თეგი: ამერიკა
კელი დეგნანი: ყოველთვის ვცდილობთ, კარგი ამერიკული კომპანიები მოვიზიდოთ, რადგან საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს
„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, კარგი ამერიკული კომპანიები მოვიზიდოთ, რადგან საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს“, - ასე აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საქართველოს საინვესტიციო გარემოს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტ ია მეურმიშვილთან ინტერვიუში, რომელიც „ტვ პირველის“ ეთერში გავიდა.„ინვესტორებს სურთ, კარგად ესმოდეთ საინვესტიციო გარემო, სურთ, იცოდნენ ის, რომ თუ საკონტრაქტო დავა ექნებათ, გადაწყდება თუ არა ის სწრაფად სასამართლოში, სამართლიანია თუ არა თამაშის წესები, ტენდერებში ვინმეს ფავორიტები იმარჯვებენ თუ უცხოელი ინვესტორები - ამით იქმნება რეპუტაცია. საქართველომ უნდა შექმნას რეპუტაცია.ინვესტორები ეძებენ ბაზრებს და როდესაც კომპანიები საქართველოში ჩამოდიან, უნდა დაინახონ, რომ საქართველო ფულის ჩასადებად უსაფრთხო ქვეყანაა. აქ მთავრობას საკუთარი როლი აქვს, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ინფრასტრუქტურის პროექტებს ეხება. მთავრობას სტრატეგიული გეგმები უნდა ჰქონდეს, რომლებსაც ინვესტორებს აჩვენებს და იტყვის თუ საით მიდის ქვეყანა. ამაში შედის პორტები, საგზაო და კომუნიკაციების ქსელი. თუ მთავრობა ამას საქართველოს მარკეტირების მიზნით გააკეთებს, ვფიქრობ, უფრო მეტ კარგ ამერიკულ ბიზნესს მოვიზიდავთ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები: გზავნილი, რომ რუსეთის აგენტი ცუდია და ამერიკის კარგი, მიუღებელია
"გზავნილი, რომ რუსეთის აგენტი ცუდია და ამერიკის კარგი, მიუღებელია", - ამის შესახებ განცხადება "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატებმა გაავრცელეს. ამასთან, პარლამენტის წევრების განცხადება შეეხება რამდენიმე ქართულ მედიასაშუალებაში გავრცელებულ წერილს, რომელშიც საქართველოში მოქმედი ამერიკული აგენტურის შესახებ არის საუბარი. მათივე თქმით, შემაშფოთებელია, რომ საელჩო თავის აგენტურას დღეს პოლარიზაციისთვის, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის იყენებს. „ორიოდე დღის წინ, რამდენიმე ქართულ მედიასაშუალებაში გავრცელდა წერილი საქართველოში მოქმედი ამერიკული აგენტურის შესახებ. საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ამ წერილში შეიძლება დიდი სიახლე არც არაფერი ყოფილიყო. პოლიტიკაში მეტ-ნაკლებად ღრმად ჩახედულმა ადამიანებმა კარგად იციან, როგორ შეიყვანა 90-იანი წლების ბოლოდან ამერიკის საელჩომ შევარდნაძის იძულებითი თანხმობით თავისი ხალხი თითქმის ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში, ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ მოსაწყობად როგორ შეიქმნა და აღიჭურვა ათეულობით ენჯეო და რევოლუციის შემდეგ როგორ ჩამოყალიბდა ხელისუფლების ვერტიკალი, რომელიც 2004-12 წლებში საელჩოს სრულ კონტროლს ექვემდებარებოდა. შესაბამისად, თუ 80-იან და 90-იან წლებში საქართველოს სუვერენიტეტს მთავარ საფრთხეს „კაგებეშნიკები“ და რუსული სპეცსამსახურების აგენტები უქმნიდნენ, 2000-იან წლებში რუსულ აგენტურასთან ერთად სუვერენიტეტისთვის სერიოზულ პრობლემად ამერიკული აგენტურაც იქცა. მეტიც, აგენტურის სიას თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ არაერთ შემთხვევაში კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა ამერიკულ სპეცსამსახურებში პირდაპირ რუსული სპეცსამსახურებიდან ამოყვეს თავი. ეს ფაქტი თავისთავად იმაზე მიუთითებს, რომ აგენტი სხვა სახელმწიფოს სამსახურში არა მისი პოლიტიკური ორიენტაციის, არამედ მხოლოდ უპრინციპობისა და უსამშობლობის გამო დგება. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სიახლე ვერც ის იქნება, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოსული ხელისუფლების მთავარი ლიდერები და იდეოლოგები ამერიკულ აგენტურაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებდნენ. ჩვენი ინფორმაციით, 2013 წელს ორი მათგანი სწორედ საელჩოს დაჟინებული თხოვნით გადაურჩა დაჭერას, როდესაც პროკურატურას მათზე სრულიად უნაკლო სისხლის სამართლის საქმეები ჰქონდა გამზადებული. ენჯეოების რამდენიმე ყოფილი და მოქმედი ლიდერის აგენტობაზე საზოგადოებას, ვფიქრობთ, თავისი მკაფიო წარმოდგენა აქვს შექმნილი. აგენტურა საკმაოდ სოლიდურად იყო წარმოდგენილი 2012 წლის სამთავრობო კოალიციაშიც, რის გამოც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლას ამერიკელები მაშინ შედარებით მარტივად შეეგუენ. დღეისათვის, ამ ადამიანების უმეტესობა „ნაციონალურ მოძრაობაში“ და სხვა რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებშია გადანაწილებული. მათგან ზოგიერთი ჯერჯერობით შედარებით დაბალი ჩინის აგენტები უნდა იყვნენ, თუმცა, ვხედავთ, რომ დაწინაურებისთვის ისინი მაქსიმუმს კადრულობენ. ბუნებრივია, მიამიტები ვერ ვიქნებოდით და იმის ილუზია ვერ გვექნებოდა, რომ ისეთი დიდი ქვეყანა, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, აგენტურის ქსელის გარეშე იმოქმედებდა. აქ საყურადღებო ორი ფაქტია: პირველი, გზავნილი იმის შესახებ, რომ მხოლოდ რუსეთის აგენტია ცუდი და ამერიკის აგენტი კარგია, რომელიც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე პირდაპირი ფორმითაც კი შემოგვაპარეს, სრულიად მიუღებელია. პარტნიორი სახელმწიფოს აგენტობა ზუსტად ისეთივე სამშობლოს ღალატი და უღირსი ქმედებაა, როგორიც ოკუპანტი სახელმწიფოს აგენტობა. შესაბამისად, ამერიკელების მიერ აგენტურის ქსელის შექმნას გარკვეული რაციონალური ახსნა თუ აქვს, ქართველების აგენტობას იოტისოდენა გამართლებაც ვერ ექნება. მეორე, განსაკუთრებით შემაშფოთებელი ისაა, რომ საელჩო თავის აგენტურას დღეს პოლარიზაციისთვის, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის იყენებს. ვერავინ დაგვაჯერებს, რომ ამ საქმეში აგენტები საელჩოს მხოლოდ ბრმად მიყვებიან და ქვეყანას შეგნებულად არ ვნებენ. ეს ფაქტი აგენტების უღირსობას განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოაჩენს. აქვე განვმარტავთ, რომ ჩვენს მიერ ნახსენებ წერილში გამოქვეყნებული აგენტურის სია მცირე კორექტირებას საჭიროებს და არასრულია. ამასთან, აღნიშნულ სიაში მხოლოდ იმ ადამიანების გვარებია მოცემული, რომელთა უმეტესობის აგენტობა საზოგადოებაში რაიმე არსებითი დისკუსიის საგანი ვერ გახდება. საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებას მივაწვდით ჩვენს ხელთ არსებულ მეტ ინფორმაციას აგენტების თემაზე, რათა საზოგადოებას ჰქონდეს რაც შეიძლება ფართო ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც არა საკუთარი, არამედ სხვა სახელმწიფოს სამსახურში დგანან. ამ შემთხვევაშიც, ჩვენი მიზანი არა ვინმეს პერსონალური მხილება, არამედ ხალხისთვის სიმართლის გაზიარება და ამით, ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვაა, რაც ქართული საზოგადოებისადმი ჩვენი მთავარი დაპირება იყო. ღრმად გვწამს, რომ არსებული საფრთხეების განეიტრალება მხოლოდ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალით არის შესაძლებელი“, – ნათქვამია განცხადებაში.
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე: 26 ოქტომბერი გადამწყვეტი მომენტია
ამერიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) ქართველი ხალხისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ 26 ოქტომბერი გადამწყვეტი მომენტია საქართველოს არაჩვეულებრივი ხალხისთვის. უილსონის შეფასებით, ქართველი ხალხის არჩევანი მკაფიოა. “26 ოქტომბერი გადამწყვეტი მომენტია საქართველოს არაჩვეულებრივი ხალხის სულისკვეთებისთვის. ქართველი ხალხი მკაფიოა, მათ სურთ მთავრობა, რომელიც პატივს სცემს მათ არჩევანს, ეძიონ უფრო ახლო კავშირები ევროპის დინამიურ ქვეყნებთან, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. ისინი უარყოფენ ომის დამნაშავე პუტინის მცდელობებს წაართვას ბრძოლით მოპოვებული დამოუკიდებლობა, როდესაც ის მკვლელობებით ცდილობს წარუმატებელი საბჭოთა კავშირის ხელახლა შექმნას. საქართველოს წინ მიმავალი გზა დაფესვიანებულია თავისუფლებისა და თვითგამორკვევის საერთო ღირებულებებში. ევროკავშირი და ნატო სთავაზობენ უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მომავალს, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება. ქართველ და ამერიკელ ხალხს შორის მეგობრობა ძლიერია და ეფუძნება თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისადმი საერთო ერთგულებას. Megobari-ის სულისკვეთებით, ამერიკა მხარში უდგას ქართველ ხალხს ნათელი მომავლისთვის. მადლობა, ღმერთმა დალოცოს ქართველი ხალხი, ღმერთმა დალოცოს ამერიკა, რომელიც მხარს უჭერს ქართველ ხალხს,” - განაცხადა უილსონმა.
რუბიო: ამერიკის ვიზები უქმდება მათთვის, ვინც კირკის მკვლელობა იზეიმა
აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს განცხადებით, ვიზების გაუქმება „მიმდინარეობს“ იმ მოქალაქეებისთვის, ვინც კონსერვატორი პოდკასტერის ჩარლი კირკის მკვლელობას ზეიმობენ. მას Fox News-ის ეთერში ჰკითხეს, აპირებდა თუ არა ვიზების შეზღუდვას ან გაუქმებას მათთვის, ვინც კირკის მკვლელობას აღნიშნავდა. „ამერიკა არ უმასპინძლებს იმ უცხოელებს, რომლებიც ჩვენი თანამოქალაქეების გარდაცვალებას ზეიმობენ. მიმდინარეობს ვიზების გაუქმება. თუ აქ ვიზით ხართ და პოლიტიკური ფიგურის საჯარო მკვლელობას გულშემატკივრობთ, დეპორტაციისთვის მოემზადეთ. თქვენი ადგილი ამ ქვეყანაში არ არის,“ - დაწერა მოგვიანებით რუბიომ X-ზე გავრცელებულ პოსტში. Fox News-თან ინტერვიუში რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ვიზებს არ მისცემს მათ, ვინც კირკის მკვლელობა იზეიმა. ცნობისთვის, 10 სექტემბერს, Utah Valley-ს უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტებთან შეხვედრისას, ჩარლი კირკი ყელის არეში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. რამდენიმე საათში ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი, 22 წლის ტაილერ რობინსონი დააკავეს. იუტას შტატის პროკურორები ტაილერ რობინსონის სიკვიდილით დასჯას მოითხოვენ.
ლაიენის თქმით, ევროკავშირს აშშ-ზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ინდოეთთან და სხვა ქვეყნებთან შეთანხმებები სჭირდება
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა დამოკიდებულების შესამცირებლად, ინდოეთის მსგავს ქვეყნებთან სავაჭრო შეთანხმებების დადება უნდა განიხილოს, რადგან აშშ-ის მიერ იმპორტზე დაწესებული მაღალი ტარიფები ბლოკს თავისი კავშირების დივერსიფიკაციისკენ უბიძგებს. ლაიენის განცხადებით, წელს ინდოეთთან შეთანხმების გაფორმება სურთ. „ასევე, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სამხრეთ აფრიკასთან, მალაიზიასთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და სხვა ქვეყნებთან,“ - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მანვე აღნიშნა, რომ შეთანხმების გაფორმების მიმართ ერთგულება ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ 17 სექტემბერს გამართული სატელეფონო საუბრის დროს დაადასტურა.
ტრამპი დიდ ბრიტანეთში: პუტინმა იმედი გამიცრუა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დღეს უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი იღუპება, ვიდრე უკრაინელი. მან იმედი გამოთქვა, რომ მალე კარგი ამბები ექნება. “მან [პუტინმა] იმედი გამიცრუა. ბევრ ადამიანს კლავს და ის უფრო მეტ ადამიანს კარგავს, ვიდრე კლავს. სიმართლე რომ გითხრათ, უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი კვდება, ვიდრე უკრაინელი. კი, მან [პუტინმა] იმედი გამიცრუა, არ მომწონს ეს. იმედია, მალე კარგი ამბები გვექნება თქვენთვის,” - აღნიშნა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის მზად არის რუსეთის მიმართ რაღაცები გააკეთოს, მაგრამ არა იმ შემთხვევაში, როდესაც ევროპელები რუსეთისგან ნავთობს ყიდულობენ. ტრამპის თქმით, ნავთობის ფასი თუ დავარდება, პუტინს გარიგებაზე წასვლა მოუწევს. „ძალიან მარტივად რომ გითხრათ, ნავთობის ფასი თუ დავარდება, პუტინს გასვლა მოუწევს, არჩევანი არ ექნება, ამ ომიდან გასვლა მოუწევს. და როდესაც აღმოვაჩინე, რომ ევროპული ქვეყნები რუსეთისგან ნავთობს ყიდულობენ… მზად ვარ, სხვა რაღაცებიც გავაკეთო, მაგრამ მაშინ არა, როდესაც ხალხი, რომლისთვისაც ვიბრძვი, რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს. ნავთობის ფასი თუ დავარდება, ძალიან მარტივად, რუსეთს გარიგება მოუწევს,” - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპი H-1B ტიპის სამუშაო ვიზებისთვის წლიურ, $100 000-იან გადასახადს აწესებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც H-1B სამუშაო ვიზებისთვის წლიურად, 100 000 დოლარის ოდენობის გადასახადს აწესებს. ამ დრომდე, H-1B ვიზებს სხვადასხვა ადმინისტრაციული საფასური მოჰყვებოდა, რაც ჯამში, დაახლოებით, 1500 აშშ დოლარს შეადგენდა. აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა, ჰოვარდ ლუტნიკმა განაცხადა, რომ აშშ-ში კომპანიებს H-1B სამუშაო ვიზებისთვის წლიურად, 100 000 დოლარის გადახდა მოუწევთ და ამის შესახებ მათ ინფორმაცია უკვე მიიღეს. „წელიწადში 100 000 დოლარი H-1B ვიზებისთვის და ყველა დიდი კომპანია ამას მხარს უჭერს. ჩვენ მათ უკვე ვესაუბრეთ,“ - განაცხადა აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა. ლუტნიკმა ამერიკულ კომპანიებს მოუწოდა, რომ „აშშ-ში სხვა ქვეყნებიდან დასაქმების მიზნით ხალხის ჩაყვანა შეწყვიტონ.“ „თუ სამუშაოსთვის ვინმეს მომზადებას აპირებთ, მაშინ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული მოამზადეთ. ამერიკელები მოამზადეთ. შეწყვიტეთ უცხოელების ჩამოყვანა, რომლებიც ჩვენს სამუშაო ადგილებს იკავებენ,“ - აღნიშნა ლუტნიკმა. უცხოური მედია წერს, რომ ხსენებული გადაწყვეტილების შედეგად, ყველაზე მეტად აშშ-ის ტექნოლოგიური ინდუსტრია დაზიანდება, რომელიც ჩინეთიდან და ინდოეთიდან აშშ-ში ჩასულ მაღალკვალიფიციურ მუშახელზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. ცნობისთვის, H-1B სამუშაო ვიზა საშუალებას აძლევს ამერიკულ კომპანიებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეები სპეციალურ, მაღალკვალიფიციურ სამუშაოზე დროებით დასაქმონ. აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურის (USCIS) მონაცემები აჩვენებს, რომ მომდევნო ფისკალური წლისთვის, H-1B ვიზებზე განაცხადების რაოდენობა დაახლოებით 359 000-მდე შემცირდა. სამთავრობო სტატისტიკის თანახმად, წინა ფისკალურ წელს პროგრამის ყველაზე დიდი ბენეფიციარი Amazon-ი იყო, შემდეგ მოდიოდნენ ტექნოლოგიური გიგანტები Tata, Microsoft, Meta, Apple და Google.
