თეგი: საფრანგეთი

ემანუელ მაკრონმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის სრული სოლიდარობა უკრაინის მიმართ. ემანუელ მაკრონი და ვლადიმირ ზელენსკი შეთანხმდნენ, გააგრძელონ მოქმედება დაძაბულობის დეესკალაციისთვის ნორმანდიულ ფორმატში, რომ მინსკის 2015 წლის შეთანხმების პირობები განხორციელდეს. მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან საუბრისას გამოხატა.

საფრანგეთი რუმინეთში რამდენიმე ასეული ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ფლორენს პარლი აცხადებს, რომ საფრანგეთი რუმინეთში რამდენიმე ასეული ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს. მისი თქმით, გადაწყვეტილება უკრაინის გარშემო არსებული დაძაბულობის ფონზე მიიღება. მინისტრი სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდა ვიზიტით რუმინეთში და როგორც განაცხადა, საკითხს NATO-ს წევრ ქვეყნებთან ძალიან მალე განიხილავს ფლორენს პარლის თქმით, რუმინეთი, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, დაძაბულობის ზონაშია.  

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი გაბედულ დიპლომატიურ ქმედებებს ატარებს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გაბედულ დიპლომატიურ ქმედებებს ატარებს, რათა უკრაინის მიმართ აგრესიის თავიდან აცილება მოხდეს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. "ემანუელ მაკრონი გაბედულ დიპლომატიურ ქმედებებს ატარებს, რათა უკრაინის მიმართ აგრესიის თავიდან აცილება მოხდეს და დაიწყოს დეესკალაცია. საქართველო, რომელმაც იცის რუსული აგრესიის და ოკუპაციის ფასი, აცნობიერებს, თუ რამდენად განუყოფელი და გადამწყვეტია ევროპული და ტრანსატლანტიკური ერთიანობა, სიმტკიცე და დიპლომატია იმ დროს, როდესაც საფრთხე ემუქრება ევროპის და მაშასადამე, ჩვენს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის თავიდან ასარიდებლად შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის თავიდან ასარიდებლად შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. მოსკოვში ვიზიტის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა „ახალი ბალანსის“ შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა, რომელიც დაიცავს ევროპულ სახელმწიფოებს, მაგრამ ასევე გააჩენს რუსეთის მიმართ პატივისცემის შესაძლებლობას. ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთის მიზანი იყო „არა უკრაინა, არამედ წესების გარკვევა ნატო-სა და ევროკავშირთან“.

ივანე ჩხაიძე: ბოლო კვლევებით, ჩვეულებრივი ქირურგიული ნიღაბი „ომიკრონისგან“ დაახლოებით, 60%-ით, ე.წ. რესპირატორი N95 კი, 85%-ით იცავს

„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ „ომიკრონი“ განიხილება, როგორც ყველა მუტაციას შორის, ყველაზე მაღალი რეინფიცირების უნარის მქონე ვირუსი. მისი გავრცელების ერთ-ერთი დამახასიათებელი, სწორედ რეინფიცირებაა. „პანდემიის პირველი წლის განმავლობაში, როდესაც ვირუსის ჩინური ვარიანტი ცირკულირებდა, მსოფლიოში დაფიქსირებული იყო 114 შემთხვევა. კორონავირუსი განიხილებოდა, როგორც ნაკლებად რეინფიცირების უნარის მქონე ვირუსი და გარკვეულწილად ეს ნიშნავდა, რომ თუ ერთხელ გადაიტანეთ კორონავირუსი, იმუნიტეტი გაქვთ საკმაოდ ხანგრძლივი. თუმცა ეს ყველაფერი შეცვალა „ომიკრონმა“. დღეისათვის „ომიკრონი“ განიხილება ყველა მუტაციას შორის, ყველაზე მაღალი რეინფიცირების უნარის მქონე ვირუსი. არცერთი სხვა ვარიანტი, მათ შორის „დელტა“ არ წარმოადგენს დაბრკოლებას „ომიკრონისთვის“. მისი გავრცელების ერთ-ერთი დამახასიათებელი თავისებურება სწორედ რეინფიცირებაა“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, რეინფიცირებისგან თავის დასაცავად უმჯობესია, გამოვიყენოთ რესპირატორი, რომლის გამოყენებაც 4-6 საათზე უფრო ხანგრძლივადაც შეიძლება. „ბოლო კვლევები მიუთითებს, რომ ჩვეულებრივი ქირურგიული ნიღაბი „ომიკრონის“ შემთხვევაში 60%-მდეა დაცვის უნარის მქონე. ის ნიღაბი, რომელიც უფრო მაღალი დაცვის მქონე არის, ე.წ. რესპირატორი N95, იქ დაცვის მაჩვენებელი 85%-მდეა. თუ ჩვენ ნიღაბს ვატარებთ და გვინდა, რომ ნიღბის საშუალებით ვიყოთ დაცული, უმჯობესია, რომ გამოვიყენოთ ეს ნიღაბი, რესპირატორი. შეგიძლიათ, ეს ნიღაბი გამოიყენოთ უფრო ხანგრძლივად, 2-3 დღეც კი შესაძლებელია“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ „კვირას“ პრესკლუბში. ამავე თემაზე საქართველოში კოვიდინფიცირების 11 235 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 34 პაციენტი ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინა 722-მა ადამიანმა გაიკეთა

ნიკოლას ტენზერი: რუსეთთან ნდობით სავსე დიალოგი ძალიან რთულია. ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, შეკავება და სანქციებია

პარიზის უნივერსიტეტის მეცნიერებათა პროფესორი, CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) უფროსი თანამშრომელი, ნიკოლას ტენზერი უკრაინის კრიზისის გარშემო მიმდინარე პროცესებს Europetime-თან აფასებს. ნიკოლაზ ტენზერს ასევე ეკავა საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის მრჩევლის თანამდებობა. მუშაობდა სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსად პრემიერ-მინისტრის აპარატში. მსახურობდა საფრანგეთის მთავრობის სპეციალური მისიის ხელმძღვანელად ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ბულგარეთში, ალჟირში, უკრაინაში, მონტენეგროში, ეგვიპტეში, სერბეთში, ჰაიტიში, მაროკოსა და იორდანიაში. Europetime-თან საუბარში ის აცხადებს, რომ მოსკოვთან ღია და შედეგზე ორიენტირებული დიალოგი ძალიან რთულია, ამიტომ აქცენტი რუსეთის შეკავებასა და მის წინააღმდეგ სანქციებზე უნდა გაკეთდეს. „რუსეთთან ძალიან გულწრფელი და ნდობით აღსავსე დიალოგი ძალიან რთულია. რა უნდა დავთმოთ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა?! ევროპული უსაფრთხოება?! ეს შეუძლებელია. ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის შეკავება და სანქციები. ეს ნიშნავს, რომ თუ უკრაინაზე ახალი თავდასხმა მოხდება, ჩვენ უკრაინას მეტ ლეტალურ იარაღს მივაწვდით. ასევე შევთავაზებთ მეტ დახმარებას დაზვერვის კუთხით და რა თქმა უნდა, დავაკვირდებით სიტუაციას. ასევე, ბერკეტია სანქციები პუტინის ახლო წრის წინააღმდეგ, ვგულისხმობ იმ ოლიგარქებს, რომლებიც პუტინის რეჟიმისგან დიდ სარგებელს იღებენ“, - აღნიშნავს პარიზის უნივერსიტეტის პროფესორი. მისივე თქმით, ასევე შეიძლება იყოს საუბარი Swift-ის სისტემიდან რუსეთის გათიშვაზე; ეს არის ის საკითხები, რომლებიც უნდა განვიხილოთ და მას რუსეთის ეკონომიკისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება.  რაც შეეხება NATO-ში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების შესაძლო დაჩქარების პროცესს, ნიკოლას ტენზერი რეფორმების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. ის ასევე ხაზს უსვამს ევროპული პერსპექტივის მიმართულებით მუშაობას, რადგან ევროკავშირი მოითხოვს ზუსტად ქვეყნების მხრიდან მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილებას. საქართველოზე საუბრისას ნიკოლას ტენზერი აცხადებს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ კანონის უზენაესობის დაცვის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, მედიის დამოუკიდებლობის მიმართ ჭეშმარიტი ერთგულება გამოავლინოს. ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცები ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდნენ. 2 000 ჯარისკაცი ევროპაში მას შემდეგ განლაგდა, რაც პენტაგონმა განაცხადა, რომ დამატებით ძალებს გაგზავნის მოკავშირეების მხარდასაჭერად. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან. ასევე წაიკითხეთ ჯონ სალივანი: დოკუმენტი, რომელიც რუსეთს გადავეცით, დიპლომატიასა და სიტუაციის დეესკალაციის გზას ეფუძნება ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა რას სთავაზობს NATO რუსეთს ენტონი ბლინკენი ლავროვს: ყველა ქვეყნის უფლებაა, თავად განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიმართუელება და ალიანსები რუსეთს გავლენის სფეროებში არამხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს და მოლდოვის დაბრუნება სურს. პუტინი ცდილობს, შეცვალოს ევროპის უსაფრთხოების რუკა პუტინი: აშშ-მ და NATO-მ ჩვენი პრინციპული მოთხოვნები უგულებელყვეს დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ ის მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. აშშ მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.

ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს ხვდება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოსკოვში ხვდება, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვაშინგტონში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს მასპინძლობს.  BBC სტატიაში წერს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შიშის ფონზე მსოფლიო ლიდერები მოლაპარაკებებს აძლიერებენ. რუსეთი და საფრანგეთი იზიარებენ შეშფოთებას ევროპაში უსაფრთხოების ვითარების შესახებ, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის წინ. პუტინმა მადლობა გადაუხადა მაკრონს მისი „აქტიური“ დამოკიდებულებისთვის და შეაქო საფრანგეთის ლიდერის ძალისხმევა ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კრიზისის გადაჭრაში. თავის მხრივ, ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ მიზნად ისახავს ომის თავიდან აცილებას და ნდობის გამყარებას. მაკრონის „გონივრული ოპტიმიზმი“ საფრანგეთის პრეზიდენტი ვიზიტის წინ აცხადებდა, რომ უკრაინაში ომის თავიდან ასარიდებლად შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. მან „ახალი ბალანსის“ შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა, რომელიც დაიცავს ევროპულ სახელმწიფოებს, მაგრამ ასევე გააჩენს რუსეთის მიმართ პატივისცემის შესაძლებლობას. ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთის მიზანი იყო „არა უკრაინა, არამედ წესების გარკვევა NATO-სა და ევროკავშირთან“. მაკრონი იმედოვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან მისი დიალოგი სამხედრო კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად იქნება საკმარისი. ის თვლის, რომ პუტინი ღია იქნება უფრო ფართო საკითხების განსახილველად. „მე საკმაოდ ოპტიმისტი ვარ, მაგრამ არ მჯერა სპონტანური სასწაულების“, - განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს მოსკოვში ჩასვლის შემდეგ. საფრანგეთი ამჟამად ევროკავშირის როტაციული თავმჯდომარეა. სამშაბათს, მაკრონი უკრაინის დედაქალაქ კიევში გაემგზავრება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის. ასევე წაიკითხეთ: ოლაფ შოლცი აშშ-ში ვიზიტზე, რუსეთსა და უკრაინაზე

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინაში კრიზისის დაძლევის კუთხით მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინის ირგვლივ არსებული მდგომარეობით შექმნილი კრიზისის დაძლევის კუთხით მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება. „მომდევნო დღეები იქნება გადამწყვეტი და საჭირო იქნება ინტენსიური დისკუსიები, რომელსაც ჩვენ ერთად გავაგრძელებთ“, - განაცხადა მაკრონმა რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ. ამასთან, შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონის ზოგიერთმა იდეამ შესაძლოა შექმნას საფუძველი მომავალი ერთობლივი ნაბიჯების გადასადგმელად.

გერმანიისა და საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრები კომპანია Meta-ს მიერ ევროპაში Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობის, შესაძლო შეჩერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან

გერმანიისა და საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრები, რობერტ ჰაბეკი და ბრუნო ლე მერი კომპანია Meta-ს მიერ ევროპაში Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობის შესაძლო შეჩერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან. „ჰაკერული შეტევის შემდეგ, ოთხი წელი ვცხოვრობდი Facebook-ისა და Twitter-ის გარეშე და ცხოვრება ფანტასტიური იყო“, - აღნიშნა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა ფრანგ კოლეგასთან გამართულ ღონისძიებაზე. თავის მხრივ, საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა აღნიშნა, რომ ცხოვრება Facebook-ის გარეშე ძალიან კარგია. „შემიძლია დავადასტურო, რომ Facebook-ის გარეშე ცხოვრება ძალიან კარგია და Facebook-ის გარეშე ძალიან კარგად ვიცხოვრებდით. ციფრულმა გიგანტებმა უნდა გაიგონ, რომ ევროპის კონტინენტი მათ წინააღმდეგობას გაუწევს და თავის სუვერენიტეტს დაადასტურებს“, - განაცხადა საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა. ცნობისთვის, 7 თებერვალს, გამოცემა Mashable-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების შენახვის ადგილის ირგვლივ დავის გამო, კომპანია Meta-მ ევროპაში სოციალური ქსელების, Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობა შეიძლება შეაჩეროს.

უკრაინის დედაქალაქ კიევში უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო

უკრაინის დედაქალაქ კიევში უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო. „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უკრაინაში! ბოლო 24 წლის განმავლობაში, ეს საფრანგეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ჩვენს ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი ნაყოფიერი იქნება ჩვენი სახელმწიფოებისთვის, რადგან უკრაინა და საფრანგეთი დაინტერესებულნი არიან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებით და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ემანუელ მაკრონის თქმით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შედეგად, ესკალაციის თავიდან აცილების მიზანს მიაღწია

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შედეგად, ესკალაციის თავიდან აცილების მიზანს მიაღწია. „ჩემთვის საუბარი იყო „თამაშის დაბლოკვაზე“ ესკალაციის თავიდან აცილებისა და ახალი პერსპექტივების გახსნის მიზნით. ეს მიზანი შესრულებულია. საფრანგეთმა თავისი სანდოობა გააძლიერა“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა. ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოსკოვში გუშინ შეხვდა.

ოლაფ შოლცი: საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის ერთიანი მიზანი ევროპაში მშვიდობის შენარჩუნებაა

გერმანიის, საფრანგეთის და პოლონეთის ლიდერები უკრაინის უკრაინის კრიზისის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მხარეები უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო ძალების გაძლიერების გამო, დაძაბულობის დეესკალაციის გზებს განიხილავენ. „ჩვენი საერთო მიზანია ევროპაში ომის თავიდან აცილება“, - განაცხადა შოლცმა გერმანიაში მიმდინარე მოლაპარაკებების წინ. ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცები ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდნენ. 2 000 ჯარისკაცი ევროპაში მას შემდეგ განლაგდა, რაც პენტაგონმა განაცხადა, რომ დამატებით ძალებს გაგზავნის მოკავშირეების მხარდასაჭერად. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან. ასევე წაიკითხეთ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, მაკრონმა ყველა მხარეს მინსკის შეთანხმებების განხორციელებისკენ მოუწოდა ემანუელ მაკრონის თქმით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შედეგად, ესკალაციის თავიდან აცილების მიზანს მიაღწია ვოლოდიმირ ზელენსკი მაკრონთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციისთვის პუტინი: რუსეთი NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჯონ სალივანი: დოკუმენტი, რომელიც რუსეთს გადავეცით, დიპლომატიასა და სიტუაციის დეესკალაციის გზას ეფუძნება რას სთავაზობს NATO რუსეთს დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. დასავლეთი მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები. ასევე წაიკითხეთ: პუტინი: აშშ-მ და NATO-მ ჩვენი პრინციპული მოთხოვნები უგულებელყვეს

საფრანგეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, საფრანგეთის ლიდერის მიერ რუსეთსა და უკრაინაში განხორციელებული ვიზიტის თაობაზე სატელეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. „პრეზიდენტებმა ისაუბრეს იმ მიმდინარე დიპლომატიურ და შეკავების ძალისხმევაზე, რომელიც მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალების თავმოყრის საპასუხოდ ხორციელდება“,- ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. ცნობისთვის, დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. დასავლეთი მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.

კრემლმა განმარტა, რატომ იყო დაცული ექვსმეტრიანი დისტანცია მოლაპარაკების მაგიდასთან რუსეთის და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების წინ PCR ტესტის გაკეთებაზე უარი თქვა. ამის შესახებ Reuters-ის ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა. ბრიტანული სააგენტოს წყაროს ცნობით, ემანუელ მაკრონმა ტესტირებაზე უარი ითქვა, რადგან საფრანგეთის პრეზიდენტის რუსული მხარის ხელში დნმ-ის ნიმუშის აღმოჩენას ვერ დაუშვებდნენ. პესკოვის თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან პრეზიდენტებს შორის დაახლოებით ექვსმეტრიანი დისტანცია იყო დაცული. „ეს მართლაც იმიტომ ხდება, რომ ზოგიერთი ლიდერი იცავს საკუთარ წესებს და მათ არ სურთ მასპინძელ ქვეყანასთან ტესტების გაცვლის კუთხით ურთიერთობა. ჩვენ გვესმის, რომ ეს ჩვეულებრივი მსოფლიო პრაქტიკაა. მაგრამ ამ შემთხვევაში დამატებითი ზომების პროტოკოლი - ჩვენი პრეზიდენტის და ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ერთდროულად მოქმედებს. ამის გამო, უფრო დიდი მანძილია პრეზიდენტებს შორის, - განაცხადა პესკოვმა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში გამგზავრების წინ, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში გაიკეთა PCR-ტესტი, მოსკოვში ჩასვლის შემდეგ კი, პირადმა ექიმმა სწრაფი ტესტი ჩაუტარა.

