თეგი: გაერო

უკრაინის საზღვართან შექმნილი ვითარების განსახილველად, აშშ-ის ელჩი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს

უკრაინის საზღვართან შექმნილი ვითარების განსახილველად, აშშ-ის ელჩი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს. ამის შესახებ გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ლინდა თომას-გრინფილდიმ განცხადა. „უკრაინასთან და უშიშროების საბჭოში პარტნიორებთან მჭიდრო კონსულტაციების კვირების შემდეგ, აშშ იწვევს უშიშროების საბჭოს ღია შეხვედრას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხის განსახილველად: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საფრთხის შემცველი ქმედებებისა და უკრაინისა და ბელორუსის საზღვრებზე რუსეთის ჯარების მობილიზების“, – აღნიშნულია ელჩის განცხადებაში.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ყველა ქვეყანას პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს ოლიმპიური ზავის დაცვისკენ მოწოდა

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ყველა ქვეყანას პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს ოლიმპიური ზავის დაცვისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, კონფლიქტებისა და დაძაბულობის გავრცელების ფონზე ოლიმპიური ზავი „უთანხმოებების გადალახვისა და მყარი მშვიდობის დამყარების შანსს წარმოადგენს“. ცნობისთვის, ზამთრის ოლიმპიური თამაშები პეკინში 4-20 თებერვალს გაიმართება.

გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი: სკოლები დატოვეთ ღია. ბავშვები ვერ მოიცდიან

„დატოვეთ სკოლები ღია. სკოლების სრული ან ნაწილობრივი დახურვით მსოფლიოში დაახლოებით 616 მილიონი ბავშვი დაზარალდა. ჩვენ ვიცით, რომ უსაფრთხოების ღონისძიებები ხელს უწყობს სკოლების გახსნა“, - ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ჰენრიეტა ფორეს განცხადებაშია ნათქვამი.  „ვიცით, რომ ციფრულ ხელმისაწვდომობაში ჩადებული ინვესტიციები საჭიროა, რათა დავრწმუნდეთ, რომ არც ერთი ბავშვი არ რჩება განათლების მიღმა. ჩვენ გვჭირდება გაბედული ქმედება, რათა ყველა ბავშვს მივცეთ საშუალება დაბრუნდეს სკოლაში. ეს მოიცავს სრუფასოვანი მხარდაჭერის უზრუნველყოფას, განსაკუთრებით მარგინალიზებული ბავშვების მიმართ. ეს შეიძლება იყოს დამატებითი გაკვეთილები, ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურებით და საკვებით დახმარება, ბავშვთა დაცვა და სხვა. „დაუყოვნებლივ ჩაატარეთ მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის ვაქცინაცია. მასწავლებლებსა და სკოლის პერსონალს სრული მხარდაჭერა და პრიორიტეტი უნდა ჰქონდეს COVID-19 ვაქცინების მისაღებად, მას შემდეგ რაც წინა ხაზზე მომუშავე ჯანდაცვის პერსონალი და მაღალი რისკის მქონე მოსახლეობა აცრილი იქნება. „გაეროს ბავშვთა ფონდი მხარს უჭერს ბავშვების ვაქცინაციას, როგორც კი მათთვის ხელმისაწვდომი იქნება ვაქცინები და მას შემდეგ, რაც პრიორიტეტული ჯგუფები სრულად იქნება მოცული. ვაქცინაცია არ უნდა გახდეს დასწრებული სწავლების წინაპირობა. სასკოლო სწავლების დაკავშირება COVID-19-ის ვაქცინაციასთან საფრთხეს უქმნის ბავშვების განათლებაზე წვდომას და გაზრდის უთანასწორობის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, UNICEF რეკომენდაციას უწევს სკოლების გახსნას. ქვეყნის COVID-19-ის მართვის სტრატეგიები ხელს უნდა უწყობს ბავშვების მონაწილეობას განათლებაში და სოციალური ცხოვრების სხვა ასპექტებში, ბავშვებისა და მოზარდების ვაქცინაციის გარეშეც. „კრიზისულ სიტუაციებში ყოველთვის მისაღებია რთული გადაწყვეტილებები, რომლებიც მოითხოვს რთულ დათმობებს. ჩვენ ვაცნობიერებთ იმ უპრეცედენტო გამოწვევებს, რომლებსაც COVID-19 პანდემია უქმნის სასკოლო სისტემებს მთელ მსოფლიოში. მაგრამ ფსონები ძალიან მაღალია. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ბავშვებმა სკოლებში სიარული განაგრძონ“.

შს მინისტრის მოადგილე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, კემლინ ფურლისთან შეხვედრა გამართა. შსს-ს ცნობით, მინისტრის მოადგილემ სტუმარს გააცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში სტრუქტურული რეფორმისა და საკადრო რესურსის გაზრდის კუთხით განხორციელებული პოზიტიური სიახლეები, რომლებიც თავშესაფრის პროცედურის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. მხარეებმა დეტალურად განიხილეს ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი – „საზღვრის და მიგრაციის მართვის ქმედება საქართველოსთვის“ (BMMAG). პროექტი 2022-2023 წლებში განხორციელდება და სხვა მიმართულებებთან ერთად მოიცავს რიგ აქტივობებს, თავშესაფრის პოლიტიკისა და მისი საკანონმდებლო ჩარჩოს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით. შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ კემლინ ფურლის და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობას მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერისთვის.

საგარეო უწყება: საოკუპაციო რეჟიმებს არაერთხელ ჰქონიათ მცდელობა „დამოუკიდებელი“ სუბიექტის იმიჯის განმტკიცების მიზნით პროპაგანდისტული ნაბიჯების, რომლებიც კრახით სრულდება

"საოკუპაციო რეჟიმებს სხვა დროსაც, არაერთხელ ჰქონიათ მცდელობა „დამოუკიდებელი“ სუბიექტის იმიჯის განმტკიცების მიზნით პროპაგანდისტული ნაბიჯებისა, რომელიც, როგორც წესი, კრახით სრულდება", – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ. აღნიშნული კომენტარი საგარეო უწყებამ დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი გაეროში დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსს ითხოვს. „საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადგილი აქვს მორიგ პროპაგანდისტულ ნაბიჯს, რომელიც მოკლებულია ყველანაირ რეალურ განხორციელებას. საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ საერთაშორისოდ დადგენილ საზღვრებში. საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობას. საოკუპაციო რეჟიმებს სხვა დროსაც, არაერთხელ ჰქონიათ მცდელობა „დამოუკიდებელი“ სუბიექტის იმიჯის განმტკიცების მიზნით მსგავსი პროპაგანდისტული ნაბიჯებისა, რომელიც, როგორც წესი, კრახით სრულდება“,- განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარი ნარჩემაშვილმა.    

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი ითხოვს, რომ გაერომ „მეთვალყურე სახელმწიფოს“ სტატუსი მიანიჭოს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი ითხოვს, რომ გაერომ მიანიჭოს „მეთვალყურე სახელმწიფოს“ სტატუსი, რაც გენერალური ასამბლეის დისკუსიებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს. ამასთან, გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის სახელზე მომზადებული მიმართვა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ სოხუმში, რუსეთის „საელჩოში“ გადასცა „გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის“ ვიცე-პრეზიდენტს, ალექსეი ბორისოვს.    ცნობისთვის, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს ორი ტერიტორიის - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს გაეროს 193 წევრი ქვეყნიდან 5-ს: რუსეთს, ვენესუელას, ნიკარაგუას, სირიას და ნაურუს. ხოლო, გაეროში მეთვალყურის სტატუსით სარგებლობენ კათოლიკური ეკლესიის ეპარქია რომში - წმინდა საყდარი და პალესტინა.

უკრაინის რადა მოუწოდებს მსოფლიოს, არ აღიარონ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა

უკრაინის რადა მოუწოდებს მსოფლიოს, არ აღიარონ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა. შესაბამისი მიმართვა რადას წევრებმა დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე მიიღეს. რადას წევრები მიმართავენ გაეროს, ევროკომისიას, ეუთო-ს, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეებს და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებს, მოუწოდებენ მათ, არ დაუშვან თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარება. მიმართვას მხარი დაუჭირა 331-მა დეპუტატმა. ამასთან, დოკუმენტში უკრაინელი დეპუტატები გმობენ რუსეთის ყოველგვარ მცდელობას, დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარონ. ცნობისთვის, რუსეთის დუმამ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.  

ბლინკენმა რუსეთს მიმართა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ არ შეიჭრება უკრაინაში - სახელმწიფო მდივნის სიტყვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე

„ეს საბჭო დღეს შეიკრიბა, რათა განიხილოს მინსკის შეთანხმებების შესრულების საკითხი - მიზანი, რომელსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ, მიუხედავად რუსეთის მხრიდან ამ შეთანხმების მუდმივად დარღვევისა. ეს შეთანხმებები, რომლებზეც მოლაპარაკებები 2014 და 2015 წლებში გაიმართა და მას რუსეთმაც მოაწერა ხელი,  აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად, სამშვიდობო პროცესის საფუძვლად რჩება. ამ საბჭოს მთავარი პასუხისმგებლობა - მისი შექმნის მიზეზი - მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვაა, დღეს ვხედავთ, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაა“, - ამ სიტყვებით გამოვიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. ბლინკენმა ისაუბრა არსებულ რისკებზე, რუსეთის მიერ დაგეგმილ სავარაუდო, პროვოკაციულ სცენარებზე, აშშ-ის მხრიდან დიპლომატიის ძალისხმევაზე და კიდევ ერთხეულ მოუწოდა კრემლს, აირჩიოს დიპლომატიის გზა. მისი თქმით, არსებული რისკები უკრაინის ფარგლებს სცილდება. ახლა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე, უსაფრთხოება საფრთხეშია და ეს არის საფრთხე გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის, რომელიც ინარჩუნებს სტაბილურობას მთელ მსოფლიოში. ბლინკენის აზრით, ეს კრიზისი პირდაპირ აისახება გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა წევრსა და ყველა ქვეყანაზე მსოფლიოში, რადგან ძირითადი პრინციპები, რომლებსაც ეფუძნება მშვიდობა და უსაფრთხოება - პრინციპები, რომლებიც დამკვიდრდა ორი მსოფლიო ომისა და ცივი ომის შემდეგ, საფრთხეშია. სახელმწიფო მდივანმა ეს პრინციპები კიდევ ერთხელ ჩამოთვალა: ერთ ქვეყანას არ შეუძლია, ძალის გამოყენებით შეცვალოს მეორე ქვეყნის საზღვრები; ერთ ქვეყანას არ შეუძლია, უკარნახოს მეორეს არჩევანი ან საგარეო პოლიტიკური მიმართულება, ან ვისთან სურს ასოცირება; ასევე - ეროვნული სუვერენიტეტის პრინციპი“, - აღნიშნა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა. ბლინკენის განცხადებით, ეს არის ზუსტად ისეთი კრიზისი, რომლის თავიდან ასაცილებლად შეიქმნა გაერო და კონკრეტულად, უშიშროების საბჭო.  „ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ იმაზე, რასაც რუსეთი ახლა აკეთებს უკრაინის მიმართ. ბოლო თვეების განმავლობაში,  რუსეთმა დააგროვა 150 000-ზე მეტი ჯარისკაცი უკრაინის საზღვრებთან, რუსეთში, ბელორუსში, ოკუპირებულ ყირიმში. რუსეთი ამბობს, რომ ჯარის ნაწილი გაჰყავს, ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ეს ასე ხდება ადგილზე. ჩვენი ინფორმაცია ნათლად მიუთითებს, რომ ეს ძალები - მათ შორის სახმელეთო ჯარები, თვითმფრინავები, გემები - ემზადებიან უახლოეს დღეებში უკრაინაზე თავდასხმისთვის. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ დღეს, რუსეთი დგამს ნაბიჯებს ომისკენ მიმავალ გზაზე და სამხედრო მოქმედების საფრთხეს კვლავ წარმოშობს“. ბლინკენმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა პროვოკაციებს შეიძლება, მიმართოს რუსეთმა უკრაინაზე შეტევის დაწყების მიზნით. მისი შეფასებით, რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის საბაბის შექმნას გეგმავს და ეს შეიძლება იყოს ძალადობრივი მოვლენა, რომელსაც რუსეთი უკრაინას, მის მთავრობას დააბრალებს. „ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა ფორმას მიიღებს ეს. შეიძლება იყოს ხელოვნურად შექმნილი, ეგრეთ წოდებული „ტერორისტული“ დაბომბვა რუსეთის შიგნით, დრონების თავდასხმის ინსცენირება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ან თუნდაც, ნამდვილი შეტევა ქიმიური იარაღის გამოყენებით. რუსეთმა შეიძლება, ამ მოვლენას უწოდოს ეთნიკური წმენდა ან გენოციდი. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რუსულმა მედიამ უკვე დაიწყო ცრუ განგაშის გავრცელება, რათა მაქსიმალურად გაზარდოს საზოგადოების აღშფოთება, საფუძველი ჩაუყაროს ომის დაწყების გამართლებას. დღეს ეს ნარატივი მხოლოდ გაძლიერდა რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად მედიაში. ჩვენ აქ მოვისმინეთ ზოგიერთი უსაფუძვლო ბრალდება რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მომხსენებლებისგან. ამ გამოგონილი პროვოკაციის საპასუხოდ, რუსეთის მთავრობამ უმაღლესე დონეზე, შეიძლება, მოიწვიოს საგანგებო შეხვედრები ე.წ. კრიზისის გადასაჭრელად. მთავრობა გამოაქვეყნებს პროკლამაციას იმის შესახებ, რომ რუსეთმა უნდა გამოიყენოს საპასუხო ზომები უკრაინაში რუსეთის მოქალაქეების ან ეთნიკური რუსების დასაცავად. შემდეგ, თავდასხმის დაწყება იგეგმება. რუსული რაკეტები და ბომბები უკრაინაში დაეცემა. კომუნიკაციები ჩაიკეტება. კიბერშეტევები განხორციელდება უკრაინის ძირითად ინსტიტუტებზე“, - აღნიშნა ბლინკენმა. მისივე რუსეთს თავდასხმისთვის კონკრეტული სამიზნე ჯგუფები ჰყავს იდენტიფიცირებული. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ მიზანშია უკრაინის დედაქალაქი - კიევი, ქალაქს, სადაც 2.8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს უკრაინელების კონკრეტული ჯგუფები ჰყავთ სამიზნეებად ქცეული. ჩვენ ვაფრთხილებდით უკრაინის მთავრობას ყოველივე ამის შესახებ. ახლა ამას ძალიან დეტალურად ვხსნით, იმ იმედით, რომ მსოფლიოსთვის ამ ინფორმაციის გაზიარებით შეგვიძლია, გავლენა მოვახდინოთ რუსეთზე, რათა უარი თქვას ომის გზაზე, აირჩიოს სხვა გზა, სანამ ჯერ კიდევ დროა“, - აღნიშნა ბლინკენმა. მან კიდევ ერთხეულ მოუწოდა რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიის გზა. „მე დღეს აქ ვარ არა ომის დასაწყებად, არამედ ომის თავიდან ასაცილებლად. ინფორმაციას, რომელიც წარმოვადგინე, ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვხედავდით ჩვენს თვალწინ თვეების განმავლობაში. მაშინ, როცა რუსეთი არაფრად აგდებდა ჩვენს გაფრთხილებებსა და გზავნილებს, სტაბილურად აგროვებდნენ 150 000-ზე მეტ ჯარისკაცს და მასიური სამხედრო იერიშის ჩატარების შესაძლებლობებს უკრაინის საზღვრებზე. ამას მხოლოდ ჩვენ არ ვხედავთ: მოკავშირეები და პარტნიორები ერთსა და იმავეს ხედავენ. რუსეთს მხოლოდ ჩვენგან არ ესმის ეს. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, ეს იქნება არჩევანის ომი და თუ რუსეთი ამ არჩევანს გააკეთებს, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მკაფიოდ ვამბობთ, რომ ჩვენი პასუხი იქნება მკვეთრი და გადამწყვეტი. პრეზიდენტმა ბაიდენმა ეს მკაცრად გაიმეორა ამ კვირის დასაწყისში. არსებობს კიდევ ერთი არჩევანი, რომელიც რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია, გააკეთოს, თუ მისი მხრიდან სიმართლეა იმის მტკიცება, რომ დიპლომატიის ერთგულია. დიპლომატია არის ერთადერთი გზა ამ კრიზისის მოსაგვარებლად. ამის არსებითი ნაწილია მინსკის შეთანხმებების განხორციელება, რაც ჩვენი დღევანდელი სესიის საგანია. არსებობს მთელი რიგი ვალდებულებები, რომლებიც რუსეთმა და უკრაინამ აიღეს მინსკის შეთანხმების მიხედვით, ეუთოსა და ნორმანდიული ფორმატის პარტნიორებთან ერთად.  თუ რუსეთი მზად არის, უკრაინის მთავრობასთან იმუშაოს ამ ვალდებულებების შესრულების პროცესში, ჩვენი მეგობრები საფრანგეთსა და გერმანიაში მზად არიან, მოიწვიონ უმაღლესი დონის დისკუსიები ნორმანდიის ფორმატში ამ საკითხების გადასაჭრელად. უკრაინა ამისთვის მზად არის. ჩვენ სრულად მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მხარეებს. მინსკის შეთანხმებების მეშვეობით, დონბასის კრიზისის მოგვარებისკენ პროგრესმა შეიძლება, გააძლიეროს უსაფრთხოების საკითხებზე უფრო ფართო დისკუსიები, რომლებშიც მზად ვართ, ჩავერთოთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით. სამ კვირაზე მეტი ხნის წინ, ჩვენ მივაწოდეთ რუსეთს დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი კონკრეტული, ორმხრივი ნაბიჯები, რომლებიც შეგვიძლია, გადავდგათ უახლოეს პერსპექტივაში ჩვენი შეშფოთების გადასაჭრელად და რუსეთის, შეერთებული შტატების და ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და მოკავშირეების კოლექტიური უსაფრთხოების ინტერესების წინსვლისთვის. დღეს დილით მივიღეთ პასუხი. დღეს, მე გავუგზავნე წერილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს, სადაც შევთავაზე, რომ მომავალ კვირას შევხვდეთ ევროპაში, ბოლო კვირების მოლაპარაკებების შემდეგ, რათა განვიხილოთ ის ნაბიჯები, რომლებიც შეგვიძლია, გადავდგათ ამ კრიზისის კონფლიქტის გარეშე გადასაჭრელად. ასევე ვთავაზობთ NATO-რუსეთის საბჭოს და ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს ფორმატში შეხვედრებს. ამ შეხვედრებმა შეიძლება, მთავარი ლიდერების სამიტს გაუხსნას გზა, რათა მივაღწიოთ ურთიერთგაგებას უსაფრთხოების შესახებ ორმხრივ საკითხებზე.  როგორც ჩვენი ქვეყნების წამყვან დიპლომატებს, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ყველა ღონე ვიხმაროთ დიპლომატიის წარმატებისთვის. თუ რუსეთი ერთგულია დიპლომატიის მიმართ, ჩვენ ამ ვალდებულების დემონსტრირებისთვის ყველა შესაძლებლობას ვაძლევთ. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩემს დღევანდელ გამოსვლაზე რუსეთის მთავრობის მხრიდან პასუხი იქნება, რომ შეერთებული შტატები ისტერიაშია და რომ რუსეთს „არ აქვს გეგმები“ უკრაინაში შეჭრის. ნება მომეცით, საქმე გაგიმარტივოთ. რუსეთის მთავრობას შეუძლია, დღეს გამოაცხადოს - ყოველგვარი გაურკვევლობისა და მიკიბ-მოკიბვის გარეშე - რომ რუსეთი არ შეიჭრება უკრაინაში. მკაფიოდ განუცხადეთ მსოფლიოს და შემდეგ აჩვენეთ ეს თქვენი ჯარების, თქვენი ტანკების, თქვენი თვითმფრინავების გაგზავნით მათ ყაზარმებსა და ანგარში და თქვენი დიპლომატების გაგზავნით მოლაპარაკებების მაგიდასთან. უახლოეს დღეებში მსოფლიოს ემახსოვრება ამ ვალდებულებების შესრულება ან მის შესრულებაზე უარის თქმა“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

უკრაინასთან დაკავშირებით ვითარების გაუარესების მიზეზით, გაეროს გენერალურმა მდივანმა ვიზიტი გააუქმა და ნიუ-იორკში ბრუნდება

უკრაინასთან დაკავშირებული სიტუაციის გაუარესების გამო, გაეროს გენერალურმა მდივანმა გააუქმა მოგზაურობა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და ნიუ-იორკში, გაეროს  შტაბ-ბინაში დაბრუნდება.  ამის შესახებ მისმა წარმომადგენელმა განაცხადა. მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო კონსულტაციების გამართვის თხოვნით მიმართა. ამავე თემაზე იენს სტოლტენბერგის საგანგებო განცხადება პუტინის მიმართვის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა

უკრაინის ელჩი გაეროში: ვინ იქნება შემდეგი? კრემლმა სიტყვა-სიტყვით გადმოიტანა ასლი 2008 წლის ბრძანებიდან. ვიდეო

2008 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებისა და უკრაინის ოკუპირებული რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების აღიარების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებები ერთმანეთის იდენტურია. შესაბამისი ასლები უკრაინის ელჩმა გაეროში სერგეი კისლიცამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე წარადგინა.  დღეს კრემლმა სიტყვა-სიტყვით გადმოიტანა ასლი 2008 წლის ბრძანებიდან. (რედ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „აღიარების“ შესახებ) - სიტყვა-სიტყვით არის „კოპირებული“ არანაირი კრეატიულობა. ასლის გადამღები მოწყობილობა კრემლში ძალიან კარგად მუშაობს. ვინ იქნება შემდეგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრებიდან? გაერო დღეს ავად არის. ეს ფაქტია - კრემლის მიერ გავრცელებული ვირუსი უტევს. წევრების გადასაწყვეტია, დანებდება თუ არა ამ ვირუსს. ამავე თემაზე დმიტრი კულება: ენტონი ბლინკენთან საუბრისას რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების საჭიროებას გავუსვი ხაზი დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები უცვლელი დარჩება. არ გვეშინია აშშ-მ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარების გამო სანქციები დააწესა ევროპის საბჭო რუსეთს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარების“ შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ეს არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს ენტონი ბლინკენ: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა

ზელენსკი გუტერეშს: ჩამოერთვას აგრესორ ქვეყანას გაეროს უსაფრთხოების საბჭოში ხმის უფლება, რუსეთის მოქმედებებს მიენიჭოს უკრაინელი ხალხის გენოციდის კვალიფიკაცია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს მოუწოდა რუსეთის ფედერაციის მოქმედებებს უკრაინელი ხალხის გენოციდის კლასიფიკაცია მიანიჭოს. ამის შესახებ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა. ჩამოერთვას აგრესორ ქვეყანას გაეროს უსაფრთხოების საბჭოში ხმის უფლება, რუსეთის ფედერაციის მოქმედებებსა და განცხადებებს მიენიჭოს უკრაინელი ხალხის გენოციდის კვალიფიკაცია. დაგვეხმარონ რუსი ჯარისკაცების ცხედრების რუსეთში გადასვენებაში. ამ თემებზე ვისაუბრე გაეროს გენერალურ მდივანთან    

უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში სარჩელი შეიტანა

უკრაინა რუსეთს ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) უჩივის. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 27 თებერვალს Twitter-ზე გაავრცელა. მისი შეფასებით, „რუსეთის კრიმინალური მოქმედებები უკრაინაში“ გენოციდის ნიშნებს შეიცავს. „რუსეთმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა აგრესიის გასამართლებლად გენოციდის ცნების მანიპულირებისთვის. ჩვენ ვითხოვთ გადაუდებელ გადაწყვეტილებას, რომელიც რუსეთს დაავალდებულებს, შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები ახლავე და ველით, რომ სასამართლო პროცესი მომავალ კვირას დაიწყება“, - განაცხადა ზელენსკიმ. (ICJ) გაეროს საერთაშორისო სასამართლო, გაეროს მთავარი სამართლებრივი ორგანოა. მდებარეობს ქალაქ ჰააგაში. გაეროს საერთაშორისო სასამართლო ექვსიდან ერთადერთი მთავარი ორგანოა, რომელიც ნიუ-იორკში არ არის განთავსებული.