ევროკავშირი და 50 ქვეყანა, მათ შორის, საქართველო რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას გმობენ
რუსული საბრძოლო თვითმფრინავების ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრასთან დაკავშირებით, ევროკავშირისა და 50 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ერთობლივი განცხადება გაკეთდა. კერძოდ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა,მარგუს ცაჰკნამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე წაიკითხა განცხადება, რომელიც გმობს რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას. განცხადების თანახმად, რუსეთის წინდაუხედავი ქმედებები არამხოლოდ საერთაშორისო სამართლის დარღვევას, არამედ, დესტაბილიზაციის გამომწვევ ესკალაციასაც წარმოადგენს, რომელიც მთელ რეგიონს კონფლიქტთან უფრო აახლოებს. „2025 წლის 19 სექტემბერს, სამმა შეიარაღებულმა რუსულმა გამანადგურებელმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ისინი NATO-ს საჰაერო სივრცეში 12 წუთის განმავლობაში დარჩნენ. ეს საშიში ესკალაციაა. ეს მიმდინარე წელს რუსეთის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის მეოთხე დარღვევა იყო,“ - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ. მან „რუსეთს მეზობლების წინააღმდეგ პროვოკაციების დასრულებისკენ“ მოუწოდა. „დღეს აქ იმიტომ ვართ, რომ ეს ინციდენტი არა მხოლოდ ესტონეთს, არამედ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას ეხება. ესტონეთის ტერიტორიული მთლიანობის ამ შემაშფოთებელ დარღვევას წინ უძღოდა რუსული დრონების მიერ პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევა. ეს რუსეთის მიერ მისი მეზობლების წინააღმდეგ განხორციელებული პროვოკაციების ნაწილია, მაშინ, როდესაც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი უკრაინაში მის სრულმასშტაბიან შეჭრას აგრძელებს,“ - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. განცხადების ავტორები მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი და შეასრულოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები. „მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ყველა პროვოკაცია და მუქარა მეზობლების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. საერთაშორისო საზოგადოებამ მტკიცედ უნდა მოითხოვოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დავების საკითხის მშვიდობიანი მოგვარების პრინციპების დაცვა. ჩვენ ყოველთვის უნდა დავგმოთ გაეროს ნებისმიერი წევრის და მით უმეტეს, ასეთი აღმაშფოთებელი ქმედებები უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მხრიდან, რომელსაც ევალება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვა,“ - ნათქვამია განცხადების ტექსტში, რომელსაც ხელს აწერენ ალბანეთის, ანდორის, ავსტრალიის, ავსტრიის, ბელგიის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ბულგარეთის, კანადის, ხორვატიის, კვიპროსის, ჩეხეთის, დანიის, ფინეთის, ფიჯის, საფრანგეთის, საქართველოს, გერმანიის, საბერძნეთის, უნგრეთის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, იაპონიის, კორეის რესპუბლიკის, ლატვიის, ლიხტენშტეინის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, მალტის, მოლდოვის რესპუბლიკის, მონაკოს, მონტენეგროს, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, სან-მარინოს, სლოვაკეთის, სლოვენიის, ესპანეთის, ესტონეთის, შვედეთის, შვეიცარიის, თურქეთის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობები და ევროკავშირი.
ტრამპი: უდიდესი პროგრესია, რომ რუსეთის ეკონომიკა საშინელ მდგომარეობაშია, იშლება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მოლაპარაკებები გამართა. ტრამპმა გაიმეორა, რომ ეს არის ომი, რომელიც სამ-ოთხ დღეში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ უკრაინელი ჯარისკაცების დამსახურებით გრძელდება, რაც რუსეთისთვის კარგი არ არის. ტრამპის თქმით, როგორც ჩანს, ეს დიდხანს არ დასრულდება. „უდიდესი პროგრესი იმაშია, რომ რუსეთის ეკონომიკა ახლა საშინელ მდგომარეობაშია, როგორც იცით. ის ეცემა. და, სიმართლე გითხრათ, უკრაინა ძალიან კარგად უმკლავდება ამ ძალიან დიდი [რუსული] არმიის შეჩერებას. ეს საკმაოდ საოცარია. ეს ომია, რომელიც სამ-ოთხ დღეში უნდა დასრულებულიყო და ხალხი ამბობდა, რომ ის ძალიან სწრაფი იქნებოდა, და უნდა აღიარო უკრაინელი ჯარისკაცებისა და ყველას დამსახურება, ვინც ჩართულია. ეს ჯერ გრძელდება. ეს კარგი რამე არაა რუსეთისთვის. ეს სწრაფი უნდა ყოფილიყო და რუსეთი ძალიან გამორჩეულად არ გამოიყურება სამ წელიდან-ნახევრიანი ბრძოლის ფონზე. და, როგორც ჩანს, ეს დიდხანს არ დასრულდება,” განაცხადა ტრამპმა. „უკრაინა-რუსეთის სამხედრო და ეკონომიკურ ვითარებასთან სრულად გაცნობისა და შესწავლის შემდეგ და იმის დანახვის შემდეგ, თუ რა ეკონომიკურ პრობლემებს იწვევს ეს რუსეთში, ვფიქრობ, რომ უკრაინა, ევროკავშირის მხარდაჭერით, იმყოფება პოზიციაში, რომ იბრძოლოს და უკან დაიბრუნოს მთელი უკრაინა თავდაპირველი სახით,“ დაწერა ტრამპმა მოგვიანებით, სოციალურ ქსელში. “მას შემდეგ რაც გავიცანი და სრულად გავიგე უკრაინა/რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური მდგომარეობა და მას შემდეგ, რაც დავინახე ეკონომიკური პრობლემები, რომლების წინაშეც რუსეთია, ვფიქრობ, რომ უკრაინა, ევროკავშირის დახმარებით, ისეთ პოზიციაშია, რომ იბრძოლოს და დაიბრუნოს თავდაპირველ ფორმაში მთელი უკრაინა - დროის, მოთმინებით და ევროპის და კონკრეტულად NATO-ს მხარდაჭერით, თავდაპირველი საზღვრები, საიდანაც ეს ომი დაიწყო, რეალური ვარიანტია. რატომაც არა? რუსეთი სამ წელიწან-ნახევარი უაზროდ იბრძვის ომში, რომლის მოსაგებადაც ნამდვილ სამხედრო ძალას ერთი კვირა დასჭირდებოდა. ეს რუსეთის არ გამოარჩევს. რეალურად ეს მათ “ქაღალდის ვეფხვად” წარმოაჩენს. როდესაც მოსკოვში და მთელი რუსეთის მასშტაბით დიდ ქალაქებსა და რაონებში მცხოვრები ხალხი დაინახავს რეალურად რა ხდება ამ ომში, ფაქტი, რომ მათთვის თითქმის შეუძლებელია დიდ რიგებში ბენზინის ყიდვა, და ყველაფერ დანარჩენს, რაც ხდება მათ ომის ეკონომიკაში, სადაც ფულის უდიდესი ნაწილი იხარჯება უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელსაც დიდი სულისკვეთება აქვს და ის მხოლოდ უმჯობესდება, უკრაინა შეძლებს თავისი ქვეყნის თავდაპირველ ფორმაში დაბრუნებას და, ვინ იცის, შეიძლება, უფრო შორსაც წავიდნენ! პუტინი და რუსეთი დიდ ეკონომიკურ პრობლებაში არიან, და ეს უკრაინისთვის მოქმედების დროა. როგორც არ უნდა იყოს, ორივე ქვეყანას კარგს ვუსურვებ. გავაგრძელებთ NATO-სთვის იარაღის მიწოდებას, რათა მერე NATO-მ რაც უნდა, ის გააკეთოს ამ იარაღით,” - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე. მანამდე, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი თუ ომის დასრულების მხრივ მზად არ იქნება, აშშ "ძალიან ძლიერი ტარიფების" დასაწესებლად არის მზად. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ანალოგიური ნაბიჯის გადასადგმელად ევროპული ქვეყნებიც უნდა იყვნენ მზად.
„რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება, ჩინეთის მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა“ - რა საკითხებზე ისაუბრეს ტრანსატლანტიკურ ვახშამზე
„სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 2025 წლის ტრანსატლანტიკურ ვახშამს უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა, ასევე სომხეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა,“ - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც 24 სექტემბერს გავრცელდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მარკო რუბიომ „მშვიდობის შენარჩუნებისა და კეთილდღეობის მიღწევის მიზნით, ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. „მარკო რუბიომ ხაზი გაუსვა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით დიპლომატიური ჩართულობის გაგრძელებას; ჩინეთის მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას; ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობას, მათ შორის, იმისთვის, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არასდროს შექმნას, არ მოიპოვოს; ასევე, სომხეთისა და აზერბაიჯანის ხანგრძლივი მშვიდობის გზაზე დაყენების საქმეში პრეზიდენტის მიღწევას,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ლაიენი: რუსული ენერგორესურებისგან სრულად უნდა გავთავისუფლდეთ
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსული ენერგორესურსების შესყიდვას სრულად შეწყვეტს. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის ომი მხოლოდ უკრაინას არ ეხება, ეს გლობალურ წესრიგს ემუქრება. „ტრამპი მართალია. რუსული ენერგორესურსები „შავი ხვრელიდან“ ბრუნდება, რაც მიუღებელია. ამიტომ ჩვენ სანქციებს ვაწესებთ რუსეთიდან ევროპაში შემომავალ თხევად ბუნებრივ აირზე,“ – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი. მანვე აღნიშნა, რომ ევროპაში რუსული ენერგორესურსების არსებობა 80%-ით შეამცირეს. „ახლა, ჩვენ თითქმის გავთავისუფლდით რუსული ენერგორესურებისგან. და ეს სიმართლეა – ჩვენ ეს სამუშაო ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და მათგან გავთავისუფლდეთ, რადგან ის მხოლოდ რუსეთის ბიუჯეტს ავსებს“ – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა CNN-თან ინტერვიუში. ლაიენის თქმით, არის რამდენიმე წევრი ქვეყანა, რომლებიც რუსულ რესურსს ყიდულობენ. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, იმ ქვეყნებმა, რომლებიც რუსული თხევადი ბუნებრივი აირისა და ნავთობის შეძენას ჯერ კიდევ განაგრძობენ, ევროკავშირის ახალი, მე-19 პაკეტის გამო, ალტერნატიული გზები უნდა მოძებნონ. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროპა რუსეთიდან ენერგიის შეძენით, „საკუთარი თავის წინააღმდეგ ომს აფინანსებს.“ 4 სექტემბერს, საფრანგეთის ლიდერ ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკმაყოფილო იყო უნგრეთისა და სლოვაკეთის მიერ რუსული ნავთობის შეძენით. ლაიენი: ჩვენ ვკრძალავთ რუსული თხევადი აირის იმპორტს ევროპულ ბაზრებზე - დროა, ონკანი დავკეტოთ ტრამპი: არ მინდა, რომ ევროპა რუსულ ნავთობს ყიდულობდეს, ჩვენ არ ვყიდულობთ
ტრამპმა ერდოღანს რუსული ნავთობის შესყიდვის შეწყვეტისკენ მოუწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად, თეთრ სახლში მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ „საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც ერდოღანს შეუძლია, არის რუსეთისგან ნავთობისა და გაზის შესყიდვის შეწყვეტა.“ „ორივე მათგანი [ზელენსკი და პუტინი] დიდ პატივს სცემენ პრეზიდენტ ერდოღანს. ყველა სცემს პატივს ერდოღანს… მგონია, რომ მას დიდი გავლენა შეუძლია, ჰქონდეს, თუ მოინდომებს. ახლა ის ძალიან ნეიტრალურია, მოსწონს ნეიტრალურად ყოფნა. მეც, ასევე, მინდა, ნეიტრალური ვიყო. საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც მას [ერდოღანს] შეუძლია, არის რუსეთისგან ნავთობისა და გაზის შესყიდვის შეწყვეტა. ამას თუ გააკეთებს, ეს სავარაუდოდ, საუკეთესო რამ იქნება. ის ისევე იცნობს პუტინს, როგორც მე…“ - განაცხადა ტრამპმა. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პუტინით იმედგაცრუებულია. „მეგონა, რომ ეს [ომი] ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მოსაგვარებელი იქნებოდა, მაგრამ ძალიან იმედგაცრუებული ვარ პუტინით. ის მძიმედ და დიდ ხანს იბრძვის, მათ მილიონი ჯარისკაცი დაკარგეს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მთელი მძიმე დაბომბვებით მათ თითქმის ვერანაირი ტერიტორიები ვერ მოიპოვეს. დაფიქრდით ამაზე. არასდროს არავის არ დავუძახებ “ქაღალდის ვეფხვს”, მაგრამ რუსეთმა მილიონობით და მილიონობით დოლარი დახარჯა ბომბებზე, რაკეტებზე, საბრძოლო მასალაზე და სიცოცხლეებზე, თავის სიცოცხლეებზე, და თითქმის ვერანაირი ტერიტორიები ვერ მოიპოვეს. მგონია, რომ გაჩერების დროა,” - განაცხადა ტრამპმა. მას ასევე ჰკითხეს, თუ როდის გააუქმებს აშშ თურქეთს სანქციებს, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ თუ დღეს კარგი შეხვედრა ექნებათ, ეს „თითქმის დაუყოვნებლივ“ მოხდება. ის ასევე ამბობს, რომ ისინი დღეს ტარიფებზე „ისაუბრებენ“. შეგახსენებთ, რომ აშშ-ში თურქული ექსპორტი ამჟამად ექვემდებარება 15%-იან საყოველთაო ტარიფს, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ ქვეყნების უმეტესობას დაუწესა. ტრამპი: უდიდესი პროგრესია, რომ რუსეთის ეკონომიკა საშინელ მდგომარეობაშია, იშლება
ტრამპის თქმით, რუსეთის ეკონომიკა ჯოჯოხეთისკენ მიდის
„რუსეთის ეკონომიკა ჯოჯოხეთისკენ მიდის, ისინი ყველაფერს საშინლად ბომბავენ და ძალიან ცოტა ტერიტორიას იკავებენ, თუ საერთოდ იკავებენ,“ - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, სინამდვილეში, რუსეთი კარგავს გარკვეულ ტერიტორიას, რაც ძალიან ცუდია მისი რეპუტაციისთვის. „ეს ომი უნდა დასრულებულიყო. ეს რომ ჩვენი ომი ყოფილიყო, ერთ კვირაში დავასრულებდით,“ – განაცხადა ტრამპმა. ტრამპი: უდიდესი პროგრესია, რომ რუსეთის ეკონომიკა საშინელ მდგომარეობაშია, იშლება
თურქეთმა ამერიკული გაზის შესყიდვის 20-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი
თურქეთმა აშშ-სგან თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვაზე, სავაჭრო კომპანია Mercuria-სთან 20-წლიან შეთანხმებას მოაწერა ხელი. შესაბამისი განცხადება თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა გააკეთა იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპას რუსული ენერგორესურსების შესყიდვების შეჩერებისკენ მოუწოდებს. ტრამპმა ერდოღანს რუსული ნავთობის შესყიდვის შეწყვეტისკენ მოუწოდა კერძოდ, სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია BOTAS-მა ნიუ-იორკში, ერდოღანის ვიზიტის დროს, ხელი მოაწერა უახლეს გარიგებას, რომლის მიხედვითაც, 2026 წლიდან თურქეთისთვის ყოველწლიურად, 4 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება იგეგმება, ხოლო მთლიანი მიწოდების მოცულობა დაახლოებით 70 მილიარდ კუბურ მეტრს ითვალისწინებს. „ეს შეთანხმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აშშ-სთან 100 მილიარდი დოლარის სავაჭრო მოცულობის მიზნის მიღწევას,“ - განაცხადა ბაირაქტარმა და განმარტა, რომ შეთანხმების მიზანია მიწოდების უსაფრთხოების გაზრდა და თურქეთის ენერგორესურსების დივერსიფიკაცია. რუსეთი თურქეთისთვის გაზის უმსხვილესი მიმწოდებელია, თუმცა ანკარამ ბოლო წლებში დივერსიფიკაცია მოახდინა. ახალი გარიგება ერთ-ერთია იმ რამდენიმეთაგან, რომელსაც ანკარამ სულ მცირე 16 მილიარდი კუბური მეტრის ღირებულების რუსული გაზის იმპორტზე გარიგებების ვადის ამოწურვამდე მიაღწია. რუსეთთან გაზის მიწოდების შესახებ გარიგებები წელს სრულდება. ახალი გარიგება ჯერ არ დადებულა. ენერგეტიკული შეთანხმებების მიღწევა თურქეთ-ვაშინგტონის ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ სწრაფვის ფონზე ხდება. ორშაბათს, ანკარამ განაცხადა, რომ გააუქმა საპასუხო ტარიფები, რომლებიც 2018 წელს აშშ-დან იმპორტირებული საქონლის ფართო სპექტრზე, მათ შორის, მსუბუქი ავტომობილებსა და ხილზე დაწესდა. გადაწყვეტილება ერდოღანისა და ტრამპის შეხვედრის წინ კეთილი ნების ჟესტად იყო აღქმული. თურქეთმა და აშშ-მ ბირთვული ენერგიის სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შეთანხმება გააფორმეს
აშშ „ტრამპის მარშრუტისთვის“ პირველი დაფინანსების გამოყოფას გეგმავს
აშშ სომხეთს „ზანგეზურის დერეფნისთვის“ 145 მილიონ დოლარს გამოუყოფს აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების განსახორციელებლად, რომელიც აზერბაიჯანისთვის სომხეთის გავლით სატრანზიტო მარშრუტის გახსნას ითვალისწინებს, შტატები 145 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა 11 სექტემბერს, ერევანში ვიზიტის დროს განაცხადა. სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელმა ბრენდან ჰანრაჰანმა საკითხი ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანთან განიხილა. „აქ, ერევანში, სიხარულით ვაცხადებ, რომ კონგრესთან თანამშრომლობით, ჩვენ ვგეგმავთ სომხეთისთვის 145 მილიონი დოლარის დახმარების გაწევას, რაც TRIPP-ის რეალობად ქცევისკენ პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს,“ - განაცხადა ჰანრაჰანმა მოლაპარაკებების შემდეგ, X-ზე განთავსებულ პოსტში. მან ხაზი გაუსვა, რომ პროდუქტიული დისკუსიები გაიმართა რეგიონული კავშირისა და ეკონომიკური ინვესტიციების გაფართოების საერთო მიზნებზე. სომხური მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მოყვანილია აშშ-ის ოფიციალური პირის სიტყვები, რომლის თანახმად, დაგეგმილი დაფინანსება მოხმარდება „ინვესტიციებს ვაჭრობაში, ინფრასტრუქტურაში, კრიტიკული მინერალების მიწოდების ჯაჭვებსა და საზღვრისპირა უსაფრთხოებას. ინფორმაციაში სხვა დეტალები მითითებული არ არის. რას მოიცავს 8 აგვისტოს თეთრ სახლში გაფორმებული დეკლარაცია
სახელმწიფო დეპარტამენტი: სამხრეთ კავკასია აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გრძელვადიანი პრიორიტეტია
სამხრეთ კავკასია აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გრძელვადიანი პრიორიტეტია. Report-ის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის უფროსმა მრჩეველმა კალებ ორმა სოციალურ მედიაში დაწერა. „კასპიის ზღვის უფრო ფართო რეგიონი, მათ შორის, სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზია, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გრძელვადიანი პრიორიტეტია. ამ რეგიონში ინვესტირება და მისი მრავალი წლის განმავლობაში განვითარება ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებშია,“ - აღნიშნა ორმა.
ფაშინიანის თქმით, ტერმინი „ზანგეზურის დერეფანი“ „კონფლიქტის ნარატივთან ასოცირდება“
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გაეროს ტრიბუნიდან გააკრიტიკა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი „ტერმინ ზანგეზურის დერეფნის გამოყენების“ გამო. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, რომელთანაც ვაშინგტონის დეკლარაცია შეთანხმდა, არაერთხელ ახსენა ე.წ. „ზანგეზურის დერეფანი“, მათ შორის, გაეროს ტრიბუნიდან. ეს გამონათქვამი კი, როგორც სომხეთის პრემიერი მიუთითებს, არცერთ დოკუმენტში არ გვხვდება, მათ შორის, არც ვაშინგტონში შეთანხმებულ დოკუმენტებში. „ჩემმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ უნდა დააზუსტოს, რას გულისხმობს ამ ფრაზაში, რადგან სომხურ რეალობაში ეს აღიქმება, როგორც სომხეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზია და ასოცირდება კონფლიქტის ნარატივთან. 8 აგვისტოს დოკუმენტებში ჩვენ შევთანხმდით მკაფიო შინაარსსა და ნარატივზე და შეუძლებელია ამ შეთანხმებებისადმი ერთგულებაში ეჭვის შეტანა რაიმე ფორმით - ჩემ მიერ ნახსენები ნარატივებით და/ან ამ ტრიბუნიდან გამოთქმული სხვა ნარატივებით. ასეთი ნარატივები არ ზრდის ხალხის რწმენას მშვიდობის მიმართ; ისინი არც მშვიდობის ატმოსფეროდან და უმაღლეს დონეზე მიღწეული შეთანხმებებიდან მომდინარეობს. სხვადასხვა ტრიბუნიდან, აზერბაიჯანის პრეზიდენტი საუბრობს სომხეთის სავარაუდო კაპიტულაციაზე. გულწრფელად რომ ვთქვა, არ მესმის, ასეთი უზარმაზარი დადებითი შინაარსის არსებობისას, რაც ერთობლივი ძალისხმევით მიიღწა, რატომ უნდა შემოვიტანოთ აგრესიული ქვეტექსტები, რომლებიც ობიექტურ რეალობასთან არ არის დაკავშირებული. ნუთუ მშვიდობა საკმარისი სიხარული არ მოაქვს? მაგალითად, ჩემთვის მოაქვს. ასევე მახარებს ის ფაქტი, რომ სომხეთის რესპუბლიკა არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც შთამბეჭდავი ტემპით ვითარდება - ის არის დამოუკიდებელი, სუვერენული და დღეს საკუთარ მომავალს აშენებს. ეს არის სახელმწიფო, რომელიც არ ავრცელებს სიძულვილს მეზობლების ან ვინმეს მიმართ. მინდა, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ ე.წ. „ზანგეზურის დერეფანი“ და მსგავსი ნარატივები არ გამომდინარეობს მიღწეული შეთანხმებებიდან,“ - აღნიშნა ფაშინიანმა და ხაზი გაუსვა, რომ ხსენებული ტერმინის გამოყენება გამაღიზიანებელია, იწვევს უარყოფით გავლენას და ის აღიქმება, როგორც ტერიტორიული პრეტენზია სუვერენული ქვეყნის მიმართ, მიღწეული და გამოცხადებული შეთანხმებების მიუხედავად. „მაგრამ ეს ნამდვილად ვერ გადაგვახვევინებს შეთანხმებების შესრულების პრაქტიკიდან, ერთი მილიმეტრითაც კი. ამრიგად, 8 აგვისტოს ვაშინგტონში გამოცხადებული TRIPP-ის [„ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო კეთილდღეობისა და მშვიდობისთვის] “მარშრუტის პროექტის ფარგლებში, სომხეთის ტერიტორიაზე გაივლის რკინიგზა, ავტომაგისტრალი, მილსადენები და ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები, რომლებიც აღმოსავლეთს დასავლეთთან დააკავშირებს. ამ შეთანხმების შედეგად, ჩრდილოეთი ასევე დაუკავშირდება სამხრეთს. მხოლოდ გეოგრაფიული ჩამოთვლაც საკმარისია იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ ეს არის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის ზუსტი ასახვა, რომლის წარდგენის შესაძლებლობაც ამ ტრიბუნიდან მქონდა. TRIPP-ის მარშრუტის ინფრასტრუქტურის პროექტი წარმოიქმნება „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროგრამიდან, რომლის შესაძლებლობების განვითარების შესახებაც პრეზიდენტ ტრამპთან ორმხრივ მემორანდუმს ხელი 8 აგვისტოს, ვაშინგტონში მოვაწერეთ. საჭიროდ მიმაჩნია აღვნიშნო, რომ ვაშინგტონის დეკლარაციის შესაბამისად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კომუნიკაციების გახსნა სახელმწიფოთაშორისი, ორმხრივი და საერთაშორისო ტრანსპორტირებისთვის მოხდება სახელმწიფოების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციის პატივისცემის საფუძველზე. ეს შეთანხმებები კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს სომხეთის რესპუბლიკისთვის, დანერგოს სასაზღვრო, საბაჟო და სხვა კონტროლის უახლესი ტექნოლოგიები, არამხოლოდ TRIPP-ის მარშრუტზე, არამედ, სხვა სასაზღვრო გადასასვლელებზეც, რომლებიც ყველაზე თანამედროვე სტანდარტს შეესაბამება. ფაშინიანის თქმით, „ტრამპის მარშრუტს“ რეგიონული და გლობალური გავლენა ექნება სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნა მნიშვნელოვანია TRIPP-ის მარშრუტის ინფრასტრუქტურული პროექტისთვის: ეს ნიშნავს არსებული რკინიგზის, მაგისტრალების გახსნას, მილსადენების, ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების და კაბელების განვითარების პერსპექტივას. მოხარული ვარ, აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში სომხეთსა და თურქეთს შორის უპრეცედენტო პოზიტიური დიალოგი დამყარდა. პრეზიდენტ ერდოღანთან ჩემი შეხვედრები რეგულარულია, ნდობის მუდმივად მზარდი დონის ფონზე. ეს არის მიღწევა, რომელსაც ძალიან ვაფასებ და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში, ეს დადებით შედეგებს, კერძოდ, სომხეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას და სახელმწიფოთაშორისი საზღვრის სრულად გახსნას მოიტანს,“ - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. რას მოიცავს 8 აგვისტოს თეთრ სახლში გაფორმებული დეკლარაცია
ფაშინიანმა არ გამორიცხა „ტრამპის მარშრუტით“ შეიარაღების ტრანსპორტირების შესაძლებლობა აზერბაიჯანთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დღეს არც უარყო და არც დაადასტურა, რომ სიუნიქის გზის [რომელსაც „ტრამპის გზა“ ეწოდება] ამოქმედების შემდეგ, აზერბაიჯანი იარაღისა და ჯარების ნახიჩევანში გადაადგილებას შეძლებს. ნიკოლ ფაშინიანმა ამავდროულად ხაზი გაუსვა, რომ ზოგადად, გზების ფუნქციონირების დეტალები ჯერ არ არის შეთანხმებული, თუმცა მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტა ორმხრივი ურთიერთშეთანხმების პრინციპს დაეფუძნება. „თუ სომხეთზე რაიმე პირობა ვრცელდება, ეს პირობა აზერბაიჯანზეც ვრცელდება. „ჩვენ თვითონ უნდა დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა: გვინდა თუ არა, რომ ჩვენმა იარაღმა და ჯარმა ნახიჩევანის გავლით გაიაროს? გვინდა თუ არა ეს? რადგან ჩვენს რეალობაში პრობლემაა: ჩვენ გამუდმებით სხვებზე ვსაუბრობთ, მაგრამ საკუთარ თავზე არ ვსაუბრობთ. თუ გადავწყვეტთ, რომ გვსურს იარაღის გადატანა ნახიჩევანის ტერიტორიის გავლით მეღრში და უკან, ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებებს ამ საკითხებზე. თუ გადავწყვეტთ, რომ არ გვინდა იარაღის ნახიჩევანის ტერიტორიიდან სიუნიუქის მიმართულებით რკინიგზით და უკან გადატანა, მაშინ შესაბამის პოზიციას დავიკავებთ,“ – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა. ფაშინიანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვასთან და „ტრამპის მარშრუტის“ პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი უნდა განიხილებოდეს ხუთი პრინციპის - სუვერენიტეტის, იურისდიქციის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობისა და ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში. რას მოიცავს 8 აგვისტოს თეთრ სახლში გაფორმებული დეკლარაცია
კელოგის თქმით, უკრაინას აქვს უფლება, განახორციელოს დარტყმები რუსეთის სიღრმეში
აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში კით კელოგმა, 28 სექტემბერს Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონმა დაუშვა, რომ კონკრეტულ შემთხვევებში, უკრაინას შეუძლია, განახორციელოს შორი დისტანციის დარტყმები რუსეთის სიღრმეში. კითხვას, არის თუ არა აშშ-ის პრეზიდენტის პოზიცია, რომ უკრაინას უნდა შეეძლოს, რუსეთში შორი დისტანციის დარტყმების განხორციელება, კით კელოგმა უპასუხა: ვფიქრობ, ტრამპის ნათქვამის, ვიცე-პრეზიდენტის ნათქვამის და მდივან რუბიოს ნათქვამის წაკითხვის გათვალისწინებით, პასუხი არის, „დიახ.“ კელოგმა განმარტა, რომ ამ მხრივ ხელშეუხები ადგილები არ არსებობს. აშშ „განიხილავს“ კიევისთვის Tomahawk-ის რაკეტების მიწოდების საკითხს იმ ფონზე, რომ მოსკოვი კვლავ უარს ამბობს ტრამპის შუამავლობით წარმოებულ ორმხრივ და სამმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, შესაბამისი კომენტარი კი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა 28 სექტემბერს გააკეთა. „საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, შეუძლია თუ არა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი დარტყმების განხორციელება, ტრამპმა ინდივიდუალურად უნდა მიიღოს,“ - აღნიშნა კელოგმა. „პრეზიდენტმა ზელენსკიმ პრეზიდენტ ტრამპს სთხოვა Tomahawk-ის რაკეტების გადაცემა,“ - განაცხადა კელოგმა და განმარტა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. მისივე თქმით, უკრაინელებს არ სურთ ამერიკული ჯარები ადგილზე. „ის რაც მათ სურთ, არის შეიარაღება და მისი გამოყენების უფლება და თუ ისინი ამას იზამენ, ვფიქრობ, მშვენიერი იქნება,“ - აღნიშნა კელოგმა. Tomahawk-ის მოქმედების რადიუსი 2500 კმ-ია (1550 მილი). უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უახლესი შეფასების თანახმად, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის [2022 წლის 2 თებერვლის შემდეგ] დაწყებიდან, დაახლოებით 1,109,590 ჯარისკაცი დაკარგა.
