თეგი: ნიკოლ ფაშინიანი

ნიკოლ ფაშინიანმა უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით უშიშროების საბჭოს სხდომა ჩატარდა.  სომხური მედიის ცნობით, შეხვედრას სომხეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალენ სიმონიანი და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ჰაკობ არშაკიანი ესწრებოდნენ.უშიშროების საბჭოს სხდომაზე სომხეთის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისა და საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ალიევი: სომხეთი ორ ქვეყანას შორის ვითარების ნორმალიზებისთვის აზერბაიჯანის შეთავაზებულ 5 პირობას დათანხმდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ სომხეთი ორ ქვეყანას შორის ვითარების ნორმალიზებისთვის 5 პრინციპს დათანხმდა. ალიევის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, 9 აპრილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრის დროს მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პოსტკონფლიქტური ვითარებისა და ბრიუსელში 6 აპრილს გამართული მოლაპარაკებების შესახებ. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუს კოლეგას აცნობა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანული მხარის 5 პირობა მიიღო. აზერბაიჯანი გამოვიდა ინიციატივით, რომ სომხეთთან სახელმწიფოებრივი ურთიერთობების დალაგების საფუძველი შემდეგი პრინციპები გახდეს: - მხარეებმა ორმხრივად უნდა ცნონ ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისო საზღვრები და ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობა; - მხარეებმა უნდა აღიარონ, რომ სახელმწიფოებს ერთმანეთის მიმართ არ აქვთ ტერიტორიული პრეტენზიები და აიღებენ იურიდიულ ვალდებულებას, რომ მომავალშიც ასეთ პრეტენზიებს ერთმანეთთან მიმართებით არ წამოაყენებენ; - მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ და არ დაემუქრონ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში ერთმანეთის უსაფრთხოებას. ასევე თავი უნდა შეიკავონ ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მუქარისა და ძალის გამოყენებისგან, აგრეთვე გაეროს წესდების მიზნებთან შეუთავსებელი სხვა გარემოებებისგან; - მოახდინონ საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია, დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობები, გახსნან ტრანსპორტის მიმოსვლა და კომუნიკაცია; - დაამყარონ კომუნიკაცია და ითანამშრომლონ სხვა სფეროებში, სადაც ერთობლივი ინტერესები აქვთ; მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ „აზერბაიჯანის წინადადებებში მიუღებელი არაფერია“. ყარაბაღში დაძაბულობის ფონზე  ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი გასულ კვირას ბრიუსელში შეხვდნენ.  26 მარტს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. განკარგულებას ხელი მისმა პრეზიდენტმა, არაიიკ ჰარუტუნიანმა მოაწერა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში შევიდნენ და მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული ფორმირებების ქვედანაყოფებს უპილოტო საფრენი აპარატის, ბაირაქტარი TB-2-ით ოთხი დარტყმა მიაყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის ჯარებთან შეტაკებისას დაიღუპა სამი და დაიჭრა რამდენიმე სომეხი სამხედრო. ერევანმა ბაქო რუსეთის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთი “საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში” დაადანაშაულა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მომხდარზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ისაუბრა. ფაშინიანის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ლიდერებმა “მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში აზერბაიჯანული შენაერთების შეჭრის შემდეგ შექმნილი ვითარება” განიხილეს. 2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. გაიმარჯვა აზებაიჯანის არმიამ. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა. ასევე წაიკითხეთ აზერბაიჯანის გენპროკურატურამ რუსეთის დუმის დეპუტატზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს ეწვევა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს ეწვევა, სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „შექმნილი საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით, ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა. ასევე, ამ კვირაში პუტინი გააგრძელებს შეხვედრების სერიას ეკონომიკურ ვითარების განსახილველად“, - ციტირებს პესკოვს სომხური მედია.   

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში ჩავიდა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში ჩავიდა. ამის შესახებ გამოცემა „არმენპრესი“ იტყობინება. როგორც ცნობილია, აეროპორტში ფაშინიანს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო დახვდა. სომხური მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.  

მოსკოვი და ერევანი ურთიერთობებს აღრმავებენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „შეშფოთება გამოთქვეს რიგი ქვეყნების მიერ ცალმხრივი სანქციების დაწესების გამო“. ამის შესახებ ნათქვამია ორი ქვეყნის ლიდერების განცხადებაში, რომელიც მოსკოვში შეხვედრის შემდეგ გავრცელდა. ფაშინიანმა და პუტინმა საერთო ინტერესების ფარგლებში, საერთაშორისო აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა და რეგიონული თემები განიხილეს. „გაცვალეს მოსაზრებები პოლიტიკურ, სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-საგანმანათლებლო, კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებზე, ასევე ორმხრივი ფართო დღის წესრიგის შესახებ. მხარეებმა გამოთქვეს განზრახვა ხელი შეუწყონ პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას რუსეთისა და სომხეთის პროვინციებსა და რეგიონებს შორის. მიაღწიეს შეთანხმებას ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს შორის მჭიდრო კავშირების დამყარების წახალისების შესახებ. პუტინმა და ფაშინიანმა აღნიშნეს რეგულარული მაღალი დონის დიალოგის მნიშვნელობა. ამ კუთხით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის რუსეთის ფედერაციაში ოფიციალური ვიზიტის აქტუალურობა და მნიშვნელობა, რომელმაც კიდევ უფრო უნდა გაამყაროს ორმხრივად მომგებიანი პოლიტიკური კონტაქტები, გააღრმაოს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა და ინტეგრაციული პროცესები ევრაზიის რეგიონში, უზრუნველყოს სამხრეთ კავკასიაში საკითხების მოგვარება და სტაბილურობის გაზრდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს მოსკოვსა და ერევანს შორის ბიოუსაფრთხოების საკითხებში მიღწეული შეთანხმებების შემდგომი განხორციელების მნიშვნელობას (...). დადასტურდა, რომ ორი ქვეყნის ტერიტორიები არ იქნება გამოყოფილი მესამე ქვეყნების მიერ გამოსაყენებლად ბიოუსაფრთხოებაში ერთმანეთის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებების განსახორციელებლად. მხარეები ინარჩუნებენ საერთო მიდგომებს საერთო წარსულის მიმართ და გამოთქვეს განზრახვა, განაგრძონ ბრძოლა მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვისა და ისტორიის გაყალბების წინააღმდეგ. მხარეები შეთანხმდნენ, გააძლიერონ ძალისხმევა რასიზმთან, ქსენოფობიასთან, ნეონაციზმთან, ასევე ეროვნების, ენის ან რელიგიის საფუძველზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად“, - ნათქვამია განცხადებაში. ამავე თემაზე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში ჩავიდა

