თეგი: აფეთქება
ტყიბულის შახტში აფეთქებისას ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები
ტყიბულის შახტში აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 9 ადამიანი მძიმედ დაშავდა, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტყიბულის შახტაში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ბურკინა-ფასოს სამხრეთით მდებარე ოქროს მაღაროში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 60 ადამიანი დაიღუპა
ბურკინა-ფასოს სამხრეთით მდებარე ოქროს მაღაროში, დაუგეგმავად, ასაფეთქებელ მოწყობილობას ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა. შედეგად, 60-მდე ადამიანია დაღუპული, - ამის შესახებ BBC წერს. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან. ცნობისთვის, ბურკინა-ფასო აფრიკაში ოქროს ერთ-ერთი უმსხვილესი მომპოვებელია.
თელავში, ორსართულიანი საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ, გაზის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა
თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ორსართულიანი საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ გაზის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. ჩამოინგრა მეორე სართულის ჭერი და ჩაიმსხვრა ფანჯრის მინები. შემთხვევის შედეგად ოჯახის ერთმა წევრმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. აფეთქების შედეგად ქუჩაზე მდგარი მანქანაც დაზიანდა. ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.
ბაქოში, ღამის კლუბში აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
აზერბაიჯანში, ბაქოში, საბაილის რაიონში, ტარლან ალიარბაოვის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბში აფეთქება მოხდა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი, 31-მა კი, სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. როგორც ცნობილია, აფეთქება ღამით, დაახლოებით 03:00 საათზე მოხდა.
პენტაგონი: რუსულ კრეისერზე აფეთქება მოხდა, მიზეზი არ ვიცით, თუმცა ვერც უკრაინის ვერსიას უარვყოფთ
აშშ-ს ახლა არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ დაადასტუროს, რამ გამოიწვია რუსეთის ფედერაციის ფლოტის კრეისერ „მოსკვაზე“ მომხდარი, თუმცა ვერც უკრაინის ვერსიას უარვყოფთ, - ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ MSNBC-თან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ ვიცით, რომ მოხდა აფეთქება, იმ ფოტოების მიხედვით რომელსაც ვფლობთ. აფეთქება სერიოზული იყო, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა გახდა ამის მიზეზი“, - განაცხადა კირბიმ. კირბი ამბობს, რომ ხომალდს დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლია და ის, სავარაუდოდ, სევასტოპოლში გაჩერდება სარემონტოდ. მისივე თქმით, ხომალდი ოდესიდან სამხრეთით, 96 კმ-ში იყო, რამდენიმე სხვა რუსულ გემთან ერთად. „აფეთქება საკმარისად ძლიერი იყო“, - ამბობს კირბი. რუსულ სამხედრო კრეისერ „მოსკვას“, რომელიც შავ ზღვაზე რუსეთის ფედერაციის ფლოტის ფლაგმანია, 13 აპრილს საღამოს ხანძარი გაუჩნდა. უკრაინულმა მედიამ და პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კრეისერზე ხანძარი „ნეპტუნის“ ორი რაკეტის აფეთქებამ გამოიწვია. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრეისერზე ხანძარი საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად გაჩნდა. თუმცა, რამ გამოიწვია აფეთქება, უწყებას არ განუმარტავს. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზებს დაადგენენ. 14 აპრილს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კრეისერ „მოსკვაზე“ ხანძრის კერა ლოკალიზებულია და ძირითადი სარაკეტო შეიარაღება არ დაზიანებულა. „იგეგმება კრეისერის ბუქსირით პორტში გადაყვანა“. არიან თუ არა კრეისერზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები ან დაღუპულები, ამ საკითხს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში არ აზუსტებენ. კრეისერის ბორტზე სავარაუდოდ, ეკიპაჟის 680 წევრი იმყოფებოდა. ასევე წაიკითხეთ რა გავლენას მოახდენს რუსეთ-უკრაინის ომზე შავ ზღვაში რუსეთის ფლოტის ფლაგმან „მოსკვაზე“ მომხდარი აფეთქება
ქაბულში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა
"დღეს, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის დასავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ საჯარო სკოლაში აფეთქება მოხდა, რასაც რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა" ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება. მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. „სამი აფეთქება მოხდა საჯარო სკოლაში, არის მსხვერპლი ჩვენს შიიტ მოსახლეობაში“, – აღნიშნა ქაბულის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ხალიდ ზადრანმა. მედიის ცნობით, ერთ-ერთი საავადმყოფოს წარმომადგენლის თქმით, დაიღუპა სულ მცირე 4 ადამიანი და დაიჭრა 14.
თურქეთში, ავტობუსის აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 9 მძიმედ დაშავდა
თურქეთში, ქალაქ ბურსაში ავტობუსის აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 9 მძიმედ დაშავდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, აფეთქების დროს ავტობუსში ადგილობრივი წინასწარი დაკავების იზოლატორის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. როგორც ცნობილია, დაშავებულები მიმდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ამასთან, ამ დროისთვის, აფეთქების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
მედია: რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ორი აფეთქება მოხდა
რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ორი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, აფეთქებებს მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. ამასთან, როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა და შვიდი სახლი დაზიანდა.
უკრაინის შეიარებული ძალები: რუსულმა ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ხიდები ააფეთქეს
რუსულმა ძალებმა უკრაინის კონტრშეტევის შესანელებლად ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ხიდები ააფეთქეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, ხარკოვთან ახლოს, ცირკუნისა და რუსკი ტიშკის ტერიტორიებზე, რუსულმა ძალებმა სამი ხიდი ააფეთქეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინა: რუსეთის ძალებმა სევეროდონეცკში, ქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე აზოტმჟავის ავზი ააფეთქეს
რუსეთის ძალებმა სევეროდონეცკში, ქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე აზოტმჟავის ავზი ააფეთქეს. ამის შესახებ თვითგამოცხადებული LPR-ის ელჩმა რუსეთში როდიონ მიროშნიკმა თავის ტელეგრამ არხზე განაცხადა. მისი თქმით, ქარხნის ტერიტორიას უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ. თავის მხრივ, ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ თავის ტელეგრამის არხზე განაცხადა, რომ რუსული ჯარების საჰაერო თავდასხმის შედეგად სატანკო მანქანა აფეთქდა „აზოტის მჟავა საფრთხის შემცველია ჩასუნთქვის, გადაყლაპვისას და კანთან, ლორწოვან გარსებთან შეხებისას. მჟავის ორთქლი აღიზიანებს სასუნთქ გზებს. სუსტი მოწამვლისას ვლინდება ბრონქიტის ნიშნები, ადვილი ბრონქიოლიტი, თავბრუსხვევა, ძილიანობა. მძიმე მოწამვლისას ფილტვის შეშუპება“, - წერს ჰაიდაი. საწარმო "სევეროდონეცკის ასოციაცია აზოტი" არის ერთ-ერთი უდიდესი ქიმიური წარმოება უკრაინაში. ეს არის ერთადერთი საწარმო, რომელიც ძმარმჟავას, მეთანოლს და ვინილის აცეტატს აწარმოებს. საწარმოს პერსონალი დაახლოებით შვიდი ათასი ადამიანია.
ძლიერი აფეთქება ბანგლადეშში: დაღუპულია 30 ადამიანი
ბანგლადეშის ქალაქ ჩიტაგონგთან მდებარე საწყობში ხანძარსა და ძლიერ აფეთქებას 30 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ასობით დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ზოგიერთ კონტეინერში ქიმიკატები ინახებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან ბევრი კრიტიკულ მდგომარეობაშია, დამწვრობები სხეულის 60-90%-ს მოიცავს. „10 მეტრის მოშორებით ვიდექი, როდესაც აფეთქების ტალღამ გადამაგდო. ხელები და ფეხები დამწვა", - განუცხადა სატვირთო მანქანის მძღოლმა ტოფაელ აჰმედმა AFP-ს. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით გაისმა და მიმდებარე შენობების მინები ჩაამსხვრია. ერთ-ერთმა ადგილობრივმა მაღაზიის მფლობელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნამსხვრევის ნაწილი ნახევარ კილომეტრზე გაფრინდა და მის აუზში ჩავარდა. ხანძარი ხშირია ბანგლადეშში. გასულ წელს, სულ მცირე 39 ადამიანი დაიღუპა ქვეყნის სამხრეთით, ბორანზე ხანძრის შედეგად. იმავე წლის დასაწყისში, რუპგანჯში, დედაქალაქ დაკის მახლობლად, ქარხანაში ხანძრის შედეგად სულ მცირე 52 ადამიანი დაიღუპა.
დუნაის შესართავთან უკრაინული საპილოტე გემი აფეთქდა
უკრაინა საპილოტე გემი აფეთქების შესახებ იუწყება. შესაბამისი განცხადება ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა. მისივე ცნობით, აფეთქება გაურკვეველ ასაფეთქებელ მოწყობილობასთან შეჯახებამ გამოიწვია. ეკიპაჟის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. მსხვერპლი არ არის. შემთხვევის გარემოებები ჯერჯერობით დაუდგენელია. ასევე წაიკითხეთ კუნძულ ზმეინის გათავისუფლების შემდეგ, დუნაი-შავი ზღვის არხით გემებმა მოძრაობა დაიწყეს
ბეირუთის პორტის სილოსების ნაწილი, რომელიც 2020 წლის აფეთქებისას დაზიანდა, ჩამოინგრა
ბეირუთის პორტის მარცვლეულის სილოსების ნაწილი, რომელიც 2020 წლის აფეთქების შედეგად დაზიანდა, ჩამოინგრა. შემთხვევა ერთკვირიანმა ხანძრებმა გამოიწვია. უცნობია, დაშავდა თუ არა ვინმე. 50 წლის, 48 მეტრის სიმაღლის გიგანტურმა სილომებმა აფეთქებას ორი წლის წინ გაუძლო და ფაქტობრივად, ბეირუთის დასავლეთი ნაწილი აფეთქებისგან დაიცვა. მომხდარს მაშინ 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 6000-ზე მეტი დაშავდა. ივლისში, პორტის ჩრდილოეთ ნაწილში ხანძარი გაჩნდა. მეხანძრეებმა და ლიბანის არმიის ჯარისკაცებმა ცეცხლის ჩაქრობა ვერ შეძლეს.
კუბაზე, პორტში აფეთქების შედეგად 77 ადამიანი დაშავდა
კუბაზე, პორტში მდებარე ნავთობბაზეზე მომხდარი აფეთქებისას, წინასწარი მონაცემებით 77 ადამიანი დაშავდა. კუბის ხელისუფლბის წარმომადგენლების ინოფორმაციით, ხანძარი ნავთობბაზის საცავზე მეხის დაცემამ განაპირობა. შედეგად 77 ადამიანი დაშავდა, ხოლო 17 მეხანძრე უგზო-უკვლოდაა დაკარგული. კუბაზე, პორტში არსებული 8 რეზერვუარიდან 4 აფეთქდა. ძლიერი ქარის გამო ხანძრის ქრობის სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
ოკუპირებული ყირიმის საგანგებო სამსახურების ცნობით, სამხედრო აეროდრომზე აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა
ოკუპირებული ყირიმის საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, აეროდრომზე მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, ქალაქ საკის მახლობლად დღეს სამხედრო აეროდრომის მიდამოში აფეთქებები მოხდა და ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი მცხოვრებლების ცნობით, სასწრაფო დახმარების მანქანების დიდი რაოდენობა ევპატორიიდან ნოვოფედოროვკასკენ მიემართებოდა. ოკუპირებული ყირიმის დე ფაქტო ლიდერმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, ჯერ ადრეა მსხვერპლზე საუბარი, მისი თქმით, ადგილზე სამედიცინო პერსონალი მუშაობს. სამხედრო აეროდრომი, საკის რაიონის სოფელ ნოვოფედოროვკას მახლობლად მდებარეობს, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ავიაციის - თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისთვის, მათ შორის, საზღვაო ავიაციისთვის გამოიყენება.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: ოკუპირებულ ყირიმში აფეთქების ფაქტი რუსეთმა შესაძლოა, ინფორმაციულ ომში გამოიყენოს
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, ნოვოფედორივკის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის კომენტირებისას განაცხადა, რომ ვერ დაადგინა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, მაგრამ უსაფრთხოების წესებზე მიუთითებს. თავდაცვის სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ ფაქტი შესაძლოა, ინფორმაციულ ომში გამოიყენოს. „ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ოკუპანტებმა „შემთხვევით“ იპოვონ რაიმე მახასიათებელი – „შევრონი“, „სავიზიტო ბარათი“ ან თუნდაც „დნმ". შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ენდეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის უწყება. ოკუპირებული ყირიმის საგანგებო სამსახურების ცნობით, სამხედრო აეროდრომზე აფეთქებისას ერთი ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამტკიცებენ, რომ აფეთქება საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, აეროდრომზე ავიაგამანადგურებლების მე-3 პოლკი იმყოფება, რომლის შემადგენლობაში ძირითადად არიან თვითმფრინავები Su-30SM, Su-33 და ბომბდამშენები Su-24M.
რა ზარალი მიადგა რუსუთის ფედერაციას, ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების შემდეგ
სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, უკრაინულმა Forbes-მა დათვალა, რომ ყირიმში, საკის აეროდრომზე განადგურებული ავიატექნიკის ღირებულება, $650-$850 მილიონია. რა ხდებოდა ოკუპირებული ყირიმის სამხედრო აეროდრომზე, აფეთქებამდე 4 საათით ადრე უკრაინული Forbes ასევე რუსული სამხედრო თვითმფრინავების სავარაუდო ღირებულებაზე წერს: Су-30СМ – $50 მლნ, Су-24МР – $6 მლნ, Ил-76 – $86მლნ. რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შესაძლოა, ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა - CNN ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებებზე სხვადასხვა წყაროს ცნობით, ყირიმში, საკის აეროდრომზე რუსეთის ფედერაციის კუთვნილი 8-დან 24-მდე ავიატექნიკა განადგურდა. მანამდე რამდენიმე საათით ადრე, ამერიკულმა კომპანია Planet Labs-მა თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ აეროდრომზე 20 თვითმფრინავი დგას. მათ შორისაა Су-30СМ და მზვერავი Су-24МР, Ил-76 და რამდენიმე შვეულმფრენი. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 აგვისტოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ყირიმში, საკის აეროდრომზე რუსეთის 9 სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა და ზარალმა დაახლოებით $505 მილიონი შეადგინა. ღია წყაროებზე არსებული დაზვერვის პროექტის UA Weapons Tracker-ის ცნობით, აეროდრომზე 11 თვითმფრინავი იყო და რუსეთის ფედერაციას დაახლოებით $300 მილიონის ზარალი მიადგა. დაზვერვა ვარაუდობს, რომ შესაძლოა, 11 -ზე მეტი თვითმფრინავი განადგურდა, თუმცა ეს ჯერ დადასტურებული არ არის. უკრაინის საჰაერო ძალები 10 აგვისტოს იუწყებოდა, რომ ყირიმში რუსი ოკუპანტების ცხრა თვითმფრინავი განადგურდა. Washington Post-თან ინტერვიუში აშშ-ის ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედორივკაში, აეროდრომ საკიზე დარტყმა უკრაინამ მიიტანა, თუმცა კიევს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი არ გამოუყენებია. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ომი ყირიმით დაიწყო და ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს
ერევანში აფეთქებისას დაშავებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა
სურმალუს სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 30 ადამიანს მიაღწია, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესმდივანმა ჰაიკ კოსტანიანმა. მისივე თქმით, ამ წუთებში აფეთქების ადგილზე ხანძარია და სამძებრო სამუშაო მიმდინარეობს, შესაძლებელია ნანგრევების ქვეშ იყოს ხალხი მოყოლილი. წინასწარი მონაცემებით, პიროტექნიკის საწყობში ხანძარს აფეთქება მოჰყვა. სამსართულიანი სასაწყობო შენობა ჩამოინგრა. შეგახსენებთ, ერევნის სავაჭრო ცენტრში ძლიერ აფეთქებას მსხვერპლიც მოჰყვა.
ერევნის სავაჭრო ცენტრში ძლიერ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
ერევანში, სავაჭრო ცენტრ „სურმალუში" აფეთქება მოხდა. ამის შესახებ სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იუწყება. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა 20 ადამიანი, დაღუპულია ერთი მოქალაქე. წინასწარი მონაცემებით, პიროტექნიკის საწყობში ხანძარი გაჩნდა და შემდეგ აფეთქება მოხდა. სამსართულიანი სასაწყობო შენობა ჩამოინგრა. ამ დროისთვის ადგილზე მაშველი მუშაობენ.
იერუსალიმში სროლისას 8 ადამიანი, მათ შორის, ორსული დაიჭრა
იერუსალიმში, გოდების კედლის სიახლოვეს ავტობუსის მისამართოთ ცეცხლის გახსნის შემდეგ, რვა ადამიანი, მათ შორის, ხუთი ამერიკელი დაიჭრა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, დაშავებულებიდან ორი მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო დანარჩენი ექვსის მდგომარეობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა. ერთ-ერთი დაჭრილი, ორსული იყო და გადაუდებელი საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. კლინიკის ცნობით, დედაც და ბავშვიც მძიმე მდგომარეობაში არიან. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ ყველა ტერორისტულ აქტს და ქმედებებს, რომლებიც ამძაფრებს დაძაბულობას“, - განუცხადა ამერიკის საელჩოს სპიკერმა CNN-ს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ თავდასხმასთან კავშირში მყოფნი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანის გამო პასუხს აგებენ.
