თეგი: იაპონია

ტოკიოს ერთ-ერთ უძველეს კინოთეატრ „Iwanami Hall“-ში დღეს ქართული ფილმების ფესტივალი გაიხსნა

საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ტოკიოს ერთ-ერთ უძველეს კინოთეატრ „Iwanami Hall“-ში დღეს ქართული ფილმების ფესტივალი გაიხსნა. ამასთან, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ. ლეჟავამ მიმოიხილა საქართველოსა და იაპონიას შორის წარმატებული ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ენერგეტიკის და კულტურის სფეროებში. ელჩმა ასევე, ისაუბრა საქართველოს უძველეს კულტურასა და მის უნიკალურობაზე. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ქართული ხელოვნების მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე.

იაპონიის დედაქალაქში ქართული ფილმების რეტროსპექტივა მიმდინარეობს

იაპონიის დედაქალაქში ქართული ფილმების რეტროსპექტივა მიმდინარეობს. ტოკიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი კინოთეატრი - ივანამი ჰოლი თებერვალში მაყურებელს 34 ქართულ ფილმს უჩვენებს. პროგრამა შედგენილია ქართული კულტურის გულშემატკივრის, ტაკეჰიდე ჰარადას, იაპონიის საელჩოსა და ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლობით. საჩვენებელ ფილმთა სიაშია „თეთრი ქარავანი, „ელისო“, „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „ფიროსმანი“, „მაგდანას ლურჯა“, „ნეილონის ნაძვის ხე“.

იაპონიამ აშშ-ის თხოვნის შემდეგ გადაწყვიტა, გათხევადებული ბუნებრივი გაზის გარკვეული ნაწილი ევროპისკენ მიმართოს

იაპონიამ, შეერთებული შტატების თხოვნის შემდეგ, გადაწყვიტა გათხევადებული ბუნებრივი გაზის გარკვეული ნაწილი ევროპისკენ მიმართოს, თუ უკრაინის კრიზისი გაზის მიწოდების დარღვევას გამოიწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობა ამ გადაწყვეტილების შესახებ სავარაუდოდ ოთხშაბათს გამოაცხადებს. ამასთან, წყარომ Reuters-ს უთხრა, რომ შეერთებული შტატებისგან თხოვნის მიღების შემდეგ, იაპონია დახმარების ფორმების საკითხს განიხილავდა.

იაპონიაში, ნიიგატის პრეფექტურაში, ხანძარის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

ჩრდილო-დასავლეთ იაპონიაში, ნიიგატის პრეფექტურაში, ხანძარი იყო. საკონდიტრო ქარხანაში ცეცხლი სწრაფად გავრცელდა, რის შედეგადაც, დაიღუპა 5 ადამიანი, 1 კი დაკარგულად მიიჩნევა, - ამის შესახებ Anadolu წერს. ხანძრის გაჩენის დროს, საწარმოში ათობით თანამშრომელი იყო. მეხანძრეებს 9 საათი დასჭირდათ ხანძრის ლოკალიზებისთვის.  ამასთან, საწარმო კომპანია Sanko Seika-ს ეკუთვნის, რომელიც ბრინჯის კრეკერებსა და მრავლი სხვა სახეობის ტკბილეულს აწარმოებს.

იაპონიაში, ნიიგატის პრეფექტურაში, ხანძარის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

ჩრდილო-დასავლეთ იაპონიაში, ნიიგატის პრეფექტურაში, ხანძარი იყო. საკონდიტრო ქარხანაში ცეცხლი სწრაფად გავრცელდა, რის შედეგადაც, დაიღუპა 5 ადამიანი, 1 კი დაკარგულად მიიჩნევა, - ამის შესახებ Anadolu წერს. ხანძრის გაჩენის დროს, საწარმოში ათობით თანამშრომელი იყო. მეხანძრეებს 9 საათი დასჭირდათ ხანძრის ლოკალიზებისთვის.  ამასთან, საწარმო კომპანია Sanko Seika-ს ეკუთვნის, რომელიც ბრინჯის კრეკერებსა და მრავლი სხვა სახეობის ტკბილეულს აწარმოებს.

იაპონიის ხელისუფლება აცხადებს, რომ მზად არის, შეუერთდეს აშშ-ისა და დიდი შვიდეულის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ

იაპონიის ხელისუფლება აცხადებს, რომ მზად არის, შეუერთდეს აშშ-ისა და დიდი შვიდეულის სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრის განკარგულებას გასცემს. ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, აფუმიო კიშიდამ განაცხადა. ფუმიო იშიდამ ვლადიმერ პუტინს თავშეკავებულობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, იაპონია მზად არის, მკაცრი პასუხისთვის, რომელიც შესაძლოა, სანქციებს მოიცავდეს. შეგახსენებთ, რომ თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია მოსკოვის გადაწყვეტილების საპასუხოდ დღეს ახალი სანქციების გამოცხადებას გეგმავს.  ასევე წაიკითხეთ: დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს ბორის ჯონსონი უკრაინას: ჩვენ შეგვიძლია, გამოგიგზავნოთ მეტი თავდაცვითი იარაღი დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები უცვლელი დარჩება. არ გვეშინია აშშ-მ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარების გამო სანქციები დააწესა ევროპის საბჭო რუსეთს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარების“ შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ეს არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს ენტონი ბლინკენ: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა

რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს კანადა და იაპონიაც უერთდებიან. იაპონიაში რუსული ობლიგაციების გამოშვება აიკრძალება

რუსეთს სანქციების უწესებენ იაპონია და კანადაც. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. იაპონიის მთავრობის განმარტებით, აიკრძალება იაპონიაში რუსული ობლიგაციების გამოშვება და გარკვეული ინდივიდების ანგარიშები გაიყინება. შავ სიაში შეყვანილი პირები ვერც იაპონიის ტერიტორიაზე შესვლას მოახერხებენ. „რუსეთის ქმედებები ძალიან ნათლად აზიანებს უკრაინის სუვერენიტეტს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას. კიდევ ერთხელ ვაკრიტიკებთ ამ ნაბიჯებს და დაჟინებით მოვუწოდებთ რუსეთს, დაუბრუნდეს დიპლომატიურ გზას“, – განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კუშიდამ. შეგახსენებთ, 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრი: მკაცრად ვაკრიტიკებთ რუსეთის ქმედებებს და ვითანამშრომლებთ აშშ-სთან

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ რუსეთის უკრაინაში შეჭრა დაგმო და განაცხადა, რომ ეს საერთაშორისო წესრიგის საფუძვლებს არყევს. „ჩვენ მკაცრად ვაკრიტიკებთ რუსეთის ქმედებებს და ვითანამშრომლებთ შეერთებულ შტატებთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან სწრაფი რეაგირებისთვის“, - აღნიშნა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა. ამავე თემაზე დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

იაპონია: კურილიის კუნძულები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც საერთაშორისო სამართლის ისეთივე უხეში დარღვევაა, როგორც მისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ

რუსეთის მიერ კურილიის კუნძულების სამხრეთ ნაწილის ოკუპაცია ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ისევე როგორც რუსული არმიის თავდასხმა უკრაინაზე. ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული დეპარტამენტის დირექტორმა ჰიდეკი უიამამ 28 თებერვალს იაპონიის პარლამენტში გამართული დებატებისას განაცხადა. „ჩრდილოეთის ტერიტორიები (იაპონიაში ტრადიციულად ასე უწოდებენ კურილიის კუნძულების ტერიტორიებს) ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ისევე როგორც რუსული არმიის მიმდინარე თავდასხმა უკრაინაზე“, - ციტირებს მედია უიამას სიტყვებს. ადრე იაპონიის ხელისუფლება არ იყენებდა სიტყვა „ოკუპაციას“ კურილის სამხრეთ ნაწილთან მიმართებით და მხოლოდ იმას აცხადებდა, რომ „იაპონიის სუვერენიტეტი ვრცელდება ამ კუნძულებზე“. საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის ბოლოს კუნძულებზე კონტროლი დაამყარა. სადავო კუნძულებს რუსეთი სახალინის ოლქის სამხრეთ კურილიის რეგიონის შემადგენელ ნაწილად განიხილავს. კუნძულებს იაპონია ჩრდილოეთ ტერიტორიებს ან სამხრეთ ჩიშიმას უწოდებს და ჰოკაიდოს პრეფექტურის ნაწილად თვლის.

იაპონიამ რუსეთის ოფიციალური პირებისა და ასევე 49 კომპანიის, ორგანიზაციისა და ბანკების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

იაპონიამ რუსეთის ოფიციალური პირებისა და ასევე 49 კომპანიის, ორგანიზაციისა და ბანკების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. როგორც Deutsche Welle წერს, განცხადება იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სიაში მოხვდნენ - რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ, გენშტაბის ხელმძღვანელი, ვალერი გერასიმოვი, უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევმა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი. ასევე წაიკითხეთ:  ბორის ჯონსონი: პუტინი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბარბაროსულ ტაქტიკას იყენებს

იაპონიამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

იაპონია რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს. ქვეყანამ კიდევ 32 რუსი და ბელორუსი მაღალჩინოსნისა და ოლიგარქის აქტივები გაყინა. ახლად დამატებული სანქციები შეეხება 20 რუსს, მათ შორის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის შტაბის უფროსის მოადგილეებს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელს და მთავრობასთან მჭიდრო კავშირების მქონე კომპანიების Volga Group-ის, Transneft-ისა და Wagner-ის აღმასრულებლებს. სანქცირებულთა სიაშია ბელორუსის მთავრობის 12 წარმომადგენელი, ასევე, რუსეთის და ბელორუსის ათზე მეტი ორგანიზაცია. იაპონია რუსეთსა და ბელორუსში ნავთობის გადამმუშავებელი ტექნიკის და ზოგადი დანიშნულების ნივთების ექსპორტსაც კრძალავს.  სანქციები ასევე შეეხება ბელორუსის 12  სახელმწიფო მოხელესა და ბიზნესმენს, ასევე, 12 ორგანიზაციას რუსეთსა და ბელორუსში.

ისტორიაში პირველად, იაპონიამ უკრაინას სამხედრო აღჭურვილობა გადასცა

კომაკის ავიაბაზიდან იაპონიამ უკრაინის დასახმარებლად დამცავი აღჭურვილობა: ტყვიაგაუმტარი ჟილეტები და ჩაფხუტები გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „იაპონიის თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვის ძალები გააგრძელებენ ძალისხმევას უკრაინის დასახმარებლად“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამასთან, როგორც უკრაინული მედიაში წერენ, ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც იაპონია უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, იაპონიამ უცხო ქვეყანას სამხედრო აღჭურვილობა გადასცა.  

იაპონიამ უკრაინაში რუსეთის ინტერვენციასთან დაკავშირებით რუსეთის კიდევ 17 მოქალაქეს დაუწესა სანქციები

იაპონიამ უკრაინაში რუსეთის ინტერვენციასთან დაკავშირებით რუსეთის კიდევ 17 მოქალაქეს დაუწესა სანქციები. ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. იაპონიამ „შავ სიაში“ შეიყვანა რუსი მილიარდერი ვიქტორ ვექსელბერგი, დუმის 11 წევრი და ბანკირ იური კოვალჩუკის ოჯახის ხუთი წევრი. ამგვარად, რუსეთის მიერ უკრაინაში ინერვენციასთან დაკავშირებით სასანქციო სიაში იაპონიას სულ 61 პირი ჰყავს შეყვანილი. ასევე წაიკითხეთ: ზელენსკი რუსეთისთვის გამიზნული სანქციების დაწესების ვადებს აკრიტიკებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის გაძლიერების შესახებ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას უკრაინა მიესალმა

იაპონელი და ამერიკელი საზღვაო ქვეითები პირველ ერთობლივ საბრძოლო მომზადების წვრთნებს ატარებენ

იაპონელმა და ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა ფუჯის მთასთან პირველი ერთობლივი სადესანტო და საბრძოლო მომზადების წვრთნები ჩაატარეს. იაპონია ზრდის თავდაცვის ბიუჯეტს და აძლიერებს შესაძლებლობებს, გადახედავს თავის ძირითად ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას, ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეის და ახლა უკვე რუსეთის საფრთხის წინაშე. იაპონიის სწრაფი განლაგების სადესანტო ბრიგადის 400-მა წევრმა და 600 ამერიკელმა საზღვაო ქვეითმა, რომლებიც სამხრეთ იაპონიის კუნძულ ოკინავაზე არიან განლაგებულნი, ერთობლივად ახორციელებდნენ ამფიბიურ და საბრძოლო ოპერაციებს თვითმფრინავების (Osprey), ამფიბიური გემების, ჯავშანტექნიკის და M777 ტიპის არტილერიის გამოყენებით.  

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა 

იაპონიაში 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ Reuters წერს. გამოცემის ცნობით, მიწისძვრის შემდეგ იაპონიაში ცუნამის საფრთხის შესახებ გამოაცხადეს. სტიქიის შედეგად 2 მილიონი ადამიანი ამ დრომდე  ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, მათ შორის - 700 000 აბონენტი ტოკიოში.   დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.  2011 წლის მარტში ამ რეგიონში 9,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის შედეგად გამოწვეულმა ცუნამიმ 20 ათასი ადამიანი იმსხვერპლა. დატბორვის შედეგად მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბირთვულ ელექტროსადგურ „ფუკუშიმაზე“ რადიაციის გაჟონვის მოცულობა უკრაინაში „ჩერნობილის“ რეაქტორზე მომხდარი ავარიის მასშტაბს გაუტოლდა.   

იაპონიის პრემიერი ინდოეთს რუსეთზე მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ ინდოელ კოლეგა ნარენდრა მოდის უთხრა, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში შეარყია „საერთაშორისო წესრიგის საფუძველი“ და მოსკოვის ეს ქმედება მოითხოვს მასზე მკაფიო რეაგირებას. ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ Reuters-ზე დაყრდნობით წერს.  ინდოეთი და იაპონია ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის წევრები არიან. ჯგუფის დანარჩენი ორი წევრი ამერიკის შეერთებული შტატები და ავსტრალიაა. ინდოეთი, ეგრეთწოდებული, „კვადის“ ერთადერთი წევრია, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრა არ დაგმო. იაპონიამ ათობით რუს პირსა და ორგანიზაციას სანქციები დაუწესა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო და განაცხადა, რომ უკრაინელ ლტოლვილებს მიიღებს. „ჩვენ (ქიშიდამ და მოდიმ) დავადასტურეთ, რომ სტატუს კვოს ძალის გამოყენებით ნებისმიერი ცალმხრივი შეცვლა არ შეიძლება ეპატიოს არცერთ რეგიონში არავის და აუცილებელია დავის მშვიდობიანი გადაწყვეტა საერთაშორისო სამართლის საფუძველზე“, - განუცხადა კიშიდამ ჟურნალისტებს ნიუ დელიში მოდისთან შეხვედრის შემდეგ. ინდოეთზე საერთაშორისო ზეწოლა იზრდება არა მხოლოდ იმის გამო, რომ დელის რუსეთის უკრაინაში შეჭრა საჯაროდ არ დაუგმია, არამედ იმის გამოც, რომ ინდოეთი რუსეთისგან ფასდაკლებული ნავთობის ყიდვას ამ დრომდე განაგრძობს.

რუსეთმა იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში შეჭრის გამო იაპონიის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ, მოსკოვი ტოკიოსთან სამშვიდობო შეთანხმებაზე  მოლაპარაკებებს წყვეტს. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.  „რუსული მხარე ამჟამინდელ პირობებში არ აპირებს იაპონიასთან სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების გაგრძელებას, რადგან შეუძლებელია ორმხრივი ურთიერთობების განმსაზღვრელი ფუნდამენტური დოკუმენტის ხელმოწერა იმ სახელმწიფოსთან, რომელიც ღიად არამეგობრულ პოზიციებს იკავებს და ცდილობს ზიანი მიაყენოს ჩვენი ინტერესებს“, - ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „იაპონელები სამხრეთ კურილებზე უვიზოდ გამგზავრებას ვეღარ შეძლებენ". "ორმხრივი თანამშრომლობისა და იაპონიის ინტერესებისთვის მიყენებული ზიანის მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ტოკიოს, რომელმაც შეგნებულად აირჩია ანტირუსული კურსი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის განვითარების ნაცვლად", - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ცნობისათვის, მოსკოვი და ტოკიო 20-ე საუკუნის 50-იანი წლებიდან აწარმოებენ მოლაპარაკებებს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით. მაგრამ კურილის სამხრეთ ნაწილთან დაკავშირებით ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ. მოსკოვი აცხადებს, რომ ამ ტერიტორიებზე რუსეთის სუვერენიტეტი შეესაბამება საერთაშორისო სამართალს. კურილის სამხრეთ ნაწილი, საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მიითვისა.  ასევე წაიკითხეთ იაპონია: კურილიის კუნძულები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც საერთაშორისო სამართლის ისეთივე უხეში დარღვევაა, როგორც მისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ  იაპონიამ რუსეთის ოფიციალური პირებისა და ასევე 49 კომპანიის, ორგანიზაციისა და ბანკების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის ოფიციალურ პირებს თხოვნით მიმართა, რომ რუსულ საქონელზე სავაჭრო ემბარგო დააწესონ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის ოფიციალურ პირებს თხოვნით მიმართა, რომ რუსულ საქონელზე სავაჭრო ემბარგო დააწესონ. "მე მადლობელი ვარ თქვენი სახელმწიფოს პრინციპული პოზიციისთვის და უკრაინის რეალური დახმარებისთვის. თქვენ აზიის ქვეყნებს შორის პირველი იყავით, ვინც რეალურად დაიწყო რუსეთზე ზეწოლა მშვიდობის აღსადგენად, ვინც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მხარი დაუჭირა და მე მოგიწოდებთ, გააგრძელოთ ეს". - თქვა ზელენსკიმ. ასევე წაიკითხეთ: იაპონიის ხელისუფლება აცხადებს, რომ მზად არის, შეუერთდეს აშშ-ისა და დიდი შვიდეულის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და რუს პოლიტიკოსებს, ოლიგარქებსა და კომპანიებს დამატებითი სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს განცხადების მიხედვით, სანქციები 25 ფიზიკურ და 81 იურიდიულ პირს დაუწესდა. მათ შორის არიან: პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის შვილები, პუტინის ყოფილი თანაშემწე იგორ შუვალოვი და მისი ოჯახი; რუსი მილიარდერი ალექსეი მორდაშოვი; რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის ოჯახის წევრები სერგეი კირიენკო, პუტინის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე. ამასთან, იაპონიამ სანქციები დაუწესა 81 რუსულ კომპანიას და მათი პროდუქციის იმპორტი აკრძალა. ასევე წაიკითხეთ: G7-ის ლიდერები რუსეთს მოუწოდებენ, გაიყვანოს სამხედრო ძალები და აღჭურვილობა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან

იაპონურმა ბანკებმა Sberbank-თან დოლარის ტრანზაქციები შეაჩერეს

იაპონური ბანკები რუსულ Sberbank-თან დოლარის ტრანზაქციებს აღარ ახორციელებენ. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  აშშ-მა Sberbank-ი CARTA-ს სიაში დაამატა. შედეგად, ამერიკულ ბანკებს 26 მარტიდან მისი საკორესპონდენტო ანგარიშების დაბლოკვა დაევალათ. OFAC-ის სპეციალური ნებართვის გარეშე, ამერიკული ფინანსური ინსტიტუტები ვერ შეძლებენ გახსნან და შეინახონ Sberbank-ისა და მისი შვილობილი კომპანიების საკორესპონდენტო ანგარიშები, ასევე მიიღონ ტრანზაქციები მათი მონაწილეობით. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და რუს პოლიტიკოსებს, ოლიგარქებსა და კომპანიებს დამატებითი სანქციები დაუწესა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში შეჭრის გამო იაპონიის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ, მოსკოვი ტოკიოსთან სამშვიდობო შეთანხმებაზე  მოლაპარაკებებს წყვეტს. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.  ცნობისათვის, მოსკოვი და ტოკიო 20-ე საუკუნის 50-იანი წლებიდან აწარმოებენ მოლაპარაკებებს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით. მაგრამ კურილის სამხრეთ ნაწილთან დაკავშირებით ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ. მოსკოვი აცხადებს, რომ ამ ტერიტორიებზე რუსეთის სუვერენიტეტი შეესაბამება საერთაშორისო სამართალს. კურილის სამხრეთ ნაწილი, საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მიითვისა.  ასევე წაიკითხეთ იაპონია: კურილიის კუნძულები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც საერთაშორისო სამართლის ისეთივე უხეში დარღვევაა, როგორც მისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ  იაპონიამ რუსეთის ოფიციალური პირებისა და ასევე 49 კომპანიის, ორგანიზაციისა და ბანკების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

იაპონიამ რუსეთში ძვირადღირებული მანქანების ექსპორტი აკრძალა 

იაპონიიდან რუსეთში ფუფუნების საგნების, მათ შორის, ძვირადღირებული მანქანების ექსპორტი აიკრძალა. ინფორმაციას იაპონიის მთავრობა ავრცელებს.  იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდამ 5 აპრილს ძვირფასეულობასა და ხელოვნების ნიმუშებზე ემბარგოს დააწესებს. „ჩვენ მკაცრი სანქციების განსახორციელებლად საერთაშორისო საზოგადოებასთან, ვიმუშავებთ, მათ შორის დიდი შვიდეულის ჯგუფის ქვეყნებთან". - თქვა ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა, კოიჩი ჰაგიუდამ. იაპონიის მთავრობის მონაცემებით, მანქანები შეადგენენ იაპონიიდან რუსეთში მიმავალი გადაზიდვების დიდ ნაწილს. 2020 წელს გადაზიდული მანქანების ღირებულებამ შეადგინა 627,8 მილიარდი იაპონური იენი ($5 მილიარდი) 1 მარტს იაპონიამ რუსეთის ოფიციალური პირებისა და ასევე 49 კომპანიის, ორგანიზაციისა და ბანკების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. 21 მარტს რუსეთმა იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა.  25 მარტს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  ასევე წაიკითხეთ  დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს იაპონია: კურილიის კუნძულები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც საერთაშორისო სამართლის ისეთივე უხეში დარღვევაა, როგორც მისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ  იაპონიამ რუსეთის ოფიციალური პირებისა და ასევე 49 კომპანიის, ორგანიზაციისა და ბანკების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

იაპონია რუსული ქვანახშირის იმპორტს კრძალავს და 8 რუს დიპლომატს აძევებს

იაპონია აშშ-ს და ევროკავშირის კვალდაკვალ რუსული ქვანახშირის იმპორტს კრძალავს და 8 რუს დიპლომატს აძევებს. ამის შესახებ უკრაინული მედია Reuters-ზე დაყრდნობით წერს. „რუსეთმა არაერთხელ დაარღვია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებით და ატომურ ელექტროსადგურზე შეტევით. ეს უპატიებელი სამხედრო დანაშაულებია“, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ. ამასთან Kyodo წერს, რომ იაპონიის ხელისუფლება აპირებს იმ პირთა წრის გაფართოებას, რომელთა აქტივებსაც გაყინავს. ეს დაახლოებით 550 ადამიანია და მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. ასევე იაპონია რუსეთის ფედერაციაში ახალ ინვესტიციებს შეაჩერებს.  21 მარტს რუსეთმა იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა.  25 მარტს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა.  ასევე წაიკითხეთ იაპონია: კურილიის კუნძულები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც საერთაშორისო სამართლის ისეთივე უხეში დარღვევაა, როგორც მისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ  იაპონიამ რუსეთის ოფიციალური პირებისა და ასევე 49 კომპანიის, ორგანიზაციისა და ბანკების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

ზურაბ აზარაშვილი იაპონიის ელჩს, იმამურა აკირას შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა და იმამურა აკირამ ის პროექტები განიხილეს, რომლებიც COVID19-ის ეფექტური მართვისთვის, იაპონიის მხარდაჭერით, საქართველოში განხორციელდა. ასევე, ისაუბრეს 2 ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობაზე. ზურაბ აზარაშვილმა და იმამურა აკირამ, შეხვედრაზე, სამომავლო გეგმებიც განიხილეს. იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული, თუ მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.    

იაპონია უკრაინას რადიაციული, ბიოლოგიური და ქიმიური დაცვის საშუალებებს მიაწვდის

იაპონიის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას რადიაციული, ბიოლოგიური და ქიმიური (NBC) დაცვის საშაულებებს, ასევე, უპილოტო საჰაერო ხომალდებს გაუგზავნის, რათა დაეხმაროს ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. შესაბამისი ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ 19 აპრილს გაავრცელა. „უკრაინელების ბრძოლა საკუთარი ქვეყნის დასაცავად კვლავ გრძელდება. იაპონია განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.

იაპონიის მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი Eneos Holdings-ი რუსულ ნედლეულზე უარს ამბობს

იაპონიის მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი Eneos Holdings-ი რუსულ ნავთობზე უარს ამბობს და მომწოდებლის ჩანაცვლებას გეგმავს. ამის შესახებ  Reuters კომპანიის ხელმძღვანელ ცუტომუ სუგიმორიზე დაყრდნობით წერს. „ჩვენ მივიღებთ რუსული ნავთობის ალტერნატივას სავაჭრო პარტნიორებისგან, მათ შორის საუდის არაბეთისგან, აბუ-დაბისგან, ქუვეიტისგან. ჩვენ ვცდილობთ მოწოდების წყაროების დივერსიფიცირებას, რათა ნაკლებად ვიყოთ მომავალში ახლო აღმოსავლეთზე დამოკიდებული“, - აცხადებს სუგიმორი. მანამდე ცნობილი გახდა, რომ მსხვილმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა იაპონიაში Eneos-მა და Idemitsu-მ რუსული ნავთობის შესყიდვაზე მიმდინარე კონტრაქტების დასრულების შემდეგ უარი თქვეს. 8 აპრილს ცნობილი გახდა, რომ იაპონია აშშ-ს და ევროკავშირის კვალდაკვალ რუსული ქვანახშირის იმპორტს კრძალავს და 8 რუს დიპლომატს აძევებს. 21 მარტს რუსეთმა იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა.  25 მარტს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა.  ასევე წაიკითხეთ იაპონია: კურილიის კუნძულები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც საერთაშორისო სამართლის ისეთივე უხეში დარღვევაა, როგორც მისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ  იაპონიამ რუსეთის ოფიციალური პირებისა და ასევე 49 კომპანიის, ორგანიზაციისა და ბანკების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

იაპონიამ 19 წლის შემდეგ პირველად, კურილიის კუნძულებს უკანონოდ ოკუპირებული უწოდა

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „დიპლომატიის ლურჯ წიგნში“ 2003 წლის შემდეგ პირველად კურილიის კუნძულებს უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორია უწოდა. ამის შესახებ Kyodo იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებულ დოკუმენტზე დაყრდნობით წერს. ამასთანავე დიპლომატიურ წიგნში გაკეთდა ჩანაწერი, რომ კურილიის კუნძულები იაპონიის განუყოფელი ტერიტორიაა. Kyodo-ს ცნობით, ასეთი ჩანაწერი არ არსებობდა 2011 წელს მიღებულ დოკუმენტში. ადრე იაპონიის ხელისუფლება არ იყენებდა სიტყვა „ოკუპაციას“ კურილიის სამხრეთ ნაწილთან მიმართებით და მხოლოდ იმას აცხადებდა, რომ იაპონიის სუვერენიტეტი ვრცელდება ამ კუნძულებზე. საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის ბოლოს კუნძულებზე კონტროლი დაამყარა. სადაო კუნძულებს რუსეთი სახალინის ოლქის სამხრეთ კურილიის რეგიონის შემადგენელ ნაწილად განიხილავს. კუნძულებს იაპონია ჩრდილოეთ ტერიტორიებს ან სამხრეთ ჩიშიმას უწოდებს და ჰოკაიდოს პრეფექტურის ნაწილად თვლის. ასევე წაიკითხეთ იაპონია: კურილიის კუნძულები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც საერთაშორისო სამართლის ისეთივე უხეში დარღვევაა, როგორც მისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ  

იაპონიის და ტაილანდის ლიდერებმა თავდაცვის ახალი შეთანხმების შესახებ განაცხადეს

იაპონიისა და ტაილანდის ლიდერებმა ახალი თავდაცვის შეთანხმების შესახებ განაცხადეს და დასახეს გეგმები, გააუმჯობესონ თავიანთი ეკონომიკური ურთიერთობები. შეთანხმება ხელს შეუწყობს თავდაცვის ტექნიკისა და ტექნოლოგიების გადატანას იაპონიიდან ტაილანდში, რომელსაც აქვს რეგიონის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე აღჭურვილი არმია და შეერთებული შტატების არმიასთან კავშირების ხანგრძლივი ისტორია. გარიგების დამატებითი დეტალები არ გახმაურებულა. „ეს ხელს შეუწყობს ეროვნული თავდაცვის გაუმჯობესებას და იაპონიის ინვესტიციების მხარდაჭერას ამ საქმიანობაში, რაც მნიშვნელოვანი მიზანია ტაილანდისთვის”, - განაცხადა ტაილანდის პრემიერ მინისტრმა პრაიუტ ჩან-ოჩამ. აზიიდან, დიდი შვიდეულის ჯგუფის (G7) ერთადერთი წევრის ლიდერმა, ფუმიო კიშიდამ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მოგზაურობის დროს განიხილა რუსეთის შეჭრა უკრაინაში, სადაც მხოლოდ ერთმა ქვეყანამ სინგაპურმა გადაწყვიტა, შეუერთდეს სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ. „მე დავეთანხმე პრემიერ მინისტრ პრაიუტს, რომ ნებისმიერ რეგიონში სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან სტატუს კვოს ძალისმიერი ცალმხრივი ცვლილება არ უნდა იყოს მიღებული “, - განაცხადა იაპონიის პრემიერმა. G7-ის წევრები არიან აშშ, იაპონია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და კანადა. ჯგუფის წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობათა მეთაურები ყოველწლიურად ხვდებიან ერთმანეთს სამიტზე, სადაც განიხილება მსოფლიოს ძირითადი პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები და იგეგმება მათი გადაჭრის ერთობლივი ღონისძიებები. წამყვან სახელმწიფოთა პირველი სამიტი გაიმართა 1975 წელს, რამბუიეში (საფრანგეთი).