სერგეი ლავროვი სანქციების გამო ჟენევაში გაეროს საბჭოს სხდომას ვერ დაესწრება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებით გამოწვეული მოთხოვნების შესრულებაზე და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის, ჟენევის სხდომას ვერ დაესწრება. ამის შესახებ ტელეკომპანია Russia-1-ის ეთერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.  ზახაროვა აღშფოთებული იყო რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სახელმწიფოების მიერ დაწესებული ახალი სანქციებით: „რა სისულელეა! რა დოკუმენტები, რა წესები, რა მითითებები? რაზეა საუბარი? - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.  25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ახალ სანქციებს დაუწესებს.  რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ

აშშ ჯაშუშობის ბრალდებით, გაეროდან 12 რუს დიპლომატს აძევებს

გაეროში რუსეთის დიპლომატიური მისიის 12 წევრს აშშ-მა 7 მარტამდე წასვლის ბრძანება მისცა და მათ ბრალი დასდო ჯაშუშობაში ჩართულ "დაზვერვის მუშაკებად" ყოფნაში.   გაეროში აშშ-ის მისიის პრესმდივნის განცხადებით, დიპლომატებმა, რომლებსაც წასვლა უბრძანეს, "ბოროტად გამოიყენეს აშშ-ში ცხოვრების პრივილეგია, ჯაშუშურ ქმედებებში ჩართვით, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს". მისიის თქმით, გაძევების პროცესი "რამდენიმე თვეა მზადდება" და შესაბამისობაშია აშშ-ის, როგორც მასპინძელი ქვეყნის და გაეროს შეთანხმებასთან. ასევე წაიკითხეთ: უკრაინასა და რუსეთს შორის 6-საათიანი მოლაპარაკების პირველი რაუნდი დასრულდა

დიპლომატების დემარში გაეროს სესიაზე სერგეი ლავროვის მიმართვისას

დასავლელმა დიპლომატებმა და ელჩებმა სამშაბათს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომა დატოვეს, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის წინასწარ ჩაწერილი გამოსვლა დაიწყო. შეხვედრაზე არაერთმა ოფიციალურმა პირმა დაგმო რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე და მას საერთაშორისო სამართლის დარღვევა უწოდა. საფრანგეთის დელეგაციის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ ათობით ოფიციალური პირი ტოვებს სესიას, როცა ლავროვი მიმართავს ვიდეობმულის საშუალებით. 

„აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ - გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო

„აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, - ამ სახელწოდებით რეზოლუცია გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო, რომელიც გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და მოითხოვს რუსეთისგან, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან. წინააღმდეგ იყო ხუთი, 35-მა თავი შეიკავა. Reuters-ის ცნობით, ამის პარალელურად, უკრაინული ძალები ხერსონის პორტის დასაცავად, საჰაერო თავდასხმებისა და დამანგრეველი დაბომბვის ფონზე იბრძოდნენ. რეზოლუციის ტექსტი გმობს რუსეთის „აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ“. გაეროს ვებგვერდზე ნათქვამია, რომ უშიშროების საბჭომ გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომა ბოლოს 1982 წელს მოიწვია. რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს რუსეთმა, ბელორუსმა, ჩრდილოეთ კორეამ და ერიტრეამ. „მიუხედავად იმისა, რომ გენერალური ასამბლეის რეზოლუციები არასავალდებულოა, მათ პოლიტიკური წონა აქვთ, კენჭისყრა წარმოადგენს უკრაინის სიმბოლურ გამარჯვებას და აძლიერებს მოსკოვის საერთაშორისო იზოლაციას. რუსეთის ტრადიციულმა მოკავშირემ სერბეთმაც კი კრემლის წინააღმდეგ მისცა ხმა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა ასამბლეას განუცხადა, რომ რუსეთი მზად არის, გააძლიეროს თავისი თავდასხმის სისასტიკე და მოუწოდა წევრებს, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევისთვის პასუხი მოსთხოვონ.  ჩინეთის თავშეკავების შესახებ პეკინის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რეზოლუციის შესახებ არ გამართულა „სრული კონსულტაციები“ ყველა წევრთან. ჩინეთი, რომელიც ბოლო წლებში სულ უფრო დაუახლოვდა რუსეთს, აცხადებს, რომ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება“, - წერს Reuters-ი. „შექებას იმსახურებს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, ხმათა უპრეცედენტო უმრავლესობით, რეზოლუციის დამტკიცება, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რუსეთმა ვერაგი თავდასხმა უკრაინაზე. მადლობელი ვარ თითოეულის და ყველა სახელმწიფოსი, რომელმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირა. თქვენ აირჩიეთ ისტორიის სწორი მხარე. გაეროში, აგრესორისთვის კენჭისყრის დამანგრეველი შედეგები დამაჯერებლად აჩვენებს, რომ შეიქმნა და ფუნქციონირებს გლობალური ანტი-პუტინის კოალიცია. სამყარო ჩვენთანაა. სიმართლე ჩვენს მხარეზეა, გამარჯვება ჩვენი იქნება!" - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი

დავით ზალკალიანი: საქართველო გაეროს იმ 96 წევრ სახელმწიფოს შორისაა, რომლებმაც რეზოლუცია - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ დაასპონსორეს

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შორის საქართველო გაეროს იმ 96 წევრ სახელმწიფოს შორისაა, რომლებმაც რეზოლუცია "აგრესია უკრაინის წინააღმდეგ" დაასპონსორეს. „ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით," - წერს დავით ზალკალიანი Twitter გვერდზე. „გაეროს გენერალური ასამბლეის მე-11 საგანგებო სესიაზე მიიღეს რეზოლუცია „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, 141 მომხრითა და მხოლოდ 5 მოწინააღმდეგით. რეზოლუცია 96 წევრის სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მიერ არის დასპონსორებული. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით," - ნათქვამია თავის მხრივ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გაერო: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მეზობელ ქვეყნებში ერთი მილიონი ლტოლვილი გადავიდა

გაეროს ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინიდან ერთი მილიონი ლტოლვილი გადავიდა მეზობელ ქვეყნებში. ამის შესახებ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა, ფილიპო გრანდიმ სოციალურ ქსელში დაწერა. „სულ რაღაც შვიდ დღეში, ჩვენ უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში ერთი მილიონი ლტოლვილის გადასვლის მოწმენი გავხდით. კიდევ მრავალი მილიონისთვის, უკრაინის შიგნით, დროა, შეჩერდეს სროლა, რათა სიცოცხლის გადამრჩენი, ჰუმანიტარული დახმარება შესაძლებელი გახდეს”, – ნათქვამია ფილიპო გრანდის განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის თავდასხმებს 2000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა

საგარეო საქმეთა სამინისტრო: 38 სახელმწიფოსთან ერთად, საქართველომ ჰააგის სასამართლოს მიმართა უკრაინაში შესაძლო ომის დანაშაულების გამოძიებისთვის

"38 სახელმწიფოსთან ერთად, საქართველომ ჰააგის სასამართლოს მიმართა უკრაინაში შესაძლო ომის დანაშაულების გამოძიებისთვის, ჩვენ ვდგავართ სამართლიანობის სადარაჯოზე, ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით", - ამის შესახებ განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „38 სხვა სახელმწიფოსთან ერთად, საქართველომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა უკრაინაში არსებული სიტუაციისა და ადგილზე განხორციელებული შესაძლო ომის დანაშაულების გამოძიებისთვის, რასაც მოჰყვა პროკურორის გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება. ჩვენ ვდგავართ სამართლიანობის სადარაჯოზე. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში, რომელიც სოციალურ გვერდზე გავრცელდა. ასევე წაიკითხეთ: ჰააგის სასამართლოს პროკურორი: უკრაინაში ომის დანაშაულებზე გამოძიებას დაუყოვნებლივ ვიწყებთ საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს მიმართეს  

საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველო შეუერთდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციას, ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით

"საქართველო შეუერთდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციას "რუსეთის აგრესიით გამოწვეული ადამიანის უფლებების მდგომარეობა უკრაინაში", რომელიც მიღებულ იქნა საგანგებო დებატების შედეგად და რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უკრაინაში არსებულ უმძიმეს ჰუმანიტარულ ვითარებას. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით", - ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2022 წლის 4 მარტს, გაეროს ადამიანის ადამიანის უფლებათა საბჭოს საგანგებო დებატების ფარგლებში მიღებულ რეზოლუციას. "საქართველო შეუერთდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციას "რუსეთის აგრესიით გამოწვეული ადამიანის უფლებების მდგომარეობა უკრაინაში", რომელიც მიღებულ იქნა საგანგებო დებატების შედეგად და რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უკრაინაში არსებულ უმძიმეს ჰუმანიტარულ ვითარებას. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით," - ნათქვამია უწყების მიერ Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. მათივე ცნობით, რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო უმკაცრესად გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით გამოწვეულ ადამიანის უფლებათა დარღვევებს; კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ძლიერ ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტის, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიულ მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასთან იგი მოუწოდებს რუსეთს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ და სრულად გაიყვანოს სამხედრო ძალები და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული ჯგუფები; ხაზს უსვამს ადამიანის უფლებების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებზე პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას და გადაწყვეტილებას იღებს დამოუკიდებელი, საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის დაუყოვნებლად ჩამოყალიბების თაობაზე. ამასთან, საგამოძიებო კომისიის მანდატი, მათ შორის მოიცავს, ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულობების გამოძიებას და ასევე მათი გამომწვევი მიზეზების დადგენას, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის კონტექსტში.

გაეროს მონაცემებით, უკრაინა 1,2 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მონაცემებით, ხუთშაბათის მდგომარეობით, 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყამა 1,2 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა. UNHCR-ის თანახმად, ნახევარზე მეტი პოლონეთშიგადავიდა. სხვები სხვა მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის უნგრეთში, სლოვაკეთში, მოლდოვასა და რუმინეთში წავიდნენ.  გაეროს ცნობით, დაღუპული მოქალაქეების რაოდენობამ 350-ს გადააჭარბა, დაშავებულია 707 ადამიანი.

გაერო უკრაინაშ 364 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ იუწყება, თუმცა განმარტავს, რომ რეალური მაჩვენებელი „საკმაოდ მაღალი“ იქნება

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა უკრაინაში ომის შედეგად დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია განაახლა. ორგანიზაცია რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, სულ მცირე 364 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ იუწყება. მათ შორის, 25 ბავშვია, 759 ადამიანი კი, დაშავდა. გაეროს ოფისი აქვე განმარტავს, რომ რეალური მაჩვენებლები სავარაუდოდ „საკმაოდ მაღალი“ იქნება. „მოქალაქეებში მსხვერპლის უმეტესობა გამოიწვია სხვადასხვა იარაღის გამოყენებამ, მათ შორის საარტილერიო ცეცხლის გახსნამ და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის გამოყენებამ (სარაკეტო არტილერიის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც აერთიანებს გამშვებ დანადგარს, რეაქტიულ ჭურვებს (რაკეტები, რეაქტიული სიღრმული ბომბები) ასევე, დამხმარე საშუალებებს დამტენი-მომარაგების მანქანის და სხვა საარტილერიო დანადგარების სახით). სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებმა“, - იუწყება გაეროს ოფისი.

გაეროს მონაცემებით, უკრაინა 2 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა

უკრაინაში ომს გაქცეული ლტოლვილების რაოდენობამ ორ მილიონს გადააჭარბა, ამის შესახებ BBC-ს გაეროს კომისარმა განუცხადა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდმა ქვეყნიდან მასობრივ გამოსვლას ევროპაში ლტოლვილთა ყველაზე სწრაფად მზარდი კრიზისი უწოდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

გაერო: უკრაინა უკვე სამმა მილიონმა ადამიანმა დატოვა

გაერო-ს ინფორმაციით, უკრაინა უკვე სამმა მილიონმა ადამიანმა დატოვა. როგორც ორგანიზაციის სპიკერმა პოლ დიონმა განაცხადა, სამი მილიონიდან 1,4 მილიონი ბავშვია, ხოლო 157 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქე. ყველაზე მეტი, 1,8 მილიონი ადამიანი პოლონეთში გადავიდა. უკრაინიდან ლტოლვილთა დიდი ნაკადის გამო, ევროკომისიას დახმარების თხოვნით მიმართა ჩეხეთმაც და ლტოლვილებისთვის მოდულური ტიპის სახლების გადაცემა სთხოვა. ცნობისთვის, 24 თებერვლის შემდეგ ჩეხეთში 200 ათასი უკრაინელი გადავიდა.

აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ალბანეთი და ნორვეგია უკრაინის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვის ინიციატივით გამოდის

აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ალბანეთი და ნორვეგია უკრაინის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვის ინიციატივით გამოდის. აღნიშნულ ინიციატივას, Twitter-ზე გაეროში დიდი ბრიტანეთის მუდმივი წარმომადგენლობა ავრცელებს. „რუსეთი ომის დანაშაულებს სჩადის და მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავს. უკრაინაში რუსეთის უკანონო ომი ჩვენ ყველას გვემუქრება“, - აღნიშნულია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის კონგრესს: ახლა წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი და ის, იქნებიან თუ არა უკრაინელები თავისუფლები

ანტონიო გუტერეში: უკრაინა უკვე 3 მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ უკრაინა უკვე 3 მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა. “3 მილიონზე მეტმა უკრაინელმა ლტოლვილმა უკვე დატოვა თავისი ქვეყანა. უკრაინელ ხალხს უკიდურესად სჭირდება მშვიდობა და მსოფლიოს გარშემო ხალხი ამას ითხოვს. რუსეთმა ახლავე უნდა შეწყვიტოს ეს ომი“, - განაცხადა გუტიერესმა. 

UN: რუსეთთან ომის გამო უკრაინის მოსახლეობის 23%-ზე მეტმა სახლი დატოვა

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, 9,8 მილიონმა უკრაინის მოქალაქემ დატოვა სახლი, რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 23%-ზე მეტია. ამის შესახებ UN (გაერო) ანგარიშშია ნათქვამი.  აქედან, 6 500 000-მა პირმა საცხოვრებელი ქვეყნის შიგნით დატოვა, 3 300 000-ს  კი ქვეყნიდან მოუხდა წასვლა.  ორგანიზაციის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან ამ დრომდე დაიღუპა 816 მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქე, 2 149 კი დაშავდა. თუმცა, ეს რიცხვი იზრდება, რადგან რუსი ოკუპანტები მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას ამ დრომდე განაგრძობენ.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს    

გაერო: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად, სულ მცირე 1,5 მილიონი ბავშვი ლტოლვილი გახდა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად, სულ მცირე 1,5 მილიონი ბავშვი ლტოლვილი გახდა, - ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ჯო ინგლიშმა CNN-ს განუცხადა. ,,თითოეული მათგანი ბავშვია, რომლის ცხოვრებაც დაინგრა, სამყარო თავდაყირა დატრიალდა“, - აღნიშნა მან. ამასთან, გაეროს ცნობით, მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, სულ მცირე 150 ბავშვი დაიღუპა და 160 დაშავდა. ასევე წაიკითხეთ: გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი: სკოლები დატოვეთ ღია. ბავშვები ვერ მოიცდიან

ომის დაწყებიდან 1 თვეში უკრაინიდან წასული ლტოლვილების რაოდენობამ უკვე 3.6 მილიონს გადააჭარბა

ომის დაწყებიდან 1 თვეში უკრაინიდან წასული ლტოლვილების რაოდენობამ უკვე 3.6 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ გაეროში განაცხადეს. მათივე ცნობით, ლტოლვითა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის მონაცემებით, 1,5 მილიონზე მეტი ლტოლვილი არასრულწლოვანია. ცნობისთვის, ყველაზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი ამ დროისთვის პოლონეთმა მიიღო. ასევე წაიკითხეთ: BBC: პოლონეთი გეგმავს NATO-ს საგანგებო სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხი დააყენოს

გაერომ მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომლითაც რუსეთს ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ერთი თვის განმავლობაში მეორედ დაუჭირა მხარი უკრაინაში რუსეთის შეჭრის საწინააღმდეგო რეზოლუციას. ახალ რეზოლუციას მხარი 140-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, დაუჭირა. 38 ქვეყანამ, მათ შორის ჩინეთმა თავი შეიკავა. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს კრემლის ტრადიციულმა მოკავშირეებმა, ბელორუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, სირიამ და ერითრეამ. ხუთშაბათს მიღებულ რეზოლუციაში გაეროს გენერალური ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და ამბობს, რომ რუსეთის შეჭრამ შექმნა ჰუმანიტარული კატასტროფა, როგორიც "საერთაშორისო საზოგადოებას ევროპაში ათწლეულების განმავლობაში არ უნახავს". ამ რეზოლუციის პროექტი წარადგინეს უკრაინამ და დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ. „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, - ამ სახელწოდებით პირველი რეზოლუცია გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2022 წლის 2 მარტს მიიღო, რომელიც გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და მოითხოვს რუსეთისგან, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან. წინააღმდეგ იყო ხუთი, 35-მა თავი შეიკავა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ  „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ - გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო

დავით ზალკალიანი: გაეროს რეზოლუცია და საქართველოს პოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით

ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს თანასპონსორობით და მხარდაჭერით გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული კიდევ ერთი ახალი ჰუმანიტარული ხასიათის რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის თქმით, ყველა ღონე უნდა იყოს მიმართული, რომ სიტუაცია შემსუბუქდეს ჰუმანიტარული მიმართულებით. „ეს რეზოლუცია და საქართველოს პოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ვართ საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით როგორც, პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული კუთხით. ჩვენ მუდმივად ვიქნებით საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების მხარდასაჭერად უკრაინასთან მიმართებაში“, - განაცხადა ზალკალიანმა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ჰუმანიტარული ხასიათის რეზოლუციაში დაგმობილია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების, ადამიანის უფლებების დარღვევა, ასევე, შეფასებულია ჰუმანიტარული კუთხით არსებული კრიზისული სიტუაცია და განსაზღვრულია ის ნაბიჯები, რომელიც უნდა მიიღოს საერთაშორისო თანამეგობრობამ გაეროს კოორდინაციით იმისთვის,რომ ომის პირობებში ადამიანებს, რომლებსაც შეექმნათ უმძიმესი მდგომარეობა, დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ მათ დახმარება.

გაერო: რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან, უკრაინაში 1 104 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან, 24 თებერვლიდან, 1 104 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ინფორმაციას გაერო ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპულთა შორის 51 ბავშვია. ამასთან, ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ რეალური მონაცემები უფრო მაღალი იქნება.

გაერო: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ქვეყანა 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ქვეყანა ამ დროისთვის უკვე 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო ავრცელებს. ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ  რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა

გაერომ კომისიის სამი წევრი დანიშნა, რომლებიც უკრაინაში სამხედრო დანაშაულის მტკიცებულებებს შეაგროვებენ

გაერომ კომისიის სამი წევრი დანიშნა, რომლებიც უკრაინაში სამხედრო დანაშაულის მტკიცებულებებს შეაგროვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. აღნიშნული პირები გამოკითხავენ თვითმხილველებს და მოაგროვებენ მასალებს, რომლებიც მოგვიანებით სასამართლო პროცესზე იქნება წარდგენილი. ამასთან, კომისიას ნორვეგიელი ერიკ მიოსე უხელმძღვანელებს, რომელიც რუანდის საერთაშორისო ტრიბუნალის ყოფილი თავმჯდომარე და ნორვეგიის უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარეა. ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ  რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს გვიან ღამით:  დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა

ზელენსკი გაეროს: მზად ხართ, დაიხუროთ? თუ არა, სწრაფად უნდა იმოქმედოთ

ბატონებო, მზად ხართ გაერო დახუროთ? თუ არა, სასწრაფოდ უნდა იმოქმედოთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელინსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვიდეოფორმატის რეჟიმში ჩართვისას განაცხადა.  „თუ ამგვარი მდგომარეობა გაგრძელდება, მაშინ ქვეყნებს უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ იარაღის ძალის გამოყენებით მოუწევთ, გაერო უბრალოდ შეიძლება დაიხუროს. ქალბატონებო და ბატონებო, მზად ხართ გაერო დახუროთ? თუ არა, სასწრაფოდ უნდა იმოქმედოთ. ჩვენ გვჭირდება ისეთი რეფორმა, რომ ვეტოს უფლება მკვლელობის უფლება არ იყოს. ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები, რათა რუსეთმა არ დაბლოკოს საკუთარ აგრესიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები და ამ შემთხვევაში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობის დასამყარებლად, ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა. თუ ლაპარაკის გარდა სხვა არაფერი შეგიძლიათ, სხვა გზა აღარ დაგრჩენიათ. უკრაინას სჭირდება მშვიდობა, ევროპას სჭირდება მშვიდობა, მთელ მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. 

რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერა. კენჭისყრა 7 აპრილს გაიმართა. აშშ-ის მიერ წარმოყენებულ ინიციატივას ასამბლეის წევრი 93 ქვეყანა მიემხრო, 24 წინააღმდეგ წავიდა, 58-მა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. Reuters-ის თანახმად, კენჭისყრამდე მოსკოვმა გაეროს წევრი სახელმწიფოები გააფრთხილა, რომ “არამეგობრულ ჟესტად” შეაფასებდა როგორც ხსენებული ინიციატივის მხარდაჭერას, ისე ხმის მიცემისაგან თავის შეკავებას. 5 აპრილს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ის წარმომადგენელმა, ლინდა ტომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ რუსეთს უნდა შეუჩერდეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება.  27 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ, ანტონიო გუტიერეშს მიმართა, რომ  აგრესორ ქვეყანას გაეროს უსაფრთხოების საბჭოში ხმის უფლება ჩამოერთვას და რუსეთის ფედერაციის მოქმედებებსა და განცხადებებს მიენიჭოს უკრაინელი ხალხის გენოციდის კვალიფიკაცია.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი: რუსეთს უნდა შეუჩერდეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება ზელენსკი გაეროს: ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა

ჯო ბაიდენი რუსეთისთვის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის შეჩერებას მიესალმება

აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთისთვის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის შეჩერებას მიესალმება. როგორც აშშ-ის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეს საერთაშორისო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაბიჯია. „მე აპლოდისმენტებით ვხვდები ხმების უმრავლესობით მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც რუსეთი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გააძევეს. ეს საერთაშორისო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც კვლავაც აჩვენებს, რომ პუტინის ომმა რუსეთი საერთაშორისო საზოგადოებისგან იზოლირებულ, განდევნილ ქვეყნად აქცია“, – ნათქვამია თეთრი სახლის ვებგვერდზე. ასევე წაიკითხეთ: რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი: რუსეთს უნდა შეუჩერდეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება ზელენსკი გაეროს: ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა

გაერო: უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე 1600-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გაეროს განახლებული მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე 1600-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 131 ბავშვია. დაჭრილია 2227 ადამიანი. ამის შესახებ BBC წერს. მათივე ცნობით, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე, რომელაც უკრაინა აკონტროლებს, 425 ადამიანი დაიღუპა. ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას ასევე წაიკითხეთ: რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი: რუსეთს უნდა შეუჩერდეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება ზელენსკი გაეროს: ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა

გაერო: ომის დაწყებიდან უკრაინა 4,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა

"ომის დაწყებიდან უკრაინა 4,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა", - ამის შესახებ მონაცემებს ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი წარმომადგენლის ოფისი ავრცელებს. მათივე ცნობით, ყველაზე მეტი 2,6 მილიონი უკრაინელი პოლონეთში გადავიდა. უკრაინელთა დიდი რაოდენობა ასევე რუმინეთში, უნგრეთში, მოლდოვაში, რუსეთში, სლოვაკეთსა და ბელარუსში გადავიდნენ. ასევე წაიკითხეთ: ალექსი არესტოვიჩი: რუსეთი სწრაფად, ყოველდღე კარგავს ავიაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეფონით გერმანიის კანცლერს ესაუბრა ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით

მევლუთ ჩავუშოღლუ: თუ გაერო მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, თურქეთი იძულებული იქნება, მათ შეუერთდეს

"თუ გაერო მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, თურქეთი იძულებული იქნება, მათ შეუერთდეს", - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. „თუ გაერო მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, თურქეთი იძულებული იქნება, მათ შეუერთდეს. რაც შეეხება ორმხრივ სანქციებს, ჩვენი პოზიციის გათვალისწინებით ეს არარეალურია. ხშირად გვეკითხებიან, დავხურავთ თუ არა ცას - ჩვენ შუამავლის პოზიცია ავირჩიეთ, რომელიც სიტუაციის სტაბილიზაციაზეა გათვლილი“, - აცხადებს ჩავუშოღლუ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: ანტონიო გუტერეში: ომისა და მისი შედეგებიდან ერთადერთი მდგრადი გამოსავალი მსოფლიოს ყველაზე ღარიბი და დაუცველი ხალხისთვის არის მშვიდობა

