თეგი: ენტონი ბლინკენი
ენტონი ბლინკენმა განმარტა, როგორ უპასუხებს რუსეთს აშშ, თუ კრემლი გადაწყვეტს, რომ ევროპისთვის გაზის მიწოდება შეწყვიტოს
თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ კიდევ უფრო მეტად, ვიდრე აქამდე, ბუნებრივი აირი იარაღად აქციოს და ევროპისთვის მიწოდება შეწყვიტოს - მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მთავრობებთან და ძირითად მწარმოებლებთან მთელ მსოფლიოში, მათი შესაძლებლობების გაზრდაზე, - განაცხადა აშშ-სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. „ამ კვირაში კიევში ჩავიდა აშშ-ის სამხედრო დახმარების სამი გზავნილი, რომელშიც ჯაველინის დამატებითი რაკეტები და სხვა ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემები, 283 ტონა საბრძოლო მასალა და არალეტალური აღჭურვილობა იყო უკრაინის ფრონტის მცველებისთვის. მომდევნო დღეებში მოსალოდნელია მეტი დახმარების გაცემა. კონგრესს შევატყობინეთ ჩვენი სურვილის შესახებ, რომ უკრაინას თავდაცვის დეპარტამენტის საკუთრებაში არსებული ხუთი მი-17 ვერტმფრენი გადავცეთ. დამატებით, თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ ევროპასა და შეერთებულ შტატებში განთავსებული 8 500 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე გაძლიერებული მზადყოფნის რეჟიმში გადადის გადასროლისთვის, იმის უზრუნველსაყოფად, რომ NATO-ს საპასუხო ძალებს სწრაფად დავუჭიროთ მხარი თუ მოხდება მისი აქტივაცია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მიერ მოკავშირეთა აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად. ჩვენ, ასევე, ვაგრძელებთ ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობას მკაცრი ეკონომიკური სანქციების დასაწესებლად, რომ მოსკოვმა პასუხი აგოს თავის ქმედებებზე. ჩვენი საპასუხო ქმედებების ფარგლებში მზად ვართ, დავაწესოთ კონტროლი ექსპორტზე, რასაც გრძელვადიანი შედეგი ექნება და რუსეთს ააცილებს სტრატეგიული ამბიციების მისაღწევად საჭირო პროდუქტებს. ვგეგმავთ ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერას რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების შედეგებთან გასამკლავებლად. ვდგამთ რა ნაბიჯებს, რომ გლობალური ენერგიის მიწოდება არ შეწყდეს - ესეც უმნიშვნელოვანესი საკითხია, თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ კიდევ უფრო მეტად, ვიდრე აქამდე, ბუნებრივი აირი იარაღად აქციოს და ევროპისთვის მიწოდება შეწყვიტოს - მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მთავრობებთან და ძირითად მწარმოებლებთან მთელ მსოფლიოში, მათი შესაძლებლობების გაზრდაზე. ყველაფრის გათვალისწინებით, გასული კვირის განმავლობაში ჩვენმა ქმედებებმა რუსეთის წინაშე არსებული არჩევანი უფრო ცხადი გახადა. ჩვენ წარმოვადგინეთ დიპლომატიური გზა. ჩვენ წარმოვადგინეთ მძიმე შედეგების წყება თუ რუსეთი დამატებით აგრესიას აირჩევს. ჩვენ კიდევ უფრო გავააქტიურეთ უკრაინის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის მხარდაჭერა. და ჩვენ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ყოველმხრივ ერთიანნი ვართ. ჩვენ გავაგრძელებთ შეუპოვრად წინსვლას და მზადებას. რუსეთს რჩება გზა, გადაწყვიტოს, როგორ გვიპასუხოს. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში მზად ვართ“, - სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". მაგრამ გააფრთხილა რუსეთი, რომ აშშ მოქმედებდა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად.
ენტონი ბლინკენი ლავროვს: ყველა ქვეყნის უფლებაა, თავად განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიმართუელება და ალიანსები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ენტონი ბლინკენმა კვლავ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისევე როგორც ყველა ქვეყნის უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიმართუელება და ალიანსები. ამასთან, სახელმწიფო მდივანმა რუსეთს დეესკალაციისა და უკრაინის საზღვრებიდან ჯარებისა და აღჭურვილობის გაყვანისკენ მოუწოდა. „საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან საუბრისას ხაზგასმით აღვნიშნე შეერთებული შტატების მზადყოფნა, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გააგრძელოს დისკუსია უსაფრთხოების ორმხრივ საკითხებზე. ჩვენ მზად ვართ თავიდან ავიცილოთ კონფლიქტი, რომელიც არავის ინტერესშია, მაგრამ მზად ვართ, დავაკისროთ მძიმე საფასური, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება“, - დაწერა თავის მხრივ ბლინკენმა Twitter-ზე. ეს პირველი საუბარი იყო მას შემდეგ, რაც აშშ-მა და NAT0-მ რუსეთს წერილობითი პასუხები გადასცეს. ასევე წაიკითხეთ: ჯონ სალივანი: დოკუმენტი, რომელიც რუსეთს გადავეცით, დიპლომატიასა და სიტუაციის დეესკალაციის გზას ეფუძნება ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა რას სთავაზობს NATO რუსეთს რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ ის მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, რომ გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან, და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. აშშ მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: იმ ფანჯარასთან ვიმყოფებით, როდესაც უკრაინაში შეჭრა შესაძლოა, ნებისმიერ დროს მოხდეს
იმ ფანჯარასთან ვიმყოფებით, როდესაც უკრაინაში შეჭრა შესაძლოა, ნებისმიერ დროს მოხდეს, მათ შორის, ოლიმპიადის დროსაც, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების რაოდენობა იზრდება. „ჩვენ ისევ ვხედავთ ესკალაციის ძალიან შემაშფოთებელ ნიშნებს. მათ შორის, უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების ზრდას“, – განაცხადა ბლინკენმა. ამასთან, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, სწორედ ამით იყო განპირობებული ამერიკის მოწოდება უკრაინაში მყოფი ამერიკის მოქალაქეებისთვის. ცნობისთვის, ჯო ბაიდენმა უკრაინაში აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ქვეყანა დატოვონ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სატელეფონო საუბარი გამართეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ სატელეფონო საუბარი გამართეს, – ინფორმაციას „სიენენი“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელზე, ნედ პრაისზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კულებას ავსტრალიიდან დაუკავშირდა, სადაც სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ცნობისთვის, სატელეფონო საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ალბათობა ძალიან მაღალია.
ბლინკენი ლავროვს: უკრაინაში რუსეთის შეჭრას გადამწყვეტი, მასიური და ერთიანი ტრანსატლანტიკური პასუხი მოჰყვება
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა, რათა განეხილა მწვავე და საერთო შეშფოთება იმის თაობაზე, რომ რუსეთი შესაძლოა, განიხილავს უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი სამხედრო აგრესიის განხორციელებას უახლოეს დღეებში. ამ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტო ავრცელებს. მისივე ცნობით, სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ დიპლომატიური გზა კრიზისის მოგვარებისთვის ღია რჩება, მაგრამ ეს მოითხოვს რუსეთის მხრიდან დეესკალაციას და კეთილსინდისიერ დისკუსიებში ჩართვას. სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ მოსკოვი აგრესიის გზას დაადგება და უკრაინაში შეიჭრება, ეს გამოიწვევს გადამწყვეტ, მასიურ და ერთიან ტრანსატლანტიკურ პასუხს. თავის მხრივ, სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ლავროვმა ბლინკენს უთხრა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები პროპაგანდისტულ კამპანიას ეწევიან უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შესახებ. ლავროვმა დასავლეთი რუსეთის მიერ მომზადებული უსაფრთხოების წინადადებების ძირითადი დებულებების იგნორირებაში დაადანაშაულა. შეგახსენებთ, Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მზადაა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში კოორდინირებული, მძიმე ზომებით უპასუხოს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 11 თებერვალს მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინის ტერიტორია. როგორც იუწყებიან, ამერიკის დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის შესახებ და ეს შეიძლება, უახლოეს საათებში მოხდეს. „მე არ ვაპირებ სადაზვერვო ინფორმაციის დეტალებში შესვლას, მაგრამ თუ გადავხედავთ ძალების განლაგებას როგორც ბელორუსში, ასევე რუსეთში უკრაინის საზღვრის მეორე მხარეს, რუსები არიან იმ მდგომარეობაში, რომ შეუძლიათ, განახორციელონ მასშტაბური სამხედრო მოქმედება“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა 11 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე. რაც შეეხება კიევის პოზიციას, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. ამავე თემაზე: უკრაინის პრეზიდენტი: ჩვენ ბევრ ინფორმაციას ვიღებთ და ვაანალიზებთ
ბლინკენმა და ტრასმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში დაგეგმილ საპასუხო ზომებზე იმსჯელეს
სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასს ესაუბრა, რათა განეხილა მწვავე და საერთო შეშფოთება იმის თაობაზე, რომ რუსეთი შესაძლოა, განიხილავს უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი სამხედრო აგრესიის განხორციელებას უახლოეს დღეებში. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა ბლინკენმა ხაზი გაუსვა NATO-ს მოკავშირეებთან და რეგიონში ევროპელ პარტნიორებთან მუშაობის მნიშვნელობას, რათა რუსეთს სწრაფი, მძიმე ზომები დაეკისროს უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი სამხედრო აგრესიის საპასუხოდ. მხარეებმ ასევე გაზი გაუსვეს საერთაშორისო ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას, უსაფრთხოების ორმხრივ საკითხებზე რუსეთთან მნიშვნელოვანი დიალოგის მოძიების მიზნით, რამაც შეიძლება, ხელი შეუწყოს დიპლომატიურ გადაწყვეტას. მდივანმა ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები ნებისმიერ გადაწყვეტილებას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კონსულტაციის საფუძველზე მიიღებს.
ბლინკენი ლავროვს: საჭიროა, ვიხილოთ გადამოწმებული, სანდო და მნიშვნელოვანი დეესკალაციის პროცესი
სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ესაუბრა. სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ერთგულება, განაგრძოს დიპლომატიური გადაწყვეტა იმ კრიზისის, რომელიც მოსკოვმა დააჩქარა. „მდივანმა ბლინკენმა გაიმეორა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ რუსეთს აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ მომენტში დაიწყოს უკრაინაში შეჭრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა, ვიხილოთ დეესკალაციის მანიშნებელი გადამოწმებული, სარწმუნო პროცესი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რუსეთის შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გამოიწვევს სწრაფ, მკაცრ და ერთიან ტრანსატლანტიკურ პასუხს, ჩვენ ვრჩებით დიპლომატიური გზის ერთგულები და გვჯერა, რომ რჩება სივრცე კრიზისის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში. რუსეთის განცხადებით, სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. ამ განცხადებას მოჰყვა დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ სახელმწიფო დუმის მიმართვა ვლადიმერ პუტინისადმი. 14 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი, ლავროვმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ არსებობს მზადყოფნა, გაგრძელდეს მოლაპარაკებები დასავლეთთან რუსეთის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებზე. ლავროვმა დაამატა, რომ შეთანხმების შანსი არსებობს. 14 თებერვალს, გვიან ღამით, ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა უკრაინის საკითხზე იმსჯელეს. ლიდერებმა განაცხადეს, რომ კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი ჯერ კიდევ არის. უფრო ადრე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა: „გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ“. რუსეთი უკრაინაში შეჭრის გეგმებს უარყოფდა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი მას უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მძიმე ზომებით ემუქრება. NATO-ში ამერიკის ელჩი: რუსეთის მხრიდან დეესკალაციის პოტენციური ნაბიჯის შესახებ განცხადებები უნდა გადავამოწმოთ
ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვს შეხვედრა შესთავაზა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაეროს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს მომავალ კვირაში, ევროპაში შეხვედრა შესთავაზა. აშშ ასევე გამოდის წინადადებით, გაიმართოს NATO-რუსეთის საბჭოს და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მუდმივმოქმედი საბჭოს შეხვედრა, რათა მოგვარდეს დაძაბულობა უკრაინის საზღვრებზე "კონფლიქტის გარეშე". ამ შეხვედრებმა, ბლინკენის აზრით, შეიძლება, გზა გაუხსნას მთავარი ლიდერების სამიტს, რომლის დროსაც შესაძლებელია, განიხილონ უსაფრთხოების ორმხრივი საკითხები. „როგორც მთავარ დიპლომატებს, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ყველა ძალისხმევას მივმართოთ დიპლომატიური წინსვლისთვის და ამ გზას ბოლომდე უნდა მივყვეთ“,- აღნიშნა ბლინკენმა. ამასთან, აშშ თვლის, რომ მინსკის შეთანხმების განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დიპლომატიური გზის უზრუნველსაყოფად.
ენტონი ბლინკენი: რუსეთი უახლოეს დღეებში უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება
რისკები უკრაინის ფარგლებს სცილდება. მილიონობით ადამიანების სიცოცხლე, უსაფრთხოება საფრთხეშია. ეს არის საფრთხე გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის, რომელიც ინარჩუნებს სტაბილურობას მთელ მსოფლიოში. ეს კრიზისი პირდაპირ აისახება ამ საბჭოს ყველა წევრსა და ყველა ქვეყანაზე მსოფლიოში, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაეროს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას. „ეს საბჭო დღეს შეიკრიბა, რათა განეხილა მინსკის შეთანხმებების შესრულება - მიზანი, რომელსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ, მიუხედავად რუსეთის მხრიდან ამ შეთანხმების მუდმივი დარღვევებისა. ეს შეთანხმებები, რომლებზეც მოლაპარაკებები 2014 და 2015 წლებში გაიმართა და მას რუსეთმაც მოაწერა ხელი, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად, სამშვიდობო პროცესის საფუძვლად რჩება. ამ საბჭოს მთავარი პასუხისმგებლობა - მისი შექმნის მიზეზი - მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვაა, დღეს ვხედავთ, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაა. რისკები უკრაინის ფარგლებს სცილდება. მილიონობით ადამიანების სიცოცხლე, უსაფრთხოება საფრთხეშია. ეს არის საფრთხე გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის, რომელიც ინარჩუნებს სტაბილურობას მთელ მსოფლიოში. ეს კრიზისი პირდაპირ აისახება ამ საბჭოს ყველა წევრსა და ყველა ქვეყანაზე მსოფლიოში - რადგან ძირითადი პრინციპები, რომლებსაც ეფუძნება მშვიდობა და უსაფრთხოება - პრინციპები, რომლებიც დამკვიდრდა ორი მსოფლიო ომისა და ცივი ომის შემდეგ, საფრთხეშია. ეს პრინციპებია: რომ ერთ ქვეყანას არ შეუძლია, ძალის გამოყენებით შეცვალოს მეორე ქვეყნის საზღვრები; ერთ ქვეყანას არ შეუძლია, უკარნახოს მეორეს არჩევანი ან საგარეო პოლიტიკური მიმართულება, ან ვისთან სურს ასოცირება; ასევე - ეროვნული სუვერენიტეტის პრინციპი. ეს არის ზუსტად ისეთი კრიზისი, რომლის თავიდან ასაცილებლად შეიქმნა გაერო და კონკრეტულად, უშიშროების საბჭო. ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ იმაზე, რასაც რუსეთი ახლა აკეთებს უკრაინის მიმართ. ბოლო თვეების განმავლობაში, რუსეთმა დააგროვა 150 000-ზე მეტი ჯარისკაცი უკრაინის საზღვრებთან, რუსეთში, ბელორუსში, ოკუპირებულ ყირიმში. რუსეთი ამბობს, რომ ჯარის ნაწილი გაჰყავს, ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ეს ასე ხდება ადგილზე. ჩვენი ინფორმაცია ნათლად მიუთითებს, რომ ეს ძალები - მათ შორის სახმელეთო ჯარები, თვითმფრინავები, გემები - ემზადებიან უახლოეს დღეებში უკრაინაზე თავდასხმისთვის. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ დღეს, რუსეთი დგამს ნაბიჯებს ომისკენ მიმავალ გზაზე და სამხედრო მოქმედების საფრთხეს კვლავ წარმოშობს“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. BBC: კრემლი აცხადებს, რომ აშშ-ის „არაკონსტრუქციულ პასუხს“, შესაძლოა, რუსეთის „სამხედრო-ტექნიკური“ ზომები მოჰყვეს რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა რუსეთი მოითხოვს, უკრაინიდან უკან გაიტანონ ის შეიარაღება, რომელიც კიევს პარტნიორებმა აქამდე მიაწოდეს
ენტონი ბლინკენი: ისტორია უნდა იყოს ჩვენი გზამკვლევი და ვიხელმძღვანელოთ 2014 წელს და მანამდე საქართველოში 2008 წელს განვითარებული მოვლენებით
ჩვენ ყველანი - კოლეგებთან ერთად - სრულ მზადყოფნას ვინარჩუნებთ, რათა დიპლომატიურ პროცესში ჩავერთოთ, თუმცა ისტორია უნდა იყოს ჩვენი გზამკვლევი და ვიხელმძღვანელოთ 2014 წელს და მანამდე საქართველოში 2008 წელს განვითარებული მოვლენებით. ფაქტებით უნდა ვიხელმძღვანელოთ! - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მიუნხენის უსაფრთხოების 58-ე კონფერენციაზე განაცხადა. მისი შეფასებით, ფაქტები კი ცხადყოფს, რომ რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, მათ შორის საზღვრიდან ჯარების გაყვანის შესახებ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ეს სულაც არ ხდება ასე რეალურად. „მოვლენები ბოლო 20-24 საათის განმავლობაში იმ სცენარიდან არის, რომელიც უკვე რეალიზდება და რითაც მცდარი პროვოკაციები, მათზე რეაგირება და უკრაინის წინააღმდეგ ახალი აგრესიის განვითარება იქმნება. მიმაჩნია, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნათელი მოვფინოთ იმას, რასაც ვხედავთ. ამან შესაძლოა, რუსეთს კურსი შეაცვლევინოს. ჩვენ ყველანი - კოლეგებთან ერთად - სრულ მზადყოფნას ვინარჩუნებთ, რათა დიპლომატიურ პროცესში ჩავერთოთ, თუმცა ისტორია უნდა იყოს ჩვენი გზამკვლევი და ვიხელმძღვანელოთ 2014 წელს და მანამდე საქართველოში 2008 წელს განვითარებული მოვლენებით. ფაქტებით უნდა ვიხელმძღვანელოთ! ფაქტები კი ცხადყოფს, რომ რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, მათ შორის საზღვრიდან ჯარების გაყვანის შესახებ ამ ბოლო დროს გაჟღერებული ინფორმაციის მიუხედავად, ეს სულაც არ ხდება ასე რეალობაში. პირიქით, საზღვართან მეტი - თან წამყვანი - ძალების კონცენტრაციას ვხედავთ, რაც ნებისმიერი აგრესიის გამომწვევი შეიძლება გახდეს. ამიტომ, ეს უნდა იყოს ჩვენთვის მანიშნებელი. ჩვენს ხელთ არსებული ერთადერთი უდიდესი ბერკეტი ამ გამოწვევის და პრობლემის წინაშე არის ის სოლიდარობა, რომელზეც აქ ყველანი ვსაუბრობთ“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი შეხვედრას გამართავენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრი სერგეი ლავროვი მომავალ კვირაში შეხვედრას გამართავენ. 17 თებერვალს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სერგეი ლავროვს შეხვედრა შესთვაზა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა 18 თებერვალს Twitter-ზე დაწერა, რომ პასუხად რუსებმა შეხვედრის დროდ შესთავაზეს მომავალი კვირის ბოლო, რასაც ამერიკული მხარე დათანხმდა იმ პირობით, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა აღარ მოხდება. აშშ-მ 17 თებერვალს მიიღო პასუხი რუსეთისგან მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა სამი კვირის წინ, რუსეთს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ წინადადებებზე დოკუმენტი გადასცა. მოსკოვმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ გასცა კონსტრუქციული პასუხი თავის წინადადებებზე „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ და შესაძლოა, „სამხედრო-ტექნიკური ზომები მიიღოს საპასუხოდ, ნათქვამია რუსეთის წერილობით პასუხში აშშ-სადმი, საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით. 17 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას. 15 თებერვალს, რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. თუმცა აშშ აცხადებს, რომ ესკალაციის ნაბიჯებს ვერ ხედავს და რუსეთს მოუწოდებს, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან. ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვს შეხვედრა შესთავაზა ბლინკენმა რუსეთს მიმართა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ არ შეიჭრება უკრაინაში - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სიტყვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა
ბლინკენმა რუსეთს მიმართა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ არ შეიჭრება უკრაინაში - სახელმწიფო მდივნის სიტყვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე
„ეს საბჭო დღეს შეიკრიბა, რათა განიხილოს მინსკის შეთანხმებების შესრულების საკითხი - მიზანი, რომელსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ, მიუხედავად რუსეთის მხრიდან ამ შეთანხმების მუდმივად დარღვევისა. ეს შეთანხმებები, რომლებზეც მოლაპარაკებები 2014 და 2015 წლებში გაიმართა და მას რუსეთმაც მოაწერა ხელი, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად, სამშვიდობო პროცესის საფუძვლად რჩება. ამ საბჭოს მთავარი პასუხისმგებლობა - მისი შექმნის მიზეზი - მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვაა, დღეს ვხედავთ, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაა“, - ამ სიტყვებით გამოვიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. ბლინკენმა ისაუბრა არსებულ რისკებზე, რუსეთის მიერ დაგეგმილ სავარაუდო, პროვოკაციულ სცენარებზე, აშშ-ის მხრიდან დიპლომატიის ძალისხმევაზე და კიდევ ერთხეულ მოუწოდა კრემლს, აირჩიოს დიპლომატიის გზა. მისი თქმით, არსებული რისკები უკრაინის ფარგლებს სცილდება. ახლა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე, უსაფრთხოება საფრთხეშია და ეს არის საფრთხე გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის, რომელიც ინარჩუნებს სტაბილურობას მთელ მსოფლიოში. ბლინკენის აზრით, ეს კრიზისი პირდაპირ აისახება გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა წევრსა და ყველა ქვეყანაზე მსოფლიოში, რადგან ძირითადი პრინციპები, რომლებსაც ეფუძნება მშვიდობა და უსაფრთხოება - პრინციპები, რომლებიც დამკვიდრდა ორი მსოფლიო ომისა და ცივი ომის შემდეგ, საფრთხეშია. სახელმწიფო მდივანმა ეს პრინციპები კიდევ ერთხელ ჩამოთვალა: ერთ ქვეყანას არ შეუძლია, ძალის გამოყენებით შეცვალოს მეორე ქვეყნის საზღვრები; ერთ ქვეყანას არ შეუძლია, უკარნახოს მეორეს არჩევანი ან საგარეო პოლიტიკური მიმართულება, ან ვისთან სურს ასოცირება; ასევე - ეროვნული სუვერენიტეტის პრინციპი“, - აღნიშნა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა. ბლინკენის განცხადებით, ეს არის ზუსტად ისეთი კრიზისი, რომლის თავიდან ასაცილებლად შეიქმნა გაერო და კონკრეტულად, უშიშროების საბჭო. „ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ იმაზე, რასაც რუსეთი ახლა აკეთებს უკრაინის მიმართ. ბოლო თვეების განმავლობაში, რუსეთმა დააგროვა 150 000-ზე მეტი ჯარისკაცი უკრაინის საზღვრებთან, რუსეთში, ბელორუსში, ოკუპირებულ ყირიმში. რუსეთი ამბობს, რომ ჯარის ნაწილი გაჰყავს, ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ეს ასე ხდება ადგილზე. ჩვენი ინფორმაცია ნათლად მიუთითებს, რომ ეს ძალები - მათ შორის სახმელეთო ჯარები, თვითმფრინავები, გემები - ემზადებიან უახლოეს დღეებში უკრაინაზე თავდასხმისთვის. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ დღეს, რუსეთი დგამს ნაბიჯებს ომისკენ მიმავალ გზაზე და სამხედრო მოქმედების საფრთხეს კვლავ წარმოშობს“. ბლინკენმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა პროვოკაციებს შეიძლება, მიმართოს რუსეთმა უკრაინაზე შეტევის დაწყების მიზნით. მისი შეფასებით, რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის საბაბის შექმნას გეგმავს და ეს შეიძლება იყოს ძალადობრივი მოვლენა, რომელსაც რუსეთი უკრაინას, მის მთავრობას დააბრალებს. „ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა ფორმას მიიღებს ეს. შეიძლება იყოს ხელოვნურად შექმნილი, ეგრეთ წოდებული „ტერორისტული“ დაბომბვა რუსეთის შიგნით, დრონების თავდასხმის ინსცენირება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ან თუნდაც, ნამდვილი შეტევა ქიმიური იარაღის გამოყენებით. რუსეთმა შეიძლება, ამ მოვლენას უწოდოს ეთნიკური წმენდა ან გენოციდი. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რუსულმა მედიამ უკვე დაიწყო ცრუ განგაშის გავრცელება, რათა მაქსიმალურად გაზარდოს საზოგადოების აღშფოთება, საფუძველი ჩაუყაროს ომის დაწყების გამართლებას. დღეს ეს ნარატივი მხოლოდ გაძლიერდა რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად მედიაში. ჩვენ აქ მოვისმინეთ ზოგიერთი უსაფუძვლო ბრალდება რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მომხსენებლებისგან. ამ გამოგონილი პროვოკაციის საპასუხოდ, რუსეთის მთავრობამ უმაღლესე დონეზე, შეიძლება, მოიწვიოს საგანგებო შეხვედრები ე.წ. კრიზისის გადასაჭრელად. მთავრობა გამოაქვეყნებს პროკლამაციას იმის შესახებ, რომ რუსეთმა უნდა გამოიყენოს საპასუხო ზომები უკრაინაში რუსეთის მოქალაქეების ან ეთნიკური რუსების დასაცავად. შემდეგ, თავდასხმის დაწყება იგეგმება. რუსული რაკეტები და ბომბები უკრაინაში დაეცემა. კომუნიკაციები ჩაიკეტება. კიბერშეტევები განხორციელდება უკრაინის ძირითად ინსტიტუტებზე“, - აღნიშნა ბლინკენმა. მისივე რუსეთს თავდასხმისთვის კონკრეტული სამიზნე ჯგუფები ჰყავს იდენტიფიცირებული. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ მიზანშია უკრაინის დედაქალაქი - კიევი, ქალაქს, სადაც 2.8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს უკრაინელების კონკრეტული ჯგუფები ჰყავთ სამიზნეებად ქცეული. ჩვენ ვაფრთხილებდით უკრაინის მთავრობას ყოველივე ამის შესახებ. ახლა ამას ძალიან დეტალურად ვხსნით, იმ იმედით, რომ მსოფლიოსთვის ამ ინფორმაციის გაზიარებით შეგვიძლია, გავლენა მოვახდინოთ რუსეთზე, რათა უარი თქვას ომის გზაზე, აირჩიოს სხვა გზა, სანამ ჯერ კიდევ დროა“, - აღნიშნა ბლინკენმა. მან კიდევ ერთხეულ მოუწოდა რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიის გზა. „მე დღეს აქ ვარ არა ომის დასაწყებად, არამედ ომის თავიდან ასაცილებლად. ინფორმაციას, რომელიც წარმოვადგინე, ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვხედავდით ჩვენს თვალწინ თვეების განმავლობაში. მაშინ, როცა რუსეთი არაფრად აგდებდა ჩვენს გაფრთხილებებსა და გზავნილებს, სტაბილურად აგროვებდნენ 150 000-ზე მეტ ჯარისკაცს და მასიური სამხედრო იერიშის ჩატარების შესაძლებლობებს უკრაინის საზღვრებზე. ამას მხოლოდ ჩვენ არ ვხედავთ: მოკავშირეები და პარტნიორები ერთსა და იმავეს ხედავენ. რუსეთს მხოლოდ ჩვენგან არ ესმის ეს. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, ეს იქნება არჩევანის ომი და თუ რუსეთი ამ არჩევანს გააკეთებს, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მკაფიოდ ვამბობთ, რომ ჩვენი პასუხი იქნება მკვეთრი და გადამწყვეტი. პრეზიდენტმა ბაიდენმა ეს მკაცრად გაიმეორა ამ კვირის დასაწყისში. არსებობს კიდევ ერთი არჩევანი, რომელიც რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია, გააკეთოს, თუ მისი მხრიდან სიმართლეა იმის მტკიცება, რომ დიპლომატიის ერთგულია. დიპლომატია არის ერთადერთი გზა ამ კრიზისის მოსაგვარებლად. ამის არსებითი ნაწილია მინსკის შეთანხმებების განხორციელება, რაც ჩვენი დღევანდელი სესიის საგანია. არსებობს მთელი რიგი ვალდებულებები, რომლებიც რუსეთმა და უკრაინამ აიღეს მინსკის შეთანხმების მიხედვით, ეუთოსა და ნორმანდიული ფორმატის პარტნიორებთან ერთად. თუ რუსეთი მზად არის, უკრაინის მთავრობასთან იმუშაოს ამ ვალდებულებების შესრულების პროცესში, ჩვენი მეგობრები საფრანგეთსა და გერმანიაში მზად არიან, მოიწვიონ უმაღლესი დონის დისკუსიები ნორმანდიის ფორმატში ამ საკითხების გადასაჭრელად. უკრაინა ამისთვის მზად არის. ჩვენ სრულად მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მხარეებს. მინსკის შეთანხმებების მეშვეობით, დონბასის კრიზისის მოგვარებისკენ პროგრესმა შეიძლება, გააძლიეროს უსაფრთხოების საკითხებზე უფრო ფართო დისკუსიები, რომლებშიც მზად ვართ, ჩავერთოთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით. სამ კვირაზე მეტი ხნის წინ, ჩვენ მივაწოდეთ რუსეთს დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი კონკრეტული, ორმხრივი ნაბიჯები, რომლებიც შეგვიძლია, გადავდგათ უახლოეს პერსპექტივაში ჩვენი შეშფოთების გადასაჭრელად და რუსეთის, შეერთებული შტატების და ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და მოკავშირეების კოლექტიური უსაფრთხოების ინტერესების წინსვლისთვის. დღეს დილით მივიღეთ პასუხი. დღეს, მე გავუგზავნე წერილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს, სადაც შევთავაზე, რომ მომავალ კვირას შევხვდეთ ევროპაში, ბოლო კვირების მოლაპარაკებების შემდეგ, რათა განვიხილოთ ის ნაბიჯები, რომლებიც შეგვიძლია, გადავდგათ ამ კრიზისის კონფლიქტის გარეშე გადასაჭრელად. ასევე ვთავაზობთ NATO-რუსეთის საბჭოს და ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს ფორმატში შეხვედრებს. ამ შეხვედრებმა შეიძლება, მთავარი ლიდერების სამიტს გაუხსნას გზა, რათა მივაღწიოთ ურთიერთგაგებას უსაფრთხოების შესახებ ორმხრივ საკითხებზე. როგორც ჩვენი ქვეყნების წამყვან დიპლომატებს, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ყველა ღონე ვიხმაროთ დიპლომატიის წარმატებისთვის. თუ რუსეთი ერთგულია დიპლომატიის მიმართ, ჩვენ ამ ვალდებულების დემონსტრირებისთვის ყველა შესაძლებლობას ვაძლევთ. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩემს დღევანდელ გამოსვლაზე რუსეთის მთავრობის მხრიდან პასუხი იქნება, რომ შეერთებული შტატები ისტერიაშია და რომ რუსეთს „არ აქვს გეგმები“ უკრაინაში შეჭრის. ნება მომეცით, საქმე გაგიმარტივოთ. რუსეთის მთავრობას შეუძლია, დღეს გამოაცხადოს - ყოველგვარი გაურკვევლობისა და მიკიბ-მოკიბვის გარეშე - რომ რუსეთი არ შეიჭრება უკრაინაში. მკაფიოდ განუცხადეთ მსოფლიოს და შემდეგ აჩვენეთ ეს თქვენი ჯარების, თქვენი ტანკების, თქვენი თვითმფრინავების გაგზავნით მათ ყაზარმებსა და ანგარში და თქვენი დიპლომატების გაგზავნით მოლაპარაკებების მაგიდასთან. უახლოეს დღეებში მსოფლიოს ემახსოვრება ამ ვალდებულებების შესრულება ან მის შესრულებაზე უარის თქმა“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
სერგეი ლავროვთან შეხვედრას ამერიკული მხარე ერთი პირობით დათანხმდა
ამ კვირის ბოლოს, ევროპაში დაგეგმილია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრა, რაც იქნება დიპლომატიური მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა, რადგან რუსული ძალები უკრაინის საზღვარზე განლაგებას განაგრძობენ. ხსენებულ საკითხს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი CNN-თან ინტერვიუში შეეხო. ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შეხვედრის გამართვა რუსეთის ქმედებებზეა დამოკიდებული. „ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გააკეთებს რუსეთი უახლოეს დღეებში. თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება, მე ამ შეხვედრაზე ვიქნები“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. 17 თებერვალს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სერგეი ლავროვს შეხვედრა შესთვაზა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა 18 თებერვალს Twitter-ზე დაწერა, რომ პასუხად რუსებმა შეხვედრის დროდ მომავალი კვირის ბოლო შესთავაზეს, რასაც ამერიკული მხარე დათანხმდა იმ პირობით, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა აღარ მოხდება. ამავე თემაზე ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი შეხვედრას გამართავენ აშშ-ის მთავრობის უახლესი შეფასებით, ვარაუდობენ, რომ ახლა უკრაინის საზღვრის გასწვრივ, როგორც რუსეთში, ასევე მეზობელ ბელორუსში 169,000-დან 190,000-მდე რუსი ჯარისკაცია განლაგებული, მაგრამ ეს მაჩვენებელი ასევე მოიცავს ამბოხებულებს აღმოსავლეთ უკრაინაში. დასავლეთი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა და მოსკოვს მოუწოდებს, დაუბრუნდეს დიპლომატიის გზას. კრემლი უკრაინაში შეჭრის განზრახვას უარყოფს. უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთისგან რუსეთის დაშოშმინების პოლიტიკიდან უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტიებზე გადასვლას და პრევენციულ სანქციებს მოითხოვს. 17 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას. 15 თებერვალს, რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. თუმცა აშშ აცხადებს, რომ ესკალაციის ნაბიჯებს ვერ ხედავს და რუსეთს მოუწოდებს, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან. ამავე თემაზე: ბორის ჯონსონი: რუსეთი ევროპაში 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს ჯო ბაიდენი: დარწმუნებული ვარ, პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა ბლინკენმა რუსეთს მიმართა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ არ შეიჭრება უკრაინაში - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სიტყვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა
ენტონი ბლინკენის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების მთავარი მიზანი რუსეთის შეკავებაა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების მიზანი, პირვე რიგში, რუსეთის შეკავებაა. „როგორც კი, ჩვენ მას გავაქტიურებთ, ეს შემაკავებელი მექანიზმი აღარ იქნება. აქედან გამომდინარე, ბოლო წუთამდე, ვიდრე შეგვიძლია, შემაკავებელი ბერკეტის გამოყენება, ამის გაკეთებას შევეცდებით“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა CNN-თან ინტერვიუში. ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, აშშ და ბრიტანეთი რუსულ კომპანიებს აშშ დოლართან და ბრიტანულ გირვანქასთან წვდომას შეუზღუდავენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული დისკუსიისას, დასავლეთს მოუწოდა, არ გადადოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ის პრევენციის მიზნით, უკვე დააწესოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ გაიყვანს თავის 150 000 ჯარისკაცს უკრაინის საზღვრიდან. ამავე თემაზე ენტონი ბლინკენი: ყველა ნიშანი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის ზღვარზეა
ენტონი ბლინკენი: ყველა ნიშანი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის ზღვარზეა
ყველა ნიშანი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის ზღვარზეა, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, მაგრამ ამავე დროს, პირობა დადო, რომ ვაშინგტონი გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას ბოლო წუთამდე, რათა დაინახოს, შეაჩერებს თუ არა მოსკოვს დიპლომატია. CNN-თან ინტერვიუში ბლინკენმა გაიმეორა ვაშინგტონის პოზიცია, რომ სანქციების შემაკავებელი გავლენა დაიკარგება, თუ ის შეჭრამდე დაწესდება. „ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ, იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ვართ შეჭრის ზღვარზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ეს", - განაცხადა ბლინკენმა და დაამატა, რომ დასავლეთი თანაბრად მზადაა, თუ მოსკოვი უკრაინაში შეიჭრება. „ვიდრე რეალურად ტანკები დატრიალდებიან და თვითმფრინავები დაიწყებენ ფრენას, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას და ყოველ წუთს, რათა დავინახოთ, შეძლებს თუ არა დიპლომატია კვლავ შეაჩეროს პრეზიდენტი (ვლადიმერ) პუტინი ამ წინსვლისგან“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთს მოუწოდა, არ გადადოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ის პრევენციის მიზნით, უკვე დააწესოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ გაიყვანს თავის 150 000 ჯარისკაცს უკრაინის საზღვრიდან. „ჩვენ არ გვჭირდება თქვენი სანქციები დაბომბვის შემდეგ, მას შემდეგ, რაც დავკარგავთ ჩვენს ეკონომიკას, მას შემდეგ, რაც დავკარგავთ ჩვენს საზღვრებს,” - განაცხადა ზელენსკიმ მიუნხენში, CNN-თან ინტერვიუში. აშშ-ის მთავრობის უახლესი შეფასებით, ვარაუდობენ, რომ ახლა უკრაინის საზღვრის გასწვრივ, როგორც რუსეთში, ასევე მეზობელ ბელორუსში 169,000-დან 190,000-მდე რუსი ჯარისკაცია განლაგებული, მაგრამ ეს მაჩვენებელი ასევე მოიცავს ამბოხებულებს აღმოსავლეთ უკრაინაში. დასავლეთი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა და მოსკოვს მოუწოდებს, დაუბრუნდეს დიპლომატიის გზას. კრემლი უკრაინაში შეჭრის განზრახვას უარყოფს. უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთისგან რუსეთის დაშოშმინების პოლიტიკიდან უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტიებზე გადასვლას და პრევენციულ სანქციებს მოითხოვს. 17 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას. 15 თებერვალს, რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. თუმცა აშშ აცხადებს, რომ ესკალაციის ნაბიჯებს ვერ ხედავს და რუსეთს მოუწოდებს, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან. ამავე თემაზე: ბორის ჯონსონი: რუსეთი ევროპაში 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს ჯო ბაიდენი: დარწმუნებული ვარ, პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა ბლინკენმა რუსეთს მიმართა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ არ შეიჭრება უკრაინაში - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სიტყვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა
ენტონი ბლინკენი ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები უკრაინისადმი სოლიდარობას გამოხატავენ
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიs Twitter გვერდზე ვიდეო გავრცელდა, რომელშიც უკრაინისადმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლის სოლიდარობაა გამოხატული. ვიდეოკოლაჟი მოიცავს NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ხელმძღვანელების და საგარეო საქმეთა მინისტრების მხარდამჭერ ციტატებს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. ვიდეო აერთიანებს NATO-ს გენერალური მდივნის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ლატვიის, ესტონეთის, კანადის, საქართველოს, გერმანიის, რუმინეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ლიეტუვის, ჩრდილოეთ მაკედონიის და უკრაინის ქვეყნის მეთაურებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების ციტატებს. „გუნდი დღითიდღე უფრო ხმამაღალი ხდება. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას დეესკალაციისა და დიპლომატიის გზის არჩევისკენ. მე ვდგავარ ლიდერების გვერდით, რომლებიც არიან უკრაინასთან ერთად“, - აღნიშნულია ბლინკენის ტექსტში.
ენტონი ბლინკენი: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს. შესაბამისი ტექსტი ბლინკენის Twitter გვერდზე განთავსდა. კრემლის მიერ „დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ „დამოუკიდებლად“ აღიარება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს და ჩვენს პარტნიორებთან ერთად კოორდინირებულად გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს. აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა
დმიტრი კულება: ენტონი ბლინკენთან საუბრისას რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების საჭიროებას გავუსვი ხაზი
ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრისას, დმიტრო კულებამ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების საჭიროებას გაუსვა ხაზი. ამის შესახებ კულება სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, ის აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ვაშინგტონში შეხვდება. „შექმნილი სიტუაციის დინამიკის გათვალისწინებით, მქონდა კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი სახელმწიფო მდივან ბლინკენთან ვაშინგტონში ჩვენს ხვალინდელ შეხვედრამდე. მთავარი საკითხი: სანქციები. მე ხაზი გავუსვი რუსეთის უკანონო ქმედებების საპასუხოდ მისთვის მკაცრი სანქციების დაწესების საჭიროებას“, – წერს დმიტრო კულება. ასევე წაიკითხეთ: იაპონიის ხელისუფლება აცხადებს, რომ მზად არის, შეუერთდეს აშშ-ისა და დიდი შვიდეულის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ ბორის ჯონსონი უკრაინას: ჩვენ შეგვიძლია, გამოგიგზავნოთ მეტი თავდაცვითი იარაღი დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები უცვლელი დარჩება. არ გვეშინია აშშ-მ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარების გამო სანქციები დააწესა ევროპის საბჭო რუსეთს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარების“ შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ეს არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს ენტონი ბლინკენ: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა
ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვს ამ კვირაში აღარ შეხვდება. ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ენტონი ბლინკენის თქმით, ის აპირებდა ლავროვთან შეხვედრას, თუ რუსეთი არ შეიჭრებოდა უკრაინაში, თუმცა ახლა ეს პროცესი დაწყებულია. გასულ კვირას, მე დავთანხმდი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრას, რომ განგვეხილა ჩვენი ქვეყნების შეშფოთება ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით, თუ რუსეთი არ შეიჭრებოდა უკრაინაში, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ შეჭრა იწყება. შესაბამისად, ამ შეხვედრის გამართვას ახლა აზრი არ აქვს. ამის შესახებ კონსულტაციები მქონდა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან და ყველა შევთანხმდით ამაზე. ასევე, წერილი გავუგზავნე მინისტრ ლავროვს და ამის შესახებ შევატყობინე. შეგახსენებთ, 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. ამავე თემაზე სერგეი ლავროვთან შეხვედრას ამერიკული მხარე ერთი პირობით დათანხმდა ჯო ბაიდენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი თეთრ სახლში მიიღო
ბლინკენმა და სტოლტენბერგმა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის საპასუხო ზომები განიხილეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმაზე ალიანსის კოორდინირებული საპასუხო ზომების განსახილველად ესაუბრა. შესაბამისი პოსტი ბლინკენმა Twitter-ზე განათავსა. ჩვენ ერთიანი პოზია გვაქვს რუსეთისთვის პასუხის გასაცემის და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების საკითხთან დაკავშირებით. პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული
ენტონი ბლინკენი: ჩვენ ერთიანი ვართ რუსეთის საპასუხოდ და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსა და NATO-ს გენერალურ მდივანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ენტონი ბლინკენი Twitter-ზე წერს. მისი თქმით, ის რუსეთზე თავდასხმას გმობს და სტოლტენბერგთან ალიანსის კოორდინირებული პასუხი განიხილა. „ჩვენ ერთიანი ვართ რუსეთის საპასუხოდ და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად“,- წერს ბლინკენი. ამავე თემაზე დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული
აშშ უკრაინას ახალ თავდაცვით იარაღს მიაწვდის
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებას განუცხადა, რომ აშშ უკრაინას ახალ თავდაცვით იარაღს მიაწვდის.კულებას თქმით, სახელმწიფო მდივანს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი აგრესიული ომის შეჩერების გზებზე ესაბრა. „მან ინფორმაცია მომაწოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებზე, ასევე აშშ-ის გეგმაზე, რომ უკრაინას თავდაცვითი იარაღი მიაწოდოს“, - წერს დმიტრო კულება. პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული
ბლინკენი: რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად, აშშ უკრაინის დახმარებას განაგრძობს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად, აშშ უკრაინის დახმარებას განაგრძობს. მდივანმა გამოხატა თავისი აღშფოთება კრემლის სასტიკი ტაქტიკის გამო და ხაზი გაუსვა აშშ-ის მუდმივ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. აშშ-მ პუტინს და ლავროვს სანქციები დაუწესა 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.
აშშ უკრაინას დამატებით $54 მილიონამდე ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
აშშ უკრაინას დამატებით 54 მილიონ დოლარამდე ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი იუწყება. „უკრაინის ხალხს შეერთებული შტატები დამატებით 54 მილიონ დოლარამდე ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. ამ დახმარების მეშვეობით ჰუმანიტარული ორგანიზაციები შეძლებენ, მხარი დაუჭირონ უკრაინის მოქალაქეებს, რომელთაც უკვე ჰქონდათ საჭიროება და რომლებიც ახლახან დაზარალდნენ რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმით“, -განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
ენტონი ბლინკენი ბელგიას, პოლონეთს, მოლდოვას და ბალტიის ქვეყნებს ეწვევა
3-8 მარტს, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბელგიას, პოლონეთს, მოლდოვას, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს ეწვევა. ტურნეს მიზანია ფართო კონსულტაციები და კოორდინაცია NATO-ს მოკავშირეებთან და ევროპელ პარტნიორებთან რუსეთის ფედერაციის მიერ წინასწარ განზრახული არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის შესახებ. მდივანი ბლინკენი ვიზიტს ბრიუსელით დაიწყებს, სადაც მონაწილეობას მიიღებს NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში, შეხვდება ევროკავშირის კოლეგებს, მიიღებს მონაწილეობას G7-ის მინისტერიალში და გამართავს დამატებით შეხვედრებს პარტნიორებთან, რათა განიხილონ გლობალური პასუხი რუსეთის შეჭრაზე. ტურნეს დროს ბლინკენი განიხილავს ერთობლივ ძალისხმევას უკრაინის მხარდასაჭერად, NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის საკითხებს. ასევე, ბლინკენი განიხილავს ბალტიის რეგიონის მოკავშირეებთან უფრო ღრმა ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაგრძელების საკითხებს.
აშშ მზადაა დიპლომატიისთვის, მაგრამ ეს რთულია, როცა იარაღიდან ისვრიან, ტანკები მოძრაობენ, თვითმფრინავები დაფრინავენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ღიაა დიპლომატიისთვის, თუმცა ის დეესკალაციის გარეშე რთული წარმოსადგენია. ამასთან დაკავშირებით ბლინკენმა პრესკოფერენციაზე განაცხადა. „საბოლოოდ, შეერთებული შტატები ღიაა დიპლომატიისთვის, თუმცა ეს რთული წარმოსადგენია სამხედრო დეესკალაციის გარეშე; როცა იარაღიდან ისვრიან, ტანკები მოძრაობენ, თვითმფრინავები დაფრინავენ. მაგრამ თუ რუსეთი უკან დაიხევს და განაგრძობს დიპლომატიას, ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ იგივე. იმავდროულად, ჩვენი ინტენსიური კონსულტაციები ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან გრძელდება. მე პრაქტიკულად ყოველდღიურ კონტაქტზე ვარ ჩემს მეგობართან და კოლეგასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ კულებასთან და მკაფიოდ განვუცხადე, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინის მთავრობის ნებისმიერ დიპლომატიურ ძალისხმევას ცეცხლის შეწყვეტისა და რუსული ძალების გაყვანის მიზნით“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. მისივე თქმით, აშშ განაგრძობს უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა
სალომე ზურაბიშვილსა და ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტსა და ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
სახელმწიფო დეპარტამენტი ბლინკენი-ზურაბიშვილის საუბრის დეტალებზე იუწყება
სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უკრაინაზე რუსეთის მთავრობის წინასწარ განზრახ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ თავდასხმაზე, გლობალური პასუხის შესახებ და ასევე, რუსეთის მიერ საქართველოს განგრძობად ოკუპაციაზე ესაუბრა. ამ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა ხაზი გაუსვა აშშ-ს მტკიცე ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას დემოკრატიული, მშვიდობიანი და აყვავებული ევროატლანტიკური მომავლისთვის. ამავე თემაზე ენტონი ბლინკენმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა სალომე ზურაბიშვილსა და ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
ენტონი ბლინკენი: საქართველოს მოქალაქეების მიერ უკრაინელი ხალხის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადავუხადე
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი Twitter გვერდზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბართან დაკავშირებით წერს. „ვესაუბრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. გადავუხადე მადლობა საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოხატული მხარდაჭერისთვის, უკრაინელი ხალხის მიმართ და ასევე ხაზი გავუსვი აშშ-ის მტკიცე ერთგულებას როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", - წერს ენტონი ბლინკენი.
სალომე ზურაბიშვილი: ვიმედოვნებ, ენტონი ბლინკენი უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა
სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა რუსეთის ხელისუფლების განზრახ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ თავდასხმაზე გლობალური პასუხის შესახებ და რუსეთის მიერ საქართველოს განგრძობადი ოკუპაციის შესახებ. სახელმწიფო მდივანმა მადლიერება გამოხატა ქართველი ხალხისა და პრეზიდენტი ზურაბიშვილის პირადი, ურყევი მხარდაჭერისთვის უკრაინის მიმართ. მან ხაზი გაუსვა აშშ-ის მტკიცე ერთგულებას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას დემოკრატიული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისთვის. „ვესაუბრე აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს. ვთანხმდებით უკრაინის მიმართ საერთო მხარდაჭერაზე. ამ რთულ პერიოდში, ვაფასებ ჩვენი პარტნიორის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების მიმართ. მადლობა აშშ-ის პრეზიდენტს ეროვნული თანხმობის პროცესის მხარდაჭერისთვის. ვიმედოვნებ, რომ სახელმწიფო მდივანი საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა“, - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი Facebook-ზე.
იენს სტოლტენბერგი: NATO არ არის კონფლიქტის მხარე, ჩვენ არ ვისწრაფვით რუსეთთან ომისკენ
NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, NATO არ არის კონფლიქტის მხარე, NATO თავდაცვითი ალიანსია. მისივე თქმით, ალიანსი რუსეთთან ომისკენ არ ისწრაფვის. „ვგმობთ თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე. ასევე გვაქვს ცნობები ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შესახებ. ეს აჩვენებს ამ ომის უგუნურებას და მისი დასრულების აუცილებლობას, ასევე რუსეთის ყველა ჯარისკაცის გაყვანისა და დიპლომატიურ ძალისხმევაში კეთილსინდისიერად ჩართვის მნიშვნელობას, - განაცხადა სტოლტენბერგმა ბლინკენთან შეხვედრის დროს.
ენტონი ბლინკენი: ჩვენ ყოველდღიურად ვსწავლობთ, რა ტექნოლოგიების და საშუალებების მიწოდება შეგვიძლია უკრაინისთვის, რომ თავი დაიცვას
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინაში ფრენის აკრძალული ზონის შექმნამ, შეიძლება, ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვიოს. მისი თქმით, ვაშინგტონი განაგრძობს თავის მოკავშირეებთან მუშაობას, რათა უზრუნველყოს უკრაინა რუსული აგრესიისგან თავის დაცვის საშუალებებით. „რაც შეეხება არასაფრენი ზონის გამოცხადებას, მსგავსი რამის რეალურად განხორციელების ერთადერთი გზა არის NATO-ს თვითმფრინავების გაგზავნა უკრაინის საჰაერო სივრცეში და რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება, რამაც ევროპაში შეიძლება, სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვიოს. პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთთან ომში ჩაბმას არ ვაპირებთ“, - განაცხადა ბლინკენმა ბრიუსელში, სადაც მოკავშირეებთან მართავს შეხვედრებს. ამასთან, ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ უზარმაზარ ძალისხმევას მიმართავს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა უკრაინელებს მიაწოდონ რუსეთისგან თავდაცვის საშუალებები. „ჩვენ ყოველდღიურად ვსწავლობთ, რა ტექნოლოგიები, რა შესაძლებლობები შეგვიძლია, ეფექტიანად მივაწოდოთ უკრაინას, რომ თავი დაიცვას და ეს ფაქტობრივად ყოველდღიურად ხდება. ამრიგად, მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, შეიძლება იყოს გამოყენებული, ეფექტურად და დროულად“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებას, მისი ბირთვული ძალების მობილიზების შესახებ საშიშ რიტორიკას უწოდებს, მაგრამ კვლა იმეორებს შეერთებული შტატების პოზიციას, რომ ეს სტრატეგიულ საფრთხეებთან დაკავშირებით, რაიმე ცვლილების მანიშნებელი არ არის. „რაც შეეხება პრეზიდენტ პუტინის განცხადებებს რუსეთის ბირთვულ ძალებზე, პირველ რიგში, როგორც მოგეხსენებათ, რუსეთი და შეერთებული შტატები დიდი ხანია, შეთანხმდნენ, რომ ბირთვული იარაღის რეალური გამოყენება დამღუპველი იქნება და მას დამანგრეველი შედეგები მოჰყვება მთელ მსოფლიოში. როგორც ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, მათ შორის ამ წლის დასაწყისში, ჟენევაში პრეზიდენტ ბაიდენისა და პრეზიდენტ პუტინის შეხვედრის შემდეგ, ორივე ქვეყანამ განაცხადა, რომ ბირთვული ომი არ შეიძლება, იყოს მომგებიანი და არ უნდა გამოყენებული ბრძოლის იარაღად. ბირთვული იარაღის შესახებ პროვოკაციული განცხადება უპასუხისმგებლობაა და ეს საშიში რიტორიკაა. ეს ზრდის არასწორი გათვლების რისკს. საჭიროა მისი თავიდან აცილება. ჩვენ შევაფასეთ პრეზიდენტ პუტინის დირექტივა და მისი განცხადებები. ამ დროისთვის ვერ ვხედავთ მიზეზს, რომ ჩვენი მზადყოფნის დონე შევცვალოთ“, - განაცხადა ბლინკენმა 2 მარტს. შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, 27 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შემაკავებელი ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ ბრძანება გასცა. ჯენ ფსაკი: ჩვენ არ განვიხილავთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც გამოიწვევს ომს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს: გამოგვიგზავნეთ თვითმფრინავები. ღმერთმა არ ქნას, რომ აღარ ვიყოთ, შემდეგი იქნება ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, მერე საქართველო როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას
მარიუპოლის მერის მოადგილე სერგი ორლოვი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, რუსეთის მხრიდან თავდასხმები გრძელდება. შესაბამისად, შეწყდ ხალხის ევაკუაციაც. „რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას. ეს სიგიჟეა. არავითარი ცეცხლის შეწყვეტა არ ხდება მარიუპოლში. ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეები მზად არიან გაქცევისთვის, მაგრამ მათ არ შეუძლიათ გაქცევა დაბომბვის გამო”, - აცხადებს სერგი ორლოვი. მანამდე, უკრაინული მხარე ორ ქალაქში ცეცხლის დროებით შეწყვეტასა და ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის შესახებ იუწყებოდა. მარიუპოლსა და ვოლნოვახში ჰუმანიტარული დერეფნები ადგილობრივი დროით 09:00-ზე გაიხსნა. იუწყება. დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პავლო კირილენკოს ინფორმაციით, ადგილობრივი ადმინისტრაციები ახლა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის გეგმის დეტალებზე მუშაობენ. უფრო ადრე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის ორ ქალაქს ჰუმანიტარული დერეფნები გაუხსნეს. უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლები ჰუმანიტარული დერეფნების შექმნის ერთობლივ მცდელობაზე შეთანხმდნენ
ენტონი ბლინკენი: მთელი მსოფლიო უკრაინის გვერდით დგას. უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გაიზრდება, რუსეთზე ზეწოლა გაძლიერდება
რუსეთზე ზეწოლა არამხოლოდ უპრეცედენტოა, არამედ, ის იძლევა ძალიან, ძალიან კონკრეტულ შედეგებს რუსეთში, ეს ზეწოლაც არამხოლოდ გაგრძელდება, არამედ, გაძლიერდება, ვიდრე ეს ომი, პუტინის მიერ არჩეული ომი არ დასრულდება, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მთელი მსოფლიო უკრაინის გვერდით დგას, ისევე როგორც მე ვდგავარ აქ, უკრაინაში ჩემს მეგობართან, ჩემს კოლეგასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთად. მხარდაჭერა არამხოლოდ გრძელდება - უსაფრთხოების მხარდაჭერა, ჰუმანიტარული მხარდაჭერა, ეკონომიკური მხარდაჭერა - არამედ, ეს მხარდაჭერა გაიზრდება. რაც შეეხება რუსეთზე ზეწოლას, ეს არამხოლოდ უპრეცედენტოა, არამედ, ის იძლევა ძალიან, ძალიან კონკრეტულ შედეგებს რუსეთში, ეს ზეწოლაც არამხოლოდ გაგრძელდება, არამედ, გაძლიერდება, ვიდრე ეს ომი, პუტინის მიერ არჩეული ომი არ დასრულდება. უნდა ვთქვა, რომ აღფრთოვანებული ვარ ჩემი მეგობრით, მისი მთელი მთავრობით, პრეზიდენტ ზელენსკით. გამბედაობა, რომელსაც ისინი ყოველდღე აჩვენებენ, ლიდერობა, რომელსაც ისინი აჩვენებენ მსოფლიოს, ეს შთამაგონებელია. მსოფლიო აქ არის; მსოფლიო შენთანაა“, - აღნიშნა ბლინკენმა. დაეხმარება თუ არა აშშ უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებით, ამ შეკითხვით ჟურნალისტმა ენტონი ბლინკენს მიმართა. „ჩვენ ყველაფერზე ვსაუბრობთ და ვმუშაობთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ; თავდაცვის მდივანი ოსტინი და მისი კოლეგა რეზნიკოვი ამას აკეთებენ. როგორც უკვე ვთქვი, უკრაინის მხარდაჭერა არამხოლოდ უპრეცედენტო იყო, არამედ გაგრძელდება, ის გაიზრდება. არის ძალიან, ძალიან ძლიერი ტალღა უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთის მიერ ჩადენილი საშინელი აგრესიის წინააღმდეგ. პუტინმა დაუშვა საშინელი შეცდომა მრავალი თვალსაზრისით, მაგრამ ეს იწყება იმ წარმოდგენით, რომ თითქოს უკრაინა არ არსებობს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. უკრაინელები ყოველდღე საპირისპიროს ამტკიცებენ. და საბოლოო ჯამში, მათი სიმტკიცე, მათი გამბედაობა, მათი მონდომება, რომელსაც მხარს უჭერს შეერთებული შტატები და მხარს უჭერს მსოფლიო, გაიმარჯვებს. ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ, ჩვენ ერთად მივაღწევთ წარმატებას. უკრაინა გამარჯვებას აპირებს“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. ენტონი ბლინკენმა და დმიტრო კულებამ შეხვედრა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე გამართეს ენტონი ბლინკენი: მთელი მსოფლიო უკრაინის გვერდით დგას. უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გაიზრდება, რუსეთზე ზეწოლა გაძლიერდება
აშშ ევროპელ მოკავშირეებთან მუშაობს, რომ „რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესაძლებლობა განიხილოს“
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ მუშაობს ევროპაში თავის მოკავშირეებთან ერთად, რათა რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესაძლებლობა განიხილოს. „რაც შეეხება ნავთობს, რუსულ ნავთობს, მე გუშინ ტელეფონით ვესაუბრე პრეზიდენტს და კაბინეტის სხვა წევრებს ზუსტად ამ თემაზე. ახლა ვესაუბრებით ჩვენს ევროპელ პარტნიორებსა და მოკავშირეებს, რათა კოორდინირებულად შევხედოთ პერსპექტივას რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ“,- განუცხადა ბლინკენმა CNN-ს. ენტონი ბლინკენმა 5 მარტს უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთზე ზეწოლა გაიზრდება.
ენტონი ბლინკენი: NATO-ს წევრებს უფლება აქვთ, უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები გაუგზავნონ
სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ NATO-ს წევრებს უფლება აქვთ, უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები გაუგზავნონ, რადგან აშშ და მოკავშირეები აგრძელებენ ძალისხმევას, დაეხმარონ უკრაინას რუსეთის შეჭრისგან თავის დასაცავად. „ფაქტობრივად, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ჩვენს პოლონელ მეგობრებთან იმაზე, რისი გაკეთება შეგვიძლია მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, თუ ისინი ამ მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას გადაწყვეტენ უკრაინელებისთვის. რა ვქნათ? როგორ დავეხმაროთ, რათა დანაკლისი შეავსონ“, - განაცხადა ბლინკენმა CBS News-თან. თეთრი სახლის პრესსპიკერმა CBS News-ს განუცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია აფასებს პოლონეთისთვის თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობებს, თუ ის გადაწყვეტს თვითმფრინავების გადაცემას უკრაინაში, მაგრამ აღნიშნა, რომ არსებობს რამდენიმე საკითხი, რომელიც წარმოიქმნება ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მათ შორის ის, თუ როგორ შეძლებენ თვითმფრინავების გადაყვანას პოლონეთიდან უკრაინაში. ბლინკენმა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის მოკავშირეებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, განაცხადა, რომ „ერთად მუშაობენ" რუსეთზე ზეწოლის გაზრდის მიზნით, მათ შორის დამატებითი სანქციების გზით, რომლებიც უახლოეს დღეებში განხორციელდება. საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას აქტიურად ითხოვდა. 5 მარტს, ენტონი ბლინკენმა და დმიტრო კულებამ შეხვედრა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე გამართეს, სადაც ეს საკითხიც განიხილეს. ბლინკენმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად, ამ თემაზე ყოველდღიურად მუშაობდა.
ენტონი ბლინკენი: ევროპულმა ქვეყნებმა რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეწყვიტონ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეწყვიტონ. დღესვე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აშშ-ში რუსული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის იმპორტს აკრძალავს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, აშშ ამ ნაბიჯს ცალმხრივად დგამს, ევროპელი მოკავშირეების გარეშე, ვინაიდან ევროპულ ქვეყნებს შორის უთანხმოებაა იმის თაობაზე, აიკრძალოს თუ არა რუსული ენერგომატარებლების იმპორტი.
დმიტრო კულება ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ: ვთანხმდებით, რომ მეტი უნდა გაკეთდეს რუსული აგრესიის შესაჩერებლად
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის შემდგომ მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ. ბლინკენთან სატელეფონო საუბრის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი იტყობინება. „ჩვენ კოორდინაციას ვუწევთ უკრაინის შემდგომ მხარდაჭერას. ვთანხმდებით, რომ მეტი უნდა გაკეთდეს რუსული აგრესიის შესაჩერებლად და რუსეთის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად მის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის. მადლიერნი ვართ აშშ-ის მტკიცე თანადგომისთვის. უკრაინა გაიმარჯვებს“, - წერს კულება Twitter-ზე.
ენტონი ბლინკენი: აზერბაიჯანს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ესაუბრა. მდივანმა ბლინკენმა ხაზი გაუსვა აშშ-აზერბაიჯანის ორმხრივი პარტნიორობის და მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული სამხრეთ კავკასიის რეგიონის მნიშვნელობას და ამ კუთხით აშშ-ის ერთგულებას. ბოლოდროინდელ ცნობებთან დაკავშირებით, მდივანმა მოუწოდა მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება და გააძლიერონ დიპლომატიური ჩართულობა ყველა გადაუჭრელი საკითხის ყოვლისმომცველი გადაწყვეტის მოსაძებნად. მან ასევე ხაზი გაუსვა აზერბაიჯანში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის მნიშვნელობას. მდივანმა ხაზი გაუსვა აშშ-ის ვალდებულებას, სხვა პარტნიორებთან ერთად გააგრძელოს მოსკოვისა და მისი მხარდამჭერების, მათ შორის ლუკაშენკოს რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, უკრაინის წინააღმდეგ კრემლის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომში. „აზერბაიჯანის პრეზიდენტს რეგიონული კონფლიქტების მოგვარების მნიშვნელობასა და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისკენ სვლაზე ვესაუბრე. მადლობა გადავუხადე აზერბაიჯანს უკრაინის მხარდაჭერისთვის", - დაწერა ენტონი ბლინკენმა Twitter-ზე.
