრის სეზონზე, გათბობის სეზონისთვის საკუთარი მოხმარება უზრუნველყონ. Bloomberg-ის ინფორმაციით, ბრძანება ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების ეროვნულმა კომისიამ გასცა. ამასთან გამოცემა წერს, რომ ჩინეთის მიერ თხევადი გაზის გაყიდვები ევროპულ ბაზარს მარაგების სწრაფად შევსების საშუალებას აძლევდა, თუმცა ტრანსპორტირების რეკორდულად მაღალმა ხარჯებმა, საწვავის გადაზიდვის მიმზიდველობა შეამცირა.
აშშ ევროპაში საჰაერო სადესანტო ელიტარულ დივიზია, „მყვირალა არწივებს" აგზავნის
აშშ-ის 101-ე საჰაერო სადესანტო დივიზია, რომელიც ცნობილია როგორც „მყვირალა არწივები“, ევროპაში 80 წლის შემდეგ ბრუნდება. ამერიკის შეერთებული შტატები NATO-ს ელიტარულ საჰაერო-სადესანტო დივიზიის ჯარებს ევროპაში აგზავნის. 101-ე საჰაერო სადესანტო დივიზიის 2400 ჯარისკაცი რუმინეთში, ბულგარეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში განთავსდება. „80 წლის შემდეგ, 101-ე საჰაერო სადესანტო დივიზია, რომელიც ცნობილია როგორც „მყვირალა არწივები“, ბრუნდება ევროპაში. თითქმის 2400 ჯარისკაცი განლაგდება რუმინეთში, ბულგარეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში, რათა დაიცვან NATO-ს აღმოსავლეთი ფლანგი, მხარი დაიჭირონ ჩვენს მოკავშირეებს და შეაკავონ ჩვენი მოწინააღმდეგეები“, - ნათქვამია NATO-ში აშშ-ის მისიის განცხადებაში. აშშ-ის არმიის 101-ე დივიზია, მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობდა, მათ შორის 1944 წელს ნორმანდიაში მოკავშირეთა დესანტის გადმოსხმის სამხედრო ოპერაციაში.
ევროპაში გაზის ფასი, მარაგების გადაჭარბების გამო ეცემა
ევროპაში გაზის საბირჟო ფასი ეცემა. ერთ დღეში ცვლილებამ კიდევ 1% შეადგინა , რასაც ლონდონის საფონდო ბირჟის ICE მონაცემები ადასტურებს. ნოემბრის ფიუჩერსებზე (უმსხვილესი ევროპული ჰაბის TTF ინდექსის მიხედვით) ვაჭრობა ფასის კლებით გაიხსნა და ათას კუბურ მეტრ გაზზე $1020,1 შეადგინა (-5,4%). 2022 წლის მარტის დასაწყისში, რუსული ენერგორესურსების იმპორტის აკრძალვის საფრთხის გამო, ევროპაში, გაზის ფასი ზედიზედ ოთხი დღის განმავლობაში ისტორიულ მაჩვენებელს მიუახლოვდა და ათას კუბურ მეტრზე $3 892 გაუტოლდა. შემცირებული ფასები, ევროპაში გაზის გადაჭარბებულ მარაგზე მიუთითებს. ექსპერტების შეფასებით, ევროპას უბრალოდ არ სჭირდება ამდენი გაზი. 25 ოქტომბრის მდგომარეობით, ევროპაში, მიწისქვეშა გაზის საწყობებში მარაგმა თითქმის 102 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. საცავების მაქსიმალური სიმძლავრე 108 მილიარდი კუბური მეტრია. ამ დროისთვსი საწყობების დაახლოებით 95% -ია შევსებული. (2021 წელს ზამთრის წინა სტრატეგიული რეზერვი არსებული მოცულობის 80%-ს შეადგენდა).
ერდოღანი: თურქეთი რუსული გაზის ევროპაში განაწილებას უზრუნველყოფს
ანკარა, „თურქული ნაკადის“ გაზსადენის გავლით, რუსული გაზის ევროპაში განაწილებას უზრუნველყოფს. რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ანკარაში მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის წევრებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მანამდე, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, თურქეთში გაზის ჰაბის შექმნის საკითხი განიხილეს, რომლის მეშვეობითაც, რუსეთის ფედერაცია გაზის ტრანზიტის „ჩრდილოეთის ნაკადიდან“ შავი ზღვის რეგიონში და თურქეთში გადატანას გეგმავდა. ასევე წაიკითხეთ: „შანხაის ხუთეულის“ წევრობა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია - სად გადის ზღვარი თურქეთის ტაქტიკასა და მიზნებს შორის
ელჩი დეგნანი: გვსურს, რომ საქართველო ვიხილოთ სტაბილური, მშვიდობიანი და აყვავებული
„ქართველმა ხალხმა არაერთხელ დააფიქსირა, რომ სურს ძლიერი დემოკრატია, ევროატლანტიკური მომავალი და შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ხალხის მხარდაჭერას ამ მისწრაფების განხორციელებისთვის, ეს არის ის, რასაც 30 წელია, ვაკეთებთ და ამის გაკეთებას მომავალშიც გავაგრძელებთ. ჩვენ მართლაც გვჯერა საქართველოს წარმატების და გვსურს, რომ ეს ქვეყანა ვიხილოთ სტაბილური, მშვიდობიანი და აყვავებული“, ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა მედიას 3 ნოემბერს განუცხადა. მას დღეს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე ჰკითხეს. ელჩს აშშ-ის საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ლიდერის კომენტარზეც დაუსვეს შეკითხვა. ელჩი დეგნანი: ყველაფერი, რასაც პოლიტიკური დევნის სახე აქვს, ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს „თქვენ ნახეთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება, ასევე, ევროკავშირის და საქართველოს სხვა მეგობრების განცხადება. ყველაფერი, რაც აშშ-მ ბოლო 30 წლის განმავლობაში გააკეთა საქართველოსთვის, მიზნად ისახავდა ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანის მხარდაჭერას, უსაფრთხო, დემოკრატიული მომავლისათვის. ამ მომავლის მისაღწევად, მიუკერძოებელი სასამართლოს ცენტრალური ადგილი უკავია და ყველაფერი, რასაც პოლიტიზების, პოლიტიკური დევნის სახეც კი აქვს, ამ ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს. საქართველოს ლიდერები, მათ შორის მმართველი პარტია, ქართველ ხალხს დაჰპირდა საპარლამენტო არჩევნებზე, რომ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამენ საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის გზაზე. ყველაფერი, რაც ხელს უშლის ან თუნდაც რისკის ქვეშ აყენებს ამას, ღრმად შემაშფოთებელია. შეერთებულ შტატებში ჩვენ ვაფასებთ და ვიცავთ სასამართლოს დამოუკიდებლობას, რადგან ვიცით, რომ მიუკერძოებელი სასამართლო არის ჩვენი დემოკრატიის საფუძველი. ეს არის ის, რასაც მოაქვს მედეგობა, სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად. იგივე გვინდა ქართველი ხალხისთვისაც, რომელმაც არაერთხელ დააფიქსირა, რომ სურს ძლიერი დემოკრატია, ევროატლანტიკური მომავალი და შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ხალხის მხარდაჭერას ამ მისწრაფების განხორციელებისთვის, ეს არის ის, რასაც 30 წელია, ვაკეთებთ და ამის გაკეთებას მომავალშიც გავაგრძელებთ. ჩვენ მართლაც გვჯერა საქართველოს წარმატების და გვსურს, რომ ეს ქვეყანა ვიხილოთ სტაბილური, მშვიდობიანი და აყვავებული“, - განუცხადა ამერიკის ელჩმა ქართულ მედიას.
Bloomberg: რუსეთმა ევროპაში, ნავთობის ბაზრის 90% უკვე დაკარგა
Bloomberg-ის ცნობით, რუსეთის ფედერაციამ, ევროკავშირის ჩრდილოეთის ქვეყნებში თავისი ნავთობის ბაზრის 90%-ზე მეტი დაკარგა. თურქეთი, დეკემბრიდან ტანკერებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს ჩაკეტავს Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ 18 ნოემბრამდე, 4 კვირაში რუსეთმა როტერდამში დღეში მხოლოდ 95 000 ბარელ ნავთობი გადაზიდა, თუმცა, თებერვლის დასაწყისში რეგიონის პორტებში დღეში 1,2 მილიონ ბარელზე მეტი რუსული ნავთობი იგზავნებოდა. ლიეტუვამ, საფრანგეთმა და გერმანიამ, რუსული ნავთობის იმპორტი რამდენიმე თვის წინ შეწყვიტეს, სექტემბერში კი სამეულს პოლონეთიც შეუერთდა. „ნავთობის ვაჭრობიდან რუსეთის ყოველკვირეული შემოსავალი, 2022 წლის იანვრის დასაწყისიდან ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა. რუსული ნავთობის გადამზიდავი ტანკერები თავს იკავებენ ამ ქვეყნის ნედლეულის გადაზიდვისგან. მკვეთრად იზრდება გემების რაოდენობა, რომლებიც ტოვებენ ბალტიისპირეთს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მათი შემდეგი დანიშნულების ადგილია პორტ-საიდია ან სუეცის არხი“, - წერს გამოცემა. ევროკავშირი, რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარს 24 ნოემბერს გამოაცხადებს.
უკრაინა ომის დაწყების შემდეგ, ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ვიზიტს მასპინძლობს
დღეს კიევს ესტონეთის, ფინეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სტუმრობენ. ეს არის საერთაშორისო დონის ყველაზე მასშტაბური ვიზიტი კიევში მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ვიზიტის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. „ჩვენი პირველი შეხვედრები კიევში „უკრენერგოს“ აღმასრულებელ დირექტორთან და უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილესთან, მკაფიო სიგნალი იმისა, თუ რა არის უკრაინის პრიორიტეტები ამ მომენტში“, - განაცხადა ლანდსბერგისმა. თავის მხრივ, Ukrenergo-ს აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება არამხოლოდ იარაღი, არამედ ელექტროენერგიის გენერატორები და ტრანსფორმატორები. „როგორც ჩანს, ყველას მძიმე ზამთარი გველის. თუმცა ზამთარი უკრაინელებისთვის მუდმივი ბომბების წვიმის ქვეშ, გაცილებით მკაცრი იქნება. ლიეტუვა იყო პირველი, ვინც ელექტროენერგიის გენერატორები და ტრანსფორმატორები მიაწოდა უკრაინას, მაგრამ ქვეყანას გაცილებით მეტი სჭირდება“, - აღნიშნა ლიტუვის უმაღლესმა დიპლომატმა.
ევროკომისია, შეიარაღებისა და ევროპის თავდაცვისთვის €1,2 მილიარდს გამოყოფს
ევროკომისიამ დღეს თავდაცვის კვლევებში, იარაღისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელების შესახებ გამოაცხადა, რისთვისაც €1,2 მილიარდი დაიხარჯება. ინფორმაცია დღეს ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დღეს ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაახლოებით 1.2 მილიარდი ევროს ინვესტიციას, ერთობლივი თავდაცვის კვლევისა და განვითარების პროექტებისთვის გამოყოფს. პირველი 61 პროექტი დაფინანსდება, რომლებიც ევროპის თავდაცვის ფონდის (EDF) მიერაა მხარდაჭერილი. ამ გადაწყვეტილებით, ევროკავშირი აფინანსებს პროექტებს „თანამედროვე თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისთვის, კერძოდ, შემდეგი თაობის საბრძოლო თვითმფრინავების, ჯავშანტექნიკისა და გემების, აგრეთვე კრიტიკული ტექნოლოგიების სივრცეში, კიბერუსაფრთხოების, სამხედრო ღრუბლოვანი ტექნოლოგიების, ნახევარგამტარებისა და სამედიცინო კონტრზომების სფეროში“, - ნათქვამია შეტყობინებაში.
გერმანია აპირებს, ევროპის უსაფრთხოების გარანტი გახდეს - შოლცი
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია აპირებს, ევროპის უსაფრთხოების გარანტი გახდეს. ამის შესახებ ჟურნალ Foreign Affairs-ის სტატიაშია ნათქვამი. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ რუსეთის დაპყრობით ომმა უკრაინის წინააღმდეგ დაასრულა მთელი ეპოქა და ახლა მსოფლიო „ეპოქალური ტექტონიკური ცვლილების“ წინაშე დგას. „თუმცა, პუტინს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ თავისი გზა გაიაროს; უნდა შეწყდეს რუსული რევანშისტული იმპერიალიზმი“, - განაცხადა შოლცმა. მისივე თქმით, გერმანიას სურს, რომ ევროპული უსაფრთხოების გარანტი გახდეს. „ამას მოელიან ჩვენგან მოკავშირეები. ეს ერთადერთი საშუალებაა გერმანიისთვის, რომ წარმატებულად გადალახოს ჩვენი დროის გეოპოლიტიკური განხეთქილება“, - აღნიშნა შოლცმა.
ზელენსკი Politico-მ ევროპის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Politico-ს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიას ლიდერობს. Politico-მ უკრაინის პრეზიდენტი, ევროპის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა. გამოცემის თანახმად, ევროპა იცვლება და კონტინენტი ხელახლა აფასებს თავის სტრატეგიულ ურთიერთობებს, სერიოზულად ეკიდება თავდაცვას, ვაჭრობის, გაწევრიანებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკას. როგორც გამოცემა წერს, ზელენსკიმ დაარწმუნა დანარჩენი ევროპა, რომ მისი მომავალი უკრაინასთან არის დაკავშირებული. „ფართოდ რომ განვიხილოთ, ის ხელახლა ფიქრობს, რას ნიშნავს, იყო ევროპის ნაწილი. ზელენსკიმ დაარწმუნა დანარჩენი ევროპა, რომ მისი მომავალი უკრაინასთან არის დაკავშირებული. რუსეთის შეჭრამდე ამის ცოტას თუ სჯეროდა. მისი კომუნიკაციის უნარი მთავარია. მისი რიტორიკა მკაფიოდ ასახავს რუსეთის რეჟიმის ბოროტებას, რომლის წინააღმდეგაც იბრძვის, ფანტავს რწმენას - განსაკუთრებით ბერლინსა და პარიზში, რომ მოსკოვი შესაძლოა, პარტნიორი იყოს“, - წერს გამოცემა. ამავე სტატიაში წერის: უბრალოდ შეხედეთ, როგორ გარბიან ევროპელი ლიდერები, რომლებიც არჩევნებში იმარჯვებენ, კიევში, რათა გადაიღონ ფოტო საკულტო ზეთისხილისფერ-მწვანე მაისურიან 44 წლის კაცთან“.
არცერთი გაერთიანება ევროპაში არ იქნება ძლიერი უკრაინის გარეშე - ზელენსკი
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დადგა დრო, დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ამის შესახებ მან უმაღლეს რადას მიმართვაში ყოველწლიურ შეტყობინებაში განაცხადა. „წელს ჩვენ მივიღეთ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი. მაგრამ ჩვენი მიღწევა მხოლოდ ეს არ არის. ეს მხოლოდ მიღწევის ნაწილია. უკრაინა დიდი ხნის განმავლობაში იმსახურებს ამ სტატუსს, თუნდაც 20 წლის წინ“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, წლის მთავარი მიღწევა საგარეო პოლიტიკაში არის ის, რომ უკრაინა ევროკავშირს და მთელ თავისუფალ სამყაროს თავისუფლებისა და მშვიდობისთვის იბრძვის. „ჩვენ ყველას გავუმხილეთ, რომ უკრაინის გარეშე ევროპაში არც ერთი გაერთიანება არ იქნება ძლიერი. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის ყველა ქვეყანაში მოქალაქეთა თავდაჯერებულმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა უკრაინას და უკრაინის გაწევრიანების იდეას ევროკავშირი“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
ევროპაში გაზზე ფასი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულამდე პირველად შემცირდა
ევროპული გაზის ფასი 1000 კუბურ მეტრზე $850-ზე დაბლა, 21 თებერვლის შემდეგ პირველად დაეცა. ამას მოწმობს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE მონაცემები. იანვრის ფიუჩერსებზე (TTF ინდექსზე) ვაჭრობა $925,20ით ათას კუბურ მეტრზე (-1,9%) გაიხსნა. შემდეგ, ფასი თანდათან შემცირდა და $839.3 (-11%) გაუტოლდა. კვოტირების დინამიკა წინა სავაჭრო დღის ანგარიშსწორების ფასს ეფუძნება და ათას კუბურ მეტრზე $943,5 შეადგენს. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებში ენერგოკრიზისი და რესურსებზე ფასის ზრდა დაიწყო.
აზერბაიჯანი, ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის საკვანძო მოთამაშეა - თურქული ანალიტიკური ცენტრი
აზერბაიჯანი, ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის საკვანძო მოთამაშეა. Trend-ის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის ანალიტიკური ცენტრის ANKASAM-ის (ანკარას კრიზისული სიტუაციებისა და პოლიტიკის კვლევების ცენტრი) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში. სტატიის ავტორის, ცენტრის ექსპერტის ემრაჰ კაიას თქმით, მარშრუტები, რომლითაც ევროპა ცენტრალურ აზიას უკავშირდება, ძალიან შეზღუდულია. „ამ დროისთვის, შუა დერეფანი გთავაზობთ უმოკლეს და იაფად მგზავრობის მარშრუტს ევროპისკენ. გეოპოლიტიკური პოზიციისა და ენერგეტიკული რესურსების თვალსაზრისით აზერბაიჯანს დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპისთვის. როგორც კასპიის ზღვის დასავლეთით მდებარე ქვეყანას, აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი კავშირები აქვს ყაზახეთთან და თურქმენეთთან“, - განაცხადა ემრაჰ კაიამ. „უპირველეს ყოვლისა, სატრანზიტო მიმოსვლის მნიშვნელოვანი მოცულობა ხორციელდება პორტებით, როგორიცაა ალიატი აზერბაიჯანში, აქტაუ ყაზახეთში და კურიკი და თურქმენბაში თურქმენეთში. შეიძლება ითქვას, რომ ცენტრალური აზიის ენერგორესურსები, რომლებმაც შესაძლოა, უზრუნველყონ დაბალი ღირებულება, მსოფლიო ბაზარზე არასტაბილური სიტუაციის ფონზე სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ევროპისთვის“, - აღნიშნავს სტატიის ავტორი. მისი აზრით, ამჟამად იზრდება აზერბაიჯანის გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგიული და გეოეკონომიკური მნიშვნელობა ევროპისთვის, ვინაიდან ევროპის ქვეყნებს შეუძლიათ აზერბაიჯანის გავლით ცენტრალური აზიის რესურსებზე მიიღონ წვდომა.