გაერო: უკრაინის 7,5 მილიონი ბავშვიდან 4,8 მილიონი იძულებით გადაადგილებულად იქცა

გაეროს ცნობით, რუსეთის აგრესიის გამო, უკრაინაში ბავშვების ორმესამედს საკუთარი სახლების დატოვება მოუწია. აღნიშნულის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის „იუნისეფის“ ხელმძღვანელმა, მანუელ ფონტენმა განაცხადა. "უკრაინის 7,5 მილიონი ბავშვიდან 4,8 მილიონი იძულებით გადაადგილებულად იქცა. მსგავსი ვითარება 31 წლიანი მუშაობის განმავლობაში არსად უნახავს", - განაცხადა ფონტენმა. ამასთან, გაერომ უკრაინაში 142 ბავშვის დაღუპვა დაადასტურა, თუმცა ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ეს საბოლოო რიცხვი არ არის და ის აუცილებლად გაიზრდება. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

გაერო: უკრაინაში 870 ათასი ლტოლვილი დაბრუნდა

უკრაინაში 870 ათასი ლტოლვილი დაბრუნდა, რომლებმაც ქვეყანა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დატოვეს. ყოველდღიურად ქვეყანაში 30 ათასი ადამიანი ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო ავრცელებს. "ლტოლვილთა მასობრივი დაბრუნება უკრაინაში ჰუმანიტარულ პრობლემებს ამძიმებს. ომის დაწყების დღიდან საკუთარი სახლი 11,7 მილიონმა უკრაინელმა დატოვა: 4,6-მა მილიონმა ქვეყანა დატოვა, 7,1 კი ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული პირი გახდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. ასევე წაიკითხეთ: გაერო: უკრაინის 7,5 მილიონი ბავშვიდან 4,8 მილიონი იძულებით გადაადგილებულად იქცა

გაერო: უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად 2 072 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

"უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად 2 072 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა", - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს. ოფისის მონაცემებით, რუსეთის შეჭრის დღიდან უკრაინაში დაღუპული 2 072 მშვიდობიანი მოქალაქიდან 169 ბავშვია. ამასთან, დაშავებულია 2 818 პირი, მათ შორის 272 ბავშვი. "ყველაზე დიდი მსხვერპლი დონბასის რეგიონშია 732 ადამიანი, რომელთა შორის 653 უკრაინის მიერ კონტორლირებად ტერიტორიაზე დაიღუპა, 79 კი პრორუსი სეპარატისტების ტეორიტორიაზე", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ: იაპონია უკრაინას რადიაციული, ბიოლოგიური და ქიმიური დაცვის საშუალებებს მიაწვდის

გაერო: 24 თებერვლიდან მოყოლებული, უკრაინა 5 012 708 ადამიანმა დატოვა

"24 თებერვლიდან მოყოლებული, უკრაინა 5 012 708 ადამიანმა დატოვა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 12,1 პროცენტს შეადგენს", - ამის შესახებ ინფორმაციას გაერო ავრცელებს. ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციით, უკრაინელების უმეტესობა პოლონეთში გადავიდა, ნაწილი კი უნგრეთში, სლოვაკეთში, რუმინეთში, მოლდოვაში, რუსეთსა და ბელარუსში. ხოლო იძულებით გადაადგილებულ პირთა 90 პროცენტი ქალები და ბავშვები არიან. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ: გაერო: უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად 2 072 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გაერო: უკრაინაში სამხედრო დანაშაულების მზარდი მტკიცებულებები არსებობს

"უკრაინაში სამხედრო დანაშაულების მზარდი მტკიცებულებები არსებობს", - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა განურჩევლად დაბომბეს დასახლებული პუნქტები, ისინი კლავენ მშვიდობიანი მოსახლეობას და ანადგურებენ საავადმყოფოებს, სკოლებსა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას“, - აღნიშნა გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. ასევე წაიკითხეთ: რუსეთის ძალებმა ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს - Human Rights Watch-ის მტკიცებულებები უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსი ოკუპანტების ჯამურმა საბრძოლო დანაკარგმა 21 000 სამხედროს გადააჭარბა

ანტონიო გუტერეში მოსკოვში ჩადის

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 26 აპრილს მოსკოვს ეწვევა, სადაც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. იუწყება Reuters-ი გაეროს სპიკერზე დაყრდნობით. მისივე ცნობით, გუტერეშს ასევე ექნება სამუშაო შეხვედრა და ლანჩი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. 21 აპრილს, გუტერეშმა აგზავნის რუსეთისა და უკრაინის ლიდერებთან ცალ-ცალკე შეხვედრა ითხოვა. გაეროს სპიკერმა განაცხადა, რომ გუტერეშმა შესაბამისი წერილები გაუგზავნა რუსეთისა და უკრაინის მისიებს. „გენერალურმა მდივანმა თქვა, სურს განიხილოს გადაუდებელი ნაბიჯები უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად და მულტილატერალიზმის მომავლისთვის, რომელიც დაფუძნებულია გაეროს წესდებაზე და საერთაშორისო სამართალზე“, - განაცხადა სპიკერმა. სამშაბათს, სააღდგომო მიმართვაში, გუტერეშმა მოითხოვა ოთხდღიანი ზავი, რათა მოხდეს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება მძიმედ დაზარალებულ რაიონებში. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. ასევე წაიკითხეთ რუსეთის ძალებმა ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს - Human Rights Watch-ის მტკიცებულებები

გუტერეში მოსკოვსა და კიევში ვიზიტების წინ თურქეთში მიემგზავრება

გაეროს გენერალური მდივანი ანტორნიო გუტერეში მოსკოვსა და კიევში ვიზიტების წინ თურქეთში მიემგზავრება. გუტერეში ორშაბათს ეწვევა თურქეთის დედაქალაქს, სადაც მას პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიიღებს. გაეროს დესპანმა მარტინ გრიფითსმა 18 აპრილს განაცხადა, რომ თურქეთი ღირებული მასპინძელია უკრაინასა და რუსეთს შორის ჰუმანიტარული მოლაპარაკებებისთვის. ასევე 18 აპრილს, ერდოღანმა პირობა დადო, რომ თურქეთის ძალისხმევა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად გაგრძელდება.  გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 28 აპრილს კიევს ეწვევა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავს. მანამდე კი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 26 აპრილს მოსკოვში ჩადის, სადაც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.  

თურქეთის პრეზიდენტი ანტონიო გუტერეშს მასპინძლობს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ორშაბათს ანკარაში გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს შეხვდა. პრეზიდენტის კომპლექსში გამართული შეხვედრა პრესისთვის დახურული იყო. თურქეთში ვიზიტის შემდეგ, გუტერეში სამშაბათს გაემგზავრება მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმeრ პუტინთან შესახვედრად, შემდეგ კი კიევში, სადაც ხუთშაბათს შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. გაეროს დესპანმა მარტინ გრიფითსმა 18 აპრილს განაცხადა, რომ თურქეთი ღირებული მასპინძელია უკრაინასა და რუსეთს შორის ჰუმანიტარული მოლაპარაკებებისთვის. ასევე 18 აპრილს, ერდოღანმა პირობა დადო, რომ თურქეთის ძალისხმევა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად გაგრძელდება.  გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 28 აპრილს კიევს ეწვევა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავს. მანამდე კი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 26 აპრილს მოსკოვში ჩადის, სადაც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.  

გუტერეშმა და ერდოღანმა უკრაინაში ომის დასრულების გზები განიხილეს

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი „საერთო მიზანი“, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში. მოსკოვსა და კიევში გამგზავრებამდე, ანტონიო გუტერეში რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთში შეხვდა. „ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს ჰუმანიტარული დერეფნების მეშვეობით მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა და დაზარალებული თემებისთვის საჭირო დახმარების მიწოდების საჭიროება“, - ნათქვამია გაეროს განცხადებაში. გაეროს დესპანმა მარტინ გრიფითსმა 18 აპრილს განაცხადა, რომ თურქეთი ღირებული მასპინძელია უკრაინასა და რუსეთს შორის ჰუმანიტარული მოლაპარაკებებისთვის. ასევე 18 აპრილს, ერდოღანმა პირობა დადო, რომ თურქეთის ძალისხმევა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად გაგრძელდება.  გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 28 აპრილს კიევს ეწვევა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავს. მანამდე კი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 26 აპრილს მოსკოვში ჩადის, სადაც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.  

გაეროს ცნობით, პუტინი აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში გაეროს და წითელი ჯვრის ჩართვას „პრინციპში დათანხმდა“

გაეროს გენერალურმა მდივანმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას მარიუპოლში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა. გაეროს ცნობით, პირისპირ შეხვედრის დროს გენერალურმა მდივანმა უკრაინასთან დაკავშირებით გაეროს პოზიცია გაიმეორა და ჰუმანიტარული დახმარების, ასევე, კონფლიქტის ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ წინადადებები განიხილა. გაეროს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართვას „პრინციპში დათანხმდა“. ანტონიო გუტერეშის თქმით, გაერო მზადაა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი მარიუპოლიდან მოქალაქეების ევაკუაციისთვის. გაეროს გენერალური მდივანი ვლადიმერ პუტინს კრემლში შეხვდა. შეგახსენებთ, რომ მოსკოვში გუტერეში თურქეთიდან ჩავიდა, სადაც ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართა მოლაპარაკებები. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი საერთო მიზანი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში. მოსკოვის შემდეგ, გუტერეში უკრაინაში გაემგზავრება, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. მარიუპოლიდან უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 150 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქეა ევაკუირებული. უკრაინული მედია წერს, რომ ქალაქში რჩება დაახლოებით 120 000 მშვიდობიანი მოქალაქე. სავარაუდოდ, დაახლოებით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაკრძალეს მასობრივ საფლავში მარიუპოლის გარეუბანში, სოფელ ვინოჰრადნეში. მანჰუშში კი, შესაძლოა, რუსების მიერ მოკლული 3000-დან 9000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იყოს დაკრძალული. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და წითელმა ჯვარმა მოითხოვეს ბრძოლების დაუყოვნებლივ შეწყვეტა, რათა ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დატოვონ სამხრეთ საპორტო ქალაქი. საკუთარ განცხადებაში წითელი ჯვარი ამბობს, რომ ღრმად შეშფოთებულია მარიუპოლში მომხდარის გამო. მარიუპოლი 1-ელი მარტიდან ალყაშია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ  ანტონიო გუტერეში: პრეზიდენტო პუტინო, კაცობრიობის სახელით მოგმართავთ, დააბრუნეთ თქვენი ჯარები რუსეთში ანტონიო გუტერეში: აბსურდული ომი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრით დაიწყო, უნდა შეწყდეს ანტონიო გუტერეში რუსეთში ჩავიდა, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდება ანტონიო გუტერეში მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება უკრაინა: მარიუპოლის მახლობლად კიდევ ერთი მასობრივი საფლავი იპოვეს

გაერო: უკრაინაში ომის შედეგად, 3 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 231 ბავშვი

გაეროს მონაცემებით, უკრაინაში ომის შედეგად, 3 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 231 ბავშვი. ორგანიზაციის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, სულ მცირე 3 280 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 231 ბავშვი და 3 451 დაშავდა. „სამოქალაქო პირების დაღუპვისა და დაშავების მიზეზი უმეტესწილად გამოწვეული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით, მათ შორის მძიმე არტილერიისა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების დაბომბვით, ასევე სარაკეტო და საჰაერო დარტყმებით“, – ნათქვამია მოხსენებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

გაეროში აშშ-ის ელჩის თქმით, კრემლს 9 მაისს საზეიმო არაფერი აქვს

აშშ-ის ელჩმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა კვირას განაცხადა, რომ კრემლს 9 მაისს საზეიმო არაფერი აქვს. მისივე თქმით, ცნობები უკრაინული სკოლის დაბომბვის შესახებ შეიძლება, დაემატოს ომის დანაშაულების გრძელ სიას. „მათ ხვალ არაფერი აქვთ აღსანიშნავი. მათ ვერ მოახერხეს უკრაინელების დამარცხება, ვერც მსოფლიოს დაყოფა და ვერც NATO გაყოფა", - განაცხადა თომას-გრინფილდმა CNN-თან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

გაერომ ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთი ჩეხეთით ჩაანაცვლა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საბჭოში, 157 ხმით ჩეხეთი რუსეთის შემცვლელად აირჩია. CNN-ის ცნობით, კენჭისყრის დროს, ხმის მიცემისგან 23-მა თავი შეიკავა. ჩეხეთის რესპუბლიკის ვადა სამშაბათს იწყება და 2023 წლის 31 დეკემბერს იწურება. ეს იყო ერთადერთი კანდიდატი, რომელიც რუსეთის შემცვლელად გამოცხადდა. რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს 7 აპრილის, რეზოლუციის პროექტში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ განაცხადა, რომ გენერალური ასამბლეა „შეაჩერებს ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის უფლებას საბჭოს წევრს, რომელიც ადამიანის უფლებათა უხეშ და სისტემატურ დარღვევას სჩადის“.  

რუსეთის მიერ სამხედრო დანაშაულების ჩადენის შესახებ ბრალდებების გამოძიებას გაერომ მხარი დაუჭირა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილე რუსი სამხედროების წინააღმდეგ ბრალდებების გამოსაძიებლად რეზოლუცია დაამტკიცა. საუბარია ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და დანაშაულის შემთხვევზე რუსეთის ძალების დროებითი კონტროლის ქვეშ მოქცეულ რაიონებსა და დასახლებებში. რეზოლუციას მხარი 33 სახელმწიფოს წარმომადგენელმა დაუჭირა.  კიევის მოთხოვნით მოწვეულ ადამიანის უფლებათა საბჭოს საგანგებო სხდომაზე,რეზოლუციის წინააღმდეგ ჩინეთმა და ერითრეამ მისცეს ხმა. 12 წევრმა ქვეყანამ თავი შეიკავა. ცნობისთვის,  2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.   რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

გაერომ უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ რეზოლუცია მიიღო

12 მაისს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია უკრაინაში რუსული ჯარების მოქმედების შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე გამოძიების დაწყების შესახებ. რეზოლუციას მხარი დაუჭირა UNHRC-ში მონაწილე 33 ქვეყანამ, 12-მა თავი შეიკავა. დოკუმენტის მიღებას მხოლოდ ერიტრეა და ჩინეთი ეწინააღმდეგებოდნენ. რეზოლუციის ტექსტი მოუწოდებს რუსეთს, რომ უზრუნველყოს „უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რაიონებში მშვიდობიან მოსახლეობასთან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების დაუყოვნებელი და შეუფერხებელი წვდომა“. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, რომლებიც განხორციელდა მიმდინარე წლის თებერვლისა და მარტის ბოლოს კიევის, ჩერნიგოვის, ხარკოვისა და სუმის რაიონებში, რომლებიც რუსი სამხედროების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ. რეზოლუცია გამოხატავს HRC-ის მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ცნობისთვის,  2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

WSJ: უკრაინის მარცვლეულის განბლოკვის ნაცვლად, გაერო რუსეთს სანქციების შემსუბუქებას სთავაზობს

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებას განიხილავს, თუ ის უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს განბლოკავს. ამის შესახებ, WSJ წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობითვე, თურქეთი მზადაა, ამ მოლაპარაკებებში ჩაერთოს. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს გაერო: უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა ხორბალია დაბლოკილი გუტერეში, ამ დროისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთთან, თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან, მოლაპარაკებების მიზანი უკრაინული საკვები პროდუქტების ექსპორტის განბლოკვაა მსოფლიო ბაზრებზე, რათა ქვეყნებმა სურსათის გლობალური დეფიციტი თავიდან აიცილონ. WSJ-ს ცნობით, ამ დროისთვის რუსეთი მოლაპარაკებებში სერიოზულად არაა ჩართული, თურქეთი კი გამოთქვამს მზადყოფნას, რომ შეთანხმების შემთხვევაში ხორბლის უსაფრთხოდ გადაზიდვას განახორციელებს. ამასთან, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის სანაცვლოდ, გუტერეში რუსეთს მსოფლიო ბაზარზე რუსული და ბელორუსული კალიუმის დაბრუნებას სთავაზობს. Wall Street Journal-ის ცნობით, გაეროს უშიშროების საბჭო ჯერჯერობით ვერ იღებს რეზოლუციას, რომელიც რუსეთს დაავალდებულებს უკრაინის საზღვაო პორტების გახსნას, რადგან რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები, სავარაუდოდ, მას ვეტოს დაადებენ. „ქვეყნები, რომლებიც უკრაინულ მარცვლეულზე არიან დამოკიდებული, ზეწოლას განახორციელებენ მოსკოვზე, რათა ამ უკანასკნელმა პროდუქტის მიწოდება მინიმუმ შეზღუდული რაოდენობით დაუშვას გემებით – კერძოდ კი საერთაშორისო ორგანიზაციების, ნეიტრალური ან რუსეთის მიმართ მეგობრული ქვეყნის დროშით“, - წერს გამოცემა. გუტერეში: რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა უკრაინის შეფასებით, ოკუპანტებმა ქვეყნიდან დაახლოებით $100 მილიონის ღირებულების 400 ათასი ტონა მარცვლეული მოიპარეს. მანამდე კი უკრაინის დაზვერვამ განაცხადა, რომ უკრაინიდან მოპარული მარცვლეულის მნიშვნელოვანი ნაწილი ხმელთაშუა ზღვაშია - რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ მშრალ სატვირთო გემებზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

გაერო: უკრაინის პორტების ბლოკირებამ შესაძლოა, შიმშილი და იძულებითი მიგრაცია გამოიწვიოს

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) ექსპერტების შეფასებით, უკრაინის პორტებში შენახული მარცვლეულის ექსპორტის დაბლოკვა არის "ომი გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის", რასაც შესაძლოა შიმშილობა და იძულებითი მასობრივი მიგრაცია მოჰყვეს, იმ შემთხვევაში თუ პორტები არ გაიხსნება. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს გაერო: უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა ხორბალია დაბლოკილი გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ მინისტერიალზე საუბრისას, WFP-ის დირექტორმა დევიდ ბიზლმა თქვა: „პრეზიდენტო პუტინ, მე მოგმართავთ, თუ გული გაქვს, გთხოვთ, გახსენით ეს პორტები“. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის პორტებში შენახული მარცვლეულის ექსპორტის შეუძლებლობა არის "ომი გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის", ბიზლმა ასევე განაცხადა, რომ თუ პორტები არ გაიხსნება, ამან შესაძლოა "შიმშილი და იძულებითი მასობრივი მიგრაცია" გამოიწვიოს. გუტერეში: რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა WSJ: უკრაინის მარცვლეულის განბლოკვის ნაცვლად, გაერო რუსეთს სანქციების შემსუბუქებას სთავაზობს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშის თქმით კი გლობალური შიმშილი ახალ რეკორდს უახლოვდება და იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც მწვავე საკვების დაუცველობის წინაშე დგანან, ბოლო ორი წლის განმავლობაში 135 მილიონიდან 276 მილიონამდე გაიზარდა. მან ასევე აღნიშნა, რომ 500 000-ზე მეტი ადამიანი შიმშილის პირობებში ცხოვრობს და ეს მაჩვენებელი 2016 წლიდან 500 პროცენტით გაიზარდა. ასევე წაიკითხეთ გუტერეში: უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდების განახლების გარეშე სასურსათო კრიზისს ეფექტიანად ვერ დავძლევთ

გაერო: უკრაინის მოსახლეობის 90% შეიძლება, სიღარიბეში აღმოჩნდეს, თუ რუსეთი თავდასხმებს გააგრძელებს

"უკრაინის მოსახლეობის 90% შეიძლება სიღარიბეში აღმოჩნდეს, თუ რუსეთი თავდასხმებს გააგრძელებს", - ამის შესახებ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აცხადებს. „ჩვენ ვსაუბრობთ 10 უკრაინელიდან ცხრაზე, რომელიც სღარიბეში აღმოჩნდება, თუ ეს ომი წლის ბოლომდე გაგრძელდება. წლის ბოლომდე შეიძლება უკრაინაში, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ევროკავშირისა და სხვა დონორების ინვესტიციების წყალობით მოპოვებული განვითარების მიღწევები დაიკარგოს“, - განაცხადა UNDP-ის წარმომადგენელმა უკრაინაში მანალ ფუანიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენშტაბი: გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების 14 შეტევა მოიგერიეს  

გუტერეში: უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდების განახლების გარეშე სასურსათო კრიზისს ეფექტიანად ვერ დავძლევთ

„უკრაინიდან მიწოდების განახლების გარეშე, ისევე როგორც რუსეთიდან და ბელორუსიიდან საკვებისა და სასუქების მოწოდების გარეშე, ჩვენ არ შეგვიძლია ეფექტურად გადავლახოთ სასურსათო კრიზისი“, - თქვა გაეროს ხელმძღვანელმა ანტონიო გუტერეშმა. გაერო რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, რომ უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტი დაუშვას.  მისი თქმით, ასევე აუცილებელია უკრაინიდან მიწოდების ალტერნატიული მარშრუტების შესაძლებლობის შესწავლა - თუმცა ეს ღონისძიება თავისთავად ვერ გადაჭრის ყველა პრობლემას. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს გაერო: უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა ხორბალია დაბლოკილი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ კაცობრიობა მართლაც მძიმე მდგომარეობაშია - პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური სტრესი, კლიმატის ცვლილება, შემოსავლების კლება და უთანასწორობა და ახლა რუსეთის შეჭრა უკრაინაში. რუსეთი და უკრაინა უზრუნველყოფენ ხორბალზე მსოფლიო მოთხოვნის მესამედს და მცენარეული ზეთის მიწოდების ნახევარს. განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ ყველაზე ღარიბი ქვეყნები, რომლებსაც უჭირთ საკვების გაზრდილ ღირებულებასთან გამკლავება. „ამ საკითხს ინტენსიურად განვიხილავ რუსეთის ფედერაციასთან, უკრაინასთან, თურქეთთან, შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, ასევე რამდენიმე საკვანძო სახელმწიფოსთან. იმედი არის, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი“, - ამ განცხადებით, გაეროს ხელმძღვანელმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ორგანიზებული და სასურსათო კრიზისისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეებს მიმართა. გუტერეში: რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა WSJ: უკრაინის მარცვლეულის განბლოკვის ნაცვლად, გაერო რუსეთს სანქციების შემსუბუქებას სთავაზობს შეხვედრაზე შეიკრიბნენ მსოფლიოს რიგი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, მათ შორის ღონისძიებას ესწრებოდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. გაეროს გენერალური მდივნის თქმით, აუცილებელია, რომ „ყველა მხარემ გამოიჩინოს კეთილი ნება“, რადგან საკითხის გადაწყვეტას მოჰყვება როგორც ეკონომიკური და ფინანსური შედეგები, ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სირთულეები. უკრაინა განიხილავს მარცვლეულის ექსპორტის შესაძლებლობას ტრანსპორტის სხვა გზებით. უკრაინის აგრარული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დენის მარჩუკის ინფორმაციით უკრაინის პორტებში მარცვლეულის დიდი რაოდენობაა დაბლოკილი, რასაც ალტერნატივა არ არქვს. „შავი ზღვის პორტები, რომლებითაც ექსპორტის 90 პროცენტი გადიოდა ომამდელ პერიოდში (ყოველთვიურად დაახლოებით ხუთ მილიონ ტონა მარცვლეულს ვტვირთავდით ჩვენი პარტნიორებისთვის), ომის პირველივე დღეებიდან დაბლოკილია. ბუნებრივია, შემცვლელის პოვნა ძალიან რთულია. დღეს ჩვენ ვმუშაობთ ახალ მიმართულებებზე - რკინიგზით, ავტომანქანებით ევროპისკენ, მდინარის პორტებით. რა თქმა უნდა, ამას სრულფასოვან ალტერნატივას ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ახლა იძულებულები ვართ, ასეთ პირობებში ვიმუშაოთ. რთულია, მაგრამ არის შესაძლებლობა. მარტში ამ გზით 200 ათასი ტონა მარცვლეულის ექსპორტი გავიტანეთ, აპრილში კი უკვე მილიონ ტონაზე მეტი“, - განაცხადა მან. მარჩუკის თქმით, მარცვლეულის მიწოდების პროცესის დაჩქარების მიზნით, G7 ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრებმა გერმანიაში ცოტა ხნის წინ გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ევროპის საზღვარზე „მწვანე დერეფნების“ შექმნის შესაძლებლობა. მარჩუკი განმარტავს, რომ ახლა საუბარია ცალკეული საგუშაგოების ორგანიზებაზე დიდი რაოდენობით პერსონალით. ამრიგად, უკრაინიდან მარცვლეულით სატვირთო მანქანების უწყვეტი და სწრაფი გავლა შესაძლებელია რუმინეთში, პოლონეთში, ლიტვაში და შემდგომში გემების ტრანსპორტირებამდე, რომლებიც უზრუნველყოფენ მიწოდებას მთელს მსოფლიოში. ”მომავალში ეს საშუალებას მისცემს უკრაინას თვეში ორ მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულის ექსპორტი განახორციელოს”, - ამბობს სრულიად უკრაინული აგრარული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. უკრაინაში მარცვლეულის ახალი მოსავალი თვენახევარში დაიკრიფება. მაგრამ იმ დროისთვის ბევრ განვითარებად ქვეყანაში მარცვლეულის მარაგი პრაქტიკულად ამოიწურება და შეუძლებელი იქნება მათი სწრაფად შევსება, სანამ უკრაინის შავი ზღვის პორტები დაბლოკილია რუსი სამხედროების მიერ. „პური, ვერმიშელი, ხორცი (ღორის და საქონლის ხორცი), რძე, კარაქი, კვერცხი, ერთი სიტყვით, ყველა პროდუქტი, რომლის წარმოებაც მარცვლეული კულტურების გამოყენებას გულისხმობს, გაძვირდება“, - ამბობს დენის მარჩუკი. მარჩუკის თქმით, დღეს უკრაინაში 20 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულია დარჩენილი, რომლის გაყიდვაც შესაძლებელია. ”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გაერო იპოვის არგუმენტებს საზღვაო გადაზიდვის მარშრუტების განბლოკვის მისაღწევად,” - ამბობს დენის მარჩუკი. შესაძლოა მოხდეს ჰუმანიტარული კოლონების გაშვება, რომლებიც სატვირთო გემებს თან გაჰყვებიან რუსეთიდან საკვების საჭიროების მქონე ქვეყნების მიმართულებით. შიმშილი ყოველთვის საფუძვლად უდევს სოციალურ არეულობას. თუ გადამჭრელი ზომები ახლა არ მიიღება, მსოფლიო შესაძლოა მიგრაციის კიდევ ერთი ახალი ტალღის წინაშე აღმოჩნდეს, ხალხი მოიძიებს დაცვას და ფინანსურ გარანტიებს უფრო აყვავებულ ქვეყნებში“.

