თეგი: შალვა პაპუაშვილი
სვენ მიქსერმა ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელს სვენ მიქსერს შეხვდა. პარლამენტის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა პარლამენტის მნიშვნელოვან როლს ევროკავშირის წევრობის 2024 წლის განაცხადისათვის მომზადების პროცესში. ასევე, ისაუბრა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, საქართველო-ევროკავშირს შორის განათლების, უსაფრთხოების და სხვა სფეროებში თანამშრომლობაზე. „მხარეებმა აგრეთვე განიხილეს საპარლამენტო ცხოვრებასა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. სვენ მიკსერმა ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა“, - აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის ინფორმაციაში. ევროპარლამენტარი მედიასთან კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.
შალვა პაპუაშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რუბენ სადოიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და გამოთქვა იმედი, რომ სამომავლო თანამშრომლობაც ამ სულისკვეთებით გაგრძელდება. მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა, მათ შორის, საპარლამენტო მიმართულებით და გამოხატეს ორმხრივი კავშირების შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა.
კელი დეგნანი: სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელები დამოუკიდებლები უნდა იყვნენ
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს შეხვდა. კელი დეგნანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სხვა საკითხებთან ერთად, ახალი სახელმწიფო ინსპექტორის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელების დანიშვნის პროცესზე ისაუბრეს. „ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა სპიკერ შალვა პაპუაშვილთან. ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა თემა, მათ შორის მისი ბოლო ვიზიტი NATO-ში და მისი შეხვედრები საქართველო-NATO-ს კომისიასთან. ასევე ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, ახალი სახელმწიფო ინსპექტორის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელების დანიშვნის პროცესზე. მოვუწოდეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ პროცესი არ დაჩქარდეს და კანონოთ გათვალისწინებულ დროში ამ მართლაც მნიშვნელოვან პოზიციებზე საუკეთესო კანდიდატები შეირჩეს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პასუხისმგებელია მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე. ისინი უნდა იყვნენ დამოუკიდებლები. ისინი უნდა იყვნენ ამ უწყებების ძალიან კვალიფიციური ხელმძღვანელები. ვიმედოვნებთ, რომ ეს არ იქნება ნაჩქარევი პროცესი“, - აღნიშნა კელი დეგნანმა. ელჩი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი საქმე ამჟამინდელ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით, დასრულდება ვიდრე, ახალი დანიშვნები მოხდება. „ამჟამინდელ სახელმწიფო ინსპექტორს ჯერ კიდევ სამი წელი დარჩა კანონიერი ექვსწლიანი მანდატის დასრულებამდე. მის მუშაობასთან დაკავშირებით პარლამენტში ან სხვაგან პრეტენზიები და საჩივრები არ ყოფილა. ასე რომ, კიდევ ერთხელ, ძალიან მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს შესაძლებლობა, დაასრულოს საქმე, ვიდრე ახალი კანდიდატები შეირჩევიან ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობებზე“, - განაცხადა კელი დეგნანმა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შეაჯამეს, რომელიც ბრიუსელში იანვარში შედგა და განიხილეს მის ფარგლებში გამართული შეხვედრები, ასევე, NATO-საქართველოს კომისიის სხდომა. შეხვედრაზე აგრეთვე იმსჯელეს საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, პოლიტიკურ პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე. ინფორმაციისთვის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ასარჩევად შექმნილმა საკონკურსო კომისიებმა თითოეულ თანამდებობაზე 3-3 კანდიდატი შეარჩიეს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარედგინება. მათ შორის არის კოკა კაციტაძე, გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი კოკა კაციტაძე.
შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 8-11 თებერვალს, ვიზიტით გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.მათივე ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს თემთა პალატის სპიკერ ლინდსი ჰოილთან, ლორდთა პალატის სპიკერ ჯონ მაკფოლთან, ასევე, თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების წევრებთან გამართავს.„დაგეგმილია შეხვედრა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელ ჯონათან ჯანოღლისთან და საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან.ვიზიტის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო საკითხებში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველ დევიდ ქუერის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ კრის ჰიტონ-ჰარისს, ლონდონის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელ რიჩარდ ბერჯს და Westminster Foundation for Democracy-ის აღმასრულებელ დირექტორ ენტონი სმიტს შეხვდება.პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, შეხვედრებს ადგილობრივ ექსპერტებთან, კულტურის, განათლებისა და ბიზნესის სფეროების წარმომადგენლებთან და ქართველ სტუდენტებთან გამართავს.საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, ნინო წილოსანი, გიორგი ხელაშვილი და თეონა აქუბარდია, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის თავმჯდომარეს, ლინდსი ჰოილს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე მეგობრობას, სტრატეგიულ პარტნიორობასა და აქტიურ ორმხრივ დიალოგს. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თანამშრომლობა საპარლამენტო, ეკონომიკის და სხვა მიმართულებებით. აღინიშნა, რომ რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკისა და მისგან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სექტორში თანამშრომლობის გაღრმავება. ამასთან, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე და მადლიერება გამოხატა დიდი ბრიტანეთის მიერ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მხარდაჭერისთვის.
შალვა პაპუაშვილმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რომელიც ვიზიტით ლონდონში იმყოფება, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველს საერთაშორისო საკითხებში, დევიდ ქუერის შეხვდა. შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების კუთხით შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს. „პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან ვისაუბრეთ უსაფრთხოების საკითხებისა და უკრაინის შესახებ, რაც, თავის მხრივ, უკავშირდება საქართველოს. ამ მხრივ, გავაცანით ხედვა იმის შესახებ, თუ რა რისკებთან არის დაკავშირებული უკრაინის ირგვლივ მიმდინარე ვითარება საქართველოს კუთხით და რომ ეს გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ჩვენი კოლეგებისგან კიდევ ერთხელ მივიღეთ დასტური, რომ საქართველო რჩება დიდი ბრიტანეთის, როგორც ნატოს წევრი ქვეყნის ყურადღების ქვეშ და რომ მათ სრულად ესმით უსაფრთხოების ის რისკები, რომლებიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში და მის გარშემო“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ შალვა პაპუაშვილმა. ამასთან, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ლონდონში კარგად ესმით, რომ რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში, უკრაინასთან ერთად, მოიაზრება საქართველოც.
პარლამენტის თავმჯდომარე: საქართველო გაერთიანებული სამეფოს ყურადღების ქვეშ არის
გაერთიანებულ სამეფოში ნაყოფიერი ვიზიტი შედგა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დელეგაცია იყო პირველი უცხოური დელეგაცია, რომელიც პანდემიის პირობებში დიდი ბრიტანეთის ეწვია და ჩვენი ურთიერთობების განსაკუთრებულობას ხაზი ამ კუთხითაც გაესვა. შეხვედრებმა გვაჩვენა, რომ საქართველო არის გაერთიანებული სამეფოს ყურადღების ქვეშ, – ასე აფასებს გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. „ჩვენ გვაქვს კარგი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე, საპარლამენტო დონეზე – საპარლამენტო დემოკრატიის განვითარების კუთხით. შეხვედრებისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოსთვის მნიშვნელოვანია ჩვენს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები და ამ ურთიერთობის განვითარება. ასევე, შეხვედრა გაიმართა „ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდში“, რომელიც პარლამენტთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ფონდის დახმარებით, დაინერგა საპარლამენტო ზედამხედველობის ისეთი მექანიზმები, როგორიცაა საკომიტეტო მოკვლევა და თემატური მომხსენებლები. ესეც ერთ-ერთი შედეგია გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობისა. ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობაზე“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა უკრაინას ერთიანობის დღე მიულოცა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინას ერთიანობის დღეს ულოცავს. განცხადება შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე გააკეთა. „14 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით, 16 თებერვალი გამოცხადდა უკრაინის ერთიანობის დღედ და მსურს, ამ მძიმე პერიოდში უკრაინისთვის, ეს დღე მივულოცო ჩვენს უკრაინელ დებს და ძმებს. დღეს უკრაინის საელჩოში გაიმართება დროშის აღმართვის ცერემონიალი, რომელსაც დაესწრება პარლამენტის ვიცე-სპიკერი და საქართველო-უკრაინის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე. უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და მხნეობას ამ მძიმე პერიოდში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ
შალვა პაპუაშვილმა ზელენსკის მიერ კრიტიკულ სიტყვაში საქართველოს შესაძლო მოაზრება გამორიცხა
მოიაზრებს თუ არა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს საკუთარ განცხადებაში, რომლის თანახმადაც, მადლიერია ქვეყნების, რომლებიც გვერდში უდგანან უკრაინას სიტყვით, დეკლარაციებით, დახმარებით, თუმცა არ ჩამოთვლის მეგობარ ქვეყნებს სახელებით, რადგან არ უნდა, ზოგიერთ ქვეყანას შერცხვეს. ამ შეკითხვას უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 20 თებერვალს. შალვა პაპუაშვილის თქმით, ზელენსკის საქართველო არ უგულისხმია, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინას მკაფიო მხარდაჭერა გამოუცხადა. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი იყო რიგით მეორე პარლამენტი, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო „სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა არ მისცა. ჩვენი უკრაინელი კოლეგებისგან მოვისმინეთ მადლობა ამ მხარდაჭერისთვის. ზოგადად, საქართველოს ყველაზე კარგად ესმის, თუ რა მდგომარეობაშია ახლა უკრაინა. სწორედ ამიტომ ვუსვამთ ხაზს იმას, რომ მნიშვნელოვანია ომის არდაშვება - რეზოლუციის შინაარსიც ეს იყო. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ უკრაინაში ახალი ომი თავიდან ავირიდოთ. ეს საქართველოს უსაფრთხოების საკითხებთანაც არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკრაინელ ხალხს ვუცხადებთ ძალიან მკაფიო სოლიდარობას და მხარდაჭერას იმაში, რომ არ მოხდეს ახალი ომი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. საპირისპირო შთაბეჭდილება დარჩა ოპოზიციას. „მე დარწმუნებული ვარ, სამწუხაროდ, მიწევს ამის აღიარება, რომ დიახაც, ნაგულისხმევი ვიქნებოდით. ბატონ ზელენსკის მეგობარი სახელმწიფოსგან ჰქონდა მეტის მოლოდინი და მესმის, რომ ის ფრჩხილებს არ ხსნის, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებმა, საზოგადოებამ ხომ ვიცით. მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის, საზოგადოების მხრიდან არის დიდი სოლიდარობა და საქართველოს მოქალაქე აკეთებს იმას, რომ უკრაინელ ხალხს გააგონოს მისი სოლიდარობის ხმა, რასაც უნდა აკეთებდეს წესით და რიგით ამ სახელმწიფოს ხელისუფლება“, - განუცხადა მედიას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ. „მადლობას ვუხდი ყველა ქვეყანას, ვინც მხარი დაუჭირა უკრაინას. სიტყვებით, დეკლარაციებით, კონკრეტული დახმარებით. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დღეს ჩვენთან ერთად დგას, ვინც დადექით სიმართლის და საერთაშორისო სამართლის მხარეს. სახელებს არ ჩამოვთვლი, რადგან არ მინდა, სხვა ქვეყნებს შერცხვეთ. მაგრამ ეს მათი არჩევანია. მათი კარმაა, მათ სინდისზეა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს კონსტიტუციის დღევანდელი რედაქცია პირველი კონსტიტუციის სულისკვეთების გაგრძელებაა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საზოგადოებას საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ ამ დოკუმენტმა მყარი ისტორიული ფუნდამენტი შექმნა საქართველოს პოლიტიკური სისტემისა და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსაზღვრის კუთხით. ამის შესახებ პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის დღევანდელი რედაქცია პირველი კონსტიტუციის სულისკვეთების გაგრძელებაა და თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული საქართველოს ფუნდამენტს წარმოადგენს. „ზუსტად 101 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს, მაშინ, როდესაც თბილისის მისადგომებთან სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა, საქართველომ ისტორიული ნაბიჯი გადადგა - მტკიცე ნაბიჯი თავისუფლებისკენ და დემოკრატიისკენ. საბჭოთა ოკუპაციის უდიდესი საფრთხის ფონზე, დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ მიიღო ქვეყნის პირველი კონსტიტუცია. საქართველოს მთავარი კანონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული დოკუმენტი იყო და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ რამდენიმე დღე იარსება, მან მყარი ისტორიული ფუნდამენტი შექმნა საქართველოს პოლიტიკური სისტემისა და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსაზღვრის კუთხით. სწორედ ეს ისტორიული გამოცდილება და მემკვიდრეობა იყო იმის განმაპირობებელი, რომ დღეს, ჩვენს ქვეყანას აქვს კონსტიტუცია, რომელიც ეფუძნება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას და ქართველი ერის ისტორიული ნების - ევროპულ ოჯახში დაბრუნების მკაფიო, კონსტიტუციაში გაწერილ გარანტიებს. საქართველოს კონსტიტუციის დღევანდელი რედაქცია პირველი კონსტიტუციის სულისკვეთების გაგრძელებაა და თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული საქართველოს ფუნდამენტს წარმოადგენს. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს და გულშემატკივარს, ვულოცავ საქართველოს თანამედროვე ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს!“,- წერს შალვა პაპუაშვილი.
თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოშია
საქართველოს თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ეწვია. მუსტაფა შენთოფს აეროპორტში საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია დახვდნენ. თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე პირველ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან გამართავს. ასევე, დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარისა და დეპუტატების შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში თურქეთის დელეგაციასთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ, შალვა პაპუაშვილი და მუსტაფა შენთოფი საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის დოკუმენტზე მოაწერენ ხელს და ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარემ შავლა პაპუაშვილთან შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე პროცესები და უკრაინის საკითხი განიხილა
საქართველოში ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე მუსტაფა შენთოფი იმყოფება. პარლამენტის ცნობით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, და დელეგაციას გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა თურქ კოლეგას საქართველოში სტუმრობისთვის, ასევე, თურქეთის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობასა და პარტნიორულ სტრატეგიულ ურთიერთობებზე საუბრისას, აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30-ე წლისთავი სრულდება. „მხარეებმა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა დაადასტურეს. ამ კუთხით, ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო კავშირების გააქტიურებასა და ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის დოკუმენტზე, რომელსაც მუსტაფა შენთოფის ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი. მხარეებმა თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაძლიერების შესახებ იმსჯელეს. ხაზი გაესვა ეკონომიკური და ტურიზმის მიმართულებით ურთიერთობების წარმატებულ პრაქტიკას. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, ხაზი გაესვა უკრაინაში დეესკალაციის აუცილებლობას და ომის თავიდან არიდებას. პარლამენტის თავმჯდომარემ მუსტაფა შენთოფს მადლობა გადაუხადა თურქეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, მუსტაფა შენთოფმა პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში მიიწვია“, - აღნიშნულია პარლამენტის ინფორმაციაში.
შალვა პაპუაშვილი: საქართველო და თურქეთი მეგობრული და ნაყოფიერი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მზაობას ადასტურებენ
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოსა და თურქეთის პარლამენტებს შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის ოქმი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას. პაპუაშვილის თქმით, მუსტაფა შენფოთან შეთანხმდა, რომ ამ ხელშეკრულების გამოყენებით და საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერების გზით, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება. „მოხარული ვარ, რომ დღეს ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის ოქმს საქართველოს პარლამენტსა და თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეას შორის და შევთანხმდით, რომ ამ ხელშეკრულების გამოყენებით და საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერების გზით, წვლილს შევიტანთ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ რთულ პერიოდში მეგობრების გვერდით დგომა მნიშვნელოვანია. „რთულ პერიოდში მნიშვნელოვანია მეგობრების გვერდში დგომა. ამიტომ მოხარული ვარ და ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს საქართველოში ვმასპინძლობთ ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჩვენი ქვეყნის დიდ მეგობარს, თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარეს, მუსტაფა შენთოფს. მუსტაფა შენთოფმა კიდევ ერთხელ გამოხატა თურქეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, რეგიონული მშვიდობისა და კეთილდღეობის მიმართ. მსურს, პირადად მას, თურქეთის რესპუბლიკას და თურქ ხალხს მადლობა გადავუხადო ამ ურყევი მხარდაჭერისთვის“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, ხელმოწერის ცერემონიამდე გამართლ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებულ მრავალწლიან, ნდობაზე დაფუძნებულ, სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე ისაუბრეს. „წელს სრულდება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30-ე წლისთავი. ამ პერიოდში ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობამ დიდი გზა განვლო და დინამიურად განვითარდა პოლიტიკის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კულტურის თუ განათლების სფეროებში. ამ ისტორიული თარიღის აღნიშვნასთან ერთად, დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული და ნაყოფიერი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა. მუსტაფა შენთოფთან ერთად დეტალურად ვისაუბრეთ პარლამენტთაშორისი კავშირების განმტკიცების შესაძლებლობებზე. განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ დღეს ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის ოქმს საქართველოს პარლამენტსა და თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეას შორის. შევთანხმდით, რომ ამ ხელშეკრულების გამოყენებით და საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერების გზით, წვლილს შევიტანთ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაში. შეხვედრაზე, ასევე, მიმოვიხილეთ რეგიონში მიმდინარე მოვლენები და უსაფრთხოების კომპლექსური გარემო. ხაზი გავუსვით რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნების შემდგომი განვითარებისთვის. ამასთანავე, განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარება და ადამიანის უფლებების კუთხით მძიმე მდგომარეობა“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. საქართველოს პარლამენტსა და თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეას შორის თანამშრომლობის დოკუმენტს მოეწერა ხელი მუსტაფა შენთოფი: ყველა პლატფორმაზე მტკიცედ ვაცხადებთ, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას
საქართველომ და თურქეთმა სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ დოკუმენტი გააფორმეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, მუსტაფა შენთოფმა ორი ქვეყნის პარლამენტს შორის თანამშრომლობის განახლებულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი. დოკუმენტის მიხედვით, მხარეები ხელს შეუწყობენ რეგულარული კონტაქტების გამყარებასა და ორმხრივ ვიზიტებს საკანონმდებლო აქტების შემუშავებისა და მიღების გამოცდილებისა და საპარლამენტო საქმიანობის გამოცდილების მისაღებად. ამას გარდა, ხელისმომწერი მხარეები მოახდენენ კონსულტაციების ორგანიზებას ორმხრივად სასარგებლო საერთაშორისო საკითხებზე, მხარს დაუჭერენ ერთმანეთს საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციების ფარგლებში და გააღრმავებენ დიალოგსა და თანამშრომლობას ამ სფეროში. გათვალისწინებულია სასწავლო პროგრამებისა და თანამშრომლობის პროექტების შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას საქართველოს პარლამენტის აპარატსა და თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის ადმინისტრაციას შორის. დოკუმენტს ხელი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მოეწერა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე: მნიშვნელოვანია, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან გადაიდგას გადამწყვეტი ნაბიჯები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკრაინის ტერიტორიების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევად შეაფასა. შესაბამისი ტექსტი შალვა პაპუაშვილის Twitter გვერდზე განთავსდა. საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მნიშვნელოვანია, იმოქმედოს გადამწყვეტად, ომის თავიდან ასაცილებლად და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად. საგარეო უწყება: იმედი გვაქვს, სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობას საერთაშორისო თანამეგობრობის მკაცრი რეაგირება მოჰყვება ირაკლი ღარიბაშვილი: რუსეთის მიერ დონეცკის და ლუგანსკის „აღიარება“ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია სალომე ზურაბიშვილი: საქართველო მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების „აღიარებას“ ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა
შალვა პაპუაშვილი რუსეთის სანქცირებაზე: ვხელმძღვანელობთ ჩვენი ქვეყნის, ხალხის და უკრაინელი ხალხის უსაფრთხოების ინტერესებით
უკრაინის ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება საერთაშორისო სამართლის ყველაზე საბაზისო პრინციპების დარღვევაა. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ვითარებაში საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიცია გადამწყვეტია. „ამ ვითარებაში გადამწყვეტია საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიცია იმისთვის, რომ არ დაუშვან ომი უკრაინაში და გააკეთონ ყველაფერი, რათა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები იყოს დაცული. მნიშვნელოვანია დასავლელი პარტნიორების მტკიცე პოზიცია, რომ ორი რამ იყოს უზრუნველყოფილი – ომის არდაშვება და საერთაშორისო სამართლის აღსრულება.“. უერთდება თუ არა საქართველო რუსეთისადმი დაწესებულ სანქციებს, შალვა პაპუაშვილმა შემდეგი პასუხი გასცა: „რაც შეეხება სანქციების ნაწილს, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის უსაფრთხოების ინტერესებით და უკრაინელი ხალხის უსაფრთხოების ინტერესებით. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება გვერდში დაუდგება უკრაინას. ზელენსკის განცხადებას თუ დააკვირდებით, მისი პოზიცია პატივსაცემია, როცა ის ამ რთულ ვითარებაშიც ინარჩუნებს სიმშვიდეს, სიმტკიცეს და კვლავ ხაზა უსვამს, რომ ომი არ უნდა იყოს დაშვებული და ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპები აღსრულდეს სხვა ბერკეტების მეშვეობით. ჩვენი ხელისუფლება ამ პრინციპებზე დაყრდნობით იმოქმედებს. რაც შეეხება იმას, თუ რაში გამოიხატება ჩვენი გვერდში დგომა, თუკი დააკვირდებით პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებებს, მათ შორის, მისი გუშინდელი მიმართვა და პოზიცია ნამდვილად პატივსაცემია, როდესაც ის ამ რთულ ვითარებაშიც ინარჩუნებს სიმშვიდეს, სიმტკიცეს და კვლავ ხაზს უსვამს, რომ ომი არ უნდა იყოს დაშვებული, ყველანაირი ზომები უნდა იყოს გამოყენებული იმისათვის, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპები სხვა ბერკეტების მეშვეობით აღსრულდეს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლებაც სწორედ ამ პრინციპებზე დაყრდნობით ისარგებლებს. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თუ ზოგიერთი სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან წარმოებულ ისტერიას, ეს იქნება სანქციები, რეზოლუცია თუ ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ, ჩვენი ხალხის მანდატით ვხელმძღვანელობთ და არა „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით, კარნახით ან მათთან შეთანხმებით", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი. ცნობისთვის, 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ ამ რთულ დროს
ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ ამ რთულ დროს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. „სამწუხაროდ, უკრაინის ომის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგას ქმედითი და მტკიცე ნაბიჯები, რათა რუსეთს სრულმასშტაბური კონფლიქტის ესკალაციის საშუალება არ მიეცეს და საერთაშორისო ნორმების დაცვის უზრუნველყოფა მოხდეს. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ ამ რთულ დროს“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ამავე თემაზე დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინის ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლჰოვს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ელჩმა პარლამენტის თავმჯდომარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ეფექტური და მტკიცე რეაგირებისა და კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. შალვა პაპუაშვილის თქმით, ქართველი ერი დგას მოძმე უკრაინელი ხალხის გვერდით. პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული
შალვა პაპუაშვილი: დღემდე ჩვენს ელჩსა და კონსულს კიევი არ დაუტოვებიათ
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი მსოფლიოში მეორე იყო, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და ამასთან, უკრაინაში საქართველოს ელჩსა და კონსულს დღემდე კიევი არ დაუტოვებიათ. ამის შესახებ პაპუაშვილმა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინის მიმართ თანადგომასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო ყველა საერთაშორისო ფორმატს იყენებს, რათა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატოს. „რაც შეეხება ჩვენი ხელისუფლების თანადგომას უკრაინის მიმართ - იცით, რომ გუშინ შევხვდი უკრაინის ელჩს საქართველოში და მან კიდევ ერთხელ გადმოგვცა უკრაინის ხელისუფლების მადლობა თანადგომისთვის, რასაც საქართველოს ხელისუფლება იჩენს უკრაინის მიმართ. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტი იყო მსოფლიოში მეორე პარლამენტი, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და რომელსაც სხვათა შორის ოპოზიციის ნაწილმა მხარი არ დაუჭირა; საქართველო იყენებს ყველა საერთაშორისო ფორმატს - გაეროს, ეუთოს, ევროსაბჭოს, ევროკავშირის სხვადასხვა ფორმატს, რათა მხარდაჭერა გამოხატოს უკრაინის მიმართ. მათ შორის იცით, რომ რამდენიმე დღის წინ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში შეხვედრა გაიმართა, სადაც გავრცელდა განცხადება, რომელშიც ევრონესტი მხარს უჭერს უკრაინას; საქართველოს ელჩი უკრაინაში და საქართველოს კონსული დღემდე კიევში იმყოფებიან და უკრაინის ხელისუფლებასთან და საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც უკრაინაში იმყოფებიან, პირდაპირ კავშირზე არიან. ხაზს ვუსვამ - დღემდე ჩვენს ელჩსა და კონსულს კიევი არ დაუტოვებიათ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის გამო, რომელსაც ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა, უკრაინა საქართველოს ხელისუფლებას მადლობას უხდის. „დეზინფორმაციული კამპანიაა, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი მართავს, მათ შორის, სწორედ ამ რეზოლუციის წინააღმდეგ და ცდილობს დააკნინოს რეზოლუცია. უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა არ მისცეს, რომლის გამოც ჩვენ უკრაინა მადლობას გვიხდის. ანუ უკრაინა კმაყოფილია ამ რეზოლუციით და ოპოზიციის ნაწილი არ არის კმაყოფილი, რაც აბსოლუტურად აბსურდია და ადასტურებს ერთადერთ რამეს, რომ ისინი ცდილობენ, უკრაინის საკითხი გამოიყენონ შიდაპოლიტიკური დღის წესრიგისთვის“,- აცხადებს შალვა პაპუაშვილი. ასევე წაიკითხეთ: პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული
შალვა პაპუაშვილმა საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები მოინახულა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, დეპუტატებთან ერთად, საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები მოინახულა.პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების მიზეზით შეწყვეტილი საჰაერო ფრენების გამო, საქართველოში ეკლესია-მონასტრებისა და სიწმინდეების მოსალოცად ჩამოსული უკრაინელი მომლოცველები სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.„მათი სასტუმროში განთავსება საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო. შალვა პაპუაშვილი, ლევან იოსელიანი, მაკა ბოჭორიშვილი და გივი მიქანაძე ჯგუფის წევრებს უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ესაუბრნენ.პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. დეპუტატებმა სტუმრებს, საქართველოს პარლამენტის სახელით საჩუქრები გადასცეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
პარლამენტში კელი დეგნანი შალვა პაპუაშვილს ხვდება
პარლამენტში საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი იმყოფება. კელი დეგნანი ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, დისკუსიის საგანია რეგიონში შექმნილი ვითარება და ასევე უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები.
შალვა პაპუაშვილი: საქართველო ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგისა და შესრულების კუთხით გახლავთ ლიდერი
"ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი შეიტანა მოლდოვამაც და უკრაინამაც, ობიექტური შეფასებით თუ შევხედავთ, ამ სამეულში საქართველო ასოცირების დღის წესრიგისა და შესრულების კუთხით გახლავთ ლიდერი", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განცუხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, არის მოლოდინი, რომ შეცვლილი კონტექსტიდან გამომდინარე ევროკავშირი იმსჯელებს დაჩქარებული პროცედურით. „დღეს ვხედავთ, რომ მცდელობა არის ზოგიერთი ჯგუფის მხრიდან, რომ თავის თავზე მიიწეროს ეს ინიციატივა. ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი არის ის, რომ ევროკავშირში არის განაცხადი საქართველოს წევრობაზე და სიმბოლურია, რომ ისევე როგორც ასოცირების წევრობას, ხელი მოაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა, მაშინ, როგორც პრემიერ-მინისტრმა და ახლაც, როგორც პრემიერ-მინისტრმა. იცით, რომ განაცხადი შეიტანა მოლდოვამ და უკრაინამაც, ობიექტური შეფასებით თუ შევხედავთ საქართველო ასოცირების დღის წესრიგის და შესრულების კუთხით, გახლავთ ლიდერი ამ სამეულში. გვაქვს მოლოდინი, ამ შეცვლილი კონტექსტიდან გამომდინარე, ევროკავშირი იმსჯელებს დაჩქარებული პროცედურით", - განაცხადა პაპუაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა. ვიდეო
შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადების არასწორ ინტერპრეტაციაზე მიუთითებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით არასწორად იყო აღქმული. ამის შესახებ პაპუაშვილმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა. „არასწორი ინტერპრეტაცია ხდება პრეზიდენტის ამ განცხადების. თუკი პატიოსნად შეხედავთ მის განცხადებას, მან აღნიშნა, რომ შეიძლება ამ ფორმით არ მეთქვა, მაგრამ რაც შეეხება სანქციების საკითხს, საქართველოს დღეს არ შეუძლია, რაიმე ეფექტიანი სანქცია ან ზომა გაატაროს, რომელიც უფრო მეტად დააზიანებს რუსეთს, ვიდრე საქართველოს. ამაზე მგონი, ოპონენტებიც თანხმდებიან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ამავე თემაზე სალომე ზურაბიშვილი პრემიერის განცხადებაზე: არ ვიცი, რატომ გააკეთა ეს განცხადება. ნათელია, რომ ჩვენი ქვეყანა უკვე სანქცირებულია ტერიტორიების ოკუპაციით
შალვა პაპუაშვილი: საქართველოში, რუსეთის მოქალაქეთა ე.წ. მასობრივი შემოსვლა, დეზინფორმაციული კამპანიის ერთ-ერთი ნაწილია
რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეთა ე.წ. მასობრივ შემოსვლას, ეს არის ნაწილი იმ დისკრედიტაციული კამპანიის, რომელიც მიმდინარეობს მთავრობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საქართველოში ჩამოსვლის მსურველ რუსეთის მოქალაქეთა მზარდი რაოდენობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. „საქმე არ გვაქვს მასობრივ შემოდინებასთან. ყველას შევახსენებ, რომ რუსეთის სახმელეთო საზღვარი, სხვათა შორის, რუსეთის მხრიდან არის ჩაკეტილი. ლარსის საზღვარზე მხოლოდ ტვირთი გადმოდის და არ არის კერძო მიმოსვლა. ეს არის დეზინფორმაციის კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი იმისათვის, რომ შფოთი შემოვიდეს საზოგადოებაში და არ იყო სიმშვიდე და მშვიდობა. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიის როლი, ამიტომაც მედიასაც განსაკუთრებით მოგიწოდებთ, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გავიდეს და არ მოხდეს სიტუაციის დრამატიზება, ნაცვლად იმისა, რომ იყოს ფაქტების ობიექტურად გაშუქება“, - განაცხადა განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი: არავის მივცემთ საშუალებას, რომ საქართველო სამხედრო კონფლიქტში ჩართოს
"არავის მივცემთ საშუალებას, რომ სულ ცოტა რისკიც კი გაჩნდეს, რომ საქართველო იქნას ჩათრეული სამხედრო კონფლიქტში. ამას გეუბნებით მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მყარად უჭერს მხარს უკრაინას და ამ მიმართულებით, საერთაშორისო ფორმატებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. შალვა პაპუაშვილი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ხატია დეკანოიძის განცხადებას გამოეხმაურა. „ქალბატონო ხატია, თქვენი გამართული რუსულით მსოფლიოსთვის ნათქვამი, რომ ხელისუფლების მოცილებით ხართ დაკავებული, საუბრობს ყველაფერზე, საერთოდ რა დამოკიდებულება გაქვთ საქართველოს – თქვენი პირველი სამშობლოს მიმართ, უკრაინის – თქვენი მეორე სამშობლოს მიმართ და საერთოდ, ადამიანობის მიმართ. იმ მანიპულაციას, რითაც ახლა ხართ დაკავებული, აქვს ერთადერთი მიზანი: საქართველო ჩაითრიოთ შეიარაღებულ კონფლიქტში. ამას მოვუწოდებთ ხელისუფლება, რომ არ მივცემთ არავის იმის საშუალებას, სულ ცოტა რისკიც კი გაჩნდეს, რომ საქართველო იქნას ჩათრეული სამხედრო კონფლიქტში. ამას გეუბნებით მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მათ შორის, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც გვაქვს, რასაც ვუყურებთ", - განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რაც დღეს ხდება, როცა საქართველო რუსეთთან კვების პროდუქტების შეტანაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, ძალიან მძიმეა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატს წარმოადგენს. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ჩვენ არავითარი საშიშროება არ გვემუქრება
შალვა პაპუაშვილი NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს ალექსანდრე ვინიკოვს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ალექსანდრე ვინიკოვს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ მისი პირადი ძალისხმევა, მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. „პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა NATO-ს მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისათვის. მხარეებმა ისაუბრეს NATO-საქართველოს ურთიერთობებზე. შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და მიმოიხილა საქართველოს წვლილი საერთო ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. შეხვედრაზე ალექსანდრე ვინიკოვმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს მიზნებს, განახორციელოს რეფორმები და მოელის ამ კუთხით პროგრესს. პარლამენტის თავმჯდომარემ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების კუთხით მთელ რეგიონში არსებულ მძიმე ვითარებაზე და აღნიშნა, რომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, საჭიროა საქართველოსა და უკრაინის NATO-ში ინტეგრაცია. ალექსანდრე ვინიკოვმა გამოხატა მზადყოფნა აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
შალვა პაპუაშვილი საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰაიდი გრაუს შეხვდა. შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ მიმდინარე წელს აღინიშნება საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვისა და 2009 წლიდან შვეიცარიის მიერ შუამავლის მანდატის შესრულებისთვის საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში.
შალვა პაპუაშვილი: იმედი გაჩნდა, რომ ევროკავშირის მხრიდან აჩქარება მოხდეს, მთავარია, რომ პროცესი დაიძრა
იმედი გაჩნდა, რომ ევროკავშირის მხრიდან აჩქარება მოხდეს - სამუშაოს რაღაც მოცულობაა, რაც დროში ვერ შემცირდება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ პროცესი დაიძრა და ასოცირების ტრიოს სამივე ქვეყნისთვის მწვანე შუქია ანთებული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „მისასალმებელია ის, რომ პროცესი დაიწყო. თავად პროცესის დაწყებასაც, როგორც წესი, დრო უნდა ხოლმე. პროცესი დაიწყო შესწავლით - კერძოდ, ევროკავშირი შესაბამისი პროცედურის საფუძველზე შეისწავლის ამ სამი ქვეყნის მზაობას, მიენიჭოს თუ არა კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება იმას, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი - არსებობს მოცემული ეტაპები, რასაც გაწევრიანების, ან კანდიდატის მინიჭებისთვის, ბუნებრივია, ვერცერთი ქვეყანა ვერ გადაახტება, მაგრამ დაჩქარებისას საუბარია იმაზე, რომ ამ საკითხს უფრო კონცენტრირებულად მიუდგება როგორც ევროკავშირი, ასევე განაცხადის წარმდგენი ქვეყნები. ჩარჩოდ რჩება ასოცირების შეთანხმება. შეთანხმებაშია გაწერილი ყველა საჭირო მიზანი, რასაც საქართველომ უნდა მიაღწიოს, მათ შორის საკანონმდებლო დაახლოების კუთხით, რაც პარლამენტს შეეხება", - განაცხადა პაპუაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა
შალვა პაპუაშვილი რადას თავმჯდომარეს: გულდაწყვეტილი ვართ, რომ პოლიტიკურმა სპეკულაციებმა ჩრდილი მიაყენა საქართველოს მხრიდან უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერას
ბრალდება საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერის გზიდან გადახვევასთან დაკავშირებით უბრალოდ არ შეესაბამება სიმართლეს. დარწმუნებული იყავით, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება ვართ ერთიანი, და არა დაყოფილი, უკრაინისადმი მხარდაჭერასთან დაკავშირებით და ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენს თანადგომას, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წერილში, რომელიც მან უკრაინელ კოლეგას, უკრაინის რადას თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკს გაუგზავნა. „თქვენ მიერ ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის მომზადებულ ვიდეომიმართვაზე პასუხად, გიდასტურებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის, უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველოსა და უკრაინას სტრატეგიული პარტნიორობა და საუკუნოვანი ისტორიული მეგობრობა აერთიანებთ. ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებსა და ხედვას ჩვენი ქვეყნების ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით. 1990-იანი წლების დასაწყისში და შემდგომ - 2008 წელს საქართველომ საკუთარი სისხლის ფასად პირველმა გამოსცადა რუსული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია. ათწლეულებია გრძელდება რუსული ოკუპაცია, რომელსაც ჩემი ქვეყნისა და ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის ყოველდღიურად ტრაგიკული შედეგები მოაქვს. დღეს კი უკრაინაში ვართ მომსწრე რუსეთის კიდევ ერთი სრულმასშტაბიანი აგრესიის. საქართველო ყოველთვის გამოხატავდა ერთგულებას ჩვენი მოძმე უკრაინისადმი, განსაკუთრებით, 2014 წელს რუსეთის მიერ თქვენ წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ. ამ ისტორიულმა უსამართლობამ ჩვენი ქვეყნების ბედი ერთმანეთთან მჭიდროდ დააკავშირა. სწორედ ამიტომ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს ვაკეთებთ თქვენი დახმარებისთვის, ომისა და აგრესიის შეჩერებისა და ნატოსა და ევროკავშირისკენ ჩვენი საერთო მომავლის გზაზე დაბრუნებისთვის. საერთაშორისო არენაზე საქართველო პოლიტიკური და დიპლომატიური ძალისხმევით უკრაინის მხარდაჭერის წინა ხაზზე დგას. ჩვენ თქვენ გვერდით ვიდექით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის შეჭრის დაგმობით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში - რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიების მოწოდების თანაავტორობით, ევროპის საბჭოში - რუსეთის მონაწილეობის შეჩერების მხარდაჭერით. ამიტომ გულდაწყვეტილები ვართ, რომ პოლიტიკურმა სპეკულაციებმა და აბსოლუტურ დეზინფორმაციაზე დაფუძნებულმა კამპანიებმა ჩრდილი მიაყენა საქართველოს მხრიდან უკრაინისადმი მტკიცე და უანგარო მხარდაჭერას და სოლიდარობას. ბრალდება საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერის გზიდან გადახვევასთან დაკავშირებით უბრალოდ არ შეესაბამება სიმართლეს, - ვკითხულობთ წერილში.
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს პარლამენტი აგრძელებს უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას
„მინდა, მადლობა გადავუხადო დიმიტრი ხუნდაძესა და დავით სერგეენკოს იმ ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზებისთვის, რომელიც პარლამენტმა საკუთარი ძალებით - დეპუტატების, აპარატის თანამშრომლების შემოწირულობებით შეაგროვა და პირველი პარტია უკრაინაში უკვე გავაგზავნეთ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება გრძელდება. „გახსნილია სპეციალური სახაზინო ანგარიში, სადაც შეგიძლიათ როგორც დეპუტატებს, ისე აპარატის თანამშრომლებს, პარლამენტის სახელით, შევაგროვოთ გარკვეული თანხა და ჰუმანიტარული დახმარების შემდეგი ნაწილი გავგზავნოთ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ასევე წაიკითხეთ: შალვა პაპუაშვილი: საქართველოს პარლამენტი აგრძელებს საკუთარი ძალებით უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას ილია მეორი: ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის დასახმარებლად მრევლში 15 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა
შალვა პაპუაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ფაიგ გულიევს შეხვდა. პარლამენტსი პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალწლიანი და მრავალმხრივი თანამშრომლობა. გამოიხატა მზადყოფნა სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის. აღინიშნა, რომ საპარლამენტო კავშირების განმტკიცებას დიდი წვლილის შეტანა შეუძლია ამ პროცესში. შეხვედრაზე, აგრეთვე, ისაუბრეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების ვითარებაზე და ხაზი გაუსვეს მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 2022 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავის სათანადო აღნიშვნაზე. აზერბაიჯანის ელჩმა პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს მიერ მედიაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის.
შალვა პაპუაშვილი საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარია თეოდორუს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის არსებულ საუკუნოვან ისტორიულ და კულტურულ კავშირებს და ნაყოფიერ ორმხრივ თანამშრომლობას. პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა საბერძნეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადზე. ხაზი გაესვა ევროკავშირის წებრობის მოპოვების გზაზე პარლამენტის როლს და იმ გეგმებს, რომელიც ამ მხრივ პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს, კერძოდ იმ რეფორმებზე, რომლებმაც ქართული კანონმდებლო ევროკავშირის კანონმდებლობასთნ უნდა დაახლოვოს. შეხვედრაზე განიხილეს უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს მხარდაჭერაზე უკრაინისადმი ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში.
პაპუაშვილის თქმით, პარლამენტში ზელენსკის მოწვევას არ აპირებენ
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსასვლელად ვოლოდიმირ ზელენსკის მოწვევას არ აპირებენ. ცნობილია, რომ ზელენსკის მოწვევის ინიციატივა „ლელოს“ ეკუთვნის და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართეს. ამ ინიციატივას მხარს უჭერს „ნაციონალური მოძრაობაც“. პარტიის წევრი ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ზელენსკი მზადაა, საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსასვლელად ონლაინ ჩაერთოს. პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ არც კი განიხილავს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ არცერთ ინიციატივას, რომელიც უკრაინას შეეხება, რადგან ოპოზიციას მხოლოდ პიარი და „ისტერიის აწევა“ სურს. „ამ ოპოზიციის წარმომადგენლებისგან პარლამენტის სახელით ჰუმანიტარული დახმარების გასაგზავნად არცერთი თეთრი არ შემოსულა. ასე რომ, აქ ჩანს, სინამდვილეში, რა არის რეალური განზრახვა ოპოზიციის ამ ნაწილის – ეს არის მხოლოდ პიარი, უხეშად რომ ვთქვათ, და რაც შეეხება რეალურ დახმარებას და გვერდში დგომას, ისინი არანაირ დამხარებას არ იჩენენ...ამიტომ, თუკი რეალურად ვინმეს სურს გვერდში დაუდგეს უკრაინას, დაუდგეს საქმით და არა ხმამაღალი განცხადებებით და ასეთი ისტერიით, რასაც ცდილობენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი: რა თქმა უნდა, იქნებიან მოქალაქეები, რომლებიც ტოვებენ რუსეთს, ზოგიერთი, ალბათ, ჩვენთანაც შემოვა
"რა თქმა უნდა, იქნებიან მოქალაქეები, რომლებიც ტოვებენ რუსეთს, ზოგიერთი ალბათ ჩვენთანაც შემოვა, მაგრამ ასეთი დრამატიზება აჩვენებს ზოგიერთი ოპონენტის დღის წესრიგს, რაიმენაირად არიონ სიტუაცია", – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. „ესეც სამწუხარო ტალღა არის, რომელიც ძალიან ახლოს დგას ქსენოფობის ზღვარზე. ჩვენ ვნახეთ, რომ სამი მარტიდან მოყოლებული, როდესაც ეს ტალღა აიწია სოცქსელში, შემდეგ უკვე მედიის მეშვეობით, რა გამოიწვია ამ ტალღამ, შიშების დანერგვამ საზოგადოებაში, თითქოს ახლა საზღვარზე იყო მომწყდარი რუსეთის ასი ათასობით მოქალაქე, რიცხვი 120 000-ც კი ითქვა და თითქოს ამით მოხდებოდა ახლა საქართველოს დაპყრობა და ასე შემდეგ. დაშინება საზოგადოების. ვნახეთ, შედეგი რა იყო, ეს იყო სიძულვილის გამოვლენა, როგორ ვთქვა ახლა, რუსული შესახედაობის მიმართ, მათ შორის, იყო რამდენიმე ფაქტი, ჩვენ რაც მოვისმინეთ, რომ იყო როგორც ვერბალური, ისე ფიზიკური ძალადობის გამოვლენა ადამიანების მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი: მომავალ კვირას, ვიქნები ბრიუსელში და ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა მექნება
მომავალ კვირას პირადად მე, პარლამენტის თავმჯდომარე ვიქნები ბრიუსელში და მექნება შეხვედრა ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან, - ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „საქართველოს სახელმწიფო გააკეთა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე – შემდეგი ნაბიჯი არის, რომ ევროკავშირმა უნდა გამოაგზავნოს სპეციალური კითხვარი, რომლის მიხედვითაც დაიწყება ქვეყნის შეფასება, ეს ითქვა ცალსახად, ეს იქნება თანაბრად სწრაფი უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვისაც. რაც შეეხება ვიზიტებს, არაერთი ვიზიტი განხორციელდა და მომავალ კვირას მე, პირადად, პარლამენტის თავმჯდომარე ვიქნები ბრიუსელში და მექნება შეხვედრა ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან, ეს არის რასაც ვაკეთებთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი: მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, რომ გვერდში დაუდგეს საქართველოს მთავრობას
მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, რომ გვერდში დაუდგეს საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ ერთიანი პოზიციის ნაწილი გახდეს ყველას ძალისხმევა ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. „მნიშვნელოვანია, რომ ამ გზაზე, ის არჩევანი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას გაკეთებული აქვს და ის კონსტიტუციური ჩანაწერი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს, ყველა პოლიტიკურმა ძალამ გაითავისოს და ამ არჩევანის შესაბამისად იმოქმედოს. იცით, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანია რეფორმების გატარება, მათ შორის, რაც შეეხება ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას. ეს არის რთული ტექნიკური სამუშაო, რომლის გაწევაც უწევს მთავრობას და ამავე დროს პარლამენტსაც კანონმდებლობის კუთხით, ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ, რომ იმ საპარლამენტო უმრავლესობას, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა აღებული ქვეყნის მართვაზე და მთავრობას, რომელსაც ეს პასუხისმგებლობა აქვს აღებული, ყველანაირად გვერდით დავუდგეთ და ჩავერთოთ ამ სამუშაოში", - განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან ხუთი წლის იუბილესთან დაკავშირებით „ტვიტერის“ გვერდზე წერს. „დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ევროკავშირთან/შენგენის ზონასთან უვიზო რეჟიმის ხუთი წლის იუბილეს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ხელშესახები სარგებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ევროკავშირი-საქართველოს მუდმივად მზარდი პარტნიორობის შედეგად. საქართველოს პასპორტს დიდი ღირებულება აქვს, 119 სახელმწიფოში ის 30-ე ადგილზეა გლობალურ რეიტინგში ვიზის/ვიზის გარეშე ჩასვლისას“, – წერს შალვა პაპუაშვილი. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: მთელმა მთავრობამ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ასამოქმედებლად
შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 29 მარტს ბრიუსელს ეწვევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 29 მარტს ბრიუსელს ეწვევა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი შეხვედრებს ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან და ევროპარლამენტარებთან, მათ შორის, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში დელეგაციის ხელმძღვანელ მარინა კალიურანდთან და სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის პრეზიდენტთან, ირაჩე გარსია პერესთან გამართავს. დაგეგმილია შეხვედრა ბელგიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტ ელიანე ტილიესთან და სენატის სპიკერთან, სტეფანი დჰოსთან, ასევე, ევროკომისარ დიდიე რეინდერსთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მრჩეველთან საგარეო საკითხებში, საიმონ მორდიუსთან. შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად, Think Tank-ების წარმომადგენლებსაც შეხვდება.
შალვა პაპუაშვილი NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მირჩა ჯოანასთან გამართა, სადაც ყურადღება უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიასა და NATO- საქართველოს მრავალწლიან, მჭიდრო თანამშრომლობაზე გამახვილდა. საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას და ამ მიმართულებითგადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებს. „ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, მნიშვნელოვანია, რომ NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრის შესაძლებლობა მოგვეცა. განსაკუთრებით, ისეთ ვითარებაში, როგორიც ახლაა რეგიონში. გავცვალეთ მოსაზრებები უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებით, რომელიც, მათ შორის, საქართველოს შეეხება. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ აგრესია მალე შეჩერდეს და ამასთან დაკავშირებით მათი შეფასებები იყო საინტერესო. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და იმედია წარმატებით დასრულდება. საქართველო იყო და რჩება ნატოს ერთგულ პარტნიორად. ჩვენ ნატოსთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს და ერთმანეთის გვერდში ვდგავართ უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ ეს პარტნიორობა ამ კრიზისულ პერიოდში აქტიურად გაგრძელდეს როგორც კომუნიკაციის, ასევე, შეხვედრების კუთხითაც“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე: ჩვენ ვაფასებთ საქართველოსთან ურთიერთობას, რომელიც ალიანსის ახლო პარტნიორია
NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას Twitter-ზე გამოეხმაურა. „ჩვენ ძალიან ვაფასსებთ საქართველოსთან დიდი ხნის წინ დაწყებულ თანამშრომლობას, რომელიც ალიანსის ერთ-ერთი ახლო პარტნიორია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ჩვენ განვიხილეთ რუსეთის სასტიკი და არაპროვოცირებული შეჭრა უკრაინაში და მისი სტრატეგიული შედეგები.“, - წერს მირჩა ჯოანა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მირჩა ჯოანასთან გამართა ასევე წაიკითხეთ შალვა პაპუაშვილი NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ისაუბრებს
საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე შეტანილ განაცხადს ახალ ეტაპზე გადავყავართ და ამიტომ, ამ მხრივაც არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიუსელში განაცხადა. შალვა პაპუაშვილი დღეს შეხვედრას ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან გამართავს. „საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე შეტანილ განაცხადს ახალ ეტაპზე გადავყავართ და ამიტომ, ამ მხრივაც მნიშვნელოვანია შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან. ვფიქრობ, ეს იქნება, მათ შორის, საფუძველი პარლამენტებს შორის თანამშრომლობისა. ამ განაცხადის საფუძველზე, იქმნება ახალი შესაძლებლობებიც, მათ შორის, კომუნიკაციის კუთხით. მნიშვნელოვანია, ეს შესაძლებლობები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ეს ეტაპი საქართველომ სწრაფად გაიაროს - რაც ეხება განაცხადის შემდეგ შეფასების პერიოდს, კანდიდატის სტატუსის მინიჭებაც შეძლებისდაგვარად მალე მოხდეს და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველომ ევროკავშირთან მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში გაიაროს. ეს გააადვილებს საქართველოში მუშაობასაც. საქართველოს კანონმდებლობა ბევრი მიმართულებით გვაქვს დასაახლოებელი ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რომელიც ამ კუთხით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებობს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილიმა ევროკომისარ დიდიერ რეინდერსთან ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით გასატარებელი რეფორმები განიხლა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მართლმსაჯულების საკითხებში ევროკომისარს, დიდიერ რეინდერსს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე შეტანილ განაცხადსა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით განსახორციელებელ რეფორმებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სასამართლო რეფორმის საკითხებზე. შალვა პაპუაშვილმა ევროკომისარს საპარლამენტო საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში აქტიურ მონაწილეობას გააგრძელებს. ხაზი გაესვა ევროკომისიის მოსაზრების მნიშვნელობას საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე შეტანილ განაცხადთან დაკავშირებით. მხარეებმა უკრაინაში რუსული აგრესიის შესახებ იმსჯელეს. შალვა პაპუაშვილმა უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატა და საქართველოს მიერ უკრაინისადმი ორმხრივ და საერთაშორისო დონეზე გაწეულ მხარდაჭერაზე ისაუბრა. შეხვედრა ბრიუსელში შალვა პაპუაშვილის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. დელეგაციის შემადგენლობაში ლევან იოსელიანი, მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე შედიან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ბრიუსელში 29 მარტს ჩავიდა. დაგეგმილია შეხვედრა ბელგიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტ ელიანე ტილიესთან და სენატის სპიკერთან, სტეფანი დჰოსთან, ასევე, ევროკომისარ დიდიე რეინდერსთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მრჩეველთან საგარეო საკითხებში, საიმონ მორდიუსთან. შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად, Think Tank-ების წარმომადგენლებსაც შეხვდება
შალვა პაპუაშვილი: რობერტა მეცოლას სახით ჩვენს ქვეყანას ნამდვილად ჰყავს გულშემატკივარი, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას უჭერს მხარს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის შესახებ ისაუბრეს. შალვა პაპუაშვილმა რობერტა მეცოლა ვიზიტით საქართველოში მოიწვია. „ევროპარლამენტის პრეზიდენტი დაინტერესებულია საქართველოთი. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში, ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება. რობერტა მეცოლას სახით ჩვენს ქვეყანას ნამდვილად ჰყავს გულშემატკივარი, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას უჭერს მხარს“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ. ასევე წაიკითხეთ შალვა პაპუაშვილიმა ევროკომისარ დიდიერ რეინდერსთან ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით გასატარებელი რეფორმები განიხლა
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი ცდილობს წევრობის განაცხადის ბიუროკრატიული პროცედურები მაქსიმალურად დაჩქარდეს
მივიღეთ დასტური, რომ ევროკავშირი ცდილობს ბიუროკრატიული პროცედურები მაქსიმალურად დაჩქარდეს - ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით საქართველოს განაცხადი უკვე გადაიგზავნა შესაბამის დეპარტამენტებში, რომლებმაც კითხვარი უნდა შეიმუშაონ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიუსელში, ვიზიტის პირველი დღის ფარგლებში გამართული შეხვედრების შეჯამებისას განაცხადა. „სხვა დროს თუ პროცედურები გრძელდებოდა თვეების განმავლობაში, ახლა, სავარაუდოდ, ეს რამდენიმე კვირაში დასრულდება. გამოიგზავნება კითხვარი, რომელიც ქვეყნის შესწავლის და ანალიზის საფუძველს წარმოადგენს. სხვა მხრივ, პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია, თუ რამდენად დაჩქარდება გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩვენი სამუშაო უნდა შევასრულოთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემაა რუსული აგრესია უკრაინაში და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადს ხელი 2022 წლის 3 მარტს მოაწერა. ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც. ასევე წაიკითხეთ შალვა პაპუაშვილი: რობერტა მეცოლას სახით ჩვენს ქვეყანას ნამდვილად ჰყავს გულშემატკივარი, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას უჭერს მხარს შალვა პაპუაშვილიმა ევროკომისარ დიდიერ რეინდერსთან ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით გასატარებელი რეფორმები განიხლა
მარინა კალიურანდმა შალვა პაპუაშვილს დაუდასტურა, რომ საქართველოს ევროპული მომავლის მომხრეა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპული პარლამენტის წევრს, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარეს, მარინა კალიურანდს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა მარინა კალიურანდს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული მომავლის აქტიური და მტკიცე მხარდაჭერისთვის. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადი და ევროპული ინტეგრაციის გზაზე გადასადგმელი ნაბიჯები. ასევე მიმოიხილეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და მათი შედეგები რეგიონისთვის. მარინა კალიურანდმა დაადასტურა, რომ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადს ხელი 2022 წლის 3 მარტს მოაწერა. ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც. ასევე წაიკითხეთ შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი ცდილობს წევრობის განაცხადის ბიუროკრატიული პროცედურები მაქსიმალურად დაჩქარდეს
შალვა პაპუაშვილმა ყოფილ ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსს საქართველოს სახელმწიფოს ღირსების ორდენი გადასცა
შალვა პაპუაშვილმა, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხში გაწეული მხარდაჭერისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შეტანილი პერსონალური წვლილისათვის მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ყოფილ ევროკომისარს, დიმიტრის ავრამოპულოსს საქართველოს სახელმწიფოს ღირსების ორდენი გადასცა. 28 მარტს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებიდან 5 წელი შესრულდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღებაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერას. ამ პროცესში განსაკუთრებით აღსანიშნავია დიმიტრის ავრამოპულოსის ღვაწლი.
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს არა მარტო ფორმალურად სურს ევროკავშირის წევრობა, არამედ ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია
იმედი მაქვს, რომ მალე შედგება თქვენი ვიზიტი და 30 წლის იუბილეს საქართველოში ვიზეიმებთ - თქვენ თავად ნახავთ, რომ საქართველოს არა მარტო ფორმალურად სურს ევროკავშირის წევრობა, არამედ ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბელგიის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტს, ელიანე ტილიეს და სენატის სპიკერს, სტეფანი დჰოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთობლივი განცხადების გაკეთებისას. „ჩვენ ყველა ვფიქრობთ უკრაინაზე. ეს უპირველესი თემაა, რაზეც ვმსჯელობთ. წელს ვზეიმობთ ბელგიასთან დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს, მნიშვნელოვანი თარიღია და მოხარული ვარ, რომ თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა მომეცა. იმედი მაქვს, რომ მალე შედგება თქვენი ვიზიტი საქართველოში და 30 წლის იუბილეს საქართველოში ვიზეიმებთ. თქვენ თავად ნახავთ, რომ საქართველოს არა მარტო ფორმალურად სურს ევროკავშირის წევრობა, არამედ ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია. ბოლო გამოკითხვებით საქართველოს მოსახლეობის 83%-ს ევროკავშირში გაერთიანება სურს. მჯერა თქვენი მხარდაჭერის და კიდევ ერთხელ მინდა, საქართველოში მოგიწვიოთ“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არანაირ რეფერენდუმს რაიმე ლეგიტიმაცია არ აქვს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არანაირ რეფერენდუმს რაიმე ლეგიტიმაცია არ აქვს. „ჩვენ ვხედავთ, რომ რაიმე ახალი ამ კუთხით არ არის, პერიოდულად არის ხოლმე ასეთი მიმართვები ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ვფიქრობ, ალბათ ესეც ნაწილია შიდაპოლიტიკური საკითხისა, თუმცა თავისთავად ოკუპირებულ ტერიტორიაზე არანაირ რეფერენდუმს რაიმე ლეგიტიმაცია არ გააჩნია. აქამდეც იყო მცდელობები, თუ განხორციელებული ასეთი სახის მიმართვები, რა თქმა უნდა, ამას არანაირი სამართლებრივი შედეგი არ აქვს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: საგარეო საქმეთა მინისტრი: ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ
შალვა პაპუაშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 5-6 აპრილს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანთან, პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან გამართავს. დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის შეხვედრა სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქ გარეგინ მეორესთან.
შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყონ
რისკებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენს რეგიონში არის, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა ერთმანეთთან დაიწყონ საუბარი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ვიცით, რომ საქართველოს პრემიერს აქვს ძალიან მჭიდრო ნდობითი ურთიერთობა როგორც აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან, ისე სომხეთის ხელისუფლებასთან და ამან თავისი შედეგებიც გამოიღო, მოხდა შეთანხმება ნაღმების რუკის გაცვლასთან დაკავშირებით, ასევე, სამხედრო ტყვეების გაცვლაზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოს ამ მხრივ შეუძლია ძალიან დადებითი როლის შესრულება, ნდობითი ურთიერთობების აღდგენის და რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფისთვის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: შალვა პაპუაშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა
შალვა პაპუაშვილი სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ყოველთა სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორეს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე ქართველ და სომეხ ერს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან ისტორიულ კავშირებზე ისაუბრეს. შალვა პაპუაშვილმა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, რეგიონული დიალოგის ხელშეწყობა გააგრძელოს.
შალვა პაპუაშვილი: აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი მტკიცე ორმხრივი კავშირის დადასტურებაა
"აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი მტკიცე ორმხრივი კავშირის დადასტურებაა", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა "ტვიტერზე" დაწერა. „რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული მტკიცე ორმხრივი კავშირის დადასტურებაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა
შალვა პაპუაშვილი ქალაქ ბუჩაში მიწვევის საპასუხოდ განცხადებას აქვეყნებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მიერ უკრაინის ქალაქ ბუჩაში მიწვევას პასუხობს. "როგორც სხვა პარლამენტების თავმჯდომარეებმა, დღეს მეც მივიღე რადას თავმჯდომარის მოწვევა, ჩავიდე უკრაინაში და საკუთარი თვალით დავრწმუნდე რუსეთის აგრესიის სისასტიკეში. შეუძლებელია, სიტყვით აღწერო ის გრძნობა, რაც ადამიანს ბუჩაში და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი სისასტიკის ნახვისას გეუფლება. სამწუხაროდ, ეს გრძნობა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. საქართველოს უახლესი ისტორია ჩვენ სწორედ ამ გრძნობით დავდივართ. ხვალაც, 9 აპრილს, სწორედ ეს გრძნობა შეგვახსენებს თავს. და ჩვენ ვიცით, რომ ეს გრძნობა გაზიარებას და მართლმსაჯულებას ითხოვს. სწორედ ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ მიმართა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, რომ დაეწყო რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიება, რათა დადგინდეს და დაისაჯოს ყველა დამნაშავე. სწორედ ამიტომ, საქართველოს ხელისუფლება იყენებს ყველა საერთაშორისო პლატფორმას რუსული აგრესიის სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასებისთვის. ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, ჩვენ შეიძლება არ გვაქვს ფართო რესურსები და შესაძლებლობები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ისეთივე ერთი ხმა საერთაშორისო პლატფორმებზე, როგორიც მეტი რესურსების მქონე ქვეყნებს და ჩვენ ამ ერთ ხმას მტკიცედ ვიყენებთ უკრაინული სახელმწიფოს მხარდასაჭერად. რაც შეეხება მოწვევას. ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს. ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ გავიმეორებ, უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ჩვენი ადამიანური და ისტორიული ვალია, და ჩვენ ამ ვალს შევასრულებთ, რაც არ უნდა უსამართლო და უსაფუძვლო ბრალდებები გვესმოდეს საპასუხოდ. შევასრულებთ ისე, როგორც ამას ქართველი და უკრაინელი ხალხების ძმობა იმსახურებს. P.S. აქვე ვურთავ უკრაინის რადას თავმჯდომარის წინა მომართვაზე ჩემს მიერ 12 მარტს მიწერილ წერილს, რომელზეც, სამწუხაროდ, დღემდე რაიმე რეაქცია არ მიმიღია“, – წერს შალვა პაპუაშვილი. საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვი ამბობს, რომ ბუჩაში მომხდარი ტრაგედიის საკუთარი თვალით სანახავად პარლამენტარები მიიწვიეს. როგორც მან საელჩოში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მოწვევა გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსაც.
უკრაინის რადას თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს: მიზანშეწონილია, „არასათანადო“ ვუწოდოთ მოწვევას, რომ ჩავიდეთ მეგობარ ქვეყანაში და ვნახოთ მისი უბედურება?
უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს პასუხობს. სტეპანჩუკი აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მისი მიწვევა ბუჩასა და ირპინში „შეუფერებლად“ შეაფასა. "პაპუაშვილი შეუძლებლად მიიჩნევს უკრაინაში წასვლას, ვიდრე „უკრაინის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები სრულად არ გააცნობიერებენ იმ ძლიერ მხარდაჭერას“, რომელსაც საქართველო უკრაინის მიმართ იჩენს, მხარდაჭერის მაგალითად კი საერთაშორისო არენაზე უკრაინისთვის ხმის მიცემა არის დასახელებული. კიევი აფასებს ნებისმიერ მხარდაჭერას, რომელსაც სხვა ქვეყნებისგან იღებს. მისივე თქმით, უკრაინა აფასებს და ყოველთვის აფასებდა მოძმე ქართველი ხალხისგან მიღებულ გულწრფელ მხარდაჭერას. ერთადერთი, რაც მიუღებელი უსიამოვნების განცდას მიჩენს, არის კითხვა: არის თუ არა მიზანშეწონილი, „არასათანადო“ ვუწოდოთ მოწვევას, რომ ჩავიდეთ მეგობარ ქვეყანაში და ვნახოთ მისი უბედურება, მწუხარების გაზიარებას, მხარდაჭერის გამოხატვას? ვფიქრობ, მეგობარმა ეს უნდა გააკეთოს მოწვევის გარეშე. ჩემი აზრით, ამაზე ლაპარაკობდა დიდი შოთა რუსთაველი: „ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად“, – წერს უკრაინის რადას თავმჯდომარე, - წერს სტეფანჩუკი. უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე წერს, რომ აფასებენ მოძმე ქართველი ხალხის გულწრფელ მხარდაჭერას და დღეს, არაერთი ქართველი მებრძოლი უკრაინელებთან ერთად უკრაინას იცავს რუსეთისგან, ისევე, როგორც 2008 წელს უკრაინელები მხარში ედგნენ ქართველებს. სტეფანჩუკის განცხადებით, 2008 წელს, რუსეთთან დაპირისპირების პირველივე დღეებიდან უკრაინა საქართველოს მხარს უჭერდა პოლიტიკურ, საინფორმაციო, საერთაშორისო და სამხედრო დონეზე და საქართველო საკუთარ ცას იცავდა უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებით. როგორც უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე წერს, მხარდაჭერა ყოველთვის გულწრფელი უნდა იყოს და ყველა, ვინც ამას აკეთებს, მოქმედებს გარემოებების, სინდისის და მოვალეობის გრძნობის მიხედვით. ცნობისთვის, 8 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვრცელი განცხადებით უპასუხა, მიწვევას უკრაინის ქალაქ ბუჩაში, სადაც, რუსეთის საოკუპაციო ძალების გასვლის შემდეგ იპოვეს სასტიკად მოკლული ათეულობით ადამიანის გვამი. „რაც შეეხება მოწვევას. ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა, რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს. ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს", - ნათქვამი იყო შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.
ირაკლი კობახიძე: არსებობს ზოგადი მზაობა, რომ უმაღლეს საპარლამენტო დონეზეც შედგეს ვიზიტი უკრაინაში, თუმცა აქ არის ძალიან მკაფიო წინაპირობები
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები უკრაინაში ვიზიტით ჩავლენ. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა. შემადგენლობა მოგვიანებით გაირკვევა. ირაკლი კობახიძის თქმით, „არსებობს ზოგადი მზაობა იმის შესახებ, რომ უმაღლეს საპარლამენტო დონეზეც შედგეს ვიზიტი, „თუმცა აქ არის ძალიან მკაფიო წინაპირობები და ყველამ ვიცით, რას უკავშირდება ეს წინაპირობები“: „სამწუხაროდ, გადაიდგა რამდენიმე შეურაცხმყოფელი ნაბიჯი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გასული პერიოდების განმავლობაში. საუბარია სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელ ნაბიჯებზე და არა იგივე, თუნდაც მმართველი გუნდისთვის შეურაცხყოფაზე, ეს ამ შემთხვევაში, მეორე ხარისხოვანი იქნებოდა. რა თქმა უნდა, როდესაც ხდება სახელმწიფოს შეურაცხყოფა ასეთ დროს, საჭიროა პოზიციის დაფიქსირება და ეს უკავშირდებოდა იგივე ელჩის გაწვევის საკითხს. ჯერ იყო გაწვევა კონსულტაციებზე, შემდეგ თანამდებობიდან გათავისუფლდა უკრაინის ელჩი საქართველოში. დღემდე უკრაინა რჩება დემარშის მდგომარეობაში საქართველოს მიმართ. ასე გამოდის. ყოველშემთხვევაში, ამის შემდეგ რაიმე განსხვავებული ნაბიჯი ჩვენ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არ გვინახავს. რა თქმა უნდა, ეს ვითარება შესაცვლელია, ეს არის ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპული საკითხი. მეორე, ჩვენ მოვისმინეთ ბრალდება კონტრაბანდასთან დაკავშირებით. შემდეგ შერბილებული განცხადებებიც მოვისმინეთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. თუმცა, დაგვეთანხმებით, რომ ეს არ არის საკმარისი. როდესაც ასეთი ბრალდება მოდის უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ამას სჭირდება სათანადოდ ან დადასტურება ან უარყოფა, რაც ჩვენ არცერთი და არც მეორე არ მოგვისმენია. შესაბამისად, ეს საკითხი რჩება აქტუალური. მესამე - ალბათ, ყველაზე პრინციპული საკითხი, იმიტომ, რომ ჩვენ გვგონია, რომ ყველა ამ პრობლემის სათავე, ამ ცრუ ბრალდებების და, ელჩის გაწვევის სათავე და ა.შ. არის ის, რომ დღემდე ადამიანები, რომლებიც არიან საქართველოში რადიკალური ოპოზიციური ლიდერები უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ დონეზე არიან წარმოდგენილი. შეგახსენებთ, ესენი არიან, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი. ზურაბ ადეიშვილი, გენერალური პროკურორის მრჩეველი. გია ლორთქიფანიძე, რომელიც გახლავთ დაწინაურებული კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე და დავით არახამია, პირი, რომელიც უზრუნველყოფს პირდაპირ კავშირს ამ ადამიანებსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის უმაღლეს დონეზე. ეს არის სამწუხარო. თქვენ წარმოიდგინეთ, იგივე რომ გვქონდეს ჩვენ, ადამიანები, რომლებიც არიან უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ყველაზე მძიმე კრიმინალებად აღიარებული, დღეს რომ მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ საქართველოში. რა თქმა უნდა, უკრაინის ინტერესებში იქნებოდა ამ ვითარების მოგვარება, პირველ რიგში, იმისთვის, რომ ორმხრივ მეგობრობას რაიმე დამატებითი პრობლემა არ შეექმნას. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, რასაც ბუნებრივია, სჭირდება ცვლილება. ეს არის სამი პრინციპული საკითხი. როგორც კი ჩვენ დავინახავთ პროგრესს ერთი, მეორე და მესამე მიმართულებით, ბუნებრივია, შეიძლება ასევე ვიფიქროთ უმაღლეს საპარლამენტო დონეზე ვიზიტის განხორციელებაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 8 აპრილს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის მხრიდან გაკეთებული განცხადებების ფონზე ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს. ამავე თემაზე უკრაინის რადას თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს: მიზანშეწონილია, „არასათანადო“ ვუწოდოთ მოწვევას, რომ ჩავიდეთ მეგობარ ქვეყანაში და ვნახოთ მისი უბედურება? მამუკა მდინარაძე: არავის აქვს უკრაინაში ჩასვლის პრობლემა
რუსლან სტეფანჩუკი: მოხარული ვარ, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის მცირე გაუგებრობები დასრულდა
უკრაინის რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა განაცახდა, რომ საქართველოს შორის მცირე გაუგებრობები დასრულდა. ამის შესახებ მან Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ინლაინ შეხვედრის შემდეგ დაწერა. „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა მზაობა, ეწვიოს უკრაინას საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად. ძალიან მოხარული ვარ, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის მცირე გაუგებრობები დასრულდა. ეს ვიზიტი საშუალებას მისცემს საქართველოს პარლამენტის წევრებს, საკუთარი თვალით ნახონ, თუ რა ხდება უკრაინაში და დაადასტურებს ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას! მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გამოვძებნით შეხების წერტილებს, რათა გავაგრძელოთ ჩვენი ნათელი მომავლის ერთად შენება. ჩვენ ბევრად მეტი გვაქვს ის, რაც გვაერთიანებს, ვიდრე ის, რაც გვყოფს“, - წერს სტეფანჩუკი. 13 აპრილს შალვა პაპუაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ უკრაინის რადას თავმჯდომარესთან შეთანხმდა, რომ უკრაინაში რაც შეიძლება მალე შეხვდება. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასეევე წაიკითხეთ შალვა პაპუაშვილი: უკრაინაში ჩემს ვიზიტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია
პაპუაშვილის განცხადებით, მან ოპოზიციას დელეგაციაში სამი დეპუტატის შეყვანა შესთავაზა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ვიზიტს მიმდინარე კვირის განმავლობაში აპირებს და მისი დელეგაციის შემადგენლობაში ოპოზიცია არ იქნება. „უკრაინაში ვიზიტი გახლავთ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დელეგაციასთან ერთად, სადაც განსხვავებით სხვა დელეგაციებისგან, სადაც თანაფარდობა უფრო სხვაა, ოპოზიციას შევთავაზე თანაბარი თანაფარდობა - სამ უმრავლესობის მხრიდან, სამი - ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ როგორც ჩანს, ამ შეთავაზებას ჯერჯერობით არ იზიარებენ“,- ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „უკვე გვაქვს შეთანხმება უკრაინის რადას თავმჯდომარესთან. ეს გახლავთ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი, რომელიც, როგორც სხვა შემთხვევებშიც, არის საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ხოლმე. სწორედ ამ შემთხვევაშიც, შევთავაზე ოპოზიციას, რომ მათი წარმომადგენლებიც იყვნენ საპარლამენტო ჯგუფში. სოლიდარობის გამოცხადება საქართველოს პარლამენტის ბევრ წევრს სურს. დელეგაციასთან დაკავშირებით, შეთავაზება გვქონდა რომ ისევე, როგორც სხვა დროს ხდება, წარმოდგენილნი იყვნენ უმრავლესობის წარმომადგენლები, ასევე, თანაბარი რაოდენობით იყვნენ ოპოზიციიდანაც წარმოდგენილები. სამი იყოს უმრავლესობიდან, სამი-ოპოზიციიდან. სამწუხაროდ, ამას ოპოზიცია არ იზიარებს. მთავარია, რომ ეს დელეგაცია შედგეს. სამწუხაროა, რომ შიდაპოლიტიკური თემები, როგორც ჩანს, ჭარბობს ხოლმე იმ მთავარს, რასაც ჰქვია სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ იქ მივემგზავრებით იმისთვის, რომ ვაჩვენოთ ადამიანებს სოლიდარობა, გავიზიაროთ მათი წუხილი და ეს არანაირად არ უნდა იყოს დაკავშირებული შიდაპოლიტიკურ სიჭრელესთან თუ მრავალფეროვნებასთან. სწორედ ეს გახლავთ ამ ვიზიტის მიზანი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. უკრაინის რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა განაცახდა, რომ საქართველოს შორის მცირე გაუგებრობები დასრულდა. ამის შესახებ მან Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ინლაინ შეხვედრის შემდეგ დაწერა. 13 აპრილს შალვა პაპუაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ უკრაინის რადას თავმჯდომარესთან შეთანხმდა, რომ უკრაინაში რაც შეიძლება მალე შეხვდება. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასეევე წაიკითხეთ შალვა პაპუაშვილი: უკრაინაში ჩემს ვიზიტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია
შალვა პაპუაშვილი: უკრაინაში ჩემს ვიზიტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია
მქონდა მსჯელობა პარტიის ყველა სხვა ლიდერთან და ყველა შევთანხმდით, რომ ამ საკითხების მოსაგვარებლად უკრაინაში ჩემს ვიზიტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან კომუნიკაცია დღესაც ექნება და ვიზიტის დეტალებზე ისაუბრებს. „ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიური და მეგობრული კომუნიკაცია მქონდა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან. ნამდვილად სამაგალითოა ის გმირული შემართება, რომლითაც უკრაინელი ხალხი და მისი ხელისუფლება იცავს თავის სამშობლოს და მომავალს. ჩემმა კოლეგამ, კვლავ დამიდასტურა მისი სურვილი, რომ მიმიღოს უკრაინაში, რათა უშუალოდ გამიზიაროს რუსული აგრესიით გამოწვეული ადამიანური ტრაგედიები და ნგრევის შედეგები. დღეს ვგეგმავთ უფრო ვრცელ საუბარს უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე, ჩვენი ქვეყნების ევროპულ მომავალზე. განვიხილავთ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს და ჩვენს კოორდინაციის საჭიროებებს, რათა თავიდან ავიცილოთ ბოლო პერიოდის მსგავსი გაუგებრობები და უფრო მეტად განვამტკიცოთ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ისტორიულად ძმური კავშირები. ჩვენმა კომუნიკაციამ, ისევე როგორც მისმა გუშინდელმა ინტერვიუმ „იმედის“ ეთერში, დამარწმუნა, რომ არსებობს ყველა უხერხულობის და გაუგებრობის მოგვარების შესაძლებლობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მქონდა მსჯელობა პარტიის ყველა სხვა ლიდერთან და ყველა შევთანხმდით, რომ ამ საკითხების მოსაგვარებლად უკრაინაში ჩემს ვიზიტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. მე უკვე მქონდა კომუნიკაცია ჩემს კოლეგასთან და დავუდასტურე უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობა. დღევანდელ საუბარში ჩვენ ვიზიტის დეტალებსაც შევეხებით. კვლავ გავიმეორებ, უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ჩვენი ადამიანური და ისტორიული ვალია, და ჩვენ ამ ვალს შევასრულებთ“,- აცხადებს პაპუაშვილი. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
შალვა პაპუაშვილი: უკრაინის რადას თავმჯდომარესთან შევთანხმდი, რომ უკრაინაში რაც შეიძლება მალე შევხვდებით
"შევთანხმდით, რომ შევხვდებით უკრაინაში, რაც შეიძლება მალე, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ საქართველოს სოლიდარობა მამაცი უკრაინელი ერის წინაშე“, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს. "გულთბილი საუბარი შედგა უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან. „განვიხილეთ საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული ურთიერთობები. შევთანხმდით, რომ შევხვდებით უკრაინაში, რაც შეიძლება მალე, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ საქართველოს სოლიდარობა მამაცი უკრაინელი ერის წინაშე“,- ნათქვამია პაპუაშვილის განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს იმედი აქვს, რომ შალვა პაპუაშვილს კიევში შეხვდება ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, უკრაინაში დღეს გაემგზავრება
საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, უკრაინაში დღეს გაემგზავრება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა. "პირდაპირი ურთიერთობა პარლამენტის თავმჯდომარებს შორის იქნება ალბათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ძალიან ბევრ „ფეიკ ინფორმაციას“ გამოეცლება საფუძველი და დარწმუნებული ვარ, ჩვენ იმ ნიშნულიდან გვექნება ურთიერთობა, რა ნიშნულზეც ყოველთვის იყო ეს ორი მეგობრული ქვეყანა,"- განაცხადა ოდიშარიამ. 13 აპრილს შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციას დელეგაციაში სამი დეპუტატის შეყვანა შესთავაზა. მანამდე უკრაინის რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა განაცახდა, რომ საქართველოს შორის მცირე გაუგებრობები დასრულდა. ამის შესახებ მან Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ინლაინ შეხვედრის შემდეგ დაწერა. 13 აპრილს შალვა პაპუაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ რუსლან სტეფანჩუკთან უკრაინაში ვიზიტზე შეთანხმდა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: ცნობილია საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც უკრაინაში გაემგზავრება
საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა
საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა. როგორც ცნობილია, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს. მასთან ერთად კიევში გაემგზავრნენ უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია, სამი ვიცე-სპიკერი: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატები: ხათუნა სამნიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი და ანა ნაცვლიშვილი. 13 აპრილს შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციას დელეგაციაში სამი დეპუტატის შეყვანა შესთავაზა. მანამდე უკრაინის რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა განაცახდა, რომ საქართველოს შორის მცირე გაუგებრობები დასრულდა. ამის შესახებ მან Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ინლაინ შეხვედრის შემდეგ დაწერა. 13 აპრილს შალვა პაპუაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ რუსლან სტეფანჩუკთან უკრაინაში ვიზიტზე შეთანხმდა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: ცნობილია საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც უკრაინაში გაემგზავრება
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, კიევში იმყოფება
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, კიევში იმყოფება. როგორც ცნობილია, დელეგაციის წევრები პირველ შეხვედრას რადაში გამართავენ. 13 აპრილს შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციას დელეგაციაში სამი დეპუტატის შეყვანა შესთავაზა. მანამდე უკრაინის რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა განაცახდა, რომ საქართველოს შორის მცირე გაუგებრობები დასრულდა. ამის შესახებ მან Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ინლაინ შეხვედრის შემდეგ დაწერა. 13 აპრილს შალვა პაპუაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ რუსლან სტეფანჩუკთან უკრაინაში ვიზიტზე შეთანხმდა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: ცნობილია საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც უკრაინაში გაემგზავრება
შალვა პაპუაშვილი: ჩამოვედი კიევში საქართველოს გზავნილის გადმოსაცემად, რომ ვიზიარებთ თქვენს ტკივილს
ჩამოვედი კიევში საქართველოს გზავნილის გადმოსაცემად, ვიზიარებთ თქვენს ტკივილს, საქართველო მხარს უჭერს უკრაინას, - ამის შესახებ Twitter-ზე წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელიც პარლამენტის დელეგაციასთან ერთად კიევში იმყოფება. „ვიზიარებთ თქვენს ტკივილს, საქართველო მხარს უჭერს უკრაინას, ქართველები უკრაინელების გვერდით ვდგავართ“, - წერს პაპუაშვილი. 13 აპრილს შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციას დელეგაციაში სამი დეპუტატის შეყვანა შესთავაზა. მანამდე უკრაინის რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა განაცახდა, რომ საქართველოს შორის მცირე გაუგებრობები დასრულდა. ამის შესახებ მან Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ინლაინ შეხვედრის შემდეგ დაწერა. 13 აპრილს შალვა პაპუაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ რუსლან სტეფანჩუკთან უკრაინაში ვიზიტზე შეთანხმდა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: ცნობილია საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც უკრაინაში გაემგზავრება
რუსლან სტეფანჩუკი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა
მადლობას ვუხდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ვიზიტისთვის, რომელიც სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი სოციალურ ქსელში წერს. „მოხარული ვარ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიღებით, რომელიც კიევში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა ხელს შეუწყობს უკრაინის და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებას, რასაც ჩვენი ერები ელოდება ჩვენგან. 13 აპრილს შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციას დელეგაციაში სამი დეპუტატის შეყვანა შესთავაზა. მანამდე უკრაინის რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა განაცახდა, რომ საქართველოს შორის მცირე გაუგებრობები დასრულდა. ამის შესახებ მან Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ინლაინ შეხვედრის შემდეგ დაწერა. 13 აპრილს შალვა პაპუაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ რუსლან სტეფანჩუკთან უკრაინაში ვიზიტზე შეთანხმდა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: შალვა პაპუაშვილი: ჩამოვედი კიევში საქართველოს გზავნილის გადმოსაცემად, რომ ვიზიარებთ თქვენს ტკივილს
შალვა პაპუაშვილი: უკრაინელების სიმამაცე და გამბედაობა სამუდამოდ გადაეცემა ჩვენს მომავალ თაობებს, როგორც ღირსებისა და გამბედაობის საუკეთესო მაგალითი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინელ კოლეგასთან, რუსლან სტეფანჩუკთან შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „ვესტუმრე ჩემს ძვირფას კოლეგა რუსლან სტეფანჩუკს გმირ კიევში, რათა გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა და გავიზიაროთ ტკივილი. უკრაინელების სიმამაცე და გამბედაობა სამუდამოდ გადაეცემა ჩვენს მომავალ თაობებს, როგორც ღირსებისა და გამბედაობის საუკეთესო მაგალითი“, - წერს პაპუაშვილი Twitter-ზე შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინას 15 აპრილს ეწვია. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ რუსლან სტეფანჩუკი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა შალვა პაპუაშვილი: ჩვენ, ქართველები გაერთიანებული ჩამოვედით კიევში, რათა მივუსამძიმროთ დაღუპულების ოჯახებს, გავიზიაროთ მათი ტკივილი და დავდგეთ უკრაინელი ერის გვერდით
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ, ქართველები გაერთიანებული ჩამოვედით კიევში, რათა მივუსამძიმროთ დაღუპულების ოჯახებს, გავიზიაროთ მათი ტკივილი და დავდგეთ უკრაინელი ერის გვერდით
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უკრაინის უმაღლეს რადაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციისა და უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკთან შეხვედრის შემდეგ, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და უკრაინელი ხალხის არჩევანს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა უკრაინელ კოლეგას მიმდინარე ომისა და ყოველდღიური დაბომბვების მიუხედავად მასპინძლობისთვის. „ჩემთვის პატივია გმირ კიევში ყოფნა. მინდა, მადლიერება გამოვხატო ჩემი კოლეგა რუსლან სტეფანჩუკისადმი, რომელიც მასპინძლობს ჩვენს საპარლამენტო დელეგაციას უმაღლეს რადაში, მიუხედავად მიმდინარე ომისა და ყოველდღიური დაბომბვებისა. ჩვენ ვსტუმრობთ მეგობრებს მოძმე უკრაინაში, რათა დავადასტუროთ ჩვენი ძლიერი და ერთიანი მხარდაჭერა უკრაინისადმი. სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდით, რადგან ჩვენი ხალხი ძალიან ახლოა ერთმანეთთან. ჩვენი კულტურა, ისტორია, მეგობრობა არის ის, რაც გვაძლიერებს და გვაერთიანებს. ეს არის ის, რასაც ორივე – უკრაინაც და საქართველოც აფასებს. ჩვენ, ქართველები გაერთიანებული ჩამოვედით კიევში, რათა მივუსამძიმროთ დაღუპულების ოჯახებს, მივუსამძიმროთ და გავიზიაროთ მათი ტკივილი ვინც იტანჯებოდა და დავდგეთ უკრაინელი ერის გვერდით. სიტყვებით ვერ აღწერ იმ სურათებს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ შორიდან და ახლა გვექნება საშუალება, ჩვენი თვალითაც ვნახოთ. ვგულისხმობ სურათებს ბუჩადან, ირპენიდან, ბოროდიანკადან, კრამატორსკიდან. ამ სისასტიკის შესახებ მთელმა მსოფლიო შეიტყო. თუმცა, არის კიდევ ბევრი ქალაქი, რომელსაც იგივე ბედი ეწია და ბევრი ისტორია ჯერ ცნობილი არ არის. რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და პატივი სცეს უკრაინელი ხალხის არჩევანს. ჩვენ, ქართველებს ამ ყველაფრის ყურებისას გვახსენდება ჩვენი საკუთარი "ბუჩები" 1990-იან წლებსა და 2008 წელს, როდესაც ჩვენი ქალაქებიც დაინგრა,“- აღნიშნა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინას 15 აპრილს ეწვია. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ რუსლან სტეფანჩუკი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა
შალვა პაპუაშვილი: წარმოუდგენელია, არ შეგაძრწუნოს იმ განსაცდელმა, რომლის წინაშე უკრაინელი ხალხი დგას. შეუძლებელია, რამე ახსნა, მიზეზი ან განმარტება ჰქონდეს რუსეთის აგრესიას
წარმოუდგენელია, ადამიანი ხედავდეს იმას, რაც დღეს უკრაინაში, მის ქალაქებსა და სოფლებში ხდება და არ შეგაძრწუნოს იმ განსაცდელმა, რომლის წინაშე უკრაინელი ხალხი დგას! შეუძლებელია, რაიმე ახსნა, რაიმე მიზეზი, რაიმე განმარტება ჰქონდეს რუსეთის აგრესიას, - ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბუჩასა და ირპინში ჩასვლის შემდეგ Facebook-ზე დაწერა. „ომის გამართლება შეუძლებელია, მითუმეტეს ომის, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები, ქალები და ბავშვები ემსხვერპლნენ! ეს საშინელება უნდა დასრულდეს! ეს ტკივილი კიდევ უფრო მძიმე საყურებელია ჩვენთვის, ქართველებისთვის, ვინც საკუთარ თავზე 1990-იან წლებში და 2008 წელს არაერთხელ გამოვცადეთ ომის საშინელება. უკრაინელებო, საქართველო, ქართველი ხალხი, საქართველოს ხელისუფლება და პირადად მე, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და როგორც რიგითი ადამიანი, თქვენს გვერდით ვდგავართ. აღფრთოვანებული ვართ თქვენი სიმამაცით, სიმტკიცით, გაუტეხელობით. თქვენს გმირულ თავგანწირვას მომავალ თაობებს მოუყვებიან. განსაცდელი დროებითია. თქვენს მშვენიერ ქვეყანაში მშვიდობა მალე აუცილებლად დაისადგურებს, ვინაიდან სიმართლე თქვენს მხარესაა. დიდება და მშვიდობა უკრაინას!“, - წერს პაპუაშვილი. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინას 15 აპრილს ეწვია. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ რუსლან სტეფანჩუკი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა შალვა პაპუაშვილი: ჩვენ, ქართველები გაერთიანებული ჩამოვედით კიევში, რათა მივუსამძიმროთ დაღუპულების ოჯახებს, გავიზიაროთ მათი ტკივილი და დავდგეთ უკრაინელი ერის გვერდით შალვა პაპუაშვილი: უკრაინელების სიმამაცე და გამბედაობა სამუდამოდ გადაეცემა ჩვენს მომავალ თაობებს, როგორც ღირსებისა და გამბედაობის საუკეთესო მაგალითი
პარლამენტის თავმჯდომარე: მთავარია, რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს შესაძლებლობა ექნება, სანქციებს გვერდი აუაროს
მთავარია, რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს შესაძლებლობა ექნება, სანქციებს გვერდი აუაროს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს გამოვლილი აქვს სამი ომი რუსეთთან, ამიტომ განსაკუთრებული მგრძნობიარობა გვაქვს რაიმე პრეტენზიაზე, სადაც იქნება მინიშნება, თითქოს რუსეთთან გვერდითი მოლაპარაკებები არსებობს. „საქართველოს გამოვლილი აქვს სამი ომი რუსეთთან, ამიტომ განსაკუთრებული მგრძნობიარობა გვაქვს რაიმე პრეტენზიაზე, სადაც იქნება მინიშნება, თითქოს რუსეთთან გვერდითი მოლაპარაკებები არსებობს. ჩვენ სანქციებთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი და ამასთან დაკავშირებით, სხვათა შორის, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემაც აღნიშნა, რომ მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო რეგულაციებს, საქართველო, როგორც საერთაშორისო სისტემის ნაწილი, რა თქმა უნდა, ავტომატურად უერთდება და ამ კუთხით რაიმე პრეტენზიები არ არსებობს. რაც შეეხება ორმხრივ სანქციებს, სხვათა შორის, კარგია, რომ ოპოზიციონერმა წარმომადგენლებმაც ის ფორმულირება ზუსტად გამოიტანეს, რომელიც იქ ითქვა თავმჯდომარის მხრიდან, რომ საქართველოს იქნებ ორმხრივი სანქციების შესაძლებლობები განეხილა. ჩვენ ამაზეც გვქონდა გულახდილი საუბარი. ჩვენ რასაც ვუყურებთ და ამაზე ვფიქრობ, რომ უკვე პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, ჩვენ არ გვაქვს ისეთი ინსტრუმენტები, ორმხრივი სანქციების კუთხით, რომლითაც შეიძლება რუსეთის გადაწყვეტილებებზე რეალურად რაიმე ეფექტი მოვახდინოთ, მაგრამ მთავარი ამ კუთხით, უკრაინისთვისაც და ჩვენთვისაც არის შემდეგი, რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს შესაძლებლობა ექნება, სანქციებს გვერდი აუაროს და ეს არის მთავარი,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი: რასაც ჩვენ უკრაინაში ვხედავდით, ეს შეიცავს ომის დანაშაულების ნიშნებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინაში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ის, რაც საპარლამენტო დელეგაციამ უკრაინაში ნახა, ომის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს. ამის შესახებ პაპუაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, ირპენსა და ბუჩაში ნანახი არის თუ არა გენოციდი. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უნდა მოხდეს ყველაფრის სამართლებრივი დოკუმენტირება. „რა თქმა უნდა, ის, რაც ვნახეთ საზარელია. მე იქაც აღვნიშნე, რომ სამწუხაროდ, საზარელთან ერთად ქართველებისთვის ეს არ არის პირველი, როდესაც ჩვენ ასეთი სურათები ვნახეთ. ჩვენ, ეს სურათები გვახსოვს 1990-იანი წლებიდან, გვახსოვს 2008 წლიდან, ჩვენთვის ეს ნაცნობია და გარკვეულწილად, საქართველოში ნანახი ტრაგედია გააღვიძა. მე ჩემს კოლეგასთანაც მქონდა საუბარი, მნიშვნელოვანია და სწორედ ეს არის განსაკუთრებული, რასაც უკრაინის ხელისუფლება აკეთებს. სამწუხაროდ, თავის დროზე, 1990-იან წლებში არ იყოს ამის საშუალება, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია ამის სამართლებრივი დოკუმენტირება. როდესაც ვიყავით ბუჩაში, სადაც სამარხია იქ, უცხოელი ექსპერტები მუშაობენ, მათ შორის, ფრანგი კრიმინალისტები, რომლებიც ზოგადად, გარემოს ექსპერტიზას აკეთებენ. ახლა, ეს არის ყველაზე მთავარი. მთავარი ახლა არის არა განცხადებები, კომენტარები, პოლიტიკური შეფასებები, არამედ სამართლებრივი შეფასებები. ამიტომაც, კოლეგასთანაც მქონდა ამაზე საუბარი, რომ ჰააგის სასამართლო არის სწორედ ის ინსტანცია, სადაც ახლა უნდა მოხდეს ყველა დოკუმენტაციის დამაგრება, ამ დოკუმენტაციის სამართლებრივი შექმნა და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება. ერთი დღით ადრე, სანამ ჩვენ ჩავიდოდით ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორი იყო ჩასული. ამ კუთხითაც იცით, რომ ჰააგის სასამართლოსთან ურთიერთობის გამოცდილება გვაქვს და ყველანაირად შეგვიძლია დავეხმაროთ. მოკლედ, მთავარი არის ის, რომ ამ ყველაფერს უნდა მიეცეს შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, რასაც ჩვენ იქ ვხედავდით ეს შეიცავს ომის დანაშაულების ნიშნებს. ფაქტია, ის, რაც ჩვენ ვნახეთ, დაწყებული სამოქალაქო შენობების დაზიანებით, სამოქალაქო პირებში ადამიანური მსხვერპლი, ყველაფერი ეს სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს. აქ ყველა უნდა იყოს ჩართული, რომ მოხდეს ყველაფრის სამართლებრივი დოკუმენტირება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინას 15 აპრილს ეწვია. შალვა პაპუაშვილთან ერთად კიევში გაემგზავრნენ უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია, სამი ვიცე-სპიკერი: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი, ასევე, ოპოზიციონერი დეპუტატები: ხათუნა სამნიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი და ანა ნაცვლიშვილი.