იაპონია, აქტივებს რუსეთის კიდევ 140 მოქალაქეს გაუყინავს

იაპონია, აქტივებს რუსეთის კიდევ 140 მოქალაქეს გაუყინავს, ასევე სანქციები გავრცელდება რუსეთის სამხედრო ქარხნებისთვის ექსპორტზე. ამის შესახებ Reuters იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდაზე დაყრდნობით წერს.  მანამდე, იაპონიის სანქციების ქვეშ ასამდე რუსეთის მოქალაქე მოხვდა, მათ შორის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვოლოდიმირ პუტინი, მილიარდერები ალექსეი მორდაშოვი და ვიქტოე ვექსელბერგი. ამასთან, იაპონიის ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრმა კოიჩი ჰაგიუდამ განაცხადა, რომ იაპონია რუსულ ნავთობზე ემბარგოს ვერ შემოიღებს, რადგან ქვეყანას „შეზღუდული“ ენერგორესურსები აქვს, ამიტომ გაუჭირდება ევროკავშირის მსგავსად, მყისიერი გადაწყვეტილება მიიღოს. იაპონია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მიუერთდა. იაპონიის მთავრობის განმარტებით, ქვეყანაში აიკრძალა რუსული ობლიგაციების გამოშვება და გარკვეული ინდივიდების ანგარიშები გაიყინა. 1-ელ მარტს იაპონიამ რუსეთის ოფიციალური პირებისა და ასევე 49 კომპანიის, ორგანიზაციისა და ბანკების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. 21 მარტს რუსეთმა იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა.  შედეგად იაპონიამ რუსულ ქვენახშირს ემბარგო დაადო და ქვეყნიდან 8 რუსი დიპლომატოი გააძევა. 25 მარტს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. მოგვიანებით კი იაპონიამ 19 წლის შემდეგ პირველად, კურილიის კუნძულებს უკანონოდ ოკუპირებული უწოდა.  ასევე წაიკითხეთ იაპონიამ რუსეთში ძვირადღირებული მანქანების ექსპორტი აკრძალა 

იაპონია რუსულ ნავთობზე უარს ვერ ამბობს

იაპონია რუსულ ნავთობზე უარს ვერ ამბობს. ნედლეულზე ემბარგოს ვერც უახლოეს პერიოდში შემოიღებს, რადგან ქვეყანას „შეზღუდული“ ენერგორესურსები აქვს და ევროკავშირის მაგალითს ვერ გაიზიარებს. ამის შესახებ იაპონიის ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრმა კოიჩი ჰაგიუდამ განაცხადა.  ამასთან, ჰაგიუდამ განაცხადა, რომ რუსეთის ენერგორესურსების აკრძალვისას, მთავარია ქვეყნების კოორდინაცია. ჰაგიუდამ ასევე, თქვა, რომ იაპონია მზადაა რუსეთის წინააღმდეგ G7-ის ფარგლებში, ახალი სანქციები განიხილოს. 2021 წელს, იაპონიის ნავთობის იმპორტში, რუსეთის წილმა 4% შეადგინა, გაზის წილმა 9%, ქვანახშირისამ კი 11%-ი. 21 მარტს რუსეთმა იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა. შედეგად იაპონიამ რუსულ ქვენახშირს ემბარგო დაადო და ქვეყნიდან 8 რუსი დიპლომატოი გააძევა. 4 აპრილს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. ასევე წაიკითხეთ  იაპონია რუსული ქვანახშირის იმპორტს კრძალავს და 8 რუს დიპლომატს აძევებს

ჩინეთმა საპატრულო გემები სადავო კუნძულებისკენ გაგზავნა - მედია

იაპონია აცხადებს, რომ ჩინეთის საპატრულო სამსახურის ორი გემი მის ტერიტორიულ წყლებში (სენკაკუს კუნძულებთან) შევიდა, იტყობინება NHK. გავრცელებული ინფორმაციით, ეს წელს უკვე მეშვიდე ასეთი შემთხვევაა. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ხომალდები იაპონურ თევზსაჭერ კატარღებთან მიახლოებას ცდილობდნენ. საზღვაო უსაფრთხოების ეროვნულმა სამსახურმა მეთევზეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ტერიტორიაზე საპატრულო კატარღები გაგზავნა. ისინი ჩინურ გემებს იაპონიის ტერიტორიული წყლების დატოვებისკენ მოუწოდებენ. ამ კუნძულებზე პრეტენზიას პეკინის გარდა, ტაივანიც აცხადებს. იაპონია დაჟინებით მოითხოვს კუნძულებზე მისი სუვერენიტეტის გავრცელებას, ხოლო ჩინეთი მიუთითებს 1783 და 1785 წლების იაპონურ რუქებზე, რომლებიც კუნძულებს ჩინეთის ტერიტორიად მოიაზრებს. ეს დავა 2012 წელს გამწვავდა, როდესაც იაპონიის მთავრობამ კერძო მფლობელისგან ხუთი კუნძულიდან სამი იყიდა. (ANI)  

იაპონიამ, მიხაილ მიშუსტინისა და რუსეთის თავდაცვის კომპანიებს სანქციები დაუწესა

იაპონიამ გამოაცხადა ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. კერძოდ, ისინი მიმართულია პრემიერ მინისტრ მიხაილ მიშუსტინისა და თავდაცვის სექტორის კომპანიებზე. საუბარია სანქცირებული ჯგუფებისთვის გარკვეული საქონლის ექსპორტის აკრძალვაზე და რიგი რუსი ოფიციალური პირებისა და ე.წ. „LDNR“-ის წარმომადგენლების აქტივების გაყინვაზე. სანქციები ეხება რუსეთის რვა მოქალაქესა და ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების 133 წევრს. იაპონიის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, სიაში შედიან მიშუსტინი, ოლიგარქი ვლადიმირ ბოგდანოვი და ოლიგარქ გენადი ტიმშენკოს ოჯახის წევრები. სანქციების ქვეშაა, ასევე 70 კომპანია და კონცერნი „ალმაზ-ანტეი“, კორპორაცია „ტაქტიკური სარაკეტო შეიარაღება“, რუსეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი „ეტალონი“. შეგახსენებთ, რომ იაპონიის მიერ სანქცირებულთა სიაშია რუსეთისა და ბელორუსის 700-მდე მოქალაქე და 200 ორგანიზაცია. რუსეთმა იაპონიის სანქციებს თავადაც სანქციების დაწესებით უპასუხა - ოფიციალური პირებს, მათ შორის, პრემიერმინისტრ ფუმიო კიშიდას ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. იაპონია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მიუერთდა. იაპონიის მთავრობის განმარტებით, ქვეყანაში აიკრძალა რუსული ობლიგაციების გამოშვება და გარკვეული ინდივიდების ანგარიშები გაიყინა. 1-ელ მარტს იაპონიამ რუსეთის ოფიციალური პირებისა და ასევე 49 კომპანიის, ორგანიზაციისა და ბანკების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. 21 მარტს რუსეთმა იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა.  შედეგად იაპონიამ რუსულ ქვენახშირს ემბარგო დაადო და ქვეყნიდან 8 რუსი დიპლომატოი გააძევა. 25 მარტს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. მოგვიანებით კი 19 წლის შემდეგ პირველად, კურილიის კუნძულებს უკანონოდ ოკუპირებული უწოდა.  ასევე წაიკითხეთ იაპონიამ რუსეთში ძვირადღირებული მანქანების ექსპორტი აკრძალა 

NHK: იაპონია უკრაინას კრედიტის სახით $300 მილიონს გამოუყოფს

"იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა, უკრაინას დამატებითი 300 მილიონი დოლარის კრედიტი მისცეს. ამასთან, განიხილავს, რომ დამატებით ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარებით უზრუნველყოს", - ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის სამაუწყებლო კორპორაცია NHK ავრცელებს. მათივე ცნობით, იაპონიის პრემიერ-მინისტრი კიშიდა ფუმიო ამ გადაწყვეტილების გაჟღერებას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან 23 მაისს ჩანიშნულ შეხვედრაზე გეგმავს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.    

იაპონია ორი წლის შემდეგ უცხოელი ტურისტებისთვის იხსნება

პანდემიიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, იაპონია ტურისტებისთვის იხსნება. 10 ივნისიდან ტურისტულ ჯგუფებს ქვეყანაში შესვლა შეეძლებათ. თუმცა, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თითქმის 100 ქვეყანა და რეგიონი სამ რისკ კატეგორიად (წითელი, ყვითელი და ლურჯი) დაიყოფა, რაც განსაზღვრავს, შეეძლებათ თუ არა ვიზიტორებს საკარანტინო ზომების გვერდის ავლა. BBC-ს ცნობით, ჩაკეტვამ ტურიზმის ინდუსტრიას მძიმე დარტყმა მიაყენა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია 2020 წლის 10 მარტს გამოაცხადა. ორგანიზაციის შეფასებით, ქვეყნების მიერ შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, პანდემიის დასასრული ახლოს ჯერ არ არის.  

იაპონია ორ რუსულ ბანკს სანქციებს უწესებს

იაპონია სანქციებს უწესებს კიდევ ორ რუსულ ბანკს. შეზღუდვები დაუწესდება - „მოსკოვის საკრედიტო ბანკსა“ და „როსსელხოზბანკს“. აღსანიშნავია, რომ ეს ორი ფინანსური ორგანიზაცია რუსეთის ათი უმსხვილესი ბანკის სიაში შედის. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთს მიერ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ, იაპონიამ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების რამდენიმე პაკეტი დაამტკიცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

იაპონიამ რუსეთიდან ოქროს იმპორტი აკრძალა

უკრაინაში გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომის გამო, იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა დასავლეთი რუსეთის „გაყინულ“ ოქროსა და სავალუტო რეზერვებს უკრაინას გადასცემს იაპონიის ხელისუფლებამ, რუსული ოქროს იმპორტზე, ემბარგო დააწესა. გარდა ამისა, იაპონურ კომპანიებს რუსული ბიზნესისთვის აღრიცხვის, აუდიტისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა ეკრძალებათ. ახალი შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია იაპონიის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. Bloomberg: G7-ის ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდნენ რუსულ ოქროზე დასავლეთის ემბარგო კრემლს ყოველწლიურად, $19 მილიარდი დაუჯდება - ბლინკენი იაპონიის ხელისუფლება ბავარიაში გამართულ "დიდი შვიდეულის" ქვეყნების სამიტზე კოლეგებთან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდა. შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტზე ემბარგო უკვე ოფიციალურად დააწესა. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ოქრო რუსული ექსპორტის მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელსაც რუსეთისთვის "ათობით მილიარდი დოლარი მოაქვს." აშშ-ის შემდეგ, რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვა ევროკავშირსაც სურს - Bloomberg

იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლის დროს ესროლეს

იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს, ქალაქ ნარაში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ცნობილია, ბოროტმოქმედი დაკავებულია. რა გახდა თავდასხმის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. ცნობისთვის, შინძო აბე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2006-2007 და 2012-2020 წლებში იკავებდა.   

იაპონიის ყოფილი პრემიერი სინძო აბე, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, გარდაიცვალა

იაპონიის ყოფილი პრემიერი შინზო აბე, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, გარდაიცვალა.  ინფორმაციას Reuters-ი აქვეყნებს.  იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლის დროს ესროლეს იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, სინძო აბეს, ქალაქ ნარაში, საპარლამენტო არჩევნების კამპანიის ფარგლებში, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რის შემდეგაც ის უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, ბოროტმოქმედი დაკავებულია. რა გახდა თავდასხმის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. „მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია, არ შეიძლება, მომხდარის საარჩევნო კამპანიასთან კავშირის უგულვებელყოფა. არჩევნები მიმდინარეობს. ეს არის დემოკრატიის საფუძველი და ასეთ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ეს არის ბარბაროსობა და მავნებლობა, ამასთან შეგუება არ შეიძლება“, – განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ. ცნობისთვის, სინძო აბე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2006-2007 და 2012-2020 წლებში იკავებდა. 

სინძო აბეს მკვლელობა: იაპონიის პოლიციის განცხადებით, უსაფრთხოების თვალსაზრისით ხარვეზები იყო

იაპონიის პოლიციამ აღიარა, რომ იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სინძო აბეს მკვლელობის დღეს, უსაფრთხოების თვალსაზრისით ხარვეზები არსებობდა. პოლიცია იძიებს, რატომ იყო აბე სამიზნე და მოქმედებდა თუ არა მისი მკვლელი მარტო. „უდავოა, რომ უსაფრთხოების კუთხით იყო პრობლემები”, - განაცხადა ნარას პოლიციის უფროსმა ტომოაკი ონიზუკამ. სინძო აბე სიტყვით გამოდიოდა საარჩევნო ღონისძიებაზე, როდესაც უკნიდან ესროლეს. ფოტოებზე ჩანს, რომ ეჭვმიტანილი მასთან ახლოს დგას რამდენიმე წუთით ადრე. მოწმეებმა აღწერეს, რომ დაინახეს კაცი, რომელსაც დიდი იარაღი ეჭირა, სინძო აბედან რამდენიმე მეტრში მოძრაობდა და ორჯერ ისროლა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიწაზე დაეცა. იაპონიის ყოფილი პრემიერი სინძო აბე, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, გარდაიცვალა მოგვიანებით, ეჭვმიტანილის სახლში აღმოაჩინეს კიდევ რამდენიმე ხელნაკეთი იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერება. იაპონიის ყოფილი პრემიერი კისერში იყო დაჭრილი და დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა საავადმყოფოში გადაყვანისას.  

სინძო აბე სიკვდილის შემდეგ, იაპონიის უმაღლესი ორდენით დააჯილდოვეს

იაპონიის მთავრობამ ორშაბათს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა, რომ ქვეყნის უმაღლესი ორდენი, იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ სინძო აბეს, სიკვდილის შემდეგ მიენიჭოს. საინფორმაციო სააგენტო Kyodo-ს ცნობით, აბე  ქრიზანთემის უმაღლესი ორდენით, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდება. სინძო აბეს მკვლელობა: იაპონიის პოლიციის განცხადებით, უსაფრთხოების თვალსაზრისით ხარვეზები იყო  8 ივლისს, იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, სინძო აბეს, ქალაქ ნარაში, საპარლამენტო არჩევნების კამპანიის ფარგლებში, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რის შემდეგაც ის უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა.   იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლის დროს ესროლეს იაპონიის ყოფილი პრემიერი სინძო აბე, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, გარდაიცვალა

გერმანია და იაპონია უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ორგანიზებაში დაეხმარებიან

უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, გერმანია და იაპონია დაიცავენ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს და დაეხმარებიან უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ორგანიზებას. ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშიმასა ჰაიაშიმ და მისმა გერმანელმა კოლეგამ ანალენა ბაერბოკმა ტოკიოში მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადეს. „იაპონიის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პირობა დადეს, რომ ერთობლივად იმუშავებენ, რათა მხარი დაუჭირონ მოსკოვის მიმართ ეკონომიკური სანქციების შენარჩუნებას და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, რომელსაც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი ემუქრება“, - იუწყება იაპონური მედია მინისტრების პრესკონფერენციაზე დაყრდნობით. ჰაიაშის თქმით, ტოკიო და ბერლინი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს დაუჭერენ მხარს. თუმცა, მინისტრს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რას გეგმავს ორივე ქვეყანა. კუნძულ ზმეინის გათავისუფლების შემდეგ, დუნაი-შავი ზღვის არხით გემებმა მოძრაობა დაიწყეს მოხსენების თანახმად, ორივე მინისტრი ასევე შეთანხმდა, რომ „კიდევ უფრო უნდა გააძლიერონ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, სადაც ჩინეთი აძლიერებს პოზიციებს“. თურქეთის პრეზიდენტმა მარცვლეულის ექსპორტის საკითხი ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან განიხილა „ჩვენ უნდა გავერთიანდეთ თანამოაზრე ქვეყნებთან, რათა გავუმკლავდეთ რუსეთის შეჭრას უკრაინაში, რომელიც ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს“, - განაცხადა ჰაიაშიმ.

ირაკლი ღარიბაშვილმა იაპონიის საელჩოში სინძო აბეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის საელჩოში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრიი შინძო აბეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და იაპონიის ელჩს, იმამურა აკირას და მის მეუღლეს თანაგრძნობა გამოუცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გამოვხატავ უდიდეს პატივისცემას იაპონელი ხალხის და პრემიერ-მინისტრ სინძო აბეს ოჯახისა და ახლობლების მიმართ და გულწრფელად ვიზიარებ მათ მწუხარებას. იგი, როგორც გამორჩეული პიროვნება და იაპონიის ლიდერი, სათავეში ედგა სხვადასხვა გლობალურ ძალისხმევას ჩვენი საერთო კეთილდღეობისა და დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად. ამ გლოვის ჟამს, ჩვენ ვიზიარებთ იაპონელი ხალხის მწუხარებას“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში. შეგახსენებთ, რომ იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს, ქალაქ ნარაში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხეხდა. ცნობისთვის, შინძო აბე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2006-2007 და 2012-2020 წლებში იკავებდა.   

იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობის პროექტი ხორციელდება

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, იაპონიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოში ტყის მდგრადი მართვა და კლიმატგონივრული ტყის მართვის პრაქტიკის მხარდაჭერა“ ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიღაურაში „საქმიანი ეზო“ მოეწყობა, ძეგვისა და ქვემო ლისის „საქმიანი ეზოები“ შესაბამისი  ტექნიკით  (ოთხი ერთეული სატვირთო ავტომობილი,  სამი „პიკაპის“  მარკის ავტომობილი,  ერთი ტრაქტორი და  სამი ელექტროენერგიის გენერატორი) აღიჭურვება. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, ადგილობრივ მეტყევეებს  პერსონალური უსაფრთხოების  ნაკრები, 100 ერთეული ცეცხლმაქრი და სამი კვადროციკლი გადაეცემათ, რაც ტყის ხანძრების რისკების მართვას შეუწყობს ხელს. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე,  იაპონიის  ელჩი საქართველოში იმამურა აკირა და UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ანნა ჩერნიშოვა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ბოდორნაში ახლადაშენებულ „საქმიანი ეზოში“ იმყოფებოდნენ და ხე-ტყის დამზადების ახალ მოდელს ადგილზე გაეცნენ. შეხვედრაზე  სატყეო სექტორში მიმდინარე  რეფორმებსა  და ამ რეფორმებში „საქმიანი ეზოს“ როლზეც ისაუბრეს.   პროექტის მიზანია ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის ტერიტორიიდან საშეშე მერქანის მოპოვება, ტრანსპორტირება და  სარეალიზაციოდ დამუშავება  „საქმიან ეზოებში“, რაზეც, ძირითადად, ადგილობრივი, სოციალურად დაუცველი  მოსახლეობა იქნება დასაქმებული“, – ნათვამია ინფორმაციაში. როგორც მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ  განაცხადა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით,  ქვეყნის მასშტაბით უკვე მოწყობილია 43 „საქმიანი ეზო“. სატყეო რეფორმა ითვალისწინებს სატყეო მეურნეობის განვითარებას, რაც საშუალებას მოგვცემს მომავალში სოციალური ჭრა ეტაპობრიივად შევცვალოთ ისეთი ტიპის მომსახურებით, რომელიც უფრო მეტად კომფორტული იქნება  მოსახლეობისთვის, ბიზნესისთვის და მერქნულ რესურსზე იქნება გამარტივებული წვდომა. „იაპონელები და ქართველები ტყის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებითა და სიღრმისეულ კულტურული კავშირით გამოვირჩევით. ტყის აღდგენა და კონსერვაცია იაპონიის ერთ-ერთი ეროვნული პრიორიტეტია. ამ მხრივ, ჩვენმა ქვეყანამ თვალსაჩინო წარმატებას მიაღწია. მოხარულები ვართ, ეს გამოცდილება საქართველოს გავუზიაროთ, ხელი შევუწყოთ ტყის ფაქიზი ეკოსისტემის შენარჩუნებას და დავეხმაროთ საქართველოს მოსახლეობას, უფრო ეფექტიანად გამოიყენოს განახლებადი ენერგიის შესაძლებლობები“, – აღნიშნა იაპონიის ელჩმა იმამურა აკირამ. პროექტი „საქართველოში ტყის მდგრადი მართვა და კლიმატგონივრული ტყის მართვის პრაქტიკის მხარდაჭერა“ – იაპონიის მთავრობის დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით  ხორციელდება,  რისთვისაც  920 000 აშშ დოლარია გამოყოფილი. „UNDP მიესალმება ახალ ტყის კოდექსს, რომელშიც წარმოდგენილია საქართველოს მთავრობის ხედვა ტყის გაჩეხვის შემცირებასთან და ტყის მდგრად მართვასთან დაკავშირებით. ტყის რეფორმის ხელშეწყობის მიზნით, ჩვენ პრაქტიკულ დახმარებას ვუწევთ როგორც ეროვნულ სატყეო სააგენტოს, ისე ადგილობრივ მოსახლეობას და ხელს ვუწყობთ ყოველდღიურ ცხოვრებაში მწვანე, ჯანსაღი და მდგრადი მიდგომების დანერგვას“, – განაცხადა UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ანა ჩერნიშოვამ. როგორც ეროვნულ სატყეო სააგენტოში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი სოფლების ყველაზე მოწყვლად ოჯახებს ენერგოეფექტური ღუმლები გადაეცემა. რეგიონის დაახლოებით 43,000 -მდე მაცხოვრებელი მიიღებს მდგრადი გზით დამზადებულ საწვავს – ბიომასას, რომელსაც ყოველდღიური საჭიროებისთვის გამოიყენებს. ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან ტყის დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობის შესახებ.  

იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სინძო აბეს მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სინძო აბეს მკვლელობაში ბრალდებულ ტეცუია იამაგამის წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლის დროს ესროლეს როგორც ცნობილია, სასამართლომ უნდა დაადგინოს, შეუძლია თუ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრის მკვლელობაში ბრალდებულს ჩადენილ დანაშაულზე პასუხისგება. ამასთან, 41 წლის იამაგამი ფსიქიატრიულ ექსპერტიზას გაივლის.  ცნობისთვის, 8 ივლისს, იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს, ქალაქ ნარაში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ყოფილი პრემიერ-მინისტრი კლინიკაში დაიღუპა.  ასევე წაიკითხეთ: იაპონიის პრემიერ-მინისტრი: ყოფილი პრემიერი, რომელსაც ერთ-ერთ ღონისძიებაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია  

იაპონიის პრემიერმა მინისტრთა კაბინეტი შეცვალა

იაპონიის მთავრობის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა ფუმიო კიშიდამ 10 აგვისტოს ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ოფიციალურად გამოაცხადა.  იტყობინება იაპონური ტელეარხი NHK. არხის ცნობით, კიშიდა იმედოვნებს, რომ ცვლილებები მას ქვეყნის შიდა პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება. მათ შორისაა COVID-19-ის ახალი ტალღა,  ფასების ზრდა და ასევე დაძაბულობა უკრაინასა და ტაივანში. ცვლილებების შედეგად ადგილებს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი შეინარჩუნებს: საგარეო საქმეთა მინისტრი იოშიმასა ჰაიაში, ფინანსთა მინისტრი სუნიჩი სუზუკი და მათ გარდა კიდევ სამი მინისტრი. მთავრობაში ხუთი ყოფილი მინისტრი იქნება.  მანამდე, კიშიდამ იაპონიის მთავარი მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის (LDP) ახალი ხელმძღვანელობა დაასახელა. პარტიის ვიცე-პრეზიდენტად ტარო ასო დარჩება, გენერალური მდივნის მთავარ პოსტს კი ტოშიმიცუ მოტეგი შეინარჩუნებს. ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრი კოიჩი ჰაგიუდა, პოლიტიკური კვლევების საბჭოს თავმჯდომარე გახდება. ცნობისთვის, სინძო აბეს მკვლელობის შემდეგ, მოქმედი პრემიერისა და მთავრობის მიმართ მოსახლეობის ნდობა იკლებს. ბოლოს ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის კვლევამ აჩვენა, რომ ფუმიო კიშიდას რეიტინგი 46%-მდე დაეცა, რაც მისი მმართველობის ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.      

იაპონიაში, ტაიფუნ „მეარის“ მოახლოების გამო 72 ათასი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა

იაპონიაში, სიძუოკას პრეფექტურაში ტაიფუნ „მეარის“ მოახლოების გამო 72 ათასი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა. ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს მოსალოდნელი ქარიშხლის გამო, შესაძლოა საზოგადოებრივი ტრანსპორტიც შეფერხდეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ევაკუაციის მოთხოვნა საფრთხის მეოთხე დონეს შეესაბამება.  ცნობისთვის, ტაიფუნი „მეარის“ იაპონიისგან სამხრეთით 12 აგვისტოს გაჩნდა.   

იაპონიაში მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა კარატისტებმა 3 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს

იაპონიაში ქართველმა კარატისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე დიდი წარმატებით იასპარეზეს, საერთო ჯამში 3 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შოტოკან კარატეს ფედერაციის გუნდი ავრცელებს. „იაპონიაში ქართველმა კარატისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე დიდი წარმატებით იასპარეზეს, საერთო ჯამში 3 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ჭაბუკა მახარაძემ უფროსებს შორის ინდივიდუალურ კატასა და კუმიტეს აბსოლუტურ კატეგორიებში I ადგილი და 2 ოქროს მედალი მოიპოვა და ამ გამარჯვებით მსოფლიო ჩემპიონის ტიტული თავის სპორტულ კარიერაში უკვე მეოთხედ მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ტოკიოში შოტოკან კარატე დოს მსოფლიო ჩემპიონატზე მან 2015 წელს ინდივიდუალურ კატაში ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. წარმატებით იასპარეზა ვეტერანთა შორის ნოდარ ხაჩიშვილმა, რომელმაც ინდივიდუალურ კუმიტეში I ადგილი და ოქროს მედალი აიღო, ინდივიდუალურ კატაში კი ვერცხლს დასჯერდა. ჭაბუკა მახარაძე არის მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ასევე მრავალი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული სპორტსმენი და წარმატებული ინსტრუქტორი, არის შავი ქამრის V დანის მფლობელი, საქართველოს შოტოკან კარატე კონფედერაციის უფროსი ინსტრუქტორი. საერთაშორისო ტურნირებზე ის 2000 წლიდან რეგულარულად წარმატებით ასპარეზობს, მოპოვებული აქვს ყველა სინჯის: ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, საერთო ჯამში 100-ზე მეტი მედალი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

იაპონია ჩინეთის წინააღმდეგ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების განლაგებას განიხილავს - Reuters

იაპონია ჩინეთის წინააღმდეგ, კონტრშეტევის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, შორ მანძილზე მოქმედი საკრუიზო რაკეტის განლაგებას განიხილავს. ამის შესახებ Reuters-ი გაზეთ Yomiuri-ზე დაყრდნობით წერს. გამოცემა სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გემების ან თვითმფრინავების საშუალებით გაშვებული იარაღი ძირითადად, სამხრეთ ნანსეის კუნძულების გარშემო განლაგდება, მისი რადიუსი 1000 კმ იქნება და შეძლებს, ჩრდილოეთ კორეისა და ჩინეთის სანაპირო ზონებს მიაღწიოს. იაპონიის საგარეო უწყება კომეტარს არ აკეთებს. ცნობისათვის, რეგიონული დაძაბულობა ამ თვეში, ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ გაიზარდა. პელოსი ტაივანს ჩინეთის მუქარის მიუხედავად ეწვია. საპასუხოდ, ჩინეთმა სამხედრო წვრთნები დაიწყო. ტაივანის თქმით, პეკინმა 11 ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. იაპონიამ განაცხადა, რომ ხუთი ჩინური რაკეტა ასევე ჩავარდა მის წყლებში და ჩინეთს წვრთნების დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდა. ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, ტაივანს აშშ-ის კონგრესის დელეგაციაც ეწვია. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი

იაპონია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს

იაპონიის პრემიერ მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ იაპონიამ უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე ზეწოლა უნდა განაგრძოს, მათ შორის სანქციების გამკაცრებით. ამის შესახებ Reuters იტყობინება. კიშიდამ თავისი კაბინეტის მინისტრებს შესაბამისი დავალება უკვე მისცა. „ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას G7-თან და საერთაშორისო საზოგადოებასთან პრემიერ-მინისტრის მითითებების შესაბამისად და სათანადო რეაგირებას მოვახდენთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა შუნიჩი სუზუკიმ. 7 ივნისს, უკრაინის ელჩმა იაპონიაში სერჰი კორსუნსკიმ განაცხადა, რომ ხელი მოეწერა ახალ ხელშეკრულებას, რომელიც უკრაინისთვის დახმარების 500 მილიონი დოლარით გაზრდას ითვალისწინებს.  

იაპონიის პოლიციის უფროსი, ყოფილი პრემიერის სინძო აბეს მკვლელობის გამო გადადგა

იაპონიის ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელი, იტარუ ნაკამურა, თანამდებობიდან გადადგა. ამის მიზეზად, მან იაპონიის ყოფილი პრემიერის სინძო აბეს მკვლელობა დაასახელა. მისი თქმით, სამართალდამცველებმა დაცვის წესებში შეცდომები დაუშვეს.    იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლის დროს ესროლეს ამის შესახებ The Japan Times წერს. იაპონიის ყოფილი პრემიერი სინძო აბე, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, გარდაიცვალა იტარუ ნაკამურამ დასძინა, რომ გადადგომის შესახებ განცხადება უკვე წარუდგინა საზოგადოებრივი უსაფრთხოების ეროვნულ კომისიას. ნაკამურა ასევე წუხს, რომ პოლიციამ 8 ივლისს, ზედა პალატის არჩევნების წინ გამართულ საარჩევნო მიტინგზე სინძო აბე ვერ დაიცვა.  

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 13 პაკეტი დააწესა

იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების 13 პაკეტი აამოქმედა. ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, უკრაინის პრეზიდენტის დიპლომატიურმა მრჩეველმა ანდრეი სიბიგამ იაპონიის ელჩთან კუნინორი მაცუდუსთან შეხვედრისას განაცხადა. იაპონია ორ რუსულ ბანკს სანქციებს უწესებს როგორც სიბიგამ აღნიშნა, ელჩთან ერთად განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითადი საკითხი, ასევე უკრაინისა და იაპონიის ურთიერთქმედების საკუთხები გაეროს რეზოლუციის ფარგლებში. იაპონიამ რუსეთიდან ოქროს იმპორტი აკრძალა „იაპონიის უპრეცედენტო სამხედრო მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას. პირველად ამ ქვეყნის ომისშემდგომ ისტორიაში, ისინი გვაწვდიან ძალიან საჭირო არალეტალურ სამხედრო დახმარებას ფრონტზე. ასევე მნიშვნელოვანია იაპონიის მიერ აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ დასწესებულ სანქციები. ტოკიომ უკვე შემოიღო სანქციების 13 ასეთი პაკეტი“, - განაცხადა ანდრეი სიბიგამ.   

იაპონიას ძალიერი ქარიშხალი „ნანმადოლი“ დაატყდა თავს - დაიღუპა, სულ მცირე 2 ადამიანი

იაპონიას ძალიერი ქარიშხალი „ნანმადოლი“ დაატყდა თავს. სტიქიურ უბედურებას ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, კუნძულ კიუშუზე სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა, 90-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს. 9 მილიონ ადამიანს ევაკუაცია უბრძანეს, რის გამოც ათობით ათასმა ადამიანმა ღამე თავშესაფრებში გაატარა. ვრცელდება ინფორმაცია სულ მცირე 2 მსხვერპლის შესახებ. როგორც მოსალოდნელია, სტიქია უახლოეს პერიოდში ქვეყნის ყველაზე დიდ კუნძულ ჰონსიუს დაატყდება თავს.  

იაპონია, რუსეთში ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული საქონლის ექსპორტს კრძალავს

იაპონიამ ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული საქონლის რუსეთში ექსპორტის აკრძალვა გადაწყვიტა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ბრიტანული სააგენტო წერს, რომ ტოკიომ მოსკოვის წინააღმდეგ დამატებითი სანქცია რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დააწესა. ამასთან, იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მდივანი ჰიროკაზუ მაცუნო აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების გამო, შეშფოთებულები არიან. „იაპონია ღრმად არის შეშფოთებული, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობით”, - განაცხადა მაცუნომ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე და დამატა, რომ იაპონია უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთისთვის სანქციების დაწესების მიზნით, საერთაშორისო საზოგადოებასთან მუშაობას გააგრძელებს.

რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა იაპონიის კონსული დააკავა

ვლადივოსტოკში, რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა (FSB) იაპონიის კონსული მოტოკი ტაცუნორი დააკავა.  FSB საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის (CSP) ინფორმაციით, დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. „იაპონელი დიპლომატი დააკავეს, როდესაც ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ერთ-ერთ ქვეყანასთან რუსეთის თანამშრომლობის ამჟამინდელი ასპექტების შესახებ, შეზღუდული გავრცელების ინფორმაციას იღებდა. კერძოდ, როგორია დასავლეთის სანქციების პოლიტიკის გავლენა ეკონომიკაზე და რა ვითარება პრიმორსკის მხარეში“, - განაცხადეს FSB-ში 26 სექტემბერს. იაპონურმა მხარემ, მომხდარი დიპლომატიური არხებით გააპროტესტა.  ღია წყაროების მონაცემებით, მოტოკი ტაცუნორი, რუსეთის ფედერაციაში იაპონიის გენერალური კონსულია პოლიტიკურ საკითხებში.  

იაპონიამ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა

იაპონიის ხელისუფლებამ რუსეთისთვის სანქციები გააფართოვა და სიას კიდევ 81 ადამიანი და 9 ორგანიზაცია დაამატა. იაპონია, რუსეთში ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული საქონლის ექსპორტს კრძალავს კერძოდ, სანქციების სიას დაემატნენ რუსეთის პრემიერ-მინისტრის მიხაილ მიშუსტინის, თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების და ნაციონალური ძალების ნათესავები.  იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 13 პაკეტი დააწესა ორგანიზაციებს შორის, რომელთა მიმართ სანქციები დაწესდა, არის Rostec Corporation, Ruselectronics ჰოლდინგი, კალაშნიკოვის კომპანიების ჯგუფი, JSC UEC-Klimov, More გემთმშენებელი ქარხანა, Sozvezdie კონცერნი, JSC United Engine Corporation და გემთმშენებელი ქარხანა "Yantar". ბოლოს იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები სექტემბრის ბოლოს დააწესა. შემდეგ ტოკიომ სანქციების სიაში 21 რუსული კომპანია დაამატა და ასევე რუსეთში „ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული“ საქონლის ექსპორტი აკრძალა.   

