თეგი: წვრთნები
ამერიკის საელჩო: საქართველოს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია
აშშ-ის საელჩო სიამაყით დაეხმარა საქართველოს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ჩამოყალიბებას და აქტიურად განაგრძობს მისი განვითარების მხარდაჭერას ტრენინგებით, წვრთნებით, აღჭურვილობითა და რეგიონული პარტნიორების ჩართულობით. ამერიკის საელჩოს ცნობით, ეს ცენტრი საქართველოს საზღვაო სივრცისა და შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია. „გასულ კვირას ელჩი კელი დეგნანი მართვის ცენტრს ეწვია და სასაზღვრო პოლიციის უფროს ნიკოლოზ შარაძესა და მართვის ცენტრის უფროს შოთა მიროტაძეს თანამშრომლობის გაგრძელებაზე ესაუბრა“, - იტყობინება აშშ-ის საელჩო.
რუსეთმა ბელორუსის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნები დაიწყო
რუსეთმა ბელორუსის ტერიტორიაზე ორეტაპიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო. მანევრების ოფიციალური სახელმწოდებაა „სამოკავშირეო სახელმწიფოს რეაგირების ძალთა შემოწმება“. თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს განცხადებით, პირველ ეტაპზე, 9 თებერვლამდე ბელარუსის ტერიტორიაზე დაჯგუფებების შექმნა და მნიშვნელოვანი სახელმწიფო და სამხედრო ობიექტების/ საჰაერო საზღვრების დაცვის ორგანიზება მოხდება. ასევე შემოწმდება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტების მზადყოფნა და შესაძლებლობები. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მეორე ეტაპზე, 10-20 თებერვალს, ბელარუსის ხუთ პოლიგონზე ჩატარდება ერთობლივი სწავლება „სამოკავშირეო სიმტკიცე 2022“, რომლის ფარგლებში დამუშავდება გარედან აგრესიის აღკვეთის და მოგერიების, სამოკავშირეო სახელმწიფოს ინტერესების დაცვის და ტერორიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევის საკითხები. მიუხედავად იმისა, რომ მანევრებში მონაწილე სამხედროების და შეიარაღების რაოდენობა „ვენის დოკუმენტით“ დადგენილ პარამეტრებს არ აღემატება და რუსეთს და ბელორუსს არ ჰქონდათ უცხოელი პარტნიორების ინფორმირების ვალდებულება, შოიგუს თქმით, რუსეთმა ეს გააკეთა „ნებაყოფლობითი გამჭვირვალობის ფარგლებში“. შოიგუს არ დაუსახელებია მანევრებში მონაწილე სამხედროების და შეიარაღების ზუსტი რიცხვი და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის ძალები, მათ შორის საავიაციო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ქვედანაყოფები, გადასროლილია 10 ათასი კილომეტრის მანძილზე. ლუკაშენკო 17 იანვარს დათანხმდა რუსეთ-ბელორუსის ერთობლივ სამხედრო წვრთნების ჩატარებას (Союзная решимость - 202). წვრთნები, რომელიც თებერვლისთვის დაიგეგმა, მიმართული იქნება დასავლეთის (პოლონეთი) და სამხრეთის (უკრაინის) საზღვრებისკენ. ნედ პრაისი: მინსკს ავუხსენით, რომ პასუხი იქნება სწრაფი და გადამწყვეტი, თუ უკრაინაში შეჭრა ბელორუსის ტერიტორიის გამოყენებით მოხდება
ნედ პრაისი: მინსკს ავუხსენით, რომ პასუხი იქნება სწრაფი და გადამწყვეტი, თუ უკრაინაში შეჭრა ბელორუსის ტერიტორიის გამოყენებით მოხდება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე უპასუხა შეკითხვას ბელარუსში დაგეგმილ წვრთნებთან დაკავშირებით. ვაშინგტონში შეშფოთებულები არიან, რომ „რაც შეეხება ბელორუსს, ჩვენ მკაფიოდ გამოვხატავთ ჩვენს შეშფოთებას სამხედრო გაძლიერებასთან დაკავშირებით ბელორუსში, რომელიც უნდა იყოს დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა. რუსეთის მიერ ბელორუსში ჯარების შეყვანა ღრმა შეშფოთებას იწვევს. ეს ზრდა, როგორც მე ცოტა ხნის წინ აღვნიშნე, საფრთხეს უქმნის ბელორუსის სუვერენიტეტს; ის გარკვეულწილად ძირს უთხრის მის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსს. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ბელორუსი რეგიონში მზარდი დესტაბილიზაციის მოქმედი ფაქტორია. ამის მაგალითია ლუკაშენკოს რეჟიმის ორკესტრირებული მიგრანტთა კრიზისი და უდანაშაულო მიგრანტების იარაღად გამოყენება. რუსეთის ფედერაცია მკაფიოდ გავაფრთხილეთ იმ მძიმე ფასის შესახებ, რომლის გადახდა მოუწევს, თუ ეს პროცესი წინ წაიწევს. ბოლო დღეებში ჩვენ ასევე ავუხსენით ბელორუსს, რომ თუ ის საშუალებას მისცემს რუსეთს, მისი ტერიტორია გამოიყენოს უკრაინაზე თავდასხმისთვის, მას დაემუქრება სწრაფი და გადამწყვეტი პასუხი შეერთებული შტატების, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორებისგან. თუ შეჭრა ბელორუსიდან განხორციელდება, თუ რუსული ჯარები მუდმივად განლაგდებიან მათ ტერიტორიაზე, NATO-ს შეუძლია, გადახედოს ჩვენი ძალების პოზიციას ბელორუსის მოსაზღვრე ქვეყნებში“, - განაცხადა ნედ პრაისმა. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. ლუკაშენკო 17 იანვარს დათანხმდა რუსეთ-ბელორუსის ერთობლივ სამხედრო წვრთნების ჩატარებას (Союзная решимость - 202). წვრთნები დაგეგმილია თებერვალში და მიმართული იქნება დასავლეთის (პოლონეთი) და სამხრეთის (უკრაინის) საზღვრებისკენ.
რუსეთის განცხადებით, სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალებმა მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას წვრთნების შემდეგ იწყებენ. „სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების დანაყოფები, რომლებმაც თავიანთი ამოცანები შეასრულეს, დღეს თავიანთი სამხედრო გარნიზონებისკენ მოძრაობას დაიწყებენ“, - განაცხადა კონაშენკოვმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე გაანცხად რომ რუსი სამხედროები წვრთნებს რიგ მიმართულებაზე აგრძელებენ. 14 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი, ლავროვმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ არსებობს მზადყოფნა, გაგრძელდეს მოლაპარაკებები დასავლეთთან რუსეთის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებზე. ლავროვმა აღნიშნა, რომ შეთანხმების შანსი არსებობს. 14 თებერვალს, გვიან ღამით, ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა უკრაინის საკითხზე იმსჯელეს. ლიდერებმა განაცხადეს, რომ კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი ჯერ კიდევ არის. უფრო ადრე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა: „გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ“. რუსეთი უკრაინაში შეჭრის გეგმებს უარყოფდა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი მას უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მძიმე ზომებით ემუქრება.
NATO-საქართველოს ერთობლივი სწავლება 20-25 მარტს ჩატარდება
20-25 მარტს, საქართველოს თავდაცვის ძალები NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრში (JTEC) NATO-საქართველოს სწავლებას უმასპინძლებს. სამეთაურო საშტაბო სწავლება NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში ტარდება და მისი დაგეგმვა 2020 წლიდან მიმდინარეობს. NATO-საქართველოს პირველი სწავლება 2016 წელს ჩატარდა, მიმდინარე სწავლება კი, რიგით მესამეა, რომელიც NATO-ს სწავლებების დაგეგმვის პროცესებსა და პროცედურებს თანმიმდევრულად მიჰყვება. NATO-საქართველოს სწავლება 2022 არის სამეთაურო საშტაბო, რომელიც კომპიუტერულ სწავლებას გულისხმობს და არ არის საველე. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 23 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. წვრთნების განმავლობაში მონაწილეები კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით ოპერაციების დაგეგმვისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს განავითარებენ და ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ. სწავლება საქართველოსა და NATO- წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ექსკლუზივი: ხავიერ კოლომინა: NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნები ქმნის შესაძლებლობას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის, შეასრულოს კრიზისის მართვის ამოცანები NATO-საქართველოს ერთობლივ სწავლებას საქართველო მესამედ უმასპინძლებს
იაპონელი და ამერიკელი საზღვაო ქვეითები პირველ ერთობლივ საბრძოლო მომზადების წვრთნებს ატარებენ
იაპონელმა და ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა ფუჯის მთასთან პირველი ერთობლივი სადესანტო და საბრძოლო მომზადების წვრთნები ჩაატარეს. იაპონია ზრდის თავდაცვის ბიუჯეტს და აძლიერებს შესაძლებლობებს, გადახედავს თავის ძირითად ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას, ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეის და ახლა უკვე რუსეთის საფრთხის წინაშე. იაპონიის სწრაფი განლაგების სადესანტო ბრიგადის 400-მა წევრმა და 600 ამერიკელმა საზღვაო ქვეითმა, რომლებიც სამხრეთ იაპონიის კუნძულ ოკინავაზე არიან განლაგებულნი, ერთობლივად ახორციელებდნენ ამფიბიურ და საბრძოლო ოპერაციებს თვითმფრინავების (Osprey), ამფიბიური გემების, ჯავშანტექნიკის და M777 ტიპის არტილერიის გამოყენებით.
სენაკში, საქართველოს ეროვნულ გვარდიას სიტუაციური წვრთნები ჩაუტარდა
11-14 აპრილს, სენაკში, საქართველოს ეროვნულ გვარდიას სიტუაციური წვრთნები ჩაუტარდა. წვრთნებს უძღვებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ეროვნული გვარდიის მწვრთნელები, დანიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (DEMA) უფროსი ინსტრუქტორის მეთვალყურეობით. ამის შესახებ ინფორმაციას NATO-ს სამეკავშირეო ოფისი ავრცელებს. ჩატარებულმა წვრთნებმა გააძლიერა როგორც ეროვნული გვარდიის როლი სამოქალაქო დაცვაში, ასევე საქართველოს საგანგებო სიტუაციების სისტემა. წვრთნები მიმდინარეობდა თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც 2021 წელს ეროვნული გვარდიის მეთაურსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსს შორის გაფორმდა. „სიმულაციებმა მონაწილეებს საშუალება მისცა გაეუმჯობესებინათ თითოეული ორგანიზაციის შესაძლებლობები და გამოეჩინათ პოტენციური დაბრკოლებები საერთო მიზნის მისაღწევად“, - აღნიშნა DEMA-ს უფროსმა ინსტრუქტორმა, უფროსმა ლეიტენანტმა დევიდ ჯონ დიკერმა. ამასთან, აღნიშნული წვრთნები ერთ-ერთია იმ მრავალ ღონისძიებათაგან, რომელიც ტარდება NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) კრიზისების მართვის ინიციატივის ფარგლებში, დანიის ხელმძღვანელობით.
ლატვია NATO-ს მოკავშირეების მონაწილეობით სამხედრო წვრთნებს მასპინძლობს
ლატვიაში, საერთაშორისო წვრთნები, Namejs 2022 ეროვნული შეიარაღებული ძალებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რამდენიმე ქვეყნის ქვედანაყოფების 3000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით ტარდება. „სამხედრო მომზადების ამოცანაა ეროვნული და მოკავშირე ძალების ურთიერთქმედების შემუშავება თავდაცვის პრობლემების გადასაჭრელად“, - იუწყება ლატვიური მხარე. სამხედრო შენაერთები დიდი ბრიტანეთიდან, ლიეტუვიდან, პოლონეთიდან, აშშ-დან, ჩეხეთიდან და ესტონეთიდან ლატვიაში, Namejs 2022-ში მონაწილეობის მისაღებად ჩადიან. იტალია, ისლანდია, ესპანეთი, კანადა, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ჩერნოგორია და ჩეხეთი. მანევრებში ასევე ჩაერთვებიან ლატვიაში დისლოცირებული NATO-ს ნაწილები, რომლებიც მოიცავენ დანაყოფებს ალბანეთიდან, იტალიიდან, ისლანდიიდან, ესპანეთიდან, კანადადან, პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან, სლოვენიიდან, მონტენეგროდან და ჩეხეთიდან. მოკავშირეთა სარდლობამ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად გაგზავნა მოტორიზებული და სადესანტო ნაწილები, არტილერია, ავიაცია, ასევე, ოპერატიული დაგეგმვისა და ლოგისტიკის წარმომადგენლები. Namejs 2022 რამდენიმე ეტაპად, 27 მაისამდე გაიმართება.
NATO-ს ხომალდები ფინეთის პორტში შევიდნენ
NATO-ს ხომალდები ფინეთის პორტში შევიდნენ. ლატვიური გამანადგურებელი LVNS Virsaitis, ესტონური ENS Sakala და ჰოლანდიური HNLMS Schiedam-ი, ფინეთის საზღვაო ფლოტთან ერთად, წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. ორდღიანი წვრთნები, რომელიც 28 აპრილს დაიწყება. ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა 13 აპრილს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს რამდენიმე კვირაში მიიღებს. ფინეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, არ არსებობს რაიმე სახის გრაფიკი, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრით ყველაფერი შეიცვალა. ფინური მედიის ინფორმაციით, ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს, სავარაუდოდ, მაისში წარადგენენ. ფინეთი NATO-სთან 1994 წლიდან თანამშრომლობს და ალიანსის გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობას 2014 წელს, მას შემდეგ შეუერთდა, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა.
კანადა უკრაინულ ჯარისკაცებს ჰაუბიცების გამოყენებაში გადაამზადებს
კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა ხუთშაბათს ვაშინგტონში ვიზიტისას განაცხადა, რომ კანადელი სამხედროები უკრაინელებს ჰაუბიცების გამოყენებაში ამზადებენ. ამის შესახებ ანიტა ანანდმა აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. Reuters-ის ცნობით, მინისტრს არ უთქვამს, სად მიმდინარეობდა ეს წვრთნა. მინისტრის თქმით, კანადა დიდი ხანია ჩართულია უკრაინის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის უზრუნველყოფის საკითხში, 2015 წლიდან კანადამ გაწვრთნა 33000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი. კანადა ასევე ამზადებს უკრაინელ ჯარისკაცებს M-777 ჰაუბიცების გამოყენებაში. „შორი მოქმედების 90 ჰაუბიცის რაოდენობის ნახევარზე მეტი, რომელსაც აშშ უკრაინას უგზავნის, უკვე შეტანილია ქვეყანაში", - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ 28 აპრილს განაცხადა. „დღეს, სრული რაოდენობის დასახელების გარეშე გეტყვით, რომ ამ ჰაუბიცების ნახევარზე მეტი უკვე უკრაინაშია. ჰაუბიცების გამოყენების მიზნით მომზადება 50-მა უკრაინელმა გაიარა. ისინი ქვეყანაში დაბრუნდებიან და ცოდნას საკუთარ თანაგუნდელებს გაუზიარებენ“, - განაცხადა ჯონ კირბიმ. ასევე წაიკითხეთ ამერიკელი სამხედროები უკრაინელებს აშშ-ის მიერ გაგზავნილი „ჰაუბიცების“ გამოყენებაში გადაამზადებენ ჯონ კირბი: ჰაუბიცების ნახევარზე მეტი, რომელიც აშშ-მ უკრაინისთვის გამოყო, უკვე ქვეყანაშია შეტანილი
დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ოქტომბერში სამხედრო წვრთნას გამართავს
2022 წლის ოქტომბერში ყაზახეთი უმასპინძლებს დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის(ОДКБ) ერთობლივ სამხედრო წვრთნებს. ამის შესახებ, ინფორმაცია ყაზახეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. რუსეთთან, სომხეთთან, ყირგიზეთთან, ყაზახეთსა და ტაჯიკეთთან ერთად, შემოდგომაზე ყაზახეთში თავდაპირველად ოპერატიული რეაგირების კოლექტიური ძალები ჩაატარებენ წვრთნას სახელწოდებით "ურთიერთქმედება-2022", შემდეგ კი ესტაფეტას გადაიბარებს დაზვერვის ძალებისთვის განსაზღვრული "ძებნა 2022", სულ ბოლოს კი მრავალეროვნულ "ეშელონ 2022"-ში თავის გამოცდილებას აჩვენებენ მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ქვედანაყოფები. ოფიციალურ ცნობაში აღნიშნულია, რომ ცენტრალურ-აზიური რეგიონის სწრაფი რეაგირების კოლექტიური ძალების ერთობლივი სწავლება "ზღუდე -2022" ტაჯიკეთის ტერიტორიაზე გაიმართება, ხოლო ყირგიზეთი სამშვიდობო ძალების სამეთაურო-საშტაბო სწავლებას, "ურყევი ძმობა 2022"-ს, უმასპინძლებს. აღნიშნულია, რომ ცენტრალური აზიის რეგიონის კოლექტიური სწრაფი განლაგების ძალების ერთობლივი წვრთნა "Frontier - 2022" დაგეგმილია ტაჯიკეთის ტერიტორიაზე, ხოლო ყირგიზეთში სამშვიდობო ნაწილებთან "ურღვევი" სამეთაურო-საშტაბო სწავლება გაიმართება. ძმობა - 2022 წელი“. „ზომები მიზნად ისახავს (ОДКБ) კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის მზადყოფნის გაზრდას ამოცანების შესასრულებლად, როგორც ეს იყო დაგეგმილი“, - ნათქვამია თავდაცვის დეპარტამენტში. ОДКБ-ში შედის ექვსი სახელმწიფო: სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი.
მედია: თურქეთი საბერძნეთში დაგეგმილ NATO-ს წვრთნებში მონაწილეობას არ მიიღებს საბერძნეთი და თურქეთი საჰაერო სივრცის არაერთხელ დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. თურქეთმა განაცხადა, რომ NATO-ს წევრი საბერძნეთი თურქეთის საჰაერო სივრცეში „სამ დღეში ოცდაათჯერ“ შევიდა. მანამდე, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი მსგავსი პრეტენზიებით გამოვიდა. მიცოტაკისმა განაცხადა, რომ თურქეთის სამხედროები ახორციელებდნენ უნებართვო ფრენებს საბერძნეთის რამდენიმე დიდ კუნძულზე. მიცოტაკისმა განაცხადა, რომ დაუკავშირდა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რათა თურქეთის მიერ საჰაერო სივრცის სავარაუდო დარღვევის შესახებ ეცნობებინა. „ეს ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას და NATO-ს ერთიანობას“, - განაცხადა საბერძნეთის პრემიერმა. ოთხშაბათს, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური საჩივრის მისაღებად, ათენში თურქეთის ელჩიც დაიბარა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საბერძნეთს, „შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები და რიტორიკა“ და მხარი დაუჭიროს ახლახან განახლებულ მოლაპარაკებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ნდობის დამყარებას. თავის მხრივ, თურქული მედია წერს, რომ თურქეთმა გადაწყვიტა, არ მიიღოს მონაწილეობა წვრთნებში - Tiger Meet, რომელიც მომავალ თვეს საბერძნეთში ჩატარდება. თურქული სააგენტო Anadolu-ს ცნობით, თურქეთმა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მასპინძელ ქვეყანას უკვე აცნობა. თუმცა სხვა წყაროები წერენ, რომ საბერძნეთმა საჰაერო წვრთნებში თურქეთის დაგეგმილი მონაწილეობა თავად გააუქმა. NATO-ს წევრებს საბერძნეთსა და თურქეთს დიდი ხანია, უთანხმოება აქვთ ნავთობით და მინერალებით მდიდარ ეგეოსის ზღვაში საჰაერო და საზღვაო უფლებების შესახებ. უთანხმოებამ გამოიწვია საჰაერო ძალების თითქმის ყოველდღიური პატრულირება ძირითადად საბერძნეთის კუნძულების ირგვლივ სადავო საჰაერო სივრცეში, რომელსაც თურქეთი არაერთხელ აცხადებდა, როგორც საკუთარს და თავად რაიმე სახის დარღვევას უარყოფს. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასულ თვეს გამართეს მოლაპარაკებები და შეთანხმდნენ, რომ გადაჭრიდნენ თავიანთი ქვეყნების დიდი ხნის უთანხმოებას, ყოველ შემთხვევაში, დაძაბულობის დაფარვას, რადგან უკრაინაში კონფლიქტი მძვინვარებს.
საბერძნეთი NATO Tiger Meet 2022-ს მასპინძლობს. რატომ არ მონაწილეობს თურქეთი საჰაერო წვრთნებში
საბერძნეთის საჰაერო ძალების 335-ე ესკადრილია არაქსოსის საჰაერო ბაზაზე, საჰაერო წვრთნებს - NATO Tiger Meet პირველად მასპინძლობს. NATO Tiger Meet 2022, 9 მაისს დაიწყო და დაახლოებით, ორი კვირის განმავლობაში გასტანს. წვრთნებში ბელგია, საფრანგეთი, შვეიცარია, ესპანეთი იტალია, ჩეხეთი, ავსტრია, გერმანია, აშშ, ნიდერლანდები, პორტუგალია და პოლონეთი მონაწილეობენ. ბერძნული წყაროები წერენ, რომ წლევანდელ წვრთნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აღმოსავლეთ ევროპაში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, შესაბამისად, მის მიმართ ინტერესი დიდია. „335-ე ესკადრილიისთვის დიდი პატივია NATO Tiger Meet 2022-ის მასპინძლობა. მაღალი ინტენსივობის ერთობლივი წვრთნების ჩატარება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად აუცილებელია ჩვენი უნარების გასაძლიერებლად და საჰაერო ოპერაციების განხორციელებისთვის კოლექტიური ურთიერთქმედების შესაქმნელად“, - განაცხადა ნტანოს იოანისმა, 335-ე ესკადრილიის მეთაურმა. NATO Tiger Meet-სთვის მზადებას, თურქეთსა და საბერძნეთს შორის დაპირისპირება უძღოდა წინ, ყოველ შემთხვევაში, თურქულ და ბერძნულ მედიაში გავრცელებული არაოფიციალური ცნობები ამაზე მიუთითებს. კერძოდ, თურქული მედია წერს, რომ თურქეთმა გადაწყვიტა, არ მიიღოს მონაწილეობა წვრთნებში - Tiger Meet, რომელიც საბერძნეთში ტარდება. სააგენტო Anadolu-ს ცნობით, ანკარამ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მასპინძელ ქვეყანას უკვე აცნობა. თუმცა სხვა, ბერძნულ წყაროებში ვკითხულობთ, რომ საბერძნეთმა საჰაერო წვრთნებში თურქეთის დაგეგმილი მონაწილეობა თავად გააუქმა. ოფიციალური კომენტარები მხარეების მხრიდან არ გაკეთებულა. მანამდე, საბერძნეთი და თურქეთი საჰაერო სივრცის არაერთხელ დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. თურქეთმა განაცხადა, რომ NATO-ს წევრი საბერძნეთი თურქეთის საჰაერო სივრცეში „სამ დღეში ოცდაათჯერ“ შევიდა. მანამდე, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისიც მსგავსი პრეტენზიებით გამოვიდა. მიცოტაკისმა განაცხადა, რომ თურქეთის სამხედროები ახორციელებდნენ უნებართვო ფრენებს საბერძნეთის რამდენიმე დიდ კუნძულზე. მიცოტაკისმა ისიც აღნიშნა, რომ დაუკავშირდა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რათა თურქეთის მიერ საჰაერო სივრცის სავარაუდო დარღვევის შესახებ ეცნობებინა. „ეს ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას და NATO-ს ერთიანობას“, - განაცხადა საბერძნეთის პრემიერმა. საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური საჩივრის მისაღებად, ათენში თურქეთის ელჩიც დაიბარა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მხრივ, მოუწოდა საბერძნეთს, „შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები და რიტორიკა“ და მხარი დაუჭიროს ახლახან განახლებულ მოლაპარაკებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ნდობის დამყარებას. NATO-ს წევრებს საბერძნეთსა და თურქეთს დიდი ხანია, უთანხმოება აქვთ, ნავთობით და მინერალებით მდიდარ ეგეოსის ზღვაში საჰაერო და საზღვაო უფლებების შესახებ. უთანხმოებამ გამოიწვია საჰაერო ძალების თითქმის ყოველდღიური პატრულირება ძირითადად საბერძნეთის კუნძულების ირგვლივ, სადავო საჰაერო სივრცეში, რომელზეც თურქეთმა არაერთხელ გამოთქვა პრეტენზია, თავად კი, მისი მხრიდან რაიმე სახის დარღვევას უარყოფს. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასულ თვეს მოლაპარაკებები გამართეს და შეთანხმდნენ, რომ გადაჭრიდნენ თავიანთი ქვეყნების დიდი ხნის უთანხმოებას, ყოველ შემთხვევაში, დაძაბულობის დაფარვას, რადგან უკრაინაში კონფლიქტი მძვინვარებს. ცნობისთვის, Tiger Meet-ის წარმოშობის ისტორია ცოტა ბუნდოვანია. წყაროების თანახმად, როგორც ჩანს, მისი გააქტიურება 79 და 74-ე ესკადრილიის RAF-ის შეკრებით, 1960 წელს დაიწყო. მთავარი სულის ჩამდგმელი კი, ვიცე-პოლკოვნიკი, ოთხვარსკვლავიანი გენერალი და USAF-ის (აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები) შტაბის უფროსი მაიკ დუგანი გახლდათ. 1962 წელს, სწორედ ვიცე-პოლკოვნიკი მაიკ დუგანი იყო პროექტის ოფიცერი და მოხალისე. მოკავშირეთა საჰაერო სარდლობის ოფისის ინფორმაციით, ყოველწლიური წვრთნები „NATO Tiger Association“-ის მიერ არის ორგანიზებული და ტარდება ასოციაციის ერთ-ერთ წევრ ესკადრილიასთან (სამხედრო-საჰაერო ძალების ტაქტიკური ქვეგანაყოფი, რომელიც შედგება რამდენიმე რგოლისა და რაზმისაგან) თანამშრომლობით. წვრთნები NATO-ს სტანდარტების მიხედვით მიმდინარეობს და ის აერთიანებს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების თვითმფრინავებს. მრავალეროვნული ერთობლივი სწავლება კიდევ უფრო ზრდის ფრენის უნარებს, აძლიერებს საერთაშორისო ურთიერთობებს ესკადრილიებს შორის და ახალისებს ასოციაციის („NATO Tiger Association“) ტრადიციებს. წვრთნებში მონაწილეობენ 60-ზე მეტი გამანადგურებელი თვითმფრინავი, ვერტმფრენი და საჰაერო ძალები მთელი ევროპიდან. NATO-სგან მიღებულ წერილობით კომენტარში, ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან განმარტავს, რომ Tiger Meet არ არის NATO-ს სამხედრო წვრთნები და ალიანსი არ არის მისი ინიციატორი. „მას არ აქვს რაიმე ბრძანების ან კონტროლის მექანიზმი ამ წვრთნების მომზადებისა და წარმართვის განმავლობაში“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
NATO ევროპის მასშტაბით წვრთნებს იწყებს
„ევროპის დამცველი“ და „სწრაფი რეაგირება" - NATO ევროპის მასშტაბით წვრთნებს იწყებს. NATO-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების ჯარები დიდი ხნის განმავლობაში დაგეგმილ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობენ, მიზანი NATO-ს ძალების მზადყოფნისა და თავსებადობის გაძლიერებაა. წვრთნები ამჟამად პოლონეთში და რვა სხვა ქვეყანაში მიმდინარეობს, ის ასევე მოიცავს აქტივობებს ჩრდილოეთ მაკედონიაში. ალიანსის პრესსამსახურიდან Europetime-ს აცნობეს, რომ ესტონეთში, 14 ქვეყნიდან 15000 ჯარისკაცი ჩაერთვება წვრთნებში. Hedgehog - ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო წვრთნებია ქვეყანაში, რომელიც 1991 წლიდან ტარდება და რომელშიც აშშ-ის საზღვაო ძალების სადესანტო ხომალდი (Wasp-class) Kearsarge მონაწილეობს. იმავდროულად, ლიეტუვაში სწავლებაში - Iron Wolf მოკავშირეთა 3000 ჯარისკაცი და დაახლოებით 1000 მოძრავი შემადგენლობა, მათ შორის გერმანული (Leopard) 2 ტანკები მონაწილეობს. NATO-ს სპიკერმა ოანა ლუნგესკუმ განაცხადა, რომ „მსგავსი წვრთნები აჩვენებს NATO-ს სიმტკიცეს და მზადყოფნას, დაიცვას მისი ერები ნებისმიერი საფრთხისგან. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს არის რეგულარული წვრთნები, დაიგეგმა უკრაინაში რუსეთის სასტიკი და გაუმართლებელი შეჭრის წინ, მაგრამ ხელს უწყობს არასწორი გათვლების ან გაუგებრობის მოხსნას ალიანსის გადაწყვეტილების ირგვლივ, დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. მისივე თქმით, NATO-ს წვრთნები არის თავდაცვითი ხასიათის, გამჭვირვალე და შეესაბამება საერთაშორისო ვალდებულებებს“. გარდა ამისა, გერმანიაში 7500 ჯარისკაცია ჩართული NATO-ს რეაგირების ძალების წვრთნებში - "Wettiner Heide". ხმელთაშუა ზღვაში კი USS Harry S. Truman Carrier Strike Group-ი წელს NATO-ს მეთაურობის ქვეშ უკვე მეორედ განთავსდება საზღვაო წვრთნების - Neptune series-ს დროს. ეს აშშ-ის გადამზიდავი ჯგუფის მეორე ასეთი მონაწილეობაა ცივი ომის დასრულების შემდეგ. მომავალ თვეში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ევროპის ყველაზე დიდი ინტეგრირებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის წვრთნები - Ramstein Legacy" გაიმართება. მასში მონაწილეობას 23 ქვეყანა მიიღებს. ივნისში, ასევე ჩატარდება - Baltops, რომელიც ყოველწლიურად, უკვე 50 წელზე მეტია, იმართება და მოიცავს ამფიბიურ ოპერაციებს ბალტიის რეგიონში.NATO-ს პარტნიორები ფინეთი და შვედეთი მოკავშირეთა რამდენიმე წვრთნებში უახლოეს კვირებში ჩაერთვებიან. ამჟამად, აშშ-ის, ბრიტანეთის, ესტონეთის და ლატვიის ძალები ფინელ მასპინძლებთან ერთად მონაწილეობენ წვრთნებში - "Arrow 22". მასში ჩართულები არიან დიდი ბრიტანეთის (Challenger 2) ტანკები და ამერიკული Stryker-ის ჯავშანტექნიკა.
NATO-მ ბალტიის ზღვაში მასშტაბური საზღვაო წვრთნები დაიწყო
NATO-ს გაფართოებული საზღვაო წვრთნები ბალტიის ზღვაში დაიწყო. ორკვირიან სწავლებას - Baltops 22 წელს შვედეთი მასპინძლობს, რომელშიც ასევე მონაწილეობენ ფინეთის საზღვაო და საჰაერო ძალები. წვრთნებში ჩაერთვება 45 ხომალდი, 76 თვითმფრინავი, 16 ქვეყანა - მათგან 14, NATO-ს მოკავშირე და ორი ძალიან ახლო პარტნიორი. სამხედრო ლიდერები ვარაუდობენ, რომ შემთხვევითი არ არის, რომ NATO-ს სამხედრო წვრთნები უფრო მასშტაბურია, ვიდრე წინა წლებში. NATO-ს გენმდივანმა შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების საკითხი ერდოღანთან განიხილა სტოლტენბერგი: პუტინს ნაკლები NATO სურდა, თუმცა უფრო მეტ NATO-სა და ალიანსის უფრო მეტ წევრს იღებს 5-დან 17 ივნისამდე სწავლებას ფინეთის საზღვაო ძალების 200-მდე პერსონალი შეუერთდება. აშშ-ის მთავარი გენერალი მარკ მილი პარასკევს შეხვდა ფინეთის პრეზიდენტს საული ნიინისტოს და ალიანსში გაწევრიანებისადმი აშშ-ის მხარდაჭერა დაუდასტურა. თურქეთი, რომელიც NATO-ს წევრია 1952 წლიდან, ვეტოს უფლებას იყენებს, რათა შვედეთსა და ფინეთს პოლიტიკის შეცვლა აიძულოს. კერძოდ, თურქეთი ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა ეთნიკური ქურთული ჯგუფების მხარდაჭერა შეწყვიტონ, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს. შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ექსტრადირება იმ თურქების, რომელთაც 2016 წელს, წარუმატებელი გადატრიალების შემდეგ, შვედეთსა და ფინეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიეცა. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.
ამერიკელი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით წვრთნები ჩატარდა
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში “სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი“ დასრულდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნებში ამერიკელი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. „კურსი 3 კვირის განმავლობაში საჩხერისა და ჭიათურის სასწავლო უბნებზე მიმდინარეობდა. სწავლების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესებსა და ტექნიკურ მონაცემებს გაეცნენ. სამთო სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით, მათ კოლექტიური გადარჩენისა და ევაკუაციის ორგანიზების უნარ-ჩვევები გაიღრმავეს. ქართველ და ამერიკელ სამხედროებს მდინარის, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვისა და კლდეზე დაშვების სავარჯიშოების შესრულებაც უწევდათ. წვრთნების დასასრულს მსმენელებმა კომპლექსური და ფიზიკური ტესტი ჩააბარეს. მონაწილეებს კურსის დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა მიულოცეს, კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს და წარმატებები უსურვეს“, - აღნიშნულია თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.