შალვა პაპუაშვილი: რადას თავმჯდომარის პოზიციაა, ევროკავშირის დამოკიდებულება იყოს არა გამორჩეულად უკრაინის, არამედ, ასოცირებული ტრიოსა და რეგიონის მიმართ
თავისუფლებისა და ევროპული არჩევანისთვის ჩვენი წილი ტანჯვისა და სისხლისა გადახდილი გვაქვს. რა თქმა უნდა, ევროკავშირში წევრობის წინაპირობა ეს არ არის, – საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, უკრაინაში ვიზიტისას რადას თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ასოცირებული ტრიოს ფორმატზეც ისაუბრეს და რუსლან სტეფანჩუკმა ფორმატის შენარჩუნების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. „განსაკუთრებით მადლობელი ვარ რადას თავმჯდომარის მიმართ. ამაზე გვქონდა საუბარი და მან თავადაც, საკუთარი ინიციატივით გამოთქვა პოზიცია, რომ აუცილებელია, ტრიოს ფორმატი შენარჩუნდეს და ევროკავშირის დამოკიდებულება იყოს არა გამორჩეულად, ვთქვათ, უკრაინის მიმართ, არამედ სწორედ ტრიოსა და რეგიონის მიმართ. ახლა პირველი ეტაპი არის კანდიდატობის საკითხი, შემდეგ უკვე მოდის გაწევრიანების მომდევნო და უფრო გრძელვადიანი ეტაპი. აქაც მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, შენარჩუნდეს რეგიონული მიდგომა, რომელიც ევროკავშირს აქამდე ჰქონდა, ხოლო მეორე მხრივ, ეს არ იყოს გარკვეულად არც ვიზუალურად ისე წარმოდგენილი, თითქოს ისტორიის ამ მონაკვეთში ომი რომ არის უკრაინაში, ამ ომის გამო მოხდეს განსაკუთრებული მიდგომა უკრაინის მიმართ. ეს თავად რადას თავმჯდომარემაც აღნიშნა, ვინაიდან ყველას გვაქვს ეს ომები გამოვლილი. თავისუფლებისა და ევროპული არჩევანისთვის ჩვენი წილი ტანჯვისა და სისხლისა გადახდილი გვაქვს. რა თქმა უნდა, ევროკავშირში წევრობის წინაპირობა ეს არ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი კიევში, 2021 წლის 17 მაისს გააფორმეს.
შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს სთხოვა, სანქციებთან დაკავშირებით შესაბამისი სამთავრობო უწყებიდან ინფორმაცია გამოითხოვოს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს სთხოვა, სანქციებთან დაკავშირებით შესაბამისი სამთავრობო უწყებიდან ინფორმაცია გამოითხოვოს. პაპუაშვილის თქმით, ამ თემაზე სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა დროს ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა შესაძლოა, თავმოყრილად არ არის მოცემული. „თუ არ ვცდები, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, შესაძლოა, ეს გაბნეულად არის, მაგრამ არაერთხელ ითქვა, მათ შორის თებერვალში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებთან დაკავშირებით გარკვეულ გადაწყვეტილებებზე. მანამდე, ყირიმთან დაკავშირებით, როდესაც საქართველომ გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღო. ანუ, ამაზე სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა დროს ინფორმაცია იყო, შესაძლოა, თავმოყრილად არ არის. თუ არ ვცდები, საგარეო საქმეთა სამინისტროს ამაზე ჰქონდა გარკვეული ინფორმაცია თავმოყრილი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მეშვეობით ვთხოვ, რომ კომიტეტმა აღნიშნული ინფორმაცია იქნებ, გამოითხოვოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. შალვა პაპუაშვილმა კომიტეტს მას შემდეგ მიმართა, რაც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ „სანქციების საკითხი იქცა ერთ-ერთ ზედმეტად პროპაგანდისტულ თემად სხვადასხვა მხრიდან: „თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველო რეალურად რამდენიმე მიმართულებით შეერთებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებულ სანქციებს. სიცხადის შესატანად, ხომ არ შეიძლებოდა, რომ კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებას, ალბათ ესაა მთავრობა ან პრემიერ-მინისტრი, ძალიან მკაფიოდ განემარტა და ჩამოეთვალა შიდა და გარე მოხმარებისთვის კონკრეტულად რა შეზღუდვებია დაწესებული 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის გამო“.
შალვა პაპუაშვილი: რუსული დეზინფორმაცია ფეხს ვერ იკიდებს და რუსეთს საინფორმაციო ომი წაგებული აქვს არამხოლოდ უკრაინაში, არამედ, საქართველოშიც
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რუსული დეზინფორმაცია ფეხს ვერ იკიდებს და რუსეთს საინფორმაციო ომი წაგებული აქვს არამხოლოდ უკრაინაში, არამედ, საქართველოშიც. „ამ კუთხით დიდ რისკებს ვერ ვხედავ, გარდა უხერხულობისა, ზოგადად რომ გადაიცემა ესა თუ ის არხი და მაუწყებლობს საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს მოსახლეობის აზრის ჩამოყალიბებაზე რაიმე გავლენა დღეს მას არ აქვს. რისკი არ არის იმდენად დიდი, რომ ვსაუბრობდეთ რეგულაციებზე. რაც შეეხება ზოგადად რეგულაციებს, ეს არის ზოგადი პრობლემა, 21-ე საუკუნის პრობლემაა დეზინფორმაცია და სამწუხაროდ, დეზინფორმაციის ნაწილია, რომ საქართველოს სოლიდარობა უკრაინისადმი ყალბად არის წარდგენილი უკრაინული საზოგადოებისთვის. სწორედ ეს დეზინფორმაციაა, რომელსაც ჩვენი საზოგადოებაც შეუიარაღებელი ხვდება. არ არსებობს კარგი და ცუდი პროპაგანდა, არ არსებობს კარგი და ცუდი დეზინფორმაცია. ზოგადად, ცუდია ნებისმიერი დეზინფორმაცია. დეზინფორმაცია წარმომავლობის მიხედვით არ განისაზღვრება. რუსული დეზინფორმაცია ცუდია და ქართული დეზინფორმაცია კარგი – ასეთი რამ არ არსებობს. ნებისმიერი დეზინფორმაციის მიზანი არის ადამიანებისთვის გონების არევა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილის თქმით, ფეხს ვერ იკიდებს დეზინფორამაცია, რომელიც ვრცელდება და ეს არის გახსნილი მედიასივრცის დამსახურება, რომ სიმართლე თავს უფრო იმკვიდრებს. საინფორმაციო სივრცეს რომ ვაკვირდებით, ყველა ვთანხმდებით, რომ საბედნიეროდ, რუსული დეზინფორმაცია აშკარად აგებს და წაგებული აქვს საინფორმაციო ველი... საერთო ჯამში, ეს თუ საფრთხეა, შეიძლება, საფრთხე იყოს ქართული საზოგადოებისთვის და არა უკრაინული საზოგადოებისთვის. იგივე რუსული კომპანიების მაუწყებლობა საქართველოს ტერიტორიაზე, ეს პირდაპირ უკრაინას არ ეხება. საბედნიეროდ, საინფორმაციო სივრცეს რომ ვაკვირდებით, ყველა ვთანხმდებით, რომ რუსული დეზინფორმაცია აშკარად აგებს და წაგებული აქვს საინფორმაციო ველი. ფეხს ვერ იკიდებს ის დეზინფორამაცია, რომელიც ვრცელდება და ეს არის სწორედ გახსნილი მედიასივრცის წყალობით, რომ სიმართლე თავის თავს უფრო იმკვიდრებს. უკრაინაში საომარი მდგომარეობაა და იქ არა მხოლოდ რუსული არხები აკრძალეს, არამედ საინფორმაციო პოლიტიკაც არის რეგულირებული. ჩვენ გვაქვს გახსნილი მედიასივრცე და რთულია სელექციური მიდგომა და შეზღუდვები. ეს სხვა საკითხია, რეგულაციის საკითხია. ზოგადად, მე მომხრე ვარ, რომ გარკვეული რეგულაციები იყოს, უბრალოდ, უნდა ვნახოთ, სად უნდა იყოს ზღვარი, რადგან გვინდა არ გვინდა, შევდივართ მედიასაშუალების შინაარსში და ეს გარკვეულ რისკებს შეიცავს, რადგან გააჩნია როგორ შევხედავთ და ვინ შეაფასებს შინაარსს. ჩვენ გვაქვს თავისუფალი კანონმდებლობა და თუ რაიმე მოხდება, უნდა მოხდეს გამკაცრება, ეს არის დისკუსიის ნაწილი, ეს ვერ იქნება მორგებული ერთ მედიას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი: საქართველოსა და აზერბაიჯანს ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ რეგიონში მშვიდობის მშენებლობის საქმეში
საქართველოსა და აზერბაიჯანს ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ რეგიონში მშვიდობის მშენებლობის საქმეში, ვთანხმდებით, რომ ორივე ქვეყანამ უნდა გამოვიყენოთ ეს ისტორიული როლი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა შეხვედრაზე განხილულ საკითხებზეც და ამ კონტექსტში, ყურადღება გაამახვილა რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაში საქართველოსა და აზერბაიჯანის მნიშვნელოვან როლზე. „შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ისტორიულ ხალხთაშორის კავშირებზე. ჩვენ მადლიერები ვართ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. ჩემს კოლეგას ასევე დავუდასტურე საქართველოს ურყევი მხარდაჭერა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ქალბატონ გაფაროვას ვიზიტი სიმბოლური და განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან წელს სრულდება 30-ე წლისთავი საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან. თანამშრომლობის 30 წელი მრავალი შედეგის მომტანი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნებისა და მოქალაქეებისთვის. დინამიურად ვითარდება თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, ეკონომიკის, ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და სხვა სფეროებში. მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს პოზიტიური ტენდენცია და ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა უფრო გავაღრმავოთ. ვისაუბრეთ საპარლამენტო კავშირების განმტკიცებაზე, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის. ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერება და მეტი ვიზიტისა და შეხვედრის გამართვა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში. შეხვედრაზე, ასევე, მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული დაძაბული ვითარება, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია, რეგიონული კონფლიქტები. საქართველოსა და აზერბაიჯანს ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ რეგიონში მშვიდობის მშენებლობის საქმეში. ვთანხმდებით, რომ ორივე ქვეყანამ უნდა გამოვიყენოთ ეს ისტორიული როლი და ერთობლივად და უფრო მეტი ძალისხმევით ხელი შევუწყოთ მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენი ქვეყნების, ჩვენი ხალხების და მთლიანად რეგიონის კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს, დღეს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე, საჰიბა გაფაროვა დელეგაციასთან ერთად ეწვია
შალვა პაპუაშვილმა საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეები მოინახულა და დამდეგი აღდგომა მიულოცა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, დეპუტატებთან ერთად, საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეები მოინახულა და დამდეგი აღდგომა მიულოცა. „პარლამენტის წევრებთან ერთად მოვინახულეთ საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები – ბავშვები და მათი მშობლები. მივულოცეთ დამდეგი აღდგომა და გავუზიარეთ ჩვენი ემოციები, რომელიც უკრაინასთან გვაკავშირებს. ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე, მაგრამ, საუბრის ძირითადი თემა იყო თუ როგორ უნდა გავიხედოთ წინ. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, იგრძნონ ზრუნვა როგორც ქვეყნის, ისე ადამიანების მხრიდან, შეიძინონ ახალი მეგობრები, გაეცნონ საინტერესო ამბებს და ეს პერიოდი, რომელიც, მართალია, ტრაგიკულია, მაგრამ ამავე დროს, მათი ცხოვრების ნაწილია, საქართველოში გაატარონ მთელი სისავსით. უკრაინელი მოქალაქეები გვესაუბრნენ იმ სითბოზე, რომელსაც ყოველდღე გრძნობენ საქართველოში. ისინი ქართველი ხალხის განსაკუთრებულად მადლიერნი არიან“,- განაცხადა პაპუაშვილმა შალვა პაპუაშვილი, არჩილ თალაკვაძე, ლევან იოსელიანი, ბექა ოდიშარია და ეკა სეფაშვილი უკრაინაში ომის გამო საქართველოში დარჩენილი მოქალაქეების პრობლემებსა და საჭიროებებს გაეცნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა უკრაინელ ოჯახებს სააღდგომო საჩუქრებიც გადასცეს და მხარდაჭერა აღუთქვეს.
შალვა პაპუაშვილი: უკრაინის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე აღარ გაიმეორა ბრალდება ე.წ. კონტრაბანდაზე
უკრაინის პრეზიდენტის პრესკონფერენციაზე ვნახეთ, რომ მან აღარ გაიმეორა ის ბრალდება, რომელიც ე.წ. კონტრაბანდას შეეხება და ამით დაადასტურა, რომ ბრალდება, რომელიც წარდგენილი იყო საქართველოს მიმართ არამართებული იყო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „უკრაინის პრეზიდენტის პრესკონფერენციაზე ვნახეთ, რომ მან აღარ გაიმეორა ის ბრალდება, რომელიც ე.წ. კონტრაბანდას შეეხება და ამით დაადასტურა, რომ ბრალდება, რომელიც წარდგენილი იყო საქართველოს მიმართ არამართებული იყო. რაც შეეხება სანქციებს, მინდა ხაზი გავუსვა, რომ სამწუხაროდ ბოლო პერიოდში, მათ შორის უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენლიდან რიტორიკაში არის ასეთი მიდგომა, რომ თითქოს ქართველი ხალხი მხარს უჭერს, ხოლო ხელისუფლება გარკვეულწილად შეკავებულია. ამ გამიჯვნას, ხალხსა და მის ხელისუფლებას შორის, ერთადერთი ქვეყანაა რუსეთი, რომელიც ამ ინსტრუმენტს იყენებს და იყენებს უკრაინის მიმართებაში, როდესაც ხალხს მიჯნავს მისი არჩეული ხელისუფლებისგან. ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავს ამ ქვეყანას და წარმოადგენს ამ ქვეყანას. ამიტომ, ნებისმიერი გამიჯვნა ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებას შორის, მიუღებელია“, - განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინას 15 აპრილს ეწვია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ რუსლან სტეფანჩუკი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა შალვა პაპუაშვილი: ჩვენ, ქართველები გაერთიანებული ჩამოვედით კიევში, რათა მივუსამძიმროთ დაღუპულების ოჯახებს, გავიზიაროთ მათი ტკივილი და დავდგეთ უკრაინელი ერის გვერდით თეა წულუკიანი: უკრაინაში დელეგაციის ვიზიტით ბევრი გაუგებრობა გაიფანტა
NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე შალვა პაპუაშვილს ხვდება
NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე, გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა საქართველოს პარლამენტში იმყოფება. ხავიერ კოლომინა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს ხვდება. შეგახსენებთ, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინას მოუსმენენ.
ხავიერ კოლომინას თქმით, NATO გააგრძელებს საქართველოსთან აქტიურ თანამშრომლობასა და დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და NATO-ს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა განიხილეს. მათივე ცნობით, შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა NATO-ს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს წვლილს გლობალურ უსაფრთხოებაში და ქვეყნის პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. „მხარეებმა, აგრეთვე მიმოიხილეს რუსეთის აგრესია უკრაინაში და მისი მძიმე შედეგები რეგიონისთვის. ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს NATO-ში გაწევრიანების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და იმედი გამოთქვა, რომ NATO-ს მადრიდის სამიტზე აღიარებული იქნება საქართველოს პროგრესი. ალიანსის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოებისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო NATO-ს ღირებული პარტნიორია. მისი თქმით, NATO გააგრძელებს საქართველოსთან აქტიურ თანამშრომლობასა და დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე შალვა პაპუაშვილს ხვდება
შალვა პაპუაშვილი: საქართველო სამხედრო დახმარებაში ვერ ჩაერთვება და აქ მეორე ფრონტიც ვერ გაიხსნება
საქართველო სამხედრო დახმარებაში ვერ ჩაერთვება და აქ მეორე ფრონტიც ვერ გაიხსნება, თუ ამ ორ საკითხთან დაკავშირებით პრეტენზიები არსებობს, ამ პრეტენზიებს ვერ მივიღებთ, – ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა. „საქართველო ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გამოხატავს უკრაინის მხარდაჭერას. მათ შორის, ჰუმანიტარული დახმარების და ლტოლვილების მიღების კუთხით ჩვენი პოზიცია არის ცალსახა და მოწინავე. ასევე, სანქციებთან დაკავშირებით გვაქვს საკმაოდ მკაფიო და არაორაზროვანი პოზიცია, რომ არ იქნება გვერდის ავლა. გამოდის, რომ არის ორი საკითხი, სადაც საქართველო ვერ მონაწილეობს. ეს არის სამხედრო დახმარება და მეორე ფრონტის გახსნა. თქვენ გახსოვთ, რომ ეს ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობამ უარი განაცხადა რეისის ორგანიზებაზე და მოხალისე მებრძოლთა ორგანიზებულად გაშვებაზე, რაც იქნებოდა პირდაპირი ჩართვა სამხედრო კონფლიქტში. ზუსტად მაშინ იყო, მეორე დღეს, რომ ელჩის გაწვევა მოხდა კონსულტაციაზე. ანუ, რაც შეეხება სამხედრო დახმარებას და სამხედრო ჩართულობას, საქართველო, რა თქმა უნდა, ამაში ვერ ჩაერთვება და მეორე, აქ მეორე ფრონტიც ვერ გაიხსნება. ამ ორ საკითხთან დაკავშირებით თუ არსებობს პრეტენზიები, ჩვენ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ამ პრეტენზიებს, რა თქმა უნდა, ვერ მივიღებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი: უკრაინა ცხელ ომშია, საქართველო ჰიბრიდულ ომში
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების და ზოგადად, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს ჰიბრიდული ომი. „უკრაინა არის ცხელ ომში, საქართველო არის ჰიბრიდულ ომში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა. „ამ ჰიბრიდულ ომში ჩართულია რამდენიმე რადიკალური პარტია საქართველოში, მათი მედია და რამდენიმე ორგანიზაცია. ჩვენ ფაქტობრივად, ყოველდღიურად გვიწევს ბრძოლა მართალია, არა ცხელი ომის პირობებში, მაგრამ საინფორმაციო ომის პირობებში. ეს არის მთლიანი, ასე ვთქვათ, დეზინფორმაციის ნიაღვარი, რომლის გაბათილებაც გვიწევს. დღესაც იყო რამდენიმე ასეთი ინფორმაცია ფრენებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, რაც საბოლოო ჯამში, ტყუილი აღმოჩნდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა. ასევე წაიკითხეთ შალვა პაპუაშვილი: საქართველო სამხედრო დახმარებაში ვერ ჩაერთვება და აქ მეორე ფრონტიც ვერ გაიხსნება
შალვა პაპუაშვილი: ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებული იქნება ჩეხეთის გამოცდილება და მხარდაჭერა
იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წლის მეორე ნახევრიდან ჩეხეთის რესპუბლიკა გადაიბარებს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას, ვიმედოვნებთ, რომ არსებული მხარდაჭერა გაგრძელდება და საქართველო მალე შეძლებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტთან, მილოშ ვისტრჩილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ჩეხ კოლეგასთან ორ ქვეყანას შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა. მისივე შეფასებით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ჩეხეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით ღირებული იქნება. „შეხვედრაზე ვისაუბრეთ სხვადასხვა მიმართულებით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ჩვენ მადლიერები ვართ ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკისა და ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. ჩვენ, ასევე, ძალიან ვაფასებთ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს საქმიანობას საქართველოში, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა სექტორული რეფორმის განხორციელებასა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს. ბატონი ვისტრჩილის ახლა განხორციელებული ვიზიტი მრავალმხრივ არის მნიშვნელოვანი, რადგან ვიზიტის ფარგლებში, არაერთ ოფიციალურ შეხვედრასთან ერთად, დაგეგმილია ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომა და, აგრეთვე, ბიზნეს ფორუმები თბილისსა და ბათუმში. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ღონისძიებები ბევრი მნიშვნელოვანი შედეგისა და შესაძლებლობის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნებისა და მოქალაქეებისთვის. ვისაუბრეთ საპარლამენტო კავშირების განმტკიცებაზე, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის. ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება და მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებული იქნება“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის თქმით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონში არსებული ვითარება და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია იყო. „ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ კომპლექსური ვითარებაზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც, ზოგადად, მთლიანად რეგიონს აქვს. ვისაუბრეთ, ასევე, რა თქმა უნდა, რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. ერთობლივ ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ჩეხეთის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველო მზად არის მეგობარ ქვეყანასთან ინტენსიური თანამშრომლობისთვის. „ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის კვალდაკვალ, მნიშვნელოვანია ამ თემებთან დაკავშირებით ჩვენს პარლამენტებს შორის ურთიერთობა. ძალიან ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წლის მეორე ნახევრიდან ჩეხეთის რესპუბლიკა გადაიბარებს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ არსებული მხარდაჭერა გაგრძელდება და საქართველო მალე შეძლებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას. ჩვენ ვაცნობიერებთ, თუ რაოდენ რთული და ხანგრძლივია ევროკავშირში გაწევრების პროცესი, თუმცა, მზად ვართ, ინტენსიური თანამშრომლობისთვის და საქართველოს ევროპული მომავლის განმტკიცებისთვის“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს, მილოშ ვისტრჩილს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრეს. განიხილეს დარგობრივი მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხიც. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო კავშირების განმტკიცების მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას. მხარეებმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაცია და ამ პროცესში, მჭიდრო საპარლამენტთაშორისო კომუნიკაციის მნიშვნელობა იყო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით ღირებული იქნება ჩეხეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება. შალვა პაპუაშვილმა კოლეგას ჩეხეთის მხრიდან საქართველოს დასავლური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ინტენსიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ასევე წაიკითხეთ: ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი: ჩეხეთისთვის საქართველო პრივილეგირებული, მეგობრული ქვეყანაა და ეს უნდა ავსახოთ ქმედით ნაბიჯებშიც
შალვა პაპუაშვილი: საქართველო-ევროკავშირის ისტორია ჩვენს თვალწინ იწერება
საქართველო-ევროკავშირის ისტორია ჩვენს თვალწინ იწერება ჩვენი მომავალი თაობებისათვის. მადლიერი ვარ იმ ყველა ადამიანის მიმართ, ვინც ამ პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რითაც ევროკავშირისთვის კითხვარის პირველი ნაწილის გადაცემას გამოეხმაურა. „საქართველო-ევროკავშირის ისტორია ჩვენს თვალწინ იწერება ჩვენი მომავალი თაობებისათვის. პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარი უკვე გადასცა ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროკავშირში საბოლოოდ გაწევრიანებისკენ. მადლიერი ვარ იმ ყველა ადამიანის მიმართ, ვინც ამ პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანა“, - წერს პაპუაშვილი. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილი საქართველომ 13 მაისამდე უნდა დააბრუნოს. ამავე თემაზე ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ევროინტეგრაციის გზის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავედით რა წერია ევროკავშირის კითხვარში საქართველოს მთავრობა, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული კითხვარის მეორე ნაწილს ასაჯაროებს ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვარის მეორე ნაწილს ევროკავშირს ვადაზე ადრე გადავცემთ
შალვა პაპუაშვილი: მეგობარს, რომელსაც რუსეთთან გარიგებას დააბრალებ, სულ მცირე ამის მტკიცებულება უნდა წარადგინო
არ ვიცი, როგორ მუშაობს უკრაინის დაზვერვა, მაგრამ ერთი რამ ვიცი, როდესაც იმ მეგობრის წინააღმდეგ, რომელიც გვერდში გიდგას პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად, გააჟღერებ ასეთ მძიმე ბრალდებას და მეგობარს, რომელსაც სამი ომი აქვს გამოვლილი, სადაც რუსეთი იყო ჩართული, დააბრალებ რუსეთთან გარიგებას, მინიმუმ რაღაც მტკიცებულება უნდა წარადგინო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უკრაინის დაზვერვის განცხადება შეაფასა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, არასერიოზულმა ბრალდებებმა ასეთ განცხადებებს ფასი დაუკარგა. „სამწუხაროდ, ასეთმა არასერიოზულმა ბრალდებებმა ფასი დაუკარგა ასეთი სახის განცხადებებს. ვხედავთ ჯერადობამაც იმატა ასეთი სახის განცხადებების. არც რაიმე შედეგი აქვს. მათ შორის ოპოზიციაც, ნაწილობრივ არასერიოზულად აღიქვამს, როდესაც ბრალდებების წამოსროლა ხდება საქართველოს მიმართ ისე, რომ მტკიცებულება არ არის. სამწუხარო ფაქტია, რომ ასეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, პირველ მაისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ განაცხადა, რომ მოსკოვი რუსული პროდუქციის რეექსპორტზე, საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციასთან დაკავშირებით, დროებითი რწმუნებული საგარეო უწყებაში გამოიძახეს.
შალვა პაპუაშვილი: საქართველოში ასოცირების ხელშეკრულების 40 პროცენტი უკვე შესრულებულია, ევროკავშირთან საკმაოდ მჭიდროდ დაახლოებული ვართ
საქართველოში ასოცირების ხელშეკრულების 40 პროცენტი უკვე შესრულებულია და ამ თვალსაზრისით საკანონმდებლო დონეზე ევროკავშირთან საკმაოდ მჭიდროდ დაახლოებული ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „იცით, რომ პროცესი დაძრულია და რა თქმა უნდა, ევროკავშირის მადლიერი ვართ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კითხვარი უმოკლეს ვადაში შეადგინეს, რომელსაც ასევე მოკლე ვადაში პასუხები გაეცა. იცით, რომ საქართველო-უკრაინა-მოლდოვის საკითხი ერთად განიხილება. ჩვენ ვართ სამი ქვეყანა, რომელიც ერთ ეტაპზე არიან. ამავე დროს, ამ სამ ქვეყანას შორის საქართველო ერთ-ერთი ლიდერია ასოცირების ხელშეკრულების შესრულების თვალსაზრისით. საქართველოში ასოცირების ხელშეკრულების 40 პროცენტი უკვე შესრულებულია და ამ თვალსაზრისით საკანონმდებლო დონეზე ევროკავშირთან საკმაოდ მჭიდროდ დაახლოებული ვართ“,- განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს გადასცა. ამასთან, ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა. ამასთან, საქართველო კითხვარის მეორე ნაწილს ევროკომისიას 10 მაისისთვის გადასცემს. ასევე წაიკითხეთ: კარლ ჰარცელი: ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას, ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობის მხარდასაჭერად
შალვა პაპუაშვილი: ვროპაა გრძელვადიანი მშვიდობისა და კეთილდღეობის ნავსაყუდელი
იმედი გვაქვს, რომ სკეპტიკოსების მიუხედავად, 1950 წლის 9 მაისის მსგავსად, ევროკავშირი მიიღებს ისტორიულ და სწორ გადაწყვეტილებას და საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება ევროკავშირის დასტური, რომ ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი ხალხის ხმა გაგონილია და ჩვენი ბრძოლა – დანახული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, მიმდინარე წელს ევროპის დღე საქართველოში განსხვავებულ გარემოში აღინიშნება, რადგან 2022 წლის 3 მარტს ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა, რამაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების, სახელმწიფოებრიობის მშენებლობისა და განმტკიცების ახალ ეტაპს დაუდო სათავე. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ამ ისტორიული გადაწყვეტილების ლეგიტიმაცია ქართველი ხალხის ურყევ ნებაშია. „წელს განსხვავებულ გარემოში აღვნიშნავთ ევროპის დღეს. საქართველომ 2022 წლის 3 მარტს შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი, რითაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების, სახელმწიფოებრიობის მშენებლობისა და განმტკიცების ახალ ეტაპს დაუდო სათავე. ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა – ამ გადაწყვეტილების ისტორიულ-კონსტიტუციური საფუძვლები და ლეგიტიმაცია ქართველი ხალხის ურყევ ნებაში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობასა და ჯერ კიდევ 1921 წლის კონსტიტუციით განსაზღვრულ დემოკრატიულ და პროგრესულ ფასეულობებშია“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თავისუფლებისთვის ომი 2022 წელს უკრაინით არ დაწყებულა და საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წუთიდან ჩაერთო ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში. „დღეს უკრაინა თავისუფლებისთვის ომშია ჩართული – ომში, რომელიც 2022 წელს უკრაინით არ დაწყებულა და რომელიც მხოლოდ უკრაინას არ ეხება. ეს არის ბრძოლა ევროპული არჩევანისთვის. ეს არის ბრძოლა, რომელიც ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით 90-იანი წლებიდან და 2008 წლიდან. დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი წუთიდან საქართველო ამ ბრძოლაშია ჩართული. ეს არის ბრძოლა საქართველოს ევროპული განაცხადისთვის, ჩვენი მოსახლეობის ისტორიული არჩევანისთვის და ეს არის ჩვენი ევროპული მომავლისა და ევროპული ოჯახისკენ სწრაფვისთვის დაღვრილი სისხლი. დღესაც, მიმდინარე ოკუპაციის და მისი ტრაგიკული შედეგების მიუხედავად, ქართველი ხალხი ამ არჩევანს არ ცვლის. არ ცვლის იმიტომ, რომ სწორედ ევროპაა საქართველოს თვითგადარჩენის, იდენტობის, ღირებულებების შენარჩუნების ერთადერთი ალტერნატივა; სწორედ ევროპაა გრძელვადიანი მშვიდობისა და კეთილდღეობის ნავსაყუდელი“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქართველებს უკრაინელების ტკივილის ყველაზე კარგად ესმით. მისივე თქმით, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის, მოლდოვისთვის და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება დასტური, რომ ამ ქვეყნების ხმა ევროპამ გაიგონა, ხოლო ბრძოლა – დაინახა. „დღევანდელ დღეს ორმაგი ემოციებით ვხვდებით. ერთი მხრივ, გვტკივა და ქართველებს ყველაზე კარგად გვესმის უკრაინის ტკივილი და ჩვენი შესაძლებლობებით სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის ბრძოლას საკუთარი მიწის დასაცავად. საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვიყავით უკრაინაში, ბუჩასა და ირპენში – დღევანდელობის გაგრასა და თამარაშენში, რათა საქართველოს ეს მკაფიო გზავნილი გადაგვეცა უკრაინელი ხალხისთვის. მეორე მხრივ, იმედით ვუყურებთ ევროპას. ჩვენ უკვე გადავეცით ევროკომისიის მიერ გამოგზავნილი კითხვარის პირველი ნაწილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, მეორე და ბოლო ნაწილს ევროკავშირი ხვალ მიიღებს. იმედი გვაქვს, რომ სკეპტიკოსების მიუხედავად, 1950 წლის 9 მაისის მსგავსად, ევროკავშირი მიიღებს ისტორიულ და სწორ გადაწყვეტილებას და საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს. ეს იქნება ევროკავშირის დასტური, რომ ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი ხალხის ხმა გაგონილია და ჩვენი ბრძოლა – დანახული. ევროპა ჩვენი საერთო ოცნებების, ღირებულებების და მომავლის სახლია. ამიტომ ამ ევროპისგან ჩვენ სხვა მოლოდინი ვერ გვექნება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ევროპა ერთადერთი გამოსავალია, ყველას გვინდა მშვიდობაც და თავისუფლებაც, მაშასადამე, გვინდა ევროპა
შალვა პაპუაშვილი: საქართველომ ევროკავშირის კითხვარი სრულად შეავსო, ახლა ჯერი ევროკავშირზეა
საქართველომ ევროკავშირის კითხვარი სრულად შეავსო, ახლა ჯერი ევროკავშირზეა. იმედი მაქვს, ევროკავშირი ისტორიულ, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „2 669 კითხვის შევსების უკან დგას რამდენიმე ასეული საჯარო მოხელე, რომელთა პროფესიონალიზმმა და თითქმის ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობამ ამ ამოცანის შესრულება შესაძლებელი გახადა. მადლობა თქვენ თქვენი ქვეყნის დაუღალავი სამსახურისთვის. ახლა ჯერი ევროკავშირზეა. იმედი მაქვს, ევროკავშირი ისტორიულ, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს. ეს იქნება ევროკავშირის დასტური, რომ ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი ხალხის ხმა გაგონილია და ჩვენი ბრძოლა – დანახული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა რა წერია ევროკავშირის კითხვარში ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს გადასცა
ბლინკენი თანამშრომლობას იმედით უყურებს, სხვანაირად როგორ შეიძლება, იყოს გაგებული ეს წერილი, მიკვირს - შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრისადმი გაგზავნილი წერილი შეაფასა. „ენტონი ბლინკენის წერილში ხაზგასმით ეწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. ამ წერილის მთავარი შინაარსი იყო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს ულოცავს თანამდებობაზე დანიშვნას და მასთან თანამშრომლობას იმედებით უყურებს. სხვანაირად როგორ შეიძლება, იყოს გაგებული ეს წერილი, მიკვირს, - განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს. „საქართველო არათუ არის ამ პროცესის მონაწილე, რასაც აგრესიის დაგმობა ჰქვია, არამედ არის ინიციატორიც. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გაეროს რეზოლუციაზე, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოზე და სხვა ფორუმებზე, ჩვენ ვსაუბრობთ არა იმაზე, რომ რაღაცას მხარი დავუჭირეთ, არამედ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ ვიყავით ინიციატორები. გაეროს რეზოლუციის და გადაწყვეტილების თანასპონსორები ვიყავით, ჰააგაში სისხლის სამართლის დანაშაულების სასამართლოში, სადაც დანაშაულები უნდა იქნეს გამოვლენილი, ვიყავით მიმართვის ინიციატორები, რომ გამოვლენილიყო ეს დანაშაულები. ასე რომ, საქართველო არამხოლოდ მონაწილეობს, არამედ, პროცესის ინიციატორია. ჩვენ ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან მოგვისმენია აღიარება იმ წვლილის, რომელიც საქართველოს ამ პროცესში შეაქვს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, საქართველო აკეთებს მაქსიმუმს, რაც შეუძლია. აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიმდინარე ოკუპაციას და განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამავდროულად, როდესაც მთელი მსოფლიო ეხმაურება რუსეთის სასტიკ და არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთის ფედერაციას, მის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებზე“, - აღნიშნავს ენტონი ბლინკენი ილია დარჩიაშვილისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში.
შალვა პაპუაშვილი გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პოლიტიკის, პროგრამის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობათაშორისი მხარდაჭერის საკითხებში გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს ასა რეგნერს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯებზე გენდერული თანასწორობის მიმართულებით. კერძოდ, მან ხაზი გაუსვა გენდერული თანასწორობის კონცეფციას, რომელიც ახლო მომავალში იქნება მიღებული, გენდერულ კვოტებსა და პარლამენტში გენდერული გავლენის შეფასების ინსტრუმენტის შემოღებას. „ასა რეგნერი მიესალმა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის მიღწევის გზაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს უკვე აქვს გამოცდილება და კონკრეტული მაგალითები, რომლებიც გლობალური დისკუსიისთვისაც მნიშვნელოვანია. ასა რეგნერმა გამოხატა საქართველოს შემდგომი მხარდაჭერის მზაობა. შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვისა და მხარდაჭერისთვის. შეხვედრას გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი ესწრებოდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
შალვა პაპუაშვილი: ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში გაიღო, ძალიან დიდია
გამორჩეულ პატივს მივაგებთ ჩვენს წინაპრებს, რომლებმაც თავდაუხრელად იბრძოლეს, სიცოცხლე შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობასა, თავისუფლებას და შეგვინარჩუნეს სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, სამშობლოსა და მომავალი თაობების წინაშე აცნობიერებენ პასუხისმგებლობას, რომ გაგრძელდეს წინსვლა და განამტკიცონ დამოუკიდებლობა. „საქართველოს ყველა მოქალაქეს, სამხედრო მოსამსახურეს, უცხოეთში მცხოვრებ ყველა ჩვენს თანამემამულეს ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! დღეს ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული თვითმყოფადობის უმნიშვნელოვანესი გამოხატულების, დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ. ეს არის დღე, რომელიც თავდადებისა და ბრძოლის შესახებ მეხსიერებას ინახავს. ამიტომ გამორჩეულ პატივს მივაგებთ ჩვენს წინაპრებს, რომლებმაც თავდაუხრელად იბრძოლეს, სიცოცხლე შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობასა, თავისუფლებას და შეგვინარჩუნეს სახელმწიფო. ამავე დროს, ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას ჩვენი სამშობლოსა და მომავალი თაობების წინაშე, რომ გავაგრძელოთ წინსვლა და განვამტკიცოთ დამოუკიდებლობა. განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ ჩვენი გმირები – სამხედროები, პოლიციელები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, სამედიცინო პერსონალი, რომლებიც ერთგულად იცავენ საქართველოს ხილული და უხილავი საფრთხეებისგან; ჩვენი პედაგოგები, რომლებმაც აღგვზარდეს ჩვენ და ახლა ჩვენს შვილებს უზიარებენ თავიანთ ცოდნას, ფასეულობებს; სპორტის, მეცნიერების და კულტურის წარმომადგენლები, რომლებიც მთელ მსოფლიოში წარმოაჩენენ ჩვენს ქვეყანას და ჩვენი წინაპრების მსგავსად, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ კაცობრიობის წინაშე; ჩვენი მშობლები, რომლებიც მრავალი განსაცდელის მიუხედავად, მტკიცედ იდგნენ თითოეული ჩვენგანის და ქვეყნის უკეთესი მომავლის სადარაჯოზე; მშობლები იმ რეკრუტების, რომლებიც დღეს სამშობლოს წინაშე ფიცის დადების ცერემონიალის მოწმენი იყვნენ, რადგან მათ ასეთი პატრიოტი ადამიანები აღზარდეს. აქვე, მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს უცხოელ მეგობრებს, რომლებიც ძნელბედობის მიუხედავად, გვერდით ედგნენ ჩვენს ქვეყანას, საგარეო ასპარეზზე იცავდნენ მის ინტერესებს და თავიანთი ღვაწლით განამტკიცეს საქართველოს დამოუკიდებლობა. 1918 წლის 26 მაისს მოპოვებულმა დამოუკიდებლობამ დიდხანს არ გასტანა – ქვეყანა ანექსიის მარწუხებში მოექცა. თუმცა, დამოუკიდებლობის სამი წელიც კი საკმარისი იყო, რომ საქართველოს იმ დროისთვის მოწინავე კონსტიტუცია მიეღო, რომელიც ევროპულ დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნებოდა, კრძალავდა სიკვდილით დასჯას, ხაზს უსვამდა ქალებისა და კაცების თანასწორობას, სამართლებრივ საფუძველს უქმნიდა ახალ პოლიტიკურ სისტემას. წითელი არმიის შემოჭრამ და დამოუკიდებლობის დაკარგვამ ვერ ჩაახშო ჩვენი ერის ეროვნული სულისკვეთება, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მისწრაფებები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. დაიწყო ბრძოლის ახალი ტალღა, რომელიც 26 მაისის თავისუფლების იდეებს ეფუძნებოდა. ამ ბრძოლაში ხალხს განსაკუთრებულ ძალას რწმენა და პროგრესული ღირებულებები აძლევდა, რომლებიც ოდითგანვე საერთო მიზნის ქვეშ აერთიანებდა საქართველოს მოსახლეობას და მას ევროპულ სამყაროსთან აკავშირებდა. ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლის გამოცდილების გათვალისწინებით, ყველაზე კარგად სწორედ ჩვენ გვესმის უკრაინელი ხალხის ტკივილი და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ. ამასთანავე, ყველაზე კარგად გვესმის ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მნიშვნელობა. მნიშვნელოვანი ისტორიული პროცესების ფონზე, დღევანდელ 26 მაისს განსაკუთრებული იმედით აღვნიშნავთ. ევროკავშირთან დაახლოების გზაზე საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში ისტორიული ნაბიჯები გადადგა, იშრომა და იბრძოლა ევროპული მომავლისთვის. მათ შორის, გადავდგით მთავარი ნაბიჯი – ჩვენ ოფიციალურად შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში გაიღო, ძალიან დიდია და გვჯერა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის ამ ძალისხმევას დაინახავს, სათანადოდ დააფასებს. საქართველო დასავლური ცივილიზაციის, ევროპული კულტურის და ისტორიული სივრცის შექმნის თანამონაწილე, განუყოფელი ნაწილია. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლების დაცვას, განმტკიცებას, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, სახელმწიფოსი, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიბრუნებს ევროპულ ოჯახში. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გისურვებთ თავისუფალი, დამოუკიდებელი, მშვიდობიანი ქვეყნის სამსახურს. ღმერთი ჰფარავდეს თითოეული თქვენგანის ოჯახს. ღმერთი ჰფარავდეს ჩვენს სამშობლოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც ილია დარჩიაშვილი: მტკიცედ ვადგავართ საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გილოცავთ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს!, - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კოლეგას აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „გილოცავთ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს! ძვირფასო თავმჯდომარევ, 1918 წლის 28 მაისს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამ ახალი ბიძგი მისცა ქვეყნის პროგრესსა და აღმასვლას. დაე, ჩვენი კავშირები, ჩვენი მოძმე ერების უკეთესი მომავლისთვის, კიდევ უფრო განმტკიცდეს შემდეგი ათწლეულების მანძილზე“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
შალვა პაპუაშვილი სომხეთს რესპუბლიკის დღეს ულოცავს
მიიღეთ ჩემი გულითადი მილოცვა სომხეთის რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „მიიღეთ ჩემი გულითადი მილოცვა სომხეთის რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით, რომელიც 1918 წელს გამოცხადდა. დაე, საქართველოსა და სომხეთის მჭიდრო თანამშრომლობა გახდეს ხანგრძლივი რეგიონული მშვიდობისა და კეთილდღეობის საწინდარი“, – წერს პაპუაშვილი. ასევე წაიკითხეთ: შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
იმედი მაქვს, ევროკავშირსაც ეყოფა სითამამე და სიმამაცე, რუსეთის განწყობების პირისპირ თავისი გადამწყვეტი სიტყვა თქვას - შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იმედი აქვს, ისევე, როგორც საქართველოს ეყო სითამამე, რომ დამოუკიდებლობა, თავისი ევროპული პერსპექტივის სურვილი გამოეცხადებინა, ევროკავშირსაც ეყოფა სითამამე და სიმამაცე, რომ ერთი მხრივ, ქართველ, უკრაინელ და მოლდოველ ხალხს სოლიდარობის სიგნალი გამოუგზავნოს და მეორე მხრივ, რუსეთის განწყობების პირისპირ თავისი გადამწყვეტი სიტყვა თქვას. მისივე თქმით, მმართველი გუნდი ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში შეხვედრებს აქტიურად მართავს, საიდანაც საქართველოს მიმართ და მის ევროპულ მომავალზე მხარდამჭერი განცხადებები ისმის. საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს - ევროკავშირის ელჩი „ჩვენ ვიცით, ეს არ არის ახალი, რომ ზოგადად, ასეთი გადაწყვეტილებები კონსენსუსით მიღება, 27-ვე ქვეყანა უნდა შეთანხმდეს. რა თქმა უნდა, არ არის ადვილი გადაწყვეტილებები, რომელსაც ევროკავშირი იღებს. ამიტომ, ვიცით, რომ მათ შორის, სხვადასხვა სკეპტიკოსიც არის ევროკავშირის შიგნით. ვნახოთ, ჩვენ სამივე მოველით ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. საქართველოს მიერ შევსებულ კითხვარზე მიღებულ პასუხებს ვაფასებთ. სწრაფად მივიწევთ წინ, რათა დასკვნაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დასრულდეს - ევროკომისია სამი კრიტერიუმიდან ერთი, რომელზეც ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ყველაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირთან დაახლოების კუთხით ყველაფერი გააკეთა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ახლა ჯერი ევროკავშირის თამამ გადაწყვეტილებაზეა. „თუკი ვინმე ახლა კანდიდატობას იმსახურებს, ეს გახლავთ საქართველო. ერთი: საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაახლოების კუთხით წინსვლა ყოფილიყო, ასოცირების შეთანხმების 45% შესრულებული არის და მეორე: ქართველი ხალხი 30 წელია, თავისი დასავლური პერსპექტივისთვის იბრძვის. იბრძვის ამ სიტყვის, როგორც გადატანითი ისე პირდაპირი მნიშვნელობით. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით სისხლი გვაქვს დაღვრილი. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ისევე, როგორც საქართველოს ეყო სითამამე, რომ დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა, თავისი ევროპული პერსპექტივის სურვილი გამოეცხადებინა, ეს კონსტიტუციაში ჩაგვეწერა, ამისთვის გვებრძოლა, სისხლი დაგვეღვარა, ევროკავშირსაც ეყოფა სითამამე და სიმამაცე, რომ ერთი მხრივ, ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა, უკრაინელ და მოლდოველ ხალხსაც, სოლიდარობის სიგნალი გამოუგზავნოს და მეორე მხრივ, რუსეთის განწყობების პირისპირ თავისი გადამწყვეტი სიტყვა თქვას. ჯერი ევროკავშირსა და მის თამამ გადაწყვეტილებაზეა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.
შალვა პაპუაშვილი: დღეს არ არის მომენტი, როდესაც ევროკავშირმა კრიტიკის ჭუჭრუტანიდან უნდა უყუროს საქართველოს
დღეს არ არის მომენტი, როდესაც ევროკავშირმა კრიტიკის ჭუჭრუტანიდან უნდა უყუროს საქართველოს, უკრაინასა თუ მოლდოვას, დღეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დრო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „რეფორმების შედეგად, საქართველომ მიიღო უვიზო რეჟიმი შენგენის ქვეყნებში და ჩვენ ახლა ვართ სწორედ იმ გადაწყვეტილების წინაშე, როდესაც ველოდებით კანდიდატის სტატუსის დადასტურებას. იცით, რომ „ქართულ ოცნებას“ გაცხადებული ჰქონდა 2024 წელს განაცხადის შეტანის გეგმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ და ამას მაშინ ირონიით უყურებდა ყველა, მთელი პოლიტიკური ლანდშაფტი, რომ საქართველო, ამ შემთხვევაში, მმართველი გუნდი აცხადებდა პრეტენზიას, რომ 2024 წელს გააკეთებდა განაცხადს კანდიდატობაზე. დღეს ახლა ყველა სხვა, რომლებიც ირონიითა და სკეპტიკურად უყურებდნენ ამ პროცესს, გვევლინებიან ისე, თითქოს მთავარი წამყვანები არიან ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით. დღეს არ არის მომენტი, როდესაც ევროკავშირმა კრიტიკის ჭუჭრუტანიდან უნდა უყუროს საქართველოს, უკრაინასა თუ მოლდოვას, დღეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დრო", - განაცხადა პაპუაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი აქვს ლევან დავითაშვილი: ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები ჩნდება
შალვა პაპუაშვილის თქმით, ზელენსკის საქართველოს პარლამენტში ჩართვის სურვილი არასდროს გამოუთქვამს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს პარლამენტში ჩართვის სურვილი არასდროს გამოუთქვამს. „რაც შეეხება პრეზიდენტ ზელენსკის ჩართვას, მთელი საკითხი იმაშია, რომ მგონი, ყველას დაავიწყდა, პრეზიდენტს ზელენსკის არც არასდროს გამოუთქვამს სურვილი პარლამენტს ჩართვოდა. ყველას კარგად გახსოვთ, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ იდეა გახლდათ. ასე რომ, მე არ ვიცი, საერთოდ ეს საკითხი საიდან დადგა, ვინაიდან არ ყოფილა არცერთი მომენტი, როდესაც მას ასეთი სურვილი ჰქონდა გამოთქმული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი: მიხეილ სააკაშვილი თანხმდება ყველა სერვისის მიღებას, იქნება ეს კვლევა, თუ მკურნალობა
დღეს არ არის მომენტი, როდესაც ევროკავშირმა კრიტიკის ჭუჭრუტანიდან უნდა უყუროს საქართველოს, უკრაინასა თუ მოლდოვას, დღეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დრო. ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანია, რომ სასჯელი იყოს მოხდილი, განსაკუთრებით, რომელიც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „სხვათა შორის, თუ დავაკვირდებით საერთო ჯამში ამ პროცესს, როცა კი რამე სერვისი საჭირო იყო, ყველა სერვისი მიეწოდებოდა მიხეილ სააკაშვილს. მისმა წარმომადგენელმაც განაცხადა, რომ იყო სერვისები, რომელზეც ის თავად ამბობდა უარს და ამით გარკვეულწილად თავად იყენებდა ზიანს, რადგან ამ სერვისებზე უარს ამბობდა. ახლა ვხედავთ, რომ ის როგორც ჩანს, თანხმდება ყველა სერვისის მიღებას, იქნება ეს კვლევა თუ მკურნალობა. ამიტომ, არის ეს ორი განზომილება და ამ ორ განზომილებაში უნდა ვუყუროთ. ერთი, ეს გახლავთ ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი, რომ სასჯელი უნდა იქნას მოხდილი", - განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ექსპერტიზის გავლაზე თანხმაა, მხოლოდ ერთი პირობით. მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ პროცესში დაცვის მხარის ნდობით აღჭურვილი ექსპერტები უნდა ჩაერთონ. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, თუ ექსპერტიზის ჩამტარებელი პირების მიმართ სანდოობასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშანი იარსებებს, ბუნებრივია, ასეთი ექსპერტიზის ჩატარებას აზრი არ ექნება. ამასთან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის კოკა კაციტაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დამატებითი ექსპერტიზა ადვოკატის განცხადების საფუძველზე დაინიშნა. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.
შალვა პაპუაშვილი ევროპული პარლამენტის პრეზიდენტს მიმართავს
მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე დისკუსია ყოველთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის ფართო კონტექსტი ახლა უფრო რელევანტური უნდა იყოს, ვიდრე ყოველდღიურ პოლიტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ევროპული პარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასადმი მიმართავაშია აღნიშნული. მისივე თქმით, იზოლირებულ პრობლემურ საკითხებზე ფოკუსირებასთან ერთად, აგრეთვე, უნდა გვახსოვდეს „ის შთამბეჭდავი პროგრესი“, რომელსაც დამოუკიდებელმა მედიამ გასულ ათწლეულში საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის შედეგად მიაღწია. „კანონის უზენაესობა, დემოკრატიული ინსტიტუტები, ეროვნული სტაბილურობა, მშვიდობიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, ეკონომიკური და სოციალური რეფორმები ევროპულ ერებთან ერთიანობის რწმენით იყო განმტკიცებული. საქართველოს დამოუკიდებლობიდან სამი ათწლეულის განმავლობაში, ბევრ შიდა საკითხზე მნიშვნელოვნად განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, თითოეული მთავრობა და ოპოზიცია არასდროს იყო გაყოფილი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით. აღნიშნული ერთიანობა მაძლევს უფლებას, გავიმეორო ჩვენი არგუმენტები, თუ რატომ გთავაზობთ და დარწმუნებით ვაცხადებთ, რომ ჩვენ გვაქვს უფლება, ვიყოთ ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყანა“,- ნათქვამია პაპუაშვილის მიმართვაში. მისივე შეფასებით, საქართველოს რეფორმებმა და მიღწევებმა კორუფციასთან ბრძოლის, ბიზნესის კეთების პრაქტიკის გაუმჯობესების, საბაჟო და სახელმწიფო მომსახურებების ფუნდამენტური განახლების და ა.შ. კუთხით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების დადებითი შეფასება. „უნდა გვახსოვდეს, რომ აღნიშნული მიღწევები ხორციელდებოდა რუსეთის რეალური აგრესიული ქმედებებისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, აგრეთვე, იმ მუდმივი საფრთხის ფონზე, რაც ყველასთვის აშკარა გახდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უპრეცედენტოდ სასტიკი აგრესიის შემდეგ. საქართველოს მიღწევები და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მომავალი წარმატებები, საქართველოს ევროკავშირის სასურველ პერსპექტიულ წევრად ხდის, განსაკუთრებით, ევროკავშირის მშვიდობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის, ენერგოდამოუკიდებლობის, თავისუფალი ბაზრების გაფართოების და ბოლოს, კულტურული მრავალფეროვნების მიმართულებებით. გამოწვევები რჩება. თუმცა, ქვეყნის განვითარების მიმართულება ცხადად წარმოაჩენს პროგრესის სურვილს, გაუმჯობესების შესაძლებლობასა და უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის გამდიდრებისა და გაძლიერების პოტენციალს“,- ნათქვამია შალვა პაპუაშვილის მიმართვაში.
დღეს პლენარული სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენით დაიწყება
დღეს, 8 ივნისს, პლენარული სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენით დაიწყება. შალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და სამოქმედო გეგმას წარადგენს. ამის შემდეგ კი, სესიაზე პოლიტიკური დებატები გაიმართება. ცნობისთვის, პარლამენტის რეგლამენტით, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ანგარიშის წარდგენა სავალდებულოა და ეს, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ კვირაში ხდება.
შალვა პაპუაშვილი: საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უფრო მეტიც, საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ, მხარდაჭერის გამოსახატად, საპარლამენტო დელეგაციით ესტუმრა უკრაინელ კოლეგებს კიევში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენას საკანონმდებლო ორგანოში განცხადა. „უფრო მეტიც, საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ, მხარდაჭერის გამოსახატად, საპარლამენტო დელეგაციით ესტუმრა უკრაინელ კოლეგებს კიევში. აგრეთვე, საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ომის დაწყებამდე უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ რეზოლუცია მიიღო. კიდევ ერთხელ გამოვხატავ სრულ სოლიდარობას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ და ვუსურვებ მათ მშვიდობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას.
შალვა პაპუაშვილი: აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირთან და მის წევრებ ქვეყნებთან პოლიტიკური მხარდაჭერის მობილიზების კუთხით
"კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირს შეუძლია, დაადასტუროს ჩვენი რეგიონისადმი გრძელვადიანი ინტერესი და შეზღუდოს საქართველოს არაკეთილმოსურნეთა შესაძლებლობები", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ისტორიულ პროცესში იმყოფება, მისასალმებელია, რომ ევროკავშირმა მოკლე ვადებში მიიღო გადაწყვეტილება, განეხილა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადები. „წარმოგიდგენთ პარლამენტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს და 2022 წლის გეგმებს. დღეს ვიმყოფებით იმ ქვეყნის პარლამენტში, რომელმაც შეძლო ბოლო წლების ურთულეს საერთაშორისო და საშინაო გამოწვევებთან გამკლავება, მშვიდობის შენარჩუნება და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა. დღეს საქართველოს ისტორიულ პროცესში ყოფნის დროს, როდესაც 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა, მისასალმებელია, რომ ევროკავშირმა მოკლე ვადებში მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მოლდოვისა და უკრაინის განცხადების განხილვასა და პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით. საქართველომ ერთ თვეში შეძლო 2669 კითხვაზე პასუხის გაცემა და ევროკომისიისთვის დაბრუნება, 3 600-გევრდიან ნაშრომზე, რომელიც 9 ტომისგან შედგება, რამდენიმე ასეული საჯარო მოხელე მუშაობდა. ამჟამად ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ და აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირთან და მის წევრებ ქვეყნებთან პოლიტიკური მხარდაჭერის მობილიზების კუთხით. რეფორმების განხორციელებაში საქართველოს განვლილი წლებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, გვაქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირი პოზიტიურად უპასუხებს ჩვენი ქვეყნის ძალისხმევას და ჩვენი ხალხის მტკიცე სურვილს, წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით ევროკავშირს შეუძლია, დაადასტუროს ჩვენი რეგიონისადმი გრძელვადიანი ინტერესი და შეზღუდოს საქართველოს არაკეთილმოსურნეთა შესაძლებლობები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: დღეს პლენარული სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენით დაიწყება
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ უსაფრთხოების გარანტიას NATO-ს ქოლგის ქვეშ ვხედავთ
ჩვენ უსაფრთხოების გარანტიას NATO-ს ქოლგის ქვეშ ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ნორვეგიის პარლამენტის თავმჯდომარე მასუდ გარახანთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან განაცხადა. „როგორც იცით, რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ იყო 2008 წელს. ეს ისტორიის მხოლოდ ერთი ნაწილია. იგივე ხდებოდა 1990-იანებში. ჩვენ უსაფრთხოების გარანტიას NATO-ს ქოლგის ქვეშ ვხედავთ. შესაბამისად, ბუქარესტის სამიტის შემდეგ, ახლა, 2022 წელს, ივნისის მადრიდის სამიტისთვის იქნება ის დრო, კიდევ ერთხელ გაიგზავნოს საქართველოს მხარდამჭერი სიგნალი ქართველი ხალხისთვის და შესთავაზონ არა მხოლოდ ღია კარი, არამედ ის გზა, როგორ შეუძლია საქართველოს, გახდეს NATO-ს წევრი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, ჰენრიკ თუნს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მხარეებმა საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის არსებულ ნაყოფიერ ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ნორვეგიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.შეხვედრაზე ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი მიმოიხილეს, ასევე ისაუბრეს უკრაინაში რუსეთის აგრესიასა და მის შედეგებზე. არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, აღინიშნა მჭიდრო და რეგულარული პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობა. ჰენრიკ თუნმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთიდან ნატოს ჯარების და სამოქალაქო პირების ევაკუაციისას გაწეული დახმარებისთვის. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ მიმდინარე წელს საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30-ე წლისთავი სრულდება. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დეპუტატები ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო.
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც დასავლურმა საზოგადოებამ სოლიდარობის ნიშანი უნდა გაუგზავნოს არა მხოლოდ უკრაინელ, არამედ ქართველ და მოლდოველ ხალხს
„ვფიქრობ, რომ დადგა ის მომენტი, როდესაც დასავლურმა და დემოკრატიულმა საზოგადოებამ სოლიდარობის ნიშანი უნდა გაუგზავნოს არა მხოლოდ უკრაინელ ხალხს, არამედ ქართველ და მოლდოველ მოსახლეობას და მხარდაჭერა გამოუცხადოს მათ იმ მისწრაფებაში, რასაც ევროპული ოჯახში დაბრუნება ჰქვია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ნორვეგიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, მასუდ გარახანისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. შალვა პაპუაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა შალვა პაპუაშვილმა რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა და ამ კონტექსტში, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „წარმოვადგენ რა, პარლამენტის ახლად არჩეულ თავმჯდომარეს, მეც ვაწყდები გამოწვევებს, მითუმეტეს ამ გამოწვევებით სავსე დროში, როდესაც რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ამის ფონზე, გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ძმებისა და დების მიმართ, მაგრამ მეორეს მხრივ, გადავხედოთ და ხელახლა გავიაზროთ NATO-სა და ევროკავშირის მიდგომები, პერსპექტივები და როლი ჩვენს რეგიონში. ამ მხრივ, როგორც მოგეხსენებათ, საქართველომ ცოტა ხნის წინ უკვე გააგზავნა ევროკავშირის წევრობის განაცხადი, რასთან დაკავშირებითაც ქართველ ხალხს აქვს ევროკავშირის დადებითი გადაწყვეტილების იმედი და მოლოდინი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, ნორვეგია საქართველოს ერთ-ერთი მჭიდრო პარტნიორი, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისა და ნატოში ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია. უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს წინააღმდეგ - 2008 წელს, ხოლო უკრაინის წინააღმდეგ - 2014 წელს განხორციელებული რუსეთის აგრესიის გათვალისწინებით, პროგნოზის გაკეთება შესაძლებელი იყო. „ ჩვენ ორივე ვეწვიეთ უკრაინას და შევხვდით ჩვენს კოლეგებს. ვფიქრობ, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ არ იყო ადვილი მოვლენების ასეთი განვითარების წინასწარ განჭვრეტა, თუმცა მეორეს მხრივ, ნამდვილად შეიძლებოდა ამ პროგნოზის გაკეთება, თუკი გათვალისწინებული იქნებოდა რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს, ასევე რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ 2014 წელს. ვფიქრობ, რომ დადგა ის მომენტი, როდესაც დასავლურმა და დემოკრატიულმა საზოგადოებამ სოლიდარობის ნიშანი უნდა გაუგზავნოს არა მხოლოდ უკრაინელ ხალხს, არამედ ქართველ და მოლდოველ მოსახლეობას და მხარდაჭერა გამოუცხადოს მათ იმ მისწრაფებაში, რასაც ევროპული ოჯახში დაბრუნება ჰქვია. ასევე, გაუგზავნოს მკაფიო სიგნალი რუსეთს, რომ შეუძლებელია, რომელიმე ქვეყანამ ხელი შეუშალოს ხალხის დემოკრატიული მისწრაფებას დემოკრატიული საზოგადოებისკენ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი: სტატუსის მინიჭებაზე რომელიმე ქვეყნის გამორჩევა არასწორი პოლიტიკური გზავნილი იქნებოდა
"ბოლო პერიოდში სხვადასხვა მოდელთან დაკავშირებით გვესმის, ვხედავთ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არის პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღება სამივე ქვეყნის მიმართ - სტატუსის მინიჭებაზე რომელიმე ქვეყნის გამორჩევა არასწორი პოლიტიკური გზავნილი იქნებოდა, მიდგომა უნდა იყოს ერთიანი", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „თუ მიდგომა იქნება, მიდგომა უნდა იყოს ერთიანი, რადგან აქ აწონ-დაწონვა, მით უმეტეს, ახლა, როცა დაჩქარებულ რეჟიმში ხდება გადაწყვეტილების მიღება, არ იქნებოდა სწორი და სამართლიანი მიდგომა ევროკავშირის მხრიდან. როცა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ვსაუბრობთ, სამივე ქვეყანას ესაჭიროება პოლიტიკური სოლიდარობის გამოცხადება და სამივე ქვეყანა ელოდება, რომ მასთან მიმართებით რუსეთის მიმართ იქნება ეს პოლიტიკური გზავნილები. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ევროპა გადაწყვეტილებას სწორედ იმ ღირებულებებით მიიღებს, რაც გულისხმობს სოლიდარობას, თანადგომას და ამავე დროს რუსეთის მიმართ თამამ გზავნილს“, – განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
შალვა პაპუაშვილი დანიის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დანიის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ჰენრიკ დემს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა მიმოიხილეს. მათივე ცნობით, ხაზი გაესვა საპარლამენტო კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას. შალვა პაპუაშვილმა, ასევე ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და მადლიერება გამოხატა დანიის სამეფოს მიერ საქართველოში დემოკრატიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში შეტანილი წვლილისათვის. პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმა დანიის სამეფოს გადაწყვეტილებას საქართველოში საელჩოს გახსნის თაობაზე. მისი თქმით, აღნიშნული ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯებსა და განხორციელებულ რეფორმებზე დეტალურად ისაუბრა. შალვა პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ დანიის სამეფო მხარს დაუჭერს საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში რუსულ აგრესიას და მის შედეგებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი სკანდინავიის ქვეყნებში გრძელდება. საპარლამენტო დელეგაციაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.
შალვა პაპუაშვილმა დანიის დედოფალთან აუდიენცია გამართა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დანიის დედოფალთან, მის აღმატებულება მარგარეტ მეორესთან აუდიენცია გამართა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ წელს აღინიშნება საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავი და ყურადღება გაამახვილეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის მნიშვნელობაზე. „მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა. ყურადღება გაამახვილეს დანიის სამეფოს საელჩოს თბილისში გახსნის გადაწყვეტილებაზე, რაც უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას. პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შალვა პაპუაშვილი ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, მატი ვანჰანენს და პარლამენტის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ფინეთს შორის არსებული ნაყოფიერი ურთიერთობები განიხილეს. აღინიშნა, რომ პოზიტიურად ვითარდება საპარლამენტო თანამშრომლობა, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებს შორის. შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე შეტანილ განაცხადსა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა ფინეთს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. მხარეებმა, ასევე, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობა მიმოიხილეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, ნატოში გაწევრიანება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. შალვა პაპუაშვილმა წარმატება უსურვა ნატოში გაწევრიანების გზაზე მყოფ ფინეთს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი სკანდინავიის ქვეყნებში გრძელდება. საპარლამენტო დელეგაციაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.
შალვა პაპუაშვილი ფინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სანნა მარინს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. საქართველოს ევროინტეგრაციაზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის მიერ ჩვენი ქვეყნისთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა. შალვა პაპუაშვილმა, ასევე, დეტალურად ისაუბრა იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით მიაღწია. შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესია და მისი შედეგები მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ რუსეთის პოლიტიკა 2008 წელს - საქართველოში და 2014 წელს - უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გაგრძელებაა. პრემიერ-მინისტრმა სანნა მარინმა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ ფინეთის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ევროპულ საქმეთა საკითხებში ფინეთის რესპუბლიკის მინისტრმა, ტიტი ტუპურაინენმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი სკანდინავიის ქვეყნებში გრძელდება. საპარლამენტო დელეგაციაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.
შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარე: საქართველო ევროპული ერების ოჯახს მიეკუთვნება
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ევროპულ მისწრაფებას, ღია ვართ ევროკავშირის გაფართოების საკითხზე და ვფიქრობთ, რომ საქართველო დემოკრატიული, ევროპული ერების ოჯახს მიეკუთვნება“, – ამის შესახებ პარლამენტის ოფიციალური პრესრელიზის მიხედვით, შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ანდრეას ნორლენმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ქართველ კოლეგასთან საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე წარდგენილ განაცხადზე და ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციაზე ისაუბრეს. „ვიმსჯელეთ საქართველოს დემოკრატიის განვითარებაზე. შვედეთი ერთგულად უჭერს მხარს საქართველოში რეფორმების გაგრძელებას, რაც საჭიროა თქვენი ევროპული ინტეგრაციის წინ წასაწევად. კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ევროპულ მისწრაფებას. ჩვენ ძალიან ღია ვართ ევროკავშირის გაფართოების საკითხზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო მიეკუთვნება დემოკრატიული, ევროპული ერების ოჯახს“, – განაცხადა ანდრეას ნორლენმა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ანდრეას ნორლენთან და შვედეთის პარლამენტის წევრებთან შეხვედრაზე განიხილეს ის გეგმებიც, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით აქვს. „გაფართოებული შეხვედრა გაიმართა შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან და ფრაქციების წარმომადგენლებთან, სადაც საქართველოს ევროპული მისწრაფებები განვიხილეთ. შვედეთის მხრიდან გვაქვს ამ მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა. ვისაუბრეთ იმ გეგმებზე, რომელიც აქვს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით, ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე. ზოგადად, რომ შევაჯამოთ სკანდინავიურ ქვეყნებში ვიზიტი, ოთხივე ქვეყნისგან გვაქვს ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება საქართველოს კანდიდატობასთან და ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით. ასე რომ, ვფიქრობ, რომ ამ ვიზიტით, შევძელით როგორც ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, ასევე, სკანდინავიური ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. დღესვე, პაპუაშვილი შვედეთის მეფე კარლ XVI -ს შეხვდა. „პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა მრავალწლიან მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის, როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას აკავშირებს საერთო ევროპული ღირებულებები და სწრაფვა მშვიდობიანი, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისადმი. მხარეებმა ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელეს, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შეიქმნა. აღინიშნა რეგულარული პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობა. შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას. შვედეთის მეფის განცხადებით, შვედეთის სამეფო გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული მისწრაფებებისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას. საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან“, - აღნიშნულია პარლამნტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შალვა პაპუაშვილი: ევროპული პერსპექტივა შუქურაა ევროპისკენ მიმავალ რთულ გზაზე და ამ გზაზე საქართველოს ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერის იმედი აქვს
"ევროპული პერსპექტივა შუქურაა ევროპისკენ მიმავალ რთულ გზაზე და ამ გზაზე საქართველოს ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერის იმედი აქვს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად „ევროპა საქართველოს სახლია. ევროპული პერსპექტივა არის შუქურა ამ სახლისკენ მიმავალ რთულ გზაზე. ამ გზაზე ჩვენ ევროკომისიის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, – წერს „ტვიტერში“ შალვა პაპუაშვილი. შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ საქართველოს შესახებ უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებული დასკვნა გამოაქვეყნა. ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ, შესასრულებელი პირობებით, საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი ამის მიხედვით გადაწყდეს. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა
შალვა პაპუაშვილი: საბჭომ აღიარა სამივე ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, ანუ ევროკავშირი დაპირდა სამივე ქვეყანას, რომ ისინი გახდებიან ევროკავშირის წევრები
„საბჭომ აღიარა სამივე ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, ანუ ევროკავშირი დაპირდა სამივე ქვეყანას, რომ ისინი გახდებიან ევროკავშირის წევრები“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. „ევროსაბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილება მართლაც ისტორიული იყო - საბჭომ აღიარა სამივე ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, ანუ ევროკავშირი დაპირდა სამივე ქვეყანას, რომ ისინი გახდებიან ევროკავშირის წევრები, თუმცა ამისთვის სამივე ქვეყანას რეფორმების და ევროკავშირთან ინსტიტუციური დაახლოების ხანგრძლივი პროცესის გავლა მოუწევს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი დეოლიგარქიზაციაზე: გვექნება კონსულტაცია ბრიუსელთან
შალვა პაპუაშვილი: ასოცირების ხელშეკრულებამ საქართველოს ევროპიზაციის პოტენციალი წარმატებულად წარმოაჩინა
საქართველომ და ევროკავშირმა 8 წლის წინ ხელი მოწერეს ასოცირების ხელშეკრულებას. ასოცირების ხელშეკრულებამ წარმატებულად წარმოაჩინა საქართველოს ევროპიზაციის პოტენციალი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი Twitter-ის გვერდზე წერს. „საქართველომ და ევროკავშირმა 8 წლის წინ ხელი მოწერეს ასოცირების ხელშეკრულებას. ასოცირების ხელშეკრულებამ წარმატებულად წარმოაჩინა საქართველოს ევროპიზაციის პოტენციალი, საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორული ურთიერთობები გადაიყვანა ხარისხობრივად ახალ დონეზე და ხელი შეუწყო საქართველოს ტრანსფორმაციის პროცესის გადაყვანას ევროპულ კალაპოტში“, - წერს შალვა პაპუაშვილი. 2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტს. ასოცირების შეთანხმების გაფორმებამ ახალ ეტაპზე გადაიყვანა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და დასაბამი დაუდო საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: 8 წელი გავიდა, რაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ, ეს მართლაც ისტორიული თარიღია
შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჭოუ ციენს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა ჭოუ ციენს ელჩად დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ბოლო წლებში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება. პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა ჩინეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის და „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკისადმი საქართველოს მხარდაჭერა დაადასტურა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე წლისთავი შესრულდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატეს. შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, გიორგი ამილახვარი მონაწილეობდა.
შალვა პაპუაშვილი: გულდასაწყვეტია, რომ გადამწყვეტი ნაბიჯი, რასაც ჰქვია საქართველოსთვის და უკრაინისთვის NATO-ს წევრობის შეთავაზება ჯერ კიდევ არ არის გადადგმული
საქართველო არის სრულად თავსებადი NATO-სთან, ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი არის სრულ შესაბამისობაში. გულდასაწყვეტია, რომ გადამწყვეტი ნაბიჯი, რასაც ჰქვია საქართველოსთვის და უკრაინისთვის NATO-ს წევრობის შეთავაზება ჯერ კიდევ არ არის გადადგმული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა NATO-ს სამიტზე საუბრისას განაცხადა. ,,მადრიდის სამიტიდან მივიღეთ კიდევ ერთი სიგნალი ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერისა და საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის პროგრამის შექმნისა, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. გვქონდა უსაფრთხოების კუთხით, რომელიც მიმდინარეობს რეგიონში და საჭირო არის უფრო აქტიური მოქმედება, თუმცა სამწუხაროდ ის მთავარი ნაბიჯი, რომელსაც მოველით გადადგმული არ არის. საქართველო არის სრულად თავსებადი NATO-სთან, ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი არის სრულ შესაბამისობაში. საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ავღანეთის მისიის დროს და ყველგან სადაც NATO-ს წევრ ქვეყნებს სჭირდებათ, საქართველო არის იქ. ახლა მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველოს სჭირდება NATO, NATO-ც იყოს სწორად იქ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუშვილი: ოპოზიცია პოლარიზაციის გამღვივებელი თავადაა, მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სხვა არაფერია
ოპოზიცია პოლარიზაციის გამღვივებელი თავად არის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა პოლარიზაციის არათუ გაღვივება, არამედ პიკში აყვანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ოპოზიცია პოლარიზაციის გამღვივებელი თავად არის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა პოლარიზაციის არათუ გაღვივება, არამედ პიკში აყვანა. ოპოზიციას უნდა, სიტუაცია პოლარიზაციის პიკისკენ წაიყვანოს. როცა მთავრობის გადადგომას ითხოვ, დემოკრატიის ლეგიტიმაციის არმქონე მთავრობის შექმნას ცდილობ და ოპოზიციას შემდეგ უკვირდეს, რომ პოლარიზაციაა და შეიძლება, ადგილზე მოქალაქეებთან შეხვედრებისას კონფლიქტი ჰქონდეს, არათუ არათანმიმდევრულია, არამედ პარადოქსული დამოკიდებულებაა. „ქართულ ოცნებას“ საქართველოში მხარს უჭერს მილიონი მოქალაქე. რა თანხმობაზეა საუბარი, როცა პროტესტით უნდათ მთავრობის შეცვლას მიაღწიონ. თანხმობა თავშივეა გამორიცხული, რადგან ამბობენ, ვიღაც უნდა აიძულონ, გადადგეს, ვიღაც უნდა აიძულონ, რაღაცას დათანხმდეს. ეს თავისთავად პარადოქსია. როგორ იქნება ეროვნული თანხმობა, სადაც არის იძულება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი: ვისაც აქვს სურვილი, იაროს ევროპისკენ, ჩვენ უნდა შემოგვიერთდეს
ვისაც აქვს სურვილი, იაროს ევროპისკენ, ჩვენ უნდა შემოგვიერთდეს. ასეთი მცდელობა „ქართულ ოცნებას“ არაერთხელ ჰქონია, რომ შეეთავაზებინა კონსტრუქციული დიალოგი, მათ შორის რიტორიკის კუთხითაც, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. „გუშინ ჩვენ საკმაოდ დეტალური გეგმა წარმოვადგინეთ, როგორც პასუხისმგებლობის კუთხით, არის გაწერილი და გადანაწილებული, ისე დროში გრაფიკის კუთხით. შინაარსით გარკვეულწილად მთავარი კომისიის რეკომენდაციაშიც მოცემულია. დეტალებს სამუშაო ჯგუფები, რომელიც პარლამენტში შეიქმნება ამავე დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მონაწილეობითაც, სხვადასხვა თემის მიხედვით ისინი შეათანხმებენ და საბოლოო ჯამში, პარლამენტი წარდგენილი გრაფიკის მიხედვით საშემოდგომო სესიაზე მიიღებს. ახლა საკითხი დგას ასე, ვის სურს ევროპა, რომელიც გულისხმობს თანამშრომლობასა და თანხმობას. სწორედ, აქეთ მოგვიწოდეს ჩვენ, მათ შორის ევროკომისიამ, რომელიც საუბრობს დეპოლარიზაციაზე, ევროპამ, რომელიც გულისხმობს კონსტრუქციულ კამათს, მაგრამ ამავე დროის ამ დემოკრატიული კამათის ფარგლებში დარჩენასა და თანხმობისკენ სვლას. ეს არის ჩვენი ნაბიჯი და შეთავაზება“, - განაცხადა პაპუაშვილმა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
შალვა პაპუაშვილი „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებებზე: როცა შსს წინასწარ გაწერილი გეგმით მოქმედებს, შეუძლია ღონისძიების უსაფრთხოება სრულად უზრუნველყოს
როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო წინასწარ გაწერილი გეგმით და ორგანიზატორებთან შეთანხმებით მოქმედებს, შეუძლია სრულად უზრუნველყოს ღონისძიების უსაფრთხოება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებებზე საუბრისას განაცხადა. „ვხედავთ, რომ ეს დღეები უსაფრთხოების სრული უზრუნველყოფა მიმდინარეობს. თუ გავიხსენებთ შარშანდელ ღონისძიებებსაც, მაშინაც ყველა ღონისძიებაზე, რომელიც 5 ივლისამდე იყო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეძლო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. უბრალოდ, იცით, რომ 5 ივლისი იყო ექსტრაორდინალური სიტუაცია, რომელსაც არავინ ელოდა, მოულოდნელად აგრესია წარიმართა ჟურნალისტების მიმართ. ამიტომ, ვხედავთ, რომ როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო წინასწარ გაწერილი გეგმით და ორგანიზატორებთან შეთანხმებით მოქმედებს, შეუძლია სრულად უზრუნველყოს ამ ღონისძიების უსაფრთხოება“, - განაცხადა პაპუაშვილმა. დღეს, 2 ივლისს თბილისში ,„პრაიდ კვირეულის“ ბოლო ღონისძიება, ქვიარ მუსიკალური ფესტივალი იმართება. ღონისძიება დახურულია. ამის მიუხედავად, პარალელურად, „ალტ-ინფოსა" და „კონსერვატიული მოძრაობის" მოწოდებით, პარლამენტის შენობის წინ დაახლოებით 12:00 საათისთვის მოქალაქეების ჯგუფები შეიკრიბნენ. აქციაზე ისმოდა ჰომოფობიური და ანტიდასავლური განცხადებები. მათ „თბილისი პრაიდის“ ღონისძიება გააპროტესტეს და ლგბტ დროშა დაწვეს. შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობასთან გადაინაცვლეს და NATO-სა და ევროკავშირის დროშები დაწვეს. მანამდე კი „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ და ლგბტ დროშები დაყარეს. ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით მთაწმინდაზე 17 ადამიანი დააკავეს, რომლებიც "თბილისი პრაიდის" ორგანიზებული ფესტივალის გამართვას აპროტესტებდნენ და ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს ტერიტორიზე შესვლაში ხელს უშლიდნენ. მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ უწყების თანამშრომლები „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს, ასევე ყველა მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.