აფეთქება ერევანში: დაღუპულია სამი ადამიანი
ერევანში აფეთქებისას დაშავებულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა დაღუპულია ორი ადამიანი 20 მოქალაქე დაკარგულად ითვლება სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება „სურმალუს“ სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულთა რიცხვმა 60-ს მიაღწია. ნანგრევებში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. სამაშველო ოპერაცია 7 საათზე მეტია, მიმდინარეობს. ვარაუდობენ, რომ ადამიანები ნანგრევების ქვეშ კიდევ არიან მოყოლილნი. 36 დაშავებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 22 გამოკვლევის შედეგად გაწერეს. ერევანში ერთდროულად რამდენიმე ობიექტზე ევაკუაცია გამოცხადდა 5 წლის ბავშვი, რომელიც სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა, რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ დღეს, 13:23 საათზე, კრიზისების მართვის ეროვნულ ცენტრს შეატყობინეს, რომ სავაჭრო ცენტრ „სურმალუში" აფეთქება მოხდა. აფეთქებას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. უგზოუკვლოდ დაკარგულია 16 ადამიანი
ერევანში სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, ხოლო უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება 16 ადამიანი. ერევანში ერთდროულად რამდენიმე ობიექტზე ევაკუაცია გამოცხადდა სომხეთის საგანგებო სიტუაციების პრესსამსახურის ცნობით, ცოტახნის წინ, მაშველებმა ნანგრევებში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. დღეს, დილის 08:00 საათის მდგომარეობით, უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება 16 ადამიანი. შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს, 13:23 საათზე, კრიზისების მართვის ეროვნულ ცენტრს შეატყობინეს, რომ სავაჭრო ცენტრ „სურმალუში" აფეთქება მოხდა. აფეთქებას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. 21 ადამიანს ეძებენ
15 აგვისტოს საღამოს მდგომარეობით, ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. 21 ადამიანი კი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. მედიის ცნობით, უგზოუკვლოდ დაკარგულებიდან 5 ირანის, ხოლო 1 რუსეთის მოქალაქეა. დაკარგულთა ახლობლების თქმით, ცნობილია, რომ აფეთქების შემდეგ, ნანგრევებში რამდენიმე ადამიანი იყო ჩახერგილი, თუმცა პირველი სატელეფონო ზარის შემდეგ, მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ხანძრისა და აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. აფეთქების შემდეგ სამედიცინო დახმარებისთვის ექიმებს 62-მა ადამიანმა მიმართა, მათგან 12 საავადმყოფოში რჩება, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს, 13:23 საათზე, კრიზისების მართვის ეროვნულ ცენტრს შეატყობინეს, რომ სავაჭრო ცენტრ „სურმალუში" აფეთქება მოხდა. აფეთქებას პირველადი მონაცემებით სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
სომხეთში გლოვის დღე ცხადდება
სომხეთის მთავრობა ერევანში, სურმალუს სავაჭრო ბაზრობაზე კვირას მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, გლოვის დღეს გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. მთავრობა გლოვის თარიღს გადაწყვეტს მას შემდეგ, რაც აფეთქების ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაო დასრულდება. აფეთქების შედეგად ამ დროისთვის 16 ადამიანი დაიღუპა. დაკარგულად ითვლება 17 ადამიანი, ერთი მათგანი ირანის, მეორე კი, რუსეთის მოქალაქეა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოში სულ 350 მაშველი მონაწილეობს, მათ 150-მდე მოხალისე ეხმარება. დაშავებულთა საერთო რაოდენობა 61-ს შეადგენს. აქედან თორმეტი მკურნალობას სხვადასხვა საავადმყოფოში განაგრძობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დანარჩენები გაწერეს. ასევე, ნანგრევებიდან ამოყვანილია 21 მანქანა.
ირაკლი ღარიბაშვილი: დამწუხრებული ვარ სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში პიროტექნიკის საწყობის აფეთქების გამო
დამწუხრებული ვარ სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში პიროტექნიკის საწყობის აფეთქების გამო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სომხეთში გლოვის დღე ცხადდება „დამწუხრებული ვარ სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში პიროტექნიკის საწყობის აფეთქების და დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ამბის გამო. ვუსამძიმრებ ჩვენს სომეხ მეგობრებს ამ გლოვის ჟამს. ჩვენი ფიქრები და ლოცვები მიმართულია ამ ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებისა და ახლობლებისადმი“,- წერს პრემიერ-მინისტრი. ცნობისთვის, სომხეთში აფეთქების შედეგად ამ დროისთვის 16 ადამიანი დაიღუპა. დაკარგულად ითვლება 17 ადამიანი, ერთი მათგანი ირანის, მეორე კი, რუსეთის მოქალაქეა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოში სულ 350 მაშველი მონაწილეობს, მათ 150-მდე მოხალისე ეხმარება. დაშავებულთა საერთო რაოდენობა 61-ს შეადგენს. აქედან თორმეტი მკურნალობას სხვადასხვა საავადმყოფოში განაგრძობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დანარჩენები გაწერეს. ასევე, ნანგრევებიდან ამოყვანილია 21 მანქანა.
ოკუპირებული ყირიმის ავიაბაზაზე კიდევ რამდენიმე აფეთქება მოხდა - მედია
ოკუპირებულ ყირიმში, სიმფეროპოლის რაონის სოფელ გვარდეისკში მდებარე ავიაბაზაზე, კიდევ რამდენიმე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპირებულ ყირიმში რუსული სამხედრო ნაწილი იწვის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რომ ანექსირებული ყირიმის ჯანკოის რაიონში მომხდარი აფეთქება დივერსიის შედეგია. დაახლოებით ამავე პერიოდში, ჯანკოიში მდებარე ელექტრო ქვესადგურში ხანძარი გაჩნდა. ვრცელდება ინფორმაცია ორი დაღუპულის შესახებ. „დემილიტარიზაცია ამოქმედებულია“, - ასე ეხმაურება პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი მომხდარს. პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ ჯანკოის რაიონში არის ორი მნიშვნელოვანი სამიზნე – სატრანსფორმატორო სადგური და საბრძოლო მასალების საცავი. მისი თქმით, რუსმა დამპყრობლებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაიკავეს, რათა ელექტროენერგია ჯანკოის გავლით მიეღოთ. „ჩვენ გვესმის, რატომ დაიკავეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, უდიდესი ატომური ელექტროსადგური, რათა მოიპარონ ყველაფერი, რისი მოპარვაც შეიძლება, მათ შორის ელექტროენერგია, რომელსაც აწარმოებს სადგური და ჯანკოის გავლით მიაწოდონ ყირიმს. ამიტომ, მჯერა, რომ ეს არის კარმული ანგარიშსწორება, რადგან ყველაფერ მოპარულს ბარაქა არ მოაქვს“, – დასძინა პოდოლიაკმა. მისი თქმით, საბრძოლო მასალების საცავებში ძლიერი აფეთქებების სერია ჯერ მხოლოდ დასაწყისია.
ქაბულის მეჩეთში აფეთქება მოხდა. არის მსხვერპლი
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, მეჩეთში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას Reuters ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. Al Jazeera-ს წყაროს ცნობით, აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა. ქაბულის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის ცნობით, მათ 27 დაშავებული პაციენტი მიიღეს, მათ შორის, 7 წლის ბავშვი. Reuters-ის წყაროს ცნობით, დაღუპულთა შორისაა მეჩეთის იმამიც.
Reuters: ყირიმში „საკის“ ბაზაზე მომხდარმა აფეთქებამ შავი ზღვის სამხედრო ავიაციის ნახევარი გაანადგურა
აგვისტოს დასაწყისში ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედოროვკას მახლობლად, „საკის“ საჰაერო ბაზაზე აფეთქებების შემდეგ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ავიაციის საბრძოლო თვითმფრინავების ნახევარზე მეტი მწყობრიდან გამოვიდა, ამის შესახებ Reuters ევროპის ოფიციალურ წრეებთან დაახლოებულმა ანონიმურმა წყარომ აცნობა. ანონიმური წყარო, გამოცემასთან აცხადებს, რომ უკრაინა „კუმულაციურ ეფექტს“ აღწევს რუსეთის არმიის სამხედრო ინფრასტრუქტურის ზურგში მიყენებული დარტყმით. ამან შეიძლება არა მხოლოდ შეასუსტოს რუსეთის ჯარების მატერიალური მხარდაჭერა, არამედ ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინოს რუსეთის ხელისუფლებაზე. მანამდე, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, უკრაინულმა Forbes-მა დათვალა, რომ ყირიმში, საკის აეროდრომზე განადგურებული ავიატექნიკის ღირებულება, $650-$850 მილიონია. უკრაინული Forbes ასევე რუსული სამხედრო თვითმფრინავების სავარაუდო ღირებულებაზე წერს: Су-30СМ – $50 მლნ, Су-24МР – $6 მლნ, Ил-76 – $86მლნ. რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შესაძლოა, ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა - CNN ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებებზე სხვადასხვა წყაროს ცნობით, ყირიმში, საკის აეროდრომზე რუსეთის ფედერაციის კუთვნილი 8-დან 24-მდე ავიატექნიკა განადგურდა. მანამდე რამდენიმე საათით ადრე, ამერიკულმა კომპანია Planet Labs-მა თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ აეროდრომზე 20 თვითმფრინავი დგას. მათ შორისაა Су-30СМ და მზვერავი Су-24МР, Ил-76 და რამდენიმე შვეულმფრენი. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 აგვისტოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ყირიმში, საკის აეროდრომზე რუსეთის 9 სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა და ზარალმა დაახლოებით $505 მილიონი შეადგინა. ღია წყაროებზე არსებული დაზვერვის პროექტის UA Weapons Tracker-ის ცნობით, აეროდრომზე 11 თვითმფრინავი იყო და რუსეთის ფედერაციას დაახლოებით $300 მილიონის ზარალი მიადგა. დაზვერვა ვარაუდობს, რომ შესაძლოა, 11 -ზე მეტი თვითმფრინავი განადგურდა, თუმცა ეს ჯერ დადასტურებული არ არის. უკრაინის საჰაერო ძალები 10 აგვისტოს იუწყებოდა, რომ ყირიმში რუსი ოკუპანტების ცხრა თვითმფრინავი განადგურდა. Washington Post-თან ინტერვიუში აშშ-ის ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედორივკაში, აეროდრომ საკიზე დარტყმა უკრაინამ მიიტანა, თუმცა კიევს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი არ გამოუყენებია. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ომი ყირიმით დაიწყო და ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს
უკრაინული მედია: ოკუპირებული ყირიმის ქალაქებში ძლიერი აფეთქება მოხდა
ოკუპირებული ყირიმის ქალაქებში, ევპატორიასა და ბახჩისარაიში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. Reuters: ყირიმში „საკის“ ბაზაზე მომხდარმა აფეთქებამ შავი ზღვის სამხედრო ავიაციის ნახევარი გაანადგურა "ბახჩისარაიში აფეთქებები სამხედრო აეროდრომზე მოხდა. ქალაქებში რუსეთის საჰაერო თავდაცვითი სისტემა ამოქმედდა", - განაცხადა საოკუპაციო მთავრობის ხელმძღვანელმა, სერგეი აქსიონოვიმ. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ომი ყირიმით დაიწყო და ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შესაძლოა, ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა - CNN ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებებზე
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი დარია დუგინას ავტომობილის აფეთქებას წინასწარ შეკვეთილს უწოდებს
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი დარია დუგინას ავტომობილის აფეთქებას წინასწარ შეკვეთილს უწოდებს. მისივე თანახმად, უკვე დადგინდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა მძღოლის მხარეს, მანქანის ძირზე იყო დამონტაჟებული. კიევი ალექსანდრ დუგინის შვილის ავტომობილის აფეთქებასთან კავშირს უარყოფს უწყების განცხადებით, დარია დუგინა, რომელიც საჭესთან იმყოფებოდა, ადგილზე გარდაიცვალა.
რუსეთში ალექსანდრ დუგინის შვილის ავტომობილი ააფეთქეს
მოსკოვის გარეუბანში მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის მანქანა ააფეთქეს, რის შემდეგადაც დარია დუგინა ადგილზე გარდაიცვალა. მედიის ცნობით, ცნობით, შემთხვევა მოსკოვის ოლქში მოხდა. გავრცელებული ცნობით, მამა-შვილი შაბათს საღამოს ღონისძიებიდან შინ ერთი ავტომობილით უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ალექსანდრ დუგინი ბოლო მომენტში სხვა ავტომობილში ჩაჯდა. „ალექსანდრ დუგინი ულტრა ნაციონალისტი იდეოლოგია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებულ პირად ითვლება. დუგინს „პუტინის ტვინსაც“ უწოდებენ. თავად დარია დუგინა კი, საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის პოლიტიკური დამკვირვებელი იყო, რომელსაც მამამისი ხელმძღვანელობს“, - წერს BBC. ბრიტანული მედია ასევე აღნიშნავს, რომ წლის დასაწყისში დუგინის ქალიშვილს აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესეს, მიზეზად კი, უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, დეზინფორმაციის გავრცელებაში მისი წვლილი დასახელდა.
ალექსანდრ დუგინი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ალექსანდრ დუგინი კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას გულის შეტევა აქვს. შეგახსენებთ, მოსკოვის გარეუბანში მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის მანქანა ააფეთქეს, რის შემდეგაც დარია დუგინა ადგილზე გარდაიცვალა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი დარია დუგინას ავტომობილის აფეთქებას წინასწარ შეკვეთილს უწოდებს. მისივე თანახმად, უკვე დადგინდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა მძღოლის მხარეს, მანქანის ძირზე იყო დამონტაჟებული. კიევი ალექსანდრ დუგინის შვილის ავტომობილის აფეთქებასთან კავშირს უარყოფს უწყების განცხადებით, დარია დუგინა, რომელიც საჭესთან იმყოფებოდა, ადგილზე გარდაიცვალა.
ვინ დგას პუტინის მოკავშირის შვილის ავტომობილის აფეთქების უკან - BBC-ს სტატია
BBC მოსკოვის მახლობლად მომხდარ აფეთქებას, რომლის დროსაც მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი დაიღუპა, ვრცელ სტატიას უძღვნის. როგორც ბრიტანული მედია წერს, მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე დუგინი თავად არ არის სახელმწიფო მოხელე, ის მაინც სიმბოლური ფიგურაა რუსეთის პოლიტიკაში. მისი ანტიდასავლური, ულტრანაციონალისტური ფილოსოფია რუსეთში დომინანტურ პოლიტიკურ იდეოლოგიად იქცა, რომელმაც ხელი შეუწყო პუტინის ექსპანსიონისტური საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებას, განსაკუთრებით, უკრაინასთან დაკავშირებით. „ახლა ყურადღება გამახვილდება იმაზე, თუ ვინ იდგა ამ თავდასხმის უკან. თვითგამოცხადებული პრორუსული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ „ხელმძღვანელმა“ დენის პუშლინმა უკვე დაადანაშაულა უკრაინა და Telegram-ზე დაწერა: „უკრაინის რეჟიმის ტერორისტები, ცდილობენ, ალექსანდრე დუგინის ლიკვიდაციას. ააფეთქეს მისი ქალიშვილი“... კიევი ალექსანდრ დუგინის შვილის ავტომობილის აფეთქებასთან კავშირს უარყოფს ოკუპირებულ ყირიმში და უკრაინის საზღვართან, რუსეთის რეგიონებში აფეთქებებისა და თავდასხმების სერიის შემდეგ, მსგავსი ინციდენტები მოსკოვის ოფიციალურ პირებს აშფოთებთ. კრემლის პროპაგანდა მუდმივად ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ მოიტანა ვლადიმერ პუტინმა უსაფრთხოება და სტაბილურობა რუსეთში მღელვარე 1990-იანი წლების შემდეგ, როდესაც მანქანების აფეთქებები და მკვლელობები ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ეს აფეთქება ძირს უთხრის ამ ნარატივს. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობაში ოფიციალური თანამდებობა არ ეკავა, ალექსანდრ დუგინი რუსეთის პრეზიდენტის ახლო მოკავშირედ ითვლება და მას „რასპუტინსაც" უწოდებდნენ. თავად დარია დუგინა იყო ჟურნალისტი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას ხმამაღლა უჭერდა მხარს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი დარია დუგინას ავტომობილის აფეთქებას წინასწარ შეკვეთილს უწოდებს ამ წლის დასაწყისში მას სანქციები დაუწესეს აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა, რომლებმაც რუსეთის შემოჭრის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს. მაისში მან ინტერვიუში აღწერა ომი, როგორც „ცივილიზაციათა შეჯახება“ და ამაყობდა იმით, რომ ის და მამამისი დასავლეთის სანქციების სამიზნეები იყვნენ. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაში სავარაუდო მონაწილეობის გამო,ალექსანდრ დუგინს აშშ-მ სანქცია 2015 წელს დაუწესა. ამბობენ, რომ მისმა ნარატივმა ღრმა გავლენა მოახდინა პუტინზე და დუგინი განიხილება, როგორც ულტრანაციონალისტური იდეოლოგიის მთავარ არქიტექტორად. წლების განმავლობაში, დუგინი მოუწოდებდა მოსკოვს, თავი უფრო აგრესიულად დაემკვიდრებინა გლობალურ სცენაზე და მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო ქმედებებს უკრაინაში“, - წერს BBC. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის ქალიშვილი აფეთქების შემდეგ, 20 აგვისტოს, გვიან ღამით დაიღუპა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 29 წლის დარია დუგინას ავტომობილი მოსკოვის მახლობლად მდებარე გზაზე ააფეთქეს. ფიქრობენ, რომ მამამისი ალექსანდრე დუგინი, რომელსაც „პუტინის ტვინსაც" უწოდებენ, შესაძლოა, თავდასხმის სამიზნე ყოფილიყო. ალექსანდრ დუგინი საავადმყოფოში გადაიყვანეს ალექსანდრ დუგინი და მისი ქალიშვილი მოსკოვის მახლობლად გამართულ ფესტივალზე იმყოფებოდნენ, სადაც კრემლის იდეოლოგმა ლექცია წაიკითხა. გავრცელებული ცნობით, თავად ალექსანდრ დუგინიც ამ ავტომობილში უნდა ყოფილიყო, თუმცა გადაწყვეტილება ბოლო მომენტში შეცვალა და სხვა ავტომობილი არჩია.
დუგინის შვილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო
მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე „ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. ტელეკომპანია „თებერვლის დილის“ ეთერში ოპოზიციის ლიდერმა ილია პონომარეევმა „ეროვნული რესპუბლიკური არმიის მანიფესტი“ წაიკითხა, სადაც ნათქვამია, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დაჯგუფებამ აიღო, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც ემუქრება. „ჩვენ, რუსი აქტივისტები, სამხედროები და პოლიტიკოსები, ახლა უკვე პარტიზანები და ეროვნული რესპუბლიკური არმიის მებრძოლები, უკანონო მეომრები, ყაჩაღები და რუსეთის ხალხების მჩაგვრელები! ჩვენ, პრეზიდენტ პუტინს ძალაუფლების უზურპატორად და ომის დამნაშავედ ვაცხადებთ, რომელმაც შეცვალა კონსტიტუცია, წამოიწყო ძმათამკვლელი ომი სლავ ხალხებს შორის და რუსი ჯარისკაცები უაზრო სიკვდილისთვის გაიმეტა. ზოგისთვის სიღარიბე და კუბოები, ზოგისთვის კი სასახლეები - ეს მისი პოლიტიკის არსია. ჩვენ გვჯერა, რომ უუფლებო ადამიანებს ტირანების წინააღმდეგ აჯანყების უფლება აქვთ. ჩვენ პუტინს გადავაყენებთ და გავანადგურებთ!“, - ნათქვამია „ეროვნული რესპუბლიკური არმიის“ მანიფესტში. ამასთან, დაჯგუფება, რუსეთის არმიას მოუწოდებს, რომ სხვა ქვეყნებში, საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტოს. „მოვუწოდებთ რუსეთის არმიის ჯარისკაცებს, შეწყვიტონ სროლა ჩვენს ძმებზე სხვა ქვეყნებიდან - საქართველოდან, სირიიდან და აშ. მოვუწოდებთ ყველა რუსს, შემოუერთდეს ჩვენს რიგებს და პუტინის ხელისუფლების მიერ შეურაცხყოფილი სამფერიანი დროშის ნაცვლად რუსეთის ახალი თეთრ-ლურჯ-თეთრი დროშა აღმართოს“, - წერია მანიფესტში. რუსი ოპოზიციონერი ილია პონომარიოვი მხარს უჭერს „ეროვნული რესპუბლიკური არმიის“ ქმედებებს. მისი თქმით, დაჯგუფება აე ებრძვის მშვიდობიან მოსხლეობას და არ განახორციელებს აქციებს სამოქალაქო ობიექტებზე. პონომარეევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ასევე შეიქმნა რუსეთის მოხალისეთა კორპუსი და თავისუფალი რუსეთის ლეგიონი, რომლებიც ამ ომის ფრონტებზე იბრძოდნენ პუტინის დამპყრობლებთან და მზად იყვნენ ბოლომდე წასულიყვნენ. ილია პონომარევმა მოუწოდა ყველას, ვისაც სურს პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, შეუერთდეს NRA-ს, უზრუნველყოს ყველა შესაძლო მხარდაჭერა და შეინარჩუნოს კავშირი როსპარტიზანთან. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის ქალიშვილი აფეთქების შემდეგ, 20 აგვისტოს, გვიან ღამით დაიღუპა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 29 წლის დარია დუგინას ავტომობილი მოსკოვის მახლობლად მდებარე გზაზე ააფეთქეს. ფიქრობენ, რომ მამამისი ალექსანდრე დუგინი, რომელსაც „პუტინის ტვინსაც" უწოდებენ, შესაძლოა, თავდასხმის სამიზნე ყოფილიყო. ალექსანდრ დუგინი საავადმყოფოში გადაიყვანეს ალექსანდრ დუგინი და მისი ქალიშვილი მოსკოვის მახლობლად გამართულ ფესტივალზე იმყოფებოდნენ, სადაც კრემლის იდეოლოგმა ლექცია წაიკითხა. გავრცელებული ცნობით, თავად ალექსანდრ დუგინიც ამ ავტომობილში უნდა ყოფილიყო, თუმცა გადაწყვეტილება ბოლო მომენტში შეცვალა და სხვა ავტომობილი არჩია.