თურქეთში NATO-ს სამხედრო წვრთნები საერთაშორისო ანატოლიის არწივი-2022-ის სწავლებასთან ერთად ჩატარდება
თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ NATO თურქეთში სამხედრო წვრთნებს 20-28 ივნისს ჩაატარებს. Ramstein Dust II-2022 (RADU II-22), NATO-ს მზადყოფნის წვრთნები, ქალაქ კონიაში, მე-3 მთავარ რეაქტიულ ბაზაზე ჩატარდება. NATO-მ ბალტიის ზღვაში მასშტაბური საზღვაო წვრთნები დაიწყო სამინისტრომ აღნიშნა, რომ სწავლება საერთაშორისო ანატოლიის არწივი-2022-ის სწავლებასთან ერთად ჩატარდება. NATO ევროპის მასშტაბით წვრთნებს იწყებს
NATO-ს 14 მოკავშირის და ორი პარტნიორის მონაწილეობით, ბალტიის ზღვაში წვრთნები მიმდინარეობს
NATO-ს თოთხმეტი მოკავშირე ორ პარტნიორ ქვეყანასთან, ფინეთთან და შვედეთთან ერთად მონაწილეობს სწავლებაში - Baltic Operations (BALTOPS 22), რომელშიც 45-ზე მეტი ხომალდი, 75-ზე მეტი თვითმფრინავი და 7500 პერსონალია ჩართული. ყოველწლიური წვრთნები დაიწყო შვედეთში, ტოკჰოლმში 5 ივნისს დაიწყო. ეს არის 51-ე სწავლება, რომელიც 1972 წელს დაიწყო. მონაწილე ქვეყნებია არიან ბელგია, ბულგარეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, შვედეთი, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები. ეს ქვეყნები გამოიყენებენ მთელ რიგ შესაძლებლობებს, რაც ადასტურებს საზღვაო ძალების მოქნილობას. სწავლების სცენარები მოიცავს ამფიბიურ ოპერაციებს, ტყვიამფრქვევს, წყალქვეშა ნავს, საჰაერო თავდაცვას, ნაღმების გაწმენდის ოპერაციებს, ფეთქებადი საბრძოლო მასალის განადგურებას, უპილოტო წყალქვეშა მანქანებს და სამედიცინო რეაგირებას. BALTOPS 22 შვედეთის საზღვაო ძალების 500 წლის იუბილეს ემთხვევა. NATO-მ ბალტიის ზღვაში მასშტაბური საზღვაო წვრთნები დაიწყო
ბელორუსი უკრაინის საზღვართან სამობილიზაციო წვრთნებს იწყებს
22 ივნისს ბელორუსის თავდაცვის სამინისტრომ, უკრაინის მოსაზღვრე გომელის რეგიონის სამხედრო კომისარიატებთან სამობილიზაციო წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. ალექსანდრე ლუკაშენკო: არ ვაპირებთ ჩავერთოთ იმ ოპერაციაში, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს. თუ ვუპასუხებთ, ვუპასუხებთ ისე, რომ ყველა იგრძნობს წვრთნები 1-ელ ივლისამდე გაგრძელდება. წვრთნების ოფიციალური მიზანია დავალებების შესრულების კუთხით, სამხედრო კომისარიატების მზადყოფნის შემოწმება. „სწავლებისას დამუშავდება კითხვები, სამხედრო კომისარიატების რეზერვის სამხედრო მოსამსახურეების გაწვევის გზით გადაკომპლექტებაზე. სამხედრო წვრთნებზე ყოფნისას გაკვეთილები ჩატარდება სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად“, - ნათქვამია ანგარიშში. ბელორუსი თანააგრესორია და მან უნდა აგოს პასუხი ისე, როგორც რუსეთი ერთ დღეს აგებს პასუხს - მაიკლ კარპენტერი
სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში პარტნიორობა მშვიდობის პროგრამის ფარგლებში სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნებში ქართველი, ამერიკელი, პოლონელი, ლატვიელი, ლიეტუველი და სომეხი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. „სწავლების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესებსა და ტექნიკურ მონაცემებს გაეცნენ. სამთო სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით, მათ კოლექტიური გადარჩენისა და ევაკუაციის ორგანიზების უნარ-ჩვევები გაიღრმავეს. სამხედრო მოსამსახურეებმა მდინარის, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვისა და კლდეზე დაშვების სავარჯიშოები შეასრულეს. წვრთნების დასასრულს მსმენელებმა კომპლექსური და ფიზიკური ტესტი ჩააბარეს. კურსი 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
ისრაელმა მაროკოს სამხედრო წვრთნებში პირველად მიიღო მონაწილეობა
ისრაელის სამხედრო დამკვირვებლებმა მაროკოში გამართულ წვრთნებში პირველად მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა და განმარტა, რომ ნაბიჯი ურთიერთობის გაუმჯობესების მანიშნებელია. „სამი დამკვირვებლის ყოფნა წვრთნებზე - „აფრიკული ლომი 2022“, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ აშშ-ის ძალები, მოჰყვა მაროკოს ანტიტერორისტული დანაყოფის მონაწილეობას ისრაელში მრავალეროვნულ წვრთნებში, რომლებიც გასულ წელს ჩატარდა“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ისრაელმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყანაში. მაროკოს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, 20-30 ივნისს ჩატარებულ სამხედრო წვრთნებში ათი ქვეყნის ძალები მონაწილეობდნენ. არაბეთის გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინისა და სუდანის შემდეგ, მაროკო მეოთხე არაბული ქვეყანაა, რომელიც ისრაელთან კავშირების ნორმალიზებას დათანხმდა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შავ ზღვაში NATO-ს მასშტაბური წვრთნები პირველად მიმდინარეობს
შავი ზღვის ბულგარეთის აკვატორიაში NATO-ს ყოველწლიური სამხედრო სწავლება „ბრიზი“ 11 ქვეყნის მონაწილეობით მიმდინარეობს. სწავლებაში 24 სამხედრო გემი, კატერები, 5 თვითმფრინავი, 4 ვერტმფრენი და ბულგარეთის, ალბანეთის, ბელგიის, საბერძნეთის, იტალიის, ლატვიის, პოლონეთის, რუმინეთის, აშშ-ს, თურქეთის, საფრანგეთის საზღვაო ძალების 1390 სამხედრო მონაწილეობს. ეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შავ ზღვაში NATO-ს ფართომასშტაბიანი პირველი სამხედრო სწავლებაა. წვრთნების ზონებში თავისუფლად მცურავი გემსაწინააღმდეგო ნაღმების საფრთხის გამო, წვრთნების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიღებულია სპეციალური ზომები.
21-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის, მეორე ქვეითი ბრიგადის, 21-ე ჯავშანსატანკო ბატალიონის, მოტორიზებული ასეულის ათეულის დონის მომზადება-შეფასებაზე ორიენტირებული სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, გეგმიური საველე წვრთნები ორი კვირის განმავლობაში ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარეობდა. პირველი კვირა საბრძოლო ტექნიკით ეკიპაჟებისა და დესანტის საცეცხლე მომზადებას ითვალისწინებდა. „მეორე კვირა ტაქტიკურ სწავლებას დაეთმო, რაც საბრძოლო სროლებით დასრულდა. მხარდამჭერ ელემენტებს 82 და 120 მმ ნაღმტყორცნები და საინჟინრო ჯგუფები წარმოადგენდა. წვრთნების მიზანი საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, ჯავშანტექნიკის, ეკიპაჟებისა და დესანტის შერწყმა, ასევე, მხარდამჭერ ქვედანაყოფებთან კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა იყო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. წვრთნების დასკვნით ფაზას საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და მეორე ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
მე-5 საარტილერო ბრიგადის ტაქტიკური საველე წვრთნები დასრულდა
ვაზიანის პოლიგონზე საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადის „გრადლარის“ ბატარეის ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გეგმიურ საველე სწავლებაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის „გრადლარი“-ს ბატარეა იყო მიზიდული, რომელსაც მხარს მე-5 საარტილერიო ბრიგადის ჰაერსაწინააღმდეგო ასეული და 53-ე უზრუნველყოფის ბატალიონი უჭერდა. საველე სწავლება მიზნად ისახავდა ქვედანაყოფის ერთობლივი, კოორდინირებული და სინქრონიზებული მოქმედებებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას მხარდამჭერ ქვედანაყოფებთნ ერთად. დასკვნით ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეებმა წინასწარ განსაზღვრული ოპერაციის რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების ოპერაცია განახორციელეს. საველე წვრთნებს სამი კვირის განმავლობაში მე-5 საარტილერიო ბრიგადიდან შერჩეული დამკვირვებელ-მაკონტროლებლები აკვირდებოდნენ.
ტაივანში ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის ფონზე, პეკინი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნებს ატარებს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტის ფონზე, ჩინეთმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში წვრთნები დაიწყო. ჩინეთის საზღვაო უსაფრთხოების ადმინისტრაციის ცნობით, წვრთნები 6 აგვისტომდე გაგრძელდება. „2 აგვისტოს 00:00 საათიდან 6 აგვისტოს 24:00 საათამდე სამხედრო წვრთნები სამხრეთ ჩინეთის ზღვის ნაწილში ჩატარდება. მითითებულ ტერიტორიაზე შესვლა, რომლის კოორდინატებიც მითითებულია საიტზე, აკრძალულია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვევა - CNN თავის მხრივ, ქალაქ დალიანის საზღვაო უსაფრთხოების ადმინისტრაცია (ლიაონინგის პროვინცია, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთი) იტყობინება, რომ პირველ აგვისტოს 14:00 საათიდან 4 აგვისტოს 24:00 საათამდე, ბოჰაის ჩრდილოეთ ნაწილში ჩატარდება საცეცხლე წვრთნები. „ეს არ არის ერთადერთი წვრთნები, რომლებსაც ჩინეთი ამ დღეებში ატარებს. გასულ კვირას ჩინეთმა წვრთნები დაიწყო სამხრეთ ჩინეთის ზღვის ოთხ რაიონში გუანდონგისა და ჰაინანის წყლებში. შაბათს, საცეცხლე წვრთნები გაიმართა აღმოსავლეთ პროვინციის ფუჯიანის წყლებში, რომელიც ტაივანთან სრუტეს იზიარებს“, - წერს მედია. გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები
ორფოლოს პოლიგონზე საარტილერიო წვრთნები ჩატარდა
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონმა ორფოლოს პოლიგონზე ამოცანაზე ორიენტირებული სიტუაციური სწავლება საბრძოლო სროლებით ჩაატარა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დასკვნით წვრთნაში ბატალიონმა საარტილერიო ჯგუფებისა და საცეცხლე ბატარეების გადაადგილება და მიზნებზე საარტილერიო ცეცხლით ზემოქმედება განახორციელა. „სწავლება ორ ეტაპად მიმდინარეობდა. პირველ ეტაპზე ცეცხლის მართვის ცენტრებისა და საცეცხლე გათვლების ურთიერთშერწყმა განხორციელდა, მეორე ეტაპზე კი, ბატალიონის წვრთნა და შეფასება მოხდა. სწავლების ამოცანას საარტილერიო ბატალიონისა და საცეცხლე მხარდაჭერის ელემენტების კოორდინირებული მუშაობა წარმოადგენდა. დასკვნით სწავლებას დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და ქვედანაყოფების მეთაურები დაესწრნენ“, - აცხადებს თავდაცვის უწყება.
ჩინეთის მიერ სამხედრო ძალის დემონსტრირების ფონზე, ტაივანი საარტილერიო წვრთნებს ატარებს
ტაივანის სამხრეთ რეგიონში სამხედროებმა საარტილერიო წვრთნები ჩაატარეს. კუნძულის ირგვლივ ჩინეთის უპრეცედენტო სამხედრო წვრთნების ფონზე, ტაივანის მცირე მანევრები ფოკუსირებულია ჰაუბიცის აქტივობაზე. უფრო ადრე, ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჩინეთის მიერ წარმოებული სამხედრო წვრთნები იმ გეგმის ნაწილია, რომელსაც პეკინი კუნძულზე შეჭრისთვის ამზადებს. ჯოზეფ ვუს არ უსაუბრია ტაივანში შესაძლო შეჭრის ვადებზე, თუმცა აღნიშნა, რომ ტაივანს არ ეშინია. „ჩინეთმა გამოიყენა წვრთნები თავისი სამხედრო სახელმძღვანელოდან, რათა მოემზადოს ტაივანში შეჭრისთვის”, - განაცხადა ვუმ ტაიპეიში გამართულ პრესკონფერენციაზე Reuters-ის ცნობით. მისივე თქმით, ჩინეთი ატარებს ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს და უშვებს რაკეტებს. ახორციელებს კიბერშეტევებს, მიმართავს დეზინფორმაციას და ეკონომიკურ იძულებას, რათა ტაივანში საზოგადოებაზე გავლენას მოახდინოს. „სწავლების დასრულების შემდეგ, ჩინეთმა შესაძლოა, სცადოს თავისი ქმედებების რუტინიზაცია, რათა დაანგრიოს გრძელვადიანი სტატუს-კვო ტაივანის სრუტეზე“, - განაცხადა ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ჩინეთის ხუთი ნაბიჯი ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ ჩინეთი არასოდეს გამორიცხავდა ტაივანის ძალით აღებას. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვან ვენბინმა ორშაბათს განაცხადა, რომ ჩინეთი ჩვეულებრივ, სამხედრო წვრთნებს „ჩვენს წყლებში“ ღია, გამჭვირვალე და პროფესიონალურად ატარებს და დამატა, რომ ტაივანი ჩინეთის ნაწილია. თავის მხრივ, ტაივანი უარყოფს ჩინეთის პრეტენზიებს და ამბობს, რომ მხოლოდ ტაივანის ხალხს შეუძლია, გადაწყვიტოს კუნძულის მომავალი. ვინ ცნობს ტაივანს ჩინეთი ტაივანს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს და პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაიბრუნებს, მაგრამ ტაივანის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა. ტაივანს საკუთარი კონსტიტუცია აქვს. ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით, 300 000 ჯარისკაცი. ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობა წმინდა საყდართან (ვატიკანი) და გაერთიანებული ერების 193 წევრ სახელმწიფოდან, 13-თან აქვს. ესენია: სვაზილენდი, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, ნაურუ, პალაუ, პარაგვაი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ასევე, ტუვალუ. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი
ხმელთაშუა ზღვაში NATO-ს წვრთნები ჩატარდა
ხმელთაშუა ზღვაში NATO-ს წვრთნები დასრულდა. წვრთნები თავსებადობისა და კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად ჩატარდა. მრავალეროვნული ინტეგრირებული სამუშაო ჯგუფი მართვადი რაკეტების გამანადგურებელი - USS Forrest Sherman-ისგან, ესპანეთის საზღვაო ძალების ფრეგატ - Almirante Juan de Borbon-სგან, თურქეთის საზღვაო ძალების ფრეგატ - TCG Kemalreis-სა და საბერძნეთის საზღვაო ძალების ფრეგატ - HS Kountouriotis-სგან შედგებოდა. ალიანსის განცხადებით, SNMG2-ის წევრებმა შეასრულეს უნიკალური და ტაქტიკური ღონისძიებები, როგორიცაა, ცეცხლსასროლი იარაღის წვრთნები, ელექტრონული ომის წვრთნები, საჰაერო თავდაცვის წვრთნები და საკომუნიკაციო წვრთნები. NATO-ს საზღვაო ჯგუფი (SNMG2) არის მრავალეროვნული ინტეგრირებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ალიანსის უწყვეტ საზღვაო შესაძლებლობებს, რათა შეასრულოს ამოცანების ფართო სპექტრი, მათ შორის, წვრთნები და რეალური მსოფლიო ოპერაციები კრიზისისა და კონფლიქტის პერიოდში. NATO-ს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა მადრიდში 29 ივნისს დაამტკიცეს ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელშიც ასახულია ალიანსის პრიორიტეტები, ძირითადი ამოცანები და მიდგომები მომდევნო ათწლეულისთვის. სტრატეგიული კონცეფცია აღწერს უსაფრთხოების გარემოს, რომლის წინაშეც დგას ალიანსი, კიდევ ერთხელ ადასტურებს NATO-ს ღირებულებებს და ასახავს ალიანსის მთავარ მიზანს კოლექტიური თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ასევე აყალიბებს NATO-ს სამ ძირითად ამოცანას - შეკავება და თავდაცვა; კრიზისის პრევენცია და მართვა; და კოოპერატიული უსაფრთხოება.
ტაივანში აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრების ჩასვლის შემდეგ, ჩინეთმა ტაივანის კუნძულის გარშემო მორიგი სამხედრო წვრთნების წამოწყების შესახებ განაცხადა. ჩინეთი ტაივანის მიმართულებით, 30 თვითმფრინავსა და ხუთ სამხედრო ხომალდს გზავნის ჩინეთის ხელისუფლებას, წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად წვრთნების ჩატარების დრო და არეალი არ დაუსახელებია. ამერიკელი კონგრესმენების დელეგაცია ტაივანს 14 აგვისტოს ეწვია, მას შემდეგ, რაც კუნძულს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი სტუმრობდა. ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და კუნძულზე უცხოელი პოლიტიკოსების ვიზიტებს ჩინეთის სუვერენიტეტის შელახვად აფასებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვანგ ვენბინგმა 15 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჩინეთი „მიიღებს გადამწყვეტ და ძლიერ ზომებს ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“ და „ამერიკელი პოლიტიკოსების ჯგუფი“ „ერთი ჩინეთის“ პრინციპის შელახვის განზრახვაში დაადანაშაულა. 14 აგვისტოს ამერიკელი კონგრესმენების დელეგაცია სენატორ ედ მარკის ხელმძღვანელობით, ტაივანში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა. კონგრესისი დელეგაციის ვიზიტამდე, ჩინეთის მუქარის მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდა. პელოსის ვიზიტის შემდეგაც ჩინეთმა ტაივანთან მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი
პეკინი რუსეთში წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად ჯარებს გაგზავნის
ჩინეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ პეკინი რუსეთში ჯარებს გაგზავნის წვრთნებში - Vostok-2022 მონაწილეობის მისაღებად. სამინისტრო აღნიშნავს, რომ ჩინეთის მონაწილეობა წვრთნებში მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების ჯარებთან პრაქტიკული და მეგობრული თანამშრომლობის გაღრმავებას, მონაწილე მხარეებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის დონის ამაღლებას და სხვადასხვა საფრთხეზე რეაგირების უნარის გაძლიერებას". პეკინი აქვე განმარტავს, რომ „ეს არ არის დაკავშირებული დღევანდელ საერთაშორისო და რეგიონულ სიტუაციასთან“. ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ ინდოეთი, ბელორუსი, ტაჯიკეთი, მონღოლეთი და სხვა ქვეყნები. წვრთნები 30 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე გაიმართება. ბოლო ასეთი სწავლება 2018 წელს გაიმართა და მასში ჩინეთი პირველად მონაწილეობდა. ცნობისთვის, 10 ივლისს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის შეხვედრა 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ჩინელ კოლეგასთან შეხვედრისას უკრაინაში რუსეთის აგრესია განიხილა და მოსკოვთან პეკინის კავშირების გამო შეშფოთება გამოხატა. New York Times-ის ცნობით, ბლინკენმა მოუწოდა მის კოლეგას, შეუერთდეს შეერთებულ შტატებს და უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის წინააღმდეგ დადგეს. „ვცდილობდი, მეთქვა სახელმწიფო მრჩევლისთვის, რომ ეს მართლაც ის მომენტია, როდესაც ჩვენ ყველანი უნდა დავდგეთ რუსეთის აგრესიის დასაგმობად. პეკინისგან გვესმის, რომ ნეიტრალურია. რთულია, იყო ნეიტრალური, როცა საქმე ამ აგრესიას ეხება. არსებობს აშკარა აგრესორი. არის აშკარა მსხვერპლი“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. ორივე დიპლომატმა ოქტომბრის შემდეგ პირველად გამართულ მოლაპარაკებას „გულწრფელი შეხვედრა“ უწოდა. ენტონი ბლინკენი და ვან ი ინდონეზიაში, ბალიზე, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრების შემდეგ შეხვდნენ. ბლინკენი უკრაინის საკითხს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან განიხილავს „მე კიდევ ერთხელ გავუზიარე ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველს, რომ შეშფოთებულნი ვართ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რუსეთთან შეთანხმებით,” - განაცხადა ბლინკენმა მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. „ჩვენ ძალიან ღია ვიყავით იმის შესახებ, თუ სად არის ჩვენი უთანხმოება... თუმცა შეხვედრა კონსტრუქციული იყო, რადგან გულწრფელობის მიუხედავად, ტონი იყო ძალიან საქმიანი”, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. როგორც ბლინკენმა აღნიშნა, ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა 13 ივნისს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრისას მკაფიოდ თქვა, რომ მხარს უჭერს რუსეთთან პარტნიორობის ჩამოყალიბებას. ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში შეხვედრის დეტალებზე არ არის საუბარი. აღნიშნულია, რომ ვანმა „უკრაინის საკითხზე“ სიღრმისეული მოსაზრებები გაცვალა. ჩინეთის წითელი ჯვარი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს ჩინეთი უარყოფს, რომ რუსეთმა სამხედრო დახმარება სთხოვა ცნობისთვის, ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია არც გმობს რუსეთის ომს უკრაინაში და არც შეჭრას უწოდებს მას. ჩინეთი პირველად მოხვდა NATO-ს „სტრატეგიულ კონცეფციაში", რომელიც სამიტზე, მადრიდში მიიღეს. დოკუმენტი ასახავს უსაფრთხოების გამოწვევებს, რომლებსაც ჩინეთის ამბიციები წარმოშობს. ამასთან, დიდი შვიდეულის (G7) უმსხვილესი დემოკრატიული ეკონომიკის ქვეყნები ჩინეთთან მიმართებით მკაცრი რიტორიკით გამოვიდნენ. უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ჩინეთის ხელმძღვანელმა სი ძინპინმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას საერთაშორისო ურთიერთობების „ახალ ეპოქაში“ შესვლისა და გლობალური მდგრადი განვითარების თაობაზე. „ორ სახელმწიფოს შორის მეგობრობას საზღვრები არ აქვს, არ არსებობს თანამშრომლობის „აკრძალული“ სფეროები, ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერება არც მესამე ქვეყნების წინააღმდეგ არის მიმართული, არც საერთაშორისო გარემოს და მესამე ქვეყნებში არსებული გარემოებების შეცვლისკენ“, - აღნიშნავდნენ პუტინი და სი ძინპინი ერთობლივ განცხადებაში.
ამერიკული ბომბდამშენები დიდ ბრიტანეთში ჩავიდნენ
ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების B-52 ტიპის ბომბდამშენი უკვე ინგლისის ქალაქ ფეირფორდში არიან. NATO-ს ცნობით, დიდი ბრიტანეთი მოკავშირეთა და პარტნიორთა ძალებთან ერთად წვრთნებისთვის მზადაა. აშშ-ის საჰაერო ძალების B-52H Stratofortress თვითმფრინავი აშშ-ის ევროპის სარდლობის პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფ ზონაშია. „სამუშაო ჯგუფის ეს მისიები ევროპის მასშტაბით იძლევა დიდ შესაძლებლობას, გავაუმჯობესოთ ჩვენი ერთობლივი მზადყოფნა, ხელი შევუწყოთ თავსებადობას“, - განაცხადა აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალმა ჯეიმს ჰეკერმა, USAFE-AFAFRICA და AIRCOM-ის მეთაურმა. ამერიკული მხარის ცნობით, Bomber Task Force-ის მსგავსი მისიები რეგულარულად დაგეგმილი მისიებია. ამერიკელი ბომბდამშენები დაფრინავენ სხვადასხვა ქვეყანაში, რათა ადგილობრივ საჰაერო სივრცეს გაეცნონ. ამერიკული B-52-ები ბრიტანეთში ამ წლის დასაწყისშიც იმყოფებოდნენ და ევროპის გარშემო რიგ მისიებს ასრულებდნენ.
NATO-ს საჰაერო ძალებმა ბულგარეთში ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს
ბულგარეთის, კანადის, საბერძნეთის, რუმინეთის და შეერთებული შტატების თვითმფრინავები ოპერაციებში ერთობლივი მუშაობის უნარს აუმჯობესებენ. ამ მიზნით, ერთობლივი წვრთნა „Thracian Viper“ ბულგარეთის საჰაერო სივრცეში ჩატარდა. თვითმფრინავები ბულგარეთის, საბერძნეთისა და რუმინეთის ტერიტორიიდან ბულგარეთის ხელმძღვანელობით მანევრირებდნენ. წვრთნებში მონაწილეობდნენ F-16, F-18, MiG-29 და Su-25 ტიპის თვითმფრინავები, ასევე, AS-532 Cougar ტიპის ვერტმფრენები. „Thracian Viper" 2010 წლიდან ყოველწლიურად იმართება, რაც კარგ შესაძლებლობას აძლევს მოკავშირეთა საჰაერო ძალებს, თავიანთი უნარები მრავალეროვნულ გარემოში დახვეწონ. ბულგარეთის საჰაერო ძალების (BAF) ეკიპაჟებმა ერთობლივი საფრენოსნო წვრთნაზე „Thracian Viper – 2022“ დავალებების შესრულება 8 აგვისტოს დაიწყეს. წვრთნაში საბერძნეთის, კანადის, რუმინეთისა და შეერთებული შტატების საჰაერო ძალები მონაწილეობდნენ. მომზადებულია ალიანსის წყაროების მიხედვით
ჯოზეფ ბორელი: როგორც ჩანს, ომი გაგრძელდება, ეს მოითხოვს ძალისხმევას არამხოლოდ მასალების მომარაგების თვალსაზრისით
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ევროკავშირის „დიდი მისია“ დააანონსა. ჯოზეფ ბორელის თქმით, ომი, რომელიც გრძელდება და, როგორც ჩანს, გაგრძელდება, მოითხოვს ძალისხმევას არამხოლოდ მასალების მომარაგების თვალსაზრისით. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგელის თქმით, ეს საკითხი ქვეყნებს შორის მომავალ კვირას, ორდღიან შეკრებაზე განიხილება. ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ამჟამად, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა ამზადებს უკრაინელ სამხედროებს, მაგრამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები, ევროკავშირის ეგიდით უკრაინული ძალებისთვის სასწავლო ოპერაციის ორგანიზების დეტალებსა და პრინციპებზე იმსჯელებენ. დისკუსია 29 აგვისტოს, პრაღაში შედგება. „ეს დიდი მისია იქნებოდა”, - ხაზგასმით აღნიშნა ბორელმა ესპანეთში ვიზიტისას და იმედი გამოთქვა, რომ გადაწყვეტილება დამტკიცდება. როგორც ცნობილია, დიდ ბრიტანეთში უკრაინელი სამხედროების წვრთნას შვედეთი, ფინეთი, დანია, ნორვეგია და ნიდერლანდები შეუერთდნენ.
ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმია საქართველოში დაგეგმილ წვრთნებზე: ამერიკა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთგულია
ამერიკული მხარე საქართველოში დაგეგმილი წვრთნების „ღირსეული პარტნიორის“ შესახებ დეტალებს ავრცელებს. ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის განცხადებით, საქართველოში 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით დაგეგმილ წვრთნებში შეერთებული შტატებიდან დაახლოებით, 2400 და კიდევ სხვა ქვეყნების სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას. აშშ-დან მონაწილეობას მიიღებს მე-2 საკავალერიო პოლკი, მე-18 სამხედრო პოლიციის ბრიგადა, მე-12 საბრძოლო საავიაციო ბრიგადა, მე-7 არმიის სასწავლო სარდლობა, 409-ე საკონტრაქტო მხარდაჭერის ბრიგადა, 598-ე სატრანსპორტო ბრიგადა და საქართველოს ეროვნული გვარდიის 122-ე ტაქტიკური მხარდაჭერის რაზმი. უსაფრთხოების ძალების 1-54- დამხმარე ბატალიონი და 1-214 საველე საარტილერიო ბატალიონი. Exercise Noble Partner რეგიონული მრავალეროვნულ სასწავლო გარემოში პარტნიორობის გაძლიერებას, ასევე, აშშ-ის მზადყოფნის და თავსებადობა გაზრდას ემსახურება. წვრთნები საშუალებას აძლევს მონაწილეებს, ჩაატარონ სიტუაციური წვრთნები, ცეცხლსასროლი იარაღით ვარჯიშები და ერთობლივი მექანიზებული მანევრები. ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის განცხადებით, ისეთი სამხედრო წვრთნები, როგორიცაა „ღირსეული პარტნიორი 2020“, აჩვენებს აშშ-ის ერთგულებას რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისადმი და ცხადყოფს, რომ NATO-ს მოკავშირეები და პარტნიორები ერთად უფრო ძლიერები არიან. შეგახსენებთ, საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას - „ღირსეული პარტნიორი“ უკვე მეექვსედ უმასპინძლებს.
NATO-ს საბრძოლო ჯგუფი ლატვიაში წვრთნებს ატარებს
კანადელი, ესპანელი და ჩეხი სამხედროები ლატვიაში წვრთნებს გადიან. ინფორმაციას ალიანსი ავრცელებს. NATO თავდაცვითი ალიანსია, რომლის შექმნა 12 წევრ ქვეყანასთან ერთად, 1949 წელს დაიწყო. დღეს NATO-ს ჰყავს 30 წევრი, რომლებიც ერთად უფრო ძლიერი და უსაფრთხონი არიან. მრავალწლიანი ერთობლივი დაგეგმვის, წვრთნებისა და განლაგების გზით, სხვადასხვა ქვეყნის ჯარისკაცებს ერთად მოქმედება შეუძლიათ. ერთად მუშაობა გვაძლიერებს“, - აღნიშნულია NATO-ს ინფორმაციაში.
ამერიკული ბომბდამშენები მოკავშირეების თვითმფრინავებთან ერთად, რუმინეთის გარშემო მანევრირებენ
ამერიკული ბომბდამშენი რუმინეთის თავზე მისიას ასრულებს. სამუშაო ჯგუფის მისიები აძლიერებენ მზადყოფნას, რომელიც აუცილებელია ნებისმიერ პოტენციურ კრიზისსა და გამოწვევაზე რეაგირებისთვის მთელ მსოფლიოში. BTF მისია უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს მოკავშირეებსა და პარტნიორებს, გააძლიერონ კოლექტიური შეკავება და უსაფრთხოება მთელ რეგიონში. ამერიკელები მოკავშირეების მებრძოლებთან ერთად, შეტევითი და თავდაცვითი მანევრების შემუშავებას განაგრძობენ. მოკავშირეთა თვითმფრინავები კანადადან, რუმინეთიდან და საფრანგეთიდან, ბომბდამშენების ესკორტს შეუერთდნენ. ბომბდამშენმა ჩაატარა მთელი რიგი იმიტირებული შეტევითი დარტყმები და თავდაცვითი მანევრები ფრენის სასწავლო მიზნებისა და მოკავშირეთა თვითმფრინავებსა და ეკიპაჟებს შორის თავსებადობის მხარდასაჭერად. ბომბდამშენი თვითმფრინავი მისიის განმავლობაში NATO-ს კომბინირებული ოპერაციების ცენტრების Torrejon-ისა და Uedem-ის მეთაურობის ქვეშ პირველად მოექცა. „აშშ-ის ბომბდამშენების მოქცევა NATO-ს მეთაურობისა და კონტროლის ქვეშ, ქმნის აუცილებელ შესაძლებლობას ჩვენი ნდობისა და ერთიანობის ხაზების ასაშენებლად.ჩვენ ვაძლიერებთ მოწინავე შესაძლებლობებს და მზადყოფნის აქტივობებს ევრო-ატლანტიკური ზონის მასშტაბით, ხოლო ბომბდამშენებისთვის მოქნილ ვარიანტს ვქმნით, რათა მათ ოპერატიულ გარემოში ნებისმიერ ცვლილებაზე რეაგირება შეძლონ - განაცხადა გენერალმა ჯეიმს ჰეკერმა.
აშშ-ის გამანადგურებლები პოლონეთის საჰაერო ბაზაზე განლაგდნენ
შეერთებული შტატების საჰაერო ძალების გამანადგურებლები (F-22) მოკავშირეების მებრძოლებთან ერთად სწავლებას გადიან და პოლონეთში (Laski) ყოფნით, NATO-ს ტერიტორიას იცავენ. „F-22 გვთავაზობს მოწინავე შესაძლებლობებს აღმოსავლეთ ფლანგზე და აძლიერებს ალიანსის საჰაერო დაცვის პოზიციებს“, - აცხადებს NATO-ს საჰაერო სარდლობა. ლასკის ბაზაზე აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალი ჯეიმს ჰეკერიც იმყოფებოდა. F-22-ის შესახებ ერთადგილიანი, ორ ძრავიანი სტელსის სისტემის მეხუთე თაობის გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომელიც შეიქმნა 1980-იან წლებში. აშშ-ის შეიარაღებაში შევიდა 2000-იან წლებში.