გაეროში რუსმა დიპლომატმა უკრაინაში ომი დაგმო და გადადგა - Unian

გაეროში რუსეთის მუდმივი მისიის თანამშრომელმა, ბორის ბონდარევმა რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ საჯაროდ დაგმო და გადადგა. ინფორმაცია უკრაინულმა Unian-მა გაავრცელა. ამასთან, კიდევ ერთი წყაროს, რადიო თავისუფლების ცნობით, ბონდარევის გადადგომის შესახებ განცხადება Twitter-ზე იურისტმა, უფლებადამცველმა და UN Watch-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰილელ ნეიერმა გამოაქვეყნა. ჟენევაში გაეროს ოფისის ვებგვერდის მიხედვით, ბონდარევს მუდმივი მისიის მრჩევლის თანამდებობა ეკავა. „არასდროს შემრცხვენია ჩემი ქვეყნის და ჩემი საქმის ისე, როგორც ამ წლის 24 თებერვალს. პუტინის მიერ გაჩაღებული აგრესიული ომი უკრაინასთან და ფაქტობრივად, მთელ დასავლურ სამყაროსთან, არამხოლოდ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულია, არამედ, ალბათ, ყველაზე მძიმე დანაშაულია რუსეთის ხალხის წინააღმდეგ“, - დაწერა ბონდარევმა სოციალურ ქსელ Llinkedin-ზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

გაერო: მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ 100 მილიონს პირველად გადააჭარბა

მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ 100 მილიონს პირველად გადააჭარბა, ადამიანები იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი ქვეყნები სამხედრო და სამოქალაქო კონფლიქტების, დევნის, ადამიანის უფლებების დარღვევის ან სხვა მსგავსი მიზეზების გამო, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერო ავრცელებს. „ასეთი ნახტომის ერთ-ერთი კატალიზატორი იყო რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომი. კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე 14 მილიონზე მეტი უკრაინელი გახდა დევნილი. მათგან დაახლოებით ექვსმა მილიონმა დატოვა ქვეყანა, ხოლო კიდევ რვა მილიონი გახდა იძულებით გადაადგილებული პირი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

შალვა პაპუაშვილი გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პოლიტიკის, პროგრამის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობათაშორისი მხარდაჭერის საკითხებში გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს ასა რეგნერს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯებზე გენდერული თანასწორობის მიმართულებით. კერძოდ, მან ხაზი გაუსვა გენდერული თანასწორობის კონცეფციას, რომელიც ახლო მომავალში იქნება მიღებული, გენდერულ კვოტებსა და პარლამენტში გენდერული გავლენის შეფასების ინსტრუმენტის შემოღებას. „ასა რეგნერი მიესალმა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის მიღწევის გზაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს უკვე აქვს გამოცდილება და კონკრეტული მაგალითები, რომლებიც გლობალური დისკუსიისთვისაც მნიშვნელოვანია. ასა რეგნერმა გამოხატა საქართველოს შემდგომი მხარდაჭერის მზაობა. შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვისა და მხარდაჭერისთვის. შეხვედრას გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი ესწრებოდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.  

გაერო: უკრაინაში ომის შედეგად 8691 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, უკრაინაში ომის შედეგად 8691 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა. დაღუპულია მინიმუმ 3998 და დაშავებულია მინიმუმ 4693 მშვიდობიანი მოქალაქე. "მსხვერპლი ძირითადად გამოწვეულია ასაფეთქებელი იარაღების გამოყენების, ასევე მძიმე არტილერიითა და სარაკეტო დანადგარებით დაბომბვის შედეგად", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ერდოღანი პუტინს სტამბოლში უკრაინა-გაერო-რუსეთის შეხვედრას სთავაზობს

თურქეთი მზადაა, უკრაინა-გაერო-რუსეთის შეხვედრის ორგანიზებასა და მონიტორინგის მექანიზმის შესაძლო ჩამოყალიბებაში თავისი როლი შეასრულოს. ეს თემა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბრისას განიხილეს. საუბრისას ერდოღანმა ხაზი გაუსვა ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ომის ნეგატიურ შედეგებს და გააძლიერებს ნდობას რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის საფუძვლების რაც შეიძლება მალე აღდგენით. ერდოღანი უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბარს გამართავს ლიდერებმა ასევე განიხილეს თურქეთ-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობები და სირიაში არსებული ვითარება. ერდოღანმა აღნიშნა, რომ PKK/YPG ტერორისტული ორგანიზაციების თავდასხმები თურქეთისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სირიაში გრძელდება და აღნიშნა, რომ აუცილებელია ამ ტერიტორიებზე უსაფრთხოების ზომების გატარება. რამდენიმე დღის წინ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობის საჯარო განცხადებების მიუხედავად, მოლაპარაკებებისთვის რუსეთის მზადყოფნაზე არაფერი მიუთითებს და ფაქტები ცხადყოფს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ომის გაგრძელება სურს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

გაერომ ქვეყნის სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით თურქეთის მოთხოვნა დააკმაყოფილა

გაერომ „Türkiye“ თურქთის ახალ სახელწოდებად დაარეგისტრირა. საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ქვეყნისთვის სახელწოდების შეცვლის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს წერილი მიიღო. გაეროს ყველა საერთაშორისო ფორუმსა და ოფიციალურ დოკუმენტში Türkiye იქნება გამოყენებული. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა ცვლილების შესახებ დეკემბერში გამოაცხადა. პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, ადგილობრივი ინსტიტუტები - Türkiye-ის, ყველა ოფიციალური მიმოწერის, ასევე, სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ინსტიტუტებთან ურთიერთობის დროს გამოიყენებენ.

უკრაინა გაეროს ხელმძღვანელობით, მარცვლეულის ექსპორტისთვის „საზღვაო ოპერაციაზე“ მუშაობს

უკრაინა სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის მიზნით, „გაეროს ხელმძღვანელობით საზღვაო ოპერაციაზე“ მუშაობს. ამის შესახებ CNN-ის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. მისივე ცნობით, პროცესში ჩართულნი არიან პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ფლოტები, რათა უსაფრთხო სავაჭრო გზა  იყოს უზრუნველყოფილი. საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთი დაადანაშაულა „შიმშილის თამაშებში მსოფლიოსთან, რაც გამოიხატება ერთი ხელით უკრაინული სურსათის ექსპორტის დაბლოკვასა და მეორე ხელით უკრაინაზე გადაბრალების მცდელობაში“. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორშაბათს, სატელეფონო საუბრისას განუცხადა თავის უკრაინელ კოლეგას, რომ ანკარა უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტების ზღვით ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნის შექმნის მცდელობებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. პარასკევს ზელენსკიმ თქვა, რომ 22 მილიონი ტონა მარცვლეული, რაც უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის თითქმის ნახევარს შეადგენს, რუსეთის მიერ არის შეჩერებული, რაც გამოიხატება შავი ზღვისა და აზოვის ზღვების გავლით ძირითადი საექსპორტო გზების ბლოკადაში. კრემლმა არაერთხელ უარყო ბრალდებები, რომ დაბლოკა მარცვლეულის მიწოდება უკრაინიდან და დასავლეთი დაადანაშაულა ქმედებებში, რამაც მისივე მტკიცებით, ეს კრიზისი გამოიწვია. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, გაეცანით Europetime-ის სტატიას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

გაერო უკრაინაში ექსპერტებს გზავნის

გაერომ განაცხადა, რომ ამ თვის ბოლოს უკრაინაში ადამიანის უფლებათა სფეროს სამ ექსპერტს გაგზავნის, რათა სავარაუდო დარღვევები გამოიძიოს. კომისრები, რომლებიც გაეროს დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის წევრები არიან  უკრაინაში, 7-დან 16 ივნისამდე ეწვევიან რამდენიმე ადგილს, მათ შორის ქალაქებს ლვოვს, კიევს, ხარკოვსა და სუმს. ისინი შეხვდებიან მოწმეებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს, ასევე, მთავრობის წარმომადგენლებს.  როგორც ცნობილია, აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მიშელი გაეროში რუსეთის ელჩს: შეგიძლიათ, დატოვოთ დარბაზი, იქნებ, უფრო ადვილია, არ მოუსმინოთ სიმართლეს

გაეროს უშიშროების საბჭოში გამოსვლისას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კრემლი განვითარებადი ქვეყნების წინააღმდეგ კვების მარაგების რაკეტებად გამოყენებაში დაადანაშაულა. მიშელმა მილიონობით ტონა უკრაინული მარცვლეულის ბლოკირება იგულისხმა. „რუსეთის ომის დრამატული შედეგები მთელ მსოფლიოში ვრცელდება. ეს ზრდის საკვების ფასებს, უბიძგებს ხალხს სიღარიბისკენ და დესტაბილიზაციას იწვევს მთელ რეგიონში. ამ სასურსათო კრიზისზე მხოლოდ რუსეთი არის პასუხისმგებელი, მხოლოდ რუსეთი“, - განაცხადა მიშელმა გაეროს შტაბ-ბინაში, ნიუ-იორკში გამოსვლისას. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა უარყო რუსეთის პრეტენზია, რომ დასავლეთის სანქციებია დამნაშავე სასურსათო კრიზისში, მას „დეზინფორმაცია" უწოდა და განაცხადა, რომ ევროკავშირს არ დაუწესებია სანქციები რუსეთის სოფლის მეურნეობის სექტორზე. „კრემლი მარცვლეულს იპარავს უკრაინაში და სხვებს ადანაშაულებს. ეს არის სიმხდალე. ეს არის პროპაგანდა“, - განაცხადა მიშელმა. ამ კომენტარებმა გაეროში რუსეთის ელჩის უკმაყოფილება გამოიწვია და შეხვედრა დატოვა. „შეგიძლიათ, დატოვოთ დარბაზი, იქნებ, უფრო ადვილია, არ მოუსმინოთ სიმართლეს, ბატონო ელჩო“, - მიმართა მიშელმა რუსეთის ელჩს.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსზე რეზოლუცია მიიღო

ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 76-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნების მიერ (სულ 61 ) ინიციირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 95-მა სახელმწიფომ. საქართველო ამ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს. გასული სამი წლის მსგავსად, გაერო-ს წევრ ქვეყნებს მიმდინარე წელსაც მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით, კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების დაძლევის საერთაშორისო ძალისხმევაში. შედეგად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანაავტორთა რიგებს 61 ქვეყანა შეუერთდა, რაც გასულ წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. აღნიშნული ფაქტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხსენებული რეზოლუცია უკვე გლობალურ ინიციატივას წარმოადგენს. ქართული მხარის მიერ ინიციირებული რეზოლუციის განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირმა, ლიეტუვამ ბალტიკური და ნორდიკული ქვეყნების სახელით (მიუერთდნენ ბულგარეთი, რუმინეთი, პოლონეთი, უკრაინა, მოლდოვა, სლოვაკეთი, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, კანადამ CANZ-ის სახელით (კანადა, ავსტრალიისა და ახალი ზელანდია), იაპონიამ, იტალიამ, აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ, უკრაინამ, წმინდა საყდარმა და გაერო-ს წევრებს რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ საქართველომ ამჯერად არა მარტო შეძლო და შეინარჩუნა, არამედ მკვეთრად გაზარდა ყოველწლიური დინამიკა, რაც გამოიხატა, როგორც დევნილების შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის, ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის მიღებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს. რეზოლუციის თანაავტორთა/თანასპონსორთა შორის არიან: ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, ავსტრალია, ავსტრია, აშშ, ახალი ზელანდია, ბელგია, ბულგარეთი, გერმანია, გვატემალა, დანია, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ესპანეთი, ვანუატუ, თურქეთი, იაპონია, ისლანდია, ირლანდია, იტალია, კანადა, კირიბატი, კოლუმბია, კოსტა-რიკა, ლატვია, ლიბერია, ლიეტუვა, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მალტა, მარშალის კუნძულები, მექსიკა, მიკრონეზია, მონაკო, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პაპუა ახალი გვინეა, პოლონეთი, პორტუგალია.

უკრაინის ომის შედეგებს ყველა ქვეყანა იგრძნობს - ანტონიო გუტერეში

გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინის ომის შედეგებს ყველა ქვეყანა იგრძნობს, შესაბამისად, ქვეყნებმა ახლავე უნდა იმოქმედონ სიცოცხლისა და საარსებო წყაროს გადასარჩენად. „რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან სამი თვის შემდეგ, ჩვენ ახალ რეალობას ვაწყდებით. ადგილზე მყოფთათვის ყოველ დღეს მოაქვს ახალი სისხლისღვრა და ტანჯვა. ხალხისთვის მთელ მსოფლიოში, სხვა კრიზისებთან ერთად, ომი შიმშილისა და სიღარიბის ტალღის საფრთხეს აყენებს“, ანაცხადა ანტონიო გუტერეშმა. გარდა ამისა, კრიზისი აძლიერებს ქვეყნების წინაშე მდგარი სხვა გამოწვევების შედეგებს, როგორიცაა, კლიმატის საგანგებო მდგომარეობა, COVID19-ის პანდემია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ევროპაში სულ მცირე 4,8 მილიონი უკრაინიდან დევნილი რჩება - გაერო

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის განახლებული მონაცემებით, ევროპაში სულ მცირე 4,8 მილიონი ლტოლვილია რეგისტრირებული. ოფისმა ევროპის 44 ქვეყანაში რეგისტრირებული ლტოლვილების სავარაუდო რაოდენობა წარმოადგინა 7 ივნისის მდგომარეობით, დაახლოებით 7,3 მილიონმა ადამიანმა გადაკვეთა საზღვარი, ხოლო 2,3 მილიონი ისევ უკრაინაში დაბრუნდა. ოფისმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი რეგისტრირებულია პოლონეთში (1,15 მილიონი), გერმანიაში (780,000) და ჩეხეთში (366,000). UNHCR-ის თქმით, რუსეთში 1,1 მილიონი უკრაინელი ცხოვრობს. ზელენსკის თქმით, რუსეთში იძულებით გადაყვანილთა შორის 200 000-ზე მეტი ბავშვია ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

გაეროს ოფისი უკრაინაში 4395 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვას ადასტურებს

გაეროს ოფისის დადასტურებული მონაცემებით, უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის დღიდან, 24 თებერვლიდან 12 ივნისის ჩათვლით, მოკლულია 4395 სამოქალაქო პირი, მათ შორის 275 ბავშვი. საომარი მოქმედებებისას უკრაინაში დაიჭრა 5390 მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან 451 ბავშვი. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის თანახმად, სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი, ძირითადად მძიმე არტილერიის და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით განხორციელებული შეტევებისა და სარაკეტო და საჰაერო დარტყმების შედეგადაა გამოწვეული. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გაერო: 28 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში თითქმის 2,5 მილიონი ადამიანი დაბრუნდა

28 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში 2 479 398 ადამიანი დაბრუნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს "14 ივნისის მდგომარეობით, უკრაინელების რაოდენობამ, რომელთაც რუსეთის შეჭრის შემდეგ ქვეყანა დატოვეს, 7,5 მილიონს გადააჭარბა. 3,3 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა უკრაინიდან ევროკავშირში დროებითი დაცვის სტატუსი მიიღო. ყველაზე მეტი უკრაინელი გერმანიამ (780,000) და ჩეხეთმა (373,900) მიიღეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

გაერო: უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის დღიდან, სულ მცირე, 4481 სამოქალაქო პირი დაიღუპა

"უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის დღიდან, 24 თებერვლიდან 15 ივნისის ჩათვლით, მოკლულია 4481 სამოქალაქო პირი", - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ავრცელებს. "უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის დღიდან, 24 თებერვლიდან 15 ივნისის ჩათვლით, მოკლულია 4481 სამოქალაქო პირი, მათ შორის 284 ბავშვი. საომარი მოქმედებებისას უკრაინაში დაიჭრა 5565 მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან 462 ბავშვია", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს გაერო: 28 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში თითქმის 2,5 მილიონი ადამიანი დაბრუნდა  

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას ზელენსკი ვიდეოჩართვით შეუერთდა

ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა დაიწყო და მასში ვიდეოზარის საშუალებით მონაწილეობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის თავდასხმის განსახილველად არის მოწვეული, იუწყება უკრაინული მედია.  გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შესაბამისი დღის წესრიგით წარმართვა, ქალაქ კრემენჩუკში, სავაჭრო ცენტრზე რუსეთის სარაკეტო დარტყმამ და უკრაინის ქალაქებზე რუსეთის გაძლიერებულმა სარაკეტო თავდასხმებმა გამოიწვია. კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა 27 ივნისს, 15:50 საათზე, რუსულმა ძალებმა კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრს ორი რაკეტა ესროლეს. თავდასხმის დროს შენობაში 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. თავდასხმის შედეგად სულ მცირე 59 ადამიანი დაშავდა, მათგან 25 საავადმყოფოში გადაიყვანეს. სარაკეტო დარტყმის შედეგად სავაჭრო ცენტრი თითქმის მთლიანად დაიწვა. ნამსხვრევების გაწმენდა გრძელდება. სამშაბათის დილის მდგომარეობით, დაღუპულთა რიცხვი 18-ს შეადგენს, 36 დაკარგულად ითვლება და ათობით დაშავებულია. უკრაინის ხელისუფლება სავაჭრო ცენტრზე დარტყმას ტერორისტულ თავდასხმას და სამხედრო დანაშაულს უწოდებს. რუსეთმა კრემენჩუკზე სარაკეტო თავდასხმა აღიარა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სულ მცირე 4731 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - გაერო

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან სულ მცირე 4731 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და რეალური მაჩვენებლები საგრძნობლად მაღალია, რადგან ბრძოლების გამო მათი რიცხვის დადგენა რთულია. ამის შესახებ უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მატილდა ბოგნერმა ოთხშაბათს, 29 ივნისს უკრაინაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ახალი ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. „ამ კვირის მდგომარეობით, ჩვენ დავაფიქსირეთ 10,000-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც დაიღუპნენ ან დაშავდნენ, მათგან 4,731 ადამიანია გარდაცვლილი”, - განაცხადა ბოგნერმა. მისივე თქმით, დაღუპულთა შორის იყო 1812 კაცი, 1225 ქალი, 134 გოგო და 155 ბიჭი. 41 ბავშვისა და 1364 ზრდასრულის სქესი ჯერჯერობით უცნობია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიას არ აქვს ინფორმაცია აზოვსტალის დამცველების ბედის შესახებ - HRMMU-ს ხელმძღვანელი

გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისია უკრაინაში (HRMMU), არ ფლობს კონკრეტულ ინფორმაციას აზოვსტალის დამცველების ბედზე. ამის შესახებ HRMMU-ს ხელმძღვანელმა, მატილდა ბოგნერმა განაცხადა. მისივე თქმით, მისიის დამკვირვებლებს ჰქონდათ შეუფერხებელი წვდომა უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. „მეორე მხრივ, ჩვენ არ მოგვეცა წვდომა რუსეთის შეიარაღებული ძალების და მასთან დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, - განაცხადა HRMMU-ს ხელმძღვანელმა. „აზოვსტალის დამცველების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ არის. ჩვენ გვაქვს იგივე ინფორმაცია, რაც მედიაშია. ვცდილობთ, დავაკვირდეთ სიტუაციას, დავუკავშირდეთ ოჯახებს და მივიღოთ სხვა ინფორმაცია, მაგრამ რეალურად არ გვაქვს დამატებითი ინფორმაცია მათი ბედის შესახებ“, - განაცხადა მატილდა ბოგნერმა, HRMMU-ს ხელმძღვანელმა ახალი ანგარიშის პრეზენტაციაზე დღეს. ბოგნერმა ასევე გამოხატა ღრმა შეშფოთება თვითგამოცხადებული "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ე.წ. „უზენაესი სასამართლოს“ მიერ სამ ადამიანის მიმართ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის გამო. „სამართლებრივი პროცესი, რომელიც გაიარეს ამ ადამიანებმა, არ აკმაყოფილებს სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს ამ გარემოებებში“, - განაცხადა ბოგნერმა.  როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება მუშაობს მარიუპოლის დამცველების სახლში დაბრუნებაზე. ამ პროცესს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი დირექტორატი ხელმძღვანელობს. 80 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში უკრაინელი სამხედროები მარიუპოლს იცავდნენ. 16 მაისს დაიწყო ქალაქის დამცველების ევაკუაცია რუსი ოკუპანტების მიერ დაბლოკილი აზოვსტალის ფოლადის სამუშაოებიდან. უკრაინული მედიის ცნობით, ფოლადის ქარხნიდან უკრაინელი სამხედროების გაყვანის შემდეგ, შეთანხმებების მიხედვით, ისინი გაცვლას ელოდებიან.

გაეროს ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სამხედრო მოქმედებების შედეგად, 17 ჟურნალისტი დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სამხედრო მოქმედებების შედეგად, 17 დაიღუპა ჟურნალისტი და 14 დაშავდა. ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება.  გაეროს ანგარიში ეფუძნება უკრაინაში ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის მიერ შეგროვებულ ინფორმაციას, რომელსაც ორგანიზაციამ 11 საველე ვიზიტის მოუყარა თავი. ინფორმაციისთვის, ორგანიზაციის წამომადგენლებმა 517 დაზარაკებული გამოკითხეს. უკრაინაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ (რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის კონტექსტში) ანგარიში 2022 წლის 24 თებერვლიდან 15 მაისამდე პერიოდს მოიცავს. გაეროს ცნობებით, 3 ივლისის მდგომარეობით, 4,889 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის, 335 ბავშვია. ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ რეალური მაჩვენებლები არსებულისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. მოქალაქეების სიკვდილი უმეტესწილად, დასახლებულ პუნქტებში, ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებამ გამოიწვია. მათ შორის, მძიმე არტილერიით დაბომბვამ, როგორიცაა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები, სარაკეტო და საჰაერო თავდასხმები, მათ შორის იარაღი, რომელსაც შეუძლია კასეტური საბრძოლო მასალის გადატანა, არაერთხელ იყო გამოყენებული. რუსეთის შეიარაღებული ძალები იგივე მოქმედებებს განაგრძობენ. „დღემდე, ჩვენ დავაფიქსირეთ 400-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულების და საგანმანათლებლო დაწესებულების დაზიანების ან განადგურების ფაქტი, მაშინ როცა რეალური რიცხვი სავარაუდოდ, უფრო მაღალია. დაზიანებულია ან დანგრეულია ათასობით სახლი. ჩვენი ოფისი აღნიშნავს უკრაინის ძალისხმევას, შექმნას კომპენსაციის მექანიზმი, მაგრამ წუხს, რომ შესაბამისი კანონპროექტი გამორიცხავს რუსეთის შეიარაღებული ძალების და მასთან დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფების მიერ კონტროლირებად ტერიტორიების მცხოვრებლებს. ყველა მსხვერპლს უფლება აქვს, თანაბარი ხელმისაწვდომობის საშუალება ჰქონდეს. 2022 წლის 15 მაისის მდგომარეობით, მხოლოდ კიევის რეგიონში 1200-ზე მეტი სამოქალაქო პირის ცხედარია ნაპოვნი, ვმუშაობთ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ 300-ზე მეტი ბრალდების დასადასტურებლად ისეთ სიტუაციებში, რომლებიც არ იყო დაკავშირებული აქტიურ ბრძოლასთან. მშვიდობიანი მოქალაქეების თვითნებური დაკავება ფართო მასშტაბებს იძენს რუსეთის შეიარაღებული ძალების და მასთან დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ჩვენ დავაფიქსირეთ თვითნებური დაკავებისა და გაუჩინარების 270 შემთხვევა. მათგან, 8 გარდაცვლილი იპოვეს. ჩემმა გუნდმა გადაამოწმა კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის 28 შემთხვევა, მათ შორის გაუპატიურების, ჯგუფური გაუპატიურების, წამების, იძულებითი საჯარო გაშიშვლებისა და სექსუალური ძალადობის მუქარის შემთხვევები. შემთხვევების უმეტესობა მოხდა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, მაგრამ ასევე გვაქვს ასეთი საქმეები მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიებზე. დარღვევების მასშტაბები ჯერ კიდევ არ არის მკაფიო, აქტიური საომარი მოქმედებების, სერვისების შეზღუდული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, ხოლო გადარჩენილებს ხშირად არ სურთ, ან არ შეუძლიათ, შეგვატყობინონ ასეთი დანაშაულების შესახებ. ამ კონტექსტში მივესალმებით უკრაინის მიერ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირებას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, - აღნიშნულია გაეროს ოფისის ანგარიშში.