აშშ-ის მთავრობა მუშაობას დროებით აჩერებს
დღეიდან, პირველი ოქტომბრიდან, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მუშაობას დროებით აჩერებს. ე.წ. „შათდაუნი“ ოფიციალურად დაიწყო. „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ დაფინანსების კანონპროექტზე შეთანხმების მიუღწევლობაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. მთავრობის მუშაობის შეჩერება რამდენიმე საათში დაიწყო მას შემდეგ, რაც „რესპუბლიკელების“ მიერ კონტროლირებადმა სენატმა ვერ შეძლო სამთავრობო ხარჯების შესახებ კანონპროექტის მიღება. „შათდაუნმა“ შესაძლოა, დროებით შეაჩეროს აშშ-ის მთავრობის ზოგიერთი - მაგრამ არა ყველა - სერვისი. როგორც წესი, სიცოცხლისა და ქონების დასაცავად კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქციები აუცილებლად ითვლება და ღია რჩება. უწყებები ოთხშაბათს დილით დაიწყებენ დახურვის პროცედურებს, რათა ასობით ათასი თანამშრომელი სამსახურებში დატოვონ, ან შვებულებაში გაუშვან. თითქმის არცერთი ფედერალური თანამშრომელი, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ის შვებულებაში, არ მიიღებს ანაზღაურებას, ვიდრე კონგრესი შეთანხმებას არ მიაღწევს. ანაზღაურებას ყველა თანამშრომელი მოგვიანებით მიიღებს მას შემდეგ, რაც „შათდაუნი“ დასრულდება. ეს არის აშშ-ის მთავრობის პირველი „შათდაუნი“ 2018 წლის შემდეგ. აშშ-ის მთავრობის მუშაობის შეჩერება ბოლოს 2018 წლის ბოლოს დაიწყო და 34 დღის განმავლობაში გაგრძელდა. აშშ-ის ფედერალური მთავრობის დახურვა (შათდაუნი) ნიშნავს, რომ მთავრობის ყველა არა არსებითი ფუნქცია შეჩერდება. ფედერალური უწყებები დამოკიდებულები არიან კონგრესის მიერ დამტკიცებულ დაფინანსებაზე, რათა პრეზიდენტს საშუალება მიეცეს, ხელი მოაწეროს მომავალი ფისკალური წლის ბიუჯეტის კანონს. თუ კონგრესმენები დაფინანსებას ვერ დაამტკიცებენ, მაშინ ეს უწყებები იძულებულები ხდებიან, დაიხურონ. „სიგნებების შეჩერების გამო, ფუნქციონირების სრულ აღდგენამდე, ეს გვერდი რეგულარულად არ განახლდება, გამონაკლისია ინფორმაცია გადაუდებელი უსაფრთხოების შესახებ.ამ პერიოდში, დაგეგმილი საპასპორტო და სავიზო მომსახურება შეერთებულ შტატებსა და საზღვარგარეთ აშშ-ის საელჩოებსა და საკონსულოებში გაგრძელდება შესაძლებლობის ფარგლებში,“ - წერს თავის მხრივ, საქართველოში აშშ-ის საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.
აშშ ქვანახშირის ინდუსტრიის გაფართოებაში $625 მილიონს ჩადებს
აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა ქვეყნის ქვანახშირის ინდუსტრიის „გაფართოებასა და განახლებაში“ 625 მილიონი დოლარის ინვესტირების შესახებ გამოაცხადა. „სუფთა ქვანახშირი აუცილებელი იქნება ამერიკის რეინდუსტრიალიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის რბოლაში გამარჯვებისთვის,“ - განაცხადა აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა კრის რაიტმა. მანვე აღნიშნა, რომ დაფინანსება გადამწყვეტ როლს შეასრულებს ქვეყნის ქვანახშირის ელექტროსადგურების მუშაობის შენარჩუნებაში, რაც ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის სტაბილური ფასების და შეუფერხებელი ენერგომომარაგების უზრუნველყოფას. მისივე შეფასებით, „ქვანახშირმა შექმნა უდიდესი ინდუსტრიული ძრავა, რაც კი ოდესმე უნახავს მსოფლიოს.“ პაკეტი მოიცავს 350 მილიონ დოლარს ელექტროსადგურების განახლებისთვის, 175 მილიონ დოლარს სოფლის ენერგეტიკული პროექტებისთვის და სხვა.
სომხეთი მცირე მოდულური რეაქტორის მშენებლობაზე მოლაპარაკებებს ხუთ ქვეყანასთან აწარმოებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ მისი შემდეგი ბირთვული რეაქტორი მცირე მოდულური იყოს და რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები ხუთ ქვეყანასთან მიმდინარეობს. „ჩვენ გვქონდა მრავალმხრივი დისკუსია და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ჩვენი შემდეგი ბირთვული რეაქტორი იქნება მცირე მოდულური,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. კითხვას, თუ რომელ ქვეყანასთან ითანამშრომლებს სომხეთი, ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა ინარჩუნებს გამჭვირვალე მიდგომას. ფაშინიანმა განმარტა, რომ როდესაც ის მოსკოვს სტუმრობს, ხალხი ფიქრობს, რომ სომხეთმა უკვე აირჩია რუსეთი. „ძალიან გამჭვირვალედ განვაცხადეთ, რომ ამჟამად გვსურს წინადადებების მიღება,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. „დღეს ჩვენ ასეთ დისკუსიებს ვაწარმოებთ აშშ-სთან, რუსეთთან, ჩინეთთან, სამხრეთ კორეასთან და საფრანგეთთან. უფრო მეტიც, ჩვენ ამაში პოლიტიკურ კომპონენტს არ ვდებთ,“ განმარტა ფაშინიანმა. „კომერციული და ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენ უნდა შევაფასოთ, რომელი წინადადებაა ყველაზე მომგებიანი და ამის მიხედვით გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერმა. მისი თქმით, ექსპერტთა ჯგუფები უკვე სტუმრობენ ან გეგმავენ სხვადასხვა ადგილის მონახულებას დეტალების შესასწავლად. „ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას მომდევნო ერთი-ორი წლის განმავლობაში. ამ გადაწყვეტილებას არ ექნება გეოპოლიტიკური ან საგარეო პოლიტიკური კონტექსტი. ჩვენ გვინდა მცირე ბირთვული რეაქტორი საუკეთესო ფასით, ყველაზე უსაფრთხო ტექნოლოგიით და შესაძლო ანაზღაურების უმოკლესი პერიოდით,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. სომხეთის მოქმედი ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაცია 2026 წელს იწურება. მთავრობა, რუსეთის „როსატომთან“ ერთად, მმისი ექსპლუატაციის კიდევ ათი წლით გახანგრძლივებაზე მუშაობს. სომხეთი ახალი ბირთვული რეაქტორის ექსპლუატაციაში გაშვებას 2036 წლისთვის გეგმავს. აშშ მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების შესაძლო მშენებლობაზე: მივესალმებით ჩართულობას ქვეყნებთან, რომლებიც ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვიან აშშ სომხეთსა და ზოგიერთ სხვა ევრაზიულ ქვეყანაში, მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავს - მედია
რა არის ცნობილი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ
ეგვიპტეში სამდღიანი ინტენსიური არაპირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ „ხელი მოაწერეს 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას“, რომელიც მან გასულ კვირას გამოაქვეყნა. დღეს ღაზაში ომის დასრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შარმ ელ-შეიხში, გაფართოებულ ფორმატში გაიმართა. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მრჩეველი ჯარედ კუშნერი. ისრაელის და პალესტინის ოფიციალური წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ შეთანხმებას ხელი მოეწერა ეგვიპტის კურორტ შარმ ელ-შეიხში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგ. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი აცხადებს, რომ შეთანხმება ამოქმედდება მისი მთავრობის მიერ დოკუმენტის რატიფიცირების შემდეგ, რაც 9 ოქტომბერსვე უნდა მოხდეს. შეთანხმების პირველი ფაზაც ითვალისწინებს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას და ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას, პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ. ისრაელის სამხედროებმა ხუთშაბათს განაცხადეს, რომ მიმდინარეობს მზადება „კორექტირებულ განლაგების ხაზებზე გადასასვლელად.“ ამის შემდეგ დაიწყება 72-საათიანი ათვლა, რომლის დროსაც „ჰამასმა“ უნდა გაათავისუფლოს ყველა 20 მძევალი, ამას მოჰყვება 28 მძევლის ცხედრის დაბრუნება, თუმცა უცნობია, რამდენ ხანს შეიძლება, გაგრძელდეს ეს პროცესი. BBC-ს პალესტინელმა წყარომ განუცხადა, რომ შემდეგ, ისრაელი გაათავისუფლებს დაახლოებით 250 პალესტინელ პატიმარს, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი ისრაელის ციხეებში. ასობით სატვირთო მანქანა, რომლითაც ჰუმანიტარული დახმარება იგზავნება, ასევე შევა ღაზის სექტორში, სადაც გაეროს მიერ მხარდაჭერილმა ექსპერტებმა აგვისტოში, შიმშილობის ფაქტები დაადასტურეს. როგორც Reuters-ი წერს, კვლავაც განხილვას უნდა დაექვემდებაროს ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმის შემდეგი ნაბიჯები - მათ შორის ის, თუ როგორ უნდა იმართოს ღაზის სექტორი ბრძოლის დასრულების შემდეგ, ასევე „ჰამასის“ საბოლოო ბედი - ჯგუფი ჯერჯერობით უარყოფს ისრაელის მოთხოვნას განიარაღების თაობაზე. დღის ბოლოს, თავის მხრივ, ჰამასმა“ ღაზის სექტორში ომის დასრულების შესახებ გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება „ჰამასის“ მოლაპარაკებების ჯგუფის ხელმძღვანელმა ხალილ ალ-ჰაიიამ გააკეთა. ალ-ჰაიიას თქმით, შეთანხმება ასევე ითვალისწინებს რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის ორივე მიმართულებით გახსნას. „დღეს ვაცხადებთ ომის დასრულებას და მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის დაწყებას. შეთანხმება მოიცავს რაფაჰის გადასასვლელის გახსნას ორივე მიმართულებით. შეთანხმება ითვალისწინებს ისრაელის მიერ ყველა პატიმრობაში მყოფი პალესტინელი ქალისა და ბავშვის გათავისუფლებას. ჯგუფმა მიიღო გარანტიები შეერთებული შტატებისგან, არაბი შუამავლებისა და თურქეთისგან, რომ ღაზაში ომი სამუდამოდ დასრულდა,“ ამბობს ალ-ჰაიია. ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰამასი ყველა მძევალს ორშაბათს ან სამშაბათს გაათავისუფლებს. „შევთანხმდით ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლებაზე. ისინი ორშაბათს ან სამშაბათს უნდა გათავისუფლდნენ. ეს რთული პროცესია. მირჩევნია, არ გითხრათ, რა უნდა გააკეთონ მათ გასათავისუფლებლად.... მძევლებს ვიბრუნებთ ორშაბათს ან სამშაბათს, ეს სიხარულის დღე იქნება. ვეცდები, ვიზიტი განვახორციელო, ვეცდები იქ მოხვედრას. დროზე ვმუშაობთ, ზუსტ დროზე. ეგვიპტეში ჩავალთ, სადაც ხელმოწერა იქნება - დამატებითი ხელმოწერა. უკვე იყო ჩემი სახელით ხელმოწერა, მაგრამ ოფიციალური ხელმოწერა გვექნება,” - განაცხადა ტრამპმა. რა მოხდება შემდეგ? [წყარო - BBC] თუ ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმის პირველი ფაზის დასრულებას მოჰყვება მოლაპარაკებები შემდგომი ფაზების დეტალებზე - ამ პუნქტების უმეტესობაზე შეთანხმების მიღწევა შეიძლება, რთული იყოს. წინადადებაში ნათქვამია, რომ თუ ორივე მხარე შეთანხმდება, ომი „დაუყოვნებლივ დასრულდება.“ აღინიშნა, რომ ღაზა დემილიტარიზებული იქნება და ყველა „სამხედრო, ტერორისტული და შეტევითი ინფრასტრუქტურა“ განადგურდება. ასევე ნათქვამია, რომ ღაზას მართავს პალესტინელი ტექნოკრატების დროებითი გარდამავალი კომიტეტი, რომელსაც ზედამხედველობას გაუწევს „მშვიდობის საბჭო“, რომელსაც ხელმძღვანელობს და თავმჯდომარეობს დონალდ ტრამპი და პროცესში ასევე ჩართულია დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი. სასაზღვრო ზოლის მმართველობა საბოლოოდ გადაეცემა პალესტინის ხელისუფლებას, მისი რეფორმირების შემდეგ. გეგმის თანახმად, „ჰამასს“ მომავალში არ ექნება როლი ღაზის მმართველობაში, პირდაპირ თუ ირიბად. „ჰამასის“ წევრებს შესთავაზებენ ამნისტიას, თუ ისინი მშვიდობიან თანაარსებობას აიღებენ ვალდებულებად ან უზრუნველყოფენ უსაფრთხო გადასვლას სხვა ქვეყანაში. არცერთი პალესტინელი არ იქნება იძულებული, დატოვოს ღაზა და მათ, ვისაც წასვლა სურდა, თავისუფლად შეძლებენ დაბრუნებას. ღაზის აღდგენისათვის „ტრამპის ეკონომიკური განვითარების გეგმას“ ექსპერტთა ჯგუფი შეიმუშავებს. დაბრკოლებები შემდგომ ეტაპებზე? შეთანხმების შემდგომ ეტაპებზე მოლაპარაკებების დროს, სავარაუდოდ, მრავალი საკამათო საკითხი იქნება. „ჰამასმა“ ადრე უარი თქვა იარაღის დაყრაზე და განაცხადა, რომ ამას მხოლოდ პალესტინის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ გააკეთებდა. ჯგუფმა ასევე არ ახსენა განიარაღება გასულ შაბათ-კვირას გეგმაზე თავდაპირველ პასუხში, რამაც გააღვივა ვარაუდები, რომ მისი პოზიცია არ შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი სრულად დაეთანხმა გეგმას, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, როგორც ჩანს, უარყო პალესტინის ადმინისტრაციის მონაწილეობა ომისშემდგომ ღაზაში, მაშინაც კი, როდესაც ის გასულ კვირას პრეზიდენტის გვერდით ტრიბუნაზე იდგა და დაჟინებით მოითხოვდა, რომ ის არანაირ როლს არ ითამაშებდა ტერიტორიის მართვაში. „ჰამასმა“ ასევე განაცხადა, რომ მომავალში ღაზაში გარკვეული როლის შესრულებას ელის „ერთიანი პალესტინის მოძრაობის“ ფარგლებში. კიდევ ერთი დაბრკოლება ისრაელის ჯარების გაყვანის მასშტაბია. ისრაელი აცხადებს, რომ პირველი გასვლით ის ღაზის ტერიტორიის დაახლოებით 53%-ზე კონტროლს შეინარჩუნებს. თეთრი სახლის გეგმა შემდგომ გასვლას დაახლოებით 40%-მდე, შემდეგ კი, 15%-მდე მიუთითებს. ეს საბოლოო ეტაპი იქნება „უსაფრთხოების პერიმეტრი“, რომელიც „იარსებებს, ვიდრე ღაზა სათანადოდ არ იქნება დაცული ნებისმიერი ტერორისტული საფრთხისგან“. აქ ფორმულირება ბუნდოვანია და არ იძლევა ისრაელის სრული გასვლის მკაფიო ვადებს - რაშიც „ჰამასს“, სავარაუდოდ, გარკვევა სურს. ცნობისთვის, ტრამპმა გეგმა თეთრ სახლში 29 სექტემბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად წარადგინა, რომელმაც განაცხადა, რომ ისრაელი პირობებს ეთანხმება.