თურქეთი და აზერბაიჯანი 5 სექტემბერს ერთობლივ წვრთნებს იწყებენ
თურქეთის საჰაერო ძალების წარმომადგენლები წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად აზერბაიჯანში ჩავიდნენ. ერთობლივი ტაქტიკური და საფრენოსნო წვრთნები - „TurAz Qartalı-2022“ 5 სექტემბერს დაიწყება. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნებისთვის მომზადების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები ტარდება, მათ შორის პერსონალის დისლოცირების, წვრთნების დაგეგმვისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების ჩათვლით.
გერმანიის, იტალიის და აშშ-ის საბრძოლო და დამხმარე თვითმფრინავები დიდი ბრიტანეთის ბაზაზე განლაგდნენ
გერმანიის, იტალიის, შეერთებული შტატების და გაერთიანებული სამეფოს საჰაერო ძალების საბრძოლო და დამხმარე თვითმფრინავები ბრიტანეთის ბაზაზე დაეშვნენ. NATO-ს მხარდაჭერით დაგეგმილ წვრთნებში - „Cobra Warrior“ NATO-ს მოკავშირეები მაღალი ინტენსივობის ტაქტიკურ წვრთნებს ჩაატარებენ. წვრთნები მთელი სექტემბრის განმავლობაში ჩატარდება. Cobra Warrior-ს სამეფო საჰაერო ძალები ხელმძღვანელობს. „Cobra Warrior არის ყველაზე მნიშვნელოვანი წვრთნები, რომელსაც RAF დიდ ბრიტანეთში ატარებს. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ვიმუშაოთ NATO-ს მთავარ მოკავშირეებთან, რითაც ჩვენს ავიატორებს შეუძლიათ, ისწავლონ და შეინარჩუნონ უაღრესად რთული უნარები, რომლებიც საჭიროა სინქრინული ოპერაციების ჩასატარებლად ახლა და მომავალში“, - აღნიშნავს ბრიტანული მხარე.
ბრიტანელმა, შვედმა და ფინელმა სამხედროებმა ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს
ბრიტანელმა სამხედროებმა შვედეთისა და ფინეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, სამხედრო წვრთნებში მიიღეს მონაწილეობა. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წვრთნები შეიერაღებული ძალების ეფექტიანობის გაზრდას ემსახურება. „ეს ფასდაუდებელი შესაძლებლობა გაერთიანებული სამეფოს პერსონალისთვის, განავითარონ საბრძოლო უნარები და გამოცდილება ცივ ამინდში, რაც მათ საშუალებას აძლევთ, იყვნენ ეფექტიანები ბრძოლის ველზე ფინელ და შვედ კოლეგებთან ერთად. ვიდრე ევროპაში ომი მიმდინარეობს, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია, გავაძლიეროთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორობა. ჩვენ მივესალმებით შვედეთის და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადს და გავაგრძელებთ ერთობლივ წვრთნებს, რათა მზად ვიყოთ, წინ აღვუდგეთ უსაფრთხოების საერთო გამოწვევებს“, - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა. წვრთნები გასულ კვირას, ფინეთის ჩრდილოეთ ნაწილში ჩატარდა. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ამ წლის დასაწყისში შვედეთთან და ფინეთთან უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას მოაწერა ხელი. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ახლა ქვეყნების მიერ რატიფიცირების პროცესი მიმდინარეობს.
ესპანეთის არმია უკრაინელ სამხედროებს გაწვრთნის
უკრაინელი სამხედროების მომზადების პროცესს ესპანეთის არმია შეუერთდება. „ესპანეთი კვირების განმავლობაში ემზადებოდა უკრაინული სამხედრო კონტიგენტების ჩამოსასვლელად, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის ბაზაზე გაწვრთნიან“, - ნათქვამია ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნები სარაგოსაში გაიმართება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთი მნიშვნელოვნად გააფართოვებს უკრაინელი სამხედროების მომზადების პროგრამას - საუბარია ათიათასობით ჯარისკაცის მომზადებაზე. შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში უკრაინელი სამხედროების მომზადების პროგრამა ვოლოდიმირ ზელენსკის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კიევში, ივნისის ვიზიტის დროს შესთავაზე. შემდეგ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დააკონკრეტა, რომ გაერთიანებული სამეფოს სამხედროებს შეეძლოთ ყოველ 120 დღეში 10000-მდე უკრაინელი ჯარისკაცის მომზადება.
NATO ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო წვრთნებს ატარებს
NATO-ს მოკავშირე 12 ქვეყნის მონაწილეობით ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო-საზღვაო წვრთნები - Dynamic Mariner-Mavi Balina 22 მიმდინარეობს. NATO-ს განცხადებით, კრიზისზე რეაგირების სწავლება - Dynamic Mariner, თურქეთის საზღვაო ძალების 12 მოკავშირე ქვეყნის მონაწილეობით მიმდინარე წვრთნებთან - Mavi Balina-სთან ერთად ტარდება. სამხედრო-საზღვაო წვრთნები, რომელიც 11 სექტემბერს დაიწყო მუღლას მარმარისის რაიონში, აქსაზის საზღვაო ბაზაზე 22 სექტემბერს დასრულდება. „ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას თურქეთთან და სხვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან აგრესიის შესაჩერებლად და ალიანსის დასაცავად“, - ნათქვამია NATO-ს განცხადებაში. წვრთნები წელს უფრო მასშტაბურია. სწავლებაში NATO-ს 12 ქვეყნიდან 50 ზედაპირული ელემენტი, 5 წყალქვეშა ნავი, საზღვაო საპატრულო თვითმფრინავი და ვერტმფრენების ჩათვლით 5 საჰაერო ელემენტი და 1 500 ჯარისკაცი მონაწილეობს. წვრთნებში თურქეთის გარდა ბელგია, ბულგარეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, პოლონეთი, რუმინეთი, ესპანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები მონაწილეობენ.
სომხეთმა ОДКБ-ს სამხედრო წვრთნებში მონაწილეობაზე უარი თქვა
სომხეთმა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების (ОДКБ) ორგანიზაციის სამხედრო წვრთნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. წვრთნები 26 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით, ყაზახეთშია დაგეგმილი. მიზეზად აზერბაიჯანთან სასაზღვრო კონფლიქტი სახელდება. „აზერბაიჯანის მიერ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განხორციელებული აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ, შეიარაღებული ძალებისთვის დაკისრებული ამოცანების საფუძველზე, გადაწყვიტა თავი შეიკავოს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების (ОДКБ) ორგანიზაციის სამხედრო წვრთნებში, რომელიც ყაზახეთშია დაგეგმილი“, - აცხადებენ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში. ცნობისთვის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური შეტაკებები 12 სექტემბერს, ღამით დაიწყო.
II ქვეით ბრიგადაში მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2022“ დაიწყო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით, სენაკში მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2022“ დაიწყო. სწავლებას II ქვეითი ბრიგადა უკვე მეექვსედ მასპინძლობს და წელს მას 21 მონაწილე ჰყავს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სწავლებაში სხვადასხვა ტელევიზიისა და საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტები და ოპერატორები, ასევე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები არიან ჩართული. სწავლების წარმატებით განხორციელებისთვის „ღირსეული პასუხი 2022“-ში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები და თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი მონაწილეობს. წელს „ღირსეულ პასუხს“ ახალი მიმართულება - ავიაციის კომპონენტიც დაემატა. მედიასწავლების აღსრულების ფაზაში ჩართულები არიან ამერიკელი დამკვირვებლებიც. „ღირსეული პასუხის“ მიზანი მედიის წარმომადგენლებისთვის იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, რაც მათ ჰიბრიდული გამოწვევების პირობებში და კრიზისული მდგომარეობის დროს პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში შეუწყობს ხელს. სწავლება, ძირითადად, კრიზისულ და საომარ ვითარებაში პრაქტიკული ნაწილით არის დატვირთული, რომლის ფარგლებშიც მედიის წარმომადგენლებს რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება მოუწევთ. სწავლების პირველი ეტაპი ძირითადად თეორიულ კურსს მოიცავს, მათ შორისაა საზოგადოებასთან ურთიერთობა საბრძოლო მოქმედებებში, პირველადი სამედიცინო დახმარება საველე პირობებში, სტრესის მართვა, თვითგადარჩენა საველე პირობებში, ფეთქებადსაშიშ ტერიტორიაზე მუშაობის პრინციპები და უსაფრთხოების ზომები, კიბერუსაფრთხოება, ასევე საინფორმაციო ზეგავლენის ოპერაციები. „ღირსეული პასუხი 2022“ ხუთი დღე გაგრძელდება. მასში მონაწილე მედიის წარმომადგენლებს და სტუდენტებს სამხედრო წესით უწევთ ცხოვრება - დილის ვარჯიში, კვება „ჯარისკაცის“ ულუფით, ცხოვრება ყაზარმებში და გადაადგილება ახალი ლოჯისტიკური საშუალებებით “MAN”. სწავლების პრაქტიკული ფაზის აღსრულების პროცესში მათ ქართული, სსსტც „დელტას“ წარმოების სამხედრო ჩაფხუტები და ჟილეტებიც დაურიგდებათ.
ყირგიზეთმა თავის ტერიტორიაზე დაგეგმილი ОДКБ-ს წვრთნები გააუქმა
ყირგიზეთმა გადაწყვიტა, გააუქმოს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალების სამხედრო წვრთნები, რომელიც თავდაპირველად მის ტერიტორიაზე, ოქტომბერში უნდა გამართულიყო. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება. წვრთნების გაუქმების მიზეზი არ დაკონკრეტებულა. 14-17 სექტემბერს ყირგიზეთის და ტაჯიკეთის სამხედროებს შორის მასშტაბური შეტაკება მოხდა. კონფლიქტის შედეგად, ყირგიზეთის 63 მოქალაქე დაიღუპა, თითქმის 200 დაშავდა. ტაჯიკეთის მოსაზღვრე სოფლების 140 ათასზე მეტი მცხოვრები იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლები. 18 სექტემბერს ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტაჯიკეთი შეიარაღებულ აგრესიაში დაადანაშაულა. იგივე ბრალდებებს უყენებდა ტაჯიკეთი ყირგიზეთს. ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო კონფლიქტის შედეგად, 41 ადამიანი დაიღუპა. ამის შემდეგ ყირგიზეთის ხელისუფლებამ მოუწოდა CSTO-ს, აქტიური მონაწილეობა მიეღო დაძაბული სიტუაციის მოგვარებაში. ყირგიზეთმა ასევე მოუწოდა CSTO-ს, შეეცვალა ნორმატიული დოკუმენტები, რათა თავიდან ყოფილიყო აცილბეული შეიარაღებული თავდასხმები და სახელმწიფოებს შორის არსებული უთანხმოება მშვიდობიანი გზით გადაჭრილიყო. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (CSTO) სომხეთს, ბელორუსსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, რუსეთს და ტაჯიკეთს აერთინებს.
NATO-ს მოკავშირეების საბრძოლო თვითმფრინავების მონაწილეობით, წვრთნები გაიმართა
გერმანიაში, რამშტეინის ბაზაზე, შეერთებული შტატების F-22-ის, პოლონური F-16-ის, MIG-29-ებისა და იტალიური საბრძოლო თვითმფრინავების მონაწილეობით, საჰაერო მანევრები ჩატარდა. NATO-ს გაძლიერებული მისია ალიანსს საშუალებას აძლევს, შეაჩეროს შესაძლო საფრთხეები ჰაერიდან. NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მოკავშირეთა თვითმფრინავების უპრეცედენტო რაოდენობაა თავმოყრილი. გამანადგურებელი თვითმფრინავები მზად არიან, შეაჩერონ და დაიცვან ნებისმიერი საფრთხე. ეს საქმიანობა ტარდება საერთაშორისო კანონებისა და სტანდარტების შესაბამისად. ისინი ხაზს უსვამენ NATO-ს მზადყოფნას, ჩვენი მოკავშირეების დასაცავად.
ხმელთაშუა ზღვაში NATO-ს წვრთნები მიმდინარეობს
14-28 ოქტომბერს ხმელთაშუა ზღვაში NATO-ს წვრთნები იმართება. ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში NATO-ს 19 მოკავშირე და პარტრნიორი ალიანსის ერთობის დემონსტრირებას მოახდენს. NEST 22-2 უპირველეს ყოვლისა იძლევა შესაძლებლობას, გავაუმჯობესოთ მოკავშირეებთან ერთად მუშაობის უნარი რთულ და სულ უფრო სადავო გარემოში. NATO-ს ეს ღირებული წვრთნა აძლიერებს ჩვენს მზადყოფნას და ხაზს უსვამს ჩვენს ვალდებულებას შეკავებისა და თავდაცვისთვის“, - განაცხადა ბრიგადის გენერალმა, მოკავშირეთა საჰაერო სარდლობის ოპერაციების შტაბის უფროსის მოადგილემ კრისტოფ პლიეტმა. NEST 22-2 არის მესამე აქტივობა, რომელიც 2020 წლის შემდეგ Project Neptune-ის სახელით არის ცნობილი.
ირანმა სამხედრო წვრთნები დაიწყო
ისლამური რევოლუციის გვარდიის სახმელეთო ძალებმა ირანის ჩრდილო-დასავლეთით, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში მასიური სამხედრო წვრთნები დაიწყო. წვრთნები ყოველწლიური მისიის ნაწილია, რომლებიც IRGC სახმელეთო ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაზრდას ისახავს მიზნად. IRGC სახმელეთო ძალების მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა მოჰამედ პაკპურმა თქვა, რომ წვრთნები მეზობლებისთვის მშვიდობის, მეგობრობის და გრძელვადიანი უსაფრთხოების გზავნილის გადაცემას ადასტურებს. წვრთნების დღის წესრიგშია საჰაერო ხომალდის ოპერაციები, ღამის ოპერაციები, შვეულმფრენის საბრძოლო ოპერაციები, საბრძოლო და თვითმკვლელი თვითმფრინავების ოპერაცია, ასევე, მდინარე არასზე ხიდის მშენებლობა, გზების კონტროლი, სიმაღლეების დაკავება და განადგურება.
ევროკავშირის მიერ უკრაინელი სამხედროების მომზადებას პოლონელი გენერალი უხელმძღვანელებს
პოლონელი გენერალ-მაიორი პიოტრ ტრიტეკი, ევროკავშირის მისიის მეთაურად დაინიშნა, რომელიც უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებს მოამზადებს. ამის შესახებ ინფორმაცია პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა. „ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, მაგრამ ასევე არის პოლონეთის პოზიციის საერთაშორისო ასპარეზზე აღიარება“, - დაწერა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა Twitter-ზე. პიოტრ ტრიტეკი 51 წლისაა და ერაყსა და ავღანეთში მსახურობდა. 17 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა 15 000 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურისთვის სასწავლო პროგრამა შექმნა. პროგრამა კოორდინირებულია ბრიუსელიდან, მაგრამ თავად ტრენინგი პოლონეთსა და გერმანიაში ჩატარდება. მანამდე უკრაინელი სამხედროებისთვის, საკუთარი სასწავლო პროგრამა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომელსაც წელიწადში 10 000 ადამიანი გაივლის.
იაპონიამ და აშშ-მ აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში, საჰაერო ძალების ერთობლივი წვრთნები გამართეს
იაპონიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა (ASDF) და აშშ-ს არმიამ აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს. იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთობლივ საჰაერო ძალების წვრთნებში იაპონიის საჰაერო ძალების 9 სამხედრო თვითმფრინავი, საჰაერო ძალების F-2 და ამერიკული B1-B ბომბდამშენი და F-16 თვითმფრინავი მონაწილეობდნენ. „წვრთნები ორი მოკავშირე ძალის მჭიდრო ურთიერთქმედების დემონსტრირებას ისახავს მიზნად“,- აცხადებენ იაპონიის თავდაცვის სამინისტროში. ამასთან, იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ASDF-მა და აშშ-ს სამხედროებმა, რეგიონში უსაფრთხოების საკითხების გადაჭრის მიზნით მზადყოფნა გამოავლინეს. იაპონიის თავდაცვის უწყების ცნობით, 2022 წლის დასაწყისიდან ჩრდილოეთ კორეამ გაეროს რეზოლუციების დარღვევით, 30-ზე მეტი მრავალმხრივი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ჩრდილოეთ კორეის მიერ 4 ოქტომბერს გაშვებულმა ბალისტიკურმა რაკეტამ იაპონიას გადაუარა და წყნარ ოკეანეში ჩავარდა. ბოლოს მსგავსი გამოცდა ჩრდილოეთ კორეამ 2017 წლის სექტემბერში ჩაატარა.
ლიეტუვამ NATO-ს წვრთნებს უმასპინძლა
NATO-ს ჯარების სწავლება ლიეტუვაში წვრთნებმა სახელწოდებით - Iron Wolf ლიეტუვის არმიის უნარები შეაფასა იმ კუთხით, რომ მან განახორციელოს თავდაცვითი ოპერაციები და კონტრშეტევები მოკავშირეთა ჯარებთან ერთად. წვრთნებში NATO-ს ცხრა წევრიდან, 3500-ზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობდა. კერძოდ, სწავლებაში ჩაერთვნენ ჯარისკაცები ბელგიიდან, ჩეხეთიდან, გერმანიიდან, ლიეტუვიდან, ლუქსემბურგიდან, ნიდერლანდებიდან, ნორვეგიიდან, გაერთიანებული სამეფოდან და შეერთებული შტატებიდან.
იაპონია და აშშ ერთობლივ წვრთნებს იწყებენ
იაპონია და აშშ ერთობლივ წვრთნებს ატარებენ. იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნებში იაპონიის მხრიდან 26 000 სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვის ძალები მიიღებენ მონაწილეობას. ამერიკული მხრიდან მონაწილეობას მიიღებს 10 ათასი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის კოსმოსური დივიზიიდან. გარდა ამისა, მანევრებში ჩაერთვება იაპონიის თავდაცვის ძალების 20 ხომალდი და აშშ-ის შეიარაღებული ძალების 10 ხომალდი, ასევე, იაპონიის თავდაცვის ძალების 250 თვითმფრინავი და აშშ-ის შეიარაღებული ძალების 120 თვითმფრინავი. სულ ოთხი ხომალდი და ორი თვითმფრინავი ავსტრალიის, კანადისა და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალებიდან ასევე შეუერთდება წვრთნებს. სწავლება 19 ნოემბრამდე გაგრძელდება.
ხმელთაშუა ზღვაში, NATO-ს საზღვაო ძალების წვრთნები მიმდინარეობს
NATO-ს საზღვაო ძალები მთელი ნოემბრის განმავლობაში ჩაატარებენ მანევრებს ხმელთაშუა ზღვაში, სადაც მრავალი სამხედრო ხომალდთან ერთად თავმოყრილია ხუთი ავიამზიდი. გადამზიდავის საქმიანობა მოიცავს წყალქვეშა და საჰაერო წვრთნებს, გემბანიდან გემბანზე თვითმფრინავების გადაყვანასა და ზღვაზე მიწოდებას. მსოფლიოში უახლესი და უდიდესი ხომალდი (USS Gerald R. Ford), სამხედრო გემებთან ერთად, რამდენიმეკვირიანი წვრთნების შემდეგ კანადიდან, დანიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან და ესპანეთიდან, დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. „ჩვენ ვაგზავნით მკაფიო გზავნილს, რომ NATO დაიცავს მოკავშირეთა ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს“, - განაცხადა ალიანსის სპიკერმა ოანა ლუნგესკუმ.
ოპერაცია UNIFIER: უკრაინელი სამხედროებისთვის წლევანდელი სასწავლო მისია დასრულდა
დასრულდა წლევანდელი წვრთნების ბოლო ეტაპი, რომელიც კანადის შეიარაღებული ძალების ინსტრუქტორებმა უკრაინელი სამხედროებისთვის დიდ ბრიტანეთში, ბრიტანეთის არმიასთან კოორდინაციით, ოპერაცია UNIFIER-ის ფარგლებში ჩაატარეს, დასრულდა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. სწავლება ზაფხულის შუა რიცხვებიდან მიმდინარეობს. გენერალური შტაბის განცხადებით, სასწავლო პროგრამა 2023 წლის იანვრიდან განახლდება. ოპერაცია UNIFIER 2015 წელს, უკრაინის მთავრობის მოთხოვნით დაიწყო. პროგრამა ამ წლის დასაწყისში გაფართოვდა და გაგრძელდა 2025 წლის მარტამდე. მისიის ასპექტები 2022 წლის თებერვლის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დროებით შეჩერდა. 2022 წლის აგვისტოს დასაწყისში, კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა სწავლების განახლების შესახებ გამოაცხადა. ოპერაცია UNIFIER-ი კანადის შეიარაღებული ძალების (CAF) სამხედრო სასწავლო და შესაძლებლობების ამაღლების მისიაა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელორუსის საზღვართან წვრთნები ჩაატარეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელორუსის საზღვართან წვრთნები გამართეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესსამსახური იტყობინება. „უკრაინის შეიარაღებული ძალების 120-ე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადამ ბელორუსის რესპუბლიკის საზღვართან, თავდაცვის ზონაში დაქვემდებარებულ სამხედრო ნაწილებთან ერთობლივი საშტაბო წვრთნა გამართა”, - ნათქვამია ინფორმაციაში. მისივე თანახმად, წვრთნების დროს სამხედრო ნაწილებმა გააუმჯობესეს ურთიერთქმედების უნარები.
სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შურდული 2022“ დაიწყო
საქართველოს თავდაცვის ძალები სამეთაურო-საშტაბო სწავლებას „შურდული 2022“ პირველად ატარებს. სწავლების ოფიციალური გახსნის ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სამობილიზაციო სწავლება „შურდული 2022“ ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობის პროფესიული და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლებას, რეზერვისტების თავდაცვის ძალებში ინტეგრირებასა და უწყებათშორისი კოორდინაციის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს. ორგანიზატორებმა დამსწრე საზოგადოებას სწავლების სპეციფიკის შესახებ პრეზენტაციაც წარუდგინეს. „შურდული 2022“ ეროვნული გვარდიის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის პირადმა შემადგენლობამ ერთობლივად დაგეგმეს. მასში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი მონაწილეობს. 5-დღიანი სწავლება საქართველოს მასშტაბით 9 ლოკაციაზე სიმულაციური სცენარის მიხედვით ვითარდება. სამობილიზაციო სწავლებაში მე-10 და მე-20 კადრირებული ბრიგადების რეზერვისტები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობენ. სწავლების დასკვნითი ფაზა ამოცანათა შესრულების განხილვას ითვალისწინებს. „შურდული 2022“ მიზნად ისახავს: საგანგებო და საომარი სიტუაციების დროს ეროვნული გვარდიის შტაბისა და რეზერვისტთა მომზადების ცენტრების სტანდარტული ოპერატიული პროცედურების დახვეწას; თავდაცვის ძალების დაკომპლექტებას და საბრძოლო დანაკარგების შევსების პროცედურების გაუმჯობესებას; ასევე, უწყებათშორისი თანამშრომლობის გაღრმავებას. სწავლების გახსნის ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ სამხედრო-საზღვაო წვრთნებს გამართავენ
ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ სამხედრო-საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „ორი პარტნიორი აძლიერებს თანამშრომლობას წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში“. „სწავლების მთავარი მიზანია რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის საზღვაო თანამშრომლობის გაძლიერება და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება“, - ნათქვამია განცხადებაში. ჩინურ მხარეს მოსკოვის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. წვრთნები ოთხშაბათს დაიწყება და მომდევნო კვირის სამშაბათს დასრულდება. ცნობისათვის, 18 დეკემბერს, იაპონიის ხელისუფლებამ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, სამხედრო პოტენციალის განვითარების ყველაზე მასშტაბური, 320 მილიარდი დოლარის მოცულობის გეგმა წარადგინა.
ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთში ОДКБ -ს წვრთნების ჩატარებაზე უარი განაცხადა
სომხეთის რესპუბლიკაში, ამ ვითარებაში ОДКБ -ს (კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაცია) სამშვიდობო წვრთნების ჩატარება მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 10 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ოფიციალური ერევნის გადაწყვეტილება გამოაცხადა. ფაშინიანმა ОДКБ-ს სამიტზე, დოკუმენტების ხელმოწერაზე უარი განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ „სომხეთის თავდაცვის მინისტრმა წერილობით აცნობა ОДКБ-ს გაერთიანებულ შტაბს, რომ არსებულ ვითარებაში მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია მსგავსი სამხედრო წვრთნების ჩატარება სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. წელს ეს სამხედრო წვრთნები არ ჩატარდება“. ყირგიზეთმა თავის ტერიტორიაზე დაგეგმილი ОДКБ-ს წვრთნები გააუქმა მისი თქმით, იდეა, რომ რუსეთის ფედერაცია არის ნომერ პირველი მოკავშირე, ისევე როგორც სომხეთის უსაფრთხოების სფეროს გარანტი, იყო ქვაკუთხედი ქვეყნის ჩამოყალიბების პროცესში. „უნდა ვთქვა, რომ ჩვენც აღვიქვით ეს საკითხი და განვაგრძობთ მის აღქმას. 2020 წლის 44-დღიანი ომის შემდეგ ჩვენი მთავარი საზრუნავი, ისევე როგორც მთავარი დღის წესრიგი რუსეთის ფედერაციასთან იყო შემდეგი: გვეშინოდა, რომ აზერბაიჯანი აგრესიულ ქმედებებს განახორციელებდა საერთაშორისოდ აღიარებული სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის წინააღმდეგ. ეს იყო ჩვენი კონტაქტების მთავარი თემა რუსეთთან. ჩემი აზრით, ეს საუბარი ძალიან კონკრეტული იყო. ამ საუბრების შედეგად მივიღეთ ოფიციალური გარანტიები, რომ სომხეთის რესპუბლიკის საზღვრები წითელი ხაზია, როგორც ჩვენი მოკავშირეებისთვის, ასევე უსაფრთხოების პარტნიორებისთვის. როდესაც 2021 წლის მაისის მოვლენები მოხდა სოტკ-ხოზნავარის მონაკვეთზე, სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე შეჭრა, ბუნებრივია, ჩვენ ველოდით კონკრეტულ ქმედებებს ჩვენი რუსი პარტნიორებისგან. ჩვენი მოთხოვნებისა და მიმართვების პასუხად მივიღეთ შენიშვნა, რომლის მიხედვითაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრები არ არის დემარკირებული. შედეგად წარმოიშვა არსებითი წინააღმდეგობა. ამ შემთხვევაში სად გადის ის წითელი ხაზი, რომელიც უკვე აღვნიშნეთ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში? ამ კონტექსტში, ჩვენი მომავალი ურთიერთობების ასაშენებლად, ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. ეს წითელი ხაზი არსებობს დე იურე და ეს არის ОДКБ-ს პასუხისმგებლობის სფერო ჩვენს რეგიონში. კერძოდ, სომხეთის რესპუბლიკაში. ერევანში გამართულ ОДКБ-ს სამიტზე სომხეთის მიერ წარმოდგენილი მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ჩვენ გვქონდა არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული პრობლემა, იმის დემონსტრირება და გაგება, თუ რა არის ორგანიზაციის პასუხისმგებლობის სფერო სომხეთში. ჩვენ პირდაპირ განვაცხადეთ, რომ ამ ხაზის მითითების გარეშე, ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ სხვა დოკუმენტის მიღებას. ეს საუბარი არ დასრულებულა და კვლავ რჩება ჩვენს დღის წესრიგში“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. შეგახსენებთ, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრები არიან სომხეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და ბელორუსი.
პესკოვი: კრემლი, ОДКБ-ს სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით ფაშინიანის პოზიციას შეისწავლის
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი, ОДКБ-ს სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით ფაშინიანის პოზიციას გამოეხმაურა. ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთში ОДКБ -ს წვრთნების ჩატარებაზე უარი განაცხადა მისი თქმით, კრემლი შეისწავლის სომხეთის პოზიციას, რომლის თანახმადაც ფაშინიანმა უარი თქვა, რომ საკუთარ ტერიტორიაზე არ ჩაატაროს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამხედრო წვრთნები. პესკოვის თქმით, ამ განცხადების შეფასება ახლა ნაადრევია. „სომხეთის პრემიერის ეს განცხადება საკმაოდ ახალია და ვფიქრობ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნები ერთმანეთთან კავშირზე იქნებიან და ისინი გაარკვევენ სომხეთის პოზიციის დეტალებს", - განაცხადა პესკოვმა. მისივე სიტყვებით, სომხეთთან დიალოგი ნებისმიერ შემთხვევაში გაგრძელდება, რადგან ეს სახელმწიფო რუსეთის ახლო მეგობარი და პარტნიორია.
რუსეთი და ბელორუსი ერთობლივ საჰაერო წვრთნებს იწყებენ
ბელორუსის მხარის განცხადებით, „წვრთნები, რომელსაც მისი საჰაერო ძალები რუსეთთან ერთად დღეს იწყებს, თავდაცვითი ხასიათისაა“. მისივე მტკიცებით, წვრთნები მოიცავს მომზადებას საჰაერო დაზვერვისთვის, მნიშვნელოვანი ობიექტების საჰაერო დაცვისა და კომუნიკაციებისთვის. „სწავლება წმინდა თავდაცვითი ხასიათისაა, ეს იქნება ღონისძიებების ერთობლიობა ჩვენი და რუსული ავიაციის მოსამზადებლად შესაბამისი საბრძოლო დავალების შესასრულებლად“, - აღნიშნულია ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. რუსეთ-ბელორუსის ერთობლივი წვრთნები პირველ თებერვლამდე გაგრძელდება.
თურქეთში, სომხეთის საზღვართან სამხედრო წვრთნები 8 ქვეყნის მონაწილეობით მიმდინარეობს - მედია
სომხეთის მოსაზღვრე ყარსის პროვინციაში თურქეთი რვა ქვეყნის მონაწილეობით სამხედრო წვრთნებს ატარებს. იუწყება Gazetekars, თუმცა ინფორმაციაში მითითებული არ არის, რომელი ქვეყნის სამხედროები მონაწილეობენ სწავლებაში. სამხედრო წვრთნების მონაწილეები ყარსში უკვე ჩავიდნენ. წვრთნები 2 თებერვლამდე გაიმართება. კოსოვოს თავდაცვის მინისტრმა არმენდ მეჰაჟმა განაცხადა, რომ ამ სამხედრო წვრთნების მიზანი სამხედრო ოპერაციის დროს თანამშრომლობის ხელშეწყობა, კოორდინაციის უზრუნველყოფა და სამხედრო ნაწილების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებაა.
აშშ-მ და ისრაელმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყეს - CNN
ამერიკის შეერთებულმა შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყეს, რაც მკაფიო სიგნალს უგზავნის ირანს და ხაზს უსვამს მათი ალიანსის სიძლიერეს. ამის შესახებ CNN წერს. პენტაგონის ცნობით, წვრთნაში 6500-მდე ამერიკელი და 1100-მდე ისრაელელი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. Juniper Oak - ში მოიერიშე თვითმფრინავებთან, ბომბდამშენებთან და საწვავის შემავსებელი თვითმფრინავებთან ერთად, 100 ამერიკული თვითმფრინავი ჩაერთვება. წვრთნებში ისრაელის 42 თვითმფრინავი მონაწილეობს. სწავლებაში ავიამზიდ USS George H. W. Bush-ის გადამზიდავი დამრტყმელი ჯგუფი ასევე მიიღებს მონაწილეობას.
რუსეთი და ბელორუსი ერთობლივ წვრთნებს გამართავენ
ბელორუსულ-რუსული სწავლება Union Shield 2023 რუსეთში 22-დან 26 სექტემბრამდე გაიმართება, განაცხადა საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა - თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის საკითხებში ვალერი რევენკომ. რევენკომ განაცხადა, რომ ბელორუსისა და რუსეთის ურთიერთქმედება სამხედრო უსაფრთხოების სფეროში ყოველთვის ნაყოფიერად ვითარდებოდა. „ამ დროისთვის სამხედრო ალიანსი შეუცვლელი პირობაა ორივე სახელმწიფოს შემდგომი განვითარებისთვის. მჭიდრო ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიულ დონეზე წელსაც გაგრძელდება. დაგეგმილია 150-ზე მეტი სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიება“, - განაცხადა რევენკომ.
უკრაინელი სამხედროები Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემაზე წვრთნებს ასრულებენ
უკრაინელი სამხედროები Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემაზე წვრთნებს ასრულებენ. ამის შესახებ გენერალმა დუგლას სიმსმა განაცხადა. ინფორმაციას Ukrinform-ი ავრცელებს. მისი თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პენტაგონი აკონკრეტებს, როდის შეიძლება, ეს სწავლება დასრულდეს. „დარწმუნებულნი ვართ, რომ უკრაინელები გამოიყენებენ Patriot-ებს იმავე გამოცდილებით, რომლებსაც ყოველდღიურად აჩვენებენ თავიანთი საჰაერო თავდაცვის ამჟამინდელი შესაძლებლობებით“, - განაცხადა სიმსმა. მანვე აღნიშნა, რომ იანვრიდან აშში-ს სამხედროებმა 1000-ზე მეტი უკრაინელი გაწვრთნეს, რითაც შეერთებული შტატების მიერ გაწვრთნილი ჯარისკაცების ჯამური რაოდენობა 4000-მდე გაიზარდა.