ენტონი ბლინკენი: მოვლენების ფალსიფიცირება, ის ტაქტიკაა, რასაც რუსეთი საქართველოშიც იყენებდა
მოვლენების ფალსიფიცირება ის ტაქტიკაა, რომელსაც რუსეთი ადრე იყენებდა, მათ შორის საქართველოში, - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა. „უკრაინის ქალაქების განადგურების შემდეგ, მოსკოვმა შეიძლება ჩაიყვანოს ოფიციალური პირები რუსეთიდან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებად და გაზარდოს „ეკონომიკური მხარდაჭერა“ იმისთვის, რომ ადამიანები მოსკოვზე დამოკიდებულები გახდნენ. ისევ ის, რაც რუსეთმა გააკეთა საქართველოში“, - განაცხადა მან. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი ლავროვს: ყველა ქვეყნის უფლებაა, თავად განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიმართუელება და ალიანსები
ენტონი ბლინკენი: აშშ უკრაინის სამოქალაქო უსაფრთხოების გასაძლიერებლად დამატებით 100 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარებას გამოყოფს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იუწყება, რომ აშშ უკრაინის სამოქალაქო უსაფრთხოების გასაძლიერებლად დამატებით 100 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარებას გამოყოფს. „ამ თანხით უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო შეძლებს, უზრუნველყოს საზღვრის უსაფრთხოება, შეინარჩუნოს სამოქალაქო სამართალდამცავი ფუნქციები და დაიცვას კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამთავრობო ინფრასტრუქტურა ვლადიმირ პუტინის წინასწარგანზრახული, არაპროვოცირებული და უსაფუძვლო თავდასხმის პირობებში“, – ვკითხულობთ განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: პოლონეთის პრეზიდენტი: ამ დროისთვის პოლონეთმა 2,3 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო
ენტონი ბლინკენი: აშშ-ს არ აქვს რუსეთში რეჟიმის შეცვლის სტრატეგია
აშშ-ს არ აქვს რუსეთში რეჟიმის შეცვლის სტრატეგია ,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. „გუშინ პრეზიდენტმა და თეთრმა სახლმა აღნიშნეს, რომ ვლადიმირ პუტინს არ შეიძლება მიეცეს უფლება, რომ აწარმოოს ომი ან ჩაერთოს აგრესიაში უკრაინის ან სხვა ვინმეს წინააღმდეგ. ამ შემთხევაში, საქმე ეხება რუსეთის მოსახლეობას და ეს არის რუსი ხალხის გადასაწყვეტი“, - განაცხადა ბლინკენმა. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი: აშშ უკრაინის სამოქალაქო უსაფრთხოების გასაძლიერებლად დამატებით 100 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარებას გამოყოფს
ბლინკენი: კიევის გარშემო მოქმედებების შემცირება, შეიძლება, ყურადღების გადატანის გზა იყოს
„რუსეთის მიერ კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირება, შეიძლება, იყოს საშუალება, რომლითაც რუსეთი კიდევ ერთხელ ცდილობს ყურადღება გადაატანინოს და მოატყუოს ხალხი, რათა იფიქრონ, რომ ის არ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. ამასთან, სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ის ვერ ხედავს რეალურად სერიოზულ ნიშნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები „წინ ეფექტურად მიიწევს“. „არის ის, რასაც რუსეთი ამბობს და არის ის, რასაც რუსეთი აკეთებს. ჩვენ ამ უკანასკნელს ვაქცევთ ყურადღებას", – თქვა ბლინკენმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებით შეამციროს საომარი მოქმედებები. ინფორმაცია სტამბოლში გამართული რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელდა. ალექსანდრე ჩალის განცხადებით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები, ომის დასრულებისთვის დიპლომატიურ ფორმატს წარმოადგენს. მისი თქმით, „საკვანძო მოთხოვნებია - ზუსტი იურიდიული სავალდებულო გარანტიები უკრაინისთვის, რომელიც თავისი შინაარსით და ფორმატით NATO-ს მე-5 მუხლის ანალოგიურია“. ცნობისათვის, თურქეთში 29 მარტს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების პირველი დღე დასრულდა. მხარეებმა განიხილეს ომის სეწყვეტის საკითხი, თუმცა დელეგაციის წევრებს ამ დროისთვის არცერთი დოკუმენტისთვის არ მოუწერიათ ხელი. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება
ბლინკენი: აშშ ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებში სერიოზულია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენრონი ბლინკენმა დღეს თურქეთში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები შეაფასა. მისი თქმით, ის ვერ ხედავს რეალურად სერიოზულ ნიშნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები „წინ ეფექტურად მიიწევს“. „ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა, თავად დაახასიათონ, არის თუ არა რაიმე ჭეშმარიტი პროგრესი და არის თუ არა, რუსეთის მნიშვნელოვანი ჩართულობა“ - განაცხადა სახელმწფო მდივანმა, მაროკოში პრესის წარმომდაგენლებთან საუბრისას. „მე არ მინახავს არაფერი, რაც მიუთითებს, რომ ეს [მოლაპარაკებები] წინ ეფექტურად მიდის", - ამბობს ბლინკენი. „რაც შემიძლია ვთქვა არის ეს: არის ის, რასაც რუსეთი ამბობს და არის ის, რასაც რუსეთი აკეთებს. ჩვენ ორიენტირებული ვართ ამ უკანასკნელზე. და რასაც რუსეთი აკეთებს არის უკრაინისა და მისი ხალხის მუდმივი ბრუტალიზაცია. და ეს გრძელდება მაშინ როცა ჩვენ ვსაუბრობთ“ - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა. სახელმწიფო მდივანმა ასევე თქვა, რომ რუსეთი მოლაპარაკებებს, შესაძლოა, სამხედრო ძალაბის გადაჯგუფებისთვის იყენებდეს. ბლინკენის ამ განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთ-უკრაინას შორის, სტამბოლში დღეს გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებები. ცნობისათვის, თურქეთში 29 მარტს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების პირველი დღე დასრულდა. მხარეებმა განიხილეს ომის სეწყვეტის საკითხი, თუმცა დელეგაციის წევრებს ამ დროისთვის არცერთი დოკუმენტისთვის არ მოუწერიათ ხელი. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: რუსეთს უკრაინაში შეჭრის წინ სამი მიზანი ჰქონდა და სამივემ მარცხი განიცადა
რუსეთს უკრაინაში შეჭრის წინ სამი მიზანი ჰქონდა და სამივემ მარცხი განიცადა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. „რუსეთს სამი მიზანი ჰქონდა: უკრაინის დამორჩილება და მისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უარყოფა; რუსეთის ძალაუფლების დამტკიცება; დასავლეთის, ალიანსის გაყოფა. მან სამივე ფრონტზე მარცხი განიცადა,“- განაცხადა ბლინკენმა. შეგახსენებთ, რომ The Times-ის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს სურს, უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებია მიაწოდოს, იმისთვის, რომ ზღვით განხორციელებული თავდასხმების მოგერიებით უკრაინის სამხრეთში პუტინის გეგმები ჩაიშალოს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთანა, ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინისთვის ახალ თავდაცვით დახმარებაზე შეთანხმდნენ. ცნობისთვის, რომ რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული
ვაშინგტონი უკრაინას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს
ვაშინგტონი უკრაინას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, აშშ უკრაინას 100 მილიონის ღირებულის ანტისატანკო სისტემა „ჯაველინებს“ გადასცემს. ასევე წაიკითხეთ: იენს სტოლტენბერგი: რასაც უკრაინაში ვხედავთ, უკიდურესი საშინელებაა ვოლოდიმირ ზელენსკი: შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები არ შედგეს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას აუცილებელი შეიარაღება და ტექნიკა უფრო ადრე რომ მიეღო, ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდა ბაიდენი: თქვენ ნახეთ რა მოხდა ბუჩაში, პუტინი „ომის დამნაშავეა“, ის უნდა დაისაჯოს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული
ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს
აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას მიაწოდეს და უახლოეს მომავალშიც მიაწვდიან ათ ტანკსაწინააღმდეგო სისტემას თითოეულ რუსულ ტანკზე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. "როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები და რამდენ ხანსაც უნდა გაგრძელდეს შეიარაღებული კონფლიქტი უკრაინაში, კიევი მაინც გაიმარჯვებს. კონფლიქტი შესაძლოა, გაჭიანურდეს, თუმცა ის ვერ ხედავს ვერც ერთ პოტენციურ სცენარს, სადაც კიევი არ იმარჯვებს", - განაცხადა ბლინკენმა. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას
ენტონი ბლინკენი: „დიდი შვიდეული“ მზადაა, პუტინი პასუხისგებაში მისცეს
„დიდი შვიდეული“ (G7) მზად არის, პუტინი პასუხისგებაში მისცეს არაფრით პროვოცირებული არჩეული ომის გამო", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. „G7 მზად არის, პასუხისგებაში მისცეს პრეზიდენტი პუტინი მისი არჩეული არაფრით პროვოცირებული ომის გამო და უზრუნველყოს, რომ ის უკრაინაში სტრატეგიულ მარცხს განიცდის უკრაინაში“, - დაწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა Twitter-ზე. ასევე წაიკითხეთ ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს
ბლინკენის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური აგენტების შესაძლო გამოყენებაზე, აშშ სარწმუნო ინფორმაციას ფლობდა
შეერთებული შტატები ჯერჯერობით ვერ ადასტურებს ქიმიური იარაღის გამოყენებას უკრაინაში, თუმცა „სარწმუნო ინფორმაციას ფლობდა“ იმის შესახებ, რომ რუსეთის ძალებმა უკრაინაში შესაძლოა, გამოიყენონ სხვადასხვა ქიმიური აგენტი“. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის კომენტარს CNN ავრცელებს. ბლინკენმა დააკონკრეტა, რომ გულისხმობს ცრემლმდენი გაზის და ქიმიური იაგენტების ნაერთს, რომლებიც უფრო ძლიერ სიმპტომებს იწვევენ, რათა შეასუსტონ და გაანადგურონ უკრაინელი მებრძოლები და მშვიდობიანი მოსახლეობა, როგორც მარიუპოლის აღების აგრესიული კამპანიის ნაწილი“. „ეს არის რეალური შეშფოთება, რომელიც რუსეთის აგრესიის დაწყებამდე გვქონდა. ვფიქრობ, მე მივუთითე შესაძლებლობის შესახებ, რომ ამ ტიპის იარაღი გამოიყენებოდა და ეს არის ის, რაზეც ჩვენ ძალიან, ძალიან კონცენტრირებულები ვართ“, - დაამატა ამერიკელმა დიპლომატმა. იმავდროულად, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა სამშაბათს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მიაწოდა აღჭურვილობა „ქიმიური იარაღის პოტენციური გამოყენებისგან დასაცავად". პრაისმა ასევე დაამატა, რომ აშშ მზადაა, დაეხმაროს უკრაინას ქიმიური აგენტების პოტენციური გამოყენების საკითხის გამოძიებაში. „ჩვენ პირდაპირი საუბრები გვქონდა უკრაინელ პარტნიორებთან, რადგან ისინი აგროვებენ ფაქტებსა და მტკიცებულებებს“, - განაცხადა პრაისმა CNN-ის ცნობით. ორშაბათს გავრცელდა ინფორმაცია მარიუპოლში გარკვეული სახის ქიმიური ნივთიერებების შესაძლო გამოყენების შესახებ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამის შესაძლებლობა სერიოზულად უნდა იყოს აღქმული. 12 აპრილს, მარიუპოლის ოლქის მერის მოადგილემ დაადასტურა, რომ რუსული უპილოტო თვითმფრინავის მიერ ქიმიური თავდასხმა განხორციელდა. დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ მუშაობენ დეტალების გადამოწმებაზე. CNN წერს, რომ დამოუკიდებლად ვერ ამოწმებს ინფორმაციას, რომ მარიუპოლში რაიმე სახის ქიმიური თავდასხმა განხორციელდა. ამავე თემაზე უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაცია მოწმდება
ენტონი ბლინკენი და ლოიდ ოსტინი უკრაინას დღეს ეწვევიან
დღეს კიევს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ეწვევა. ამერიკულ დელეგაციაში ასევე იქნება აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინიც. ომის დაწყების შემდეგ, ეს უკრაინაში ამერიკელი მაღალჩინოსნების პირველი ვიზიტია. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შეხვედრებისას განხილული იქნება უკრაინისთვის საჭირო იარაღის საკითხი და მისი მიწოდების ტემპი. ზელენსკი ასევე იმედოვნებს, რომ ძალიან მალე უსაფრთხოების ვითარება საშუალებას მისცემს აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს პირადად ჩავიდეს უკრაინაში. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის უმეტესი ნაწილი უკრაინას უკვე გადაეცა, მათ შორის საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალები და ჯავშანტექნიკა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს. პენტაგონის პრესსპიკერ ჯონ კირბის ინფორმაციით, აშშ უკრაინას გადასცემს მი-17 ტიპის 11 ვერტმფრენს, 18 ჰაუბიცას, M113 ტიპის 200 ჯავშანტრანსპორტიორს, 100 საბრძოლო მანქანას Humvee, 40 000 საარტილერიო ჭურვს, დამატებით რაკეტებს ტანკსაწინააღმდეგო სისტემისთვის Javelin-ი, დრონებს Switchblade, ჰაერსაწინააღმდეგო რადარებს და ქიმიური და ბიოლოგიური შეტევისგან დამცავ დანადგარებს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: აშშ უკრაინას ეკონომიკის სტაბილიზაციის მიზნით, $500 მილიონს გამოუყოფს
ენტონი ბლინკენი და ლოიდ ოსტინი უკრაინაში ჩავიდნენ
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის ინფორმაციით, კიევში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. არესტოვიჩის ინფორმაციით, ახლა ისინი კიევში არიან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდებიან. ომის დაწყების შემდეგ, ეს უკრაინაში ამერიკელი მაღალჩინოსნების პირველი ვიზიტია. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის უმეტესი ნაწილი უკრაინას უკვე გადაეცა, მათ შორის საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალები და ჯავშანტექნიკა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს. პენტაგონის პრესსპიკერ ჯონ კირბის ინფორმაციით, აშშ უკრაინას გადასცემს მი-17 ტიპის 11 ვერტმფრენს, 18 ჰაუბიცას, M113 ტიპის 200 ჯავშანტრანსპორტიორს, 100 საბრძოლო მანქანას Humvee, 40 000 საარტილერიო ჭურვს, დამატებით რაკეტებს ტანკსაწინააღმდეგო სისტემისთვის Javelin-ი, დრონებს Switchblade, ჰაერსაწინააღმდეგო რადარებს და ქიმიური და ბიოლოგიური შეტევისგან დამცავ დანადგარებს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: აშშ უკრაინას ეკონომიკის სტაბილიზაციის მიზნით, $500 მილიონს გამოუყოფს
ენტონი ბლინკენი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდნენ
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინის დედაქალაქში, კიევში ჩავიდნენ. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მათ ვიზიტს ძალიან ღირებულსა და მნიშვნელოვანს უწოდებს. "განვიხილეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის გაძლიერების, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხები. მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს უპრეცედენტო დახმარებისთვის!“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: აშშ უკრაინას 322 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს
ენტონი ბლინკენი: რუსეთი ომის მიზნებს ვერ აღწევს
„რუსეთი ვერ აღწევს ომის მიზნებს, უკრაინა კი წარმატებას აღწევს. რუსეთის პრინციპული მიზანია უკრაინის სრულად დაპყრობა“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, უკრაინაში ვიზიტისა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან 3-საათიანი საუბრის შემდეგ, ჟურნალისტებთან. „რუსეთი ვერ აღწევს ომის მიზნებს, უკრაინა კი წარმატებას აღწევს. რუსეთის პრინციპული მიზანია უკრაინის სრულად დაპყრობა. ჩვენს სტრატეგიას, უკრაინის მხარდაჭერსა და რუსეთზე ერთობლივ ზეწოლას, 30-ზე მეტი ქვეყნის სოლიდარობასა და ძალისხმევას რეალური შედეგები მოჰყვა“, - განაცხადა ბლინკენმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ამავე თემაზე ლოიდ ოსტინი: უკრაინას შეუძლია, მოიგოს ომი სწორი აღჭურვილობით, სწორი მხარდაჭერით. გავაგრძელებთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია ენტონი ბლინკენი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდნენ
ენტონი ბლინკენი: სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იარსებებს, ვიდრე ვლადიმერ პუტინი
აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ რუსეთთან დაპირისპირებაში კიევის საბოლოო წარმატებამდე გაგრძელდება. რუსეთი მარცხდება, უკრაინა წარმატებას აღწევს, სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იარსებებს, ვიდრე ვლადიმერ პუტინი. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკრაინაში ვიზიტისას განაცხადა. „ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება ამ ომის დანარჩენი პერიოდი, მაგრამ ვიცით, რომ სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იარსებებს, ვიდრე ვლადიმერ პუტინი. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მომავალშიც გაგრძელდება. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ საბოლოო წარმატებას არ დავინახავთ“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინის დედაქალაქში, კიევში ჩავიდნენ. ამავე თემაზე ლოიდ ოსტინი: უკრაინას შეუძლია, მოიგოს ომი სწორი აღჭურვილობით, სწორი მხარდაჭერით. გავაგრძელებთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია ენტონი ბლინკენი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდნენ
ენტონი ბლიკენი: თუ უკრაინა უარს იტყვის NATO-ში გაწევრიანებაზე, აშშ კიევის ამ გადაწყვეტილებას პატივს სცემს
"ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ღიაა კიევსა და მოსკოვს შორის მშვიდობიანი შეთანხმებისადმი, რომელიც უკრაინის ნეიტრალიტეტს გულისხმობს", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. "თუ უკრაინა რუსეთთან გააფორმებს შეთანხმებას და კონფლიქტის შეწყვეტის მიზნით უარს იტყვის NATO-ში გაწევრიანებაზე, აშშ კიევის ამ გადაწყვეტილებას პატივს სცემს. ჩვენ არ ვაპირებთ რომ უკრაინელებზე მეტი უკრაინელები ვიყოთ“, - განაცხადა ბლინკენმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი ლავროვს: ყველა ქვეყნის უფლებაა, თავად განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიმართუელება და ალიანსები ენტონი ბლინკენმა განმარტა, როგორ უპასუხებს რუსეთს აშშ, თუ კრემლი გადაწყვეტს, რომ ევროპისთვის გაზის მიწოდება შეწყვიტოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: იმ ფანჯარასთან ვიმყოფებით, როდესაც უკრაინაში შეჭრა შესაძლოა, ნებისმიერ დროს მოხდეს
ენტონი ბლინკენი: შეუძლებელია, არ გჯეროდეს, რომ უკრაინელების წარმატება გაგრძელდება, იმიტომ, რომ მათ იციან, რისთვის იბრძვიან
„სიამაყე ვიგრძენი იმის გამო, რაც შეერთებულმა შტატებმა უკვე გააკეთა უკრაინის მთავრობისა და ხალხის მხარდასაჭერად და კიდევ უფრო მტკიცედ დავრწმუნდი, რომ ეს მხარდაჭერა არ უნდა შესუსტდეს“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომელიც უკრაინაში ვიზიტით სამი დღის წინ იმყოფებოდა. „შეუძლებელია, გულგრილი დარჩე უკრაინელების მიღწევების მიმართ. ასევე შეუძლებელია, არ გჯეროდეს, რომ მათი წარმატება გაგრძელდება, იმიტომ, რომ მათ იციან, რისთვის იბრძვიან. ამის შემხედვარე, უნდა გითხრათ, რომ სიამაყე ვიგრძენი იმის გამო, რაც შეერთებულმა შტატებმა უკვე გააკეთა უკრაინის მთავრობისა და ხალხის მხარდასაჭერად და კიდევ უფრო მტკიცედ დავრწმუნდი, რომ ეს მხარდაჭერა არ უნდა შესუსტდეს“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას. ბლინკენმა მოლდოვაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ ხაზი გაუსვა აშშ-ის მიერ 100 მლნ დოლარის გამოყოფას და დაამატა, რომ ამ ქვეყანაში რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდა. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება დნესტრისპირეთში მიმდინარე მოვლენებს. მთელ მსოფლიოში ქვეყნები ერთიანად უჭერენ მხარს უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში - შეხვედრა რამშტეინის ბაზაზე
ენტონი ბლინკენი: ყურადღებით უნდა ვიყოთ საქართველოს და მოლდოვის მიმართ, ეს ქვეყნები რისკის ქვეშ არიან
აშშ-ის სახელმწიფო მდივანს სენატორმა კრის კუნსმა დაუსვა შეკითხვა, რომელიც საქართველოში, დაახლოებით ერთი კვირის წინ, ვიზიტით მყოფ კონგრესის დელეგაციას ხელმძღვანელობდა. „მე ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას, რომელიც გამოხატეთ საქართველოსა და მოლდოვის მოწყვლად მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ მათთან ძალიან ახლოს ვმუშაობთ. მე ვიმყოფებოდი მოლდოვაში რამდენიმე კვირის წინ. მოსახლეობის, ლტოლვილებისა და მიგრაციის საკითხებში ჩვენი მდივანი ასევე იმყოფებოდა ადგილზე. ჩვენ, მოლდოვის მხარდასაჭერად დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარება გამოვყავით. არსებული ინიციატივა ითვალისწინებს პროგრამების დაფინანსებას რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების, ეკონომიკური სტაბილიზაციის დეზინფორმაციის წინააღმდეგ მედეგობის გაძლიერებას. ვცდილობთ, მათი ენერგეტიკული სისტემების ინტეგრაცია მოვახდინოთ ევროპასთან. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს მოლდოვის, ისევე როგორც უკრაინის ევროპის უსაფრთხოების ქსელთან დაკავშირებაში, თუმცა ამ მიმართულებით სამუშაო ისევ არის. ჩვენ ასევე გვჭირდება მუშაობა, რომ გაეროს სააგენტოები მზად იყვნენ ლტოლვილების პოტენციურად უზარმაზარი, დამატებითი ნაკადისთვის მოლდოვაში. მათ უკვე მიიღეს მრავალი ადამიანი, ეს პატარა ქვეყანაა. თქვენ სწორად აღნიშნეთ (როდესაც საუბრობდით საქართველოსა და მოლდოვაზე. რედ), ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ ამ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რისკის ქვეშ არიან. ჩვენ ვნახეთ, დნესტრისპირეთში განვითარებული მოვლენები და ჩვენ მას ძალიან ფრთხილად ვაკვირდებით“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას. ცნობისთვის, სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
სენატორ რენდ პოლის მოსაზრებას, რომ NATO-ს გაფართოებისადმი აშშ-ის მხარდაჭერა პუტინის პროვოცირებას იწვევს, სალომე ზურაბიშვილმა ღიმილის მომგვრელი უწოდა - The Hill
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკელი სენატორის, რენდ პოლის განცხადებას, რომლის თანახმად, ალიანსის გაფართოება პუტინის პროვოცირებას ახდენს, ღიმილისმომგვრელი უწოდა და აღნიშნა, რომ სენატორი რუსულ პროპაგანდას იმეორებს. „ეს არის ჩვეულებრივი რუსული ხაზი”, - განაცხადა ზურაბიშვილმა The Hill-თან ინტერვიუში. „ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც მიმართულია მისი მეზობლების უსაფრთხოების გაძლიერებაზე, რუსეთში ეს აღიქმება პროვოკაციად და საფრთხედ და ეს ღიმილის მომგვრელია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. The Hill-ი წერს, რომ ვიცე-პრეზიდენტ ჰარისთან შეხვედრა გაუქმდა, რადგან ამ კვირაში COVID19 დაუდასტურდა. ზურაბიშვილი ხუთშაბათს შეხვდა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ნენსი პელოსის, ასევე შეხვდა სენატორებს, მათ შორის სენატორ კრის კუნსს, რომელიც გასულ კვირას თბილისს ეწვია. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ამ დროს ყურადღება მიაქციონ იმას, რაც ხდება ორივე ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ, რა თქმა უნდა, პრიორიტეტია…რომ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს“, - აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი The Hill-თან ინტერვიუში. ცნობისთვის, სენატორმა რენდ პოლმა სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან გამართულ მოსმენაზე, NATO-ში გაწევრიანებისკენ უკრაინის მისწრაფებების მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს კვეთს პუტინის მიერ დასახულ წითელ ხაზს. ბლინკენმა უარყო ეს მოსაზრება და განაცხადა, რომ ეს ძირს უთხრის სუვერენული ქვეყნების უფლებას, გადაწყვიტონ საკუთარი საგარეო პოლიტიკა. რენდ პოლმა დააკონკრეტა, რომ არ ამართლებს რუსეთის შეჭრას მეზობლების ტერიტორიაზე და რომ უკრაინაში შეჭრა იყო რუსეთის ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე თავდასხმის ნიმუში. მისივე თქმით, რუსეთის შეჭრა და ტერიტორიების ოკუპაცია მოლდოვასა და საქართველოში იმიტომ მოხდა, რომ ისინი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყვნენ 1920-იანი წლებიდან. ბლინკენმა უარყო პოლის წინადადება და თქვა: „ამ ქვეყნების ფუნდამენტური უფლებაა, გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი და ბედი“.
ენტონი ბლინკენს კორონავირუსი დაუდასტურდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს კორონავირუსი დაუდასტურდა. პრესსპიკერ ნედ პრაისის თქმით, ბლინკენს „რამდენიმე დღეა“, არ უნახავს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ბლინკენი და ბაიდენი შაბათს, თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ. რამდენიმე რეპორტიორს, რომლებიც ესწრებოდნენ ამ შეკრებას, კორონავირუსი დაუდასტურდა. CDC-ის რეკომენდაციების შესაბამისად და დეპარტამენტის სამედიცინო სერვისების ბიუროს კონსულტაციის საფუძველზე, მდივანი ბლინკენი თვითიზოლაციის პერიოდს სახლში გაივლის და დისტანციურად იმუშავებს.
კულებამ ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მეტი იარაღი და სხვა დახმარება უკრაინისთვის, გზაშია
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თავის ამერიკელ კოლეგასთან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მეტი იარაღი და სხვა დახმარება უკრაინისკენ მიმავალ გზაზეა. შეხვედრა გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გაიმართა, რომელიც NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას მასპინძლობს. „მეტი იარაღი და სხვა დახმარება უკრაინისკენ მიმავალ გზაზეა. ჩვენ შევთანხმდით, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ, რათა უკრაინული სურსათის ექსპორტირება უზრუნველვყოთ აფრიკისა და აზიის მომხმარებლებისთვის. მადლობა მდივან ბლინკენს და აშშ-ის ლიდერობისთვის და ურყევი მხარდაჭერისთვის“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, გლობალური სასურსათო კრიზისის პროვოცირებას ახდენს. „უკრაინის ოდესის პორტში ამჟამად 25 მილიონი ტონა მარცვლეულია დაბლოკილი, მსოფლიოში მილიონობით ადამიანის საკვებით უზრუნველყოფისთვის ეს სასწრაფოდ არის საჭირო, უპირველეს ყოვლისა, აფრიკის ქვეყნებსა და ახლო აღმოსავლეთში. ამიტომ, ჩვენ ვაგზავნით მკაფიო სიგნალს: ჩვენ გხედავთ, გისმენთ და მხარს გიჭერთ”, - განუცხადა თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ჟურნალისტებს.
ბლინკენი თანამშრომლობას იმედით უყურებს, სხვანაირად როგორ შეიძლება, იყოს გაგებული ეს წერილი, მიკვირს - შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრისადმი გაგზავნილი წერილი შეაფასა. „ენტონი ბლინკენის წერილში ხაზგასმით ეწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. ამ წერილის მთავარი შინაარსი იყო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს ულოცავს თანამდებობაზე დანიშვნას და მასთან თანამშრომლობას იმედებით უყურებს. სხვანაირად როგორ შეიძლება, იყოს გაგებული ეს წერილი, მიკვირს, - განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს. „საქართველო არათუ არის ამ პროცესის მონაწილე, რასაც აგრესიის დაგმობა ჰქვია, არამედ არის ინიციატორიც. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გაეროს რეზოლუციაზე, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოზე და სხვა ფორუმებზე, ჩვენ ვსაუბრობთ არა იმაზე, რომ რაღაცას მხარი დავუჭირეთ, არამედ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ ვიყავით ინიციატორები. გაეროს რეზოლუციის და გადაწყვეტილების თანასპონსორები ვიყავით, ჰააგაში სისხლის სამართლის დანაშაულების სასამართლოში, სადაც დანაშაულები უნდა იქნეს გამოვლენილი, ვიყავით მიმართვის ინიციატორები, რომ გამოვლენილიყო ეს დანაშაულები. ასე რომ, საქართველო არამხოლოდ მონაწილეობს, არამედ, პროცესის ინიციატორია. ჩვენ ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან მოგვისმენია აღიარება იმ წვლილის, რომელიც საქართველოს ამ პროცესში შეაქვს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, საქართველო აკეთებს მაქსიმუმს, რაც შეუძლია. აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიმდინარე ოკუპაციას და განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამავდროულად, როდესაც მთელი მსოფლიო ეხმაურება რუსეთის სასტიკ და არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთის ფედერაციას, მის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებზე“, - აღნიშნავს ენტონი ბლინკენი ილია დარჩიაშვილისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში.
ბლინკენი ფაშინიანს სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მნიშვნელობაზე ესაუბრა
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „მდივანმა ბლინკენმა შესთავაზა შეერთებული შტატების დახმარება საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის მცდელობებში და წაახალისა პროგრესი რეგიონული სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების განვითარებისთვის. ხაზი გაუსვა ორმხრივი დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას სამხრეთ კავკასიაში გამოწვევების გადასაჭრელად და დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა ევროკავშირის შუამავლობით გამართული საუბრებისთვის. მდივანმა ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მზადყოფნა, დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს გრძელვადიანი ყოვლისმომცველი მშვიდობის მიღწევაში. შარლ მიშელმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს უმასპინძლა მდივანმა ხაზი გაუსვა სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის მნიშვნელობას მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად ფართო რეგიონისთვის“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ენტონი ბლინკენი: აშშ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის მტკიცედ ერთგული რჩება
სახლმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგული. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, აშშ მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიული, მშვიდობიანი, ევროატლანტიკური და წარმატებული მომავალისკენ სწრაფვას. აშშ საქართველოს გვერდით იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების,ეკონომიკის დივერსიფიცირებისა და კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესში”, - წერს ბლინკენი. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ 30-წლიანი ურთიერთობის განმავლობაში, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ერთად მუშაობდნენ გლობალური უსაფრთხოების მხარდასაჭერად, მათ შორის ავღანეთში და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში. „ამ მიმართულებით, ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევას გლობალურ და რეგიონულ დონეზე, განსაკუთრებით კრემლის აგრესიის ფონზე. აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიმდინარე ოკუპაციას და განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამავდროულად, როდესაც მთელი მსოფლიო ეხმაურება რუსეთის სასტიკ და არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთის ფედერაციას, მის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე“, - აღნიშნავს ენტონი ბლინკენი ილია დარჩიაშვილისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში. ილია დარჩიაშვილისადმი გაგზავნილ წერილში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი წერს, რომ აშშ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულია. „გილოცავთ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას.მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგული“, – აღნიშნულია წერილში, რომლითაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულის დოკუმენტირებისთვის ახალი მექანიზმი აამოქმედეს
აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის მიერ შექმნილი ჯგუფი უკრაინის გენერალური პროკურატურის სპეციალურ დანაყოფთან ითანამშრომლებს აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. ახალი ჯგუფის ამოქმედების შესახებ სახელმიწო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა. ახალი მექანიზმი, სახელწოდებით Atrocity Crimes Advisory Group (ACA), უკრაინის გენერალურ პროკურატურას სტრატეგიული რჩევებითა და ოპერატიული დახმარებით უზრუნველყოფს. კერძოდ, ითანამშრომლებს უკრაინის გენერალური პროკურატურის სპეციალურ დანაყოფთან, რომელიც უკრაინაში ომის დანაშაულებზეა პასუხისმგებელი. „მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები მხარს უჭერენ მთელ რიგ საერთაშორისო ძალისხმევას, ხსენებულ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, (OPG) უკრაინის გენერალური პროკურატურა ომის დანაშაულებსა და სხვა სისასტიკეში მონაწილეების პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველსაყოფად გადამწყვეტ როლს ითამაშებს“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. ბლინკენმა დაამატა, რომ ACA იუსტიციის დეპარტამენტთან შეთანხმებით იმუშავებს, რადგან ანგარიშვალდებულების საკითხი აშშ-ის სასამართლოებში სწორედ მას ეხება. ასევე, ACA რეგიონში განლაგებული საერთაშორისო პროკურორებისა და სხვა სამხედრო დანაშაულების საკითხებში ექსპერტების გუნდს დააფინანსებს. შეგახსენებთ, 23 მაისს, ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუს ჯარისკაცს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. უკრაინა: აშშ-მ ახალი პროგრამა აამოქმედა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი. ენტონი ბლინკენი: აშშ მთავარ გეოპოლიტიკურ გამოწვევად ჩინეთს მიიჩნევს მისი თქმით, კოალიცია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ჩამოყალიბდა უკრაინაში, ერთგვარი მოდელი, თუ როგორ უნდა მოხდეს სამომავლოდ, ჩინეთიდან წამოსულ გამოწვევებთან გამკლავება. „ჩინეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს განზრახვა, ეკონომიკური, ტექნოლოგიური, სამხედრო და დიპლომატიური საშუალებების ჩათვლით, რომ საერთაშორისო წესრიგის განსხვავებული ხედვა განავითაროს. საერთაშორისო წესრიგის საფუძვლები სერიოზული და მდგრადი საფრთხის ქვეშაა. მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის აშკარად მობილიზებული იყო, პრეზიდენტმა სი ძინპინმა და პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადეს, რომ მათ ქვეყნებს შორის მეგობრობა არსებობს, ვციტირებ, „საზღვრების გარეშე“. ჩვენი ამოცანაა, კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რომ დემოკრატიას გადაუდებელი გამოწვევების დაძლევა, შესაძლებლობების შექმნა შეუძლია - როდესაც მომავალი ეკუთვნით მათ, ვისაც სჯერა თავისუფლების და ყველა ქვეყანა თავისუფალია, იძულების გარეშე აირჩიოს საკუთარი გზები. ჩვენ არ ვეძებთ კონფლიქტს ან ახალ ცივ ომს. პირიქით, ჩვენ გვსურს ამის თავიდან აცილება. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ პუტინის ომი გრძელდება, ჩვენ, საერთაშორისო წესრიგის ყველაზე სერიოზულ გრძელვადიან გამოწვევაზე ვიქნებით ორიენტირებულნი და ეს არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ შექმნილი გამოწვევა“, – თქვა ენტონი ბლინკენმა.
ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ბლინკენის მილოცვა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ქართველ ხალხს სიღრმისეულად ესმის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ღირებულება. მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის მუდმივი ოკუპაციისა, ქართველმა ხალხმა აჩვენა მტკიცე გადაწყვეტილება, იღწვოდეს ევროატლანტიკური მომავლისთვის. ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის 30 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული განვითარების, წინსვლის, მისი ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და მომავლის კეთილდღეობის ასაშენებლად. ჩვენმა ქვეყნებმა ასევე ერთად იმუშავეს გვერდიგვერდ გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების მხარდასაჭერად. ამ საზეიმო დღეს ყველგან ქართველებისთვის, მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების განგრძობით ერთგულებას საქართველოსთან პარტნიორობაში მის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - წერია განცხადებაში. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.
ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დარწმუნებულია, რომ თურქეთის შეშფოთება ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შეიძლება, მომავალი თვის ბოლოს, ალიანსის ლიდერების სამიტისთვის, სწრაფად გადაიჭრას. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეკა ჰაავისტოსთან ერთად, ვაშინგტონში, გამართულ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება. „აშშ სრულად უჭერს მხარს ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას და მე კვლავ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქვენები მალე NATO-ს წევრები გახდებიან. მოუთმენლად ველით, შევძლებთ ფინეთს და შვედეთს ჩვენი მოკავშირეები ვუწოდოთ“, - განაცხადა ბლინკენმა. თავის მხრივ, ჰავისტოს თქმით, მისმა ქვეყანამ და შვედეთმა ბოლო დღეებში თურქეთთან „კარგი მოლაპარაკებები“ გამართეს. შეგახსენებთ, თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. ანკარა აცხადებს, რომ ვიდრე ანკარის პირობები არ დაკმაყოფილდება, ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე პროგრესი არ იქნება. თურქეთი ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის ერდოღანმა შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს NATO-ში გაწევრიანების საკითხზე საკუთარი პრეტენზიები გააცნო რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.
ბლინკენის განცხადებით, უკრაინა აშშ-ის მიწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ გამოიყენებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინამ აშშ დაარწმუნა, რომ აშშ-ის მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების წინააღმდეგ არ გამოიყენებს. სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინას ჰქონდეს აღჭურვილობა რუსული აგრესიის მოსაგერიებლად და, შესაბამისად, ყველაზე ძლიერი პოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინას უსაფრთხოებისთვის ახალი პაკეტის ფარგლებში $700 მილიონს გამოუყოფს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა ჯო ბაიდენი: უკრაინას თანამედროვე სარაკეტო სისტემებს გადავცემთ CNN: აშშ უკრაინას HIMARS-ის სარაკეტო სისტემებს გადასცემს კურტ ვოლკერის თქმით, ბაიდენმა უკრაინას უნდა გადასცეს იარაღი, რომელიც საჭიროა რუსეთის დასამარცხებლად ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების მიწოდება დაამტკიცა - New York Times CNN-ი აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვაშინგტონი კიევს აშშ-ის წარმოების მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს (HIMARS) გადასცემს. შეიარაღება უკრაინას უსაფრთხოების მე-11 პაკეტის ფარგლებში გადაეცემა. მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა The New York Times-ში გამოქვეყნებულ წერილში დაწერა, რომ აშშ უკრაინას თანამედროვე სარაკეტო სისტემებს გადასცემს. 30 მაისს ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ გაუგზავნის უკრაინას სარაკეტო სისტემებს, რომლებმაც შეუძლია, მიაღწიოს რუსეთამდე. ეს ეს კომენტარი მოჰყვა ცნობებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია კიევში მოწინავე შორი დისტანციის სარაკეტო სისტემების გაგზავნას აპირებს. საერთო ჯამში, შეერთებულმა შტატებმა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, უკრაინას უსაფრთხობის მიმართულებით დაახლოებით $5.3 მილიარდის დახმარება გაუწია. მათ შორის ქვეყანამ დაახლოებით $4.6 მილიარდი რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ მიიღო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ბლინკენმა დაადასტურა, რომ აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს წარადგენს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინას უსაფრთხოებისთვის ახალ დახმარებას გამოუყოფს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარებისთვის $700 მილიონის გადაცემის ნებართვა გასცა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჯო ბაიდენი: უკრაინას თანამედროვე სარაკეტო სისტემებს გადავცემთ CNN: აშშ უკრაინას HIMARS-ის სარაკეტო სისტემებს გადასცემს „პრეზიდენტმა ბაიდენმა დღეს დილით განაცხადა, რომ უკრაინა მიიღებდა უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ახალ დახმარების პაკეტს. კერძოდ, ამ პაკეტის ფარგლებში უკრაინა აღიჭურვება დამატებითი შესაძლებლობებითა და მოწინავე იარაღით. ზუსტად ის, რაც ახლა უკრაინელებს სჭირდებათ, რათა თავი დაიცვან რუსული აგრესიისგან. ეს მოიცავს უფრო მოწინავე სარაკეტო სისტემებს, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს დაარტყან საკვანძო სამიზნეებს, ბრძოლის ველზე უფრო დიდი მანძილიდან“, - თქვა ენტონი ბლინკენმა, თუმცა დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია. კურტ ვოლკერის თქმით, ბაიდენმა უკრაინას უნდა გადასცეს იარაღი, რომელიც საჭიროა რუსეთის დასამარცხებლად ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების მიწოდება დაამტკიცა - New York Times CNN-ი აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვაშინგტონი კიევს აშშ-ის წარმოების მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს (HIMARS) გადასცემს. შეიარაღება უკრაინას უსაფრთხოების მე-11 პაკეტის ფარგლებში გადაეცემა. მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა The New York Times-ში გამოქვეყნებულ წერილში დაწერა, რომ აშშ უკრაინას თანამედროვე სარაკეტო სისტემებს გადასცემს. 30 მაისს ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ გაუგზავნის უკრაინას სარაკეტო სისტემებს, რომლებმაც შეუძლია, მიაღწიოს რუსეთამდე. ეს ეს კომენტარი მოჰყვა ცნობებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია კიევში მოწინავე შორი დისტანციის სარაკეტო სისტემების გაგზავნას აპირებს. მოგვიანებით თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ახალი დახმარება უკრაინის საჭიროებებს შეესაბამება. ასევე, თეთრი სახლის შეფასებით, 80 კილომეტრამდე რადიუსის მქონე სისტემები, სწორედ ის არის, რაც ქვეყანას ბრძოლის ამ ახალ ფაზაში სჭირდება. საერთო ჯამში, შეერთებულმა შტატებმა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, უკრაინას უსაფრთხობის მიმართულებით დაახლოებით $5.3 მილიარდის დახმარება გაუწია. მათ შორის ქვეყანამ დაახლოებით $4.6 მილიარდი რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ მიიღო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
პოდოლიაკის თქმით, უკრაინა აშშ-ის სარაკეტო სისტემების გამოყენებას რუსეთზე თავდასხმისთვის არ გეგმავს
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი, მიხაილო პოლოდიაკი აცხადებს, უკრაინა აშშ-ის სარაკეტო სისტემების გამოყენებას რუსეთზე თავდასხმისთვის არ გეგმავს. „უკრაინა თავდაცვით ომს აწარმოებს და არ გეგმავს MLRS-ის გამოყენებას რუსეთის ობიექტებზე თავდასხმისთვის. ჩვენმა პარტნიორებმა იციან, სად გამოიყენება მათი იარაღი. ნებისმიერი ბრალდება მსგავსი განზრახვების შესახებ, რუსეთის სპეცსამსახურების ფსიქოლოგიური ოპერაცია“, - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე. პირველ ივნისს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოფიციალურად წარადგინა დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც უკრაინისთვის HIMARS-ების, მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების გადაცემასაც მოიცავს. ჯო ბაიდენმა უკრაინისათვის დახმარების ახალი პაკეტი წარადგინა ბლინკენის განცხადებით, უკრაინა აშშ-ის მიწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ გამოიყენებს რა დამატებით შეიარაღებას მიიღებს უკრაინა აშშ-სგან - პენტაგონის სია აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ყველგან გვესმის ღრმა შეშფოთება სასურსათო დაუცველობასთან დაკავშირებით. ამის ერთადერთი მიზეზია რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ - ენტონი ბლინკენი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ომის შედეგად შექმნილი სასურსათო დაუცველობის მძიმე კრიზისის მიზეზი ახლა არის რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების ბლოკადა რუსეთის მიერ. ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხსენებული კრიზისის სხვა მიზეზი არ არსებობს. „ყველგან, სადაც მივდივარ, მთელ მსოფლიოში და ვიცი, რომ ასეა, ჩვენი კოლეგებისთვისაც, გვესმის ღრმა შეშფოთება სასურსათო დაუცველობასთან დაკავშირებით. ეს ადრეც პრობლემა იყო, სამი, ოთხი წლის წინ, დაახლოებით, 100 მილიონი ადამიანი უკიდურესად მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა მსოფლიოში. ერთი წლის წინ, ამ ადამიანთა რიცხვი 160 მილიონამდე გაიზარდა. ახლა კი, მათ რიცხვს კიდევ 40-50 მილიონი ადამიანი დაემატა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული აგრესიის გამო. ასე რომ, კომბინაციას, რომელიც ჩვენ ვნახეთ COVID19-ის და კლიმატის, ახლა ემატება ომის შედეგად შექმნილი სასურსათო დაუცველობის კიდევ უფრო მძიმე კრიზისი. ამის ერთადერთი მიზეზი ახლა არის რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების ბლოკადა რუსეთის მიერ. NATO: მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის პორტების ბლოკადა არ არსებობს არანაირი მიზეზი - არავითარი მიზეზი, გარდა რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადისა და რუსეთის მიერ ხშირ შემთხვევაში უარის თქმისა საკუთარი მარცვლეულის ექსპორტზე პოლიტიკური მიზეზების გამო, არ არსებობს სხვა მიზეზი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ამ ყველაფერზე. შეერთებულ შტატებს ძალიან გაუმართლა, რომ ჰყავს მოკავშირე, როგორიცაა გერმანია, ასეთი გამოწვევის დროს, რთულ პერიოდში. ჩვენ კოორდინაციას ვუწევთ პრაქტიკულად ყველაფერს, რაც გავლენას ახდენს ჩვენი ხალხის ცხოვრებაზე, და, ასევე, ხალხზე მთელ მსოფლიოში, იქნება ეს სასურსათო დაუცველობა, COVID19, ტექნოლოგია თუ ინოვაცია. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ერთიანნი ვართ საერთო ღირებულებების დასაცავად. ჩვენ გაერთიანებულნი ვართ ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და საერთაშორისო სამართლის დასაცავად. ჩვენ ერთიანები ვართ, როდესაც საქმე ეხება დღევანდელობის დიდ პრობლემებს“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა გერმანიაში, საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან შეხვედრის დაწყებამდე. ბლინკენი გერმანიაში იმყოფება სასურსათო უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ მინისტერიალზე დასასწრებად. 25 ივნისს, ბლინკენი შეუერთდება აშშ-ის პრეზიდენტს „დიდი შვიდეულის“ შეხვედრებზე, საიდანაც ესპანეთში, მადრიდში NATO-ს სამიტისთვის გაემგზავრება.
რუსულ ოქროზე დასავლეთის ემბარგო კრემლს ყოველწლიურად, $19 მილიარდი დაუჯდება - ბლინკენი
რუსული ოქროს იმპორტზე აკრძალვა, რომელიც რუსეთისთვის მეორე ყველაზე მომგებიანი ექსპორტია ენერგეტიკის შემდეგ, კრემლს წელიწადში $19 მილიარდზე წვდომას შეუზღუდავს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ამ შემოსავლის ნაკადის შემცირება მნიშვნელოვანია, უპრეცედენტო სანქციები და ექსპორტის კონტროლი კი, დიდ გავლენას ახდენს რუსეთზე. „მიუხედავად იმისა, რომ ნავთობიდან შემოსავლებს უფრო მაღალი ფასებით იღებს, ექსპორტის კონტროლის გამო ვერ ხარჯავს მათ. რუსეთს არ შეუძლია, შეიძინოს ის, რაც სჭირდება თავდაცვის სექტორის მოდერნიზებისთვის, ტექნოლოგიის მოდერნიზებისთვის, ენერგეტიკის მოდერნიზაციისთვის, რაც ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში თითოეული ამ სფეროს ფუნქციონირება შესუსტდება, - თქვა ბლინკენმა. როგორც ცნობილია, G7-ის ლიდერები აპირებენ აკრძალონ რუსული ოქროს იმპორტი. Bloomberg: G7-ის ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდნენ „უკვე ვხედავთ პროგნოზებს, რომ რუსეთის ეკონომიკა მომავალ წელს რვა-თხუთმეტ პროცენტით შემცირდება. რუბლს ხელოვნურად ამაგრებენ დიდი ხარჯებით. ათასმა მსხვილმა საერთაშორისო კომპანიამ დატოვა რუსეთი და რუსების ცხოვრების დონე უარესდება. ეს ყველაფერი მოქმედებს დაუყოვნებლივ, მაგრამ ასევე აქვს კუმულაციური ეფექტი”, - აღნიშნა ბლინკენმა.
ბლინკენი უკრაინის საკითხს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან განიხილავს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს, ინდონეზიაში თავის ჩინელ კოლეგასთან გამართავს მოლაპარაკებებს. პეკინმა NATO-ს ახალ სტრატეგიას უპასუხისმგებლო უწოდა კონტექსტი: ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია არც გმობს რუსეთის ომს უკრაინაში და არც შეჭრას უწოდებს მას. გასულ კვირას, ჩინეთი პირველად მოხვდა NATO-ს "სტრატეგიულ კონცეფციაში", რომელიც სამიტზე, მადრიდში მიიღეს. დოკუმენტი ასახავს უსაფრთხოების გამოწვევებს, რომლებსაც ჩინეთის ამბიციები წარმოშობს. ჩინეთის წითელი ჯვარი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს ჩინეთი უარყოფს, რომ რუსეთმა სამხედრო დახმარება სთხოვა ამასთან, დიდი შვიდეულის (G7) უმსხვილესი დემოკრატიული ეკონომიკის ქვეყნები ჩინეთთან მიმართებით მკაცრი რიტორიკით გამოვიდნენ.
ბლინკენს სურს, რომ მარცვლეულის ექსპორტისთვის საზღვაო მარშრუტების გახსნის მიზნით, G20-მა ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აპირებს, მიმართოს G20-ს, მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, რათა მისმა მთავრობებმა მხარი დაუჭირონ გაეროს ინიციატივას უკრაინისთვის საზღვაო ზოლების განბლოკვის შესახებ. ამასთან, კიდევ ერთხელ გააფრთხილოს ჩინეთი უკრაინაში რუსეთის სამხედრო კამპანიის მხარდაჭერის საკითხზე. ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ ბლოკადა გაგრძელდა, შემოდგომისთვის უკრაინაში შესაძლოა, 60 მილიონ ტონამდე მარცვლეული დარჩეს „დიდი ოცეულის ქვეყნებმა უნდა დააკისრონ პასუხისმგებლობა რუსეთს. ეს საკითხი განიხილება G20-ის დონეზე, თუ G20-ის ცალკეული ქვეყნების დონეზე, ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც მდივანი ბლინკენი ყურადღებას გაამახვილებს“, - განაცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, რამინ ტულოიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
ბლინკენი რუსეთის დელეგაციას: უკრაინა თქვენი ქვეყანა არ არის
ინდონეზიაში, ბალიში G20 საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დახურულ სხდომაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა შეახსენა რუსეთის დელეგაციას, რომ უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ჩვენს რუს კოლეგებს მინდა, მივმართო: უკრაინა თქვენი ქვეყანა არ არის. მისი მარცვლეული თქვენი არ არის. რატომ ბლოკავთ პორტებს? თქვენ უნდა დაუშვათ მარცვლეულის ექსპორტი, ”- განაცხადა ბლინკენმა. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ „დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ლავროვთან ერთად ვახშამსა და ფოტოსესიაზე უარი თქვეს. ბალიზე, G20-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, სერგეი ლავროვთან ფოტოგადაღებაზე უარი თქვეს ლავროვი G20-ის მინისტერიალს, ვადაზე ადრე დატოვებს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა შეიძლება, 50 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. თურქეთი რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების გაფორმებას ცდილობს. კიევს სურს, რომ თურქეთმა უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები გემებისთვის, რომლებიც მარცვლეულს შავი ზღვის გავლით ატარებენ. ერდოღანის თქმით, რუსეთი და უკრაინა შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებასთან ახლოს არიან უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
ბლინკენის თქმით, რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ შესაძლოა, შრი-ლანკის კრიზისის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იყოს
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულმა ომმა მნიშვნელოვნად იმოქმედა სასურსათო უსაფრთხოებაზე მსოფლიოს ბევრ რეგიონში და გაამწვავა ეკონომიკური ვითარება და პოლიტიკური კრიზისი შრი-ლანკაში. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კვირას, ტაილანდში ვიზიტისას განაცხადა. შრი-ლანკის პრეზიდენტი გოტაბაია რაჯაპაკსა თანამდებობას 13 ივლისს დატოვებს. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ქვეყნის პრემიერმაც. აქციის მონაწილეებმა, შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრის სახლი დაწვეს შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი თანახმაა, პროტესტის ფონზე გადადგეს „ეს [რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ] შეიძლება, იყოს ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იმისა, რაც მოხდა შრი-ლანკაში“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ არსებობს მრავალი ფაქტორი, რამაც გამოიწვია პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი ამ კუნძულოვან ქვეყანაში და ახლა ეს ყველაფერი გაერთიანდა. ენტონი ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული აგრესია, ისევე როგორც უკრაინიდან ათობით მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირება, აგრძელებს სასურსათო უსაფრთხოებისთვის საფრთხეა მთელ მსოფლიოში. 2022-06-05 მარცვლეულის მსოფლიო ომი უკვე დაიწყო, აფრიკაში ახალი კონფლიქტების გაჩაღების რისკი არსებობს - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი BBC-ის ცნობით, რაჯაპაკსამ თანამდებობის დატოვების შესახებ პარლამენტის სპიკერს შეატყობინა. შრი-ლანკის პრეზიდენტმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მას მერე მიიღო, რაც ქვეყანაში მასობრივი პროტესტი დაიწყო. შრი-ლანკამ დეფოლტი გამოაცხადა შრი-ლანკა კრიზისის ფონზე რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს დემონსტრანტები შრი-ლანკის მთავრობის გადადგომას მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე ითხოვენ. ქვეყანაში რეკორდული ინფლაციაა, არ არის საკმარისი საკვები, მედიკამენტები და საწვავი.
ენტონი ბლინკენმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რუსეთის აგრესიის დაგმობისკენ მოუწოდა
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის შეხვედრა 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ჩინელ კოლეგასთან შეხვედრისას უკრაინაში რუსეთის აგრესია განიხილა და მოსკოვთან პეკინის კავშირების გამო შეშფოთება გამოხატა. New York Times-ის ცნობით, ბლინკენმა მოუწოდა მის კოლეგას, შეუერთდეს შეერთებულ შტატებს და უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის წინააღმდეგ დადგეს. „ვცდილობდი, მეთქვა სახელმწიფო მრჩევლისთვის, რომ ეს მართლაც ის მომენტია, როდესაც ჩვენ ყველანი უნდა დავდგეთ რუსეთის აგრესიის დასაგმობად. პეკინისგან გვესმის, რომ ნეიტრალურია. რთულია, იყო ნეიტრალური, როცა საქმე ამ აგრესიას ეხება. არსებობს აშკარა აგრესორი. არის აშკარა მსხვერპლი“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. ორივე დიპლომატმა ოქტომბრის შემდეგ პირველად გამართულ მოლაპარაკებას „გულწრფელი შეხვედრა“ უწოდა. ენტონი ბლინკენი და ვან ი ინდონეზიაში, ბალიზე, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრების შემდეგ შეხვდნენ. ბლინკენი უკრაინის საკითხს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან განიხილავს „მე კიდევ ერთხელ გავუზიარე ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველს, რომ შეშფოთებულნი ვართ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რუსეთთან შეთანხმებით,” - განაცხადა ბლინკენმა მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. „ჩვენ ძალიან ღია ვიყავით იმის შესახებ, თუ სად არის ჩვენი უთანხმოება... თუმცა შეხვედრა კონსტრუქციული იყო, რადგან გულწრფელობის მიუხედავად, ტონი იყო ძალიან საქმიანი”, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. როგორც ბლინკენმა აღნიშნა, ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა 13 ივნისს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრისას მკაფიოდ თქვა, რომ მხარს უჭერს რუსეთთან პარტნიორობის ჩამოყალიბებას. ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში შეხვედრის დეტალებზე არ არის საუბარი. აღნიშნულია, რომ ვანმა „უკრაინის საკითხზე“ სიღრმისეული მოსაზრებები გაცვალა. ჩინეთის წითელი ჯვარი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს ჩინეთი უარყოფს, რომ რუსეთმა სამხედრო დახმარება სთხოვა ცნობისთვის, ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია არც გმობს რუსეთის ომს უკრაინაში და არც შეჭრას უწოდებს მას. ჩინეთი პირველად მოხვდა NATO-ს „სტრატეგიულ კონცეფციაში", რომელიც სამიტზე, მადრიდში მიიღეს. დოკუმენტი ასახავს უსაფრთხოების გამოწვევებს, რომლებსაც ჩინეთის ამბიციები წარმოშობს. ამასთან, დიდი შვიდეულის (G7) უმსხვილესი დემოკრატიული ეკონომიკის ქვეყნები ჩინეთთან მიმართებით მკაცრი რიტორიკით გამოვიდნენ.
ენტონი ბლინკენი ლავროვთან საუბარს ომის დაწყების შემდეგ პირველად აპირებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან საუბარს ომის დაწყების შემდეგ პირველად გეგმავს. აშშ-ის უმაღლესმა დიპლომატმა განაცხადა, რომ თავის რუს კოლეგასთან სატელეფონო ზარს ამ კვირაშე ელოდება. წერს CNN. მხარეეები სავარაუდოდ, ორ მთავარ საკითხს განიხილავენ - დაკავებულების გაცვლა და უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი. CNN იუწყება, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს იარაღით მოვაჭრის, ვიქტორ ბუტის გაცვლას სთავაზობს დაკავებულ ორ ამერიკელზე. საუბარია ბრიტნი გრინერსა და პოლ უილანზე. გრინერი შერემეტიევოს აეროპორტში თებერვალში დააკავეს. გრინერს ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შენახვის ბრალდების გამო, ათწლიანი პატიმრობა ემუქრება. ამერიკელი პოლ უილანი კი, მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით 2020 წლის 3 იანვარს დააკავეს. 2020 წელს, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ ამერიკელ ყოფილ ქვეითს, პოლ უილანს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ვიქტორ ბუტს 25-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი აშშ-ის ციხეში. ბუტი დამნაშავედ არის ცნობილი შეთქმულებაში, რომლის მიზანი აშშ-ის მოქალაქეთა მკვლელობა იყო. მას ბრალად ასევე ედება ტერორისტული ორგანიზაციებისათვის დახმარების გაწევა. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა აღნიშნა, რომ ლავროვთან საუბრისას უკრაინაზე მოლაპარაკებას არ აპირებს და გაიმეორა, რომ უკრაინის გარეშე უკრაინის საკითხს არ განიხილავენ.
ბლინკენი ტაივანში ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტზე: მოველით, რომ ჩინეთი პასუხისმგებლობით იმოქმედებს და ესკალაციაში არ ჩაერთვება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთს მოუწოდა, რომ ტაივანში ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის შემთხვევაში, ვითარება არ გაამწვავოს. ნენსი პელოსიმ აზიური ტურნე სინგაპურში შეხვედრებით დაიწყო „თუ სპიკერი ვიზიტის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს და ჩინეთი რაიმე სახის კრიზისის შექმნას ან სხვაგვარად დაძაბულობის ესკალაციას შეეცდება, ეს პეკინის გადაწყვეტილება იქნება. ჩვენ მოველით, რომ ჩინეთი პასუხისმგებლობით იმოქმედებს და ესკალაციაში არ ჩაერთვება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა აზიური ტურნე სინგაპურში ლიდერებთან შეხვედრებით დაიწყო. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა. სპიკერის ოფისის თანახმად, პელოსი სინგაპურს, მალაიზიას, სამხრეთ კორეასა და იაპონიას ეწვევა, რათა განიხილოს ვაჭრობის, COVID-19-ის პანდემიის, კლიმატის ცვლილების, უსაფრთხოებისა და „დემოკრატიული მმართველობის“ საკითხები განიხილოს. პარალელურად, პეკინში, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა კვლავ გაიმეორა, რომ „თუ ნენსი პელოსი ტაივანს ეწვევა, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება“. გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები
ენტონი ბლინკენის თქმით, ჩინეთის სამხედრო წვრთნები მნიშვნელოვანი ესკალაციაა
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთის სამხედრო წვრთნები საყურადღებოა. ბლინკენმა ჩინეთის სამხედრო მანევრებს ტაივანის გარშემო, მნიშვნელოვანი ესკალაცია უწოდა. კამბოჯის დედაქალაქ პომპენში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზრიის საგარეო საქმეთა მინისტებთან შეხვედრის შემდეგ ბლინკენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პეკინის ქმედებებს გამართლება არ აქვს. „მე კიდევ ერთხელ გავიმეორე ის, რაზეც ჩვენ ბოლო დღეებია, საჯაროდ ვსაუბრბთ. ამის შესახებ ვესაუბრე ჩინელ კოლეგებსაც - რომ მათ ნენსი პელოსის ვიზიტი არ უნდა გამოიყენონ ომის ესკალაციის, პროვოკაციული ქმედებების საბაბად. გამართლება არ აქვს მათ ქმედებებს. მოვუწოდებთ მათ, შეწყვიტონ ეს ქმედებები“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. ჩინეთმა წვრთნები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შემდეგ დაიწყო. ნენსი პელოსი გახდა აშშ-ის პირველი ოფიციალური უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ტაივანს 25 წლის შემდეგ, ჩინეთის მუქარების მიუხედავად ეწვია. შეერთებული შტატების ოფიციალური პირის თვითმფრინავი ტაიბეის აეროპორტში 2 აგვისტოს დაეშვა. პარალელურად, პეკინმა, რომელიც ვიზიტს ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს, ტაივანის სრუტესთან სამხედრო თვითმფრინავები განალაგა, შეერთებულმა შტატებმა კი, ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განათავსა. სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა, შეერთებული შტატები მზადაა, იმუშაოს ჩინეთთან, რათა თავიდან აიცილოს ესკალაცია პელოსის ვიზიტს პეკინის მხრიდან არაერთი გაფრთხილება და მძიმე შედეგების შესახებ მუქარა უძღოდა წინ. ბოლო ნაბიჯები, რომლებიც ჩინეთმა გადადგა, ელჩის გამოძახება და ტაივანიდან რიგი სასურსათო პროდუქტების იმპორტის შეჩერებაა. გაეცანით სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი
ენტონი ბლინკენს მთიანი ყარაბაღის საკითხზე, ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშიანიანთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთანდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან სატელეფონო მოლაპარაკებები გამართა. საუბრის მთავარი თემა მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავება იყო. ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ბლინკენმა ლიდერებს აშშ-ს მზაობის შესახებ აუწყა, ჩაერთოს და ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის დიალოგს, რათა სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდეს. „დღეს ვესაუბრე სომხეთის პრემიერს ნიკოლ ფაშინიანს მთიან ყარაბაღში და მის ირგვლივ განვითარებულ მდგომარეობაზე. მოვუწოდე თავშეკავებულობისკენ და აზერბაიჯანთან პირდაპირი დიალოგისკენ, საკითხების მოგვარების მიზნით“, - განაცხადა ბლინკენმა. ბლინკენმა მხარეებს დეესკალაციისა და პირდაპირი დიალოგისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება მთიან-ყარაბაღში ვითარებას.
ენტონი ბლინკენი: აშშ ტაივანის სტატუს-კვოს შეცვლის ნებისმიერ მცდელობას ეწინააღმდეგება
აშშ ეწინააღმდეგება ტაივანის სტატუს-კვოს შესაცვლელად ნებისმიერ ცალმხრივ მცდელობას, განსაკუთრებით, ძალის გამოყენებით. ამასთან, შეერთებული შტატების პოლიტიკა ტაივანთან დაკავშირებით, არ შეცვლილა, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პნომპენში, კამბოჯაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, სტაბილურობა მთელი რეგიონის ინტერესებშია. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ლიდერები კამბოჯაში, სამიტზე (ASEAN) შეიკრიბნენ. ASEAN-ის წევრები არიან ბრუნეი, კამბოჯა, ინდონეზია, ლაოსი, მალაიზია, მიანმარი, ფილიპინები, სინგაპური, ტაილანდი და ვიეტნამი. სამიტს ფილიპინების პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. ASEAN-ის ლიდერები აქტუალურ რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე, მათ შორის, საზღვაო უსაფრთხოების შესახებ თანამშრომლობაზე ცვლიან მოსაზრებებს. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი
ენტონი ბლინკენი: კრემლმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავზე კრემლს მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებს ახსენებს. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „დღეს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის 14 წლისთავია. კრემლმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - წერს ენტონი ბლინკენი. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.
ენტონი ბლინკენი: რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ხაზს უსვამს სოლიდარობის მიზნით საქართველოსა და უკრაინის ხალხის ერთად დგომის საჭიროებას
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრა უკრაინაში, ხაზს უსვამს საქართველოსა და უკრაინის ხალხის ერთმანეთისადმი სოლიდარულობის საჭიროებას. რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავისადმი მიძღვნილ განცხადებაში ბლინკენი ამბობს, რომ აშშ საქართველოს ხალხის მტკიცე მხარდამჭერი რჩება, ცდილობენ რა ისინი, დაიცვან თავიანთი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და იპოვონ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა“. „თოთხმეტი წლის წინ ამ დღეს რუსეთი შემოიჭრა სუვერენულ საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ გვახსოვს რუსეთის ძალების მიერ მოკლული და დაშავებული მოქალაქეები. ათწლეულების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ ცხოვრობენ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ, ათიათასობით ადამიანი დევნილად იქცა და სიღატაკეშია. მათ საარსებო საშუალება და სიცოცხლე წაართვეს. მიმდინარე წელს, რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრა უკრაინაში, ხაზს უსვამს საქართველოსა და უკრაინის ხალხის ერთმანეთისადმი სოლიდარულობის საჭიროებას. ენტონი ბლინკენი: კრემლმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ქართველმა ხალხმა კარგად იცის, როგორ იწვევს რუსეთის აგრესიული ქმედებები, მათ შორის დეზინფორმაცია, ე.წ. ბორდერიზაცია და მასობრივი გადაადგილება გაჭირვებასა და ნგრევას. რუსეთი პასუხისმგებელი უნდა იყოს იმ ვალდებულებებზე, რომლებიც მან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აიღო - გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე და დაუბრკოლებლად დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. მან ასევე უნდა გააუქმოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადაწყვეტილება. ეს აუცილებელია იმისთვის, რათა ისინი სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნდნენ. აშშ მტკიცედ რჩება საქართველოს ხალხის მხარდამჭერი, ცდილობენ რა ისინი, დაიცვან თავიანთი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და იპოვონ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზა“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.
აშშ სასურსათო კრიზისის შესამსუბუქებლად $68 მილიონის ხორბალს შეისყიდის
ამერიკის შეერთებული შტატები გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამას (WFP) 68 მილიონ დოლარს გადასცემს უკრაინაში ხორბლის შესაძენად და შემდეგ მას სურსათის უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაზე დაუცველ ქვეყნებში გაგზავნის, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. „შეერთებული შტატები $68 მილიონს გაიღებს უკრაინული ხორბლის შესაძენად, რათა მსოფლიოში მწვავე სასურსათო კრიზისი მოგვარდეს. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას ყველაზე დაუცველთათვის და მისი დაცვისკენ ყველა ქვეყანას მოვუწოდებთ“, - ნათქვამია ბლინკენის Twitter პოსტში.
ბლინკენმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, განაგრძოს ზეწოლა პუტინსა და მის ხელშემწყობებზე, ვიდრე რუსეთის ჯარი უკრაინას არ დატოვებს
ყირიმის პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, განაგრძოს ხარჯების დაკისრება და ზეწოლა პრეზიდენტ პუტინსა და მის ხელშემწყობებზე, ვიდრე რუსული ჯარი მთლიანად არ დატოვებს უკრაინას. „ყირიმი უკრაინაა. ეს იყო ჩვენი პოზიცია 2014 წელს და ასე რჩება 2022 წელსაც“, - აღნიშნა ბლინკენმა. ბლინკენის განცხადებით, უკრაინის დამოუკიდებლობისადმი პატივისცემა ყირიმის პლატფორმის მთავარი საფუძველია. მისივე თქმით, არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, დაარღვიოს სხვა სახელმწიფოს საზღვრები. ,ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, უკრაინაში რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმას სიმხეცე უწოდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ დნეპროპეტროვსკის ოლქში, ჩაპლინოში რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმა არის სიმხეცე, რომლისთვისაც რუსეთის ოფიციალური პირები პასუხს აგებენ. „რუსული სარაკეტო თავდასხმა უკრაინაში ხალხით სავსე სადგურზე, სიმხეცეა. გავაგრძელებთ პარტნიორებთან უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთის ოფიციალური პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას“, - ამის შესახებ ბლინკენმა 25 აგვისტოს გამთენიისას Twitter-ზე დაწერა. როგორც ცნობილია, ოთხშაბათს, 24 აგვისტოს, ჩაპლინოს სადგურზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა.
ენტონი ბლინკენი: ფილიპ რიკერის დანიშვნა ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც აშშ საქართველოსთან დაკავშირებით ჟენევის დისკუსიებს ანიჭებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნი ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანის მიერ კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერის დანიშვნის შესახებ, განცხადება გააკეთა. ენტონი ბლინკენმა კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერი დანიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერის დანიშვნა ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც აშშ საქართველოსთან დაკავშირებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს ამიჭებს. „ფილიპ რიკერი იმუშავებს აშშ-ის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარედ და უხელმძღვანელებს აშშ-ის დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ამ კრიტიკულ პერიოდში“, - ნათქვამია სახელმწიფო მდივნის მიერ გამოქვეყნებულ განცხადევაში. Europetime-მა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა ფილიპ რიკერთან, როდესაც ის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა. ამერიკელმა დიპლომატმა Europetime-თან ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. „ეს უდიდესი შესაძლებლობაა. შექმენით გარემო და თუ ის ინვესტორებისთვის მიმზიდველი იქნება, ისინი მოვლენ. ეს არის უდიდესი შესაძლელობა ინვესტიციებისთვის, რასაც ამ ეპატზე გვსურს დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ“, - განუცხადა ფილიპ რიკერმა Europetime-ს. რაც შეეხება აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხს. ფილიპ რიკერმა Europe Time-ის შეკითხვას ამასთან დაკავშირებითაც უპასუხა. შესაძლებელია თუ არა ეს შეთანხმება ამოქმედდეს, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ახალ რანგში აიყვანდა და ინვესტორებისთვისაც მნიშვნელოვანი სიგნალი იქნებოდა. Europe Time დაინტერესდა, ხომ არ იგეგმება ამ პროცესის გააქტიურება. ფილიპ რიკერის განცხადებით, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, გახდეს საერთაშორისო ვაჭრობისთვის მიმზიდველი. „ჩვენ ვაფასებთ საქართველოს სურვილს, გაააქტიუროს სავაჭრო ურთიერთობები აშშ-სთან. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების გზის გაგრძელება. მათ შორის, 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და შესაბამისად, უფრო ეფექტური გარემოს შექმნა საერთაშორისო ვაჭრობისთვის, რაშიც ძალიან დიდ როლს თამაშობს კანონის უზენაესობა. მოგეხსენებათ, რომ თავისუფალი ვაჭრობის საკითხი ეს არის ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივა. თუმცა, აღვნიშნავ, რომ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შემუშავება და ეს პროცესი მიმდინარეობს მათ შორის, ჩვენი დახმარებითაც. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს რეფორმების გზა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სასამართლო რეფორმა ამ კუთხით არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბიზნესისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის შეიქმნას ხელსაყრელი გარემო და იყოს იმის განცდა და გარანტია. რომ სამართლებრივი სისტემა არის სრულიად თავისუფალი პოლიტიკური თუ სხვა რაიმე გარე ჩარევებისგან. შესაბამისად, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ საქართველო გახდეს მიმზიდველი საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა Europe Time-ის შეკითხვის საპასუხოდ.
ენტონი ბლინკენი კიევის ბავშვთა საავადმყოფოს ეწვია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი კიევში ბავშვთა საავადმყოფოს ეწვია. ბლინკენს თან ახლდა უკრაინაში აშშ-ის ელჩი ბრიჯიტ ბრინკი. საავადმყოფოში სტუმრობისას ბლინკენმა ცნობილ „გამნაღმველ“ ძაღლს, ჯეკ რასელ ტერიერს საკვები აჩუქა და თქვა, რომ „რადგან მან უკვე მიიღო მრავალი მედალი და ჯილდო, მისთვის უფრო გამოსაყენებელი პროდუქტის გადაცემა ამჯობინა". ჯეკ რასელ ტერიერს 150-მდე საბრძოლო მასალის აღმოჩენას მიაწერენ. ზელენსკიმ ძაღლს კანადის პრემიერ-მინისტრთან ჯასტინ ტრუდოსთან შეხვედრისას სახელმწიფო ჯილდო „თავდადებული სამსახურისთვის“ გადასცა. ჩერნიგოვის განაღმვის ჯგუფმა თავის საქმიანობაში სწორედ კანადური ტექნოლოგია გამოიყენა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინას ჩავიდა. როგორც ცნობილია, ბლინკენი დღეს უკრაინის ოფიციალურ პირებს შეხვდება. Reuters-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გამოაცხადებს 2 მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო დაფინანსების შესახებ უკრაინისა და 18 სხვა სახელმწიფოსთვის, რომლებიც რუსეთის აგრესიის რისკის ქვეშ არიან. Reuters: აშშ-ის 2-მილიარდიანი პაკეტიდან, დახმარებას საქართველოც მიიღებს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც არ დააკონკრეტა ეს ქვეყნები, განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია აცნობებს კონგრესს მისი განზრახვის შესახებ, დაფინანსება ხელმისაწვდომი გახადოს გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის. ბლინკენის ვიზიტს წინ უძღოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ-მ უკრაინისთვის $675 მილიონის სამხედრო დახმარება დაამტკიცა. ვაშინგტონმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობას, 24 თებერვალს რუსული ჯარების შეჭრის შემდეგ, 10 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება უკვე გამოუყო.
ბლინკენმა ისაუბრა გზავნილზე, რომელიც ზელენსკის კიევში გადასცა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, კიევში ვიზიტისას მან ჩაიტანა შეერთებული შტატების გზავნილი, რომ ამერიკა უკრაინის გვერდით იდგება და განაგრძობს მის მხარდაჭერას, ვიდრე ეს საჭირო იქნება. შესაბამისი განცხადება დეპარტამენტის გვერდზე განთავსდა. ამავე განცხადებაშია მითითებული, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა თავისი განზრახვის შესახებ, რომ გამოუყოს 2,2 მილიარდი დოლარის გრძელვადიანი სამხედრო დაფინანსება უკრაინას და მის 18 მეზობელს, მათ შორის NATO-ს წევრებს და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში პარტნიორებს, რომლებიც რუსეთის პოტენციური აგრესიის რისკის ქვეშ არიან. თავდაპირველად საერთაშორისო მედია წერდა, რომ უცნობი იყო კონკრეტულად რომელ ქვეყნებს გულისხმობდა დეპარტამენტი. მოგვიანებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით, მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ამ ქვეყნებს შორის საქართველოც იქნებოდა. „უკრაინის არაჩვეულებრივი დამცველები აგრძელებენ გაბედულად ბრძოლას თავიანთი ქვეყნის თავისუფლებისთვის და პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად განაცხადა, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინელ ხალხს სანამ საჭირო იქნება. მე გავუმეორე ეს გზავნილი პრეზიდენტ ზელენსკის და მის გუნდს დღეს კიევში, რომელიც რჩება და დარჩება სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინის დედაქალაქად. ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა თავისი განზრახვის შესახებ, რომ გამოუყოს 2,2 მილიარდი დოლარის გრძელვადიანი სამხედრო დაფინანსება უკრაინას და მის 18 მეზობელს, მათ შორის NATO-ს წევრებს და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში პარტნიორებს, რომლებიც რუსეთის პოტენციური აგრესიის რისკის ქვეშ არიან. აშშ-ის სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის დაახლოებით 15,2 მილიარდ დოლარამდე მიაღწევს. შეერთებული შტატები ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად 50-ზე მეტი ქვეყნიდან, მხარს უჭერს უკრაინის უსაფრთხოებას“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. მას არ დაუსახელების ის ქვეყნები, რომლებისთვისაც ხსენებული დახმარებაა განკუთვნილი.
ენტონი ბლინკენი ირპენში ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში ირპენსაც ეწვია. ამის შესახებ კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ოლექსი კულებამ განაცხადა. „ბლინკენს ჰქონდა შესაძლებლობა, პირადად ენახა რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგები უკრაინაში. მადლობელი ვარ ამ ვიზიტისთვის, რადგან ვერცერთი ფოტო ვერ გადმოსცემს ომის საშინელებას, რომელიც რუსებმა ჩაიდინეს კიევის რეგიონში“, - წერს კულება.
ენტონი ბლინკენი უკრაინის შემდეგ, ბრიუსელში ჩადის
სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრიუსელს ეწვევა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. ბლინკენი NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს შეხვდება. მდივანი ბლინკენი განიხილავს NATO-ს მოკავშირეების მხარდაჭერას უკრაინისადმი და ალიანსის გრძელვადიან გეგმებს რუსეთის აგრესიის შეკავების მიზნით. „მდივანი ბლინკენი დღეს უკრაინაში გაემგზავრა, 9 სექტემბერს კი, ბრიუსელში ჩავა. 8 სექტემბერს, სახელმწიფო მდივანი კევში ჩავიდა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და საგარეო საქმეთა მინისტრ, დიმიტრო კულებასთან შესახვედრად და კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი მტკიცე ერთგულება უკრაინის მიმართ. მდივანმა ბლინკენმა გამოაცხადა, რომ აპირებს, კონგრესს აცნობოს 2,2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი საგარეო სამხედრო დაფინანსების შესახებ (FMF), რათა გაძლიერდეს უკრაინისა და მისი მეზობლების უსაფრთხოება. ეს თანხა მოიცავს 1 მილიარდ დოლარს უკრაინისთვის, დარჩენილი დახმარება ჩვენი მოკავშირეებისთვის და პარტნიორებისთვის, ადმინისტრაციის ძალისხმევის მთავარი კომპონენტია, რათა განამტკიცოს ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების შესაძლებლობები, რომლებზეც გავლენას ახდენს უკრაინაში არსებული სიტუაცია, შეაკავონ და დაიცვან რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხე“, - აღნიშნულია დეპარტამენტის ინფორმაციაში.
ბლინკენი: ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი მხარდაჭერა ხელს უწყობს უკრაინელებს, გაათავისუფლონ რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორია
სახელმწიფო მდივნის რანგში მეხუთე და რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ მესამე ვიზიტი უკრაინაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს პროდუქტიული და მნიშვნელოვანი უწოდა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური იტყობინება. „ვფიქრობ, ჩვენ გვქონდა ძალიან პროდუქტიული და მრავალი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი დღე აქ, უკრაინაში”, - განუცხადა სახელმწიფო მდივანმა ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ ეს არის მისი მეხუთე ვიზიტი უკრაინაში მისი ამჟამინდელი სტატუსით და მესამე - რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ. ბლინკენის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ ეს ვიზიტი „განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნებოდა ახლა, რადგან უკრაინა იწყებს კონტრშეტევას სამხრეთში, ასევე აღმოსავლეთში“. ბლინკენმა ისაუბრა გზავნილზე, რომელიც ზელენსკის კიევში გადასცა „ჩვენ ვამაყობთ იმ ფაქტით, რომ ჩვენი მხარდაჭერა, მრავალი სხვა ქვეყნის მხარდაჭერასთან ერთად ხელს უწყობს იმას, რასაც უკრაინელები აკეთებენ და მოქმედებენ რუსეთის მიერ აგრესიის შედეგად მიტაცებული ტერიტორიის გასათავისუფლებლად. მან მედიას ისიც განუცხადა, რომ შეხვედრებზე განიხილა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა. „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საელჩოში დაბრუნება. ჩვენ, როგორც მოგეხსენებათ, აგრესიის დაწყებისთანავე მოგვიწია საელჩოს დახურვა. ჩემი სურვილი იყო, კვლავ აღგვემართა ამერიკის დროშა და ჩვენ ეს შევძელით რამდენიმე თვის წინ“, - განაცხადა ბლინკენმა. „ჩვენ უნდა დაგვედასტურებინა ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ; ჩვენი გადაწყვეტილება, რომ უკრაინა იქნება სუვერენული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული და კიდევ უფრო ძლიერი სახელმწიფო ვიდრე ადრე“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. ენტონი ბლინკენმა უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტისას მორიგი დახმარება დაანონსა. უკრაინის გარდა, საგარეო სამხედრო დაფინანსება მომხდარდება იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთს პოტენციური აგრესიის რისკის ქვეშ არია, მათ შორის არის საქართველო. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსება ხელმისაწვდომი იქნება 18 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის
ენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინას ჩავიდა. როგორც ცნობილია, ბლინკენი დღეს უკრაინის ოფიციალურ პირებს შეხვდება. ამასთან, Reuters-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გამოაცხადებს 2 მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო დაფინანსების შესახებ უკრაინისა და 18 სხვა სახელმწიფოსთვის, რომლებიც რუსეთის აგრესიის რისკის ქვეშ არიან. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც არ დააკონკრეტა ეს ქვეყნები, განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია აცნობებს კონგრესს მისი განზრახვის შესახებ, დაფინანსება ხელმისაწვდომი გახადოს გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის. ბლინკენის ვიზიტს წინ უძღოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ-მ უკრაინისთვის $675 მილიონის სამხედრო დახმარება დაამტკიცა. ვაშინგტონმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობას, 24 თებერვალს რუსული ჯარების შეჭრის შემდეგ, 10 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება უკვე გამოუყო.