შალვა პაპუაშვილი: საქართველო ამაყობს აშშ-სთან პარტნიორობით, რომელიც ვითარდება და ძლიერდება 3 ათწლეულის განმავლობაში "საქართველო ამაყობს აშშ-სთან პარტნიორობით, რომელიც ვითარდება და ძლიერდება 3 ათწლეულის განმავლობაში", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. „გილოცავთ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობით, რომელიც ვითარდება და ძლიერდება 3 ათწლეულის განმავლობაში. დაე, ეს საიუბილეო წელი იყოს საქართველოსა და აშშ-ის შორის კავშირების გაღრმავების ახალი დასაწყისი,“- წერს პარლამენტის თავმჯდომარე. ასევე წაიკითხეთ: 4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა
შალვა პაპუაშვილი: არასამთავრობო სექტორი ჩამოიშალა იმის გამო, რომ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს
"სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში გარკვეულწილად ნაშენები არასამთავრობო სექტორი ჩამოიშალა იმის გამო, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „დიდი ხანია ვაფრთხილებდით ამ კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ საბოლოო ჯამში ეს დამთავრდებოდა მათი დისკრედიტაციით და ასეც მოხდა. სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში გარკვეულწილად ნაშენები სექტორი ასე ჩამოიშალა იმის გამო, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს და პირდაპირ ჩაერთნენ პოლიტიკაში. არიან ჩვეულებრივი მონაწილეები პოლიტიკური პროცესების. გუშინდელი დღე აქცია იყო ამის პიკი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, გუშინ, სამოქალაქო მოძრაობის ორგანიზებით, პარლამენტთან აქცია გაიმართა. აქციას შეუერთდნენ რეგიონებიდანაც, პროტესტში სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. რამდენიმე საათში, რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეების ნაწილი „ქართული ოცნების“ ოფისისკენ დაიძრა. ამის შესახებ პროტესტის მონაწილეებს ორგანიზატორებმა მოუწოდეს. კერძოდ, მათი გადაწყვეტილებით, მმართველი პარტიის ოფისთან 3000-მდე ადამიანი უნდა გადასულიყო. ამასთან, მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა პროტესტის მონაწილეებს ღამის განმავლობაში პარლამენტთან დარჩენისკენ მოუწოდა. „ქართული ოცნების“ ოფისთან სიტყვით გამოსვლების შემდეგ, აქციის მონაწილეების ნაწილი რუსთაველის გამზირზე დაბრუნდა, მეორე ნაწილმა კი, მთავრობის კანცელარიასთან მთელი ღამე გაატარა. დღეს დილით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც სამოქალაქო მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ საპროტესტო აქცია განაახლა, ხმაური იყო. „სირცხვილიას“ ცნობით, მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს სუს-ის წარმომადგენელმა დაშლა მოსთხოვა.
შალვა პაპუაშვილი: სამუშაო ჯგუფების შექმნას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ის ხალხი, ვინც ტექნიკური მთავრობის შექმნას ითხოვს
„ყველამ ნახა, რომ ძირითადი საქმე არის პარლამენტის გასაკეთებელი, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რაც ეხება საკანონმდებლო ცვლილებებს. იმ გეგმაში, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, გაწერილია პასუხისმგებელი კომიტეტები, ვადები იმ საკითხების გასავლელად და დეტალურად დასაგეგმად. გვქონდა კომუნიკაცია კომიტეტების თავმჯდომარეებთან, მათ შორის, ცალკეული საკითხები არის, რომელსაც მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა გავუწიო კოორდინაცია, კერძოდ, დეპოლარიზაციის საკითხებს და ჩვენ, უახლოეს დღეებში უკვე დავიწყებთ ამ პროცესს. მეც მექნება შეხვედრები ამასთან დაკავშირებით, რომ ფორმატები შევათანხმოთ პარლამენტის სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან, ისე, როგორც არასამთავრობო სექტორთან“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, პარლამენტი უახლოეს პერიოდში დაიწყებს მუშაობას საკანონმდებლო ცვლილებებზე ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პუნქტის შესასრულებლად. „რაც შეეხება ამ ფორმატებს, სამუშაო ჯგუფების შექმნას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ის ხალხი, ვინც ტექნიკური მთავრობის შექმნას ითხოვს. ასე რომ, სხვა რა ფორმატი შეიძლება იყოს, როდესაც არის მცდელობა, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები შეთანხმდნენ ამა თუ იმ საკითხზე?! - ამ ფორმატს ჰქვია სამუშაო ჯგუფი. ძირითადი საქმე არის პარლამენტის გასაკეთებელი, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომელიც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებას, თუმცა, ამავე დროს, დეპოლარიზაციის საკითხსაც. გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტია ის ორგანო, სადაც ბევრი პოლიტიკური ჯგუფია თავმოყრილი. იმ 12 პრიორიტეტიდან, რომელიც ევროპულმა კომისიამ დაადგინა, არც ერთი პუნქტი არ ეხება საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც შეეხება ბარიერს. იქ არსად წერია 19 აპრილის შეთანხმების შინაარსის შესრულება დეპოლარიზაციისთვის და ეს არის მარტივი მანიპულაცია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა აქციამდე ორი დღით ადრე, პირველ ივლისს წარადგინა. მოძრაობის, „შინ ევროპისკენ“ შეფასებით, მმართველი პარტიის გეგმა ზედაპირულია, არ არის შინაარსზე გათვლილი და მხოლოდ პროცესების გაჭიანურებას ემსახურება
შალვა პაპუაშვილი: არასამთავრობო ორგანიზაციებს პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ და ხელისუფლებაში მოსვლაზე ფიქრობენ
არასამთავრობო ორგანიზაციებს პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ და „ფიქრობენ ძალაუფლებაზე, ხელისუფლებაში მოსვლაზე“. ხალხმა ნახა, რომ სინამდვილეში ამ გაპოლიტიკოსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მთავარი განზრახვა არის არა ევროპა, არამედ ერთადერთი რამ ძალაუფლების ხელში ჩაგდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ხალხმა ნახა, რომ სინამდვილეში ამ გაპოლიტიკოსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მთავარი განზრახვა არის არა ევროპა, არა რეკომენდაციების შესრულება, არამედ ერთადერთი რამ - ძალაუფლების ხელში ჩაგდება. როდესაც ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება, შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს. ამდენად, ეს მიდგომა ქართველი საზოგადოების მხრიდან არის მოწონებული. ტექნიკურ მთავრობაზე საუბარიც აჩვენებს, რომ მათი ინტერესი არის ძალაუფლება, ხელისუფლებაში მოსვლა. ერთი მხრივ, საუბრობენ ამ 6 თვეზე, რეკომენდაციების შესრულებაზე, მეორე მხრივ, პირველივე აზრი, რაც თავში მოსდით, ეს არის, როგორ ჩაიგდონ ხელში ძალაუფლება. სწორედ ამიტომ საუბრობენ ბარიერზე, რომელიც საერთოდ არ არის რეკომენდაციების თემა. პირველი საკითხი, რაც თავში მოსდით, ეს არის ბარიერი იმისთვის, რომ მანდატები ჰქონდეთ; ასევე კომიტეტის თავმჯდომარეობა იმისთვის, რომ თანამდებობები ჰქონდეთ. ნაცვლად იმისა, რომ იფიქრონ საქართველოზე, მის ევროპულ მომავალზე, ფიქრობენ ძალაუფლებაზე, ხელისუფლებაში მოსვლაზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, გუშინ საია-ს თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა განცხადაება გააკეთა, რომლის თანახმადაც, სიმონიშვილი არ გამორიცხავს, სამოქალაქო მოძრაობის ზოგიერთმა წევრმა საბოლოოდ გარკვეული პოლიტიკური გუნდის ფორმირება მოახდინოს. ასევე წაიკითხეთ: შალვა პაპუაშვილი: არასამთავრობო სექტორი ჩამოიშალა იმის გამო, რომ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს
შალვა პაპუაშვილი ესპანეთის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ესპანეთის სამეფოს კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს პაუ მარი კლოსესა და კომიტეტის წევრებს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე. პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა ესპანეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად იმუშავებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების განხორციელებაზე. პაუ მარი კლოსემ ესპანეთის მხრიდან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ 2022 წლის 9 ივლისს სრულდება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა გამოხატეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში ევროპის საბჭოს ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ევროპის საბჭოს ხელმძღვანელთან ნატალია ვუტოვასთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა განიხილეს რეკომენდაციები ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, საქართველოს გეგმები მათი განხორციელების კუთხით და ევროპის საბჭოს ჩართულობის შესაძლებლობები. ნატალია ვუტოვამ გამოხატა ევროპის საბჭოს მხრიდან დაგეგმილ რეფორმებში ჩართულობის და შესაბამისი მხარდაჭერის აღმოჩენის მზაობა. მხარეები რეკომენდაციების შესრულების პროცესში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობდნენ ევროპის საბჭოს პროექტის „სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება და ადვოკატთა პროფესიონალიზმის ამაღლება საქართველოში“ მენეჯერი უშანგი ბახტაძე და პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ მენეჯერი მაია ჯორჯიკია.
შალვა პაპუაშვილი: გავაანალიზებთ მტკიცებულებებს, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით მოიპოვა
დღეს შესაძლებლობა გვექნება ბევრი განზომილებიდან განვიხილოთ საკითხი, რომელიც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებებს. მნიშნელოვანია, რომ ყველა ეს პერსპექტივა მოვისმინოთ და გავაანალიზოთ, თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ პენიტენციურ დაწესებულებებში. გვექნება საუბარი, სად არის გამოწვევები, რა გამოწვევებია და როგორ შეიძლება ამ გამოწვევებთან გამკლავება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT|) მიერ საქართველოში განხორციელებული საგანგებო მონიტორინგის ანგარიშის მიგნებებისა და რეკომენდაციების საჯარო განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ნინო ლომჯარია: "წამების საწინააღმდეგო კომიტეტი“ საუბრობს ქართულ ციხეებში ძალიან საეჭვო ფიზიკურ დაზიანებებზე პაპუაშვილის განმარტებით, საინტერესოა თემა და რაკურსი, რომელზეც დისკუსია გაიმართა, იქედან გამომდინარე, რომ შინაარსობრივად მნიშვნელოვანი საკითხია და ამასთან, არსებობს სახალხო დამცველის, წამების ევროპული კონვენციის ევროპული კომიტეტის ანგარიშები, რაც მისივე თქმით, მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის გასაანალიზებლად. „რაც შეეხება ციხის ადმინისტრაციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის სისტემური პრაქტიკის აღმოფხვრას, მნიშვნელოვანია, რომ ეს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, აღმოფხვრილია. გამოწვევები, რომელიც შეეხება გარკვეულ არაფორმალურ იერარქიებს, თუ სტრუქტურას, შეიძლება არსებობდეს და ამიტომ მნიშნელოვანია, რომ დღეს სწორედ ყველა ეს პერსპექტივა მოვისმინოთ და გავაანალიზოთ, თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ პენიტენციურ დაწესებულებებში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციებზე და შესაბამის საზედამხედველო ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, პარლამენტი გეგმავს ამ კუთხით შესაბამისი ცვლილებები საჭიროების მიხედვით განახორციელოს. „რაც შეეხება პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციებს. ამაზეც მიდის მუშაობა იმისთვის, რომ გაანალიზდეს მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებები და ახალი რეგლამენტი იქნა მიღებული და საქართველოს პარლამენტი აღიჭურვა ახალი საზედამხედველო ინსტრუმენტებით, თუ როგორ მუშაობს ეს ინსტრუმენტები, რა არის გასაუმჯობესებელი. საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამ კუთხით აკეთებს მოკვლევას და ანალიზს. არა მხოლოდ კომიტეტი. არსებობს სხვადასხვა ანალიტიკური დოკუმენტები ამასთან დაკავშირებით და პარლამენტი გეგმავს ამ კუთხით შესაბამისი ცვლილებები საჭიროების მიხედვით განახორციელოს, იმისთვის, რომ უფრო ეფექტურად განახორციელოს თავისი საზედამხედველო ფუნქციები. მათ შორის, ომბუდსმენის დახმარებით და მასთან თანამშრომლობით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საშემოდგომო სესიაზე იგეგმება სახალხო დამცველის სრული ანგარიშის მოსმენა და მოხდება იმ მტკიცებულებების გაანალიზება, რომელიც სახალხო დამცველის აპარატმა მოიპოვა. „სახალხო დამცველის სრული ანგარიში წარმოდგენილია, რომელიც მართალია, რეგლამენტის მიხედვით საგაზაფხულო სესიის განმავლობაში უნდა განგვეხილა, სამწუხაროდ ვერ მოესწრო. გარწმუნებთ, რომ საშემოდგომო სესიის განმავლობაში, დაწყებისთანავე, ჩვენ გვექნება ამ ანგარიშის შინაარსობრივი და საგნობრივი განხილვა, ვინაიდან მე ყოველთვის მომხრე ვარ მტკიცებულებებზე დაფუძნებული დისკუსიისა. სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკას და არა მხოლოდ პოლიტიკაში, ხშირად და მათ შორის, პოლარიზაციის განმსაზღვრელიც არის ხოლმე, რომ დისკუსია იწარმოება არა მტკიცებულებებზე და ფაქტებზე არამედ აღქმებზე და შეფასებებზე დაფუძნებით და თავისთავად, სახალხო დამცველის ანგარიშიც ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ, ის მტკიცებულებები, რომელიც სახალხო დამცველის აპარატმა მოიპოვა, გავაანალიზოთ და ჩვენი დასკვნები გამოვიტანოთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა. საჯარო განხილვას ესწრებოდნენ საქართველოს სახელმწიფო უწყებების, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქვეყანაში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ასევე ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები.
შალვა პაპუაშვილი: პოლიტიკა, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ატარებს, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომია
"ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ადგილი აქვს მცდელობას, რომ საქართველოს წინააღმდეგ რამე ზომები გატარდეს. პოლიტიკა, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ატარებს, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომია", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „ვხედავთ კამპანიას, გემი შემოვიდა თუ არ შემოვიდა, სამხედრო თვითმფრინავმა გადაიფრინა თუ არა, ეს ყველაფერი აბსოლუტური სიყალბე გამოდის. ეს ყველაფერი არის საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საინფორმაციო ომი. რასაც ვხედავთ, ეს ყველაფერი არის საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი, როცა ქვეყნის საინფორმაციო დისკრედიტირება ხდება იმის მოლოდინში, რომ იქნებ, რაიმე რეაქცია გამოვიწვიოთ რომელიმე ქვეყნის თუ ორგანიზაციის და ამით საქართველოს ხელისუფლება შევასუსტოთ. სამწუხაროდ, ამ პოლიტიკას აწარმოებს ოპოზიციის ნაწილი. მთავარია, ეს პოლიტიკა ვამხილოთ და მხარი არ დავუჭიროთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია ჩიხშია, ქვეყნის არევის გეგმა ჩაეშალათ
"ოპოზიცია ჩიხშია შესული, ქვეყნის არევის გეგმა ჩაეშალათ, მეორდება ის, რაც 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ იყო, როცა „ქართული ოცნება“ მუშაობდა და რადიკალური ოპოზიცია პროცესს გაემიჯნა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ახლა არიან ჩიხში, უკვე 1 კვირაზე მეტია გვესმის მათგან სურვილი, რომ რიგგარეშე სხდომა მოიწვიონ და პრეზიდენტს მიმართონ, თუმცა ვხედავთ, რომ ვერ მიმართავენ. ამიტომ, არც თემა, არც საკითხი იციან. რეგლამენტშიც ვერ ერკვევიან და არც მონაწილეობენ იმ საკითხებზე მუშაობაში, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს. როდესაც საუბარია რიგგარეშე სესიაზე და სხდომაზე, ის რომ საგაზაფხულო სესია დასრულდა, არ ნიშნავს, რომ ვისვენებთ. ჩვენ ვხედავთ კომიტეტის სხდომებს, სამუშაო ჯგუფებს, ყოველდღიურად მიმდინარეობს მუშაობა 12 პრიორიტეტის შესასრულებლად, არსებობს 3 პარტია, რომელიც ამ პროცესს გაემიჯნა, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. ეს ის 3 პარტიაა, რომელიც ისედაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი გუნდია. ვხედავთ, რომ მეორდება ის, რაც 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ იყო, როდესაც „ქართული ოცნება“ კეთილსინდისიერად მუშაობდა საკითხებზე და რადიკალური ოპოზიცია ამ პროცესისგან გამიჯნული იყო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი: მოვუწოდებ ევროპარლამენტის წევრებს, ჩახედონ რეკომენდაციების პირველ პუნქტს, თავად ნუ იქნებიან პოლარიზაციის წამქეზებლები
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მათ შორის, ევროპარლამენტის წევრებს, ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყონ რადიკალურ ოპოზიციას რადიკალური დღის წესრიგის განხორციელებაში, ჩახედონ მათ შორის რეკომენდაციების პირველ პუნქტს, რომელიც დეპოლარიზაციას ეხება და თავად ნუ იქნებიან პოლარიზაციის წამქეზებლები“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მათ შორის, ევროპარლამენტის წევრებს, ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყონ რადიკალურ ოპოზიციას რადიკალური დღის წესრიგის განხორციელებაში, ჩახედონ მათ შორის რეკომენდაციების პირველ პუნქტს, რომელიც დეპოლარიზაციას ეხება და თავად ნუ იქნებიან პოლარიზაციის წამქეზებლები. თავის მხრივ, პოლიტიკურ ელიტაში რომ პოლარიზაცია პრობლემაა, ამას ყველა ვხედავთ. „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ნაბიჯი გადავდგით, მათ შორის იმისთვის, რომ რიტორიკა შერბილდეს. სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია ამაში არ მოგვყვება და კვლავ მაპოლარიზებელ რიტორიკაში რჩება“, – განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტში, ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტის შესრულებაზე მუშაობა მიმდინარეობს. შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.
შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტ კატრინ გიორინგ-ეკარდტს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოსა და გერმანიას მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებთ. მან მადლიერება გამოხატა გერმანიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ევროკავშირში წევრობის გზა და ხაზი გაუსვეს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობას. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად იმუშავებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების განხორციელებაზე. შალვა პაპუაშვილმა და კატრინ გიორინგ-ეკარდტმა აგრეთვე განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსული აგრესია და მისი შედეგები საქართველოსა და რეგიონისთვის.
შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილთან სამუშაო შეხვედრას მართავს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილთან სამუშაო შეხვედრას მართავს. ამასთან, შეხვედრის თემაა ევროკომისიის რეკომენდაცია, რომელიც საქართველოში დეოლიგარქიზაციის განხორციელებას ითვალისწინებს. ურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად ვერ იქნება მიჩნეული. „უკრაინული კანონის კრიტერიუმებია: მედიაზე ზეგავლენა, შესაბამისი ოდენობის თანხა, პოლიტიკაში ჩარევა და მონოპოლიური საქმიანობა. თუ პირი ამ ოთხი კრიტერიუმიდან სამს აკმაყოფილებს, უკრაინული კანონით ოლიგარქად მიიჩნევა. შესაბამისად, მარტივად შეგიძლიათ ნახოთ ეს ხალხი, მათ შორის ოპოზიციურ სპექტრში მყოფი ოპოზიციონერები რამდენად აკმაყოფილებენ კანონის სულისკვეთებას. ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად ვერ იქნება მიჩნეული იმ გაგებით, როგორც ამ ხალხს უნდა", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“. 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ევროკავშირის საბჭომ 23 ივნისს აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ევროკომისიის იმ რეკომენდაციაზე იმსჯელეს, რომელიც საქართველოში დეოლიგარქიზაციის განხორციელებას ითვალისწინებს. ასევე, განიხილეს უკრაინაში დეოლიგარქიზაციის შესახებ მიღებული კანონიც. შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილთან სამუშაო შეხვედრას მართავს „დღეს გვქონდა პირველადი შეხვედრა. ამ პროცესის ხელმძღვანელი იქნება იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და კომიტეტის თავმჯდომარე. დეოლიგარქიზაციის საკითხი საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით არის რეკომენდაციებში. უკრაინის შემთხვევაში, რეკომენდაციებში საუბარია არსებული კანონის იმპლემენტაციაზე, ვინაიდან, უკრაინაში ეს კანონი მიღებულ იქნა შარშან შემოდგომაზე და მხოლოდ მიმდინარე წლის მაისში ამოქმედდა. ამიტომ, რეკომენდაცია არის იმპლემენტაცია. აქედან, ჩვენ შეგვიძლია, დაახლოებით ვივარაუდოთ, რა შეიძლება, იგულისხმებოდეს ჩვენი რეკომენდაციის შემთხვევაში. ასევე, განვიხილეთ უკრაინული კანონი, მისი პრინციპები, როგორ მოქმედებს, რა კრიტერიუმებია. მას აქვს უპირატესობა იმ კუთხით, რომ მოწყვეტილია ქართულ პოლიტიკურ სუბიექტივიზმს და ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, ამ ტერმინმა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, საქართველოს შიდა პოლიტიკაში გამოიწვია ამ ტერმინის ინსტრუმენტალიზირება. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო გააღრმავა რადიკალური ჯგუფების მხრიდან პოლიტიკაში დესტრუქციის შემოტანის სურვილი. ეს არის კანონი, რომელიც ქართული პოლიტიკური სუბიექტივიზმისგან მოწყვეტილად უცხოური რეკომენდაციითა და პრაქტიკით არის შედგენილი, რომელიც მოწონებულია, მათ შორის, ევროკავშირი მოუწოდებს, რომ ეს კანონი იქნას იმპელმენტირებული. ამიტომ, კანონის გადმოღება შეიძლება იყოს იმ კუთხით კარგი, რომ არ გამოიწვიოს შემდეგ რაიმე ურთიერთბრალდებები, რომ კანონი ვიღაცას ერგება ან არ ერგება“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ შალვა პაპუაშვილმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებმა ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობას თავი აარიდეს. „გუშინ, თითქოს მოგვიწოდებდნენ, რომ საჩქაროდ არის საკითხები განსახილველი, დღეს კი ამ საკითხების განხილვაში მონაწილეობასაც კი არ იღებენ, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს საზოგადოებას, რომ მათთვის მთავარი ინტერესია არა ევროპა, არა საქართველო, არა წინსვლა, არამედ, ერთადერთი მთავარი მიზანია ძალაუფლების დაბრუნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერსა და კომიტეტის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. საპარლამენტო ოპოზიციამ ევროპარლამენტარებთან ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების საკითხი განიხილა შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებასთან დაკავშირებით. მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასა და ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. ევროპარლამენტის დელეგაციის კითხვის პასუხად, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ უკვე დაიწყო რეკომენდაციების შესრულების პროცესი და რომ საქართველოს პარლამენტი შემდეგი ექვსი თვის მანძილზე მათ განხორციელებაზე აქტიურ მუშაობას გააგრძელებს.
შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებლმა“ საკუთარი პარტიული ფორმატი შექმნეს
ბოლო დღეები ვხედავთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან დაკავშირებულმა „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებლმა“, ნაცვლად საკითხებზე საპარლამენტო ფორმატში ერთობლივი მუშაობისა, შექმნეს საკუთარი პარტიული ფორმატი. უფრო მეტიც, ისინი სექტემბრიდან აანონსებენ პოლიტიკურ რადიკალიზაციას და ქუჩის აქციებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის ქმედებები ეწინააღმდეგება ევროპული საბჭოს მიერ დასახელებული 12 პუნქტიდან პირველივეს - დეპოლარიზაციას. ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით, ოპოზიცია ალტერნატიულ სამუშაო ფორმატებს ქმნის „ბოლო დღეები ვხედავთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან დაკავშირებულმა „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებლმა“, ნაცვლად საკითხებზე საპარლამენტო ფორმატში ერთობლივი მუშაობისა, შექმნეს საკუთარი პარტიული ფორმატი. უფრო მეტიც, ისინი სექტემბრიდან აანონსებენ პოლიტიკურ რადიკალიზაციას და ქუჩის აქციებს. ნათელია, რომ „ტექნიკური მთავრობის” ჩავარდნილი პროექტის შემდეგ, ოპოზიციის ეს რადიკალური ნაწილი ახლა „ტექნიკური პარლამენტის” პროექტზე გადაერთო, რაც არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის დელეგიტიმაციის მცდელობა და კონსტიტუციურ წეს-წყობილობასთან სახიფათო თამაში. ამასთან, მსგავსი პოლიტიკური თვითშემოქმედება აღვივებს პოლიტიკურ პოლარიზაციას და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული საბჭოს მიერ დასახელებული 12 პუნქტიდან პირველივეს - დეპოლარიზაციას. მნიშვნელოვანია, რომ პოლარიზაციის გაღრმავებისკენ და პარლამენტის დელეგიტიმაციისკენ გადადგმული ეს ნაბიჯი დასაწყისშივე მკაფიოდ შეფასდეს, როგორც სამოქალაქო სექტორის, ისე საერთაშორისო აქტორების მხრიდან, რათა, ხალხის მოლოდინის საპირისპიროდ, არ მოხდეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დისკრედიტაცია და არ წახალისდეს რადიკალური დღის წესრიგი. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, დავაკვირდები ამ შეფასებების დროულობას და სიცხადეს“,- განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. 17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ამასთან, ევროკომისიის რეკომენდაციების პირველი პუნქტი დეპოლარიზაციას მოიცავს.
პაპუაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ახალგაზრდა ქალის უკანონო დაკავებაზე: გაძლიერებული საერთაშორისო ზეწოლით უნდა გაეცეს პასუხი
პარლამენტის თავჯმდომარე შალვა პაპუაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო დაკავებაზე საუბრისას აცხადებს, რომ აღნიშნულ გამოწვევას გაძლიერებული საერთაშორისო ზეწოლით და დაკავებულების გამოსახსნელად მაქსიმალური ძალისხმევის გამოყენებით შეიძლება, გაეცეს პასუხი. სუს-ი: საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ქრისტინე თაკალანძის პატიმრობიდან გასათავისუფლებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს „საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც პატრიოტულად უყურებენ ამ საკითხს ნდობა უნდა გამოუცხადონ იმ სამსახურებს, რომლებიც ამ საკითხებით არიან დაკავებული და ჩვენ უნდა ვენდოთ და ისინი ამ საკითხს მიიყვანენ ბოლომდე, რომ უკანონო პატიმრები გათავისუფლდნენ. რაც უფრო მეტად ხდება აჟიტირება ამ საქმის, არაფერი გარდა იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის დამატებითი მღელვარების შემოტანის მცდელობა ხდება, ამას არ მოაქვს. საქართველო არის სახელმწიფო, სახელმწიფოს ჰყავს შესაბამისი სტრუქტურები, რომლებიც ასეთ დროს საკმაოდ პროფესიონალურადაც მუშაობენ და შესაბამის შედეგსაც აღწევენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში 24 წლის ქრისტინე თაკალანძე, 20 ივლისს დააკავეს. აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ცნობით, „საგამოძიებო განყოფილებამ სამხედრო პროკურორის თანხმობით, ქრისტინე თაკალანძის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ჯაშუშობის მუხლით“.
შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდება. შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობს. მთავარი თემა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება და მასთან დაკავშირებული პროცესია. შალვა პაპუაშვილის გარდა, ევროპელ დიპლომატებთან შეხვედრაში მონაწილეობენ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი.
შალვა პაპუაშვილი: საუბარი თითქოს საქართველოში მიმდინარეობს ანტიდასავლური კამპანია, გახლავთ ჩვეულებრივი დეზინფორმაცია
საუბარი თითქოს საქართველოში მიმდინარეობს ანტიდასავლური კამპანია, გახლავთ ჩვეულებრივი დეზინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომლის მიზანიცაა ხელისუფლების შერყევა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განცხადა. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო: გასულ წლებთან შედარებით, რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება „საუბარი თითქოს საქართველოში მიმდინარეობს ანტიდასავლური კამპანია, გახლავთ ჩვეულებრივი დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომლის მიზანიცაა ხელისუფლების შერყევა. ეს არის აბსურდი. ერთი ხელით პროპაგანდა მიდის, თითქოს არის ანტიდასავლური კამპანია და მეორე ხელით, თითქოს ებრძვიან ამ კამპანიას, ეს არის ნაწილი ერთი ჰიბრიდული ომისა საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციაზე განცხადება გააკეთა. „ამდენი თავდასხმის შემდეგ მოლოდინი იმისა, რომ დასავლეთთან ინტეგრაციის კუთხით რაღაცას მივაღწიოთ, არის ძალიან დაბალი – ეს იქნება შეუძლებელი, რადგან ყველაფერი გააკეთეს, რომ დასავლეთში მეგობარი აღარ ჰყავდეთ“, - განაცხადა გიგაურმა.
შალვა პაპუაშვილი: საქართველოში შემოსული რუსების მიმართ აგორებული კამპანია ქსენოფობიურ განწყობებს აღვიღებს
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოში შემოსული რუსების მიმართ აგორებული კამპანია ქსენოფობიურ განწყობებს აღვიღებს. ამის შესახებ პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო წლებთან შედარებით, საქართველოში შემოსულ რუსეთის მოქალაქეთა და ვიზის გაცემის რიცხვი არ შეცვლილა. "2020 და 2021 წლის აღება რომ ხდება ეს არარელევანტურია, იმიტომ, რომ პანდემია იყო და გასაგებია, რომ მაგ დროს სხვანაირად იყო საერთოდ გადაადგილება მსოფლიოში. რაც შეეხება რაოდენობას, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება... ეს ხომ არ არის ახალი კამპანია, მარტშიც იყო ეს კამპანია და ვნახეთ ამან სანამდე მიგვიყვანა, გადაიზარდა ქსენოფობიურ კამპანიაში, გადაიზარდა იმაში, რომ შუა ჭავჭავაძეზე საქართველოს რუს მოქალაქეს ქვა ესროლა ვიღაცამ. აი, ამ ქსენოფობიას ახალისებს ახლა ეს კამპანია. და მე მიკვირს, რომ ამაში პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ჩართულა ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია. აღვივებენ ქსენოფობიას, მეტს არაფერს", - აცხადებს პაპუაშვილი. ასევე წაიკითხეთ: კახა კალაძე საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე: მივესალმებით ტურისტების შემოდინებას
შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს და საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს და საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობის პროცესი იყო. შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდება პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს და საელჩოების წარმომადგენლებს დეტალურად გაცნო გრაფიკი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების შეტანა და შემდგომ, მათი მიღება არის დაგეგმილი. „შევხვდით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს და საელჩოების წარმომადგენლებს, მივაწოდეთ ინფორმაცია თუ როგორ მიდის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით მუშაობა. გავაცანით ის დროის გრაფიკი, რომელიც საკმაოდ მკაფიო და მკაცრია, თუ როდის უნდა მოხდეს შესაბამისი ინიციატივების შემოტანა და მათი მიღება მესამე მოსმენით საქართველოს პარლამენტში. ასევე გავაცანით იმ შეხვედრების გრაფიკი, რომელიც აქამდე გაიმართა კომიტეტის, სამუშაო ჯგუფის თუ სხვა თავისუფალ ფორმატებში. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა არის დაგეგმილი“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატები, უზრუნველყოფს მხარეთა ჩართულობას ამ პროცესში და მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობა, რათა შემუშავებული და განხილული იქნას კანონპროექტები. „ვთანხმდებით ერთ რამეზე, რომ საპარლამენტო ფორმატები არის აქ წამყვანი. კომიტეტები, სამუშაო ჯგუფები, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატებია, რომელიც უზრუნველყოფს ჩართულობას ამ პროცესში, რომ პროცესი იყოს თავად ინკლუზიური და ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ყველა, ვისაც აინტერესებს საქართველოს ევროპული მომავალი, აინტერესებს იყოს ნაწილი 12 რეკომენდაციის შესრულებისა და აინტერესებს მათ შორის, რომ იყოს დეპოლარიზაციის ნაწილიც, იყოს ამ სამუშაო ჯგუფებში და კომიტეტის სხდომებზე, რათა შემუშავდეს და შემდგომ განხილულ იქნას კანონპროექტები. ამაზე არის ყველას თანხმობა და ერთსულოვნება. - ამას გულისხმობს დემოკრატია და დემოკრატიული პროცესები“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, შეხვედრაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი მონაწილეობდნენ.
პარლამენტის თავმჯდომარე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კოლეგებთან ერთად საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის თავმჯდომარე „ფეისბუქში“ ავრცელებს. „კოლეგებთან ერთად საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შევხვდით. ადგილზე გავეცანით არსებულ მდგომარეობას და მათ საჭიროებებს, მადლიერებაც მოვისმინეთ და პრობლემებზეც ვისაუბრეთ. გავეცანით განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მოვინახულეთ უკვე დასრულებული სასმელი და სარწყავი წყლის სისტემები, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაშენებული ხეხილის ბაღები. სოფელ არბოში 10 წლის ნიკოლოზი გავიცანით. მამასთან ერთად ოკუპაციის ხაზთან თავისი პატარა ბაღი აქვს გაშენებული, სადაც გვიმასპინძლა კიდეც. აძვის სკოლაში სტუმრობისას გულთბილი შეხვედრა გვქონდა სკოლის პედაგოგებთან. მოვისმინეთ თუ რა კეთდება და რა არის მომავალში გასათვალისწინებელი. ვინაიდან სკოლაში მოსწავლეების რაოდენობა სასიხარულოდ მზარდია, შევპირდით, რომ სკოლის შენობა გაფართოვდება და დამატებით საკლასო ოთახებს და სპორტულ დარბაზს მიიღებს. დღის ბოლოს გორში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს და რეგიონული ოფისის წარმომადგენელს შეხვდით, სადაც რეგიონში მისიის მნიშვნელოვან როლზე ვისაუბრეთ. დღე სასიამოვნო ამბით დასრულდა – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ლოპანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზაზა მეგრელიშვილი და თამაზ გოგიჩაშვილი გათავისუფლდნენ“, – აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი: 14 წელი გავიდა ომიდან, ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით რუსული აგრესიის მზარდ ხასიათს
14 წელი გავიდა ომიდან. ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით რუსული აგრესიის მზარდ ხასიათს. ეს წლები არის, როდესაც ჩვენი სახელმწიფო, დაღუპულთა ოჯახები ყოველდღიურად ვფიქრობდით იმ მსხვერპლზე, რომელიც ჩვენმა სამხედროებმა და სამოქალაქო პირებმა გაიღეს ამ ომის დროს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა. „სამწუხაროდ, იმის გამო, რომ 2008 წელს საერთაშორისო რეაგირება არ ჰქონდა ამ ამბავს, 2014 წელს ვნახეთ რა მოხდა უკრაინაში, შემდეგ 2022 წელს. ეს არის ერთი, მთლიანი აგრესიის ნაწილი. მნიშვნელოვანია, ამ გადმოსახედიდან ვიცოდეთ, რამხელა რისკებია საქართველოსთან დაკავშირებით რუსული აგრესიის მხრივ და სწორედ ამ რისკების გაცნობიერებით იმოქმედა ჩვენმა სახელმწიფომ. მნიშვნელოვანია NATO-ს უსაფრთხოების ქოლგა და სწორედ ამიტომ, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ აჩვენოს მზაობა NATO-ს წევრობის და ვფიქრობ, დღეს არსებობს კონსესუსი, რომ საქართველო მზად არის, იყოს NATO-ს წევრი ქვეყანა, საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატო-ს წევრების მხრიდან. ასევე, მნიშვნელოვანია ეკონომიკური უსაფრთხოების ქოლგა და სწორედ ამიტომ, გაკეთდა განაცხადა ევროკავშირის წევრობაზე. ვფიქრობ, მეტ-ნაკლებად თანხმობაა, რომ საქართველოც იმსახურებდა, მიეღო კანდიდატის სტატუსი ახლავე. მთავარია ახლა ამ პირობების შესრულება“, – განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. ასევე წაიკითხეთ: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.
შალვა პაპუაშვილი: შინდისის გმირების ისტორიაზე იზრდება ჩვენი მომავალი თაობა, მათი სამშობლოსადმი სიყვარული
"შინდისის გმირების ისტორიაზე იზრდება ჩვენი მომავალი თაობა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, შინდისის გმირების მონუმენტის გახსნა სექტემბერში იგეგმება „მათი სამშობლოსადმი სიყვარული და თავგანწირვა არის ძალა ჩვენი ქვეყნის გამთლიანების! ქედს ვიხრი მათ წინაშე! დიდება და მარადიული ხსოვნა გმირებს!- წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.
პაპუაშვილის თქმით, ყველა ჯგუფში წარმოდგენილია სულ მცირე 2 არასამთავრობო, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს 200 NGO-ს
„ფართოა ჩართულობა არასამთავრობო ორგანიზაციების, ზოგი ორგანიზაციის განცხადება იყო თითქოს მათ ჰქონდათ სურვილი და ვერ მოხვდნენ, ყველა ჯგუფში არის წარმოდგენილი მინიმუმ ორი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ორას არასამთავრობო ორგანიზაციას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამუშაო პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო ჩართულობა უზრუნველყოფილია და მათ ასევე აქვთ როტაციის საშუალება. „ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმასთან, რომელშიც ორასამდე არასამთავრობო ორგანიზაცია არის გაერთიანებული, თითქმის ყველა ვინც კი გსმენიათ, ყველა ორგანიზაცია არის ამ პლატფორმაში, და ჩვენ მათთან გვაქვს შეთანხმება, რომ იმისთვის, რომ ჯგუფშიც იყოს თავისთავად სამუშაო გარემო, ვინაიდან არის პარლამენტის წევრები წარმოდგენილი, სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, დაგვისახელონ ორი ორგანიზაცია, რომელიც იქნება ამ ჯგუფში, რომელიც თავის მხრივ იქნება ხიდი სამუშაო ჯგუფსა და ორას არასამთავრობო ორგანიზაციას შორის, შესაბამის ანგარიშს ჩააბარებს მათ, მოისმენს პოზიციებს და წარმოადგენს სამუშაო ჯგუფში. ამავე დროს, მათ აქვთ შესაძლებლობა როტაციის, ანუ ორი ადგილი არის გამოყოფილი პლატფორმისთვის და კონკრეტულად რომელი ორგანიზაცია რომელ ღონისძიებას დაესწრება ეს შეუძლია მათ შემდეგ გადაწყვიტონ. ამიტომ არა თუ ფართო ჩართულობაა უზრუნველყოფილი, თითქმის 200 ორგანიზაციაა ამით პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩართული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ფაქტს ევროკავშირის და ამერიკის საელჩოების კრიტიკული განცხადებები მოჰყვა.
შალვა პაპუაშვილი: უკრაინის ხალხს უწყვეტ ძალასა და სიმამაცეს ვუსურვებთ, რათა მშვიდობიანი და წარმატებული მომავალი უზრუნველყოს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ირაკლი ღარიბაშვილი: ომის ამ მძიმე პერიოდში უკრაინას და უკრაინელ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას „უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ. თქვენი სამაგალითო ბრძოლა თავისუფლებისთვის დამოუკიდებლობის უდიდეს მნიშვნელობას უსვამს ხაზს. უკრაინის ხალხს უწყვეტ ძალასა და სიმამაცეს ვუსურვებთ, რათა დაიცვას თავისი სამშობლო და მშვიდობიანი და წარმატებული მომავალი უზრუნველყოს“, - წერს შალვა პაპუაშვილი Twitter-ზე. საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა უკრაინის 31-ე დამოუკიდებლობის დღეს 24 აგვისტოს აღნიშნავს და ამ დღეს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ზუსტად ექვს თვე გადის. წელს არ იქნება ზეიმი. ისმის გაფრთხილებები რუსეთის მხრიდან პოტენციურ საფრთხეზე. დღესასწაულის წინ, მთავრობამ დედაქალაქ კიევში მასობრივი შეკრებები აკრძალა. ჩვეულებრივ, უკრაინული სამხედრო აღლუმის ნაცვლად, რომელსაც კონცერტი მოჰყვებოდა ხოლმე, კიევის ცენტრალურ ქუჩაზე, ახლა, უკრაინულ ძალებთან ბრძოლაში დაზიანებული და დამწვარი რუსული სამხედრო მანქანები გვხვდება.
შალვა პაპუაშვილი: ევროპეიზაციის მიმართულებით საქართველოს მიღწევები, ქვეყანას ევროკავშირის წევრობის ღირსეულ კანდიდატად აქცევს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროპეიზაციის მიმართულებით საქართველოს მიღწევები, ისევე როგორც საერთო ევროპული საქმისადმი თავდადებისა და თავგანწირვის ისტორია საქართველოს ევროკავშირის წევრობის ღირსეულ კანდიდატად აქცევს. „გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ვინაიდან გააკეთა მოწოდება ევროკავშირის გაფართოებისკენ, რომელიც მათ შორის მოიცავს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, ევროპეიზაციის მიმართულებით საქართველოს მიღწევები, ისევე როგორც საერთო ევროპული საქმისადმი თავდადებისა და თავგანწირვის ისტორია, საქართველოს ევროკავშირის წევრობის ღირსეულ კანდიდატად აქცევს“, – წერს შალვა პაპუაშვილი. შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას. "გერმანია მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას და ეკონომიკურ ბლოკში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანებას", - განაცხადა შოლცმა.
შალვა პაპუაშვილმა ხანძრებთან ბრძოლაში ჩართულ სამსახურების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ხანძრებთან ბრძოლაში ჩართული სამსახურების წარმომადგენლებს - მეხანძრე-მაშველებს, ჯარისკაცებს, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებს და რეზერვისტებს მადლობას უხდის, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „ეს დღეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და გუშინ, დედაქალაქის შემოგარენში იყო ხანძრები და მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს მეხანძრეებს, ჯარისკაცებს, მაშველებს, რეზერვისტებს, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლაში. მადლობა მინდა მათ გადავუხადო, რომ ასეთი შრომა გაწიეს და დაიცვეს როგორც ჩვენი ბუნება, ისე მოსახლეობა ამ საფრთხისგან“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილი: რატომ სახალხო დამცველის 7 კანდიდატი? ომბუდსმენი თანაბრად მისაღები უნდა იყოს ყველასთვის
რატომ სახალხო დამცველის შვიდი კანდიდატი? ომბუდსმენი თანაბრად მისაღები უნდა იყოს ყველასთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სახალხო დამცველის არჩევის წესის საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს. „რატომ 7 კანდიდატი? - ეს მგონია, რომ ცხადი საკითხია. ვთქვით თავიდანვე, რომ ომბუდსმენის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ კანდიდატი და საბოლოო ჯამში ომბუდსმენი თანაბრად მისაღები იყოს ყველასთვის. დიახაც, ოპოზიცია ერთ კანდიდატზე უნდა შეთანხმდეს და მერე მხარი იმას დავუჭიროთ. დიახაც, ამას ვზღუდავთ! ეს არ უნდა იყოს რომ, უმრავლესობა მოაქციოთ გვირაბში და შემდეგ თუ იმ კანდიდატურას არ დაეთანხმება, თქვათ, რომ უმრავლესობა არ ეთანხმება. არ არის ეს ასე. ჩემი ნეგატიური პოზიცია არაერთხელ მითქვამს კვალიფიციურ უმრავლესობასთან დაკავშირებით, რეალობაში ეს კვალიფიციური უმრავლესობა არის არა მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თანაბრად მისაღები კანდიდატები იქნეს შერჩეული, არამედ, პრაქტიკაში ამას მივყავართ იქამდე, რომ უმრავლესობა იძულებული გახადოს დაეთანხმოს უმცირესობის კანდიდატს", - განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, სახალხო დამცველის პოზიციაზე ვადა ნინო ლომჯარიას დეკემბერში ეწურება.
შალვა პაპუაშვილი გერმანიის საქსონია-ანჰალტის პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საქსონია-ანჰალტის პარლამენტის პრეზიდენტ გუნარ შელენბერგერს შეხვდა. ამის ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მდიდარ ისტორიუ-კულტურულ კავშირებზე, ასევე, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წლისთავზე ისაუბრეს. "მიმოიხილეს არსებული თანამშრომლობის პროექტები და პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები. პაპუაშვილმა გუნარ შელენბერგერს საპარლამენტო საქმიანობა გააცნო და საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირების განმტკიცებას გაუსვა ხაზი. პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე, ისაუბრა საქართველოს ძალისხმევასა და გეგმებზე ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებასთან დაკავშირებით. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა გერმანიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.
"მოსმენების კანონის" გაფართოების კანონპროექტს შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა
ე.წ. მოსმენების კანონს, რომელზეც საკანონმდებლო ორგანომ პრეზიდენტის ვეტო დაძლია, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა. ამის შესახებ პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ არ არსებობს არც სამართლებრივი და არც მიზანშეწონილობის კუთხით რაიმე არგუმენტი, რომელიც ხელს შეუშლიდა ამ კანონის ამოქმედებას. "ისევე, როგორც პრეზიდენტის ვეტოში, ვენეციის კომისიამაც ვერ დაადგინა წინააღმდეგობა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ რომელიმე ევროპულ თუ საერთაშორისო სტანდარტთან. ამასთან, ვენეციის კომისიამაც, საქართველოში ცალკეულ აქტორებთან მის გასაუბრებაზე დაყრდნობით, გაიმეორა მოსაზრება კანონის მიღების ტემპთან და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობასთან დაკავშირებით. ეს არის ის აღქმა, რის ჩამოყალიბების მცდელობაც, სამწუხაროდ, ამ კანონის მიმართ იყო", - თქვა შალვა პაპუაშვილმა. კანონპროექტი, რომელსაც საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები აკრიტიკებდნენ, საქართველოს პარლამენტმა 7 ივნისს მიიღო.
შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ახლად დანიშნულ ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. პაპუაშვილმა პაველ ჰერჩინსკის საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელად დანიშვნა მიულოცა და მის საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. "პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ, საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განსაკუთრებით ინტენსიურია. შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის მიერ ევროპული საბჭოს 12 რეკომენდაციის განხორციელების პროცესზე დეტალურად ისაუბრა. ევროკავშირის ელჩმა საქართველოს ევროინტეგრაციის, მათ შორის, მოსახლეობისთვის ხელშესახები შედეგების მომტანი პროექტების განხორციელების გზით აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მხარეებმა საქართველო-თურქეთის კეთილმეზობლურ ურთიერთობასა და ნაყოფიერ ორმხრივ და მრავალმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის დადებით დინამიკას და მეგობრობის ჯგუფებსა და კომიტეტებს შორის აქტიურ კავშირებს. "შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი ფორმატის მნიშვნელობაზე. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაზე და ამ კუთხით, საქართველოს ძალისხმევაზე. ელჩმა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში ინტეგრაციის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. პარლამენტის თავმჯდომარემ ალი ქაან ორბაის საქმიანობაში წარმატება უსურვა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის პოსტზე პარლამენტს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურა წარადგინა
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის პოსტზე პარლამენტს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურა დაასახელა. "რაც შეეხება ჩემი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენას, მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად გაცნობიერებული მაქვს ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც დამტკიცების შემთხვევაში დამეკისრება. ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი და წარმატებული ინსტიტუტი იყოს კიდევ უფრო ეფექტიანი და კიდევ უფრო წარმატებული“, – აღნიშნა ცოტნე ყავლაშვილმა. ამასთან, რეგლამენტის გათვალისწინებით, გენერალურ აუდიტორს პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს და მას პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 76-ხმიანი კვორუმით ირჩევს.
შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს, სამი კომიტეტის თავმჯდომარის ასარჩევად, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარდგინება გააცნო ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს, სამი კომიტეტის თავმჯდომარის ასარჩევად, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარდგინება გააცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ, კახა კახიშვილის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ, ირაკლი მეძმარიაშვილის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ კი ზაზა ლომინაძის კანდიდატურები წარადგინა. პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტის თანამდებობაზე ასარჩევად ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურა წარადგინა. „მოქმედ გენერალურ აუდიტორს უფლებამოსილების ვადა 20 სექტემბერს ეწურება. კარგია, რომ წყვეტის გარეშე მოხდეს ახალი გენერალური აუდიტორის არჩევა. ორშაბათს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე კანდიდატურის განხილვის შემდეგ, სამშაბათის პლენარულ სხდომას წარედგინება კანდიდატი და მოხდება საკითხის კენჭისყრა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ რუსლან სტეფანჩუკმა 25 ოქტომბერს, ხორვატიაში დაგეგმილ ყირიმის პლატფორმაზე მიიწვია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა 25 ოქტომბერს, ხორვატიაში დაგეგმილ ყირიმის პლატფორმაზე მიიწვია. ამის შესახებ განცხადება პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას გააკეთა. შეკითხვაზე, აქვს თუ არა ურთიერთობა თავის უკრაინელ კოლეგასთან და როგორია რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის პოზიცია, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ რა თქმა უნდა, უკრაინელ კოლეგასთან კომუნიკაცია აქვს. „მანამდე, ერთმანეთს პირადად არ ვიცნობდით. ვიზიტის დროს, იქვე, ძალიან თბილი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და ახლაც გვაქვს კონტაქტი, კომუნიკაცია. მათ შორის, მან მიმიწვია ყირიმის პლატფორმაზე, რომელიც 25 ოქტომბერს ხორვატიაში გაიმართება. მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებს, რომელიც არის უკრაინის რადაში და საქართველოს პარლამენტში, აქვთ ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია და ერთმანეთთან ინფორმაციის გაცვლა. არის ძალიან თბილი და ისეთი მეგობრული ურთიერთობა, რომელიც უკრაინას და საქართველოს უნდა ჰქონდეს ერთმანეთთან. ჩვენ ვხედავთ, რომ არის ცალკეული დევიციები და ამის უკან გარკვეული მიზეზებია, მაგრამ მთავარია, საქართველო უკრაინას უდგას გვერდით იმაზე მეტად, ვიდრე ჩვენნაირ სიტუაციაში მყოფ ქვეყანას შეიძლება, გაეკეთებინა. რეალურად, უკრაინაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველო-უკრაინას შორის თბილი ურთიერთობებით და ეს ურთიერთობები ნამდვილად არსებობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი აშშ-ის ელჩს: ვერ ვხვდები, „ქართული ოცნება“ რა შუაშია
ვერ ვხვდები, აქ რა შუაშია „ქართული ოცნების“ შემოტანა. თუ არსებობს გარკვეული კითხვები ჩვენი ყოფილი კოლეგების განცხადებებზე, ელჩს აქვს შესაძლებლობა, თავისუფლად შეხვდეს და ესაუბროს, - ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას, თუ რატომ არ ემიჯნება მმართველი პარტია ყოფილი თანაგუნდელების, ე.წ. ოთხეულის განცხადებებს. კელი დეგნანი: ვაშინგტონიდან კითხვებია, მმართველი პარტია და მთავრობა რატომ არ ემიჯნებიან „ქართული ოცნებიდან“ წამოსული დეპუტატების დეზინფორმაციას კელი დეგნანის მეუღლე: ისინი კელის კი არ ესხმიან თავს, არამედ თავს ესხმიან პოზიციას, რომელსაც აშშ წარმოადგენს "ვერ ვხვდები, აქ რა შუაშია „ქართული ოცნების“ შემოტანა. თუ არსებობს გარკვეული კითხვები ჩვენი ყოფილი კოლეგების განცხადებებზე, ელჩს აქვს შესაძლებლობა, თავისუფლად შეხვდეს და თუ რაიმე კითხვები აქვთ, ესაუბროს. ისინი არ გახლავან „ქართული ოცნების“ გუნდის წევრები, შესაბამისად, ჩვენ მათ პოზიციაზე ვერ გვექნება პასუხისმგებლობა. თუ არსებობს კითხვა, მათ უნდა მიმართოს, ჩვენ არ ვართ ადრესატი", - ამბობს პაპუაშვილი. "ქართული ოცნებიდან" წამოსული დეპუტატები მორიგ განცხადებას ავრცელებენ
ევროპარლამენტარები საქართველოში შეხვედრებს მართავენ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებს - საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდს და საქართველოს შესახებ მომხსენებელს, სვენ მიქსერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. ოფიციალური ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობის ინტენსიურ დღის წესრიგს და დეტალურად ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის თორმეტი რეკომენდაციის განხორციელების პროცესში. ასევე, მიმოიხილა ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიმდინარე რეფორმები. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის ურთიერთობებზეც. პარლამენტის ცნობითვე, პაპუაშვილმა ევროპარლამენტარებს საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. დელეგაცია შეხვდა ოპოზიციასაც. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ევროპელ პარტნიორებს კარგად ესმით, რომ რეკომენდაციებთან დაკავშირებით მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა და „ქართული ოცნების“ „ნამოქმედარით“ იმედგაცრუებული არიან. „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. პირველი დასკვნა ამ შეხვედრიდან და მათ პირდაპირ მესიჯს გეუბნებით, ძალიან, ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული არიან „ქართული ოცნების“ ნამოქმედარით, რაც ამ თვე-ნახევრის განმავლობაში მოხდა. ყველას ძალიან კარგად ესმის, მთავარი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე. ისინი დარჩნენ მარტო, ისინი არ ელაპარაკებიან არავის. მათ ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, ბოიკოტი გამოუცხადეს და თავიანთი სამუშაო ჯგუფებიდან გააგდეს ყველა მიუკერძოებელი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი. რაც მთავარია, ისინი აკეთებენ ყველაფერს, გარდა იმისა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღონ. სიტყვა -იტყვით გეტყვით ევროპარლამენტარების პოზიციას - ჩვენ თქვენთან ხელისუფლებას ვერ შევცვლით. ვფიქრობ, ეს გზავნილი თავისთავად ბევრს ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებში ჩამოყალიბდა პოზიცია, რომ ეს პრორუსული ძალა, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, არაფრის გამკეთებელი არ არის. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ სამოქალაქო სექტორთან კომპრომისულ ვარიანტზე შევთანხმდით, რომელსაც ხვალ გამოვაქვეყნებთ საჯაროდ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. მისივე თანახმად, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრების მხრიდან იყო მკაფიო თხოვნა, მოწოდება, რომ ყველა შევიდეთ სამუშაო ჯგუფებში, რადგან მნიშვნელობა აქვს არამხოლოდ შედეგს, არამედ პროცესს, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად მუშაობს ხათუნა სამნიძე ერთ-ერთი იყო იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის, რომელიც მარინა კალიურანდთან და საქართველოს საკითხებზე მომხსენებელ სვენ მიქსერთან, პარლამენტში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა. „მიუხედავად იმისა, რომ ორი პარალელური პროცესია და ოპოზიცია ხაზს ვუსვამთ, რომ ყველა ინიციატივა ხელისუფლებიდან და ოპოზიციიდან თავს მოიყრის კომიტეტზე, სადაც ყველანი ერთად განვიხილავთ საკითხებს, იყო მკაფიო თხოვნა, მოწოდება, რომ ყველა შევიდეთ სამუშაო ჯგუფებში, რადგან არამხოლოდ შედეგს აქვს მნიშვნელობა, არამედ, თავად პროცესს, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად მუშაობს. რა თქმა უნდა, ჩვენ, ოპოზიციას გვქონდა არუმენტები, რატომ არ ვართ სამუშაო ჯგუფებში, მაგრამ მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ყველა ინიციატივა თავს მოიყრის საკომიტეტო მოსმენის დროს და თუ ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ინიციატივები შესაბამისი იქნება 12 პუნქტთან და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი, მე მხარს დავუჭერ“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ. „ეს ადამიანები გვიმეორებენ ერთსა და იმავეს, - უნდა დასხდეთ და იმუშაოთ ერთად. ამას ევროპელი პარლამენტარები ამბობენ იმათ გასაგონად ვინც სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე ამბობენ უარს. მათ დღეს ასევე გაიხსენეს პარლამენტში შემოსვლის ამბები და თქვეს, რომ ეს იყო არასწორი გადაწყვეტილება, რადგან როდესაც შენი მოქალაქეების მანდატი გაქვს, უნდა იყო პარლამენტში“, - განაცხადა თავის მხრივ, პარლამენტის ვიცე- სპიკერმა ლევან იოსელიანმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ. პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე ევროკავშირის თორმეტი რეკომენდაციის შესრულების პროცესზე და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს. „ბევრ თემაზე გვქონდა საუბარი, გაიმართა საინტერესო დისკუსია. პირველ რიგში, ვისაუბრეთ 12 პუნქტის შესრულებაზე - როგორ მიმდინარეობს პროცესი. განვმარტეთ, რომ პროცესში მონაწილეობა ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიას შევთავაზეთ. მათი ნაწილი ჩართულია და ნაწილი არ არის ჩართული ამ პროცესში. თავად შინაარსთან დაკავშირებითაც განვუმარტეთ, თუ როგორ მიდის ყველაფერი. მთლიანობაში, ისინი დეტალურად არიან ინფორმირებული ამ პროცესთან დაკავშირებით. იყო საინტერესო აზრთა გაცვლა-გამოცვლა ყველა თემაზე, რაც უკავშირდება ამ 12 პუნქტის შესრულებას, ასევე, ზოგადად, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.
შალვა პაპუაშვილმა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ხავიერ კოლომინასთან შეხვედრა გამართა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა მათივე ცნობით, პაპუაშვილმა კოლომინას მადლობა გადაუხადა მისი პირადი ძალისხმევისთვის, ხელი შეუწყოს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციას. პარლამენტის თავმჯდომარენ კოლომინასთან, ასევე ისაუბრა მიმდინარე რეფორმებსა და პარლამენტის გეგმებზე ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებასთან დაკავშირებით. გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა გამოხატა შემდგომი თანამშრომლობის მზაობა საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის ხელშესაწყობად. საქართველოს პრეზიდენტი NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი საქართველოში ირანის ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩს მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა საპარლამენტო და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობაზე და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე. შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ხაზგასმით აღნიშნეს მშვიდობის მნიშვნელობა. შალვა პაპუაშვილმა ელჩს წარმატება უსურვა მის საქმიანობაში.
შალვა პაპუაშვილი: ვგმობთ და არ ვაღიარებთ იმ ფსევდორეფერენდუმებს, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ტარდება
ჩვენ ვგმობთ და არ ვაღიარებთ იმ ფსევდორეფერენდუმებს, რომლებიც ტარდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველო უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის მიერ ჩატარებულ უკანონო რეფერენდუმებს გმობს „ჩვენ ვგმობთ და არ ვაღიარებთ იმ ფსევდორეფერენდუმებს, რომლებიც ტარდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში. დაუშვებელია საზღვრების ძალისმიერი შეცვლა. აუცილებელია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – წერს შალვა პაპუაშვილი. უკრაინული მედია: რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები გამოაცხადეს Reuters: აშშ უკრაინისთვის ახალ, $1.1 მილიარდის დახმარების პაკეტს ამზადებს, რომელიც HIMARS-ის სარაკეტო სისტემებსაც მოიცავს უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა. 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
შალვა პაპუაშვილი: ბელორუსი ამ ნაბიჯით, საქართველოსთან ურთიერთობის წითელ ხაზთან ძალიან ახლოს მივიდა
რა თქმა უნდა ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, როდესაც სხვა ქვეყნის ლიდერი საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე, ამიტომაც ძალიან მკვეთრი, დიპლომატიური ნაბიჯი გადაიდგა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა ბელარუსის ელჩი, მოსთხოვა მას განმარტება და ახლა სამინისტრო არის ამ განმარტების მოლოდინში, -ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში განაცახდა. მისი თქმით, ბელარუსი ამ ნაბიჯით ძალიან ახლოს მივიდა წითელ ხაზთან საქართველოსთან ურთიერთობის და მნიშვნელოვანია ეს წითელი ხაზი არ გადაიკვეთოს. „თავისთავად, ეს ნაბიჯი, ანუ ეს ჩასვლა, არღვევს საერთაშორისო სამართალს, ასევე არღვევს ჩვენს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. გარდა ამისა, ეს ეწინააღმდეგება იმ ურთიერთობას, რაც არის საქართველოსა და ბელარუსს შორის. ამიტომ, ჩვენ იმედი გვაქვს რომ ბელარუსი დაუბრუნდება საერთაშორისო სამართლით აღიარებულ პრინციპებს და ამ განმარტების ფარგლებში ჩვენ ვნახავთ, რომ რაც შეეხება განსაკუთრებით არ აღიარების პოლიტიკას, აქ რაიმე ნაბიჯი არ გადაიდგმება. მოთხოვნილია განმარტებები და ეს განმარტებები უნდა იყოს წარმოდგენილი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა. ლუკაშენკო თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.
შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, ბელორუსი არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში დარჩეს, ვიმედოვნებ, ჩვენი დიპლომატიური ნაბიჯები, განცხადებები მივიდა ადრესატამდე
მნიშვნელოვანია, ბელორუსი, რომელიც იყო არაღიარების პოლიტიკის ერთგული ქვეყანა, ამ არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში დარჩეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თამჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში ბელორუსის პრეზიდენტ, ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტთან“ დაკავშირებით კითხვის პასუხად განაცხადა. ალექსანდრ ლუკაშენკო ასლან ბჟანიას: რუსეთი მზადაა, მხარში ამოგიდგეთ. მეგობრებთან ურთიერთობები უნდა გავამყაროთ მედიის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა „ვნახეთ, რომ იყო საკმაოდ ადეკვატური, მკაცრი რეაგირება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, როდესაც დაიბარა ბელარუსის ელჩი და მოსთხოვა განმარტებები. ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ დიპლომატიური ნაბიჯები, რომელიც გადადგა, მათ შორის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და განცხადებები, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო, მივიდა ადრესატამდე და გვექნება ადეკვატური რეაქციები. საკმარისი არის, როდესაც ჩვენ ვნახავთ, რომ ბელორუსი არ გადაუხვევს არააღიარების პოლიტიკას, ვინაიდან ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობა, ერთი მხრივ, არ იმსახურებდა ამ ნაბიჯს და მეორე მხრივ, ეს არის უკიდურესი წითელი ხაზი, რაც შეეხება არაღიარების პოლიტიკას. ამიტომაც, იქნა შესაბამისი დიპლომატიური ინსტრუმენტები გამოყენებული, ჩვენი განცხადებები გაკეთებული და იმედი მაქვს, რომ ადრესატი ამას სათანადოდ აღიქვამს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ილია დარჩიაშვილი: ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით მიუღებელია საქართველოში ბელორუსის ელჩი, ანატოლი ლისი ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. ბელორუსის პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკო 28 სექტემბერს შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ისტორიულ ადგილებს ეწვია. „შეხვედრა გაიმართა „აფხაზურ მიწაზეც“. „ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურმა და ასლან ბჟანიამ ეკონომიკური პროექტები და ბელორუსსა და „აფხაზეთს შორის“ თანამშრომლობის სფეროები განიხილეს“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატობის სურვილი 19-მა პირმა გამოთქვა
საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატობის სურვილი 19-მა პირმა გამოთქვა. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, ცნობილია კანდიდატების სრული სია. „ანა აბაშიძე – ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი, მარიკა არევაძე – საადვოკატო ბიუროს „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორები“ ადვოკატი; გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე; ლელა გაფრინდაშვილი – ა(ა)იპ „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ ხელმძღვანელი; სოფიო დემეტრაშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; თინათინ ერქვანია – GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი; ევგენია თავაძე – დროებით უმუშევარი; ალექსანდრე კობაიძე – ა(ა)იპ „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია“ თავმჯდომარე; ლევან კოკორაშვილი – ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე; ნუგზარ კოხრეიძე – ა(ა)იპ „სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ თავმჯდომარე; გიორგი მარიამიძე – ა(ა)იპ „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტი“ დამფუძნებელი, დირექტორი; სერგო მახარაძე – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი; მაკა მინდიაშვილი – ა(ა)იპ „ხალხის ხმა“ დამფუძნებელი; ჯემალ ნათელაშვილი – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი; ნიკოლოზ ნიკოლაძე – საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი; ქეთევან ჩაჩავა – ა(ა)იპ „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ აღმასრულებელი დირექტორი; გიორგი ცობეხია – საადვოკატო ბიუროს „გიორგი ცობეხია და პარტნიორები“ მმართველი პარტნიორი, დირექტორი; იაგო ხვიჩია – საქართველოს პარლამენტის წევრი; ნაზი ჯანეზაშვილი – ა(ა)იპ „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ დირექტორი“, – განაცხადა პაპუაშვილმა. ნინო ლომაჯარია: ჩემი მოადგულე, გიორგი ბურჯანაძე განიხილავს, რომ ომბუდსმენის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს ცნობისთვის, 2017 წლის, 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა. მოქმედ ომბუდსმენს, თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურებ ლომჯარია 2016 წლის 4 ნოემბრიდან, 11 თვის განმავლობაში, გენერალური აუდიტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე იგი არასამთავრობო ორგანიზაციას – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას ხელმძღვანელობდა.
შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დიეგო კოლასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატება უსურვა მის მომავალ საქმიანობაში. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებასა და მიმდინარე რეფორმებზე. დიეგო კოლასმა წარმატება უსურვა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
შალვა პაპუაშვილი ლატვიის ელჩს შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ედიტ მედნეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე მეგობრულ ურთიერთობებზე. "პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ლატვიის რესპუბლიკის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელებასთან დაკავშირებით. ელჩმა დაადასტურა ლატვიის სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისადმი და ამ პროცესში საქართველოს გვერდში დგომის მზაობა გამოხატა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
შალვა პაპუაშვილი: საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში, შვეიცარიის შუამავლის ფუნქციას ვაფასებთ
მადლიერი ვართ, შვეიცარიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ვაფასებთ მათ შუამავლის ფუნქციას საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში, - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს, ირენ ქელინს მასპინძლობს. მხარეებმა დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობასა და მის გაღრმავებაზე ისაუბრეს. „შვეიცარიის პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი სიმბოლური და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან წელს სრულდება 30-ე წლისთავი საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან. თანამშრომლობის 30 წელი მოიცავდა წარმატებულ პარტნიორობას პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, საპარლამენტთაშორისო, განვითარების მიმართულებებით. აღსანიშნავია, რომ არსებულ თანამშრომლობას დაემატა უკანასკნელ წლებში ისეთი სფეროებიც, როგორებიცაა გარემოს დაცვა, პროფესიული განათლება, ხალხთაშორისი ურთიერთობები და სხვა. განსაკუთრებით ვაფასებთ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წვლილს საქართველოს ეკონომიკის და საზოგადოებრივ გარდაქმნებში. მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს პოზიტიური ტენდენცია და ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ. შეხვედრაზე, აგრეთვე, განვიხილეთ საპარლამენტო კავშირები, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის პარტნიორობა. ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერება, მეტი ვიზიტისა და შეხვედრის გამართვა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ. ქალბატონ ქელინსა და მის კოლეგებს კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ჩამობრძანებისთვის, ასევე, თანამშრომლობისა და მეგობრობის გაღრმავების მზადყოფნისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის პირველ მოადგილეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ოლექსანდრ კორნიენკოს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საქართველოს ურყევი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ მიმდინარე ომი დიდი გამოწვევაა ევროპის უსაფრთხოებისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ მიმოიხილა საქართველოს მიერ უკრაინისადმი გაწეული მხარდაჭერა. მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესი. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით. პარლამენტის თავმჯდომარემ წარმატება უსურვა უკრაინელ ხალხს მათი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. შეხვედრა გაიმართა რუანდაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეის ფარგლებში. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე იკოლოზ სამხარაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი შედიან.
შალვა პაპუაშვილი თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ბართინის მაღაროში ტრაგედიის გამო უსამძიმრებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქ კოლეგა მუსტაფა შენტოფს ბართინის მაღაროში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს. თურქეთში, მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა „მიიღეთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი ბართინის პროვინციაში, მაღაროში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვლოცულობ ამ უბედური შემთხვევისას დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლებისთვის და დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს პაპუაშვილი. შეგახსენებთ, რომ თურქეთის პროვინცია ბარტინის ამსრას რაიონში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქება გუშინ მოხდა.
შალვა პაპუაშვილი ინდოეთის პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-სპიკერს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საპარლამენტო დელეგაციის წევრები ინდოეთის პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-სპიკერს ჰარივანშ ნარაიან სინგხს შეხვდნენ. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინისადმი რუსული აგრესიაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ აგრესია მიუღებელია, ვინაიდან ძირს უთხრის მშვიდობას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პოტენციური მიმართულებები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური, განათლების, კულტურის, ხალხთაშორისი ურთიერთობების სფეროებში. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი თანამშრომლობის და საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე, მათ შორის, პარლამენტების ადმინისტრაციების დონეზე. შალვა პაპუაშვილმა ქართველი ხალხის სახელით, 2021 წელს, ქეთევან დედოფლის ნეშტის ფრაგმენტების საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემის გამო, ინდოეთის მხარეს მადლობა გადაუხადა. შეხვედრები რუანდაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.
შალვა პაპუაშვილი: რეზოლუციაში სააკაშვილის მოხსენიება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფასეულობებს, ძირს უთხრის
რეზოლუციაში სააკაშვილის მოხსენიება ცვლის რეზოლუციის არსსა და სულისკვეთებას და ძირს უთხრის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფასეულობებს და ორგანიზაციის სანდოობას ევროპის მასშტაბით ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის საქმეში, - პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მარტინიუს ტაინი კოქსს 13 ოქტომბერს მიღებულ PACE-ს რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის ჩანაწერთან დაკავშირებით მიმართავს. "ბატონი სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ას განაჩენზე მეტი გამოიტანა, მათ შორის იყო 13 საქმე ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტალური თავისუფლებების დაცვის კონვენციის მეორე მუხლზე (სიცოცხლის უფლება), 34 საქმე მესამე მუხლზე (წამების აკრძალვა), 15 საქმე მეხუთე მუხლზე (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და 44 საქმე მეექვსე მუხლზე (სამართლიანი სასამართლოს უფლება). მეტიც, სასამართლო ალექსანდრე გირგვლიანის მკვლელობის საქმეში (ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ) ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბ-მა სააკაშვილმა ხელი შეუშალა ეფექტიან გამოძიებას და სათანადო სასჯელის დაკისრებას. 2004-2012 წლებში საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში, რომელიც ადამიანის უფლებების სფეროში ევროსაბჭოს ყოფილმა კომისარმა და საქართველოში საკონსტიტუციო და საკანონმდებლო რეფორმებისა და ადამიანის უფლებების თაობაზე ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა თომას ჰამარბერგმა 2013 წელს მოამზადა, წარმოადგენს სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში აღნიშნულ კონვენციით დაცული უფლებების სისტემატური დარღვევების მტკიცებულებას. მასში იდენტიფიცირებულია საგანგაშო სიტუაცია სასამართლო, სასჯელაღსრულების, სამართალდამცავ სფეროებში, უმცირესობის უფლებების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებების, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვის, სოციალურ სამართლიანობის მიმართულებებში. საქართველოში ბატონი სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი სისხლის სამართლის ორ საქმეზე (ერთი ეხება ზემოთხსენებულ გირგვლიანის საქმეს, ხოლო მეორე – პარლამენტის ოპოზიციურ წევრ ვალერი გელბახიანზე თავდასხმის ორგანიზებას), სისხლის სამართლის სამი საქმე კი ჯერ ისევ განხილვის პროცესშია (2007 წლის 7 ნოემბერს ანტი-სამთავრობო პროტესტის დარბევის დროს და დამოუკიდებელი ტელემაუწყებლის, ტელეკომპანია „იმედის“ მიტაცების საქმეში უფლებამოსილების გადაჭარბება და ბოროტად გამოყენება; სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან პირადი მიზნებისთვის თანხის გაფლანგვა; და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უარი განაცხადა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის მიერ ბატონი სააკაშვილის მოპყრობის საქმის განხილვაში მიღებაზე. სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნულ საქმეში არ არსებობდა „განსაკუთრებული გარემოებები“, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა ადამიანის უფლებებთან და რომელიც მოითხოვდა სასამართლოსგან საქმის შესწავლის გაგრძელებას. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები და ინტერესები სასჯელაღსრულების სისტემაში სრულად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების შესაბამისად არის დაცული. საქართველო 2012 წლიდან აქვს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის კარგი ისტორია. აგრეთვე, ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან მის მიერ გამოტანილი განაჩენების აღსრულების საქმეში. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის 2004-2012 წლებთან შედარებით, 2013-2021 წლებში 5,5-ჯერ შემცირდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი საქმეები, რაც წარმოადგენს ქართული სასამართლოებისადმი გაზრდილი სანდოობის, მათი დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის შედეგს. აღნიშნული პროგრესი სათანადოდ იქნა აღნიშნული N2438-ე რეზოლუციაში („საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების პატივისცემა“), რომელიც ასამბლეამ 2022 წლის სესიაზე მიიღო. აღნიშნულის გათვალისწინებით, გვჯერა, რომ ბ-ნი სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებებში არ არსებობს პოლიტიკური მოტივაციის არანაირი მტკიცებულება, გარდა პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევი სპეკულაციებისა. შესაბამისად, რეზოლუციის მეოთხე დამატებაში გამოყენებული ჩანაწერი წარმოადგენს საქართველოს სამართლის სისტემის დაუსაბუთებელ კრიტიკას, საერთაშორისო არენაზე ქვეყნის წინააღმდეგ იწვევს გაუმართლებელ ეჭვს და ძირს უთხრის საქართველოს მიერ 2012 წლიდან მიღწეულ პროგრესს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებებით განხორციელებულ რეფორმებში. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მ. სააკაშვილის შესახებ უსაფუძვლო ჩანაწერი აზიანებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას ქართულ საზოგადოებაში და აფერხებს ჩვენს მცდელობებს, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციების შესაბამისი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგისადმი მხარდაჭერა. იმედს ვიტოვებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მომავალში იხელმძღვანელებენ მხოლოდ ორგანიზაციის საუკეთესო ინტერესებითა და ფუნდამენტური ღირებულებებით. მზად ვართ, მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია საქართველოს შესახებ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე", - აღნიშნულია პაპუაშვილის წერილში. შეგახსენებთ, რომ ვროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მხარი დაუჭირა "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მომდევნო აგრესიის" შესახებ რეზოლუციის მე-7 პუნქტში ცვლილებების შეტანას, რითაც რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, გადახედონ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმერ კარამურზას საქმეებს და გაათავისუფლონ ისინი.
შალვა პაპუაშვილმა, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების საკითხი განიხილა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის პირველ ვიცე-პრეზიდენტს ოტმარ კარასს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს პროგრესი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში. შალვა პაპუაშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე. ევროპარლამენტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს ძალისხმევა და ევროპარლამენტის მხრიდან მხარდაჭერა გამოხატა. შალვა პაპუაშვილმა და ოტმარ კარასმა შეხვედრაზე ასევე გამოთქვეს პარლამენტებს შორის ორმხრივი კავშირების გაღრმავების სურვილი. შეხვედრა გაიმართა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტის ფარგლებში. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები, ვიცე სპიკერი არჩილ თალაკვაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ. 24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. გაეცანით Europetime-ს სტატიას: ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად დააკვირდება, რამდენად ეფექტიანად შეასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას
შალვა პაპუაშვილი: ყირიმის პლატფორმაზე, საპარლამენტო დელეგაციები უკრაინის მიმართ სოლიდარობას, კიდევ ერთხელ გამოვხატავთ
ყირიმის პლატფორმაზე გვექნება შესაძლებლობა, რომ პარლამენტების დელეგაციებმა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ სოლიდარობა უკრაინის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ხორვატიაში, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში მონაწილეობს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველომ იცის, რას ნიშნავს რუსული აგრესია და რამდენად მნიშვნელოვანია სათანადო რეაგირება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. „რაც შეხება ჩვენ დელეგაციას და ჩემს გამოსვლას, აქ საქართველოს გამოცდილებიდან გამომდინარე, გვექნება საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს რუსული აგრესია, როგორი იყო თავის დროზე შესაძლოა, არასათანადო რეაგირება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან და რა უნდა იყოს სწორი რეაგირება რუსულ აგრესიაზე. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც რამდენჯერმე განიცადა რუსული აგრესია და ძალიან კარგად ვიცით, როგორი უნდა იყოს სწორი რეაქცია. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე გვექნება საუბარი იმაზე, თუ რას უნდა გულისხმობდეს თავის თავში სოლიდარობა უკრაინის მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტის სესია გაიხსნა. სამიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით მიმართავს მონაწილეებს. ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში 32 პარლამენტის 43 დელეგაცია, ხუთი საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაცია და 26 პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო დელეგაციის ორმხრივი შეხვედრები. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვგმობთ რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და მისი რეგიონების უკანონო ანექსიას
უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რეგიონები რუსეთს აქვს ოკუპირებული, ქართველი და უკრაინელი ხალხისთვის ვაცხადებ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ გზიდან გადახვევას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "24 თებერვალს უკრაინელმა ხალხმა ბომბების წვიმაში გაიღვიძა. დასავლეთში ბევრისთვის ეს შეიძლება, მოულოდნელი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ, ქართველებს, მოლდოველებს და უკრაინელებს ეს უკვე არაერთხელ გვქონდა გამოცდილი. ქართველი ხალხი მსგავსი თავდასხმის მსხვერპლი გახდა როგორც 2008 წელს, რაც თქვენც კარგად მოგეხსენებათ, ისე 1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ჩვენ ვიხილეთ, რუსული ტანკები როგორ ანადგურებდნენ საქართველოს სოფლებს, რუსული თვითმფრინავები კი როგორ ბომბავდნენ ჩვენი უკეთესი მომავლის იმედებს. ჩვენ შევესწარით ასობით ათასი ადამიანის გამოძევებას წინაპართა სახლებიდან; ხოცვა-ჟლეტას და ეთნიკურ წმენდას გამოქცეულები თვეებისა და წლების მანძილზე როგორ აფარებდნენ თავს გაყინულ კედლებში საკუთარ შვილებსა და საყვარელ ადამიანებთან ერთად. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენგან მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება იყოს: ჩვენ ვგმობთ რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და მისი რეგიონების უკანონო ანექსიას. რუსეთმა უნდა აღიაროს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან და პატივი სცეს უკრაინის დამოუკიდებლობას. 2008 წელსა და 1990-იან წლებში მიღებულმა გამოცდილებმა სამი რამ გვასწავლა: პირველი – აუცილებელია აგრესიის ყველა დანაშაულის დოკუმენტირება, რაც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფაქტორს მართლმსაჯულების აღსრულებისა და სხვა მსგავსი აგრესიის მცდელობის ჩანასახშივე მოსასპობად (რომის სტატუტთან მიერთება-არმიერთების მიუხედავად). საქართველო არის უკრაინაში რუსეთის ქმედებების გამოძიების მიზნით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში წარდგენილი განცხადების თანაავტორი. იურიდიული ბრძოლების მოგება მნიშვნელოვანია გრძელვადიან პერსპექტივაში. მეორე – საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობისა და სოლიდარობის შენარჩუნება აუცილებელია როგორც უკრაინის, ისე რუსეთის მიერ დარღვეული სხვა ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენამდე. სხვა შემთხვევაში, რუსეთი არ შეწყვეტს სამხედრო თავგადასავლებს მეზობელ ქვეყნებსა და მის მიღმა. ჩვენ უკრაინის მიმართ სოლიდარობა ყველა ძირითად საერთაშორისო ორგანიზაციაში გავახმოვანეთ და ასევე გავაგრძელებთ მომავალშიც. ამავე დროს, საქართველო არ დაუშვებს, რომ საკუთარი ტერიტორია და ფინანსური სისტემა გამოყენებულ იქნას 24 თებერვლის შემდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შემსუბუქების, ძირის გამოთხრის ან თავიდან არიდების მიზნით. და მესამე – საერთაშორისო თანამეგობრობამ დაჟინებით უნდა მოითხოვოს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დაცვა. ძალის გამოყენებით ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევა მიუღებელია და მხოლოდ აზიანებს საერთაშორისო წესრიგს. ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ წარსულში მსგავსი აგრესიის უგულვებელყოფამ საერთაშორისო სისტემაში ახალი ბზარები გააჩინა, რაც უკვე გაცილებით რთული გასამკლავებელი აღმოჩნდა. უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა უპირობო და მუდმივია. ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თავად არის ეგზისტენციური საფრთხის წინაშე, რამეთუ ჩვენი ისტორიული რეგიონები დიდი ხანია, რუსეთს აქვს ოკუპირებული. ქართველი და უკრაინელი ხალხისთვის და მათი სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ გზიდან გადახვევას. უკრაინას ვუსურვებ გამძლეობას და გამარჯვებას ამ ისტორიულ ბრძოლაში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. საქართველოს მოსახლეობა და ხელისუფლება ყოველთვის თქვენ გვერდით იქნება. დიდება უკრაინას!“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი: ანტიკორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, სადაც ყველას შეეძლო მონაწილეობა მიიღოს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ანტიკორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველას შეეძლო მონაწილეობა და აზრების გაზიარება. „იცით, რომ იყო შექმნილი სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველას შეეძლო მონაწილეობა და აზრების გაზიარება. სხვადასხვა მოდელია მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში და ამ მოდელების გაანალიზების საფუძველზე შესაბამისი პროექტი მომზადდება. ვნახოთ, რა იქნება შედეგი. სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ ვიცი, რა იქნება საბოლოო სახე იმ გადაწყვეტილების, რომელსაც სამუშაო ჯგუფი და კომიტეტი მიიღებს ინიციატივის სახით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის გადაწყვეტილება მიიღო, რომლის ძირითადი ამოცანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა იქნება.