ილჰამ ალიევი: სამშვიდობო შეთანხმებაზე უარის შემთხვევაში, არ ვაღიარებთ სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, სამშვიდობო შეთანხმება სომხეთისთვის "ბოლო შანსია" და თუ ამაზე უარს იტყვიან, აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას ოფიციალურად არ აღიარებს. ამის შესახებ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა მსოფლიოს აზერბაიჯანელთა მე-5 კონგრესის შეხვედრაზე, რომელიც ყარაბაღში, რომელიც ქალაქ შუშაში 22 აპრილს გაიმართა. "წამოვაყენეთ შეთავაზება, რომელიც ხუთი კონკრეტული პრინციპისგან შედგება და სომხეთმა ეს პრინციპები მიიღო... სწორედ ამ ხუთი პრინციპის საფუძველზე ვაპირებთ მოლაპარაკებების წარმოებას. ამჟამად, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები აყალიბებენ სამუშაო ჯგუფებს. ვთვლი, რომ ახლო მომავალში აუცილებელია კონკრეტული მოლაპარაკებების დაწყება. ეს არ უნდა გაჭიანურდეს, რადგან სამშვიდობო შეთანხმება სწორედ ხუთ პრინციპზე იქნება ხელმოწერილი,“ – განაცხადა ალიევმა. 9 აპრილს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სომხეთი ორ ქვეყანას შორის ვითარების ნორმალიზებისთვის 5 პრინციპს დათანხმდა. მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ „აზერბაიჯანის წინადადებებში მიუღებელი არაფერია“. ყარაბაღში დაძაბულობის ფონზე  ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი 31 მარტს ბრიუსელში შეხვდნენ. 26 მარტს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. განკარგულებას ხელი მისმა პრეზიდენტმა, არაიიკ ჰარუტუნიანმა მოაწერა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში შევიდნენ და მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული ფორმირებების ქვედანაყოფებს უპილოტო საფრენი აპარატის, ბაირაქტარი TB-2-ით ოთხი დარტყმა მიაყენეს.გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის ჯარებთან შეტაკებისას დაიღუპა სამი და დაიჭრა რამდენიმე სომეხი სამხედრო. ერევანმა ბაქო რუსეთის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთი “საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში” დაადანაშაულა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მომხდარზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ისაუბრა. ფაშინიანის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ლიდერებმა “მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში აზერბაიჯანული შენაერთების შეჭრის შემდეგ შექმნილი ვითარება” განიხილეს. 2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. გაიმარჯვა აზებაიჯანის არმიამ. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა. ასევე წაიკითხეთ აზერბაიჯანის გენპროკურატურამ რუსეთის დუმის დეპუტატზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა ალიევი: სომხეთი ორ ქვეყანას შორის ვითარების ნორმალიზებისთვის აზერბაიჯანის შეთავაზებულ 5 პირობას დათანხმდა

ერევანში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები დაიწყო

ერევანში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები დაიწყო. სომხური მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ქუჩების გადეკეტვა დაიწყეს. დემონსტრანტები ამბობენ, რომ სახლებში არ წავლენ, ვიდრე მიზანს არ მიაღწევენ. მათი მთავარი მოთხოვნა ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გუნდის გადადგომაა. ცნობისთვის, ამ წუთებში გადაკეტილია მიასნიკიანის, ჰერაცის, გნუნის, ვარდანანცის ცენტრალური გამზირები და სხვა ადგილები, არის ავტომანქანების საცობები.

ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციაზე პროტესტის 200-მდე მონაწილე დააკავეს

ერევანში, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციაზე პროტესტის 200-მდე  დააკავეს. ადგილობირივ მედია პოლიციის ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ საქმე ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელიც ისჯება ჯარიმით (სომხეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 182-ე მუხლი). ოპოზიცია ერევნის სხვადასხვა რაიონში საპროტესტო აქციას მართავს, რამდენიმე ქუჩა გადაკეტილია. პოლიციამ News.am-ს განუცხადა, რომ „დილიდან ქალაქში 30-მდე ქუჩა იყო გადაკეტილი, თუმცა სამართალდამცველებმა მოძრაობა სწრაფად აღადგინეს“. აქციის მონაწილეებმა შეაჩერეს მოძრაობა ერევნის ცენტრში მთავარ გამზირებსა და ქუჩებზე, იტყობინება „ინტერფაქსის“ კორესპონდენტი. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და მისი გუნდის გადადგომის მოთხოვნით „დაუმორჩილებლობის აქცია“ ერევანში დღეს დილიდან მიმდინარეობს. აქცია ოპოზიციამ გუშინ გამართული საპროტესტო აქციის დროს დააანონსა. აქციის მონაწილეების ნაწილმა საფრანგეთის მოედანზე კარვები გაშალა და ღამე ქუჩაში გაათენა. ისინი აცხადებენ, რომ სახლში არ წავლენ, სანამ მიზანს არ მიაღწევენ. ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს აზერბაიჯანთან პოზიციების დათმობაში ადანაშაულებს. ფაშინიანის ოპონენტები ამბობენ, რომ მას აქვს განზრახვა, ბაქოსთან ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომლითაც მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტს აღიარებს. ასევე წაიკითხეთ ექსკლუზიურად Europetime-სთვის - ექსკლუზიური რეპორტაჟი ყარაბაღიდან

ფაშინიანი რუსეთს ეწვევა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთს სამუშაო ვიზიტით 16 მაისს გაემგზავრება. სომხური მედიის ცნობით, ფაშინიანი მოსკოვში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭოს (ОДКБ) სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში შედიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყირგიზეთი, ყაზახეთი და ტაჯიკეთი. მოსკოვი და ერევანი ურთიერთობებს აღრმავებენ ფაშინიანი ბოლო ერთ თვეში მოსკოვს უკვე მეორედ ეწვევა.  