გაერო: 2021 წელს მსოფლიოში, 828 მილიონი ადამიანი შიმშილობდა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო) გამოაცხადა, რომ გასულ წელს მსოფლიოში იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც შიმშილი აწუხებთ 46 მილიონით გაიზარდა და 828 მილიონს მიაღწია. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) და მსოფლიო სურსათის პროგრამამ (WFP)  გლობალური შიმშილის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნეს. მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2021 წელს მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის 10 პროცენტი შიმშილს განიცდიდა. ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ 5 წლამდე ასაკის დაახლოებით 45 მილიონი ბავშვი იტანჯებოდა არასრულფასოვანი კვების გამო, ხოლო 149 მილიონს იმავე მიზეზით ზრდაში ჩამორჩენის პრობლემა ჰქონდა.  

გაერო უკრაინელებს ზამთარში მოსალოდნელი სირთულეების შესახებ აფრთხილებს

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდიმ გააფრთხილა უკრაინელები, რომ ზამთრის თვეები ძალიან მკაცრი იქნება ომით დაზარალებული მილიონობით მოქალაქისთვის.  კიევის რეგიონში, ირპენსა და ბუჩაში სტუმრობისას ფილიპო გრანდიმ აღნიშნა, რომ ზამთარი უკრაინაში იქნება „ძალიან მკაცრი და უკიდურესად ცივი“. „უკრაინა ახლა იბრძვის, მაგრამ ზამთარი კიდევ უფრო უარესი იქნება. ასე რომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ზამთრის სიცივე არ იქცეს შემდეგ გამოწვევად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ისედაც უდიდეს ტანჯვას განიცდიან“, - ამბობს ფილიპო გრანდი. ამავდროულად, უმაღლესმა კომისარმა აღნიშნა, რომ ომის შედეგად დაზარალებულებთან შეხვედრისას და საუბრის შემდეგ დაინახა „უამრავი ძალა, გამძლეობა და მონდომება, უკრაინამ აღადგინოს დაზიანებული და დანგრეული შენობები. უკრაინაში გაეროს ჰუმანიტარული საკოორდინაციო ოფისის, OCHA-ს მონაცემებით, ომის შედეგად, უკრაინაში 15,7 მილიონი ადამიანი დაზარალდა. დნიპროპეტროვსკის, ხარკოვის, კიევის, პოლტავას რეგიონები და ქალაქი კიევი კვლავ იღებს დევნილთა უმეტესობას. 24 თებერვალს რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინაში 11,5 მილიონზე მეტ ადამიანს საკუთარი სახლების დატოვება მოუწია, დაახლოებით 6,3 მილიონი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

ზელენსკის განცხადებით, სტამბოლში მარცვლეულის საკითხზე გამართულ მოლაპარაკებებზე გარკვეული პროგრესი შეინიშნება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ სტამბოლში ოთხმხრივ მოლაპარაკებებზე მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის მიზნით, გარკვეული პროგრესი შეინიშნება. უკრაინიდან საზღვაო გზით მარცვლეულის ექსპორტისთვის სტამბოლში, საკოორდინაციო ცენტრის შექმნაზე შეთანხმდნენ - თურქეთის თავდაცვის მინისტრი გაერო სტამბოლში მარცვლეულის საკითხზე მოლაპარაკებების შემდეგ, პოზიტიურ შედეგებს აანონსებს ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა „მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავს მსოფლიო ბაზარზე სურსათის მიწოდების აღსადგენად“. „მადლობელი ვარ გაეროსა და თურქეთის, შესაბამისი ძალისხმევისთვის. ამ ისტორიის წარმატება სჭირდება არა მხოლოდ ჩვენს სახელმწიფოს, არამედ, გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ეს სჭიდება მთელ მსოფლიოს. შავი ზღვაზე უსაფრთხოების საკითხზე და ხორბლის ექსპორტზე შეთანხმება გლობალური სასურსათო კრიზისის სიმძიმეს შეამსუბუქებს. უკრაინის დელეგაციის წევრებმა მაცნობეს, რომ არის გარკვეული პროგრესი. უახლოეს დღეებში დეტალებს გაეროს გენერალურ მდივანთან გავაანალიზებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ. რუსეთის, უკრაინის და თურქეთის სამხედრო დელეგაციების შეხვედრა სტამბულში, გაეროს წარმომადგენლებთან ხორბლის ექსპორტის განახლების საკითხზე დღეს შედგა. დიპლომატების განცხადებით, მხარეებმა განიხილეს, რომ ხორბლით დატვირთული ტანკერები, უკრაინული გემების თანხლებით გადაადგილდნენ, რომლებიც დანაღმულ საპორტო წყლებში გზამკვლევის როლს შეასრულებენ. გეგმის თანახმად, რუსეთმა ზავზე თანხმობა უნდა განაცხადოს, თურქეთმა კი გაეროს მხარდაჭერით გემების ინსპექტირება უნდა განახორციელოს, რათა იარაღის კონტრაბანდის შესახებ რუსეთის ეჭვები გაქარწყლდეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 ივლისს სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რომლის დროსაც განიხილეს უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის მნიშვნელობა, ასევე, რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვის საკითხი.  5 ივლისს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი შავი ზღვის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის „დერეფნების“ გახსნასთან დაკავშირებით, მოლაპარაკების პროცესის გააქტიურებას აპირებს, რათა 7-10 დღეში მიაღწიოს შედეგს. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.

ომის დაწყების შემდეგ, ქვეყანა 9 მილიონზე მეტმა უკრაინელმა დატოვა - გაერო

9 მილიონზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა უკრაინის საზღვარი მას შემდეგ, რაც რუსეთი ქვეყანაში შეიჭრა. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, 24 თებერვალს რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ სულ 9,136,006-მა ადამიანმა გადაკვეთა საზღვარი. პოლონეთი გახდა ლიდერი უკრაინელი ლტოლვილების მიღების თვალსაზრისით ევროკავშირში: 11 ივლისის მდგომარეობით, ქვეყანაში ოფიციალურად დარეგისტრირდა 1 221 596 უკრაინელი, რომლებიც ომს გამოექცნენ. დაახლოებით 900 000-მა თავშესაფარი იპოვა გერმანიაში, 391 000 - ჩეხეთში და დაახლოებით 150 000 - თურქეთსა და იტალიაში. 80000-ზე მეტი ლტოლვილი რჩება მოლდოვაში, რუმინეთსა და სლოვაკეთში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

უკრაინაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ, გაეროში 150-ზე მეტი განაცხადი შევიდა

გაეროში 24 თებერვლის შემდეგ რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ, 150-ზე მეტი განაცხადი შევიდა. თუმცა ეს მხოლოდ „აისბერგის წვერია“, - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა პამილა პატენმა განაცხადა. რუსი სამხედროები სამხრეთ უკრაინაში იტაცებენ და აწამებენ ადამიანებს - Human Rights Watch „24 თებერვლის შემდეგ გაერომ ქალების, ბავშვებისა და კაცების წინააღმდეგ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ 150-ზე მეტი განაცხადი მიიღო. ეს არის გაუპატიურების შემთხვევები, რომელიც იარაღის მუქარით ოჯახის წევრების თანდასწრებით განხორციელდა“,- განაცხადა პატენმა. მისი შეფასებით, ეს ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი ფორმაა, რომელიც სამხედრო კონფლიქტების დროს ძირითადად  ქალებისა და გოგოების მიმართ, ასევე კაცებისა და ბიჭების წინააღმდეგაა ჩადენილი. „ეს ტოვებს საშინელ ნაკვალევს ცალკეული ადამიანების ცხოვრებაზე და მთლიან საზოგადოებაზე, ეს ანგრევს ოჯახებს და მძიმე შედეგები რამდენიმე თაობაზე აისახება“,- განაცხადა პატენმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი აბდულა შაჰიდი საქართველოს ეწვევა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი აბდულა შაჰიდი. ეს იქნება გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან. საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მხარეთა მიერ გაკეთდება ერთობლივი განცხადებები. ამასთან, საქართველოში ყოფნისას, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი ეწვევა საოკუპაციო ხაზს, მოინახულებს იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას სოფელ წეროვანში და ადგილზე გაეცნობა  ოკუპაციის შედეგად შექმნილ ვითარებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას. „ამასთან, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი ეწვევა იუსტიციის სახლს,სადაც გაეცნობა სახელმწიფო სერვისების მიწოდების მოქმედ მოდელს და იმ რეფორმებს, რომლებსაც საქართველო ახორციელებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივის ფარგლებში და რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში. აბდულა შაჰიდი ასევე მოინახულებს საქართველოში გაეროს ოფისს და შეხვედრებს გამართავს გაეროს პროგრამაში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი ეწვევა კახეთის რეგიონს, რათა გაეცნოს რეგიონის ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალს.  

რა საკითხები განიხილა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე

გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი აბდულა შაჰიდის საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. აბდულა შაჰიდი საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ორგანიზაციის მუშაობაში საქართველოს აქტიური ჩართულობის ნათელი დადასტურებაა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გართულებულ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზე. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოსა და ორგანიზაციის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს, მათ შორის, მშვიდობისა და უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა დაცვის, მდგრადი განვითარების, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების, ახალგაზრდობის ჩართულობის ხელშეწყობის საკითხებს. გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი აბდულა შაჰიდი საქართველოს ეწვევა როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველო აქტიურად არის ჩართული გაეროს გენერალური ასამბლეის, ისევე როგორც ორგანიზაციის სხვადასხვა სტრუქტურის მუშაობაში. მათ შორის, მინისტრის თქმით, საქართველო მონაწილეობას იღებს სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცესების თანაფასილიტაციის და თემატური რეზოლუციების ინიცირებისა და თანაავტორობის კუთხით. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან. გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს, მოინახულებს იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას სოფელ წეროვანში და ადგილზე გაეცნობა ოკუპაციის შედეგად შექმნილ ვითარებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას. გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი ეწვევა იუსტიციის სახლს, სადაც გაეცნობა სახელმწიფო სერვისების მიწოდების მოქმედ მოდელს და იმ რეფორმებს, რომლებსაც საქართველო ახორციელებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივის ფარგლებში და რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში. აბდულა შაჰიდი ასევე მოინახულებს საქართველოში გაეროს ოფისს და შეხვედრებს გამართავს გაეროს პროგრამაში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს საველე ვიზიტისას უმასპინძლა

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დღეს, სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე საველე ვიზიტისას გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის და მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბდულა შაჰიდს უმასპინძლა. გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი აბდულა შაჰიდი საქართველოს ეწვევა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი, შაჰიდს ოძისის რაიონში შეხვდა და ადგილზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით განვითარებული უახლესი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. „შემდგომ მან ხაზგასმით აღნიშნა გამოწვევები, რომლებიც ოძისის გადაკვეთის პუნქტის ხანგრძლივად დაკეტვის ფონზე ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის წინაშე დგას. ვიზიტის დასრულებისას, შაჰიდმა მადლობა გადაუხადა მისიას მოწოდებული ინფორმაციის და მისი, როგორც ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის სტაბილურობაში შეტანილი უწყვეტი წვლილისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: რა საკითხები განიხილა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე    

გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნო

გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტს აბდულა შაჰიდს შეხვდა. შეხვედრა კახეთში, წინანდალში გაიმართა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, აბდულა შაჰიდს თამარ ყორიაულმა საქართველოს ტურისტული მიმართულება, კახეთის ტურისტული პოტენციალი, ტურიზმის აღდგენის კუთხით შესრულებული და მიმდინარე პროექტები გააცნო. აბდულა შაჰიდი საქართველოში მთავრობის მოწვევით იმყოფება.  

უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ, სტამბოლში ხელშეკრულება გაფორმდა

22 ივლისს სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში მარცვლეულისა და სურსათის მიწოდების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა.  შეთანხმება შედგა და უკრიანელები ბლოკირებულ მარცვლეულს სამი პორტიდან - ოდესის, ჩერნომორსკის და იუჟნეს პორტებიდან გაიტანენ. მარცვლეულის მიწოდების შესახებ დოკუმენტს ხელი მოეწერა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის თანდასწრებით. გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის სიტყვებით, შეთანხმება, რომელსაც ხელი რუსეთმა, უკრაინამ, გაერომ და თურქეთმა მოაწერეს, ომში „იმედის შუქურაა“.   „ამ უაღრესად მნიშვნელოვანი გეგმის განხორციელება და მონიტორინგი განხორციელდება სტამბოლის ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის მეშვეობით“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჟეფ ტაიფ ერდოღანმა.  რუსეთის დელეგაცია სტამბოლში, უკრაინული მარცვლეულის საკითხზე ხელშეკრულების გასაფორმებლად ჩავიდა მანამდე, 13 ივლისს, თურქეთის მეტროპოლიაში უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან დაბლოკილი მარცვლეულისა და სხვა პროდუქტების მიწოდების საკითხზე რუსეთის ფედერაციის, უკრაინის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლების ოთხმხრივი შეხვედრა გაიმართა.  თურქეთი აცხადებს, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით, რუსეთთან შეთანხმება მიღწეულია - BBC თურქეთის ეროვნული უშიშროების მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ მიღწეულია პროგრესი სტამბოლში საკოორდინაციო ცენტრის შექმნის საქმეში, სადაც ოთხი მხარის წარმომადგენლები განთავსდებიან.    

გაერო: უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა შესაძლოა, ოდესის პორტი 29 ივლისს დატოვოს

გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენლის ჰუმანიტარულ საკთხებში, მარტინ გრიფიტსის განცხადებით, უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა შესაძლოა, ოდესის პორტი 29 ივლისს დატოვოს. სტამბოლში ამუშავდა საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც „ხორბლის დერეფნებს“ მონიტორინგს გაუწევს „ჩვენ გვაქვს იმედი და ვგეგმავთ, რომ უკრაინული ხორბლით დატვირთული პირველი გემი პორტს უახლოეს დღეებში ან სავარაუდოდ, 29 ივლისს დატოვებს“, - განაცხადა მარტინ გრიფიტსმა.  მისი თქმით, გაეროსა და თურქეთის წარმომადგენლები ოდესის პორტში იქნებიან. „გემებს, რომლებიც დატოვებენ უკრაინის პორტს, ინსპექცია თურქეთის პორტში ჩაუტარდებათ. ეს უფრო მარტივია, რათა დავრწმუნდეთ, რომ ამ გემებში არ არის კონტრაბანდა და იარაღი. ამასთან, გაეროს და თურქეთის წარმომადგენლები იქნებიან ოდესის პორტში და დააკვირდებიან ხორბლის ჩატვირთვის პროცესს“, - განაცხადა მარტინ გრიფიტსმა.  სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება  

30 წლის წინ საქართველო გაეროს წევრი გახდა

გაეროს სააგენტოთა ჯგუფი გაერო-საქართველოს პარტნიორობის 30 წლისთავს ეხამურება. განცხადების თანახმად, საქართველოს განვითარების მხარდაჭერისთვის სამი ათწლეულის განმავლობაში მუშაობის შედეგად გაერო დაეხმარა ქვეყანას ადამიანური და ინსტიტუციური პოტენციალის განვითარებაში და შესაძლებლობების შექმნაში ყველაზე გაჭირვებული მოსახლეობისთვის. ოცდაათი წლის წინ, 1992 წლის 31 ივლისს, გაეროს გენერალური ასამბლეის 46-ე სესიის 88-ე პლენარულ შეხვედრაზე საქართველო გაეროს ოჯახის წევრი გახდა. გაეროში გაწევრიანებამ შესაძლებლობა მისცა საქართველოს ახლად დამოუკიდებელ სახელმწიფოს, აღიარებულიყო ერების გლობალური თანამეგობრობის სრულუფლებიან წევრად და დაედასტურებინა ერთგულება მულტილატერალიზმისადმი. მას შემდეგ საქართველო თანმიმდევრულად უჭერს მხარს ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებს მშვიდობისა და უსაფრთხოების, განვითარების, მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების სფეროებში, როგორც ეს გაეროს წესდებაშია გაწერილი. გაერო-საქართველოს პარტნიორობის პირველ წლებში, გაეროს გადაუდებელმა ჰუმანიტარულმა დახმარებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა 1992-93 წლების კონფლიქტებისა და 1990-იანი წლების დასაწყისის ეკონომიკური სირთულეების შემდგომ ქვეყნის აღდგენის მცდელობებში. მოგვიანებით, გაეროს მისია გაფართოვდა და გაცილებით მეტი სფერო მოიცვა, როგორიცაა, გარდამავალი ინიციატივები, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, სოფლად განვითარება, კლიმატის ცვლილება, განათლება, ჯანდაცვა, თავშესაფრით უზრუნველყოფა და მიგრაცია, ეკონომიკური განვითარება. საქართველოს განვითარების მხარდაჭერისთვის სამი ათწლეულის განმავლობაში მუშაობის შედეგად გაერო დაეხმარა ქვეყანას ადამიანური და ინსტიტუციური პოტენციალის განვითარებაში და შესაძლებლობების შექმნაში ყველაზე გაჭირვებული მოსახლეობისთვის. ჩვენ სიამაყით ვიხსენებთ ერთობლივ მიღწევებს ბოლო 30 წლის განმავლობაში. მათ შორის ჩვენ ძალისხმევას, იმისათვის, რომ მხარდაჭერა აღმოუჩინოთ საქართველოს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაში და ყველა ადამიანის, მათ შორის ბავშვების, ქალების, ეთნიკური უმცირესობების, ლგბტქი+ პირების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ხანდაზმულების, იძულებით გადაადგილებული პირების, ლტოლვილებისა და მიგრანტების უფლებათა დაცვის გაძლიერებაში ქვეყნის ყველა კუთხეში. გაერო ამაყობს პარტნიორობით სახალხო დამცველის ოფისთან და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა ეროვნულ ინსტიტუტებთან. ჩვენ ასევე მუდმივად ვუჭერთ მხარს კარგ მმართველობას და ხელს უწყობთ საქართველოს ეროვნულ ინსტიტუტებს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, ფაქტობრივ მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების, სერვისების მიწოდების გაუმჯობესებისა და დეცენტრალიზაციის საქმეში. მნიშვნელოვანი მიღწევებია საქართველოს არჩევა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარედ 2017 წელს და გაეროს საჯარო სამსახურის ჯილდოს მინიჭება იუსტიციის სახლისთვის 2012 წელს. დღეს, გაერო წარმოდგენილია საქართველოში იმ სფეროებში, სადაც ჩვენი გამოცდილება და რესურსები ყველაზე მეტად არის საჭირო. 2020 წლის ოქტომბერში, ჩვენ და საქართველოს მთავრობამ ხელი მოვაწერეთ გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალ, 2021-2025 წლების ხელშეკრულებას, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია კეთილდღეობის, ადამიანის შესაძლებლობებისა და სოციალური თანასწორობის გაძლიერება. 30 წლისთავი წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას, გადავხედოთ წარსულს, რათა მტკიცედ ვიაროთ წინ. ამ წლების განმავლობაში საქართველომ შეძლო რეალური წინსვლის მიღწევა განვითარების გზაზე. რაც შეეხება მომავალს, ჩვენი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან მიმართებით ურყევი რჩება. ჩვენ გავაძლიერებთ ერთობლივ ძალისხმევას, იმისათვის, რომ არავინ დაგვრჩეს ყურადღების მიღმა და რეალური ცვლილება შევიტანოთ არასახარბიელო მდგომარეობაში მოქცეული და მოწყვლადი მოსახლეობის ცხოვრებაში იმ დროს, როდესაც COVID-19 პანდემიისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ზეგავლენამ უფრო თვალსაჩინო გახადა ბევრი ნაკლოვანება და დაფარული სოციალური პრობლემები. დღეს ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველოსთან პარტნიორობის მიმართ, რათა მივაღწიოთ მდგრადი განვითარების მიზნებს ხალხის სასიკეთოდ და ქვეყნის კეთილდღეობისთვის“, - ნათქვამია გაეროს სააგენტოთა ჯგუფის განცხადებაში.

უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის მიზნით, 16 გემისგან შემდგარი პირველი კოლონა უახლოეს მომავალში გაემგზავრება

უკრაინის პორტებიდან უახლოეს მომავალში 16 გემისგან შემდგარი პირველი კოლონა გაემგზავრება. აფრიკაში გამგზავრებამდე, პირველი გემი თურქეთის ტერიტორიულ წყლებში, სავარაუდოდ, 3 აგვისტოს შევა. ამის შესახებ CNN Türk-ი იუწყება. მისივე ცნობით, მარცვლეულის ექსპორტისთვის პირველი მარშრუტი გამოყოფილია. პირველი გაჩერება სტამბოლი იქნება. გამგზავრების მომენტიდან, გემებს თვალყურს ადევნებენ უპილოტო საფრენი აპარატებითა და თანამგზავრებით. ანკარის ინიციატივით, პირველი გემები გაემგზავრებიან აფრიკის ქვეყნებისკენ, რომლებსაც შიმშილობა ემუქრებათ. მოსალოდნელია, რომ გემი, რომელიც ოდესის პორტს დატოვებს, სომალიში ჩავა. გაეროს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ გემის ჩასვლას სომალიში შეიძლება, თვენახევარამდე დასჭირდეს. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესსპიკერმა იბრაჰიმ კალინმა თურქულ მედიას განუცხადა, რომ უკრაინის პორტები პირველმა გემმა შესაძლოა, ორშაბათს, პირველ აგვისტოს დატოვოს.  ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი საფრთხეს უქმნის მოსავალს, მაგრამ უკრაინა შეეცდება, თავიდან აიცილოს გლობალური სასურსათო კრიზისი როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის მარცვლეულის ექსპორტისთვის და პარტნიორებისგან ტრანსპორტირების დაწყების შესახებ სიგნალებს ელოდება. 27 ივლისს, შავი ზღვის პორტები ოდესა, ჩორნომორსკი და პივდენნი ხელახლა გაიხსნა მას შემდეგ, რაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას სტამბოლში მოეწერა ხელი. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა განაცხადა. უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი ჩორნომორსკის პორტიდან განახლდება სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება

ანტონიო გუტერეში: მსოფლიოს მხოლოდ ერთი გაუგებრობა, ერთი არასწორი გათვლა აშორებს ბირთვულ განადგურებამდე

გაეროს გენერალურმა მდივნის ანტონიო გუტერეშის განცხადებით, მსოფლიო ბირთვული საფრთხის წინაშე დგას და მსოფლიოს მხოლოდ ერთი გაუგებრობა აშორებს ბირთვულ განადგურებამდე. ამის შესახებ გუტერეშმა გაეროში, ბირთვული გაუვრცელებლობის შესახებ გამართულ მოლაპარაკებებზე განაცხადა. "უკრაინის ომის შედეგად, ასევე აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან წარმოქმნილი საფრთხეების გამო, მსოფლიოს მხოლოდ ერთი გაუგებრობა, ერთი არასწორი გათვლა აშორებს ბირთვულ განადგურებამდე", - განაცხადა გუტერეშმა. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

გაეროს გენერალურმა მდივნის ანტონიო გუტერეშის განცხადებით, მსოფლიო ბირთვული საფრთხის წინაშე დგას და მსოფლიოს მხოლოდ ერთი გაუგებრობა აშორებს ბირთვულ განადგურებამდე. ამის შესახებ გუტერეშმა გაეროში, ბირთვული გაუვრცელებლობის შესახებ გამართულ მოლაპარაკებებზე განაცხადა. "უკრაინის ომის შედეგად, ასევე აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან წარმოქმნილი საფრთხეების გამო, მსოფლიოს მხოლოდ ერთი გაუგებრობა, ერთი არასწორი გათვლა აშორებს ბირთვულ განადგურებამდე", - განაცხადა გუტერეშმა. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

გაერო: ომის დაწყების შემდეგ, უკრაინა 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა საზღვარი. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, სულ 10,107,957 საზღვრის გადაკვეთის ფაქტი დაფიქსირდა.  როგორც აღინიშნა, მეზობელ ქვეყანაში დროებითი ბინადრობის მოთხოვნით დაახლოებით ოთხმა მილიონმა შეიტანა განაცხადი. 1,2 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი ამჟამად პოლონეთში ცხოვრობს. „ბევრი ლტოლვილი უკრაინიდან ასევე იძულებით გაგზავნეს რუსეთში, სადაც ადამიანის უფლებების დარღვევას აწყდებიან. გაერომ უკრაინიდან რუსეთში საზღვრის გადაკვეთის თითქმის ორი მილიონი ფაქტი დააფიქსირა“,  - ნათქვამია ანგარიშში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

გაეროს ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელი: უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია სრულიად უკონტროლოა

ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ.  Associated Press-ი წერს, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაკავებამ განაახლა შიში, რომ უკრაინის 15 ბირთვული სადგურიდან უმსხვილესი შესაძლოა, დაზიანებულიყო, რასაც 1986 წლის ჩერნობილის ავარიის მსგავსი კატასტროფა მოჰყვებოდა. საგენტო აღნიშნავს, რომ რუსეთის ძალებმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ მალევე დაიკავეს მძლავრად დაბინძურებული ტერიტორია, თუმცა მარტის ბოლოს მისი მართვა კვლავ უკრაინელებს დაუბრუნეს.  ცნობისთვის, გროსი 27 ეწვია აპრილს ჩერნობილს.