ოკუპირებული ყირიმის რამდენიმე ქალაქზე საჰაერო იერიში განხორციელდა - მედია
21 ივლისის საღამოს, ოკუპირებული ყირიმის რამდენიმე ქალაქზე საჰაერო იერიში განხორციელდა. ამასთან, რუსულმა მხარემ სამხედრო აეროდრომ „ბელბეკთან“ მომხდარი საჰაერო იარიშის შესახებ, ინფორმაცია დაადასტურეს. ISW: რუსეთმა შესაძლოა, ჯარები ფრონტის ხაზებიდან ოკუპირებული ყირიმის დასაცავად გადაიყვანოს ოკუპირებული ყირიმის რამდენიმე ქალაქზე საჰაერო იერიშის შესახებ ინფორმაციას, სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორი მიხაილ რაზვოჟაევი Telegram-ზე ადასტურებს. ყირიმის ჰაერში იგრძნობა, რომ ოკუპაცია დროებითია და უკრაინას დაუბრუნდება - ვოლოდიმირ ზელენსკი „ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ ევპატორიიდან „ბელბეკის“ მისადგომებზე იმუშავა. ასევე კაზაჩკაში, ხერსონესის კონცხის მახლობლად“, - განაცხადა რაზვოჟაევმა. ამავდროულად, ადგილობრივი ტელეგრამის არხები, თვითმხილველებზე დაყრდნობით, ავრცელებდნენ სევასტოპოლში, ბახჩისარაიში, ევპატორიასა და ნოვოფედოროვკაში მომხდარი აფეთქებების შესახებ ცნობებს.
ოკუპირებულ დონეცკში რუსული ბატალიონის „პიატნაშკას“ ბაზა იწვის
ოკუპირებული დონეცკის გარეუბანში რუსული ბატალიონის „პიატნაშკას“ ბაზაზე ცეცხლის გაჩენის შემდეგ, აფეთქებების ხმა ისმის. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი გაიდაი აცხადებს. „ახლა დონეცკში, ვიღაცამ ან ისევ დაუდევრად მოწია, ან „ციდან ქვები“ ჩამოცვივდა - ინტერნაციონალური ბანდის, ცნობილი „პიატნაშკას ბაზა“ იწვის, - აცხადებს გაიდაი. ასევე წაიკითხეთ ვითარება ბრძოლის ველზე: უკრაინის გენშტაბი ბოლო მონაცემებს აქვეყნებს
ხარკოვში დილიდან აფეთქებების ხმა ისმოდა
29 აგვისტოს დილიდან, ხარკოვში, ხერსონსა და დნეპროპეტროვსკის ოლქში აფეთქებების ხმა ისმოდა. დაღუპულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ხერსონთან აფეთქებების ხმები ახლაც ისმის. თვითმხილველების თქმით, სამხედრო ობიექტზე იერიში განხორციელდა. გარდა ამისა, აფეთქებები დაფიქსირდა ხარკოვსა და დნეპროპეტროვსკის რეგიონში. ამასთან, ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა, განაცხადა, რომ ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. მისი თქმით, ოკუპანტებმა ქალაქზე იეერიში კასეტური ბომბებით მიიტანეს. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების საქმეზე 4 ადამიანი დააკავეს
ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების საქმეზე 4 ადამიანი დააკავეს. ამ დროისთვის სავაჭრო ცენტრის დირექტორის მოადგილე გირაოს სანაცვლოდ უკვე გაათავისუფლეს. ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. 21 ადამიანს ეძებენ პროკურატურის ცნობით, დირექტორის მოადგილეს ბრალად ედება სავაჭრო ცენტრში ხანძარსაწინააღმდეგო წესების დარღვევა, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიკვდილი ან სხვა მძიმე შედეგები გამოიწვია. ორი ან მეტი ადამიანის გაუფრთხილებლობით მკვლელობაში ბრალდებულია კიდევ სამი პირი. პოლიცია მათ ვინაობას არ ასაჯაროებს. შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს, 13:23 საათზე, კრიზისების მართვის ეროვნულ ცენტრს შეატყობინეს, რომ სავაჭრო ცენტრ „სურმალუში" აფეთქება მოხდა. აფეთქებას პირველადი მონაცემებით სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ერაყში შეტაკებებს სულ მცირე, 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ერაყის დედაქალაქში უსაფრთხოების ძალებსა და გავლენიანი შიიტი სასულიერო პირის მუქთადა ალ სადრის მომხრეებს შორის შეტაკებებისას სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა. ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების საქმეზე 4 ადამიანი დააკავეს დაპირისპირება ბაღდადის ქუჩებში ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. დაშავებულია 350 ადამიანი. ამასთან, ერაყის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მუსტაფა ალ-ქადიმიმ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ცნობისთვის, ერაყში პოლიტიკური კრიზისი გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც ალ სადრის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა, თუმცა მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი ხმები ვერ დააგროვა.
დიდი დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდა
დიდი დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდა. პირველადი მონაცემებით, აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ამასთან, შემთხვევის შედეგად ოჯახის 3 წევრი დაშავდა. დაშავებულები, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. “დილით ძლიერი აფეთქების ხმა იყო. ოჯახის სამი წევრი მძიმედაა დაშავებული. როგორც ვიცით, ბინაში აფრიკელები ცხოვრობდნენ“, - აცხადებენ ადგილობრივები.
დიდ დიღომში გაზის გაჟონვის შედეგად შედეგად 3 ადამიანი დაშავდა - ერთ წლამდე ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ წლამდე ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. დიდი დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდა როგორც ცნობილია, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის დედა და მცირეწლოვანი შვილი. “დილით ძლიერი აფეთქების ხმა იყო. ოჯახის სამი წევრი მძიმედაა დაშავებული. როგორც ვიცით, ბინაში აფრიკელები ცხოვრობდნენ“, - აცხადებენ ადგილობრივები.
დიდ დიღომში, "ბენდუქიძის დასახლებაში" მოხდარი აფეთქების დროს დაშავებული 30 წლამდე ქალის მდგომარეობა მძიმეა
დიდ დიღომში, "ბენდუქიძის დასახლებაში" მოხდარი აფეთქების დროს 30 წლამდე ქალი დაშავდა. დიდი დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდა როგორც ცნობილია, დაშავებული ქალის მდგომარება მძიმეა და ამჟამად, ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. დიდ დიღომში გაზის გაჟონვის შედეგად შედეგად 3 ადამიანი დაშავდა - ერთ წლამდე ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
ავღანეთში, მეჩეთთან მომხდარ აფეთქებას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავღანეთის ქალაქ ჰერატში მდებარე მეჩეთთან მომხდარ აფეთქებას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „თალიბანის“ მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ დაიღუპა 18 და დაშავდა 23 ადამიანი. ისინი მომხდარს თავდასხმად აფასებენ. ამასთან, აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით, არავის აუღია.
Reuters: ქაბულში, რუსეთის საელჩოსთან აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
5 სექტემბერს ქაბულში, რუსეთის სალჩოსთან მომხდარ აფეთექებაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ Reuters წერს. მედია: ქაბულში რუსეთის საელჩოსთან, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. არის მსხვერპლი ჯგუფმა 5 სექტემბერს ტელეგრამით დაწერა, რომ მისმა წევრმა ქაბულში „თავშეყრის ადგილზე თვითმკვლელის ჟილეტი ააფეთქა. რომელსაც საელჩოს რუსი თანამშრომლები ესწრებოდნენ". ქაბულში ტერაქტს, რუსეთის საელჩოს 2 თანამშრომელი ემსხვერპლა. 20-მდე ადამიანი კი დაშავდა.
ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა
დღეს, 12 სექტემბერს, ბათუმში, აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაში მდებარე ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე აფეთქება მოხდა. ინფორმაციას გამოცემა „ბათუმელები“ ავრცელებს. აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. რის შედეგადაც მეზობელ ბინებში მინები ჩამოიმსხვრა. თვითმხილველების თქმით, აფეთქების დროს სახლში არავინ იმყოფებოდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფება პოლიცია და სამაშველო სამსახური.
უკრაინის დაზვერვა: ხერსონში, ბამბის ქარხნის ტერიტორიაზე ოთხი ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულია 180-მდე რუსი ოკუპანტი
ხერსონის ბამბის ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც რუსი ოკუპანტების პირადი შემადგენლობა და აღჭურვილობა იყო განთავსებული, ოთხი ძლიერი აფეთქება დაფიქსირდა. Ukrinform-ი იტყობინება, რომ ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო Facebook-ზე ავრცელებს. დაზვერვის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ოლქში დარტყმების შედეგად დაშავებულია 80, ვასილიევკის ოლქში განადგურებულია 15 რუსი სამხედრო. ამასთანავე, უკრაინის დაზვერვის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ლუგანსკის და დონეცკის ოლქებშიც, სადაც რუსებს დიდი ზიანი მიადგათ, როგორც ცოცხალი ძალის, ისე სამხედრო ტექნიკის თვალსაზრისით. უკრაინის თავდაცვის ძალების ეფექტიანი მოქმედებების შედეგად ხერსონის ბამბის ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც ოკუპანტების პირადი შემადგენლობა და აღჭურვილობა იყო განთავსებული, დაფიქსირდა ოთხი ძლიერი აფეთქება. ამ დროისთვის ცნობილია 180-მდე რაშისტის დაღუპვის შესახებ, რომლებიც ქალაქიდან სამი სატვირთოთი გაიყვანეს. კიდევ რამდენიმე ათეული გადაიყვანეს ხერსონის სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან“, – იუწყება დაზვერვა.
ავღანეთში, აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა
ავღანეთში, ქაბულის დაშთე ბარჩის რაიონში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა. როგორც ცნობილია, აფეთქება საგანმანათლებლო ცენტრთან მოხდა.დაშავებულია ათეულობით ადამიანი. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
ესპანეთში, ჟირონას უნივერსიტეტში ქიმიური ექსპერიმენტის დროს აფეთქება მოხდა, დაშავდა 18 ადამიანი
ესპანეთში, ჟირონას უნივერსიტეტში ქიმიური ექსპერიმენტის დროს აფეთქება მოხდა, დაშავდა 18 ადამიანი. ამასთან, დაშავებულთა შორის 10 ბავშვია. როგორც ცნობილია, ექსპერიმენტის მიზანი იყო იმის ჩვენება, თუ რა მოჰყვება კასრში თხევადი აზოტისა და ცხელი წყლის შერევას. დაშავებულებს შორის არიან როგორც ერთ-ერთი მეცნიერი, ასევე მაყურებლები.
ირლანდიაში, ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა
ირლანდიაში, დონეგალის საგრაფოში ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა. აფეთქების შედეგად დანგრეულ შენობებში მაშველების ჯერ კიდევ ეძებენ დაკარგულ ადამიანებს. როგორც ცნობილია, შემთხვევის ადგილიდან 8 მოქალაქე უკვე ჰოსპიტალიზებულია. ამასთან, დილიდან მობილიზებულია პოლიცია, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
დონეცკის ოლქში, რკინიგზის სადგურზე აფეთქება მოხდა
მარიუპოლიდან 50 კმ-ში, რკინიგზის სადგურ „კარანში“ აფეთქება მოხდა. ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა. „სადგური „კარანი“, დონეცკის ოლქი, ბავოვნა“, - აღნიშნა ანდრიუშჩენკომ. ანდრიუშჩენკოს თქმით, სადგური დროებით ოკუპირებული მარიუპოლიდან 50 კილომეტრში მდებარეობს. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ვოლოდიმირ ზელენსკი ქერჩის ხიდის აფეთქებაზე: სამწუხაროდ, დღეს ყირიმში მოღრუბლული იყო, თუმცა იქაც თბილოდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს ყირიმში, ქერჩის ხიდზე მომხდარ აფეთქების ფაქტს, საღამოს მიმართვაში გამოეხმაურა. „დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე თბილი მზიანი დღე იყო. უმეტეს რაიონებში +20 გრადუსამდე. სამწუხაროდ, ყირიმში მოღრუბლული იყო, თუმცა იქაც თბილოდა, მაგრამ რაც არ უნდა ღრუბლები იყოს - უკრაინელებმა იციან რაც უნდა ქნან და მათ იციან, რომ ჩვენი მომავალი მზიანია. ეს არის მომავალი დამპყრობლების გარეშე მთელ ჩვენს ტერიტორიაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ. ამასთან ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყველა რუს ჯარისკაცს, რომელიც ნებაყოფლობით დაყრის იარაღს და ჩაბარდება ტყვედ, სიცოცხლე შეუნარჩუნდება. „უკრაინა ყოველთვის იცავს ყველა საერთაშორისო სტანდარტს და კონვენციას. ისევ და ისევ მადლობას ვუხდი ყველა უკრაინელს, ვინც იბრძვის და მუშაობს მშვიდობისათვის უკრაინისთვის - მთელი ჩვენი მიწის გათავისუფლებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს როგორც ცნობილია, 8 ოქტომბერს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე, რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის ხიდზე დაფიქსირდა აფეთქება და ხანძარი. ხიდის სარკინიგზო ნაწილზე სატვირთო მატარებელი დაიწვა, საავტომობილო ნაწილზე კი გზის ნაწილი ჩამოინგრა. მოგვიანებით ხიდის გადარჩენილი ზოლის გასწვრივ ავტომანქანების მოძრაობა აღდგა.
დამპყრობლები ყირიმიდან გარბიან - მელიტოპოლის მერი
მანქანების დიდმა რაოდენობამ დატოვა ყირიმი, დამპყრობლები ნახევარკუნძულიდან ბერდიანსკში გარბიან, შემდეგ კი რუსეთის ტერიტორიაზე გადადიან. ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა, იუწყება Ukrinform. ყირიმის ხიდზე ხანძარია „ჩვენ ვხედავთ პანიკას დამპყრობლებს შორის. დაიწყო მნიშვნელოვანი მოძრაობა ყირიმიდან ბერდიანსკამდე. რადგან ახლა ერთადერთი მარშრუტი, რომლითაც შესაძლებელია დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დატოვება, გადის მელიტოპოლზე, ბერდიანსკზე, მარიუპოლზე, შემდეგ კი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ამიტომ, დღეს ეს მიმართულება დატვირთულია, მანქანების დიდმა რაოდენობამ დატოვა ყირიმი და რუსეთის ფედერაციაში გადადიან“, - განაცხადა ფედოროვმა. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს როგორც ცნობილია, 8 ოქტომბერს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე, რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის ხიდზე დაფიქსირდა აფეთქება და ხანძარი. ხიდის სარკინიგზო ნაწილზე სატვირთო მატარებელი დაიწვა, საავტომობილო ნაწილზე კი გზის ნაწილი ჩამოინგრა. მოგვიანებით ხიდის გადარჩენილი ზოლის გასწვრივ ავტომანქანების მოძრაობა აღდგა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: რა არის რიგში შემდეგი, რუსებო?!
რა არის რიგში შემდეგი, რუსებო?! - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე წერს, რითაც ყირიმის ხიდზე დღეს მომხდარ აფეთქებას ეხმაურება. „რა არის რიგში შემდეგი, რუსებო?! მართვადი სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ და ქერჩის ხიდი - რუსული ძალაუფლების ორი ცნობილი სიმბოლო უკრაინულ ყირიმში დაეცა“- აცხადებენ უკრაინის თავდაცვის უწყებაში. ყირიმის ხიდზე, მომხდარი აფეთქების შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა „ესტონეთი მიესალმება ამ მამაც ნაბიჯს და ულოცავს უკრაინის სპეციალური დანიშნულების ძალებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ამ ოპერაციის უკან დგანან“, - აცხადებს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს ყირიმის ხიდზე ხანძარია შეგახსნებეთ, რომ ყირიმის ხიდზე, რომლითაც ოკუპირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება, ხანძარი იყო.
BBC-ის კორესპონდენტმა ყირიმის ხიდის სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა
BBC-ის კორესპონდენტმა კრის პარტრიჯმა, აფეთქებამდე და შემდეგ, ყირიმის ხიდის სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს ყირიმის ხიდზე ხანძარია შეგახსნებეთ, რომ ყირიმის ხიდზე, რომლითაც ოკუპირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება, აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: მივესალმებით ამ მამაც ნაბიჯს, რომლის უკან, სავარაუდოდ, უკრაინა დგას
ესტონეთი მიესალმება ამ მამაც ნაბიჯს და ულოცავს უკრაინის სპეციალური დანიშნულების ძალებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ამ ოპერაციის უკან დგანან, - ასე ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ურმას რეინსალუ ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას. ამის შესახებ ესტონური მედია წერს. ყირიმის ხიდზე, მომხდარი აფეთქების შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა „ესტონეთი მიესალმება ამ მამაც ნაბიჯს და ულოცავს უკრაინის სპეციალური დანიშნულების ძალებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ამ ოპერაციის უკან დგანან“, - აცხადებს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს ყირიმის ხიდზე ხანძარია შეგახსნებეთ, რომ ყირიმის ხიდზე, რომლითაც ოკუპირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება, ხანძარი იყო.