გამოკითხვის თანახმად, ევროპელთა 74% უკრაინის მიმართ მხარდაჭერას ემხრობა
ევრობარომეტრის უახლესი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ევროკავშირის მოქალაქეების უმრავლესობა უკრაინის მიმართ მხარდაჭერის მომხრეა. 73%-მა განაცხადა, რომ ისინი ეთანხმებიან ევროკავშირის ფინანსურ, სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას, ისევე, როგორც სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა უფრო პოპულარულია სკანდინავიურ ქვეყნებში, ნიდერლანდებში, ირლანდიასა და პორტუგალიაში, სადაც მას მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს. საბერძნეთში, სლოვაკეთში, ბულგარეთსა და კვიპროსში გამოკითხულთა ნახევარზე ნაკლებმა განაცხადა, რომ ისინი ეთანხმებიან ევროკავშირის ქმედებებს უკრაინის მიმართ. გამოკითხვის ფარგლებში, რომელიც 12 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა, ყველა წევრი ქვეყნიდან 26000-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.
კალინი: თურქეთში ჰაბის ამოქმედების შემდეგ, ერაყიდან და ირანიდან ევროპისთვის გაზის მიწოდება გახდება შესაძლებელი
თურქეთმა აშშ-სა და ევროკავშირს, ერაყიდან და ირანიდან გაზის ევროპაში გადატუმბვის შესაძლებლობის განხილვა შესთავაზა. თურქეთმა გაზის ჰაბის შექმნის ვადები დაასახელა თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, რომ ეს შესაძლებელი მას შემდეგ გახდება, რაც ღურქეთში გაზის ჰაბი ამოქმედდება. ნოვაკის თქმით, თურქეთი რუსეთთან გაზის ჰაბის შექმნაზე გადაწყვეტილებას 2023 წელს მიიღებს „ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გაზის ჰაბის პროექტში ჩავრთოთ [გაზის მიწოდება ევროპაში] გაზის ნაკადები ერაყიდან, თურქმენეთიდან TANAP-ის გავლით. ზოგიერთ ევროპელ და ამერიკელ კოლეგას კი შევთავაზე, რომ ამ ენერგეტილული რუკის მიხედვით, რაღაც მომენტში შესაძლებელი იქნება ირანიდან გაზის მიწოდება. ვიცი, რომ შეიძლება ეს ზედმეტად რადიკალურად ჟღერდეს, მაგრამ რატომაც არა, ვითარება იცვლება, მაგრამ ენერგიაზე მოთხოვნა მზარდია“, - განაცხადა კალინმა. თურქეთს აზერბაიჯანის რუსული „გაზის ჰაბის“ პროექტში ჩართვა სურს შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 12 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ერდოღანს შესთავაზა თურქეთში გაზის ჰაბის შექმნა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ჩრდილოეთ ნაკადის გავლით ტრანზიტისას დაკარგული გაზის მოცულობის გადამისამართება. ასევე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქთში ტრაკიას რეგიონი ჩრდილო-დასავლეთში საერთაშორისო მნიშვნელობის ენერგეტიკულ კერად გადაიქცევა. ასევე წაიკითხეთ: „შანხაის ხუთეულის“ წევრობა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია - სად გადის ზღვარი თურქეთის ტაქტიკასა და მიზნებს შორის
ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი
ცხრა ევროპულმა ქვეყანამ „ტალინის დაპირებაზე“ ხელმოწერით აიღო ვალდებულება, უკრაინას მიაწოდოს დახმარება, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის გასათავისუფლებლად სჭირდება ცხრა ევროპულმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას, რომელიც ცნობილია როგორც ტალინის დაპირება და რომლითაც ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ უკრაინას მხარდაჭერა, რომელიც მას სჭირდება რუსეთის მიერ ამჟამად ოკუპირებული ტერიტორიის გასათავისუფლებლად. განცხადების ავტორების თქმით, საჭირო საბრძოლო სიმძლავრის ახალი დონე მიიღწევა მხოლოდ ძირითადი საბრძოლო სატანკო ესკადრილიების კომბინაციით, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ქვეშ, საარტილერიო დივიზიონის ჯგუფებთან ერთად მოქმედებით, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსულ ლოგისტიკურ და სამეთაურო პუნქტებზე დამიზნების საშუალებას იძლევა. 19 იანვარს, ესტონეთის დედაქალაქში გამართულ შეხვედრაზე გაერთიანებულ სამეფოს, პოლონეთს, ესტონეთს, ლატვიას და ლიეტუვას წარმოადგენდნენ თავდაცვის მინისტრები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ წარმომადგენლები დანიიდან, ნიდერლანდებიდან, ჩეხეთიდან და სლოვაკეთიდან. ესტონეთში, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე უოლესმა განაცხადა, რომ 2023 იქნება წელი, როდესაც მსოფლიო ვლადიმერ პუტინს აჩვენებს, რომ მოკავშირეები განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას და რომ პარტნიორები ამას გრძელვადიან პერსპექტივაში გააკეთებენ. აქვე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთი უკრაინას Brimstone-ის ტიპის 600 რაკეტას გადასცემს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვა უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემას, ვერტმფრენებსა და საბრძოლო მასალას გაუგზავნის. ასევე, ესტონეთი უკრაინას რეკორდული მოცულობის, 113 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს. თავის მხრივ, ლატვია უკრაინას, Stingeri-ის ტიპის საზენიტო-სარეკეტო სისტემებს, ვერტმფრენებსა და ტყვიამფრქვევებს გაუგზავნის. პოლონეთი უკრაინას S-60 საზენიტო იარაღს, 70000 საბრძოლო მასალას მიაწვდის. პოლონეთმა უკრაინას უკვე გადასცა 42 ქვეითი საბრძოლო მანქანა, საწვრთნელ პაკეტებთან ერთად ორი მექანიზებული ბატალიონისთვის. გარდა ამისა, პოლონეთი აგრძელებს (155 მმ KRAB) ჰაუბიცების და სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალის მიწოდებას. დანია - 19 ფრანგული წარმოების „კეისრის“ თვითმავალი ჰაუბიცა. ნიდერლანდები მხარდაჭერის ახალი პაკეტის შესახებ პარასკევს გამოაცხადებს. შეგახსენებთ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის „სტრაიკერის“ ჯავშანტექნიკის გაგზავნას განიხილავს. ამის შესახებ Bloomberg-ს ოფიციალურმა პირმა განუცხადა. საუბარია ახალ პაკეტზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას კვირის ბოლომდე გამოუყოფს. ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირების განცხადებით, უკრაინისთვის აშშ-ის უახლოესი დახმარების პაკეტი, სავარაუდოდ, არ მოიცავს ამერიკულ M1 Abrams-ის ტიპის ტანკებს. „აბრამსის ტიპის ტანკი ძალიან რთული აღჭურვილობაა“, - განუცხადა თავდაცვის მდივნის მოადგილემ კოლინ კალმა ჟურნალისტებს პენტაგონში, 18 იანვარს, იტყობინება Bloomberg. 18 იანვარს, ევროპარლამენტმა ასევე მოუწოდა გერმანიას, დიდი ხნის დაპირებული Leopard 2-ის ტიპის ტანკები მიაწოდოს უკრაინას. როგორც მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, ოლაფ შოლცმა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ გერმანია უკრაინას ტანკებს არ გაუგზავნის, თუ აშშ არ დათანხმდება თავისი M1 Abrams-ის ტიპის ტანკების გაგზავნას უკრაინაში, იტყობინება Reuters, რომელიც ანონიმურ წყაროს ციტირებს. სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გერმანიაში სავარაუდოდ, პარასკევს გამოცხადდება. 20 იანვარს, გერმანიაში ასევე დაგეგმილია თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა. ეს ფორმატი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოსაჩენად შეიქმნა. მორიგ შეკრებას NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც დაესწრება. მანამდე, ასევე ცნობილია, რომ აშშ უკრაინისთვის 2,5 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადებს. უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში დღესაც გამოცხადდა. კრიტიკული ინფრასტრუქტურის გარდა, რუსეთი საცხოვრებელ კორპუსებს ბომბავს.
რა შეიარაღებას მოიცავს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტები, რომლებსაც ევროპული ქვეყნები უკრაინას უგზავნიან
უკრაინაში დამატებითი იარაღის გაგზავნის შესახებ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას, სულ უფრო მეტი ქვეყანა პასუხობს. 19 იანვარს, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, ქვეყნის უდიდეს სამხედრო ბაზაზე (TAPA), გაერთიანებულ სამეფოს, პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის, ასევე, დანიის, ნიდერლანდების, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ოფიციალურმა პირებმა უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების პირობა დადეს. ესტონეთში, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ 2023 იქნება წელი, როდესაც მსოფლიო ვლადიმერ პუტინს აჩვენებს, რომ მოკავშირეები განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას და რომ პარტნიორები ამას გრძელვადიან პერსპექტივაში გააკეთებენ. აქვე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთი უკრაინას Brimstone-ის ტიპის 600 რაკეტას გადასცემს. 19 იანვარს ასევე ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვა უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემას, ვერტმფრენებსა და საბრძოლო მასალას გაუგზავნის. ასევე, ესტონეთი უკრაინას რეკორდული მოცულობის, 113 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს. თავის მხრივ, ლატვია უკრაინას, Stingeri-ის ტიპის საზენიტო-სარეკეტო სისტემებს, ვერტმფრენებსა და ტყვიამფრქვევებს გაუგზავნის. პოლონეთი უკრაინას S-60 საზენიტო იარაღს, 70000 საბრძოლო მასალას მიაწვდის. პოლონეთმა უკრაინას უკვე გადასცა 42 ქვეითი საბრძოლო მანქანა, საწვრთნელ პაკეტებთან ერთად ორი მექანიზებული ბატალიონისთვის. გარდა ამისა, პოლონეთი აგრძელებს (155 მმ KRAB) ჰაუბიცების და სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალის მიწოდებას. დანიის ანგარიშზე იქნება 19 ფრანგული წარმოების „კეისრის“ თვითმავალი ჰაუბიცა. ნიდერლანდები მხარდაჭერის ახალი პაკეტის შესახებ პარასკევს გამოაცხადებს. ერთობლივ განცხადებაში გამოცხადებული პაკეტები მოიცავს: დიდი ბრიტანეთი - 600 ბრიმსტონის რაკეტა დანია - 19 ფრანგული წარმოების კეისრის თვითმავალი ჰაუბიცა ესტონეთი - ჰაუბიცები, საბრძოლო მასალები, დამხმარე მანქანები და ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები ლატვია - Stinger-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები, ორი ვერტმფრენი და დრონები ლიეტუვა - საზენიტო იარაღი და ორი ვერტმფრენი პოლონეთი - S-60 საზენიტო იარაღი 70,000 ცალი საბრძოლო მასალა ჩეხეთი - ჯავშანმანქანები (APCs) და ჰაუბიცები შეგახსენებთ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის „სტრაიკერის“ ჯავშანტექნიკის გაგზავნას განიხილავს. ამის შესახებ Bloomberg-ს ოფიციალურმა პირმა განუცხადა. საუბარია ახალ პაკეტზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას კვირის ბოლომდე გამოუყოფს. ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირების განცხადებით, უკრაინისთვის აშშ-ის უახლოესი დახმარების პაკეტი, სავარაუდოდ, არ მოიცავს ამერიკულ M1 Abrams-ის ტიპის ტანკებს. „აბრამსის ტიპის ტანკი ძალიან რთული აღჭურვილობაა“, - განუცხადა თავდაცვის მდივნის მოადგილემ კოლინ კალმა ჟურნალისტებს პენტაგონში, 18 იანვარს, იტყობინება Bloomberg. 18 იანვარს, ევროპარლამენტმა ასევე მოუწოდა გერმანიას, დიდი ხნის დაპირებული Leopard 2-ის ტიპის ტანკები მიაწოდოს უკრაინას. როგორც მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, ოლაფ შოლცმა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ გერმანია უკრაინას ტანკებს არ გაუგზავნის, თუ აშშ არ დათანხმდება თავისი M1 Abrams-ის ტიპის ტანკების გაგზავნას უკრაინაში, იტყობინება Reuters, რომელიც ანონიმურ წყაროს ციტირებს. სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გერმანიაში სავარაუდოდ, პარასკევს გამოცხადდება. 20 იანვარს, გერმანიაში ასევე დაგეგმილია თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა. ეს ფორმატი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოსაჩენად შეიქმნა. მორიგ შეკრებას NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც დაესწრება. მანამდე, ასევე ცნობილია, რომ აშშ უკრაინისთვის 2,5 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადებს. უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში 19 იანვარსაც გამოცხადდა. კრიტიკული ინფრასტრუქტურის გარდა, რუსეთი საცხოვრებელ კორპუსებს ბომბავს.
ჯო ბაიდენი 24 თებერვალს შესაძლოა, ევროპას ეწვიოს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ერთი წლისთავთან დაკავშირებით, ევროპაში ვიზიტს განიხილავს. ამის შესახებ CNN-ს ადმინისტრაციის ორმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა. დეტალები ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი სავარაუდოდ, პოლონეთში ჩავა. პოლონეთი NATO-ს მთავარი მოკავშირეა, სადაც ამერიკელი სამხედროები უკრაინელ ჯარისკაცებსაც ამზადებენ.
აშშ-მ გააორმაგა თხევადი გაზის მიწოდება ევროპისთვის
აშშ-მ გააორმაგა თხევადი გაზის მიწოდება ევროპაში 2022 წელს, 70 მილიარდ კუბურ მეტრამდე, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ენერგეტიკული რესურსების საკითხებში, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უკრაინასა და საბერძნეთში ჯეფრი როს პიატმა ალექსანდროპოლისში აღმოსავლეთ მაკედონიისა და თრაკიის პირველ ფორუმზე. მისივე თქმით, თხევადი გაზი გახდა მნიშვნელოვანი ფაქტორი ევროპისთვის ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციისთვის. მწარმოებლებმა შეძლეს LNG-ის „მობილიზება“ უკრაინის კრიზისის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებების საპასუხოდ. აშშ-ის LNG საექსპორტო პოტენციალი სავარაუდოდ, გაიზრდება დაახლოებით 50%-ით 2025 წლისთვის, ყატართან ერთად, ქვეყანა უახლოეს წლებში LNG-ის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდება. პიატმა თქვა, რომ ალექსანდროპოლისი იძენს ძალიან მნიშვნელოვან როლს, როგორც რეგიონული ენერგეტიკული მოთამაშე და როგორც კარიბჭე უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ფართო რეგიონში.
„ეს არის საქართველო, დიდება გმირებს” - საქართველოს პარლამენტთან უკრაინის სოლიდარობის აქცია იმართება
„ეს არის საქართველო, დიდება გმირებს” - ამ სლოგანით საქართველოს პარლამენტთან უკრაინის სოლიდარობის აქცია იმართება. „დიდება უკრაინას” - ამ სლოგანით შეუერთდნენ საქართველოში მცხოვრები უკრაინელები პარლამენტთან შეკრებილებს. მედიის ცნობით, სოლიდარობის აქციის მონაწილეებს კიევიდან ჩაერთვება უკრაინის დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო. მანამდე, შეკრებილებს მიმართავენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და პოლიტიკოსები. გამოსვლელებს შორისაა უკრაინელი მოქალაქეც.