გაერო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე: შესაძლოა, კატასტროფამდე მივიდეთ

გაეროს გენერალური მდივანი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარებით „სერიოზულად შეშფოთებულია". ანტონიო გუტერეშის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გავრცელებულმა ცნობებმა „უფრო ღრმად შემაშფოთებელი ინციდენტების“ შესახებ, შესაძლოა, „კატასტროფამდე მიგვიყვანოს“.  ის მხარეებს მოუწოდებს, გაიყვანონ სამხედრო პერსონალი და აღჭურვილობა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან. „მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ ზაპორიჟიეს ან უკრაინის სხვა ბირთვული ობიექტის ნებისმიერ პოტენციურ დაზიანებას შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს არამხოლოდ უშუალოდ სადგურების სიახლოვეს, არამედ, რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ. ეს სრულიად მიუღებელია“, - განაცხადა ანტონიო გუტერშმა.  „დიდი შვიდეული“ რუსეთს მოუწოდებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 10 აგვისტოს განცხადება გაავრცელეს და რუსეთს მოუწოდეს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს. 9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა რომ, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ჩერნობილის კატასტროფა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში. ბოლო დღეების განმავლობაში, რუსული ჯარები აქტიურად ხსნიდნენ ცეცხლს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის და ქალაქ ენერჰოდარის მიმართულებით. უკრაინა თვლის, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას. ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ.  ესტონეთი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ბირთვული ტერორიზმი ზაპორიჟიეში Associated Press-ი წერს, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაკავებამ განაახლა შიში, რომ უკრაინის 15 ბირთვული სადგურიდან, უმსხვილესი ობიექტი შესაძლოა, დაზიანებულიყო, რასაც 1986 წლის ჩერნობილის ავარიის მსგავსი კატასტროფა მოჰყვებოდა.

2008 წლის ომი და ოკუპაცია - რა საკითხები განიხილეს გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე

გაეროს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა საქართველოს საგარეო უწყების ოფიციალური ინფორმაციით, სხდომის ფარგლებში, უშიშროების საბჭოს წინაშე მოხსენებით წარსდგა პოლიტიკურ და მშვიდობის საკითხებში, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე, როზმარი დიკარლო, რომელმაც საბჭოს წევრებს ადგილზე არსებული ვითარებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა. სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ერთობლივი განცხადებით წარსდგნენ უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების - აშშ-ის, ალბანეთის, გაერთიანებული სამეფოს, ირლანდიის, ნორვეგიისა და საფრანგეთის, ასევე, საბჭოს მომავალი წევრების - იაპონიის და მალტას წარმომადგენლები. ხსენებული ქვეყნების წარმომადგენლებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი; დაგმეს რუსეთის უკანონო შეჭრა და სამხედრო ყოფნა საქართველოს განუყოფელ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში; მძიმე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გარემო, მათ შორის ისეთი უკანონო ქმედებები, როგორიც არის ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებები და გატაცებები, თავისუფალი გადაადგილების შეფერხება, ე.წ. გამშვები პუნქტების ხანგრძლივი დაკეტვა, გალის და ახალგორის რაიონებში ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და მშობლიურ ენაზე სწავლის აკრძალვა. განცხადებაში მხარეებმა გაიხსენეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა, რომ რუსეთი, როგორც საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი, პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებზე. „ღრმად შეშფოთებულნი ვრჩებით, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ადამიანის უფლებათა მონიტორინგის არცერთ საერთაშორისო მექანიზმს არ მიეცა აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შეუფერხებელი წვდომა. ამდენად, ჩვენ მოვუწოდებთ, რომ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს და სხვა საერთაშორისო და რეგიონულ ადამიანის უფლებათა მექანიზმებს, ასევე, ევროკავშირის მონიტორინგის მისიას, მიეცეთ [ამ რეგიონებში] დაუყოვნებლივი, შეუფერხებელი შესვლის შესაძლებლობა.“ - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებაში ხაზგასმულია საჭიროებაში მყოფი ყველა სამოქალაქო პირისთვის ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის გადაუდებელი აუცილებლობა. ასევე, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილებისთვის უსაფრთხო, ნებაყოფლობითი, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების პირობების შექმნის საჭიროება. განცხადებაში ზემოხსენებული ქვეყნების წარმომადგენლები აღინიშნავენ, რომ რჩებიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების (GID) ერთგულნი და მხარს უჭერენ ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში უწყვეტ შეხვედრებს, როგორც ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესასრულებლად, ასევე რუსეთ-საქართველოს მოუგვარებელი კონფლიქტიდან მომდინარე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების გამოწვევებზე საპასუხო, მნიშვნელოვან ფორმატებს. „ხაზს ვუსვამთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, რაც მოიცავს გაეროს წესდებას და ჰელსინკის დასკვნით აქტს, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ მიმდინარე აგრესიის კონტექსტში“, - აღნიშნულია განცხადებაში. აშშ-ის, ალბანეთის, გაერთიანებული სამეფოს, ირლანდიის, ნორვეგიის, საფრანგეთის, იაპონიისა და მალტის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დაყოვნების გარეშე გაიყვანოს სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. „კვლავ ვიმეორებთ 14 წლის მოწოდებას რუსეთის მისამართით, რომ უკან წაიღოს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, ხელი არ შეუშალოს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის შექმნას და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ორგანიზაციებს მისცეს ორივე რეგიონში შესვლის შესაძლებლობა“, - აღნიშნულია განცხადებაში. თავის მხრივ, ამერიკის ხმის ინფორმაციით, შეხვედრაზე ნათქვამი იყო, რომ 2008 წელს საქართველოში რუსეთის ინტერვენცია იყო კრემლის აგრესიული პოლიტიკის დასაწყისი არამხოლოდ მეზობელი ქვეყნების, არამედ, ევროპის უსაფრთხოების მიმართაც. „საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესია 2008 წელს, იყო საწყისი აგრესიული ტენდენციისა რუსეთის პოლიტიკაში, მის მეზობელ ქვეყნებთან და ევროპის უსაფრთხოებასთან მიმართებაში. სწორედ ეს არის ის, რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ. ეს არის გზა, რომელიც რუსეთმა განაგრძო. ჩვენ მტკიცედ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენტიტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევებს. ვგმობთ რუსეთის უკანონო შეჭრას საქართველოში და სამხედრო მობილიზებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორებზე, იქნება ეს აფხაზეთი თუ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი, რომლებიც საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ვგმობთ რუსების მცდელობას, რომელიც ამ რეგიონების ანექსიისკენ არის მიმართული“, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ჟურნალისტებს გაეროში ალბანეთის ელჩმა ფერიტ ხოჯამ გააცნო. კიდევ ერთი საკითხი რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოზე იყო განხილული ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებებია. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებების დარღვევაზე სრულად პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. ამერიკა და პარტნიორი სახელმწიფოები გაეროში მოუწოდებენ კრემლს, გამოიძიოს და დასაჯოს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები. „ჩვენ კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის მუდმივ პროვოკაციებს, რომლებიც უკრაინაში არაპროვოცირებული, გაუმართლებელი რუსული ომის პარალელურად მიმდინარეობს. რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნას, მართავს სამხედრო წვრთნებს, მიმდინარეობს ეთნიკური წმენდა გალსა და ახალგორში. ადგილობრივებს არ ეძლევათ საშუალება ისწავლონ მშობლიურ ენაზე. ხდება ადამიანების გატაცება და ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით მათი დაკავება. ამ დრომდე გამოუძიებელი რჩება საქართველოს მოქალაქეების დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეები. ამ დრომდე დასჯილი არ არიან დამნაშავეები". ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთი ეფექტურად აკონტროლებს საქართველოს რეგიონებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს და სწორედ ამიტომ ის არის პასუხისმგებელი არსებულ ვითარებაზე და ადამიანის უფლებების დარღვევაზე,  - თქვა ელჩმა ხოჯამ. გაეროში ამერიკის, საფრანგეთის, ირლანდიის, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთის, ალბანეთის, იაპონიისა და მალტის წარმომადგენლობის აზრით მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები და შესრულდეს 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. გაერო მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს მის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სახელმწიფოებად აღიარება. გაეროს უშიშროების საბჭოს დახურული შეხვედრის დაწყებამდე განცხადება გააკეთა გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილემაც. დიმიტრი პოლიანსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა საქართველოსთან დაკავშირებული კრემლის რიტორიკა. მან მიანიშნა, რომ გაეროში რუსეთის წარმომადგენლობა წინააღმდეგი იყო უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განხილულიყო. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის საქართველოში რუსეთის შეჭრა და ოკუპაციის საკითხი ბოლო მომენტში დაემატა, რამაც რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლობაში გაურკვევლობა და უკმაყოფილება გამოიწვია.

გაეროს გენმდივანი ვოლოდიმირ ზელენსკის და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 18 აგვისტოს, ლვოვში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. გუტერეში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილ ვითარებას განიხილავს. გაეროს პრესსპიკერის თქმით, გუტერეში 19 აგვისტოს, საპორტო ქალაქ ოდესას ეწვევა, სადაც მარცვლეულის ექსპორტი გაეროს შუამავლობით გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე განახლდა. 20 აგვისტოს ანტონიო გუტერეში სტამბოლში გაემგზავრება, სადაც ერთობლივ საკოორდინაციო ცენტრს ეწვევა.  

ერდოღანი უკრაინას ეწვია

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის ქალაქ ლვოვს, სადაც თავის უკრაინელ კოლეგას და გაეროს ხელმძღვანელს შეხვდება. ერდოღანი პრეზიდენტ ზელენსკისთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს და სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე თურქეთ-უკრაინის ურთიერთობების ყველა ასპექტს განიხილავს. ორმხრივ მოლაპარაკებებს მოჰყვება სამმხრივი სამიტი გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრისას განიხილავენ ნაბიჯებს, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დიპლომატიური გზითა და უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტისთვის შექმნილი მექანიზმის აქტივობის გაზრდით. გაეროს გენმდივანი ვოლოდიმირ ზელენსკის და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება გაეროს გენერალური მდივანი მარცვლეულთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების განსახილველად, 19 აგვისტოს ოდესაში გაემგზავრება. 20 აგვისტოს კი, სტამბოლს ეწვევა.

ანტონიო გუტერეში: შავი ზღვის პორტების განბლოკვის შემდეგ, სურსათის ბაზრები სტაბილიზაციას იწყებენ

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ არსებობს ნიშნები, რომ გლობალური სურსათის ბაზრები სტაბილიზაციას იწყებენ. „უკრაინელი ფერმერების მიერ წარმოებული 560,000 ტონაზე მეტი მარცვლეული და სხვა საკვები მიემართება მთელ მსოფლიოში”, - აღნიშნა გაეროს გენმდივანმა. გუტერეშმა თქვა, რომ ხორბლის ფასი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ 8%-ით დაეცა, თუმცა მიწოდების ჯაჭვები კვლავ შეფერხებულია და ენერგიისა და ტრანსპორტირების ხარჯები მაღალია. მისივე თქმით, „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სასუქების გლობალურ ბაზარზე არსებული ქაოსის გამოსწორება, რომელიც ახლა მომავალ სეზონს ემუქრება“. უკრაინისა და რუსეთის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის შავი ზღვის პორტების განბლოკვის შესახებ, რომელიც გაეროს და თურქეთის შუამავლობით 22 ივლისს სტამბოლში გაფორმდა. მხარეებმა დღეს მარცვლეულის ექსპორტის საკითხი, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული არასტაბილური ვითარება განიხილეს და თითქმის ექვსთვიანი ომის დასასრულებლად საჭირო ძალისხმევაზე იმსჯელეს. სამმხრივ სამიტს წინ უძღოდა უკრაინისა და თურქეთის პირველი პირების ორმხრივი შეხვედრა. ზელენსკი ასევე შეხვდა გაეროს გენმდივანს.  

ზელენსკი გაეროს: თუ რუსეთი ახლა არ შეჩერდება, მისი მკვლელები სხვა ქვეყნებში აღმოჩნდებიან

„თუ რუსეთს ახლა არ შეაჩერებს უკრაინის გამარჯვება, მაშინ ყველა ეს რუსი მკვლელი სხვა ქვეყნებში აღმოჩნდება - ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში. რუსი სამხედრო დამნაშავეების კვალი ყველგან არის“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ონლაინ გამოსვლისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, არ არსებობს ისეთი სამხედრო დანაშაულები, რაც რუსეთს არ ჩაუდენია უკრაინაში. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის დამოუკიდებლობა დანარჩენი მსოფლიოს უსაფრთხოების გასაღებია. „სწორედ უკრაინის ტერიტორიაზე წყდება მსოფლიოს მომავალი: გვაქვს თუ არა საერთოდ მომავალი“, - დაამატა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავს აღნიშნავს.    

უკრაინა რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე რეზოლუციის პროექტს წარადგენს

უკრაინა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიისთვის რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ რეზოლუციას წარადგენს. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვიდეო ბმულით გამოსვლისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ არსებობს სამხედრო დანაშაული, რომელიც რუს ოკუპანტებს ჯერ არ ჩაუდენიათ უკრაინის ტერიტორიაზე. ზელენსკიმ რადიაციული კატასტროფის, სასურსათო კრიზისის, ყველა საერთაშორისო დებულებისა და კონვენციის დარღვევის საფრთხის განზრახ შექმნაზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა დროებით ოკუპირებულ ოლენივკაში რუსი სამხედრო დამნაშავეების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვეების მკვლელობაზე. „სასწრაფოდ არის საჭირო გაეროს ფაქტების დამდგენი მისია ოლენივკაში, რომლის მანდატი უნდა გავრცელდეს ყველა უკრაინელი სამხედრო ტყვეზე, რომლებიც ამჟამად რუსული ძალების მიერ არიან დაკავებულები“, - განაცხადა ზელენსკიმ. „იმისათვის, რომ მსოფლიოს ვერცერთმა ქვეყანამ ვერასოდეს უგულვებელყოს გაეროს წესდება და კონვენციები, რომლებიც სავალდებულოა მთელი კაცობრიობისთვის, გამონაკლისის გარეშე - რუსეთმა პასუხი უნდა აგოს უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის. შესაბამისი რეზოლუცია განსახილველად წარედგინება გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიას“, - დაამატა ზელენსკიმ.  

გაეროს 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, უკრაინაში რუსეთის აგრესია დაგმო

გაეროს 50-ზე მეტმა წევრმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, უკრაინაში რუსეთის აგრესია დაგმო. განცხადების ტექსტი გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა სერჰი კისლიცამ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოსკოვმა უნდა შეწყვიტოს „საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებების სრული უგულებელყოფა“ და დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან. ქვეყნები, რომლებმაც ხელი მოაწერეს განცხადებას, გამოხატავენ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დოკუმენტს მხარი დაუჭირეს ევროკავშირის ქვეყნებმა. მათ შორის, აშშ-მა, დიდი ბრიტანეთმა, შვეიცარიამ, თურქეთმა, საქართველომ, მოლდოვამ, კანადამ და ახალმა ზელანდიამ. 24 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოში ვიდეოფორმატის ფარგლებში ისაუბრა და დნეპროპეტროვსკის რეგიონში ჩაპლინოს რკინიგზის სადგურზე რუსული არმიის იერიშის შესახებ განაცხადა. ზელენსკის თქმით, 15 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე დაშავდა. ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს და რუსეთის შეიარაღებული შემოჭრის დაწყებიდან ზუსტად ექვსი თვის შემდეგ გამოვიდა სიტყვით. უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთი მიზანმიმართულად ზრდის ელექტროენერგიის ფასს, რათა ევროპაში სიღარიბე გამოიწვიოს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა, რომ აგრესია და კოლონიური ამბიციები ისტორიის ნაგავსაყრელში დატოვონ. ზელენსკიმ გაიხსენა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო შექმნილი ვითარება, რომელიც ახლა რუსული არმიის კონტროლის ქვეშ იმყოფება.  უკრაინის ლიდერის თქმით, მოსკოვმა მსოფლიო რადიაციული კატასტროფის პირას დააყენა. „რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ბირთვული შანტაჟი და დატოვოს სადგურის ტერიტორია“,- ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ. გაეროს წესების თანახმად, მომხსენებლებმა პირადად უნდა ისაუბრონ, მაგრამ უშიშროების საბჭომ ზელენსკის მონაწილეობას დისტანციურ ფორმატში მხარი დაუჭირა. რუსეთმა ამ ფაქტს წინააღმეგობა გაუწია. 

ცნობილია ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარების გასაცნობად შევა

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ [IAEA] დააკომპლექტა ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს დაათვალიერებენ.  მისია ზაპოროჟიეს ენერგოსადგურს მომავალ კვირას ეწვევა. რუსეთის მხრიდან, პერიოდული დაბომბვის შედეგად, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში დაზიანებულია სადგურის ინფრასტრუქტურა ბირთვული ენერგიის ექსპერტის, ედვინ ლაიმანის განცხადებით, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები შეამოწმებენ ყველა საგანგებო სისტემის მდგომარეობას, ასევე შეაფასებენ დიზელის საწვავის მარაგს და მის შესავსებად საჭორო ზომებს. ჯგუფის წევრია ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ მარიანო გროსი და კიდევ 13 ექსპერტი. მათ შორის, არიან ექსპერტები პოლონეთიდან ლიეტუვადან, ჩინეთიდან და სერბეთიდან. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.  ასევე ექსპერტები არიან ალბანეთიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, იორდანიიდან, მექსიკიდან და ჩრდილოეთ მაკედონიიდან. საგულისხმოა, რომ ეს ქვეყნები კრემლთან ურთიერთობას უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც ინარჩუნებენ.   ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში არ ჩაერთნენ ექსპერტები აშშ-დან  და დიდი ბრიტანეთიდან, რადგან რუსეთი ორივე ქვეყანას „უსამართლოდ მიკერძოებულობაში" სდებს ბრალს. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურია. 4 მარტიდან ის რუსმა სამხედროებმა დაიკავეს.

გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძე დაინიშნა

გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძე დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან კახა იმნაძე შეცვალა. „ქრონიკის“ ინფორმაციით, შესაბამის წარდგენას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი უკვე მოაწერა. დავით ბაქრაძე 2016 წლის დეკემბრიდან იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. მანამდე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დავით ბაქრაძის გაეროში დანიშვნას ეწინააღმდეგებოდა და შესაბამის წარდგენას ხელს არ აწერდა.  

კანადაში საქართველოს ელჩად კახა იმნაძე დაინიშნა

კანადაში საქართველოს ელჩად კახა იმნაძე დაინიშნა. ამის შესახებ იმნაძე Twitter-ზე თავად წერს. „ვტოვებ ნიუ-იორკს სიამაყით, საქართველოსა და გაეროს საქმეში შეტანილი წვლილისთვის. წარმატებებს ვუსურვებ ჩემს შემცვლელს, დავით ბაქრაძეს. მოუთმენლად ველი ჩემს მომავალ საქმიანობას ოტავაში, სადაც გავარძელებ ჩემი ძვირფასი ძველი მეგობრის, კონსტანტინე ქავთარაძის მიერ დაწყებულ მუშაობას საქართველოში-კანადის მეგობრობისა და თანამშრომლობის წარმატებისთვის“, - წერს იმნაძე. ცნობისთვის, 2013 წლის ივლისიდან კახა იმნაძე გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მუშაობდა.  

ცნობილია, მსოფლიოში რამდენმა ადამიანმა არ იცის წერა-კითხვა

ჩვენს პლანეტაზე დაახლოებით 771 მილიონმა ადამიანმა წერა-კითხვა არ იცის. ამას იუნესკოს სტატისტიკის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემები ადასტურებს. მსოფლიოში ზრდასრული ადამიანების საერთო რაოდენობაში, რომელმაც წერა-კითხვა არ იცის, ორი მესამედი ქალია. ამავდროულად, ბოლო 50 წლის განმავლობაში, მსოფლიოში ახალგაზრდების წიგნიერების დონის ზრდა დაფიქსირდა. წიგნიერების გლობალური მაჩვენებელი 15+ ასაკობრივი ჯგუფისთვის 1990 წელს 74%-მდე გაიზარდა, 2000 წელს 81%-მდე, 2010 წელს 84%-მდე, ხოლო 2020 წელს ზრდა 87%-ია. კვლევაში ნათქვამია, რომ შეიარაღებული კონფლიქტები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში უარყოფითად აისახება განათლების შესაძლებლობებზე. აღნიშნულია, რომ ომების შედეგად მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა ავღანეთში, იემენსა და უკრაინაში სახლები დაეტოვებინა. UNHCR-ის მონაცემებით, უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო 200-ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება განადგურდა და თითქმის 2000 სკოლა დაზიანდა. კვლევაში ხაზგასმულია, რომ ეს პირდაპირ აისახება განათლების მიღების პროცესზე. კვლევაში ასევე აღნიშნულია, თუ რა უარყოფითი გავლენა ჰქონდა პანდემიას განათლების სისტემაზე. მოსალოდნელია, რომ COVID-19-ის შედეგების გამო, მსოფლიოში დაახლოებით 24 მილიონი ბავშვი და მოზარდი ვეღარ შეძლებს, რომ სასწავლო პროცესს დაუბრუნდეს. მათგან 11 მილიონი, გოგოა. იუნესკოს სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, წიგნიერების უკიდურესად დაბალ დონე აფრიკასა და სამხრეთ აზიაშია.  მსოფლიოში წიგნიერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სუბსაჰარის აფრიკაშია და 34%-ს შეადგენს. მსოფლიოს წერა-კითხვის უცოდინართა 27 % სამხრეთ აზიაში, 6 % ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ცხოვრობს. ევროპაში წერა-კითხვა მხოლოდ მოსახლეობის 1%-მა არ იცის. აფრიკის კონტინენტზე ყოველი მეხუთე ბავშვი სწავლის შესაძლებლობას მოკლებულია. ხოლო 12-14 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ყოველი მესამე სკოლაში არ დადის.  

გაეროს მისია ოკუპირებულ ოლენივკაში უახლოეს დღეებში ჩავა, სადაც აფეთქების შედეგად 50 -ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა

გაეროს მისია, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოლენევკაში უახლოეს დღეებში ჩავა, სადაც 50 -ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა. ამის შესახებ, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, როზმარი დი კარლომ განაცხადა.   „საგამოძიებო მისია, რომელიც ოკუპირებულ ოლენევკაში ჩავა, 29 ივლისს მომხდარ ინციდენტს განიხილავს, რომლის დროსაც 53 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო 75-დან 130-მდე დაიჭრა“, - განაცხადა როზმარი დი კარლომ.  გაეროს ხელმძღვანელი მისიის უსაფრთხო დაშვებას მოითხოვს ოლენივკაში, სადაც 150-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოლენივკაში ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებისთვის გადამწყვეტი არგუმენტი უნდა გახდეს. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა 30 ივლისს განაცხადა, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ელენოვკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების წინააღმდეგ საზარელი სისასტიკე ჩაიდინეს, ეს არაადამიანური, ბარბაროსული ქმედებაა. ელენოვკა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს.  