ზელენსკი: კურილიის კუნძულები იაპონიაა

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კურილიის კუნძულების (რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ), იაპონიის ტერიტორიად აღიარების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.  იაპონიამ 19 წლის შემდეგ პირველად, კურილიის კუნძულებს უკანონოდ ოკუპირებული უწოდა „დღეს მივიღე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - სამართლიანი, იურიდიულად უნაკლო, ისტორიული. უკრაინამ კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, მათ შორის მისი ჩრდილოეთ ტერიტორიები, რომლებიც ჯერ კიდევ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა.  დღეს ხელი მოვაწერე შესაბამის განკარგულებას. ამის შესახებ განცხადება უმაღლეს რადაშიც კეთდება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას მსოფლიოში, მიიღონ მსგავსი გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.  საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის ბოლოს კუნძულებზე კონტროლი დაამყარა. სადაო კუნძულებს რუსეთი სახალინის ოლქის სამხრეთ კურილიის რეგიონის შემადგენელ ნაწილად განიხილავს. კუნძულებს იაპონია ჩრდილოეთ ტერიტორიებს ან სამხრეთ ჩიშიმას უწოდებს და ჰოკაიდოს პრეფექტურის ნაწილად თვლის. ასევე წაიკითხეთ იაპონია: კურილიის კუნძულები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც საერთაშორისო სამართლის ისეთივე უხეში დარღვევაა, როგორც მისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ  

იაპონური ავტოკონცერნი Nissan-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს

იაპონური ავტომწარმოებელი Nissan-ი რუსეთში არსებულ ყველა აქტივს, მათ შორის სანქტ-პეტერბურგის ქარხანას სახელმწიფოს გადასცემს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაშია საუბარი.  გარიგება მოიცავს Nissan-ის საწარმოო და კვლევით ობიექტებს სანქტ-პეტერბურგში (Nissan Manufacturing Rus LLC), ასევე, გაყიდვებისა და მარკეტინგის ცენტრს მოსკოვში. „ნისანსა“ და „რენოს“, რომლებიც რუსეთში ალიანსში იმყოფებოდნენ, აქტივების ექვსი წლის განმავლობაში გამოსყიდვის შესაძლებლობა დარჩათ. „ნისანის“ ქარხანამ სანქტ-პეტერბურგში ავტომობილების წარმოება 2009 წელს დაიწყო. 2021 წელს ქარხანამ წარმოება 17%-ით 45 ათას მანქანამდე გაზარდა. შარშან რუსეთში 51,5 ათასი „ნისანის“ მარკის ავტომობილი გაყიდეს. ბაზარზე ავტოკონცერნის წილი 3,1%-ს შეადგენდა.  

იაპონური კომპანიები ანაკლიის პორტით დაინტერესდნენ - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის თქმით, იაპონელი ინვესტორები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტით დაინტერესდნენ. ამის შესახებ არველაძემ თბილისიში, ქართულ-იაპონური ბიზნესფორუმზე გამოსვლამდე მედიასთან განაცხადა.  ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტზე, ახალი ტენდერის გამართვის ვადები უცნობია „ჩვენ მათ ვთავაზობთ ლოგისტიკური სფეროს მიმართულებით ინვესტიციებს, მათ შორის ანაკლიის პორტი გახლავთ ერთ-ერთი ინტერესი, რომლითაც კომპანიები არიან დაინტერესებულნი. ასევე არის ენერგეტიკის სფერო, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რითაც იაპონელი ინვესტორები ინტერესდებიან და ჩვენ უკვე გვყავს კომპანია TEPCO, რომელიც უკვე მონაწილეობს როგორც ერთ-ერთი ინვესტორი საქართველოში ენერგეტიკის სფეროში,”- განაცხადა გენადი არველაძემ. ამასთან, გენადი არველაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის დიდი ინტერესია, მოიზიდოს მეტი იაპონური კომპანია და  იაპონური ინვესტიციები საქართველოში. მისივე თქმით, 1997 წლიდან დღემდე იაპონიიდან 254.5 მლნ. აშშ. დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 2022 წლის მეორე კვარტალში იაპონიიდან რეკორდულად მაღალი - 42 მლნ. დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში იაპონიასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 39%-ით გაიზარდა და 220 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. „ამ მხრივ, მინდა, ხაზი გავუსვა საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შეთანხმების ძალაში შესვლის მნიშვნელობას. ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს კერძო კაპიტალის მოძრაობას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას, ეკონომიკური რესურსების ეფექტურად განვითარებას და საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს“, - განაცხადა გენადი არველაძემ.  თბილისში მიმდინარე წარმომადგენლობითი ქართულ - იაპონური ბიზნესფორუმის მუშაობაში 30 იაპონური კომპანია მონაწილეობს. ფორუმი საქართველოში იაპონიის საელჩოსა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით და JTI მხარდაჭერით ტარდება.

იაპონური ავტომწარმოებელი Infiniti რუსეთის ბაზარს ტოვებს

იაპონურმა ავტომწარმოებელმა Infiniti-მ განაცხადა, რომ რუსეთის ბაზრიდან გადის. რუსეთში მსუბუქი ავტომობილების გაყიდვები 63%-ით შემცირდა იაპონურმა ბრენდმა, ახალი ავტომობილების მიწოდება რუსეთის ბაზარზე 9 მარტს შეაჩერა. კომპანიამ განაცხადა, რომ რეგულარულად აკვირდება რუსეთში არსებულ ვითარებას და აანალიზებს სანქციების გავლენას ბრენდსა და ბიზნესზე.  უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ დაწესებული სანქციების გამო, რუსული ბაზარი ბევრმა ავტომწარმოებელმა დატოვა.  Ford-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს მათ შორისაა General Motors-ი, Volvo, Mitsubishi, Harley-Davidson-ი, Ford-ი, BMW, Jaguar Land Rover-ი, Volkswagen-ი, Skoda, Mercedes-Benz-ი და სხვები, მათ შორის პრემიუმ ბრენდები Porsche, Ferrari და Lamborghini. Mercedes Benz-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს ევროპული ბიზნესის ასოციაციის (AEB) მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით აგვისტოში, რუსეთში ავტომობილების გაყიდვები 62,4%-ით შემცირდა.  ამასთან, რუსეთის მოქალაქეებმა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2022 წლის ცხრა თვეში 20,7%-ით ნაკლები მეორადი ავტომობილი შეიძინეს.   

დიდი ბრიტანეთი და იაპონია უკრაინის მხარდაჭერასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა სატელეფონო საუბარი გამართეს. უკრაინული მედიის ცნობით, მხარეები უკრაინის მხარდაჭერასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომისა და ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის სამხედრო აქტივიბების გაზრდის ფონზე, ლიდერები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. სამინისტროს ცნობით, სუნაკმა და კიშიდამ დაადასტურეს, რომ იაპონია და ბრიტანეთი დააჩქარებენ მოლაპარაკებებს, რომლებიც გააძლიერებს თავსებადობასა და თანამშრომლობას მათ შეიარაღებულ ძალებს შორის, ასეევე, შეთანხმებას მოიერიშე თვითმფრინავების ერთობლივად შექმნის მიზნით.  

იაპონია და დიდი ბრიტანეთი სამხედრო ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს - FT

იაპონია და დიდი ბრიტანეთი აპირებენ ხელი მოაწერონ მთავარ თავდაცვის პაქტს, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყნებს, გააძლიერონ თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან ინდო-წყნარ ოკეანეში და გაზარდონ შეკავება ჩინეთიდან მზარდი საფრთხის წინააღმდეგ. FT-ის ინფორმაციით, დოკუმენტის გაფორმება დეკემბერში იგეგმება. გამოცემის წყაროს ცნობით, ქვეყნები ორმხრივ შეთანხმებას (RAA) მოაწერენ ხელს, რაც კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ტოკიო მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თავდაცვით კავშირებს კიდევ უფრო აღრმავებს, რათა ტაივანის გარშემო ჩინეთთან შესაძლო კონფლიქტისთვის მოემზაადოს. პაქტი ერთობლივი წვრთნების ჩატარებასა და ლოგისტიკურ თანამშრომლობას გაამარტივებს. ის ასევე უზრუნველყოფს საკანონმდებლო ჩარჩოს, რათა ხსენებულ სახელმწიფოებში ერთმანეთის ჯარების შესვლისთვის მძიმე ბიუროკრატიული ბარიერი გაამარტივოს. „იაპონიასა და დიდ ბრიტანეთს შორის ორმხრივი შეთანხმება საშუალებას მისცემს ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს უფრო ადვილად განლაგდნენ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში“, - ამბობს უსაფრთხოების ექსპერტი ზაკ კუპერი. The Financial Times-ის წერს, რომ პაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებაზე, დიდ ბრიტანეთში ფუმიო კიშიდას ვიზიტის დროს შეთანხმდნენ, როდესაც იაპონიის პრემიერ-მინისტრი იმჟამინდელ პრემიერს ბორის ჯონსონს შეხვდა.

იაპონიამ და აშშ-მ აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში, საჰაერო ძალების ერთობლივი წვრთნები გამართეს

იაპონიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა (ASDF) და აშშ-ს არმიამ აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს. იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთობლივ საჰაერო ძალების წვრთნებში იაპონიის საჰაერო ძალების 9 სამხედრო თვითმფრინავი, საჰაერო ძალების F-2 და ამერიკული B1-B ბომბდამშენი და F-16 თვითმფრინავი მონაწილეობდნენ.  „წვრთნები ორი მოკავშირე ძალის მჭიდრო ურთიერთქმედების დემონსტრირებას ისახავს მიზნად“,- აცხადებენ იაპონიის თავდაცვის სამინისტროში. ამასთან, იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ASDF-მა და აშშ-ს სამხედროებმა, რეგიონში უსაფრთხოების საკითხების გადაჭრის მიზნით მზადყოფნა გამოავლინეს. იაპონიის თავდაცვის უწყების ცნობით, 2022 წლის დასაწყისიდან ჩრდილოეთ კორეამ გაეროს რეზოლუციების დარღვევით, 30-ზე მეტი მრავალმხრივი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ჩრდილოეთ კორეის მიერ 4 ოქტომბერს გაშვებულმა ბალისტიკურმა რაკეტამ იაპონიას გადაუარა და წყნარ ოკეანეში ჩავარდა. ბოლოს მსგავსი გამოცდა ჩრდილოეთ კორეამ 2017 წლის სექტემბერში ჩაატარა.   

შალვა პაპუაშვილმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასა და მის გეოპოლიტიკურ შედეგებზე, იაპონელ კოლეგასთან ისაუბრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იაპონიის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ჰიროიუკი ჰოსოდას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ წელს აღინიშნება საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავი და პოზიტიურად შეფასდა ბოლო წლებში საქართველო-იაპონიის ურთიერთობების მზარდი დინამიკა. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა იაპონიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს მიერ გაეროში წარდგენილი რეზოლუციების თანასპონსორობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გატარების მტკიცე მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას და მის გეოპოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების და წესრიგზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის პატივისცემის აუცილებლობას. მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო თანამშრომლობაზე და შეთანხმდნენ მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირების გაღრმავებაზე. შეხვედრა შალვა პაპუაშვილისა და საპარლამენტო დელეგაციის იაპონიაში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: მამუკა მდინარაძე, შოთა ხაბარელი და ირაკლი მეზურნიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.  

შალვა პაპუაშვილი: იაპონია დაინტერესებულია საქართველოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობით

იაპონია დაინტერესებულია საქართველოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობით, - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იაპონიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იაპონიის პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა იაპონიის პარლამენტში შეხვედრები გამართა „ინტერესი, რომ გაიზარდოს ეს თანამშრომლობა, ძალიან დიდია, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი განახლებადი ენერგიის წარმოების კუთხით. ამავე დროს, დღესდღეობით არის დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის, მათ შორის ენერგორესურსების ტრანსპორტირების მხრივ. იაპონია დაინტერესებულია საქართველოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. შალვა პაპუაშვილმა იაპონიის პარლამენტში შეხვედრები გამართა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, იაპონია დაინტერესებულია, საქართველოსთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაიზარდოს. „დღეს შეხვედრა გვქონდა როგორც იაპონიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან. ორი მომენტია, რომელსაც ამ შეხვედრებიდან გამოვყოფდი – ეს შეეხება დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ იაპონია ისტორიულადაც, იმ პრობლემური ურთიერთობიდან გამომდინარე, რომელიც რუსეთთან ჰქონდა, ამ მხრივ შეიძლება, ყოველთვის აცნობიერებდა რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს, თუმცა დღეს ჩანს, რომ მას გახსნილად ესმის ის პოლიტიკა, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ქმედებების დაგმობასთან, საქართველოსთან მიმართებით მის საოკუპაციო პოლიტიკასთან და რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მნიშვნელოვანია, იყოს მხარდაჭერილი და გაძლიერებული. ამ მხრივ, ჩვენ ინტენსიურად გვქონდა საუბარი როგორც რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ, ასევე რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკაზე, საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა. ​მისივე თქმით, მეორე საკითხი ეხება ეკონომიკურ ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ იაპონიის მხრიდან დიდი ინტერესია განახლებადი ენერგიის კუთხით. პაპუაშვილის განცხადებით, ამ მხრივ, იაპონური კომპანიები საქართველოსთან უკვე თანამშრომლობენ. „ინტერესი, რომ გაიზარდოს ეს თანამშრომლობა, ძალიან დიდია, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი განახლებადი ენერგიის წარმოების კუთხით. ამავე დროს, დღესდღეობით არის დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის, მათ შორის ენერგორესურსების ტრანსპორტირების მხრივ. იაპონია დაინტერესებულია საქართველოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

იაპონიასა და საქართველოს შორის ურთიერთობა, აბსოლუტურად ახალ ეტაპზეა გადასული - პაპუაშვილი

იაპონიასა და საქართველოს შორის ურთიერთობა გადასულია აბსოლუტურად ახალ ეტაპზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ,შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. შალვა პაპუაშვილმა იაპონიის პარლამენტში შეხვედრები გამართა „ვსაუბრობდით იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ევროპასა და აზიას შორის იმ დერეფანში მშვიდობის შენარჩუნებას, სადაც საქართველო მდებარეობს, რათა ევროპაც უზრუნველყოფილი იყოს ალტერნატიული გზებით აზიის ქვეყნებიდან, ენერგო რესურსების თუ სხვა რესურსებით მომარაგების კუთხით. ჩვენ საპარლამენტო თანამშრომლობაზე გვქონდა ძალიან ინტენსიური საუბარი. მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს ჰქონდეთ გაცვლა მოსაზრებების და თანამშრომლობის შესაძლებლობა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მალევე შედგება საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი იაპონიაში. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ამ ვიზიტებით ძალიან გამყარდება ურთიერთობა ქვეყნებს შორის, განსაკუთრებით ეს შეეხება იაპონიის მხრიდან გამოჩენილ განსაკუთრებულ დაინტერესებას საქართველოს ეკონომიკაში მონაწილეობის მხრივ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.  

იაპონია და აშშ ერთობლივ წვრთნებს იწყებენ

იაპონია და აშშ ერთობლივ წვრთნებს ატარებენ. იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნებში იაპონიის მხრიდან 26 000 სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვის ძალები მიიღებენ მონაწილეობას. ამერიკული მხრიდან მონაწილეობას მიიღებს 10 ათასი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის კოსმოსური დივიზიიდან. გარდა ამისა, მანევრებში ჩაერთვება იაპონიის თავდაცვის ძალების 20 ხომალდი და აშშ-ის შეიარაღებული ძალების 10 ხომალდი, ასევე, იაპონიის თავდაცვის ძალების 250 თვითმფრინავი და აშშ-ის შეიარაღებული ძალების 120 თვითმფრინავი. სულ ოთხი ხომალდი და ორი თვითმფრინავი ავსტრალიის, კანადისა და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალებიდან ასევე შეუერთდება წვრთნებს. სწავლება 19 ნოემბრამდე გაგრძელდება.  

ფხენიანიდან ნასროლი რაკეტა იაპონიის ეკონომიკურ ზონაში ჩამოვარდა

ჩრდილოეთ კორეის მიერ გასროლილი ბალისტიკური რაკეტა, იაპონიის ეკონომიკურ ზონის აკვატორიაში, ჰოკაიდოს დასავლეთით ზღვაში ჩავარდა. ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა.  იაპონიის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ იაპონური თვითმფრინავებისა ან გემების დაზიანების შესახებინფორმაციას არ ფლობს. 18 ნოემბერს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ DPRK-მ აღმოსავლეთის მიმართულებით კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ფხენიანიდან ნასროლმა რაკეტამ დაახლოებით ათას კილომეტრზე იფრინა. სეულში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვიეს.  

მედია: უკრაინის დახმარების მიზნით იაპონიამ, შესაძლოა, იარაღის ექსპორტზე ემბარგო გააუქმოს

იაპონია, ლეტალური იარაღის ექსპორტზე დაწესებული მკაცრი წესების გადასინჯვას გეგმავს. ამის შესახებ Japan Today- წერს. ამ საკითხის განხილვა, დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც იაპონიამ უკრაინას, რუსეთის შეჭრის შემდეგ სამხედრო დახმარება ვერ აღმოუჩინა. იაპონიამ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ექსპორტზე დაწესებული ემბარგოს გამო ვერ შეძლო. 2022 წლის მარტში, იაპონიის მთავრობამ უკრაინას, თავდაცვის საშუალებები - დამცავი ჟილეტები და ჩაფხუტები გაუგზავნა.  

იაპონია თავდაცვის შენაერთების რაოდენობის გაზრდას გეგმავს

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში გეოპოლიტიკური სიტუაციის ცვლილების ფონზე, იაპონია მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, თავდაცვის ქვედანაყოფების რაოდენობის გაზრდის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ Anadolu წერს. ტოკიომ შესაძლოა, განაახლოს თავდაცვის ეროვნული პროგრამის სახელმძღვანელო პრინციპები, 10-წლიანი თავდაცვის გაძლიერების პოლიტიკა, რომელიც 2022 წლის ბოლოს განახლდება. ამასთან, იაპონური მედიის ცნობით, ტოკიო 2031 წლის ფისკალური წლის ბოლომდე, ქვეყნის შორეულ სამხრეთ-დასავლეთ კუნძულებზე ბალისტიკური რაკეტების განეიტრალების შესაძლებლობებით აღჭურვილი თავდაცვითი ძალების ქვედანაყოფების თითქმის გასამმაგებას განიხილავს.      

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, იაპონიამ ფილიპინებზე F15 ტიპის გამანადგურებლები გაგზავნა

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, იაპონიამ ფილიპინებზე ორი F15 ტიპის გამანადგურებლები გაგზავნა.  ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რომელიმე იაპონური გამანადგურებელი თვითმფრინავი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის წევრ ქვეყანაში გაიზავნა, განაცხადა იაპონიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა (ASDF). „ჩვენ ხელს შევუწყობთ ურთიერთგაგებას PAF-თან (ფილიპინების საჰაერო ძალებთან) განვავითარებთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას“, - აღნიშნულია იაპონური მხარის განცხადებაში. მოიერიშე თვითმფრინავები კლარკის საავიაციო ბაზაზე დაეშვნენ. F15 ტიპის თვითმფრინავებს საწვავის შემავსებელი თვითმფრინავი და სატრანსპორტო თვითმფრინავი ასევე ახლავს თან. იაპონია ფილიპინებს საჰაერო სათვალთვალო სარადარო სისტემებსაც გადასცემს. აზია-წყნარ ოკეანეში გეოპოლიტიკური სიტუაციის ცვლილების ფონზე, რეგიონის ქვეყნები ატარებენ ერთობლივ წვრთნებს, რადგან აშშ ჩინეთთან მიმართებით, შეკავების პოლიტიკას აჩქარებს.

იაპონია, დიდი ბრიტანეთი და იტალია ახალი თაობის გამანადგურებლის შექმნაზე შეთანხმდნენ

იაპონიის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის ხელისუფლებები 2035 წლისთვის ახალი თაობის გამანადგურებლებს ერთობლივად შექმნიან. პროექტის შესახებ მადრიდში, NATO-ს სამიტზე პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას მონაწილეობის შემდეგ გახდა ცნობილი. ოფიციალურმა ტოკიომ არაერთხელ განაცხადა, რომ წყნარი ოკეანის რეგიონში რეგიონული საფრთხეების ფონზე, იაპონია ორიენტირებულია NATO-ს ქვეყნებთან თავდაცვის თანამშრომლობაზე. სააგენტო Kyodo-ს ინფორმაციით, პროექტში წამყვან როლს იაპონური კომპანია Mitsubishi Heavy Industries-ი და ბრიტანული კომპანია BAE Systems-ი შეასრულებენ. იაპონიის და აშშ-ის თავდაცვის სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ „ვაშინგტონის ადმინისტრაცია ტოკიოს ინიციატივას მხარს უჭერს“.  

იაპონია თავდაცვის ბიუჯეტით მსოფლიოში მესამე იქნება

იაპონიის ხელისუფლებამ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, სამხედრო პოტენციალის განვითარების ყველაზე მასშტაბური, 320 მილიარდი დოლარის მოცულობის გეგმა წარადგინა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ ყოვლისმომცველი, ხუთწლიანი გეგმით, რომელიც ოდესღაც წარმოუდგენელი იყო „პაციფისტურ იაპონიაში“, ქვეყანა შეერთებული შტატებისა და ჩინეთის შემდეგ, თავდაცვის ბიუჯეტით მესამე იქნება მსოფლიოში. პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ, რომელმაც ისტორიის გარდამტეხ მომენტზე მიუთითა, განაცხადა, რომ ეს არის პასუხი უსაფრთხოების სხვადასხვა გამოწვევაზე, რომელთა წინაშეც დგას იაპონია. „ეს ახალი რეალობის წინაშე აყენებს იაპონიას. თუ გეგმა სათანადოდ განხორციელდება, თავდაცვის ძალები იქნება რეალურად, მსოფლიო დონის ეფექტიანი ძალა", - განაცხადა თავის მხრივ, საზღვაო თავდაცვის ძალების ყოფილმა ადმირალმა იოჯი კოდამ. „რუსეთის შეჭრა უკრაინაში, არის კანონის სერიოზული დარღვევა, რომელიც კრძალავს ძალის გამოყენებას და შეარყია საერთაშორისო წესრიგის საფუძვლები“, - ნათქვამია სტრატეგიულ დოკუმენტში. მისივე თანახმად, ჩინეთის მიერ გამოწვეული სტრატეგიული გამოწვევა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც იაპონა აწყდება. სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ პეკინი არ გამორიცხავდა ძალის გამოყენებას ტაივანის კონტროლის ქვეშ მოქცევისთვის. ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში, რომელიც ჩინეთზე, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეაზე მიუთითებდა, შეერთებულ შტატებთან და სხვა თანამოაზრე ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობაა ჩადებული, რათა არსებული საერთაშორისო წესრიგისთვის საფრთხეები თავიდან აიცილონ.

მასკის თქმით, ირანში ინტერნეტს Starlink-ის 100-მდე თანამგზავრი უზრუნველყოფს

SpaceX-ისა და Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ ირანში ინტერნეტის მიწოდებას Starlink-ის 100-მდე თანამგზავრი უზრუნველყოფს. მანამდე, მასკმა განაცხადა, რომ Starlink-ის თანამგზავრებს განათავსებს, რათა ირანში დემონსტრანტებს კომუნიკაცია შეეძლოთ იმ პროტესტის ფონზე, რომელმაც ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შემდეგ იფეთქა. ილონ მასკი, ირანში, აქციების ფონზე, Starlink-ის გააქტიურებას გეგმავს უფრო ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა Twitter-ზე დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანელებისთვის ინტერნეტის თავისუფლებისა და ინფორმაციის თავისუფალი ნაკადის ხელშეწყობისთვის ზომები მიიღო. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა, ირანელებისთვის ხელმისაწვდომი ინტერნეტ სერვისების გასაფართოებლად სახელმძღვანელო მითითებები გამოქვეყნა. აშშ-მ სანქციების მიუხედვად, ირანში, პატიმრობაში მყოფი 22 წლის ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების ფონზე, ხსენებული გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ მასკი, ირანში დამოუკიდებელი გადაწყვეტილების საფუძველზე იმუშავებს. შეგახსენეთ, რომ ირანში, 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, საპროტესტო აქციები 16 სექტემბერს დაიწყო.

იაპონიაში კორონავირუსით, ბოლო 24 საათში, 415 ადამიანი დაიღუპა

იაპონიაში კორონავირუსით, ბოლო 24 საათში 415 ადამიანი დაიღუპა.  გასული ბოლო 24 საათის განმავლობაში იაპონიაში ვირუსის 216 219 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, რაც გასული კვირის მაჩვენებელთან შედარებით ოთხი პროცენტით მაღალია. ამასთან, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იაპონიაში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.  

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით სამი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით მცირე სიშორის სამი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. სამხრეთ კორეის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ინფორმაციით, რაკეტებმა დაახლოებით 350 კმ იფრინეს, მაქსიმალურმა სიმაღლემ კი 100 კმ შეადგინა. სამივე რაკეტა იაპონიის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის მიღმა ჩამოვარდა.  

იაპონიის პრემიერი: მკაცრად ვგმობ რუსეთის მუდმივ აგრესიას. იაპონია ყველაფერს გააკეთებს უკრაინის დასახმარებლად

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ტოკიო ყველაფერს გააკეთებს უკრაინის დახმარებისთვის. „მე მკაცრად ვგმობ რუსეთის მუდმივ აგრესიას. იაპონია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაეხმაროს უკრაინას, მათ შორის ზამთრის გადატანაში, რათა დავიცვათ უკრაინელი ხალხის სიცოცხლე,” - განუცხადა კიშიდამ ჟურნალისტებს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა 6 იანვარს განაცხადა, რომ იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა უკრაინაში ვიზიტით მიიწვიეს. თავად იაპონიის პრემიერმა განაცხადა, რომ ამ შესაძლებლობას განიხილავს. შეგახსენებთ, იაპონია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მიწვევას გეგმავს. სამიტი 19-21 მაისს ჰიროსიმაში გაიმართება და უკრაინის საკითხს მიეძღვნება. უკრაინული მედია წერს, რომ იაპონიას, როგორც „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარე ქვეყანას სურს, უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, ინტენსიური დისკუსიებისთვის პირობები შექმნას.

მედია: იაპონია ჰიროსიმაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევას გეგმავს

იაპონია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მიწვევას გეგმავს. სამიტი 19-21 მაისს ჰიროსიმაში გაიმართება და უკრაინის საკითხს მიეძღვნება. უკრაინული მედია წერს, რომ იაპონიას, როგორც „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარე ქვეყანას სურს, უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, ინტენსიური დისკუსიებისთვის პირობები შექმნას. ცნობისთვის, „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ონლაინ შეხვედრა 12 დეკემბერს გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ხელმძღვანელობით გაიმართა, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მონაწილეობდა.  

იაპონია თოვლისგან ელექტროენერგიის გამომუშავებას ცდილობს

იაპონიის ქალაქ აომორში, კუნძულ ჰონსიუს ჩრდილოეთით, თოვლის დნობის პროცესის შედეგად ელექტროენერგიის გამომუშავების მიზნით, საპილოტე პროექტი დაიწყო.  ამ მიზნით თოვლი სპეციალურად იზოლირებული ყოფილი სკოლის საცურაო აუზში გროვდება და მდნარი სითხე ტურბინას ამოძრავებს, აორთქლება ჰაერის ტემპერატურული ცვლილების გამო ხდება. ეს პროექტი, ტოკიოს ელექტროკომუნიკაციის უნივერსიტეტისა და ადგილობრივი IT კომპანიის თანამშრომლობით განხორციელდა. უფრო დიდი ტემპერატურის სხვაობის მისაღებად, რაც ტურბინის მუშაობას გაზრდის, ექსპერტები გეგმავენ, მომავალში ადგილობრივი ცხელი წყაროების ბუნებრივი სითბო და დედამიწის სითბო გამოიყენონ. აომორი მდებარეობს იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ყოველ ზამთარს ინტენსიური თოვა ფიქსირდება, რომლის შედეგების აღმოსაფხვრელად ადგილობრივი ხელისუფლება დიდ ფულს ხარჯავს. თოვლის მასები, რომლისგანაც ქალაქის ქუჩები იწმინდებოდა, ადრე უბრალოდ ზღვაში იყრებოდა. ახლა ადგილობრივი ხელისუფლება შეგროვებული თოვლის კაპიტალიზაციას, მაგალითად, ელექტროენერგიის წარმოებისთვის ბუნებრივი დნობის პროცესების გამოყენებას ცდილობს. ექსპერიმენტის ხელსაყრელი შედეგის შემთხვევაში, იაპონიაში, თოვლის გადამუშავებაზე დაფუძნებული სრულიად ახალი ინდუსტრიის შექმნის იმედი აქვთ.  

იაპონიამ უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად $95 მილიონი გამოუყო

უკრაინის განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ იაპონიამ უკრაინას $95 მილიონი გამოუყო. თანხები გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) გადაეცემა და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სატრანსპორტო კომუნიკაციის აღდგენას, მოქალაქეების სახლებში დაბრუნებისთვის საჭირო პირობების შექმნას და ოლქებში ეკონომიკის მხარდაჭერას მოხმარდება. 11 იანვარს უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ ნორვეგიამ დეკემბერში უკრაინას 3 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების 10 დროებითი ხიდი გაუგზავნა. დროებითი ნაგებობები უკრაინის გათავისუფლებულ ნაწილებში დამონტაჟდება, რათა ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანები და სასწრაფო დახმარების მანქანებით გადაადგილდნენ. 

იაპონიამ და ინდოეთმა საჰაერო ძალების პირველი ერთობლივი წვრთნები დაიწყეს

იაპონიისა და ინდოეთის საჰაერო ძალების პირველი ერთობლივი წვრთნები, რომელიც 16 იანვარს დაიწყო, 26 იანვრამდე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საჰაერო მანევრები ტოკიოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ჰიაკურის საავიაციო ბაზაზე მიმდინარეობს. იაპონიის საჰაერო ძალებიდან საჰაერო წვრთნებში F-2-ისა და F-15-ის ტიპის გამანადგურებლები მონაწილეობენ. ინდოეთიდან - Su-30MKI-ის ტიპის გამანადგურებლები და საჰაერო ტანკერი Il-78-ი.   

მედიის ცნობით, იაპონიის პრემიერი უკრაინას შესაძლოა, თებერვალში ეწვიოს

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა კიევში ჩასვლის საკითხს განიხილავს. ვიზიტის სავარაუდო პერიოდად კი, თებერვალი სახელდება. იტყობინება გაზეთი Yomiuri იაპონიის სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით. მედია წერს, რომ შვიდეულის ჯგუფის (G7) წამყვანი ეკონომიკის თავმჯდომარე ქვეყანას სურს, აჩვენოს, რომ იაპონია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს. კიშიდა საბოლოო გადაწყვეტილებას, უკრაინაში საომარი მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღებს. ამ თვის დასაწყისში, იაპონიის ლიდერმა ზელენსკის სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ ვიზიტის შესახებ გარემოებების გათვალისწინებით იმსჯელებს. იაპონია G7-ის ყოველწლიურ სამიტს მაისში, ჰიროსიმაში უმასპინძლებს. სავარაუდოდ, უკრაინა განხილვის მთავარი თემა იქნება. იაპონიის გარდა, G7-ის წევრები არიან შეერთებული შტატები, კანადა, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და იტალია.  

იაპონია, რუსეთის ფედერაციასთან ასოცირებულ პირებს პერსონალურ სანქციებს უწესებს და ექსპორტზე შეზღუდვებს აფართოებს

3 თებერვლიდან იაპონია, რუსეთის ფედერაციასთან ასოცირებულ პირებთან მიმართებით, დამატებით პერსონალურ სანქციებს აწესებს და ექსპორტზე შეზღუდვებს აფართოებს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია ნათქვამი. კერძოდ, ტოკიო რუსეთში საქონლის მიწოდებას 49 კომპანიას უკრძალავს. რუსეთის ბაზარზე შეწყდება ნახევარგამტარული აღჭურვილობისა და კომპონენტების, გაზის საძიებო მოწყობილობის, რობოტების, ელექტრო გენერატორების, ასაფეთქებელი ნივთიერებების, ასევე ვაქცინებისა და სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდება. სანქციების ქვეშ მოხვდნენ თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია JSC Irkut Corp-ი და საზენიტო რაკეტების მწარმოებელი, მოსკოვის „ავანგარდის„ ქარხანა. გარდა ამისა, იაპონიამ გაყინა კიდევ სამი ორგანიზაციისა და 22 რუსეთის მოქალაქის აქტივები, ასევე 14 პირის ანგარიში, რომლებიც „უკრაინის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთის“ ანექსიასთან არიან დაკავშირებული. შეგახსენებთ, რომ იაპონია, რომელიც წელს G7-ის თავმჯდომარეა, მიიჩნევს რომ რუსეთის ომი უკრაინაში, მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკებს შორის მოლაპარაკებებში დომინირებს.  