ღარიბაშვილი: თითოეული ქართველის ძალისხმევაა, მალე საქართველომ ევროპის რუკაზე ადგილი საბოლოოდ დაიმკვიდროს
„თითოეული ქართველის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ მალე დადგეს დღე, როდესაც ევროპის რუკაზე საქართველო საბოლოოდ დაიმკვიდრებს ადგილს, რომელსაც ჩვენი ისტორიითა და კულტურით, ჩვენი წარსულითა და თანამედროვეობით ვიმსახურებთ; დღე, როდესაც თქვენთან ერთად ამაყად ვიტყვით - ევროპაში ჩვენ მასპინძლები ვართ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტურისტული გამოფენის - ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ისე ახლოს ვართ ჩვენს ცივილიზაციურ არჩევანთან, როგორც არასდროს. „დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მიზნის მისაღწევად. დღეს, როდესაც ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ჩვენ ისე ახლოს ვართ ჩვენს ცივილიზაციურ არჩევანთან, როგორც არასდროს; ახლა თითოეული ქართველის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ მალე დადგეს დღე, როდესაც ევროპის რუკაზე საქართველო საბოლოოდ დაიმკვიდრებს ადგილს, რომელსაც ჩვენი ისტორიითა და კულტურით, ჩვენი წარსულითა და თანამედროვეობით ვიმსახურებთ; დღე, როდესაც თქვენთან ერთად ამაყად ვიტყვით - ევროპაში ჩვენ მასპინძლები ვართ. კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას, ვიცე კანცლერს, ქალაქის მერს, ორგანიზატორებს ჩვენი აქ მოწვევისათვის, ხაზგასმით მინდა ავღნიშნო რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს უპრეცედენტო დინამიკა აქვს, რისი ნათელი დადასტურებაცაა დღეს ჩვენი მასპინძლობა ამ ღონისძიებაზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „ქართველები არამხოლოდ ნაწილი, არამედ - თანაშემოქმედნი ვიყავით თანამედროვე ევროპული ცივილიზაციისა, ევროპის ერთიანობის იდეის ერთ-ერთი ავტორი, ევროკავშირისა და მისი კონსტიტუციის თანაშემოქმედი ჩვენი თანამემამულე - მიშელ მუსხელიშვილი იყო“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მხოლოდ ევროპულ ოჯახშია შესაძლებელი, მოგვშორდეს დევნილობის მძიმე ტვირთი - საფეხბურთო კლუბი „გაგრა“
„მხოლოდ ევროპაა გზა - ერთ მშვენიერ დღეს, დავბრუნდეთ ჩვენს სახლში, გაგრაში და მეტოქეებს საკუთარ არენაზე ვუმასპინძლოთ“, - ამ შინაარსის განცხადებას საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ ავრცელებს. „შეუძლებელია, გაგრას ევროპული არჩევანი არ გააჩნდეს. რადგან მხოლოდ ევროპულ ოჯახშია შესაძლებელი, მოგვშორდეს დევნილობის მძიმე ტვირთი. რადგან მხოლოდ ევროპაა გზა ჩვენი მიწიდან ოკუპანტის განდევნის. რადგან მხოლოდ ევროპაა გზა - ერთ მშვენიერ დღეს, დავბრუნდეთ ჩვენს სახლში, გაგრაში და მეტოქეებს საკუთარ არენაზე ვუმასპინძლოთ. რადგან თავად საქართველოა ევროპა“, - ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დინამო თბილისი: მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ გზას და საფრთხედ მივიჩნევთ ნებისმიერს ინიციატივას, რომელიც ამ გზას საფრთხეს შეუქმნის
რობერტ ჰაბეკი: ვიცი, რომ საქართველოს უნდა ევროპისკენ სვლა და საქართველოს ელის ევროპა
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველო იყო ის ქვეყანა, რომელმაც დემოკრატიას ჩაუყარა საფუძველი და გერმანელი დემოკრატები საქართველოში ჩავიდნენ, იმისათვის, რომ ესწავლათ საქართველოსგან, რა უნდა გაეკეთებინათ , - ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვიცე-კანცლერმა, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა ტურისტული გამოფენის - ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. რობერტ ჰაბეკის თქმით, საქართველოს უნდა ევროპისკენ სვლა და საქართველოს ელის ევროპა. „ჩემი ოჯახი, როდესაც იმყოფებოდა საქართველოში, Google Translate-ს ვიყენებდით თარგმანისთვის და ბარიერი არ გვქონია ურთიერთობაში. ნამდვილად შეიძლება კომუნიკაცია ტელეფონის და კომპიუტერის საშუალებითაც. მახსოვს, მზის ჩასვლის მომენტი თბილისის თავზე, მთაზე. ვიყავი ძალიან ძველ მუზეუმში. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველო იყო ის ქვეყანა, რომელმაც დემოკრატიას ჩაუყარა საფუძველი და გერმანელი დემოკრატები საქართველოში ჩავიდნენ, იმისათვის, რომ ესწავლათ საქართველოსგან, რა უნდა გაეკეთებინათ და მას შემდეგ, მალევე მოხდა საქართველოს ოკუპაცია საბჭოთა კავშირის მიერ, 1918-21 წლებზე მაქვს საუბარი. მე თბილისში ვარ ნამყოფი, ვიცი, რომ საქართველოს უნდა ევროპისკენ სვლა და საქართველოს ელის ევროპა",- აღნიშნა რობერტ ჰაბეკმა.
ალიევი: გაზის ექსპორტს ვახორციელებთ თურქეთსა და საქართველოში, რომლებიც ჩვენთვის ყველაზე დიდი ბაზრებია
„ჩვენი გაზის ექსპორტი არ შემოიფარგლება მხოლოდ ევროპით. ჩვენ ასევე ვახორციელებთ ექსპორტს თურქეთსა და საქართველოში, რომლებიც ჩვენთვის ყველაზე დიდი ბაზრებია. ამიტომ, ახალი კონტრაქტები უნდა გაფორმდეს ევროპაში გაზის მიწოდებისთვის“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბერლინში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის გაზი ამჟამად მიეწოდება თურქეთს, საქართველოს, ბულგარეთს, საბერძნეთსა და იტალიას.მისივე თქმით. რუმინეთისთვის გაზის მიწოდება მიმდინარე წელს დაიწყო. „ჩვენ ვაპირებთ, რომ უნგრეთს გაზი მიმდინარე წლის ბოლოს მივაწოდოთ. ჩვენ ახლა დავიწყეთ მოლაპარაკებები ალბანეთის მთავრობასთან ალბანეთის გაზმომარაგების ქსელის შექმნასთან დაკავშირებით. ამავდროულად, ჩეხეთი, მონტენეგრო, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ხორვატია და სხვა ქვეყნები არიან იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც მოგვმართეს“, - აღნიშნა ალიევმა.
ევროპის ქვეყნები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტებს ამზადებენ
ევროპის ქვეყნები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტებზე მუშაობენ. კერძოდ, გერმანია, დანია, კანადა, საფრანგეთი და ესტონეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტებს ამზადებენ, რომლებიც საბრძოლო მასალას, ტანკებსა და არტილერიას მოიცავს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უფრო ადრე, პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად შექმნილ საკონტაქტო ჯგუფს თავმჯდომარეობს, რამშტაინის ფორმატში რეგულარული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ 51 ქვეყნის წარმომადგენლებმა დაადასტურეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ კიევს რუსეთთან კონფლიქტში, ვიდრე ეს საჭირო იქნება.
ევროპის 18 ქვეყანა შეთანხმდა, ერთობლივად შეისყიდონ საბრძოლო მასალა უკრაინისთვის
ევროპის თავდაცვის სააგენტოს (EDA) განცხადებით, ევროკავშირის ჩვიდმეტი წევრი ქვეყანა და ნორვეგია შეთანხმდნენ, ერთობლივად შეისყიდონ საბრძოლო მასალა „უკრაინის დასახმარებლად და ეროვნული მარაგების შესავსებად“. ხსენებულ ქვეყანათა რიგებში არიან: ავსტრია, ბელგია, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, შვედეთი და ნორვეგია. „პროექტი გზას უხსნის ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ნორვეგიას, გააგრძელონ გზა: ორწლიანი, სწრაფი პროცედურა 155 მმ-იანი საარტილერიო ტყვიის და შვიდწლიანი პროექტი მრავალი ტიპის საბრძოლო მასალის შესაძენად“, - განაცხადა ევროპის თავდაცვის სააგენტომ. EDA-მ ასევე განაცხადა, რომ ეს პროექტი მკვეთრ გზავნილს უგზავნის ინდუსტრიას და უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერას აძლიერებს. მისივე თანახმად, უფრო მეტმა ქვეყანამ გამოთქვა განზრახვა, შეუერთდეს ინიციატივას. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
ჩვენ თუ რაიმეს ვაკეთებთ ან გვინდა, გავაკეთოთ, ყველაფერი შეესაბამება მსოფლიო პრაქტიკასა და ტენდენციებს - ღარიბაშვილი
ჩვენი ხალხი ხედავს და დაინახავს კიდევ უფრო მეტად, რაც დრო გავა, რომ ჩვენ თუ რაიმეს ვაკეთებთ, ან გვინდა, რომ გავაკეთოთ, ყველაფერი მოდის შესაბამისობაში იმ მსოფლიო პრაქტიკასთან, იმ ტენდენციებთან, რომელიც დღეს მთელ ევროპასა და მთელს მსოფლიოში ვითარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილს კითხვა დაუსვეს ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის წევრების ინიციატივაზე, რომლებმაც განაცხადეს, რომ უნდა შეიქმნას ამერიკული FARA-ს ევროპული ანალოგი. „ეს არის ორმაგი სტანდარტი. ჩვენი ხალხი ხედავს და დაინახავს კიდევ უფრო მეტად, რაც დრო გავა, რომ ჩვენ თუ რაიმეს ვაკეთებთ ან გვინდა, რომ გავაკეთოთ, ყველაფერი მოდის შესაბამისობაში იმ მსოფლიო პრაქტიკასთან, ტენდენციებთან, რომელიც დღეს მთელ ევროპასა და მთელ მსოფლიოში ვითარდება. აი, თქვენ ახსენეთ EPP-ის ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ამერიკული კანონის, ე.წ. ფარას ანალოგის შემოღებას, რომელიც გახდება სავალდებულო ევროკავშირისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა, ამ პროცესს, ამ ინიციატივის განხილვას ყურადღებით დავაკვირდებით და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ გავაკეთებთ ჩვენს შეფასებებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კვლევა: ევროპელების 65% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მომდევნო რამდენიმე წელიწადში
Bertelsmann Foundation-ის მიერ 22 მარტს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, ევროპელების 65 პროცენტს სჯერა, რომ უკრაინა ევროკავშირში მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა იყოს დაშვებული. შედეგებმა აჩვენა, რომ 61 პროცენტი ასევე მხარს უჭერს ევროკავშირს, მიაწოდოს უკრაინას იარაღი რუსეთისგან თავის დასაცავად. გარდა ამისა, ევროპელების 67%-მა მხარს უჭეს რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობას მაშინაც კი, თუ ეს გამოიწვევს ენერგიის მაღალ ხარჯებს მთელ კონტინენტზე. კვლევის შედეგების მიხედვით, სულ 13000 ევროპელი გამოიკითხა.
ევროპის სამხედრო ხარჯებმა ბოლო 30 წლის განავლობაში უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია - SIPRI
გლობალური სამხედრო ხარჯები ახალ რეკორდს აღწევს, რაც გამოწვეულია ევროპული ხარჯების მკვეთრი ზრდით. ევროპის სამხედრო ხარჯები 2022 წელს 13%-ით გაიზარდა, ხოლო უკრაინის სამხედრო ხარჯებმა ერთწლიან ყველაზე მაღალ ზრდას 640%-ით მიაღწია. ამის შესახებ Anadolu წერს. ორშაბათს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მსოფლიო სამხედრო ხარჯებმა 2022 წელს 2,24 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 3,7%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ევროპამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ყოველწლიურად სამხედრო ხარჯების ყველაზე მკვეთრი ზრდა დააფიქსირა. ამ მონაცემს სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტი (SIPRI) ავრცელებს. „ბოლო წლებში გლობალური სამხედრო ხარჯების მუდმივი ზრდა იმის ნიშანია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სულ უფრო დაუცველ სამყაროში“, - ამბობს ორგანიზაციის სამხედრო ხარჯებისა და იარაღის წარმოების პროგრამის უფროსი მკვლევარი ნან იანტი. მისივე თანახმად, სახელმწიფოები აძლიერებენ სამხედრო ძალას უსაფრთხოების გაუარესებული გარემოს საპასუხოდ, რომლის გაუმჯობესებას ისინი უახლოეს მომავალში არ მოელიან. ცენტრალურმა და დასავლეთმა ევროპამ გასულ წელს 345 მილიარდი დოლარი დახარჯა და პირველად გადააჭარბა 1989 წლის ხარჯებს, როდესაც ცივი ომი დასრულდა. ფინეთის სამხედრო ხარჯები ყველაზე მკვეთრად გაიზარდა 36%-ით, რასაც მოჰყვება ლიეტუვა 27%-ით, შვედეთი 12%-ით და პოლონეთი 11%-ით. რუსეთის სამხედრო ხარჯები გასულ წელს გაიზარდა დაახლოებით 9,2%-ით და მიაღწია 86,4 მილიარდ დოლარს, ხოლო ქვეყანამ მეხუთე ადგილიდან მესამე ადგილზე გადაინაცვლა. 2022 წელს უკრაინის სამხედრო ხარჯებმა 44 მილიარდ დოლარს მიაღწია. „640%-იანი ზრდა იყო ქვეყნის სამხედრო ხარჯების ყველაზე მაღალი ზრდა ერთ წელიწადში, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა SIPRI-ის მონაცემებში. აშშ ყველაზა მეტს ხარჯავს - მისმა სამხედრო ხარჯებმა 2022 წელს 877 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 0,7%-ით მეტია. ქვეყანამ შეადგინა მთლიანი გლობალური სამხედრო ხარჯების 39%. შტატები ამ მონაცემით პირველ ადგილზეა. „აშშ-ს სამხედრო ხარჯების ზრდა 2022 წელს დიდწილად განპირობებული იყო უპრეცედენტო ფინანსური სამხედრო დახმარების დონით, რომელიც მან უკრაინას გაუწია. აშშ-ის ხარჯების მასშტაბიდან გამომდინარე, პროცენტული თვალსაზრისით უმნიშვნელო ზრდაც კი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გლობალურ დონეზე“, - განაცხადა ტიანმა.
ევროპის მწვავე რეაქციის შემდეგ, პეკინმა უარყო ჩინეთის ელჩის კომენტარები, რომელმაც ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტი ეჭვქვეშ დააყენა
ჩინეთი პატივს სცემს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა პეკინში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ ჩინეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან. ეს განცხადება მოჰყვა ევროპული ქვეყნების მიმართვას პეკინისადმი მას შემდეგ, რაც საფრანგეთში ჩინეთის ელჩმა, ლუ შაიმ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების სუვერენიტეტი ეჭვქვეშ დააყენა. ოფიციალური პირები ლიეტუვიდან, ლატვიიდან, უკრაინიდან, საფრანგეთიდან და ევროკავშირიდან, აღაშფოთა ჩინეთის ელჩის განცხადებამ, რომლის თანახმად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს „საერთაშორისო სამართალში ეფექტური სტატუსი არ გააჩნიათ“. CNN-ის ცნობით, ელჩმა ეს განცხადება რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა, კერძოდ, არის თუ არა ყირიმი უკრაინის ნაწილი. კითხვას, წარმოადგენს თუ არა ელჩის განცხადება ჩინეთის ოფიციალურ პოზიციას, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა უპასუხა, რომ პეკინის ოფიციალური პოზიცია საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარებშია წარმოდგენილი. ამავე დროს, მან პირდაპირ არ უარყო ლუ შაის განცხადებები. ინტერნეტმომხმარებლებმა ასევე შენიშნეს, რომ პარიზში საელჩოს ოფიციალური სოციალური ქსელებიდან გაქრა ელჩის ინტერვიუს ჩანაწერი. „ყოფილ საბჭოთა ქვეყნებსაც კი არ აქვთ ეფექტური სტატუსი საერთაშორისო სამართალში, რადგან არ არსებობდა საერთაშორისო შეთანხმება მათი, როგორც სუვერენული ქვეყნების სტატუსის განხორციელებისთვის“, - აღნიშნავდა ელჩი ჩანაწერში. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა ჩინელი დიპლომატის კომენტარს მიუღებელი უწოდა. „ევროკავშირი ვარაუდობს, რომ ეს განცხადებები არ წარმოადგენს ჩინეთის ოფიციალურ პოლიტიკას“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩინეთს მოუწოდა, განემარტა, ასახავს თუ არა ეს კომენტარები მის პოზიციას. „საფრანგეთში ჩინეთის ელჩის კომენტარები სრულიად მიუღებელია. ჩინური მხარისგან ახსნას და ამ განცხადების სრულ უარყოფას ველით“, - დაწერა თავის მხრივ, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა Twitter-ზე. ასევე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა აღნიშან, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების სტატუსი განმტკიცებულია საერთაშორისო კანონმდებლობით. „უცნაურია „ყირიმის ისტორიის“ აბსურდული ვერსიის მოსმენა იმ ქვეყნის წარმომადგენლისგან, რომელიც სკრუპულოზურია საკუთარ ათასწლიან ისტორიასთან დაკავშირებით“, - დაწერა პოდოლიაკმა Twitter-ზე.
Washington Post: ევროპის ქვეყნები და ბაქო შეთანხმდნენ, გააძლიერონ ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება აზერბაიჯანიდან
ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთის და სლოვაკეთის გაზის სისტემის ეროვნული ოპერატორები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერონ ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება აზერბაიჯანიდან, მათი ქვეყნების არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, რომლებიც ბოლო დრომდე დიდად იყვნენ დამოკიდებულნი რუსულ ენერგეტიკაზე, იუწყება The Washington Post-ი. მისივე თანახმად, ბულგარეთი დაკავშირებულია სამხრეთ გაზის დერეფანთან, მრავალსეგმენტიანი მილსადენის პროექტთან, რომელიც საბერძნეთთან დამაკავშირებელი ხაზის მეშვეობით, აზერბაიჯანიდან იტალიაში ბუნებრივი აირის მიწოდებას ითვალისწინებს. კონექტორი ბულგარეთში ერთი მილიარდი კუბური მეტრი კასპიის გაზის მიწოდების საშუალებას იძლევა, რომელიც ქვეყნის მოთხოვნილების თითქმის მესამედს ფარავს და ყოველწლიურად, მოცულობის 5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის შესაძლებლობა აქვს. აზერბაიჯანი უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის გაზის მიწოდებას გეგმავს. ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 25 აპრილს ბულგარეთში განაცხადა. „2021 წელს ჩვენ ევროპას მივაწოდეთ 8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. წელს კი ჩვენი სამიზნე 12 კუბური მეტრია. დღეს აზერბაიჯანული გაზი ექსპორტზე გადის საქართველოში, თურქეთში, საბერძნეთში, ბულგარეთში, იტალიაში და ამ წლიდან უკვე რუმინეთში. მიმდინარე წლის ბოლოსთვის, ყველა საჭირო ინტერკონექტორის ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, ჩვენ უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის გაზის მიწოდების დაწყებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა ალიევმა. „მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირი ევროპული ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციას ცდილობს. ივლისში ევროკავშირმა აზერბაიჯანთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, 2027 წლისთვის აზერბაიჯანული გაზის იმპორტის მოცულობა გაორმაგდება და წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს“, - წერს The Washington Post.