პაპუაშვილი ყირიმის პლატფორმის სამიტზე: კარგი შესაძლებლობა იყო, რომ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტები გვეჩვენებინა
„ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტი კარგი შესაძლებლობა იყო, რომ ჩვენი გამოცდილებიდან დანახული რუსული აგრესია და ამ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტები, კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა ჩვენი კოლეგებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში საპარლამენტო დელეგაციას შესაძლებლობა ჰქონდა, საქართველოს გამოცდილება რუსული აგრესიასთან და ოკუპაციასთან დაკავშირებით სამიტის მონაწილეებისათვის გაეზიარებინა. „პლატფორმის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა, რომ სხვა მონაწილეებთან ერთად, დაახლოებით 30 პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფებოდა ამ სამიტზე, სიტყვით მიგვემართა მონაწილეებისთვის და მიგვემართა ჩვენ, როგორც საქართველოს, რომელსაც რამდენჯერმე აქვს გამოცდილი რუსული აგრესია და დღესაც საქართველოს ტერიტორიების ნაწილი არის რუსეთის მხრიდან ოკუპაციების ქვეშ. ზელენსკი: ყირიმის პლატფორმამ ბიძგი უნდა მისცეს სხვა პლატფორმების ამოქმედებას, რომლებიც ხელს შეუწყობს აფხაზეთის დეოკუპაციასაც ვფიქრობ, ჩვენი გამოცდილება მნიშვნელოვანი იყო სამიტის მონაწილეებისთვისაც და შესაბამისად, რეაქციებიც შემდეგ შესაბამისი გვქონდა, ვინაიდან ის სამი საკითხი, რომელიც გამოსვლაში მქონდა, ომის დანაშაულების დოკუმენტირება, საერთაშორისო სოლიდარობა და საერთაშორისო სამართლის საბაზისო ფუნდამენტური პრინციპების დაცვა, არის ის სამი საკითხი, რომელიც მნიშნელოვანია იმისთვის, რომ ასეთი აგრესიები ერთი მხრივ შეწყდეს, მეორე მხრივ, აღარ განმეორდეს. ეს არის ქვაკუთხედი, იმ მშვიდობისა, რომელსაც ჩვენი რეგიონი მიესწრაფვის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ კარგი შესაძლებლობა იყო, რომ ჩვენი გამოცდილებიდან დანახული რუსული აგრესია და ამ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტები, კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა ჩვენი კოლეგებისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტის ფარგლებში ხორვატიაში ვიზიტი დაასრულა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ვიცე სპიკერი არჩილ თალაკვაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე იმყოფებოდნენ. ცნობისათვის, „ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.
შალვა პაპუაშვილმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასა და მის გეოპოლიტიკურ შედეგებზე, იაპონელ კოლეგასთან ისაუბრა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იაპონიის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ჰიროიუკი ჰოსოდას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ წელს აღინიშნება საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავი და პოზიტიურად შეფასდა ბოლო წლებში საქართველო-იაპონიის ურთიერთობების მზარდი დინამიკა. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა იაპონიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს მიერ გაეროში წარდგენილი რეზოლუციების თანასპონსორობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გატარების მტკიცე მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას და მის გეოპოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების და წესრიგზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის პატივისცემის აუცილებლობას. მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო თანამშრომლობაზე და შეთანხმდნენ მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირების გაღრმავებაზე. შეხვედრა შალვა პაპუაშვილისა და საპარლამენტო დელეგაციის იაპონიაში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: მამუკა მდინარაძე, შოთა ხაბარელი და ირაკლი მეზურნიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.
შალვა პაპუაშვილი: იაპონია დაინტერესებულია საქართველოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობით
იაპონია დაინტერესებულია საქართველოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობით, - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იაპონიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იაპონიის პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა იაპონიის პარლამენტში შეხვედრები გამართა „ინტერესი, რომ გაიზარდოს ეს თანამშრომლობა, ძალიან დიდია, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი განახლებადი ენერგიის წარმოების კუთხით. ამავე დროს, დღესდღეობით არის დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის, მათ შორის ენერგორესურსების ტრანსპორტირების მხრივ. იაპონია დაინტერესებულია საქართველოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. შალვა პაპუაშვილმა იაპონიის პარლამენტში შეხვედრები გამართა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, იაპონია დაინტერესებულია, საქართველოსთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაიზარდოს. „დღეს შეხვედრა გვქონდა როგორც იაპონიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან. ორი მომენტია, რომელსაც ამ შეხვედრებიდან გამოვყოფდი – ეს შეეხება დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ იაპონია ისტორიულადაც, იმ პრობლემური ურთიერთობიდან გამომდინარე, რომელიც რუსეთთან ჰქონდა, ამ მხრივ შეიძლება, ყოველთვის აცნობიერებდა რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს, თუმცა დღეს ჩანს, რომ მას გახსნილად ესმის ის პოლიტიკა, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ქმედებების დაგმობასთან, საქართველოსთან მიმართებით მის საოკუპაციო პოლიტიკასთან და რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მნიშვნელოვანია, იყოს მხარდაჭერილი და გაძლიერებული. ამ მხრივ, ჩვენ ინტენსიურად გვქონდა საუბარი როგორც რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ, ასევე რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკაზე, საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, მეორე საკითხი ეხება ეკონომიკურ ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ იაპონიის მხრიდან დიდი ინტერესია განახლებადი ენერგიის კუთხით. პაპუაშვილის განცხადებით, ამ მხრივ, იაპონური კომპანიები საქართველოსთან უკვე თანამშრომლობენ. „ინტერესი, რომ გაიზარდოს ეს თანამშრომლობა, ძალიან დიდია, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი განახლებადი ენერგიის წარმოების კუთხით. ამავე დროს, დღესდღეობით არის დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის, მათ შორის ენერგორესურსების ტრანსპორტირების მხრივ. იაპონია დაინტერესებულია საქართველოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი კორეის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს კიმ ჩინ-ფიოს შეხვდა. როგორც აღინიშნა, მხარეებმა დადებითად შეაფასეს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში ქვეყნებს შორის დინამიური და ნაყოფიერი ურთიერთობები და გამოხატეს არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა. შეხვედრაზე ისაუბრეს კომიტეტების, მეგობრობის ჯგუფებისა და ადმინისტრაციების დონეზე საპარლამენტო კავშირების განმტკიცებაზე. აგრეთვე, განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, კულტურის, ვაჭრობის, პირდაპირი ფრენების, ტურიზმის, განათლების, თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებებით. შალვა პაპუაშვილმა, კოლეგას, კორეის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრა გაიმართა პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი თანმხლები დელეგაციის მიერ კორეის რესპუბლიკაში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან მამუკა მდინარაძე, შოთა ხაბარელი და ირაკლი მეზურნიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი.
შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტი გვთავაზობს, მეცენატს ვუწოდოთ ოლიგარქი, ჯარის გაქურდვით გაოლიგარქებულ ადამიანს - მედიამენეჯერი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის ანგარიშზე აკეთებს კომენტარს. მისი თქმით, ამ დოკუმენტის შემუშავების დროს, არაჯანსაღი კომპრომისია გათვალისწინებული. „ჩვენ გვთავაზობენ, მეცენატს ვუწოდოთ ოლიგარქი, ქართული ჯარის გაქურდვით გაოლიგარქებულ ადამიანს ვუწოდოთ მედიამენეჯერი, ქართველი ხალხის ჩაგვრის სისტემის შემქმნელ მიხეილ სააკაშვილს ვუწოდოთ "დემოკრატიის შუქურა" და ა.შ. "ნიუსპიკი" - ამოტრიალებული რეალობა და სიყალბე, რომლის აღიარებასაც გვთავაზობენ, რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთი სიყალბეების აღიარებას არ ვაპირებთ. ასეთი ამობრუნებული რეალობის შემქმნელი მხოლოდ ერთი სახელმწიფო მახსენდება, ეს არის რუსეთი. სამწუხაროა, როდესაც ხედავ ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც რუსული პროპაგანდისტული მეთოდებით მუშაობენ. ჩვენი დამოკიდებულება არის ძალიან მარტივი და პირდაპირი - თეთრი ვერ გახდება შავი და შავი ვერ იქცევა თეთრად, მიუხედავად იმისა, ვის რა აღქმების შექმნა სურს", - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე რადიო თავისუფლების ცნობით. რა წერია დოკუმენტში, შემდეგ ბმულზე ნახეთ
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თურქ ხალხს სტამბოლში მომხდარი ტრაგედიის გამო - პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სტამბოლში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს. „გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თურქ ხალხს სტამბოლში მომხდარი ტრაგედიის გამო. ღრმად თანავუგრძნობ დაღუპულთა მეგობრებსა და ოჯახებს. ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენი ფიქრები და ლოცვები თქვენთანაა ამ რთულ დროს“, - წერს პაპუაშვილი „ტვიტერზე“. სტამბოლის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას აფეთქება მოხდა ამ დრომდე არსებული ბოლო ინფორმაციით, აფეთქებას სტამბოლში 8 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დაშავებული ადამიანების რაოდენობა 80-ს აჭარბებს.
შალვა პაპუაშვილი: ევროკომისრის მთავარი გზავნილია, რომ დღეს არ არის წუწუნის, კინკლაობის დრო
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მთავარი გზავნილია, რომ დღეს არ არის წუწუნის, კინკლაობის დრო. რა მისიით ეწვია ოლივერ ვარჰეი საქართველოს "მთავარი გზავნილია, რომ დღეს არ არის წუწუნისა და კინკლაობის დრო, დღეს მნიშვნელოვანია ის, რომ კონცენტრირდეს ყველა საერთო ეროვნულ ამოცანაზე, რასაც ჰქვია 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხზე მუშაობა. მისი დამოკიდებულება ცნობილია, ის არის ჩვენი წინსვლის გულშემატკივარი ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, სწორედ ეს იყო გზავნილი, რომ ჩვენ, ჩვენი მხრივ, მას მივცეთ ამის შესაძლებლობა, რომ წინსვლის დახმარება მისგან კიდევ უფრო ინტენსიური იყოს. მოვახსენეთ, სად ვდგავართ დღეს კანონპროექტების კუთხით, რა გეგმები გვაქვს. მან დააფასა, რომ ვცდილობთ სწრაფად ვიმუშაოთ, ვუთხარი, რომ ჩვენი მიზანია ჩვენ მხარეს გადმოსროლილ ბურთს რაც შეიძლება მალე ვუპასუხოთ და ევროკავშირს მივაწოდოთ უკან იმისთვის, რომ ევროკავშირისგან გვქონდეს ჩვენი პროგრესის შეფასების მოლოდინი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველო მზადაა, გააგრძელოს შუამავლის ფუნქციის შესრულება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის - პაპუაშვილი
საქართველო მზად არის გააგრძელოს შუამავლის ფუნქციის შესრულება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი გადაიქცეს მშვიდობის და თანამშრომლობის მაგალითად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე, ალენ სიმონიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დაინტერესებული ვართ საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების დამყარებით - სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე "შეხვედრაზე ვისაუბრეთ საკანონმდებლო ორგანოს შორის კავშირების შემდგომ გაძლიერებაზე, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის. მისასალმებელია, რომ სომხეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ორი პარლამენტის საგარეო და კულტურის კომიტეტებს შორის. ეს შეთანხმებები ხელს შეუწყობს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მდიდარი კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. შეხვედრაზე ასევე მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება. საქართველოსა და სომხეთის და ზოგადად, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების წარსული, აწმყო და მომავალი მტკიცედ არის ურთიერთგადაჯაჭვული. საქართველო მზად არის გააგრძელოს შუამავლის ფუნქციის შესრულება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი გადაიქცეს მშვიდობის და თანამშრომლობის მაგალითად", - განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი ვიზიტით ესპანეთსა და პორტუგალიას ეწვევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 21- 26 ნოემბერს ვიზიტით ესპანეთსა და პორტუგალიას ეწვევა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ესპანეთის სამეფოს სენატის სპიკერს, ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის პრეზიდენტსა და პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდება. უწყების ცნობით, შეხვედრები გაიმართება ესპანეთის სენატის და დეპუტატთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან, სენატის, დეპუტატთა პალატის და კომიტეტების წევრებთან, ასევე დაგეგმილია პაპუაშვილის შეხვედრა პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის კომიტეტების თავმჯდომარესთან და პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის აღმასრულებელ მდივანთან. „პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს ლისაბონის ავტონომიურ უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაში, სადაც საგარეო პოლიტიკის ექსპერტებსა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ესპანეთსა და პორტუგალიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ლევანი იოსელიანი, დავით სონღულაშვილი, ბექა ოდიშერია, ლევან ქარუმიძე, ირმა ზავრადაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის ორგანიზაცია მტკიცედ უჭირს მხარს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას - პაპუაშვილი
საქართველო გამოხატავს მადლიერებას პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის ორგანიზაციის მიმართ, ვისთანაც მრავალწლიანი ნაყოფიერი მუშაობა გვაკავშირებს. ორგანიზაცია მტკიცედ უჭირს მხარს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და მათი ხედვა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საკითხში ცალსახაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პორტუგალიურენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობის (CPLP) აღმასრულებელ მდივანთან, ზაქარიას და კოსტასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა აღმასრულებელ მდივანს მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის მკაფიო პოზიციისთვის არაღიარების პოლიტიკის მიმართ. „მადლობა მსურს მოვახსენო აღმასრულებელ მდივანს მასპინძლობისთვის. ვიცით, რომ არაჩვეულებრივად ართმევთ თავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის საკითხს და ამასთან, ბევრს შრომობთ არაღიარების პოლიტიკის გასატარებლად. იმედი მაქვს, მომავალში კიდევ უფრო მეტი ორმხრივი ვიზიტი შედგება ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებაზე მუშაობას და ეს თანამშრომლობა საპარლამენტო ფორმატში მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. აღნიშნული, მათ შორის, ლუანდაში მუდმივმოქმედი სამდივნოს გახსნით იქნება დამოწმებული, სადაც საქართველოსაც, როგორც ასოცირებულ დამკვირვებელს, შეეძლება მონაწილეობის მიღება. პორტუგალიურენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობის ასოცირებული დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსი მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის წარმატებით განხორციელების კუთხით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მიიღებს თუ არა 2023 წლამდე საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ ვენეციის კომისიისგან მიიღეს ოფიციალური პასუხი, რომ დეოლიგარქიზაციის უკრაინულ კანონზე მუშაობა გრძელდება. მისივე თქმით, ოფიციალურ პასუხში ასევე აღნიშნულია, რომ დეოლიგარქიზაციის უკრაინულ მოდელზე დასკვნა 2023 წელს იქნება, თუმცა კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ. ევროკავშირის ელჩი: მნიშვნელოვანია, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი გადაეგზავნოს ვენეციის კომისიას „ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენლობის მეშვეობით, ვენეციის კომისიისგან მივიღეთ ოფიციალური პასუხი, რომ უკრაინულ კანონზე გრძელდება მუშაობა, ის არ არის გაწვეული და მუშა პროცესი მიმდინარეობს. გვითხრეს ასევე, რომ დასკვნა ამ პროექტზე იქნება 2023 წელს, თუმცა თარიღი ვერ დაგვისახელეს, აქედან გამომდინარე ვიმსჯელებთ, რამდენად მიზანშეწონილი არის, რომ ჩვენი პროექტი გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში დასკვნისთვის. ეს არის ბოლო ინფორმაცია რაც გვაქვს, უკრაინული კანონის დასკვნა იქნება, თუმცა როდის კონკრეტულ თარიღს ვენეციის კომისია ვერ ასახელებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მიიღებს თუ არა 2023 წლამდე საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების ამ შეკითხვასა 25 ნოემბერს უპასუხა. კელი დეგნანის თქმით, მნიშვნელოვანია, „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონს ევროპის სამართლის ექსპერტებმა გადახედონ „ვნახოთ. ჩვენ სწორედ ამიტომ ვამბობდით, რომ ჩვენი მიდგომა იყო, რომ ეს არის უკრაინული კანონის იდენტური, ამიტომ, რაც იქნებოდა უკრაინულ კანონზე დასკვნა, იგივე იქნებოდა ჩვენთვის რელევანტური, თუმცა როგორც გითხარით, პასუხი არის ისეთი, რომ დასკვნა 2023 წელს იქნება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ევროკავშირი: ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
შალვა პაპუაშვილი: ესპანეთი და პორტუგალია მკაფიოდ უჭერენ მხარს საქართველოს წინსვლას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი იყო დროული და შინაარსობრივად მნიშვნელოვანი. ესპანეთი და პორტუგალია, მკაფიოდ უჭერენ მხარს საქართველოს წინსვლას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ესპანეთის სამეფოსა და პორტუგალიაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა. მისი თქმით, მხარდაჭერა, რომელიც შეხვედრებზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ გამოითქვა, უზრუნველყოფს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საქართველოს მიმართ. „ორივე ქვეყანაში მხარდაჭერა მრავალჯერ მოვისმინეთ. მნიშვნელოვანია, რომ ესპანეთი, რომელიც მომავალი წლის მეორე ნახევარში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა უნდა გახდეს, ამ გზაზე ჩვენი უპირობო მხარდამჭერი იქნება. ასევე პორტუგალია, რომელმაც თავადაც გრძელი გზა გაიარა, რომ გაწევრიანებულიყო ევროპულ ოჯახში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი გერმანიას ეწვევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 29 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ვიზიტით ეწვევა. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე ბუნდესთაგის პრეზიდენტ ბერბელ ბასს და ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანტონ ჰოფრაიტერს შეხვდება. შეხვედრები გაიმართება ბუნდესთაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ელიზაბეთ ვინკელმაიერ-ბეკერთან, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანთან, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, რენატა ალტთან. პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ბუნდესთაგის სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან, ფრაქცია CDU-ს წევრებთან, მომხსენებლებთან ნატო-ს და აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართულებით, ფრაქცია SPD-ს საგარეო პოლიტიკურ სპიკერთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრთან. შალვა პაპუაშვილი მონაწილეობას მიიღებ საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ბუნდესთაგში ქართულ-გერმანული ფორუმის წევრებთან. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე შედიან.
შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტ ბერბელ ბასს შეხვდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავს და მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის მეგობრული და ნაყოფიერი კავშირები. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა გერმანიის მიმართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და, ასევე, ქვეყნის ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერისთვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიის ხელშეწყობით, საქართველოში ფუნქციონირებს მდგრადი ინსტიტუტები და ქვეყანა მტკიცედ დგას ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის გზაზე. შეხვედრაზე ისაუბრეს საპარლამენტო თანამშრომლობაზე და გამოხატეს მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირების გააქტიურების მზაობა. შალვა პაპუაშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესზე, მათ შორის, ევროპული საბჭოს რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარე რეფორმებზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ახალმა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა გაზარდა საქართველოს, როგორც ძირითადი სატრანზიტო და ლოგისტიკური ცენტრის როლი. ბერბელ ბასმა დადებითად შეაფასა ევროკავშირის წევრობისკენ მიმართული საქართველოს ძალისხმევა და აღნიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ვიზიტის ფარგლებში გერმანიის დედაქალაქში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე შედიან.
ბუნდესტაგის ყველა ფრაქციაში არის დამოკიდებულება, რომ საქართველო ევროპის ნაწილია - პაპუაშვილი
ბუნდესტაგში შეხვედრებზე იგრძნობოდა ის სულისკვეთება, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ მოისმინა გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მხრიდან: ევროპა უნდა იყოს სივრცე ლისაბონიდან თბილისამდე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. შალვა პაპუაშვილი გერმანიას ეწვევა შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდა პაპუაშვილის თქმით, ბუნდესტაგის ყველა ფრაქციაში არის იგივე დამოკიდებულება, რომ საქართველო ევროპის ნაწილია. „დღეს ჩვენს დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა ბუნდესტაგის პრეზიდენტთან, ბერბელ ბასთან, ასევე ევროპის საკითხთა, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებთან. ყველა ამ შეხვედრაზე იგრძნობოდა მთავარი სულისკვეთება, ის სულისკვეთება, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ მოისმინა სულ ცოტა ხნის წინ გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მხრიდან, როდესაც მან თქვა, რომ ევროპა უნდა იყოს სივრცე ლისაბონიდან თბილისამდე. ზუსტად ეს განწყობა აქვს ბუნდესტაგის ყველა წარმომადგენელს, მათ შორის ყველა ფრაქციაში იგივე დამოკიდებულებაა, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი, ამიტომ საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში არის ის გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად აღსრულდება. ამ მხრივ, გვქონდა საუბარი, რომ მნიშვნელოვანია, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს მტკიცე მომავალ წელს, როდესაც საქმე შეეხება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებას, ვინაიდან საქართველო აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, რაც შეეხება ტექნიკურ პარამეტრებს და სხვადასხვა კრიტერიუმს, რომელიც საჭიროა სტატუსისთვის. გვაქვს კიდევ 12 რეკომენდაცია, რომელზეც მიდის მუშაობა. ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რაც შეიძლება მალე დასრულდეს მუშაობა, რომ შემდეგ უკვე გვქონდეს მოლოდინი, ევროკავშირმა შეაფასოს ჩვენი სამუშაო და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრ ტობიას ლინდნერსს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. შალვა პაპუაშვილი გერმანიას ეწვევა შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდა მათი ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ გერმანიის მხარეს მადლობა გადაუხადა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისთვის. „პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია წლების განმავლობაში საქართველოს უმსხვილესი ორმხრივი დონორია, რამაც მრავალი შედეგი მოუტანა ქართველ ხალხს. მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის ომზე უკრაინაში და მის მძიმე შედეგებზე. შალვა პაპუაშვილი სახელმწიფო მინისტრს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს წარმატება უსურვა რეფორმების განხორციელებაში და ამ პროცესში გერმანიის მხრიდან მხარდაჭერის მზაობა გამოხატა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, პაპუშვილის ხელმძღვანელობით , ვიზიტის ფარგლებში , გერმანიის დედაქალაქში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.
შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. შალვა პაპუაშვილი გერმანიას ეწვევა შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდა შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების მძიმე ვითარებაზე. სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს როლი რეგიონული მშვიდობის უზრუნველყოფაში. საუბარი, აგრეთვე, შეეხო ომს უკრაინაში და მის შედეგებს რეგიონისთვის. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს ძალისხმევაზე, წლის ბოლომდე დაასრულოს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება და ხაზი გაუსვა გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობას. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის დედაქალაქში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე შედიან.
ბევრმა გაიაზრა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმიცემა შეცდომა იყო - პაპუაშვილი
ბევრისგან მოვისმინეთ გააზრება, რომ შეცდომა იყო, როდესაც ივნისში საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეცა. ყველას პოზიციაა საქართველოს პროგრესის მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც პარლამენტის დელეგაციასთან ერთად, გერმანიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. შალვა პაპუაშვილი გერმანიას ეწვევა შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდა მისივე თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად კრიტერიუმები დააკმაყოფილოს. შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ შემდეგში გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება. „დღეს ჩვენს დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა გერმანიის ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან მეგობრობის ჯგუფთან, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის საგარეო სპიკერებთან. ყველას აქვს ერთიანი პოზიცია – ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს პროგრესის მრავალპარტიული და მრავალფრაქციული მხარდაჭერა. ჩვენ ბევრისგან მოვისმინეთ იმის გააზრება, რომ ივნისში, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეცა, გადაწყვეტილება იყო შეცდომა, ამიტომ ჩვენ ჩვენი მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავაკმაყოფილოთ კრიტერიუმები, მაგრამ პოლიტიკურ ნაწილს რაც შეეხება, ვფიქრობ, სრული გაცნობიერებაა, რომ სჯობდა, საქართველოს მიმართ ივნისში გადაწყვეტილება ყოფილიყო პოზიტიური. რა თქმა უნდა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კუთხით გადაწყვეტილება შემდეგში პოზიტიური იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გერმანიის სრული მხარდაჭერა გვაქვს - პაპუაშვილი
ჩვენ გვაქვს გერმანიის სრული მხარდაჭერა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. შალვა პაპუაშვილი გერმანიას ეწვევა შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდა პაპუაშვილმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა და იმ მნიშვნელოვან გზავნილებს გაუსვა ხაზი, რაც მაღალი დონის შეხვედრებისას გამოიკვეთა. „ევროკავშირის გაფართოების პროცესს გერმანია უყურებს როგორც შედეგზე ორიენტირებულს და არა პროცესს პროცესისთვის. მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატობის და შემდეგ, მოლაპარაკებების ბოლოს, აუცილებლად იქნება ევროკავშირის წევრობა. გერმანია ხედავს ევროკავშირს ლისაბონიდან თბილისამდე. ეს ხედვა არის პრაქტიკული პოლიტიკის ნაწილი. გაფართოების მიზანიც უნდა იყოს, რომ ეს სივრცე იქნას მოცული ევროკავშირის მხრიდან. ჩვენ ბევრის მხრიდან მოვისმინეთ, რომ ივნისში მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, იყო არასწორი და უმჯობესი იქნებოდა საქართველოს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ჰქონოდა კანდიდატის სტატუსი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს გადაწყვეტილება იქნას მიღებული“, - განაცხადა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, როგორც ქვეყანა, რომელიც რეგიონული მშვიდობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას უზრუნველყოფს. „საქართველო მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმის გამო, რომ ის ისწრაფვის ევროკავშირში, არამედ როგორც ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონული მშვიდობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას. საქართველოს როლი რეგიონში და განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სტაბილური მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით არის მნიშვნელოვანი. ამავე დროს, საქართველო, რომელიც მდებარეობს შუა დერეფანში ევროპასა და აზიას შორის, ენერგომატარებლების მიწოდების კუთხით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა ევროკავშირის ენერგო დამოუკიდებლობისთვის“, - განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
შალვა პაპუაშვილი ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს ეწვევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 5-8 დეკემბერს, ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს ეწვევა. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, პაპუაშვილი ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტ ვერა ბერგკამპს და სენატის პრეზიდენტ იან ბრუაინს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა სისხლის სამართლის სფეროში ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოს (EUROJUST) პრეზიდენტ ლადისლავ ჰამრანთან. პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრას გამართავს ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის სპიკერ ფერნანდ ეტგენთან. პრესსამსახურის ცნობით, ორმხრივი შეხვედრები ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის წარმომადგენლებთან გაიმართება.
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დღეებში 6 ქართველის სიცოცხლე შეიწირა რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ, ეს ჩვენი ქვეყნის დიდი დანაკლისია
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინაში ხუთი ქართველი მებრძოლის დაღუპვას გამოეხმაურა და მათ ოჯახებს მიუსამძიმრა. ბახმუტთან ბრძოლაში, 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა „ბოლო რამდენიმე დღეში 6 ქართველის სიცოცხლე შეიწირა რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ. 33 ქართველი ემსხვერპლა უკვე ამ ომს და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის დიდი დანაკლისია. მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, მათ ახლობლებს და მთლიანად საქართველოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა. აშშ-ის დაზვერვა: საბრძოლო მოქმედებები ახლა უმეტესწილად, ბახმუტის გარშემო და დონეცკის ოლქში მიმდინარეობს
ჩვენ ვისმენთ მხარდამჭერ სიტყვებს პარტნიორებისგან - პაპუაშვილი
ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვიზიტების მთავარი მიზანია პარტნიორებთან ევროკავშირში საქართველოს წინსვლაზე საუბარი, ახსნა, თუ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ 12 რეკომენდაცია დაკმაყოფილდეს, რომ ჩვენთვის იმედგაცრუება იყო როდესაც ივნისში სტატუსის მონიჭება არ მოხდა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ვიზიტს ჰოლანდიასა და ლუქსემბურგში აგრძელებს. შალვა პაპუაშვილი ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს ეწვევა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით, არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრაა დაგეგმილი. მისივე თქმით, არსებობს საერთო პოზიცია, რომ ივნისში საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილება არასწორად იქნა მიღებული და მასპინძელი ქვეყნები სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მხარდაჭერას გამოხატავენ. "ვაგრძელებთ ვიზიტს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ესპანეთის, პორტუგალიის, გერმანიის შემდეგ, ჩვენ გვექნება შეხვედრები ნიდერლანდებში და ლუქსემბურგში. ვიზიტების მთავარი მიზანია პარტნიორებთან ევროკავშირში საქართველოს წინსვლაზე საუბარი, ახსნა, თუ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ 12 რეკომენდაცია დაკმაყოფილდეს, რომ ჩვენთვის იმედგაცრუება იყო როდესაც ივნისში სტატუსის მონიჭება არ მოხდა. აქ უკვე არის თანხმობა, რომ ეს არ იყო მართებული გადაწყვეტილება. ჩვენ ვისმენთ მხარდამჭერ სიტყვებს ჩვენი პარტნიორებისგან. ნიდერლანდებში გვექნება შეხვედრები პარლამენტის ქვედა და ზედა პალატის თავმჯდომარეებთან, ასევე ევროჯასტის პრეზიდენტთან. გვექნება საჯარო დისკუსია, დისკუსიები პოლიტოლოგებთან ერთად. ჩვენ, საქართველოს პარლამენტი და ხელისუფლება ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ 12 პუნქტი შესრულდეს. რამდენიმე კანონი უკვე მიღებულია. წლის ბოლომდე კიდევ გვექნება შესაძლებლობა რამდენიმე დაკავშირებით შესაბამისი ცვლილებები მივიღოთ. შემდეგ უკვე ჯერი ევროკავშირზე იქნება, რომ მოახდინოს სამართლიანი შეფასება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ",- განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი: საქართველო მტკიცედ ეკუთვნის ევროპას
საქართველომ უკვე მიიღო ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე და უკვე აღარ რჩება კითხვა მის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, რაზეც მრავალი თაობა ოცნებობდა და რისთვისაც ბევრი თაობა იბრძოდა. საქართველო მტკიცედ ეკუთვნის ევროპას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კლინგენდაელის ინსტიტუტში საჯარო დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ჩვენ ვისმენთ მხარდამჭერ სიტყვებს პარტნიორებისგან - პაპუაშვილი მისი თქმით, ამ ცვლილებების მიუხედავად, საქართველო ახერხებს და საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებს ინარჩუნებს. „ჩვენ ცვალებად სამყაროში გვიწევს ცხოვრება. ცვლილებები იწვევს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კლიმატის და სამხედრო სირთულეებს. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განახლებული სამხედრო დაპირისპირება და სხვა გამოწვევები ამის ნათელი მაგალითებია. ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა უდიდესი წნეხის ქვეშ მოექცა. აღნიშნული ცვლილებების და ტურბულენტობის პირობებში, საქართველო ახერხებს და ინარჩუნებს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მხრივ. მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება რეგიონის სხვა ქვეყნებისათვისაც სტიმული იქნება და ამავდროულად, დაიცავს რეგიონს რუსეთის გეოპოლიტიკური ძალისხმევისგან. „ჩვენ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას დიდი ენთუზიაზმით შევუდექით. იმის მიუხედავად, რომ პროცესი ჯერ არ დასრულებულა, საქართველომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ჩვენი მიზანია სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შემდგომი დაახლოება და ქვეყნის სრული ევროპიზაცია. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მეტ ენერგიას შესძენს საქართველოს ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მაგრამ დინამიურად განვითარებად დემოკრატიას და დიდი სტიმული იქნება ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებისათვის. კანდიდატობის სტატუსი ასევე შეამცირებს ისეთი ავისმსურველების ძალისხმევას, როგორიცაა რუსეთი, რომელსაც სურს, ჩვენს რეგიონზე კვლავ ჩამოაფაროს გეოპოლიტიკური რკინის ფარდა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. საჯარო დისკუსია „საქართველოს ევროპული პერსპექტივა“, შალვა პაპუაშვილისა და მისი თანხმლების დელეგაციის ნიდერლანდების სამეფოში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში შედგა.
შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტს, კოენ ლენარტს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ხაზი გაუსვა საქართველოს პროგრესს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით. მათივე ცნობით, კოენ ლენარტი მიესალმა საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას და წარმატება უსურვა პარლამენტს შემდგომი რეფორმების განხორციელებაში; აგრეთვე, ქართულ მხარეს გააცნო ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოსა და მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირება. შეხვედრა შალვა პაპუაშვილისა და მისი თანმხლები დელეგაციის ლუქსემბურგში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, დეპუტატები მაკა ბოჭორიშვილი, გიორგი ამილახვარი, ხატია წილოსანი, რიმა ბერაძე, ელგუჯა გოცირიძე და ხათუნა სამნიძე შედიან.
მნიშვნელოვანია, სახალხო დამცველობის კანდიდატი ყველასთვის თანაბრად მისაღები იყოს - პაპუაშვილი
მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატი თანაბრად მისაღები იყოს ყველასთვის, იმ კვალიფიციური უმრავლესობისთვის, რომელიც საჭიროა გადაწყვეტილების მიღებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ ფრაქციებს შორის კონსულტაციების შედეგად შესაძლებელი გახდა 19-კაციანი სიის შემცირება რვა კანდიდატამდე. „ახლა მთავარია, ყველა ამ პასუხისმგებლობით მიუდგეს საკითხს, რომ მნიშვნელოვანია, იყოს კვალიფიციური უმრავლესობ. მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ გადამწყვეტი ხმები აქვს „ქართულ ოცნებას“ და საჭიროა, სწორედ ასე მიუდგეს ჩვენი ოპოზიციაც. მნიშვნელოვანია, კანდიდატი, რომელზეც ჩვენ გვექნება საუბარი, მისაღები იყოს ყველასთვის, მაგრამ განსაკუთრებით აქ საუბარია „ქართული ოცნების“ დარწმუნებაში, რომ ესა თუ ის კანდიდატი იქნება საუკეთესო ამ თანამდებობაზე. ვნახოთ, ჩვენ გვექნება ამ საკითხებზე კონსულტაცია. იმ მომენტში, როგორც კი დავინახავ, რომ არსებობს კვალიფიციური უმრავლესობა კანდიდატის გარშემო, კენჭისყრა ჩატარდება და ავირჩევთ ახალ სახალხო დამცველს. კიდევ ერთხელ აქ მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატი თანაბრად მისაღები იყოს ყველასთვის, იმ კვალიფიციური უმრავლესობისთვის, რომელიც საჭიროა გადაწყვეტილების მიღებისთვის. ამავე დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ, ვერც ერთი ფრაქცია ცალკე ვერ აირჩევს სახალხო დამცველს. ამავე დროს, სახალხო დამცველის არჩევა შეუძლებელია „ქართული ოცნების“ ხმების გარეშე. ამ მოცემულობით და იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში წარმოადგენს ხმების უმრავლესობას, მნიშვნელოვანია, რომ ამ სხვადასხვა წონის გათვალისწინებით, ფრაქციებმა იმსჯელონ და შევთანხმდეთ საერთო კანდიდატზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი დანიის სამეფოს ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ანე ტოფტ სორენსენს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს. პაპუაშვილმა სორენსენს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა მის საქმიანობაში. თავმჯდომარემ ასევე დანიაში განხორციელებული ნაყოფიერი ვიზიტის შესახებ ისაუბრა. ელჩმა აღნიშნა, რომ 1-ელ ნოემბერს დანიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა და მიმდინარეობს ახალი მთავრობის ფორმირების პროცესი. ამ კუთხით, მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დანიის ყველა მთავრობა გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და რეფორმების მხარდაჭერას, რასაც მოწმობს თბილისში დანიის საელჩოს გახსნის გადაწყვეტილებაც. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. დანიის ელჩმა დაადასტურა დანიის მზაობა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაში.საუბარი, ასევე შეეხო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას და მის შედეგებს და საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.
გვახსოვს, სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს პირდაპირ მითითება მისცა, შიმშილობა შეეწყვიტა, მნიშვნელოვანია, პატიმარი თანამშრომლობდეს ექიმებთან - პაპუაშვილი
გვახსოვს სტრასბურგის სასამართლოს განჩინება, როდესაც მიხეილ სააკაშვილს გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ მითითება მისცა, რომ შეეწყვიტა შიმშილობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო „ჩვენ ვაკვირდებით ერთ რამეს, რომ ხდება სხვადასხვა სახის ინფორმაციის ბოროტად გამოყენება ამაზე არავინ არ დაობს, არის საუბარი გარკვეულ ანგარიშებზე, დიაგნოზებზე, რომელიც ერთი მხრივ, როცა უნდათ ადვოკატებს და მხარეებს, არის პერსონალური ინფორაცია და როცა სჭირდებათ, ტაქტიკურად პორცია-პორცია ასაჯაროებენ, ეს არის კლასიკური მაგალითი დეზინფორმაციის ინსტრუმენტის ამოგლეჯილად ინფორმაციის გავრცელება, რომ შექმნა ყალბი აღქმები. ვერაფერს გეტყვით, სინამდვილეში რა და როგორ არის, ამაში პენიტენციური სისტემა უფრო გარკვეულია, ამიტომ ჩემი გადმოსახედიდან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, ყველა პატიმრის ჯანმრთელობისთვის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის, რომ იყოს შესაბამისი სერვისი მიწოდებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა. 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ისევე როგორც შარშან, წელსაც წლიური ეკონომიკური ზრდა იქნება 10%-ზე მეტი - პაპუაშვილი
ისევე როგორც შარშან, წელსაც წლიური ეკონომიკური ზრდა იქნება 10%-ზე მეტი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შა;ლვა პაპუაშვილმა განაცხადა. კობა გვენეტაძე: ინფლაცია, მიზნობრივ მაჩვენებელს მომდევნო წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება „ახლა მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილი ბიუჯეტით, მაღალი ეკონომიკური ზრდით საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა სახის პროექტები განახორციელოს, რომელიც უკვე დაანონსდა, როგორც ინფრასტრუქტურული სახით, ასევე განათლების მიმართულებით, ასევე სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით. ჩვენ დღეს განვიხილავთ ამ ბიუჯეტს და კარგია, რომ საქართველოს 2023 წელს ექნება ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი: შიმშილობა არ არის ის ფორმა, რომლითაც უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს მიმართ გადაწყვეტილებების იძულება - მოვუწოდე მათ, რომ შეწყვიტონ შიმშილობა
შიმშილობა არ არის ის ფორმა, რომლითაც უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს მიმართ გადაწყვეტილებების იძულება, ამიტომ მოვუწოდე მათ, რომ შეწყვიტონ შიმშილობა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. პარლამენტში მოშიმშილეებს "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი დეპუტატი შეუერთდა „პარლამენტი არ არის ის ადგილი, ვისაც უნდა მოუწოდონ ასეთ საკითხებზე. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, ყველა საკითხი წყდება სამართლებრივი პროცედურების მეშვეობით და მოწოდება, იძულება, შანტაჟი, მით უმეტეს, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად არის მიუღებელი. პირიქით, ასეთი საქციელი საბოლოო ჯამში ახალისებს მიხეილ სააკაშვილს, რომ მან უფრო მეტად არ ითანამშრომლოს სასჯელაღსრულების სისტემასთან ან ექიმებთან”, - განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისათვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვამ პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა გუშინ დაიწყეს.
შალვა პაპუაშვილის მითითებით, მანდატურმა სალომე სამადაშვილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შლვა პაპუაშვილის მითითებით მანდატურმა ოპოზიციონერ დეპუტატს სალომე სამადაშვილს პლენარულ სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პლენარული სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს სალომე სამდაშვილმა გააპროტესტა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზიდან წაეკითხა ერთ-ერთი მსჯავრდებულის საქმიდან ამონარიდი, რომელიც წამებასა და გაუპატიურებას ასახავს. ცნობისთვის, დეპუტატები დღეს იუსტიციის მინისტრს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
სახლხო დამცველის კანდიდატზე ოპოზიციაში ბევრი ადამიანი მზად იყო კონსენსუსისთვის, თუმცა ვერ აცდნენ NGO-ების ულტიმატუმს - პაპუაშვილი
ოპოზიციაში ბევრია ადამიანი, რომელიც იყო მზად კონსენსუსისთვის, ვერ აცდნენ იმ ულტიმატუმს, რომელიც ენჯეობის მხრიდან იყო დაყენებული, ეს არის სამწუხარო რეალობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სახალხო დამცველის კანდიდატების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. "ოპოზიციაში ბევრია ადამიანი, რომელიც დიახაც, იყო მზად კონსენსუსისთვის, ვერ აცდნენ იმ ულტიმატუმს, რომელიც ენჯეოების მხრიდან იყო დაყენებული რომ ან ეს კანდიდატები, ან არაო. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელშიც ენჯეოების მხრიდან იყო დაყენებული, რომ ან ეს კანდიდატები ან არავინ, ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელიც აჩვენებს კრიზისს, რომელიც ენჯეოსექტორში არის. ადამიანები დახურულ კარს მიღმა კორპორატიულად იღებენ გადაწყვეტილებას, არ აქვთ არანაირი სახალხო მანდატი და უნდათ, საქართველოს პარლამენტს თავს მოახვიონ საკუთარი გადაწყვეტილება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატი ანა წითლიძე მოინახულა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს, პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანი წითლიძე მოინახულა. „მოთხოვნას რაც შეეხება ამ საკითხს წყვეტს სასამართლო სასამართლოს კომპეტენციაა განიხილოს პროცესის ფარგლებში საკითხები და ისე გადაწყვიტოს. ულტიმატუმის წაყენება სასამართლოსთვის არ არის ის, ფორმა, რომლითაც სამართლებრივ სახელმწიფოში უნდა ხდებოდეს საკითხების გადაწყვეტა. მთავარი ამ კუთხით არის მისი ჯანმრთელობა, რომ შეუქცევადად არ დაზიანდეს. ამიტომ განსაკუთრებით მივმართავ მის თანაგუნდელებს, რომ მოუწოდონ მას, შეწყვიტონ შიმშილობა... შიმშილობა არ არის ის ფორმა, რომლითაც უნდა ესაუბრო სახელმწიფოს და მოითხოვო გადაწყვეტილების მიღება. თავისთავად, შიმშილობას ასეთი შედეგი ვერ ექნება. ერთადერთი შედეგი რაც შეიძლება დადგეს, არის საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დავით კირკიტაძემ შიმშილობა შეწყვიტა ანი წითლიძე, პარლამენტის შენობაში მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის თხოვნით მეთორმეტე დღეა შიმშილობს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ თემურ ჯანაშია საავადმყოფოში გადაიყვანეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. მათ 16 დეკემბერს შეუერთდა ამავე პარტიის წევრი თემურ ჯანაშია. რაც შეეხება კიდევ ერთ მოშიმშილე დეპუტატს, ანა წითლიძეს, ის შიმშილობას აგრძელებს. ამასთან, საკანონმდებლო ორგანოში 24-საათიან რეჟიმში იმყოფებიან ექიმები, რომლებიც მოშიმშილეს მუდმივ მონიტორინგს უწევენ.
შალვა პაპუაშვილი სააკაშვილზე: აღარავინ საუბრობს, რომ ის პოლიტპატიმარია, საკითხს წერტილი დაესვა
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ლობისტების კამპანიის კარგი შედეგია ის, რომ სააკაშვილზე, როგორც პოლიტპატიმარზე აღარავინ საუბრობს. "სააკაშვილის გარშემო ძალიან ბევრი სიყალბისა და ტყუილ-მართლის არევა ხდება ერთმანეთში. ჩვენ ვნახეთ მისი უცხოელი ადვოკატი თუ ლობისტი, რომელიც პირდაპირ ტყუილს ავრცელებს, მათ შორის, მოწამვლასთან დაკავშირებით. მთელი მუხანათობა ამ დეზინფორმაციული კამპანიის არის ის, რომ გადაჭრით თითქოს არაფერს ამბობენ და დაბნეულობა შეაქვთ საზოგადოებაში. დილით იტყვიან, რომ მოწამლეს, საღამოს სააკაშვილი იტყვის რომ არა არ მომწამლესო. მეორე დღეს სააკაშვილი გაუგზავნის რუს ბლოგერს, რომ ის მოწამლეს, მეორე დღეს ადვოკატი უარყოფს, რომ არ მოწამლეს. ამით აბნევენ საზოგადოებას იმისთვის, რომ გახადონ ის მოწყვლადი დეზინფორმაციის მიმართ. ამას ჩვენ ვაკვირდებით 450 დღეა. არაფერი არ შეცვლილა, ერთადერთი შეიცვალა ის, რომ არავინ საუბრობს მის პოლიტპატიმრობაზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა. 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
წლები გადის და საზოგადოება კვლავ გაოგნებული უყურებს სააკაშვილის ქართველი მეგობრების, უცხოელი მფარველების შეთანხმებულ ქმედებებს - პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამონარიდს ავრცელებს სანდრო გირგვლიანის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2011 წლის გადაწყვეტილებიდან. როგორც შალვა პაპუაშვილი წერს: „სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლებითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტო მოქმედებდა… რათა [სანდრო გირგვლიანის] ამ საშინელი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო.” – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2011 წელი“. ამასთან, როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, წლები გადის, ქართული საზოგადოება კი კვლავ გაოგნებული უყურებს სააკაშვილის ქართველი მეგობრების და უცხოელი მფარველების შეთანხმებულ ქმედებებს, რათა ამ საშინელი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულდეს.
შალვა პაპუაშვილი ილია მეორეს: ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის, სახელმწიფოს აღორძინებასა და განმტკიცებაში მის ღვაწლს არ აქვს ისტორიული პარალელი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს 90 წლის იუბილეს ულოცავს. „ვულოცავ ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს 90 წლის იუბილეს! ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს აღორძინებასა და განმტკიცებაში მის ღვაწლს არ აქვს ისტორიული პარალელი. საქართველოს ეკლესიის მისმა თითქმის ნახევარსაუკუნოვანმა წინამძღოლობამ განუყოფელი სულიერი კავშირითა და მადლით გადააჯაჭვა ჩვენი ერი ჩვენს დედა ეკლესიას და ჩვენს პატრიარქს. მის უწმინდესობას ვუსურვებ დღეგრძელობას და კიდევ მრავალი წელი ჩვენი ერის სულიერ წინამძღოლობას“, – აღნიშნულია მილოცვაში.
შალვა პაპუაშვილი: არ მაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. „მე არ მაქვს არანაირად ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შეწყალების მოლოდინი, ვინაიდან ვიცი მისი პოზიცია რაც მან არაერთხელ გააჟღერა და ვერ ვხედავ რაიმე საფუძველს, რომ ის პოზიცია შეცვლილიყო. ის თავად გახლდათ, თვითონაც აღნიშნა, იმ პროტესტის მონაწილე, რომელიც სწორედ ეხებოდა გირგვლიანი საქმეს და დღეს გირგვლიანის საქმეზე მიდის მართლმსაჯულების აღსრულება. ყველა ვინც ახლა ცდილობს, რომ რაიმენაირად დაიხსნას მიხეილ სააკაშვილი ციხიდან, ცდილობს, რომ ხელი შეუშალოს ამ საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას. რაც შეეხება [სააკაშვილის] დიაგნოზს, ამას ვერც მე გადავწყვეტ, ვერც პრეზიდენტი, ვერც ვერავინ. ეს გახლავთ ექიმების და სასამართლოს კომპეტენცია, რომ ამ საკითხზე იმსჯელონ და იცით, რომ ამაზე მიდის სასამართლო და იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
შალვა პაპუაშვილმა და მოლდოვის ვიცე-პრემიერმა, საერთო ევროპულ დღის წესრიგზე ისაუბრეს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს ოლეგ სერებრიანს შეხვდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს განსაკუთრებულ კავშირებს საქართველოსა და მოლდოვას შორის, როგორც ისტორიული, ასევე, გეოპოლიტიკური პერსპექტივებიდან გამომდინარე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთო ევროპულ დღის წესრიგს, კერძოდ, ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების პროცესს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს პარლამენტებს შორის თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. აგრეთვე, განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და უკრაინაში რუსეთის ომის შედეგები. „მოლდოვასა და საქართველოს ბევრი რამ აქვთ საერთო. ივნისიდან მოყოლებული ჩვენ, ასევე, ვიზიარებთ ევროპული ინტეგრაციის პროცესს. ეს არის ისტორიული მნიშვნელობის პერიოდი, რომლის დროსაც მხარი უნდა დავუჭიროთ ერთმანეთს და გამოცდილება გავუზიაროთ,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის ოლეგ სერებრიანის განცხადებით, საქართველოსა და მოლდოვას შორის ურთიერთობა განსაკუთრებულია, როგორც ისტორიული, ასევე, გეოპოლიტიკური პერსპექტივებიდან გამომდინარე. „ჩვენ გვაქვს მსგავსი გამოწვევები, როგორებიცაა სეპარატიზმი და ოკუპირებული ტერიტორიები,“ – აღნიშნა შეხვედრის დროს ოლეგ სერებრიანმა.
"ადამიანის თავისუფლების ინდექსში“ საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 3 და NATO-ს 7 ქვეყანას - პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, "ადამიანის თავისუფლების ინდექსში“ საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 3 და ნატოს 7 ქვეყანას. ამის შესახებ პაპუაშვილმა "ტვიტერზე" დაწერა. "ადამიანის თავისუფლების ინდექსში“ წლიური და გრძელვადიანი სარეიტინგო წინსვლით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულებშია.საქართველო მსოფლიო რეიტინგში 11 პოზიციით წინ გადავიდა და 54 ადგილიდან 43 ადგილზე დაწინაურდა. უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს და ევროკავშორის წევრ 3 და NATO-ს წევრ 7 ქვეყანას", - წერს პაპუაშვილი.
პარლამენტში ჟურნალისტებისთვის ქცევის წესები იმოქმედებს
პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისათვის წესები იცვლება. ახალი წესები პირველი მარტიდან ამოქმედდება. ამასთან დაკავშირებით, საპარლამენტო ჟურნალისტებისთვის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საკუთარი ბრძანებას გამოსცემს. ჟურნალისტებისათვის საპარლამენტო აკრედიტაციები კვლავ გაიცემა, რაც 2020 წლის მოწვევის პარლამენტში შეჩერებულია. შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განმარტა, რომ საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია მედიის იმ წარმომადგენლებს ექნაბთ, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობას აშუქებენ. „აკრედიტაციის წესი სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტების საუკეთესო გამოცდილების ანალიზის საფუძველზე დაიწერა. აკრედიტაციის წესი ორ ძირითად პრინციპს დაეფუძნება. პირველი ეს არის, რომ ხელი შევუწყოთ მედიას იმაში, რაც მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია გაშუქდეს, გაშუქდეს საპარლამენტო საქმიანობა. მეორეს მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს პარლამენტში სამუშაო გარემო. იქნება საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია, რომელიც მედიის იმ წარმომადგენლებს მიეცემათ, ვინც საპარლამენტო საქმიანობას აშუქებს. მათ ამ აკრედიტაციის პარლამენტში შემოსვლა დაუბრკოლებლად შეეძლებათ. იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება მოსამზადებელი იყოს ცალკეული სიუჟეტი ან იყოს ისეთი მედია, რომელიც აკრედიტებული არ იქნება (მაგალითად, უცხოური მედია), მათ სპეციალური აკრედიტაცია ექნებათ, რომელიც ერთი დღის განმავლობაში სპეციალურად სიუჟეტის, მასალის მოსამზადებლად იმოქმედებს. დადგენილია რაოდენობები: - დიდ მედიებს, მაუწყებლებს, რომელთაც ეროვნული მაუწყებლობა აქვთ, შვიდი გადამღები ჯგუფის აკრედიტირების შესაძლებლობა ექნებათ. სხვა ტელევიზიებს - სამი გადამღები ჯგუფის. ჯგუფში შედის, როგორც ჟურნალისტი, ასევე ოპერატორი და ტექნიკური პერსონალი. გაზეთებისთვის და ჟურნალებისთვის - ორი ჟურნალისტი, რადიო - ორი, ონლაინ გამოცემა - ოთხი. რაც შეეხება პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტური საქმიანობის ქცევის წესებს, ეს არის: - ხელი არ შეუშალოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებების მსვლელობას; წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის სამუშაო ოთახი; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ინტერვიუს შეწყვიტოს; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტები, ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე გამოსახული ინფორმაციის აღქმა შესაძლებელი იყოს; არ დაუშვას მისი მხრიდან პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული მიმართვა ან მოქმედება; დაემორჩილოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის და მანდატურის მითითებებს; სააკრედიტაციო მასალა ატაროს გამოსაჩენ ადგილას და არ გადასცეს სხვა პირს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა და ეს ევროკომისიამ კითხვარის საბოლოო შეფასებით დაადასტურა - პაპუაშვილი
საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა და ეს ევროკომისიამ კითხვარის საბოლოო შეფასებით დაადასტურა, - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის 2022 წლის ანგარიში და 2023 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა. „ჩვენ ვართ წინ არა მხოლოდ ქულობრივად ვთქვათ, მოლდოვასთან შედარებით, არამედ ბოსნია და ჰერცეგოვინასთან შედარებით, რომელიც დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდა. ასე რომ, ჩვენ ამ მხრივ საკმაოდ წელგამართული ვართ. საქართველო, მისი სისტემა, სახელმწიფო მოწყობა, ბიუროკრატია კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა და ყოველი დღე, როდესაც ჩვენ არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი, არის უსამართლობა საქართველოს მიმართ“, - განაცხადა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას აკლია ერთი რამ - „ყველა პოლიტიკური ჯგუფი ისევე იყოს დარწმუნებული, რომ საქართველოს სტატუსი ეკუთვნის, როგორც ამაში დარწმუნებულია საქართველოს ყველა მოქალაქე“. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
საქართველოს რომ დაეწესებინა სანქციები, რუსეთს ვერანაირ ზიანს ვერ მივაყენებდით - პაპუაშვილი
საქართველოს რუსეთისთვის სანქციები რომ დაეწესებინა, არათუ ეკონომიკური ზრდა, ქვეყანას 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა ექნებოდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „ერთი წელი გავიდა, სანქციების ტალღებიც ვნახეთ, ვნახეთ ისიც, რომ საქართველო ამ საკითხში არის პატიოსანი, რათა არ დაუშვას დაწესებული სანქციების გვერდის ავლა. ამავე დროს ვნახეთ, რომ ადამიანები, მნიშვნელობა არ აქვს ქართული პოლიტიკის წარმომადგენლები იქნებოდნენ თუ არა, მოუწოდებდნენ საქართველოს და ზოგიერთი დღემდე მოგვიწოდებს, რომ დავაწესოთ ორმხრივი სანქციები. ვნახეთ თუ რას უპირებდნენ ჩვენს ქვეყანას, საბოლოო ჯამში. ეს ეკონომიკურადაც დათვლილია. საქართველოს რომ დაეწესებინა სანქციები, 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა, არათუ ზრდა. რა მნიშვნელობა ექნებოდა ამას ქართული ბიზნესისთვის და ხალხისთვის? ცხადია, ეს ნიშნავს ბიზნესის დახურვას, მოსახლეობის მეტად გაღარიბებას და „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენმა ხელისუფლებამ ქვეყანა ამას ააცილა. თავდაპირველადვე ჩვენ საკმაოდ რაციონალური პოზიცია დავიკავეთ. საქართველოს რომ დაეწესებინა სანქციები, ჩვენ რუსეთს ვერანაირ ზიანს ვერ მივაყენებდით და დავაზიანებდით მხოლოდ საქართველოს", - განაცხადა პაპუაშვილიმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
სააკაშვილს ხელს ართმევდნენ და თავს დაჯერებულად თვლიდა, რომ საქართველოში ვითარების არევის უფლება ჰქონდა - პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რამდენიმე ევროპარლამენტარი ცდილობს, სააკაშვილის თავისუფლება საქართველოს ევროპულ მომავალს დაუკავშიროს. მისივე თქმით, სინამდვილეში, სააკაშვილსა და ევროკავშირს შორის არჩევანი არ არსებობს. როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, ცრუ დილემების მიზანია, სააკაშვილი როგორმე სასჯელისგან გათავისუფლდეს. „რამდენიმე ევროპარლამენტარი საჯაროდაც ამბობს, საჯაროდაც ცდილობს, რომ სააკაშვილის თავისუფლება საქართველოს ევროპულ მომავალს დაუკავშიროს. სწორედ ეს არის ცრუ დილემების შექმნა, თითქოს არჩევანი არსებობდეს სააკაშვილსა და ევროკავშირს შორის. ასეთი არჩევანი არ არსებობს. ეს არის ცრუ დილემა, რომელიც პროპაგანდისტული ინსტრუმენტია, რათა სახელმწიფო, ქართველი ხალხი ცრუ არჩევანის წინაშე დააყენონ, თითქოს არსებობს ორი გზა, როგორც ზღაპრებში – ერთ გზაზე წახვალ, დაიღუპები, მეორე გზაზე – გადარჩები. ასეთი დილემების მიზანი არაკეთილსინდისიერია – მიხეილ სააკაშვილის დახსნა სასჯელისგან. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
შალვა პაპუაშვილი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: გარკვეული ჯგუფები ამ საკითხზე ტაბუს დადებას ითხოვენ, რაც ანტიდემოკრატიულია
გარკვეული ჯგუფები ითხოვენ ამ საკითხზე ტაბუს დადებას, რაც ჩემი აზრით, თავის არსშივე ანტიდემოკრატიულია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. „ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ არის მცდელობა, გარკვეული პერსპექტივით ამ საკითხის წარმოდგენით ტაბუ დაადონ თემას და მოხდეს ცენზურა. პრინციპში, საკვირველია, როდესაც საუბარი მიდის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე, ამ შემთხვევაში, გარკვეული ჯგუფები ითხოვენ ამ საკითხზე ტაბუს დადებას, რაც ჩემი აზრით, თავის არსშივე ანტიდემოკრატიულია. რაც შეეხება მოსაზრებებს, რომელიც გვესმის, ტექნიკურ დეტალებს ვერ შევეხები, დეტალურად არ ვარ გარკვეული, მაგრამ საუბრებიდანაც ვიცით და ეს არ არის ახალი თემა, შესაძლებელია, აქ იყო სენსიტიური თემები, მაგრამ სხვა მხრიდანაც უნდა შევხედოთ - მცდელობა, რომ ტაბუ დაედოს დისკუსიას, არადემოკრატიულია. კერძოდ, როდესაც საუბარია გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე, ეს ჩემთვისაც არ არის ახალი თემა. ამის თაობაზე ყოველთვის ვესაუბრებოდი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისე დონორ ორგანიზაციებს, საჯაროდაც არაერთხელ მითქვამს, ჩვენს მოქალაქეებს აქვთ უფლება, იცოდნენ იმ ხალხზე, ვინც მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღებაში და გავლენას ახდენს ადამიანზე, ჰქონდეს ინფორმაცია, იქნება ეს ფინანსური სახის თუ სხვა. ეს არის ელემენტარული ნორმა, რომელსაც ექვემდებარებიან პარტიები, რომლებიც ადეკლარირებენ სრულად ყველა შემოსავალსა და გასავალს. ესენი არიან პოლიტიკური თანამდებობის პირები თუ საჯარო მოხელეები, რომლებიც საკუთარ პირად ქონებას, შემოსავალს ადეკლარირებენ და იცით, რომ ეს გამჭვირვალეა. ეს არის პრინციპი, რომელიც ყველა ქვეყანაშია“, - განაცხადა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ არასამთავრობო სექტორი ხალხის მიმართ გამჭვირვალობით და ანგარიშვალდებულებით სახელმწიფო სტრუქტურებს ჩამორჩება. „მაგალითისთვის გეტყვით, ორგანიზაცია „სირცხვილია“, რომელიც არის ძალადობრივი ორგანიზაცია, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა, არაერთხელ სწორედ ძალადობრივი ქმედების გამო იქნენ მათი წარმომადგენლები სამართალდარღვევად ცნობილნი და ვიცით, რომ ისინი არიან პოლიტიკურად აფილირებულნი. ვიცით, გარკვეული განცხადებები პოლიტიკოსების მხრიდან, რომ ვიღაცებისგან ფინანსდებოდა, თუმცა არ არის ცნობილი, ვინ არის მათი დამფინანსებელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალა“ პარლამენტში კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირებას გეგმავს. მისი მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ხსენებულ ინიციტივას ვაშინგტონის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. 15 თებერვალს კომენტარი გააკეთა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ. „მე, როგორც იურისტი, გეტყვით, რომ გადავხედე ამ კანონპროექტს. იქ არსებითად საუბარია გამჭვირვალობაზე: თუ გარკვეული ორგანიზაციები იღებენ დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან, ამ შემთხვევაში, ეს დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე. მე ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ გამჭვირვალობაში, პირიქით. ხალხისთვის გამჭვირვალე თუ გახდება ფინანსები, ეს სასჯელია? პარტიები დასჯილები არიან, როდესაც დეკლარირებას ახდენენ საკუთარი სახსრების? ჩვენ ყოველწლიურად წარვადგენთ დეკლარაციას აუდიტის სამსახურში და თითოეული თეთრი, რაც იხარჯება პარტიის მიერ, არის ცნობილი საზოგადოებისთვის, ეს სასჯელი ხომ არ არის. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ პარტიებს აქვთ სერიოზული გავლენა პოლიტიკაში, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ დგას მათ შორის ფინანსური კუთხით, ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის უკან”, – განაცხადა კობახიძემ. გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რომ მედია, რომელსაც ზემოხსენებული კანონპროექტი ასევე ეხება, ისედაც გამჭვირვალეა (კომუნიკაციების კომისიის გავლით), კობახიძემ უპასუხა, რომ ეს არა მხოლოდ ტელევიზიებს, არამედ ონლაინ და ბეჭდურ გამოცემებსაც შეეხება. “ჰკითხეთ ნებისმიერ მოქალაქეს და ვერავინ გეტყვით, ვინ აფინანსებს ამა თუ იმ მედიასაშუალებას რეალურად. აქ მარტო ტელემაუწყებლებზე არაა საუბარი, აქ ლაპარაკია ვებგამოცემებზე და ბეჭდურ მედიაზე, ყველაფერზე. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა დაფინანსებით მოქმედებენ ესა თუ ის ორგანიზაციები, ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი2-ის“ ეთერში. ინფორმაციისთვის, აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მოგვიანებით კი, მასში ცვლილებები შევიდა. თავდაპირველად კანონი ამერიკაში მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად შემოიღეს. მოგვიანებით, კანონში ცვლილება შევიდა და ახლა ის ძირითადად, უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებსა და ლობისტებზე ვრცელდება.
საქართველოს კონსტიტუციის დღევანდელი რედაქცია ეფუძნება პირველი კონსტიტუციის სულისკვეთებას - პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მოქალაქეებს საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების დღეს ულოცავს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე წერს, 1921 წლის 21 თებერვალს დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო. მისი თქმით, კონსტიტუციის დღევანდელი რედაქცია ეფუძნება პირველი კონსტიტუციის სულისკვეთებას და წარმოადგენს საქართველოს ევროპული ღირებულებების ფუნდამენტს. „1921 წლის 21 თებერვალს დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო. მართალია, კონსტიტუციამ მხოლოდ ოთხი დღე იარსება, მაგრამ ის იყო თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და მოწინავე სამართლებრივ-პოლიტიკური დოკუმენტი, რომელმაც ღირსეული ადგილი დაიკავა მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში. საქართველოს კონსტიტუციის დღევანდელი რედაქცია ეფუძნება პირველი კონსტიტუციის სულისკვეთებას და საქართველოს ევროპული ღირებულებების ფუნდამენტს წარმოადგენს. ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, მეგობარსა და გულშემატკივარს საქართველოს თანამედროვე ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს!“ – წერს შალვა პაპუაშვილი.
პროპაგანდისტულ ომში საქართველოს ხელისუფლება არის მარტო, მიტოვებული - პაპუაშვილი
პროპაგანდისტულ ომში საქართველოს ხელისუფლება არის მარტო, მიტოვებული, - განაცხადა ჟურნალისტებთან, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. "აქამდე რაც იყო დაფარული, ზოგი ვიცოდით ნაამბობით, ზოგს ვხვდებოდით, ახლა ვხედავთ, მათ შორის გამჭვირვალობის ინსტრუმენტები იძლევა ამის საშუალებას, რომ ვნახოთ რომ მიდის დაფინანსებული პროპაგანდისტული კამპანია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ამ პროპაგანდისტულ ომში საქართველოს ხელისუფლება არის მარტო, მიტოვებული ოპოზიციის ნაწილისგან, მიტოვებული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. 1 წელი გავიდა რაც დაიწყო ომი რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ და გაიხსენეთ, რამდენი ბრიფინგი ჩატარდა, ინფორმაცია იყო, რომ თითქოს საქართველოს მეშვეობით ხდება სანქციების გვერდის ავლა. მინიმუმ 10 ხომ გაგახსენდებათ? გაიხსენეთ, რომელ ერთზე მოხდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან რომლებიც ამაში მილიონებს იღებენ, რომ დეზინფორმაციის მხილება მოახდინონ, რომელ ერთზე მოხდა დეზინფორმაციის მხილება?!", - განაცხადა პაპუაშვილმა.
უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ვუსურვებ გამარჯვებას - პაპუაშვილი
საქართველო ომის დაწყების დღიდან ურყევად, უპირობოდ დგას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ორბელიანების სასახლეში, უკრაინის ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. პრეზიდენტი: უთუოდ უნდა ვყოფილიყავი დღეს კიევში და ამისათვის ჩემი მზადყოფნა დროულად გამოვხატე. სამწუხაროდ, მოწვევა ვერ მივიღე პაპუაშვილის თქმით, ეს თანადგომა მომავალშიც ურყევად გაგრძელდება. „დღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყებიდან ერთი წელი სრულდება. ერთი წელი ნგრევის, ტკივილის, ათასობით დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის, მილიონობით ადამიანის დანგრეული აწმყოსა და მომავლის, ჩვენი თაობის ყველაზე მასშტაბური აგრესიის. ამავე დროს, ხვალ სრულდება წითელი არმიის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 102 წელი. მაშინ მსოფლიომ თვალი დახუჭა საქართველოსა და სხვა ერების თავისუფლების მისწრაფებათა ძალით ჩახშობაზე. 102 წლის შემდეგ ისტორია მეორდება. უკრაინაში ომის სახით მსოფლიო დადგა იმავე მასშტაბის გამოწვევის წინაშე. იგივე შეცდომა აღარ უნდა განმეორდეს. 2022 წლის უკრაინა არ უნდა გახდეს 1921 წლის საქართველო. საქართველო ომის დაწყების დღიდან ურყევად და უპირობოდ დგას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით. ნატო-სა და ევროკავშირის სამხედრო და ეკონომიკური დაცვის გარეშე მყოფი და თავად სასიცოცხლო უსაფრთხოების რისკის წინაშე მდგარი ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკომპრომისოა უკრაინის მხარდაჭერაში. ქართველი ხალხის სოლიდარობა და თანადგომა ჩვენს უკრაინელ კოლეგებს გამოვუცხადეთ კიევში, ბუჩასა და ირპინში ვიზიტისას, საქართველოს პარლამენტმა ვუმასპინძლეთ ომით დაზარალებული ოჯახებიდან ბავშვების რამდენიმე ჯგუფს. ომსა და ნგრევას გამორიდებული ბევრი უკრაინელისთვის უკრაინაში მშვიდობის აღდგენამდე საქართველო გახდა მათი მეორე სამშობლო. ეს თანადგომა მომავალშიც ურყევად გაგრძელდება. გუშინ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ჩვენი თანაავტორობით ინიციირებული რეზოლუცია და ამ რეზოლუციის სულისკვეთებით, ამ ტრიბუნიდანაც მოვითხოვთ რუსეთისგან დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიიდან და პატივი სცეს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის გმირულ ბრძოლაში ვუსურვებ გამარჯვებას. Слава Україні“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
ოფიციალური მოწვევა არ გვქონია უკრაინის რადასგან ისევე, როგორც დღეს გავიგეთ, რომ პრეზიდენტსაც არ მისვლია მოწვევა - პაპუაშვილი
მე, შემდეგ, ავუხსენი პრეზიდენტს, რომ ჩვენ რამე ოფიციალური მოწვევა უკრაინის პარლამენტისგან არ გვქონია. ამიტომ, ეს სწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით, არ იყო. მე საჯაროდაც არაერთხელ განვმარტე, ჩვენ ოფიციალური მოწვევა არ გვქონია უკრაინის რადასგან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პრეზიდენტი: უთუოდ უნდა ვყოფილიყავი დღეს კიევში და ამისათვის ჩემი მზადყოფნა დროულად გამოვხატე. სამწუხაროდ, მოწვევა ვერ მივიღე როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტს უკრაინის რადადან მოწვევა არ მისვლია. მისი თქმით, როგორც ჩანს, უკრაინის პრეზიდენტმა არ ჩათვალა საჭიროდ, სურვილის მიუხედავად, მიეწვია საქართველოს პრეზიდენტი. ,,დღეს გავიგეთ, რომ პრეზიდენტსაც არ მისვლია მოწვევა. მას სურდა ჰქონოდა მოწვევა, მაგრამ, როგორც ჩანს, უკრაინის პრეზიდენტმა არ ჩათვალა საჭიროდ, რომ მიეწვია საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენ მოწვევა არ გვქონია და იყო მეგობრობის ჯგუფის დონეზე პირადი მიწვევა სხვადასხვა ფორმატებზე. ამ აჟიოტაჟის შემდეგაც გვქონდა ჩვენ კომუნიკაცია ჩვენს კოლეგებთან, რადაში. პირიქით, ისინი გამოვიდნენ ჩვენთან კონტაქტზე, რა ხდება, რატომ იყო ეს აჟიოტაჟი ამ საკითხთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ, რაიმე ოფიციალური მოწვევა არ ყოფილა, იყო ცალკეული მეგობრობის ჯგუფების ფორმატში და, ასე ვთქვათ, შეთავაზებები, მაგრამ არ ყოფილა ეს ოფიციალური. უპრეცედენტო მასშტაბის აგრესიას ვაკვირდებით ყველა. ეს არის ისეთი ტკივილი, რომელსაც ახლა უკრაინელი ხალხი განიცდის, ისეთი ომი, რომელშიც უკრაინელი ხალხი არის და ამის დაყვანა ასეთ საკითხამდე, რომ ვინ, სად დადგება და სად გადაიღებს „სელფის“, ეს უბრალოდ არ არის სწორი და მართალი საქციელი. კიდევ ერთხელ, ჩვენ ჩვენს კოლეგებთან გვაქვს კომუნიკაცია მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი წყენა და ამაზეც ვსაუბრობთ ხოლმე. კიდევ ერთხელ, ვიდრე უკრაინა არის ამ უსამართლო ომში, ჩვენი სოლიდარობა უკრაინასა და უკრაინელი ხალხის მიმართ არის უპირობო“, – განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
შალვა პაპუაშვილი რუსლან სტეფანჩუკს: გვექნება კიევში გამარჯვების აღნიშვნის შესაძლებლობა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადას თავმჯდომარის რუსლან სტეფანჩუკისთვის გაგზავნილ წერილში იმედს გამოთქვამს, რომ აუცილებლად დადგება უკეთესი დღეები და მოგვეცემა კიევში უკრაინული გამარჯვების აღნიშვნის შესაძლებლობა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. „უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს, მის აღმატებულება რუსლან სტეფანჩუკს. ძვირფასო რუსლან, ძვირფასო მეგობარო, ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის აგრესიამ უკრაინას და უკრაინელ ერს ქაოსი, ნგრევა და ტკივილი მოუტანა. ამავე დროს, ეს იყო უკრაინელების სიმამაცის, გაუტეხლობისა და გმირობის ერთი წელი. აგრესიიდან ერთი წლის შემდეგ, უკრაინა დგას ისე ერთიანად და მტკიცედ, როგორც არასდროს და მომავალ თაობებს გმირობის გამორჩეულ მაგალითს აჩვენებს. ამ დროის განმავლობაში, საქართველო უკრაინისადმი სრულ სოლიდარობას გამოხატავდა. ქართული დროშა კიევში, საქართველოს საელჩოში, ომის ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი არ დაშვებულა. მშვიდობის დადგომამდე, საქართველო ათასობით უკრაინელისთვის მეორე სამშობლოდ იქცა. 2022 წლის აპრილში, კიევში ჩვენს შეხვედრას გაორებული ემოციებით ვიხსენებ. ვიყავი ბედნიერი თქვენთან, როგორც ჩემს მეგობართან შეხვედრით. თუმცა, ამავე დროს, ვიყავი დამწუხრებული და შოკირებული რუსეთის აგრესიის ტრაგიკული შედეგებით. დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესი დღეები აუცილებლად დადგება და გვექნება კიევში უკრაინული გამარჯვების აღნიშვნის შესაძლებლობა. ძვირფასო კოლეგავ, გიდასტურებთ თქვენდამი ჩემს ღრმა პატივისცემას", - წერს პაპუაშვილი.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი გამოსცა და ნახეთ, რომ ეჭვის დონეზეც კი ვერ დადასტურდა აქ სანქციების გვერდის ავლა - პაპუაშვილი
საქართველო, როგორც რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა, არის ის ტერიტორია, რომლისკენაც არის ყურადღება, რომ რამენაირად გამოყენებული არ იქნას სანქციების გვერდის ავლისთვის, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტის დამტკიცებას. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი დაამტკიცა როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ერთი წლის განმავლობაში, სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ გამოვლენილა, მიუხედავად საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის და ცალკეული ჯგუფების ინტერესისა. ,,ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი გამოსცა და ნახეთ, თუ რომელი კომპანიები არიან სანქცირებული. მათი სათავო ოფისები მდებარეობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. საქართველოს მიმართ, მიუხედავად იმ დეზინფორმაციის ტალღისა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ეჭვის დონეზეც კი ვერ დაადასტურეს ვერაფერი. მიუხედავად იმისა, რა თქმა უნდა, საქართველო როგორც რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა, არის ის ტერიტორია, რომლისკენაც არის ყურადღება, რომ რამენაირად გამოყენებული არ იქნას სანქციების გვერდის ავლისთვის. მაგრამ ჩვენი სახელმწიფო, ხელისუფლება და მთავრობა ამტკიცებს იმდენად ძლიერია, რომ ერთი ფაქტიც კი არ არის, თუნდაც, ეჭვის დონეზე დადასტურებული სანქციების გვერდის ავლის მხრივ,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მნიშვნელოვანია, საქართველოში უკრაინას ნამდვილი ელჩი წარმოადგენდეს და არა საელჩოს თანამშრომელი - პაპუაშვილი
უკრაინის რადას სპიკერმა, გუშინ, მადლობა გადამიხადა თანადგომისთვის, ამით ყველაფერი ნათქვამია - მნიშვნელოვანია, საქართველოში უკრაინას ნამდვილი ელჩი წარმოადგენდეს და არა საელჩოს თანამშრომელი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ხელისუფლებისადმი საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის კრიტიკას გამოეხმაურა. მისი თქმით, ქვეყნის შიგნით, ოპოზიციის ნაწილი და გარკვეული ჯგუფები უკრაინაში დაკავებულები არიან იმით, რომ უკრაინა და საქართველო ერთმანეთს რამენაირად გადაკიდოს. „მე გუშინ მქონდა კომუნიკაცია ჩემს კოლეგასთან, უკრაინის რადას ხელმძღვანელთან, მივიღე მადლობა მისი მხრიდან, ჩვენი მხარდაჭერისთვის. ეს არის, რასაც მე ვაფასებ. უკრაინის საელჩოს ცალკეული წარმომადგენლის განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით გაესაუბრება მას. მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ამ პერიოდში, უკრაინას საქართველოში ნამდვილი ელჩი წარმოადგენდეს და არა საელჩოს თანამშრომელი. ვხედავთ, რომ ქვეყნის შიგნით, ოპოზიციის ნაწილი დაკავებულია მხოლოდ ერთი რამით, რომ რამენაირად გადაკიდოს ერთმანეთს უკრაინა და საქართველო. სამწუხაროდ, არის ჯგუფები უკრაინაშიც, რომლებიც ცდილობენ, რომ უკრაინა და საქართველო ერთმანეთს გადაკიდონ, მაგრამ მიხარია, რომ უკრაინის რადასა და საქართველოს პარლამენტს შორის არის თბილი ურთიერთობები. ვფიქრობ, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ეს დავამტკიცეთ. არ მინდა საელჩოს თანამშრომელთან დისკუსიაში შევიდე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ინფორმაციისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ უკრაინასთან ომში რუსეთის უპირატესობებსა და 10 დასახლების აღებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული დეპუტატი „შოიგუს დაკრულზე ცეკვას აგრძელებს, რასაც უკრაინა გმობს. კასიანოვი ყველას ურჩევს, ფრონტზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოფიციალური ინფორმაცია გამოიყენონ და არა რუსული პროპაგანდის ტყუილი. „ჩვენ ვგმობთ იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების" ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს რუსი სამხედრო დამნაშავე, შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე“, - განაცხადა კასიანოვმა.
პაპუაშვილი სახალხო დამცველობის კანდიდატად ლევან იოსელიანის დასახელებაზე: საინტერესო ინიციატივაა, ვნახოთ, განვიხილავთ უმრავლესობაში
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საკითხს უმრავლესობაში განიხილავენ. „საინტერესო ინიციატივაა. ვნახოთ, განვიხილავთ უმრავლესობაში. არაერთხელ აღვნიშნე, რომ ყველანაირად თუ შევხედავთ - რაციონალურად, პოლიტიკურად პრაგმატულად, უმრავლესობა დაინტერესებულია, რომ პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევა შეძლოს. ეს ჩვენი ამოცანა და ინტერესია, ამიტომ იყო, რომ ყველანაირად ვცდილობდით, ოპოზიციისთვის შეგვეთავაზებინა ფორმატი, სადაც იგრძნობდნენ, რომ მონაწილენი არიან და ჩვენც თანაბრად მონაწილენი ვიქნებოდით. პოლიტიკოსია და ეს თავისთავად პოლიტიკურ დატვირთვას აძლევს. ამიტომ ვიმსჯელებთ. პოლიტიკურ მიკერძოებას რაც შეეხება, არიან გაცხადებული პოლიტიკოსები, რომლებიც უფრო მეტად ნეიტრალურები არიან, ვიდრე ზოგიერთი არაპოლიტიკოსი, რომელიც პოლიტიკურად უფრო მეტად მიკერძოებულია, მედიაში თუ არასამთავრობო სექტორში. მანაც უნდა გვითხრას, რატომ გადაწყვიტა კანდიდატურის დაყენება, რა საფუძველი და მიზნები აქვს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა მედიასთან. შეგახსენებთ, „მოქალაქეებმა“ ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის კანდიდატად დაასახელა.
პარლამენტში მედიისთვის ახალი წესი ამოქმედდა
არლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისათვის წესები იცვლება. ახალი წესები დღეიდან ამოქმედდა. ამასთან დაკავშირებით, საპარლამენტო ჟურნალისტებისთვის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრძანება გამოსცა. შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე 6 თებერვალს განაცხადა, რომ საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია მედიის იმ წარმომადგენლებს ექნაბთ, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობას აშუქებენ. „აკრედიტაციის წესი სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტების საუკეთესო გამოცდილების ანალიზის საფუძველზე დაიწერა. აკრედიტაციის წესი ორ ძირითად პრინციპს დაეფუძნება. პირველი ეს არის, რომ ხელი შევუწყოთ მედიას იმაში, რაც მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია გაშუქდეს, გაშუქდეს საპარლამენტო საქმიანობა. მეორეს მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს პარლამენტში სამუშაო გარემო. იქნება საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია, რომელიც მედიის იმ წარმომადგენლებს მიეცემათ, ვინც საპარლამენტო საქმიანობას აშუქებს. მათ ამ აკრედიტაციის პარლამენტში შემოსვლა დაუბრკოლებლად შეეძლებათ. იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება მოსამზადებელი იყოს ცალკეული სიუჟეტი ან იყოს ისეთი მედია, რომელიც აკრედიტებული არ იქნება (მაგალითად, უცხოური მედია), მათ სპეციალური აკრედიტაცია ექნებათ, რომელიც ერთი დღის განმავლობაში სპეციალურად სიუჟეტის, მასალის მოსამზადებლად იმოქმედებს. დადგენილია რაოდენობები: - დიდ მედიებს, მაუწყებლებს, რომელთაც ეროვნული მაუწყებლობა აქვთ, შვიდი გადამღები ჯგუფის აკრედიტირების შესაძლებლობა ექნებათ. სხვა ტელევიზიებს - სამი გადამღები ჯგუფის. ჯგუფში შედის, როგორც ჟურნალისტი, ასევე ოპერატორი და ტექნიკური პერსონალი. გაზეთებისთვის და ჟურნალებისთვის - ორი ჟურნალისტი, რადიო - ორი, ონლაინ გამოცემა - ოთხი. რაც შეეხება პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტური საქმიანობის ქცევის წესებს, ეს არის: - ხელი არ შეუშალოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებების მსვლელობას; წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის სამუშაო ოთახი; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ინტერვიუს შეწყვიტოს; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტები, ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე გამოსახული ინფორმაციის აღქმა შესაძლებელი იყოს; არ დაუშვას მისი მხრიდან პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული მიმართვა ან მოქმედება; დაემორჩილოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის და მანდატურის მითითებებს; სააკრედიტაციო მასალა ატაროს გამოსაჩენ ადგილას და არ გადასცეს სხვა პირს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მედიის ნაწილი ახალი წესის დანერგვას მედიასაშუალებების შეზღუდვად მიიჩნევენ.
პაველ ჰერჩინსკი პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე: მარტივი დისკუსია არ იყო
პარლამენტის თავმჯდომარესთან მარტივი დისკუსია არ გვქონდა. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთა გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. შალვა პაპუაშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე: კითხვები და წუხილი შეეხება დასახელებებს კელი დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: ვინც ხმას მისცემს მას, პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე „შეხვედრაზე თან მახლდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა ელჩი. ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ვიყავით დაპატიჟებული, რათა აზრები გაგვეცვალა “უცხოური აგენტების” შესახებ ინიციატივაზე… აზრების ძალიან გულწრფელი, ღია გაცვლა გვქონდა თავმჯდომარესთან და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ორ თავმჯდომარესთან, დეტალებში ღრმად შესვლით. მარტივი დისკუსია არ იყო. ჩვენი მხრიდან ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ეს ინიციატივა ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება და კიდევ ერთხელ ვთქვით, რომ ეს ინიციატივა 12-დან როგორც მინიმუმ 2 პუნქტს ეწინააღმდეგება, რომლებიც საქართველოს წინა წლის ივნისში გადაეცა. თავმჯდომარის მხრიდან ამ კანონის მიღების საჭიროების შესახებ არგუმენტები მოვისმინეთ. საუბარი გაგრძელდება. როგორც მესმის, ეს კანონპროექტიც კი არ არის, მხოლოდ ინიციატივაა და, რა თქმა უნდა, ჩვენს მხრივ, ძალიან ახლოდან დავაკვირდებით როგორ განვითარდება ეს ინიციატივა და იმედი გვაქვს, რომ ეს ინიციატივა კანონად არ იქცევა”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.