შარლ მიშელმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს უმასპინძლა

აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ბრიუსელში შეხვდნენ, რათა მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო გეგმა განეხილათ. ეს ის საკითხია, რომელმაც ერევანში ოპოზიციის მხრიდან საპროტესტო ტალღა გამოიწვია. სამმხრივ შეხვედრამდე მიშელმა სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდეტ ილჰამ ალიევთან შეხვედრები ცალ-ცალკე გამართა. აზერბაიჯანული მხარის ცნობით, ალიევმა მიშელს განუცხადა რომ აზერბაიჯანმა ჩამოაყალიბა ხუთი პრინციპი, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო კანონმდებლობაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის და სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისთვის“. რას სთავაზობს სომხეთი აზერბაიჯანს „პრეზიდენტმა გამოთქვა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმების შემუშავების პროცესი დაჩქარდება", - ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. ერევანში, მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე 352 ადამიანი დააკავეს მაგრამ ფაშინიანი შიდა ზეწოლას განიცდის ოპონენტების მხრიდან, რომლებიც ამბობენ, რომ ძალიან ბევრს უთმობს აზერბაიჯანს. არეულობა ასევე ემთხვევა რუსეთის ომს უკრაინაში, რამაც აიძულა ბევრი ყოფილი საბჭოთა მეზობელი, გადაეფასებინა საკუთარი უსაფრთხოება. 

ნიკოლ ფაშინიანი: საქართველოს მტკიცე გზას დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისკენ, სომეხი და ქართველი მოქალაქეებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს

„საქართველოს მტკიცე გზას დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისკენ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს სომეხი და ქართველი მოქალაქეებისთვის, საკუთარი იდენტობის და რელიგიური ღირებულებების შენარჩუნების თვალსაზრისით“, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მისალოც ტექსტში აცხადებს. სომხეთის პრემიერი ხაზს უსვამს ორი ქვეყნის მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და ქართველ ხალხს კეთილდღეობას უსურვებს. „გულწრფელად გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! საუკუნეების განმავლობაში ჩვენი მეგობარი და მეზობელი ქვეყნის - საქართველოს მტკიცე გზას დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისკენ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს სომეხი და ქართველი მოქალაქეებისთვის, საკუთარი იდენტობის და რელიგიური ღირებულებების შენარჩუნების თვალსაზრისით. რთულ ისტორიულ ჟამს, ჩვენ, მეგობრობის სულისკვეთებით, ყოველთვის ვუდგავართ ერთმანეთს გვერდში. დარწმუნებული ვარ, რომ მრავალმხრივი თანამშრომლობის გამოცდილება, რომელიც საფუძვლად უდევს ურთიერთობებს ჩვენს ქვეყნებს შორის, მომავალში კიდევ უფრო გამდიდრდება ახალი და ურთიერთსასარგებლო მიღწევებით, რაც სარგებელს მოუტანს ჩვენს მოქალაქეთა კეთილდღეობას, დაგვეხმარება რეგიონში არსებული გამოწვევების დაძლევაში და უზრუნველყოფს წინსვლას. გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ საქმიანობას. მოძმე ქართველ ერს კი ვუსურვებ კეთილდღეობას და მშვიდობას“, - აღნიშნულია მილოცვაში.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ტრანზიტის საკითხები განიხილეს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით სომხეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანთან ქალაქ დილიჟანში სამუშაო შეხვედრა გამართა. კოლეგებმა შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა. ირაკლი ღარიბაშვილი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ერევანში გაემგზავრა მხარეებმა საუბრისას ყურადღება დაუთმეს რეგიონში არსებულ ვითარებას და არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას. ასევე მზადყოფნა გამოითქვა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობაზე და არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებაზე. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.  

ფაშინიანი: სახმელეთო საზღვრების გახსნაზე შეთანხმებების შესრულება, სომხეთისა და თურქეთის უწყებების მუშაობაზეა დამოკიდებული

„ჩემი მიზანია, კოორდინირებულად ვიმუშაო იმისთვის, რომ თურქეთთან მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება, რეალურად სწრაფად შესრულდეს“, -  ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თურქეთი და სომხეთი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სახმელეთო საზღვრების გახსნაზე შეთანხმდნენ გასულ კვირას, თურქეთისა და სომხეთის სპეციალური წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის, მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრებს გახსნიან. ამასთან, განხორციელდება ავიაგადაზიდვები თურქეთი-სომხეთისა და საპირისპირო მიმართულებით. ორ ქვეყანას შორის საზღვარი 1993 წელს ანკარის ინიციატივით დაიხურა. ქვეყნების უთანხმოება, სხვა საკითხებთან ერთად, ოსმალეთის იმპერიაში 1915 წლის სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარების პროცესსა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს უკავშირდებოდა, რომელშიც თურქეთი აზერბაიჯანს უჭერდა მხარს. 2018 წელს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა გამოთქვა მზადყოფნა, თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობები წინაპირობების გარეშე აღედგინა. თუმცა მან ხაზი გაუსვა, რომ ერევანი სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარებისთვის ბრძოლას განაგრძობს. 