ევროკავშირმა უნდა გაზარდოს თავდაცვითი შესაძლებლობები და ინდუსტრიული წარმოება - ბორელი
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ფლორენციაში გამართულ კონფერენციაზე – „კავშირის მდგომარეობა 2023“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპელებს უფრო ერთიანი პოზიცია უნდა ჰქონდეთ. "ევროკავშირმა უნდა გაზარდოს თავდაცვითი შესაძლებლობები და ინდუსტრიული წარმოება. ჩინეთს აქვს ფუნდამენტური როლი სამშვიდობო თამაშში, არის გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი და აქვს უზარმაზარი გავლენა რუსეთზე. ჩინეთი სულ უფრო მტკიცე და მნიშვნელოვანი ძალა ხდება და აზრი არ აქვს პეკინის ზრდის შეჩერების მცდელობას, თუმცა ევროკავშირი უნდა დააკვირდეს, როგორ იმოქმედებს პეკინი საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე", - განაცხადა ბორელმა.
პოლარიზაციას სჭირდება საქართველოს ევროპული მომავლის გარშემო კონსოლიდაცია - დარჩიაშვილი
გლობსეკის უსაფრთხოების ფორუმი ერთ-ერთი გამორჩეული პლატფორმაა, როდესაც საკითხი ეხება ევროპის უსაფრთხოებაზე მსჯელობას, პრემიერ-მინისტრი ტრადიციულად ყოველ წელს იღებს გლობსეკის ფორუმში მონაწილეობას, წელსაც ტრადიციულად ესტუმრა ბრატისლავას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის მეთაურმა გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს გამოწვევებზე და იმაზე, რომ ქვეყანას სჭირდება კანდიდატის სტატუსი. „დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა პანელური განხილვა საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე და მას ჰქონდა შესაძლებლობა, ესაუბრა ყველა იმ საკითხზე, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში. ასევე, ისაუბრა გამოწვევებზე, რომელიც აქვს დღეს ქვეყანას და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო შესაძლებლობა იყო იმისთვის, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის გაგვემახვილებინა ყურადღება იმ გამოწვევებზე, რომელიც აქვს საქართველოს. პრიორიტეტი ნომერი ერთი ჩვენი ქვეყნისთვის არის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება, ეს არის ნომერი ერთი ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში. ასევე პრემიერმა ისაუბრა უსაფრთხოებაზე, ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაზე, რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ჩვენთვის“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
საქართველოს ევროპული პერსპექტივა აქვს - გერმანიის ევროპის საკითხთა მინისტრი
საქართველოს ევროპული პერსპექტივა აქვს - გერმანიის ჰესენის ფედერალური მხარის ევროპის საკითხთა მინისტრი, ლუცია პუტრიხი ოთხდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საელჩო ავრცელებს. "ეს ვიზიტი ერთი მხრივ ემსახურება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების კუთხით ამჟამინდელი მდგომარეობის გაცნობას და მეორე მხრივ ეს უნდა იყოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე გერმანიის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულება. გამომგზავრებამდე ევროპის საკითხთა მინისტრმა, ლუცია პუტრიხმა საქართველოს უახლესი ისტორია გაიხსენა და განაცხადა შემდეგი: „სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებული კონფლიქტები ძალიან ჰგავს ამჟამინდელ ომს უკრაინაში. ჩვენს ინტერესებშია, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის მშვიდობა შენარჩუნდეს. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ რუსეთი დაიცავს საერთაშორისო შეთანხმებებს და პატივს სცემს მეზობელი ქვეყნების საზღვრებს. ამიტომ ამ ვიზიტის მიზანი ასევე არის მკაფიო გზავნილი საქართველოსთვის: „ჩვენ თქვენ არ დაგვიწყებიხართ, თქვენ არ ხართ მარტო!“, - ნაქვამია ინფორმაციაში. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ქალბატონი მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ბატონ ლაშა დარსალიასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, ბატონ გენადი არველაძესთან, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილთან და საქართველო-გერმანიის მეგობართა საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან. პარასკევს იგი გაემგზავრება გორში და ეწვევა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM), რომელშიც მონაწილეობს 200 დამკვირვებელი ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან. ქალბატონი მინისტრი ასევე შეხვდება ორ პოლიციელს ჰესენის ფედერალური მხარიდან, რომლებიც მისიაში მსახურობენ.
თხევადი გაზის ნაკადები ევროპაში ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს
ევროპის ქვეყნებმა მაისში თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) რეკორდული მოცულობის იმპორტი განახორციელეს, რასაც Gas Infrastructure Europe-ის (GIE) მონაცემები ადასტურებს. კერძოდ, იმპორტირებულია 12 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი თხევადი ბუნებრივი აირი. იანვრიდან რეგიონმა ჯამში 56,2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო. წინა მაქსიმალური შედეგი 2023 წლის აპრილში იყო მიღწეული.
საქართველო ევროპაა და ევროპა საქართველოა - რობერტა მეცოლა
საქართველო ევროპაა და ევროპა საქართველოა - ასე უპასუხა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ქართველ ახალგაზრდას ევროპარლამენტში, ევროპის ახალგაზრდული ღონისძიების (EYE) გახსნისას, რომლის ნაწილიც კითხვა-პასუხსაც დაეთმო. „თქვენს გამოსვლაში აღნიშნეთ, რომ თუ გჯერათ, რომ რაიმეს მიღწევა შესაძლებელია, ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოთ. მე მჯერა, რომ ჩემი ქვეყანა არის ევროპული, ჩვენი კულტურა, ტრადიცია, ფუნდამენტური კრიტერიუმები არის ევროული. გასულ წელს, ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა, მოლდოვამ და უკრაინამ კანდიდატის სტატუსი მიიღეს, საქართველომ - ევროპული პერსპქეტივა - ამით ბედნიერები ვართ, რადგან ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველო ევროპას ეკუთვნის“, - მიმართა ქართველმა ახალგაზრდამ რობერტა მეცოლას. რობერტა მეცოლამ ხაზი გაუსვა, რომ თიოეულ ქვეყანას საკუთარი გზა აქვს და არსებიბს ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას. „ჩემი გამოცდილებით შემიძლია, გითხრათ, ჩემს ქვეყანას (მალტა, რედ.) ზოგჯერ ეუბნებოდნენ - დაელოდე, ზოგჯერ - სწრაფად იარე წინ, ზოგჯერ - ბევრი გააკეთე, მაგრამ ჩვენ ყოველი ნაბიჯის დროს ვრწმუნდებოდით, რომ შეგვეძლო, ევროკავშირის წევრობას მივახლოვებოდით. ეს არის ევროპარლამენტი - ინსტიტუტი, რომელიც ყოველთვის ამბობს, რომ გაფართოება ევროკავშირის პრიორიტეტი უნდა იყოს. და ჩვენ ამას ვამბობთ, რადგან ევროკავშირი არ არის მხოლოდ ეკონომიკური ბლოკი. ეს არის ღირებულებების, მშვიდობის, თავისუფლების ბლოკი. თქვენ შეგიძლიათ, შეიგრძნოთ გულისცემა იმ მოსახლეობისა, რომელიც ამბობს: ჩვენ გვინდა, ვიყოთ ევროკავშირში. გასულ კვირას აქ, ევროპარლამენტში იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი და ზუსტად ის განაცხადა, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ. მე შემიძლია, დაგიდასტუროთ ჩემი ერთგულება, ეს ერთგულება ძალაშია და ჩვენ წინ ვივლით“, - აღნიშნა რობერტა მეცოლამ. ინფორმაციისთვის, EYE ევროპარლამენტში აერთიანებს ათასობით ახალგაზრდას მთელი ევროკავშირიდან და მსოფლიოდან, რომ მონაწილეებმა გაუზიარონ და ჩამოაყალიბონ თავიანთი იდეები ევროპის მომავლის შესახებ.
„დავიცვათ თავი სიცხისგან" - იტალია 15 სექტემბრამდე საგანგებო პროტოკოლს აამოქმედებს
BBC-ის თანახმად, სამხრეთ ევროპაში ძლიერი სიცხე გრძელდება. იტალიის კუნძულ სარდინიაზე დღის მეორე ნახევარში ტემპერატურა 46 გრადუსს მიაღწევს. ამასთან, CNN- წერს, რომ ძლიერი სიცხის გამო, იტალია იღებს ახალ საგანგებო პროტოკოლს, რომელიც 15 სექტემბრამდე იმოქმედებს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უზრუნველყოფენ სასწრაფო დახმარების ოთახებს, რათა სპეციალური პროცედურები გაატარონ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სიცხესთან დაკავშირებულ საგანგებო სიტუაციებს აწყდებიან. ეს სამსახური კვირაში 7 დღე იმუშვებს. მოქალაქეებს და სტუმრებს მოუწოდებენ, დაიცვან შემდეგი ძირითადი წესები: მოერიდეთ მზის პირდაპირ ზემოქმედებას და დარჩით შენობაში დღის ყველაზე ცხელ საათებში. სახლში შეიქმენით უსაფრთხო სამუშაო გარემო. გამოიყენეთ საკეტები მზის პირდაპირი სხივების დასაბლოკად. გამოიყენეთ კონდიციონერი გონივრულ ტემპერატურაზე - არც ისე ცივი. დალიეთ სულ მიცრე 1,5 ლიტრი წყალი დღეში. მიირთვით მცირე, მსუბუქი საკვები. ატარეთ მსუბუქი ბუნებრივი ტანსაცმელი. იმოგზაურეთ უსაფრთხოდ და არ დატოვოთ ბავშვები ან ცხოველები მანქანებში. ივარჯიშეთ მხოლოდ დღის ცივ საათებში. შეამოწმეთ ხანდაზმული და დაუცველი მეზობლები, რათა დარწმუნდეთ, რომ მათ აქვთ საკმარისი წყალი, საკვები. სამშაბათიდან იტალიის სულ 20 ქალაქი მოხვდება წითელ ნუსხაში, სადაც ძლიერი სიცხის გამო, ადამიანები ჯანმრთელობის ძალიან მაღალი რისკის წინაშე არიან. სპეციალისტების თქმით, მოსალოდნელია, რომ ძლიერი სიცხე შესაძლოა, იტალიის ზოგიერთ ნაწილში კიდევ 10 დღის განმავლობაში გაგრძელდეს. ესპანეთში, ქვეყნის სამხრეთით ჰაერის ტემპერატურამ გუშინ 44 გრადუსს. ესპანეთის კუნძულ ლა პალმასა და საბერძნეთში ტყის ხანძარი გაჩნდა. საფრანგეთის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, საფრანგეთში ჰაერის ტემპერატურა სამშაბათს მაქსიმალურ ზღვარს მიაღწევს მსოფლიო მეტეოროლოგიური საზოგადოება ამბობს, რომ ამინდის ექსტრემალური ცვლილება ხაზს უსვამს კლიმატის საკითხებზე მეტი მუშაობის საჭიროებას.
ევროპაში ტყის ხანძრებია
მეხანძრეებს ევროპაში ძლიერი სიცხით გამოწვეულ ტყის ხანძრებთან უწევთ გამკლავება. ხორციელდება ათასობით ადამიანის ევაკუაცია. ხანძრებია ესპანეთის კუნძულ ლა პალმაზე, საბერძნეთსა და შვეიცარიაში. სამხრეთ შვეიცარიაში ტყის ხანძარს ასზე მეტი მეხანძრე ებრძვის. ხანძარი გუშინ სოფელ ბიტჩთან ახლოს გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო, სწრაფად გავრცელდა. უსაფრთხოების მიზნით, ახლომდებარე სოფლების 200-ზე მეტი მცხოვრებიც ევაკუაცია გახდა საჭირო. ხანძარი ამ დროისთვის 100 ჰექტარ ტერიტორიაზე, მანქანებისთვის ძნელად მისადგომ ადგილებში გავრცელდა. საბერძნეთმა ტყის ხანძრებთან გამკლავებაში დახმარება ევროკავშირის ქვეყნებს სთხოვა. ბლოკმა ქვეყანაში იტალიიდან და საფრანგეთიდან ოთხი თვითმფრინავი გაგზავნა.
ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს გერმანიის პრეზიდენტთან მოლაპარაკებით იწყებს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს გერმანიაში გაემგზავრება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, სალომე ზურაბიშვილი, ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართავს შეხვედრას. „საქართველოს პრეზიდენტი სწორედ ამ ვიზიტით იწყებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს,“ - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მიშელმა ევროკავშირის გაფართოების თარიღი გამოაცხადა გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე.“ ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.
მთავრობამ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი
მთავრობა განმარტავს, რომელ ქვეყნებში ვიზიტებზე ეთქვა უარი საქართველოს პრეზიდენტს. ქვეყნებს შორისაა უკრაინაც. მთავრობის ადმინისტრაცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უცხოეთში ვიზიტის საკითხზე განცხადებას ავრცელებს. „გვსურს გამოვეხმაუროთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობას აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით წინადადებით 2023 წლის 12 ივლისს მიმართა, რაზეც საქართველოს მთავრობის განკარგულებით 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის თანახმად. ასევე, პრეზიდენტს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი 22-24 აგვისტოს უკრაინაში, 16 სექტემბერს შვეიცარიის კონფედერაციაში, 2-3 ოქტომბერს პოლონეთის რესპუბლიკაში, 4-6 ოქტომბერს ბელგიის სამეფოში, 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით დანიის სამეფოში და 1-2 დეკემბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტებზე. სალომე ზურაბიშვილს ასევე უარი ეთქვა 27-29 სექტემბერს ბულგარეთის რესპუბლიკაში, 10-12 დეკემბერს ჩეხეთის რესპუბლიკაში და 18-20 დეკემბერს ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალურ ვიზიტებზე. შევახსენებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, ვინაიდან კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 30 აგვისტოს განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს გერმანიის პრეზიდენტთან მოლაპარაკებით იწყებს.
ისრაელის თავდაცვის ძალები ასობით ჯარისკაცს ევროპიდან ისრაელში აბრუნებს
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალები ასობით ჯარისკაცს ევროპიდან ისრაელში აბრუნებს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა გასული დღის განმავლობაში ასობით ჯარისკაცი ევროპიდან ისრაელში დააბრუნა, რათა ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ომში იბრძოლონ. თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მძიმე სატრანსპორტო თვითმფრინავები C-130 და C-130J გუშინ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გაფრინდნენ, რათა სამხედრო მოსამსახურეები ისრაელში დაებრუნებინათ. ოპერაცია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით განხორციელდა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ შესაძლებელია, ევროპაში ომის საფრთხე არსებობდეს
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანიის მოსახლეობა უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ ევროპაში შესაძლებელია, ომის საფრთხე არსებობდეს. მას მიაჩნია, რომ კონფლიქტს ახლო აღმოსავლეთში და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომს, გერმანიის საზოგადოებისთვის შედეგები ექნება. კერძოდ, გერმანიას უნდა შეეძლოს თავის დაცვა და ეს ეხება როგორც ბუნდესვერს, ასევე საზოგადოებას. „ჩვენ უნდა გავხდეთ ბრძოლისუნარიანები," - განაცხადა პისტორიუსმა. მისივე თქმით, გერმანია ყველაფერს გააკეთებს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ბორის პისტორიუსმა მანამდე განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაცია არ გამოიწვევს უკრაინისადმი გერმანიის მხარდაჭერის შეზღუდვას.
ბერბოკი: სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა ევროპის ინტერესშია
ევროპა დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიაში მშვიდობით. ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა აზერბაიჯანში განაცხადა. გერმანელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასია ევროპისთვის საინტერესო რეგიონია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ეკონომიკური სფეროა. მისი თქმით, კონფლიქტის მოგვარებისთვის მნიშვნელოვანია ნდობისა და რწმენის ჩამოყალიბება. "ჩვენ გვჭირდება მშვიდობა ამ რეგიონში. ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი სამშვიდობო შეთანხმებას უნდა ეფუძნებოდეს. მოხარული ვარ, რომ ორივე მხარის ერთი და იგივე პოზიცია მოვისმინე," აღნიშნა ბერბოკმა აზერბაიჯაბული მედიის ცნობით.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელი ღაზის სექტორის ჩრდილოეთით, 4-საათიან პაუზებს უზრუნველყოფს
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ისრაელი ჩრდილოეთ ღაზის სექტორში ყოველდღიურად სამხედრო ოპერაციებში 4-საათიან პაუზებს აიღებს. კირბის თქმით, ისრაელი პაუზების შესახებ სამი საათით ადრე გაავრცელებს ინფორმაციას. „ისრაელის მხარემ გვითხრა, რომ ამ ტერიტორიებზე პაუზების განმავლობაში სამხედრო ოპერაციები არ იქნება, და ეს პროცესი დღეს იწყება,” - განაცხადა კირბიმ. ის აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმა და განაცხადა, რომ პაუზები “სწორი მიმართულებით ნაბიჯებია.” „ისრაელს მოვუწოდებდით მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის მინიმიზაცია მოეხდინა და ყველაფერი გაეკეთებინა, რათა ეს ციფრი შეემცირებინა,” - განაცხადა კირბიმ.