მედია: დიდი ბრიტანეთი და გერმანია ესტონეთში NATO-ს ეგიდით წვრთნებს ჩაატარებენ
ბრიტანეთი და გერმანია პირველად ჩაატარებენ NATO-ს საჰაერო პოლიციის ერთობლივ წვრთნებს ესტონეთში, იტყობინება Sky News-ი. გაერთიანებული სამეფო თავდაცვის მდივანმა ბენ უოლასმა მას NATO-ს ერთიანობის დემონსტრირება უწოდა და განაცხადა, რომ სამეფო საჰაერო ძალების 300 პერსონალი შეასრულებს სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს, უზრუნველყოფს ევროპის ცის უსაფრთხოება და გააძლიეროს NATO-ს ყოფნა. Sky News-ის ცნობით, ბრიტანეთის საჰაერო ძალები გერმანიის საჰაერო ძალების Typhoon-ის თვითმფრინავებთან ერთად ჩაერთვებიან მანევრებში. NATO-ს საჰაერო პოლიცია არის „მშვიდობიანი მისია, რომელიც მიზნად ისახავს ალიანსის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების დაცვას“. ალიანსის ცნობით, მისია ბალტიისპირეთში 2004 წლიდან ფუნქციონირებს, როდესაც სამხედრო ალიანსს ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა შეუერთდნენ.
ბრძოლის დროს ფსიქოლოგიური გამძლეობისთვის უკრაინელ სამხედროებს წვრთნები ჩაუტარეს
უკრაინელმა სამხედროებმა ჩრდილოეთ ოპერატიულ ზონაში ყოვლისმომცველი წვრთნა გაიარეს, რათა ბრძოლაში მათთვის ფსიქოლოგიური მდგრადობა იყოს უზრუნველყოფილი. ამის შესახებ უკრაინის გაერთიანებული ძალების სარდლობამ განაცხადა. უკრაინის გაერთიანებული ძალების სარდლობის ინიციატივით, ჩრდილოეთ ოპერატიული ზონის დანაყოფებისთვის ყოვლისმომცველი ტაქტიკური და ფსიქოლოგიური წვრთნები გაიმართა. უკრაინის გაერთიანებული ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა სერჰი ნაიევმა განაცხადა, რომ წვრთნები მოიცავს აფეთქებებს, ციმციმებს, ხმაურს, შეძახილს და ა.შ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა.
რუმინეთში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ზღვის ფარი 2023“ გაიმართება
მთავარი მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები „ზღვის ფარი 2023“, რომელიც რუმინეთის საზღვაო ძალების მიერ არის ორგანიზებული, შავ ზღვაში, რუმინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში 20 მარტიდან 2 აპრილამდე ჩატარდება. წვრთნებში მონაწილეობას დაახლოებით 3400 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს. Sea Shield 2023-ის მონაწილე ქვეყნები არიან ალბანეთი, ბულგარეთი, საფრანგეთი, საქართველო, საბერძნეთი, პოლონეთი, პორტუგალია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, მოლდოვას რესპუბლიკა, აშშ და თურქეთი. „მრავალეროვნული წვრთნები „ზღვის ფარი 2023“ რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე რუმინეთის ინიციატივებისა და ინტერესების ხელშეწყობას, ასევე მონაწილე ძალებს შორის თავსებადობის დონის ამაღლებას უწყობს ხელს“, - ნათქვამია რუმინეთის საზღვაო ძალების პრესრელიზში.
ვაზიანის პოლიგონზე 43-ე ბატალიონის ოცეულის დონის სწავლება გაიმართა
ვაზიანის პოლიგონზე 43-ე ბატალიონის ოცეულის დონისსწავლება დასრულდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ექვეითმა ბატალიონმა დღის და ღამის პირობებში ოცეულის დონის სიტუაციური საველე სწავლება განახორციელა. წვრთნები ვაზიანის პოლიგონზე საბრძოლო სროლებით დასრულდა. სწავლება დასახლებულ და დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩატარდა. პირველ ეტაპზე, ბატალიონმა 50 კილომეტრიანი ტაქტიკური მარში განახორციელა დათავმოყრის რაიონი დაიკავა. სწავლების შემდეგ ეტაპზე კი, ქვედანაყოფებმა განახორციელეს თავდაცვითი ოპერაციები საბრძოლო სროლებით, სადაც მოხდა პირდაპირი და არაპირდაპირიცეცხლის ინტეგრირება, საინჟინრო და სადაზვერვო ჯგუფების მხარდაჭერით. სამხედრო მოსამსახურეებმა დაშავებულის ევაკუაციაც განახორციელეს. წვრთნების მიზანს ქვედანაყოფში საბრძოლო მზადყოფნისამაღლება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთშერწყმა დაკოორდინირებული მოქმედებების დახვეწა წარმოადგენდა.
აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და რუმინეთის მონაწილეობით, მოლდოვაში სამხედრო წვრთნები იმართება
მოლდოვა მრავალეროვნული წვრთნების „JCET-2023“ (Joint Combined Exchange Training) ფარგლებში 4 ქვეყნის ჯარისკაცების მონაწილეობით ერთობლივ სწავლებას მასპინძლობს. მოლდოვის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ წვრთნები მიმდინარე წლის 27 მარტიდან 7 აპრილამდე ეროვნული არმიის სასწავლო ცენტრებში ტარდება და მიზნად ისახავს გამოცდილების გაცვლას მოლდოვის, რუმინეთის, ამერიკისა და ბრიტანეთის სპეცრაზმებს შორის. ასევე მონაწილე კონტიგენტებს შორის თავსებადობის დონის ამაღლებას. სცენარის მიხედვით, ოთხი ქვეყნის სამხედროები შეასრულებენ მოწინავე საბრძოლო სროლას, პარაშუტით დაშვებას, კონკრეტული მისიის საველე წვრთნებს. „ერთობლივი კომბინირებული გაცვლითი სწავლება“ ეროვნული არმიის 2023 წლის მომზადების გეგმის შესაბამისად ტარდება.
პარაშუტის პირველადი მომზადების პროგრამა დასრულდა
ბოლნისში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელი ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლაში პარაშუტის პირველადი მომზადების პროგრამა საჩვენებელი ელემენტებით დასრულდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროგრამა თავდაცვის ძალების საჯარისო დაზვერვის სკოლის ოცეულის მეთაურის კურსდამთავრებულებმა გაიარეს. საპარაშუტო მომზადების კურსი სამკვირიან სწავლებას მოიცავდა, რომელიც თეორიული და პრაქტიკული ეტაპებისაგან შედგებოდა. მსმენელებმა მიწისზედა მომზადების, საფრენ აპარატში მოქმედებების, განსაკუთრებული შემთხვევების დროს პარაშუტებით ხტომისა და ჰაერში მოქმედების წესები შეისწავლეს. მონაწილეებს თეორიული და პრაქტიკული ტესტები ჩაუტარდათ, რომლის დროსაც მათ შეასრულეს ხტომები პარაშუტით, პარაშუტით და ტვირთით, ბოლოს კი – პარაშუტით, ტვირთითა და იარაღით. საჯარისო დაზვერვის სკოლის ოცეულის მეთაურის კურსდამთავრებულებს პროგრამის დასრულება სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა. მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელი ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლა პირადი შემადგენლობისთვის ექვსი სახეობის საპარაშუტო კურსს ატარებს. სკოლა მუდმივად თანამშრომლობს ნატო-ს წევრი ქვეყნების ანალოგიურ დაწესებულებებთან, მათ შორის აშშ-ის, თურქეთის, პოლონეთის, რუმინეთისა და ესტონეთის საპარაშუტო მომზადების სკოლებთან.
სნაიპერებმა სასწავლო შეკრება გამართეს
მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის სასროლეთზე სნაიპერთა სასწავლო შეკრება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სნაიპერთა პირადმა შემადგენლობამ მთიან და დასახლებულ რაიონში სტრესული სროლები განახორციელა. სწავლება ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღისა და ღამის განმავლობაში, რთულ რელიეფურ და კლიმატურ პირობებში საცეცხლე და ტაქტიკური მომზადების უნარ-ჩვევების დახვეწას ისახავდა მიზნად.
აზერბაიჯანი საჰაერო წვრთნებს ატარებს
მიმდინარე წლის სასწავლო გეგმის მიხედვით, აზერბაიჯანის საჰაერო ძალების თვითმფრინავები სასწავლო ფრენებს აგრძელებენ, იუწყება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. მისივე თანახმად, საჰაერო ეკიპაჟებმა, რომლებიც ახორციელებდნენ ღამის ფრენებს ბაზის აეროდრომებიდან, ტერიტორიის შეფასების, ფრენის მარშრუტების შესწავლისა და სხვა ეპიზოდების შესახებ სხვადასხვა დავალება შეასრულეს. „საფრენოსნო ეკიპაჟების საბრძოლო მზადყოფნის შემდგომი ამაღლების მიზნით, ამოცანები წარმატებით შესრულდა “, - იტყობინება აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება.
აშშ სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნებს ჩაატარებს
11 აპრილს შეერთებულმა შტატები სტრატეგიული ბირთვული ძალების ყოველწლიურ სწავლებას დაიწყებს. GT23-ის მიზანია, გააძლიეროს ბირთვული მზადყოფნა და უზრუნველყოს უსაფრთხო, საიმედო სტრატეგიული შემაკავებელი ძალა. აშშ განმარტავს, რომ ეს ყოველწლიური წვრთნაა და არ არის პასუხი რომელიმე ერის ან სხვა აქტორების ქმედებებზე. აშშ-ის პერსონალის გარდა, GT23-ში ძირითადი მოკავშირე პერსონალისა და პარტნიორების წარმომადგენლები ჩაერთვებიან. მათ შორის იქნება გაერთიანებული სამეფოს ჯგუფი.
NATO ისტორიაში ყველაზე ფართომასშტაბიან საჰაერო წვრთნებს გამართავს
NATO გერმანიაში, ჩეხეთში, ესტონეთსა და ლატვიაში ფართომასშტაბიან საჰაერო წვრთნებს გამართავს ზაფხულის განმავლობაში ალიანსი გამართავს მრავალეროვნულ წვრთნებს, რომელიც ფოკუსირებული იქნება საველე სწავლებაზე ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე. სწავლება 12-23 ივნისს, ძირითადად, გერმანიაში გაიმართება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. აშშ-ის ეროვნული გვარდიის ცნობით, აქტივობები ასევე იქნება ჩეხეთში, ესტონეთსა და ლატვიაში. წვრთნებში 23 სხვადასხვა ტიპის დაახლოებით 220 თვითმფრინავი იქნება ჩართული. ეს იქნება ყველაზე დიდი საჰაერო ძალების განლაგების წვრთნები მას შემდეგ, რაც NATO დაარსდა 1949 წელს. გერმანიისა და შეერთებული შტატების გარდა, წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 22 მოკავშირე ქვეყანა. გერმანიის საჰაერო ძალების სარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა ინგო გერჰარცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წვრთნების მიზანია „მოკავშირეთა მტკიცე საჰაერო ძალების ჩვენება“. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი 26 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მონაწილეობით დაგეგმილი წვრთნების მიზნებს განმარტავს
აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია აღმოსავლეთ ზღვაში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ
სამხრეთ კორეამ, შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ აღმოსავლეთ ზღვაში სამმხრივი ერთობლივი წვრთნები დაიწყეს. წვრთნებში ჩართულია სამი გამანადგურებელი, მათ შორისაა სამხრეთ კორეული Yulgok Yi I, ამერიკული USS Benfold და იაპონური JS Atago. ამ ფორმატის სამმხრივი წვრთნები სახელმწიფოებმა ბოლოს თებერვალში გამართეს. სამხრეთ კორეამ, შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ გადაწყვიტეს, გაეძლიერებინათ კოორდინაცია უსაფრთხოების სფეროში ჩრდილოეთ კორეის პროვოკაციული ქმედებების ფონზე, მათ შორისაა 13 აპრილს მყარი საწვავის ბალისტიკური რაკეტის გაშვება. წვრთნების დროს კომპიუტერული სიმულაციების გამოყენებით ბალისტიკური რაკეტების სამიზნეების აღმოჩენისა და თვალთვალის პროცედურები განხორციელდება. ქვეყნები კოორდინაციას ინფორმაციის გაცვლის კუთხითაც გააუმჯობესებენ.
Anatolian Eagle - 2023 - თურქეთის ქალაქ კონიაში მდებარე ავიაბაზაზე, საერთაშორისო წვრთნების გახსნის ცერემონია გაიმართა
27 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ კონიაში მდებარე ავიაბაზაზე Anatolian Eagle - 2023 საერთაშორისო საფრენოსნო-ტაქტიკური წვრთნების გახსნის ცერემონია გაიმართა. წვრთნები სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით მიმდინარეობს. პირველ რიგში, მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია წვრთნების მიზნებისა და ჩატარების ადგილის შესახებ. შემდეგ რუკაზე მონაწილეები გაეცნენ სწავლების დროს განსახორციელებელ სცენარს, ამოცანებს და აქტივობებს. სწავლებაში მონაწილეობს აზერბაიჯანი, რომელიც საერთაშორისო წვრთნებში წარმოდგენილია მისი საჰაერო ძალების სამხედრო პერსონალითა და თვითმფრინავებით.
საელჩო: აშშ-მ და საქართველომ ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ რესურსები ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე მიმართონ
აშშ-ის საელჩო 2023 წელს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. საელჩო აღნიშნავს, რომ აშშ-მ და საქართველომ ერთობლივად გადაწყვიტა, რომ რესურსები ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე ყოფილუყო მიმართული. „შეერთებული შტატები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ერთგული რჩება და ერთობლივ მუშაობას განაგრძობს, რათა ორივე ქვეყანა გახდეს უფრო უსაფრთხო და დაცული. 2023 წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივი სამხედრო აქტივობების ფართო სპექტრის განხორციელებას აგრძელებს. წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივად ორიენტირებული არიან, რომ მაქსიმალურად გაზარდონ ურთიერთსასარგებლო სწავლებები საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. ამ ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ რესურსები მივმართოთ ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე: „Agile Spirit” და „ღირსეული პარტნიორი” და მათ წარსულ წარმატებაზე დაყრდნობით, მაქსიმალურად ეფექტიანად გავაძლიეროთ საქართველოს ურთიერთთავსებადობა, მედეგობა და თავდაცვისუნარიანობა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საელჩო ავრცელებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გუშინ აშშ-ის ევროპული სარდლობის მიერ ორგანიზებულ მრავალეროვნულ სწავლება „დამცველი 2023”-ში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის საკითხის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
სამხედრო გზით თავდაცვის შესაძლებლობა კიდევ უფრო გადაუდებელი და მნიშვნელოვანი გახდა, ამიტომ, წავახალისებდი მაქსიმალურ თანამშრომლობას წვრთნებში - აპატურაი
NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ თანამოაზრე დემოკრატიებმა ერთად იმუშაონ და ეს ასევე ნიშნავს ერთობლივ წვრთნებსაც. „მთავრობისგან ვნახე ცნობა, რომ ეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონსულტაციის შედეგად გაკეთდა. ესაა, რაც წავიკითხე. რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ მე სულ ახლახან განვიხილე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან წვრთნების სერია, რომელშიც საქართველო მიიღებს მონაწილეობას. წვრთნები, რომელიც, ასევე, უკავშირდება იმ სამუშაოს, რომელსაც ახლა მე ვაკეთებ, ესაა - კიბერ და ენერგეტიკული უსაფრთხოება. ჩვენ განვიხილეთ შემდგომი წვრთნები, რომლის ჩატარებაც შეგვიძლია ერთად, კერძოდ ენერგეტიკული მიმართულებით, ასევე არის კიბერ წვრთნა, რომელზეც მოლოდინი მაქვს, რომ ძალიან მალე დამტკიცდება, რომ საქართველომ მონაწილეობა მიიღოს“, - აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ. აპატურაის თქმით, ახლა სამხედრო გზით თავდაცვის შესაძლებლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. „საბოლოო ჯამში, ჩვენ ახლა ვართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც სამხედრო გზით თავდაცვის შესაძლებლობა კიდევ უფრო გადაუდებელი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ამდენად, მე უბრალოდ წავახალისებდი მაქსიმალურ თანამშრომლობას წვრთნებში”, - აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ. საელჩო: აშშ-მ და საქართველომ ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ რესურსები ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე მიმართონ
ორფოლოს პოლიგონზე 10-დღიანი წვრთნები ჩატარდა
ორფოლოს პოლიგონზე 62-ე ბატალიონმა საველე წვრთნა დაასრულა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის 62-ე საარტილერიო ბატალიონის საველე წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე დასრულდა. საარტილერიო ბატალიონმა წვრთნების დასკვნით ეტაპზე შემაჯამებელი საბრძოლო სროლები განახორციელა. საჩვენებელ სროლებს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დააკვირდა“, - აცხადებს უწყება. მისივე თანახმად, დასკვნით საველე წვრთნებში წინასწარ განსაზღვრულ რაიონში ქვედანაყოფმა საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერა განახორციელა და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურა. წვრთნები ოთხ ფაზად ჩატარდა, რომელიც მომზადებას, გადაადგილებას, აღსრულებას, კონსოლიდაციასა და რეორგანიზაციას მოიცავდა. „10-დღიანი წვრთნების მიზანი 62-ე საარტილერიო ბატალიონის დაქვემდებარებული ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთშერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა იყო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
აშშ-მ და ფინეთმა წვრთნები გამართეს
სამხრეთ ფინეთში, აშშ-ის საზღვაო ქვეითებმა და ფინეთის საზღვაო ძალების ბრიგადამ წვრთნები გამართეს. იუწყება NATO-ს ვებგვერდი. სწავლება ფინეთის ხელმძღვანელობით ჩატარდა. „2022 წლის მაისში NATO-ში გაწევრიანებაზე ფინეთის განაცხადის მიღების შემდეგ, რომელიც 2023 წლის 4 აპრილს, ალიანსში ფინეთის გაწევრიანებით დასრულდა, ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა გააძლიერეს თავიანთი ყოფნა ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ „Freezing Winds 22“, რამდენიმე თვით ადრე ჩატარდა, სანამ ფინეთი NATO-ს სრულუფლებიანი წევრი გახდებოდა, ასეთი წვრთნები არსებითი იყო ფინეთისა და მოკავშირე ძალებს შორის თანამშრომლობის უკვე მყარი საფუძვლის გასამყარებლად“, - წერს NATO. აშშ-ის ჯარების გარდა, წვრთნებში ასევე მონაწილეობდნენ NATO-ს მუდმივი საზღვაო ძალების გემები ნიდერლანდებიდან, დანიიდან და გერმანიიდან, ასევე, გემები შვედეთიდან, რომელსაც ასევე მალე ელიან ალიანსში. „Freezing Winds 22-მა ერთდროულად გააძლიერა კავშირები NATO-სა და ფინეთს შორის, ასევე, გააღრმავა თანამშრომლობა ალიანსსა და შვედეთს შორის“, - აცხადებს NATO. ასევე წაიკითხეთ: ჰელსინკი და ვაშინგტონი ფინეთში აშშ-ის სამხედრო ბაზის შექმნაზე შეთანხმდნენ
საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებში, ამერიკელ სამხედროებთან ერთობლივი გაცვლითი წვრთნები ჩატარდა
საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთის ბატალიონის საზღვაო სპეცდანიშნულების ჯგუფებისა ძალების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის სპეციალური დანიშნულების ჯგუფისა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო სპეციალური დანიშნულების ჯგუფების გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები ჩატარდა (JCET). თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამკვირიანი სწავლების განმავლობაში პირადმა შემადგენლობამ სხვადასხვა სასწავლო კომპონენტში - სანაპირო ზოლის რეკოგნოსცირება, სანაპირო ზოლში რეიდი, ჩასაფრება იერიშები, ტაქტიკური მომზადება, ახლო მანძილზე სროლა - მოქმედების უნარები განავითარა და პრაქტიკული სავარჯიშოები განახორციელა. დასკვნით ფაზაში, მონაწილეებმა საჩვენებელი სწავლება გამართეს; ოპერაცია მოწინააღმდეგის კონტროლირებად ტერიტორიაზე მაღალი ღირებულების სამიზნის გათავისუფლებასა და უსაფრთხო ევაკუაციას ითვალისწინებდა. სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები საერთაშორისო პარტნიორებთან, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, გაერთიანებულ ერთობლივ გაცვლით წვრთნებს (JCET) რეგულარულად ატარებენ. სწავლებების მიზანს ელიტურ ქვედანაყოფებს შორის გამოცდილების გაზიარება, ურთიერთთავსებადობის გაზრდა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება წარმოადგენს.
ვაზიანის სასროლეთზე საარტილერიო სწავლება ჩატარდა
ვაზიანის სასროლეთზე ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა. თავდაცვის უწყების ცნობით, მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონის გეგმიური საველე წვრთნები სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და სამ ეტაპს მოიცავდა. პირველი ეტაპი საველე მოქმედებებსა და სადაზვერვო ჯგუფის, ცეცხლის მართვის ცენტრებისა და ქვემეხების შერწყმას მოიცავდა, მეორე ეტაპზე დამკვირვებელ-მაკონტროლებლებმა წვრთნებში მონაწილე ქვედანაყოფები შეაფასეს, ხოლო დასკვნითი ნაწილი საბრძოლო სროლებს დაეთმო. „მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონმა წინასწარ განსაზღვრულ რაიონში საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერა განახორციელა და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურა. სწავლების მიზანს ოპერატიულ გარემოში დამოუკიდებლად მოქმედება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთშერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა წარმოადგენდა. წვრთნების დასკვნით ეტაპს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დააკვირდნენ“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
აშშ და სამხრეთ კორეა, ჩრდილოეთ კორეის საზღვართან მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს მართავენ
სამხრეთ კორეისა და აშშ-ის სამხედრო ძალები, ჩრდილოეთ კორეის საზღვართან მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. წვრთნები სეულსა და ვაშინგტონს შორის სამხედრო ალიანსის დამყარებიდან 70 წლისთავის აღსანიშნავად დაიგეგმა. წლევანდელ წვრთნებში ჩაერთვებიან მოწინავე მოიერიშე თვითმფრინავები, საბრძოლო ვერტმფრენები, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები და სხვა იარაღი სამხრეთ კორეიდან და შეერთებული შტატებიდან. დაზუსტებული არ არის, რამდენი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას წვრთნებში. ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რპმ საკუთარ ზღურბლთან ასეთ მტრულ ქმედებას არ დაუშვებს.
ფინეთი მოკავშირეებთან და პარტნიორ შვედეთთან ერთად წვრთნებს იწყებს
NATO-ს მოკავშირეები ფინეთი, ნორვეგია და პარტნიორი შვედეთი მრავალეროვნულ სწავლებას (Arctic Challenge Exercise) 29 მაისიდან 9 ივნისამდე უმასპინძლებენ. წლევანდელი Arctic Challenge Exercise (ACE 23) რიგით მეექვსეა, რომელსაც ფინეთმა, ნორვეგიამ და შვედეთმა ერთად უმასპინძლეს. ფინეთის საჰაერო ძალები არიან პასუხისმგებელნი სასწავლო ღონისძიების დაგეგმვასა და ხელმძღვანელობაზე, რომელიც ყოველ მეორე წელს, 2013 წლიდან ტარდება. წვრთნებში 14 ქვეყნის შეიარაღებული ძალების 3000 სამხედრო და 150 თვითმფრინავი ჩაერთვებიან. ხსენებული წვრთნები NORDEFCO-ს თანამშრომლობის ნაწილია ფინეთს, ნორვეგიას, შვედეთსა და დანიას შორის. მათი საჰაერო ძალები რეგულარულად ატარებენ კომბინირებულ საჰაერო ბრძოლასთან დაკავშირებულ ტრანსსასაზღვრო წვრთნას, რომელიც მათი საშინაო ბაზებიდან ხორციელდება.
იაპონია, აშშ და ავსტრალია F-35-ის გამოყენებით ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ
იაპონია, აშშ და ავსტრალია შეთანხმდნენ, გააძლიერონ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და ერთობლივი წვრთნები, მათ შორის საჰაერო ძალების წვრთნები F-35 გამანადგურებლების გამოყენებით. სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები ერთმანეთს სინგაპურში, აზიის უსაფრთხოების მე-20 საერთაშორისო ინსტიტუტის (IISS) სტრატეგიული კვლევების სამიტის დროს შეხვდნენ. მათი ერთობლივი განცხადების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ერთობლივი წვრთნების მასშტაბის გაფართოებაზე. კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი წვრთნების ჩატარებაზე ავსტრალიაში, რომელშიც მონაწილეობას F-35-ები მიიღებენ. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ სამი სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრებმა მოლაპარაკებების დროს სერიოზული შეშფოთება გამოხატეს სამხრეთ ჩინეთისა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვებში არსებული ვითარების გამო. მინისტრებმა სერიოზული შეშფოთება გამოხატეს აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში მზარდი უსაფრთხოების გარემოს გამო. ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერ დესტაბილიზაციას და იძულებით ცალმხრივ ქმედებებს, რამაც შეიძლება, ესკალაცია გამოიწვიოს აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში. მინისტრებმა შეშფოთება გამოთქვეს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში შექმნილი ვითარების გამო. ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერ ცალმხრივ მცდელობას, შეცვალონ სტატუს კვო ძალის გამოყენებით ან იძულებით და ქმედებებს, რამაც შეიძლება, გაზარდოს დაძაბულობა რეგიონში. მხარეები კატეგორიულად აპროტესტებენ ჩინეთის პრეტენზიებსა და ქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას.
ესტონეთმა ბალტიის ზღვაში მასშტაბური წვრთნები დაიწყო
3 ივნისს, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, ბალტიის ზღვაში დაიწყო მიმდინარე წლის ყველაზე მასშტაბური წვრთნები - "Baltops 23“, რომელშიც NATO-ს 50 სამხედრო ხომალდი მონაწილეობს. ინფორმაციას ესტონური მედია ERR ავრცელებს. რიგით 52-ე წვრთნებში საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ძალების 6000-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. ორი კვირის განმავლობაში მოკავშირეები სხვა მანევრებთან ერთად ჩაატარებენ წყალქვეშა და საზენიტო თავდაცვის, საბრძოლო იარაღის განადგურების და სამედიცინო სამაშველო ოპერაციებს.
ბალტიის ზღვაში NATO-ს მოკავშირეების წვრთნების პარალელურად, სამხედრო სწავლება რუსეთმაც დაიწყო
ბალტიის ზღვაში NATO-ს მოკავშირეების წვრთნების პარალელურად, სამხედრო სწავლება რუსეთმაც დაიწყო. მასში 3,5 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, 40-მდე გემი, 25 თვითმფრინავი და ვერტმფრენი მონაწილეობს. რუსეთის წვრთნები 15 ივნისს დასრულდება. ყოველწლიური წვრთნები „Baltops 23“ 4 ივნისს დაიწყო. მასში ალიანსის 19 წევრი და წევრობის კანდიდატი შვედეთი მონაწილეობენ. რიგით 52-ე წვრთნებში საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ძალების 6000-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. სწავლებაში ჩართულია 50 ხომალდი და 45 თვითმფრინავი. ორი კვირის განმავლობაში მოკავშირეები სხვა მანევრებთან ერთად ჩაატარებენ წყალქვეშა და საზენიტო თავდაცვის, საბრძოლო იარაღის განადგურების, ნაღმსაწინააღმდეგო და სამედიცინო სამაშველო ოპერაციებს. წვრთნები 16 ივნისამდე გასტანს. ესტონეთმა ბალტიის ზღვაში მასშტაბური წვრთნები დაიწყო წვრთნებში მონაწილეობენ ბელგია, კანადა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი, შვედეთი, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები. STRIKFORNATO არის NATO-ს დამრტყმელი და დამხმარე ძალების სარდლობა, რომელიც ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე დაარსდა. დოკუმენტს ხელი NATO-ს 13 წევრმა: დანიამ, საფრანგეთმა, გერმანიან, საბერძნეთმა, იტალიამ, ნიდერლანდებმა, ნორვეგიამ, პოლონეთმა, პორტუგალიამ, ესპანეთმა, თურქეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოაწერეს.
აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში: მხარდამხარ ვაგრძელებთ წვრთნას
აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, ჯოზეფ ბილბო ხაზს უსვამს, რომ რომ ქართველი და ამერიკელი სამხედროების ერთობლივი სწავლებები, მათ შორის ნდობის მაღალი ნდობის არსებობს ადასტურებს. „მსოფლიოში მრავალი მისია შევასრულეთ ერთობლივად და ახლაც მხარდამხარ ვაგრძელებთ წვრთნას. ეს ადასტურებს ამერიკელ და ქართველ სამხედროებს შორის არსებული ნდობის მაღალ დონეს“, - აღნიშნავს აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში. ცნობისთვის, ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა სამთო მომზადების ერთობლივი კურსი გაიარეს. სწავლება თავდაცვის სფეროში საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა და საჩხერისა და ჭიათურის სასწავლო უბნებზე, სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
აზერბაიჯანის, სომხეთისა და მოლდოვის სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მონაწილეობით, საქართველოში ფართომასშტაბიანი საერთაშორისო წვრთნები იმართება
აზერბაიჯანის, სომხეთისა და მოლდოვის სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მონაწილეობით, საქართველოში ფართომასშტაბიანი საერთაშორისო წვრთნები დაიწყო. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მაშველების წვრთნები 16 ივნისამდე გაგრძელდება. წვრთნები ევროკავშირის საექსპერტო და ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამის ეგიდით ტარდება. სწვალების დროს შემუშავდება წინასწარ მომზადებული ტყის ხანძრის სცენარები. მათი მიზანია, მასშტაბური სტიქიური უბედურებების დროს, შესაბამისი კოორდინაციისა და კომუნიკაციის უზრუნველყოფა. წვრთნებში საავტომობილო ტექნიკა და ავიაცია ჩაერთვება.
ბაქომ, აზერბაიჯანელი, თურქი და ქართველი სამხედროების მონაწილეობით, წვრთნებს უმასპინძლა
"Eternity-2023" - ბაქოში კომპიუტერული სამეთაურო-საშტაბო წვრთნები გაიმართა, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები, ასევე შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, იუწყება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. მისივე თანახმად, სწავლება ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სამხედრო ადმინისტრაციის ინსტიტუტის საომარი თამაშების ცენტრში ჩატარდა. წვრთნებზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონული ეკონომიკური პროექტების დაცვის ორგანიზების ამოცანები შესრულდა. საერთაშორისო წვრთნების მთავარი მიზანია სამი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება და თავსებადობის უზრუნველყოფა. გასულ წელს წვრთნები თურქეთში, 22-28 ოქტომბერს გაიმართა.
საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას მასპინძლობს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სხვადასხვა ტიპის საგანგებო სიტუაციებზე ორიენტირებულ ერთკვირიან მრავალეროვნულ საველე სწავლებას მასპინძლობს. შსს-ს ცნობით, წვრთნები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ბუნებრივი და ადამიანის ფაქტორით გამოწვეული კატასტროფების პრევენციის, მზადყოფნის და რეაგირების პროგრამის "PPRD East 3"-ის ფარგლებში ხორციელდება და როგორც საშტაბო, ასევე, საველე კომპონენტებს მოიცავს. აზერბაიჯანის, სომხეთისა და მოლდოვის სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მონაწილეობით, საქართველოში ფართომასშტაბიანი საერთაშორისო წვრთნები იმართება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სწავლების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. PPRD ევროკავშირის ტექნიკური ექსპერტული დახმარების პროექტს წარმოადგენს, რომლის მთავარი მიზანი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მათზე რეაგირებისა და მზადყოფნის დონის ამაღლებაა. PPRD პროექტში საქართველოსთან ერთად, მთავარი ბენეფიციარი ქვეყნები უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი და სომხეთი არიან.