ახალი ერა ლოგოსტიკაში - რა მისიას შეასრულებს კოსმოსური-სატრანსპორტო ხომალდი Arc
კალიფორნიაში დაფუძნებულმა კომპანია Inversion-მა წარმოადგინა ინოვაციური კოსმოსური ხომალდი Arc, რომელიც ორბიტიდან დედამიწის ნებისმიერ წერტილში ტვირთის ერთ საათზე ნაკლებ დროში გადასატანად შეიქმნა. Arc-ის კოსმოსური ხომალდი წინასწარ განთავსდება დედამიწის დაბალ ორბიტაზე, რითაც მომხმარებლის საჭიროებებს მოერგება. დროთა განმავლობაში, ორბიტაზე ათასობით Arc იმუშავებს, რითაც გლობალური ლოგისტიკური ქსელის შექმნა იგეგმება. კომპანიის განცხადებით, ახალი ტექნოლოგია კრიტიკული მისიის ფარგლებში, რთული ინფრასტრუქტურის ან მიუწვდომელ გარემოში სწრაფ მიწოდებას უზრუნველყოლფს. „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული უსაფრთხოება დღეს ყველაზე აქტუალურია, Inversion-ის გრძელვადიანი ხედვა მოიცავს გაცილებით უფრო მეტს, ვიდრე თავდაცვას. კომპანია კოსმოსს ახალი გლობალური ლოგისტიკური ქსელის ხერხემალად მიიჩნევს - ისეთის, რომელიც დედამიწას უფრო ხელმისაწვდომს გახდის,“ - განმარტავენ კომპანიაში. Inversion-ის აღმასრულებელი დირექტორისა და თანადამფუძნებლის ჯასტინ ფიაშეტის თქმით, ეს აპარატი გლობალური ლოგისტიკური ქსელის ნაწილი გახდება, რომელიც შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის „ტრანსფორმაციულ ხელმისაწვდომობას, მდგრადობასა და შეკავებას“ უზრუნველყოფს. კომპანიამ განაცხადა, რომ კოსმოსურ ხომალდს აშშ-ის სამხედროებისთვის 225 კგ-ს მარაგის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში თითქმის მყისიერად მიწოდება შეეძლება. Arc არის მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდის სიგრძე 2.4, სიგანე კი, 1.2 მეტრია - მას შეუძლია ზუსტი დაშვება პარაშუტის სისტემის გამოყენებით. შექმნილია კრიტიკული აღჭურვილობის ორბიტაზე შესანახად და დედამიწაზე მის მყისიერად დასაბრუნებლად. Arc გამოირჩევა შეუდარებელი სიჩქარითა და პოტენციური სამხედრო გამოყენების შესაძლებლობით, რაც არის უნიკალური გადაწყვეტა სტრატეგიული მისიებისა და სწრაფი რეაგირების ლოგისტიკისთვის. კოსმოსური ხომალდის მიზანია, რომ აშშ-ის სამხედროებს საჭირო მარაგების სწრაფად მიწოდებაში დაეხმაროს. Inversion-ის განცხადებით, Arc გამოირჩევა განსაკუთრებული მახასიათებლებით, მათ შორის, მაღალი მანევრირებით ფრენის ყველა ფაზაში და ატმოსფეროში ხელახალი შესვლისას დიდი მანძილების დაფარვის უნარით. Inversion-ს უკვე აქვს გამოცდილება ორბიტალურ მისიებში. 2025 წლის იანვარში, მისი პროტოტიპი კოსმოსური ხომალდი Ray, SpaceX-ის Transporter-12 მისიის ფარგლებში ორბიტაზე გაუშვეს. მიუხედავად იმისა, რომ Ray-მ დედამიწაზე დაბრუნება ძრავის პრობლემის გამო ვერ შეძლო, მან წარმატებით გამოსცადა ძირითადი ტექნოლოგიები ორბიტაზე, რაც კომპანიაში, Arc-ის განვითარებისკენ გადამწყვეტ ნაბიჯად შეაფასეს. Inversion-ის თანადამფუძნებლისა და ტექნოლოგიების მთავარი დირექტორის ოსტინ ბრიგსის თქმით, პირველი Arc მისია 2026 წლისთვისაა დაგეგმილი.
ისრაელი ადასტურებს, რომ „ჰამასის“ მიერ აყვანილი ყველა ცოცხალი მძევალი თავისუფალია
ისრაელის სამხედროები ადასტურებენ, რომ ღაზის სექტორში „ჰამასის“ მიერ აყვანილი ბოლო 20 ცოცხალი მძევალი ორ წელზე მეტი ხნის ტყვეობის შემდეგ, ისრაელში დაბრუნდა. მძევლები „ჰამასმა“ 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმების დროს გაიტაცა. მათ შორის არიან ტყუპი ძმები ზივ და გალი ბერმანები. 28 მძევლის ცხედარი ჯერ კიდევ არ არის გადაცემული. მძევლების სანაცვლოდ, ისრაელი 250 პალესტინელ პატიმარს და 1700-ზე მეტ დაკავებულს ათავისუფლებს - პირველი ჯგუფები რამალაში, დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის სექტორში ჩასვლას იწყებენ. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელშია და პარლამენტს სიტყვით მიმართავს. შემდეგ ის ეგვიპტეში, მსოფლიო ლიდერებთან სამშვიდობო სამიტზე გაემგზავრება. ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ ღაზის სექტორში „ომი დასრულდა“, თუმცა როგორც BBC წერს, მან თავი აარიდა შეკითხვებს სამშვიდობო გეგმის შემდეგ ეტაპებთან დაკავშირებით. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დღევანდელ დღეს ისტორიული უწოდა. ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ "სამხედრო კამპანია არ დასრულებულა." "ჩვენ წინაშე კვლავ დიდი უსაფრთხოების გამოწვევებია. ჩვენი ზოგიერთი მტერი ცდილობს, აღდგეს, რათა კვლავ დაგვესხას თავს,“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ. „ხვალ ახალი გზის დასაწყისია,“ ამბობს ნეთანიაჰუ.
ალიევი და ფაშინიანი ეგვიპტეში მშვიდობის სამიტს ესწრებიან
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ახლო აღმოსავლეთის მშვიდობის სამიტს სხვა მსოფლიო ლიდერებთან ერთად ესწრებიან. ლიდერებმა შარმ-ელ-შეიხში გამართული მშვიდობის სამიტის ფარგლებში ისაუბრეს. შეხვედრის ამსახველ ვიდეოში ჩანს, როგორ ერთვება საუბარში პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი. მან თქვა, რომ მოხარულია სომეხი და აზერბაიჯანელი ლიდერების საუბრის ხილვით. როგორც ცნობილია, სომხეთმა და პაკისტანმა დიპლომატიური ურთიერთობები სექტემბრის დასაწყისში დაამყარეს. „სომხეთი და აზერბაიჯანი, ეს პატარა ომია, რომელიც ჩვენ შევაჩერეთ. შეხედეთ მათ. ისინი სხედან... როდესაც მე მათ შევხვდი, ეს ოვალურ კაბინეტში იყო. ისინი დაახლოებით 31 წელი იბრძოდნენ... ახლა კი, ისინი მეგობრები არიან და კარგად ეწყობიან ერთმანეთს. შეხედეთ. ამიტომ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ორივეს. ეს წარმოუდგენელია. ნამდვილად წარმოუდგენელია,“ - ციტირებს Caliber.Az ტრამპის სიტყვებს. შეგახსენებთ, 8 აგვისტოს, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ ერთობლივ ცერემონიაზე, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას აზერბაიჯანსა და მის შემადგენელ ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის სატრანსპორტო დერეფნის (ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის) შესახებ, რომელიც სომხეთზე გაივლის. აშშ-ის, ეგვიპტის, კატარისა და თურქეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ასევე გამოქვეყნდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პარაფირებული სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტი. მასში სომხეთი და აზერბაიჯანი უარს ამბობენ ერთმანეთის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებსა და ერთმანეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე. ტრამპი აცხადებს, რომ მეორე ვადის განმავლობაში მან მოახერხა რამდენიმე კონფლიქტის, მათ შორის, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარება.
აშშ-ის, ეგვიპტის, კატარისა და თურქეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
აშშ-ის, ეგვიპტის, კატარისა და თურქეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. „ამას 3000 წელი დასჭირდა, წარმოგიდგენიათ? ეს მყარი იქნება. ეს მსოფლიოსთვის შესანიშნავი დღეა,“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მასთან ერთად შეთანხმებას ხელი მოაწერეს ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ალ სისიმ, კატარის ამირამ შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანიმ და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. „ყოველთვის ამბობდნენ, რომ მესამე მსოფლიო ომი ახლო აღმოსავლეთში დაიწყებოდა, მაგრამ ეს აღარ მოხდება,“ - აღნიშნა ტრამპმა ეგვიპტეში გამართულ მშვიდობის სამიტზე. შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიის დაწყებამდე აშშ-ის პრეზიდენტი პირადად მიესალმა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, ესპანეთის პრემიერ-მინისტრს პედრო სანჩესს, იტალიის პრემიერ-მინისტრს ჯორჯია მელონის, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს, კანადის პრემიერ-მინისტრს მარკ კარნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოშტას, გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს, პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს, იორდანიის მეფე აბდულასა და სხვა ლიდერებს. სამიტის დაწყებამდე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს. გასულ კვირაში, ეგვიპტეში ისრაელმა და „ჰამასმა“ ღაზის სექტორში ომის დასასრულებლად, შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ინიციირებულ სამშვიდობო გეგმაზე შეთანხმებას აშშ-ის, ეგვიპტის, კატარის და თურქეთის შუამავლობით მიაღწიეს. ისრაელი ადასტურებს, რომ „ჰამასის“ მიერ აყვანილი ყველა ცოცხალი მძევალი თავისუფალია რა არის ცნობილი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ
ტრამპი: პრეზიდენტი პუტინი და მე, ერთმანეთს, წინასწარ შეთანხმებულ ადგილას, ბუდაპეშტში შევხვდებით
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადაებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი „ძალიან პროდუქტიული“ იყო. ტრამპი ამბობს, რომ პუტინს ბუდაპეშტში შეხვდება, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტს შეხვედრის თარიღი არ დაუკონკრეტებია. ის ასევე აღნიშნავს, რომ ხვალ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისთან განიხილავს პუტინთან საუბრის საკითხებს. “ამ წამს დავასრულე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი, ის ძალიან პროდუქტიული იყო. პრეზიდენტმა პუტინმა მე და შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში დიდი მშვიდობის მიღწევა მოგვილოცა, ის, რაზეც, მისი თქმით, ის საუკუნეებია ოცნებობდა. ნამდვილად მჯერა, რომ ახლო აღმოსავლეთში წარმატება დაეხმარება ჩვენს მოლაპარაკებებს რუსეთ/უკრაინის ომის დასასრულის მიღწევას. პრეზიდენტმა პუტინმა მადლობა გადაუხადა პირველ ლედის, მელანიას, ბავშვებზე მისი ჩართულობისთვის. ის ძალიან მადლიერი იყო და თქვა, რომ ეს გაგრძელდება. ასევე, საუბრის დროის დიდი ნაწილი გავატარეთ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ვაჭრობის საკითხზე მას შემდეგ, რაც უკრაინასთან ომი დასრულდება. საუბრის დასასრულს შევთანხმდით, რომ იქნება ჩვენი მაღალი დონის მრჩევლების შეხვედრა, შემდეგ კვირას. შეერთებული შტატების პირველ შეხვედრებს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უხელმძღვანელებს სხვა ხალხთან ერთად, ვინც დადგენილი იქნებიან. შეხვედრის ადგილი გასარკვევია. ამის შემდეგ პრეზიდენტი პუტინი და მე წინასწარ შეთანხმებულ ადგილას შევხვდებით ერთმანეთს, ბუდაპეშტში, უნგრეთში, რათა ვნახოთ შეგვიძლია თუ არა რუსეთსა და უკრაინას შორის ამ “სამარცხვინო” ომის დასრულება. პრეზიდენტი ზელენსკი და მე ერთმანეთს ხვალ, ოვალურ ოფისში შეხვდებით, სადა პრეზიდენტ პუტინთან ჩემს საუბარსა და ბევრ სხვა საკითხს განვიხილავთ. მჯერა, რომ დღევანდელი სატელეფონო საუბრით დიდი პროგრესი იქნა მიღწეული,” - წერს აშშ-ის პრეზიდენტი. 17 ოქტომბერს, თეთრ სახლში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ელოდებიან. ტრამპის თქმით, ის და ზელენსკი განიხილავენ პუტინთან ამ სატელეფონო საუბარს და "ბევრ სხვა საკითხს". ტრამპს არ უხსენებია კიევისთვის Tomahawk-ის ტიპის რაკეტების მიწოდების შესაძლებლობა. 16 ოქტომბერს, ბრიტანულმა The Telegraph-მა დაწერა, რომ ტრამპმა ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტს დაავალა, შეიმუშაოს გეგმა საგანგებო ფონდის შესაქმნელად უკრაინის მხარდაჭერისთვის, ფონდი დაფინანსდება ჩინეთთან მიმართებით დაწესებული გადასახადებისგან მიღებული მოგებით.