ბლინკენი: რატომ ვარ დარწმუნებული უკრაინელების წარმატებაში? მიზეზი მარტივია - ეს უკრაინის მიწაა და არა რუსეთის
აშშ-ის სახელმიწო მდივნის განცხადებით, უკრაინა ძალიან მიზანმიმართულად და ძლიერი გეგმით მიდის წინ. კითხვას, რატომ არის დარწმუნებული უკრაინელების წარმატებაში, ბლინკენმა უპასუხა, რომ მიზეზი მარტივია - ეს არის უკრაინელების სამშობლო და არა რუსების. „რუსეთის ძალებიდან ბევრმა მათგანმა არ იცის, რატომ არიან უკრაინაში. ზოგიერთმა არც კი იცოდა, სად გაგზავნეს. ჩვენ ვხედავთ ცნობებს, რომ მათი სულისკვეთება დაბალია და როცა არ იცი, რისთვის იბრძვი, ეს იწვევს არამდგრადობას. ახლა რუსეთს აქვს მნიშვნელოვანი რესურსები, სამხედრო რესურსები, ის მოქმედებს საშინლად, განურჩევლად. ენტონი ბლინკენი უკრაინის შემდეგ, ბრიუსელში ჩადის პრეზიდენტინ პუტინი ანადგურებს თავის რესურსებს, რესურსებს, რომლებიც შეიძლება, რუსი ხალხის დახმარებისკენ ყოფილიყო მიმართული. საზოგადოებაში, რომელიც პუტინმა შექმნა რუსეთში, ეს ინფორმაცია არ აღწევს ისე სწრაფად, როგორც შეიძლებოდა, მაგრამ მე მჯერა, რომ ასე იქნება. და, რუსებმა უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს, რატომ კარგავენ ამდენ სიცოცხლეს მსოფლიოში, ცდილობენ დაიკავონ სხვა ქვეყანა, რომელიც მათი არ არის“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა ბრიუსელში, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსება ხელმისაწვდომი იქნება 18 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის
სახელმწიფო დეპარტამენტი Europetime-თან ადასტურებს, რომ აშშ-ის მიერ გამოყოფილი საგარეო სამხედრო დაფინასება სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოსთვისაც იქნება ხელმისაწვდომი. უფრო კონკრეტულად, უწყების ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, საგარეო სამხედრო დაფინანსება ხელმისაწვდომი იქნება უკრაინისთვის, ასევე 18 სხვა ქვეყნისთვის. ეს ქვეყნებია. ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, საქართველო, საბერძნეთი, კოსოვო, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი. რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია. ენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა „ფინანსური რესურსი გამიზნულია სუვერენიტეტის დასაცავად, უსაფრთხოების ძალების მოდერნიზებისთვის, ტრანსატლანტიკურ სამხედრო ალიანს NATO-სთან პარტნიორობის გასაძლიერებლად და რუსულ გავლენასთან და აგრესიასთან გამკლავების მიზნით შესაძლებლობების გასაძლიერებლად", - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა 8 სექტემბერს. „უკრაინის არაჩვეულებრივი დამცველები აგრძელებენ გაბედულად ბრძოლას თავიანთი ქვეყნის თავისუფლებისთვის და პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად განაცხადა, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინელ ხალხს სანამ საჭირო იქნება. მე გავუმეორე ეს გზავნილი პრეზიდენტ ზელენსკის და მის გუნდს დღეს კიევში, რომელიც რჩება და დარჩება სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინის დედაქალაქად. ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა თავისი განზრახვის შესახებ, რომ გამოუყოს 2,2 მილიარდი დოლარის გრძელვადიანი სამხედრო დაფინანსება უკრაინას და მის 18 მეზობელს, მათ შორის NATO-ს წევრებს და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში პარტნიორებს, რომლებიც რუსეთის პოტენციური აგრესიის რისკის ქვეშ არიან. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ-ის უსაფრთხოების დახმარება საქართველოს თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს აშშ-ის სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის დაახლოებით 15,2 მილიარდ დოლარამდე მიაღწევს. შეერთებული შტატები ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად 50-ზე მეტი ქვეყნიდან, მხარს უჭერს უკრაინის უსაფრთხოებას“, - განაცხადა თავის მხრივ, ენტონი ბლინკენმა 8 სექტემბერს. მას არ დაუსახელებია ის ქვეყნები, რომლებისთვისაც ხსენებული დახმარებაა განკუთვნილი. Reuters: აშშ-ის 2-მილიარდიანი პაკეტიდან, დახმარებას საქართველოც მიიღებს ბლინკენის ვიზიტს კიევში, წინ უძღოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ-მ უკრაინისთვის $675 მილიონის სამხედრო დახმარება დაამტკიცა. ვაშინგტონმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობას, 24 თებერვალს რუსული ჯარების შეჭრის შემდეგ, 10 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება უკვე გამოუყო.
ენტონი ბლინკენი: ეს თამაში უკვე დასრულდა, პუტინმა აქ წააგო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინაზეა დამოკიდებული, როგორ დასრულდება მისი ომი რუსეთთან. ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიები „უკრაინას უნდა დაუბრუნდეს“. ბლინკენი: რატომ ვარ დარწმუნებული უკრაინელების წარმატებაში? მიზეზი მარტივია - ეს უკრაინის მიწაა და არა რუსეთის „ამას გადაწყვეტს პრეზიდენტი ზელენსკი, უკრაინის დემოკრატიულად არჩეული ლიდერი“, - განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებს ბრიუსელში ვიზიტისას. „პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნათლად თქვა, რომ ომი აუცილებლად დიპლომატიით დასრულდება, მაგრამ სერიოზულ დიპლომატიას ორი მხარე სჭირდება. ამ ორიდან ერთი დაკარგულია და არანაირი ნიშნები არ არის, რომ გამოჩნდება. საუბარია რუსეთზე“, - აღნიშნა ბლინკენმა. მისი თქმით, ვიდრე რუსეთი არ აჩვენებს დიპლომატიური ზრახვების სერიოზულობას, ამ შემთხვევაში „სამწუხაროდ, ცოტა რამის გაკეთება შეიძლება". „რუსეთმა წაართვა ტერიტორიები უკრაინას სამხრეთსა და აღმოსავლეთში. ეს არის უკრაინის ტერიტორია, ეს არ არის რუსეთი“, - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა. მისი თქმით, ბოლოს ეს ტერიტორიები უკრაინას უნდა დაუბრუნდეს. „უნდა დადასტურდეს უკრაინის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ამაში ეჭვი არ მეპარება“. ბლინკენის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობს „თავისი რწმენის რეალიზებას, რომ უკრაინა დამოუკიდებელი ქვეყანა არ არის და რუსეთის საკუთრებაა“. „ეს თამაში უკვე დასრულდა. პუტინმა აქ წააგო“, - განაცხადა ბლინკენმა.
ენტონი ბლინკენი: პუტინი ფიქრობდა, რომ მისი უკრაინაში შეჭრა რუსეთის სამხედრო ძალას ცხადყოფდა. ამის ნაცვლად კი, რუსული არმია საჭირო მარაგისთვის ჩრდილოეთ კორეას მიმართავს
"პრეზიდენტი პუტინი ფიქრობდა, რომ მისი უკრაინაში შეჭრა რუსეთის სამხედრო ძალას ცხადყოფდა. ამის ნაცვლად, რუსული არმია საჭირო მარაგისთვის ჩრდილოეთ კორეასა და ირანს მიმართავს.", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. უკრაინის გენშტაბი: უკრაინელმა ჯარისკაცებმა ხარკოვის ოლქში, რუსების მიერ ოკუპირებული 30-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს „პრეზიდენტი პუტინი ფიქრობდა, რომ მისი უკრაინაში შეჭრა რუსეთის სამხედრო ძალას ცხადყოფდა. ამის ნაცვლად, რუსული არმია საჭირო მარაგისთვის ჩრდილოეთ კორეასა და ირანს მიმართავს. უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობები კვლავ იზრდება, მათი ხელმძღვანელობის, სამხედროების გამბედაობისა და მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერის წყალობით“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
Reuters: აშშ-ის $2-მილიარდიანი პაკეტიდან, დახმარებას საქართველოც მიიღებს
უკრაინაში ვიზიტისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 2 მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო დაფინანსების შესახებ გამოაცხადებს უკრაინისა და 18 სხვა სახელმწიფოსთვის, რომლებიც რუსეთის აგრესიის რისკის ქვეშ არიან. Reuters-ის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინას დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი გამოეყოფა. დანარჩენი ფინანსური რესურსი მოხმარდება ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, ბულგარეთს, ხორვატიას, ჩეხეთს, ესტონეთს, საქართველოს, საბერძნეთს, კოსოვოს, ლატვიას, ლიეტუვას, მოლდოვას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, პოლონეთს, რუმინეთს, სლოვაკეთსა და სლოვენიას. ენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა „ფინანსური რესურსი გამიზნულია სუვერენიტეტის დასაცავად, უსაფრთხოების ძალების მოდერნიზებისთვის, ტრანსატლანტიკურ სამხედრო ალიანს NATO-სთან პარტნიორობის გასაძლიერებლად და რუსულ გავლენასთან და აგრესიასთან გამკლავების მიზნით შესაძლებლობების გასაძლიერებლად", - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა. ბლინკენის ვიზიტს წინ უძღოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ-მ უკრაინისთვის $675 მილიონის სამხედრო დახმარება დაამტკიცა. ვაშინგტონმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობას, 24 თებერვალს რუსული ჯარების შეჭრის შემდეგ, 10 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება უკვე გამოუყო.
Reuters: აშშ-ის $2-მილიარდიანი პაკეტიდან, დახმარებას საქართველოც მიიღებს
უკრაინაში ვიზიტისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 2 მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო დაფინანსების შესახებ გამოაცხადებს უკრაინისა და 18 სხვა სახელმწიფოსთვის, რომლებიც რუსეთის აგრესიის რისკის ქვეშ არიან. Reuters-ის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინას დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი გამოეყოფა. დანარჩენი ფინანსური რესურსი მოხმარდება ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, ბულგარეთს, ხორვატიას, ჩეხეთს, ესტონეთს, საქართველოს, საბერძნეთს, კოსოვოს, ლატვიას, ლიეტუვას, მოლდოვას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, პოლონეთს, რუმინეთს, სლოვაკეთსა და სლოვენიას. ენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა „ფინანსური რესურსი გამიზნულია სუვერენიტეტის დასაცავად, უსაფრთხოების ძალების მოდერნიზებისთვის, ტრანსატლანტიკურ სამხედრო ალიანს NATO-სთან პარტნიორობის გასაძლიერებლად და რუსულ გავლენასთან და აგრესიასთან გამკლავების მიზნით შესაძლებლობების გასაძლიერებლად", - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა. ბლინკენის ვიზიტს წინ უძღოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ-მ უკრაინისთვის $675 მილიონის სამხედრო დახმარება დაამტკიცა. ვაშინგტონმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობას, 24 თებერვალს რუსული ჯარების შეჭრის შემდეგ, 10 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება უკვე გამოუყო.
Reuters: აშშ-ის $2-მილიარდიანი პაკეტიდან, დახმარებას საქართველოც მიიღებს
უკრაინაში ვიზიტისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 2 მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო დაფინანსების შესახებ გამოაცხადებს უკრაინისა და 18 სხვა სახელმწიფოსთვის, რომლებიც რუსეთის აგრესიის რისკის ქვეშ არიან. Reuters-ის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინას დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი გამოეყოფა. დანარჩენი ფინანსური რესურსი მოხმარდება ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, ბულგარეთს, ხორვატიას, ჩეხეთს, ესტონეთს, საქართველოს, საბერძნეთს, კოსოვოს, ლატვიას, ლიეტუვას, მოლდოვას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, პოლონეთს, რუმინეთს, სლოვაკეთსა და სლოვენიას. ენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა „ფინანსური რესურსი გამიზნულია სუვერენიტეტის დასაცავად, უსაფრთხოების ძალების მოდერნიზებისთვის, ტრანსატლანტიკურ სამხედრო ალიანს NATO-სთან პარტნიორობის გასაძლიერებლად და რუსულ გავლენასთან და აგრესიასთან გამკლავების მიზნით შესაძლებლობების გასაძლიერებლად", - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა. ბლინკენის ვიზიტს წინ უძღოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ-მ უკრაინისთვის $675 მილიონის სამხედრო დახმარება დაამტკიცა. ვაშინგტონმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობას, 24 თებერვალს რუსული ჯარების შეჭრის შემდეგ, 10 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება უკვე გამოუყო.
ენტონი ბლინკენი: უკრაინამ კონტრშეტევაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა ახლახან დაიწყო, მაგრამ უკრაინულმა ძალებმა უკვე მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს. უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ხერსონთან კონტრშეტევისას, 500 კვ. კმ ტერიტორია გაათავისუფლეს „ის, რაც მათ გააკეთეს, იყო ძალიან მეთოდურად დაგეგმილი და, რა თქმა უნდა, მიიღო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა სამხედრო აღჭურვილობით, შეერთებული შტატებისა და მრავალი სხვა ქვეყნისგან, რაც აუცილებელია ამ კონტრშეტევის გასაგრძელებლად”, - თქვა ბლინკენმა მექსიკაში გამართულ პრესკონფერენციაზე. უკრაინის უშიშროების სამსახური: რუსი დამპყრობლები გარბიან და საბრძოლო მასალის მთელ არსენალს ტოვებენ მისი თქმით, ამის მიუხედავად ჯერ ნაადრევია პროგნოზების გაკეთება იმაზე, თუ როგორ დასრულდება შეტევა. „რუსები უკრაინაში ინარჩუნებენ ძალიან მნიშვნელოვან ძალებს, ასევე აღჭურვილობას, იარაღსა და საბრძოლო მასალას. ისინი აგრძელებენ მათ განურჩევლად გამოყენებას არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ბლინკენმა. ოლექსი რეზნიკოვი: კონტრშეტევის წარმატება იმის ნიშანია, რომ რუსეთის დამარცხება შესაძლებელია
ენტონი ბლინკენი სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის ენტონი ბლინკენის განცხადებით, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ გადაწყდება. ბლინკენის ოფიციალური განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნდა. ფაშინიანმა და პუტინმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ესკალაციის საკითხი განიხილეს „აშშ ღრმად არის შეშფოთებული სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე თავდასხმების შესახებ ცნობებით, მათ შორის სომხეთში დასახლებულ პუნქტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შესახებ. როგორც დიდი ხნის წინ ავღნიშნეთ, კონფლიქტი სამხედრო გზით არ უნდა გადაწყდს. მოვუწოდებთ [აზერბაიჯანსა და სომხეთს] დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ნებისმიერი სამხედრო ქმედება“, – ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში. ბაქო სომხეთის საზღვართან ფართომასშტაბიანი პროვოკაციის შესახებ იტყობინება 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ. ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის საზღვარზე ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. ამასთან სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია. წუხელ, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს. ფაშინიანმა, აზერბაიჯანის ქმედებებს დაუშვებელი უწოდა. პრესსამსახურის ოფიციალური ცნობების თანახმად, სომხეთის პრემიერ-მინისტრს ამ შინაარსის საუბარი ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთანაც და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან.
ენტონი ბლინკენის თქმით, შეშფოთებულია, რომ რუსეთი შესაძლოა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის განზრახ გაღვივებას ცდილობდეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია იმის გამო, რომ უკრაინიდან ყურადღების გადატანის მიზნით, რუსეთი შესაძლოა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის განზრახ გაღვივებას ცდილობდეს. ამის შესახებ Reuters წერს. NATO სომხეთსა და აზერბაიჯანს სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდებს ბლინკენმა მხარეებს „საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ“ მოუწოდა. „ცდილობს თუ არა რუსეთი რაიმე ფორმით განზრახ დაპირისპირების გამოწვევას უკრაინიდან ყურადღების გადატანის მიზნით, ეს ისაა, რაც ჩვენ ყოველთვის გვაშფოთებს“ , - განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტს. მისი თქმით, რუსეთს ასევე შეუძლია რეგიონში თავისი გავლენა გამოიყენოს და მშვიდობის აღდგენაში დაეხმაროს. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.
ენტონი ბლინკენმა ილჰამ ალიევს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ენტონი ბლინკენმა ილჰამ ალიევს სომხეთთან საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და სამხედრო ძალების გაყვანისკენ მოუწოდა. „სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ესაუბრა. მდივანი ბლინკენი მიესალმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლოდროინდელი საომარი მოქმედებების შეჩერებას. მან მოუწოდა პრეზიდენტ ალიევს, დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, გაიყვანოს სამხედრო ძალები და იმუშაოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ყველა გადაუჭრელი საკითხის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადასაწყვეტად“, – წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში. აღსანიშნავია, რომ სომხეთში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, რომელმაც „სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის თავდასხმა დაგმო“.
ენტონი ბლინკენი ნიუ-იორკში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ნიუ-იორკში, სამმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა, რაც პირველი მოლაპარაკებაა მიმდინარე თვეს სასაზღვრო შეტაკების შემდეგ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. „მდივანმა ბლინკენმა ხაზი გაუსვა შემდგომი ბრძოლის თავიდან აცილებას და სამშვიდობო პროცესს დაბრუნების აუცილებლობას“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა განცხადებაში. მისივე თქმით, ენტონი ბლინკენმა მხარეებს მოუწოდა, რომ თვის ბოლომდე კვლავ შეხვედნენ. „ძლიერი, მდგრადი დიპლომატიური ჩართულობა არის საუკეთესო გზა ყველასთვის. არსებობს გზა გრძელვადიანი მშვიდობისკენ, რომელიც წყვეტს უთანხმოებებს. აშშ მზად არის, რაც შეუძლია ყველაფერი გააკეთოს ამ ძალისხმევის მხარდასაჭერად“, – განაცხადა თავის მხრივ, ენტონი ბლინკენმა.
ენტონი ბლინკენი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. „სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს ნიუ-იორკში შეხვდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს. მდივანმა ბლინკენმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩავუშოღლუმ განიხილეს დაძაბულობა სამხრეთ კავკასიაში. მდივანმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს ჩართულობას, რათა ხელი შეუწყოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიალოგს და კონფლიქტის გრძელვადიანი პოლიტიკური გადაწყვეტის მიღწევას. მათ ასევე განიხილეს კოორდინაციის და NATO-ს ერთიანობის გაღრმავების გზები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საპასუხოდ.მდივანმა შეაქო თურქეთის დიპლომატიური ძალისხმევა, შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის გადაზიდვის უზრუნველყოფაში და ხაზი გაუსვა გაეროს შუამავლობით მიღებული შეთანხმებების შენარჩუნების მნიშვნელობას და მოსკოვზე პასუხისმგებლობის დაკისრებას მის მიერ აღებულ ვალდებულებებზე“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
პრეზიდენტი პუტინი მოქმედებს სისუსტის და არა ძალის პოზიციიდან - ბლინკენი
პრეზიდენტი პუტინი მოქმედებს სისუსტის და არა ძალის პოზიციიდან, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა "ტვიტერზე" დაწერა. „პრეზიდენტ პუტინის მოწოდება, უკრაინაში დამატებითი რუსული სამხედრო ძალების შესახებ, ასახავს ბრძოლის ველზე რუსეთის ბრძოლას და იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი პუტინი მოქმედებს სისუსტის და არა ძალის პოზიციიდან“, – წერს ბლინკენი. ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს. ამის შესახებ BBC ვლადიმერ პუტინის ტელემიმართვის შედეგ წერს. ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა „ვინც ამ გზით ცდილობს ჩვენს შანტაჟს, უნდა იცოდეს, რომ ვარდის ქარი შეიძლება მათი მიმართულებით შემობრუნდეს“, - აღნიშნა პუტინმა. ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა BBC-ის ცნობით, პუტინი ამბობს, რომ დასავლეთი აშანტაჟებს რუსეთს, მაგრამ რუსეთს აქვს ბევრი იარაღი, რომლითაც უნდა უპასუხოს. „ჩვენ გამოვიყენებთ ყველა რესურსს, რაც გვაქვს, ჩვენი ხალხის დასაცავად,” - განაცხადა პუტინმა. დღეს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. პუტინის განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სამხედრო მობილიზაციის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელი მკაცრდება. ასევე 20 სექტემბერს, თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა. თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება. ამასთან, ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი შესაძლოა, უახლოეს დღეებში ჩატარდეს.
ენტონი ბლინკენი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ს სამოქმედო გეგმა აქვს
ჩვენ მოვისმინეთ ბევრი უპასუხისმგებლო რიტორიკა ვლადიმერ პუტინისგან, მაგრამ ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ ყველამ ვიმოქმედოთ პასუხისმგებლობით - აშშ-ს აქვს სამოქმედო გეგმა რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს ბირთვული შანტაჟის გაგრძელების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ „ჩვენ მოვისმინეთ ბევრი უპასუხისმგებლო რიტორიკა ვლადიმერ პუტინისგან, მაგრამ ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ ყველამ ვიმოქმედოთ პასუხისმგებლობით - აშშ-ს აქვს სამოქმედო გეგმა რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში. პრეზიდენტმა ბაიდენმა გადაწყვიტა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავეხმაროთ უკრაინელებს დაიცვან თავი. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სხვა ქვეყნები გავაერთიანოთ რუსეთზე ზეწოლისთვის. ჩვენ ასევე გვსურს, რომ ეს ომი არ გაფართოვდეს“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ბლინკენის თქმით, უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი იმ ტერიტორიებზეც, რომლებიც რუსეთმა შეიძლება, მალე ანექსირებულად გამოაცხადოს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირობა დადო, რომ უკრაინელები შეძლებენ, გამოიყენონ შეერთებული შტატების მიერ მოწოდებული იარაღი თავისი ტერიტორიის დასაბრუნებლად, მათ შორის იმ რეგიონებში, რომლებიც რუსეთმა შესაძლოა, მალე ანექსირებულად გამოაცხადონ. „უკრაინას აქვს აბსოლუტური უფლება, დაიცვას თავი მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, დაიბრუნოს ტერიტორიები, რომლებიც უკანონოდ მიიტაცა რუსეთმა“, - განაცხადა ბლინკენმა. ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას, გაათავისუფლოს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა 27 სექტემბერს, ონლაინ ბრიფინგზე, Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. უფრო ადრე, Europetime-თან ინტერვიუში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა აღნიშნავდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უფრო მკაფიოდ გამოხატავს იმას, რომ მისი მიზანია, უკრაინამ მოიგოს ომი და რუსეთი დამარცხდეს. „უკრაინის კონტრშეტევა სერიოზული აქტივია კიევის სასარგებლოდ, ხოლო რუსეთის პრეზიდენტის მიერ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება ნიშნავს, რომ რუსეთი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს. კრემლის პროპაგანდისტების აზრით, „რეფერენდუმები“ და შემდგომი ანექსია ტერიტორიებს რუსეთს „დაუკანონებს“, რაც რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმად ჩაითვლება. მაიკლ კარპენტერი: ეს არ არის რეფერენდუმი, ეს არის პროპაგანდისტული ტრიუკები ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. ყალბი რეფერენდუმების შედეგების გამოცხადებას 27-28 სექტემბერს გეგმავენ. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, პუტინმა შესაძლოა, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსია 30 სექტემბერს გამოაცხადოს.
ენტონი ბლინკენი: NATO-ს კარი ღია დარჩება, მათ შორის უკრაინისთვის
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების სწრაფ განაცხადზე პირდაპირი კომენტარი არგაუკეთებია, მაგრამ აღნიშნა, რომ ვაშინგტონი აგრძელებს NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერას. იენს სტოლტენბერგი: უკრაინის NATO-ში მიღების საკითხი, ალიანსის 30-ვე წევრი ქვეყნის კონსენსუსით უნდა გადაწყდეს „მე შემიძლია მხოლოდ გავიმეორო, რომ NATO-ს კარი ღია დარჩება, მათ შორის უკრაინისთვის. ცნობილია პროცესი ქვეყნებისთვის, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებას ცდილობენ. უკრაინა, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, განაგრძობს ამ პროცესის შესრულებას, რა თქმა უნდა თუ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს აქვს ასეთი სურვილი“, - განაცხადა ბლინკენმა. უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წევრობისთვის განაცხადს წარადგენს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოსახლებისადმი მიმართვისას განაცხადა. ზელენსკის ვიდეომიმართვა მოჰყვა პუტინის სატელევიზიო მიმართვას და ცერემონიას, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.
სახელმწიფო დეპარტამენტი, სომხეთისა და საზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ენტონი ბლინკენის სატელეფონო საუბრის დეტალებზე საუბრობს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან სატელეფონო საუბარი გამართა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ჟენევაში 2 ოქტომბერს გამართული შეხვედრის შედეგების შესახებ მოსაზრებები გაცვალეს. „არარატ მირზოიანმა გაიმეორა სომხეთის სუვერენული ტერიტორიიდან აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გაყვანის, აზერბაიჯანში უკანონოდ დაკავებული სომეხი სამხედრო ტყვეების სწრაფი დაბრუნებისა და ცეცხლის შეწყვეტის უპირობო პატივისცემის აუცილებლობა. ხაზი გაესვა პრობლემების ძალისმიერი ან ძალის მუქარით გადაწყვეტის დაუშვებლობას. ახალი აგრესიის პრევენციის კონტექსტში ხაზი გაესვა საზღვარზე სიტუაციის მონიტორინგისა და კონტროლის საერთაშორისო მექანიზმების დანერგვის მნიშვნელობას. სატელეფონო საუბრისას მხარეებმა განიხილეს მოსაზრებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების შემუშავებისა და სტეფანაკერტსა და ბაქოს შორის სადისკუსიო მექანიზმის შექმნის შესახებ. მიღწეულია შეთანხმება სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების დამყარების მიზნით მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ“, - აღნიშნავს სომხური მხარე. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით კი, მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები გააგრძელებენ მოლაპარაკებებს სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე, ჟენევის შეხვედრისას ბაქოს მიერ შემოთავაზებულ ელემენტებზე დაყრდნობით. „ბაირამოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მზადაა, უზრუნველყოს მშვიდობა რეგიონში და კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერისთვის. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პოსტკონფლიქტურ პერიოდში ბაქო გააგრძელებს მუშაობას აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის რეინტეგრაციისთვის“, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების ინფორმაციაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ენტონი ბლინკენმა მადლიერება გამოხატა იმ პოზიტიური ნაბიჯებისთვის, რომლებსაც სომხეთი და აზერბაიჯანი დგამენ მდგრადი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ მზადაა, სომხეთსა და აზერბაიჯანს საკითხების მშვიდობიანად მოგვარებაში დაეხმაროს და ხაზი გაუსვა, რომ დიპლომატია არის ერთადერთი გზა.
კიევზე რუსეთის იერიშის შემდეგ, ბლინკენი ზელენსკის უსაფრთხოების დახმარების გაგრძელებას დაჰპირდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. ბლინკენმა კიევზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შემდეგ, ზელენსკის მხარდაჭერა აღუთქვა. შესაბამისი შინაარსის პოსტი ბლინკენის Twitter გვერდზე განთავსდა. „ახლახან ვესაუბრე დმიტრო კულებას და კიდევ ერთხელ დავუდასტურე აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი, კრემლის საშინელი დარტყმების შემდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ ურყევ ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების დახმარებას, რათა უკრაინამ შეძლოს თავის დაცვა და ზრუნვა თავის ხალხზე“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. 10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ისროლეს. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ძალებს უკრაინაში ორი სამიზნე აქვთ - ენერგოობიექტები და ადამიანები. ეს ტერორიზმია ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ბლინკენის თქმით, აშშ ხელახლა არეგულირებს სამხედრო დახმარებას, რადგან „რუსეთის აგრესიის ხასიათი შეიცვალა“
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ბოლოდროინდელი რუსული თვითმფრინავის თავდასხმები, რუსეთის მზარდ სასოწარკვეთაზე მიუთითებს. ბლინკენმა სტენფორდის უნივერსიტეტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ უკრაინის საჭიროებებზე მორგებულ მხმარდაჭერას განაგრძობს. „თქვენ ხედავთ დრონების თავდასხმებს. რას აკეთებენ ისინი? ისინი თავს ესხმიან მშვიდობიანი მოსახლეობას და არა სამხედრო სამიზნეებს. ისინი თავს ესხმიან კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, როგორიცაა ელექტროსადგურები, საავადმყოფოები, რაც ხალხს სჭირდება ყოველდღიურ ცხოვრებაში“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. შეერთებული შტატები ხელახლა არეგულირებს სამხედრო დახმარებას, რადგან „აგრესიის ხასიათი შეიცვალა. ის ვრცელდება სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა რელიეფზე, რომლის დროსაც გამოიყენება სხვადასხვა იარაღი. „ჩვენ ახლებურად ვდგამთ ყველა ნაბიჯს, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან, რათა დავეხმაროთ უკრაინის იმით, რაც ყველაზე მეტად სჭირდება“, - განაცხადა ბლინკენმა. მან კიევისთვის ახალი ტექნოლოგიების მიწოდების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და ამ კონტექსტში უკრაინელი სამხედროების მომზადებაზეც მიუთითა.
ბლინკენმა კულებას დაუდასტურა, რომ „ბინძური ბომბზე“ რუსეთის განცხადების არავის სჯერა
რუსეთის განცხადების შემდეგ, რომ უკრაინამ შესაძლოა, „ბინძური ბომბი“ გამოიყენოს, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკი: „ბინძურ ბომბზე“ რუსეთის განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთმა ეს ყველაფერი უკვე მოამზადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კულებას განუცხადა, რომ აშშ უარყოფს რუსეთის აშკარად ცრუ მტკიცებას და მსოფლიო კარგად დაინახავს, თუ რუსეთი ამის ესკალაციის საბაბად გამოყენებას შეეცდება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას ინფორმაციით, ის და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თანმხდებიან, რომ „ბინძური ბომბის“ შესახებ წამოწყებული დეზინფორმაციის კამპანიის შესაძლო მიზანია, რომ რუსეთმა მსგავსი ქმედება თავად ჩაიდინოს და სხვას გადააბრალოს. „განვიხილეთ პრაქტიკული ნაბიჯები საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. სახელმწიფო მდივანმა განაცადა, რომ შეერთებული შტატები ყველა ღონეს ხმარობს ამის მისაღწევად“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე. რუსეთში პროპაგანდისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ, რომელიც თითქოს „ბინძური ბომბის“ ასაფეთქებლად ემზადება.
იენს სტოლტენბერგთან საუბრისას დავგმეთ რუსეთის ცრუ ბრალდებები - ბლინკენი
ვისაუბრეთ უკრაინისთვის სამომავლო დახმარების გაწევაზე და დავგმეთ რუსეთის ცრუ ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის ემზადება, - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენის განცხადებით NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ესაუბრა. პენტაგონი: ვერანაირ ნიშნებს ვერ ვხედავთ, რომ პუტინი ბირთვული, ან „ბინძური“ ბომბის გამოყენებას გეგმავს „დღეს ვესაუბრე NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს. ვისაუბრეთ უკრაინისთვის სამომავლო დახმარების გაწევაზე და დავგმეთ რუსეთის ცრუ ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის ემზადება“, – წერს ენტონი ბლინკენი „ტვიტერზე“. ვოლოდიმირ ზელენსკი: „ბინძურ ბომბზე“ რუსეთის განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთმა ეს ყველაფერი უკვე მოამზადა შეგახსენებთ, რომ რუსეთში პროპაგანდისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ, რომელიც თითქოს „ბინძური ბომბის“ ასაფეთქებლად ემზადება.
ენტონი ბლინკენი: პუტინი პირადადაა გაფრთხილებული შედეგებზე, თუ უკრაინასთან ომში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი პირადად არის გაფრთხილებული იმ შედეგების შესახებ, თუ უკრაინის წინააღმდეგ ომში, ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ ეს ძალიან მკაფიოდ და პირდაპირ ვუთხარით რუსებს, მათ შორის პრეზიდენტ პუტინს”, - თქვა ბლინკენმა. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციის განცხადებები უკრაინული მხარის მიერ ეგრეთ წოდებული „ბინძური ბომბის“ სავარაუდო მომზადებაზე, კრემლის „მორიგი გამოგონებაა“. კულება: რუსეთი ხშირად ადანაშაულებს სხვებს იმაში, რასაც თავად გეგმავს შეგახსენებთ, რომ რუსეთში პროპაგანდისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ, რომელიც თითქოს „ბინძური ბომბის“ ასაფეთქებლად ემზადება.
ბლინკენი რუსეთის გადაწყვეტილებაზე: ეს არის განცხადება, რომ ადამიანებმა მთელ მსოფლიოში უფრო მეტი უნდა გადაიხადონ საკვებისთვის ან იშიმშილონ
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, გაეროს შუამავლობით გაფორმებული მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლით, მოსკოვი ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავებას ცდილობს. „რუსეთის ნებისმიერი ქმედება, რომელიც მარცვლეულის კრიტიკულად მნიშვნელოვან ექსპორტს აფერხებს, არის განცხადება, რომ ადამიანებმა და ოჯახებმა მთელ მსოფლიოში საკვებისთვის მეტი უნდა გადაიხადონ, ან იშიმშილონ“, - განაცხადა ბლინკენმა Reuters-ის ცნობით. ზელენსკის თქმით, რუსეთმა სასურსათო კრიზისის განზრახ გამწვავება ჯერ კიდევ სექტემბერში დაიწყო 29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას ასახელებს. რუსეთი მას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო. 22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.
ენტონი ბლინკენი ჩინელ კოლეგას, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომზე ესაუბრა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ის ტელეფონით ესაუბრა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა ბლინკენმა განიხილა კომუნიკაციის ღია ხაზების შენარჩუნებისა და აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობების პასუხისმგებლობით წარმართვის აუცილებლობა. მდივანმა ბლინკენმა ისაუბრა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომზე და იმ საფრთხეებზე, რომლებიც გლობალურ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ სტაბილურობას ემუქრება. 2022-07-10 10:52:00 ენტონი ბლინკენმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რუსეთის აგრესიის დაგმობისკენ მოუწოდა შეგახსენებთ, ივლისში, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის შეხვედრა 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ჩინელ კოლეგასთან შეხვედრისას უკრაინაში რუსეთის აგრესია განიხილა და მოსკოვთან პეკინის კავშირების გამო შეშფოთება გამოხატა. New York Times-ის ცნობით, ბლინკენმა მოუწოდა მის კოლეგას, შეუერთდეს შეერთებულ შტატებს და უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის წინააღმდეგ დადგეს. „ვცდილობდი, მეთქვა სახელმწიფო მრჩევლისთვის, რომ ეს მართლაც ის მომენტია, როდესაც ჩვენ ყველანი უნდა დავდგეთ რუსეთის აგრესიის დასაგმობად. პეკინისგან გვესმის, რომ ნეიტრალურია. რთულია, იყო ნეიტრალური, როცა საქმე ამ აგრესიას ეხება. არსებობს აშკარა აგრესორი. არის აშკარა მსხვერპლი“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. აშშ-ის თავდაცვის სტრატეგიის თანახმად, რუსეთი მწვავე საფრთხედ რჩება, ჩინეთი - მთავარ კონკურენტად ორივე დიპლომატმა ოქტომბრის შემდეგ პირველად გამართულ მოლაპარაკებას „გულწრფელი შეხვედრა“ უწოდა. ენტონი ბლინკენი და ვან ი ინდონეზიაში, ბალიზე, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრების შემდეგ შეხვდნენ. ბლინკენი უკრაინის საკითხს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან განიხილავს „მე კიდევ ერთხელ გავუზიარე ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველს, რომ შეშფოთებულნი ვართ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რუსეთთან შეთანხმებით,” - განაცხადა ბლინკენმა მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. „ჩვენ ძალიან ღია ვიყავით იმის შესახებ, თუ სად არის ჩვენი უთანხმოება... თუმცა შეხვედრა კონსტრუქციული იყო, რადგან გულწრფელობის მიუხედავად, ტონი იყო ძალიან საქმიანი”, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. როგორც ბლინკენმა აღნიშნა, ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა 13 ივნისს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრისას მკაფიოდ თქვა, რომ მხარს უჭერს რუსეთთან პარტნიორობის ჩამოყალიბებას. ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრიათ. აღნიშნული იყო, რომ ვანმა „უკრაინის საკითხზე“ სიღრმისეული მოსაზრებები გაცვალა. ჩინეთის წითელი ჯვარი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს ჩინეთი უარყოფს, რომ რუსეთმა სამხედრო დახმარება სთხოვა ცნობისთვის, ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია არც გმობს რუსეთის ომს უკრაინაში და არც შეჭრას უწოდებს მას. ჩინეთი პირველად მოხვდა NATO-ს „სტრატეგიულ კონცეფციაში", რომელიც სამიტზე, მადრიდში მიიღეს. დოკუმენტი ასახავს უსაფრთხოების გამოწვევებს, რომლებსაც ჩინეთის ამბიციები წარმოშობს. ამასთან, დიდი შვიდეულის (G7) უმსხვილესი დემოკრატიული ეკონომიკის ქვეყნები ჩინეთთან მიმართებით მკაცრი რიტორიკით გამოვიდნენ.
G7-ის ქვეყნები, უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვასა და აღდგენაზე შეთანხმდნენ
G7-ის წევრებმა პრაქტიკულად შექმნეს ახალი კოორდინაციის მექანიზმი, „რამშტეინის“ მაგალითზე, მხოლოდ ენერგეტიკულ სექტორში. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გერმანიის ქალაქ მუნსტერში, G7-ის მინისტერიალის შედეგების შემდეგ განაცხადა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუტურას მიზანმიმართულად ანადგურებს, G7-ის მინისტერიალის ფარგლებში შევთანხმდით, რომ შეგვიძლია ერთად დავეხმაროთ უკრაინას, რათა არ შეწყდეს საავადმყოფოების, სკოლებისა და გათბობის სისტემების ფუნქციონირება“, - განაცხადა ბლინკენმა. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში არ არის საუბარი მხოლოდ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე, არამედ მისი მდგრადობის გაძლიერებაზე. „ეს კი კოორდინირებული მოქმედებებით მიიღწევა“, - აღნიშნა ბლინკენმა. ამასთან, ბლინკენის განცხადებით, „G7-ის ქვეყნებმა რეალურად შექმნეს ცალკე მექანიზმი იმის დასადგენად, თუ რა სჭირდება უკრაინას და რისი შეთავაზება შეუძლია თითოეულ სახელმწიფოს“.
ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება კატასტროფულ შედეგებს მოიტანს - ბლინკენი
ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება კატასტროფულ შედეგებს მოიტანს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. „ჩვენ უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ უსაფრთხოების მხარდაჭერას, რომ დავეხმაროთ უკრაინას ამ თავდასხმებისგან დაცვაში, საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში და თავდაცვის წარმოების გაძლიერებაში. ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება კატასტროფულ შედეგებს მოიტანს“, – აღნიშნა ბლინკენმა.
ენტონი ბლინკენის თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პირდაპირი დიალოგი ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისთვის საუკეთესო გზაა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს პირდაპირ დიალოგს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მიიჩნევს, რომ ეს ორ ქვეყანას შორის მშვიდობის გასაღებია. სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ არის როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის მეგობარი და მზადაა, ყველაფერი გააკეთოს, რაც შეუძლია, მშვიდობის მისაღწევად მათი ძალისხმევის მხარდასაჭერად. „აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების ერთგულია. პირდაპირი დიალოგი არის საუკეთესო გზა ჭეშმარიტად გრძელვადიანი მშვიდობისკენ და ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ მას. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენა იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომენტი ორივე ქვეყნის უფლებების უზრუნველყოფაში, იმ უფლებების, რომლებსაც ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს. ვფიქრობ, უნდა აღინიშნოს, რომ 30 წელზე მეტი ხანგრძლივობის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა გამოიწვია უზარმაზარი ადამიანური და მატერიალური დანაკარგი – ადამიანების დაკარგული სიცოცხლე, ღრმა იარები, თუმცა ის, რასაც ახლა ვხედავთ, არის ნამდვილი და მამაცი ნაბიჯები ორივე ქვეყნის მხრიდან, რომლებიც მიმართულია წარსულის უკან დასატოვებლად და ხანგრძლივი მშვიდობისთვის მუშაობისკენ. ორივე ქვეყანა მუშაობს ამ მიზნისთვის და საბოლოოდ, სამხრეთ კავკასიის უკეთესი მომავლისთვის“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
რა საკითხები განიხილა ენტონი ბლინკენმა დმიტრო კულებასთან
აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრო კულებას შორის გამართული შეხვედრის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას. მდივანმა განიხილა შეერთებული შტატების ურყევი ვალდებულება, დაეხმაროს უკრაინას კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის განგრძობითი თავდასხმების შედეგების შემსუბუქებაში. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივის“ განახლების მნიშვნელობა 19 ნოემბერს ვადის ამოწურვამდე და მისი როლი გლობალური სასურსათო უსაფრთხოების მხარდაჭერაში. დმიტრო კულება ენტონი ბლინკენს შეხვდა ბლინკენმა და კულებამ ასევე განიხილეს უკრაინის ეფექტიანობა ბრძოლის ველზე. მდივანმა გაიმეორა, რომ ნებისმიერი მოლაპარაკების ჩარჩოს დრო და შინაარსი უკრაინის გადაწყვეტილებად რჩება.
ენტონი ბლინკენი: სარაკეტო თავდასხმები ვერ დაარღვევს უკრაინის ნებას
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს ეხმაურება. „უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა ლიდერობა და მკაფიოდ აჩვენა, რომ მზად არის დიპლომატიისთვის, ომის სამართლიანი დასასრულისთვის, ომის, რომელიც რუსეთმა დაიწყო. რუსეთის პასუხი იყო რაკეტების მორიგი ტალღა. ეს თავდასხმები ვერ დაარღვევს უკრაინის ნებას - ჩვენ ვიქნებით უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ეს მას და სჭირდება“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად, კიევის რეგიონში 10 შენობა დაზიანდა. ამასთან, კიროვოგრადის რაიონში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანდა. ზოგიერთ ქალაქში ელექტროენერგია ნაწილობრივ გათიშულია. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთმა მასიურად დაბომბა უკრაინის ქალაქები. მოსკოვმა იერიშები მიიტანა კიევზე. გაანადგურა კრიტიკული ინფრასტრუქტურა. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 40% განადურდა, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება. უკრაინამ დასავლეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების დაუყოვნებლით მიწოდებისკენ მოუწოდა. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ენტონი ბლინკენი: შავი ზღვის რეგიონს სასიცოცხლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რეგიონში გვყავს ახლო პარტნიორები, უკრაინა და საქართველო
NATO გაზრდის თავის ყოფნას „შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე“, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. მისი თქმით, შავი ზღვის რეგიონს ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ბლინკენმა ბუქარესტში გამართა შეხვედრა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბოგდან აურესკუსთან, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გამართა. მან შავი ზღვის რეგიონთან მიმართებით სტრატეგიაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. „შავი ზღვის რეგიონს სასიცოცხლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ყველა ჩვენგანისთვის და თავად NATO-სთვის, რეგიონში გვყავს სამი მოკავშირე, რომლებიც, ამავდროულად, NATO-ს წევრი სახელმწიფოები არიან და ასევე, გვყავს ახლო პარტნიორები, როგორებიც არიან უკრაინა და საქართველო. რუსულმა მხარემ შავი ზღვის ზოგიერთი ნაწილი „საომარ ზონად“ დაჰყო. ჩვენ ვხედავთ სარაკეტო იერიშებს უკრაინული ქალაქებისა და სოფლების მისამართით, რუსული ძალები ბლოკავენ უკრაინის პორტებს და იწვევენ სასურსათო კრიზისს. გაეროსა და თურქეთის დამსახურებით, შავი ზღვის კორიდორში მიმოსვლა შევინარჩუნეთ. რა თქმა უნდა, რუმინეთს კრიტიკული როლი ჰქონდა. ჩვენ გავაძლიერებთ NATO-ს წარმომადგენლობას შავიდან ბალტიის ზღვამდე და ამ ძალისხმევით ვმუშაობთ როგორც ერთმანეთთან, ისე NATO-სთან, რათა გავაძლიეროთ შავი ზღვის სტრატეგია“, - განაცხადა ბლინკენმა და რუმინეთს მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი უწოდა. „უკრაინის კრიზისს უფრო ფართოდ, შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში უნდა შევხედოთ. რუსეთის ამბიციების განხორციელების კონტექსტში, გავლენა მოახდინოს სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე“, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა ყოფილმა მინისტრმა დევიდ ლიდინგტონმა თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ჰიბრიდული ომი რუსეთის კიდევ ერთი კარგად ნაცადი ხერხია და დემოკრატიულმა სამყარომ უსაფრთხოების გამოწვევის გადასაჭრელად ერთობლივად უნდა იმუშაოს. თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის ატაშის, პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოს განცხადებით, შავი ზღვის რეგიონი შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ჯოზეფ ბილბოს თქმით, შეერთებული შტატები რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობას საერთო ღირებულებებზე დაფუძნებით ხედავს. ჯოზეფ ბილბოს თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომმა, შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ ყურადღება გაზარდა. მან ჩამოთვალა ვაჭრობისა და ნაოსნობის თავისუფლების საკითხები და ხაზი გაუსვა საეთაშორისო ნორმებისა და პრინციპების პატივისცემის მნიშვნელობას. ჯოზეფ ბილბოს განცხადებით, კანონის უზენაესობისადმი პატივისცემა, დამატებითი ასპექტია ეკონომიკური განვითარების წინ წასაწევად. მისივე თქმით, ინფორმაციის გაზიარება და ის გამოწვევები, რომლებიც სადაზვერვო საზოგადოებაში ასე ხშირად გვხვდება, ის საკითხებია, რომლებზეც შეერთებული შტატები ქართველ კოლეგებთან მუშაობს. „ომმა უკრაინაში მხოლოდ გვაჩვენა ამ თანამშრომლობის გაზრდის საჭიროება“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ. კარენ დონფრიდი: ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკი აგრესიის ფონზე, შავი ზღვის რეგიონი ყველა ჩვენგანის ფოკუსშია შეგახსენებთ, ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი Europetime-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შესახებ. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან განაცხადა, რომ ბუშის ადმინისტრაციის დროს ცდილობდნენ მსგავსი სტრატეგიის შემუშავებას, თუმცა რუსეთმა კონფრონტაცია გადაწყვიტა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ამ გეგმის შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან რუსეთი ჯერ საქართველოში შეიჭრა და შემდეგ - უკრაინაში. თავის მხრივ, Europetime-თან საუბრისას, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში, რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკის საკითხებში დირექტორის მოადგილე, დევიდ მორგანი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „შავი ზღვის რეგიონი ნამდვილად მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ რუსეთის უკანონო შეჭრას უკრაინაში და მის შესაძლო მცდელობებს, მოახდინის უკრაინის სანაპირო ზოლის ბლოკირება“, - ამბობს დევიდ მორგანი. სენატორმა ჯინ შაჰინმა, 16 ნოემბერს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ჯინ შაჰინმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოორდინირებული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ ახლა, როდესაც რუსეთი ომს აწარმოებს უკრაინაში. სენატორმა ჯინ შაჰინმა კარენ დონფრიდს ჰკითხა, აქვს თუ არა რაიმე მსგავსი სტრატეგია ამერიკას. „ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკი აგრესიის ფონზე, ყველა ჩვენგანის ფოკუსშია შავი ზღვის რეგიონი. რა თქმა უნდა, NATO რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს სერიოზულად ეკიდება და ჩვენი ხედვაა, რომ ეს რეგიონი ახლა უფრო რთულია, ვიდრე ის იყო 2022 წლის თებერვლამდე. ვფიქრობ, არ არსებობს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვფიქრობთ რეგიონზე და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩართულობა რეგიონში, ახლა განსხვავებულია, ვიდრე ეს იყო ომამდე. თუმცა ამჟამად, აშშ კონცენტრირებულია იმაზე, რომ უზრუნველყოს უკრაინის გამარჯვება ამ ომში, რადგანაც ეს დიდწილად, საფუძველი გახდება იმისა, თუ როგორ ვიფიქრებთ შავი ზღვის სტრატეგიაზე. მივესალმები იმას, თუ როგორ მუშაობთ თქვენს იდეებზე ამ საკითხთან დაკავშირებით და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს არის ის, რაზეც ჩვენ ფოკუსირებული ვართ“, - განაცხადა კარენ დონფრიდმა. სტრატეგიასთან დაკავშირებით ჯინ შაჰინის დამაზუსტებელი შეკითხვის საპასუხოდ, დონფრიდმა განაცხადა, რომ ამჟამად კონკრეტული გრაფიკი არ არსებობს.
ბლინკენი: ვმუშაობთ NATO-სთან, რათა გავაძლიეროთ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგია
NATO გაზრდის თავის ყოფნას „შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე“, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. მისი თქმით, შავი ზღვის რეგიონს ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ბლინკენმა ბუქარესტში გამართა შეხვედრა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბოგდან აურესკუსთან, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გამართა. მან შავი ზღვის რეგიონთან მიმართებით სტრატეგიაზე დასმულ შეხკითხვას უპასუხა. „შავი ზღვის რეგიონს სასიცოცხლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ყველა ჩვენგანისთვის და თავად NATO-სთვის, რეგიონში გვყავს სამი მოკავშირე, რომლებიც, ამავდროულად, NATO-ს წევრი სახელმწიფოები არიან და ასევე, გვყავს ახლო პარტნიორები, როგორებიც არიან უკრაინა და საქართველო. რუსულმა მხარემ შავი ზღვის ზოგიერთი ნაწილი „საომარ ზონად“ დაჰყო. ჩვენ ვხედავთ სარაკეტო იერიშებს უკრაინული ქალაქებისა და სოფლების მისამართით, რუსული ძალები ბლოკავენ უკრაინის პორტებს და იწვევენ სასურსათო კრიზისს. გაეროსა და თურქეთის დამსახურებით, შავი ზღვის კორიდორში მიმოსვლა შევინარჩუნეთ. რა თქმა უნდა, რუმინეთს კრიტიკული როლი ჰქონდა. ჩვენ გავაძლიერებთ NATO-ს წარმომადგენლობას შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე და ამ ძალისხმევით ვმუშაობთ როგორც ერთმანეთთან, ისე NATO-სთან, რათა ეფექტიანად ჩამოვაყალიბოთ და გავაძლიეროთ შავი ზღვის სტრატეგია. რუმინეთი საცოცხლოდ მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ბლინკენმა. მისივე თქმით, შავი ზღვის რეგიონი კრიტიკული კომპონენტია ალიანსის დაცვისა და მისი სტრატეგიის. ენტონი ბლინკენი: შავი ზღვის რეგიონს სასიცოცხლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რეგიონში გვყავს ახლო პარტნიორები, უკრაინა და საქართველო
ბლინკენი: NATO უკრაინისათვის, საბჭოთა ტიპის იარაღის წარმოების დაფინანსების საკითხს განიხილავს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ნატო უკრაინისათვის საბჭოთა ტიპის იარაღის წარმოების დაფინანსების საკითხს განიხილავს. „ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინელები მიიღებენ იმას, რაც მათ სჭირდებათ და რაც შეიძლება იყოს მათთვის ყველაზე ეფექტური. ზოგიერთი მათგანი ეხება საბჭოთა დროის სისტემებს, რომლებთანაც ისინი ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ და მაგალითად, ამ სისტემებისთვის საბრძოლო მასალის მიწოდება. ზოგიერთ შემთხვევაში, ამან შეიძლება მოითხოვოს ისეთი რამის წარმოება, რაც დიდი ხნის განმავლობაში არ იყო წარმოებული“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. 26 ნოემბერს The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ NATO-ს წევრები განიხილავენ ჩეხეთის რესპუბლიკაში, სლოვაკეთსა და ბულგარეთში ძველ ქარხნებში ინვესტიციის შესაძლებლობას, რათა იქ, საბჭოთა ტიპის უკრაინული საარტილერიო სისტემების ჭურვების წარმოება განაახლონ, რადგან რუსეთსა და უკრაინას შორის ომში უფრო მეტი საარტილერიო ჭურვებია გამოყენებული. როგორც NATO-ს წარმომადგენელმა The New York Times-ს განუცხადა, ზაფხულში დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველდღიურად ექვს-შვიდი ათას ჭურვს იყენებდნენ, რუსული არმია - 40-50 ათასს. შედარებისთვის, ავღანეთის ომის დროს აშშ და NATO-ს მოკავშირეები დღეში დაახლოებით 300 ჭურვს ისვროდნენ, ახლა კი აშშ თვეში 15 000 ჭურვს ისვრის.
ბლინკენი: აშშ-ის ადმინისტრაცია მუშაობს კონგრესთან, რათა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადდეს
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონგრესთან ერთად მუშაობს კანონპროექტის ფორმაზე, რომელიც აშშ-ს საშუალებას მისცემს, რომ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიაროს. თეთრი სახლი: რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებით შესაძლოა, უკრაინას ზიანი მიადგეს ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ მუდმივად განვიხილავთ სხვადასხვა ზომებს, რომლებიც შეგვიძლია მივიღოთ ზეწოლის გაზრდის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში. ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ კონგრესთან ერთად კანონმდებლობაზე, რომელიც დაგვეხმარება გადავჭრათ ზოგიერთი პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს განმარტებასთან. ეძებენ - მუშაობენ კონგრესთან იმაზე, თუ როგორ უნდა წავიდნენ წინ, რომ მივაღწიოთ იმავე შედეგს“, - თქვა ბლინკენმა. აშშ რუსეთისთვის, ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოებისთვის დაწესებული სანქციების მსგავს შეზღუდვებს განიხილავს შეგახსენებთ, რომ 23 ნოემბერს ევროპარლამენტმა კენჭისყრისას მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად ცნობს. 21 ნოემბერს NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაცია და მისი რეჟიმი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა. „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომლითაც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს. ამ ჩამონათვალში არიან: კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია.
ბლინკენმა დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტებს გადასცემს
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დაადასტურა, რომ უკრაინის უსაფრთხოებისთვის $1.85 მილიარდის ღირებულების დახმარების ფარგლებში, ქვეყანა Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემებს მიიღებს. „დღევანდელი დახმარება მოიცავს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას, რომელსაც შეუძლია ჩამოაგდოს საკრუიზო რაკეტები, მოკლე დისტანციური ბალისტიკური რაკეტები და თვითმფრინავები მნიშვნელოვანი სიმაღლიდან, ვიდრე ეს ადრე მიწოდებულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს შეეძლო", - თქვა ბლინკენმა. მისივე თქმით, პენტაგონი ასევე გამოაცხადებს $850 მილიონის ღირებულების ახალ დახმარებას უკრაინის უსაფრთხოებისთვის.
ბლინკენი: აშშ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შეკეთებისა და დაცვის მიზნით, პარტნიორებთან ერთად იმუშავებს
„შეერთებული შტატები და მოკავშირეები ყველაფერს გააკეთებენ უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად და შესაკეთებლად“, - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ დაუღალავად იმუშავებს „დიდ შვიდეულთან“ და სხვა პარტნიორებთან უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შეკეთების, შეცვლისა და დაცვის მიზნით". „ჩვენ ვიქნებით უკრაინასთან იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება. უკრაინელებს წინ მძიმე ზამთარი ელით და ჩვენ დაუღალავად ვიმუშავებთ „დიდ შვიდეულთან“ და სხვა პარტნიორებთან უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შეკეთების, შეცვლისა და დაცვის მიზნით" , - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ენტონი ბლინკენმა Spotify-ს 2022 წლის ფლეილისთი გამოაქვეყნა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა Spotify-ის ბოლო წლის ფლეილისთი გამოაქვეყნა. The Axios წერს, რომ ამერიკელი დიპლომატი უკვე მეორე წელია, ადგენს ფლეილისთს, რომელშიც განკუთვნილია მუსიკა სახლში და ქვეყნის საზღვრებს გარეთ მოსასმენად. პირველი სია - At Home 2022 წლის საუკეთესო ამერიკულ ჰიტებს მოიცავს. ბლინკენი უსმენს ტეილორ სვიფტს, ლიზოს და ბედ ბანის. მეორე სიაში - On the Road გამოყოფს მის საყვარელ არტისტებს იმ ქვეყნებიდან, რომლებიც მან წელს მოინახულა.
ძალადობის გამოყენება დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმისთვის ყოველთვის მიუღებელია - ბლინკენი ბრაზილიის მოვლენებზე
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრაზილიაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და ბრაზილის ექსპრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერების კონგრესსა და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრა დაგმო. ბრაზილის ექსპრეზიდენტის ასობით მხარდამჭერი კონგრესსა და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრა „ჩვენ ვგმობთ თავდასხმებს ბრაზილიის პრეზიდენტობაზე, კონგრესზე და უზენაეს სასამართლოზე დღეს. ძალადობის გამოყენება დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმისთვის ყოველთვის მიუღებელია. ჩვენ ვუერთდებით ლულას და მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს ქმედებები“, - დაწერა ბლინკენმა სოციალურ ქსელში.
რუსეთის მოთხოვნა კიევისგან ახალი ტერიტორიული რეალობის აღიარების შესახებ არ იძლევა მოლაპარაკების პროცესის დაწყების საშუალებას - ბლინკენი
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთის მოთხოვნა კიევისგან ახალი ტერიტორიული რეალობის აღიარების შესახებ არ იძლევა მოლაპარაკების პროცესის დაწყების საშუალებას. „რუსები ცდილობენ, გაავრცელონ ნარატივი, რომ ისინი დაინტერესებული არიან დიპლომატიით. რუსეთის მოთხოვნა უკრაინის მიერ ახალი ტერიტორიული რეალობის აღიარების შესახებ მიუღებელია და არ იძლევა მოლაპარაკების პროცესის დაწყების საშუალებას“, - აღნიშნა ბლინკენმა ბრიტანელ კოლეგასთან, ჯეიმს ქლევერლისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
აშშ უკრაინის ელექტროქსელის აღსადგენად 125 მილიონ დოლარს გამოყოფს - ბლინკენი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინის ელექტროქსელის აღსადგენად 125 მილიონ დოლარს გამოყოფს. CNN: აშშ უკრაინისთვის 2,5 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადებს "თანხა ასევე მოხმარდება წყალმომარაგებისა და ცენტრალური გათბობის სისტემების სარეზერვო კვების ბლოკების შეძენას. ასევე გაზის ტურბინების, ტრანსფორმატორებისა და სხვა ენერგეტიკული აღჭურვილობის მარაგების შევსებას. აღნიშნული 125 მილიონი კონგრესის მიერ 2022 წლის დეკემბერში დამტკიცებული დამატებითი დაფინანსების პაკეტიდან გამოიყოფა", - განაცხადა ბლინკენმა. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბრიტანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკომფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ უკრაინას ახალ დახმარებას მომდევნო დღეებში მიაწდის. მანვე აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატები ძალისხმევას არ იშურებს, რომ უკრაინა ძლიერ პოზიციები ჰქონდეს, როდესაც მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომის შესაძლებლობა გაჩნდება. ცნობისთვის, თეთრი სახლი უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფის შესაძლებლობაზე საუბრობს. შესაბამის კომენგტარს CNN ავრცელებს. „ვეჭვობ, რომ თქვენ კვლავ მოისმენთ შეერთებული შტატებისგან უკრაინის უსაფრთხოების დახმარების დამატებითი პაკეტების, დამატებითი იარაღისა და შესაძლებლობების შესახებ - შესაძლოა, ეს იყოს ამ კვირის ბოლოს“, - განუცხადა CNN-ს თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ. კირბიმ არ დააკონკრეტა პაკეტის შინაარსი, მაგრამ აღნიშნა, რომ აშშ კონცენტრირებულია „მცდელობაზე, რომ უკრაინას გადაეცეს ის, რაც მათ სჭირდებათ იმ ბრძოლაში, რომელშიც არიან“. „ჩვენ გავაგრძელებთ ამ პაკეტების მოდულაციას ისე, რომ ისინი მოერგოს უკრაინას საჭიროებებს და თუ ჩვენ ვერ ვუზრუნველყოფთ ამას, ჩვენ ამისთვის ვმუშაობთ სხვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან“, - განაცხადა კირბიმ. 6 იანვარს, თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინე ჟან-პიერმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების „ყველაზე დიდი“ ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა, მათ შორის იყო „ბრედლის“ ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანები.
ენტონი ბლინკენი ისრაელში სინაგოგაზე თავდასხმაზე: შურისძიება არ არის სათანადო პასუხი
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელის პრემიერმინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შესახვედრად ოფიციალური ვიზიტით იერუსალიმში ჩავიდა. იერუსალიმში, სროლას, სულ მცირე, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბოლო დღეებში მომხდარი ძალადობის შემდეგ ისრაელსა და პალესტინას სიმშვიდისკენ მოუწოდა. „პარასკევს მომხდარ სისასტიკეს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ინდივიდებზე თავდასხმაა. ეს იყო თავდასხმა აღმსარებლობის თავისუფლებაზეც. ჩვენ ამგვარ ქმედებას მკაცრად ვგმობთ და მასთან ერთად ვგმობთ ტერორიზმის ნებისმიერი სახის გამოვლინებას, რომლის მიზანიც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის მოსპობაა. შურისძიება არ არის სათანადო პასუხი. ამას კიდევ უფრო მეტი ადამიანი ეწირება მსხვერპლად", - განუცხადა ბლინკენმა თელა-ვივში ჟურნალისტებს. Reuters-ის ინფორმაციით, 31 იავარს აშშ-ს სახელმწიფო მდივნისა და პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტის შეხვედრაა დაგეგმილი. 28 იანვარს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, იერუსალიმის გარეუბანში სინაგოგაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა.
რა საკითხები განიხილა ენტონი ბლინკენმა ისრაელში გამართულ შეხვედრებზე
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში შეხვედრებს მართავს. ამერიკელი დიპლომატი უკვე შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს ისააკ ჰერცოგს. „ისააკ ჰერცოგთან შეხვედრაზე განვიხილეთ აშშ-ისრაელის ძლიერი ურთიერთობა და ჩვენი ერთგულება ისრაელის დემოკრატიისა და უსაფრთხოების მიმართ. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ირანზე, დასავლეთ სანაპიროზე“, - წერს ბლინკენი Twitter-ზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე გამართა მოლაპარაკება ისრაელის თავდაცვის მინისტრთან. „იოავ გალანტთან შეხვედრისას განვიხილეთ აშშ-ის ვალდებულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ, ირანის საფრთხე და უსაფრთხოების ვითარება დასავლეთ სანაპიროზე“, - აღნიშნა ბლინკენმა Twitter-ზე განთავსებულ პოსტში. ამერიკელმა დიპლომატმა ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ აშშ-ს აქვს მტკიცე ვალდებულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ. „მოუთმენლად ველით პრემიერ-მინისტრთან მუშაობას იმ ინტერესებისა და ღირებულებების მხარდასაჭერად, რომლებსაც ჩვენი ერები დიდი ხანია, იზიარებენ“, - აცხადებს ენტონი ბლინკენი. პირველ თებერვალს გავრცელებული ბოლო ინფორმაცია, რომელიც ისრაელში ბლინკენის შეხვედრას ასახავს, ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ბლინკენი ნეთანიაჰუს წინამორბედს შეხვდა. „ოპოზიციის ლიდერს იაირ ლაპიდს შევხვდი. ხაზი გავუსვი აშშ-ისრაელის მტკიცე ურთიერთობებს, ჩვენს ერთგულებას ისრაელის დემოკრატიისა და უსაფრთხოებისა და შემდგომი რეგიონალური ინტეგრაციის მიმართ. ჩვენასევე განვიხილეთ დასავლეთ სანაპიროზე სიტუაციის დეესკალაციის გადაუდებელი აუცილებლობა“, - წერია Twitter-ზე ბლინკენის სახელით განთავსებულ ინფორმაციაში.
სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს
შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და ჩვენ ვაღიარებთ საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს, რომლებიც შუა დერეფნის კონცეფციას დაუჭერს მხარს. ამის შესახებ Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა. კერძოდ, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც დეპარტამენტის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. „შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, ჩვენ ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს. ბლინკენმა და ჩავუშოღლუმ გადაწყვიტეს, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის გასაძლიერებლად კოორდინაცია და თანამშრომლობა გაზარდონ კონკრეტულად, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს. პორტის განვითარება საქართველოსა და რეგიონს სამუშაო ადგილებს მოუტანს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა პროექტის ტენდერის მიმართულებით წინ წაიწევს. კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი გარდა ამისა, განვითარების საფინანსო კორპორაციამ 50 მილიონი აშშ დოლარის სესხით დაუჭირა მხარი ფოთის საზღვაო ნავსადგურში, პეის ტერმინალის გაფართოებას. ტერმინალის გაფართოების პროექტის შედეგად, რომელიც 2022 წლის იანვარში გაიხსნა, მისი ტვირთამწეობა გაორმაგდა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოს აახლოებს მიზანთან, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო ჰაბი გახდეს“, - აღნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი. მისივე განცხადებით, შეერთებული შტატები სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთგულია. „შეერთებული შტატები სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთგულია. საკითხების გადაწყვეტისა და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად, პირდაპირი დიალოგი საკვანძოა. ჩვენ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დისკუსიების ხელშეწყობისთვის ჩართულობას პარტნიორებთან ერთად, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში, ორგანიზაციებთან ერთად ვაგრძელებთ“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, დავოსში ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული პანელური დისკუსიის დროს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროკომისარი იოჰანეს ჰანი და თურქეთის კერძო სექტორი საუბრობდნენ შუა დერეფნის განვითარების შესაძლებლობებზე, დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობაზე. ამასთან, როგორც ცნობილია, აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მისაღწევად, ქვეყნებს შორის კოორდინაცია და თანამშრომლობა გაიზრდება. აქედან გამომდინარე, Europetime-თან განმარტა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რას მოიცავს ეს კოორდინაცია და რამდენად მნიშვნელოვანია დასავლური ინვესტიციები და მედიაცია როგორც მშიდობის განმტკიცების, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის. ცნობისათვის, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), ბენ ჰოჯესმა Europetime-თან განაცხადა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი იქნება, რომელიც მალე შემუშავდება. ეს საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით. ანაკლიის პორტის პროექტი საქართველოსთვის ეკონომიკურ კეთილდღეობას მოიტანს და მის უსაფრთხოებასაც გააუმჯობესებს - ბენ ჰოჯესი „რუსეთი და ირანი ქმნიან მდინარეების, ზღვებისა და რკინიგზის სატრანსპორტო ქსელს, რათა თავიდან აიცილონ სანქციები საქონლის ორ ქვეყანას შორის და მის ფარგლებს გარეთ გატანისას. ცხადია, ჩვენ უნდა გამოვნახოთ გზები და დავხუროთ ყველა ის შავი ხვრელი, რომლითაც რუსეთი და ირანი შეძლებენ სანქციების პროტოკოლების დარღვევას. მაგრამ დადგება დღე, როდესაც რუსეთი და ირანი სულაც არ იქნებიან ჩვენი მტრები, ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ როგორ ვისარგებლოთ ამ ახალი სავაჭრო მარშრუტით. ხოლო აშშ-საქართველოს სტრატეგიას, რომელიც მალე შემუშავდება შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონისთვის, შეუძლია ამის გათვალისწინება. საქართველოში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება კი იქნება ამ სტრატეგიის მთავარი ნაწილი, რაც საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით. სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, როგორც ჩანს, არ აცნობიერებს და არ ემხრობა ამ სახის სტრატეგიულ აზროვნებას და ინვესტიციას“, - განუცხადა Europetime-ს ბენ ჰოჯესმა. ბლინკენი: ვმუშაობთ NATO-სთან, რათა გავაძლიეროთ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგია ენტონი ბლინკენი: შავი ზღვის რეგიონს სასიცოცხლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რეგიონში გვყავს ახლო პარტნიორები, უკრაინა და საქართველო შეგახსენებთ, ბენ ჰოჯესი სწორედ Europetime-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. კონკრეტულად, შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს ექსკლუზიურად. თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება კომერციული ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თავის მხრივ, შავი ზღვისთვის კარგ საფუძველს შექმნის, მათ შორის საქართველოსთვის პირველ რიგში ეკონომიკური განვითარება უნდა მოიტანოს. „უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს გაზრდის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან გემების მასპინძლობის შესაძლებლობას. საქართველო ხშირად მასპინძლობდა ასეთ ვიზიტებს აშშ-დან და NATO-ს სხვა მოკავშირეებიდან. სამწუხაროდ, ომის გამო იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მოუთმენლად დაველოდებით ჩვენი საზღვაო ძალების ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მრჩეველმა ფილიპ რიკერმა, რომელიც იმჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. ამასთანავე, NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს განუცხადა, რომ ალიანსი შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან აღნიშნა, რომ ბუშის ადმინისტრაციის დროს ცდილობდნენ მსგავსი სტრატეგიის შემუშავებას, თუმცა რუსეთმა კონფრონტაცია გადაწყვიტა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ამ გეგმის შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან რუსეთი ჯერ საქართველოში შეიჭრა და შემდეგ - უკრაინაში. თავის მხრივ, Europetime-თან საუბრისას, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში, რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკის საკითხებში დირექტორის მოადგილე, დევიდ მორგანი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „შავი ზღვის რეგიონი ნამდვილად მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ რუსეთის უკანონო შეჭრას უკრაინაში და მის შესაძლო მცდელობებს, მოახდინის უკრაინის სანაპირო ზოლის ბლოკირება“, - ამბობდა დევიდ მორგანი. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ცნობისთვის, სენატორმა ჯინ შაჰინმა, 16 ნოემბერს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ჯინ შაჰინმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოორდინირებული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ ახლა, როდესაც რუსეთი ომს აწარმოებს უკრაინაში. სენატორმა ჯინ შაჰინმა კარენ დონფრიდს ჰკითხა, აქვს თუ არა რაიმე მსგავსი სტრატეგია ამერიკას. „ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკი აგრესიის ფონზე, ყველა ჩვენგანის ფოკუსშია შავი ზღვის რეგიონი. რა თქმა უნდა, NATO რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს სერიოზულად ეკიდება და ჩვენი ხედვაა, რომ ეს რეგიონი ახლა უფრო რთულია, ვიდრე ის იყო 2022 წლის თებერვლამდე. ვფიქრობ, არ არსებობს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვფიქრობთ რეგიონზე და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩართულობა რეგიონში, ახლა განსხვავებულია, ვიდრე ეს იყო ომამდე. თუმცა ამჟამად, აშშ კონცენტრირებულია იმაზე, რომ უზრუნველყოს უკრაინის გამარჯვება ამ ომში, რადგანაც ეს დიდწილად, საფუძველი გახდება იმისა, თუ როგორ ვიფიქრებთ შავი ზღვის სტრატეგიაზე. მივესალმები იმას, თუ როგორ მუშაობთ თქვენს იდეებზე ამ საკითხთან დაკავშირებით და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს არის ის, რაზეც ჩვენ ფოკუსირებული ვართ“, - განაცხადა კარენ დონფრიდმა.
Bloomberg: აეროსტატის ინციდენტის გამო ენტონი ბლინკენის ჩინეთში ვიზიტი გადაიდო
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ვიზიტი პეკინში მას შემდეგ გადადოს, რაც აღმოაჩინა ჩინეთის სათვალთვალო აეროსტატი, მონტანას ბირთვული ობიექტების თავზე საჰაერო სივრცეში დაფიქსირდა. ამის შესახებ Bloomberg-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება. ბლინკენი, პეკინში შეხვედრებს მომავალი კვირის დასაწყისში გეგმავდა. ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, ეს ჩინეთში ამერიკელი დიპლომატის პირველი ვიზიტი უნდა ყოფილიყო. გამოცემა წერს, რომ ჩინეთმა გადადგა შემრიგებლური ნაბიჯები ინციდენტის მოსაგვარებლად. კერძოდ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „სწუხს, რომ აეროსტატი აშშ-ს საჰაერო სივრცეში მისი კონტროლის მიღმა მოქმედი ძალების გამო მოხვდა“. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ აეროსტატი კლიმატის კვლევას აწარმოებდა.