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ნიკოლ ფაშინიანმა "ურთიერთობების ნორმალიზებაზე" ისაუბრეს

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანი Twitter-ზე წერს. თურქეთი და სომხეთი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სახმელეთო საზღვრების გახსნაზე შეთანხმდნენ ფაშინიანი: სახმელეთო საზღვრების გახსნაზე შეთანხმებების შესრულება, სომხეთისა და თურქეთის უწყებების მუშაობაზეა დამოკიდებული ფაშინიანის თქმით, ლიდერებმა სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების პროცესის შესახებ ისაუბრეს. „თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას ხაზგასმით აღვნიშნეთ ის მნიშვნელობა, რასაც სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების პროცესს ვანიჭებთ. ჩვენ ველოდებით, 1-ელ ივლისს ჩვენი სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების ადრეულ განხორციელებას", - წერს ფაშინიანი.  

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას

სომხეთი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას. ამის შესახებ სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა. მისი განცხადებით, ტრადიციულად, მეგობრული ურთიერთობები ორ მოძმე ხალხს შორის, რომელიც მდიდარ კულტურულ, ისტორიულ მემკვიდრეობასა და ღირებულებების იდენტურ სისტემას ეფუძნება, თანმიმდევრული მუშაობისა და მჭიდრო თანამშრომლობის წყალობით გამყარებას განაგრძობს, რაც შემდგომი ურთიერთქმედებისა და სახელმწიფოს მშენებლობისთვის წინაპირობებს ქმნის. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, 30 წელი მხოლოდ წამია სომეხი და ქართველი ხალხების მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, მაგრამ დამოუკიდებლობის აღდგენიდან ორი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ეს პერიოდი მნიშვნელოვანი მიღწევებისა და წარმატებების მდიდარი კეთილმეზობლური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარებისა და მოწესრიგების უმნიშვნელოვანეს პერიოდად ხასიათდება. „სომხეთი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მეზობელ და მეგობარ საქართველოსთან ურთიერთობების თანმიმდევრულ განვითარებას და მტკიცე ვალდებულებას, რომ ყველა სფეროში არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაფართოოთ, ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის შეხვედრების ინტენსივობა ადასტურებს“,  – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილისადმი მიწერილ მილოცვაში.  

ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი საქართველო-სომხეთის საზღვართან ახალი საავტომობილო ხიდის გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად მიიღებს ღონისძიებაში მონაწილეობას. „საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან“,  – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.  

ირაკლი ღარიბაშვილი: სომხეთ-საქართველოს შორის მეგობრობის ახალი ხიდი ავაშენეთ და დღეს ჩვენ ამას ოფიციალურად ვზეიმობთ

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი საავტომობილო ხიდი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გახსნა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 160 მეტრი სიგრძის 4-ზოლიანი ხიდი რეგიონში უნიკალური პროექტია. „ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა იზომება მრავალი საუკუნით. ჩვენი ურთიერთობა არა მხოლოდ ძმობის და მეგობრობის მაგალითია, არამედ ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა მთლიანად რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის. მეგობრობის ხიდი, რომელიც ერთად ავაშენეთ ჩვენი თანამშრომლობისა და მეგობრობის წარმატებას განასახიერებს“. „მოხარული ვარ, ვუმასპინძლო მას საქართველოში. კარგად ვიცით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა იზომება მრავალი საუკუნით. ჩვენი ურთიერთობა არამხოლოდ ძმობის და მეგობრობის მაგალითია, არამედ ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა მთლიანად რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის. მეგობრობის ხიდი, რომელიც ერთად ავაშენეთ ჩვენი თანამშრომლობისა და მეგობრობის წარმატებას განასახიერებს. ორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მდებარე ერთობლივად აშენებული, თანამედროვე სტანდარტებისა და პარამეტრების, 160 მეტრი სიგრძის 4-ზოლიანი ხიდი რეგიონში უნიკალური პროექტია. მისი ექსპლუატაციაში შესვლის შედეგად ორმაგდება საზღვარზე ტრანსპორტის გამტარობა. უმჯობესდება საგზაო უსაფრთხოების ხარისხი როგორც ორი ქვეყნის მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის, ისე სატრანზიტო ავტოტრანსპორტისთვის, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას“, - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, ხიდი არამხოლოდ სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის იქნება სასარგებლო, არამედ იგი სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილი. მან მადლობა გადაუხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, რომლის მხრიდანაც ხიდის მშენებლობისთვის 7 მლნ ევროზე მეტი გამოიყო. „მინდა აღვნიშნო, რომ ხიდი არამხოლოდ სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის იქნება სასარგებლო, არამედ იგი სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილი. დღეს ჩვენს ქვეყანაში საგზაო დერეფნის განვითარება მაღალი ტემპებით მიმდინარეობს, უკვე აშენებული გვაქვს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის ნახევარი, ხოლო სულ რაღაც 2 წელიწადში მისი ყველა ძირითადი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება. ასეთი მასშტაბური პროექტების კონტექსტში კიდევ უფრო აქტუალური ხდება, რა თქმა უნდა, გამშვები პუნქტების თანამედროვე სტანდარტების ხიდის ფუნქციონირებაც და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ორი მეგობარი ქვეყნის თანამშრომლობისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანადგომა. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. შეიძლება ითქვას, ბატონო პრემიერ-მინისტრო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის ახალი ხიდი ავაშენეთ და დღეს ჩვენ ამას ოფიციალურად ვზეიმობთ. ეს ხიდი გვაძლიერებს ჩვენ, ჩვენს ქვეყნებს, მთლიანად რეგიონს, ამიტომ კიდევ ერთხელ გილოცავთ, მადლობას მოგახსენებთ, ვუსურვებ ჩვენს ქვეყნებს მშვიდობას, ჩვენს ხალხს კეთილდღეობას და წინსვლას. დიდი მადლობა!“, - განაცხადა პრემიერმა.  