ფინეთი ევროპის ქვეყნებს, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჰელსინკის მიდგომის გაზიარებას სთავაზობს
ჰელსინკის შეფასებით, ევროპელმა ქვეყნებმა ეროვნული უსაფრთხოების მიმართ, ფინეთის მიდგომა უნდა გაიზიარონ, გაზარდონ თავიანთი თავდაცვის ძალები და საბრძოლო მასალების მარაგი, რათა რუსეთისგან მომდინარე მზარდ კონფრონტაციულ რისკებს გაუმკლავდნენ. ამის შესახებ რეგიონის უდიდეს სამხედრო რეზერვზე პასუხისმგებელმა ოფიციალური პირმა განცხადა. ფინელმა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი მიგრაციას, ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმებსა და ჰიბრიდული ომებს იარაღად იყენებს. წერს Bloomberg-ი. Bloomberg წერს, რომ ფინეთს 280 000 გაწვრთნილი რეზერვისტი ჰყავს. ამ ქვეყნის სარეზერვო ძალები ყველაზე დიდია ევროპაში. „თქვენ უნდა გყავდეთ რეზერვისტების დიდი არმია, რომელსაც შეეძლება, დაუპირისპირდეს ამ სახის საფრთხეებს, რადგან ახლა ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი მომენტი არის ის, რომ ჩვენ აღარ გვაქვს მჭიდრო დიალოგი რუსეთთან,” - განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა ინტერვიუში. მისი შეფასებით, უკრაინის ომისგან მიღებული გაკვეთილები თავდაცვის მარაგების გაზრდას მოიცავს. ფინელმა მინისტრმა მოუწოდა ევროპის ქვეყნებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდნონ საკუთარ უსაფრთხოებას. ფინეთის თავდაცვის მინისტრმა მოუწოდა ევროპელებს, რომ მოემზადონ სცენარისთვის, სადაც მათ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე მოქმედება მოუწევთ. 2023 წლის 4 აპრილს ფინეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 31-ე წევრი ოფიციალურად გახდა.
ძლიერ ქარიშხალს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მსხვერპლი მოჰყვა
ზამთრის ქარიშხალმა უკრაინის ცენტრალური და სამხრეთი ნაწილი მოიცვა, უკაინაში სულ მცირე ხუთი ადამიანი, მეზობელ მოლდოვაში კი, სამი ადამიანი დაიღუპა. ამ ორივე ქვეყანაში ასევე არიან დაშავებულები. სკოლები დაიხურა როგორც სამხრეთ უკრაინაში, ასევე მოლდოვაში. დაზარალდა რუმინეთიც. მთლიანობაში ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის და გათბობის გარეშე დარჩა. შავი ზღვიდან მომავალ ძლიერ ციკლონს თოვა მოყვა. შტორმი იყო ქობულეთისა და ბათუმის სანაპიროებზეც.
გენერალი სანდერსი ევროპის სიტუაციას ადარებს პერიოდს, როდესაც განიხილავდნენ, მოუწევდათ თუ არა ჰიტლერთან დაპირისპირება
ამერიკა უფრო იზოლაციონისტური პოზიციისკენ მიიწევს და ევროპისთვის რუსეთიდან მომდინარე პოტენციური საფრთხის გაგება ხელახლა ჩნდება, უკრაინაში თითქმის ორი წლის სისხლიანი ბრძოლების შემდეგ. ამის შესახებ ვრცელ სტატიას The Wall Street Journal-ი აქვეყნებს და წერს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა ევროპისთვის რისკებს ავლენს. როგორც სტატიის ავტორი წერს, დასავლელი სამხედრო და პოლიტიკური ლიდერები ფიქრობენ, რომ რუსეთის მხრიდან ევროპისთვის მყისიერი სამხედრო საფრთხე არ არსებობს, მაგრამ თუ რუსეთი საბოლოოდ გაიმარჯვებს უკრაინაში, შესაძლოა, მან პრობლემები სხვაგან შექმნას. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი წლების განმავლობაში გლოვობდა რუსეთის იმპერიის დაკარგვას, რომელიც უკრაინას და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს, მათ შორის, ბალტიისპირეთს მოიცავდა. „ევროპელი ქვეყნები კიევს მილიარდობით დახმარებას დაჰპირდნენ, მაგრამ განაცხადეს, რომ მათ ექმნებათ ეკონომიკური შეზღუდვები და იარაღის წარმოებაში შეზღუდვები. თუ შეერთებული შტატები უარს იტყვის დახმარების ძირითადი ნაწილის უზრუნველყოფაზე, ევროპას არ აქვს მარაგი, რათა ვაშინგტონის როლი შეითავსოს. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თუ დახმარება მთლიანად შეწყდება, ისინი ვერ გააგრძელებენ უკვე რთულ სამხედრო კამპანიას დაკარგული მიწების დასაბრუნებლად და შესაძლოა, ვერ შეაჩერონ რუსული დანაყოფები, რომლებსაც მხარს უჭერს ბევრად უფრო დიდი ქვეყანა, რომელსაც აქვს ცოცხალი ძალის უმაღლესი რეზერვები. გენერალი პატრიკ სანდერსი, გაერთიანებული სამეფოს არმიის ყველაზე უფროსი მეთაური, ევროპის ისტორიის ამ მომენტს ადარებს 1937 წელს, როდესაც გაერთიანებული სამეფო და მისი მოკავშირეები განიხილავდნენ, მოუწევდათ თუ არა ჰიტლერის წინააღმდეგ დაპირისპირება.„1930-იანი წლების გაკვეთილია - როდესაც სტრატეგიული კონტექსტი და საფრთხეები იწყებს ზრდას, და ვფიქრობ, ეს არის ის, რაც ჩვენ ვნახეთ, მაშინ, თქვენ უნდა დაიწყოთ ამისთვის მომზადება,” - განაცხადა სანდერსმა,“ - წერს WSJ და აქვე მოჰყავს დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩევლის კომენტარი. „პუტინს შეუძლია, ზეწოლა მოახდინოს NATO-ს არაწევრ ქვეყნებზე, როგორიცაა, მოლდოვა და საქართველო, განახორციელოს დივერსიული შეტევები ბალტიისპირეთში ან კიდევ გააძლიეროს რუსეთის სამხედრო ყოფნა კალინინგრადში, რუსეთის სტრატეგიულ ანკლავში პოლონეთსა და ლიეტუვას შორის,“ განაცხადა მარკ სედვილმა, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ევროპის შეიარაღების დონის მიმოხილვის შემდეგ, სტატიის ავტორი წერს, რომ ბრიტანული არმია მაღალკვალიფიციურად ფასდება და ქვეყანას მსოფლიოში საუკეთესო სპეცრაზმი ჰყავს. მაგრამ თავდაცვის ხარჯები, როგორც დიდი ბრიტანეთის მშპ-ის წილი, განახევრდა 1980-იანი წლების შუა პერიოდის შემდეგ, დაახლოებით 2.2%-მდე და არმია მხოლოდ ახლა გადის მოდერნიზაციას. სანდერსმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე იმასთან დაკავშირებით, თუ რა რაოდენობის აღჭურვილობის განთავსების უნარი აქვს ამჟამად არმიას. მისი თქმით, შეიერაღებული ძალები 2024-დან 2028 წლამდე, ს წელიწადში საშუალოდ, 200 ახალ ჯავშანმანქანას მიიღებს. ის ასევე გადაჭრის გამოწვევებს, თუმცა კონკრეტულად, რა პერიოდში მოხდება ეს, გენერალს არ დაუზუსტებია. ასევე წაიკითხეთ: გერმანიის არმიის გენერალური ინსპექტორი: გერმანიას ერთ დღეს, შეიძლება, რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვითი ომის წარმოება მოუწიოს
ელექტროენერგიის ექსპორტის საკითხზე, აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა და უზბეკეთმა ერთობლივი კომუნიკე მიიღეს
აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და უზბეკეთის სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის პერსპექტივებზე, ბაქოში ერთობლივი კომუნიკე მიიღეს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა, ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შაჰბაზოვმა, უზბეკეთის ენერგეტიკის მინისტრმა ჯოარაბეკ მირზამაჰმუდოვმა, უზბეკეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა ლაზიზ კუდრატოვმა და ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალმასადამ სატკალიევმა. ერთობლივი კომუნიკე ენერგიის გაცვლასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. დოკუმენტის თანახმად, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ელექტროენერგიის ექსპორტზე ერთობლივი საწარმოს შექმნაზე და პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებაზე. ერთობლივი კომუნიკეს მიხედვით, პროექტში მონაწილეობა რეგიონში მდებარე მესამე ქვეყნებსაც შეუძლიათ.
პრემიერმა ევროპულ გზაზე ქვეყნის მხარდაჭერისთვის, ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას, ევროკომისიის პრეზიდენტს და მთლიანად ევროპელ ლიდერებს, შარლ მიშელს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ოლივერ ვარჰეის და ჯო ბაიდენის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანს მადლობა გადაუხადა. „მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს, პარტნიორებს, თითოეული თქვენგანის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო თითოეული თქვენი ხმა და თქვენი მხარდაჭერა. მე კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა ევროკომისიის პრეზიდენტს და მთლიანად ევროპელ ლიდერებს, ბატონ შარლ მიშელს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს, მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ვარჰეის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გვეხმარებოდა ჩვენ და ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერი იყო ჩვენი მისწრაფების და რა თქმა უნდა, 27-ვე ქვეყნის ლიდერებს, 27-ვე ქვეყანას, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მინდა მადლობა ვუთხრა და მათ ელჩებს, რომლებიც წარმოდგენილნი არიან ჩვენთან, ამ დარბაზში. გულწრფელად მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს ევროპელ მეგობრებს. მე ასევე მსურს, მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას. მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ სალივანს. მე ეს რამდენიმე კვირის წინ ვთქვი, მაშინ, როდესაც, უკვე რეკომენდაცია გაიცა ევროკომისიის მიერ, რომ ბატონი სალივანი იყო ერთ-ერთი გამოკვეთილი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის წარმატების ევროპულ გზაზე და მე მქონდა ძალიან წარმატებული შეხვედრა მასთან. ჩვენ ბევრი საკითხი განვიხილეთ და გადავწყვიტეთ. ბევრი საკითხი, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობას და ჩვენს მომავალ პარტნიორობას შეეხება. და რა თქმა უნდა, მადლობა მინდა ვუთხრა ამერიკის ახალ ელჩს, რომელიც პირადად იყო ჩასული ბრიუსელში და იყო ძალიან გულმხურვალე მხარდამჭერი ამ წარმატების,“- განაცხადა პრემიერმა. რას ცვლის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის
პრემიერი ამერიკასთან და ევროპასთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობაზე საუბრობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა „წარმატებულ საგარეო პოლიტიკაზე.“ მან ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მიღწევას „დიდი გარღვევა“ უწოდა. ხაზი გაუსვა ამერიკასთან და ევროპასთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ „რეგიონში საქართველოს აქვს სრული, ჰარმონიული ურთიერთობა თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და საქართველო ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების პროცესში.“ „მე მინდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, ჩვენს ამერიკელ კოლეგებს. იცით, რომ ბოლო წლებში საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერი იყო ჩვენი საგარეო პოლიტიკა. მე პირადად, ძალიან აქტიურ საგარეო პოლიტიკას ვახორციელებდი და მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტებიც, შეხვედრები. ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე, შეიძლება ითქვას, გადავიდა. არამხოლოდ სამეზობლოში, არამედ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში დავიწყებდი, ევროპის მასშტაბით ჩვენ გვქონდა არაერთი წარმატებული შეხვედრა და გავაძლიერეთ, განვამტკიცეთ როგორც ორმხრივი ურთიერთობა, ასევე, მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთობები. მოგეხსენებათ, ასევე მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი რეგიონში, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ჩინეთში, საკმაოდ დიდი გარღვევა გვქონდა ჩვენ და გავხდით სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთის, რომელიც არის მეორე მსოფლიო ეკონომიკა და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება კიდევ უფრო მეტად. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკასთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას და გამყარებას, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან. რა თქმა უნდა, რეგიონში გვაქვს ჩვენ სრული, ჰარმონიული ურთიერთობა, შეიძლება ითქვას, თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და საქართველო ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების პროცესში. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდი ძალიან წარმატებული საგარეო პოლიტიკა გვქონდა. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა ელჩს და საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ ილიას. მე ვიცი, რომ სამინისტროში ძალიან ბევრი საკითხი იქნა მოგვარებული, გადაჭრილი უშუალოდ ბატონი მინისტრის ხელმძღვანელობით და მას ნამდვილად ეკუთვნის მადლობა ამ ეფექტური მმართველობისთვის. ჩვენთვის ახლა მთავარი ამოცანა, ძვირფასო მეგობრებო. არის ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ამ რეფორმების კურსის გაგრძელება, სწრაფი შედეგების, სწრაფი განვითარების მოტანა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არაერთი ეფექტიანი ნაბიჯი გადავდგით სწორედ ქვეყნის კიდევ უფრო სხვა ეტაპზე გადასაყვანად,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დონალდ ტუსკი: სტრატეგიული თვალსაზრისით, ევროპა რუსული აგრესიის ობიექტია
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ რუსეთი, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, შესაძლოა, ევროპის ქვეყნებს დაესხას თავს. „არავის ეპარება ეჭვი, რომ სტრატეგიული თვალსაზრისით, ევროპა რუსული აგრესიის ობიექტია და ეს მაშინ მოხდება, როცა სამხედრო შესაძლებლობებში რუსეთის უპირატესობა აშკარა გახდება,“ - აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა. ტუსკის თქმით, ევროპა სამხედრო თვალსაზრისით უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე რუსეთი. მიმართავს თუ არა პოლონეთი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის ძალების გაძლიერების თხოვნით და კიდევ უფრო გაზრდის თუ არა თავდაცვის ხარჯებს 28-29 დეკემბრის ღამის ინციდენტთან დაკავშირებით, როდესაც უკრაინაზე მასიური საჰაერო თავდასხმის დროს, ერთ-ერთი რუსული რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში სამი წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. „მთავარი საკითხია, როგორ გავაძლიეროთ ჩვენი საზღვრების უსაფრთხოება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე საჰაერო თავდაცვას ეხება, ეს, როგორც ჩანს, აბსოლუტურად გადამწყვეტი ამოცანაა. საგარეო საქმეთა მინისტრთან, რადოსლავ სიკორსკისთან ერთად, მოვამზადეთ ასეთი ინიციატივა, მოწოდება გავითვალისწინოთ ევროპის იარაღის ინდუსტრიის საჭიროებები არა მხოლოდ უკრაინისთვის შესაძლო სწრაფი მხარდაჭერის აღმოჩენის მიზნით, არამედ არანაკლებ იმიტომაც, რომ თითქმის მთელი რუსეთის ეკონომიკა გადავიდა ომის დროის შეიარაღების სისტემაზე და რა თქმა უნდა ევროპა აქ ბევრად ჩამორჩება. ჩვენ გვსურს მობილიზება და ყველა არსებული დიპლომატიური საშუალების გამოყენება, რათა მთელ ევროკავშირს გავაგებინოთ, რომ რადიკალურად გაზრდილი სამხედრო ძალისხმევის გარეშე, ჩვენ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით და ეს ნიშნავს ერთ რამეს: ევროპა, უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში, რუსეთის პირდაპირი თავდასხმის წინაშე აღმოჩნდება,“ - აღნიშნა ტუსკმა.
სი ძინპინი: ჩინეთსა და ევროპას შორის მეტი „ხიდის“ აშენებაა საჭირო
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა პირობა დადო, რომ ევროპასთან მეტი ხიდის აშენებას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ სი ძინპინმა ჩინეთში ბელგიის პრემიერ-მინისტრის, ალექსანდერ დე კროს ვიზიტის შემდეგ განაცხადა. „ტურბულენტური საერთაშორისო სიტუაციის გათვალისწინებით, ჩინეთსა და ევროპას შორის მეტი „ხიდის“ აშენებაა საჭირო. ორივე მხარემ უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს და ერთობლივად შეუწყოს ხელი მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას მთელ მსოფლიოში,“ – ნათქვამია ჩინეთის ლიდერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დე კრო ჩინეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს, ასევე ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეროვნული სახალხო კონგრესის თავმჯდომარეს.
ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ინტერნეტი მნიშვნელოვნად ძვირია - კომუნიკაციების კომისია
კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტი საქართველოში, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, 136%-ით, ხოლო 10 გბ. მობილური ინტერნეტი და 1795 წუთი სასაუბრო დრო, 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 35%-ით უფრო ძვირია. აღნიშნული შედეგები ევროკავშირის წევრი 22 ქვეყნისა და დიდი ბრიტანეთის ანალოგიურ მაჩვენებლებთან, საქართველოს სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომელიც კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით 2023 წლის აპრილში ჩატარდა. “ბენჩმარკინგის” კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში დაბალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებები, როგორც მობილურ, ისე ფიქსირებულ ბაზარზე, კვლევაში შემავალი ქვეყნების ფასების თითქმის ანალოგიური ან უფრო იაფია. ხოლო, რაც შეეხება მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებების ფასებს - ევროპული ქვეყნების საშუალოს მნიშვნელოვნად აჭარბებს. კვლევის მიხედვით, მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებებზე მაღალი ფასები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრობლემურია, ვინაიდან 2022 წლის მონაცემებით, მობილური ინტერნეტის მოხმარება მკვეთრად მზარდია და საშუალოდ 12 გბ-ს აღწევს. „ვიდრე საქართველოში შენარჩუნდება მაღალსიჩქარიანი და მაღალი მოცულობის ინტერნეტის მაღალი ფასები, მომხმარებლები კვლავ იძულებული იქნებიან აირჩიონ დაბალსიჩქარიანი და დაბალი მოცულობის მომსახურებები ან გადაიხადონ მნიშვნელოვნად მაღალი, პრემიუმ ფასები და ასე მიიღონ მაღალი სიჩქარე/მოცულობა,“ - წერია დასკვნაში. მობილურ მომსახურებებზე ფიზიკური პირი აბონენტებისთვის საქართველოში დაბალი მოცულობის პაკეტები, მაგალითად როგორიცაა 5 გბ. და ულიმიტო წუთები - ევროპულთან შედარებით 1%-ით ძვირია, 5 გბ. ინტერნეტი და 577 წუთის ფასი კი 23%-ით მეტი. მაღალი მოცულობის პაკეტებზე საქართველოში ფასები უფრო მაღალია, კერძოდ, 10 გბ. ინტერნეტი და 1795 წუთის ღირებულება, 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 35%-ით უფრო ძვირია, ხოლო 20 გბ. ინტერნეტი და ულიმიტო წუთები 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 36%-ით უფრო ძვირია. რაც შეეხება იურდიულ პირ აბონენტებს, მათთვის 10 გბ. ინტერნეტი და 1795 წუთი 1%-ით უფრო მაღალია, ვიდრე კვლევაში შემავალ ქვეყნებში არსებული ანალოგიური პაკეტების საშუალო ფასი. ხოლო 5 გბ. ინტერნეტი და 577 წუთი საქართველოში 32%-ით უფრო იაფია. 20 გბ. ინტერნეტისა და ულიმიტო წუთების ფასი კი 36%-ით უფრო მეტია, ვიდრე ევროპის ქვეყნების საშუალო ფასი ანალოგიურ პაკეტებზე. ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე კი მდგომარეობა ასეთია - ფიზიკური პირი აბონენტებისთვის, ოპტიკური ინტერნეტის ერთ-ერთი ყველაზე მოხმარებადი, 25 მბ/წმ-იანი ინტერნეტ პაკეტის ფასი, ევროპის ქვეყნების ანალოგიური მომსახურებების საშუალო ფასზე თბილისში 5%-ით, ხოლო რეგიონებში 17%-ით იაფია. მაღალი სიჩქარის ფიქსირებულ ინტერნეტზე კი საქართველოში ფასები ევროპულთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია. კერძოდ, 100 მბ/წმ-იანი ინტერნეტ პაკეტის ფასი ევროპის ქვეყნების ანალოგიური მომსახურებების საშუალო ფასზე 136%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნებში ოჯახების საშუალოდ 55% - 100 მბ/წმ-იანი ან უფრო მაღალი ინტერნეტ სიჩქარით სარგებლობს, მათგან 19 ქვეყანაში ოჯახების 40%-ზე მეტი აღნიშნული სიჩქარის ინტერნეტს იყენებს, საქართველოში კი აბონენტების მხოლოდ 1%-ს - 4 ათას აბონენტს აქვს 100 მბ/წმ ან უფრო მაღალი სიჩქარის ინტერნეტი, ვინაიდან მისი ფასი, ევროპის ქვეყნებთან შედარებით 136%-ით მაღალია. რაც შეეხება იურიდიულ პირ აბონენტებს, მათთვის ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურება უფრო ძვირია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. კერძოდ, იურიდიული პირებისთვის 10 მბ/წმ-იანი ოპტიკური ინტერნეტის ფასი, საქართველოში ევროპის 23 ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე თითქმის 3-ჯერ მაღალია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მაღალი მოცულობის ოპტიკური ინტერნეტი, სტანდარტულ იურიდიულ შეთავაზებებში ხელმისაწვდომი საერთოდ არ არის. „კომბინირებული შეთავაზებების შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომ ნახევარ მილიონზე მეტი თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები ოჯახისთვის, ინტერნეტისა და ტელევიზიის პაკეტებიდან ყველაზე იაფი პაკეტების ღირებულება, ევროპულ საშუალო მაჩვენებელზე დაბალია, რასაც რეგიონების შემთხვევაში, ოპერატორების მიერ შეთავაზებული სააქციო ფასები განაპირობებს. უფრო კონკრეტულად, კომბინირებულ შეთავაზებებში აბონენტებისთვის ტელევიზიის 20 არხისა და ოპტიკური 25 მბ/წმ-იანი სიჩქარის ინტერნეტ პაკეტის ღირებულება, 24 ევროპულ ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს რეგიონებში 43%-ით, ხოლო თბილისში 24%-ით უფრო ნაკლებია. ტელევიზიის 30 არხისა და 100 მბ/წმ-იანი მაღალი სიჩქარის ოპტიკური ინტერნეტ პაკეტი კი, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს რეგიონებში 35%-ით, ხოლო თბილისში 30%-ით ძვირია. კვლევა ბრიტანულმა კვლევითმა ორგანიზაციამ, Strategy Analytics-მა (Teligen, TechInsights) საერთაშორისოდ აღიარებული და აპრობირებული მეთოდოლოგიის შესაბამისად განახორციელა, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ არის შემუშავებული. სწორედ ამ მეთოდოლოგიის მიხედვით, ევროპის ქვეყნებთან შესადარებლად, გამოყენებულია ორი მსხვილი ოპერატორის, “მაგთიკომისა” და “სილქნეტის” მომსახურებების ფასები, ვინაიდან აღნიშნული კომპანიები ფლობენ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის 70%-ზე მეტს და მომხმარებელს სთავაზობენ როგორც ფიქსირებულ, ასევე მობილურ ინტერნეტს. კვლევაში გამოყენებული მონაცემები კი, 2023 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოში არსებული შეთავაზებებიდან, ყველაზე დაბალ ფასიანს ასახავს. ფასები მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტის (PPP) შესაბამისად არის დაანგარიშებული და წარმოდგენილია დოლარში. ფასების შედარებით ანალიზში გამოკვეთილი შედეგების გასაუმჯობესებლად, კომუნიკაციების კომისია სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის დასრულების შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, რათა ქართველ მომხმარებლებს, ევროპელი მომხმარებლების მსგავსად, ხელმისაწვდომ ფასად შეეძლოთ მაღალი მოცულობისა და სიჩქარის ტელეკომ მომსახურებებით სარგებლობა,“ - წერს კომისია ანგარიშზე დაყრდნობით.
ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის ათი მილიარდი ევრო გამოიყოფა
ევროკავშირი და ცენტრალური აზია ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, შუა დერეფნის გავლით ტრანსპორტირების დროის შემცირებაზე მუშაობენ. ამის შესახებ ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა. მან ეს განცხადება ბრიუსელში ევროკავშირი-ცენტრალური აზიის სატრანსპორტო კავშირებისადმი მიძღვნილი ფორუმის გახსნის ცერემონიაზე გააკეთა. ევროკავშირმა, პარტნიორებთან ერთად, ჩაატარა კვლევა ცენტრალურ აზიასთან მდგრადი სატრანსპორტო კავშირების ანალიზის მიზნით. კვლევამ დაასკვნა, რომ ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს, რომელიც მოიცავს 11,000 კმ-ს, აქვს პოტენციალი მეტი ტვირთის გადასატანად. ჩვენი გრძელვადიანი მიზანია დერეფნის გარდაქმნა კონკურენტულ და სწრაფ მარშრუტად; ჩვენი რეგიონების დაკავშირება 15 დღეში ან ნაკლებ დროში,“ - აღნიშნა ვალდის დომბროვსკისმა. მისი თქმით, ევროპისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის ევროპული და საერთაშორისო ფონდებიდან ათი მილიარდი ევრო გამოიყოფა. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში ფორუმის მონაწილეები განიხილავენ აუცილებელ ინვესტიციებს ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის უახლეს, მულტიმოდალურ და ეფექტურ მარშრუტად გადაქცევისთვის, რომელიც 15 დღის განმავლობაში დააკავშირებს ევროპასა და ცენტრალურ აზიას. გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსურ სახსრებს ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გამოყოფს. ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ ფორუმს ესწრებიან ევროკომისიის მაღალი დონის წარმომადგენლები, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ცენტრალური აზიის, კავკასიის ქვეყნები და თურქეთი. სხვა მონაწილეები არიან „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები, ფინანსური ინსტიტუტები და კერძო სექტორი. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), რომელიც სამხრეთ ყაზახეთს კვეთს, ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. (TITR) ცნობილია, რომ „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე მოიხსენიებენ როგორც „შუა დერეფანი“) ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. რაც შეეხება ცენტრალურ ტრანსკასპიურ ქსელს (CTCN), მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. გეოგრაფიულად, კვლევა აფასებს არსებულ და პოტენციურ ახალ დერეფნებს, რომლებიც შუა აზიის ხუთ რესპუბლიკასა (ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს შორის (TEN-T) ყველაზე მდგრად სატრანსპორტო კავშირებს უზრუნველყოფენ. კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ტრანსკასპიური ქსელის განვითარება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს რეგიონს: 1) მაგალითად, მოიტანს უფრო ძლიერ რეგიონულ კოორდინაციას, რაც გამოიწვევს ერთიან ტარიფებს, ერთიან მიდგომას, 2) გაზრდის დაკავშირებადობას ეკონომიკურ ცენტრებს შორის, რაც გამოიწვევს უფრო მაღალ რეგიონულ და საერთაშორისო ღირებულების ჯაჭვს და სხვა. ევროკავშირის შეფასებით, კვლევაში ასახული დასკვნები ხელს შეუწყობს ცენტრალურ აზიაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაგეგმვისა და განვითარების გამჭვირვალე ქმედებების იდენტიფიკაციას და პრიორიტეტიზაციას, რომელიც მდგრადობის მკაცრ კრიტერიუმებს, მათ შორის გარემოსდაცვით, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ფინანსურ და ფისკალურ ასპექტებს ეფუძნება. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
NATO-ს სამმა მოკავშირემ, აღმოსავლეთ ფლანგზე სამხედრო განლაგების დაჩქარების შესახებ შეთანხმება გააფორმა
გერმანიამ, ნიდერლანდებმა და პოლონეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ბიუროგრაფიის შემცირებას, რაც ხელს უშლის ჯარების და იარაღის სწრაფ ტრანსსასაზღვრო გადაადგილებას ჩრდილოეთ ზღვიდან NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგამდე მიმავალი ერთ-ერთი მთავარი დერეფნის გასწვრივ. ბრიუსელში, ევროპის თავდაცვის სააგენტოში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა განმარტა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ისეთი პირობების არსებობას, რომლებიც უზრუნველყოფენ სწრაფ სამხედრო განლაგებას რაიმე შესაძლო კონფლიქტის წარმოშობამდე. NATO-მ გააფრთხილა თავისი წევრები, რომ ძალიან დიდი ბიუროკრატია აფერხებს ჯარების გადაადგილებას ევროპაში და ეს არის პრობლემა, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს სერიოზული შეფერხებები რუსეთთან კონფლიქტის წარმოშობის შემთხვევაში. რუსეთთან კონფლიქტისთვის მზადების შესახებ გაფრთხილებები სულ უფრო ინტენსიურად ისმის. ნიდერლანდელმა ადმირალმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერმა კვლავ განაცხადა, რომ მაშინ, როცა შეიარაღებული ძალები უკვე მზად არიან კონფლიქტისთვის, მოქალაქეებიც ასევე მზად უნდა იყვნენ ამისთვის, რაც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებას მოითხოვს. მისი ეს გაფრთხილება წინ უსწრებდა NATO-ს ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ცივი ომის შემდეგ. Steadfast Defender 2024 - 90 000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით მაისამდე გასტანს. რუსეთთან ომის გაფრთხილების შესახებ გამოვიდა ბორის პისტორიუსიც. „ჩვენი ექსპერტები ელიან 5-დან რვა წლამდე პერიოდს, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება,” - განუცხადა მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-ს. „თითქმის ყოველდღე გვესმის მუქარა კრემლიდან, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ერთ დღეს NATO-ს წევრ ქვეყანასაც დაესხას თავს. მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა "ამჟამად," აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე NATO-მ 1988 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნების დაწყების შესახებ გამოაცხადა
აზერბაიჯანი ევროპაში გაზის ექსპორტს 10%-ით ზრდის
2024 წლის იანვარში აზერბაიჯანიდან ევროპაში 1,1 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირია (+0,1 მილიარდი კუბური მეტრი, ანუ 10%) ექსპორტირებული. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, საანგარიშო პერიოდში გაზის ექსპორტმა აზერბაიჯანიდან 2,3 მილიარდი კუბური მეტრი (+4,5%) შეადგინა. ამ პერიოდში აზერბაიჯანმა თურქეთს მიჰყიდა 0,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, საქართველოს კი, 0,4 მილიარდი კუბური მეტრი. თურქეთში გაზის ექსპორტი გაიზარდა 0,1 მლრდ კუბური მეტრით, 11,1%-ით, ხოლო საქართველოში ტრანსპორტირებული ბუნებრივი აირის მოცულობა 0,1 მლრდ კუბური მეტრით, 33,3%-ით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში, ტრანსანატოლიის გაზსადენით (TANAP) თურქეთში ტრანსპორტირებულია დაახლოებით 0,4 მილიარდი კუბური მეტრი გაზი (-0,1 მილიარდი კუბური მეტრი, 20%).
ორი წელი უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან: ევროპელი ლიდერების გზავნილები
ევროპელი პოლიტიკოსები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებს ავრცელებენ. „ფინეთი უკრაინას იქამდე დაუჭერს მხარს, სანამ საჭირო იქნება. უკრაინა და უკრაინელები სამართლიან და მდგრად მშვიდობას იმსახურებენ, - ნათქვამია ფინეთის მთავრობის განცხადებაში. ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ აღნიშნა, რომ ახლა უკრაინას სრული მხარდაჭერა სჭირდება. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ამ მხარდაჭერის შესაძლებლობა და რესურსები გვაქვს. თავდაცვის წარმოება სწრაფად უნდა გავზარდოთ,“ - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა. „ჩვენი მხარდაჭერა არ შეირყევა. ნიდერლანდები ყოველ ნაბიჯზე თქვენს გვერდითაა,“ - აღნიშნა თავის მხრივ, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰანკე ბრუინს სლოტმა. ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა დაადასტურა, რომ ნიდერლანდები უკრაინასთან უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულებას გააფორმებს. „ეს პუტინი იყო, რომელმაც რუსეთის უკანონო აგრესიული ომი დაიწყო და ახლა სწორედ პუტინმა უნდა შეწყვიტოს იგი,“ - ნათქვამია ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ევროპამ თავდაცვა უნდა გააძლიეროს. „შეკავება, თავდაცვითი მზადყოფნა - მე ვიცი, რომ გერმანიის კანცლერისთვის ეს უჩვეულო სიტყვებია. სიტყვები, რომლებიც ჩვენ გერმანიაში იმდენი ხანი არ გამოგვიყენებია, რომ თითქმის დავიწყებული გახდა...ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ ისეთი ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ ჩვენზე თავდასხმა ვერავინ გაბედოს," - ამბობს შოლცი. თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ უკრაინის გვერდით იქნებიან, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. „731 დღე საჰაერო დარტყმების ქვეშ, სკოლის გაკვეთილები მეტროსადგურებში, ნგრევა და სიკვდილი. ჩვენ არ მივცემთ უფლებას პუტინს უკრაინას მშობლიური მიწა და თავისუფლება წაართვას. ჩვენ ვდგავართ თქვენს გვერდით მანამ, სანამ თქვენ ეს დაგჭირდებათ. მანამ, სანამ ისევ მშვიდად ააშენებთ მომავალს," - აცხადებს ბერბოკი. „ტირანია ვერასდროს იზეიმებს, გაერთიანებული სამეფო უკრაინას გამარჯვებამდე მხარს დაუჭერს," - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა. "დადგა მომენტი, ვაჩვენოთ, რომ ტირანია ვერასდროს იზეიმებს და კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით დღესაც, ხვალაც. მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც და რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, ვიდრე არ გაიმარჯვებენ. ორი წლის წინ, როდესაც პუტინმა დაიწყო უკანონო შეჭრა, თავისუფალი სამყარო იყო ერთიანი რეაგირებაში. ჩვენ ერთად დავუჭირეთ მხარი უკრაინას. ამ სასტიკ თარიღზე ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავადასტუროთ ჩვენი სიმტკიცე," - აღნიშნა სუნაკმა. „ძვირფასო უკრაინელო ძმებო და დებო, ამ საშინელი ომის 2 წლისთავზე მოგმართავთ უდიდესი პატივისცემით. თქვენ დაუმარცხებლობისა და გაუტეხლობის დიდებული მაგალითი უჩვენეთ მსოფლიოს. თქვენი სიმტკიცე და წინააღმდეგობა ყველა ლიეტუველისთვის ანათებს, როგორც იმედის შუქურა. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენს გვერდით და არასოდეს დაგტოვებთ მარტო ამ ბრძოლაში," ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების 2 წლისთავს X-ზე ეხმაურება. „ორი წლის 23 თებერვლის საღამოს, კიევს ვტოვებდი. მე იქ ვიყავი უკრაინის მხარდასაჭერად. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. პოლონეთი მხარს უჭერდა, უჭერს და გააგრძელებს ბრძოლას უკრაინის თავისუფლებისთვის,“ ამბობს პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე წლისთავს ეხმაურება. ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავზე კიევში ჩავიდა. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მეორე წლისთავის და უკრაინელი ხალხის განსაკუთრებული წინააღმდეგობის აღსანიშნავად კიევში ვიმყოფები. ისე, როგორც არასდროს, ჩვენ უკრაინის გვერდით მტკიცედ ვდგავართ. ფინანსური, ეკონომიკური, სამხედრო და მორალური თვალსაზრისით. იქამდე, სანამ ქვეყანა სრულიად თავისუფალი არ გახდება,“ - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე. მასალა განახლდება „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
დანიის პრემიერმა ევროპის შეცდომა უწოდა რუსულ გაზსა და ჩინურ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულებას
დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპამ 1930-იანი წლების შეცდომები თავიდან უნდა აირიდოს და რუსეთის შეკავების მიზნით თავდაცვის ინდუსტრია განაახლოს. „მე უფრო მეტად აგრესიულ რუსეთს ყველა ასპექტში ვხედავ და არამხოლოდ უკრაინაში. ვფიქრობ, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: არის თუ არა უკრაინა რუსეთის საბოლოო დანიშნულების წერტილი თუ ეს მხოლოდ იმის ნაწილია, რისი მიღწევაც მათ, დიდი რუსეთის ხელახლა აშენებით სურთ?“ - განაცხადა მეტე ფრედერისკენმა. როგორც დანიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, თავისუფლებას თავისი ფასი აქვს და რუსეთის შეკავებისთვის ევროპამ უფრო მეტი უნდა დახარჯოს. „ჩვენ ევროპული პერსპექტივიდან უნდა ვაღიაროთ, რომ საკუთარი თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის საკმარისი თანხა არ დაგვიხარჯავს. ძალიან გულუბრყვილოები ვიყავით და დასავლეთში გამდიდრებაზე ზედმეტად ვიყავით ორიენტირებულები, ამიტომაც, დამოკიდებულება ისეთ ქვეყნებზე შევქმენით, რომლებზეც არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული - გაზი რუსეთიდან, ახალი ტექნოლოგიები ჩინეთიდან,“ - აღნიშნა დანიის პრემიერ-მინისტრმა.