დიდი ბრიტანეთის ელჩი გაეროში: რუსეთი ცდილობს, შეცვალოს უკრაინის დემოგრაფიული მდგომარეობა

რუსი დამპყრობლების მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლების მასობრივი დეპორტაცია შესაძლო,ა მიუთითებდეს მოსკოვის განზრახვაზე, შეცვალოს ამ რეგიონების დემოგრაფიული მდგომარეობა. ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ბარბარა ვუდვორდმა განაცხადა. ვუდვორდმა დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფილტრაციის ბანაკის შექმნა. „შეშფოთებულნი ვართ, რომ რუსეთი რეალურად იყენებს იძულებით დეპორტაციას და გადაადგილებას უკრაინის ნაწილის დემოგრაფიული მდგომარეობის შესაცვლელად“, - აღნიშნავს ბრიტანელი დიპლომატი. მან რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, დაუშვას გაეროს და სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციების წვდომა ფილტრაციის ბანაკებსა და დაკავების ცენტრებში მყოფ პირებთან. გაეროს უშიშროების საბჭო ოთხშაბათს შეიკრიბა შეერთებული შტატებისა და ალბანეთის მოთხოვნით, რათა რუსეთის მიერ უკრაინის მოქალაქეების იძულებითი დეპორტაცია განეხილათ.  

გაეროში უკრაინის ელჩის მოადგილე: უკრაინიდან რუსეთში 2,5 მილიონი ადამიანია იძულებით დეპორტირებული

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე 7 სექტემბერს, გაეროში უკრაინის ელჩის მოადგილემ, ხრისტინა ჰაიოვიშინმა განაცხადა, რომ 2,5 მილიონი ადამიანი იძულებით არის დეპორტირებული უკრაინიდან, მათ შორის 38000 ბავშვია. მან რუსეთის „ფილტრაციის“ სქემა დაგმო და განაცხადა, რომ უკრაინელებს, რომლებიც იძულებულნი არიან წავიდნენ რუსეთში ან რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, კლავენ და აწამებენ. „უკრაინის მოქალაქეებს ატერორებენ რუსეთის ხელისუფლების მიერ „საშიში“ ადამიანების ძიების საბაბით. ისინი, ვისაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვთ ან უკრაინის მთავრობასთან ან მედიასთან კავშირშია, ნაცრისფერ ზონაში ქრებიან“, - განაცხადა უკრაინის წარმომადგენელმა. აშშ-ის ანალიტიკური ცენტრი 24 აგვისტოს იუწყებოდა, რომ უკრაინელ ბავშვებს რუსეთში აგზავნიან გასაშვილებლად.  ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ. მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ.

გაერო: მდგომარეობა საგანგაშოა - უკრაინაში მიმდინარე ომმა, 70 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვრამდე მიიყვანა

"მდგომარეობა საგანგაშოა - უკრაინაში მიმდინარე ომმა 70 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვრამდე მიიყვანა", - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ავრცელებს. უკრაინული მედია: ომის დაწყების დღიდან უკრაინელების 40%-ზე მეტმა სამსახური დაკარგა "2020 წელს Covid19-ის პანდემიის დარტყმის შემდეგ, უკრაინაში მიმდინარე ომმა პლანეტის მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფა კიდევ უფრო გაართულა. მდგომარეობა საგანგაშოა - უკრაინაში მიმდინარე ომმა 70 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვრამდე მიიყვანა", - ნათქვამია გაეროს განცხადებაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მთავრობამ იკისრა ვალდებულება, განათლების სახელმწიფო დაფინანსება 2030 წლისთვის მშპ-ს 6%-მდე გაზარდოს

ვამაყობთ განათლების ტრანსფორმაციის შესახებ ჩვენი ეროვნული განცხადების დებულებებით და იმისათვის, რომ მივაღწიოთ  ამ ამბიციურ მიზნებს, საქართველოს მთავრობამ იკისრა ვალდებულება განათლების სახელმწიფო დაფინანსება 2030 წლისთვის გაზარდოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6 პროცენტამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გამართულ განათლების გარდაქმნის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობის განათლების გრძელვადიანი პოლიტიკა სამ ძირითად საყრდენს ეფუძნება. ესენია ხარისხი, თანასწორობა და კარგი მმართველობა. „საქართველოს მთავრობის განათლების გრძელვადიანი პოლიტიკა სამ ძირითად საყრდენს ეფუძნება. ესენია ხარისხი, თანასწორობა და კარგი მმართველობა. მისი მიზნები და სტრატეგიული ამოცანები ეხმიანება ხუთ თემატურ მიმართულებას, რომლებიც ხაზგასმულია განათლების მომავლის საერთაშორისო კომისიის ანგარიშში და ის სრულად შეესაბამება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს. ვამაყობთ განათლების ტრანსფორმაციის შესახებ ჩვენი ეროვნული განცხადების დებულებებით და იმისათვის, რომ მივაღწიოთ  ამ ამბიციურ მიზნებს, საქართველოს მთავრობამ იკისრა ვალდებულება განათლების სახელმწიფო დაფინანსება 2030 წლისთვის გაზარდოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6 პროცენტამდე. საქართველოს მთავრობა გეგმავს კვლავ გააორმაგოს ძალისხმევა სასწავლო გეგმების გასაუმჯობესებლად, თანამედროვე და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მასწავლებლებისა და პედაგოგების პროფესიულ განვითარებაში ინვესტირებისათვის, რადგან ისინი ჩვენი ძალისხმევის ხერხემალს წარმოადგენენ მომავალი თაობის ადეკვატური უნარებითა და ცოდნით აღჭურვის საქმეში. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ეს ძალისხმევა საკვანძოა ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის, რომელიც განათლებული, გამოცდილი, პასუხისმგებლიანი და აქტიური მოქალაქეებისგან შედგება,“- აღნიშნა პრემიერმა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: ინვესტიცია მეცნიერებაში, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში აუცილებელია მდგრადი ეკონომიკური და სოციალური პროგრესისთვის

საქართველოს მთავრობას მიაჩნია, რომ ინკლუზიური, თანაბარუფლებიანი და მაღალი  ხარისხის განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და აღიარებს უწყვეტი განათლების შესაძლებლობების ყველასთვის უზრუნველყოფის საშუალებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გამართულ განათლების გარდაქმნის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მთავრობამ იკისრა ვალდებულება, განათლების სახელმწიფო დაფინანსება 2030 წლისთვის მშპ-ს 6%-მდე გაზარდოს მთავრობის მეთაურის თქმით, ინვესტიცია მეცნიერებაში, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში აუცილებელია მდგრადი ეკონომიკური და სოციალური პროგრესისთვის. „პატივცემულო გენერალურო მდივანო, ძვირფასო კოლეგებო, მეგობრებო, პატივი მაქვს, მოგმართოთ გარდამქმნელი განათლების სამიტზე, რომელმაც შესანიშნავი პლატფორმა შექმნა განათლების, როგორც მშვიდობის, კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების უნივერსალური საფუძვლის, მნიშვნელობის დასადასტურებლად. საქართველოს მთავრობას მიაჩნია, რომ ინკლუზიური, თანაბარუფლებიანი და მაღალი  ხარისხის განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და აღიარებს უწყვეტი განათლების შესაძლებლობების ყველასთვის უზრუნველყოფის საშუალებას. ამრიგად, განათლება კიდევ უფრო მაღლა დავაყენეთ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტების რიგში. განათლება ქმნის თითოეული ინდივიდის პიროვნული ზრდისა და პროფესიული განვითარების საფუძველს, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს ჩვენს ერებს. მიგვაჩნია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსწავლეებს მივცეთ წვდომა სკოლამდელ, ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაზე ყოველგვარი ბარიერების გარეშე, რათა ისინი აღიჭურვონ  ცხოვრებისეული უნარებითა და კომპეტენციით, აგრეთვე კონკურენტუნარიანი და სტუდენტზე ორიენტირებული განათლების სისტემებით. ინვესტიცია მეცნიერებაში, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში აუცილებელია მდგრადი ეკონომიკური და სოციალური პროგრესისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში პრიორიტეტად მივიჩნევთ განათლების სისტემის მხარდაჭერას სტუდენტებისთვის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც მიმდინარე რუსულმა ოკუპაციამ ხელყო ყოველდღიური ცხოვრების ბევრი ასპექტი

საქართველოში პრიორიტეტად მივიჩნევთ განათლების სისტემის მხარდაჭერას  სტუდენტებისთვის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც მიმდინარე რუსულმა ოკუპაციამ ხელყო ყოველდღიური ცხოვრების ბევრი ასპექტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გამართულ განათლების გარდაქმნის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქართულ სკოლებში წარმატებით ჩაირიცხა 1500-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე, რომლებიც რუსული აგრესიის გამო იძულებული გახდნენ გამოქცეულიყვნენ. „განათლების სფეროში არსებული გლობალური გამოწვევები კვლავ ხელმისაწვდომობასა და თანასწორობას უკავშირდება, რისგანაც საქართველო არ არის დაცული. უნდა ვეცადოთ ციფრული წყვეტის ამოვსებას და ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ცენტრიდან მოშორებულ რეგიონებში მდებარე სკოლებში, სოციალურად დაუცველ თემებში, შშმ პირებში, ეთნიკურ უმცირესობებში, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებში. ჩვენმა ქვეყანამ, ისევე როგორც ბევრმა სხვამ, რომლის წარმომადგენლებსაც ამ დარბაზში ვხედავ, თავად იხილა იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების სირთულეები. ვიცით, რომ ამ თემების კომპლექსურ საჭიროებებს შორის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სტუდენტებისთვის ყოვლისმომცველი მხარდაჭერის მიწოდება გადამწყვეტია. საგანმანათლებლო სფეროში უწყვეტმა ძალისხმევამ შეიძლება უზრუნველყოს ნორმალურობის განცდა კრიზისის დროს და საერთაშორისო საზოგადოების წევრები იმ ინსტრუმენტებით აღჭურვოს, რომლებიც მათ წარმატების მისაღწევად დასჭირდებათ. საქართველოში პრიორიტეტად მივიჩნევთ განათლების სისტემის მხარდაჭერას  სტუდენტებისთვის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც მიმდინარე რუსულმა ოკუპაციამ ხელყო ყოველდღიური ცხოვრების ბევრი ასპექტი. გარდა ამისა, ქართულ სკოლებში წარმატებით ჩავრიცხეთ 1500-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე, რომლებიც რუსული აგრესიის გამო იძულებული გახდნენ გამოქცეულიყვნენ. ამისათვის, სკოლებში  ჩამოვაყალიბეთ  ჩარიცხვის გამარტივებული პროცედურები და, კვალიფიციური სპეციალისტების დახმარებით, ზოგად განათლებას უკრაინულ ენაზე ვახორციელებთ სტანდარტული უკრაინული სასწავლო გეგმების მიხედვით. გარდა ამისა, უკრაინელ სტუდენტებს, რომლებიც უმაღლეს განათლებას აგრძელებენ საქართველოში, უკვე შეუძლიათ ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხონ სასწავლებლებში“,- განაცხადა პრემიერმა.  

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო

საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. გენერალური დებატების გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა,  გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა ჩაბა კოროშიმ და სხვა ლიდერებმა. „ვმონაწილეობ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გახსნით სესიაში, რომელზეც მსოფლიო ლიდერები გლობალური დღის წესრიგის ყველაზე აქტუალურ საკითხებს იხილავენ. მაქვს პატივი, წარმოვადგენდე საქართველოს და პარტნიორებთან ერთად, მონაწილეობას ვიღებდე მნიშვნელოვან დისკუსიებში უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად”, - წერს პრემიერ-მინისტრი Twitter-ზე. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით 22 სექტემბერს მიმართავს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.  

ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის სიტყვით გამოსვლას დაესწრო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური ჯოზეფ ბაიდენის სიტყვით გამოსვლაზე დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატები 21 სექტემბერს გაიხსნა. საქართველოს მთავრობის მეთაური გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით 22 სექტემბერს მიმართავს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.  

ჯო ბაიდენი: ეს ომი მიმართულია უკრაინის, როგორც სახელმწიფოს განადგურებისკენ. სადაც არ უნდა იყოთ, რისიც არ უნდა გჯეროდეთ, ამან ძარღვებში სისხლი უნდა გაგიყინოთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრასა და კრემლის გეგმებზე ისაუბრა.  „ეს ომი მიმართულია უკრაინის, როგორც სახელმწიფოს არსებობის უფლების განადგურებისკენ, უკრაინელების, როგორც ხალხის არსებობის უფლების განადგურებისკენ; სადაც არ უნდა იყოთ, რისიც არ უნდა გჯეროდეთ, ამან ძარღვებში სისხლი უნდა გაგიყინოთ“, - განაცახდა ბაიდენმა.  ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი დღეს კვლავ გამოვიდა ევროპის წინააღმდეგ ღია ბირთვული მუქარით და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის პასუხისმგებლობის მიმართ „უგუნური უპატივცემულობა“ გამოიჩინა. „ახლა რუსეთი იწვევს მეტ სამხედროს საბრძოლველად და კრემლი უწევს ორგანიზებას ყალბ რეფერენდუმს, რათა ეცადოს უკრაინის ნაწილის ანექსირება, რაც არის გაერო-ს წესდების უკიდურესად თვალსაჩინო დარღვევა. მსოფლიომ უნდა დაინახოს ეს აღმაშფოთებელი ფაქტები ისე, როგორც არის“,- აღნიშნა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პუტინი ამტკიცებს, რომ ის იძულებული იყო, ემოქმედა, რადგან რუსეთს საფრთხე ემუქრებოდა. „თუმცა, არავინ ემუქრებოდა რუსეთს და არავის გაუჩაღებია კონფლიქტი რუსეთის გარდა. ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ ის მოდიოდა და თქვენგან ბევრმა სცადა ამის თავიდან აცილება. ინტერვენციის წინ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინა შეიქმნა რუსეთის მიერ და არასდროს ჰქონია ნამდვილი სახელმწიფოებრიობა“, - განაცხადა ბაიდენმა.   

ვოლოდიმირ ზელენსკი: მე ვსაუბრობ სახელმწიფოს სახელით, რომელიც იძულებულია, დაიცვას თავი, თუმცა აქვს მშვიდობის ფორმულა

უნდა შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი, რათა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის დაისაჯოს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვით წარსდგა. „უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილია დანაშაული და ვითხოვთ სამართლიან დასჯას. დანაშაული ჩადენილია ჩვენი სახელმწიფო საზღვრების წინააღმდეგ. დანაშაული ჩადენილია ჩვენი ხალხის სიცოცხლის წინააღმდეგ. დანაშაული ჩადენილია ჩვენი ქალებისა და კაცების ღირსების წინააღმდეგ. დანაშაული ჩადენილია იმ ღირებულებების წინააღმდეგ, რომლებიც მე და თქვენ, გაერთიანებული ერების საზოგადოებად აქცევს. უკრაინა ითხოვს დასჯას ჩვენი ტერიტორიის მოპარვის მცდელობისთვის; ათასობით ადამიანის მკვლელობისთვის; ქალებისა და კაცების წამებისა და დამცირებისთვის. იმ კატასტროფული არასტაბილურობისთვის, რომელიც რუსეთმა თავისი უკანონო ომით გამოიწვია არამარტო ჩვენთვის, უკრაინელებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ყველა ერისთვის, რომელიც წარმოდგენილია გაეროს გენერალური ასამბლეის ამ დარბაზში“, - ამ შინაარსის განცხადებით დაიწყო უკრაინის პრეზიდენტმა მიმართვა. მე ვლაპარაკობ სახელმწიფოს სახელით, რომელიც იძულებულია დაიცვას თავი, თუმცა აქვს მშვიდობის ფორმულა. მე ვესაუბრები ყველას, ვისაც სურს გაიგოს, როგორ მიაღწიოს მშვიდობას. მე წარმოგიდგენთ ფორმულას, რომელმაც შეიძლება, იმუშაოს არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველასთვის, ვინც შესაძლოა, აღმოჩნდეს მსგავს ვითარებაში, როგორც ჩვენ. ეს არის ფორმულა, რომელიც სჯის დანაშაულს, იცავს სიცოცხლეს, აღადგენს უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას, უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიას და უზრუნველყოფს სწრაფვას, - განაგრძო ზელენსკიმ და მშვიდობის 5 ფორმულაზე ისაუბრა.  მშვიდობის ხუთი წინაპირობა არსებობს უკრაინას მშვიდობა სურს. ევროპას მშვიდობა სურს. მსოფლიოს მშვიდობა სურს. ჩვენ ვნახეთ, ვინ არის ერთადერთი, ვისაც ომი სურს. ჩვენ ამ ბრძოლაში შედეგს ვაღწევთ და ვხედავთ, რა იქნება ამ ომის დასასრული და რა იქნება სტაბილური მშვიდობის გარანტიები. ჩვენ არ გამოგვიწვევია ეს ომი. რუსეთმა, ნაცვლად იმისა, რომ შეეჩერებინა აგრესიის დანაშაული, რომელიც მან ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, ის აქცია სრულმასშტაბიან შემოჭრად. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ დავიცვათ თავი.  ჩვენ არ დავუშვებთ ამ სახელმწიფოს გაბატონებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაზე დიდი სახელმწიფოა. გაეროს წესდება მოიცავს ერების თანასწორობას და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ უკრაინა თანასწორია თანასწორთა შორის. გაეროს წესდება მოიცავს საზღვრების ხელშეუხებლობას და ჩვენ დავადგინეთ ჩვენი საზღვრები იმით, რომ უკუვაგდებთ ოკუპანტებს ამ საზღვრების მიღმა. გაეროს წესდება მოიცავს ადამიანის უფლებების პატივისცემას, ღირსებას და სიცოცხლის უფლებას და ჩვენ ამისთვისაც ვიბრძვით. ეს არის ჩვენი მშვიდობის ფორმულის პირველი პუნქტი. დასჯა აგრესიის გამო, დასჯა საზღვრების და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის. დასჯა, რომელიც უნდა დაწესდეს აგრესიის დასრულებამდე და ვიდრე არ იქნება გადახდილი კომპენსაცია იმ ზარალისთვის, რაც მიყენებულია. ამიტომ სანქციები აგრესორის წინააღმდეგ მშვიდობის ფორმულის ნაწილია. ვაჭრობის, ურთიერთობების ბლოკირება, აგრესორთან მშვიდობის ფორმულის ნაწილია. ეს ყოველივე არის დასჯა. საჭიროა სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა რუსეთის დასასჯელად იმ აგრესიისთვის, რაც ჩაიდინა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს იქნება გზავნილი ყველა პოტენციური აგრესორისთვის. ჩვენ მოვამზადეთ ზუსტი ნაბიჯები ასეთი ტრიბუნალის შესაქმნელად. ისინი წარედგინება ყველა სახელმწიფოს. უკრაინა გაეროს გენერალურ ასამბლეას მიმართავს საერთაშორისო კომპენსაციის მექანიზმის მხარდასაჭერად. სანამ აგრესორი საერთაშორისო ორგანიზაციებში გადაწყვეტილების მიღების მხარეა, ის უნდა იყოს იზოლირებული მათგან - სულ მცირე, სანამ აგრესია გაგრძელდება. უარვყოთ ხმის მიცემის უფლება მათთვის. ზელენსკის თქმით, მშვიდობის ფორმულის მეორე პუნქტი არის სიცოცხლის დაცვა.  ჩვენ შეგვიძლია დავუბრუნოთ უკრაინის დროშა მთელ ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება იარაღის ძალით. მაგრამ დრო გვჭირდება. ახლაც, როცა რუსეთი მოლაპარაკებებზე საუბრობს, მას მხოლოდ უკანდახევის შენელება სურს. რუსეთს სურს, ზამთარი გაატაროს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მოამზადოს ძალები ახალი შეტევისთვის. ახალი ბუჩა, ახალი იზიუმი... ჩვენთვის ეს არის ომი სიცოცხლისთვის. ამიტომ გვჭირდება თავდაცვის მხარდაჭერა - იარაღი, სამხედრო ტექნიკა და ჭურვები. ჩვენი მიწის გასათავისუფლებლად საკმარისია შეტევითი იარაღი, შორი დისტანცია და თავდაცვითი სისტემები, უპირველეს ყოვლისა, საჰაერო თავდაცვა. ჩვენ გვჭირდება ფინანსური მხარდაჭერა - შევინარჩუნოთ შიდასტაბილურობა და შევასრულოთ სოციალური ვალდებულებები ჩვენი ხალხის წინაშე. ფიზიკური და სოციალური დაცვა ნებისმიერი ერის ცხოვრების ორი ელემენტია. ასე რომ, ჩვენი მშვიდობის ფორმულის მეორე პუნქტი არის სიცოცხლის დაცვა. ყველა არსებული საშუალებით – ნებადართულია გაეროს წესდებით. ჩვენი სამშვიდობო ფორმულის მესამე პუნქტი არის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ნახეთ, გლობალური უსაფრთხოების რამდენი ელემენტი დაარღვია რუსეთმა თავისი ომით - საზღვაო უსაფრთხოება, სურსათის უსაფრთხოება, რადიაციული უსაფრთხოება, ენერგეტიკული უსაფრთხოება და უსაფრთხოება მასობრივი განადგურების იარაღისგან. ჩვენ საბოლოოდ უნდა ვაღიაროთ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. ყველა დონეზე. ყველა ქვეყანაში, რომელიც აღიარებს მშვიდობისა და ადამიანის სიცოცხლის დაცვის ღირებულებებს. თუ არ გაქვთ სამართლებრივი მექანიზმი, შეგიძლიათ, მიიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება – პარლამენტებში. ეს არის გლობალური უსაფრთხოების აღდგენის საფუძველი.  გლობალური უსაფრთხოება ვერ აღდგება შეიარაღებული აგრესიის შედეგად დაზარალებული ერის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე. მეოთხე პუნქტი არის უსაფრთხოების გარანტიები. ყველა ერს აქვს უსაფრთხოების გარანტიების უფლება. არ მარტო უდიდეს ერებს. ჩვენ გვაქვს წინადადებები უკრაინის, ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოების არქიტექტურის განახლების შესახებ, რაც აღარ დაუშვებს ჩვენს წინააღმდეგ აგრესიას. მათ უკვე წარვუდგენთ პარტნიორებს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის სამშვიდობო ფორმულის მეხუთე პუნქტი არის მიზანსწრაფვა/გადაწყვეტა რის გარეშეც დანარჩენი ოთხი ელემენტი არ იმუშავებს. „ეს არის ჩვენი ბრძოლის გადაწყვეტილება. ეს არის პარტნიორების გადაწყვეტილება, რომ დაგვეხმარონ და ასევე დაეხმარონ საკუთარ თავს, ეს არის მსოფლიოს გადაწყვეტილება, გაერთიანდეს მის გარშემო, ვინც იბრძვის შეიარაღებული აგრესიის წინააღმდეგ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისივე თქმით, რუსეთი იძულებული იქნება დაასრულოს ეს ომი. „მინდა, მადლობა გადავუხადო ას ერთ ქვეყანას, რომლებმაც ხმა მისცეს ჩემს ვიდეომისამართს. ეს იყო კენჭისყრა არამხოლოდ ფორმატთან დაკავშირებით, არამედ, პრინციპებზე. წინააღმდეგ მხოლოდ შვიდმა ქვეყანამ მისცა ხმა: ბელორუსი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ერითრეა, ნიკარაგუა, რუსეთი და სირია. შვიდი ქვეყანა, ვისაც ეშინია ვიდეომიმართვის. შვიდი - რომელიც პრინციპებს წითელი ღილაკით პასუხობს, - ასე დაასრულა უკრაინის პრეზიდენტმა მიმართვა.