რუსეთის არმიამ ხარკოვს შეუტია
ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ ხარკოვს შეუტია. „მტერი უტევს ხარკოვს. ქალაქში აფეთქებებია", - წერს სინეგუბოვი Telegram-ზე. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ქალაქის ზოგიერთ რაიონსა და გარეუბნს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ინფორმაციას ადასტურებს ქალაქის მერი იგორ ტერეხოვი. მისი თქმით, ენერგოსპეციალისტები და კომუნალური სამსახურები ყველაფერს აკეთებენ ხარკოვში ნორმალური ცხოვრების აღსადგენად. 10 ოქტომბრის დილიდან, აფეთქებები ისმის ერთდროულად რამდენიმე რეგიონში: ვინიცაში, ლვოვში, კიროვოგრადში, მიკოლაევში, პოლტავაში, ტერნოპოლში, ჟიტომირში, კიევში. რუსეთის ძალები უკრაინაზე მასიურ შეტევას ახორციელებენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რუსეთის ФСБ-ს მტკიცებით, ყირიმის ხიდის აფეთქებაში საქართველოს ორი მოქალაქეც მონაწილეობდა
ФСБ-ს მტკიცებით, ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო იყო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „დადგინდა, რომ ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორი იყო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, მისი ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები“, - აცხადებს ФСБ. მისივე მტკიცებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა, მიღებული მონაცემებით, რულონებში იყო შენიღბული სამშენებლო პოლიეთილენის ფირით. ФСБ-ს მტკიცებით, აგვისტოს დასაწყისში ტვირთი უკრაინიდან, ოდესის პორტიდან ბულგარეთში, ქალაქ რუსეში გაგზავნეს, აქედან საქართველოში, ფოთის პორტში, ამის შემდეგ კი, სომხეთში. შემდეგ კი, ტვირთი სომხეთიდან კვლავ საქართველოში დააბრუნეს, საიდანაც რუსეთში გადაიტანეს. მისივე განცხადებით, „გადაზიდვების პროცესში, უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეებთან ერთად, მონაწილეობდა საქართველოს ორი მოქალაქე, სანდრო ინოსარიძე და ბროკერი, სახელად ლევანი“. აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკავებულია რუსეთის ხუთი და უკრაინისა და სომხეთის სამი მოქალაქე. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: რა არის რიგში შემდეგი, რუსებო?! 8 ოქტომბერს რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის სრუტის ხიდზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს
ყირიმის ხიდზე აფეთქების გამო, სომხეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
სომხეთის ეროვნულმა უშიშროების სამსახურმა, მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმების მიზნით, სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მედიამ, რუსეთის ФСБ-ზე დაყრდნობით დაწერა, რომ ყირიმის ხიდის აფეთქების დროს გამოყენებული ასაფეთქებელი ნივთიერება იყო დამალული სატვირთო მანქანაში, რომელსაც სომხეთის მოქალაქე მართავდა. რუსეთის ФСБ-ს მტკიცებით, ყირიმის ხიდის აფეთქებაში საქართველოს ორი მოქალაქეც მონაწილეობდა მედიის ცნობით, სისხლის სამართლის საქმე საერთაშორისო ტერორიზმისადმი დახმარების სავარაუდო ფაქტზე აღიძრა. საქმის წარმოების ფარგლებში ჩატარდება დაკითხვები და სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ალექსანდრე დარახველიძე: როგორც ტრანზიტული, ასევე, არატრანზიტული ტვირთები საქართველოში, საბაჟო კონტროლს გადის. საეჭვო ფაქტი არ დაფიქსირებულა 12 ოქტომბერს, რუსეთის ФСБ -მ ყირიმის ხიდზე აფეთქების მომზადებაში ეჭვმიტანილი 8 ადამიანის დაკავების შესახებ განაცხადა, მათ შორისაა სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჯანიანი. რუსეთის ფედერაციის ცნობით, აფეთქება უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსმა კირილ ბუდანოვმა მოაწყო, რუსეთის ხუთი, უკრაინის ორი და სომხეთის ერთი მოქალაქის დახმარებით. ყველა მათგანი დაკავებულია. ФСБ-ს ცნობითვე, სატვირთო მანქანა რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ტერიტორიიდან შევიდა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე დარახველიძემ რუსეთის ბრალდებები, რომ გასულ კვირას ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაში, სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობის შესახებ, უარყო. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: რა არის რიგში შემდეგი, რუსებო?! 8 ოქტომბერს რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის სრუტის ხიდზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს
თურქეთში, მაღაროში აფეთქება მოხდა. ნანგრევებში სავარაუდოდ 150 ადამიანი მოყვა
თურქეთის პროვინცია ბარტინის ამსრას რაიონში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქება მოხდა. ამ დროისტვის ნანგრევებიდან 11 ადამიანია ამოყვანილი. ამის შესახებ Habertürk-ზე დაყრდნობით აზერბაიჯანული მედია წერს. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. აფეთქების ადგილზე დიდი რაოდენობით მეხანძრე-მაშველები და ექიმები მივიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ სავარაუდოდ 150-მდე ადამიანი მოყვა.
თურქეთში, მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა
თურქეთში, მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. როგორც ცნობილია, აფეთქების დროს მიწის ქვეშ 110 ადამიანი იმყოფებოდა. თურქეთში, მაღაროში აფეთქება მოხდა. ნანგრევებში სავარაუდოდ 150 ადამიანი მოყვა ამასთან, ნანგრევებში მოყოლილი მაღაროელების გადასარჩენად, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც ტარდება. შეგახსენებთ, რომ თურქეთის პროვინცია ბარტინის ამსრას რაიონში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქება გუშინ მოხდა.
თურქული მედია: მაშველებმა მაღაროში მყოფი 110 ადამიანიდან 58-ის გადარჩენა შეძლეს
თურქეთის ქალაქ ბართინთან, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. მაშველებმა მაღაროში მყოფი 110 ადამიანიდან 58-ის გადარჩენა შეძლეს, მათგან 11 კლინიკაშია გადაყვანილი. თურქეთში, მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა შეგახსენებთ, რომ თურქეთის პროვინცია ბარტინის ამსრას რაიონში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქება გუშინ მოხდა.
რუსული წყაროები რუსეთის ქალაქ ბელგოროდში 16 აფეთქების შესახებ იუწყებიან
რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti 16 ოქტომბერს იტყობინება, რომ 16 აფეთქების ხმა გაისმა რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან სულ რაღაც 50 კილომეტრში მდებარეობს. სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეობი აფეთქებებს ადასტურებს. რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. უკრაინას მის პოტენციურ ჩართულობაზე კომენტარი არ გაუკეთებია. მანამდე, 15 ოქტომბერს ბელგოროდში დაბომბვის გამო, ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა. ბელგოროდში, სამხედრო ნაწილში სამმა ჯარისკაცმა ცეცხლი გახსნა. 22 ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა 16 გლადკოვის თქმით, ბელგოროდში საბრძოლო მასალის საწყობი ააფეთქეს. მან თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულა. კიევს კომენტარი არ გაუკეთებია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
თბილისში, აფეთქების შედეგად 3 პირი დაშავდა
თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად 3 პირი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. „აფეთქების ხმა გავიგე. ახალგაზრდა ბიჭი იყო დაჭრილი, რომელიც ამბობდა მთაწმინდაზე ვცხოვრობო“, - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე, სავარაუდოდ ხელყუმბარა აფეთქდა
თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. გავრცელებულუ ინფორმაციით, ქუჩაში სავარაუდოდ, ხელყუმბარა აფეთქდა, არიან დაშავებულები. „აფეთქების ხმა გავიგე. ახალგაზრდა ბიჭი იყო დაჭრილი, რომელიც ამბობდა მთაწმინდაზე ვცხოვრობო“, - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
თბილისში, აფეთქების შედეგად დაშავებულებული ორი ადამიანი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი
თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებულებული ორი ადამიანი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. ამასთან, დაშავებულებს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
თბილისში, მომხდარი აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებულ კაცს ორივე კიდური და ხერხემალი აქვს დაზიანებული
თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებულ კაცს ორივე კიდური და ხერხემალი აქვს დაზიანებული. დაშავებულის ახლობლის თქმით, კაცი სახლიდან პროდუქტების საყიდლად გავიდა, შემდეგ კი რა მოხდა, მისთვის უცნობია. ლაღიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებულებული ორი ადამიანი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა
ლიკანში, ერთ-ერთ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ გაზი აფეთქდა. ინფორმაციას ტელეკომპანია „ბორჯომი“ ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მოხდა. ამჟამად, ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა მობილიზებული და მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.ბინაში სავარაუდოდ 75 წლამდე ქალი ცხოვრობდა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. Europetime მომხდართან დაკავშირებით შსს-ს დაუკავშირდა. დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე გაცნობებთ.
ლიკანში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული ქალი გარდაიცვალა
ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 75 წლის ქალი გარდაიცვალა. კორპუსში აფეთქება 22 ოქტომბერს მოხდა. აფეთქება სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია. განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია. ქალი ბორჯომში, „ჰოსპიტალსში“ იყო გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმე იყო.
თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შსს-ს განცხადებით, პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი. უწყების ცნობით, დაკავებულია 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.მ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე სავარაუდოდ, ხელყუმბარა აფეთქდა „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა ოთხ პირთან, რა დროსაც მათი მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაშავდა 3 პირი: 1994 წელს დაბადებული ლ.ბ., 1991 წელს დაბადებული გ.ა. და 1983 წელს დაბადებული გ.ზ. სამივე მათგანს საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. სამი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ადვოკატი საუბრობს, რატომ გამოიყენა ხელყუმბარა მისი დაცვის ქვეშ მყოფმა
თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატის, გიორგი ბარდაველიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ ყუმბარა მხოლოდ საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად გამოიყენა და არათუ განზრახ მკვლელობის მცდელობა, არამედ არავისთვის ზიანის მიყენება არ სურდა. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გუშინვე შევხვდი. მისი პოზიცია არის ის, რომ არანაირი განზრახვა არ ჰქონია ვინმესთვის ზიანი მიეყენებინა. მკვლელობის მცდელობის განზრახაა არ ჰქონია, არათუ მკვლელობის მცდელობის, არამედ ზიანის მიყენებისაც. უბრალოდ, როდესაც აპირებდნენ მის მიმართ რიგ იძულებითი ღონისძიებების გამოყენებას და მის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა, შემდეგ რაც მოხდა ყველამ იცით... ეს ხელყუმბარა მას ჰქონდა თუ იმ პირებს წაართვა, ჯერ არ ვიცი. ამ ეტაპზე მეტი კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, რადგან გამოძიებას არ შევუშალო ხელი, როგორც შსს-ის, ისე ალტერნატიულ გამოძიებასაც, რომელსაც დაცვის მხარე ატარებს და რიგ მასალებს აგროვებს. კატეგორიულად შემიძლია ვთქვა, რომ დანაშაულის მოტივი და განზრახვა არ ჰქონია. მისი ქმედება განპირობებული იყო საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს წარმოდგენა არ აქვს, ამ პირებს რა მოტივი ამოძრავებდათ. მათთან კონფლიქტში მყოფი პიროვნება არ ყოფილა და არანაირი დაპირისპირება არ ჰქონია. მისთვის უცნობი პირები იყვნენ“, - განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ბარდაველიძემ IPN-თან. დაკავებულს ბრალს, სავარაუდოდ, ხვალ, 24 ოქტომბერს წარუდგენენ.
ოკუპირებულ ხერსონში პრორუსი „ლიდერის“ ავტომობილი ააფეთქეს - მედია
რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. იტყობინებიან, რომ ბომბი ხერსონის ოლქში რუსული დაკავების ცენტრის ხელმძღვანელის ოლეგ ტიუტირაის მოკვლას ისახავდა მიზნად. მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია.
თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში მოქალაქემ ხელყუმბარა ააფეთქა
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სასტუმრო „ლუქსში“ მოქალაქემ ხელყუმბარა ააფეთქა. ამის შესახებ Europetime-ს შს სამინისტროში დაუდასტურეს. წინასწარი ინფორმაციით, კაცმა სასტუმროს ერთ-ერთი ნომერი დაჯავშნა, სადაც ხელყუმბარა ააფეთქა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.
47 წლის კაცის მდგომარეობა, რომელმაც თბილისში ხელყუმბარა ააფეთქა კრიტიკულია
კრიტიკულია 47 წლის კაცის მდგომარეობა, რომელმაც თბილისში, სასტუმროში ხელყუმბარა ააფეთქა. თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში მოქალაქემ ხელყუმბარა ააფეთქა გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა სასტუმროს ნომერში ხელყუმბარა ააფეთქა. დაშავებული "ღუდუშაურის" კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 47 წლის კაცი მართვითი სუნთქვის აპარატზეა, მას სხეულის დამწვრობა აქვს. "მდგომარეობა არის კრიტიკული, ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში", - ამბობს ექიმი.
სომალის დედაქალაქში ავტომობილის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ორი დანაღმული მანქანა აფეთქდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები. დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. თუმცა თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ ქუჩაში ბევრი ცხედარია. სავარაუდოდ, დაიღუპნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრები. მედიის ცნობით, თავდასხმა იმავე გზაჯვარედინზე მოხდა, სადაც ხუთი წლის წინ მსგავსი ინციდენტის შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. აფეთქებები იმ ტერიტორიის მახლობლად მოხდა, სადაც სამთავრობო შენობებია განთავსებული, მათ შორის განათლების სამინისტრო. უწყების დაცვამ განაცხადა, რომ სულ მცირე 12 ცხედარი და 20-ზე მეტი დაშავებული დაინახა.
ბაღდადში აფეთქების შედეგად, ათი ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი, დაიჭრა
ერაყში, ბაღდადში აფეთქების შედეგად, ათი ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი, დაიჭრა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. აფეთქება ავტოფარეხში, საფეხბურთო სტადიონთან და კაფესთან მოხდა, როდესაც მანქანაზე მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.
ხარკოვის მერი, ქალაქში ორი აფეთქების შესახებ იუწყება
ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის ცნობით, დღეს დილით ქალაქში ორი აფეთქება მოხდა. კიევში აფეთქებების ხმა ისმის „მტერმა დაარტყა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს ქალაქში", - დაწერა ზარკოვის მერმა, თავის Telegram არხზე. უკრაინის სხვადასხვა რეგიონში, რუსეთის ძალაბმა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიური დარტყმები განახორციელეს. ამ დროისთვის „ტექნიკური მიზეზების გამო“ ხარკოვის მეტროპოლიტენის მუშაობა შეჩერდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვითარებაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს, მანამდე, კვირების განმავლობაში, რუსეთს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიში მიჰქონდა და არც მალავდა. აფეთქებების ხმა ისმის კიევში, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, კიროვოგრადის, პოლტავასა და ვინიცას რაიონებში, წერს უკრაინული მედია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დრონების თავდასხმა რუსულ ხომალდებზე: პირველი სატელიტური ფოტოები გავრცელდა
OSINT-ის ანალიტიკოსმა ბენჯამინ პიტეტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სევასტოპოლის ყურის პირველი სატელიტური სურათები, რომელიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდებზე სავარაუდო თავდასხმის შემდეგ არის გადაღებული. ფოტოები პირველ ნოემბერს არის გადაღებული (5:35 - 11:06). ამის შესახებ უკრაინის სამხედრო ცენტრი იტყობინება. „შესაძლოა, ფოტოზე დაფიქსირდა ფრეგატის მოძრაობა. დრონის თავდასხმის სავარაუდო ხასიათი და ზიანი ფოტოზე ვერ დგინდება", - აღნიშნეს სამხედრო ცენტრში. 29 ოქტომბერს, რამდენიმე უპილოტო თვითმფრინავი, სავარაუდოდ, თავს დაესხა რუსულ გემებს სევასტოპოლის ყურეში. სატელიტმა ზღვაში ბუქსურებული (Admiral Grihorovich) ხომალდი აღბეჭდა. ხუთი საათის შემდეგ, გემი სევასტოპოლში, სტრელცკის ყურეში მდებარე კედელთან აღმოჩნდა. რუსეთი მომხდარ აფეთქებას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო. უკრაინას აფეთქებაში მონაწილეობა არ დაუდასტურებია.
რუსეთში, ნავთობტერმინალზე აფეთქება მოხდა
რუსეთში, ბელგოროდის რეგიონში ნავთობტერმინალზე აფეთქება მოხდა. ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ სოფელ გოლოვჩინოში, ნავთობის ტერმინალი იწვის. მსხვერპლი არ არის. გლადკოვმა აღნიშნა, რომ 21 ნოემბრამდე, რეგიონში საფრთხის დონე მაღალია, რაც „ტერორისტული თავდასხმების" მნიშვნელოვან რისკზე მიუთითებს.
აფეთქება სტამბოლში: დაღუპულია 4 და დაშავებულია 38 ადამიანი
კვირას სტამბოლში, ისტიკლალის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 38 მოქალაქე. შესაბამის ინფორმაციას France Press-ი ავრცელებს. აფეთქება „ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 16:20 საათზემოხდა. სტამბოლის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას აფეთქება მოხდა შემთხვევის ადგილზე გაიგზავნა პოლიციის დანაყოფები, ჯანდაცვის და სახანძრო ბრიგადები“, - წერს სტამბოლის გუბერნატორი ალი იერლიკაია Twitter-ზე. თურქულ მედიაში თავდაპირველად გავრცელებული ცნობებით, აფეთქების შემდეგ, 11 ადამიანი დაშავდა.
აფეთქება სტამბოლში: საქართველოს საგარეო უწყება ინფორმაციას ავრცელებს
აფეთქებისას დაშავებულებსა და გარდაცვლილების თაობაზე სტამბოლში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში, ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების შესახებ არ შესულა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაში რჩება ადგილობრივ სამართალდამცველებთან. „ამ დროის მონაცემებით, სტამბოლში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალქეების შესახებ არ შესულა. საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაში რჩება ადგილობრივ სამართალდამცავებთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ბოლო ინფორმაციით, აფეთქებას სტამბოლში 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დაშავებულია 38 ადამიანი.
სტამბოლში, ტერაქტის დროს დაღუპულთა შორის მამა-შვილიც არიან
სტამბოლში აფეთქება ქალის მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტი იყო. ამის შესახებ ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა. მან მომხდარს „სამარცხვინო თავდასხმა" უწოდა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია. ოფიციალური ცნობებით, მსხვერპლთა შორის მამა და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი არიან. ერდოღანი აფეთქებაზე: შესაძლოა, ტერაქტი იყოს ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 6 ადამიანი, დაშავდა 80-ზე მეტი.
სტამბოლის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას აფეთქება მოხდა
ადგილობრივი მედიის ცნობით, რამდენიმე ადამიანი დაშავდა სტამბოლის ცენტრში, ხალხმრავალ უბანში მომხდარი აფეთქების შედეგად. ამასთან, ბრიტანული BBC წერს, რომ სულ მცირე 11 ადამიანი დაშავდა აფეთქების შედეგად, რაც სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებით დასტურდება. თურქეთის ხელისუფლებას ჯერ არ დაუდასტურებია აფეთქების მიზეზი ან დაშავებულების რაოდენობა. ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები არიან მობილიზებულნი.
ერდოღანი აფეთქებაზე: შესაძლოა, ტერაქტი იყოს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სტამბოლის პოპულარულ ქუჩაზე აფეთქების შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. „აფეთქება შესაძლოა, ტერორისტული აქტი იყოს. ფიქრობენ, რომ ჩართულია ქალი“, - განაცხადა ერდოღანმა სატელევიზიო მიმართვისას, დეტალების გარეშე, თუ როგორ მივიდა ამ დასკვნამდე. მან პირობა დადო, რომ დამნაშავეები დაისჯებიან. ერდოღანის ინფორმაციით, ოთხი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი საავადმყოფოში. ამასთანავე, აღნიშნა, რომ სტამბოლის გუბერნატორ ალი იერლიკაიასგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, სულ მცირე 53 ადამიანი დაშავდა. სტამბოლის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას აფეთქება მოხდა ამ დრომდე არსებული ბოლო ინფორმაციით, აფეთქებას სტამბოლში 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დაშავებული იყო 38 ადამიანი.