შალვა პაპუაშვილი ელჩებთან შეხვედრის შემდეგ: კითხვები და წუხილი შეეხება დასახელებებს
კითხვები და წუხილი შეეხება დასახელებებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ე.წ. „აგენტების“ კანონპროექტებთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კელი დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: ვინც ხმას მისცემს მას, პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ელჩებს განუცხადა, რომ კანონპროექტებს ვენეციის კომისიაში გადააგზავნიან. „გვესმის, რომ ასეთი წუხილები შეიძლება იყოს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ხდება თავად დისკუსიის სტიგმატიზება. ფაქტია უკვე, მას შემდეგ, რაც ამერიკული კანონის პირდაპირი ასლი დაინიცირდა, ამ კანონსაც კი დაარქვეს არაამერიკული და რუსული. უკვე აბსურდამდე მიდის დისკუსია. გასაგებია, რომ არის მცდელობა დისკუსიის სტიგმატიზების, თუმცა მიუხედავად ამისა, რომ სტიგმატიზების დიდი ტალღაა, ჩვენ დიდი დრო დავუთმეთ იმაზე საუბარს, თუ რა მნიშვნელობა აქვს გამჭვირვალობას და ვფიქრობ, სწორედ აქ არის ურთიერთგაგება. იმ აქტორებთან დაკავშირებით, ვინც ჩართულია პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებასა და მიღებაში, მათ მიმართ გამჭვირვალობის მოთხოვნა ჩვენს მოქალაქეებს აქვთ. რა თქმა უნდა, პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ ეს უფლება რეალიზდეს, ამიტომ ჩვენ ამ საჭიროებებზეც ვისაუბრეთ. ასევე ვუთხარით, რომ ჩვენ ვენეციის კომისიაში გავაგზავნით ორივე კანონპროექტს და დაველოდებით ვენეციის კომისიის მოსაზრებებს. ამასობაში არის საკმარისი დრო, რომ სხვა მსჯელობაც იყოს", - განაცხადა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარესთან მარტივი დისკუსია არ გვქონდა. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთა გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტი რეგლამენტში გათვალისწინებულ წესს დაუბრუნდა - პაპუაშვილი
სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტი რეგლამენტში გათვალისწინებულ წესს დაუბრუნდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურები განმარტა. „სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით, წინა ჯერზე, ჩვენ სპეციალური პროცედურა შემოვიღეთ რეგლამენტში, რომელიც მრავალსაფეხურიანი იყო და გარკვეული ვადებით გაწერილი, მაშინ, სამწუხაროდ, შედეგიანად ვერ დასრულდა. ეს იყო ერთჯერადი პროცედურა, შესაბამისად, პარლამენტი დაუბრუნდა რეგულარულ, რეგლამენტში გათვალისწინებულ წესს, რომელიც გულისხმობს, რომ ფრაქციას, პოლიტიკურ ჯგუფს, პარლამენტის შვიდ წევრს შეუძლიათ, დაასახელონ კანდიდატი. ეს არის მთელი პროცედურა დასახელების და ამ კანდიდატის დასახელების საკითხს შემდეგ განიხილავს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი და უკვე შემდეგ პლენარულ სხდომაზე ჭირდება 90 ხმა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური
მინდა დაგარწმუნოთ, რომ საპარლამენტო დისკუსიები იქნება ინკლუზიური,- ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის დუნია მიატოვიჩის წერილს, რომელიც საქართველოს პარლამენტში „ხალხის ძალის“ ჯგუფის მიერ წარდგენილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხება. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე კელი დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: ვინც ხმას მისცემს მას, პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი მზადაა, ამ საკითხზე საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის. „პატივცემულო კომისარო, მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი წერილისთვის, რომელიც ეხება საქართველოს პარლამენტში „ხალხის ძალის“ ჯგუფის მიერ წარდგენილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს. საქართველომ ევროპის საბჭოს მხარდაჭერითა და მასთან თანამშრომლობით არსებით პროგრესს მიაღწია დემოკრატიული გარდაქმნის პროცესში. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ჩვენი მისწრაფებები დადასტურებულია კონვენციის ფუნდამენტური პრინციპებისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებით, რამაც მრავალფეროვანი და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებისთვის ჩვენს ქვეყანაში მტკიცე საფუძველი შექმნა. ჩვენ ვთანხმდებით იმ მიდგომაზე, რომ ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც შესაძლოა გავლენას ახდენდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, მკაცრად უნდა ეფუძნებოდეს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს. ამჟამად საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია ორი კანონპროექტი - ერთი არის ამერიკის შეერთებული შტატების უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ზუსტი ასლი, ხოლო მეორე - FARA-ის ნაკლებად შემზღუდავი, ლიბერალური ვერსია. მინდა დაგარწმუნოთ, რომ წარდგენილ ინიციატივებთან დაკავშირებით საპარლამენტო დისკუსიები იქნება ინკლუზიური იმ მიზნით, რომ მოიძებნოს ისეთი საუკეთესო ვერსია, რომელიც გაითვალისწინებს როგორც საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებას, ისე გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და უსაფრთხოების ლეგიტიმურ მიზნებს. პატივცემულო კომისარო, მოქალაქეები წარმოადგენენ სამოქალაქო საზოგადოების საფუძველს და მათ აქვთ უფლება, ინფორმაცია ჰქონდეთ იმ აქტორების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენენ მათ ცხოვრებაზე. პოლიტიკის ფორმულირებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზეგავლენის მოხდენის პრივილეგიას თან ახლავს პასუხისმგებლობაც. სახელმწიფო ინსტიტუტებსა და პოლიტიკურ პარტიებს აქვთ უმკაცრესი რეგულაციები ღიაობასთან, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით, რაც აღიარებულია მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. თუმცა, ამის საპირისპიროდ, არაკომერციული ორგანიზაციების მხრიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესში მუდმივად მზარდი ჩართულობისა და მასზე ზეგავლენის მიუხედავად, არ არსებობს ეფექტიანი რეგულაცია, რომლებიც უზრუნველყოფს მათ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, მათ შორის, როდესაც საქმე ეხება უცხოურ დაფინანსებას. რაც უფრო მიიწევს წინ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ამ საერთო პასუხისმგებლობის გააზრება და პატივისცემა. ამასთანავე, მსგავსი რეგულაციის არსებობა შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ისეთი საკითხების გამოც, როგორებიცაა ფულის გათეთრება, კორუფცია, ტერორიზმის დაფინანსება და რთული რეგიონული უსაფრთხოების გარემოსგან ნაკარნახევი სხვა საფრთხეები. აღსანიშნავია, რომ ორივე კანონპროექტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, რათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და უსაფრთხოების ლეგიტიმური ინტერესები კანონმდებლობაში აისახოს საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. საქართველოს პარლამენტი მზადაა ამ საკითხზე საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის. თქვენო აღმატებულებავ, გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას. პატივისცემით, შალვა პაპუაშვილი“, - წერს შალვა პაპუაშვილი. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. „ხალხის ძალა“ კანონპროექტის მისი მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა.
როდესაც ძალადობა არის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცეული, აქ საჭიროა უსაფრთხოების დაცვა - პაპუაშვილი
არავის სიამოვნებს, როცა უსაფრთხოების გაძლიერებული რეჟიმია - როდესაც ძალადობა არის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცეული, აქ საჭიროა უსაფრთხოების დაცვა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, უკიდურესად საზიანო იქნება - პრეზიდენტი აშშ საქართველოს პარლამენტს ე.წ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის გადახედვისკენ მოუწოდებს ელჩი დეგნანი: ამ კანონს ნამდვილად ექნება გამანადგურებელი გავლენა „მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მანდატურის სამსახურს. ეს დღეები არ იყო ადვილი მათთვის. პარლამენტის ტრიბუნიდან ოპოზიციონერი კოლეგებისგან ხშირად მოგვისმენია პარლამენტის აპარატის მიმართ მადლობა. პარლამენტის აპარატის თანამშრომლები არიან ჩვენი მანდატურები, ამიტომ, თხოვნა მექნება, უპირველეს ყოვლისა, რომ პატივი ვცეთ ჩვენს მანდატურის სამსახურს, დავემორჩილოთ მათ მითითებებს. რთული სამსახურია, რა თქმა უნდა. მინდა მოგიწოდოთ დაემორჩილოთ! კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო, განსაკუთრებით, მამაკაც დეპუტატებს. რაც შეეხება უსაფრთხოების რეჟიმს. როგორც იცით, საქართველოს პარლამენტის სასახლეს, მართალია, მანდატურის სამსახური გვყავს, მაგრამ იცავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ისევე როგორც სხვა ადმინისტრაციულ შენობებს. ეს დღეები როდესაც განსაკუთრებულად გაძლიერებული რეჟიმია, შენობაში იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, მინდა მათაც მადლობა გადავუხადო. სხვა აქ არავინ არაა. მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ პატივი ვცეთ იმ წესრიგს, რომელსაც ვცდილობთ, რომ იყოს აქ და ეს არის მიზანი. გუშინაც, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა პარლამენტის წევრების მხრიდან მანდატურების თუ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების მიმართ დამუნათებას, მორალის კითხვას. გთხოვთ, შეეშვათ ამას! ეს ხალხი საქმე-საქმეზე თუ მიდგა, თქვენს უსაფრთხოებას დაიცვას საკუთარი სიცოცხლის ფასად და ვცეთ პატივი მათ. მაგიდების აყირავება ვნახეთ, ძალადობა ვნახეთ, მოქალაქეებზე ძალადობაც ვნახეთ. დღესაც არის სპეციალური რეჟიმი. გთხოვთ, ამიტომ პატივი ვცეთ ამას. არავის სიამოვნებს, როცა გაძლიერებული უსაფრთხოების რეჟიმია. როდესაც ძალადობა არის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცეული, აქ საჭიროა უსაფრთხოების დაცვა“, - განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით. ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“.
შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტისთვის, კლერ ბაზი მალორისთვის გაგზავნილ წერილში აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე „საქართველოს პროგრესთან ერთად მოწადინებულები ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ საუკეთესო ბალანსი, ერთი მხრივ, გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების ლეგიტიმურ მიზნებსა და, მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების უფლებებსა და თავისუფლებებს შორის“. პაპუაშვილი ვენეციის კომისიას სთხოვს, მოამზადოს სამართლებრივი დასკვნა თანდართულ კანონპროექტებზე. „თქვენო აღმატებულებავ, საქართველო რეგიონული უსაფრთხოების ცვალებად კომპლექსურ გარემოში მდებარეობს. ასეთ პირობებში ჩნდება ხოლმე ისეთი ახალი და მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც აუცილებელია სახელმწიფო უწყებების მხრიდან რეაგირება. აღნიშნული საკითხების ეფექტურად მოგვარებისთვის საჭიროა როგორც ყველა დაინტერესებული მხარის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უფრო მაღალი სტანდარტები, ისე უსაფრთხოების გამოწვევების უფრო სერიოზულად გააზრება. ამ კუთხით, საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა, მიიღოს ახალი რეგულაციები არაკომერციული/არასამეწარმეო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას. პარლამენტში წარდგენილ იქნა ორი კანონპროექტი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის” შესახებ. კანონპროექტები მიზნად ისახავს არაკომერციული/არასამეწარმეო ორგანიზაციების მინიმალურად აუცილებელი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, მათ შორის, უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესთან ერთად, ჩვენ მოწადინებულები ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ საუკეთესო ბალანსი, ერთი მხრივ, გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების ლეგიტიმურ მიზნებსა და, მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების უფლებებსა და თავისუფლებებს შორის. ჩვენი ათეულობით წლის განმავლობაში მიმდინარე პარტნიორობის სულისკვეთებით, მოგმართავთ თხოვნით, რომ ვენეციის კომისიამ მოამზადოს სამართლებრივი დასკვნა თანდართულ კანონპროექტებზე. ქალბატონო პრეზიდენტო, მოუთმენლად ველით აღნიშნულ საკითხზე თქვენთან თანამშრომლობას“ , - ნათქვამია პაპუაშვილის წერილში. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. კენჭისყრას წინ უძღოდა ამერიკის საელჩოს განცხადება, რომ „დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა“. კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: შავი დღე არის რადიკალური ოპოზიციისთვის უფრო ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის თანაშემწემ განაცხადა, რომ ეს არის კანონი, რომელიც ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს. პარალელურად, საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობდა პარლამენტთან. გვიან საღამოს, პოლიციამ პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან 66 პირი დააკავეს. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 28 თებერვალსაც. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით 2 მარტს გაკეთდა. პრესსპიკერ ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი პროპაგანდა იყო, მათ შორის ის რომ, შემოთავაზებული წინადადება თითქოს ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას, რაც ნედ პრაისის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს პირველი კომენტარი იყო მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. ნედ პრაისის განცხადებითვე, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. ეს კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტები სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებსა და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, ასევე პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“. ინფორმაციისთვის, აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მოგვიანებით კი, მასში ცვლილებები შევიდა. თავდაპირველად, კანონი მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად შემოიღეს. მოგვიანებით, კანონში ცვლილება შევიდა და ახლა ის ძირითადად, უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებსა და ლობისტებზე ვრცელდება. შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ განმარტა, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას ეფუძნება. აშშ-ის განმარტებით, ამერიკული კანონი არ ახდენს გავლენას არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე ან დაფინანსების წყაროებზე. „FARA ძალიან ვიწროა და შექმნილია, რომ მხოლოდ უცხოეთის მთავრობების აგენტებს მოერგოს, რაც ძალიან განსხვავებული რამ არის და ამიტომ ვართ ამის გამო ასე შეშფოთებულები”, - განმარტა ნედ პრაისმა.
შალვა პაპუაშვილმა პარლამენტთან შეკრებილებს მიმართა
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია მისი განცხადებებით და გეგმებით ცდილობს მდგომარეობის გამწვავებას. „მივმართავ პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს, დარჩნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში. ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ რადიკალური ოპოზიცია მისი განცხადებებით და გეგმებით ცდილობს, ყველანაირად გაამწვავოს მდგომარეობა, წაიყვანოს მოქალაქეები კანონის დარღვევაზე და ამას ვხედავთ პირდაპირ ეთერში. „ნებისმიერი აზრი უნდა გამოითქვას კანონის ფარგლებში და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები, განსხვავებით რადიკალებისგან, სწორედ ამ საკითხს გააცნობიერებენ და ასე მიუდგებიან. ჩვენ ის თაობა ვართ, რომლებმაც ვნახეთ ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენიდან იმართებოდა ემოციებით და ამ ემოციებმა განაპირობა ალბათ ის, რომ აისბერგებით სავსე გეოპოლიტიკურ რეგიონში ყველა ყინულს მივეხეთქეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE”.
შალვა პაპუაშვილი კანონპროექტის გაწვევის მიზეზზე ვენეციის კომისიისადმი გაგზავნილ წერილში საუბრობს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს სთხოვს, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტები აღარ განიხილონ. შესაბამისი წერილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს უკვე გაეგზავნა. „რამდენიმე დღის წინ გადმოგეცით წერილი, სადაც გთხოვდით ვენეციის კომისიის სამართლებრივ მოსაზრებას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, შემოთავაზებულმა რეგულაციებმა საქართველოს საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებები გამოიწვია. მცდარმა ნარატივებმა და იარლიყებმა შეცდომაში შეიყვანა მოქალაქეები და კონფრონტაციას დაუდო საფუძველი. შესაბამისად, როგორც პასუხისმგებლიანი აქტორი, რომელიც ზრუნავს ქვეყანაში მშვიდობაზე, სტაბილურობასა და კეთილდღეობაზე, მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, აღნიშნული კანონპროექტების მხარდაჭერის გაწვევა და შემდგომი საკანონმდებლო განხილვების შეწყვეტა. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, აღარ განიხილოთ ჩვენი თხოვნა სამართლებრივი მოსაზრების მომზადების თაობაზე და შეაჩეროთ ამ მხრივ გადაწყვეტილების მიღების პროცესი“, - ნათქვამია წერილში. „ქართული ოცნების“ განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტები ვენეციის კომისიიდან უკვე გამოითხოვეს ვენეციის კომისია ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვაზე მოთხოვნის მიღებას ადასტურებს
„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი ინიციატორებმა პარლამენტიდან გაიწვიეს
„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი ინიციატორებმა პარლამენტიდან გაიწვიეს. „ხალხის ძალის“ დეპუტატების წერილობითი მიმართვა, რომლებიც კანონპროექტის ინიციატორები არიან, ბიუროს სხდომას წარედგინა, რომელმაც მოთხოვნა დააკმაყოფილა. პროექტის თანახმად, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებოდნენ, გენერალური პროკურორისთვის მიემართათ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოეთხოვათ. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის დროშა სათანადო პატივით დაბრუბნდება თავის ადგილას
პარლამენტის თავმჯდმომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დროშა სათანადო პატივით დაბრუბნდება თავის ადგილას. ამის შესახებ პაპუაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც პრორუსული ორიენტაციის „ალტ - ინფომ“ პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნა და დაწვა. მისი შეფასებით, რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს და ასეთი ქცევა მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის. რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, თავად ხომ არ აპირებს დროშის აღმართვას, როგორც ეს თავის დროზე, ყოფილმა სპიკერმა კახა კუჭავამ გააკეთა, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ ლოზუნგების მოყვარული დეპუტატების მოწოდება არასერიოზულია და როცა პარლამენტის ფანჯრები იმსხვრეოდა, ამაზე მაშინ უნდა ეფიქრათ. „მთავარია, დროშა მათ (ოპოზიციონერების) გულებში ფრიალებდეს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ადამიანები, რომლებიც ტოლობას სვამენ მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის, პატივს არ სცემენ საქართველოს სუვერენიტეტს - პაპუაშვილი
მგონი, ყველაზე სწორად და გასაგებად პოზიცია ჩამოაყალიბა პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც თქვა, რომ ადამიანები, რომლებიც ტოლობას სვამენ მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის, პატივს არ სცემენ საქართველოს სუვერენიტეტს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „შესაბამისად, ვინც პატივს არ სცემს საქართველოს სუვერენიტეტს, ნურც ჩვენგან ელოდება პატივისცემას. მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური პარტნიორები მფარველობდნენ მაშინ, როცა სასჯელმისჯილი იყო საქართველოში და მაშინაც, როცა თავისუფალი იყო, ევროპარლამენტარებს ხვდებოდნენ, ხელს აფარებდნენ და ამის შედეგი იყო, რომ საბოლოო ჯამში, სააკაშვილი ქვეყანაში გადატრიალების მოსაწყობად, თუ თავისი ზრახვებით შემოიპარა. სააკაშვილი წაახალისეს და ახლა საკუთარ პასუხისმგებლობას უნდა აცნობიერებდნენ. ნაცვლად იმისა, რომ მის გათავისუფლებას და გადაყვანას მოგვიწოდებდნენ, მოსახლეობის წინაშე უფრო მორიდებული უნდა იყვნენ, რადგან მათ შორის მათი წახალისებულია მიხეილ სააკაშვილის გეგმები. სააკაშვილს დეპუტატის სცემისთვის სასჯელი ჰქონდა და მას ხვდებოდნენ სხვადასხვა დედაქალაქში, კაფეში თუ ოფისში, ესაუბრებოდნენ უკრაინის მოქალაქეს საქართველოსა და მის მომავალზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემაამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა„მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურიარატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილებაგიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილიუკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ფაქტობრივად, 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ ბოლოში გავდივართ - პაპუაშვილი
ფაქტობრივად, 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ ბოლოში გავდივართ. მომავალ კვირას რამდენიმე კონცეპტუალურ დოკუმენტს მივიღებთ, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებს, ქალთა უფლებებს. ამით მე-8 და მე-9 რეკომენდაციები შესრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „სამწუხაროდ, ამ ყველაფერს უმრავლესობა დიდწილად მარტო აკეთებს, რადგან ვხედავთ, რომ ოპოზიცია ამ საკითხში არ მონაწილეობს ხოლმე. რაც შეეხება „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტსა და სასამართლო რეფორმას, სრულად შევასრულებთ რეკომენდაციებს. როგორც აქამდე მიდიოდა ყველაფერი სწორად ისე, რომ პუნქტები სკრუპულოზურად სრულდებოდა, საბოლოო ჯამში ასე დასრულდება ყველაფერი“, – განუცხადა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს.
ეკონომიკური თავისუფლების 2023 წლის ინდექსში საქართველო 35-ე ადგილზეა - პაპუაშვილი
საქართველო კვლავ მოწინავე პოზიციებზეა მსოფლიო რეიტინგებში. ეკონომიკური თავისუფლების 2023 წლის ინდექსში საქართველო 35-ე ადგილზეა, რითაც უსწრებს ევროკავშირის 11 წევრ ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, კვლევის თანახმად, სხვა პარამეტრებთან ერთად, მართლმსაჯულების ეფექტიანობითაც, საქართველოს, მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე უფრო მაღალი შედეგი აქვს. „საქართველო კვლავ მოწინავე პოზიციებზეა მსოფლიო რეიტინგებში. ეკონომიკური თავისუფლების 2023 წლის ინდექსში საქართველო 35-ე ადგილზეა, რითაც უსწრებს ევროკავშირის 11 წევრ ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას. კვლევის თანახმად, სხვა პარამეტრებთან ერთად, მართლმსაჯულების ეფექტიანობითაც, საქართველოს, მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე უფრო მაღალი შედეგი აქვს. ეს კვლევა, ისევე როგორც იანვარში ევროკომისიის მიერ გასაჯაროებული საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საბოლოო შეფასებები, კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად უსამართლო იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა“, - წერს პაპუაშვილი.
არასამთავრობო სექტორი საჭიროებს გადატვირთვას - პაპუაშვილი
რასამთავრობო სექტორი საჭიროებს გადატვირთვას. ის კრიზისი, რომელიც ამ სექტორში არის ფარისევლობის სახით, უნდა გადალახონ, გადატვირთონ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან არასამთავრობო სექტორზე საუბრისას განაცხადა. „ბოლო პერიოდმა გამოაჩინა, რომ არასამთავრობო სექტორი გადატვირთვას საჭიროებს. ის კრიზისი, რომელიც ამ სექტორში არის, ფარისევლობის სახით, ეს კრიზისი უნდა გადალახონ, გადატვირთონ. რამდენიმე ე.წ. გავლენიანი ორგანიზაცია დომინირებს ამ სფეროში, რომელიც თრგუნავს სხვა ორგანიზაციებს, მათი 99% დაკავებულია იმ სოციალური-საგანმანათლებლო საკითხებით, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც ცენტრში, ისე რეგიონებში", - განაცხადა პაპუაშვილმა.
სასამართლო რეფორმის, ასევე, დეოლიგარქიზაციის საკითხს ვენეციის კომისიისა და ეუთოს რეკომენდაციებზე დაყრდნობით ბოლომდე მივიყვანთ - პაპუაშვილი
არის ორი საკითხი, რომელიც ოპოზიციის გარეშე რთულია, რომ გადაწყდეს: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა და ე.წ. დეპოლარიზაცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი რეკომენდაციის შესრულების საქმეში თითქმის ბოლოშია გასული. „ზოგიერთ დეპუტატს თითი თითზე არ დაუდია იმისთვის, რომ რომელიმე რეკომენდაცია შესრულებულიყო. შევახსენებ ყველას, რომ „ლელო“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ არც ერთ ცვლილებას არ უჭერდნენ მხარს, საერთოდ სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობდნენ, კომიტეტის სხდომებში არ მონაწილეობდნენ, კენჭისყრებში არ მონაწილეობდნენ და ყველაფერი, რაც შეიძლებოდა, რომ გაეფუჭებინათ აფუჭებდნენ, დადიოდნენ, ატალახებდნენ სხვადასხვა ოფისს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ და ახლა გამოცოცხლდნენ და მიტინგს ნიშნავენ 12 პუნქტთან დაკავშირებით. რა წერია ვენეციის კომისიის შუალედურ დასკვნაში „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ ეს გარკვეულწილად ცინიზმია ალბათ, რომ ის ხალხი, ვინც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავის დროზე დამსახურებული კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო, რეკომენდაციების გადმოცემის შემდეგაც ყველაფერს აკეთებს, რომ ჩაიშალოს ამ პუნქტების შესრულება. მიუხედავად ამისა, ხედავთ, რომ საქართველოს პარლამენტი რეკომენდაციის შესრულების საქმეში თითქმის ბოლოშია გასული, ჩვენ მომავალ კვირას ადამიანის უფლებათა სტრატეგიას მივიღებთ და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციას და ამით მე-8-ე და მე-9-ე საკითხები დიდწილად შესრულდება და დარჩება ორი ძირითადი - სასამართლო რეფორმის და დეოლიგარქიზაციის, რომელსაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე დაყრდნობით და ასევე, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე დაყრდნობით ამ საკითხსაც ბოლომდე მივიყვანთ", - განაცხადა პაპუაშვილმა. ვენეციის კომისიამ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონზე დასკვნა გამოაქვეყნა 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც. ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს 10 მაისს გადასცა. შეგახსენებთ, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისღებად 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. 2022 წლის 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.
იმედგაცრუებული ვარ, როცა ვხედავ რადიკალური დაჯგუფებების წევრებს ბრიუსელისა და სტრასბურგის კორიდორებში - პაპუაშვილი
ძალიან იმედგაცრუებული ვარ, როცა ვხედავ რადიკალური დაჯგუფებების წევრებს ბრიუსელის და სტრასბურგის კორიდორებში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, სტრასბურგსა და ბრიუსელში სამი პარტიის შეხვედრებთან დაკავშირებით საუბრისას. "სამწუხაროდ, არის ერთი მომენტი და მე ამაზე ვთქვი კიდეც, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ, როცა ვხედავ რადიკალური დაჯგუფებების წევრებს ბრიუსელის და სტრასბურგის კორიდორებში. ეს არის პირდაპირ წახალისება რადიკალიზმისა და რა თქმა უნდა, თუკი რადიკალიზმი წახალისებული იქნება, არანაირ დეპოლარიზაციაზე საუბარი შესაძლებელი არ იქნება. ამიტომ მე ვწუხვარ, სხვა დროსაც იყო ეს შემთხვევა და მაშინაც ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირე ეს, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლების მიმართ, რომ ერთის მხრივ, საუბრობდე, რომ ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს დეპოლარიზაციისთვის და მეორეს მხრივ, ამ დეპოლარიზაციის ბორბალში ჯოხს დებდე იმით, რომ რადიკალებს ახალისებდე, იქნება ეს შეხვედრებით, თუ სხვა მხრივ, ეს რა თქმა უნდა, ძალნი იმედგამაცრუებელია. ყოველი ასეთი ხელის ჩამორთმევა აძლევს დამატებით ენერგიას რადიკალურ ჯგუფებს და ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გააცნობიეროს. როცა ჩვენ ვსაუბრობთ დეპოლარიზაციაზე, საქართველოში პოლარიზაციის მხრივ საერთაშორისო აქტორებსაც აქვთ თავისი წვლილი, ამიტომ ყველა აქტორმა უნდა გააცნობიეროს თავისი წილი პასუხისმგებლობა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს და სერბეთის პარლამენტების თავმჯდომარეებმა ევროკავშირში წევრობის ერთობლივი მხარდაჭერის შესახებ განაცხადეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ევროკავშირში წევრობის ერთობლივი მხარდაჭერის შესახებ ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მისივე თანახმად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ვლადიმირ ორლიჩმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და სერბეთის მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას, რაც განმტკიცებულია ევროკავშირის წევრობის საერთო მისწრაფებებით, აგრეთვე, საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ფუნდამენტური პრინციპების მტკიცე ერთობლივი მხარდაჭერით. პარლამენტების თავმჯდომარეები მიესალმნენ საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი კავშირების გააქტიურებას მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების, მათ შორის, შესაბამისი პარლამენტების სპიკერების, მეგობრობის ჯგუფების და სექტორული კომიტეტების ურთიერთგაცვლით, რაც გათვალისწინებულია ორ პარლამენტს შორის 2019 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულებით. მოლაპარაკებების დღის წესრიგი აგრეთვე მოიცავდა სერბეთისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესებს. მხარეებმა დაადასტურეს ევროკავშირში წევრობისადმი მტკიცე ერთგულება და ერთობლივი მხარდაჭერა, ასევე, ინტენსიურად თანამშრომლობის და ტრადიციულად გაზიარებული ევროპული ღირებულებების წახალისების მზადყოფნა, ორი ქვეყნის მოქალაქეების საკეთილდღეოდ. პარლამენტების თავმჯდომარეები შეთანხმდნენ, რომ სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული პარლამენტი საქართველოს პარლამენტს გაუზიარებს ევროპული ინტეგრაციის პროცესში საკუთარ ღირებულ გამოცდილებას. სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ვლადიმირ ორლიჩმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობაზე. შეხვედრებზე მხარეებმა გამოხატეს პოლიტიკური დიალოგის გააქტიურების და საერთო ინტერესის ყველა სფეროში, განსაკუთრებით, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინვესტიციბის მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა. შეგახსენებთ, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისღებად 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად
პოლიტიკას არაფერი ესაქმება აუდიტორიაში, როგორც ლექტორის, ისე სტუდენტის მხრიდან - პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ პოლიტიკას არაფერი ესაქმება აუდიტორიაში. მისივე თქმით, ახალგაზრდობა არ არის გასამართლებელი საბუთი. „რაც შეეხება ჩემს მიერ იმ პროცესის შეფასებას, რომელიც აკადემიურ და საგანმანათლებლო სისტემაშია, ჩვენ ვნახეთ, რომ ეს არის პირდაპირ მართული - „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების შეგზავნა ხდებოდა აუდიტორიებში. თქვენ ინფორმაციას საიდან იღებთ, არ ვიცი, მაგრამ ერთი ფაქტი მოხდა, რომელიც პარლამენტის წევრს ეხება, რომელიც ამავე დროს, ლექტორია - ერთმა სტუდენტმა პროტესტი გაითამაშა, აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი არათუ თსუ-ს სტუდენტი არ არის, საერთოდ სტუდენტი არ არის, სხვა უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და სტატუსი შეჩერებული აქვს, საერთოდ არანაირ კავშირში არ არის თსუ-სთან, მიგზავნილი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან იმისთვის, რომ ლექცია ჩაეშალა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მზად ვართ, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ანტიკორუფციულ ბიუროსთან - პაპუაშვილი
პარლამენტი, როგორც საზედამხედველო ინსტიტუცია, მზად არის, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ანტიკორუფციულ ბიუროსთან, რომ თქვენი საქმიანობა იყოს ღია და მოქალაქეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით განპირობებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყველა უწყების მხარდაჭერა - ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი „ჩვენი ანტიკორუფციული პოლიტიკა, ზოგადად, შეიძლება შეფასდეს, როგორც ძალიან ეფექტიანი, მთელი რიგი საერთაშორისო შეფასებებით, რომელიც ქვეყანაში კორუფციის აღქმებს, მთავრობის კეთილსინდისიერებას, ქრთამის აღების რისკებს, საჯარო სერვისების ეფექტიანობას, ბიუჯეტის გამჭვირვალობას და გადაწყვეტილების მიღების პროცესის ღიაობას ეხება, საქართველო რეგიონის ლიდერია და უსწრებს ევროკავშირის და ნატო-ს ბევრ წევრ ქვეყანას, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი მიღწევაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობისთვის განისაზღვრა. „ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში სწორედ ამ მიდგომით იმუშავა საქართველოს პარლამენტმა, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც დეტალურად გაანალიზა ანტიკორუფციული ინსტიტუციური სისტემა და ანალიზის საფუძველზე და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, ერთი ინსტიტუციური ქოლგის ქვეშ მოეყარა თავი სხვადასხვა მნიშვნელოვან ანტიკორუფციულ ფუნქციას: პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგი; საჯარო მოხელეების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი; ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხების რეგულირება; სტრატეგიული დოკუმენტებისა და რეკომენდაციების შემუშავება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კორუფციასთან ბრძოლა არის არა მიზანი, რომელიც მიღწეულია, არამედ მუდმივი პროცესი და პარლამენტი მუდმივად ზრუნავს ამ მხრივ ინსტიტუტების, პროცედურებისა და აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებაზე. ღონისძიების სტუმრებს დღეს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა. ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, სასამართლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
პარლამენტში რესპონდენტსა და ჟურნალისტს შორის თანამშრომლობა უნდა იყოს საქმიანი, არ უნდა იყოს დევნა, შევარდნები - პაპუაშვილი
ცოტა შრომა გასწიეთ, წესები წაიკითხოთ და დასკვნები გამოიტანეთ, იმისთვის, რომ პარლამენტში რესპონდენტსა და ჟურნალისტს შორის თანამშრომლობა უნდა იყოს საქმიანი და არ უნდა იყოს დევნა, შევარდნები და ა.შ. რაც სამწუხაროდ, პარლამენტში იყო პრაქტიკა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „მთავარისა“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებისთვის პარლამენტში აკრედიტაციის დროებით შეჩერების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. „პარლამენტის აპარატი ეყრდნობა ღია წყაროებში არსებულ მტკიცებულებებს, მათ შორის თავად ამ შემთხვევაში „ტვ პირველის“ მიერ ეთერში გაშვებულ მასალას. მეხუთეჯერ გაიმეორეთ ტყუილი, თითქოს, რაიმე კავშირშია შინაარსი. შინაარსი საერთოდ არაფერ შუაშია. კითხვა სულ რომ სპორტზე იყოს, ეს არაფერ შუაშია. მთავარია, რომ არ შეიძლება, დეპუტატის დევნა. წესები ყველა ჟურნალისტს აგიხსენით. საჯაროა, გამოყავით ორი წუთი და ეს წესები წაიკითხეთ. ცოტა შრომა გასწიეთ, წესები წაიკითხოთ და დასკვნები გამოიტანეთ, იმისთვის, რომ პარლამენტში რესპონდენტსა და ჟურნალისტს შორის თანამშრომლობა უნდა იყოს საქმიანი და არ უნდა იყოს დევნა, შევარდნები და ა.შ. რაც სამწუხაროდ, პარლამენტში იყო პრაქტიკა. ზოგიერთი ჟურნალისტი იყო ეთიკური ჟურნალისტიკის მიღმა. ამიტომ შემუშავდა ბრძანება. სწორია ეს პრინციპები. რა თქმა უნდა, ამას არ გადავხედავ. გირჩევთ, წესები წაიკითხეთ. სამი ძირითადი საკითხია. წინასწარი თანხმობის გარეშე, აპარატის თანამშრომელს ან დეპუტატს არ უნდა შეუვარდეთ ჩართული კამერით. პარლამენტი არ არის საჯარო სივრცე, სადაც მნიშვნელოვანია, რომ ამ დაწესებულებაში მომუშავე ადამიანებს, აპარატის თანმშრომლებსა და დეპუტატებს ჰქონდეთ სამუშაო გარემო. ამიტომ, როდესაც რესპონდენტს არ აქვს სურვილი, რომ ინტერვიუ მოგცეთ, პატივი უნდა ვცეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი მოსამართლეების სანქცირებაზე: პარტნიორები ასე არ იქცევიან
პარტნიორები ასე არ იქცევიან. საქართველო არის აშშ-ის ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორი: ჩვენი ჯარისკაცები ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად, მხარდამხარ, სხვადასხვა ცხელ წერტილში იბრძოდნენ, იქნებოდა ეს ერაყი თუ ავღანეთი. ჩვენმა ხალხმა გაიღო სისხლი ამერიკელ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, იმისთვის, რომ საერთაშორისო მშვიდობა უზრუნველყოფილი ყოფილიყო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. დასაბუთების გარეშე გაკეთებული განცხადებები მიზნად ისახავს, სასამართლოს სრულ დისკრედიტაციას - ვალერი ცერცვაძე აშშ-მ საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა „ამ პარტნიორობას ჩვენ 30 წელი პატიოსნად ვატარებთ და ყოველთვის, სადაც საჭიროა ჩვენი თანადგომა და პარტნიორობა, ჩვენ ამას ვიჩენთ, მათ შორის, იმით, რომ ავღანეთში საქართველო იყო ამერიკის შემდეგ ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით. მათ შორის იმითაც, რომ როცა უკან იხევდა ალიანსის ძალები, საქართველომ, უმოკლეს ვადებში, ლოჯისტიკურად მოაწესრიგა ავღანეთიდან ალიანსის ძალების უკან დახევა და ამან უზრუნველყო ის, რომ პროცესი მთლიანად ორგანიზებული ყოფილიყო. ამ გადმოსახედიდან და ამ პარტნიორობის გათვალისწინებით, რომელსაც საქართველო აჩვენებს აშშ-ს, რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი არ არის ის, როგორც იქცევიან პარტნიორები. როდესაც ხდება ჩვენი მოქალაქეებისთვის - მოსამართლეებისთვის იარლიყების მიწებება, რომ ისინი არიან კორუმპირებულები, ამავე დროს იმ კონტექსტში, რომ არ ხდება არანაირი მტკიცებულების წარმოდგენა და ხდება მითითება რაღაც საჯარო წყაროებზე და რა არის ამ საჯაროში სპეციფიკური წყარო, ვერავინ ვერ გაიგო - მე ამასთან დაკავშირებით ჩემი იმედგაცრუება გამოვთქვი. ეს არის ცუდ დროს მიღებული ცუდი გადაწყვეტილება", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
რაც ელჩმა თქვა, ეს არ არის სანქცია, ეს არის სავიზო შეზღუდვა - პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის ელჩ, კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ქართველ მოსამართლეებზე პიროვნული შეტევა და მათთვის როგორც კორუმპირებული მოსამართლეების იარლიყების მიწებება მიუღებელია. ელჩი დეგნანი: ეს არის შანსი, საქართველომ შინაარსიანი ნაბიჯებით უპასუხოს გამოწვევებს, მოახდინოს რეაგირება კორუფციის ბრალდებებზე სასამართლო სისტემაში „რაც შეეხება სამი მოსამართლისა და ერთ ყოფილ მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ელჩმა თქვა, ეს არ არის სანქცია, ეს არის სავიზო შეზღუდვა და ენობრივი თარგმანის პრობლემა იყო. ყოველ შემთხვევაში, შედეგობრივად დიდი განსხვავება არ არის, თუმცა ტერმინი „სანქცია“ ალბათ აქ არ გამოიყენება. ასევე, ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით თუ რა მტკიცებულებები არსებობს ამის უკან და ელჩმა გაიმეორა ის, რასაც ჩვენ საჯაროდ ვისმენდით, რომ გადაწყვეტილება დაფუძნებულია მხოლოდ საჯარო წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე. დამატებითი ინფორმაცია, როგორც ჩანს, არ არსებობს. არის ის, რაც არის პრესასა და სხვადასხვა კვლევაში. ის, რაც ვიცით. თუმცა სპეციფიკურად რომელი ინფორმაცია იყო ამის განმაპირობებელი, ამასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი ინფორმაცია არ მიმიღია", - განაცხადა პაპუაშვილმა. დასაბუთების გარეშე გაკეთებული განცხადებები მიზნად ისახავს, სასამართლოს სრულ დისკრედიტაციას - ვალერი ცერცვაძე აშშ-მ საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა არ გაიმართება - პაპუაშვილი
ოპოზიციამ რეგლამენტისგან შორს ყოფნით და არცოდნით, ერთი მხრივ, თავი ჩაიგდო სასაცილო მდგომარეობაში, მეორე მხრივ, უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო პარლამენტი, რიგგარეშე სხდომა არ გაიმართება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატების მივლინების გამო პლენარული სხდომის გადადებაზე საუბრისას განაცხადა. „როგორც იცით, 2 დღის წინ, პარლამენტის 46-მა დეპუტატმა პრეზიდენტს მიმართა რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნასთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით. შემდეგ აღმოჩნდა, რომ თავადვე აერიათ თვლაში და მიმართეს პრეზიდენტს, აღარ ჩაენიშნათ. თავად ოპოზიცია, რომ არასერიოზულად იქცევა, ამას შეჩვეული ვარ, მერამდენედ ვუთითებ, რომ რეგლამენტს გაეცნონ, ნაცვლად იმ ისტერიისა, რასაც აწყობენ, საკუთარი ცოდნის გაღრმავებისთვის დახარჯონ რამდენიმე წუთი. ოპოზიციამ საკუთარი რეგლამენტისგან შორს ყოფნით და არცოდნით, ერთი მხრივ, თავის თავი ჩაიგდო სასაცილო მდგომარეობაში, მეორე მხრივ, უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო პარლამენტი. რეალურად, სხდომა უნდა ჩატარდეს 48 საათის განმავლობაში, თუმცა, აქაც უმრავლესობამ, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ პარლამენტის ამ მდგომარეობიდან გამოყვანის მიზნითაც, მომმართა მე, რომ ისინი არ დაესწრებიან სხდომას, შესაბამისად, ეს გულისხმობს, რომ კვორუმი არ იქნება. აქედან გამომდინარე, აზრს კარგავს რეგისტრაციის ჩატარება და სხდომის ჩატარება. რიგგარეშე სხდომა არ გაიმართება“,- აღნიშნავს პაპუაშვილი. ინფორმაციისთვის, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პრეზიდენტს 11 აპრილს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით მიმართეს.
შალვა პაპუაშვილი სახალხო დამცველს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე სახალხო დამცველთან თანამშრომლობის საკითხები და ფორმატი, ასევე, გასული წლის შესრულების მაჩვენებლებთან დაკავშირებით წარდგენილი რეკომენდაციები განიხილეს. ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. „ჩვენ გვქონდა პირველი შეხვედრა ამ რანგში იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლობის ფორმატი განგვეხილა და იმედიანად და პოზიტიურად ვუყურებ პარლამენტსა და სახალხო დამცველს შორის თანამშრომლობას. ყველა ვჯერდებით ერთ რამეზე - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს შედეგიანი თანამშრომლობა. ჩვენ, სახალხო დამცველს განვიხილავთ როგორც პარლამენტისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დამხმარე ინსტრუმენტს, იმისთვის რომ პარლამენტს ჰქონდეს სრული ინფორმაცია ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში და პარლამენტმა შეძლოს მათ შორის, ამ საკითხებზე რეაგირება. მეორე მხრივ, ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველისთვისაც მნიშვნელოვანია პარლამენტთან თანამშრომლობა, ვინაიდან პარლამენტი მისცემს მას შესაძლებლობას, რომ ის ხედვა, რომელიც სახალხო დამცველს აქვს და ის რეკომენდაციები, სწორედ პარლამენტის თანხმობით შესრულდეს. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება თანამშრომლობის ძალიან კარგი შედეგი, რომლის მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ სიტუაცია ყოველთვის უფრო მეტად და მეტად გაუმჯობესდეს და შედეგებზე იყოს ორიენტირებული“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ევროპული ქვეყნები იმედია, დავით კეზერაშვილს გადმოგვცემენ - პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ევროპული ქვეყნები დავით კეზერაშვილს საქართველოს გადმოსცემენ. რას წერს BBC მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით, რომელშიც დავით კეზერაშვილია მოხსენიებული „რაც შეხება BBC-ის სტატიას კეზერაშვილთან დაკავშირებით, რაზეც უკვე დიდი ხანი იყო საუბარი, თაღლითური სქემა, რომელიც „ქოლ - ცენტრებით“ იყო აწყობილი და პენსიონერების გაღლეტით იყო დაკავებული, ვხედავთ, რომ არის რეპორტაჟი BBC-ზე, ამაზე გვაქვს ჩვენც საუბარი. კიდევ ერთხელ მტკიცდება, თუ რასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, ამ ადამიანს, კეზერაშვილს ვგულისხმობ, იფარებს ევროპა. ვხედავთ, რომ იქიდან გეგმავს არეულობას ქვეყანაში. თავადვე აღიარებს, რომ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, აფინანსებს მედიებს, არასამთავრობო სექტორს. ადამიანი, რომელმაც ჯერ ჯარს მოჰპარა 5 მილიონი, შემდეგ პენსიონერები თაღლითური სქემით გაძარცვა, ეს ადამიანი დღეს პირდაპირ ჩართული არის ფინანსებით ქართულ პოლიტიკაში, მედიაში და არასამთავრობო სექტორში. ამაზე ვსაუბრობთ სწორედ ჩვენ. სამწუხაროა, რომ იგივე შეცდომის გამეორება ხდება, რაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით იყო დაშვებული, როდესაც ევროპის ქვეყნებს იყო შეფარებული და იქიდან უყურებდა აქ არსებულ სიტუაციას. ახლა სწორედ დავით კეზერაშვილი არის შეფარებული ევროპულ ქვეყნებს და იქიდან ურევს საქართველოში სიტუაციას. იმედი მაქვს, ევროპული ქვეყნები ამ საკითხს სერიოზულად შეხედავენ და დავით კეზერაშვილი საქართველოს გადმოეცემა იმისთვის, რომ მან მოიხადოს სასჯელი იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინა“,-განაცხადა პაპუაშვილმა.
სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღის წესრიგშია - პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღის წესრიგშია, თუმცა კენჭისყრაზე დღეს არ გავა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბიურო სხდომაზე ხმაური მოჰყვა. "აღნიშნული ინიციატივა დღის წესრიგშია, თუმცა კენჭისყრაზე დღეს არ გავა", - განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონის საწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტში ოპოზიცია აყენებს.
რა დამატებით გამოძიებაზეა საუბარი?! გაოცებული ვარ აშშ-ის ელჩის გამოქომაგებით კეზერაშვილის მიმართ - პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ გაოცებულია აშშ-ის ელჩის გამოქომაგებით კეზერაშვილის მიმართ. „„ქოლცენტრების“ საკითხი გვერდზე რომ გადავდოთ, კეზერაშვილის წინააღმდეგ არსებობს სისხლის სამართლის განაჩენი. ქართულ ჯარს მან დადასტურებულად ხუთი მილიონი ევრო მოჰპარა, ეს იცის ყველამ და მათ შორის ჩვენმა პარტნიორებმაც. რა დამატებით გამოძიებაზეა საუბარი?! დღეს კეზერაშვილი სასჯელს უნდა იხდიდეს ქართულ ციხეში. იმის გამო, რომ მას მფარველობენ, თავისუფალია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილდება. ფაქტია, რომ მას აქვს გარკვეული მფარველობა და ამ მფარველობით ის აფინანსებს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო სექტორს, მედიასა და არეულობას. უცხოელმა პოლიტიკოსებმა ერთი ცუდი საქმე ქართველ ხალხს უკვე გაუკეთეს, თავისთან ინახავდნენ სააკაშვილს, არ გადასცეს ქართულ მართლმსაჯულებას და დაუშვეს ის, რომ საქართველო მიიყვანეს დაპირისპირების ზღვრამდე, როდესაც სააკაშვილს მიეცა იმის მოტივაცია, რომ საქართველოში შემოიპარა, რათა აქ არეულობა მოეწყო. რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის პროფესიონალიზმი, რა იქნებოდა დღეს საქართველოს ქუჩებში, ვისი ტანკი იდგებოდა და ვისი ავტომატი გაისვრიდა, ეს საკითხავი იქნებოდა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით განაცხადა: „კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, რომლებშიც უარყოფს ბრალდებებს. ცხადია, მეტი ინფორმაცია და სამართლებრივი პროცესია საჭირო. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება“.
საგამოძიებო კომისია სხვა არაფერია, თუ არა ინსტრუმენტი კონფრონტაციის, პოლარიზაციის - პაპუაშვილი
საგამოძიებო კომისია სხვა არაფერია, თუ არა ინსტრუმენტი კონფრონტაციის, პოლარიზაციის – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. ელჩი დეგნანი იმედოვნებს, რომ პარლამენტის წევრები საგამოძიებო კომისიის ინსტრუმენტს სრულად გამოიყენებენ „ეს არის, რასაც ისინი საერთო ჯამში ბოლო ორი წელია, აკეთებენ, მას შემდეგ, რაც საქართველომ გააკეთა განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. საქართველოს ხელისუფლების განაცხადისთანავე სწორედ კონფრონტაციისკენ მიჰყავდათ ყველაფერი, მათ შორის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგაც ვნახეთ, რომ მცდელობები იყო დესტრუქციისა. ამიტომ, ეს ვინაიდან არის ინსტრუმენტი, რომელსაც ცდილობს ახლა ოპოზიცია, გამოიყენოს იმისთვის, რომ იყოს მეტი კონფრონტაცია, რა თქმა უნდა, ამას ჩვენი მხარდაჭერა არ აქვს. ამავე დროს, ეს პროცესი გვაჩვენებს კიდევ ერთ სავალალო მდგომარეობას ჩვენი ოპოზიციის, რომ ახლა ჩვენ ვუყურებთ იმას, რაც ხდებოდა 2020 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც თითქოს მრავალფეროვანმა ოპოზიციამ გვაჩვენა, რომ ისინი სინამდვილეში „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ მოქმედი გაერთიანებები არიან, ახლაც ჩვენ ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო გაერთიანებულ მაშინდელ ოპოზიციას, რომელმაც ბევრმა მაშინ ინანა, დაიშალნენ, ნაწილი შემოვიდა პარლამენტში, ნაწილი უფრო მოგვიანებით. დღეს ზუსტად იმავე მდინარეში შედიან, რომელშიც შევიდნენ 2020 წელს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტებად გაფორმდნენ. ახლაც ვუყურებთ, რომ ეს პროცესი საგამოძიებო კომისიისა არის „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი ორგანიზაციების მიერ განვითარებული პროცესი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი: აღარ არის ღია კარის დრო, საჭიროა გაბედული ნაბიჯები შესაბამის სტრატეგიულ გადაწყვეტილებასთან ერთად
ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, აღარ არის წინა კარისა თუ ღია კარის დრო. საჭიროა გაბედული ნაბიჯები შესაბამის, სტრატეგიულ გადაწყვეტილებასთან ერთად. საქართველომ ისწავლა წარსულის გაკვეთილებზე, - მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პრაღაში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე კოლეგებს. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპის მომავალი არქიტექტურის ჩამოყალიბებაში. პაპუაშილის თქმით: „იმედია, წლის ბოლოს ვიზეიმებთ, როგორც უკრაინის გამარჯვებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ისე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას“. ,,იმედი მაქვს, ევროკავშირიც გადააფასებს თავის როლსა და მნიშვნელობას. აღნიშნული ნაბიჯები და გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპის მომავალი არქიტექტურის ჩამოყალიბებაში. იმედი მაქვს, წლის ბოლოს ვიზეიმებთ როგორც უკრაინის გამარჯვებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ისე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას. ეს იქნებოდა ფართო რეგიონში ევროპის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტაბილიზაციის ეფექტის გავრცელების კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი’’, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
უკრაინაში რუსეთის აგრესიის გათვალისწინებით, განსაკუთრებულად ვაცნობიერებთ ძლიერი თავდაცვის ძალების აუცილებლობას - პაპუაშვილი
„თავდაცვის ძალების დღე შესანიშნავი შესაძლებლობაა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მადლიერება, განსაკუთრებული პატივისცემა და მხარდაჭერა ჩვენი თავდაცვის ძალებისადმი; ადამიანებისადმი, რომლებიც სიმამაცით და ღირსეულად დგანან ჩვენი სამშობლოს და ხალხის დაცვის სადარაჯოზე",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „უკრაინაში რუსეთის აგრესიის, უკიდურესად რთული რეგიონული უსაფრთხოების გარემოსა და ჩვენი ქვეყნის ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციის გათვალისწინებით, განსაკუთრებულად ვაცნობიერებთ ძლიერი თავდაცვის ძალების აუცილებლობას. დღევანდელ დღეს ქართველი სამხედროები კარგად მომზადებულები, აღჭურვილები და ბრძოლისუნარიანები არიან. წლების განმავლობაში განვავითარეთ ნაყოფიერი თანამშრომლობა NATO-სთან, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი თავდაცვის ძალებს, ზრდის მათ პროფესიონალიზმსა და თავსებადობას NATO-ს სტანდარტებთან", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელობით, საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს თავდაცვის კოდექსის განხილვა, რომლის მიზანს ქვეყნის თავდაცვის სისტემის შემდგომი გაუმჯობესება და შესაძლებლობების ამაღლება წარმოადგენს. „ახალი კოდექსით, გაიზრდება თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის და NATO-სთან თავსებადობის ხარისხი; ამაღლდება თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობა; მოხდება ტოტალური თავდაცვის სისტემის სრულფასოვანი დანერგვა; გაძლიერდება ჩვენი ქვეყნის მედეგობა; უზრუნველყოფილი იქნება თავდაცვის ძალების რაოდენობრივი, ხარისხობრივი და ინსტიტუციური მდგრადობის მაღალი ხარისხი; განხორციელდება სავალდებულო გაწვევის სისტემის ძირეული რეფორმა; მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ჩვენი სამხედროების და მათი ოჯახის წევრების სოციალური გარანტიები",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. პირად შემადგენლობას თავდაცვის ძალების დღე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა რეკრუტთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი. პირადი შემადგენლობის წევრებს უწყებრივი მედლები გადაეცათ. ღონისძიების დასასრულს სტუმრებმა სამწყობრო მოედანზე გამოფენილი საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ქართული და უცხოური ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედროების ხსოვნას. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ არანაირი რეიტინგი გაზრდილი არ არის - პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, IRI-ის კვლევის ედრთადერთი მიზანი იყო ვირტუალური რეალობის შექმნა და ოპოზიციის მოტივირება. „ამ კვლევის ერთადერთი მიზანი იყო დაბნეულობის შეტანა საზოგადოებაში. ეს არის პროპაგანდის ჩვეულებრივი ინსტრუმენტი, რათა კრახი, რომელიც დადასტურდა 29 აპრილის არჩევნებით, კრახი, რომელიც განიცადა ოპოზიციამ, შეიფუთოს, თითქოს რაღაც სხვა რეალობა არსებობს. ერთია ვირტუალური რეალობა, რომელიც წარმოდგენილი იყო ამ ე.წ. კვლევაში და მეორეა რეალური რეალობა, ის, რაც არის ჩვენი მოსახლეობის რეალური განწყობა და ამაზე მეტყველებს არა მხოლოდ შედეგები, არამედ ის ფაქტი, რომ ოპოზიციამ ვერცკი გაბედა, კანდიდატები დაეყენებინა. სხვა გამართლება, ახსნა არ აქვს, რომ მათ კანდიდატები არ დააყენეს, მაგალითად, ცაგერში ან თერჯოლაში მერის კანდიდატურები. თუ ისინი საუბრობენ, რომ წალენჯიხაში წარმატებულად უძღვება ოპოზიციონერი მერი ადგილობრივ თვითმმართველობას, დაემტკიცებინათ ეს ცაგერშიც და თერჯოლაშიც. გარდა ამისა, ახლა თავადვე ამბობენ, რომ აკლიათ ხმები პარლამენტში და ნანობენ, რომ სია აქვთ ჩახსნილი, დაეყენებინათ კანდიდატურა ფოთში და აეღოთ ერთი დამატებითი მანდატი. ხომ ამბობენ და ამ კვლევასაც ხომ იმის თქმა უნდოდა, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, საქმე იმაშია, რომ ყველამ კარგად იცის რეალობა – ე.წ. კვლევის ავტორებმაც და ოპოზიციამაც. რეალობა არის, რაც ვნახეთ 29 აპრილს. იმ არჩევნებში, რომელიც გადამწყვეტი არ იყო, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართვლობის არჩევნებისგან განსხვავებით, რომელიც რეალურად იყო საპარლამენტო არჩევნების დონის არჩევნები, რადგან იქ იდგა 43-პროცენტიანი ბარიერის საკითხი, თუ გახსოვთ, ადგილობრივი თემები საერთოდ არ განიხილებოდა, ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო კამპანიაში პოლიტიკური თემები იყო წამოყენებული, რეფერენდუმადაც კი განიხილავდნენ იმ არჩევნებს, ახლა, როცა რიგ შემთხვევებში კანდიდატის კონკურენტიც არ იყო, უფრო მეტი ამომრჩეველი მივიდა, უფრო მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“. რატომ? იმიტომ, რომ მთავარი მოტივაცია იყო, დემონსტრაციულად, ქართველმა ხალხმა როგორც შიგნით, ისე გარეთ დაანახა ყველას, ვინც ცდილობს, გამიჯნოს ქართველი ხალხი ქართული ხელისუფლებისგან, დაანახა ამ ადამიანებს, რომ ქართველი ხალხი მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას. ანუ, „ნაციონალური მოძრაობის“ არანაირი რეიტინგი გაზრდილი არ არის, პირიქით, ვხედავთ, რომ ყველანაირად არის დემოტივირებული ზოგადად ოპოზიციაც. IRI-ის კვლევის ერთადერთი მიზანი იყო ვირტუალური რეალობის შექმნა და ოპოზიციის მოტივირება, რეალობასთან ამას არანაირი კავშირი არ ჰქონდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
აშშ-ის ელჩი დღემდე არ მიიჩნევს საჭიროდ, საზოგადოებას მოახსენოს, სანქციები რა მტკიცებულებებით დაწესდა - პაპუაშვილი
აშშ-ის ელჩი დღემდე არ მიიჩნევს საჭიროდ, საზოგადოებას მოახსენოს, სანქციები რა მტკიცებულებებით დაწესდა, - ამის შესახებ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, როთაც მოსამართლეების დასანქციების საკითხს გამოეხმაურა. „სამწუხაროდ, ვერცერთი ოპოზიციონერი წარმომადგენლისგან ვერ ვნახე, არ ვიცი, შეიძლება ჰქონდათ სხვა მხრივ კომუნიკაცია აშშ-ის ელჩთან, თუ ჰკითხეთ მას, რა მტკიცებულებების საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა, რადგან ამ ქვეყნის ყველა უმაღლესმა თანამდებობის პირმა ეს იკითხა. სამწუხაროდ, დღემდე ელჩი არ მიიჩნევს საჭიროდ, ქართულ საზოგადოებას მოახსენოს, რა მტკიცებულებები არსებობს ამასთან დაკავშირებით, მიუღებელია, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს უწესდებათ სანქციები ისე, რომ არავინ ღირსად არ თვლის საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებს, მათ უთხრან, რა არის ამის საფუძველი. თქვენს ადგილას, უპირველეს ყოვლისა, დავინტერესდებოდი, რა მტკიცებულებები არსებობს და არ ვიტყოდი იმას, რაც თქვენ თქვით, თუ არ ვცდები, პლენარული სხდომის დროს, რომ კომისიამ უნდა შეუქმნას მტკიცებულებები ამ გადაწყვეტილებებს ან გაამყაროს ის გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო. ჩემი აზრით, უპირველეს ყოვლისა, ეს აკნინებს თქვენს, როგორც პარლამენტის წევრის როლს და ზოგადად პარლამენტის როლს. თქვენ შეიძლება, პარლამენტი ამ მხრივ წარმოგიდგენიათ სხვა სახელმწიფო უწყებების რაღაც კანცელარიად, რომელმაც მტკიცებულებები უნდა აგროვოს და ამყაროს სხვისი გადაწყვეტილება. ამიტომ თავისთავად ამ საქმემ დააბრკოლა კენჭისყრები. პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტს ადგენს საქართველოს პარლამენტის ბიურო, შემდეგ ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. შემოთავაზებული დღის წესრიგის პროექტში ეს კენჭისყრა არ არის ჩასმული. თუკი პარლამენტის რომელიმე წევრი ან ჯფუფი არ ეთანხმება დღის წესრიგს, ან ფიქრობს, რომ რაიმე საკითხი დასამატებელია, პლენარულ სხდომაზე გაქვთ ამის შესაძლებლობა, ისევე როგორც ბიუროს სხდომაზე, დააყენეთ საკითხი და ამაზე იმსჯელებს ბიუროც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
ჩვენთვის ევროპული იდეების დამკვიდრება, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ფესვებთან მიბრუნების პროცესია - პაპუაშვილი
ევროპის დღეს, წელს განსაკუთრებული ემოციებით აღვნიშნავთ. ბევრი თაობის მცდელობა, რომ საქართველოს ევროპულ ოჯახში დაებრუნებინა თავისი ისტორიული ადგილი, ნაბიჯ-ნაბიჯ რეალობად იქცევა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. საქართველოს მთავრობა: 6 და 7 მაისს საქართველოში ევროპის დღეები აღინიშნება მისი თქმით, ქვეყნის ევროპული მომავალი საქართველოს მოსახლეობის კარგად გააზრებული პრაგმატული არჩევანია, ევროპული ღირებულებები კი, ქართული კულტურისა და ეროვნული თვითმყოფადობის შემადგენელი ნაწილი. „2022 წელს ევროკავშირმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, რაც იმის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქართველო ევროპაა და ევროპა საქართველოა. რობერტ შუმანის დეკლარაციით შექმნილი ევროპული თანამეგობრობის იდეები და პრინციპები დღესაც ისეთივე აქტუალური და მნიშვნელოვანია, როგორც 70 წლის წინ. ევროკავშირი იმის გააზრებას ეფუძნება, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. სამწუხაროდ, ამ იდეამდე მისვლას ორი მსოფლიო ომი და ენით აღუწერელი ტრაგედიები დასჭირდა. საბედნიეროდ, ევროპამ შეძლო საკუთარი წარსულის გააზრება და მისი წევრები მშვიდობით და კეთილდღეობით შეაკავშირა.სწორედ ამიტომ არის ევროკავშირი ასე მიმზიდველი საქართველოს და თავისუფლების მოყვარე სხვა ერებისთვის, ეს არის მშვიდობის, თავისუფლების და კეთილდღეობის უნიკალური პროექტი. ქართველებმა კარგად ვიცით თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასი, რომელიც ჩვენმა ერმა არაერთხელ გადაიხადა. საქართველოს უახლესი ისტორია სავსეა თავისუფლების იდეისთვის გმირული ბრძოლის მაგალითებით. სწორედ ეს საამაყო და ამავე დროს, ტრაგიკული გამოცდილება, აგრეთვე, ჩვენი მოქალაქეების მტკიცე მხარდაჭერა კარგად წარმოაჩენს, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი საქართველოს მოსახლეობის კარგად გააზრებული ღირებულებითი და პრაგმატული არჩევანია, ევროპული ღირებულებები კი – ქართული კულტურისა და ეროვნული თვითმყოფადობის შემადგენელი ნაწილი. ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, საქართველოს მტკიცე კავშირი ჰქონდა ევროპასთან და წვლილი შეჰქონდა ევროპული ქრისტიანული კულტურის ჩამოყალიბებაში, ისევე როგორც 1918-1921 წლების პირველი რესპუბლიკით ჩვენი წვლილი შევიტანეთ თანამედროვე ევროპის სოციალური სახელმწიფოს და თანასწორობის იდეების განვითარებაში. საქართველო იყო პირველი ევროპული ქვეყანა სადაც, იმ დროისთვის, ყველაზე პროგრესული, სოციალ-დემოკრატიული იდეების მატარებელი პარტია ხელისუფლებაში მოვიდა; ნორვეგიის შემდეგ კი, საქართველო იყო მეორე ევროპული სახელმწიფო, სადაც ქალები არჩეულ იქნენ პარლამენტში. სწორედ ამიტომ, თავისუფლების, თანასწორობის, სამართლიანობის ევროპული იდეების დამკვიდრება, ჩვენთვის, არა უცხო პრინციპების გაზიარების, არამედ, საბჭოთა ოკუპაციის დასრულების შემდეგ, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ფესვებთან მიბრუნების პროცესია“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რა საკითხები განიხილეს შალვა პაპუაშვილმა და მალტის პარლამენტის თავმჯდომარემ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მალტის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, ანჯელო ფარუჯას შეხვდა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებით, საქართველოსა და მალტას შორის ორმხრივ ურთიერთობებში გაჩნდა კავშირების გაღმავების საჭიროება. მათივე ცნობით, ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებაში. „მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო კავშირებზე, მათ შორის სექტორულ კომიტეტებს შორის თანამშრომლობაზე, აგრეთვე მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა ხალხთაშორის ურთიერთობების, განათლების, ზღვაოსნობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და სხვა მიმართულებებით. შალვა პაპუაშვილი ანჯელო ფარუჯას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესზე ესაუბრა, აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით ასრულებს ევროკავშირის 12 რეკომენდაციას და იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს მალტა მხარს დაუჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ანჯელო ფარუჯა საქართველოს პარლამენტის დელეგაციას ევროკავშირში გაწევრიანების მხრივ მალტის გამოცდილებაზე ესაუბრა და ამ საკითხზე საქართველოს სრული და უპირობო მხარდაჭერა დააფიქსირა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
პაპუაშვილი საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებზე: სრულად ჯდება აპრობირებულ წესებთან, ექსპერიმენტმა არ გაამართლა
„შემოთავაზებული წესი სრულად ჯდება იმ აპრობირებულ წესებთან, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაშია - ექსპერიმენტმა, რომელიც ჩატარდა, არ გაამართლა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით ცვლილებების შესახებ. „არსებული წესი არის აბსოლუტურად ხელოვნური, რომელიც პრაქტიკაში არ იმუშავებდა. საბოლოოდ, პრაქტიკამ დაადასტურა, რომ მიდგომა, თითქოს, კვალიფიციური უმრავლესობა კონსენსუსის მიღწევის პანაცეაა, ტყუილია. ექსპერიმენტმა, რომელიც ჩატარდა, არ გაამართლა. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხს დავუბრუნდეთ და ისეთი წესები მივიღოთ, რაც ყველა განვითარებულ ქვეყანაშია და ახალი გადაწყვეტები არ მოვიფიქროთ. არ გვინდა, რომ ისეთი განსხვავებული წესები გვქონდეს, რაც ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკას სცილდება და გარკვეული ექსპერიმენტია საქართველოსთვის, ამის გამართლებას იმით ცდილობენ ხოლმე, თითქოს, საქართველოს სპეციფიკური გამოწვევები აქვს და სპეციფიკური წესები უნდა მივიღოთ - ეს ასე არ არის. ცესკოს დაკომპლექტების წესის ცვლილებებით, „ქართული ოცნება“ აგრძელებს კანონმდებლობის პარტიულ ინტერესებზე მორგებას - საია პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ერთი მხრივ - ასეთი ექსპერიმენტული წესები არ მუშაობს, მეორე მხრივ კი - არაფერი სპეციფიკური საქართველოში არაა. ქართველი ხალხი დემოკრატიის ისეთივე მოყვარულია, როგორც ევროპის სხვა ხალხები და ის, რაც კარგია სხვა ქვეყნებში, შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ კარგია საქართველოსთვის. ამიტომ, შემოთავაზებული წესი სრულად ჯდება იმ აპრობირებულ წესებთან, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაშია. პარლამენტს აქვს სრული მანდატი, ცესკოს წევრები აირჩიოს და აქ ექსპერიმენტებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.
საქართველოსა და მალტას საერთო ევროპული ღირებულებები აკავშირებთ - პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მალტის რესპუბლიკის პრეზიდენტ ჯორჯ ველას შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და მალტას საერთო ევროპული ღირებულებები აკავშირებთ. „შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასა და მის ნეგატიურ შედეგებზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებზე, საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჯორჯ ველამ ხაზი გაუსვა საქართველოს მიღწეულ პროგრესს და ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებისადმი მალტის მხარდაჭერა დააფიქსირა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ყალბი ორგანიზაციების და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში - პაპუაშვილი
ყალბი ორგანიზაციების და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში. მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ზოგადი წესია, რომ უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება პოლიტიკაში. ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ ასეთი ყალბი ორგანიზაციების და რაღაც მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში და მნიშვნელოვანია, ამას მიექცეს ყურადღება. ბოლო პერიოდში ვნახეთ, რომ გამოაშკარავდა ასეთი სქემები „გირჩის“ შემთხვევაში, „დროას“, სხვა პარტიების შემთხვევაში. „ევროპულ საქართველოსაც“ ჩამოყალიბებული აქვს ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც არა უბრალოდ აფილირებულია ამ პარტიებთან, პირდაპირ მათი დაფუძნებულია, ლიდერების მიერ, იმართება მათ მიერ და ხდება პოლიტიკური ფულის გრანტად გაფორმება, რაც არის პარტიების უკანონო დაფინანსება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით და ზოგადად, ამ ორგანიზაციებმაც გაასაჯაროონ საკუთარი დაფინანსება, მათ შორის დონორებმა, რომლებიც აფინანსებენ ამ ორგანიზაციებს, თუნდაც IRI-მ, გაასაჯაროოს, რა მოცულობის თანხით აფინანსებს ამ ე.წ. ენჯეოს, რომელიც სინამდვილეში “გირჩის” პარტიის გაგრძელებაა, რა თანხით, რა მიზნებისთვის აფინანსებს, რატომ ხდება IRI-ის მიერ გადახდილი ფულით ახალგაზრდების იარაღთან შეჩვევა და რევოლუციური სცენარების დანერგვა. სწორედ ამაზე იყო საუბარი მათ შორის, როდესაც ვსაუბრობდით უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე. მაშინ იცით, რომ სამწუხაროდ არასწორად იქნა ეს ყველაფერი მიტანილი საზოგადოებამდე. სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ, რომ აქ შეიძლება სხვა ინტერესები იყო, რომ დაფარული ყოფილიყო ის დაფინანსებები, რომელიც საქართველოში შემოედინება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ევროპულ განაცხადს მივყვებით კეთილსინდისიერად, მეორე მხრივ, ეროვნული ინტერესი გვკარნახობს, რომ რუსეთთან ურთიერთობების ესკალაცია არ მოხდეს - პაპუაშვილი
„სანქციების დაწესებაც და მოხსნაც არის რუსეთის საკითხი და, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ რაიმე გავლენა ვერ გვექნებოდა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნის საკითხის კომენტირებისას. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო კეთილსინდისიერად მიჰყვება ევროპულ განაცხადს. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას მისი თქმით, საქართველი არ გახდება ტერიტორია, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ ნებისმიერმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირმა დაწესებულ სანქციებს რუსეთის მიმართებაში გვერდი აუაროს. „2019-2020 წლებში ჩვენი პარტნიორები მოუწოდებდნენ რუსეთს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ეს სანქციები როგორც ვიზის ნაწილში, ასევე, ფრენების ნაწილში, მოეხსნა. ამ შემთხვევაში, ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. საქართველომ ორი რამე განაცხადა მკაფიოდ, რომ ჩვენ ევროპულ განაცხადს მივყვებით კეთილსინდისიერად. ასევე, საქართველო არ გახდება ტერიტორია, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ გვერდი აუაროს ნებისმიერმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირმა იმ სანქციებს, რომელიც დაწესებულია რუსეთის მიმართ და საქართველო ამ დანაპირებს პატიოსნად და კეთილსინდისიერად ასრულებს. საქართველო არ აპირებს ორმხრივი სანქციები დაუწესოს რუსეთს და ამ პრინციპსაც მივყვებით. ვფიქრობ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, ასევე, ჩვენი მოსახლეობა დარწმუნდა, რომ ეს არის ყველაზე სწორი და კეთილსინდისიერი მიდგომა - ერთი მხრივ, ჩვენ პირნათელი ვართ იმ საერთაშორისო ძალისხმევის მიმართ, რაც გულისხმობს სანქციების შეზღუდვებით რუსეთის იძულებას, რომ შეწყვიტოს აგრესიული ომი უკრაინაში. მეორე მხრივ, ჩვენ დამატებით ორმხრივ სანქციებს არ ვაწესებთ ჩვენი მოსახლეობის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რომ არ მოხდეს ესკალაცია ურთიერთობების, რადგან რა თქმა უნდა, საქართველო კვლავ არის გაზრდილი რისკის ქვეშ შესაძლო სამხედრო კონფლიქტის რუსეთთან. ამიტომ ჩვენ ეროვნული ინტერესი გვკარნახობს, რომ ურთიერთობების ესკალაცია არ მოხდეს”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.
ვინც აცხადებს, რომ ორმხრივი სანქცია უნდა დავუწესოთ რუსეთს, სინამდვილეში ამბობს, საქართველომ უნდა გარისკოს სამხედრო დაპირისპირებაში შესვლა - პაპუაშვილი
ვინც ამბობს, რომ ორმხრივი სანქცია უნდა დავუწესოთ რუსეთს, სინამდვილეში ამბობს, საქართველომ უნდა გარისკოს სამხედრო დაპირისპირებაში შესვლა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. "ერთი წლის განმავლობაში საქართველომ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ევროკავშირის კეთილსინდისიერი პარტნიორები. თავიდანვე ვთქვით და ამ პრინციპს მივყვებით, რომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველო არ აწესებს ორმხრივ სანქციებს. სხვათა შორის, ამაზეც თავიდან ჰქონდათ თითქოს ატეხილი სკანდალი, თუმცა შემდეგ ოპოზიციის თითო-თითო წარმომადგენელი დაეთანხმა პრინციპს, რომ საქართველომ არ უნდა დააწესოს ორმხრივი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ამას ეთანხმებოდნენ, ახლა თითქოს სხვა შეფასებები ისმის, როცა საუბარია სავიზო შეზღუდვებზე რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს იგივე სანქციაა. ამიტომ ორი პრინციპია მთავარი – საქართველო უზრუნველყოფს, რომ ჩვენი ტერიტორიები არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის და საქართველო არ აწესებს ორმხრივ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ამან შეიძლება, გამოიწვიოს სიტუაციის ესკალაცია და ესკალაციის ბოლოს შეიძლება იყოს პირდაპირი სამხედრო კონფლიქტი, რაც არ შედის ქართველი ხალხის ინტერესებში. ვინმეს ინტერესში თუ შედის, რომ აქ კონფლიქტი იყოს, მაშინ თქვას, განაცხადოს და იმსჯელოს იმ საკითხზე, უნდა დააწესოს თუ არა საქართველომ ორმხრივი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ. ყველა, ვინც ამბობს, რომ საქართველომ ორმხრივი სანქცია უნდა დაუწესოს რუსეთს, სინამდვილეში ამბობს, რომ საქართველომ უნდა გარისკოს პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაში შესვლა რუსეთთან", - თქვა პირველი არხის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას აშშ-ის გამოხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პირველი კომენტარი Europetime-თან გააკეთა. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის. „ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები მათ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შესვლას კრძალავს. ჩვენ შეშფოთებულნი ვიქნებოდით, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. 2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.
დადასტურდა, რომ სახელმწიფოს მოქმედება მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი იყო - პაპუაშვილი
დადასტურდა, რომ სახელმწიფოს მოქმედება მიხეილ სააკაშვილის მიმართ იყო კორექტული და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. რატი ბრეგაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა სტრასბურგში იურიდიული პროცესი გრძელდება - სააკაშვილი „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა მისი საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ. დადასტურდა, რომ სახელმწიფოს მოქმედება მიხეილ სააკაშვილის მიმართ იყო კორექტული და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი. მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების მომენტიდან საქართველო გახდა მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე. განცხადებები, დემარშები, რეზოლუციები, რომლებმაც უპრეცედენტო ზიანი მიაყენეს ჩვენს ქვეყანას და ხალხს. ამ კამპანიაში ნებსით თუ უნებლიეთ მონაწილეობდნენ როგორც ქართული ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები. ერთადერთი რასაც ქართველი ხალხი დღეს მოელის და იმსახურებს, არის ის, რომ მათ, ვინც ეს ზიანი მიაყენეს საქართველოს, იმავე მონდომებით იზრუნონ მათი სიტყვით და საქმით გამოწვეული ზიანის აღმოფხვრაზე. ეს იქნებოდა დასტური ქართველი ხალხის მიმართ მეგობრობის და პატივისცემისა“, - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 15-16 მაისს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ალი ასადოვთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიმა გაფაროვასთან გამართავს. ასევე, მონაწილეობას მიიღებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის სპეციალური სხდომაზე, რომელიც ჰეიდარ ალიევი 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.
რა საკითხები განიხილეს შალვა პაპუაშვილმა და ილჰამ ალიევმა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. პარლამენტის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის მემკვიდრეობას აზერბაიჯანის ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და სამხრეთ კავკასიური სტრატეგიული პროექტების განვითარებაში. აგრეთვე, პარლამენტის თავმჯდომარემ ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და მისი პირადი წვლილისთვის საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საქმეში. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკა. ყურადღება გამახვილდა ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ვაჭრობის და სხვა სფეროებში. ხაზი გაესვა ვაჭრობის ე.წ. შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობას ორი ქვეყნის და ევროპის ენერგო უსაფრთხოებისთვის. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს. მხარეებმა გამოხატეს რეგიონული მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა. შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა
მზად ვართ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები - პაპუაშვილი აზერბაიჯანის ეროვნული ასამბლეის სესიაზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჰეიდარ ალიევის 100 წლისთავთან დაკავშირებით აზერბაიჯანის ეროვნული ასამბლეის სესიას სიტყვით მიმართა. როგორც შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი იყო ეროვნული ლიდერი, რომელმაც თანამედროვე აზერბაიჯანის ჩამოყალიბებაში წამყვანი როლი შეასრულა. „ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს აქ ვიმყოფები და პატივს მივაგებთ აზერბაიჯანელი სახელმწიფო მოღვაწისა და ისტორიული პიროვნების, თანამედროვე აზერბაიჯანის დამაარსებლის, ჰეიდარ ალიევის ხსოვნასა და მემკვიდრეობას. ადამიანი მისი საქმით ფასდება. პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი გახლდათ ეროვნული ლიდერი, რომელმაც თანამედროვე აზერბაიჯანის ჩამოყალიბებაში წამყვანი როლი შეასრულა. აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის საწყისი რთული წლების შემდეგ ბატონმა ალიევმა გააძლიერა აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული სულისკვეთება, ხელი შეუწყო ეროვნულ გამოღვიძებას და მტკიცე საფუძველი ჩაუყარა ეროვნულ სახელმწიფოებრიობას. სხვადასხვა მიმართულებით ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელებით, მან ქვეყანა ძლიერ, სტაბილურ და წარმატებულ სახელმწიფოდ გარდაქმნა. შედეგად, პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა მსოფლიოში ყველაზე ღირებული – საკუთარი ერის გული მოიგო“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დიდი მხარდამჭერი იყო, მისმა მნიშვნელოვანმა როლმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კავშირების გაძლიერებაში ისტორიული მეგობრობა მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობად აქცია, რასაც საქართველოს მთავრობა განსაკუთრებით აფასებს. „ენერგორესურსების სატრანზიტო მარშრუტები, რომლებსაც საფუძველი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ერთობლივი ძალისხმევითა და პრეზიდენტ ალიევის გამორჩეული ლიდერობით ჩაეყარა, დიდი სტრატეგიული ხედვის შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს. პრეზიდენტმა ალიევმა და მისმა თანამედროვე ქართველმა და თურქმა ლიდერებმა შეუძლებელი შესაძლებლად აქციეს. ცოტას თუ წარმოედგინა ასეთი შორსმჭვრეტელი პროექტების მნიშვნელობა, რომლებმაც ძველი სავაჭრო მარშრუტები თანდათან აღადგინეს და რომლებიც დღესდღეობით ევროპასა და აზიას შორის საკვანძო დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენენ. ასე რომ, დაგეგმილ მსხვილ პროექტებზე საუბარიც სწორედ პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის ბრძნული გადაწყვეტილებების დამსახურებით არის შესაძლებელი. ჰეიდარ ალიევმა, ისტორიულმა სახელმწიფო მოღვაწემ და გამორჩეულმა პოლიტიკოსმა, საერთაშორისო არენაზე ცნობილი, შორსმჭვრეტელი და პატივსაცემი ლიდერის სახელი დაიმკვიდრა. მან დატოვა მემკვიდრეობა, რომელმაც დროის გამოცდას გაუძლო და კიდევ ბევრი თაობისთვის იქნება მისაბაძი. ამ მდიდარი მემკვიდრეობის საფუძველზე, მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის შემდგომი განვითარებისა და კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა. ამ ღირსშესანიშნავ და ისტორიულ დღეს, მსურს, აზერბაიჯანელ ხალხს ვუსურვო მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა. მზად ვართ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები ჩვენს პარლამენტებს, ქვეყნებსა და ხალხებს შორის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ვიზის შემოღება, საზღვრის ჩაკეტვა, ფრენების აკრძალვა და სხვა, არის სანქცია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა ესკალაციაზე მიდის რუსეთთან - პაპუაშვილი
ვიზის შემოღება, საზღვრის ჩაკეტვა, ფრენების აკრძალვა და სხვა, არის სანქცია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა ესკალაციაზე მიდის რუსეთთან - ის, ვინც გვეუბნება, რომ სანქცია უნდა დავაწესოთ რუსეთის მიმართ, არ გვაძლევს უსაფრთხოების და ეკონომიკური დაცულობის გარანტიას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. რუსეთისთვის სანქციების დაწესება გამოიწვევს საპირისპირო სანქციებს, რაც საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე შედეგებს მოიტანს - ვოლსკი როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, თავად ოპოზიციამაც აღიარა, რომ სანქციების დაწესება საქართველოს მხრიდან რუსეთის მიმართ არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. "ნებისმიერი ასეთი ქმედება, რაც არის ვიზის შემოღება, საზღვრის ჩაკეტვა, ფრენების აკრძალვა და სხვა, არის სანქცია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა ესკალაციაზე მიდის რუსეთთან. ესკალაცია გულისხმობს, რომ ისეთ სპირალში შევდივართ, რომლის შედეგების წინასწარი განჭვრეტა შეუძლებელია. შესაბამისად, როდესაც ამის საპირისპიროდ აწესებ სანქციებს მოსალოდნელია, რომ საპასუხო ზომები, კონტრსანქციები იქნება, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას შეექმნება საფრთხე და ეკონომიკურ კეთილდღეობას. ის, ვინც გვთავაზობს რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებას, ასევე ვიზის დაწესებას, საზღვრის ჩაკეტვას, ფრენების აკრძალვას, საჰაერო სივრცის ჩაკეტვას, სინამდვილეში გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავრისკოთ და უნდა შევიდეთ რუსეთთან ესკალაციაში, შესაბამისად, შესაძლო სამხედრო დაპირისპირებაში. მნიშვნელოვანია, რომ ის, ვინც გვეუბნება, რომ სანქცია უნდა დავაწესოთ რუსეთის მიმართ, არ გვაძლევს არც უსაფრთხოების გარანტიას, არც ეკონომიკური დაცულობის გარანტიას. ჩვენ გვაქვს გარკვეული მდგომარეობა რუსეთთან, მათ შორის ის, რომ ჩვენ შეწყვეტილი გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა. ნებისმიერი დამატებითი სანქციების დაწესება ესკალაციას ნიშნავს. ამ რისკის წინაშე არ დავაყენებთ ჩვენს მოქალაქეები. ჩვენი მოქალაქეები ამ პოლიტიკას ემხრობიან და იზიარებენ, ეს დადასტურდა როგორც სხვადასხვა გამოკითხვით, ასევე ბოლო შუალედური არჩევნებით, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ უფრო მეტი ხმა მიიღო ვიდრე 2021 წელს“,-აღნიშნა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ 20 მაისს, დილიდან მიმდინარეობდა. ისინი სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ყოფნას აპროტესტებდნენ. საპროტესტო აქციაზე ვითარება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა, ადგილზე ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 16 პირი. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის თქმით, მან პირობა მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ „წასულია ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ დღეს ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას და ამდენად, დღეს ქორწილი აღარ ჩატარდება“. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტუაცია აქაც დაიძაბა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა და გიორგი ლომიძე მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ საგარეჯოს პოლიციასთან სიმღერა „მიშა მაგარიას“ ჩართეს.
ჩემთვის მიუღებელია, რომ პრეზიდენტის მხრიდან ხდებოდეს ქართული კომპანიის ბოიკოტირება - პაპუაშვილი
ჩემთვის მიუღებელია როგორც ის, რომ პრეზიდენტის მხრიდან ხდებოდეს ქართული კომპანიის ბოიკოტირება, ისე ქართული კომპანიის მხრიდან ხდებოდეს პრეზიდენტის ბოიკოტირება, - პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც ის „ჯორჯიან ეარვეისს" ბოიკოტს უცხადებს. არა რუსულ ფრენებს - სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთმა თბილისში არასასურველი რეისი შეასრულა - პრეზიდენტი „ამას მე ვერ შევაფასებ, ეს მათი დიალოგის საკითხია და ჩემთვის მიუღებელია როგორც ის, რომ პრეზიდენტის მხრიდან ხდებოდეს ქართული კომპანიის ბოიკოტირება, ისე ქართული კომპანიის მხრიდან ხდებოდეს პრეზიდენტის ბოიკოტირება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა. რუსეთიდან საქართველოში პირველი თვითმფრინავი, აქტივისტების პროტესტის ფონზე დაეშვა ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთთან ფრენებზე: ევროპელ მეგობრებს ავუხსენი, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთიდან ვერ იფრენენ სანქცირებული თვითმფრინავები. ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას. პიტერ სტანო რუსეთთან ფრენებზე: საქართველოს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირისკენ სვლის თვალსაზრისით „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. 2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.