ბლინკენი გერმანიას, თურქეთსა და საბერძნეთს ეწვევა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 16-დან 22 თებერვლამდე გაემგზავრება გერმანიაში, თურქეთსა და საბერძნეთში. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ხუთშაბათს ბლინკენი გაემგზავრება გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად, სადაც ის მიიღებს მონაწილეობას ორმხრივ და მრავალმხრივ შეხვედრებში, რათა განიხილოს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება, თურქეთისა და სირიელი ხალხის დახმარება და აშშ-ის ვალდებულება ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების მიმართ. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისადმი. მდივანი ბლინკენი კვირას ეწვევა ინჯირლიკის საავიაციო ბაზას თურქეთში, რათა უშუალოდ გაეცნოს აშშ-ის ძალისხმევას, დაეხმაროს თურქეთის ხელისუფლებას 6 თებერვლის მიწისძვრის შედეგად გამოწვეულ რეაგირებაში. შემდეგ ის გაემგზავრება ანკარაში, სადაც შეხვდება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს და თურქეთის სხვა მაღალი თანამდებობის პირებს, რათა განიხილონ აშშ-ის მხარდაჭერის გაგრძელება თურქეთსა და თურქ ხალხს დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ, ისევე როგორც თურქეთთან აშშ-ის პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების გზები. „ათენში, საბერძნეთში, მდივანი ბლინკენი შეხვდება საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ მიცოტაკისს, საგარეო საქმეთა მინისტრ დენდიასს და ოპოზიციის ლიდერს ალექსის ციპრასს, რათა განიხილონ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, ენერგეტიკული უსაფრთხოება და ჩვენი ერთობლივი ვალდებულება დავიცვათ დემოკრატია. მდივანი ბლინკენი აშშ-საბერძნეთის სტრატეგიული დიალოგის მეოთხე რაუნდს 21 თებერვალს დაიწყებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბლინკენი: აშშ ყოველდღიურად მუშაობს, რათა მოიძიოს ან აწარმოოს შესაბამისი საბრძოლო მასალა იმ იარაღისთვის, რომელსაც უკრაინა რუსული აგრესიის წინააღმდეგ იყენებს
შეერთებული შტატები, თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ყოველდღიურ ძალისხმევას ახორციელებს, რათა მოიძიოს ან აწარმოოს შესაბამისი საბრძოლო მასალა იმ იარაღისთვის, რომელსაც უკრაინა იყენებს რუსული აგრესიის წინააღმდეგ. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მიუნხენის კონფერენციაზე გააკეთა. მან განმარტა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამჟამად აქვს სხვადასხვა ტიპის იარაღი, რომელიც მოითხოვს სხვადასხვა რაკეტას, ჭურვს, ნაღმს და სხვა საბრძოლო მასალას. „უკრაინას ჰქონდა საკუთარი მარაგები, ბევრი საბჭოთა პერიოდის იარაღი, რომელიც იყენებს ერთი ტიპის საბრძოლო მასალას. NATO-ს ზოგიერთი სისტემა, რომელიც მიეწოდება უკრაინას, იყენებს სხვა ტიპს“, - განაცხადა ბლინკენმა და სიტუაციას გამოწვევა უწოდა. ბლინკენის თქმით, იმ ქვეყნების მარაგები, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან, ასეთ საჭიროებებს არ ითვალისწინებენ.
ენტონი ბლინკენის თქმით, პეკინმა შესაძლოა, მოსკოვს ლეტალური მხარდაჭერა გაუწიოს, რასაც ჩინეთისთვის სერიოზული შედეგები ექნება
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, უკრაინის ომისთვის ჩინეთი რუსეთისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას განიხილავს ენტონი ბლინკენმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩინური კომპანიები რუსეთს არალეტალურ მხარდაჭერას უკვე უწევდნენ, თუმცა პეკინმა შესაძლოა, მოსკოვს „ლეტალური მხარდაჭერა გაუწიოს. ბლინკენის შეფასებით, ამ ესკალაციას ჩინეთისთვის სერიოზული შედეგები ექნება. ბლინკენი შაბათს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვან ის შეხვდა.
ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ უკრაინის კონფლიქტი კონტროლიდან გადის - ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ჩინეთი ღრმად არის შეშფოთებული, რომ უკრაინის კონფლიქტი კონტროლიდან გადის, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცინ განმა განაცხადა. „ჩინეთი ღრმად არის შეშფოთებული კონფლიქტის მუდმივი ესკალაციის გამო და სიტუაციის კონტროლიდან გასვლის შესაძლებლობით. ჩვენ მოვუწოდებთ შესაბამის ქვეყნებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლის გაღვივება, ჩინეთის დადანაშაულება და რიტორიკის აჟიოტაჟი – დღეს უკრაინა, ხვალ ტაივანი“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩინური კომპანიები რუსეთს არალეტალურ მხარდაჭერას უკვე უწევდნენ, თუმცა პეკინმა შესაძლოა, მოსკოვს „ლეტალური მხარდაჭერა გაუწიოს. ბლინკენის შეფასებით, ამ ესკალაციას ჩინეთისთვის სერიოზული შედეგები ექნება.
ენტონი ბლინკენი: ერთი წლის შემდეგ ცხადია, რომ რუსეთის მიერ წარმოებული ომი ყოველმხრივ სტრატეგიული მარცხი იყო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საბერძნეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ რუსეთის მიერ წარმოებული ომი სტრატეგიული მარცხია. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ეს განცხადება ორშაბათს უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მოულოდნელ ვიზიტს მოჰყვა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეაფასა, როგორც "ძლიერი მოკავშირის" "სიმბოლური" ვიზიტი. „ერთი წლის შემდეგ ცხადია, რომ რუსეთის მიერ წარმოებული ომი ყოველმხრივ სტრატეგიული მარცხი იყო. ეს არის უკრაინელი ხალხის გამბედაობის გამო. მაგრამ ეს ასევე არის მოკავშირეებისა და პარტნიორების სიძლიერისა და ერთიანობის გამო მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ბლინკენმა. ბლინკენმა შეაქო საბერძნეთის "ძლიერი" და "გამოკვეთილი" მხარდაჭერა უკრაინისა და NATO-სადმი და ხაზი გაუსვა საბერძნეთის ძალისხმევას "ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერებისკენ" და ალექსანდრიის პორტის გავლით გადაზიდვების ხელშეწყობისკენ.
აშშ და ყაზახეთი ურთიერთობებს გააძლიერებენ, ბლინკენი ასტანაში ჩავიდა
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მიიღო. ბლინკენი ასტანაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. შესაბამის ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. თოყაევმა განაცხადა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან ყაზახეთმა და აშშ-მ თანამშრომლობა განავითარეს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. „ჩვენ დავამყარეთ ძალიან კარგი და საიმედო გრძელვადიანი პარტნიორობა სტრატეგიულად მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა უსაფრთხოება, ენერგეტიკა, ვაჭრობა და ინვესტიციები. ამიტომ მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს თანამშრომლობა და კიდევ ერთხელ მივესალმები თქვენს ვიზიტს ასტანაში. და ვისარგებლებ შემთხვევით, მინდა გამოვხატო ჩვენი მადლიერება შეერთებული შტატების მუდმივი და მტკიცე მხარდაჭერისთვის ჩვენი დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“, - განაცხადა თოყაევმა. „მოუთმენლად ველოდი ამ ვიზიტს. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ორმხრივ დონეზე, დავეყრდნოთ იმ ღირსშესანიშნავ სამუშაოს, რომელიც შესრულდა 30 წლის განმავლობაში ჩვენი პარტნიორობის გაღრმავებისა და გაძლიერებისათვის. და ვფიქრობ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით. ურთიერთობა ძლიერია; ის მხოლოდ გაძლიერდება. ჩვენ ამის ერთგულნი ვართ. და ვფიქრობ, ეს იქნება ცენტრალური აზიის, მაგრამ ასევე შეერთებული შტატების ხალხის სასარგებლოდ. მოხარული ვარ, რომ აქ ვარ, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობა, რომელიც გვაქვს“, - განაცხადა თავის მხრივ, ენტობი ბლინკენმა.
რა გზავნილებით ჩავიდა ენტონი ბლინკენი ცენტრალურ აზიაში
აშშ რუსეთის პარტნიორ ქვეყნებს სანქციების გამო ზარალს აუნაზღაურებს. ვინაიდან რეგიონის ყველა ქვეყანა ასე თუ ისე დამოკიდებულია რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე, რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული სანქციები მათ ეკონომიკებსაც შეეხო. შეერთებულ შტატებს ეს ესმის და ასეთ ქვეყნებს კომპენსაციას ჰპირდება. შესაბამისი განცხადება ამერიკის შერთებულ შტატების სახელმწიფო მდივანმა ასტანაში ვიზიტისას გააკეთა. „ქვეყნებს, რომლებიც ჩართულნი არიან რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებიც ეძებენ ახალ შესაძლებლობებს, ახალ მარშრუტებს და საექსპორტო ბაზრებს, დაეხმარებიან, რომ არ დაეყრდნონ რუსეთს. მე ვთქვი, რომ დამატებით 25 მილიონ დოლარს გამოვყოფთ, შედეგები კარგად არის ჩვენთვის ცნობილი“, - განაცხადა ბლინკენმა. აშშ და ყაზახეთი ურთიერთობებს გააძლიერებენ, ბლინკენი ასტანაში ჩავიდა ამერიკელი დიპლომატის თქმით, კომპანიები, რომლებსაც შეუძლიათ, შეამცირონ თავიანთი სამუშაო რუსეთში, მიიღებენ ახალ შესაძლებლობებს. 28 თებერვალს ენტონი ბლინკენი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩავიდა და 25 მილიარდი დოლარის ოდენობით ახალი დახმარების შესახებ განაცხადა. ეს დახმარება მიზნად ისახავს რეგიონში სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიკაციასა და სამუშაო ადგილების შექმნას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მდივანი ენტონი ბლინკენი ყაზახეთის შემდეგ ეწვია უზბეკეთს, რათა გააძლიეროს პარტნიორობა ორმხრივ და რეგიონულ საკითხებზე. პირველ მარტს ბლინკენი უკვე ნიუ-დელიში, G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება. ეს სამიტი ფოკუსირებული იქნება მულტილატერალიზმის გაძლიერებასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე სურსათისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების, მდგრადი განვითარების, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის, გლობალური ჯანმრთელობის, ჰუმანიტარული დახმარებისა და სხვა საკითხებზე. „ბლინკენი შეხვდება ინდოეთის მთავრობის წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოებას ჩვენი ძლიერი პარტნიორობის დასადასტურებლად“, - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში. France24-ის ცნობით, ბლინკენი ტაშკენტში ვიზიტისას შეხვდა უზბეკეთის პრეზიდენტს შავქათ მირზიოევს, რომელმაც ეკონომიკური რეფორმების პირობა დადო. ამასთან, გამოცემა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერ ნედ პრაისს ციტირებს და წერს, რომ ბლინკენი საგარეო საქმეთა მინისტრ ბახტიორ საიდოვს აშშ-ის ინვესტიციების გაზრდაზე ესაუბრა. „ბლინკენმა ასევე მოუწოდა ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის, მათ შორის მედიის თავისუფლებისა და გამჭვირვალობის დაცვისკენ“, - განაცხადა პრაისმა. ტაშკენტში ვიზიტისას ბლინკენმა დაათვალიერა უნივერსიტეტი, სადაც აშშ-ის დაფინანსებით ინგლისურ ენაზე სწავლება მიმდინარეობს - ეს არის ვაშინგტონის მცდელობის ნაწილი ცენტრალურ აზიასთან კავშირების გაფართოებისთვის. ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მხარდაჭერით უზბეკეთში ინგლისური ენის 10,000 მასწავლებელი მომზადდა. ენტონი ბლინკენის ვიზიტზე წერს AP. მისი მიხედვით, ბაიდენის ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერს ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს აფრთხილებს, რომ რუსეთის, როგორც პარტნიორის ღირებულება მძიმედ დაზიანდა უკრაინის წინააღმდეგ ერთწლიანი ომის გამო. ყაზახეთში ცენტრალური აზიის უმაღლეს დიპლომატებთან შეხვედრების დროს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ არცერთ ქვეყანას, განსაკუთრებით მათ, ვინც ტრადიციულად მოსკოვის ორბიტაზე იმყოფებოდა, არ შეუძლია, იგნორირება გაუკეთოს რუსეთის აგრესიით მომდინარე საფრთხეებს არამხოლოდ მათ ტერიტორიაზე, არამედ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგისა და გლობალური ეკონომიკის მიმართ. ყველა თავის გამოსვლაში ბლინკენმა ხაზი გაუსვა „სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის“ პატივისცემის მნიშვნელობას. Associated Press-ი წერს, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებმა შეინარჩუნეს ნეიტრალიტეტის პოზიცია უკრაინის მიმართ - არც რუსეთის შეჭრას უჭერდნენ მხარს და არც აშშ-სა და დასავლეთის მხრიდან ომის დაგმობას. „მას შემდეგ რაც გახდა რა პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა ყაზახეთი 1991 წლის დეკემბერში, შეერთებული შტატები ყაზახეთისა და რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მტკიცე ერთგულია“, - განაცხადა ბლინკენმა ასტანაში, ე.წ. C5+1 ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც აშშ-სა და ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთისგან შედგება. „ჩვენი დღევანდელი დისკუსიების დროს, მე კიდევ ერთხელ დავადასტურე შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა ყაზახეთისადმი, ისევე როგორც ყველა ერისადმი, თავისუფლად განსაზღვრონ თავისი მომავალი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ ერთ წელს მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში“, - განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებს ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მუხტარ ტილეუბერდისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. ცენტრალური აზიის ხუთმა ქვეყანამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიდან, რომლებიც ტრადიციულად, კრემლის გავლენის სფეროს ნაწილად განიხილებიან, უკრაინაში რუსეთის შეჭრას საჯაროდ არ დაუჭირა მხარი. ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის სამჯერ ესაუბრა მას შემდეგ, რაც გასულ თებერვალს, რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ და გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის მოწოდებით გამოვიდა. თუმცა ცენტრალური აზიის ხუთივე რესპუბლიკამ, ინდოეთთან ერთად, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე კენჭისყრაში, რომელმაც რუსეთის შეჭრა დაგმო, თავი შეიკავეს. „თუკი ჩვენ დავუშვებთ (ამ პრინციპების) დაუსჯელად დარღვევას, ეს გვიხსნის პერსპექტივას, რომ თავად რუსეთი გააგრძელებს სხვა ქვეყნების წინააღმდეგ შემდგომ აგრესიას, თუ სხვა ქვეყნები ისწავლიან არასწორ გაკვეთილს“, - თქვა ბლინკენმა. „ამიტომ მნიშვნელოვანია ქვეყნებისთვის ერთად დადგომა და თქმა: არა, ჩვენ ამას არ ვეთანხმებით”, - აღნიშნა ბლინკენმა.
ბლინკენის თანაშემწემ დარჩიაშვილთან შეხვედრისას, „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიურო ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტზე ამბობს, რომ ასეთი კანონი ძირს გამოუთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „ერინ ბარკლიმ შეშფოთება გამოთქვა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, მათ შორის კანონპროექტზე, რომლის სამიზნეც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე, მედიაა და რომელიც გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებს და ძირს გამოუთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას", - ნათქვამია ბიუროს განცხადებაში, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ეძღვნება. თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებულ წვლილზე საქართველოს დემოკრატიული, ეკონომიკური და ინსტიტუციური განვითარების პროცესში. „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი სეგმენტის სესიაში მონაწილეობის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ასისტენტს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, ერინ ბარკლის შეხვდა. დადებითად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ გაწეული ძალისხმევა როგორც შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადების, ისე 2022-2030 წწ-სთვის ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო სტრატეგიის სამთავრობო დონეზე დამტკიცების თვალსაზრისით“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. „ხალხის ძალა“ კანონპროექტის მისი მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ბლინკენი და ლავროვი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის რუს კოლეგას განუცხადა, რომ აშშ მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც კიევს დასჭირდება. ბლინკენმა სერგეი ლავროვთან ინდოეთში, G20-ის სამიტის ფარგლებში ხანმოკლე შეხვედრა გამართა. ერთი წლის წინ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ისინი პირისპირ საუბრობენ. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, დელიში დისკუსია 10 წუთზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა. ბლინკენმა ასევე განუცხადა ლავროვს, რომ რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს პოლ უელანი, დაპატიმრებული ამერიკელი მოქალაქე და რომ რუსეთი კვლავ უნდა შეუერთდეს ახალი START-ის ბირთვული იარაღის კონტროლის ხელშეკრულებას, რომლიდანაც ცოტა ხნის წინ გამოვიდა. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელს არ უთქვამს, როგორ უპასუხა ლავროვმა ბლინკენს, მაგრამ თქვა, რომ არ არსებობს რაიმე მინიშნება იმისა, რომ რუსეთი უახლოეს პერიოდში კურსს შეცვლის. G20-ის მოლაპარაკებებში დომინირებს მწარე უთანხმოება უკრაინის გამო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ბლინკენმა ითხოვა ლავროვთან საუბარი, მაგრამ დეტალებზე არ უსაუბრია. უკანასკნელად მხარეები ჟენევაში, 2022 წლის იანვარში შეხვდნენ.
უკრაინაში რუსეთის შეჭრა გზავნილია ყველა აგრესორისთვის მთელ მსოფლიოში - ენტონი ბლინკენი
მოსკოვის შეჭრა უკრაინაში, აგზავნის მძლავრ გზავნილს, რომ „ყველგან იქნებიან აგრესორები“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პარასკევს, G20-ის სამიტის ფარგლებში შეხვედრისას. შესაბამის ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ევროპის მიღმა ქვეყნები ასევე ასე არიან ორიენტირებულნი ამაზე და მუშაობენ უკრაინის მხარდასაჭერად და გამოწვევის დასაძლევად - მათ იციან, რომ ამ ყველაფერს შეიძლება, ჰქონდეს გავლენა“, - განაცხადა ბლინკენმა ნიუ დელიში. „თუ რუსეთს დაუსჯელად მივცემთ უფლებას, გააკეთოს ის, რასაც აკეთებს უკრაინაში, მაშინ ეს არის გზავნილი შესაძლო აგრესორებისთვის ყველგან, რომ მათაც შეუძლიათ, იგივე გააკეთონ“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
ბლინკენმა და ლანდსბერგისმა ვაშინგტონიდან მოუწოდეს პარტნიორებს, მხარი დაუჭირონ უკრაინის სუვერენიტეტს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თავის ლიეტუველ კოლეგას გაბრიელიუს ლანდსბერგისს ვაშინგტონში მასპინძლობს. მხარეები ორმხრივ ურთიერთობებს, უკრაინაში მიმდინარე ომსა და NATO-ს შემდგომ სამიტს განიხილავენ. მათი შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბლინკენმა და ლანდსბერგისმა ხაზი გაუსვეს აშშ-ლიეტუვის, როგორც NATO-ს მოკავშირეების ურთიერთობების სიმტკიცეს, ასევე უკრაინის მხარდაჭერას. „მათ აიღეს ვალდებულება, გააგრძელონ რუსეთისთვის ძლიერი ეკონომიკური ხარჯების დაწესება სანქციების გზით და პასუხისმგებლობის დაკისრება რუსეთის თავდასხმებზე პასუხისმგებელი პირებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში. ისინი გააგრძელებენ მხარდაჭერას, რომელიც უკრაინას სჭირდება თავისი ხალხის ტანჯვის შესამსუბუქებლად და მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს, ხოლო მოკავშირეებსა და პარტნიორებს იგივესკენ მოუწოდებენ“, - აღნიშნულია განცხადებაში. უმაღლესმა დიპლომატებმა ასევე მოუწოდეს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესიული ომი და ხაზი გაუსვეს მათ ვალდებულებას, ერთად იმუშაონ NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად მოახლოებული სამიტის წინ. „მდივანმა ბლინკენმა გამოხატა მადლიერება ლიეტუვის გადაწყვეტილების გამო, წინ აღუდგეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის „ეკონომიკური იძულების პოლიტიკას“. საგარეო საქმეთა მინისტრმა ლანდსბერგისმა გამოხატა მადლიერება იმ მრავალი ზომისთვის, რომლებიც აშშ-მ გაატარა ლიეტუვის მხარდასაჭერად და მისი ეკონომიკის გასაძლიერებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ნედ პრაისი სახელმწიფო დეპარტამენტში ახალ პოზიციაზე გადაინაცვლებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი თანამდებობას დატოვებს და უშუალოდ, მდივან ენტონი ბლინკენთან განაგრძობს მუშაობას. ბლინკენის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ის პირადად სარგებლობდა სპიკერ პრაისის რჩევებით. ამასთან, აღნიშან, რომ ნედ პრაისი დაეხმარა აშშ-ის მთავრობას პრესის თავისუფლების დაცვასა და პოპულარიზაციაში მთელ მსოფლიოში და შექმნა გამჭვირვალობისა და ღიაობის მოდელი, რომელსაც შტატები მხარს უჭერს სხვა ქვეყნებში. „მიმდინარე თვეში ნედ პრაისი სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის პოსტს დატოვებს. ნედმა პრაისმა სპიკერის თანამდებობა 2021 წლის 20 იანვარს დაიკავა. ახალი პოზიციის დაკავებიდან რამდენიმე დღეში მან დეპარტამენტში ყოველდღიური ბრიფინგების ტრადიცია დაიწყო, რამაც ჟურნალისტებს მისცა შესაძლებლობა, რეგულარულად დაესვათ რთული კითხვები ჩვენი პოლიტიკის შესახებ. მას შემდეგ ჩატარებული 200-ზე მეტი ბრიფინგის განმავლობაში, ის პატივისცემით ეპყრობოდა ჟურნალისტებს - ისევე როგორც კოლეგებს და ყველას, ვისთანაც ურთიერთობდა.ნედი დაეხმარა აშშ-ის მთავრობას პრესის თავისუფლების დაცვასა და პოპულარიზაციაში მთელ მსოფლიოში და შექმნა გამჭვირვალობისა და ღიაობის მოდელი, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ სხვა ქვეყნებში. მისი წვლილი დეპარტამენტს მომავალშიც მოუტანს სარგებელს. პირადად მე, მუდმივად ვსარგებლობდი მისი რჩევით, ისევე როგორც დეპარტამენტის მრავალი წევრი. საბედნიეროდ, მე შევძლებ ამის გაგრძელებას, რადგან ნედი გააგრძელებს სამსახურს და უშუალოდ ჩემთან იმუშავებს.ხალხისთვის ამერიკასა და მთელ მსოფლიოში, ნედ პრაისი ხშირად იყო აშშ-ის საგარეო პოლიტიკის სახე და ხმა. თავის მოვალეობას არაჩვეულებრივი პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით ასრულებდა. დეპარტამენტის სახელით მადლობას ვუხდი ნედს მისი შესანიშნავი სამსახურისთვის“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ბლინკენის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ხაზს უსვამს რუსეთის მთავრობის სამხედრო დანაშაულებსა და სისასტიკეს უკრაინაში
სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ ანგარიშში ხაზგასმულია რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულები და სხვა სისასტიკე, - ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. კერძოდ, ანგარიშის თანახმად, არსებობს სარწმუნო ცნობები უკრაინაში რუსეთის ძალების მიერ განხორციელებული წამების, გაუპატიურების, განურჩეველი თავდასხმების და სიკვიდლით დასჯის შესახებ. ამასთან, რუსეთის მთავრობა ეწეოდა უკრაინიდან რუსეთში მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით დეპორტაციას, ხშირად მკაცრი და შეურაცხმყოფელი „ფილტრაციის“ პროცესის შემდეგ, და იყო უამრავი ცნობა უკრაინიდან ბავშვების იძულებით დეპორტაციისა და შვილად აყვანის შესახებ. მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსი სამართალდამცველები „წამებას, მათ შორის ძილის უფლების წართმევას, სასჯელის ფორმად იყენებდნენ დაკავებული ოპოზიციისა და უფლებადამცველების, ჟურნალისტების და მთავრობის პოლიტიკის კრიტიკოსების მიმართ“. აღსანიშნავია, რომ ამ ანგარიშს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება უძღოდა წინ.
ბლინკენი სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტზე: ჩინეთი არ გრძნობს პასუხისმგებლობას რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ვიზიტი მოსკოვში, აჩვენებს ჩინეთის განზრახვას ერთგვარად დიპლომატიურად გადაფაროს რუსეთის მიერ „უკრაინაში ჩადენილი სისასტიკე“, იმის ნაცვლად, რომ ეს სისასტიკე დაგმოს. სი ძინპინი რუსეთში მიემგზავრება მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პრეზიდენტ პუტინის დაპატიმრების ორდერი გამოსცა, რაც ბლინკენის შეფასებით, იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთი არ გრძნობს პასუხისმგებლობას, კრემლი გახადოს ანგარიშვალდებული უკრაინაში ჩადენილი სისასტიკისთვის. თუმცა, ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთის სამშვიდობო წინადადების „ელემენტები“ შეესაბამება იმ ძალისხმევას, რომელსაც აშშ დაუჭერს მხარს. „ჩინეთის წინადადება მოიცავს ელემენტებს, რომლებსაც ჩვენ დიდი ხანია, ვუჭერთ მხარს, მათ შორის ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებას, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას და, მართლაც, პირველი ელემენტი ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას მოითხოვს“, - აღნიშნა ბლინკენმა. მისივე თქმით, ნებისმიერი მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, „რომელიც არ მოიცავს რუსული ძალების გაყვანას უკრაინის ტერიტორიიდან, ფაქტობრივად ხელს შეუწყობს რუსეთს, რადგან ის „მისცემს საშუალებას პრეზიდენტ პუტინს, დაისვენოს და განაახლოს თავისი ძალები, შემდეგ კი განაახლოს ომი. რუსეთისთვის უფრო ხელსაყრელ დროს“.
ბლინკენი პუტინის დაკავების ორდერზე: ჰააგის სასამართლოს წევრებმა უნდა შეასრულონ ვალდებულებები
ევროპულმა ქვეყნებმა უნდა დააკავონ ვლადიმერ პუტინი და გადასცენ ის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, თუ რუსეთის პრეზიდენტი ეწვევა მათ ქვეყნებს, ამის შესახებ Washington Post-ის ცნობით, დეპუტატებს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განუცხადა. „მოუწოდებდით თუ არა თქვენ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს, რომ გადასცენ ის (ჰააგის სასამართლოს, რედ.)“, - ჰკითხა ბლინკენს სამხრეთ კაროლინას რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა „ვინც არის სასამართლოს წევრი და აქვს მოვალეობები, უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები“, - განაცხადა ბლინკენმა.
ბლინკენის თქმით, შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ სტრატეგიას სავარაუდოდ, ივნისისთვის შეიმუშავებს
შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის შემუშავება რა ეტაპზეა და როგორ დაეხმარება შეერთებულ შტატებს უფრო მეტად ჩართულობისთვის, ამ შეკითხვით მიმართა სენატორმა ჯინ შაჰინმა სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენს საგარეო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას. ბლინკენის თქმით, შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ სტრატეგიას სავარაუდოდ, ივნისისთვის შეიმუშავებს. ჯინ შაჰინი: მნიშვნელოვანია, რომ აშშ აქტიურად თანამშრომლობდეს შავი ზღვის პარტნიორებთან და ჩამოაყალიბოს უფრო მტკიცე პოლიტიკა რეგიონის მიმართ „ჩვენ ორიენტირებული ვართ ბევრად უფრო ყოვლისმომცველ მიდგომაზე შავი ზღვის რეგიონის მიმართ. მოგეხსენებათ, ექვსი ქვეყანაა, მათგან სამი NATO-ს წევრია და სხვები, როგორიცაა უკრაინა, აშკარად მნიშვნელოვანი მეგობრები არიან შეერთებული შტატებისთვის. სტრატეგია ფოკუსირებული იქნება არამხოლოდ უსაფრთხოების ასპექტებზე, არამედ, პოლიტიკური ჩართულობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობაზე, მათ შორის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაზე. ეს საკითხები კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონის ყველა ქვეყნისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია დემოკრატიული მდგრადობის შენება, რადგან რთული სამეზობლოა“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. მისივე თქმით, რუმინეთმა უკვე წარადგინა თავისი შეხედულებები და გეგმები, რომლებიც აისახება შავი ზღვის ახალ სტრატეგიაში. ელჩი დეგნანი: შავი ზღვის უსაფრთხოება დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ცნობისთვის, სენატორი შაჰინი აშშ-ის სენატში უძღვება ორპარტიული კანანონმდებლობის შემუშავების პროცესს, რომელმაც უნდა განსაზღვროს აშშ-ის პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონის მიმართ. 22 მარტის საკომიტეტო მოსმენისას, როდესაც სენატორი შაჰინი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიით დაინტერესდა შუა დერეფანში სწორედ საქართველოს როლს გაუსვა ხაზი და ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალზე. ცნობილია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს რა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია, შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. სწორედ ამაზე საუბრობდა ამერიკის ელჩი კელი დეგნანი Europetime-თან: „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის გავლით ჩრდილოეთის მარშრუტის ალტერნატივის აუცილებლობა გაჩნდა, და შეერთებული შტატები, ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთისა და ენერგიის გადაზიდვისთვის შუა დერეფნის განვითარებას მხარს უჭერს. შუა დერეფნის განვითარებისთვის რეგიონული თანამშრომლობა საჭიროა, საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ეფექტიანი ინტეგრირების ჩათვლით. შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. კონკრეტულად, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს. პორტის განვითარება საქართველოსა და რეგიონს ასევე მოუტანს სამუშაო ადგილებს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა წინ წაიწევს პროექტის ტენდერთან დაკავშირებით და კვალიფიციური დეველოპერსის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში წარიმართება. ამერიკული კომპანია Trammo კიდევ ერთი კარგი მაგალითია, რომელიც ხელს უწყობს სასუქის ტრანსპორტირებას უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან. გარდა ამისა, განვითარების საფინანსო კორპორაციამ 50 მილიონი აშშ დოლარის სესხით დაუჭირა მხარი ფოთის საზღვაო ნავსადგურში, პეის ტერმინალის გაფართოებას. ტერმინალის გაფართოების პროექტის შედეგად, რომელიც 2022 წლის იანვარში გაიხსნა, მისი ტვირთამწეობა გაორმაგდა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოს აახლოებს მიზანთან, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო ჰაბი გახდეს. აშშ-ის მთავრობა ეძებს ახალ შესაძლებლობებს შუა დერეფნის მასშტაბით პარტნიორობისთვის. საქართველოში ეს ნიშნავს ახალი, ინფრასტრუქტურაში საინვესტიციო შესაძლებლობების გაჩენას და ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებისთვის ჩვენი ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის გაზრდას, რათა საქართველოდან და საქართველოს გავლით მიწოდებული ტვირთის ეფექტიანობა და ღირებულება გაიზარდოს. ეს ინვესტიციები და პარტნიორობა საქართველოს უფრო დიდ გლობალურ ეკონომიკურ ინტეგრაციას და ქართველებისთვის უფრო სარფიანად დასაქმების შესაძლებლობებს გამოიწვევს. როგორც ყოველთვის, ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოს მოქალაქეებთან, მთავრობასთან და ბიზნეს საზოგადოებასთან, რათა დავეხმაროთ საქართველოს, სრულად ისარგებლოს ამ შესაძლებლობით. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების უფრო ფართოდ დანერგვის გზაზე და ასევე დავეხმაროთ ქართველ მწარმოებლებს, რომ ჰქონდეთ რესურსები და უნარები, რათა გლობალურ ბაზარზე სამართლიანი კონკურენცია გასწიონ. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი ალექს მუნი: ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა სენატორი რობ პორტმანი ანაკლიაზე: პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის NATO შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება ამრიგად, ამერიკის შეერთებული შტატები შუა დერეფნის განვითარების მიმართ გაზრდილ ინტერესს განიხილავს როგორც არსებითად მნიშვნელოვან შესაძლებლობას საქართველოს აყვავებული, დემოკრატიული, გლობალურად ინტეგრირებული მომავლისკენ მიმავალ გზაზე“, - განუცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა Europetime-ს. ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), გენერალმა ბენ ჰოჯესმა Europetime-თან განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი იქნება, რომელიც მალე შემუშავდება. ეს საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით. „რუსეთი და ირანი ქმნიან მდინარეების, ზღვებისა და რკინიგზის სატრანსპორტო ქსელს, რათა თავიდან აიცილონ სანქციები საქონლის ორ ქვეყანას შორის და მის ფარგლებს გარეთ გატანისას. ცხადია, ჩვენ უნდა გამოვნახოთ გზები და დავხუროთ ყველა ის შავი ხვრელი, რომლითაც რუსეთი და ირანი შეძლებენ სანქციების პროტოკოლების დარღვევას. მაგრამ დადგება დღე, როდესაც რუსეთი და ირანი სულაც არ იქნებიან ჩვენი მტრები, ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ როგორ ვისარგებლოთ ამ ახალი სავაჭრო მარშრუტით. ხოლო აშშ-საქართველოს სტრატეგიას, რომელიც მალე შემუშავდება შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონისთვის, შეუძლია ამის გათვალისწინება. საქართველოში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება კი იქნება ამ სტრატეგიის მთავარი ნაწილი, რაც საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით“, - განუცხადა Europetime-ს ბენ ჰოჯესმა. ბლინკენი: ვმუშაობთ NATO-სთან, რათა გავაძლიეროთ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგია ენტონი ბლინკენი: შავი ზღვის რეგიონს სასიცოცხლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რეგიონში გვყავს ახლო პარტნიორები, უკრაინა და საქართველო
ჟურნალისტის დაკავების შემდეგ, ბლინკენი ყველა ამერიკელს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოუწოდა ამერიკელ მოქალაქეებს, დატოვონ რუსეთი მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი. „თუ თქვენ ხართ აშშ-ის მოქალაქე, ცხოვრობთ ან მოგზაურობთ რუსეთში, გთხოვთ, სასწრაფოდ დატოვოთ (რუსეთი)... ყველაზე მკაცრად, ჩვენ ვგმობთ კრემლის მცდელობებს, დააშინოს, ჩაახშოს სამოქალაქო საზოგადოების ხმა და დასაჯოს ჟურნალისტები , - განაცხადა ბლინკენმა. რუსეთში Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინე ჟან-პიერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობა ღრმად შეშფოთებულია ჟურნალისტის დაკავებით და უშუალო კონტაქტშია რუსეთის მთავრობასთან ამ საკითხთან დაკავშირებით.
ბლინკენმა ლავროვთან სატელეფონო საუბრისას WSJ-ის ჟურნალისტის გათავისუფლება მოითხოვა
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ესაუბრა. ამერიკელმა დიპლომატმა Wall Street Journal-ის რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. ამის შესახებ ინფორაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. „მდივანმა ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვს გადასცა შეერთებული შტატების „სერიოზული შეშფოთება“ რუსეთის მიერ აშშ-ის მოქალაქე ჟურნალისტის მიუღებელი დაკავების გამო და მოითხოვა მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება. მდივანმა ბლინკენმა ასევე მოუწოდა კრემლს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აშშ-ის მოქალაქე პოლ უელანი, რომელიც უკანონოდ არის დაკავებული. მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ასევე განიხილეს ისეთი გარემოს შექმნის მნიშვნელობა, რომელიც საშუალებას მისცემს დიპლომატიურ მისიებს, განახორციელონ თავიანთი სამუშაო“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში. თავის მხრივ, რუსული მხარის ინფორმაციით, ლავროვი საუბრისას ამტკიცებდა, რომ ვაშინგტონი Wall Street Journal-ის რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის საქმის პოლიტიზებას ცდილობს, რაც მიუღებელია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლავროვმა ბლინკენს განუცხადა, რომ გერშკოვიჩის ბედს სასამართლო გადაწყვეტს. რუსული მხარის ცნობითვე, საუბრის ინიციატორი ბლინკენი იყო. ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტის ევან გერშკოვიჩის დაუყოვნებლივი გათავისუფლებას მოითხოვს. გამოცემის შეფასებით, ჟურნალისტის საქმემ, რომელიც თავისუფალი პრესის საშინელი შეურაცხყოფაა, მთელ მსოფლიოში, ყველა თავისუფალ ხალხსა და მთავრობაში აღშფოთება უნდა გამოიწვიოს. ამერიკული გამოცემის განცხადებით, არცერთი რეპორტიორი არ უნდა იყოს დაკავებული მხოლოდ თავისი საქმის კეთების გამო. ეკატერინბურგში, ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ის მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტი, 1991 წელს დაბადებული ევან გერშკოვიჩი 30 მარტს დააკავეს, რომელიც შეერთებული შტატების სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. დანაშაული 20-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. რეპორტიორი სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ შესახებ ამზადებდა მასალას, რომელსაც კრემლი აქტიურად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში. 31 მარტს ბაიდენმა რუსეთს WSJ-ის რეპორტიორის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
აშშ აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას და იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას - ბლინკენი
ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებულ განცხადებაში საუბრობს. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა „დღეს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ახდენს მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას. ჩვენ ყველა იმ მოსმართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება, იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად. პირებს, რომელთა სანქცირებაც განხორციელდა 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031(c) თავის საფუძველზე, რომელიც ეხება სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციებსა და მასთან დაკავშირებულ პროგრამებს, (Div. K, P.L. 117-328) (“თავი 7031(c)”) და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა“, - ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.
აშშ-ის საელჩო: სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ სანქირებული პირები აზიანებდნენ სამართლის უზენაესობას
აშშ-ის საელჩო საქართველოში, ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს. „მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის მიმართ აღნიშნული ვიზასთან დაკავშირებული სანქციები გათვალისწინებულია 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031(c) თავით, რომელიც ეხება სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციებსა და მასთან დაკავშირებულ პროგრამებს. აღნიშნული წესი სანქცირებულ პირებს (და მათი უშუალო ოჯახის წევრებს) უკრძალავს ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლას, იმ საფუძვლით, რომ სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით ისინი ჩართულნი არიან მნიშვნელოვან კორუფციაში. აშშ-მ საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა აშშ აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას და იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას - ბლინკენი რაც შეეხება იმას, უნდა ველოდოთ თუ არა უფრო მეტი პირის სანქცირებას, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები წინასწარ არ აანონსებს სანქციებს. ამასთან, ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული სანქციები არ არის შეზღუდული კონკრეტული ვადით. 7031(c)-ე თავი შეიცავს წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას, რამაც შესაძლოა მისცეს პირს უფლება გაემგზავროს ამერიკაში, გარკვეული გარემოებების არსებობის შემთხვევაში. „სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ სანქცირებული პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში სასამართლოში მათი მოქმედი თუ წინა თანამდებობებზე ყოფნის პერიოდში. მათი კორუფციული ქმედებებით ისინი აზიანებდნენ სამართლის უზენაესობასა და დემოკრატიულ პროცესებს. ინფორმაციის შეგროვება ხდება სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის, ღია წყაროებიდან. მივიღეთ სანდო ინფორმაცია, რომ მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით, რაც აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით. ინფორმაცია, რომელიც ჩვენ შევაგროვეთ, აკმაყოფილებს ამერიკული კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს, რათა არ დავუშვათ აღნიშნული პირების შემოსვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში. კორუფციის გამოძიება საქართველოში ქართველი სამართალდამცავი უწყებების უფლებამოსილებაა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჩვენ საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით ვდგავართ მათ ძალისხმევაში, გააუმჯობესონ გამჭვირვალობა და დემოკრატიული მმართველობა - ბლინკენი
„ჩვენ საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით ვდგავართ მათ ძალისხმევაში, გააუმჯობესონ გამჭვირვალობა და დემოკრატიული მმართველობა“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი Twitter-ის პირად გვერდზე წერს. მისი თქმით, დღეს ოთხი ქართველი ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირის მიმართ განისაზღვრა სანქცია მნიშვნელოვანი კორუფციისთვის, რაც მათ შეერთებულ შტატებში შესვლის უფლებას ართმევს. „ჩვენ საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით ვდგავართ მათ ძალისხმევაში, გააუმჯობესონ გამჭვირვალობა და დემოკრატიული მმართველობა”, - წერს ენტონი ბლინკენი. აშშ-მ საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა აშშ აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას და იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას - ბლინკენი ცნობისთვის, აშშ ოთხ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
ამ ეტაპზე უკრაინასა და რუსეთს შორის დიალოგი შეუძლებელია - ბლინკენი
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, უკრაინის ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უკრაინასა და რუსეთს შორის დიალოგის შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს. უკრაინის კონტრშეტევა უახლოეს დღეებში დაიწყება - ბლინკენი „ზოგისთვის ცეცხლის შეწყვეტის იდეა შეიძლება მაცდური იყოს, მაგრამ თუ ეს რუსეთის მიერ უკრაინის მნიშვნელოვანი ტერიტორიების მიტაცების რატიფიცირების ტოლფასი იქნება, მაშინ ეს არ იქნება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა“, - განაცხადა ბლინკენმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
ილია დარჩიაშვილი ბლინკენს: იმედს გამოვთქვამთ, რომ აშშ წარმოადგენს მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას
სრულიად გაუგებარი და მიუღებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირების შესახებ, რომელიც ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე გასაჯაროვდა,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტის, ილია დარჩიაშვილის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისადმი გაგზავნილ წერილშია ნათქვამი. დასაბუთების გარეშე გაკეთებული განცხადებები მიზნად ისახავს, სასამართლოს სრულ დისკრედიტაციას - ვალერი ცერცვაძე აშშ-მ საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა „ქართული სასამართლო მოსახლეობაში და საერთაშორისო კვლევებში აღიქმება როგორც ერთ-ერთი მოწინავე. „IPSOS FRANCE-ის“ კვლევის („სასამართლო რეფორმების შეფასება საქართველოში“) მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 55% ფიქრობს, რომ სასამართლო არის სამართლიანი, 52% ფიქრობს, რომ სასამართლო არის სანდო და 51% ფიქრობს, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი. ხელისუფლების ათწლიანი მუშაობისა და გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავე ადგილებს იკავებს. „მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“ კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსში საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში. 2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო ლიდერობს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალურ აზიის რეგიონში, პირველად ინდექსის ისტორიაში, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის წევრ 11 ქვეყანას უსწრებს. ამავდროულად, გრძელდება სასამართლო რეფორმაზე მუშაობა ვენეციის კომისიასთან ერთად იმისთვის, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა და გამჭვირვალობა კიდევ უფრო განმტკიცდეს და კანონმდებლობა კიდევ უფრო სრულყოფილი გახდეს. ამ რეალობის გათვალისწინებით, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირების შესახებ, რომელიც ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე გასაჯაროვდა. იმედს გამოვთქვამთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. სხვა შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მხრიდან აღნიშნული აღიქმება როგორც სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა და მის საქმიანობაში უხეში ჩარევა, რაც საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს დააზიანებს“,- აღნიშნავს დარჩიაშვილი.
ბლინკენი: აშშ-ის სადაზვერვო დოკუმენტების გაჟონვა არ ასახულა თანამშრომლობაზე პარტნიორებთან და მოკავშირეებთან
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მკაცრად გასაიდუმლოებული სამხედრო დაზვერვის დოკუმენტების ინტერნეტში გაჟონვა არ ასახულა ვაშინგტონის თანამშრომლობაზე მის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან. „იმ საუბრებიდან გამომდინარე, რომლებიც მე მქონდა, არ მსმენია არაფერი ისეთი, რაც გავლენას მოახდენდა ჩვენს თანამშრომლობაზე მოკავშირეებთან და პარტნიორებთან“, - განაცხადა ბლინკენმა. ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში გამართულ პრესკოფერენციაზე ბლინკენმა აღნიშნა, რომ შტატებმა ამ საკითხზეც იმუშავა თავის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან. აშშ-ის საჰაერო დანაყოფის 21 წლის წევრი, რომელსაც ბრალად ედება მკაცრად გასაიდუმლოებული სამხედრო დაზვერვის მონაცემების გავრცელება, 13 აპრილს დააკავეს.
ბლინკენის თქმით, სუდანში აშშ-ის დიპლომატიურ ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ სუდანში აშშ-ის დიპლომატიურ ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს. ბლინკენის თქმით, თავდასხმისას არავინ დაშავებულა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ტელეფონით ესაუბრა სუდანის არმიისა და გასამხედროებული „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მეთაურებს და მათ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ელჩს საკუთარ სახლში, სუდანის დედაქალ ხართუნში თავს დაესხნენ. გაეროს ცნობით, სუდანში შეტაკებებისას დაღუპულთა რიცხვმა 200-ს მიაღწია, დაშავებულთა რაოდენობა 1800-ს აჭარბებს. მეოთხე დღეა, ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს შორის“ შეტაკებები მიმდინარეობს.
ბლინკენი ალიევს: ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს შექმნა ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესში ნდობის დამყარების მცდელობებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. შესაბამის ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ აშშ ამ კუთხით მხარდაჭერას გააგრძელებს. ენტონი ბლინკენმა და ილჰამ ალიევმა ლაჩინის დერეფანში საგუშაგოს გახსნის საკითხზეც ისაუბრეს. მდივანმა ბლინკენმა გამოხატა შეერთებული შტატების ღრმა შეშფოთება, რომ აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს შექმნა ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესში ნდობის დამყარების მცდელობებს და ხაზი გაუსვა ლაჩინის დერეფნის რაც შეიძლება სწრაფად გახსნის მნიშვნელობას კომერციული და კერძო მანქანებისთვის. აზერბაიჯანული მედიის ცნობით კი, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ საგუშაგო აზერბაიჯანის სუვერენული უფლებებისა და ყველა საერთაშორისო წესების შესაბამისად შეიქმნა. აშშ-ის შეფასებით, აზერბაიჯანის ქმედება რეგიონში მშვიდობის დამყარებისკენ მიმართულ მცდელობებს ძირს უთხრის
ენტონი ბლინკენი: დიალოგი არის გასაღები სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად
ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა გაიმართა. სამმხრივ შეხვედრამდე ბლინკენმა მირზოიანთან და ბაირამოვთან შეხვედრები ცალკე-ცალკე გამართა. ენტონი ბლინკენმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად დიალოგი უმნიშვნელოვანესია. „ჩვენს ახალ შენობაში ჯორჯ პ. შულცის საგარეო საქმეთა ეროვნულ სასწავლო ცენტრში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთად სამშვიდობო მოლაპარაკებებს ვმასპინძლობთ. დიალოგი არის გასაღები სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“, - დაწერა ბლინკენმა Twitter-ზე. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღის წესრიგში იყო უსაფრთხოების და სომხეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხები. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ განხილული იყო რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების მოგვარების პროცესი და აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის დაბლოკვით შექმნილი ჰუმანიტარული სიტუაცია. 23 აპრილს, აზერბაიჯანმა ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტი გახსნა ლაჩინის გზის დასაწყისში. ლაჩინის დერეფანი მთიან ყარაბაღთან სომხეთის დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა.
ბლინკენმა კომენტარი გააკეთა კრემლზე კიევის თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე
აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს სმენია მოსკოვის ცნობებზე უკრაინის მიერ დრონებით კრემლზე სავარაუდო თავდასხმის შესახებ, მაგრამ „მათი რამენაირად დადასტურება” არ შეუძლია. „უბრალოდ არ ვიცით… ნებისმიერ რამეს, რაც კრემლიდან მოდის, დიდი სიფრთხილით მოვეკიდებოდი. ვნახავთ, რა ფაქტებია. და ძალიან რთულია ამაზე კომენტარის გაკეთება ან სპეკულირება, როდესაც ფაქტები არ იცი”, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. რას ამბობს ზელენსკი მოსკოვის მტკიცებაზე, რომ კიევმა კრემლზე დარტყმის განხორციელება სცადა რა პოზიცია აქვს აშშ-ს უკრაინის რუსეთზე თავდასხმის მცდელობასთან დაკავშირებით, ბლინკენმა ამ შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ დაიცავს თავს.
ენტონი ბლინკენი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ექნება დადებითი ეფექტი მათ საზღვრებს მიღმაც
აზერბაიჯანმა და სომხეთმა „ხელშესახები პროგრესს" მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმების პროცესში, ვაშინგტონში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა Reuters-ის ცნობით. ბლინკენის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მხარეებმა რამდენიმე რთული საკითხი განიხილეს. „იმედი მაქვს და მჯერა, რომ როგორც მე, ისინიც ხედავენ, რომ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არსებობს. ორივე მხარემ აჩვენა გულწრფელი ვალდებულება ურთიერთობების ნორმალიზებისა და მათი დიდი ხნის კონფლიქტის დასრულების მიზნით. როგორც სომხეთი, ასევე აზერბაიჯანი, პრინციპში შეთანხმდნენ გარკვეულ პირობებზე და უკეთ ესმით ერთმანეთის პოზიციები გადაუჭრელ საკითხებზე“, - განაცხადა ბლინკენმა. ენტონი ბლინკენი: დიალოგი არის გასაღები სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად ორმა ქვეყანამ მოლაპარაკების შემდეგ იდენტური განცხადებები გაავრცელა და თქვა, რომ მათ თავიანთი პოზიციები დააფიქსირეს ნორმალიზაციის შესახებ. თუმცა, ორივე მხარემ აღიარა, რომ „ზოგიერთ ძირითად საკითხზე პოზიციები განსხვავებულია". კრემლმა სამშაბათს განაცხადა, რომ ნებისმიერი მცდელობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მოსაგვარებლად მისასალმებელია, მაგრამ ნებისმიერი გრძელვადიანი გადაწყვეტის საფუძველი უნდა იყოს რუსეთის შუამავლობით 2020 წლის სამშვიდობო შეთანხმება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეფასებით, შეთანხმების მიღწევა იქნება არამხოლოდ ისტორიული, არამედ, მას ექნება ძალიან პოზიტიური ეფექტი ამ ქვეყნების ფარგლებს მიღმაც. „შეერთებული შტატები აქ არის იმისათვის, რომ გააგრძელოს ჩვენი ორივე მეგობრის დახმარება ფინიშის ხაზის გადალახვაში. და ვფიქრობ, ჩვენ ამის მიღწევა შეგვიძლია“, - აღნიშნა ბლინკენმა.
რუსეთის აგრესია უკრაინაში და თანამშრომლობა ირანის მავნე გავლენის წინააღდმეგ - ბლინკენი კოენს ესაუბრა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სატელეფონო საუბარი გამართა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ ელი კოენთან. ოფიციალურმა პირებმა განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის საკითხი. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა. „მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა განიხილეს ორმხრივი შეშფოთების გლობალური საკითხები, მათ შორის ბოლოდროინდელი მოვლენები სუდანში, რუსეთის აგრესია უკრაინაში და თანამშრომლობა ირანის მავნე გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ და მოუწოდა ისრაელის მხარეს და პალესტინის ხელისუფლებას, გადადგან მეტი ნაბიჯები რეგიონის სტაბილიზაციისთვის. გასულ კვირას, აშშ-ის კონგრესის დელეგაცია, პალატის სპიკერის კევინ მაკკარტის ხელმძღვანელობით ისრაელს ეწვია. ამ ვიზიტის დროს, სხვა საკითხებთან ერთად, დაისვა უკრაინის მხარდაჭერის საკითხი.
აშშ მზადაა, მეტი იარაღი მიაწოდოს უკრაინას - ბლინკენი
აშშ მზად არის, მომავალში მეტი იარაღი მიაწოდოს უკრაინას, თუ ქვეყნისგან შესაბამის მოთხოვნას მიიღებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა PBS-თან ინტერვიუში განაცხადა. „რაიმე ხარვეზი, იარაღის დეფიციტი თუ არის, გვეტყვიან და ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ შევავსოთ ეს დეფიციტი“, – განაცხადა ბლინკენმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
ბლინკენი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი, უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადონ
სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი, უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადონ. "არასოდეს აპირებთ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას", - ჰკითხა მას სენატში გამართულ მოსმენაზე სენატორმა ლინდსი გრემმა. "არასოდეს თქვა - არასოდეს“, - უპასუხა ბლინკენმა. უკრაინა რუსეთს ტერორისტ სახელმწიფოდ მოიხსენიებს მას შემდეგ, რაც რუსეთის ძალები საცხოვრებელ კორპუსებსა და ასევე, სხვა დაწესებულებებს ბომბავენ, რასაც მშვიდიბიანი მოქალაქეების სიცოცხლე ეწირება. რუსეთმა გასული წლის თებერვალში დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი და დღემდე აგრძელებს სამხედრო აგრესიას.
აშშ-ის სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს - ბლინკენი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა „უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტის ოკუპაციის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა აჩვენა ურყევი, მტკიცე გადაწყვეტილება, მიეღო თავისი ევროატლანტიკური მომავალი. ჩვენ ვაღიარებთ და ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქცევას, მათ შორის, რუსეთის საქართველოში შეჭრას 2008 წელს და მიმდინარე ოკუპაციას. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენი 31-წლიანი ორმხრივი ურთიერთობის განმავლობაში, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული განვითარების წინსვლის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, კანონის უზენაესობის გაძლიერების, ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და უკეთესი მომავლის შესაქმნელად. ჩვენმა ქვეყნებმა ასევე ერთად იმუშავეს, რათა მოეტანათ სტაბილურობა და მშვიდობა საქართველოში, რეგიონსა და მსოფლიოში. დღეს, ქართველებისთვის აღსანიშნავ დღეს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების ერთგულებას, რათა დაეხმაროს საქართველოს, ააშენოს უსაფრთხო, უკეთესი, ევროპული დემოკრატია, რომელიც მის მოქალაქეებს სურთ და ასე უხვად იმსახურებენ“, – ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში. 26 მაისს, წელს პირველად, ფიცს წვევამდელები თბილისსა და 10 ქალაქში დადებენ როგორ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ენტონი ბლინკენი: ქართველ ხალხს ძალიან კარგად ესმის დამოუკიდებლობის, თავისუფლების და დემოკრატიის ფასი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ქართველ ხალხს ძალიან კარგად ესმის დამოუკიდებლობის, თავისუფლების და დემოკრატიის ფასი, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მილოცვაშია ნათქვამი. ბლინკენის შეფასებით, მიუხედავად რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა უკრაინაში, და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის მუდმივი ოკუპაციისა, ქართველმა ხალხმა აჩვენა ურყევი და მტკიცე მისწრაფება ევროატლანტიკური მომავლის განსახორციელებლად. „ჩვენ ვაღიარებთ და ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქცევას, მათ შორის 2008 წელს რუსეთის შეჭრას საქართველოში და შემდგომ და მიმდინარე ოკუპაციას. მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენი 31-წლიანი ორმხრივი ურთიერთობის განმავლობაში, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული განვითარების წინსვლის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, კანონის უზენაესობის გაძლიერების, ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და უკეთესი მომავლის შესაქმნელად. ჩვენმა ქვეყნებმა ასევე ერთად იმუშავეს გვერდიგვერდ, რათა მოეტანათ სტაბილურობა და მშვიდობა საქართველოს, რეგიონსა და მსოფლიოში. დღეს, ქართველებისთვის აღსანიშნავ დღეს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების ერთგულებას, რათა დაეხმაროს საქართველოს, ააშენოს უსაფრთხო, უკეთესი, ევროპული დემოკრატია, რომელიც მის მოქალაქეებს სურთ და ასე უხვად იმსახურებენ“, – ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.
ბლინკენი ჩინეთში უახლოეს კვირებში ჩავა - Reuters
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უახლოეს კვირებში ჩინეთში მოლაპარაკებებისთვის გაემგზავრება. Reuters-ის ცნობით, ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. ბლინკენი ჩინეთში თებერვალში უნდა ჩასულიყო, თუმცა ვიზიტი აშშ-ის საჰაერო სივრცეში ჩინური სათვალთვალო საჰაერო ბურთის გამოჩენის გამო გადადო. ბლინკენის ვიზიტზე რაიმე გეგმის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი არ ადასტურებს. „ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გადაიგეგმება მაშინ, როცა პირობები ამის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა.
ბლინკენი კულებას ესაუბრა და კახოვკის კაშხლის განადგურებით დაზარალებულ უკრაინელებს მხარდაჭერას დაჰპირდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს კახოვკის ჰესის კაშხლის განადგურების შედეგები. კულებას თქმით, აშშ უკრაინას ზარალის შემსუბუქებაში ეხმარება. უკრაინელი მინისტრის თქმით, ამერიკელ კოლეგასთან ასევე განიხილა სამხედრო დახმარებისა და ვილნიუსში დაგეგმილი სამიტის საკითხები. „აშშ გააგრძელებს ძალისხმევას მეტი იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდებისთვის“, - წერს კულება Twitter-ზე. თავის მხრივ, სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა სახელმწიფო დეპარტამენტმაც. მისი მიხედვით, მხარეებმა განიხილეს ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისადმი, რადგან კიევი მოსახლეობასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმებისგან იცავს თავს. მდივანმა გამოთქვა შეშფოთება ათასობით უკრაინელის გამო, რომლებიც კახოვკის კაშხლის ბოლოდროინდელი განადგურებით დაზარალდნენ და კულებას შესთავაზა აშშ-ის შემდგომი მხარდაჭერა დაზარალებულთათვის. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი
NATO-ს სამიტზე უკრაინისთვის ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გამოცხადებით, პუტინს გავუგზავნით სიგნალს, რომ ის თავის მიზნებს ვერ მიაღწევს - ბლინკენი
ვილნიუსში NATO-ს სამიტზე, სამხედრო ალიანსის წევრები უკრაინას მხარდაჭერის „მყარ პაკეტს" გადასცემენ, რაც პუტინს გაუგზავნის სიგნალს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობა რჩება ძლიერი და ის ვერ მიაღწევს თავის მიზნებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ორშაბათს, 12 ივნისს ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ვფიქრობ, რასაც სამიტზე შეიძლება, ელოდოთ, ეს არის უკრაინის როგორც პოლიტიკური, ასევე, პრაქტიკული მხარდაჭერის ძლიერი პაკეტი“, - აღნიშნა ბლინკენმა. ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ ცივილიზებულ სამყაროს და უკრაინას სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა სურთ. NATO-ს სამიტი ვილნიუსში, 11-12 ივლისს გაიმართება.
აშშ NATO-ს სამიტზე უკრაინისთვის „ძლიერ პაკეტს“ აანონსებს
ვილნიუსში NATO-ს სამიტზე, სამხედრო ალიანსის წევრები უკრაინას მხარდაჭერის „მყარ პაკეტს" გადასცემენ, რაც პუტინს გაუგზავნის სიგნალს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობა რჩება ძლიერი და ის ვერ მიაღწევს თავის მიზნებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ორშაბათს, 12 ივნისს ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ვფიქრობ, რასაც სამიტზე შეიძლება, ელოდოთ, ეს არის უკრაინის როგორც პოლიტიკური, ასევე, პრაქტიკული მხარდაჭერის ძლიერი პაკეტი. ჩვენ მტკიცედ ვართ. უკრაინელ ხალხს, ყველა ჩვენგანს სურს მშვიდობა, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ის უნდა იყოს სამართლიანი და გრძელვადიანი”, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა. NATO-ს სამიტზე უკრაინისთვის ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გამოცხადებით, პუტინს გავუგზავნით სიგნალს, რომ ის თავის მიზნებს ვერ მიაღწევს - ბლინკენი ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ ცივილიზებულ სამყაროს და უკრაინას სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა სურთ. NATO-ს სამიტი ვილნიუსში, 11-12 ივლისს გაიმართება.
ბლინკენი იმედოვნებს, რომ უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა აიძულებს პუტინს, ომის დასრულებაზე მოლაპარაკება დაიწყოს
უკრაინის წარმატებულმა კონტრშეტევამ შეიძლება, აიძულოს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ომის დასრულების მიზნით, კიევთან მოლაპარაკება აწარმოოს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ, ანტონიო ტაიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ კონტრშეტევა, რომელიც 8 ივნისს დაიწყო, ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა და რომ სრული შედეგის დადგენა „ძალიან ადრეა“. ბლინკენმა ასევე ხაზი გაუსვა ფართო საერთაშორისო მხარდაჭერას და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, რომ წარმატებას მიაღწევს ტერიტორიების დაბრუნების თვალსაზრისით. „კონტრშეტევის დროს უკრაინის წარმატება გააძლიერებს მის პოზიციებს ნებისმიერი მოლაპარაკების მაგიდასთან, რომელიც გამოჩნდება და ამან შეიძლება, ასევე იქონიოს გავლენა იმაზე, რომ პუტინი საბოლოოდ ფოკუსირდება მის მიერ დაწყებული ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებებზე“, - აღნიშნა ბლინკენმა. აშშ და მისი მოკავშირეები მხარს უჭერდნენ უკრაინის კონტრშეტევის მომზადებას მთელი გაზაფხულის განმავლობაში და პირობა დადეს, რომ უკრაინას მხარს დაუჭერენ იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება.
რას უნდა ელოდოს უკრაინა NATO-ს სამიტზე - ბლინკენისა და სტოლტენგერგის შეხვედრა ვაშინგტონში
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სახელმწიფო მდივანს ვაშინგტონში შეხვდა. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მოკავშირეების და პარტნიორების მხარდაჭერა, ბრძოლის ველზე უკრაინის პოზიციებს ცვლის და საშუალებას აძლევს უკრაინას, აწარმოოს კონტრშეტევა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ივლისში ვილნიუსის სამიტზე ლიდერები გააგრძელებენ და გააძლიერებენ უკრაინის მხარდაჭერას. ისინი ასევე მიიღებენ გადაწყვეტილებებს შეკავებისა და თავდაცვის შემდგომი გაძლიერების შესახებ, მათ შორის თავდაცვის ხარჯების გაზრდის მტკიცე ვალდებულების ჩათვლით. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის შვედეთს, როგორც სრულუფლებიან წევრს, რაც შეიძლება მალე. თავის მხრივ, ბლინკენმა გადაუხადა მადლობა სტოლტენბერგს ამ კრიტიკულ დროს ლიდერობისთვის და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ვილნიუსის სამიტზე ძლიერ პაკეტს მიიღებს. აშშ NATO-ს სამიტზე უკრაინისთვის „ძლიერ პაკეტს“ აანონსებს
ენტონი ბლინკენი ჩინეთშია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი პეკინში ჩავიდა. ეს ამერიკელი დიპლომატის პირველი ვიზიტი ჩინეთში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ვიზიტის მიზანს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება წარმოადგენს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი მაღალ დონეზე საკომუნიკაციო ხაზების აღდგენაა. ენტონი ბლინკენი შეხვდება ჩინელ კოლეგას და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. შეგახსენებთ, ენტონი ბლინკენი პეკინში ვიზიტს ხუთი თვის წინათაც გეგმავდა, თუმცა მაშინ შტატების სივრცეში ჩინური საჰაერო ბურთების შესვლამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაამწვავა. CNN-ის თანახმად, ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, ორივე მთავრობის ოფიციალურ პირებს ვიზიტის მიმართ დაბალი მოლოდინები აქვთ, მაგრამ ბლინკენმა პირობა დადო, რომ ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალურ პირებთან მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის უკრაინის ომზე, „აშშ-ის ძალიან რეალურ შეშფოთებასთან“ დაკავშირებით ისაუბრებს. ჩინეთმა რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა დოკუმენტი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის „პოლიტიკური მოგვარების“ შესახებ, რომელმაც დასავლეთის კრიტიკად დაიმსახურა იმის გამო, რომ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი რუსეთის მიერ უკრაინიდან ჯარების გაყვანაზე, როგორც ომის დასრულების გზაზე. ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უახლოეს მომავალში სი ძინპინთან შეხვედრის იმედი გამოთქვა. აშშ მთავარ გეოპოლიტიკურ გამოწვევად ჩინეთს მიიჩნევს. კონტექსტი: პეკინი: სერიოზულად შეშფოთებულები ვართ კახოვკის კაშხლის განადგურების გამო პეკინი მზადაა, ჩინეთისა და უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას შორის კონტაქტები გააფართოოს შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, გერმანიამ ეროვნული უსაფრთხოების შესახებ სტრატეგიაში ჩაწერა, რომ ჩინეთს განიხილავს, როგორც „პარტნიორს, კონკურენტს და სისტემურ კონკურენტს“ და აღნიშნა, რომ ბერლინმა დაინახა, რომ „მეტოქეობისა და კონკურენციის ელემენტები გაიზარდა ბოლო წლებში; ამავდროულად, ჩინეთი რჩება პარტნიორად, რომლის გარეშეც ბევრი, ყველაზე აქტუალური გლობალური გამოწვევის გადაწყვეტა შეუძლებელია“. გერმანიის მთავრობა ჩინეთთან დაკავშირებით კონკრეტულ სტრატეგიას ადგენს. მთავრობამ განაცხადა, რომ ასევე შეიმუშავებს სტრატეგიას და მისი დაზვერვის სამსახურების ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერებით გაზრდის გერმანიის შესაძლებლობას, დაუპირისპირდეს ჰიბრიდულ საფრთხეებს. ცნობისთვის, 17 მაისს გამართულ შეხვედრაზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ჩინეთის სპეცწარმომადგენელს, ლი ჰუის დეტალურად გააცნო უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე დაფუძნებული სტაბილური და სამართლიანი მშვიდობის აღდგენის პრინციპები. მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მიუღებელია წინადადება, რომელიც გულისხმობს მისი ტერიტორიების დაკარგვას ან კონფლიქტის გაყინვას. „მხარეებმა ცალ-ცალკე განიხილეს უკრაინასა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივები და შეთანხმდნენ დიალოგის გაზრდაზე ორმხრივი და საერთაშორისო დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე“, - აღნიშნულია უკრაინული მხარის ინფორმაციაში. აღსანიშნავია, რომ მაისის დასაწყიში, ჩინეთმა გაეროში მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც რუსეთს აგრესორს უწოდებენ. მანამდე ჩინეთი თავს იკავებდა მოსკოვის ქმედებების კრიტიკისგან და „ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით“, მშვიდობის მიღწევის აუცილებლობაზე საუბრობდა. თავად ჩინეთის წარმომადგენლებმა აღნიშნულ კენჭისყრასთან დაკავშირებით, კომენტარი არ გააკეთეს. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვს მარტის ბოლოს ეწვია. მან პეკინსა და მოსკოვს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრობის შესახებ ისაუბრა. უფრო ადრე, დასავლეთის ქვეყნებმა გამოთქვეს შიშები, რომ ჩინეთმა შესაძლოა, რუსეთისთვის იარაღის მიწოდება დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ პეკინის პოზიციის ცვლილება უკრაინის ომთან დაკავშირებით, არ შეინიშნება. ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ, სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
„კონსტრუქციული მოლაპარაკებების“ შემდეგ, აშშ და ჩინეთი მომდევნო შეხვედრაზე შეთანხმდნენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცინ განმა კვირას „კონსტრუქციული მოლაპარაკებები“ გამართეს. Reuters-ის თანახმად, ასე შეაფასა შეხვედრა ორივე მხარემ. ხუთსაათ-ნახევრიან შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო ტაივანი, ვაჭრობის თემა, სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობების შენარჩუნება. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცინ განმა ხაზი გაუსვა, რომ ტაივანი ჩინეთისთვის „ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი“ და „ყველაზე დიდი რისკია“ ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობებში. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ბლინკენმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების მნიშვნელობას და ღია კომუნიკაციის შენარჩუნების საკითხი, რათა არასწორი აღქმისა და არასწორი გათვლების რისკი შემცირდეს. ამასთან, მდივანმა წამოჭრა არაერთი შემაშფოთებელი საკითხი, ისევე როგორც შესაძლებლობა, რომ გამოიკვლიოს თანამშრომლობის საერთო წერტილები ტრანსნაციონალურ საკითხე, სადაც აშშ-სა და ჩინეთის ინტერესები ერთმანეთთან თანხვედრაშია. მდივანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ყოველთვის მხარს დაუჭერს ამერიკელი ხალხის ინტერესებსა, ღირებულებებს და იმუშავებს თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რომგანავითაროს მისი ხედვა თავისუფალი და ღია მსოფლიოსთვის, სადაც დაცული იქნება საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი.მდივანმა სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი განი ვაშინგტონში დისკუსიების გასაგრძელებლად მიიწვია. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორივე მხარისთვის ხელსაყრელ დაგეგმონ ორმხრივი ვიზიტი.ბლინკენის შეხვედრები ოფიციალურ პირებთან პეკინში, 19 ივნისს გაგრძელდება. მანამდე კი, არცერთი მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ არის მითითებული, ბლინკენის და მისი ჩინელი კოლეგის შეხვედრაზე იყო თუ არა საუბარი უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ. CNN-ის თანახმად, ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, ორივე მთავრობის ოფიციალურ პირებს ვიზიტის მიმართ დაბალი მოლოდინები აქვთ, მაგრამ ბლინკენმა პირობა დადო, რომ ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალურ პირებთან მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის უკრაინის ომზე, „აშშ-ის ძალიან რეალურ შეშფოთებასთან“ დაკავშირებით ისაუბრებს. ჩინეთმა რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა დოკუმენტი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის „პოლიტიკური მოგვარების“ შესახებ, რომელმაც დასავლეთის კრიტიკად დაიმსახურა იმის გამო, რომ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი რუსეთის მიერ უკრაინიდან ჯარების გაყვანაზე, როგორც ომის დასრულების გზაზე. ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უახლოეს მომავალში სი ძინპინთან შეხვედრის იმედი გამოთქვა. აშშ მთავარ გეოპოლიტიკურ გამოწვევად ჩინეთს მიიჩნევს. კონტექსტი: პეკინი: სერიოზულად შეშფოთებულები ვართ კახოვკის კაშხლის განადგურების გამო პეკინი მზადაა, ჩინეთისა და უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას შორის კონტაქტები გააფართოოს შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, გერმანიამ ეროვნული უსაფრთხოების შესახებ სტრატეგიაში ჩაწერა, რომ ჩინეთს განიხილავს, როგორც „პარტნიორს, კონკურენტს და სისტემურ კონკურენტს“ და აღნიშნა, რომ ბერლინმა დაინახა, რომ „მეტოქეობისა და კონკურენციის ელემენტები გაიზარდა ბოლო წლებში; ამავდროულად, ჩინეთი რჩება პარტნიორად, რომლის გარეშეც ბევრი, ყველაზე აქტუალური გლობალური გამოწვევის გადაწყვეტა შეუძლებელია“. გერმანიის მთავრობა ჩინეთთან დაკავშირებით კონკრეტულ სტრატეგიას ადგენს. მთავრობამ განაცხადა, რომ ასევე შეიმუშავებს სტრატეგიას და მისი დაზვერვის სამსახურების ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერებით გაზრდის გერმანიის შესაძლებლობას, დაუპირისპირდეს ჰიბრიდულ საფრთხეებს. ცნობისთვის, 17 მაისს გამართულ შეხვედრაზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ჩინეთის სპეცწარმომადგენელს, ლი ჰუის დეტალურად გააცნო უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე დაფუძნებული სტაბილური და სამართლიანი მშვიდობის აღდგენის პრინციპები. მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მიუღებელია წინადადება, რომელიც გულისხმობს მისი ტერიტორიების დაკარგვას ან კონფლიქტის გაყინვას. „მხარეებმა ცალ-ცალკე განიხილეს უკრაინასა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივები და შეთანხმდნენ დიალოგის გაზრდაზე ორმხრივი და საერთაშორისო დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე“, - აღნიშნულია უკრაინული მხარის ინფორმაციაში. აღსანიშნავია, რომ მაისის დასაწყიში, ჩინეთმა გაეროში მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც რუსეთს აგრესორს უწოდებენ. მანამდე ჩინეთი თავს იკავებდა მოსკოვის ქმედებების კრიტიკისგან და „ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით“, მშვიდობის მიღწევის აუცილებლობაზე საუბრობდა. თავად ჩინეთის წარმომადგენლებმა აღნიშნულ კენჭისყრასთან დაკავშირებით, კომენტარი არ გააკეთეს. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვს მარტის ბოლოს ეწვია. მან პეკინსა და მოსკოვს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრობის შესახებ ისაუბრა. უფრო ადრე, დასავლეთის ქვეყნებმა გამოთქვეს შიშები, რომ ჩინეთმა შესაძლოა, რუსეთისთვის იარაღის მიწოდება დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ პეკინის პოზიციის ცვლილება უკრაინის ომთან დაკავშირებით, არ შეინიშნება. ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ, სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
ბლინკენი ჩინეთში სი ძინპინს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, რომელიც პეკინში იმყოფება ვიზიტით, ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდა. აშშ-ჩინეთის ურთიერთობების დაძაბულობის ფონზე, ბლინკენი თავის ორდღიან ვიზიტს ასრულებს. „კონსტრუქციული მოლაპარაკებების“ შემდეგ, აშშ და ჩინეთი მომდევნო შეხვედრაზე შეთანხმდნენ სი ძინპინთან შეხვედრა ბლინკენის ვიზიტამდე არ იყო დადასტურებული, აქედან გამომდინარე, დასავლური მედია ვარაუდობს, რომ ეს ფაქტი დადებით ნიშანდ იქნება მიჩნეული, რომ მოლაპარაკებები ვაშინგტონსა და პეკინს შორის კარგად მიმდინარეობს. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მოსალოდნელი შეხედრის შესახებ, მის დაწყებამდე ერთი საათით ადრე გამოაცხადა. „მოსალოდნელია, რომ ბლინკენის ვიზიტმა ჩინეთში, შესაძლოა, ბაიდენისა და სი ძინპინის აუდიენციას ნოემბრისთვის, გაუხსნას გზა. ორი მსოფლიო ლიდერი ბოლოს პირადად შეხვდა ბალიში, ინდონეზიაში, გასული წლის ბოლოს G20 სამიტის ფარგლებში“, - წერს CNBC. ვანმა მოუწოდა ვაშინგტონს, უარი თქვას ე.წ. „ჩინეთის საფრთხის თეორიაზე“ და გააუქმოს სანქციები პეკინის წინააღმდეგ. ბლინკენი არის აშშ-ის უმაღლესი დონის ოფიციალური პირი, რომელიც ჩინეთს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ ეწვია და პირველი სახელმწიფო მდივანია, რომელიც ამ ვიზიტს ახორციელებს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. „თამამად შეიძლება ითქვას, რომ ურთიერთქმედება ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემასა და გულწრფელობას. ვიმედოვნებ, რომ ამ ვიზიტით, თქვენ უფრო დადებით წვლილს შეიტანთ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობების სტაბილიზაციაში“, - მიმართა სი ძინპინმა ბლინკენს. „ბატონო პრეზიდენტო, გმადლობთ, რომ მიგვიღეთ დღეს. პრეზიდენტმა ბაიდენმა მთხოვა პეკინში გამგზავრება, რადგან მას სჯერა, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს აქვთ ვალდებულება და პასუხისმგებლობა მართონ ჩვენი ურთიერთობა. შეერთებული შტატები მზად არის ამის გასაკეთებლად. ეს არის შეერთებული შტატების, ჩინეთის და მსოფლიოს ინტერესებში.ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მე მქონდა გულწრფელი და კონსტრუქციული საუბრები სახელმწიფო მრჩეველთან ცინ განთან. ჩვენ განვიხილეთ როგორც ორმხრივი, ასევე გლობალური საკითხების ფართო სპექტრი. ვაფასებ ამ შესაძლებლობას, თქვენთან ერთად განვიხილო მომავალი გზა“, - განაცხადა თავის მხრივ, ენტონი ბლინკენმა“.