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თურქ ხალხს სტამბოლში მომხდარი ტრაგედიის გამო - პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სტამბოლში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს. „გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თურქ ხალხს სტამბოლში მომხდარი ტრაგედიის გამო. ღრმად თანავუგრძნობ დაღუპულთა მეგობრებსა და ოჯახებს. ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენი ფიქრები და ლოცვები თქვენთანაა ამ რთულ დროს“, - წერს პაპუაშვილი „ტვიტერზე“. სტამბოლის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას აფეთქება მოხდა ამ დრომდე არსებული ბოლო ინფორმაციით, აფეთქებას სტამბოლში 8 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დაშავებული ადამიანების რაოდენობა 80-ს აჭარბებს.
ეჭვმიტანილი, რომელმაც სტამბოლში აფეთქება განახორციელა, დაკავებულია - თურქეთის შს მინისტრი
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა, ეჭვმიტანილი, რომელმაც სტამბოლის ისტიკლალის გამზირზე ბომბი დატოვა და აფეთქება განახორციელა, დაკავებულია. "ტერორისტული თავდასხმის შესახებ ბრძანება ჩრდილოეთ სირიიდან, აინ ალ-არაბიდან მოვიდა, სადაც ქურთისტანის მუშათა პარტიის სირიის შტაბბინა მდებარეობს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი ტერორიზმის წინააღმდეგ თავის მტკიცე და კანონიერ ომს გააგრძელებს", - განაცხადა სოილუმ. სტამბოლის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას აფეთქება მოხდა ამ დრომდე არსებული ბოლო ინფორმაციით, აფეთქებას სტამბოლში 8 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დაშავებული ადამიანების რაოდენობა 80-ს აჭარბებს.
NATO-ს წყარო: ბაიდენის თქმით, პოლონეთში აფეთქება, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტამ გამოიწვია
Reuters-ი NATO-ს წყაროზე დარდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „დიდი შვიდეულის“ (G7) და ნატოს პარტნიორებს უთხრა, რომ აღმოსავლეთ პოლონეთში აფეთქება უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ გამოიწვია. ჯო ბაიდენი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლეს მანამდე, 16 ნოემბერს ჯო ბაიდენმა საჯაროდ თქვა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთიდან ნასროლი ყოფილიყო. უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.
ერაყში, გაზის ავზის აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა
ერაყში, ქალაქ სულეიმანიაშ საცხოვრებელ უბანში, გაზის ავზის აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებისა და ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა სამი საცხოვრებელი სახლი, დაზიანდა რამდენიმე სახლი და განადგურდა ხუთი მანქანა. ამასთან, სულეიმანიის პროვინციის გუბერნატორმა ჰავალ აბუბაქერმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
რუსული მედია: სანქტ-პეტერბურგთან, გაზსადენზე ძლიერი აფეთქება მოხდა
ლენინგრადის ოლქის ვსევოლოჟსკის რაიონში გაზსადენზე ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების სამსახურები. ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე დროზდენკომ განაცხადა, რომ აფეთქება ბერნგარდოვკასა და კოვალევოს შორის გაზსადენზე მოხდა. „მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება და ხანძრი არ ვრცელდება საცხოვრებელ ადგილებზე“, - აღნიშნა დროზდენკომ. ინფორმაცია საგანგებო სიტუაციის მასშტაბის, დაზარალებულთა არსებობისა და ინციდენტის შესაძლო მიზეზებზე, ჯერჯერობით არ ვრცელდება.
იერუსალიმში ავტობუსის გაჩერებაზე აფეთქება მოხდა. არიან დაშავებულები
იერუსალიმში, რამოტის რაიონში მდებარე ავტობუსის გაჩერებაზე აფეთქება მოხდა. არიან დაშავებულები. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავდებულია 12 ადამიანი, აქედან 2-ის მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
მადრიდში უკრაინის საელჩოსთან აფეთქება მოხდა
მადრიდში, უკრაინის საელჩოსთან აფეთქების შედეგად ერთი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა. Reuters-ი ესპანეთის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. სააგენტოს ცნობით, აფეთქება საელჩოსთან მოხდა. ამავდროულად, La Vanguardia-ს ადგილობრივი გამოცემა იუწყება, რომ აფეთქება თავად დიპლომატიურ მისიაში მოხდა. მედიის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა საელჩოში გაგზავნილ კონვერტში იყო. სააგენტო Efe-ს წყაროები აცხადებენ, რომ წერილი ელჩის სახელზე იყო, თუმცა ის დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, ერთ-ერთმა თანამშრომელმა გახსნა. მადრიდის პოლიციამ, ადგილობრივი დროით 13:00 საათზე, უკრაინის საელჩოში ხანძრის შესახებ შეტყობინება მიიღო. საელჩოს ტერიტორია შემოსაზღვრული იყო. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. საელჩოსა და უკრაინის ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
მადრიდში უკრაინის საელჩოში აფეთქების დეტალები ცნობილია
უკრაინის ელჩმა ესპანეთში სერჰი პოგორელცევმა, თავის დიპლომატიურ მისიაში მომხდარი ინციდენტის დეტალები მედიასთან გაასაჯაროვა. მადრიდში უკრაინის საელჩოსთან აფეთქება მოხდა უკრაინული მედიისთვის მიცემულ კომენტარში, პოგორელცევმა თქვა, საელჩოს ტერიტორიაზე ამანათი აფეთქდა, რომელიც დიდი პაკეტში იყო მოთავსებული და ელჩისთვის იყო განკუთვნილი. პოგორელცევის თქმით, პაკეტი არ ჰგავდა დიპლომატიურ გზავნილს, რადგან მასზე არ იყო მითითებული დაბრუნების მისამართი და ეჭვი სწორედ ამან გააჩინა საელჩოს მდივნებს შორის, რომლებმაც ეს პაკეტი კომენდანტს გადასცეს, რომელმაც ამანათი საელჩოს ეზოში გახსნა. „მიუხედავად იმისა, რომ საელჩოს კომენდანტს ყუთი ხელში აღარ ეჭირა, აფეთქებამ ხელები დაუზიანა და ამბობს, რომ კონტუზია მიიღო“, - დასძინა ელჩმა.
თურქეთის ქალაქ სამსუნის პორტში აფეთქება მოხდა. ვიდეო
თურქეთის ჩრდილოეთით, შავი ზღვის პორტ სამსუნში აფეთქება მოხდა, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მომხდარის ზუსტი მიზეზები უცნობია. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN Turk იტყობინება. აფეთქების შემდეგ შემთხვევის ადგილზე ხანძარი გაჩნდა, მეხანძრე-მაშველები და სასწრაფო დახმარების სამსახური უკვე გაგზავნეს. წინასწარი მონაცემებით, პორტის ტერიტორიაზე საწვავის ავზი აფეთქდა.
რუსეთის ქალაქ რიაზანთან მდებარე აეროდრომზე აფეთქება მოხდა
წინასწარი ინფორმაციით, 3 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა რუსეთის ქალაქ რიაზანთან მდებარე აეროდრომზე ბენზინმზიდის აფეთქების შედეგად. ამის შესახებ რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურებზე დაყრდნობით წერს. მედიის ინფორმაციით, აფეთქება საავიაციო ტექნიკის სადგომზე მოხდა. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ავღანეთში ავტობუსში აფეთქება მოხდა
ავღანეთის პროვინცია ბალხში აფეთქების შედეგად ავტობუსის 7 მგზავრი დაიღუპა, იტყობინება ადგილობრივი მედია. შემთხვევა ქალაქ მაზარ-ი-შარიფში მოხდა. სამსახურებრივმა ავტობუსმა უზბეკეთის საზღვარზე ჰაირათანის გამშვები პუნქტის თანამშრომლები გადაიყვანა. ბალხის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მუჰამედ ასიფ ვაზირიმ განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა. დადგენილია, რომ ბომბი ქუჩის მოვაჭრეების დახლის ქვეშ იყო ჩადებული. ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არცერთ ორგანიზაციას არ აუღია.
სურამში გაზის აფეთქების შედეგად, 24 წლის კაცი დაიღუპა
სურამში გაზის აფეთქების შედეგად გამოწვეულ ხანძარს, 24 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას „მოზაიკა“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ახალგაზრდა კაცი სურამში მშენებლობაზე მუშაობდა. "კოტეჯებს აშენებდა. გაზი აფეთქდა, ხანძარი გაჩნდა, რა დროსაც ბიჭი დაიღუპა“, - აცხადებენ ადგილობრივები.
აზერბაიჯანში ნაღმზე 8 ადამიანი აფეთქდა
14 დეკემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქალბაჯარის რაიონის სამხედრო პროკურატურამ, სოფელ ჩირაგში 8 ადამიანის ნაღმზე აფეთქების შესახებ ინფორმაცია მიიღო. ამის შესახებ აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებით დაკავებული კომპანიის 4 თანამშრომელი სოფელში ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა. ასევე დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე დაჭრილების ევაკუაციის მიზნით გაგზავნილი 4 სამხედრო მოსამსახურე ნაღმზე აფეთქდა. მათგან სამმა სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო, ერთი კი დაიღუპა.
მაროკოში, გაზსაცავის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქება მოხდა. ვიდეო
მაროკოში, მუჰამედიაში პორტთან მდებარე გაზსაცავის ტერიტორიაზე ხანძარი ხუთ ავტოცისტერნას გაუჩნდა, მათში 40 ტონა საწვავი იყო. აფეთქებების შედეგად არავინ დაშავებულა. წყაროების ცნობით, აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მუჰამედია მდებარეობს ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, კასაბლანკას მახლობლად, მაროკოს დედაქალაქიდან, ქალაქ რაბათიდან დაახლოებით 60 კილომეტრში.
რუსეთში, სარატოვის ოლქის აეროდრომთან ახლოს აფეთქებები მოხდა
რუსეთის ქალაქ ენგელსში, სარატოვის ოლქში, აეროდრომის მახლობლად აფეთქებები მოხდა. ინფორმაციას რუსული Telegram არხი BAZA ავრცელებს. წინასწარი მონაცემებით, სამი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა, ასევე, დაზიანებულია თვითმფრინავი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მანამდე მედიით გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა, რომ სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსის სამხედრო აეროდრომზე დაიღუპა 3 რუსი სამხედრო მოსამსახურე.
თურქეთში, რესტორანში აფეთქება მოხდა
თურქეთის დასავლეთში, ქალაქ აიდინში რესტორანში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. ამის შესახებ გუბერნატორმა ჰუსეინ აქსოიმ განაცხადა. წინასწარი მონაცემებით, ინციდენტი გაზის ბალონების გამოცვლის დროს მოხდა.
ოკუპირებულ სევასტოპოლში აფეთქებები მოხდა
ორშაბათს საღამოს, 2 იანვარს, რუსეთის ძალების მიერ ოკუპირებულ სევასტოპოლში აფეთქებები გაისმა. ამის შესახებ RBC-Ukraine ადგილობრივი Telegram არხების ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება. სევასტოპოლის საოკუპაციო „ხელმძღვანელმა“ მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ სევასტოპოლში საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა. წინასწარი მონაცემებით, უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
ქაბულში აფეთქებას სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან ახლოს თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა, რის შედეგადაც სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ქაბულის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაშვებულია 40-ზე მეტი ადამიანი. ამასთან, თალიბების მიერ მართული საინფორმაციო სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, უსტად ფარიდუნმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
სტამბოლის დასავლეთ ნაწილში აფეთქება მოხდა
საინფორმაციო სააგენტო DHA იტყობინება, რომ სტამბოლის დასავლეთში ტექსტილის სახელოსნოში აფეთქება მოხდა. არიან დაშავებულები. სააგენტოს ცნობით, აფეთქება ბაგჯილარის რაიონში მოხდა. ძლიერი აფეთქების შედეგად ნამსხვრევები ქუჩაში მიმოიფანტა.დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. სამართალდამცველები შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს იძიებენ.
ლიეტუვისა და ლატვიის დამაკავშირებელ გაზსადენზე აფეთქება სავარაუდოდ, ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია - AB Amber Grid
ლიეტუვისა და ლატვიის დამაკავშირებელ გაზსადენზე აფეთქება სავარაუდოდ, ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია, განაცხადა კომპანია AB Amber Grid-ის ხელმძღვანელმა ნემუნას ბიკნიუსმა. პარასკევს ღამით მომხდარი აფეთქების შედეგად, ცეცხლი ცაში, 50 მეტრამდე გავრცელდა. დაშავებულები არ არიან, მაგრამ პრევენციის მიზნით, ახლომდებარე სოფელ ვალაკელიაიდან 250-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძარი შუაღამისას ჩაქრა და მოსახლეობა შაბათს დაბრუნდა სახლებში, რადგან დაზიანებული მილსადენის შეკეთება დაიწყო. მილსადენი გაზს კლაიპედის პორტიდან, მეზობელ ლატვიას აწვდის. მიმდებარე მილსადენი არ დაზიანებულა და აგრძელებდა აბონენტებისთვის გაზის მიწოდებას, განაცხადა AB Amber Grid-მა. ლიეტუვა, ისევე როგორც უკრაინა, რუსეთს ესაზღვრება და მდებარეობს ბალტიის ზღვაზე, სადაც გასულ წელს, ჩრდილოეთ ნაკადის გაზსადენებზე მოხდა აფეთქება. ლიეტვამ უკრაინის კონფლიქტის საპასუხოდ, რუსული გაზის იმპორტი 2022 წლის აპრილში მთლიანად შეწყვიტა. ბალტიისპირეთის ქვეყანა რამდენიმე ქვეყნიდან ახორციელებს გაზის იმპორტს ათი წლის წინ აშენებული თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალის მეშვეობით. კლაიპედის ტერმინალი ლიეტუვის ბუნებრივი აირის ყველა საჭიროებას აკმაყოფილებს და მეზობელ ქვეყნებში მიწოდების საშუალებას იძლევა.
მედია: რუსმა ჯარისკაცმა ბელგოროდის რაიონში, სამხედრო ნაწილში ყუმბარა ააფეთქა. არიან დაღუპულები
რუსმა ჯარისკაცმა, დღეს ბელგოროდის რაიონში, სამხედრო ნაწილში ყუმბარა ააფეთქა. არიან დაღუპულები. წინასწარი მონაცემებით, ხელყუმბარის აფეთქებას სულ მცირე სამი ჯარისკაცი ემსხვერპლა, არიან დაჭრილები. ამის შესახებ ტელეგრამის არხები „112“ და „ბაზა“ იუწყებიან. TASS-ი, გადაუდებელი დახმარების წყაროზე დაყრდნობით, ირწმუნება, რომ საბრძოლო მასალის აფეთქება და ხანძარი მოხდა ბელგოროდის რეგიონში, ტონენკოეს ფერმაში მდებარე სოფლის კულტურის სახლში და დაშავდა 10 სამხედრო მოსამსახურე. სააგენტო არ ავრცელებს ინფორმაციას დაღუპულების შესახებ, ასევე იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია აფეთქება და ხანძარი. მომხდარის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ჩინეთში ქიმიურ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა
კვირას, 15 იანვარს, ჩინეთში ქიმიურ ქარხანაში აფეთქებას ხანძარი მოჰყვა. შემთხვევა ლიაონინგის პროვინციაში, პანშანის ოლქში მოხდა. გამოცემა Sina-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სქელი მუქი კვამლი წარმოიქმნა. პანშანის ოლქის მთავრობის ოფისის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აფეთქება მოხდა პანჯინ ჰაო იეს ქიმიურ ქარხანაში. შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ მივიდნენ შესაბამისი განყოფილებების ხელმძღვანელები. ქიმიურ ქარხანაში ხანძრისა და აფეთქების გამომწვევი მიზეზი გამოძიება მიმდინარეობს.
დნიპროზე სარაკეტო იერშის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებს მიმართა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დნიპროზე სარაკეტო იერიშის შემდეგ რუსეთის მოქალაქეებს რუსულად მიმართა, რომ მათი „ლაჩრული დუმილი“ იმით დასრულდება, რომ ერთ დღეს „ტერორისტები მათაც მიაკითხავენ“ და დამცველი აღარავინ ეყოლებათ. დნიპროზე რუსეთის სარაკეტო იერიშისას დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა „მინდა ვუთხრა ყველას რუსეთში და მათ ვინც რუსეთიდანაა, ასევე მათ, ვინც ერთი სიტყვაც კი არ თქვა ამ ტერორზე, რომლის შესახებაც ყველამ მშვენივრად იცის და ხედავს. თქვენი ლაჩრული დუმილი, ამ ფაქტის გადალახვის მცდელობა დასრულდება იმით, რომ ერთ დღეს ეს ტერორისტები თქვენთანაც მოვლენ. ბოროტება საკმაოდ მგრძნობიარეა ლაჩრობასთან მიმართებით, ბოროტება ყოველთვის გვახსენებს მათ ვისაც ეშინია და ცდილობს ვაჭრობას. და როცა ისინი მოვლენ თქვენთან არავინ დაგიცავთ“, - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკი დნიპროში აფეთქებაზე: მაშველები თითოეული ადამიანის სიცოცხლისთვის იბრძვიან შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა დნირპოში საცხოვრებელი სახლი, 14 იანვარს დაბომბეს.
მოსკოვში, ლესია უკრაინკას ძეგლთან, დნიპროში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ყვავილები და სათამაშოები მიიტანეს
14 იანვარს უკრაინაში, ქალაქ დნიპეროში საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, მოსკოვში, უკრაინსკის ბულვარზე აღმართულ ლესია უკრაინკას ძეგლთან ყვავილები და სათამაშოები მიიტანეს. ძეგლის კვარცხლბეკზე დანგრეული ცხრასართულიანი შენობის ფოტოც იყო განთავსებული. სპონტანური მემორიალის სურათები გამოჩნდა დამოუკიდებელი რუსული მედიის ტელეგრამის არხებზე, მათ შორის „ხოლოდზე“. 14 იანვარს, რუსული ძალების მიერ განხორციელებული მასიური დაბომბვის დროს, ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს დნიპროში, რის შედეგადაც ორი სადარბაზო გაანადგურა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 40 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაშავდა მინიმუმ 75 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი. ლესია უკრაინკას ძეგლი 2006 წელს გაიხსნა უკრაინსკის ბულვარზე, რომელიც აკავშირებს სასტუმრო უკრაინასა და კიევსკის სადგურის მოედანს მოსკოვში.
ირანში, საბრძოლო მასალების მწარმოებელ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა
ირანში, ისპაანში ირანის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ საბრძოლო მასალის წარმოების ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა. ირანის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ აფეთქება უპილოტო თვითმფრინავის „წარუმატებელი“ თავდასხმის შედეგია. ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. სექტემბრიდან რუსეთმა უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ირანული თვითმფრინავების გამოყენება დაიწყო. იანვარში შეერთებულმა შტატებმა ირანის საავიაციო და თავდაცვის სექტორების წინააღმდეგ რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო ახალი სანქციები გამოაცხადა.