იაპონია აცხადებს, რომ ჩინეთის გემები მის ტერიტორიულ წყლებში შევიდნენ

ტოკიო წელს მეორეად აცხადებს, რომ ჩინეთის გემები მის ტერიტორიულ წყლებში შევიდნენ. იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, NHK-ის ცნობით, სანაპირო დაცვამ იაპონური გემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საპატრულო ხომალდები გაგზავნა. მან გააფრთხილა ჩინური მხარე, დაუყოვნებლივ დატოვონ იაპონიის ტერიტორიული წყლები. ტოკიოს მიერ კონტროლირებად სადავო კუნძულებზე, რომლებზეც ჩინეთი აცხადებს პრეტენზიცას, ტოკიო ამტკიცებს, რომ ისტორიისა და საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით იაპონიის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია. ტოკიოს შეფასებით, ამ კუნძულებთან დაკავშირებით, სუვერენიტეტის საკითხი არ არის გადასაწყვეტი.  

NATO და იაპონია კავშირებს აძლიერებენ

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ტოკიოში შეხვდა იაპონიის პრემიერ-მინისტრს, ფუმიო კიშიდას. CNN-ის ცნობით, მხარეებმა პირობა დადებს, რომ კავშირებს გააძლიერებენ. ამასთან, როგორც Europetime-ს ალიანსიდან აცნობეს, ორი ლიდერი ერთობლივ განცხადებაზეც შეთანხმდა. გენერალურმა მდივანმა და პრემიერ მინისტრმა კიშიდამ განიხილეს მზარდი გამოწვევები, მათ შორის ჩინეთის ქმედებები და ჩრდილოეთ კორეის სამხედრო პროვოკაციები. ისინი შეთანხმდნენ, რომ რუსეთის სასტიკი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ არ არის მხოლოდ ევროპული კრიზისი, არამედ, ეს არის გამოწვევა საერთაშორისო წესრიგისთვის.  უკრაინისადმი იაპონიის მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე საუბრისას, გენერალური მდივანი მიესალმა იაპონიის მკაცრ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ისევე როგორც მის ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხისთვის. ასევე მიესალმა იაპონიის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიისა და ეროვნული თავდაცვის სტრატეგიას, რომელიც ასევე გულისხმობს ახალ შესაძლებლობებს და თავდაცვის ხარჯების გაზრდას. „თუ პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს იქნება გზავნილი, რომ ავტორიტარულ რეჟიმებს შეუძლიათ, მიაღწიონ თავიანთ მიზნებს უხეში ძალის გამოყენებით. ეს სახიფათოა. პეკინი ყურადღებით ადევნებს თვალს და სწავლობს გაკვეთილებს, რამაც შეიძლება, გავლენა მოახდინოს მის მომავალ გადაწყვეტილებებზე", - განაცხადა სტოლტენბერგმა. იაპონიამ უკრაინას არალეტალური დახმარება გაუწია დრონების, ტყვიაგაუმტარი ჟილეტების, ჩაფხუტების, კარვებისა და სამედიცინო აღჭურვილობის სახით. თუმცა, თავდაცვის პოლიტიკის მითითებების თანახმად, რომლებიც ფაქტობრივად კრძალავს იარაღის ექსპორტს, ტოკიოს კიევისთვის იარაღი არ მიუწოდებია.  

იაპონია უკრაინას გადაუდებელი სარეკონსტრუქციო სამუშაოსთვის $170 მილიონს გამოუყოფს

იაპონიის მთავრობა უკრაინას გადაუდებელი აღდგენის პროექტებისთვის, განსაკუთრებით კრიტიკული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციისთვის 170 მილიონ დოლარს გამოუყოფს, იტყობინება ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური. რეკონსტრუქციის ამ ეტაპზე უდავო პრიორიტეტია კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა, რომელიც აუცილებელია მოქალაქეების ძირითადი საჭიროებების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა. მისივე თქმით, ეს აუცილებელი ნაბიჯია დევნილი უკრაინელებისთვის სახლში დაბრუნებისთვის.  

იაპონია აშშ-სგან Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების შეძენას გეგმავს

იაპონიის მთავრობა აშშ-სგან Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების შეძენას გეგმავს. ამის შესახებ სამშაბათს ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა იასუკაზუ ჰამადამ განუცხადა. მან არ დააკონკრეტა რაკეტების ზუსტი რაოდენობა, რომლის შეძენასაც იაპონური მხარე აპირებს. იაპონური მედიის ცნობით კი, გეგმა 2023 ფისკალურ წელს (პირველი აპრილიდან) დაახლოებით 500 Tomahawk-ის ტიპის რაკეტის შეძენას ითვალისწინებს. ამ მიზნით, 211,3 მილიარდი იენის (დაახლოებით 1,6 მილიარდი დოლარი) გამოყოფა იგეგმება. სამხედრო ხომალდებზე რაკეტების განლაგება დაგეგმილია 2026 წელს და დასრულდება 2027 წელს, იტყობინება გაზეთი Sankei Shimbun-ი. 2022 წლის 16 დეკემბერს იაპონიის მთავრობამ ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია დაამტკიცა.  

საქართველო მოწოდებულია, გააღრმავოს თანამშრომლობა იაპონიასთან - ლევან დავითაშვილი

„საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იაპონიასთან ურთიერთობების განვითარებას და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას. ჩვენ უაღრესად ვაფასებთ იაპონიის მთავრობისა და ხალხის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის მიმართ და ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ იაპონია იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ 1918 წელს და თანმიმდევრულად უჭერდა მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა იაპონიის იმპერატორის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იაპონიის ელჩს საქართველოში და იაპონიის საელჩოს ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის და იაპონელ ხალხს ეროვნული დღესასწაული - იმპერატორის დაბადების დღე მიულოცა. ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მოწოდებულია, გააღრმავოს თანამშრომლობა იაპონიასთან და გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკურ და სავაჭრო კავშირებს. მისი თქმით, გეოგრაფიული მდებარეობის, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებისა და მიმზიდველი ბიზნესგარემოს გათვალისწინებით, საქართველო შეუძლია გახდეს კარიბჭე იაპონური კომპანიებისთვის რეგიონში. „გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 57%-ით გაიზარდა, ასევე, 2022 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, ოთხჯერ არის გაზრდილი იაპონიიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობა. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია აქტიური ურთიერთანამშრომლობა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, რაც მნიშვნელოვანია ციფრული დერეფნის განვითარების ხელშეწყობისთვის. ასევე ხაზგასასმელია, რომ საქართველოსა და იაპონიას შორის მოქმედებს ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმება, რომელიც ხელს უწყობს სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას, ეკონომიკური რესურსების ეფექტიანად გამოყენებას და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.  

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა. შეზღუდვების სიას 48 ფიზიკური პირი და 94 ორგანიზაცია დაემატა. სანქციების სიაში მოხვდნენ: თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვიქტორ გორემიკინი და კონცერნ „კალაშნიკოვის“ პრეზიდენტი ალან ლუშნიკოვი. სანქციები ასევე შეეხო თვითგამოცხადებული დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეჟიმის წარმომადგენლებს, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსულ ანექსიასთან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

იაპონიამ საქართველოს ენერგოეფექტური ავტომობილები გადასცა

იაპონიამ საქართველოს 4 ენერგოეფექტური ავტომობილი გადასცა. იაპონიის მთავრობის გრანტით შეძენილი ენერგოეფექტური ავტომობილების ოფიციალური გადმოცემის ცერემონიალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. ელჩის თქმით, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ (JICA) 2016 წელს განახორციელა „მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის მეშვეობით სუფთა ენერგიის დანერგვის პროექტი“ და მათ გრანტის ფარგლებში გადაწყვიტეს, მოეძიებინათ დამატებითი დაფინანსება ოთხი ენერგოეფექტური მანქანის შესაძენად. „იაპონია მიზნად ისახავს ემისიების მინიმიზაციას 2050 წლისთვის და ხელს უწყობს მსოფლიოს დეკარბონიზაციას მოწინავე ტექნოლოგიებითა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით. ამიტომაც გვიხარია საქართველოსთან პარტნიორობა. ამ ოთხი მანქანის შენაძენი კლიმატის ცვლილების საკითხების მიმართ საქართველოს ერთგულების კიდევ ერთი ძლიერი დემონსტრირებაა. იმედი მაქვს, რომ ეს პარტნიორობა საქართველოსთან ხელს შეუწყობს ჩვენი ამბიციური მიზნების მიღწევას“,  - განაცხადა იაპონიის ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ.  საგრანტო პროექტით, რომელიც მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის მეშვეობით სუფთა ენერგიის დანერგვას შეეხება, 2016 წელს აეროპორტის მიმდებარედ მზის პანელები დამონტაჟდა. გრანტის მეორე ნაწილი ენერგოეფექტური ავტომობილების შესყიდვას მოხმარდა - 2 ერთეული საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას გადაეცემა, თითო - თითო - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და ილიას უნივერსიტეტს. „ჩვენ მივესალმებით საავიაციო და ტურიზმის ინდუსტრიებში მწვანე ენერგიის გამოყენებას. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია თბილისის აეროპორტში, სადაც იაპონიის მთავრობის დახმარებით, მზის პანელები დამონტაჟდა. ამავე გრანტით ჩვენ გადმოგვეცა ენერგოეფექტური სატრანსპორტო საშუალებები - ესეც კიდევ ერთი მკაფიო გზავნილია. მწვანე ტრანსპორტის დანერგვით ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირებთ სათბური აირების ემისიას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.        ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის მეშვეობით სუფთა ენერგიის დანერგვის პროექტი“ საქართველოს მთავრობისა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს საგრანტო შეთანხმების საფუძველზე განხორციელდა.  

იაპონიის საელჩო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ორ ახალ პროექტს დააფინანსებს

იაპონიის საელჩოში სამი პროექტის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა, რომელთა საერთო ღირებულება 336 554 აშშ დოლარია. აქედან ორი პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიით აღიჭურვება. მეორე პროექტი სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში მობილური ვეტ-კლინიკის სერვისის შექმნას გულისხმობს. პროექტები დაფინანსებულია იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში. ხელმოწერის ცერემონიას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. „ჩვენს რეგიონსა და იაპონიის საელჩოს მჭიდრო თანამშრომლობა აქვთ, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვაქვს მიღებული არაერთი მიმართულებით. მიხარია, რომ იაპონიის მთავრობის დაფინანსებულ 3 პროექტს შორის 2 პროექტი ჩვენი რეგიონიდანაა. მნიშვნელოვანია, რომ საელჩოდან მიღებული გრანტით, მოხდება რუხის სამედიცინო ცენტრის უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიით აღჭურვა, რაც მოხმარდება საავადმყოფოში კარდიოლოგიური და ნევროლოგიური სერვისების განვითარებას. ეს საავადმყოფო მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ის წარმოადგენს უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის. მინდა მადლობა გადაგიხადოთ დაფინანსებისთვის და ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია მეორე პროექტი, რომელიც ეხება სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში მობილური ვეტ-კლინიკის სერვისის შექმნას, რაც რეგიონში მეცხოველეობის განვითარებას და ვეტერინარული სერვისების ადგილზე მიღებას ხელს შეუწყობს. იაპონიის საელჩოსთან თანამშრომლობით, ადრეც ბევრი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნა მხარდაჭერილი. გამოვყოფდი ზუგდიდში თანამედროვე კვლევითი ცენტრის დაფინანსებას, რომლის მეშვეობითაც ადგილობრივ ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ ლაბორატორიული კვლევების განხორციელების. ასევე აღნიშვნის ღირსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კომპლექსური სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნა მესტიაში, ასევე საელჩოს დაფინანსებით მესტიის მუნიციპალიტეტს გადაეცემა პირველი საზოგადოებრივი ავტობუსი. ზუგდიდში დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის საგანძურის საგამოფენო დარბაზები სწორედ იაპონიის საელჩოს ხელშეწყობით რეაბილიტირდა - მადლობა იაპონელ ხალხს ამ დახმარებებისთვის“, - განაცხადა შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.  

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ჩინეთს მოუწოდებს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო პასუხისმგებლობით იმოქმედოს

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა მოუწოდებს ჩინეთს, პასუხისმგებლობით იმოქმედოს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო. NHK-ის ცნობით, კიშიდამ ეს განცხადება ორშაბათს, 27 მარტს გააკეთა, როცა ზედა პალატის პლენარულ სხდომაზე უკრაინაში ბოლო ვიზიტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთისგან არ ჩანს დათმობის ნიშნები, ის აგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია, დაიწყებენ თუ არა მოლაპარაკებებს, რომელიც განსაზღვრავს მათი ქვეყნის მომავალს. კიშიდამ აღნიშნა, რომ მოუწოდებს პეკინს, იმოქმედოს პასუხისმგებლობით, რადგან იაპონია აგრძელებს მოსაზრებების გაცვლას ჩინეთთან, უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ. კიშიდა უკრაინას 21 მარტს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ბუჩაში ჩავიდა, სადაც რუსული აგრესიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჯერ არ უნახავს ოფიციალური დოკუმენტი ჩინეთის ე.წ. „სამშვიდობო გეგმასთან“ დაკავშირებით და ელის უკრაინის სამშვიდობო ფორმულის მხარდაჭერას. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ სკეპტიკურად უყურებს ჩინეთის 12-პუნქტიან წინადადებას, რომელიც მოიცავს მოწოდებებს ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ. ამასთან, აღნიშნა, რომ პირველი რიგში აუცილებელია სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა.  

იაპონია უკრაინის რეკონსტრუქციისთვის 400 მილიონ დოლარს გამოყოფს

იაპონიამ გადაწყვიტა, უკრაინას აღდგენისთვის 470 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების ორი პაკეტი გადასცეს. იაპონიის ელჩმა უკრაინაში, მაცუდა კუნინორიმ და უკრაინის ვიცე-პრემიერმა აღდგენის საკითხებში, ალექსანდრე კუბრაკოვმა შესაბამის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.  თანხები უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციისთვის საჭირო აღჭურვილობისა და მომსახურების შეძენას მოხმარდება. მარტის დასაწყისში უკრაინამ და იაპონიამ ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას, რომელიც გადაუდებელი აღდგენის პროექტებისთვის დაახლოებით 170 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. მანამდე კურბაკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის რეკონსტრუქციის საჭიროებამ 411 მილიარდი დოლარი შეადგინა. პრიორიტეტია კრიტიკული ინფრასტრუქტურის, საცხოვრებელი და მნიშვნელოვანი სოციალური და სატრანსპორტო ობიექტების რეკონსტრუქცია.    

იაპონია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს

იაპონიამ გააფართოვა საქონლის იმ ექსპორტზე აკრძალვა, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის ინდუსტრიული ბაზის გაძლიერებას, განაცხადა იაპონიის ეკონომიკის სამინისტრომ 31 მარტს. განახლებულ სიაში შედის ფოლადის, ალუმინისა და თვითმფრინავების, მათ შორის დრონების ექსპორტის აკრძალვა. სანქციები იაპონურ ორგანიზაციებს უკრძალავს რუსეთში სხვადასხვა სამრეწველო ნივთის, სამშენებლო მანქანების, გემების ძრავების და ოპტიკური მოწყობილობების ექსპორტს.   ტოკიოს გადაწყვეტილება ძალაში 7 აპრილს შევა. ექსპორტის აკრძალვა თავდაპირველად, 28 თებერვალს დაწესდა.  30 მარტს უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ იაპონია კიევს 400 მილიონი დოლარის გრანტს გამოუყოფს ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად. იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა 21 მარტს ეწვია კიევს.  

ელექტრონული მუსიკის მაესტრო, იაპონელი მუსიკოსი რიუიჩი საკამოტო გარდაიცვალა

ცნობილი იაპონელი კომპოზიტორი და პროდიუსერი, მსახიობი რიუიჩი საკამოტო 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. საკამოტო კიბოთი იყო დავადებული. ის სამშაბათს გარდაიცვალა. საკამოტოს ოსკარი, ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდო, გრემი და ასევე, ორი ოქროს გლობუსი კინოფილმებისთვის შექმნილი კომპოზიციებისათვის აქვს მიღებული. მან დევიდ ბოუისთან ერთად 1983 წელს ითამაშა ფილმში - Merry Christmas, Mr Lawrence. კომპოზიციის შესწავლა 10 წლის ასაკში დაიწყო და მისი შთაგონების წყაროდ იქცნენ ბითლზი და კლოდ დებიუსი. მის მიერ პოპულარულ სიმღერებში ელექტრონული მუსიკის გამოყენება აღაფრთოვანებას იწვევდა. „როდესაც პარტიტურებს ვაწყობ, ჩემი აზროვნება დასავლური კომპოზიციის ფორმებით შემოისაზღვრება, რომელიც თინეიჯერობისას ვისწავლე. მაგრამ ყოველთვის მინდოდა ამ საზღვრების გარღვევა“ - არსებული კედლის ან საზღვრების გარღვევა, რომლითაც შეპყრობილი ვარ. ზოგჯერ ელექტრონული მუსიკის გამოყენებამ ან მასთან შერწყმამ შესაძლოა, ამ კედლის გარღვევასაც კი შეუწყოს ხელი“, - ამბობდა მუსიკოსი.  

იაპონური სამხედრო ვერტმფრენი, რომელშიც 10 ადამიანი იმყოფებოდა, ზღვაში ჩავარდა - CNN

იაპონური სამხედრო ვერტმფრენი, რომელშიც 10 ადამიანი იმყოფებოდა, ზღვაში ჩავარდა, - ინფორმაციას CNN ავრცელებს. ვერტმფრენი, რომელიც ადგილობრივ ტერიტორიას იკვლევდა, ხუთშაბათს 15:56 საათზე დაიკარგა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საფრენი აპარატი რადარის ეკრანებიდან გაუჩინარდა სამხრეთ იაპონიის პრეფექტურაში, ოკინავას კუნძულ მიაკოს სანაპიროზე.  

იაპონია თურქული დრონის გამოცდას გეგმავს

იაპონია თურქული თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატის (UAV) Bayraktar TB2 გამოცდას გეგმავს. შესაბამის ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. მისივე თანახმად, ტესტირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, თურქული წარმოების დრონების დიდი შეკვეთის შესრულებაა მოსალოდნელი.  

2023 წელს უკრაინა იაპონიისგან $3,5 მილიარდს მიიღებს - ფინანსთა სამინისტრო

იაპონიის მთავრობა 2023 წელს უკრაინას 3,5 მილიარდი აშშ დოლარის პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების გამოყოფას გეგმავს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ უკრაინის ფინანსთა მინისტრ სერგი მარჩენკოსა და იაპონიის ფინანსთა მინისტრ შუნიჩი სუზუკის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „უკრაინა დიდად აფასებს იაპონიის წვლილს რუსეთის აგრესიულ ომში ჩვენი გამარჯვების დაჩქარებაში, სისტემატური ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებისა და რუსეთზე სანქციების ზეწოლის გზით. 2023 წელს G7 სამიტის გამართვით, იაპონია აჩვენებს ლიდერობას უკრაინის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნებასა და უკრაინის ფინანსური დახმარების საკითხის ირგვლივ კოორდინაციაში“, - განაცხადა მარჩენკომ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის დროს, თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯები იზრდება, ხოლო საგარეო დაფინანსება მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაში. თავის მხრივ, შუნიჩი სუზუკიმ დაადასტურა იაპონიის მთავრობის განზრახვა, რომ 2023 წელს უკრაინას 3,5 მილიარდი აშშ დოლარის პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერა გამოუყოს. ეს თანხები ხელს შეუწყობს პრიორიტეტული ხარჯების დაფინანსებას, მათ შორის სოციალური და ჰუმანიტარული ხარჯების დაფარვას.

უკრაინამ და იაპონიამ $400 მილიონიან საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

უკრაინის ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტრომ და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ (JICA) ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას 400 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ. თანხები მოხმარდება ომის შედეგად დაზიანებული უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას. ამის შესახებ რეკონსტრუქციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა. „ეს არის მეორე საგრანტო შეთანხმება, რომელიც გაფორმებულია საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო JICA-სთან. ასეთი მხარდაჭერა საშუალებას გვაძლევს, სწრაფად და ეფექტიანად განვახორციელოთ სწრაფი აღდგენის პროექტები. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი მოქალაქეების ძირითადი საჭიროებების უზრუნველყოფა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა“, - განაცხადა მინისტრმა. მარტის დასაწყისში უკრაინამ და იაპონიამ ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას, რომელიც გადაუდებელი აღდგენის პროექტებისთვის დაახლოებით 170 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. მანამდე კურბაკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის რეკონსტრუქციის საჭიროებამ 411 მილიარდი დოლარი შეადგინა. პრიორიტეტია კრიტიკული ინფრასტრუქტურის, საცხოვრებელი და მნიშვნელოვანი სოციალური და სატრანსპორტო ობიექტების რეკონსტრუქცია.   ასევე წაიკითხეთ: იაპონია უკრაინის რეკონსტრუქციისთვის 400 მილიონ დოლარს გამოყოფს  

აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია აღმოსავლეთ ზღვაში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ

სამხრეთ კორეამ, შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ აღმოსავლეთ ზღვაში სამმხრივი ერთობლივი წვრთნები დაიწყეს. წვრთნებში ჩართულია სამი გამანადგურებელი, მათ შორისაა სამხრეთ კორეული Yulgok Yi I, ამერიკული USS Benfold და იაპონური JS Atago. ამ ფორმატის სამმხრივი წვრთნები სახელმწიფოებმა ბოლოს თებერვალში გამართეს. სამხრეთ კორეამ, შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ გადაწყვიტეს, გაეძლიერებინათ კოორდინაცია უსაფრთხოების სფეროში ჩრდილოეთ კორეის პროვოკაციული ქმედებების ფონზე, მათ შორისაა 13 აპრილს მყარი საწვავის ბალისტიკური რაკეტის გაშვება. წვრთნების დროს კომპიუტერული სიმულაციების გამოყენებით ბალისტიკური რაკეტების სამიზნეების აღმოჩენისა და თვალთვალის პროცედურები განხორციელდება. ქვეყნები კოორდინაციას ინფორმაციის გაცვლის კუთხითაც გააუმჯობესებენ.  

იაპონიამ შესაძლოა, რუსეთში მეორადი ავტომობილების ექსპორტი აკრძალოს - მედია

თუ „დიდი შვიდეული“ გადაწყვეტს, დააწესოს სრული აკრძალვა რუსეთში ექსპორტზე, იაპონიამ შესაძლოა, მეორადი ავტომობილების რუსეთში გადაზიდვა დაბლოკოს, განაცხადა პარასკევს იაპონიის მთავრობის წყარომ Kyodo News-ის ცნობით. მაისში, იაპონია G-7-ის სამიტს ჰიროსიმაში, დასავლეთ იაპონიაში უმასპინძლებს, სადაც სხვა მთავარ თემებთან ერთად განიხილება უკრაინის მხარდაჭერის გაფართოების ზომები და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება. G-7-ის ქვეყნებმა უკვე შეაჩერეს რუსეთში პროდუქციის ფართო სპექტრის ექსპორტი, მათ შორის პროდუქცია, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს სამხედრო მიზნებისთვის, მაგრამ უახლესმა გეგმამ შეიძლება, სავაჭრო ემბარგო გააფართოოს.  

აშშ, იაპონია და ევროკავშირის ქვეყნები გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირებას ითხოვენ

ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, იმ დროს, როცა თავმჯდომარის მოვალეობას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ასრულებდა, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმისკენ მოუწოდეს. აპრილში რუსეთი თავმჯდომარეობს გაეროს უშიშროების საბჭოს. 15 ქვეყანა ამ ფუნქციას რიგრიგობით, ერთი თვის განმავლობაში ასრულებს. ბოლოს რუსეთი უშიშროების საბჭოს 2022 წლის თებერვალში თავმჯდომარეობდა.  შეხვედრის გახსნისას ლავროვმა განაცხადა, რომ მსოფლიო, ისევე როგორც ცივი ომის წლებში, სახიფათო ხაზს უახლოვდება. მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ გაეროში დასავლეთის ქვეყნების ძალიან ბევრი წარმომადგენელია და სხვა რეგიონებიდან ძალიან ცოტა წარმომადგენელი. ეს, ლავროვის თქმით, ძირს უთხრის მულტილატერალიზმის პრინციპს საერთაშორისო ურთიერთობებში. აშშ-ის ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ რუსეთი, რომელიც ამ თვეში თავმჯდომარეობს გაეროს, უხეშად არღვევს ორგანიზაციის წესდების პრინციპებს, ომის წამოწყებით, მარცვლეულის შეთანხმების შეჩერებით და START-ის ხელშეკრულებიდან გასვლით. თომას-გრინფილდმა გაიხსენა რუსეთში დაპატიმრებული ამერიკელი მოქალაქეები - ჯაშუშობისთვის მსჯავრდებული პოლ უელანი და ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი. დიპლომატმა რუსეთს მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა. თომას-გრინფილდი გაეროს რეფორმების მოწოდებით გამოვიდა, მას დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლები დაეთანხმნენ. მისი შეფასებით, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, წარმოუდგენელი ტანჯვა მოუტანა უკრაინელებს და ეს კატასტროფა იყო თავად რუსეთისთვის. საფრანგეთის წარმომადგენელმა ნიკოლა დე რივიერმა გაიხსენა, რომ რუსეთი მანამდე არღვევდა საერთაშორისო სამართლის ნორმებს. მაგალითად, მან 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრაც მოიყვანა. რუსეთის მიერ ორგანიზებული დებატებისას, რომლის თემაც გაეროს წესდების და მრავალმხრივობის პრინციპის დაცვა იყო, ლავროვმა დასავლეთს უწოდა "უმცირესობა", რომელსაც არ აქვს "მთელი კაცობრიობის სახელით ლაპარაკის" უფლება. მან უკრაინაში ომის გამო აშშ დაადანაშაულა. ლინდა თომას-გრინფილდმა რუსეთს ბრალი დასდო უპასუხისმგებლობაში, უკრაინის წინააღმდეგ ომს უკანონო, არაპროვოცირებული და უსარგებლო უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთს სურს, გაეროს წესდების დარღვევით, საერთაშორისო საზღვრები შეცვალოს. დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ბარბარა ვუდვორტმა რუსეთის განცხადებებს „უკრაინული ნაციზმის“ და „ბიოლაბორატორიების“ შესახებ,  და ყველა სხვა არგუმენტს, რომელიც რუსეთს აქვს უკრაინის წინააღმდეგ ომის გასამართლებლად, სიცრუე უწოდა. გაეროში ევროკავშირის მუდმივმა წარმომადგენელმა ულოფ სკუგმა 27-ივე წევრი სახელმწიფოს სახელით განაცხადა, რომ ცინიზმია, როცა რუსეთი ცდილობს, გაეროს წესდების და მრავალმხრივობის პრინციპის დამცველად წარმოაჩინოს თავი.   

იაპონია NATO-ს სამეკავშირეო ოფისის გახსნას გეგმავს

იაპონია NATO-ს სამეკავშირეო ოფისის გასახსნელად მოლაპარაკებებს მართავს. CNN-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, საგარეო საქმეთა მინისტრი იოშიმასა ჰაიაში მოლაპარაკების წარმოების მიზეზად, რუსეთის უკრაინაში შეჭრას ასახელებს, რომელმაც „მსოფლიო ნაკლებად სტაბილური გახადა“. „ჩვენ მოლაპარაკებებს უკვე ვაწარმოებთ, მაგრამ დეტალები ჯერ არ დასრულებულა”, - განაცხადა მინისტრმა. CNN-ი წერს, რომ იაპონიაში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის გახსნის შემთხვევაში, ეს პირველი მსგავსი ოფისი იქნება აზიაში. „რაც აღმოსავლეთ ევროპაში ხდება, მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის საკითხით არ შემოისაზღვრება და ის პირდაპირ გავლენას ახდენს აქ, წყნარ ოკეანეში არსებულ ვითარებაზე. ამიტომაც თანამშრომლობა NATO-სა და ჩვენს, აღმოსავლეთ აზიას, შორის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება“, - განაცხადა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

იაპონია უკრაინელ ლტოლვილთა დასახმარებლად, $1 მილიარდს გამოყოფს - მედია

იაპონიის ფინანსთა მინისტრმა 11 მაისს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ერთი მილიარდი დოლარის ფინანსურ დახმარებას გაუწევს უკრაინის მეზობელ ქვეყნებს, რომლებმაც ლტოლვილები  მიიღეს. იტყობინება CNN. აპრილის შუა რიცხვებში იაპონიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის გრანტის გამოყოფის შესახებ. ეკონომიკური აღდგენის პროგრამის ფარგლებში, სახსრები ძირითადად გამოიყოფა ჰუმანიტარული დახმარებისთვის, მათ შორის სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდების, განაღმვის და სხვა ინიციატივების მხარდასაჭერად. მთლიანობაში, იაპონია გეგმავს, რომ წლის განმავლობაში, 600 მილიონ დოლარზე მეტი გაიღოს უკრაინის რეკონსტრუქციისთვის.  

იაპონია უკრაინას $40 მილიონის ენერგეტიკულ აღჭურვილობას გაუგზავნის

უკრაინის მთავრობასა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს შორის საგრანტო ხელშეკრულების შესაბამისად, დაახლოებით, 40 მილიოონი დოლარი გადაეცემა ეროვნულ ენერგეტიკულ კომპანია „უკრენერგოს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „საერთაშორისო მეგობრები და პარტნიორები მხარს უჭერდნენ „უკრენერგოს“ ზამთრის რთულ პერიოდში, სარაკეტო თავდასხმების შედეგების დაძლევაში, ახლა კი ეხმარებიან რუსების მიერ დაზიანებული ობიექტების სისტემატურ შეკეთებასა და მომავალი გათბობის სეზონისთვის მომზადებაში. იაპონიის მთავრობამ უზრუნველყო დიდი პაკეტი. გრძელვადიანი დახმარება ენერგოსისტემის მხარდასაჭერად“, - წერს კომპანია სოციალურ ქსელში. კერძოდ, ქვესადგურებისთვის 40 მილიოონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა იქნება შეძენილი და ის „უკრენერგოს“ გადაეცემა. წინასწარი მონაცემებით, შესყიდვების გეგმის მიხედვით, აღჭურვილობის მიწოდების დაწყება 2023 წლის მეორე ნახევრიდან იგეგმება და 2025 წლამდე გაგრძელდება, რაც დამოკიდებულია აღჭურვილობის წარმოების პირობებზე.  

ჯო ბაიდენი და ფუმიო კიშიდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

იაპონია და აშშ-ის ლიდერები შეთანხმდნენ, გააგრძელონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ ხუთშაბათს აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. იაპონიის და შეერთებული შტატების ლიდერებმა შეთანხმებას მიაღწიეს დიდი შვიდეულის სამიტის წინ, რომელიც ჰიროიმაში 19-21 მაისს გაიმართება. თეთრმა სახლმა ერთი დღით ადრე დააზუსტა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე, G7-ის ლიდერების შეხვედრის დღის წესრიგში იქნება ფრონტზე არსებული ვითარების განხილვა და უკრაინის სახელმწიფოს საერთაშორისო მხარდაჭერის გაგრძელება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში იაპონიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იმამურა აკირასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. „მთავრობის მეთაურმა იაპონიის ელჩს საქართველოში დიპლომატიური მოღვაწეობის განმავლობაში გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. აღინიშნა, რომ გასული წლების განმავლობაში საქართველომ და იაპონიამ მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურისა და განათლების მიმართულებით. ხაზი გაესვა, რომ საქართველოს მთავრობას სურს, გააგრძელოს ძალისხმევა ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.  