F-16-ებზე უკრაინელი მფრინავების წვრთნები დაიწყო - სტოლტენბერგი
F-16-ის ტიპის მოიერიშეებზე უკრაინელი მფრინავების წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა. მას არ დაუკონკრეტებია ქვეყანა, რომელმაც ეს წვრთნა დაიწყო, თუმცა საერთაშორისო აქტიურად განიხილავდა ნიდერნალდებისა და დანიის განსაკუთრებულ როლს და იმას, რომ სწავლება ამ ზაფხულს უნდა დაწყებულიყო. „უპირველეს ყოვლისა, მივესალმები NATO-ს რამდენიმე მოკავშირის გადაწყვეტილება პილოტების მომზადების შესახებ. ეს მნიშვნელოვანია და მოგვცემს საშუალებას, მოგვიანებით ეტაპზე ასევე მივიღოთ გადაწყვეტილებები მეოთხე თაობის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების შესახებ, როგორიცაა მაგალითად, F-16. მე მინდა შევაქო დანია, წამყვანი როლი შეასრულოს ამ შეთანხმების ხელშეწყობაში და ასევე ხელი შეუწყოს უკრაინელი მფრინავების მომზადებას. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ დანია არის ქვეყანა, რომელმაც მართლაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და განაგრძობს მნიშვნელოვან როლს უკრაინის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. ზუსტად როდის იქნება მიღებული გადაწყვეტილებები, ჯერ ნაადრევია ამის თქმა, მაგრამ ის ფაქტი, რომ სწავლება დაიწყო, გვაძლევს შესაძლებლობას, ასევე გადავწყვიტოთ თვითმფრინავების მიწოდება და შემდეგ პილოტები მზად იქნებიან მათი ფრენისთვის. ამ კვირის დასაწყისში ვაშინგტონს ვეწვიე. და ამ ვიზიტის მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, იყო ვილნიუსის სამიტის მზადების განხილვა. ეს არის ჩემი რეგულარული ჩართულობის ნაწილი ალიანსის ლიდერებთან. და პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრაზე განვიხილეთ თავდაცვის პირობები, უკრაინა, თავდაცვის ინვესტიციების დაპირების გაძლიერების აუცილებლობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები ალიანსისთვის. რაც შეეხება ჩემს მემკვიდრეს, ეს არის საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს 31 მოკავშირის მიერ. მე ვარ პასუხისმგებელი ყველა გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ ალიანსმა უნდა მიიღოს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მართავენ
ერთობლივი წვრთნები „Alpan-2023“ აზერბაიჯანის საჰაერო ძალებისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით იმართება, იუწყება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. აზერბაიჯანის მიერ ჩატარებული წვრთნების სცენარის მიხედვით, თვითმფრინავი ფრენებს საბაზისო აეროდრომებიდან ახორციელებს და ასრულებდა ამოცანებს მათ შორის შორ და მოკლე დისტანციებზე, წარმოსახვითი მტრის საჰაერო თავდაცვის სისტემისა და სამეთაურო საკონტროლო პუნქტის განადგურების დავალებას. ასევე სცენარი მოიცავდა სხვა ეპიზოდებსაც. წვრთნების ძირითადი მიზანია პირადი შემადგენლობის თეორიული და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება, ასევე, ქვედანაყოფებს შორის თავსებადობის უზრუნველყოფა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლება.
ბალტიის ქვეყნები NATO-ს წვრთნებს მასპინძლობენ
NATO-ს სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურობისა და ეროვნული შეიარაღებული ძალების ორგანიზებით, ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეში Ramstein Alloy-ის საჰაერო ძალების საერთაშორისო წვრთნები მიმდინარეობს. წვრთნები ბალტიის რეგიონში მოკავშირეთა და პარტნიორი ქვეყნების ყოფნას გააძლიერებენ. მოკავშირეთა სამხედრო-საჰაერო ძალები დიდი ბრიტანეთიდან, ლიეტუვიდან, პორტუგალიიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან და გერმანიიდან სწრაფი რეაგირების ხერხებს, მათ შორის კავშირგაბმულობის დაკარგვის შემთხვევაში, ასევე ძებნისთვის და გადარჩენისთვის, ხელში ჩაგდებისთვის საჭირო საბრძოლო მოქმედებებს, საჰაერო მხარდაჭერას და ჰაერში თვითმფრინავების დამატებით გამართვას დაამუშავებენ. Ramstein Alloy-ი ბალტიის ზღვაში საწვრთნელი ფრენების გაგრძელებაა, რომელიც 2008 წლიდან რეგულარულად ტარდება.
იაპონია და საფრანგეთი პირველ ერთობლივ წვრთნებს გამართავენ
იაპონია და საფრანგეთი 26-29 ივლისს პირველ ერთობლივ წვრთნებს გამართავენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს. წვრთნებში მოიერიშე თვითმფრინავები ჩაერთვებიან. იაპონიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ სწავლება, რომელიც იაპონიაშია დაგეგმილი, მიზნად ისახავს ორმხრივი თავდაცვის თანამშრომლობის გაღრმავებას თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანისთვის.
ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების დროს, ავსტრალიის არმიის ვერტმფრენი ჩამოვარდა
ავსტრალიის შტატში, ქუინსლენდში, ჰამილტონის კუნძულის წყლებში ერთობლივი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების დროს, ავსტრალიის არმიის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა. ავსტრალიის თავდაცვის ძალების 4 წარმომადგენელი დაკარგულად ითვლება. მიმდინარეობს ძებნის ოპერაცია. „იმის გამო, რომ იქ სხვა ვერტმფრენიც იყო, სამძებრო-სამაშველო სამუშაო მაშინვე დაიწყო,“- განაცხადა ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა, რიჩარდ მარლესმა. თვითმფრინავი ჩართული იყო სწავლებაში - Talisman Sabre, რომელშიც ავსტრალიის, შეერთებული შტატების და სხვა მოკავშირეების თავდაცვის ძალები მონაწილეობდნენ. კატასტროფის შემდეგ, წვრთნები შეჩერებულია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ავსტრალიაში იმყოფებიან.
აშშ და ინდოეთი ალასკაზე ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ
ინდო-ჩინეთის საზღვარზე დაძაბულობის ფონზე, ინდოეთი და აშშ ალასკაზე ერთობლივ სამხედრო წვრთნებს - "Yudh Abhyas" ჩაატარებენ 25 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით, აშშ და ინდოეთი ალასკაზე ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ. გამოცემა News18-ის თანახმად, ინდოეთის არმიის მარათის მსუბუქი ქვეითი პოლკის ჯარისკაცები 14-დღიან წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. მისივე ინფორმაციით, სწავლება მოიცავს ყველა ოპერაციას, რომელიც დაკავშირებულია სამშვიდობო მისიასთან. „ორი ქვეყნის ჯარები საერთო მიზნების მისაღწევად ერთად იმუშავებენ,“- ნათქვამია წვრთნების აღწერაში.
ბულგარეთი და აშშ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მართავენ
5 აგვისტოდან 20 აგვისტომდე, ბულგარეთისა და აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეები ერთობლივ საჰაერო წვრთნებს - Thracian Summer 2023 გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას Sofiaglobe ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. სამინისტროს განცხადებით, უკვე 15 წელზე მეტია, ერთობლივი წვრთნები საჰაერო ძალებს და სპეციალური ოპერაციების ძალებს გამოცდილების მიღებაში ეხმარება. უწყების განცხადებით, სწავლების მიზანია საჰაერო ძალების ეფექტიანობის გაუმჯობესება და საზენიტო-სარაკეტო დანაყოფების თეორიული და ტაქტიკური-სპეციალური მომზადების გაზრდა. ერთობლივი წვრთნების ფარგლებში, 8-დან 17 აგვისტოს ჩათვლით, ბულგარეთის საჰაერო ძალებისა და აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენებს განახორციელებენ. სწავლების მონაწილეები ასევე გაივლიან დაშავებულების ევაკუაციის შესახებ ტრენინგს.
ვაზიანის პოლიგონზე საარტილერიო სწავლება გაიმართა
ვაზიანის სასროლეთზე, მე-5 საარტილერიო ბრიგადის „გრადლარი“-ს ბატარეის ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა. შესაბამის ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გეგმიური წვრთნები სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და „გრადლარი“-ს ბატარეასთან ერთად, მასში მხარდამჭერი ელემენტების სახით 53-ე უზრუნველყოფის ბატალიონი, ჰაერსაწინააღმდეგო ასეული და საბრძოლო მხარდაჭერის ბატალიონიც იყო ჩართული. „სწავლების დასკვნით საჩვენებელ ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეებმა ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის, ტაქტიკური გადაადგილებისა და წინასწარ განსაზღვრული ოპერაციის რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების ოპერაცია განახორციელეს. წვრთნები ქვედანაყოფების ერთობლივი, კოორდინირებული და სინქრონიზებული მოქმედებებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. მონაწილე პირადი შემადგენლობის შეფასებას მე-5 საარტილერიო ბრიგადიდან შერჩეული დამკვირვებლები აწარმოებდნენ,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
ჩინეთმა ტაივანის გარშემო წვრთნები დაიწყო
ჩინეთმა ტაივანის გარშემო სამხედრო წვრთნები დაიწყო. ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შენიშნა 42 ჩინური თვითმფრინავი და რვა ხომალდი, რომლებიც კუნძულის გარშემო წვრთნებში მონაწილეობდნენ. უწყებამ განაცხადა, რომ ტაივანმა საპასუხოდ გემები და თვითმფრინავები განათავსა. სახალხო განმათავისუფლებელი არმიის აღმოსავლეთის სარდლობამ, რომელიც პასუხისმგებელია ტაივანის მიმდებარე ტერიტორიებზე, მოკლე განცხადებაში მიუთითა, რომ კუნძულის გარშემო ერთობლივ საზღვაო და საჰაერო პატრულირებას ახორციელებს. საზღვაო და საჰაერო ძალების წვრთნები ფოკუსირებულია კოორდინიცირებულ მოქმედებებზე, ძალების „ფაქტობრივი საბრძოლო შესაძლებლობების" გამოსაცდელად. ეს არის სერიოზული გაფრთხილება სეპარატისტული ძალების წინააღმდეგ, რომლებიც გარე ძალებთან შეთანხმებულნი არიან სიტუაციის პროვოცირების მიზნით,” - ნათქვამია განცხადებაში. Reuters-ის ცნობით, ტაივანის მთავრობამ წვრთნები მკაცრად დაგმო თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მას აქვს უნარი და ნდობა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მოუწოდა პეკინს „შეწყვიტოს სამხედრო, დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლა ტაივანზე და სანაცვლოდ ჩაერთოს შინაარსობრივ დიალოგში.“ ამასთან, აღნიშნეს, რომ აშშ წვრთნებზე მჭიდრო მონიტორინგს გააგრძელებს. აშშ, იაპონია და სამხრეთ კორეა სამხედრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ - ისტორიული სამიტი შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ჩინეთმა ტაივანის ვიცე-პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტი დაგმო და მას სეპარატისტი უწოდა. ჩინეთი ტაივანს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს და პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაიბრუნებს. მაგრამ ტაივანის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა. ტაივანს საკუთარი კონსტიტუცია აქვს. ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით, 300 000 ჯარისკაცი. ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობა წმინდა საყდართან (ვატიკანი) და გაერთიანებული ერების 193 წევრ სახელმწიფოდან, 13-თან აქვს. ესენია: სვაზილენდი, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, ნაურუ, პალაუ, პარაგვაი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ასევე, ტუვალუ. აშშ ტაივანისთვის 440 მილიონი დოლარის მოცულობის საბრძოლო მასალის მიყიდვას დაამტკიცებს - მედია გაეცანით Europetime-ის სტატიას: ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი
რვა უკრაინელმა პილოტმა დანიაში F-16-ებზე წვრთნები დაიწყო
დანიამ F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებისთვის რვა უკრაინელი მფრინავის წვრთნა დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია დანიის შეიარაღებული ძალების განცხადებაში. შეგახსენებთ, აშშ დანიისა და ნიდერლანდების მიერ F-16-ების უკრაინაში გაგზავნას დაეთანხმა. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს.
სინგაპური და ჩინეთი პანდემიის გამო შეჩერებულ სამხედრო წვრთნებს განაახლებენ
სინგაპურის შეიარაღებული ძალები და ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია აპირებენ, ორმხრივი წვრთნები განაახლონ მას შემდეგ, რაც სწავლება პანდემიის გამო შეჩერდა. ინფორმაციას Bloomberg სინგაპურის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სამინისტრომ განმარტა, რომ სწავლება სხვა ქვეყნებთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ტარდება და ხაზს უსვამს თბილ და მეგობრულ ორმხრივ ურთიერთობებს სინგაპურსა და ჩინეთს შორის. „ორმხრივი და მრავალმხრივი წვრთნების გარდა, ორი თავდაცვის უწყება ასევე რეგულარულად ურთიერთობს მაღალი დონის გაცვლის, ორმხრივი ვიზიტების, აკადემიური გაცვლებისა და პორტების დონეზე,“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. პირველი სექტემბრიდან დაწყებული წვრთნების მთავარი ფოკუსი კონტრტერორიზმი იქნება. სინგაპური ასევე ინარჩუნებს მჭიდრო კავშირებს აშშ-ის არმიასთან. წვრთნები ორი კვირა გაგრძელდება. სწავლება (Exercise Cooperation) 2009 წლის შემდეგ მეხუთედ ტარდება.
ირანი ОДКБ-ს წვრთნებზე მიიწვიეს
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ (CSTO) ირანი წვრთნებზე (Brotherhood 2023 ) 2023, დამკვირვებლად მიიწვია. ამის შესახებ 28 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე გენერალ-პოლკოვნიკმა, ანატოლი სიდოროვმა, CSTO-ს გაერთიანებული შტაბის უფროსმა განაცხადა. მისი თქმით, წვრთნებს შეუერთდებიან სამხედრო დამკვირვებლები ჩინეთიდან, საუდის არაბეთიდან და მონღოლეთიდან. სიდოროვმა წვრთნების გეგმა არ გაამჟღავნა, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერიოზული ყურადღება დაეთმობა საავიაციო კომპონენტს, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას. მას არც მონაწილე ქვეყნების სია გაუსაჯაროებია. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. სომხეთი მონაწილეობას არ მიიღებს ОДКБ-ს წვრთნებში, რომელიც ბელორუსში გაიმართება
აშშ-მ, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩაატარეს
აშშ-მ, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, სამხრეთ კორეის კუნძულ ჯეჯუსთან სამხედრო საზღვაო წრთვნები ჩაატარეს. სამხრეთ კორეის საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ წვრთნები ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო საფრთხეების საპასუხოდ ჩატარდა. კერძოდ, ჩრდილოეთ კორეის ხსენებული აქტივობა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რიგი რეზოლუციის დარღვევას წარმოადგენს, რადგან ფხენიანს ბალისტიკური რაკეტების ტექნოლოგიებით ნებისმიერი გაშვებები ეკრძალება. წვრთნებში ამერიკული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა Aegis-ით აღჭურვილი 3 საესკადრო ნაღმმზიდმა მიიღო მონაწილეობა: სამხრეთკორეულმა Yulgok Yi I, ამერიკულმა USS Benfold და იაპონურმა JS Haguro. წვრთნების დროს ასევე გამოსცადეს სამმხრივი სარაკეტო თავდასხმის გამაფრთხილებელი სისტემის კომპონენტები, რომელიც 2023 წლის ბოლომდე უნდა ამოქმედდეს.
მედია: ისრაელი და აშშ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ
ისრაელი და აშშ უახლოეს თვეებში მასშტაბური სამხედრო წვრთნებს გამართვენ. ამის შესახებ Times of Israel-ი წერს. ისრაელი და აშშ უახლოეს თვეებში ერთობლივი სამხედრო წვრთნებს გამართავენ მისივე ცნობით. ერთ-ერთი წვრთნების სცენარი ითვალისწინებს ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმის იმიტაციას. ასევე, ისრაელისა და აშშ-ის სამხედროები შეიმუშავებენ საომარი მოქმედებების ჩატარებას ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე. ამასთან, მოსალოდნელია, რომ მანევრებში მონაწილეობის მისაღებად, აშშ ისრაელში განათავსებს Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემას და სხვა ტიპის იარაღს.
საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2023 ჩატარდა
მრავალეროვნული საერთაშორისო სამხედრო სწავლება Agile Spirit 2023 ვაზიანის მე-11 პოლიგონზე ოფიციალურად დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლების ოფიციალურ დახურვამდე ვაზიანის მე-11 პოლიგონზე ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება საბრძოლო სროლებით ჩატარდა. განხორციელდა რეიდის, ბლოკირებისა და კონტრშეტევის ოპერაციები. საჩვენებელ სწავლებაში თავდაცვის ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონთან ერთად, აშშ-ის ეროვნული გვარდიის, საზღვაო ქვეითების საინჟინრო, ასევე, რუმინეთისა და მოლდოვის ქვეითთა ოცეულები მონაწილეობდნენ. ღონისძიების დასასრულს, სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები საშტატო იარაღით, სამახსოვრო დაფებითა და უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ. სწავლების დახურვას მონაწილე ქვეყნებიდან მაღალი რანგის სამხედრო პირები, საქართველოს თავდაცვის ძალების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.საქართველომ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული“ (Agile Spirit) უკვე მეთერთმეტედ უმასპინძლა. სწავლების დახურვის ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მან ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობა, რაც ხელს უწყობს სამხედროებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას. სწავლების დაგეგმვისა და ჩატარების საქმეში მხარდაჭერისთვის მან მადლობა გადაუხადა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს - აშშ-ს და მონაწილეებს სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა. ასევე სიტყვით გამოვიდნენ თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროს წარმომადგენელი, გენერალ-მაიორი ჯოზეფ ჯერარდი. Agile Spirit 2023 მიზნად ისახავდა საქართველოს თავდაცვის ძალებს, აშშ-ის გაერთიანებულ ძალებს, მოკავშირეებსა და პარტნიორ ძალებს შორის ტაქტიკურ დონეზე ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწასა და გაძლიერებას.
ბელორუსში ОДКБ-ს წვრთნები დაიწყო, სწავლებაში სომხეთი არ მონაწილეობს
რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) დაახლოებით, 2500-მა სამხედრომ წვრთნები დაიწყო ბელორუსის იმ ნაწილში, რომელიც NATO-ს წევრ პოლონეთსა და ლიეტუვას ესაზღვრება. სწავლება 6 სექტემბრამდე გაგრძელდება. მედიის ცნობით, წვრთნებს შეუერთდნენ დამკვირვებლები ჩინეთიდან, საუდის არაბეთიდან, ირანიდან და მონღოლეთიდან. ამასთან, CSTO-ს სწავლებაში არ მონაწილეობს ორგანიზაციის კიდევ ერთი წევრი, სომხეთი. მიზეზები სტატიაში დაკონკრეტებული არ არის. წვრთნების ფონზე უკრაინა საზღვრის დაცვას აძლიერებს. ცნობისთვის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: ОДКБ-ს წევრობა სომხეთს პრობლემებს უქმნის რაც შეეხება ბელორუსს, ცნობილია, რომ პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი ბელორუსთან საზღვრის ჩაკეტვასაც არ გამორიცხავენ. ლიეტუვა ბელორუსთან საზღვარზე კიდევ ორი გამშვები პუნქტის დახურვას გეგმავს ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. ევროკავშირის შეფასებით, ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. კერძოდ, ის რუსეთს აძლევს საშუალებას, ბელორუსის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტებით შეუტიოს უკრაინას და მის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალი, მძიმე ტექნიკა, ტანკები და სამხედრო ტრანსპორტიორები შეიყვანოს. ის ასევე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს ნებას რთავს, ბელორუსის საჰაერო სივრცის გავლით გადავიდნენ უკრაინაში და მათ საწვავგასამართი სადგურებით უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთს ბელორუსის ტერიტორიაზე იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის განთავსების საშუალებას აძლევს. ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა ბელორუსში სანქციები დააწესა იმ პირებზე, რომლებიც რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ თანამშრომლობენ. მან, ამასთან, მთელ რიგ მნიშვნელოვან სექტორებს ვაჭრობის უფლება შეუზღუდა. შეზღუდვები შეეხო ბელორუსის სამხედრო პერსონალის 42 მაღალი რანგის წევრსაც. მათ ამ ომში შესრულებული როლისთვის აქტივები გაეყინათ და ევროკავშირში მოგზაურობა აეკრძალათ. გარდა ამისა, ევროკავშირმა შეზღუდა ვაჭრობა ისეთი სახის საქონლით, რომელიც საჭიროა თამბაქოს პროდუქტის, მინერალური საწვავის, სამშენებლო მასალის თუ სასუქების საწარმოებლად. შეზღუდვები ასევე დაწესდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიის და იმ სახის საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტზე, რომელიც ბელარუსის სამხედრო, თავდაცვის და უშიშროების სექტორებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. შეიზღუდა ამ პროდუქტებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებების მიწოდებაც. 2022 წლის 9 მარტს ევროკავშირმა SWIFT-ის სისტემას ჩამოაშორა სამი ბელორუსული ბანკი — Belagroprombank, Dabrabyt ბანკი და ბელორუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკი. 3 ივნისს სიას ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიც დაემატა. გარდა ამისა, აიკრძალა რეზერვების და აქტივების მართვასთან დაკავშირებული ოპერაციები ბელორუსის ცენტრალურ ბანკთან და ბელორუსთან ვაჭრობის და ბელორუსში ინვესტირების მიზნით სახელმწიფო დაფინანსების გაცემა.
ბალტიის ზღვაში პირველად გაიმართება წვრთნები, რომელიც რუსული თავდასხმის მოგერიებაზე იქნება ორიენტირებული - Reuters
ბალტიის ზღვაში დაიწყება ძირითადი საზღვაო წვრთნები, რომელშიც მონაწილეობას დაახლოებით, 30 ხომალდი და 3000-ზე მეტი დასავლელი სამხედრო მოსამსახურე მიიღებენ. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ეს იქნება პირველი წვრთნა, რომელიც ორიენტირებული იქნება იმაზე, თუ როგორ უპასუხონ რუსეთის თავდასხმას რეგიონში,“ - გერმანიის საზღვაო ძალების მეთაურმა. ორკვირიან წვრთნებს, რომელიც 9 სექტემბერს დაიწყება, NATO-ს ყველა ქვეყანა შეუერთდება. სწავლებაში ასევე ჩაერთვება მომავალი წევრი შვედეთი. ბალტიის ზღვის გავლით საზღვაო მარშრუტების დაცვა არის წვრთნების კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც ლატვიისა და ესტონეთის სანაპიროებთან ჩატარდება. „ფინეთი და ბალტიის ქვეყნები თითქმის 100%-ით არიან დამოკიდებულნი ბალტიის ზღვის გავლით საზღვაო მიწოდების მარშრუტებზე,“ - აღნიშნა კრისტიან კააკმა. „თუ სუვალკის დერეფანი დაიბლოკება - და ეს შეიძლება გაკეთდეს მარტივად, რადგან არის მხოლოდ ორი გზა და ერთი სარკინიგზო ხაზი - მაშინ ჩვენ დაგვრჩება მხოლოდ საზღვაო მარშრუტები და სწორედ აქ მოგვიწევს გავლა,“ - განმარტა გერმანიის საზღვაო ძალების მეთაურმა. ამასთან, ადმირალის თქმით, აშშ-ის საზღვაო ძალები წვრთნებისთვის გაგზავნის ამფიბიური თავდასხმის Mesa Verde-ს - 200 მეტრზე მეტი სიგრძის ხომალდს, რომელიც 800 საზღვაო ქვეითის გადაყვანაზეა გათვლილი. 100 კილომეტრის სიგრძის სუვალკის დერეფანს ექსპერტები NATO-სთვის სტრატეგიული დანიშნულების გეოგრაფიულ პუნქტს უწოდებენ. ეს დერეფანი წარმოადგენს ქალაქების სუვალკის, ავგუსტოვისა და სეინის გარშემო არსებულ ტერიტორიას, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს პოლონეთსა და ლიეტუვასა და, იმავდროულად, ერთმანეთისგან ჰყოფს რუსეთის კალინინგრადის ოლქსა და ბელარუსს.
ჩინეთი და ტაილანდი სამხედრო წვრთნებს მართავენ
სახალხო განმათავისუფლებელი არმიის მებრძოლები, ბომბდამშენები, ადრეული გამაფრთხილებელი თვითმფრინავები და მიწა-ჰაერის კლასის სარაკეტო დანადგარები ტაილანდის ყურეში ყოველწლიურ წვრთნებში - „Falcon Strike 2023“ - მონაწილეობენ. „ყოველწლიური ერთობლივი სამხედრო-საჰაერო წვრთნები ჩინეთსა და ტაილანდს შორის კვირას დაიწყო. მისი მიზანი ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერება, რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაა შენარჩუნდეს," - იტყობინება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua. სამხედრო მანევრები 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად ჩინური გემები ტაილანდში ხუთშაბათს ჩავიდნენ.
ლატვია NATO-ს სამხედრო წვრთნებს მასპინძლობს
ლატვიის დედაქალაქ რიგაში, 3-დან 15 სექტემბრამდე NATO-ს დაგეგმვის წვრთნები ჩატარდება. სწავლებაში ალიანსის წევრი ქვეყნები და მომავალი წევრი შვედეთი მონაწილოებენ. ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, წვრთნების მიზანი, ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვისა და ჩატარების უნარის გაუმჯობესებაა. Steadfast Pyramid 2023, 8 სექტემბრამდე გაგრძელდება. ეს არის NATO-ს ტრანსფორმაციის სარდლობისა და ევროპის უმაღლესი მეთაურის მიერ ორგანიზებული წვრთნების პირველი ნაწილია. მასში უფროსი ოფიცრები მონაწილეობენ. მეორე ნაწილი 10-დან 15 სექტემბრამდე ჩატარდება და მოიცავს ოპერაციული დაგეგმვის სფეროში უფროსი მეთაურების მომზადებას. წვრთნები Steadfast Pyramid და Steadfast Pinnacle ლატვიაში 2011 წლიდან ტარდება. წვრთნების დროს ლატვია მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის შესაძლებლობებს, ასევე ალიანსის სხვა წევრებთან და სტრატეგიულ რეგიონულ პარტნიორებთან თანამშრომლობის უნარებს აუმჯობესებს.
ლატვია მასშტაბურ ერთთვიან სამხედრო წვრთნებს იწყებს
ლატვიაში, 5 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, ეროვნული შეიარაღებული ძალების (NAF) მიერ ორგანიზებული მასშტაბური სამხედრო წვრთნები Namejs 2023 გაიმართება. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე მოკავშირეთა ჯარისკაცები შეერთებული შტატებიდან, დანიიდან, ესტონეთიდან და ლიეტუვიდან, NATO-ს საბრძოლო ჯგუფი ლატვიაში, NATO-ს ძალების ინტეგრაციის განყოფილება ლატვიაში და კანადის ძალების სარდლობა ლატვიაში. წვრთნას ერთობლივი რეაგირების ძალები დაუჭერენ მხარს. წვრთნები წელს პირველად იმართება NATO-ს მრავალეროვნული დივიზიის „ჩრდილოეთის“ შტაბ-ბინასთან ერთად. Namejs 2023-ის პარალელურად, სახმელეთო ჯარების მოტორიზებული მსროლელი ბრიგადის ორგანიზებით, ყოველწლიური წვრთნები Silver Arrow გაიმართება. საერთო ჯამში, წვრთნებში 8500-მდე მონაწილე მიიღებს მონაწილეობას. წვრთნების დროს ლატვიის და მოკავშირე ქვეყნების ჯარისკაცები და სამხედრო ტექნიკა ლატვიის მთავარ და რეგიონულ გზებზე იმოძრავებენ. საწვრთნელი ამოცანების შესრულებისას ლატვიის საჰაერო სივრცეში, მათ შორის დაბალ სიმაღლეებზე. Namejs-ის წვრთნები ლატვიის მასშტაბით 2014 წლიდან ტარდება. შეგახსენებთ,ლატვიის დედაქალაქ რიგაში, 3-დან 15 სექტემბრამდე NATO-ს დაგეგმვის წვრთნები ტარდება. ამასთან, ბალტიის ზღვაში პირველად გაიმართება წვრთნები, რომელიც რუსული თავდასხმის მოგერიებაზე იქნება ორიენტირებული.
სომხეთი და აშშ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ
სომხეთი და შეერთებული შტატები მომავალ კვირიდან სომხეთში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. „საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მომზადების ფარგლებში სომხეთ-აშშ ერთობლივი წვრთნები „EAGLE PARTNER 2023“ 11-დან 20 სექტემბრამდე სომხეთში გაიმართება,“ - ნათქვამია განცხადებაში. Reuters-ი თავის სტატიაში ხაზს უსვამს, რომ რუსეთს სამხედრო ბაზა აქვს სომხეთში და საკუთარ თავს განიხილავს, როგორც გამორჩეულ ძალას სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელიც 1991 წლამდე საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო. შეგახსენებთ, 4 დღის წინ, ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა.
ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობა სომხეთში დაგეგმილ წვრთნებზე დეტალებს ავრცელებს
ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობის ცნობით, სომხეთში დაგეგმილ სამხედრო წვრთნებში 85 ამერიკელი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. აშშ-ის პირველი ბრიგადის, 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიისა და კანზასის ეროვნული გვარდიის მეომრები, ასევე სომხური მე-12 სამშვიდობო ბრიგადის ჯარისკაცები წვრთნას ჩაატარებენ ზარისა და არმავირის საწვრთნელ ზონებში, ერევნის მახლობლად. სომეხი და ამერიკელი ჯარისკაცები ერთობლივ წვრთნებს 11-დან 20 სექტემბრამდე ჩაატარებენ. „პარტნიორი არწივი“ არის სასიცოცხლო შესაძლებლობა ჩვენი ორი ერის ჯარისკაცებისთვის, რათა დაამყარონ ახალი ურთიერთობები ტაქტიკურ დონეზე და გაზარდონ თავსებადობა სამშვიდობო ოპერაციებისთვის. ის ასევე ეფუძნება 20-წლიან ურთიერთობას, რომელიც კანზასის ეროვნულმა გვარდიამ განავითარა სომხეთთან,“ – წერია ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობის განცხადებაში.
ბალტიის ზღვაში დაიწყო წვრთნები, რომელიც რუსული თავდასხმის მოგერიებაზეა ორიენტირებული
ბალტიის ზღვაში დღეს, 9 სექტემბერს დაიწყო საზღვაო წვრთნები, რომელშიც მონაწილეობას დაახლოებით, 30 ხომალდი და 3000-ზე მეტი დასავლელი სამხედრო მოსამსახურე მიიღებენ. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. წვრთნების დაგეგმვასა და ჩატარებაზე პასუხისმგებელია გერმანიის საზღვაო ფლოტი, კერძოდ, გერმანიის საზღვაო ძალების შტაბი. „ეს არის პირველი წვრთნა, რომელიც ორიენტირებული იქნება იმაზე, თუ როგორ უპასუხონ რუსეთის თავდასხმას რეგიონში,“ - განაცხადა გერმანიის საზღვაო ძალების მეთაურმა. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ საზღვაო ძალები გერმანიიდან, შეერთებული შტატებიდან, პოლონეთიდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან, დანიიდან, ფინეთიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ნიდერლანდებიდან, ბელგიიდან, კანადიდან და შვედეთიდან. ბალტიის ზღვის გავლით საზღვაო მარშრუტების დაცვა არის წვრთნების კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც ლატვიისა და ესტონეთის სანაპიროებთან ჩატარდება. „ფინეთი და ბალტიის ქვეყნები თითქმის 100%-ით არიან დამოკიდებულნი ბალტიის ზღვის გავლით საზღვაო მიწოდების მარშრუტებზე,“ - აღნიშნა კრისტიან კააკმა. „თუ სუვალკის დერეფანი დაიბლოკება - და ეს შეიძლება გაკეთდეს მარტივად, რადგან არის მხოლოდ ორი გზა და ერთი სარკინიგზო ხაზი - მაშინ ჩვენ დაგვრჩება მხოლოდ საზღვაო მარშრუტები და სწორედ აქ მოგვიწევს გავლა,“ - განმარტა გერმანიის საზღვაო ძალების მეთაურმა. ამასთან, ადმირალის თქმით, აშშ-ის საზღვაო ძალები წვრთნებისთვის გაგზავნის ამფიბიური თავდასხმის Mesa Verde-ს - 200 მეტრზე მეტი სიგრძის ხომალდს, რომელიც 800 საზღვაო ქვეითის გადაყვანაზეა გათვლილი. 100 კილომეტრის სიგრძის სუვალკის დერეფანს ექსპერტები NATO-სთვის სტრატეგიული დანიშნულების გეოგრაფიულ პუნქტს უწოდებენ. ეს დერეფანი წარმოადგენს ქალაქების სუვალკის, ავგუსტოვისა და სეინის გარშემო არსებულ ტერიტორიას, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს პოლონეთსა და ლიეტუვასა და, იმავდროულად, ერთმანეთისგან რუსეთის კალინინგრადის ოლქსა და ბელორუსს ჰყოფს.