Jerusalem Post-ი დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანში, სამხედრო ქარხანაზე თავდასხმა მნიშვნელოვანი წარმატება იყო
Jerusalem Post-ი დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მიუხედავად ირანის მხრიდან საწინააღმდეგო აზრის მტკიცებისა, 29 იანვარს ირანში სამხედრო ქარხანაზე თავდასხმა „ფენომენალური წარმატება“ იყო. Jerusalem Post-ის მოხსენების თანახმად, ადგილზე ოთხი აფეთქებს ხმა გაისმა და მიყენებული ზიანი „სახურავის მცირე დაზიანებას“, რასაც თეირანი ამტკიცებდა, ბევრად სცილდება. გამოცემა წერს, რომ გასულ წლებში მოსადმა (ისრაელის სადაზვერვო სააგენტომ) ირანის ბირთვულ ობიექტებზე არაერთი მსგავსი წარმატებული თავდასხმა განახორციელა. ისრაელს 29 იანვარს მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. ირანში, ისპაანში ირანის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ საბრძოლო მასალის წარმოების ცენტრში ძლიერი აფეთქება 29 იანვარს, გამთენიისას მოხდა. ირანის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ აფეთქება უპილოტო თვითმფრინავის „წარუმატებელი“ თავდასხმის შედეგია.
რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატი აფეთქდა - მედია
მედია, რუსეთში, კალუგის მახლობლად უპილოტო საფრენი აპარატის აფეთქების შესახებ იუწყება. თვითმფრინავი, სავარაუდოდ, ქალაქთან ახლოს, ტყეში ჩამოვარდა. რეგიონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სამოქალაქო და სოციალური ობიექტები არ დაზიანებულა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მუშაობენ.
აფეთქება ბათუმში - შსს-მ გამოძიება დაიწყო
ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შინაგან საქემთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო. შსს აცხადებს, რომ ადგილზე იმყოფებიან გამნაღმველები და „ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება“. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება ქალაქ ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. ასევე, ადგილზე იმყოფებიან გამნაღმველებიც. ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში აფეთქება მოხდა
რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში აფეთქება მოხდა. "რუსეთის საჰაერო თავდაცვამ უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო", - განაცხადა სევასტოპოლის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მიხეილ რაზვოჟაევმა. მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა ყირიმში სამხედრო ობიექტებს უკრაინის „ლეგიტიმური სამიზნეები“ უწოდა.
რუსეთში, სამარის იარაღის ქარხანაში აფეთქება მოხდა - მედია
სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა რუსეთის სამარის რეგიონში, თავდაცვის საწარმოში აფეთქების შედეგად, იტყობინება Meduza სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით. აფეთქება მოხდა ქალაქ ჩაპაევსკში მდებარე ქარხანაში, რომელიც დეტონატორებსა და ასაფეთქებელ ნივთიერებებს აწარმოებს.
ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ეზოში აფეთქება მოხდა
ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ეზოში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, გაზის ბალონი აფეთქდა. ნგრევის შედეგად კლინიკის რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა. მათ პირველად სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. როგორც კლინიკის თანამშრომლები აცხადებენ, აფეთქების ხმა მოესმათ და გარეთ გამოსულებს შენობა დანგრეული დახვდათ. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
აფეთქება რუსეთში: დაღუპულია სამხედრო ბლოგერი და პროპაგანდისტი ვლადლენ თათარსკი, არიან დაშავებულები
რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის კაფეში აფეთქებისას რუსი სამხედრო ბლოგერი, პროპაგანდიტი ვლადლენ თათარსკი დაიღუპა. იუწყება რუსული მედია. BBC მასზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სულ მცირე 15 ადამიანია დაშავებული. სამართალდამცველების თქმით, აფეთქების სიმძლავრე 200 გრამი ტროტილის ექვივალენტური იყო. ვლადლენ თათარსკის შესახებ მისი ნამდვილი სახელი იყო მაქსიმ ფომინი, Telegram-ზე 560 000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავდა და იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხედრო ბლოგერი, რომელიც ხშირად წერდა უკრაინში მიმდინარე ომზე. პროპაგანდისტი გასული წლის სექტემბერში, იმ ასობით დამსწრეს შორის იყო კრემლში გამართულ ცერემონიაზე, სადაც რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი ნაწილობრივ ოკუპირებული რეგიონის ანექსია გამოცხადდა. ბრიტანული Telegraph-ი წერს, რომ აფეთქება მოხდა კაფეში, რომელიც ერთ დროს ევგენი პრიგოჟინს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელსა და პუტინის გარემოცვის წევრს, ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნოდა. ცნობისთვის, გასული წლის აგვისტოში, რუსი პროპაგანდისტის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობაში რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა უკრაინის საიდუმლო სამსახურები დაადანაშულა. უკრაინამ ამ ფაქტთან კავშირი უარყო.
ზელენსკი სანქტ-პეტერბურგში აფეთქებაზე: რუსეთმა უნდა იფიქროს ამაზე
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სწორედ რუსეთმა უნდა იფიქროს სანქტ-პეტერბურგის კაფეში აფეთქებაზე. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა ჩერნიგოვის რეგიონში მოგზაურობისას, სადაც რუსი დამპყრობლებისგან სოფლის გათავისუფლების ერთი წლისთავის აღსანიშნავად ჩავიდა. „მე არ ვფიქრობ იმაზე, რაც ხდება სანქტ-პეტერბურგში ან მოსკოვში. რუსეთმა უნდა იფიქროს ამაზე. მე ვფიქრობ ჩვენს ქვეყანაზე", - განაცხადა ზელენსკიმ. ამავე თემაზე: რა ახალი დეტალებია ცნობილი რუსი სამხედრო ბლოგერისა და კრემლის პროპაგანდისტის აფეთქებაზე
მოსკოვის მახლობლად დრონი ჩამოვარდა
მოსკოვის ოლქში, ქალაქ ნოგინსკთან ახლოს უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატენილი დრონის ნამსხვრევები 23 აპრილს, ერთ-ერთი სააგარაკე დასახლების მახლობლად, ტყეში იპოვეს და ამჟამად ექსპერტიზა მიმდინარეობს. თავის მხრივ, Baza-ს ტელეგრამ არხი იუწყება, რომ დრონი ტყეში, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 300 მეტრში იპოვა დასახლებაში მცხოვრებმა ქალმა და საუბარია უკრაინული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატზე UJ-22, რომელშიც 17 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება იყო. რუსეთი მის ტერიტორიაზე დრონებით შეტევაში უკრაინას ადანაშაულებს, რასაც კიევი უარყოფს. დანილოვი ბელგოროდში აფეთქებაზე: რუსული არმია საკუთარ მოსახლეობას აშინებს
რუსეთში, ბრიანსკის ოლქის სოფელი სუზემკაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა - მედია
რუსეთში ბრიანსკის ოლქის სოფელი სუზემკაში სროლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. სუზემკა რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან ათ კილომეტრში მდებარეობს. რადიო თავისუფლებისა და ასევე, სააგენტო Anadolu-ს რუსული სამსახურები ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ ბოგომაზის კომენტარზე დაყრდნობით წერენ, რომ ერთი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაინგრა. სროლაში ის „უკრაინელ ნაციონალისტებს“ ადანაშაულებს. გამოცემა „ბაზა" იტყობინება, რომ ღამის განმავლობაში ბრიანსკის ოლქისთვის ცეცხლის გახსნა გრძელდებოდა. სამი საათისთვის სუზემკაში კიდევ სამი ჭურვი ჩამოვარდა. ერთი კერძო სახლს მოხვდა, მაგრამ არ აფეთქდა, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ, სოფელს კიდე ორი ჭურვი დაეცა. რუსეთის საზღვრისპირა ბელგოროდის, ბრიანსკის და კურსკის ოლქებზე შეტევაში რუსეთი ხშირად ადანაშაულებს უკრაინას. კიევი შეტევებში მონაწილეობას ოფიციალურად არ ადასტურებს.
ჩინეთში, ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა
ჩინეთში, Sinochem-ის ქიმიურ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი, დაშავდა. Reuters-ის ცნობით, ერთი ადამიანი დაკარგულია. აფეთქება შანდუნის პროვინციის ქალაქ ლიაოჩენში მოხდა. ხანძარი ლოკალიზებულია. შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
ბრიანსკის ოლქში, ბოლო ორი დღის განმავლობაში რკინიგზაზე მეორე აფეთქება მოხდა
ბრიანსკის ოლქში უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში რკინიგზაზე მეორე აფეთქება მოხდა. მსხვერპლი არ არის. რეგიონის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბოგომაზმა განაცხადა, რომ სნეჟეცკაიას სადგურის რაიონში ამოუცნობი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. „ადგილზე მუშაობენ საქალაქო სახანძრო ბრიგადები, გაგზავნილია ასევე, სახანძრო მანქანა და ორი სარემონტო მატარებელი“, - ნათქვამია „რუსეთის რკინიგზის“ განცხადებაში. „რუსეთის რკინიგზამ“ ასევე განაცხადა, რომ ელმავალი და 20-მდე სატვირთო ვაგონი რელსებიდან გადავიდა. ღია აალება არ არის, მოძრაობა სნეჟეცკაია-ბელიე ბერეგის მონაკვეთზე შეჩერებულია. თავის მხრივ, ტელეგრამ არხი წერის, რომ ამობრუნებული ვაგონებიდან, სავარაუდოდ, გოგირდი და ნიტრატი დაიღვარა. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო გადავარდნილ ვაგონებსა და დაღვრილ ნივთიერებებს აცივებს. „ბაზის“ ინფორმაციით, რკინიგზის ლიანდაგზე ერთდროულად სამი აფეთქება მოხდა. პირველ მაისს ბრიანსკის ოლქში აფეთქების შედეგად რელსებიდან გადავიდა.
ოკუპირებულ ყირიმში, სიმფეროპოლში, რუსულ სამხედრო ბაზასთან აფეთქება მოხდა - მედია
ოკუპირებული სიმფეროპოლის აეროპორტის მახლობლად, მესაზღვრეების ყოფილ სასწავლო ბაზაზე აფეთქება მოხდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია, „რადიო თავისუფლებაზე“ დაყრნობით ავრცელებს. „გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, შესაძლებელია აფეთქების ადგილის გეოლოკაცია: ეს არის მესაზღვრეების ყოფილი სასწავლო-საწვრთნელი ბაზა ჯაბანაკის ნაკადის მიდამოში, სოფელ შკილნესთან, სიმფეროპოლიდან რამდენიმე კილომეტრში. აეროპორტთან", - ნათქვამია ინფორმაციაში. თავდაპირველად რუსული ტელეგრამის არხები წერდნენ სევასტოპოლში აფეთქებების ხმებზე, თუმცა „რადიო თავისუფლება" წერს, რომ საუბარია სიმფეროპოლთან რუსეთის სასაზღვრო ჯარების ბაზაზე.
მილანში ძლიერი აფეთქება მოხდა
მილანის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში აფეთქების შედეგად რამდენიმე მანქანა დაიწვა. იტალიური საინფორმაციო არხის Sky TG24-ის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე მანქანა ცეცხლშია გახვეული. იტალიური საინფორმაციო გამოცემის La Repubblica-ს ცნობით, აფეთქება გაჩერებულ ფურგონთან მოხდა, რომელსაც ჟანგბადის ბოთლები გადაჰქონდა. ფურგონი ქუჩის კუთხეში იყო გაჩერებული და ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია, რის შედეგადაც ხუთი მანქანა დაიწვა.
თბილისში, ერთ-ერთ ბინაში აფეთქება მოხდა
თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, ერთ-ერთ ბინაში, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რის შედეგადაც წყლის გამაცხელებელი აფეთქდა. აფეთქების შედეგად დაშავებულია 65 წლამდე ქალი, რომელიც აფეთქების დროს საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა. დაშავებული გვიან ღამით სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ, ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. დაშავებული ქალის მდგომარეობის შესახებ კლინიკას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ანკარაში, რაკეტების ქარხანაში აფეთქება მოხდა
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, ქარხანაში აფეთქება მოხდა. 5 მუშა დაიღუპა. გამოძიება დაიწყო. საწარმო, სადაც აფეთქება მოხდა, ელმადაგის რაიონში, საცხოვრებელი უბნებიდან შორს მდებარეობს. თვითმხილველები ამბობენ, რომ მათ ჯერ აფეთქების ხმა გაიგეს, შემდეგ კი, ქარხნის თავზე კვამლი დაინახეს. CNN-ი იტყობინება, რომ ხანძარი ლოკალიზებულია.
კიევში, 16-სართულიან კორპუსში აფეთქების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა
უკრაინის დედაქალაქის დნეპროვსკის ოლქში, 16-სართულიან კორპუსში აფეთქებას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, ორს კი, ადგილზე ჩაუტარდა მკურნალობა. კლიჩკოს თქმით, ხუთი დაზიანებული ბინიდან 18 მცხოვრები გამოიყვანეს. მთლიანობაში, შენობის ყველა ბინიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაო გრძელდება. ექსპერტები აფეთქების მიზეზებს იკვლევენ. 22 ივნისს, დაახლოებით დილის 04:00 საათზე, კიევის დნიპროვსკის ოლქში 16-სართულიან შენობაში ძლიერი აფეთქება მოხდა, რომელმაც სამი სართულის კედლები ერთდროულად დაანგრია და 150 კვადრატულ მეტრზე გაჩნდა ხანძარი. წინასწარი ინფორმაციით, კორპუსში გაზი აფეთქდა.
ჩინეთში, რესტორანში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი დაიღუპა
ჩინეთის ქალაქ ინჩუანში, ერთ-ერთ რესტორანში გაზის გაჟონვის გამო მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა, - ინფორმაციას „სიენენი“ ჩინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, დაშავებულთა შორის ერთი პირი ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია, დანარჩენი ექვსის მდგომარეობა სტაბილურია. ამასთან, ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა მომხდარის გამო ღრმა მწუხარება გამოხატა და განაცხადა, რომ აუცილებელია, მიზეზი რაც შეიძლება მალე დადგინდეს.
რუსული მედიის ცნობით, სამარის ოლქის ქარხანაში აფეთქება მოხდა
რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ ჩაპაევსკში მდებარე „პრომსინტენზის„ ქარხანაში აფეთქება მოხდა, იტყობინება რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti 7 ივლისს, საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. საინფორმაციო სააგენტომ ინციდენტის მიზეზად სარემონტო სამუშაოს დროს ტექნიკის დემონტაჟი დაასახელა. რუსული Telegram არხი „ბაზა„ იტყობინება, რომ აფეთქება მოხდა მილზე, რომელიც შენობას აზოტით ამარაგებს. Promsintez-ის ქარხანა სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია რუსეთში. უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში ხანძრებისა და სხვა ინციდენტების შესახებ მრავალი ცნობა გავრცელდა. 4 ივლისს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია მოსკოვის ოლქის ქალაქ ხიმკის ყოფილი ავეჯის ქარხნის საწყობში ხანძრის შესახებ.
გუბერნატორის თქმით, რუსეთში, ტაგანროგში სავარაუდოდ, რაკეტა აფეთქდა
როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა განაცხადა, რომ ტაგანროგის ცენტრში „სავარაუდოდ, რაკეტა აფეთქდა“, იუწყება რია ნოვოსტი. რეგიონის ხელმძღვანელის თქმით, არავინ დაღუპულა. დაშავდა 12 ადამიანი.
მედიის ცნობით, თურქეთის პორტში აფეთქებამ 13 ელევატორი დააზიანა
თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში, დერინჯეს პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, 13 ელევატორი, კი დაზიანდა. ამის შესახებ კოჯაელის პროვინციის გუბერნატორმა, სედარ იავუზმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა. „ამ დროისთვის შემოწმების შემდეგ გვაქვს ინფორმაცია, რომ ნანგრევების ქვეშ არავინ არის“, - განაცხადა გუბერნატორმა. მისივე თქმით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. თურქული მედიის ცნობით, პორტის 30 სილოდან, 13 დაზიანდა.
მედიის ცნობით, მოსკოვის ოლქში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 52-მდე გაიზარდა
მოსკოვის ოლქის ქალაქ სერგიევ-პოსადში, ოპტიკურ-ტექნიკური ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 52-მდე გაიზარდა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან ზოგიერთის მდგომარეობა მძიმედ ფასდება. მედია ასევე წერს, რომ ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, 5 ადამიანი იმყოფებოდეს. როგორც ცნობილია, ოთხშაბათს მოსკოვის ოლქში, ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკური ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. წინასწარი ოფიციალური მონაცემებით, აფეთქება პიროტექნიკური ნაწარმის საწყობში მოხდა. ქარხნის ყველა შენობაში და სახელოსნოში, ასევე, მიმდებარე საბავშვო ბაღში ევაკუაცია გამოცხადდა.
აფეთქებას რუსეთის ქალაქ დომოდედოვოში ხანძარი მოჰყვა - მედია
10 აგვისტოს ღამით, რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ Telegram არხი Astra იტყობინება. თვითმხილველებმა ქალაქ დომოდედოვოში ორი აფეთქების ხმა გაიგეს, რასაც ხანძარი მოჰყვა. შესაბამისი კადრები სოციალურ ქსელშიც გამოქვეყნდა. მოსკოვის რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ცეცხლი ავტოსსერვისს გაუჩნდა. ხანძარმა 1000 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა. ომის მომხრე ბლოგერი ვლადისლავ პოზდნიაკოვი თავის Telegram არხზე წერს, რომ დომოდედოვოს, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატები დაესხნენ თავს. მოგვიანებით, განაცხადა, რომ სხვა ვერსიით, ხანძრის მიზეზი გაზის ბალონების აფეთქება გახდა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი უპილიტო საფრენი აპარატი გაანადგურა, რომელიც დედაქალაქისკენ მიემართებოდა. რუსეთის თავდაცვის ცნობით, ერთი დრონი კალუგის ოლქში, მეორე კი - ოდინცოვოს რაიონის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. მოსკოვის მერი 9 აგვისტოსაც აცხადებდა, რომ დრონების თავდასხმა მოიგერიეს. 30 ივლისს დრონით თავდასხმა ბიზნესცენტრ "მოსკვა სიტიზე", განმეორებითი შეტევა კი იმავე ბიზნესცენტრზე პირველ აგვისტოსაც განხორციელდა. რუსეთი შეტევაში კიევს ადანაშაულებს, უკრიანა თავდასხმებს ოფიციალურად არ ადასტურებს. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია
დრონების შეტევისა და ხანძრის შესახებ ცნობების ფონზე, მოსკოვში, კარამიშევსკაიას სანაპიროსთან აფეთქება მოხდა
მოსკოვში 11 აგვისტოს კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. უფრო ადრე კი, „ვნუკოვოს“ აეროპორტის საჰაერო სივრცე დაიხურა. მანამდე ძლიერი ხანძარი იყო. მოსკოვის ოლქის ქალაქ ოდინცოვოში. სამივე ამ შემთხვევას დრონების თავდასხმას უკავშირებენ. რაც შეეხება უკანასკნელ აფეთქებას, ტელეგრამ არხ „ბაზას“ და ტელეარხ 360-ის ცნობით, მოსკოვის დასავლეთ ნაწილში, კარამიშევსკაიას სანაპიროს მიდამოში დრონის მსგავსი ობიექტი ჩავარდა. აფეთქების ხმა გაიგო მოსკოვის მახლობლად მდებარე კრასნოგორსკის მოსახლეობამაც, რომელიც კარამიშევსკაიას სანაპიროდან 20 კილომეტრში მდებარეობს. დრონის მსგავსი ობიექტი ასევე იპოვეს ნოვორიჟსკოეს გზატკეცილთან. რუსეთი დრონებით შეტევაში კიევს ადანაშაულებს, უკრიანა თავდასხმებს ოფიციალურად არ ადასტურებს. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია ინფორმაციისთვის, დღეს, 11 აგვისტოს, კალუგის ოლქში ხანძარი, გუბერნატორმა მეხის ჩავარდნას დაუკავშირა.