ტრამპი: გვირჩევნია, რომ უკრაინას Tomahawk-ები არ დასჭირდეს, გვირჩევნია, რომ ომი დასრულდეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, ჯობს, Tomahawk-ების [ფრთოსანი რაკეტები] მიწოდების საჭიროება არ დადგეს და ომი ისე დასრულდეს. „არ ვიცი, მას [პუტინს] მაგიდასთან რა დასვამს. ვფიქრობ, რომ შეთანხმების მიღწევა სურს, სულ ესაა. არ ვიცი, რა მოიყვანს [მაგიდასთან],“ - განაცხადა ტრამპმა. ამასთან, როგორც ტრამპმა აღნიშნა, Tomahawk „ძალიან საშიში იარაღია, წარმოუდგენელი იარაღია. „საოცარი, ძალიან ძლიერი იარაღია, მაგრამ ძალიან საშიში იარაღია და ამას შეიძლება, დიდი ესკალაცია მოჰყვეს, ბევრი ცუდი რამ შეიძლება, მოხდეს. Tomahawk-ები დიდი ამბავია,“ - განაცხადა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ის და ზელენსკი Tomahawk-ებზეც ისაუბრებენ, „მაგრამ გვირჩევნია, Tomahawk-ები არ დასჭირდეთ, გვირჩევნია, რომ ომი დასრულდეს.“ ტრამპმა შეხვედრის დასაწყისში აღნიშნა, რომ მისთვის „პატივია“ ზელენსკისთან ერთად ყოფნა. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი „ძალიან ძლიერი ლიდერია“, რომელმაც „ბევრი რამ გადაიტანა.“ ტრამპის თქმით, ის და ზელენსკი განიხილავენ გუშინდელ სატელეფონო საუბარს პუტინთან და უნგრეთში დაგეგმილ სამიტს. ზელენსკიმ ტრამპს მიულოცა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა და განაცხადა, რომ მისი დახმარებით შესაძლებელია ომის დასრულება.
ზელენსკი: ომის დასრულება გვსურს, გვჭირდება Tomahawk-ები
თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის და დონალდ ტრამპის შეხვედრა დასრულდა. ზელენსკის თქმით, უკრაინას შეუძლია, აშშ-ს დრონები მიაწოდოს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების, „ტომაჰავკის“, სანაცვლოდ. ტრამპმა შეხვედრის დასაწყისში აღნიშნა, რომ მისთვის „პატივია“ ზელენსკისთან ერთად ყოფნა. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი „ძალიან ძლიერი ლიდერია“, რომელმაც „ბევრი რამ გადაიტანა.“ ტრამპის თქმით, ის და ზელენსკი განიხილავენ გუშინდელ სატელეფონო საუბარს პუტინთან და უნგრეთში დაგეგმილ სამიტს. ზელენსკიმ ტრამპს მიულოცა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა და განაცხადა, რომ მისი დახმარებით შესაძლებელია ომის დასრულება. ზელენსკი: „გვესმის, რომ პუტინი მზად არ არის. ვფიქრობ, რომ ის მზად არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი დახმარებით, ჩვენ შეგვიძლია ამ ომის შეჩერება. „ჩვენ ვხედავთ, რომ მათ ბრძოლის ველზე წარმატებული ნაბიჯები არ გადადგეს და ეს კარგია. ვფიქრობ, რომ მათი არმია ახლა სუსტია და იქ ბევრი დანაკარგი აქვს.“ „რა თქმა უნდა, ამ ომის დასრულება გვსურს, მაგრამ ეს სხვანაირი ომია, ტექნოლოგიური ომია. მხოლოდ Tomahawk-ს [რაკეტებს] არ იყენებ, თუ სამხედრო სამიზნის დაბომბვა გსურს, ათასობით დრონი გჭირდება, რომლებიც ერთად მიფრინავენ მსგავს რაკეტებთან. უკრაინას აქვს საკუთარი წარმოების ათასობით მსგავსი დრონი, მაგრამ Tomahawk-ები არ გვაქვს. ამიტომ გვჭირდება Tomahawk-ები. მაგრამ აშშ-ის ძალიან ძლიერი წარმოება, Tomahawk-ები და სხვა რაკეტები აქვს, ძალიან ძლიერი რაკეტები. მაგრამ მათ შეუძლიათ, ჩვენი ათასობით დრონი ჰქონდეთ. ამიტომ, ერთად მუშაობა შეგვიძლია, შეგვიძლია ამერიკული წარმოების გაძლიერება. ეს მხოლოდ სამხედრო მიზნების შესახებაა, მხოლოდ სამხედრო მიზნების შესახებ,“ - განაცხადა ზელენსკიმ. ჟურნალისტის კითხვა, დაინტერესებულია თუ არა უკრაინული დრონებით, დონალდ ტრამპმა უპასუხა: „კი, ვართ. ბევრი დრონი გვაქვს, ჩვენს დრონებს ვაწარმოებთ, მაგრამ ასევე სხვებისგან ვყიდულობთ დრონებს და ისინი ძალიან კარგ დრონებს აკეთებენ.“ ტრამპი: გვირჩევნია, რომ უკრაინას Tomahawk-ები არ დასჭირდეს, გვირჩევნია, რომ ომი დასრულდეს
აშშ-მ უკრაინას რუსეთის სიღრმეში შორი რადიუსის რაკეტების გამოყენებაზე შეზღუდვა მოუხსნა - WSJ
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გააუქმა ძირითადი შეზღუდვა, რომელიც უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის დასავლური შორი მოქმედების რაკეტების გამოყენებას ზღუდავდა, იტყობინება The Wall Street Journal-ი. გამოცემა, აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინას საშუალებას აძლევს, დაარტყას მტრის სამხედრო სამიზნეებს რუსეთის სიღრმეში. კერძოდ, კიევს შეუძლია, გამოიყენოს ბრიტანული Storm Shadow რაკეტები, რომელთა მოქმედების რადიუსი 180 მილზე (თითქმის 300 კმ) მეტია. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ეს რაკეტა ბრიანსკში ქიმიურ ქარხანაზე იერიშისას გამოიყენა. ეს გადაწყვეტილება მიღებულია მას შემდეგ, რაც ასეთი ოპერაციების დამტკიცების კონტროლი აშშ-ის თავდაცვის მდივნისგან ევროპაში ამერიკული ძალების სარდლობას გადაეცა. აშშ-მ არ დაადასტურა, გეგმავს თუ არა უკრაინისთვის ამერიკული Tomahawk რაკეტების მიწოდებას. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსებს ეშინიათ არა იმდენად თავად „ტომაჰავკის“ რაკეტების, არამედ იმის, თუ როგორ შეძლებს უკრაინა მათ სხვა შეიარაღებასთან შერწყმას. მანვე აღნიშნა, რომ ამ რაკეტების მიწოდების შესაძლებლობის ხსენებაც კი კრემლში პანიკას იწვევს. განახლება: აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სიცრუეს უწოდებს WSJ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ უკრაინას შორი რადიუსის რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებაზე შეზღუდვებს უხსნის.
ტრამპი: გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - ვფიქრობ, სანქციებს აუცილებლად ექნება გავლენა
აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში უნდა გამართულიყო, არ შედგება. ტრამპმა 22 ოქტომბერს, თეთრ სახლში NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ მედიას განუცხადა, რომ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის შეფასებით, შეხვედრა არასწორი იქნებოდა, რადგან შედეგს არ მოიტანდა. ტრამპის განცხადებით, პუტინთან ყოველთვის კარგი საუბრები აქვს, მაგრამ ამას არაფერი მოაქვს. ამასთანავე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ შეხვედრა მომავალში შედგება. „არ მეჩვენებოდა, რომ მივიდოდით იმ ადგილამდე, სადაც უნდა მივსულიყავით, ამიტომ გავაუქმე. მაგრამ ამას მომავალში გავაკეთებთ,“ - დასძინა ტრამპმა. ტრამპი აღნიშმავს, რომ პუტინთან მისი „კარგი საუბრები“ „არსად არ მიდის.“ „ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ყოველ ჯერზე, როცა ვლადიმერთან ვსაუბრობ, კარგი საუბრები მაქვს და შემდეგ, ისინი არსად მიდის,“ - აცხადებს ტრამპი და დასძენს: „მე ვიტყოდი, რომ შეთანხმების დადების დროა. ბევრი ადამიანი იღუპება." დონალდ ტრამპს ასევე ჰკითხეს რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობმწარმოებელ კომპანიაზე - „როსნეფტზე“ და „ლუკოილზე“ აშშ-ის მიერ ახლახან გამოცხადებული სანქციების პოტენციურ გავლენაზე. „ვფიქრობ, რომ მათ აუცილებლად ექნებათ გავლენა. ეს არის მასშტაბური სანქციები და სანქციები ნავთობზე, ორ უდიდეს ნავთობკომპანიაზე," - აღნიშნა ტრამპმა. ტრამპი იმედოვნებს, რომ პუტინი გახდება გონივრული. „იმედია, ის [ვლადიმერ პუტინი] გონივრული გახდება და იმედია, [ვოლოდიმირ] ზელენსკიც გონივრული იქნება. ტანგოსთვის ორია საჭირო, როგორც ამბობენ,“ - აღნიშნავს ტრამპი. რუტე თავის მხრივ, აცხადებს, რომ დღეს უფრო მეტს ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ უკრაინაში-რუსეთის ომის დასრულების „შემდეგ ეტაპზე“ გადაყვანა. ამერიკამ ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია - “როსნეფტი” და “ლუკოილი” დაასანქცირა
კალასი: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი დაამტკიცა - პუტინისთვის ამ ომის დაფინანსება სულ უფრო რთული ხდება
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი დაამტკიცა. შესაბამის ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ახლახან სანქციების მე-19 პაკეტი მივიღეთ. ის მიზანში იღებს რუსულ ბანკებს, კრიპტო ბირჟებს, ინდოეთსა და ჩინეთში არსებულ სუბიექტებს,“ - წერს კაია კალასი X-ზე. სანქციების ახალი პაკეტი დეზინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით ევროკავშირში რუსი დიპლომატების გადაადგილებას ზღუდავს. „პუტინისთვის ამ ომის დაფინანსება სულ უფრო რთული ხდება,“ - აღნიშნავს კალასი. ევროკავშირის დანიის თავმჯდომარეობის განცხადებით, სანქციები ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს. „მე-19 პაკეტი მოიცავს შეზღუდვებს „ჩრდილოვანი ფლოტის“ 100-ზე მეტ ტანკერზე. აკრძალვა დაწესდა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტზე. რუსი დიპლომატების გადაადგილება მათი აკრედიტაციის ქვეყნების ტერიტორიით შემოიფარგლება,“ - აღნიშნულია განცხადებაში. ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად შეწყდება. მოკლევადიანი კონტრაქტები მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გაუქმდება, ხოლო გრძელვადიანი კონტრაქტების შეჩერება 2027 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყება. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, „მე-19 პაკეტი მოიცავს შეზღუდვებს „ჩრდილოვანი ფლოტის“ 100-ზე მეტ ტანკერზე. აკრძალვა დაწესდა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტზე. რუსი დიპლომატების გადაადგილება მათი აკრედიტაციის ქვეყნების ტერიტორიით შემოიფარგლება,“ - აცხადებს ევროკავშირის დანიის თავმჯდომარეობა.
ამერიკამ ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია - “როსნეფტი” და “ლუკოილი” დაასანქცირა
აშშ-მ რუსეთის მსხვილ ნავთობმწარმოებელ კომპანიებს Rosneft-სა და Lukoil-ს სანქციები დაუწესა. ვაშინგტონმა მოუწოდა მოსკოვს, დაუყონებლივ დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას. შესაბამის ინფორმაციას აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. მისი განმარტებით, აშშ-ის სანქციები “რუსეთის მხრიდან უკრაინაში ომის დასარულებლად სერიოზული ერთგულების ნაკლებობის შედეგია.” აშშ მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი. დასანქცირებულია "როსნეფტისა" და "ლუკოილის" 34 შვილობილი კომპანიაც. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღევანდელი სანქციები ზეწოლას ზრდის რუსეთის ენერგეტიკის სექტორზე და ამცირებს კრემლის შესაძლებლობას, “მისი ომის მანქანისთვის შემოსავლების მოსაპოვებლად და თავისი დასუსტებული ეკონომიკის მხარდასაჭერად.” „ახლა მკვლელობების შეწყვეტისა და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის დროა. პრეზიდენტი პუტინის უარის გათვალისწინებით, დაასრულოს ეს უაზრო ომი, სახაზინო დეპარტამენტი რუსეთის ორ უდიდესი ნავთობკომპანიას ასანქცირებს, რომლებიც კრემლის ომის მანქანას აფინანსებენ. სახაზინო დეპარტამენტი მზად არის, შემდგომი ქმედებებისთვის, თუ საჭირო იქნება, რათა მხარი დაუჭიროს პრეზიდენტ ტრამპის მცდელობებს, დაასრულოს კიდევ ერთი ომი. ჩვენს მოკავშირეებს მოვუწოდებთ, შემოგვიერთდნენ და დაიცვან ეს სანქციები,” - განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა. სახაზინო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ “როსნეფტი” ვერტიკალურად ინტეგრირებული ენერგოკომპანიაა, რომელიც სპეციალიზირებულია ბენზინის, ბუნებრივი აირისა და ნავთობპროდუქტების აღმოჩენაში, მოპოვებაში, გადამუშავებაში, ტრანსპორტირებასა და გაყიდვაში. “ლუკოილი” კი, თავის მხრივ, ჩართულია ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებაში, წარმოებაში, გადამუშავებაში, მარკეტინგსა და გავრცელებაში, როგორც რუსეთში, ასევე, საერთაშორისოდ.