სი ძინპინი ენტონი ბლინკენს: მსოფლიოს ჩინეთსა და აშშ-ს შორის სტაბილური ურთიერთობა სჭირდება
ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენთან დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მსოფლიოს სჭირდება ჩინეთ-აშშ-ის სტაბილური ურთიერთობა და შეძლებენ თუ არა ჩინეთი და შეერთებულ შტატები ერთმანეთთან მეგობრულ ურთიერთობას, ეს გავლენას ახდენს კაცობრიობის მომავალსა და ბედზე. სი ძინპინმა ხაზი გაუსვა, რომ პეკინი პატივს სცემს ვაშინგტონის ინტერესებს და ვაშინგტონმაც ანალოგიურად პატივი უნდა სცეს მათ. „ჩინეთი პატივს სცემს შეერთებული შტატების ინტერესებს და არ დაუპირისპირდება მას. ანალოგიურად, შეერთებულმა შტატებმა ასევე პატივი უნდა სცეს ჩინეთს და არ დააზარალოს ჩინეთის ლეგიტიმური უფლებები და ინტერესები“, - განაცხადა სი ძინპინმა. ბლინკენი ჩინეთში სი ძინპინს შეხვდა აშშ პეკინისგან იღებს გარანტიას, რომ ჩინეთი რუსეთს ლეტალურ იარაღს არ მიაწვდის შეგახსენებთ, ენტონი ბლინკენი ჩინეთს 18 ივნისს ეწვია. ბლინკენი არის აშშ-ის უმაღლესი დონის ოფიციალური პირი, რომელიც ჩინეთს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ ეწვია და პირველი სახელმწიფო მდივანია, რომელიც ამ ვიზიტს ახორციელებს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. „კონსტრუქციული მოლაპარაკებების“ შემდეგ, აშშ და ჩინეთი მომდევნო შეხვედრაზე შეთანხმდნენ
აშშ პეკინისგან იღებს გარანტიას, რომ ჩინეთი რუსეთს ლეტალურ იარაღს არ მიაწვდის
პეკინში მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 19 ივნისს განაცხადა, ჩინეთი გამოვიდა დაპირებით, რომ რუსეთს არ გაუგზავნის უკრაინაში მიმდინარე ომში გამოსაყენებელ იარაღს, თუმცა ამასთანავე, ბლინკენმა შეშფოთება გამოთქვა ჩინეთის კერძო კომპანიების მოქმედებებზე. ბლინკენი მოხარულია, რომ მიიღო ასეთი დაპირება და ამჟამად აშშ-ს არ აქვს არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ჩინეთი ამ პირობას არ ასრულებს. „ამასთან, ჩვენს შეშფოთებას იწვევს ჩინური ფირმები -კომპანიები, რომლებსაც შეუძლიათ ტექნოლოგიების მიწოდება, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის გამოიყენებს. ჩვენ მივმართეთ ჩინურ მხარეს თხოვნით, უფრო ყურადღებით იყონ ამასთან დაკავშირებით ", - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. ბლინკენი ჩინეთში სი ძინპინს შეხვდა სი ძინპინთან შეხვედრა ბლინკენის ვიზიტამდე არ იყო დადასტურებული, აქედან გამომდინარე, დასავლური მედია ვარაუდობს, რომ ეს ფაქტი დადებით ნიშანდ იქნება მიჩნეული, რომ მოლაპარაკებები ვაშინგტონსა და პეკინს შორის კარგად მიმდინარეობს. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მოსალოდნელი შეხედრის შესახებ, მის დაწყებამდე ერთი საათით ადრე გამოაცხადა. „მოსალოდნელია, რომ ბლინკენის ვიზიტმა ჩინეთში, შესაძლოა, ბაიდენისა და სი ძინპინის აუდიენციას ნოემბრისთვის, გაუხსნას გზა. ორი მსოფლიო ლიდერი ბოლოს პირადად შეხვდა ბალიში, ინდონეზიაში, გასული წლის ბოლოს G20 სამიტის ფარგლებში“, - წერს CNBC. ვანმა მოუწოდა ვაშინგტონს, უარი თქვას ე.წ. „ჩინეთის საფრთხის თეორიაზე“ და გააუქმოს სანქციები პეკინის წინააღმდეგ. ბლინკენი არის აშშ-ის უმაღლესი დონის ოფიციალური პირი, რომელიც ჩინეთს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ ეწვია და პირველი სახელმწიფო მდივანია, რომელიც ამ ვიზიტს ახორციელებს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. „თამამად შეიძლება ითქვას, რომ ურთიერთქმედება ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემასა და გულწრფელობას. ვიმედოვნებ, რომ ამ ვიზიტით, თქვენ უფრო დადებით წვლილს შეიტანთ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობების სტაბილიზაციაში“, - მიმართა სი ძინპინმა ბლინკენს. „კონსტრუქციული მოლაპარაკებების“ შემდეგ, აშშ და ჩინეთი მომდევნო შეხვედრაზე შეთანხმდნენ „ბატონო პრეზიდენტო, გმადლობთ, რომ მიგვიღეთ დღეს. პრეზიდენტმა ბაიდენმა მთხოვა პეკინში გამგზავრება, რადგან მას სჯერა, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს აქვთ ვალდებულება და პასუხისმგებლობა მართონ ჩვენი ურთიერთობა. შეერთებული შტატები მზად არის ამის გასაკეთებლად. ეს არის შეერთებული შტატების, ჩინეთის და მსოფლიოს ინტერესებში.ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მე მქონდა გულწრფელი და კონსტრუქციული საუბრები სახელმწიფო მრჩეველთან ცინ განთან. ჩვენ განვიხილეთ როგორც ორმხრივი, ასევე გლობალური საკითხების ფართო სპექტრი. ვაფასებ ამ შესაძლებლობას, თქვენთან ერთად განვიხილო მომავალი გზა“, - განაცხადა თავის მხრივ, ენტონი ბლინკენმა“.
ენტონი ბლინკენი: აშშ უკრაინას დახმარების ახალ, „ძლიერ პაკეტს“ გადასცემს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი ძლიერი პაკეტი დააანონსა. ამის შესახებ ბლინკენმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიმს კლევერლისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბლინკენმა კვლავ გაიმეორა, რომ აშშ უკრაინას დაეხმარება იმდენს ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ოთხშაბათსა და ხუთშაბათს ლონდონში უკრაინის აღდგენის საკითხებზე კონფერენცია გაიმართება, რომელშიც 60-ზე მეტი ქვეყნიდან 1000-ზე მეტი წარმომადგენელი, ასევე, ბიზნეს ლიდერები და გლობალური ინვესტორები უკრაინის აღდგენაში დახმარების გზებს განიხილავენ. „პრეზიდენტ ბაიდენმა თქვა… რომ უკრაინის გვერდით იმდენ ხანს ვიქნებით, რამდენიც საჭირო იქნება, და ჩვენი ორივე ქვეყანა ამის ერთგულნი ვართ… ამ ვალდებულების შესრულებას გავაგრძელებთ, მათ შორის ამერიკული დახმარების ახალი ძლიერი პაკეტის მეშვეობით, რომლის გამოცხადებასაც ხვალ შევძლებ”, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. ორივე საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფერენცია მიმართული იყო კერძო სექტორის წახალისებაზე, გამოიყენონ თავისი რესურსები უკრაინის რეკონსტრუქციის დასაჩქარებლად. უკრაინა ითხოვს 40 მილიარდ დოლარს, რათა დააფინანსოს „მწვანე მარშალის გეგმის“ პირველი ნაწილი თავისი ეკონომიკის აღსადგენად. უკრაინა, მსოფლიო ბანკი, ევროკომისია და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებე, რომ ომის პირველ წელს მიყენებული ზარალი 411 მილიარდი დოლარი იყო. მას შეუძლია, $1 ტრილიონს გადააჭარბოს.
პეკინთან მოლაპარაკებებიდან ერთი დღის შემდეგ, ბაიდენმა სი ძინპინს დიქტატორი უწოდა - BBC
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს, დიქტატორი უწოდა. ამის შესახებ BBC იუწყება. ბაიდენის განცხადებას წი უძღოდა მოლაპარაკებები პეკინში, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა სახელმწიფო მდიფანი, ენტონი ბლინკენი. ეს აუდიენცია სწორედ სდაძაბულობის განმუხტვას ისახავდა მიზნად. „მიზეზი, რის გამოც სი ძინპინი ძალიან განაწყენდა, იყო ის რომ, როდესაც მე ჩამოვაგდე ორი ვაგონი ჯაშუშური აღჭურვილობით სავსე ეს საჰაერო ბურთი, მან არ იცოდა ამ ბურთის შესახებ. ეს კი დიქტატორებს ძალიან დიდი სირცხვილია, როცა არ იციან, რა მოხდა“, - განაცხადა ბაიდენმა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ბაიდენის განცხადებებს „უკიდურესად აბსურდული და უპასუხისმგებლო" უწოდა. ოთხშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე სპიკერმა განაცხადა, რომ აშშ-ის ლიდერის კომენტარები იყო „ღიად პოლიტიკური პროვოკაცია", რომლებიც დიპლომატიურ ეტიკეტს არღვევს“.
რუსეთში არსებული ვითარების განხილვისას, ბლინკენმა კულება დაარწმუნა, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დიმიტრო კულებას ტელეფონით ესაუბრა, რომ რუსეთში არსებული ვითარება განეხილა. ამის შესახებ სპიკერი, მეთიუ მილერი იუწყება. „მდივანმა ბლინკენმა გაიმეორა, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა უკრაინისადმი არ შეიცვლება. სიტუაციის განვითარების შესაბამისად, შეერთებული შტატები თვის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციას ინარჩუნებს“, - აცხადებს მეთიუ მილერი სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით. ბლინკენმა რუსეთში არსებული ვითარება თურქ კოლეგასთან განიხილა „მე და მდივანმა ბლინკენმა გავცვალეთ ჩვენი შეფასებები რუსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ მას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენი ამერიკელი მოკავშირეების მტკიცე მხარდაჭერით, უკრაინა მის ტერიტორიაზე კონტრშეტევის მიზნების მიღწევაზე რჩება ორიენტირებული“, - დაწერა Twitter-ზე თავის მხრივ, დმიტრო კულებამ. ბაიდენი რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, უკრაინის მიმართ ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“. 23 ივნისს, გვიან ღამით, მედიის მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. „ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი, სახელმწიფო ორგანოები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა”, - იუწყებოდა კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო - TASS-ი სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმართვა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებმა "უკრაინის შეტევები წაახალისა ბახმუტის მიმართულებაზე". 24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს. მოგვიანებით, გავრცედა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". 24 ივნისს, ვაგნერის მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებიან. „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს". მოგვიანებით, დღის ბოლოს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მეომრებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს. „დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომ, მესმის მთელი პასუხისმგებლობა, რომ შეიძლება დაიღვაროს რუსული სისხლი რომელიმე მხარე. ჩვენ კოლონებს უკან ვაბრუნებთ. და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით გეგმის თანახმად“,- განაცხადა პრიგოჟინმა. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურმა ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების შემდეგ, ლუკაშენკომ მოლაპარაკება გამართა კერძო სამხედრო კომოანია „ვაგნერის“ მეთაურთან, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, წინა დღით წამოიწყო სამხედრო ამბოხება. ლუკაშენკოს პრესსამსახურის თანახმად, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოს წინადადება „რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ რაზმების გადადგილების შეწყვეტის და დაძაბულობის განმუხტვის შემდეგი ნაბიჯების შესახებ. რუსეთის ხელისუფლების კომენტარი არ გავრცელებულა. „ვაგნერის“ დანაყოფები დონის როსტოვსაც ტოვებენ, ამის შესახებ ინფორმაცია „ვაგნერის“ დამფუძნებლისა და ხელძღვანელისევგენი პროგოჟინის ტელეგრამარხზე 24 ივნისის საღამოს გავრცელდა. „მადლობა მხარდაჭერისთვის, თქვენი სიტყვებისთვის, თქვენ გაგიმარჯოთ“, - წერს პრიგოჟინი. უკან დახევის შემდეგ, კრემლი პრიგოჟინის მიმართ სისხლის სამართლის საქმე წყვეტს. უკრაინის პოზიცია „დროა, დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა, ან ბიზნესი, - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. უკრაინა აუცილებლად შეძლებს ევროპის დაცვას რუსული ძალებისგან და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მეთაურობს მათ - ზელენსკი „მათ, ვინც ამბობდნენ, რომ რუსეთი ზედმეტად ძლიერია დამარცხებისთვის, შეხედეთ ახლა. დროა, მიატოვოთ ყალბი ნეიტრალიტეტი და ესკალაციის შიში, მისცეთ უკრაინას ყველა საჭირო იარაღი; დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა ან ბიზნესი. დროა, ბოლო მოეღოს ბოროტებას, რომელიც ყველას სძულდა, თუმცა ყველას ეშინოდა დამხობის“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე. 24 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქეთის, ყაზახეთის, ბელორუსისა და უზბეკეთის პრეზიდენტებს ესაუბრა. გადაჭარბებული ამბიციები და ღალატი, ამბოხის ორგანიზატორების, ნეიტრალიზების ბრძანება გავეცი - პუტინი ევგენი პრიგოჟინზე ჩემმა მებრძოლებმა როსტოვის სამხედრო ობიექტები დაიკავეს - ევგენი პრიგოჟინი კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯების მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა. საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია ბაიდენი რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, უკრაინის მიმართ ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს ლატვიის პრეზიდენტის, ედგარ რინკევიჩსის განცხადებით, რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო ლატვია საზღვრის უსაფრთხოებას აძლიერებს და წყვეტს რუსეთის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული ვიზების გაცემას. „ლატვია ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და მოკავშირეებთან ერთად აზიარებს ინფორმაციას. საზღვრის უსაფრთხოება გამკაცრდა და მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთიდან წასული რუსებისთვის ვიზების, ან საზღვრის გადაკვეთის განცხადებები არ განიხილება. ამჟამად ლატვიისთვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს", - დაწერა რინკევიჩსმა Twitter-ზე. თავის მხრივ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. „შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს ქვეყანას პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება. სასაზღვრო უსაფრთხოება გაძლიერდა. მე ასევე მოვუწოდებ ჩვენს ხალხს, არ იმოგზაურონ რუსეთის არცერთ მხარეში", - დაწერა კალასმა Twitter-ზე. „სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", დაწერა Twitter-ზე თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, რიში სუნაკმა. ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთში არსებული ვითარების გამო, ბლოკმა თავისი კრიზისის ცენტრი გააქტიურა. „სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", დაწერა ბორელმა Twitter-ზე 24 ივნისს.
ბლინკენმა რუსეთში არსებული ვითარება თურქ კოლეგასთან განიხილა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ბლინკენი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ სპიკერი, მეთიუ მილერი იუწყება.მისივე თანახმად, მხარეებმა განიხილეს რუსეთში არსებული ვითარება. მდივანმა ბლინკენმა გაიმეორა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი არ შეიცვლება. სიტუაციის განვითარების შესაბამისად, შეერთებული შტატები თვის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციას ინარჩუნებს. შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“. 23 ივნისს, გვიან ღამით, მედიის მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. „ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი, სახელმწიფო ორგანოები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა”, - იუწყებოდა კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო - TASS-ი სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმართვა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებმა "უკრაინის შეტევები წაახალისა ბახმუტის მიმართულებაზე". 24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს. მოგვიანებით, გავრცედა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". 24 ივნისს, ვაგნერის მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებიან. „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს". მოგვიანებით, დღის ბოლოს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მეომრებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს. „დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომ, მესმის მთელი პასუხისმგებლობა, რომ შეიძლება დაიღვაროს რუსული სისხლი რომელიმე მხარე. ჩვენ კოლონებს უკან ვაბრუნებთ. და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით გეგმის თანახმად“,- განაცხადა პრიგოჟინმა. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურმა ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების შემდეგ, ლუკაშენკომ მოლაპარაკება გამართა კერძო სამხედრო კომოანია „ვაგნერის“ მეთაურთან, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, წინა დღით წამოიწყო სამხედრო ამბოხება. ლუკაშენკოს პრესსამსახურის თანახმად, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოს წინადადება „რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ რაზმების გადადგილების შეწყვეტის და დაძაბულობის განმუხტვის შემდეგი ნაბიჯების შესახებ. რუსეთის ხელისუფლების კომენტარი არ გავრცელებულა. „ვაგნერის“ დანაყოფები დონის როსტოვსაც ტოვებენ, ამის შესახებ ინფორმაცია „ვაგნერის“ დამფუძნებლისა და ხელძღვანელისევგენი პროგოჟინის ტელეგრამარხზე 24 ივნისის საღამოს გავრცელდა. „მადლობა მხარდაჭერისთვის, თქვენი სიტყვებისთვის, თქვენ გაგიმარჯოთ“, - წერს პრიგოჟინი. უკან დახევის შემდეგ, კრემლი პრიგოჟინის მიმართ სისხლის სამართლის საქმე წყვეტს. უკრაინის პოზიცია „დროა, დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა, ან ბიზნესი, - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. უკრაინა აუცილებლად შეძლებს ევროპის დაცვას რუსული ძალებისგან და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მეთაურობს მათ - ზელენსკი „მათ, ვინც ამბობდნენ, რომ რუსეთი ზედმეტად ძლიერია დამარცხებისთვის, შეხედეთ ახლა. დროა, მიატოვოთ ყალბი ნეიტრალიტეტი და ესკალაციის შიში, მისცეთ უკრაინას ყველა საჭირო იარაღი; დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა ან ბიზნესი. დროა, ბოლო მოეღოს ბოროტებას, რომელიც ყველას სძულდა, თუმცა ყველას ეშინოდა დამხობის“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე. 24 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქეთის, ყაზახეთის, ბელორუსისა და უზბეკეთის პრეზიდენტებს ესაუბრა. გადაჭარბებული ამბიციები და ღალატი, ამბოხის ორგანიზატორების, ნეიტრალიზების ბრძანება გავეცი - პუტინი ევგენი პრიგოჟინზე ჩემმა მებრძოლებმა როსტოვის სამხედრო ობიექტები დაიკავეს - ევგენი პრიგოჟინი კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯების მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა. საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია ბაიდენი რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, უკრაინის მიმართ ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს ლატვიის პრეზიდენტის, ედგარ რინკევიჩსის განცხადებით, რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო ლატვია საზღვრის უსაფრთხოებას აძლიერებს და წყვეტს რუსეთის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული ვიზების გაცემას. „ლატვია ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და მოკავშირეებთან ერთად აზიარებს ინფორმაციას. საზღვრის უსაფრთხოება გამკაცრდა და მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთიდან წასული რუსებისთვის ვიზების, ან საზღვრის გადაკვეთის განცხადებები არ განიხილება. ამჟამად ლატვიისთვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს", - დაწერა რინკევიჩსმა Twitter-ზე. თავის მხრივ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. „შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს ქვეყანას პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება. სასაზღვრო უსაფრთხოება გაძლიერდა. მე ასევე მოვუწოდებ ჩვენს ხალხს, არ იმოგზაურონ რუსეთის არცერთ მხარეში", - დაწერა კალასმა Twitter-ზე. „სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", დაწერა Twitter-ზე თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, რიში სუნაკმა. ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთში არსებული ვითარების გამო, ბლოკმა თავისი კრიზისის ცენტრი გააქტიურა. „სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", დაწერა ბორელმა Twitter-ზე 24 ივნისს.
პუტინის ხელისუფლებაში ბზარებს აჩენს, ჩვენ არ გვინახავს საბოლოო მოქმედება - ენტონი ბლინკენი რუსეთში განვითარებულ პროცესებზე
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. მან რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და პრიგოჟინის ამბოხს უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“. Reuters-ის თანახმად, განცხადება ენტონი ბლინკენმა კვირას, 25 ივნისს ტელეკომპანია „ეი-ბი-სისთან“ ინტერვიუში გააკეთა. „ვფიქრობ, ჩვენ არ გვინახავს საბოლოო მოქმედება“, - განაცხადა ბლინკენმა ABC-ის გადაცემაში „This Week“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეფასებით, 24 ივნისს რუსეთში განვითარებული მოვლენები „იყო დამანგრეველი სტრატეგიული ჩავარდნა პუტინისთვის თითქმის ყველა ფრონტზე: ეკონომიკური, სამხედრო, გეოპოლიტიკური მიმართულებით". ბლინკენმა განმარტა, რომ დაძაბულობა, რამაც გამოიწვია მომხდარი, თვეების განმავლობაში იზრდებოდა და რომ შიდა არეულობის საფრთხემ შეიძლება, გავლენა მოახდინოს მოსკოვის სამხედრო შესაძლებლობებზე უკრაინაში. ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ რუსეთში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. „თუ ამას 16 თვის წინანდელ კონტექსტში დააყენებთ, პუტინი უკრაინაში კიევის ზღურბლზე იყო და ცდილობდა, რამდენიმე დღეში აეღო ქალაქი, წაეშალა ქვეყანა რუკიდან. ახლა მას მოუწია, მოსკოვი, რუსეთის დედაქალაქი დაეცვა, საკუთარი დაქირავებულებისგან”, - განაცხადა ბლინკენმა. როგორც აფასებენ „პრიგოჟინის ამბოხს“ ISW, ამერიკული და ბრიტანული დაზვერვის სამსახურები შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“. 23 ივნისს, გვიან ღამით, მედიის მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. „ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი, სახელმწიფო ორგანოები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა”, - იუწყებოდა კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო - TASS-ი სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმართვა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებმა "უკრაინის შეტევები წაახალისა ბახმუტის მიმართულებაზე". 24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს. მოგვიანებით, გავრცედა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". 24 ივნისს, ვაგნერის მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებიან. „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს". მოგვიანებით, დღის ბოლოს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მეომრებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს. „დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომ, მესმის მთელი პასუხისმგებლობა, რომ შეიძლება დაიღვაროს რუსული სისხლი რომელიმე მხარე. ჩვენ კოლონებს უკან ვაბრუნებთ. და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით გეგმის თანახმად“,- განაცხადა პრიგოჟინმა. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურმა ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების შემდეგ, ლუკაშენკომ მოლაპარაკება გამართა კერძო სამხედრო კომოანია „ვაგნერის“ მეთაურთან, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, წინა დღით წამოიწყო სამხედრო ამბოხება. ლუკაშენკოს პრესსამსახურის თანახმად, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოს წინადადება „რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ რაზმების გადადგილების შეწყვეტის და დაძაბულობის განმუხტვის შემდეგი ნაბიჯების შესახებ. რუსეთის ხელისუფლების კომენტარი არ გავრცელებულა. „ვაგნერის“ დანაყოფები დონის როსტოვსაც ტოვებენ, ამის შესახებ ინფორმაცია „ვაგნერის“ დამფუძნებლისა და ხელძღვანელისევგენი პროგოჟინის ტელეგრამარხზე 24 ივნისის საღამოს გავრცელდა. „მადლობა მხარდაჭერისთვის, თქვენი სიტყვებისთვის, თქვენ გაგიმარჯოთ“, - წერს პრიგოჟინი. უკან დახევის შემდეგ, კრემლი პრიგოჟინის მიმართ სისხლის სამართლის საქმე წყვეტს. უკრაინის პოზიცია „დროა, დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა, ან ბიზნესი, - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. უკრაინა აუცილებლად შეძლებს ევროპის დაცვას რუსული ძალებისგან და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მეთაურობს მათ - ზელენსკი „მათ, ვინც ამბობდნენ, რომ რუსეთი ზედმეტად ძლიერია დამარცხებისთვის, შეხედეთ ახლა. დროა, მიატოვოთ ყალბი ნეიტრალიტეტი და ესკალაციის შიში, მისცეთ უკრაინას ყველა საჭირო იარაღი; დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა ან ბიზნესი. დროა, ბოლო მოეღოს ბოროტებას, რომელიც ყველას სძულდა, თუმცა ყველას ეშინოდა დამხობის“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე. 24 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქეთის, ყაზახეთის, ბელორუსისა და უზბეკეთის პრეზიდენტებს ესაუბრა. გადაჭარბებული ამბიციები და ღალატი, ამბოხის ორგანიზატორების, ნეიტრალიზების ბრძანება გავეცი - პუტინი ევგენი პრიგოჟინზე ჩემმა მებრძოლებმა როსტოვის სამხედრო ობიექტები დაიკავეს - ევგენი პრიგოჟინი კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯების მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა. საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია ბაიდენი რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, უკრაინის მიმართ ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთში არსებული ვითარების განხილვისას, ბლინკენმა კულება დაარწმუნა, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს ლატვიის პრეზიდენტის, ედგარ რინკევიჩსის განცხადებით, რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო ლატვია საზღვრის უსაფრთხოებას აძლიერებს და წყვეტს რუსეთის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული ვიზების გაცემას. „ლატვია ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და მოკავშირეებთან ერთად აზიარებს ინფორმაციას. საზღვრის უსაფრთხოება გამკაცრდა და მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთიდან წასული რუსებისთვის ვიზების, ან საზღვრის გადაკვეთის განცხადებები არ განიხილება. ამჟამად ლატვიისთვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს", - დაწერა რინკევიჩსმა Twitter-ზე. თავის მხრივ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. „შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს ქვეყანას პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება. სასაზღვრო უსაფრთხოება გაძლიერდა. მე ასევე მოვუწოდებ ჩვენს ხალხს, არ იმოგზაურონ რუსეთის არცერთ მხარეში", - დაწერა კალასმა Twitter-ზე. „სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", დაწერა Twitter-ზე თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, რიში სუნაკმა. ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთში არსებული ვითარების გამო, ბლოკმა თავისი კრიზისის ცენტრი გააქტიურა. „სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს, ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", - დაწერა ბორელმა Twitter-ზე 24 ივნისს.
ბლინკენი: უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე პოზიცია, პეკინისთვის უფრო რთული შესანარჩუნებელი ხდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთის პოზიცია უკრაინაში ომთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, „უფრო და უფრო რთული" ხდება პეკინისთვის. მის კომენტარს CNN ავრცელებს. „პეკინს პირველივე დღიდან უწევდა ამ ძალიან რთული ხაზის გავლა“, - განაცხადა ბლინკენმა. ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ შეიძლება, სიტუაცია მივიდეს ისეთ ნიშნულამდე, როდესაც ჩინეთს შეუძლია დადებითი და პროდუქტიული როლის თამაში, თუმცა ბლინკენს მიაჩნია, რომ ეს შორეული მომავლის საქმეა. ჩინეთმა რუსეთს „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის „ხანმოკლე აჯანყების“ შემდეგ ხარდაჭერა გამოუცხადა. „ჩინეთი, როგორც რუსეთის მეგობრული მეზობელი და ახალი სტრატეგიული პარტნიორი, ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთს ეროვნული სტაბილურობის შენარჩუნებაში, განვითარებისა და კეთილდღეობის მიღწევაში“, - თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ონლაინ განცხადებაში. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაგმობაზე პეკინმა უარი განაცხადა და სანაცვლოდ, რუსეთისთვის საჭირო დიპლომატიური და ეკონომიკური მხარდაჭერა უზრუნველყო, ამ პოზიციამ, რამაც კიდევ უფრო გააუარესა მისი ურთიერთობები დასავლეთის ქვეყნებთან, განსაკუთრებით ევროპაში.
ბლინკენმა და კულებამ NATO-ს სამიტის წინ სატელეფონო საუბარი გამართეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ სატელეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. მხარეებმა რომლის NATO-ს სამიტისა და უკრაინის არმიის კონტრიერიშის შესახებ იმსჯელეს. „უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან მქონდა მნიშვნელოვანი საუბარი ამ კვირის NATO-ს სამიტის წინ“, - წერს ბლინკენი Twitter-ზე. თავის მხრივ, დმიტრო კულებამ ამავე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სატელეფონო საუბრის მიზანი სამიტის თაობაზე დეტალების განხილვა იყო. სამიტი ვილნიუსში 11 ივლისს იწყება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ორმა დიპლომატმა უკრაინის არმიის პროგრესი კონტრშეტევაში და ასევე, მზადება ვილნიუსის სამიტისთვის. რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები მდივანმა ასევე გაიმეორა, რომ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა და უსაფრთხოების მუდმივი დახმარება გრძელდება, რადგან უკრაინა აგრძელებს თავის დაცვას რუსეთის აგრესიისგან.
ბლინკენი: NATO-ს კარი ღიაა ახალი წევრებისთვის
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, NATO-ს კარი ღიაა ახალი წევრებისთვის და ის ღია დარჩება. ამის შესახებ ბლინკენმა ვილნიუსის სამიტამდე ერთი დღით ადრე განაცხადა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, მოკავშირეები მზად არიან, გააძლიერონ შეკავება და თავდაცვა, დახვეწონ თავდაცვის ხარჯები და უფრო გააღრმაონ კავშირები დაამყარონ ინდო-წყნარი ოკეანის პარტნიორებთან. „NATO-ს კარი ღიაა ახალი წევრებისთვის და ის ღია დარჩება,“ - განაცხადა ბლინკენმა. ასევე წაიკითხეთ: რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები პოლ გობლი: ვილნიუსის სამიტზე NATO-ს წევრმა ქვეყნებმა გაფართოებისკენ უნდა გადადგან ნაბიჯები საქართველოსა და უკრაინისთვის შეგახსენებთ, ვილნიუსის სამიტის წინ, აშშ საქართველოს NATO-სკენ სწრაფვას მხარს უჭერს და მთავრობას არსებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა.
ბლინკენმა ისაუბრა, „რა დაარწმუნებს“ პუტინს, რომ უკრაინაში ომს ვერ მოიგებს და რა„გაათავისუფლებს მას ილუზიებისგან“
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე აღებული გრძელვადიანი ვალდებულებები შესაძლოა, ყველაზე ეფექტიანი გზა იყოს რუსეთის პრეზიდენტის დასარწმუნებლად, რომ ის უკრაინაში ომს ვერ მოიგებს. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა ინდონეზიაში, ჯაკარტაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, NATO-ს მიერ გაცემული დაპირებები შესაძლოა, ასევე საუკეთესო გზა იყოს იმისთვის, რომ ვლადიმერ პუტინი ილუზიებისგან გათავისუფლდეს. აშშ-ის მთავარი დიპლომატი ვარაუდობს, რომ პუტინი ომის „განუსაზღვრელი ვადით“ გაჭიანურებას შეეცდება მიუხედავად იმ საშინელი ფასისა, რისი გადახდაც მან რუსეთს თავად დააკისრა. „ვიდრე მას სჯერა, რომ როგორმე გაიმარჯვებს, სავარაუდოდ, გააგრძელებს (ომს, რედ.). მას ეს ილუზიები უნდა გაუქრეს. უკრაინის უსაფრთხოებასთან და ეკონომიკურ კეთილდღეობასთან დაკავშირებით აღებული გრძელვადიანი ვალდებულებები, ჰუმანიტარული დახმარება, ალბათ, ამის საუკეთესო გზაა“, - აღნიშნა ბლინკენმა. „ახლა ისმის კითხვა - ზუსტად სად და როგორია დასასრული. ფუნდამენტურად, ეს უკრაინის გადასაწყვეტი უნდა იყოს, რადგან ეს მის მომავალს ეხება“, - განმარტა ბლინკენმა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. 2023 წლის 11-12 ივლისს, ვილნიუსში, NATO-ს სამიტი გაიმართა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება.
ბლინკენი: NATO-ს სამიტის შედეგები შესაძლოა, ყველაზე ეფექტიანი გზა იყოს პუტინის დასარწმუნებლად, რომ ის უკრაინაში ომს ვერ მოიგებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე აღებული გრძელვადიანი ვალდებულებები შესაძლოა, ყველაზე ეფექტიანი გზა იყოს რუსეთის პრეზიდენტის დასარწმუნებლად, რომ ის უკრაინაში ომს ვერ მოიგებს. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა ინდონეზიაში, ჯაკარტაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, NATO-ს მიერ გაცემული დაპირებები შესაძლოა, ასევე საუკეთესო გზა იყოს იმისთვის, რომ ვლადიმერ პუტინი ილუზიებისგან გათავისუფლდეს. აშშ-ის მთავარი დიპლომატი ვარაუდობს, რომ პუტინი ომის „განუსაზღვრელი ვადით“ გაჭიანურებას შეეცდება მიუხედავად იმ საშინელი ფასისა, რისი გადახდაც მან რუსეთს თავად დააკისრა. „ვიდრე მას სჯერა, რომ როგორმე გაიმარჯვებს, სავარაუდოდ, გააგრძელებს (ომს, რედ.). მას ეს ილუზიები უნდა გაუქრეს. უკრაინის უსაფრთხოებასთან და ეკონომიკურ კეთილდღეობასთან დაკავშირებით აღებული გრძელვადიანი ვალდებულებები, ჰუმანიტარული დახმარება, ალბათ, ამის საუკეთესო გზაა“, - აღნიშნა ბლინკენმა. „ახლა ისმის კითხვა - ზუსტად სად და როგორია დასასრული. ფუნდამენტურად, ეს უკრაინის გადასაწყვეტი უნდა იყოს, რადგან ეს მის მომავალს ეხება“, - განმარტა ბლინკენმა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. 2023 წლის 11-12 ივლისს, ვილნიუსში, NATO-ს სამიტი გაიმართა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება.
ენტონი ბლინკენი: უკრაინას სრული უფლება აქვს, გადაწყვიტოს, როგორ აწარმოოს ომი, დაიცვას თავის ტერიტორია, ხალხი და თავისუფლება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკული მხარე ქერჩის ხიდის დაზიანებასთან დაკავშირებულ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. ბლინკენის შეფასებით, უკრაინას თავისი ტერიტორიის და ადამიანების დაცვის ყველანაირი უფლება აქვს. „რაც შეეხება ყირიმის ხიდს, ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას, კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი. უბრალოდ, შემიძლია ვთქვა, ამასთან უკრაინას სრული უფლება აქვს, გადაწყვიტოს, როგორ აწარმოოს ომი, დაიცვას თავის ტერიტორია, თავისი ხალხი და თავისუფლება“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. ბლინკენმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლას უგუნური გადაწყვეტილება უწოდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებული ყირიმის ხიდზე: ყველა დეტალი გამარჯვების შემდეგ გასაჯაროვდება
ბლინკენმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლას უგუნური გადაწყვეტილება უწოდა
აშშ-ის სახელმწიფო, მდივანმა ენტონი ბლინკენმა შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლას „არაკეთილსინდისიერი" უწოდა და განაცხადა, რომ შეთანხმება „რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს." ბლინკენი იმედოვნებს, რომ მომხდარს ყველა ქვეყანა ყურადღებით აკვირდება და ისინი დაინახავენ, რომ რუსეთი პასუხისმგებელია იმაზე, რომ უარი ეთქვათ საკვებზე იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ძალიან სჭირდებათ მთელ მსოფლიოში. მისივე განმარტებით, სწორედ რუსეთი უწყობს ხელს ფასების ზრდას იმ დროს, როდესაც ბევრი ქვეყანა ძალინ მძიმე ინფლაციის წინაშეა. ბლინკენმა განმარტა რომ უკრაინელები, აშშ და სხვები მოიძიებენ გზებს, არის თუ არა „სხვა ვარიანტები“ მარცვლეულის უსაფრთხოდ ტრანზიტისთვის შავი ზღვის გავლით, მაგალითად, როგორიცაა, სარკინიგზო და საავტომობილო მარშრუტი, თუმცა ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ალტერნატივების პოვნის თვალსაზრისით გამოწვევები არსებობს. „გამოწვევა ასეთია: თუ რუსეთი დაასრულებს ამ ინიციატივას და აგზავნის მესიჯს, რომ მარცვლეული და სხვა საკვები პროდუქტები უკრაინას შეუფერხებლად ვერ დატოვებს, თუნდაც სხვა ვარიანტები იყოს, ვფიქრობ, რომ ეს დიდ შემაძრწუნებელ ეფექტს მოიტანს - სხვა ქვეყნები, კომპანიები, გადამზიდავები და ა.შ. ძალიან შეშფოთებულნი იქნებიან იმით, თუ რა მოუვა მათ გემებს და მათ პერსონალს, თუ რუსეთი შეეწინააღმდეგება უკრაინიდან საკვები პროდუქტების ნებისმიერ ექსპორტს,“ - განაცხადა ბლინკენმა CNN-ის ცნობით. ცნობისთვის, ერდოღანის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია, რის შემდეგაც ერდოღანანმა განაცხადა, რომ რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ მოლაპარაკებებს გამართავენ. შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა.
ბლინკენი: რუსეთის მიზანი იყო უკრაინის რუკიდან წაშლა, ეს დიდი ხნის წინ ჩაიშალა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთმა „უკვე წააგო“ ომი იმ თვალსაზრისით, თუ რის მიღწევას ცდილობდა ვლადიმერ პუტინი. ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ კიევმა ამჟამინდელი კონტრშეტევით დაიბრუნა მნიშვნელოვანი ტერიტორია, რომელიც მოსკოვმა თავდაპირველად სრულმასშტაბიანი შეჭრისას დაიპყრო. ბლინკენმა ასეე აღნიშნა, რომ უახლოეს თვეებში მოსალოდნელია ხანგრძლივი, „ძალიან მძიმე ბრძოლა.“ „მიზანი იყო უკრაინის რუკიდან წაშლა, მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის აღმოფხვრა, რუსეთის შემადგენლობაში შეყვანა. ეს დიდი ხნის წინ ჩაიშალა,“ - განაცხადა ენტონი ბლინკენმა 23 ივლისს, CNN-თან ინტერვიუში. ბლინკენმა აღიარა, რომ უკრაინის მისია, დაიბრუნოს მოსკოვის მიერ დაკავებული ტერიტორიები „ძალიან მძიმე ბრძოლა“ იქნება. მან ივარაუდა, ომი, რომელიც ახლა უკვე 500 დღეზე მეტი ხანია, რაც მიმდინარეობს, რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. „რუსებისგან განსხვავებით, უკრაინელები იბრძვიან თავიანთი მიწისთვის, მომავლისთვის, ქვეყნისთვის, თავისუფლებისთვის,” - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ბლინკენი: აშშ ცდილობს, გააძლიეროს „კომუნიკაციის ხაზები“ ჩინეთთან, რათა კონფლიქტი თავიდან აიცილოს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ ცდილობს, გააძლიეროს „კომუნიკაციის ხაზები“ ჩინეთთან, რათა ორ ზესახელმწიფოს შორის კონფლიქტი თავიდან აიცილოს. „ჩვენ ვმუშაობთ ურთიერთობაში გარკვეული სტაბილურობის დასამყარებლად, რათა დავრწმუნდეთ, რომ კონკურენცია, რომელშიც ჩვენ ვართ, არ გადაიზარდოს კონფლიქტში. კონფლიქტი, არ იქნება ჩვენს, მათ ან ვინმეს ინტერესებში,” - განუცხადა ბლინკენმა CNN-ს. ბლინკენი გასულ თვეში გაემგზავრა ჩინეთში და აშშ-ის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია, რომელმაც ასეთი მისია შეასრულა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პრეზიდენტი გახდა. „ადრე ბევრს არ ვლაპარაკობდით. ახლა ჩვენ გვყავს სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც ჩართულნი არიან, ან აპირებენ ჩაერთონ დისკრეტულ საკითხებზე… ეს არის პრობლემები… ურთიერთობაში, სადაც მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია, მივაღწიოთ გადაწყვეტას.“ ახლა ადრეული ეტაპია, ვნახავთ შედეგებს,” - განაცხადა ბლინკენმა. „ჩვენთვის გამოცდაა, შეგვიძლია არა გავუმკლავდეთ ამ გზას, რათა დავრწმუნდეთ, რომ შევინარჩუნებთ კომუნიკაციის ამ ხაზებს, ვაგრძელებთ საუბარს და ვმუშაობთ, როგორც ვთქვი, განსხვავებების მოგვარებაზე და იმის დანახვაზე, შეგვიძლია თუ არა თანამშრომლობა,” - განმარტა სახელმწიფო მდივანმა. CNN-ის ცნობით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ბლინკენის მოგზაურობის დროს არ გადაწყდა, იყო სამხედრო-სამხედრო კომუნიკაციების აღდგენა აშშ-სა და ჩინეთს შორის. ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნებს შორის კონტაქტები კვლავ გაყინულია და ჩინეთის თავდაცვის მინისტრი აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება 2018 წლიდან, ჩინეთის აღჭურვილობის განვითარების დეპარტამენტის მიერ რუსული იარაღის შეძენის გამო. ლი შანფუ იმ დროს ჩინეთის ცენტრალური სამხედრო საბჭოს გაერთიანებული შტაბის შეიარაღების სამმართველოს უფროსი იყო. კითხვას, უნდა მოხსნას თუ არა შეერთებულმა შტატებმა სანქცია დაძაბულობის შესამსუბუქებლად, ბლინკენმა თქვა: „ეს სანქციები ხელს არ უშლის მინისტრს ურთიერთობაში ან ჩვენთან ჩართულობაში,“ - აღნიშნა ბლინკენმა. გასულ თვეში ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა, ლი შანფუმ სინგაპურში გამართულ რეგიონული უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას, ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა. ლი შანფუსთვის ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი გამოსვლა მას შემდეგ, რაც მარტში, ჩინეთის თავდაცვის მინისტრის პოსტი დაიკავა. რამდენიმე დღით ადრე მან აშშ-ის თავდაცვის მინისტრ, ლოიდ ოსტინთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. იმავე სამიტზე გამოსვლისას, ოსტინმა აღნიშნა, რომ თუ ჩინეთი ტაივანის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს დაიწყებს, ეს კატასტროფა იქნება მსოფლიო ეკონომიკისთვის.
უკრაინამ რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიების 50% დაიბრუნა - ბლინკენი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მაშინ, როცა უკრაინამ დაიბრუნა ტერიტორიის ნახევარი, რომელიც რუსეთმა თავდაპირველი შეჭრისას დაიპყრო, კიევს „ძალიან მძიმე ბრძოლა“ უწევს მეტის დასაბრუნებლად. „ჯერ კიდევ ადრეული ეტაპია კონტრშეტევის. ეს არ დასრულდება მომდევნო კვირაში ან ორ კვირაში,“ - განაცხადა ბლინკენმა და განმარტა, რომ ამ თვალსაზრისით ალბათ, კიდევ მომდევნო რამდენიმე თვე გადამწყვეტი იქნება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. 2023 წლის 11-12 ივლისს, ვილნიუსში, NATO-ს სამიტი გაიმართა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება.
ბლინკენი შოიგუს ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტზე: რუსეთი უიმედოდ ეძებს იარაღს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ვაშინგტონს მიაჩნია, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა, რათა მოსკოვისთვის იარაღის მიწოდება უზრუნველყოს. „ეჭვი მეპარება, რომ ის იქ დასასვენებლად ჩავიდა. ვხედავთ, რომ რუსეთი უიმედოდ ეძებს მხარდაჭერას, იარაღს, სადაც კი ეს შეუძლია, რათა გააგრძელოს თავისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ამას ვხედავთ ჩრდილოეთ კორეაში, ირანში, რომელმაც რუსეთს მრავალი უპილოტო საფრენი აპარატი მიაწოდა, რომელსაც ის უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების მოსაკლავად იყენებს," - განაცხადა ბლინკენმა. შოიგუ ჩრდილოეთ კორეაში 26 ივლისს ჩავიდა. კიმ ჩენ ინი და შოიგუ გაეროს რეზოლუციებით აკრძალული რაკეტების ფონზე - ფოტო
ენტონი ბლინკენი: მსოფლიომ რუსეთს უნდა უთხრას, დაასრულოს შავი ზღვის შანტაჟისთვის გამოყენება
Reuters-ის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გაეროში ყველა ქვეყანას მოუწოდა, უთხრან რუსეთს, შეწყვიტოს შავი ზღვის შანტაჟისთვის გამოყენება. ბლინკენმა 15-წევრიან საბჭოს განუცხადა რომ „შიმშილი იარაღად არ უნდა იყოს გამოყენებული", და გაეროს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთს უთხრან, რომ მათთვის უკვე საკმარისია მოსკოვის ქმედებები. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, თითქმის 90-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი აშშ-ის მიერ შემუშავებულ კომუნიკეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი ვალდებულნი არიან, „მიიღონ ზომები, რათა შეწყვიტონ საკვების, როგორც ომის იარაღის გამოყენება და მშვიდობიანი მოსახლეობის შიმშილის, როგორც ომის ტაქტიკის გამოყენება“. ამასთან, აშშ 362 მილიონი დოლარის ღირებულების ახალ დაფინანსებას გამოყოფს აფრიკის 11 ქვეყნისთვის და ასევე, ჰაიტიში სასურსათო დაუცველობის მამოძრავებლების დასაძლევად და მდგრადობის გასაძლიერებლად. „გაეროს ყველა წევრმა უნდა უთხრას მოსკოვს – საკმარისია, კმარა შავი ზღვის შანტაჟისთვის გამოყენება. კმარა მსოფლიოს ყველაზე დაუცველი ადამიანების გამოყენება. კმარა ეს გაუმართლებელი, არაკეთილსინდისიერი ომი,“ – განაცხადა ბლინკენმა.
ენტონი ბლინკენი: აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აგვისტოს ომის მე-15 წლისთავისადმი მიძღვნილ განცხადებაში ამბობს, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. „დღეს 15 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა და მისი მიწის 20%-ის ოკუპაცია მოახდინა. 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვალდებულებების შესრულებაზე რუსეთი კვლავ უარს აცხადებს. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს,“ - წერს ენტონი ბლინკენი Twitter-ზე. 15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა - საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოზე მისი ვრცელი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსდა. „15 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოში და მისი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინა. აშშ კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის ქმედებებმა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ღრმა პატივისცემით და გულწრფელი თანაგრძნობით ვიხსენებთ რუსეთის ძალების მიერ მოკლულებს, დაჭრილებსა და დევნილებს. ოკუპაციის დროს რუსეთის ქმედებები, მათ შორის კრემლის მავნე დეზინფორმაციული კამპანიები, ე.წ. "ბორდერიზაცია" და მასობრივი გადასახლება კვლავ იწვევს ენით აღუწერელ სირთულეებს. ისევე როგორც უკრაინაში, ქართველი ხალხი დაზარალდა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უპატივცემულობისა და მეზობლებზე დომინირების სურვილის შედეგებით. შეერთებული შტატები კვლავ მოწადინებულია, პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების საფუძველზე, რაც გულისხმობს მისი ძალების კონფლიქტამდე პოზიციებზე გაყვანას და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შეუფერხებელ დაშვებას. რუსეთმა ასევე უნდა გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ეს ქმედებები არსებითია იმისთვის, რომ იძულებით გადაადგილებულმა ასობით ათასმა პირმა შეძლოს საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნება და ღირსეულად ცხოვრება. თხუთმეტი წლის შემდეგ შეერთებული შტატები კვლავ ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ხალხს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მათ მტკიცე სურვილს, რადგან ისინი იცავენ თავიანთ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისწრაფვიან კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ,“ – წერია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
ენტონი ბლინკენი: ჩვენ ვდგავართ მეგობარი საქართველოს გვერდით
ამერიკის შეერთებული შტატები სამძიმარს უცხადებს საქართველოში მეწყერის შედეგად დაზარალებულებს. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო მდივნის Twitter-ზე გავრცელდა. „შეერთებული შტატები სამძიმარს უცხადებს საქართველოში მეწყერის შედეგად დაზარალებულებს. ჩვენ ვდგავართ ჩვენს მეგობარ საქართველოს გვერდით და ვაფასებთ მაშველების წარმოუდგენელ თავდადებას, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ ადამიანების გადასარჩენად და დაშავებულთა დასახმარებლად,” - წერს ენტონი ბლინკენი Twitter-ზე. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი 8 აგვისტოს იპოვეს. სტიქიას 19 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაკარგულთა ძებნა გრძელდება.
ბლინკენი კონგრესს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაუჭირონ მხარი უკრაინისთვის დამატებით, $24,1 მილიარდის გამოყოფას
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კონგრესს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაუჭირონ მხარი ჯო ბაიდენის მოთხოვნას უკრაინისთვის კიდევ $24,1 მილიარდის გამოყოფასთან დაკავშირებით. შესაბამისი განცხადება ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „გასულ კვირაში ჯო ბაიდენმა მოითხოვა 24,1 მილიარდი დოლარი უკრაინის უსაფრთხოების, ეკონომიკის, ჰუმანიტარული საჭიროებების მხარდაჭერის გასაგრძელებლად, ისევე როგორც სხვა ქვეყნების, რომლებიც განიცდიან რუსეთის მიერ წარმოებული ომის შედეგებს. ჩვენმა ძალისხმევამ და რესურსებმა, ისევე როგორც მოკავშირეებისა და პარტნიორების დახმარებამ, საშუალება მისცეს უკრაინელებს, რომ იბრძოლონ სიცოცხლისთვის, თავისუფლებისა და მომავლისთვის. მოვუწოდებ კონგრესს, დაუყოვნებლივ დაუჭიროს მხარი დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მოთხოვნას,“ – აცხადებს ბლინკენი. ენტონი ბლინკენის თქმით, მომდევნო კვირაში წელიწად-ნახევარი გავა რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან, წელიწად-ნახევარი უკრაინული სკოლებისა და საავადმყოფოების დაბომბვებიდან, საკვებისა და საწვავის იარაღად გამოყენებიდან, მოკლული და დაჭრილი ათასობით უკრაინელიდან. მთელი ამ დროის განმავლობაში კი, უკრაინელები აჩვენებდნენ წარმოუდგენელ სიმამაცესა და სიმტკიცეს. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და დღემდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. დასავლეთი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას უზრუნველყოფს, მოსკოვს კი, მძიმე სანქციებს უწესებს.
ბლინკენი: რუსეთმა თავისი სასტიკი ომი ახლავე უნდა დაასრულოს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ჩერნიგოვის ცენტრზე რუსეთის მიერ გუშინ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას მკაცრად გმობს. „უმკაცრესად ვგმობთ კიდევ ერთ საზარელ სარაკეტო თავდასხმას ჩერნიგოვში უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენი გულები დაღუპულთა ოჯახებთანაა. აშშ ყოველთვის იდგება უკრაინელი ხალხის გვერდით. რუსეთმა თავისი სასტიკი ომი ახლავე უნდა დაასრულოს," - წერს ბლინკენი სოციალურ ქსელში. ბოლო მონაცემებით, ჩერნიგოვზე სარაკეტო თავდასხმისას 148 ადამიანი დაშავდა. 7 ადამიანი, მათ შორის შორის 6 წლის გოგო დაიღუპა.
ენტონი ბლინკენი: უკრაინელების გამძლეობის გამო გაიმარჯვებს უკრაინა და რუსეთი გადაიხდის მაღალ ფასს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რათა უკრაინას ჰქონდეს ის, რაც მას სჭირდება საკუთარი თავის დასაცავად, აღსადგენად და აყვავებისთვის. „მინდა, მივულოცო ყველა უკრაინელს დამოუკიდებლობის დღე. 24 აგვისტო არის უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მტკიცებულება და უკრაინის სიძლიერითა და გამძლეობით სიამაყის დღე. წელიწადნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც კრემლმა უკრაინაში სასტიკი, სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო - 18 თვიანი ულმობელი აგრესია, რამაც გამოიწვია სიკვდილი და ნგრევა მთელ უკრაინაში. ჩვენ თქვენთან ერთად ვგლოვობთ, ვიხსენებთ თქვენს ვაჟებსა და ქალიშვილებს, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს თქვენი ქვეყნის დასაცავად. ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ თქვენი საყვარელი ქვეყნისთვის ბრძოლაში. სწორედ თქვენი გამძლეობის გამო გაიმარჯვებს უკრაინა და რუსეთი გადაიხდის მაღალ ფასს იმისთვის, რაც გააკეთა. შეერთებული შტატები გააგრძელებს თქვენ გვერდით დგომას და ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობას, რათა უკრაინას ჰქონდეს ის, რაც მას სჭირდება საკუთარი თავის დასაცავად, აღსადგენად და აყვავებისთვის," - აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში.
ბლინკენი უკრაინაშია - მედია
უკრაინული მედიის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. გასულ ღამით, რუსეთმა კიევზე სარაკეტო შეტევა მიიტანა. უკრაინული გამოცემის თანახმად, საჰაერო განგაში კიევში ბლინკენის ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე დასრულდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინაში 2022 წლის აპრილსა და სექტემბერშიც იმყოფებოდა. მედიაში მისი ვიზიტის შესახებ ცნობები 5 სექტემბერს გავრცელდა, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. პენტაგონის ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 29 აგვისტომდე, აშშ-მა უკრაინას 43 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება გადასცა.
ენტონი ბლინკენმა განმარტა, რა მიზნით ეწვია უკრაინას
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა, რომ უკრაინაში ჩავიდა. ენტონი ბლინკენმა კიევში ჩასვლის მიზნები განმარტა. „დღეს დავბრუნდი კიევში, რათა შევხვდე ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს და განვიხილოთ მათი მიმდინარე კონტრშეტევა, სამომავლო დახმარება, აღდგენის ძალისხმევა და, უპირველეს ყოვლისა, უკრაინისადმი აშშ-ის ურყევი ერთგულების გაძლიერება,“ - წერს ენტონი ბლინკენი X-ზე (ყოფილი Twitter-ი). ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. გასულ ღამით, რუსეთმა კიევზე სარაკეტო შეტევა მიიტანა. უკრაინული მედიასაშუალებების ცნობით, საჰაერო განგაში კიევში ბლინკენის ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე შეწყდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინაში 2022 წლის აპრილსა და სექტემბერშიც იმყოფებოდა. მედიაში მისი ვიზიტის შესახებ ცნობები 5 სექტემბერს გავრცელდა, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. პენტაგონის ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 29 აგვისტომდე, აშშ-მა უკრაინას 43 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება გადასცა.
ბლინკენი ზელენსკის კიევში შეხვდა
კიევში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. მანამდე ბლინკენმა ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ კონტრშეტევაში უკრაინის პროგრესი ძალიან გამამხნევებელია. ზელენსკისთან საუბრისას ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს „მტკიცედ აქვს განსაზღვრული, განაგრძოს უკრაინასთან გვერდით დგომა. „კონტრშეტევაში უკრაინის პროგრესი „ძალიან, ძალიან გამამხნევებელია.” აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ჯო ბაიდენი ზელენსკისთან შეხვედრას უახლოეს მომავალში მოუთმენლად ელის. თავის მხრივ, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბლინკენს ვიზიტისთვის და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას ფართომასშტაბიანი ომის დროს. „პრეზიდენტმა ბაიდენმა მთხოვა ჩამოვსულიყავი, რათა განმეორებით დაგვედასტურებინა ჩვენი მხარდაჭერა. იმის უზრუნველსაყოფად, რომ კონტრშეტევის ამჟამინდელი გამოწვევისთვის მაქსიმალურ ძალისხმევას ვდებთ ჩვენ და სხვა ქვეყნები, ისევე როგორც გრძელვადიან ძალისხმევას ვდებთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას მომავლის ძალა შექმნას, რომელსაც ნებისმიერ სამომავლო აგრესიის შეკავება და მის წინააღმდეგ დაცვა შეუძლია,” - განაცხადა ბლინკენმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ფრონტის ხაზზე ვიზიტის შემდეგ მისგან შეფასებებს ელის. „ვიცი, რომ სულ ცოტა ხნის წინ ფრონტის ხაზზე იყავით და ყველანი მზად ვართ, თქენი შეფასება მოვისმინოთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც ახლა კონტრშეტევაში მიიღწევა და ეს ძალიან, ძალიან გამამხნევებელია”, - განაცხადა ბლინკენმა. ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტით კიევში დღეს ჩავიდა. მედიის ცნობით, სახელმწიფო მდივანი უკრაინაში ორი დღის განმავლობაში იქნება.
ბლინკენი და ბერბოკი: უკრაინას უნდა დავეხმაროთ, რათა დაიბრუნოს რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიები
როგორ გამოიყენებენ უკრაინელები ATACMS რაკეტებს, მათი საქმეა, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ATACMS რაკეტების უკრაინისთვის გადაცემის შესაძლებლობის კომენტირებისას ბლინკენმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის შეიარაღების ყოველი სისტემის გადაცემისას რიგი ფაქტორების გათვალისწინება ხდება. ბერბოკმა და ბლინკენმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხეს შეკითხვას კიევისთვის ATACMS-ისა და Taurus-ის რაკეტების მიწოდების შესაძლებლობაზე. „ჩვენ მოწოდებულნი ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას, დაიბრუნოს რუსეთის მიერ ამ აგრესიის დროს მიტაცებული ტერიტორიები. მე ანალენასთან ერთად მხოლოდ ერთი კვირის წინ ვიყავი უკრაინაში. მანამდე, ჩემი ბოლო ვიზიტი თითქმის ზუსტად ერთი წლის წინ იყო. დროის ამ მონაკვეთში, უკრაინამ დაიბრუნა 2022 წლის თებერვლიდან რუსეთისგან წაღებული ტერიტორიის 50 პროცენტზე მეტი და, რა თქმა უნდა, ახლა ჩართულია ამ მნიშვნელოვან კონტრშეტევაში, რათა დაიბრუნოს რუსეთის მიერ მიტაცებული მიწის მეტი ნაწილი. და ჩვენი ორივე ქვეყანა და ათობით სხვა, ყოველდღიურად ვმუშაობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას მივაწოდებთ იმას, რაც მას სჭირდება წარმატებისთვის. ბრძოლის ბუნება ვითარდება, იცვლება, იზრდება საჭიროებები. მუდმივად განვიხილავთ, თუ რა დამატებითი მხარდაჭერა შეიძლება, იყოს სასარგებლო და ეფექტიანი უკრაინისთვის ამ მომენტში. ასე რომ, სხვადასხვა სისტემა მუდმივად განიხილება. უკრაინელებს მათი ეფექტიანად გამოყენება უნდა შეეძლოთ. ასევე ახალი რთული სისტემები მომსახურებას ითხოვენ, და, რა თქმა უნდა, ამით დაკავებულები ვართ”, - განაცხადა ბლინკენმა. ის, თუ როგორ გამოიყენებენ უკრაინელები ამ იარაღს, „მათი საქმეა”. „თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რა არის ყველაზე ეფექტიანი მათი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ჩვენი საკუთარი პოლიტიკის მიხედვით, უკრაინის ფარგლებს გარეთ ჩვენი შეიარაღების სისტემების გამოყენებას არ ვაქეზებთ და არ ვუშვებთ. მაგრამ, კიდევ ერთხელ, ეს უკრაინის გადაწყვეტილებაა,” - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. შეგახსენებთ, ბერბოკი ვაშინგტონში ჩასვლამდე კიევში ვიზიტით იმყოფებოდა. 6 სექტემბერს კი, უკრაინას ენტონი ბლინკენი ორდღიანი ვიზიტით ეწვია. „ორივე ჩვენგანმა ვნახეთ, ჩვენი ვიზიტების დროს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის მთავრობამ და უკრაინის სამხედროებმა შეძლონ დაიცვან და გაათავისუფლონ თავიანთი ხალხი აღმოსავლეთ უკრაინაში, რადგან იქ ხალხი, როგორც ვიცით, ნამდვილად ჯოჯოხეთში ცხოვრობს. და უკრაინაში, კიევში შევხვდი ადამიანებს, რომლებიც დეპორტირებულნი არიან უკრაინიდან, როგორც ე.წ. სამოქალაქო მძევლები, თუმცა, ვფიქრობ, ეს არასწორი ტერმინია. ისინი სასტიკი მეთოდებით მოწყვიტეს ცხოვრებას, რადგან მუშაობდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ან უბრალოდ ქუჩაში იდგნენ. გადაასახლეს რუსეთში, სხვა ადგილებში. აწამებდნენ. ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა და ჩვენ არ ვიცით, რამდენი მათგანია იქ, რადგან წელიწადნახევარია, არამხოლოდ ეს საშინელი ომი მიმდინარეობს, აღმოსავლეთ უკრაინაში რეალურად ჰუმანიტარული დახმარება არ შესულა. ნეიტრალური დამკვირვებლები ვერ ხედავენ, რა ხდება იქ. წელიწადნახევარია ეს სოფლები, ეს ქალაქები არ გათავისუფლებულა. იმისთვის, რომ ისინი გათავისუფლდნენ, უნდა გადაილახოს დანაღმული ზონის უზარმაზარი სარტყელი, რომლის უკან რუსი ოკუპანტები არიან გამაგრებულები. ასე რომ, მას სჭირდება სამხედრო სისტემები, იარაღის სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ დანაღმული ტერიტორიის ამ სარტყლის გადალახვა. ჩვენ ვესაუბრებით ერთმანეთს იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ უკრაინელებს, მაგრამ უკვე რამდენჯერმე განვაცხადეთ, რომ ეს უაღრესად თანამედროვე იარაღის სისტემები ასევე ძალიან ეფექტიანი იარაღის სისტემებია. სენსიტიური საკითხებია გასარკვევი და ეს არც ისე მარტივია. ასე რომ, როგორც ფედერალურ მთავრობას, თავდაცვის მინისტრს, კანცლერსა და მე არაერთხელ გვისაუბრია ამ საკითხზე გასული კვირების განმავლობაში და ჩვენ კვლავ და ისევ ნათლად განვაცხადეთ, რომ ინტენსიურ დისკუსიებში ვართ და განვიხილავთ, რა შეგვიძლია. თქვენი შეკითხვის მეორე ნაწილი ეხება თავდასხმებს - შესაძლო თავდასხმებს რუსეთის ტერიტორიაზე და გერმანულ პრესას ასევე ნათლად ვუთხარი, რომ თავდაცვის უფლება ნიშნავს, რომ შეგიძლია, თავი დაიცვა. ჩვენ გვაქვს სხვა შემთხვევები მსოფლიოში, როდესაც სახელმწიფოებს, რომლებსაც გარედან თავს ესხმიან, აქვთ უფლება, დაიცვან თავი და უპასუხონ. ეს სასტიკი ომი არ ეხება მხოლოდ იმას, რაც სამართლებრივად დასაშვებია, ჩვენ ისევ და ისევ განვაცხადეთ, რომ იარაღის მიწოდების საფუძველია საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი. ეს არის ჩვენი იარაღის მიწოდების საფუძველი. მაგრამ ეს არ ეხება მხოლოდ სამართლებრივ საკითხებს და ვფიქრობ, ჩვენ ეს ნათლად განვაცხადეთ ამ პრესკონფერენციაზეც. საუბარია მსოფლიოს ფართო მხარდაჭერაზე უკრაინისადმი, უკრაინაში მშვიდობისთვის. და ეს ეხება ნდობას. გარდა სამართლებრივი საკითხებისა, მათ შორის - და თავდაცვის უფლებასთან დაკავშირებით, სურათი საკმაოდ ნათელია. მაგრამ ჩვენთვის, როგორც NATO-ს პარტნიორებისთვისაც, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გავაძლიეროთ ნდობა მთელ მსოფლიოში, ვენდოთ საკუთარ ქმედებებს და ეს ეხება უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას. ასე რომ, ჩვენ თავიდანვე ვუთხარით უკრაინელ სამხედროებს, რომ ჩვენი იარაღის მიწოდება შემოიფარგლება მხოლოდ მათი ტერიტორიის, უკრაინის ტერიტორიის დასაცავად,“ - განაცხადა ბერბოკმა ვაშინგტონში.
ბლინკენის თქმით, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ გამოიყენოს აშშ-ის მიერ მოწოდებული იარაღი
როგორ გამოიყენებენ უკრაინელები ATACMS რაკეტებს, მათი საქმეა, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ATACMS რაკეტების უკრაინისთვის გადაცემის შესაძლებლობის კომენტირებისას ბლინკენმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის შეიარაღების ყოველი სისტემის გადაცემისას რიგი ფაქტორების გათვალისწინება ხდება. ბერბოკმა და ბლინკენმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხეს შეკითხვას კიევისთვის ATACMS-ისა და Taurus-ის რაკეტების მიწოდების შესაძლებლობაზე. „ჩვენ მოწოდებულნი ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას, დაიბრუნოს რუსეთის მიერ ამ აგრესიის დროს მიტაცებული ტერიტორიები. მე ანალენასთან ერთად მხოლოდ ერთი კვირის წინ ვიყავი უკრაინაში. მანამდე, ჩემი ბოლო ვიზიტი თითქმის ზუსტად ერთი წლის წინ იყო. დროის ამ მონაკვეთში, უკრაინამ დაიბრუნა 2022 წლის თებერვლიდან რუსეთისგან წაღებული ტერიტორიის 50 პროცენტზე მეტი და, რა თქმა უნდა, ახლა ჩართულია ამ მნიშვნელოვან კონტრშეტევაში, რათა დაიბრუნოს რუსეთის მიერ მიტაცებული მიწის მეტი ნაწილი. და ჩვენი ორივე ქვეყანა და ათობით სხვა, ყოველდღიურად ვმუშაობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას მივაწოდებთ იმას, რაც მას სჭირდება წარმატებისთვის. ბრძოლის ბუნება ვითარდება, იცვლება, იზრდება საჭიროებები. მუდმივად განვიხილავთ, თუ რა დამატებითი მხარდაჭერა შეიძლება, იყოს სასარგებლო და ეფექტიანი უკრაინისთვის ამ მომენტში. ასე რომ, სხვადასხვა სისტემა მუდმივად განიხილება. უკრაინელებს მათი ეფექტიანად გამოყენება უნდა შეეძლოთ. ასევე ახალი რთული სისტემები მომსახურებას ითხოვენ, და, რა თქმა უნდა, ამით დაკავებულები ვართ”, - განაცხადა ბლინკენმა. ის, თუ როგორ გამოიყენებენ უკრაინელები ამ იარაღს, „მათი საქმეა”. „თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რა არის ყველაზე ეფექტიანი მათი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ჩვენი საკუთარი პოლიტიკის მიხედვით, უკრაინის ფარგლებს გარეთ ჩვენი შეიარაღების სისტემების გამოყენებას არ ვაქეზებთ და არ ვუშვებთ. მაგრამ, კიდევ ერთხელ, ეს უკრაინის გადაწყვეტილებაა,” - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. შეგახსენებთ, ბერბოკი ვაშინგტონში ჩასვლამდე კიევში ვიზიტით იმყოფებოდა. 6 სექტემბერს კი, უკრაინას ენტონი ბლინკენი ორდღიანი ვიზიტით ეწვია.
ბლინკენი: სანქციებს ვუწესებთ 70-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, ასევე, ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შტატების მიერ დღეს, 14 სექტემბერს გამოცხადებული ახალი სანქციების მიზეზსა და მიზნებს განმარტავს. მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებს უწესებს 70-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის ენერგეტიკული წარმოებისა და ექსპორტის შესაძლებლობების გაფართოებაშისა, საქმიანობენ რუსეთის ლითონებისა და სამთო სექტორებში და ეხმარებიან რუს ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს საერთაშორისო სანქციების თავიდან აცილებაში. „სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებს უწესებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ ოფიცერსა და ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს, რომლებიც FSB-მ გამოიყენა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ ზემოქმედებისთვის. გარდა ამისა, დეპარტამენტი სანქციებს უწესებს იურიდიულ პირებს, რომლებიც აწარმოებენ და არემონტებენ რუსული სამხედრო იარაღის სისტემებს, მათ შორის კალიბრის საკრუიზო რაკეტას, რომელსაც რუსული ძალები იყენებენ ქალაქებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ უკრაინაში, და ვაგნერის ჯგუფთან კავშირში მყოფ ინდივიდს, რომელიც მონაწილეობს კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკიდან რუსეთში საბრძოლო მასალის გადაზიდვაში,“ - ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები და პარტნიორები გაერთიანებულნი არიან უკრაინის მხარდაჭერაში რუსეთის არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და უკანონო ომის ფონზე. „ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც მას დასჭირდება,“ - აღნიშნავს ენტონი ბლინკენი. ამერიკამ ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
ბლინკენი უკრაინაში აშშ-ის მთავარ სტრატეგიულ მიზნებზე მიუთითებს
უკრაინაში შეერთებული შტატების მიზანია, ხელი შეუშალოს რუსეთს სტრატეგიული წარმატების მიღწევაში აგრესიაში, ასევე მისი მიზანია, მომავალში უკრაინის სახელმწიფოს ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა Pod Save The World-თან ინტერვიუში განაცხადა. ამასთან დაკავშირებით მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვმა უკვე ვერ შეძლო უკრაინის რუკიდან წაშლის, მისი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის იდენტობის და რუსეთის შემადგენლობაში შესვლის ძალისხმევის აღსრულება. „ჩვენ გვსურს, ვიყოთ უკრაინელების გვერდით, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ მათი შესაძლებლობა, დაიბრუნონ დარჩენილი ტერიტორიები, რომელიც რუსეთმა წაართვა“, აღნიშნა ბლინკენმა და დაამატა, რომ რუსეთი კვლავ აკონტროლებს უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 17%-ს. გარდა ამისა, ბლინკენმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ შეერთებულ შტატებს სურს უკრაინის არამხოლოდ გადარჩენა, არამედ აყვავებაც და ამ მიზნით აშშ აგრძელებს ქვეყნის ეკონომიკურ მხარდაჭერას და მის დემოკრატიულ განვითარებას. „ჩვენი მიზანია, „დარწმუნებული ვიყოთ, რომ უკრაინა ფეხზე დადგება.“ „ამერიკელთა უმრავლესობას არ მოსწონს, რომ ერთი დიდი ქვეყანა მეორეს აბუჩად აგდებს. ეს არის ის, რასაც ჩვენ ზოგადად ვაპროტესტებთ და, სადაც შეგვიძლია, გვინდა რაღაცის გაკეთება. ასე რომ, როდესაც ჩვენ ვხედავთ რუსეთის მიერ უკრაინის სისასტიკეს, როდესაც ვხედავთ, თუ რას აკეთებენ ყოველდღიურად არამხოლოდ მისი ქალაქების, არამედ ხალხის, ინფრასტრუქტურის დაბომბვის მიზნით, როდესაც ვხედავთ ზოგიერთ სისასტიკეს, რომელიც ჩაიდინეს რუსეთის ძალებმა. უკრაინაში ეს არის ის, რაც ხალხს სამართლიანად აღელვებს,“ - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. სახელლმწიფო მდივნის თქმით, ფუნდამენტურად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რაღაც დევს სასწორზე. „ეს არ არის მხოლოდ აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ეს არის აგრესია ზოგიერთი ძირითადი პრინციპის წინააღმდეგ, რომლის დამკვიდრებასაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ბევრი რამ არის გაწერილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში, რომ ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, შეცვალოს მეორე ქვეყნის საზღვრები ძალით, შეეცადოს მის ხელში ჩაგდებას, ეცადოს, გააკეთოს ის, რაც რუსეთმა გააკეთა. მას უკრაინის იდენტობის, მისი რუკიდან წაშლა და რუსეთის შემადგენლობაში შეყვანა სურს,“ - აღნიშნა ბლინკენმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა მიაღწიოს ისეთ წერტილს, როდესაც მას შეუძლია, მყარად დადგეს ფეხზე სამხედრო, ეკონომიკური და დემოკრატიული თვალსაზრისით. ენტონი ბლინკენი გასულ კვირას ორდღიანი ვიზიტით ეწვია უკრაინას, სადაც შეხვედრები გამართა მაღალჩინოსნებთან და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან.