რა საკითხები განიხილეს ფუმიო კიშიდამ და ვოლოდიმირ ზელენსკიმ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იაპონიის პრემიერთან გამართა მოლაპარაკებები. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრს G7-ის სამიტში მონაწილეობის მოწვევისთვის. „ახლა გადამწყვეტი მომენტია უკრაინაში მშვიდობისა და წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის მომავლისთვის. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს ჰქონდეს შესაძლებლობა, მოისმინოს უკრაინის ხმა ჰიროსიმაში“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იაპონიას 7,6 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების პაკეტისთვის, რომელიც მანამდე გამოიყო. ზელენსკიმ იაპონიის პრემიერ-მინისტრს ფრონტზე არსებული ვითარება გააცნო და მადლიერება გამოხატა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკისთვის იაპონიის მხარდაჭერის მნიშვნელობას. ზელენსკიმ და კიშიდამ განიხილეს შემდგომი ნაბიჯები უკრაინის დასახმარებლად იაპონიის მთავრობის მხრიდან, კერძოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების მატერიალური და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. მხარეები შეთანხმდნენ უკრაინის აღდგენის შესახებ უკრაინულ-იაპონური კონფერენციის ჩატარებაზე და ამ პროცესში კერძო ბიზნესის ჩართვაზე. ორმა ლიდერმა განიხილა იაპონური ინვესტიციების შესაძლებლობა წყალბადის, ლითიუმის ბატარეების, ავტომობილების და ენერგეტიკული აღჭურვილობის წარმოებაში, ასევე, ესტაკადების და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში. პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა იმედოვნებს იაპონიის მხარდაჭერას უკრაინის მშვიდობის ფორმულის განხორციელებაში.  

იაპონია არ გეგმავს NATO-ში გაწევრიანებას, თუმცა სამეკავშირეო ოფისის გახსნის გეგმის შესახებ ჩვენთვის ცნობილია - ფუმიო კიშიდა

იაპონია არ გეგმავს NATO-ში გაწევრიანებას, თუმცა მისთვის ცნობილია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გეგმების შესახებ, გახსნას სამეკავშირეო ოფისი იაპონიაში. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ განაცხადა. კიშიდა ამბობს, რომ არ არის ინფორმირებული, მიიღეს თუ არა რაიმე გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით NATO-ში. იაპონიის ამ განცხადებას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იაპონიის ნაბიჯი არის ის, რასაც აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი „არ მიესალმება“. „ტოკიო ზედმეტად ფრთხილად უნდა იყოს სამხედრო უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით, მისი აგრესიის ისტორიის გათვალისწინებით“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა. ცნობისთვის, იაპონური მედიის ინფორმაციით, კიშიდა გეგმავს შეუერთდეს NATO-ს სამიტს, რომელიც ივლისში, ლიეტუვაში გაიმართება. იაპონია NATO-ს სამეკავშირეო ოფისის გასახსნელად მოლაპარაკებებს მართავს. 10 მაისს, CNN-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საგარეო საქმეთა მინისტრი, იოშიმასა ჰაიაში მოლაპარაკების წარმოების მიზეზად, რუსეთის უკრაინაში შეჭრას ასახელებდა, რომელმაც „მსოფლიო ნაკლებად სტაბილური გახადა“.  

იაპონია უკრაინის აღდგენის კონფერენციას უმასპინძლებს

უკრაინისა და იაპონიის მთავრობები იაპონიაში უკრაინის აღდგენის საერთაშორისო კონფერენციის მეორე რაუნდის გამართვას განიხილავენ. უკრაინის ელჩმა იაპონიაში სერხი კორსუნსკიმ განაცხადა, რომ მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ აქვს უკეთესი და საფუძვლიანი რეკონსტრუქციის გამოცდილება, ვიდრე იაპონიას. როგორც ცნობილია, უკრაინის აღდგენის კონფერენცია ივნისში, ჯერ ლონდონში გაიმართება. ის ყურადღებას გაამახვილებს საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაზე უკრაინის ეკონომიკურ- სოციალურ სტაბილიზაციასა და ომის შედეგების შემდგომ დაძლევაზე.  

იაპონიამ ბალისტიკური რაკეტები მზადყოფნაში მოიყვანა

ჩრდილოეთ კორეის მიერ თანამგზავრის გაშვების გამო, იაპონიამ ბალისტიკური რაკეტები მზადყოფნაში მოიყვანა. იაპონა მზადაა, ჩამოაგდოს ნებისმიერი ჭურვი, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ნებისმიერი რაკეტის გაშვება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების სერიოზული დარღვევა იქნება. მედიის თანახმად, ოფიციალურმა ფხენიანმა სამხედრო საჯაშუშო თანამგზავრზე მუშაობა დაასრულა და მისი გაშვება 31 მაისიდან 11 ივნისამდე იგეგმება.  

იაპონია, აშშ და ავსტრალია F-35-ის გამოყენებით ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ

იაპონია, აშშ და ავსტრალია შეთანხმდნენ, გააძლიერონ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და ერთობლივი წვრთნები, მათ შორის საჰაერო ძალების წვრთნები F-35 გამანადგურებლების გამოყენებით.  სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები ერთმანეთს სინგაპურში, აზიის უსაფრთხოების მე-20 საერთაშორისო ინსტიტუტის (IISS) სტრატეგიული კვლევების სამიტის დროს შეხვდნენ.  მათი ერთობლივი განცხადების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ერთობლივი წვრთნების მასშტაბის გაფართოებაზე.  კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი წვრთნების ჩატარებაზე ავსტრალიაში, რომელშიც მონაწილეობას F-35-ები მიიღებენ.  განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ სამი სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრებმა მოლაპარაკებების დროს სერიოზული შეშფოთება გამოხატეს სამხრეთ ჩინეთისა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვებში არსებული ვითარების გამო. მინისტრებმა სერიოზული შეშფოთება გამოხატეს აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში მზარდი უსაფრთხოების გარემოს გამო. ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერ დესტაბილიზაციას და იძულებით ცალმხრივ ქმედებებს, რამაც შეიძლება, ესკალაცია გამოიწვიოს აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში. მინისტრებმა შეშფოთება გამოთქვეს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში შექმნილი ვითარების გამო. ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერ ცალმხრივ მცდელობას, შეცვალონ სტატუს კვო ძალის გამოყენებით ან იძულებით და ქმედებებს, რამაც შეიძლება, გაზარდოს დაძაბულობა რეგიონში. მხარეები კატეგორიულად აპროტესტებენ ჩინეთის პრეტენზიებსა და ქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას.    

იაპონიის ახალი ელჩი საქართველოში: ცენტრალურ აზიასა და შავ ზღვას შორის სატრანსპორტო დერეფნის სისტემაზე, საერთაშორისო ინტერესი მზარდია

იაპინის საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს. იშიძუკა ჰიდეკიმ იმამურა აკირა შეცვალა. ახალმა ელჩმა მიმართვა გაავრცელა. ის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პირობას დებს. „ეს ჩემი პირველი საჯარო გზავნილია თქვენთვის. ელჩის პოზიციაზე დანიშვნით, დღეს პირველად ჩამოვედი საქართველოში და აეროპორტში თბილი მიღებით კარგად მივხვდი, თუ რატომ ირჩევს მრავალი ტურისტი სწორედ საქართველოს. საქართველოში ტოკიოდან ჩამოვფრინდი ევრაზიის კონტინენტის თავზე გადაფრენით. გზად წიგნის კითხვისას, ღრმად შთამაგონა კავკასიის უძველესმა ისტორიამ, რომელიც აღმოცენდა სამი რეგიონის - აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის გადაკვეთაზე. დიდი სურვილი მაქვს, მაქსიმალური ძალისხმევა გავწიო, რათა კიდევ უფრო გავაღრმავო იაპონიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა და ახალი განზომილება შევმატო ჩვენს ორმხრივ მეგობრობას. ჩემთვის განსაკუთრებული პატივია თქვენთან თანამშრომლობა ამ პროცესში და იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის. იაპონიის საელჩოს აკისრია მნიშვნელოვანი მისია - სათანადოდ ემსახუროს საქართველოში მცხოვრებ იაპონიის მოქალაქეებსა და კომპანიებს, გაწიოს საკონსულო მომსახურება და გასცეს ვიზები საქართველოს მოქალაქეებზე, რაც ხელს უწყობს საერთაშორისო მიმოსვლას და ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას. როგორც იცით, საქართველომ გადალახა კოვიდპანდემიით გამოწვეული ზიანი და მიაღწია ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელს ბოლო ორი წლის განმავლობაში. მზარდია საერთაშორისო ინტერესი ცენტრალურ აზიასა და შავ ზღვას შორის სატრანსპორტო კორიდორის სისტემაზე. ამავდროულად, იაპონიაში უფრო და უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართული სამზარეულო, ღვინო, ხელოვნება და მთლიანობაში, საქართველოს კულტურა. 2022-2023 წლებში აღინიშნა ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე, რასაც მრავალი ღონისძიება და მაღალი რანგის ვიზიტი მიეძღვნა. პარტნიორების მხარდაჭერით, იაპონური კულტურის მიმართ საქართველოში ინტერესი გაიზარდა და მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდა. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, დავინიშნო იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საქართველოში ამ პერიოდში. არ დავიშურებ ძალისხმევას, სათანადოდ შევასრულო ჩემი მოვალეობები და ნაბიჯ-ნაბიჯ უფრო მეტად შევუწყო ხელი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობის“, - აცხადებს იაპონელი დიპლომატი მიმართვაში, რომელსაც იაოპინიის საელჩო ავრცელებს.

იაპონია კახოვკის კაშხლის განადგურებით დაზარალებული უკრაინელების დასახმარებლად, $5 მილიონს გამოყოფს

იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა, 5 მილიონი დოლარის გადაუდებელი დახმარება გაუწიოს სამხრეთ უკრაინაში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ნგრევის შედეგად დაზარალდნენ.   უკრიანული მედიის თანახმად, გადაწყვეტილების შესახებ კაბინეტის მთავარმა მდივანმა, მაცუნო ჰიროკაზუმ სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა. NYT: მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ კახოვკის კაშხალი რუსეთმა ააფეთქა     ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი კაშხალი 6 ივნისს განადგურდა. შედეგად, დაიტბორა ხერსონის რეგიონი. არიან დაღუპულები და დაკარგულები. რუსეთი ტრადიციულად, დანაშაულში კიევს სდებს ბრალს. უკრაინა რუსეთს ტერორისტული აქტის მოწყობაში ადანაშაულებს. ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით კახოვკის კაშხლის განადგურებას ომის დანაშაული უწოდა.  

იაპონია ორი მილიონი ადამიანის ევაკუაციას გეგმავს

იაპონიაში გადაუღებელი წვიმის გამო, ორი მილიონი ადამიანი ევაკუაციისთვის ემზადება. იაპონური ტელეარხის NHK-ის თანახმად, იაპონიაში რამდენიმე პრეფექტურის ხელისუფლება ძლიერი წვიმის ფონზე მოსახლეობას წყალდიდობის, მეწყრისა და მდინარეების ადიდების საშიშროების შესახებ აფრთხილებს. იაპონიის დასავლეთით მდებარე იამაგუჩის პრეფექტურაში სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხდა, ქალაქ მაინში, მდინარე აკაგავაზე სარკინიგზო ხიდი ჩაინგრა. მეწყრის რისკი უკიდურესად მაღალია კუმამოტოს, ფუკუოკას, ოიტას, მიაზაკის, საგასა და იამაგუჩის პრეფექტურებში.  

იაპონიის უდიდეს პორტზე კიბერშეტევა განხორციელდა

კიბერშეტევის შემდეგ, იაპონიის უდიდეს პორტში ოპერაციები შეჩერდა. შუადღის მდგომარეობით, პორტი მისაბმელიანი კონტეინერების ჩატვირთვას და გადმოტვირთვას ვერ ახერხებდა. ამის შესახებ იაპონური მედია წერს. პოლიციამ გამოძიება დაიწყო და განაცხადა, რომ ოპერატორმა პორტის სისტემის აღდგენის სანაცვლოდ, ე.წ. გამოსასყიდის მოთხოვნა მიიღო. სისტემის გაუმართაობა 4 ივლისს დილით დაფიქსირდა.  Ransomware არის მავნე პროგრამა, რომელიც შიფრავს მონაცემებს და წვდომის აღდგენის სანაცვლოდ გადახდას ითხოვს.  ნაგოიას პორტი, იაპონიის უდიდესი პორტია მთლიანი ტვირთის გამტარუნარიანობით და პასუხისმგებელია ტოიოტას მანქანების ზოგიერთ ექსპორტზე.  

იაპონია თხევადი გაზის შეძენის საკითხზე კატართან მოლაპარაკებებს აწარმოებს

იაპონელი ბუნებრივი აირის მყიდველები კატართან მოლაპარაკებებს აწარმოებე. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. წყაროები ამბობენ, რომ კატარი ახლა მაღალ ფასებს აწესებს, რამაც შესაძლოა, მოლაპარაკებების დასრულებას ხელი შეუშალოს.  გარიგებების გაფორმების შემთხვევაში კი, ეს იქნება სტრატეგიის ცვლილება იაპონიის LNG იმპორტიორებისთვის, რომლებსაც კატართან მსგავს კონტრაქტზე ხელი 2014 წლის შედემ არ მოუწერიათ. კატარის კონტრაქტები ამ ინდუსტრიაში ყველაზე მკაცრ პირობებს ექვემდებარება და ის არ იძლევა ადვილად გაყიდვას ან სხვა ქვეყნებში გადამისამართეის საშუალებას, თუ ეს გადაზიდვა თვითონ კატარის შიგნით არ არის საჭირო.  პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა ამ თვეში კატარში ვიზიტს გეგმავს, რაც იაპონიის პრემიერის პირველი ვიზიტი იქნება ბოლო 10 წლის განმავლობაში.  

სამხრეთ კორეამ, აშშ-მ და იაპონიამ ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს

სამხრეთ კორეამ, შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ ერთობლივი საზღვაო წვრთნები გამართეს. სწავლება საერთაშორისო წყლებში სამხრეთ კორეასა და იაპონიას შორის ჩატარდა. The Korean Times-ის ცნობით, სამმა მოკავშირემ წვრთნები „ჩრდილოეთ კორეიას პროვოკაციების საპასუხოდ გამართა.“ წინა ერთობლივი წვრთნები 17 აპრილს გაიმართა.  ეს კი მეოთხე კომბინირებული წვრთნებია, რომელიც სამხრეთ კორეის პრეზიდენტ, იუნ სუკ იოლის ადმინისტრაციის დროს ჩატარდა. სწავლება ფოკუსირებული იყო სამი საზღვაო ძალების მზადყოფნის ამაღლებაზე, იმიტირებული ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით“, - ნათქვამია საზღვაო ფლოტის განცხადებაში. წვრთნა ჩატარდა მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთის წყლებისკენ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.  

მედია: ტოკიოს პოლიცია იაპონიაში საქართველოს ელჩის მძღოლზე შესაძლო თავდასხმის ფაქტს იძიებს

ტოკიოს პოლიცია იაპონიაში საქართველოს ელჩის მძღოლზე შესაძლო თავდასხმის ფაქტს იძიებს. იაპონური მედიის ცნობით, ელჩი საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანით გადაადგილდებოდა, როდესაც მის წინ მიმავალი მანქანა გაჩერდა, მანქანიდან კაცი გადმოვიდა და ელჩის ავტომობილის მისამართით დაიწყო ყვირილი. მოგვიანებით კი მანქანასთან მიიჭრა და მძღოლის მხრიდან მანქანის გაღება სცადა. მოგვიანებით თემურ ლეჟავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მან არ იცის თავდასხმა მიზანმიმართული იყო თუ არა, თუმცა აღნიშნა, რომ ძალადობა არცერთ შემთხვევაში არ არის მისაღები. ინციდენტის შედეგად არც საქართველოს ელჩი და არც მისი მძღოლი არ დაშავებულან. ინციდენტის ამსახველი ვიდეო თავად ელჩმაც გაავრცელა Twitter-ზე.  

ფუმიო კიშიდამ ახლო აღმოსავლეთში ტურნე საუდის არაბეთში ვიზიტით დაიწყო

იაპონიის-პრემიერ მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ ახლო აღმოსავლეთში ტურნე საუდის არაბეთში ვიზიტით დაიწყო. მისი სამდღიანი ტურნე რეგიონის ქვეყნებსა და იაპონიას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად.  იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კიშიდამ საუდის არაბეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრები გამართა, რათა გაეძლიერებინა კავშირები სამეფოსთან ისეთ საკვანძო სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ბიზნეს შესაძლებლობები იაპონური საწარმოებისთვის.  „ჩვენ იაპონიისთვის ნავთობის მიწოდების გარანტიას ვიძლევით და ვინარჩუნებთ ჩვენს, როგორც ყველაზე საიმედო პარტნიორის პოზიციებს“, - განაცხადა საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა პრინცმა აბდულაზიზ ბინ სალმანმა. საუდის არაბეთი იაპონიისთვის ნავთობის უდიდესი ექსპორტიორია, რომელიცმისი მთლიანი მოთხოვნილების 40 პროცენტს აკმაყოფილებს. ამასთან, იაპონია სამეფოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ეს იაპონიის ლიდერის პირველი  სახელმწიფო ვიზიტია ახლო აღმოსავლეთში 2020 წლის იანვრის შემდეგ. კიშიდა კვირას საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში ჩავა და სამეფოდან ორშაბათს აბუ დაბიში ვიზიტით გაემგზავრება, რის შემდეგაც კატარში გადაინაცვლებს.  

საუდის არაბეთის პრინცმა იაპონიის პრემიერ-მინისტრს უმასპინძლა

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა, პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ ბინ სალმანმა იაპონიის პრემიერ-მინისტრ, ფუმიო კიშიდას უმასპინძლა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საშუალებები და საუდის არაბეთ-იაპონიის 2030 წლის კონცეფციის გაძლიერების გზები.  საუდის არაბეთის პრესის სააგენტოს თანახმად, შეხვდრა ქალაქ ჯედაში გაიმართა, სადაც ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. „საუდის არაბეთ-იაპონიის ხედვა 2030-ს“ პრინცმა და მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, შინზო აბემ 2016 წელს მოაწერეს ხელი. შეთანხმება ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს. იაპონიის-პრემიერ მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ ახლო აღმოსავლეთში ტურნე საუდის არაბეთში ვიზიტით დაიწყო. მისი სამდღიანი ტურნე რეგიონის ქვეყნებსა და იაპონიას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად.  იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კიშიდამ საუდის არაბეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრები გამართა, რათა გაეძლიერებინა კავშირები სამეფოსთან ისეთ საკვანძო სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ბიზნეს შესაძლებლობები იაპონური საწარმოებისთვის.  „ჩვენ იაპონიისთვის ნავთობის მიწოდების გარანტიას ვიძლევით და ვინარჩუნებთ ჩვენს, როგორც ყველაზე საიმედო პარტნიორის პოზიციებს“, - განაცხადა საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა პრინცმა აბდულაზიზ ბინ სალმანმა. საუდის არაბეთი იაპონიისთვის ნავთობის უდიდესი ექსპორტიორია, რომელიცმისი მთლიანი მოთხოვნილების 40 პროცენტს აკმაყოფილებს. ამასთან, იაპონია სამეფოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ეს იაპონიის ლიდერის პირველი  სახელმწიფო ვიზიტია ახლო აღმოსავლეთში 2020 წლის იანვრის შემდეგ. კიშიდა კვირას საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში ჩავა და სამეფოდან ორშაბათს აბუ დაბიში ვიზიტით გაემგზავრება, რის შემდეგაც კატარში გადაინაცვლებს.

იაპონია და საფრანგეთი პირველ ერთობლივ წვრთნებს გამართავენ

იაპონია და საფრანგეთი 26-29 ივლისს პირველ ერთობლივ წვრთნებს გამართავენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს. წვრთნებში მოიერიშე თვითმფრინავები ჩაერთვებიან. იაპონიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ სწავლება, რომელიც იაპონიაშია დაგეგმილი, მიზნად ისახავს ორმხრივი თავდაცვის თანამშრომლობის გაღრმავებას თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანისთვის.  

იაპონიის მოსახლეობა 47-ვე პრეფექტურაში პირველად შემცირდა

იაპონიის მოსახლეობა 2022 წელს წინა წელთან შედარებით 801,000-ით, 122,423,038-მდე შემცირდა, რაც ყველაზე დიდი ვარდნაა მის ისტორიაში მას შემდეგ, რაც მსგავსი კვლევა 1968-დან დაიწყო. Japan Times-ის ცნობით, 2023 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, იაპონიის მოსახლეობა, მათ შორის უცხოელი მცხოვრებლები, 125,416,877 ადამიანს შეადგენდა, რაც დაახლოებით 511,000-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.  

იაპონიამ და საფრანგეთმა პირველი ერთობლივი წვრთნები დაიწყეს

იაპონია და საფრანგეთი პირველ ერთობლივ წვრთნებს გამართავენ. Kyodo News-ის ცნობით, სამი F-15 და ორი F-2-ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი იაპონიის საჰაერო თავდაცვის ძალებიდან და ორიც საფრანგეთის საჰაერო და კოსმოსური ძალებიდან, წვრთნას შაბათამდე ჩაატარებენ. მანევრები იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ცაზე ნიუტაბარუს საჰაერო ბაზის მახლობლად, მიაძაკის პრეფექტურაში შესრულდება. სწავლება ტარდება მას შემდეგ, რაც საფრანგეთი და NATO-ს სხვა წევრები ტოკიოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აფართოებენ. იაპონიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ სწავლება, რომელიც იაპონიაშია დაგეგმილი, მიზნად ისახავს ორმხრივი თავდაცვის თანამშრომლობის გაღრმავებას თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანისთვის.  

რუსეთმა პუტინის დაპატიმრების ორდერის გამცემი იაპონელი მოსამართლე ძებნილად გამოაცხადა

რუსეთის შსს-მ ძებნილად გამოაცხადა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლე, იაპონელი ტომოკო აკანე. ამის შესახებ კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ წერს შსს-ს მიერ ძებნილთა ბაზის განახლებულ მონაცემებზე დაყრდნობით. ტომოკო აკანე წევრია სასამართლოს იმ პალატის, რომელმაც 2023 წლის მარტში გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტნის დაპატიმრების ორდერი. რუსეთის შსს-ს ბაზის თანახმად, ტომოკო აკანე იძებნება „რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით.“ მუხლი დაკონკრეტებული არ არის. ICC-ის პროკურორი იმედოვნებს, რომ სამხრეთ აფრიკა BRICS-ის სამიტზე ჩასვლის შემთხვევაში პუტინს დააკავებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი მიმდინარე წლის 17 მარტს გასცა. შედეგად რომის სტატუტის მონაწილე ყველა ქვეყანა ვალდებულია, რომ მათ ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტი დააკავონ.  

იაპონია რუსეთში გარკვეული ავტომობილების ექსპორტს კრძალავს

Reuters-ის ცნობით, იაპონია, 9 აგვისტოდან, 1.9 ლიტრზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე და ჰიბრიდული ავტომობილების რუსეთში ექსპორტს კრძალავს. „ეკონომიკის სამინისტრო ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში არსებულ ვითარებას, მსოფლიო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, „დიდი შვიდეულის“ და სხვა ქვეყნების სამინისტროებთან თანამშრომლობით, ყველა ღონეს გამოიყენებს ექსპორტზე დაწესებული აკრძალვის განსახორციელებლად,“ - განაცხადა იაპონიის ეკონომიკის მინისტრმა. ახალი ზომები 2 აგვისტოს გამოცხადდება 9 აგვისტოდან ამოქმედდება. „შესაბამისად, რუსეთში 1900 მილილიტრზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილების, ჰიბრიდული ავტომობილების, მსხვილგაბარიტიანი ავტომობილების საბურავების ექსპორტის აკრძალვა მოხდება,“ - განაცხადა იაპონიის ეკონომიკის მინისტრმა იასუტოში ნიშიმურამ.  

იაპონიამ რუსეთს ევროპაში უსაფრთხოების პირდაპირი საფრთხე უწოდა

იაპონიის თავდაცვის „თეთრი წიგნის“ ახალ გამოცემაში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა ევროპის უსაფრთხოებისათვის ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს. ტოკიოს შეფასებით, იაპონია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უსაფრთხოების ყველაზე დიდი საფრთხეების წინაშე დგას და გეგმავს, განახორციელოს ახალი სტრატეგია, რომელიც მოითხოვს დიდ სამხედრო გაფართოებას. ამასთან, იაპონიის ხელისუფლება შეშფოთებულია აღმოსავლეთ ჩინეთისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვებში ჩინეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებით, ასევე რუსეთსა და ჩინეთს შორის ერთობლივი სამხედრო წვრთნებით. კიდევ ერთი საფრთხე არის ჩრდილოეთ კორეა, რომელიც ავითარებს ბირთვულ და სარაკეტო მოვლენებს. ამ ფონზე, იაპონია პრიორიტეტულად მიიჩნევს დიპლომატიურ ურთიერთობებს, მაგრამ იტოვებს უფლებას „დაიცვას საკუთარი მიწა " და შეაკავოს პოტენციური მოწინააღმდეგე. 2023 წლის თავდაცვის „თეთრი წიგნი,“ რომელიც ფუმიო კიშიდას კაბინეტმა დაამტკიცა, პირველია მას შემდეგ, რაც დეკემბერში მთავრობამ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია მიიღო. „მიუხედავად გაეროს უშიშროების საბჭოს წევრის სტატუსისა, რუსეთმა უგულებელყო საერთაშორისო სამართალი, ხოლო რუსეთის ხელისუფლების რიტორიკა და ქმედებები "შეიძლება განიმარტოს, როგორც ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე. მსოფლიო საზოგადოება, ისევე როგორც იაპონია, არ შეეგუება რუსეთის ასეთ ქმედებებს,“ - წერია იაპონიის თავდაცვის „თეთრ წიგნში“.  

რუსეთის წინააღმდეგ იაპონიის ახალი სანქციები 9 აგვისტოდან შევა ძალაში

იაპონიის სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც რუსეთში იმპორტისთვის აკრძალული საქონლის ჩამონათვალს აფართოებს, ძალაში 9 აგვისტოდან შევა. ამის შესახებ ქვეყნის ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა. ახალი შეზღუდვები 758 ტიპის საქონელს ეხება. კერძოდ, ეს არის 1,9 ლიტრზე მეტი ძრავის მოცულობის მანქანები, სამშენებლო მასალები, პლასტმასის ნაწარმი, ქსოვილები, ლოკომოტივები, სარკინიგზო ვაგონები და ა.შ. პირველად სიაში შევიდა ისეთი ტიპი საქონელი, როგორიცაა მეორადი ტანსაცმელი, დიაგრამები, მაკულატურა და სხვა. დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს მას შემდეგ, რაც მოსკოვი უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს ფართომასშტაბიან ომს.  

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები აამოქმედა

იაპონიის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები აამოქმედა. NHK-ის ცნობით, 9 აგვისტოს ამოქმედებული დამატებითი აკრძალვა 758 პროდუქტს მოიცავს, მათ შორის ავტომობილებსა და ოპტიკურ აღჭურვილობას. გაფართოებულ ემბარგოს ექვემდებარება მეორადი იაპონური მანქანები, რომლებიც პოპულარულია რუსეთში. აგრესორ ქვეყანაში ექსპორტისთვის აკრძალული ნივთების სიაში შედის ავტომობილებთან დაკავშირებული ნივთებისა და აქსესუარების ფართო სპექტრი ასეთი მანქანებისთვის, კერძოდ, სათადარიგო ნაწილები, სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობა, მათ შორის ოპტიკური აღჭურვილობა და საბურავები. შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა უკვე გააფართოეს შეზღუდვები მანქანების ექსპორტზე რუსეთში. დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების ლიდერები მაისში ჰიროშიმას სამიტზე შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გააძლიერებდნენ. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. დასავლეთი მას მძიმე სანქციებს უწესებს და კიევს ეხმარება სამხედრო აღჭურვილობითა და სხვა ტექნიკით.  

ინდოეთი, იაპონია, აშშ და ავსტრალია საზღვაო წვრთნებს გამართავენ

ინდოეთი, იაპონია, შეერთებული შტატები და ავსტრალია საზღვაო წვრთნებს გამართავენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მისივე ცნობით, სწავლება ხაზს უსვამს რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის უთანხმოების დროს. ვიცე-ადმირალმა კარლ თომასმა, აშშ-ის საზღვაო ძალების მეშვიდე ფლოტის მეთაურმა, ხუთშაბათს სიდნეიში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ წვრთნები რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული და ის ოთხი ქვეყნის ერთად მოქმედების უნარების გაუმჯობესებას ემსახურება.  ოთხი ქვეყნის გემებს შეუერთდება ავსტრალიური F-35-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები, ასევე P-8 სათვალთვალო თვითმფრინავები და წყალქვეშა ნავები. ავსტრალია მალაბარის წვრთნებს აშშ-ს, იაპონიისა და ინდოეთის ჩართულობით, 2020 წლის ნოემბერში შეუერთდა. წვრთნები, რომელიც 1992 წლიდან ტარდება, თანდათან გაიზარდა და უფრო მეტად კომპლექსური გახდა.  

აშშ, იაპონია და სამხრეთ კორეა სამხედრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ - ისტორიული სამიტი

პარასკევს, 18 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, იუნ სუკ იოლი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდა უსაფრთხოების პირველ სამმხრივ სამიტზე აშშ-ში, მერილენდის შტატში, კემპ დევიდში შეხვდნენ. სამიტის მონაწილეები სამხედრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. ერთობლივად დაგმეს ჩინეთის „საშიში და აგრესიული ქცევა“ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. ლიდერები „კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან“ ყოველგვარ ცალმხრივ მცდელობას, შეიცვალოს სტატუს კვო ინდო-წყნარი ოკეანის წყლებში.“ შეერთებული შტატები, სამხრეთ კორეა და იაპონია უსაფრთხოების სამმხრივ სამიტზე მიღებულ კომუნიკეში ადასტურებენ მზადყოფნას, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე სანქციებით ზეწოლა. აზიაში აშშ-ის მთავარი მოკავშირეების ლიდერებთან შეხვედრა, საერთაშორისო მედიის მიერ ისტორიულად შეფასდა. ეს იყო კემპ დევიდის პირველი სამიტი, რომელიც ბაიდენმა უცხოელი ლიდერებისთვის გამართა. ეს სამიტი პირველი იყო კემპ დევიდში მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2015 წელს სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების ლიდერებს უმასპინძლა. სამიტის განცხადებაში სამი ქვეყანა ვალდებულებას იღებს, კრიზისების დროს დაუყონებლივ გაიარონ კონსულტაცია ერთმანეთთან და მოახდინონ რეაგირება რეგიონალურ გამოწვევებზე, პროვოკაციებსა და საფრთხეებზე, რომლებიც გავლენას ახდენს საერთო ინტერესებზე. ისინი შეთანხმდნენ, რომ ყოველწლიურად ჩაატარონ სამხედრო წვრთნები და გაიზიარონ რეალურ დროში ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვების შესახებ. სამმხრივი სამიტები ყოველწლიურად გაიმართება. „ჩვენ ვაცხადებთ ჩვენი მთავრობების ვალდებულებას, კონსულტაციები გაუწიონ ერთმანეთს დაჩქარებული წესით, რათა კოორდინირდეს ჩვენი რეაგირება რეგიონულ გამოწვევებზე, პროვოკაციებსა და საფრთხეებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენს კოლექტიურ ინტერესებსა და უსაფრთხოებაზე. ამ კონსულტაციების მეშვეობით ვაპირებთ ინფორმაციის გაზიარებას, და რეაგირების მექანიზმების კოორდინაციას. ამ მიზნით, ჩვენ გავაუმჯობესებთ სამმხრივ კომუნიკაციის მექანიზმს, რათა ხელი შევუწყოთ რეგულარულ და დროულ კომუნიკაციას ჩვენს ქვეყნებს შორის, მათ შორის ეროვნულ ხელმძღვანელობას შორის. ჩვენ მტკიცედ ვართ გადაწყვეტილი, დავიცვათ რეგიონული უსაფრთხოება, გავაძლიეროთ ინდო-წყნარი ოკეანის ჩართულობა და ხელი შევუწყოთ საერთო კეთილდღეობას. ჩვენ ვაღიარებთ უცხოური საინფორმაციო მანიპულაციებისა და სათვალთვალო ტექნოლოგიის არასწორად გამოყენებისგან მომდინარე საფრთხეს, ჩვენ ასევე განვიხილავთ გზებს, რათა კოორდინირდეს ჩვენი ძალისხმევა დეზინფორმაციის წინააღმდეგ,“ - წერია განცხადებაში.  მასში ასევე ხაზგასმულია დემოკრატიის ხელშეწყობისა და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული საერთო ძალისხმევის მნიშვნელობა. განცხადების ავტორები უკრაინისადმი მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებენ. „ჩვენ ერთიანნი ვართ უკრაინისადმი მხარდაჭერაში. ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას, ვიდგეთ უკრაინის გვერდით რუსეთის არაპროვოცირებული და სასტიკი ომის წინააღმდეგ, რომელმაც შეარყია საერთაშორისო წესრიგის საფუძველი. ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებას, გავაგრძელოთ უკრაინას დახმარება კოორდინირებული, მკაცრი სანქციების დაწესებით რუსეთზე და რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულების შემცირების დაჩქარება,“ - ნათქვამია თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.  