ნიკოლ ფაშინიანი: საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვის, ენერგორესურსების, კავშირგაბმულობის, ტელეკომუნიკაციების საიმედო და უსაფრთხო მიწოდების მხრივ, - ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა, საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გაიხსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი: სომხეთ-საქართველოს შორის მეგობრობის ახალი ხიდი ავაშენეთ და დღეს ჩვენ ამას ოფიციალურად ვზეიმობთ სომხეთის პრემიერმა ახალი საავტომობილო ხიდის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროექტის განხორციელებისთვის ყველა ჩართულ მხარეს მადლობა გადაუხადა. „საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვის, ენერგორესურსების, კავშირგაბმულობის, ტელეკომუნიკაციების საიმედო და უსაფრთხო მიწოდების მხრივ. ასევე, უნდა აღვნიშნო, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, ყოველდღიური სამუშაოები უნდა ჩატარდეს შესაბამის უწყებებსა და სტრუქტურებს შორის. უნდა აღინიშნოს, რომ საჭიროა, ორ ქვეყანას შორის განვითარდეს სასაზღვრო თანამშრომლობა, რაც საპრევენციო ღონისძიებებში გამოგვადგა კოვიდის პერიოდში. ჩვენს ქვეყნებს შორის საჭიროა კულტურულ-ჰუმანიტარულ, ტურიზმის სფეროში ერთობლივი პროექტების და ერთობლივი ტურისტული პაკეტების შეთავაზება. სომხეთის და საქართველოს რეგიონებს შორის დეცენტრალიზაციის მიმართულებით მინდა აღვნიშნო, რომ აქ გვაქვს დიდი შესაძლებლობა და უნდა ჩავრთოთ საერთაშორისო პროექტები. მნიშვნელოვანია ასევე გარემოს დაცვის, დასაქმების, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის სფეროებში შემდგომი ურთიერთობების განვითარება. უნდა გავააქტიუროთ ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება და ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება. პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ამ ყველაფრის განსახორციელებლად საჭიროა უწყებათაშორისი შეხვედრები, მჭიდრო კავშირები, ამიტომ უნდა გაადვილებული იყოს ჩვენი ურთიერთობა, რასაც ხელს შეუწყობს ეს ხიდი. მადლობას ვუხდი ყველა ჩართულ მხარეს, ვინც განახორციელა ეს დიდი პროექტი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძალისხმევა დადებით შედეგს გამოიღებს და ურთიერთსასარგებლო საქმიანობაში ხელს შეგვიწყობს. ყველას ვუსურვე წარმატებას ჩვენი ქვეყნების სასარგებლოდ“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.  

რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა პირისპირ შეხვედრისას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ოფიციალური პრესრელიზის მიხედვით, პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროში. ხაზი გაესვა არსებული მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს ერევანში მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი და ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში, მათ შორის თბილისში გამართული სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

ნიკოლ ფაშინიანი: რაც შეეხება ტვირთგადაზიდვებს, საჭიროა დამატებითი ძალისხმევა და ერთობლივი უწყვეტი სამუშაო მათი ადვილი გადაადგილებისთვის

„97%-ით გვაქვს სავაჭრო ბრუნვის ზრდა დარწმუნებული ვარ, რომ დღეს არსებობს ყველა საჭირო წინაპირობა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტების შესაბამისად განვავითაროთ და გავაღრმავოთ ძმურ საქართველოსთან შემდგომი ურთიერთობა“, - ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გაიხსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანი: საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მისივე თქმით, ამჟამინდელი ურთულესი გამოწვევების პირობებში, თვალსაჩინო ზრდა დაფიქსირდა სომხურ-ქართულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. „ღრმად პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, პატივცემულო კოლეგებო, ქალბატონებო და ბატონებო, მოხარული ვარ მოგესალმოთ ყველას სომხურ-ქართული პარტნიორული, მჭიდრო და მრავალშინაარსიანი თანამშრომლობის მაუწყებელი ამ ხიდის ამოქმედების ღონისძიებაზე. უსათუოდ საერთო ღირებულებებსა და ისტორიულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული ჩვენი ორი მეგობარი ქვეყნის საუკუნოვან კავშირებს აქვს ასეთი თანამედროვე და დროის მოთხოვნილების შესაბამისი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის საჭიროება, რაც მყარ საფუძველს უქმნის ჩვენს მომავალ ვრცელ თანამშრომლობას. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს არსებობს ყველა საჭირო წინაპირობა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტების შესაბამისად განვავითაროთ და გავაღრმავოთ ძმურ საქართველოსთან შემდგომი ურთიერთობა. პატივცემულო დამსწრეებო, ამჟამინდელი ურთულესი გამოწვევების პირობებში, თვალსაჩინო ზრდა დაფიქსირდა სომხურ-ქართულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. დღეს გამიკვირდა, დავაფიქსირეთ, რომ გასულ წელთან შედარებით, ამ დროსთან შედარებით 97%-ით გვაქვს სავაჭრო ბრუნვის ზრდა. მართალია, წინა წლების ბაზა არ იყო დიდი, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რაც უწყვეტი, თანმიმდევრული, ერთობლივი სამუშაოების განხორციელების შედეგია“, - განაცახდა ფაშიანმა.  მისი თქმით, სომხურ-ქართულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს მეტად დიდი პოტენციალი აქვს. „არის შესაძლებლობები მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ფარმაცევტიის, ინფორმატიკის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის, ტურიზმის და სხვა სფეროებში. აშკარაა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს საკომუნიკაციო გზებს, რაც იძლევა მსოფლიო ეკონომიკასთან ინტეგრაციის საშუალებას და სასიცოცხლო კავშირის უზრუნველყოფას ეროვნულ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე. ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის სატრანსპორტო სფეროს პრიორიტეტი ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს, რეალური ნაბიჯები გადავდგათ არამხოლოდ სპარსეთის ყურის და შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის, არამედ სატრანსპორტო სფეროს საკვანძო კავშირის უზრუნველყოფა საკვანძო სხვა ინიციატივებში. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი შეთანხმებების შერწყმით, აქტიური სამუშაოებით დავაინტერესებთ უკვე დაინტერესებულ და სხვა დაინტერესებულ მხარეებს, ჩავრთოთ რეგიონულ თანამშრომლობაში. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის კანონიერი მგზავრგადაზიდვა, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო გზებით. რაც შეეხება ტვირთგადაზიდვებს, საჭიროა დამატებითი ძალისხმევა და ერთობლივი უწყვეტი სამუშაო მათი ადვილი გადაადგილებისთვის. ამ კონტექსტში ასევე ხაზს ვუსვამ სარკინიგზო და მულტიმოდალურ, კერძოდ, საბორნე გადაზიდვების მნიშვნელობას“, -  განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.  