ალიევმა ბლინკენს განუმარტა, რა შემთხვევაში შეწყდება „ანტიტერორისტული ღონისძიებები“
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სატელეფონო საუბრის დროს აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ალიევმა ბლინკენთან საუბარში განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონის ტერიტორიას ტერორისტული მიზნებისთვის ნაღმავდნენ, რის შედეგადაც დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და პოლიციელები, ასევე ისინი სხვადასხვა იარაღიდან ცეცხლს უხსნიდნენ აზერბაიჯანის არმიის ნაწილებს. თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა შეშფოთება გამოხატა არსებული სიტუაციის გამო, მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს პირდაპირ დიალოგს ბაქოსა და ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომხების წარმომადგენლებს შორის. ილჰამ ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ქმედებები, მათ შორის ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ ჩატარება აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში არის სომხეთის და მის მიერ შექმნილი და მხარდაჭერილი ე.წ. სეპარატისტული სტრუქტურის მიზანმიმართული პროვოკაციების გაგრძელება აზერბაიჯანის სუვერენიტეტის წინააღმდეგ და მსგავსი პროვოკაციული ქმედებების აღსაკვეთად, აზერბაიჯანს რეგიონში ადგილობრივი ანტიტერორისტული ღონისძიებების დაწყება მოუწია. ალიევის თქმით, ანტიტერორისტული ღონისძიებების დროს მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურული ობიექტები არ იბომბება და მხოლოდ ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების მწყობრიდან გამოყვანა ხორციელდება. ალიევმა ენტონი ბლინკენს განუცხადა, რომ რეინტეგრაციის საკითხების განსახილველად, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რამდენჯერმე მიიწვია დიალოგზე ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლები, მაგრამ მათ ამაზე უარი თქვეს, თუმცა ადგილობრივი ანტიტერორისტულ ღონისძიებების დროს ისინი კიდევ ერთხელ მიიწვიეს დიალოგზე. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ თუ სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებები იარაღს დაყრიან და ჩაბარდებიან, ანტიტერორისტული ღონისძიებები შეჩერდება.
ბლინკენმა ფაშინიანს სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა დაუდასტურა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, საუბრის თემა ყარაბაღში აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები იყო. აშშ-ის კონგრესის დელეგაცია სომხეთში ჩავიდა „ბლინკენმა გამოხატა შეერთებული შტატების ღრმა შეშფოთება ყარაბაღში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის სკითხის მიმართ. შეერთებული შტატები გააგრძელებს სომხეთისა და მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას,“ -წერს ბლინკენი Twitter-ზე. „შეერთებული შტატები მოუწოდებს აზერბაიჯანს, დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა და თავისი ვალდებულებები, პატივი სცეს ყარაბაღში მცხოვრები ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებას და უზრუნველყოს მისი ძალების დაცვა საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალთან,“ - წერია თავის მხრივ, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. პოლ გობლის ანალიზი ყარაბაღში მიმდინარე პროცესებზე
ენტონი ბლინკენმა გლობალური მუსიკალური დიპლომატიის ინიციატივა წამოიწყო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გლობალური მუსიკალური დიპლომატიის ინიციატივა წამოიწყო. პრეზენტაციის ფარგლებში ბლინკენი გიტარისტისა და ვოკალისტის როლში წარდგა. მან ანსამბლთან ერთად შეასრულა ბლუზის ჟანრის შედევრი Hoochie Coochie Man, რომელიც პირველად მადი უოტერსმა 1950-იან წლებში ჩაწერა. „მუსიკა, როგორც დიპლომატიური იარაღი მშვიდობისა და დემოკრატიის ხელშესაწყობად და შეერთებული შტატების უფრო ფართო საგარეო პოლიტიკური მიზნების მხარდასაჭერად,“ - ასე განმარტავს სახელმწიფო დეპარტამენტი თავის ინიციატივას, რომელიც უწყების განცხადებით, მიზნად ისახავს, გამოიყენოს საჯარო და კერძო პარტნიორობის შესაძლებლობები მუსიკალური ეკოსისტემის შესაქმნელად, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ თანასწორობასა და შემოქმედებითობას, შექმნის შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს განათლების ხელმისაწვდომობას. „ის დაეფუძნება მიმდინარე საჯარო დიპლომატიის მუსიკალურ პროგრამებს, რათა შექმნას საჯარო-კერძო პარტნიორობა ამერიკულ კომპანიებთან და არაკომერციულ ორგანიზაციებთან, რათა გამოიყენოს მუსიკა ამერიკული ლიდერობის გადმოსაცემად და ადამიანებთან კავშირების შესაქმნელად,“ - ვკითხულობთ ბლინკენის უწყების პრესრელიზში. „მუსიკა ყველა ჩვენგანისთვის არის საშუალება, ვაჩვენოთ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, რა გვიყვარს და ასევე ვისწავლოთ იგივე სხვა ადამიანების შესახებ. თაობების განმავლობაში, აშშ-ის დიპლომატია მუშაობდა მუსიკის ძალის ათვისებაზე, რათა რეალურად ეშენებინა ხიდები, ხელი შეეწყო თანამშრომლობისთვის ამერიკელებსა და ხალხს შორის მთელ მსოფლიოში. 1940-იან წლებს რომ დავუბრუნდეთ, შეერთებული შტატები დაეხმარა ამერიკელ მუსიკოსებს მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაში. ეს დაიწყო კლასიკური მუსიკოსებით, მომღერლებით და ჯაზის გამორჩეული შემსრულებლებით, როგორებიც არიან, დიზი გილესპი და ლუი არმსტრონგი,“ - ამბობს თავის მხრივ, ენტონი ბლინკენი.
ბლინკენი: პუტინის ქმედებები, მათ შორის, 2008 წელს საქართველოში, აჩვენებს, რომ ის ფუნდამენტურ პრინციპებს უარყოფს
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ პუტინის ქმედებები, მათ შორის 2008 წელს საქართველოში, აჩვენებს, რომ ის ფუნდამენტურ პრინციპებს უარყოფს. „მე ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა, რასაც უნდა ვეცადოთ, არის დარწმუნება იმაში, რომ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რა ხდება რეალურად. ეს ჩვენთვის ძალიან ნათელია. თუ ერთ ნაბიჯს უკან გადავდგამთ და შევხედავთ, რა ეტაპზე ვართ, ჩვენ გვაქვს ცივი ომის შემდგომი ერის დასასრული. ინტენსიური კონკურენცია მიმდინარეობს იმისთვის, რომ რეალურად ჩამოყალიბდეს, თუ რა იქნება მომავალში. ერთ-ერთი კონკურენტი რუსეთი და პუტინის რუსეთია; ქმედებები, რომლებიც მან განახორციელა, რომლებიც მათ განახორციელეს არამხოლოდ გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში, არამედ, სულ მცირე, 2014 წელს და შესაძლოა, მანამდეც, საქართველოში 2008, 2009 წლებში, ცხადყოფს, რომ ის უარყოფს არსებულ წესრიგს, ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებიც განსაზღვრავს წესრიგს - ტერიტორიულ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას," - განაცხადა ბლინკენმა ბეიკერის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტში საუბრისას. შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. მოსკოვმა 2008 წლის ომია შემდეგ, საქართველოს ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.
ენტონი ბლინკენი: აშშ და ევროკავშირი უკრაინისთვის 300 მილიარდი დოლარის რუსული აქტივების გადასაცემად სამართლებრივ საფუძველს ეძებენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ეძებენ სამართლებრივ საფუძველს უკრაინისთვის 300 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების გაყინული რუსული აქტივების გადასაცემად. ბლინკენის თქმით, საუბარია 300 მილიარდ აშშ დოლარზე. „ეს დაახლოებით 300 მილიარდი დოლარია და მისი უმეტესი ნაწილი რეალურად ევროპაშია და არა შეერთებულ შტატებში. ასე რომ, ჩვენ განვიხილავთ, რა იურიდიული უფლებამოსილებები შეიძლება გვქონდეს, რა უფლებამოსილებები შეიძლება ჰქონდეთ ევროპელებს იმისთვის, რომ ეს აქტივები უკრაინისთვის გამოიყენონ. მე ვთვლი, თუ რაიმე გატეხე, შენ უნდა გადაიხადო. რუსებმა გატეხეს და მათ უნდა გადაიხადონ ამისთვის, ამის გაკეთების გზა იქნება ამ აქტივების გამოყენება. უნდა დავრწმუნდეთ, რომ არსებობს ამის სამართლებრივი საფუძველი. როგორც ვთქვი, რადგან აქტივების უმეტესობა ევროპაშია, ევროპელებიც უნდა დარწმუნდნენ, რომ ამის იურიდიული საფუძველი არსებობს,“ - აღნიშნა ბლინკენმა.
ბლინკენმა მაჰმუდ აბასს მოუწოდა, დაგმოს თავდასხმა ისრაელზე
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პალესტინის პრეზიდენტს მოუწოდა, გადადგას ნაბიჯები სიტუაციის დასამშვიდებლად. ამის შესახებ ენტონი ბლინკენი Twitter-ზე წერს. ბლინკენი აბასს ტელეფონით ესაუბრა ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების შესახებ. „მე მოვუწოდე, რომ რეგიონის ყველა ლიდერმა უნდა დაგმოს ეს საშინელი ტერორისტული აქტები,“ - წერს ბლინკენი. ისრაელზე „ჰამასის“ იერიშის შემდეგ, ქვეყნის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, ისრაელში სულ მცირე 150 ადამიანი დაიღუპა, 1100-ზე მეტი კი, საავადმყოფოებში მკურნალობს. ღაზის სექტორში ისრაელის საპასუხო იერიშს 230-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დასავლეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ წლების განმავლობაში ესხმოდა თავს ისრაელს, თუმცა დღევანდელი იერიში ყველაზე მასშტაბურია. ღია წყაროების მიხედვით, ტერორისტებმა ქვეყნის ტერიტორიაზე შეაღწიეს. აიყვანეს მძევლები და სამხედრო ტყვეები. ქვეყნის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მათ განადგურებით ემუქრება.
ბლინკენის თქმით, აშშ ისრაელისთვის დამატებითი დახმარების შესახებ სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს
შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, ისრაელისთვის დამატებითი დახმარების შესახებ დღეს განაცხადოს. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CNN-თან გააკეთა. „ჩვენ განვიხილავთ კონკრეტულ დამატებით თხოვნებს, რომლებიც ისრაელმა გააკეთა. ვფიქრობ, თქვენ ალბათ უფრო მეტს გაიგებთ ამის შესახებ დღეს მოგვიანებით," - განაცხადა ბლინკენმა. „პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოზიციაა, რომ „დარწმუნდეს, რომ ჩვენ ვაძლევთ ისრაელს ყველაფერს, რაც მას ამ მომენტში სჭირდება ჰამასის თავდასხმების გასამკლავებლად,“ - აღნიშნა ბლინკენმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აშშ-ის მთავრობამ მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისრაელში რამდენიმე ამერიკელი დაიღუპა. მისი თქმით, ოფიციალური პირები ცდილობენ, გადაამოწმონ ინფორმაცია.
ბლინკენი: ისრაელზე ჰამასის „შეტევა“, უკრაინაზე დასავლეთის ფოკუსირებით სარგებლობას არ უკავშირდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი არ ფიქრობს, რომ „ჰამასის“ შეტევა ისრაელზე, მცდელობაა, ისარგებლონ დასავლეთის ფოკუსირებით უკრაინაზე. ბლინკენის თქმით, ექსტრემისტული ორგანიზაციის მოტივები ჯერ კიდევ გაურკვეველია. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით ისრაელისა და საუდის არაბეთის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, ისრაელმა ასევე გააფართოვა ურთიერთობები ბევრ სხვა ქვეყანასთან რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ… ეს ნამდვილად შეცვლის მთელი რეგიონის პერსპექტივას მომავალში,“ - განაცხადა ბლინკენმა 8 ოქტომბერს CBS-თან ინტერვიუში. „ახლა, ვინ არის ამის წინააღმდეგი? „ჰამასი“, „ჰეზბოლა“, ირანი. ასე რომ, ვფიქრობ, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს,“ - აღნიშნავს ბლინკენი. რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას კითხვას, სთხოვა თუ არა აშშ-მ ისრაელს, არ დაერტყა ირანისთვის, რომელმაც, ზოგიერთი ცნობით, გადამწყვეტი როლი ითამაშა „ჰამასის“ შეტევის დაგეგმვაში, ბლინკენმა უპასუხა, რომ "ერთადერთი რაც ჩვენ ვუთხარით ისრაელს", ვაშინგტონის მხარდაჭერის უზრუნველყოფა იყო. ირანი „ჰამასის“ თავდასხმებში რაიმე სახით მონაწილეობას უარყოფს. „ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს პალესტინას, მაგრამ ჩვენ არ ვართ ჩართული პალესტინის პასუხში. პალესტინის მიერ მიღებული გადამწყვეტი ზომები წარმოადგენს სრულიად ლეგიტიმურ დაცვას შვიდი ათწლეულის მჩაგვრელი ოკუპაციისა და არალეგიტიმური სიონისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაულებისგან,“ - აღნიშნულია გაეროში ირანის მისიის განცხადებაში. მისიის მტკიცებით, „ჰამასის“ "ოპერაციის წარმატება" გამოწვეული იყო იმით, რომ ის მოულოდნელი იყო. ისრაელის უსაფრთხოების ორგანიზაციებმა კი მარცხი განიცადეს. „ისინი ცდილობენ, გაამართლონ თავიანთი მარცხი და მიაწერონ ის ირანის დაზვერვის ძალასა და ოპერატიულ დაგეგმვას,“ - აღნიშნულია განცხადებაში შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. გავრცელებული ინფორმაციით, ლიბანის შეიარაღებული დაჯგუფება, აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციას აღიარებული „ჰეზბოლა“ ასევე ჩაერთო საომარ მოქმედებებში 8 ოქტომბერს. მათ პასუხისმგებლობა აიღეს დოვის მთასთან მომხდარ აფეთქებაზე. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია
ენტონი ბლინკენი ისრაელში უახლოეს დღეებში ჩავა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში უახლოეს დღეებში გაემგზავრება. შესაბამის ინფორმაციას CNN ავრცელებს. „მდივანი მოუთმენლად ელის ისრაელის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრას და დისკუსიების გაგრძელებას, რომლებიც მას და პრეზიდენტს ჰქონდათ შაბათის თავდასხმების შემდეგ,“ - განაცხადა სპიკერმა მეთიუ მილერმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე. ბაიდენი: ავიამზიდ Gerald Ford-ის მოიერიშე ჯგუფი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით გადავიყვანეთ, მზად ვართ, საჭიროებისამებრ უზრუნველვყოთ დამატებითი აქტივები ისრაელმა ოფიციალურად გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters
ნეთანიაჰუ ბაიდენს ისრაელის „ურყევი მხარდაჭერისთვის“ მადლობას უხდის
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „ძალიან ახლოდან” ადევნებს თვალს ისრაელში მიმდინარე მოვლენებს. აშშ ისრაელს მხარში უდგას. ბაიდენი ნეთანიაჰუ ტელეფონით ისევ ესაუბრა. ბაიდენმა აღნიშნა, რომ საუბარში ასევე მონაწილეობდნენ ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი და სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი. „ამ თავდასხმამ ზედაპირზე ძალიან მტკივნეული მოგონებები და ნაიარევები ამოატივტივა, რომლებიც ათასწლეულის განმავლობაში ანტისემიტიზმმა და ებრაელი ხალხის მიმართ გენოციდმა შექმნა... და ამ მომენტში ძალიან მკაფიო უნდა ვიყოთ: ტერორიზმს გამართლება არ აქვს,” - განაცხადა ჯო ბაიდენმა CNN-ის ცნობით. მან გაიმეორა აშშ-ის “ურყევი” ერთგულება ებრაელი ხალხის უსაფრთხოებისადმი. ბაიდენი ნეთანიაჰუს: აშშ-ის მეტი დახმარება ისრაელისკენ მოემართება თავის მხრივ, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ცნობით, ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტს ისრაელის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აშშ-ისა და ისრაელის ლიდერების ეს უკვე მეოთხე სატელეფონო საუბარი იყო „ჰამასის" ისრაელზე თავდასხმისა და ომის დაწყების შემდეგ. ბაიდენი ნეთანიაჰუსთან საუბრის შემდეგ: აშშ მზადაა, ისრაელის მთავრობასა და ხალხს მხარდაჭერის ყველა საშუალება შესთავაზოს
ბლინკენი ისრაელში გამგზავრებამდე: აშშ ისრაელს უზრუნველყოფს ყველაფრით, რაც მას სჭირდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელში გამგზავრების წინ ქვეყანას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა. „ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ტერორიზმის წინააღმდეგ. ვნახეთ „ჰამასის“ მიერ შექმნილი თითქმის ენით აღუწერელი მოქმედებები,“ განაცხადა ბლინკენმა და აღნიშნა, რომ სიტუაცია „უბრალოდ გულსატკენია.“ ბლინკენმა ჟურნალისტებს ისიც აცნობა, რომ პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს შეხვდება, როდესაც ისრაელში ჩავა. ასევე გამართვს მოლაპარაკებებს პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან და სხვა მაღალჩინოსნებთან. მან გაიმეორა, რომ აშშ უზრუნველყოფს ისრაელს ყველაფრით, რაც მას სჭირდება. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში 11 ოქტომბერს გაემგზავრებოდა, მედიაში 10 ოქტომბერს გავრცელდა. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters
ენტონი ბლინკენი ისრაელშია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასსთან შეხვედრას გეგმავს. ბლინკენი ისრაელში გამგზავრებამდე: აშშ ისრაელს უზრუნველყოფს ყველაფრით, რაც მას სჭირდება
ბლინკენი: ვიდრე ამერიკა არსებობს, ისრაელს არასდროს მოუწევს თავის მარტო დაცვა
„წარმოუდგენლად რთული დროა არამხოლოდ ამ ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. მე თქვენთან მოვედი არა როგორც მხოლოდ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, არამედ, როგორც ებრაელი. მე პიროვნულად მესმის ის შემზარავი ექო, რაც „ჰამასის“ მიერ ჩადენილმა მკვლელობებმა გამოიწვია არამხოლოდ ისრაელში მცხოვრები ებრაელებისთვის, არამედ, ყველა ებრაელისთვის მთელ მსოფლიოში,“ - ასე მიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის პრემიერს ბენიამინ ნეთანიაჰუს თელ-ავივში, შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. „თქვენთან მოვედი, როგორც მამა, ახალგაზრდა შვილების მამა. ჩემთვის შეუძლებელია, დაღუპული ოჯახების ფოტოებს ვუყურო, ვუყურო მოკლული დედ-მამისა და სამი შვილის ფოტოს და საკუთარ შვილებზე არ ვიფიქრო. ჩვილები დახოცეს, გვამები წაბილწეს, ახალგაზრდები ცოცხლად დაწვეს, ქალები გააუპატიურეს, მშობლები დახვრიტეს შვილების თვალწინ, ბავშვები მშობლების თვალწინ. როგორ უნდა გავიგოთ ეს, როგორ უნდა აღვიქვათ?“- აღნიშნა ბლინკენმა. ბლინკენის თქმით, ისრაელს მხოლოდ საკუთარი ძალებით თავის დაცვა არასდროს მოუწევს, რადგან აშშ მუდამ მის გვერდით იქნება. „გზავნილი, რომელიც მე ისრაელში ჩამოვიტანე არის შემდეგი: შეიძლება საკმარისად ძლიერი იყოთ, რომ დაიცვათ საკუთარი თავი, მაგრამ სანამ ამერიკა იარსებებს, არასოდეს მოგიწევთ ეს. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენ გვერდით,“ - აღნიშნა ბლინკენმა. მან გაიმეორა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მკაფიო გაფრთხილებასნებისმიერი მოწინააღმდეგის მიმართ, იქნება ეს სახელმწიფო თუ არასახელმწიფო, რომელიც ფიქრობს რომ მიმდინარე კრიზისით ისარგებლებს: „ნუ გააკეთებთ ამას.“ „ჩვენ ვაგრძელებთ ისრაელთან მჭიდრო თანამშრომლობას "ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი კაცების, ქალების, ბავშვების, მოხუცების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. ჩვენ მივმართავთ ინტენსიურ დიპლომატიას მთელ რეგიონში, რათა თავიდან ავიცილოთ კონფლიქტის გავრცელება და მე ამას გავაკეთებ უახლოეს დღეებში ჩემი მოგზაურობის განმავლობაში,“ - განაცხადა ბლინკენმა.
ისრაელის შემდეგ ბლინკენი კიდევ ხუთ ქვეყანას ეწვევა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთს, ეგვიპტეს, არაბთან გაერთიანებულ საამიროებს, კატარსა და იორდანიას ეწვევა. ამის შესახებ ბლინკენმა თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ყოველ ასეთ შეხვედრაზე ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნებისთვის დაჟინებას, რათა აღვკვეთოთ კონფლიქტის გაფართოება, და „ჰამასზე“ მათი ბერკეტები გამოვიყენოთ ტყვეების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გასათავისუფლებლად,” - განაცხადა ბლინკენმა. მისი თქმით, შეხვედრებზე ის ასევე ისაუბრებს უფრო მშვიდობიანი, წარმატებული და უსაფრთხო რეგიონის მიღწევის გზებზე. ცნობისთვის, ამ კვირის დასაწყისში კატარი მედიატორობას ცდილობდა მოლაპარაკებას ღაზის სექტორში ტყვეობაში მყოფი ქალებისა და ბავშვების გათავისუფლებაზე, ისრაელის ციხეებიდან 36 ქალის გამოშვების სანაცვლოდ. კატარმა დაადასტურა, რომ ის მედიაციის საუბრებში მონაწილეობდა, მაგრამ Reuters-თან საუბარში ისრაელის წარმომადგენელმა უარყო რომ რაიმე სახის მოლაპარაკებების მიმდინარეობა. ცნობისთვის, ენტონი ბლინკენი დღეს ისრაელში ჩავიდა. „ჩვენ მივმართავთ ინტენსიურ დიპლომატიას მთელ რეგიონში, რათა თავიდან ავიცილოთ კონფლიქტის გავრცელება და მე ამას გავაკეთებ. უახლოეს დღეებში ჩემი მოგზაურობის განმავლობაში,“ - განაცხადა ბლინკენმა ისრაელში ვიზიტის დროს.
ენტონი ბლინკენი იორდანიაში ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელიდან იორდანიაში ჩავიდა, სადაც მეფე აბდულა II-ს და პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს, შეხვდება. როგორც მდივანმა გუშინ განაცხადა, იორდანიის გარდა ის ეგვიპტეს, არაბთან გაერთიანებულ საამიროებსა და კატარს ეწვევა. `ყოველ ასეთ შეხვედრაზე ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნებისთვის დაჟინებას, რათა აღვკვეთოთ კონფლიქტის გაფართოება და "ჰამასზე" მათი ბერკეტები გამოვიყენოთ ტყვეების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გასათავისუფლებლად," - განაცხადა ბლინკენმა ისრაელში გამართულ პრესკონფერენციაზე. იორდანეს დასავლეთი ნაპირი და ღაზის სექტორი, ასევე აღმოსავლეთი იერუსალიმი ისრაელმა 1967 წლის ომის დროს დაიკავა. პალესტინელებს სურთ, რომ ეს სამი ტერიტორია მათი მომავალი სახელმწიფოს ნაწილი იყოს. სამშვიდობო მოლაპარაკებებმა ათწლეულების განმავალობაში შედეგი არ გამოიღო. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.
აშშ ისრაელთან და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან მუშაობს ღაზაში მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის „უსაფრთხო ზონების” შექმნაზე
აშშ-ის სახელმწიფო მდივანანი ენტონი ბლინკენი დღეს ვიზიტით იმყოფებოდა იორდანიასა და კატარში. იორდანიის მეფე აბდულა მეორემ შეხვედრაზე ღაზაში მძევლების გათავისუფლების მცდელობის საკითხი, ომის გაფართოების თავიდან აცილების გზები და ღაზას სექტორში არსებული ვითარება განიხილეს. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. „ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჰამასი“ არ იცავს პალესტინელი ხალხის ღირსებისა და თვითგამორკვევის უფლებას. შეხვედრაზე განიხილეს გზები ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მაშინ როცა ისრაელი ატარებს ლეგიტიმური უსაფრთხოების ოპერაციებს ტერორიზმისგან თავის დასაცავად,“ – ნათქვამია განცხადებაში. სახელმწიფო მდივანმა ასევე დაადასტურა აშშ-ის ერთგულება იორდანიის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობისადმი. გამოხატა მადლიერება იორდანიის განსაკუთრებული როლისთვის იერუსალიმსა და რეგიონში სტაბილურობისთვის. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იორდანიაში პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა ისრაელე „ჰამასის“ საშინელი ტერორისტული თავდასხმა დაგმო. აბასს ასევე დეტალურად ესაუბრა აშშ-ის ძალისხმევაზე, რათა თავიდან აიცილოს კონფლიქტის გაფართოება. მდივანმა ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება პალესტინის ხელმძღვანელობასთან და ხალხთან თანამშრომლობისადმი, რათა უსაფრთხოება ყველასთვის იყოს უზრუნველყოფილი. ბლინკენმა მაჰმუდ აბასს მოუწოდა, დაგმოს თავდასხმა ისრაელზე მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელში იმყოფებოდა, სადაც ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. მედიის ცნობით, ისრაელისა და იორდანიის შემდეგ, არსებული ვითარების დიპლომატიური გზებით მოგვარების მიზნით, ბლინკენი ეგვიპტესა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა. ბლინკენმა ისრაელს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაშავებისგან თავის არიდებასა და უსაფრთხო ზონების შექმნისკენ მოუწოდა კატარში გამართული პრესკონფერენციიდან. ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ ისრაელთან და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან მუშაობს, რათა „ღაზაში სამოქალაქო პირებს ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდოთ“ და ისრაელს მოუწოდა, მიიღოს „ყველა შესაძლო სიფრთხილის ზომები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის თავიდან ასაცილებლად.“ „ვაცნობიერებთ, რომ ღაზაში ბევრი პალესტინელი ოჯახი იტანჯება საკუთარი ბრალის გარეშე, და რომ პალესტინელმა სამოქალაქო პირებმა სიცოცხლე დაკარგეს… ჩვენ ვგლოვობთ ყველა მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლის დაკარგვას - ისრაელელის, პალესტინელის, ყველა რწმენისა და ეროვნების მშვიდობიანი მოქალაქის, რომლებიც დაიღუპნენ,“ - განაცხადა ბლინკენმა. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ ისრაელთან და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან ღაზაში მშვიდობიანი პირებისთვის „უსაფრთხო ზონების” შექმნაზე მუშაობს. „ამის დეტალებზე ვმუშაობთ და მეტი ითქმება უახლოეს დღეებში, მაგრამ ეს ჩვენთვის პრიორიტეტია,” - განაცხადა ბლინკენმა.
დიპლომატიური ძალისხმევის ფარგლებში, ბლინკენი ერთი დღის განმავლობაში ოთხ ქვეყანას ეწვია
აშშ-ის ინტენსიური დიპლომატიური ძალისხმევის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთში ჩავიდა. CNN წერს, რომ ბლინკენი ერთ დღეში უკვე მეოთხე ახლოაღმოსავლურ ქვეყანას ეწვია. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, კვირას, 14 ოქტომბერს აშშ-ში დაბრუნებამდე, ბლინკენი არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ეგვიპტეში ჩასვლას გეგმავს. მანამდე ბლინკენი ვიზიტით იმყოფებოდა იორდანიასა და კატარში. იორდანიის მეფე აბდულა მეორესთან შეხვედრაზე ღაზაში მძევლების გათავისუფლების მცდელობის საკითხი, ომის გაფართოების თავიდან აცილების გზები და ღაზას სექტორში არსებული ვითარება განიხილეს. ვაშინგტონი ხაზს უსვამს, რომ აშშ ისრაელთან და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან მუშაობს ღაზაში მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის „უსაფრთხო ზონების” შექმნაზე. ბლინკენმა იორდანიაში ვიზიტისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჰამასი“ არ იცავს პალესტინელი ხალხის ღირსებისა და თვითგამორკვევის უფლებას. „შეხვედრაზე განიხილეს გზები ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მაშინ როცა ისრაელი ატარებს ლეგიტიმური უსაფრთხოების ოპერაციებს ტერორიზმისგან თავის დასაცავად,“ – ნათქვამია განცხადებაში. სახელმწიფო მდივანმა ასევე დაადასტურა აშშ-ის ერთგულება იორდანიის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობისადმი. გამოხატა მადლიერება იორდანიის განსაკუთრებული როლისთვის იერუსალიმსა და რეგიონში სტაბილურობისთვის. ბლინკენი იორდანიაში პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასასაც შეხვდა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა ისრაელე „ჰამასის“ საშინელი ტერორისტული თავდასხმა დაგმო. აბასს ასევე დეტალურად ესაუბრა აშშ-ის ძალისხმევაზე, რათა თავიდან აიცილოს კონფლიქტის გაფართოება. მდივანმა ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება პალესტინის ხელმძღვანელობასთან და ხალხთან თანამშრომლობისადმი, რათა უსაფრთხოება ყველასთვის იყოს უზრუნველყოფილი. ბლინკენმა მაჰმუდ აბასს მოუწოდა, დაგმოს თავდასხმა ისრაელზე მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელში იმყოფებოდა, სადაც ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. მედიის ცნობით, ისრაელისა და იორდანიის შემდეგ, არსებული ვითარების დიპლომატიური გზებით მოგვარების მიზნით, ბლინკენი ეგვიპტესა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა. ბლინკენმა ისრაელს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაშავებისგან თავის არიდებასა და უსაფრთხო ზონების შექმნისკენ მოუწოდა კატარში გამართული პრესკონფერენციიდან. ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ ისრაელთან და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან მუშაობს, რათა „ღაზაში სამოქალაქო პირებს ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდოთ“ და ისრაელს მოუწოდა, მიიღოს „ყველა შესაძლო სიფრთხილის ზომები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის თავიდან ასაცილებლად.“ „ვაცნობიერებთ, რომ ღაზაში ბევრი პალესტინელი ოჯახი იტანჯება საკუთარი ბრალის გარეშე, და რომ პალესტინელმა სამოქალაქო პირებმა სიცოცხლე დაკარგეს… ჩვენ ვგლოვობთ ყველა მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლის დაკარგვას - ისრაელელის, პალესტინელის, ყველა რწმენისა და ეროვნების მშვიდობიანი მოქალაქის, რომლებიც დაიღუპნენ,“ - განაცხადა ბლინკენმა. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ ისრაელთან და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან ღაზაში მშვიდობიანი პირებისთვის „უსაფრთხო ზონების” შექმნაზე მუშაობს. „ამის დეტალებზე ვმუშაობთ და მეტი ითქმება უახლოეს დღეებში, მაგრამ ეს ჩვენთვის პრიორიტეტია,” - განაცხადა ბლინკენმა. ახლო აღმოსავლეთში ომი უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს. რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას
ენტონი ბლინკენი ისრაელში ბრუნდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ვიზიტით დაბრუნდება მას შემდეგ, რაც არაბულ ქვეყნებში ვიზიტს დაასრულებს. ბლინკენი ისრაელში ხუთშაბათს, 12 ოქტომბერს იმყოფებოდა, შემდეგ გაემგზავრა არაბულ ქვეყნებში - იორდანია, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, კატარი. ბლინკენის ტურნეს მიზანი კონფლიქტის გაფართოების თავიდან აცილება და აშშ-ის დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურებაა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა ბლინკენის ორშაბათს ისრაელში გამგზავრების გეგმა - მისი მეორე ვიზიტი ბოლო ხუთ დღეში - ამერიკის უმაღლესი დიპლომატის ბოლო გაჩერება კაიროში იყო, სადაც ის ეგვიპტის პრეზიდენტს ხვდება. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბლინკენი თელ-ავივში "ისრაელის ოფიციალურ პირებთან შემდგომი კონსულტაციებისთვის ბრუნდება.“ მეთიუ მილერმა სხვა დეტალები არ დააკონკრეტა. 15 ოქტომბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, პრინც მუჰამედ ბინ სალმანს ქალაქ რიადში, სამეფო რეზიდენციაში შეხვდა. ბლინკენმა შეხვედრას ძალიან პროდუქტიული უწოდა. მეთიუ მილერის თქმით, ბლინკენმა და პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა დაადასტურეს მათი ერთობლივი ვალდებულება, მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და სტაბილურობის წინსვლისკენ ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს გარეთ." საუდის არაბეთმა ისრაელთან ნორმალიზების შესახებ მოლაპარაკება შეაჩერა - AFP
ბლინკენი ისრაელს მხარდაჭერას უდასტურებს, ისრაელის თავდაცვის მინისტრი „ხანგრძლივ ომზე“ მიუთითებს
ორშაბათს თელ-ავივში ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან შეხვედრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გაიმეორა, რომ ისრაელს ყოველთვის ექნება აშშ-ის მხარდაჭერა. ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს აქვს „ღრმა ვალდებულება ისრაელის უფლების მიმართ, დაიცვას საკუთარი თავი და დაიცვას თავისი ხალხი“. გალანტი თავის მხრივ, გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ეს ხანგრძლივი ომი იქნება. ენტონი ბლინკენი ისრაელში დაბრუნდა ამასთან, მერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან მეორე შეხვედრის დროს დაადასტურა შეერთებული შტატების მზადყოფნა, უზრუნველყოს ყველა საჭირო მხარდაჭერა "ჰამასის" ტერორიზმისგან დასაცავად. ბლინკენმა ნეთანიაჰუსთან ასევე განიხილა შეერთებული შტატების მჭიდრო კოორდინაცია გაეროსთან და რეგიონალურ პარტნიორებთან, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას.
ბლინკენი და ნეთანიაჰუ შეხვედრის დროს საჰაერო განგაშის გამო, თავშესაფარში გადაიყვანეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის თადაცვის კაბინეტის წევრებთან ერთად, ხუთი წუთის განმავლობაში თავშესაფარში გადაიყვანეს. თელ-ავივში საჰაერო თავდასხმის სირენები ამოქმედდა, იტყობინება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი. ისრაელი ღაზას სექტორში სახმელეთო შეტევისთვის ემზადება. ბლინკენი ახლო აღმოსავლური ტურნედან ისევ ისრაელში დაბრუნდა კონსულტაციებისთვის. მანამდე ის ისრაელს 12 ოქტომბერს ეწვია.
აშშ და ისრაელი ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველსაყოფად, გეგმას შეიმუშავებენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ აშშ და ისრაელი შეთანხმდნენ გეგმას შემუშავებაზე, რომელიც შესაძლებელს გახდის დონორი ქვეყნებიდან და მრავალმხრივი ორგანიზაციებიდან ჰუმანიტარულმა დახმარებამ ღაზის სექტორში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობამდე მიაღწიოს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თელ-ავივი დღეს დილით ადრე დატოვა. ისრაელში ვიზიტის ფარგლებში მან ქვეყნის მაღალჩინოსნებთან ხანგრძლივი შეხვედრები გამართა. მედიის ინფორმაციით, ბლინკენსა და ისრაელის ომის მართვის კაბინეტს შორის შეხვედრა თითქმის 8 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ბლინკენის თქმით, აშშ-ის მიერ წარდგენილი გეგმა მოიცავს ტერიტორიების შექმნის შესაძლებლობას, რაც ხელს შეუწყობს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას. ”მნიშვნელოვანია, რომ ღაზაში დახმარების მიწოდება რაც შეიძლება მალე დაიწყოს,” - აცხადებს ბლინკენი.
აშშ ამზადებს სწრაფი რეაგირების საზღვაო ქვედანაყოფს ისრაელის მიმართულებით პოტენციური განლაგებისთვის - CNN
26-ე საზღვაო საექსპედიციო განყოფილება, სწრაფი რეაგირების ძალა, რომელსაც შეუძლია, განახორციელოს სპეციალური ოპერაციები, ემზადება იმ შემთხვევისთვის, თუ ისრაელთან მიახლოების ბრძანებას მისცემენ, რათა იქ აშშ-ის ძალების პოზიციები გააძლიეროს. ამის შესახებ CNN-ს აშშ-ის რამდენიმე ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა. ამერიკული მედია წერს, რომ დანაყოფი, რომელიც ამჟამად USS Bataan-ის ამფიბიური თავდასხმის გემზე იმყოფება, 2000-ზე მეტი საზღვაო ქვეითისა და მეზღვაურისგან შედგება - ისინი ფართომასშტაბიანი ევაკუაციის მხარდაჭერას შელებენ. საზღვაო საზღვაო ექსპედიციური ნაწილისთვის მისიის აუცილებელ ამოცანებს შორის არის ევაკუაციის ოპერაციები და ჰუმანიტარული დახმარება. „ოფიციალური პირების თქმით, დანაყოფს მსგავსი ბრძანება ჯერ არ მიუცია. მაგრამ თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს ბოლო დღეებში, რომ პენტაგონს შეეძლება, დამატებითი ძალებისა და აქტივების შედინება რეგიონში საჭიროებისამებრ, რადგან ისრაელი აგრძელებს ომს ტერორისტული ჯგუფის „ჰამასის“ წინააღმდეგ,“ - წერს CNN. 26-ე საზღვაო საექსპედიციო განყოფილება და USS Bataan-ი ჯგუფის ნაწილი, რომელიც რეგიონში ივლისში, ომანის ყურესა და მიმდებარე წყლებში ირანის გაზრდილი აგრესიის საპასუხოდ განლაგდა. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.
ენტონი ბლინკენი ისრაელში დაბრუნდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი თელ-ავივში ჩავიდა. ის ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ისრაელის ომის მართვის კაბინეტს შეხვდება. ბლინკენი ისრაელში ხუთშაბათს, 12 ოქტომბერს იმყოფებოდა. სახელმწიფო მდივანი ისრაელის შემდეგ იორდანიას, კატარს, ბაჰრეინს, საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ეგვიპტეს ეწვია. ბლინკენის ტურნეს მიზანი კონფლიქტის გაფართოების თავიდან აცილება და აშშ-ის დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურებაა. ამერიკის უმაღლესი დიპლომატის ბოლო გაჩერება კაიროში იყო, სადაც ის ეგვიპტის პრეზიდენტს ხვდება. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბლინკენი თელ-ავივში "ისრაელის ოფიციალურ პირებთან შემდგომი კონსულტაციებისთვის ბრუნდება.“ მეთიუ მილერმა სხვა დეტალები არ დააკონკრეტა. 15 ოქტომბერს, ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, პრინც მუჰამედ ბინ სალმანს ქალაქ რიადში, სამეფო რეზიდენციაში შეხვდა. ბლინკენმა შეხვედრას „ძალიან პროდუქტიული“ უწოდა. მეთიუ მილერის თქმით, ბლინკენმა და პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა დაადასტურეს მათი ერთობლივი ვალდებულება, მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და სტაბილურობის წინსვლისკენ ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს გარეთ." საუდის არაბეთმა ისრაელთან ნორმალიზების შესახებ მოლაპარაკება შეაჩერა - AFP
ბლინკენი: ირანის მხრიდან ესკალაციის ალბათობა არსებობს, ჩვენ ვიღებთ ზომებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ირანის მხრიდან შესაძლო ესკალაციის საფრთხეზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. „ჩვენ ვნახეთ თავდასხმები აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, რეგიონის გარშემო მდებარე ჯარებზე. ღამით, პენტაგონმა განაცხადა, რომ რეალურად ზრდიდა ძალთა პოზიციებს რეგიონში. რამდენად შეშფოთებული ხართ იმით, რომ ირანი ცდილობს ამ ომის ესკალაციას?“ მიმართა ჟურნალისტმა ბლინკენს. „არსებობს ესკალაციის ალბათობა - ესკალაცია ირანელი მარიონეტების მიერ ჩვენი ძალების წინააღმდეგ, ჩვენი პერსონალის წინააღმდეგ. ჩვენ ვიღებთ ზომებს იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ეფექტიანად დავიცვათ ჩვენი ხალხი და საჭიროების შემთხვევაში გადამწყვეტად ვუპასუხოთ. ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა და არ არის ის, რასაც ვეძებთ. ჩვენ არ გვინდა ესკალაცია,“ - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.
ენტონი ბლინკენი: ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტებს შორის “მკაფიო კავშირები” არსებობს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტებს შორის “ნათელი კავშირები” არსებობს. ისრაელისა და უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფაზე საუბრისას ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ “ირანის დახმარებით რუსეთისთვის გამარჯვების საშუალების მიცემა გაამხნევებს მოსკოვსაც და თეირანსაც.” „მას შემდეგ რაც რუსეთისთვის მისი სამხედროების მომარაგების ტრადიციული საშუალებები გავწყვიტეთ, ის სულ უფრო და უფრო მიმართავს ირანს დახმარებისთვის. სანაცვლოდ, მოსკოვმა ირანს უფრო განვითარებული სამხედრო ტექნოლოგიები მიაწოდა, რაც საფრთხეს უქმნის ისრაელის უსაფრთხოებას,” - განაცხადა ბლინკენმა. სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ისრაელისთვისა და უკრაინისთვის დახმარების ერთიანი პაკეტის დამტკიცება, რათა რუსეთმა და ჩინეთმა არ დაინახონ, რომ გლობალური კრიზისების მოგვარების საკითხს აშშ შემთხვევითობის პრინციპით არ უდგება. „ამ დახმარებისთვის ნაწილების მოშორებას თუ დავიწყებთ, ისინი დაინახავენ ამას, გაიგებენ, რომ შემთხვევითობის პრინციპით ვუდგებით, მაშინ როდესაც ისინი სულ უფრო მზარდად თანამშრომლობენ და უფრო დიდ საფრთხეს შეუქმნიან ჩვენს უსაფრთხოებას, ასევე ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოებას,” - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. სენატში ბლინკენს დემონსტრანტებმა სიტყვა შეაწყვეტინეს და ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვეს
სენატში ბლინკენს დემონსტრანტებმა სიტყვა შეაწყვეტინეს და ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვეს
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, ასიგნებების კომიტეტის მოსმენაზე, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი სენატორების კითხვებს პასუხობენ. ამერიკელ მაღალჩინოსნებს სიტყვა დემონსტრანტებმა შეაწყვეტინეს, რომლებიც ღაზის სექტორში ისრაელის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ. „გადაარჩინეთ ღაზის ბავშვები", შეწყვიტეთ ცეცხლი" - სკანდირებენ დემონსტრანტები. მომიტინგეთა ნაწილს ხელები წითლად ჰქონდა შეღებილი. მოსმენაზე სენატი თეთრი სახლის მიერ უკრაინისთვის, ისრაელისთვის, ტაივანისა და აშშ-ის სამხრეთ საზღვართან, მიგრაციის კონტროლთან დაკავშირებით თანხის გამოყოფას განიხილავენ. ცნობილია, რომ ამისათვის 106 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გამოყოფა იგეგმება. კაპიტოლის პოლიციის ცნობით, სამშაბათს კონგრესის მოსმენაზე ათეულობით მომიტინგე დააკავეს. ბაიდენი კონგრესისგან $106 მლრდ-ს ითხოვს, მათ შორის უკრაინისა და ისრაელის მხარდასაჭერად ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესისგან უკრაინისთვის, ისრაელისთვის, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებისთვის 106 მილიარდ დოლარს ითხოვს. ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, დამატებითი დაფინანსების აღნიშნული მოთხოვნა შეარბილებს „რუსეთის მიერ უკრაინაში ბრუტალური შეჭრისა და „ჰამასის“ მიერ ისრაელზე საშინელი თავდასხმების შედეგად შექმნილ გლობალურ ჰუმანიტარულ შედეგებს, მათ შორის ღაზაში სამოქალაქო პირებისადმი დახმარების გაფართოებით.“ პაკეტი, რომლის აღწერაც ბოლო დღეებში უკვე გადაეცა აშშ-ის კონგრესის წევრებს, ასევე დამატებით დაფინანსებას ითხოვს აშშ-მექსიკის საზღვრისთვის და აშშ-ის პრიორიტეტებისთვის ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. მაიკ ჯონსონმა, რომელიც 26 ოქტომბერს თეთრ სახლში შეხვდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობით მყოფ რესპუბლიკელებს კონსენსუსი აქვთ უკრაინის და ისრაელის დახმარების ერთმანეთისგან გამიჯვნის საკითხზე. ჯონსონის ინფორმაციით, რესპუბლიკელების ეს პოზიცია თეთრი სახლის წარმომადგენლებს გააცნო. სპიკერის თანახმად, გეგმავენ ცალკე პროექტის წარდგენას ისრაელისთვის 14 მილიარდ დოლარზე მეტი ფინანსური დახმარების გასაწევად. ჯონსონის თქმით, ეს თანხა სხვა საბიუჯეტო მუხლების შემცირების ხარჯზე უნდა მოიძიონ. რაც შეეხება უკრაინის შემდგომ დაფინანსებას, მაიკ ჯონსონის განცხადებით, სურთ იცოდნენ, რა არის უკრაინაში საბოლოო მიზანი, თუმცა, თეთრი სახლისგან პასუხი არ აქვთ. აშშ-ის მართვისა და ბიუჯეტის ოფისის ცნობით, ხსენებული პაკეტი შემდეგნაირად გადანაწილდება: $61.4 მილიარდი დოლარის დაფინანსება უკრაინისთვის; 14 მილიარდი დოლარი ისრაელისთვის; 10 მილიარდი დოლარი ჰუმანიტარული დახმარების ფორმით უკრაინისთვისა და მსოფლიოს გარშემო; 14 მილიარდი დოლარი აშშ-მექსიკის საზღვრის დაფინანსება ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ფენტანილის პრობლემების მოსაგვარებლად; 7 მილიარდი დოლარი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვისა და ტაივანისთვის. ბაიდენმა შეერთებული შტატების მოქალაქეებს 19 ოქტომბრის მიმართვისას განუმარტა, რატომ არის აუცილებელი უკრაინის და ისრაელის მხარდაჭერა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. რაც შეეხება უკრაინას, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა კიევს დაახლოებით, 44 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია.
ბლინკენი ისრაელს კვლავ ეწვევა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პარასკევს ისრაელს ეწვევა. ბლინკენი მთავრობის წევრებს შეხვდება და ასევე ჩავა სხვა რეგიონებში. „მდივანი ბლინკენი პარასკევს გაემგზავრება ისრაელში ისრაელის მთავრობის წევრებთან შეხვედრებისთვის და შემდეგ სხვა გაჩერებებს გააკეთებს რეგიონში," - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა. ამ თვის დასაწყისში ბლინკენი ისრაელს, იორდანიას, კატარს, ბაჰრეინს, საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ეგვიპტეს ეწვია, რის შემდეგაც ისევ ისრაელში დაბრუნდა.
ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩადის - Anadolu
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთს ეწვევა. ბლინკენი ანკარაში 5 ნოემბერს ჩავა. ინფორმაციას სააგენტო Anadolu თურქეთის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედია სხვა დეტალებზე არ წერს. ცნობისთვის, ბლინკენი მანამდე ისრაელში ჩადის. ანკარის პოზიცია ისრაელთან მიმართებით ძალზედ კრიტიკულია. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პრო-პალესტინურ აქციაზე გამოსვლისას, ისრაელი სამხედრო დანაშაულში დაადნაშაულა, რის შემდეგაც ისრაელმა თავის დიპლომატებს ქვეყნის დატოვება უბრძანა. შეგახსენებთ, რომ აშშ ისრაელის მტკიცე მოკავშირეა „ჰამასთან“ ომში. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.
ენტონი ბლინკენი ხუთ ქვეყანას ეწვევა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 2-10 ნოემბერს ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს, იორდანიის დედაქალაქ ამანს, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულს და ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელის ეწვევა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ისრაელში, ენტონი ბლინკენი დაადასტურებს, რომ აშშ მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი ტერორიზმისგან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად და განიხილავს მცდელობებს ისრაელში, დასავლეთ სანაპიროსა და ღაზაში აშშ-ის მოქალაქეების დასაცავად, მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლების უზრუნველსაყოფად, ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების ტემპისა და მოცულობის გასაზრდელად და კონფლიქტის გავრცელების პრევენციისთვის. „იორდანიაში, სახელმწიფო მდივანი ხაზს გაუსვამს მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვის მნიშვნელობას და ერთობლივ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ ღაზაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების გაზრდილ, მდგრად მიწოდებას, აუცილებელი სერვისების განახლებას და იმის უზრუნველყოფას, რომ პალესტინელები ღაზიდან იძულებით არ გადაადგილდნენ. ის ასევე განიხილავს გადაუდებელ მექანიზმებს ძალადობის შესაჩერებლად, რიტორიკის დასამშვიდებლად, რეგიონული დაძაბულობის შესამცირებლად და კიდევ ერთხელ დაადასტურებს აშშ-ის ვალდებულებას, იმუშაოს პარტნიორებთან ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც მოიცავს პალესტინის სახელმწიფოს შექმნას,“ - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენი ტოკიოში ვიზიტის დროს მონაწილეობას მიიღებს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. ის ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ კიშიდა ფუმიოსთან და საგარეო საქმეთა მინისტრ კამიკავა იოკოსთან, რათა განიხილონ ორმხრივი პრიორიტეტები, მათ შორის უკრაინის ეკონომიკური აღდგენისა და ენერგეტიკული საჭიროებების მხარდაჭერა. ენტონი ბლინკენი იაპონიის შემდეგ სეულში ჩავა, სადაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტ იუნ სუკ იოლს, საგარეო საქმეთა მინისტრ პარკ ჯინს და მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჩო ტაე-იონგს შეხვდება. შეხვედრებზე განიხილავენ გზებს, თუ როგორ უნდა უპასუხონ შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ გლობალურ გამოწვევებს, მათ შორის რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის მზარდ სამხედრო თანამშრომლობას ჩრდილოეთ კორეასთან. მხარეები ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრებენ. ენტონი ბლინკენი სამხრეთ კორეის შემდეგ ნიუ-დელიში ჩავა, სადაც 2+2 მინისტერიალის დიალოგში მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინიც დაესწრება. აშშ-ის დელეგაცია ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სუბრამანიამ ჯაიშანკარს, თავდაცვის მინისტრს, რაჯნათ სინგს და ინდოეთის სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება. შეხვედრაზე ორმხრივი და გლობალური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. ცნობისთვის, თურქული მედია პირველ ნოემბერს წერდა, რომ ბლინკენი 5 ნოემბერს ანკარაში ჩავა.
ბლინკენი: ისრაელს აქვს უფლება და ვალდებულება, დაიცვას საკუთარი თავი და უზრუნველყოს ის, რომ 7 ოქტომბერი აღარ განმეორდეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სოლიდარობის გამოსახატად კვლავ ისრაელში დაბრუნდა. ნლინკენი ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს შეხვდა. „მნიშვნელოვანია, თუ როგორ აკეთებს ისრაელი ამას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც საქმე ეხება მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას, ყველაფერი გაკეთდეს მათ დასაცავად და არანაირად არ აგონ პასუხის იმაზე, რაც 7 ოქტომბერს მოხდა,“ - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თუ როგორ იცავს თავს ისრაელი და მნიშვნელოვანია, ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები დაცულნი იყვნენ. ენტონი ბლინკენმა და ისააკ ჰერცოგმა შეხვედრის შემდეგ ასევე განაცხადეს, რომ გამუდმებით ფიქრობენ მძევლებზე, როგორც ისრაელისა და აშშ-ს ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე. „გადაწყვეტილი გვაქვს, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ისინი უსაფრთხოდ დავიბრუნოთ,“ - აღნიშნა ბლინკენმა.
ბლინკენმა ისრაელს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზა შესთავაზა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში ვიზიტის დროს საბრძოლო მოქმედებების შეჩერების წინადადებით გამოვიდა. მისი თქმით, „ჰუმანიტარული პაუზა“ შეიძლება, დაეხმაროს მშვიდობიან მოსახლეობას. „როცა ვხედავ პალესტინელ ბავშვს - ბიჭს ან გოგოს, რომელიც სახლის ნანგრევებიდან ამოჰყავთ, ამით სულის სიღრმემდე ვარ შეძრული ისევე, როგორც მაშინ, როცა ვხედავ ბავშვს ისრაელიდან ან ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან,“ განაცხადა ბლინკენმა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელევიზიო გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის წინააღმდეგია, ვიდრე ისრაელელ მძევლებს არ გაათავისუფლებენ. ბლინკენმა ისრაელელ პოლიტიკოსებთან მოლაპარაკებების დროს დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები ემხრობა პალესტინის სახელმწიფოს შექმნას და ფორმულა „ორი ხალხი, ორი სახელმწიფოს“ განხორციელებას. მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზის სექტორის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები დაიწყო, აშშ-ის ადმინისტრაციამ ისრაელის მთავრობას არაერთხელ მოუწოდა, თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებებისგან, რაც მსხვერპლს გამოიწვევდა სამოქალაქო მოსახლეობაში. როგორც BBC წერს, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ისრაელის მიერ წარმოებული ომების განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა აშშ-ის ხელისუფლება ასე ღიად აცხადებს, რომ ისრაელმა ომის წარმოების კანონები უნდა დაიცვას.
ბლინკენი თურქეთს დღეს ეწვევა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს თურქეთს ეწვევა. ჯერჯერობით უცნობია, ვის შეხვდება ბლინკენი თურქეთში, თუმცა ცნობილია ის, რომ ვიზიტი ხვალ შუადღემდე გაგრძელდება. ბლინკენის თურქეთში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, შაბათს, თურქეთმა ისრაელიდან ელჩი, საკირ ოზქან ტორუნლარი გაიწვია იმის გამო, რომ ქვეყანამ „ჰამასთან“ ომში ცეცხლის შეწყვეტაზე უარი განაცხადა. თურქეთში ჩასვლამდე ბლინკენი ისრაელსა და იორდანიაში იმყოფებოდა. ისრაელში ის ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა, იორდანიის დედაქალაქ ამანში კი საუდის არაბეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრებს და პალესტინის წარმომადგენლებს.
ენტონი ბლინკენი მაჰმუდ აბასს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პალესტინის ლიდერთან, მაჰმუდ აბასთან შეხვედრაზე, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნისა და პირველადი საჭიროების სერვისების განახლების მიმართ შეერთებული შტატების ერთგულება დაადასტურა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. მისი თქმით, ბლინკენმა და აბასმა დასავლეთ სანაპიროზე სიმშვიდისა და სტაბილურობის აღდგენის მცდელობები განიხილეს, მათ შორის "პალესტინელების წინააღმდეგ ექსტრემისტული ძალადობის შეჩერების და დამნაშავე პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებლობა.“ მეთიუ მილერის განცხადებით, ბლინკენმა გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები პალესტინელებისა და ისრაელელებისთვის ღირსების და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად თანაბარი ზომების განხორციელების მიმართ ერთგული რჩება. ენტონი ბლინკენმა ასევე გამოხატა აშშ-ის ვალდებულება, იმუშაოს „პალესტინის სახელმწიფოს შექმნასთან დაკავშირებით პალესტინელების ლეგიტიმური მისწრაფებების რეალიზების მიზნით.“ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს, დასავლეთ სანაპიროს ქალაქ რამალაში პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა. ბლინკენი დღეს თურქეთში ჩავა. მანამდე ის ისრაელსა და იორდანიაში იმყოფებოდა. ისრაელში ის ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, იორდანიის დედაქალაქ ამანში კი, საუდის არაბეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და პალესტინის წარმომადგენლებს შეხვდა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორ ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 2-10 ნოემბერს ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს, იორდანიის დედაქალაქ ამანს, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულს და ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელის ეწვევა.
ენტონი ბლინკენისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ოფიციალური განცხადებების გარეშე დასრულდა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ერთმანეთს ანკარაში შეხვდნენ. თურქული მედიის ცნობით, მხარეებმა ისრაელ- „ჰამასის“ ომის თემა განიხილეს. შეხვედრის შემდეგ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, მაგრამ, წყაროების მიხედვით, ფიდანმა თავის ამერიკელ კოლეგასთან საუბრისას ხაზი გაუსვა აუცილებლობას, რომ ღაზის სექტორში ისრაელის სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა არ უნდა გახდეს. ამასთან, ფიდანი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა. Anadolu-ს ცნობით, ორივე მხარემ ისაუბრა ჰუმანიტარული დახმარების უწყვეტად მიწოდების საკითხზე. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა „ორი სახელმწიფოს გადაწყვეტისთვის ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას." ბლინკენმა ფიდანთან ასევე განიხილა შვედეთის განაცხადი NATO-ში გაწევრიანების შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ არ არის რატიფიცირებული თურქეთის მიერ, ასევე ორმხრივი და რეგიონული საკითხები. საერთო ჯამში შეხვედრა დაახლოებით 2,5 საათს გაგრძელდა. ერაყში, დაუანონსებელი ვიზიტის შემდეგ, ბლინკენი 6 ნოემბერს, დილით, თურქეთში ჩავიდა. ეს მისი ბოლო გაჩერებაა რეგიონში, აზიაში გამგზავრებამდე. ერთი დღით ადრე ბლინკენი იმყოფებოდა ისრაელსა და იორდანიაში. ის ასევე შეხვდა პალესტინის ეროვნული ხელისუფლების პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს.
ბლინკენი თურქეთში ვიზიტის შემდეგ: ჩვენი მოლაპარაკებები მოიცავდა იმას, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ენტონი ბლინკენის თურქეთში ვიზიტის შემდეგ, შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს. ენტონი ბლინკენი დღეს ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს შეხვდა. სპიკერ მეთიუ მილერის თქმით, მდივანმა ბლინკენმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ფიდანმა განიხილეს ისრაელ-“ჰამასის“ კონფლიქტი, მათ შორის რეგიონში კონფლიქტის გავრცელების პრევენციის აუცილებლობა. ორივე მხარე შეთანხმდა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისა და ღაზის სექტორში მყოფ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების კრიტიკულ მნიშვნელობაზე. მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ფიდანმა ხაზი გაუსვეს აშშ-თურქეთის ხანგრძლივი თანამშრომლობის მნიშვნელობას, შეეხნენ NATO-ს მოკავშირეებისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების პრიორიტეტებს, მათ შორის შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხებს. თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ბლინკენმა შეხვედრა გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან, მანამდე ის იმყოფებოდა იორდანიაში, დასავლეთ სანაპიროზე, კვიპროსსა და ერაყში. ბაიდენის ადმინისტრაცია „ჰუმანიტარული პაუზის“ მომხრეა. ბლინკენმა ახლო აღმოსავლეთში დიპლომატიური ტურნე 6 ნოემბერს, თურქეთში ვიზიტით დაასრულა. ბლინკენმა თურქეთში ვიზიტის შემდეგ, მედიასთან განაცხადა, რომ მოლაპარაკებები რეგიონში ფოკუსირებული იყო სამ საკითხზე - “როგორ გავაფართოოთ ჰუმანიტარული დახმარება, როგორ შევაჩეროთ კონფლიქტის გავრცელება და ასევე „რისი გაკეთება შეგვიძლია გრძელვადიანი, მდგრადი, გრძელვადიანი მშვიდობისთვის პირობების შესაქმნელად." ჰუმანიტარული დახმარება: ბლინკენის თქმით, აშშ მუშაობს "ძალიან აგრესიულად" და "ძალიან კონკრეტული გზებით" ღაზის სექტორში დამატებითი დახმარების მისაღებად. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამ თვალსაზრისით პროგრესზე მიუთითებს და აცხადებს, რომ დახმარება მნიშვნელოვნად გაფართოვდება „მომდევნო დღეებში." მისი თქმით, აშშ იზიარებს შეშფოთებას ღაზის სექტორში პალესტინელების "საშინელი მსხვერპლის" გამო. მძევლებთან დაკავშირებით, ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ ამ საკითხზე ფოკუსს ინარჩუნებს და ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს ადამიანები სახლში დაბრუნდნენ. ბლინკენის თქმით, აშშ-მ ისრაელს კონკრეტული ნაბიჯები შესთავაზა მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესამცირებლად. „ზოგჯერ რაღაც ცუდის არარსებობა შეიძლება, არ იყოს პროგრესის ყველაზე აშკარა მტკიცებულება, მაგრამ ეს ასეა,“ - აღნიშნა ბლინკენმა.
ენტონი ბლინკენი იაპონიაში ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად იაპონიაში ჩავიდა. შეხვედრაზე ისრაელ-„ჰამასის“ ომს, რუსეთ-უკრაინის ომსა და ჩინეთთან ურთიერთობებს განიხილავენ. ბლინკენი იაპონიაში ვიზიტამდე ახლო აღმოსავლეთს სტუმრობდა და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზის მოწოდებით გამოვიდა. თურქეთში ვიზიტის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი აქტიურად მუშაობს ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დახმარების მიწოდების გასაზრდელად. „ვფიქრობ, უახლოეს დღეებში დავინახავთ, რომ დახმარება შეიძლება მნიშვნელოვნად გაფართოვდეს,” - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
აშშ-ს უკრაინის დასახმარებლად მკაფიო გეგმა აქვს - ენტონი ბლინკენი
ვიდრე რუსეთის მიერ დაწყებული ომი გრძელდება, შეერთებულ შტატებს აქვს მკაფიო სამოქმედო გეგმა უკრაინის დასახმარებლად. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა. „რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინაში და ნებისმიერ დროს შეეძლო მისი დასრულება ძალების გაყვანითა და სასტიკი თავდასხმების შეჩერებით. ვიდრე ამას არ გააკეთებს, შეერთებულ შტატებს აქვს წინსვლის მკაფიო გზა: დავეხმაროთ უკრაინას თავის დაცვაში; მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს; დავაკისროთ რუსეთს პასუხისმგებლობა,“ - აღნიშნავს ბლინკენი. რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა კიევს დაახლოებით, 44 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია.
ბლინკენი ბრიუსელში NATO-უკრაინის საბჭოს სხდომას დაესწრება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბრიუსელში გაემგზავრება. ენტონი ბლინკენი უკრაინის NATO-უკრაინის საბჭოს სხდომას დაესწრება, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იმართება. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ბრიუსელს 27029 ნოემბერს ეწვევა. „სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 2023 წლის 27-29 ნოემბერს გაემგზავრება ბრიუსელში, ბელგიაში, რათა დაესწროს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, მათ შორის NATO-უკრაინის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების პირველ შეხვედრას," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. მისივე თანახმად, ბლინკენი ხაზს გაუსვამს NATO-ს მტკიცე ვალდებულებას უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, დასავლეთ ბალკანეთში დემოკრატიისა და რეგიონული სტაბილურობის მხარდაჭერას და განიხილავს 2024 წლის ივლისში ვაშინგტონის სამიტის პრიორიტეტებს.
ბლინკენი ბრიუსელშია
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრიუსელში ჩავიდა. ის NATO-უკრაინის საბჭოს სხდომას დაესწრება, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართება. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ბრიუსელს 27029 ნოემბერს ეწვევა. „სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 2023 წლის 27-29 ნოემბერს გაემგზავრება ბრიუსელში, ბელგიაში, რათა დაესწროს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, მათ შორის NATO-უკრაინის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების პირველ შეხვედრას," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. მისივე თანახმად, ბლინკენი ხაზს გაუსვამს NATO-ს მტკიცე ვალდებულებას უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, დასავლეთ ბალკანეთში დემოკრატიისა და რეგიონული სტაბილურობის მხარდაჭერას და განიხილავს 2024 წლის ივლისში ვაშინგტონის სამიტის პრიორიტეტებს. რას პასუხობს ბაქოს პროტესტს ო'ბრაიენი და განიხილება თუ არა სამხრეთ კავკასიის საკითხი ბრიუსელში
ენტონი ბლინკენი ისრაელს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა
ენტონი ბლინკენი ისრაელს ეწვევა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ეს რეგიონში ბლინკენის მესამე ვიზიტი იქნება. ვიზიტის ფარგლებში ბლინკენი ისრაელის თავდაცვის უფლებას, ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვის და მათთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაჩქარების გზებს განიხილავს. მთლიანობაში, 27 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ისრაელის გარდა, ჩრდილოეთ მაკედონიას და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა. დღეს ბლინკენი ბრიუსელში ჩავიდა.
სტოლტენბერგი და ბლინკენი ბრიუსელში ადასტურებენ, რომ უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერა გაგრძელდება
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ბრიუსელში ხვდება. გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს მისი ლიდერობისა და უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის. სტოლტენბერგი მიესალმა მდივნის ბლინკენის მტკიცე ერთგულებას NATO-სა და ტრანსატლანტიკური ალიანსის მიმართ. გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მინისტრები განიხილავენ რამდენიმე საკითხს, მათ შორის: უკრაინა; ჩინეთი; დასავლეთ ბალკანეთი; და NATO-ს სამხრეთ სამეზობლო. განიხილება თუ არა სამხრეთ კავკასიის საკითხი ბრიუსელში აღსანიშნავია, რომ შეხვედრა იმართება უკრაინის მიმართ აშშ-ის დახმარების გაგრძელების ირგვლივ არსებული შეშფოთების ფონზე, რაც კონგრესში სადავო საკითხებმა გამოიწვია. სტოლტენბერგს ბლინკენმა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე კიევისადმი მხარდაჭერის კონტექსტში გამოჩენილი ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა. „ყოველთვის ძალიან კარგია დაბრუნება ბელგიაში, ბრიუსელში, აქ NATO-ში, რომელიც თითქმის მეორე სახლად იქცა ბოლო სამი წლის განმავლობაში. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს მტკიცებულებაა იმისა, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ ალიანსთან, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, და თქვენ ნახეთ, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში NATO ძალზედ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგანს, რათა გაუმკლავდეს ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს. ჩვენ ერთად ვდგავართ. ჩვენ მტკიცედ დავადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რადგან რუსეთი აგრძელებს აგრესიულ ომს. ჩვენ ველით მომავალ წელს ვაშინგტონში გამართულ სამიტს, რათა აღვნიშნოთ NATO-ს 75 წლის იუბილე, მაგრამ არამხოლოდ აღვნიშნოთ ეს წლისთავი, გავაგრძელოთ ალიანსის წინსვლა, მათ შორის, იმ ვალდებულებების გათვალისწინებით, რომლებსაც მისი წევრები იღებენ ჩვენი კოლექტიური თავდაცვისთვის. ჩვენ ბევრი სამუშაო გვაქვს, როგორც თქვენ თქვით, ასევე, დასავლეთ ბალკანეთში, NATO-ს პარტნიორებთან ერთად მთელი მსოფლიოდან, მათ შორის აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებიდან. და რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრებთ ღაზასა და უფრო ფართო ახლო აღმოსავლეთის კრიზისზე,“ - განაცხადა თავის მხრივ, ბლინკენმა. ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა დღეს, 28 ნოემბერს უკრაინისა და ისრაელის დახმარებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კონგრესში კარგად ესმით საკითხის სწრაფად გადაწყვეტის მნიშვნელობა და საქმეს ბოლომდე მიიყვანენ. მან ისრაელის დახმარებას მთავარი პრიორიტეტი უწოდა, ხოლო უკრაინის დახმარებას - კიდევ ერთი პრიორიტეტი. „ვფიქრობ, ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ და ამ საკითხს ბოლომდე მივიყვანთ," - განაცხადა ჯონსონმა. მას იმედი აქვს, რომ უახლოეს ხანში, ახალ წლამდე გადაწყდება ისრაელისა და უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გაწევის საკითხი. „რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივცემთ ვლადიმერ პუტინს ევროპაში მარშით გავლის საშუალებას და გვესმის [უკრაინის] დახმარების აუცილებლობა," - განმარტა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.
ბლინკენი: NATO-ში ყველა მხარს უჭერს უკრაინისთვის ძლიერ და ხანგრძლივ დახმარებას
NATO-ში ყველა მხარს უჭერს უკრაინისთვის ძლიერ და ხანგრძლივ დახმარებას. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 29 ნოემბრის შეხვედრაზე NATO-ს წევრები უკრაინისთვის გრძელვადიან დახმარებას განიხილავდნენ. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ მოკავშირეები უკრაინას ახლა დახმარებას უწევენ არა მხოლოდ იმისთვის, რომ მან თავდაცვის გაგრძელება შეძლოს, არამედ თავისი სამხედრო შესაძლებლობების განვითარების პერსპექტივითაც, რათა კიევს შეეძლოს ახალი აგრესიის შეკავება და მისგან თავის დაცვა. „მინდა გითხრათ: როდესაც მაგიდასთან ყველა ჩვენს კოლეგას ვუსმენდი, ყველამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის ძლიერ და ხანგრძლივ დახმარებას. ზოგიერთი სვამდა კითხვას, უნდა გააგრძელონ თუ არა აშშ-მა და NATO-ს სხვა მოკავშირეებმა უკრაინის მომავალშიც მხარდაჭერა. დღეს ნატოში პასუხი ძალიან მკაფიო და ურყევია: უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ და დავუჭერთ. იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთის ფედერაციის აგრესიული ომი მისი სტრატეგიული მარცხი გახდეს, ახლა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც იმ მომენტში, როდესაც კრემლმა ეს ომი დაიწყო. ფსონები ყველასთვის გასაგებია. მკაფიო სიგნალი უნდა გავაგზავნოთ, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია საზღვრების ძალით შეცვლა. ეს ყოველი მოკავშირის ინტერესებშია და ბევრი ქვეყნის ინტერესებშია, რომლებიც არ არიან ალიანსის წევრები,” - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
მედია: ენტონი ბლინკენმა ჩრდილოეთ მაკედონია ლავროვის ჩასვლამდე დატოვა და ისრაელში გაემგზავრა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) სხდომა სკოპიეში მისი რუსი კოლეგის, სერგეი ლავროვის ჩასვლამდე დატოვა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპის ბიურო იუწყება. აშშ-ის მთავარი დიპლომატი ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს ბუჯარ ოსმანის შეხვდა და არაფორმალურ ვახშამს დაესწრო, რომლის დროსაც ეუთოს წარმომადგენლებმა, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია განიხილეს. ეუთოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის დაშვების გამო, შეხვედრას ბოიკოტს ბალტიის ქვეყნები და უკრაინა უცხადებენ. კარპენტერი ეუთოს მინისტერიალზე: ჩვენ ვგეგმავთ, პირდაპირ ვისაუბროთ რუსეთის აგრესიაზე და ვიმედოვნებთ, რომ ყველა სხვა დელეგაცია შეუერთდება ამ საშინელი აქტის დაგმობას
ბლინკენი „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ისრაელში მესამედ ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს თელ-ავივში ისრაელის პრეზიდენტ, ისააკ ჰერცოგს შეხვდა. ბლინკენი ისრაელსა და "ჰამასს" შორის 7 ოქტომბერს ომის დაწყების შემდეგ რეგიონში ვიზიტით მესამედ იმყოფება. ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მძევლებთან დაკავშირებით სიტუაცია პოზიტიურად განვითარდა და ისინი სახლში ბრუნდებიან. სახელმწიფო მდივნის თქმით, ასევე შესაძლებელი გახდა, გაიზარდოს ღაზის სექტროში ჰუმანიტარული დახმარების შესვლა, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას ძალიან სჭირდება. „ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება," - აღნიშნა ბლინკენმა. ბლინკენი მოლაპარაკებებს აწარმოებს ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და მოგვიანებით რამალაში შეხვდება პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს.