ჩინეთმა იაპონიიდან ზღვის პროდუქტები აკრძალა მას შემდეგ, რაც ტოკიომ ფუკუშიმიდან რადიოაქტიური წყლის ოკეანეში გაშვება დაიწყო

იაპონიამ ფუკუშიმას („ფუკუსიმა-1-დან") განადგურებული ატომური ელექტროსადგურიდან წყნარ ოკეანეში რადიოაქტიური წყლის გაშვება დაიწყო. წყნარ ოკეანეში, პირველ ეტაპზე, 7 800 კუბური მეტრი გაწმენდილი რადიოაქტიურ წყალს გაუშვებენ. 2024 წლის მარტისთვის იაპონია ოკეანეში 31,2 ათას ტონა წყალს ჩაღვრის. გეგმის თანახმად, ავზებიდან წყალი ზღვის წყლით გაზავდება, რათა შემცირდეს მასში დარჩენილი რადიონუკლიდების კონცენტრაცია. წყლის ყველა რეზერვუარი 30 წლის განმავლობაში თანდათან დაიცლება. იაპონიის მთავრობის საპასუხოდ, ჩინეთმა იაპონიიდან ყველა სახის ზღვის პროდუქტების იმპორტზე აკრძალვა დააწესა. იაპონიამ ჩინეთს წყლის პროდუქტების იმპორტზე დაწესებული აკრძალვის დაუყოვნებლივ გაუქმება მოსთხოვა. „ჩინეთი ძალიან შეშფოთებულია რადიოაქტიური დაბინძურების რისკის გამო, რომელიც იაპონურმა საკვებმა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებმა შეიძლება გამოიწვიოს," - ნათქვამია ჩინეთის საბაჟო ბიუროს განცხადებაში. იაპონიის მთავრობამ ხელი გეგმას ხელი 2 წლის წინ მოაწერა, გასულ თვეში კი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოდან თანხმობა მიიღო და რადიოაქტიური წყლის გაშვება დღეიდან დაიწყო. ცნობისთის, 2022 წელს იაპონიამ ჩინეთში 600 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ზღვის პროდუქტების ექსპორტი განახორციელა, რაც ჩინეთს იაპონიის უდიდეს საექსპორტო ბაზრად აქცევს, მეორე ადგილზეა ჰონკონგი. 2011 წლის 11 მარტს იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მომხდარმა 9,0 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია. წყალმა „ფუკუსიმის“ მიწისქვეშა სათავსოები დატბორა.  

იაპონიის საზღვაო ძალები აშშ-სა და კანადასთან ერთად, კურილის კუნძულებთან წვრთნებს პირველად ატარებს

პირველად იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალები (MSDF) აშშ-სა და კანადის საზღვაო ფლოტებთან ერთად, წვრთნებს კურილის კუნძულების სანაპიროებთან ატარებს. იაპონური პრესის ცნობით, წვრთნების მიზანია, წარმოაჩინოს იაპონიის ერთიანობა მოკავშირეებთან პოტენციური რუსული საფრთხის ფონზე. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც MSDF-ის გემი კურილის კუნძულებთან წვრთნებში ერთვება. იაპონიის საზღვაო ძალების პრესრელიზში ნათქვამია, რომ იაპონიას, კანადასა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება მნიშვნელოვანი პირობაა თავისუფალი და ღია წყნარი ოკეანის რეგიონისთვის. როგორც BBC წერს, წვრთნები (Noble CHINOOK) ჰონშუს კუნძულის სამხრეთ ნაწილამდე ტარდება. წვრთნები 21 აგვისტოს დაიწყო და 28 აგვისტომდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობენ იაპონური საზღვაო ფლოტის ხუთი ხომალდი, მათ შორის იაპონური ფლოტის ფლაგმანი, Hyuga-ს კლასის გამანადგურებელი. შეერთებულმა შტატებმა გაგზავნა Arleigh Burke-ის კლასის გამანადგურებელი Benfold, კანადამ - Halifax-ის კლასის ფრეგატები და სხვა. მოკავშირეები ყურადღებას ამახვილებენ საწვრთნელ ამოცანებზე, როგორიცაა ზედაპირული სამიზნეების ძებნა და განადგურება და ვერტმფრენების დაშვება ერთმანეთის გემებზე, იტყობინებიან წყაროები წვრთნების შტაბში. ასევე გაეცანით: იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: კურილის კუნძულები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული  

იაპონიამ, აშშ-მ, ავსტრალიამ და ფილიპინებმა ერთობლივი წვრთნები გამართეს

იაპონიამ, აშშ-მ, ავსტრალიამ და ფილიპინებმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ერთობლივი წვრთნები გამართეს. სწავლებაში მონაწილეობდნენ იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალების უდიდესი გამანადგურებელი Izumo და გამანადგურებელი Samidare. იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორი იაპონური ხომალდი მანილის პორტში პარასკევიდან, მომავალ ხუთშაბათამდე გაჩერდება. სწავლებაში ასევე ჩართულები იყვნენ აშშ-ის საზღვაო ძალების ზღვისპირა საბრძოლო ხომალდი Mobile, ავსტრალიის ამფიბიური თავდასხმის გემი Canberra, ფრეგატი Anzac და F-35A-ს ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები. ასევე - ფილიპინების საზღვაო ძალების სადესანტო ხომალდი Davao Del Sur-ი. იაპონიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სწავლების მიზანია „თანამშრომლობის გაძლიერება თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანისთვის.“ იაპონიის, აშშ-ის, ავსტრალიისა და ფილიპინების თავდაცვის მინისტრები ივნისში სინგაპურში პირველად შეხვდნენ და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. ამ თვის დასაწყისში ფილიპინებმა ჩინეთის სანაპირო დაცვა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მის გემებზე წყლის ჭავლით თავდასხმაში დაადანაშაულა.  

იაპონური F-35-ის ტიპის თვითმფრინავები ავსტრალიის საჰაერო ბაზაზე განლაგდნენ

იაპონიის საჰაერო თავდაცვის ძალების ორი საბრძოლო თვითმფრინავი (F-35A) ავსტრალიის სამხედრო ბაზაზე განლაგდა. მიზანი დაგეგმილ წვრთნებში მონაწილეობაა.  Kyodo-ს ცნობით, ამის შესახებ ავსტრალიის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა. ეს ორი ქვეყანა ცდილობს, გააძლიეროს უსაფრთხოების კავშირები რეგიონში ჩინეთის მზარდი სამხედრო თავდაჯერებულობის ფონზე. აღნიშნავენ პირველ აქტივობას ახალი შეთანხმების ფარგლებში, რათა ხელი შეუწყონ ორმხრივ წვდომასა და თანამშრომლობას თავდაცვის ძალებს შორის. ავსტრალიის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ორი F-35-ის ტიპის თვითმფრინავი ავსტრალიის სამეფო საჰაერო ძალების ბაზაზე, ტინდალში ჩაფრინდა პერსონალთან ერთად.  

აშშ-მ იაპონიისთვის ფრთოსანი რაკეტების პოტენციური მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა იაპონიისთვის „ჰაერი-ზედაპირის“ საავიაციო რაკეტების პოტენციური მიყიდვა დაამტკიცა. Reuters-ის ცნობით, საუბარია გაფართოებული დიაპაზონის JASSM-ER-ზე და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის პოტენციური მიყიდვაზე, რომლის ღირებულებაც 104 მილიონ დოლარამდეა. პენტაგონის განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავარი კონტრაქტორი Lockheed Martin-ი იქნება.  

მედია: იაპონია ექვს ქვეყანას $34,2 მილიონის სამხედრო დახმარებას შესთავაზებს

ჩინეთის შეკავების გასაძლიერებლად, იაპონიის 2024 ფისკალურ წელს გეგმავს, 6 ქვეყანას, მათ შორის ვიეტნამსა და ინდონეზიას დაახლოებით, 5 მილიარდი იენის (34,1 მილიონი აშშ დოლარი) უსაფრთხოების დახმარება შესთავაზოს. მთავრობა იმედოვნებს, რომ მეგობარი ქვეყნების, უპირველეს ყოვლისა განვითარებადი ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის გაზრდას დაეხმარება. ქვეყნები ასევე მიიღებენ კოსმოსურ საკომუნიკაციო სისტემებს, რადარებს და საპატრულო კატარღებს, აღჭურვილობას სამხედრო პორტებისთვის. „საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირები დახმარების მიმღებ ქვეყნებად განიხილავენ ფილიპინებს, ვიეტნამს, ინდონეზიას, პაპუა-ახალ გვინეას, მონღოლეთსა და ჯიბუტს, რადგან ყველა ეს ქვეყანა გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი პარტნიორია იაპონიისთვის,“ - აცხადებენ წყაროები. დახმარება სავარაუდოდ, შეღავათიანი პირობებით გამოიყოფა და მისი ოდენობა გაიზრდება. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ აქტივობის კოორდინაციის მიზნით, სპეციალური, 10-კაციანი ჯგუფის შექმნა იგეგმება. იაპონური დახმარების მიმღებ ქვეყნებს ტოკიოსთვის დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, კერძოდ, ჩინეთის შეკავების თვალსაზრისით. გარდა ამისა, იაპონიის საზღვაო ძალების დასაყრდენი ჯიბუტიში მდებარეობს. „ფილიპინები, ვიეტნამი და ინდონეზია სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის ექსპანსიონისტური საქმიანობის წინაშე დგანან. პაპუა-ახალი გვინეა წყნარი ოკეანის კუნძულოვან ქვეყნებს შორისაა, სადაც ჩინეთი თავის კუნთებს ათამაშებს. მონღოლეთი ჩინეთის ჩრდილოეთი მეზობელია, ჯიბუტი კი, თავდაცვის ძალების ერთადერთ საზღვარგარეთულ ფორპოსტს მასპინძლობს,“ - წერს გამოცემა Asahi Shimbun-ი.  

მედია: რუსეთმა S-300 კომპლექსები კურილის კუნძულებიდან, სავარაუდოდ, უკრაინის საზღვართან გადაიტანა

რუსეთმა კურილის კუნძულებიდან სავარაუდოდ, საჰაერო თავდაცვისთვის განკუთვნილი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები S-300 სავარაუდოდ, გაიტანა. იაპონური გაზეთის Mainichi Shimbun-ი ეს Maxar Technologies-ის მიერ იტურუპისა და კუნაშირის კუნძულებზე გადაღებული სატელიტური სურათების საფუძველზე ჩატარებულ ანალიზს ეყრდნობა, რაც ტოკიოს უნივერსიტეტის ლექტორმა იუ კოიზუმიმ ჩაატარა. მეცნიერი ვარაუდობს, რომ სარაკეტო კომპლექსები შესაძლოა, უკრაინასთან ომში გამოსაყენებლად რუსეთის საზღვრებთან გადაესროლათ. გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლებას გარემონტებული ძველი ტანკები და ჰაუბიცები სახალინის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზიდან ასევე შეეძლო გაეგზავნა უკრაინის ფრონტზე. გასული წლის სექტემბრამდე გადაღებულ ფოტოებზე ჩანს სატრანსპორტო გამშვები მოწყობილობები რაკეტებით, რადარებით და სხვა აღჭურვილობით. ახლა კი, როგორც იუ კოიზუმი ამბობს, ეს ტექნიკა ადგილზე აღარ იმყოფება.  

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოშიმასა ჰაიაში უკრაინას ეწვია. ქვეყნის საგარეო უწყების ცნობით, უკრაინაში ვიზიტის დროს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას შეხვდება და კიდევ ერთხელ დაუდასტურებს მას, რომ იაპონია რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების კუთხით საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობას აგრძელებს. ასევე განიხილება უკრაინის ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობის ორმხრივი კონფერენციის ორგანიზებისა და ჩატარების საკითხიც. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს იაპონელი მინისტრის პირველი ვიზიტია ქვეყანაში. პრემიერი კიშიდა უკრაინაში მიმდინარე წლის მაისში იმყოფებოდა.  

უკრაინა და იაპონია უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაიაში იოშიმასა კიევში შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარალებებს დაიწყებენ. ინფორმაციას უკრანული მედია ავრცელებს. იაპონელი დიპლომატი უკრაინაში ვიზიტით იმყოფება. „შევთანხმდით, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე G7-ის დეკლარაციის შესაბამისად," - განაცხადა ზელენსკიმ. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიაში იოშიმასა უკრაინაში 9 სექტემბერს მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. ცნობისთვის, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 12 ივლისს ვილნიუსში გამართულ NATO-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაცია მიიღეს. ვილნიუსის სამიტზე მიღებული ეს დეკლერაცია წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტს მომავალი „უსაფრთხოების გარანტიებისთვის.“ G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან და კანადასთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.  

იაპონიაში, 100 წელს გადაცილებული ადამიანების რაოდენობამ 92 000-ს პირველად გადააჭარბა

იაპონიაში 100 წელზე მეტი ასაკის ადამიანების რაოდენობამ 92 000-ს პირველად გადააჭარბა, ნათქვამია იაპონიის ჯანდაცვის, შრომისა და კეთილდღეობის სამინისტროს განცხადებაში. ქვეყანა 18 სექტემბერს ხანდაზმულთა დღეს აღნიშნავს. 15 სექტემბრის მონაცემებით, იაპონიაში 100 წელს გადაცილებული 92 139 მოქალაქე ცხოვრობს. გავრცელებული ინფორმაციით, მათი რიცხვი ქვეყანაში ბოლო 50 წელია, იზრდება. წელს მათი რიცხვი 1500 ადამიანით გაიზარდა. სამინისტრომ აღნიშნა, რომ 100 წლის იუბილეს წელს, 47 107 ადამიანი აღნიშნავს.  

უკრაინა, თურქეთი და იაპონია თანამშრომლობის უნიკალურ ფორმატს ქმნიან

სტამბოლში გამართული თურქულ-უკრაინა-იაპონური ბიზნეს ფორუმის ფარგლებში შეიქმნა თანამშრომლობის უნიკალური ფორმატი, რომელიც უკრაინის მთლიანად აღდგენისა და განსაკუთრებით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის ერთობლივი პროექტების განხორციელებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთში, ვასილ ბოდნარმა ფორუმის შემდეგ განაცხადა. დიპლომატის თქმით, იაპონურ კომპანიებს, მათი ფინანსური რესურსებითა და გარკვეული საქონლის წარმოების შესაძლებლობით, შეუძლიათ, დაეხმარონ უკრაინას რეკონსტრუქციის პროცესში. თავის მხრივ, თურქული ბიზნესი წარმოდგენილია კომპანიებით, რომლებიც უკვე იმყოფებიან უკრაინის ბაზარზე, რადგან ისინი აჩვენებენ მაგალითს, თავისებურებებსა და შესაძლებლობებს, ასევე, დამატებით, ნდობის მაგალითს აძლევენ იაპონურ ბიზნესს, რათა უფრო ღიად შეხედონ უკრაინასთან თანამშრომლობის პერსპექტივებს. „დღეს ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ მთავარ პრიორიტეტებზე - კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე, რაც ყველაზე მეტად არის საჭირო ქვეყნის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და რუსეთის თავდასხმების შემდეგ აღდგენისთვის. ასევე, ჩავრთავთ ჩვენს პარტნიორებს სოციალური ინფრასტრუქტურის აღდგენაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალაქებისთვის, რომლებიც ოკუპაციის ქვეშ იყვნენ,“ - აღნიშნა ვასილ ბოდნარმა. მისი თქმით, ზოგიერთი იაპონური კომპანია დაინტერესებულია უკრაინის ბაზარზე ყოფნის გაფართოებით, სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდებით და სხვა.  

საქართველოსა და იაპონიას შორის „საინფორმაციო და საკომუნიკაციო სფეროში“ მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და იაპონიის შინაგან საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტროს შორის „საინფორმაციო და საკომუნიკაციო სფეროში“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ეკონომიკის საინისტროს ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერა მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა, რომელიც იაპონიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ხელმოწერა გლობალური ინტერნეტ მმართველობის ფორუმის (IGF) ფარგლებში გაიმართა. ეს ფორუმი იაპონიის ქალაქ კიოტოში მიმდინარეობს. „იაპონია მდგრადი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის და მობილური ქსელების განვითარების მხრივ, ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში. ამდენად, მასთან თანამშრომლობა ამ მიმართულებით ხელს შეუწყობს საქართველოში აღნიშნული ტექნოლოგიების დანერგვა - განვითარებას. საქართველოში ევროპა - აზიის დამაკავშირებელი ციფრული ჰაბის ჩამოყალიბება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქსელების უსაფრთხოების გაუმჯობესებას, მონაცემთა ცენტრებისა და შესაბამისი საშუალებების და ზოგადად, ICT ინდუსტრიის განვითარებას, აგრეთვე, აღნიშნულ სფეროში ინვესტიციების მოზიდვას, გამოგონებებისა და კვლევების, ტექნიკური ინოვაციების განვითარებას და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებს,“ - განაცხადა გურამ გურამიშვილმა. გლობალური ინტერნეტ მმართველობის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციას დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები. ფორუმი ორიენტირებულია ინტერნეტის განვითარებასთან დაკავშირებულ ყველა აქტუალურ საკითხზე.    

სამხრეთ კორეამ, აშშ-მ და იაპონიამ კორეის ნახევარკუნძულთან პირველი ერთობლივი საჰაერო წვრთნები ჩაატარეს

სამხრეთ კორეამ, შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ კორეის ნახევარკუნძულთან ერთობლივი საჰაერო წვრთნები პირველად ჩაატარეს. ამის შესახებ ინფორმაცია სამხრეთ კორეის საჰაერო ძალებმა გაავრცელეს. მისივე ცნობით, სამმხრივი წვრთნები ჩატარდა ნახევარკუნძულის სამხრეთით, სადაც სამხრეთ კორეისა და იაპონიის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონები ერთმანეთს კვეთს. სწავლებაში მონაწილეობდნენ აშშ-ის B-52H-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი, გამანადგურებელი, ასევე, სამხრეთ კორეისა და იაპონიის მოიერიშე თვითმფრინავები. წვრთნები ძალისხმევის ნაწილია, გააძლიერონ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ჩრდილოეთ კორეის მზარდი სარაკეტო და ბირთვული საფრთხეების ფონზე. სამხრეთ კორეის სამხედრო წყაროებმა განაცხადეს, რომ ეს სამი ქვეყნის მიერ ჩატარებული პირველი მსგავსი წვრთნებია. სამხრეთ კორეის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ შეერთებული შტატები და მისი ორი მოკავშირე აზიაში, უსაფრთხოების სფეროში სამმხრივ თანამშრომლობის გაძლიერებას განაგრძობენ. აშშ, იაპონია და სამხრეთ კორეა სამხედრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ - ისტორიული სამიტი  

იაპონიამ „ჰამასთან“ დაკავშირებულ პირებსა და კომპანიას სანქციები დაუწესა

იაპონიამ „ჰამასთან“ დაკავშირებულ ცხრა პირს და კომპანიას სანქციები დაუწესა. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ყველა სანქცირებული სუბიექტი ტერორისტად არის აღიარებული. იაპონიამ „ჰამასთან“ დაკავშირებით სანქციები პირველად დააწესა. სანქცირებული პირები მოიცავს „ჰამასის“ წევრებს და მათ დამფინანსებლებს, სანქცირებული კომპანია კი Buy Cash Money and Money Transfer Company-ია, რომელიც უზრუნველყოფს ფულის გადარიცხვისა და ვირტუალური ვალუტის, მათ შორის ბიტკოინის, გაცვლის სერვისებს. სანქციები სანქცირებული პირებისა და კომპანიის აქტივების გაყინვას ითვალისწინებს.  

იაპონიაში, ტოკიოს მახლობლად, შეიარაღებულმა პირმა ფოსტის შენობაში მძევლები აიყვანა

იაპონიაში, ტოკიოს მახლობლად, შეიარაღებულმა პირმა ფოსტის შენობაში მძევლები აიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას New York Times-ი ავრცელებს.  ადგილობრივი მედიის ცნობით კი, დღეს, იმავე რეგიონის ქალაქ ტოდის საავადმყოფოში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, 40-დან 50 წლამდე, მოტოციკლით გაიქცა და ამ დრომდე თავისუფალია. ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს ორი ინციდენტი ერთმანეთს. „დღეს დაახლოებით 14:15 საათზე, შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა და თავი ქალაქ ვარაბის ფოსტის შენობას შეაფარა. ეჭვმიტანილს თან ცეცხლსასროლი იარაღი აქვს,“ - განაცხადა ქალაქის ხელისუფლებამ, რომელმაც შესაბამისი ტექსტი საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა  

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: კურილის კუნძულები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული

კურილის კუნძულები (ჩრდილოეთ ტერიტორიები) იაპონიის ტერიტორიაა, მაგრამ ამჟამად არალეგალურად არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩრდილოეთ ტერიტორიების საკითხი იაპონიასა და რუსეთს შორის ყველაზე დიდი შეშფოთების საგანია. მანამდე იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ ქვეყნის პოზიცია ჩრდილოეთ ტერიტორიებზე მომავალში არ შეიცვლება. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კურილის კუნძულების (რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ), იაპონიის ტერიტორიად აღიარების შესახებ განკარგულებას გასულ წელს მოაწერა ხელი.  იაპონიამ 19 წლის შემდეგ პირველად, კურილის კუნძულებს უკანონოდ ოკუპირებული უწოდა „დღეს მივიღე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - სამართლიანი, იურიდიულად უნაკლო, ისტორიული. უკრაინამ კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, მათ შორის მისი ჩრდილოეთ ტერიტორიები, რომლებიც ჯერ კიდევ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა.  დღეს ხელი მოვაწერე შესაბამის განკარგულებას. ამის შესახებ განცხადება უმაღლეს რადაშიც კეთდება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას მსოფლიოში, მიიღონ მსგავსი გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.  საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის ბოლოს კუნძულებზე კონტროლი დაამყარა. სადავო კუნძულებს რუსეთი სახალინის ოლქის სამხრეთ კურილის რეგიონის შემადგენელ ნაწილად განიხილავს. კუნძულებს იაპონია ჩრდილოეთ ტერიტორიებს ან სამხრეთ ჩიშიმას უწოდებს და ჰოკაიდოს პრეფექტურის ნაწილად თვლის. ასევე წაიკითხეთ იაპონია: კურილის კუნძულები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც საერთაშორისო სამართლის ისეთივე უხეში დარღვევაა, როგორც მისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ  

ტოკიოს შეფასებით, სავარაუდოდ, რუსულმა ვერტმფრენმა იაპონიის საჰაერო სივრცე დაარღვია

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დადასტურდა, რომ სამშაბათს, 31 ოქტომბერს, ნემუროს ნახევარკუნძულის სანაპიროზე, ჰოკაიდოში, დაახლოებით 12:44 საათზე, სავარაუდოდ, რუსულმა ვერტმფრენმა დაარღვია ტერიტორიული საჰაერო სივრცე. სამინისტრომ განაცხადა, რომ იაპონიის საჰაერო თავდაცვის ძალების გამანადგურებლებმა რეაგირება მოახდინეს. თავის მხრივ, იაპონურმა მედიასაშუალება Kyodo News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამინისტრომ მოსკოვს დიპლომატიური არხებით მკაცრი პროტესტი გამოუცხადა. ჰოკაიდო რუსეთის კუნძულ სახალინიდან მხოლოდ 40 კილომეტრში მდებარეობს. ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის ფონზე, იაპონია კიევის აქტიური მხარდამჭერია. 2023 წლის აგვისტოს მონაცემების მიხედვით, მთლიანობაში, იაპონიამ უკრაინას 7,5 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის დახმარება გაუგზავნა. შეგახსენებთ, გასულ წელს, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „დიპლომატიის ლურჯ წიგნში“ 2003 წლის შემდეგ პირველად, კურილის კუნძულებს უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორია უწოდა.  ამასთანავე დიპლომატიურ წიგნში გაკეთდა ჩანაწერი, რომ კურილის კუნძულები იაპონიის განუყოფელი ტერიტორიაა. ასეთი ჩანაწერი 2011 წელს მიღებულ დოკუმენტში არ არსებობდა. ადრე იაპონიის ხელისუფლება კურილის სამხრეთ ნაწილთან მიმართებით სიტყვა „ოკუპაციას“ არ იყენებდა და მხოლოდ იმას აცხადებდა, რომ ამ კუნძულებზე იაპონიის სუვერენიტეტი ვრცელდება. საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის ბოლოს კუნძულებზე კონტროლი დაამყარა. სადავო კუნძულებს რუსეთი სახალინის ოლქის სამხრეთ კურილის რეგიონის შემადგენელ ნაწილად განიხილავს. იაპონია კი, კუნძულებს ჩრდილოეთ ტერიტორიებს ან სამხრეთ ჩიშიმას უწოდებს და მას ჰოკაიდოს პრეფექტურის ნაწილად თვლის. იაპონიამ 19 წლის შემდეგ პირველად, კურილის კუნძულებს უკანონოდ ოკუპირებული უწოდა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კურილის კუნძულების (რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ), იაპონიის ტერიტორიად აღიარების შესახებ განკარგულებას გასულ წელს მოაწერა ხელი.   

ენტონი ბლინკენი იაპონიაში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად იაპონიაში ჩავიდა. შეხვედრაზე ისრაელ-„ჰამასის“ ომს, რუსეთ-უკრაინის ომსა და ჩინეთთან ურთიერთობებს განიხილავენ. ბლინკენი იაპონიაში ვიზიტამდე ახლო აღმოსავლეთს სტუმრობდა და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზის მოწოდებით გამოვიდა. თურქეთში ვიზიტის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი აქტიურად მუშაობს ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დახმარების მიწოდების გასაზრდელად. „ვფიქრობ, უახლოეს დღეებში დავინახავთ, რომ დახმარება შეიძლება მნიშვნელოვნად გაფართოვდეს,” - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.  

იაპონიის დელეგაცია კიევში ჩავიდა და უკრაინას რეკონსტრუქციისთვის $175 მილიონს დაჰპირდა

იაპონიის ოფიციალური პირებისა და ბიზნესის წარმომადგენლების დელეგაცია, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრი კიოტო ცუჯი, მრეწველობის მინისტრი კაზუჩიკა ივატა და Keidanren - იაპონიის უდიდესი ბიზნეს ლობის წევრები კიევში ჩავიდნენ. დელგაცია უკრაინელ ოფიციალურ პირებს შეხვდება. ვიზიტის მიზანი უკრაინის საჭიროებების განსაზღვრაა. იაპონია 19 თებერვალს უმასპინძლებს კონფერენციას, რომელიც უკრაინის აღდგენას მიეძღვნება. უკრაინის პრემიერ-მინისტრ, დენის შმიჰალთან შეხვედრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ იაპონია უკრაინის ეკონომიკური აღდგენის პროექტების დასაფინანსებლად 160 მილიონი ევროს (175 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფას გეგმავს.  

სამხრეთ კორეამ, აშშ-მ და იაპონიამ ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს

სამხრეთ კორეამ, შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთ წყლებში ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს. სწავლებაში მონაწილეობდა აშშ-ის ატომური ავიამზიდი USS Carl Vinson, რომელიც პუსანის საზღვაო ბაზაზე, სეულიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 320 კილომეტრში განლაგდა. წვრთნების მიზანი ჩრდილოეთ კორეის განვითარებადი ბირთვული და სარაკეტო საფრთხეების წინააღმდეგ თავდაცვითი პოზიციების გაძლიერებაა. სამმხრივი წვრთნები ჩატარდა მას შემდეგ, რაც ფხენიანმა განაცხადა, რომ მისმა სადაზვერვო თანამგზავრმა სამხრეთ კორეაში და აშშ-ის ტერიტორიებზე, ჰავაისა და გუამში აშშ-ის არმიის ბაზები გადაიღო. ამ თვის დასაწყისში სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ შეიმუშაონ ერთობლივი წვრთნების მრავალწლიანი გეგმა და გააფართოონ წვრთნების ფარგლები ჩრდილოეთის საფრთხის უკეთ დასაძლევად.  

იაპონიის სანაპიროსთან ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი რომელშიც 8 ადამიანი იმყოფებოდა, სამხრეთ იაპონიის მახლობლად ოკეანეში ჩამოვარდა. იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა კაგოშიმის პრეფექტურის კუნძულ იაკუშიმასთან ახლოს მოხდა. ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი იოკოტის საჰაერო ბაზას ეკუთვნოდა და ოკინავასკენ მიფრინავდა. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ბორტზე მყოფი პირების სტატუსი უცნობია და იაპონიის სანაპირო დაცვა ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოს ატარებს. კატასტროფამდე იაკუშიმის აეროპორტმა ამერიკელი სამხედროებისგან მიიღო შეტყობინება, რომ თვითმფრინავს საგანგებო ვითარებაში დაშვება სჭირდებოდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.  

უკრაინა რეკონსტრუქციისთვის იაპონიისგან 4,5 მილიარდ დოლარს მიიღებს

იაპონია მზადაა, უკრაინას გამოუყოს დაახლოებით 4,5 მილიარდი დოლარი ქვეყნის ომის შემდგომი აღმშენებლობისთვის. ამის შესახებ მედია პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას განცახდებაზე  დაყრდნობით წერს. შეგახსენებთ, ოთხშაბათს იაპონიის თავმჯდომარეობით დიდი შვიდეულის ლიდერების ვირტუალური სამიტი გაიმართა. მიღებულ სხვა გადაწყვეტილებებს შორის გამოცხადდა განზრახვა, რომ რუსულ ბრილიანტებზე შეზღუდვები დაწესდეს.  

უკრაინა იაპონიის ახალი დახმარებიდან $1.5 მილიარდს იანვარში მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიას 4.5 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებისთვის მადლობას უხდის. „მინდა, მადლობა გადავუხადო იაპონიას უკრაინის მხარდაჭერის მიზნით ძალიან დროული და აუცილებელი გადაწყვეტილების გამო. 4.5 მილიარდი დოლარი არის მთლიანი თანხა და ჩვენ ველოდებით პირველ ნაწილს - 1.5 მილიარდს - იანვარში. ამ დახმარების პაკეტის უმეტეს ნაწილს კი გაზაფხულზე მივიღებთ,“ – განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, იაპონია თანმიმდევრულად და ფუნდამენტურად უჭერს მხარს უკრაინას და უკრაინელ ხალხს. 7 დეკემბერს გახდა ცნობილი, რომ უკრაინა რეკონსტრუქციისთვის იაპონიისგან 4,5 მილიარდ დოლარს მიიღებს.  

აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ

შეერთებული შტატები, სამხრეთ კორეა და იაპონია შეთანხმდნენ, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ და სარაკეტო საფრთხეებთან დასაპირისპირებლად, ძალისხმევას გააძლიერებენ, ამ უკანასკნელის რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაფართოების ფონზე. ჩრდილოეთ კორეის ბირთვული სარაკეტო პროგრამით გამოწვეული მზარდი საფრთხე, ასევე კიბერსივრცეში არსებული საფრხეები შაბათს, 9 დეკემბერს, სეულში განიხილეს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა და მისმა იაპონელმა და კორეელმა კოლეგებმა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლები შეთანხმდნენ გააგრძელონ სამმხრივი თანამშრომლობა, მათ შორის სამმხრივი სამხედრო წვრთნების გეგმების შედგენის გზით.  შეთანხმება ასევე მოიცავს კიბერ, ეკონომიკის, მოწინავე ტექნოლოგიებისა და განვითარების თანამშრომლობის სფეროებს. „კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ყოვლისმომცველი თანამშრომლობა ეკონომიკური უსაფრთხოების სფეროში, როგორიცაა მაგალითად, მიწოდების ჯაჭვებზე, ტექნოლოგიების დაცვაზე, ერთობლივ კვლევებსა და ხელოვნური ინტელექტის მართვაზე,“ - აღნიშნა კორეელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. „ჩვენ ასევე წამოვიწყეთ ახალი სამმხრივი ინიციატივა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ, როგორიც არის კიბერდანაშაული და კრიპტოვალუტის ფულის გათეთრება, ასევე, ბალისტიკური რაკეტების გამოცდა,“ - განაცხადა თავის მხრივ, ჯეიკ სალივანმა. მისმა იაპონელმა კოლეგამ, ტაკეო აკიბამ აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის უკანონო კიბერ აქტივობები უკანასკნელ გამოწვევას წარმოადგენს და ჩრდილოეთ კორეა მათ ბირთვული რაკეტების განვითარების დასაფინანსებლად იყენებს. აშშ, იაპონია და სამხრეთ კორეა სამხედრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ - ისტორიული სამიტი  

იტალია, იაპონია და დიდი ბრიტანეთი ახალი თანამედროვე გამანადგურებელი თვითმფრინავების საწარმოებლად ერთობლივ ორგანიზაციას ქმნიან

იტალია, იაპონია და დიდი ბრიტანეთი ახალი თანამედროვე გამანადგურებელი თვითმფრინავების საწარმოებლად ერთობლივ ორგანიზაციას ქმნიან. იაპონიის თავდაცვის მინისტრმა მინორუ კიჰარამ ბრიტანელ და იტალიელ კოლეგებთან, გრანტ შაპსთან და გვიდო კროსეტოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მაღალი ხარისხის გამანადგურებელი თვითმფრინავის შექმნაზე მუშაობა, საჰაერო უპირატესობის უზრუნველსაყოფად არის აუცილებელი და იგი საფრთხეების ეფექტური შეკავების შესაძლებლობას იძლევა. „ეს ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას გააძლიერებს. რისკები და პრობლემები, რომლებიც ევროპიდან იწყება და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონამდე გრძელდება, ყველასთვის ნათელია,“ - განაცხადა თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შაპსმა.  

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა

იაპონია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საქნციებს აფართოებს. სანქცირებულნი არიან პირები, ორგანიზაციები და ფირმები რუსეთიდან და კიდევ 5 სხვა ქვეყნიდან. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიაში შედიან თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტატიანა შევცოვა, ომბუდსმენი ტატიანა მოსკალკოვა, მოსკოვის რეგიონის ბავშვთა ომბუდსმენი ქსენია მიშონოვა და კიდევ 32 რუსი სამოქალაქო და სამხედრო პირი, ასევე რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის 43 სამეცნიერო-საწარმოო კომპანია და სახელმწიფოს მიერ შექმნილი რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაცია. იაპონიამ სანქციები ასევე დაუწესა 16 პირს, რომლებიც მონაწილეობდნენ ყირიმის ანექსიასა და დონბასში ომის დაწყებაში. ყველა ამ ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ სანქციები მოიცავს მოგზაურობის აკრძალვას და აქტივების გაყინვას. პარალელურად, იაპონიის ეკონომიკის სამინისტრომ გამოაქვეყნა 57 კომპანიის სია რუსეთიდან, ბელორუსიდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან, სირიიდან და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, რომლებიც ექვემდებარებოდნენ ექსპორტის შეზღუდვებს.  

იაპონია თავდაცვის ხარჯებს 10%-ით ზრდის

იაპონიის მთავრობა მზადაა, 2024 წელს ბიუჯეტის გაზრდის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა დაამტკიცოს. ხარჯები (54,1 მილიარდი აშშ დოლარი) მიმდინარე განაკვეთებით, რაც დაახლოებით, 13,2%-ით მეტია მიმდინარე წლის ანალოგიურ ხარჯებთან შედარებით. მთავრობა ასევე გამოყოფს ფულს ჰიპერბგერითი რაკეტის შემუშავებისთვის, რომლის ფრენის დიაპაზონი 3000 კილომეტრია. გარდა ამისა, დაგეგმილია თანხების გამოყოფა Aegis-ის ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემით აღჭურვილი ორი ხომალდის ასაშენებლად და მიმდებარედ კუნძულების თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად.  

WP: აშშ იაპონიას სთხოვს, გადასცეს უკრაინას რაკეტები Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის

შეერთებულმა შტატებმა იაპონიას მიმართა, რათა კიევს გადასცეს რაკეტები Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის. როგორც The Washington Post-ი წერს, იაპონიის ექსპორტის წესებში ცვლილებები პირდაპირ არ ეხება Patriot-ის სისტემას, მაგრამ უპასუხებს აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მთავარ მოთხოვნას. იაპონიის მთავრობა კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ სავარაუდოდ პარასკევს გამოაცხადებს. მანამდე გერმანიამ დაადასტურა, რომ Patriot-ის მეორე კომპლექსი უკრაინას გადასცა. აშშ-ის კონგრესი უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხს იანვარში განიხილავს  

აშშ და იაპონია დრონების ერთობლივ წარმოებას გეგმავენ - მედია

იაპონური გაზეთის Sankei-ს ინფორმაციით, აშშ და იაპონიის თავდაცვის სამინისტროები შეთანხმდნენ, რომ ახალი თაობის სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატები ერთობლივად განავითარონ. მედია წერს, რომ აშშ-იაპონიის თავდაცვის აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების თანამშრომლობის პირველი შეხვედრა 2024 წლის შუა რიცხვებში გაიმართება. ამ სტრუქტურის ფარგლებში კოორდინაციას მოხდება იარაღისა და სამხედრო სისტემების, მათ შორის, ახალი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების განვითარებაზე. ეს სადაზვერვო და თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატები გამიზნულია მეექვსე თაობის საბრძოლო თვითმფრინავების ოპერაციების მხარდასაჭერად, რომლის წარმოებასაც გაერთიანებული სამეფო, იტალია და იაპონია ერთობლივად აპირებენ. უპილოტო საფრენი აპარატები აღჭურვილი იქნება ხელოვნური ინტელექტის სისტემებით, რაც მთლიანი მისიის ფარგლებში დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას შეუწყობს ხელს.  

იაპონია აშშ-ში Patriot-ის რაკეტებს გაგზავნის, რაც შესაძლოა, უკრაინას დაეხმაროს - BBC

იაპონია აცხადებს, რომ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტებს აშშ-ში იარაღის ექსპორტის წესების შეცვლის შემდეგ გაგზავნის. BBC-ის ცნობით, თეთრი სახლი მიესალმა ამ ნაბიჯს. Patriot-ის რაკეტები ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე იარაღია, რომელსაც აშშ უკრაინას აწვდის. შესაძლოა, იაპონური წარმოების რაკეტებმა ახლა აშშ-ის მარაგი შეავსონ.  WP: აშშ იაპონიას სთხოვს, გადასცეს უკრაინას რაკეტები Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის  

იაპონია „ჰამასს“ სანქციებს დაუწესებს

იაპონიის მთავრობა „ჰამასის“ სამი უფროსი წევრის მიმართ სანქციებს დააწესებს. კერძოდ, ტოკიო გააყინავს აქტივებს და დააწესებს სანქციებს გადახდებსა და კაპიტალურ ტრანზაქციებზე. Reuters-ის ცნობით, იაპონიის მთავრობის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ტოკიოს სანქციების სამიზნეები სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმაში და მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ასეთი ტერორისტული აქტივობების დასაფინანსებლად სახსრები გამოეყენებინათ.  

იაპონია მსოფლიოში უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს კვლავ აამუშავებს

იაპონიის ბირთვულმა მარეგულირებელმა მსოფლიოს უდიდესი ატომური ელექტროსადგურის, TEPCO-ს კაშივაზაკი-კარივას სადგურის ხელახლა ამუშავების ნებართვა გასცა. ატომური ელექტოსადგური 2011 წლის ფუკუშიმას კატასტროფის დროს, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მიზეზით გაითიშა. რეგულატორის დასკვნით, TEPCO-ს მზადყოფნა გაუმჯობესდა და გადაწყვიტა მოხსნას დე ფაქტო აკრძალვა. უწყებამ მისი ობიექტების ინსპექტირება 4000 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ჩაატარა.   

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. BBC-ის ცნობით, ბიძგების სიმძლავრე 7,6 მაგნიტუდას აღწევდა. ნოტოსა და იშიკავის, ნიიგატასა და ტოიამის პრეფექტურებში  ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. ოკეანის პირას მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდეს. იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ტალღების სიმაღლემ შესაძლოა, 5 მეტრს მიაღწიოს.  

იაპონიაში საქართველოს ელჩი ძლიერი მიწისძვრის დროს ჩქაროსნულ მატარებელში იმყოფებოდა, ტრანსპორტი ამ დრომდე გაჩერებულია

იაპონიაში საქართველოს ელჩი დღეს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის დროს ჩქაროსნულ მატარებელში იმყოფებოდა. თეიმურაზ ლეჟავამ ფოტო სოციალურ პლატფორმა X-ით გაავრცელა. ტრანსპორტი ამ დრომდე გაჩერებულია. „ვისურვებდი, რომ უსაფრთხოება იყოს პირველ ადგილზე, ხოლო პრიორიტეტული იყოს ის რაიონები, რომლებიც დაზარალდა და საჭიროებენ დახმარებას,“ – წერს თეიმურაზ ლეჟავა. ცნობისთვის, დღეს იაპონიაში 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დაზიანებულია სულ მცირე, 30 შენობა. იშიკავის პროვინციაში ძლიერი ხანძარი იყო. საგზაო მოძრაობა ავტომაგისტრალებზე შეწყვეტილია. ასევე შეჩერდა იშიკავის პროვინციასა და ტოკიოს შორის ჩქაროსნული მატარებლის მოძრაობა. გამოცხადდა ცუნამის საფრთხე. იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა  

იაპონიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა

იაპონიაში ახალი წლის პირველ დღეს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. პირველ იანვარს მომხდარი მიწისძვრის სიმძლარემ 6 მაგნიტუდის შეადგინა. მიწისძვრამ იაპონიის ერთ-ერთ მთავარ კუნძულზე, ჰონსიუზე დააზიანა გზები, დაანგრია შენობები და ათიათასობით სახლი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. სანაპირო არეალებიდან მოქალაქეებმა უფრო შემაღლებულ ადგილებზე გადაინაცვლეს. მიწისძვრამ ასევე ერთ მეტრამდე სიმაღლის ტალღები გამოიწვია იაპონიის დასავლეთის სანაპიროზე და მეზობელ სამხრეთ კორეაში. სამაშველო სამუშაოში მეხანძრეების, მაშველებისა და პოლიციელების გარდა, იაპონიის არმიაც მონაწილეობს.  

ტოკიოს აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე იაპონიის ავიახაზების თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა

BBC-ის ინფორმაციით, ტოკიოს ჰანედის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე იაპონიის ავიახაზების თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. მაუწყებელ NHK-ის კადრებში ჩანს, რომ ცეცხლი თვითმფრინავის ფანჯრებზეც ჩანს და სატრანსპორტო საშუალების ქვეშაც არის მოდებული. NHK ხელისუფლებაზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ თვითმფრინავი შესაძლოა, სხვა საფრენ აპარატს შეეჯახა ჰანედაში დაშვების შემდეგ. გავრცელებული ინფორმაციით, იაპონიის სანაპირო დაცვის თვითმფრინავი სამგზავრო თვითმფრინავს შეეჯახა. თვითმფრინავი ჩრდილოეთ იაპონიაში, ჰოკაიდოდან აფრინდა. Japan Airlines-ის სპიკერმა განაცხადა, რომ თვითმფრინავში 300-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა, როდესაც ინციდენტი მოხდა. NHK იუწყება, რომ 367-ვე მგზავრმა გაქცევა მოახერხა. მასალა განახლდება  

ტოკიოს აეროპორტში თვითმფრინავების შეჯახების შემდეგ, სანაპირო დაცვის თვითმფრინავის ეკიპაჟის 5 წევრი დაიღუპა

ტოკიოს აეროპორტში თვითმფრინავების შეჯახებით გამოწვეულ ხანძარს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. BBC წერს, რომ სანაპირო დაცვის ეკიპაჟის ერთმა წევრმა გაქცევა მოახერხა, მაგრამ მძიმე დაზიანებები მიიღო. ტოკიოს აეროპორტში იაპონიის ავიახაზების თვითმფრინავი იაპონიის სანაპირო დაცვის თვითმფრინავს შეეჯახა. ავიაკატასტროფის შედეგად სანაპირო დაცვის თვითმფრინავის ეკიპაჟის 5 წევრი დაიღუპა. BBC-ს ცნობით, ორი თვითმფრინავი ერთმანეთს მას შემდეგ შეეჯახა, რაც იაპონიის ავიახაზების თვითმფრინავი ტოკიოს ჰანედას აეროპორტში დაეშვა. სანაპირო დაცვის თვითმფრინავს მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რაიონებისთვის დახმარება უნდა მიეწოდებინა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, სამგზავრო თვითმფრინავში მყოფი 379 მგზავრისა და ეკიპაჟის წევრის ევაკუაცია განხორციელდა. ტოკიო ჰანედაში ფრენები შეჩერებულია და ბევრი რეისი იაპონიის სხვა აეროპორტებში გადამისამართდა.  

იაპონიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 55-ს მიაღწია

იაპონიაში პირველ იანვარს მომხდარი მძლავრი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 55-ს მიაღწია. დაზიანებულია ათასობით შენობა, ავტომობილი და ნავი. ზოგიერთ რეგიონში კვლავაც შეწყვეტილია წყლითა და ელექტროენერგიით მომარაგება, გაწყვეტილია მობილური კავშირი. სამაშველო სამუშაოში, მეხანძრეების, მაშველებისა და პოლიციელების გარდა, იაპონიის არმიაც მონაწილეობს. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.  

იაპონიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 62-მდე გაიზარდა

იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რაოდენობა 62-მდე გაიზარდა. ინფორმაციას იშიკავის რეგიონული მთავრობის წარმომადგენელი ავრცელებს. დაშავებულია 300-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 20-ის მდგომარეობა მძიმეა. 31 800-ზე მეტი ადამიანი თავშესაფრებში რჩება.  

მიწისძვრით დაზარალებულ იაპონიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს

იაპონიაში საქართველოს ელჩის, თეიმურაზ ლეჟავას ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში მიღებული ცნობებით, იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად საქართველოს არცერთი მოქალაქე არ დაშავებულა. ელჩი მოუწოდებს საქართველოს მოქალქეებს, ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ საელჩოს ან დარეკონ ცხელ ხაზზე. „ამ მომენტისთვის, სამწუხაროდ, 60-ზე მეტი ადამიანი, კონკრეტულად კი, 64-ია დაღუპული. მე უკვე მივუსამძიმრე იაპონიის მთავრობას, იაპონელ ხალხს. ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ ეს მოხდა. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, იმ რეგიონში ქართველი არავინ ცხოვრობს, თუმცა, მაგალითად, როგორც მე მივემგზავრებოდი, საკმაოდ მდიდარი რეგიონია და არ გამოვრიცხავდი, რომ იქ ყოფილიყვნენ ქართველები სამოგზაუროდ. ჩვენ შევძელით, რომ გადაგვემოწმებინა საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა ჩვენი ყველა არხის მეშვეობით და, ჩვენი ინფორმაციით, იქ არავინ არის ჯერჯერობით. გავიდა ორი დღე. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ცხელი ხაზი გახსნილი გვაქვს და ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, დაგვიკავშირდეს ნებისმიერ საჭიროებასთან დაკავშირებით. ამისთვის ისედაც ყოველთვის მზად ვართ. საქართველოს მოქალაქეებს, საბედნიეროდ, ეს შემთხვევა არ შეეხოთ. ყველაზე ახლოს ალბათ ჩვენ ვიყავით, ჩემი ოჯახი, ვინც, ასე ვთქვათ, დაზარალდა, თუმცა ჩვენც ჯანმრთელობის კუთხით, საბედნიეროდ, კარგად ვართ“, –  განაცხადა თეიმურაზ ლეჟავამ. იაპონიაში საქართველოს ელჩი მიწისძვრის დროს ოჯახთან ერთად მატარებლით გადაადგილდებოდა სწორედ სტიქიური უბედურების ზონაში. მიწისძვრის გამო მათი მატარებელი გაჩერდა და ერთი დღის განმავლობაში მატარებლის მგზავრებს, მათ შორის, ელჩს, ოჯახთან ერთად, სადგურში მოუწიათ ღამის გათევა. „სწორედ იმ მომენტში, როდესაც მიწისძვრა მოხდა, მე და ჩემი ოჯახი ვიმყოფებოდით ზუსტად იმ რეგიონში, დაახლოებით 150 კმ-ის მოშორებით ვიყავით. ერთ საათში უნდა ჩავსულიყავით კანაზავის სადგურზე. კანაზავა არის იშიკავის დედაქალაქი. ვაგონში უცბად ჩაქრა შუქი და გამოაცხადეს, რომ მატარებელი ცოტა ხანს უნდა შეჩერებულიყო. მაგ მომენტში ეგრევე ვიგრძენით დიდი მიწისძვრა და საკმაოდ შევშინდით, რადგან ეს მატარებელი ჩქაროსნულია და ძალიან სწრაფად მიდიოდა. შემდეგ ინტერნეტით გავიგეთ, რომ დიდი მიწისძვრა იყო სწორედ კანაზავის რეგიონში. ჩვენს ოჯახს რაც შეეხება, ახლა ვართ კარგად, თუმცა ვინაიდან დიდხანს არ აღდგა მიმოსვლა, მთელი ღამის გატარება მატარებელში მოგვიწია. ეს საკმაოდ რთული იყო, რადგან საკმაოდ დიდი არეულობა იყო. არ მუშაობდა ინფრასტრუქტურა, თუმცა ჩვენ გვჯეროდა, რომ მალევე გაუმკლავდებოდა იაპონური მხარე ამ სიტუაციას. რა თქმა უნდა, ასეც მოხდა. დილით უკვე მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჩვენ გადაგვიყვანდნენ სხვა სადგურში და იქიდან შევძლებდით ტოკიოში დაბრუნებას. მთელი ღამის განმავლობაში მუდმივად გვაწვდიდნენ საკვებ პროდუქტს და წყალს. კარგად იყო მოწყობილი ეს სადგური და სხვა რამე პრობლემა არ შეგვქმნია. სამწუხაროა, რომ ახლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამუშაოები იმ რეგიონში. ბევრი ადამიანის გადარჩენას ჯერ კიდევ ცდილობენ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი მიწისძვრა იყო იაპონიაში, მაინც მგონია, რომ მსხვერპლი მინიმალურია, თვითონ შენობები და ინფრასტრუქტურა არის უმაღლეს დონეზე გამართული და ასევე, იაპონიის მთავრობასაც, სხვადასხვა სტრუქტურებს აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება ამ მიმართულებით, კრიზისთან გამკლავებას ვგულისხმობ. ამიტომაც შეძლეს მეტ-ნაკლებად თავის დაცვა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი მასშტაბის მიწისძვრა მოხდა და მას ცუნამიც მოჰყვა,“ – განაცხადა თეიმურაზ ლეჟავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საელჩოს ცხელ ხაზზე: +81 80 7933 5060.  

იაპონიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 80-ს გადააჭარბა

იაპონიაში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ გადარჩენილთა ძებნა გრძელდება. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ დანგრეულ შენობებში დარჩენილია ბევრი ადამიანი, რომლებიც შველას ელოდებიან. კიშიდას თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რათა დღეს, 4 იანვრის საღამოსთვის, როცა კატასტროფიდან კრიტიკულად მნიშვნელოვანი 72 საათი გადის, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაარჩინონ. იაპონიაში 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა პირველ იანვარს მოხდა.  

იაპონიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 90-ს გადააჭარბა

იაპონიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 92-მდე გაიზარდა. დაკარგულად დაახლოებით 242 ადამიანი ითვლება. 40-ზე მეტი ადამიანი კვლავ ნანგრევების ქვეშ იმყოფება. ცნობისთვის, 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ნოტოს ნახევარკუნძულზე ორშაბათს შუადღისას მოხდა. მან გაანადგურა სახლები, დააზიანა ინფრასტრუქტურა, მოწყვიტა ტერიტორიის ნაწილი საჭირო დახმარებას.  

იაპონია უკრაინას ბიოსაწვავის წარმოების ტექნოლოგიით უზრუნველყოფს

იაპონია გეგმავს, რომ უკრაინას მიაწოდოს ბიოსაწვავის წარმოების ტექნოლოგია, რათა მხარი დაუჭიროს ქვეყნის აღდგენას რუსეთთან ომის შემდეგ. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ Kyodo News-ი იაპონიის მთავრობის ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. „გეგმა წარდგენილი იქნება მომავალ თვეში, ტოკიოში, ორი ქვეყნის საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრაზე, სადაც უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის საკითხები განიხილება, ნათქვამია სტატიაში. ტოკიო ელის, რომ ბიოსაწვავის ტექნოლოგია უკრაინაში ახალ ინდუსტრიას შექმნის. როგორც ცნობილია, იაპონია უკრაინას ფინანსური დახმარების მხრივ, სიდიდით მესამე დონორია. 2023 წელს უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტმა 3,7 მილიარდი აშშ დოლარი შეღავათიანი დაფინანსებისა და გრანტების სახით მიიღო.  

იაპონიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 126-მდე გაიზარდა

იაპონიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ცენტრალურ იშიკავის პრეფექტურაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 126-მდე გაიზარდა. 200-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა ახალი წლის დღეს მოხდა. იაპონიის თავდაცვითი ძალები სამაშველო ოპერაციების ჩასატარებლად ვერტმფრენებს იყენებენ.  

იაპონიის საგარეო მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოკო კამიკავა დღეს უკრაინას ეწვია. ის უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებას შეხვდება. უკრაინული მედია იაპონიის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით წერს, რომ ვიზიტის დროს იოკო კამიკავა კიდევ ერთხელ დაუდასტურებს უკრაინულ მხარეს, რომ უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით იაპონიის თანმიმდევრული პოლიტიკა უცვლელი რჩება. გარდა ამისა, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი პირდაპირ აცნობებს უკრაინულ მხარეს, რომ იაპონია მტკიცედ გამოავლენს თავის ერთგულებას უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციისადმი, მჭიდრო სახელმწიფო და კერძო პარტნიორობის ფარგლებში და 19 თებერვალს იაპონიაში გაიმართება იაპონია-უკრაინის კონფერენცია ეკონომიკური რეკონსტრუქციის ხელშეწყობის საკითხზე და ღონისძიებას უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალიც დაესწრება.  

იაპონია უკრაინის დასახმარებლად NATO-ს ფონდში $37 მილიონს შეიტანს

იაპონია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს. ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოკო კამიკავამ კიევში ვიზიტის დროს განაცხადა. „იაპონიას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, რათა მშვიდობა დაუბრუნდეს უკრაინას. ვგრძნობ, როგორი დაძაბული სიტუაციაა ახლა უკრაინაში,“ - აღნიშნა კამიკავამ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, იაპონია, უკრაინისთვის დრონების აღმოჩენის სისტემების მიწოდების მიზნით, NATO-ს ფონდში 37 მილიონ აშშ დოლარს შეიტანს. იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკრაინაში დღეს ჩავიდა.  

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუჩასა და ირპენში ჩავიდა

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოკო კამიკავა კიევის რეგიონში, ბუჩასა და ირპენს ეწვია. ამის შესახებ კიევის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რუსლან კრავჩენკო წერს. „რუსეთი აგრძელებს ომის დანაშაულის ჩადენას და უკრაინელთა მკვლელობას ყოველდღე. მსოფლიომ ეს არ უნდა დაივიწყოს. დღეს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოკო კამიკავა უკრაინაშია. ეს არის მისი პირველი ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში მისი დანიშვნის შემდეგ. მადლობელი ვარ, რომ მინისტრი ეწვია ბუჩასა და ირპენს, რომლებმაც კარგად იციან, რა არის "რუსული სამყარო," - აღნიშნა კრავჩენკომ. იაპონიის საგარეო მინისტრი უკრაინაში 7 იანვარს ჩავიდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

იაპონია უკრაინას მაღალი ძაბვის ავტოტრანსფორმატორებსა და გაზის ტურბინებს გადასცემს

იაპონია უკრაინას შვიდ მაღალი ძაბვის ავტოტრანსფორმატორსა და ხუთ გაზის ტურბინას გადასცემს. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ მინისტრ ჰერმან ჰალუშჩენკოსა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოკო კამიკავას შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ავტოტრანსფორმატორები შეძენილია EBRD-ის სახსრებით, გაეროს განვითარების პროგრამისა და იაპონიის ძალისხმევის შედეგად. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეს დიდი ზომის ენერგეტიკული აღჭურვილობა გადაეცემა უკრაინას. უკრაინა მიიღებს იაპონიის მიერ შეძენილ გაზის ტურბინებს UNDP-ისა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) შუამავლობითა და მნიშვნელოვანი დახმარებით,“ - ნათქვამია განცხადებაში. იაპონიის მიერ მოწოდებული აღჭურვილობა უზრუნველყოფს 6 მილიონზე მეტი უკრაინელის უწყვეტ ელექტრომომარაგებას, მათ შორის, იმ ტერიტორიებს, რომლებიც ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიზანმიმართული თავდასხმებით დაზარალდნენ.  

იაპონიამ და გაეროს მოსახლეობის ფონდმა უკრაინისთვის 70 ტონა სამედიცინო მარაგი შეიძინეს

იაპონიის მთავრობამ და გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლობამ უკრაინაში, 70 ტონა სამედიცინო აღჭურვილობა უკრაინის 93 სამშობიაროსთვის ერთობლივად შეიძინეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინაში იაპონიის საელჩომ X-ზე განათავსა. იაპონიის მთავრობამ და გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლობამ უკრაინაში ერთობლივად შეიძინეს 70 ტონა სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტი და სამედიცინო აღჭურვილობა უკრაინის 93 სამშობიაროსთვის," - წერს დიპლომატიური მისია.  შეგახსენებთ, 8 იანვარს უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ მინისტრ ჰერმან ჰალუშჩენკოსა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოკო კამიკავას შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ იაპონია უკრაინას შვიდ მაღალი ძაბვის ავტოტრანსფორმატორსა და ხუთ გაზის ტურბინას გადასცემს.  

იაპონია აშშ-სგან 400 Tomahawk-ის ტიპის ფრთოსან რაკეტას შეისყიდის

მზარდი რეგინული საფრთხეების ფონზე, იაპონია აშშ-სგან 400 Tomahawk-ის ტიპის ფრთოსან რაკეტას შეისყიდის. შესაბამის შეთანხმებას ტოკიომ ვაშინგტონთან მოაწერა ხელი. ხელშეკრულების ხელმოწერას აშშ-ის მხრიდნ, ელჩი რამ ემანუელი ესწრებოდა. პრემიერმა ფუმიო კიშიდამ 2027 წლისთვის თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგების პირობა დადო, რაც სამხედრო სფეროში დახარჯული სახსრების მხრივ, იაპონიას შეერთებული შტატებისა და ჩინეთის შემდეგ, მესამე ქვეყნად აქცევს. იაპონია აშშ-სგან Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების შეძენას გეგმავს  

იაპონია მეხუთე ქვეყანაა, რომელმაც მთვარეზე კოსმოსური აპარატი დასვა

BBC-ის ცნობით, იაპონიის კოსმოსური სააგენტოს რობოტი წარმატებით დაეშვა მთვარეზე, მაგრამ მზის ენერგიის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება, საფრთხეს უქმნიდეს მის მისიას. ჯერჯერობით უცნობ მიზეზთა გამო, Slim-ი ელექტროენერგიის გამომუშავებას ვერ შეძლებს, ის მხოლოდ ბატარეებში შენახულ ენერგიას გამოიყენებს, რის შემდეგაც გაითიშება, თუმცა იაპონიის კოსმოსური სააგენტო (Jaxa) ვარაუდობს, რომ შესაძლოა Slim-ის პანელები მხოლოდ ახლაა იმგვარად გაშლილი, რომ სინათლე არ ხვდება და მზის სხივების პოზიციის შეცვლის შემდეგ, სისტემის ამოქმედების შანსი ჯერ კიდევ არსებობს. ინფრაწითელი კამერით აღჭურვილი რობოტის მისია მთვარის გეოლოგიის 2 კვირის განმავლობაში შესწავლას ითვალისწინებდა. SLIM შედარებით პატარა ლენდერია, რომლის სიმაღლე 2,4 მეტრია. გაშვებისას მისი წონა 590 კილოგრამი იყო, ამ მასის დაახლოებით ორი მესამედი საწვავია. ინფორმაციისთვის, თავის დროზე მხოლოდ ყოფილმა საბჭოთა კავშირმა, აშშ-მ და ჩინეთმა წარმატებით შეასრულეს მისიები მთვარეზე. გასული წლის აგვისტოში კი, ინდოეთი გახდა მეოთხე ქვეყანა, რომელმაც მთვარეზე კოსმოსური აპარატი დასვა. ასევე აგვისტოში რუსული კოსმოსური ხომალდი Luna-25 მთვარის ზედაპირს დაეჯახა და განადგურდა. ინდოეთი მეოთხე ქვეყანაა, რომელმაც მთვარეზე კოსმოსური აპარატი დასვა  

იაპონიამ უკრაინას $390 მილიონი გამოუყო

უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტმა იაპონიიდან მსოფლიო ბანკის პროექტების ფარგლებში დაახლოებით 390 მილიონი დოლარი მიიღო. დახმარება მიზნად ისახავს სოციალურ უსაფრთხოებასა და სოფლის მეურნეობის აღდგენას. იაპონიის ფინანსური დახმარება იანვარში მოიცავს 89,8 მილიონი აშშ დოლარის გრანტს მსოფლიო ბანკის გადაუდებელი პროექტის ფარგლებში უკრაინაში სოფლის მეურნეობის აღდგენის ინკლუზიური მხარდაჭერისთვის (ARISE) და ასევე, 300 მილიონ აშშ დოლარის სასესხო სახსრების ნაწილს სოციალურ დაცვაში ინვესტირების ფარგლებში.  პროექტი მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის მწარმოებლების ხელმისაწვდომობას დაფინანსებაზე, შეღავათიანი სესხებისა და გრანტების მეშვეობით.  

ფუკუშიმის ატომური ელექტროსადგურიდან დაახლოებით, 5.5 ტონა რადიოაქტიურმა წყალმა გაჟონა

იაპონიაში, საავარიო ატომურ ელექტროსადგურ "ფუკუშიმა-1"-ზე, რადიოაქტიურმა წყალმა გაჟონა. ამის შესახებ იაპონიური ენერგეტიკული კომპანია Tokyo Electric Power (TEPCO) იუწყება. ნიადაგი დაბინძურდა რადიოაქტიური ნივთიერებებით. ამ დროისთვის უცნობია, შეაღწია თუ არა დაბინძურებულმა წყალმა ოკეანეში. TEPCO-ს მონაცემებით, ცეზიუმისა და სტრონციუმისგან სითხის გამწმენდი მოწყობილობის მილიდან დაახლოებით 5,5 ტონა წყალმა გაჟონა. მისი რადიოაქტივობა 22 მილიარდი ბეკერელია მაშინ, როცა მაქსიმალურად დასაშვები ნორმა 1500 ბეკერელს შეადგენს. წყლის უმეტესი ნაწილი ნიადაგმა შეიწოვა. კომპანიამ ავარიის ადგილი აკრძალულ ზონად გამოაცხადა. სადგურის ფარგლებს გარეთ, რადიაციის დონის მნიშვნელოვანი მატება არ აღრიცხულა. იაპონიის ბირთვულმა მარეგულირებელმა მსოფლიოს უდიდესი ატომური ელექტროსადგურის, TEPCO-ს კაშივაზაკი-კარივას სადგურის ხელახლა ამუშავების ნებართვა გასული წლის დეკემბერში გასცა. ატომური ელექტოსადგური 2011 წლის ფუკუშიმას კატასტროფის დროს, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მიზეზით გაითიშა. რეგულატორის დასკვნით, TEPCO-ს მზადყოფნა გაუმჯობესდა და გადაწყვიტა მოხსნას დე ფაქტო აკრძალვა. უწყებამ მისი ობიექტების ინსპექტირება 4000 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ჩაატარა.   