შალვა პაპუაშვილი: ვინმე თუ ფიქრობს, რომ პოლიციის ვალდებულება არის ეთნიკური ნიშნით ადამიანების დაცვა, ეს ადამიანი ქსენოფობია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილ სპეკულაციას უწოდებს ოპოზიციის განცხადებებს, რომ შეუძლებელია, ფრენების აღდგენა საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების ჩართულობის გარეშე გადაწყვეტილიყო და ლავროვის ოჯახის წევრებს პირდაპირ ხელისუფლებისგან ჰქონდათ გარანტია ჩამოსვლაზე. მისივე თქმით, ქსენოფობიის წახალისებაა განცხადებები, რომ ქართული პოლიცია რუს მოქალაქეებს ქართველებისგან იცავდა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რუსეთთან არანაირ მოლაპარაკებებზე არ არის საუბარი, სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო დაწესებული და ცალმხრივად მოიხსნა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არცერთი უცხოელი პოლიტიკოსი და სტრუქტურის წარმომადგენელი არ ამბობს, რომ ფრენებით ირღვევა რომელიმე სანქცია: „შევთანხმდეთ, პირდაპირი ფრენები არცერთ სანქციას არ არღვევს“, - აცხადებს პაპუაშვილი. „ოპოზიცია ამბობს, რომ შეუძლებელია, ფრენების აღდგენა საქართველოს მაღალჩინოსნების ჩართულობის გარეშე გადაწყვეტილიყო და ლავროვის ოჯახის წევრებს პირდაპირ ხელისუფლებისგან ჰქონდათ გარანტია ჩამოსვლაზე, რადგან პოლიცია იცავდა ოჯახის წევრებს – ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია. ბევრჯერ მოვისმინე ხან მედიის, ხან ოპოზიციური პოლიტიკოსების, ხან არასამთავრობოების მხრიდან ასეთი შეფასება, რომ ქართული პოლიცია რუს მოქალაქეებს ქართველებისგან იცავდა. ეს ნეგატიურ კონტექსტში იყო წარმოჩენილი. სწორედ ეს არის ქსენოფობიის წახალისება, ასეთი შეფასებები არის ქსენოფობიის წახალისება. იქ, რაც ხდებოდა, იმ სასტუმროსთან, ჩვენ ვნახეთ, ეს იყო ჩვეულებრივი აგრესიული ჯგუფი „ნაციონალური მოძრაობისა,“ რომელიც მივარდნილი იყო ექსცესის მოსაწყობად“, – განცხადა პაპუაშვილმა. ვერ დავუშვებ, ბატონი კობახიძე თავს ნებას აძლევდეს, ქართველი ხალხის ქსენოფობიაზე დაიწყოს საუბარი - ზურაბიშვილი მისი თქმით, პოლიციის ამოცანა არის არა ქართველების დაცვა, არამედ ადამიანების დაცვა. „ვინმეს თუ ესმის, რომ საქართველოს პოლიციამ უნდა დაიცვას ქართველები და არა ადამიანები, როგორც ასეთი, დიახ, ყველა უნდა დაიცვას დანაშაულისგან. თუკი ვინმე ფიქრობს, რომ პოლიციის ვალდებულება არის ეთნიკური ნიშნით ადამიანების დაცვა ან ეთნიკური ნიშნით ადამიანების არდაცვა, თუკი ვინმე ამას ფიქრობს, ეს ადამიანი არის ქსენოფობი. პოლიციის ამოცანა არის, დაიცვას ადამიანის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, სიცოცხლე, ასე შემდეგ.ჩვენ რაც ვიხილეთ, პირდაპირ ეთერში ვხედავდით „ნაციონალური მოძრაობის“, რადიკალური ოპოზიციის აგრესიულ ჯგუფს, რომელიც მივარდნილი იყო აურზაურის მოსაწყობად და, რა თქმა უნდა, არავინ არ იცის, შემდეგ რა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს, ვინ დაზიანდებოდა და ვის რა მოუვიდოდა, ამიტომ პოლიცია ვალდებული იყო, კიდევაც დაეშორიშორებინა და არ დაეშვა ის, რომ საფრთხე შექმნოდა სხვა ადამიანს. ყველა ადამიანი ღირებულია, ადამიანი ეთნიკური ნიშნებით არ განსხვავდება. ეს შეფასებები მიკვირს. სწორედ ეს არის ბიძგი ქსენოფობიისკენ, რომ ეთნიკური ნიშნით განვსაზღვროთ, ვინ დაიცვას და ვინ არ დაიცვას“, – განაცხადა პაპუაშვილმა. საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტებმა საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ფარული გარიგებებით გადაწყვეტილებების მიღებაში დაადანაშაულეს. ამ მიზნით, პარტია „ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილი და ორი უპარტიო დეპუტატი, თეონა აქუბარდია და ხატია დეკანოიძე, სადეპუტატო კითხვით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსა და ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს.
ყველამ გადახედოს საკუთარ ქვეყანას და საკუთარ კომპანიებს, რას აკეთებენ ისინი და როგორ ვაჭრობენ რუსეთთან - პაპუაშვილი
მორალური პედესტალიდან საქართველოსთან საუბრის პრეტენზია არ მგონია, ვინმეს ჰქონდე. ყველამ გადახედოს საკუთარ ქვეყანას და საკუთარ კომპანიებს, რას აკეთებენ ისინი და როგორ ვაჭრობენ რუსეთთან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, უმჯობესია, ამ განცხადებების ავტორებმა რუსეთთან საკუთარი ქვეყნების სავაჭრო ურთიერთობებს გადახედონ. „მინიმუმ, 2008 წლის შემდეგ ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი სწორედაც რომ აგრესორია, ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და ცოტა უფრო იქით, 90-იანი წლებიდანაც გვაქვს ეს გამოცდილება. ამიტომ, ვინ არის რუსეთი, რა ხდება და როგორი პოლიტიკა აქვს, არ მგონია, რომელიმე ქვეყანას ჰქონდეს ამაზე პრეტენზია, რომ საქართველოსთან ჰქონდეს მორალური პედესტალიდან საუბრის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ქვეყნის გარედან თუ შიგნით, ოპოზიცია და რამდენიმე „ენჯეო“ მაგალითად, ეკონომიკურ ურთიერთობებზე როცა საუბრობს და ცდილობს, ყველანაირად დასწამოს ცილი ჩვენს ქვეყანას, თითქოს აქ ხდება გვერდის ავლით ვაჭრობა-გარიგებები და ა.შ, უნდა შეხედონ მარტივ ციფრებს. ევროკავშირი დღესაც, ყოველდღე 20 მილიონ ევროს უხდის რუსეთს მარტო ერთი მილით გატარებულ გაზში და ეს მილი გადის უკრაინის გავლით. ვინც გადაანგარიშების მოყვარულია, ეს რამდენ ტანკს ნიშნავს და აფინანსებს თუ არა ამით ომს, გადაიანგარიშონ და ნახავენ, რა რიცხვებთან გვაქვს საქმე. მეორე მაგალითი – ჩვენი ექსპორტი ძირითადად, არის ღვინო, მინერალური წყალი, წყალი და ა.შ. ევროკავშირიდან რუსეთში ყველაზე დიდი ექსპორტიორი არის ლატვია და შარშან, სამ თვეში, აგვისტო-სექტემბერ-ოქტომბერში ლატვიამ რუსეთში შეიტანა იმდენივე ღვინო, რამდენის ექსპორტიც მთლიანი წლის განმავლობაში მოახდინა საქართველომ. ახლა, საზოგადოებამ შეადაროს, რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ლატვია, რომელიც ღვინის წარმოებით მაინცდამაინც არ გამოირჩევა, საქართველოს ოდენობის ექსპორტს მხოლოდ სამ თვეში აწარმოებს რუსეთში. ამიტომ მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ მორალური პედესტალიდან როდესაც ხდება საქართველოს მიმართ პრეტენზიების წაყენება, ქვეყნის შიგნიდან იქნება ეს, თუ ზოგიერთი გარე პოლიტიკოსისგან, თითქოს საქართველო ვაჭრობს, ხელს ითბობს, თუ ა.შ და სხვათა შორის, დღეს იყო ბორელის განცხადება ამასთან დაკავშირებით, ყველამ ჩახედოს საკუთარ ქვეყანას და საკუთარ კომპანიებს, რას აკეთებენ ისინი და როგორ ვაჭრობენ რუსეთთან. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მორალური პედესტალიდან საქართველოსთან საუბრის პრეტენზია არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. რუსეთიდან საქართველოში პირველი თვითმფრინავი, აქტივისტების პროტესტის ფონზე დაეშვა ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთთან ფრენებზე: ევროპელ მეგობრებს ავუხსენი, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთიდან ვერ იფრენენ სანქცირებული თვითმფრინავები. ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას. პიტერ სტანო რუსეთთან ფრენებზე: საქართველოს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირისკენ სვლის თვალსაზრისით „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. 2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.
ჩვენი არჩევანი ევროპაა - პაპუაშვილი
ახლა ევროკავშირმა უნდა დაანახოს ქართველ ხალხს, რომ ის პასუხისმგებლობით ეკიდება, ხედავს და აფასებს იმ ძალისხმევას, რომელიც ქართველმა ხალხმა და ქართულმა სახელმწიფომ გაიღო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. ყველამ გადახედოს საკუთარ ქვეყანას და საკუთარ კომპანიებს, რას აკეთებენ ისინი და როგორ ვაჭრობენ რუსეთთან - პაპუაშვილი ,,ზოგადად, საქართველო, ბოლო 30 წლის განმავლობაში, თავისი გაღებული სისხლით, თავისი რეფორმებით, ინსტიტუციების განვითარებით, იმით, რომ ჩვენ ვართ სტაბილურად ლიდერი ქვეყანა რეგიონში, როგორც დემოკრატიის. ისე ინსტიტუციების სიძლიერის მხრივ და ასევე, ზოგიერთი პარამეტრებით, ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებსაც ვუსწრებთ და ჩვენ ყოველდღიურად ვამტკიცებთ, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპა და ჩვენ ვიმსახურებთ იმას, რომ ევროკავშირმა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამიტომ, დღეს სინამდვილეში, ბურთი არა საქართველოს მოედანზე, არამედ ევროკავშირის მოედანზეა. ევროკავშირმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ქართველ ხალხს დაანახოს, რომ ის პასუხისმგებლობით ეკიდება, ხედავს და აფასებს იმ ძალისხმევას, რომელიც ქართველმა ხალხმა და ქართულმა სახელმწიფომ გაიღო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
შალვა პაპუაშვილი ხავიერ კოლომინას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესზე ესაუბრა - პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა NATO-ს წარმომადგენელს მისი პირადი ძალისხმევისთვის, ხელი შეუწყოს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციას. თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე განსაკურებით მნიშვნელოვანია საქართველოს პროგრესი NATO-ში გაწევრიანების გზაზე. სალომე ზურაბიშვილი ხავიერ კოლომინას შეხვდა ხავიერ კოლომინამ დადებითად შეაფასა საქართველოსა და NATO-ს შორის არსებული თანამშრომლობა. მისი თქმით, საქართველო ნატო-ს ღირებული პარტნიორია და ურყევია NATO-ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. შალვა პაპუაშვილი ხავიერ კოლომინას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების პროგრესზე ესაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს ევროპული საბჭო მიანიჭებს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ხავიერ კოლომინას თქმით, მისასალმებელია დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს პროგრესი. მან აღნიშნა, რომ NATO გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. შეხვედრას საქართველოს მხრიდან ასევე ესწრებოდნენ NATO-ში საქართველოს წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ვიქტორ დოლიძე და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია. NATO-ს დღის წესრიგში საქართველო ყოველდღიურად ძალიან მაღლა დგას - ჯეიმს აპატურაის გზავნილები თბილისში ხავიერ კოლომინა საქართველოს ეწვევა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა საქართველოს 23 მაისს ეწვია. მან ოფიციალური შეხვედრები დღეს დაიწყო. ვიზიტის განმავლობაში, კოლომინა გამართავს ოფიციალურ შეხვედრებს და მედიისთვის კომენტარებსაც გააკეთებს. აღსანიშნავია, რომ ორი კვირის წინ, საქართველოში იმყოფებოდა NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში, ჯეიმ აპატურაი.
მოგიწოდებთ, დააბრუნოთ ევროკავშირის დროშა პარლამენტის შენობის ფასადზე - ოპოზიციონერი დეპუტატები
მოგიწოდებთ, ევროკავშირის დროშა საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე დააბრუნოთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები მიერ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისადმი მიწერილ ერთობლივ წერილშია ნათქვამი. მთავრობა განმარტავს, 26 მაისის ღონისძიებაზე, პარლამენტის ფასადზე ევროკავშირის დროშა რატომ ვერ მოხვდა როგორც წერილშია აღნიშნული, რუსეთთან დაახლოების პოლიტიკის ფონზე, 26 მაისის აღსაღნიშნად გამოფენილი სიმბოლიკიდან ევროკავშირის დროშის ამოღება, „ქართული ოცნების“ მიერ ევროპისთვის ზურგის შექცევის კიდევ ერთი ჩვენებაა. „ბატონო შალვა, საქართველოს სწრაფვა ევროკავშირში წევრობისკენ არის ხალხის მიერ არჩეული და საქართველოს კონსტიტუციით დადასტურებული განცხადებული ეროვნული ინტერესი. წელს, როცა საქართველო ევროკავშირისგან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად პასუხს ელოდება, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებზე ევროკავშირის დროშის ამოღება გამოფენილი სიმბოლიკიდან საქართველოს მოქალაქეების გაცხადებულ ნებას და კონსტიტუციურ დავალებას ეწინააღმდეგება. განსაკუთრებით, რუსეთთან დაახლოების პოლიტიკის ფონზე, ეს კიდევ ერთი ჩვენებაა „ქართული ოცნების“ მიერ ევროპისთვის ზურგის შექცევის. ხელისუფლება ვალდებულია, კონსტიტუციით გარანტირებული ხალხის ნება აღასრულოს და ამის გამოხატულება უზრუნველყოს, მათ შორის და არამხოლოდ, დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელი სიმბოლიკით. დროშა არ არის მხოლოდ თემატური დეკორაცია, ეს არის პოლიტიკური განაცხადი და შესაბამისი შინაარსი, რომ საქართველოს მოქალაქეების არჩევანია ევროპა და არავის აქვს უფლება მოქალაქეთა ნებაზე მაღლა დააყენოს საკუთარი ინტერესები. მოგიწოდებთ, დააბრუნოთ ევროკავშირის დროშა საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე, საქართველოს დროშასთან ერთად, როგორც ეს იყო გასულ წელს. საქართველოს ადგილი ევროკავშირშია ხოლო ევროკავშირის სიმბოლიკის ადგილი, საქართველოს დროშის გვერდით!,“ - აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ დეპუტატები: ანა ნაცვლიშვილი, თეონა აქუბარდია, ხატია დეკანოიძე, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, თინათინ ბოკუჩავა, ანა ბუჩუკური, დავით უსუფაშვილი, სალომე სამადაშვილი, დავით ბაქრაძე, რომან გოცირიძე, გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე, ბექა ლილუაშვილი, ტარიელ ნაკაიძე, თამარ ჩარკვიანი, ნიკოლოზ მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ბაჩუკი ქარდავა, ქეთევან თურაზაშვილი, ალექსანდრე ელისაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი, ეკატერინე ხერხეულიძე, დავით ხაჯიშვილი, ლევან ხაბეიშვილი, დევი ჭანკოტაძე, ანა წითლიძე, ცეზარ ჩოჩელი, სულხან სიბაშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, გუბაზ სანიკიძე, რამაზ ნიკოლაიშვილი, კობა ნაყოფია, აკაკი მინაშვილი, დავით კირკიტაძე, მანუჩარ კვირკელია, აბდულა ისმაილოვი, გიორგი გოდაბრელიძე, თეიმურაზ ჯანაშია", - ოპოზიციონერი დეპუტატების ერთობლივ განცხადებას პარტია „ლელო“ ავრცელებს.
ოპოზიცია არასერიოზულია - შალვა პაპუაშვილი დეპუტატების მიმართვაზე
ვიფქრობ, საზოგადოება კიდევ ერთხელ ხედავს, რამდენად არასერიოზულია ჩვენი ოპოზიცია. დაკავებული არიან ისეთი საკითხებითა და ევროპად ასახელებენ ისეთ საკითხებს, რასაც საერთოდ კავშირი არ აქვს ევროპასთან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხდა, რომელსაც კითხვა დაუსვეს ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართვაზე. მოგიწოდებთ, დააბრუნოთ ევროკავშირის დროშა პარლამენტის შენობის ფასადზე - ოპოზიციონერი დეპუტატები „რაც შეეხება ამ საკითხს, მედიიდან გავიგე, რომ ოპოზიციის ნაწილისგან ყოფილა მომართვა, როგორც ჩანს, ალბათ წერილით მომმართეს. თავად ის ფაქტი, რომ მედიაში ეს ტექსტი უფრო მალე აღმოჩნდა, ვიდრე ჩემთან წერილობით, აჩვენებს, რა იყო ამ მომართვის მიზანი. ეს არის საერთოდ იმედგამაცრუებელი და საზოგადოება მგონი, კიდევ ერთხელ ხედავს, რამდენად არასერიოზულია ჩვენი ოპოზიცია. დაკავებული არიან ისეთი საკითხებით და ევროპად ასახელებენ ისეთ საკითხებს, რასაც საერთოდ კავშირი არ აქვს ევროპასთან. ეს ადამიანები, როგორც ვხვდები, „ლელო“ არის ინიციატორი ამ წერილის, რომელიც მე არ მიმიღია და შემდეგ ეს ადამიანები გამოდიან პარლამენტის ტრიბუნაზე, პათეტიკური ტონით საუბრობენ დეპოლარიზაციაზე, ერთად საქმიანობაზე და ასე შემდეგ, ამავე დროს, გეგმავენ, განსაკუთრებით „ლელოს“ შეეხება ეს, ხვალ 26 მაისი ჩააშხამონ საქართველოს მოქალაქეებს. მაშინ, როდესაც მთელმა ქვეყანამ ერთად უნდა ვიზეიმოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, დგანან და არარსებულ პრობლემებს იგონებენ, ამაზე შემდგე თვითონვე იწყებენ კამათს, თვითონვე ნერვები ეშლებათ და სხვასაც უშლიან ნერვებს. არასერიოზულია საერთოდ ეს დამოკიდებულება. მიკვირს, რომ ამასაც კი არ უფიქრდებიან და იოტისოდენა პატივისცემაც კი არ აქვთ 26 მაისის და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მთავრობა განმარტავს, 26 მაისის ღონისძიებაზე, პარლამენტის ფასადზე ევროკავშირის დროშა რატომ ვერ მოხვდა
შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის კრიტიკულ გამოსვლაზე: ყველა, ვინც ცდილობს, რომ ეს დღე გაატაროს ქიშპში, გვართმევს ამ დღეს
დამოუკიდებლობის დღე არ არის ის დღე, როდესაც უნდა იყოს კამათი, დისკუსია, ურთიერთბრალდებები. ასე უპასუხა მედიის შეკითხვას პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, როდესაც ჰკითხეს, როგორ შეაფასებდა პრეზიდენტის კრიტიკულ სიტყვას. „მე შემიძლია, ჩემს გამოსვლასთან დაკავშირებით გესაუბროთ. რა თქმა უნდა, პრეზიდენტის გამოსვლის კომენტირებას ვერ გავაკეთებ. ჩემს გამოსვლას რაც შეეხება, ეს არის ის, რაც აქვს ჩვენს ხელისუფლებას და ეს არის ის ხედვა, რომელსაც მხარს უჭერს ჩვენი ხალხი. ეს დადასტურდა სულ ახლახან შუალედურ არჩევნებზეც და არაერთ არჩევნებშიც. ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლობის დღე არ არის ის დღე, როდესაც უნდა იყოს კამათი, დისკუსია, ურთიერთბრალდებები. ასე რომ, ამ სულისკვეთებაში დავრჩები. მთლიანად საქართველოს ვუსურვებ, რომ ეს დღე პოზიტიურად გაატაროს, ვინაიდან ეს დღე ჩვენია და ყველა, ვინც ცდილობს, რომ ეს დღე გაატაროს ქიშპში, ერთმანეთის ბრალდებაში და ა.შ., გვართმევს ამ დღეს. ქართულ საზოგადოებას ვუსურვებ, რომ ეს დღე მიიღოს, როგორც თავისი დღე და ბოლომდე იზეიმოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღისამი მიძღვნილ სიტყვაში, მთავრობა მწვავედ გააკრიტიკა ჟურნალისტებმა პარლამენტის თავმჯდომარეს ასევე დაუსვეს შეკითხვა, თუ ვინ მიმართა სალომე ზურაბიშვილს სიტყვა „მოღალატით“ და ვინ შეაწყვეტინა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლა. „დღეს დამოუკიდებლობის დღეა და ერთადერთი განწყობა, რაც უნდა იყოს, არის პოზიტიური განწყობა. უნდა იყოს გააზრება ჩვენი დიდი ისტორიისა, ჩვენი ახლო წარსულისა და ჩვენი სამომავლო გეგმების. არ მგონია, დღეს ის დღე იყოს, როდესაც ნეგატივზე უნდა ფიქრობდეს ჩვენი ერი თუ პოლიტიკოსები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ჩვენი სახელმწიფო მიეხეთქა ყველა აისბერგს, რომელსაც შეიძლება მიხეთქებოდა - პაპუაშვილი
ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც გამოიარა 90-იანი წლები, როდესაც ჩვენ, ჩვენი სახელმწიფო მიეხეთქა ყველა აისბერგს, რომელსაც შეიძლება მიხეთქებოდა, ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი შვილები და ჩვენი მომავალი თაობა არ იყოს იგივე მდგომარეობაში, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ 90-იან წლებში და შემდეგაც - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე „ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის” გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ, განსაკუთრებით ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები, ვართ 90-იანების თაობა, ის თაობა, რომელმაც გამოიარა 90-იანი წლები, როდესაც ჩვენ, ჩვენი სახელმწიფო მიეხეთქა ყველა აისბერგს, რომელსაც შეიძლება მიხეთქებოდა. რთულია ამ გადასახედიდან თქვა, რისი არიდება შეიძლებოდა, რისი არიდება ვერ მოხდებოდა, რთულია ეს ყველაფერი შეაფასო, მაგრამ ერთი რამ არის, ჩვენ, იმ თაობას, რომელსაც გამოვლილი გვაქვს 90-იანი წლები და ის პერიოდი, როდესაც ჩვენი დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, როდესაც შემდეგ იყო როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თუ სამხედრო ხასიათის დაპირისპირებები, ეს ყველაფერი გამოვიარეთ მაშინ, როგორც ბავშვებმა თუ ახალგაზრდებმა, ყველაფერი ეს ვიწვნიეთ, ერთი რამ ნამდვილად ვიცით - ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი შვილები და ჩვენი მომავალი თაობა არ იყოს იგივე მდგომარეობაში, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ 90-იან წლებში და შემდეგაც. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ თემებზე საუბარი, განსაკუთრებით დიასპორასთან, ვინაიდან კომუნიკაციის საშუალებები, მედია ხანდახან არ იძლევა ყველა ინფორმაციის ბოლომდე მიტანის შესაძლებლობას და მნიშვნელოვანია, რომ ამაზე საუბარიც იყოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. დიდი ხანია ამ ქვეყანაში არაფერი მწყინს და ვერავინ მაწყენინებს - ზურაბიშვილი
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ სულაც არ ვაწარმოებთ დათმობის პოლიტიკას რუსეთთან, ეს სტრატეგიული, მოთმენის პოლიტიკაა
ჩვენ სულაც არ ვაწარმოებთ დათმობის პოლიტიკას რუსეთთან, ეს დათმობის კი არა, სტრატეგიული, მოთმენის პოლიტიკაა - რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხი არც განიხილება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომლის დროსაც, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ დათმობის პოლიტიკას „ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებდა. „სინამდვილეში ჩვენ სულაც არ ვაწარმოებთ დათმობის პოლიტიკას რუსეთთან. დათმობის პოლიტიკას აწარმოებდნენ "ნაციონალები", როდესაც 2008 წლის ომიდან რამდენიმე თვეში რუსებს ეხვეწებოდნენ, კულტურული გაცვლითი ღონისძიებები ჩაეტარებინათ. დათმობა იყო სტრატეგიული ობიექტების მიყიდვა, დათმობა იყო რუსეთისთვის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებაზე თანხმობის მიცემა. რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", ჩვენთვის უპირველესია ქვეყნის ეროვნული ინტერესი. დღეს საქართველოს ეროვნული ინტერესია ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნება და ეკონომიკური გაძლიერება. ბოლო წლების სხვადასხვა ტურბულენტობამ, კონფლიქტებმა, ომებმა ძალიან დაგვაზიანა, ათწლეულებით დაგვხია უკან. ჩვენი პოლიტიკის შედეგად დღეს საქართველოში ისტორიულად ყველაზე დაბალი უმუშევრობის მაჩვენებელია. გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ლარი გამყარებულია, რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა... რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ შევძელით ათწლიანი მშვიდობის შენარჩუნება. ეს დათმობის კი არა, სტრატეგიული, მოთმენის პოლიტიკაა. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ გვერდი ავუაროთ პროვოკაციებსა და სხვადასხვა საფრთხეს, მათ შორის რუსეთიდან მომდინარესაც. ჩვენ არც არავის არაფერს ვუთმობთ, არც არავის არაფერზე ვევაჭრებით, მხოლოდ ხალხის ინტერესებით ვმოქმედებთ. ჩვენი მთავარი მიზანია ქვეყნის გაერთიანება და ევროინტეგრაცია. სწორედ ამ მიზნების მისაღწევად არის აუცილებელი სიმშვიდე და ეკონომიკური წინსვლა. თუ ეკონომიკურად არ ვიქნებით ძლიერი და შიდა დაპირისპირება გვექნება, ვერც ქვეყანას გავაერთიანებთ და არც ევროსტრუქტურების კარს გაგვიღებენ. ღარიბი და დასუსტებული ქვეყანა არც აფხაზების და ოსებისთვის არის საინტერესო და არც დასავლელი პარტნიორებისთვის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა. მან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაც შეაფასა სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ. როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, „პუტინის გადაწყვეტილების უკან დგას პოლიტიკური მოტივაცია, მაგრამ რთულია განსაზღვრო, რა არის ამ მოტივაციის მიზანი“. „ამიტომ ჩვენ ვხელმძღვანელობთ საკუთარი ქვეყნის მოტივაციითა და მიზნებით. ვფიქრობთ, საქართველოს მოქალაქეს რაც მეტ ქვეყანაში ექნება უვიზოდ მიმოსვლის საშუალება, მით უფრო კარგია. თუ უსაფრთხოებაზე ვისაუბრებთ, რუსეთის მიერ ცალმხრივად სავიზო რეჟიმის გაუქმება ამ მიმართულებით არაფერს ცვლის. ვისაც არ უნდა, არ წავა რუსეთში. როდესაც პუტინმა თქვა, რომ ქართველებმა თავად დავაყენეთ ვიზების გაუქმებისა და ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი, იგულისხმა, რომ 2019 წელს, როდესაც რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა, არათუ საქართველოს ხელისუფლებამ, არამედ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, ამერიკელებმა და ევროპელებმა მიმართეს, რომ საქართველოსთვის დაწესებული სანქცია მოეხსნათ. რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, ეს ის საკითხია, რომელიც ჩვენი განსჯის ინტერესი არ არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა. პაპუაშვილმა რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ჩამოსვლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობა არ უგულებელყოფს რუსების შემოსვლით გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებს. „საოკუპაციო რეჟიმის მოქალაქეების შემოსვლა არ იყო საფრთხე და ომს გამოქცეული რუსია საფრთხე?! ჩვენ არ უგულებელვყოფთ, რუსების შემოსვლით გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებს. სწორედ ამისთვის არსებობს უშიშროებისა და სხვა შესაბამისი სამსახურები. საფრთხეების გამოვლენისთვის სიტუაციას სახელმწიფო ყურადღებით აკვირდება. ის, რომ არც ერთი საფრთხის რეალიზება არ მოხდა, სწორედ ჩვენი კარგი მუშაობის შედეგია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა. რაც შეეხება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხს, პაპუაშვილის განცხადებით, ეს არც განიხილება. „რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ეს ნამდვილად არის ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა ოღონდ სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში. ჩვენ საქმითაც ვაჩვენებთ, რომ სამშვიდობო პოლიტიკა გვაქვს. ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, აფხაზ და ოს თანამოძმეებში ნდობის აღდგენა და მეორე მხრივ, ქვეყანაში ისეთი პირობების შექმნა, რომ ერთი სახელმწიფოს ქოლგის ქვეშ ცხოვრება მათთვის მიმზიდველი იყოს. ამას არც ავიამიმოსვლის აღდგენასთან აქვს კავშირი და არც უვიზო რეჟიმთან. ცუდი ის არის, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ჩვენი ოპოზიციისა და „ენჯეოების“ ნაწილმა დაიწყეს საუბარი, რომ სიტუაციით უნდა გვესარგებლა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი სამხედრო გზით მოგვეგვარებინა. ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ პრობლემის სამხედრო გზით მოგვარება დაუშვებლად მიგვაჩნია. ჩვენ არ ვსაუბრობთ ცარიელ ტერიტორიებზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის ნდობის დაბრუნება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოში სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის პარლამენტების თავმჯდომარეები ჩამოდიან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით, 5-6 ივნისს საქართველოს სლავკოვის სამეულის: სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეები ეწვევიან. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სამი ქვეყნის დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.მსჯელობის მთავარი თემები იქნება საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ქვეყნებს შორის საპარლამენტო კავშირების გაძლიერება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი ვოლფგანგ სობოტკა და შალვა პაპუაშვილი ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერენ ხელს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სლოვაკეთის, ჩეხეთის და ავსტრიის რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეებთან ერთად მედიისთვის განცხადებებს გააკეთებს.
საქართველოს და ავსტრიის პარლამენტების თავმჯდომარეებმა ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს
საქართველოს პარლამენტების თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარემ, ვოლფგანგ სობოტკამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის დოკუმენტს საქართველოს პარლამენტში „დემოკრატიის ვორქშოპების“ დაფუძნების შესახებ. „დემოკრატიის ვორქშოპები“, რომელიც ავსტრიის პარლამენტში 2007 წლიდან ფუნქციონირებს, მიზნად ისახავს ახალგაზრდებს შორის სამოქალაქო განათლების წახალისებას, პოლიტიკისა და დემოკრატიული პროცესების მიმართ ინტერესის გაღვივებას, დემოკრატიული პრინციპების და პარლამენტის შესახებ ცოდნის გაღრმავებას. ხელმოწერილი დოკუმენტით, „დემოკრატიის ვორქშოპები“ დაფუძნდება და განხორციელდება ორივე პარლამენტს შორის მჭიდრო თანამშრომლობით და ავსტრიის პარლამენტის მხარდაჭერით.
პაპუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციები „რაც შეიძლება მალე მოიხსნას“
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციები „რაც შეიძლება მალე მოიხსნას“. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ ყველა ტესტი ღირსეულად გაიარა. „უკვე 2 თვე გავიდა, ვითხოვდით მტკიცებულებებს და ნული მტკიცებულებაა წარმოდგენილი. მტკიცებულებების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, აქედან გამომდინარე ამას რაიმე დატვირთვა ჩვენთვის არ აქვს“. „მოვუწოდებ, ეს სანქციები რაც შეიძლება მალე მოიხსნას, ვინაიდან არ შეიძლება მტკიცებულების გარეშე ადამიანზე შეტევა, თავდასხმა. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება მოსამართლეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. „გაიხსენეთ ყველა ე.წ. მაღალი მნიშვნელობის საქმე, სააკაშვილის საკითხი, "რუსთავი 2"-ის საკითხი თუ ა.შ. დისკრედიტირება ხდებოდა სასამართლოსი და შემდეგ გაიხსენეთ, როგორ დასრულდა ეს ყველაფერი სტრასბურგში, ასე დასრულდება ყველა საქმე, ვინაიდან ეს არის მხოლოდ პოლიტიკური ანგაჟირება და მცდელობა ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტირების. ქართულმა მართლმსაჯულებამ ყველა ტესტი გაიარა ღირსეულად და აბსოლუტურად ყველა საკითხზე, სადაც საუბარი იყო, რომ თითქოს ის იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ყველა საკითხზე ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო დონეზე დადასტურდა, რომ ეს იყო მანიპულაცია, დეზინფორმაცია და დისკრედიტაციის კამპანია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა მედიასთან. ცნობისთვის, აშშ-მ 5 აპრილს დაუწესა სანქციები თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
კახოვკის ჰესის კაშხალის განადგურება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის კიდევ ერთი უპასუხისმგებლო აქტია - პაპუაშვილი
კახოვკის ჰესის განადგურება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის კიდევ ერთი უპასუხისმგებლო აქტია კატასტროფული შედეგებით , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. საგანგებო სამსახური: კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ, ხერსონის ოლქიდან 1000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა “დნიპროზე, კახოვკას ჰესის კაშხალის განადგურება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის კიდევ ერთი უპასუხისმგებლო აქტია კატასტროფული შედეგებით. რუსეთმა სისასტიკე უნდა შეწყვიტოს, რომელსაც საზღვრები არ გააჩნია და უარყოფითი გავლენა აქვს ყველაზე რეგიონში და მის მიღმა. მოვუწოდებთ ევროკავშირსა და სხვებს, ვისაც გავლენის ეფექტური ინსტრუმენტები გააჩნიათ, უფრო აქტიურად ჩართონ ამ კატასტროფის დასასრულებლად,” - წერს პაპუაშვილი. რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება ზელენსკი დღის განმავლობაში, აფეთქებიდან მალევე გამოეხმაურა მომხდარს და განაცხადა, რომ ტერორისტები უკრაინას ვერ შეაჩერებენ.
დროა, ევროკავშირმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, გრძელვადიან მშვიდობაზე იზრუნოს - პაპუაშვილი
დღეს არის საუკეთესო დრო, რათა ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაგვეხმარონ უსაფრთხოების გარემოსთან გამკლავებასა და ნატოსა და ევროკავშირში დამსახურებულ წევრობაში. უკვე 15 წელია, ბურთი ევროკავშირისა და ნატოს მოედანზეა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „როგორც ტრანზიციაში მყოფი ქვეყანა, რომელიც ძლიერ, მედეგ და დემოკრატიულ საზოგადოებას აშენებს, საქართველო ჯერაც გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა, დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ფრანგი და სხვა მეგობრების მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ ამ სირთულეების გადალახვას და ჩვენი ხედვის განხორციელებას მშვიდობიანი მომავლისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. დღეს არის საუკეთესო დრო, რათა ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაგვეხმარონ უსაფრთხოების გარემოსთან გამკლავებასა და ნატოსა და ევროკავშირში დამსახურებულ წევრობაში. უკვე 15 წელია, ბურთი ევროკავშირისა და ნატოს მოედანზეა. პრეზიდენტი მაკრონი ევროპული მიზნების გამორჩეული მხარდამჭერია. დროა, ევროკავშირმა იზრუნოს გრძელვადიან მშვიდობაზე წელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებითა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების გზით. ჩვენს ორ სახელმწიფოს საერთო ისტორიისა და კულტურის საინტერესო პერიოდები აკავშირებდათ. დღეს კი, ჩვენ ვერთიანდებით დემოკრატიისა და ევროპული მომავლის საერთო მიზნებით. ღმერთი ფარავდეს ამ ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებს. დაე, კიდევ მრავალი ათწლეული ვითარდებოდეს ჩვენი პარტნიორობა,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
შალვა პაპუაშვილი: ყველა ევროპარლამენტარს ერთ რამეს ვურჩევდი - სარკეში ჩახედვა არ არის საჭირო, ბოლო სამ რეზოლუციას ჩახედონ
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „სარკეში ჩახედვაზე“ ევროპარლამეტარ კალიურანდის რეპლიკას უპასუხა. პაპუაშვილი ევროპარლამენტარებს ურჩევს, მათ მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციებს ჩახედონ. „რაც ჩვენ მოვისმინეთ, აქ პიროვნული გაღიზიანებები და ანტიპათიები იგრძნობოდა ზოგიერთ განცხადებაში, რაც არ არის სერიოზული და ევროპული დამოკიდებულება. რაც შეეხება სარკეში ჩახედვას, ყველა ევროპარლამენტარს ერთ რამეს ვურჩევდი - სარკეში ჩახედვა არ არის საჭირო, ბოლო სამ რეზოლუციას ჩახედონ, რომელსაც მხარი დაუჭირეს, მათ შორის ქალბატონმა კალიურანდმა. ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმ დეზინფორმაციასა და პროპაგანდას ჩახედონ, რომელიც ამ ბოლო სამ რეზოლუციაში იყო და რომელსაც პასუხი გასცა მათ შორის სტრასბურგის სასამართლომ. ის ჩანაწერები ნახონ, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეხებოდა და იხილონ ის პროპაგანდა, რომელსაც აყოლილი იყო ევროპარლამენტის რეზოლუციების ინიციატორები. დაფიქრდნენ, იქნებ, არის დრო, რომ გამოასწორონ საკუთარი შეცდომები ქართველი ხალხის წინაშე, გადახედონ საკუთარ პოზიციებს, რომელმაც დააზიანა საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ საკითხს ასე შეხედონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა მედიასთან. „როდესაც მე ვახსენე აგრესიის წახალისება, მე ვგულისხმობდი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს, რომელიც მან 12 მარტს მისცა ტელეკომპანია „იმედს“, მან თქვა: „ევროპარლამენტმა საკუთარ თავს მიხედოს, რატომ გვკარნახობენ რა გავაკეთოთ, მათი სურვილი იყო და არის საქართველოს ჩართვა რუსეთის წინააღმდეგ ომში!“ ეს არის პრემიერ-მინისტრის სიტყვები. თუ გსურთ მე განცხადებების ორი გვერდი მაქვს და შემიძლია კითხვა გავაგრძელო, გსურთ ყველა განცხადების მოსმენა?! მე მხოლოდ იმის თქმა მსურდა, რომ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ გვესმის ანტიდასავლური რიტორიკა, რომ ისმის ბრალდებები პარლამენტის წევრების წინააღმდეგ, რომ არის ბრალდებები ევროპარლამენტის პოლიტიკური ფრაქციებისა და ევროკავშირის სხვა ინსტიტუციების წინააღმდეგ, ჩვენ ეს მოწმენდილ ცაზე არ მოგვაქვს, ეს არის თქვენი ლიდერების მიერ გაკეთებული კონკრეტული განცხადებები, რომელიც ჩვენ გვესმის და ვიღებთ აქ ბრიუსელში. და ასევე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ვწუხვარ თუ თქვენ ხედავთ, რომ ჩვენს დღევანდელ დისკუსიას მივყავართ პოლარიზაციამდე საქართველოში. ჩემი რჩევა იქნება, ნუ ადანაშაულებთ სხვებს, სარკეში ჩაიხედეთ და დაინახეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთესად“, - მიმართა კალიურანდმა „ქართული ოცნების“ წევრს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს მაია ბითაძეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეთორმეტე შეხვედრაზე. ცნობისთვის, მაია ბითაძემ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეთორმეტე შეხვედრაზე განაცხადა, რომ ის შეფასებები, რაც მან მოისმინა შეურაცხმყოფელი და იმედის გამაცრუებელი იყო. ბითაძის შეფასებით, ზოგი განცხადება, არა დეპოლარიზაციის, არამედ, პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია. ამავე სხდომიდან: კალიურანდი: საქართველოს ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას ორ გზას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევთ კალიურანდმა ისაუბრა მიზეზებზე, რის გამოც, „საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ჩამორჩება“ ევროპარლამენტარის თქმით, პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით დღემდე არასრული და ხშირად ზედაპირულია
სტრასბურგის გადაწყვეტილების მიუხედავად, ზოგიერთი ევროპარლამენტარი კვლავ აგრძელებს „ფრი მიშას“ კამპანიას - პაპუაშვილი
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ზოგიერთი ევროპარლამენტარი კვლავ აგრძელებს „ფრი მიშას“ კამპანიას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. რატი ბრეგაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა სტრასბურგში იურიდიული პროცესი გრძელდება - სააკაშვილი „მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ზოგიერთი ევროპარლამენტარი კვლავ აგრძელებს „ფრი მიშა“ კამპანიას. ეს სხვა არაფერზე მეტყველებს, გარდა პოლიტიკური კორუფციისა, რომელიც, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, ხელისგულზე დევს. სააკაშვილი ვიდრე საქართველოში შემოიპარებოდა და ციხეში აღმოჩნდებოდა, მანამდეც ვხედავდით, როგორ დადიოდა ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის კორიდორებში, როგორ ართმევდნენ ხელს, მასთან, კრიმინალ ადამიანთან სემინარს ატარებდნენ. ადამიანთან, ვისაც სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი და ამაზე არავინ დავობს. სააკაშვილს ვინც მაშინ ახალისებდა, მათ შორის, იმით, რომ საქართველოში რადიკალური დღის წესრიგი გაეტარებინა, შემოპარულიყო და ქვეყანა აერია, დღეს ეს ადამიანები დგანან და კვლავ იცავენ, მის ციხიდან დახსნას ცდილობენ. ამას პოლიტიკური კორუფციის გარდა, ჯიუტ „ფრი მიშას“ კამპანიად, ვერ ავხსნი“, – განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
მოლოდინი მქონდა, ზოგიერთი ევროპარლამენტარი ქართველ ხალხს ბოდიშს მოუხდიდა, იმედები გამიცრუვდა - პაპუაშვილი
მოლოდინი მქონდა, ზოგიერთი ევროპარლამენტარი ქართველ ხალხს ბოდიშს მოუხდიდა, მაგრამ სამწუხაროდ, იმედები გამიცრუვდა და დეზინფორმაციის გამეორება მოვისმინეთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. „ახლა საკითხია, ამ უსამართლობის გამოსწორებას შეძლებს თუ არა ევროკავშირი. მას შემდეგ, რაც სტრასბურგმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა, მოლოდინი მქონდა, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარი ქართველ ხალხს ბოდიშს მოუხდიდა იმ რეზოლუციებისთვის, სადაც პირდაპირ საქართველოს აბრალებდნენ, თითქოს ამ ქვეყანაში ხდება წამება, მისი უფლებების შელახვა და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, იმედები გამიცრუვდა. ნაცვლად იმისა, რომ დეზინფორმაციაზე ბოდიში მოეხადათ, დეზინფორმაციის გამეორება მოვისმინეთ. იმედგაცრუებას იწვევს, რომ ასე გაჯიუტებულია ზოგიერთი ევროპარლამენტარი საკუთარ შეცდომაში, ზოგიერთი ევროპარლამენტი განზრახ საკუთარ ქმედებაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
პარტნიორებს კარგად ესმით, რომ საქართველოს არ შესწევს უნარი, რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს - პაპუაშვილი
რუსეთის მიერ უკრაინაში ხელმეორე შეჭრამ მნიშვნელოვნად შეცვალა გეოპოლიტიკური ვითარება და, ამასთან ერთად, დასავლეთის დამოკიდებულებაც, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს. ,,ამჯერად, დასავლეთი რეალურად შეეწინააღმდეგა რუსულ პოლიტიკას. საკუთარი უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ, შესაძლებლობების ფარგლებში, მხარი დაუჭირა უკრაინას. ჩვენ ვიყავით ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინასთან დაკავშირებული ყველა საერთაშორისო სამართლებრივი ინიციატივის თანაავტორი და მხარდამჭერი. აგრეთვე, მივიღეთ ათიათასობით უკრაინელი ლტოლვილი, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიებიდან ჩვენს 300,000 იძულებით გადაადგილებულ პირთან ერთად. ჩვენი რთული გეოსტრატეგიული ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს რუსეთის მიმართ მხოლოდ სტრატეგიული მოთმინების იმ პასუხისმგებლიანი პოლიტიკის შენარჩუნება შეეძლო, რომელსაც წლების განმავლობაში ფრთხილად ატარებდა. ეს პოლიტიკა, რომელსაც წლების განმავლობაში მხარს უჭერდნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ასევე, გულისხმობს უარის თქმას რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების შემოღებაზე. ის, აგრეთვე, გულისხმობს იმას, რომ საქართველომ არ დააწესოს სანქციები საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლების თაობაზე რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს პოლიტიკა კვლავ მტკიცედ პროუკრაინული, ევროკავშირსა და ნატოზე ორიენტირებულია, ახსნა-განმარტების გარეშე საქართველოს ახლა უკვე პრორუსულობის გამო აკრიტიკებენ. ჩვენი მოქალაქეები ნეგატიურად აღიქვამენ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მსგავს არათანმიმდევრულ და უსაფუძვლო კრიტიკას. თავად განსაჯეთ: ისინი, ვინც წლების განმავლობაში რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის მხრივ ზედმეტად ფრთხილები იყვნენ, ახლა ცდილობენ იყვნენ ხმამაღალი თავიანთ ანტირუსულ პოლიტიკაში და მეტიც, აკრიტიკებენ საქართველოს, უკრაინასთან დაკავშირებულ კონფრონტაციაში თავით არ გადაშვების გამო. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ამ კრიტიკოსებს არ მოუხდენიათ რეაგირება რუსეთის საქართველოში შემოჭრაზე, რაც ქართველი ხალხისთვის არანაკლებ სასტიკი და დამაზიანებელი იყო, ვიდრე რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ჩვენდა სამწუხაროდ, იმ დროინდელ რუსეთის აგრესიას თითქმის არანაირი საპასუხო წნეხი არ მოჰყოლია,” - წერს პარლამენტის თავმჯდომარე ი Civili.ge-ში გამოქვეყნებულ წერილში.
შალვა პაპუაშვილმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს ხელი მოაწერა
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს მოაწერა ხელი. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ცვლილების შედეგად, ეროვნულ ბანკში იქმნება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელსაც დანიშნავს და გაათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო. „დღეს ხელი მოვაწერე ორგანულ კანონს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, რომელიც ეხება ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღებას. პრეზიდენტმა, ამ კანონთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 23 თებერვალს გამოიყენა ვეტო. კანონთან დაკავშირებული მსჯელობიდან საზოგადოებისთვის ცნობილია, თუ რა პრობლემის აღმოფხვრას ემსახურებოდა არსებული კანონი. ცვლილების მიღებამდე არსებული მდგომარეობით, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ჰყავდა სამი ვიცე-პრეზიდენტი, ამავე დროს, კანონი არ აწესებდა რაიმე წესს, მათგან რომელი ასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში, ან რა პროცედურით უნდა მომხდარიყო რომელიმე ვიცე-პრეზიდენტისთვის მოვალეობის შესრულების დაკისრება. ამ საკითხის მნიშვნელობა დადასტურდა მას შემდეგაც, რაც მიმდინარე წლის 2 მარტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს ამოეწურა უფლებამოსილების ვადა და კანონის რეგულაციის არარსებობის პირობებში, ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს პრეზიდენტის უფლებამოსილება დაეკისრა არა კანონის, არამედ შიდა რეგულაციის საფუძველზე. ეს მდგომარეობა დღემდე გრძელდება. ეროვნული ბანკის მნიშვნელობიდან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის როლიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ საჭიროა ამ ბუნდოვანების აღმოფხვრა, ასეთი ფუძემდებლური საკითხის არა შიდა რეგულაციებისთვის მინდობის, არამედ საკანონმდებლო რეგულაციის გზით. შესაბამისად, პარლამენტი, როგორც ხალხის წინაშე სახელმწიფო ორგანოების სათანადო ფუნქციონირებისთვის საჭირო საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნაზე პასუხისმგებელი ორგანო, ვალდებულია იმოქმედოს და აღმოფხვრას არსებული ბუნდოვანება. სწორედ ამ პასუხისმგებლობით იყო ნაკარნახევი შესაბამისი ცვლილების ინიცირებაც და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა. ცვლილების შედეგად, ეროვნულ ბანკში იქმნება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელსაც მსგავსად სხვა ვიცე-პრეზიდენტებთან დაკავშირებული არსებული რეგულაციისა, დანიშნავს და გაათავისუფლებს თავად ეროვნული ბანკის საბჭო. ამგვარად, სამომავლოდ აღმოიფხვრება ყოველგვარი ბუნდოვანება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შეასრულებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას მისი არყოფნის, ან უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში და ეს საკითხი მოწესრიგდება მაღალი კვორუმის საჭიროების მქონე ორგანული კანონის და არა ეროვნული ბანკის შიდაუწყებრივი რეგულაციის დონეზე“, – ნათქვამია შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.
დიდმა დეზინფორმაციულმა კამპანიამ, რომელიც, რაც არ უნდა ირონიული იყოს, მომდინარეობდა არა ჩრდილოეთიდან, არამედ დასავლეთიდან - პაპუაშვილი
დიდმა დეზინფორმაციულმა კამპანიამ, რომელიც, რაც არ უნდა ირონიული იყოს, მომდინარეობდა არა ჩრდილოეთიდან, როგორც მოსალოდნელია ხოლმე, არამედ - დასავლეთიდან, მსოფლიო დონეზე შელახა საქართველოს რეპუტაცია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოქვეყნებულ წერილში წერს. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ეს კამპანია თვეების განმავლობაში არყევდა საქართველოს მაშინ, როდესაც ქვეყანას ამაზე ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემები ჰქონდა გადასაჭრელი. ,,ეს დეზინფორმაცია, რომელიც ადგილობრივ და საგარეო აქტორებს შორის ურთიერთობით იქმნებოდა და ვრცელდებოდა, თვეების განმავლობაში არყევდა ჩვენს სახელმწიფოს მაშინ, როდესაც საქართველოს ამაზე ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემები ჰქონდა მოსაგვარებელი, როგორც გეოპოლიტიკურად, ისე ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. უცხოელმა პოლიტიკოსებმა, რომლებმაც გაიმეორეს და გააზიარეს ეს დეზინფორმაცია, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, წვლილი შეიტანეს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ დამაზიანებელ კამპანიაში. ზოგიერთ ამ პოლიტიკოსს, განსაკუთრებით, ევროპარლამენტიდან, ბოდიში აქვს მოსახდელი ქართველი ხალხის წინაშე. საერთო ჯამში, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თაღლითობის მასშტაბი და მისი პოლიტიკური შედეგები აჩვენებს ორ რამეს: პირველი, საზღვარი არ აქვს საქართველოს რადიკალური ოპოზიციის ტყუილებს. მეორე, უფრო მნიშვნელოვანი, ჩვენი უცხოელი პარტნიორები იოლად ექვემდებარებიან მცდარ აღქმებს, რაც ძირს უთხრის ნდობას ჩვენს ურთიერთობებში,’’ - წერს შალვა პაპუაშვილი.
არ არსებობს კარგი და ცუდი დეზინფორმაცია, არ უნდა განვასხვაოთ, თითქოს რუსული დეზინფორმაცია ცუდია და დასავლეთიდან მომდინარე, კარგი - პაპუაშვილი
პროპაგანდა და დეზინფორმაცია გამოწვევაა, რაზეც ჩვენც ვსაუბრობთ. გამოწვევა მრავალმხრივი, სხვადასხვამხრივია. მარტო რუსეთზე გადაბრალება სწორი და სერიოზული არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყველა სახის დეზინფორმაცია ცუდია, რუსული იქნება თუ დასავლეთიდან მომდინარე. რუსული და პრო-რუსული დეზინფორმაცია აგრძელებს ამ ქვეყნის დაყოფასა და შეცდომაში შეყვანას - ელჩი დეგნანი „მიხეილ სააკაშვილის წელიწადნახევრიან დეზინფორმაციულ ეპოპეას თუ ავიღებთ, როცა საუბარი იყო, თითქოს ის მოწამლეს, აწამეს და ასე შემდეგ, ეს დეზინფორმაციული პროპაგანდა დასავლეთიდან მოდიოდა, რუსეთიდან ხომ არ მოდიოდა? ამ შემთხვევაში, რასთან გვაქვს საქმე. ამხელა, წელიწადნახევრიანი დეზინფორმაციული პროპაგანდისტული კამპანია იყო, შემდეგ კიდეც ვნახეთ, რომ დაფინანსებული კამპანია იყო. ამერიკულ თუ ევროპულ მედიაში იბეჭდებოდა ყალბი სტატიები, პოლიტიკოსები თუ ე.წ. ექსპერტები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სიყალბეს ავრცელებდნენ. ჩამოდიოდნენ ყალბი ექიმები, ყალბი იურისტები, ყალბი ნობელის პრემიის ლაურეატები, მათ შორის ადამიანები, რომლებსაც მაღალი თანამდებობები უკავიათ და ნებსით თუ უნებლიეთ ჩართული იყვნენ საქართველოს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდაში. დეზინფორმაცია კარგი და ცუდი არ არსებობს. დეზინფორმაციულ გამოწვევებზე როცა ვსაუბრობთ, არ უნდა განვასხვაოთ, თითქოს რუსული დეზინფორმაცია ცუდია და დასავლეთიდან მომდინარე დეზინფორმაცია კარგია. ყველა დეზინფორმაცია ცუდია. სამწუხაროა, რომ ხშირად „ენჯეოები“, რომლებიც დეზინფორმაციას ებრძვიან, ჩუმდებიან და ხმას არ იღებენ, როცა დეზინფორმაცია დასავლეთიდან მომდინარეობს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც არ უნდა მიმძიმდეს, ბოლო ამოსუნთქვამდე მაინც გამოვხატავ ჩემს პოზიციას, აზროვნებას ვერ ამიკრძალავთ - სააკაშვილი პაპუაშვილს
თუ ასე კარგად ვარ, რატომ არ უშვებთ ჩემთან პარლამენტის წევრებს რომ მნახონ? - ბოლო ამოსუნთქვამდე მაინც გამოვხატავ ჩემს პოზიციას, აზროვნებას ვერ ამიკრძალავთ! - ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს. ეს კაცი არის მიუნჰაუზენი, 600 დღის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას - კობახიძე სააკაშვილზე ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას ვაპირებ - სააკაშვილი „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს - თუ ასე კარგად ვარ, რატომ არ უშვებთ ჩემთან პარლამენტის წევრებს რომ მნახონ? რატომ დაბლოკეთ ჩემი ONLINE ჩართვა სასამართლოზე? ჩემს და თქვენს შორის განსხვავებაც სწორედ ისაა, რომ რაც არ უნდა მიმძიმდეს, ბოლო ამოსუნთქვამდე მაინც გამოვხატავ ჩემს პოზიციას. აზროვნებას ვერ ამიკრძალავთ!“ - აცხადებს სააკაშვილი.
პაპუაშვილი: შემთხვევითი არ არის ალბათ, რომ პრეზიდენტმა მისი გადაწყვეტილების მოტივი არ დაასახელა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტზე ზეწოლა იყო გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით. პაპუაშვილი ყურადღებას ამახვილებს პრეზიდენტის განცხადების იმ ნაწილზე, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტილების მიზეზს არ განმარტავს. „ჩვენ ვხედავდით, რომ დიდი ზეწოლა იყო პრეზიდენტზე ამ შეწყალებასთან დაკავშირებით და ეს ჩანდა. იყო ღიაც და არა ღიაც ეს ზეწოლა პრეზიდენტის მიმართ. იმედი გვქონდა, რომ პრეზიდენტი დადგებოდა კანონის უზენაესობის და ქართველი ხალხის მიერ განხორციელებული მართლმსაჯულების მხარეს, თუმცა მან სხვა მხარე აირჩია და ეს გადაწყვეტილება მიიღო. ერთი რამ არის მთავარი, ყველა გადაწყვეტილებას აქვს თავისი მოტივაცია და შემთხვევითი არ არის ალბათ, რომ გუშინ პრეზიდენტმა მისი გადაწყვეტილების მოტივი არ დაასახელა. რა თქმა უნდა, ეს მოტივი ვერ იქნებოდა, რომ შეიცვალა, ვინაიდან გადაწყვეტილება, განაჩენი იყო უკანონო, ვინაიდან საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული. ვოლსკი: ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ძვირად აისახება პრეზიდენტის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე რა თქმა უნდა, მოტივად ვერ დაასახელებდა ჰუმანურობას, ვინაიდან თავად მსჯავრდებული არ ითხოვდა შეწყალებას და რა თქმა უნდა, მიზეზად ვერ დაასახელებდა დეპოლარიზაციას, ვინაიდან ეს იქნებოდა ცინიზმის მწვერვალი საქართველოს მოსახლეობისთვის ეთქვა, რომ ამის მოტივი იყო დეპოლარიზაცია. ვნახოთ, რაც არის გადაწყვეტილება, მივიღოთ ასე, დრო ყველაფერს განსჯის. რაც შეეხება დეპოლარიზაციის მიზეზად მოტანას, გვესმის ჩვენ, მათ შორის, როდესაც ზეწოლა იყო პრეზიდენტზე, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო, იყო ღიად ყოველ შემთხვევაში საუბარი, თითქოს ეს იყო მოტივი ან მიზანი და ახლაც გვესმის ზოგიერთი კოლეგის მხრიდან ასეთი შეფასება. ასე ვთქვათ, დეპოლარიზაცია რომ ყოფილიყო, ჩვენ ვნახეთ თავის დროზე, იქნებოდა ეს გიგი უგულავას შეწყალება, თუ სხვა ასეთი შეწყალებები, მაშინაც იყო საუბარი, რომ ეს დეპოლარიზაციის გამო ხდებოდა და რამდენად უფრო გაუარესებული პოლარიზაცია მოგვიტანა, ესეც დავინახეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა. პაპუაშვილის თქმით, ისინი, ვინც პრეზიდენტს გადაწყვეტილებას უწონებენ და ამბობენ, თითქოს, ეს გადაწყვეტილება დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, გამოდის, რომ ამით ბურთს აგდებენ ოპოზიციის მხარეს. „ვნახოთ, თუ მოახდენენ ისინი საკუთარი რადიკალური დღის წესრიგის შეცვლას. ჩანს, რომ პასუხისმგებლობასაც იღებენ თავის თავზე ჩვენი პარტნიორები. ამიტომ, თუკი ეს მათი ხედვაა, ახლა დრო არის მგონი, რომ ვინაიდან ბურთი ახლა ოპოზიციის მხარეს არის, დაელაპარაკონ ოპოზიციას, რომ შეცვალონ პოლიტიკური დღის წესრიგი. ჩვენ სამწუხაროდ, ოპტიმიზმის საფუძველი არ გვაქვს, იმ წარსული გამოცდილებიდან, რომელიც წინა შეწყალებებს ჰქონდა, რომ არანაირი დეპოლარიზაცია ამას არ მოუტანია. ამიტომაც არის, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა ვერცერთი მოტივი ამ გადაწყვეტილების ვერ დაასახელა, ვინაიდან რეალური მოტივები, მისი დასახელება მძიმე იქნებოდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა მედიასთან. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა. ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება გვიან ღამით დატოვა. ზურაბიშვილმა ხსენებული გადაწყვეტილება ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა მას შემდეგ, რაც 19 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო. გადაწყვეტილებას წინ უძღვის ევროკომისიის ზეპირი მოხსენების გამოქვეყნება, რომელშიც მედიაპლურალიზმის ნაწილში შეუსრულებელ რეკომენდაციებზეა საუბარი. პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს, გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა. „დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განამრტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.
როგორც ჩანს, დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით თავად ევროკომისიაც ჩამოყალიბდა, რომ პერსონალური მიდგომა არ არის სწორი - პაპუაშვილი
როგორც ჩანს, დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით თავად ევროკომისიაც უკვე ჩამოყალიბდა, რომ პერსონალური მიდგომა არ არის სწორი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ევროკომისარმა განმარტა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ პრიორიტეტების სრულად შესასრულებლად „გუშინ, როდესაც ვისმენდით შეფასებებს, მთავარი რაც ითქვა, არის ის, რომ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით როგორც ჩანს, თავად ევროკომისიაც უკვე ჩამოყალიბდა, რომ პერსონალური მიდგომა არ არის სწორი. ამიტომაც, ხაზი იყო გასმული მაგალითად, კონკურენციის კანონმდებლობაზე, პარტიების დაფინანსების კანონმდებლობაზე. ამით დადასტურდა ის, რაზეც ვსაუბრობდით, რომ დეოლიგარქიზაციის პუნქტი იყო ბუნდოვანი, არასათანადო და ის სისტემური მიდგომები, რაც არის, რომელიც სხვათა შორის, კომისარმა ვარჰეიმ დაასახელა, დანარჩენი საკითხები არის ისედაც იმ 12 პუნქტში – სასამართლოს, ანტიკორუფციული, ორგანიზებული დანაშაული, ფულის გათეთრების საკითხები, სხვა ნაწილებში ისედაც იყო გათვალისწინებული, ამიტომ, რაც შეეხება ამ ორ საკითხს სისტემური მიდგომიდან, კონკურენციის სამართალი, პარტიების დაფინანსების კუთხით, იქაც საუბარი იყო შესაძლო დახვეწაზე და ვნახავთ, ამ მხრივ რა არის შესაძლებელი რომ გაკეთდეს. მთავარი არის, რომ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით გუშინ რაც იყო შეფასება, ამან აჩვენა, რომ ცალკე პუნქტად დეოლიგარქიზაციის გამოტანამ 12 რეკომენდაციაში, შექმნა ბუნდოვანება და იყო უადგილო“, – განაცხადა პაპუაშვილმა. „ქართულმა ოცნებამ" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება გადადო დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა „ქართულმა ოცნებამ" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება გადადო 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.
გუშინ გავიგეთ შეფასება, რომ სამი რეკომენდაცია გვაქვს შესრულებული - პაპუაშვილი
ჩვენ და მოლდოვას სამი რეკომენდაცია გვაქვს შესრულებული და ეს მიღწევაც მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ გარემოს, რომელშიც პარლამენტს უწევდა მუშაობდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „გუშინ გავიგეთ, რომ საქართველომ და მოლდოვამ სამი რეკომენდაცია უკვე შევასრულეთ, უკრაინას ჯერჯერობით 2 აქვს შესრულებული. სხვა რეკომენდაციებს რაც შეეხება, აქაც დიდი პროგრესია. კარგია, რომ პირველად იყო შესაძლებლობა, რომ შუალედური ანგარიშის მეშვეობით მოგვესმინა მოლოდინები, რომელიც ევროკომისიას აქვს ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, ოქტომბრის ბოლოსთვის, როდესაც საბოლოო შეფასება იქნება, ჩვენი შემდგომი საქმიანობიდან გამომდინარე, ყველა რეკომენდაცია შესრულებულად ჩაითვლება. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები არ იყო ასახული ამ შეფასებაში - პარლამენტი ბოლო კვირებშიც ინტენსიურად მუშაობდა და რამდენიმე კანონი მივიღეთ. ამიტომ გვექნება ბრიუსელთან დიალოგი, რომ ეს ცვლილებები და შემდგომი ნაბიჯები, რაც დაგეგმილი გვაქვს, სათანადოდ იყოს ასახული რეკომენდაციების შესრულების მხრივ. ჩვენ და მოლდოვას სამი რეკომენდაცია გვაქვს შესრულებული, უკრაინას ჯერ ორი - ეს მიღწევაც მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ გარემოს, რომელშიც პარლამენტს უწევდა მუშაობდა - ოპოზიციის ბოიკოტი, ობსტრუქცია, დეზინფორმაციული კამპანიები საქართველოს წინააღმდეგ. მიუხედავად ოპოზიციისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან ამ დესტრუქციისა და ობსტრუქციისა, საქართველომ შეძლო და კვლავ ლიდერ პოზიციებზეა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, 22 ივნისს, ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განმარტა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ პრიორიტეტების სრულად შესასრულებლად. ევროკომისიის ზეპირი მოხსენება ოფიციალურად ცნობილია ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: გაიზიარა ჩვენი წუხილი
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „საარჩევნო კოდექსში“ მიღებული ცვლილებებისთვის ვეტოს დადებით გაიზიარა მმართველი გუნდის წუხილი. რაც შეეხება ზეპარტიულობის საკითხს, შალვა პაპუაშვილის თქმით, არასწორია მიდგომა, თითქოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩეულია საპარლამენტო უმრავლესობით და ის პარტიულ ხაზს ატარებს. პაპუაშვილის თქმით, თითქოს ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არჩეულია საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან, ეს არ აძლევს პარლამენტის თავმჯდომარეს შესაძლებლობას, რომ წარუდგინოს პარლამენტს კვალიფიციური, მიუკერძოებელი კანდიდატი. „ამ ვეტოთ ერთი რამ არის ფაქტი - პრეზიდენტმა გაიზიარა ჩვენი წუხილი. ერთადერთი რაც მან თქვა, ნაცვლად 100-ისა ხომ არ იყოს, 90, თორემ ის, რომ ზოგადად, 100 ბევრია, რომ ამან ჩიხში შეიყვანა მდგომარეობა, ამ რიტორიკიდან ჩანს, რომ პრეზიდენტი ჩვენს შეშფოთებას და წუხილს იზიარებს, ეს ერთი. მეორე, ამ წუხილიდან გამომდინარე, თუკი ვთანხმდებით იმაზე, რომ 2/3 ანუ, 100 ხმა არის ზედმეტად დიდი, ეს არის იმის რეცეპტი, რომ ჩიხში შევიდეს სიტუაცია, საჭიროა ამ ჩიხიდან გამოსავლის მოძიება. ეს გამოსავალი იყო სწორედ ის, რომელიც ჩვენ ამ კანონში ცვლილების შედეგად შევთავაზეთ საზოგადოებას, უბრალო უმრავლესობით იყოს მიღებული გადაწყვეტილება, ეს არის გამოსავალი. 100 იქნება თუ 90, ჩემი აზრით, ეს დიდი სხვაობას არ გვაძლევს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი: არაფერი ახალი, არც რუსეთის პოზიციაში არ არის, რომ მას სურს რკინიგზა და არაფერი ახალი, არც საქართველოს პოზიციაში არ არის, რომ ეს საკითხი არ განიხილება
„არაფერი ახალი, არც რუსეთის პოზიციაში არ არის, რომ მას სურს რკინიგზა და არაფერი ახალი, არც საქართველოს პოზიციაში არ არის, რომ ეს საკითხი არ განიხილება, ეს არის მოცემულობა“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებასთან დაკავირებით, რომ რუსეთი აფხაზეთის გავლით სომხეთის რესპუბლიკაში მიმავალი რკინიგზის გახსნისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს. პაპუაშვილის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ამ საკითხთან დაკავშირებით დახურულ კარს მიღმა რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, არის კონსპირაცია და ტყუილი. „არაფერი ახალი, არც რუსეთის პოზიციაში არ არის, რომ მას სურს რკინიგზა და არაფერი ახალი, არც საქართველოს პოზიციაში არ არის, რომ ეს საკითხი არ განიხილება, ეს არის მოცემულობა. ყველაფერი დანარჩენი არის კონსპირაცია, როგორი კონსპირაციაც და ტყუილიც იყო სააკაშვილის წამების საკითხი, როგორი კონსპირაციაც და ტყუილი იყო სანქციების გვერდის ავლის საკითხი, ასეთივე კონსპირაცია ესეც. ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი პოლიტიკის და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი აფხაზეთის გავლით სომხეთის რესპუბლიკაში მიმავალი რკინიგზის გახსნისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს.
პაპუაშვილი თავდასხმის ფაქტებზე: ვერბალური ძალადობით იწყება, აგრესია გროვდება, შემდეგ გადადის ფიზიკურ ძალადობაში
ტელეკომპანია „ფორმულას" დამფუძნებელ, მიშა მშვილდაძის, ასევე, "ნაციონალური მოძრაობის" სამეურნეო სამსახურის თანამშრომლის მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ძალადობის წახალისება და კულტივირება ფიზიკურ ძალადობაში გადადის. მისი შფეასებით, ვერბალური ძალადობით ხდება აგრესიის დაგროვება, შემდეგ გადადის ფიზიკურ ძალადობაში. „დიდი ხანია, ვაკვირდებით ძალადობის კულტივირებას ქართულ საზოგადოებაში. სამწუხაროდ, ძალადობის კულტივირება და მისი წაქეზება მიმდინარეობს. მათ შორის, გვახსოვს, როდესაც რამდენიმე თვის წინ, ამ პარლამენტის გარშემო ადამიანმა „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა პოლიციას და ცოცხლად წვავდა. დღემდე ემპათიით საუბრობენ ამ მოვლენასთან დაკავშირებით და ამით, რა თქმა უნდა, ძალადობას ახალისებენ. ყოველგვარი ძალადობა, მისი წახალისება, კულტივირება, საუბარი, რომ ეს გამოხატვის თავისუფლებაა და ასე შემდეგ, ამით იწყება და ხდება აგრესიის დაგროვება, შემდეგ ეს ფიზიკურ ძალადობაში გადადის. დიდი ხანია, რაც ამაზე ვსაუბრობთ, ყველას მოვუწოდებთ, რომ ეს ძალადობის წახალისება დასრულდეს. არამხოლოდ ძალადობის წახალისება, ძალადობის იდეის დაფინანსება ხდება. ჩვენ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ შემთხვევაში ვნახეთ, სემინარებზე როგორ არის საუბარი ძალადობრივ რევოლუციაზე, საუბარია, თუ როგორ ხდება იარაღის აწყობა და დაშლა, ეს ფინანსდება, მათ შორის, ევროპული და ამერიკული ფონდების მიერ. შეგახსენებთ, რომ 12 რეკომენდაციის შესრულების ფარგლებში, პარლამენტი დღემდე აწარმოებს მონიტორინგს სიძულვილის ენის გამოყენებაზე პოლიტიკოსების მხრიდან, ზოგადად მედიაში. რამდენჯერმე მოვუწოდე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციურ პარტიებსაც, რომ ჩაერთონ ჯგუფში იმისთვის, რომ შევაფასოთ, თვითრეფლექსია მოვახდინოთ. ძალადობის მთავარი მიზეზი, მათ შორის, არის ის, რომ ძალადობის კულტივირება ხდება, მათ შორის ძალადობრივი და აგრესიული რიტორიკით”, - აღნიშნა პაპუაშვილმა. საია-ს თავმჯდომარე: აუცილებელია, შეწყდეს მაღალი ტრიბუნიდან განცხადებები, რომლებიც შესაძლოა, ძალადობრივ ქმედებებს ახალისებდეს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს 27 ივნისს, საცხოვრებელ სახლთან სცემეს „ნაციონალური მოძრაობის" სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს, დავით ოსიყმიშვილს. საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა), თუმცა ჯერჯერობით დაკავებული არავინ არის.
პაპუაშვილი ზელენსკის განცხადებაზე: საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს მშვიდობიანად იმ ხალხთან ერთად, რომელიც ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიის შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე, რომლის თანახმად, ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვებით სარგებლებს მიიღებენ მთელი რიგი ქვეყნები, საქართველო, მოლდოვა, ბელორუსი, კავკასიისა და ბალტიის ქვეყნები. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს უკრაინის გამარჯვებას. „რაც შეეხება საქართველოს, თქვენ თუ გულისხმობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გულწრფელად და კეთილსინდისიერად გვაქვს გაცხადებული, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის პოლიტიკა. ეს არის ჩვენი გულწრფელი პოლიტიკა, არანაირი გეგმა „ბე“ და რაღაც ფარული გეგმები ჩვენს ხელისუფლებას არ აქვს. ოპოზიციაში არიან ძალები, რომლებსაც რაღაც ისეთ აზრები უთამაშებთ თავში, დავინახეთ რამდენიმე დღის წინ, როდესაც რუსეთში იყო არეულობა, როგორც წავიდა იმაზე საუბარი, რომ შემთხვევით ხომ არ გაგვეხედა იმ ტერიტორიებისკენ, რომლებიც დღესდღეობით არ არის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ. საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს მშვიდობიანად იმ ხალხთან ერთად, რომელიც ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე, ჩვენ გვჭირდება შერიგება და ერთად ყოფნა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.
შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის გამართვის თაობაზე მიმართა
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 3 ივლისს 11:00 საათიდა რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „რიგგარეშე სესიაზე განსახილველი სავარაუდო საკითხებია: „საქართველოს საარჩევნო კოდექსზე" პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, „მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილების პროექტი მე-3 მოსმენით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" კანონში ცვლილება მე-3 მოსმენით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონში ცვლილება მე-3 მოსმენით, „თავდაცვის კოდექსი" მე-2 მოსმენით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
პაპუაშვილი: ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს ყველა ამერიკელ მეგობარს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. პაპუაშვილი წერს, რომ შეერთებული შტატები და საქართველო აგრძელებენ თანამშრომლობას მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის ფორმატში. „ვულოცავ 4 ივლისს ყველა ჩვენს ამერიკელ მეგობარს! გისურვებთ დღესასწაულებითა და სიხარულით სავსე დღეს, რადგან აღნიშნავთ თქვენი დიდი ერის დაბადების დღეს. შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მეგობრობა და პარტნიორობა აგრძელებს თანამშრომლობის, პროგრესისა და საერთო ღირებულებების განვითარებას. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!” - წერს შალვა პაპუაშვილი.
პაპუაშვილი: ფაქტია, ვიღაც ცდილობს, საქართველო და უკრაინა ერთმანეთს გადაჰკიდოს და ამ ჯერზე ეს ვიღაც არ არის რუსეთი
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ დღეს უკრაინას ყველაზე ნაკლებად სჭირდება, რომ ეჭვქვეშ დააყენოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების გადაწყვეტილებები. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუკი უკრაინის პრეზიდენტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ეს, რა თქმა უნდა, არ დაეხმარება უკრაინას. „დღეს, რაც უკრაინას ყველაზე ნაკლებად სჭირდება, არის ის, რომ ეჭვქვეშ დააყენოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ზოგადად, სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების სასამართლო გადაწყვეტილებები, ვინაიდან უკრაინას გარდა სამხედრო ომისა, მოსაგები აქვს სამართლებრივი ომი რუსეთთან. თუკი უკრაინის პრეზიდენტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ეს რა თქმა უნდა, არ მიეშველება უკრაინას ამ ბრძოლაში. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება, უპირველეს ყოვლისა, თავად უკრაინისთვის არის საზიანო და მეორე, ეს საზიანოა ურთიერთობისთვისაც. ფაქტია, რომ ვიღაცა ცდილობს, საქართველო და უკრაინა ერთმანეთს გადაჰკიდოს და ფაქტია, რომ ამ ჯერზე ეს ვიღაც არ არის რუსეთი. ამით, ძირითადად, ხარობენ ის ადამიანები, რომლებიც ზეპირად ბევრს საუბრობენ უკრაინასა და საქართველოს შორის მეგობრობის მნიშვნელობაზე. ჩვენ ვნახეთ ოპოზიცია და უცხოელი აქტორები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილება უხარიათ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა მედიასთან. 3 ივლისის საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვება და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნება შესთავაზა. კულება ზელენსკის მიმართვის შემდეგ ამბობს, რომ 4 ივლისს საქართველოს ელჩთან მკაცრი საუბარი გაიმართება მმართველი გუნდის შეფასებით, „სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია.“ უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოს ელჩთან მწვავე პროტესტი დააფიქსირეს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, „ქართული მხარე, ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. უწყების შეფასებით, კიევის აღნიშნული ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას. იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის საკითხზე: ჩანასახშივე განწირული მანიპულაციებია
შალვა პაპუაშვილი უკრაინაზე საუბრისას ასახელებს „ერთადერთ საკითხს“, რაზეც „კონსულტაციების გამართვა შესაძლებელია“
დაიწყება თუ არა კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხზეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ამ შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომ ერთადერთი, რაზეც შეიძლება, კონსულტაციები გაიმართოს, არის ის, თუ „როდის გადმოსცემს უკრაინა საქართველოს ზურაბ ადეიშვილს, რომელიც დღეს არის უკრაინის გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, ადამიანი, რომელსაც 5 საქმეზე უკვე მსჯავრი აქვს მისჯილი.“ „რომ შევკრიბოთ და ადეიშვილის პერიოდი რომ ყოფილიყო, შეკრებით მას 20 წელი აქვს მისჯილი, მათ შორის იმის გამო, რომ ადამიანი აცემინა - კობა დავითაშვილზე ვსაუბრობ. ასევე, მათ შორის იმის გამო, რომ ციხეებში წამების სისტემა ააწყო და წამების სისტემის ამწყობი ადამიანი დღეს, უკრაინის გენერალურ პროკურატურაში არის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, მათ შორის, მას ხვდებიან საერთაშორისო აქტორები. პაპუაშვილი: ფაქტია, ვიღაც ცდილობს, საქართველო და უკრაინა ერთმანეთს გადაჰკიდოს და ამ ჯერზე ეს ვიღაც არ არის რუსეთი სულ ახლახან მას შეხვედრა ჰქონდა აშშ-ს ელჩთან უკრაინაში. კონსულტაცია უნდა იყოს ამაზე, როდის გადმოგვცემენ ადამიანს, რომელმაც ქართველი ხალხის წინააღმდეგ წამების სისტემა შექმნა. მეორე- გია ლორთქიფანიძე, რომელიც ორგანიზატორი იყო არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილის აქ შემოპარვის და არეულობის ორგანიზების. ის არის უკრაინის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე. არათუ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაეცეს უკრაინას, ეს ორი ადამიანი უნდა გადმოეცეს საქართველოს. მე პირადად ველი, რომ ეს ორი ადამიანი საქართველოსთვის იქნას გადმოცემული. ჩვენ ვითხოვთ დამნაშავეების გადმოცემას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი: საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, ახლა კი, უკრაინაში შეჭრით კარგად გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანია აგრესორი სახელმწიფოების შეკავება
საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, ახლა კი, უკრაინაში შეჭრით კარგად გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანია აგრესორი სახელმწიფოების შეკავება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. „დღეს ჩვენთვის ისტორიული დღეა, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა პირველად ტარდება მის არაწევრ სახელმწიფოში. ამიტომ საქართველოს პარლამენტისთვის დიდი პატივია, ასამბლეის და მისი სესიის ფარგლებში ორმოცი დელეგაციის 200-მდე წარმომადგენლის მასპინძლობა.“ „საქართველოს პარლამენტი, წლებია, აქტიურად თანამშრომლობს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეასთან. ვაფასებთ ასამბლეის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას, რაც დღევანდელ გამოწვევებით სავსე დროებაში მეტად მნიშვნელოვანია. სულ ცოტა ხნის წინ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემის შეხსენება ბევრის გაკვირვებას იწვევდა და ზედმეტ აქტიურობად ითვლებოდა. თუმცა, ჯერ 2008 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, ახლა კი უკრაინაში შეჭრით კარგად გამოჩნდა, რაოდენ მნიშვნელოვანია ამ საკითხზე პარტნიორების მხარდაჭერა და აგრესორი სახელმწიფოების შეკავება. მოხარულები ვართ, რომ საერთაშორისო საზოგადოება, გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, ერთიანია საქართველოს, უკრაინის და სხვა მსგავსი სახელმწიფოების დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერაში. თავის მხრივ, საქართველო პატივს სცემს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრინციპებს და ღირებულებებს, თანამშრომლობასა და საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს. ეს არის ის ფუნდამენტი, რაც ჩვენს ქვეყანას აბრუნებს მის ევროპულ საფუძვლებთან. ამისთვის საქართველო ყველაფერს აკეთებს. ჩემი მშობლების თაობამ შეძლო საბჭოთა ანექსიიდან თავის დაღწევა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ჩვენი თაობის ვალი და მთავარი საზრუნავი ამ დამოუკიდებლობის განმტკიცება და ქვეყანაში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაა, რათა ახალგაზრდებს, მომავალ თაობებს ჰქონდეთ მსოფლიო მასშტაბით დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს სახელით ახალი სიმაღლეების დაპყრობის შესაძლებლობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი: ქვეყნებს შორის ურთიერთობა კაპრიზებს არ ეფუძნება, საქართველო პირნათელია უკრაინის წინაშე
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ელჩის მიერ უკრაინის დატოვების თაობაზე საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ „წინააღმდეგობის გზა აირჩია“. მისი თქმით, ქვეყნებს შორის ურთიერთობა კაპრიზებს არ ეფუძნება და კაპრიზია, „როდესაც სააკაშვილის მიმართ ასეთი დამოკიდებულებაა - მიუხედავად იმისა, რომ ის დამნაშავეა და მისამიმართით მოპყრობა სათანადოა, მაინც ხდება ყალბი მიზეზით გადაყვანის მოთხოვნა. საქართველო პირნათელია უკრაინის წინაშე“. „ჩვენ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ჩვენი უკრაინელი დების და ძმების წინაშე. ეს არის ის მეგობრობა, რომელსაც საქართველო ყოველთვის აჩვენებდა უკრაინას, განსაკუთრებით ამ მძიმე წუთებში, რომელიც უკრაინას აქვს მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების ნაწილმა სხვა გზა აირჩია - არა მეგობრობის, დაფასების და მეგობრობის ჩვენების გზა, არამედ გზა გარკვეული წინააღმდეგობის - ერთ ადამიანებზე კიდებენ ერების ურთიერთობას თავისი გადმოსახედიდან, ეს სამწუხაროა და უპირველესად უკრაინის ხელისუფლებას არ წაადგება. გადაწყვეტილება, რომელიც მოვისმინეთ, თავად უკრაინისთვისაა დამაზიანებელი. ვინაიდან პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებაშივე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო დაყენებული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. უკრაინას რუსეთთან არა მხოლოდ სამხედრო ომი აქვს მოსაგები, არამედ სამართლებრივი, სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოში. უკრაინის ხელისუფლების მხრიდან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, დააზიანებს თავად უკრაინის ხელისუფლების დამაჯერებლობას. ეს საზიანოა მათთვის. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას - ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ შესუსტდება, როგორც აქამდე ვუჭერდით მხარს, ისე დავუჭერთ. ახალი არ არის დამოკიდებულება, რომელიც უკრაინის ხელისუფლების ნაწილს საქართველოს ხელისუფლების მიმართ ჰქონდა. დღემდე შეფარებული ჰყავთ კრიმინალები ადეიშვილის და ლორთქიფანიძის სახით“, - განაცხადა პაპუაშვილმა. პაპუაშვილის განცხადებით, ომი რომ დასრულდება, „საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის ხელისუფლებასთან მკაფიო საუბარი ექნება“. „უკრაინის ხელისუფლებაა ის, ვინც არასწორად იქცევა. უკრაინის ხელისუფლებაა ის, რომელმაც საქართველოდან გაიწვია ელჩი მაშინ, როდესაც ბელორუსშიც კი ჰყავდა ელჩი დატოვებული. უკრაინის ხელისუფლებაა ის, რომელმაც საქართველოს ელჩი ფაქტობრივად, გამოაძევა უკრაინიდან. ელჩი, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც კიევში დარჩა, არ შეუშინდა რუსულ ბომბებს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა კიევი დატოვა. საქართველოს ელჩი: მაქსიმალურად ვეცდები, 6 ივლისის 12 საათამდე უკრაინის ტერიტორია დავტოვო საქართველოს ელჩი, უკრაინის საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრის დეტალებზე პირველად საუბრობს „დროის ათვლა დაიწყო ჩემი გუშინდელი შეხვედრის შემდეგ. უხეშად რომ ვთქვათ, 48 საათი გადის 6 ივლისის 12 საათზე. ბუნებრივია, მაქსიმალურად ვეცდები, 6 ივლისის 12 საათამდე უკრაინის ტერიტორია დავტოვო. მოგეხსენებათ, კიევიდან საზღვრამდე, მანქანის ან მატარებლის გარდა, სხვა ტრანსპორტი არ მოძრაობს, შესაბამისად, ეს საკმაო სირთულეებთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა გამომგზავრებამდე, 5 ივლისის საღამოს, „რუსთავი 2“-ის ეთერში. 3 ივლისის საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვება და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნება შესთავაზა. კულება ზელენსკის მიმართვის შემდეგ ამბობს, რომ 4 ივლისს საქართველოს ელჩთან მკაცრი საუბარი გაიმართება მმართველი გუნდის შეფასებით, „სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია.“ უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოს ელჩთან მწვავე პროტესტი დააფიქსირეს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, „ქართული მხარე, ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. უწყების შეფასებით, კიევის აღნიშნული ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას. იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის საკითხზე: ჩანასახშივე განწირული მანიპულაციებია 5 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია და უკრაინის გადაწყვეტილება საფუძველს არის მოკლებული. მინისტრმა გაიმეორა, რომ „ქართული მხარე, ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. თუმცა დარჩიაშვილმა მიანიშნა, რომ მომავალში ორმხრივ ფორმატებში განხილვების დრო „აუცილებლად იქნება.“
პაპუაშვილი: ვხედავდით მეუფე შიოზე პერსონალურ შეტევებს, როგორც ჩანს, ვიღაცას ახლა უნდოდა, საქმეზე გადასულიყო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მეუფე შიოს მოწამვლა თუ დადასტურდა, ძალიან მძიმე ფაქტი იქნება: „ჯერ რასაც ვხედავთ, არის ეჭვები და დადასტურებული არ არის“, - ამბობს პაპუაშვილი. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ყველა ხედავდა მეუფე შიოზე პერსონალურ შეტევებს და, როგორც ჩანს, ახლა ვიღაცას უნდოდა, საქმეზე გადასულიყო“. „სამწუხაროა, რასაც ვისმენთ, შოკისმომგვრელია, თუკი ასეთი რამ დადასტურდა. ჩვენ ვხედავდით, მათ შორის, მეუფე შიოზე პერსონალურ შეტევებს და მისი დისკრედიტაციის მცდელობებს სიტყვით. როგორც ჩანს, ვიღაცას ახლა უნდოდა, საქმეზე გადასულიყო. ეს არის ის ბოლშევიკური მეთოდი, რომელიც ისტორიულად იყო ხოლმე საქართველოში გამოყენებული – ჯერ სიტყვით ცდილობდნენ ადამიანის მოკვლას და შემდეგ – საქმით. იმედი მაქვს, არ დადასტურდება, რომ ეს იყო რაიმე განზრახი ქმედება, მაგრამ, მეორე მხრივ, საკმაოდ საეჭვო გარემოებებია, რაც გვესმის“, – განაცხადა პაპუაშვილმა. კითხვას, თუ ვინ ებრძოდა მეუფე შიოს, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ არ დააკონკრეტებს, რადგან ეს საჯაროდ ცნობილი ფაქტია, რადგან ყველამ შეიძლება, ნახოს, ვინ ებრძვის ქართულ ეკლესიას. „ყველამ შეიძლება, ნახოს, ვინ ებრძვის ქართულ ეკლესიას, პერსონალურად ვის მიაქვს შეტევები მეუფე შიოზე. ეს ჩვენს ისტორიაში პირველად არ ხდება. ყველამ გადახედოს თავის ისტორიას. ჩვენ ადამიანები სიტყვითაც არ უნდა მოვკლათ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შემდეგ გადავიდეს საქმეზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.