საფრანგეთი ვაქცინირებული მოგზაურებისთვის კოვიდტესტის მოთხოვნას გააუქმებს

საფრანგეთი ვაქცინირებული მოგზაურებისთვის კოვიდტესტის მოთხოვნას გააუქმებს. ამის შესახებ ინფორმაციას France Press-ი ავრცელებს.  ინფორმაციისთვის, 4 თებერვლიდან საფრანგეთმა საქართველო ნარინჯისფერი ქვეყნების სიაში გადაიყვანა, რომლის თანახმად, ნარინჯისფერი ზონიდან შესვლა დღემდე შესაძლებელია ვაქცინაციის სრული კურსის და ბოლო 48 საათში ჩატარებული PCR ტესტის ან ანტიგენზე დაფუძნებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენით. სრულად ვაქცინირებულად ითვლებით იმ შემთხვევაში თუ: Pfizer, Moderna, AstraZeneca - მეორე დოზიდან გასულია 7 დღე; ერთდოზიანი ვაქცინის (Johnson & Johnson) მიღებიდან გასულია 4 კვირა; COVID გადატანილების აცრიდან გასულია 7 დღე (საჭიროა 1 აცრა); პირებმა, რომლებიც ვაქცინირებული იყვნენ Sinopharm-ის (BBIBP-CorV) და Sinovac-ის (CoronaVac) ვაქცინების ორი დოზით, ასევე აიცრნენ Pfizer-ის ან Moderna-ს ერთი დოზით და გასულია 7 დღე. საფრანგეთში შესასვლელად სავალდებულოა ე.წ. „ბუსტერ“ დოზა თუ ვაქცინის მეორე დოზიდან გასულია 7 თვეზე მეტი. ბუსტერის გარეშე პირი არ ჩაითვლება სრულად ვაქცინირებულად და მასზე გავრცელდება ის პირობები, რაც მოცემულია ქვემოთ, არავაქცინირებულებისათვის. ამასთან, საფრანგეთში შესვლის მომენტისთვის „ბუსტერ“ დოზიდან არ უნდა იყოს გასული 9 თვეზე მეტი. კოვიდვაქცინის გარეშე საფრანგეთში შესვლის პირობები   წითელი ზონიდან საფრანგეთში არავაქცინირებულის გამომგზავრება დაშვებულია მხოლოდ მითითებულ გამონაკლის შემთხვევებში:   1. საფრანგეთის მოქალაქე, ასევე, მისი პარტნიორი (დაქორწინებული, სამოქალაქო კავშირში მყოფი (Pacsée, Concubinage) და მათი შვილები.   2. ევროკაშირის და შენგენის ზონის ქვეყნების მოქალაქე, ასევე, მისი პარტნიორი დაქორწინებული, სამოქალაქო კავშირში მყოფი (Pacsée, Concubinage) და მათი შვილები, რომელთა ძირითადი საცხოვრებელი ადგილია საფრანგეთში.   3. თუ ფლობთ საფრანგეთის ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქმედ ბინადრობის ნებართვას ან გრძელვადიან ვიზას და რომელთა ძირითადი საცხოვრებელი ადგილია საფრანგეთში.   4. თუ ფლობთ ოჯახის გაერთიანების მიზნით გაცემულ გრძლევადიან ვიზას, ასევე, ლტოლვილის, სუბსიდიური დაცვის ან აპარტრიდის სტატუსის მქონე პირთა ოჯახის გაერთიანების მიზნით გაცემულ გრელვადიან ვიზას.   5. საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტირების სექტორში დასაქმებულები ან სატრანსპორტო სერვისების შემსრულებლები, მათ შორის მძღოლები რომლებსაც გადააქვთ საქონელი აღნიშნული ტერიტორიის მიმართულებით.   " target="_blank" rel="noopener noreferrer">სრული ინფორმაცია  

ემანუელ მაკრონი: საფრანგეთი 14-მდე ბირთვული რეაქტორის ამუშავებას აპირებს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ქვეყანა 6 ბირთვულ რეაქტორს ააშენებს. ამასთან, განიხილება კიდევ 8-ის ექსპლუატაციაში ჩაშვების შესაძლებლობა, - ამის შესახებ CNN-ი წერს. „ელექტროენერგიის საჭიროებების გათვალისწინებით, ვაპირებთ ახალი ბირთვული რეაქტორების პროგრამის დაწყებას. ის, რაც დღეს ქვეყანას სჭირდება და რის შესაძლებლობაც გვაქვს, არის საფრანგეთის ბირთვული ინდუსტრიის აღორძინება“, - განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის ელჩმა დავით ზალკალიანთან შეხვედრისას რეგიონში მიმდინარე პროცესების საქართველოზე გავლენის საკითხი განიხილა

დავით ზალკალიანმა საფრანგეთის ელჩს საფრანგეთის მიერ რუსეთთან დიალოგის ფარგლებში საქართველოს მხარდაჭერისთვის საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დიეგო კოლასს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენები განიხილეს.  „კიდევ ერთხელ აღინიშნა უკრაინის მიმართ სოლიდარობა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერა. საფრანგეთის ელჩმა დეტალურად ისაუბრა შექმნილი კრიზისის განმუხტვის მიზნით საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ განხორციელებული ვიზიტების შედეგებზე მოსკოვსა და კიევში. აღინიშნა, რომ საფრანგეთი, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ძალისხმევას არ იშურებს დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით. დავით ზალკალიანმა ელჩს მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მიერ რუსეთთან დიალოგის ფარგლებში საქართველოს მხარდაჭერისთვის. მან ხაზი გაუსვა რეგიონში მიმდინარე პროცესების გავლენას საქართველოზე. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის დესტრუქციული ნაბიჯების შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებაზე და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე განხორციელებული პროვოკაციული ქმედებები წარმოადგენს რეგიონის მიმართ მისი ერთიანი პოლიტიკის ნაწილს. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს ძალისხმევას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტური გამოყენების მიზნით და აღნიშნა ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის მიერ შესრულების აუცილებლობა. შეხვედრაზე ყურადღება, ასევე, გამახვილდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და გამოწვევებზე. დავით ზალკალიანმა აღნიშნა საქართველოს მზადყოფნა რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობისთვის და ხაზი გაუსვა რეგიონში დასავლელი პარტნიორების ჩართულობის გაძლიერების აუცილებლობას. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დააფიქსირეს აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა, განსაკუთრებით არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მთავარი გზავნილები რუსეთში შოლცის ვიზიტიდან

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის პრესკონფერენცია დასრულდა. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს არ სურს ომი, მაგრამ არ ყოფილა კონსტრუქციული პასუხი მის მიერ წამოყენებულ წინადადებებზე. მისი თქმით, საკითხი იმის შესახებ, უნდა მიეცეს თუ არა უკრაინას NATO-ში გაწევრიანების უფლება, ახლა უნდა გადაწყდეს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა შორს არის გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთებისგან. თუმცა, მისი თქმით, მოსკოვი ჯერ კიდევ მზადაა, განიხილოს ზოგიერთი საკითხი, მათ შორის ევროპის უსაფრთხოება და სარაკეტო სისტემები. პუტინი ამბობს, რომ გერმანია რუსეთის მთავარი პარტნიორია და სურს ურთიერთობების გაძლიერება.  პუტინის თქმით, რუსეთს ომი არ სურს და ამიტომ წამოაყენა წინადადებები მოლაპარაკებების პროცესის დასაწყებად, მაგრამ რუსეთის წინადადებებზე კონსტრუქციული პასუხი არ ყოფილა. თუმცა აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არის NATO-სა და აშშ-ის მიერ წამოჭრილი საკითხები, რომელთა განხილვაც შესაძლებელია.  თავის მხრივ, შოლცმა აღნიშნა, რომ უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარების დაგროვება გაუგებარია და საფრთხეს წარმოადგენს. მან რეგიონში დეესკალაციისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა „მოლაპარაკებას არ ექვემდებარება“. გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ „უსაფრთხოების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთთან ერთად და არა რუსეთის წინააღმდეგ“. მისი თქმით, NATO და ევროპა ერთ პოზიციაზე არიან, რომ გამოსავალი უნდა მოიძებნოს, რაც არ უნდა რთული იყოს. „ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ მამაცები და პასუხისმგებელი ჩვენს ქმედებებში. ომი ევროპაში წარმოუდგენელია და ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ასეც დარჩება“, - აღნიშნა შოლცმა. ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის შესახებ, რომელიც დასრულებულია, მაგრამ ჯერ არ ფუნქციონირებს, შოლცი ამბობს, რომ მისი ქვეყანა მზად არის, უზრუნველყოს გაზის ტრანსპორტირება ევროპაში, მაგრამ დაამატა, რომ უკრაინაში ომს ექნება შორსმიმავალი შედეგები.   ამ საკითხზე პუტინმაც ისაუბრა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ჩრდილოეთის ნაკადი 2 „სუფთა კომერციული პროექტია". პუტინი ხაზს უსვამს ენერგეტიკულ სექტორს, როგორც გერმანიასთან თანამშრომლობის ძირითად სფეროს და მოჰყავს ორ ქვეყანას შორის არსებული მილსადენი, რომელიც მზად არის, მაგრამ ჯერ არ ფუნქციონირებს. პუტინი ამბობს, რომ ეს არის „წმინდა კომერციული პროექტი“, რომელშიც პოლიტიკა არ არის ჩართული და რომ რუსეთი სიამოვნებით გააგრძელებს გაზის მიწოდებას უკრაინის გავლით, თუ ამაზე მოთხოვნა იქნება. ოლაფ შოლცი გერმანიის კანცლერის რანგში მოსკოვში პირველი ვიზიტით ჩავიდა. გერმანიის კანცლერის ვიზიტი, კიევში მოგზაურობის შემდეგ მიმდინარეობს, სადაც ის უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, რათა გაეძლიერებინა ბერლინის მხარდაჭერა რუსული აგრესიის ფონზე. კონტექსტი ვიზიტის პერიოდში რუსეთის განცხადებით, სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. 14 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი, ლავროვმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ არსებობს მზადყოფნა, გაგრძელდეს მოლაპარაკებები დასავლეთთან რუსეთის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებზე. ლავროვმა დაამატა, რომ შეთანხმების შანსი არსებობს. 14 თებერვალს, გვიან ღამით, ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა უკრაინის საკითხზე იმსჯელეს. ლიდერებმა განაცხადეს, რომ კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი ჯერ კიდევ არის. უფრო ადრე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა: „გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ“. რუსეთი უკრაინაში შეჭრის გეგმებს უარყოფდა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი მას უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მძიმე ზომებით ემუქრება.

საფრანგეთმა მალიდან საერთაშორისო ანტიტერორისტულ ოპერაციაში ჩართული სამხედროების გაყვანის შესახებ გამოაცხადა

საფრანგეთმა მოკავშირეებთან ერთად მალიდან საერთაშორისო ანტიტერორისტულ ოპერაცია „ტაკუბაში“ ჩართული სამხედროების კოორდინირებული გაყვანა გამოაცხადა. „მალის გარდამავალი ხელისუფლების მხრიდან მრავალრიცხოვანი დაბრკოლებების გამო, კანადა და ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც ოპერაცია „ბარხანისა“ და „ტაკუბას“ ფარგლებში მოქმედებენ, მიიჩნევენ, რომ მალიში პოლიტიკური, ოპერატიული და სამართლებრივი პირობები აღარ არის დაკმაყოფილებული ტერორიზმთან ბრძოლაში სამხედრო ჩართულობის ეფექტურად გასაგრძელებლად“, - ნათქვამია განცხადებაში. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ნიგერი დათანხმდა ევროპული ძალების მასპინძლობას, რომლებიც ისლამისტ მებრძოლებს ებრძვიან.

ემანუელ მაკრონი: ომის ამ აქტს სისუსტის გარეშე, ცივსისხლიანად, მტკიცედ ვუპასუხებთ

ომის ამ აქტს სისუსტის გარეშე, ცივსისხლიანად, მტკიცედ და ერთიანად ვუპასუხებთ, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა. „მინდა მივესალმო უკრაინის პრეზიდენტის გამბედაობასა და სიმტკიცეს. ეს გარდამტეხი მომენტია ევროპის ისტორიაში. რუსეთის პრეზიდენტმა გადაწყვიტა სერიოზული თავდასხმა განეხორციელებინა ევროპაში მშვიდობასა და სტაბილურობაზე“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა. ცნობისთვის, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელორუსის ტერიტორიიდან. NATO უკრაინაზე რუსეთის შემზარავი თავდასხმის ბელორუსის მხრიდან ხელშეწყობას უმკაცრესად გმობს. ასევე წაიკითხეთ პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნის ინიციატივით მიმართა

შოლცმა და მაკრონმა პუტინს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ კვლავ მოუწოდეს

გერმანიის კანცლერმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა და რუსეთის პრეზიდენმა სატელეფონო საუბარი გამართეს. მოლაპარაკებები 75 წუთს გაგრძელდა. გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა შტეფენ ჰებესტრეიტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ზარი იყო საერთაშორისო ძალისხმევის ნაწილი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დასასრულებლად. მისი თქმით, სამივე ლიდერი შეთანხმდა, რომ არ გაამჟღავნონ დამატებითი დეტალები საუბრის შესახებ. მისივე თქმით, მაკრონი და შოლცი მოითხოვენ უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და დიპლომატიური გადაწყვეტის შესახებ ძალისხმევის წამოწყებას. სპიკერმა დაამატა, რომ შოლცი ასევე ტელეფონით დაუკავშირდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. კრემლის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ვლადიმერ პუტინმა აცნობა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს და გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს უკრაინაში "რეალური სიტუაციის" შესახებ. პუტინმა უკრაინული ძალები დაადანაშაულა ადამიანის უფლებათა ნორმების დარღვევაში და მოუწოდა მაკრონს და შოლცს, აიძულონ კიევი შეაჩეროს მსგავსი ქმედებები“. პუტინმა ასევე ისაუბრა რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის ბოლო დღეებში ვიდეოფორმატში გამართული მოლაპარაკებების სერიაზე. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრისას, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა 10 მარტსაც მოითხოვეს. მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს, რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინაში, 2,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა. გაეროს შეფასებით, უკრაინაში დაიღუპა 564 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 982 ადამიანი.დასავლეთმა მოსკოვს მძიმე სანქციები დაუწესა, ბევრმა კომპანიამ და გლობალურმა ბრენდმა ასევე შეაჩერა ოპერაციები რუსეთში.

საფრანგეთის პრეზიდენტი უკრაინაში გამგზავრებას ამ ეტაპზე არ აპირებს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის უკრაინაში გამგზავრება ამ ეტაპზე არ იგეგმება. ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა. საფრანგეთის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ ვიზიტი შეიძლება დაიგეგმოს, როგორც კი ის გამოსადეგი აღმოჩნდება კრიზისის მოსაგვარებლად. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრებს: თქვენი ვიზიტი ამ რთულ დროს მხარდაჭერის ძლიერი ნიშანია

აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ალბანეთი და ნორვეგია უკრაინის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვის ინიციატივით გამოდის

აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ალბანეთი და ნორვეგია უკრაინის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვის ინიციატივით გამოდის. აღნიშნულ ინიციატივას, Twitter-ზე გაეროში დიდი ბრიტანეთის მუდმივი წარმომადგენლობა ავრცელებს. „რუსეთი ომის დანაშაულებს სჩადის და მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავს. უკრაინაში რუსეთის უკანონო ომი ჩვენ ყველას გვემუქრება“, - აღნიშნულია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის კონგრესს: ახლა წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი და ის, იქნებიან თუ არა უკრაინელები თავისუფლები

ემანუელ მაკრონი: სისტემატურად ვესაუბრები პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტს პუტინს

სისტემატურად ვესაუბრები პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტს პუტინს და გავაგრძელებს მათთან საუბარს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვიდეომიმართვისას განაცხადა. მაკრონი არ გამორიცხავს კიევში ვიზიტსაც, თუმცა, აღნიშნავს, რომ მისთვის პრიორიტეტი, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან დისკუსიების გაგრძელებაა. „რუსეთის უკრაინაში შეჭრა იყო ელექტროშოკი NATO-სთვის. ჩვენ გვჭირდება სტრატეგიული სიცხადე და ახლა ამ პროცესში ვართ. ეს კი უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე მოხდა. სისტემატურად ვესაუბრები პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტს პუტინს“, - განაცხადა მაკრონმა. ასევე წაიკითხეთ: თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა უკრაინის საზღვრებზე რუსეთის სამხედრო გაძლიერების საკითხი განიხილეს

საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა

საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის და ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა. ამის შესახებ საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა განაცხადა. „ჩვენ 22 მლრდ ევროს მოცულობის ცენტრალური ბანკის აქტივები გავყინეთ, ასევე ფრანგულ დაწესებულებებში 150 მლნ ევროს ფიზიკური პირების რესურსები გავყინეთ“, - განაცხადა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ: Reuters-ი: ევროკავშირის მთავრობის წარმომადგენლები, რუსეთი წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს განიხილავს

საფრანგეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. საუბარში, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა, მაკრონმა და პუტინმა უკრაინაში შექმნილი სიტუაცია განიხილეს. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი: უკრაინის გვერდით ვდგავართ და გავაგრძელებთ იმის უზრუნველყოფას, რომ პუტინმა თავისი ქმედებებისთვის მძიმე ეკონომიკური ფასი გადაიხადოს

ემანუელ მაკრონი: ევროპული და ამერიკული სანქციების დაწესების შემდეგ, ევროპა ამ სანქციების სრულად გაკონტროლებას იწყებს

ევროპული და ამერიკული სანქციების დაწესების შემდეგ, ევროპა ახლა ამ სანქციების სრულად აღსრულების გაკონტროლებას იწყებს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. "ევროპული და ამერიკული სანქციების დაწესების შემდეგ, ევროპა ახლა ამ სანქციების სრულად აღსრულების გაკონტროლებას იწყებს. ეს საჭიროა იმისთვის, რომ რუსეთმა სხვა სახელმწიფოების ხელშეწყობით შეზღუდვებს თავი არ აარიდოს. პუტინს მოლაპარაკებების გარდა სხვა გზა არ უნდა დარჩეს", - განაცხადა მაკრონმა. ასევე წაიკითხეთ: G7-ის ლიდერები რუსეთს მოუწოდებენ, გაიყვანოს სამხედრო ძალები და აღჭურვილობა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან

Reuters: საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ რუსი დიპლომატის მიერ  Twitter-ზე გამოქვეყნებული კარიკატურები შეურაცხმყოფელია

რუსეთის ელჩი ალექსეი მეშკოვი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტოში Twitter-ზე გამოქვეყნებული კარიკატურების გამო დაიბარეს. ამის შესახებ Reuters წერს.  საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ რუსი დიპლომატის მიერ  Twitter-ზე გამოქვეყნებული კარიკატურები შეურაცხმყოფელია.  „ჩვენ ვეცდებით რუსეთთან დიალოგისთვის შევინარჩუნოთ არხები ...თუმცა ასეთი პუბლიკაციები მიუღებელია. ჩვენ ამის შესახებ საკმაოდ ნათლად ვუთხარით რუსეთის ელჩს“, - აცხადებენ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. გამოცემის ცნობით, მეშკოვმა Twitter-ზე რამდენიმე კარკატურა გამოაქვეყნა, სადაც ევროპა „ავადმყოფი პაციენტია“ და აშშ და ევროკავშირი ინექციებით „აწამებენ“. ესაა „ნეონაციზმის“, „რუსოფობიის“ და COVID19-ის ინექციები.  რუსეთის საელჩომ გამოვცემას დაუდასტურა, რომ ალექსეი მეშკოვთან საფრანგეთის საგარეო სამინისტროში სხვა საკითხებთან ერთად Twitter-ზე გამოქვეყნებულ კარიკატურაზეც ილაპარაკეს.  „ჩვენ დავრწმუნდით, რომ პარიზში აქტიურად კითხულობენ Twitter-ზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს, სადაც რიგ საკითხებზე რუსეთის ოფიციალური პოზიციაა გამოხატული“, - აცხადებენ საფრანგეთში რუსეთის საელჩოს პრეს-სამსახურში. 

ემანუელ მაკრონი: რუსული ძალები პასუხისმგებელნი არიან უკრაინაში სამხედრო დანაშაულებებზე

რუსული ძალები პასუხისმგებელნი არიან უკრაინაში სამხედრო დანაშაულებებზე, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „მისი სურვილია“ დაინახოს ევროკავშირში რუსული ნახშირისა და ნავთობის ექსპორტის სრული დაბლოკვა. „ვინც ამ დანაშაულის უკან დგას, პასუხი უნდა აგოს. ჩვენ ძალიან მკაფიოდ უნდა გავაგზავნოთ სიგნალი, რომ ეს არის ჩვენი კოლექტიური ღირსება და ჩვენი ღირებულებები, რომლებსაც ვიცავთ. არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე“, – განაცხადა მაკრონმა. ასევე წაიკითხეთ: ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული

მედია: საფრანგეთმა 30-მდე რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ განაცხადა

საფრანგეთი იმ რუს დიპლომატებს გააძევებს, რომელთა საქმიანობაც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.  „დღეს საღამოს საფრანგეთმა გადაწყვიტა გააძევოს ის რუსი თანამშრომლები, რომლებიც სარგებლობენ დიპლომატიური სტატუსით და საფრთხეს უქმნიან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და ინტერესებს. ეს აქცია არის ევროპული დამოკიდებულების ნაწილი. ჩვენი მტავარი პასუხისმგებლობა ყოველთვის იყო საფრანგეთისა და ევროპელების უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, - ნათქვამია განცხადებაში.  ტელეარხ BFMTV-ის ცნობით, საქმე ეხება 30-მდე რუსი დიპლომატის გაძევებას.  ცნობისათვის, დღეს გერმანიამ 40-მდე რუსი დიპლომატი ქვეყნისათვის არასასურველ პირად დაასახელა.  ბელგიის ხელისუფლებამ 29 მარტს 21 რუსი დიპლომატი გააძევა ჯაშუშობისთვის.  ნიდერლანდებმა კი 17 რუსი დიიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადეს, რომელთაც სპეცსამსახურების მონაცემებით ჯაშუშობა დაუდასტურდათ.  ირლანდიამ 29 მარტს 4 რუსი დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. მიზეზია დიპლომატიური ნორმების დარღვევა.  4 აპრილს ლატვიამ და ლიეტუამ განაცხადეს, რომ ბუჩაში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ისინი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონეს ამცირებენ. ეს ღონისძიება გულისხმობს ელჩების გამოწვევას. ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ ეს იყო „ფეიკური თავდასხმა".  ასევე წაიკითხეთ სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელშიც ქვეყნის 48 მილიონი ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას და არჩევანს 12 კანდიდატს შორის გააკეთებს. წინასწარი კვლევების თანახმად, საარჩევნო ბრძოლას ორი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს - ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი, რომელიც მაკრონმა 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა. ცნობისთვის, საფრანგეთში პრეზიდენტს პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრის წესით 5-წლიანი ვადით ირჩევენ.  

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. France 24-ის ცნობით, ეგზიტპოლის მიხედვით, ემანუელ მაკრონს 28.5%-იანი მხარდაჭერა აქვს, მარინ ლე პენს ამომრჩეველთა 23.6%-მა დაუჭირა მხარი. 20,3% ულტრამემარცხენე კანდიდატმა ჟან-ლუკ მელენშონმა მიიღო. 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 65% შეადგინა, რაც 2002 წლიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მეორე ტური 24 აპრილს გაიმართება. საფრანგეთი პრეზიდენტს პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრით, 5-წლით ირჩევს.

ემანუელ მაკრონი ჯო ბაიდენზე: ტერმინ გენოციდთან ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან რუსები და უკრაინელები ძმები არიან

"დღეს ასეთ ტერმინებთან ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ხალხი ძმები არიან", - ასე უპასუხა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტის კითხვას, ეთანხმება თუ არა ის აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ტერმინ "გენოციდის" გამოყენებას უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესაფასებლად."დღეს ასეთ ტერმინებთან ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ხალხი ძმები არიან. მინდა, შეძლებისდაგვარად, გავაგრძელო მცდელობა ომის გასაჩერებლად და მშვიდობის აღდგენისთვის. არ ვარ დარწმუნებული, რომ რიტორიკის ესკალაცია ამას ემსახურება", - განაცხადა მაკრონმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს: ნამდვილი ლიდერის ნამდვილი სიტყვები ბაიდენი რუსეთს გენოციდში ადანაშაულებს

უკრაინული მედია: კიევი იმედგაცრუებულია გენოციდთან დაკავშირებით მაკრონის პოზიციით და სიტყვებით მოძმე ერის შესახებ

კიევი იმედგაცრუებულია გენოციდთან დაკავშირებით მაკრონის პოზიციით და სიტყვებით მოძმე ერის შესახებ. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. მედიის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონის სურვილის უქონლობა უკრაინელების გენოციდის აღიარების შესახებ, გულდასაწყვეტია. „რუსეთის ხელმძღვანელობის გულწრფელი განცხადებებისა და რუსი სამხედროების დანაშაულებრივი ქმედებების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის სურვილის უქონლობა უკრაინელების გენოციდის აღიარების შესახებ, გულდასაწყვეტია“, – აღნიშნა ოლეგ ნიკოლენკომ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს: ნამდვილი ლიდერის ნამდვილი სიტყვები ემანუელ მაკრონი ჯო ბაიდენზე: ტერმინ გენოციდთან ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან რუსები და უკრაინელები ძმები არიან

ემანუელ მაკრონი: ომის 50 დღის განმავლობაში საფრანგეთმა უკრაინის არმიას 100 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ტექნიკა გადავეცით

"რუსეთმა უნდა აგოს პასუხი უკრაინაში ჩადენილი დანაშაულისთვის", - ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სოციალური ქსელში დაწერა. მისივე თქმით, საფრანგეთი უკრაინას 24 სახანძრო მანქანას და 50 სასწრაფო დახმარების ავტომობილს გადასცემს. „უკრაინაში საზარელი დანაშაული ჩაიდინეს. ჩვენი ექსპერტები მუშაობენ ადგილზე და ეხმარებიან უკრაინელ და საერთაშორისო სასამართლო ორგანოების წარმომადგენლებს, რათა მათ შეაგროვონ მტკიცებულებები და დაადგინონ დამნაშავეები. რუსეთის ხელისუფლებამ უნდა აგოს პასუხი. სამართლიანობის გარეშე მშვიდობა არ არსებობს. ომის 50 დღის განმავლობაში საფრანგეთმა უკრაინის არმიას 100 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ტექნიკა გადავეცით და კიდევ გავაგრძელებთ კიევის დახმარებას“, – წერს ემანუელ მაკრონი. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა.

საფრანგეთის საგარეო უწყება: ჩვენი საელჩო ძალიან მალე ლვოვიდან კიევში დაბრუნდება

საფრანგეთმა გამოაცხადა, რომ მისი საელჩო უკრაინაში ძალიან მალე ლვოვიდან კიევში დაბრუნდება. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი. „ეს გადაადგილება ძალიან მალე მოხდება და საფრანგეთს საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო გააღრმავოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ყველა სფეროში“, - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. ასევე წაიკითხეთ: ემანუელ მაკრონი: ომის 50 დღის განმავლობაში საფრანგეთმა უკრაინის არმიას 100 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ტექნიკა გადავეცით

რას მოიცავს ევროკავშირის ანგარიში, რომლის საფუძველზეც, საფრანგეთის პროკურატურა პრეზიდენტობის კანდიდატის წინააღმდეგ საქმეს იძიებს

საფრანგეთის პროკურატურა ევროკავშირის თანხების ბოროტად გამოყენებაში, პრეზიდენტობის კანდიდატის, მარინ ლე პენის სავარაუდო მონაწილეობას სწავლობს. Bloomberg-ის ცნობით, ლე პენის შესაძლო, უკანონო მოქმედების შესახებ საუბარია ანგარიშში, რომელიც საფრანგეთის პროკურატურამ ევროკავშირის თაღლითობასთან ბრძოლის სააგენტოსგან, მარტში მიიღო. „ეროვნული გაერთიანების“ ლე პენი და მისი რამდენიმე თანაპარტიელი ეჭვმიტანილი არიან ევროპარლამენტისგან მიღებული დაფინანსების გამოყენებაში ეროვნული დონის პოლიტიკური მიზნებისა და პირადი ხარჯისთვის. ანგარიშის მიხედვით, 2004-2017 წლებში, ლე პენმა, როდესაც ის ევროპარლამენტის დეპუტატი იყო, დაახლოებით 137 ათასი ევრო მიითვისა. პრეზიდენტობის კანდიდატი ბრალდებებს უარყოფს. შეგახსენებთლ, 24 აპრილს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მეორე ტურში, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი მონაწილეობენ. პირველ ტურში მაკრონს 27%-მა, ლე პენს კი, 24%-მა დაუჭირა მხარი.  

საფრანგეთის პრეზიდენტი: საფრანგეთს რუსული გაზი არ სჭირდება

საფრანგეთს რუსული გაზი არ სჭირდება, - როგორც უკრაინული მედია იუწყება, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ტელეკომპანია France 5-თან ინტერვიუში განაცხადა. „ევროპა დამოკიდებულია რუსულ გაზზე, მაგრამ საფრანგეთს ის არ სჭირდება. პარიზი მუშაობს სხვა ქვეყნებიდან გაზის შესყიდვაზე და ასევე აპირებს მხარი დაუჭიროს რუსულ გაზსა და ნავთობზე ემბარგოს დაწესებას”, - თქვა მაკრონმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება.  ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენშტაბი: დონბასში რუსეთის მიერ შეტევითი ოპერაციის დაწყების ნიშნებია ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსულმა ძალებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს

საფრანგეთი უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და თვითმავალ „ჰაუბიცებს“ მიაწვდის

საფრანგეთი უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს (Milan) და თვითმავალ „ჰაუბიცებს“ (Caesar) მიაწვდის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. „უკრაინას მნიშვნელოვან აღჭურვილობას კვლავ ვაწვდით, მათ შორის Milan-ს და Caesar-ს. ვფიქრობ, ეს გზა უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ არსებობს წითელი ხაზი... კონფლიქტის მხარე არ უნდა გავხდეთ", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა. საერთაშორისო მედია აღნიშნავს, რომ უკრაინის ოფიციალური პირები, მათ შორის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, არაერთხელ სთხოვდა ევროპას და NATO-ს ძალებს, მიეწოდებინათ უფრო მძიმე იარაღი, განსაკუთრებით საარტილერიო, რადგან რუსეთი ახალ თავდასხმას იწყებდა აღმოსავლეთ რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ, როგორიცაა აშშ, სწრაფი რეაგირება მოახდინა, სხვები, განსაკუთრებით ევროკავშირის მძიმეწონიანი წევრი, გერმანია მოსკოვთან შემდგომ დაპირისპირებას უფრთხის. შეგახსენებთ, 19 აპრილს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ტელეკომპანია CNN-თან განაცხადა, რომ აშშ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა უკრაინას იარაღი უპრეცედენტო სიჩქარით მიაწოდოს. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის უმეტესი ნაწილი უკრაინას უკვე გადაეცა, მათ შორის საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალები და ჯავშანტექნიკა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ამავე თემაზე პენტაგონის განმარტება უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემაზე ამერიკელი სამხედროები უკრაინელებს აშშ-ის მიერ გაგზავნილი „ჰაუბიცების“ გამოყენებაში გადაამზადებენ აშშ უკრაინას ეკონომიკის სტაბილიზაციის მიზნით, $500 მილიონს გამოუყოფს „ფენიქსის აჩრდილი“: რა არის ცნობილი უკრაინისთვის შექმნილი ამერიკული დრონების შესახებ

ემანუელ მაკრონი: 9 მაისამდე, რუსეთი გააძლიერებს თავდასხმებს უკრაინაზე, მოგვიწევს გადაწყვეტილებების მიღება

რუსეთმა აჩვენა მკაფიო მზადყოფნა, უკრაინაში ომის ესკალაციისთვის და გააძლიერებს საომარ მოქმედებებს მომდევნო რამდენიმე კვირაში, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა იტალიურ გაზეთ Corriere della Sera-სთან საუბრისას. საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მაკრონმა განაცხადა, რომ მოელის ვითარების გაუარესებას 9 მაისამდე, რომელიც ცნობილია როგორც გამარჯვების დღე რუსეთში. „9 მაისიდან გამომდინარე, რუსეთი გააძლიერებს თავდასხმებს აღმოსავლეთ უკრაინაზე და ჩვენ მოგვიწევს გადაწყვეტილებების მიღება“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა და რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის შემდგომი სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე მიუთითა, თუმცა დაამატა, რომ ჯერ არ არის რუსულ ნავთობსა და გაზზე ემბარგოს დრო. მაკრონმა აღნიშნა, რომ მისი მემარჯვენე კონკურენტის მარინ ლე პენის გამარჯვება ევროკავშირის და ფრანკო-გერმანული ღერძის დასასრულს ნიშნავს, მისი ევროსკეპტიური და პრორუსული პოზიციების გამო. „ვფიქრობ, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ“, - დაამატა მაკრონმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. ასევე წაიკითხეთ რუსეთის ძალებმა ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს - Human Rights Watch-ის მტკიცებულებები

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. 10 აპრილს არჩევნების პირველ ტურში 44 წლის მაკრონი ლიდერობდა ხმების 27,8%-ით. France24 წერს, რომ პროევროპელი მოქმედი პრეზიდენტი მიზნად ისახავს, გახდეს პირველი პრეზიდენტი ჟაკ შირაკის შემდეგ, რომელმაც ხელახალი არჩევნები მოიგო. ლე პენი, რომელმაც პირველ ტურში ხმების 23,1% მიიღო, საპრეზიდენტო არჩევნებში მესამედ იყრის კენჭს. 53 წლის ნაციონალისტი ლიდერი იმედოვნებს, რომ გახდება პირველი ქალი, ვინც ამ თანამდებობას დაიკავებს. პირველი ეგზიტპოლები მოსალოდნელია პარიზის დროით საღამოს 8 საათზე (GMT+2), როდესაც ბოლო საარჩევნო უბნები დაიხურება. მანამდე ფრანგულ მედიას ეკრძალება კანდიდატების ციტირება ან გამოკითხვების გამოქვეყნება, რათა მათ არ მოახდინოს გავლენა ამომრჩევლებზე. ხმის მისაცემად რეგისტრირებულია დაახლოებით 48,7 მილიონი ადამიანი, თუმცა ელიან, რომ აქტივობა შეიძლება იყოს უფრო დაბალი, ვიდრე პირველ ტურში, როდესაც ოთხიდან ერთმა თავი შეიკავა ხმის მიცემისგან. საფრანგეთი პრეზიდენტს პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრით, 5-წლით ირჩევს.  ამავე თემაზე ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონმა 58%-ით გაიმარჯვა

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით 58%-ით საფრანგეთში, საპრეზიდენტო არჩევნებში ცენტრისტმა ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა. შესაბამისად, მისმა კონკურენტმა, ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, მარინ ლე პენმა 42% მიიღო. ამის შესახებ BBC წერს.  საარჩევნო უბნები საფრანგეთის დროით 20:00-ზე დაიხურა. თუ საბოლოო შედეგები, ეგზიტპოლის წინასწარ მონაცემებს დაემთხვევა, მაკრონი ბოლო 20 წელიწადში პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელიც ქვეყანას მეორე ვადით უხელმძღვანელებს. ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტად 2017 წელს აირჩიეს. მისი თქმით, მისი ყველაზე დიდი მიღწევა უმუშევრობის და გადასახადების შემცირებაა, ასევე, ეროვნული უსაფრთხოებისთვის ხარჯების ზრდა. საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დღეს დაუპირისპირდნენ.  10 აპრილს არჩევნების პირველ ტურში 44 წლის მაკრონი ლიდერობდა ხმების 27,8%-ით. France24 წერს, რომ პროევროპელი მოქმედი პრეზიდენტი მიზნად ისახავს, გახდეს პირველი პრეზიდენტი ჟაკ შირაკის შემდეგ, რომელმაც ხელახალი არჩევნები მოიგო. ლე პენი, რომელმაც პირველ ტურში ხმების 23,1% მიიღო, საპრეზიდენტო არჩევნებში მესამედ იყრის კენჭს. 53 წლის ნაციონალისტი ლიდერი იმედოვნებს, რომ გახდება პირველი ქალი, ვინც ამ თანამდებობას დაიკავებს.  საფრანგეთი პრეზიდენტს პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრით, 5-წლით ირჩევს.  ამავე თემაზე ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, ემანუელ მაკრონთან პირველი სატელეფონო საუბარი გერმანიის კანცლერმა გამართა

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, ემანუელ მაკრონთან პირველი სატელეფონო საუბარი გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. „კანცლერმა შოლცმა დაურეკა პრეზიდენტს მისალოცად. ეს იყო პრეზიდენტის პირველი ზარი, რაც ფრანკო-გერმანული მეგობრობის ნიშანია“, – წერია ელისეს სასახლის განცხადებაში. საფრანგეთის პრეზიდენტი, უკვე მეორე ვადით, კვლავ ემანუელ მაკრონი იქნება. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა ხმათა 58.55% მიიღო, მისმა მეტოქე მარინ ლე პენმა - 41.45%. „ვიქნები ყოველი თქვენგანის პრეზიდენტი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც პირველ და მეორე ტურში ნდობა გამომიცხადა“, - მიმართა თანამოქალაქეებს ემანუელ მაკრონმა. ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, მარინ ლე პენმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები აღიარა. ამავე თემაზე სალომე ზურაბიშვილმა ემანუელ მაკრონს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა  

ვოლოდიმერ ზელენსკი ემანუელ მაკრონს: ჩვენ ერთად მივდივართ წინ, ახალი საერთო გამარჯვებებისკენ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ემანუელ მაკრონს საფრანგეთის პრეზიდენტად ხელახლა არჩევა მიულოცა. „ვუსურვებ მას ახალ წარმატებებს ხალხის სასიკეთოდ. ვაფასებ მის მხარდაჭერას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად მივდივართ წინ ახალი საერთო გამარჯვებებისკენ, ძლიერი და ერთიანი ევროპისკენ!" - აღნიშნა ზელენსკიმ. საფრანგეთის პრეზიდენტი, უკვე მეორე ვადით, კვლავ ემანუელ მაკრონი იქნება. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა ხმათა 58.55% მიიღო, მისმა მეტოქე მარინ ლე პენმა - 41.45%. „ვიქნები ყოველი თქვენგანის პრეზიდენტი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც პირველ და მეორე ტურში ნდობა გამომიცხადა“, - მიმართა თანამოქალაქეებს ემანუელ მაკრონმა. ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, მარინ ლე პენმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები აღიარა. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონმა 58%-ით გაიმარჯვა BBC: ლე პენმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მარცხი აღიარა  

სალომე ზურაბიშვილმა ემანუელ მაკრონს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

„გილოცავთ ბატონო Emmanuel Macron, თქვენთან ერთად მოიგო საფრანგეთმა! იმარჯვებს ევროპა და ვიმარჯვებთ ჩვენ, ჩვენ ქართველები და უკრაინელები, რომლებსაც გვჭირდება ძლიერი, ღირსეული ევროპა, რომლის ყიდვას, ან გატეხას რუსეთი ვერ შეძლებს და ვალდებული იქნება პატივი სცეს! “, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, მარინ ლე პენმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები აღიარა. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით 58%-ით საფრანგეთში, საპრეზიდენტო არჩევნებში ცენტრისტმა ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა. შესაბამისად, მისმა კონკურენტმა, ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, მარინ ლე პენმა 42% მიიღო.  ამავე თემაზე ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონმა 58%-ით გაიმარჯვა BBC: ლე პენმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მარცხი აღიარა

მაკრონის ხელახალი არჩევის შემდეგ, საფრანგეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს - მედია

საფრანგეთი გაზრდის სანქციებით ზეწოლას რუსეთზე, მაგრამ მთავრობა უნდა იყოს გამჭვირვალე ფრანგ ხალხთან და აუხსნას, რა გავლენას ახდენს ეს ზომები მათ ცხოვრებაზე. ამის შესახებ საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრი კლემან ბონი CNN-ს ესაუბრა. კითხვას, შეძლებს თუ არა ხელახლა არჩეული პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, შეინარჩუნოს საზოგადოების მხარდაჭერა, თუ გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას, რადგან ეს გავლენას ახდენდა ხალხის კეთილდღეობაზე, ბონმა უპასუხა, რომ სიტუაცია არ იყო მარტივად გამოსასწორებელი. მან აღნიშნა, რომ სანქციებმა არ შეიძლება, გავლენა არ იქონიოს საფრანგეთის მოქალაქეების ცხოვრებაზე, მაგრამ მაინც, რუსეთის სანქციები უნდა გამკაცრდეს. „რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის სანქციების გაზრდა, რადგან ომი ჯერ კიდევ გრძელდება. ჩვენ უნდა დავიცვათ განსაკუთრებით ღარიბი ხალხი ამ გაზრდილი სურსათის ფასებისგან, ენერგიის ფასებისგან. ასე რომ, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან გამჭვირვალე და ძალიან მკაფიო: ჩვენ დავიცავთ მათ, მაგრამ არ არის მართალი, რომ შეიძლება ჰქონდეთ მარტივი სიტუაცია, როდესაც ჩვენ ვახორციელებთ ზეწოლას რუსეთზე და თითქოს, ეს არ მოახდენს გავლენას მათზე“, - განაცხადა ბონმა. საფრანგეთის პრეზიდენტი, უკვე მეორე ვადით, კვლავ ემანუელ მაკრონი იქნება. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა ხმათა 58.55% მიიღო, მისმა მეტოქე მარინ ლე პენმა - 41.45%. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

თავდაცვის სამინისტროში საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ საფრანგეთის რესპუბლიკის გაერთიანებული შტაბის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს უმასპინძლეს. ლელა ჩიქოვანმა და ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გენერალ-მაიორ ლორან მარბეფს ვიზიტისთვის, საფრანგეთს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. საუბარი შეეხო საჰაერო თავდაცვის, სამთო მიმართულებით თანამშრომლობას, ასევე, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) ერთობლივ კონტრიბუციას. შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატეს და რეგიონში არსებული საფრთხეები და უსაფრთხოების გამოწვევები მიმოიხილეს.  

პარიზში ემანუელ მაკრონის ინაუგურაცია მიმდინარეობს

პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინაუგურაცია მიმდინარეობს. ელისეს სასახლეში მიმდინარე ღონისძიებას 450-მდე სტუმარი ესწრება. შეგახსენნებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე კიდევ ხუთი წლით ყოფნის უფლება ემანუელ მაკრონმა 24 აპრილს, არჩევნების მეორე ტურში მოიპოვა, როდესაც ხმათა 58,55%-ით მარინ ლე პენი დაამარცხა.  

ემანუელ მაკრონი: უკრაინას, რუსეთის აგრესიის შემდეგ, დემოკრატიისა და გამბედაობის გამარჯვებაში დავეხმარებით

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ინაუგურაციის დროს რუსეთ–უკრაინის ომზე ილაპარაკა. მედიის ცნობით, პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ უკრაინაში დემოკრატიისა და გამბედაობის გამარჯვებას დაეხმარება. „უპირველეს ყოვლისა, ვიმოქმედებთ რუსეთის აგრესიის შემდეგ უკრაინაში კონფლიქტის დეესკალაციისთვის, რათა დავეხმაროთ დემოკრატიისა და გამბედაობის გამარჯვებაში, ავაშენოთ ახალი სამყარო ევროპაში და ახალი ავტონომია ჩვენს კონტინენტზე“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა. ემანუელ მაკრონი ბოლო 20 წელიწადში პირველი პრეზიდენტია, რომელიც ქვეყანას მეორე ვადით უხელმძღვანელებს. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე კიდევ ხუთი წლით ყოფნის უფლება ემანუელ მაკრონმა 24 აპრილს, არჩევნების მეორე ტურში მოიპოვა, როდესაც ხმათა 58,55%-ით მარინ ლე პენი დაამარცხა. ასევე წაიკითხეთ პარიზში ემანუელ მაკრონის ინაუგურაცია მიმდინარეობს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: მსოფლიოს ლიდერები უნდა მოემზადონ, რომ უკრაინაში ომი გაგრძელდება

მსოფლიოს ლიდერები უნდა მოემზადონ, რომ უკრაინაში ომი გაგრძელდება და მთელ მსოფლიოს სერიოზულ გრძელვადიან პრობლემებს შეუქმნის, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა. „ჩვენ არ ვიბრძვით რუსეთის წინააღმდეგ, ეს არის რუსეთი, რომელიც ებრძვის უკრაინას. არის აგრესორი და აგრესიის მსხვერპლი და ჩვენ მხარს ვუჭერთ აგრესიის მსხვერპლს. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერის ინიციატივებს სამხედრო და ფინანსურ სექტორში და ეს არის ის, რასაც ჩვენ განვიხილავთ აქ ჩვენი სამუშაო დღის განმავლობაში. მსოფლიოს ლიდერები უნდა მოემზადონ, რომ უკრაინაში ომი გაგრძელდება და მთელ მსოფლიოს სერიოზულ გრძელვადიან პრობლემებს შეუქმნის”, – თქვა ჟან-ივ ლე დრიანმა. ცნობისთვის,  2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.   რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ელისაბედ ბორნი იქნება

საფრანგეთს ახალი პრემიერ-მინისტრი, შრომის ყოფილი მინისტრი ელისაბედ ბორნი იქნება. ამის შესახებ Reuters წერს. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში საფრანგეთის მთავრობას ქალი მეორედ უხელმძღვანელებს. მანამდე, საფრანგეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა საფრანგეთის პრეზიდენტს გადადგომის მოთხოვნით მიმართა. საფრანგეთის მთავრობაში ცვლილებები ქვეყნის პრეზიდენტად ემანუელ მაკრონის მეორე ვადით არჩევის მოჰყვა.  შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე კიდევ ხუთი წლით ყოფნის უფლება ემანუელ მაკრონმა 24 აპრილს, არჩევნების მეორე ტურში მოიპოვა, როდესაც ხმათა 58,55%-ით მარინ ლე პენი დაამარცხა.

საფრანგეთში საქართველოს საელჩო: რუსული კულტურის ცენტრის მიერ ნიკო ფიროსმანის „რუს-ქართველ“ მხატვრად წარმოჩენა მიუღებელია

"ჩვენთვის სრულიად მიუღებელია რუსული მართლმადიდებელი და სასულიერო კულტურის ცენტრის მიერ ნიკო ფიროსმანის „რუს-ქართველ“ მხატვრად წარმოჩენა", - ასე გამოეხმაურა საფრანგეთში საქართველოს საელჩო პარიზის რუსული მართლმადიდებელი და სასულიერო კულტურის ცენტრის ოფიციალურ საიტზე და ინსტაგრამგვერდზე გამოქვეყნებულ ნიკო ფიროსმანის დაბადების 160 წლის აღნიშვნასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რომელშიც ნიკო ფიროსმანი მოხსენიებულია „რუს-ქართველ“ მხატვრად. „გამორჩეული ქართველი პრიმიტივისტის, მსოფლიო ნაივური ხელოვნების უდიდესი წარმომადგენლის, ნიკო ფიროსმანის მემკვიდრეობის მსოფლიო მნიშვნელობის გათვალისწინებით, ჩვენთვის გასაგებია, მისი 160 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებები. ამავდროულად, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია ქართველი მხატვრის მოხსენიება ტერმინით „რუს-ქართველი“. საელჩო შეახსენებს, რომ ნიკო ფიროსმანი არის ქართველი მხატვარი, ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი, რომელიც განუმეორებელი ნიჭით დაჯილდოებული ხატავდა იმდროინდელი საქართველოს ცხოვრების სცენებს. ჩვენთვის სრულიად მიუღებელია რუსული მართლმადიდებელი და სასულიერო კულტურის ცენტრის მიერ ნიკო ფიროსმანის „რუს-ქართველ“ მხატვრად წარმოჩენა, რაც კულტურული რევიზიონიზმის უხეშ ფორმას წარმოადგენს“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

საფრანგეთის ახალი მთავრობის შემადგენლობა ცნობილია

საფრანგეთში ახალი პრემიერ-მინისტრის, ელიზაბეტ ბორნის მთავრობის შემადგენლობა გახდა ცნობილი - საგარეო საქმეთა სამინისტროს პორტფოლიოების განაწილებას კატრინ კოლონა უხელმძღვანელებს. კოლონამ ამ თანამდებობაზე შეცვალა ჟან-ივ ლე დრიანი და გახდა მეორე ქალი, რომელიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. მანამდე ის იყო საფრანგეთის ელჩი ბრიტანეთში და ასევე ეკავა გარდაცვლილი პრეზიდენტის ჟაკ შირაკის სპიკერის პოზიცია. საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ელისაბედ ბორნი იქნება თავდაცვის ახალ მინისტრად სებასტიენ ლეკორნიუ დაინიშნა. თანამდებობები შეინარჩუნეს შინაგან საქმეთა მინისტრმა დარმანენმა და ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ლე მერმა. კლემან ბონი ასევე განაგრძობს მუშაობას ევროპულ საქმეთა მინისტრად. მაკრონმა ელიზაბეტ ბორნი პრემიერ-მინისტრად ორშაბათს დანიშნა. მას თითქმის ერთი თვე დასჭირდა ახალი კაბინეტის დასაკომპლექტებლად აპრილში ხელახლა არჩევის შემდეგ, როდესაც მან პირობა დადო, რომ საფრანგეთს „სხვაგვარად“ უხელმძღვანელებდა. საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები ივნისის შუა რიცხვებში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე კიდევ ხუთი წლით ყოფნის უფლება ემანუელ მაკრონმა 24 აპრილს, არჩევნების მეორე ტურში მოიპოვა, როდესაც ხმათა 58,55%-ით მარინ ლე პენი დაამარცხა.

ემანუელ მაკრონი: უკრაინელი ხალხის მხარდაჭერით, ქართველებმა დაადასტურეს სრული ერთგულება ჩვენთვის ძვირფასი ღირებულებების მიმართ

"უკრაინელი ხალხის მხარდაჭერით, ქართველებმა დაადასტურეს სრული ერთგულება ჩვენთვის  ძვირფასი ღირებულებების მიმართ", - საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წერილი გამოუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს. „საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მოხარული ვარ, გულწრფელად გისურვოთ თქვენ და მთელ ქართველ ხალხს ბედნიერება, კეთილდღეობა და მშვიდობა. თითქმის სამი თვეა, რაც ევროპის კონტინენტი შეიგრძნობს რუსეთის მიერ სუვერენული ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ მკვლელ აგრესიულ ომს. ამ თავდასხმის წინაშე, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, როგორც არასდროს, აუცილებელია, ევროპის ოჯახმა შეინარჩუნოს ერთიანობა. უკრაინელი ხალხის მხარდაჭერით, იქნება ეს თქვენს ტერიტორიაზე ამჟამად მყოფი მრავალი ლტოლვილის მიღებითა თუ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით, ქართველებმა დაადასტურეს თავიანთი სრული ერთგულება ჩვენთვის ასე ძვირფასი ღირებულებების მიმართ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მიერ თანმიმდევრულად მიცემული ხმები რეზოლუციების სასარგებლოდ, რომლებიც მოითხოვდა უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, მოუწოდებდა რუსეთს მშვიდობიან მოსახლეობაზე ყველა თავდასხმის შეწყვეტისკენ და ბოლოს, მას რიცხავდა ადამიანის უფლებების საბჭოდან, ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იყო. მაშინ, როცა საქართველომ კიდევ ერთხელ შეძლო, დაემტკიცებინა დემოკრატიის გზის მიმართ თავისი დამაჯერებელი ერთგულება და ახლახან წარადგინა წევრობის კითხვარის მეორე ნაწილი, მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა ქვეყანამ მხარი დაუჭიროს სანქციების ევროპულ პოლიტიკას და ხელი შეუშალოს მოქმედი სანქციების რეჟიმის რუსეთის მიერ გვერდის ავლის მცდელობებს. ჩემთვის ასევე ცნობილია თქვენი სურვილი, განამტკიცოთ კანონის უზენაესობა აუცილებელი რეფორმების გატარებით, სახელდობრ სასამართლო სისტემაში – შეგიძლიათ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერის იმედი გქონდეთ ამ გზაზე. მოგეხსენებათ, რომ 2022 წელს ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30-ე იუბილე აღინიშნება. ამ წლების განმავლობაში, ჩვენ შევძელით, განგვევითარებინა განსაკუთრებული კავშირი, რომელიც ფესვგადგმულია ნდობითა და მეგობრობით გამორჩეულ ჩვენს საერთო ისტორიაში. მოხარული ვარ ამით და გამოვთქვამ იმედს, რომ შევძლებთ, გავაგრძელოთ ჩვენი უკვე სამაგალითო თანამშრომლობა „ამილახვარის“  სტრუქტურული დიალოგის ფარგლებში, რომელიც 2019 წლის თებერვალში გავხსენით. მსურს, კიდევ ერთხელ, ღრმა რწმენით დაგიდასტუროთ ჩვენი ურყევი ერთგულება საქართველოს სრული სუვერენიტეტის მიმართ. როგორც ყოველთვის, საფრანგეთი კვლავ ყურადღებით დააკვირდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებას და არ აღიარებს იქ ჩატარებულ არც ერთ ფსევდო-რეფერენდუმს. გთხოვთ, მიიღოთ, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი უღრმესი პატივისცემის დასტური“, – აღნიშნავს საფრანგეთის პრეზიდენტი წერილში. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც ილია დარჩიაშვილი: მტკიცედ ვადგავართ საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს  

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის ქალაქ ბუჩაში ჩავიდა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა უკრაინის ქალაქ ბუჩაში ჩავიდა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ტელეგრამში კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ალექსეი კულება წერს. „დღეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა ბუჩაში ჩამოვიდა. ბუჩა – კაცობრიობის წინააღმდეგ რუსული ჯარის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმბოლოა“, – წერს ალექსეი კულება.  ცნობისთვის, საფრანგეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა ორშაბათს უკრაინაში თავისი პირველი ვიზიტით ჩავიდა. კოლონა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და მის კოლეგას დმიტრო კულებას კიევში შეხვდება. მხარეები უკრაინის მიმართ ყველა სფეროში საფრანგეთის მხარდაჭერას განიხილავენ. განსაკუთრებული ყურადღება უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირებას დაეთმობა.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: საფრანგეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას ეწვია  

მჯერა, რომ ევროკავშირთან საქართველოს კიდევ უფრო დაახლოებისთვის ახალი შესაძლებლობები ჩნდება. შიდა დაპირისპირების დრო ნამდვილად არ არის - საფრანგეთის ელჩი

ექსკლუზივი დროა, მაქსიმალურად წინ წავიწიოთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით დიდი შესაძლებლობა ჩნდება და მნიშვნელოვანია, ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების მქონე ქართველი გაერთიანდეს ამ შესაძლებლობების გამოყენებისთვის საფრანგეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს დიეგო კოლასს საქართველოს მიმართ ორი გზავნილი აქვს. ფრანგი დიპლომატი მიიჩნევს, რომ შიდა უთანხმოება გვერდზე უნდა გადაიდოს და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ყველა ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანდეს. დიეგო კოლასი თვლის, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის კიდევ უფრო დაახლოებისთვის ახალი შესაძლებლობები ჩნდება და ეს შესაძლებლობები ქვეყანამ უნდა გამოიყენოს. „მჯერა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობისთვის ახალი შესაძლებლობები ჩნდება. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მკაფიოდ გამოხატა თავისი სურვილი, იხილოს პროცესი, რომელიც დაიწყო უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მიერ წევრობის კანდიდატობაზე განაცხადის გაკეთებით. ჩვენ ვნახავთ, კომისია როგორი წინადადებით გამოვა, რომ პროცესმა წინ წაიწიოს. ეს დიდი შესაძლებლობაა და მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების მქონე ქართველის გაერთიანება ამ შესაძლებლობების გამოყენებისთვის. ამრიგად, ჩემი გზავნილი ორგვარია: პირველი, ახლა, შიდა დაპირისპირების დრო ნამდვილად არ არის. მეორე - დროა, მაქსიმალურად წინ წაიწიოთ ყველა საკითხთან მიმართებით, რაც საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს გააძლიერებს და რითაც დამაჯერებლად აჩვენებთ, რომ ქვეყანა მზად არის, საკუთარ თავზე აიღოს მომავალი წევრი სახელმწიფოს უფლებები და მოვალეობები“, - განუცხადა საფრანგეთის ელჩმა Europetime-ს. ცნობისთვის, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს. ევროპარლამენტმა 9 ივნიის მიღებული რეზოლუციით მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს. უკრაინის შემთხვევაში, ევროპარლამენტმა მიიჩნია, რომ ევროკავშირმა ქვეყანას წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს.

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში კენჭისყრა კვირას, დილის 8 საათზე დაიწყო. საერთაშორისო მედია წერს, რომ ხელახლა არჩეულ პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს უმრავლესობის მოსაპოვებლად დიდი შანსი აქვს, მაგრამ მემარცხენე პარტიების ალიანსის - სოციალისტების, მწვანეების, კომუნისტებისა და საფრანგეთის დაუმორჩილებელი პარტიების მხრიდან მკაცრი კონკურენცია ელის. 577 ადგილიანი ქვედა პალატის, ეროვნული ასამბლეის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება თითქმის 49 მილიონ მოქალაქეს აქვს. აბსოლუტური უმრავლესობისთვის საჭიროა 289 მანდატი.  პირველ ტურში ადგილების მოსაპოვებლად 6293 კანდიდატი იბრძვის, მეორე ტური კი ერთი კვირის შემდეგ, 19 ივნისს გაიმართება. ადგილის მოსაპოვებლად კანდიდატს ხმების 50%-ზე მეტი და რეგისტრირებული ამომრჩეველთა მინიმუმ 25%-ის მხარდაჭერა სჭირდება. მეორე ტურში გასვლა შეუძლია ნებისმიერ კანდიდატს, რომელიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სულ მცირე 12,5%-ის მხარდაჭერას მოიპოვებს.  

თურქეთი საფრანგეთს მოუწოდებს, საკანში თურქი მოქალაქის გარდაცვალებაზე განმარტება გააკეთოს

ახალი ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ, რომელიც თურქული მედიის ინფორმაციით, პოლიციის ანგარიშებს ეწინააღმდეგება, თურქეთი საფრანგეთს მოუწოდებს, პოლიციაში დაპატიმრების დროს თურქი მოქალაქის სიკვდილზე განმარტება გააკეთოს. „ის, რაც ახლად მიღებულ სურათებზეა ნაჩვენები, „არ შეესაბამება კანონის უზენაესობას. ამ კონტექსტში, ჩვენ ველით, რომ რაც შეიძლება მალე დადგინდება ჩვენი მოქალაქის გარდაცვალების მიზეზები. თურქეთი გააგრძელებს მოვლენებს თვალყურს ადევნებს“, - განაცხადა სპიკერმა. 35 წლის მერტერ კესკინი იანვარში, ქალაქ სელესტატში გარდაიცვალა. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ტანჯუ ბილგიჩმა განაცხადა, რომ თურქული მხარე დაუკავშირდა საფრანგეთის სასამართლო ხელისუფლებას და გამოძიება მიმდინარეობს.  

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი გამოკითხვის შედეგები ცნობილია

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე კოალიცია (25.6) ემანუელ მაკრონის ცენტრისტულ გაერთიანებას (25.2) 0,4 პუნქტით უსწრებს.  ამას წინასწარი გამოკითხვები მოწმობს. მესამე ადგილს მარინ ლე პენის „ეროვნული კრება“ 18.9%-ით იკავებს, კონსერვატორი „რესპუბლიკელები“ კი, 13.7%-ით მეოთხე ადგილზეა. საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 19 ივნისს გაიმართება. საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება  

მაკრონმა კიევში დაადასტურა, რომ საფრანგეთი უკრაინას დამატებით, 6 თვითმავალ ჰაუბიცას გადასცემს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნებს აქვთ შეთანხმება, რომ არ მიაწოდონ უკრაინას გარკვეული, კატეგორიის იარაღი, მათ შორის თვითმფრინავები და ტანკები, რათა რუსეთთან ომში მონაწილეობა თავიდან აიცილონ. საფრანგეთის ლიდერის შესაბამის განცხადებას უკრაინული მედია ავრცელებს. მაკრონის თქმით, საფრანგეთი უკრაინას ძირითადად ამუნიციით და „გარკვეული კატეგორიის იარაღებით“, ჯავშანტექნიკით ეხმარება, მათ შორისაა, „კეისრის“ თვითმავალი ჰაუბიცები, მაგრამ პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამატებითი დახმარება ითხოვა და უახლოეს მომავალში ამ 12-ს კიდევ ექვსი დაემატება. მარკ რუტე: ნიდერლანდები გერმანიასთან ერთად მალე მზად იქნება, უკრაინაში 12 თვითმავალი ჰაუბიცა გაგზავნოს „თქვენ საუბრობთ არაფორმალურ შეთანხმებაზე, მაგრამ ეს NATO-ს პარტნიორების თითქმის ოფიციალური პოზიციაა. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას თავის დაცვაში, მაგრამ არ შევდივართ ომში რუსეთის წინააღმდეგ. ამიტომ, შეთანხმდნენ, რომ არ მიეწოდებინათ გარკვეული იარაღი, როგორიცაა, თავდასხმის... თვითმფრინავები ან ტანკები და პრეზიდენტმა ზელენსკიმ იცის ამ შეთანხმების შესახებ“, - განუცხადა მაკრონმა ხუთშაბათს უკრაინელ ჟურნალისტებს. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ მინისტრი მარიო დრაგი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი უკრაინაში 16 ივნისს ჩავიდნენ. ისინი ირპენს ეწვივნენ და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებები გამართეს. ზელენსკის და ევროპელი ლიდერების დღევანდელი მოლაპარაკების ხუთი შედეგი ცნობილია

მაკრონი უმრავლესობას კარგავს - საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა - BBC

პრეზიდენტად ხელახლა არჩევიდან ორ თვეზე ნაკლები ხნის შემდეგ, ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაზე კონტროლს დაკარგავს. BBC-ის ცნობით, რომელიც წინასწაც მონაცემებს ეყრდნობა, მაკრონის ცენტრისტული ანსამბლის კოალიცია საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას მოიპოვებს, მაგრამ ათობით ადგილს კარგავს. ვარაუდობენ, რომ მემარცხენე-მწვანე ალიანსი მეორე ადგილზე იქნება, მაგრამ მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ ასევე კარგი შედეგი აჩვენა. კერძოდ, მაკრონის გაერთიანებას 300-ზე მეტი მანდატი ჰქონდა პარლამენტში და აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებლად დაამარცხა ლე პენი. სრული უმრავლესობის შესანარჩუნებლად მას 289 ადგილი სჭირდებოდა. ახლა კი მაკრონის ალიანსს შეუძლია, მხოლოდ 224 საპარლამენტო მანდატს მიაღწიოს. TF1 TV-ს ცნობით, რომელსაც BBC ეყრდნობა, მემარცხენე ჟან-ლუკ მელენშონის მემარცხენე-მწვანე ალიანსი „Nupes“ 150-დან 180 მანდატებს მოიპოვებს, ხოლო ულტრამემარჯვენე ნაციონალური „Rally“ რვა ადგილიდან 80-დან 100-მდე მანდატს. 577 ადგილიანი ქვედა პალატის, ეროვნული ასამბლეის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება თითქმის 49 მილიონ მოქალაქეს აქვს. აბსოლუტური უმრავლესობისთვის საჭიროა 289 მანდატი. ადგილის მოსაპოვებლად კანდიდატს ხმების 50%-ზე მეტი და რეგისტრირებული ამომრჩეველთა მინიმუმ 25%-ის მხარდაჭერა სჭირდება.  

საფრანგეთის ელჩი ევროკომისიის დასკვნაზე: მნიშვნელოვანია რეფორმებზე ყურადღების გამახვილება და პროგრესის ჩვენება

საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა ევროკომისიიის დასკვნასთან დაკავშირებით ისაუბრა. ელჩის თქმით, ევროკომისიამ კარგი სამუშაო შეასრულა და გააკეთა კარგი ბალანსი წევრ ქვეყნებს შორის. „ველოდები, რომ იქნება იმის მსგავსი გადაწყვეტილება, როგორიც ევროკომისიის მოსაზრება იყო. რა თქმა უნდა, ეს მომდევნო დღეების საქმეც არის. როდესაც ვხედავთ ევროკომისიის მოსაზრებას, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაც დაახლოებით ასეთი იქნება და არ იქნება განსხვავებული. თქვენ გაქვთ ევროპული პერსპექტივა, გაქვთ ცხადი საგზაო რუკა კანდიდატის სტატუსის მიმართულებით და სურვილი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ასე რომ, ეს არის საკმაოდ არსებითი მიღწევა და არსებითი ბედისწერა, რომ ეს შესაძლებელია. ახლა კითხვა არის ამ რეფორმების განხორციელება, რადგან ზოგიერთი ისაუბრებს უკეთესი შედეგების შესაძლებლობაზე. კარგი, რასაც ვხედავ არის ის, რომ საქართველოს აქვს ბედისწერა ამ კუთხით. თქვენ განახორციელეთ რეფორმები და სიურპრიზი არ არის, რომ გქონდათ მოლოდინები ამ საკითხებზე. შეუძლია თუ არა ქვეყანას გაერთიანება ამ საკითხებზე, განახორციელოს რეფორმები, მოახდინოს დემოკრატიული ჩარჩოს კონსოლიდაცია იმისთვის, რომ მიაღწიოთ ამ შედეგს, სწორედ ეს არის ის, რისი დანახვაც გვსურს. ერთ კვირაში ეს ვერ მოხდება, მაგრამ უფრო ფართო ჩარჩოში, მნიშვნელოვანია ამ რეფორმებზე ყურადღების გამახვილება და პროგრესის ჩვენება, რომ შევძლოთ უფრო უკეთეს საფეხურზე გადასვლა ამ პროცესში. ვფიქრობ, ძალიან დამაიმედებელი ამოცანაა და ახლა კითხვა არის მისი შესრულება“,- განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

კატარი შესაძლოა, თხევადი გაზის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდეს

მსოფლიოში უმსხვილესი გაზის საბადოს ათვისებაში იტალია ერთვება. იტალიურმა ნავთობგიგანტმა ENI– მ Qatar Energy–სთან შეთანხმება გააფორმა ენერგოკომპანია Eni, კატარში თხევადი გაზის წარმოების პროექტ North Field East-ში მონაწილეობს, რომელიც $28 მილიარდად არის შეფასებული და წარმოებაში 2025 წლიდან ჩაეშვება. შეთანხმების პირობების თანახმად, TotalEnergies და Eni პროექტის 25%-იან წილს მიიღებენ. ენერგოკომპანია Eni-ის მმართველის ენი კლაუდიოს განცხადებით, იტალია ზამთარს რუსული გაზის გარეშე გადაიტანს, რომელზეც ამ დროისთვის ქვეყნის იმპორტის 40%-ი მოდის. იტალიის ხელისუფლების მიზანია, ორ წელიწადში ეს რესურსი სრულად ჩაანაცვლოს. კომპანია Eni-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ კატართან ერთობლივ პროექტში მონაწილეობა წყაროების დივერსიფიკაციის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.  ცნობისთვის, გასულ კვირას პროექტ North Field East-ს ფრანგული TotalEnergy შეუერთდა. პროექტის ფარგლებში კატარიდან თხევადი გაზის ექსპორტი წელიწადში 77 მილიონი ტონიდან, 110 მილიონამდე გაიზრდება. გერმანია კატარიდან ბუნებრივი აირის იმპორტს გეგმავს

საფრანგეთი უკრაინას ჯავშანტრანპორტიორებს გაუგზავნის

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუმ განაცხადა, რომ პარიზი უკრაინაში ჯავშანტრანსპორტიორის „მნიშვნელოვანი რაოდენობის“ გადაყვანას აპირებს. „იმისთვის, რომ სწრაფად გადავიდნენ მტრის ცეცხლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე, ჯარებს სჭირდებათ ჯავშანტექნიკა. საფრანგეთი გადაიყვანს ჯავშანტექნიკის მნიშვნელოვან რაოდენობას", - თქვა ლეკორნიუმ გაზეთ Parisien-თან ინტერვიუში, უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების საკითხზე საუბრისას. მინისტრის თქმით, უკრაინამ ასევე სთხოვა საფრანგეთს შავ ზღვაში მარცვლეულის ბლოკადის გასარღვევად Exocet-ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები.„ახლა განიხილება ასეთი რაკეტების მიწოდების შესაძლებლობა“, დასძინა ლეკორნიუმ. მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 16 ივნისს კიევში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ პარიზი უკრაინას დამატებით ექვს 155 მილიმეტრიან თვითმავალ საარტილერიო სამაგრს (ACS) CAESAR-ს მიაწვდის. მანამდე პარიზმა 12 ერთეული საარტილერიო სამაგრი გადასცა.  

საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, თეა კატუკიამ თანამდებობიდან გაწვევის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართა

საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, თეა კატუკიამ თანამდებობიდან გაწვევის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართა. როგორც Europetime-ს საქართველოს საგარეო უწყებაში განუცხადეს, მიმდინარეობს მუშაობა ახალი ელჩის წარდგენაზე. „გიდასტურებთ საფრანგეთიდან საქართველოს ელჩის გამოწვევის პროცედურის განხორციელებას. მან 18 მაისს ოფიციალურად მიმართა მინისტრს შესაბამისი განცხადებით. ეს გახლავთ დამკვიდრებული პრაქტიკა. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა, უახლოეს მომავალში, ელჩის ახალი კანდიდატურის წარდგენაზე“, - განუცხადეს Europetime-ს საგარეო უწყებაში. თეა კაკუტია საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და იუნესკოში მუდმივ წარმომადგენლად 2019 წელს დაინიშნა.  

საფრანგეთი უკრაინას კიდევ ექვს ჰაუბიცას გადასცემს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინა მალე მიიღებს დამატებით თანამედროვე ჰაუბიცებს, ასევე, სხვა სამხედრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად. ამის შესახებ საფრანგეთის ლიდერმა Twitter-ზე დაწერა. „საფრანგეთი სწრაფად მიაწვდის აღჭურვილობას, რომელიც უკრაინას სჭირდება თავის დასაცავად, მათ შორის ჰაუბიცებსა და სხვა ჯავშანტექნიკის მნიშვნელოვან რაოდენობას“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

საფრანგეთში საქართველოს ელჩი თანამდებობის დატოვებაზე: დანიშვნის პირველივე დღიდან ხორციელდებოდა პოლიტიკური ზეწოლა

საფრანგეთში საქართველოს ელჩი თეა კატუკია გადადგა. ამის შესახებ განცხადებას კატუკია Facebook-ის საკუთარ ავრცელებენ. გამოქვეყნებულ განცხადებაში კატუკია აღნიშნავს, რომ დანიშვნის პირველივე დღიდან მასზე პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდებოდა. საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, თეა კატუკიამ თანამდებობიდან გაწვევის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართა “ძვირფასო თანამემამულენო, ძვირფასო მეგობრებო,დღეს მე ვტოვებ საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის თანამდებობას. 1-ელ მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წარვუდგინე გადადგომის თაობაზე ჩემი განცხადება, რომელიც ძალაში შევიდა დღეს 1-ელ ივლისს.მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს იმ ნდობისთვის, რომელიც მან 2019 წელს გამომიცხადა ელჩის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურის წარდგენით.ჩემთვის აღნიშნული თანამდებობა მხოლოდ და მხოლოდ დიდ პასუხისგებლობას უკავშირდებოდა. დაკისრებული მანდატის შესრულების განმავლობაში ჩემს მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ინტერესების მაქსიმალური დაცვა, პოლიტიკური მიკერძოების გარეშე, და საფრანგეთსა და ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის დაახლოება.გადადგომის თაობაზე ჩემს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის პირველი დღიდან ჩემზე მუდმივ რეჟიმში განხორციელებული ზეწოლა.იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 25 წელიწადი გავატარე საფრანგეთში და ვფლობ საფრანგეთის მოქალაქეობას, თანამდებობაზე დათანხმებისას არ მიფიქრია, რომ საქართველოს მთავრობისთვის მიუღებელი აღმოჩნდებოდა საზღვარგარეთ ჩემი განვლილი პროფესიული გზა და ჩემი პოლიტიკური მიუკერძოებლობა.პირველივე დღიდან გავხდი საელჩოში არაერთი სერიოზული დარღვევისა და სტრუქტურული გაუმართაობის მოწმე, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საფრანგეთში საქართველოს წარმომადგენლობის ინტერესებსა და იმიჯს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ფუნქციის შესრულება მომიწევდა მუდმივი შეურაცხყოფის, ცილისწამების, ზეწოლის, შევიწროებისა და მუქარის კონტექსტში, რაც სათავეს იღებს სისტემაში ღრმად დამკვიდრებული კლანური და კლიენტისტური პრაქტიკიდან, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის იმ ღირებულებებთან, რომლებსაც ვიცავ და იმ მიზნებსა და მისწრაფებებთან, რაც საქართველოს მიმართ გამაჩნია.ღრმად მჯერა, ზემოთაღნიშნული ქმედებები, რომლებიც სამართლებრივი სახელმწიფოსთვის მიუღებელია, არ ასახავს ქართული საზოგადოების რეალობას. ჩვენი საზოგადოების მისწრაფებები ეფუძნება თავისუფლებისა და სამართლიანობის ღირებულებებს - იმ ფასეულებებს, რომლებიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ფუნდამენტური და განუყოფელია, და რომლებიც გვაკისრებენ ერთიანობისა და პასუხისმგებლობის ვალდებულებას.აღნიშნულ მდგომარეობას ჩემთვის ხელი არ შეუშლია დაკისრებული მისიის შესრულებაში, რა თქმა უნდა, დიდი პირადი ძალისხმევის ფასად და COVID19-ის პანდემიის გამო საქმიანობის მნიშვნელოვნად შეზღუდვის პირობებში. ჩემი მანდატის მანილზე მტკიცედ ვაგრძელებდი საფრანგეთში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან საქართველოს ევროპული მომავლის დაცვას. აღნიშნული მისია განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებდა და ატარებს იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება.დღეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და მისი დემოკრატიული განვითარება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ არჩევანზე არის დამოკიდებული. აღნიშნულ გადამწყვეტ კონტექსტში კი, მნიშვნელოვანი საკადრო და სტრუქტურული პრობლემები, რამდენადაც თავად გავხდი მოწმე და რომლის წინაშეც დგას საქართველოს დიპლომატიური სამსახური, ხელს უშლის ქვეყანას ეფექტური საგარეო პოლიტკის გატარებაში ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ. თუკი დღეს ვტოვებ ელჩის ფუნქციას, ჩემი მზერა არ შორდება საქართველოს, ახალ პროფესიულ ეტაპზეც განვაგრძობ ქვეყნის პოლიტიკურ და დემოკრატიულ განვითარებაზე ზრუნვას და ძალისახმევას არ დავიშურებ, რათა ევროკავშირისკენ და ზოგადად, დემოკრატიული, პროგრესული და ტოლერანტული ღირებულებებისკენ საქართველოს სვლა გახდეს შეუქცევადი,” - ნათქვამია ყოფილი ელჩის განცხადებაში. თეა კაკუტია საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და იუნესკოში მუდმივ წარმომადგენლად 2019 წელს დაინიშნა.  

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა საფრანგეთისგან ჩეხეთმა გადაიბარა

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრისთვის პეტრ ფიალასთვის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაცემის ცერემონია მადრიდში, NATO-ს სამიტის ფარგლებში ჩატარდა. წევრი სახელმწიფოები ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას როტაციის წესით, ექვსი თვის განმავლობაში იბარებენ. თავმჯდომარე ქვეყანა ხელს უწყობს პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღებას და წევრ სახელმწიფოებს შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებს. ჩეხეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე მეორედ გახდა.  

უკრაინაში მეორე ფრანგი მოხალისე დაიღუპა

უკრაინაში, მეორე ფრანგი მოხალისე დაიღუპა, რომელიც უკრაინის მხარეს რუსეთის ჯარის წინააღმდეგ იბრძოდა. უკრაინაში, მიმდინარე ბრძოლაში ფრანგი მოხალისე დაიღუპა უკრაინული მედიის ცნობით, 20 წლის ფრანგი მოხალისე, ბრძოლის ველზე მიღებული ჭრილობებისგან 25 ივნისს დაიღუპა. ის  რუსეთის არტილერიის მიერ, ხარკოვის ოლქის დაბომბვისას დაიჭრა. მძიმედ დაჭრილი ფრანგი მოხალისე, ხარკოვის საველე ჰოსპიტალში კომაში იმყოფებოდა. ის ინტერნაციონალური ლეგიონის შემადგენლობაში ირიცხებოდა. მანამდე, ფრანგი მოხალისე ვილფრიდ ბლერიოს დაღუპვის შესახებ გახდა ცნობილი, რომელიც 1-ელ ივლისს ხარკოვის დაბომბვისას მძიმედ დაიჭრა. მედიის ინფორმაციით, უკრაინაში, საფრანგეთის 500-მდე მოქალაქე იბრძვის. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.  

ფრანგულმა TotalEnergies-მა რუსეთში, ნავთობის საბადოს პროექტი დატოვა

ფრანგულმა ენერგოკომპანია TotalEnergies-მა რუსეთში, ხარიაგინსკში ნავთობის საბადოს პროექტში 20%-იანი წილი, რუსულ კომპანიას დაუთმო და ბიზნესიდან გავიდა. ამის შესახებ Reuters წერს.  Shell-ი რუსეთიდან ნავთობის და გაზის შესყიდვას წყვეტს ხარიაგინსკის ნავთობის საბადო რუსეთის ფედერაციაში, ნენეცკის ავტონომიურ ოლქში მდებარეობს. საბადოს საერთო მარაგები 160,4 მილიონ ტონადაა შეფასებული. საკონტრაქტო ზონაში კი მარაგები 97 მილიონ ტონას შეადგენს.  

საფრანგეთი რუსული გაზის სრული შეწყვეტისთვის ემზადება - Reuters

საფრანგეთის მთავრობა რუსული გაზის იმპორტის სრული შეწყვეტისთვის ემზადება. საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა განაცხადა, რომ დღეს ეს ყველაზე სავარაუდო სცენარია. მისი მიწოდების დაახლოებით 17%, რუსეთიდან მოდის, საფრანგეთი ნაკლებად არის დამოკიდებული რუსულ გაზზე, ვიდრე ზოგიერთი მისი მეზობელი, მაგრამ მთავრობა საგანგებო გეგმებს ამზადებს. „ვფიქრობ, რომ რუსული გაზის მიწოდების სრული შეწყვეტა რეალური შესაძლებლობაა... და ჩვენ უნდა მოვემზადოთ ამ სცენარისთვის”, - განაცხადა მინისტრმა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ძალიან ამაყობს, რომ ჰყავს დიდი ხნის საიმედო პარტნიორი, როგორიც საფრანგეთის რესპუბლიკაა

მისასალმებელია საქართველოსა და საფრანგეთს შორის განსაკუთრებულად მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები და ის პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება ურთიერთნდობას, პატივისცემას და საერთო ევროპულ ღირებულებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, საფრანგეთის საელჩოს მიერ გამართულ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და საფრანგეთს განსაკუთრებულად მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. „საქართველო ძალიან ამაყობს, რომ ჰყავს დიდი ხნის საიმედო პარტნიორი, როგორიც საფრანგეთის რესპუბლიკაა. ჩვენ ვიზიარებთ საერთო მიზნებს რაც დაგვეხმარება იმაში, რომ ავაშენოთ უფრო მშვიდობიანი, სუვერენული და პროგრესული ევროპა და დავიცვათ წესებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი. ამ განსაკუთრებულ დღეს ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ 2022 წლის 21 აგვისტოს აღინიშნება ჩვენს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე. სიამაყით მსურს აღვნიშნო, რომ გასული 30 წლის განმავლობაში საქართველო და საფრანგეთი ძალიან მჭიდროდ და მონდომებით თანამშრომლობდნენ, რამაც მრავალი ხელშესახები და ორმხრივად მომგებიანი შედეგი მოგვიტანა სხვადასხვა სფეროებში. 2019 წლიდან ჩვენს მრავალგანზომილებიან და ნაყოფიერ თანამშრომლობას ამყარებს „დიმიტრი ამილახვრის სტრატეგიული დიალოგი“, რაც დღესდღეობით, ფრანგულ-ქართულ ურთიერთობებში, საკვანძო/ძალიან მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, ბოლო წლებში, საფრანგეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო კავშირების გააქტიურება. საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპისა და შავიზღვისპირეთის ქვეყანას, ევროპისთვის მართლაც შესანიშნავი პოტენციალი აქვს, რის ფონზეც, საქართველოსა და საფრანგეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის არსებობა უდავოდ მნიშვნელოვანი პროცესია. ნება მიბოძეთ, ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ საფრანგეთის, როგორც წლების განმავლობაში, საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორის დახმარება, მათ შორის „საფრანგეთის განვითარების სააგენტოს“ (AFD) ჩართულობით, ფასდაუდებელია. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ორ ქვეყანას შორის განათლებისა და კვლევის სფეროებში არსებული წარმატებული თანამშრომლობა, აკადემიური გაცვლითი პროგრამების მზარდი დინამიკა, მათ შორის, საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობების ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამები. ამ თვალსაზრისით, მტკიცედ მჯერა, რომ პირველი ფრანკო-ქართული უნივერსიტეტი (UFG), რომელიც 2019 წელს, თბილისში დაარსდა, წარმოადგენს ყველაზე პროგრესულ და პერსპექტიულ ფრანკო-ქართულ ხიდს. მივესალმები საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ შესანიშნავ თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ საყრდენს. ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა და ჩვენი ჯარისკაცების მხარდამხარ დგომა, ევროკავშირისა და NATO-ს სამხედრო ოპერაციების ფარგლებში, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამაგალითოა. ჩვენი ისტორიის გარდამტეხ მომენტებში, საფრანგეთი ყოველთვის ქართველი ხალხის გვერდით იდგა. ნება მომეცით კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი გულწრფელი მადლიერება ფრანგული მხარისადმი იმ მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც საფრანგეთმა იქონია 2008 წლის ომის დროს და რომელსაც ის რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპირებული 20%-ის არაღიარების პოლიტიკის წარმატებაში ასრულებს. საქართველო დიდად აფასებს საფრანგეთის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესში. საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირსა და NATO-ში ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ისტორიული არჩევანია, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. კიდევ ერთხელ გილოცავთ და ნება მომეცით დავადასტურო საქართველოს მთავრობის მტკიცე სურვილი და მონდომება გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საფრანგეთთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებისა და გაღრმავების მიზნით“, - განაცხადა პრემიერმა.

სამხრეთ საფრანგეთში ხანძარმა 5000 ჰექტარი გაანადგურა. ევაკუირებულია 10 000 ადამიანი

სამხრეთ საფრანგეთში 12 ივლისს საღამოს გაჩენილ ტყის ხანძრებთან ბრძოლა ამ დრომდე მიმდინარეობს. დამწვარია დაახლოებით 5000 ჰექტარი და ევაკუირებულია 10 000 ადამიანი. მედიის ცნობით, უკვე სამი დღეა მიმდინარეობს ორი ხანძრის ლიკვიდაცია - არკანშონის ყურის მიდამოებში და ქალაქ ლანდირასთან, ბორდოს სამხრეთით. გარდა ამისა, ახალი ხანძარი გაჩნდა ავინიონთან, რომელიც მარსელის ჩრდილოეთით მდებარეობს. ბორდოს რეგიონში და ავინიონის მახლობლად, ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში 1000-ზე მეტი ადამიანი და 10 სპეციალური თვითმფრინავი ჩაერთო. მეხანძრე-მაშველების მუშაობას მშრალი, ცხელი ამინდი და ძლიერი ქარი აფერხებს. სამხრეთით დღის განმავლობაში 37/38°C-მდე ფიქსირდება. ბოლო დღეებში ხანძარი დაფიქსირდა ესპანეთსა და პორტუგალიაშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა ადგილებზე 40 გრადუს ცელსიუსს აჭარბებს. ხანძარია ხორვატიის სამხრეთ სანაპიროზე, საბერძნეთის კუნძულ სამოსზე.

საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი

საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრების შედეგად ათასობით ადამიანი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა. წერს Reuters. შაბათს დილით საფრანგეთის ჟირონდის რეგიონიდან 12 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, რადგან მათი საცხოვრებელს ცეცხლი გაუჩნდა. ბოლო კვირების განმავლობაში ტყის ხანძრებმა საფრანგეთი, პორტუგალია და ესპანეთი მოიცვა. მხოლოდ ჟირონდის რეგიონში თითქმის 10 000 ჰექტარი მიწა დაიწვა.  მეზობელ ესპანეთში, მეხანძრეები ხანძარს მას შემდეგ ებრძვიან, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყანაში ტემპერატურამ 45,7 გრადუსს მიაღწია. 3000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია სახლებიდან დიდი ხანძრის გამო, ქალაქ მალაგას პროვინციაში, ქალაქ მაიასთან, რომელიც ჩრდილოეთ ევროპის ტურისტებში პოპულარულია. მთლიანობაში, ტყის ხანძრებმა წლის დასაწყისიდან ივნისის შუა რიცხვებამდე 39 550 ჰექტარი მოიცვა, რაც სამჯერ აღემატება გასული წლის იმავე პერიოდში ხანძრის შედეგად განადგურებულ ტერიტორიას. პორტუგალიის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 7-დან 13 ივლისამდე სიცხის შედეგად 238 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უმეტესობა ფონური დაავადებების მქონე მოხუცები იყვნენ.  

თურქეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა SAMP-T საჰაერო თავდაცვის სისტემების ერთობლივი წარმოების საკითხი განიხილეს

თურქეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ემანუელ მაკრონმა SAMP-T საჰაერო თავდაცვის სისტემების ერთობლივი წარმოების საკითხი განიხილეს. ბრიუსელში NATO-ს სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების დროს, თურქეთის პრეზიდენტმა თავის ფრანგ კოლეგა მაკრონთან და იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან გამართა მოლაპარაკებები. საუბრის ერთ-ერთი თემა SAMP-T საჰაერო თავდაცვის სისტემებს შეეხებოდა. თურქეთი და იტალია თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ ამ თვის დასაწყისში, იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი და იტალია მზად არიან, ხელი მოაწერონ შეთანხმებას რაც შეიძლება მალე SAMP/T საჰაერო თავდაცვის სისტემის პროექტზე.  

მედია: საფრანგეთმა რუსი ოლიგარქების ქონებაზე გამოძიება დაიწყო

საფრანგეთის ფინანსურმა პროკურატურამ ივლისის დასაწყისიდან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გარემოცვის, (ოლიგარქების) იმ ქონების წარმომავლობის შესწავლა დაიწყო, რომელიც საფრანგეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. Le Parisien-ის ცნობით, გამოძიება ეხება ფულის გათეთრების შესაძლო შემთხვევებს, კორუფციულ გარიგებებს, საბიუჯეტო თანხის მოპარვას და საგადასახადო კანონმდებლობის უხეშ დარღვევებს. გამოცემა წერს, რომ საფრანგეთის ფინანსური პროკურატურის ცენტრალური ოფისის კვლევაში სერიოზული ფინანსური დანაშაულები გამოიკვეთა. Le Parisien-ის წყაროს ცნობით, გამოძიებით უნდა დადგინდეს, პუტინის გარემოცვამ (ოლიგარქებმა) რა გზებით მოიპოვა საფრანგეთში კუთვნილი მნიშვნელოვანი აქტივები.  

საფრანგეთის პრეზიდენტი სასურსათო კრიზისს აფრიკის ტურნეს ფარგლებში განიხილავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კამერუნში, ბენინსა და გვინეა-ბისაუში ოთხდღიანი ვიზიტის დროს, უკრაინის ომის შედეგად გამოწვეულ სურსათის კრიზისს განიხილავს. ამის შესახებ ელისეს სასახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. იუწყება CNN. „უკრაინის ომის გავლენები მკვეთრად იგრძნობა აფრიკის კონტინენტზე, რომელიც ძალიან არის დამოკიდებული უკრაინის სოფლის მეურნეობის ექსპორტზე. ეს მოგზაურობა იქნება შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ გრძელვადიან ინვესტიციებს დაუცველ ქვეყნებში, განსაკუთრებით, აფრიკაში“, - განაცხადა სპიკერმა. მაკრონი კამერუნის 89 წლის პრეზიდენტს, პოლ ბიას შეხვდება. ეს არის საფრანგეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ამ  2015 წლის შემდეგ. ორშაბათს დაწყებული ტურის განმავლობაში მაკრონი ასევე ისაუბრებს უსაფრთხოებასა და ტერორისტულ საფრთხეზე, რომლებიც კვლავ ვრცელდება საჰელსა და დასავლეთ აფრიკაში. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოკავშირეებს აფრიკაში ეძებს - BBC ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ასევე იმყოფება აფრიკაში. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება  

საფრანგეთმა 1,2 მილიარდი ევროს რუსული აქტივები გაყინა

საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროს დაზვერვისა და იატაკქვეშა ფინანსური სქემების დირექტორატის ხელმძღვანელმა გიიომ ვალე-ვალამ, La Tribune-სთან ინტერვიუში განაცახდა, რომ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის საპასუხოდ, საფრანგეთმა რუსი ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების კუთვნილი აქტივები გაყინა. საერთო ჯამში, გაყინული აქტივების მოცულობა 1.2 მილიარდ ევროს შეადგენს.  „გაყინული აქტივების მოცულობა დაახლოებით 1,2 მილიარდ ევროს შეადგენს, თუ არ გავითვალისწინებთ რუსეთის ბანკის კუთვნილ აქტივებს“, - განაცხადა მან. ეს თითქმის ორჯერ აღემატება წინა მონაცემებს, რომელიც საფრანგეთმა მარტის ბოლოს გამოცხადა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთმა 850 მილიონი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაიყინა.  

საფრანგეთმა მოგზაურებისთვის ყველა კოვიდშეზღუდვა გააუქმა

დღეიდან საფრანგეთმა საერთაშორისო მოგზაურებისთვის ყველა კოვიდშეზღუდვა გააუქმა. საფრანგეთში ჩასულ მგზავრებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, აღარ მოუწევთ კოორნავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის, კოვიდისგან გამოჯანმრთელების ან ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა. მგზავრებს არავითარი ფორმალობის შესრულება აღარ მოუწევთ საფრანგეთის მეტროპოლიასა თუ ზღვის იქითა ტერიტორიებზე გამგზავრებამდე; აღარ მოეთხოვებათ სანიტარული საშვის წარდგენა ; აღარ მოეთხოვებათ გადაუდებელი მოტივის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა; აღარ არიან ვალდებულნი, წარადგინონ ჯანდაცვის ზომებთან და საფრანგეთის საზღვარზე ანტიგენ ტესტის ჩატარების ვალდებულებასთან დაკავშირებული განცხადება. იგივე ეხება საფრანგეთის მეტროპოლიასა და ზღვის იქითა ტერიტორიებს შორის მოგზაურობას", - ნათქვამია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში.~  

მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქემ ყალბი უკრაინული პასპორტით საფრანგეთში ბინადრობის მოწმობის აღება სცადა

საქართველოს მოქალაქემ ყალბი უკრაინული პასპორტით საფრანგეთში ბინადრობის მოწმობის აღება სცადა, იუწყება ადგილობრივი მედია. შემთხვევა ნიცაში გასულ კვირას მოხდა. 60 წლის კაცმა საფრანგეთში დროებითი ბინადრობის მოწმობის მოთხოვნით შესაბამის ორგანოებს მიმართა. უკრაინის მოქალაქის პასპორტმა, რომელიც კაცმა წარადგინა, ეჭვი გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მივიდა, რის შემდეგაც მოქალაქე დააკავეს. დაკავებისას კაცმა აღიარა, რომ საქართველოს მოქალაქეა და ყალბი დოკუმენტი 500 დოლარად შეიძინა. ის ამტკიცებდა, რომ საფრანგეთში კიბოს სამკურნალოდ ჩავიდა. დაკავებულს ოცდაათი დღის განმავლობაში საფრანგეთის ტერიტორიის დატოვება დაევალა.

საფრანგეთი ნოემბრისთვის გაზსაცავების 100%-ით შევსებას გეგმავს

საფრანგეთში განაცხადეს, რომ 1-ელ ნოემბრამდე, ქვეყნის გაზსაცავებს 100% შეავსებენ. ამის შესახებ, საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, წერს Le Figaro. ევროპის გაზსაცავები შიდა მოთხოვნის მეოთხედს აკმაყოფილებენ. ევროკავშირი გაზის ახალ ექსპორტიორებს ეძებს ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ საფრანგეთში გაზისა და ელექტროენერგიის მოხმარებაში მსხვილმა მოთამაშეებმა, მოხმარება უნდა შეამცირონ. კერძოდ საუბარია ადმინისტრაციაზე და ბიზნესკომპანიებზე.  26 ივლისს ევროპის ქვეყნებმა მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას, მიმდინარე ზამთარში გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებაზე. ამ გადაწყვეტილების მიზანია ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების ამაღლება და უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა. შეთანხმების თანახმად, ევროპის ქვეყნები 1-ელი აგვისტოდან 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით გაზის მოხმარებას 15%-ით შეამცირებენ.  „გაზპრომმა“ Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ განაცხადა გაზსაცავები თავის ტერიტორიაზე ევროკავშირის 18 ქვეყანას აქვს. ყველაზე მეტ (92 მილიარდ კუბურ მეტრ) გაზს გერმანია მოიხმარს, რომლის ტერიტორიაზეც ევროკავშირში ყველაზე მსხვილი გაზსაცავებია. მათი რეზერვები 24 მილიარდ კუბურ მეტრად არის შეფასებული, თუმცა გაზსაცავების შევსების მაჩვენებელი გერმანიაში 66%-ს შეადგენს.  იტალიის გაზსაცავების კუმულაციური სიმძლავრე 20 მილიარდი კუბური მეტრია. იტალია წელიწადში 71 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს მოიხმარს. ბოლო მონაცემებით, ამ ქვეყნის გაზსაცავებში მარაგი 70% აღწევს.  ნიდერლანდების ყოველწლიური მოხმარება 44 მილიარდი კუბური მეტრია, თუმცა გაზსაცავების მარაგი 14 მილიარდი კუბური მეტრია. ამ დროისთვის ობიექტები 62%-ითაა დატვირთული.  უკრაინის წლიური მოხმარება, რომელც ახლა რუსეთთან ომშია ჩართული, 27 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, ხოლო გაზსაცავებში მარაგის შესაძლებლობა 31 მილიარდი კუბური მეტრია. ამ დროისათვის საცავები 22,9 % შევსებული.    

საფრანგეთში რუსეთის მოქალაქეებისთვის შატო დე ვინსენში შესვლა აიკრძალა

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საფრანგეთში რუსეთის მოქალაქეებს, პარიზთან ახლოს მდებარე შატო დე ვინსენში შესვლა აეკრძალათ.   შატო დე ვინსენში მდებარე ციხე-სიმაგრეში საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს არქივი ინახება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, გამოიცა დირექტივა, რომლის თანახმადაც რუსეთის მოქალაქეებს, ისტორიული ძეგლის დათვალიერება აეკრძალათ.  ისტორიული ძაგლი პარიზის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, სადაც თავდაცვის სფეროს ბიბლიოთეკა და არქივია დაცული. მოქალაქეები ამ ტერიტორიაზე სპეციალური წესების დაცვით დაიშვებიან. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, „საფრანგეთში, რუსეთის მოქალაქეების სამხედრო ობიექტებზე დაშვება აიკრძალა“. ამასთან, უწყებაში აღნიშნეს, რომ მედიას შეუძლია კონკრეტულ დოკუმენტზე შესაბამისი მოთხოვნა გამოგზავნოს.     შატო დე ვინსენში ციხე-სიმაგრე საფრანგეთის მეფეებისთვის XIV – XVII საუკუნეებში აშენდა.    

საფრანგეთში, ტყის მასივებზე მასშტაბური ხანძარი გავრცელდა

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში ტყის მასივებზე მასშტაბური ხანძარი გავრცელდა. როგორც ამ ეტაპზეა ცნობილი, ცეცხლმა 6000 ჰა ფართობი მოიცვა. ცეცხლმა ათობით საცხოვრებელი სახლი გადაწვა, ევაკუირებულია ათასობით მოსახლე. სტიქიის ადგილზე 1000-მდე მეხანძრეა მობილიზებული. ამასთან, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია სპეცტექნიკა და ავიაცია.   

საფრანგეთში მასშტაბური ხანძრის გამო 6 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

საფრანგეთში, ქალაქ ბორდოს მახლობლად გაჩენილი ხანძრის გამო, დაახლოებით, 6 000-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა, განადგურდა სულ მცირე, 16 სახლი. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. საფრანგეთში, ტყის მასივებზე მასშტაბური ხანძარი გავრცელდა "ადგილზე მობილიზებულია 1000-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, 9 თვითმფრინავი და 2 ვერტმფრენი", - ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა განაცხადა.  ამასთან, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია სპეცტექნიკა და ავიაცია.   

ზელენსკიმ მაკრონს ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

ბრძოლის ველსა და ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ინფორმაცია მიაწოდა. უკრაინული მედია ლიდერების სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკი: ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი რადიაციული ინციდენტი შესაძლოა, დარტყმა აღმოჩნდეს თურქეთის და საქართველოსთვის მისივე თანახმად, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა საფრანგეთს ხელშესახები თავდაცვითი დახმარებისთვის. ამასთან, განიხილეს უკრაინის მაკროფინანსური დახმარება და სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევები. უკრაინა: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარების გამო, ყველა სცენარისთვის ვემზადებით „ჩვენ უნდა გავზარდოთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ“, - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე.  უკრაინა რუსთს შეიარაღებულ პროვოკაციებში ადანაშაულებს, მათ შორის, ატომური სადგურის უშუალო სიახლოვეს, რომელიც ევროპაში უდიდესია. უკრაინა: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარების გამო, ყველა სცენარისთვის ვემზადებით გაეროს გენერალური მდივანი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარებით „სერიოზულად შეშფოთებულია". ანტონიო გუტერეშის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გავრცელებულმა ცნობებმა „უფრო ღრმად შემაშფოთებელი ინციდენტების“ შესახებ, შესაძლოა, „კატასტროფამდე მიგვიყვანოს“.  მან 11 აგვისტოს მოუწოდა მხარეებს, გაიყვანონ სამხედრო პერსონალი და აღჭურვილობა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან. დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 10 აგვისტოს განცხადება გაავრცელეს და რუსეთს მოუწოდეს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს. 9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა რომ, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ჩერნობილის კატასტროფა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში. ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ.

„გაზპრომმა“ საფრანგეთს გაზის მიწოდება კიდევ შეუმცირა

ფრანგული კომპანია Engie-ს ცნობით, რუსული „გაზპრომი“ საფრანგეთს, გაზის მიწოდებას 30 აგვისტოდან კიდევ უმცირებს. ამის მიზეზი მხარეებს შორის კონტრაქტის პირობებზე მომხდარი უთანხმოებაა. „გაზპრომი“ ევროპას „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის მიწოდებას სამი დღით შეუჩერებს  კომპანია აღნიშნავს, რომ მან უკვე დააგროვა გაზის საკმარისი მოცულობები მომხმარებლების მიწოდებისთვის და დანერგა მთელი რიგი შემარბილებელი ზომები რუსული გაზის მიწოდების სრული შეწყვეტის შემთხვევაში. ევროპაში გაზის ფასმა $ 3 500-ის ნიშნულს გადააჭარბა - მედია  გასული კვირის მდგომარეობით, საფრანგეთში გაზის საცავები 90%-ზე მეტი იყო შევსებული. ინდუსტრია თვლის, რომ ქვეყანას აქვს შანსი, ნოემბრის დასაწყისში სამიზნე 100%-ზე გავიდეს.  

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი: ჩვენ ნაკლებ ელექტროენერგიას ვაწარმოებთ და თუ ზამთარში ძალიან აცივდა, ცალკეულ უბნებში დენს დღეში ორი საათით გავთიშავთ

"ჩვენ ნაკლებ ელექტროენერგიას ვაწარმოებთ და შეიძლება დადგეს მომენტი, თუ ზამთარში ძალიან აცივდა, რომ დენის მიწოდებაში პრობლემები შეიქმნას. ასეთ შეთხვევაში, ცალკეულ უბნებში დენს დღეში ორი საათით გავთიშავთ", - ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ელისაბედ ბორნმა განაცხადა.  „ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ნაკლებ ელექტროენერგიას ვაწარმოებთ და შეიძლება დადგეს მომენტი, თუ ზამთარში ძალიან აცივდა, რომ დენის მიწოდებაში პრობლემები შეგვექმნება. ასეთ შეთხვევაში, ცალკეულ უბნებში დენს დღეში ორი საათით გავთიშავთ“, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ: ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირმა გაზის საცავების 80% დაგეგმილ ვადაზე ორი თვით ადრე შეავსო  

დღეს ჩვენ გვჭირდება მარტივი არჩევანის გაკეთება: ომსა და მშვიდობას შორის - მაკრონი

დღეს ჩვენ გვჭირდება მარტივი არჩევანის გაკეთება, ძირითადად ომსა თუ მშვიდობას შორის. მიმდინარე წლის 24 თებერვალს რუსეთმა, უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმა წევრმა, აგრესიის აქტით, შეჭრით, ანექსიით დაარღვია ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოება, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველაზე მნიშვნელოვანი სანქცია, რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებაა იენს სტოლტენბერგი: ფსევდორეფერენდუმები პუტინის ომის შემდგომი ესკალაციაა, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მსოფლიო გაყო და კოლონიების დრო დააბრუნა. „დღეს ჩვენ გვჭირდება მარტივი არჩევანის გაკეთება, ძირითადად ომსა თუ მშვიდობას შორის. მიმდინარე წლის 24 თებერვალს რუსეთმა, უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმა წევრმა, აგრესიის აქტით, შეჭრით, ანექსიით დაარღვია ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოება. მან განზრახ დაარღვია გაეროს წესდება და სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის პრინციპები. რუსეთმა ახლა უნდა დაინახოს, რომ მას არ შეუძლია, სამხედრო გზით დააწესოს თავისი ნება, მაშინაც კი, თუ იქნება ყალბი რეფერენდუმი იმ ტერიტორიებზე, რომლებიც დაბომბა და ახლა ოკუპირებულია“, – აღნიშნა მაკრონმა. ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის დახმარების ტემპი ჩვენი სამხედროების მოქმედების ტემპს უნდა შეესაბამებოდეს 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

დიეგო კოლასს საქართველოში უფლებამოსილების ვადა ეწურება

საფრანგეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი დიეგო კოლასი საქართველოს ოქტომბერში დატოვებს. შესაბამისი ინფორმაცია მან თავად გაავრცელა. „ჩემი ვადის ამოწურვის დრო მოდის. ვგეგმავ, ოქტომბრის შუა რიცხვებში დავასრულო ჩემი ვადა საქართველოში, რათა დავიკავო ახალი თანამდებობა პარიზში, ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროში იურიდიულ საკითხთა დირექტორად. ჩემთვის ეს დიდი პატივია ამ თანამდებობაზე დასახელება. დიდი პატივისცემა მაქვს ამ განყოფილების მიმართ, სადაც ჩემი კარიერის თითქმის ნახევარი გავატარე. გარდა ამისა, აგრესიის და დანაშაულის ასეთ დროს, მე მჯერა, რომ ბრძოლა საერთაშორისო სამართლის, ევროპული სამართლის, ფუნდამენტური უფლებებისთვის, კანონის უზენაესობისთვის, ჩვენი დიპლომატიის ცენტრშია. Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ დიეგო კოლასთან: თუ მეკითხებით, უნდა იყოს თუ არა დასავლეთი უფრო მეტად წარმოდგენილი კავკასიაში, მე გპასუხობთ - დიახ ეს მელანქოლიური მომენტიც არის, რადგან ემოციების გარეშე ვერ დავტოვებ მშვენიერ საქართველოს, მის ხალხსა და ისტორიას, მის ქალაქებს, მთებსა და ვენახებე და ჩემს არაჩვეულებრივ გუნდს, რომელთან ერთადაც ბევრი სირთულე გადავლახე“, - აცხადებს დიეგო კოლასი.  

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

საფრანგეთის ევროპისა და ევროპის საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა კიევში ჩავიდა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. „დილა მშვიდობისა უკრაინა, კარგია დაბრუნება", - წერს კოლონა. უფრო ადრე, მან განაცხადა, რომ საფრანგეთი ხაზს უსვამს უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებთან მიმართებით სამართლის აღსრულების აუცილებლობას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

საფრანგეთი უკრაინისთვის „კეისრის“ თვითმავალი ჰაუბიცების მიწოდებას განიხილავს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის ახალი ფრანგული „კეისრის“ თვითმავალი ჰაუბიცების გადაცემის კუთხით, წინსვლა არსებობს. უკრაინული მედია წერს, რომ უმაღლეს დიპლომატს ეჭვი არ ეპარება, რომ მხარეები ერთობლივი ძალისხმევით, წარმატებას მიაღწევენ და ეს დამატებით გააძლიერებს უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებს. „ჩვენ ვგრძნობთ საფრანგეთის ყოველდღიურ მხარდაჭერას როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის დონეზე.ამ მხრივ, ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი უკრაინისთვის ახალი, „კეისრის“ ჰაუბიცებით მიწოდების საკითხის გადასაჭრელად, რომლებმაც უკვე აჩვენეს მაღალი ეფექტიანობა ბრძოლის ველზე“, - განაცხადა კულებამ საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრთან კატრინ კოლონასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. ინფორმაციისთვის, CAESAR - ფრანგული წარმოების 155 მმ თვითმავალი ქვემეხი-ჰაუბიცა, დამონტაჟებული 6x6 სატვირთო შასიზე. ფრანგული არმიისთვის შექმნილი ეგზემპლარები იყენებს Renault Sherpa 10 შასის, ხოლო საექსპორტო ვარიანტი 6x6 Unimog U2450L შასის. CAESAR-ის კონცეფცია შექმნა კომპანია GIAT Industries-მა.   