იაპონია უკრაინას აღდგენისთვის 106 მილიონ დოლარს დაჰპირდება - მედია

იაპონია უკრაინას აღდგენის 106 მილიონ აშშ დოლარს დაჰპირდება, მათ შორის, განაღმვისა და ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის. ამის შესახებ Kyodo News წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება იაპონიის ჩართულობის შესახებ, სავარაუდოდ, 19 თებერვალს, ტოკიოში იაპონია-უკრაინის ეკონომიკური აღმშენებლობის კონფერენციაზე გახდება ცნობილი. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 100-მდე ბიზნესი იაპონიიდან და უკრაინიდან. კონფერენციაზე უკრაინა და იაპონია ასევე ხელს მოაწერენ 10-ზე მეტ თანამშრომლობის მემორანდუმს, იტყობინება Kyodo News. 7 იანვარს, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოკო კამიკავა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და პირობა დადო, რომ 37 მილიონი დოლარი გამოიყოფა უკრაინისთვის დრონების საწინააღმდეგო აღჭურვილობის შესაძენად. თანხა NATO-ს ფონდში გადაირიცხება. „იაპონია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძლიერი პარტნიორია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წელი მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ურთიერთობებისთვის," - განაცხადა მაშინ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  

Reuters: იაპონიამ მსოფლიოში სიდიდით მესამე ეკონომიკის ტიტული დაკარგა

Reuters-ი, იაპონიის მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ იაპონიამ გასული წლის ბოლოს მოულოდნელად რეცესია განიცადა და მსოფლიოს სიდიდით მესამე ეკონომიკის ტიტული დაკარგა. მედიის ცნობით, იაპონიას ეკონომიკის მოცულობით გერმანიამ გაუსწრო. იაპონიის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში 0.4%-ით შემცირდა, წინა კვარტალში 3.3%-იანი ვარდნის შემდეგ, მაშინ, როცა პროგნოზების თანახმად, 1.4%-იანი ზრდა უნდა დაფიქსირებულიყო. ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში ეკონომიკური ვარდნა კი, როგორც წესი, ტექნიკურ რეცესიად ითვლება. 2023 წელს გერმანიის ეკონომიკა 0,3%-ით შემცირდა. წელს ექსპერტები ზომიერ, ერთ პროცენტიანზე დაბალ ზრდას ვარაუდობენ. გერმანიას ბაზრის პრობლემებთან ბრძოლა უწევს.   

უკრაინაში იაპონელი ინვესტორების მხარდასაჭერად, ტოკიო $1,3 მილიარდს გამოყოფს

იაპონია უკრაინაში იაპონელი ინვესტორების მხარდასაჭერად, 1,25 მილიარდ ევროს (1,34 მილიარდი აშშ დოლარი)გამოყოფს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა 19 თებერვალს განაცხადა. იაპონია-უკრაინის კონფერენციას, რომელიც ეკონომიკური ზრდისა და რეკონსტრუქციის ხელშეწყობას ეძღვნება, ტოკიოში იმართება. შეხვედრას ესწრებოდა უკრაინის დელეგაცია შგიჰალის ხელმძღვანელობით. კონფერენცია, რომელიც დაახლოებით 300 ადამიანს და 80 კომპანიას აერთიანებს, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს დიალოგს ორივე ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებსა და ბიზნეს სექტორებს შორის. სარეკონსტრუქციო კონფერენციის ფარგლებში უკრაინელმა და იაპონელმა ბიზნესმა და მთავრობის წარმომადგენლებმა 56 ხელშეკრულება და მემორანდუმი გააფორმეს. შმიგალმა ასევე გამართა მაღალი დონის შეხვედრები იაპონიის მაღალჩინოსნებთან, მათ შორის, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან იოკო კამიკავასთან და იაპონიის ფინანსთა მინისტრთან შუნიჩი სუზუკისთან.  

იაპონია უკრაინას აღდგენისთვის $100 მილიონს გამოუყოფს

უკრაინამ და იაპონიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინისთვის 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტის გამოყოფის შესახებ, რომელიც გადაუდებელი აღდგენის პროგრამის მე-3 ფაზისთვის არის გათვალისწინებული. ამის შესახებ თემების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტრო იუწყება. „გადაუდებელი აღდგენის პროგრამა (ფაზა 3) 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტითდაფინანსდება. თანხები გამოიყოფა სწრაფი აღდგენის პროექტებზე, როგორიცაა, ენერგეტიკული მომსახურება, ტრანსპორტი და ჰუმანიტარული განაღმვის აღჭურვილობა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.  

უკრაინამ იაპონიისგან და ნორვეგიისგან $760 მილიონი მიიღო

უკრაინამ იაპონიისგან და ნორვეგიისგან მსოფლიო ბანკის PEACE პროექტის მეშვეობით, 760 მილიონი დოლარის გრანტი მიიღო. უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, თანხები მოხმარდება სახელმწიფო ბიუჯეტის იმ ხარჯების კომპენსაციას, რომლებიც არ არის დაკავშირებული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორებთან. როგორც ცნობილია, 2024 წელს უკრაინამ უკვე მიიღო დაახლოებით $1,2 მილიარდი გარე ფინანსური დახმარება დონორებისგან მსოფლიო ბანკის პროექტების მეშვეობით, ამ თანხების თითქმის 75% გრანტების სახით გამოიყოფა.  

იაპონია უკრაინას ხიდების, კაშხლებისა და გზების აღდგენაში დაეხმარება

უკრაინის ინფრასტრუქტურისა რეკონსტრუქციისა და განვითარების სახელმწიფო სააგენტომ იაპონელ პარტნიორებთან დაზიანებული დასახლებებისა და კაშხლების აღდგენაში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თანამშრომლობა გულისხმობს უკრაინაში დაზიანებული ან დანგრეული დასახლებებისა და კაშხლების აღდგენას, ასევე, მოდულური პონტონური ხიდის დამონტაჟებას M-15 მაგისტრალის რეკონსტრუქციისთვის. ამან უნდა გააუმჯობესოს უკრაინის სამხრეთ-დასავლეთი რეგიონების კავშირი ევროპასთან (მათ შორის, დროებითი ხიდი მაიაკიში, ხიდი მდინარე დუნაისზე უკრაინასა და რუმინეთს შორის და ხიდი დნესტრის შესართავზე). „იაპონელ პარტნიორებთან - იაპონიის ურბანული აღორძინების სააგენტოს, იაპონიის წყლის მართვის სააგენტოსა და IHI Corporation-ის სოციალური ინფრასტრუქტურის ბიზნეს ხაზის ხელმძღვანელებთან გაფორმდა სამი მემორანდუმი," - ნათქვამია განცხადებაში.  

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

იაპონიის მთავრობამ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა და მასში 12 ფიზიკური პირი და 36 ორგანიზაცია დაამატა, - ინფორმაციას რუსული მედია იაპონიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. იაპონიის მიერ დაწესებული პერსონალური სანქციები აქტივების აღმოჩენის შემთხვევაში მათ გაყინვას ითვალისწინებს . სანქციების სიაში მოხვდნენ : ფედერალური სახელმწიფო უნიტარული საწარმო „ატომფლოტი“, დუბნის მანქანათმშენებელი ქარხანა, სს "სახელმწიფო ტრანსპორტის სალიზინგო კომპანია", „ტინკოფ ბანკი“ და სხვა. სანქციების დაწესება ითვალისწინებს ტრანზაქციების აკრძალვას და ანგარიშების აღმოჩენის შემთხვევაში მათ გაყინვას. გარდა ამისა, ახალი სანქციების პაკეტის ფარგლებში, წესდება რუსეთიდან ექსპორტის შეზღუდვები 29 ორგანიზაციისთვის.  

იაპონია NATO-ს წევრებთან ერთად, კოსმოსური თავდაცვის წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას

იაპონია შეუერთდება NATO-ს წევრებისა და სხვა პარტნიორების ყოველწლიურ კოსმოსურ თავდაცვის წვრთნებს საფრანგეთში, რომელიც ორშაბათიდან დაიწყება. ტოკიო ემზადება რეალური საფრთხეებისთვის, როგორიცაა, საკომუნიკაციო თანამგზავრებზე თავდასხმები, იტყობინება Nikkei. AsterX 24-ში, რომელსაც საფრანგეთის საჰაერო და კოსმოსური ძალები ტულუზაში უმასპინძლებს, თექვსმეტი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. სამხრეთ კორეა არის ერთადერთი აღმოსავლეთ აზიის ქვეყანა, რომელიც წვრთნებში მონაწილეობს. სხვა მონაწილე ქვეყნები არიან: გერმანია, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ბელგია, ავსტრია, პოლონეთი, რუმინეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ავსტრალია. წვრთნებში ჩაერთვებიან NATO-ს კიბერთავდაცვის ცენტრის წარმომადგენლებიც. სწავლება მოიცავს კოსმოსური ომის სრულ სპექტრს გამოგონილ გეოპოლიტიკურ სცენარში, რომელიც დაფუძნებულია მიმდინარე და მომავალ საფრთხეებზე, იტყობინებიან საფრანგეთის სამხედროები. AsterX ყოველწლიურად, 2021 წლიდან იმართებოდა და მასში მონაწილეობა აშშ-სა და ევროპის ქვეყნებით შემოიფარგლებოდა. იაპონიის თავდაცვის ძალებს 2022 წლიდან დამკვირვებლის სტატუსი ჰქონდათ. წელს სწავლებაში SDF-ის ორი წევრი მიიღებს მონაწილეობას. „რუსეთი ჰიბრიდული ქმედებებით, დეზინფორმაციით, კიბერთავდასხმებით და პოლიტიკური ჩარევით ცდილობს, დათესოს განხეთქილება ჩვენს დემოკრატიულ საზოგადოებებში,” - განაცხადეს საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გასულ თვეში სამმხრივი შეხვედრის შემდეგ. იაპონია ასევე ხედავს კიბერთავდაცვის გაძლიერების აუცილებლობას იმ ფონზე, რომ ჩინეთი აშენებს თანამგზავრზე დაფუძნებულ საკომუნიკაციო ქსელს და ცდილობს, კოსმოსური ძალა გახდეს. პეკინს იაპონიასა და აშშ-ზე სამიზნეებზე კიბერშეტევებში ადანაშაულებენ. იაპონიამ და NATO-მ დაადასტურეს თანამშრომლობა კიბერ და კოსმოსურ სფეროებში ივლისში მიღებული პარტნიორობის დოკუმენტში. დეკემბერში იაპონია შეუერთდა კომბინირებული კოსმოსური ოპერაციების ინიციატივას, მრავალმხრივ ჩარჩოს, რომელიც აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს მოიცავს.  

მედია: აშშ და იაპონია განიხილავენ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, რომლითაც შეიძლება, უკრაინას დაეხმარონ

იაპონია და აშშ უკრაინისთვის მეტი საბრძოლო მასალის მიწოდებისა და გაზრდის მიზნით, სამხედრო აღჭურვილობის საკითხზე თანამშრომლობას განიხილავენ. მოკავშირეები ცდილობენ, შეთანხმებას ვაშინგტონში, 10 აპრილს დაგეგმილი სამიტის დროს მიაღწიონ. როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდა და პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეხვედრას გამართავენ. წერს Bloomberg-ი გაზეთ Yomiuri-ზე დაყრდნობით. სამიტის მთავარი თემა იქნება იმ გზების მოძიება, რომლითაც იაპონიას შეუძლია, აშშ-ის შეიარაღების გაფართოებას დაეხმაროს.  Bloomberg-ის ცნობით, ტოკიო და ვაშინგტონი ასევე განიხილავენ შეთანხმების გაფართოებას, რომლის ფარგლებშიც იაპონური კომპანიები რეგულარულად განახორციელებენ აშშ-ის სამხედრო აღჭურვილობის მოვლა-პატრონობასა და შეკეთებას. NBC News: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი და „რესპუბლიკელები“ უკრაინის დახმარების საკუთარ პაკეტს ამზადებენ დემოკრატები და რესპუბლიკელები დღემდე ვერ თანხმდებიან რამდენად მკაცრი და ზუსტად როგორი უნდა იყოს საზღვრის დაცვის პოლიტიკა და უკანონო იმიგრაციასთან გამკლავების გზები. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, რატომაც არ თანხმდებიან რესპუბლიკელები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემას. რესპუბლიკელების ნაწილს სურს, რომ საზღვრის კვეთისა და საიმიგრაციო საკითხები მათი პრიორიტეტების მიხედვით გადაწყდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დათანხმდებიან უკრაინისთვის დახმარების გადაცემას. ბაიდენმა 7 მარტს კონგრესისადმი მიმართვისას კიდევ ერთხელ ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია მის მიერ წარდგენილი პაკეტის დამტკიცება უკრაინის დასახმარებლად.  

FT: აშშ ჩინეთის საფრთხის გამო, იაპონიასთან უსაფრთხოების შეთანხმების მნიშვნელოვან განახლებას გეგმავს

შეერთებული შტატები და იაპონია ჩინეთის საფრთხის ფონზე, ბოლო 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უსაფრთხოების ხელშეკრულების ყველაზე დიდ განახლებას გეგმავენ. ამის შესახებ Financial Times- წერს. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და იაპონიის პრემიერ მინისტრი ფუმიო კიშიდა იაპონიაში აშშ-ის სამხედრო სარდლობის რესტრუქტურიზაციის გეგმებს გამოაცხადებენ, რათა გააძლიერონ ოპერატიული დაგეგმვა და წვრთნები ქვეყნებს შორის, განუცხადეს გამოცემას წყაროებმა. მათი თქმით, გეგმა 10 აპრილს გახდება ცნობილი, როდესაც ბაიდენი თეთრ სახლში კიშიდას მიიღებს. მოკავშირეებს სურთ, გააძლიერონ თავიანთი უსაფრთხოების კავშირები, რათა უპასუხონ ჩინეთის მზარდ საფრთხეს, რომელიც მოითხოვს მათი სამხედროების თანამშრომლობას და დაგეგმვას უფრო თანმიმდევრულად, განსაკუთრებით, კრიზისულ სიტუაციებში, როგორიცაა, პოტენციური კონფლიქტი ტაივანში. თეთრმა სახლმა, პენტაგონმა და აშშ-ის წყნარი ოკეანის ფლოტის სარდლობამ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს. იაპონიის მთავრობას ასევე არ გაუკეთებია კომენტარი. შეგახსენებთ, რომ ადმირალმა ჯონ აკილინომ, აშშ-ის ინდო-წყნარი ოკეანის სარდლობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ჩინეთი აძლიერებს სამხედრო და ბირთვულ არსენალს და მზად იქნება 2027 წლისთვის, რომ ტაივანში შეიჭრას. გასული წლის დეკემბერში, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს სან-ფრანცისკოში სამიტის დროს, რომ პეკინი გააერთიანებდა ტაივანს კონტინენტურ ჩინეთთან, მაგრამ როდის მოხდებოდა ეს, ჯერ უცნობია.  

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, იაპონია მოიერიშე თვითმფრინავების სხვა ქვეყნისთვის მიყიდვას დათანხმდა

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად იაპონია მოიერიშე თვითმფრინავების სხვა ქვეყნისთვის მიყიდვას დათანხმდა. BBC-ის ინფორმაციით, ოფიციალურმა ტოკიომ ათწლეულების განმავლობაში არსებული პაციფისტური საგარეო პოლიტიკის შემდეგ პირველად გადაწყვიტა, გაერთიანებულ სამეფოსა და იტალიასთან ერთობლივად შექმნილი მოიერიშე თვითმფრინავები გაყიდოს. თითოეული თვითმფრინავის ექსპორტზე გასატანად აუცილებელი იქნება იაპონიის მინისტრთა კაბინეტის სრული მხარდაჭერა. ქვეყნის კაბინეტმა ახალი კანონი დაამტკიცა, რომელიც 2027 წლამდე ქვეყნის სამხედრო ხარჯების გაორმაგებას გულისხმობს.  

იაპონიაში ყველას ერთი და იგივე გვარი ექნება 2531 წლისთვის, თუ კანონი არ შეიცვლება - კვლევა

იაპონია მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც დაქორწინებულ წყვილებს ერთი და იგივე გვარის გამოყენებას სთხოვენ. ახალი კვლევის თანახმად, იაპონიაში ყველას ერთი და იგივე გვარი ექნება 2531 წლისთვის, თუ კანონები არ შეიცვლება. სატო ახლა ყველაზე პოპულარული გვარია იაპონიაში, რომელსაც მოსახლეობის 1.5% იზიარებს. კვლევის თანახმად, ამ მიმართულებით, 2022 წლიდან 2023 წლამდე 10083-ჯერ ზრდა დაფიქსირდა. თუ ეს მაჩვენებელი მუდმივად დარჩება - კანონის ცვლილების გარეშე - იაპონიის მოსახლეობის ნახევარი გაიზიარებს ამ სახელს 2446 წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ შედეგი 2531 წელს 100%-მდე გაიზრდება. პროფესორმა ჰიროში იოშიდამ, რომელიც კვლევას ხელმძღვანელობდა, განმარტა, რომ ეს მდგომარეობა არამხოლოდ უხერხულობას ქმნის, არამედ ძირს უთხრის პიროვნების ღირსებას. ამასთან, ეს ასევე გამოიწვევს გვარებთან დაკავშირებული ოჯახური და რეგიონული მემკვიდრეობის დაკარგვას. კვლევა Think Name Project-ისა და სხვა ორგანიზაციების დაკვეთით ჩატარდა. პროფესორის თქმით, იაპონიაში ყველას 2531 წლისთვის სატო დაერქმევა, თუ ქორწინების კანონი არ შეიცვლება.  „თუ ყველა სატო გახდება, ჩვენ შეიძლება, მოგვმართონ ჩვენი სახელით ან მხოლოდ დანომრვრით იქნება გარჩევა შესაძლებელი. არ მგონია, რომ ასეთი გარემო კომფორტული იყოს საცხოვრებლად," ამბობს პროფესორი. ცნობისთვის, იაპონიაში წყვილებმა უნდა აირჩიონ, რომელი გვარი გაიზიარონ დაქორწინებისას, მაგრამ შემთხვევათა 95%-ში სწორედ ქალი იცვლის სახელს. თუმცა სურათი განსხვავებული იქნებოდა, თუ იაპონიის მთავრობა დაექვემდებარა მზარდ ზეწოლას და დაქორწინებულ წყვილებს ცალკე გვარების გამოყენების უფლებას მისცემს. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ დაუშვა, რომ ქალიშვილობის გვარები დაქორწინებულ სახელებთან ერთად გამოჩნდეს პასპორტებში, მართვის მოწმობებსა და ბინადრობის მოწმობებზე, იაპონია რჩება ერთადერთ ქვეყანად მსოფლიოში, რომელიც მეუღლეებს იგივე სახელის გამოყენებას სთხოვს. მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის (LDP) კონსერვატიული წევრები აცხადებენ, რომ კანონის შეცვლა ოჯახის ერთიანობას „ძირს უთხრის“ და ბავშვებს შორის დაბნეულობას გამოიწვევს. 2023 წლის მარტის გამოკითხვის მიხედვით, იაპონიაში გვარი  - სუზუკი მეორე ადგილზეა.  

იაპონიაში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მედიის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ფუკუშიმას პროვინციაში, ადგილობრივი დროით 12:16-ზე დაფიქსირდა. მიწისძვრა იაპონიის ქალაქ მინამისომადან 83 კილომეტრის მოშორებით, 40 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.  

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

იაპონიის მთავრობამ პარასკევს გამოაცხადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი რაუნდის შესახებ, რომელიც 17 აპრილს შევა ძალაში. იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა, 164 საქონლის ექსპორტი, მათ შორის, ავტომობილის ძრავის ზეთისა და ოპტიკური აღჭურვილობის რუსეთში შეტანა აკრძალოს. მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა იმ ჩამონათვალის ექსპორტის აკრძალვა, რომლებსაც შეუძლიათ, გააძლიერონ რუსეთის ინდუსტრიული ბაზა. იაპონიის ვაჭრობის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ მან გადახედა მინისტრის ცნობას, რომელიც რუსული არაინდუსტრიული ბრილიანტების იმპორტს კრძალავს. ეს ზომა 10 მაისიდან ამოქმედდება.

აშშ, იაპონია, ავსტრალია და ფილიპინები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნებს გამართავენ

აშშ, იაპონია, ავსტრალია და ფილიპინები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნებს გამართავენ. შესაბამის ინფორმაციას ფილიპინების თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი არსენიო ანდოლონგი ავრცელებს. ფილიპინების თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის ცნობით, ერთდღიანი საზღვაო წვრთნები ხვალ გაიმართება. მონაწილე სახელმწიფოების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ წვრთნები შეიარაღებული ძალების ტაქტიკას, დოქტრინას, ტექნიკასა და პროცედურების თავსებადობას გააძლიერებს. საზღვაო წვრთნების ფარგლებში საკომუნიკაციო მოქმედებები და სათვალთვალო მანევრები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, მანილას ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში ჩატარდება.  

იაპონია უკრაინელი ბავშვების დაბრუნების მიზნით შექმნილ კოალიციას უერთდება

იაპონია შეუერთდა საერთაშორისო კოალიციას, რომელიც უკრაინელი ბავშვების დაბრუნებისთვის შეიქმნა. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა განაცხადა. „ჩვენ მადლობელნი ვართ იაპონიის, რომ შეუერთდა საერთაშორისო კოალიციას უკრაინელი ბავშვების დაბრუნებისთვის. ამრიგად, კოალიციაში შედის G7-ის ყველა ქვეყანა და მთლიანობაში 36 სახელმწიფო," - ნათქვამია განცხადებაში. 11 აპრილს უკრაინამ რუსეთის მიერ უკანონოდ დეპორტირებული და იძულებით გადაადგილებული ბავშვების დასაბრუნებლად, საერთაშორისო კოალიციის შეხვედრაზე კონკრეტული ზომები წარადგინა. უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა, დიმიტრი ლუბენეცმა განაცხადა, რომ საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ უკრაინაში დაბრუნდა 517 ბავშვი და 2,828 ზრდასრული. რუსეთმა და უკრაინამ, ომის შედეგად დევნილი ბავშვების საკითხზე პირისპირ მოლაპარაკებები პირველად გამართეს

მედია: ჩინეთი დაიწყებს მოლაპარაკებებს რუსეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან, რათა უზრუნველყოს მეტი წვდომა იაპონიის ზღვაში

ჩინეთი, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა სავარაუდოდ, მალე დაიწყებენ დისკუსიას, რომ გემებს სასაზღვრო მდინარეზე, იაპონიის ზღვაში ნავიგაციის ნება დართონ, რამაც შეიძლება, სერიოზული გავლენა მოახდინოს ტოკიოს უსაფრთხოებაზე. ამ შინაარსის სტატიას nikkei.com ავრცელებს. მდინარე ტიუმენი აღმოსავლეთით ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის საზღვრის გასწვრივ მიედინება და საბოლოოდ, აღწევს რუსეთის საზღვრებს, ვიდრე იაპონიის ზღვაში ჩაედინება. ჩინურმა გემებმა ორი მეზობლისაგან უნდა მიიღონ ნებართვა, თუ ისინი იმედოვნებენ, რომ გაცურავენ ჩინეთის ჯილინის პროვინციას და იაპონიის ზღვამდე მისასვლელად ბოლო 9 მილს გაივლიან. სტატიაში წერია, რომ ჩინეთის კომერციული აქტივობის ზრდა რეგიონში, სავარაუდოდ, გამოიწვევს ჩინეთის საზღვაო ძალების გაძლიერებას. ერთ-ერთი ანალიტიკოსის აზრით, ამან შესაძლოა, იაპონია აიძულოს, იგივე გააკეთოს და ძალები გააფართოოს ორივე ქვეყნის სადავო ზონაში. ჩინურ გემებს ამჟამად მხოლოდ მდინარეზე შეუძლიათ თავისუფლად ნავიგაცია სოფელ ფანჩუანამდე, რომელიც ჩილინის პროვინციის აღმოსავლეთით მდებარეობს.  იაპონიის ზღვამდე დარჩენილი 15-კილომეტრიანი მონაკვეთის ნავიგაციისთვის საჭიროა როგორც რუსეთის, ასევე, ჩრდილოეთ კორეის ნებართვა. საბჭოთა პერიოდის, 7 მეტრის სიმაღლის ხიდი ასევე ბლოკავს უფრო დიდი გემების გავლას. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასულ თვეში სამიტის შემდეგ ერთობლივ განცხადებაში ახსენეს, რომ ქვეყნები მდინარე ტუმენის შესახებ"კონსტრუქციულ დიალოგში" ჩაერთვებიან ჩრდილოეთ კორეასთან. ჩინეთი ისტორიულად ფლობდა ამ ტერიტორიას, ვიდრე მას რუსეთის იმპერია 1860-იან წლებში აკონტროლებდა. ჩინეთმა არაერთხელ მოუწოდა რუსეთს და ჩრდილოეთ კორეას, დაუშვან ჩინური გემების ნავიგაცია იაპონიის ზღვამდე და მის ნაპირებთან სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნის წინადადებაც წამოაყენა. რუსეთი თავს არიდებდა ამ იდეას, წუხდა რა, რომ ეს გაზრდიდა ჩინეთის გავლენას ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში. მაგრამ მისი დამოკიდებულება იცვლება, რადგან ძალთა ბალანსი იცვლება მოსკოვს, პეკინსა და ფხენიანს შორის. 2022 წელს უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის სანქციების ფონზე, რუსეთი ვაჭრობის სფეროში სულ უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება ჩინეთზე. უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ჩინეთში ენერგიის ექსპორტი გაიზარდა. მოსკოვი ასევე იყენებს ჩინეთის ელექტრონულ კომპონენტებსა და ავტომობილებს, ხოლო ჩინეთიდან იმპორტი 2023 წელს მთლიანი რაოდენობის 37%-მდე გაიზარდა ომამდე არსებული 22%-დან. სანქციებმა ასევე დააახლოვა რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა. ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საარტილერიო ჭურვები და სხვა იარაღი მიაწოდა.  „ჩრდილოეთ კორეა, სავარაუდოდ, დათანხმდება მოლაპარაკებებს მდინარე ტუმენთან დაკავშირებით,“ განაცხადა ვან ვენმა, ჩინეთის რენმინის უნივერსიტეტის ფინანსური კვლევების ინსტიტუტის აღმასრულებელმა დეკანმა. ჩინეთი რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის თანხმობით, ტუმენის გაფართოებას და ხიდის დანგრევას განიხილავს. უფრო დიდი გემებისთვის ნავიგაციის უფლების მიცემა „გაადვილებს ჩინეთისთვის მარაგების იაფ ტრანსპორტირებას საზღვაო გზით და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ გაცვლას ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიასთან, მათ შორის, იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან,“ - აღნიშნა ვანმა. ამ ცვლილებამ ასევე შეიძლება, მნიშვნელოვნად იმოქმედოს რეგიონის უსაფრთხოებაზე. თუკი ჩინეთის სანაპირო დაცვის გემები გააქტიურდებიან იაპონიის ზღვაში, იაპონიას დასჭირდება, გადაამისამართოს საკუთარი სანაპირო დაცვის ხომალდები, რომლებიც ამჟამად აკონტროლებენ წყლებს ტოკიოსა და პეკინს შორის სადავო სენკაკუს კუნძულებთან. ამან კი, რიგი ანალიტიკოსების შეფასებით, შეიძლება, შეასუსტოს მონიტორინგი აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში. სი ძინპინისა და პუტინის ერთობლივ განცხადებაში ასევე ასახულია გაფართოებული ერთობლივი სამხედრო წვრთნებისა და ერთობლივი საზღვაო და საჰაერო პატრულირების გეგმები. ჩინეთისა და რუსეთის ძალებმა ერთობლივი საზღვაო და საჰაერო წვრთნები ჩაატარეს იაპონიის ზღვაში. ჩინეთის სანაპირო დაცვის გაზრდილმა ყოფნამ, რომელიც არსებითად ფუნქციონირებს როგორც მეორე საზღვაო ფლოტი, შეიძლება, გააფართოოს ასეთი საქმიანობის სფერო ამ მხარეში. Nikkei-ის ამ სტატიამ სპეკულაცია გამოიწვია სოციალურ მედიაში, რომ პუტინი დაუთმობს ან მიყიდის რუსეთის ტერიტორიას ჩინეთს,“ - დაწერა ოთხშაბათს X-ზე გარი კასპაროვმა, Renew Democracy Initiative-ის თავმჯდომარემ. „პუტინი 15 წელზე მეტია, ჩინეთს იაფად მიჰყიდის რუსულ რესურსებს, მიწას და ავტონომიას,“ - წერს კასპაროვი. მისი თქმით, „ახლა ის აჩქარებს, რადგან უკრაინასთან მისმა ომმა და ამის გამო დაწესებულმა სანქციებმა, ტექნიკური, ფულადი სახსრებისა და იარაღის კომპონენტებზე ჩინეთის პოლიტიკური მხარდაჭერის საჭიროება გაზარდა. „იმავდროულად, სი ძინპინმა უნდა შეაგროვოს რესურსები ხელსაყრელ ფასებში, რათა დაამშვიდოს ჩინეთის მოქალაქეები, რადგან ქვეყნის ეკონომიკა შენელდება,“ ასკვნის კასპაროვი. აზია-წყნარი ოკეანის უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ჰადსონის ინსტიტუტში, პატრიკ კრონინი გამორიცხავს ამ სცენარს და მას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს. „პუტინმა იცის, როგორ მიიპყროს აშშ-ის პოლიტიკოსების ყურადღება, მაგრამ რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მიწის გაყიდვა აძლიერებს ნდობას და აჭარბებს მის უზარმაზარ ძალას რუსეთის სახელმწიფოშიც კი,“ განუცხადა კრონინმა Newsweek-ს. თუმცა პეკინს თვალი უჭირავს რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ზოგიერთ ნაწილზე. გასულ წელს, ჩინეთის ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ გასცა დავალება, რომ ახალ რუკებში გამოყენებულიყო ჩინური სახელები ვლადივოსტოკისთვის და რეგიონის შვიდი სხვა ქალაქისთვის. „ახალ რუკაზე ასევე ასახული იყო ბოლშოი უსურიისკი, რომელიც ჩინეთში ცნობილია როგორც ჰეიქსიაზი (შავი დათვი) კუნძული - მთლიანად ჩინეთის ტერიტორიაზე. კუნძული მდინარეების  - უსურის და ამურის შესართავთან მდებარეობს და ერთობლივი საკუთრებაა მას შემდეგ, რაც ორმა მეზობელმა 2008 წელს მიაღწია სასაზღვრო შეთანხმებას,“ წერს გამოცემა, რომელიც ასევე მიუთითებს, რომ ჩინეთი რუსეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან დაიწყებს მოლაპარაკებებს, მეტი წვდომის უზრუნველსაყოფად ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის მდინარეზე, რომელიც იაპონიის ზღვაში მიედინება. როგორც Newsweek-ი დღეს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, იაპონიის ზღვაზე უფრო დიდმა წვდომამ შესაძლოა, ტოკიოზე ზეწოლა მოახდინოს. როგორც ცნობილია, შეერთებული შტატების მოკავშირე იაპონიას ჩინეთთან აქვს ტერიტორიულ დავა სენკაკუს კუნძულებთან დაკავშირებით. ჩინეთს მნიშვნელოვანი ბერკეტები აქვს ჩრდილოეთ კორეაზე, როგორც ქვეყნის მთავარ მოკავშირეზე, და უფრო მეტად - რუსეთზეც. რუსეთი ჩინეთთან ვაჭრობას დიდად ეყრდნობოდა და ჩინეთის ვალუტაში გადახდებსაც აქტიურად იყენებდა მას შემდეგ, რაც მოსკოვი უკრაინაში მისი შეჭრის შემდეგ, მძიმე სანქციების წინაშე აღმოჩნდა. „თუკი ჩინეთის სანაპირო დაცვის გემები გააქტიურდებიან იაპონიის ზღვაში, იაპონიას დასჭირდება, გადაამისამართოს საკუთარი სანაპირო დაცვის ხომალდები, რომლებიც ამჟამად აკონტროლებენ წყლებს სენკაკუს კუნძულების მახლობლად,“ - ამბობს გამოცემასთან ჩისაკო მასუო, სოციალური და კულტურული კვლევების უმაღლესი სკოლის პროფესორი.  

იაპონია საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერ მცდელობას ეწინააღმდეგება - საელჩო

2008 წლის აგვისტოს ომის მე-16 წლისთავზე, საქართველოში იაპონიის საელჩოს „გამოხატავს ღრმა მწუხარებას კონფლიქტის მსხვერპლთა მიმართ, იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერ მცდელობას და ხაზს უსვამს მის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.“ „საელჩო შეშფოთებულია ჰუმანიტარული მდგომარეობით კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში მთელი საქართველოს მასშტაბით და ხაზს უსვამს 2024 წლის 28 მაისს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის სრულყოფილად შესრულების აუცილებლობას: "ქვეყნის შიგნით საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ." იაპონია განაგრძობს საქართველოსთან, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორთან თანამშრომლობას, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული თავისუფალი და ღია საერთაშორისო წესრიგის გაძლიერების მიმართულებით,“ წერია გავრცელებულ განცხადებაში.