მოსკოვის მიერ სომხეთის ელჩის დაბარების ფონზე, ერევანმა და ვაშინგტონმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს
სომხეთმა და შეერთებულმა შტატებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. სწავლებას სომხეთი მასპინძლობს. „საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მომზადების ფარგლებში სომხეთ-აშშ ერთობლივი წვრთნები „EAGLE PARTNER 2023“ 11-დან 20 სექტემბრამდე სომხეთში გაიმართება,“ - ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც 6 სექტემბერს გავრცელდა. წვრთნების დაანონსების შემდეგ, მოსკოვმა სომხეთის ელჩი დაიბარა. მას საპროტესტო ნოტა გადასცეს, რაც რუსეთის განცხადებით, „ერევნის მხრიდან არამეგობრულ ნაბიჯებს უკავშირდება.“ რუსული მედიის თანახმად, სამინისტროში აღნიშნეს, რომ საუბარია რესპუბლიკაში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების პროცესის დაწყებაზე, პრემიერ - მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მეუღლის უკრაინაში ვიზიტზე და კიევში ჰუმანიტარული დახმარების გადაცემაზე, ასევე, ქვეყანაში სამხედრო წვრთნებზე შეერთებული შტატების მონაწილეობით. გარდა ამისა, ელჩს საპროტესტო ნოტა გადაეცა სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის ალენ სიმონიანის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას და მთლიანად, სამინისტროს მიმართ „შეურაცხმყოფელი განცხადებების“ გამო. ასევე, სამინისტროში შეშფოთება გამოთქვეს ბლოგერის, მიქაელ ბადალიანის და „Sputnik სომხეთის“ მიმომხილველის აშოტ გევორკიანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაკავების გამო. სააგენტო Reuters-ი თავის სტატიაში ხაზს უსვამს, რომ რუსეთს სამხედრო ბაზა აქვს სომხეთში და საკუთარ თავს განიხილავს, როგორც გამორჩეულ ძალას სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელიც 1991 წლამდე საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო. ნოტის გადაცემამდე სომხეთსა და აშშ-ს ძალებს შორის მიმდინარე წვრთნებს კრემლის შეშფოთება მოჰყვა. კრემლის სპიკერმა განაცხადა, რომ „წვრთნები ზიანს აყენებს სტაბილურობას არასტაბილურ რეგიონში.“ „ეჭვგარეშეა, რომ ამ ტიპის წვრთნების ჩატარება არ უწყობს ხელს სიტუაციის სტაბილიზაციას ან რეგიონში ურთიერთნდობის ატმოსფეროს გაძლიერებას“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. მან განაცხადა, რომ „რუსეთი აგრძელებს უსაფრთხოების გარანტორის როლის შესრულებას.“ შეგახსენებთ, 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. 5 სექტემბერს სომხეთმა რუსეთის დომინირებით მოქმედი ОДКБ-დან მუდმივი წარმომადგენელი, ვიქტორ ბიაგოვი გაიწვია. უფრო ადრე ბელორუსში ОДКБ-ს წვრთნები დაიწყო, სწავლებაში სომხეთი არ მონაწილეობს. ასევე აღსანიშნავია, რომ 6 სექტემბერს სომხეთის პრემიერის მეუღლე კიევში ჩავიდა. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა
აშშ და დანია ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ
აშშ-ის საზღვაო ძალები ევროპაში, დანიის თავდაცვის ძალებთან ერთად წვრთნებს ჩაატარებენ. ამერიკული მხარის ცნობით, წვრთნები SM-6-ის ტიპის რაკეტების გამოყენებით გაიმართება. ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისა და თავდაცვითი თავსებადობისადმი მუდმივი ერთგულების დემონსტრირების მიზნით, აშშ-ის საზღვაო ძალები ევროპაში, დანიის თავდაცვის ძალებთან ერთად, ჩაატარებენ თავდაცვის მოწინავე წვრთნებს უახლესი, მოდულარული SM-6-ის ტიპის რაკეტების გამშვების გამოყენებით. „დანიის ტერიტორიიდან ამ ოპერაციების განხორციელებით, შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს დანიის, როგორც მთავარი მოკავშირის სტრატეგიულ მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ეს წვრთნები კიდევ უფრო აძლიერებს მდგრადი თავდაცვის პარტნიორობას აშშ-სა და დანიას შორის, ხაზს უსვამს ჩვენს ერთობლივ ერთგულებას უსაფრთხოების ორმხრივი მიზნებისა და ერთობლივი თავდაცვითი ძალისხმევის მიმართ,“ - ნათქვამია აშშ-ის საზღვაო ძალების პრესრელიზში.
NATO ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს - FT
NATO ცივი ომის შემდეგ ყველაზე დიდi ერთობლივი წვრთბისთვის ემზადება. კერძოდ, 40 000-ზე მეტი სამხედროს წვრთნა ძირითადად, რუსეთის პოტენციურ აგრესიის მოგერიებაზე იქნება ორიენტირებული. წერს Financial Times-ი. NATO-ს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სწავლება მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება და, სავარაუდოდ, 500-დან 700-მდე საჰაერო საბრძოლო მისიას, 50-ზე მეტ ხომალდს და დაახლოებით 41,000 ჯარისკაცს მოიცავს. წვრთნები გერმანიაში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთში ჩატარდება. შეგახსენებთ, ბალტიის ზღვაში 9 სექტმბერს დაიწყო NATO-ს წევრი ქვეყნების წვრთნები, რომელიც რუსული თავდასხმის მოგერიებაზეა ორიენტირებული.
თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის საარტილერიო სწავლებები საბრძოლო სროლებით დასრულდა
ვაზიანის პოლიგონზე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-5 საარტილერიო ბრიგადისა და მე-4 ქვეითი ბრიგადის საველე სწავლებები საბრძოლო სროლებით დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამოცანაზე ორიენტირებულ საველე სწავლებაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე და მე-4 ქვეითი ბრიგადის 44-ე საარტილერიო ბატალიონები, მხარდამჭერ ელემენტებთან ერთად მონაწილეობდნენ. ქვედანაყოფებმა, გეგმიური სწავლების ფარგლებში, რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებული პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს. „დასკვნით საჩვენებელ ეტაპზე, სამხედროებმა ქვედანაყოფის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის, ტაქტიკური მარშის და წინასწარგანსაზღვრული ოპერაციის რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის განადგურება განახორციელეს. სწავლება მიზნად ისახავდა ქვედანაყოფის ერთობლივი, კოორდინირებული და სინქრონიზებული მოქმედებებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას. სწავლებებს აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე, მე-5 საარტილერიო ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი გიორგი ჩიხლაძე და მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი გიგა ჯინჭარაძე დაესწრნენ,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვაშინგტონმა და სეულმა იაპონიის ზღვაში წვრთნები დაიწყეს
სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა 25 სექტემბერს აღმოსავლეთის ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები დაიწყეს. საზღვაო ძალების განცხადებით, სწავლების მიზანი ჩრდილოეთ კორეის მზარდი სამხედრო საფრთხეების წინააღმდეგ მზადყოფნის გაძლიერებაა. სამდღიან წვრთნებში მონაწილეობს ცხრა ხომალდი და ორი საპატრულო თვითმფრინავი ორივე მხრიდან, მათ შორის ორი სამხრეთ კორეული წყალქვეშა ნავი. ასევე, გამანადგურებელი და კრეისერი. „ეს წვრთნები იქნება ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო საფრთხეების ეფექტიანი შეკავებისა და რეაგირების შესაძლებლობა და კომბინირებული თავდაცვის შემდგომი გაძლიერება“, - ციტირებს სამხრეთ კორეის წარმომადგენლის სიტყვებს სააგენტო Yonhap-ი.
თურქეთი შარშანდელისგან განსხვავებით, წელს, NATO Tiger Meet-ის წვრთნებში მონაწილეობს
იტალიაში წვრთნები NATO Tiger Meet 2023 დღეს, 2 ოქტომბერს დაიწყო. თურქეთი მანევრებში 3 F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავითა და 49 პერსონალით მონაწილეობს. წვრთნებში 13 სხვადასხვა ქვეყნიდან სულ 80 თვითმფრინავი და 2000 ადამიანია წარმოდგენილი სწავლება 13 ოქტომბრამდე გაგრძელდება. გასულ წელს, საბერძნეთის საჰაერო ძალების 335-ე ესკადრილია არაქსოსის საჰაერო ბაზაზე, საჰაერო წვრთნებს - NATO Tiger Meet პირველად მასპინძლობდა და მასში თურქეთი არ მონაწილეობდა. საბერძნეთი NATO Tiger Meet 2022-ს მასპინძლობს. რატომ არ მონაწილეობს თურქეთი საჰაერო წვრთნებში
შვეიცარია NATO-ს საჰაერო წვრთნებში ერთვება
შვეიცარია იტალიაში NATO-ს საჰაერო წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას. შვეიცარიის თავდაცვის ფედერალური დეპარტამენტის ცნობით, შვეიცარიის არმია 45 ჯარისკაცს გააგზავნის და ხუთი F/A-18 თვითმფრინავის გამოყენებით შვეიცარიელი პილოტები ცოდნას გაიღრმავებენ და მონაწილე სახელმწიფოებთან გამოცდილებას გაცვლიან. NATO-ს საჰაერო წვრთნები სამხრეთ იტალიაში ოქტომბერში გაიმართება და იგი სიდიდით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია ევროპაში. საერთო ჯამში, მასში ცამეტი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, 70-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავით, 15 ვერტმფრენითა და 1500 ჯარისკაცით. შვეიცარია, რომელიც არ არის ნატო-ს წევრი, საჰაერო წვრთნებში NATO-ს პარტნიორობა მშვიდობისთვის (PPP) პროგრამის ფარგლებში მონაწილეობს.
ყაზახეთი და აზერბაიჯანი ერთობლივ წვრთნებს ატარებენ
აზერბაიჯანში ერთობლივი ტაქტიკური წვრთნები - "Khazri-2023" იმართება. სწავლება აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საზღვაო ძალების სამხედრო გემებისა და სამხედრო მოსამსახურეების, ტარდება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნებისას ტერორისტული ჯგუფების მიერ ოკუპირებული კუნძულის გათავისუფლების ამოცანები საზღვაო სპეცრაზმმა და საზღვაო ქვეითმა ქვედანაყოფებმა შეასრულეს. „აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საზღვაო ძალების სამხედრო მოსამსახურეები დაკისრებული ამოცანების შესრულებისას მაღალ პროფესიონალიზმს ავლენენ.“ აღსანიშნავია, რომ წვრთნებში, რომელიც 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება, ირანის საზღვაო ძალების დელეგაცია დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობს.
41-ე ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა წარმატებით დაასრულა - თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის წვრთნისა და შეფასების პროგრამა გრძელდება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პროგრამა აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ქვეითმა ბატალიონმა გაიარა. წვრთნა სამი ფაზისგან შედგებოდა, რომელიც ბატალიონის საბრძოლო სროლებით დასრულდა. პირველი ეტაპი სამეთაურო-საშტაბო სწავლებას მოიცავდა, მეორე ეტაპი კი საველე-სიტუაციურ სწავლებას დაეთმო. დასკვნით საჩვენებელ სწავლებაში მონაწილე სხვადასხვა სტრუქტურულმა ერთეულმა საბრძოლო ვაზნების გამოყენებით შეყოვნებისა და ბლოკირების ოპერაციები შეასრულეს, რომელსაც მე-4 ქვეითი ბრიგადისა და NATO-საქართველოს ერთობლივი ცენტრის (JTEC) ხელმძღვანელი პირები და ინსტრუქტორები დაესწრნენ. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წვრთნის კომპონენტის (GDRP-T) დასრულების შემდეგ, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები გადამზადებას გადიან. წვრთნისა და შეფასების პროგრამა, რომელსაც JTEC-ის საბრძოლო მომზადების ცენტრი ახორციელებს, ბატალიონების მზადყოფნისა და საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებას ისახავს მიზნად.
სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წვრთნებში არ მონაწილეობს
ყირგიზეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) წვრთნები "ურღვევი ძმობა - 2023" იმართება. წვრთნები 6-დან 13 ოქტომბრამდე ყირგიზეთის შეიარაღებული ძალების საწვრთნელ მოედანზე, ქალაქ ბალიკჩიში ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ბელორუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, რუსეთის ფედერაციისა და ტაჯიკეთის ძალები. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გასულ თვეში სომხეთის და აშშ-ის ერთობლივი სამხედრო სწავლების წინ განაცხადა, რომ „უსაფრთხოების საკითხებში მოსკოვზე ერევნის სრული დამოკიდებულება შეცდომა იყო“. სექტემბერში მან ასევე განაცხადა, რომ ერევნის მონაწილეობა ორგანიზაციაში სომხეთის ინტერესებისთვის არაეფექტიანია. CSTO 1992 წელს შეიქმნა და სომხეთს, ბელორუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, რუსეთსა და ტაჯიკეთს აერთიანებს. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა
საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა ერთობლივი სამეთაურო-საშტაბო წვრთნები გამართეს
ბაქოში აზერბაიჯანელი, თურქი და ქართველი სამხედროების მონაწილეობით ჩატარებული კომპიუტერული სამეთაურო-საშტაბო სწავლება „Eternity-2023“ დასრულდა, იუწყება აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. სამი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებისა და შესაბამისი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით ჩატარებულ წვრთნებზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და რეგიონული ეკონომიკური პროექტების დაცვის ორგანიზების ამოცანები შესრულდა. ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სამხედრო ადმინისტრაციის ინსტიტუტის საომარი თამაშების ცენტრში წვრთნების დასრულებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ სწავლების მთავარი მიზანი იყო აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და თავსებადობის უზრუნველყოფა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ „Eternity-2023“-ის კომპიუტერის დახმარებით სამეთაურო-საშტაბო წვრთნების დროს დაკისრებული ყველა დავალება წარმატებით შესრულდა.
NATO-მ ბირთვული შეკავების ყოველწლიური წვრთნები დაიწყო: ალიანსი ყველა მოკავშირეს დაიცავს
NATO-მ დიდი ხნის წინ დაგეგმილი ბირთვულ წვრთნა „Steadfast Noon“ დაიწყო, რომელშიც 60-მდე თვითმფრინავი მიიღებს მონაწილეობას. სასწავლო ფრენები სამხრეთ ევროპის თავზე შესრულდება. ალიანსის პრესსამსახურის ცნობით, ეს არის რუტინული სასწავლო აქტივობა, რომელიც ყოველწლიურად ტარდებოდა ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში. მანევრებში მონაწილეობას მიიღებს 13 მოკავშირე ქვეყანა. სწავლებაში ჩაერთვებიან მოწინავე გამანადგურებელი თვითმფრინავები და აშშ-ის B-52-ის ტიპის ბომბდამშენები, რომლებიც შეერთებული შტატებიდან გაფრინდებიან. სასწავლო ფრენები განხორციელდება იტალიის, ხორვატიისა და ხმელთაშუა ზღვის თავზე. NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ წვრთნები ხელს შეუწყობს ბირთვული შემაკავებელი საშუალებების სანდოობის, ეფექტიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. „ეს აგზავნის მკაფიო გზავნილს, რომ NATO ყველა მოკავშირეს დაიცავს.“ „სწავლება არ არის დაკავშირებული მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან და წვრთნების ძირითადი ნაწილი ტარდება რუსეთის საზღვრებიდან სულ მცირე 1000 კილომეტრში. ალიანსის სტრატეგიული კონცეფცია ცხადყოფს, რომ „NATO-ს ბირთვული შესაძლებლობების ფუნდამენტური მიზანია მშვიდობის შენარჩუნება და აგრესიის შეკავება“. ის ხაზს უსვამს, რომ ვიდრე ბირთვული იარაღი იარსებებს, NATO დარჩება ბირთვულ ალიანსად," - წერია NATO-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სწავლება 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
31-ე ბატალიონმა საველე სწავლება დაასრულა
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონმა ორფოლოს პოლიგონზე გეგმიური ტაქტიკური ჯგუფის საველე სწავლება დაასრულა. საველე წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე საბრძოლო სროლებით დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლების სცენარის მიხედვით, ასეულის ტაქტიკურმა ჯგუფმა ოპერაციის რაიონში შეაყოვნა პირობითი მოწინააღმდეგე, მოახდინა მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობის შენარჩუნება და კონტრშეტევის ოპერაცია განახორციელა. ოპერაციის შესრულებაში ქვედანაყოფს მხარს უჭერდა საინჟინრო, მექანიზირებული და საარტილერიო ბატარეა. ორკვირიან სწავლებაში მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. ოთხი კვირის განმავლობაში ქვედანაყოფი მოემზადა საინჟინრო კუთხით, საარტილერიო ცეცხლის მანევრთან ინტეგრირებით ოპერაციების დაგეგმვასა და აღსრულებაში, ჯავშანტექნიკასთან ერთად კომბინირებულად მოქმედებებში, ასევე მცირე ჯგუფებად ოპერაციების შესრულებასა და მართვა-კონტროლის ზომების დახვეწასა და გაუმჯობესებაში. სწავლის დასკვნით ეტაპს დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრო.
თურქეთში მიმდინარეობს წვრთნები, რომელშიც სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოც მონაწილეობს
თურქეთში წვრთნები Erciyes-2023 მიმდინარეობს. თურქული მედიის ცნობით, წვრთნაში ჩართულები არიან მონაწილეები მეგობარი და მოკავშირე ქვეყნებიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, პაკისტანიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან და ლიბიიდან. დიდი ბრიტანეთი და ბაჰრეინი ასევე იმყოფებიან დამკვირვებლების სახით. სწავლებაში დამკვირვებლების რანგში საქართველო, პაკისტანი, ლიბია, ესპანეთი, იტალია და უზბეკეთიც იყვნენ წარმოდგენილები. წვრთნებში გამოიყენეს 652 პირადი შემადგენლობა, 67 სამხედრო მანქანა, 5 თვითმფრინავი და 354 სხვადასხვა ტიპის იარაღი. სწავლება მიზნად ისახავს მეგობარ და მოკავშირე ქვეყნებთან კომბინირებული და ერთობლივი ოპერაციების განხორციელებას და საჰაერო სადესანტო შესაძლებლობების განვითარებას. გენერალმა სელჩუკ ბაირაქტაროღლუმ, თურქეთის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, სწავლებას უწოდა „მნიშვნელოვანი შესაძლებლობა" ქვეყნებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად და მათი თავსებადობის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად. „დღევანდელ გარემოში გაიზარდა ასიმეტრიული საფრთხეები და წინა პლანზე წამოვიდა „პროქსი ომები“ („პროქსი ომი“ ეს არის დიდი სახელმწიფოს მიერ წამოწყებული ომი, რომელშიც თავად არ არის ჩართული). ჩვენ უკეთ გვესმის ერთობლივი და კომბინირებული ოპერაციების ჩატარების უნარის მნიშვნელობა,“ - განაცხადა გენერალმა. წვრთნები 2 ოქტომბერს დაიწყო და პარასკევამდე, 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
სამხრეთ კორეამ და აშშ-მ გუამის მახლობლად ერთობლივი წვრთნები გამართეს
სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტებმა, გუამის სანაპიროების წყლებში წვრთნები ჩაატარეს. სამხრეთ კორეიის სააგენტოს ცნობით, წყალქვეშა სწავლება Silent Shark, რომელიც 6 ოქტომბერს დაიწყო, მიზნად ისახავს, გააძლიეროს ქვეყნების შესაძლებლობები ჩრდილოეთ კორეის საფრთხეების წინააღმდეგ. წვრთნები ჩატარდა იმ დროს, როდესაც ფხენიანმა პირობა დადო, რომ კიდევ უფრო გააძლიერებს ბირთვულ შეკავებას კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის ფონზე. გასული თვის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ ახალი ტაქტიკური ბირთვული თავდასხმის წყალქვეშა ნავი წარადგინა. სეული და ვაშინგტონი, ჩრდილოეთ კორეასთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ. დაახლოებით ორი თვის წინ, მხარეებმა სეულში, ბირთვული საკონსულტაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გამართეს და განაცხადეს, რომ 1981 წლის შემდეგ პირველად, ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი, (USS Kentucky) სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში, პუსანის პორტს ეწვია. საპასუხოდ, ჩრდილოეთ კროეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
ირანში ორ ჟურნალისტს 6 და 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს - მათ სხვა ბრალდებებთან ერთად, “აშშ-სთან თანამშრომლობაში“ ადანაშაულებენ
ირანში სასამართლომ ორ ჟურნალისტს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „ორ ჟურნალისტს, ნილუფარ ჰამედის, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია ამინის გარდაცვალების შესახებ, და ელაჰ მოჰამადის, რომელიც წერდა მისი დაკრძალვის შესახებ, მიესაჯათ შესაბამისად შვიდი და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა,“ იტყობინება სასამართლო სისტემის ახალი ამბების ვებგვერდი, Mizan. AP-ის თანახმად, ბრალდებებს შორის იყო აშშ-ის მთავრობასთან თანამშრომლობა, შეთქმულება სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ და სისტემის საწინააღმდეგო პროპაგანდა. ერთ წელზე მეტია, ორი ქალი ჟურნალისტი პატიმრობაში იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც მათ გასულ წელს მორალის პოლიციის მიერ დაკავებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილი გააშუქეს. ჟურნალისტები ბრალდებებს უარყოფენ. აშშ-ში მოქმედი „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” განცხადებით კი, ჰამედისა და მოჰამადის გასამართლება, ირანის ხელისუფლების მხრიდან, ჟურნალისტიკის კრიმინალიზების მცდელობაა. მიმდინარე წლის მაისში გაერომ ორივე ჟურნალისტი პრესის თავისუფლების პრიზით დააჯილდოვა. გასულ წელს ირანში მასშტაბური საპროტესტო ტალღა 22 წლის სტუდენტის, მაჰსა ამინის სიკვდილმა გამოიწვია. ახალგაზრდა გოგო ირანის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის საბაბით დააკავა. დაკავების შემდეგ, კომაში მყოფი ქალი 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ხელისუფლება ახალგაზრდის სიკვდილს ჯანმრთელობის პრობლემებით ხსნიდა, თუმცა მისი ოჯახი თვითმხილველებზე დაყრდნობით ამბობდა, რომ ქალს დაკავებისას სცემეს. ადგილობრივი უფლებადამცველი ჯგუფების ცნობით, დემონსტრაციების დროს ქვეყანაში 500-ზე მეტი პირი მოკლეს, დააკავეს ათასობით ადამიანი, მათგან ბევრს პატიმრობა მიუსაჯეს. 7 ადამიანი კი, დაკავების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს.
აზერბაიჯანმა და თურქეთმა სომხეთის საზღვართან სამხედრო წვრთნები დაიწყეს
23 ოქტომბერს აზერბაიჯანის არმიამ თურქეთის მოკავშირე ძალებთან ერთად სამხედრო წვრთნები დაიწყო. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნებში 3000 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. სწავლება 5 ოქტომბრამდეა დაგეგმილი. მანევრები სომხეთთან საზღვრებთან ტარდება. სააგენტოების ცნობით, წვრთნები იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ეთნიკურად სომხების კონტროლს 2020 წლიდან აღარ ექვემდებარება. პარალელურად, თეირანში ე.წ. 3+3 ფორმატის მონაწილეები შეიკრიბნენ. შეხვედრას რუსეთის, თურქეთის, ირანის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საქართველო არც ამჯერად იყო წარმოდგენილი. სახელმწიფო დეპარტამენტი ე.წ. 3+3 ფორმატის ირანში გამართვაზე: ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად
მოლდოვა და რუმინეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ
მოლდოვისა და რუმინეთის ჯარისკაცები საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. სწავლება 23 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. წვრთნები მოლდოვის ეროვნული არმიის სამხედრო სასწავლო ბაზაზე ჩატარდება. რუმინეთი და მოლდოვა რუსეთის მხრიდან აგრესიის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ 2023 წლის თებერვალში განაცხადა, რომ რუსეთი მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას გეგმავდა. გარდა ამისა, რუსეთის მუდმივი თავდასხმები პორტსა და ინფრასტრუქტურაზე სამხრეთ უკრაინაში, მეზობელ მოლდოვასა და რუმინეთს საფრთხეს უქმნის. დუნაის უკრაინულ მხარეს მდებარე პორტები რენი და იზმაილი რუსული საჰაერო ძალების მხრიდან აქტიურად იბომბება, რის გამოც, რუმინეთი დაცვის ზომებს აძლიერებს. ეს ზომები მოიცავს გაფრთხილების საშუალებების დამონტაჟებას, რომელიც საბრძოლო მასალის ნაწილის ჩამოვარდნის შემთხვევაში იმოქმედებს. რუმინეთი უკრაინის მოსაზღვრე ქალაქებში რუსული თავდასხმების რისკების გამო, თავშესაფრებს ააშენებს გარდა ამისა, 20 ოქტომბერს ცნობილ გახდა, რომ რუმინეთი უკრაინის საზღვრის გასწვრივ დრონების საწინააღმდეგო სისტემას დაამონტაჟებს. რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონის ნამსხვრევები რამდენჯერმე აღმოაჩინეს.
ვაზიანის სასროლეთზე საარტილერიო სწავლება ჩატარდა
მე-5 საარტილერიო ბრიგადის 52-ე საარტილერიო ბატალიონმა საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვაზიანის სასროლეთზე საველე წვრთნა თავდაცვითი ოპერაციის წარმოებაზე იყო ორიენტირებული და სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. „სწავლება სამი ფაზისგან შედგებოდა. პირველი ეტაპი ბატალიონის და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების ურთიერთშერწყმას დაეთმო, მეორე ეტაპი შემფასებელ-მაკონტროლებელი ჯგუფების მიერ ბატალიონის შეფასებას მოიცავდა, მესამე ეტაპი კი, საბრძოლო სროლებით დასრულდა. სწავლება მიზნად ისახავდა ბატალიონის შტაბის, საცეცხლე ქვედანაყოფების, ჰაერსაწინააღმდეგო გათვლების ერთობლივი მოქმედებების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დახვეწას,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„დიდგორი 2023-ის“ ფარგლებში ერთობლივი საველე სწავლება ჩატარდა
უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023-ის“ ფარგლებში სპეციალური ოპერაციების ძალების აღმოსავლეთის ბატალიონმა და შსს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამმართველოს ქვედანაყოფმა ერთობლივი წვრთნა ჩაატარა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სიმულაციური სცენარის მიხედვით შექმნილ კრიზისში თავდაცვის ძალებისა და შსს ქვედანაყოფებმა კოორდინირებულად იმოქმედეს და ეფექტიანად შეასრულეს დასახული ამოცანა. ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობდა ქართული წარმოების „დიდგორი“ და „დიდგორი მედევაკი“, რომელმაც დაჭრილის ევაკუაცია განახორციელა. „შსს-ს დაშავებული წარმომადგენლის საჰაერო ევაკუაციაში კი, თავდაცვის ძალების ახლადმოდერნიზებული UH-1H იროკეზის ტიპის შვეულმფრენი ჩაერთო. საველე წვრთნაში მონაწილეობდა შსს-ს ტექნიკაც. უწყებათშორისი სწავლება მიზნად ისახავს კრიზისული და საომარი ვითარების დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავებასა და ურთიერთქმედების დახვეწას. „დიდგორი“ წელს მეცხრედ ტარდება და წინა სწავლებებისგან განსხვავებით უფრო მასშტაბურია. მასში საშტაბო ნაწილის გარდა, სხვადასხვა სასწავლო უბანზე საველე კომპონენტებიც თამაშდება,“ - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„დიდგორი 2023-ის“ ფარგლებში საველე სიტუაციური სწავლება ჩატარდა
უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023-ის“ ფარგლებში საველე სიტუაციური სწავლება ჩატარდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების „დიდგორი 2023“ ფარგლებში საველე სწავლებები ტაქტიკურ დონეზე ქვედანაყოფებს შორის ურთიერთქმედების დახვეწასა და კოორდინაციის გაღრმავებას ითვალისწინებს. „ამ მიზნით საწვრთნელი არეალი „ნორიოს“ ტერიტორიაზე სიმუალციური სცენარის მიხედვით მოწინააღმდეგის შეყოვნება-ბლოკირების ოპერაცია, დაჭრილის საჰაერო ევაკუაცია და სწრაფი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა გათამაშდა. სწავლების მიმდინარეობას თავდაცვის ძალებისა და გენერალური შტაბის მთავარი სერჟანტები, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური და მთავარი სერჟანტი კობა ოშხერელი აკვირდებოდნენ. „ოპერაციაში პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი იყო ჩართული, რომელსაც მხარს უჭერდა ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა ოცეული და ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა, რომელმაც მოთხოვნის შესაბამისად ბატალიონის ლოჯისტიკური მარაგებით გადავსება განახორციელა. სწავლებაში მხარდამჭერი ელემენტები გაათამაშეს ასევე, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის 2 ერთეული საზენიტო სარაკეტო კომპლექსმა “ATLAS.” წვრთნებში მონაწილეობდა ქართული წარმოების „დიდგორი მედევაკი“, რომელმაც დაჭრილის ევაკუაცია განახორციელა. საჰაერო ევაკუაციაში კი, თავდაცვის ძალების ახლადმოდერნიზებული UH-1H იროკეზის ტიპის შვეულმფრენი ჩაერთო და დაშავებულები ვაზიანში, მე-4 ქვითი ბრიგადაში გადაიყვანა. სწავლებაში მოწინააღმდეგის როლს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საბრძოლო მომზადების ცენტრის პირადი შემადგენლობა თამაშობდა. ამავე სარდლობის შემფასებლებმა კი, სწავლება დადებითად შეაფასეს. საველე კომპონენტის მიზანს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის კოორდინირებულად მოქმედება და კრიზისული მდგომარეობის დროს ეფექტიანად მოქმედება წარმოადგენდა. „დიდგორი“ წელს მეცხრედ ტარდება და წინა სწავლებებისგან განსხვავებით უფრო მასშტაბურია,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვაზიანში საველე სწავლება საბრძოლო სროლებით ჩატარდა
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე შერეულმა ჯავშანსატანკო ბატალიონმა საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა. ვაზიანის სასროლეთზე ასეულის დონის ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნა ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამანევრო ასეულებმა, რეზერვის ამოცანების ფარგლებში, ტანკებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების მონაწილეობით ბლოკირების/ჩანაცვლების ოპერაციები განახორციელეს. ოპერაციები მოიცავდა საბრძოლო მზადყოფნის ვარჯიშებით ტაქტიკურ გადაადგილებას, საბრძოლო პოზიციების დაკავებასა და ბრძოლის წარმოებას. სწავლება ბატალიონის საბრძოლო დონის ამაღლებასა და ჯავშანტექნიკის ეკიპაჟის წევრების სინქრონიზებული მოქმედების დახვეწას ისახავდა მიზნად.
„დიდგორი 2023-ს“ ახალი კომპონენტი დაემატა
„დიდგორი 2023-ის“ ფარგლებში გამართული საველე სწავლებები საზოგადოებრივი და მოხალისეთა ორგანიზაციების ჩართულობით პირველად თამაშდება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“ სხვადასხვა საველე კომპონენტის ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობს. წელს „დიდგორი 2023-ის“ ერთ-ერთი სიახლე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოხალისეთა რაზმების ჩართვასაც ითვალისწინებს. უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება ,,დიდგორი 2023’’ წინა სწავლებებთან შედარებით უფრო მასშტაბურია „კრიზისულ სიტუაციებში კოორდინირებულად თანამშრომლობისა და ეფექტიანად მოქმედებების მიზნით, საჩხერეში წყალდიდობის სცენარის მიხედვით სიმულაციური სწავლება გათამაშდა. ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის ასეულმა და შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვედანაყოფებმა საზოგადოებრივი ორგანიზაციების„ვემსახურები საქართველოს“ და „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის“ წარმომადგენლებთან ერთად სამაშველო ოპერაციები კოორდინირებულად ჩაატარეს. „დიდგორი 2023“-ის საველე კომპონენტების ერთ-ერთ მიზანს, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით ბუნებრივ კატასტროფაზე რეაგირება, მოხალისეთა ორგანიზაციის კონტროლი, რეზერვისტთა მიღების, აღჭურვისა და მომზადების პროცედურების და უწყებათაშორისი კომუნიკაციის დახვეწა იყო,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“ ნოემბერს დაიწყო.
ჩინეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხუთი ქვეყანა ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ
ჩინეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხუთ ქვეყანასთან ერთად სამხედრო წვრთნებს გამართავს. სწავლება ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართება. წვრთნები, რომელიც ჩინეთის სამხრეთ პროვინცია გუანგდონში ჩატარდება, კამბოჯის, ლაოსის, მალაიზიის, ტაილანისა და ვიეტნამის ძალების ჩართულობას მოიცავს. წვრთნები კონტრტერორიზმსა და საზღვაო უსაფრთხოებაზე იქნება ორიენტირებული.
უკრაინელი მფრინავები დანიაში F-16-ებზე წვრთნებს გადიან
უკრაინელი პილოტები დანიაში F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავზე წვრთნებს უკვე გადიან. შესაბამისი განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა. მისი თქმით, შემდეგი ეტაპი დამოუკიდებლად ფრენები იქნება. „შემდეგ, შესაბამისად, საბრძოლო გამოყენების ფრენები შესრულდება,“ - აღნიშნა იგნატმა. Ukrinform-ი წერს, რომ დანიის გარდა, უკრაინელი მფრინავები სწავლებას აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში გადიან. სასწავლო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა რუმინეთშიც.