რუსული საფრთხის ფონზე, რინკევიჩსმა NATO-ს მოკავშირეებს მოუწოდა, სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენა განიხილონ
ლატვიის პრეზიდენტმა ედგარდს რინკევიჩსმა მოუწოდა ევროპის სხვა ქვეყნებს, მეტი ძალისხმევა გასწიონ და მოემზადონ რუსეთის ფედერაციასთან შესაძლო დაპირისპირებისთვის; განიხილონ ყველა შესაძლო ვარიანტი - გაწვევის დაბრუნებიდან და თავდაცვის სპეციალური გადასახადიდან სამხედრო ხარჯების მკვეთრ ზრდამდე. კერძოდ, რინკევიჩსმა უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნები უნდა დაუბრუნდნენ ცივი ომის ხარჯების დონეს და განიხილონ სამხედრო სავალდებულო სამსახურის დაბრუნება, რათა შეიარაღებულ ძალებში პერსონალის რაოდენობა გაიზარდოს. ამავდროულად, ლატვიის პრეზიდენტმა აღიარა, რომ უმჯობესია სრული პროფესიული შეიარაღებული ძალების ყოლა და გაწვევა შეიძლება, არაპოპულარული აღმოჩნდეს, მაგრამ სამხედროები მთელ ევროპაში აწყდებიან რეკრუტირების სირთულეებს და პროექტი ხელს შეუწყობს უფრო ქმედუნარიანი სარეზერვო ძალების შექმნას რუსეთის შეკავების მიზნით. "არავის სურს ბრძოლა. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ არავის სურს თავდასხმა. და არავის სურს აქ განმეორდეს უკრაინის სიტუაცია," - დასძინა რინკევიჩსმა. შეგახსენებთ, რომ იანვარში ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის თავდაცვის მინისტრებმა აღმოსავლეთ საზღვარზე ბალტიისპირეთის ერთობლივი თავდაცვის ზონის შექმნას მხარი დაუჭირეს. ლატვიის მთავრობამ ასევე დაამტკიცა აღმოსავლეთ საზღვრის სამხედრო გაძლიერებისა და ანტიმობილურობის გეგმა, რომელზეც 303 მილიონი ევროს დახარჯვას გეგმავენ.
აშშ ევროპაში იარაღისა და სამხედრო ტექნიკის დიდ არქტიკულ საწყობს ქმნის - მედია
აშშ-ის არმია ფინეთში, შვედეთში ან ნორვეგიაში იარაღის დიდი საწყობის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ აშშ-ს არმიის მატერიალური სარდლობის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა კრისტოფერ მოჰანმა გლობალური ძალების ყოველწლიურ სიმპოზიუმზე განაცხადა. „არქტიკის რეგიონში საბრძოლო მასალის შენახვა საშუალებას მისცემს აშშ-ის არმიას, უკეთ გაიგოს, თუ როგორ მოქმედებს ექსტრემალური სიცივე მასალებზე და რა შეუძლია, გააკეთოს იმისათვის, რომ არმია უფრო ეფექტიანი გახდეს ზამთარში,“ აღნიშნა მოჰანმა. მან არ გაამხილა ახალი საწყობების შესაძლო ადგილები ევროპაში, მაგრამ სიმპოზიუმზე ვარაუდობდნენ, რომ ნორვეგია იყო ერთ-ერთი შესაძლო ლოკაცია, იუწყება Breaking Defense. თუმცა აღნიშნავენ, რომ ამ საწყობის მასპინძლობით ფინეთი და შვედეთიც არიან დაინტერესებულნი. თუ შეერთებული შტატები გადაწყვეტს, შექმნას ახალი სამხედრო მარაგის საწყობი თავისი არმიისთვის, მის მშენებლობაზე პასუხისმგებლობა AMC-ს დაეკისრება. ეს არის უზარმაზარი ორგანიზაცია, რომელშიც დასაქმებულია დაახლოებით 165,000 ჯარისკაცი, მშვიდობიანი მოქალაქე და ქვეკონტრაქტორი. აშშ-ს არმია ინარჩუნებს ე.წ. წინამდებარე სადგურებს (APS) მთელ მსოფლიოში. ეს ცივი ომის დროინდელი პრაქტიკაა. APS-ის საწყობები განლაგებულია მათი დანიშნულებისამბერ გამოყენებასთან ახლოს. ისინი ამცირებენ სამხედრო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის საჰაერო ან საზღვაო გზით გადატანის აუცილებლობას საბრძოლო ზონაში, კრიზისულ სიტუაციაში. აშშ-ის არმიას აქვს ექვსი დიდი APS საცავი ევროპაში: ორი გერმანიაში, თითო ნიდერლანდებში, ბელგიაში, პოლონეთსა და იტალიაში. იტალიაში არსებული საწყობი მხარს უჭერს NATO-ს ოპერაციებს აფრიკაში. ცნობისთვის, ფინეთმა და შეერთებულმა შტატებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ორმხრივ შეთანხმებას გასული წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი.
ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის, მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 600 000 ლარი გამოყო
ევროპის დღეების აღსანიშნად მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 600 ათასს ლარი გამოყო. პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმოწერით განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციამ 4 აპრილს გამოაქვეყნა. დამატებით ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მთავრობა 500 ათასი ლარის ღირებულების კამპანიის წარმოებას გეგმავს. საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გასული წლის დეკემბერში მიიღო იმის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯს შეასრულებს. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებსა და უცხოურ ჩარევასთან ბრძოლა.
6-მა ქვეყანამ ჩრდილოეთ ზღვის ნაწილში, წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დაცვის შეთანხმება გააფორმა
ბრიტანეთმა და ევროპის სხვა დიდმა ქვეყნებმა, რომლებსაც საზღვაო საზღვრები აქვთ ჩრდილოეთ ზღვაზე, ხელი მოაწერეს შეთანხმებას წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დასაცავად, მათ შორის, რუსეთის შესაძლო თავდასხმებისგან დასაცავად, ერთობლივი მუშაობის შესახებ. ექვსმა ქვეყანამ - ბელგიამ, ბრიტანეთმა, დანიამ, გერმანიამ, ნორვეგიამ და ნიდერლანდებმა - ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც მათ ინფორმაციის გაზიარების საშუალებას მისცემს. წყალქვეშა კაბელებისა და მილსადენების საფრთხეების დაცვაზე დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა ყურადღება მას შემდეგ გაამახვილეს, რაც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 1“-სა და „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ზე 2022 წლის სექტემბერში აფეთქებები მოხდა. აღნიშნული მილსადენები რუსეთიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით გაზის გადასაზიდად შეიქმნა. 2023 წლის მაისში NATO-მ განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა, წყალქვეშა კაბელების დივერსია მოახდინოს, რათა დასავლეთის ქვეყნები უკრაინის მხარდაჭერისთვის დასაჯოს. ამასთან, ღაზაში ომის დაწყების შემდეგ გლობალური უსაფრთხოების რისკები კიდევ უფრო გაიზარდა.
პრეზიდენტი: არჩევნების თემა იქნება: რუსეთი თუ ევროპა
„რასაც ბოლო სამი დღის განმავლობაში ვხედავთ, არის, მასობრივი, მაგრამ ძალიან მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, რომელშიც ბევრი ახალგაზრდა მონაწილეობს. დარწმუნებული ვარ, გაგრძელდება,“ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში. მისი თქმით, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა არჩევნების გზით უნდა მოიპოვოს. „ეს უნდა გახდეს სტრატეგია და უნდა იყოს მიმართული მომავალ არჩევნებზე. ჩვენ აღარ გვჭირდება ამ ქვეყანაში გადატრიალებები, რადიკალური გადაწყვეტილებები, ეს ქვეყანა უნდა დარჩეს სტაბილური და ჩვენი გზა ევროპისკენ არჩევნებში უნდა მოვიგოთ. არჩევნების თემა იქნება: რუსეთი თუ ევროპა და ეჭვი არ მეპარება, რას აირჩევს საქართველო,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
NATO-ს აჟამად 500 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს მაღალ მზადყოფნაში
ვიდრე რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას დაიწყებდა, ბევრი, მათ შორის, კიევი, სკეპტიკურად იყო განწყობილი, რომ დიდი ომი ევროპაში დაბრუნდებოდა. ორ წელზე მეტი ხნის შემდეგ, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ აღადგინა ან გააფართოვა სავალდებულო სამხედრო სამსახური მოსკოვის მზარდი საფრთხის ფონზე, რაც არის რიგი პოლიტიკის ნაწილი, რომელიც მიმართულია თავდაცვის გაძლიერებისკენ, რომელიც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაფართოვდება. ამ საკითხს ამერიკულმა CNN-მა სტატია მოამზადა. ჟურნალისტი ესაუბრა როგორც ალიანსის წარმომადგენელს, ასევე - ექსპერტებს. „ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ შეიძლება, მოგვიწიოს ომისთვის მობილიზების წესის კორექტირება და სამხედრო აღჭურვილობის წარმოების და პერსონალის რეკრუტირება და მომზადება,“ - განაცხადა რობერტ ჰამილტონმა, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ევრაზიის კვლევის ხელმძღვანელმა. რომელიც 30 წლის განმავლობაში მსახურობდა აშშ-ის არმიის ოფიცრად. ევროპაში უფრო დიდი ომის რისკები მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „საბოლოოდ მიმართა ღია კონფლიქტს“ უკრაინაში, მიზნად ისახავდა „საბჭოთა იმპერიის ხელახლა შექმნას,“ აღნიშნა გენერალმა უესლი კლარკმა, რომელიც ევროპაში მოკავშირეთა უმაღლეს მეთაურად მსახურობდა. „ამდენად. ჩვენ ახლა გვაქვს ომი ევროპაში, რომელსაც ვერასოდეს ვიფიქრებდით. ეს არის ახალი ცივი ომი თუ ახალი ცხელი ომი, გაურკვეველია.“ „ეს არის ძალიან გარდაუვალი გაფრთხილება NATO-სსთვის, რომ ჩვენ უნდა აღვადგინოთ ჩვენი თავდაცვა. ეს ძალისხმევა ასევე მოიცავს გაწვევის პოლიტიკას,“ მიიჩნევს კლარკი. „იმის გამო, რომ გაწვევა ზოგიერთ ქვეყანაში არაპოპულარულ თემად რჩება, NATO ცდილობს, მიაღწიოს ახალ მიზანს, რომ 300 000 პერსონალი იყოს მზად ერთი თვის განმავლობაში გასააქტიურებლად და კიდევ ნახევარი მილიონი - ხელმისაწვდომი ექვს თვეში,“ აღნიშნავს თავის მხრივ, შინ მონაგანი, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის ანალიტიკოსი. „მიუხედავად იმისა, რომ NATO-მ განაცხადა, რომ უკვე მიაღწია ამ მიზანს, ევროკავშირმა თქვა, რომ ეს მის წევრებს გაუჭირდებათ. NATO მიზნის მისაღწევად ამერიკულ ძალებს ეყრდნობა. ევროპელმა მოკავშირეებმა კადრების გამომუშავების ახალი გზები უნდა მოძებნონ. კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ ეს მიზანი ალიანსს მხოლოდ ექვს თვემდე ხანმოკლე კონფლიქტის საშუალებას მისცემს,“ განმარტა შინ მონაგანმა. NATO-ს ერთ-ერთ უახლეს წევრს, ფინეთს, აქვს შესაძლებლობა, 900,000-ზე მეტი რეზერვისტი გაააქტიუროს, 280,000 სამხედრო მოსამსახურე მზად არის, დაუყოვნებლივ ირეაგიროს საჭიროების შემთხვევაში. თუმცაა მშვიდობის დროს ფინეთის თავდაცვის ძალებში დასაქმებულია მხოლოდ 13000 ადამიანი, მათ შორის, სამოქალაქო პერსონალი. ნორვეგიას და შვედეთს, რომელიც NATO-ს უახლესი წევრია, ასევე აქვთ მსგავსი მოდელები, ორივეს აქვს რეზერვისტების მნიშვნელოვანი რაოდენობა, თუმცა არა იმდენი, რამდენიც ფინეთს. შვედეთი, სადაც გაწვევა ახლა ასევე გენდერულად ნეიტრალურია, 2024 წელს გამოიძახეს დაახლოებით 7000 ადამიანი. შვედეთის შეიარაღებული ძალების თანახმად, 2025 წელს ეს რიცხვი 8000-მდე გაიზრდება. ცნობისთვის, 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს. ალიანსმა გაზარდა თავისი წარმომადგენლობა ალიანსია აღმოსავლეთ ფლანგზე. ალიანსი აძლიერებს შესაძლებლობებს ბოლო ათწლეულის განმავლობაში მოსკოვის მზარდი საფრთხის საპასუხოდ. „2014 წლიდან NATO-მ განიცადა ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია ჩვენს კოლექტიური თავდაცვის სფეროში ბოლო თაობის განმავლობაში,“ განუცხადა NATO-ს სპიკერმა ფარა დახლალამ CNN-ს. „ჩვენ განვახორციელეთ ყველაზე ყოვლისმომცველი თავდაცვის გეგმები ცივი ომის შემდეგ, ამჟამად 500 000-ზე მეტი ჯარისკაცი მაღალ მზადყოფნაშია.“ მაგრამ არსებობს მოწოდებები მოკავშირეების მიმართ, რომ გაზარდონ თავიანთი შესაძლებლობები უფრო და უფრო სწრაფად. მიუხედავად იმისა, რომ NATO-ს მოკავშირეები მზადყოფნაში არიან, ჯერ კიდევ ჩნდება კითხვა, მზად არიან თუ არა ისინი ისეთი გაჭიანურებული ომისთვის, როგორიც არის უკრაინაში,“ აღნიშნა მონაგანმა და მიუთითა, რომ ჯერ კიდევ სამუშაოა გასაკეთებელი რიგ სფეროებში. მათ შორისაა, სამრეწველო შესაძლებლობები, თავდაცვის ხარჯები და საზოგადოების მედეგობა - სადაც გაწვევის საკითხი დადგება.“ „სამხედრო პერსონალის რეკრუტირება და წვრთნა არის ცალკეული ერების გადაწყვეტილება,“ აღნიშნა დახლალამ და დაამატა: „NATO-ს წევრთა დაახლოებით მესამედს აქვს გარკვეული სახის სავალდებულო სამხედრო სამსახური.“ „ზოგიერთი მოკავშირე აბალანსებს გაწვევის პოლიტიკას. თუმცა, როგორც ალიანსი, ჩვენ არავის არ ვუწესებთ სავალდებულო სამხედრო სამსახურს,“ - განაცხადა დახლალამ. „მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეებმა გააგრძელონ შეიარაღებული ძალები, რათა დაიცვან ჩვენი ტერიტორია და ჩვენი მოსახლეობა.“ უკრაინაში ბრძოლების გარდა, რუსეთმა ასევე წამოიწყო ჰიბრიდული ომი მთელ ევროპაში, ექსპერტების თქმით, რომელიც მოიცავს თავდასხმებს ინფრასტრუქტურაზე, კიბერშეტევებს, დეზინფორმაციას, დივერსიას, არჩევნებში ჩარევას და მიგრაციის შეიარაღებას. „ეს მხოლოდ უფრო აგრესიული გახდა,” - აღნიშნა მონაგანმა. „ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ მოკავშირეები ახლა ძალიან განსხვავებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას აწყდებიან, ვიდრე ეს ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში იყო.“
უზბეკეთმა 2030 წლიდან, შესაძლებელია, ჭარბი ელექტროენერგია ევროპაში ექსპორტზე გაიტანოს
უზბეკეთის ენერგეტიკის მინისტრმა ჟურაბეკ მირზამახმუდოვმა განაცხადა, რომ უზბეკეთი თავისი ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტს ევროპაში 2030 წლიდან შეძლებს, თუ ყაზახეთი-უზბეკეთი-აზერბაიჯანი კასპიის ზღვის ფსკერზე კაბელის გაყვანის პროექტს განახორციელებენ. „ამ წლის ბოლომდე ჩვენ განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის ჯამურ სიმძლავრეს - 4 გვტ-ზე მეტს მივაღწევთ, 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 20 გვტ-ზე მეტი იქნება, საიდანაც ორიდან ხუთ გიგავატამდე წავა ექსპორტზე ევროპაში“, - განაცხადა მინისტრმა. ექსპორტის ზუსტი მოცულობა დამოკიდებული იქნება ელექტროენერგიის გადაცემის სისტემის სიმძლავრეზე და ევროპელი მყიდველების საჭიროებებზე. უზბეკეთიდან ელექტროენერგია ყაზახეთის გავლით - ცენტრალური აზიის საერთო ელექტროენერგეტიკული სისტემის საშუალებით გავა, შემდეგ ღრმა წყლის კაბელით კასპიის ზღვის ფსკერზე აზერბაიჯანამდე, იქედან - საქართველოში და შემდგომში შავი ზღვის ფსკერზე რუმინეთში, უნგრეთსა და ბულგარეთში.