შალვა პაპუაშვილი: ის რომ, აგრესიის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა, პრობლემაა - პოლიცია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მოქმედებს, მაგრამ ყველაფერს თავისი ლიმიტი აქვს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ის, რომ პრაიდის მოწინააღმდეგეების აგრესიის შედეგად, პრაიდის კვირეულის დახურვის ღონისძიება ჩაიშალა, პრობლემაა, თუმცა პოლიცია თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მოქმედებდა. შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ პოლიციელების მოვალეობა ადამიანების უსაფრთხოების დაცვა იყო და მათ ამ მოვალეობას თავი კარგად გაართვეს, რადგან არავინ დაშავებულა. „ვნახეთ, რომ ლისის ტერიტორიაზე პოლიცია საკმაოდ ჭარბად იყო წარმოდგენილი. მათი ამოცანაა, ადამიანების უსაფრთხოება უზრუნველყონ და ვნახეთ, რომ არავინ დაზარალებულია, ამიტომ პოლიციამ ეს ამოცანა შეასრულა. რაც შეეხება თავად ღონისძიების ჩაშლას და იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიციას წინააღმდეგობას უწევდნენ, რა თქმა უნდა, ყველანაირ ძალადობას ვგმობთ და პოლიციას შესაბამისი რეაგირება ჰქონდა. არ ვიცი, ვინმე დაკავებული არის თუ არა, მაგრამ როგორც მონაწილეების, ისე ჟურნალისტების უსაფრთხოება დაცული იყო. ის, რომ აგრესიის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა, ეს პრობლემაა. პოლიცია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მოქმედებს, მაგრამ ყველაფერს თავისი ლიმიტი აქვს. მე ვიცი, რომ პოლიცია წინასწარ ემზადებოდა, რადგან ღონისძიების ჩაშლის მცდელობის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არსებობდა. მთავარი ის არის, რომ ადამიანების უსაფრთხოება დაიცვეს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი: NATO-ში საქართველოს წევრობის საწინააღმდეგო არგუმენტებიდან აღარაფერი დარჩა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ღია წერილს ავრცელებს, რომელშიც აცხადებს, რომ საქართველო-NATO-ს პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ საქართველოს გაწევრიანების კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ NATO-ს მიდგომაში ცოტა რამ თუ შეიცვალა. „მართალია, საქართველო-NATO-ს პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და საქართველომ არსებითი დახმარება მიიღო ალიანსისგან, მაგრამ, თვისებრივი თვალსაზრისით, ცოტა რამ თუ შეიცვალა NATO-ს ინერტულ მიდგომაში საქართველოს გაწევრიანების კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ. თავის დროზე არსებობდა სერიოზული ეჭვები საქართველოს მზაობის თაობაზე, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარული და სპონტანური მმართველობის ფონზე, მაგრამ დღეს საქართველო თითქოს შუშის კარს ეჯახება, ვინაიდან NATO-ში საქართველოს წევრობის საწინააღმდეგო არგუმენტებიდან აღარაფერი დარჩა“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი. მისივე შეფასებით, შეუძლებელია, NATO-ს მიერ საქართველოს უარყოფა შიდა პოლიტიკით გაამართლო და „მსგავსი მიდგომა არა მიზეზი, არამედ საბაბია.“ შალვა პაპუაშვილის თქმით, აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა სკეპტიკოსად იქცა მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური პარტნიორი საქართველოში ოპოზიციაშია და არა ხელისუფლებაში. „ვინაიდან ყველა წარსულ ეჭვს პასუხი გაეცა ან საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, ან ისტორიული გეოპოლიტიკური ცვლილებების წყალობით, უკვე აღარ დარჩა არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა მიიღონ საქართველო NATO-ში. შეუძლებელია ალიანსის მიერ საქართველოს უარყოფა შიდა პოლიტიკით გაამართლო. დაპირისპირებულ საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს, შიდა რადიკალიზმთან ერთად, ყოველთვის შეუძლია საქართველოს დემოკრატიული სისტემის პრობლემებზე არასწორი აღქმების შექმნა. მაგრამ, ამ შემთხვევაში, მსგავსი მიდგომა არა მიზეზი, არამედ საბაბი ხდება. სამწუხაროა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა, რომლებიც ერთ დროს საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერი იყო, დღეს სკეპტიკოსად იქცა, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური პარტნიორი ძალა საქართველოში ოპოზიციაშია და არა ხელისუფლებაში. ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, სხვა მხრივ NATO-ს მყარი მოკავშირის, ბოლოდროინდელი კომენტარი ამ პრობლემის გაცნობიერების საშუალებას იძლევა. მან ეჭვი შეიტანა, „ცდილობს“ თუ არა საქართველო NATO-ში გაწევრიანებას. ყველა ზემოთხსენებული წარმატებისა და პოლიტიკური ნაბიჯის ფონზე, თუ დავეყრდნობით ფაქტებს და არა აღქმებს, ეს კომენტარი სიმართლეს ძალიან დაშორებულია. ამ ისტორიულ გზაჯვარედინზე, მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო NATO-სგან საქართველოს განცალკევება, ისეთი შეცდომაა, რომელსაც მომავალი არ გვაპატიებს. საქართველოს NATO-ში წევრობა პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს“, - აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი. ცნობისათვის, რადიო თავისუფლების შეკითხვას, NATO-სკენ მიმავალ გზაზე რატომ დაშორდნენ ერთმანეთს უკრაინა და საქართველო, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ, როგორც ჩანს, „საქართველოს ხელმძღვანელობას ახლა ამის [ნატოში გაწევრიანების] დიდად არ სჯერა“. „NATO-ს წევრობის რწმენას ვგულისხმობ. GLOBSEC-ის კონფერენციაზე [ბრატისლავა, 2023 წლის მაისი] საქართველოს პრემიერ-მინისტრი [ირაკლი ღარიბაშვილი] ამბობდა, რომ NATO არის დამნაშავე უკრაინის ომში. თუმცა ეს თავდაცვითი ალიანსია. NATO-ს არაფერი გაუკეთებია. უკრაინას არაფერი გაუკეთებია საიმისოდ, რომ მასზე რუსეთის თავდასხმის პროვოცირება მოეხდინა. პრიგოჟინმაც კი განაცხადა, რომ ეს მცდარი ნარატივია, ის [ღარიბაშვილი] კი ისე მკაფიოდ ამბობდა ამას თავის გამოსვლაში, რომ იგრძნობოდა, რომ მათ ამის [NATO-ს წევრობის] არ სჯერათ“, - აღნიშნა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა.
შალვა პაპუაშვილი: საქართველომ 12-დან სამი რეკომენდაცია შეასრულა, ოქტომბრამდე საკმაო ვადაა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ ევროკომისიის სამი რეკომენდაცია შეასრულა და ოქტომბრამდე საკმაო ვადაა იმისთვის, რომ საკანონმდებლო მხრივ არსებული საკითხები საბოლოოდ შესრულდეს. ამის შესახებ მან საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის - "საქართველოს გზა ევროკავშირისკენ" დასრულების შემდეგ, მედიასთან განაცხადა. „12 რეკომენდაციიდან სამი უკვე შესრულებულია. რაც შეეხება დანარჩენ რეკომენდაციებს, ევროკომისიამ აქაც აღნიშნა ის პროგრესი, რაც გვაქვს. როგორც იცით, შუალედურ ანგარიშში, რომელიც პირველი ასეთი სახის ანგარიში იყო და პირველად მოგვეცა შესაძლებლობა, რომ საერთოდ გაგვეგო ამა თუ იმ რეკომენდაციასთან დაკავშირებით ევროკომისიას როგორი განმარტება ან მიდგომა აქვს, გამოჩნდა, რომ ჩვენ უკვე, ამ ეტაპზე, სამი რეკომენდაცია შეგვიძლია, გადავდოთ გვერდზე და ჩავთვალოთ შესრულებულად. დანარჩენს რაც შეეხება, იცით, რომ საკანონმდებლო კუთხით ბევრი დარჩენილი არაფერია, არის სასამართლოს საკითხი, სადაც ბოლოს მიღებული ცვლილებები, სხვათა შორის შუალედურ ანგარიშში არ იყო გათვალისწინებულ და გარდა ამისა, ეს ბოლო ცვლილებები გახლავთ ვენეციის კომისიაში გაგზავნილი ანალიზისთვის. მეორე - იცით, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი, როგორც ეს ევროკომისიამ გვთხოვა, შევაჩერეთ და სისტემურ მიდგომასთან დაკავშირებით გვაქვს კომუნიკაცია ბრიუსელთან, რას ფიქრობენ და რა მოლოდინები აქვთ. აქ დიდი ხარვეზები ჩვენ ვერ მოვისმინეთ. საუბარი იცით, რომ იყო, მაგალითად, კონკურენციის სამართალზე და სახელმწიფო შესყიდვებზე. როდესაც ჩავეკითხეთ კონკრეტულად რა მოლოდინები აქვთ ჩვენგან, მაინცდამაინც, ფუნდამენტური საკითხები აქ არ არის. ჩვენ დღევანდელ შეხვედრასაც გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მოვისმინოთ მოსაზრებები, რას ფიქრობენ საკანონმდებლო კუთხით და მეორე მიმართულებაა უკვე პრაქტიკაში განხორციელება იმ რეფორმების, რაც პარლამენტმა მიიღო და ამას თავისთავად დრო და დაკვირვება სჭირდება, რაზეც ევროკავშირიც საუბრობს. რეკომენდაციების შესრულება-არშესრულებაზე საბოლოო შეფასება ეკუთვნის ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი შეფასება. უკვე მოხერხდა, რომ საქართველომ სამი რეკომენდაცია შეასრულა, უკრაინამ ორი და მოლდოვამ სამი. ამ მხრივ ვფიქრობ, რომ სამივე ქვეყანას მსგავსი ტემპი აქვს. აქ მთავარია, ის პროგრესი, რომელიც საქართველომ აჩვენა და გარდა ამისა, ოქტომბრამდე საკმაოდ ვადაა იმისთვის, რომ საკანონმდებლო მხრივ არსებული საკითხები საბოლოოდ შესრულდეს,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. გასული წლის 17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ამასთან, ევროკომისიის რეკომენდაციების პირველი პუნქტი დეპოლარიზაციას მოიცავს. ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას.
შალვა პაპუაშვილი: ჩინეთის მონაწილეობა ანაკლიის პორტის პროექტში კატეგორიულად რატომ უნდა გამოვრიცხოთ? რატომ არის საფრთხე?
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჩინეთზე, როგორც ანაკლიის პორტის შესაძლო მთავარ ინვესტორზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. აღნიშნა, რომ ჩინეთზე, როგორც საფრთხეზე საუბარი, ოპოზიციონერების მხრიდან უპასუხისმგებლობაა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არ შედის. „საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ იმის მიხედვით, თუ რამდენად ეხმიანება ის ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებს. ქვეყნის მთავარი დამცველი მისი ხელისუფლებაა და არა სხვა ქვეყნების ხელისუფლებები. ჩინეთის მონაწილეობა ანაკლიის პორტის პროექტში კატეგორიულად რატომ უნდა გამოვრიცხოთ? რატომ არის საფრთხე? თუ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ჩინეთი საქართველოსთვის საფრთხეა, ეს ძალიან საინტერესოა. ანაკლიის პორტი სახელმწიფო პროექტია და აქ კითხვის ნიშნები საერთოდ არ არსებობს იმაზე, რომ პროექტი შეიძლება, ვინმეს გადაეცეს, თუმცა რა თქმა უნდა, ჩინურ ინვესტიციებში საფრთხეს ვერ ვხედავთ. არათუ საფრთხეს ვერ ვხედავთ, არამედ მივესალმებით მათ ინვესტიციებს. ჩინეთიდან ნებისმიერი ინვესტიცია მისასალმებელია. ჩინეთზე, როგორც საფრთხეზე საუბარი, უპასუხისმგებლობაა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არ შედის,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ განაცხადეს, თუმცა კონკრეტული მიმართულებებით ინვესტიციების განხორციელებაზე, მათ შორის ანაკლიაზე, პეკინში ოფიციალურად არაფერი თქმულა გარდა იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთში ვიზიტისას ბიზნეს-ფორმზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის პორტის განვითარება. ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების საკითხზე ჩინეთის ელჩმა Europetime-ის შეკითხვას გასული წლის ბოლოს უპასუხა. როგორც ცნობილია აშშ დიდი ხანია, მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურად მიიჩნევს. ვაშინგტონის შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს. 20 იანვარს, Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ, ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორ უყურებთ ანაკლიის პორტის პროექტში ამერიკული ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას, არის თუ არა ინტერესი და თანამშრომლობა ამ კუთხით. როგორც ცნობილია, ბათუმის პორტში, მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობა სწორედ ამერიკული ინვესტიციით განხორციელდა, „ტრამოს“ სახით, რაც ყველაზე დიდი პირდაპირი ამერიკული ინვესტიციაა აჭარის რეგიონში. ამ კითხვით მიმართა Europetime-მა სენატორს. „ანაკლიის პორტის პროექტი ნამდვილად კარგი პროექტია. გეტყვით, რომ მე და სენატორმა დურბინმა წამოვიწყეთ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის შემუშავებას შეეხება. უკრაინის ომმა კიდევ უფრო გამოკვეთა შავი ზღვის მნიშვნელობა. მას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი მათ შორის ეკონომიკური კუთხით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიაზე, ძირითად მიმართულება ამ სტრატეგიის გახლავთ, ეროვნული და კოლექტიური უსაფრთხოება. რა თქმა უნდა, სტრატეგია მოიცავს ეკონომიკურ უსაფრთხოებასაც. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ ვიხილავთ ამერიკულ ინვესტიციას“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა. თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში 31 ივლისს განაცხადეს, რომ ჩინეთის მიმდინარე აქტივობებს ახლოდან დააკვირდებიან. საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი ანაკლიის პორტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევა გადავადდა.
შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ არ იმყოფება შს მინისტრი სტიქიის ზონაში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ოჯახის წევრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხის გამო, შოვში, სტიქიის ზონაში ვერ ჩავიდა. მისივე თქმით, უწყება არის სრულად მობილიზებული. „ბატონ ვახტანგს აქვს ოჯახის წევრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საკითხი, ის ფიზიკურად აქ არ არის, თუმცა ყველაფერში ჩართულია და მთლიანად ამ უწყებაზე დგას დღეს მთელი სამაშველო ღონისძიებები. ვხედავთ მაშველები როგორ მუშაობენ, ტექნიკა. უწყება არის სრულად მობილიზებული," - განუცხადა პაპუაშვილმა მედიას შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ. ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. უწყების ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა.
შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რატომ არ ესწრება მმართველი გუნდი საერთაშორისო კონფერენციას - „პუტინიზმის დამარცხება“
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რატომ არ ესწრება მმართველი გუნდი კონფერენციას - „პუტინიზმის დამარცხება“. პაპუაშვილის თქმით, კონფერენციაში მონაწილე ორგანიზაციების მხრიდან ეს არის ორმაგი სტანდარტი და ფარისევლური მიდგომა დემოკრატიის მიმართ. „შარშანაც იყო ეს კონფერენცია და არ დავესწარით. მიზეზი არის მარტივი და ცხადი და საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, ეს კონფერენცია იქცა პლატფორმად, სადაც ტრიბუნა ეძლევა რადიკალურ ძალებს, იმ პოლიტიკურ ჯგუფებს საქართველოში, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას, რომლებიც უარყოფენ არჩევნებს. ისინი იქ არამხოლოდ სტუმრებად არიან დაპატიჟებულები, არამედ ეძლევათ ტრიბუნა, რომ საკუთარი რადიკალური დღისწესრიგი გააჟღერონ ასეთი სახით კონფერენციებში, ასევე, რა თქმა უნდა, მონაწილეები არიან ზოგი უცხოელი, რომელიც გამოირჩევა საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებით, მაგალითად სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით და ა.შ. და თავისთავად ისეთი ადამიანებისთვის და პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომელთაც აქვთ რადიკალური დღისწესრიგი და აწარმოებენ დეზინფორმაციას, ტრიბუნის მიცემა არის მიუღებელი და ჩვენ ამის ლეგიტიმაციას ვერ მოვახდენთ. თუ ჩვენ დავაკვირდებით, ვინაიდან ეს ორგანიზატორები არიან ამერიკული ორგანიზაციები - დღეს ამერიკაში მიმდინარეობს პროცესი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ იმის საფუძველზე, რომ ის ავრცელებდა დეზინფორმაციას არჩევნების ვითომდა გაყალბების შესახებ და სწორედ, ამერიკის შეერთებული შტატების ორგანიზაციები, ამ შემთხვევაში მაკკეინის და ბუშის ინსტიტუტი, ქართველ ორგანიზაციასთან ერთად არიან ორგანიზატორები კონფერენციის, სადაც გამომსვლელებში ჰყავთ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები, რომლებიც დადასტურებით ავრცელებდნენ დეზინფორმაციას 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, რომ თითქოს ის გაყალბდა და რომლებიც დღემდე არ აღიარებენ ამ არჩევნებს. ამიტომ ეს არის ორმაგი სტანდარტი ამ ორგანიზაციებს მხრიდან, რომ ერთის მხრივ საკუთარ ქვეყანაში არის სამართლებრივი პროცესი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ იმ მოტივით, რომ თითქოსდა ის კონსპირაციის თეორიებს ავრცელებდა არჩევნებთან დაკავშირებით და მეორეს მხრივ, საქართველოში ტრიბუნას აძლევენ ზუსტად იმ რადიკალურ ძალებს, რომლებიც ასეთ კონსპირაციებს ავრცელებდნენ ქართულ არჩევნებთან დაკავშირებით. ეს გახლავთ სწორედ ფარისევლური მიდგომა დემოკრატიის მიმართ,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა მედიასთან. თბილისში საერთაშორისო კონფერენცია დღეს დაიწყო.
ისრაელის ქნესეთის სპიკერი პაპუაშვილთან შეხვედრაზე: ირანი ორივე ქვეყნის უსაფრთხოების დესტაბილიზაციას ცდილობს, მისი ძალისხმევის საწინააღმდეგოდ გაერთიანების აუცილებლობა აღვნიშნეთ
ისრაელის ქნესეთის სპიკერმა, ამირ ოჰანმა თბილისში ვიზიტის დროს გამართულ ბრიფინგზე, ირანის მიერ დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები ახსენა. მან საქართვეკლოსთან ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ჩვენ ისტორიული კავშირები და კონტაქტები გვაკავშირებს. ერთი თვის წინ იყო ჩვენი ქვეყნების პრემიერებს შორის შეხვედრა და დღეს ჩვენ, პარლამენტების თავმჯდომარეები, ვაგრძელებთ თანამშრომლობას. რა საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას ისრაელის ქნესეთის სპიკერი თბილისში გამართულ შეხვედრებზე მეგობრობის ჯგუფები არაჩვეულებრივად მუშაობენ. ეს კონტაქტები უაღრესად მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე ჩვენ აღვნიშნეთ ის აუცილებლობა, რომ გავაერთიანოთ ძალისხმევა ირანის ძალისხმევის საწინააღმდეგოდ, რომელიც ცდილობს უსაფრთხოების დესტაბილიზაციას ორივე ქვეყნის უსაფრთხოების დესტაბილიზაციას ორივე. ჩვენი არაჩვეულებრივი კონტაქტები უსაფრთხოების სფეროში გადაარჩენს ბევრ სიცოცხლეს, უნდა ვიბრძოლოთ ტერორიზმის წინააღმდეგ, ამ მხრივ ვდგავართ ერთად. ასევე, ხაზი გავუსვით ისრაელის თანმიმდევრულ პოლიტიკას და მის სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. უნდა ვაღიარო, რომ დღეს პირველად ჩამოვედი საქართველოში. უნდა აღვნიშნო გულთბილი დახვედრა, სტუმართმოყვარეობა. გამორჩეული ქართველის, სერგო მეტრეველის მიმართ დამოკიდებულება, დაჯილდოება. ის შეხვედრები, რაც დაგეგმილი გვაქვს, მათ შორის პრემიერთან, დემონსტრირებას ახდენს არა მხოლოდ ჩვენი ურთიერთობების, არამედ იმ მრავალფეროვნების, რასაც მოიცავს ის მრავალი პროექტი, რაშიც ვთანამშრომლობთ. მალე ჩამოვლენ ჩვენი კომიტეტების წარმომადგენლები აქ. მოუთმენლად ველოდები ჩემი კოლეგის, შალვა პაპუაშვილის ისრაელში ჩამოსვლას,“ – განაცხადა ოჰანამ.
პარლამენტის შენობაში შესვლის წესები იცვლება
პარლამენტის სასახლეში სადემონსტრაციოდ განკუთვნილი ნივთების (ბანერის, პოსტერისა და სხვა), აგრეთვე ხმის გამაძლიერებელი და ხმოვანი სიგნალის მოწყობილობების პარლამენტის აპარატის ნებართვის გარეშე შეტანა დაუშვებელი იქნება. ამის შესახებ წერია პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრძანებაში “პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის შესახებ“, რომელიც ძალაში 18 სექტემბერს შევა. პარლამენტის თავმჯდომარის ახალი ბრძანების მიხედვით, ვიზიტორის საშვის დაშვების უფლების მქონე პირი ვალდებული ხდება, საშვის დაშვებისას ვიზიტორის პარლამენტის სასახლეში შესვლის მიზანი მიუთითოს: - შეხვედრა ან ღონისძიებაში მონაწილეობა. ვიზიტორის საშვის ღონისძიებაში მონაწილეობისთვის დაშვების უფლება ღონისძიების ჩატარებისთვის პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულს ან პირს ენიჭება. ამავე ბრძანებით პარლამენტის სასახლეში ვიზიტორის ქცევის წესი რეგულირდება. კერძოდ, ვიზიტორი ვალდებულია, პარლამენტის სასახლეში დაიცვას სიმშვიდე და წესრიგი, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებისგან, რომელმაც შეიძლება, საქართველოს პარლამენტის საქმიანობას და პარლამენტში მიმდინარე ღონისძიების მსვლელობას ხელი შეუშალოს. ვიზიტორს ეკრძალება პარლამენტის სასახლეში ტრანსპარანტის გამოფენა და საინფორმაციო მასალის დარიგება, აგრეთვე სადემონსტრაციოდ განკუთვნილი მასალის (პლაკატის, ბანერის, წარწერისა და სხვა) გაკვრა ან სხვაგვარად განთავსება. შალვა პაპუაშვილის ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ ვიზიტორის ჩაცმულობა პარლამენტის სასახლეში არსებულ სამუშაო გარემოს უნდა შეესაბამებოდეს. ამასთან, ვიზიტორს ეკრძალება პარლამენტის წევრებისთვის ბრიფინგის ჩასატარებლად განსაზღვრულ სივრცეში ჟურნალისტებთან კომუნიკაცია, პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე. ვიზიტორი ვალდებული იქნება, პარლამენტის სასახლეში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლისა და მანდატურის სამსახურის მანდატურის მითითებებს დაემორჩილოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მანდატურებს უფლებამოსილება ექნება ვიზიტორს პარლამენტის სასახლე დაატოვებინოს. ამავე ბრძანების გათვალისწინებით, ვიზიტორის მიერ აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია, დარღვევის სიმძიმისა და მისი გამეორების რისკის შეფასების საფუძველზე პრევენციული ღონისძიება განახორციელოს. კერძოდ, ვიზიტორს პარლამენტის სასახლეში შესვლა 1 წლამდე ვადით შეუზღუდოს.
პაპუაშვილი აშშ-ის მიერ ფარცხალაძის დასანქცირებას გამოეხმაურა
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან ბოლო 10 წელია არანაირი კავშირი არ აქვს, ის კერძო პირია. „შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან და საზოგადოებას ექნება ინფორმაცია იმისთვის, რომ გაერკვეს, რაშია საქმე. ზოგადად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს რაც შეეხება, საქართველო ამ სანქციებს მიჰყვება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სანქციების გვერდის ავლა არ იყოს დაშვებული,“ - განაცხადა პაპუაშვილმა „იმედის“ ეთერში. ასევე წაიკითხეთ: ამერიკამ ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა ბლინკენი: სანქციებს ვუწესებთ 70-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, ასევე, ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს
უნგრეთის ასამბლეის სპიკერი: ევროინსტიტუტებმა დაკარგული დრო უნდა აანაზღაურონ და გამოასწორონ შეცდომა, როცა კანდიდატის სტატუსი არ მისცეს საქართველოს
უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა, ლასლო კიოვერისმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „ევროინსტიტუტებმა დაკარგული დრო უნდა აანაზღაურონ და გამოასწრონ ის შეცდომა, რაც იყო ცოტა ხნის წინ გადაწყვეტილებაში, როცა კანდიდატის სტატუსი არ მისცეს საქართველოს და მიანიჭეს უკრაინასა და მოლდოვას.“ კიოვერისმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო უბრალოდ კი არ იმსახურებს ამ სტატუსს, საქართველო, ყველა გაგებით, არის ქრისტიანი ევროპის ნაწილი. „საქართველოში მეორედ ვარ. პირველად 2011 წელს ვიყავი. საკუთარი თვალით ვხედავ იმ უდიდეს პროგრესს, რასაც ქვეყანამ, ბოლო 10 წლის განმავლობაში, მიაღწია, ეკონომიკისა და ცხოვრების სხვა ასპექტების მხრივ. ეს წინსვლა უდავოა. რაც შეეხება თქვენს დაახლოებას ევროკავშირთან, მიგვაჩნია, რომ ევროინსტიტუტებმა დაკარგული დრო უნდა აანაზღაურონ და გამოასწორონ ის შეცდომა, რაც იყო ცოტა ხნის წინ გადაწყვეტილებაში, როცა კანდიდატის სტატუსი არ მისცეს საქართველოს და მიანიჭეს უკრაინასა და მოლდოვას. საქართველო უბრალოდ კი არ იმსახურებს ამ სტატუსს, საქართველო, ყველა გაგებით, არის ქრისტიანი ევროპის ნაწილი. ეს არის ევროპაში, ქრისტიანობის მეორე უძველესი ქვეყანა. მიგვაჩნია, რომ საქართველო ნამდვილად არ არის ბოლო რიგებში, ეს არის პირველ ან მეორე ადგილზე საკანონმდებლო ჰარმონიზაციის კუთხით, ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. ამიტომ საქართველოს ადგილი ნამდვილადაა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ძალიან ხმამაღლა ვამბობდით და ამას გავაგრძელეთ, ასევე, როცა საჭირო იქნება, ქმედებითაც გამოვხატავთ მხარდაჭერას. ჩვენ იმედი გვაქვს და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ გზაზე საქართველოს კიდევ მეტი პროგრესი ექნება და იმედს გამოვთქვამთ, რომ კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს გადადგამს წინ და არამხოლოდ ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს განაცხადს, NATO-ზეც. NATO არის ამ რეგიონში უსაფრთხოების გარანტიის ერთადერთი საშუალება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს,“ - განაცხადა ლასლო კიოვერისმა.
შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს კლერ ბაზი მელორის წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული კანონების, კანონპროექტების და დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შეფასებას სთხოვს. წერილშია აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მხარესთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ვენეციის კომისიაში იგზავნება კანონის პროექტები, რომლებიც 12 რეკომენდაციის შესასრულებლად განიხილა საქართველოს პარლამენტმა, ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების სამოქმედო გეგმა. „2022 წლის ივლისს, ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებისა და კანდიდატის სტატუსისთვის 12 პრიორიტეტის განსაზღვრის შემდეგ, საქართველოს გულმოდგინედ ახორციელებს ევროკავშირის რეკომენდაციებს. შედეგად, საქართველოს ინსტიტუტებმა, პარლამენტის თაოსნობით, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია საკანონმდებლო ცვლილებების მიღების და რეფორმების იმპლემენტაციის მიმართულებით, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა დემოკრატია და ევროპული დღის წესრიგი. მადლიერები ვართ ვენეციის კომისიის, რომელთან თანამშრომლობაც ამ პროცესში სასარგებლო იყო. ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების გზაზე საქართველოს პარტნიორი იყო ევროკომისია. დამატებითი ახსნა-განმარტებებისთვის ჩვენ მუდმივ კომუნიკაციას ვინარჩუნებდით მის შესაბამის სამსახურებთან. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის და ევროკომისიის მაღალი ოფიციალური პირების საქართველოში ახლახანს განხორციელებული ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო ევროკომისიის ოქტომბრის გადაწყვეტილებამდე დამატებითი ნაბიჯების გადადგმისთვის. კერძოდ, ევროკავშირის მხარესთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ვენეციის კომისიაში გიგზავნით შემდეგ დოკუმენტებს: - საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტს; - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ კანონს; - პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის მუხლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურზე; - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის მუხლებს ანტიკორუფციული ბიუროს თაობაზე; - საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტს; - საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების სამოქმედო გეგმას. ქალბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ ვენეციის კომისიის სამართლებრივი მოსაზრებების მომზადებას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით,“ - წერია წერილში, რომელსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
შალვა პაპუაშვილი: რუმინეთი საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის კუთხით წამყვანი ძალაა და ველოდებით ისეთივე პოზიციას, როგორიც არის უკრაინისა და მოლდოვას შემთხვევაში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში სენატს ეწვია. როგორც შეხვედრის შემდეგ პაპუაშვილმა განაცხადა, მას ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა კოლეგა ნიკოლაე ჩუკასთან. „ძალიან ვაფასებ, რომ მაქვს რუმინეთში, საქართველოს შავი ზღვის გადაღმა მეზობელთან სტუმრობის შესაძლებლობა ამჟამინდელ გეოპოლიტიკურად მღელვარე პერიოდში, როდესაც მსოფლიო, ცივი ომის შემდეგ, უპრეცედენტო რეგიონულ ძვრებს განიცდის და, ამავდროულად, ისტორიულ პერიოდში, როდესაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადამწყვეტ ნაბიჯებს დგამს,” - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუმინეთის სენატის პრეზიდენტ ნიკოლაე-იონელ ჩუკასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან ერთობლივი განცხადების დროს. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რუმინეთი საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია ევროკავშირში და NATO-ში გაწევრიანების გზაზე. პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე ისაუბრა რუმინეთის სენატსა და საქართველოს პარლამენტს შორის გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის შესახებ. „შეხვედრის დროს, რუმინეთის მიმართ მადლიერება გამოვხატე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე, ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების განაცხადების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა საუკუნეების წინ დაიწყო და ეფუძნება კულტურულ ღირებულებებს, რომელიც ჩვენი საერთო ძლიერი ქრისტიანული მემკვიდრეობიდან მომდინარეობს. შემდგომში, ეს საერთო ღირებულებები სტრატეგიულ პარტნიორობად გარდაიქმნა, რომელიც მოიცავს საერთო ინტერესებში მყოფ ყველა მიმართულებას, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირებს ეთმობა. გამოვხატეთ საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირების შემდგომი გაძლიერების შესახებ მზადყოფნა. ამ მიზნის მიღწევის ხელშესაწყობად, ხელი მოვაწერეთ რუმინეთის სენატისა და საქართველოს პარლამენტის ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც, გვჯერა, რომ ორივე ქვეყანას დადებით შედეგს მოუტანს. ხაზი გავუსვით ქართულ-რუმინული პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას შავ ზღვაში დაკავშირებადობის უზრუნველსაყოფად, რათა დღევანდელ გამოწვევებით სავსე პერიოდში, გავაძლიეროთ ევროპის მედეგობა და ენერგოდამოუკიდებლობა. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის ფლაგმანი პროექტი კარგი მაგალითია, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი აქვს, რომ დაეხმაროს ევროპას, მათ შორის, რუმინეთს, ენერგორესურსების დივერსიფიკაციასა და მწვანე ენერგიაზე გადასვლის ხელშეწყობაში. შეხვედრის ფარგლებში, ასევე, ვისაუბრე საქართველოს პროგრესზე ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების გზაზე და ხაზი გავუსვი შემდგომი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობას ამ გზაზე საქართველოს წინსვლისთვის. რუმინეთი საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის კუთხით წამყვანი ძალაა და დღესდღეობით ველოდებით რუმინეთის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერაში ისეთივე წამყვან პოზიციას, როგორიც არის უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის შემთხვევაში. აღნიშნული დაგვეხმარება ჩვენ და მთელ რეგიონს, წარმატებით გავუმკლავდეთ წარსულის გეოპოლიტიკურ შეცდომებს და მტკიცედ დავადგეთ ევროპული მომავლის გზას. მადლიერები ვართ სენატში ჩვენი გულთბილი მიღებისთვის. ვაფასებთ რუმინეთის მხრიდან საქართველოს მხარდამჭერ თითოეულ ნაბიჯსა და განცხადებას. დაე, იყოს ჩვენი საერთო წინაპრის - ანთიმოზ ივერიელის მემკვიდრეობა ჩვენი მეგზური მშვიდობასა და კეთილდღეობაზე ორიენტირებული ერთობლივი მომავლის გზაზე,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კანდიდატის სტატუსის არმინიჭების მიზეზი არ არსებობს
პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის არმინიჭების არანაირი მიზეზი არ არსებობს. შალვა პაპუაშვილმა, რომელიც რუმინეთში ვიზიტით იმყოფება, მედიას განუცხადა, რომ თუ ვინმეს საბაბის მოძებნა უნდა, მას ყოველთვის მოძებნის. პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ შარშანდლისგან განსხვავებით, საქართველოსთან მიმართებით წელს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. „რაც შეეხება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საკითხს და „ტრიოს“ მიმართ დამოკიდებულებას, ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. სამწუხაროდ, შარშან ისე მოხდა, საქართველოს კანდიდატობის სტატუსი არ მიენიჭა, გარკვეულწილად, ის „ასოცირებული ტრიო“ დაირღვა, რომელიც, უკრაინა, მოლდოვა, საქართველოს შემადგენლობით ჯერ კიდევ არსებობს და მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა ასეთი სტრატეგიული მიდგომებით მიიღოს გადაწყვეტილება, „ტრიო“ არ დაშალოს, არამედ, სამივე ქვეყანა თანაბრად წაწიოს წინ ევროპის გზაზე. დღესდღეობით, მათ შორის, მას შემდეგ, რაც ბევრმა გააცნობიერა რომ შარშან, ივნისში მიღებული გადაწყვეტილება, როგორც სტრატეგიული და პოლიტიკური შეცდომა იყო, ასევე სამართლიანობის და დამსახურებაზე დაფუძნებით მიღებული გადაწყვეტილების მხრივ იყო შეცდომა. ვფიქრობ, ამის გააზრებით, წელს ევროკავშირი სხვა პასუხისმგებლობით მიუდგება სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტას. არანაირი მიზეზი სტატუსის არმინიჭების არ არსებობს, თუ ვინმეს საბაბის მოძებნა უნდა, საბაბს ყოველთვის მოძებნის. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ პასუხისმგებლობით მოქმედება და ამიტომ გვაქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრები, რომლებისგანაც მხარდაჭერა გვაქვს, იმედია, შარშანდლისგან განსხვავებით, წელს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული,“ - განაცხადა პაპუაშვილმა ქართულ მედიასთან. ჯოზეფ ბორელი: 12 პრიორიტეტიდან 9 შესასრულებელია - ევროპის გზაზე შემდგომი ნაბიჯები დამსახურებაზე იქნება დამოკიდებული ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.
შალვა პაპუაშვილი: მტრულად განწყობილი აქტორები ცდილობენ ჩვენი სისუსტის გამოყენებას, უპრეცედენტო ორმაგი გამოწვევის წინაშე ვდგავართ
„ბოლო პერიოდში სახეზეა დეზინფორმაციული კამპანიის მატება, რომელიც საზოგადოებრივ აზრზე მანიპულაციას და სიმართლის დამახინჯებას ისახავს მიზნად," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქალაქ დუბლინში, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, დეზინფორმაცია ველური ხანძარივით ვრცელდება სოციალური მედიის პლატფორმებზე, რა დროსაც ალგორითმები სიზუსტის ნაცვლად პრიორიტეტს ინტერაქციას ანიჭებენ. შედეგად, მცდარმა ინფორმაციამ რამდენიმე წამში შეიძლება მიაღწიოს მილიონებამდე, რაც მანიპულაციისთვის იდეალურ გარემოს ქმნის. „უფრო მეტიც, ფარული საგარეო ინტერვენცია უფრო და უფრო მეტად წარმოადგენს საფრთხეს დემოკრატიისთვის. მტრულად განწყობილი აქტორები ცდილობენ ჩვენი სისუსტის გამოყენებას და ამით დემოკრატიული პროცესების დაზიანებას. მათი მიზანია ინსტიტუტებისადმი ნდობის შერყევა, უთანხმოების გაღვივება, მოქალაქეების დაბნევა და დემოკრატიული საფუძვლების შესუსტება. მათი ტაქტიკა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიბერთავდასხმებიდან მცდარი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე გათვლილი მავნე და შეფარული კამპანიების წარმოებამდე მერყეობს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე შეფასებით, არჩევნების დროს ეს საფრთხეები დღის წესრიგში უფრო მეტი სიმწვავით დგება. „დეზინფორმაციის და საგარეო ჩარევის შემთხვევაში იკარგება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების იდეა. მოქალაქეებს ჭარბად მიეწოდება არასწორი ინფორმაცია, რაც ფაქტსა და წარმოსახვას შორის განსხვავებას ართულებს. საარჩევნო პროცესში ნდობა ნაკლებია, რაც ხელს უწყობს მოქალაქეების ილუზიის ქვეშ ყოფნას და შესუსტებულ დემოკრატიას. საქართველოსთვის ეს გამოწვევა უცხო არ არის. დემოკრატიას ჩვენს რეგიონში მყიფე ფესვები აქვს, დღეს კი უპრეცედენტო ორმაგი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. აღნიშნული გამოწვევა, ერთი მხრივ, შედგება საგარეო პოლიტიკური წნეხისგან და ჩარევისგან, ხოლო, მეორე მხრივ, შიდა პოლიტიკაში რადიკალიზმისა და პოპულიზმისგან. ეს ტენდენცია უკვე ნათელია,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა, რომლის გამოსვლის ტექსტს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მმართველი გუნდი USAID-სგან განმარტებებს ითხოვს და საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში „შავი დღეზე“ მიუთითებს
„ქართული ოცნება“ ითხოვს განმარტებებს, „რატომ დაფინანსდა USAID-ის მიერ ტრენინგი, რომლის პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება“ - არ დავუშვებთ არც რევოლუციას და არც მეორე ფრონტს,“ - აცხადებს მმართველი პარტიის ლიდერი, ირაკლი კობახიძე. მისი ეს განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს მოჰყვა, სადაც არეულობის მოწყობის ხელშეწყობის კონტექსტში ახსენეს USAID-ის მიერ დაფინანსებით მიმდინარე ერთ-ერთი პროგრამა. „მე ვუყურე სუსი-ის ბრიფინგს. თქვენ გახსოვთ, რომ ეს ადამიანები თავიდან ცდილობდნენ დაემალათ მათი ვიზიტის რეალური მიზანი. საუბრობდნენ იმაზე, რომ თითქოს კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ჰქონდათ შეხვედრები, ტრენინგები და რეალურად, გაირკვა, რომ მათი მიზანი იყო რევოლუციური პროცესების შემზადება და დაგეგმვა ჩვენ ქვეყანაში,რაც, ბუნებრივია, შემაშფოთებელია. მით უფრო შემაშფოთებელია, რომ როგორც გაირკვა ეს ყველაფერი ფინანსდება აშშ-ს და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ, რომელსაც ეწოდება USAD, აბრევიატურის პირდაპირი თარგმანი არის ამერიკის დახმარება და მე მგონი, ეს არ არის ამერიკის დახმარება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ, რა თქმა უნდა, დაგვჭირდება განმარტებების მიღება, რატომ დაფინანსდა USAID-ის მიერ ასეთი ტრენინგი, რომლის პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება. ჯერ იყო, გახსოვთ,აკერმანის ტრენინგები, მერე იყო „ფრანკლინის კლუბი“, არაერთი სხვა აქტივობა, ექსტრემისტული ძალების სხვადასხვა სახის აქტივობები. ახლა, ვხედავთ ასეთი სახის ტრენინგს, სადაც პირდაპირ საუბარია რევოლუციურ პროცესებზე. სწორად აღინიშნა, რომ ამ ტრენინგების სათაური არის არაძალადობრივი აქტივობა, თუმცა სინამდვილეში ნახეთ, რომ აქ საუბარია პირდაპირ ძალადობრივ მეთოდებზე, რომლებიც რევოლუციის მოწყობის მიზნით უნდა იყოს გამოყენებული. სცენარი რა არის- არეულობა, რევოლუცია და საბოლოო მიზანი უკვე ყველამ ვიცით, რაც არის, ეს არის მეორე ფრონტი, რასაც ვერ მიაღწიეს 2022 წლიდან, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი. თუმცა, როგორც ჩანს, ეს მიზანი ჯერ კიდევ არ არის განელებული, აქტუალობა მას აქვს შენარჩუნებული. აქედან გამომდინარე, ვხედავთ,რომ იგეგმება ასეთი პროცესები. გავიმეორებ, განსაკუთრებით, სამწუხარო ის არის, რომ ამ ყველაფრის უკან დგას USAID-ის დაფინანსება. ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან დაგვჭირდება განმარტებების მოსმენა ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება რევოლუციურ პროცესებს, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ რა თქმა უნდა, ამას სახელმწიფო არ დაუშვებს. საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო და ჩვენ, გავუფრთხილდებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ქვეყანაში სიმშვიდეს, მშვიდობას და არავის არ ავარევინებთ ამ ქვეყანას. არ დავუშვებთ არც რევოლუციას და არც მეორე ფრონტს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ამერიკის საელჩოს ფრაზით შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღევანდელი ფაქტი და აღნიშნა, რომ „ეს არის შავი დღე საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში, რადგან ვხედავთ, რომ ამერიკელი ხალხის ფული გამოყენებულია არეულობისთვის ადამიანების მომზადებაში.“ დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა - ამერიკის საელჩო პაპუაშვილმა კობახიძის მსგავსად აღნიშნა, რომ უნდა გაკეთდეს განმარტებები, თუ რატომ მიდის ამერიკელი ხალხის და გადასახადის გადამხდელების ფული სხვა ქვეყანაში არეულობის ინსპირაციის ჯგუფების მომზადებისთვის. ეს არის შავი დღე საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში, როდესაც ვხედავთ, რომ როგორც ჩანს, ამერიკელი ხალხის ფული აქ გამოყენებულია იმისთვის, რომ მოხდეს რევოლუციური პროცესების დაგეგმვა, მოხდეს ადამიანების მიზანმიმართული მომზადება არეულობისთვის და ძალადობის პროვოცირებისთვის. სამწუხაროა, რომ ამაში ჩართულია ამერიკელი ხალხის ფული. ამიტომ მნიშვნელოვანია შესაბამისი განმარტებები გაკეთდეს USAID-ის მხრიდან, რომელიც უკვე მერამდენედ ეხვევა ასეთ სკანდალში. აქამდე ვნახეთ, რომ ის ე.წ. პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც „ისფედის“ მიერ 2020 წელს იყო გამოქვეყნებული, ის ყალბი შედეგები, მაშინ არეულობის საფუძველი იყო. გავარკვიეთ, რომ „ისფედის“ ხელმძღვანელის მხრიდან იყო ნათქვამი, რომ მისმა დონორმა, USAID-მა იცოდა, რომ შედეგები, რომელიც საჯაროდ ვრცელდებოდა ყალბი იყო და ამას უმალავდა საზოგადოებას, არც ეუბნებოდა ხელისუფლებას და ხალხს. დღემდე არ გაუკეთებია ამაზე კომენტარი და განმარტება USAID-ის წარმომადგენლობას, თუ რატომ უმალავდნენ ქართველ ხალხს, რომ პარალელური დათვლის შედეგები ყალბი იყო. ხედავდნენ, რომ ეს ყალბი პარალელური დათვლის შედეგები არეულობის საფუძველი იყო. გააკეთონ განმარტებები, რატომ მიდის ამერიკელი ხალხის და გადასახადის გადამხდელების ფული სხვა ქვეყანაში არეულობის ინსპირაციის ჯგუფების მომზადებისთვის, რომელთაც არეულობა უნდა დაგეგმონ და ძალადობის პროვოცირება მოახდინონ,“ - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. რა პროგრამებს ახორციელებს USAID საქართველოში
შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილის შესახებ გრიგორი კარასინის განცხადებას „აბსოლუტურად მიუღებელს“ უწოდებს
აბსოლუტურად მიუღებელია, თუმცა მეორე მხრივ, ასეთ განცხადებებს სამწუხაროდ, მიჩვეული ვართ, მათ შორის, რუსეთის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მისამართით რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის მიერ გაკეთებული განცხადება. პაპუაშვილის თქმით, მიუღებელია, როდესაც ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელს არასათანადოდ მოიხსენიებს. კითხვას, ასხამს თუ არა რუსეთის წისქვილზე წყალს საქართველოს ხელისუფლების მიერ პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული განცხადებები, პაპუაშვილი პასუხობს, რომ „ერთადერთი რაც რუსეთის წისქვილზე წყალს ასხამს, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა.“ „როდესაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, ამით შემოდის არასტაბილურობა, მათ შორის, კონსტიტუციური ორგანოების ურთიერთობაში. ამით, რა თქმა უნდა, სარგებლობს რუსეთი, ამიტომ წისქვილზე წყალს ასხამს არა კონსტიტუციის დაცვა, არამედ კონსტიტუციის დარღვევა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, გრიგორი კარასინმა სალომე ზურაბიშვილის მისამართით განაცხადა: „პოლიტიკური შიზოფრენიის განკურნება რთულია, ქალბატონო პრეზიდენტო!“
პაპუაშვილმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე ევროკავშირის ელჩის განცხადებას უადგილო უწოდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას ხელს არ უწყობს. პაპუაშვილის თქმით, ეს განცხადება უადგილოა, „იმიტომ, რომ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციას და კანონის უზენაესობას და როცა ვსაუბრობთ კანონის უზენაესობაზე, აქ, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, უზენაესი კანონი ანუ კონსტიტუცია იგულისხმება.“ „თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ევროპული ღირებულებები, სწორედ ვგულისხმობთ იმას, რომ სწორედ კანონის უზენაესობა არის ჩვენთვის საერთო და აქ არ არსებობს პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი ქვეყნები - ქვეყნები, სადაც კანონის უზენაესობას და კონსტიტუციას აქვს მნიშვნელობა და ქვეყნები, სადაც შეიძლება კონსტიტუცია იყოს მეორეხარისხოვანი. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ზუსტად ის ევროპული მიდგომა, რომელსაც „ქართული ოცნება“ იჩენს, რომ ამ საკითხს ჩვენ არა პოლიტიკური კინკლაობით და დებატით ვწყვეტთ, არამედ სასამართლოს მივმართავთ. ამისთვის გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლო სხვა რამისთვის ხომ არა, რომ საკონსტიტუციო საკითხებზე თავისი კომპეტენტური აზრი წარმოადგინოს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. მისი შეფასებით, „ასეთი ტიპის განცხადებები ხელს უწყობს ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტს, რომ ის გაჯიუტდეს კონსტიტუციის დარღვევაში და პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდეს.“ „ამიტომ განსაკუთრებით უცხოელ აქტორებს მოვუწოდებ, პატივი სცენ მასპინძელი ქვეყნის კონსტიტუციურ მოწყობას, ეს პროცესი, ვხედავთ, რომ აბსოლუტურად ცივილიზებულად, ევროპულად მიდის სასამართლოში. ეს არის ევროპა! ჩვენ ასე გვესმის ევროპა! თუ ევროპა არის სხვა რამე, მაშინ გვითხარით, რომ ევროპა გულისხმობს, რომ კონსტიტუციის დარღვევა უნდა ავიტანოთ, კანონის უზენაესობას პატივი არ უნდა ვცეთ,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. პრეზიდენტის იმპიჩმენტი: საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა დასრულდა შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო.
რა საკითხებზე ესაუბრა აშშ-ის ახლად დანიშნული ელჩი პარლამენტის თავმჯდომარეს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგენს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა გამოთქვა აშშ-საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე მასთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი. აშშ-ის ახალმა ელჩმა აღნიშნა, რომ ამერიკის ხელისუფლების და მისი მისია იქნება საქართველოსთან ურთიერთობების ყველა მიმართულებით შემდგომი განმტკიცება და რომ ამ მხრივ მზად არის საქართველოს პარლამენტთან აქტიური მუშაობისთვის. „მხარეებმა განიხილეს საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგი, ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური მოვლენები, აშშ-ის ახალი ელჩის გეგმები და ორი ქვეყნის საპარლამენტო ურთიერთობების გააქტიურების შესაძლებლობები. ასევე, ისაუბრეს ფართე რეგიონში მიმდინარე პროცესებზე,“ - წერის გავრცელებულ ინფორმაციაში პარლამენტის პრესსამსახური. აშშ-ის ელჩი რობინ დანიგენი: მოუთმენლად ველი, მხარი დავუჭირო საქართველოს დასავლეთში, ევროკავშირში და NATO-ში ინტეგრაციის წინსვლას რობინ დანიგენი: ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს სურთ ინტეგრაციის გაღრმავება ევროკავშირთან, NATO-სთან, დასავლეთთან - მჭიდროდ ვითანამშრომლებ საქართველოსთან ამ მიზნის მისაღწევად საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა აშშ-ის ახალი ელჩი ოფიციალურ შეხვედრებს მართავს
შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: სერიოზულად მოვეკიდებით და მივყვებით მის შესრულებას
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, თუ წინა წლის ანგარიშს შევადარებთ, ევროკომისიის ანგარიში პოზიტიურია. შალვა პაპუაშვილის თქმით, ხელისუფლება ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებს. „თუ წინა წლის ანგარიშს შევადარებთ, პოზიტიური ანგარიშია, რა თქმა უნდა, არის რეკომენდაციები გამოთქმული. ჩვენ, როგორც ყოველთვის, ამ ანგარიშს სერიოზულად მოვეკიდებით და მივყვებით მის შესრულებას. ვიზალიბერალიზაცია არის „ქართული ოცნების“ მონაპოვარი და ჩვენ ამ მონაპოვარს ძალიან ვუფრთხილდებით. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ პროცესში ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი იქნას გადადგმული. ყველა რეკომენდაციას მიმართულებების მიხედვით შევხედავთ, რაიმე საკითხი თუ იქნა გასაუმჯობესებელი, რა თქმა უნდა გავაუმჯობესებთ. ეს არის ჩვეულებრივი მუშა პროცესი ევროკავშირთან. ასეთი ანგარიშები ყოველ წელს ქვეყნდება. სწორედ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება რეფორმების განხორციელების მხრივ ლიდერია, 2017 წელს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მოგვეცა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, ევროკომისიის ვიზალიბერალიზაციის შესრულების ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ბოლომდე ჯერ არ შეუსრულებია. ასევე ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს არ დაუწყია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კეთილსინდისიერების დამატებითი შემოწმების შესახებ საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, კანონმდებლობის მომზადების პროცესი. ევროკომისიის ანგარიში - როგორ ასრულებს საქართველო ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებს
პაპუაშვილი „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე: რაც შეეხება შესაძლო ვეტოსკენ მოწოდებას, არ მგონია, გონივრული იყოს ევროკავშირზე ვეტოს დადება
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „მაუწყებლობის შესახებ“ ცვლილებებზე პრეზიდენტის მხრიდან მოსალოდნელი ვეტოს შესახებ ისაუბრა. პაპუაშვილი განმარტავს, რომ მათ ის „ვარიანტი მიიღეს, რაც ევროკავშირმა უთხრა“. „აბსოლუტურად მარტივ საკითხზეა საუბარი და სამწუხაროა, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, ამ თემასთან დაკავშირებით მანიპულაცია მიდიოდა. შინაარსობრივად არაფერი იცვლება, საუბარი რომ იყო სიძულვილის ენაზე, ტერორიზმზე, უხამსობაზე და.ა.შ. ეს ყველაფერი ისედაც წერია დღესაც კანონში, არაფერი იცვლება. ერთადერთი, რაც იცვლება და პირდაპირი მოთხოვნაა ევროკავშირის, რომ თვითრეგულაციის სისტემა, რომელიც ჩვენ მაშინაც მივიღეთ არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციის შედეგად, ეს სისტემა არ შეესაბამება ევროკავშირის დირექტივას, წერტილი. ამის შემდეგ, ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა, როგორი იყოს სისტემა. რამდენიმე ვარიანტი შევთავაზეთ, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციით. ვეუბნებოდით, რომ ჩვენ არანაირი შინაარსობრივი ინტერესი არ გვაქვს, ვარიანტები არის, მთავარია, გვითხრათ, რომელი ვარიანტი დააკმაყოფილებს დირექტივის შესრულებას. ევროკავშირმა რომელზეც გვითხრა, ზუსტად ის ვარიანტი მივიღეთ. რაც შეეხება შესაძლო ვეტოსკენ მოწოდებას, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ვეტოს საკითხზე ფიქრის დროს ყველამ ევროკავშირის მოსაზრება მოიკითხოს, არ მგონია, გონივრული იყოს ევროკავშირზე ვეტოს დადება, ვეტოს დადება იქნებოდა ევროკავშირის დირექტივაზე ვეტოს დადება, რაც წარმოუდგენელი მოვლენა იქნებოდა ევროკავშირის რეალობაში საერთოდ“, - განაცხადა პაპუაშვილმა. “მაუწყებლის შესახებ“ კანონში სადავო ცვლილებები მიღებულია
შალვა პაპუაშვილი: ფარცხალაძის თემა დახურულია ან მალე დაიხურება
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კითხვები აღარ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც ფარცხალაძესთან, ისევე მოსამართლეებთან დაკავშირებით, მტკიცებულებები არ არსებობს და ერთადერთი კითხვა დარჩა, რა იყო აშშ-ის მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილების მოტივაცია. შალვა პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ახალი ელჩი გაერკვევა ამ საკითხში. მისივე თქმით, კარგი ნაბიჯი იქნებოდა თუ აშშ სავიზო შეზღუდვებს, რომელიც საქართველოს 4 მოქალაქეს დაუწესდა, მოხსნიდა. „ზოგადი ადამიანური და სამართლებრივი წესია - ის, ვინც უყენებს ბრალს, მან უნდა ამტკიცოს. ეს არის ელემენტარული წესი, რომელიც ათასწლეულებია მოქმედებს ამ პლანეტაზე. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესშია გამოძიება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიმართა აშშ-ს, სამ სხვადასხვა უწყებას მიმართა სახელმწიფომ - პროკურატურამ იუსტიციის დეპარტამენტს, ასევე სხვა უწყებებზე მიმართვები იყო, მათ შორის სუს-ის. სამწუხაროდ, რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. პირიქით, აშშ-ის შესაბამისმა უწყებებმა იქით გაიკვირვეს, როგორც საჯაროდ ითქვა და იქით იკითხეს, შემთხვევით რაიმე ინფორმაცია ხომ არ აქვს საქართველოს. აქედან გამომდინარე ჩემი პირადი დასკვნაა, რომ ეს თემა, როგორც ჩანს, დახურულია ან დაიხურება მალე. ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძის მიმართ იქნა საჯაროდ გაჟღერებული ბრალდება, რომლის უკანაც, ჩანს, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ასევე, 7 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს სავიზო შეზღუდვები დაუწესდა და 7 თვის თავზეც არანაირი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი. ეს მე მაფიქრებს და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელსაც და მან ისაუბრა ამაზე საჯაროდაც, რომ არც მოსამართლეების, არც ოთარ ფარცხალაძის შემთხვევაში მტკიცებულებები არ არსებობს,“ - აღნიშნა პაპუაშვილმა. მან ასევე უპასუხა კითხვას, რატომ მიეცა ფარცხალაძეს ქვეყნის დატოვების საშუალება და აღნიშნა, რომ ქვეყნის დატოვების საშუალება „კანვასის“ ტრენერებსაც მიეცათ, თუმცა, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ „მათ ბრალი აქვთ წასაყენებელი“. „ბრალი თუ არ არის წაყენებული, მას ვერ შეუზღუდავ გადაადგილებას. მათ შორის, „კანვასის“ შემთხვევაშიც, ტრენერებისთვის არავის შეუზღუდავს ქვეყნის დატოვება. შეიძლება აღმოჩნდეს შემდგომ, რომ ბრალი არის წასაყენებელი და მათ დატოვებული ჰქონდეთ ქვეყანა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. გრიგოლ ლილუაშვილი: ფარცხალაძესთან დაკავშირებით მტკიცებულებები ვერ მივიღეთ, პირიქით, ყველა ჩვენგან ითხოვს დეტალებს
პაპუაშვილი ე.წ. 3+3 პლატფორმაზე: საქართველოს პირობები ცნობილია და ეს არის ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას გამორიცხა ე.წ. 3+3 ფორმატში მონაწილეობა. შალა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პირობები ცნობილია და ეს არის ტერიტორიების დეოკუპაცია. მისი თქმით, ფორმატში, სადაც წარმოდგენილია ის ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, რა თქმა უნდა, ჩვენი მონაწილეობა გამორიცხულია. „პირველი ნაბიჯია - საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია. პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთის მხრიდან ასეთი განცხადება გვესმის. ჩვენი პოზიცია მათთვისაც ცხადია. სიმბოლიზმები და რიცხვების დასახელება მხოლოდ გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს ცალკეული ჯგუფებისთვის. ჩვენ ამას მშვიდად ვუდგებით იმ მხრივ, რომ ჩვენი პირობები ცნობილია და ეს არის საქართველოს დეოკუპაცია,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. რუსეთი და ირანი კვლავ იმედოვნებენ, რომ საქართველო ე.წ. 3+3 ფორმატს შეუერთდება
შალვა პაპუაშვილი: არ გვაქვს მოლოდინი, რომ 12-ვე რეკომენდაცია 100%-ით შესრულებულად გამოცხადდება
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მმართველ პარტიას აქვს იმის მოლოდინი, რომ ევროკავშირის მხრიდან 3-ზე მეტი რეკომენდაცია იქნება შესრულებულად ჩათვლილი, თუმცა იმის მოლოდინი, რომ 12-ვე რეკომენდაცია 100%-ით შესრულებულად გამოცხადდება, არ აქვთ. პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 12-ვე რეკომენდაცია შესრულებულად არც მოლდოვის და არც უკრაინის შემთხვევაში არ ჩაითვლება. „ჩვენი მოლოდინია, რომ 3-ზე მეტი რეკომენდაცია იქნება შესრულებული და ეს ყველაფერი შესაბამისად აისახება. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, იმის მოლოდინი არ გვაქვს, რომ 12-ვე რეკომენდაცია 100%-ით შესრულებულად გამოცხადდება არც საქართველოს, არც უკრაინისა და არც მოლდოვას მიმართ - ჩვენ ამასაც ვამბობდით, რომ რეკომენდაციებში არის საკითხები, რომლებიც შეიძლება ერთჯერადად გადაწყდეს, [ზოგი კი განგრძობითია],“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. რაც შეეხება დათქმებს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ ითხოვს. „[ოპოზიციის მხრიდან] პირდაპირ შტურმია, ასე ვთქვათ, საბოლოო გაბრძოლება კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. იმის შესაძლებლობას იტოვებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მაინც მოენიჭა კანდიდატის სტატუსი [საქართველოს] და მათი შტურმი უშედეგო იყო, იქნებ რამენაირად დაამძიმონ. რაც შეეხება სანქციებს, ევროკავშირი საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ ითხოვს. თუკი მოითხოვდა, ჩვენთვის სამხედრო და ეკონომიკური უსაფროების გარანტიები უნდა მოეცათ, მათ გარეშე არც ევროკავშირი ითხოვს, მათ შორის, არც ნატო. საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არავინ არ ითხოვს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ამასთან, მისივე განცხადებით, ის, რომ შარშან ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა, უსამართლობა იყო. „შეფასებებთან და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ერთი რამ უნდა ითქვას, ეს უნდა გავიმეოროთ ყოველ ჯერზე, საქართველო შარშან, ივნისშიც იმსახურებდა სტატუსს. ის იყო ლიდერი მაშინაც და ახლაც რჩება ლიდერად უკრაინასთან, მოლდოვასთან, ბოსნია ჰერცეგოვინასთან შედარებით. რა თქმა უნდა, ლიდერისთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება არ იყო. ამიტომ, ყოველი დღე მას შემდეგ, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ ჰქონდა, უსამართლობის დღე იყო. შესაბამისად, კანდიდატის სტატუსის მონიჭება ამ უსამართლობის აღმოფხვრა იქნებოდა, თუმცა, რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირზე და მის შეხედულებებზეა. წლინახევრის განმავლობაში, მაქსიმალური გავაკეთეთ იმისთვის, რომ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს წინაშე იყო წარმოდგენილი,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. 8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: მსურს, გამოვხატო ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული, ეკონომიკური განვითარების, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმას შეხვდა. სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. შალვა პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები 2024 წლის არჩევნებს დააკვირდებიან. პარლამენტის ცნობით, შეხვედრაზე მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ხაზი გაესვა რეგიონული მშვიდობის მნიშვნელობას და საქართველოს როლს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების განვითარებაში. პია კაუმამ განაცხადა, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, ეუთო მეტად რელევანტური ხდება. მან ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიის რეგიონის მნიშვნელობას მშვიდობისა და უსაფრთხოების პერსპექტივიდან გამომდინარე. მისი თქმით, საქართველოს განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობა აქვს ევროპისა და აზიის გასაყარზე და საქართველოს მომავალი მთლიანი რეგიონისთვისაა მნიშვნელოვანი. „როგორც იცით, არჩნებზე ეუთოს საპარლამენტო მისია სადამკვირვებლო მისიებს უზრუნველყოფს ხოლმე, ჩვენ ეს გავაკეთეთ წინა არჩევნებზეც და იმედი მაქვს, ასევე მოგვიწვევთ მომდევნო წელს, როდესაც იქნება საპარლამენტო არჩევნები. ასევე, მსურს, რომ გამოვხატო ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული, ეკონომიკური განვითარების, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ამავდროულად, აღვნიშნო, რომ თქვენ გაქვთ ძალიან გადამწყვეტი რეგიონი სამხრეთ კავკასიაში, ასრულებთ კონსტრუქციულ და ძალიან მნიშვნელოვან როლს რეგიონული სტაბილურობის კუთხით,“ – განაცხადა კაუმამ. პაპუაშვილის თქმით, პია კაუმასთან შეხვედრაზე ისაუბრეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან საქართველოს თანამშრომლობაზე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე. „ამჟამინდელი რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიის შედეგად, ეუთო, როგორც ორგანიზაცია, არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. ვადასტურებ საქართველოს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს ორგანიზაციის ეფექტიან ფუნქციონირებას იმ ღირებულებების საფუძველზე, რომელთა გარშემოც ის ჩამოყალიბდა. ვაფასებთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ძალისხმევას, წვლილი შეიტანოს რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრაში. ხაზი გავუსვით შემდგომი თანამშრომლობის მზაობას რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ასევე გაეცანით: სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენი მხარდაჭერა ამყარებს ევროკავშირის რეკომენდაციებს და მოიცავს ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში 2024 წლის არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს
პაპუაშვილი: რუსეთისთვის სანქციების დაწესება არის საკუთარ ფეხში სროლა
„რუსეთისთვის სანქციების დაწესება არის საკუთარ ფეხში სროლა, ეს იცის ყველამ - საქართველოს მოქალაქეებმა, უცხოელმა პარტნიორებმა. ასე რომ, ამ ჭეშმარიტებას ვინ დაადასტურებს, მნიშვნელობა არ აქვს,“ - ამ კომენტარით გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველო „გასაოცრად ადეკვატურად იქცევა“ სანქციებთან მიმართებით. მედიის კითხვას, რას ნიშნავს საქართველოს ხელისუფლებისთვის, როდესაც მას რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და პროპაგანდისტები აქებენ, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ მმართველი ძალისთვის განმსაზღვრელი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების აზრია. „მთავარი არის, რომ ჩვენ გვაქებდნენ საქართველოს მოქალაქეები და ჩვენ სწორედ ამ შექებას და მხარდაჭერას ვგრძნობთ საქართველოს მოქალაქეებისგან, ვინაიდან მათი ინტერესებით ვმოქმედებთ და ის, რაც ჭეშმარიტებაა, ამ ჭეშმარიტებას ვინ დაადასტურებს რა მნიშვნელობა აქვს?! რუსეთის რომელიმე წარმომადგენელმა დღეს რომ თქვას, მზე აღმოსავლეთიდან ამოდისო, ჩვენ ვთქვათ რომ არაა?! შევეწინააღმდეგოთ?! ის, რაც არის ჭეშმარიტება, რომ სანქციების დაწესება არის საკუთარ ფეხში სროლა, ეს იცის ყველამ - საქართველოს მოქალაქეებმა, უცხოელმა პარტნიორებმა, ასე რომ, ამ ჭეშმარიტებას ვინ დაადასტურებს, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ ეს არის ჭეშმარიტება და ამას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობა. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ქართველი ხალხისგან მივიღოთ კომპლიმენტები და ქართველი ხალხი გავახაროთ. სხვა ვინ რას ამბობს, ეს ჩვენთვის რელევანტური არ არის. ამიტომ რეაქცია არ გვაქვს ხოლმე, როდესაც უსამართლოდ გვაკრიტიკებენ, ვინც არ უნდა იყოს, რეაქცია არ გვაქვს, თუკი ჩვენი არაკეთილმოსურნე გვაქებს. ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენთვის მთავარი განმსაზღვრელია საქართველოს მოქალაქეები რას ფიქრობენ, რას აკრიტიკებენ და რას გვიწონებენ,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თბილისში უპასუხეს შამბას განცხადებას, რომ „კონფლიქტის დასაძლევად საუბარია საჭირო“
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიასა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივან, სერგეი შამბას შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი, ყოფილი „საგარეო საქმეთა მინისტრი“ სერგეი შამბა მიიჩნევს, რომ „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი შვილებსა და შვილიშვილებს არ უნდა გადაეცეს“, „აუცილებელია მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობების მოძიება“. შამბამ და ყოლბაიამ ჟურნალისტ ვანო ჩოკორაის კითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხეს. „მე არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე და აფხაზურ საზოგადოებაში ბევრს არ მოსწონს ჩემი პოზიცია, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ არის პრობლემა, პირველ რიგში უნდა ისაუბრო. არ არსებობს მეზობელი, ახლობელი ან თუნდაც მონათესავე ხალხები, რომლებსაც ერთმანეთთან არ უომიათ. მთელი ევროპა ამის მაგალითია“, - განაცხადა შამბამ. მისი თქმით, როგორც აფხაზური, ისე ქართული მხრიდან ბევრი ჯერ ისევ აგრესიულადაა განწყობილი. „მე არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე და აფხაზურ საზოგადოებაში ბევრს არ მოსწონს ჩემი პოზიცია, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ არის პრობლემა, პირველ რიგში უნდა ისაუბრო. არ არსებობს მეზობელი, ახლობელი ან თუნდაც მონათესავე ხალხები, რომლებსაც ერთმანეთთან არ უომიათ. მთელი ევროპა ამის მაგალითია,“ - განაცხადა შამბამ რადიო თავუსუფლების ცნობით. მისივე განცხადებით, როგორც აფხაზური, ისე ქართული მხრიდან ბევრი ჯერ ისევ აგრესიულადაა განწყობილი. "ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ეს გაივლის, თუმცა ომიდან დიდი დრო გავიდა, უკვე 30 წელია. შეიძლებოდა, როგორმე დაწყებულიყო გარკვეული მოძრაობები ურთიერთგაგებისკენ, მაგრამ ეს ნელა ხდება. ყოველთვის ვემხრობოდი სახალხო დიპლომატიას და როცა საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, ჩვენი წარმომადგენლები ხშირად ხვდებოდნენ ქართველ ოპონენტებს. ეს იყო ერთმანეთის პოზიციების გაგების შესაძლებლობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა პრობლემა როგორღაც დაიძრას მკვდარი წერტილიდან. ახლაც ამ აზრზე ვარ. მიმაჩნია, რომ საჭიროა კავშირების სხვადასხვა არხების ამოქმედება. ჩვენს ხალხებს შორის არსებობს კონფლიქტი, ბევრი ისტორიული გარემოებით და განსაკუთრებით ომით წარმოშობილი და ამ კონფლიქტის გადასალახად საჭიროა საუბარი და ურთიერთგაგების გზების ძიება შემდგომი თანაარსებობისთვის“, - განაცხადა შამბამ. მის პოზიციას დაეთანხმა ვახტანგ ყოლბაია. ყოლბაიას თქმით, ასეთივე განცხადებები ასლან ბჟანიას „პრეზიდენტობის“ დასაწყისშიც ისმოდა. „მესმის, საუბარი იყო ეკონომიკურ ურთიერთთანამშრომლობაზე, რომელიც შესაძლოა, კონკრეტულ საქმეში გადაზრდილიყო, მაგრამ, როგორც იტყვიან, ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის, სურვილი იყოს და...“ - აღნიშნა ყოლბაიამ. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილს თქმით, პრიორიტეტი და მთავარი საკითხია, რომ არსებობდეს დიალოგი, რასაც ხელი უნდა შეეწყოს. რაც შეეხება დიალოგის ფორმატს, ის ფორმატს არ აკონკრეტებს და ამბობს, რომ ეს დროის საკითხია. „ჩვენ აფხაზ თანამოქალაქეებთან კონტაქტის სხვადასხვა ფორმატები არსებობს, მათ შორის ჰუმანიტარული ხასიათის კონტაქტები. ჩვენ ყველა შესაძლო არხს ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენ აფხაზ თანამოქალაქეებს ვაჩვენოთ ერთიან სახელმწიფოში ცხოვრების უპირატესობა. რაც შეეხება ფორმატებს, ფორმალურ ფორმატებს და ა.შ. ეს არის მთავრობის კომპეტენცია და მთავრობა ამ პროცესს მიჰყვება. მთავარია ერთი რამ - საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ამოდის საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან. საქართველოს მთავარი მიზანი, ჩვენი ეროვნული ამოცანა ეს არის - ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ნდობის, ურთიერთობის აღდგენა ჩვენ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში მედიასთან კომენტარში. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრები გალში 2018 წლიდან არ ჩატარებულა. ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები კი, ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები არიან. შეხვედრები ამ ეტაპზე მხოლოდ ერგნეთში იმართება და მასში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.
პაპუაშვილი NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანას შეხვდა. მხარეებმა განიხილეს NATO-საქართველოს ურთიერთობები, რეგიონში მიმდინარე მოვლენები და მომავლის გეგმები. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა. პარლამენტის თავმჯდომარემ მირჩა ჯოანას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველო გააგრძელებს ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე პროგრესის მიღწევას. საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი.
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში გაემგზავრა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარის, საჰიბა გაფაროვას მიწვევით ბაქოში გაემგზავრა. შესაბამის ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები როგორც სამთავრობო, ასევე საპარლამენტო დონეზე. საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი და ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შალვა პაპუაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. პარლამენტის ცნობით, „მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას და ხალხს შორის არსებული მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები.“ „მიმოიხილეს ტრანსპორტის, ენერგეტიკის, კულტურის, ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და აქტივობები. ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანის პარლამენტების როლს და მნიშვნელობას ორმხრივი კავშირების განმტკიცების საქმეში. შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, ყარაბაღთან დაკავშირებული პროცესები და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობები. საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი და ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი შედიან,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პაპუაშვილი: ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლისგან მოლოცვები მივიღე
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მილოცვები ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლისგანაც მიიღო. „მე იმედი მაქვს, რომ პარლამენტის ზოგიერთი წევრისთვის ეს იქნება სიგნალი იმისა, რომ მათ უნდა ჰქონდეთ ხელისუფლების ნდობა. როდესაც ქვეყანაში მილიონი ადამიანი ხელისუფლებას ანდობს „ქართულ ოცნებას“, მგონი, ეს მილიონი ადამიანი იმსახურებს იმის პატივისცემას, რომ ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც არ არის ჩაკეტილი მხოლოდ ერთი აზრით, რომ როგორმე მოიპოვოს აბსოლუტური ძალაუფლება, ეს ნდობა უნდა ჰქონდეს. ეს დემოკრატიის ამოსავალი წერტილია, რომ ნდობა უნდა იყოს. მე დღეს მივიღე მოლოცვები ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლისგან და იმედი მაქვს, რომ ეს მოლოცვები ნამდვილად მოდიოდა გულიდან. დარწმუნებული ვარ, რომ გულიდან მოდიოდა, მაგრამ იმედი მაქვს, გადაითარგმნება მათ მიერ პასუხისმგებლობის გაზიარებაში, შემდეგ ნაბიჯებში. ხელისუფლებამ აჩვენა ერთი რამ, რომ ფაქტობრივად, ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვიწევდა მარტო გადაწყვეტილების მიღება. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტის იმ ოპოზიციურ წევრებს, რომლებმაც იქ, სადაც საჭირო იყო, ოპოზიციის ხმები, ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, რამდენიმე ჩვენმა კოლეგამ მაგალითად, სახალხო დამცველის არჩევას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის დროს მხარი დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებებს, მათ რეალურად ამით მხარი დაუჭირეს საქართველოს ევროპულ მომავალს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, ველოდებით დეზინფორმაციის ფართომასშტაბიან კამპანიებს, პროვოკაციებს - პაპუაშვილი
„მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, ველოდებით დეზინფორმაციის და ყალბი ნარატივების ფართომასშტაბიან კამპანიებს, პროვოკაციებს, არეულობის და არასტაბილურობის, არასწორი აღქმების შექმნის მცდელობებს,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2023-ზე“ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, სირთულეების მიუხედავად, სწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგად, ვინარჩუნებთ მშვიდობის და უსაფრთხოების იმ დონეს, რაც საჭიროა ჩვენი ხალხის კეთილდღეობის გაზრდის, ეკონომიკის გაძლიერებისა და ქვეყნის განვითარებისთვის. „ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ 2024 წელს იმედიანად შევეგებოთ. თუმცა, იმასაც ვაცნობიერებთ, რომ დამდეგი წელი რთული იქნება. მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, ველით დეზინფორმაციის და ყალბი ნარატივების ფართომასშტაბიან კამპანიებს, პროვოკაციებს, არეულობის და არასტაბილურობის, არასწორი აღქმების შექმნის მცდელობებს. ამ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო პარტნიორებთან დროული და სათანადო კომუნიკაცია, ასევე, მათთან მჭიდრო კავშირების განვითარება. ამ საქმეში თქვენ, საქართველოს ელჩებს, უდიდესი როლი გაქვთ. დღეს ე.წ. ჰედლაინების ეპოქაში ვცხოვრობთ. ხშირად, ერთ ჰედლაინს გუშინდელი ერთი სტატიის თუ მთელი პიარკამპანიის დატვირთვა აქვს. ამასთან, დღევანდელ ინფორმაციულ ეპოქაში სოციალური მედიის საშუალებებმა დიდი ძალა შეიძინა. ამიტომ საერთაშორისო პარტნიორებსა და უცხოურ საზოგადოებებთან სამუშაოდ გთხოვთ მეტ აქტიურობას და მეტ ძალისხმევას როგორც ტრადიციული დიპლომატიური მეთოდებით, ასევე სოციალური მედიების საშუალებით. ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიების მხილება თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით თქვენი ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და ღირსეული, პროფესიონალური საქმიანობისთვის. წარმატებას გისურვებთ თქვენს საპასუხისმგებლო საქმეში. დიდ იმედებს ვამყარებთ თქვენთან კიდევ უფრო ნაყოფიერ თანამშრომლობაზე,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. აშშ და ევროკავშირი უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ - ექსკლუზივი
შალვა პაპუაშვილი: „ენგურჰესი“ ყველაზე კარგი მაგალითია, რომ კონტაქტები უნდა არსებობდეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ენგურჰესი“, სადაც შესაძლებელია საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი თანამოქალაქეების პირობებთან დაკავშირებით, არის ყველაზე კარგი მაგალითი, რომ კონტაქტები უნდა არსებობდეს.“ მას მედიამ ჰკითხა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრის ზუგდიდში ჩასვლასა და „ენგურჰესის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე. კერძოდ, „ვინ წარმოადგენდა ქართულ მხარეს და რატომ ელაპარაკებიან მათ, როგორც ოფიციალურ პირებს.“ „ვერ გეტყვით, ეს არ გახლავთ პარლამენტის კომპეტენცია. რაც შეეხება ურთიერთობას, წლებია, მაგალითი არის „ენგურჰესი“, სადაც შესაძლებელია ტექნიკურ საკითხებზე საუბარი იმისთვის, რომ სოციალური პირობები იყოს შესაბამისი ჩვენი თანამოქალაქეების, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან. ვგულისხმობ ელექტროენერგიით მომარაგებას. ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი იმისა, რომ ურთიერთობები და კონტაქტები უნდა არსებობდეს,“ – განაცხადა შალვა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი: საკადრო გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ეროვნული ბიბლიოთეკის განვითარებისთვის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ეროვნული ბიბლიოთეკასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „საკადრო გადაწყვეტილებები თავად ეროვნული ბიბლიოთეკის სამომავლო განვითარების მიზნებიდან გამომდინარე მიიღება.“ პაპუაშვილის თქმით, გუშინდელი გადაწყვეტილება პოლიტიკას არ უკავშირდება. „გუშინ შეხვედრა მქონდა ბატონ გიორგი კეკელიძესთან. ეროვნული ბიბლიოთეკა არის უფრო დიდი, უფრო მეტი, ვიდრე ვართ თითოეული ჩვენგანი, ინდივიდები, თითქმის 200 წლოვანი ისტორიით, ამიტომ ის საქმე, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში წლების განმავლობაში კეთდებოდა, არის მნიშვნელოვანი საქმე. ამის უკან დგას ეროვნული ბიბლიოთეკის დიდი კოლექტივი, რომელმაც ეროვნული ბიბლიოთეკა ჩვენამდე მოგვიტანა იმ სახით, როგორიც არის და ასევე მომავლის ხედვით, რომელიც მას აქვს. მე ბატონი გიორგის მადლობელი ვარ, ყველა იმ კარგი საქმისთვის, რომელიც მან მის კოლექტივთან ერთად გააკეთა. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს არის საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანია ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომი განვითარებისთვის. მე დამატებით განცხადებას, განმარტებებს ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვაპირებ, რადგან საქმე ეხება საკადრო გადაწყვეტილებას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებია. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ხელმძღვანელი, კონსტანტინე გამსახურდია იქნება ახალი ხელმძღვანელი. ეროვნული ბიბლიოთეკა არაფერ შუაშია საერთოდ პოლიტიკასთან და არც უნდა იყოს რაიმე შუაში. ეს მცდელობები, რაღაცნაირად დააკავშირონ ეროვნული ბიბლიოთეკა პოლიტიკასთნა, აჩვენებს იმ ადამიანების არაკეთილსინდისიერებას, რომლებიც ასეთ დაკავშირებას ცდილობენ. ეროვნული ბიბლიოთეკა არის ჩვენი საერთო, ქართველი ხალხის მემკვიდრეობა და მომავალი, მათ შორის ერთ ორგანიზაციაში და ერთ შენობაში. რაც შეეხება, ცვლილებას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის პოზიციაზე, ეს ცვლილებების საკითხი არის და მე მინდა ვუსურვო ბატონ კონსტანტინე გამსახურდიას წარმატება. უახლოეს დღეებში მოხდება მისი ოფიციალური დანიშვნა,“ – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილმა დადასტურა, რომ კონსტანტინე გამსახურდია, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელად ინიშნება. ის მიიჩნევს, რომ გამსახურდია „მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომ განვითარებაში.“ „ყველა ორგანიზაციას სჭირდება ახალი ენერგია და სწორედ ამ ახალი ენერგიით გააგრძელებს ახალი ხელმძღვანელი მუშაობს. მე მგონი, არ სჭირდება ახსნა, კონსტანტინე გამსახურდია რამდენად შეეფერება ამ ახალ თანამდებობას. ვფიქრობ, საზოგადოებაში ამ მხრივ კითხვები არ არსებობს. არ მინდა, დეტალებზე ვისაუბრო. ეროვნული ბიბლიოთეკა არის დიდი კოლექტივი, პროფესიონალები, რომლებიც წლებია, ათწლეულებია, მუშაობენ, ემსახურებიან ჩვენს საერთო კულტურულ მემკვიდრეობას, ემსახურებიან ჩვენი მომავალი თაობის განათლებას. ეს არის, უპირველესად, დამსახურება მთლიანად კოლექტივის. იმ მიღწევებში, რომელიც არის, რა თქმა უნდა, ბატონ გიორგი კეკლიძის, როგორც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის, წვლილიც არის. დეტალებში არ შევდივარ, რადგან ეს არის საკადრო გადაწყვეტილება,“ – განაცხადა პაპუაშვილმა. კონსტანტინე გამსახურდია: ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორობის შემოთავაზებას დავთანხმდი საქართველოს პენცენტრი აცხადებს, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის, თანამდებობიდან მოულოდნელი და უმიზეზო გათავისუფლება ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს. პენცენტრის განცხადებით, კეკელიძის დირექტორობის დროს მრავალი წარმატებული პროექტი განხორციელდა და ეროვნული ბიბლიოთეკა კულტურის მნიშვნელოვან კერად იქცა. „11 იანვარს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორობიდან გაათავისუფლა მწერალი გიორგი კეკელიძე, რომელიც ამ თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა. გიორგი კეკელიძე საკუთარ Facebook-ის გვერდზე წერს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ დაიბარა და უთხრა, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა ამ თანამდებობას და ახლა „განახლების დროა.“ გიორგი კეკელიძის დირექტორობის დროს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მრავალი საინტერესო და წარმატებული პროექტი განხორციელდა, ბიბლიოთეკა კულტურის ცოცხალ და მნიშვნელოვან კერად იქცა. საქართველოს პენცენტრი სოლიდარობას უცხადებს გიორგი კეკელიძეს და თვლის, რომ ჩნდება ლეგიტიმური კითხვები მისი თანამდებობიდან მოულოდნელი და უმიზეზო გათავისუფლების გამო," - ნათქვამია განცხადებაში. გიორგი კეკელიძე: პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან
შალვა პაპუაშვილი „ეკლესიაზე მტრულ შეტევებზე“ საუბრობს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც „ეკლესიაზე თავდასხმაზე“ საუბრობს. ის იხსენებს, რომ „შობის დღესასწაულზე, სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელიც ამჟამად თავს სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტად წარმოაჩენს, გაავრცელა ვიდეოჩანაწერი საკათედრო ტაძრიდან, სადაც მან, მისივე თქმით, „სტალინის ხატი“ აღმოაჩინა.“ პარლამენტის თავმჯდომარე მიუთითებს, რომ ამ ფონზე, „რადიკალურმა ოპოზიციამ ახლახან „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ახალი შეტევა წამოიწყო.“ „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შეურაცხყოფასთან ერთად, კვლავ მითიური „პრორუსულობა“ დაგვაბრალა. ეს „რუსული“ არგუმენტი ჩვენს უსიცოცხლო ოპოზიციას უკვე ისე შემოაცვდა ხელში, რომ მათთვის სრულიად გამოუსადეგარი გახდა. და მაინც, ბოლო დროს მომხდარი მოვლენების ფონზე, საჭიროა, რომ ნათელი მოვფინოთ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობების ზოგიერთ ასპექტს. ეკლესიაზე თავდასხმა არამხოლოდ უსაფუძვლოა, არამედ, კონტრპროდუქტიული და ქვეყნისთვის დამაზიანებელიც. პაპუაშვილის თქმით, „ის პოლიტიკოსები და „სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები“, რომლებიც ეკლესიას უტევენ, თუ გულწრფელად არიან დაინტერესებულნი, როგორც ქრისტიანები, ხატწერის თავისებურებებით თუ საეკლესიო დღესასწაულების თარიღებით, მაშინ ეს საკითხები ეკლესიასთან უნდა გაარკვიონ, როგორც მრევლის წევრებმა.“ „უფრო მეტიც, ისინი თავისუფალი არიან შეუერთდნენ ნებისმიერ სხვა კონფესიას, რომელიც შობას მათ სასურველ დღეს აღნიშნავს. მაგრამ სწორედ ის ფაქტი, რომ ისინი ეკლესიას თავიანთი მტრული რიტორიკით გარედან უტევენ, მოწმობს, რომ მათი ნამდვილი მიზანი ეკლესიის დაზიანებაა, რითაც რელიგიური და საერო სივრცის გამყოფ ხაზებს უგულებელყოფენ,“- განაცხადა პაპუაშვილმა ვრცელ წერილში. ცნობისთვის, 7 იანვარს გასაჯაროვდა ცნობა, რომ სამების საკათედრო ტაძარში, პრორუსული პარტიის, „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ტაძრისთვის შეწირულ მატრონა მოსკოველის ხატზე გამოსახული იყო საბჭოღა დიქტატორი იოსებ სტალინი, რასაც აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა 7 იანვარს განაცხადა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია. სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ საკუთარ Facebook გვერდზე ვიდეომასალა განათავსა, რომლის თანახმად, „წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, საღებავი შეასხეს.“ გაირკვა, რომ საღებავი ნატა ფერაძემ გამოიყენა. სამების ტაძარში მომხდარ ამ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ სამართალწარმოება 9 იანვარს დაიწყო. 10 იანვარს კი, აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან პროტესტის მონაწილეები შეიკრიბნენ. 11 იანვარს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „საქართველოს საპატრიარქო მიმართავს წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ, ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.“ განცხადებას გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ ხატი ეკლესიას მან შესწირა. ინაშვილმა აღნიშნა, რომ საპატრიარქომ აღნიშნული გადაწყვეტილება „ხელისუფლების რჩევით მიიღო.“ „თუ ეკლესია გადაწყვეტს, ვთხოვოთ ხატმწერს და ეს ფრაგმენტი სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეცვალოს, ვინაიდან საპატრიარქო მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს!" ამბობდა ინაშვილი. ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ამ ჯერზეც დისკრიმინაციულ სიტუაციაში აღმოჩნდა 12 იანვარს არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ შენდობას ითხოვს. „მე, როგორც სამების საკათედრო ტაძრის კეთილმოწესე, ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შექმნილი ვითარების გამო, შენდობას ვითხოვ დედა ეკლესიისა და მორწმუნე საზოგადოების წინაშე. ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის,“ - წერდა არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი. 13 იანვარს, ჰომოფობიური და პრორუსული ორიენტაციის „ალტ ინფომ“ ნატა ფერაძის გასამართლების მოთხოვნით პარლამენტის წინ ისევ აქცია გამართა.