“რუსეთის ეკონომიკის ზრდა პრაქტიკულად ნულის ტოლია“ - აშშ-ის ფინანსთა მინისტრი
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა კრემლის სპეციალურ წარმომადგენელს კირილ დმიტრიევს „რუსი პროპაგანდისტი“ უწოდა მას შემდეგ, რაც დმიტრიევმა განაცხადა, რომ დასავლეთის სანქციებს რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანი არ მიუყენებია. „ვფიქრობ, რუსეთი იგრძნობს ტკივილს. შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენ უკვე ვნახეთ, ინდოეთმა მთლიანად შეაჩერა რუსული ნავთობის შესყიდვები. ჩინეთის ბევრმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა,“- განაცხადა ბესენტმა. მან ხაზი გაუსვა, რომ არ შეუძლია, ისაუბროს სანქციების რეალურ გავლენაზე რუსეთის ეკონომიკაზე. „რა თქმა უნდა, რუსეთის ეკონომიკა საომარი პერიოდის ეკონომიკაა. ზრდა პრაქტიკულად ნულის ტოლია. ვფიქრობ, ინფლაცია 20%-ზე მეტია და ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, პუტინს [მოლაპარაკებების] მაგიდასთან დასვამს. სწორედ ნავთობიდან მიღებული შემოსავლით ფინანსდება რუსეთის საომარი მანქანა და ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია, მნიშვნელოვნად შევამციროთ მისი მოგება,“ - აღნიშნა ბესენტმა. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთს სანქციებისგან ეკონომიკის დაცვა არ შეუძლია და რომ მისი ნავთობიდან მიღებული შემოსავალი გასულ წელთან შედარებით, 20%-ით შემცირდა და ახალმა სანქციებმა შესაძლოა, ის კიდევ 20 ან 30%-ით შეამციროს. ტრამპის თქმით, რუსეთის ეკონომიკა ჯოჯოხეთისკენ მიდის
სამი მსხვილი კომპანია SpaceX-ის ევროპულ ანალოგს ქმნის
ევროპული კომპანიები SpaceX-თან კონკურენციისთვის ერთიანდებიან. სამი ევროპული მსხვილი კომპანია SpaceX-ის ევროპულ ანალოგს ქმნის. Airbus-მა, Leonardo-მ და Thales-მა კოსმოსური ბიზნესის გაერთიანების შესახებ მემორანდუმი გააფორმეს, რათა შეიქმნას ერთიანი ევროპული ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ილონ მასკის SpaceX-ს კონკურენციას გაუწევს. Airbus (AIR.PA), Thales (TCFP.PA) [ორივე საფრანგეთიდან] და იტალიური კომპანია Leonardo (LDOF.MI) შექმნიან ერთობლივ საწარმოს, რომელიც ტულუზაში დაფუძნდება და საქმიანობას 2027 წელს დაიწყებს. „ევროპის კოსმოსური ჩემპიონის“ სახელით წარდგენილი ახალი კომპანიის შტაბბინა ტულუზაში განთავსდება. კომპანია დაახლოებით 25 000 ადამიანს დაასაქმებს და მისი წლიური ბრუნვა 6.5 მილიარდ ევროს (7.5 მილიარდი აშშ დოლარი, 5.6 მილიარდი ფუნტი სტერლინგი) შეადგენს. სამი კომპანია გააერთიანებს თავის ინტერესებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა, კოსმოსური კვლევა, დედამიწის დაკვირვება, კოსმოსური საფრთხეები და თანამგზავრული ნავიგაცია. Airbus-ის აღმასრულებელმა დირექტორმა,გიიომ ფორიმ, Leonardo-ს აღმასრულებელმა დირექტორმა რობერტო ჩინგოლანიმ და Thales-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პატრის კეინმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ახალი კომპანიის შექმნა „ევროპის კოსმოსური ინდუსტრიისთვის გადამწყვეტ ეტაპს“ უსვამს ხაზს. საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ინტერესების დასაცავად, ახალი ბიზნესი გააერთიანებს ხუთ ახალ ეროვნულ კომპანიას დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიასა და ესპანეთში. ის გამოიყენებს თავდაცვის გიგანტის MBDA-ს მსგავს სტრუქტურას, რომელიც ასევე ჩამოყალიბდა რამდენიმე ეროვნული ოპერაციის შერწყმის შედეგად. ცნობისთვის, SpaceX მილიარდერმა ილონ მასკმა 2002 წელს დააარსა, თავდაპირველად, მისი მიზანი NASA-ს ეკონომიურ ალტერნატივად ჩამოყალიბება იყო. ეს კი, ევროპული აერონავტიკის აქტივების ყველაზე ამბიციური გაერთიანებაა 2001 წელს რაკეტების მწარმოებელი MBDA-ს შექმნის შემდეგ. სამ ჯგუფს შორის მოლაპარაკებები გასულ წელს დაიწყო.
ტრამპი მომავალ კვირას ცენტრალური აზიის ლიდერებს შეხვდება — Reuters
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალ კვირას ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის ლიდერებს შეხვდება. ამის შესახებ Reuters-ს შეხვედრის შესახებ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კრისტოფერ ლანდაუმ, ცენტრალური აზიის ქვეყანაში უზბეკ ოფიციალურ პირებთან შეხვედრების შემდეგ განაცხადა, რომ უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიიოევი მომავალ კვირას ვაშინგტონში ტრამპს შეხვდება. თეთრი სახლის წარმომადგენლებმა არ უპასუხეს Reuters-ის თხოვნას 6 ნოემბრის დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელშიც წყაროს თქმით, უზბეკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და თურქმენეთის ხელმძღვანელები მიიღებენ მონაწილეობას. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა შაბათ-კვირას განაცხადა, რომ სამიტში მონაწილეობას მიიღებდა და ტრამპს მოწვევისთვის წერილში მადლობა გადაუხადა, ნათქვამია Telegram-ზე მისი ოფისის პოსტში. ტრამპი ამ კვირაში აზიის ტურნეში იმყოფება, მათ შორის, ხუთშაბათს დაგეგმილია ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრა.
Bloomberg: ამერიკული სანქციების ფონზე, ინდოეთისკენ მიმავალი რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერი უკან გაბრუნდა
Bloomberg-ის ცნობით, რუსული ნავთობის გადამტანი ტანკერი ბალტიის ზღვაში უკან გაბრუნდა მას შემდეგ, რაც აშშ-მ „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. მედია წერს, რომ ინდოეთში მიმავალი რუსული ნავთობის გადამტანმა ტანკერმა კურსი მარშრუტის შუაში შეიცვალა და ამჟამად ბალტიის ზღვაშია გაჩერებული. გემზე არსებული ნავთობი „როსნეფტის“ კომპანიას ეკუთვნის, რომელსაც აშშ-მ ერთი კვირის წინ სანქციები დაუწესა. ინდური ნავთობგადამამუშავებელი კომპანიების უფროსმა ხელმძღვანელებმა სააგენტოს განუცხადეს, რომ ახლა მოსალოდნელია რუსული ნავთობის ნაკადის მკვეთრი შემცირება. გავრცელებული ცნობით, 20 ოქტომბერს ტანკერზე რუსეთის ბალტიისპირეთის პორტ პრიმორსკში თითქმის 730,000 ბარელი ურალის ნედლი ნავთობი გადაიტვირთა. Bloomberg-ის ცნობით, ვაშინგტონის სანქციებმა შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეამციროს რუსული ნავთობის ექსპორტი — განსაკუთრებით, ინდოეთში, რომელიც სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან რუსული ენერგორესურსების ერთ-ერთი მთავარი მყიდველი გახდა.
რაზე შეთანხმდნენ ტრამპი და სი ძინპინი პუსანში გამართულ შეხვედრაზე
სამხრეთ კორეის ქალაქ პუსანში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის შეხვედრა ერთ საათსა და ორმოც წუთს გაგრძელდა. 30 ოქტომბერს გამართული შეხვედრის შემდეგ არცერთ ლიდერს პრესისთვის განცხადება არ გაუკეთებია. მოლაპარაკების დახურულ კარს მიღმა გაგრძელებამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ძალიან წარმატებულ შეხვედრას მოელის, სი ძინპინმა კი თქვა, რომ აშშ და ჩინეთი მეგობრები და პარტნიორები უნდა იყვნენ. აშშ-ის ლიდერის თქმით, შეხვედრაზე ბევრ საკითხზე შეთანხმდნენ. „საერთო ჯამში, ნულიდან 10-მდე შკალის მიხედვით, სადაც 10 საუკეთესოა, ვიტყოდი, რომ შეხვედრა 12-ზე იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, იცით, რომ მთელი ურთიერთობა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ ეს მართლაც კარგი იყო,“ - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე. მოლაპარაკების წინ გავრცელებული ცნობებით, დონალდ ტრამპს და სი ძინპინს შეთანხმების დეტალებზე უნდა ემსჯელათ, რომელთა თანახმად, ჩინეთმა ერთი წლით უნდა გადაავადოს იშვიათ მიწათა მეტალების ექსპორტის შეზღუდვა, განაახლოს ამერიკული აგრარული პროდუქციის შეძენა და მიმართოს მცდელობებს შეერთებულ შტატებში ხელოვნური ნარკოტიკის, ფენტალინის შეღწევის აღსაკვეთად. თავის მხრივ, შეერთებულმა შტატებმა უარი უნდა თქვას ჩინური პროდუქციის იმპორტისთვის 100%-იანი საბაჟო გადასახადის დაწესებაზე. ვაშინგტონისკენ მიმავალმა ტრამპმა პრეზიდენტის თვითმფრინავში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „საოცარი“ შეხვედრისას ის და სი ძინპინი თითქმის ყველაფერზე შეთანხმდნენ. დონალდ ტრამპის თქმით, ჩინეთი განაახლებს ამერიკული აგრარული პროდუქციის იმპორტს, ბარიერებს აღარ შეუქმნის იშვიათ მიწათა ელემენტების ექსპორტს და მიიღებს ზომებს აშშ-ში ხელოვნური ნარკოტიკის, ფენტალინის შეღწევის აღსაკვეთად. მისი თქმით, „ჩინეთი დათანხმდა, რომ ამერიკული ენერგორესურსების შეძენის პროცესს დაიწყებს.“ „შესაძლოა, ალასკიდან ნავთობისა და გაზის შეძენის შესახებ მასშტაბური შეთანხმება მოხდეს. ჩვენი გუნდები მსგავსი შეთანხმების შემუშავების შესახებ შეხვედრას გამართავენ. დღეს მიღწეული შეთანხმებები მილიონობით ამერიკელს კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას მოუტანს,“ - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი. თავის მხრივ, აშშ შეამცირებს ჩინური პროდუქციის იმპორტის საბაჟო გადასახადს. ამერიკული მედიის ცნობით, ტარიფი 57%-დან 47%-მდე შემცირდება. ტრამპის განცხადებით, აშშ და ჩინეთი ერთად იმუშავებენ უკრაინის საკითხზეც. მისი თქმით, შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ, იმის სანახავად, შეძლებენ თუ არა ამ ომის დასრულებას. „სი დაგვეხმარება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკრაინის საკითხზე. ბევრი მეტი არაფრის გაკეთება შეგვიძლია,“ - აღნიშნა ტრამპმა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ასევე აცნობა, რომ მომავალი წლის აპრილში ჩინეთს ვიზიტით ეწვევა. ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო „სინხუას“ მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, სი ძინპინმა დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურმა ჯგუფებმა ღრმა მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს კონსენსუსს პრობლემების მოსაგვარებლად. მისივე თქმით, მხარეები მომავალშიც კონცენტრირებული უნდა იყვნენ გრძელვადიან მომგებიან თანამშრომლობაზე და არ უნდა მოხვდნენ საპასუხო ზომების საზიანო წრეში. სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთი და აშშ პარტნიორები და მეგობრები უნდა იყვნენ და მზად არის დონალდ ტრამპთან გააგრძელოს მუშაობა, რათა ორივე ქვეყნის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო შეიქმნას. ცნობისთვის, BBC წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ჩინელი კოლეგა სი ძინპინი, ექვსი წლის შემდეგ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს, რამაც მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის დაძაბულობის დეესკალაციის იმედი გააჩინა. ტრამპმა სამხრეთ კორეაში გამართულ მოლაპარაკებებს „გასაოცარი“ უწოდა, პეკინმა კი, განაცხადა, რომ მათ „ძირითადი სავაჭრო საკითხების“ გადასაჭრელად კონსენსუსს მიაღწიეს. ურთიერთობები დაიძაბა მას შემდეგ, რაც ტრამპმა ჩინეთისთვის ტარიფების დაწესება დაიწყო, რასაც პეკინმა საკუთარი ტარიფებით უპასუხა. მხარეები მაისში ზავზე შეთანხმდნენ, თუმცა დაძაბულობა მაღალი დარჩა. ხუთშაბათის მოლაპარაკებებს ოფიციალური შეთანხმება არ მოჰყოლია, მაგრამ განცხადებები იმაზე მიუთითებს, რომ ისინი შეთანხმებასთან უფრო ახლოს არიან - რომლის დეტალებიც დიდი ხანია, კულისებში მოლაპარაკებების საგანია.
ტრამპი: დავავალე ომის დეპარტამენტს, დაიწყოს ჩვენი ბირთვული იარაღის გამოცდა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდაცვის უწყებას დაავალა, დაუყოვნებლივ დაიწყოს აშშ-ის ბირთვული იარაღის გამოცდა სხვა ქვეყნებთან თანაბარ პირობებში. ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ აშშ-ის ყველა სხვა ქვეყანაზე მეტი ბირთვული იარაღი აქვს, რუსეთი მეორე ადგილზეა, ჩინეთი - მესამეზე. „უზარმაზარი დამანგრეველი ძალის გამო, მძულდა ამის გაკეთება, მაგრამ არჩევანი არ მქონდა! რუსეთი მეორე ადგილზეა, ჩინეთი კი - შორეულ მესამეზე, თუმცა 5 წელიწადში გაგვითანაბრდება. სხვა ქვეყნების მიერ პროგრამების გამოცდის გამო, დავავალე ომის დეპარტამენტს, რომ დაიწყოს ჩვენი ბირთვული იარაღის გამოცდა თანაბარ საფუძველზე. ეს პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება,“ - განაცხადა ტრამპმა. „ჩვენ სხვებზე მეტი ბირთვული იარაღი გვაქვს, ამიტომ, მიზანშეწონილია, რომ გამოცდა ჩვენც ჩავატაროთ. ბირთვული იარაღის გამოცდას ყველა ატარებს. ჩვენ გამოცდებს არ ვატარებთ, მაგრამ, როდესაც სხვები ამას აკეთებენ, ვფიქრობ, მიზანშეწონილია, რომ გამოცდა ჩვენც ჩავატაროთ,“ - განუცხადა დონალდ ტრამპმა უფრო ადრე ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე. მისი თქმით, აშშ რუსეთთან ბირთვული განიარაღების საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. „დენუკლეარიზაციის ხილვა მსურს. ამის შესახებ რუსეთთან ვსაუბრობთ და შესაძლოა ჩინეთიც შემოგვიერთდეს,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აშშ-ის მიერ სანქცირებული „ლუკოილი“ უცხოურ აქტივებს შვეიცარიულ კომპანიას მიჰყიდის
რუსული ენერგეტიკული გიგანტი „ლუკოილი“ აშშ-ის სანქციების საპასუხოდ, შვეიცარიაში დაფუძნებულ კომპანიას თავის უცხოურ აქტივებს მიჰყიდის. კომპანიის განცხადებით, მისი უცხოური აქტივების შვეიცარიაში დაფუძნებული ენერგეტიკული სავაჭრო კომპანია Gunvor-ისთვის მიყიდვა, „გარკვეული სახელმწიფოების მიერ კომპანიისა და მისი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ დაწესებულ შემზღუდავ ზომებს“ უკავშირდება. Politico-ს ცნობით, კომპანია Gunvor-ის თანადამფუძნებელი რუსი მილიარდერი და პუტინის ახლო მოკავშირე გენადი ტიმჩენკოა. გამოცემა წერს, რომ ტიმჩენკომ კომპანიაში თავისი წილი 2014 წელს მას შემდეგ გაყიდა, რაც რუსეთის მიერ ყირიმში შეჭრის გამო, სანქციები დაწესდა. შეგახსენებთ, „ლუკოილმა“ უცხოური აქტივების გაყიდვის განზრახვის შესახებ მიმდინარე კვირის დასაწყისში გამოაცხადა. ამჟამად „ლუკოილი“ მსოფლიოში დაახლოებით 5000 ავტოგასამართ სადგურს მართავს და „როსნეფტთან“ ერთად, მოსკოვის ნედლი ნავთობის ექსპორტის დაახლოებით ორ მესამედს ითვლის. ამერიკამ ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია - “როსნეფტი” და “ლუკოილი” დაასანქცირა
ტრამპმა ლტოლვილთა დასაშვები რაოდენობა რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე შეამცირა
აშშ მომავალ წელს ქვეყანაში დაშვებული თავშესაფრების მაძიებლების რაოდენობას 125 000-დან 7 500-მდე შეამცირებს. ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პრიორიტეტი თეთრკანიან სამხრეთაფრიკელებს მიენიჭებათ. BBC წერს, რომ ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დაბალი ლიმიტია.