რა შედეგით დასრულდა სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრა ბრიუსელში

ბრიუსელში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მხარეები სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობას განაგრძობენ. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში შედგება. შეხვედრაზე, შარლ მიშელის ინფორმაციით, ასევე განიხილეს სომეხი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებისა და ტერიტორიების განაღმვის საკითხები. ფაშინიანსა და ალიევს შორის განსახილველ საკითხებს შორის იყო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხიც. ამასთან დაკავშირებით, ორმხრივი სახელმწიფო კომისია ბრიუსელში ნოემბერში შეიკრიბება. ბრიუსელის ინფორმაციით, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები ბრიუსელში კიდევ ერთხელ ნოემბერში გამართავენ შეხვედრას.  

მედია: ფაშინიანი აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად მზადაა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად მზადაა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.  ილჰამ ალიევი: სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, რამდენიმე თვეში გაფორმდეს მედიის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანი დეპუტატებს შეხვდა და რეგიონში შექმნილი ვითარება განიხილეს. მხარეების განცხადებით, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილური ვითარების შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.  „ჩვენ მზად ვართ, სამშვიდობო ხელშეკრულებას წლის ბოლომდე მოვაწეროთ ხელი“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.  მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მედიასთან განაცახდა, რომ შესაძლოა, რამდენიმე თვეში სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდეს. 

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი დაინტერესებულია აზერბაიჯანთან საზღვრების გახსნით

სომხეთი დაინტერესებულია აზერბაიჯანთან საზღვრების გახსნით და ამ პროცესის დასრულებას რუსეთის მხარდაჭერით ელის. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე განაცხადა.  მედია: ფაშინიანი აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად მზადაა ფაშინიანმა 2021 წლის 11 იანვარს მოსკოვში გაფორმებულ შეთანხმებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მაშინ შეთანხმებული პროექტის თანახმად, ერევანი სატრანსპორტო მარშრუტებს აზერბაიჯანის ტერიტორიით, ხოლო ბაქო - სომხეთის ტერიტორიით მიიღებს. ილჰამ ალიევი: სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, რამდენიმე თვეში გაფორმდეს „გლობალური თვალსაზრისით, ეს არის ახალი საერთაშორისო სავაჭრო გზების გახსნის შესაძლებლობა და უნდა ითქვას, რომ ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ ამით და ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხს უახლოეს მომავალში რუსეთის მხარდაჭერით მოვაგვარებთ“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.  ფაშინიანის თქმით, სომხეთი ასევე ითვალისწინებს რუსეთის მხარდაჭერას აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში, მათ შორის, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე. „რუსეთის ფედერაცია აზერბაიჯანისთვისაც ძალიან ახლო პარტნიორია და ვფიქრობ, რომ ეს ხსნის შესაძლებლობებს,“ - განაცხადა ფაშინიანმა.  ამასთან, მისი თქმით, ერევანს ანკარასთან ურთიერთობების ნორმალიზაციის იმედი აქვს. „ჩვენ დავიწყეთ საუბარი თურქეთთან. იმედი გვაქვს, რომ რუსეთის მხარდაჭერით ამ ქვეყანასთან ურთიერთობებს გავაუმჯობესებთ“, - განაცხადა სომხეთის მთავრობის მეთაურმა.  

ნიკოლ ფაშინიანი ფილიპ რიკერს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველს, ფილიპ რიკერს შეხვდა. სომხური მედიის ცნობით, მხარეებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული რიგი საკითხები განიხილეს. ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესში, აშშ-ის, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე სახელმწიფოს მნიშვნელოვან როლს ხაზი გაუსვა. ფაშინიანმა ასევე ხაზი გაუსვა მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფარგლებში მოლაპარაკებების პროცესის აღდგენის აუცილებლობას და პლატფორმის გამოცდილებით სარგებლობას მთიანი ყარაბაღის საკითხის ყოვლისმომცველი მოგვარების კონტექსტში. მხარეებმა ასევე გაცვალეს აზრები სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის, რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების სხვა საკითხებზე.        

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთის მხარეს სულ მცირე 49 ადამიანი დაიღუპა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შუაღამისას დაწყებული შეტაკებების შედეგად, სომხურ მხარეს, სულ მცირე 49 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაზე განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანმა შარლ მიშელს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილი ვითარება გააცნო „სამწუხაროდ, ეს რიცხვი საბოლოო არ არის", -აღნიშნა სომხეთის პრემიერმა. ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი მოქმედებები ოთხი მიმართულებით განახორციელეს, მოგვიანებით კი კიდევ ორი-სამი მიმართულება დაემატა. მთავრობის მეთაურმა უარყო ბაქოს განცხადებები, რომ აზერბაიჯანის ქმედებები განხორციელდა სომხეთის პროვოკაციების საპასუხოდ და ამ ცნობებს  აბსოლუტურად მცდარი უწოდა. ამ დროისთვის საომარი მოქმედებების ინტენსივობა შემცირდა, განაცხადა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა და ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანის თავდასხმები ერთი-ორი მიმართულებით გრძელდება. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი აფასებენ სიტუაციას, ითვლიან ზარალს და განახლებული ინფორმაცია ოფიციალურად გამოქვეყნდება. დაღუპულების შესახებ საუბრობს აზერბაიჯანული მხარე, თუმცა, კონკრეტული რიცხვი ჯერ არ დაუსახელებია. 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანიმა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ განაცხადა.  სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და გაეროს მიმართა.