აშშ-ის და ევროკავშირის ჩართულობით, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები განიხილება
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შეხვდა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის 30-ე მინისტრთა საბჭოს ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები. „საუბარი შეეხო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში ბოლო მოვლენებს. მირზოიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის არაკონსტრუქციული დამოკიდებულების, მთიან ყარაბაღში განხორციელებული ეთნიკური წმენდისა და არსებული ჰუმანიტარული პრობლემების მიუხედავად, სომხეთმა აზერბაიჯანს გადაუგზავნა წინადადებები სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით ცნობილი პრინციპების შესაბამისად და და აზერბაიჯანის ამ პრინციპებისადმი მკაფიო ერთგულების შემთხვევაში, ამ პროექტზე შეთანხმების მიმართულებით შეიძლება მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. ბლინკენმა და მირზოიანმა ასევე ისაუბრეს სომხეთის რეგიონულ პროგრამებზე, რომლის კონტექსტში საგარეო საქმეთა მინისტრმა მირზოიანმა ისაუბრა სომხეთის მთავრობის მიერ შემუშავებულ პროექტზე "მშვიდობის გზაჯვარედინზე" და ხაზი გაუსვა მის განხორციელების შედეგად რეგიონის სტაბილურობისთვის მოსალოდნელ სარგებელს. შეხვედრაზე მირზოიანმა და ბლინკენმა სომხურ-ამერიკული ორმხრივი დღის წესრიგიც განიხილეს. ისაუბრეს ორმხრივ და მრავალმხრივ პლატფორმებზე არსებულ თანამშრომლობასა და მისი გაფართოების პერსპექტივებზე,“ - იუწყება სომხური მხარე. ამერიკულ მხარეს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. თავის მხრივ, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში განიხილა „სამშვიდობო პროცესი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.“ „გუშინ ანკარაში კარგი ვიზიტის შემდეგ დავბრუნდი ბრიუსელში. განვიხილეთ ევროკავშირსა და თურქეთს შორის საერთო ინტერესის საკითხები სამხრეთ კავკასიის რეგიონთან დაკავშირებით, კერძოდ, სამშვიდობო პროცესი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის,“ - დაწერა კლაარმა X-ზე (ყოფილი Twitter-ი). გადამწყვეტი დრო სომხეთისა და აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის - მაიკლ კარპენტერის ხედვა 28 ნოემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ აშშ-ის განცხადებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯან-ამერიკის ურთიერთობებს. შეგახსენებთ, ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ბაქოს პროტესტი მოჰყვა ბლინკენის თანაშემწის ჯიმ ო'ბრაიანის მიერ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, „ნორმალურად ვერ იქნება ვერაფერი აზერბაიჯანთან, 19 სექტემბრის მოვლენების შემდეგ, ვიდრე არ დაინახავენ პროგრესს სამშვიდობო გზაზე." „ჩვენ გავაუქმეთ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი, დავგმეთ [ბაქოს] ქმედებები“, აღნიშნა ო'ბრაიანმა. შეგახსენებთ, ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, რომელიც Europetime-ს ანონიმურობის დაცვის პირობით, ვრცელ ინტერვიუში ესაუბრა, ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს. 16 ნოემბერს ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. საპასუხოდ, აშშ-მ აზერბაიჯანს და სომხეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ კვლავ მოუწოდა. „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგვრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო.“
ენტონი ბლინკენი: უკრაინისთვის დახმარებამ ეკონომიკაში მეტი ზრდა მოგვცა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა „ამერიკული აუდიტორიისთვის“ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე ისაუბრა. სახელმწიფო მდივანმა ბრიტანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მიწოდებული დახმარების 90% აშშ-ში მდებარე მრეწველობებს მოხმარდა, რამაც ამერიკული ეკონომიკა გაზარდა. გასულ თვეში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელების თითქმის ნახევარს სურს, რომ უკრაინაში ომი სწრაფად დასრულდეს, თუნდაც ეს ნიშნავს ვლადიმერ პუტინისთვის მიწის დათმობას. რას ეტყოდით ამერიკის საზოგადოების იმ წევრებს, რომლებმაც შესაძლოა, დაგადანაშაულონ შიდა პოლიტიკაში ჩარევასა და გავლენის მოხდენის მცდელობაში? ამ შეკითხვით მიმართა ჟურნალისტმა ბლინკენს. „თუ შეხედავთ ინვესტიციებს, რომლებიც ჩვენ უკრაინის თავდაცვაში განვახორციელეთ, რათა ამ აგრესიასთან გამკლავება შეძლოს, ნახავთ, რომ უსაფრთხოების სფეროში ჩვენ მიერ მიწოდებული დახმარების 90% დაიხარჯა აქ, აშშ-ში, ჩვენს მწარმოებლებზე, ჩვენს მრეწველობაზე და ამან მეტი ამერიკული სამუშაო ადგილი, ჩვენს საკუთარ ეკონომიკაში მეტი ზრდა მოგვცა,“ - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
„მხოლოდ ერთ რამეში ვეთანხმები პუტინს“ - ენტონი ბლინკენის შემაჯამებელი პრესკონფერენცია
აშშ მომავალ წელსაც გააგრძელებს ქვეყნების გაერთიანებას უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად. ეს და სხვა მნიშვნელოვანი გზავნილები ჰქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს 20 დეკემბერს, მედიასთან შეხვედრაზე, რითაც 2023 წელი შეაჯამა. მან ამერიკის ლიდერობის პირობა მომავალი წლისთვისაც დადო. რაზე დებს პუტინი ფსონს, შეძლებს თუ არა უკრაინა ფეხზე დადგომას დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე და რა გეგმა აქვს შტატებს. ამ შეკითხვებს უპასუხა ამერიკელმა დიპლომატმა. „პრეზიდენტი პუტინი ბოლო კვირებში ტრაბახობდა, რომ "უკრაინას მომავალი არ აქვს." ის ფიქრობს, რომ მისი სტრატეგია, შეგვაფერხოს, ხოლო ახალგაზრდა რუსების ტალღა ხორცსაკეპ მანქანაში გაგზავნოს, გაამართლებს. მხოლოდ ერთ საკითხში ვეთანხმები პუტინს: ამერიკის მხარდაჭერა გადამწყვეტია იმისთვის, რომ უკრაინის მამაცმა ჯარისკაცებმა და მოქალაქეებმა განაგრძონ ბრძოლა, რუსეთის ომი დარჩეს სტრატეგიულ მარცხად და დავეხმაროთ უკრაინას, მყარად დადგეს სამხედრო, ეკონომიკური და დემოკრატიული თვალსაზრისით. პუტინი ფსონს დებს ჩვენს დაყოფაზე უკრაინის მხარდაჭერის გზაზე, ჩვენ მას უკვე ვაჩვენეთ, რომ ცდება და ამას მომავალშიც დავუმტკიცებთ,“ - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. მან ასევე უპასუხა შეკითხვას, რამდენ ხანს შეიძლება, გაძლოს უკრაინამ დასავლეთის დამატებითი მხარდაჭერის გარეშე? „ჩვენ განვახორციელეთ რეალური ინვესტიცია უკრაინის მომავალში, მის თავისუფლებაში. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა, როგორც ვთქვი, რომ დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა შეძლებს საკუთარ ფეხზე დადგეს - სამხედრო, ეკონომიკურად, დემოკრატიულად - ისე, რომ ამ დონის მხარდაჭერა და დახმარება აღარ იქნება საჭირო. მაგრამ ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას გადალახოს შემდეგი პერიოდი, გადალახოს ეს ზამთარი, გადალახოს გაზაფხული და ზაფხული,“ - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. ბლინკენმა ამავე პრესკონფერენციის დროს ხაზი გაუსვა, რომ პუტინმა უკვე ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზანს უკრაინაში: მის რუკიდან წაშლასა და რუსეთის შემადგენლობაში შეყვანას. „უკრაინელი ხალხი წინ აღუდგა მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს არმიას და შეერთებული შტატები გააგრძელებს მსოფლიოს ქვეყნების გაერთიანებას, რათა დაეხმაროს უკრაინას ამ ბრძოლაში, მის მომავალ აღდგენაში. ეს იყო მძიმე წელი ბრძოლის ველზე. მაგრამ კიდევ ერთხელ, უკრაინელებმა გააკეთეს ის, რაც არავის ეგონა, რომ შესაძლებელი იყო," - განაცხადა ბლინკენმა. ბლინკენმა ასევე გაიხსენა იაპონიის, სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის სხვა ქვეყნების წვლილი, რომლებიც უზრუნველყოფდნენ დიდ სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას და მხარდაჭერას უკრაინის ენერგეტიკული ქსელის აღდგენაში. „მათაც იციან, რომ უკრაინის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა ყველგან ვაჩვენოთ შესაძლო აგრესორებს, რომ ჩვენ წინ აღვუდგებით მათ, ვინც ძალის გამოყენებით ცდილობს საზღვრების შეცვლას,” - აღნიშნა ბლინკენმა. აშშ-ის სახელმწფიო მდივნის შეფასებით, რუსეთი დღეს სამხედრო, ეკონომიკური და დიპლომატიური თვალსაზრისით უფრო სუსტია, NATO კი, ბოლო 75 წლის განმავლობაში უფრო დიდი, ძლიერი და ერთიანი. ბლინკენმა პირობდა დადო, რომ შეერთებული შტატები, პარტნიორებთან ერთად, მომავალ წელსაც გააგრძელებს თავისუფალი და უსაფრთხო სამყაროს გაძლიერების ძალისხმევას. „2024 წელს, ჩვენ ისევ ერთად დავდგებით მათთან, ვინც იზიარებს თავისუფალი, აყვავებული და უსაფრთხო სამყაროს ხედვას. პირველ რიგში, ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნების გაერთიანებას უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ მომავალ წელს, რუსეთის აგრესია სტრატეგიულ მარცხად დარჩეს,“ აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
აშშ მომავალ წელსაც გააგრძელებს ქვეყნების გაერთიანებას უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად - ბლინკენი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა მომავალ წელსაც გააგრძელებს ქვეყნების გაერთიანებას უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად. აშშ-ის სახელმწფიო მდივნის შეფასებით, რუსეთი დღეს სამხედრო, ეკონომიკური და დიპლომატიური თვალსაზრისით უფრო სუსტია, NATO კი, ბოლო 75 წლის განმავლობაში უფრო დიდი, ძლიერი და ერთიანი. ბლინკენმა პირობდა დადო, რომ შეერთებული შტატები, პარტნიორებთან ერთად, მომავალ წელსაც გააგრძელებს თავისუფალი და უსაფრთხო სამყაროს გაძლიერების ძალისხმევას. „2024 წელს, ჩვენ ისევ ერთად დავდგებით მათთან, ვინც იზიარებს თავისუფალი, აყვავებული და უსაფრთხო სამყაროს ხედვას. პირველ რიგში, ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნების გაერთიანებას უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ მომავალ წელს, რუსეთის აგრესია სტრატეგიულ მარცხად დარჩეს. „პრეზიდენტი პუტინი ბოლო კვირებში ტრაბახობდა, რომ "უკრაინას მომავალი არ აქვს." ის ფიქრობს, რომ მისი სტრატეგია, შეგვაფერხოს, ხოლო ახალგაზრდა რუსების ტალღა ხორცსაკეპ მანქანაში გაგზავნოს, გაამართლებს. მხოლოდ ერთ საკითხში ვეთანხმები პუტინს: ამერიკის მხარდაჭერა გადამწყვეტია იმისთვის, რომ უკრაინის მამაცმა ჯარისკაცებმა და მოქალაქეებმა განაგრძონ ბრძოლა, რუსეთის ომი დარჩეს სტრატეგიულ მარცხად და დავეხმაროთ უკრაინას, მყარად დადგეს სამხედრო, ეკონომიკური და დემოკრატიული თვალსაზრისით. პუტინი ფსონს დებს ჩვენს დაყოფაზე უკრაინის მხარდაჭერის გზაზე, ჩვენ მას უკვე ვაჩვენეთ, რომ ცდება და ამას მომავალშიც დავუმტკიცებთ,“ - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
ბლინკენი მომავალ კვირას ახლო აღმოსავლეთს ეწვევა - Axios
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, მომავალ კვირას ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრება. ამის შესახებ Axios-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. ეს იქნება ბლინკენის მეოთხე მოგზაურობა ახლო აღმოსავლეთში და მეხუთე ვიზიტი ისრაელში, ღაზის სექტორში ომის დაწყების შემდეგ. მისი მოგზაურობა არის ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალური პირების მაღალი დონის ვიზიტების სერიის ნაწილი, რათა უზრუნველყოს მუდმივი კონსულტაციები ისრაელის მთავრობასთან და რეგიონულ პარტნიორებთან. ევროკავშირის, აშშ-სა და ისრაელის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა „ჰამასმა“ ისრაელზე იერიში 7 ოქტომბერს მიიტანა. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო.
ბლინკენმა და ქემერონმა იმსჯელეს, თუ როგორ უნდა უზრუნველყონ უკრაინის შემდგომი დახმარება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა, ასევე ღაზის სექტორში არსებული სიტუაცია და წითელ ზღვაში გემების უსაფრთხოების საკითხი განიხილეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, თანამოსაუბრეებმა განიხილეს "აშშ-დიდი ბრიტანეთის მცდელობები, რათა დაეხმაროს უკრაინას დაიცვან თავი რუსეთის აგრესიისგან." გარდა ამისა, ბლინკენმა და კამერონმა ხაზი გაუსვეს „კოლექტიური მრავალმხრივი მოქმედების მნიშვნელობას გლობალური ინტერესების წინააღმდეგ საფრთხის აღმოსაფხვრელად, რომელიც გამოწვეულია ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების თავდასხმებით წითელ ზღვაში, კომერციულ გემებზე.“ სახელმწიფო მდივანმა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განიხილეს ისრაელ-ჰამასის კონფლიქტი, მათ შორის სამოქალაქო დაცვის გაუმჯობესების აუცილებლობა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.
ბლინკენი თურქეთში ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, ღაზის სექტორის საკითხზე მოლაპარაკებების წინ თურქეთში ჩავიდა. ის ანკარაში მოლაპარაკებებს გამართავს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან. როგორც Guardian-ი წერს, ბლინკენის ვიზიტის პარალელურად, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ორშაბათს შორეულ ჩრდილო-აღმოსავლეთით გამგზავრებას გეგმავს. ბლინკენი მხარს უჭერდა ისრაელს და ცდილობდა, დაერწმუნებინა რეგიონული მოთამაშეები, რომ ვაშინგტონი ორიენტირებულია ჰუმანიტარული ტანჯვის შემსუბუქებაზე, ღაზის სექტორში მიმდინარე სახმელეთო შეტევის ფონზე. „ჩვენ არ ველით, რომ ამ მოგზაურობის დროს დაგეგმილი ყველა საუბარი მარტივი იქნება. აშკარაა, რომ რეგიონის წინაშე რთული საკითხები დგას, მაგრამ მდივანი თვლის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პასუხისმგებლობაა, წარმართოს დიპლომატიური ძალისხმევა ამ გამოწვევების თავიდან ასაცილებლად და ის მზად არის, ამის გასაკეთებლად უახლოეს დღეებში,“ - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა ბლინკენის ტურნესთან დაკავშირებით. ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში ერთკვირიან ტურნეს იწყებს Guardian-ის ცნობით, თურქეთში პოლიციამ ასობით დემონსტრანტის დასაშლელად, რომლებიც ბლინკენის ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, აშშ-ის ძალების საჰაერო ბაზისკენ გაემართნენ, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
თურქეთის როლი გადამწყვეტია რეგიონული უსაფრთხოების საკითხების მოგვარებაში - სახელმწიფო დეპარტამენტი ბლინკენის ვიზიტზე
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რეგიონული ტურნეს ფარგლებში თურქეთშია. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა მეთიუ მილერმა Twitter-ზე დაწერა, რომ თურქეთი არის NATO-ს ღირებული, დიდი ხნის მოკავშირე და პარტნიორი. მილერის თქმით, თურქეთს გადამწყვეტი როლი აქვს რეგიონული უსაფრთხოების საკითხების მოგვარებაში, მათ შორის, ღაზის სექტორის კონფლიქტის გავრცელების პრევენციაში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 4-დან 11 იანვრამდე, ერთკვირიან ტურნეს იწყებს. ბლინკენი თურქეთში, საბერძნეთში, იორდანიაში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ისრაელში, დასავლეთ სანაპიროსა და ეგვიპტეში ჩადის. ეს იქნება ბლინკენის მეოთხე მოგზაურობა ახლო აღმოსავლეთში და მეხუთე ვიზიტი ისრაელში, ღაზის სექტორში ომის დაწყების შემდეგ, თუმცა ახლანდელ ვიზიტს ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში, კონფლიქტის გაფართოების საფრთხის ფონზე მართავს. თურქეთის ადგილობრივი მედიის ცნობით, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაკან ფიდანის ინფორმაციას ეყრდნობა, ბლინკენი შაბათს თურქ ოფიციალურ პირებსაც შეხვდება. ამასთან, CNN-ის ცნობით, მოსალოდნელია ბლინკენის შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. Axios-ის ცნობით, ჯო ბაიდენის უფროსი მრჩეველი ამოს ჰოჩსტეინი ისრაელში ხუთშაბათს, 4 იანვარს ჩავიდა, რათა ხელი შეუწყოს დიპლომატიურ შეთანხმებას ისრაელ-ლიბანის საზღვარზე დაძაბულობის შესამცირებლად. ისრაელის შეიარაღებული ძალები ღაზის სექტორზე იერიშებს კვლავ აგრძელებენ და აძლიერებენ. ომი ნაწილობრივ ლიბანზეც გავრცელდა. 2 იანვარს, დედაქალაქ ბეირუთში "ჰამასის" ლიდერის მოადგილე სალეჰ ალ-არური თავდასხმის შედეგად მოკლეს. დაპირისპირებაში უკვე ჩართულია მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო, "ჰეზბოლას" ძალები ლიბანისა და ისრაელის საზღვარზე და წითელ ზღვაში - სატრანსპორტო მარშრუტების ნაწილი. ცნობისთვის, ბლინკენის ვიზიტის პარალელურად, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერი ჯოზეფ ბორელი 5 იანვარს იწყებს ლიბანში ვიზიტს. 7 ოქტომბერს აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო.
ერდოღანმა ბლინკენს სტამბოლის საპრეზიდენტო კომპლექსში უმასპინძლა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სტამბოლის საპრეზიდენტო კომპლექსში მიიღო. დახურული შეხვედრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა. რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრამდე ენტონი ბლინკენმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან გამართა მოლაპარაკებები. საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, იბრაჰიმ კალინი და ანკარაში აშშ-ის ელჩი, ჯეფრი ფლეიკი ესწრებოდნენ. „შეხვედრაზე მინისტრებმა ღაზის სექტოში მიმდინარე ომი და ჰუმანიტარული კრიზისი, შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროცესი, ორმხრივი და რეგიონული საკითხები განიხილეს,“ - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. თურქეთის შემდეგ ბლინკენი იორდანიას, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, ისრაელს, დასავლეთ სანაპიროს, ეგვიპტესა და საბერძნეთს ეწვევა. „ჰამასის" 2023 წლის 7 ოქტომბრის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, რეგიონში ეს ბლინკენის მეოთხე ვიზიტია. თურქეთის როლი გადამწყვეტია რეგიონული უსაფრთხოების საკითხების მოგვარებაში - სახელმწიფო დეპარტამენტი ბლინკენის ვიზიტზე
ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში ერთკვირიან ტურნეს იწყებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 4-დან 11 იანვრამდე, ერთკვირიან ტურნეს იწყებს. ბლინკენი თურქეთში, საბერძნეთში, იორდანიაში, კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ისრაელსა და ეგვიპტეში ჩავა. ამერიკულმა მხარემ ოფიციალური ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მოგზაურობის განმავლობაში მდივანი ხაზს გაუსვამს ისრაელში, დასავლეთ სანაპიროზე და ღაზის სექტორში სამოქალაქო პირების სიცოცხლის დაცვის მნიშვნელობას; ასევე, ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლების უზრუნველყოფას; ერთობლივ ვალდებულებას, ხელი შეეწყოს ღაზის სექტორში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის სიცოცხლის გადარჩენისთვის საჭირო ჰუმანიტარული დახმარების გაზრდილი, მდგრადი მიწოდებისა და აუცილებელი სერვისების განახლებას. მდივანი ბლინკენი ასევე განიხილავს გადაუდებელ მექანიზმებს ძალადობის შესაჩერებლად, რიტორიკის დასამშვიდებლად და რეგიონული დაძაბულობის შესამცირებლად, მათ შორის, ჰუსიტების თავდასხმების შეკავებას წითელ ზღვაში კომერციულ გემებზე და ლიბანში ესკალაციის თავიდან აცილებას. მდივანი კიდევ ერთხელ დაადასტურებს აშშ-ის ვალდებულებას ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისთვის აუცილებელი პირობების უზრუნველსაყოფად, რაც მოიცავს ყოვლისმომცველ, ხელშესახებ ნაბიჯებს ისრაელის სახელმწიფოსთან ერთად მომავალი პალესტინის სახელმწიფოს რეალიზაციისკენ, მშვიდობიანად და უსაფრთხოდ. ბლინკენის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მედიაში 27 დეკემბერს გავრცელდა. ეს იქნება ბლინკენის მეოთხე მოგზაურობა ახლო აღმოსავლეთში და მეხუთე ვიზიტი ისრაელში, ღაზის სექტორში ომის დაწყების შემდეგ. მისი მოგზაურობა არის ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალური პირების მაღალი დონის ვიზიტების სერიის ნაწილი, რათა უზრუნველყოს მუდმივი კონსულტაციები ისრაელის მთავრობასთან და რეგიონულ პარტნიორებთან. ევროკავშირის, აშშ-სა და ისრაელის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა „ჰამასმა“ ისრაელზე იერიში 7 ოქტომბერს მიიტანა. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო.
ენტონი ბლინკენი: პალესტინელები არ უნდა აიძულონ, დატოვონ ღაზის სექტორი
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, პალესტინელებზე არ უნდა განახორციელონ ზეწოლა იმ მიზნით, რომ ღაზის სექტორი დატოვონ და ასევე, როგორც კი საშუალება გაჩნდება, მათ თავიანთ სახლებში დაბრუნების საშუალება უნდა მიეცეთ. ბლინკენმა დაგმო ისრაელის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებები, რომ პალესტინელები სხვაგან უნდა გადასახლდნენ. ”პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას უნდა შეეძლოს სახლში დაბრუნება, როგორც კი სათანადო პირობები შეიქმნება, ისინი არ უნდა აიძულონ, ღაზა დატოვონ“, - აღნიშნა ბლინკენმა. სახელმწიფო მდივნის თქმით, შეთანხმებული სამშვიდობო ძალისხმევის გარეშე ისრაელი - "ჰამასის" კონფლიქტი, შესაძლოა, მთელ რეგიონში გავრცელდეს. „რეგიონში ღრმა დაძაბულობის მომენტია. ეს არის კონფლიქტი, რომელსაც შეუძლია ადვილად მოახდინოს მეტასტაზირება და გამოიწვიოს კიდევ უფრო მეტი დაუცველობა და ტანჯვა," - აღნიშნა ბლინკენმა იორდანიაში ვიზიტისას. „იორდანიაში სტუმრობისას, მეფემ, აბდულამ, ბლინკენს მოუწოდა, გამოიყენოს ვაშინგტონის გავლენა ისრაელზე, რათა მან დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი, ნათქვამია სასახლის განცხადებაში, რომელიც მას ისრაელის მიმდინარე სამხედრო კამპანიის "კატასტროფული შედეგების" შესახებ აფრთხილებს. კატარის პრემიერ-მინისტრ შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა განაცხადა, რომ გაეროს შეუძლია, გავლენა იქონიოს იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა დევნილმა პალესტინელებმა შინ დაბრუნება შეძლონ. პრესკონფერენციაზე კატარის პრემიერმა განაცხადა, რომ გასულ კვირაში ისრაელის მიერ ჰამასის ლიდერის მკვლელობამ ბეირუთში, ზეგავლენა იქონია კატარის შესაძლებლობაზე, შუამავლობა გასწიოს „ჰამასსა“ და ისრაელს შორის. თუმცა, მისი თქმით, დოჰა გააგრძელებს თავის მცდელობებს. ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე დღიანი ვიზიტით იმყოფება. გვიან ღამით კატარიდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა, დღეს კი საუდის არაბეთში გაემგზავრება, სადაც ლიბანის შემდეგ, ასევე ვიზიტით ჩავიდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი. ბლინკენი უკვე იმყოფებოდა იორდანიაში, თურქეთსა და საბერძნეთში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელსაც ეწვევა. ბლინკენისა და ბორელის ახლო აღმოსავლური მისიის მოლოდინები და მიზნები
ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. ამერიკელი დიპლომატი ქვეყნის მაღალჩინოსნებთან შეხვედრებს გამართავს. CNN-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ბლინკენი ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, მეტი გააკეთონ ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. ეს არის ენტონი ბლინკენის მეოთხე ვიზიტი რეგიონში და მეხუთე ვიზიტი ისრაელში მას შემდეგ, რაც ისრაელს „ჰამასი“ დაესხა თავს. ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს უფრო ფართო, რეგიონული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. ბლინკენის თქმით, პალესტინელებს ღაზის დატოვება არ უნდა აიძულონ და მათ საშუალება უნდა მიეცეთ, თავიანთ სახლებს დაუბრუნდნენ, როგორც კი შესაბამისი პირობები შეიქმნება. ისრაელში ჩასვლამდე ენტონი ბლინკენი თურქეთში, იორდანიაში, კატარსა და საუდის არაბეთში იმყოფებოდა. ისრაელის შემდეგ კი ის დასავლეთ სანაპიროსა და ეგვიპტეს ეწვევა.
რა მიმართულებები მოექცა აშშ-სა და ისრაელის ფოკუსში - ბლინკენის ვიზიტი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელმაც ახლო აღმოსავლეთში ტურნე 5 იანვარს დაიწყო, ამჟამად ისრაელში იმყოფება. ბლინკენმა დღის განმავლობაში შეხვედრები ისრაელის ოფიციალურ პირებთან გამართა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა პრემიერ ნეთანიაჰუსთან და ომის კაბინეტის წევრებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა ისრაელის უფლებისადმი, აღკვეთოს 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმების განმეორება. ამასთან, ბლინკენმა ხაზი გაუსვა ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობისადმი შემდგომი ზიანისთვის თავის არიდების მნიშვნელობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვას.” ბლინკენმა და ნეთანიაჰუმ ასევე განიხილეს დარჩენილი მძევლების გათავისუფლების მიმდინარე ძალისხმევები და ღაზის სექტორის სამოქალაქო პირებისადმი განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის მნიშვნელობა.” მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ისრაელისა და რეგიონისთვის გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის აუცილებლობა, მათ შორის, პალესტინის სახელმწიფოს არსებობით. ისრაელში ვიზიტისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასევე შეხვდა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ისრაელ კაცს. ენტონი ბლინკენმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ისრაელში "წარმოუდგენლად რთულ დროს" ჩავიდა. მისი თქმით, მოუთმენლად ელის იმ მოსაზრებების გაზიარებას, რაც რეგიონის სხვა ქვეყნებში მოისმინა. „ვიცი თქვენი ძალისხმევა მრავალი წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში უფრო დიდი დაკავშირებადობისა და ინტეგრაციის შესაქმნელად და ვფიქრობ, რომ რეალური შესაძლებლობები არსებობს, მაგრამ უნდა გადავლახოთ ეს ძალიან რთული მომენტი და უზრუნველვყოთ, რომ 7 ოქტომბერი აღარასოდეს განმეორდეს,“ - აღნიშნა ბლინკენმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის გაფართოების პრევენციის და რეგიონში მდგრადი მშვიდობის დამყარების აუცილებლობას. რაც შეეხება პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან გამართულ შეხვედრას, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა აღნიშნული შეხვედრაზეც ანალოგიურ თემებზე ისაუბრა, რაზეც ისრაელის სხვა ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებისას. თავად ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით კი, ისრაელს სჭირდება „ჰამასთან“ ომის დასრულება, რათა უზრუნველყოს მძევლების დაბრუნება და ხალხის უსაფრთხოება. მისი თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ევაკუირებულნი იყვნენ ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქებიდან ისრაელელ სამხედროებსა და ლიბანში „ჰეზბოლას“ მებრძოლებს შორის საზღვრისპირა ბრძოლების გამო, ჯერ კიდევ ვერ დაბრუნდნენ სახლებში. „ასე რომ, უნდა ვიპოვოთ გზა. დიპლომატიური გზა ირანსა და "ჰეზბოლაზე" დიდი ზეწოლის განსახორციელებლად, რათა გავიყვანოთ ისინი შეძლებისდაგვარად. დიდი ზეწოლა უნდა მოხდეს ახლა იმისთვის, რომ თავიდან ავიცილო ომი ხვალ,“ - აღნიშნა ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ისრაელ კაცის თქმით, მნიშვნელოვანია, ყველაფერი გაკეთდეს „ჰეზბოლასთან“ ომის თავიდან ასაცილებლად, რაც, მისი შეფასებით, ლიბანს გაანადგურებს. თავის მხრივ, ისააკ ჰერცოგმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა საქმის აღძვრისთვის გააკრიტიკა, რომლის მოსმენა 11 იანვარს დაიწყება. „არაფერია უფრო სასტიკი და ამაზრზენი, ვიდრე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, რომელიც ისრაელს გენოციდურ ქმედებებში ადანაშაულებს,“ - აღნიშნა ჰერცოგმა. ისააკ ჰერცოგმა ვაშინგტონს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. განახლება ენტონი ბლინკენმა თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია, უფრო ფართო კონფლიქტი არავის ინტერესში არ შედის. „არავის სურს ამ კონფლიქტში მეტი ფრონტის გახსნის დანახვა. რეგიონის ქვეყნები თავიანთ გავლენას იყენებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ ეს არ მოხდება. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს წინადადებას, რომ ისრაელელებმა უსაფრთხოება უნდა იგრძნონ, ვიდრე ჩრდილოეთ ისრაელში თავიანთ სახლებში დაბრუნდებიან. თანაბრად, ჩვენ და ისრაელის ხელისუფლებას გვჯერა, რომ დიპლომატიური გზა საუკეთესოა ამ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. „თუ რეგიონში მდებარე ამერიკული სამხედრო ძალები საფრთხეს იგრძნობენ ან თავდასხმის ქვეშ მოხვდებიან, “ჩვენ სათანადო ნაბიჯებს გადავდგამთ, პასუხს გავცემთ,“ - აღნიშნა ბლინკენმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ომსა და მის შედეგებზე პასუხისმგებელი თავიდან ბოლომდე არის "ჰამასი". „ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველას უწევს გადაწყვეტილებების მიღება, და ეს "ჰამასსაც" მოიაზრებს. "ჰამასს" ამის დამთავრება 8 ოქტომბერს შეეძლო მშვიდობიანი მოსახლეობის ზურგს უკან არ დამალვით, იარაღის დაყრით, ტყვედ ჩაბარებით, მძევლების გათავისუფლებით. ეს ტანჯვა არ მოხდებოდა "ჰამასს" 7 ოქტომბერს რომ არ ექნა ის, რაც ქნა, და მას შემდეგ სხვაგვარი გადაწყვეტილებები რომ მიეღო,” - განაცხადა ბლინკენმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეფასებით, 7 ოქტომბერი არასდროს არ უნდა განმეორდეს, აშშ მყარი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ გზაზე მუშაობს. “ვაგრძელებთ ისრაელთან ერთად დგომას, რათა უზრუნველვყოთ, რომ 7 ოქტომბერი აღარასდროს განმეორდეს,” - განაცხადა ბლინკენმა. სახელმწიფო მდივანი ასევე ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის გაძლიერების შესახებ მოწოდებით გამოვიდა და აღნიშნა, რომ აშშ სასწრაფოდ მუშაობს გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოებისაკენ გზის განსაზღვრაზე. ბლინკენმა “უსაფუძვლო” უწოდა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სამხრეთ აფრიკის მიერ გენოციდის შესახებ ბრალდებებს და აღნიშნა, რომ ბრალდებები “განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, ვინაიდან „ჰამასი“, „ჰეზბოლა“, „ჰუსიტები და მათი მხარდამჭერი ირანი აგრძელებენ ებრაელთა მასობრივი მკვლელობებისკენ მოწოდებებს.” სახელმწიფო მდივნის თქმით, ისრაელმა თავის სამხედრო კამპანიაში “მნიშვნელოვან პროგრესს” მიაღწია ახლა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ახალ ეტაპზე გადადის. „პალესტინელ სამოქალაქო პირებს სახლში დაბრუნების საშუალება უნდა მიეცეთ მაშინვე, როგორც კი პირობები ამის საშუალებას მისცემთ,” - განაცხადა ბლინკენმა და კვლავ გაიმეორა, რომ პალესტინელები ღაზის სექტორიდან არ უნდა გადასახლდნენ. ბლინკენის თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მას განუცხადა, რომ ეს არ მოხდება.
ენტონი ბლინკენის ახლო აღმოსავლურ ტურნეში ცვლილება შევიდა
აშშ-ის უმაღლესი დიპლომატი ენტონი ბლინკენი აქამდე დაუანონსებელი ვიზიტით ბაჰრეინში ჩავა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა. პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან შეხვედრის შემდეგ, ბლინკენი ბაჰრეინში, მეფე ჰამადთან მოლაპარაკებების მიზნით გაემგზავრება, რათა თავიდან იყოს აცოლებული ისრაელ - “ჰამასის“ ომის ესკალაცია რეგიონულ დონეზე. ყურის სამეფო ვაშინგტონის მთავარი პარტნიორია და აშშ-ის საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტსაც მასპინძლობს. ბლინკენმა მეოთხე ტურნე ახლო აღმოსავლეთში 5 იანვარს დაიწყო. მისი ბოლო გაჩერება ეგვიპტე უნდა ყოფილიყო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მეხუთედ ჩავიდა ისრაელში მას შემდეგ, რაც „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს. 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა საომარი მდგომარეომა გამოაცხადა და ტერორისტულ დაჯგუფებად მიჩნეული „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო. ახლა დასავლეთი ომის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად და ბლინკენის ტურნეც სწორედ ამას ისახავდა მიზნად. რა მიმართულებები მოექცა აშშ-სა და ისრაელის ფოკუსში - ბლინკენის ვიზიტი
ენტონი ბლინკენი: წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმების გაგრძელებას შედეგები მოჰყვება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბაჰრეინში რეპორტიორებთან საუბარში განაცხადა, რომ წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმების გაგრძელებას “შედეგები მოყვება.” სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ რეგიონული კონფლიქტის გავრცელების თავიდან ასარიდებლად “განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პასუხი გავცეთ ისეთ რამეს, როგორიცაა „ჰუსიტების“ მხრიდან მომავალი აგრესია.” ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ „ჰუსიტების“ თავდასხმების მიერ შექმნილმა საფრთხემ საერთაშორისო კოალიცია შეკრა, რომელიც ამას დაუპირისპირდება. “არ დავწერ და წინასწარ არ განვიხილავ რამეს, რაც შეიძლება, მოხდეს. ნათელი გავხადეთ, სხვა 20-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად ნათლად ვამბობდით, რომ თუ ეს გაგრძელდება, როგორც გუშინ მოხდა, ამას შედეგები მოჰყვება,” - განაცხადა ბლინკენმა. აშშ-ის სამხედროებმა წითელ ზღვაში რაკეტები და დრონები ჩამოაგდეს - CNN
ბლინკენისა და ბორელის ახლო აღმოსავლური მისიის მოლოდინები და მიზნები
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა 5 იანვარს ახლო აღმოსავლეთში ვიზიტები დაიწყეს. აშშ-ისა და ევროკავშირის გაცხადებული მიზანია, შეაკაონ ღაზის სექტორში მიმდინარე კონფლიქტის გავრცელება დასავლეთ სანაპიროზე, ლიბანსა და წითელი ზღვის სანაოსნო გზებზე. ვიზიტები იმართება ზუსტად სამი თვის შემდეგ, რაც ისრაელს აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ დაესხა თავს, რასაც ისრაელის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადება მოჰყვა. ისრაელმა პირობა დადო, რომ ომი გაგრძელდება, ვიდრე „ჰამასი“ საბოლოოდ არ განადგურდება. ბოლოს ამის შესახებ „მტრებსაც და მეგობრებსაც“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეახსენა. ისრაელის შეიარაღებული ძალები ღაზის სექტორზე იერიშებს კვლავ აგრძელებენ და აძლიერებენ. ომი ნაწილობრივ ლიბანზეც გავრცელდა. 2 იანვარს, დედაქალაქ ბეირუთში "ჰამასის" ლიდერის მოადგილე სალეჰ ალ-არური თავდასხმის შედეგად მოკლეს. "ჰეზბოლამ", რომელიც ისრაელისა და მისი მოკავშირის, აშშ-ის, ასევე კანადის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული, განაცხადა, რომ 6 იანვარს, დილით, საპასუხოდ, ისრაელის სადამკვირვებლო პუნქტს 62 სარაკეტო დარტყმა მიაყენა. ისრაელს ოფიციალურად არ უღიარებია, რომ „ჰამასის“ ლიდერის მოადგილე მათი თავდასხმის მსხვერპლია. ბორელის ვიზიტი ლიბანში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ლიბანში ვიზიტისას გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ლიბანი შეიძლება, რეგიონულ კონფლიქტში აღმოჩნდეს ჩათრეული. ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ახლო აღმოსავლეთში თავიდან აიცილონ კონფლიქტის გაფართოება. მან გააფრთხილა ისრაელი, რომ „რეგიონული კონფლიქტით ვერავინ მოიგებს.“ ლიბანში ბორელის ვიზიტის ოფიციალური და გაცხადებული მიზანია ლიბან-ისრაელის საზღვარზე ვითარების და კონფლიქტის რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილების განხილვა. ბორელმა ლივანში ვიზიტისას ასევე ხაზი გაუსვა, რომ ისრაელსა და პალესტინელებს შორის ორი სახელმწიფოს შექმნის მოგვარება რეალობად უნდა იქცეს. მანვე აღნიშნა, რომ ღაზის სექტორი „პალესტინის უფრო ფართო საკითხის ნაწილია“ და ის „მომავალი პალესტინის სახელმწიფოს ნაწილი უნდა გახდეს.“ ლიბანის შემდეგ ბორელი საუდის არაბეთში გაემგზავრა. მანამდე Euractiv ლიბანურ მედიაზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ჯოზეფ ბორელი ირანის მიერ მხარდაჭერილ „ჰეზბოლას“ წარმომადგენელს შეხვდა. ბორელის შეხვედრა მცდელობის ნაწილია, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომში ლიბანის ჩაბმის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. მედია წერს, რომ ევროკავშირის წყარომ აღნიშნული შეხვედრის გამართვა დაადასტურა მას შემდეგ, რაც „ჰეზბოლას“ მებრძოლებმა ისრაელის სამხედრო ბაზა „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობის საპასუხოდ დაბომბეს. წყაროს ცნობით, ევროკავშირი „აწარმოებს დიპლომატიურ დიალოგს ყველა შესაბამის პოლიტიკურ წარმომადგენელთან, რომლებიც გავლენას ახდენენ ადგილზე არსებულ სიტუაციაზე ან დაინტერესებულნი არიან ამით.“ ენტონი ბლინკენის ტურნე სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სტამბულში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. მდივანმა ბლინკენმა და პრეზიდენტმა ერდოღანმა ღაზის სექტორში კონფლიქტის შესახებ ისაუბრეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა ერდოღანთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილების, მძევლების გათავისუფლების, ჰუმანიტარული დახმარების გაფართოებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შემცირების აუცილებლობას. „მდივანმა ბლინკენმა და პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე „განიხილეს ევროპის უსაფრთხოების პრიორიტეტები, მათ შორის, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხი, შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროცესის დასრულება და ვაჭრობისა და ინვესტიციების გაძლიერება შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის.“ მანამდე ბლინკენი თურქ კოლეგას შეხვდა. „ენტონი ბლინკენმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ფიდანმა განაგრძეს დისკუსია ღაზის სექტორში კონფლიქტის შესახებ. მდივანმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილების აუცილებლობას, პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის მნიშვნელობას და ყველა მხარის პასუხისმგებლობას, გრძელვადიანი უსაფრთხოების მისაღწევად როგორც ისრაელებისთვის, ასევე, პალესტინელებისთვის და უფრო ფართო რეგიონისთვის,“ - წერს სახელმწიფო დეპარტამენტი. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, თურქეთში გამართულ შეხვედრებზე ასევე განიხილეს NATO-ს მოკავშირეების საერთო პრიორიტეტები. მდივანმა ხაზი გაუსვა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებისთვის საბოლოო ნაბიჯების დასრულების მნიშვნელობას, სანქციებიას და ექსპორტის კონტროლის თავიდან აცილების საკითხებს. „ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი არ გავრცელდეს. ერთ-ერთი რეალური შეშფოთების სფეროა საზღვარი ისრაელსა და ლიბანს შორის და ჩვენ გვინდა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ იქ ესკალაცია არ მოხდეს. ჩვენ ვეძებთ დიპლომატიურ გზებს, რათა შვეცადოთ, განვმუხტოთ ეს დაძაბულობა, რათა ადამიანებმა თავიანთ სახლებში იცხოვრონ მშვიდობიანად და უსაფრთხოდ, და ეს არის ის, რაზეც ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ეს იქნება იმ დისკუსიების ნაწილი, რომელიც ჩვენ გვექნება უახლოეს დღეებში არამხოლოდ ისრაელში, არამედ, ზოგიერთ სხვა დაინტერესებულ ქვეყანაში,“ - აღნიშნა ბლინკენმა. მედიის შეკითხვას, ისაუბრეს თუ არა 6 იანვარს მომხდარ თავდასხმაზე, ბლინკენმა უპასუხა: „დეტალურად - არა, მაგრამ ჩვენ ორიენტირებულნი ვიყავით გამოწვევების მთელ სერიაზე, რომლებიც უკავშირდება სტაბილურობას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას და კიდევ, იმ როლზე, რომელიც თურქეთს შეუძლია, შეასრულოს კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილების თვალსაზრისით,“ - აღნიშნა ბლინკენმა უკვე საბერძნეთში ვიზიტისას. ერდოღანმა ბლინკენს სტამბოლის საპრეზიდენტო კომპლექსში უმასპინძლა აღსანიშნავია, რომ ერდოღანი ისრაელს მწვავედ აკრიტიკებს და მას ომის დანაშაულში სდებს ბრალს. თურქეთი აქტიურად ითხოვს ცეცხლი შეწყვეტას. შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, ანკარა „ჰამასს“ ტერორისტულ დაჯგუფებად არ მიიჩნევს. Reuters-ის წყაროს ცნობით, ბლინკენი ასევე იმედოვნებს პროგრესს მოლაპარაკებებში იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება, ღაზის სეტორის მართვა და ასევე სურს, მეტი გაიგოს, მიაღწევს თუ არა ისრაელი თავის მიზანს „ჰამასთან“ ბრძოლაში. „ვაშინგტონს სურს, რომ რეგიონულმა ქვეყნებმა, განსაკუთრებით, თურქეთმა, თავისი როლი შეასრულონ ღაზის სექტორის აღდგენაში, მართვაში და, შესაძლოა, უსაფრთხოების უზრუნველყოფაში,“ განაცხადა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის დაცვის პირობით. CNN-ის ცნობით, ენტონი ბლინკენი ისრაელის ოფიციალურ პირებთან გააგრძელებს დისკუსიებს ღაზის სექტორში ომის შემდეგი ეტაპის შესახებ, რომელიც აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, სავარაუდოდ, მალე დაიწყება. ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ერთად მოგზაურობს, Reuters-ს ასევე განუცხადა, რომ ვაშინგტონი იმედგაცრუებულია ხანგრძლივი პროცესით, თუმცა დარწმუნებულია, რომ ანკარა მალე დაამტკიცებს შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას. ენტონი ბლინკენი ახლა კატარში იმყოფება. ის უკვე ეწვია თურქეთს, საბერნეთსა და იორდანიას. კატარის შემდეგ ბლინკენი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ისრაელსა და ეგვიპტეში ჩავა. „იორდანიაში სტუმრობისას, მეფემ, აბდულამ, ბლინკენს მოუწოდა, გამოიყენოს ვაშინგტონის გავლენა ისრაელზე, რათა მან დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი, ნათქვამია სასახლის განცხადებაში, რომელიც მას ისრაელის მიმდინარე სამხედრო კამპანიის "კატასტროფული შედეგების" შესახებ აფრთხილებს. კატარის პრემიერ-მინისტრ შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა განაცხადა, რომ გაეროს შეუძლია, გავლენა იქონიოს იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა დევნილმა პალესტინელებმა შინ დაბრუნება შეძლონ. პრესკონფერენციაზე კატარის პრემიერმა განაცხადა, რომ გასულ კვირაში ისრაელის მიერ ჰამასის ლიდერის მკვლელობამ ბეირუთში, ზეგავლენა იქონია კატარის შესაძლებლობაზე, შუამავლობა გასწიოს „ჰამასსა“ და ისრაელს შორის. თუმცა, მისი თქმით, დოჰა გააგრძელებს თავის მცდელობებს. ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელში ვიზიტისას ის ისრაელის ოფიციალურ პირებს ეტყვის, რომ მათ მეტი უნდა გააკეთონ ღაზის სექტორში სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად. დოჰაში, კატარში, სადაც 7 იანვარს ჩავიდა, ბლინკენმა განაცხადა, რომ პალესტინის მშვიდობიან მოქალაქეებს უნდა მიეცეთ ნება, დაბრუნდნენ შინ და ისინი არ უნდა გახდნენ იძულებულნი, დატოვონ ღაზის სექტორი. „ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ თავიდან ავიცილოთ ამ კონფლიქტის გავრცელება,“ - განაცხადა ბლინკენმა 7 იანვარს იორდანიაში იყო. რეგიონში ეს მისი მეოთხე ვიზიტია მას შემდეგ, რაც „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს. ისრაელში კი, ბლინკენი უკვე მეხუთედ ჩავა.
აშშ-მ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტის გადაცემის საპასუხოდ, სანქციები აამოქმედა
აშშ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტის გადაცემის საპასუხოდ სანქციებს აწესებს. შესაბამის ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტი აწესებს სანქციებს ერთი ფიზიკური პირისა და სამი სუბიექტის მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთისთვის იარაღის გადაცემასა და რუსეთის მიერ DPRK-ს წარმომავლობის ბალისტიკური რაკეტების გამოცდაში 2023 წლის ნოემბრის ბოლოდან. აშშ-ის მიერ სანქცირებულთა შორის არიან რუსეთის სახელმწიფო ავიაკომპანია, თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში მყოფი „224 მფრინავი რაზმი“, მისი დირექტორი ვლადიმირ მიხეიჩიკი და ასტრახანის ოლქში მდებარე ორი პოლიგონი. შეერთებულმა შტატებმა პირველად 4 იანვარს განაცხადა, რომ ფხენიანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტების გასაშვები დანადგარები და რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა მიაწოდა. ერთი მათგანი რუსეთმა უკრაინაში 30 დეკემბერს გამოიყენა. ამერიკული წყაროების ცნობით, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან შეძენილი რაკეტა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა 2 იანვარსაც. ცნობისთვის, 10 იანვარს ევროკავშირმა და ათობით ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ, ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომლითაც ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას გმობენ. NATO უკრაინაზე რუსულ სარაკეტო იერიშებს, მათ შორის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის იარაღით თავდასხმებს გმობს - სტოლტენბერგი უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მოიპოვა პირველადი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ რუსი ოკუპანტები იყენებდნენ ჩრდილოეთ კორეაში წარმოებულ რაკეტებს უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმისას. მათ შორის, 2 იანვარს ქალაქ ხარკოვზე თავდასხმისას. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა ანდრი კოსტინმა 11 იანვარს განაცხადა.
ენტონი ბლინკენი: აშშ არ მოისვენებს, ვიდრე ღაზის სექტორში დარჩენილი ყველა მძევალი შინ არ დაბრუნდება
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ არ მოისვენებენ, ვიდრე „ჰამასის“ მიერ აყვანილი ყველა მძევალი შინ არ დაბრუნდება. მანამდე, მძევლებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც, რომლის თქმითაც, შეერთებული შტატები აგრძელებს მუშაობს იმისთვის, რომ ღაზის სექტორში მძევლად მყოფი 100-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის ექვსი ამერიკელი, შინ დაბრუნდეს. „ღაზის სექტორში ტყვეობის 100 დღე ძალიან გრძელია. აშშ არ მოისვენებს მანამ, სანამ ყველა დარჩენილი მძევალი, მათ შორის ექვსი ამერიკელი, საყვარელ ადამიანებთან არ დაბრუნდებიან,“ - წერს ბლინკენი სოციალურ ქსელში.
ზელენსკი ბლინკენს: იმედი გვაქვს აშშ-ის მუდმივი მხარდაჭერის, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს დავოსში შეხვდა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა „შეერთებულ შტატებს, პრეზიდენტ ბაიდენს, კონგრესს და ამერიკელ ხალხს ურყევი მხარდაჭერისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხში ლიდერობისათვის.“ „ჩვენ იმედი გვაქვს აშშ-ის მუდმივი მხარდაჭერის, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მე ვაცნობე მდივან ბლინკენს და ჯეიკ სალივანს, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას, ბრძოლის ველზე არსებული ვითარების, უკრაინის თავდაცვის ძალების ამ წლის ძირითადი ამოცანებისა და მათ შესასრულებლად საჭირო საშუალებების შესახებ. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ უკრაინასა და აშშ-ს შორის თავდაცვის შემდგომ თანამშრომლობაზე, განსაკუთრებული აქცენტით საჰაერო თავდაცვაზე და შორ მანძილზე მოქმედ შესაძლებლობებზე,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. მან კონკრეტულად მიუთითა ამერიკული წარმოების Patriot-ის სისტემაზე, რომელიც დაეხმარა უკრაინას რუსული რაკეტების ჩამოგდებაში. „ეს ნამდვილად ეხმარება ხალხს გადარჩენაში რუსეთის ამ დიდი აგრესიის დროს,“ - განმარტა ზელენსკიმ. მან სხვა საკითხებიც გამოყო. „ჩვენ განვიხილეთ უკრაინაში საერთაშორისო ინვესტიციების გაზრდის გზები, განსაკუთრებით, - თავდაცვის წარმოებაში, და ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ უფრო დიდი თავდაცვითი თანამშრომლობა და ერთობლივი წარმოება გაზრდის უკრაინის თავდაჯერებულობას და შეამცირებს მის დამოკიდებულებას უცხოურ სამხედრო და ფინანსურ დახმარებაზე,“ აღნიშნა ზელენსკიმ. თავის მხრივ, ბლინკენი ზელენსკის ურყევ მხარდაჭერას დაჰპირდა. „ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ შევინარჩუნოთ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ კონგრესთან, რათა ვიმუშაოთ ამის მისაღწევად. ვიცი, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები იგივეს გააკეთებენ," - განუცხადა ბლინკენმა ზელენსკის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შეხვედრისას. ჯო ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი ასევე შეუერთდა შეხვედრას და განუცხადა ზელენსკის, რომ „შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მოწადინებულნი არიან, უზრუნველყონ რუსეთის მარცხი და უკრაინის გამარჯვება.“ შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 44 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუგზავნა უკრაინას 2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია. ვაშინგტონი განმარტავს, რატომ აღარ საჭიროებს უკრაინა 2022-2023 წლების დონის დახმარებას
მედია: რუსეთიდან თურქეთში ფულადი გადარიცხვები შეფერხდა
თურქული გამოცემა Ekonomim-ის ცნობით, თურქი ექსპორტიორები პირველი იანვრიდან მათი რუსი კლიენტებისგან ფულად გადარიცხვებს ვეღარ იღებენ, რამაც ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის სერიოზული შეფერხება გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, თურქული საქონლის ექსპორტი რუსეთში, რომელსაც მოსკოვი სამხედრო წარმოებისთვის იყენებს, 2023 წელს გაიზარდა, რამაც სანქციების გვერდის ავლის თაობაზე შეშფოთება გააძლიერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენის ბოლო ვიზიტის შემდეგ ანკარაში, თურქულმა კომპანიებმა გადარიცხვებით ვეღარ ისარგებლეს. „ზოგიერთი ბანკი უკან აგზავნის ფულს, ზოგი კი უარყოფს ადრე მიღებულ ტრანზაქციებს და ამბობს რომ ესა თუ ის საქონელი აკრძალული იყო,“ - განუცხადა გამოცემას წყარომ. ბლინკენი 6 იანვარს ეწვია ანკარას, სადაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰაკან ფიდანს შეხვდა. ამერიკელმა დიპლომატმა შეხვედრაზე სხვა თემებთან ერთად განიხილა სანქციები და ექსპორტის კონტროლზე თავის არიდების საკითხები. აშშ და ევროკავშირი დიდი ხანია, ცდილობენ, შეზღუდონ რუსეთის შესაძლებლობა, მოახდინოს ორმაგი დანიშნულების საქონლის იმპორტი მესამე ქვეყნების მეშვეობით. კომპანიებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა, ყაზახეთი, სერბეთი, თურქეთი და სხვები, ბრალი დასდეს რუსეთში სანქცირებული პროდუქციის რეექსპორტში, რაც უკრაინაში შეჭრის ფონზე, რუსეთის ომის მანქანას ხელს უწყობს.
ბლინკენი: მთელ მსოფლიოში, ყველგან, სადაც მივდივარ, აშშ-ის ჩართულობის, ჩვენი ლიდერობის მოლოდინი აქვთ
ამერიკის შეერთებული შტატების სახლმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უპასუხა კრიტიკას იმის შესახებ, რომ გლობალური მნიშვნელობის პროცესებზე შტატების გავლენამ იკლო, რამაც ხელი შეუწყო იმ ვითარებას, რაც ახლა მსოფლიოშია - ომი უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში. „ის, რაც მესმის მთელ მსოფლიოში, ყველგან, სადაც მივდივარ, არის წყურვილი, შიმშილი, ჩვენი ჩართულობის, ჩვენი ლიდერობის სურვილი. ურთიერთობები, პარტნიორობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ისევე, როგორც ჩვენი ლიდერობა აუცილებელია, სხვებთან თანამშრომლობის ახალი გზების პოვნა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. ჩვენ ამას ვაკეთებთ. ჩვენ ახლა უფრო მეტი კონვერგენცია გვაქვს ევროპასთან, აზიასთან, თუ როგორ მოვიქცეთ პუტინთან ან როგორ გავუმკლავდეთ ჩინეთის მიერ წამოჭრილ გამოწვევებს,“ - უპასუხა ბლინკენმა CNBC-ს შეკითხვას. _რა მოხდება, თუ ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი გახდება პრეზიდენტი, როდესაც საქმე ეხება ყველა ამ საკითხს, რომელზეც საუბრობთ საერთაშორისო დონეზე? ჟურნალისტის ამ შეკითხვას ბლინკენმა შემდეგი პასუსი გასცა. „მე საგარეო პოლიტიკას ვუძღვები. მე არ ვაკეთებ პოლიტიკას. ვცდილობ, გავატარო საუკეთესო საგარეო პოლიტიკა ამერიკელი ხალხის ინტერესების წინსვლისთვის. ეს არის ის, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა მთხოვა - მთელ გუნდს სთხოვა - და ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ,“ - აღნიშნა ბლინკენმა. შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლური ტურნედან ბლინკენი ახლახან დაბრუნდა. ომის განმავლობაში ის არაერთხელ იმყოფებოდა უკრაინაშიც. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია. რაც შეეხება ისრაელს, „ჰამასი“ მას 7 ოქტომბერს დაესხა თავს, რის შემდეგაც, ისრაელმა საომარი მდგომარება გამოაცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო. აშშ-მ სამხედრო დახმარება ისრაელსაც მიაწოდა.
ბლინკენი ომის დაწყების შემდეგ ისრაელს მეექვსედ ეწვევა - მედია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელს 3 თებერვლიდან 5 თებერვლამდე ეწვევა. ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს. ეს იქნება ბლინკენის მეექვსე ვიზიტი ქვეყანაში მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს ისრაელს „ჰამასი“ თავს დაესხა. რა მიმართულებები მოექცა აშშ-სა და ისრაელის ფოკუსში - ბლინკენის ვიზიტი ბლინკენი ისრაელში ბოლოს, მიმდინარე თვის დასაწყისში იმყოფებოდა.
სტოლტენბერგი ვაშინგტონში: უკრაინის მხარდაჭერა აშშ-ის ინტერესებშია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა აშშ-ის ინტერესებშია. „რუსეთის გამარჯვება წაახალისებს ირანს, ჩრდილოეთ კორეას და ჩინეთს. ეს მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის და მნიშვნელოვანია ამერიკის უსაფრთხოებისთვის. ასე რომ, უკრაინის მხარდაჭერა ემსახურება აშშ-ის ინტერესებს,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა. „ჩვენი მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება. ეს არის ინვესტიცია ჩვენს უსაფრთხოებაში, რადგან ვიცით, რომ ამას ყურადღებით აკვირდებიან პეკინშიც. ჩვენ ასევე ვხედავთ, როგორ უჭერს მხარს ჩინეთი რუსეთის ეკონომიკას, მათ შორის, თავდაცვის წარმოებას, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იმეორებს ჩინეთი და ავრცელებს იმავე ნარატივს ომის შესახებ, როგორც რუსეთი. უნდა გვახსოვდეს, რომ სრულმასშტაბიან შემოჭრამდე სულ რაღაც დღით ადრე, ჩინეთმა და რუსეთმა პრეზიდენტმა სიმ და პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერეს ერთობლივ პარტნიორობის შეთანხმებას, სადაც ერთმანეთს უსაზღვრო პარტნიორობას დაჰპირდნენ. ასე რომ, მე მესმის, რომ ბევრი მოკავშირე ასევე შეშფოთებულია ჩინეთით,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
ბლინკენი: ბრძოლის ველზე ვხედავთ მტკიცებულებებს, თუ რას ნიშნავს უკრაინისთვის აშშ-ის დახმარება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ უკრაინის მიღწევები ორწლიანი ბრძოლების შემდეგ, შესაძლოა, აშშ-ის ახალი დაფინანსების გარეშე ეჭქვეშ დადგეს. „ამის (აშშ-ის დახმარების, რედ.) გარეშე, მარტივად რომ ვთქვათ, ყველაფერი, რასაც უკრაინელებმა მიაღწიეს და რის მიღწევაშიც ჩვენ მათ დავეხმარეთ, საფრთხის ქვეშ დადგება,“ - განაცხადა ბლინკენმა სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. „ჩვენ ამჟამად არ გვაქვს სამხედრო დახმარება, რომელსაც ჩვენ ვაწვდიდით უკრაინას და ჩვენ ვხედავთ მტკიცებულებებს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ბრძოლის ველზე ეს დახმარება,“ - განმარტა ბლინკენმა. ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ თუ შეერთებული შტატები ვერ შეასრულებს თავის ვალდებულებებს, მაშინ ეს უფრო გაურთულებს ევროპელებს და სხვებს საქმეს, გააგრძელონ ის, რასაც უკვე აკეთებდნენ. „ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, აუცილებელია, რომ ჩვენ ნამდვილად შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები,“ - აღნიშნა ბლინკენმა. ზელენსკი: უკრაინა ელოდება აშშ-ის გადაწყვეტილებას სამხედრო დახმარების შესახებ, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
ბლინკენი ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს ჰუმანიტარული დახმარებისა და ისრაელის რეგიონული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა იმედი გამოთქვა, რომ ისრაელელი მძევლების განთავისუფლების შესახებ შეთანხმება მიიღწევა. „დიდი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი და მთლიანად კონცენტრირებული ვართ ამ სამუშაოზე, იმედი მაქვს გავაახლებთ მძევლების განთავისუფლებას, რომელიც შეჩერდა,“ - განაცხადა ბლინკენმა ისრაელის პრეზიდენტ, იცხაკ ჰერცოგთან შეხვედრის წინ. Reuters-ის ცნობით, ბლინკენი და სხვა ამერიკელი მაღალი რანგის მოხელეები მიიჩნევენ, რომ მძევლების განთავისუფლების სანაცვლოდ ისრაელსა და ჰამასს შორის ხანგძლივი ცეცხლის შეწყვეტა საუკეთესო გზაა ისრაელის მომავალი ინტეგრაციის თაობაზე მოლაპარაკებისთვის, საუდის არაბეთთან მისი ურთიერთობის ნორმალიზების ჩათვლით. ოფიციალური პირების აზრით, ღაზის ვექტორში ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანა ასევე დამოკიდებულია საომარი მოქმედების შეწყვეტასთან. როგორც Reuters-ი წერს, ჰამასის მაღალი რანგის წარმომადგენელმა, უსამა ბაჰდანმა განაცხადა, რომ მათი დელეგაცია ეგვიპტეში მიემგზავრება 8 თებერვალს კატარის და ეგვიპტის წარმომადგენლებთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოსალაპარაკებლად. უფრო ადრე ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა და განიხილა „ჰამასის“ შემხვედრი წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც ამერიკელმა და ისრაელელმა წარმომადგენლებმა შექმნეს და დაჯგუფებას კატარელი და ეგვიპტელი შუამავლების საშუალებით გადასცეს. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი და მოსადის დირექტორი დავიდ ბარნეა. ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ომის ერთადერთი გამოსავალი ჰამასზე სრული გამარჯვებაა. “საომარი ზეწოლის გაგრძელება მძევლების გათავისუფლების აუცილებელი პირობაა,“ - აღნიშნა ნეთანიაჰუმ. ეს ბლინკენის უკვე მეხუთე ვიზიტია ახლო აღმოსავლეთში 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ" რომლის დროსაც ის შეხვდა და ეგვიპტის და კატარის - ჰამასთან მძევლების შესახებ მოლაპარაკების შუამავალი ქვეყნების ლიდერებს. ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების უწყება უნდა შენარჩუნდეს. მისი თქმით, გაეროს მისია ღაზის სექტორში აფასებს სამოქალაქო მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს. ნეთანიაჰუს მან თავის შეშფოთება გამოუცხადა, ისრაელის ოფიციალური პირების რიტორიკის გამო, რომელიც ვითარებას ძაბავს. სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ჰამასის პასუხი იძლევა სივრცეს შეთანხმებისთვის. მან განაცხადა ასევე, რომ პალესტინელთა ავტონომიამ თვითონ უნდა მოახერხოს რეფორმირება და კვლავ ამოქმედება.
ბლინკენი: საფრთხე, რომელიც შესაძლოა, აშშ-ის უსაფრთხოებას რუსეთისგან ემუქრებოდეს, არ არის აქტიური შესაძლებლობა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ საფრთხე, რომელიც შესაძლოა, აშშ-ის უსაფრთხოებას რუსეთისგან ემუქრებოდეს, არ არის აქტიური შესაძლებლობა. ბლინკენმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც კონგრესმა აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებასთან მიმართებით სერიოზული საშიშროების შესახებ განაცხადა. „ეს არ არის აქტიური შესაძლებლობა, მაგრამ ეს არის პოტენციური შესაძლებლობა, რომელსაც სერიოზულად ვეკიდებით. ველოდები, რომ მეტი გვექნება სათქმელი. ასე რომ, დაელოდეთ. რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ვსაუბრობთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან,“ – განაცხადა ენტონი ბლინკენმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენის ყურადღება მიმართულია ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი ხალხის უსაფრთხოებაზე. NBC News: რუსეთი ავითარებს კოსმოსურ ბირთვულ იარაღს, რომელიც შექმნილია აშშ-ის თანამგზავრებზე დასამიზნებლად აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელმა მაიკ ტერნერმა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მოუწოდა, გაასაჯაროოს საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც „ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საშიშროებას“ ეხება.
ბლინკენი: ნავალნის სიკვდილი ხაზს უსვამს პუტინის აშენებული სისტემის სისუსტესა და ლპობას
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილი რუსულ ციხეში, ერთი კაცის კომპლექსი და შიში მხოლოდ ხაზს უსვამს პუტინის აშენებული სისტემის სისუსტესა და ლპობას ბლინკენის თქმით, ათ წელზე მეტია, რუსეთის მთავრობა და ვლადიმერ პუტინი ალექსეი ნავალნის დევნიდნენ, წამლავდნენ და აპატიმრებდნენ. „ამაზე პასუხისმგებელი რუსეთია. ალექსეი ნავალნის შესახებ ბევრ სხვა ქვეყანასთან ვისაუბრებთ, მით უმეტეს, თუ ეს ცნობები სიმართლე აღმოჩნდება,“ – განაცხადა ენტონი ბლინკენმა. მანამდე თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ნავალნის გარდაცვალება თუ დადასტურდა, ეს იქნება საშინელი ტრაგედია.
უკრაინასთან ომში „რუსეთის მიმართ მხარდაჭერის“ გამო, ბლინკენმა ჩინელ კოლეგასთან შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მიუნხენში მოლაპარაკებები გამართეს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვან ისა და ენტონი ბლინკენს შორის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრა „გულწრფელი, მნიშვნელოვანი და კონსტრუქციული“ იყო. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ ენტონი ბლინკენთან ჩინეთის კომპანიებისა და კერძო პირების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის საკითხი განიხილა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მხარეებმა მოსაზრებები სხვადასხვა რეგიონული საკითხის, მათ შორის „უკრაინის კრიზისისა და კორეის ნახევარკუნძულის შესახებ გაცვალეს.“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ვან ისთან შეხვედრისას ენტონი ბლინკენმა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მიმართ ჩინეთის მხარდაჭერის გამო შეშფოთება გამოთქვა. „მხარეებმა გამართეს გულწრფელი და კონსტრუქციული დისკუსია ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, კომუნიკაციის ღია ხაზების შენარჩუნებისა და ურთიერთობებში კონკურენციის პასუხისმგებლობით მართვის ძალისხმევის ფარგლებში. მდივანმა გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს ჩვენს ინტერესებს, ღირებულებებს და ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების ინტერესებს. მდივანმა ხაზი გაუსვა ტაივანის სრუტესა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას. მდივანმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომისადმი ჩინეთის მხარდაჭერის, მათ შორის, რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის მხარდაჭერის გამო. მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ახლო აღმოსავლეთში და კორეის ნახევარკუნძულზე არსებულ ვითარებაზე და დაადასტურეს, რომ მათი შესაბამისი მაღალი თანამდებობის პირები უნდა შეიკრიბონ ამ დისკუსიების გასაგრძელებლად. მდივანმა განიხილა მისი ბოლო მოგზაურობა ახლო აღმოსავლეთში და აშშ-ის დიპლომატიური ძალისხმევა რეგიონში. ორივე მხარემ აღიარა მთელ რიგ სტრატეგიულ საკითხებთან მიმართებით, შეერთებულ შტატებსა და PRC-ს შორის კომუნიკაციის ღია ხაზების შენარჩუნების მნიშვნელობა,“ აღნიშნავს მილერი.
ბლინკენი: ნავალნის სიკვდილი არის პუტინის განსაკუთრებული სისასტიკის შეხსენება
აშშ-ის სახელმწიფო მდიავნმა ენტონი ბლინკენის განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილი არის შეხსენება პუტინის განსაკუთრებული სისასტიკისა, რომელსაც ის იჩენს ნებისმიერის მიმართ, ვინც მას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრამდე განაცხადა. „ძალიან მალე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის ორი წლის თავია. ჩვენ არ გვჭირდება ამის შეხსენება, მაგრამ ნავლანის სიკვდილი არის შეხსენება პუტინისა და მისი მთავრობის განსაკუთრებული სისასტიკისა, რომელსაც ისინი იჩენენ რუსების მიმართ რუსეთში, ნებისმიერის მიმართ, ვინც მათ ეწინააღმდეგება,“ – განაცხადა ბლინკენმა. რუსი ოპოზიციონერმ პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს.
რა დოკუმენტი გაეგზავნა სახელმწიფო დეპარტამენტის პერსონალს - უწყების განმარტება
როგორ განმარტავს სახელმწიფო დეპარტამენტი გენდერული იდენტობის შესახებ არსებულ მემორანდუმს, რომელიც მდივანმა ბლინკენმა პერსონალს გაუგზავნა. ტრადიციულ ბრიფინგზე სპიკერ მეთიუ მილერს 20 თებერვალს ჰკითხეს: „იყო გარკვეული კრიტიკა იმ დოკუმენტის მიმართ, რომელიც მდივანმა რამდენიმე კვირის წინ გაუგზავნა პერსონალს გენდერული იდენტობის შესახებ და მოუწოდებდა პერსონალს, გამოიყენონ გენდერულად ნეიტრალური ენა, შეძლებისდაგვარად და მოერიდონ ტერმინებს, როგორიცაა - „ქალბატონებო და ბატონებო. როგორ ფიქრობთ, რატომ იყო ასეთი მემორანდუმი საჭირო?“ მეთიუ მილერმა უპასუხა: „ეს არის დეპარტამენტის სტანდარტული პრაქტიკა, რომელიც წლების განმავლობაში დამკვიდრდა. ეს არარანაირად არ ნიშნავს თავად მდივნის მემორანდუმს. თუ გადახედავთ ამ მემორანდუმს, როგორც მე ეს უკვე გავაკეთე, ეს არის სტანდარტული სამთავრობო პრაქტიკა, რომლითაც უბრალოდ ცდილობ, წაახალისო ადამიანები, პატივი სცენ სხვებს და გამოიყენონ ტერმინები, რომლითაც სხვები კომფორტულად იგრძნობენ თავს და ისე ესაუბრონ ხალხს, როგორც მათ სურთ, რომ მათ მიმართონ და მეტი არაფერი.“ ელჩი დანიგანი: გაკვირვებული ვარ ყურადღების მიპყრობით სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა დოკუმენტზე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო საქართველოსთან ცნობისთვის, ენტონი ბლინკენმა კოლეგებს მოუწოდა, გამოიყენონ „გენდერულად ნეიტრალური ენა, როდესაც ეს შესაძლებელია“, რათა „გამოავლინონ პატივისცემა და თავიდან აიცილონ გაუგებრობები.“ თანამშრომლებს ასევე სთხოვენ, რომ შეხვედრებისას ან ელექტრონული მიმოწერის დროს დაასახელონ თავიანთი ნაცვალსახელები (მაგალითად, He/Him, ის/მას – კაცი, She/Her ის/მას – ქალი და ა.შ.), თუმცა იმავეს გაკეთებას არავის ავალდებულებენ. დოკუმენტის თანახმად, უმჯობესია, არ იყოს გამოყენებული გავრცელებული ტერმინები, როგორიცაა „დედა/მამა, ვაჟიშვილი/ქალიშვილი, ქალბატონებო და ბატონები“ და ა.შ. და ისინი ჩანაცვლდეს ისეთი სიტყვებით, რომლებიც არ ასახავს ადამიანის გენდერს. „ეს [ადამიანის] პირადი გადაწყვეტილებაა, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ,“ – ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამერიკული მედიასაშუალებების - New York Post-ისა და Fox News-ის ცნობით.
ბლინკენი: მსოფლიოში გამორჩეული საარჩევნო წელია, დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ სხვადასხვა ავტორიტარული მთავრობები საარჩევნო პროცესებში ჩაერევიან, ხოლო აშშ რუსეთისა და ჩინეთის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობებთან გამკლავებას გააგრძელებს. ბლინკენის თქმით, დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მეტი უნდა გააკეთონ, მათ შორის, სოციალური მედიის კომპანიების წახალისებით, რათა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ყალბი შინაარსის ინფორმაცია გამოავლინონ. „მიმდინარე წელს, მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამორჩეული საარჩევნო წელია. მაგრამ მოქალაქეები და კანდიდატები სიცრუის ნაკადს წააწყდებიან, რომელიც სერიოზულ საჯარო დებატებს ჩაახშობს. ჩვენი კონკურენტები და მოწინააღმდეგეები დეზინფორმაციის საშუალებით, ჩვენს დემოკრატიებში არსებული ბზარების გამოყენებასა და ჩვენი ინსტიტუტების დისკრედიტაციას ცდილობენ. ციფრული ტექნოლოგია, სოციალური მედია და ახლა ხელოვნური ინტელექტი ცვლილებების ისედაც წარმოუდგენლად სწრაფ ტემპს მკვეთრად აჩქარებს, მაგრამ დეზინფორმაციის ერთგვარი ტალღებიც შეიქმნა, რაც პოლარიზაციას და დაბნეულობას აძლიერებს,“ აღნიშნავს ბლინკენი. ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა.
ფაშინიანი, ლაიენი და ბლინკენი ბრიუსელში შეხვედრისას, სამმხრივი თანამშრომლობის გზებს განიხილავენ
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 5 აპრილს ბრიუსელში შეხვედრას გამართავენ და სამმხრივი თანამშრომლობის გზებს განიხილავენ. შესაბამის ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანზე, არმენ გრიგორიანზე დაყრდნობით ავრცელებს. „მიმდინარე წლის 5 აპრილს ბრიუსელში დაგეგმილია შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის, რათა განიხილონ სამმხრივი თანამშრომლობის გზები, რომლებიც ხელს შეუწყობს სომხეთის განვითარებას. ღონისძიება ასევე მიზნად ისახავს სომხეთის მდგრადობის გაზრდას,“ - ციტირებს მედია არმენ გრიგორიანს. ცნობისთვის, 2023 წლის 5 ოქტომბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან გრანადაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სომხეთის მხარდასაჭერად ევროკავშირი-აშშ-ის ერთობლივი ღონისძიება მზადდებოდა. ერევანმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების სურვილი ღიად დააფიქსირა. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი რუსეთი მოკავშირედ რჩება, მან არაერთხელ განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს მოსკოვის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში და კიევში ჰუმანიტარული დახმარებაც გაგზავნა, რამაც რუსეთის გაბრაზებაც გამოიწვია. ბოლო პერიოდში ერევანი ასევე ხშირად მიუთითებდა, რომ უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულება შეცდომა იყო.