პენტაგონმა უკრაინისთვის Tomahawk-ის რაკეტების გადაცემა დაამტკიცა, საბოლოო გადაწყვეტილება ტრამპზეა - CNN
პენტაგონმა უკრაინისთვის Tomahawk რაკეტების გადაცემაზე ნებართვა გასცა, საბოლოო გადაწყვეტილება ტრამპზეა. შესაბამის ინფორმაციას CNN-ი სამ ამერიკელ და ევროპელ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აშშ-ის ომის დეპარტამენტმა უკრაინისთვის Tomahawk-ის რაკეტების გადაცემაზე ნებართვა გასცა მას შემდეგ, რაც შეაფასა, რომ ეს უარყოფითად არ აისახება ამერიკულ მარაგებზე. საბოლოო გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზეა. ამერიკულ Tomahawk რაკეტებს დაახლოებით 1,600 კილომეტრის მოქმედების რადიუსი აქვთ. ტრამპი: გვირჩევნია, რომ უკრაინას Tomahawk-ები არ დასჭირდეს, გვირჩევნია, რომ ომი დასრულდეს
მედიის ცნობით, აშშ-მ ვენესუელის წინააღმდეგ დარტყმების განხორციელება გადაწყვიტა
რეპორტიორმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჰკითხა: არსებობს ინფორმაცია, რომ თქვენ ვენესუელაში დარტყმების განხორციელებას განიხილავთ. ეს სიმართლეა? ტრამპის პასუხი შემდეგია: არა, ეს საიმართლე არ არის. მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ აშშ-მ ვენესუელის წინააღმდეგ დარტყმების განხორციელება გადაწყვიტა. ამ ცნობებს ამერიკული გამოცემები Miami Herald-ი და Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ. Miami Herald-ის წყაროების ინფორმაციით, დარტყმები ნებისმიერ დროს შეიძლება, განხორციელდეს. Wall Street Journal-ის ინფორმაციით კი, დარტყმების მიზანი სამხედრო ობიექტების განადგურება იქნება, რომლებიც ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისთვის გამოიყენება. აშშ-ში თვლიან, რომ ამ ნარკოტრაფიკით დაკავებულია ორგანიზაცია, რომელსაც ვენესუელელი დიქტატორი ნიკოლას მადურო ხელმძღვანელობს და მისი რეჟიმის მაღალი თანამდებობის პირების მიერ იმართება. Miami Herald-ის წყაროების ინფორმაციით, ამერიკულმა დარტყმებმა „რამდენიმე დღეში ან თუნდაც საათში“ გაანადგურონ არამხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ, ნარკოკარტელის ხელმძღვანელობის ლიკვიდაციაც მოახდინონ. Wall Street Journal-ის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელაში სამიზნეები განსაზღვრა, რომელთა შორის სამხედრო ობიქტებია, რომლებიც ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის გამოიყენება. თუ აშშ-ის ხელმძღვანელობა საჰაერო დარტყმების განხორციელებას გადაწყვეტს, ეს მკაფიო სიგნალი იქნება ნიკოლას მადუროსთვის, რომ გადადგომის დრო მოვიდა. Miami Herald-ის წყაროებმა უარი თქვეს, დაეკონკრეტებინათ, არის თუ არა სამიზნე თავად მადურო, მაგრამ ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ მისი დრო დასარულს უახლოვდება. „მადურო შეიძლება მალე ხაფანგში აღმოჩნდეს და შეიძლება მალე აღმოაჩინოს, რომ ქვეყნიდან გაქცევა არ შეუძლია, რომც გადაწყვიტოს. რაც უარესია მისთვის, ახლა ერთ გენერალზე მეტია, ვისაც მისი დაკავება და გადმოცემა სურს, იმის სრულიად გააზრებით, რომ ერთია სიკვდილზე ისაუბრო, და მეორეა - მის მოახლოებას ხედავდე,“ - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.
ტრამპის გუნდი ყაზახეთში, ვოლფრამის საბადოზე ამერიკული კომპანიის წვდომას მხარს უჭერს - Bloomberg
Bloomberg-ის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ მოლაპარაკებები დაიწყო, რათა ყაზახეთში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს, გამოუყენებელ ვოლფრამის საბადოზე წვდომა უზრუნველყოს - რაც მიზნად ისახავს კრიტიკული მინერალების სფეროში ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებას. საკითხთან დაკავშირებული პირების ცნობით, ვაჭრობის მინისტრი ჰოვარდ ლუტნიკი Cove Kaz Capital Group LLC-სა და ყაზახეთის სუვერენულ ფონდ Samruk-Kazyna-ს შორის მოლაპარაკებებს ხელს უწყობს. „ვაშინგტონი გარიგების ფინანსურ მხარდაჭერას განიხილავს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციისა და ექსპორტ-იმპორტის ბანკის მეშვეობით, თუმცა „ადმინისტრაცია არ ცდილობს აქციების შეძენას,“ - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა. თუ პროექტი დასრულდება, ვოლფრამის პროექტი ყაზახეთს „მსოფლიო ვოლფრამის ბაზრის ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ“ აქცევს. ლითონს პენტაგონი საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკისთვის იყენებს, ჩინეთი კი, გლობალური მიწოდების დაახლოებით 80%-ს აწარმოებს.
ინდოეთმა და აშშ-მ თავდაცვის 10-წლიან პაქტს მოაწერეს ხელი
აშშ-მა და ინდოეთმა თავდაცვის 10-წლიან ჩარჩოხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს პიტ ჰეგსეტმა და ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა, რაჯნატ სინგჰმა. „ეს ხელს უწყობს თავდაცვის სფეროში ჩვენი პარტნიორობის წინსვლას, რაც რეგიონული სტაბილურობისა და შეკავების ქვაკუთხედია. ჩვენ ვაძლიერებთ კოორდინაციას, ინფორმაციის გაზიარებასა და ტექნოლოგიურ თანამშრომლობას. ჩვენი თავდაცვის კავშირები არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი,“ – წერს ჰეგსეტი. შეთანხმება მოჰყვა თვეების განმავლობაში დაძაბულ ურთიერთობებს მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა ინდოეთის ექსპორტზე ტარიფები დააწესა. ორივე მხარემ მას შემდეგ ნდობის აღდგენაზე იმუშავა.
ტრამპი ნიგერიის მთავრობას აფრთხილებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიგერიაში ისლამისტი მებრძოლი დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლისთვის მომზადების ბრძანება გასცა და ნიგერიის მთავრობა ქრისტიანების დაცვის უუნარობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. BBC-ის ცნობით, ტრამპმა არ დააკონკრეტა, თუ რომელ მკვლელობებს გულისხმობდა, თუმცა ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში, ნიგერიის ქრისტიანების წინააღმდეგ გენოციდის შესახებ ბრალდებები გავრცელდა აშშ-ის ზოგიერთ მემარჯვენე წრეში. „ნიგერიის მთავრობა ქრისტიანების მკვლელობას კვლავ თუ დაუშვებს, აშშ დაუყოვნებლივ შეუწყვეტს ნიგერიას ყოველგვარ დახმარებას და, შესაძლოა, „ცეცხლითა და მახვილით“ შევიდეს ამ ახლა უკვე შერცხვენილ ქვეყანაში, რათა მთლიანად გაანადგუროს ისლამისტი ტერორისტები, რომლებიც ამ საშინელ სისასტიკეს იჩენენ. ამით ვაძლევ მითითებას ჩვენს ომის დეპარტამენტს, მოემზადოს შესაძლო მოქმედებისთვის. ჩვენ თავს თუ დავესხმებით, ეს იქნება სწრაფი და სასტიკი ისევე, როგორც ტერორისტი ბანდიტები ესხმიან თავს ჩვენს ძვირფას ქრისტიანებს! გაფრთხილება: ნიგერიის მთავრობამ უნდა იმოქმედოს სწრაფად!“- წერს ტრამპი. „ომის დეპარტამენტი მოქმედებისთვის ემზადება. ან ნიგერიის მთავრობა დაიცავს ქრისტიანებს, ან ჩვენ მოვკლავთ ისლამისტ ტერორისტებს, რომლებიც ამ საშინელ სისასტიკეს სჩადიან,“ - გამოეხმაურა ტრამპის გზავნილს პენტაგონის ხელმძღვანელი პიტ ჰეგსეთი. აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებით, ნიგერიაში ქრისტიანობა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას და რადიკალი ისლამისტები არიან პასუხისმგებელი „მასობრივ ხოცვა-ჟლეტაზე“. 31 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნიგერიაში მოვლენები სახიფათოდ ვითარდება, რადგან ათასობით ქრისტიანს კლავენ. ტრამპის განცხადების საპასუხოდ, ნიგერიის მთავრობამ პირობა დადო, რომ ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს და ამ მიმართულებით ვაშინგტონთან თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამია, რომ ნიგერია ღვთისმოშიში ქვეყანაა, სადაც პატივს სცემენ რწმენას, ტოლერანტობას, მრავალფეროვნებას და ინკლუზიურობას.
მედია: რუსი მილიარდერისთვის ჩამორთმეული იახტა ტრამპის ბიზნესპარტნიორმა შეიძინა
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრ სულეიმან კერიმოვის საკუთრებაში არსებული 106-მეტრიანი სუპერიახტა Amadea აშშ-ის ხელისუფლების ბრძანებით, 10 სექტემბერს აუქციონზე გაიყიდა. გემის ახალი მფლობელი დუბაიდან, მილიარდერ ჰუსეინ საჯვანის ოჯახი გახდა. 10 ოქტომბრიდან Amadea-ს მფლობელი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია Beyond Holdings Group-ია, იტყობინება Verstka Equasis მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით. მიმდინარე წლის მარტამდე Beyond Holdings Group ცნობილი იყო, როგორც AHS Four Company. ახალი კომპანია, რომელმაც Amadea შეიძინა, რეგისტრირებულია დუბაის ბარშა ჰაითსის რაიონში მდებარე Executive Heights-ის საოფისე კომპლექსში, რომელიც Damac Group-ის საკუთრებაა. აბრევიატურა „AHS“, სავარაუდოდ, აბას ჰუსეინ საჯვანის ნიშნავს. შესაბამის პორტალებზე ჩამონათვალში გვხვდება კომპანია სახელწოდებით „AHS Four Company Yacht“, რომელიც 66-მეტრიან იახტა AHS-თან არის დაკავშირებული. ის აბას ჰუსეინ საჯვანის, დეველოპერული კომპანია Damac Properties-ის საბჭოს წევრს და ჰუსეინ საჯვანის შვილს ეკუთვნოდა. ჰუსეინ საჯვანი DAMAC ჯგუფის დამფუძნებელი და თავმჯდომარეა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უდიდესი დეველოპერია და სპარსეთის ყურეში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში უძრავი ქონების განვითარებაშია სპეციალიზირებული. საჯვანი დიდი ხანია ცნობილია, როგორც დონალდ ტრამპის ახლო თანამოაზრე. ის 2017 წელს ტრამპის ინაუგურაციას დაესწრო და ტრამპმა მას „დიდი კაცი“ და „ოჯახის მეგობარი“ უწოდა. ტრამპის მიერ 2017 წელს წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, მან Damac-თან ერთობლივი პროექტიდან 5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. კომპანიამ დუბაიში Trump International Golf Club გახსნა, ხოლო ტრამპის 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ბიზნესმენი კვლავ ეწვია ამერიკას. ერთობლივ პრესკონფერენციაზე მათ Damac-ის გეგმების შესახებ გამოაცხადეს, რაც შეერთებულ შტატებში მონაცემთა ცენტრების მშენებლობაში 20 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადებას გულისხმობდა. იახტა „ამადეა“ ფიჯიზე 2022 წლის მაისში, შეერთებული შტატების მოთხოვნით, სანქციების გამო ჩამოართვეს კარიმოვს და მოგვიანებით სან დიეგოში გადაიყვანეს. 2025 წლის ივნისში ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ მისი გაყიდვა დაამტკიცა და გემი იმავე შემოდგომაზე აუქციონზე გაიტანეს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა იახტის ღირებულება 300 მილიონ დოლარამდე შეაფასა, მაგრამ დამოუკიდებელმა ექსპერტებმა მისი ღირებულება 230 მილიონ დოლარამდე შეამცირეს. გაყიდვის საბოლოო ფასი არ გახმაურებულა. გერმანული გემთმშენებელი ქარხნის „ლიურსენის“ მიერ აშენებული სუპერიახტა თავისი ფუფუნებით გამოარჩევენ. ბორტზე ექვსი გემბანია, საცურაო აუზი, ჯაკუზი, ორი სპა, კინოთეატრი, საკონფერენციო დარბაზი, სპორტული დარბაზი, ღვინის მარანი და უნიკალური Pleyel-ის როიალი, რომელიც ხელით არის მოხატული და 24-კარატიანი ოქროთი მოჭედილი. იახტის ეკიპაჟის ერთ-ერთ წევრს რუსი მილიარდერის საყვარელი სპორტული ფეხსაცმლის წყვილის ხელმისაწვდომ ადგილას შენახვა დაევალა. საჯვანი ტრამპის მეორე ბიზნესპარტნიორია, რომელმაც იახტა ყოფილი რუსი მფლობელისგან შეიძინა. ადრე, 74-მეტრიანი იახტა „კაზინო როიალი“, რომელიც ადრე რუსეთის ყოფილ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს უკავშირდებოდა, ამერიკელმა ბიზნესმენმა ჯონ სტალუპიმ შეიძინა. სტალუპი ავტომაგნატი და დონალდ ტრამპის ყოფილი თანამოაზრეა. 1988 წელს სტალუპიმ დონალდ ტრამპთან გარიგება დადო, რომლის მიხედვითაც, ლიმუზინების გაქირავების კომპანიისთვის მისი სახელის გამოყენების უფლება მოიპოვა.