მაჰაჩყალაში გლოვის დღე გამოცხადდა
დაღესტნის რესპუბლიკის დედაქალაქ მაჰაჩყალაში ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების მსხვერპლთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა, 100-ზე მეტი დაშავდა. აცხადებს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო. დაღუპულებს შორის 3 ბავშვია. დაშავებულია 75 ადამიანი, მათგან 11 ბავშვი. აფეთქებისგან გამოწვეულმა ხანძრის ფართობმა 600 კვადრატულ მეტრს მიაღწია. ხანძარი ლიკვიდირებულია. მიზეზი უცნობია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე მომსახურების გაწევის ფაქტზე, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.
სანქტ-პეტერბურგში, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისთან აფეთქება მოხდა - მედია
სანქტ-პეტერბურგში კრუპსკაიას ქუჩაზე სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისის შენობასთან აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა სავენტილაციო შახტში აფეთქდა. შესაბამის ინფორმაციას Nexta ავრცელებს. დამატებითი დეტალები უცნობია. განახლება: გამოცემა Fontanka წერს, რომ წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების ხმის წყარო მიტოვებული ბომბის თავშესაფრისკენ მიმავალ შახტში იყო. ის სამხედრო აღრიცხვის ოფისიდან 20 მეტრში მდებარეობს. ამასთან, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის ნაწილები იპოვეს.
მედია: მთიან ყარაბაღში საწვავის საწყობში აფეთქება მოხდა
25 სექტემბერს მთიან ყარაბაღში, სტეპანაკერტი-ასკერანის გზატკეცილთან ახლოს მდებარე საწვავის საწყობში მძლავრი აფეთქება მოხდა. არიან დაღუპულები და დაჭრილები. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა არ სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც საწვავი ურიგდებოდა ადამიანებს, რომლებიც მანქანით სომხეთში მიდიოდნენ, იტყობინება რუსული დამოუკიდებელი გამოცემა Meduza. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღი უკვე 2900-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. 22 სექტემბერს სომხეთის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზად არიან ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულთა მისაღებად, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ისინი თავიანთ სახლებში დარჩნენ და მშვიდად ცხოვრება განაგრძონ. სომხური მხარის ცნობით, რეგიონის მოსახლეობა 120 ათასამდეა. პოლ გობლის ანალიზი ყარაბაღში მიმდინარე პროცესებზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომხები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და მალე დაინახავენ უკეთესობას. ალიევის თქმით, ბაქოს მიზანია „მშვიდობიანი თანაცხოვრება, ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემა". თავის მხრივ, ყარაბაღელი სომხები მოითხოვენ უსაფრთხოების მყარ გარანტიას, რომელიც მათი წარმომადგენლების თქმით, ჯერჯერობით ვერ მიიღეს. ყარაბაღში განვითარებული მოვლენების ფონზე, ერევანში საპროტესტო გამოსვლები სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით დაიწყო. 24 სექტემბერს ოპოზიციამ დაუმორჩილებლობის შესახებ გამოაცხადა. მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება.
მედიის ცნობით, საწვავის საწყობში აფეთქების შედეგად, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა
მთიან ყარაბაღში 25 სექტემბერს საწვავის საწყობში აფეთქების შედეგად, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა და 290 დაიჭრა. ამის შესახებ სომხური მედია იუწყება. 7 დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. რამდენიმე ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. ბევრი კი, დაკარგულად მიიჩნევა. მედია: მთიან ყარაბაღში საწვავის საწყობში აფეთქება მოხდა
ტაშკენტში, აეროპორტთან ძლიერი აფეთქება მოხდა
უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, ისლამ კარიმოვის სახელობის საერთაშორისო აეროპორტთან ძლიერი აფეთქება მოხდა. უზბეკური მედიის Daryo-ს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, 16 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა გაიგზავნა ქალაქ სერგელის რაიონში, აეროპორტის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ საწყობში ხანძრის ჩასაქრობად. თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე სახლების მინები ჩამსხვრეულია."ტელეგრამ" არხ Mash-ის ცნობით, კომპანია Inter Logistics-ის საწყობში ელექტრომობილების ბატარეები აფეთქდა და საწყობი დარტყმის ტალღამ გაანადგურა. უზბეკეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აფეთქებისა და ხანძრის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.
თურქეთი აცხადებს, რომ ანკარაში, სამთავრობო შენობებთან „თვითმკვლელმა ტერორისტმა“ აფეთქება მოაწყო
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის შენობებთან თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა გაააქტიურა. Anadolu-ს ცნობით, ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა. მისივე ცნობით, ერთ-ერთმა „ტერორისტმა თავი აიფეთქა,“ ხოლო მეორე გაანეიტრალეს. ორი პოლიციელი მსუბუქად დაშავდა. მინისტრმა პირობა დადო, რომ „ტერორიზმთან დაუნდობელი ბრძოლა გაგრელდება.“
რუსებმა NATO-ს წევრ ქვეყანაში პირველი აფეთქება 2011 წელს მოაწყვეს - The Insider
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რუსეთის გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს დანაყოფი, რომელიც ცნობილია როგორც სამხედრო ნაწილი 29155, ბულგარეთში, 2011 წელს მომხდარ აფეთქებაში მონაწილეობდა, რაც NATO-ს ქვეყანაში რუსეთის დაზვერვის პირველ ასეთ დივერსიულ აქტად ითვლება. ამის შესახებ The Insider-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებაშია ნათქვამი. მისი ერთ-ერთი ავტორია ხრისტო გროზევი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ალექსეი ნავალნის მოწამვლის გარემოებების გამოძიებაში. Insaider-ის ცნობით, აფეთქების მიზანი, საქართველოსთვის იარაღის მიწოდების არდაშვება იყო. „2011 წლის დივერსიული აქტი ლოვნიდოლში, რუსეთის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ნომერ 29155-ე დანაყოფის პირველი ძირგამომთხრელი ოპერაციაა NATO-ს ტერიტორიაზე. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ თავიანთ დაუსჯელობაში და გააგრძელეს ოპერაციები ბულგარეთსა და ჩეხეთში, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი სამოქალაქო მსხვერპლი," - წერს The Insider-ი. ოპერაციას გენერალი ანდრეი ავერიანოვი ხელმძღვანელობდა. ავერიანოვმა და მისი ჯგუფის წევრებმა ნიკოლაი ეჟოვმა, სერგეი რომანოვმა, რუსტამ ჯაფაროვმა, ალექსეი კაპინოსმა და ანატოლი ჩეპიგამ სავარაუდოდ, დაამონტაჟეს დისტანციურად მართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობები ბულგარეთში გადასაზიდად განკუთვნილ საბრძოლო მასალებში და ისინი ლოვნიდოლის საწყობში ჩასვლის შემდეგ ააფეთქეს. გამოძიების თანახმად, ევროპაში აფეთქებების მონაწილე რუსეთის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ბევრმა ყოფილმა თანამშრომელმა პოზიციები რუსეთის სამთავრობო სტრუქტურებში დაიკავა. ბულგარეთის პროკურატურამ ადრე განაცხადა, რომ იძიებდა გრუს შესაძლო მონაწილეობას 2011 წელს ბულგარეთის სოფელ ლოვნიდოლში კომპანია EMCO-ს კუთვნილ საწყობში მომხდარ აფეთქებაში.
თბილისში, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა
თბილისში, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, სახლში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ამ დროისთვის უცნობია, აფეთქების დროს იმყოფებოდა თუ არ ვინმე საცხოვრებელ სახლში.
ვაზისუბანში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა
ვაზისუბანში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხეჩინაშვილის კლინიკაში 2 დაშავებულია გადაყვანილი. ცნობისთვის, ვაზისუბანში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, რის შედეგადა სამი ადამიანი დაშავდა. ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ვაზისუბანში, საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულ ყველა ადამიანს საცხოვრებლით უზრუნველყოფს. კახა ლაბუჩიძის თქმით, გამგეობა და ყველა საქალაქო სამსახური ადგილზეა და მიმდინარეობს ოჯახების აღწერა. „გამგეობა სრულად აქ არის, ყველა საქალაქო სამსახური აქ არის. გამგებელიც ადგილზეა და ახლა მიდის ყველა ოჯახის აღწერა, ჩვენ მზად ვართ ყველანი დღესვე უზრუნველვყოთ საცხოვრებლით. სადაც ხვალ დილით ან ამ დღეებში შეუძლებელი იქნება [ცხოვრება], გარკვეული სამუშაოების და რემონტების გამო, მანამდე ყველა ეს ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება სასტუმროში,“ - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ. კახა ლაბუჩიძის თქმით, აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. „მოხდა აფეთქება, გვაქვს ეჭვი, რომ ეს მოხდა ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად. ერთ-ერთ ბინაში, სადაც ხანდაზმული ქალბატონი ცხოვრობდა, იმ სახლში მოხდა გაზის აფეთქება. ქალბატონი არის კლინიკაში, უკეთებენ ყველა სახის დახმარებას. კონტაქტური იყო როცა წაიყვანეს. გარკვეული დამწვრობა ჰქონდა, თუმცა რა ხარისხის, ვერ გეტყვით. სამი დაშავებულია, აქედან ერთი ის ქალი, რომლის სახლშიც მოხდა,“ - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
ვაზისუბანში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული ერთ-ერთი პირი კლინიკაში გარდაიცვალა
ვაზისუბანში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაზე დაყრდნობით წერს. დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. ცნობისთვის, ვაზისუბანში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, დაშავდა სამი ადამიანი.
ყაზახეთში გლოვის დღე გამოცხადდა
ყაზახეთის ყარაგანდას ოლქში, მაღაროში მომხდარი ავარიის შედეგად, სულ მცირე, 42 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში 29 ოქტომბერი გლოვის დღეა. ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტოს ცნობით, 4 მაღაროელის ძებნა გრძელდება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შახტიდან 208 მაღაროელი ამოიყვანეს, მათგან 18-ს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. წინასწარი მონაცემებით, მომხდარის მიზეზი ლავაში მეთანის გაზის აფეთქება იყო.
რუსეთში, სამხედრო-სამრეწველო ქარხანაში აფეთქება მოხდა - მედია
ურალის სამხედრო-სამრეწველო ქარხანაში, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია რუსეთში, აფეთქება მოხდა. ინფორმაციას უკრაინული მედია რუსეთის ოფიციალუ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. რეგიონის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „სოლიკამსკში ურალის ქარხნის სახელოსნოში აფეთქების შემდეგ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება“. მოგვიანებით, დაწესებულების წარმომადგენელმა რუსულ მედიას განუცხადა, რომ ქარხანაში აფეთქება „მოხდა იმ დროს, როდესაც ამ შენობაში არავინ იმყოფებოდა.“ „ამჟამად სამუშაო ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.“ სოლიკამსკის ურალის ქარხანა რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო-სამრეწველო ქარხანა და როსტეკის სახელმწიფო კორპორაციის ნაწილია. იქ იწარმოება ფეთქებადი მასალები და სამრეწველო ასაფეთქებელი ნივთიერებები, მათ შორის მცირე იარაღისა და ჭურვისთვის.
ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის (YSU) შენობაში პარასკევს დილით მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, სამი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. სომხეთის მედიის ცნობით, აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას სომხური მხარე მოგვიანებით გაავრცელებს. სააგენტო News-NEWS.am-ის ცნობით, დღეს დილით აფეთქება უნივერსიტეტის ქიმიის მიმართულების ფაკულტეტის შენობის სარდაფში მოხდა.
პაკისტანში აფეთქების შემდეგ 23 ჯარისკაცი დაიღუპა
ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში ექვსი კაცი სამხედრო ბანაკში ასაფეთქებელი სატვირთო მანქანით შეიჭრა, რის შენობა დაინგრა და სულ მცირე 23 ჯარისკაცი დაიღუპა. შესაბამის განცხადებას პაკისტანის არმია ავრცელებს. თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც რეგიონში სხვადასხვა ოპერაციაში ორი ჯარისკაც, 21 ბოევიკთან ერთად დაიღუპა. პრემიე-რმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თავდასხმა დაგმო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანის თალიბანის ჯგუფმა, Tahreek-e-Jihad Pakistan (TJP), აიღო. მათი თქმით, პაკისტანის არმიაზე თავდასხმა მისმა ბოევიკებმა განახორციელეს.
რუსეთში, ნავთობსაცავზე დრონებით თავდასხმა იყო - მედია
რუსეთში, ორიოლის ოლქის ქალაქ ორელში, ნავთობსაცავზე დრონებით იერიში იყო. უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის წყაროს ეყრდნობა, ოპერაცია უკრაინის დაზვერვამ ჩაატარა. რეგიონის გუბერნატორის, ანდრეი კლიჩკოვის მტკიცებით, ქალაქის ტერიტორიაზე ორი უპილოტო საფრენი აპარატი საწვავის ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტს შეეჯახა, თუმცა ხანძარი სწრაფადვე ჩააქრეს. უკრაინული მედია წერს, რომ ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ ხერხდება. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე შეტევების შესახებ ცნობები ხშირია.
ბაქოში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
15 იანვარს ბაქოში ავეჯის მაღაზიაში მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა, იუწყება აზერბაიჯანული მედია გენერალური პროკურატურის და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ერთობლივ ინფორმაციაზე დაყრდნობით. დაშავებულებიდან 6 პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ გაწერეს, დანარჩენების მკურნალობა კი საავადმყოფოში გრძელდება. გენერალური პროკურორის შესაბამისი გადაწყვეტილებით, შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომელმაც მომხდარის მიზეზები უნდა დაადგინოს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბაქოში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ზუსტდება
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბაქოში მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას აზუსტებენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან ერთი საქართველოს მოქალაქეა. „15 იანვარს ბაქოს, ახუნდოვის ქუჩაზე მდებარე ავეჯის სახელოსნოში აფეთქება მოხდა, შემთხვევის დროს დაიღუპა 7 და დაშავდა 24 ადამიანი. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილთაგან ერთი არის საქართველოს მოქალაქე .. ვმუშაობთ აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტებაზე,“ - განუცხადეს Europetime-ს უწყებაში.
რუსეთის ქალაქ ვორონეჟში აფეთქებების შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
რუსეთის ქალაქ ვორონეჟში აფეთქებები იყო. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ სამხედროებმა დრონებით შეტევა მოიგერიეს. მანამდე, ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე გუსევმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ვორონეჟზე უკრაინული დრონებით თავდასხმა მოიგერია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩამოგდებულია სამი დრონი. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია გოგონა. ერთ-ერთ კორპუსში აივანს ცეცხლი გაუჩნდა, კიდევ ორ მაღალსართულიან კორპუსსა და რამდენიმე კერძო სახლში მინები ჩაიმსხვრა. „დაზიანებულ სახლებსა და მიმდებარე სახლებზე, ასევე ტერიტორიაზე, როგორც უძრავი, ისე მოძრავი ქონების ზიანის შემფასებელი კომისია იმუშავებს. გადაწყვეტილების მიღების დაჩქარებისთვის უკვე შემოღებულია ქალაქის საგანგებო რეჟიმი," - წერს მერი Telegram არხზე. უკრაინის ლუგანსკის ოლქთან მოსაზღვრე ვორონეჟის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით არაერთი იერიში იყო 2023 წელსაც. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე შეტევების შესახებ ცნობები ხშირია.
ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად, საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ფაქტი დადასტურდა
ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად, საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ფაქტს საგარეო საქმეთა სამინსტრო ადასტურებს. „დადასტურდა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან,“ - განუცხადეს Europetime-ს უწყებაში. 15 იანვარს ბაქოს, ახუნდოვის ქუჩაზე მდებარე ავეჯის სახელოსნოში აფეთქება მოხდა, შემთხვევის დროს დაიღუპა 7 და დაშავდა 24 ადამიანი. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილთაგან ერთი, საქართველოს მოქალაქეა. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბაქოში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ზუსტდება
მოსკოვის და პეტერბურგის მახლობლად აფეთქებები იყო, ბელგოროდზე სარაკეტო შეტევის შესახებ იუწყებიან
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის და ქალაქ სანკტ-პეტერბურგის მახლობლად ღამით აფეთქებები იყო. საჰაერო განგაში გამოცხადდა რუსეთის ქალაქ ბელგოროდშიც. გამთენიისას რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „აღკვეთეს კიევის რეჟიმის მცდელობა, თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით ტერორისტული შეტევა განეხორციელებინა ობიექტებზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.“ „ერთი დრონი მოსკოვის ოლქში „გაანადგურეს“, ერთი კი „გზად შეაჩერეს ლენინგრადის ოლქში. უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით ამ შეტევის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით კი, დრონი, რომელიც დედაქალაქისკენ მიფრინავდა, მოსკოვის ოლქის ქალაქ პოდოლსკში ჩამოაგდეს. რუსული სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, დრონით შეტევის გამო, მუშაობა დროებით შეაჩერა პეტერბურგის საერთაშორისო აეროპორტმა „პულკოვომ.“ თავის მხრივ,ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის თანახმად, საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა „წარმატებით ჩამოაგდეს“ 10 უკრაინული რაკეტა. გლადკოვის ცნობითვე, განადგურებული რაკეტების ნამსხვრევებით დაიჭრა ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. გუბერნატორის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, ბელგოროდის მახლობლად დაზიანებულია ორი სახლი, ელექტროგადამცემი ხაზები და გაზით მომარაგების სისტემა. რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე შეტევების შესახებ ცნობები ხშირია.
რუსეთში, სანკტ-პეტერბურგთან ახლოს, გაზის ტერმინალში აფეთქების შესახებ იუწყებიან
BBC-ის ცნობით, რუსეთში, ქალაქ სანკტ-პეტერბურგთან ახლოს, გაზის ტერმინალში აფეთქება მოხდა. გამოცემა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Ria Novosti-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქებამ დიდი ხანძარი გამოიწვია. ამასთან, ხანძარი ლოკალიზებულია და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატები დააფიქსირეს. როგორც წესი, უკრაინა არ აღიარებს ასეთ თავდასხმებს, მაგრამ უკრაინული მედია წყაროებს ციტირებს და წერს, რომ მომხდარის უკან კიევი დგას. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა თითქმის ორი წლის წინ დაიწყო. რუსეთის ქალაქ ტულაში, თავდაცვის საწარმოზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან
აზერბაიჯანში, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ქარხანაში აფეთქება მოხდა
აზერბაიჯანში, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ქარხანაში აფეთქება მოხდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შემთხვევა ქალაქ შირვანში მოხდა. ადგილობრივ პროკურატურაში აცხადებენ, რომ აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციის მიხედვით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ჭურვი დაზიანდა. ამჟამად ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ და მომხდარის გამომწვევ მიზეზს იკვლევენ.