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში: 2008 წელს, ჩემს ქვეყანაში შემოიჭრა რუსეთი

2008 წელს, ჩემს ქვეყანაში შემოიჭრა რუსეთი, რამაც ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია გამოიწვია. oმ ეტაპზე, საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა ეს აგრესია, თუმცა, ვისწავლეთ, რომ მსოფლიო დემოკრატიებმა ერთად უნდა იმოქმედონ თავისუფლებისა და მშვიდობის გამარჯვების უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ოცდაათი წლის წინ საქართველო გაერთიანებული ერების ოჯახის წევრი გახდა ქვეყანას გააზრებული აქვს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში საერთო ღირებულებების დაცვის ვალდებულება.  „ქართველი ხალხის სახელით, მაქვს პატივი, კიდევ ერთხელ მოგმართოთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ 77-ე სესიაზე და ვაანალიზებთ სადამფუძნებლო პრინციპებსა და იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოებამ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნის დღიდან მივაღწიეთ. 1946 წელს, პირველ სესიაზე, დამფუძნებლებმა დადეს პირობა, რომ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად გაერთიანდებოდნენ.  მნიშვნელოვანი წინსვლის მიუხედავად, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიის აქტები ამჟამადაც ხორციელდება. და, ეს სწორედ ისეთი აქტებია, როგორებმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსება განაპირობა. 2008 წელს ჩემს ქვეყანაში შემოიჭრა რუსეთი, რამაც ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია გამოიწვია. oმ ეტაპზე, საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა ეს აგრესია, თუმცა, ვისწავლეთ, რომ მსოფლიო დემოკრატიებმა ერთად უნდა იმოქმედონ თავისუფლებისა და მშვიდობის გამარჯვების უზრუნველსაყოფად. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იმისათვის შეიქმნა, რომ მომდევნო თაობები ომის უბედურებისგან ვიხსნათ და სახელმწიფოების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დავიცვათ. ეს ჩვენი მოვალეობა და დაპირებაა. დღეს მაქვს პატივი, წარმოვადგენდე საქართველოს, ჩვენს ძლიერ, ამაყ და თავისუფლებისმოყვარე ერს, რომელმაც შეინარჩუნა თავისი სათუთი მემკვიდრეობა და ისტორია, თან განვითარდა და მოერგო 21-ე საუკუნის გეოპოლიტიკურ რეალობას. ოცდაათი წლის წინ, საქართველო გაერთიანებული ერების ოჯახის წევრი გახდა. დღეს, კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, გააზრებული გვაქვს ჩვენს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში საერთო ღირებულებების დაცვის ვალდებულება, რომელიც ვიკისრეთ“, - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ყველა შესაძლებლობას იყენებს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით, მშვიდობის სფეროში წინსვლის მისაღწევად. „ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით მშვიდობის სფეროში წინსვლის მისაღწევად. ამ კუთხით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად. საქართველო აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქვეყნის 20% კვლავ არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ამ რთულ გამოწვევას არ ვაძლევთ ჩვენი არსის განსაზღვრის უფლებას. სწორედ ამ მიზეზით, ვაგრძელებთ ზედა წონით კატეგორიაში ასპარეზობას და მუდმივად ვცდილობთ საერთაშორისო თანამეგობრობის საქმეში წვლილის შეტანას”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: წინსვლა გვაქვს და გრაფიკსაც ვუსწრებთ წინ, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს

„გაზრდილი ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია ჩვენი გზაა ევროპული ერების ოჯახში დაბრუნებისკენ, რომლებთანაც ვიზიარებთ ისტორიას, კულტურას და, რაც მთავარია, ღირებულებებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  საქართველო აგრძელებს სვლას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. „2012 წელს ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ვახორციელებთ ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს, რომელმაც დაგვაახლოა მთავარ საერთაშორისო პარტნიორებთან - ევროკავშირთან, შეერთებულ შტატებთან, NATO-სა და გაეროსთან. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, საქართველომ პირველად გაიარა მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის უპრეცედენტო ათწლეული. განუწყვეტლივ ვმუშაობთ საქართველოს გლობალურ პოზიციონირებაზე და უკვე ვხედავთ ამის შედეგს. „მსოფლიო სამართლის პროექტის“ მიერ გამოქვეყნებულ სამართლის უზენაესობის ინდექსში საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ - მსოფლიოში პირველ ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით, ხოლო „ფრეიზერის ინსტიტუტის“ 2021 წლის ეკონომიკური თავისუფლების მონაცემებით, - მსოფლიოს პირველ ხუთეულშია სინგაპურთან და შვეიცარიასთან ერთად. ცხოვრების ხარისხისა და ხარჯების გლობალური მონაცემთა ბაზის თანახმად, საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად დასახელდა და მე-14 ადგილი დაიკავა. შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან უფრო მეტად დაახლოების პარალელურად, ძალისხმევას მივმართავთ დემოკრატიული ტრანსფორმაციის გაგრძელებისკენ. გაზრდილი ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია ჩვენი გზაა ევროპული ერების ოჯახში დაბრუნებისკენ, რომლებთანაც ვიზიარებთ ისტორიას, კულტურას და, რაც მთავარია, ღირებულებებს. ვაგრძელებთ ერთმნიშვნელოვან გზაზე სვლას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ამ მიზნების ერთგულება ეფუძნება განხორციელებულ მოქმედებებსა და რეალურ შედეგებს, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცესა და ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმს”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა ძლიერი მოტივაციაა საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის. „წელს გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ახალი სამიზნე ორიენტირები დასახა. ისევე, როგორც წარსულში, საქართველო გადაჭარბებით შეასრულებს მათ. ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა ძლიერი მოტივაციაა ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის. სრულად ვაცნობიერებთ, რომ ევროპულ პერსპექტივას მოჰყვება უზარმაზარი პასუხისმგებლობა ევროკავშირთან უმაღლესი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი თავსებადობის კუთხით. საქართველომ მყისიერად მოახდინა რეაგირება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე და ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. ინკლუზიური პროცესი უზრუნველყოფს ხელისუფლების ყველა შტოს, ასევე ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების სრულ ჩართულობას. ყველა პრიორიტეტული მიმართულებისთვის შექმნილია სამუშაო ჯგუფები ყველა შესაბამისი დაინტერესებული წრისა და მხარის მონაწილეობით. წინსვლა გვაქვს და გრაფიკსაც ვუსწრებთ წინ. მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რომელიც საბოლოოდ მასში გაწევრიანებას მოგვიტანს და თაობათა ოცნებას რეალობად აქცევს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში: მინდა მივმართო ჩემს აფხაზ და ოს ძმებს და დებს - ჩვენი ძალა ერთობაშია, ჩვენ ერთად ავაშენებთ საქართველოს

პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება მოქალაქეებს უქმნის შესაძლებლობებს და ყველა საჭირო ინსტრუმენტს აძლევს, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენს მოქალაქეებს ვუქმნით შესაძლებლობებს და ყველა საჭირო ინსტრუმენტს ვაძლევთ, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამიტომ, დღეს, აქ, გაერთიანებული ერების გენერალურ ასამბლეაზე, პირდაპირ მინდა მივმართო ჩემს აფხაზ და ოს ძმებს და დებს და კიდევ ერთხელ ვუთხრა მათ, რომ ჩვენი ძალა ერთობაშია, ჩვენ ერთად ავაშენებთ საქართველოს და მშვიდობიანად გადავაქცევთ მას აყვავებულ, თავისუფალ და ერთიან ევროპულ სახელმწიფოდ“, - აღნიშნა პრემიერმა. მისივე თქმით, „მთავრობის სწორმა პოლიტიკამ მოიტანა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა COVID-19-ის პანდემიიდან გამოსვლისას, როდესაც 2021 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 10.4 პროცენტს მიაღწია, ხოლო 2022 წლის იანვარ-ივლისში კვლავ გადააჭარბა მოლოდინს და 10.3 პროცენტი დაფიქსირდა“.  „საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წლისთვის 9 პროცენტამდე გაიზარდა, რაც, უპირველეს ყოვლისა, პოსტპანდემიურ პერიოდში მდგომარეობის აღდგენისა და უკრაინის ომის შედეგების მინიმუმამდე შემცირების მიმართულებით ჩვენი მთავრობის პროაქტიული ზომების შედეგია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში: საქართველო უკრაინის გვერდით დგას

ომი კვლავ მიმდინარეობს, ჩემი ქვეყნიდან არცთუ ისე შორს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი ძირს უთხრის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.   მისივე თქმით, საქართველო დგას უკრაინის გვერდით.   „საქართველო დგას უკრაინის გვერდით. ომის დაწყების დღიდან, ჩვენმა მთავრობამ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა უკრაინას, როდესაც 1000 ტონაზე მეტი ტვირთი გაუგზავნა მას. საქართველო უზრუნველყოფს ფინანსურ დახმარებას ამჟამად ჩვენთან მცხოვრები 32 ათასზე მეტი უკრაინელისთვის და მათ დაბინავებას“, - აღნიშნა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ წამოაყენა, შეუერთდა და მხარი დაუჭირა ყველა მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციისა და ინსტიტუტის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად წამოყენებულ თითქმის 400 რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ პოზიციას და სხვა ინიციატივებს. „საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში 1500-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლეა ჩარიცხული. ბევრი მათგანი ცოდნას უკრაინულ ენაზე იღებს სტანდარტული უკრაინული სასწავლო გეგმის შესაბამისად.   ჩვენ წამოვაყენეთ, შევუერთდით ან მხარი დავუჭირეთ ყველა მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციისა და ინსტიტუტის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად წამოყენებულ თითქმის 400 რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ პოზიციას და სხვა ინიციატივებს, მათ შორის, ვიყავით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ გაეროს ასოციაციის 76-ე რეზოლუციის მთავარ მხარდამჭერებს შორის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: დიდ ინვესტიციებს ვახორციელებთ ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რათა გავზარდოთ საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები

„დიდ ინვესტიციებს ვახორციელებთ ასევე ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რათა რეგიონის სასიკეთოდ გავზარდოთ საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები. გვინდა მოვიზიდოთ მსხვილი უცხოური ინსტიტუციონალური ინვესტიციები, განვახორციელოთ რეგიონალური მნიშვნელობის პროექტები, გავაძლიეროთ ჩვენი ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები და ასე ვიქცეთ აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ ფაქტობრივ ხიდად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მიზანია სამხრეთ კავკასიის გარდაქმნა შესაძლებლობებისა და ეკონომიკური ზრდის რეგიონად. „ჩვენი მიზანია სამხრეთ კავკასიის გარდაქმნა შესაძლებლობებისა და ეკონომიკური ზრდის რეგიონად. ევროკავშირის კოლეგებთან ერთად, უკვე ვიხილავთ ფლაგმანი პროექტების ჩამონათვალს, რომლებიც დამატებით ეკონომიკურ ეფექტს იქონიებს და კატალიზატორად იქცევა ევროკავშირთან და მის ბაზართან ჩვენი რეგიონის გაზრდილი კავშირისა და ინტეგრაციისთვის. მიგვაჩნია, რომ სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანა და დასავლეთის მოკავშირეები ისარგებლებენ ამ თანამშრომლობით. ახლა უნდა ვიმოქმედოთ შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის, ენერგომარშრუტების დაცვისთვის, მიწოდების ჯაჭვის შენარჩუნებისა და რეგიონალური კავშირების გაზრდისთვის, რათა გაძლიერდეს ეკონომიკური განვითარების ტემპი. ყოველივე ეს აუცილებელია ევროპული მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მზადაა, გაზარდოს წვლილი საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტმა აჩვენა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება ევროატლანტიკური უსაფრთხოების დღის წესრიგის სათავეშია, ხოლო საქართველო, როგორც ამ რეგიონალური არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი, მზადაა, გაზარდოს თავისი წვლილი საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „კარგად ვიცით, რომ უსაფრთხოებას მოაქვს სტაბილურობა, სტაბილურობას კი - პროგნოზირებადობა. მდგრადი ეკონომიკური განვითარების გადამწყვეტი წინაპირობაა პროგნოზირებადობა. რაც უფრო პროგნოზირებადი გახდება შავი ზღვის რეგიონი, მით უფრო მეტად შევძლებთ მისი ეკონომიკური პოტენციალის გახსნას ჩვენი ხალხისა და გლობალური ეკონომიკის სასარგებლოდ. ამ მიზეზით, ვავითარებთ აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ სტრატეგიულ სატრანსპორტო დერეფნებს. ევროპელ კოლეგებთან ერთად, საქართველო მონაწილეობს რამდენიმე საერთაშორისო ინიციატივასა და ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომლებიც გააუმჯობესებენ ჩვენს კავშირს და ხელს შეუწყობენ სანდო და ქმედით სავაჭრო კავშირებს შავი ზღვის ზოლში“, - აღნიშნა პრემიერმა. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უახლესი ანგარიში საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ ცხადყოფს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სრულ შესაბამისობაში არიან შეერთებული შტატებისა და სხვათა მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან“. ევროკავშირის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ 2014 წელს დაწესებულ შემზღუდველ ზომებს მივუერთდით, ხოლო წელს ეს ნორმა გავრცელდა დონეცკსა და ლუგანსკზეც. მისივე თქმით, საქართველო ხელს უწყობს მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივას, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს მონაწილეობას ითვალისწინებს რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, ძალისხმევას არ ვიშურებთ მეზობლებს შორის ურთიერთობის მოგვარებისთვის. წარმატებული შემთხვევები უკვე გვქონდა. მათ შორისაა 15 სომეხი სამხედრო ტყვე, რომელთა უსაფრთხო დაბრუნება მოხდა აზერბაიჯანის დანაღმული ტერიტორიების რუკების სანაცვლოდ.  საქართველო მზადაა, მოიაზრებოდეს დიალოგის ცენტრად, რათა საჭირო მშვიდობა და სტაბილურობა დამკვიდრდეს რეგიონში. „მიმდინარე წლის ივლისში, თბილისში ვუმასპინძლეთ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ნაყოფიერ დისკუსიებს. მზად ვართ, მოვიაზრებოდეთ დიალოგის ცენტრად, რათა ესოდენ საჭირო მშვიდობა და სტაბილურობა დამკვიდრდეს ჩვენს რეგიონში. ამ განზრახვით, საქართველო ხელს უწყობს მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივას, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს მონაწილეობას ითვალისწინებს. ის არ ანაცვლებს და არც ეწინააღმდეგება ან უპირისპირდება თანამშრომლობის სხვა ფორმატებს. სამაგიეროდ, საქართველო იმედოვნებს, რომ იქნება პატიოსანი შუამავალი, რომელიც დაეხმარება რეგიონალური ურთიერთობების ნორმალიზებას“, - აღნიშნა პრემიერმა.

AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს

გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა, იტყობინება Associated Press-ი, 23 სექტემბერს. „ჩვენ გაგვაოგნა სიკვდილით დასჯის რაოდენობამ იმ ადგილებში, რომლებიც მოვინახულეთ. კომისია ამჟამად ასეთ ფაქტებს 16 ქალაქსა და დასახლებაში“, - განაცხადა ერიკ მოსემ, კომისიის თავმჯდომარემ. გაერო: რუსეთის საპატიმრო დაწესებულებებში ცემის, ელექტროშოკის გამოყენების ფაქტი ხშირად ხდებოდა ივნისში, 10-დღიანი ვიზიტების დროს, გაეროს ექსპერტთა ჯგუფი ეწვია ბუჩას, ქალაქ კიევის მახლობლად, სადაც უკრაინის ხელისუფლებამ მასობრივი საფლავები და ცხედრები იპოვა. კომისიამ რუსეთის საპატიმრო დაწესებულებებში ელექტროშოკის გამოყენების შესახებ, ყოფილი დაკავებულების ჩვენებები წარმოადგინა.

გაერო: რუსეთის საპატიმრო დაწესებულებებში ცემის, ელექტროშოკის გამოყენების ფაქტი ხშირად ხდებოდა

გაოგნებული ვართ, უკრაინაში რუსების მიერ შესრულებული სიკვდილით დასჯის ფაქტებით, - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი ორგანო ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინთან მოლაპარაკების მაგიდაზე აღარავინ დაჯდება აშშ უკრაინაში, საბრძოლო მასალის ახალ პარტიას აგზავნის როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, რუსეთის საპატიმრო დაწესებულებებში ცემის, ელექტროშოკის გამოყენებისა და იძულებითი გაშიშვლების შემთხვევები ხშირად ხდებოდა. „გაოგნებული ვიყავით სიკვდილით დასჯის ფაქტების დიდი რაოდენობის გამო იმ ადგილებში, რომლებიც ჩვენ მოვინახულეთ. კომისია ამჟამად იძიებს სიკვდილის მსგავს შემთხვევებს 16 ქალაქსა და დასახლებაში“, - განაცხადა კომისიის ხელმძღვანელმა ერიკ მოსემ. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს შეგახსენებთ, რომ ივნისში, 10-დღიანი ვიზიტების დროს, გაეროს ექსპერტთა ჯგუფი ეწვია ბუჩას, ქალაქ კიევის მახლობლად, სადაც უკრაინის ხელისუფლებამ მასობრივი საფლავები და ცხედრები იპოვა. კომისიამ რუსეთის საპატიმრო დაწესებულებებში ელექტროშოკის გამოყენების შესახებ, ყოფილი დაკავებულების ჩვენებები წარმოადგინა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ანტონიო გუტერეში: გაერო ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი დაასრულებს ომს უკრაინის წინააღმდეგ

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების ნიშნები არ ჩანს. ამის შესახებ მან ხუთშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოს მაღალი დონის სხდომაზე განაცხადა. „ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ენით აუწერელი ტანჯვისა და განადგურების მომსწრენი ვართ“. გუტერეშის თქმით, ბირთვული კონფლიქტის იდეა სრულიად მიუღებელია. „ყველა ატომურმა სახელმწიფომ უნდა აღასრულოს ბირთვული იარაღის გამოუყენებლობისა და სრული ლიკვიდაციის ვალდებულება", - დაამატა გაეროს გენმდივანმა. გუტერესის თქმით, დაახლოებით 14 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა, გაქცეოდა ომს, მათი უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან. „ვითარება მხოლოდ გაუარესდება ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რაც გამოწვეული იქნება გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების შემცირებით“, - აღნიშნა გუტერეშმა.  

საგარეო საქმეთა მინისტრი იორდანელ კოლეგას შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა იორდანიის სამეფოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან. ილია დარჩიაშვილმა და აიმან საფადიმ მაღალი შეფასება მისცეს საქართველოსა და იორდანიას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ კავშირებს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს იორდანიის სამეფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ისტორიული ვიზიტის და მის უდიდებულესობა პრინც აბდულა მეორესთან შეხვედრის მნიშვნელობა. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ აღნიშნული კავშირების შენარჩუნებისა და მათი განვითარების მიმართულებით. ხაზი გაესვა იორდანიასა და საქართველოს შორის ტურიზიმის და ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებას, რასაც დამატებით იმპულსს მისცემს იორდანიის სამეფო ოჯახის გადაწყვეტილება საქართველოსთვის წმინდა მიწაზე ტერიტორიის მფლობელობაში გადმოცემა. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საერთაშორისო ფორმატებში ორი ქვეყნის ურთიერთობას, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას არაბული ლიგის ორგანიზაციასთან და ზოგადად არაბულ სახელმწიფოებთან.  

უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს

რუსეთმა პასუხი უნდა აგოს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყალბი რეფერენდუმის ჩატარებისა და გაეროს წესდების დარღვევით უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლის მცდელობებისთვის. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა. რუსეთთან შეერთების შესახებ უკანონო კენჭისყრა ოთხ რეგიონში (ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ზაპოროჟიე) 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.

რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში დაბლოკა რეზოლუცია, რომელიც უკრაინაში „რეფერენდუმებს“ გმობს

რუსეთმა, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, პარასკევს გამართულ შეხვედრაზე ვეტო დაადო რეზოლუციას, რომელიც უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმებს გმობს და რუსული ჯარების გაყვანას ითხოვს. კენჭისყრისას ოთხმა ქვეყანამ - ჩინეთმა, ინდოეთმა, გაბონმა და ბრაზილიამ თავი შეიკავა, უშიშროების საბჭოს დანარჩენმა 10 წევრმა მხარი დაუჭირა აშშ-სა და ალბანეთის მიერ მომზადებულ რეზოლუციას. რეზოლუციის მისაღებად საკმარისი იქნება უშიშროების საბჭოს წევრების მინიმუმ ცხრა ხმა, მუდმივი წევრების ვეტოს გარეშე. დისკუსიის დროს გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ  შეერთებული შტატები "უხამსობაში" დაადანაშაულა, რადგან  უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის ქმედებების კენჭისყრაზე დაყენება, რეზოლუციების განხილვის დადგენილ წესს არღვევს და ვეტოს უფლების გამოსაყენებლად, მოსკოვის პროვოცირებას იწვევს. ამის საპასუხოდ, აშშ-ის ელჩმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა თქვა, რომ რეზოლუცია კენჭისყრაზე დადგება გენერალურ ასამბლეაზე, სადაც არ არსებობს ვეტოს უფლება, რათა აჩვენონ, რომ მსოფლიო „ჯერ კიდევ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მხარესაა“. 30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.   

უკრაინის ელჩი გაეროში: რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ტერორისტული სახელმწიფოა

10 ოქტომბერს უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში სერგი კისლიცამ გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე განაცხადა, რომ „მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა ტერორისტული სახელმწიფოს ნამდვილი სახე, რომელიც კლავს უკრაინელ ხალხს“. „რუსეთი ახლა ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ დაგვაბრუნოს 1930-იან წლებში, როდესაც ჰიტლერმა გაანადგურა სუვერენული ერები შემოჭრით, ყალბი რეფერენდუმებით. ახლა ჩვენ ვართ გარდამტეხ მომენტში, როდესაც გაერო ან აღადგენს თავის ავტორიტეტს ან განიცდის საბოლოო კოლაფსს“. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, რომელიც 193 წევრისაგან შედგება, 10 ოქტომბერს გადაწყვიტა ღია და არა ფარული კენჭისყრა გაემართა რეზოლუციის პროექტზე, რომელიც გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში ჩატარებულ უკანონო ე.წ. რეფერენდუმებს. უკრაინა: მასშტაბური ავიაიერიშების შედეგად, მსხვერპლთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა დიპლომატებმა განაცხადეს, რომ რეზოლუციის კენჭისყრა, სავარაუდოდ, 12 ოქტომბერს გაიმართება. სექტემბერში რუსეთმა ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს მსგავს რეზოლუციას.   ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

საქართველო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩიეს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2023-2025 წლებში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ახალ წევრად 14 ქვეყანა აირჩია. მათ შორის არის საქართველოც. ფარული კენჭისყრის ფორმატში ჩატარებული არჩევნების შედეგები გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის თავმჯდომარემ ჩაბა კიოროშიმ გამოაცხადა. „2023 წლის პირველი იანვრიდან სამი წლის ვადით ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩიეს შემდეგი 14 სახელმწიფო: ალჟირი, ბანგლადეში, ბელგია, ვიეტნამი, გერმანია, საქართველო, ყირგიზეთი, კოსტა-რიკა, მალდივები, მაროკო, რუმინეთი, სუდანი, ჩილე, სამხრეთ აფრიკა“, - აღნიშნა ჩაბა კიოროშიმ.  გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ, როგორც ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი ქვეყანა, შეძლებს აქტიური მონაწილეობა მიიღოს საბჭოს მანდატის განხორციელებაში და იმ პროცესებში, რომლებიც მსოფლიოში, ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებისკენაა მიმართული.  გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო 47 ქვეყანას მოიცავს. ამ ქვეყნების დაახლოებით მესამედი, ყოველწლიურად არჩევნების შედეგად იცვლება. უფლებამოსილების ვადა სამი წელია. აპრილში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთს, წევრობა შეუჩერა. ამის მიზეზი, რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინაში შეჭრისას ადამიანის უფლებების „უხეში და სისტემატური დარღვევის“ მტკიცებულებები გახდა.  გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო, რუსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის საკითხებზე სპეციალური მომხსენებლის პოზიციას შექმნის.   

საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის მცდელობას გმობს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოთხშაბათს მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით - „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა: გაეროს წესდების პრინციპების დაცვა", რომელიც გმობს რუსეთის ფსევდორეფერენდუმებს ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე. უკრაინული მედიის ცნობით, რეზოლუციას მხარი 143-მა ქვეყანამ დაუჭირა, ხუთი წინააღმდეგი იყო, ხოლო 35-მა თავი შეიკავა. დოკუმენტის წინააღმდეგ ხმა მისცეს რუსეთმა, ბელორუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, ნიკარაგუამ და სირიამ. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის მცდელობას გმობს „რეზოლუციის თანასპონსორი იყო 70-მდე ქვეყანა, მათ შორის უკრაინა, ევროკავშირის ყველა ქვეყანა, ავსტრალია, საქართველო, კორეის რესპუბლიკა, მოლდოვა, მონტენეგრო, კამბოჯა, დიდი ბრიტანეთი, მიანმარი, ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანა და წყნარი ოკეანის რეგიონი“, - წერს უკრაინული მედია. თავის მხირვ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ხსენებულ რეზოლუციას. „რუსეთის მხრიდან ანექსიის მცდელობა უსარგებლოა და არასდროს იქნება აღიარებული თავისუფალი სახელმწიფოების მიერ. უკრაინა თავის მიწებს დაიბრუნებს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. საერთაშორისო საზოგადოებას მას არალეგიტიმურად მიიჩნევს.