აზერბაიჯანი ხორვატიაში ბუნებრივი აირის ექსპორტს იწყებს
აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) ხორვატიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება 2024 წლის პირველ სექტემბერს დაიწყო. იუწყება Trend „სოკარზე“ დაყრდნობით. კომპანიაში აცხადებენ, რომ „ეს მნიშვნელოვანი ეტაპი აზერბაიჯანისა და ხორვატიის მთავრობებს შორის წარმატებული თანამშრომლობის შედეგია.“ „ზამთრის სეზონის წინ, ხორვატიისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდება კიდევ უფრო ამყარებს აზერბაიჯანის, როგორც ევროპისთვის სანდო პარტნიორისა და გაზის მიმწოდებლის პოზიციას,“ - აცხადებენ კომპანიაში. აზერბაიჯანმა სლოვენიისთვის გაზის მიწოდება დაიწყო
თავისუფალი და ლეგიტიმური არჩევნები აუცილებელია ევროპაში საქართველოს ადგილის დასაცავად - PACE
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წინასაარჩევნო დელეგაციის ხელმძღვანელმა ვიზიტის დასრულებისას განაცხადა, რომ თავისუფალი და ლეგიტიმური არჩევნები აუცილებელია ევროპაში საქართველოს ადგილის დასაცავად. საქართველოში ორდღიანი ვიზიტი (23-24 სექტემბერი, 2024) დაასრულა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 2024 წლის 26 ოქტომბრის წინასაარჩევნო დელეგაციამ, იულიან ბულაის ხელმძღვანელობით. იულიან ბულაიმ განაცხადა, რომ ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე განსაკუთრებულ პერიოდში გაიმართება. მან ხაზი გაუსვა, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც ყველა მხარის მიერ იქნება აღიარებული ლეგიტიმურად, საკვანძო როლს შეასრულებს ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში სამართლიანი ადგილის დაცვაში. „ჩვენი დელეგაცია შეშფოთებულია, რომ პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია, რაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს დემოკრატიის ტრაექტორიაზე დე ფაქტო რეფერენდუმად აქცევს. ვიზიარებ დელეგაციასთან შეხვედრებში მონაწილე პირების წუხილს დემონსტრაციების დარბევასთან და განსხვავებული აზრის გამოხატვის დევნასთან დაკავშირებით, ვიანიდან დემონსტრაციებიც და განსხვავებული აზის გამოხატვაც სრულიად ლეგიტიმურია დემოკრატიულ საზოგადოებაში. ხელისუფლებას მოეთხოვება ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად მოქმედება, არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან თავშეკავება და ძალადობის შემთხვევების დროული და სიღრმისეული გამოძიება,“ - განაცხადა იულიან ბულაიმ. „ჩვენთვის ასევე შემაშფოთებელია ოპოზიციის წევრების შესაძლო შევიწროების ფაქტები, ისევე როგორც მუქარა, დაშინება და სიძულვილის ენა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების მისამართით. შესაბამის უწყებებს მოვუწოდებ, სრულყოფილად და გამჭვირვალედ გამოიძიონ ეს ბრალდებები. შეშფოთებული ვარ არჩევნების წინ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მსუსხავი ზეგავლენით აქტივისტებსა და არჩევნების შიდა დამკვირვებლებზე და ვიმეორებ ასამბლეის მოწოდებას კანონის გაწვევასთან დაკავშირებით, რომელიც შეუსაბამოა ევროპული დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. მოვუწოდებ ხელისუფლების წევრებს, გამოავლინონ მაქსიმალური თავშეკავება - ვიცით, რომ ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს ამ კანონს. ამასთან დაკავშირებით, გვაშფოთებს არასამთავრობო ორგანიზაციების „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება, რომელთაც ეკისრებათ იგივე ფინანსური ზედამხედველობა და შეზღუდვები, როგორიც პოლიტიკურ პარტიებს, რასაც აგრეთვე აქვს მსუსხავი ეფექტი.“ „ეს არჩევნები იქნება პირველი საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. თუმცა, ხუთპროცენტიანი ბარიერისა (ამ უკანასკნელის დაწევაზე რიგი მოლაპარაკებების და პირობითი შეთანხმებების მიუხედავად) და საარჩევნო ბლოკების აკრძალვის კომბინირებულმა ეფექტმა შესაძლოა, შეასუსტოს ამ 2017 წელს მიღებული მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმის ეფექტი. ასამბლეისა და სამოქალაქო საზოგადოების დიდი ხნის რეკომენდაციაა, პარლამენტში პლურალიზმის გაზრდა, პარლამენტის გაძლიერება და სუპერ უმრავლესობების თავიდან აცილება, რაც თავის მხრივ, კონტროლისა და ბალანსის დემოკრატიულ სისტემას გააძლიერებს,“ - განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა. ბულაიმ აგრეთვე აღნიშნა: „ვგმობ საარჩევნო კანონში გენდერული კვოტების გაუქმების თაობაზე შეტანილ ცვლილებას, რომელმაც შესაძლოა, საზიანო გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობაზე და მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, უზრუნველყონ პარტიულ სიებში ქალების სათანადოდ წარმოდგენა.“ „ჩვენმა დელეგაციამ მიიღო ინფორმაცია და მიესალმება, რომ ელექტრონული ხმის მიცემის დანერგვის წყალობით მოხდება არჩევნების წინასწარი შედეგების სწრაფად გამოქვეყნება, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს არჩევნების დღეს დაძაბულობის შემცირებას. ასევე აღსანიშნავია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ განხორციელებული ამომრჩეველთა საგანმანათლებლო კამპანია. მიმაჩნია, რომ ცესკო არამარტო მიუკერძოებლად უნდა მოქმედებდეს, არამედ, მიუკერძოებლად უნდა აღიქმებოდეს კიდეც. მიუხედავად ამისა, კანონმდებლობასა და შიდა წესებში შეტანილმა ბოლოდროინდელმა ცვლილებებმა შეიძლება, შეარყიოს საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობა. რამდენიმე თანამოსაუბრემ ასევე დასვა კითხვები საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის საარჩევნო უბნებზე წვდომის შესახებ,“ - განაცხადა ბულაიმ. „ჩვენ ასევე გვინდა, გამოვხატოთ შეშფოთება პოლიტიზებული სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მედიის მიმართ. ჩვენ მოვისმინეთ შეშფოთება ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საჯარო მოხელეებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, რაც გავლენას მოახდენს თანასწორ გარემოზე. მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ პოლიტიკური პლურალიზმისათვის საზიანო რიტორიკისაგან, როგორიცაა, მაგალითად, ოპოზიციის აკრძალვის მოწოდება. ეს უკანასკნელი სერიოზულად შეაფერხებდა საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წევრობით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას,“ - აღნიშნა დელეგაციის ხელმძღვანელმა. ცნობისთვის, ექვსკაციანმა მრავალპარტიულმა დელეგაციამ, ბულაის ხელმძღვანელობით, შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სრულუფლებიანი 32 წევრისაგან შემდგარი დელეგაცია, ვენეციის კომისიის სამართლის ექსპერტებთან ერთად, საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბერს კენჭისყრის დასაკვირვებლად ეწვევა. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.
NATO ევროპაში 49 ახალი ბრიგადის განთავსებას გეგმავს - მედია
NATO ევროპაში თავისი ძალების გაზრდას 49 ახალი საბრძოლო ბრიგადის განლაგებით გეგმავს, ეს დაახლოებით, 250 000 ჯარისკაცს ნიშნავს საიმისოდ, რომ ალიანსმა თავიდან აიცილოს რუსეთის აგრესია ევროპის წინააღმდეგ. ამის შესახებ Die Welt-ის ("მსოფლიო" - ყოველდღიური გაზეთი, რომელიც გერმანიაში 1946 წლიდან გამოდის) საკვირაო გამოცემა Welt am Sonntag-ი არასაჯარო ცნობებზე დაყრდნობით წერს. გამოცენის ცნობით, ეს გეგმა ამერიკელმა გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ და ფრანგმა ადმირალმა პიერ ვანდიემ წარადგინეს. „ადრე ითვლებოდა, რომ 82 ბრიგადა, ანუ დაახლოებით 400,000 ჯარისკაცი საკმარისი იყო NATO-სთვის, მაგრამ ახალი შეფასებები აჩვენებს, რომ ძალების მინიმალური რაოდენობა 131 ბრიგადაა, თითოეულში 5000 ჯარისკაცით, რაც სულ დაახლოებით 650,000 ჯარისკაცს ნიშნავს. ასევე იგეგმება კორპუსების რაოდენობის 6-დან 15-მდე გაზრდა და დივიზიების შტაბების 24-დან 38-მდე გაზრდა,“ წერს გამოცემა. გარდა ამისა, იგეგმება საჰაერო თავდაცვის ნაწილების ხუთჯერ გაზრდა – 293-დან 1467-მდე. მედია წერს, რომ NATO-ს ახალი გეგმის ჩამოყალიბების აუცილებლობა აიხსნება იმ მუქარით, რომელიც სავარაუდოდ, რუსეთიდან მოდის. ბრიტანეთის არმიის სარდალმა NATO-სთან ომის შემთხვევაში, რუსეთს სწრაფი მარცხი უწინასწარმეტყველა
ევროპელმა დეპუტატებმა პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართეს
ევროპელი დეპუტატები დღეს, 11 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას მსვლელობით შეუერთდნენ. თბილისში ვიზიტით არიან გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები. გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა პარლამენტის წინ შეკრებილებს მოუწოდა, არ დანებდნენ. "მოხარულები ვართ, რომ ისევ დავბრუნდით თბილისში, ევროპის ნამდვილ დედაქალაქში. მადლიერები ვართ თქვენი სტუმართმოყვარეობით, მაგრამ ვიცით, რომ მმართველი პარტია და მთავრობა არაა გახარებული ჩვენი აქ ყოფნით. მაგრამ ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ ვართ მეგობრები. ჩვენ ვართ თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მეგობრები. ევროპაშია თქვენი ადგილი და თქვენ ეს დაიმსახურეთ. ისინი ჩვენ გვაკრიტიკებენ, თითქოს, ჩვენ ვერევით ქვეყნის შიდა საქმეებში. ჩარევაა თუ არა თქვენიქვეყნის პრეზიდენტთან, მამაც ქალთან შეხვედრა, რომელიც იბრძვის ამ ქვეყნის ნათელი მომავლისთვის? ჩარევაა თქვენთან, ამაყი ქვეყნის მოქალაქეებთან შეხვედრა, რომლებიც იბრძვიან ევროპული, დემოკრატიული ღირებულებებისთვის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის? აქ საუბარია არა ჩარევაზე, არამედ საერთო მომავალზე გაერთიანებულ ევროპაში. ამიტომაც ვართ აქ. გვინდა მხარი დაგჭიროთ, მე კარგად ვიცი ჩემი ქართველი მეგობრებისგან, რომ თქვენ იმედგაცრუებული და დაღლილი ხართ, მაგრამ ძვირფასო მეგობრებო, არ დანებდეთ, ჩვენ თქვენთან ვართ! ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას თქვენდამი," - განაცხადა როთმა. აქციის მონაწილეებს, ასევე მიმართა ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემაც: "ვიღაც ცდილობს, მოიპაროს თქვენი თავისუფლება, დემოკრატია, თქვენი ქვეყანა, თქვენი ევროკავშირისა და ნატოს წევრობა. არ დანებდეთ! იბრძოლეთ თქვენი თავისუფლებისთვის! იბრძოლეთ თქვენი დემოკრატიისთვის! იბრძოლეთ თქვენი ქვეყნისთვის! იბრძოლეთ იმისთვის, რომ გახდეთ ევროკავშირისა და NATO-ს წევრი! გახსოვდეთ, არ არსებობს ორბანის გზა ევროკავშირისკენ. არ არსებობს რუსული ოცნება, არის ევროპული ოცნება." პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრმა, მიჰაუ კამინსკიმ აქციაზე გამოსვლისას 2008 წლის 12 აგვისტო გაიხსენა, როდესაც „რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან იდგნენ საქართველოს მიმართ თავიანთი ქვეყნების სოლიდარობის გამოცხადების მიზნით - ესტონეთის, ლიეტუვის, პოლონეთის და უკრაინის პრეზიდენტები, ასევე, ლატვიის პრემიერ-მინისტრი. “მიყვარხარ, საქართველო! მიყვარხარ, თბილოსო! აქ ვიდექი თქვენს დიდებულ პრეზიდენტ სააკაშვილთან და ყოველთვის დიდებულ პრეზიდენტ ლეხ კაჩისკისთან ერთად. აქ ვიდექით, როდესაც რუსული ტანკები თბილისს უახლოვდებოდნენ და თბილისი გადარჩა! საქართველო გადარჩა! საქართველო გადაურჩა რუსულ აგრესიას. მე მქონდა ოცნება, მე მქონდა ნამდვილი ქართული ოცნება, რომ თქვენი ქვეყანა ევროპაში ყოფილიყო, სავსე ყოფილიყავით თავისუფლებით და სიყვარულით. ეს არის ჩემი ქართული ოცნება, თქვენი ქართული ოცნება და თქვენ გაიმარჯვებთ! მათთვის, ვისაც უნდა, რომ მოიპაროს თქვენი არჩევნები, ვისაც უნდა თქვენი ხმები და თქვენი თავისუფლება მოიპაროს, ჩვენ გავიმეორებთ უკრაინელი ჯარისკაცების სიტყვებს - “Русский военный корабль…” ეს არის ჩვენი პასუხი პუტინს, ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს. ჩვენ გავიმარჯვებთ! საქართველო იქნება ევროპაში. არავინ უნდა გაბედოს თქვენი ხმების და თავისუფლების მოპარვა. საქართველო იქნება თავისუფალი. მიშა სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი!,” - განაცხადა კამინსკიმ. „ჩვენ აქ ვართ, რათა დემოკრატიისკენ და ევროპისკენ გზაზე მხარი დაგიჭიროთ,“ - თავის მხრივ, ამის შესახებ ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ იუკა კოპრამ თბილისში, საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ქართველებს დემონსტრაციების კარგი ისტორია აქვთ, შესაბამისად, ყველაფერი, რათა ქვეყანას დემოკრატია მოუტანონ. „დემოკრატიას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სჭირდება, დემოკრატიას ხალხი სჭირდება და აქ ბევრ ხალხს ვხედავ. მაგრამ რატომ ჩამოვედი ფინეთიდან თბილისში? სინამდვილეში, ეს თბილისში ჩემი პირველი ვიზიტი არ არის. მე აქ პირველად 1978 წელს ვიმყოფებოდი, როდესაც პატარა ბავშვი ვიყავი, საბჭოთა მმართველობის დროს და როცა ჩემს ოჯახთან ერთად ჩამოვედი აქ დემონსტრაციები იყო. ხალხი დემონსტრაციას საბჭოთა ენის კანონის წინააღმდეგ მართავდა და 1978 წელს ქართველმა ხალხმა შეძლო, რომ საბჭოთა მთავრობას ენის კანონი უკან გაეტანა, რომ არ ამოქმედებულიყო. ასე რომ, ქართველებო, დემონსტრაციების კარგი ისტორია გაქვთ. ყველაფერი გაქვთ, რათა ქვეყანას დემოკრატია მოუტანოთ. ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დაგიჭიროთ დემოკრატიისკენ და ევროპისკენ გზაზე. ჩვენ ვართ ევროპა, თქვენ ევროპა ხართ, ყველანი ევროპა ვართ. არასდროს დანებდეთ ამ გზაზე, საკუთარი თავის გჯეროდეთ, გჯეროდეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, გჯეროდეთ თავისუფლების და თავისუფლება გაიმარჯვებს, საქართველოში დემოკრატია მოვა,“ - განაცხადა იუკა კოპრამ. შვედეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ერიკ ოტოსონმა ქართველ ხალხს მოუწოდა, არასდროს დანებდნენ. „მე შვედეთიდან მოვდივარ, სადაც ხუმრობით ვამბობთ, რომ ორასი წელია, ქვეყანა მშვიდობით იტანჯება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება ცოტათი გულუბრყვილოები ვიყოთ. მაგრამ რეალობა გვიახლოვდება, რეალობა მთლიანად კონტინენტს უახლოვდება. რუსულ აგრესიას მხოლოდ ერთი სახე არ აქვს, ტანკებითა და ჭურვებით. მას აქვს სახე, რომელიც უკანა კარიდან შემოდის, რომელსაც თითქმის ვერ ცნობ, ვიდრე გვიანი არ არის. მაგრამ საქართველო გვიანი არ არის, გვიანი არასდროს არ არის. ვიდრე თქვენ დემოკრატიისთვის იბრძვით, გვიანი არასდროს იქნება. როდესაც დემოკრატიისთვის იბრძვით, მაშინ დემოკრატია ცოცხლობს. არასდროს დანებდეთ,“ - განაცხადა ერიკ ოტოსონმა. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რვა ქვეყნის პარლამენტარების საქართველოში ვიზიტი, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ ემსახურება. მისი თქმით, დელეგაციის წევრები არიან ადამიანები, რომლებიც არღვევენ საარჩევნო პრინციპებს, რადგან ჩართული იყვნენ საარჩევნო აგიტაციაში. „ყველა შემთხვევაში, ამ ვიზიტის სულისკვეთება, სამწუხაროდ, არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათ პირდაპირ ჰქონდათ საუბარი პრესკონფერენციაზე ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების ცვლილებაზე. ეს არ არის ის დამოკიდებულება, რომელიც უნდა ჰქონდეს ევროპელ პოლიტიკოსს, სუვერენული ქვეყნის მიმართ. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია ამ ვიზიტის მიმართ არის შესაბამისი,“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. „ქართული ოცნების“ ლიდერები ევროპელ პარლამენტარებს არ შეხვდნენ. გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე უარი თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. დღეს ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა სამწუხარო უწოდა „ქართული ოცნების“ უარს, შეხვედროდა დელეგაციის წევრებს. მისი თქმით, ისინი საქართველოს მეგობრები არიან და არა მეტრები. პრეზიდენტის შეფასებით, „კრიზისი სახეზეა და ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ ვნახოთ ის გზები, რითაც შეიძლება საქართველო გამოვიდეს ამ კრიზისიდან.“ ევროპელი პარლამენტარები ასევე შეხვდნენ ოპოზიციის ლიდერებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსაც.