თეგი: მოლდოვა

რუსეთს გავლენის სფეროებში არამხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს და მოლდოვის დაბრუნება სურს. პუტინი ცდილობს, შეცვალოს ევროპის უსაფრთხოების რუკა

გაერთიანებული სამეფო შეეწინააღმდეგება რუსეთის ლიდერის ნებისმიერ მცდელობას, რომელიც უკრაინას იარაღით ადგას თავზე, რათა შეარყიოს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა და დააწესოს ახალი „იალტა“. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინაში პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დაზვერვის სამსახურის ცნობები მიუთითებს დაძაბულ ვითარებაზე უკრაინის საზღვართან და იმაზე, რომ რუსეთი სხვადასხვა ოპერაციას ამზადებს. „გაერთიანებული სამეფო ცდილობს დასავლეთის გაერთიანებას. რა თქმა უნდა, ეს ეხება უკრაინას და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ვშიშობ, რომ ეს ასევე ეხება ევროპის უსაფრთხოების მთელ არქიტექტურას“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და დაამატა, რომ „უკრაინის დაშინებით“ და „იარაღით ხელში“ რუსეთი ცდილობს, დასავლეთს თავისი მიდგომები შეაცვლევინოს. ბორის ჯონსონის თქმით, ახალგაზრდა იყო, როდესაც ბერლინის კედელი ჩამოინგრა და ყოფილი სოციალისტური ქვეყნებიდან ხალხს შეეძლო თავისუფალი ცხოვრების არჩევა. ჯონსონის თქმით, ეს იყო „ფანტასტიკური რამ“. „რაც ახლა ხდება არის ის, რომ პრეზიდენტი პუტინი და რუსეთი ცდილობენ, შეარყიონ ეს უზარმაზარი მიღწევები და შეცვალოს ევროპის უსაფრთხოების რუკა, დააწესონ ახალი იალტა, ახალი გავლენის ზონები. მას არ სურს მხოლოდ უკრაინის დაბრუნება რუსეთის გავლენის სფეროში. უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არის საქართველო, მოლდოვა და სხვა ქვეყნები. ეს არის აბსოლუტურად კრიტიკული მომენტი. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკრაინის გვერდით ვიდგეთ ისე, როგორც ახლა ვართ მის გვერდით", - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.

მოლდოვა საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს და საჰაერო სივრცეს დახურავს

მეზობელ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, მოლდოვის უშიშროების უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თხოვნით მიმართა. ამასთან, მოლდოვა თავის საჰაერო სივრცეს ხუთშაბათიდან დახურავს. პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე არის „საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა“. სანდუმ უკრაინაში მყოფ მოლდოვის მოქალაქეებს სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდა. მოლდოვაში არსებობს შეშფოთება იმის შესახებ, რომ არსებულმა კონფლიქტმა შეიძლება, გამოიწვიოს ლტოლვილების ნაკადი. სანდუს თქმით, „უკრაინასთან სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე სატრანსპორტო ნაკადის ზრდაა. ჩვენ დავეხმარებით იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. ამ წუთებში ჩვენ მზად ვართ, ათიათასობით ადამიანი მივიღოთ.  

უკრაინა იუწყება, რომ მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავ გემს რუსეთის რაკეტა მოხვდა

უკრაინამ განაცხადა, რომ ოდესის პორტის მახლობლად, რუსულმა ხომალდებმა მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავი ქიმიური ტანკერი და პანამის დროშის ქვეშ მდგარი სატვირთო გემი დაბომბეს, შავ ზღვაში, პარასკევს, ერთი დღის შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. შეჭრის დაწყების შემდეგ სულ სამი არასამხედრო ხომალდი იყო დარტყმის ობიექტი, მათ შორის, ოდესის მახლობლად, თურქეთის კუთვნილი სატვირთო გემი Yasa Jupiter. უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავ გემს, Millennial Spirit, რუსული სამხედრო გემიდან თავდასხმის დროს 600 ტონა დიზელი გადაჰქონდა. ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლის, ვალერი ზალუჟნის თქმით, მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავ გემს შავ ზღვაში მყოფი რუსეთის სამხედრო გემიდან გასროლილი რაკეტა მოხვდა. ტანკერი Millennium Spirit-ი უკრაინის ნაპირიდან 19 კილომეტრში იმყოფებოდა, როცა მას რაკეტა მოხვდა 25 თებერვალს. მოლდოვის საზღვაოსნო სააგენტოს ინფორმაციით, ტანკერის მთელი ეკიპაჟი რუსეთის მოქალაქეებისგან შედგება, ხოლო ტანკერის ოპერატორი კომპანია უკრაინაშია რეგისტრირებული. სამაშველო სამუშაოები უკრაინის ხელისუფლებამ ჩაატარა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეკიპაჟის ორი წევრი დაიჭრა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

Reuters: ევროკავშირი საქართველოდან და მოლდოვიდან წევრობის განაცხადებს მიიღებს

ევროკავშირი საქართველოდან და მოლდოვიდან წევრობის განაცხადებას მიიღებს. ამის შესახებ Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, განცხადებები „დაუყოვნებლივი“ იყო. ასევე წაიკითხეთ: საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ოფიციალურ განაცხადს წარადგენს

უკრაინის და საქართველოს შემდეგ, ევროკავშირში წევრობაზე განაცხადს მოლდოვაც აკეთებს

უკრაინის და საქართველოს შემდეგ, ევროკავშირში წევრობაზე განაცხადს მოლდოვა უახლოეს მომავალში გააკეთებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ იგორ გროსუმ ხუთშაბათს რესპუბლიკის საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში განაცხადა. „ძალიან მოკლე დროში პრეზიდენტი ისაუბრებს და დეტალებს გამოაცხადებს. ევროკავშირის უმაღლეს კომისართან საუბრისას მკაფიოდ განვაცხადე, რომ ბოლო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრისას მოქალაქეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ევროინტეგრაცია აირჩია. ჩვენ, ჩვენი ქმედებებით ვაჩვენეთ, რომ პროევროპელები ვართ. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ მოლდოვის რესპუბლიკა იმსახურებს ძალიან მკაფიო ევროპულ პერსპექტივას“, - განაცხადა გროსუმ.  ბორელთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სანდუმ განაცხადა, რომ უკრაინის მოვლენებმა უბიძგა ხელისუფლებას, დააჩქაროს ევროინტეგრაციის პროცესი და აღნიშნა, რომ ეს უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და ეკონომიკურ განვითარებას. თავის მხრივ, ევროპელი ოფიციალური პირები დაჰპირდნენ 20 მილიონი ევროს გამოყოფას მოლდოვას, რომელმაც ამ დღეებში ათიათასობით ლტოლვილი მიიღო უკრაინიდან. მათ ასევე დაჰპირდნენ, რომ დაეხმარებოდნენ კიშინიოვს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი 3 მარტს მოაწერა. რუსეთთან ომის პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს 28 თებერვალს მოაწერა ხელი.

ევროკავშირში წევრობაზე განაცხადს მოლდოვამაც მოაწერა ხელი

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადს მოაწერა ხელი. `დღეს ქვეყანა მზად არის, აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ მომავალზე“, - განაცხადა სანდუმ.  ამავე თემაზე უკრაინის და საქართველოს შემდეგ, ევროკავშირში წევრობაზე განაცხადს მოლდოვაც აკეთებს ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი 3 მარტს მოაწერა. რუსეთთან ომის პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს 28 თებერვალს მოაწერა ხელი.

მოლდოვის პრეზიდენტი დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარის გაყვანას ითხოვს

დნესტრისპირეთის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოცხადების შემდეგ და უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარის გაყვანას ითხოვს და საკითხის დიპლომატიურად გადაჭრის მომხრეა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.  „მოლდოვამ ცხადყო, რომ რუსეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყველაფერში, რაც დნესტრისპირეთის კონფლიქტს უკავშირდება. ჩვენ ყოველთვის ვითხოვდით დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარის გაყვანას და საბრძოლო მასალის უტილიზაციას. ჩვენ მოვუწოდებთ ამ კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტისკენ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, გამოვიყენებთ დიპლომატიურ გზებს,“- განაცხადა მაია სანდუმ რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა. ეს პირველი ოფიციალური დოკუმენტია, სადაც დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად იქნება მოხსენიებული. ასევე წაიკითხეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა

მოლდოვის პრეზიდენტი: მთელ მსოფლიოსთან ერთად შოკირებულები ვართ კიევთან, ბუჩაშ ხოცვა-ჟლეტით

მთელ მსოფლიოსთან ერთად შოკირებულები ვართ კიევთან, ბუჩაშ ხოცვა-ჟლეტით, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ დაწერა. მისი თქმით, 4 აპრილი მოლდოვაში გლოვის დღედ გამოცხადდა. „მოლდოვა მტკიცედ გმობს დანაშაულებს კაცობრიობის წინაშე, ზუსტად ისევე, როგორც გმობს რუსეთის არასანქცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. 2022 წლის 4 აპრილს გლოვის დღედ ვაცხადებთ, იმ უდანაშაულო ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად, ვინც ბოლო 39 დღის განმავლობაში უკრაინაში დაიღუპა“, - წერს სანდუ. ასევე წაიკითხეთ: ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული

მოლდოვას საერთაშორისო დონორები უკრაინელი ლტოლვილების მიღებისთვის 695 მილიონ ევროს გამოუყოფენ

მოლდოვას საერთაშორისო დონორები უკრაინელი ლტოლვილების მიღებისთვის 695 მილიონ ევროს გამოუყოფენ. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინსტრმა, ანალენა ბერბოკმა რუმინელ და ფრანგ კოლეგებთან, ასევე მოლდოვის პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ გავაძლიერებთ მოლდოვის მდგრადობას ასევე ფინანსურ სფეროში. ამ ეტაპისთვის ჩვენ შევთანხმდით მხარი დავუჭიროთ მოლდოვას სესხებით, საბიუჯეტო მხარდაჭერით და სხვა ფინანსური დახმარებით, 695 მილიონი ევროს ოდენობით“, – განაცხადა ბერბოკმა. ასევე წაიკითხეთ: ვაშინგტონი უკრაინას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს იენს სტოლტენბერგი: რასაც უკრაინაში ვხედავთ, უკიდურესი საშინელებაა ვოლოდიმირ ზელენსკი: შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები არ შედგეს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას აუცილებელი შეიარაღება და ტექნიკა უფრო ადრე რომ მიეღო, ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდა ბაიდენი: თქვენ ნახეთ რა მოხდა ბუჩაში, პუტინი „ომის დამნაშავეა“, ის უნდა დაისაჯოს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული

მოლდოვას საგარეო უწყება: სრულად ვიზიარებთ საქართველოს ხელისუფლების შეშფოთებას საქართველოს ცხინვალის რეგიონში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების განზრახვასთან დაკავშირებით

მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტრომ განცხადება გააკეთა 10 აპრილს ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისა და საოკუპაციო რეჟიმის განზრახვის შესახებ, დაიწყოს სამართლებრივი პროცედურა რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების თაობაზე ე.წ. რეფერენდუმის გამართვის გზით. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს. მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია: „მოლდოვა არ აღიარებს 10 აპრილს ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთში (საქართველო) დაგეგმილ ე.წ. არჩევნებს და ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. – ჩვენ სრულად ვიზიარებთ საქართველოს ხელისუფლების შეშფოთებას საქართველოს აღნიშნულ რეგიონში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების განზრახვასთან დაკავშირებით და ვგმობთ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური დებულებებისა და პრინციპების დარღვევას, რომლებიც მოცემულია გაერო-ს ქარტიასა და ჰელსინკის ფინალურ აქტში. – ამ კონტექსტში, საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს მოლდოვას რესპუბლიკის მტკიცე პოზიციას, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიების ოკუპაციის ან ანექსიის ნებისმიერი მცდელობა წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთმანეთს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის მიღება მიულოცეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ლუქსემბურგში, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის მიღების შემდგომ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა მოლდოველ კოლეგასთან ნიკუ პოპესკუსთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „მინისტრებმა მიულოცეს საქართველოსა და მოლდოვას კითხვარის გადმოცემა და აღნიშნეს ამ ნაბიჯის მნიშვნელობა ორი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. მინისტრები შეთანხმდნენ აღნიშნულ პროცესში მჭიდრო კოორდინაციაზე, ასევე საქართველოსა და მოლდოვის შორის მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებაზე“,- აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანა გამორჩეულად ინტეგრირდეს ევროკავშირში

მოლდოვის ელჩი უკრაინაში: ომის პირველი დღეებიდან უკრაინის გვერდით ვართ საქმით და არა ლამაზი სიტყვებით

მოლდოვის ელჩი უკრაინის ვიცე-პრემიერის კრიტიკას გამოეხმაურა. „მოლდოვის რესპუბლიკა უკრაინის გვერდით ომის პირველი დღეებიდან დგას, კონკრეტული საქმეებით და არა ლამაზი სიტყვებით. შემიძლია ვთქვა, რომ ათობით ათასი ლტოლვილი ჯერ კიდევ იმყოფება ჩვენ ქვეყანაში. დეკლარაციები, რომლებიც ემოციებსა და დარღვეულ რეალობას ეფუძნება, კი არ დაეხმარება, არამედ პირიქით, მხოლოდ დაპირისპირებას გამოიწვევს. მხოლოდ ერთად ვართ ძლიერები“, - წერს მოლდოვის ელჩი. უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა, Jurnal TV-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოლდოვა ძალიან ცოტას აკეთებს უკრაინისთვის. მანამდე, კიევის გაღიზიანება მოლდოვის პრემიერ-მინისტრის, ნატალია გავრილიცას განცხადებას მოჰყვა იმის შესახებ, რომ მოლდოვას არ აქვს საკმარისი აღჭურვილობა უკრაინის დასახმარებლად. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.  

ევროკავშირის კითხვარი უკრაინის შემდეგ მოლდოვამაც შეავსო

22 აპრილს, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ და პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ მოლდოვის რესპუბლიკაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, იანის მაჟეიკსს შევსებული კითხვარი გადასცეს. კითხვარი 11 აპრილს გადასცა მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ნიკუ პოპესკუს, ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ. კიშინიოვში დღევანდელი ცერემონიის დროს, იანის მაჟეიკსმა აღნიშნა, რომ კითხვარი მხოლოდ 11 დღეში შესრულდა. „ეს სიჩქარე ნათლად აჩვენებს პრეზიდენტის, მთავრობის და მთელი მოლდოვის ხალხის გადაწყვეტილებას, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ თქვენი ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი გახდეს“, - აღნიშნა ელჩმა. კითხვარი ევროკავშირის შტაბ-ბინაში გაიგზავნება, სადაც მოხდება მისი ანალიზი. ამ ანალიზის საფუძველზე, ევროკომისია გამოაქვეყნებს თავის მოსაზრებას მოლდოვის განაცხადის შესახებ. ცნობისთვის, უკრაინამ შევსებული კითხვარი 17 აპრილს, დააბრუნა. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. დოკუმენტი მიიღო მოლდოვამაც. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ გადასცა. ქვეყანას პასუხების დასაბრუნებლად 4-კვირიანი ვადა აქვს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 აპრილს განაცხადა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან განიხილა კიევისთვის დახმარების გაზრდის საკითხი. მხარეებმა ისაუბრეს უკრაინის უსაფრთხოების დახმარების გაზრდაზე რუსეთთან კონფლიქტისა და ომისშემდგომი აღდგენის ფონზე, დაწერა ზელენსკიმ ტვიტერზე. ზელენსკის თქმით, მან ფონ დერ ლაიენს მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირის (EU) შევსებული კითხვარის შესახებ, რაც არის ნაბიჯი უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. თავის მხრივ, ფონ დერ ლაიენმა ასევე Twitter-ზე დაწერა, რომ მოლაპარაკებების დროს მხარეები შეეხნენ კიევის ფინანსურ და უსაფრთხოების დახმარებას და უკრაინის პასუხებს ევროკავშირის კითხვარზე. ასევე წაიკითხეთ რა წერია ევროკავშირის კითხვარში ექსკლუზივი: ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა

მაია სანდუ: დნესტრისპირეთში დაპირისპირებულ ძალებს დესტაბილიზაცია სურთ

დნესტრისპირეთში დაძაბულობაა სხვადასხვა ძალას შორის, რომელთაც სიტუაციის დესტაბილიზაცია სურთ. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა. „ჩვენი ამჟამინდელი ანალიზი აჩვენებს, რომ დნესტრისპირეთში დაძაბულობაა სხვადასხვა ძალას შორის, რომლებიც სიტუაციის დესტაბილიზაციით არიან დაინტერესებული. ეს დნესტრისპირეთს საფრთხეში აგდებს და საფრთხის წინაშე აყენებს მოლდოვას. ვგმობთ ნებისმიერ გამოწვევასა და მოლდოვას ამ  ქმედებებში ჩათრევის მცდელობას, რომლებმაც, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ქვეყანაში მშვიდობას", – თქვა მაია სანდუმ. მოლდოვის ხელისუფლება არ აპირებს დნესტრისპირეთის ბლოკირებას და პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრა სურთ. სანდუ არ გეგმავს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების წარმოებას. მოლდოვის პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა, რომ დნესტრისპირეთში, ტირასპოლის აეროდრომთან აფეთქება მოხდა. ცნობისათვის, 25-26 აპრილს მოლდოვაში სამი აფეთქება მოხდა. პირველად ყუმბარმტყორცნიდან სეპარატისტული რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების სამინისტროს შენობას ესროლეს. ამას მოჰყვა ტირასპოლის მახლობლად მყოფ სოფელში სამხედრო ნაწილში მომხდარი აფეთქება, შემდეგ კი მაიაკის დასახლებასთან რადიოგადამცემი ხაზების აფეთება მოხდა. 25 აპრილს მოლდოვის რეინტეგრაციის ბიურო გამოეხმაურა სეპარატისტულ რეგიონში მომხდარ პირველ შემთხვევას და ინციდენტის მიზნად სიტუაციის გამწვავების საბაბის შექმნა დაასახელა. მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, დნესტრისპირეთის გარშემო არსებულ დაძაბულობასთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭო მოიწვია. 1992 წელს მოლდოვის რესპუბლიკაში დაიწყო დნესტრისპირეთის ომი. დნესტრისპირელ სეპარატისტებს, რომელთა უმრავლესობა ეთნიკური რუსი იყო, მხარს უჭერდა ყოფილი საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი უკვე რუსეთის მე-14 არმია. რუსი სამხედროები დნესტრისპირეთში დღესაც დგანან. სეპარატისტული რეგიონი უკრაინას ესაზღვრება. დნესტრისპირეთის კონფლიქტი უკვე რამდენიმე წელია, რაც გაყინულ კონფლიქტად ითვლება. ასევე წაიკითხეთ მაია სანდუ: გვაქვს პოტენციალი, ევროკავშირი უფრო ძლიერი გახდეს ჩვენი წევრობით და ეს კავშირი იყოს ინოვაციური და ყველასთვის სასარგებლო

აშშ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში ბოლოდროინდელი ძალადობის გამომწვევ მიზეზს იკვლევს

შეერთებული შტატები იკვლევს ბოლოდროინდელი ძალადობის მიზეზს რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში, განაცხადა სამშაბათს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ნამდვილად არ ვიცი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვრჩებით ორიენტირებულნი", - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. გავრცელებული ცნობებით, 25 აპრილს, დღის მეორე ნახევარში ტირასპოლში ე.წ. „სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს“ შენობაში აფეთქებები მოხდა. 26 აპრილს, ტელეანძა ააფეთქეს. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებები რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა. დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებების გამო მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ უშიშროების საბჭო მოიწვია. მოლდოვის პრეზიდენტმა 26 აპრილს განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში დაძაბულობაა სხვადასხვა ძალას შორის, რომელთაც სიტუაციის დესტაბილიზაცია სურთ. ამჟამად დნესტრისპირეთში 1400-მდე რუსი სამხედრო იმყოფება. 1990 წელს, ადგილობრივი სეპარატისტების მიერ დნესტრისპირეთის „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ გამოცხადებას, მოლდოვის არმიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. ინფორმაციისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა. ეს პირველი ოფიციალური დოკუმენტია, რომელშიც დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად იქნება მოხსენიებული. ასევე წაიკითხეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა  

დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა

სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა. „ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ სხვადასხვა ძალას შორის რეგიონის შიგნით არსებობს დაძაბულობა და სიტუაციის დესტაბილიზაციის ინტერესი. ეს კი დნესტრისპირეთის რეგიონს მოწყვლადს ხდის და მოლდოვის რესპუბლიკას საფრთხეს უქმნის. ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ გამოწვევას და მცდელობას, რომ მოლდოვა ჩათრეული იყოს ისეთ ქმედებებში, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას დაემუქრება“, - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. 25 აპრილს, დღის მეორე ნახევარში ტირასპოლში ე.წ. „სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს“ შენობაში აფეთქებები მოხდა, ხოლო 26 აპრილს კი, ტელეანძა ააფეთქეს. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებები რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა. დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებების გამო მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ უშიშროების საბჭო მოიწვია. მოლდოვის პრეზიდენტმა 26 აპრილს განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში დაძაბულობაა სხვადასხვა ძალას შორის, რომელთაც სიტუაციის დესტაბილიზაცია სურთ. ამჟამად დნესტრისპირეთში 1400-მდე რუსი სამხედრო იმყოფება. 1990 წელს, ადგილობრივი სეპარატისტების მიერ დნესტრისპირეთის „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ გამოცხადებას, მოლდოვის არმიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. ინფორმაციისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა. ეს პირველი ოფიციალური დოკუმენტია, რომელშიც დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად იქნება მოხსენიებული. ასევე წაიკითხეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა

ოლექსი არესტოვიჩი: რამენაირად შევძლებდით დნესტრისპირეთის დაკავებას, მოლდოვას რომ ეთხოვა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა ჟურნალისტ მარკ ფეიგინთან საუბარში მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის უკრაინის მიერ დაკავების შესაძლებლობა  თეორიულად განიხილა. მისი თქმით, მოლდოვას დახმარება რომ ეთხოვა, უკრაინა სეპარატისტული რეგიონის დაკავებას შეძლებდა. „რამენაირად შევძლებდით [დნესტრისპირეთის დაკავებას]. ეს სუვერენული მოლდოვის ტერიტორიაა. საკუთარ თავს ვერ მივცემთ ასეთი განცხადების უფლებასაც კი. მხოლოდ მოლდოვის მხარის თხოვნის შემდეგ,“ – თქვა არესტოვიჩმა. არესტოვიჩმა ასევე განიხილა, თეორიულად შეეძლება თუ არა მოლდოვას დნესტრისპირეთის დაკავება და თქვა, რომ ამ შემთხვევაში "მოლდოვას შესაძლოა დიდი პრობლემები შეექმნას". მან ასევე დაამატა, რომ ასეთ შემთხვევაში, საუკეთესო გზაა მოლდოვასთვის  რუმინეთისთვისა და უკრაინისთვის დახმარების თხოვნა იქნება. "შეუძლიათ ჩვენც მოგვმართონ დასახმარებლად". – აღნიშნა არესტოვიჩმა. ოლექსი არესტოვიჩის  მოსაზრებას გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი და აღნიშნა, რომ ეს "საკმაოდ პროვოკაციული" ნათქვამი იყო. სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. 25 აპრილს, დღის მეორე ნახევარში ტირასპოლში ე.წ. „სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს“ შენობაში აფეთქებები მოხდა, ხოლო 26 აპრილს კი, ტელეანძა ააფეთქეს. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებები რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა. დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებების გამო მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ უშიშროების საბჭო მოიწვია. მოლდოვის პრეზიდენტმა 26 აპრილს განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში დაძაბულობაა სხვადასხვა ძალას შორის, რომელთაც სიტუაციის დესტაბილიზაცია სურთ. ამჟამად დნესტრისპირეთში 1400-მდე რუსი სამხედრო იმყოფება. 1990 წელს, ადგილობრივი სეპარატისტების მიერ დნესტრისპირეთის „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ გამოცხადებას, მოლდოვის არმიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. ინფორმაციისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა. ეს პირველი ოფიციალური დოკუმენტია, რომელშიც დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად იქნება მოხსენიებული. ასევე წაიკითხეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა

მაია სანდუ: მოლდოვამ ყველა გზა უნდა გამოიყენოს პროფესიონალი და თანამედროვე არმიის შესაქმნელად

"უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში მოლდოვის არმია სამხედრო აღჭურვილობის, ტექნიკისა და ბრძოლისუნარიანობის გარეშე დარჩა. ამის შედეგებს ახლა ვაცნობიერებთ", - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენმა მაია სანდუმ ეროვნული არმიის გენერალური შტაბის შექმნის 30 წლის იუბილესა და სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებით, კარგად გაწვრთნილი არმია ქვეყანას აძლევს თავდაჯერებულობას, სტრატეგიული არჩევანის თავისუფლებას და მოლდოვამ ყველა გზა უნდა გამოიყენოს პროფესიონალი და თანამედროვე არმიის შესაქმნელად. "ეს არის ინვესტიცია ქვეყნის უსაფრთხოებასა და დაცვაში. ახლა, როდესაც ჩვენს საზღვრებთან ომია, ჩვენ ეს კარგად გვესმის". - თქვა სანდუმ. სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. 25 აპრილს, დღის მეორე ნახევარში ტირასპოლში ე.წ. „სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს“ შენობაში აფეთქებები მოხდა, ხოლო 26 აპრილს კი, ტელეანძა ააფეთქეს. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებები რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა. დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებების გამო მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ უშიშროების საბჭო მოიწვია. მოლდოვის პრეზიდენტმა 26 აპრილს განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში დაძაბულობაა სხვადასხვა ძალას შორის, რომელთაც სიტუაციის დესტაბილიზაცია სურთ. ამჟამად დნესტრისპირეთში 1400-მდე რუსი სამხედრო იმყოფება. 1990 წელს, ადგილობრივი სეპარატისტების მიერ დნესტრისპირეთის „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ გამოცხადებას, მოლდოვის არმიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. ინფორმაციისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა. ეს პირველი ოფიციალური დოკუმენტია, რომელშიც დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად იქნება მოხსენიებული. ასევე წაიკითხეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა

ენტონი ბლინკენი: შეუძლებელია, არ გჯეროდეს, რომ უკრაინელების წარმატება გაგრძელდება, იმიტომ, რომ მათ იციან, რისთვის იბრძვიან

„სიამაყე ვიგრძენი იმის გამო, რაც შეერთებულმა შტატებმა უკვე გააკეთა უკრაინის მთავრობისა და ხალხის მხარდასაჭერად და კიდევ უფრო მტკიცედ დავრწმუნდი, რომ ეს მხარდაჭერა არ უნდა შესუსტდეს“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომელიც უკრაინაში ვიზიტით სამი დღის წინ იმყოფებოდა. „შეუძლებელია, გულგრილი დარჩე უკრაინელების მიღწევების მიმართ. ასევე შეუძლებელია, არ გჯეროდეს, რომ მათი წარმატება გაგრძელდება, იმიტომ, რომ მათ იციან, რისთვის იბრძვიან. ამის შემხედვარე, უნდა გითხრათ, რომ სიამაყე ვიგრძენი იმის გამო, რაც შეერთებულმა შტატებმა უკვე გააკეთა უკრაინის მთავრობისა და ხალხის მხარდასაჭერად და კიდევ უფრო მტკიცედ დავრწმუნდი, რომ ეს მხარდაჭერა არ უნდა შესუსტდეს“,  - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას. ბლინკენმა მოლდოვაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ ხაზი გაუსვა აშშ-ის მიერ 100 მლნ დოლარის გამოყოფას და დაამატა, რომ ამ ქვეყანაში რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდა. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება დნესტრისპირეთში მიმდინარე მოვლენებს. მთელ მსოფლიოში ქვეყნები ერთიანად უჭერენ მხარს უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში - შეხვედრა რამშტეინის ბაზაზე

ენტონი ბლინკენი: ყურადღებით უნდა ვიყოთ საქართველოს და მოლდოვის მიმართ, ეს ქვეყნები რისკის ქვეშ არიან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს სენატორმა კრის კუნსმა დაუსვა შეკითხვა, რომელიც საქართველოში, დაახლოებით ერთი კვირის წინ, ვიზიტით მყოფ კონგრესის დელეგაციას ხელმძღვანელობდა. „მე ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას, რომელიც გამოხატეთ საქართველოსა და მოლდოვის მოწყვლად მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ მათთან ძალიან ახლოს ვმუშაობთ. მე ვიმყოფებოდი მოლდოვაში რამდენიმე კვირის წინ. მოსახლეობის, ლტოლვილებისა და მიგრაციის საკითხებში ჩვენი მდივანი ასევე იმყოფებოდა ადგილზე. ჩვენ, მოლდოვის მხარდასაჭერად დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარება გამოვყავით. არსებული ინიციატივა ითვალისწინებს პროგრამების დაფინანსებას რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების, ეკონომიკური სტაბილიზაციის დეზინფორმაციის წინააღმდეგ მედეგობის გაძლიერებას. ვცდილობთ, მათი ენერგეტიკული სისტემების ინტეგრაცია მოვახდინოთ ევროპასთან. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს მოლდოვის, ისევე როგორც უკრაინის ევროპის უსაფრთხოების ქსელთან დაკავშირებაში, თუმცა ამ მიმართულებით სამუშაო ისევ არის. ჩვენ ასევე გვჭირდება მუშაობა, რომ გაეროს სააგენტოები მზად იყვნენ ლტოლვილების პოტენციურად უზარმაზარი, დამატებითი ნაკადისთვის მოლდოვაში. მათ უკვე მიიღეს მრავალი ადამიანი, ეს პატარა ქვეყანაა. თქვენ სწორად აღნიშნეთ (როდესაც საუბრობდით საქართველოსა და მოლდოვაზე. რედ), ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ ამ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რისკის ქვეშ არიან. ჩვენ ვნახეთ, დნესტრისპირეთში განვითარებული მოვლენები და ჩვენ მას ძალიან ფრთხილად ვაკვირდებით“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას. ცნობისთვის, სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

რობერტა მეცოლა: მივესალმებით განაცხადის მიღებას საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისგან

„ჩვენი ინსტიტუტი მიესალმება განაცხადის მიღებას საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისგან", - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განცხადა. „გვესმის სირთულეები, გამოწვევები და საფრთხეები, რომლის წინაშეც არიან ეს ქვეყნები. მუდმივ კონტაქტზე ვართ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან, ასევე, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებთან იმაში დასარწმუნებლად, რომ როდესაც ეს ნაბიჯი გადაიდგმება, ჩვენ მზად ვართ, ჩვენი ვალდებულების შესასრულებლად და პარლამენტს ამის გაკეთება არ მოერიდება“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტის ლიდერების NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ 11 აპრილს გადასცა. ქვეყანას პასუხების დასაბრუნებლად 4-კვირიანი ვადა აქვს. უკრაინამ შევსებული კითხვარი 17 აპრილს, დააბრუნა. ევროკავშირის კითხვარი უკრაინის შემდეგ, 22 აპრილს მოლდოვამაც შეავსო. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ასევე წაიკითხეთ: იენს სტოლტენბერგი: საქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერა უნდა უზრუნველვყოთ შალვა პაპუაშვილი: რობერტა მეცოლას სახით ჩვენს ქვეყანას ნამდვილად ჰყავს გულშემატკივარი, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას უჭერს მხარს ევროპარლამენტის რეზოლუცია: საქართველოსა და უკრაინას აქვთ ევროპული პერსპექტივა და შეუძლიათ, გააკეთონ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე  

მაია სანდუ მოლდოვის რუმინეთთან შესაძლო გაერთიანებაზე: ეს შესაძლოა, მოხდეს მხოლოდ ხალხის მხარდაჭერით

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, მეზობელ სახელმწიფო რუმინეთთან გაერთიანება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ამას ხალხი მოისურვებს. „ეს შესაძლოა, მოხდეს მხოლოდ ხალხის მხარდაჭერით. როცა ხალხი განაცხადებს, რომ მათ ეს სურთ, ეს მოხდება“, – განაცხადა მაია სანდუმ მოლდოვურ ტელევიზია Journal TV-ს ეთერში. მანამდე კი თქვა, რომ ქვეყნის შეიარაღება ვერ პასუხობს ამჟამინდელ გამოწვევებს და საჭირო იყო შეიარაღების გაუმჯობესება. სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. 25 აპრილს, დღის მეორე ნახევარში ტირასპოლში ე.წ. „სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს“ შენობაში აფეთქებები მოხდა, ხოლო 26 აპრილს კი, ტელეანძა ააფეთქეს. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებები რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა. დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებების გამო მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ უშიშროების საბჭო მოიწვია. მოლდოვის პრეზიდენტმა 26 აპრილს განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში დაძაბულობაა სხვადასხვა ძალას შორის, რომელთაც სიტუაციის დესტაბილიზაცია სურთ. ამჟამად დნესტრისპირეთში 1400-მდე რუსი სამხედრო იმყოფება. 1990 წელს, ადგილობრივი სეპარატისტების მიერ დნესტრისპირეთის „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ გამოცხადებას, მოლდოვის არმიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. ინფორმაციისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა. ეს პირველი ოფიციალური დოკუმენტია, რომელშიც დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად იქნება მოხსენიებული. ასევე წაიკითხეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა

პრეზიდენტი მაია სანდუს ტელეფონით ესაუბრა: ჩვენ საერთო ევროპული გზა გვაერთიანებს

საქართველოს პრეზიდენტი მოლდოველ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა მაია საუნდუსთან სატელეფონო საუბრისას მოლდოვის მიმართ სოლიდარობა გამოხატა. „კონგრესში ყოფნისას, სატელეფონი ზარი მქონდა პრეზიდენტ მაია სანდუსთან მოლდოვაში არსებულ ვითარებაზე. საქართველო სოლიდარულია მოლდოვას მიმართ - ჩვენ საერთო ევროპული გზა გვაერთიანებს“, - აღნიშნულია პრეზიდენტის Twitter პოსტში. თავის მხრივ, მაია სანდუმ საქართველოს, სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა. „მოლდოვაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტს ვესაუბრე. მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს მოლდოვისადმი გამოჩენილი სოლიდარობისთვის, მთელი რეგიონისთვის ამ რთულ პერიოდში“, - წერს მაია სანდუ. ცნობისთვის, სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. ამავე თემაზე სალომე ზურაბიშვილი მოლდოვას სოლიდარობას უცხადებს: ევროპის უფრო მეტად დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა ყოველი ჩვენგანისთვის რისკია  

სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს რუსეთი ახორციელებს აგრესიას უკრაინის მიმართ, ამავე დროს, ნერვების ომი აქვს მოლდოვასთან და საქართველოსთან

„დღეს რუსეთი სრულად არის ჩართული თავის აგრესიაში უკრაინის მიმართ, ამავე დროს, ნერვების ომი აქვს დაწყებული მოლდოვასთან და თუნდაც საქართველოსთან, „სამხრეთ ოსეთის“ ქმედებების შედეგად, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად. ჩვენ გვჭირდება ჩვენი პარტნიორების სრული ყურადღება და მხარდაჭერა, ჩვენ თავად არ უნდა დავიწყოთ პანიკის დათესვა“, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვაშინგტონში ჟურნალისტებთან გააკეთა, როდესაც შეერთებულ შტატებში ვიზიტი შეაჯამა. „იყო სხვადასხვა სცენარზე საუბარი, მაგრამ მე არ ვიხმარდი სიტყვას - მოსალოდნელი საფრთხე. არსებობს სცენარები და ამიტომ არის საჭირო, ჩვენ ვიყოთ ყურადღების ქვეშ და არა იმიტომ, რომ პანიკა დაითესოს ამ საფრთხეების მიმართ. დღეს რუსეთი სრულად არის ჩართული თავის აგრესიაში უკრაინის მიმართ, ამავე დროს, ნერვების ომი აქვს დაწყებული მოლდოვასთან და თუნდაც საქართველოსთან, „სამხრეთ ოსეთის“ ქმედებების შედეგად, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად. ჩვენ გვჭირდება ჩვენი პარტნიორების სრული ყურადღება და მხარდაჭერა, ჩვენ თავად არ უნდა დავიწყოთ პანიკის დათესვა“, - განუცხადა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს. ამავე თემაზე სალომე ზურაბიშვილი: არ შეიძლება, ლაპარაკი იყოს ომის პარტიაზე, ჩემთვის ეს არ არსებობს, ომის მომხრე არავინაა და მინდა, პირადად დავიცვა სახალხო დამცველი

გერმანიის ბუნდესტაგმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპულ გზას მხარს უჭერს

გერმანიის ბუნდესტაგი საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპულ გზას მხარს უჭერს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს. „გერმანიის პარლამენტმა 2022 წლის 28 აპრილს მიიღო რეზოლუცია „დავიცვათ მშვიდობა და თავისუფლება“ და მასში პარლამენტი მხარს უჭერს გერმანიის ფედერალური მთავრობის დახმარებას უკრაინისთვის, რომელიც ასევე მოიცავს მძიმე შეიარაღების მიწოდებას. ამასთან დაკავშირებით, ბუნდესტაგი ადასტურებს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას „მათ ევროპულ გზაზე“. პარლამენტის აზრით, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის კრიტერიუმების შესრულება ევროკავშირში წევრობის წინაპირობას წარმოადგენს“, – აღნიშნულია გერმანიის საელჩოს ინფორმაციაში. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილი საქართველომ 13 მაისამდე უნდა დააბრუნოს.  ამავე თემაზე ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ევროინტეგრაციის გზის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავედით რა წერია ევროკავშირის კითხვარში საქართველოს მთავრობა, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული კითხვარის მეორე ნაწილს ასაჯაროებს ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვარის მეორე ნაწილს ევროკავშირს ვადაზე ადრე გადავცემთ  

შარლ მიშელი: ევროკავშირი მოლდოვისთვის დამატებითი სამხედრო აღჭურვილობის გადაცემას გეგმავს

"ევროკავშირი მოლდოვისთვის დამატებითი სამხედრო აღჭურვილობის გადაცემას გეგმავს", – ამის შესახებ მოლდოვაში ვიზიტისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა. „ჩვენ დავეხმარებით მოლდოვას მისი მდგრადობის გაძლიერებაში და უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგებთან გამკლავებაში. გასულ წელს, ჩვენ გამოვაცხადეთ შვიდი მილიონი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფა აღჭურვილობისთვის, ასევე არმიის სამედიცინო და ტექნიკური საჭიროებებისთვის ევროკავშირის მშვიდობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. მიმდინარე წელს კი, ჩვენ ვგეგმავთ, რომ მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა მოლდოვისადმი მისი შეიარაღებული ძალებისთვის დამატებითი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებით. ჩვენ ასევე დავეხმარებით დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, სოციალური ერთიანობის გაძლიერებაში და კიბერთავდასხმების მოგერიებაში. ჩვენ გვჯერა, რომ რეფორმები გააძლიერებს მოლდოვის მდგრადობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდელობას“, – განაცხადა შარლ მიშელმა.  

შარლ მიშელმა პირობა დადო, რომ ევროკავშირი მოლდოვისთვის სამხედრო დახმარებას გაზრდის

ოთხშაბათს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პირობა დადო, რომ მოლდოვისთვის გაზრდის ევროკავშირის სამხედრო დახმარებას - უკრაინის მეზობლისთვის, რომელიც სეპარატისტულ რეგიონში თავდასხმების სერიის მომსწრეა. „წელს, ჩვენ ვგეგმავთ, მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა მოლდოვის მიმართ, მის შეიარაღებულ ძალებს დამატებითი სამხედრო აღჭურვილობა მივაწოდოთ“, - განაცხადა მიშელმა პრესკონფერენციაზე, მოლდოვაში ვიზიტისას. მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააძლიერებს მხარდაჭერას „ლოგისტიკის, კიბერთავდაცვის სფეროში“ და შეეცდება, მიაწოდოს მოლდოვას „მეტი სამხედრო აღმშენებლობის შესაძლებლობები“, თუმდა დეტალები არ დაკონკრეტებულა. „ევროკავშირი სრულ სოლიდარობას გიცხადებთ და, მოლდოვის გვერდით დგას, ევროპა ვალდებულია, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს თქვენს ქვეყანას“, - განაცხადა მიშელმა და დაამატა, რომ ბლოკი დაეხმარება მოლდოვას, „გაუმკლავდეს უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად მიღებულ შედეგებს“. „ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან პარტნიორობის გაღრმავებას, რათა თქვენი ქვეყანა ევროკავშირს დაუახლოვდეს“, - განაცხადა მიშელმა.

მაია სანდუს თქმით, „პესიმისტურ სცენარებთან“ დაკავშირებით, მოლდოვას აქვს გეგმები, თუმცა ახლა გარდაუვალ რისკებს ვერ ხედავს

მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვას აქვს გეგმები „პესიმისტური სცენარებისთვის, ახლა ვერ ვხედავთ გარდაუვალ რისკს", - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მაია სანდუს განცხადებით, „დნესტრისპირეთში მომხდარი ინციდენტები წარმოქმნილი იყო ომის მომხრე ძალების მიერ და მთავრობა ცდილობს, ხელი შეუშალოს მსგავს ინციდენტებს". დღესვე მოლდოვის პრეზიდენტმა ევროკავშირს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „მოლდოვისა და რეგიონისთვის ამ რთულ დროს, ჩვენ მადლობელი ვართ ევროკავშირის სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ მზად ვართ, გავაღრმაოთ ჩვენი თანამშრომლობა და წინ წავწიოთ ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია მაია სანდუს Twitter პოსტში. მოლდოვაში ვიზიტისას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პირობა დადო, რომ ევროკავშირი მოლდოვისთვის სამხედრო დახმარებას გაზრდის  

მოლდოვის პარლამენტის სპიკერი ბუჩაში ჩავიდა

მოლდოვის პარლამენტის სპიკერი იგორ გროსუ უკრაინაში ვიზიტისას ბუჩას ეწვია.უკრაინული მედიის ცნობით, მან ომის შეწყვეტის, ომის დანაშაულების გამოძიება და ამ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირების დასჯა მოითხოვა. მაია სანდუს თქმით, „პესიმისტურ სცენარებთან“ დაკავშირებით, მოლდოვას აქვს გეგმები, თუმცა ახლა გარდაუვალ რისკებს ვერ ხედავს შარლ მიშელმა პირობა დადო, რომ ევროკავშირი მოლდოვისთვის სამხედრო დახმარებას გაზრდის „ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში, ქალაქ ბუჩაში ერთ-ერთი დასახლებული პუნქტის მონახულებით დაიწყო, რომელიც რუსული არმიის წარმოუდგენელი სისასტიკის მომსწრე გახდა. ეს ომი უნდა შეწყდეს და ომის დანაშაულები გამოიძიონ და დამნაშავეები დაისაჯონ", - ამბობს იგორ გროსუ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ნედ პრაისი: საქართველოც და მოლდოვაც შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან

საქართველოც და მოლდოვაც შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ჩვენ მათი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულნი ვართ, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა. „ჩვენ ყოველთვის კავშირზე ვართ რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან ჩვენი საელჩოს, დეპარტამენტის საშუალებით. ეს, რა თქმა უნდა, ეხება ჩვენს კოლეგებს თბილისში. ეს დისკუსიები გრძელდება. ჩვენ ვიცით, რომ ვლადიმირ პუტინს შესაძლოა, ჰქონდეს მისწრაფებები აგრესიისკენ რეგიონის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. ვფიქრობ, საპასუხოდ ჩვენ დემონსტრირებას ვახდენთ, თუ როგორ უზრუნველვყოფთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს იმით, რაც მათ სჭირდებათ, რომ იყვნენ ეფექტური ამ მდგომარეობის წინაშე, რუსული აგრესიის ამ საშინელი შემთხვევის წინააღმდეგ. ჩვენ ვაჩვენებთ, რომ შეერთებული შტატები, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები არ შეეგუებიან ამ ტიპის ქმედებებს“, – განაცხადა ნედ პრაისმა.  ასევე წაიკითხეთ: ნედ პრაისი: აშშ არ აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს დაყოფის მცდელობის არანაირ შედეგს ნედ პრაისი: ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას - მჭიდრო კონტაქტი გვაქვს საქართველოში ჩვენს კოლეგებთან უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე  

ევროპარლამენტის რეზოლუცია: მიანიჭეთ მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

5 მაისს მიღებულ რეზოლუციაში ევროპარლამენტი ევროკავშირში მოლდოვის გაწევრიანებას მიესალმება და ამბობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის იმ კუთხით, რომ საკვანძო რეფორმებს ახორციელებს. ტექსტში, რომელიც დამტკიცებულია ხელის აწევით, ნათქვამია, რომ მოლდოვა არაპროპორციულად დაზარალდა რუსეთის ომით მეზობელ უკრაინაში, რაც ძირითადად გამოწვეულია 450,000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილის შესვლით ომის დაწყების დღიდან - მათგან თითქმის 100,000 მოლდოვაში რჩება - ასევე, ვაჭრობის შემცირების და ენერგიისა და ტრანსპორტის ფასების გაზრდის გამო. ამ მიზნით, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირს, მეტი მხარდაჭერა გაუწიოს ქვეყანას, ახალი მაკროფინანსური დახმარების, სატრანსპორტო და ვაჭრობის ლიბერალიზაციის შემდგომი ღონისძიებების და ლტოლვილთა მართვისა და ჰუმანიტარული მიზნების მხარდაჭერის გაგრძელების გზით. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე, პარლამენტი მიესალმება მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას და აცხადებს, რომ ევროკავშირმა უნდა მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, TEU-ს 49-ე მუხლის შესაბამისად და „დამსახურების საფუძველზე“. იმავდროულად, ევროკავშირმა და მოლდოვამ უნდა გააგრძელონ მუშაობა ქვეყნის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციისა და დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკომისიას, სწრაფად დაასრულოს განაცხადის შეფასება და უზრუნველყოს მოლდოვის სრული დახმარება, ვიდრე ეს პროცესი გრძელდება. გაიზარდა შიში დნესტრისპირეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რეზოლუცია ასევე გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას დნესტრისპირეთის რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც აპრილში არაერთი ინციდენტის მომსწრე გახდა, რაც ევროპარლამენტარების მიერ განიხილება, როგორც პროვოკაციების სახიფათო აქტები უსაფრთხოების უკიდურესად არასტაბილურ ვითარებაში. ისინი ასევე იმეორებენ პარლამენტის მხარდაჭერას „დნესტრისპირეთის კონფლიქტის ყოვლისმომცველი, მშვიდობიანი და ხანგრძლივი პოლიტიკური მოგვარების მიმართ“, მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და იქ განთავსებული რუსული ძალების გაყვანის ჩათვლით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი ევროკომისიას 17 აპრილს დაუბრუნა. კითხვარი შეავსო მოლდოვამაც. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი ევროკავშირის ელჩს 2 მაისს გადასცა.

ევროკავშირი მოლდოვას დამატებით 52 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი მოლდოვას დამატებით 52 მილიონ ევროს გამოუყოფს. სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, მოლდოვისთვის ბოლო ორი წელი ძალიან რთული იყო COVID-19-ის პანდემიის და  გაზის კრიზისის გათვალისწინებით, რასაც ახლა უკრაინაში რუსეთის ომის შედეგების გავლენა დაემატა. „მოლდოველი ხალხის რეაქცია ლტოლვილთა კრიზისზე სამაგალითო იყო. ევროკავშირმა სწრაფად მოახდინა მხარდაჭერის მობილიზება, რათა დაეხმაროს მოლდოვას უკრაინელ ლტოლვილებზე ზრუნვაში. ჩვენ ვაგრძელებთ ერთგულებას, დავაჩქაროთ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელება, რათა უზრუნველვყოთ მოლდოვას გრძელვადიანი აღდგენა და გავზარდოთ მისი მედეგობა“, – განაცხადა ვარჰეიმ. ასევე წაიკითხეთ: ევროპარლამენტის რეზოლუცია: მიანიჭეთ მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი  

რობერტა მეცოლა: უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში, დასავლეთ ბალკანეთში ახლა ევროპას იმედით უყურებენ

ადამიანები უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში ახლა ევროპას იმედით უყურებენ. მინდა, ადამიანებს სჯეროდეთ, როგორც ჩვენ გვჯეროდა“, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა. „18 წლის წინ, პირველ მაისს, ვალეტაში ვიდექი, მთელი ქვეყანა წუთებს ვითვლიდით, ვიდრე მალტა ცხრა ქვეყანასთან ერთად ევროკავშირს შეურთდებოდა. ახლაც მახსოვს აურაცხელი შესაძლებლობების, იმედის და მომავლის რწმენის განცდა. ადამიანები უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში ახლა ევროპას იმავე განცდით და იმედით უყურებენ, მინდა, ადამიანებს სჯეროდეთ, როგორც ჩვენ გვჯეროდა და ამისთვის ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არ ვართ მხოლოდ ეკონომიკური ბლოკი, ჩვენ არ ვართ მხოლოდ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა. ჩემი თაობისთვის ევროპა კლიშეა საერთო ოცნებაზე, საერთო ღირებულებებზე, საერთო მომავალზე, ერთად ყოფნაზე. ჩვენთვის ევროპა მომავალია. ის ყოველთვის იყო მომავალი. ჩვენ ვერ უარვყოფთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს საზოგადოებებში პოლარიზაცია გაიზარდა. ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია, რომელიც თავს დაკარგულად, მიტოვებულად გრძნობს. ჩვენ უნდა შევძლოთ ლიდერობა, ჩვენ უნდა შეგვეძლოს პასუხის გაცემა. ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივს, რომელიც ასე ადვილად და ასე სწრაფად იკრეფს ძალას; დეზინფორმაციას, რომელსაც ბოტები და რუსული ტროლების ქარხნები ქმნიან“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ. მისივე თქმით, გლობალური დემოკრატიის დღის წესრიგი ახლა ისე მძიმედ აწევს ევროპის მხრებზე, როგორც არასდრო. „ეს ჩვენი მომენტია, მომენტი, როცა უნდა გავიგოთ, რომ ევროპა არის ბუჩას ქუჩებში, მარიუპოლის გვირაბებშიც, ირპენის თავშესაფრებსა და ზმეინის კუნძულის ნაპირებთანაც“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

ოთარ შამუგია: საქართველო და მოლდოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის მუშაობენ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრ ვიორელ ჩერჩიუსს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრაზე, ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ საქართველო და მოლდოვა საერთო გამოწვევების წინაშე დგანან. მისი თქმით, ამ ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გაღრმავდეს გამოცდილების გაზიარების კუთხით. „საქართველო, ისევე როგორც მოლდოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის მუშაობს. მნიშვნელოვანია, ერთობლივი ძალისხმევით, ეს პროცესი ჩვენი ქვეყნებისთვის დადებით შედეგამდე მივიდეს. საქართველო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ. მოლდოვის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანია მეღვინეობის, მეხილეობისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა. „ევროკავშირის დებულებების გათვალისწინებითა და გამოცდილების გაზიარებით, ჩვენ მივაღწევთ საერთო წარმატებას”, – განაცხადა ვიორელ ჩერჩიუსმა. ოთარ შამუგიამ შეხვედრაზე სასურსათო უსაფრთხოების საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რეგიონში მიმდინარე საომარი მდგომარეობის გამო, დღის წესრიგში დგას მარცვლეულის ბაზრების დივერსიფიკაციის საკითხი. მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მარცვლეული კულტურების წარმოების მიმართულებით მოლდოვას გამოცდილების გაზიარება. მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე ესწრებოდნენ.  

მაია სანდუ: მოლდოვის ევროპული ტრანსფორმაციის იდეის ერთგულნი ვართ, მაგრამ ამ გზაზე ევროკავშირის მხარდაჭერა გვჭირდება

მოლდოვის პრეზიდენტი ბრიუსელში იმყოფება. ოფიციალური ცნობით, მაია სანდუმ ბოლო შეხვედრა ევროპარლამენტარებთან, მათ შორის ანდრიუს კუბილიუსთან გამართა. „ჩვენ მზად ვართ იმ მძიმე სამუშაოსთვის, რომელიც მოლდოვას ევროპული ოჯახის ნაწილად აქცევს. ჩვენ მზად ვართ, ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაციისთვის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის დახმარება ამ გზაზე“, - წერს სანდუ Twitter-ზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრასთან დაკავშირებით.  მოლდოვის პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტის განაგრძობს. მან პირველი შეხვედრა 17 მაისს, შარლ მიშელთან გამართა. მაია სანდუმ ასევე გამართა მოლაპარაკებები ბელგიის პრემიერთან. საუბარი შეეხებოდა იმ გამოწვევევს, რომლებიც მოლდოვის წინაშე დგას. საქმე ეხება უკრაინიდან დევნილების მხარდაჭერას და ეკონომიკაზე ზეწოლას.  

დიდი ბრიტანეთი მოლდოვაში თანამედროვე შეიარაღების გაგზავნის საკითხს მოკავშირეებთან განიხილავს

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, მისი სურვილია, მოლდოვაში თანამედროვე იარაღი გააგზავნონ, იმისთვის, რომ ქვეყანა რუსეთის შეჭრის საფრთხისგან დაცული იყოს და ამ საკითხზე NATO-ს მოკავშირეებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „მსურს, მოლდოვა NATO-ს სტანდარტებით აღჭურვილი ვიხილო. ამაზე დისკუსია ჩვენს მოკავშირეებთან გვაქვს. პუტინმა აბსოლუტურად მკაფიოდ გამოააშკარავა საკუთარი ამბიციები დიდი რუსეთის შექმნის შესახებ – და მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ძალისხმევა კიევის აღებასთან დაკავშირებით წარუმატებელი იყო, არ ნიშნავს, რომ მან მიატოვა ეს ამბიციები“, – განაცხადა ტრასმა. The Telegraph-ი წერს, რომ გეგმის დამტკიცების შემთხვევაში NATO-ს წევრები მოლდოვას მიაწვდიან თანამედროვე იარაღს, ჩაანაცვლებენ საბჭოთა პერიოდის აღჭურვილობას და მოამზადებენ ჯარისკაცებს მის გამოყენებაში.    

მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის სახლში პროკურატურა ჩხრეკას ატარებს

მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის იგორ დოდონის სახლში ჩხრეკა მიმდიანარეობს. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე კორუფციულ ბრალდებას ეხება. „საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება მრავალი ბრალდებით. მათ შორისაა კორუფცია, სამშობლოს ღალატი, უკანონო გამდიდრება", - განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა.  მისივე თქმით, ჩხრეკა ტარდება დოდონის საკუთრებაში არსებულ სხვა ლოკაციებზეც. გავრცელებული ცნობებით, იგორ დოდონი მოლდოვა-რუსეთის ბიზნეს კავშირის ხელმძღვანელიც გახლდათ.  

ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში ვიზიტის ფარგლებში მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოსა და მოლდოვის მიერ წარდგენილი განაცხადის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში სრული ინტეგრაციისთვის საჭირო პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია. აღინიშნა, რომ საქართველოსა და მოლდოვას მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობა და ასოცირებული ტრიოს ფორმატში მნიშვნელოვანი პარტნიორობა აკავშირებთ. ხაზი გაესვა არაერთი მიმართულებით ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების წარმატებულ თანამშრომლობას და გამოითქვა მზაობა, არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. შეხვედრისას, პრემიერ-მინისტრებმა დაადასტურეს მტკიცე ურთიერთმხარდაჭერა ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.  ირაკლი ღარიბაშვილმა და ნატალია გავრილიცამ უკრაინელი ხალხის მიმართ საქართველოსა და მოლდოვის სოლიდარობა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.  

მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი წაუყენეს

მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტს იგორ დოდონს კორუფციასა და სახელმწიფო ღალატში ბრალი წაუყენეს. პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტის 30 დღით დაკავება მოითხოვა. ამის შესახებ მოლდოვის გენერალური პროკურატურის სპიკერმა მარიანა ჩერპეკმა განაცხადა. მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს „დოდონს ბრალი წაუყენეს ოთხშაბათს დაკითხვისას; საქმე აღიძრა [მოლდოვის სისხლის სამართლის კოდექსის] 324-ე მუხლით (პასიური კორუფცია), 181/2 მუხლით (დაფინანსების მიღება კრიმინალური ორგანიზაციიდან), 337-ე მუხლი (ღალატი) და 330/2 მუხლი (უკანონო გამდიდრება)“, - განუცხადა ჩერპეკმა ოთხშაბათს ჟურნალისტებს. მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის სახლში პროკურატურა ჩხრეკას ატარებს დოდონი მოლდოვის პრეზიდენტი 2016 წლის დეკემბრიდან 2020 წლის დეკემბრამდე იყო. მჭიდროდ თანამშრომლობდა რუსეთთან და ხშირად ხვდებოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. დოდონი მოლდოვის პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტით მოსკოვში 2017 წლის იანვარში ჩავიდა. იმავე წელს, 9 მაისს, ერთადერთი უცხოელი პრეზიდენტი იყო, რომელიც წითელ მოედანზე გამარჯვების აღლუმს დაესწრო. 2020 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დოდონა დაამარცხა მაია სანდუმ, რომელსაც პროდასავლური კანდიდატი უწოდეს. დოდონმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მოლდოვის დატოვებას და ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას არ აპირებს.

მოლდოვის ექსპრეზიდენტს შინაპატიმრობა შეეფარდა

კიშინიოვის სასამართლომ მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტს იგორ დოდონს 30-დღიანი შინაპატიმრობა შეუფარდა. მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის სახლში პროკურატურა ჩხრეკას ატარებს მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს სახელმწიფოს ყოფილ მეთაურს კორუფციასა და ღალატში ადანაშაულებენ. პოლიტიკოსს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მანამდე, მოლდოვის პროკურორმა პეტრ იარმალიუკმა მედიას განუცხადა, რომ გამოძიებამ აღმოაჩინა მტკიცებულებები, რომლებიც დოდონის ქვეყნიდან წასვლის განზრახვას ადასტურებს.  კერძოდ, მისი თქმით, იგორ დოდონს ჩხრეკისას თვითმფრინავის ბილეთები და უცხოურ ვალუტაში არსებული დიდი ოდენობით თანხა აღმოუჩინეს.  24 მაისს, მოლდოვის ანტიკორუფციული პროკურატურის თანამშრომლებმა იგორ დოდონი 72 საათის განმავლობაში დააკავეს. სოფელ სადოვაში ექსპრეზიდენტის და მისი დედის სახლი გაჩხრიკეს. მეორე დღეს, დოდონს ბრალი პასიურ კორუფციაში, უკანონო გამდიდრებაში, დანაშაულებრივი ორგანიზაციის მეშვეობით პარტიის დაფინანსებასა და სამშობლოს ღალატში წაუყენეს.  

მოლდოვის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც რუსეთიდან საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემების რეტრანსლირებას კრძალავს

მოლდოვის პარლამენტმა საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც გადაცემების რეტრანსლირებას იმ ქვეყნებიდან კრძალავს, რომლებმაც ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის შესახებ ევროპული კონვენციის რატიფიცირება არ მოახდინეს. იუწყება ადგილობრივი გაზეთი NewsMaker. ეს კანონი რუსული ტელეარხების გადაცემებსაც შეეხება. მმართველი პარტიის „მოქმედებისა და სოლიდარობის“ დეპუტატმა რადუ მარიანმა დააკონკრეტა, რომ აკრძალულია სატელევიზიო და რადიო გადაცემების საინფორმაციო, საინფორმაციო-ანალიტიკური, სამხედრო და პოლიტიკური შინაარსის გადაცემები. კერძოდ, აკრძალულია დეზინფორმაციის, სამხედრო აგრესიის პროპაგანდის, ექსტრემისტული ან ტერორისტული შინაარსის შემცველი მაუწყებლობა, აგრეთვე ყალბი ინფორმაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. გამონაკლისი იქნება ფილმების, მუსიკისა და გასართობი გადაცემების [რომლებსაც არ აქვთ მილიტარისტული ელფერი] რეტრანსლირების დაშვება. კანონის დარღვევა ისჯება 100 000 ლეის (5200 დოლარზე მეტი) ჯარიმით, ასევე გათვალისწინებულია მაუწყებლობის ლიცენზიის დროებით შეჩერება. NewsMaker-ის ცნობით, ამავდროულად, კანონპროექტიდან ამოიღეს ის დებულებები, რომლებიც ყველაზე მეტ კრიტიკას იწვევდა. კერძოდ, დებულება, რომლის თანახმადაც მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურს დეზინფორმაციის გამავრცელებელი საიტების დაბლოკვის უფლებამოსილება ენიჭებოდა.  

მოლდოვამ ევროკავშირიდან ლეტალური იარაღის მიწოდებაზე მოლაპარაკებები დაიწყო

მოლდოვამ ევროკავშირის პარტნიორებთან ლეტალური იარაღის მიწოდებაზე მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ ტელეკომპანია Moldova 1-ის ეთერში განაცხადა. დიდი ბრიტანეთი მოლდოვაში თანამედროვე შეიარაღების გაგზავნის საკითხს მოკავშირეებთან განიხილავს მოლდოვის პრეზიდენტი დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარის გაყვანას ითხოვს მისი თქმით, მოლდოვამ ევროპელ პარტნიორს, საზღვრების გასაძლიერებლად იარაღის მიწოდების თხოვნით მიმართა. „ბუნებრივია, ჩვენ ასევე განვიხილავთ სხვა სახის მხარდაჭერას ევროკავშირის ქვეყნებთან. ჯერჯერობით ეს არის წინასწარი განხილვები. ჩვენ ვწყვეტთ, გვჭირდება თუ არა ლეტალური იარაღი", - განაცხადა გავრილიცამ. შეგახსენებთ, ადრე მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები ოკუპირებული დნესტრისპირეთიდან, რადგან მისი სამხედრო ყოფნა კიშინიოვის ნეიტრალიტეტს არღვევს.  

შალვა პაპუაშვილი: დღეს არ არის მომენტი, როდესაც ევროკავშირმა კრიტიკის ჭუჭრუტანიდან უნდა უყუროს საქართველოს

დღეს არ არის მომენტი, როდესაც ევროკავშირმა კრიტიკის ჭუჭრუტანიდან უნდა უყუროს საქართველოს, უკრაინასა თუ მოლდოვას, დღეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დრო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „რეფორმების შედეგად, საქართველომ მიიღო უვიზო რეჟიმი შენგენის ქვეყნებში და ჩვენ ახლა ვართ სწორედ იმ გადაწყვეტილების წინაშე, როდესაც ველოდებით კანდიდატის სტატუსის დადასტურებას. იცით, რომ „ქართულ ოცნებას“ გაცხადებული ჰქონდა 2024 წელს განაცხადის შეტანის გეგმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ და ამას მაშინ ირონიით უყურებდა ყველა, მთელი პოლიტიკური ლანდშაფტი, რომ საქართველო, ამ შემთხვევაში, მმართველი გუნდი აცხადებდა პრეტენზიას, რომ 2024 წელს გააკეთებდა განაცხადს კანდიდატობაზე. დღეს ახლა ყველა სხვა, რომლებიც ირონიითა და სკეპტიკურად უყურებდნენ ამ პროცესს, გვევლინებიან ისე, თითქოს მთავარი წამყვანები არიან ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით. დღეს არ არის მომენტი, როდესაც ევროკავშირმა კრიტიკის ჭუჭრუტანიდან უნდა უყუროს საქართველოს, უკრაინასა თუ მოლდოვას, დღეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დრო", - განაცხადა პაპუაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი აქვს ლევან დავითაშვილი: ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები ჩნდება  

არ ვფიქრობ, რომ კონსტიტუციაში დაფიქსირებული ნეიტრალიტეტი ჩვენ გვიცავს - მაია სანდუ

„მოლდოვის საკონსტიტუციო ნეიტრალიტეტს რუსეთი არ სცემს პატივს, რადგან აქ რუსული ძალები უკანონოდ არიან განთავსებულნი. ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ კონსტიტუციაში დაფიქსირებული ნეიტრალიტეტი ჩვენ გვიცავს“, – შესაბამისი განცხადება მოლდოვის პრეზიდენტმა, ბრატისლავაში მიმდინარე კონფერენციაზე გააკეთა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა. სანდუს განცხადებით, მოსახლეობის დიდ ნაწილს კვლავ სჯერა, რომ ნეიტრალურობა უნდა შენარჩუნდეს, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება აცნობიერებს არსებულ რისკებს, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის წინაშეა. მოლდოვამ ევროკავშირიდან ლეტალური იარაღის მიწოდებაზე მოლაპარაკებები დაიწყო მისივე თქმით, მოლდოვას სჭირდება ევროპის დიდი ოჯახის წევრობა, რომ უფრო დაცულად იგრძნოს თავი.  

მოლდოვა, უკრაინული „ენერგოატომისგან“ ელექტროენერგიის შესყიდვას იწყებს

უკრაინაში, ელექტროენერგიის უმსხვილესი მწარმოებელი NNEGC "Energoatom"-ი, 4 ივნისიდან მოლდოვას ელექტროენერგიას მიაწვდის, რითაც ქვეყანა რუსული ენერგორესურსების ნაწილს ჩაანაცვლებს. ამის შესახებ ტელეგრამის არხზე კომპანიის პრეს-სამსახური იტყობინება. NNEGC Energoatom-მა საექსპორტო ხელშეკრულება მოლდოვის სახელმწიფო კომპანია Energocom-თან გააფორმა. ხელშეკრულებების თანახმად, „ენერგოტომი“ გეგმავს ივნისში მოლდოვისთვის 85,2 ათასი მეგავატ/სთ ელექტროენერგიის მიწოდებას 1 მგვტ/სთ-ზე 77 აშშ დოლარის ფასად“, - ნათქვამია ანგარიშში. ექსპორტის წყალობით „ენერგოტომი“ მიიღებს დამატებით წყაროს სპეციალური ვალდებულებების დაფინანსებისთვის (SSO), რომლის მეშვეობითაც უკრაინის მოსახლეობას ელექტროენერგია მიეწოდება. პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ „ენერგოტომს“ აქვს ელექტროენერგიის წარმოების მოცულობის გაზრდის დიდი პოტენციალი, ამიტომ მისი ექსპორტი მოლდოვაში, შემდეგ კი ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში, კომპანიის სავაჭრო საქმიანობას უაღრესად პერსპექტიულს გახდის.  

ჯოზეფ ბორელი: უკრაინის, საქართველოს, მოლდოვასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს

უკრაინის, საქართველოს, მოლდოვასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას და მათთან კავშირების განმტკიცებას, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „ევროკავშირი მტკიცედ აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ამ ომის მოსაგებად. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებული აგრესიის კონტექსტში, უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში აღმოსავლეთ პარტნიორებთან. უკრაინის, საქართველოს, მოლდოვასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას და მათთან კავშირების განმტკიცებას,“- აღნიშნა ბორელმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე.  ასევე წაიკითხეთ: რობერტა მეცოლა: ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპას თავიანთ სახლად მიიჩნევენ, კარი არ უნდა დაიხუროს, ეს ეხება ყველას, ვინც განაცხადი გააკეთა ევროკომისია საქართველოსა და მოლდოვისთვის არალეტალური სამხედრო დახმარების გაზრდის ინიციატივით გამოვიდა  

ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, როდესაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გავხდებით ევროკავშირის წევრი, იმ დროისთვის სხვაგვარი ევროპარლამენტი დაგვხვდება

იმედი გვაქვს, როდესაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გავხდებით ევროკავშირის წევრი, იმ დროისათვის სხვაგვარი ევროპარლამენტი დაგვხვდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუცია შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც ერთგვარი მინიშნება, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შეიძლება არ მიენიჭოს. „მტკიცებით ვერაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ დღევანდელი რეზოლუცია ამყარებს ცალკეული ექსპერტების მიერ გამოთქმულ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გახმოვანებულ ვადაზე ადრე მოთხოვნის თემა საქართველოს არაკეთილმოსურნეებმა მოიგონეს, რათა ჩვენი ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის ხელოვნური სირთულეები შეექმნათ.  ეს აჟიოტაჟი საეჭვოდ დაემთხვა ბაკურიანის შეკრებას, სადაც ცნობილი რევოლუციების ექსპერტი, პიტერ აკერმანი ნაციონალურ მოძრაობას, მის კუთვნილ პარტიებს, ტელევიზიებსა და ენჯეოებს ხელისუფლების გადატრიალებაში ატრენინგებდა. არ გამოვრიცხავთ, კანდიდატის სტატუსის გარშემო აჟიოტაჟის შექმნაც ბაკურიანის შეკრებაზე იყოს გადაწყვეტილი. ოპოზიციის გათვლა მარტივია, რაზეც დღემდეც არაერთხელ მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია. მათი გათვლით, საქართველომ, უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რასაც უნდა მოყვეს საზოგადოების ნაწილის, განსაკუთრებით ახალგაზრდების მღელვარება და ნაციონალური მოძრაობის მიერ ხელისუფლების გადატრიალება. ამ ყველაფრის დასასრული კი საქართველოს ომში ჩართვაა, რისთვისაც ასე გულმოდგინედ იღწვიანმთელი ეს თვეები ნაციონალური მოძრაობა და მისი მფარველები. ევროპარლამენტის რეზოლუცია შეიძლება აღქმულ იქნეს როგორც ერთგვარი მინიშნება, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შეიძლება არ მიენიჭოს. ასე თუ მოხდება, ბუნებრივია, ეს იქნება სრულიად ალოგიკური და უსამართლო გადაწყვეტილება, რაზეც საქართველოში მშვიდობით, სამართლის უზენაესობითა და ეკონომიკური წინსვლით დაინტერესებულ ყველა ადამიანს თავისი რეაქცია ექნება. ჩვენ არ გავუსწრებთ მოვლენებს და დაველოდებით 23-24 ივნისს, როდესაც კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული. გადაწყვეტილების შესაბამისად, საზოგადოებას მივაწვდით მეტ ინფორმაციას კანდიდატის სტატუსის გარშემო განვითარებული კულუარული მოვლენებისადა შესაბამისი პირადი საუბრების შესახებ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის მაღალი რანგის ინსტიტუტიც „ფეიკის“ მსხვერპლი ხდება ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ - დეტალურად  

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი დსთ-ზე: გვჭირდება ყოვლისმომცველი ანალიზი ამ ორგანიზაციის საქმიანობაში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის შესახებ

მოლდოვის რესპუბლიკის მთავრობა გეგმავს, დსთ-ში ქვეყნის წევრობის შესაბამისობის საკითხი განიხილოს. ამის შესახებ PRO TV-ს ეთერში მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ განაცხადა. მინისტრმა განმარტა, რომ სახელმწიფო ხელმძღვანელობა აპირებს, „გააანალიზოს“ როგორც საკანონმდებლო აქტები, ასევე შეთანხმებები დსთ-ში მოლდოვის წევრობის შესახებ. ეს საკითხი აქტუალური გახდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის ფონზე და იმ დროს, როდესაც მოლდოვის პრიორიტეტია, რომ ევროკავშირში გაწევრიანდეს. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით დსთ-ში მონაწილეობისთვის სამართლებრივ დაბრკოლებებს ვერ ხედავს, თუმცა, მისმა ქვეყანამ ორგანიზაციაში მონაწილეობის რეალური გავლენის შესაფასებლად მუშაობა დაიწყო. „ჩვენ გვჭირდება ყოვლისმომცველი ანალიზი ამ ორგანიზაციის საქმიანობაში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის შესახებ, რომელზეც, უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან იმოქმედა რეგიონულმა ვითარებამ, რუსეთის აგრესიამ“, - განაცხადა ნიკუ პოპესკუმ. მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირში ინტეგრაცია მოლდოვისთვის აბსოლუტური პრიორიტეტია. ინფორმაციისთვის, 2022 წელს, მარტში მოლდოვის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენის შემდეგ, მოლდოვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა დსთ-დან გასვლის დროს შეარჩევს და ამას მაშინ გააკეთებს, როდესაც მოლდოვა ევროინტეგრაციის გზაზე საკმარისს პროგრესს მიაღწევს. მაისში, მოლდოვის პრეზიდენტმა კითხვას, აპირებს თუ არა მოლდოვა დსთ-დან გასვლას, უპასუხა, რომ „ვიდრე ქვეყანას შეუძლია, უპირატესობა მიიღოს ამ შეთანხმებიდან, მან ეს უნდა გააკეთოს“. „ახლა არსებობს პრობლემები რუსეთთან ურთიერთობებში, მაგრამ დსთ-ში სხვა ქვეყნებიც არიან, რომლებთანაც კომერციული ურთიერთობები გვაქბს. ჩვენ უნდა ვიყოთ პრაგმატულები“, – განაცხადა მაია სანდუმ. მანამადე, მოლდოვის პარლამენტის სპიკერმა იგორ გროსუმ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, მოლდოვის მთავრობამ ქვეყნის დსთ-ში ყოფნის მიზანშეწონილობაზე უნდა იმსჯელოს.

რუმინეთის პრეზიდენტი: საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება მალე უნდა მიენიჭოთ

"უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რუმინეთის პოზიციაა, რომ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიენიჭოს", - ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა განაცხადა. საგარეო საქმეთა სამინისტრო: გერმანიის პოლიტიკური წრეები ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მინიჭების ინიციატივით გამოდიან კლაუს იოჰანისის განცხადებით, რუმინეთი მიიჩნევს, რომ სამი ქვეყნისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. რუმინეთის პრეზიდენტი ამას ზნეობრივად, ეკონომიკურად და უსაფრთხების თვალსაზრისით სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. „მოსალოდნელია, რომ გადაწყვეტილების მიღება მიმდინარე თვის ბოლომდე მოხდება. ჩემი აზრით, კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს რაც შეიძლება მალე, ეს არის სწორი გადაწყვეტა მორალური, ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით“, - აღნიშნა იოჰანისმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.  

ემანუელ მაკრონი: ევროკავშირის გაფართოება მისი მეზობლების სტაბილურობისთვის, არ შეიძლება, იყოს ერთადერთი გამოსავალი

ევროკავშირში გაწევრიანება არ შეიძლება, იყოს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს სტაბილურობისთვის ერთადერთი პასუხი, ჩვენ ევროპა უფრო ქმედითი უნდა გავხადოთ, – ამის შესახებ მოლდოვაში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია უფრო ფართო ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შექმნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში თანამშრომლობისთვის, როგორიცაა, თავდაცვა და უსაფრთხოება, რაც გაწევრიანებას არ ჩაანაცვლებს. აღსანიშნავია, რომ 23-24 ივნისს დაგეგმილი სამიტი, სადაც „ტრიოსთვის“ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, იქნება ბოლო სამიტი, სადაც საფრანგეთი როტაციული პრინციპით თავმჯდომარის სტატუსით იქნება წარდგენილი. „საკითხი დაყენებულია. ევროკომისია განიხილავს მას და საბჭოს წევრები გადაწყვეტენ. მე არ მინდა, წინასწარ ვიმსჯელო ამ გადაწყვეტილებაზე აქ, რადგან ჩემი, როგორც ევროპული საბჭოს როტაციული თავმჯდომარის როლი, არის კონსენსუსის შექმნა. თუმცა, ჩემი სურვილია, რომ ჩვენ შევძლოთ პოზიტიური და მკაფიო გზავნილის გაგზავნა ამ მოთხოვნის შესახებ“, – განაცხადა მაკრონმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

მაკრონი: ევროკავშირს არ შეუძლია, მოლდოვა და უკრაინა ერთმანეთისგან გამიჯნოს. მოლაპარაკებების მაგიდაზეა საქართველო, რომელიც გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა

ევროკავშირმა „მკაფიო და პოზიტიური სიგნალი“ უნდა გაუგზავნოს უკრაინასა და მოლდოვას, მიანიჭონ თუ არა მათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა მოლდოვაში ვიზიტისას განაცხადა. ჟურნალისტმა ემანუელ მაკრონს ჰკითხა, ნიშნავდა თუ არა მისგან პოზიტიური სიგნალის ხსენება იმას, რომ მას სურდა, მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინას ოფიციალურად მიეღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. „ევროკავშირმა „მკაფიო და პოზიტიური სიგნალი“ უნდა გაუგზავნოს უკრაინასა და მოლდოვას, გადაწყვეტილების მიღებამდე, მიანიჭონ თუ არა მათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ჩვენ უნდა დავამყაროთ ერთსულოვნება ევროკავშირის წევრებს შორის. ვფიქრობ, რომ არ შეგვიძლია, მოლდოვა უკრაინისგან გავმიჯნოთ იმ პერსპექტივების თვალსაზრისით, რასაც ჩვენ მათ ვაძლევთ“, - განაცხადა მაკრონმა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. მაკრონის განცხადებით, საქართველო ასევე იქნება მოლაპარაკებების მაგიდაზე, როგორც პოტენციური კანდიდატი ქვეყანა, რომელიც „გეოპოლიტიკურად განსხვავებულ მდგომარეობაშია“.  „არსებობს კატეგორია ქვეყნებისა, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის შემადგენლობაში შედიან და რომელთა უსაფრთხოება, გეოპოლიტიკური სიტუაცია განსხვავებულია. „საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ძალიან ახლო მეგობარი ქვეყნები არიან, მაგრამ გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულად თუ დავაკვირდებით, ისინი დღეს იმავე მდგომარეობაში არ იმყოფებიან“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა ემანუელ მაკრონი: ევროკავშირის გაფართოება მისი მეზობლების სტაბილურობისთვის, არ შეიძლება, იყოს ერთადერთი გამოსავალი ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.  

"უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი ძლიერ პოლიტიკურ სიგნალს გზავნის. ვიმუშაოთ იმისთვის, რომ იგივე შესაძლებლობა მივცეთ საქართველოს მოსახლეობას. ჩვენი კარი ღია უნდა დარჩეს. რათა გავაძლიეროთ ევროპა", - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად „უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი ძლიერ პოლიტიკურ სიგნალს გზავნის. ავტოკრატიის წინააღმდეგ. თავისუფლებისთვის. ევროპარლამენტის სახელით, ევროპული კომისიის რეკომენდაციას მივესალმები. დღევანდელი გადაწყვეტილება გვაძლევს გზას, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ჩვენ ასევე მივესალმებით მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას. ვიმუშაოთ იმისთვის, რომ იგივე შესაძლებლობა მივცეთ საქართველოს მოსახლეობას. ჩვენი კარი ღია უნდა დარჩეს. რათა გავაძლიეროთ ევროპა, დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და დავიცვათ თავისუფლება“, – წერს რობერტა მეცოლა. შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ საქართველოს შესახებ უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებული დასკვნა გამოაქვეყნა. ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ, შესასრულებელი პირობებით, საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი ამის მიხედვით გადაწყდეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა საუბარი უკრაინით დაიწყო და განაცხადა, რომ უკრაინა იმსახურებს ევროპულ მომავალს. „უკრაინა უნდა მივიღოთ კანდიდატი ქვეყანა“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე ქვეყნის მიერ პირობების დაკმაყოფილების რეკომენდაცია გასცა. კერძოდ, ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციაა საბჭოს მიმართ, რომ საქართველოს მისცეს ევროპული მომავალი, მაგრამ შეხედოს როგორ დააკმაყოფილებს პირობებს, ვიდრე კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მისცემენ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.  

სანდუმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ქვეყანაში რუსეთის საინფორმაციო და ანალიტიკურ გადაცემებს კრძალავს

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხელი მოაწერა საინფორმაციო სივრცის დაცვის შესახებ კანონს, რომელიც ქვეყანაში რუსეთის ფედერაციის საინფორმაციო და ანალიტიკური გადაცემების, ასევე, ომის შესახებ ფილმების გადაცემას კრძალავს. კანონი ძალაში მომავალი კვირიდან შევა. პარლამენტში კენჭისყრისას კანონს მხარი 101-დან 54-მა დეპუტატმა დაუჭირა - ყველა მათგანი მმართველი პარტიიდან (PDS) იყო. ოპოზიციაში კანონი მწვავედ გააკრიტიკეს. 2017 წელს მოლდოვის პარლამენტმა უკვე მიიღო ცვლილებები სატელევიზიო და რადიომაუწყებლობის კოდექსში, რითაც ფაქტობრივად აკრძალა რუსული პროპაგანდისტული ახალი ამბები. იგორ დოდონმა, რომელიც მაშინ ქვეყნის პრეზიდენტი იყო, უარი თქვა კანონის გამოქვეყნებაზე და მას "ანტიდემოკრატიული" უწოდა, დოკუმენტი კი, პარლამენტს დაუბრუნა. მეორე დღეს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა კანონი ისევ იმავე ფორმულირებით, პრეზიდენტის აზრის გაუთვალისწინებლად მიიღეს. დოდონმა კვლავ უარყო კანონი, თუმცა ვალდებული იყო გამოექვეყნებინა მეორე წარდგენის შემდეგ. შედეგად, მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ დოდონი დროებით გადააყენა თანამდებობიდან და პრეზიდენტის უფლებამოსილება გადასცა პარლამენტის თავმჯდომარეს ანდრიან კანდუს, რომელმაც ხელი მოაწერა ცვლილებებს. 2020 წელს კანონი გაუქმდა დოდონის მხარდაჭერილი სოციალისტების პარტიის ინიციატივით. 2020 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დოდონი პროდასავლელმა ოპოზიციონერმა მაია სანდუმ დაამარცხა. ევროკომისიის 17 ივნისის რეკომენდაციით, მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს.

მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს

მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი, რომელსაც სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებენ, კიშინიოვში დააკავეს. ამის შესახებ მოლდოვის გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა, მარიანა კიორპეკმა განაცხადა. მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის დაკავებას მის სახლში ჩხრეკა უძღოდა წინ. ჩხრეკა ასევე ჩატარდა სავაჭრო ორგანიზაცია მოლდოვა-რუსეთის ბიზნეს კავშირში, რომელიც დოდონმა 2022 წელს დააარსა. მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი ყველა ბრალდებას უარყოფს. 18 მაისს, მოლდოვის გენერალურმა პროკურატურამ დოდონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. დოდონი მოლდოველ ოლიგარქ ვლადიმერ პლახოტნიუკისგან ქრთამის აღებაში იყო ეჭვმიტანილი. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ასახულია, რომ ოლიგარქი ცდილობს, დოდონს გადასცეს შავი პაკეტი, რომელშიც სავარაუდოდ, თანხა იდო. ამის შემდეგ დაიწყო გამოძიება, თუმცა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ დანაშაული თავდაპირველად ვერ გამოავლინა და სასამართლომ საქმის აღძვრაზე უარი თქვა. გასულ კვირას კი, კიშინიოვის სააპელაციო სასამართლომ სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა. მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის სახლში პროკურატურა ჩხრეკას ატარებს საერთაშორისო მედია დოდონს პრორუს პოლიტიკოსად მოიხსენიებს.  ცნობისთვის, დოდონი მოლდოვის პრეზიდენტი 2016 წლის დეკემბრიდან 2020 წლის დეკემბრამდე იყო. მჭიდროდ თანამშრომლობდა რუსეთთან და ხშირად ხვდებოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. დოდონი მოლდოვის პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტით მოსკოვში 2017 წლის იანვარში ჩავიდა. იმავე წელს, 9 მაისს, ერთადერთი უცხოელი პრეზიდენტი იყო, რომელიც წითელ მოედანზე გამარჯვების აღლუმს დაესწრო. 2020 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დოდონი დაამარცხა მაია სანდუმ, რომელსაც პროდასავლური კანდიდატი უწოდეს. დოდონმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მოლდოვის დატოვებას და ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას არ აპირებს.

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირი სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას წამახალისებელ ავანსად აძლევს - ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის, არც მოლდოვის

ევროკავშირი სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას ავანსად აძლევს. ეს არის წამახალისებელი ავანსი უკრაინისთვის, რომელიც უმძიმეს ომშია და მოლდოვისთვის, რომელიც ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამავდროულად, მათაც მოსთხოვეს მთელი რიგი რეფორმების გატარება. ჩვენს შემთხვევაში პირიქითაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის და მოლდოვის არ შურს. ევროკომისიის რეკომენდაცია:უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე ირაკლი ღარიბაშვილი: არის სხვა საკითხები, რომლებსაც ჩვენ გავარკვევთ ბრიუსელთან, ვიმუშავებთ და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს „უკრაინასა და მოლდოვას, რეალურად სტატუსს აძლევენ ავანსად. ეს არის წამახალისებელი ავანსი უკრაინისთვის, რომელიც არის უმძიმეს ომში და მოლდოვისთვის, რომელიც ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამავდროულად, მათაც მოსთხოვეს მთელი რიგი რეფორმების გატარება. ჩვენს შემთხვევაში პირიქითაა. ჯერ უნდა შევასრულოთ ყველა დადებული პირობა, განვახორციელოთ რეფორმები და ამის შემდეგ საქართველოს მიენიჭება სტატუსი. უკრაინა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, რადგან ტერიტორიების 20% უკვე დაკარგა და ომი კიდევ გრძელდება. მოლდოვა კი უკრაინიდან დევნილთა დიდ ნაკადებს იღებს და ქვეყანაში უსაფრთხოების რისკების გაზრდილია. გახსოვთ, რომ წინა კვირას საჯაროდ ვთქვი, რომ ჩვენი უცხოელი კოლეგები მეუბნებოდნენ, რომ უკრაინას აძლევენ კანდიდატის სტატუსს იმიტომ, რომ ის ომშია. ნახეთ, რომ რამდენიმე დღის წინ ევროპელი ლიდერები საჯაროდ ადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ უკრაინა ომშია და ჩემთან პირად საუბრებში ასევე უთქვამთ, რომ მოლდოვა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის, არც მოლდოვის. მინდა მივულოცო ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობარ ხალხს, მინდა ვუსურვო მათ მშვიდობა და ქვეყნის გაერთიანება“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

ევროკომისიის რეკომენდაცია: უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე

უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი ამის შემდეგ გადაწყდება. ევროკომისიის პრეზიდენტმა საუბარი უკრაინით დაიწყო და განაცხადა, რომ უკრაინა იმსახურებს ევროპულ მომავალს. რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე ქვეყნის მიერ პირობების დაკმაყოფილების რეკომენდაცია გასცა. „მინდა, დავიწყო უკრაინით, კომისია რეკომენდაციას იძლევა საბჭოსადმი, რომ უკრაინას მიეცეს ევროპული პერსპექტივა და ამავდროულად, კანდიდატის სტატუსიც, იმის საფუძველზე, რომ შემდგომი მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდება ქვეყანაში. უკრაინამ უნდა აიღოს თავის ბედი ხელში და შექმნას თავის მომავალი. უკრაინას აქვს საარჩევნო სისტემა, რომელიც არის თავისუფალი. უკრაინას აქვს განათლების სისტემა, რომელიც არის კარგად განვითარებული. ჩვენ ვიცნობთ ამ ქვეყნის ციფრულ უნარებს და ციფრულ სისტემას, რომელიც არსებობს და თუ შევხედავთ ეკონომიკას. ომის წინ უკრაინამ აჩვენა მხოლოდ ორპროცენტიანი დეფიციტი, საკმაოდ ჯანსაღი და 50 პროცენტამდე საჯარო ვალი, რაც კარგი მაჩვენებელი იყო. უკრაინამ უკვე განახორციელა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რათა გამხდარიყო სრულიად ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკა. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან უკრაინას შეუძლია, ინტეგრირება მოახდინოს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე. ჩვენ ვმუშაობთ, რათა უკრაინის ინტეგრირება მოხდეს ერთიან ბაზარზე. სატრანსპორტო შეთანხმება გვაქვს, ჩვენ ინტეგრირებას ვახდენთ ენერგეტიკის სისტემით. ომის შემდეგაც უკრაინის ელექტროგადამცემი ხაზი შეუერთდა ევროკავშირის ხაზს და ყველა ეს ნაბიჯი ძალიან კარგი მიმართულებით არის გადადგმული. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ დამატებითი სამუშაო უნდა ჩატარდეს კანონის უზენაესობის მიმართულებით. უკრაინამ წინ წაიწია იმით, რომ შექმნა საჭირო ინსტიტუტები სასამართლო ხელისუფლებისთვის, რომ ასე ეფექტიანად ემუშავა, აღჭურვა უფლებამოსილებით პროკურორები, ახლა ხდება მოსამართლეების შერჩევა, საკონსტიტუციო სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შერჩევა. რაც შეეხება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, უკრაინამ წინ წაიწია, შექმნა ანტიკორუფციული ორგანიზაციები. რაც შეეხება ოლიგარქებს, ძალიან ძლიერი კანონი მიიღო დეოლიგარქიზაციის და ეს გახლავთ ერთადერთი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტრნიორობისა, რომელმაც აღნიშნული ნაბიჯი გადადგა. ახლა ეს ეხება უკვე კანონის შესრულებას. ჩვენ გვინდა, ვიხილოთ შედეგები. რაც შეეხება ფუნდამენტურ უფლებებს, უკრაინამ შეასრულა 80 პროცენტი ვენეციის კონვენციის რეკომენდაციებისა, დარჩა უმცირესობებზე კანონის მიღება. ძალიან ბევრია მიღწეული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო დარჩა. ამასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ ზელენსკის და პრემიერ-მინისტრ შმიგალს ვესაუბრე, როდესაც კიევში, ათი დღის წინ ვიმყოფებოდი, ძალიან ღრმა პასუხი მივიღე პრეზიდენტისგან, რომ ჩვენ რომ არ გვქონდეს განაცხადი შეტანილი ევროკავშირის წევრობაზე, ჩვენ რეფორმები მაინც უნდა გაგვეტარებინა უკრაინული დემოკრატიის თვალსაზრისით, ყველაფრის მიღწევა შეუძლებელია, რადგან ომი მძვინვარებს ქვეყანაში, მაგრამ უმეტესობა საკითხებისა, ასე თუ ისე მოგვარებულია. უკრაინაზე დასკვნის გაკეთების თვალსაზრისით, ერთი ნათელი გზავნილი გვაქვს, დიახ, უკრაინა იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას, დიახ, უკრაინას უნდა მივესალმოთ როგორც კანდიდატ ქვეყანას. საკმაოდ ფართო სამუშაო ჩატარდა, მაგრამ მნიშვნელოვანი სამუშაო ჯერ კიდევ რჩება. მთელი პროცესი არის დამსახურებაზე დამყარებული. ყველაფერი უკრაინაზეა დამოკიდებული, მის ხელშია ყველაფერი და იმაზე უკეთესი არ არის, რომ საკუთარი მომავალი თვითონ შექმნან“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. რაც შეეხება მოლდოვას, ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, შეფასების პროცესი იგივე მიმართულებით წარიმართა, როგორც უკრაინასთან დაკავშირებით. „მოლდოვას რაც შეეხება, ჩვენი შეფასება იგივე მიმართულებით წარიმართა, როგორც უკრაინასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ რეკომენდაციას გავცემთ, რომ ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს მოლდოვას იმ თვალსაზრისით, რომ მნიშვნელოვან რეფორმას ჩაატარებს ქვეყანა. წარსულ პერიოდში, მოლდოვამ განახორციელა გადამწყვეტი ნაბიჯები რეფორმების თვალსაზრისით, ნათელი მანდატი თავისი მოქალაქეების მხრიდან. ეს არის რეფორმების ანტიკორუფციული ევროპული გზა დამოუკიდებლობის შემდეგ, პირველად. მოლდოვას ასევე, ძალიან გრძელი გზა აქვს, მისი ეკონომიკა და საჯარო ადმინისტრაცია მოითხოვს ძირითადად გაუმჯობესებას, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა მიუყვება აღნიშნულ კურსს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქვეყანას გააჩნია პოტენციალი, დააკმაყოფილოს მოთხოვნები“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. რაც შეეხება საქართველოს, ლაიენის თქმით, საქართველო იზიარებს იგივე პოტენციალს, რომელიც უკრაინას და მოლდოვას აქვთ. „მისი განაცხადი ძლიერია, განსაკუთრებით საბაზრო ორიენტაციის, ეკონომიკის, ძლიერი კერძო სექტორის მიმართულებით. წარმატებისთვის ახლა პოლიტიკურად უნდა მოხდეს შეკვრა და ქვეყანამ განსაზღვროს სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი ევროკავშირის მიმართულებით და ეს გზა უნდა იყოს ასოცირებული აუცილებელ რეფორმებთან, სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანებასთან და საერთო პოლიტიკური მხარდაჭერის მიმართულებით, ამიტომ ვიძლევით რეკომენდაციას, ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს საქართველოს, შემდეგ კი დავუბრუნდეთ საკითხს და ვნახოთ, რამდენად აკმაყოფილებს პირობებს, სანამ მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს",- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. შემდეგი ეტაპი: ევროკავშირის ლიდერები საკითხს მომავალ კვირაში, ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილავენ. ევროკომისია პირობების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს და პირველად შეფასებას, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გამოაქვეყნებს. ევროკომისიის ამ შეფასებას წინ უძღოდა: 9 ივნისს, ევროპარლამენტის მიერ, საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის შესახებ რეზოლუცია: ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში და ამის საფუძველზე, ცალსახად წარმოაჩინონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქართველი ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებების რეალიზების შესახებ, რასაც მოწმობს ქვეყნის მიერ 2022 წლის 3 მარტის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე; ევროპარლამენტმა რეზოლუციაში გამოხატა რწმენა, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს შესრულებას და მაშასადამე მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს.  აღსანიშნავია, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ასოცირებული ტრიოს ფორმატი აერთიანებთ, რომლის შესახებაც მემორანდუმი ქვეყნებმა 17 მაისს, კიევში გააფორმეს. მემორანდუმის ხელმოწერით, სამი ქვეყნის საგარეო უწყებები შეთანხმდნენ ერთობლივი საკოორდინაციო და თანამშრომლობის ფორმატის – „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე, რომლის მიზანი იყო სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავება. მემორანდუმში სამივე ქვეყანამ აღიარა, რომ მათი საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, რის საფუძველსაც ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლი წარმოადგენს. ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით, ვიდრე საქართველოს სურს ჩვენ გვერდით დგომა ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.  

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა უნდა მიიღოს

ესტონეთი მიესალმება ევროკომისიის ევროკავშირის საბჭოსთვის წარდგენილ რეკომენდაციას, რომ უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა უნდა მიიღონ, - ამის შესახებ აღნიშნულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს „ესტონეთი მიესალმება ევროკომისიის ევროკავშირის საბჭოსთვის წარდგენილ რეკომენდაციას, რომ უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა უნდა მიიღონ. ჩვენ სულ ამის გამყარებას ვცდილობდით. მოუთმენლად ველი მომავალ კვირას ევროკავშირის საბჭოს შეხვედრას, სადაც კომისიის გადაწყვეტილება, იმედია, დადასტურდება“, – აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ საქართველოს შესახებ უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებული დასკვნა გამოაქვეყნა. ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი ამის მიხედვით გადაწყდეს. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა  ასევე წაიკითხეთ: ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად  

მაია სანდუ: ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ბევრი, გვაქვს ევროპული საბჭოს მხარდაჭერის იმედი

მოლდოვისა და ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის მტკიცე სიგნალი, – ასე აფასებს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ევროკომისიის რეკომენდაციას ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის კანდიდატის სტატუსზე: ესაა პირველი ნაბიჯი, რომელიც გამარჯვებასთან დაგვაახლოებს „მოლდოვისა და ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის მტკიცე სიგნალი! ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ იმის გაცნობიერებით, რომ დამატებითი ძალისხმევა მიმართული იქნება უკვე დაწყებული რეფორმების გაგრძელებისკენ. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ბევრი და გვაქვს ევროპული საბჭოს მხარდაჭერის იმედი“, – წერს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ Twitter-ზე. ევროკომისიის რეკომენდაციაა, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს შემდგომში შესასრულებელი პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.  

ირაკლი კობახიძე: ევროკომისიამ უკრაინა და მოლდოვა მძიმე მდგომარეობის გამო "წაახალისა"

"ევროკომისიამ უკრაინა და მოლდოვა მძიმე მდგომარეობის გამო "წაახალისა", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მიერ 14 და მითუმეტეს, 30 წლის წინ გაღებულ მსხვერპლს, დაღვრილ სისხლის და 300 000 დევნილს დღეს ევროპელი პარტნიორებისთვის უკვე აქტუალობა დაკარგული აქვს. ევროკომისიის რეკომენდაციაა, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს, კანდიდატის სტატუსის მისაღებად კი, პირობები დააკმაყოფილოს "მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას არავითარ ფინანსურ თუ სხვა მატერიალურ პრივილეგიას არ ანიჭებს, აღნიშნული სტატუსის ამ ეტაპზე არმიღება ჩვენთვის გარკვეუწლილად მაინც გულდასაწყვეტია, თუმცა, გვესმის, რომ საქართველოს უკრაინისგან და თუნდაც მოლდოვისგან განსხვავებით, ამ სტატუსის მისაღებად აუცილებელი მსხვერპლი დღეს არ გაუღია. გვესმის, რომ 14 და მითუმეტეს, 30 წლის წინ გაღებულ მსხვერპლს და დაღვრილ სისხლის და 300 000 დევნილს დღეს ევროპელი პარტნიორებისთვის სამწუხაროდ უკვე აქტუალობა აქვს დაკარგული", - განაცხადა კობახიძემ.   შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. ასევე წაიკითხეთ: პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს  

პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს

საქართველოს შემთხვევაში შევადგინეთ პრიორიტეტების ყოვლისმომცველი სია, რომელთა შესრულების საფუძველზეც გვექნება საშუალება, შედეგს მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეიმ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში პოლარიზაცია უნდა დასრულდეს. ევროკომისიის რეკომენდაციაა, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს, კანდიდატის სტატუსის მისაღებად კი, პირობები დააკმაყოფილოს „საქართველოს შემთხვევაში შევადგინეთ პრიორიტეტების ყოვლისმომცველი სია, რომელთა შესრულების საფუძველზეც გვექნება საშუალება, შედეგს მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ პოლარიზაციის დასრულება, რაც დამახასიათებელია ქვეყნისთვის. ჩვენ გვსურს ყველა პოლიტიკური პარტიის თანამშრომლობა და იმ შეთანხმების შესრულება, რომელიც მიღწეული იყო ევროკავშირის ფასილიტაციით. ეს ასევე მოიცავს მართლმსაჯულების რეფორმას, რადგან ეს შეთანხმება ეხება ამ საკითხსაც. ასევე გვჭირდება პროგრესი კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენ ასევე გვჭირდება ბრძოლის გაძლიერება ორგანიზებულ დანაშაულთან, გვჭირდება აქტიური, ჯანსაღი გამოძიება, გასამართლება და სანდო შედეგებზე დაფუძნებული ისტორია. და ბოლოს, ფუნდამენტურ უფლებებზე ჩვენ გვჭირდება, რომ გრანტირებული იყოს თავისუფალი, პროფესიონალური და პლურალისტული და დამოუკიდებელი მედიაგარემო ჟურნალისტებისთვის“, – განაცხადა ევროკომისარმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.  

ევროკომისიის პრეზიდენტი: მოლდოვას მნიშვნელოვანი რეფორმები ექნება განსახორციელებელი, თუ ლიდერები სწორ გზაზე დარჩებიან

მოლდოვას მნიშვნელოვანი რეფორმები ექნება განსახორციელებელი და თუ ლიდერები სწორ გზაზე დარჩებიან, ქვეყანას აქვს პერსპექტივა, რომ ეს მოთხოვნები დააკმაყოფილოს, - ამის შესახებ შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, გამართულ ბრიფინგზე განაცახადა. ევროკომისიის რეკომენდაციაა, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს, კანდიდატის სტატუსის მისაღებად კი, პირობები დააკმაყოფილოს „მოლდოვის შემთხვევაში ჩვენი შეფასება იმავე მიმართულებით წავიდა როგორიც უკრაინის შემთხვევაში იყო, აქაც ვიძლევით რეკომენდაციას, რომ მოლდოვას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. მათ ექნებათ განსახორციელებელი მნიშვნელოვანი რეფორმები, ახლო წარსულში მოლდოვამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადადგა რეფორმების მიმართულებით, მკაფიო მანდატი ჰქონდა მინიჭებული მოსახლეობის მხრიდან“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.  

დღეს ევროპული საბჭო უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას აღიარებს - შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ დღეს ევროპული საბჭო უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას აღიარებს. შესაბამისი პოსტი მიშელის „ინსტაგრამ“ გვერდზე განთავსდა. დღეს ბრიუსელში ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობების ხელმძღვანელთა ორდღიანი სამიტი იწყება „დღეს ევროპული საბჭო უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას აღიარებს. ამ ქვეყნების და მათი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია. წლევანდელი ზაფხული ისტორიული იქნება, იმედიანი და ნათელი“, - წერს შარლ მიშელი.  შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 

შარლ მიშელი: ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა Twitter-ზე განაცხადა, რომ ეს ისტორიული მომენტია. „დღეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი ევროკავშირისკენ მიმავალ თქვენს გზაზე. ვულოცავ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს, ისევე როგორც უკრაინელ და მოლდოველ ხალხს. ჩვენი მომავალი ერთადაა”, - განაცხადა შარლ მიშელმა. ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს საქართველოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება უფრო ადრე, ევროპარლამენტმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ (14-მა თავი შეიკავა) ხუთშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელებს, დაუყოვნებლივ მიანიჭონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო საქართველოს, კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა ევროკომისიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს შეასრულებს. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ევროკომისიის რეკომენდაციას კი, წინ უძღოდა: 9 ივნისს, ევროპარლამენტის მიერ, საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის შესახებ რეზოლუცია: ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში და ამის საფუძველზე, ცალსახად წარმოაჩინონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქართველი ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებების რეალიზების შესახებ, რასაც მოწმობს ქვეყნის მიერ 2022 წლის 3 მარტის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე; ევროპარლამენტმა რეზოლუციაში გამოხატა რწმენა, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს შესრულებას და მაშასადამე მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს.  აღსანიშნავია, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ასოცირებული ტრიოს ფორმატი აერთიანებთ, რომლის შესახებაც მემორანდუმი ქვეყნებმა 17 მაისს, კიევში გააფორმეს. მემორანდუმის ხელმოწერით, სამი ქვეყნის საგარეო უწყებები შეთანხმდნენ ერთობლივი საკოორდინაციო და თანამშრომლობის ფორმატის – „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე, რომლის მიზანი იყო სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავება. მემორანდუმში სამივე ქვეყანამ აღიარა, რომ მათი საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, რის საფუძველსაც ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლი წარმოადგენს. ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით, ვიდრე საქართველოს სურს ჩვენ გვერდით დგომა ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.

გერმანიის კანცლერი: ევროკავშირის საბჭო მიესალმება ორ ახალ კანდიდატ ქვეყანას! კარგი თანამშრომლობით ევროპულ ოჯახში

ევროკავშირის საბჭო მიესალმება ორ ახალ კანდიდატ ქვეყანას! კარგი თანამშრომლობით ევროპულ ოჯახში, - გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს. „27-ჯერ კი! ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას! ევროკავშირის საბჭო მიესალმება ორ ახალ კანდიდატ ქვეყანას! კარგი თანამშრომლობით ევროპულ ოჯახში!“,- წერს ოლაფ შოლცი. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.  

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ უკრაინას ეწვია

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სამუშაო ვიზიტით კიევში ჩავიდა. სანდუ ეწვევა ბოროდიანკას, ბუჩას, ირპენს. ასევე, შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტის პრესსამსახურში განაცხადეს. ანალოგიური ინფორმაცია პრეზიდენტმა ზელენსკიმ მისივე Facebook-ზე გაავრცელა. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ 23 ივნისს გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოლდოვის პროკურატურამ იგორ დოდონს ახალი ბრალი წაუყენა

მოლდოვის გენერალურმა პროკურატურამ პრორუს ექსპრეზიდენტ იგორ დოდონს დღეს ახალი ბრალი წაუყენა. ამის შესახებ მოლდოვის პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი. ექსპრეზიდენტს ბრალად ედება უფლებამოსილების გადამეტება 2008-2009 წლებში, როდესაც ის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრი იყო. „მას ბრალად ედება 2008 წლის მაისში ბრძანების გაფორმება, რომლის საფუძველზეც 2008 წლის მაისში „ენერგოკომის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გააფორმა ხელშეკრულება უნგრულ კომპანიასთან ელექტროენერგიის გაბერილ ფასად შესყიდვის თაობაზე, რამაც სახელმწიფოს $11,9 მილიონის ზარალი მიყენა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. ამ ქმედებებმა მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გაძვირება გამოიწვია. ცნობისათვის, დოდონს მოლდოვის პრეზიდენტის თანამდებობა 2016 წლიდან 2020 წლამდე ეკავა. 2022 წლის 24 მაისს სამართალდამცავმა უწყებებმა მოლდოვის მეხუთე პრეზიდენტის, იგორ დოდონის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. ჩხრეკა ჩატარდა პასიური კორუფციის, უკანონო გამდიდრების, ღალატისა და კრიმინალური ორგანიზაციის მიერ სოციალისტური პარტიის დაფინანსების საქმის ფარგლებში. 26 მაისს მას 30 დღით შინაპატიმრობა შეეფარდა. მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა დანაშაული არ აღიარა და საქმეს პოლიტიკურად უწოდა.

არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას იაფად გაზზე. მოვემზადოთ რთული ზამთრისთვის - მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ ქვეყანა რთული ზამთრისთვის უნდა მოემზადოს და მოსახლეობა ენერგორესურსების დაზოგვის რეჟიმზე გადავიდეს. „არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას, იაფი რუსული გაზის სანაცვლოდ“, - განაცხადა სანდუმ. მაია სანდუმ თქვა, რომ მოლდოვამ ხელი მოაწერა კონტრაქტს რუსულ გაზპრომთან იმ პირობებით, რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო იმ დროს, მოსკოვის პოლიტიზებული პოზიციის გათვალისწინებით. „მე არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას მხოლოდ იმიტომ, რომ ნახევარი წლის განმავლობაში უფრო იაფი გაზი გვქონდეს. ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია და ჩვენ ამას უნდა დავიცვათ. დიახ, ეს ყველასთვის რთულია. დროა არ ეძებდნენ ალტერნატივებს, არ ჩადებდნენ ინვესტიციას ენერგეტიკულ პროექტებში - იმიტომ, რომ მაშინ ეს არ იყო დაინტერესებული“, - განაცხადა პრეზიდენტმა. მან უსაყვედურა ოპოზიციურ პარტიებს წამგებიანი კონტრაქტის კრიტიკის გამო და აღნიშნა, რომ მათ თავად არ მოაწერეს ხელი გაზპრომთან გრძელვადიან ხელშეკრულებას, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და „მოსკოვს ემსახურებოდნენ და არა მათ მოქალაქეებს“. სანდუმ აღნიშნა, რომ ახლა მთელი მსოფლიო რთული ზამთრისთვის ემზადება და მოლდოვაც ამისთვის უნდა მოემზადოს და სახლში თბოიზოლირება მოახდინოს. მისი თქმით, მთავრობა ამ კუთხით მოქალაქეების მხარდაჭერის სისტემას ავითარებს და ევროკავშირთან ფინანსურ მხარდაჭერაზე მსჯელობს.  

მაია სანდუ: დახმარებისთვის რუმინეთს მივმართავთ, თუ უკრაინაში ომი მოლდოვაში გავრცელდება

მოლდოვა დახმარებისთვის რუმინეთს მიმართავს, თუ უკრაინაში ომი მოლდოვაში გავრცელდება და რუსეთთან ურთიერთობა გაუარესდება, - ამის შესახებ, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან გამართული შეხვედრის შემდეგ  განაცხადა . „ჩვენ შეშფოთებულნი ვართ. ყველაზე პესიმისტურ სცენარსაც განვიხილავთ. შესაბამისად, ყველა სცენარისთვის ვემზადებით. იმ სიტუაციაში, თუ რუსეთი შეეცდება მოლდოვაზე თავდასხმას, ჩვენ ცხადია, მოვითხოვთ დახმარებას“, - აღნიშნა მაია სანდუმ. 28 ივლისს მოლდოვის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის 60 დღით გახანგრძლივებას მას შემდეგ, რაც მთავრობამ განაცხადა, რომ მას ჯერ კიდევ სჭირდება სპეციალური უფლებამოსილებები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგების მოსაგვარებლად.  

მოლდოვაში გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

მოლდოვაში გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. Newsmakerის ცნობით, ამის შესახებ დღეს ტელეეთერში მოლდოვის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბლადიმერ ბოლიამ განაცხადა.  მისი თქმით, ამ დროისთვის მდინარე დნესტრში წყლის დონე 30-40% აღწევს, პრუტეში -15-30%, მცირე მდინარეებში კი 10-20%-ს. დიდ მდინარეებს ამის გამო ყვითელი, ხოლო პატარებს წითელი კოდი მიენიჭათ.  ასევე შემცირდა გრუნტის წყლების დონე, რომელზედაც არტეზიულ ჭაბურღილებში წყლის დონეა დამოკიდებული. მოლდოვას ეკოლოგიის სამინისტრომ რეკომენდაცია გაუწია წყალმომარაგების კომპანიებს, რომ გარკვეული საათის განმავლობაში წყალი დაგეგმილად გათიშონ.       

მოლდოვა აგვისტოში რუსული გაზის საფასურს წინმსწრებად ვერ დაფარავს - „მოლდოვაგაზი“

„მოლდოვაგაზის“ ხელმძღვანელი ვადიმ ჩებანი აცხადებს, რომ კომპანია რუსულ „გაზპრომს“ აგვისტოში მოწოდებული გაზის საფასურს წინმსწრებად ვერ გადაუხდის. ეს თანხა „მოლდოვაგაზმა“ 20 აგვისტომდე უნდა დაფაროს.  „ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ გადახდას ვერ შევძლებთ. ივლისს დავხურავთ, მაგრამ აგვისტოს ავანსს ვერ გადავიხდით - ეს ცალსახაა. ჩვენ მივმართეთ მიმწოდებელს გადახდების გადადების მოთხოვნით, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია“, - განაცხადა ჩებანმა იგი იმედოვნებს, რომ 1-ელი ოქტომბრიდან, ხელშეკრულების შესაბამისად, სხვა ფასების ფორმულა იქნება გამოყენებული, რის გამოც შესყიდვის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდება.    

რუსეთმა მოლდოვიდან ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტი აკრძალა

მოლდოვის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი ნიკუ პოპესკუ მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ მოლდოვადან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის აკრძალვას პოლიტიკური მიზეზები აქვს. „რუსეთმა პოლიტიკური მიზეზების გამო ჩვენი პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვები ადრეც დააწესა. მანამდე ეს რეგულარულად ხდებოდა ღვინოზე, ხილსა თუ ბოსტნეულზე. ამავდროულად, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოლდოვის რესპუბლიკის ხილ-ბოსტნეული კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზრებზე. პროდუქცია ექსპორტირებულია ევროკავშირის ბაზარზე, რომელსაც დაცვის ძალიან მაღალი სტანდარტები აქვს“, - განაცხადა პოპესკუმ Moldova 1-ზე. 9 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (Rosselkhoznadzor)მოლდოვის 31 რეგიონიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის რუსეთში იმპორტზე შეზღუდვები გამოაცხადა. Rosselkhoznadzor-ი აცხადებს, რომ აკრძალვის მიზეზი, რომელიც ძალაში 15 აგვისტოს შევა, მოლდოვური ბოსტნეულისა და ხილის პარტიებში აღმოჩენილი მწერები და მავნებლები გახდა. აკრძალვა ვრცელდება მხოლოდ მცენარეულ პროდუქტებზე და არ ვრცელდება, მაგალითად, დაკონსერვებულ ბოსტნეულზე, ხილზე ან ღვინოზე. რუსეთის სამსახურმა განაცხადა, რომ აკრძალვას არანაირი პოლიტიკური მოტივაცია არ ჰქონია. შეგახსენებთ, რომ აკრძალვის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ევროკავშირმა გადასახადები და კვოტები მოლდოვადან შვიდი სახეობის ხილისა და ბოსტნეულის იმპორტზე დროებით გააუქმა. ევროკავშირის მიზანია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგების ფონზე, მოლდოვის ეკონომიკას მხარი დაუჭიროს.   

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი მოლდოვასთან სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენაზე: ერთად ვაშენებთ საერთო ევროპულ ინფრასტრუქტურას

განახლებული სარკინიგზო მონაკვეთი ბერეზინე (უკრაინა)-ბასარაბეასკა (მოლდოვა) გაიხსნა 22 აგვისტოს, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის, ალექსანდრე კუბრაკოვისა და მოლდოვის ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის ანდრეი სპინუს მონაწილეობით, განახლებული სარკინიგზო მონაკვეთი ბერეზინე (უკრაინა)-ბასარაბეასკა (მოლდოვა) გაიხსნა. შესაბამისი განცხადება უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ Facebook-ზე გაავრცელა. უკრაინული მედიის ცნობით, ბერეზინე-ბასარაბეასკას სარკინიგზო მონაკვეთზე მატარებლის მომსახურება აღდგა, რაც უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ძალისხმევის ნაწილია. მისი მიზანია, გაზარდოს სატრანსპორტო მოძრაობა უკრაინის დასავლეთ საზღვრებზე, ევროკავშირის ქვეყნებთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან. „ამ მარშრუტის აღდგენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა რუსი ოკუპანტების მიერ დნესტრისპირეთის შესართავთან, ხიდზე მუდმივი თავდასხმების ფონზე. ამიერიდან ჩვენ გვაქვს ალტერნატივა - ოდესისა და დუნაის პორტების დამაკავშირებელი მთავარი სარკინიგზო მარშრუტი - რენი და ისმაილი საიმედოდ არის დაკავშირებული სარკინიგზო სერვისებთან. უკრაინამ და მოლდოვამ დნესტრისპირეთის გვერდის ავლით სარკინიგზო მონაკვეთი აღადგინეს ჩვენ ველით, რომ ჩვენ შევძლებთ, მივაღწიოთ საშუალო ტვირთის მოცულობას -10 მილიონ ტონას წელიწადში. ჩვენი ერთობლივი პროექტები არ ეხება მხოლოდ ტრანსპორტს, ტვირთსა და მგზავრებს. ჩვენ ერთად მივდივართ ევროკავშირის წევრობისკენ, ამიტომ, ერთად ვაშენებთ საერთო ევროპულ ინფრასტრუქტურას. ყოველივე ამის შემდეგ, ჩვენი მუშაკების ძალისხმევის შედეგად აღვადგინეთ ინფრასტრუქტურა არამხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე, არამედ მოლდოვაშიც“, - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას, სანდუმ უკრაინაში რუსეთის ქმედებები დაგმო

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ  უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო და ევროკავშირში მისი გაწევრიანების მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა. მისივე თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უსამართლო ომი მკაფიოდ გვაჩვენებს თავისუფლების ფასს. კიშინიოვში, ეროვნული საბჭოს მოედანზე მოლდოვის დამოუკიდებლობის 31-წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მაია სანდუმ ასევე განაცხადა, რომ „ეს ომი დასრულდება და შევძლებთ, ამ კრიზისებიდან გავიდეთ უფრო გაძლიერებულები. წელს მოლდოვა გახდა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა. მოლდოვა მხოლოდ ევროპული ქვეყნების ოჯახში შეძლებს, იყოს რეალურად ძლიერი და დაიცვას თავისი მოქალაქეები", - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა. მოლდოვას გრძელი საზღვარი აქვს უკრაინასთან და ომის დაწყების შემდეგ ასი ათასობით უკრაინელი მიიღო. რუსეთს მოლდოვის სეპარატისტულ, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ დნესტრისპირეთის რეგიონში 1500-მდე სამხედრო ჰყავს განთავსებული. სანდუსთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიტა და პარლამენტის სპიკერი, იგორ გროსუ.  

საქართველოს საგარეო უწყება მოლდოვას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოლდოვას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ტექსტი უწყების Twitter გვერდზე განთავსდა. „ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს ჩვენს კოლეგებს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისევე, როგორც მოლდოვის ხალხსა და მთავრობას. ვინაიდან ჩვენი ქვეყნები ისწრაფიან საერთო ევროპული მისწრაფებების მისაღწევად, გისურვებთ ყველანაირ წარმატებებს ამ უაღრესად მნიშვნელოვან გზაზე“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მილოცვაში.  

ოლგა სტეფანიშინა: საქართველოს მოქალაქეები არ ცვლიან ევროკავშირთან მიმართებით პოზიციას, თუმცა რიგი პოლიტიკური პროცესების მძველები არიან

უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ოლგა სტეფანიშინა, უკრაინულ მედიასთან გამოთქვამს მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რატომ არ მიანიჭა ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად. სტეფანშინა ამ გადაწყვეტილების რამდენიმე მიზეზს ასახელებს.  მისი თქმით, უკრაინის შემთხვევაში პასუხი ცალსახა იყო, რადგან იმ მომენტში, როდესაც საკითხი განიხილებოდა, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას მოქალაქეების 91% ემხრობოდა, თანაც უკრაინის ევროინტეგრაციის კურსი 2014 წლიდან უცვლელია და კონსტიტუციაშია გათვალისწინებული. „საქართველოსა და მოლდოვას რაც შეეხება, შესაძლოა, იყო საკითხები, რომლებიც საჭიროებდა შეფასებას და არ იყვნენ დარწმუნებული იმაში, რომ მომავალში ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ევროპული მისწრაფებების თვალსაზრისით ისეთივე პროგნოზირებადი იქნებოდა. ვფიქრობ, რომ ამას საკვანძო მნიშვნელობა ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეები ნამდვილად არ ცვლიან პოზიციას, თუმცა ისინი რიგი პოლიტიკური პროცესების მძევლები არიან“, - განაცხადა სტეფანიშინამ. მისი თქმით, არსებობს საფრთხე, რომ მნიშვნელოვანი მიღწევები, რომლებიც საქართველოს რეფორმების თვალსაზრისით აქვს, შესაძლოა, გარკვეული შიდაპოლიტიკური კონფლიქტებით განადგურდეს. „ჩვენთვის სამწუხაროა ამ პროცესების ყურება, მაგრამ ასევე გვესმის, რომ ის ქვეყნები, რომლებსაც უკრაინასთან ერთად ერთ პაკეტში ყოფნა სურთ, იმ მაღალ სტანდარტს უნდა შეეფერებოდნენ, რა სტანდარტსაც უკრაინა აკმაყოფილებს“. ამასთან, უკრაინის ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, რომ კიევს არასოდეს განუხილავს უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები ურთიერთდაკავშირებულად, მაგრამ ევროკავშირისთვის ასეთი პაკეტური გადაწყვეტილებები ტრადიციაა. სტეფანშინა დარწმუნებულია, რომ მოლდოვა უკრაინის ევროინტეგრაციას არ შეანელებს და მოხარული იქნება, თუ მოლდოვას ევროკავშირში უკრაინასთან ერთად მიიღებენ. თუმცა ოლგა სტეფანიშინა ხაზგასმით ამბობს, რომ უკრაინას არ სურს, ევროკავშირის გაფართოების „ბალკანურ“ პაკეტს შეუერთდეს. 24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

"რუსეთი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს", - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რითაც სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა. „ყოველ ჯერზე ვსაუბრობთ და ახლაც ვაგრძელებთ იმის თქმას, რომ დნესტრისპირეთის კონფლიქტის გადასაჭრელად ავირჩევთ და მივიღებთ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან გადაწყვეტილებებს, ამიტომ ლავროვის განცხადებები წარმოადგენს მანიპულაციას და სავარაუდოდ მიზნად ისახავს სიტუაციის დესტაბილიზაციას. ჩვენ უნდა ვკითხოთ ლავროვს, რატომ გააკეთა ეს განცხადება. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმავე პრინციპს,“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ჩაითვლება დნესტრისპირეთში დისლოცირებული რუსი სამხედროებისადმი საფრთხის შემცველად, კრემლის მიერ რუსეთზე თავდასხმად იქნება აღქმული.    

რუსეთი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს - მაია სანდუ

"რუსეთი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს", - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რითაც სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა. „ყოველ ჯერზე ვსაუბრობთ და ახლაც ვაგრძელებთ იმის თქმას, რომ დნესტრისპირეთის კონფლიქტის გადასაჭრელად ავირჩევთ და მივიღებთ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან გადაწყვეტილებებს, ამიტომ ლავროვის განცხადებები წარმოადგენს მანიპულაციას და სავარაუდოდ მიზნად ისახავს სიტუაციის დესტაბილიზაციას. ჩვენ უნდა ვკითხოთ ლავროვს, რატომ გააკეთა ეს განცხადება. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმავე პრინციპს“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ჩაითვლება დნესტრისპირეთში დისლოცირებული რუსი სამხედროებისადმი საფრთხის შემცველად, კრემლის მიერ რუსეთზე თავდასხმად იქნება აღქმული.  

ავიამარეგულირებელმა Air Moldova-ს მოსკოვის მიმართულებით ფრენების განახლება აუკრძალა

სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა მოლდოვის კომპანიებს რუსეთში ფრენა აუკრძალა. ამის შესახებ 10 სექტემბერს მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ანდრეი სპინუმ განაცხადა.  სპინუმ გამოაქვეყნა სააგენტოს გადაწყვეტილება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ შეაჩერა ყველა ნებართვა, რომელიც რუსეთის ავიაოპერატორებზე გასცეს. ავიაკომპანია Air Moldova მოსკოვში ფრენებს განაახლებს მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ფრენები რუსეთში შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს და გამოსცა დირექტივა, რომელიც  მოლდოვის ავიაკომპანიებს რუსეთში ფრენების განხორციელებას უკრძალავს. მანამდე ანდრეი სპინუმ Air Moldova-ს გადაწყვეტილება კიშინიოვი-მოსკოვის ფრენის განახლების შესახებ, უპასუხისმგებლო უწოდა. შეგახსენებთ, რომ Air Moldova-მ მოსკოვის მიმართულებით ფრენების განახლებაზე პირველი ოქტომბრიდან გამოაცხადა.   

უკრაინა, მოლდოვა და რუმინეთი თანამშრომლობის ახალ ფორმატს იწყებენ

უკრაინის, მოლდოვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ამ ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად, თანამშრომლობის ახალ ფორმატს დაიწყებენ.  უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ერთობლივი კომუნიკაციის თანახმად, ჩატარდა პირველი სხდომაც. მისივე თანახმად, მხარეებმა გააანალიზეს რეგიონის უსაფრთხოების გარემოზე გავლენა, მათ შორის ლტოლვილთა ნაკადების მართვა, ჰუმანიტარულ საჭიროებებზე რეაგირება, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ტრანსპორტისა და ტრანზიტის უსაფრთხოების დაცვა. „დღეს ოდესაში, მე ვმასპინძლობდი მოლდოვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომ ახალი სამმხრივი ფორმატი აგვემოქმედებინა. ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად, ჩვენ ფოკუსირება მოვახდინეთ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე და შევთანხმდით, რომ მრავალი პროექტი განვახორციელოთ“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ. https://www.defense.gov/News/Releases/Release/Article/3159196/javelin-replacement-contract-awarded/  

მოლდოვა გაზის მიწოდებაზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს - მაია სანდუ

მოლდოვა აზერბაიჯანთან გაზის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ TV8-ს მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განუცხადა. „გაზის ალტერნატიული წყაროების პოვნა რთული არ არის. გაზის შოვნა ხელმისაწვდომ ფასადაა ძნელა. მთავრობა მოლაპარაკებებს რუმინეთთან და აზერბაიჯანთან აწარმოებს. შესაძლებელია, ტექნიკური თვალსაზრისით, ამ გაზმა მოლდოვის ყველა რეგიონამდე მიაღწიოს, მაგრამ ეს ყველაფერი ისევ ფასზეა დამოკიდებული, ”- განმარტა სანდუმ. მანამდე მოლდოვის ვიცე-პრემიერმა ანდრეი სპინუმ განაცხადა, რომ ქვეყანა წელიწადში დაახლოებით 3 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს. „ჩვენ გვსურს გავაფორმოთ ხელშეკრულება გაზის იმპორტზე წელიწადში 1-დან 3 მილიარდ კუბურ მეტრამდე დიაპაზონში“, - განაცხადა მან. სპინუს თქმით, მოლდოვას გაზის მარაგი 35 მილიონი კუბური მეტრს შეადგენს, ზამთარში ეს მოცულობა მაქსიმუმ ათი დღისთვის იქნება საკმარისი.  

მოლდოვაში, რუმინეთისა და აშშ-ის ძალების მონაწილეობით, სამხედრო წვრთნები დაიწყო

მოლდოვაში, ბულბოკის პოლიგონზე, 20 სექტემბერს, სამხედრო წვრთნები Fire Shchi-2022 დაიწყო, რომელშიც რუმინელი და ამერიკელი სამხედროები მონაწილეობენ. ამის შესახებ Newsmaker- ი იტყობინება. მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ცეცხლის ფარი“ ეროვნული არმიის 2022 წლის სასწავლო გეგმის ნაწილია. წვრთნები 2015 წლიდან ყოველწლიურად იმართება.  შეგახსენებთ, რომ სექტემბრის დასაწყისში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა განცხადება, რომ რუსეთის ფედერაცია მზად არის, „ყველაფერი გააკეთოს“ ქვეყანაში რუსულენოვანი ხალხის დასაცავად და რომ რუსეთი განიხილავს ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მას საფრთხედ თვლის.  ამ განცხადებების შემდეგ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მოლდოვაში რუსეთის საქმეთა დროებით რწმუნებული გამოიძახა. პრეზიდენტმა მაია სანდუმ კი, ლავროვის განცხადებას „დესტაბილიზაციის მცდელობა“ უწოდა.   

თბილისმა, ბაქომ, კიევმა და კიშინიოვმა თავისუფალი ვაჭრობის გაუმჯობესების შესახებ ოქმს მოაწერეს ხელი

გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 39-ე სხდომა გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სხდომაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ და სუამ-ის გენერალურმა მდივანმა, ალთაი ეფენდიევმა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად შეცვლილ გეოპოლიტიკურ გარემოსა და უსაფრთხოების გამოწვევებზე. ხაზი გაესვა მიმდინარე ომისა და საერთო საფრთხეების ფონზე, რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის აუცილებლობას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ომის დაწყების დღიდან საქართველოს მიერ უკრაინისა და უკრაინელი ხალხისადმი გამოჩენილ სოლიდარობას და ვრცლად ისაუბრა ჩვენი ქვეყნის მიერ უკრაინისადმი გაწეულ პოლიტიკურ, დიპლომატიურ თუ ჰუმანიტარულ მხარდაჭერაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ილია დარჩიაშვილმა სხდომის მონაწილეებს ასევე გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გარემო. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ტრანსპორტის, დაკავშირებადობის და ენერგეტიკის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას, რომელიც კიდევ უფრო პრიორიტეტული გახდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე. სუამ-ის 39-ე სხდომის ფარგლებში, ხელი მოეწერა ოქმს სუამ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ შეთანხმებისთვის საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესების თაობაზე და კონვენციას სუამ-ის წევრ-სახელმწიფოთა შორის საკონსულო საკითხებში ურთიერთდახმარების აღმოჩენის შესახებ. მინისტერიალზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, სუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის კოორდინირებული ურთიერთქმედების მნიშვნელობას. აღინიშნა პარტნიორ ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობის ფორმატები და მათი გაფართოების პერსპექტივები.

მაია სანდუ მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები დნესტრისპირეთიდან

მოლდოვა მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედრო კონტინგენტი დნესტრისპირეთიდან და გაანადგუროს ამ რეგიონში, კობასნას საცავში შენახული საბრძოლო მასალა. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის დებატებზე განაცხადა. „მოვუწოდებთ მოსკოვს რუსული ჯარების სრული და უპირობო გაყვანისა და კუბასნას მარაგებიდან საბრძოლო მასალის განადგურებისკენ, რაც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებასა და გარემოს მთელ რეგიონში“, - განაცხადა მაია სანდუმ. „რუსეთის სამხედრო ძალების უკანონო ყოფნა დნესტრისპირეთის რეგიონში, არღვევს ჩვენს ნეიტრალიტეტს და ზრდის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების რისკს“, - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.  

Reuters: მოლდოვაში, აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას მოითხოვენ

მოლდოვის დედაქალაქში შეკრებილმა  რამდენიმე ათასმა ადამიანმა, ქვეყნის პროდასავლური მთავრობის გადაყენება მოითხოვა. Reuters-ის ცნობით, მიზეზი ბუნებრივი აირის ფასები და ინფლაციაა. რუსეთი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს - მაია სანდუ მაია სანდუმ არაერთხელ დაგმო მოსკოვის ქმედებები უკრაინაში, ის ევროკავშირში მოლდოვის გაწევრიანებას ცდილობს. პარასკევს, მოლდოვურმა რეგულატორმა შინამეურნეობებისთვის ფასები 27% -ით გაზარდა. პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ განაცხადა, რომ ის ორიენტირებულია დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანების დახმარებაზე. „ქვეყანისა და ხალხის პრობლემები ქუჩაში არ მოგვარდება. ჩვენ ვცდილობთ, მოვაგვაროთ ყველაზე გაჭირვებული ადამიანების პრობლემები“, - აცხადებს ქვეყნის პრემიერი. Reuters-ი წერს, რომ საპროტესტო აქციები ბიზნესმენ, ილან შორის (2015-2019 წლებში, ქალაქ ორჰეის მერი) ოპოზიციური პარტიის მიერ არის ორგანიზებული, რომელიც თაღლითობისთვის, ერთი მილიარდი დოლარის საბანკო სკანდალთან დაკავშირებით არის გასამართლებული. ამავე საქმეზე, მთავარი ეჭვმიტანილი, ბიზნესმენი, ვლად პლახოტნიუკია, რომელმაც მოლდოვა 2019 წლის ზაფხულში დატოვა. პლახოტნიუკის ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერა 2019 წლის ივნისში მას შემდეგ დასრულდა, რაც პოლიტიკური კრიზისის შედეგად, პაველ ფილიპის მთავრობა გადადგა. 2020 წლის იანვარში, აშშ-მ ვლად პლახოტნიუკს სანქციები დაუწესა. რაც შეეხება შორის, მას 2017 წელს, მოლდოვის სასამართლომ 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას მოლდოვის ტერიტორიის დატოვება ჰქონდა აკრძალული. 2018 წლის თებერვალში შორი პარლამენტის დეპუტატი გახდა. მოლდოვაში, 2019 წლის ივნისში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მან ქვეყანა დატოვა, რის შემდეგაც მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა და სადეპუტატო იმუნიტეტი ჩამოერთვა.  

მაია სანდუ: რუსული პასპორტების მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც აგრესორის მხარეს იბრძვიან, მოლდოვა მოქალაქეობის გაუქმების შესაძლებლობას განიხილავს

იმ პირებს, რომლებიც ერთდროულად მოლდოვისა და რუსეთის მოქალაქეები არიან, რუსეთის არმიის რიგებში უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის შემთხვევაში, შესაძლოა მოლდოვის მოქალაქეობა ჩამოერთვათ. Newsmaker-ის ცნობით, ეს საკითხი უშიშროების უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დაისვა. პრეზიდენტმა მაია სანდუმ აღნიშნა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ არსებობს რისკი, რომ რუსეთის ჯარში ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოლდოველებიც გაიწვიონ.  „ჩვენ განვიხილავთ ვარიანტს, გავაუქმოთ მოლდოვის მოქალაქეობა რუსული პასპორტის მქონე მოქალაქეებს, რომლებიც აგრესორის მხარეს იბრძვიან“, - თქვა სანდუმ. სანდუმ აღნიშნა, რომ მან დაავალა საგარეო საქმეთა სამინისტროს მოლაპარაკებების დაწყება რუსულ მხარესთან, რათა გამოირიცხოს რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები (რუსეთის პასპორტის მქონე) მოლდოვის მოქალაქეების მობილიზება. მისი თქმით, კიშინიოვი მზადაა დაეხმაროს ასეთ ადამიანებს მოლდოვაში დაბრუნებაში. რუსეთთან შეერთების შესახებ უკანონო კენჭისყრა ოთხ რეგიონში (ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ზაპოროჟიე), 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.    

მოლდოვის პრეზიდენტი: თუ ჩვენი ნეიტრალიტეტი დაირღვევა, თავი უნდა დავიცვათ

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მიიჩნევს, რომ რუსეთსა და უკრაინის ფართომასშტაბიანი ომის ფონზე, მოლდოვის ნეიტრალიტეტის დარღვევის დიდი რისკი არსებობს და ქვეყანა თავის დაცვა უნდა შეძლოს.  „მოლდოვის რესპუბლიკამ კონსტიტუციაში ჩაწერა, რომ ნეიტრალური ქვეყანაა, ამიტომ ეს არ ნიშნავს სამხედრო ბლოკში გაწევრიანებას. ნეიტრალიტეტი მოქმედებს მანამ, სანამ მას სხვები პატივს სცემენ", - აცხადებს მოლდოვის პრეზიდენტი. „თუ სხვა ქვეყნები არ პატივს სცემენ ჩვენს ნეიტრალიტეტს, მაშინ შესაძლოა დაგვესხნენ და მზად უნდა ვიყოთ თავის დასაცავად. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ნეიტრალიტეტის უპატივცემულობის რისკი ძალიან მაღალია", - აღნიშნა სანდუმ.  დნესტრისპირეთში ვითარებასთან დაკავშირებით, სანდუმ თქვა, რომ ჯერჯერობით „არ არსებობს იმის რისკი, რომ იქ ფსევდორეფერენდუმი მოეწყოს, როგორც ამას რუსეთი უკრაინაში აკეთებს“. „მაგრამ ცხადია, რომ რასაც რუსეთი დღეს უკრაინაში აკეთებს, არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ეს ყველას უნდა გვაწუხებდეს“, - განაცხადა სანდუმ.   

რობერტა მეცოლა: უნდა დავიცვათ ქვეყნები, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, შეუერთდნენ ჩვენს სანქციებს და ჰყავთ ძალიან, ძალიან დამაშინებელი მეზობელი

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ პრაღაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უნდა დაიცვან ქვეყნები, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, შეუერთდნენ სანქციებს და რომლებსაც ჰყავთ „ძალიან, ძალიან დამაშინებელი მეზობელი“. ამასთან, რობრტა მეცოლამ აღნიშნა, რომ  მიესალმება განხილვის ნებისმიერ შესაძლებლობას იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველა ქვეყანა აღასრულებს სანქციებს. „ასეთია მოლდოვა. ასე რომ, ისეთი შეხვედრები, როგორიც გუშინ გაიმართა, მისასალმებელია. მივესალმებით განხილვის ნებისმიერ შესაძლებლობას იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველა ქვეყანა ასრულებს სანქციებს და აღასრულებს მათ. ეს ასევე არანაირად არ გამორიცხავს იმ ძალიან მისასალმებელ გზას, რომლებსაც გადიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები. იქნებიან ეს: უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, ასევე არ უნდა დაგვავიწყეს დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოები“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.  

მოლდოვა რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

დღეს, რუსეთის ტერიტორიიდან, უკრაინის მიმართულებით გაშვებულმა ფრთოსანმა რაკეტებმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსული რაკეტები სამ რეგიონში: რიბნიცაში, სოროკსა და ფლორეშტი დაფიქსირდა.   „რაკეტები საფრთხეს წარმოადა მოლდოვის ინფრასტრუქტურისთვის და სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის, რომლებიც ქვეყნის საჰაერო სივრცეში გადაადგილდებოდნენ“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.  ამასთან დაკავშირებით, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ, 10 ოქტომბერს, რუსეთის ელჩი ოლეგ ვოსნიცოვი გამოიძახა. სამინისტრო მომხდარზე განმარტებებს ითხოვს.  დღეს დილით, რუსეთის ძალებმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რომლის დროსაც რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ისროლეს.  

მოლდოვა აზერბაიჯანისგან 300 მლნ. კუბური მეტრი გაზის შესყიდვას განიხილავს

მოლდოვის პრემიერმა აზერბაიჯანში ვიზიტი დაასრულა. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ნატალია გავრილიცამ ვიზიტისას, ბუნებრივი აირის შესყიდვის საკითხი განიხილა. მისი თქმით, აზერბაიჯანულ გაზზე დიდი მოთხოვნაა. ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს ჩვენი გაზის საცავის შევსების მიზნით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მიწოდება ორი თვის განმავლობაში. ეს იქნება დაახლოებით 300 მილიონი კუბური მეტრი გავრილიცას თქმით, მოლდოვა ასევე ეძებს გრძელვადიან პარტნიორებს და ამ კუთხით აზერბაიჯანის, როგორც სანდო პარტნიორის იმედი აქვს. „მოლდოვას სურს, შეიძინოს 300 მლნ. კუბური მეტრი გაზი. მოლდოვა ეძებს მოკლე და საშუალოვადიან გადაწყვეტას გაზისა და ენერგეტიკული კრიზისის თაობაზე. არცერთ ქვეყანას არ სურს, იყოს დამოკიდებული ერთ მიმწოდებელზე. ამიტომ, ჩვენ ვეძებთ ალტერნატიულ მიმწოდებლებს. ეს საკითხი განიხილებოდა აზერბაიჯანთანაც. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალში გვექნება პროდუქტიული მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ევროკავშირის ინტერესს აზერბაიჯანული გაზის მიმართ", - განაცხადა გავრილიცამ. აზერბაიჯანი და მოლდოვა მეგობრები და პარტნიორები არიან, განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან პირისპირ შეხვედრისას, იუწყება Trend. „დარწმუნებული ვარ, უახლოეს წლებში ვიმუშავებთ თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე, რადგან ასეთი კარგი პოლიტიკური ურთიერთობების გარდა, აუცილებლად უნდა გამოვიკვლიოთ შესაძლებლობები სხვა სექტორებში. მჯერა, რომ ეს საკითხები სერიოზულად იქნება განხილული თქვენი ვიზიტის დროს. ჩვენ ვიქნებით გარკვეული გამოცოცხლების მოწმენი ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში. დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს დიდი პოტენციალი ორმხრივი ვაჭრობის დონის ასამაღლებლად. რა თქმა უნდა, გლობალური დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ენერგეტიკული უსაფრთხოებაა. ჩვენ უკვე განვიხილავთ ამ საკითხებს ჩვენი წარმომადგენლების მეშვეობით. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე განვიხილავთ არსებულ ვითარებას და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დაიწყოს თანამშრომლობა ამ სფეროებში. ბევრი სხვა სფეროა და მჯერა, რომ იქნება დიდი შესაძლებლობები ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის გაფართოებისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერი პოლიტიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, ასეც უნდა იყოს. რამდენიმე დღის წინ მქონდა საშუალება, პრაღაში შევხვედროდი პრეზიდენტს. თქვენ იცით, რომ ადრე გვქონდა შეხვედრები და სატელეფონო საუბრები. კარგი და საქმიანი ურთიერთობა დამყარდა. დარწმუნებული ვარ, თქვენ დაამყარებთ კარგ ურთიერთობას თქვენს აზერბაიჯანელ კოლეგასთან, რათა წინ წავიწიოთ ჩვენი პარტნიორობა“, - განაცხადა ალიევმა.    

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი 17 ოქტომბერს ქალაქ კიშინეუს ეწვევა და მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტს მაია სანდუს შეხვდება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებითაც შედგება, რის შემდეგაც პრეზიდენტები მედიისათვის პრესკონფერენციას გამართავენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ნატალია გავრილიცასთან და მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, იგორ გროსუსთან. ინფორმაციისთვის, პრეზიდენტი თბილისიდან კიშინეუში პირველი რეისით იმგზავრებს, რომელსაც მოლდოვის სახელმწიფო ავიაკომპანია AIR Moldova შეასრულებს. მოლდოვისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირ რეგულარულ საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები 2022 წლის მაისიდან დაიწყო და შესაბამისი გადაწყვეტილებით, „ეარ მოლდოვა“ ფრენებს კიშინეუ-თბილისი-კიშინეუს მიმართულებით 2022 წლის 31 ოქტომბრამდე კვირაში ორჯერ, ხოლო, 2022 წლის ნოემბრიდან - კვირაში ოთხჯერ შეასრულებს.   

სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი, მოლდოვის რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი მოლდოვის რესპუბლიკაში დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია კიშინეუს საერთაშორისო აეროპორტში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკას ეწვევა პრეზიდენტს კიშინეუს საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ვლადიმერ კუკი და საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო დიპლომატიური პროტოკოლის ხელმძღვანელი მიხაილ ბარბულატი. საქართველოს პრეზიდენტი კიშინეუში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან შეხვედრებს გამართავს, როგორც პირისპირ ასევე, გაფართოებულ ფორმატში. დღესვე გაიმართება შეხვედრა მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან იგორ გროსუსთან. საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვის რესპუბლიკას დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მოლდოვის რესპუბლიკაში ლევან დიასამიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი. საქართველოს პრეზიდენტმა თბილისიდან კიშინეუში პირველი რეისით იმგზავრა, რომელიც საქართველოსა და მოლდოვის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული რეისების დანიშვნის ფარგლებში განხორციელდა. ფრენები გაიმართება კიშინეუ-თბილისი-კიშინეუს მიმართულებით 2022 წლის 31ოქტომბრამდე კვირაში ორჯერ, ხოლო, 2022 წლის ნოემბრიდან – კვირაში ოთხჯერ. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი მოლდოვის რესპუბლიკაში დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია კიშინეუს საერთაშორისო აეროპორტში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა. პრეზიდენტს კიშინეუს საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ვლადიმერ კუკი და საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო დიპლომატიური პროტოკოლის ხელმძღვანელი მიხაილ ბარბულატი. საქართველოს პრეზიდენტი კიშინეუში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან შეხვედრებს გამართავს, როგორც პირისპირ ასევე, გაფართოებულ ფორმატში. დღესვე გაიმართება შეხვედრა მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან იგორ გროსუსთან. საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვის რესპუბლიკას დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მოლდოვის რესპუბლიკაში ლევან დიასამიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი. საქართველოს პრეზიდენტმა თბილისიდან კიშინეუში პირველი რეისით იმგზავრა, რომელიც საქართველოსა და მოლდოვის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული რეისების დანიშვნის ფარგლებში განხორციელდა. ფრენები გაიმართება კიშინეუ-თბილისი-კიშინეუს მიმართულებით 2022 წლის 31ოქტომბრამდე კვირაში ორჯერ, ხოლო, 2022 წლის ნოემბრიდან – კვირაში ოთხჯერ.  

სალომე ზურაბიშვილი: რუსეთის მიზანია, შეგვიცვალოს მომავალი და ამას ჩვენ არ დავუშვებთ

პრეზიდენტ სალომე ზურამიშვილის თქმით, საქართველო ევროინტეგრაციის კურსის ერთგული რჩება. ამის შესახებ მან მოლდოვაში, პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გაართულ პრესკონფერენციაზე განაცახდა.  სალომე ზურაბიშვილი: ეს ომი დამთავრდება უკრაინის გამარჯვებითა და ჩვენი ევროკავშირში გაერთიანებით „ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიუხედავად და იმ ყოველდღიური წნეხის მიუხედავად, რომ იცვლება საოკუპაციო ხაზი, ხდება ჩვენი მოქალაქეების გატაცებები, ჩვენ მაინც მივდივართ ევროინტეგრაციის გზაზე, რადგან ვიცით, რომ მთავარი მიზანი რუსეთის ქმედებებისა არის ის, რომ შეგვაცვლევინოს ეს გზა, ჩვენ შეგვიცვალოს მომავალი და ამას ჩვენ არ დავუშვებთ“, - განაცხადა ზურაბიშვლმა. საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.   

სალომე ზურაბიშვილი: სოლიდარობა, რუსეთსა და რუსეთის ქმედებებზე, ჩვენი ნამდვილი პასუხია

უკრაინამ და მოლდოვამ, რომლებიც სხვა პირობებში იმყოფებოდნენ, კანდიდატის სტატუსი მიიღეს. ეს არ ნიშნავს რომ, ჩვენ რაღაცნაირად ერთმანეთთან შეჯიბრში ვართ, ეს არ არის სილამაზის შეჯიბრი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი, მოლდოვის რესპუბლიკაში დაიწყო „უკრაინამ და მოლდოვამ, რომლებიც სხვა პირობებში იმყოფებოდნენ, კანდიდატის სტატუსი მიიღეს. ეს არ ნიშნავს რომ, ჩვენ რაღაცნაირად ერთმანეთთან შეჯიბრში ვართ, ეს არ არის სილამაზის შეჯიბრი. ეს არის ჩვენი გამოწვევა და ამ გზაზე, თუ რამდენად შევძლებთ და შევასრულებთ ამ რეკომენდაციებს, ამით იქნება განსაზღვრული ჩვენი ევროპული მომავალი. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ჩვენ თავთან გვაქვს ეს გამოწვევა და არავისთან შედარებები არაფერს გვაძლევს, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ სოლიდარულები ერთმანეთის და უნდა ვიყოთ კიდევ უფრო მკაფიოდ, იმიტომ, რომ სოლიდარობა, რუსეთსა და რუსეთის ქმედებებზე, ჩვენი ნამდვილი პასუხია,“ -განაცხადა ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, ევროპულმა საბჭომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, 23 ივნისს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტზე მიიღო. ევროკავშირის წევრის სახელმწიფოების ლიდერთა გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭათ, ხოლო საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ეს ომი დამთავრდება უკრაინის გამარჯვებითა და ჩვენი ევროკავშირში გაერთიანებით მაია სანდუ სალომე ზურაბიშვილს: იმედი მაქვს, რომ თქვენი ვიზიტი გახსნის ახალ თავს საქართველო-მოლდოვის ურთიერთობებში  

სალომე ზურაბიშვილი: არ არის გამორიცხული რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის პირობებს გადახედოს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა მოლდოვაში ვიზიტისას, მაია სანდუსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.   სალომე ზურაბიშვილი: ეს ომი დამთავრდება უკრაინის გამარჯვებითა და ჩვენი ევროკავშირში გაერთიანებით „რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეებს შემოსვლას საქართველოში, ეს ნამდვილად არის გამოწვევა. არ ვიტყოდი საფრთხეს, მაგრამ გამოწვევა არის. მათ შორის არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეები, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში იმ სიტუაციის გამო, რაც რუსეთში არსებობს. მაგრამ ასევე არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო შემოდიან საქართველოში. აქ მთავარია, საზოგადოება იყოს დარწმუნებული, რომ კონტროლის ყველა მექანიზმია გამოყენებული, რათა საფრთხე არ გაჩნდეს. მგონია, რომ ამისთვის მეტი კომუნიკაცია და მეტი ინფორმირებაა საჭირო ჩვენი საზოგადოების, რომ ყველა შესაძლო საფრთხე და საკითხი არის რეალურად გათვალისწინებული ხელისუფლების მიერ და მიღებულია ყველა ზომა. სალომე ზურაბიშვილი: რუსეთის მიზანია, შეგვიცვალოს მომავალი და ამას ჩვენ არ დავუშვებთ ასევე არ არის გამორიცხული სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია დღევანდელ პირობებში და რომელიც შეიძლება ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერაა გადასაწყვეტი საზოგადოებასთან ერთად მისი ინფორმირებით. ყველაზე მთავარი, ალბათ, ეს არის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილი მოლდოვაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.   

სალომე ზურაბიშვილი მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნატალია გავრილიცას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და მოლდოვის წინაშე არსებულ გამოწვევებს, უკრაინის ომს და მის გავლენას ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ასევე მოლდოვის პრემიერმა აღნიშნეს, რომ დღეს უმთავრესია უკრაინის მიმართ სოლიდარობა და მათი მხარდაჭერა. „საქართველო უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით დგას, ასეთ დროს ევროპელი პარტნიორების დახმარება და ერთობლივი პროექტების განხორციელება, რომელიც დღის წესრიგში იდგა, დღეს ერთი ორად მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა პრეზიდენტმა. პრემიერმა პრეზიდენტს მოლდოვაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საქართველოს პრეზიდენტმა ნატალია გავრილიცა თბილისში ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე მიიწვია, რომელიც 2023 წელს იგეგმება.  

მოლდოვის ხელისუფლება ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, ზომებს იღებს

მოლდოვის ხელისუფლება ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, ზომებს იღებს. მოლდოვას საგანგებო სიტუაციების ეროვნულმა კომისიამ დაამტკიცა ზომები ელექტროენერგიის დაზოგვისთვის კრიზისის დროს - ხალხს სთხოვეს, არ გამოიყენონ ლიფტები გარკვეულ საათებში, შეამცირონ ტემპერატურა ოთახებში, შეზღუდონ ესკალატორების მუშაობა და შეამცირონ სახლების განათება. კერძოდ, მოლდოველებს ურჩევენ, არ გამოიყენონ ლიფტები 7:00 საათიდან 11:00 საათამდე და 18:00 საათიდან 23:00 საათამდე, ჰაერის ტემპერატურა კი კომერციულ და საზოგადოებრივ შენობებში სამუშაო დღეებში 19 °C-მდე, ხოლო შაბათ-კვირას 15 °C-მდე შეამცირონ. ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობას მოუწოდებენ, შეისწავლონ ელექტროენერგიის დაზოგვის შესაძლებლობები, რათა დენის გათიშვამ არ შეუქმნას საფრთხე მოქალაქეების უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას. ასევე რეკომენდებულია გარე განათების გათიშვა დღის საათებში. ამავე პერიოდში უნდა აიკრძალოს კრიპტოაქტივების მოპოვება და კრიპტოვალუტების მაინინგისთვის საჭირო აღჭურვილობის იმპორტი. ამავდროულად, აკრძალულია კრიპტოვალუტების მაინინგისთვის სპეციალიზებული აღჭურვილობის იმპორტი. შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილმა იერიშებმა მოლდოვის ენერგომომარაგებასაც შეუქმნა პრობლემა. მოლდოვაში, რომელიც ელექტროენერგიის დეფიციტს 24 ოქტომბრიდან განიცდის, ელექტროენერგიის ეროვნული მიმწოდებელი, Energocom-ი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგებას 7:00 საათიდან 23:00 საათამდე.

აშშ-მ მოლდოვაში, ათობით ადამიანსა და ორგანიზაციას, კრემლთან კავშირისთვის სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა, მოლდოვაში ცხრა ადამიანისა და 12 ორგანიზაციის წინააღმდეგ, კრემლთან კავშირისთვის სანქციები დააწესა.  „სანქცირებულ პირებსა და სუბიექტებს შორის არიან ოლიგარქები, რომლებიც ფართოდ არიან ცნობილი მოლდოვის პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტიტუტების ხელში ჩაგდებისა და კორუმპირების გამო“, - აღნიშნულია დოკუმენტში. ამგვარად, სანქციების სიაში მოლდოვის დემოკრატიული პარტიის ყოფილი ფორმალური ლიდერი ვლადიმერ პლახოტნიუკი მოხვდა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა განმარტა, რომ ის ჩართული იყო მანიპულაციებში რესპუბლიკის ხელისუფლების საკვანძო სექტორებში, მათ შორის ზეგავლენას ახდენდა სამართალდამცველ, საარჩევნო და სასამართლო ორგანოებზე. გარდა ამისა, დაწესდა შეზღუდვები სხვა პოპულისტი პოლიტიკოსების მიმართ, რომლებსაც გავლენიანი თანამდებობები ეკავათ და ცდილობდნენ მოლდოვას კრემლის გავლენის ქვეშ დაბრუნებას.  

უკრაინის მიერ მოგერიებული რუსული რაკეტა მოლდოვაში ჩამოვარდა

ორშაბათს დილით, რუსეთის მხრიდან გასროლილი ერთ-ერთი რაკეტა, რომლის მოგერიებაც უკრაინის საჰაერო ძალებმა შეძლეს, მოლდოვის სოფელ ნასლავჩასთან ჩამოვარდა.  „დღეს დილით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ ჩამოგდებული რაკეტა, მოლდოვის რესპუბლიკის სოფელ ნასლავჩასთან ცამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან მდებარეობს", - იუწყება მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტრო. შედეგად რამდენიმე სახლის მინები ჩაიმსხვრა, თუმცა არავინ დაშავებულა. რაკეტის ჩამოვარდნის ადგილი შემოსაზღვრეს. ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.  

მოლდოვამ რუსი დიპლომატი გააძევა

მოლდოვამ რუსი დიპლომატი გააძევა, რომლის ვინაობაც და სხვა დეტალები ამ დრომდე არ გასაჯაროვდა. უკრაინის მიერ მოგერიებული რუსული რაკეტა მოლდოვაში ჩამოვარდა რუსეთის სახელმწიფო უწყებები წერენ, რომ ეს არის პასუხი დღეს დილით მომხდარ ინციდენტზე. ერთ-ერთი რაკეტის ნამსხვრევები, რომლითაც რუსეთი უკრაინის ენერგოსისტემას დაესხა თავს, მოლდოვას ტერიტორიაზე, სოფელ ნასლავჩასთან ჩამოვარდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, TASS-ის ცნობით, პირობა დადო, რომ დიპლომატის გაძევებას გამოეხმაურება.  შეგახსენებთ, რომ 10 ოქტომბერს უკრაინაზე თავდასხმის დროს მოლდოვას ტერიტორიაზე სამი რუსული რაკეტა გადმოფრინდა. შემდეგ, მოლდოვაში რუსეთის ელჩი, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს.  

მაია სანდუს თქმით, რუსეთის სპეცსამსახურები პრორუსულ პარტიებთან ერთად, მიზანმიმართულად ცდილობენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევას

მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებით, ბოლოდროინდელი საპროტესტო აქციების უკან, რუსული სპეცსამსახურები და მოლდოვის რესპუბლიკის პრორუსული პარტიები დგანან. მაია სანდუს შეფასებით, ქვეყანაში მოქმედი კორუმპირებული ძალები და რუსეთის სპეცსამსახურები მიზანმიმართულად ცდილობენ დესტაბილიზაციის გამოწვევას. „გვაქვს მტკიცებულება, რომ კორუმპირებული ჯგუფების კოალიციას, რომელმაც მოლდოვაში ბევრი ფული მოიპარა, ასევე, რუსეთის სპეცსამსახურებს, პრორუსულ პარტიებს საერთო მიზანი აქვთ - მოლდოვაში დესტაბილიზაცია. ისინი სათავისოდ იყენებენ იმ სირთულეებს, რომლებსაც მოქალაქეები აწყდებიან. ჩვენ მოწოდებული ვართ, დავიცვათ დემოკრატია“, - განაცხადა მაია სანდუმ.  

მაია სანდუ: მოლდოვას ნეიტრალიტეტის სტატუსი ვერ დაიცავს

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ ქვეყნის ნეიტრალიტეტის სტატუსი, რომელსაც კონსტიტუცია ითვალისწინებს მოლდოვას ვერ დაიცავს, მაგრამ ამის შეცვლა მხოლოდ ხალხის ფართო მხარდაჭერითაა შესაძლებელი. „ჩვენ არ გვყავს საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციის შესაცვლელად. ამ მდგომარეობის შესაცვლელად ხალხის მხარდაჭერაა საჭირო. დიდი ხანია მოლდოვაში პოლიტიკური დისკურსი ნეიტრალიტეტის მომხრეა, რომელიც, როგორც ვხედავთ, არ გვიცავს. ჩვენ გვაქვს რუსეთის მხრიდან უსაფრთხოების სერიოზული საფრთხე, რომელსაც ყოველდღიურად ვაწყდებით. ამავდროულად, ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, გვინდა გავაძლიეროთ დემოკრატია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია რას ფიქრობენ მოქალაქეები“, - განაცხადა სანდუმ. მისი თქმით, „ხელისუფლება იცავს ნეიტრალიტეტის კონსტიტუციურ პრინციპს, რადგან ასეთია მოქალაქეების ნება“. „მოლდოვა რჩება ძალიან დაუცველი რუსეთის მიმართ,” - აღნიშნა სანდუმ.  მისი თქმით, მოლდოვას არ აქვს უსაფრთხოების ქოლგა NATO-ს სახით. „მაშინაც კი, თუ ჩვენ არ გვაქვს ეს უსაფრთხოების ქოლგა, შეგვიძლია ვიპოვოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს უფრო მეტ ნდობასა და უსაფრთხოებას მისცემს. მოლდოვა კვლავ დაუცველია და ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ მაშინ, როდესაც ის შეუერთდება დიდ ევროპულ ოჯახს, ჩვენ შევძლებთ თავი დაცულად ვიგრძნოთ“, - თქვა სანდუმ.  

ევროკავშირმა უკრაინასთან და მოლდოვასთან, ტვირთების გადაზიდვის გამარტივებაზე შეთანხმება დაამტკიცა

ევროპარლამენტმა უკრაინასთან და მოლდოვასთან, ტვირთების გადაზიდვის გამარტივებაზე შეთანხმება დაამტკიცა.  შეთანხმება დროებით აადვილებს საგზაო-სატვირთო გადაზიდვებს, რაც საშუალებას აძლევს უკრაინულ, მოლდოველ და ევროპელ გადამზიდველებს, ტერიტორიები, შესაბამისი ნებართვების მიღების გარეშე გადაკვეთონ. გარდა ამისა, მიღებული დოკუმენტი უკრაინელ მძღოლებს საშუალებას მისცემს ევროკავშირში, უკრაინული მართვის მოწმობები და პროფესიული კომპეტენციის სერთიფიკატები გამოიყენონ. „უკრაინის საჰაერო სივრცე დაკეტილია სამოქალაქო მოძრაობისთვის და საზღვაო ექსპორტი მკაცრად შეზღუდულია. ამიტომ უკრაინისთვის უნდა მოძებნოს ალტერნატიული საგზაო მარშრუტები მარცვლეულის, საწვავის, საკვებისა და სხვა საქონლის ექსპორტისთვის. მოლდოვაც ანალოგიურად იტანჯება, სჭირდება ალტერნატიული სატრანზიტო მარშრუტები ევროკავშირის გავლით და დახმარება უკრაინული საქონლის ტრანზიტში“, - აღნიშნავენ ევროპარლამენტში. „ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს“, - ნათქვამია ევროპარლამენტის მოხსენებაში.  

რუსეთის იერიშმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მეზობელ მოლდოვაში ელექტროენერგიის შეწყვეტა გამოიწვია

მოლდოვის ვიცე პრემიერ-მინისტრის ანდრეი სპინუს განცხადებით, რუსეთის იერიშმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მოლდოვაში ელექტროენერგიის შეწყვეტა გამოიწვია. მისი განმარტებით, ქსელი ავტომატურად გაითიშა უსაფრთხოების ღონისძიების ფარგლებში. „(Isaccea-Vulcanesti) ელექტროგადამცემი ხაზი, რომლის საშუალებითაც ელექტროენერგია მიეწოდება მოლდოვას, უსაფრთხოების ღონისძიების ფარგლებში, ავტომატურად გაითიშა. შედეგად, ელექტროენერგია მთელი ქვეყნის მასშტაბით გაითიშა. ეს მოხდა რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმის დროს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე 15 ნოემბერს“, - განაცხადა სპინუმ სატელევიზიო ეთერში. ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად, კიევის რეგიონში 10 შენობა დაზიანდა. ამასთან, კიროვოგრადის რაიონში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანდა. ზოგიერთ ქალაქში ელექტროენერგია ნაწილობრივ გათიშულია.  

მაია სანდუ: კიშინიოვში საპროტესტო აქციებს, რუსეთის ფედერაცია აფინანსებს. ეს შურისძიებაა

კიშინიოვში საპროტესტო აქციები, რუსეთიდან პირდაპირ დაფინანსებული ჯგუფების მიერაა ორგანიზებული და ესაა შურისძიება მოლდოვის სოლიდარობისთვის ევროკავშირთან და უკრაინასთან. მოლდოვაში პრორუსული პარტია „შორი“ შესაძლოა, არაკონსტიტუციურად გამოაცხადონ ამის შესახებ პრეზიდენტმა მაია სანდუმ, პარიზში, მოლდოვის მხარდამჭერ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.    „ამ პერიოდში, ჩვენს ქვეყანაში მოქმედებენ კრიმინალური ჯგუფები, მოლდოვაში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით. ჩვენზე თავდასხმები, იმ ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ. მაია სანდუ: მოლდოვას ნეიტრალიტეტის სტატუსი ვერ დაიცავს ასეთი ჯგუფები, მათ მხარდამჭერებს ფულს უხდიან, პირდაპირ ანტისამთავრობო დემონსტრაციებში მონაწილეობის მისაღებად.  კიშინიოვში აქციები, დაფინანსებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ეს მტრული ქმედებები არის შურისძიება მოლდოვის რესპუბლიკის წვლილის გამო ომში, შურისძიება იმის გამო, რომ ჩვენ სოლიდარულები ვართ ევროკავშირთან და უკრაინასთან“, - აღნიშნა მაია სანდუმ.  

დონორთა კონფერენცია მოლდოვას, €100 მილიონს გამოუყოფს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, მოლდოვისთვის, დახმარების ახალი 100 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ მოლდოვას მხარდაჭერის პლატფორმის მონაწილეები პარიზში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. მაკრონმა თქვა, რომ თანხა გაზისა და ელექტროენერგიის შესაძენად და ლტოლვილთა კრიზისის მართვის პროგრამას მოხმარდება. „როგორც ბერლინსა და ბუქარესტში, ჩვენ გადავწყვიტეთ მეტი ფული შეგვეგროვებინა მოლდოვისთვის და კერძო კომპანიებისთვის. ჩვენ ვთავაზობთ 100 მილიონზე მეტს, მათ შორის უკრაინიდან ლტოლვილებთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად, რათა მათ მიიღონ განათლებაზე წვდომა", - განაცხადა მაკრონმა. მოლდოვა, რომელიც დიდწილად არის დამოკიდებული რუსეთიდან ენერგომომარაგებაზე, დიდ სირთულეებს აწყდება ზამთრის დადგომასთან ერთად. მოსკოვმა კიშინიოვს, ბუნებრივ აირს მიწოდება დაახლოებით 40%-ით შეუმცირა, რაც ზიანს აყენებს მოლდოვას, რომ თავისი მოსახლეობისთვის საკმარისი ელექტროენერგია უზრუნველყოს.  მოლდოვის მხარდაჭერის პლატფორმა ამ გაზაფხულზე რუმინეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივით შეიქმნა. 5 აპრილს პლატფორმის პირველი კონფერენცია გაიმართა ბერლინში, 15 ივლისს კი მეორე კონფერენცია ბუქარესტში ჩატარდა.  მოლდოვას, კონფერენციის ფარგლებში 77 მილიონი ევრო გამოეყო, საიდანაც 40 მილიონი გრანტი იყო.  

უკრაინა უარყოფს „გაზპრომის“ განცხადებას, რომ მოლდოვისთვის განკუთვნილი გაზი, ტრანზიტისას „გაქრა“

უკრაინის GTS ოპერატორი უარყოფს გაზპრომის განცხადებას, რომ რუსული გაზი, რომელიც განკუთვნილია მოლდოველი მომხმარებლების მიწოდებისთვის, კომპანია Moldovagaz-თან დადებული ხელშეკრულებით, უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტისას „გაქრა“. „გაზპრომი“ უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შემცირებით იმუქრება ამის შესახებ Ukrinform-ი OGTSU-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება. „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი გაზს, როგორც პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტს იყენებს. ეს არის ფაქტების უხეში მანიპულირება, რათა გაამართლოს თავისი გადაწყვეტილება, შეზღუდოს გაზის მიწოდება ევროპის ქვეყნებისთვის", - თქვა ოლგა ბელკოვამ, რომელიც მთავრობასთან, სააგენტოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებს ხელმძღვანელობს.  

სარაკეტო დარტყმის გამო, უკრაინასა და მოლდოვაში ელექტროენერგია შეწყდა

უკრაინის დასავლეთით მდებარე ქალაქი ლვოვი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა მას შემდეგ, რაც უკრაინაში, მათ შორის დედაქალაქ კიევში სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. მეზობელმა ქვეყანამ მოლდოვამ ასევე განაცხადა, რომ არ მიეწოდება ელექტროენერგია. ლვოვის მერმა მოსახლეობას თავშესაფარაში დარჩენისკენ მოუწოდა, ხოლო კიევის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ დაზიანებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურა და სახლები. ლვოვის მერმა, ანდრეი სადოვიმ მედიას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბავშვები მასწავლებლებთან ერთად თავშესაფრებში გადაიყვანეს და მშობლებს მოუწოდა, არ გამოიყვანონ ისინი განგაშის დასრულებამდე. ბოლო თავდასხმების შედეგად, უკრაინის ბევრ რაიონში გეგმური გამორთვა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. რუსეთის თავდასხმებმა დააზიანა უკრაინის ენერგეტიკული სისტემის თითქმის ნახევარი და მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე რჩება. კიევი იუწყება, რომ რუსეთი დედაქალაქის რამდენიმე რეგიონს ბომბავს

მოლდოვამ რუსეთის ელჩი, ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო დაიბარა

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რუსეთის ელჩი, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმის გამო, ელექტროენერგიის გათიშვასთან დაკავშირებით, განმარტებების მისაცემად დაიბარა. სარაკეტო დარტყმის გამო, უკრაინასა და მოლდოვაში ელექტროენერგია შეწყდა ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ განაცხადა.  პოპესკუმ თავის Twitter-ზე აღნიშნა, რომ რუსეთის თავდასხმებმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მოლდოვა კიდევ ერთხელ დატოვა სიბნელეში. მისი თქმით, ელექტროენერგიის მასიური გათიშვა ხდება მთელ ქვეყანაში, მათ შორის კიშინიოვსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში. „მე დავავალე, რომ ახსნა-განმარტებისთვის გამოეძახათ რუსეთის ელჩი", - განაცხადა პოპესკუმ.  

ილია დარჩიაშვილი მოლდოვას ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 24 ნოემბერს ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკას ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს მოლდოვას რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს. „ილია დარჩიაშვილი შეხვდება მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრს ნიკუ პოპესკუს, როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებული შემადგენლობით, რის შემდეგაც გაკეთდება მინისტრების განცხადებები პრესასთან. კიშინეუში ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება საქართველო-მოლდოვას ორმხრივი პარტნიორობის საკითხები, საუბარი შეეხება ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს, საქართველოსა და მოლდოვას ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს და ამ კუთხით ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობას“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ილია დარჩიაშვილი: ევროკავშირის წევრობა, საქართველოსა და მოლდოვას ცივილიზაციური არჩევანია

„ევროკავშირის წევრობა საქართველოსა და მოლდოვას ცივილიზაციური არჩევანია. ევროპული საბჭოს ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ჩვენი ქვეყნებისთვის ფორმალურად ევროკავშირის კარი გააღო და, შედეგად, ჩვენ გადავინაცვლეთ გაფართოების პაკეტში“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა კიშინეუში, მოლდოველ კოლეგასთან შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრესკონფერეციაზე განაცხადა. დარჩიაშვილის თქმით, ამ შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდა „იმ დიდი პასუხისმგებლობის აღებით, რომელიც ევროკავშირთან პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სამართლებრივად მაღალი თავსებადობის უზრუნველყოფას გულისხმობს“.  მოლდოველ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრეკოსნფერენციაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მონაწილეობით დაფუძნებული ასოცირებული ტრიოს ფორმატის მნიშვნელობას, რაც ევროპული ინტეგრაციის გზაზე სამი ქვეყნის გამორჩეულ პარტნიორობას ნათლად წარმოაჩენს. დარჩიაშვილის განცხადებით, მოლდოველ კოლეგასთან შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია როგორც ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების, ისე ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიმდინარეობის შესახებ. შეხვედრაზე საუბარი ასევე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს შეეხო. „მსურს შემთხვევით ვისარგებლო და უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა კიდევ ერთხელ დავუდასტურო,"- განაცხდა მინისტრმა. მან ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა მოლდოვას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ორმხრივ ურთიერთობაზე საუბრისას განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოსა და მოლდოვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საიუბილეო თარიღს - 30 წლისთავს, როგორც ორმხრივი დინამიური ურთიერთობის ახალ საფეხურზე გადასვლისა და გააქტიურების კარგ შესაძლებლობას. ამ მხრივ, მხარეები მაღალი დონის ვიზიტების გაცვლას მიესალმნენ და ილია დარჩიაშვილმა კოლეგა ვიზიტით, საქართველოში მოიწვია,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მოლდოვის პარლამენტმა ჰოლოდომორი, უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

მოლდოვის პარლამენტმა, დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღო დეკლარაცია, რომლითაც, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარეს. 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინაში, რუმინეთმა გენოციდად აღიარა დოკუმენტს მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა. მოლდოვის კომუნისტური პარტიის წარმომადგენელმა ოლეგ რეიდმანმა, პარლამენტს კენჭისყრამდე, დეკლარაციის დღის წესრიგიდან ამოღება შესთავაზა. კენჭისყრამდე კომუნისტებისა და „შორის“ დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.  

რა საკითხები განიხილა ილია დარჩიაშვილმა მოლდოვაში გამართულ შეხვედრებზე

მოლდოვაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნატალია გავრილიცასა და პარლამენტის თავმჯდომარეს იგორ გროსუს შეხვდა შეხვდა.  მაია სანდუმ და ილია დარჩიაშვილმა, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხი განიხილეს ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  „მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის კარგი დინამიკა, რაც ხელს უწყობს ორი ქვეყნის კავშირების შემდგომ გამყარებასა და გაღრმავებას. ილია დარჩიაშვილი: ევროკავშირის წევრობა, საქართველოსა და მოლდოვას ცივილიზაციური არჩევანია ასევე აღინიშნა საქართველოსა და მოლდოვას მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული ხელშესახები შედეგები, რომელიც  ევროკავშირის გადაწყვეტილებაში გამოიხატა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე იგორ გროსუსთან შეხვედრაზე, განხილვის მთავარი საკითხები საქართველო-მოლდოვას ორმხრივი ურთიერთობა, ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი, ამ პროცესში მჭიდრო კოორდინაცია და არსებული გამოწვევები იყო.  

უკრაინაში ომის გამო, მოლდოვამ საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივა

მოლდოვის მთავრობა უკრაინაში ომისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, საგანგებო მდგომარეობას კიდევ 60 დღით ახანგრძლივებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ განაცხადა. პროექტი პარლამენტის სხდომას დღეს წარედგინება. მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი ომის პირველივე დღიდან მოქმედებს.  

„გაზპრომმა“ მოლდოვაში გაზის ერთადერთი მიმწოდებელის სტატუსი დაკარგა

მოლდოვის გაზის გადამცემი კომპანია Moldovagaz-ი გაზს ორი წყაროდან: „გაზპრომიდან“ და ენერგოკომიდან შეისყიდის. ამის შესახებ Moldovagaz-ის თავმჯდომარემ ვადიმ ჩებანმა განაცხადა, იუწყება NewsMaker-ი.  ჩებანის თქმით, „გაზპრომი“ მოლდოვას მოქმედი კონტრაქტით 5,7 მლნ კუბურ მეტრს მიაწვდის, ხოლო „მოლდოვაგაზი“ ენერგოკომისგან კიდევ 3,5 მლნ-ს შეისყიდის. მთლიანობაში მოლდოვა დეკემბერში 9,2 მლნ კუბურ მეტრ გაზს შეისყიდის. შეძენილი რუსული გაზი მიეწოდება Tiraspoltransgaz-ს ელექტროენერგიის წარმოებისთვის MGREM-ში ეგრეთ წოდებულ დნესტრისპირეთში, ხოლო Energocom-ის გაზი მიწოდება დნესტრის მარჯვენა სანაპიროზე მყოფ მომხმარებლებს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუმინეთმა მოლდოვაში გაზის ექსპორტი „იასი-უნგენის“ მილსადენით დაიწყო.  შეგახსენებთ, რომ მოლდოვამ კონტრაქტი ბულგარეთთან, ბუნებრივ გაზზე ხელმისაწვდომობის შესახებ 27 ოქტომბერს გააფორმა.   

მოლდოვის შსს რაკეტის ნამსხვრევების პოვნის შესახებ ცნობებს განმარტავს

მოლდოვაში, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით, 3 კილომეტრში რაკეტის ნამსხვრევები იპოვეს. მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რაკეტის ნაწილი პოლიციამ იპოვა ჩრდილოეთ მოლდოვის სოფელ ბრიჩენის მახლობლად, უკრაინის საზღვართან ახლოს. მოლდოვის ხელისუფლების ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეციალისტები უკვე მუშაობენ. რაკეტის წარმომავლობა ჯერ კიდევ დაუზუსტებელია. „მოლდოვის პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახურები 5 დეკემბერს უკრაინაზე რუსეთის მასობრივი სარაკეტო დარტყმის დროს მზადყოფნაში იყვნენ“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, მოლდოვა ზარალდება, რადგან ის უკრაინის ელექტროქსელთან არის ინტეგრირებული. 15 და 23 ნოემბრის მსგავსად, მოლდოვის ენერგოკომპანიამ დღესაც განაცხადა, რომ ქვეყანას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება.

დანილოვის თქმით, მოლდოვის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა ნამდვილად რუსულია

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, მოლდოვის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა ნამდვილად რუსულია. შესაბამისი განცხადება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს (NSDC) მდივანმა ოლექსი დანილოვმა „ტელემარათონის“ დროს გააკეთა. მოლდოვის შსს რაკეტის ნამსხვრევების პოვნის შესახებ ცნობებს განმარტავს „რუსეთის მიერ გასროლილი რაკეტები, ჩვენს ნებისმიერ მეზობელ ქვეყანას დაუცველს ხდის. მოლდოვის ტერიტორიაზე ეს ნამდვილად იყო რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული რაკეტა. ჩვენ ვიცით, რამდენი წლის რაკეტებია ესენი, ზოგიერთი მათგანი [რაკეტები - რედ.] გაკეთდა იმ წელს, როცა დავიბადე“, - განუცხადა ოლექსი დანილოვმა. რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, მოლდოვა ზარალდება, რადგან ის უკრაინის ელექტროქსელთან არის ინტეგრირებული. 15 და 23 ნოემბრის მსგავსად, მოლდოვის ენერგოკომპანიამ 5 დეკემბერსაც განაცხადა, რომ ქვეყანას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება.

უკრაინა და მოლდოვა საჰაერო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

უკრაინისა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრები საჰაერო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ დენის შმიგალმა განაცხადა. „მადლობელი ვარ მოლდოვის პრემიერ-მინისტრის ნატალია გავრილიცას ვიზიტის გამო. მოლდოვასა და უკრაინას შორის მუდმივი კომუნიკაცია გვაძლიერებს... ჩვენ შევთანხმდით, ვითანამშრომლოთ საჰაერო თავდაცვის საკითხებში, გავაუმჯობესოთ საზღვრის კონტროლი და მხარი დავუჭიროთ თანამშრომლობასა და დიალოგს მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ“, - განაცხადა შმიგალმა. მისივე თქმით, კოლეგასთან შეხვედრისას მიღწეულია არაერთი მნიშვნელოვანი შეთანხმება. „კერძოდ, უკრაინა და მოლდოვა გააგრძელებენ ადმინისტრაციული და პროცედურული ბარიერების მოხსნას ადამიანებისა და ტვირთის თავისუფალი გადაადგილებისთვის; მოსალოდნელია ხელშეკრულების გაფორმება საერთო საზღვარზე საგზაო ხიდის მშენებლობაზე 2023 წლის შუა რიცხვებისთვის; ასევე, უკრაინა-მოლდოვა-რუმინეთის დიალოგის ფორმატის გააქტიურება;  ორმხრივი სამუშაო ჯგუფის შექმნა უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის კოორდინაციისთვის“.

ბრიტანეთმა მოლდოვიდან გაქცეულ პრორუს ოლიგარქებს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა, სანქციების სიაში მოლდოველი პრორუსი პოლიტიკოსი, ოლიგარქი ილან შორი და ქვეყნიდან გაქცეული ოლიგარქი ვლად პლახოტნიუკი შეიყვანა. აშშ-მ მოლდოვაში, ათობით ადამიანსა და ორგანიზაციას, კრემლთან კავშირისთვის სანქციები დაუწესა „ილან შორი პარტია „შორის“ თავმჯდომარეა მოლდოვაში, 2014 წელს მოლდოვის საბანკო თაღლითობის სკანდალშია ჩართული. შორს ბრალი ედებოდა ქრთამის აღება, რათა 2014 წელს ბანკის თავმჯდომარის თანამდებობა მოეპოვებინა. ვლადიმერ პლაჰოტნიუკი, ბიზნესმენი და ყოფილი პოლიტიკოსია, რომელიც მოლდოვის მართლმსაჯულებას ემელება კორუფციაშია ბრალდებული“, - ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში. მოლდოვაში პრორუსული პარტია „შორი“ შესაძლოა, არაკონსტიტუციურად გამოაცხადონ აშშ-მ მოლდოველ ოლიგარქებს სანქციები დაუწესა ნოემბერში მოლდოვამ გაქცეული ოლიგარქი პლახოტნიუკი დაუსწრებლად გაასამართლა. აშშ-ს ზეწოლის ქვეშ, 2019 წელს პოლიტიკური კრიზისის გამწვავების ფონზე, პლახოტნიუკმა მოლდოვა დატოვა. პლახოტნიუკის ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერა 2019 წლის ივნისში მას შემდეგ დასრულდა, რაც პოლიტიკური კრიზისის შედეგად, პაველ ფილიპის მთავრობა გადადგა. 2020 წლის იანვარში, აშშ-მ ვლად პლახოტნიუკს სანქციები დაუწესა. რაც შეეხება შორის, მას 2017 წელს, მოლდოვის სასამართლომ 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას მოლდოვის ტერიტორიის დატოვება ჰქონდა აკრძალული. 2018 წლის თებერვალში შორი პარლამენტის დეპუტატი გახდა. მოლდოვაში, 2019 წლის ივნისში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ქვეყანა დატოვა, რის შემდეგაც მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა და სადეპუტატო იმუნიტეტი ჩამოერთვა. მედია წერდა, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში, მოლდოვაში გამართული აქციების უკან სწორედ ის იდგა. მოლდოვის მთავრობა  „შორის“ პარტიის გასაუქმების გზებს განიხილავს.  

მაია სანდუ უკრაინაში რუსეთის აგრესიასა და კრემლის მიზნებზე მოლდოვაში

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ, რომელიც გასულ კვირას ეწვია შეერთებულ შტატებს, განაცხადა, რომ უკრაინა, რომელიც იგერიებს რუსეთის აგრესიას, ასევე იცავს მოლდოვის თავისუფლებას, თუმცა მისი ქვეყნისთვის საფრთხე კვლავ რჩება. ამის შესახებ პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა დღეს იცავს საკუთარ თავისუფლებას, მაგრამ ასევე იცავს მოლდოვის თავისუფლებას. „ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ მამაცი უკრაინელების, მაგრამ რისკები კვლავ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს უკრაინის წყალობით, ჩვენ ჰიბრიდული ომის წინაშე ვართ. არის რუსეთის მხრიდან მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობები“, - განაცხადა სანდუმ. მოლდოვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჰიბრიდული ომის კომპონენტებია რუსული პროპაგანდა, ასევე ენერგორესურსების იარაღად გამოყენება. მისი თქმით, გაზპრომმა მოლდოვას გაზის მიწოდება 60%-ით შეამცირა, მიუხედავად მოქმედი კონტრაქტისა და მასში გათვალისწინებული მაღალი ფასისა, რომელსაც კიშინიოვი იხდის. მან მიუთითა ის ფაქტი, რომ მოლდოვაში გარკვეული კორუმპირებული ჯგუფები რუსეთის მიერ მხარდაჭერილ პრორუსულ პოლიტიკურ ძალებთან ერთად აწყობენ საპროტესტო აქციებს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიზნით. სანდუ გასულ კვირას ვაშინგტონში იმყოფებოდა, სადაც შეხვდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს. მან დემოკრატიის ხელშესაწყობად დაუღალავი ძალისხმევისთვის მადლენ ოლბრაიტის ჯილდო მიიღო.

მოლდოვა გაზპრომის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

მოლდოვის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ტრანსნაციონალურ „გაზპრომს“ უჩივლოს, რადგან რუსულმა კომპანიამ ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია. განაცხადა მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ანდრეი სპინუმ Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, ადვოკატები უკვე ამზადებენ შესაბამის მიმართვას. „გაზპრომი“ არის დამნაშავე იმაში, რომ იძულებულები ვართ ვიყიდოთ გაზი და ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ ასევე მოვითხოვთ ზარალის ანაზღაურებას, რადგან მათი გადაწყვეტილებების გამო, ჩვენ იძულებულნი ვართ გადავიტანოთ თანხები, ავიღოთ სესხები... ისინი უბრალოდ უგულებელყოფენ თავიანთ ვალდებულებებს და შესაბამისად უნდა გადაიხადონ“, - აღნიშნა სპინუმ. მისივე თქმით, გაზპრომმა დაკარგა სანდო პარტნიორის რეპუტაცია.  

მოლდოვა თავდაცვის ბიუჯეტს თითქმის 70%-ით გაზრდის

2023 წელს მოლდოვას თავდაცვის ხარჯები, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 650 მილიონი ლეით, ანუ დაახლოებით 68,2%-ით გაიზრდება - თანხები საჰაერო თავდაცვის სისტემის შესაძენად იქნება მიმართული. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი ნოსატიიმ მოლდოვის ევროინტეგრაციის ფორუმზე განაცხადა. „ეს თანხა გადაეცემა კრიტიკულ სექტორებს, რომლებიც გამოიკვეთა სამხედრო სფეროში სტრატეგიული დაგეგმვის დოკუმენტების გადახედვისას. ინვესტიციები მიმართული იქნება უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, კერძოდ საჰაერო თავდაცვაზე", - განაცხადა მინისტრმა. მან განმარტა, რომ დღეს არსებული წინადადებების გათვალისწინებით - ჯერჯერობით საუბარია მხოლოდ სარაკეტო თავდაცვის რადარზე - მოლდოვა ასეთი სისტემის შეძენას მხოლოდ წელიწადნახევარში შეძლებს. მიმდინარე წელს მოლდოვას თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი უკვე გაიზარდა 14,5 მილიონი ლეით, თანხის ნახევარზე მეტი პერსონალის ხარჯებზე განაწილდა.   

მოლდოვამ ექვს პრორუსულ ტელეარხს ლიცენზია შეუჩერა

მოლდოვის საგანგებო სიტუაციების ეროვნულმა კომისიამ ქვეყანაში ექვს ტელეარხს მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერა. ამის მიზეზია მოლდოვის მოვლენებისა და უკრაინის ომის გაშუქებისას არასწორი ინფორმაციის გავრცელება. ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ, საგანგებო სიტუაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა. „უკრაინის ომის თითქმის 300 დღის განმავლობაში, მოლდოვაში პროპაგანდა არ შეწყვეტილა, არამედ გაძლიერდა. იმ ვითარებაში, როდესაც არა მხოლოდ ენერგეტიკული ომი მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, არამედ საინფორმაციო ომიც, ჩვენი პასუხისმგებლობა და მოვალეობაა დავიცვათ მოქალაქეები და ქვეყანა“, - აღნიშნა გავრილოვამ.  მისივე თქმით, ტელეარხებმა Primul în Moldova-მ, RTR Moldova-მ, Accent TV-მ, NTV Moldova-მ, TV6-მა და Orhei TV-იმ „სერიოზულად და არაერთხელ დაარღვიეს აუდიოვიზუალური სერვისების კოდექსი, მიკერძოებულად და მანიპულაციურად ასახავდნენ მოლდოვის  მოვლენებსა და უკრაინაში ომს“.   

რუსეთის ძალების მიერ უკრაინის სარაკეტო დაბომბვის შემდეგ მოლდოვის ტერიტორიაზე რაკეტის ნამსხვრევები მესამედ ჩავარდა

რუსეთის ძალების მიერ უკრაინის სარაკეტო დაბომბვის შემდეგ, მოლდოვის ტერიტორიაზე რაკეტის ნამსხვრევები მესამედ ჩამოვარდა. მოლდოვამ უკრაინასთან სასაზღვრო ზონაში პატრულების რაოდენობა გაზარდა, სამაშველო სამსახურს შეატყობინა და რაიონის დასაცავად დაუყოვნებლივი ზომები მიიღო. ინფორმაციას მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დარდნობით, CNN ავრცელებს. „რუსეთის მიერ უკრაინის მასიური დაბომბვის შედეგად, სასაზღვრო პოლიციის პატრულმა, დღეს დილით, ლარგას სასაზღვრო სექტორთან რაკეტის ნამსხვრევები აღმოაჩინა, რომელიც უკრაინაზე რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად იყო გაშვებული”, - აღნიშნულია მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მანამდე, მოლდოვის ტერიტორიაზე რაკეტის ნამსხვრევები 5 დეკემბერს და 31 ოქტომბერს ჩავარდა.  

რუსეთის სასტიკი ომი პირდაპირ გავლენას ახდენს მოლდოვაზე - მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებით, რუსეთის სასტიკი ომი პირდაპირ გავლენას ახდენს მოლდოვაზე. „მოლდოვის სასაზღვრო პოლიციამ ჩრდილოეთით, სოფელ ლარგასთან რაკეტის ფრაგმენტები იპოვა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის დღევანდელ გაძლიერებულ თავდასხმებს და გვერდში ვუდგავართ მათ, ვინც დაკარგა ახლობლები დნიპროსა და მთელ უკრაინაში“, - წერია მაია სანდუს სახელით Twitter-ზე განთავსებულ განცხადებაში. რუსეთის ძალების მიერ უკრაინის სარაკეტო დაბომბვის შემდეგ მოლდოვის ტერიტორიაზე რაკეტის ნამსხვრევები მესამედ ჩავარდა.  

მოლდოვაში უკრაინის საზღვრის მახლობლად რაკეტის ფრაგმენტები აღმოაჩინეს

მოლდოვაში, ბრიჩანსკის რაიონში, სოფელ ლარგასთან უკრაინის საზღვრის მახლობლად რაკეტის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. უკრაინის საზღვართან უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.  "უკრაინის დაბომბვის შემდეგ ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა რაკეტების ფრაგმენტები მოლდოვის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი ომი, პირდაპირ გავლენას ახდენს მოლდოვაზე", - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა,  მაია სანდუმ.  

მოლდოვა ნეიტრალური სტატუსის გაუქმებასა და სამხედრო ალიანსში გაწევრიანების საკითხს განიხილავს - სანდუ

მოლდოვა ნეიტრალური სტატუსის გაუქმებასა და სამხედრო ალიანსში გაწევრიანების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა. „ახლა მიმდინარეობს სერიოზული დისკუსია ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების შესახებ, რამდენად შეგვიძლია ჩვენ დამოუკიდებლად თავის დაცვა, თუ უნდა ვიყოთ უფრო დიდი ალიანსის ნაწილი. თუ ამ მომენტამდე მივედით, მაშინ ჩვენ ქვეყნის ნეიტრალური სტატუსის შეცვლა მოგვიწევს. ეს უნდა მოხდეს დემოკრატიული პროცესის გზით. მოლდოვა მშვიდობიანი ქვეყანაა. მოლდოვაა არ დაუწყია ომი მეზობლების წინააღმდეგ. რუსეთის პროპაგანდამ მოახერხა, დაერწმუნებინა მოსახლეობის ნაწილი, რომ ნეიტრალიტეტი ნიშნავს, რომ არ უნდა ჩადო ინვესტიცია თავდაცვის სექტორში, რომ არაფერი უნდა გააკეთო და არ გაქვს თავდაცვის შესაძლებლობები, რაც არასწორია“, - აღნიშნა მაია სანდუმ.  

საქართველოს სამუშაო ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ეწვევა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის მოწვევით, 30-31 იანვარს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში, ოლეგ სერებრიანი ესტუმრება. სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და მოლდოვის რესპუბლიკის რეინტეგრაციის ბიუროს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ასევე ურთიერთობების განვითარება საქართველოს მთავრობის სხვა შესაბამის უწყებებთან და სამომავლო თანამშრომლობის ნაბიჯების დასახვა. „ვიზიტის ფარგლებში მოლდოვის ვიცე-პრემიერი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხთა დროებითი კომისიის ხელმძღვანელთან და სხვა პარლამენტარებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან. ვიზიტი აგრეთვე ითვალისწინებს ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის მონახულებას. შეხვედრების ფარგლებში იგეგმება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს გამოცდილების გაზიარება და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მიმდინარეობის გაცნობა, ასევე ინფორმაციის გაცვლა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და მოლდოვის რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონში არსებული ვითარების თაობაზე”, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.  

შალვა პაპუაშვილმა და მოლდოვის ვიცე-პრემიერმა, საერთო ევროპულ დღის წესრიგზე ისაუბრეს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს ოლეგ სერებრიანს შეხვდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს განსაკუთრებულ კავშირებს საქართველოსა და მოლდოვას შორის, როგორც ისტორიული, ასევე, გეოპოლიტიკური პერსპექტივებიდან გამომდინარე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთო ევროპულ დღის წესრიგს, კერძოდ, ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების პროცესს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს პარლამენტებს შორის თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. აგრეთვე, განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და უკრაინაში რუსეთის ომის შედეგები. „მოლდოვასა და საქართველოს ბევრი რამ აქვთ საერთო. ივნისიდან მოყოლებული ჩვენ, ასევე, ვიზიარებთ ევროპული ინტეგრაციის პროცესს. ეს არის ისტორიული მნიშვნელობის პერიოდი, რომლის დროსაც მხარი უნდა დავუჭიროთ ერთმანეთს და გამოცდილება გავუზიაროთ,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის ოლეგ სერებრიანის განცხადებით, საქართველოსა და მოლდოვას შორის ურთიერთობა განსაკუთრებულია, როგორც ისტორიული, ასევე, გეოპოლიტიკური პერსპექტივებიდან გამომდინარე. „ჩვენ გვაქვს მსგავსი გამოწვევები, როგორებიცაა სეპარატიზმი და ოკუპირებული ტერიტორიები,“ – აღნიშნა შეხვედრის დროს ოლეგ სერებრიანმა.  

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მორიგი შეხვედრა 2023 წლის პირველ ნახევარში გაიმართება

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მორიგი შეხვედრა მოლდოვის დედაქალაქში 2023 წლის პირველ ნახევარში გაიმართება. „ევროკავშირი და უკრაინა მიესალმებიან ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ წარმატებულ შეხვედრას, რომელიც პრაღაში, 6 ოქტომბერს გაიმართა. შეხვედრა წარმოადგენდა პოლიტიკური კოორდინაციის პლატფორმას და მთელ კონტინენტთან დაკავშირებული არსებული საკითხების სიღრმისეული განხილვის შესაძლებლობას. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით შემდეგ შეხვედრას,რომელიც კიშინიოვში 2023 წლის პირველ ნახევარში გაიმართება“, – ნათქვამია უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში. შეგახსენებთ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შექმნის იდეა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ეკუთვნის.   

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი გადადგა

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, ნატალია გავრილიცამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა. მისი თქმით, მოლდოვა ახალ ფაზაში შედის, რომლის საფუძველშიც უსაფრთხოებაა. გავრილიცამ შესაბამისი განცხადება ბრიფინგზე გააკეთა. „თანამდებობაზე წელიწადნახევრის განმავლობაში ყოფნის შემდეგ გადადგომის შესახებ ვაცხადებ… მთავრობას სახლში, მოლდოვაში, იმდენივე მხარდაჭერა რომ ჰქონოდა, რამდენიც ევროკავშირში, ბრიუსელში, გაცილებით მეტს მივაღწევდით”, - განაცხადა ნატალია გავრილიცამ. „თანამდებობაზე ამ 18 თვის განმავლობაში უწყვეტ კრიზისებში ვხელმძღვანელობდით. მოლდოვის რესპუბლიკა ახალ ეტაპში შედის, რომელშიც პრიორიტეტს უსაფრთხოება წარმოადგენს”, - განაცხადა გავრილიცამ. მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ გავრილიცას გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. სანდუს თქმით, თანამდებობისთვის ახალ კანდიდატს საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ წარადგენს.  

მაია სანდუმ მოლდოვის ახალ პრემიერ-მინისტრად დორინ რეჩანი დაასახელა

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად თავისივე მრჩეველი, დორინ რეჩანი წარადგინა. მაია სანდუმ ბრიფინგი დორინ რეჩანთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, მმართველი პარტია „მოქმედებისა და სოლიდარობის“ ფრაქციის ლიდერ, იგორ გროსთან ერთად გამართა და განაცხადა, რომ ახალი კაბინეტის მთავარი ამოცანა მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ეკონომიკური ზრდა იქნება. მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, ნატალია გავრილიცამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა. მისი თქმით, მოლდოვა ახალ ფაზაში შედის, რომლის საფუძველშიც უსაფრთხოებაა. გავრილიცამ შესაბამისი განცხადება ბრიფინგზე გააკეთა. ცნობისთვის, დორინ რეჩანი თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მოლდოვის პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციას იკავებდა. მოლდოვის პარლამენტის სპიკერმა, იგორ გროსუმ განაცხადა, რომ მმართველი პარტიის, „მოქმედება და სოლიდარობის“ ფრაქციამ რეჩანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.  

მოლდოვამ საჰაერო სივრცე დახურა - Reuters

მოლდოვის საჰაერო სივრცე სამშაბათს დაიხურა და დაგეგმილი ფრენები გაუქმდა, განაცხადა ავიაკომპანია Air Moldova-მ. იუწყება Reuters-ი. კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტის წყარომ სააგენტოს განუცხადა, რომ გადაწყვეტილება უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული შეშფოთების გამო მიიღეს. „ძვირფასო მგზავრებო, ამ წუთებში მოლდოვის რესპუბლიკის საჰაერო სივრცე დაკეტილია. ჩვენ ველოდებით ფრენების განახლებას“, - წერს მოლდოვის მთავარი ავიაკომპანია Air Moldova Facebook-ზე. მოლდოვას მთავრობას კომენტარი არ გაუკეთებია. უკრაინულმა მხარემ მოლდოვას გადასცა კრემლის გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას, - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ 13 თებერვალს. „ეს არის მოკლევადიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო მომზადების მქონე პირთა მიერ სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმას და მძევლების აყვანას“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა ბრიფინგზე. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვამ რუსეთის გეგმა მოიპოვა, რომლის თანახმად, კრემლი მოლდოვაში დესტაბილიზაციას გეგმავდა.

კრემლს ჰქონდა გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას - სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ დაადასტურა, რომ უკრაინულმა მხარემ მას კრემლის გეგმა გადასცა, რომლის თანახმად, რუსეთი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციასა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ისახავდა მიზნად. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ბრიფინგზე განაცხადა.  „ეს არის მოკლევადიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო მომზადების მქონე პირთა მიერ სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმას და მძევლების აყვანას“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა ბრიფინგზე. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვამ რუსეთის გეგმა მოიპოვა, რომლის თანახმად, კრემლი მოლდოვაში დესტაბილიზაციას გეგმავდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

მოლდოვამ საჰაერო სივრცე გახსნა

მოლდოვამ საჰაერო სივრცე ისევ გახსნა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მოლდოვის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საჰაერო სივრცის დახურვის მიზეზად სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელა. მოლდოვამ საჰაერო სივრცე დახურა - Reuters მისივე თანახმად, დამატებით დეტალებზე განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.  

მოლდოვაში ახალი მთავრობა დაამტკიცეს

მოლდოვამ დორინ რეჩანის ხელმძღვანელობით ახალი პროდასავლური მთავრობა დაამტკიცა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. პრემიერ-მინისტრის თქმით, მოლდოვა ჯერ კიდევ რჩება ჰიბრიდული თავდასხმების ობიექტად. „ველით, რომ უახლოეს პერიოდში ინტენსიურობა კიდევ უფრო გაიზრდება, მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს დაწესებულებები, რომლებიც მზად არიან, ამ გამოწვევას გაუმკლავდნენ”, - განაცხადა ახალმა პრემიერმა.  მოლდოვის პრემიერ-მინისტრი 14 თებერვალს გადადგა.  

მოლდოვის სასაზღვრო რეგიონში რაკეტის ნამსხვრევები ისევ აღმოაჩინეს

მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 16 თებერვალს მოლდოვის პოლიციამ ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე სასაზღვრო სოფელ ბრიჩენის მახლობლად, რაკეტის ნაწილი აღმოაჩინა. რაკეტის წარმომავლობა ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ განცხადებაზე დართულ ფოტოზე დიდი ჭურვი ჩანს. ეს არის მეოთხე შემთხვევა, როდესაც რაკეტის ნაწილი მოლდოვის ტერიტორიაზე ჩავარდა მას შემდეგ, რაც 10 ოქტომბერს, რუსეთმა დაიწყო მასობრივი სარაკეტო დარტყმები უკრაინაზე. სამინისტროს ცნობით, ბოლო ინციდენტი 14 იანვარს მოხდა. უკრაინის სამხედროებმა 16 თებერვალს გამთენიისას, უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მე-15 მასობრივი სარაკეტო დარტყმის ფონზე 16 რაკეტა ჩამოაგდეს. უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ 32 რაკეტა გაისროლა.  

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ მოლდოვაში გამართულ სესიაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის თაობაზე რეზოლუცია მიიღო. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ასამბლეა მიესალმება ევროკომისიის მიერ 2022 წლის 23 ივნისს მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამივე ქვეყანა არის ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი. ევრონესტის საპარლამენტო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში და პატივი სცეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. „დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ახალი რეალობაა. საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას აქვთ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და მნიშვნელოვანია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა სამივე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით. სწორედ ამიტომ საპარლამენტო ასამბლეამ მკაფიოდ უნდა დაუჭიროს მხარი ამ პროცესს და საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა რეზოლუციის პროექტის წარდგენისას. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა აღიარებს იმ წვლილს, რომელიც საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკას ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და კეთილდღეობის მიმართულებით შეაქვთ და ხაზს უსვამს სამივე ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობას რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, ბიძგი მისცენ ევროკავშირის გაფართოების პროცესს და გადადგან კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა 2023 წლის 19-21 თებერვალს კიშინიოვში გაიმართა, რომელშიც ევროპარლამენტის წევრებთან ერთად აზერბაიჯანის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის პარლამენტის წევრები მონაწილეობდნენ. საქართველოს პარლამენტიდან ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდნენ დელეგაციის ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი, დეპუტატები – მიხეილ სარჯველაძე, მაია ბითაძე, ლევან ქარუმიძე, გიორგი ხელაშვილი და გიორგი ვაშაძე.

მოლდოვა უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს აძევებს, რომლებიც დესტაბილიზაციის გეგმის მომზადებაში არიან ეჭვმიტანილნი

მოლდოვის სადაზვერვო სააგენტომ განაცხადა, რომ გააძევა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე, რომლებიც დესტაბილიზაციის მიზნით „დივერსიულ ქმედებების“ მომზადებაში არიან ეჭვმიტანილნი. ისინი თავს ტურისტებად წარმოადგენდნენ. ხსებნებულ მოქალაქეებს მოლდოვაში შესვლა 10 წლით აეკრძალათ. დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქალაქეებმა ქვეყანაში შიდა სიტუაციის დესტაბილიზაციის გეგმის განსახორციელების მიზნით, მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვებაში ტრენინგი გაიარეს. SIS-ს არ დაუკონკრეტებია, როდის ჩავიდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მოლდოვაში, რომელი ქვეყნებიდან იყვნენ ისინი ან ვისთვის მუშაობდნენ. თუმცა უწყებამ აღნიშნა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები დოკუმენტირებას ახდენდნენ მოლდოვაში მიმდინარე სოციალური თუ პოლიტიკურ პროცესების და  აქტიურად ადევნებდნენ მას თვალყურს. საუბარია მათ შორის საპროტესტო აქციებზე, რომლებიც მოლდოვის დაზვერვის ცნობით, „დედაქალაქში ორგანიზებული იყო გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ“.  

NATO და მოლდოვა ახალ პროგრამას იწყებენ

NATO-მ და მოლდოვის რესპუბლიკამ მოლდოვის საჯარო მოხელეების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის ინსტიტუტებისთვის პროფესიული განვითარების პროგრამა გახსნეს. დაწყების ღონისძიებაზე შეიკრიბნენ მოლდოვის ოფიციალური პირები, NATO-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლობა, პარტნიორი ქვეყნები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მოლდოვას მოთხოვნის საპასუხოდ შექმნილი პროგრამა მოიცავს პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს, როგორიცაა ტრენინგი, კურსები, სტაჟირება და სასწავლო ვიზიტები, რაც ბენეფიციარებს საშუალებას მისცემს, მიიღონ მეტი გამოცდილება და პრაქტიკული გამოცდილება. აქტივობები ორგანიზებულია სამეკავშირეო ოფისის მიერ კიშინიოვში, მოლდოვის ინსტიტუტებთან მჭიდრო კოორდინაციით. „მჯერა, რომ პროგრამა მოლდოვასთვის ცვლილებას მოახდენს. პროგრამა მორგებულია მოლდოვის ხელისუფლების საჭიროებებისა და მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად“, - განაცხადა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ახალმა ხელმძღვანელმა მოლდოვას რესპუბლიკაში, მიქაელა შიმაკოვამ.  

პიტერ სტანო: მოლდოვა რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმების წინაშე აღმოჩნდა

ევროკავშირი მოლდოვაში რუსეთის მხრიდან მაღალ რისკებს ხედავს. ამავდროულად, „დარწმუნებულია კიშინიოვის უნარში, დაუპირისპირდეს ამ საფრთხეებსა და გამოწვევებს“. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის წარმომადგენელმა პიტერ სტანომ განაცხადა. სტანოს თქმით, მოლდოვა ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელზეც უარყოფითი გავლენა მოახდინა მოსკოვის ქმედებებმა უკრაინის ტერიტორიაზე. როგორც ცნობილია, მოლდოვაში საპროტესტო აქციის მონაწილეები მოუწოდებენ მთავრობას, დაფაროს ზამთრის თვეებში მოსახლეობის მიერ დაგროვილი ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადი. აქციები პარტია „შორის“ მიერ არის ორგანიზებული. „ჩვენ ვაგრძელებთ მოლდოვის მხარდაჭერას მედეგობის განმტკიცების მიმართულებით. გავაძლიერეთ მოლდოვის მხარდაჭერა სხვადასხვა სფეროში - ენერგოუსაფრთხოებაში, მაკროფინანსურ დახმარებაში, ასევე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, რათა მოლდოვა უკეთ იყოს აღჭურვილი, უკეთ ებრძოლოს ჰიბრიდულ თავდასხმებს და საინფორმაციო მანიპულაციებს. ჩვენი ექსპერტები უკვე მუშაობენ ერთად კიბერუსაფრთხოების გაძლიერებასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის განმტკიცებაზე“, - განაცხადა ევროკავშირის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ. ცნობისთვის, ილან შორი თაღლითობისთვის, ერთი მილიარდი დოლარის საბანკო სკანდალთან დაკავშირებით არის გასამართლებული. ამავე საქმეზე, მთავარი ეჭვმიტანილი, ბიზნესმენი, ვლად პლახოტნიუკია, რომელმაც მოლდოვა 2019 წლის ზაფხულში დატოვა. პლახოტნიუკის ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერა 2019 წლის ივნისში მას შემდეგ დასრულდა, რაც პოლიტიკური კრიზისის შედეგად, პაველ ფილიპის მთავრობა გადადგა. 2020 წლის იანვარში, აშშ-მ ვლად პლახოტნიუკს სანქციები დაუწესა. რაც შეეხება შორის, მას 2017 წელს, მოლდოვის სასამართლომ 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას მოლდოვის ტერიტორიის დატოვება ჰქონდა აკრძალული. 2018 წლის თებერვალში შორი პარლამენტის დეპუტატი გახდა. მოლდოვაში, 2019 წლის ივნისში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მან ქვეყანა დატოვა, რის შემდეგაც მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა და სადეპუტატო იმუნიტეტი ჩამოერთვა.  

მინისტრის თქმით, მოლდოვას რუსული გაზი აღარ სჭირდება

მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრის, ვიქტორ პარლიკოვის თქმით, ხელისუფლება რუსეთს საშუალებას არ მისცემს, ბუნებრივი აირის მიწოდება ზეწოლისთვის გამოიყენოს.მისივე განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, მოლდოვამ რუსეთის ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებულება შეამცირა. 2022 წლის დეკემბრიდან დღემდე, რუსული გაზი მოლდოვის გავლით მხოლოდ ოკუპირებულ დნესტრისპირეთს მიეწოდებოდა. „მოლდოვა ახლა ბუნებრივ აირს ძირითადად რუმინეთის გავლით იღებს“, - განაცხადა მინისტრმა. მოლდოვა, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ღარიბი ქვეყანაა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრითა და მის საზღვრებში პრორუსი სეპარატისტების არსებობით დაზარალდა. პროევროპული პრეზიდენტის, მაია სანდუს ხელმძღვანელობით, მოლდოვა რუსეთს დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებში ადანაშაულებს. სეპარატისტულ რეგიონში 1500 რუსი სამხედროა განთავსებული. გაზის დამატებითი მარაგების შესაქმნელად, გასულ წელს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა [EBRD] მოლდოვას 300 მილიონი ევროს მოცულობის სესხი გამოუყო.  

დანილოვის თქმით, საქართველოს და მოლდოვის ტერიტორიების რუსული ჯარისგან გათავისუფლება უკრაინის საქმე არ არის

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ საქართველომ და მოლდოვამ დამოუკიდებლად უნდა მოიშორონ რუსული ჯარების გავლენა და ყოფნა მათ ტერიტორიაზე. ამის შესახებ დანილოვი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აცხადებს. „ეს ქართველები უნდა გააკეთონ, ეს უნდა გააკეთონ მოლდაველებმა. თუ მათ მიაჩნიათ, რომ ეს ტერიტორია უშუალოდ მათ ეკუთვნის“, - განაცხადა დანილოვმა. მისივე თქმით, ქვეყნები, რომლებზეც რუსეთის ფედერაციას აქვს გავლენა და სადაც რუსეთის ფედერაცია იმყოფება, ვერ განვითარდებიან. „მაგალითად, მოლდოვა, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ დიდი ხნის განმავლობაში. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ამ ტერიტორიას განვითარების პერსპექტივა ექნება, სანამ ის რუსი ოკუპანტისგან არ გათავისუფლდება. საქართველოს მაგალითი. 2008 წელს, როდესაც ეს ტერორისტები საქართველოს ტერიტორიაზე შევიდნენ, მოახდინეს საქართველოს ნაწილის ოკუპაცია - მსგავსი სიტუაციაა. ტერიტორია აბოსოლუტურად დანგრეულია ის ვერ ვითარდება და არ ექნება განვითარების პერსპექტივა, ვინაიდან ასეთ ტერიტორიებზე, სადაც ტერიტორიული საკითხი გაურკვეველია, ფულს არავინ ჩადებს“, - განაცხადა ოლექსი დანილოვმა. ამასთან მან „უცნაური“ უწოდა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ რუსეთის ფედერაციის უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო შეთანხმებაში უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის შესახებ პუნქტი. „მაშინ თქვით, რომ ეს არ არის ჩვენი ტერიტორია, მაგრამ თქვით ეს საჯაროდ მთელი მსოფლიოს გასაგონად. ეს ბიზანტიური სტილი, რომელიც პოლიტიკაში გარკვეულ დრომდე არსებობდა, წარსულს უნდა ჩაბარდეს“, - განაცხადა დანილოვმა.  

მოლდოვის პარლამენტმა სახელმწიფო ენას რუმინული უწოდა

მოლდოვის პარლამენტმა ენის შესახებ კანონი მეორე და ბოლო მოსმენით მიიღო. ახლა ქვეყნის კანონმდებლობასა და კონსტიტუციაში მოლდოვური ენა რუმინული გახდება. გადაწყვეტილებას პრეზიდენტ მაია სანდუს პარტიამ დაუჭირა მხარი, ოპოზიცია კი მას ეწინააღმდეგებოდა. კანონპროექტს მხარი 58-მა დეპუტატმა დაუჭირა. პარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში, საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის გადაწყვეტილების რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობაა ხაზგასმული.  

საიდუმლო დოკუმენტი მოლდოვაში დესტაბილიზაციის შესახებ რუსეთის 10-წლიან გეგმას ავლენს - CNN

რუსეთის უშიშროების სამსახურის, FSB-ის მიერ შედგენილ საიდუმლო გეგმაში ასახულია მოლდოვის დესტაბილიზაციის შესახევბ რამდენიმე დეტალური ვარიანტი, მათ შორის პრორუსული ჯგუფების მხარდაჭერა, მართლმადიდებლური ეკლესიის გამოყენება და ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის მუქარა. CNN წერს, რომ როგორც ჩანს, დოკუმენტი შედგენილია მოლდოვის დასავლეთისკენ მიდრეკილების შესაჩერებლად, რაც მოიცავს NATO-ს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას და ევროკავშირში გაწევრიანებას. ის არაერთხელ მიუთითებს მოლდოვის NATO-ში გაწევრიანების პრევენციის მნიშვნელობაზე. CNN-მა მოიპოვა სრული დოკუმენტი, რომელიც, როგორც ჩანს, 2021 წელს დაიწერა FSB-ის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის დირექტორატმა. მისი სახელწოდებაა „რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული მიზნები მოლდოვის რესპუბლიკაში“. გეგმა მოიცავს მოლდოვის რუსული გაზის იმპორტზე დამოკიდებულების და სოციალური კონფლიქტის გაღვივებას, ასევე, დნესტრისპირეთის პრორუსულ სეპარატისტულ რეგიონში გავლენის მოსაპოვებლად მოლდოვის ძალისხმევის დაბლოკვის მცდელობას, სადაც დაახლოებით 1500 რუსი ჯარისკაცია განლაგებული.  

მოლდოვა ომის საფრთხის წინაშე არ დგას, სანამ უკრაინა იბრძვის - სანდუ

მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ მოლდოვას ახლა ომის საფრთხე არ ემუქრება. რუსული არმია ვერ მოხვდება აქ, სანამ უკრაინა უძლებს, - ამის შესახებ მოლდოვას პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა. "მოლდოვა ომის საფრთხის წინაშე არ დგას, სანამ უკრაინა იბრძვის. მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ მოლდოვას ახლა ომის საფრთხე არ ემუქრება. რუსული არმია ვერ მოხვდება აქ, სანამ უკრაინა უძლებს და ამგვარად იცავს მოლდოვას. ჩვენ მადლობელი ვართ უკრაინელების სიმამაცისთვის და თავისუფლების სიყვარულისთვის", - თქვა მოლდოვას პრეზიდენტმა, მაია სანდუმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და რუმინეთის მონაწილეობით, მოლდოვაში სამხედრო წვრთნები იმართება

მოლდოვა მრავალეროვნული წვრთნების „JCET-2023“ (Joint Combined Exchange Training) ფარგლებში 4 ქვეყნის ჯარისკაცების მონაწილეობით ერთობლივ სწავლებას მასპინძლობს. მოლდოვის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ წვრთნები მიმდინარე წლის 27 მარტიდან 7 აპრილამდე ეროვნული არმიის სასწავლო ცენტრებში ტარდება და მიზნად ისახავს გამოცდილების გაცვლას მოლდოვის, რუმინეთის, ამერიკისა და ბრიტანეთის სპეცრაზმებს შორის. ასევე მონაწილე კონტიგენტებს შორის თავსებადობის დონის ამაღლებას. სცენარის მიხედვით, ოთხი ქვეყნის სამხედროები შეასრულებენ მოწინავე საბრძოლო სროლას, პარაშუტით დაშვებას, კონკრეტული მისიის საველე წვრთნებს. „ერთობლივი კომბინირებული გაცვლითი სწავლება“ ეროვნული არმიის 2023 წლის მომზადების გეგმის შესაბამისად ტარდება.  

მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა 60 დღით გაგრძელდა

მოლდოვის პარლამენტმა, მთავრობის მოთხოვნით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ 60 დღით გაახანგრძლივა. „უკრაინაში რუსეთის ომი გრძელდება და ორივე მხარეს კონტრშეტევასთან დაკავშირებული რისკები იზრდება, რამაც შეიძლება, სერიოზული გავლენა იქონიოს რეგიონსა და მოლდოვის რესპუბლიკაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დორინ რეჩანმა პარლამენტში გამოსვლისას. მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა 2022 წლის 24 თებერვალს გამოცხადდა, შემდეგ კი ექვსჯერ 60 დღით და ერთხელ 45 დღით გახანგრძლივდა. ბოლო გადაწყვეტილება თებერვლის დასაწყისში მიიღეს.  

ევროკომისია მზადაა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცეს - მედია

არაერთი წყაროს თანახმად, ევროკომისია მზადაა, 2023 წლის ოქტომბერში გასცეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემის რეკომენდაცია. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს. ბრიუსელში რადიო თავისუფლების წყაროების თანახმად, ამ მზაობას თან ახლავს არაოფიციალური დათქმა, რომ საქართველო ამ 6-თვიანი პერიოდის განმავლობაში არ გადადგამს მორიგ ნაბიჯს ევროკავშირისგან დისტანცირებისთვის და რეფორმებზე მუშაობას გააგრძელებს.წყაროების თანახმადვე, ოქტომბერში, ასოცირებული ტრიოს ქვეყნების შესახებ მორიგი ანგარიშების გამოქვეყნების ფონზე, ევროკომისია გასცემს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციას. „ევროკავშირის ინსტიტუტები, ისე, როგორც წევრი ქვეყნები, რომლებმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, მომხრენი არიან 2023 წლის ბოლოს ან მომდევნო წლის დასაწყისში გახსნან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან. თუმცა ეს გზა შესაძლოა, დიდხანს გაგრძელდეს“, - ამბობენ ევროკავშირის ოფიციალური პირები რადიო თავისუფლებასთან.  

მოლდოვა აზერბაიჯანის დახმარებით გაზმომარაგების დივერსიფიკაციას აპირებს

კიშინიოვი დაინტერესებულია აზერბაიჯანელი ინვესტორების მოზიდვით და გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციით ბაქოს დახმარებით, - აცხადებს მოლდოვის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუ. ამასთან დაკავშირებით მან მოლაპარაკებებიც გამართა. შესაბამისი პოსტი მან სოციალურ ქსელში განათავსა. პოპესკუ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ხალაფ ხალაფოვს ბაქოში შეხვდა. „მე ხაზი გავუსვი მოლდოვის ინტერესს, რაც შეიძლება მეტი აზერბაიჯანელი ინვესტორი მოიზიდოს რესპუბლიკაში ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად. ჩვენი ქვეყანა დაინტერესებულია ბუნებრივი გაზის მიწოდების წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციაში", - განაცხადა პოპესკუმ. მოლდოვის ვიცე-პრემიერმა ასევე გამოაცხადა კიშინიოვის ღიაობა ბაქოსთან თანამშრომლობის განვითარებისთვის ენერგეტიკის, ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის სფეროებში.   

პრორუს პოლიტიკოსსა და ოლიგარქს, ილან შორს მოლდოვის სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

მოლდოველ, კრემლის მომხრე პოლიტიკოსს ილან შორს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა თაღლითობისა და ფულის გათეთრებისთვის. მან მოლდოვა 2019 წლის ივნისში დატოვა და ახლა სავარაუდოდ, ისრაელში იმყოფება, სადაც ის ასევე მოქალაქეობას ფლობს. შორის 250 მლნ დოლარის ღირებულების ქონებასაც ჩამოართმევენ. შორი და მისი ამავე სახელწოდების პოლიტიკური პარტია აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფებიან 2022 წლის ოქტომბრიდან. აშშ-ის შეფასებით, შორი დაკავშირებულია სისტემურ კორუფციასთან და მოლდოვაში არჩევნებში ჩარევასთან. მედიაში ხშირად ვრცელდება ცნობები, რომ შორი და მისი პოლიტიკური ფრაქცია ასევე აფინანსებენ ბევრ ანტისამთავრობო პროტესტს პრეზიდენტ მაია სანდუს წინააღმდეგ. მოლდოვის პრემიერ მინისტრმა დორინ რეჩანმა თებერვლის ბოლოს განუცხადა TV8-ს, რომ ხელისუფლებამ იცის რამდენიმე მიმდინარე რუსული სცენარი ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის, მათ შორის კიშინიოვის აეროპორტის კონტროლის გეგმის შესახებ. ცნობისთვის, შორის 2017 წელს, მოლდოვის სასამართლომ 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას მოლდოვის ტერიტორიის დატოვება ჰქონდა აკრძალული. 2018 წლის თებერვალში შორი პარლამენტის დეპუტატი გახდა. მოლდოვაში, 2019 წლის ივნისში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ქვეყანა დატოვა, რის შემდეგაც მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა და სადეპუტატო იმუნიტეტი ჩამოერთვა. ასევე წაიკითხეთ: აშშ-მ მოლდოველ ოლიგარქებს სანქციები დაუწესა საიდუმლო დოკუმენტი მოლდოვაში დესტაბილიზაციის შესახებ რუსეთის 10-წლიან გეგმას ავლენს - CNN  

კიშინიოვმა რუსეთის დელეგაციას ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა

17 აპრილს, რუსეთის დელეგაცია, თათრეთის ავტონომიის ლიდერ, რუსტამ მინიხანოვის ხელმძღვანელობით და თათრეთის სამთავრობო თვითმფრინავით ჩაფრინდა მოლდოვის ნახევრადავტონომიურ გაგაუზიაში, მაგრამ დელეგაციას თვითმფრინავიდან გადმოსვლის უფლება არ მისცეს. თვითმფრინავი, რომელშიც მინიხანოვი იჯდა, კიშინიოვიდან რუსეთში დაბრუნდა. Reuters-ი წერს, რომ მოლდოვამ რუს პოლიტიკოსებს მოუწოდა, არ ჩაერიონ ქვეყნის შიდა საქმეებში. მოლდოვა აცხადებს, რომ დელეგაციის ვიზიტი 30 აპრილისთვის დანიშნული გაგაუზიის ავტონომიის ლიდერის არჩევნებში, პრორუსი კანდიდატის, ვიქტორ პეტროვის მხარდაჭერის გაძლიერებას ისახავდა მიზნად. კიშინიოვმა მოსკოვი არაერთხელ დაადანაშაულა ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობაში, რასაც რუსეთი უარყოფს. მინიხანოვმა სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის საშუალებითაც, მომხდარს სამწუხარო უწოდა.  ინფორმაციისთბვის, გაგაუზია, სადაც 160 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ავტონომიური რეგიონია მოლდოვის სამხრეთით. Reuters-ი  წერს, რომ ტერიტორია პრორუსუალდ განწყობილი თურქი მოსახლეობით არის დასახლებული.  

მოლდოვა უკრაინას 3 მილიონი ევროს ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს

მოლდოვას შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მორიგი პარტია მოამზადა, რომელსაც ოთხშაბათს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ. ამის შესახებ European Pravda მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დოკუმენტზე დაყრდნობით წერს. რეზოლუციის პროექტი ითვალისწინებს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფის გამოყოფას, რომლის საერთო ღირებულება 15 მილიონ მოლდოვურ ლეის (3,04 მილიონი ევრო) აღემატება. პაკეტში შედის როგორც პირადი ჰიგიენის საშუალებები (სარეცხის საპონი, პირსახოცი, პორტატული ტუალეტი), ასევე იძულებით გადაადგილებული პირების დროებითი განსახლების საშუალებებს (კარვები, ლეიბები, ბალიშები, თეთრეული, მობილური ელექტროსადგურები, სამედიცინო საშუალებები). ტრანსპორტირების ხარჯები შინაგან საქმეთა სამინისტროს სარეზერვო ფონდიდან დაიფარება.  

ევროკავშირი მოლდოვაში რუსული ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად, მისიას გზავნის

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მოლდოვაში რუსული ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად, მისიას გზავნის. მისია დაკომპლექტდება სამოქალაქო სპეციალისტებისგან. ისინი მოლდოვის ტერიტორიაზე ორი წლის განმავლობაში იმუშავებენ. მისიის მიზანი, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, იქნება ქვეყნის უსაფრთხოების სექტორის მდგრადობის ამაღლება, ასევე ინფორმაციის მანიპულირების მცდელობის წინააღმდეგ ბრძოლა. „დღეს ჩვენ ვაძლიერებთ ევროკავშირის მხარდაჭერას მოლდოვას უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაში. ამ ახალი მისიის განლაგება არის ევროკავშირის მხარდაჭერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნიშანი არსებულ რთულ ვითარებაში“, - განაცხადა უმაღლესმა დიპლომატმა.  

ევროკავშირი მოლდოვას თავდაცვის განვითარებისთვის €40 მილიონს გამოუყოფს

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაამტკიცეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მოლდოვას, თავდაცვის პოტენციალის განვითარებისთვის 40 მილიონი ევრო გამოეყოფა. ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა ნიკოლაე პოპესკუმ სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ევროპის მშვიდობის ფონდიდან იქნება 40 მილიონი ევროს დახმარება. მადლიერება გამოვხატე ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერისთვის და ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იგივე მონდომებით, რათა ქვეყანა ევროკავშირში გავაწევრიანოთ“, - განაცხადა პოპესკუმ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა 24 აპრილს განაცხადა, რომ ევროკავშირი მოლდოვაში რუსული ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად, მისიას გზავნის. მისია დაკომპლექტდება სამოქალაქო სპეციალისტებისგან. ისინი მოლდოვის ტერიტორიაზე ორი წლის განმავლობაში იმუშავებენ. მისიის მიზანი, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, იქნება ქვეყნის უსაფრთხოების სექტორის მდგრადობის ამაღლება, ასევე, ინფორმაციის მანიპულირების მცდელობის წინააღმდეგ ბრძოლა. „დღეს ჩვენ ვაძლიერებთ ევროკავშირის მხარდაჭერას მოლდოვის უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაში. ამ ახალი მისიის განლაგება არის ევროკავშირის მხარდაჭერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნიშანი არსებულ რთულ ვითარებაში“, - განაცხადა უმაღლესმა დიპლომატმა.  

უკრაინის საელჩო მოლდოვაში, დროშებთან დაკავშირებულ ინციდენტს სწავლობს

უკრაინის საელჩო მოლდოვის რესპუბლიკაში, საფუძვლიანად იკვლევს კიშინიოვში ორ საჯარო ღონისძიებაზე უკრაინის დროშებთან დაკავშირებულ ინციდენტებს და პირობას დებს, რომ გადამწყვეტ რეაქციას მოახდენს ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლოსადმი უპატივცემულობის ფაქტების დადასტურების შემთხვევაში. 16 აპრილს, კიშინიოვმა WDSF PD მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. უკრაინელი მოცეკვავეების თქმით, ჩემპიონატის ორგანიზატორებმა და მოლდოვის სპორტული ცეკვის ფედერაციამ აუკრძალეს მათ საინაუგურაციო ცერემონიაზე უკრაინის დროშის წაღება. 22 აპრილს, რუსი მხატვარი ივან ალექსეევი, რომელმაც დაგმო კრემლის აგრესიული ომი და დატოვა რუსეთი, კიშინოვში ღონისძიება გამართა. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე დაქირავებულმა დაცვის თანამშრომლებმა დამსწრეებს „უხეშად“ წაართვეს უკრაინის დროშები.  

ისტორიაში პირველად, უკრაინის სახელმწიფო კომპანია Centrenergo ელექტროენერგიის ექსპორტს მოლდოვით იწყებს

უკრაინულმა სახელმწიფო კომპანია Centrenergo-მ, რომელსაც უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდი (SPFU) მართავს, ელექტროენერგიის ექსპორტი პირველად დაიწყო. ამის შესახებ SPFU იტყობინება. 26 აპრილს, Centrenergo-მ, რომელსაც SPFU მართავს, პირველად თავის ისტორიაში დაიწყო ელექტროენერგიის ექსპორტი. „პირველი უცხოელი მყიდველი მოლდოვა გახდა“, - ნათქვამია განცხადებაში. Centrenergo-ს თანახმად, ექსპორტი საშუალებას მისცემს კომპანიას, შეამციროს დამოკიდებულება ელექტროენერგიის შიდა ბაზარზე და მოიპოვოს წვდომა ევროკავშირის ბაზრებზე. „კომპანია ავითარებს თანამშრომლობას ევროპის ენერგეტიკულ სექტორთან ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდის მიზნით“, - განმარტა კომპანიამ.  

კულება მოლდოვაში ჩავიდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მოლდოვაში ვიზიტით იმყოფება. ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრმა ნიკოლა პოპესკუმ Twitter-ზე დაწერა. „მოხარული ვარ, მივესალმო ჩემს უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას მოლდოვაში. ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის აგრესიას და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოლდოვა დგას უკრაინის გვერდით!" დაწერა პოპესკუმ.  

ევროკავშირმა მიიღო სანქციების ახალი ჩარჩო მათ წინააღმდეგ, ვინც მოლდოვის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ემუქრება

ევროპის საბჭომ მიიღო მოლდოვის მხარდასაჭერად მიზანმიმართული შემზღუდავი ჩარჩო მიიღო. ის უზრუნველყოფს ევროკავშირს სანქციების დაწესების შესაძლებლობას იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმ ქმედებების მხარდაჭერაზე ან განხორციელებაზე, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ისევე როგორც ქვეყნის დემოკრატიას, ასევე, კანონის უზენაესობას, სტაბილურობას ან უსაფრთხოებას. მიზანმიმართული შემზღუდავი ზომების ეს ჩარჩო მოლდოვის რესპუბლიკის მოთხოვნით მიიღეს. „როგორც ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო შეჭრის შედეგად, ჩვენ მოლდოვას დესტაბილიზაციის გაზრდილი და მუდმივი მცდელობების მოწმენი ვართ. ახალი სანქციების რეჟიმი იმ ადამიანების მიმართ, ვინც ქვეყნის დესტაბილიზაციას ცდილობს, მოგვცემს შესაძლებლობას, გავაგრძელოთ მოლდოვის მდგრადობის გაძლიერება. ევროკავშირის მიერ მოლდოვის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი  დღევანდელ რთულ კონტექსტში",- განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელმა. ამ ახალი ჩარჩოს საშჯალებით, ევროკავშირს შეეძლება, დაასანქციროს, მაგალითად, ფიზიკური პირები, ვინც ხელს უშლის ან ძირს უთხრის დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესს, მათ შორის არჩევნების ჩატარებას, ან ცდილობს კონსტიტუციური წესრიგის დამხობას, მათ შორის ძალადობის აქტებით. სამომავლო შემაკავებელი ზომები, ასევე, შეიძლება, იყოს მიმართული იმ პირების მიმართ, რომლებიც ახორციელებენ სერიოზულ ფინანსურ გადაცდომებს სახელმწიფო სახსრებთან და კაპიტალის არასანქცირებულ ექსპორტთან დაკავშირებით, რამდენადაც მათ შეუძლიათ გააკონტროლონ ან სერიოზული გავლენა იქონიონ სახელმწიფო ხელისუფლების საქმიანობაზე. სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას, ფიზიკური პირებისა და სუბიექტებისთვის სახსრების ხელმისაწვდომობის აკრძალვას და ევროკავშირში მოგზაურობის აკრძალვას ფიზიკური პირებისთვის. ევროკავშირის შეფასებით, მოლდოვის რესპუბლიკის დესტაბილიზაციის მცდელობები შესამჩნევად გაიზარდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დაწყების შემდეგ და წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს ევროკავშირის გარე საზღვრების სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით.

ჩვენ უსაფრთხოდ ვართ მხოლოდ უკრაინის წყალობით - სანდუ

ჩვენ უსაფრთხოდ ვართ მხოლოდ უკრაინის წყალობით, რუსეთი საბჭოთა კავშირის აღორძინებას ცდილობს, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. „მათ სურთ ძველ დროში დაბრუნება, ჩვენ კი ეს არ გვინდა. მოლდოვა 30 წლის განმავლობაში ბუფერული ზონის ნაწილი იყო, ჩვენთვის ეს სიღარიბეს, კორუფციას, ცუდ მმართველობას და ემიგრაციას ნიშნავდა. ჩვენ გვინდა, ვიყოთ დემოკრატიული სამყაროს ნაწილი“, - განაცხადა სანდუმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

ევროპარლამენტმა მოლდოვისთვის €145 მილიონის გამოყოფას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა მოლდოვისთვის მაკროფინანსური დახმარების 145 მილიონ ევრომდე გაზრდას, რათა დაეხმაროს ქვეყანას, 2023 წელს, თავისი დაფინანსების საჭიროებების ნაწილი დაფაროს. დახმარება, რომელიც 45 მილიონ ევროს გრანტისა და 100 მილიონ ევრომდე სესხისგან შედგება, სავარაუდოდ, 2023 წლის მესამე და მეოთხე კვარტალში გაიცემა იმ პირობით, რომ მოლდოვა გარკვეულ პოლიტიკურ პირობებს შეასრულებს. ეს მოიცავს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმებს, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფას და კორუფციასთან ბრძოლას, ასევე, პროგრესს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მაკროეკონომიკური პროგრამის განხორციელების თვალსაზრისით.  

მოლდოვის პარლამენტმა ტელეკომპანია „Мир-თან“ შეთანხმების გაწყვეტას მხარი დაუჭირა

მოლდოვის პარლამენტმა საბოლოო მოსმენით მხარი დაუჭირა რესპუბლიკაში სახელმწიფოთაშორისი ტელეკომპანია „მირის“ საქმიანობის შესახებ შეთანხმების დენონსაციას. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ იგორ გროსუმ განაცხადა. შეთანხმებიდან გასვლის ინიციატორი პირადად პრეზიდენტი მაია სანდუ იყო. „გადაწყვეტილების პროექტი სახელმწიფოთაშორისი ტელერადიოკომპანია „მირის“ შექმნისა და ფუნქციონირების თაობაზე რამდენიმე შეთანხმების დენონსაციის შესახებ, 101-დან, 56 დეპუტატის ხმით დამტკიცდა“, - განაცხადა მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ, იგორ გროსუმ. დენონსაცია - საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის ფორმა, რომელიც ნიშნავს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას ამ ხელშეკრულების დებულების შესაბამისად და დადგენილ ვადებში.  

მოლდოვამ დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლის პროცედურა დაიწყო

მოლდოვა დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლას აპირებს. პარლამენტის თავმჯდომარემ, იგორ გროსუმ 15 მაისს განაცხადა, რომ მოლდოვას შეუძლია დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლა. პარლამენტის ხელმძღვანელის თქმით, ის აპირებს სამართლებრივი პროცედურის დაწყებას, რომელიც საშუალებას მისცემს მოლდოვას, "პირველი ნაბიჯი გადადგას თანამეგობრობიდან გასვლისთვის". „როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვაცხადებ, რომ დავიწყე დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან მოლდოვას გასვლის პროცედურა“, - განაცხადა გროსუმ და აღნიშნა, რომ ინიციატივა უკვე განიხილა პრეზიდენტ მაია სანდუსთან. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც დსთ-ს დამფუძნებელმა რუსეთმა უკრაინაზე ბარბაროსული თავდასხმა წამოიწყო, არ შეიძლება, ამ ორგანიზაციას თანამეგობრობა ეწოდოს.    

მოლდოვა შუა დერეფნის შესაძლებლობების განვითარებით ინტერესდება

მოლდოვა შუა დერეფნის შესაძლებლობების განვითარებაზე მოლაპარაკებებში ერთვება. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ექსკლუზიურ სტატიაში წერს. კერძოდ, სააგენტო Trend.az-ის ცნობით, ყაზახეთი და მოლდოვა შუა დერეფნის შესაძლებლობების განვითარების საკითხებს განიხილავენ. უფრო ადრე, ასევე აზერბაიჯანულ მედიაში 27 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ წლის მეორე ნახევრიდან, კიდევ სამი ქვეყანა - სინგაპური, ბულგარეთი და ლიეტუვა შეუერთდებიან ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს (TITR), რომელიც ასევე ცნობილია როგორც შუა დერეფანი. მისივე თანახმად, ამის შესახებ TITR ასოციაციის გენერალურმა მდივანმა, გაიდარ აბდიკერიმოვმა კონფერენციაზე, ალმათიში განაცხადა. „მომდევნო ხუთ წელიწადში დაახლოებით ხუთი მილიარდი ევროს ინვესტიცია განხორციელდება ინფრასტრუქტურასა და შუა დერეფანში ეფექტიანობის გაუმჯობესებაში. TITR მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალურ ბაზრებთან ცენტრალური აზიის მწარმოებლების ინტეგრაციაში“, - განაცხადა აბდიკერიმოვმა. აბდიკერიმოვმა ხაზი გაუსვა, რომ TITR-ის ინიციატორები აზერბაიჯანი, ყაზახეთი და საქართველო იყვნენ. „ამ მარშრუტის მიზანია საქონლის ტრანზიტის უზრუნველყოფა ისეთი ქვეყნების მეშვეობით, როგორიცაა, ჩინეთი, ყაზახეთი, კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, უკრაინა, პოლონეთი და რუმინეთი. ეს რვა ქვეყანა პროექტზე მუშაობს 2017 წლიდან. მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან, მათ შეუერთდებიან სინგაპური, ბულგარეთი და ლიეტუვა. გარდა ამისა, ჩვენ ველით, რომ შემოგვიერთდებიან ავსტრია, უნგრეთი და გერმანია. ასევე ძალიან აქტიურად არიან დაინტერესებულნი ფრანგი ექსპედიტორები“, - განაცხადა აბდიკერიმოვმა. შუა დერეფნის მეშვეობით, წელს 2 მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირებაა მოსალოდნელი - ყაზახეთის პრემიერი აბდიკერიმოვმა ისიც თქვა, რომ მარცვლეულის ექსპორტის ძირითადი მიმართულება TITR-ის ფარგლებში არის თურქეთი, კერძოდ, მერსინის პორტი, სადაც დიდი მარცვლეულის ბირჟაა განთავსებული. 2022 წელს, TITR-ის მიერ ტვირთის გადაზიდვის მთლიანმა მოცულობამ 1,48 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2,5-ჯერ - 898 000 ტონით მეტია 2021 წელთან შედარებით. ცნობისათვის, 7 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფენციაზე განაცხადა, რომ შუა დერეფანში სატარიფო პოლიტიკა უნდა იყოს საერთო.  შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა „შუა დერეფანი აზერბაიჯანი-საქართველო, ძალიან აქტიურნი ვართ ამ დერეფანში და მომდევნო ეტაპზე ტვირთბრუნვა და ტვირთბრუნვის მოცულობა გაიზრდება და ჩვენ დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ ამ მიმართულებით. როგორც გასულ წელს, ასევე მიმდინარე წელს რამდენიმე ვიზიტი განვახორციელე ცენტრალური აზიის ქვეყნებში და მალე კვლავ მივემგზავრები. ახალი ტვირთის გატარება მოხდება შუა დერეფნით და შესანიშნავი შესაძლებლობა იქმნება ამ კონტექსტში. ყველა ადმინისტრაციული ზომა უნდა იყოს დანერგილი იმისთვის, რომ სატარიფო პოლიტიკა იყოს საერთო. ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი ხედვა და ამავდროულად მივიზიდოთ გადამზიდავები და მივიზიდოთ ახალი მოცულობები“, - აღნიშნა ალიევმა. როგორც ცნობილია, ევროკავშირმა ცენტრალურ აზიაში მდგრადი სატრანსპორტო კავშირების შესახებ კვლევა დაიწყო. მისი მიზანი სამხრეთ კავკასიიდან აზიისკენ მდგრადი კავშირების უზრუნველსაყოფად, საუკეთესო გზების ძიებაა.  ეს კვლევა სავარაუდოდ, 2023 წლის მაისისთვის დასრულდება. შეგახსენებთ, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით. ამის შესახებ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა ოლგა ალგაიეროვამ განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები მხარს უჭერენ შუა დერეფნის განვითარებას და მისი კონტროლისთვის შესაბამისი ორგანოს შექმნას. აღსანიშნავია, რომ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გათვლებით, ოქტომბერში გვინდა, რომ დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა.  კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ჯინ შაჰინი: ანაკლიის პორტის პროექტი ნამდვილად კარგი იქნება - იმედი გვაქვს, ვიხილავთ ამერიკულ ინვესტიციას „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა ექსკლუზიურად Europetime-ს. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.

მოლდოვა და აშშ „ღია ცის“ შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რაც პირდაპირი ფრენების დაწყების პირობებს შექმნის

„მოლდოვა და აშშ ხელს მოაწერენ „ღია ცის“ შეთანხმებას, რომელიც შექმნის პირობებს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების დასაწყებად. ამის შესახებ ურკაინული მედიის ცნობით, კიშინოვში აშშ-ის საელჩოში აცხადებენ.  შეთანხმებას ხელს 18 მაისს მოაწერენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მენეჯმენტისა და რესურსების საკითხებში, რიჩარდ ვერმა და მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრი, ლილია დაბიჟა. „შეთანხმების ძალაში შესვლა ხელს შეუწყობს ქვეყანაში საჰაერო მომსახურების ბაზრის გახსნას და კიშინოვის საერთაშორისო აეროპორტიდან მიმართულებების დივერსიფიკაციას, რაც დადებითად აისახება დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებაზე, ასევე, ქვეყნებს შორის საინვესტიციო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე. გარდა ამისა, შეერთებულ შტატებთან ღია საავიაციო სივრცის შექმნა, მოლდოვას ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს“, - წერს მედია.  

ევროპის საბჭოს სამიტი მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან, მოლდოვიდან და საქართველოდან

ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებმა მოუწოდეს რუსეთს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან. ამის შესახებ ნათქვამია ევროპის საბჭოს სამიტის დასკვნით დოკუმენტში, სახელწოდებით "რეიკიავიკის დეკლარაცია - ერთიანი ჩვენი ღირებულებების გარშემო“. საქართველო შეუერთდა ევროპის საბჭოს შეთანხმებას, რომლითაც, უკრაინის ზარალის რეესტრი იქმნება „ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ, ვინც დაზარალდა რუსეთის აგრესიული ომით უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის აგრესიით საქართველოს წინააღმდეგ და ვგმობთ ამ აგრესიას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს სრულად და უპირობოდ მისი ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვის რესპუბლიკიდან. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას მათი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია დეკლარაციაში. 46 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, „არ არის მხოლოდ საერთაშორისო სამართლის დარღვევა, არამედ, ეს არის თავდასხმა ჩვენს დემოკრატიებზე“. ცნობისთვის, 16-17 მაისს, ისლანდიის დედაქალაქში ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა ორდღიანი სამიტი გაიმართა. სამიტის დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიით მიყენებული ზარალის საერთაშორისო რეესტრის შექმნა.  

მოლდოვა უკრაინას „რუსული გეგმის აღკვეთისთვის“ მადლობას უხდის

მოლდოვა უკრაინას „რუსული გეგმის“ ჩაშლისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. იგორ გროსუს განცხადებით, რუსეთი არ მალავდა მოლდოვაში შეჭრის განზრახვას. ახლა კი, რუსეთს სხვა პრობლემები აქვს უკრაინაში.„ეს იყო მათი თავდაპირველი გეგმა. მათ სურდათ ოდესის და მიკოლაივის აღება და მოლდოვაში წასვლა. მაგრამ უკრაინელი ხალხისა და არმიის ძალისხმევით, ამ გეგმამ არ გაამართლა. ახლა მათ სხვა პრობლემები აქვთ. ამიტომ პირდაპირ საფრთხეს ვერ ვხედავ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა მოვემზადოთ და გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები“, - განუცხადა აზერბაიჯანულ მედიას იგორ გროსუმ.   

მოლდოვა აცხადებს, რომ რუსულ გაზსა და ელეექტროენერგიას საერთოდ აღარ იყენებს

მოლდოვა აღარ იყენებს რუსულ ბუნებრივ აირს ან ელექტროენერგიას და დაასრულა რუსულ რესურსებზე დამოკიდებულება.  ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რესეანმა ხუთშაბათს, ბუქარესტში, უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. „თუ უკრაინაში ომის დაწყებისას, მოლდოვაში მოხმარებული ენერგიის 100% რუსეთში მოდიოდა, დღეს მოლდოვას რუსეთის ბუნებრივი აირის ან ელექტროენერგიის გარეშე არსებობა შეუძლია “, - განაცხადა რესეანმა. მისივე თქმით, მოლდოვა აღარ მოიხმარს რუსულ გაზს. ის ინტეგრირებულია ევროპის ენერგეტიკულ ქსელში როგორც ტექნიკურად, ასევე, კომერციულად. ინფორმაციისთვის, აპრილში მოლდოვის ენერგოკომმა ხელი მოაწერა ჩარჩო ხელშეკრულებას ბერძნული გაზის ოპერატორ - DEPA Commercial-თან. ევროკავშირი შეთანხმდა ე.წ. გაზის ერთობლივი შესყიდვის პლატფორმაზე, რომელიც წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს, აირიდონ ერთმანეთთან კონკურენცია გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე და სრულად ისარგებლონ ევროკავშირის ერთობლივი მსყიდველობითი ძალით. ამ პლატფორმის წევრები არიან უკრაინა, მოლდოვა და დასავლეთ ბალკანეთი. მოლდოვამ დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლის პროცედურა დაიწყო  

მოლდოვასა და აშშ-ს შორის „ღია ცის შეთანხმება“ გაფორმდა

კიშინიოვში აშშ-ისა და მოლდოვის წარმომადგენლებმა, მოლდოვასა და შეერთებულ შტატებს შორის საჰაერო ტრანსპორტისთვის „ღია ცის შეთანხმება“ გააფორმეს. ეს დოკუმენტი საჰაერო სივრცის შესახებ გაფორმებული პირველი ორმხრივი შეთანხმებაა. დოკუმენტი ითვალისწინებს ფრენების შეუზღუდავ მოცულობას და სიხშირეს, მარშრუტების გახსნის უფლებებს, ჩარტერული ფრენების ლიბერალურ რეჟიმს და ღია კოდის გაზიარების შესაძლებლობას, ანუ ერთი ფრენის ერთობლივ ოპერირებას ორი კომპანიის მიერ. „მოლდოვასთან შეთანხმება გააფართოებს ჩვენს ძლიერ ეკონომიკურ და კომერციულ პარტნიორობას, ხელს შეუწყობს ინტერპერსონალური კავშირების განვითარებას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს ავიაკომპანიებისთვის, ტურისტული კომპანიებისა და მომხმარებლებისთვის“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. აშშ-ის საელჩომ მოლდოვაში თავის მხრივ აღნიშნა, რომ შეთანხმების ძალაში შესვლა შექმნის წინაპირობებს კიშინიოვიდან აშშ-ში პირდაპირი ფრენების დასაწყებად, ხელს შეუწყობს მოლდოვაში საჰაერო სერვისების ბაზრის გახსნას და კიშინიოვის საერთაშორისო მიმართულებების დივერსიფიკაციას.  

რუსეთმა მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალება სცადა - სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, გაზაფხულზე რუსეთმა მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და ხელისუფლებაში პრორუსი ძალების მოყვანა სცადა. „ხელისუფლების დამხობის გეგმები იყო, თუმცა ჩავარდა, მათ შორის იმიტომ, რომ საკმარისი ინფორმაცია გვქონდა და ჩვენმა სამართალდამცავმა ორგანოებმა კარგად იმუშავეს“, - განაცხადა სანდუმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

მოლდოვაში, ევროკავშირის მხარდამჭერი ხალხმრავალი აქცია ჩატარდა

ათიათასობით ადამიანმა კვირას მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში, ევროკავშირთან მჭიდრო კავშირების მხარდასაჭერად აქცია გამართა. პოლიციის შეფასებით, აქციაში 75 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. 21 მაისის ღონისძიებას, რომელიც პრეზიდენტ მაია სანდუს ხელშეწყობით გაიმართა, ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის გარდა, ზოგიერთი პროევროპელი დეპუტატის კრიტიკაც მოჰყვა. მათი შეფასებით, ეს იყო სამთავრობო რესურსების არასათანადო გამოყენება. შეკრებას, რომელზეც ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა გამოვიდა, რამდენიმე დღით უსწრებდა წინ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტს, რომელიც პირველი ივნისისთვის არის დაგეგმილი. სანდუს სურს, ამ სამიტზე მიიღოს დაპირება, რომ მოლდოვა მალე დაიწყებს ევროკავშირთან მოლაპარაკებებს გაწევრიანების თაობაზე.  

მოლდოვაში ჩამოსვლის შემთხვევაში პუტინს დააკავებენ - სანდუ

მოლდოვა შეასრულებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს დააპატიმრებს. მაია სანდუმ Euronews Romaniaa-სთან ინტერვიუში უპასუხა შეკითხვას, დააპატიმრებენ თუ არა პუტინს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის შესაბამისად, თუ ის მოლდოვაში ჩავიდოდა. „დიახ. მოლდოვის რესპუბლიკამ ხელი მოაწერა შეთანხმებას სისხლის სამართლის სასამართლოს შესახებ და მოლდოვა პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას", - მოკლედ უპასუხა სანდუმ. შეგახსენებთ, 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა.  ისინი ეჭვმიტანილები არიან ომის დანაშაულებში, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების უკანონო დეპორტაციისა და გადაყვანაში. 19 მაისს, რუსეთმა ჰააგის სასამართლოს პროკურორი, კარიმ ხანი „ძებნილად გამოაცხადა“.  

მოლდოვა რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად, ცენტრ - „პატრიოტს“ ქმნის

29 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ ქვეყანაში რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის საშიშროების შესახებ გაფრთხილებით გამოვიდა. ამ საფრთხის დასაძლევად, სანდუ ახალი სამთავრობო ორგანოს შექმნის ინიციატივითაც გამოვიდა. მოლდოვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შესაბამის წინადადებას პარლამენტს წარუდგენს. 30 მაისს პროექტის ტექსტი საჯარო კონსულტაციებისთვის გამოქვეყნდება, ივნისის ბოლოს კი, პარლამენტს განსახილველად წარედგინება. ცენტრს ორი ძირითადი ფუნქცია ექნება - გამოავლინოს გავრცელებული დეზინფორმაცია, დაუპირისპირდეს ამ კამპანიებს და მიაწოდოს საზოგადოებას სანდო ინფორმაცია. ასევე - სხვა სამთავრობო უწყებებთან იმუშაოს დეზინფორმაციის მიმართ ქვეყნის გამძლეობის გასაძლიერებლად. „პატრიოტთა ცენტრი“ კოორდინაციას გაუწევს და განახორციელებს სახელმწიფოს სტრატეგიას დეზინფორმაციასთან ბრძოლის შესახებ“, - აღნიშნა სანდუმ. „რუსეთი ჩვენს ქვეყანას სამხედრო საშუალებებით ვერ დაესხმება თავს, ამიტომ ტყუილების, პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გზით აგრძელებს ჩვენზე თავდასხმას“, - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა. სანდუს თქმით, რუსეთი ჰიბრიდული თავდასხმებით მოლდოვის მოქალაქეებსა და მათ მთავრობას შორის უნდობლობის დათესვას ცდილობს.  

მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოსთვის ევროკავშირის კარი მართლა ღიაა - ნაუსედა

ალბათ, ლიეტუვა არის „აღმოსავლური პარტნიორობის“ ყველაზე ენთუზიაზმით სავსე მხარდამჭერი და ჩვენ ამას გავაგრძელებთ, -  შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა. საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა აქვს - ბორელი „მოლდოვისთვის, უკრაინისთვის და საქართველოსთვის ევროკავშირის კარი მართლა ღიაა და არა ისე, როგორც ნატო-ს კარი უკრაინისთვის. ჩვენ გვსურს, რომ ისინი ღია იყოს ვილნიუსშიც, მაგრამ ამავე დროს ჩვენ მკაფიო მესიჯი უნდა გავაგზავნოთ ამ კარის გახსნისა და გამოყენების შესაძლებლობის შესახებ, რადგან ახლა უკრაინაც ამას გვეკითხება, რომ თუ კარი ღიაა, სად არის ეს კარი“, – განაცხადა ნაუსედამ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

ევროპელი ლიდერების სამიტისას მოლდოვის საჰაერო სივრცეს NATO მეთვალყურეობს

ევროპის ქვეყნების 40 ლიდერის შეხვედრის დროს მოლდოვის საჰაერო სივრცეს NATO მეთვალყურეობს. სამიტი იმართება უკრაინის საზღვრის მახლობლად, რათა აჩვენონ კიევის მიმართ მხარდაჭერა. იმ ფონზე, როცა უკრაინა ემზადება რუსეთის შეჭრის საწინააღმდეგო კონტრიერიშისთვის, ევროკავშირის 27 და ევროპის სხვა 20 სახელმწიფოს შეხვედრა ტარდება უკრაინის საზღვრიდან 20 კილომეტრში მდებარე სასახლეში. 2,6 მილიონიანი მოლდოვა ევროპის ერთ-ერთ უღარიბესი ქვეყანაა, რომელიც უკრაინასა და NATO-ს წევრ რუმინეთს შორის მდებარეობს უსაფრთხოებისა და საორგანიზაციო გამოწვევის წინაშეა. Reuters-ის ცნობით, NATO თავის განცხადებაში განმარტავს, რომ საჰაერო მეთვალყურეობის და კონტროლის სისტემების თვითმფრინავები პირველ ივნისს მოლდოვის ცას უწევენ მეთვალყურეობას. სამიტს ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მოლდოვაში ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.   

ლიეტუვა უკრაინისა და მოლდოვის დასახმარებლად 20 მლნ ევროს გამოყოფს

ლიეტუვა სახელმწიფოს სახელით ნასესხები სახსრებიდან უკრაინისა და მოლდოვას დასახმარებლად  20 მილიონ ევროს გამოყოფს.  "თანხებიდან 10 მლნ  უკრაინისა და მოლდოვას აღდგენას მოხმარდება.  კიდევ 10 მლნ კი მსოფლიო ბანკის ჯგუფის საერთაშორისო განვითარების ასოციაციის ანტიკრიზისული ღონისძიებების სპეციალურ პროგრამაში გადაირიცხება", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, ამ დროისთვის ლიეტუვამ უკრაინას ჰუმანიტარული, ფინანსური და სამხედრო დახმარების სახით 950 მლნ ევროზე მეტი გამოუყო. ქვეყანა უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებასაც გაგზავნის, ხერსონის რეგიონში, კახოვკას ჰესის აფეთქების გამო.  

მოლდოვა უკრაინას $230,000-ის ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის

მოლდოვა უკრაინას კახოვკის კაშხლის ნგრევის ეკოლოგიური და ჰუმანიტარული შედეგების დაძლევისთვის, დახმარებას უგზავნის.  კერძოდ, უკრაინას დაახლოებით 230 000 აშშ დოლარის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდება. იტყობინბეა სააგენტო Moldpres-ი.  გავრცელებული ინფორმაციით, დახმარებაში შედის წყლის სატუმბი სადგურები, გასაბერი ნავები, საკვები პროდუქტები და სხვა აღჭურვილობა.  

მოლდოვის მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაშია

მოლდოვას მთავრობამ უკრაინელ მაშველებს ჰუმანიტარული დახმარების პარტია გადასცა, მათ შორის სატუმბი სადგურები, პლასტმასის და გასაბერი ნავები, რეზინის ჩექმები და სხვა აღჭურვილობა. „მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობამ, რომელსაც წარმოადგენდა მოლდოვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების გენერალური ინსპექცია, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურს ტექნოგენური კატასტროფის შედეგების აღმოსაფხვრელად, ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. ჰუმანიტარული დახმარება მოიცავს ორ სატუმბ სადგურს, შვიდ პლასტმასის ნავს, ხუთ გასაბერ ნავს, 161 წყვილი რეზინის ჩექმას, ძრავის ტუმბოს, კვების პროდუქტებს“, - წერს უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური Facebook-ზე. კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა მოლდოვური მედია 10 ივნისს იუწყებოდა, უკრაინას $230,000-ის ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის. მოლდოვა უკრაინას კახოვკის კაშხლის ნგრევის ეკოლოგიური და ჰუმანიტარული შედეგების დაძლევისთვის, დახმარებას უგზავნის. კერძოდ, უკრაინას დაახლოებით 230 000 აშშ დოლარის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდება. იტყობინბეა სააგენტო Moldpres-ი. გავრცელებული ინფორმაციით, დახმარებაში შედის წყლის სატუმბი სადგურები, გასაბერი ნავები, საკვები პროდუქტები და სხვა აღჭურვილობა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი  

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ოლიგარქ ოლან შორის პრორუსული პარტია აკრძალა

ორშაბათს მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლომ აკრძალა პრორუსული პარტია შორი, რომელიც თვეებია, საპროტესტო აქციებს მართავს და რომელსაც ბიზნესმენი, ილან შორი ხელმძღვანელობს. ილან შორს დასავლეთი და მოლდოვის მთავრობა ადანაშაულებენ ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში. ამის შესახებ Reuters-ი წერს. სასამართლომ ისრაელში მცხოვრები ილან შორის ხელმძღვანელობით პარტია არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. მისმა გადაწყვეტილებამ დაუყონებლივ აკრძალვა გამოიწვია და იუსტიციის სამინისტრო შექმნის კომისიას, რომელიც დაასრულებს პარტიის დაშლის ყველა იურიდიულ პროცედურას. პრორუს პოლიტიკოსსა და ოლიგარქს, ილან შორს მოლდოვის სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა 13 აპრილს, დაუსწრებლად მიუსაჯა. მან მოლდოვა 2019 წლის ივნისში დატოვა და ახლა სავარაუდოდ, ისრაელში იმყოფება, სადაც ის ასევე მოქალაქეობას ფლობს. შორის 250 მლნ დოლარის ღირებულების ქონებასაც ჩამოართმევენ. შორი და მისი ამავე სახელწოდების პოლიტიკური პარტია აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფებიან 2022 წლის ოქტომბრიდან. აშშ-ის შეფასებით, შორი დაკავშირებულია სისტემურ კორუფციასთან და მოლდოვაში არჩევნებში ჩარევასთან. მედიაში ხშირად ვრცელდება ცნობები, რომ შორი და მისი პოლიტიკური ფრაქცია ასევე აფინანსებენ ბევრ ანტისამთავრობო პროტესტს პრეზიდენტ მაია სანდუს წინააღმდეგ. მოლდოვის პრემიერ მინისტრმა დორინ რეჩანმა თებერვლის ბოლოს განუცხადა TV8-ს, რომ ხელისუფლებამ იცის რამდენიმე მიმდინარე რუსული სცენარი ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის, მათ შორის კიშინიოვის აეროპორტის კონტროლის გეგმის შესახებ. ცნობისთვის, შორის 2017 წელს, მოლდოვის სასამართლომ 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას მოლდოვის ტერიტორიის დატოვება ჰქონდა აკრძალული. 2018 წლის თებერვალში შორი პარლამენტის დეპუტატი გახდა. მოლდოვაში, 2019 წლის ივნისში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ქვეყანა დატოვა, რის შემდეგაც მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა და სადეპუტატო იმუნიტეტი ჩამოერთვა. ასევე წაიკითხეთ: აშშ-მ მოლდოველ ოლიგარქებს სანქციები დაუწესა საიდუმლო დოკუმენტი მოლდოვაში დესტაბილიზაციის შესახებ რუსეთის 10-წლიან გეგმას ავლენს - CNN  

რუსეთის ელჩი, მოლდოვის საგარეო უწყებაში გამოიძახეს

რუსეთის ელჩი მოლდოვაში, ოლეგ ვასნეცოვი ქვეყნის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროში დაიბარეს. რუს დიპლომატეს მოსთხოვეს, განემარტა ხერსონში რუსეთის ე.წ. წარმომადგენლის ბოლო განცხადებები. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. სამინისტრომ განაცხადა, რომ მოლდოვა მკაცრად გმობს ამ  განცხადებებს, რომელიც შეიცავს მოლდოვის რესპუბლიკის წინააღმდეგ მუქარას შეიცავს. „ასეთი განცხადებები აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ არ შევეგუებით მოლდოვის რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართულ მსგავს გამონათქვამებს", - აცხადებენ სამინისტროში. მანამდე, ვლადიმერ სალდომ ხერსონის რეგიონსა და ყირიმს შორის დაბომბვის შედეგად დაზიანებული ხიდები მოინახულა. ვიდეოში ის საპასუხო დარტყმაზე საუბრობდა და სოფელ გიურგიულესტში ხიდს ახსენებს. სოფელი გიურგიულესტი მოლდოვის კაჰულის რეგიონში, რუმინეთისა და უკრაინის საზღვარზე მდებარეობს. ეს დასახლება უკრაინამ ტერიტორიული დავის მოგვარების ფარგლებში მოლდოვას გადასცა.  

მოლდოველი ოლიგარქი ილან შორი, რომლის პარტიაც სასამართლომ აკრძალა, აცხადებს, რომ ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნის

ილან შორი, რომლის პარტიაც მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა, აცხადებს, რომ ახალ პოლიტიკურ პლატფორმას - „შანსს“ აფუძნებს. შორმა განაცხადა, რომ აპირებს, მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლითაც პარტია „შორი“ უკანონოდ ცნეს. მედიის ცნობით, თავად ილან შორი ახალ პარტიაში პოლიტიკური კოორდინატორის თანამდებობის დაკავებას გეგმავს. „ეს ბლოკი განახორციელებს ყველა იმ პროექტს, რასაც პარტია „შორი“ ადრე ახორციელებდა“, – აღნიშნა შორმა.  

ევროკავშირმა მოლდოვისთვის მხარდამჭერი პაკეტი მოამზადა

ევროკომისიამ მოლდოვის მხარდამჭერის პაკეტი შეიმუშავა, რომლის მიზანიც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის შედეგების დაძლევაა. პაკეტი მოიცავს ეკონომიკური განვითარებისა და კავშირების გაღრმავების ხელშეწყობას DCFTA-ისა და EIP-ის პროგრამების ფარგლებში. პროგრამები ფოკუსირრებული იქნება, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერაზე, ვაჭრობის გაძლიერებაზე, ენერგოეფექტურობაზე და ადამიანური კაპიტალის გაძლიერებაზე. დახმარების პაკეტშია მოლდოვის რეფორმების მხარდაჭერა, ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერების გზით, საკონსტიტუციო მომსახურების გაუმჯობესებით, სპეციალური ტრენინგების პროგრამებით და ასევე, ევროკავშირის პროგრამებში მოლდოვის მონაწილეობის გაზრდით. მოლდოვის ენერგო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ელექტროენერგიის შიდა წარმოების გაზრდით, ევროკავშირის საერთო გაზის შესყიდვის მექანიზმში მონაწილეობით, განახლებადი ენერგიის გაძლიერებითა და ენერგოეფექტურობაზე ფოკუსირებით.  მოლდოვის უსაფრთხოების გაძლიერება მიზანმიმართული ქმედებებით, რომელიც ნაკარნახევი იქნება უმაღლესი დონის პოლიტიკური და უსაფრთხოების დიალოგით; თანამშრომლობის გაფართოება მოლდოვაში ახლად დაწყებული ევროკავშირის საპარტნიორო მისიით; მოლდოვის თავდაცვის სექტორის გაძლიერება; ევროპის მშვიდობის ფონდის დახმარებით. უცხოური საინფორმაციო მანიპულაციებისა და საგარეო ჩარევისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მათ შორის, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერება, მოლდოვის მთავრობის ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა, დამოუკიდებელი მედიისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების გაჩენა, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ დეზინფორმაციას და აქტიურად გაავრცელონ ინფორმაცია ევროკავშირში ინტეგრაციის ბენეფიტების შესახებ. ევროკომისია წერს, რომ ხსენებულ ხუთ პრიორიტეტში მხარდაჭერა მოლდოვას დაეხმარება, მკვეთრად შეამციროს რუსეთის ომის გავლენა მასზე და უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს.  

კიშინიოვის აეროპორტში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

პოლიციამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადეს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ პარასკევს მოლდოვის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ორი ადამიანი მოკლა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში შესვლაზე უარი ეთქვა. წერს Reuters-ი. პოლიციამ კაცი კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში, აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე დიდ აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დააკავა. „ამ დროისთვის საფრთხე აღმოფხვრილია. თავდამსხმელი დაჭრილია და მკურნალობას გადის", - აცხადებენ პოლიციაში. პოლიციის წყაროს თქმით, მგზავრი თურქეთიდან ჩამოფრინდა და მესაზღვრეების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. მოლდოვაში, რომელმაც საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა, 2,6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს. ქვეყანა რუმინეთსა და უკრაინას შორის მდებარეობს.  

მედია: კაცი, რომელმაც მოლდოვის აეროპორტში ორი ადამიანი მოკლა, კლინიკაში გარდაიცვალა

ტაჯიკეთის მოქალაქე რუსტამ აშუროვი, რომელმაც კიშინიოვის აეროპორტში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი და დაცვის თანამშრომელი მოკლა, დაკავებისას მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. მანამდე, თურქეთიდან რეისით ჩამოსულ ტაჯიკეთის მოქალაქეს ქვეყანაში შესვლაზე უარი ეთქვა. სროლა კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში 30 ივნისს მოხდა. ტაჯიკეთის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ თავდამსხმელი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი იყო და მოლდოვაში გაიქცა მის წინააღმდეგ საქმის აღძვრის შემდეგ. თავდაპირველად, მოლდოვამ სისხლის სამართლის საქმე ტერორისტულ აქტზე აღძრა, თუმცა მოგვიანებით, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობად გადააკვალიფიცირა.  

მოლდოვა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საჭირო გაზის რეზერვების ნაწილის, რუმინეთში შენახვას გეგმავს - მედია

მოლდოვის მთავრობა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საჭირო გაზის რეზერვების ნახევრის შენახვას რუმინეთში გეგმავს. მედიის ცნობით, ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიქტორ პარლიკოვმა განაცხადა. „სახელმწიფო საწარმო „ენერგოკომმა“ გადაწყვიტა, რომ უსაფრთხოებისთვის საჭირო გაზის მარაგის 50% რუმინეთში იქნება შენახული. შეიძლება, იყოს სხვა კატეგორიის გაზის მარაგი - კომერციული მარაგი, საჭიროების შემთხვევაში“, - აღნიშნა მინისტრმა.  პარლიკოვის თანახმად, მთავრობა რუმინეთთან გრძელვადიან ენერგეტიკულ პარტნიორობას იმედოვნებს, მაგრამ რესპუბლიკას აქვს რამდენიმე კონტრაქტი ბუნებრივი გაზის მომწოდებლებთან.  

საქართველო და მოლდოვა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების საკითხს განიხილავენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველო-მოლდოვას მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. კომისიის სხდომამდე საქართველოს ვიცე-პრემიერმა შეხვედრა გამართა მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, ეკონომიკური განვითარების და გაციფროვნების მინისტრ დიმიტრუ ალაიბასთან. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოსა და მოლდოვას ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელებმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების და ამ კუთხით დარგობრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ამ მხრივ განვითარების მრავალმხრივი პერსპექტივები არსებობს, რომელთა რეალიზება ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და წარმატებული იქნება. ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა უკვე მეორედ იმართება - პირველად ის თბილისში 2017 წელს ჩატარდა. ამჯერად მოლდოვაში მიმდინარე სხდომას საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, მასპინძელი მხრიდან კი რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ეკონომიკის განვითარებისა და გაციფროვნების მინისტრი დიმიტრუ ალაიბა ხელმძღვანელობდნენ. როგორც სხდომაზე აღინიშნა, კომისია პარტნიორ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება-გაღრმავების მნიშვნელოვანი და ეფექტიანი პლატფორმაა. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ კომისიის ფარგლებში საქართველოსა და მოლდოვას შორის მოლაპარაკებები გაიმართა სავაჭრო და ეკონომიკური სფეროს არაერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებით, მათ შორის: ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, კომუნიკაციები, ტექნოლოგიები, კულტურა, ტურიზმი და ა.შ. შესაბამისად, მომავალში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ამ სექტორებში თანამშრომლობის ვრცელ სპექტრს და განვითარების შესაძლებლობებს მოიცავს. ამასთან, საქართველოს ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ საერთაშორისო, გეოპოლიტიკურ ვითარებას და კონტექსტს, რომლის ფარგლებშიც საქართველო და მოლდოვა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით მუშაობენ - კერძოდ, ეს არის საერთო საგარეო-პოლიტიკური მისწრაფება, რაც ევროკავშირში გაწევრიანებას გულისხმობს. „იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყნები მალე შეუერთდებიან ევროპულ ოჯახს. დღევანდელმა შეხვედრამ გააღრმავა ჩვენი მეგობრობა და შექმნა ახალი შესაძლებლობები მომავალი თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. კომისიის სხდომის მიმდინარეობისას ორივე მხარის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ბიზნესგარემოს მნიშვნელოვან წვლილს თითოეული ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ამასთან, აღინიშნა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისთვის და შესაბამისად, ორივე ქვეყანა დაინტერესებულია ინვესტიციების მოცულობის გაზრდით როგორც საქართველოში, ისე მოლდოვაში. ლევან დავითაშვილმა მოლდოველ კოლეგას საქართველოში არსებული სანდო, ლიბერალური ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან ასევე ისაუბრა საქართველოში არსებული ეკონომიკური ზრდის, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. ამასთან, ლევან დავითაშვილმა მოლდოვის დელეგაცია 2023 წლის 26-27 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ მოიწვია. საქართველო-მოლდოვას მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში ხელი მოეწერა შემდეგ დოკუმენტებს: მემორანდუმი ეკონომიკურ, ტექნიკურ და სამეცნიერო სფეროებში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც გაფორმდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მოლდოვის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს შორის; ასევე ინვესტ მოლდოვას სააგენტოსა და სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო და ექსპორტის ხელშემწყობი აქტივობების გაღრმავების მიზნით. საქართველო-მოლდოვას მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის შემდეგი სხდომა თბილისში გაიმართება.  

ნიკუ პოპესკუ სააკაშვილზე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ, რომ სამართლიანობამ პოლიტიკურ ინტერესებს სძლიოს

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ, რომ სამართლიანობამ პოლიტიკურ ინტერესებს სძლიოს. განაცხადა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ 5 ივლისს. პოპესკუს განცხადებით, „პოლიტიკური დევნის ატანა“ მიუღებელია. „ღრმა შეშფოთებას გამოვხატავ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო. ნებისმიერი პიროვნებისთვის მიუღებელია პოლიტიკური დევნის ატანა. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღონ ზომები მისი ჯანმრთელობის დასაცავად და უზრუნველყონ, რომ სამართლიანობამ პოლიტიკურ ინტერესებს სძლიოს”, - წერს პოპესკუ Twitter-ზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია და უკრაინის გადაწყვეტილება საფუძველს არის მოკლებული. მინისტრმა გაიმეორა, რომ „ქართული მხარე,  ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. თუმცა დარჩიაშვილმა მიანიშნა, რომ მომავალში ორმხრივ ფორმატებში განხილვების დრო „აუცილებლად იქნება.“ 3 ივლისის საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვება და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნება შესთავაზა. კულება ზელენსკის მიმართვის შემდეგ ამბობს, რომ 4 ივლისს საქართველოს ელჩთან მკაცრი საუბარი გაიმართება მმართველი გუნდის შეფასებით, „სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია.“ უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოს ელჩთან მწვავე პროტესტი დააფიქსირეს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, „ქართული მხარე,  ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. უწყების შეფასებით, კიევის აღნიშნული ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას. იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის საკითხზე: ჩანასახშივე განწირული მანიპულაციებია

სამიტამდე ერთი კვირით ადრე, მირჩა ჯოანამ მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარეს NATO-ს შტაბ-ბინაში უმასპინძლა

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე, იგორ გროსუ, NATO-ს შტაბ-ბინაში მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს. მირჩა ჯოანა მიესალმა NATO-სა და მოლდოვას შორის პარტნიორობის გაღრმავებას, მისი კონსტიტუციური ნეიტრალიტეტის სრული პატივისცემით და განაცხადა, რომ ალიანსი გააგრძელებს მოლდოვის მხარდაჭერას ისეთ სფეროებში, როგორიცაა მედეგობა, თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მშენებლობა, დეზინფორმაციასთან ბრძოლა და კიბერთავდაცვა. ის ასევე მიესალმა NATO-სა და მოლდოვას შორის გაძლიერებულ პოლიტიკურ დიალოგს და აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის საგარეო საქმეთა მინისტრ პოპესკუს მომავალ კვირას, ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე. გენერალური მდივნის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა NATO-ს მოკავშირეების მტკიცე მხარდაჭერას მოლდოვის ევროპული ინტეგრაციისადმი და მას უწოდა „ნათელი და აყვავებული მომავლის გასაღები."  

მოლდოვის პარლამენტმა დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

მოლდოვის პარლამენტმა დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლას პირველ მოსმენაზე დაუჭირა მხარი. კანონპროექტს მმართველი პარტიის 55-მა დეპუტატმა [პარლამენტში სულ 101 დეპუტატია] მისცა ხმა. ოპოზიციური კომუნისტების და სოციალისტების ბლოკის დეპუტატებმა პარლამენტის სესიის ამ ნაწილს ბოიკოტი გამოუცხადეს. გადაწყვეტილება პარლამენტის მუდმივმოქმედმა ბიურომ პრეზიდენტ მაია სანდუსთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. მოლდოვა დსთ-ს IPA-ს სრულუფლებიანი წევრი 1998 წლის 2 ივნისს გახდა. ცნობისთვის, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ თებერვალში განაცხადა, რომ მოლდოვა დსთ-ს რამდენიმე ათეული შეთანხმებიდან გასვლის პროცესს იწყებს. მისი თქმით, მოლდოვა არის დსთ-ს 330-მდე შეთანხმების მხარე, რომელთაგან ბევრს გადახედვა სჭირდება. შეგახსენებთ, მოლდოვა დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლას აპირებს. პარლამენტის თავმჯდომარემ, იგორ გროსუმ 15 მაისს განაცხადა, რომ მოლდოვას შეუძლია დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლა. პარლამენტის ხელმძღვანელის თქმით, ის აპირებს სამართლებრივი პროცედურის დაწყებას, რომელიც საშუალებას მისცემს მოლდოვას, "პირველი ნაბიჯი გადადგას თანამეგობრობიდან გასვლისთვის". „როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვაცხადებ, რომ დავიწყე დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან მოლდოვას გასვლის პროცედურა“, - განაცხადა გროსუმ და აღნიშნა, რომ ინიციატივა უკვე განიხილა პრეზიდენტ მაია სანდუსთან. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც დსთ-ს დამფუძნებელმა რუსეთმა უკრაინაზე ბარბაროსული თავდასხმა წამოიწყო, არ შეიძლება, ამ ორგანიზაციას თანამეგობრობა ეწოდოს. 10 აპრილს მოლდოვის მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიაზე ტელერადიოკომპანია „მირის“ ხელშეკრულების დენონსაცია მოახდინა და ამ კომპანიისათვის დსთ-ის სალაროში საწევროს გადახდა შეწყვიტა.  

კიშინიოვის აეროპორტში მომხდარი სროლის შემდეგ, მოლდოვის შს მინისტრი გადადგა

Reuters-ის ცნობით, კიშინიოვის აეროპორტში მომხდარი სროლის შემდეგ, მოლდოვის შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. მის გარდა, პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ კიდევ ორი მინისტრის თხოვნა დააკმაყოფილა. კიშინიოვის აეროპორტში 30 ივნისს მომხდარი სროლის გამო, ოპოზიციამ შინაგან საქმეთა მინისტრის, ანა რევენკოს გადადგომა მოითხოვა. მან თანამდებობები დატოვა მეცნიერებისა და განათლების მინისტრთან ანატოლი ტოპალთან და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრთან ლილია დაბიჯასთან ერთად. მედია: კაცი, რომელმაც მოლდოვის აეროპორტში ორი ადამიანი მოკლა, კლინიკაში გარდაიცვალა სავარაუდოდ, რესიანი ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატებს პრეზიდენტ მაია სანდუს ორშაბათს შესთავაზებს.   

მოლდოვამ რუსეთის ელჩი გამოიძახა

რუსეთის ელჩი მოლდოვაში ოლეგ ვასნეცოვი, საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროში დაიბარეს მას შემდეგ, რაც მოლდოვაში რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან თვალთვალის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. სამინისტრომ განაცხადა, რომ ის „აანალიზებს ამ ჯაშუშური მოქმედებების ხასიათსა და მასშტაბებს, მათ შორის გამოძიებაში დასახელებული პირების საქმიანობას, რათა სწრაფი და ადეკვატური რეაგირება მოახდინოს. „აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია მოლდოვის რესპუბლიკის საშინაო საქმეებში საგარეო ჩარევისკენ მიმართული ნებისმიერი ქმედება, რაც პირდაპირ გამოწვევას წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის,“- ნათქვამია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მოლდოვა რუსეთის ელჩისგან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებას მოსთხოვს. სამინისტრომ განარტა, რომ ხელისუფლება რეაგირების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. შეგახსენებთ, რომ Jurnal TV-სა და The Insider-ის ჟურნალისტური გამოძიების დროს გამჟღავნდა, რომ მოლდოვაში რუსეთის საელჩოს სახურავზე ათობით ანტენა და სატელიტური თეფში იყო დამონტაჟებული, რომელსაც რუსული სპეცსამსახურები მეთვალყურეობისთვის იყენებენ. აპრილში, Dossier Center-მა გამოაქვეყნა გამოძიების შედეგები, რომლებშიც რუსეთის მხრიდან ევროპის ქვეყნებში მსგავს ქმედებებზე იყო საუბარი.  

მოლდოვა რუსეთის საელჩოს თანამშრომლებთა რაოდენობას ამცირებს

მოლდოვა რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან შესაძლო თვალთვალთან დაკავშირებული გამოძიების ფონზე, კიშინიოვში რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობას ამცირებს.  გადაწყვეტილების შესახებ უკვე ინფორმირებულნი არიან რუსეთის საელჩოს წარმომადგენლები. მოლდოვამ რუსეთის ელჩი გამოიძახა ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ მოლდოვის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პოპესკუმ ხაზი გაუსვამ, რომ მოლდოვა მრავალი წლის განმავლობაში იყო რუსეთის „მტრული ქმედებების ობიექტი“, რომელთა უმეტესობა კიშინიოვში საელჩოს მეშვეობით განხორციელდა.  

მოლდოვამ რუსეთის საელჩოს 60-მდე თანამშრომელი გააძევა

მოლდოვაში რუსეთის ფედერაციის საელჩოს აკრედიტებული დიპლომატებისა და ადმინისტრაციული თანამშრომლების რაოდენობა 84-დან 25-მდე შემცირდება. მოლდოვა რუსეთის საელჩოს თანამშრომლებთა რაოდენობას ამცირებს მოლდოვის პრემიერ-მინისტრის, დორინ რეჩან დანიელ ვოდეს განცხადებით, დიპლომატიური თანამდებობების რაოდენობა 10-მდე, ხოლო ტექნიკური თანამშრომლების - 15-მდე შემცირდება. „ეს პრინციპული გადაწყვეტილებაა, რომლის შესახებ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი უკვე ინფორმირებულია," – განაცხადა ვოდემ. მარია ზახაროვას საპასუხო განცხადებით, ოფიციალური კიშინიოვი დასავლეთის სპონსორების გასახარებლად, რუსოფობიაზე მიმართულ ძალისხმევას აორმაგებს. მანამდე რუსეთის ელჩი მოლდოვაში ოლეგ ვასნეცოვი, საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროში დაიბარეს მას შემდეგ, რაც მოლდოვაში რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან თვალთვალის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

საბერძნეთი მოლდოვაში საელჩოს გახსნის

საბერძნეთი მოლდოვაში, კიშინიოვში საელჩოს გახსნის. ამის შესახებ მოლდოვის ელჩმა ათენში, ანდრეი პოპოვმა განაცხადა. მოლდოვური მედიის ცნობით, ელჩი საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კონსტანტინოს ფრაგოგიანისს შეხვდა. „განვიხილეთ ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე შეთანხმებული საკითხები. კერძოდ, მადლობა გადავუხადე საბერძნეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებისთვის კიშინიოვში საელჩოს გახსნის თაობაზე. ეს არის ნაბიჯი, რომელიც, რა თქმა უნდა, ორმხრივი პარტნიორობის წინსვლას ხელს შეუწყობს,“ - განაცხადა პოპოვმა. დიპლომატმა აღნიშნა, რომ განხილვის შემდეგი მნიშვნელოვანი თემა იქნება კიშინიოვსა და ათენს შორის პირდაპირი ფრენების განახლება. ამჟამად მოლდოვისა და საბერძნეთს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს, ბუქარესტში განთავსებული საელჩო უზრუნველყოფს.  

მოლდოვის მთავრობამ პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის კიდევ 60 დღით გახანგრძლივების თხოვნით მიმართა

მოლდოვის პარლამენტი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის კიდევ 60 დღით გახანგრძლივების შესახებ მინისტრთა კაბინეტის ინიციატივას განიხილავს. ეს ღონისძიებები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიმდინარე მიერ წარმოებულ ომს უკავშირდება. დეპუტატების შეხვედრა გაზაფხული-ზაფხულის სესიაზე დღეს, 31 ივლისს ბოლო იქნება. მოლდოვის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების აუცილებლობა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მუდმივი რისკებით ახსნა. მთავრობის მიერ წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოლდოვა კვლავ განიცდის ჰიბრიდულ ომს, დეზინფორმაციას, სამხედრო მიზნებისთვის მანიპულირებას და ეთნიკურ ძალადობას. „ამავდროულად, უკრაინის ომმა შესაძლებელია, მოლდოვისთვის ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდება შეაფერხოს.  

EBRD მოლდოვას $60 მილიონს გამოუყოფს

რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი მოლდოვას საგანმანათლებლო დაწესებულებების რეკონსტრუქციისთვის 60 მილიონი დოლარის ფინანსურ დახმარებას გაუწევს. უცხოური მედიასაშუალებების ცნობით, ეს თანხები მოხმარდება 3 ახალი სკოლის მშენებლობას, 15 სკოლისა და 15 საბავშვო ბაღის შეკეთებას. დაახლოებით 19,8 მილიონი აშშ დოლარი გრანტის სახით, კიდევ 40 მილიონი აშშ დოლარი კი, სესხის სახით გამოიყოფა.  

მოლდოვამ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააუქმა

მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააუქმა. უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამია, რომ უახლოეს ხანში უწყება გააუქმებს რუსეთის საგარეო დაზვერვასთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებასაც.„2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურმა შეაჩერა რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა. ეს შეთანხმებები პრაქტიკულად არ მოქმედებს,“ – ნათქვამია პრესრელიზში. მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, აღნიშნული შეთანხმებების პროტოკოლი მოიცავდა „იურიდიულ საბაბს, რომლითაც რუსეთი ამართლებდა დნესტრის მარცხენა ნაპირზე რუსეთის სპეცსამსახურების ყოფნას.“  

მოლდოვამ მდინარე დნესტრზე ხიდის მშენებლობა დაამტკიცა, რომლითაც უკრაინას ექსპორტში დაეხმარება

მოლდოვის პარლამენტმა დაამტკიცა მდინარე დნესტრზე ხიდის მშენებლობა, რომელიც უკრაინას ექსპორტში დაეხმარება. დნესტრზე ხიდის მშენებლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას მხარი 57-მა მოლდოველმა დეპუტატმა დაუჭირა. პროექტის მიხედვით, უკრაინის მთავრობა ხიდის ტექნიკურ პროექტს, მის მშენებლობას და საკუთარ ტერიტორიაზე საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას დააფინანსებს. მოლდოვის მთავრობა კი, საკუთარ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მშენებლობას უზრუნველყოფს. მოლდოვის სახელმწიფო საგზაო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხიდის სიგრძე 641 მეტრი იქნება და მას ორი სატრანსპორტო ზოლი, უსაფრთხოების ორი ზოლი, ველოსიპედის ორი ბილიკი, ორი საცალფეხო ბილიკი და უკრაინის მხარეს დაახლოებით 667-მეტრიანი ესტაკადა ექნება. კიევმა იმედი გამოთქვა, რომ ხიდი გახდება მთავარი სატრანსპორტო დერეფანი კიევსა და კიშინეუს შორის და დაეხმარება უკრაინიდან ექსპორტს უმოკლესი მარშრუტით – უკრაინის ცენტრიდან ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებამდე, დნესტრისპირეთის გვერდის ავლით. ხიდის ექსპლუატაციაში შესვლა 2025 წელს იგეგმება.  

მოლდოვაში რუსეთის საელჩოს ჭიშკარს ავტომობილი შეეჯახა

კიშინიოვში რუსეთის საელჩოს ჭიშკარს ავტომობილი შეეჯახა. არავინ დაშავებულა, მძღოლი დააკავეს. მისი მოტივი უცნობია.  მოლდოვის პოლიციის ცნობით, ავარიის შესახებ შეტყობინება დილით ადრე მიიღეს. მძღოლმა შემთხვევის ადგილი დატოვა. პოლიციის მხრიდან დევნისას, კაცი არ გაჩერდა და გზად კიდევ ორი ​​მანქანა დააზიანა. მისი დაკავება რუსეთის საელჩოდან 20 კილომეტრის მოშორებით მოხერხდა. რუსეთის საელჩოში TASS-ს განუცხადეს, რომ ვიდრე დაზარალებულ ჭიშკარს არ შეამოწმებენ, მომხდარზე კომენტარს ჯერ ვერ გააკეთებენ.  

აშშ-მ მოლდოვას სამხედრო დახმარება გადასცა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოლდოვას სამხედრო დახმარება გადასცა. ამის შესახებ მოლდოვაში აშშ-ის საელჩომ განაცხადა. კერძოდ, მოლდოვის ეროვნულ არმიას სამხედრო ტექნიკა მიეწოდა. „ბოლო 31 წლის განმავლობაში, მოლდოვის ამჟამინდელი და წინა მთავრობების მოთხოვნით, შეერთებული შტატების მთავრობამ შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის მეშვეობით 123 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის სამხედრო დახმარება, წვრთნა, განათლება და 36 მილიონ დოლარზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება უზრუნველყო,“ - წერია ინფორმაციაში. საელჩოს ცნობით, აშშ 2019 წელს მოლდოვასთან შეთანხმდა რეგულარული თავდაცვის დახმარებაზე და უახლესი პაკეტიც მიწოდების ნაწილია. თავის მხრივ, მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ პაკეტი მოლდოვის სამხედრო მოდერნიზაციისა და ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდის ძალისხმევის ფარგლებში გამოცხადდა. დახმარების სხვა დეტალები დაკონკრეტებული არ არის.  

მოლდოვის საგარეო უწყება: საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავზე, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავზე, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს. „მოლდოვა კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის სამხედრო ინტერვენციას და ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ – ნათქვამია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა - საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოზე  

მოლდოვა დსთ-ს კიდევ ერთ შეთანხმებას ტოვებს

მოლდოვის მთავრობამ დსთ-ს ფარგლებში განიარაღების საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო კომისიის შესახებ შეთანხმების დენონსაციის პროექტი დაამტკიცა. მოლდოვის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი ნოსატიმ აღნიშნა, რომ 1992 წელს გაფორმებული ხელშეკრულება რესპუბლიკისთვის არ არის აქტუალური. მისი თქმით, 1994 წელს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მოლდოვა არ მონაწილეობს დსთ-ს ფარგლებში სამხედრო და სამხედრო-პოლიტიკური საკითხების განხილვაში. გარდა ამისა, მოლდოვას რესპუბლიკა იცავს საერთაშორისო ვალდებულებებს და ახორციელებს საერთაშორისო დოკუმენტებს განიარაღების სფეროში. კერძოდ, ევროპაში პირობითი შეიარაღებების შესახებ დოკუმენტს. მთავრობის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი განსახილველად პარლამენტს წარედგინება. მოლდოვის პარლამენტმა 9 ივლისს დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. დენონსაციის შესახებ ყველა კანონი პარლამენტს ახლა უკვე ორი მოსმენით აქვს მიღებული. ცნობისთვის, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ თებერვალში განაცხადა, რომ მოლდოვა დსთ-ს რამდენიმე ათეული შეთანხმებიდან გასვლის პროცესს იწყებს. მისი თქმით, მოლდოვა არის დსთ-ს 330-მდე შეთანხმების მხარე, რომელთაგან ბევრს გადახედვა სჭირდება. შეგახსენებთ, მოლდოვა დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლას აპირებს. პარლამენტის თავმჯდომარემ, იგორ გროსუმ 15 მაისს განაცხადა, რომ მოლდოვას შეუძლია დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლა. პარლამენტის ხელმძღვანელის თქმით, ის აპირებს სამართლებრივი პროცედურის დაწყებას, რომელიც საშუალებას მისცემს მოლდოვას, "პირველი ნაბიჯი გადადგას თანამეგობრობიდან გასვლისთვის". „როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვაცხადებ, რომ დავიწყე დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან მოლდოვას გასვლის პროცედურა“, - განაცხადა გროსუმ და აღნიშნა, რომ ინიციატივა უკვე განიხილა პრეზიდენტ მაია სანდუსთან. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც დსთ-ს დამფუძნებელმა რუსეთმა უკრაინაზე ბარბაროსული თავდასხმა წამოიწყო, არ შეიძლება, ამ ორგანიზაციას თანამეგობრობა ეწოდოს. 10 აპრილს მოლდოვის მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიაზე ტელერადიოკომპანია „მირის“ ხელშეკრულების დენონსაცია მოახდინა და ამ კომპანიისათვის დსთ-ის სალაროში საწევროს გადახდა შეწყვიტა.

მოლდოვიდან გაძევებულმა რუსეთის საელჩოს თანამშრომლებმა კიშინიოვი დატოვეს

მოლდოვაში რუსეთის საელჩოს დიპლომატების და თანამშრომელთა ნაწილი 14 აგვისტოს კიშინიოვიდან რუსეთში გაფრინდა. რუსეთის საელჩოს ყველა თანამშრომელი, რომლებიც მოლდოვიდან გააძევეს, აეროპორტში ორი ავტობუსითა და რამდენიმე მანქანით გადაიყვანეს. მედია აეროპორტში არ შეუშვეს. 26 ივლისს მოლდოვამ რუსეთის საელჩოს 45 თანამშრომლის გაძევების შესახებ განაცხადა. პერსონალი თითქმის 60 ადამიანით შემცირდა. მოლდოვამ რუსეთის საელჩოს 60-მდე თანამშრომელი გააძევა მოლდოვის მთავრობამ განაცხადა, რომ კიშინიოვში რუსეთის საელჩოს აკრედიტებული დიპლომატებისა და ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალის რაოდენობა 84-დან 25-მდე მცირდება. მანამდე რუსეთის ელჩი მოლდოვაში ოლეგ ვასნეცოვი, საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროში დაიბარეს მას შემდეგ, რაც მოლდოვაში რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან თვალთვალის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. შეგახსენებთ, რომ Jurnal TV-სა და The Insider-ის ჟურნალისტური გამოძიების დროს გამჟღავნდა, რომ მოლდოვაში რუსეთის საელჩოს სახურავზე ათობით ანტენა და სატელიტური თეფში იყო დამონტაჟებული, რომელსაც რუსული სპეცსამსახურები მეთვალყურეობისთვის იყენებენ. აპრილში, Dossier Center-მა გამოაქვეყნა გამოძიების შედეგები, რომლებშიც რუსეთის მხრიდან ევროპის ქვეყნებში მსგავს ქმედებებზე იყო საუბარი.

მოლდოვას სურს, უკრაინას მარცვლეულის ტრანზიტში დაეხმაროს

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ უკრაინას მარცვლეულის ტრანზიტში დახმარება კონფლიქტის დაწყების დღიდან შესთავაზა. ამჟამად მოლდოვა ცდილობს, იპოვოს გამოსავალი, რომელიც ადგილობრივ ფერმერებს დააკმაყოფილებს და კიევს დაეხმარება. სანდუ ახლა უკრაინულ მარცვლეულთან დაკავშირებულ სიტუაციას „კომპლექსურ საკითხს“ უწოდებს. „ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავეხმაროთ უკრაინას, რომელიც ამჟამად უზრუნველყოფს ჩვენს მშვიდობას,“ - აღნიშნა სანდუმ RFI-სთან ინტერვიუში. მისი თქმით, მოლდოვა ორივე მხარისთვის საუკეთესო გამოსავალს ეძებს. ერთ-ერთი ასეთი გამოსავალი, როგორც სანდუმ აღნიშნა, არის სწრაფი ინვესტიციები სატრანსპორტო და საპორტო ინფრასტრუქტურაში, რათა სიმძლავრე გაიზარდოს. „უნდა ვაღიაროთ, რომ სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურა მოლდოვის რესპუბლიკაში საკმარისად არ არის განვითარებული. ახლა, უკრაინიდან ამ დიდი მოცულობის გამო, სიტუაცია უფრო გართულდა," - აღნიშნა სანდუმ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები აწარმოებს მოლაპარაკებებს თურქეთთან, უკრაინასთან და მის რიგ მეზობლებთან, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის ალტერნატიული გზების მოძიება შეძლონ.  

მოლდოვის შს მინისტრმა განმარტა, რატომ არ შეუშვეს ქვეყანაში გორან ბრეგოვიჩი

მოლდოვის შინაგან საქმეთა მინისტრმა ადრიან ეფროსმა ორშაბათს განმარტა, თუ რატომ არ შეუშვეს მესაზღვრეებმა სერბი მუსიკოსი გორან ბრეგოვიჩი ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად. ჟურნალისტების საპასუხოდ, ეფროსმა აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასაწყისში, ბრეგოვიჩმა „აჩვენა თავისი პრორუსული შეხედულებები და მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ უკრაინის ანექსიას.“ „იყო სხვა მიზეზები, რომლებიც გააანალიზეს სახელმწიფო უსაფრთხოების სტრუქტურებმა, რის შემდეგაც გადაწყვიტეს, აეკრძალათ მოლდოვაში მისი შემოსვლა“, - განაცხადა მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა. მოლდოვის სასაზღვრო პოლიციამ დაადასტურა, რომ ბრეგოვიჩს მოლდოვაში შესვლა 2022 წლიდან აეკრძალა და ამის შესახებ კონცერტის ორგანიზატორები „წინასწარ იყვნენ ინფორმირებულნი.“ სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოლდოვის ხელისუფლებას განმარტებისთვის მიმართა. მათი თქმით, აკრძალვა „არ შეესაბამება სერბეთსა და მოლდოვას შორის ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს" და ამ გადაწყვეტილებამ „სერბეთის საზოგადოების უკიდურესად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.“ ცნობისთვის, 2015 წელს ბრეგოვიჩს უარი უთხრეს პოლონეთში ფესტივალში მონაწილეობაზე იმ მიზეზით, რომ მან ამავე წელს კონცერტი გამართა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში.  

უკრაინა და მოლდოვა საზღვრის ერთობლივ კონტროლზე შეთანხმდნენ

უკრაინა და მოლდოვა საზღვრის ერთობლივ კონტროლზე თანხმდებიან. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინა და მოლდოვა სახელმწიფო საზღვარზე ერთობლივ კონტროლს უზრუნველყოფენ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ შესაბამის შეთანხმებას მოლდოვის პრემიერ-მინისტრ, დორინ რესეანთან შეხვედრაზე მიაღწიეს. მოლდოველი ოფიციალური პირი უკრაინას ეწვია. „ჩვენ აღვნიშნეთ ჩვენი პროგრესი ლოგისტიკის განვითარებაში იმ პირობებში, როდესაც რუსეთი ბლოკავს „მარცვლეულის დერეფანს“ შავ ზღვაში. სწრაფი გადაწყვეტილება დნესტრზე ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით, საგუშაგოების განვითარებასთან დაკავშირებით, სარკინიგზო კავშირები - ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია,“ - განაცხადა შმიგალმა.  მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობა ორი ქვეყნის შემდგომი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. „ჩვენ მადლობელი ვართ სრულმასშტაბიანი ომის პირველი დღეებიდან მხარდაჭერისთვის. იმედი მაქვს, მოლდოვის დელეგაციის დღევანდელი ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენი ორმხრივი კონტაქტების შემდგომ განვითარებას და პროდუქტიულ დიალოგს", - აღნიშნა შმიგალმა.  

მოლდოვა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

დამოუკიდებლობის დღე, ეროვნული დღესასწაული მოლდოვაში ყოველ წლის 27 აგვისტოს აღინიშნება. თავის მიმართვაში მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ მოლდოვა არის „იმედის, მშვიდობისა და კეთილდღეობის ქვეყანა, სახლი ყველა მოლდოველისთვის, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი“. მან მოლდოველებს მოუწოდა, ერთად იმუშაონ თავიანთი ქვეყნისთვის უკეთესი მომავლის ასაშენებლად. შეგახსენებთ, მოლდოვა არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და მოწადინებულია, ბლოკს 2030 წლისთვის შეუერთდეს. მოლდოვა დსთ-ს კიდევ ერთ შეთანხმებას ტოვებს კიშინიოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ წარმოებული ომისთვის წინააღმდეგობის გაწევით, უკრაინა მოლდოვის უსაფრთხოებასაც იცავს. ქვეყანა, სხვა საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებთან ერთად, იმ დროს საკუთარი მომავლის არჩევაში თავისუფალი გახდა. რუმინეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მოლდოვის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი აღიარა. 1992 წელს მოლდოვის რესპუბლიკა გახდა გაეროს წევრი, რითაც მიიღო სახელმწიფოებრიობის აღიარება. 1995 წელს შეუერთდა ევროპის საბჭოს და აიღო ვალდებულებები, უზრუნველყოს ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება. ცნობისთვის, 1991 წლის 27 აგვისტოს მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტმა მიიღო დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რაც საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან მოლდოვის გამოსვლას გულისხმობდა. ის უქმე დღედ არის გამოცხადებული. რუმინული მოლდოვის ოფიციალური ენაა. მოლდოვა  — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში. მდებარეობს რუმინეთსა და უკრაინას შორის. რუმინეთი მას დასავლეთიდან ესაზღვრება, უკრაინა კი, ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან. დედაქალაქია კიშინიოვი. სსრკ-ის დაშლის პერიოდში, 1991 წელს მოლდოვამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა იმავე საზღვრებში, რაც მოლდოვის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას ეკავა. მიუხედავადა ამისა, 1990 წლიდან ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორია მდინარე დნესტრის აღმოსავლეთ ნაპირზე დე ფაქტო დამოუკიდებელი, თვითგამოცხადებული ტერიტორიის სახით არსებობს, დნესტრისპირეთის ადმინისტრაციის ქვეშ. 1994 წლის 29 ივლისს ქვეყნის ახალი კონსტიტუცია მიიღეს.  

მოლდოვა უკრაინას მეტ დახმარებას გაუგზავნის - სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ მოლდოვა უკრაინას მალე გაუგზავნის დამატებით დახმარებას, რათა დასრულდეს „ეს გიჟური ომი." ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. „უკრაინას მეტი მხარდაჭერა სჭირდება... და ყველამ უნდა გაიგოს, რომ თუ უკრაინას არ დაეხმარებიან, მაშინ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაში ან მოლდოვაში“, - განაცხადა სანდუმ. ევგენი პრიგოჟინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შეკითხვის საპასუხოდ, სანდუმ აღნიშნა, რომ „ეს უბრალოდ ადასტურებს რისკებს, რომლებიც მოდის რუსეთიდან, ქვეყნიდან, რომელსაც არ გააჩნია სამართალი“ და ასეთი რისკები რუსეთის საზღვრებით არ შემოიფარგლება.“  

გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა

გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. Reuters-ის ცნობით, დღეს, 30 აგვისტოს ფედერალურმა მთავრობამ შინაგან საქმეთა მინისტრ ნენსი ფეზერის მიერ წარდგენილ პროექტს მხარი დაუჭირა. შედეგად, გერმანია გაცილებით სწრაფად შეძლებს დეპორტაციას საქართველოს და მოლდოვის იმ მოქალაქეების, რომლებიც გერმანიაში თავშესაფარს ვერ მიიღებენ. სააგენტო ინფორმაციით, გადაწყვეტილებას უფლებადამცველთა ჯგუფი Pro Asyl-ი აკრიტიკებს. მისი განცხადებით, გერმანიის მთავრობა არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს და მოლდოვის რეგიონები, რაც „საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას.“ ჯგუფის შეფასებით, საქართველოში პრობლემებია კანონის უზენაესობის და ლგბტ+ პირთა უფლებების დაცვის, ხოლო მოლდოვაში პრესის თავისუფლების მხრივ. გერმანია აპირებს, საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად გამოაცხადოს - DW გერმანიის შს მინისტრის თქმით, გერმანია საქართველოსთან მიგრაციის სფეროში შეთანხმების გაფორმებას გეგმავს  

ჩეხეთი მოლდოვაში სამხედრო ატაშეს გზავნის

ჩეხეთმა მოლდოვაში სამუშაოდ და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პირობებში უსაფრთხოების გამოწვევებზე საპასუხოდ, სამხედრო ატაშის თანამდებობა შექმნა. ამის შესახებ ჩეხეთის რაიო იუწყება. წერს უკრაინული მედია. სამხედრო ატაშის ამოცანები მოიცავს თავდაცვის სფეროში ურთიერთობების გაძლიერებას და ჩეხეთის მრეწველობის დარგების მხარდაჭერას, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან. მოლდოვაში ჩეხეთის ელჩმა, სტანისლავ კაზეცკიმ ჩეხურ რადიოს განუცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრომ ასევე დაადასტურა ინფორმაცია მოლდოვაში სამხედრო ატაშეს გაგზავნის შესახებ. „ეს იყო პასუხი გლობალური უსაფრთხოების ვითარებაზე, რომელიც წარმოიშვა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ," - განაცხადა ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, დევიდ იარეშმა. ატაშე მუშაობას კიშინიოვში ჩეხეთის საელჩოში სექტემბერში შეუდგება. მისი ვინაობა ჯერ უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო ატაშის თანამდებობის შექმნა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ, პეტრ ფიალასა და მოლდოვის პრეზიდენტ, მაია სანდუს შორის შეთანხმების შედეგია. ჩეხეთის სხვადასხვა საელჩოში 30-მდე სამხედრო ატაშე მუშაობს. ივლისის ბოლოს, მოლდოვის პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის კიდევ 60 დღით გახანგრძლივების შესახებ მთავრობის წინადადებას მხარი დაუჭირა. მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა პირველად 2022 წლის 24 თებერვალს გამოცხადდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო. მას შემდეგ მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა არაერთხელ გაგრძელდა. მოსალოდნელია, რომ ის ძალაში დარჩება, ვიდრე უკრაინაში ომი გაგრძელდება.  

მოლდოვამ რუსი პროპაგანდისტი გააძევა

რუსი პროპაგანდისტი და Sputnik მოლდოვის ხელმძღვანელი ვიტალი დენისოვი მოლდოვიდან გააძევეს. მედიის ცნობით, ეს ინფორმაცია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა. როგორც მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, დენისოვის გაძევების გადაწყვეტილება მიღებულია ქვეყნის შიდა საქმეებში მისი ჩარევის გამო. „რუსეთის 56 წლის მოქალაქე, მიგრაციის გენერალური ინსპექციის მიერ გამოცემული აქტით, მოლდოვის რესპუბლიკაში ათი წლის ვადით გამოცხადდა პერსონა ნონ გრატად, პროცედურების მიხედვით, პირი გააძევეს მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიიდან,“ - აცხადებენ დეპარტამენტში. მოლდოვამ რუსეთის საელჩოს 60-მდე თანამშრომელი გააძევა  

მოლდოვის პირველი პრეზიდენტი გარდაიცვალა

მოლდოვას პირველი პრეზიდენტი, მირჩა სნეგური 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ Reuters-ი მოლდოვის ყოფილი ვიცე-პრემიერის, კონსტანტინე ტამპიზას ინფორმაციაზე დაყრნდობით წერს. 1990 წლის სექტემბრიდან 1997 წლამდე მირჩა სნეგური მოლდოვის პრეზიდენტი იყო. ის აქტიურად უჭერდა მხარს კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებდა რუმინული ენისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას.  

The Insider: მოლდოვიდან გაძევებული Sputnik-ის რედაქტორი რუსული არმიის პოლკოვნიკია

The Insider-ის გამოძიების ცნობით, რუსული საინფორმაციო სააგენტო "Sputnik Молдова"-ს ხელმძღვანელი ვიტალი დენისოვი, რომელიც 13 სექტემბერს გააძევეს მოლდოვადან, სავარაუდოდ, რუსული არმიის ოფიცერია.  რუსული საგამოძიებო საინფორმაციო გამოცემა ასევე წერს, რომ დენისოვს ძალიან ირიბი ურთიერთობა აქვს ჟურნალისტიკასთან და, სავარაუდოდ, არის სპეციალური სამსახურის 72-ე ცენტრის (სამხედრო ნაწილი N54777) ოფიცერი, რომელიც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ინტერესების ფარგლებში, ეწევა უცხოური აუდიტორიის დეზინფორმაციას.“ გამოძიების თანახმად, დენისოვი დაიბადა იმდროინდელი უკრაინის სსრ-ის ამიერკარპატების რეგიონში, საბჭოთა პერიოდში სწავლობდა ლვოვის უმაღლეს სამხედრო-პოლიტიკურ სკოლაში. 1992 წელს გადავიდა საცხოვრებლად. მოსკოვში იყო თავდაცვის სამინისტროს მთავარი ბეჭდვითი ორგანოს - გაზეთ „კრასნაია ზვეზდას“ თანამშრომელი, 2005 წელს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო უწყებრივი ბინა, ხოლო 2013 წლის მონაცემებით მუშაობდა მოსკოვის ოლქის მთავარ საგამოძიებო სამმმართველოში. The Insider-ის ცნობით, თავდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით, დენისოვი საგამოძიებო სამმართველოდან გადავიდა სპეციალური სამსახურის 72-ე ცენტრში, რომელიც, სავარაუდოდ, დაკავებულია უცხოური აუდიტორიისათვის ყალბი ინფორმაციის გავრცელებით. ასევე ამტკიცებენ, რომ 2016 წელს დენისოვს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 2019 წლიდან ის ხელმძღვანელობდა Sputnik-ს რუსეთის მიერ აღიარებულ სამხრეთ ოსეთში, შემდეგ აზერბაიჯანში, ხოლო 2022 წლიდან - მოლდოვაში. რუსი პროპაგანდისტი და Sputnik მოლდოვის ხელმძღვანელი ვიტალი დენისოვი მოლდოვიდან გააძევეს. მედიის ცნობით, ეს ინფორმაცია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა. როგორც მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, დენისოვის გაძევების გადაწყვეტილება მიღებულია ქვეყნის შიდა საქმეებში მისი ჩარევის გამო. „რუსეთის 56 წლის მოქალაქე, მიგრაციის გენერალური ინსპექციის მიერ გამოცემული აქტით, მოლდოვის რესპუბლიკაში ათი წლის ვადით გამოცხადდა პერსონა ნონ გრატად, პროცედურების მიხედვით, პირი გააძევეს მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიიდან,“ - აცხადებენ დეპარტამენტში. მოლდოვამ რუსეთის საელჩოს 60-მდე თანამშრომელი გააძევა

თურქეთი მოლდოვას დღეში 2 მლნ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის

თურქეთი პირველი ოქტომბრიდან მოლდოვაში დღეში 2 მილიონი კუბური მეტრი გაზის ექსპორტს დაიწყებს. იუწყება თურქეთის საინფორმაციო სააგენტო Anadolu. სხვა დეტალები ჯერ არ სახელდება. 27 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ოქტომბრიდან თურქეთი რუმინეთს დღეში 4 მილიონ კუბურ მეტრამდე ბუნებრივი აირის მიწოდებას დაიწყებს. ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია BOTAS-მა შესაბამისი ხელშეკრულება რუმინულ ნავთობკომპანია OMV Petrom-თან გააფორმა. თურქეთმა ახელშეკრულებები ასევე, ბულგარეთთან და უნგრეთთან წელს გააფორმა.  

მოლდოვა საქართველოდან მწვანე ენერგიის იმპორტით დაინტერესდა

როგორ შეუძლიათ აზერბაიჯანსა და მოლდოვას, ითანამშრომლონ გლობალური განახლებადი ენერგიის სექტორში, მედიის წარმომადგენლის ამ შეკითხვას უპასუხა მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრმა, ვიქტორ პარლიკოვმა. „წელს მოლდოვა აპირებს, მოაწყოს პირველი აუქციონი დიდი განახლებადი ენერგიის სფეროში.  ჩვენ დაინტერესებული ვართ ამ სფეროში კარგი პრაქტიკის ათვისებით და ველოდებით პოტენციურ ინვესტორებს თქვენი ქვეყნიდან. ჩვენ ასევე დაინტერესებული ვართ მწვანე ენერგიის იმპორტით (თერმულის - საქართველოდან, ქარის ენერგიის - აზერბაიჯანიდან), შავი ზღვის კაბელის პროექტით. ამ პროექტზე 5-10 წლის წინ ვერც ვიოცნებებდით. უკრაინის ომმა მთლიანად შეცვალა სიტუაცია რეგიონში. ჩვენ დაინტერესებული ვართ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ამ პროექტით და მოველით რეგიონში ენერგორესურსების ხელმისაწვდომ ფასად შემოტანას. ჩვენ ასევე შეგვიძლია, გვქონდეს განახლებადი ენერგია აზერბაიჯან-საქართველოს ზონიდან რუმინეთ-მოლდოვაში. 2022 წლის მარტიდან მოლდოვა და უკრაინა სინქრონიზებულნი არიან ENTSO-E-სთან. ჩვენ ახლა ვმუშაობთ ენერგეტიკული ურთიერთდაკავშირების სხვა პროექტების წინსვლაზე. ჩვენი მომავალი ევროკავშირშია,“ - განაცხადა ვიქტორ პარლიკოვმა. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს. საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი „შავი ზღვის კაბელის" პროექტთან დაკავშირებით, ერთობლივ საწარმოს ქმნიან ივნისში გადაწყდა, რომ ამ პროექტს ბულგარეთი შეუერთდებოდა. კაბელის მშენებლობას 3-4 წელი დასჭირდება. ევროკომისია 2,3 მილიარდი ევრო გამოყოფას გეგმავს.  

მოლდოვამ „გაზპრომისგან“ გაზის შესყიდვაზე უარი განაცხადა

მოლდოვა რუსული კომპანია „გაზპრომისგან“ გაზს აღარ შეიძენს. Rueters-ის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა, ვიქტორ პარლიკოვმა განაცხადა. „ჩვენ აღარ შევიძენთ ბუნებრივ გაზს „გაზპრომისგან“ კონსტიტუციური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისთვის,“ - განმარტა მინისტრმა. მინისტრის თქმით, რესპუბლიკამ გაზის ალტერნატიული წყაროებიდან მოპოვება ევროპულ ბაზარზე მისი შეძენით მოახერხა. „უფრო მეტიც, ჩვენ შევძელით ამის გაკეთება უფრო დაბალ ფასად იმ ფორმულასთან შედარებით, რომელიც გათვალისწინებულია "გაზპრომთან" ხელშეკრულებაში,“ - აღნიშნა პარლიკოვმა. მოლდოვა კიევის მიმართ მკაფიო მხარდაჭერას აფიქსირებს. მან არაერთხელ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში.  

მოლდოვა პრორუსი ოლიგარქის, ილან შორის პარტიის წევრებისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას გეგმავს

მოლდოვის პარლამენტი აპირებს, დაამტკიცოს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც პრორუსული პარტიის - „შორის“ წევრებს არჩევნებში მონაწილეობას აუკრძალავს, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა, იგორ გროსუმ 4 ოქტომბერს. საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია აკრძალა, მაგრამ 3 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ „შორის“ წევრებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ მომავალ თვეში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებში. პარტიის ხელმძღვანელი და პრორუსი ოლიგარქი ილან შორი ისრაელში ცხოვრობს. დასავლეთი და მოლდოვის მთავრობა მას ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებენ.  თაღლითობისა და ფულის გათეთრებისთვის მას დაუსწრებლად, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა აპრილში მიუსაჯეს.   2022 წლის ოქტომბრიდან, შორი და მისი პარტია აშშ-ის სანქციების ქვეშ არიან. მაისში ევროკავშირმაც დააწესა სანქციები მის წინააღმდეგ რუსეთის მთავრობასთან ასოცირებისა და მოლდოვაში არეულობის მოწყობის მცდელობაში მისი როლის გამო. მოლდოველი ოლიგარქი ილან შორი, რომლის პარტიაც სასამართლომ აკრძალა, აცხადებს, რომ ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნის  

ევროპარლამენტი ითხოვს, რომ მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები წელსვე დაიწყოს

ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, წელსვე დაიწყონ მოლაპარაკებები მოლდოვის გაწევრიანებაზე ევროკავშირში. რეზოლუციის თანახმად, მოლდოვის ამჟამინდელმა პროდასავლურმა მთავრობამ „აჩვენა მონდომება და უნარი შეასრულოს ევროკომისიის მოთხოვნები გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად.“ რეზოლუციის ავტორების განცხადებით, მოლდოვის გაწევრიანება ევროკავშირში, არის გეოსტრატეგიული ინვესტიცია გაერთიანებულ და ძლიერ ევროპაში. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს მოლდოვის მთავრობას, გააგრძელოს რეფორმები, რათა მიაღწიონ "ხელშესახებ შედეგს და გაუმჯობესდეს ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტები. მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ივნისში მიიღო.  

მედია: მოლდოვა უკრაინაში და უკრაინიდან ევროპული გაზის ტრანზიტს უფასოდ უზრუნველყოფს

მოლდოვა უკრაინაში და უკრაინიდან ევროპული გაზის ტრანზიტს უფასოდ უზრუნველყოფს. მიზანი უკრაინაში გათბობის სეზონისთვის მომზადებაა. საგანგებო სიტუაციების რეგულირების კომისიამ გადაწყვეტილება 4 ოქტომბერს მიიღო, რაც უკრაინის საზღვარზე გაზის ტრანსპორტირების სისტემის (GTS) ოთხი სატრანზიტო პუნქტიდან ორზე გავრცელდება. განაცხადა მოლდოვის ენერგეტიკის სამინისტრომ უკრაინული მედიის ცნობით. კომისია აპირებს, რომ გაზის ტრანზიტისთვის მარშრუტი უფრო მიმზიდველი გახადოს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქვეყანამ რუსულ გაზზე უარი განაცხადა და ევროპიდან შეძენილი გაზის შენახვა უკრაინის მიწისქვეშა გაზის საცავებში დაიწყო. ამჟამად 400 მილიონი კუბური მეტრი ინახება მოლდოვასა და უკრაინაში. მოლდოვა დაახლოებით, 500 მილიონ კუბურ მეტრ გაზს 100%-იანი ფასდაკლებით გადაიტანს, რათა დააკმაყოფილოს ქვეყნის მოხმარების მაჩვენებელი - 800-900 მილიონი კუბური მეტრი. მოლდოვამ „გაზპრომისგან“ გაზის შესყიდვაზე უარი განაცხადა  

სანდუს თქმით, მოლდოვაში გადატრიალებას „ვაგნერელები“ ამზადებდნენ

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ 6 ოქტომბერს Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ვაგნერ“ ჯგუფის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი მოლდოვაში გადატრიალებას გეგმავდა. ის ამტკიცებს, რომ პრიგოჟინი და „ვაგნერი“ უშუალოდ მონაწილეობდნენ გადატრიალების წარუმატებელ მცდელობაში. მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, შეთქმულების მონაწილეებს სურდათ, რომ მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლები შეტაკებებში გადაზრდილიყო. სანდუმ აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობდა და გააგრძელებს ჩარევას მოლდოვის პოლიტიკაში და რომ რუსეთისა და რუსეთთან კავშირში მყოფმა ძალებმა ქვეყანაში დიდი თანხა შეიტანეს მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების წინ. მისი თქმით, მოლდოვის სპეცსამსახურებმა მიაკვლიეს სულ მცირე, 20 მილიონ ევროს, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთმა ქვეყანაში შეიტანა პოლიტიკური მიზნებისთვის, მაგრამ რეალური რიცხვი აშკარად უფრო მაღალია. 2023 წლის მაისში სანდუმ FT-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი აზრით, მოლდოვა იქნებოდა შემდეგი, თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევდა თავის თავდაპირველი გეგმის თანახმად, რაც სამ დღეში უკრაინის აღებას გულისხმობდა. „არ მჯერა, რომ ისინი საზღვარზე გაჩერდებოდნენ. დღეს ჩვენ მხოლოდ უკრაინის წყალობით ვართ დაცულები,“ - ამბობდა მაია სანდუ. ცნობისთვის, ევროკავშირის ლიდერები ესპანეთის ქალაქ გრანადაში განიხილავდნენ მოლდოვის რესპუბლიკისა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების ევროპულ ბლოკში გაწევრიანების პერსპექტივებს. მაია სანდუმ სამიტზე განაცხადა, რომ ევროკავშირში მიღება საუკეთესო საშუალებაა მოლდოვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. შეგახსენებთ, ინფორმაცია რუსეთის გეგმაზე კიშინიოვში პროდასავლური ხელისუფლების დამხობის შესახებ, პირველად უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე თვის წიინ გაავრცელა და განაცხადა, რომ გეგმას მისი ქვეყნის სპეცსამსახურებმა მიაკვლიეს. გეგმის არსებობა მაია სანდუმ დაადასტურა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინ სანდუს ბრალდებებს სრულიად დაუსაბუთებელი უწოდა. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დოკუმენტში, რომელსაც აპრილში რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გაეცნო, ნათქვამია, რომ რუსეთი აგრძელებდა მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობებს მიუხედავად იმისა, რომ მისი განზრახვებს ამ ქვეყნის ხელისუფლებამ ფარდა ახადა.  

სანდუ: პირველად, მკაფიოდ და ღიად ვაცხადებთ, რომ რუსეთი არის ყველაზე დიდი საფრთხე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის

მოლდოვის პრეზიდენტმა რუსეთს ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე უწოდა, რომელსაც ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ლიკვიდაცია სურს. მოლდოვას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია რუსეთს პირველად მოიხსენიებს, როგორც საფრთხეს. „რუსეთის ფედერაცია და მისი მარიონეტები მოლდოვის რესპუბლიკაში, საფრთხის ყველაზე საშიში და მუდმივი წყაროა, რასაც შეიძლება, მძიმე შედეგები მოჰყვეს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობისთვის.“ თუ სტრატეგია მიიღება (ის უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა, რომ ოფიციალურ დოკუმენტად იქცეს), მთავრობა შეძლებს, მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის დასავლელ პარტნიორებთან სამხედრო წვრთნების გზით. „პირველად, ჩვენ ნათლად და ღიად ვაცხადებთ, რომ რუსეთი არის ყველაზე დიდი საფრთხე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის. [დოკუმენტი] ასევე ხაზს უსვამს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას ევროკავშირთან, აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან და NATO-ს სხვა წევრებთან,“ - განმარტა სანდუმ.  

მაია სანდუ: ჩვენ აღარ ვყიდულობთ რუსეთის გაზს, მოსკოვს აღარ შეუძლია ჩვენი დაშანტაჟება

„მოლდოვა დღეს აღარ ყიდულობს რუსულ გაზს კომპანია „გაზპრომისგან“. ჩვენ ვყიდულობთ გაზს ბაზარზე, რაც ნიშნავს, რომ რუსეთი ვერ გვაშანტაჟებს, როგორც წინა წლებში გვაშანტაჟებდა. ყოველ ჯერზე, როდესაც მათ მოლდოვის პოლიტიკა არ მოსწონდათ, ისინი გვიბრუნდებოდნენ და გვეუბნებოდნენ: ჩვენ ვწყვეტთ თქვენთვის გაზის მოწოდებას,“ - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, გარდა იმისა, რომ მოლდოვამ უკვე შექმნა ზამთრისთვის ბუნებრივი აირის გარკვეული მარაგი, კიშინიოვს წელს საკმარისი ელექტროენერგიაც ექნება. მაია სანდუ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ბინძური, კორუფციული ფულის პრობლემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მოლდოვის პროკურატურა ცდილობს, რათა მიაღწიოს ისრაელიდან პრორუსული პარტია „შორის“ ლიდერის, ილან შორის ექსტრადიციას. მას მოლდოვის სასამართლომ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა საბანკო მაქინაციებში მონაწილეობის გამო. „[ილან] შორი სანქციების სიაში ჰყავს შეყვანილი ევროკავშირის მრავალ ქვეყანას. აქედან გამომდინარე, სავსებით ნათელია, რომ ჩვენ წინაშე დგას ეროვნულ უსაფრთხოებასთან და რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებული საკითხები. და ეს ყველაზე მეტად იჩენს თავს ამ არჩევნების დროს. ჩვენ უნდა დავიცვათ თავი და ყველაფერს გავაკეთებთ საკუთარი თავის დასაცავად. არჩევნები დემოკრატიაა. იმას, რასაც რუსეთი მოლდოვაში თავის უკანონო, ბინძურ ფულით ცდილობს, არჩევნებთან საერთო არაფერი აქვს,“ - განაცხადა მაია სანდუმ. მოლდოვის დღევანდელი ხელისუფლება და დასავლელი პოლიტიკოსები „შორს“ ადანაშაულებენ ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობაში და პარტიას პრორუსულს უწოდებენ. მისი აკრძალვა დაკავშირებულია მოსკოვის გავლენის შემცირების სურვილთან. თავად „შორის“ წარმომადგენლებმა ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს. ოქტომბრის დასაწყისში მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვა, რომ ნოემბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცემათ პარტია „შორის“ ყოფილ წევრებს. პარტია იმავე სასამართლომ რამდენიმე თვის წინ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა და მას შემდეგ ის დაშლილად მიიჩნეოდა. მოლდოვის პარლამენტი აპირებს, დაამტკიცოს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც პრორუსული პარტიის - „შორის“ წევრებს არჩევნებში მონაწილეობას აუკრძალავს, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა, იგორ გროსუმ 4 ოქტომბერს. მოლდოვა პრორუსი ოლიგარქის, ილან შორის პარტიის წევრებისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას გეგმავს

გერმანიამ მოლდოვას Piranha-ს ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები გადასცა

მოლდოვის არმიამ გერმანიის ფედერალური მთავრობისგან კიდევ ორი ​​Piranhaს ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი მიიღო. ამის შესახებ მოლდოვის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. პრესრელიზში ნათქვამია, რომ ტექნიკა ქვეყანაში 17 ოქტომბერს ჩავიდა. როგორც არმიის შესაძლებლობების მოდერნიზაციის მიზნის მიღწევისა და დახმარება კიშინიოვს თავდაცვის სამინისტროსა და გერმანულ მხარეს შორის 2021 წლის ოქტომბერში გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მიეწოდა. ხელშეკრულება მოლდოვის თავდაცვის მოდერნიზაციას ისახავს მიზნად. სამი ასეთი ჯავშანტრანსპორტიორი მოლდოვამ იავარში მიიღო. გერმანია მოლდოვას სულ 19 Piranhaს ტიპის ჯავშანტრანსპორტიორს გადასცემს.  

მოლდოვა და რუმინეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ

მოლდოვისა და რუმინეთის ჯარისკაცები საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. სწავლება 23 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. წვრთნები მოლდოვის ეროვნული არმიის სამხედრო სასწავლო ბაზაზე ჩატარდება. რუმინეთი და მოლდოვა რუსეთის მხრიდან აგრესიის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ 2023 წლის თებერვალში განაცხადა, რომ რუსეთი მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას გეგმავდა. გარდა ამისა, რუსეთის მუდმივი თავდასხმები პორტსა და ინფრასტრუქტურაზე სამხრეთ უკრაინაში, მეზობელ მოლდოვასა და რუმინეთს საფრთხეს უქმნის.  დუნაის უკრაინულ მხარეს მდებარე პორტები რენი და იზმაილი რუსული საჰაერო ძალების მხრიდან აქტიურად იბომბება, რის გამოც, რუმინეთი დაცვის ზომებს აძლიერებს. ეს ზომები მოიცავს გაფრთხილების საშუალებების დამონტაჟებას, რომელიც საბრძოლო მასალის ნაწილის ჩამოვარდნის შემთხვევაში იმოქმედებს. რუმინეთი უკრაინის მოსაზღვრე ქალაქებში რუსული თავდასხმების რისკების გამო, თავშესაფრებს ააშენებს გარდა ამისა, 20 ოქტომბერს ცნობილ გახდა, რომ რუმინეთი უკრაინის საზღვრის გასწვრივ დრონების საწინააღმდეგო სისტემას დაამონტაჟებს. რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონის ნამსხვრევები რამდენჯერმე აღმოაჩინეს.  

მოლდოვაში 22 რუსული პროპაგანდისტული მედიარესურსი დაბლოკეს

მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურმა 22 რუსული მედიასაშუალების ვებგვერდის დაბლოკვა გადაწყვიტა. Ekho Kavkaza-ს ცნობით, ამის შესახებ დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში ვკითხულობთ. კერძოდ, დაიბლოკა ტელეარხები RT,  «Первый канал», «Царьград», НТВ, ТВЦ, «Звезда», РЕН ТВ, «Мир», «Пятый канал», «Москва 24», «360», «Спас». მოლდოვის განმარტებით, ამ რესურსებს მოლდოვის წინააღმდეგ საინფორმაციო ომში იყენებენ. მიმდინარე წლის სექტემბერში რუსი პროპაგანდისტი და Sputnik მოლდოვის ხელმძღვანელი ვიტალი დენისოვი მოლდოვიდან მიმდინარე წლის სექტემბერში გააძევეს. როგორც მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, დენისოვის გაძევების გადაწყვეტილება მიღებულია ქვეყნის შიდა საქმეებში მისი ჩარევის გამო. „რუსეთის 56 წლის მოქალაქე, მიგრაციის გენერალური ინსპექციის მიერ გამოცემული აქტით, მოლდოვის რესპუბლიკაში ათი წლის ვადით გამოცხადდა პერსონა ნონ გრატად, პროცედურების მიხედვით, პირი გააძევეს მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიიდან,“ - განაცხადეს დეპარტამენტში. მოლდოვამ რუსეთის საელჩოს 60-მდე თანამშრომელი გააძევა  

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა უკრაინისა და მოლდოვის დეპუტატებს დამკვირვებლის სტატუსს სთავაზობს

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა მიიჩნევს, რომ უკრაინისა და მოლდოვის დეპუტატები, მათი ქვეყნების ევროკავშირში ოფიციალურ გაწევრიანებამდე, შეიძლება, ევროპარლამენტში დამკვირვებლების სტატუსით იყვნენ წარმოდგენილნი. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს. „ჩვენ შეგვიძლია, კიდევ უფრო შორს წავიდეთ და ევროპარლამენტში დამკვირვებელი დეპუტატები ჩავრთოთ - მსგავს ჟესტებს, ამ ქვეყნების საზოგადოებებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს,“ - განაცხადა მეცოლამ. ის ამ საკითხზე ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრებს გამართავს. Reuters: ევროკომისია უკრაინას დადებით რეკომენდაციას მისცემს დამატებითი პირობებით, საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის  

მოლდოვაში დაიბლოკება 31 ვებგვერდი, რომელთა უმეტესობა რუსეთიდან კონტროლდება

მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურმა (SIS) გასცა ბრძანება ქვეყანაში 31 ინტერნეტპორტალის დაბლოკვის შესახებ, რომელთა უმეტესობა, 21 პირდაპირ რუსეთიდან ოპერირებს. ამის შესახებ SIS-ის უფროსმა ალექსანდრუ მუსტეატამ 30 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მან დაბლოკილი ვებგვერდები ოლიგარქებს ილან შორსა და ვლადიმერ პლახოტნიუკს დაუკავშირა. მამანდე, 24 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურმა 22 რუსული მედიასაშუალების ვებგვერდის დაბლოკვა გადაწყვიტა.

მოლდოვა დსთ-ს საწევრო გადასახადს აღარ გადაიხდის

მოლდოვის მთავრობა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას (დსთ) გამორიცხავს იმ ორგანიზაციების სიიდან, რომლებსაც ქვეყანა ყოველწლიურ საწევრო გადასახადს უხდის. შესაბამის ინფორმაციას რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახური ავრცელებს. მოლდოვა დსთ-დან გასასვლელად ემზადება. ფინანსთა მინისტრის პეტრუ როტარუს მიერ ხელმოწერილი გადაწყვეტილების პროექტის მიხედვით, თანხა, რომელსაც მოლდოვა 2023 წელს გამოყოფს საერთაშორისო ორგანიზაციებში საწევრო შენატანების გადასახდელად, 16 მილიონი ლეით - 66,5 მილიონიდან 50,5 მილიონ ლეიმდე მცირდება. კლება დიდწილად გამოწვეულია იმით, რომ მოლდოვა გადასახადს დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეასა და თანამეგობრობის შვიდ ორგანიზაციაში მონაწილეობისთვის აღარ გადაიხდის. ბოლო 4 წლის განმავლობაში დსთ-ს ფარგლებში ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საწევრო გადასახადის სახით თითქმის 35 მილიონი ლეი ჩაირიცხა. ივლისში პარლამენტმა დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან მოლდოვის გასვლას მხარი დაუჭირა. ცნობისთვის, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ თებერვალში განაცხადა, რომ მოლდოვა დსთ-ს რამდენიმე ათეული შეთანხმებიდან გასვლის პროცესს იწყებს. მისი თქმით, მოლდოვა არის დსთ-ს 330-მდე შეთანხმების მხარე, რომელთაგან ბევრს გადახედვა სჭირდება. შეგახსენებთ, მოლდოვა დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლას აპირებს. პარლამენტის თავმჯდომარემ, იგორ გროსუმ 15 მაისს განაცხადა, რომ მოლდოვას შეუძლია დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლა. პარლამენტის ხელმძღვანელის თქმით, ის აპირებს სამართლებრივი პროცედურის დაწყებას, რომელიც საშუალებას მისცემს მოლდოვას, "პირველი ნაბიჯი გადადგას თანამეგობრობიდან გასვლისთვის". „როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვაცხადებ, რომ დავიწყე დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან მოლდოვას გასვლის პროცედურა,“ - განაცხადა გროსუმ და აღნიშნა, რომ ინიციატივა უკვე განიხილა პრეზიდენტ მაია სანდუსთან. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც დსთ-ს დამფუძნებელმა რუსეთმა უკრაინაზე ბარბაროსული თავდასხმა წამოიწყო, არ შეიძლება, ამ ორგანიზაციას თანამეგობრობა ეწოდოს. 10 აპრილს მოლდოვის მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიაზე ტელერადიოკომპანია „მირის“ ხელშეკრულების დენონსაცია მოახდინა და ამ კომპანიისათვის დსთ-ის სალაროში საწევროს გადახდა შეწყვიტა.  

სანდუ რუსეთს მოლდოველი ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რუსეთი ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩევლების მოსყიდვაში დაადანაშაულა. სანდუმ განაცხადა, რომ მოსკოვმა ორ თვეში თითქმის 5 მილიონი დოლარი გამოყო "კრიმინალური ჯგუფებისთვის", მათ შორისაა აკრძალული პარტია, რომელსაც გაქცეული ოლიგარქი ილან შორი ხელმძღვანელობს. სანდუმ სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, დამნაშავეების დასასჯელად ზომები მიიღონ. მოლდოვაში არჩევნები ამ კვირას იმართება. „მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ხმა მისცეს იმ კანდიდატებს, რომლებიც მოლდოვის პროევროპულ პოლიტიკას გააგრძელებენ და  ამ გზაზე დაბრკოლებებს  არ შექმნიან,“ - განაცხადა სანდუმ. 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. Europetime-მა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შეკითხვით მიმართა სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის დაზვერვის ანგარიში და რეკომენდაციები არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათეულობით ქვეყანას გაუზიარეს. ჩვენი გამოცემა დაინტერესდა, ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს თუ არა კომუნიკაცია ქართულ მხარესთან, საელჩოს მეშვეობით. „ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ცნობილი გახდა რუსეთის მცდელობათა ტენდენციის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს. კარგად არის დასაბუთებული, რომ რუსეთი ცდილობს, კონკრეტული კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ, გლობალურად იქონიოს გავლენა დემოკრატიული არჩევნების შედეგებზე. ამის პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ამ ძალისხმევისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია, გადავდგათ საპასუხოდ. ჩვენ, ასევე, ღიად ვსაუბრობთ მოპოვებულ ინფორმაციაზე. აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და გააგრძელებს, გამოავლინოს რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვცდილობთ, გავზარდოთ საზოგადოების ინფორმირებულობა და მდგრადობა ამ რუსული ქმედებების მიმართ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც დემოკრატიებმა, ერთად ვიმოქმედოთ რუსეთის ამ ძალისხმევის საპირისპიროდ,“ - ნათქვამია საელჩოს მიერ Europetime-სთვის მოწოდებულ კომენტარში. საელჩოს მიერ მოწოდებული კომენტარიდან ასევე ცნობილი ხდება, რომ არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხი დემოკრატიის სამიტზეც წამოიჭრა დახურულ ფორმატში. „დემოკრატიის სამიტზე მოწვეული მთავრობებისადმი მიწერილ წერილში ჩვენ, დახურულ წესრიგში, თითოეულ ქვეყანას ვაცნობეთ ჩვენი შეფასება იმაზე, ცდილობდა თუ არა რუსეთი, შეემცირებინა საზოგადოების ნდობა მათ ქვეყანაში ჩატარებული საარჩევნო პროცესების მიმართ. ჩვენ ვიცავთ ამ ბრიფინგების კონფიდენციალურობას, თუმცა ვმოქმედებთ გამჭვირვალედ, როცა საზოგადოებას ვუზიარებთ ზოგად მოპოვებულ ინფორმაციას,“ - განუცხადეს Europetime-ს ამერიკის საელჩოში. ცნობისთვის, „დემოკრატიის სამიტი“ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით, 2023 წლის 29-30 მარტს გაიმართა. მასში წელსაც, ისევე როგორც შარშან, საქართველოდან, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დისტანციურად მონაწილეობდა. შეგახსენებთ, 20 ოქტომბერს სააგენტო Reuters-მა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ცნობა, რომლის თანახმად, შეერთებული შტატების დაზვერვის არასაჯარო ანგარიში მიუთითებდა, რომ მოსკოვი იყენებს ჯაშუშებს, სოციალურ მედიას და რუსულ სახელმწიფო მედიას, რათა შეასუსტოს საზოგადოების რწმენა დემოკრატიული არჩევნებისადმი მთელ მსოფლიოში. Reuters-ი წერდა, რომ დაზვერვის ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ათეულობით ქვეყანას გაუზიარა.  

მოლდოვის ადგილობრივ არჩევნებში, კიშინიოვსა და სიდიდით მეორე ქალაქში სანდუს პარტიის კანდიდატები მარცხდებიან

მოლდოვაში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებში პრეზიდენტ მაია სანდუს პარტიის კანდიდატები დამარცხდნენ დედაქალაქ კიშინიოვსა და სიდიდით მეორე ქალაქ ბელციში. წინასწარი შედეგებით, კიშინიოვში პირველივე ტურში იმარჯვებს მოქმედი მერი, კომუნისტური და სოციალისტური პარტიების ყოფილი წევრი იონ ჩებანი, რომელმაც 2021 წელს შექმნა ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი ოპოზიციური პარტია „მოძრაობა ნაციონალური ალტერნატივა“(MAN). წინასწარი შედეგების მიხედვით, ოლქების ნაწილში მეორე ტური ჩატარდება. დედაქალაქ კიშინიოვში იმარჯვებს მოქმედი მერი, კომუნისტური და სოციალისტური პარტიების ყოფილი წევრი იონ ჩებანი. წინასწარი შედეგებით, მას ხმების 50,58% აქვს.  28,27%-ით მეორე ადგილზეა პრეზიდენტ მაია სანდუს პროევროპული პარტიის, „მოქმედება და სოლიდარობის“(PAS) კანდიდატი ლილიან კარპი. პირველივე ტურში გასამარჯვებლად კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი უნდა მიიღოს. მმართველი პარტიის კანდიდატი სამეულშიც ვერ მოხვდა მოლდოვის სიდიდით მეორე ქალაქ ბელციში, სადაც წინასწარი შედეგების მიხედვით, მერის ასარჩევად მეორე ტური ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ოპოზიციური მემარცხენე-ცენტრისტული გაერთიანების, „ჩვენი პარტიის“ კანდიდატი ალექსანდრ პეტკოვი (22,6%) და დამოუკიდებელი კანდიდატი არინა კორშიკოვა(21,5%). მოლდოვაში ქალაქების და სოფლების ადმინისტრაციების 898 ხელმძღვანელს და ადგილობრივი საბჭოების 11 058 წევრს ირჩევენ. ამომრჩეველთა აქტივობა 41,4% იყო. ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში, სადაც კენჭისყრაში ადგილობრივი ამომრჩევლების 25%-ზე ნაკლები მონაწილეობდა, ხელახალი არჩევნები ჩატარდება. მოლდოვის კანონმდებლობით, კონკრეტულ ოლქში არჩევნები ჩატარებულად ითვლება, თუ მასში რეგისტრირებული ამომრჩევლების სულ მცირე 25% მონაწილეობდა.  

მოლდოვაში ადგილობრივი არჩევნები ილან შორთან დაკავშირებული პრორუსული პარტიის კანდიდატების მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს

მოლდოვაში 5 ნოემბერს ადგილობრივი ხელისუფლების საყოველთაო არჩევნები იმართება. კენჭისყრისას 900-მდე ქალაქების მერებისა და სოფლის ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს, ასევე ადგილობრივი (ქალაქის, რაიონის, სოფლის) საბჭოების 11-ათასზე მეტ დეპუტატს ირჩევენ. არჩევნებში 40-მდე პოლიტიკური პარტია და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა მიიღებს მონაწილეობას. ცნობისთვის, მოლდოვის საგანგებო სიტუაციების კომისიამ, ადგილობრივ არჩევნებამდე ორი დღით ადრე, პრორუს ოლიგარქ ილან შორთან დაკავშირებულ პარტია „შანსის“ კანდიდატებს რეგისტრაცია გაუუქმა. ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. პარტიამ - „შანსი“ ჩაანაცვლა პარტია - “შორი“, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობა მანამდე აუკრძალეს.  დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის დირექტორმა კი განაცხადა, რომ პარტია ამომრჩევლების მოსყიდვას ეწევა და რუსეთიდან ფულს იღებს. ბრიფინგზე რესიანმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონის საფუძველზე და ჰიბრიდული ომის კონტექსტში, რომელსაც რუსეთი მოლდოვაში აწარმოებს. „გამოვლენილია ქმედებები საარჩევნო პროცესებზე გავლენის მოხდენის მიზნით, რათა ხელი შეუწყოს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ორგანიზებული ჯგუფის მეშვეობით, რომელსაც ხელმძღვანელობს ილან შორი პოლიტიკური პარტია "შანსის" მეშვეობით,“ - განაცხადა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რესიანმა. პარტია „შანსის“ ლიდერმა ალექსეი ლუნგუმ ამ გადაწყვეტილებას მის პარტიაზე თავდასხმა უწოდა, ხოლო ილან შორმა აღნიშნა, რომ ფული მისი კანონიერი ბიზნესიდან არის მიღებული და არა რუსეთიდან. 2022 წლის ოქტომბერში აშშ-მ მოლდოველ ოლიგარქებს, ილან შორსა და ვლადიმირ პლაჰოტნიუკს სანქციები დაუწესა მოქმედებებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია სისტემურ კორუფციასთან, მოლდოვის არჩევნებში ჩარევასთან, რასაც კრემლი უჭერდა მხარს. აშშ-ის მასშტაბით გაიყინა მათი აქტივები. 2022 წლის დეკემბერში მოლდოველ ოლიგარქებს იმავე ტიპის სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა. მოლდოვაში პარტია „შორის“ იდეური მხარდამჭერები არიან კომუნისტები და სოციალისტები, რომლებსაც პარლამენტში 30-ზე მეტი მანდატი აქვთ. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული პარტია აკრძალა, მაგრამ 3 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ „შორის“ წევრებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ მომავალ თვეში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებში. მოგვიანებით, 4 ოქტომბერს პარლამენტის სპიკერმა, იგორ გროსუმ განაცხადა, რომ მოლდოვის პარლამენტი აპირებს, დაამტკიცოს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც პრორუსული პარტიის - „შორის“ წევრებს არჩევნებში მონაწილეობას აუკრძალავდა. 2 ნოემბერს, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რუსეთი ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩევლების მოსყიდვაში დაადანაშაულა. ასევე გაეცანით: მოლდოველი ოლიგარქი ილან შორი, რომლის პარტიაც სასამართლომ აკრძალა, აცხადებს, რომ ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნის  

მოლდოვამ პრორურ ოლიგარქ ილან შორთან დაკავშირებული პარტიის კანდიდატებს არჩევნებზე რეგისტრაცია გაუუქმა

მოლდოვის მთავრობამ პრორურ ოლიგარ ილან შორისთან დაკავშირებული პარტიის კანდიდატებს არჩევნებზე რეგისტრაცია გაუუქმა. ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რესიანმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. „პარტია „შანსის" წარმომადგენლებს სურთ ჩვენი ქვეყნის განადგურება, დაყოფა, სეპარატიზმის გაღვივება და ქაოსსა და ძალადობაში ჩაგდება. ამიტომ, მოლდოვის მთავრობა ვალდებულია, ჩაერიოს,“ - აღნიშნა რესიენმა. „რუსეთის ფედერაცია მოლდოვაში ტანკებით ვერ შემოდის, როგორც უკრაინაში შევიდა, მაგრამ შემოდის ორგანიზებული დანაშაულით,“ - განმარტა მოლდოვის პრემიერმა. მოლდოვა პრორუსი ოლიგარქის, ილან შორის პარტიის წევრებისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას გეგმავს მან კონსტიტუციური წესრიგის განადგურების მცდელობაზეც მიანიშნა და განმარტა, რომ შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე, სამართალდამცველებმა შეკრიბეს სისხლის სამართლის საქმეები, საიდანაც თითქმის 70 უკვე გაგზავნილია სასამართლოში.“ „ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულია ეროვნული უსაფრთხოების მიზნითა და მოლდოვაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ჰიბრიდული ომის კონტექსტში: 2023 წლის 5 ნოემბრის საერთო ადგილობრივ არჩევნებზე „შანსის“ მიერ წარდგენილი კანდიდატების რეგისტრაცია გაუქმდა,” - განაცხადა რესიანმა. მოლდოვაში არჩევნები კვირას იმართება. 2 ნოემბერს, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რუსეთი ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩევლების მოსყიდვაში დაადანაშაულა.  

ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა

ევროკომისია უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციას იძლევა. კომისია ასევე რეკომენდაციას უწევს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ რაც შესაბამისი კრიტერიუმები იქნება დაკმაყოფილებული. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ბრიუსელში მიმდინარე პრესკონფერენციაზე გააკეთა. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მიმართებაში იქნება კონკრეტული დათქმები. „ევროკომისია უწევს რეკომენდაციას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მოლდოვასა და უკრაინასთან. კომისია ასევე რეკომენდაციას უწევს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას ბოსნიასა და ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ, რაც შესაბამისი კრიტერიუმები იქნება დაკმაყოფილებული და რეკომენდაციას ასევე კომისიის მხრიდან, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, იმ თვალსაზრისით, რომ უნდა განხორციელდეს ზოგიერთი რეფორმა. ამ 4 ქვეყანაზე მოვახდენთ ფოკუსირებას, პირველ რიგში კი უკრაინაზე," - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.  

მოლდოვისა და რუმინეთის პრეზიდენტები საქართველოს მიმართ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას მიესალმებიან

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოს ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას ულოცავს. „პრეზიდენტ ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარში ქართველ ხალხს ევროკავშირისაკენ გზაზე დღევანდელი მნიშვნელოვანი ეტაპი მივულოცე. გავიმეორეთ ჩვენი, როგორც ევროკავშირის ოჯახის ნაწილის საერთო ხედვა მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის შესახებ,” - წერს მაია სანდუ. თავის მხრივ, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი მიესალმება ევროკომისიის რეკომენდაციებს მათ შორის უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისა და გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, როგორც კი წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელი ხარისხის მიიღწევა. რუმინეთი ევროკავშირის წლევანდელ გადაწყვეტილებას მტკიცედ უჭერს მხარს. იოჰანისმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა სრულად დაიმსახურა მათი ყოვლისმომცველი რეფორმის ძალისხმევის აღიარება. „მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმება მთელი რიგი ნაბიჯები,“ - წერს იოჰანისი. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების პაკეტში ანგარიში გამოაქვეყნა და ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი, გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას. ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზად იყო, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა ქვეყნისთვის, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდებოდა. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.  

მოლდოვა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ოთხ პაკეტს შეუერთდა

მოლდოვა რუსეთის საწინააღმდეგო ევროკავშირის 4 სასანქციო პაკეტში მონაწილეობს. ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, უკანასკნელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში მოლდოვა რამდენიმე სახელმწიფოს, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სასანქციო პაკეტებს შეუერთდა. მინისტრის განმარტებით, მოლდოვის რესპუბლიკა ევროკავშირის მიერ შემუშავებული, ასევე, საგარეო პოლიტიკური განცხადებებისა და სანქციების რეჟიმების აბსოლუტურ უმრავლესობას იზიარებს. მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის დაკონკრეტებული, ზუსტად რა ტიპის სანქციას შეუეთდა კიშინოვი. „არის კიდევ ზოგიერთი სასანქციო პაკეტები, რომლებიც მოლდოვაზე ეკონომიკურ ზეგავლენას აანალიზებენ. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ახალ სასანქციო პაკეტებთან მოლდოვის შეერთების შესახებ აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება ანალიზს გადის… არსებობს სანქციების ექვსი პაკეტი, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს ან იურიდიულ პირებს ეხება. ამ ეტაპისთვის მოლდოვა მათგან ოთხს შეუერთდა,” - განაცხადა პოპესკუმ. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში მოლდოვამ განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ არ შეუერთდებოდა გარკვეულ შემაკავებელ ზომებს, კერძოდ, სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. მოლდოვაში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა შარშან ივლისში განაცხადა, რომ ბრიუსელი არ მოსთხოვს კიშინიოვს ანტირუსული სანქციების შემოღებას, მაგრამ „მოხარული იქნება, დაინახოს“ განვითარებები ამ მიმართულებით. მოლდოვა უკრაინასთან ერთად ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. ევროკავშირი ელის, რომ მისი მომავალი წევრები შეთანხმდებიან საგარეო პოლიტიკურ ვექტორზე და ევროკავშირის სანქციების პოლიტიკას გაიზიარებენ.  

გერმანიის ბუნდესტაგი საქართველოს და მოლდოვის უსაფრთხო ქვეყნებად გამოცხადებას დაეთანხმა

გერმანიის ბუნდესტაგმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველოს და მოლდოვის შეტანას ითვალისწინებს. შესაბამისად, გერმანია თავშესაფრის მიცემაზე გაცილებით მარტივად ეტყვის უარს საქართველოს და მოლდოვის მოქალაქეებს და უფრო სწრაფად შეძლებს მათ დეპორტაციას. გერმანული DW-ს ინფორმაციით, ბუნდესტაგმა გადაწყვეტილება 16 ნოემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო. კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს მხოლოდ „მემარცხენე პარტიის“ დეპუტატებმა. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული და ფედერალური მთავრობის მიერ მოწონებული კანონპროექტი უნდა დაამტკიცოს ფედერალური მიწების პალატამ - ბუნდესრატმაც. შოლცი არალეგალური მიგრაციის კონტროლზე: უფრო ხშირად და სწრაფად უნდა მოვახდინოთ დეპორტაცია გერმანიის შს მინისტრის თქმით, გერმანია საქართველოსთან მიგრაციის სფეროში შეთანხმების გაფორმებას გეგმავს გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ შსს-ს მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი 2023 წლის აგვისტოში დაუჭირა, რის შემდეგაც პროექტი დასამტკიცებლად პარლამენტს გაეგზავნა.  

უკრაინის შემდეგ, ქემერონი მოლდოვას შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხების განსახილველად ეწვია

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი დევიდ ქემერონი უკრაინაში სტუმრობის შემდეგ მოლდოვაში ჩვიდა. მან ქვეყნის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და ორმხრივი ურთიერთობის თემები განიხილა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მისივე ცნობით, სანდუმ დაგმო უკრაინაში რუსეთის შეჭრა და ბრალი დასდო მოსკოვს შეთქმულებაში ხელისუფლებიდან მისი ჩამოშორების მიზნით. მოლდოვის პრეზიდენტმა კვლავ დაადასტურა მოლდოვის სწრაფვა ევროკავშირის წევრობისკენ. სანდუმ აღნიშნა, რომ ქემერონთან შეხვედრის დროს მხარეებმა ასევე განიხილეს "ერთიანი პოზიცია კორუფციის წინააღმდეგ." დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრს ნიკუ პოპესკუს და დიდ ბრიტანეთში მოლდოვის დიასპორის მხარდაჭერა განიხილა. „ჩვენ განვიხილეთ საერთო ინტერესი მოლდოვასა და დიდ ბრიტანეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობების გაძლიერების შესახებ,“ აღნიშნა პოპესკუმ.  

მოლდოვის პრეზიდენტის ძაღლმა ავსტრიის პრეზიდენტს ხელზე უკბინა

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს ძაღლმა კოდრუტმა, ავსტრიის პრეზიდენტს, ალექსანდ ვან დერ ბელენს ხელზე უკბინა. ავსტრიის პრეზიდენტი კიშინიოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ვან დერ ბელენს ძაღლის მოფერება სურდა, როდესაც მან პრეზიდენტს უკბინა. მოლდოვის პრეზიდენტმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ ძაღლი ხალხის დიდმა რაოდენობამ შეაშინა. მომდევნო შეხვედრაზე ავსტრიის პრეზიდენტი შეხვეული ხელით გამოჩნდა. მოგვიანებით, ვან დერ ბელენმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც კოდრუგს მოლდოვის „პირველი ძაღლი“ უწოდა და განაცხადა, რომ მოლაპარაკებებმა ქვეყნის სხვა წარმომადგენლებთან „ძალიან კარგად“ ჩაიარა. ავსტრიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ის ძაღლების დიდი მოყვარულია და ესმის, რატომ აღელდა კოდრუგი. გამომშვიდობებისას, პრეზიდენტმა ძაღლს რბილი სათამაშო აჩუქა. მაია სანდუმ ძაღლი 2023 წლის დასაწყისში შეიფარა მას შემდეგ, რაც მას მანქანამ დაარტყა. ავარიის შედეგად, ძაღლმა თათი დაკარგა.  

უკრაინაში ომის გამო, მოლდოვამ საგანგებო მდგომარეობა კიდევ 60 დღით გაახანგრძლივა

მოლდოვის პარლამენტმა პარასკევს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა კიდევ 60 დღით გაახანგრძლივა. მოლდოვის შინაგან საქმეთა მინისტრმა ადრიან ეფროსმა განმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების აუცილებლობა ეროვნული უსაფრთხოებისთვის არსებული რისკებით არის განპირობებული. „ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შესაძლო თავდასხმებმა ასევე შეიძლება, გავლენა მოახდინოს მოლდოვისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე. ამავდროულად, ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ ენერგოუსაფრთხოების პირდაპირ რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირებასთან,“ - ნათქვამია გადაწყვეტილების პროექტში. მოლდოვის ოპოზიცია ტრადიციულად ეწინააღმდეგებოდა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას; პროტესტის ნიშნად კომუნისტების და სოციალისტების ბლოკის ფრაქციამ პარლამენტის სხდომა დატოვეს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ქვეყანაში პირველად 2022 წლის 24 თებერვალს გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. კიშინიოვის მთავრობამ ამგვარი გადაწყვეტილების აუცილებლობა არსებული საფრთხეებით და ენერგომომარაგების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ლტოლვილთა ნაკადის მართვისა და უსაფრთხოების სხვა რისკების გათვალისწინებით ახსნა. მას შემდეგ მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა რამდენჯერმე გაგრძელდა.   

სანდუმ პრორუს პოლიტიკოსს რუსეთის არმიის დახმარების გამო მოქალაქეობა ჩამოართვა

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ მოქალაქეობა ჩამოართვა პრორუსული რეგიონების პარტიისა და რუსეთის ფედერაციაში მოლდოვის დიასპორების კონგრესის ხელმძღვანელს, ალექსანდრე კალინინს. ამის შესახებ RBC-Ukraine-ი მოლდოვის პრეზიდენტის განკარგულებაზე დაყრდნობით იტყობინება. პრორუსი პოლიტიკოსისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძველი იყო მოქალაქეობის შესახებ კანონის ქვეპუნქტი, რომელიც უცხო სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში გაწვევას ეხებოდა. კალინინი მოლდოვის რეგიონების პარტიის ხელმძღვანელი 2016 წელს გახდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, კალინინი რუსეთის აგრესიას მხარს ღიად უჭერდა.  სანქციები კალინინის წინააღმდეგ მანამდე ევროკავშირმა კალინინის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. მას ბრალი ედებოდა საზოგადოებრივი წესრიგის დესტაბილიზაციასა და მოლდოვაში ხელისუფლების დამხობის მცდელობაში. ასევე, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ის კანადის სანქციების სიაში შეიყვანეს. მისი საქმიანობის ფონზე, სანდუმ განაცხადა, რომ რუსეთი მთელი ძალით ცდილობს მოლდოვაში პრორუსული ხელისუფლების შექმნას, რათა გამოიყენოს ქვეყნის ტერიტორია უკრაინის წინააღმდეგ ომში, ისევე როგორც კრემლი უკვე იყენებს ბელორუსის ტერიტორიას.  

მოლდოვამ და საბერძნეთმა გაზის მიწოდების სფეროში თანამშრომლობის დოკუმენტი გააფორმეს

მოლდოვამ და საბერძნეთმა გაზის მიწოდების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მოლდოვის სახელმწიფო კომპანია Energocom-ის განცხადებაშია ნათქვამი. „მოლდოვა და საბერძნეთი ბუნებრივი გაზის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ, მათ შორის, თხევადი გაზის ჩათვლით, აგრეთვე გაზის შენახვის ობიექტების გამოყენებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენების მიმართულებით. დოკუმენტზე ხელმოწერა ჩვენს შორის ნაყოფიერ და სტრატეგიულ თანამშრომლობას ცხადყოფს,“ - განაცხადა კომპანიის დირექტორმა ვიქტორ ბინზარმა. ამ თანამშრომლობის წყალობით, Energocom მოლდოვის შიდა ბაზრის საჭიროებებ დააკმაყოფილებს და მისი წყაროებისა და მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციას უზრუნველყოფს.  

მოლდოვა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი, სეპარატისტული დნესტრისპირეთის სიახლოვეს სამხედრო წვრთნას ატარებს

რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის სიახლოვეს მოლდოვამ სამხედრო წვრთნების დაწყების შესახებ გამოაცხადა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მანევრები 22 დეკემბრამდე გაგრძელდება. მოლდოვის არმიის განცხადებით, მანევრები ბულბოაკას საწვრთნელ ცენტრში ჩატარდება. 15 დეკემბერს მოლდოვის პარლამენტმა ეროვნული უსაფრთხოების პროდასავლური სტრატეგია დაამტკიცა. ამ ინიციატივას ქვეყნის პრეზიდენტი, მაია სანდუ მიესალმა და მას უსაფრთხოებისკენ და სტაბილურობისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა.  

მოლდოვამ დსთ-ს ფარგლებში კიდევ ორი შეთანხმება გააუქმა

მოლდოვის პარლამენტი დსთ-ს ფარგლებში დადებულ კიდევ ორ შეთანხმებას აუქმებს. ამის შესახებ Newsmaker-ი წერს. საგარეო პოლიტიკისა და ევროპასთან ინტეგრაციის პარლამენტის კომისიამ აღნიშნულ საკითხზე ორი საკონსულტაციო დასკვნა დაამტკიცა, იტყობინება საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახური. ამჯერად საუბარია დსთ-ში სამხედრო დამკვირვებელთა ჯგუფებისა და კოლექტიური სამშვიდობო ძალების შესახებ შეთანხმებაზე, რომელსაც ხელი მოეწერა კიევში, 1992 წლის 20 მარტს და ასევე, სამხედრო დამკვირვებელთა ჯგუფების შექმნისა და ჩართვის დროებითი პროცედურის შესახებ ოქმს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე, კიშინიოვმა დსთ-დან თანდათანობითი გასვლის შესახებ განაცხადა და უკვე გააუქმა ათობით ხელშეკრულება.  მოლდოვა დსთ-ს საწევრო გადასახადს აღარ გადაიხდის  

მაია სანდუ: რუსეთი არჩევნების წინ მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას გეგმავს

მოლდოვა რუსეთს წინასაარჩევნოდ დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს. ქვეყნის პრეზიდენტ მაია სანდუს განცხადებით, რუსეთი რესპუბლიკაში ნოემბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე სიტუაციის დესტაბილიზაციას გეგმავს. „ვფიქრობთ, რომ რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს აქ სიტუაციის დესტაბილიზაციას. სავარაუდოდ, ისინი დაახლოებით გაზაფხულიდან დაიწყებენ. აქ მყოფ ადამიანებს გამოიყენებენ, ტაქტიკა შეიძლება შეიცვალოს,“ - განაცხადა სანდუმ PRO-TV-სთან ინტერვიუში. მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, მოლდოვის ხელისუფლებამ უნდა ისწავლოს გასული ადგილობრივი არჩევნების გაკვეთილები, გააანალიზოს ისინი და მიიღოს ზომები მოქალაქეთა ხმებისა და დემოკრატიული არჩევნების დასაცავად. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივ კამპანიას აანონსებს - ექსკლუზივი  

მოლდოვამ თავისი ცის დასაცავად, პირველი ახალი თაობის რადარი მიიღო

მოლდოვას გადასცეს თანამედროვე საჰაერო სათვალთვალო რადარი, რომელიც ქვეყანამ ფრანგული კომპანია THALES-ისგან შეისყიდა. ამის შესახებ მოლდოვის გამოცემა Newsmaker იტყობინება. თავდაცვის მინისტრ ანატოლი ნოსატიის თქმით, ეს რადარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოლდოვის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. სისტემა მონიტორინგს გაუწევს ქვეყნის მთელ საჰაერო სივრცეს და შეავსებს ეროვნული არმიის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვის ღონისძიებებს. „ამჟამინდელ რეგიონულ კონტექსტში, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება პრიორიტეტულია. ბოლო ინციდენტებმა ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევით, ხელისუფლების ყურადღება გაამახვილა მოლდოვის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების გადაუდებელ აუცილებლობაზე,” - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. მოლდოვამ რადარი ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტის თანხებით იყიდა. მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ფრანგულმა კომპანიამ საინფორმაციო და ლოგისტიკური მხარდაჭერა უზრუნველყო. უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დროს, რაკეტის ფრაგმენტები არაერთხელ დაეცა მოლდოვის ტერიტორიაზე. იანვარში მოლდოვამ თავის მოკავშირეებს საჰაერო თავდაცვის სისტემები სთხოვა, რათა თავისი თავდაცვითი შესაძლებლობები გაეძლიერებინა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. 2023 წელს მოლდოვის თავდაცვის ხარჯები თითქმის 70%-ით გაიზარდა.  

მოლდოვა და სომხეთი შეუერთდნენ ევროკავშირის სანქციებს რუსეთსა და სხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო

12 ქვეყანა, მათ შორის მოლდოვა და სომხეთი შეუერთდნენ შემზღუდავ ზომებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის გამო დაწესდა. საუბარია ირანზე, ჩინეთზე, ჩრდილოეთ კორეაზე, რუსეთზე, სირიასა და სხვა სახელმწიფოებზე. 4 დეკემბერს ევროკავშირის საბჭომ გლობალური სანქციების რეჟიმი ადამიანის უფლებების დამრღვევთა წინააღმდეგ სამი წლით, 2026 წლის 8 დეკემბრამდე გაახანგრძლივა. „კანდიდატი ქვეყნები ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვის რესპუბლიკა და ბოსნია-ჰერცეგოვინა, ასეევ, ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია, ევროპის ეკონომიკური ზონის წევრები, ასევე, სომხეთი და აზერბაიჯანი უერთდებიან საბჭოს გადაწყვეტილებას. ისინი უზრუნველყოფენ, რომ მათი ეროვნული პოლიტიკა შეესაბამებოდეს საბჭოს გადაწყვეტილებას. ევროკავშირი ითვალისწინებს ამ ვალდებულებას და მიესალმება მას,“ - წერია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში მოლდოვამ განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ არ შეუერთდებოდა გარკვეულ შემაკავებელ ზომებს, კერძოდ, სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. მაგრამ ამ წლის მარტში ქვეყანამ გამოაცხადა, რომ კიშინიოვი სანქციების შესახებ ადრე მიღებულ ზოგიერთ გადაწყვეტილებას გადააფასებს. მან პირობა დადო, რომ ქვეყნის მიერ ევროკავშირის სანქციების დაცვა მნიშვნელოვნად გაიზრდება. რაც შეეხება სომხეთს, ერევანი სულ უფრო ხშირად აკეთებს განცხადებებს, რომლებიც მიუთითებს რუსეთთან დაშორების შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ სომხეთი „ორ სკამზე დაჯდომის მცდელობაში“ დაადანაშაულა, რადგან ერევანი დასავლეთთან ურთიერთობებს აუმჯობესებს. განახლება: განცხადების თავდაპირველ ვერსიაში აღნიშნული იყო, რომ სანქციებს შეუერთდნენ სომხეთი და აზერბაიჯანი. ამ დროისთვის საქართველოს მეზობელი ქვეყნები დოკუმენტში აღარ გვხვდებიან.  

მოლდოვა დსთ-ს დატოვებას 2024 წლის ბოლომდე გეგმავს

მოლდოვის ხელისუფლება დსთ-ს ფარგლებში გაფორმებული თითქმის ყველა შეთანხმებიდან გამოსვლას 2024 წლის ბოლომდე გეგმავს. ამის შესახებ მმართველი პარტიის დეპუტატმა დოინა გერმანმა ტელეკომპანია Exclusiv-ის ეთერში ისაუბრა. „ჩვენ თითქმის ფინალურ ეტაპზე ვართ, მიზნად გვაქვს პროცესის დასრულება (დსთ-დან გასვლა - რედ.) 2024 წლის ბოლომდე დასრულება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რამდენიმე გადაუჭრელი საკითხი არ იქნება... ახლა ჩვენ ტექნიკურად ვარღვევთ დსთ-ს ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებებს,“- განაცხადა დეპუტატმა. გერმანელმა ასევე უპასუხა, მოაწერს თუ არა ხელს მოლდოვა დსთ-დან გასვლის დეკლარაციას, თუ ეს ავტომატურად მოხდება ყველა შეთანხმების შეწყვეტის შემდეგ. „ეს პროცესი სულაც არ უნდა დასრულდეს გაყვანის შესახებ რაიმე სახის განცხადებით ან საბოლოო პოზიციის გამოხატვით,“ - განაცხადა დეპუტატმა. მოლდოვამ დსთ-ს ფარგლებში კიდევ ორი შეთანხმება გააუქმა  

უკრაინამ და მოლდოვამ საზღვრის გადაკვეთის გამარტივების პროტოკოლს ხელი მოაწერეს

უკრაინა და მოლდოვა განაგრძობენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ერთობლივი კონტროლის შესახებ შეთანხმებების განხორციელებას. უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალსა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ დორინ რეჩეანს შორის ონლაინ შეხვედრისას ხელი მოეწერა რამდენიმე პროტოკოლს, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეებისა და ტვირთისთვის უკრაინა-მოლდოვის საზღვრის გადაკვეთის დროის გამარტივებასა და შემცირებას. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პროტოკოლები გაამარტივებს მოლდოვასა და უკრაინას შორის საზღვრის გადაკვეთას როგორც საქონლისთვის, ისე ხალხისთვის და რომ ერთობლივი კონტროლი იძლევა საშუალებას, გაააქტიურონ სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა“. მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ უკრაინასთან ერთობლივი საზღვრის კონტროლის ორგანიზება არის „საუკეთესო ინვესტიცია მშვიდობის, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობისთვის."  

მომღერალი ირაკლი ფირცხალავა მოლდოვაში არ შეუშვეს

ქართული წარმომავლობის რუსი მომღერალი ირაკლი ფირცხალავა მოლდოვის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვა. ინფორმაციას „უკრაინსკა პრავდა“ და Newsmaker-ი მოლდოვის სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელ, რაისა ნოვიცკიზე დაყრდნობით ავრცელებენ ოფიციალური წყაროს თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში მოლდოვაში შესვლაზე უარი ეთქვა უცხოეთის 39 მოქალაქეს, რომლებიც „შევლის პირობებს არ აკმაყოფილებდნენ“. მათ შორის ირაკლი ფირცხალავა 24 დეკემბერს ქალაქ ბალციში, საახალწლო კონცერტზე უნდა გამოსულიყო. ღონისძიება ორგანიზებული იყო მოლდოვიდან გაქცეული პრორუსი ოლიგარქის, ილან შორის მიერ, რომელსაც მოლდოვაში ბანკებიდან მილიარდის მოპარვის საქმეზე 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ასევე ადანაშაულებდნენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობაში. 2022 წლის ოქტომბერში აშშ-მ მოლდოველ ოლიგარქებს, ილან შორსა და ვლადიმირ პლაჰოტნიუკს სანქციები დაუწესა. 2022 წლის დეკემბერში მოლდოველ ოლიგარქებს იმავე ტიპის სანქციები დიდმაც ბრიტანეთმა დაუწესა.    

მოლდოვის პრეზიდენტს ევროინტეგრაციის საკითხებზე რეფერენდუმის ჩატარება 2024 წელს სურს

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ 2024 წლის შემოდგომაზე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან 24 დეკემბერს კვირას გამოქვეყნებულ მიმართვაში განაცხადა. სანდუმ გაიხსენა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა ახლახან გადაწყვიტეს მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება. მისი თქმით, „ეს შეუძლებელი ჩანდა სულ რაღაც სამი წლის წინ.“ „ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის მშვიდობისა და უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა მოლდოვის ყველა ოჯახისა და ბავშვისთვის. და ჩვენ ასეთი მომავლის გარანტია მხოლოდ, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს გვაქვს. ამიტომ მიმაჩნია, რომ აუცილებელია მთელ ქვეყანას მკაფიოდ ვუთხრათ, თუ რა გზას ვირჩევთ მოლდოვისათვის. მოვუწოდებ პარლამენტს, დაიწყოს რეფერენდუმის მოწყობა მომავალ შემოდგომაზე, რომელშიც გადამწყვეტი იქნება მოქალაქეების ხმა,“ -განაცხადა მაია სანდუმ. მან ასევე სთხოვა მოლდოვის მოქალაქეებს, მხარი დაუჭირონ მის კანდიდატურას 2024 წლის არჩევნებში, სადაც ის მიიღებს მონაწილეობას „ევროპული ინტეგრაციის შესახებ მისიის შესასრულებლად.“  

მოლდოვის პრეზიდენტი: პუტინი არ გაჩერდება, თუ მას არ შეაჩერებენ

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა. მას მიაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციას აგრესიის გავრცელება სხვა ქვეყნებზეც შეუძლია. ამის შესახებ სანდუმ რუმინულ პორტალ Veridica-სთან ინტერვიუში განაცხადა. „ყველას უნდა ესმოდეს, რომ პუტინი არ გაჩერდება, თუ მას არ გააჩერებენ და თუ პუტინს არ გააჩერებენ, ფასი ყველასთვის გაცილებით მაღალი იქნება,“ - ხაზგასმით აღნიშნა მოლდოვის პრეზიდენტმა. სანდუმ განმარტა, რომ უკრაინის გამარჯვება რუსეთთან ომში, არამხოლოდ კიევის ან კიშინიოვის, არამედ, ყველას ინტერესებშია და ამიტომ მას „დემოკრატიული სამყაროს ერთიანობის" სჯერა. სანდუ "იმედოვნებს, რომ უკრაინა ყველა საჭირო მხარდაჭერის მიღებას გააგრძელებს.  

უკრაინამ ევროკავშირიდან და მოლდოვიდან გაზის იმპორტი გააორმაგა

2023 წელს უკრაინამ ევროკავშირიდან და მოლდოვიდან 4,3 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის იმპორტი განახორციელა, რაც ორჯერ მეტია 2022 წელთან შედარებით.  უკრაინული ოპერატორის ცნობით, იმპორტირებული გაზის ძირითადი ნაწილი უკრაინის მიწისქვეშა საცავებში შესანახად გამოიყენეს. იმპორტის დიდი რაოდენობა სლოვაკეთზე მოფის -  მთლიანი რაოდენობის 42%. უნგრეთი (31%), პოლონეთი -  (14%), რუმინეთი მოლდოვის გავლით - (13%).  

სანდუ: გაზაფხულზე რუსეთი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით, ქმედებებს განაახლებს

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია კიშინიოვში წესრიგისა და ძალაუფლების დესტაბილიზაციას ცდილობდა. მოსკოვი ცდილობდა, გამოეყენებინა რეჟიმი დნესტრისპირეთის რეგიონში, მაგრამ ქვეყანამ მიიღო ყველა ზომა ამ მცდელობების დასაძლევად. „მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთი ცდილობდა კიშინიოვში წესრიგისა და ძალაუფლების დესტაბილიზაციას, ყოველ ჯერზე ცდილობდა, გამოეყენებინა რეჟიმი დნესტრისპირეთის რეგიონში. ჩვენ ვაცნობიერებთ ამ რისკებს და ვიღებთ ყველა ზომას ამ დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ მოქალაქეებთან გვაქვს კომუნიკაცია ამ რიკსებთან დაკავშირებით, როგორც შარშან, როცა რუსეთის განზრახვა იყო ხელისუფლების დამხობა. მოქალაქეებთან და სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად ვცდილობთ, დავიცვათ თავი ამ რისკებისგან, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო, ჯერ კიდევ არის მოწყვლადობა,“ - განაცხადა მაია სანდუმ. მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, რესპუბლიკას ამ თვალსაზრისით რუმინეთისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის იმედი აქვს. „ვიცით, რომ ამ გაზაფხულზე რუსეთი განაახლებს ქმედებებს სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით,“ - აღნიშნა მაია სანდუმ. მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის შემოდგომაზე გაიმართება. სანდუმ უკვე განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობს.  

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე: ჩვენ გვჭირდება, საქართველო გახდეს ევროატლანტიკური გაერთიანების ნაწილი

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი შესაძლოა, გახანგრძლივდეს და 2025 წელსაც არ დასრულდეს. ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანა აცხადებს. მან განმარტა, რომ NATO მოელის გაჭიანურებულ ომს მცირე წინსვლებით, კონტრშეტევებით და ტერიტორიების ოკუპაცია-დაკარგვით. ინფორმაციას რუმინეთის ტელევიზია ავრცელებს. „ჩემი მოწოდებაა, მოვემზადოთ ხანგრძლივი ომისთვის; ის გაგრძელდება. ის არ დასრულდება 2024 წელს, ალბათ, არც 2025 წელს. ჩვენ ვერ ვხედავთ სამხედრო პოტენციალს, რომ დავინახოთ გადამწყვეტი გამარჯვების ამა თუ იმ გზით მიღწევის შესაძლებლობა," - აღნიშნავს NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე. ჯოანას თქმით, NATO-ს სჭირდება, რომ უკრაინამ გაუძლოს, მოლდოვა შეუერთდეს ევროპას და საქართველო გახდეს ევროატლანტიკური საზოგადოების ნაწილი. „უკრაინელებმა ჩვენი მხარდაჭერით მოახერხეს რუსების მიერ თავდაპირველად ოკუპირებული ტერიტორიის 50%-ის დაბრუნება. ეს არ არის პატარა რამ. ჩვენ გვჭირდება წელში გამართული უკრაინა, მოლდოვის რესპუბლიკა - ევროპაში, საქართველო - ევროატლანტიკურ საზოგადოებაში,“ - განაცხადა მირჩა ჯეოანამ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რიგაში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არ შეიძლება, რუსეთს კონტრშეტევის მომზადების შესაძლებლობა მივცეთ.  „არ მივცეთ კონფლიქტის გაყინვის შესაძლებლობა. არ მივცეთ რუსეთს ძლიერი კონტრშეტევისთვის მომზადების შესაძლებლობა, ერთი წლის, ორი წლის, სამი წლის, ხუთი წლის განმავლობაში,” - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ომი მანამდეა დასამთავრებელი. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ომის გაყინვის შემთხვევაში სანქციები, დროის განმავლობაში, შესუსტდება და გაჩნდება ახალი რიტორიკა: “რისთვისაა ახალი სასანქციო პაკეტი საჭირო თუ საბრძოლო ქმედებები არ არის?” უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი რევანშისთვის ემზადება, უკრაინა კი გეგმავს, რომ ეს არ დაუშვას. ზელენსკის თქმით, საჭიროა, რომ უკრაინის გეგმები პარტნიორების შესაძლებლობებს ემთხვეოდეს. „ჩვენი მიზნები - უკრაინულია, მაგრამ გეგმები ჩვენი პარტნიორების შესაძლებლობებს უნდა ემთხვეოდეს”, - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი გადადგა

ნიკუ პოპესკუმ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვა. მან ეს თანამდებობა 2021 წლის აგვისტოში დაიკავა. ნიკუ პოპესკუს თქმით, მინისტრად დანიშვნის შემდეგ დასახული მიზნები წარმატებით შეასრულა და ამ ეტაპზე პაუზა სჭირდება. პოპესკუმ, რომელიც ვიცე-პრემიერიც იყო, გადადგომის გადაწყვეტილება კიშინიოვში დღეს, 24 იანვარს, გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა. მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარის მოადგილე მიხაი პოპსოი გახდება. ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას 14 დეკემბერს დაუჭირა მხარი.  

მოლდოვის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს რუსეთში შესვლა ეკრძალება

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ნიკუ პოპესკუს პარლამენტის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მიხაი პოპშოი ჩაანაცვლებს. საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი მოლდოვა მიხაი პოპშაი იმ სიაში შედიოდა, რომელთაც რუსეთში შესვლა ეკრძალებათ. პეპშოიმ აღნიშნა, რომ მან არ იცის, ვინ შეადგინა სია, მაგრამ ვარაუდობს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ან უსაფრთხოების სამსახურებმა, შეიძლება, "გარკვეული როლი" შეასრულეს. „მე არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი. მაგრამ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დიპლომატები მიუხედავად ქვეყნებს შორის უთანხმოებისა, მუშაობენ დამკვიდრებაზე და მათ უნდა ჰქონდეთ ამის გაკეთების უფლება,” - აღნიშნა მინისტრმა. გასული წლის აგვისტოში, მოლდოვაში რუსეთის უცხოური ინსტიტუტების თანამშრომელთა რაოდენობის შემცირების საპასუხოდ, რუსეთის ხელისუფლებამ რუსეთში შესვლა აუკრძალა, მათ შორის, პარტია „მოქმედება და სამართლიანობის“ წარმომადგენლებს. სწორედ ამ პარტიაში ირიცხებოდა მიხაი პოპშოი. ცნობისთვის, მოლოდვის მთავრობას ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე ახალი სამინისტრო დაემატება, რომელსაც კრისტინა გერასიმოვი უხელმძღვანელებს. კრისტინა გერასიმოვი საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნად 2023 წლის ნოემბერში დაინიშნა. მანამდე ნიკუ პოპესკუმ თანამდებობის დატოვების შესახებ კიშინიოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პოპესკუს თქმით, მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს მიერ დასახული საგარეო პოლიტიკური მიზნები წარმატებით შეასრულა და ახლა პაუზა სჭირდება. შეგახსენებთ, რომ ნიკუ პოპესკუ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე 2021 წელს დაინიშნა.  

სუამ-ის სადამკვირვებლო მისია აზერბაიჯანში ჩადის

დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის (სუამ) მისია აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება. მისი ბაქოში 6 თებერვალს ჩავა.  ექვსკაციან დელეგაციაში, რომელსაც სუამ-ის გენერალური მდივანი ალტაი ეფენდიევი ხელმძღვანელობს, შედიან უკრაინის უმაღლესი რადას მოადგილეები სვიატოსლავ იურაში და მიხაილო პაპიევი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი დავით მათიკაშვილი, ასევე სუამის სამდივნოს პროგრამის კოორდინატორები თეიმურაზ კილაძე და საბუჰი ტამი.  სუამ-ის სადამკვირვებლო მისია მონიტორინგის შედეგების ანგარიშს კენჭისყრის შემდეგ გამოაქვეყნებს. აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 7 თებერვალს გაიმართება. სუამი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების რეგიონული ორგანიზაციაა, რომელიც ოთხი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოსგან (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი  მოლდოვა) შედგება. შეგახსენებთ, სუამი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1997 წლის 10 ოქტომბერს სტრასბურგში ევროპის საბჭოს სამიტის მსვლელობისას დაფუძნდა. ორი წლის შემდეგ 1999 წელს ორგანიზაციას უზბეკეთი შეუერთდა, თუმცა უზბეკეთმა 4 წლის შემდეგ სუამი დატოვა. უკრაინა სუამის თავმჯდომარეობას აზერბაიჯანს გადასცემს  

მაია სანდუ: არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე წელიწადში, დნესტრისპირეთის პრობლემის მოგვარების “გეოპოლიტიკური შესაძლებლობა” გაჩნდება

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ არ გამორიცხა, რომ „მომავალ რამდენიმე წელიწადში, დნესტრისპირეთის პრობლემის მოგვარების “გეოპოლიტიკური შესაძლებლობა” გაჩნდება.“ ტელეარხ Moldova 1-თან სანდუმ განაცხადა, რომ ძირითად პრობლემად დნესტრისპირეთში რუსი სამხედროების ყოფნა რჩება. მანე აღნიშნა, რომ „კრემლის მსახურები” გამოხატავენ შეშფოთებას მოლდოვის ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით. მაგრამ მოლდოვის ნეიტრალურ სტატუსს მხოლოდ რუსეთის ფედერაცია არღვევს. არცერთი სხვა ქვეყანა არ არღვევს ნეიტრალიტეტს.“ „ჩვენთვის ძირითად მიზნად ჯერ კიდევ რჩება ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება. საკითხების ეტაპობრივად მოგვარებას ვცდილობთ, განსაკუთრებული ხმაურის გარეშე… მარცხენა სანაპიროს [დნესტრისპირეთის] მცხოვრებლებს ასევე მშვიდობა სურთ, ახლა შეშინებულები არიან, ვინაიდან რეგიონი უკრაინას ესაზღვრება. უკვე ვნახეთ ომის დასაწყისში ახალგაზრდა ადამიანები როგორ გადმოდიოდნენ მარცხენა სანაპიროდან მარჯვენაზე, იმის შიშით, რომ უკრაინის წინააღმდეგ საომრად გაგზავნიდნენ. იქ ისევე სურთ მშვიდობა, როგორც აქ. ევროინტეგრაციის [დადებითი] ეფექტების დემონსტრირებას მოვახდენთ და ვერ წარმოვიდგენ, იქ როგორ შეიძლება, უარი თქვან ევროინტეგრაციაზე,” - განაცხადა სანდუმ.  

მოლდოვა მზადაა, უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების ახალი პარტია მიაწოდოს

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების ახალი პარტია მიაწოდოს. ამის შესახებ სანდუმ შინაგან საქმეთა ევროკომისართან ილვა იოჰანსონთან შეხვედრაზე განაცხადა, იუწყება მოლდოვის გამოცემა Newsmaker-ი. სანდუ იოჰანსონს კიშინიოვში 15 თებერვალს შეხვდა. „მხარეებმა განიხილეს მოლდოვის ევროპული გზა, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი უსაფრთხოებისა და მიგრაციის პრობლემები და სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის არსებული რისკები,“ - ნათქვამია შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ სანდუმ ნოემბერში უკრაინაში ვიზიტისას განაცხადა, რომ მოლდოვა ოკუპაციისგან მხოლოდ უკრაინელი სამხედროების ქმედებების წყალობით გადარჩა.  

მოლდოვა აცხადებს, რომ მის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რუსული დრონი ასაფეთქებელ ნივთიერებებს შეიცავდა

უკრაინის მეზობელ მოლდოვაში ჩამოვარდნილი რუსეთის დრონი ასაფეთქებელ ნივთიერებებს შეიცავდა. ამის შესახებ მოლდოვის პოლიცია აცხადებს. მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიჰაი პოპსოიმ უკრაინაზე რუსეთის "ბარბაროსული თავდასხმები"დაგმო. მოლდოვის პოლიციამ 12 თებერვალს განაცხადა, რომ "შაჰედის" ტიპის დრონის ნაწილების შემოწმებისას, 50 კილოგრამის მოცულობის ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს. დრონი მოლდოვის სამხრეთში მდებარე ქალაქ ეტულიას სიახლოვეს, უკრაინის საზღვართან ჩამოვარდა. პოლიციის თქმით, მოპოვებული და გაუვნებელყოფილია დრონის ყველა კომპონენტი. საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიჰაი პოპსოიმ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის "მუდმივი ბარბაროსული თავდასხმები" დაგმო პლატფორმაზე X.  

ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას 83 მლნ ევროს დახმარება გამოუყო

ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას, რუსული აგრესიის შედეგების დასაძლევად და დევნილთა უზრუნველსაყოფად, 83 მილიონი ევროს ოდენობის დამატებითი ჰუმანიტარული დახმარება გამოუყო. 75 მილიონი ევრო უკრაინაში ჰუმანიტარული პროექტების მხარდაჭერას მოხმარდება, რომლებიც მიზნად ისახავს გადაუდებელი დახმარების გაწევას და ძირითადი საჭიროებების ხელმისაწვდომობას, როგორიცაა თავშესაფარი, სასმელი წყალი, განათლება და ჯანდაცვა. დანარჩენი 8 მილიონი ევრო კი, მოლდოვაში ჰუმანიტარულ პროექტებს ყველაზე მოწყვლადი კატეგორიებისთვის მიზანმიმართული დახმარების აღმოსაჩენად იქნება გამოყენებული. „დღეს ევროკომისიამ გამოაცხადა 83 მილიონი ევროს ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფა 2024 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად. რუსეთი ახორციელებს მიზანმიმართულ თავდასხმებს უკრაინის მთავარ ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის საავადმყოფოებზე, სკოლებსა და ელექტროქსელებზე, რაც სერიოზულად აზიანებს მოსახლეობის ხელმისაწვდომობას ძირითად სოციალურ სერვისებზე", - წერია ევროკომისიის განცხადებაში. უკრაინაში შეჭრიდან დღემდე ევროკომისიამ უკრაინას 926 მილიონ ევროზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. ამ თანხიდან 860 მილიონი ევრო გამოიყო უკრაინაში ჰუმანიტარულ პროექტებზე, 66 მილიონი ევრო კი, მეზობელი მოლდოვის მხარდასაჭერად, რომელიც უკრაინელ ლტოლვილთა მნიშვნელოვან რაოდენობას მასპინძლობს.  

მოლდოვის სუვერენიტეტისადმი დამუქრების გამო, ევროკავშირმა ექვსი პირი დაასანქცირა

ევროკავშირის საბჭომ დააწესა სანქციები ექვსი პირისა და ერთი ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მოლდოვის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის დესტაბილიზაციის გამომწვევ და ძირგამომთხრელ ქმედებებზე, ან ემუქრებიან მას. „მოლდოვა არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა რუსეთის უკანონო შეჭრით უკრაინაში. ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობები სერიოზულია, მძაფრდება და გრძელდება.“ - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება სანქციების დაწესების შესახებ, მოლდოვასადმი ევროკავშირის მხარდაჭერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია. ყველას, ვინც აღნიშნულ სანქციებს ექვემდებარება, ეკრძალება ევროკავშირში შესვლა და ევროკავშირის ქვეყნებში მისი აქტივები გაიყინება. სანქციების სიაში არიან: Telesistem TV SRL-ის გენერალური დირექტორი არინა კორშიკოვა, რომელიც ფლობს ტელეარხებს Primul-ს მოლდოვაში და Accent TV-ს; Media Resurse-ის ხელმძღვანელი დუმიტრუ ჩიტოროაგა, რომელიც ფლობს ტელეარხებს TV6 და Orhei TV; ყოფილი დეპუტატი მარია ალბოტი, რომელიც დაკავშირებულია გაქცეულ ოლიგარქთან ილან შორთან;  გაგაუზიის ბაშკანის მოადგილე ვიქტორ პეტროვი; რუსეთის FSB-ის ოპერატიული დაზვერვის დირექტორატის უფროსის მოადგილე დიმიტრი მილუტინი. მოლდოვის პრემიერმა საბჭოს გადაწყვეტილების კომენტირებისას ხაზი გაუსვა, რომ მოლდოვას რუსეთის ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ბრძოლაში ევროკავშირის მხარდაჭერა აქვს.  

საქართველო, უკრაინა, მოლდოვასთან ინდივიდუალურად მუშაობენ, რომ მალე გავხდეთ ევროპის ერთიანი როუმინგის სივრცის ნაწილი - დავითაშვილი

„ქვეყნებთან (მოლდოვა, უკრაინა, საქართველო) ინდივიდუალურად მიდის მუშაობა, რომ მალე გავხდეთ ერთიანი როუმინგის სივრცის ნაწილი. იმედი მაქვს, რომ ჩვენ მიმდინარე წელსვე გვექნება პროგრესი,“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, საქართველოს დიდი სამუშაო აქვს გაწეული, თუმცა საგაზაფხულო სესიაზეც იგეგმება ამ მიმართულებით გარკვეული საკანონმდებლო აქტების მიღებაც. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ევროპის ერთიანი როუმინგის სივრცეს შევუერთდეთ და შესაბამისად, როუმინგ მომსახურების ადგილობრივი ტარიფებით ისარგებლოს მოსახლეობამ ევროპაში მოგზაურებისას. თუმცა კონკრეტული თარიღის დასახელება გაგვიჭირდება, ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული. გადაწყვეტილება არის ევროკომისიაზე დამოკიდებული. კონკრეტული სამოქმედო გეგმა არსებობს, რა არის ჩვენი მხრიდან გასაკეთებელი. ამაზე ინტენსიურად მიდის მუშაობა. ეს არის ძირითადად გარკვეული მარეგულირებელი აქტების მიღება, რომელიც თანხვედრაში იქნება ევროპულ კანონმდებლობასთან. ამ კუთხით დიდი სამუშაო უკვე გაწეულია, თქვენ ნახეთ და მოისმინოთ ევროკომისიაში განცხადებები, საქართველომ დიდი სამუშაო უკვე გაწია, ის იყო მოწინავე ასოცირების ტრიოს წევრ ქვეყნებს შორის, რომელმაც რეფორმები განახორციელა. თუმცა გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ ყოფილიყო ერთიანი განცხადება, როცა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა ჩაერთვებოდა ერთიან როუმინგულ სივრცეში. ამ შემთხვევაში ქვეყნებთან ინდივიდუალურად მიდის მუშაობა, რომ მალე გავხდეთ ერთიანი როუმინგის სივრცის ნაწილი. იმედი მაქვს, რომ ჩვენ მიმდინარე წელსვე გვექნება პროგრესი. საგაზაფხულო სესიის ფარგლებში გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივები, რომლის მიღებასაც ვაპირებთ და საბოლოოდ ჩვენ ევროკომისიის მოთხოვნებს ალბათ ვუპასუხებთ,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.  

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ მხარს უჭერს მოლდოვის სუვერენიტეტს

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ეთიუ მილერმა განაცხადა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება სიტუაციას დნესტრისპირეთში მას შემდეგ, რაც სეპარატისტულმა რეგიონმა დახმარებისთვის რუსეთს მიმართა. „ევროპაში რუსეთის მზარდი აგრესიული როლის გათვალისწინებით, ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს რუსეთის ქმედებებს დნესტრისპირეთში და ვითარებას - ზოგადად,“ - აღნიშნა მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს მოლდოვის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „კვლავ მოვუწოდებთ კიშინიოვსა და ტირასპოლს, ერთობლივად მოძებნონ ორივე მხარეს არსებული პრობლემების გადაწყვეტა,“ - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონის დე ფაქტო პარლამენტმა, „ადგილზე ყველა დონის არჩეულების კრებამ“ 28 თებერვალს მოსკოვს მიმართა მოწოდებით, „მიიღოს ზომები დნესტრისპირეთის დასაცავად.“ დნესტრისპირეთი მოლდოვის სეპარატისტული რეგიონია. მას კიშინიოვი 1992 წლის მერე ვეღარ აკონტროლებს. რუსეთს უკვე 20 წელია, ამ რეგიონში 1700 სამხედრო ჰყავს განთავსებული.  

რუსეთი მოლდოვის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს გააძლიერებს და შესაძლოა, არჩევნებზე მოახდინოს გავლენა - მოლდოვა

რუსეთი მოლდოვის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს გააძლიერებს და შეიძლება არჩევნებზე მოახდინოს გავლენა. ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიჰაი პოპშოიმ რუმინულ გამოცემა Digi24-თან ინტერვიუში განაცხადა. პოპშოიმ აღნიშნა, რომ 2024 წელს რუსეთი მოლდოვის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს გააძლიერებს საპრეზიდენტო არჩევნებამდე და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეფერენდუმამდე. “რა თქმა უნდა, მოლდოვა რუსეთის სამიზნეში რჩება საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტშიც, და ევროპული ინტეგრაციის რეფერენდუმის კონტექსტშიც. უკვე გარკვეული დროა ვაკვირდებით ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობებს, ნარატივების გავრცელების მცდელობებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებსა და მოლდოვის მოქალაქეების ინტერესებს,” - განაცხადა პოპშოიმ. ამავდროულად მან აღნიშნა, რომ ქვეყნის ინსტიტუტები მზად არიან წინააღმდეგობა გაუწიონ ნებისმიერ გამოწვევებს, რომლებიც უახლოეს პერიოდში რუსეთის მხრიდან შესაძლოა გაჩნდეს. “მოლდოვა, სახელმწიფო ინსტიტუტები და მთლიანად საზოგადოება ყოველდღიურად უფრო გამძლენი ხდებიან“, - განაცხადა მან.  

მოლდოვამ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულება დატოვა

მოლდოვას მთავრობამ დაამტკიცა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების (CFE) შეჩერება, იუწყება PRO.TV. ეს დოკუმენტი აწესებს იგივე შეზღუდვებს იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობაზე ყველა მონაწილე ქვეყნისთვის და ასევე ზღუდავს შეიარაღებული ძალების რაოდენობას ხელშეკრულების ზონაში. ხელშეკრულებას 1990 წლის ნოემბერში, პარიზში მოაწერეს ხელი NATO-ს წევრმა 16-მა სახელმწიფომ და „ვარშავის პაქტის“ მონაწილე 6-მა ქვეყანამ. 1999 წელს, სტამბოლში, ეუთოს სამიტზე გაფორმდა ხელშეკრულების ადაპტირებული ვარიანტი, თუმცა, ის რატიფიცირებული არ ყოფილა NATO-ს სახელმწიფოების მიერ. 2007 წელს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ხელშეკრულების მოქმედების შეჩერების ბრძანებას, 2023 წლის მაისში კი, პარლამენტს მიმართა ხელშეკრულების დენონსაციის წინადადებით. დუმის და ფედერაციის საბჭოს მიერ შესაბამისი კანონპროექტის მხარდაჭერის შემდეგ, 29 მაისს, პუტინმა ხელი მოაწერა დოკუმენტს დენონსაციის შესახებ, რომლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლის ვადად 7 ნოემბერი განისაზღვრა. რუსეთი ხელშეკრულების დენონსაციას აბრალებს აშშ-ის და მისი მოკავშირეების „დესტრუქციულ პოზიციას“ და ნატოს გაფართოებას და აცხადებს, რომ ამ ვითარებაში დოკუმენტის არსებობა არ შეესაბამებოდა რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებს. სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ანდრეი კარტაპოლოვმა მოლდოვის გადაწყვეტილებას რუსეთისა და მისი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული უწოდა. მანამდე, ოკუპირებული დნესტრისპირეთის “დეპუტატებმა” რუსეთს “მოლდოვის ზეწოლისგან დაცვა” სთხოვეს. რუსეთმა გასული წლის 7 ნოემბერს ოფიციალურად დაასრულა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულებიდან გასვლის პროცედურა.  ამ დოკუმენტით შეზღუდული იყო ხელმომწერი ქვეყნების საბრძოლო ტანკების, ჯავშანმანქანების, არტილერიის, ვერტმფრენების და თვითმფრინავების რაოდენობა.  

საფრანგეთი და მოლდოვა თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში შეთანხმებებს გააფორმებენ

საფრანგეთი და მოლდოვა თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს გააფორმებენ. შეთანხმებებზე ხელის მოწერა ხვალ, პარიზში მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს ვიზიტის დროს მოხდება. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „მაია სანდუსთან შეხვედრისას ემანუელ მაკრონი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის კონტექსტში, მოლდოვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მიმართ, საფრანგეთის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაადასტურებს,“ - ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.  

მოლდოვამ და საფრანგეთმა თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს

საფრანგეთში ვიზიტის დროს სანდუმ ფრანგ კოლეგა ემანუელ მაკრონთან ერთად მოლდოვასა და საფრანგეთს შორის თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი. „თუ აგრესორი არ იქნება გაჩერებული, ის სვლას განაგრძობს და ფრონტის ხაზი სულ უფრო და უფრო ახლო იქნება. ჩვენთან ახლოს. თქვენთან ახლოს. მაშასადამე, ევროპამ ერთიანი ფრონტი უნდა წარმოადგინოს,” - განაცხადა სანდუმ, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთი მოლდოვის კონტროლს ცდილობს, მათ შორის გადატრიალების მცდელობითაც. საფრანგეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმება მოიცავს იურიდიულ ჩარჩოებს სამომავლო წვრთნებისა და რეგულარული დიალოგისთვის, ასევე, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას. “მოსკოვში არსებული რეჟიმი ჩემს ქვეყანაში კონტროლის მოპოვებას ცდილობს ენერგეტიკული შანტაჟით, პროტესტების სპონსორობით, დეზინფორმაციული კამპანიების წარმოებით, კიბერშეტევების დაწყებით, ჩვენს არჩევნებში ჩარევით, ბინძური ფულის შემოტანით და გადატრიალების მცდელობითაც კი, მაგრამ მყარად ვდგავართ,” - განაცხადა სანდუმ. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში საფრანგეთის თავდაცვითი მისია ზაფხულში გაიხსნება, რათა ქვეყანას საჭიროებების შეფასებასა და შეიარაღების შეძენაზე შესაძლო კონტრაქტებში დაეხმაროს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მოლდოვასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმება ხაზს უსვამს საფრანგეთის ერთგულებას, დაიცვას და დაეხმაროს მოლდოვას.  

„თუ აგრესორი არ შეჩერდება, ფრონტის ხაზი უფრო ახლოს იქნება“ - სანდუ მაკრონს

„თუ აგრესორი არ შეჩერდება, ის გააგრძელებს წინსვლას და ფრონტის ხაზი უფრო ახლოს მოვა. უფრო ახლოს მოვა ჩვენთან. უფრო ახლოს მოვა თქვენთან,“ ეს განცხადება მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ პარიზში გააკეთა, სადაც 7 მარტს მან საფრანგეთთან ხელი მოაწერა ორმხრივ ხელშეკრულებას თავდაცვისა და თანამშრომლობის თაობაზე. „ამიტომ ევროპამ გაერთიანებული ფრონტი უნდა შექმნას. აგრესია მთელი ძალით უნდა იქნეს უკუგდებული,“ აღნიშნა სანდუმ. მაკრონმა პირობა დადო, რომ მოსკოვის მხრიდან მუქარის პირობებში მოლდოვის მიმართ საფრანგეთის მხარდაჭერა ურყევი იქნება. სანდუს თქმით, მოსკოვი გეგმავს, შეარყიოს მოლდოვის სტაბილურობა და ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის გზას ჩამოაშოროს საპრეზიდენტო არჩევნებისა და ევროკავშირში წევრობის თაობაზე რეფერენდუმის წინ. მოლდოვამ და საფრანგეთმა თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს  

მოლდოვამ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დამზადებული ღვინო, საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინა

საერთაშორისო გამოფენაზე ProWein2024, რომელიც 10-12 მარტს გერმანიაში, დიუსელდორფში იმართება, მოლდოველმა მეღვინეებმა წარმოადგინეს პირველი მოლდოვური ღვინო, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის შექმნილი. ამის შესახებ ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა. სამინისტროს ცნობით, ProWein2024 გამოფენაში მოლდოვაში 50-ზე მეტი მარანი მონაწილეობს. დიუსელდორფში, Wine of Moldova-ს სტენდზე, უცხოელი ვიზიტორები შეძლებენ, დააგემოვნონ Chelaris-ის პირველი ორი ღვინო. ეს ღვინოები ჯერ შეზღუდული რაოდენობით იწარმოება.  

მოლდოვამ რუსეთს საპროტესტო ნოტა გადასცა

რუსეთის ფედერაციის ელჩს ოლეგ ვასნეცოვს, რომელიც დღეს დაიბარეს მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სამინისტროს მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, დნესტრისპირეთის რეგიონში საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა გადაეცა. „რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, ძირს უთხრის მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს სიტუაციის შეფასებას,“ - აცხადებენ მოლდოვის საგარეო უწყებაში.  

მოლდოვაში რუსეთის საელჩოს “მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს

კვირას კიშინიოვში რუსეთის ფედერაციის საკონსულოს ღობის გარედან საკონსულოს ტერიტორიაზე უცნობმა კაცმა „მოლოტოვის კოქტეილიანი“ ბოთლები ისროლა, რამაც საკონსულოში მიმდინარე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის პროცესი მოკლე ხნით შეაფერხა. საელჩოს დაცვამ სავარაუდო თავდამსხმელი მომხდარისთანავე დააკავა და განაცხადა, რომ ეჭვმიტანილს მოლდოვისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახურის ცნობით, დაკავების დროს ეჭვმიტანილი საელჩოს დაცვის თანამშრომლებს უყვიროდა: "მე მძულს რუსეთი!" ცეცხლი მალევე ჩააქრეს. ინციდენტს რაიმე ზიანი შენობისთვის არ მიუყენებია. თუმცა კიშინიოვში რუსეთის საელჩომ მისი შენობის ცეცხლის წაკიდებისთვის ეჭვმიტანილის მკაცრად დასჯა მოითხოვა. კიშინიოვში რუსეთის ფედერაციის საკონსულოში საარჩევნო უბანი ერთადერთია მოლდოვის ტერიტორიაზე, რომელიც მოლდოვის ხელისუფლების თანხმობით რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაიხსნა. ამასთან, მოლდოვის ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთმა დნესტრისპირეთის რეგიონში კიდევ ექვსი საარჩევნო უბანი გახსნა.  

მოლდოვა აცხადებს, რომ დნესტრისპირეთში დრონის თავდასხმის შესახებ ცნობებით, "პანიკის გამოწვევას“ ცდილობენ

მოლდოვის რეინტეგრაციის ბიურო გამოეხმაურა ცნობებს ტირასპოლის სამხედრო ნაწილზე უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის შესახებ ცნობებს. ამის შესახებ NewsMaker. სააგენტოში აცხადებენ, რომ ინციდენტს ვერ ადასტურებენ და მას "რეგიონში შიშისა და პანიკის პროვოცირების მცდელობა" უწოდეს. ბიურომ ასევე აღნიშნა, რომ ისინი დაუკავშირდნენ სხვა უწყებებს და შეისწავლეს ფოტოები და ვიდეო ტირასპოლში მომხდარი ინციდენტის ადგილიდან. „კადრების შესწავლისა და დამატებითი ინფორმაციის მოპოვების შემდეგ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს ინციდენტი არის რეგიონში შიშისა და პანიკის გამოწვევის მცდელობა. სამხედრო ტექნიკა, რომელიც კადრებში ჩანს, ბოლო რამდენიმე წელია, არ მუშაობს," - ნათქვამია განცხადებაში. ბიურომ აღნიშნა, რომ მოლდოვის ხელისუფლება, რომელიც კონტაქტშია უკრაინულ მხარესთან, „არ ადასტურებს არანაირ თავდასხმას დნესტრისპირეთის რეგიონზე.“ 17 მარტს, არაღიარებულმა სეპარატისტულმა სახელმწიფომ დნესტრისპირეთმა (მოლდოვა) აფეთქებისა და  ტირასპოლში მდებარე სამხედრო განყოფილებაში კამიკაძე-დრონის თავდასხმის შესახებ განაცხადა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დარტყმის შემდეგ ხანძარს შეეძლო ვერტმფრენის განადგურება. მოლდოვა რუსეთს დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებში ხშირად ადანაშაულებს, განსაკუთრებით, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, მოლდოვა უკრაინის მეზობლებიდან ყველაზე დიდ ზიანს განიცდის. დნესტრისპირეთი მოლდოვის სეპარატისტული რეგიონია. მას კიშინიოვი 1992 წლის მერე ვეღარ აკონტროლებს. რუსეთს უკვე 20 წელია, ამ რეგიონში 1700 სამხედრო ჰყავს განთავსებული. ISW: კრემლს სურს, გამოიყენოს დნესტრისპირეთი და გაგაუზია მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის  

დნესტრისპირეთში „საარჩევნო უბნების“ გახსნის გამო, მოლდოვამ რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

დნესტრისპირეთში საარჩევნო უბნების გახსნის გამო, მოლდოვამ რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა, - ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი, ოლეგ ვასნეცოვი დაიბარეს და ერთ-ერთი რუსი დეპუტატის ქვეყნიდან გაძევების შესახებ აცნობეს. „ამ კონტექსტში, რუსეთის ელჩს ოფიციალურად ეცნობა, რომ საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი მოლდოვაში პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა და მან ქვეყანა უნდა დატოვოს“, - ნათქვამია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  

მოლდოვა რუსეთის დელეგაციას გაეროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე არ დაუშვებს

მოლდოვა არ დაუშვებს რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის რეგიონულ კონფერენციაში, რომელიც მიმდინარე წლის მაისში კიშინიოვში გაიმართება. ამის შესახებ Newsmaker-ი წერს. კონფერენციაზე, რომელიც 14-დან 17 მაისამდე მოლდოვაში გაიმართება, რუსული დელეგაცია მიწვეული იყო ონლაინ გამოსვლისთვის. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე აგრესიულ ომთან დაკავშირებით, რომელიც უხეშად არღვევს გაეროს წესდებას, იწვევს მრავალრიცხოვან კრიზისს და ძირს უთხრის სასურსათო უსაფრთხოებას საერთაშორისო დონეზე, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, არ დაუშვას რუსეთის ფედერაციის ოფიციალური წარმომადგენლების პირადი მონაწილეობა,“ აცახდებს მოლდოვის მხარე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ კიშინიოვი „აშკარად ბოროტად იყენებს თავის სტატუსს, როგორც მხარე, რომელიც იღებს ზომებს გაეროს მეშვეობით, რაც ეჭვქვეშ აყენებს მოლდოვის ხელისუფლების შესაძლებლობას, იმოქმედოს ამ კუთხით მომავალში. კიშინიოვის ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება რუსეთის მხრიდან“, - განაცხადა ზახაროვამ. შეგახსენებთ, რომ 19 მარტს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დნესტრისპირეთის რეგიონში რუსეთის პრეზიდენტის „არჩევნების“ ორგანიზების გამო, რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.  

ზელენსკიმ მოლდოვაში უკრაინის ელჩი თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ელჩი მოლდოვაში მარკ შევჩენკო, რომელიც ამ თანამდებობაზე 2020 წლის დასაწყისიდან მუშაობდა, თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 29 მარტს გამოაქვეყნა. შევჩენკოს შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. მარკ შევჩენკო მოლდოვაში ელჩად მუშაობა 2020 წლის თებერვლის ბოლოს დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ერთ ქვეყანაში რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ ელჩების შეცვლა სტანდარტული დიპლომატიური პრაქტიკაა.   

ზელენსკი: ტერორისტულ ქვეყანას, ხერსონის რეგიონში ეკოლოგიური კატასტროფის განმეორება სურს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომაზე განიხილებოდა რუსული მხრიდან თავდასხმისგან უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების დაცვა, ასევე, საჰაერო თავდაცვის რეზერვების შევსება. ზელენსკი აღნიშნავს, რომ რუსების მიერ კანევისა და დნესტრის ჰიდროელექტროსადგურების მიზანმიმართული დაბომბვა საფრთხეს წარმოადგენს არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ, მოლდოვისთვისაც. „ტერორისტ ქვეყანას ხერსონის ოლქში მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფის გამეორება სურს. მაგრამ ახლა საფრთხის ქვეშ არამხოლოდ უკრაინა, არამედ, მოლდოვაცაა. წყალი სასაზღვრო ბოძების წინ არ გაჩერდება, ისევე როგორც არ გაჩერდება რუსული ომი, თუ ერთად და დროულად არ გავაჩერებთ მას უკრაინაში,“ - წერს ზელენსკი.  

დანილოვი მოლდოვაში უკრაინის ახალი ელჩია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ყოფილი მდივნის ოლექსი დანილოვის კანდიდატურა დაამტკიცა. ამის შესახებ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ოლექსი დანილოვი გააგრძელებს მუშაობას დიპლომატიურ სექტორში, უფრო კონკრეტულად კი, მე დავამტკიცე მისი კანდიდატურა მოლდოვის რესპუბლიკაში ჩვენი სახელმწიფოს ახალ ელჩად,“ - განაცხადა ზელენსკიმ. როგორც ცნობილია, მანამდე ზელენსკიმ მარკ შევჩენკო უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ოლექსი დანილოვს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პოსტი ეკავა. დანილოვი ხსენებული თანამდებობიდან ზელენსკიმ 26 მარტს დანილოვი გაათავისუფლა. უკრაინის პრეზიდენტმა დანილოვის შემცვლელად საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ოლექსანდრ ლიტვინენკო დაინიშნა.    

მოლდოვაში აშშ-სა და რუმინეთის სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით წვრთნები დაიწყო

პირველ აპრილს, მოლდოვის ეროვნული არმიის საწვრთნელ პოლიგონზე საერთაშორისო სწავლება JCET 2024 (Joint Combined Exchange Training) რუმინეთისა და შეერთებული შტატების სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით დაიწყო. მოლდოვის ეროვნული არმიის სასწავლო გეგმის მიხედვით, წვრთნები 19 აპრილამდე გაგრძელდება. წვრთნა მოლდოვის არმიის სასწავლო ცენტრებსა და საწვრთნელ მოედნებზე ჩატარდება. ეროვნულმა არმიამ აღნიშნა, რომ წვრთნებში წელს სახელმწიფო დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურისა და პანტერას სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებიც ჩაერთვებიან. „სწავლების მიზანია ერთობლივი წვრთნა და გამოცდილების გაცვლა მოლდოვას, რუმინულ და ამერიკულ სპეცრაზმებს შორის, ასევე - ღონისძიებებში მონაწილე კონტიგენტებს შორის ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება,“ - აღნიშნავს მოლდოვური მხარე. არმიამ ასევე გააფრთხილა მოსახლეობა, რომ ამ წვრთნებში ჩართული სამხედრო ტექნიკა უახლოეს დღეებში ქვეყნის გზებზე იმოძრავებს.   

მოლდოვა აშშ-დან თხევადი გაზის პირველი საცდელი პარტიის იმპორტს განახორციელებს

მოლდოვის ენერგეტიკულმა კომპანიამ Energocom-მა პირველ აპრილს განაცხადა, რომ აშშ-დან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) პირველი სატესტო მოცულობის იმპორტს განახორციელებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Newsmaker-ი იუწყება. როგორც Energocom-ის ხელმძღვანელმა ვიქტორ ბრინზარმა განაცხადა, პირველ და 2 აპრილს მოლდოვა საბერძნეთის ალექსანდროპოლისის პორტიდან დღეში 14 ათასი მეგავატ/სთ ბუნებრივ აირს მიიღებს. „ეს არის 2,6 მილიონი კუბური მეტრი გაზის ექვივალენტი კონკურენტულ ფასში. თუ შევთანხმდებით ამ თანამშრომლობის გაგრძელებაზე, მოქალაქეებს შევატყობინებთ," - აღნიშნა ბრინზარმა. ამავე დროს, ბრინზარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ LNG ტრანსპორტირება რუსული გაზის კარგი ალტერნატივაა. „გაზის წყაროების დივერსიფიკაცია ხელს შეუწყობს მოლდოვის ენერგეტიკული უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერებას," - თქვა Energocom-ის ხელმძღვანელმა და გაიხსენა, რომ უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის ხელშეკრულებას ვადა 2024 წლის ბოლოს ეწურება. უკრაინის ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, რომ ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ მოლაპარაკებებს არ აპირებდა.   

მოლდოვამ აშშ-დან თხევადი გაზის პირველი პარტია მიიღო

მოლდოვის მთავრობა აძლიერებს თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) შესყიდვის პროცედურას, რათა რუსეთზე დამოკიდებულება შეამციროს. განაცხადა მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრმა ვიქტორ პარლიკოვმა. მისი თქმით, მოლდოვამ უკვე მიიღო 2,6 მლნ კუბური მეტრი LNG-ის პარტია ამერიკული მწარმოებლისგან. გაზი გემით ალექსანდროპოლისის ტერმინალში, ჯერ საბერძნეთში, შემდეგ კი, გაზსადენებით მოლდოვაში გადაიტანეს. სს Energocom-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვიქტორ ბინზარიმ აღნიშნა, რომ ეს არის საცდელი შესყიდვა ბერძნული DEPA-სგან. ამ LNG-ის ფასი კონკურენტუნარიანია. კიშინიოვი რუსულ გაზპრომზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს. ბოლო თვეებში რუსული კომპანიისგან მიწოდება დღეში 5,7 მლნ კუბურ მეტრამდე შემცირდა. მაგრამ ეს მოცულობა არ არის საკმარისი ცივ სეზონში ქვეყნის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მოლდოვა აშშ-დან თხევადი გაზის პირველი საცდელი პარტიის იმპორტს განახორციელებს  

მოლდოვამ NATO-სთან თანამშრომლობის ახალი ეტაპი დააანონსა

მომავალ წელს მოლდოვა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის ახალ ფორმას გეგმავს. ამის შესახებ Newsmaker-თან ინტერვიუში მოლდოვის ელჩმა ბელგიაში, ლუქსემბურგსა და NATO-ში, ვიორელ ციბოტარუმ ისაუბრა. დიპლომატმა აღნიშნა, რომ მოლდოვა NATO-სთან თანამშრომლობის ტრადიციულ ინსტრუმენტებს ავითარებს. „2025 წელს ჩვენ შევუდგებით თანამშრომლობის ახალ ფორმას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინდივიდუალური, კონსოლიდირებული პარტნიორობის პროგრამის საფუძველზე, რომელიც რეალურად გააერთიანებს ყველა არსებულ პროგრამას და გაზრდის მათ ეფექტიანობას,“ აღნიშნა ელჩმა. ციბოტარუმ განმარტა, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უპასუხა მოლდოვის საჭიროებებს, როდესაც ქვეყნის წინააღმდეგ, რუსული ჰიბრიდული ომი, დეზინფორმაცია და პოლიტიკურ პროცესში ჩარევა გაძლიერდა.  

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლო ევროკავშირში გაწევრიანებაზე რეფერენდუმის ჩატარებას დაეთანხმა

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე თანხმობა გასცა. შესაბამის ინფორმაციას მოლდოვის გამოცემა NewsMaker საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ახლა რეფერენდუმის ჩატარების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტმა უნდა მიიღოს. საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიტიური გადაწყვეტილება PAS პარტიის დეპუტატების მოთხოვნას მოყვა, რომელთაც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების თარიღად 20 ოქტომბერი ჰქონდათ აღნიშნული. თუ მოლდოვის მოსახლეობა მხარს დაუჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, მაშინ ქვეყნის კონსტიტუციაში რამდენიმე შესწორება იქნება შეტანილი. კერძოდ, კონსტიტუციის პრეამბულაში მოლდოვის ევროპული იდენტობისა და ევროპული გზის უცვლელობის შესახებ ჩანაწერი გაჩნდება. ასევე, კონსტიტუციაში ცალკე მუხლი გაჩნდება “ევროპული ინტეგრაცია.” მასში აღნიშნული იქნება, რომ მოლდოვა უერთდება ევროკავშირის დამფუძნებელ ხელშეკრულებებს და აქტებს, რომლებიც ევროკავშირის დამფუძნებელი შეთანხმებების გადახედვას ითვალისწინებენ.  

ბრიტანული დაზვერვა მოლდოვას რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმების შესახებ აფრთხილებს - Bloomberg

Bloomberg-ის ცნობით, რუსეთი მოლდოვაზე, საპრეზიდენტო არჩევნებისა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის წინ, ჰიბრიდული თავდასხმების ტალღისთვის ემზადება. „ბრიტანეთი დაზვერვის მონაცემებს მოლდოვის ხელისუფლებას გაუზიარებს, რათა დაეხმაროს მათმოსალოდნელი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში უახლოეს თვეებში,“ განუცხადეს გამოცემას წყაროებმა. დღეს ლონდონში მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი მიჰაი პოპშოი ბრიტანეთის მრეწველობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების მინისტრს ნუსრათ ღანს შეხვდება, რათა მოლდოვასთან დაკავშირებით კრემლის გეგმები განიხილონ. გასულ თვეში, მოლდოვის დაზვერვის უფროსმა ალექსანდრუ მუსტეატამ გააფრთხილა მოლდოველები, რომ მოსკოვი გეგმავს "უპრეცედენტო ინტენსივობის" კამპანიას. მისი თქმით, მის ქვეყანას აქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი აპირებს ჩაშალოს წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირის რეფერენდუმი. ევროკავშირის პარლამენტის ხელმძღვანელთა კონფერენციაზე გამოსვლისას მოლდოვის პარლამენტის სპიკერმა იგორ გროსუმ კი, განაცხადა, რომ რუსეთს სურს, ჩაშალოს მომავალი საარჩევნო პროცესი მოლდოვაში, ამიტომ, ევროკავშირის წარმომადგენლები უნდა დაეხმარონ კიშინიოვს დემოკრატიისთვის ბრძოლის გაგრძელებაში. მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ასევე განაცხადა, რომ მოლდოვა რუსეთის ჩარევის სამიზნეა, რადგან მოსკოვს სურს, ხელი შეუშალოს ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციას.  

მოლდოვა ქართველი ხალხის გვერდით დგას - მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთა დაკავშირებით კომენტარს ავრცელებს და მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მოსახლეობას. „მოლდოვა დგას ქართველი ხალხის გვერდით, რომელიც ავლენს უდრეკ სიმამაცესა და ღრმა ერთგულებას დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ. მხარს ვუჭერთ მათ მისწრაფებებს გააძლიერონ დემოკრატიული ინსტიტუტები და ააშენონ მომავალი, რომელიც ევროპულ ღირებულებებთან იქნება თანხვედრაში," - წერს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე.  

დასავლეთის მიერ სანქცირებული მოლდოველი ოლიგარქი ილან შორი აცხადებს, რომ მან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო

მოლდოველმა ოლიგარქმა ილან შორმა განაცხადა, რომ მან ცოტა ხნის წინ მიიღო რუსეთის მოქალაქეობა. „საბუთები წარვადგინე. ასე რომ, დღეს მეც ვარ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე,“ - განაცხადა შორმა. ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ არ დათმობს ისრაელის პასპორტს. „ისრაელი ჩემი სამშობლოა, მე იქ დავიბადე," - აღნიშნა პოლიტიკოსმა. მანამდე მოლდოვაში პოლიტიკური პარტია Shor-ი არაკონსტიტუციურად გამოცხადდა. ილან შორს დასავლეთი და მოლდოვის მთავრობა ადანაშაულებენ ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში. პრორუს პოლიტიკოსსა და ოლიგარქს მოლდოვის სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა 13 აპრილს, დაუსწრებლად მიუსაჯა. მან მოლდოვა 2019 წლის ივნისში დატოვა. შორი და მისი ამავე სახელწოდების პოლიტიკური პარტია აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფებიან 2022 წლის ოქტომბრიდან. აშშ-ის შეფასებით, შორი დაკავშირებულია სისტემურ კორუფციასთან და მოლდოვაში არჩევნებში ჩარევასთან. მედიაში ხშირად ვრცელდება ცნობები, რომ შორი და მისი პოლიტიკური ფრაქცია ასევე აფინანსებენ ბევრ ანტისამთავრობო პროტესტს პრეზიდენტ მაია სანდუს წინააღმდეგ. მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რეჩანმა გასული წლის თებერვლის ბოლოს განუცხადა TV8-ს, რომ ხელისუფლებამ იცის რამდენიმე მიმდინარე რუსული სცენარი ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის, მათ შორის კიშინიოვის აეროპორტის კონტროლის გეგმის შესახებ. ცნობისთვის, შორის 2017 წელს, მოლდოვის სასამართლომ 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას მოლდოვის ტერიტორიის დატოვება ჰქონდა აკრძალული. 2018 წლის თებერვალში შორი პარლამენტის დეპუტატი გახდა. მოლდოვაში, 2019 წლის ივნისში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ქვეყანა დატოვა, რის შემდეგაც მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა - შორს სადეპუტატო იმუნიტეტი ჩამოერთვა. გასულ თვეში მოლდოვის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი პირებისთვის მოლდოვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ინიცირების შესაძლებლობას. პროექტი ითვალისწინებს, რომ ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურს შეეძლება, განიხილოს მოლდოვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობა, რომლებიც ექვემდებარებიან საერთაშორისო სანქციებს და გარემოებიდან გამომდინარე დაიწყოს მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურა. აშშ-მ მოლდოველ ოლიგარქებს სანქციები დაუწესა საიდუმლო დოკუმენტი მოლდოვაში დესტაბილიზაციის შესახებ რუსეთის 10-წლიან გეგმას ავლენს - CNN მოლდოვა პრორუსი ოლიგარქის, ილან შორის პარტიის წევრებისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას გეგმავს მოლდოველი ოლიგარქი ილან შორი, რომლის პარტიაც სასამართლომ აკრძალა, აცხადებს, რომ ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნის  

მოლდოვა პირველი ქვეყანაა, რომელმაც ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის პაქტი გააფორმა

ევროკავშირმა მოლდოვასთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობა გააფორმა, რათა დაეხმაროს პროდასავლურ ქვეყანას რუსეთისგან საფრთხის დაძლევაში. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელის ჟოზეფ ბორელის თქმით, მოლდოვა პირველი ქვეყანაა, რომელმაც ასეთი პაქტი გააფორმა ევროკავშირთან. „ეს პარტნიორობა გააძლიერებს ქვეყნის მდგრადობას. ის შესაძლებლობას მოგვცემს, შევიმუშაოთ ერთობლივი მიდგომა უსაფრთხოების გამოწვევების მიმართ, ის უფრო ეფექტიანს გახდის ჩვენს ჩართულობას და გზას გაუხსნის თანამშრომლობის ახალ სფეროებს," - განაცხადა ბორელმა. მოლდოვამ პროდასავლური პრეზიდენტ მაია სანდუს ხელმძღვანელობით,NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების იმედი გამოთქვა და მკაცრად დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში. მოლდოვის დნესტრისპირეთის, უმეტესად რუსულენოვანი მოსახლეობით დასახლებულმა რეგიონმა მდინარე დნესტრის აღმოსავლეთ სანაპიროზე, 1990 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მას შემდეგ მოსკოვმა იქ ჯარები განალაგა.  

მოლდოვა რუსეთისგან ოლიგარქ ილან შორის ექსტრადიციას მოითხოვს

კიშინიოვმა რუსეთს მოლდოველი ოლიგარქის ილან შორის ექსტრადირება მოსთხოვა. მას მოლდოვაში დაუსწრებლად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით. ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა ვერონიკა მიხაილოვა-მორარუმ ადგილობრივ ტელეარხ, TVR Moldova-სთან ინტერვიუში განაცხადა. 2024 წლის აპრილში შორმა მოსკოვში მისივე სახელწოდების მქონე პარტიის კონგრესზე ახალი პოლიტიკური ბლოკის „გამარჯვება-ვიქტორიის“ შექმნა გამოაცხადა. გაერთიანება მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნებისა და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმისთვის მომზადებას ისახავს მიზნად. მოლდოვაში, პარტია „შორი“ საკონსტიტუციო სასამართლომ გასულ ზაფხულს აკრძალა. ქვეყნის ამჟამინდელი პროევროპული ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსკოვში შორის მხარდამჭერთა ფორუმს "სირცხვილი" უწოდეს." დასავლეთის მიერ სანქცირებული მოლდოველი ოლიგარქი ილან შორი აცხადებს, რომ მან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო  

ენტონი ბლინკენი მოლდოვაში ჩავიდა

ენტონი ბლინკენი მოლდოვაში ჩავიდა. კიშინიოვში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. Reuters-ის ცნობით, ბლინკენის ვიზიტი ხორციელდება მაშინ, როდესაც მოლდოვა რუსული "გავლენის ოპერაციების" წინაშე დგას. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენმა გასულ პარასკევს განაცხადა, რომ სავარაუდოდ, კიშინიოვში ვიზიტისას ენტონი ბლინკენი მოლდოვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მხარდამჭერ მნიშვნელოვან პაკეტს გამოაცხადებს. მოლდოვის შემდეგ ენტონი ბლინკენი ჩეხეთს ეწვევა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრს, იან ლიპავსკის შეხვდება და ასევე, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.  

აშშ მოლდოვას რუსულ გავლენასთან ბრძოლისთვის $135 მილიონს გადასცემს

აშშ მოლდოვას რუსულ გავლენასთან ბრძოლისთვის 135 მილიონ აშშ დოლარს გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიშინიოვში მოლდოვის პრეზიდენტ, მაია სანდუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან მაია სანდუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვაშინგტონი კიშინიოვს 85 მილიონ აშშ დოლარს გადასცემს ენერგეტიკული სექტორის გასაძლიერებლად და 50 აშშ დოლარს - ენერგეტიკული და საფერმო ინდუსტრიების კაპიტალური რემონტისთვისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის. „ეს, სანაცვლოდ, რუსული ჩარევისადმი მოლდოველების წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობას გააძლიერებს, რათა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატარონ, გააგრძელონ ევროკავშირისა და დასავლური ინტეგრაციის გზაზე სვლა, მეტი ეკონომიკური შესაძლებლობები შექმნან. კიდევ ერთი სხვა საკითხი, რომელიც ასე მნიშვნევლოვანია, არის დეზინფორმაციის შესახებ ინფორმაციის გაცვლა, რაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჰუბრიდული ინსტრუმენტია, რომელსაც რუსეთი იყენებს - და ამაზე ვმუშაობთ,” - განაცხადა ბლინკენმა. სახელმწიფო მდივანმა აღნოსავლეთ ევროპაში ვიზიტები მოლდოვით დაიწყო. ბლინკენის თქმით, აშშ ხედავს მყარ პოზიციას, ქვეყნის ხელმძღვანელობის, განსაკუთრებით კი მოლდოველი ხალხის მხრიდან. “დასაწყისში ის უნდა ვთქვა, თუ რამდენად მადლობელი ვართ თქვენი ლიდერობისთვის და ამას ბევრ სხვა ქვეყანაშიც ვხედავ - დაფასებას ყველაფრისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ გამომწვევებით სავსე დროს, გამოწვევებით სავსე პირობებში, რათა მოლდოვას გაუძღვეთ წინ. ორი წლის წინ, როდესაც აქ ვიყავი, ვსაუბრობდით იმაზე, თუ როგორ ავაშენოთ ცოცხალი, ინკლუზიური ქვეყანა, რომელსაც ფესვები აქვს გადგმული ევროპაში, დასავლეთში, რომელიც მშვიდობაში ცხოვრობს და სადაც მოლდოველები თავად განსაზღვრავენ საკუთარ მომავალს. მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, რომლის წინაშეც დგახართ, თქვენ მნიშვნელოვანი, ძლიერი და კონკრეტული ნაბიჯები გადადგით ამ გზაზე, იმ მიმართულებით, რომლებიც ძლიერ და პოზიტიურ მომავალს შექმნის მოლდოველებისთვის - გააძლიერეთ ენერგეტიკის სექტორი, ებრძვით კორუფციას, დაიწყეთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. დღეს აქ თქვენს მიერ მიღწეული პროგრესის გაგრძელება გვსურს. მალე საელჩოს ახალ კომპლექსზე დავასრულებთ მოლაპარაკებებს - ეს სიმბოლურადაც და პრაქტიკულადაც ასახავს ჩვენი ურთიერთობების სიღრმეს და გაღმავებისთვისა და წინსვლისთვის საფუძველს გვაძლევს. რაც განსაკუთრებით ძლიერია აქ - არის დემოკრატიისადმი ღრმა ერთგულება, და ის, რომ მოლდოველები თავად წყვეტენ საკუთარ მომავალს. და ეს რუსეთის მხრიდან ჩაგვრის, ჩარევის, დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობების, კორუფციის იარაღად გამოყენების, ანტისამთავრობო პროტესტების ორგანიზების ფონზე. ამის მიუხედავად, ჩვენ განსაკუთრებულ სიმყარეს ვხედავთ მოლდოვის ხელმძღვანელობის მხრიდან და, განსაკუთრებით, მისი ხალხისგან,” - განაცხადა ბლინკენმა.  

"საქართველოს და უკრაინის ადგილი ევროპაშია" - შვეიცარიაში ზურაბიშვილისა და ზელენსკის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმარკი და ვიცე - პრემიერი იულია სვირიდენკო. „საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს უკრაინისათვის ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილების მიღება მიულოცა და კიდევ ერთხელ დაუდასტურა უკრაინას სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა, პრეზიდენტმა დიდი იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და უკრაინა მალე ერთად გააგრძელებენ ევროინტეგრაციის ამ გზას. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს და უკრაინის ადგილი ევროპაშია. აუცილებელი და მნიშვნელოვანია მშვიდობა საქართველოში, უკრაინაში და ზოგადად, რეგიონში, რათა შესაძლებელი იყოს მისი სამომავლო განვითარება. „შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა, ტყვედ ჩავარდნილი ქართველის მამუკა გაწერელიას საკითხიც დააყენა, უკრაინის პრეზიდენტმა კი, აღნიშნული საკითხზე მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არცელებს ვოლოდიმირ ზელენსკიც. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე განიხილებოდა ორმხრივი თანამშრომლობა და ქვეყნების უსაფრთხოების გამოწვევები. ისაუბრეს რუსეთის საჰაერო ტერორზე უკრაინის ენერგოსისტემის წინააღმდეგ. „ჩვენი ქვეყანა ყველა შესაძლო ძალისხმევას მიმართავს ელექტროენერგიის გამომუშავების აღსადგენად. მადლობა სამიტში მონაწილეობისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთიანი ვართ ამ საკითხში. მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის. “დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როცა უკრაინა და საქართველო ევროკავშირში იქნებიან - ერთად და სამუდამოდ,“ აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტზე ასევე შეხვდა პოლონეთის პრეზიდენტს ანდჯეი დუდას და მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს. ჯოზეფ ბორელთან საუბარი კი, მისი თქმით, ფოკუსირებული იყო საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე. „დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩენებს ჩვენს ურყევ ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან გამართული შეხვედრის შემდეგ წერს. ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ „გამჭრიახი საუბარი“ ჰქონდა ბორელთან უკრაინის მშვიდობის სამიტზე, რომელიც განსაკუთრებით დროულია იმ დროს, როდესაც საქართველო კრიტიკულად მნიშვნელოვან გზაგასაყარზეა. „ჩვენი საუბარი ფოკუსირებული იყო საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს ურყევ ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი,“ - წერს ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე. გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და საქართველოში შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მომავალი არჩევნები ქვეყნისათვის დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ტესტი იქნება, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყნის განვითარების ევროპული გზის მხარდამჭერი და დამცველია. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ არ შეიძლება, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღონ ისეთი ზომები და გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართული იქნება ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ. თავის მხრივ, პოლონეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური გზის მიმართ, აღნიშნა, რომ საქართველოს ადგილი ნამდვილად ევროპაშია და მხარს უჭერს ქართველი ხალხის ნებასა და ევროპული ინტეგრაციის ამ პროცესს. პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, მშვიდობის მნიშვნელობაზე და მხარდაჭერა გამოხატეს უკრაინის მიმართ“, - ნათქვამია ინფორმაციაში. მოლდოვის პრეზიდენტს კი, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება მიულოცა. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროპულ გზაზე მალე ერთად განაგრძობენ სვლას. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შვეიცარიაში სამიტზე გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოსა და მოლდოვის ევროპული გზის მიმართ. „პრეზიდენტებმა შეხვედრისას მოსაზრებები გაცვალეს რუსული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებზე, რომლებიც ორივე ქვეყნის დღევანდელ რეალობასა და ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს. აღინიშნა, რომ რუსეთი საკუთარი ინტერესების მიხედვით, მიმდინარე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მოვლენების დროს აძლიერებს ჰიბრიდულ ომს და განსაკუთრებით ააქტიურებს პროპაგანდას, რომელთან გასამკლავებლად ერთობლივი საზოგადოებისა და ხელისუფლების ძალისხმევაა საჭირო. საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვაში ვეტინგის პროცესით დაინტერესდა, მოლდოვის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს გაუზიარა ინფორმაცია ქვეყანაში ვეტინგთან დაკავშირებით, რომელიც თანხვედრაშია ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის პრინციპებთან,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. მშვიდობის გლობალურ სამიტში, 15-16 ივნისს ასამდე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, მათგან 57 უმაღლეს - პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების - დონეზე იქნება წარმოდგენილი, კიდევ 29 ქვეყანა მინისტრების - ძირითადად საგარეო უწყებების ხელმძღვანელების - დონეზე. 6 ქვეყანა ელჩებს გააგზავნის: ინდონეზია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, სამხრეთი აფრიკა, ფილიპინები და ბრაზილია. ბრაზილია და ვატიკანი დამკვირვებლების და არა სამიტის მონაწილეების სტატუსით არიან წარმოდგენილები. ღონისძიებაში მონაწილეობას არ იღებს რუსეთი, რომელიც არც ყოფილა მიწვეული, და ჩინეთი, რომელმაც მონაწილეობაზე უარი თქვა.  ღონისძიებაში არ მონაწილეობს რუსეთი, რომელიც არც ყოფილა მიწვეული, ჩინეთმა კი, მონაწილეობაზე უარი განაცხადა. შვეიცარიაში უკრაინის სამშვიდობო სამიტში სომხეთიც მიიღებს მონაწილეობას  

სანდუმ ევროკავშირში მოლდოვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების განკარგულებას ხელი მოაწერა

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ 21 ივნისს, ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების განკარგულებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ პლატფორმა X-ით გაავრცელა. „დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებას მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, ეს არის ჩვენი გზა მშვიდობის, კეთილდღეობისა და ყველა მოქალაქის უკეთესი ცხოვრებისაკენ,“ - დაწერა სანდუმ. მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 25 ივნისს დაიწყება. სანდუმ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერი კრისტინა გერასიმოვი მთავარ მომლაპარაკებლად დანიშნა. სანდუს თქმით, ის მოელის, რომ მოლდოვა გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა 2030 წლისთვის. 7 ივნისს, ევროკომისიამ დაადასტურა, რომ  ევროინტეგრაციის რეფორმების განხორციელების მხრივ, უკრაინის და მოლდოვის პროგრესს დადებითად აფასებს   

ზელენსკი: დღეს ისტორიული დღეა - გადავდივართ რეალურ მოლაპარაკებებზე ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით

უკრაინის პრეზიდენტმა ისტორიული უწოდა დღევანდელ დღეს, როცა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები იწყება. „დღეს არის ისტორიული დღე, როდესაც ჩვენ გადავდივართ რეალურ მოლაპარაკებებზე ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. 2022 წლის 28 თებერვალს, სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ჩვენ ხელი მოვაწერეთ შესვლის განაცხადს. თითქმის ორი წლის წინ, 2022 წლის ივნისში, ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და გასულ წლის დეკემბერში მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება მოლაპარაკებების შესახებ. მაგრამ სწორედ დღეიდან იწყება ათვლა ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების," წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. „ჩვენ არასოდეს გადავუხვევთ ერთიანი ევროპის გზიდან, ყველა ევროპული ერის  - ჩვენი საერთო სახლისკენ. სახლი, რომელიც უნდა იყოს მშვიდობიანი!“ აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი. 25 ივნისს ევროკავშირი ბლოკში უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებას იწყებს. მოლაპარაკება ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პარალელურად დაიწყება. ევროკომისიამ ივნისის დასაწყისში გამოაცხადა, რომ ორივე ქვეყანამ შეასრულა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების პირობები. ეს ეხება კორუფციასთან ბრძოლასაც და უმცირესობებზე ზრუნვასაც. ზელენსკი: ევროკავშირმა დაამტკიცა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო, მოუთმენლად ველით 25 ივნისს  

მოლდოვამ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა

პარლამენტში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ მოლდოვამ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა. ინფორმაციას მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი, ოლეგ ვასნეცოვი დაიბარეს და მას ერთ-ერთი თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ აცნობეს. საგარეო უწყების განცხადებით, რუსი დიპლომატი მოლდოვის ტერიტორიაზე მის დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწეოდა. შეგახსენებთ, პარლამენტში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, გუშინ მოლდოვაში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით ორი მაღალჩინოსანი დააკავეს. „რადიო თავისუფლების“ რუმინული სამსახურის თანახმად, ერთ-ერთი დაკავებული მოლდოვის პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იონ კრიანგეა. მათი ინფორმაციით, ის კიშინიოვში რუსეთის საელჩოს თანამშრომლებისთვის ინფორმაციის გადაცემის დროს დააკავეს.    

კანადა მოლდოვას 120 მილიონი დოლარის საბიუჯეტო დახმარებას გაუწევს

კანადა მოლდოვას 120 მილიონი კანადური დოლარის ოდენობის საბიუჯეტო დახმარებას გაუწევს. სასესხო ხელშეკრულების რატიფიცირება მოლდოვის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და კანადას შორის დღეს მოხდა. თანხა გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტის საჭიროებების დასაფინანსებლად და მსოფლიო ბანკის მიერ შეთავაზებული პროგრამის „მოლდოვაში ზრდისა და მდგრადობის მხარდაჭერის ოპერაციების განვითარების პოლიტიკის“ განხორციელებისათვის. სესხის დაფარვის ვადა 10 წელია, სამწლიანი საშეღავათო პერიოდის ჩათვლით. ხელშეკრულებას 2024 წლის 6 სექტემბერს მოეწერა ხელი.  

მოლდოვაში რუსული RIA Novosti-სა და Nezavisimaya Gazeta-ს ვებგვერდები დაბლოკეს

მოლდოვის საინფორმაციო და უსაფრთხოების სამსახურმა (ISS) ქვეყანაში რუსეთის სახელმწიფო სააგენტო RIA Novosti-სა და Nezavisimaya Gazeta-ს ვებგვერდების დაბლოკვის ბრძანება გასცა. შავ სიაში ასევე მოხვდა მოსკოვის მიერ შექმნილი ყირიმის „სახელმწიფო საბჭოს“ პორტალები, „Krymskaya Gazeta“, ტელეარხი „Krym24“ და მოლდოვის რესურსი Nuacum.eu, რომლებიც შექმნილია რესპუბლიკის ევროინტეგრაციის მოწინააღმდეგეების მიერ, იუწყება Deschide. გადაწყვეტილება ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ არასასურველად აღიარებული რუსული მედიის სიის გაფართოებას უკავშირდება. მანამდე მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხარი დაუჭირა აშშ-ის სანქციებს RT-ისა და Rossiya Segodnya მედია ჯგუფის წინააღმდეგ, რომელშიც ასევე შედის RIA Novosti.  

მოლდოვა: რეფერენდუმზე ევროინტეგრაციას დაუჭირეს მხარი, საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპელი სანდუ ლიდერობს, გაიმართება მეორე ტური

„მხარს უჭერთ თუ არა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას, მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?“ რეფერენდუმზე ამ შეკითხვას მოლდოველების 50.46%-მა (751235ხმა) დადებითად უპასუხა. 49.54-მა (737639 ხმა) - უარყოფითად. დათვლილია ხმების 100%. (მასალა განახლდა საბოლოო მონაცემებით). რეფერენდუმზე 13 596 ხმა აღმოჩნდა გადამწყვეტი. ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკის ფონზე მოლდოვა აჩვენებს, რომ დამოუკიდებელია, ძლიერია და ქვეყანას ევროპული მომავალი სურს. მან მოლდოვას და სანდუს წარმატება მიულოცა. „მოლდოველმა ხალხმა თქვა: ჩვენი ევროპული ევროკავშირში ახლა კონსტიტუციაში აისახება. ჩვენ სამართლიანად ვიბრძოდით უსამართლო ბრძოლაში და გავიმარჯვეთ. მაგრამ ბრძოლა არ დასრულებულა. ჩვენ გავაგრძელებთ სწრაფვას მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლებისთვის, საკუთარი მომავლის ასაშენებლად,“ დაწერა თავის მხრივ, მაია სანდუმ X-ზე. ევროკავშირში გაწევრიანების სასარგებლოდ, ქვეყნის ტეროტორიაზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელი -  გაგაუზიაში დაფიქსირდა (ავტონომიური რეგიონი, რომელსაც პრორუსი ხელმძღვანელი ჰყავს) (5,16%), ტარაკლიას (13,15%), ოკნიციას (21,06%), დონდუშენის (271,6%) და ბრიჩენის რაიონში (28,63%). %). ევროინტეგრაციას ყველაზე მეტად დაუჭირეს მხარი იალოვენის რაიონში (67,70%), სტრასენის რაიონში (62,37%), კალარაშის რაიონში (60,46%), კრიულენის რაიონში (60,20%).     ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, დედაქალაქ კიშინიოვის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა 55,98%-მა რეფერენდუმზე მოცემულ შეკითხვას დადებითად უპასუხა. რიშკანის სექტორში (კიშინიოვის მუნიციპალიტეტი) ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 53.03%-მა (34617) "დიახ", 46.97%-მა კი "არა" (30667) დააფიქსირა. ხსენებულ მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტი ხმა საკონსტიტუციო ცვლილებას ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით, ცენტრუს სექტორში ერგო: 58.30% (25913). რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, დათვლილია ხმების 99,73%. პროევროპელმა მაია სანდუმ 42,45% მიიღო და მე-2 ტურში მისი მეტოქე იქნება პრორუსული ორიენტაციის სოციალისტური პარტიის კანდიდატი, ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო, რომელსაც ამომრჩეველთა 25,98%-მა დაუჭირა მხარი. მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს ჩატარდება. საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს სულ 11 კანდიდატი იყრიდა. ამომრჩეველთა აქტივობა 51,67% იყო. „არჩევნების შედეგები ცხადყოფს იმას, რაც ყველასთვის ცხადი იყო, რომ მოლდოვiს რესპუბლიკა ჰიბრიდულ ომშია რუსეთის ფედერაციასთან და კენჭისყრის მეორე ტური გადამწყვეტია ქვეყნის ევროპული კურსისთვის,“ ამბობს მოლდოვის ელჩი რუმინეთში ვიქტორ ჩირილა. საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის წინ, მოლდოვის პროევროპული ხელისუფლება მიუთითებდა, რომ რუსეთი და მის მიერ მხარდაჭერილი, მოლდოვიდან მოსკოვში გაქცეული ოლიგარქი ილან შორი ამომრჩევლის მოსყიდვას შეეცდებოდნენ. მოლდოვის პროევროპელმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის პირველი წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, „დანაშაულებრივ დაჯგუფებებს და უცხოურ ძალებს“ „დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმაში“ დასდო ბრალი. სანდუმ კიშინიოვში, თავის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აქვთ მტკიცებულებები, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფებების მიზანი იყო 300 000 ხმის ყიდვა. მაია სანდუს თქმით, თაღლითობის მასშტაბი უპრეცედენტოა. თავის მხრივ, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ მოლდოვის რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რუსეთისა და მისი მარიონეტების უპრეცედენტო ჩარევის ფონზე ჩატარდა. „ეს კენჭისყრა ჩატარდა რუსეთისა და მისი მარიონეტების უპრეცედენტო ჩარევისა და დაშინების ქვეშ, რომლის მიზანი იყო მოლდოვას რესპუბლიკაში დემოკრატიული პროცესების დესტაბილიზაცია. ეს არის რუსეთისა და მისი მარიონეტების მუდმივი ძალისხმევა - არამხოლოდ მოლდოვაში, არამედ, ჩვენი ქვეყნების წინააღმდეგ და ეს არის გრძელვადიანი ბრძოლა. მათ არ აქვთ საზღვრები. ჩვენ, ევროკავშირი, პატივს ვცემთ გარკვეულ პრინციპებს. კანონების ჩათვლით, მაგრამ რუსეთი და მისი აქტორები და მისი მარიონეტები ამას პატივს არ სცემენ,“ - განაცხადა სტანომ. შეგახსენებთ, Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გასული წლის ოქტომბერში დაუდასტურა, რომ ამერიკის საგარეო უწყებამ 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ძალისხმევისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც შტატებმა დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად, მოსკოვის საპასუხოდ უნდა გადადგას, რადგან რუსეთი დემოკრატიული არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობის შერყევისა და შემცირების მიზნით, ოპერაციებს აწარმოებს. ამერიკის დაზვერვამ დაადგინა, რომ რუსეთის ეს აქტივობა გლობალურ მასშტაბებს იღებს. ცნობისთვის, 2022 წლის ივნისში, ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე მოლდოვას წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა. 2023 წლის დეკემბერში კი, ევროპულმა საბჭომ მხარი დაუჭირა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლდოვასთან მოლაპარაკების დაწყებას. ასევე წაიკითხეთ: ISW: კრემლს სურს, გამოიყენოს დნესტრისპირეთი და გაგაუზია მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის ამერიკის საელჩო: აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და კვლავაც გამოავლენს რუსეთის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში - ექსკლუზივი  

მოლდოვის რეფერენდუმზე 13 596 ხმა აღმოჩნდა გადამწყვეტი - რამ იქონია გავლენა საბოლოო შედეგებზე

მოლდოვის რეფერენდუმში ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერებმა 13 596 ხმით გაიმარჯვეს. „მხარს უჭერთ თუ არა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას, მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?“ რეფერენდუმზე ამ შეკითხვას მოლდოველების 50.46%-მა დადებითად უპასუხა. 49.54-მა - უარყოფითად. დათვლილია ხმების 100%. მედია წერს, რომ ეს დადებითი შედეგი დიასპორამ უზრუნველყო. აღსანიშნავია, რომ ევროინტეგრაციის მხარდაჭერის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა დედაქალ კიშინიოვში. ასევე აღსანიშნავია, რომ მოლდოვის მასშტაბით, უბნების 85%-ის მონაცემების დათვლის შემდეგ, რომლებიც ძირითადად ქვეყნის შიგნით მდებარეობს, პასუხის - "დიახ" მხარდაჭერა მხოლოდ 45%-ს ოდნავ აღემატებოდა. როგორც მედიასაშუალებები წერენ, შედეგი ევროპელული ინტეგრაციის სასარგებლოდ მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, რაც უცხო ტერიტორიებიდან დაიწყო მონაცემების მოწოდება, სადაც პროევროპულად მოაზროვნე მოსახლეობა ცხოვრობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, დედაქალაქ კიშინიოვის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა 55,98%-მა რეფერენდუმზე მოცემულ შეკითხვას დადებითად უპასუხა. ყველაზე პრორუსულ რეგიონ გაგაუზიაში - რეფერენდუმის კითხვაზე უარყოფითი პასუხი 95%-მდე ამომრჩეველმა გასცა. კონსტიტუციაში ევროინტეგრაციის შესახებ პუნქტს საზღვარგარეთ მხარი ამომრჩეველთა 76,96%-მა - 181254-მა მოქალაქემ დაუჭირა, წინააღმდეგი კი, ამომრჩეველთა 23,04%-მა - 54249 მოქალაქემ იყო. საერთო ჯამში, რეფერენდუმში ხმა 1 488 874-მა მოქალაქემ მისცა. მოლდოვაში რეფერენდუმი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურთან ერთად გაიმართა, სადაც მაია სანდუმ გაიმარჯვა, მაგრამ მომავალი პრეზიდენტის ვინაობა მეორე ტურში გაირკვევა. საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის წინ, მოლდოვის პროევროპული ხელისუფლება მიუთითებდა, რომ რუსეთი და მის მიერ მხარდაჭერილი, მოლდოვიდან მოსკოვში გაქცეული ოლიგარქი ილან შორი ამომრჩევლის მოსყიდვას შეეცდებოდნენ. მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს გამოეხმაურნენ კრემლშიც, კერძოდ, პუტინის სპიკერი დიმიტრი პესკოვი. მისი მტკიცებით, „ასეთი არათავისუფალი საარჩევნო კამპანიის პირობებშიც კი ვხედავთ, რამდენი ადამიანი არ არის ამჟამინდელი პრეზიდენტის სანდუს იდეოლოგიის მომხრე.“ „ეს ყურადღებას იპყრობს,“ ამბობს პესკოვი. მოლდოვის პროევროპელმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის პირველი წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, „დანაშაულებრივ დაჯგუფებებს და უცხოურ ძალებს“ „დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმაში“ დასდო ბრალი. სანდუმ კიშინიოვში, თავის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აქვთ მტკიცებულებები, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფებების მიზანი იყო 300 000 ხმის ყიდვა. მაია სანდუს თქმით, თაღლითობის მასშტაბი უპრეცედენტოა. თავის მხრივ, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ მოლდოვის რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რუსეთისა და მისი მარიონეტების უპრეცედენტო ჩარევის ფონზე ჩატარდა. „ეს კენჭისყრა ჩატარდა რუსეთისა და მისი მარიონეტების უპრეცედენტო ჩარევისა და დაშინების ქვეშ, რომლის მიზანი იყო მოლდოვას რესპუბლიკაში დემოკრატიული პროცესების დესტაბილიზაცია. ეს არის რუსეთისა და მისი მარიონეტების მუდმივი ძალისხმევა - არამხოლოდ მოლდოვაში, არამედ, ჩვენი ქვეყნების წინააღმდეგ და ეს არის გრძელვადიანი ბრძოლა. მათ არ აქვთ საზღვრები. ჩვენ, ევროკავშირი, პატივს ვცემთ გარკვეულ პრინციპებს. კანონების ჩათვლით, მაგრამ რუსეთი და მისი აქტორები და მისი მარიონეტები ამას პატივს არ სცემენ,“ - განაცხადა სტანომ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბარში, შესაბამისი კითხვის პასუხად შეაფასა მოლდოვაში 20 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე და განაცხადა, რომ „ვერავითარი ტესტი ვერ ჩააბარა, დემოკრატიის ტესტი, მოლდოვამ ამ არჩევნების სახით.“ მან კრიტიკულად შეაფასა ევროკავშირის ლიდერების განსხვავებული დამოკიდებულება საქართველოსა და მოლდოვის, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების მიმართ და განაცხადა, რომ ეს არის „სირცხვილი.“ შეგახსენებთ, Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გასული წლის ოქტომბერში დაუდასტურა, რომ ამერიკის საგარეო უწყებამ 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ძალისხმევისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც შტატებმა დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად, მოსკოვის საპასუხოდ უნდა გადადგას, რადგან რუსეთი დემოკრატიული არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობის შერყევისა და შემცირების მიზნით, ოპერაციებს აწარმოებს. ამერიკის დაზვერვამ დაადგინა, რომ რუსეთის ეს აქტივობა გლობალურ მასშტაბებს იღებს. ასევე წაიკითხეთ: მოლდოვა: რეფერენდუმზე ევროინტეგრაციას დაუჭირეს მხარი, საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპელი სანდუ ლიდერობს, გაიმართება მეორე ტური

მაია სანდუ: მოლდოვაში თავისუფლებაზე უპრეცედენტო თავდასხმა ხორციელდება

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ ქვეყნის მომავალი საფრთხეშია და მოლდოვაში თავისუფლებაზე უპრეცედენტო თავდასხმა ხორციელდება. მან სამთავრობო უწყებებს მოუწოდა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო პროცესის პატიოსნება უზრუნველყონ. სანდუს განცხადებით, მას მეორე ტურში იმ ადამიანების მობილიზების იმედი აქვს, რომლებიც ხედავენ, რომ ქვეყანა ალყაშია, რომ მისთვის „ტროას ცხენი“ მოამზადეს. „მოვუწოდებ სამთავრობო ორგანოებს, უზრუნველყონ საარჩევნო პროცესის პატიოსნება. გამოაქვეყნონ გაყალბების მტკიცებულებები და დაისაჯონ ხმების მოსყიდვაზე პასუხისმგებელი პირები. თუ სასამართლო სისტემა ახლაც არ გაიღვიძებს, მოლდოვას მომავალი ათწლეულების განმავლობაში საფრთხის ქვეშ დადგება,“ - აღნიშნა სანდუმ. თავის მხრივ, მოლდოვის პოლიცია აცხადებს, რომ ამომრჩეველთა მოსასყიდად მოლდოვაში რუსეთიდან 39 მილიონი დოლარი გადაირიცხა.  ვიორელ ჩერნეუცანუმ აღნიშნა, რომ გამოძიების მასალის თანახმად, მხოლოდ ოქტომბერში არჩევნებსა და რეფერენდუმამდე რუსეთიდან მოლდოვაში 24 მილიონი დოლარი გადმოირიცხა რუსული ბანკის “პრომსვიაზბანკის” აპლიკაციის მეშვეობით. ჩერნეუცანუს თქმით, “პრომსვიაზბანკის” აპლიკაციის გამოყენებით ამომრჩევლების მოსყიდვის სქემა გაზაფხულის ბოლოს ამოქმედდა, მაგრამ შემოდგომაზე, არჩევნებისა და რეფერენდუმის მოახლოების გამო, უფრო გააქტიურდა. “პრომსვიაზბანკის” აპლიკაციის დაყენებაში ხალხს Telegram-ის ბოტები ეხმარებოდნენ. პოლიციის თქმით, მათ სისტემაში მოლდოვიდან 138 ათასი ნომრის დაფიქსირება მოახერხეს. ჩერნეუცანუმ აღნიშნა, რომ ამომრჩევლების მოსყიდვის სქემის უკან გაქცეული მოლდოველი ოლიგარქი, ილან შორი დგას. პოლიციამ ამომრჩევლების მოსყიდვის სქემაში ჩართული 520 ადამიანი დააფიქსირა. მათ დიდი ჯარიმა ან სამ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.  

სანდუ: მოლდოვამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, დააფიქსიროს ევროკავშირში ინტეგრაცია კონსტიტუციაში

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ მოლდოვამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა, ვინაიდან, დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო დააფიქსიროს ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენს კონსტიტუციაში. „მოლდოვამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა, ვინაიდან, დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო დააფიქსიროს ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენს კონსტიტუციაში, რაც ბოლო რეფერენდუმში ჩვენი ხალხის ნებას ასახავს. გამარჯვება ჩვენს მოქალაქეებს ეკუთვნით, რომლებმაც მშვიდობასა და კეთილდღეობაზე დამყარებული მომავალი აირჩიეს,” - წერს სანდუ X-ზე.  

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპელმა მაია სანდუმ გაიმარჯვა

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, პროევროპელმა კანდიდატმა, მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ 55.33%-ით გაიმარჯვა. მისმა მეტოქემ, ალექსანდრე სტოიანოგლომ, რომელსაც მხარს პრორუსული „სოციალისტების პარტია“ უჭერდა, ხმების 44.67% მოიპოვა. მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს ჩატარდა. ამომრჩევლების აქტივობა 54% იყო, რაც პირველ ტურზე მეტია. განსაკუთრებით მაღალი აქტივობა საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე, ემიგრანტ ამომრჩევლებს შორის იყო დაფიქსირდა. მოლდოვის ოფიციალურმა პირებმა საარჩევნო პროცესში რუსეთის მხრიდან მასიური ჩარევის შესახებ განაცხადეს. „ეს არის არჩევნების შედეგების დამახინჯების პოტენციური მცდელობა,“ - წერს მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სეკრიერუ პლატფორმა X-ზე. „მოლდოვა, შენ დღეს გამარჯვებული ხარ. ჩვენ ერთად ვაჩვენეთ ჩვენი ერთიანობის, დემოკრატიისა და ღირსეული მომავლის მიმართ ერთგულების ძალა. გმადლობთ, ძვირფასო მოლდოველებო, შინ და საზღვარგარეთ. იარეთ სიამაყით - თქვენ ხართ თავისუფლება, იმედი და გამძლეობა. მე ვამაყობ, რომ გემსახურებით ყველას,“ წერს სანდუ X-ზე.  

ბაიდენი: რუსეთი თვეების განმავლობაში ცდილობდა, მოლდოვის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის და საარჩევნო პროცესებისთვის ძირი გამოეთხარა, მაგრამ ამას ვერ მიაღწია

ჯო ბაიდენი მაია სანდუს მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში ისტორიულ გამარჯვებას ულოცავს. შესაბამის განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს. „მაია სანდუს მოლდოვის პრეზიდენტად ისტორიულ ხელახლა არჩევას ვულოცავ. კვირას, მოლდოველი ხალხი არჩევნებზე მივიდა და ხმა მისცა პრეზიდენტ სანდუს უსაფრთხო, წარმატებული და დემოკრატიული მოლდოვის ხედვას,“ - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი. ბაიდენი აღნიშნავს, რომ თვეების განმავლობაში რუსეთი ცდილობდა მოლდოვის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის და საარჩევნო პროცესებისთვის ძირი გამოეთხარა, მაგრამ ამას ვერ მიაღწია. „მოლდოველმა ხალხმა მაია სანდუ პრეზიდენტად ხელახლა ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად ჩატარებული საკონსტიტუციო რეფერენდუმიდან ორი კვირის შემდეგ აირჩია. თვეების განმავლობაში რუსეთი ცდილობდა მოლდოვის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის და საარჩევნო პროცესებისთვის ძირი გამოეთხარა, მაგრამ რუსეთმა ამას ვერ მიაღწია. მოლდოველმა ხალხმა გამოიყენა თავისი დემოკრატიული უფლება, საკუთარი მომავალი აერჩია და მათ აირჩიეს გზა, რომელიც ევროპასა და მთელს მსოფლიოში დემოკრატიებს შეესაბამება,“ - ამბობს ჯო ბაიდენი. მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპელმა მაია სანდუმ გაიმარჯვა შეგახსენებთ, გასული წლის ოქტომბერში, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია ამერიკის დაზვერვის არასაჯარო ცნობებზე დაყრდნობით, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის დაზვერვის ანგარიში და რეკომენდაციები არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობების შესახებ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათეულობით (100-ზე მეტს) ქვეყანას გაუზიარა. მეორე დღეს, საქართველოში ამერკის საელჩომ ოფიციალურად დაუდასტურა, რომ აშშ-ის მთავრობამ "გამოავლინა რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში." იგივე დაუდასტურა ოფიციალურად Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა. დემოკრატიის სამიტზე მოწვეული მთავრობებისადმი მიწერილ წერილში "აშშ-მ, თითოეულ ქვეყანას აცნობა თავისი შეფასება იმაზე, ცდილობდა თუ არა რუსეთი, შეემცირებინა საზოგადოების ნდობა მათ ქვეყანაში ჩატარებული საარჩევნო პროცესების მიმართ." აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივ კამპანიას აანონსებს - ექსკლუზივი  

საქართველოს საქმეთა რწმუნებული მოლდოვის საგარეო უწყებაში დაიბარეს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებების შემდეგ, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწუნებული დაიბარეს. განცხადებას მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. კერძოდ, საქართველოს საქმეთა დროებითი რწუნებული დავით ბოჭორიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების მიზეზი ირაკლი კობახიძის განცხადება გახდა მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. „მოლდოვურმა მხარემ ღრმა უკმაყოფილება გამოხატა დამახინჯებული და არასათანადო მანერის გამო, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თავის საჯარო გამოსვლაში ეხება მოლდოვის ევროპული ინტეგრაციისა და ჩვენს ქვეყანაში საარჩევნო პროცესის თემას,” - ნათქვამია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, 7 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში დარღვევებზე საუბრისას განაცხადა, რომ “თუ სადმე იყო პრობლემები არჩევნებზე, ეს იყო მოლდოვაში.” მოლდოვაში, 3 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც ქვეყნის მოქმედმა პროდასავლურმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ გაიმარჯვა.  

„მოლდოვას შეუძლია, შეუერთდეს შავი ზღვის ენერგეტიკულ პროექტს“ - რუმინელი მინისტრი

აზერბაიჯანი-საქართველო-ევროპის მწვანე ენერგეტიკული დერეფანი (Black Sea Energy) არის ენერგეტიკული ხიდი, რომელიც უზრუნველყოფს ევროპას უსაფრთხო, ხელმისაწვდომი და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიით და მოლდოვასაც შეუძლია, შეუერთდეს ამ პროექტს, განაცხადა რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრმა სებასტიან ბურდუჯამ ბაქოში, COP29-ის მინისტერიალზე. ბურდუჯამ აღნიშნა, რომ გლობალური ინვესტიციები მწვანე ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში ტრილიონ დოლარად არის შეფასებული. „ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო მობილიზებულნი, ვიდრე ოდესმე, მაგრამ დრო ცოტაა. ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ მზად მოქმედებისთვის, რომ ეს ლამაზი დაპირებები გადავაქციოთ პროექტებად და ახალ მეგავატებად ხალხისთვის,“ - განაცხადა მინისტრმა. მან აღიარა ამ პროცესის სირთულე, მაგრამ აღნიშნა, რომ რუმინეთი მზად არის, უპასუხოს ამ გამოწვევას აზერბაიჯანთან, საქართველოს, უნგრეთთან, ბულგარეთთან და მოლდოვასთან ერთად. „ჩვენ შევქმნით ამ მწვანე დერეფანს, რომელიც დააკავშირებს ცენტრალურ აზიას ევროპასთან და იქნება ენერგეტიკული ხიდი. ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება მაგალითი სხვა კონტინენტებისა და ქვეყნებისთვის, რათა უფრო მეტად დაუკავშირდნენ ერთმანეთს იმიტომ, რომ ის ნამდვილად უზრუნველყოფს უფრო უსაფრთხო, უფრო ხელმისაწვდომ და მწვანე ენერგომომარაგებას,“ - აღნიშნა ბურდუჯამ. მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის $35 მილიონის ინვესტიცია დაამტკიცა