საბერძნეთში, ერთ-ერთი სამინისტროს შენობასთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა
საბერძნეთში შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობასთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. ათენის პოლიციის ცნობით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. მანამდე ერთ-ერთმა ბერძნულმა გაზეთმა სამინისტროს ტერიტორიაზე ბომბის განთავსების შესახებ სატელეფონო შეტყობინება მიიღო. გაზეთმა ამ ზარის შესახ პოლიციას აცნობა, რომელმაც აფეთქებამდე სამინისტროს ტერიტორიას ალყა შემოარტყა. აფეთქების შედეგად სამინისტროს შენობა დაზიანდა. პოლიციამ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ძლიერი აფეთქება მოხდა რუსეთში, ქარხანაში, რომელიც ბალისტიკურ რაკეტებსა და ბირთვული იარაღის კომპონენტებს აწარმოებს
ძლიერი აფეთქება მოხდა რუსეთში, უდმურტეთის ქარხანაში, რომელიც ბალისტიკურ რაკეტებსა და ბირთვული იარაღის კომპონენტებს აწარმოებს. როგორც უკრიანული მედია წერს, აფეთქების შემდეგ ქარხანაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. პროპაგანდისტული გამოცემა TASS-ი წერს, რომ სავარაუდოდ, აფეთქება "სარაკეტო ძრავების ტესტირების დროს" მოხდა. სხვა დეტალებზე მედია არ წერს. ვოტკინსკის ქარხანა მდებარეობს უდმურტეთის დედაქალაქ იჟევსკიდან 50 კილომეტრში. სამოქალაქო პროდუქტების გარდა, ის აწარმოებს საარტილერიო რაკეტებს, მათ შორის, სტრატეგიულ ბალისტიკურ რაკეტებს ისკანდერის კომპლექსებისთვის. ქარხანაში ასევე არის საცდელი ადგილი.
ირანის მთავარი გაზსადენის ქსელში ორი აფეთქება მოხდა, თეირანი დივერსიაზე მიუთითებს
ირანის მთავარი გაზსადენის ქსელში ორი აფეთქება მოხდა, თეირანი საბოტაჟზე საუბრობს. ხელისუფლება არ საუბრობს, ვისზე აქვს ეჭვი. თეირანმა ასევე უარყო ინფორმაცია, რომ ინციდენტმა გამოიწვია გაზის შეწყვეტა მრეწველობისა და ოფისების ზოგიერთ პროვინციაში, იტყობინება სახელმწიფო მედია. „დივერსიის ეს სტერორისტული აქტი პირველ საათზე, ოთხშაბათის გამთენიისას მოხდა ნაციონალურ გაზსადენ მილთა ქსელში, ქვეყნის ორ რეგიონში," - განაცხადა ნავთობის საკითხებში მინისტრმა ჯავად ოვჯიმ.
რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ძლიერი აფეთქებები იყო
რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში პირველ მარტს, ღამით, ძლიერი აფეთქებები მოხდა, იტყობინება უკრაინული მედია ტელეგრამ არხ Astra-ე დაყრდნობით. აფეთქების მიზეზები და შედეგები არ არის ცნობილი. ქალაქში მდებარეობს სვერდლოვის ქარხანა, მუნიციპალური საწარმო, რომელიც სტრატეგიულ როლს ასრულებს რუსეთის სამხედრო ინდუსტრიულ კომპლექსში. ის ასევე აწარმოებს საავიაციო და საარტილერიო ჭურვებს, საავიაციო ბომბებს, მათ შორის, მართვად ბომბებს, საბრძოლო ნაწილებს კუმულაციური ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებისთვის, საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემების ქობინებს და სხვა. 25 თებერვალს ღამით, რუსებმა განაცხადეს, რომ ბელგოროდის რეგიონსა და შავ ზღვაზე დრონებ იერიში იყო. ერთი დღით ადრე რუსეთის ქალაქ ლიპეცკში აფეთქებების სერია დაფიქსირდა, რასაც მოჰყვა ხანძარი ადგილობრივ ნოვოლიპეცკის მეტალურგიულ ქარხანაში. ობიექტს დრონები დაესხნენ თავს. გარდა ამისა, იმავე ღამეს რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კურსკისა და ტულას რაიონებში საჰაერო თავდაცვა გააქტიურეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილ მალიუკმა განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინის სპეცსამსახურებმა მნიშვნელოვნად შეუშალეს ხელი რუსული ნავთობპროდუქტების ექსპორტს. მისი თქმით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები უკრაინის ლეგიტიმური სამიზნეებია. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების შესახებ ცნობები ხშირია.
რუსეთში, ეკატერინბურგში ელექტროქვესადგურზე აფეთქება მოხდა
რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში აფეთქება მოხდა ელექტროქვესადგურზე, რომელიც სამხედრო პროდუქციის ქარხნებს დენით ამარაგებს. ტელეგრამ-არხ Mash-ცნობით, შენობა სადაც აფეთქება მოხდა, ენერგიას აწვდის სამ თავდაცვის საწარმოს: კალინინის სახელობის მანქანათმშენებელ ქარხანას, ტურბომოტორების ქარხანას და ურალმაშს. როგორც მედია იტყობინება, ეს საწარმოები მეტალურგიის, ცემენტის მრეწველობის, სამთამადნო კომპლექსებისთვის ამწე და სატრანსპორტო საშუალებების სფეროში მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციით, „თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა“ ამოქმედდა. რუსეთის ხელისუფლება მომხდარზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. აფეთქების ზუსტი მიზეზი უცნობია. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GUR) წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა ეკატერინბურგში მომხდარ აფეთქებაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ „ეს არის რუსეთის ხელისუფლების პასუხისმგებლობა.“
სამარასთან სარკინიგზო ხიდი ააფეთქეს - რუსეთი
რუსული მედიის ცნობით, სამარის რაიონში, ზვეზდა-ჩაპაევსკის სარკინიგზო მონაკვეთზე, უცნობმა პირებმა მდინარეზე საყრდენი ხიდი აფეთქეს. კუიბიშევის რკინიგზამ დაადასტურა, რომ ამ მონაკვეთზე მატარებლის მოძრაობა შეჩერდა „რკინიგზის ტრანსპორტის მუშაობაში არაავტორიზებული პირების უკანონო ჩარევის გამო.“ ტელეგრამ არხ „ბაზას“ ცნობით, აფეთქების ხმა ადგილობრივი დროით 6:15 წუთზე (მოსკოვის დროით 5:15 წუთზე) გაისმა. ხიდზე შესაძლოა, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდეს. Baza-ს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ნაჩვენებია რკინიგზის დახრილი ლიანდაგი. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა შეჩერებულია. „ხიდის აფეთქებაზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ (GUR) გააკეთა კომენტარი. „სარკინიგზო ხაზი აგრესორმა სახელმწიფომ გამოიყენა სამხედრო ტვირთების გადასაზიდად, კერძოდ, საინჟინრო საბრძოლო მასალისთვის, რომელიც წარმოებული იყო პოლიმერის სს ქარხნის მიერ სამარას რეგიონის ქალაქ ჩაპაევსკში. სარკინიგზო ხიდის დაზიანების ხასიათიდან გამომდინარე, მისი გამოყენება დიდი ხნის განმავლობაში შეუძლებელი იქნება,“ - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთში სარკინიგზო ხიდის „მწყობრიდან გამოყვანას“ უკრაინის დაზვერვა ადასტურებს
რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ ჩაპაევსკთან მდებარე სარკინიგზო ხიდზე მომხდარი აფეთქების შემდეგ, ხიდის „მწყობრიდან გამოყვანა“ დაადასტურა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ, რომელსაც აფეთქებაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა არ აუღია. მისი განცხადებით, აგრესორი სახელმწიფო რკინიგზის ამ ხაზს იყენებდა სამხედრო ტვირთების, კერძოდ, ქალაქ ჩაპაევსკის ქარხანა „პოლიმერში“ დამზადებული საინჟინრო საბრძოლო მასალების ტრანსპორტირებისთვის. უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, ხიდის დაზიანებების გათვალისწინებით, მას დიდხანს ვერ გამოიყენებენ.
წინასწარი შეფასებით, დიდუბეში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია
თბილისის დიდუბის რაიონში, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მომხდარი აფეთქების გამომწვევ მიზეზად, წინასწარი ვერსიით, ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება. აფეთქება გვიან ღამით მოხდა სამტრედიის ქუჩის #2-ში მდებარე, 4-სადარბაზოიანი კორპუსის მე-3 სადარბაზოში. მსხვერპლი არ არის. დაზიანებულია რამდენიმე ბინა და შენობის სიახლოვეს გაჩერებული ავტომობილები. აფეთქების ტალღამ კორპუსის სხვა სადარბაზოების ბინებში ფანჯრები ჩაამსხვრია. თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მუსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პირველადი დათვალიერებით, გამომწვევი მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა. აფეთქება მოხდა შენობის პირველ სართულზე მდებარე კომერციულ ფართში, სადაც სარემონტო სამუშაო მიმდინარეობდა. კორპუსიდან ყველა მცხოვრები გაიყვანეს. შენობის მდგომარეობა ექსპერტებმა უნდა შეაფასონ. 14 მარტს, დილის 9 საათისთვის თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაზარალებულთა სასტუმროებში დაბინავება დიდუბის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო. მერიის მონაცემებით, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, 93 ოჯახი ცხოვრობს. თბილისის მერიის თანახმად, შენობის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ გაირკვევა, მოსახლეობა საცხოვრებლად კორპუსს დაუბრუნდება, თუ სახლის გამაგრებამდე დროებით ქირით გადაიყვანენ.
თბილისში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია "ბეთლგრაუნდი"-ის სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 2 და დაშავებულია 4 მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ინფორმაციას შსს-ს ავრცელებს. „შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის, მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება," - ნათქვამია ინფორმაციაში. თბილისის საკრებულოში ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, შესაბამის სამსახურები ადგილზე მუშაობენ და აფეთქების ზუსტი მიზეზი დგინდება. „აფეთქება მოხდა. აქ არის სასროლეთი, მაღაზია. ამ ეტაპისთვის ვიცი, რომ არის ორი გარდაცვლილი, მაგრამ ძალიან მალე შსს-ის შესაბამისი სამსახური ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. დაიწყო ძიება და ყველა შესაბამის სამსახური მუშაობს ადგილზე. ვიცი, რომ 4 ადამიანია საავადმყოფოში გადაყვანილი, ერთი არის ძალიან მძიმედ. ამ ეტაპზე მიზეზი უცნობია. სასროლეთში მოხდა აფეთქება თუ შენობის სხვა სართულზე, ვერ გეტყვით,“ - განაცხადა ლაბუჩიძემ.
თბილისში, აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა
თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე სასროლეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა. ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა. შეგახსენებთ, თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია "ბეთლგრაუნდის" სასროლეთში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად დაშავებული კიდევ სამი ადამიანი კლინიკაშია მოთავსებული. თბილისში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
რუსეთში, აფშერონსკის სავაჭრო ცენტრში აფეთქება მოხდა
რუსული მედიის ცნობით, რომელიც ოფიციალურ უწყებას ეყრდნობა, რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ აფშერონსკის სავაჭრო ცენტრში აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები. რეგიონული პროკურატურა საყოფაცხოვრებო გაზის აფეთქების შესახებ იტყობინება. სავაჭრო ცენტრის შენობა თითქმის მთლიანად დანგრეულია. შესაძლოა, ნანგრევებში ადამიანები იყვნენ მოყოლილნი. მაშველებმა უკვე შეძლეს ერთი ადამიანის ამოყვანა და ის საავადმყოფოში მოათავსეს. „რია ნოვოსტის“ თანახმად, ჰოსპიტალიზებულია სამი ადამიანი. დაშავებულთაგან ერთ-ერთი არის აფთიაქის გამგე, იტყობინება ტელეგრამ არხი Mash. ცნობისთვის, რუსეთის სამხრეთის რეგიონებს წუხელ უპილოტო საფრენმა აპარატებმა შეუტიეს. კრასნოდარის მხარეში დარტყმების სამიზნე კვლავ გახდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ტუაფსეში, როსტოვის ოლქში კი, მოროზოვსკის სამხედრო აეროდრომი.
ლიბანში პეიჯერების აფეთქების შედეგად, „ჰეზბოლას“ მებრძოლები დაიღუპნენ, დაშავებულია ირანის ელჩი
17 სექტემბერს, სამხრეთ ლიბანში პეიჯერების ერთდროულად აფეთქების შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა. დაშვებულთა შორისაა ირანის ელჩი. ამის შესახებ მედია პროირანულ დაჯგუფება ჰეზბოლასა და ლიბანურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. „ჰეზბოლას“ ცნობით, რამდენიმე პეიჯერი, რომლებსაც მისი წევრები კომუნიკაციისთვის იყენებდნენ, „ერთდროული“ დეტონაციის დროს აფეთქდა. ბეირუთში ირანის ელჩმა ზედაპირული დაზიანება მიიღო. იტყობინებიან ირანული მედიასაშუალებები. ამ ცნობას Reuters-ი ვერ ადასტურებს. ლიბანის ინფორმაციის მინისტრმა ზიად მაკარიმ განაცხადა, რომ მთავრობამ დაგმო პეიჯერების აფეთქება, როგორც "ისრაელის აგრესია." „ჰეზბოლამ“ ასევე დაადანაშაულა ისრაელი პეიჯერების აფეთქებებში და განაცხადა, რომ ის მიიღებს "სამართლიან სასჯელს." ისრაელის სამხედროებმა უარი თქვეს აფეთქებების შესახებ კომენტარის გაკეთებაზე. „ჰეზბოლას“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, განაცხადა, რომ პეიჯერების აფეთქება იყო "უსაფრთხოების ყველაზე დიდი გარღვევა", რომელიც ჯგუფმა განიცადა ისრაელთან თითქმის ერთწლიანი კონფლიქტის განმავლობაში. ისრაელი და ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლა“ ღაზის სექტორში ომის დაწყებიდან - გასული წლის ოქტომბრის შემდეგ ჩაერთნენ საზღვრისპირა ომში, რაც ბოლო წლების ყველაზე უარესი ესკალაციაა. „ჰეზბოლამ“ სულ მცირე სამი ადამიანის, მათ შორის - მისი ორი მებრძოლის დაღუპვა დაადასტურა. მათივე თქმით, მესამე დაღუპული, გოგო იყო და რომ აფეთქებების გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება მიმდინარეობს. ლიბანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფეთქებები შეაფასა, როგორც ისრაელის "საშიში და მიზანმიმართული ესკალაცია." ლიბანის შიდა უსაფრთხოების ძალებმა განაცხადა, რომ უამრავი უკაბელო საკომუნიკაციო მოწყობილობა აფეთქდა ლიბანის მასშტაბით, განსაკუთრებით, ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში, რაც ჰეზბოლას დასაყრდენად მიიჩნევა. „პეიჯერები, რომლებიც აფეთქდა, ჰეზბოლას მიერ ბოლო თვეებში შემოტანილი უახლესი მოდელები იყო,“ განაცხადა უსაფრთხოების სამმა წყარომ Reuters-ის ცნობით. ლიბანის ჯანდაცვის მინისტრმა ფირას აბიადმა განაცხადა, რომ აფეთქებების შედეგად, 2750 ადამიანი დაშავდა, მათგან 200 მძიმე მდგომარეობაშია. „დაშავებულთა შორის ბევრი იყო ჰეზბოლას მებრძოლი, რომლებიც შეიარაღებული ჯგუფის უმაღლესი პირების შვილები არიან,“ განუცხადა Reuters-ს უსაფრთხოების ორმა წყარომ. ცნობისთვის, „ჰეზბოლა“ შეერთებულ შტატებში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.
პაკისტანში, უცხოელი დიპლომატების კოლონაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
პაკისტანში, უცხოელი დიპლომატების კოლონაში აფეთქების შედეგად ერთი პაკისტანელი პოლიციელი დაიღუპა და სამი დაიჭრა. დიპლომატები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ ისლამაბადში. მედია წერს, რომ თავდასხმის სამიზნე უცხოელი დიპლომატების კოლონა იყო. ამერიკის ხმის ცნობით, პოლიციის წარმომადგენლებმა მსხვერპლის შესახებ ცნობა დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ყველა დიპლომატი უვნებლად გადარჩა, მათ შორის იყვნენ რუსეთის, პორტუგალიის, ირანის, ინდონეზიის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, რუანდის, ზიმბაბვეს, თურქმენეთის, ვიეტნამის და ბოსნია-ჰერცეგოვინის ელჩები. გავრცელებული ინფორმაციით, ავტოკოლონის თანმხლები მანქანა პაკისტანის ქალაქ მინგორადან გზაზე ააფეთქეს, როდესაც ხელნაკეთი მოწყობილობა ამოქმედდა. მანქანა სასტუმროსკენ მიდიოდა. დიპლომატებმა ხეიბარ-პახტუნხვის პროვინციაში, სვატის ხეობაში ტურიზმის განვითარების ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. „დოიეჩე ველე“ წერს, რომ ეს ტერიტორია არის ბაზა მებრძოლი ჯგუფებისთვის, მათ შორის, პაკისტანის „თალიბანისთვის.“ პრემიერ მინისტრის შეჰბაზ შარიფის ოფისმა განაცხადა, რომ გმობენ თავდასხმას, როგორც "მშიშარა ტერორისტულ აქტს.“ მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია - არც TTP-ის მებრძოლებს, რომლებიც სამხედრო და პოლიციის ძალებზე პროვინციაში სასიკვდილო თავდასხმებს აწყობენ. „ნობელის პრემიის პაკისტანელი ლაურეატი მალალა იუსაფზაი, რომელიც სვატის მკვიდრი იყო, 2012 წელს დახვრიტეს და მძიმედ დაჭრეს TTP-ის ბოევიკებმა. TTP-ის გაძლიერებული თავდასხმების შემდეგ, პაკისტანის პროვინცია ხეიბერ პახტუნხვაში, რომელიც ავღანეთს ესაზღვრება, წლის დასაწყისიდან, 100-ზე მეტი პოლიციელი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. პაკისტანი ამტკიცებს, რომ ექსტრემისტული ჯგუფი ძალადობას ავღანეთის თავშესაფრებიდან აწყობს და მას ხელს უწყობენ „თალიბანის“ მმართველები. ქაბულში „თალიბანის“ მთავრობა, რომელიც ოფიციალურად არ არის აღიარებული არცერთი ქვეყნის მიერ, უარყოფს ბრალდებებს და ამბობს, რომ არცერთ უცხოურ დაჯგუფებას, მათ შორის, TTP-ს, არ აქვს უფლება, გამოიყენოს ავღანეთის მიწა სხვა ქვეყნების წინააღმდეგ,“ წერს ამერიკის ხმა. შაბათს, 21 სექტემბერს, სამხრეთ-დასავლეთ ბელუჯისტანის პროვინციაში, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს უსაფრთხოების საპატრულო ჯგუფს და ორი ოფიცერი მოკლეს. მესამე ადამიანი მიყენებული დაზიანებების შედეგად კვირას, 22 სექტემბერს გარდაიცვალა. მასალა მომზადებულია AP-ის, DW-ის, და ამერიკის ხმის მიხედვით