კორუფციასთან ბრძოლა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი პრიორიტეტია - სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპერტამენტის კოორდინატორ რიჩარდ ნევიუს შეხვდა. პარლამენტის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა უკანასკნელ პერიოდში საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. მან, აგრეთვე, მიმოიხილა საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და საერთაშორისო რეიტინგები, რომლებიც საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს სათანადოდ ასახავს. „რიჩარდ ნევიუმ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა და დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. მისი თქმით, კორუფციასთან ბრძოლა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი პრიორიტეტია და ეს მიმართულება მნიშვნელოვანია, რათა დემოკრატია მაქსიმალურად კარგად ფუნქციონირებდეს. მან აღნიშნა, რომ მისი ვიზიტის მიზანია, ხელი შეუწყოს დიალოგსა და გამოცდილების გაზიარებას კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე. მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები კორუფციასთან ბრძოლისა და გამჭვირვალობის გაძლიერების მიმართულებებით. რიჩარდ ნევიუმ გამოხატა საქართველოს შემდგომი მხარდაჭერის მზაობა. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდა პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. რაზე ესაუბრნენ არასამთავრობოები ამერიკელ მაღალჩინოსანს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს შეხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი თბილისში შეხვედრებს მართავს
შალვა პაპუაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილმა დაამტკიცა, რომ ეფექტიანი ხელმძღვანელია, მისი პრემიერობით, საქართველომ უპრეცედენტო პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს მიაღწია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამი წლის განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილმა დაამტკიცა, რომ ის არის ძალიან ეფექტიანი ხელმძღვანელი აღმასრულებელი ხელისუფლების. „ბოლო სამი წლის განმავლობაში მისი პრემიერობით, საქართველომ უპრეცედენტო პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს მიაღწია. ჩვენ გავხდით სტატუსის მქონე ქვეყანა და გვაქვს ეკონომიკური ზრდა, რითაც კანდიდატ ქვეყნებს შორის ვართ ლიდერი და ამ თვალსაზრისით სამომავლოდ კარგი პერსპექტივაა. სამი წლის განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილმა დაამტკიცა, რომ ის არის ძალიან ეფექტიანი ხელმძღვანელი აღმასრულებელი ხელისუფლების. მან ისაუბრა იმაზე, რომ წელს მნიშვნელოვანი წელია და „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებზე უნდა გავიდეს ყველაზე უფრო ძლიერად, რათა დამაჯერებელი შედეგები ჰქონდეს, რადგან ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი პრინციპული დადასტურება ქართველი ხალხის მიმართ, რომ ისინი მხარს უჭერენ ქვეყნის მშვიდ, სტაბილურ განვითარებას და არა არეულობას,“ – განაცხადა პაპუაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან. ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 29 იანვარს დატოვა.
შალვა პაპუაშვილი: თუ ირაკლი კობახიძე პრემიერი გახდება, ისტორიული მომენტი იქნება
„რა თქმა უნდა, უფრო საინტერესო და სხვანაირი ინტერაქციაა, როცა ყოფილი კოლეგა გადადის მთავრობაში, რომელთანაც წლები გაქვს გატარებული ერთ სხდომათა დარბაზში და პოლიტიკურ დისკუსიაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ისაუბრა პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურის წარდგენაზე. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუ ირაკლი კობახიძე გახდება პრემიერ-მინისტრი, ეს ისტორიული მომენტი იქნება. „რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძე არის ის კანდიდატურა, რომელზეც პარტია მსჯელობს. აქაც მნიშვნელოვანია, ერთ რამეს გაესვას ხაზი, იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი კობახიძე გახდება პრემიერ-მინისტრი, ესეც იქნება ისტორიული მომენტი. სხვა კანდიდატურა არ განიხილება. ისტორიული მომენტი იქნება ქართული დემოკრატიისთვის ვინაიდან, პირველად, მას შემდეგ, რაც საქართველო გადავიდა საპარლამენტო რესპუბლიკის წყობაზე, პრემიერ-მინისტრი წამოვა რეალურად საპარლამენტო წიაღიდან. პრინციპში, ეს არის მიზანი და იდეა საპარლამენტო დემოკრატიებისა, როდესაც საპარლამენტო გამოცდილების მქონე პოლიტიკოსები შემდეგ არიან წარმოდგენილი მთავრობაში პრემიერ-მინისტრის სახით, თუ სხვა სახით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ახალ დინამიკას შესძენს პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობას. ვფიქრობ, ოპოზიციისთვისაც პოზიტიური მოვლენაა და გარკვეულ გამოხმაურებებში ეტყობათ კიდეც, მაგრამ რა თქმა უნდა, ყოფილი კოლეგა, რომელთანაც წლები გაქვს გატარებული ერთ სხდომათა დარბაზში, პოლიტიკურ დისკუსიაში, შემდეგ უფრო საინტერესოა და სხვანაირი ინტერაქციაა, როდესაც ასეთი ადამიანი არის მთავრობაში ზოგადად მინისტრის სახით იქნება, თუ პრემიერ-მინისტრის სახით და სხვა დინამიკას შესძენს. სხვათა შორის, გიორგი ამილახვრის შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ბევრმა ოპოზიციიდანაც იგრძნო ეს განსაკუთრებული ურთიერთობაა შემდეგ, პარლამენტის წევრებს, ყოფილ წევრებს სხვანაირად ესმით ერთმანეთის, ადამიანმა იცის შიდა პროცესები, რომელიც პარლამენტში მიდის და ამიტომაც, ვფიქრობ, ამ მხრივაც საინტერესო იქნება ქართული საზოგადოებისთვის, ვინაიდან ეს იქნება პირველი ასეთი გამოცდილება,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. კითხვას, თუ ვის წაიყვანს ირაკლი კობახიძე მინისტრთა კაბინეტის დასაკომპლექტებლად პარლამენტიდან და მათ შორის არიან თუ არა ბექა დავითულიანი და ნიკოლოზ სამხარაძე, შალვა პაპუაშვილი პასუხობს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პრეროგატივაა, დაასახელოს საკუთარი კაბინეტის წევრები, ამიტომ ასეთ სპეკულაციებზე კომენტარს არ გააკეთებს. „ეს მისი პრეროგატივაა და მე მგონი, ყველამ უნდა დავიტოვოთ უფლება, რომ მან იფიქროს და მან გააჟღეროს, თუ როგორ ხედავს ის თავის კაბინეტს,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, მთავრობა არის საპარლამენტო უმრავლესობის მთავრობა და საპარლამენტო დემოკრატიის იდეა ეს არის, ამიტომ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის მოძრაობა ბუნებრივია. „რიგ შემთხვევებში, მთავრობის წევრები ამავე დროს არიან ხოლმე პარლამენტის წევრებიც. ასე რომ, ეს არის სწორედ ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატია, რომლის მომსწრენიც ჩვენ ვხვდებით, თავის მხრივ, ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის სახით,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. შალვა პაპუაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილმა დაამტკიცა, რომ ეფექტიანი ხელმძღვანელია, მისი პრემიერობით, საქართველომ უპრეცედენტო პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს მიაღწია
პაპუაშვილი USAID-ის 2020-2025 წლების სტრატეგიაში საქართველოსთვის განსაზღვრულ პრიორიტეტებს მიესალმა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და მმართველობის საკითხებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწეს შენონ გრინს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა USAID-ის მიერ საქართველოს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის. ის მიესალმა USAID-ის 2020-2025 წლების სტრატეგიაში საქართველოსთვის განსაზღვრულ პრიორიტეტებს, რომლებიც საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებაზე, ეკონომიკურ ზრდასა და მედეგობის გაძლიერებისკენ არის მიმართული. „შენონ გრინმა დადებითად შეაფასა USAID-ის თანამშრომლობა საქართველოსთან. მან საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროკავშირის 9 ნაბიჯის განხორციელებაზე. ასევე, განიხილეს მომავალი თანამშრომლობის მიმართულებები. შენონ გრინმა გამოხატა საქართველოს შემდგომი მხარდაჭერის მზაობა, მათ შორის, ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულების მიმართულებით,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე: ამერიკა გააგრძელებს საქართველოს უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას
USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მმართველობის ბიუროს ხელმძღვანელი, შენონ გრინი და აშშ-ს ელჩი რობინ დანიგანი საქართველოს პარლამენტის სპიკერ შალვა პაპუაშვილს შეხვდნენ. USAID-ის საქართველოს წარმომადგენლობის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე: „აქცენტი გაკეთდა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რათა მხარი დავუჭიროთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ადმინისტრატორის მოადგილემ სპიკერს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. შენონ გრინმა აღნიშნა, რომ ამერიკა გააგრძელებს საქართველოსთან პარტნიორობას, ქვეყნის უსაფრთხოების, დემოკრატიის, კეთილდღეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას,“ წერს USAID. პაპუაშვილი USAID-ის 2020-2025 წლების სტრატეგიაში საქართველოსთვის განსაზღვრულ პრიორიტეტებს მიესალმა
შალვა პაპუაშვილი: როგორც ერი, საუკუნეების განმავლობაში, ვიმკიდით რუსული ოკუპაციისა და აგრესიის შედეგებს
„როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა ჩვენ ათწლეულების განმავლობაში ვარსებობდით ეგზისტენციური საფრთხეების ქვეშ, ხოლო როგორც ერი, საუკუნეების განმავლობაში ვიმკიდით რუსული ოკუპაციისა და აგრესიის შედეგებს,“ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა. „უკრაინაში რუსეთის შეჭრა და აგრესიული ომის დაწყება სიურპრიზად იქცა ბევრი ჩვენი დასავლელი პარტნიორისთვის. მაგრამ საქართველოსთვის 2022 წლის თებერვალში ახალი არაფერი მომხდარა. როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა ჩვენ ათწლეულების განმავლობაში ვარსებობდით ეგზისტენციური საფრთხეების ქვეშ, ხოლო როგორც ერი, საუკუნეების განმავლობაში ვიმკიდით რუსული ოკუპაციისა და აგრესიის შედეგებს. როდესაც ჩვენ ხმას ვიმაღლებდით რუსული აგრესიის წინააღმდეგ, ბევრს საღათას ძილით ეძინა და მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდნენ, როდესაც რუსეთმა ფართომასშტაბიანი ომი უშუალოდ ევროკავშირის საზღვრებთან წამოიწყო. მანამდე კი გვახსოვს გადატვირთვებიც, საუკუნის სტრატეგიული პროექტებიც და წითელ მოედანზე ერთობლივი სამხედრო აღლუმებიც. ჩვენი არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ზოგიერთების კომფორტის გამო, მაშინდელი სამეზობლოს შემავიწროებელი დღეს გლობალური მასშტაბის აგრესორად იქცა. კარგი იქნებოდა, თუ ზოგიერთების თვალსაწიერი და მეხსიერების კალენდარი არა 2022 წლიდან, არამედ 1801 წლიდან, 1921 წლიდან, ან თუნდაც, 1989 წლიდან დაიწყებოდა,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მან ოპოზიციის კრიტიკისას განაცხადა, რომ „რუსეთის საკითხის“ უპასუხისმგებლო სპეკულირება მხოლოდ ეროვნული ინტერესების შეგნებული და გაცნობიერებული ღალატით შეიძლება აიხსნას.“ როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში უდრეკად ასრულებდა საერთაშორისო მოვალეობებს მსოფლიოს ცხელ წერტილებში მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად „წლების განმავლობაში ჩვენი ხელისუფლება უდრეკად ასრულებდა საერთაშორისო მოვალეობებს მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად. ჩვენი მამაცი სამხედროები იბრძოდნენ ჩვენი პარტნიორების მხარდამხარ ყველგან, სადაც ვჭირდებოდით ჩვენს მეგობრებს. არც ერთი წამით, არცერთი სანტიმეტრით, არცერთ ადგილას უკან არ დაგვიხევია. შევდიოდით იქ, სადაც სხვები ვერ ბედავდნენ; ვასრულებდით სხვებისთვის შეუსრულებელ მისიებს და ოპერაციებს; იღუპებოდნენ ჩვენი ბიჭები იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად სხვებსაც მშვიდად სძინებოდათ. საქართველოს, ჩვენს ხალხს არავისთვის არაფერი დასამტკიცებელი არ აქვს - ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ ყველგან, სადაც ჩვენი ომი იყო,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სასურველია, თუ ევროკავშირს NATO-ც მიბაძავს და საქართველოს გაწევრიანების უფრო ცხად კრიტერიუმებს შესთავაზებს - პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სასურველია, თუ ევროკავშირის მაგალითს NATO-ც მიბაძავს და საქართველოს გაწევრიანების უფრო ცხად კრიტერიუმებს შესთავაზებს, რომლის შესრულებაც ქვეყანას ისევე დააახლოებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, როგორც ეს ევროკავშირის შემთხვევაში მოხდა. „მიმდინარე წელი ევროკავშირთან და NATO-სთან დაახლოების წელი უნდა გახდეს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ბოლო ათ წელიწადში არნახულ პროგრესს მიაღწია ევროპისკენ სვლაში. აუცილებელია, რომ ეს პროგრესი გაგრძელდეს და, მეტიც, დაჩქარდეს. როგორც აღვნიშნე, პარლამენტმა უპრეცედენტო მოცულობის სამუშაო შეასრულა 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და სექტორული ინტეგრაციის გასაღრმავებლად. ჩვენ მზად ვართ, უფრო მეტი გავაკეთოთ. რაც უფრო ნაკლები იქნება ობსტრუქცია ოპოზიციის მხრიდან, მით უფრო ეფექტური და შედეგიანი იქნება ჩვენი ძალისხმევა,” - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. „საქართველო ევროკავშირის გზაზე არავის ეჯიბრება, რის წარმოჩენასაც ესოდენ დაბეჯითებით, მაგრამ ამაოდ ცდილობს ოპოზიცია. ობიექტური პარამეტრების უმრავლესობის მიხედვით, დღესაც საქართველო ევროკავშირის ბევრ კანდიდატ ქვეყანაზე წინაა, მაგრამ ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი. ჩვენი უმთავრესი მიზანი ევროკავშირის წევრობაა,“ - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. ევროკავშირის და NATO-ს რეკომენდაციები ერთმანეთთან თანხვედრაშია. საქართველომ უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს - ალექსანდრე ვინიკოვი კოლომინა კანდიდატის სტატუსზე: გზას უხსნის მომენტუმს, რომლის გამოყენებაც 2024 წელს გვჭირდება რას ცვლის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის
პაპუაშვილი ოპოზიციას: თუკი ხელისუფლების პრორუსულობის გჯერათ, ავტომატი უნდა გეჭიროთ და ამხობდეთ მას
„ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას როცა ეძახით პრორუსს, ხელში უნდა გეჭიროთ ავტომატი და ამ ხელისუფლებას ამხობდეთ, თუკი მართლა მაგის გჯერათ,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, როდესაც უპასუხა პარტია „გირჩის“ წევრის, სანდრო რაქვიაშვილის კომენტარს. პაპუაშვილის თქმით, სინამდვილეში, ოპოზიციას ხელისუფლების პრორუსულობასთან დაკავშირებული ზღაპრის არ სჯერა, თუმცა ადამიანებში ყოველდღიურად აღვივებენ ზიზღს ე.წ. პრორუსულობის გამო. „რიტორიკულად რომ შევხედოთ, ჩვენს კოლეგებს თავი მოაქვთ რუსეთი რუსეთის და პრორუსულობის ძახილით, კომიკურად რომ იქციეს უკვე თავი. როგორ ფიქრობთ, ეს ლეგიტიმაციის აღიარებაა, როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, მილიონ ამომრჩეველს ეძახი პრორუსს. რა თანამშრომლობის იმედი უნდა გქონდეთ? ხელში უნდა გეჭიროთ ავტომატი და ამ ხელისუფლებას ამხობდეთ, თუკი მართლა მაგის გჯერათ. ე.ი. არ გჯერათ, რადგან ასეთი ცივილური ურთიერთობა გვაქვს. და თუ არ გჯერათ პრორუსულობასთან დაკავშირებით ამ ზღაპრის, რა დავარქვათ ადამიანების ნერვებზე თამაშს, როდესაც ყოველდღიურად ადამიანებში ზიზღს აღვივებთ ხელისუფლების მიმართ, მისი ე.წ. პრორუსულობის გამო,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტმა პრეზიდენტი იუნკერთა ხსოვნისადმი პატივსაცემ ცერემონიაზე არ მიიწვია
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს პრეზიდენტი არ ყოფილა მიწვეული პარლამენტის მიერ, არ მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს და სახელმწიფოს ინსტიტუტების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიეგო იუნკერების ხსოვნისათვის.“ „დღეს, 13:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკერების მემორიალს გვირგვინით შეამკობს და პატივს მიაგებს მათ ხსოვნას, რის შემდგეგაც პრეზიდენტი ყვავილებით შეამკობს პარლამენტის სასახლის ფასადზე განთავსებულ იუნკერების მემორიალურ დაფას. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ყოფილა მიწვიეული პარლამენტის მიერ, არ მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს და სახელმწიფოს ინსტიტუტების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიეგო იუნკერების ხსოვნისათვის,“ წერს ადმინისტრაცია. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ „სალომე ზურაბიშვილის მიწვევა გათვალისწინებული არ ყოფილა“. მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად, იყო თუ არა ეს დაკავშირებული მანამდე სალომე ზურაბიშვილისთვის მთავრობის უნებართვო ვიზიტების გამო იმპიჩმენტის გამოცხადებასთან, პარლამენტის სპიკერმა უპასუხა: „რაც შეხება მის მიერ კონსტიტუციის დარღვევას და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან იმპიჩმენტის გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენს მის საქციელთან დაკავშირებით, ეს სხვა საკითხია, რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას, კიდევ ერთხელ ვამბობ შარშან ის მოწვეული იყო, არ გამოცხადდა ამ ღონისძიებაზე და წელს მისი მონაწილეობა გათვალისწინებული არ ყოფილა.“ სალომე ზურაბიშვილი, შარშან არ დასწრებია პარლამენტში ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. 2022 წელს კი, მონაწილეობდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკერების მემორიალს გვირგვინით შეამკობს, პატივს მიაგებს მათ ხსოვნას. პრეზიდენტი ასევე ყვავილებით შეამკობს პარლამენტის სასახლის ფასადზე განთავსებულ იუნკერების მემორიალურ დაფას. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება. საქართველოს პარლამენტმა 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოაცხადა 2010 წლის 21 ივლისს მიღებული დადგენილებით.
პაპუაშვილი: მოვუწოდებთ ცივილიზებულ სამყაროს, არ დაიშურონ ძალები და იმოქმედონ უკრაინის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე
ორი წელია, მსოფლიო თვალს ადევნებს ევროპის შუაგულში მიმდინარე სასტიკ ომს, რომელმაც ათიათასობით ადამიანის მსხვერპლი და ნგრევა მოიტანა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. „ჩვენ ხმას ვიმაღლებთ უკრაინელი ხალხის დასაცავად და ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს სამხედრო ინტერვენცია უკრაინის მიწაზე.“ „ორი წელია მსოფლიო თვალს ადევნებს ევროპის შუაგულში მიმდინარე სასტიკ ომს, რომელმაც ათიათასობით ადამიანის მსხვერპლი და ნგრევა მოიტანა. უკრაინელი ხალხის თავდადება საკუთარი თავისუფლების დაცვისა და დამოუკიდებლობისთვის დიადი ბრძოლის მაგალითია. საქართველო მხარში უდგას უკრაინელ ხალხს ამ უთანასწორო ომში. სწორედ ამიტომ, ამ საშინელი ომის დაწყებისთანავე საქართველომ ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე უპირობოდ მხარი დაუჭირა უკრაინას, მიუხედავად იმ რისკებისა, რომელიც ჩვენ ქვეყანას ჰქონდა და აქვს უსაფრთხოების კუთხით. ჩვენ ხმას ვიმაღლებთ უკრაინელი ხალხის დასაცავად და ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს სამხედრო ინტერვენცია უკრაინის მიწაზე. გვინდა, მოვუწოდოთ ცივილიზებულ სამყაროს, მათ ვისაც შესწევს ძალა გავლენა იქონიოს ამ სისხლისმღვრელი დაპირისპირების შეჩერებაზე, არ დაიშურონ ძალები და იმოქმედონ უკრაინის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე”, - წერს შალვა პაპუაშვილი. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
პაპუაშვილი: აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა უნდა გადაითარგმნოს უვიზო მიმოსვლაში, პირდაპირ ფრენებში, ინვესტიციებში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა უნდა გადაითარგმნოს ეკონომიკურ, ხალხთაშორის ურთიერთობაში, უვიზო მიმოსვლაში, პირდაპირ ფრენებში, ინვესტიციებში. მან მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ „ამერიკას ბევრ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლა არ აქვს, მაგრამ არაღიარებულ სახელმწიფო ტაივანის მკვიდრებს აქვთ უვიზო მიმოსვლა და არ ჰგონია, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის თავისი 3,5 მლნ მოსახლეობით მიგრაციული კუთხით რამე საფრთხეს წარმოადგენდეს.“ როგორც ის აღნიშნავს, პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის გამოსვლას არ დასწრებია, თუმცა, როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება საჭიროა. „რა თქმა უნდა, ხაზგასასმელია ის 32-წლიანი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ამერიკელი ხალხისგან, რომელსაც საქართველო მისი დამოუკიდებლობის მომენტიდან გრძნობს, რა თქმა უნდა, ჩვენ მადლიერი ვართ ამერიკელი ხალხის, რომ გვერდში გვედგა ყველა ძნელბედობის ჟამს იმისთვის, რომ საქართველოს ქარტეხილები გაევლო, რომელიც ჩვენი 32-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში გვქონდა. რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობას, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გაღრმავება, განსაკუთრებით, ეს ეხება ეკონომიკურ და ხალხთაშორის ურთიერთობებს. პრემიერ-მინისტრმა ამ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა, ამ ურთიერთობების გაღრმავების ხედვა ძალიან ცხადი და აშკარაა, ჩვენი სურვილია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელთანაც ამდენწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს, ეს რეალურ, ხელშესახებ ეკონომიკურ და ხალხთაშორის ურთიერთობაშიც გადაითარგმნოს. კერძოდ, ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლაში, პირდაპირ ფრენებში, ინვესტიციებში აშშ-დან საქართველოში, ამ ყველაფერს წახალისება სჭირდება. რა თქმა უნდა, ამ მხრივ, ყველა ნაბიჯს ვდგამთ. პირველი, ჩვენთან ხელშემწყობი საინვესტიციო გარემოა იმისთვის, რომ მათ შორის, ამერიკული ინვესტიცია შემოვიდეს. მეორე, საქართველო ყველანაირად მოწყობილია ისე, უსაფრთხოება დაცული იყოს და უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში საფრთხე არ იყოს, რომ საქართველოდან შეიძლება ისეთი ადამიანები შევიდნენ, რომლებიც არასასურველი იქნებიან ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ამას ადასტურებს ჩვენი უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთანაც, ამიტომ ჩვენი მხრივ ეს ნაბიჯიც გადადგმულია. პირდაპირ ფრენებს რაც შეეხება, აქაც ჩვენი მხრიდან ყველანაირი მზაობაა ხელი შევუწყოთ ამერიკულ ავიაკომპანიებს, თუ ქართულ ავიაკომპანიებს. ამ სამივე ნაბიჯზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან საპასუხო ნაბიჯების გადმოდგმაა საჭირო - ეს იქნება უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი ფრენები, თუ ინვესტიციების წახალისება იმისთვის, რომ ის საქართველოში მოხვდეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან უვიზო მიმოსვლისთვის, მხოლოდ ამ ქვეყნის ნებაა საჭირო. „ამერიკის მოქალაქეებს საქართველოში უვიზო რეჟიმი აქვთ, ჩვენი მხრიდან ვიზის ვალდებულება მოხსნილია. ამ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების ნებაა საჭირო, რომ ვიზა მოიხსნას. სწორია, მართალია, ამერიკას ბევრ ქვეყანასთან არ აქვს უვიზო მიმოსვლა, მაგრამ არაღიარებულ სახელმწიფო ტაივანის მკვიდრებს აქვთ უვიზო მიმოსვლა და არ მგონია, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო მიგრაციული კუთხით თავისი 3,5 მლნ მოსახლეობით რამე საფრთხეს წარმოადგენდეს. რაც შეეხება ავიამიმოსვლას, აქაც ჩვენი მხრივ აბსოლუტური მზაობაა ხელი შეეწყოს ნებისმიერს - ამერიკული ავიაკომპანია იქნება, თუ სხვა, რომ ფრენები მოხდეს. ჩვენი მხრიდან თუკი, რამე დახმარება იქნება საჭირო, დავეხმარებით. შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც გარკვეული ბიძგები, ან წახალისება მოხდეს ავიაკომპანიების, რომ ეს რეისები დაინიშნოს. იცით, რომ საკმაოდ მაღალია მგზავრთა ნაკადი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, ამიტომ ამ მხრივ დატვირთულობა გარანტირებული იქნება. ამ ყველა ინსტრუმენტის კომბინაციით - უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი ფრენები, თავისთავად წაახალისებს, როგორც ხალხთა შორის ურთიერთობას, ასევე ეკონომიკურ ურთიერთობას, ასევე შეიქმნება გარემო იმისთვის, რომ ამერიკული ინვესტიციები მოხვდეს საქართველოში. ასე ხდება სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება, ჩვენი სურვილია, რომ ჩვენს ძალისხმევას საპასუხო ნაბიჯები მოჰყვეს ამერიკის შეერთებული შტატებისგან,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. აშშ-საქართველოს პარტნიორობა, ეკონომიკური კავშირების განმტკიცება, არჩევნები, ქვეყნის სუვერენიტეტი - ელჩ დანიგანის გზავნილები
პაპუაშვილი: დროა, ევროკავშირი ოფიციალურად გაემიჯნოს ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს
დროა, ევროკავშირი ოფიციალურად გაემიჯნოს ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლახანს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც შევიდა აბზაცი, სადაც ევროპარლამენტარები სააკაშვილის კანონიერი პატიმრობიდან ვადამდე გათავისუფლებას მოითხოვენ „ჰუმანიტარული ნიშნით“, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს. ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ, ცვლილების სავარაუდო ავტორმა, აღნიშნა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი არის „პუტინის პირადი მტერი და პატიმარი“. რამდენიმე დღის წინ, მიუნხენის უსაფრთხოების ბოლო კონფერენციაზე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიკორსკიმ მსგავსი სამწუხარო კომენტარი გააკეთა სააკაშვილის შესახებ, როდესაც ასევე სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვა და მას "საქართველოს მოდერნიზაციის სიმბოლო" უწოდა. ეს სიახლე არ არის. ამგვარი მოწოდებები ადრეც გვესმოდა და ვიცით, რომ ისინი უშედეგოა. ამგვარი განცხადებების ავტორები საერთოდ ვერ ხვდებიან სააკაშვილისა და მისი უცხოელი მფარველების მიმართ ქართული საზოგადოების უმრავლესობის მხრიდან ნეგატიურ დამოკიდებულებას. მაშინ, როდესაც სააკაშვილის ლობისტები მიესალმებიან საქართველოს ექსპრეზიდენტის „დამსახურებებს“, ქართველების უმეტესობისთვის ყველაფერი დიამეტრალურად საპირისპიროა. უფრო მეტიც, დასავლელი პოლიტიკოსების ასეთი აუხსნელი განცხადებები გარკვეულ კოგნიტიურ დისონანსს იწვევს, როდესაც ადამიანები იწყებენ კითხვას, თუ როგორ შეუძლია დემოკრატიულ დასავლეთს, კვლავ მხარს უჭერდეს ავტორიტარულ ფიგურას. ეს ასევე ბადებს ეჭვებს იმის შესახებ, ხომ არ არის დეკლარირებული „დასავლური ღირებულებები“ უბრალო ხრიკი გარკვეული გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად,“ წერს პაპუაშვილი, რომელიც წინა ხელისუფლების მმართველობას იხსენებს და ამბობს, რომ „სააკაშვილის დასავლელი მეგობრები და მფარველები კვლავ ერთგულნი რჩებიან თავისივე შექმნილი მითისა, რაც მოწმობს, რომ მათ სრულიად დაკარგეს კავშირი რეალობასთან.“ მისივე შეფასებით, „ყოფილი და მოქმედი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც მხარს უჭერენ სააკაშვილს, ჩვეულებრივ მიუთითებენ ამ უკანასკნელის როლზე დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში, ინსტიტუციების მშენებლობასა და 2008 წელს რუსეთის შემოჭრის მოგერიებაში. სინამდვილეში, ეს ზუსტად ის საკითხებია, რომელთა დარღვევისთვისაც სააკაშვილი ქართველების უმეტესობისთვის ბოროტმოქმედად რჩება.“ „გარკვეული უცხოური ჯგუფების ან ცალკეული პირების დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ არის ლაკმუსის ტესტი, რათა განვასხვაოთ ღირებულებების ერთგული პოლიტიკოსები მათგან, ვინც მხოლოდ საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ მიზნებზე ზრუნავენ. უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც სააკაშვილის სასტიკი რეჟიმის ლოიალურები იყვნენ, მაგრამ ახლა გაუმართლებლად აკრიტიკებენ „ქართულ ოცნებას“, სააკაშვილის მეგობრები არიან და არა საქართველოსი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმა და კოლეგებმა საქართველოსთან ურთიერთობა აწარმოონ საერთო ღირებულებების, ან, სულ მცირე, საერთო ეროვნული ინტერესების საფუძველზე და არა პირადი სიმპათიების მიხედვით. დადგა დრო, რომ ევროკავშირი ოფიციალურად გაემიჯნოს ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს. ჩვენი შეკითხვა ევროკავშირისადმი იმაზეა, იზიარებენ თუ არა ისინი ჩვენს საერთო ღირებულებებს თუ ევროპარლამენტარების ვიწრო ინტერესებს ექვემდებარებიან. მიგვაჩნია, რომ მთავარი ჩვენი საერთო საქმეა -საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ,“ -წერს პაპუაშვილი.
პაპუაშვილი ბუნდესტაგში ადეიშვილის ვიზიტზე: იმედია, განმარტებებს მოვისმენთ
იმედგამაცრუებელია, როდესაც კრიმინალებს ევროპის ამა თუ იმ დაწესებულების კორიდორებში იღებენ ხოლმე. ჩვენ ცოტა ხნის წინაც ვნახეთ, რომ ზურაბ ადეიშვილი იმყოფებოდა სტრასბურგში თუ ბრიუსელში, ჰქონდა შეხვედრები, რამდენიმე თვის წინ. ესეც, რა თქმა უნდა, ძალიან გულდასაწყვეტია,“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ასეთი ფაქტები ხელს უწყობს ანტიევროპული განწყობების გაღვივებას ქართულ საზოგადოებაში. „როდესაც ვხედავთ ადამიანს, რომელიც მსჯავრდებულია უკვე ოთხ საქმეზე, სამ საქმეზე მიდის პროცესი, მათ შორის, ადამიანი მსჯავრდებული არის, რომ ოპოზიციონერი კობა დავითაშვილი აცემინა, სიკვდილამდე მიიყვანა და სასწაულებრივად გადაურჩა მაშინ ის სიკვდილს, თუმცა ამ ცემის გამო მას ჯანმრთელობა იმდენად შეერყა, რომ მძიმე გართულებები გამოიწვია. როცა ასეთ ადამიანს იღებენ სხვადასხვა დაწესებულებაში, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება გერმანიის პარლამენტს, იქ სტუმრების ლოჟაშია უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად, ეს იმედგამაცრუებელია და ზუსტად ასეთი ფაქტები ხელს უწყობს ანტიევროპული განწყობების გაღვივებას ქართულ საზოგადოებაში. როცა ქართველი ხედავს, რომ ადამიანი, რომელმაც შექმნა წამების სისტემა ციხეებში, შექმნა ბიზნესის რეკეტის სისტემა, არის სიმბოლო ძალადობის, ეს ადამიანი გერმანიის პარლამენტში არის მისაღები სტუმარი, ეს არის სამწუხარო და, იმედია, ამაზე განმარტებები იქნება. არ ვიცი, ტურისტული მიზნებით იყო თუ ოფიციალური შეხვედრები ჰქონდა, იმედია, განმარტებებს მოვისმენთ, რატომ ხდება ეს ყველაფერი. ეს აჩვენებს, რომ, სამწუხაროდ, არ არის სერიოზული დამოკიდებულება ქართველი ხალხისა და მისი წუხილების მიმართ,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ბუნდესტაგის სტუმართა ლოჟაში ზურაბ ადეიშვილის ამსახველი ფოტოები, რომელიც ქართულმა მედიამ დღეს, გაავრცელა, 22 თებერვლის სხდომას ასახავს. ადეიშვილი, რომელიც უკრაინის პროკურატურაში მრჩევლად მუშაობს, უკრაინის პროკურორთან და გერმანიაში უკრაინის ელჩთან ერთად დაესწრო საპარლამენტო მოსმენას, სადაც გერმანელი კანონმდებლები უკრაინისთვის შორი დისტანციის Taurus-ის რაკეტების გაგზავნას განიხილავდნენ. ზურაბ ადეიშვილი საქართველოში რამდენიმე საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი და ასევე მისჯილი აქვს პატიმრობა, მათ შორის, ციხის კადრების საქმეზე. ზურაბ ადეიშვილს, რომელმაც უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, 2021 წელს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.
შალვა პაპუაშვილი: ვინმეს კეთილსინდისიერება თუ არის შესამოწმებელი, ესაა NGO-სექტორი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თუკი ვინმეს კეთილსინდისიერება არის შესამოწმებელი, ეს არის საქართველოს ენჯეოსექტორი. პაპუაშვილის თქმით, ასევე, შესამოწმებელია ყოფილი სახალხო დამცველის კეთილსინდისიერება. „დაფინანსების წყაროები გაუმჭვირვალეა, ეს პრობლემა კიდევ ცალკე დგას. თავისივე შექმნილ აღქმებზე გვეუბნებიან, რომ საქართველოს მოსამართლეების კეთილსინდისიერება უნდა გადამოწმდეს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. „მილიონი შეხვედრა შედგა მათ შორის ღია და დახურული, ქართველ „ენჯეოებთან“ და ოპოზიციასთან და უცხოელებთან. ვარწმუნებ ქართველ ხალხს, არცერთ ასეთ შეხვედრაზე ვერავის მოჰყავს რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი, ქართულ მართლმსაჯულებაში სისტემური პრობლემის შესახებ, პირიქით, ყოველ ჯერზე მტყუანი აღმოჩნდნენ ის საელჩოები, ის დონორები, „ენჯეოები“, ის ოპოზიცია, რომელიც თავს ესხმოდა კონკრეტულ მოსამართლეებს, არა მხოლოდ მართლმსაჯულების სისტემას. მიზანში ჰყავდათ ამოღებული ლაშა ჩხიკვაძე და ცდილობდნენ მორალურად გაენადგურებინათ, ამაში იხარჯებოდა ევროპული და ამერიკული ფული. როცა ვსაუბრობთ ევროპულ სტანდარტზე, ეს არის სტანდარტი, რომ ადამიანის მორალურ განადგურებაში იხარჯება ევროკავშირის მოქალაქეების ფული? დღეს არავინ არც კი კადრულობს, რომ ბოდიში მოხადონ. ვიდრე ვინმე სიტყვა ვეტინგს ახსენებს, ჯერ ბოდიში მოუხადონ ქართულ მართლმსაჯულებას, ლაშა ჩხიკვაძეს, სხვა მოსამართლეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში მათ, მათ ოჯახებს აყენებდნენ მორალური და დეზინფორმაციული წნეხის ქვეშ, ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ სასამართლოსთან დაკავშირებით,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. პაველ ჰერჩინსკი: ვხედავთ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საჭიროებას, ეს უნდა მოხდეს უცხოელ ექსპერტთა მონაწილეობით ევროკავშირი შეშფოთებულია ცალკეული მოსამართლეების წინააღმდეგ ქართველი საჯარო მოხელეების ბოლოდროინდელი კომენტარებით
„არანაირ „რუსულ კანონს“ პარლამენტი არ იღებს, შარშან გაგივიდათ, წელს არ გამოგივათ“ - პაპუაშვილი ოპოზიციას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერ დეპუტატს მიკროფონი გაუთიშა და ის სხდომათა დარბაზიდან გააძევა. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ყველა იმ დეპუტატს გაუთიშავდა მიკროფონს, რომელიც სიტყვებს „რუსულ კანონს“ ახსენებს. მანმადე, პლენარულ სხდომაზე პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ „აგენტების კანონის“ პარლამენტში კიდევ ერთხელ შეტანით დეპუტატებსა და ხალხს მმართველმა პარტიამ შეურაცხყოფა მიაყენა. ელისაშვილმა აღნიშნულ კანონპროექტს რუსული უწოდა. ასევე ხმაური მოჰყვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ხატია დეკანოიძის განცხადებას. „ქალბატონო ხატია, მაინც შეგახსენებთ, რომ ამ დარბაზს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ. არანაირ „რუსულ კანონს“ საქართველოს პარლამენტი არ იღებს. არც არასდროს მიღია და არც არასდროს მიიღებს. ეს პათეტიკა, რაც შარშან გაგივიდათ, წელს არ გამოგივათ. დაივიწყეთ. ნუ ატყუებთ ქართველ ხალხს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ კი დეკანოიძეს მიმართა, რომ საქართველოს პარლამენტი არანაირ „რუსულ კანონს“ არ იღებს და არც არასდროს მიუღია. როგორც დეკანოიძემ სხდომაზე განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ სურს, დემოკრატია დაანგრიოს და ქვეყანას მომავალი წაართვას. „რატომღაც ჰგონიათ, რომ საქართველოში პოლიტიკოსების მოვალეობა ჩვენ თავზე ზრუნვაა და საქართველოში პოლიტიკოსების მოვალეობაა ჩაგრულ ადამიანებზე ზრუნვა. ჩაგრულ ქალებზე, ემიგრაციაზე და ყველა იმ ადამიანზე ზრუნვა, ვის მხრებზეც დგას ჩვენი ქვეყანა. ქვეყანა, რომლის გადატეხვაც ახლა უნდა „ქართლ ოცნებას“ ახალი „რუსული კანონმდებლობის“ შემოტანით... თქვენ გინდათ, რომ დემოკრატია დაანგრიოთ და ამ ქვეყანას მომავალი წაართვათ. ეს პოლიტიკური ძალა ხართ თქვენ,“ - განაცხადა დეკანოიძემ. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის
პაპუაშვილი „აგენტების კანონზე“: ჩვენი უსაფრთხოების დაცვა არ არის ევროპული საქციელი?!
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ე.წ. აგენტების კანონის ხელახლა ინიციირებისა და მიღების სურვილს ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებით ხსნის. შესაბამისი კომნეტარი მან პარლამენტში გააკეთა, როცა ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ამ კანონპროექტის ხელახალი ინიციირება ხელს ხომ არ შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას. „რა გამოდის, რომ ჩვენი უსაფრთხოების დაცვა არ არის ევროპული საქციელი ? ანუ ის, რასაც აკეთებს საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ის, რასაც აკეთებს ევროპარლამენტი და ევროკავშირი ახლა, როდესაც დირექტივას იღებენ, იგივე მიდგომა რომ ჩვენც გვქონდეს, ეს არ არის ევროპული? - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კითხვას. მისივე თქმით, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა არის ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხი. „ერთადერთი სუბიექტი, ვისაც ამ საკითხზე შეუძლია იმსჯელოს, ეს არის ქართველი ხალხი და მისი არჩეული ხელისუფლება. სხვა ქვეყანას ჩვენი უსაფრთხოების საკითხებში ცოდნაც და კომპეტენციაც და მანდატიც არ აქვს. ეს მხოლოდ ჩვენ, ქართველ ხალხმა, შეგვიძლია განვსაჯოთ, რა არის მნიშვნელოვანი ჩვენი უსაფრთხოებისთვის ამ გეოპოლიტიკურ სივრცეში, სადაც საფრთხეები ყველა მხრიდანაა, ფაქტობრივად, მათ შორის, სხვადასხვა სახის, ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხიც. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ქართველმა ხალხმა, ვიცოდეთ თუ რა ფული შემოდის და რაზე იხარჯება. ერთადერთი, რაზეც დგას ეს ყალბი კამპანია, ერთადერთი ხაზი აქვთ, ეს არის ყვირილით საღი აზრის ჩახშობა. არ მოდის არც ერთი საღი არგუმენტი,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ცენტრალური აზიის რეგიონში იმყოფება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ცენტრალური აზიის რეგიონში 7 აპრილს გაემგზავრა. როგორც პარლამენტის პრესსამსახური იუწყება, ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე უზბეკეთის, თურქმენეთის და ყაზახეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. ვიზიტი 13 აპრილს დასრულდება. „საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს შედიან: კახა კახიშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე; დავით მათიკაშვილი, თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ირაკლი მეზურნიშვილი, უზბეკეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ბაია კვიციანი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; ანტონ ობოლაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი; სოზარ სუბარი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი.
პაპუაშვილი ონლაინმედიებზე: პარლამენტის აკრედიტაციის „ბოროტად გამოყენება“ ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაა, ეს არ არის სივრცე აქციების ჩასატარებლად
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ მიიღო გადაწყვეტილება ონლაინ მედიის წარმომადგენლებისთვის პარლამენტში დაშვების აკრძალვის თაობაზე. პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მედიის წარმომადგენლებს პარლამენტის აკრედიტაცია ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისთვის აქვთ და მისი „ბოროტად გამოყენება“ მოქალაქეობრივი პოზიციის დასაფიქსირებლად, ჟურნალისტური ეთიკის დარღვევა. პაპუაშვილის თქმით, „პარლამენტი არის საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, სადაც უნდა იყოს შესაბამისი სამუშაო გარემო და ეს არ არის სივრცე აქციების ჩასატარებლად.“ „ონლაინ გამოცემების ჟურნალისტების რაოდენობა რამდენიმე ათეულია და ყველა ჟურნალისტი შემოდიოდა აქ, რომ პროტესტი გამოეხატა. გასაგებია მათი პროტესტი - შეუძლიათ, გარეთ, საჯაროდ გამოხატონ თავისი პროტესტი, რაც შეეხება შიგნით შემოსვლას და აქ პროტესტის გამოხატვას, ეს არის ჟურნალისტური ეთიკის დარღვევა. აკრედიტაცია გაქვთ, რათა განახორციელოთ ჟურნალისტური საქმიანობა, ხოლო ბოროტად სარგებლობა და ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაა, როდესაც აკრედიტაციით სარგებლობ, შედიხარ შენობაში, რომელმაც შემოგიშვა იმისთვის, რომ ჟურნალისტური საქმიანობა განახორციელო, ნაცვლად ამისა კი, მოქალაქეობრივ პოზიციას აფიქსირებს. ამისთვის არ არის აკრედიტაცია,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილმა გაიხსენა წინა კვირას ბიუროს სხდომის პარალელურად „პუბლიკის“ ჟურნალისტის მიერ პარლამენტში გამოხატული პროტესტი და განაცხადა, რომ გუშინაც ამ მედიის წარმომადგენლების მიზანი პროტესტის გამოხატვა იყო.
მმართველი გუნდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე დღეს გაიტანს
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დღეს პლენარულ სხდომაზე გავა. შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ „ახლა, ფაქტობრივად, მოწმეები ვართ დეზინფორმაციული შტურმის ქართულ საზოგადოებაზე, სადაც კვლავ ცდილობენ სლოგანებით, ლოზუნგებით და დოგმებით ჩაახშონ საღი აზრი.“ „ამ პროცესს თავისი აღწერაც აქვს, ამას ჰქვია დოგმატიზმი, სადაც ნაცვლად არგუმენტების წარმოდგენისა, მოსაზრება მიეყიდება საზოგადოებას როგორც არგუმენტი,“ - განუცხადა მან პარლამენტის ჟურნალისტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას. ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. 15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო
83 ხმით, 0-ის წინააღმდეგ - პარლამენტმა ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირბალობის“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის მომხსენებელი იყო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. მანამდე, პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც დეპუტატები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით იხილავდნენ, დღეს უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრების დაპირისპირების გამო დროებით შეწყდა და ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილსა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. ასევე, სასესიო დარბაზიდან გააძევა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი. უმრავლესობის წევრების გამოსვლისას ოპოზიციონერი დეპუტატები სკანდირებდნენ „არა, რუსულ კანონს!“, „ყველა არის ქვეყნის მოღალატე“; „პასუხს აგებთ!“ ისინი ასევე, პროტესტს მაგიდაზე ხელისა და წიგნის ბრახუნით გამოხატავდნენ. ცნობისთვის, პოლიტიკური ჯგუფის, „საქართველოსთვის“ ალტერნატიული ინიციატივებს კი, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. ამ წუთებში პარლამენტის შენობის უკან მიმდინარეობს აქცია სახელწოდებით: „არა რუსულ კანონს.“ „აგენტების კანონს“ რამდენიმე დღეა, მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან აპროტესტებენ. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები
პაპუაშვილი: ზუსტად აქციებმა დაგვანახა ხალხის მხარდაჭერა ამ კანონპროექტის მიმართ
„ჩვენ არ ვმოქმედებთ სხვების მოსაზრებებიდან გამომდინარე, არამედ უპირატესად ვმოქმედებთ ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე,“ - უპასუხა შალვა პაპუაშვილმა კითხვას, არის თუ არა მისთვის უხერხულობის შემქმნელი ის, რომ მათ მიერ წარმოდგენილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხოლოდ რუსეთი იწონებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უმრავლესობისთვის განმსაზღვრელია ქართველი ხალხის ნება, რაც ავტომატურად გულისხმობს, რომ სხვების მოსაზრება ამ შემთხვევაში გადამწყვეტი არ არის. „არა, იმიტომ, რომ თუკი პოზიცია არის ასეთი, რომ ჩვენთვის განმსაზღვრელია ქართველი ხალხის ნება, ეს ავტომატურად გულისხმობს, რომ სხვების მოსაზრება ამ შემთხვევაში გადამწყვეტი არ არის. ჩვენ უპირატესად არ ვმოქმედებთ სხვების მოსაზრებებიდან გამომდინარე, არამედ უპირატესად ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე.“ - აღნიშნა პაპუაშვილმა. ამავე საკითხზე საუბრისას მანვე აღნიშნა, რომ „რაღაცა თეთრია თუ შავია უნდა გადაწყდეს არგუმენტით, რომ ეს ფერი რაღაცას ნიშნავს და არა ის, ვინ რა თქვა.“ „რაღაცა თეთრია თუ შავია უნდა გადაწყდეს არგუმენტით, რომ ეს ფერი რაღაცას ნიშნავს და არა ის, ვინ რა თქვა. მთელი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ გვაქვს დოგმებით საუბარი, რომ „იმან რომ თქვა“, „ამან რომ თქვა“ - ეს არგუმენტი არ არის. ეს არის ავტორიტეტებით საუბარი და არა არგუმენტებით. ჩვენ რომ მხოლოდ ავტორიტეტებს დავყრდნობოდით, მაშინ უნდა დაგვეწესებინა სანქციები, რაც კატასტროფა იქნებოდა ქართველი ხალხისთვის, მიხეილ სააკაშვილი უნდა გაგვეთავისუფლებინა, აქეთკენ გვიბიძგებდნენ იგივე ავტორიტეტები - ეს იქნებოდა კატასტროფა ხალხისთვის და ბევრი სხვა, რისკენაც გვიბიძგებდნენ იგივე ავტორიტეტები პირდაპირ, ირიბად, ღიად, დახურულ კარს მიღმა და ა.შ. ჩვენ მივყვებოდით და მივყვებით არა იმას, რას ამბობენ ავტორიტეტები, არამედ იმას, რა არის სწორი ქართველი ხალხისთვის საღი, გონივრული განსჯის შედეგად,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. გარდა ამისა, მან ისაუბრა საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე და აღნიშნა, რომ „მიმდინარე აქციებმა მათ დაანახეს ხალხის მხარდაჭერა ამ კანონპროექტის მიმართ.“ „ამ დღეებმაც დაგვანახეს ერთი საჭიროება ამ კანონის და მეორე, ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ. ზუსტად ამ აქციებმა დაგვანახა ამ კანონპროექტის მიმართ ხალხის მხარდაჭერა. ამიტომ, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტი ამ კანონზე მსჯელობას გააგრძელებს,“ - აღნიშნა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ, 17 აპრილს ხალხმრავალი პროტესტის მესამე ღამე იყო პარლამენტის შენობასთან. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები
შალვა პაპუაშვილი: ქორწინებისთვის დასაშვები ასაკი - 18 წელი, კონსტიტუციაში ჩაიწერება
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქორწინებისთვის დასაშვები ასაკი, 18 წელი, კონსტიტუციაში ჩაიწერება. ამის შესახებ მან ქუთაისში, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის მიმდინარეობისას განაცხადა. „2017 წელს უკვე გამყარდა, რომ ქორწინება არის მხოლოდ ქალის და მამაკაცის კავშირი. რაც ახლა, ამ ცვლილებით ხდება, არის ერთი - სხვა ქვეყნებშიც იყო ეს ჩანაწერები კონსტიტუციებში, თუმცა ალტერნატივად სხვადასხვა ქვეყანაში ჩამოყალიბდა ე.წ. სამოქალაქო პარტნიორობის ხელშეკრულება, სამართლებრივი ფორმა, რომელიც, ფაქტობრივად, იმავე სამართლებრივ განზომილებაში აყენებდა ამ კავშირს. ამ ჩანაწერის მიზანი ესაა, რომ ქორწინება და ოჯახი იყოს ის, რაც არის განსაზღვრული კონსტიტუციით და არანაირი სამართლებრივი ალტერნატივები არ იყოს დაშვებული. ამავე დროს, მყარდება კონსტიტუციურად საქორწინო ასაკიც, 18 წელი. სხვადასხვა დროს, ეს ასაკიც იცვლებოდა ხოლმე და ესეც კონსტიტუციურად გამყარებული ასაკი იქნება," - განაცხადა პაპუაშვილმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოში ევროკავშირის დაფინანსება გაუმჭვირვალეა
„ეს შეიძლება, არ შედიოდეს მათ ინტერესებში, ვისი ფინანსებიც საქართველოში შემოდის გაუმჭვირვალედ და სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც საქართველოში არის გაუმჭვირვალე - აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ჯოზეფ ბორელს არ აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი,“ - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა, რითაც, მათ შორის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების ფარულად დაფინანსება არის არასწორი საქციელი.“ „როცა ჩვენ გამჭვირვალობის კანონზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე კანონი. ეს შეიძლება არ შედიოდეს სხვების ინტერესებში, განსაკუთრებით მათ ინტერესებში, ვისი ფინანსებიც საქართველოში შემოდის გაუმჭვირვალედ და სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც საქართველოში არის გაუმჭვირვალე. ჩვენ ვიცით მაგალითები, მაგალითად „ევროპის დემოკრატიის ფონდი“, რომელიც საქართველოში საკუთარ დაფინანსებას მალავს, რაც არის სწორედაც, რომ ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგო. სამწუხაროდ, ერთი წლის განმავლობაში, ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურასთან კომუნიკაციით ვცდილობდი, რომ დამერწმუნებინა თავად ევროკავშირის წარმომადგენლები, რომ ევროპული ღირებულებებისგან გადახვევით, საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების ფარულად დაფინანსება არის არასწორი საქციელი. სამწუხაროდ, ვერ შევძელი, ამიტომაც გვიწევს კანონის მიღება. მე სხვების ნაცვლად ვერ გიპასუხებთ, მაგრამ პრობლემა არის შემდეგში. სინამდვილეში, არის მცდელობა აიკრძალოს დისკუსია, რაც არის ანტიევროპული ქცევა. სინამდვილეში, არის მცდელობა ჩაიხშოს საღი აზრი, რაც არის ანტიევროპული ქცევა. სინამდვილეში, ეს არის მცდელობა, რომ იყოს საუბარი ლოზუნგებით და არა შინაარსით. ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რასაც ვაკეთებთ, ვთავაზობთ შინაარსს და რადიკალური ოპოზიციის ქცევას ვხედავთ, რას აკეთებს? - ხევს პლაკატებს, სადაც არის კანონპროექტის ლინკი მითითებული. უნდათ საზოგადოება ამყოფონ ამ ინფორმაციის გარეშე... დარწმუნებული ვარ, ჯოზეფ ბორელს არ აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოხატეს შეშფოთება საქართველოში „საგარეო გავლენის გამჭვირვალობის კანონის გამო.“ მისი თქმით, ეს კანონი „არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს.“ „განვიხილეთ საქართველოს ვითარება. ეს კანონი იყო წარდგენილი პარლამენტში და მთავრობის მხრიდან იყო აღებული ვალდებულება, გაეწვია ეს კანონპროექტი, არ წარედგინა ის კვლავ. ეს არ შესრულდა. მე და ევროკომისარმა ვარჰეიმ გამოვაქვეყნეთ განცხადება გასულ კვირას, რომელშიც ხაზი გავუსვით, რომ ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. ვიმეორებ, ეს შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. ევროკომისიამ უნდა წარადგინოს ყოველწლიური ანგარიში ამ მოვლენასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ იმ ფაქტით, რომ ეს კანონი კვლავ წარუდგინეს პარლამენტს," - განაცხადა ბორელმა. შეიძლება თუ არა გაწევრიანების პროცესის გაყინვა საკამათო კანონის გამო - მიშელის პასუხი შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით
პაპუაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: მისი ფარატინა ქაღალდობა საქართველოსთან მიმართებით არაერთხელ დამტკიცდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს და წინა მსგავსი შინაარსის რეზოლუციები სამწუხარო ისტორიაა ევროპარლამენტის არქივებში. „ახლა განსაკუთრებით ხაზი გაესვა ამ რეზოლუციის არასერიოზულობას იმით, რომ მისი ინიციატორები იმაზეც კი არ დაფიქრდნენ, რომ აფხაზეთი ყირგიზეთთან ერთად ლამის სახელმწიფოდ მოიხსენიეს. ასეთ ხალხთან გვაქვს ურთიერთობა, დღესაც ვსაუბრობთ ევროპარლამენტარების იმ ჯგუფზე, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ასეთ გადაწყვეტილებას იღებს. ეს არ არის პირველი ასეთი დეკლარაცია, უკვე მეოთხეა რიგში. როგორც წინა 3 დეკლარაციას არ ჰქონდა არანაირი ფასი არც ჩვენი ქვეყნისთვის და მათ შორის, არც ევროკავშირისთვის, ასე დარჩება ეს დეკლარაციაც. სამწუხარო ისტორიაა ევროპარლამენტის არქივებში,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. „ეს არის მიხეილ სააკაშვილის მფარველების გუნდი, რომელიც ავტომატურად არ არიან ქართველი ხალხის მეგობრები. ის, ვინც არის მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი. ეს არის ის ხალხი, რომელმაც თავის დროზე შეაგულიანეს მიხეილ სააკაშვილი, რომ საქართველოსი შემოპარულიყო. რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების სწრაფი მოქმედება, სააკაშვილის აღმოჩენა და დაკავება, რა იქნებოდა საქართველოს ბედი ამის შემდეგ და რა დატრიალდებოდა, ამ ევროპარლამენტარებს ნაკლები დარდი ექნებოდათ ამასთან დაკავშირებით, მშვიდად იქნებოდნენ თავიანთ დედაქალაქებში, ქართველებს რა ბედი გვეწეოდა, თავისი მიზნებისთვის რომ მიეღწია მიხეილ სააკაშვილს, როდესაც ის შემოიპარა, ეს ჩვენ უნდა გვეკითხა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. „სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება“ - ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო
პაპუაშვილი: ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში ჩართული პირების შესახებ მონაცემთა ბაზა შეიქმნება
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია ადამიანებზე, „რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ.“ ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით პარტიული სტრუქტურების მეშვეობით ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს. ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებ-გვერდზე და იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იმ მონაცემთა ბაზის შექმნის მიზანი, რომელშიც „ძალადობასა და შანტაჟში მონაწილე პირები შევლენ, მათი კამპანიის მორალური შეფასებაა.“ „მნიშვნელოვანია მორალური შეფასება იმ კამპანიისა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობას“ აქვს წამოწყებული, ზიზღის მუქარის, შანტაჟის, ზეწოლის კამპანია, როგორც ცალკეულ ადამიანებზე, ისე მათი ოჯახის წევრებზე. ჩვენ, მაგალითად, გვახსოვს, რომ ახლახან, სპორტსმენებზე, ხელოვანებზე და მათ ოჯახის წევრებზე მიდიოდა ზეწოლა. საჯარო გახდა, ზეწოლა მიდიოდა იმისთვის, რომ მათთვის სასურველი განცხადებები გაეკეთებინათ, სხვადასხვა ადამიანების პერსონალური ინფორმაცია ქვეყნდებოდა იმისთვის, რომ მათზე ზეწოლა მომხდარიყო და ა.შ. ამიტომ მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი იყოს გამჭვირვალე, ვინ დგას ამის უკან, კონკრეტულად ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ამ ზიზღის კამპანიას იწყებენ, აღვივებენ, მხარს უჭერენ, ახალისებენ და შესაბამისად, შემდეგ საზოგადოება ჩამოიყალიბებს თავის აზრს ამ ადამიანებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი: რამდენიმე ქვეყნის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეებმა ვიზიტის სურვილი გამოთქვეს - ვუთხარი, რომ არ იყო კარგი დრო ვიზიტისთვის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს, 10 მაისს, პარტია "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარში განაცხადა, რომ რამდენიმე ევროპული ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს არ შეხვდება. პაპუაშვილი ამბობს, რომ პარლამენტარებმა ევროპის დედაქალაქებიდან საქართველოში ვიზიტისთვის კარგი დრო არ შეარჩიეს. „რამდენიმე ქვეყნის, ძირითადად ბალტიისპირეთის ქვეყნების, გერმანიის და პოლონეთი-ჩეხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებმა გამოთქვეს სურვილი ვიზიტისა და მათ შორის იყო სურვილი ჩემთან შეხვედრისა. მათ ვუთხარი, რომ არ იყო ეს კარგი დრო ვიზიტისთვის, მათი აქ ვიზიტი, შესაძლოა, რადიკალურმა ოპოზიციამ წამახალისებლად მიიღოს რადიკალური ქმედებებისთვის - მე ვერ შევხვდები. მე მათ ვუთხარი, რომ არ იყო ეს კარგი დრო ვიზიტისთვის, 13-14, ორშაბათი-სამშაბათი, ვინაიდან იქნება კანონპროექტის მესამე მოსმენა და არ იქნება მაინც და მაინც კარგი დრო იმისთვის, რომ საგნობრივი საუბარი გვქონდეს და უკეთესი იქნებოდა, სხვა დროს, ამ განხილვების შემდეგ, ყოფილიყო ვიზიტი და მზად ვართ ნებისმიერი საკითხის განხილვისთვის და ვაფასებთ, ზოგადად, პარლამენტებთან კოლეგიალურ თანამშრომლობას. ვინაიდან მათ დაგეგმილი აქვთ, როგორც ვხვდები, მაინც აპირებენ ჩამოსვლას, თუმცა ასევე ვუთხარი მე, რომ გამომდინარე იქიდან, რომ აქციებს წინა შემთხვევებში ჰქონდა ძალადობრივი ხასიათი და ვხედავთ, რომ ნელ-ნელა კიდევ უფრო მჟღავნდება გეგმები ძალადობრივი ქმედებებისა აქციების დროს, მათი აქ ვიზიტი შესაძლოა რადიკალურმა ოპოზიციამ წამახალისებლად მიიღოს რადიკალური ქმედებებისთვის, ამიტომაც მათ ვუთხარი, რომ ესეც მიიღონ მხედველობაში, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს ძალადობრივი გეგმები და მათი აქ ყოფნა შეიძლება, გამოიყენონ იმისთვის, რომ კვლავ განახორციელონ თავდასხმა პარლამენტზე და ზოგადად, რადიკალური ქმედებები და ძალადობა აქციების დროს. მე ვერ შევხვდები, ვინაიდან ორშაბათი-სამშაბათი არის მესამე მოსმენით განხილვა საკითხებისა. იქნება შეხვედრა პარლამენტის მხრიდან, თუმცა, ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნებოდა საქმისთვისაც, საგნობრივი განხილვებისთვისაც, თუკი ისინი ამ განხილვების შემდეგ ჩამოვიდოდნენ. მზად ვართ ნებისმიერი დისკუსიებისთვის. სამწუხაროდ, ეს ჩემი რჩევა, როგორც ჩანს, არ გაითვალისწინეს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მათთვის კრიტიკა პრობლემა არ არის. „მე მგონი, ამდენი კვირა აკვირდებით, რომ არც კრიტიკაა ჩვენთვის პრობლემა, იმიტომ, რომ სათქმელი ყველასთან გვაქვს და გარწმუნებთ, როგორც პარლამენტში დებატების დროს, შემდეგ არგუმენტი არ აქვთ ხოლმე და ვერ შედიან შინაარსობრივ მსჯელობაში, ზუსტად ასეთივე არის ჩვენი მსჯელობა ზოგიერთ უცხოელ პარტნიორთან ხოლმე - შინაარსში როდესაც შევდივართ, იმის იქით ვეღარ არის მსჯელობა. ამიტომ არც კრიტიკაა პრობლემაა, არც განცხადება, მე მგონი ხედავთ, რომ არის განცხადებები, მათ შორის, ვინც ჩამოდიან მათი მხრიდანაც, აქ პრობლემა არ არის, ვინაიდან განცხადებას ჩვენი საპასუხო განცხადება მოჰყვება,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ემხრობიან კონსტრუქციულ დიალოგს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტთან. როთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიწყოს მშვიდობიანი დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან. მან მოუწოდა ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონპროექტი. „საქართველოს მთავრობამ დარღვევები და მუქარები უნდა შეწყვიტოს, „უცხოური აგენტების კანონი“ უნდა გაიწვიოს და სამოქალაქო საზოგადოებასთან მშვიდობიანი დიალოგი უნდა დაიწყოს. საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტარებთან კონსტრუქციული დიალოგის ერთგული ვრჩებით, მაგრამ შეწყვიტეთ დარღვევები და მუქარები, გაიწვიეთ "უცხოური აგენტების კანონი," დეესკალაცია მოახდინეთ და სამოქალაქო საზოგადოებასთან მშვიდობიანი დიალოგი დაიწყეთ! ყველა ჩემს ქართველ მეგობარს: ნუ იღელვებთ, ჩვენ შევხვდებით. მალე," - წერს როთი. აპრილის დასაწყისში, ევროპის 12 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებმა ერთობლივი წერილით გააკრიტიკეს საქართველოში ხელახლა ინიცირებული ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონი. როთმა სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა პირველ მაისის საპროტესტო აქციაზე გადაღებული ვიდეოც, რომელიც ასახავდა ათასობით მოქალაქის დემონსტრაციას ე.წ. უცხოური აგენტების კანონის წინააღმდეგ და დაწერა, რომ დღეს ევროპის დედაქალაქი თბილისია და ქართველები სამაგალითო ევროპელის სახეს აჩვენებენ. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.
შალვა პაპუაშვილმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონს ხელი მოაწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა „აგენტების კანონს“. ამის შესახებ მან პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „დაცხრა ემოციები და რადიკალური ოპოზიციის პროტესტს მიერთებული მოქალაქეებიდან ბევრმა უკვე დაინახა, რომ, სინამდვილეში, გამჭვირვალობის კანონი გაზრდის არასამთავრობო ორგანიზაციების და მათი დამფინანსებლების პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას, გააჯანსაღებს პოლიტიკურ სისტემას, შეასუსტებს დეზინფორმაციას, შეამცირებს რადიკალიზმს და პოლარიზაციას,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პროცედურის მიხედვით, თუ ვეტოდაძლეულ კანონპროექტს პრეზიდენტი არ აწერს ხელს, ის პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ ქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეში და ამ დროიდან შეიძენს სამართლებრივ სტატუსს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ, „აგენტების კანონი“ "საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. საქართველოს კანონმდებლობით, ეს აუცილებელი პროცედურაა კანონისთვის სამართლებრივი სტატუსის მისანიჭებლად. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“ 24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა. 24 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებდა, რომ „თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაიძლეოდა, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნებოდა.“ 27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა. 28 მაისს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი მიღებულია. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)
პაპუაშვილი: თუ ტელევიზიით გადის ფილმი, სადაც არის ინტიმური სცენა ამ (ლგბტ) შინაარსის, ეს სცენა უნდა იყოს შეზღუდული და არგაშვებული
მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს აინიცირებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ დღეს საპარლამენტო უმრავლესობა აინიცირებს კანონების პაკეტს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, რომელიც შედგება ერთი ძირითადი კანონისგან და 18 გამომდინარე კანონპროექტისა, რომლითაც ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონში: სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ საკანონმდებლო პაკეტით მოწესრიგდება 8 საკითხი, რომელიც ეხება ქორწინებას, შვილად აყვანას, სქესის შეცვლის პროცედურებს, ლგბტ პროპაგანდას, სექსუალური უმცირესობების შეკრებას. „გაგაცნობთ ძირითადად ასპექტებს, თუ რა იქნება მოწესრიგებული ამ კანონების მეშვეობით. 19 კანონისგან შემდგარი პაკეტია, საიდანაც ერთი ძირითადი კანონია და 18 გამომდინარე კანონი. პირველი არის ქორწინების საკითხი. როგორც იცით, კონსტიტუციით ჯერ კიდევ 2017 წელს მოწესრიგდა ქორწინების საკითხი, როგორც კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის ოჯახის შექმნის მიზნით, თუმცა ჩვენ გვესმის სხვადასხვა საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ქორწინების ალტერნატიული ფორმები იქნეს შემოღებული საქართველოში, ამიტომ, კანონით მოწესრიგდება, რომ დაუშვებელი იქნება ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ქორწინების დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება, ანუ არ იქნება კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის. მეორე საკითხი ეხება შვილად აყვანის საკითხებს და აქაც დაუშვებელი იქნება იმ ადამიანების მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანა, რომლებიც თავის თავს თავისი სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებენ ან არ არიან ჰეტეროსექსუალი ადამიანები, საუბარი გვაქვს მათ შორის მარტოხელა ადამიანებზე, რომლებსაც სურთ შვილად აყვანა. მესამე საკითხი ეხება სქესის შეცვლის ოპერაციას, კერძოდ აკრძალული იქნება პირისთვის სქესის შეცვლის მიზნით, ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის გამოყენება. მეოთხე, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტებში სქესის მითითების საკითხი - აკრძალული იქნება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ან სახელმწიფოს მიერ გაცემულ სხვა დოკუმენტში ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება. მეხუთე, პროპაგანდის აკრძალვის საკითხები განათლების სექტორში - დაუშვებელი იქება საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლგბტ პროპაგანდის წარმოება, კერძოდ, ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. გარდა ამისა, მეექვსე საკითხი გახლავთ ინფორმაციის გავრცელება, მათ შორის, ეს ეხება მაუწყებლებს და დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ თავისი ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. მნიშვნელოვანია აქ შემდეგი დათქმა, რომ ეს აკრძალვა მოქმედებს მხოლოდ იმ ფარგლებში, რომ არ იქნეს დაშვებული ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ინტიმური ურთიერთობის ამსახველი სცენის ან ინცესტის სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება. ასევე, აკრძალული იქნება იმავე შინაარსის რეკლამა, რაც მაუწყებლის შემთხვევაში გულისხმობს, რომ თავად ეს სცენები დაუშვებელი იქნება, რომ გადაცემული იქნას მაუწყებლის ეთერში. მეშვიდე საკითხი ეხება შეკრებისა და მანიფესტაციების საკითხებს - აქ დაუშვებელი იქნება საჯარო შეკრება ან მანიფესტაცია, რომელიც მიმართული იქნება ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. და ბოლო, მერვე საკითხი ეხება შრომით ურთიერთობებში, როგორც კერძო ისე საჯარო დაწესებულებებში, რომ ბათილი იქნება შრომითი ურთიერთობების ფარგლებში დაკისრებული ისეთი ვალდებულება, რომელიც მიმართულია ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფისკენ. ეს არის ის 8 საკითხი, რომელიც მოწესრიგებული იქნება 19 კანონის მეშვეობით და გარდა ამისა, თავად ძირითად კანონში, ისევე როგორც შრომის კოდექსში, 17 მაისი დაწესდება როგორც ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ და გამოცხადდება უქმე დღედ. რაც შეეხება პროცედურებს, ჩვენ მიმდინარე საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ამ კანონპროექტს განვიხილავთ და მივიღებთ პირველი მოსმენით, ხოლო საშემოდგომო სესიაზე მეორე და მესამე მოსმენით იქნება მიღებული ეს პაკეტი. არის საკმარისი დრო, რომ ვისაც სურს იყოს მონაწილე დისკუსიისა, გახდეს ამ დისკუსიის მონაწილე," - განაცხადა პაპუაშვილმა. „რაც შეეხება მაუწყებლებს და შემოქმედებით პროგრამებს, ეს შეეხება ინტიმური სცენების არგაშვებას, არა თემატურად და შინაარსობრივად შეზღუდვას, არამედ - სცენების. რაც შეეხება ინფორმაციის გავრცელებას, ის ეხება მაუწყებლებს და კინოჩვენებას - ეს არ ეხება კულტურულ ღონისძიებებს. მაუწყებლებს ეხება იმ ფარგლებში მხოლოდ, რომ პირობითად, თუკი ტელევიზიით გადის რაიმე ფილმი და თუკი იქ არის ინტიმური სცენა ამ შინაარსის, ეს სცენა უნდა იყოს შეზღუდული და არგაშვებული,“განაცხადა პაპუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს, ამიტომ, მოქმედი პარლამენტი დაამტკიცებს ახალ კანონსა და მისგან გამომდინარე ცვლილებებს. „მიმდინარე საგაზაფხულო სესიის განმავლობაში [სრულდება 28 ივნისს] ამ კანონპროექტს განვიხილავთ პირველი მოსმენით და მივიღებთ პირველი მოსმენით. ხოლო საშემოდგომო სესიაზე [იხსნება 3 სექტემბერს] მეორე და მესამე მოსმენით იქნება მიღებული ეს პაკეტი,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. რეგლამენტის თანახმად, საპარლამენტო არჩევნების წელს „არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება“. საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. რაც შეეხება ლგბტ უფლებების შემზღუდავ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ამ საკითხზე შექმნილმა საყოველთაო-სახალხო განხილვების საორგანიზაციო კომისიამ მუშაობა 16 მაისს დაასრულა. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყებენ პროექტის განხილვას პარლამენტში.
შალვა პაპუაშვილი: ვინაიდან სხვა არგუმენტი ვერ ნახეს, მხოლოდ ხუთი დღის თავზე მოიფიქრეს ეს, როგორც საბაბი და ამტკიცებენ, რომ ფარულობა დარღვეულია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხმის მიცემის ფარულობის საკითხზე კონკრეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ისტერია ატეხა. მისივე თქმით, „2021 წლიდან მიყოლებული არცერთ არჩევნებზე არავის პრეტენზია არ ჰქონია ფარულობასთან დაკავშირებით, არც ამ არჩევნებზე არ ყოფილა პრეტენზია ბიულეტენთან და ე.წ. მელანთან დაკავშირებით. „ვინაიდან სხვა არგუმენტი ვერ ნახეს, მხოლოდ ხუთი დღის თავზე მოიფიქრეს ეს, როგორც საბაბი და ამტკიცებენ, რომ ფარულობა დარღვეულია,“ აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. „ხმის მიცემის ფარულობის საკითხზე ისტერია ატეხა ერთმა კონკრეტულმა „ენჯეომ“ – ამომრჩეველთა მობილიზება და მაღალი მხარდაჭერის მიზეზებთან დაკავშირებით არსებული კონსპირაციები. ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას რაც შეეხება, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ელექტრონული მთვლელების მეთოდით აქამდე ჩატარდა ექვსი არჩევნები. 2021 წლიდან მიყოლებული არცერთ არჩევნებზე არავის პრეტენზია არ ჰქონია ფარულობასთან დაკავშირებით, არც ამ არჩევნებზე არ ჰქონია პრეტენზია ბიულეტენთან და ე.წ. მელანთან დაკავშირებით. ვინაიდან სხვა არგუმენტი ვერ ნახეს, მხოლოდ ხუთი დღის თავზე მოიფიქრეს ეს, როგორც საბაბი და ამტკიცებენ, რომ ფარულობა დარღვეულია. ვნახოთ, რა ხდება საერთაშორისო პრაქტიკაში. გაცნობებთ, რომ პოლონეთში ბიულეტენებით ხდება კენჭისყრა – გამჭვირვალე ყუთები, ბიულეტენები კონვერტშიც კი არ თავსდება. ჩვენთან ყუთში მოთავსებამდე ბიულეტენების კონვერტში თავსდება, ელექტრონულის შემთხვევაში კი თავსდება შესაბამის, საქაღალდის ტიპის კონვერტში. პოლონეთში ჩატარებულ არჩევნებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ჩანს კიდეც, ვის აძლევს ხმას ამომრჩეველი. ანუ, „საიას“ რა უნდა თქვას, რომ პოლონეთში ფარულობაა დარღვეული და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაუქმდეს? ბულგარეთის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები – აქაც გამჭვირვალე ყუთი, ბიულეტენები კონვერტში არ თავსდება. ჩანს პარტიის ნომრები და ამომრჩევლის არჩევანი. ანუ, რას ფიქრობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, მისი დამფინანსებელი, ევროკავშირის წევრი ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნები უნდა გაუქმდეს? სულ ახლახან, ერთი კვირის წინ იყო ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნები. ნახევრად გამჭვირვალე ყუთი არის, ბიულეტენები კონვერტში არ თავსდება. ხედავთ, როგორ ჩანს, ვინ ჰყავს არჩეული ლიეტუველ ამომრჩეველს; გუშინ შედგა არჩევნები მოლდოვაში, რომელსაც ოპოზიცია გაფაციცებით აკვირდებოდა და ვნახეთ სურათი, სადაც ნახევრად გამჭვირვალე ყუთია, ბიულეტენები არ თავსდება კონვერტში. პირდაპირ ჩანს, ვინაა მონიშნული ამომრჩევლის მხრიდან. ანუ, რას ფიქრობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაუქმდეს? ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამხელა თაღლითობასთან გვაქვს საქმე ზოგიერთი „ენჯეოს“ მხრიდან. თავიანთი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად ვერცერთ არგუმენტს როდესაც ვეღარ პოულობენ, ეჭიდებიან ხავსს, რომელიც, დიდი ხანია, ქართველ ხალხს დანახული აქვს,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 53,931%;-ით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი კი, ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გადალახა: "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%; "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%; "ძლიერი საქართველო" - 8,81%; "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%. ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. 27 ოქტომბერს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციურ ძალებთან ერთად ჩატარებულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია. მან მოქალაქეებს პროტესტისკენ მოუწოდა. მიმართა საერთაშორისო პარტნიორებს. მანამდე მან შეხვედრები გამართა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც მას დარღვევების შესახებ ესაუბრნენ. „მინდა, მივმართო ასევე ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს, ამერიკელებს, მოვისმინე განცხადებები, რაც გაკეთდა სხვადასხვა მხრივ და ყველანი ძალიან მადლობელი ვართ ამ განცხადებების, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს საზღვრების გარეთ, რომ საქართველოს დაცვა, საქართველოს მომავლის დაცვა ამ რეგიონში, გეოპოლიტიკური ბალანსის დაცვა, ამ რეგიონის ევროპული მომავლის დაცვა – ეს არის ხალხის დაცვა და არა ამ არალეგიტიმურ მთავრობასთან რამე კავშირის დამყარება. ამით თქვენ ვერ დაიცავთ ამ ქვეყნის მოსახლეობას,“ აღნიშნა პრეზიდენტმა. 27 ოქტომბერს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება გავრცელდა, რომლითაც მოუწოდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, „შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები.“ ევროკავშირი „ელოდება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშს და რეკომენდაციებს, რომლებიც რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს.“ 28 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მიერ გაკეთებული განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგები თავისუფალ და სამართლიანად. ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა დიდმა ბრიტანეთმა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ყველა დარღვევა და დაუბრუნდეს დემოკრატიის განვითარების გზას. ის ეუთო-ოდირის ანგარიშიდან ყურადღებას ამახვილებს ჩანაწერზე, რომ „ანგარიში ასახავს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, უაღრესად პოლარიზებულ საარჩევნო გარემოს, ასევე, ფართოდ გავრცელებულ დაშინებას და ამომრჩეველთა იძულებას. აღნიშნული ქმედებები კი, დიდი ბრიტანეთის შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლასთან ერთად, რომელიც გამოიწვია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმა, არ შეესაბამება ღია, დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.“ პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრები გამართა საერთაშორისო პარტნიორებთან, არაერთ საერთაშორისო მედიასთან ინტერვიუში გაიმეორა, რომ არჩევნები გაყალბდა. პარალელურად, 28 ოქტომბერს, ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალხმრავალ აქციაზე, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გახსნა. ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. მოგვიანებით, ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა ხელისუფლებას არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდეს. 28 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთელ განაცხადეს: „გვინდა, გამოძიება ვნახოთ, ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ.“ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის მიერ 29 ოქტომბერს გავრცელებული განცხადებით, 26 ოქტომბრის საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია. ბორელის თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე, არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო: „გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას გთხოვთ. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევები, ამომრჩევლებზე ზეწოლა და დაშინება, რაც პროცესისადმი საზოგადოების მხრიდან ნდობაზე ზეგავლენას ახდენს. ეს დარღვევები უნდა აღმოიფხვრეს სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად. შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებს, კანადა ურთიერთობის გადახედვას აანონსებს. ჯო ბაიდენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა.“აშშ-მ დაგმო საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევა და შეუერთდა საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება.“ შვედეთის მთავრობამ 29 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებენ, კანადამ ურთიერთობის გადახედვა დააანონსა. 29 ოქტომბერს, ცესკომ პროკურატურას მიმართა, დაიწყოს გამოძიება არჩევნების გაყალბებაზე განცხადებებთან დაკავშირებით. 29 ოქტომბერს, ჯო ბაიდენმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, „გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა.“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 30 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოკითხვაზე დაიბარეს საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც საპასუხოდ, პროკურატურას ურჩია, სჯობს, შეუდგეს თავის საქმეს და მოეშვას პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.“ ევროკომისიის, ევროკავშირის მინისტრების, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და NATO-ს პოზიცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით რას პასუხობენ სახელმწიფო დეპარტამენტში შეკითხვას, საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე როგორ აფასებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები საქართველოს არჩევნებს ევროკომისიის პრეზიდენტი: ქართველებს უფლება აქვთ, იცოდნენ, რა მოხდა ამ შაბათ-კვირას