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის მხარეს დაღუპულია 105 ადამიანი

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დღეს, სოხეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცახდა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებისას სომხეთის მხარეს 105 ადამიანია დაღუპული.   სომხეთი: აზერბაიჯანთან შეტაკებები შესაძლოა, ომში გადაიზარდოს ამასთან აღნიშნა, რომ, აზერბაიჯანმა სომხეთის ზოგიერთ ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარა.  მანამდე, სომხეთმა განაცხადა, რომ არსებობს რისკი, რომ აზერბაიჯანთან სასიკვდილო შეტაკებები ომში გადაიზარდოს. ერევანმა მოუწოდა დიდ სახელმწიფოებს, მეტი ყურადღება მიაქციონ მძიმე ვითარებას, რომელმაც, მისი თქმით, შეიძლება გამოიწვიოს კიდევ ერთი დიდი კონფლიქტი პოსტსაბჭოთა სივრცეში. „თქვენ იცით, რამდენად მყიფეა სიტუაცია ჩვენს რეგიონში. სიტუაციის ესკალაცია გრძელდება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.   ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე  

ფაშინიანის თქმით, სომხეთი მზადაა, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა სსრკ-ს საზღვრებში აღიაროს

სომხეთი მზადაა, აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა სსრკ-ს საზღვრებში, თუ აზერბაიჯანი, სომხეთის ტერიტორიიდან ჯარს გაიყვანს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  „თუ აზერბაიჯანელი სამხედროები გამოვლენ სომხეთის ტერიტორიიდან და სსრკ-ს საზღვრებში დადგებიან, მაშინ ჩვენ ამას ვაღიარებთ. არ აქვს მნიშვნელობა არც სამხედრო ბალანსს, არც მოკავშირეებსა და არც იმას, თუ ვისი მოკავშირეა უფრო ძლიერი. ეს არის ჩვენი პოლიტიკური პოზიცია, რომელიც არ შეიცვლება“, - განაცხადა ფაშინიანმა. ფაშინიანის თქმით, „მშვიდობის სახელით მძიმე გადაწყვეტილებების მიღებაზე" აიღო პასუხისმგებლობა.  „მაგრამ რთული გადაწყვეტილებების მიღება არ ნიშნავს სომხეთის ეროვნული, სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებას. ჩვენ უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილებები, რათა გარანტირებული იყოს სომხეთის გრძელვადიანი უსაფრთხოება“, - განაცხადა პრემიერმა. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა. ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე   

ერევანში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

ერევანში, პარლამენტთან, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, 1000-მდე ადამიანი შეიკრიბა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  „გამოდით ქუჩებში. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დაურეკოს ჩვენს მეგობრებს და ნათესავებს და დაუძახოს აქ. გადაკეტეთ ქუჩები. არ მისცეთ უფლება ამ მოღალატეებს გაყიდონ ქვეყანა", - სკანდირებენ აქციის მონაწილეები. ბაგრამიანის გამზირზე, სადაც ეროვნული ასამბლეის შენობაა განთავსებული, აქციის მონაწილეებმა მოძრაობა გადაკეტეს.  მანამდე, ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა, აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა სსრკ-ს საზღვრებში, თუ აზერბაიჯანი, სომხეთის ტერიტორიიდან ჯარს გაიყვანს. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ სომხეთის მხარეს, აზერბაიჯანთან შეტაკებისას 105 ადამიანი დაიღუპა.   

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის მხარეს 135 სამხედროა დაღუპული

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული დაზუსტებული მონაცემებით, აზერბაიჯანის საზღვარზე 13-14 სექტემბერს მომხდარი შეტაკებების შედეგად 135 სომეხი სამხედრო დაიღუპა.  ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, ერევანში მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობს „დღემდე სომხეთის მხარეს დადასტურებული მსხვერპლის რაოდენობა 135-ი ადამიანია, მაგრამ, სამწუხაროდ, ვიცით, რომ ეს მაჩვენებელი საბოლოო არ არის. ბევრი დაჭრილია“, - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის თავდაცვის მინისტრის სურენ პაპიკიანის ცნობით, ესკალაციის ზონაში ოპერატიული ვითარება ამ დროისთვის შედარებით მშვიდია. „წუხელ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არსებითად დაცული იყო. შემიძლია აღვნიშნო, რომ შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ შეასრულონ დაკისრებული დავალება“,  - განაცხადა პაპიკიანმა.  აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური შეტაკებები 12 სექტემბერს, ღამით დაიწყო.  