მე-12 ქვეითმა ბატალიონმა საველე სიტუაციური წვრთნა რეალურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში ჩაატარა
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ბრიგადის მე-12 ქვეითმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა წარმატებით დაასრულა. უწყების ცნობით, პროგრამა ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელიც საველე სწავლებებსა და საბრძოლო სროლებს მოიცავდა. „სწავლების დასკვნით ეტაპზე, საველე სიტუაციური წვრთნა რეალურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში ჩატარდა. ბატალიონის დონის საბრძოლო სროლები დღისა და ღამის პირობებში ვაზიანის სასროლეთზე განხორციელდა. ბატალიონმა, მხარდამჭერი კოლექტიური დავალებების შესაბამისად, თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციები შეასრულა. საბრძოლო მომზადების ცენტრში შემავალი მოწინააღმდეგე ძალების გამთამაშებელი (OPFOR) ასეული მათ რეალურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებს უქმნიდა. წვრთნა საბრძოლო მომზადების ცენტრის დამკვირვებელ-მაკონტროლებლებმა დადებითად შეაფასეს. სწავლებას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ
აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების სამმხრივ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ სამი ქვეყანა მომავალ წელს ერთობლივ წვრთნებს გამართავს. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა განაცხადა. „მე მჯერა, რომ დღევანდელი სამმხრივი შეხვედრა ხელს შეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას,“ - განაცხადა გიულერმა. სამმხრივი შეხვედრები ტრადიციად იქცა და ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობის თვალსაზრისით, განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა თურქეთის თავდაცვის მინისტრთან იაშარ გიულერთან და საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრისას. „სახელმწიფოს მეთაურების ტრადიციული შეხვედრების გათვალისწინებით, ჩვენი ვალია, განვავითაროთ თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. მივესალმები თითოეულ თქვენგანს. მოხარული ვარ, რომ ეს შეხვედრა წელს ბაქოში იმართება,“ - განაცხადა აეტრბაიჯანელმა მინისტრმა.
აშშ-მ და საქართველომ ერთობლივი სამკვირიანი წვრთნები ჩაატარეს
აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალებმა, საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების მყვინთავთა რაზმმა და საქართველოს სანაპირო დაცვამ ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს. შესაბამის ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. „ქართული ტალღის“ ბოლო წვრთნებმა გააერთიანა აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალები, საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების მყვინთავთა რაზმი და საქართველოს სანაპირო დაცვა. ამ სამკვირიანი ჩაყვინთვის წვრთნის განმავლობაში აშშ-ის და საქართველოს სპეცრაზმებმა გააუმჯობესეს საზღვაო, წყალქვეშა სამაშველო და უსაფრთხოების ოპერაციები. ჩვენ ვართ #strongertogether (ძლიერნი ერთად). ვამაყობთ რომ საქართველოს ვხდით უფრო ძლიერს და უფრო უსაფრთხოს!“ წერს ამერიკის საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.
ვაზიანის პოლიგონზე სამხედრო ავიაციის საჩვენებელი სწავლება საბრძოლო სროლებით პირველად ჩატარდა
საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატების აღდგენა-მოდერნიზების შემდეგ, სამხედრო ავიაციის საჩვენებელი სწავლება საბრძოლო სროლებით პირველად ჩატარდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვაზიანის პოლიგონზე სამხედრო წვრთნაში თბილავიამშენის მიერ გარემონტებული სუ-25-ის, მი-24-ის ტიპისა და „მიმინოს“ ტიპის საფრენი აპარატები მონაწილეობდნენ. საავიაციო წვრთნაში მონაწილე ჯგუფების მთავარ მიზანს მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონის განადგურება წარმოადგენდა. „საავიაციო სწავლებას თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. მოდერნიზაცია უკვე ჩაუტარდა თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მნიშვნელოვან ნაწილს და აღნიშნული პროცესი დღესაც აქტიურად გრძელდება. სსსტც „დელტასა“ და სს „თამ“ თბილავიამშენის ერთობლივი ძალისხმევით, ქართველი სპეციალისტების მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგად, უკვე გაიმართა 7 ერთეული სუ-25-ის ტიპის თვითმფრინავი, 5 ერთეული მი-24. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა 3 ერთეული L-39 ტიპის სასწავლო-საბრძოლო საფრენი აპარატებისა და 2 ერთეული მი-8 მტვ რემონტზე. საფრენი აპარატების აღდგენა-მოდერნიზაცია ხელშეკრულების გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. პარალელურად, მფრინავები და ტექნიკური პერსონალი კვალიფიკაციისა და სპეციალობების შესაბამისად გადამზადებას გადიან,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველო NATO-ს კიბერთავდაცვის წვრთნებში მონაწილეობს
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში NATO-ს ფლაგმანი - კიბერთავცავის წვრთნები მიმდინარეობს. წვრთნებში 1000-ზე მეტი მონაწილე, მათ შორის მოკავშირეები და პარტნიორები 30-ზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობენ. სწავლებაში ჩართულია საქართველოც. ინფორმაცია Europetime-ს თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. ღონისძიება რეგულარულად 2008 წლიდან ტარდება. წლევანდელი სწავლება პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება. NATO-ს თანახმად, წვრთნები მიზნად ისახავს მოკავშირეებისა და პარტნიორების გამძლეობის გაზრდას კიბერსაფრთხეების მიმართ და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას იმისთვის, რომ კიბეროპერაციების ჩატარება მომავალში ერთობლივად შეძლონ.
ფინეთის, როგორც NATO-ს წევრის ხელმძღვანელობით, პირველი მასშტაბური საზღვაო წვრთნები ჩატარდა
ჩატარდა პირველი მასშტაბური საზღვაო წვრთნები, რომელსაც ფინეთი, როგორც NATO-ს წევრი ხელმძღვანელობდა. სწავლებაში ფინეთის არმიის, NATO-ს რამდენიმე მოკავშირისა და შვედეთის დაახლოებით 4000 ჯარისკაცი მონაწილეობდა. ინფორმაციას NATO ავრცელებს. 400-ზე მეტ რეზერვისტს, რომლებიც სწავლებაში მონაწილეობდნენ, საგანგებო მდგომარეობის დავალებების შესრულების უნარ-ჩვევები გაუუმჯობესდათ. წვრთნების დასრულებასთან დაკავშირებით, 31 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით, სამხრეთ-დასავლეთ ფინეთისა და უუსიმაას (რეგიონი ფინეთის სამხრეთ ნაწილში) გზებზე საერთაშორისო და ფინური ძალები გადაადგილდებოდნენ. გარდა ამისა, წვრთნების დასრულებასთან ერთად, NATO-ს მუდმივმოქმედი ნაღმების საწინააღმდეგო ჯგუფი SNMCMG1 (ექვსი ხომალდი) პირველიდან 4 დეკემბრის ჩათვლით, პირველიდან 6 დეკემბრამდე კი, ბრიტანეთის RFA Mounts Bay. პორტის ვიზიტს განახორციელებენ.
თურქეთმა საერთაშორისო სამხედრო წვრთნები ჩაატარა
თურქეთში საერთაშორისო სწავლება Nusret-2023 დასრულდა. შესაბამის ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სწავლება Nusret-2023 თურქეთის საზღვაო ძალების, მეგობარი და მოკავშირე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით გაიმართა. „სწავლების დროს წარმატებით შესრულდა ნაღმებისგან გაწმენდის სამუშაო, რაც ხელს უწყობს ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას,“ - ნათქვამია განცხადებაში. წვრთნებში აზერბაიჯანთან ერთად, ბაჰრეინი, ბრაზილია, ბულგარეთი, სამხრეთ კორეა, ფილიპინები, ქუვეითი, მალაიზია, პაკისტანი და ომანი მონაწილეობდნენ. თურქეთი საერთაშორისო სამხედრო წვრთნებს მასპინძლობს
თურქეთი საერთაშორისო სამხედრო წვრთნებს მასპინძლობს
თურქეთი ჩრდილო-დასავლეთ ჩანაქკალეს პროვინციასა და საროსის ყურეში სამხედრო წვრთნებს (NUSRET-2023) ატარებს. სწავლება 6 დეკემბრამდე გაგრძელდება. ცხრადღიან წვრთნებში მონაწილეობენ თურქეთის საზღვაო და საჰაერო ძალების სარდლობის ნაწილები, ასევე, სანაპირო დაცვის სარდლობა, 15 ქვეყნის დამკვირვებელთა პერსონალთან ერთად. თურქეთის მასპინძლობით სამხედრო წვრთნები დაიწყო "მეგობრული და მოკავშირე ქვეყნების" ელემენტების მონაწილეობით. სწავლების მიზანია მონაწილე ქვედანაყოფების/სარდლობის მომზადება ნაღმების ომის დაგეგმვაში, შესრულებასა და შეფასებაში. „სწავლება მიზნად ისახავს ქვეყნების თავსებადობის გაძლიერებას, მათი ერთობლივად მუშაობის უნარის ხელშეწყობას,“ - ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ინფორმაცია თურქულმა მედიამ გაავრცელა, თუმცა ქვეყნების ჩამონათვალი ცნობაში მითითებული არ არის.
საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩაატარეს
ანკარაში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს სამხედრო მოსამსახურეების ერთობლივი წვრთნები დასრულდა. ამის შესახებ თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ზექი აქთურქმა ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა. წვრთნებში სამი ქვეყნის სამძებრო-სამაშველო ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ. აკთურქის თქმით, წვრთნები ქვედანაყოფებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების გაძლიერების მიზნით ჩატარდა.
გვარდიელებმა თურქეთში სამმხრივ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა
საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში ანკარაში ბუნებრივი სტიქიების დროს ძებნა-გადარჩენის სწავლება DAK-23 ჩატარდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთკვირიან ტაქტიკური დონის სწავლებაში საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედროები თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობდნენ. „სამმხრივი სწავლება შესაძლო სტიქიური კატასტროფების დროს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ძებნა-გადარჩენის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის, კოორდინაციისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდას ისახავდა მიზნად. სიმულაციური სცენარის მიხედვით სწავლებაში მიწისძვრის დროს ძებნა-გადარჩენის ოპერაციები გათამაშდა. სამხედროებს სამაშველო აღჭურვილობის გამოყენებით ნანგრევებიდან დაშავებულების გამოყვანა, სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტით დაშავებულის ევაკუაცია და ძაღლების დახმარებით ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნა-გადარჩენა მოუწიათ. სწავლება როტაციის მიხედვით ტარდება. მომავალ წელს DAK-23-ს აზერბაიჯანი უმასპინძლებს, შემდეგ კი - საქართველო,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინელები F-16-ებზე წვრთნას 2024 წლის ბოლომდე დაასრულებენ - პენტაგონი
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავები F-16 ტიპის გამანადგურებლებზე წვრთნებს განაგრძობენ და ეს წვრთნები რამდენიმე თვეში უნდა დასრულდეს. რაიდერის თქმით, უკრაინელი მფრინავების მომზადება არიზონას შტატში მდებარე ავიაბაზაზე მიმდინარეობს. „როგორც მოგეხსენებათ, პილოტის კვალიფიკაციის დონის მიხედვით, ამას შეიძლება ხუთიდან რვა თვემდე დასჭირდეს. ასე რომ, იმედია, წლის ბოლოს ჩვენ დავიწყებთ ამ პილოტების გამოშვებას,“ - განაცხადა რაიდერმა. მისივე თქმით, ის არ ფლობს კონკრეტულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის გამოჩნდებიან F-16-ები უკრაინაში.
ჩრდილოეთ კორეის საპასუხოდ, სამხრეთ კორეამ წვრთნები დაიწყო
სეულის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ პარასკევს სამხრეთ კორეის ორ სასაზღვრო კუნძულთან საარტილერიო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა, რის გამოც სამხრეთ კორეის არმიამ სწავლება დაიწყო. წვრთნებში, სავარაუდოდ, იენფიენდოსა და პენიონდოს კუნძულებზე მდებარე ქვედანაყოფები მიიღებენ მონაწილეობას. ფხენიანგის მთავარმა მოკავშირემ ჩინეთმა ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდა. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყველა შესაბამისი მხარე შეინარჩუნებს სიმშვიდეს და თავშეკავებას, თავს შეიკავებს ქმედებებისგან, რომლებიც აძლიერებს დაძაბულობას, თავიდან აიცილებს სიტუაციის შემდგომ ესკალაციას და შექმნის პირობებს მნიშვნელოვანი დიალოგის განახლებისთვის,“ - განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა. ფხენიანის შეკავების მცდელობისას ვაშინგტონმა ატომური წყალქვეშა ნავი სამხრეთ კორეის საპორტო ქალაქ პუსანში გასული წლის ბოლოს განათავსა.
პეკინი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნებს ატარებს
ჩინეთის სამხედროები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში წვრთნას ატარებენ. სწავლება 6 დღის განმავლობაში გაგრძელდება. CCTV-მ საცეცხლე სროლების კადრები მას შემდეგ გაავრცელა, რაც ჩინეთმა 3-4 იანვარს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში თავისი საზღვაო და საჰაერო ძალების განლაგების შესახებ გამოაცხადა. სამხრეთ კორეამ და აშშ-მ ჩრდილოეთ კორეის საზღვართან ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს
NATO ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდ წვრთნებს 90 000 ჯარისკაცით დაიწყებს
ათწლეულების განმავლობაში NATO-ს უდიდეს წვრთნებში - Steadfast Defender 2024 დაახლოებით 90,000 ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. წვრთნები მომავალ კვირას და მაისამდე გაგრძელდება. „ალიანსი გამოავლენს თავის უნარს, გააძლიეროს ევროატლანტიკური ტერიტორია ჩრდილოეთ ამერიკიდან ძალების ტრანსატლანტიკური გადაადგილებით,“ - განუცხადა ამერიკელმა გენერალმა ჟურნალისტებს ბრიუსელში ეროვნული თავდაცვის მეთაურების ორდღიანი შეხვედრის შემდეგ. ჯერ კიდევ ნოემბერში გახდა ცნობილი, რომ NATO ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს.
დიდი ბრიტანეთი NATO-ს წვრთნებისთვის ევროპაში 20 000 სამხედრო მოსამსახურეს განალაგებს
დიდი ბრიტანეთი 20 000 სამხედრო მოსამსახურეს გამოყოფს ევროპის მასშტაბით NATO-ს მთავარ წვრთნებში მონაწილეობისთვის, რომელიც წლის პირველ ნახევარში გაიმართება. გაერთიანებული სამეფრო ასევე უზურნველყოფს სამხედრო გემებსა და გამანადგურებლებს. შესაბამის ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს. კერძოდ, 16,000 ბრიტანეთი ჯარისკაცი აღმოსავლეთ ევროპაში თებერვლიდან ივნისამდე დაფუძნდება. ასევე გამოიყოფა ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი, F35B Lightning-ის თავდასხმის თვითმფრინავები და სათვალთვალო თვითმფრინავები. NATO-ს წვრთნები Steadfast Defender 24 - დასავლური ალიანსის 75-ე წლისთავს აღნიშნავს. „დიდი ბრიტანეთი ევროპაში გაგზავნის დაახლოებით, 20 000 სამხედრო მოსამსახურისგან შემდგარ პერსონალს, რათა მონაწილეობა მიიღოს NATO-ს ერთ-ერთ უდიდეს განლაგებაში ცივი ომის დასრულების შემდეგ,“ - განაცხადა თავდაცვის მდივანმა გრანტ შაპსმა. „კონკრეტული ძალები“ „კონკრეტული ტერიტორიების“ დასაცავად - რა გეგმა აქვს NATO-ს პირველად ცივი ომის შემდეგ
NATO ცივი ომის შემდეგ ყველაზე დიდ წვრთნებს იწყებს
22 იანვარს NATO ცივი ომის შემდეგ ყველაზე დიდ წვრთნებს დღეს, 22 იანვარს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. Steadfast Defender 2024-ს დაახლოებით 90,000 ჯარისკაცი უნდა შეუერთდეს - 31-ვე მოკავშირიდან და მომავალი წევრი - შვედეთიდან. Steadfast Defender 2024-ის სცენარი მოიცავს კონფლიქტის სიმულაციას „პრაქტიკულად თანასწორ მოწინააღმდეგესთან.“ წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 50-ზე მეტი ხომალდი, მათ შორის, ავიამზიდები და გამანადგურებლები. მანევრებში ჩაერთვება 80-ზე მეტი გამანადგურებელი თვითმფრინავი, ვერტმფრენი და დრონი, სუ მცირე 1100 საბრძოლო მანქანა, მათ შორის, 133 ტანკი და 533 ქვეითი საბრძოლო მანქანა. ალიანსის განცხადებით, ეს იქნება NATO-ს ყველაზე დიდი წვრთნები ათწლეულების განმავლობაში, რომელშიც 31-ვე მოკავშირის და შვედეთის 90 000 სამხედრო მოსამსახურე ჩართვება. სააგენტო DPA-ს ინფორმაციით, სწავლების სცენარის თანახმად, რუსეთი NATO-ს წევრ ერთ-ერთ სახელმწიფოს თავს ესხმის, რის გამოც, ალიანსი აამოქმედებს NATO-ს ხელშეკრულების მე-5 პუნქტს კოლექტიური თავდაცვის შესახებ. Steadfast Defender 2024-ის ფარგლებში დაგეგმილი მანევრები მოიცავს ტერიტორიას ნორვეგიიდან რუმინეთამდე. ევროპაში NATO-ს გაერთიანებული ძალების მთავარსარდლის, კრისტოფერ კავოლის განცხადებით, ამ სწავლებით ალიანსი აჩვენებს, რომ უკიდურესი ჩრდილოეთიდან ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპამდე, ნებისმიერ პირობებში შეუძლია რთული ოპერაციების ჩატარება ხმელეთზე, ზღვაში, ჰაერში, კიბერსივრცესა და კოსმოსში. "ეს წვრთნები ჩვენი ტრანსატლანტიკური ერთობისა და ნებისმიერ პირობებში ჩვენი ძალების სწრაფად განლაგების უნარის დემონსტრირებაა." რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა, რომ „ისეთი მასშტაბის წვრთნები, როგორიცაა NATO’s Steadfast Defender 2024, ზრდის სამხედრო ინციდენტების რისკს, მაგრამ ძალის ასეთი პროვოკაციული დემონსტრირებით რუსეთი არ შეშინდება.“ NATO-ს განცხადებაში რუსეთი ნახსენები არ არის, თუმცა მისი მთავარი სტრატეგიული დოკუმენტი რუსეთს NATO-ს წევრების უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ ასახელებს. NATO-მ მსგავსი წვრთნები ბოლოს 1988 წელს ჩაატარა და მასში ჩართული იყო 125 000 მონაწილე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ალიანსმა ყველაზე მასშტაბური სწავლება 2018 წელს ჩაატარა 50 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით ჩაატარა. NATO-ს მაღალჩინოსანმა აღნიშნული წვრთნების წინ განაცხადა, რომ დასავლეთი მზად უნდა იყოს რუსეთთან ომისთვის. „უნდა გვესმოდეს, რომ თავისთავადი მოცემულობა არაა ის, რომ დღეს მშვიდობა გვაქვს. და ამიტომაც ჩვენ [NATO-ს ძალები] ვემზადებით რუსეთთან კონფლიქტისთვის," - აღნიშნა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა ბრიუსელში, ცივი ომის შემდეგ ალიანსის ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნის დაწყების წინ. „ალიანსი მძლავრად უნდა იყოს მობილიზებული და "მოულოდნელს უნდა ელოდოს. სრულად ეფექტიანები რომ ვიყოთ, მათ შორის, მომავალშიც, ჩვენ გვჭირდება NATO-ს საბრძოლო ტრანსფორმაცია," განმარტა მან. გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორი პისტორიუსი ასევე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ უკრაინის ომი შესაძლოა, მეზობელ ქვეყნებზეც გავრცელდეს. „კრემლისგან მუქარა თითქმის ყოველდღიურად გვესმის - ახლახან კვლავ ბალტიის ქვეყნებში ჩვენი მეგობრების წინააღმდეგ," - განუცხადა პისტორიუსმა გამოცემა Tagesspiegel-ს 19 იანვარს. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, დასავლეთში სულ უფრო ხშირად იმეორებენ, რომ რუსეთის მიერ წარმატების მიღწევის შემთხვევაში, რუსეთი NATO-ს შეუქმნის საფრთხეს, ამიტომ, მოსკოვს გამარჯვების საშუალება არ უნდა მისცენ. რობ ბაუერმა ხაზგასმით, აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგები მსოფლიოს მომავალს განსაზღვრავს. NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე: რუსეთთან ყოვლისმომცველი ომისთვის მზად უნდა ვიყოთ
ნიდერლანდები NATO-ს წვრთნებში 5000 ჯარისკაცით ჩაერთვება
ცივი ომის შემდეგ NATO-ს ყველაზე მასშტაბურ წვრთნებში 5000-ზე მეტი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ Netherlands Posts წერს. წვრთნებში სულ 90 000 ჯარისკაცი ჩაერთვება. NATO ცივი ომის შემდეგ ყველაზე დიდ წვრთნებს იწყებს
გენერალი დეივისი: NATO-ს წვრთნები რეალურ და არა გამოგონილ საფრთხეზე რეაგირებაა
ამერიკელ გენერალ გორდონ დეივისის შეფასებით, NATO-ს წვრთნები რეალურ და არა გამოგონილ საფრთხეზე რეაგირებაა. [სამხედროები გაიწვრთნებიან] პორტებში, აეროპორტებსა და საზღვაო პორტებში ჩამოტვირთვაში, ევროპაში წინასწარ განლაგებული [იარაღის] მარაგის მიღებასა და პერსონალის აღჭურვაში. ისინი ივარჯიშებენ ამ ჯარების ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გადასხმასა და სამხედრო მობილობაში. გათამაშდება ის სამხედრო რეგიონული გეგმები, რომლებიც გასულ წელს დამტკიცდა [NATO-ს მიერ]. „წარსულში, [NATO-ს] ჰქონდა დიდი წვრთნები, ათიათასობით ადამიანის ჩართულობით, მაგრამ არა ისეთი დიდი, როგორიც წელსაა, თითქმის 100,000 ადამიანის მონაწილეობით და ასევე არ იყო დიდი, გეოგრაფიული განფენილობის თვალსაზრისით. მაშინ, როდესაც რუსეთი დასავლეთისგან მომდინარე თითქოს არსებული საფრთხის ფაბრიკაციას ახდენდა, რომელიც უბრალოდ არ არსებობს - ჩვენ არსებულ, რეალურ საფრთხეზე პასუხს NATO-ს სტანდარტებით გავცემთ. ასე, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია [ამ წვრთნების]. მიუხედავად რუსეთისგან მომავალი რიტორიკისა, ეს [წვრთნები] არის რეალურ და არა გამოგონილ საფრთხეზე რეაგირება და ის არ ცდილობს, რომ დაგვაბრუნოს ცივი ომის პერიოდში, არამედ, ცდილობს, დღევანდელ რეალობას უპასუხოს,“ - აღნიშნა გენერალმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში. NATO-მ 1988 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნების დაწყების შესახებ გამოაცხადა წვრთნები სტრატეგიულად განაწილებულია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ფინეთში, ესტონეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, უნგრეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, ნორვეგიაში, პოლონეთში, რუმინეთში, სლოვაკეთში, შვედეთში და გაერთიანებულ სამეფოში. ღონისძიებები 2024 წლის იანვრის ბოლოდან 31 მაისამდე ჩატარდება და ორ ნაწილად გაიყოფა.
2024 წელს საქართველო აშშ-ის ევროპული სარდლობისა და აშშ-საქართველოს მრავალეროვნულ სწავლებებს უმასპინძლებს
2024 წელს საქართველო აშშ-ის ევროპული სარდლობის სპეციალური ოპერაციების ძალების მრავალეროვნულ სწავლებას - „Trojan Footprint” და აშშ-საქართველოს მრავალეროვნულ სწავლებას - „Noble Parter“ უმასპინძლებს. ამის შესახებ ნათქვამია სამთავრობო პროგრამაში - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის. ამასთან, ქართველი სამხედროები მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის ორგანიზებით უცხოეთში დაგეგმილ სწავლებებში. აშშ-თან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, 2023 წლიდან აქტიურად ხორციელდება საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა (GDDEI), რომელიც 2027 წლის ჩათვლით გაგრძელდება. GDDEI მიმართულია ქვეყნის შეკავების, ტერიტორიული თავდაცვის, წინააღმდეგობისა და მედეგობის შესაძლებლობების გაძლიერებისკენ. იგი ხელს უწყობს NATO-ს თავსებადობის გაზრდას, ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას და საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის პროცესის დაჩქარებას,“ წერია დოკუმენტში. მისივე მიხედვით, „2024 წლისთვის აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა 50 მილიონ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს.“ ამავე დოკუმენტის თანახმად, საქართველო ფართო შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვანი აქტორია, კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ და ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების გაზრდამ კი, კიდევ უფრო აქტუალური გახადა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში რეგიონული თანამშრომლობის გააქტიურება. „აღნიშნულ კონტექსტში, მნიშვნელოვანია შესაბამის ქვეყნებთან სტრატეგიულ-პოლიტიკური კავშირების ისევე როგორც, სექტორული თანამშრომლობის, კიდევ უფრო გაღრმავება. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა სატრანსპორტო/ენერგეტიკული დერეფნების დივერსიფიცირების მნიშვნელობა საგრძნობლად გაზარდა. განსაკუთრებით აქტუალური გახდა აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ე.წ. „შუა დერეფნის“ როლი აღმოსავლეთ-დასვლეთს შორის ტვირთებისა და ენერგომატარებლების შეუფერხებელი და ეფექტიანი ტრანსპორტირების კუთხით. საქართველო გააგრძელებს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. ამ მხრივ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როგორც ევროკავშირთან ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ციფრული დაკავშირებადობის მიმართულებით მუშაობის გააქტიურება, ასევე, თანამშრომლობის გაძლიერება აზიის, ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებთან. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აღნიშნულ ქვეყნებთან თანამშრომლობის არსებული ფორმატების განმტკიცებასა და ურთიერთობების მაღალ/სტრატეგიულ დონეზე განვითარებას, პირველ რიგში, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების და განვითარების მიზნით. მნიშნელოვანი იქნება არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული რეგიონების ქვეყნებში საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო, 12 სატრანზიტო და ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია-განმტკიცება. სწრაფად ცვალებადი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში, გლობალურ და რეგიონულ საერთაშორისო ორგანიზაციებში აქტიური ჩართულობა. შესაბამისად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციებში აქტიური ჩართულობა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისი პოლიტიკის გატარება/პოზიციონირება იქნება,“ ნათქვამია დოკუმენტში.
კანადელმა ინსტრუქტორებმა თითქმის 40,000 უკრაინელი რეკრუტი მოამზადეს
კანადის შეიარაღებულმა ძალებმა გაავრცელა ფოტოები, რომელიც ასახავს, თუ როგორ ამზადებენ მათი ინსტრუქტორები უკრაინელ დამცველებს, განაღმვის და საინჟინრო უნარების გამოყენებისთვის. „კანადელი ჯარისკაცები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ასწავლიან სპეციალიზებულ უნარებს, როგორიცაა, საინჟინრო დაზვერვა, დაბრკოლებების გარღვევა და განაღმვის ოპერაციები,“ - ნათქვამია X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. ოპერაცია UNIFIER-ის ფარგლებში, 2015 წლიდან კანადელმა ინსტრუქტორებმა თითქმის 40,000 უკრაინელი რეკრუტი მოამზადეს.
კიევი სამხედრო წვრთნებს უმასპინძლებს
კიევის ერთ-ერთ რაიონში თავდაცვითი მოქმედებების შესასრულებლად სამხედრო წვრთნები ჩატარდება. მანევრების მიზანია საბრძოლო შესაძლებლობების გაუმჯობესება თავდაცვის ოპერაციის მომზადებისა და ჩატარების დროს. ღონისძიება ოთხ დღეს გაგრძელდება. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ კიევის ძალებისა და თავდაცვის საშუალებების ჯგუფის ნაწილები, პირადი შემადგენლობა, სტანდარტული სამხედრო ტექნიკა და იარაღი.
პოლონეთში NATO-ს მასშტაბური წვრთნები დაიწყო
პოლონეთში 2024 წელს ევროპის სახმელეთო ძალების ყველაზე მასშტაბური წვრთნები - Dragon-24 დაიწყო, რომელშიც NATO-ს სხვადასხვა ქვეყნიდან 20 000-ზე მეტი სამხედრო პერსონალი მონაწილეობს. პოლონური Dragon-24-ის წვრთნები NATO-ს Steadfast Defender-24-ის სამხედრო მანევრების ნაწილია, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ, NATO-ს ყველაზე მასშტაბური წვრთნებია. Dragon-24 გამოცდის პოლონეთის შეიარაღებული ძალების უნარს, უპასუხოს პოტენციურ მრავალგანზომილებიან შეიარაღებულ კრიზისს, რითაც ხელს შეუწყობს ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას.
სკანდინავიური ქვეყნები უმასპინძლებენ NATO-ს წვრთნებს, რომელიც კოლექტიურ თავდაცვაზე იქნება ორიენტირებული
NATO-ს 13 მოკავშირისა და პარტნიორის სამხედრო პერსონალი ემზადება, რომ მონაწილეობა მიიღოს Nordic Response 2024-ს წვრთნებში, რომელიც Steadfast Defender-ს სერიის ნაწილია, ნორვეგიაში, ფინეთსა და შვედეთში. ამის შესახებ ინფორმაციას NATO-ს პრესსამსახური ავრცელებს. წვრთნას სამი სკანდინავიური ქვეყანა უმასპინძლებს და ფოკუსირებული იქნება კოლექტიურ თავდაცვაზე. საერთო ჯამში სწავლებაში 20 000-ზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობს.
იაპონია NATO-ს წევრებთან ერთად, კოსმოსური თავდაცვის წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას
იაპონია შეუერთდება NATO-ს წევრებისა და სხვა პარტნიორების ყოველწლიურ კოსმოსურ თავდაცვის წვრთნებს საფრანგეთში, რომელიც ორშაბათიდან დაიწყება. ტოკიო ემზადება რეალური საფრთხეებისთვის, როგორიცაა, საკომუნიკაციო თანამგზავრებზე თავდასხმები, იტყობინება Nikkei. AsterX 24-ში, რომელსაც საფრანგეთის საჰაერო და კოსმოსური ძალები ტულუზაში უმასპინძლებს, თექვსმეტი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. სამხრეთ კორეა არის ერთადერთი აღმოსავლეთ აზიის ქვეყანა, რომელიც წვრთნებში მონაწილეობს. სხვა მონაწილე ქვეყნები არიან: გერმანია, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ბელგია, ავსტრია, პოლონეთი, რუმინეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ავსტრალია. წვრთნებში ჩაერთვებიან NATO-ს კიბერთავდაცვის ცენტრის წარმომადგენლებიც. სწავლება მოიცავს კოსმოსური ომის სრულ სპექტრს გამოგონილ გეოპოლიტიკურ სცენარში, რომელიც დაფუძნებულია მიმდინარე და მომავალ საფრთხეებზე, იტყობინებიან საფრანგეთის სამხედროები. AsterX ყოველწლიურად, 2021 წლიდან იმართებოდა და მასში მონაწილეობა აშშ-სა და ევროპის ქვეყნებით შემოიფარგლებოდა. იაპონიის თავდაცვის ძალებს 2022 წლიდან დამკვირვებლის სტატუსი ჰქონდათ. წელს სწავლებაში SDF-ის ორი წევრი მიიღებს მონაწილეობას. „რუსეთი ჰიბრიდული ქმედებებით, დეზინფორმაციით, კიბერთავდასხმებით და პოლიტიკური ჩარევით ცდილობს, დათესოს განხეთქილება ჩვენს დემოკრატიულ საზოგადოებებში,” - განაცხადეს საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გასულ თვეში სამმხრივი შეხვედრის შემდეგ. იაპონია ასევე ხედავს კიბერთავდაცვის გაძლიერების აუცილებლობას იმ ფონზე, რომ ჩინეთი აშენებს თანამგზავრზე დაფუძნებულ საკომუნიკაციო ქსელს და ცდილობს, კოსმოსური ძალა გახდეს. პეკინს იაპონიასა და აშშ-ზე სამიზნეებზე კიბერშეტევებში ადანაშაულებენ. იაპონიამ და NATO-მ დაადასტურეს თანამშრომლობა კიბერ და კოსმოსურ სფეროებში ივლისში მიღებული პარტნიორობის დოკუმენტში. დეკემბერში იაპონია შეუერთდა კომბინირებული კოსმოსური ოპერაციების ინიციატივას, მრავალმხრივ ჩარჩოს, რომელიც აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს მოიცავს.
NATO-მ ჩრდილოეთ ევროპაში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო
ჩრდილოეთ ფინეთში, შვედეთსა და ნორვეგიაში NATO ატარებს წვრთნებს, რომელშიც 13 მოკავშირის და პარტნიორი ქვეყნების 20 000-ზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობს. სწავლებაში მონაწილე ქვეყნები არიან: ბელგია, კანადა, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ. NATO-ს ცნობით, წვრთნები 3 მარტს დაიწყო და ის 14 მარტამდე გაგრძელდება. Nordic Response 2024 არის Steadfast Defender წვრთნების სერიის ნაწილი, რომელიც ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური წვრთნებია. ნორვეგიის ხელმძღვანელობით მიმდინარე სწავლებაში, (Nordic Response 2024) 4000-ზე მეტი ფინელი ჯარისკაცი მონაწილეობს, რაც ალიანსის ისტორიაში, საზღვარგარეთულ წვრთნებში ახლად გაწევრიანებული ქვეყნის ყველაზე დიდი წვლილია.
ფინეთი NATO-ს წვრთნებში, როგორც წევრი, მასშტაბური წარმომადგენლობით პირველად ჩაერთვება
ჩრდილოეთ ფინეთში, შვედეთსა და ნორვეგიაში NATO ატარებს წვრთნებს, რომელშიც 13 მოკავშირის და პარტნიორი ქვეყნების 20 000-ზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობს. ნორვეგიის ხელმძღვანელობით მიმდინარე სწავლებაში, (Nordic Response 2024) 4000-ზე მეტი ფინელი ჯარისკაცი მონაწილეობს, რაც ალიანსის ისტორიაში, საზღვარგარეთულ წვრთნებში ახლად გაწევრიანებული ქვეყნის ყველაზე დიდი წვლილია. სწავლებაში მონაწილე ქვეყნები არიან: ბელგია, კანადა, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ. „პირველად, ფინეთი, როგორც NATO-ს წევრი, ალიანსის რეგიონების კოლექტიური თავდაცვის წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას,“ - ნათქვამია ფინეთის თავდაცვის ძალების განცხადებაში. წვრთნები NATO-ს ცნობით, 3 მარტიდან 14 მარტამდე გაგრძელდება. Nordic Response 2024 არის Steadfast Defender წვრთნების სერიის ნაწილი, რომელიც ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური წვრთნებია. 2023 წლის 4 აპრილიდან, ფინეთი ოფიციალურად NATO-ს 31-ე წევრია.
აშშ-მ და სამხრეთ კორეამ ერთობლივი მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყეს
სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა ყოველწლიური ერთობლივი სამხედრო წვრთნები - „თავისუფლების ფარი“ - დაიწყეს. სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლების მიზანი ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე ბირთვული და სარაკეტო საფრთხეების წინააღმდეგ, მათი თავდაცვისა და მზადყოფნის გაძლიერებაა. წვრთნებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. 11-დღიანი მანევრები მოიცავს სამხედრო მომზადებას კომპიუტერულ სიმულაციებში და ასევე საველე წვრთნებს. წლევანდელი წვრთნების მთავარი ელემენტი ჩრდილოეთ კორეის შესაძლო ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის პრაქტიკის შემუშავებაა. სამხრეთ კორეის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მანევრები ფხენიანის მხრიდან გაზრდილი დაძაბულობის, დასავლეთ საზღვაო საზღვართან საარტილერიო სროლისა და რაკეტების გაშვების ფონზე დაიწყო.
ლიეტუვა ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს უმასპინძლებს
ლიეტუვა ჩაატარებს უდიდეს სამხედრო წვრთნებს (Thunder Storm), რომელშიც 2500 სარეზერვო ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. ლიტვის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადა, რომ სწავლება, რომელიც აპრილ-მაისში ჩატარდება, ყველაზე მასშტაბური იქნება ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. მანევრებში 4000-ზე მეტი პროფესიონალი ჯარისკაცი და წვევამდელი მიიღებს მონაწილეობას. გარდა ამისა, წვრთნებში ჩაერთვებიან NATO-ს მოკავშირეები პოლონეთიდან, გერმანიიდან და შეერთებული შტატებიდან. Thunder Storm ლიეტუვის შეიარაღებული ძალების უნარის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
საქართველოში მრავალეროვნული სწავლება „ტროას ნაკვალევი 24“ გაიმართა
მრავალეროვნული სწავლება „ტროას ნაკვალევი 24“ დასრულდა. სწავლების დახურვის ოფიციალური ცერემონია NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლების წარმატებით დასრულება სამხედრო მოსამსახურეებს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ, სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ოთარ ბერიანიძემ და აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიმა ჯოზეფ ბილბომ მიულოცეს. დახურვის ცერემონიალს თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაატა პატიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. სწავლება - „ტროას ნაკვალევი 24“ აშშ-ის ევროპაში სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის (US-SOCEUR) ორგანიზებით, პარალელურად სამ ქვეყანაში - რუმინეთში, საბერძნეთსა და საქართველოში ჩატარდა. საქართველოში ჩასატარებელ კომპონენტში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, რუმინეთის, პოლონეთისა და ესპანეთის სპეციალური დანიშნულების ძალების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. „ტროას ნაკვალევი 24“ მიზნად ისახავდა მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდას, გამოცდილების გაზიარებასა და მზადყოფნის დონის ამაღლებას.
NATO-ს ათი მოკავშირე პოლონეთში წვრთნებს ატარებს
NATO-ს ცხრა მოკავშირე პოლონეთის ხელმძღვანელობით, მრავალეროვნულ სწავლება DRAGON 2024-ს ატარებს, რომელიც მოიცავს ქვეითთა ოპერაციებს, ურბანულ ბრძოლასა და სატანკო ცეცხლს. მასში მონაწილეობენ ჯარები საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ლიეტუვიდან, პოლონეთიდან, სლოვენიიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან და შეერთებული შტატებიდან. წვრთნები მოკავშირეებს ეხმარება სამხედრო ოპერაციების მომზადებაში, როგორც ტაქტიკურ, ასევე, ოპერატიულ დონეზე. იგი მოიცავს ქვეითთა ოპერაციებსა და ურბანულ საბრძოლო მოქმედებების მომზადებას და ცოცხალ ცეცხლსასროლი ტანკის წვრთნებს. სწავლება DRAGON, STEADFAST DEFENDER 2024-ს ნაწილია. STEADFAST DEFENDER 2024 ათწლეულების განმავლობაში NATO-ს ყველაზე მაშტაბური წვრთნებია. ეს საშუალებას აძლევს მოკავშირეებს გამოავლინონ თავიანთი უნარი, მართონ და გააკონტროლონ დიდი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალები მნიშვნელოვან დისტანციებზე, ევროატლანტიკური ზონის ფარგლებში. სავარჯიშო DRAGON 2024 გაგრძელდა 4-დან 14 მარტამდე.
ბელორუსის ატომური ელექტროსადგურის ავარიის სცენარის მიხედვით, ლიეტუვა წვრთნებს ატარებს
ლიეტუვა ახალ წვრთნებს ჩაატარებს სასწრაფო დახმარების სამსახურებისთვის, რათა უპასუხონ ოსტროვეცში, ბელორუსის ატომური ელექტროსადგურიდან რადიაციის პოტენციურ გაჟონვას. ტრენინგი, რომელიც მთელი სამუშაო დღის განმავლობაში ორშაბათს, დილის 8 საათიდან საღამოს 5 საათამდე ჩატარდება, მიზნად ისახავს ყველა სამსახურის კოორდინაციას ბელორუსის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის გაჟონვის შემთხვევაში. სწავლება გაიმართება ვილნიუსსა და სვიანჩენის რეგიონში, რომელიც ესაზღვრება ბელორუსს და მდებარეობს ატომური ელექტროსადგურიდან 40-60 კმ-ში. სცენარის მიხედვით, ბირთვული ენერგიის უსაფრთხოების სახელმწიფო სააგენტო იტყობინება ლიეტუვაში ინსტრუმენტების მიერ გამოვლენილი რადიაციული გაჟონვის შესახებ და სამსახურებმა უნდა ამოქმედონ შესაბამისი რეაგირების მექანიზმი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. საერთო ჯამში საქმეში საერთვებიან ეროვნული უსაფრთხოების კომისია, კრიზისებზე რეაგირების ეროვნული ცენტრი, ექვსი სამინისტრო, ადგილობრივი ხელისუფლება და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. მსგავსი წვრთნები გასულ წელსაც ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ ლიეტუვამ მინსკს საპროტესტო ნოტა მას შემდეგ გაუგზავნა, რაც ბელორუსმა ატომური ელექტროსადგურის მეორე ენერგობლოკის ექსპლუატაციაში გაშვება დაიწყო და მისი სიმძლავრე გაზარდა.
აშშ და სამხრეთ კორეა ერთობლივ წვრთნებს ატარებენ
სამხრეთ კორეა და შეერთებული შტატები კომბინირებულ ურბანულ საბრძოლო წვრთნას ატარებენ, რათა ურბანულ რაიონებსა და მიწისქვეშა ობიექტებში საფრთხის წინააღმდეგ მზადყოფნა გააძლიერონ. წვრთნები სეულიდან ჩრდილო-დასავლეთით ,37 კილომეტრში დაიწყო. სწავლებაში დაახლოებით 400 ჯარისკაცი, მათ შორის, სამხრეთის მე-9 ქვეითი დივიზიის ჯარისკაცები, აშშ-ის ქვეითი ოცეული და სხვა დანაყოფები, ასევე ტანკები, ვერტმფრენები და თვითმფრინავები მონაწილეობენ.
რუსეთის ბალტიის ფლოტის წვრთნების დროს, რუსულ ხომალდს რაკეტა მოხვდა და ჩაიძირა - მედია
რუსეთის ფედერაციის ბალტიის ფლოტის წვრთნებისას, რაკეტა რუსულ ხომალდ (ტრალერი) "კაპიტან ლობანოვს" რაკეტა მოხვდა - არის მსხვერპლი. ეკიპაჟის წევრების ახლობლებმა მედიას განუცხადეს, რომ ხომალდი რუსეთის ბალტიის ფლოტის წვრთნებისას რუსული რაკეტით დაზიანდა და ჩაიძირა. „დოჟდს“ ეკიპაჟის წევრის ახლობელმა დაუდასტურა, რომ გემს რუსეთის საზღვაო ძალების რაკეტა მოხვდა, იუწყება Censor.NET. ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით, ბორტზე ხანძარი გაჩნდა და შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლება მხოლოდ ერთი ადამიანის გარდაცვალებას ადასტურებს. დაჭრილები პიონერსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. „დოჟდს“ წყაროს ცნობით, დაშავებულები FSB–ს ოფიცრებმა გააფრთხილეს, რომ ინციდენტზე არ ისაუბრონ.
ნიდერლანდები ლიეტუვაში, წვრთნებისთვის Partrtiot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გზავნის
ნიდერლანდები ლიეტუვაში, წვრთნებისთვის Partrtiot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს რამდენიმე კვირით გზავნის. „ეს პირდაპირ უწყობს ხელს ჩვენს მზადყოფნას და მხარს უჭერს ჩვენს მოკავშირეებს," - განაცხადა ნიდელრლანდების თავდაცვის მინისტრმა. მან სისტემების განლაგების ზუსტი დრო არ დააკონკრეტა, თუმცა როგორც სამინისტრო იუწყება, ლიეტუვაში წვრთნები ზაფხულშია დაგეგმილი და ის რამდენიმე კვირის განმავლობაში გაიმართება. „ეს სწავლება მნიშვნელოვანი იქნება აღმოსავლეთ ფლანგზე ერთობლივი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად,“ წერს უწყება. ბოლოს Partrtiot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები ლიეტუვაში გასული წლის ივლისში განლაგდა, როდესაც ვილნიუსმა NATO-ს სამიტს უმასპინძლა.
მოლდოვაში აშშ-სა და რუმინეთის სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით წვრთნები დაიწყო
პირველ აპრილს, მოლდოვის ეროვნული არმიის საწვრთნელ პოლიგონზე საერთაშორისო სწავლება JCET 2024 (Joint Combined Exchange Training) რუმინეთისა და შეერთებული შტატების სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით დაიწყო. მოლდოვის ეროვნული არმიის სასწავლო გეგმის მიხედვით, წვრთნები 19 აპრილამდე გაგრძელდება. წვრთნა მოლდოვის არმიის სასწავლო ცენტრებსა და საწვრთნელ მოედნებზე ჩატარდება. ეროვნულმა არმიამ აღნიშნა, რომ წვრთნებში წელს სახელმწიფო დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურისა და პანტერას სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებიც ჩაერთვებიან. „სწავლების მიზანია ერთობლივი წვრთნა და გამოცდილების გაცვლა მოლდოვას, რუმინულ და ამერიკულ სპეცრაზმებს შორის, ასევე - ღონისძიებებში მონაწილე კონტიგენტებს შორის ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება,“ - აღნიშნავს მოლდოვური მხარე. არმიამ ასევე გააფრთხილა მოსახლეობა, რომ ამ წვრთნებში ჩართული სამხედრო ტექნიკა უახლოეს დღეებში ქვეყნის გზებზე იმოძრავებს.
აშშ, იაპონია, ავსტრალია და ფილიპინები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნებს გამართავენ
აშშ, იაპონია, ავსტრალია და ფილიპინები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნებს გამართავენ. შესაბამის ინფორმაციას ფილიპინების თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი არსენიო ანდოლონგი ავრცელებს. ფილიპინების თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის ცნობით, ერთდღიანი საზღვაო წვრთნები ხვალ გაიმართება. მონაწილე სახელმწიფოების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ წვრთნები შეიარაღებული ძალების ტაქტიკას, დოქტრინას, ტექნიკასა და პროცედურების თავსებადობას გააძლიერებს. საზღვაო წვრთნების ფარგლებში საკომუნიკაციო მოქმედებები და სათვალთვალო მანევრები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, მანილას ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში ჩატარდება.
რუმინეთში გაიმართება სამხედრო სწავლება - „ზღვის ფარი 2024“, რომელშიც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას
რუმინეთში, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, მრავალეროვნული სამხედრო სწავლება - „ზღვის ფარი 2023“ გაიმართება. სწავლებაში მონაწილე ქვეყნებს შორის საქართველო და მოლდოვაც იქნებიან. წვრთნები რუმინეთის საზღვაო ძალების ორგანიზებით ჩატარდება. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ სწავლება 8 აპრილიდან 21 აპრილამდე გაიმართება. მასში NATO-ს 12 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყანა მონაწილეობს: რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, პორტუგალია, აშშ, ასევე, მოლდოვა და საქართველო. 2200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 135 ტექნიკა (მათ შორის, საზღვაო ხომალდები, თვითმფრინავები) ჩაერთვება შავ ზღვის სანაპირო ზოლში დაგეგმილ მანევრებში, რომლის დროსაც ისინი გაივლიან სხვადასხვა სცენარს - სამძებრო-სამაშველო ოპერაციებიდან კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვამდე. წვრთნები ასევე ჩატარდება დუნაის დელტაში. "Sea Shield-ი" პირველად 2015 წელს ჩატარდა.
ვაზიანის პოლიგონზე საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის 44-ე საარტილერიო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ვაზიანის პოლიგონზე საველე სწავლება ჩაატარეს. საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლების მიზანს მასირებული ცეცხლის წარმოებით პირობითი მოწინააღმდეგის განადგურება წარმოადგენდა. ასეულის დონის ქვედანაყოფების ჯარისკაცებმა ტაქტიკური გადაადგილების, საფრთხეზე რეაგირებისა და პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების ამოცანები შეასრულეს. მსგავსი სახის სწავლებები ხელს უწყობს თავდაცვის ძალების მზადყოფნის დონის ამაღლებასა და ქვედანაყოფებს შორის სინქრონიზებულ მოქმედებას.
NATO საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მიზნით, ახალ წვრთნებს ჩაატარებს
თავდაცვის გაძლიერების მიზნით, NATO-ს 13 მოკავშირე ქვეყნის საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ძალები საბერძნეთში, პელოპონესში, წვრთნებს - Ramstein Flag 24 ჩაატარებენ. Ramstein Flag არის მოკავშირეთა საჰაერო სარდლობის უახლესი სწავლება, რომელიც უზრუნველყოფს დახვეწილ მრავალდომენიან ტაქტიკური დონის ცოცხალ სწავლებას, რომელიც მოიცავს რეალისტურ პრობლემათა კომპლექტს რთულ ოპერაციულ გარემოში. ალიანსში მიაჩნიათ, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობის განვითარებასთან ერთად, NATO-ს წვრთნების გავითარება და მოდიფიცირებაა საჭირო - Ramstein Flag-ი კი, NATO-ს მომავლის წვრთნებია. მოკავშირეთა 140-ზე მეტი თვითმფრინავი, საზღვაო, სახმელეთო და სპეციალური ოპერაციების ძალებთან ერთად შეასრულებს ერთობლივი საჰაერო ძალის შემადგენელ კომპონენტებს. Ramstein Flag-ის სწავლების დროს ფოკუსში იქნება პოტენციური მოწინააღმდეგის შესაძლებლობების დაქვეითება. ყურადღება გამახვილდება არსებულ და მომავალ საფრთხეებზე. Ramstein Flag 24-ის მთავარი მიზანია, თანამშრომლობის თავსებადობის, ინტეგრაციის გაძლიერება და NATO-ს გადაწყვეტილების, ვალდებულების და უნარის დემონსტრირება პოტენციური მოწინააღმდეგეების შეკავებისა და ალიანსის დაცვის მრავალდომენიანი ოპერაციების საშუალებით. წვრთნები 30 სექტემბრიდან 11 ოქტომბრამდე ჩატარდება.
ლიეტუვა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს
ლიეტუველმა კანონმდებლებმა მიიღეს სპეციალური რეზოლუცია, რომელიც სხვა ქვეყნების 10 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სწავლებაში - Baltic Operations 2024 (BALTOPS), რომელიც ივნისში გაიმართება. თავდაცვის მინისტრმა ლაურინას კასციუნასმა განაცხადა, რომ 4-21 ივნისს დაგეგმილ წვრთნებში 10 ათასამდე სამხედრო და ოფიციალური პირი მიიღებს მონაწილეობას. „ეს არის ყველაზე დიდი წვრთნები, რაც ჩვენ ოდესმე ჩაგვიტარებია,“ განაცხადა მინისტრმა. ტრენინგი მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალების მომზადებას და სამხედრო რეაგირების გაძლიერებას ბალტიის ზღვაში ნაოსნობის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. წვრთნებში მონაწილეობისთვის პერსონალი აშშ-დან, გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, დანიიდან, შვედეთიდან, ფინეთიდან, ნორვეგიიდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან, ბელგიიდან, პორტუგალიიდან ჩავა. ორშაბათს, 22 აპრილს, ლიეტუვაში ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული სამხედრო წვრთნა - Thunder Strike, 23 აპრილს კი, გერმანიის ბუნდესვერის ფართომასშტაბიანი წვრთნები - Grand Quadriga 2024 დაიწყო. გერმანიამ ლიეტუვაში ბრიგადის მუდმივად განლაგება დაიწყო
რუსეთი ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით წვრთნას ჩაატარებს
რუსეთი უახლოეს ხანებში ჩაატარებს წვრთნას „არასტრატეგიული ბირთვული ძალების მიერ საბრძოლო ამოცანების შესრულებისთვის მზადყოფნის ასამაღლებლად.“ ამის შესახებ საუბარია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ორშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში. კერძოდ, წვრთნის ჩატარების განკარგულება გაცემულია უმაღლესი მთავარსარდლის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ. გენერალურმა შტაბმა დაიწყო მზადება წვრთნისთვის „სამხრეთის სამხედრო ოლქის სარაკეტო შენაერთებთან ერთად, ავიაციის, ასევე სამხედრო-საზღვაო ფლოტის ძალების მონაწილეობით“. როგორც აღნიშნავენ, წვრთნის დროს „განხორციელდება არასტრატეგიული ბირთვული იარაღის მომზადებასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა კომპლექსი.“ ამასთან, აცხადებენ, რომ ასეთი იარაღის გამოყენებით წვრთნა გაიმართება „რუსეთის სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპირობოდ უზრუნველსაყოფად, პასუხად ზოგიერთი დასავლური სახელმწიფოს ოფიციალური პირების პროვოკაციულ განცხადებებსა და მუქარებზე რუსეთის ფედერაციის მისამართით“. რომელ პირებს გულისხმობენ, არ საუბრობენ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დასავლეთის ქვეყნები შიშობდნენ, რომ რუსეთმა შესაძლოა, გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი, კერძოდ - ფრონტზე წარუმატებლობის შემთხვევაში. რუსეთის სამხედრო დოქტრინა ითვალისწინებს, რომ მან პირველმა შეიძლება, გამოიყენოს ბირთვული იარაღი „თავად სახელმწიფოს არსებობისთვის საფრთხის შემთხვევაში.“ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ არ გამოუთქვამს უკრაინის მიმართ ბირთვული მუქარა, მაგრამ არაერთხელ გააფრთხილა დასავლეთის ქვეყნები, რომ რუსეთთან პირდაპირი კონფრონტაციის შემთხვევაში შესაძლებელია ბირთვული ომი. რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალები გაზრდილი საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმში არიან 2022 წლის თებერვლიდან. არასტრატეგიული ბირთვული იარაღი, რომელსაც ტაქტიკურსაც უწოდებენ, არის ბირთვული ჭურვები, რომელთა გადატანის საშუალებებად იყენებენ შედარებით მცირე რადიუსის რაკეტებს (ანუ არა სტრატეგიულ საკონტინენტთაშორისო რაკეტებს). ისინი უფრო მცირე სიმძლავრისაა სტრატეგიულ იარაღთან შედარებით. კერძოდ, ტაქტიკური იარაღი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სარაკეტო კომპლექს „ისკანდერზე“. ეს იარაღი ახლახან განათავსეს ბელარუსში. სხვადასხვა შეფასებით, რუსეთს ამგვარი შეიარაღების უდიდესი მარაგი აქვს მსოფლიოში. ბრძოლის ველზე ეს იარაღი არასოდეს გამოუყენებიათ. რას პასუხობს NATO პუტინის მუქარას
NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, მიზანში სროლის მწვრთნელის კურსი ჩატარდა
NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, (JTEC) მიზანში სროლის მწვრთნელის კურსი დასრულდა. კურსს ბრიტანელ სამხედრო მრჩეველთა ჯგუფი უძღვებოდა და მასში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კურსის განმავლობაში მსმენელებმა სროლის უნარ-ჩვევები განავითარეს და სწავლების მეთოდები აითვისეს. მიღებული ცოდნა მათ საშუალებას მისცემს, გამოცდილება სხვა სამხედრო მოსამსახურეებსაც გაუზიარონ. „კრწანისის“ სასროლეთზე კურსის მონაწილეებმა სხვადასხვა სირთულის სავარჯიშოები შეასრულეს და ბრიტანელი ინსტრუქტორების მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურეს,“ იტყობინება თავდაცვის სამინისტრო.
აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი დროით გადადო საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner), რომელსაც საქართველო 2016 წლიდან მასპინძლობდა. პენტაგონის განცხადებაში წერია, რომ ეს წვრთნები ახლა დაგეგმილი იყო 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე. „შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა 2024 წლის 30 მაისს დაიწყო. NOBLE PARTNER-ის გადადების გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს „მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ, თითქოს, ზეწოლას ახდენდნენ საქართველოზე, გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, და თითქოს, მონაწილეობდნენ საქართველოს ხელისუფლების გადატრიალების ორ მცდელობაში. შეერთებული შტატების მთავრობამ განსაზღვრა, რომ ახლა შეუფერებელი დროა საქართველოში მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად. „შეერთებული შტატები გააგრძელებს პარტნიორობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან, რადგან ჩვენ ვცდილობთ, გავაძლიეროთ საქართველოს უნარი, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა. ეს გადაწყვეტილება მარტივად არ მიგვიღია და დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმ მნიშვნელობას, რასაც ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ანიჭებენ „ღირსეული პარტნიორის“ მსგავს წვრთნებს. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობის მომავალ შესაძლებლობებს, მათ შორის, წვრთნების - AGILE SPIRIT-ის ჩატარებას 2025 წელს,“ წერია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ქართული მხარე. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადების შესახებ.“ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ სწავლების გადადების მიუხედავად, აღნიშნული ფორმატები გრძელდება, მათ შორის, მიმდინარეობს მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვის „მტკიცე სული 2025.“ „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ, რომელიც ეფუძნება ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესებსა და მიზნებს. დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადების შესახებ. საერთაშორისო სწავლებებს, მათ შორის, „ღირსეული პარტნიორი 2024“-ს სარგებელი მოაქვს როგორც საქართველოსთვის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მასში მონაწილე პარტნიორი ქვეყნებისთვის, რადგან ხელს უწყობს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, სამხედრო მოსამსახურეების შესაძლებლობების განვითარებას, პროფესიონალიზმის ამაღლებას და ურთიერთთავსებადობის გაზრდას. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ფორმატები არსებობს. სწავლების გადადების მიუხედავად, ზემოთ ხსენებული ფორმატები გრძელდება, მათ შორის, მიმდინარეობს მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვის „მტკიცე სული 2025,“ - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, მრავალეროვნულ სწავლებას „მტკიცე სული 2023“ საქართველომ გასულ წელს მეთერთმეტედ უმასპინძლა. შეგხსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ ასევე წაიკითხეთ: სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოში დაგეგმილი წვრთნები - „ღირსეული პარტნიორი“ რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფას ემსახურება
„კავკასიის არწივი 2024“ - საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი წვრთნები გაიმართა
„კავკასიის არწივი - 2024“ - ბაქოში საერთაშორისო წვრთნების დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ცერემონიაზე სამხედრო ორკესტრმა აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნები შეასრულა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ღონისძიებაზე გამომსვლელებმა განაცხადეს, რომ წვრთნამ ხელი შეუწყო სამი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს შორის გამოცდილების გაცვლას და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ სწავლების მონაწილეებმა დაკისრებული ამოცანები შეასრულეს. წვრთნებში მონაწილეობდნენ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სპეციალური დანიშნულების ძალების წარმომადგენლები. ცნობისთვის, „კავკასიის არწივი“ ყოველწლიურად, როტაციის პრინციპით, სამივე ქვეყანაში ტარდება. 2022 წელს სამხედრო სწავლებას საქართველომ უმასპინძლა. წვრთნების მიზანია სამხედრო ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების მიერ სპეციალური ძალების შესაძლებლობების სინქრონიზაციისა და კოორდინაციის გაღრმავება, ასევე, გამოცდილების გაზიარება.
სომხეთში საჰაერო ძალების სასწავლო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა ორივე პილოტი
სომხეთის კოტაიკის რაიონში ავიაკატასტროფა განიცადა საბჭოთა წარმოების იაკ-52 ტიპის სასწავლო თვითმფრინავმა, რომლის ორივე პილოტიც ჩამოვარდნის შემდეგ დაიღუპა. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ უფროსი ლეიტენანტ არმენ ისაჰანიანი და კურსანტი არმენ ხაჩატრიანი. იაკ-52 მოდელის სასწავლო-საწვრთნელი საბჭოთა კავშირში 1979-1995 წლებში გამოდიდოდა. ეს თვითმფრინავები განკუთვნილია პილოტების საწვრთბელი ფრენებისთვის. მის ეკიპაჯში ორი წევრი - პილოტი და ერთი მგზავრი. რადიო თავისუფლებას სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში განუცხადეს, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 539-ე სტატიით, რომელიც ითვალისწინებს საბრძოლო თვითმფრინავების მომზადების და ექსპლუატაციისა და ფრენის წესების დარღვევას და ასევე გულგრილობას, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანი დაღუპვა მოჰყვა.
პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონმა საველე სწავლება დაასრულა
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 მსუბუქი ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ორფოლოს პოლიგონზე საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა. სწავლება ოთხი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დასკვნით ფაზაში, თავდაცვითი ოპერაციის რაიონში, „ბრავო“ ასეულს მხარი დაუჭირეს პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა, საინჟინრო ასეულმა, 82 მმ-იანი ნაღმმტყორცნების ოცეულმა და სნაიპერთა ჯგუფმა. გეგმიური სწავლება დამკვირვებელ-მაკონტროლებლების მიერ დადებითად შეფასდა. სწავლების მიზანს მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებული მომზადება წარმოადგენდა.
ირანი, რუსეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი და აზერბაიჯანი ერთობლივ წვრთნებს მართვენ
ირანმა, რუსეთმა, ყაზახეთმა, თურქმენეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი წვრთნები "CASAREX24“ დაიწყეს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ირანის საზღვაო ძალების ჩრდილოეთ ფლოტის მიერ ორგანიზებული სწავლება მიზნად ისახავს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას და მონაწილე ქვეყნების მზადყოფნის გაუმჯობესებას სამძებრო-სამაშველო ოპერაციების განხორციელებისას. ეს წვრთნები კასპიის ზღვაში ირანის ინიციატივით პირველად ტარდება. წვრთნაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ტიპის ირანული ხომალდები, მათ შორის, სარაკეტო კატარღები Paykan, Joshan, Derafsh და Separ, ასევე IRGC-ის (ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი) საზღვაო ქვედანაყოფი Martyr Basir. უსაფრთხოებისა და სამაშველო წვრთნებში მონაწილეობს რუსული ხომალდი SB 45. კასპიის ზღვის სანაპირო ქვეყნების წარმომადგენლები, მათ შორის, ირანის ისლამური რესპუბლიკა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა და რუსეთის ფედერაცია, წვრთნების სხვადასხვა ეტაპს მონიტორინგს გაუწევენ.
ორფოლოს პოლიგონზე საველე სწავლება საბრძოლო სროლებით ჩატარდა
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 103-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის პირველი ასეულის რეზერვისტთა პირადმა შემადგენლობამ 8-დღიანი საველე სწავლება საბრძოლო სროლებით ორფოლოს პოლიგონზე გაიარა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რეზერვისტების წვრთნები დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულის ტაქტიკური ჯგუფის შემადგენლობაში განხორციელდა. რეზერვისტებმა ბრძოლაში ჩართვის, საბრძოლო რაიონების მხარდაჭერის, ოპერაციის რაიონის მეთვალყურეობისა და სხვა ამოცანები შეასრულეს. სწავლებაში ჩართული იყო ჯავშანტექნიკა და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება. „სიმულაციური სცენარით გათვალისწინებულ მხარდამჭერ და უსაფრთხოების ოპერაციებში რეზერვისტებისა და სამხედრო მოსამსახურეების კოორდინირებული მოქმედებები სწავლების ხელმძღვანელობის მხრიდან დადებითად შეფასდა,“ აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
საქართველოსა და რუმინეთის სპეციალური დანიშნულების საზღვაო ჯგუფებმა შავ ზღვაში ერთობლივი სამხედრო სწავლება ჩაატარეს
საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის დასავლეთის ბატალიონის სპეციალური დანიშნულების საზღვაო ჯგუფმა, რუმინეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების საზღვაო ჯგუფთან ერთად, შავ ზღვაში სამხედრო სწავლება ჩაატარა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთობლივი წვრთნები იმიტირებული სცენარის მიხედვით წარიმართა. „ქართველმა და რუმინელმა სამხედროებმა აბორდაჟის ოპერაცია განახორციელეს. სწავლების მონაწილეებმა ზღვაში ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენის, უსაფრთხო ადგილზე გადატანისა და გაუვნებელყოფის კომპონენტებიც შეასრულეს. სამხედრო მოსამსახურეებს სწავლების წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდალმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა მიულოცა. სამხედრო წვრთნები საქართველოსა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების სარდლობებს შორის თავსებადობის გაძლიერებასა და პარტნიორული ურთიერთობების გამყარებას ისახავდა მიზნად,“ წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შვეიცარია და საფრანგეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მართავენ
შვეიცარია საფრანგეთთან ერთად სამხედრო წვრთნებს მართავს. შვეიცარიის მთავრობამ განაცხადა, რომ 2024 წლის 3 და 4 სექტემბერს დაგეგმილია რამდენიმე მოდული შვეიცარიისა და საფრანგეთის საჰაერო სივრცეში. მანევრებში შვეიცარიიდან ოთხი F/A-18 გამანადგურებელი მონაწილეობს. საფრანგეთიდან წვრთნებში ჩართულია F/A-18-ის ტიპის გამანადგურებელი. შვეიცარიამ NATO-სთან კავშირების გაძლიერების ვალდებულება, მათ შორის, სამხედრო წვრთნებში მონაწილეობა და სამხედრო თავსებადობის გაუმჯობესება დაადასტურა, რაც მთავრობის მიერ 2024 წლის 31 იანვარს მიღებულ საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში გაიწერა.
"Eternity-2024" - საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით, სამეთაურო-საშტაბო სწავლება ტარდება
საქართველოში, აზერბაიჯანელი, თურქი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით, სამეთაურო-საშტაბო სწავლება „Eternity-2024“ მიმდინარეობს. იუწყება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. სწავლებაში, რომელიც თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება, სამი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები და შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლები, სხვადასხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, რეგიონული ეკონომიკური პროექტების დაცვის ორგანიზების შესახებ ამოცანას შეასრულებენ. მონაწილე ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და შერიგების გასაძლიერებლად ჩატარებული საერთაშორისო წვრთნები 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. საქართველოს თავდაცვის ძალების NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის სამწყობრო მოედანზე, მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლების - ETERNITY 2024 გახსნის ოფიციალური ცერემონიალი 24 სექტემბერს ჩატარდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყების ცნობით, სწავლების საშტაბო და საველე კომპონენტებში სამი ქვეყნის - საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისა და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სწავლების სცენარის მიხედვით, ვაზიანის საწვრთნელ რაიონში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტებისა და რეგიონის ეკონომიკური პროექტების დაცვა გათამაშდება. „ETERNITY 2024“ მრავალეროვნულ გარემოში უწყებათაშორისი კოორდინაციისა და საგანგებო სიტუაციების დროს კომუნიკაციის დახვეწას, ასევე, რისკების მართვასა და ურთიერთთავსებადობის გაზრდას ისახავს მიზნად,” - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, „ETERNITY 2023-ს აზერბაიჯანის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სამხედრო მართვის ინსტიტუტის საომარი თამაშების ცენტრმა უმასპინძლა.