ბლინკენი ისრაელში ჩავიდა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს ისრაელში ჩავიდა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ისრაელის ომის კაბინეტის წევრებს შეხვდება. როგორც CNN იუწყეა, ბლინკენის ვიზიტი ემთხვევა დოჰაში მოლაპარაკებების განახლებას, რომელიც მიზნად ისახავს „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას. ბლინკენის ისრაელში ჩასვლა, ასევე, ემთხვევა გაერო-ში აშშ-ის მიერ უშიშროების საბჭოსთვის წარდგენილ რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრის დღეს, რომელიც ღაზის კონფლიქტში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. CNN-ი იუწყება, რომ ისრაელში ბლინკენის შეხვედრები, სავარაუდოდ, დაძაბული იქნება იმ ფონზე, როცა ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ რაფაჰში სამხედრო შეჭრას განახორციელებს. „ჩვენი პოზიცია, რომელიც ძალიან მკაფიოა, არის ის, რომ რაფაჰში დიდი სამხედრო ოპერაცია შეცდომა იქნება, რასაც ჩვენ მხარს არ ვუჭერთ,” - განაცხადა ბლინკენმა ხუთშაბათს. ამერიკელი დიპლომატის თქმით, აუცილებელია, რომ ღაზის სექტორში მცხოვრებ მოსახლეობას საჭირო რაოდენობის ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდონ. „ისრაელმა მეტი უნდა გააკეთოს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ გარკვეული გაუმჯობესება პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაში, მაგრამ ეს საკმარისი არ არის”, - აღნიშნა ბლინკენმა. ენტონი ბლინკენი ოთხშაბათს ჯიდაში საუდის არაბეთის პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდა და ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების სწრაფად შეწყვეტის აუცილებლობა განიხილა. 21 მარტს კი, ის ეგვიპტეში იმყოფებოდა. რეგიონში ეს ბლინკენის მეექვსე ვიზიტია მას შემდეგ, რაც „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს.
ბლინკენი ამბობს, რომ აშშ კატეგორიულად გმობს რუსეთში მომხდარ „სასიკვდილო თავდასხმას“
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც შეერთებული შტატები „მტკიცედ გმობს მოსკოვშთან მომხდარ სასიკვდილო თავდასხმას.“ ბლინკენმა დასძინა, რომ ვაშინგტონი სოლიდარულია „რუსეთის ხალხის მიმართ და „ტერორიზმის ყველა გამოვლინებას“ გმობს. ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ აშშ-ის აქვს დაზვერვის მონაცემები ადასტურებს, რომ მოსკოვში თავდასხმა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ მოაწყო. BBC ამერიკულ CBS-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული არსებობს ინფორმაციის მუდმივი ნაკადი, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ (დაეში) სურდა რუსეთისთვის დარტყმის მიყენება. თეთრი სახლი: ვაშინგტონმა შესაძლო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებას ამ თვის დასაწყისში გაუზიარა
ბლინკენი საფრანგეთში: უკრაინა რუსეთთან ომის "კრიტიკულ მომენტში" იმყოფება, კიევს მეტი მხარდაჭერა სასწრაფოდ სჭირდება
უკრაინა რუსეთთან ომის "კრიტიკულ მომენტში" იმყოფება და სასწრაფოდ სჭირდება მეტი დასავლური მხარდაჭერა, განაცხადა 2 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, რომელიც კიევისთვის მრავალმილიარდ დოლარიანი სამხედრო პაკეტის ირგვლივ არსებული ჩიხის გამო წუხს. ”აბსოლუტურად მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელებმა მიიღონ ის, რაც მათ სჭირდებათ საკუთარი თავის დასაცავად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საბრძოლო მასალას და საჰაერო თავდაცვას,” - განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებს საფრანგეთში ვიზიტის დროს. „ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ დამატებითი დახმარების მოთხოვნა, რომელიც პრეზიდენტმა (ჯო) ბაიდენმა მიმართა (აშშ) კონგრესს, უნდა შესრულდეს რაც შეიძლება სწრაფად,” განმარტა ამერიკელმა დიპლომატმა. საფრანგეთში ვიზიტის დროს ბლინკენი საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს, სებასტიან ლეკორნუს შეხვდა, რომელთან ერთადაც კომპანია Nexter-ის ქარხანა მოინახულა, სადაც Caesar ჰაუბიცების წარმოება მიმდინარეობს. მოგვიანებით სახელმწიფო მდივანი ფრანგ კოლეგა სტეფან სეჟურნესა და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსაც შეხვდება. შეგახსენებთ, კანონპროექტი, რომელიც უკრაინას 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს, სენატმა თებერვლის შუა რიცხვებში დაამტკიცა. თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი უარს ამბობს, კანონპროექტს სვლა მისცეს. კანონპროექტის მომხრეები იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო პროცედურებით შეძლებენ სპიკერის წინააღმდეგობის დაძლევას. აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს. რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
ბლინკენი ჩინეთს ეწვევა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩინეთს ეწვევა. როგორც მედია ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, ვიზიტის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა ის უახლოეს მომავალში გაიმართება. მანამდე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის (PRC) პრეზიდენტ სი ძინპინსა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ბოლო ვიზიტი ჩინეთში 2023 წლის ივნისში შედგა, როდესაც ბლინკენმა რამდენიმე შეხვედრა გამართა ჩინეთის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებთან. გაზეთი Politico 23 მარტს იტყობინებოდა, რომ აშშ-ის ხაზინის ხელმძღვანელი ჩინეთს მალე ეწვევა. ბოლოს იელენი ჩინეთში გასული წლის ივლისში იმყოფებოდა.
პუტინი ვერასდროს შეძლებს უკრაინის დაპყრობას და კიევის ხელში ჩაგდებას - ბლინკენი
ვლადიმერ პუტინი ვერ დაიმორჩილებს უკრაინას და კიევი ვერ ჩავარდება რუსეთის ხელში, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. კითხვას, შეუძლია თუ არა აშშ-ს, დაჰპირდეს უკრაინას, რომ კიევი არასოდეს მოხვდება რუსეთის ხელში, ბლინკენმა უპასუხა: „ეს არასდროს მოხდება." აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა, რომ სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში ვაშინგტონი განიხილავდა კიევის "დაცემის" შესაძლებლობას. თუმცა, აშშ ახლა დარწმუნებულია, რომ ეს არ მოხდება. „მაგრამ უკრაინელი ხალხის წარმოუდგენელი წინააღმდეგობის და ასევე, შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების მიერ უკრაინის მხარდაჭერის წყალობით, პუტინის სურვილი დაეპყრო მთელი ქვეყანა, წაშალოს იგი რუკიდან, გახადოს იგი დიდი რუსეთის ნაწილი, არ განხორციელებულა და ეს არც მოხდება,“ - აღნიშნა ბლინკენმა. შეგახსენებთ, კანონპროექტი, რომელიც უკრაინას 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს, სენატმა თებერვლის შუა რიცხვებში დაამტკიცა. თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი უარს ამბობს, კანონპროექტს სვლა მისცეს. კანონპროექტის მომხრეები იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო პროცედურებით შეძლებენ სპიკერის წინააღმდეგობის დაძლევას. აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს. რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
ბლინკენი: NATO-ს სამიტი ფოკუსირებული იქნება ალიანსში უკრაინის გაწევრიანების საგზაო რუკის შექმნაზე
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი იქნება და ამის მისაღწევად მკაფიო საგზაო რუკის ქონა მნიშვნელოვანია. ეს განცხადება მან საფრანგეთში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „მჯერა, რომ NATO-ს სამიტი, რომელიც საიუბილეოა, ნამდვილად იქნება ძალიან კონცენტრირებული საკმაოდ კონკრეტულად იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია, დავადგინოთ ეს საგზაო რუკა. ან გამოვიყენოთ სხვა სურათი, ხიდი - აუცილებელი ხიდი, რათა უკრაინა NATO-ს წევრი გახდეს,“ აღნიშნა ბლინკენმა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 3-4 აპრილს ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება შეხვდება ათზე მეტ დასავლელ კოლეგას და ასევე გამართავს მოლაპარაკებებს ალიანსის გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, ევროკავშირის მთავარ დიპლომატ ჯოზეფ ბორელთან. კულებას ვიზიტი ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ფარგლებში ალიანსის 75 წლის იუბილეზე შედგება, რაც შვედეთისთვის, როგორც სრულუფლებიანი წევრის, პირველი ასეთი შეხვედრა იქნება. შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს, 28 აპრილს, ბრიუსელში უკრაინა-NATO-ს საბჭოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
„აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესის წინსვლა მთელ რეგიონს ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს“ - ბლინკენი ალიევს ესაუბრა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გამართა. ალიევმა განაცხადა, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 2 აპრილს პარიზში ბლინკენთან გამართულ პრესკონფერენციაზე ტყუილი თქვა, როდესაც დაადანაშაულა აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის არაღიარებაში. მან ასევე ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის ერთგულებას 2022 წელს პრაღის შეხვედრის დროს მიღებული განცხადებისა და ალმათის დეკლარაციის მიმართ. ალიევის თქმით, აზერბაიჯანის შეშფოთების მიუხედავად, ინკლუზიურობის ნაკლებობა და 5 აპრილს დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრის გადადება დაძაბულობის ესკალაციას, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და თანამშრომლობის ნაცვლად ახალი გამყოფი ხაზების შექმნას გამოიწვევს. ალიევმა გაიმეორა აზერბაიჯანის დიდი ინტერესი შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებით იმ სფეროებში, რომლებიც ადრე განიხილებოდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა აშშ-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, მათ შორის, ენერგეტიკისა და კლიმატის კუთხით პრიორიტეტებს. მდივანმა ბლინკენმა და პრეზიდენტმა ალიევმა განიხილეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესის წინსვლის მნიშვნელობა, რაც მთელ რეგიონს ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზღვარზე გაზრდილ დაძაბულობას გამართლება არ აქვს. ბლინკენი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ნებისმიერი მხარის აგრესიული ქმედებები და რიტორიკა ძირს უთხრის მშვიდობის პერსპექტივებს. „მდივანმა გაიმეორა აზერბაიჯანის მიერ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების შესახებ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა და მოუწოდა უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლებისკენ,“ აღნიშნულია ინფორმაციაში.
აშშ და მოკავშირეები აპირებენ, გააორმაგონ ძალისხმევა უკრაინისთვის საჭირო რესურსების გამოსანახად - ბლინკენი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა NATO-ს შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და მოკავშირეები აპირებენ, გააორმაგონ ძალისხმევა უკრაინისთვის საჭირო რესურსების გამოსანახად. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ კონგრესმა უნდა დაამტკიცოს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მოთხოვნა დამატებითი ბიუჯეტის შესახებ. ბლინკენის თქმით, უკრაინის დაფინანსების კუთხით, ყველაზე მნიშვნელოვანი, უსწრაფესი, არის დამატებითი ბიუჯეტის დამტკიცება. ეს იქნება დამატებითი სახსრების დაუყოვნებელი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც უკრაინას სჭირდება, რათა დაეხმაროს მას რუსული აგრესიისგან თავის დაცვაში. ბლინკენის თქმით, ბოლო თვეებში უკრაინამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. მან უკან დახია რუსეთის ფლოტი შავი ზღვიდან, გახსნა გადაზიდვის გზები მსოფლიოში მარცვლეულის გასატანად და შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი 2022 წლის თებერვალში რუსეთის აგრესიამდე არსებულ მაჩვენებელს უტოლდება ან აღემატება. ბლინკენმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ მმართველობისა და უსაფრთხოების რეფორმების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. „მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით: უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება მეტი დახმარება. ჩვენ დღეს პირდაპირ მოვისმინეთ საგარეო საქმეთა მინისტრ კულებასგან, ყოველი დღე, დამატებითი დახმარების გარეშე, უკრაინის დამცველებსა და მის მშვიდობიან მოსახლეობას უფრო დიდ საფრთხეში აყენებს. ჩვენი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან რიგი ქვეყნები ეხმარებიან რუსეთს თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის გაძლიერებაში და განაგრძობენ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ჩინეთი აგრძელებს მასალების მიწოდებას რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის მხარდასაჭერად. მას ასევე მხარს უჭერენ ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკა და ირანი და ეს ყველაფერი აძლიერებს პუტინის ომის მანქანას იმ ფონზე, როდესაც ის თავს ესხმის უკრაინელებს და ემუქრება ევროპის უსაფრთხოებას,“ - აღნიშნა ბლინკენმა.
აშშ და ბრიტანეთი გააძლიერებენ ძალისხმევას, რათა უკრაინაში გამოსაყენებლად რუსეთში იარაღის შეტანა თავიდან აიცილონ
აშს-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბრიტანელ კოლეგას უმასპინძლა. მათ სხვა საკითებთან ერთად უკრაინის დახმარების აუცილებლობა განიხილეს. „ჩვენ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ უკრაინის მხარდაჭერისა და დახმარების გაგრძელების აუცილებლობა რუსული აგრესიისგან თავის დაცვაში. გაერთიანებული სამეფო ამ ძალისხმევაში პირველივე დღიდან შესანიშნავი ლიდერია. მან რუსეთს სანქციები და ექსპორტზე კონტროლი დაუწესა. დიდი ბრიტანეთი აფერხებს რუსეთის უნარს, განაგრძოს ომის დაფინანსება, გაზარდოს ინვესტიციები თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზაში.“ „ჩვენ ასევე ვისაუბრეთ უკრაინისთვის დახმარების მიღების აუცილებლობაზე, რაც გულისხმობს დამატებით საბრძოლო მასალას, საჰაერო თავდაცვას, არტილერიას. ჩვენ ორივემ, გასულ კვირას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრისგან მოვისმინეთ იმ გადაუდებელი დახმარების შესახებ, რაც კიევს სჭირდება. ორივე ქვეყანა ზეწოლას ახდენს საკუთარ თავზე და აიძულებს სხვებსაც ამის გაკეთებას.“ „ვისაუბრეთ ძალისხმევის გაძლიერების გზებზე, რათა თავიდან ავიცილოთ რუსეთში იარაღისა და მასალის შეტანა უკრაინაში გამოსაყენებლად. და ეს არის მუდმივი გამოწვევა და ჩვენ ვხედავთ იარაღს, ჩვენ ასევე ვხედავთ ტექნოლოგიებს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთში თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზას ჩრდილოეთ კორეიდან, ირანიდან, ჩინეთიდან. ეს არის განსაკუთრებული შეშფოთების სფერო არამხოლოდ შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოსთვის, არამედ, ჩვენი მრავალი მოკავშირისა და პარტნიორისთვის მთელ ევროპაში,“ - აღნიშნავს ენტონი ბლინკენი.
ტრამპის კამპანიამ გაასაჯაროვა საკითხები, რომლებიც აშშ-ის ექსპრეზიდენტმა ქემერონთან შეხვედრაზე განიხილა
უკრაინაში მიმდინარე ომი და NATO-ს ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების მოთხოვნების დაკმაყოფილების აუცილებლობა,“ ეს ის საკითხებია, რომლებიც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა განიხილეს. შესაბამისი ინფორმაცია ტრამპის კამპანიამ გაავრცელა. ტრამპის კამპანიის ინფორმაციით, მარ-ა-ლაგოში ვახშმის დროს, მათ „შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოში მოახლოებულ არჩევნებზე და NATO-ს წევრების მიერ თავდაცვის ხარჯების მოთხოვნების დაკმაყოფილების საჭიროება და უკრაინაში სისხლისღვრის დასრულება განიხილეს.“ ვაშინგტონში ბლინკენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ქემერონმა განაცხადა, რომ ვახშამი შეესაბამებოდა ბრიტანეთის მთავრობის მინისტრების წარსულ პრეცედენტს, როცა ვიზიტით ჩამოსული მაღალჩინოსნები ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთანაც მართავენ შეხვედრებს. მან უარი თქვა ტრამთან საუბრის დეტალების გამჟღავნებაზე და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური თემები განიხილეს. ბრიტანეთის საელჩოს სპიკერმა განაცხადა, რომ ქემერონი არ შეხვდება რესპუბლიკელ წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონს, დროის გამონახვის სირთულის გამო. „დასავლეთის ძალებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, დაეხმარონ უკრაინას რუსეთის შეჭრის მოგერიებაში“ - ქემერონი ვაშინგტონში
რეგიონში ესკალაციის საფრთხე: აშშ ჩინეთსა და თურქეთს ირანის შეკავებისკენ მოუწოდებს
ვაშინგტონი შიშობს, რომ თეირანის შესაძლო პასუხი დამასკოში ირანის საკონსულოზე თავდასხმაზე, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთის, თურქეთისა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბრისას, მათ მოუწოდა, დაარწმუნონ ირანი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციისგან თავშეკავების აუცილებლობაში. ამის შესახებ ჟურნალისტებს ხუთშაბათს, 11 აპრილს, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა მეთიუ მილერმა განუცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში სიტუაციის გამწვავება "არავის ინტერესებშია" და რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად ვაშინგტონი დიპლომატიური არხებით და ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობს. აშშ ისრაელს, ირანის მხრიდან საფრთხის ფონზე, მტკიცე მხარდაჭერას ჰპირდება
ბლინკენი ჩინეთშია
ენტონი ბლინკენი ჩინეთში ჩავიდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შანხაიში ჩინელ ბიზნეს ლიდერებს შეხვდება, ხოლო პარასკევს პეკინში გაემგზავრება და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვან იისთან მოლაპარაკებებს გამართვას. სავარაუდოდ, ენტონი ბლინკენი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინსაც შეხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, სხვა საკითხებთან ერთად, ენტონი ბლინკენი ჩინელ ოფიციალურ პირებთან იმის შესახებაც ისაუბრებს, თუ როგორ ეხმარებიან ჩინური კომპანიები რუსეთს თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებაში.
„ჩინეთი და აშშ უნდა იყვნენ პარტნიორები და არა კონკურენტები“ - სი ძინპინი ბლინკენს მასპინძლობს
სახელმწიფო მდივნის რანგში ბლინკენი მეორედ სტუმრობს ჩინეთს. ენტონი ბლინკენი ჩინეთში 24 აპრილს ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში, ის ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსაც შეხვდა. მანამდე ის ჩინელ კოლეგას ვან ისთან გამართ მოლაპარაკება. „დღეს მქონდა სიღრმისეული და არსებითი შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ისთან. კონკურენციის პასუხისმგებლობით მართვის ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ განვიხილეთ ის სფეროები, სადაც განსხვავებული პოზიციები გვაქვს. ამასთან, ვისაუბრეთ საერთო ინტერესის სფეროებზე - როგორიცაა, ნარკოტიკების საწინააღმდეგო ქმედებები - სადაც ჩვენ შეგვიძლია, დავამყაროთ პროგრესი, რათა მივიღოთ სარგებელი ორივე ჩვენი ხალხისთვის,“ დაწერა ბლინკენმა X-ზე. თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი აცხადებს, რომ ჩინეთი და აშშ დგანან სტაბილურობასა და „დაღმავალ სპირალს“ შორის არჩევანის წინაშე. „ნეგატიური ფაქტორები ურთიერთობაში კვლავ იზრდება და ურთიერთობა შეფერხებების წინაშე დგება. ჩინეთის ლეგიტიმური განვითარების უფლებები დაუსაბუთებლად იქნა ჩახშობილი და ჩვენი ძირითადი ინტერესები გამოწვევების წინაშე დგას. ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა სტაბილურობით წინსვლისთვის სწორი მიმართულება უნდა დაიცვან, თუ დაღმავალ სპირალს დაუბრუნდნენ? ეს არის მთავარი კითხვა ჩვენი ორი ქვეყნის წინაშე, რომელიც ამოწმებს ჩვენს გულწრფელობას და შესაძლებლობებს,“ - განაცხადა ვან იმ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის დასაწყისში და შეერთებული შტატები გააფრთხილა, არ გადააბიჯოს ჩინეთის წითელ ხაზებს ქვეყნის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და განვითარების ინტერესებთან დაკავშირებით. „ჩვენ უნდა წარვმართოთ საერთაშორისო თანამშრომლობა გლობალურ საკითხებზე და მივაღწიოთ გამარჯვებას ყველასთვის, თუ ჩავერთოთ მეტოქეობაში, დაპირისპირებაში ან თუნდაც კონფლიქტში, რაც ყველასთვის წაგება იქნება? საერთაშორისო საზოგადოება ელოდება ჩვენს პასუხს,“ - აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. აშშ-მ კონტროლი დააწესა, ჩინულ მაღალტექნოლოგიურ საქონელზე, რომელსაც შესაძლოა, სამხედრო დანიშნულება ჰქონდეს, ასევე, ზღუდავს ამერიკულ ინვესტიციებს ჩინულ ზოგ მაღალტექნოლოგიურ წარმოებაში. ვაშინგტონის შეფასებით, ეს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვისაა აუცილებელი, რასაც პეკინი აფასებს პოლიტიკად, რომელიც მიმართულია ჩინეთის განვითარების შესაფერხებლად. როგორც BBC წერს, ჩინეთი აფრთხილებს აშშ-ს "წითელი ხაზების" გადაკვეთის შესახებ. ბრიტანული მედიის ცნობით, სი ძინპინმა ბლინკენთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ უნდა იყვნენ "პარტნიორები და არა კონკურენტები." ჩინეთის პრეზიდენტმა მოუწოდა ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაარსებობისა და მომგებიანი თანამშრომლობისკენ. „[ორი ქვეყანა] უნდა მივიდეს მიღწევებამდე ერთმანეთისთვის და მათ არ უნდა დააზიანონ ერთმანეთი,“ - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა Xinhua-ს ცნობით. მისივე ცნობით, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა „საერთო საფუძველი უნდა მოიძიონ, ხოლო განსხვავებები შეინარჩუნონ და არ ჩაერთონ მანკიერ კონკურენციაში.“ „ისინი უნდა დარჩნენ თავიანთი სიტყვების ერთგულნი, ვიდრე ერთი რამ თქვან და მეორე გააკეთონ.“ „ჩინეთისა და აშშ-სთვის შესაძლებელია "ერთად განვითარდნენ და კეთილდღეობას ცალ-ცალკე მიაღწიონ." „ჩინეთი ბედნიერია, ხედავდეს თავდაჯერებულ, ღია და წარმატებულ შეერთებულ შტატებს. ვიმედოვნებთ, რომ ამერიკული მხარე ასევე პოზიტიურად უყურებს ჩინეთის განვითარებას," განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა. ბლინკენის ვიზიტი ხორციელდება მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა მიიღო კანონი, რომელიც ჩინურ TikTok-ს აიძულებს, გაყიდოს ვიდეო აპი ან აიკრძალოს ის ამერიკაში. გასულ კვირას ვაშინგტონმა დაამტკიცა მისი უახლესი დახმარების პაკეტი, რომელიც ასევე მოიცავდა სამხედრო დახმარებას ტაივანისთვის, რასაც პეკინისგან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
ბლინკენის თქმით, ვაშინგტონი იმოქმედებს, თუ ჩინეთი მოსკოვისთვის უკრაინაზე თავდასხმის დროს გამოყენებული კომპონენტების მიწოდებას არ შეწყვეტს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ ის იმოქმედებს, თუ ჩინეთი მოსკოვისთვის უკრაინაზე თავდასხმის დროს გამოყენებული პროდუქციის მიწოდებას არ შეწყვეტს. მან არ დააკონკრეტა, რა ზომების მისაღებად იყო მზად აშშ. როგორც აშშ-ის უმაღლესმა დიპლომატმა აღნიშნა, მან თავის კოლეგებს განუცხადა, რომ მათ უნდა შეწყვიტონ ძირითადი კომპონენტების მიყიდვა მოსკოვისთვის. როგორც ბლინკენმა პეკინში, BBC-სთან საუბრისას აღნიშნა, მან თავის კოლეგებს განუცხადა, რომ ისინი „ცივი ომის შემდეგ ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნიან ევროპის უსაფრთხოებას.“ მაგრამ ბლინკენი ასევე ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ პროგრესი იყო მიღწეული ზოგიერთ სფეროში. „ჩინეთი და აშშ უნდა იყვნენ პარტნიორები და არა კონკურენტები“ - სი ძინპინი ბლინკენს მასპინძლობს განახლება: რუსეთის მიერ წარმოებული ომის მხარდაჭერის შემთხვევაში, აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებისთვის მზად არის. შესაბამისი განცხადება ენტონი ბლინკენმა პეკინში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მანვე აღნიშნა, რომ აშშ-ის ევროპელმა პარტნიორებმა არაერთხელ გამოხატეს შეშფოთება „ქმედებებზე, რომლებსაც ჩინური კომპანიები ახორციელებენ რუსული თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსის მხარდაჭერისთვის.“ „ეს არამხოლოდ უშუალო საფრთხეს ეხება, რომელსაც რუსეთი და უკრაინის წინააღმდეგ მისი აგრესია წარმოადგენს. საუბარია საშუალო და გრძელვადიან საფრთხეზე, რომელსაც ბევრი ევროპელი ინტუიციურად გრძნობს, რომელსაც რუსეთი მათთვის პოტენციურად წარმოადგენს,“ - განაცხადა ბლინკენმა. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით აშშ და ევროპელი პარტნიორები პეკინისგან ელიან ნაბიჯებს, რომლებიც ასეთი დახმარების შეკავებისკენ იქნება მიმართული. „ჩვენ ასევე, როგორც უკვე ვთქვი, განვიხილავთ ქმედებებს, რომლებიც სრულიად მზად ვართ განვახორციელოთ, თუ ცვლილებებს არ დავინახავთ. აშშ-ის შემთხვევაში ჩვენ უკვე შემოვიღეთ სანქციები ასზე მეტი ჩინური კომპანიის წინააღმდეგ, საექსპორტო კონტროლი და მსგავსი და სრულიად მზად ვართ ვიმოქმედოთ, მივიღოთ დამატებითი ზომები. ეს ძალიან მკაფიო გავხადე დღევანდელი შეხვედრების დროს,“ - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ბლინკენი ზელენსკის კიევში: სამხედრო დახმარება გზაშია
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, რომელიც უკრაინაში დღეს, დაუანონსებელი ვიზიტით ჩავიდა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ სამხედრო დახმარება "ახლა გზაშია." ამერიკელი დიპლომატი უკრაინის პრეზიდენტს არწმუნებს, რომ იარაღი "რეალურ ცვლილებას შეიტანს" ბრძოლის ველზე რუსული აგრესიის წინააღმდეგ. თავის მხრივ, ზელენსკიმ ამერიკელ დიპლომატს განუცხადა, რომ ხარკოვისა და რეგიონის დასაცავად Patriot-ის კიდევ ორი საზენიტო სარაკეტო სისტემაა საჭირო. მისი თქმით, შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის ახალი დახმარების დამტკიცებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ ის რაც შეიძლება მალე,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. მან ყურადღება გაამახვილა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების გადაუდებელ აუცილებლობაზე, რადგან, მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემები და საშუალებები თავდაცვის ძალებისთვის „ყველაზე დიდ დეფიციტს წარმოადგენს.“ „ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და დღეს ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ორი Patriot-ი ხარკოვისთვის და ხარკოვის ოლქისთვის,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. ზელენსკის თქმით, ხარკოვში მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედროები რუსეთის მხრიდან მუდმივი სარაკეტო თავდასხმების ქვეშ იმყოფებიან. „რა თქმა უნდა, მინდა, განვიხილო უსაფრთხოების გარანტიები, როგორ მუშაობენ ჩვენი გუნდები მასზე და სამშვიდობო სამიტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ შეერთებული შტატების მონაწილეობა, ჩვენ ასევე გვჭირდება დახმარება პრეზიდენტ ბაიდენისგან და თქვენგან, რომ რაც შეიძლება მეტი ქვეყანა მოვიზიდოთ სამშვიდობო სამიტზე,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. აშშ-ის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ამერიკის მიერ დაფინანსებული დახმარება, რომელიც ახლა ფრონტის ხაზზე მიდის, მოიცავს საჰაერო თავდაცვას, არტილერიას და ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედ ზუსტ მართვად რაკეტებს. ეს ვიზიტი ხორციელდება მაშინ, როდესაც ქვეყანა ცდილობს, შეაჩეროს რუსეთის მთავარი შეტევა უკრაინის მეორე უდიდეს ქალაქ ხარკოვის მახლობლად - ხარკოვის რეგიონში ტრანსსასაზღვრო შეტევა არის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახმელეთო შეტევა ომის დაწყების შემდეგ. თითქმის ყველა ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, ერთი გამონაკლისის გარდა - იან ბონდი „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
ვაშინგტონის შეფასებით, ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელის „ჰამასთან“ გაიგივება სამარცხვინოა
ისრაელის მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერების მოთხოვნის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განცხადებას, აშშ კატეგორიულად არ ეთანხმება. შესაბამის განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ავრცელებს. „ამერიკის შეერთებული შტატები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის დღევანდელ განცხადებას, რომ ის „ჰამასის“ ტერორისტებთან ერთად ისრაელის მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერებსაც მოითხოვს, კატეგორიულად უარყოფს,“ - აცხადებს ენტონი ბლინკენი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ მიმდინარე კონფლიქტამდე დიდი ხნით ადრე აშშ-მ ნათლად აჩვენა ის, რომ ამ საკითხში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია არ აქვს და იგი წევრი სახელმწიფოების მიერ შეიქმნა, როგორც შეზღუდული იურისდიქციის მქონე სასამართლო. ენტონი ბლინკენის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი სასამართლოს წევრი არ არის, იგი პროკურორთან თანამშრომლობისთვის მზად იყო და მომავალ კვირას პროკურორი ისრაელში გამოძიების განსახილველად უნდა ჩასულიყო. „ჩვენ პროკურორის მიერ ისრაელის „ჰამასთან“ გაიგივებას უარვყოფთ. ეს სამარცხვინოა. „ჰამასი“ სასტიკი ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელმაც ჰოლოკოსტის შემდეგ ებრაელების ყველაზე საშინელი ხოცვა-ჟლეტა განახორციელა და დღემდე ათობით უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის ამერიკელები, მძევლად ჰყავს,“ - აღნიშნა ბლინკენმა. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიენტის შეფასებით, აღმაშფოთებელია სისხლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის მოთხოვნა, გაიცეს ისრაელის ლიდერების დაკავების ორდერი. „ნება მომეცით მკაფიოდ ვთქვა: რაზეც არ უნდა იძლეოდეს მინიშნებებს ICC-ის პროკურორი, შეუძლებელია ტოლობის ნიშნის დასმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ისრაელის მხარეს და ვიბრძოლებთ მისი უსაფრთხოებისთვის.“ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მთავარმა პროკურორმა 20 მაისს განაცხადა, რომ სურს, დაპატიმრების ორდერები გაიცეს ისრაელის ლიდერებზე, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ჩათვლით, ისევე, როგორც აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის ხელმძღვანელებზე. ორდერების მოთხოვნა უკავშირდება ქმედებებს შვიდი თვის განმავლობაში მიმდინარე ომში. მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის აზრით, ნეთანიაჰუ, მისი თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი და ჰამაასის სამი ლიდერი - იეჰია სინვარი, მოჰამედ დეიფი და ისმაილ ჰანიე - პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულებზე და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე, ღაზის სექტორსა და ისრაელში.
ბლინკენი ე.წ. უცხოური აგენტების კანონზე: სამწუხაროდ, ეს პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი
შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დღეს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს უსმენენ. ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, 22 მაისს, კონგრესმენმა ბილ კიტინგმა სახელმწიფო მდივანს სთხოვა, კომენტარი გაეკეთებინა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და ესუბრა იმაზე, თუ რას აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები ე.წ “უცხოეთის აგენტების” კანონთან დაკავშირებით საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე. „ძალიან შეშფოთებულები ვართ „უცხოეთის აგენტების კანონით“, რომელიც [საქართველოში] მიიღეს. ვფიქრობ, სამწუხაროდ, ეს პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი. ეს აშკარად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის უმეტესობის სურვილს, იარონ ევროკავშირისკენ და ევროინტეგრაციისკენ. ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ამაზე საპასუხოდ და ჩვენ ნამდვილად ვიმოქმედებთ. ევროკავშირიც განიხილავს, რა გავლენა ექნება ამ კანონს საქართველოს გაწევრიანების პროცესზე, ამდენად, ვიტყოდი, რომ ამ კანონის მიღებას შედეგები მოჰყვება,“ - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ამერიკის ხმის ცნობით. სახელმწიფო დეპარტამენტმა „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს მესამე მოსმენით მიიღო, აქამდეც არაერთხელ უწოდა „კრემლის მიერ შთაგონებული.“ ამერიკელმა სენატორებმა და კონგრესმენებმა რამდენიმე წერილი გამოაქვეყნეს, სადაც საქართველოს ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებდნენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, კონგრესმენმა ჯო უილსონმა ამერიკის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტი MEGOBARI უნდა წარადგინოს, სადაც ე.წ "უცოხეთის აგენტების" კანონის მიღების გამო, საქართველოს ხელისუფლების წევრებს შესაძლოა, სანქციები დაუწესდეთ. თუმცა, საგარეო კურსის ცვლილების შემთხვევაში, საქართველომ შესაძლოა, ისეთი წახალისება მიიღოს ამერიკისგან, როგორიცაა, სავიზო და სავაჭრო ლიბერალიზაცია, დამატებითი სამხედრო დახმარება ა.შ. კანონპროექტი ჯერ წარდგენილი არ არის, თუმცა კონგრესმენი უილსონი ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მართებულია. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)
ენტონი ბლინკენი: კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის მიმართ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის 32 წლის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა აჩვენა ურყევი ერთგულება საქართველოს დემოკრატიული, აყვავებული მომავლის მიმართ და ის იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და მთლიანობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი. ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიისა და რუსული აგრესიის შეკავების უნარის გაძლიერების ძალისხმევას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის მიმართ. ეს იყო მნიშვნელოვანი თორმეტი თვე ქართველი ხალხისთვის, მათ შორის, საქართველოს ისტორიული მიღწევა - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მომდევნო რამდენიმე თვე გადამწყვეტი იქნება იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა რეალური გახდეს. შეერთებული შტატები გააგრძელებს ევროატლანტიკური მომავლისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებების მხარდაჭერას. მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, გადადგან ნაბიჯები, რათა საქართველომ წინ წაიწიოს სწორი მიმართულებით. ამ დღეს, როდესაც ქართველები ყველგან ზეიმობენ, მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას, დაეხმაროს საქართველოს, ააშენოს უსაფრთხო, აყვავებული ევროპული დემოკრატია, რომელიც მის მოქალაქეებს ძლიერ სურთ და რომელსაც ასე უხვად იმსახურებენ,“ წერია ბლინკენის განცხადებაში.
ენტონი ბლინკენი მოლდოვაში ჩავიდა
ენტონი ბლინკენი მოლდოვაში ჩავიდა. კიშინიოვში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. Reuters-ის ცნობით, ბლინკენის ვიზიტი ხორციელდება მაშინ, როდესაც მოლდოვა რუსული "გავლენის ოპერაციების" წინაშე დგას. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენმა გასულ პარასკევს განაცხადა, რომ სავარაუდოდ, კიშინიოვში ვიზიტისას ენტონი ბლინკენი მოლდოვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მხარდამჭერ მნიშვნელოვან პაკეტს გამოაცხადებს. მოლდოვის შემდეგ ენტონი ბლინკენი ჩეხეთს ეწვევა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრს, იან ლიპავსკის შეხვდება და ასევე, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
აშშ მოლდოვას რუსულ გავლენასთან ბრძოლისთვის $135 მილიონს გადასცემს
აშშ მოლდოვას რუსულ გავლენასთან ბრძოლისთვის 135 მილიონ აშშ დოლარს გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიშინიოვში მოლდოვის პრეზიდენტ, მაია სანდუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან მაია სანდუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვაშინგტონი კიშინიოვს 85 მილიონ აშშ დოლარს გადასცემს ენერგეტიკული სექტორის გასაძლიერებლად და 50 აშშ დოლარს - ენერგეტიკული და საფერმო ინდუსტრიების კაპიტალური რემონტისთვისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის. „ეს, სანაცვლოდ, რუსული ჩარევისადმი მოლდოველების წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობას გააძლიერებს, რათა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატარონ, გააგრძელონ ევროკავშირისა და დასავლური ინტეგრაციის გზაზე სვლა, მეტი ეკონომიკური შესაძლებლობები შექმნან. კიდევ ერთი სხვა საკითხი, რომელიც ასე მნიშვნევლოვანია, არის დეზინფორმაციის შესახებ ინფორმაციის გაცვლა, რაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჰუბრიდული ინსტრუმენტია, რომელსაც რუსეთი იყენებს - და ამაზე ვმუშაობთ,” - განაცხადა ბლინკენმა. სახელმწიფო მდივანმა აღნოსავლეთ ევროპაში ვიზიტები მოლდოვით დაიწყო. ბლინკენის თქმით, აშშ ხედავს მყარ პოზიციას, ქვეყნის ხელმძღვანელობის, განსაკუთრებით კი მოლდოველი ხალხის მხრიდან. “დასაწყისში ის უნდა ვთქვა, თუ რამდენად მადლობელი ვართ თქვენი ლიდერობისთვის და ამას ბევრ სხვა ქვეყანაშიც ვხედავ - დაფასებას ყველაფრისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ გამომწვევებით სავსე დროს, გამოწვევებით სავსე პირობებში, რათა მოლდოვას გაუძღვეთ წინ. ორი წლის წინ, როდესაც აქ ვიყავი, ვსაუბრობდით იმაზე, თუ როგორ ავაშენოთ ცოცხალი, ინკლუზიური ქვეყანა, რომელსაც ფესვები აქვს გადგმული ევროპაში, დასავლეთში, რომელიც მშვიდობაში ცხოვრობს და სადაც მოლდოველები თავად განსაზღვრავენ საკუთარ მომავალს. მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, რომლის წინაშეც დგახართ, თქვენ მნიშვნელოვანი, ძლიერი და კონკრეტული ნაბიჯები გადადგით ამ გზაზე, იმ მიმართულებით, რომლებიც ძლიერ და პოზიტიურ მომავალს შექმნის მოლდოველებისთვის - გააძლიერეთ ენერგეტიკის სექტორი, ებრძვით კორუფციას, დაიწყეთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. დღეს აქ თქვენს მიერ მიღწეული პროგრესის გაგრძელება გვსურს. მალე საელჩოს ახალ კომპლექსზე დავასრულებთ მოლაპარაკებებს - ეს სიმბოლურადაც და პრაქტიკულადაც ასახავს ჩვენი ურთიერთობების სიღრმეს და გაღმავებისთვისა და წინსვლისთვის საფუძველს გვაძლევს. რაც განსაკუთრებით ძლიერია აქ - არის დემოკრატიისადმი ღრმა ერთგულება, და ის, რომ მოლდოველები თავად წყვეტენ საკუთარ მომავალს. და ეს რუსეთის მხრიდან ჩაგვრის, ჩარევის, დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობების, კორუფციის იარაღად გამოყენების, ანტისამთავრობო პროტესტების ორგანიზების ფონზე. ამის მიუხედავად, ჩვენ განსაკუთრებულ სიმყარეს ვხედავთ მოლდოვის ხელმძღვანელობის მხრიდან და, განსაკუთრებით, მისი ხალხისგან,” - განაცხადა ბლინკენმა.
NATO-ს მომდევნო სამიტმა უკრაინის წევრობისთვის „ხიდის როლი“ უნდა შეასრულოს - ბლინკენი
ვაშინგტონში, NATO-ს სამიტზე ალიანსის წვერები უკრაინის გაწევრიანებისათვის „საიმედო ხიდს“ შეიმუშავებენ. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პრაღაში არაფორმალური მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „NATO-ს სამიტზე ჩვენ ვგეგმავთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, რათა უკრაინა ალიანსს დაუახლოვდეს. შევეცდებით, უზრუნველვყოთ წევრობასთან დამაკავშირებელი ხიდი, ძლიერი და კარგად განათებული," - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე დაადასტურა, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ ამერიკული იარაღის გამოყენების ნებართვა მისცა. „ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, უკრაინამ არაერთხელ მოგვმართა და იმ იარაღის გამოყენების ნებართვა ითხოვა, რომელსაც ჩვენ ამ აგრესიისგან დასაცავად ვაძლევთ, მათ შორის, რუსეთის იმ სამხედრო ნაწილებისგან თავის დასაცავად, რომლებიც მოსაზღვრე რუსულ ტერიტორიაზე არიან თავმოყრილი და თავს ესხმიან უკრაინას. ეს არის პრეზიდენტის უფლება და, როგორც მოისმინეთ, მან დაადასტურა ჩვენი [მიცემული] იარაღის ამ მიზნებისათვის გამოყენება," - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. ამჟამად უკრაინას შეიარაღებაში აქვს ამერიკის მიერ მიწოდებული ამერიკული ოპერატიულ-ტაქტიკური ATACMS-ის ბალისტიკური რაკეტები, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა HIMARS-ები.
აშშ „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებსა და მათი ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს
ამერიკის შეერთებული შტატები სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს „ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც „დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათი ოჯახის წევრებსაც.“ გარდა ამისა, აშშ გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის საელჩომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება გაავრცელა. ჯერჯერობით არცერთი კონკრეტული პირი, რომელსაც შეზღუდვები შეეხება, დასახელებული არ არის. „ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" შეიმუშავა და მიიღო „უცხოური გავლენის" კანონი, რომელიც ჩაახშობს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, დაღს დაასვამს ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს მოქალაქეებს და ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ იმისთვის, რომ ქართველებს მაღალი ხარისხის ინფორმაციაზე ჰქონდეთ წვდომა. მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებმა კანონის წინააღმდეგ ხმა აიმაღლეს, ვნახეთ დაშინებისა და ძალადობის კამპანიის აშკარა ნიშნები განსხვავებული მშვიდობიანი აზრის ჩასახშობად. „ეროვნული უსაფრთხოების კანონი" და რეპრესიული ტაქტიკა, რომელიც გამოიყენება ლეგიტიმური აზრთა სხვაობის ჩასახშობად, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რომლითაც უფლებამოსილია ქართველი ხალხი და ეწინააღმდეგება საქართველოს დიდი ხნის განმავლობაში გაცხადებულ, კონსტიტუციაში ასახულ მიზანს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ამ ქმედებების საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტი იღებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელ და თანამონაწილე პირებზე, ასევე, მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს ინდივიდებს, რომლებიც ძალადობისა და დაშინების კამპანიის გზით პასუხისმგებელნი არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შეზღუდვაზე. საქართველოს დემოკრატიისადმი აშშ-ის მხარდაჭერა ხანგრძლივია და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს. ნებისმიერს, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში, მათ შორის, საქართველოს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ, მისი მიმდინარეობისას და მას შემდეგ, ამ პოლიტიკის მიხედვით, შესაძლოა, არ მიეცეს აშშ-ის ვიზების მიღებისა და შეერთებულ შტატებში გამგზავრების საშუალება. აღნიშნული შეზღუდვები, შესაძლოა, ასევე გავრცელდეს ამ პირების უშუალო ოჯახის წევრებზეც. ასევე, დღესვე ვიწყებ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და მათი ერის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის ნაბიჯებს გადადგამენ. გადავხედავთ რა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში ვიქონიებთ საქართველოს ქმედებებს. სავიზო შეზღუდვის ეს პოლიტიკა ექვემდებარება იმიგრაციისა და ეროვნების აქტის 212 (a)(3)(C) მუხლს და საშუალებას აძლევს სახელმწიფო დეპარტამენტს, დაუწესოს სავიზო შეზღუდვები ფიზიკურ პირებს, ასევე, მათი ოჯახის უშუალო წევრებს, იქნებიან ისინი ამჟამინდელი თუ ყოფილი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო აქტორები, რომლებიც სამოქალაქო ან პოლიტიკური უფლებების განხორციელების დასაბრკოლებლად პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, მათ შორის, ძალადობის, ძალის ან იძულების გამოყენებით,“ წერია ბლინკენის განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“ რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)
ბლინკენი ჩრდილოეთ კორეაში პუტინის ვიზიტზე: სასოწარკვეთილების ნიშანია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი არის მისი სასოწარკვეთილების ნიშანი, რათა გააძლიეროს ურთიერთობები ისეთ ქვეყნებთან, რომლებსაც შეუძლიათ, მხარი დაუჭირონ ომს უკრაინაში. ბლინკენი აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეა მნიშვნელოვან იარაღსა და სხვა საბრძოლო მასალას აწვდის რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებლად. „ირანი აწვდის იარაღს, მათ შორის, უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამოიყენება. ჩვენ ძალიან ვართ შეშფოთებული ჩინეთის გამო, არა შეიარაღების მიწოდების კუთხით, არამედ იმით, რომ აწვდიან რუსეთს იმას, რაც კრემლს თავდაცვის ინდუსტრიული ბაზების შენარჩუნებისთვის სჭირდება, რათა თავად აწარმოოს უფრო მეტი ტანკი, იარაღი და რაკეტები,“ – განაცხადა ბლინკენმა. მისივე შეფასებით, სწორედ ეს არის, რაც ომის გაგრძელებას ეხმარება. მისივე თქმით, ომის დასრულების სწრაფი გზაა პუტინი გამოვიდეს ილუზიიდან, თითქოს შეუძლია, გაუძლოს უკრაინაში ომს. ასევე, ისიც, რომ საწვავი, რომელიც მას სჭირდება ომი მანქანისთვის, აღარ ექნება. „ასე რომ, თუ ჩინეთი, რომელიც აცხადებს, რომ ომის დასრულების დიდი ინტერესი აქვს, თუ ამას გულწრფელად ფიქრობს, მაშინ შეწყვეტს ომის მანქანისთვის საწვავის მიწოდებას და ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რაც შეგვეძლება, რათა აღვკვეთოთ ისეთი ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერა, როგორებიც ირანი და ჩრდილოეთ კორეა არიან,“ – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. პუტინი ჩრდილოეთ კორეას მეორედ სტუმრობს. პირველად რუსეთის ლიდერი კორეის ნახევარკუნძულზე 2000 წელს ჩავიდა.
„მივიღეთ ზომები და ვფიქრობ, მეტს ნახავთ“ - ბლინკენი საქართველოზე
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ გამორიცხავს, რომ ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ, მეტი ახალი ზომა ვიხილოთ. ენტონი ბლინკენმა, საქართველოს შესახებ დასმულ კითხვას რამდენიმე წუთის წინ, "ბრუკინგსის ინსტიტუტში" გამართულ ღონისძიებაზე უპასუხა. ეს ენტონი ბლინკენის პირველი განცხადებაა მას შემდეგ, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. „[რეგიონში] ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს როგორც რეალური შეშფოთების [მიზეზი], ასევე რეალური შესაძლებლობებიც. თქვენ ახსენეთ უცხოეთის აგენტის კანონი საქართველოში. ჩვენ და ბევრმა სხვა ქვეყანამ, არამხოლოდ გამოვხატეთ ჩვენი ღრმა შეშფოთება ამის შესახებ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ის დამტკიცდა, ჩვენ მივიღეთ ზომები ამ შეშფოთების გამოსახატად. მე ვფიქრობ, რომ თქვენ ალბათ უფრო მეტს ნახავთ. მე ვფიქრობ, რომ ეს აშკარად ეწინააღმდეგება იმ ევროპულ მიმართულებას, რომლის მიღებაც საქართველოს სურს და ცხადია, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობას ეს სურს,“ - განაცხადა ბლინკენმა „ამერიკის ხმის“ ცნობით. ამერიკის სახელმწიფო მდივანი განმარტავს, რომ ვაშინგტონი აცნობიერებს გამოწვევებს, რომლებიც არის საქართველოში და რეგიონში. შეგახსენებთ, ამერიკამ საქართველოს მმართველი გუნდის წევრები დაასანქცირა. ბლინკენი ე.წ. უცხოური აგენტების კანონზე: სამწუხაროდ, ეს პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი
ბლინკენი: F-16-ები უკრაინაში უკვე მიემართებიან
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ დანიიდან და ნიდერლანდიდან უკვე მიემართება უკრაინისკენ F-16 გამანადგურებლები. ბლინკენის თქმით, F-16-ები უკვე წელს ზაფხულში იფრენენ უკრაინის ცაში. „ამასთან, უახლოეს რამდენიმე დღეში წარმოდგენილი იქნება გეგმა, რომელიც „მყარი ხიდი“ გახდება NATO-ში უკრაინის გაწევრიანებისთვის,“ წერს სააგენტო Reuters-ი. ოთხშაბათს ასევე ცნობილი გახდა, რომ ნორვეგია უკრაინას გადასცემს ექვს F-16-ს. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტოერემ განაცხადა, რომ F-16-ების მიწოდება 2024 წელს დაიწყება. ის, რომ ოსლო კიევს F-16-ებს გადასცემს, პრემიერ-მინისტრმა შარშან აგვისტოში გამოაცხადა, მაგრამ მაშინ არ უთქვამს, კონკრეტულად რამდენ თვითმფრინავზეა ლაპარაკი.
ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს
შეერთებულმა შტატებმა ოთხშაბათს, 31 ივლისს განაცხადა, რომ შეაჩერა 95 მილიონ დოლარზე მეტის დახმარება საქართველოს მთავრობისთვის, ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის შემდეგ, რასაც სახელმწიფო დეპარტამენტი მთავრობის "ანტიდემოკრატიულ ქმედებებს" უკავშირებს. ბლინკენის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომელსაც სარგებელი მოაქვს ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით. „23 მაისს, საქართველოს მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ, მე შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა გამოვაცხადე. ამ გადახედვის შედეგად, შეერთებული შტატები 95 მილიონი დოლარზე მეტ დახმარებას აჩერებს, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანდა საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და ცრუ განცხადებები არ შეესაბამება ევროკავშირსა და NATO-ს წევრობის ნორმებს. მაშინ, როდესაც ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობისთვის დახმარებას ამ ქმედებების გამო, შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომლებსაც სარგებელი მოაქვთ ქართველი ხალხისთვის - დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით. ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის 32 წელზე მეტის განმავლობაში, შეერთებული შტატების ხალხმა დახმარების 6.2 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო, რამაც წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და გაძლიერებაში. ჩვენმა დახმარებამ წვლილი შეიტანა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სანაპირო დაცვის აღჭურვასა და წვრთნაში, სკოლებისა და საავადმყოფოების აშენებაში, მასწავლებლების, საჯარო მოსამსახურეებისა და სამედიცინო პროფესიონალების წვრთნაში. ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული დავრჩებით,” - ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის და დახმარების პროგრამების გადახედვა დაიწყო. პენტაგონმა სამხედრო წვრთნები "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო. ევროკავშირმა, ქვეყანას სამხედრო და თავდაცვის კუთხით გამოყოფილი დახმარება - 30 მილიონი ევრო გაუყინა. ყველა ეს გადაწყვეტილება, დასავლელი პარტნიორების განმარტებით, ქვეყნის მმართველი გუნდის მხრიდან გადადგმულ არადემოკრატიულ ნაბიჯებს უკავშირდება, რომელთა შედეგადაც ქვეყანამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადაუხვია. მიზეზებს შორის დასახელებულია ე.წ. "აგენტების კანონი", ხელისუფლების წარმომადგენელთა ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკა და სხვა ქმედებები. ე.წ. „აგენტების კანონის“ გასაუქმებლად, საკონსტიტუციო სასამართლოში სამი სარჩელია შესული: ერთი პრეზიდენტის, მეორე იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების, რომლებსაც ეს კანონი ეხებათ, მესამე კი, ოპოზიციური პარტიების.
ბლინკენი: აშშ-ის მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი მათი ევროატლანტიკური მომავლისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ სწრაფვაში მტკიცეა
აგვისტოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ „რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტის ოკუპაციას და თავისი ნების იქაურ მოსახლეობაზე თავს მოხვევას, მათ შორის, აფხაზეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიწების რუსეთისთვის გადაცემის გამოცხადებითა და ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის შესაქმნელად ნაბიჯების გადადგმით.“ „დღეს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოში შეჭრიდან თექვსმეტ წელს აღვნიშნავთ და ვიხსენებთ რუსეთის სამხედრო კამპანიისა და უკანონო ოკუპაციის შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებსა და დევნილებს. რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტის ოკუპაციას და თავისი ნების იქაურ მოსახლეობაზე თავს მოხვევას, მათ შორის, აფხაზეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიწების რუსეთისთვის გადაცემის გამოცხადებითა და ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის შესაქმნელად ნაბიჯების გადადგმით. შეერთებული შტატები კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე და დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებელი მიწოდება. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ეს ქმედებები ათიათასობით იძულებით გადაადგილებულ პირს თავის სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნების საშუალებას მისცემს. შეერთებული შტატების მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი მათი ევროატლანტიკური მომავლისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ სწრაფვაში მტკიცეა,“ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც ამერიკის საელჩო ავრცელებს. ომიდან მე-16 წლისთავზე, პარტნიორები საქართველოს მხარდაჭერას უცხადებენ
აშშ 60-ზე მეტ პირს, მათ შორის, მთავრობის წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს
საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესების მიზნით, სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით ზომებს იღებს. განცხადებას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აკეთებს. ბლინკენის განცხადებით, დასანქცირებულთა შორის მოხვდებიან ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლები, "რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს თავიანთი უფლებამოსილება ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით." „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ორ ოფიციალურ პირს - შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს ზვიად „ხარება“ ხარაზიშვილს და მის ერთ-ერთ მოადგილეს მილერი ლაგაზაურს სანქციები დაუწესა - „უცხოური გავლენის შესახებ კანონის“ წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების დროს ძალადობრივი რეაგირებისას ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში მონაწილეობისთვის. ასევე, ჩვენ სანქციებს ვუწესებთ ექსტრემისტული დაჯგუფის ორ ქართველ ლიდერს კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის, მათ შორის, ძალადობრივი თავდასხმებისთვის ქართველებზე, რომლებიც მშვიდობიანი შეკრების უფლებას იყენებდნენ. სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე იღებს დამატებით ზომებს სავიზო შეზღუდვების დაწესების მიზნით 60-ზე მეტ ქართველისადმი, ასევე მათი ოჯახის წევრებისადმი, რომლებიც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში. ეს პირები არიან მთავრობის წარმომადგენლები და მუნიციპალურ საქმიანობაში ჩართული პირები, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს თავიანთი უფლებამოსილება ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით, ასევე - კორუფციულ პრაქტიკაში ჩართული ბიზნეს ლიდერები, დეზინფორმაციის გავრცელებისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის ხელშემწყობი პირები, სამართალდამცველები, რომლებიც მონაწილეობდნენ პროტესტოს მონაწილეების ცემაში და პარლამენტის წევრები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონმდებლობის წინსვლასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში. ჩვენ კვლავ შეშფოთებულები ვართ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევითა და ანტიდემოკრატიული ქმედებებით და განვაგრძობთ დამატებითი, საპასუხო ქმედებების განხილვას. შეერთებული შტატები ცალსახად უჭერს მხარს ქართველების უფლებებს, შეიკრიბონ, ისაუბრონ და მშვიდობიანად გამოხატონ პროტესტი, ძალადობის, დაშინებისა და ჩახშობის შიშის გარეშე," - ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. დღეს, 16 სექტემბერს, აშშ-მ სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა.
აშშ საქართველოს მმართველ გუნდთან „ჩართულობის კალიბრირებაზე“ საუბრობს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი ტომ სალივანი საქართველოს მმართველ გუნდთან „ჩართულობის შეზღუდვაზე საუბრობს. სალივანი შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ „ანტიდემოკრატიული ნაბიჯების“ საპასუხოდ, ამერიკამ შესაბამისი ნაბიჯები უკვე გადადგა. „გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჩვენ შეშფოთებული ვიყავით იმ ტრაექტორიით, რომლითაც პარტია „ქართულ ოცნებას“ საქართველო მიჰყავს; ქვეყანას აშორებს იმას, რაც მოქალაქეების უმეტესობას სურს. ეს არის დასავლეთთან, ევროკავშირთან, NATO-სთან ინტეგრაცია. ასე რომ, ჩვენ ძალიან მკაფიონი ვიყავით, ჩვენ გადავდგით მთელი რიგი ნაბიჯები ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის, ასევე, ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციის მხრივ, როდესაც ისინი აგრძელებენ ანტიდემოკრატიული ან ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ადამიანებს თავიანთი მოსაზრებების გამოხატვის და საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლებას არ მისცემს. ამის საფუძველზე, ჩვენ მათთან ჩართულობის კალიბრირებას (to calibrate our engagement) გავაგრძელებთ. ვფიქრობ, თქვენ ნახეთ, რომ ეს აისახა ჩართულობაში ან ჩართულობის ნაკლებობაში ამ კვირაში,“ განაცხადა სალივანმა. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 17 სექტემბერს, პრემიერმა ამერიკის ელჩს განუცხადა, რომ ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. „ჩვენ გვაქვს ჩვენი ვარაუდზე მეტი, თუ რა გავლენების შედეგია ეს განცხადებები, მაგრამ ფაქტია, რომ ფორმალურად ეს განცხადება გავრცელებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში პასუხის გაცემა გვიწევს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, მაგრამ აქვე ვამბობთ, რომ აქ დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ, დამნაშავე არიან ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, ჩვენ ბრალს ვდებთ არა აშშ-ს, არამედ იმ ოლიგარქიულ გავლენებს, რისი მსხვერპლიც არის სამწუხაროდ სამართლიანობა კონკრეტულ ინსტიტუტებში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ასევე 17 სექტემბერს. მილერი: აშშ-ში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა.
ევროკომისიის, ევროკავშირის მინისტრების, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და NATO-ს პოზიცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგები თავისუფალ და სამართლიანად. “აშშ გმობს საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და უერთდება საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება.“ საქართველოში მძლავრი დემოკრატია 2004 წლიდან იყო და არის ქვეყნის სიძლიერის წყარო, ხოლო გუშინდელი აქტივობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის ერთგულებას დემოკრატიისადმი. თუმცა, 2024 წელს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო გარემო ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების მოსყიდვითა და ამომრჩევლის დაშინებით, რამაც ხელი შეუშალა თანასწორი პირობების შექმნას და შეარყია საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ნდობა სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები თანხმდებიან, რომ არჩევნების დღე ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, ჩვენ აღვნიშნავთ ცნობებს დარღვევებისა და ცალკეული ძალადობის შესახებ. საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგები თავისუფალ და სამართლიანად. ჩვენ ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება. შემდგომი ნაბიჯებისთვის, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, დაიცვან კანონის უზენაესობა, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს და ერთობლივად იმუშაონ საარჩევნო პროცესის ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნები, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციაში არის ასახული, მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ პატივი სცეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების უფლებებს და საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითად თავისუფლებებს,“ ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც ამერიკის საელჩო ავრცელებს. ამერიკელი სენატორები და აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ლიდერები, ჯიმ რიში (რესპუბლიკური პარტია) და ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებენ, „ჩვენს ევროპელ მეგობრებთან პარტნიორობაში, დაუყოვნებლივ გამოიძიონ თაღლითობისა და საგარეო ჩარევის შესახებ ცნობები.“ “საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე ჩვენი ბოლო დროის წუხილების მიუხედავად, ჩვენ იმედი გვქონდა, რომ საქართველოს მთავრობისგან დავინახავდით ერთგულებას ჩაეტარებინათ თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, რომელიც ქართველი ხალხის სურვილებს ასახავდა. რეალობაში, ამ შაბათ-კვირის საპარლამენტო არჩევნებზე სხვა რამის თვითმხილველები გავხდით. ანგარიშები, რომლებსაც ეუთო/ოდირი, IRI, NDI, და ISFED-ი ავრცელებენ, აჩვენებენ მრავალ დარღვევებს, რომლებმაც დემოკრატიული არჩევნების სტანდარტების მძიმე კომპრომეტირება მოახდინეს. ასევე შეშფოთებულები ვართ ათობით ცნობებზე საარჩევნო დღეს ჩარევის შესახებ, მათ შორის ძალადობაზე, ამომრჩეველთა დაშინებაზე და ბიულეტენების ჩატენვაზე, რასაც უფრო მეტად შეეძლო დაეზარალებინა არჩევნების გუშინდელი შედეგები,” - ნათქვამია განცხადებაში. სენატორები ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართავენ საპასუხო ქმედებებისთვის. “სახელმწიფო დეპარტამენტს მოვუწოდებთ, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან პარტნიორობაში, დაუყოვნებლივ გამოიძიონ თაღლითობისა და საგარეო ჩარევის შესახებ ცნობები, რათა დაადგინონ რამე ქმედებებმა მნიშვნელოვნად იმოქმედა თუ არა არჩევნების შედეგებზე. პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ. ეს არასტაბილური მომენტია საქართველოსთვის. მმართველმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ”, უნდა გაიაზროს, რომ მის ქმედებებს შესაძლოა დაუყოვნებელი შედეგები ჰქონდეთ მის ეკონომიკურ და უსაფრთხოების დღის წესრიგზე. რუსეთმა, რა თქმა უნდა, ისარგებლა განხეთქილებისა და დეზინფორმაციის დათესვით. ჩვენ ვაღიარებთ ქართველი ხალხის უფლებას, ამას თუ აირჩევენ, მშვიდობიანად იპროტესტონ და საქართველოს შესაბამის ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, პატივი სცენ ამ ძალიან მნიშვნელოვან დემოკრატიულ უფლებას. საჭირო თუ იქნება, დამატებით ცვლილებებს შევიტანთ ჩვენს ორპარტიულ კანონპროექტში, “ქართველი ხალხის აქტში”, რათა უზრუნველვყოთ, რომ საარჩევნო პროცესის თაღლითობისთვის და მანიპულაციისთვის პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ. აშშ-ის სენატი სრულიად ერთგულია ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერაში”,-ნათქვამია განცხადებში. დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში სტივენ დაუთი აცხადებს, რომ „გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ეუთო-ოდირის წინასწარ ანგარიშს საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მისიას დიდი ბრიტანეთიდან ორმოცდაათი დამკვირვებელი შეუერთდა. „ანგარიში ასახავს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, უაღრესად პოლარიზებულ საარჩევნო გარემოს, ასევე, ფართოდ გავრცელებულ დაშინებას და ამომრჩეველთა იძულებას. აღნიშნული ქმედებები, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლასთან ერთად, რომელიც გამოიწვია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმა, არ შეესაბამება ღია, დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ყველა დარღვევა და დაუბრუნდეს დემოკრატიის განვითარების გზას. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და მზადყოფნას გამოვთქვამთ მხარდაჭერისთვის,” აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება გავრცელდა 27 ოქტომბერს. „შაბათს საქართველოს მოქალაქეებმა საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. ევროკავშირი ყურადღებით აკვირდებოდა მოვლენებს საპარლამენტო არჩევნებამდე. გასული თვეების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობამ დემოკრატიული ღირებულებებისადმი და მათი ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მიმართ ერთგულება აჩვენა. არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის, რომელსაც ხელმძღვანელობდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების მიხედვით, „არჩევნების დღე ზოგადად პროცედურული თვალსაზრისით კარგად იყო ორგანიზებული და მოწესრიგებულად მიმდინარეობდა, მაგრამ ხასიათდებოდა დაძაბულობით, ხმის მიცემის ფარულობის ხშირი კომპრომეტირებითა და პროცედურების არათანმიმდევრულად დაცვის რამდენიმე შემთხვევით, და ასევე ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შეტყობინებებით, რაც უარყოფითად აისახებოდა პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე. ცნობები ამომრჩეველთა, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულთა, ზეწოლის შესახებ მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში არ შემცირებულა. აღნიშნულმა, კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა ინტენსიურ აღრიცხვასთან ერთად შეშფოთება გამოიწვია ზოგიერთი ამომრჩევლის გამო, რომ ისინი ვერ შეძლებდნენ ხმის მიცემას დასჯის შიშის გარეშე.“ უფრო მეტიც, არჩევნებზე დამკვირვებლებმა აღნიშნეს უთანასწორო საასპარეზო პირობები, განხეთქილების გამაღრმავებელი კამპანია პოლარიზებულ ატმოსფეროში და განსაკუთრებული შეშფოთება ამ საარჩევნო პროცესზე ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების ზეგავლენის გამო. მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ეს დარღვევები უნდა დაზუსტდეს და აღმოიფხვრას. ეს აუცილებელი ნაბიჯია საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღსადგენად. ევროკავშირი ელოდება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშს და რეკომენდაციებს, რომლებიც რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს. კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკური სპექტრის მასშტაბით ახლა უმთავრესია. ევროპული საბჭოს 17 ოქტომბრის დასკვნების შესაბამისად, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესატყვისად. ამ კონტექსტში, ევროკავშირი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი, უნდა გაუქმდეს,“ ნათქვამია განცხადებაში. რას პასუხობენ სახელმწიფო დეპარტამენტში შეკითხვას, საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინისტრები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას. „ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში ამჟამად შექმნილი სიტუაციით. საერთაშორისო დამკვირვებლები დარღვევებზე იუწყებოდნენ საარჩევნო კამპანიისას, ისევე, როგორც არჩევნების დღეს. ვგმობთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას. ვიზიარებთ მათ შეშფოთებას და მოვითხოვთ საჩივრების დამოუკიდებელ მოკვლევას და დადგენილი დარღვევების გამოსწორებას. ამ რთულ დროს ქართველების მხარეს ვდგავართ. მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი და, განსაკუთრებით, მის მიმართ მთავრობის რეაქცია მშვიდობიანი იყოს. საარჩევნო [პროცესის] ერთიანობის დარღვევა შეუთავსებელია სტანდარტებთან, რომლებიც ევროკავშირის [წევრობის] კანდიდატისგანაა მოსალოდნელი. ესაა ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მიზანსწრაფვის ღალატი. კანონის უზენაესობის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დაცვა განუყოფელი ნაწილია საქართველოს ნებისმიერი პროგრესის ევროკავშირისკენ გზაზე. ჩვენ ვაკრიტიკებთ [უნგრეთის] პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ნაადრევ ვიზიტს საქართველოში. იგი ევროკავშირის სახელით არ ლაპარაკობს." განცხადებას ხელს აწერენ: მარტინ დვორჟაკი, ჩეხეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი მარი ბიერი, დანიის ევროპულ საქმეთა მინისტრი ანა ლურმანი, გერმანიის ევროპისა და კლიმატის საქმეთა მინისტრი მარგუს ცახკნა, ესტონეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი იოაკიმ სტრანდი, ფინეთის ევროპულ საქმეთა და საკუთრების მართვის მინისტრი ბენჟამინ ჰადადი, საფრანგეთის ევროპულ საქმეთა დელეგატი მინისტრი ჯენიფერ კეროლ მაკნილი, ირლანდიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კასპარ ველდკამფი, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ხავიერ ბეტელი, ლუქსემბურის საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობის, განვითარების კოორდინირების და ჰუმანიტარული საქმეების მინისტრი ადამ შლაპკა, პოლონეთის ევროკავშირის მინისტრი ინიეს დომინგოსი, პორტუგალიის სახელმწიფო მდივანი ევროპულ საქმეებში ჯესიკა როზენკრანტსი, შვედეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრი. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევები სწრაფად იყოს გამოძიებული. „უკვე ბევრი წელია, ქართველი ხალხი იღწვის და იბრძვის დემოკრატიისთვის. მათ აქვთ უფლება, იცოდნენ, რა მოხდა ამ შაბათ-კვირას და აქვთ უფლება ნახონ, რომ საარჩევნო დარღვევები იქნება გამოძიებული სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად, რადგან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ევროპული ღირებულებების საფუძველია. ქართველები, როგორც ყველა ევროპელი, საკუთარი ბედის პატრონები უნდა იყვნენ,”- ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი. საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდებ, სოციალურ ქსელ X-ში დაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, რომ გეგმავენ საქართველოს საკითხის შეტანას ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში. მიშელმა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და შესაბამის ორგანოებს საარჩევნო დარღვევების შესწავლისკენ მოუწოდა. „ჩვენ მხედველობაში ვიღებთ ეუთო/ოდირის წინასწარ შეფასებას და მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის უწყებებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, რომ სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ეს სავარაუდო დარღვევები სერიოზულად უნდა იყოს გამოკვლეული და აღმოფხვრილი. ჩვენ ვიმეორებთ ევროკავშირის მოწოდებას საქართველოს ხელმძღვანელობის მიმართ, რომ აჩვენოს თავისი მტკიცე ერთგულების დემონსტრირება ქვეყნის ევროპულ კურსთან დაკავშირებით, ასევე ევროკომისიის ივნისისა და ოქტომბრის დასკვნების შესაბამისად,“ - აღნიშნა შარლ მიშელმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ახლა უმთავრესია პოლიტიკური სპექტრის კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი. შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ნოემბერში ევროპული საბჭო შეაფასებს ვითარებას და დაადგენს შემდგომ ნაბიჯებს საქართველოსთან ურთიერთობის საკითხზე. NATO-ს პრესსპიკერმა ფარა დახლალამ განაცხადა, რომ გამოძიებული უნდა იყოს არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობები. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ნათლად განაცხადა, რომ მას სურს დემოკრატიული, აყვავებული მომავალი ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში. NATO საქართველოს მოუწოდებს, გააგრძელოს შიდა რეფორმები და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები. „საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ შენიშნა არათანაბარი პირობები, რომლებშიც ეს არჩევნები ჩატარდა, რაც ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას შედეგების მიმართ. არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობები სრულად უნდა იყოს გამოძიებული". NATO-ს სპიკერის განცხადებით, "სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონები მნიშვნელოვანია მოკავშირეთა უსაფრთხოებისთვის." "მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს შიდა რეფორმების, დემოკრატიული ღირებულებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერება," - აცხადებს NATO-ს სპიკერი, რომლის განცხადებითაც, NATO კვლავინდებურად ერთგულია საქართველოსთან დიალოგისა და თანამშრომლობისადმი ამ მიზნებისთვის. "NATO კვლავინდებურად ერთგულია ბუქარესტის 2008 წლის სამიტის ვალდებულებისადმი საქართველოს NATO-ში გაწევრიანების თაობაზე. ქართველმა ხალხმა ნათლად განაცხადა, რომ მას სურს დემოკრატიული, აყვავებული მომავალი ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს შიდა რეფორმები და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები." ოპოზიციური პარტიები ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ
„მეტი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს“ - მარკ რუტემ ბლინკენი მიიღო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრიუსელში, NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა. ბლინკენმა აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარების საკითხზე, რუტესთან პროდუქტიული დისკუსია ჰქონდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაარწმუნა NATO, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის მხარდაჭერას გააძლიერებს დონალდ ტრამპის დაბრუნებამდე და შეეცდება, გააძლიეროს ალიანსი. მარკ რუტესთან შეხვედრაზე ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარების განლაგება რუსეთის დასახმარებლად უკრაინის ომში, „ითხოვს მტკიცე პასუხს და ეს პასუხი იქნება გაცემული.“ ბლინკენი პირობას დებს, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას გააძლიერებს. „ამერიკის ლიდერობის წყალობით, რუსეთმა უკრაინაში ვერ გაიმარჯვა. ცხადია, ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა დარჩება ბრძოლაში და შეძლებს რაც შეიძლება მეტად უკან დახიოს რუსული შეტევა და თავიდან ავიცილოთ პუტინის წარმატება უკრაინაში. კერძოდ, ეს არის ის, რაზეც ჩვენ ასევე ვისაუბრეთ დღეს დილით, რადგან ახლა [რუსები] ჩრდილოეთ კორეელებთან ერთად აქტიურობენ უკრაინის წინააღმდეგ [ომში]. ამას ფასი აქვს. რა თქმა უნდა, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები დამატებით საფრთხეს უქმნიან უკრაინას. ეს არ არის მხოლოდ ჩრდილოეთ კორეა. ჩვენ ვიცით, რომ ჩინეთი, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდების გზით, ომის ძალისხმევას ეხმარება. რა თქმა უნდა, ირანი ამას აკეთებს რუსეთისთვის თვითმფრინავების და სხვა ტექნოლოგიის მიწოდებით. რუსეთი იხდის ფულს და ეს ეხმარება ირანს, გააგრძელოს ძალისხმევა დესტაბილიზაციისთვის ახლო აღმოსავლეთში და ახლო აღმოსავლეთის მიღმაც კი. და ის, რაც უკრაინაში ხდება, ახლა ამას გლობალურად აქვს გავლენა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ კურსი, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ თავდაცვის წარმოება აშშ-ის მხრიდან აქ, ევროპაში. ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ დანახარჯების კუთხით და რომ მეტი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს,“ აღნიშნა თავის მხრივ, რუტემ.