ნიკოლ ფაშინიანი: ჩვენ ვხედავთ აშშ-ის მთავრობის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ დღის წესრიგს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ხელმძღვანელობით დელეგაცია მიიღო. ფაშინიანმა შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ეს მართლაც უპრეცედენტო ვიზიტია აშშ-დან სომხეთში და ჩვენ ვაფასებთ მას. „ყველა სომეხი სომხეთის სანდო მეგობრად გთვლით. მინდა, მადლობა გადავუხადო აშშ-ს, სომხური დემოკრატიის მხარდაჭერისთვის, რადგან ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.ჩვენ ვხედავთ აშშ-ის მთავრობის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ დღის წესრიგს. მინდა გამოვხატო ჩვენი ერთგულება დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგისადმი, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ხედავთ, ეს არ არის მარტივი გზა. კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც მინდა აღვნიშნო: ჩვენ ვაფასებთ აშშ-ის მკაფიო პოზიციას სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, აშშ-ის მთავრობის მკაფიო ფორმულირებები დასაფასებელია, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ იცით, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ განიხილა არსებული ვითარება და ჩვენ ვიმედოვნებთ და ეს არის ჩვენი პოზიცია, რომ ეს სიტუაცია დარჩეს გაეროს უშიშროების საბჭოს დღის წესრიგში და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვეყრდნობით აშშ-ის მხარდაჭერას“, - განაცხადა ფაშინიანმა. შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა „აზერბაიჯანის მიერ სომხეთზე თავდასხმები დაგმო და მას უკანონო უწოდა“. ერევანში ყოფნისას პელოსიმ აღნიშნა, რომ მის ვიზიტს „აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე უკანონო და სასიკვდილო თავდასხმების“ შემდეგ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმებს. ეს აზერბაიჯანელების მიერ იყო ინიცირებული და ამის აღიარება უნდა მოხდეს“, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა. მისივე თქმით, აშკარაა, რომ სასაზღვრო ბრძოლები, სომხეთზე აზერბაიჯანის თავდასხმებმა გამოიწვია და რომ კონფლიქტის ქრონოლოგია მკაფიო უნდა გახდეს. ნენსი პელოსის ერევანში ჰკითხეს, არის თუ არა აშშ მზად სომხეთის სამხედრო მხარდაჭერისთვის პელოსის თქმით, შეერთებული შტატები უსმენს სომხეთს იმის შესახებ, თუ რა არის მისი თავდაცვის საჭიროებები და რომ ვაშინგტონს სურს, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს სომხეთს დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში. შეგახსენებთ, სომხეთის ოფიციალურმა პირმა გასულ კვირას, რუსეთის მიერ დახმარებაზე უარის გამო, უკმაყოფილება გამოთქვა. „ჩვენ ძალიან უკმაყოფილო ვართ, რა თქმა უნდა. ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა", - განუცხადა პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა ეროვნულ ტელევიზიას და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია შეადარა პისტოლეტს, რომელიც ტყვიებს არ ისროდა. Reuters-ის ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებებს 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

რა საკითხები განიხილეს ნენსი პელოსიმ და ნიკოლ ფაშინიანმა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ ინფორმაციას სომხური მხარე ავრცელებს. მისი მიხედვით, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის მთავრობა გააგრძელებს თანმიმდევრულ ნაბიჯებს დემოკრატიის განმტკიცებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მიმართულებით. ნიკოლ ფაშინიანი: ჩვენ ვხედავთ აშშ-ის მთავრობის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ დღის წესრიგს „სომხეთში დემოკრატიის მხარდაჭერა, სომეხთა გენოციდის აღიარების რეზოლუცია, თურქეთის საწინააღმდეგო პოზიცია მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით - ამ და ყველა სხვა თვალსაზრისით, ჩვენ სომხეთის მეგობარი ვართ. ჩვენ აქ ვართ თქვენი მთავრობის პატივისცემის გამო. შარშან ჩატარდა არჩევნები, რომელიც ჩაითვალა თავისუფლად და სამართლიანად. იყო თქვენი შესანიშნავი გამარჯვება საომარ პირობებსა და სხვა გარემოებებში“, – აღნიშნა თავის მხრივ, ნენსი პელოსიმ. სომხეთის პრემიერის ოფისის ცნობოთ, „ნიკოლ ფაშინიანმა და ნენსი პელოსიმ ისაუბრეს აზერბაიჯანის აგრესიაზე სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ და სომხეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანული შენაერთების გაყვანის აუცილებლობაზე“.საუბარი ასევე შეეხო რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვის შესაძლებლობებს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხებს.აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამერიკული მხარე გააგრძელებს აქტიურ წვლილს ორმხრივი მრავალსექტორული თანამშრომლობისა და სომხეთში დემოკრატიის განვითარების მიზნით. ნენსი პელოსიმ ვიზიტის შეჯამებისას, Twitter-ზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ამერიკა სომხეთის გვერდით დგას და ის მსოფლიოს მასშტაბით ავტოკრატიასთან მიმდინარე ბრძოლაში, ყოველთვის მხარს დაუჭერს დემოკრატიასა და თავისუფლებას. 

პუტინმა ფაშინიანს სომხეთის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მილოცვა გაუგზავნა. „ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სომხეთთან მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნები წარმატებით თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროში, კოორდინაციას უწევენ ძალისხმევას EAEU-ს, CSTO-ს, დსთ-სა და სხვა მრავალმხრივი ორგანიზაციების ფარგლებში“, - აღნიშნულია წერილში სომხური მედიის ცნობით.  

ჯო ბაიდენი: ჩვენ გავაგრძელებთ სომეხი ხალხის დემოკრატიული მისწრაფების მხარდაჭერას

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. „ამერიკის შეერთებული შტატების სახელით გულწრფელად ვულოცავ სომეხ ხალხს დამოუკიდებლობის დღის იუბილეს. ჩვენ გავაგრძელებთ სომეხი ხალხის დემოკრატიული მისწრაფების, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მხარდაჭერას“, - აღნიშნულია წერილში.  

რეჯეფ თაიფ ერდოღანი შესაძლოა, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდეს

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ოქტომბრის დასაწყისში, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდეს, იუწყება Trend-ი. „2022 წლის 6 ოქტომბერს, პრაღაში, ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობა სამიტს გამართავს. ახლა ჩვენ, სამიტზე დასწრების შესაძლებლობას განვიხილავთ. შესაძლოა, სამიტს ესტუმროს სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ფაშინიანიც. შესაძლოა, ჩვენ მოვახერხოთ მასთან საუბარი“, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს ნიუ-იორკში.  

ირაკლი ღარიბაშვილი: ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა მშვიდობის, სტაბილურობის კრიტიკული მნიშვნელობა განვიხილეთ

"ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა მშვიდობისა და სტაბილურობის კრიტიკული მნიშვნელობა განვიხილე", - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა „კარგი შეხვედრა მქონდა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები, რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა მშვიდობისა და სტაბილურობის კრიტიკული მნიშვნელობა. სამხრეთ კავკასია უნდა იქცეს შესაძლებლობების რეგიონად”, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.  

ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მისივე ცნობით, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რაც სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების კარგი საფუძველია. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება მიმოიხილეს. ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეასრულოს მედიატორის როლი და ხელი შეუწყოს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.