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის მიერ ჩატარებულ ყალბ რეფერენდუმებს რეაგირება მხოლოდ სიტყვებით არ უნდა მოჰყვეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრს, კატრინ კოლონას შეხვდა. შესაბამისი ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. „ახლა მნიშვნელოვანია ძალიან ძლიერი სიგნალი საფრანგეთისგან, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერისგან, რუსეთის ფედერაციის მიერ იარაღის მუქარის ფონზე გამართულ ყალბ რეფერენდუმთან დაკავშირებით და ამას რეაქცია მხოლოდ სიტყვებით არ უნდა მოჰყვეს. სტოლტენბერგი ზელენსკისთან საუბრის შემდეგ: ფსევდორეფერენდუმს ლეგიტიმაცია არ აქვს, ეს უკრაინის ტერიტორიაა ჩვენ ველით მკაფიო სანქციებს, როგორც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტში, ასევე ცალკეულ სიგნალებს იმის შესახებ, თუ რა მოხდება, თუ რუსეთის ფედერაცია აღიარებს ამ ყალბ რეფერენდუმებს. NATO-ს ქვეყნებმა უნდა აჩვენონ მთელ მსოფლიოს, რომ ისინი ევროპის კონტინენტზე ნებისმიერი სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტორები არიან“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. ყალბი რეფერენდუმების შედეგების გამოცხადებას 27-28 სექტემბერს გეგმავენ. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა.  დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, პუტინმა შესაძლოა, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსია 30 სექტემბერს გამოაცხადოს.

კიევში საფრანგეთის საპარლამენტო დელეგაცია ჩავიდა

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის ქვედა პალატის) ხელმძღვანელი იაელ ბრაუნ-პივე ვიზიტით კიევში ჩავიდა.ამის შესახებ უკრაინაში საფრანგეთის ელჩმა ეტიენ დე პონსინმა Twitter-ზე დაწერა.  საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა „მოხარული ვარ, მივესალმო ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, იაელ ბრაუნ-პივეს და მნიშვნელოვან საპარლამენტო დელეგაციას კიევში“, - დაწერა დიპლომატმა.   საფრანგეთი უკრაინისთვის „კეისრის“ თვითმავალი ჰაუბიცების მიწოდებას განიხილავს მან ასევე გამოაქვეყნა ფოტო შეხვედრიდან, რომელსაც უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ესწრება.  

ილია დარჩიაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიურ მრჩეველს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დიპლომატიური მრჩეველი კონტინენტური ევროპის საკითხებში იზაბელ დუმონი და საფრანგეთის ელჩი აღმოსავლეთ პარტნიორობის და შავი ზღვის საკითხებში, სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ბრის როკეფეი მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და დატვირთულ დღის წესრიგს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიურმა მრჩეველმა დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა, რის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს მათი ვიზიტი საქართველოში, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე. მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები. ფრანგულმა მხარემ კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივასთან დაკავშირებით, რაც მიზნად ისახავს რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობას. მინისტრმა ფრანგ დიპლომატებთან განიხილა ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები, მათ შორის, აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის და დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული სტრატეგიული დიალოგის მეორე რაუნდის გამართვის მნიშვნელობა. საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ წარმატებულ სექტორულ თანამშრომლობას. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ფრანგულ მხარეს საქართველოს მიმართ გაწეული ფინანსური დახმარებისთვის, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს და ინსტიტუციონალურ მოდერნიზაციას. შეხვედრისას, ილია დარჩიაშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან და ქართული მხარის მოლოდინებთან დაკავშირებით. საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიურმა მრჩეველმა მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. მხარეები მიესალმნენ ამა წლის 6 ოქტომბერს, პრაღაში დაგეგმილ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების პირველ შეხვედრას, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ევროპის ქვეყნების ლიდერები. იზაბელ დუმონმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ინიციატივით საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპული ოჯახის წევრებს მოლაპარაკებების დამატებითი პლატფორმა შესთავაზა. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და საფრანგეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავს, რომელიც მიმდინარე წელს აღინიშნება.  

ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიურ მრჩეველს შეხვდა

საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და  საქართველოსთვის მონიჭებული ევროპული პერსპექტივა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიური მრჩევლის იზაბელ დუმონის შეხვედრის განსახილველი საკითხები. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და საფრანგეთის მჭიდრო პარტნიორობა ურთიერთპატივისცემასა და საერთო-ევროპულ ღირებულებებზეა დამყარებული. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ამაყობს, რომ საფრანგეთის სახით ჰყავს სანდო პარტნიორი, რომელთანაც საერთო ინტერესები აქვს. ირაკლი ღარიბაშვილმა იზაბელ დუმონს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას. ხაზი გაესვა ევროპული პოლიტიკის საკითხებზე მჭიდრო პოლიტიკური დიალოგის აუცილებლობას.  პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო რჩება საფრანგეთთან თანამშრომლობის გაფართოების იდეის ერთგული არა მხოლოდ უსაფრთხოების სფეროში, არამედ ევროკავშირთან კავშირების გაღრმავების მიმართულებითაც. განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება. ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის პროცესში საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენელი და აღმოსავლეთის პარტნიორობის ელჩი ბრის როკფოი, საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.  

მედია: საფრანგეთმა შესაძლოა, უკრაინას დამატებით 12-მდე CAESAR-ის ჰაუბიცა მიაწოდოს

საფრანგეთმა შესაძლოა, უკრაინას 6-დან 12-მდე ახალი CAESAR-ის ტიპის ჰაუბიცა გადასცეს, რომლებიც მანამდე დანიისთვის იყო განკუთვნილი. ამის შესახებ Le Monde წერს.  გამოცემის ინფორმაციით სამი ქვეყანა მიწოდებაზე შეთანხმდა, თუმცა ამ დროისთვის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მანამდე საფრანგეთმა უკრაინას, Nexter-ის მიერ წარმოებული Caesar-ის ტიპის 18 ჰაუბიცა გადასცა.  

მედია: საფრანგეთი უკრაინას, Bastion-ის 20 ჯავშანმანქანას გადასცემს

საფრანგეთი, უკრაინისთვის „ბასტიონის“ 20 ჯავშანმანქანის მიწოდებაზე კონტრაქტს ამზადებს.  მედიის ცნობით, მხარეებს შორის, ხელშეკრულება ჯერ არ არის გაფორმებული, მაგრამ „ბასტიონის“ მიწოდება შესაძლოა, უფრო სწრაფად მოხდეს.  Bastion 12,5 ტონიანი 10 ადგილიანი ჯავშანმანქანაა, რომელიც ექსკლუზიურად ექსპორტისთვის იწარმოება და ძირითადად აფრიკის ქვეყნებში იყიდება. „ბასტიონის“ რამდენიმე ვერსია არსებობს; საფრანგეთი უკრაინისთვის საბრძოლო მოდელის გადაცემას გეგმავს, რომელიც შესაძლოა, 12,7 მმ-იანი ტყვიამფრქვევით აღიჭურვოს.  

ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს დიეგო კოლასს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. აღინიშნა, რომ საფრანგეთი საქართველოს მეგობარი და სანდო პარტნიორია. ხაზი გაესვა, რომ საქართველო აფასებს საფრანგეთის მტკიცე პოზიციას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მხარდაჭერას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით. ხაზგასმით აღინიშნა წლების განმავლობაში საქართველოს მიმართ საფრანგეთის, როგორც უმსხვილესი საერთაშორისო დონორის როლი, საქართველოს დემოკრატიული რეფორმების, ინსტიტუციონალური მოდერნიზაციისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კუთხით. გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ფრანგ დიპლომატს საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.  

Le Figaro: კიევისთვის იარაღის მიწოდების გამო, რუსეთმა საფრანგეთის ელჩი დაიბარა

Le Figaro წერს, რომ კიევისთვის იარაღის მიწოდების გამო, რუსეთმა საფრანგეთის ელჩი დაიბარა. „რუსულმა მხარემ მიუთითა „კიევის რეჟიმისთვის“ იარაღისა და აღჭურვილობის გაზრდილი მიწოდების საფრთხეებზე, ასევე უკრაინელი სამხედროებისთვის სასწავლო პროგრამების გააქტიურებაზე“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. საფრანგეთი უკრაინისთვის „კეისრის“ თვითმავალი ჰაუბიცების მიწოდებას განიხილავს საფრანგეთმა უკრაინას 18 თვითმავალი ჰაუბიცა (Ceaser) მიაწოდა.  Le Monde-ის ცნობით, საფრანგეთი ემზადება უკრაინაში დამატებით 6-დან 12-მდე კეისრის ჰაუბიცის გასაგზავნად.

საფრანგეთი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ირანი

საფრანგეთი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ირანი. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. „ნებისმიერი ფრანგი მოგზაურის, მათ შორის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მიმართ, არსებობს დაკავების და უსამართლო გასამართლების მაღალი რისკი“, - აცხადებენ უწყებაში. ირანში, „შარიფის“ უნივერსიტეტში პოლიციასა და მომიტინგე სტუდენტებს შორის შეტაკება მოხდა ირანში ქალთა საპროტესტო გამოსვლების სოლიდარობის ნიშნად, ევროპარლამენტში შვედმა დეპუტატმა, თმა მოიჭრა შეგახსენებთ, ირანში საპროტესტო აქციები 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებას ირანში, მასობრივი პროტესტის ტალღა მოყვა. ამასთან, როგორც ცნობილია, საპროტესტო აქციების დაწყების შემდე, ქვეყანაში, სულ მცირე, 133 ადამიანი დაიღუპა.  

ემანუელ მაკრონი: საფრანგეთი უკრაინას რადარებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რადარებსა და საბრძოლო მასალას გადასცემს. გარდა ამისა, როგორც მაკრონმა ტელეკომპანია France 2-თან ინტერვიუში განაცხადა, საფრანგეთი ემზადება, რომ უკრაინელებს კიდევ ექვსი თვითმავალი საარტილერიო სისტემა „კეისარი“ გადასცეს. კონფლიქტის დაწყებიდან საფრანგეთმა უკრაინას 18 ჰაუბიცა „კეისარი“, ასევე ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო რაკეტები, მსუბუქი ჯავშანტექნიკა და TRF1 თვითმავალი გადასცა.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

2000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი საფრანგეთში გაივლის წვრთნას

2000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი რამდენიმე კვირის განმავლობაში, საფრანგეთში გაივლის მომზადებას. ამის შესახებ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა სებასტიენ ლეკორნუმ გაზეთ Le Parisien-ს განუცხადა. მინისტრის თქმით, საფრანგეთმა მანამდე უკრაინელი საარტილერიო ოპერატორები უკვე გაწვრთნა „კეისრის“ თვითმავალი ჰაუბიცების გამოყენების მიზნით, რომლებიც პარიზმა უკრაინას მიაწოდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Kyiv Independent-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 10 000 უკრაინელი ჯარისკაცი აპირებს, დაასრულოს წვრთნა დიდ ბრიტანეთში და ამას კიდევ 10 000 დაემატება. მინისტრმა აღნიშნა, რომ რამშტეინის ჯგუფმა, რომელსაც 50-მდე ქვეყანა აერთიანებს, ბოლო შეხვედრისას ახალი სასწავლო პროგრამები განიხილა.  

საფრანგეთი, ესპანეთი და პორტუგალია ხმელთაშუა ზღვაში, „მწვანე ენერგიის მილსადენის“ შექმნაზე შეთანხმდნენ

საფრანგეთი, ესპანეთი და პორტუგალია ხმელთაშუა ზღვაში „მწვანე მილსადენის“ შექმნაზე შეთანხმდნენ, რომლითაც შესაძლებელი იქნება ბუნებრივი აირის, სამომავლოდ კი წყალბადის ამოტუმბვა. ამის შესახებ ქვეყნების ლიდერებმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის ფარგლებში ისაუბრეს. ერთობლივ განცხადებაში მითითებულია, რომ პროექტი, სახელწოდებით BarMar, საუკეთესო გზაა იბერიის ნახევარკუნძულისა და ცენტრალური ევროპის დასაკავშირებლად. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის თქმით, იდეა არის იბერიის ნახევარკუნძულის დანარჩენ ევროპასთან დაკავშირება (ხმელთაშუა ზღვის ქვეშ), მილსადენი  ზედაპირზე მარსელში უნდა გამოვიდეს. მისი გამოყენება შეიძლება დროებით ბუნებრივი აირის, შემდეგ კი წყალბადის ამოსატუმბად. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პროექტი შესაძლოა, ასევე მოიცავდეს ელექტროგადამცემი ქსელისთვის დამატებითი ინტერკონექტორების შექმნას. შეთანხმება ასევე მოიცავს პორტუგალიასა და ესპანეთს შორის გაზის დამაკავშირებელი ხაზების დასრულებას.  

გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდი ბრიტანეთმა და აშშ-მა გაეროს რუსეთისთვის ირანული დრონების გადაცემის საკითხის გამოძიებისკენ მოუწოდა

გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ მოუწოდებენ გაეროს, ჩაატაროს მიუკერძოებელი გამოძიება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში ირანული უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლო გამოყენების საკითხზე. აშშ ირანს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომში პირდაპირ მონაწილეობაში ადანაშაულებს გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის საკითხზე გაგზავნილ ერთობლივ წერილში ბერლინის, პარიზისა და ლონდონის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ღრმა შეშფოთება გამოხატეს. „ამ უპილოტო საფრენი აპარატებს რუსეთი იყენებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და ქალაქების წინააღმდეგ თავდასხმებში, რაც უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილს იწვევს“, - აღნიშნულია წერილში. უკრაინის პრეზიდენტმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინამ ერთი თვის განმავლობაში 233 ირანული დრონი ჩამოაგდო. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი.ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. ზელენსკი: რუსეთის მიერ ირანული დრონების ყიდვა, სამხედრო-პოლიტიკური გაკოტრების აღიარებაა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: გავაგრძელებთ ყველა სანქციის მტკიცედ აღსრულებას, რათა ირანს რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა გაურთულდეს 20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.  

ემანუელ მაკრონმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდის შესახებ განაცხადა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას დააფიქსირა მზადყოფნა, რომ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერა რაც შეიძლება მალე გაზარდოს. ამის შესახებ მაკრონმა უკრაინელ კოლეგასთან საუბრის შემდეგ განაცხადა. ზელენსკიმ მაკრონთან საუბრის შემდეგ, ორი მიმართულებით კონკრეტული გადაწყვეტილებები დააანონსა „ამ დილით დავუდასტურე პრეზიდენტ ზელენსკის: ჩვენ სრულად მობილიზებულნი ვართ, რაც შეიძლება მალე გავზარდოთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, კერძოდ, საჰაერო თავდაცვა“, - დაწერა მაკრონმა Twitter-ზე. მისივე თქმით, უკრაინის ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზარალდა რუსული თავდასხმების შედეგად. „ზამთრამდე უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ სწრაფად მოვახდენთ საერთაშორისო თანამეგობრობისა და კერძო სექტორის მობილიზებას“, - წერს ემანუელ მაკრონი.  

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება. ადმინისტრაციის ცნობით, მაღალი რანგის შეხვედრები სტრასბურგსა და პარიზში გაიმართება, სადაც პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ,,დემოკრატიის მსოფლიო ფორუმსა“ და ,,პარიზის მშვიდობის ფორუმში“. ,,დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი“ ყოველწლიურად ევროპის საბჭოსა და საფრანგეთის მთავრობის პატრონაჟით ტარდება. „დემოკრატიის მეათე საიუბილეო ფორუმის მიზანს დემოკრატიის დაღმასვლის ძირითადი ფაქტორების გამოვლენა და ამ საკითხის გადაჭრისათვის შესაბამისი გზების მოძიება წარმოადგენს. საფრანგეთში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ტინი კოქსთან. დემოკრატიის ფორუმის ფარგლებში, პრეზიდენტი ისლანდიის პრემიერ-მინისტრ კატრინ იაკობსდოტირს შეხვდება. 11 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიოს ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ,,პარიზის მშვიდობის ფორუმში“, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში მეხუთედ ჩატარდება. წლევანდელი ფორუმი ფოკუსირებული იქნება მულტიკრიზისისა და მსოფლიო დესტრუქციული პოლარიზაციის თავიდან აცილებაზე. ფორუმზე სიტყვით გამოვლენ: საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, UNESCO-ს გენერალური დირექტორი ოდრე აზულე, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის პრეზიდენტი მირიანა სპოლიარიჩ ეგერი“, - წერია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საფრანგეთი უკრაინას თვითმავალ ჰაუბიცებს გადასცემს

საფრანგეთის ხელისუფლება აპირებს, უკრაინას, უახლოეს კვირებში, კიდევ ექვსი თვითმავალი ჰაუბიცა Caesar-ი გადასცეს. ბრიტანეთმა უკრაინას, კიდევ 1000 საზენიტო რაკეტა გადასცა „მათ უახლოეს კვირებში მივაწვდით. უკრაინას უკვე მივაწოდეთ წინა თაობის საარტილერიო დანადგარი - TRF1 ტიპის ჰაუბიცები, - განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

სალომე ზურაბიშვილმა ოდრი აზულეს სთხოვა, რომ UNESCO-მ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ძეგლების მონიტორინგი განახორციელოს

პრეზიდენტი პარიზში დღეს, იუნესკოს სათაო ოფისში, იუნესკოს გენერალურ დირექტორს ოდრი აზულეს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობისა და საქართველოს ბიომრავალფეროვნების საკითხები. პრეზიდენტმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების მიღმა, მიზანმიმართულად ზიანდება და ხშირ შემთხვევაში, ნადგურდება კულტურული მემკვიდრეობა და არ არსებობს რაიმე საერთაშორისო მექანიზმი, მათ შორის UNESCO-ც, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგს გაუწევს მათ მდგომარეობას, აღწერს დანაკლისს და დარღვევებს. პრეზიდენტმა შეხვედრაზე დააყენა საკითხი, რომ UNESCO-მ რაიმე მექანიზმებით განახორციელოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ძეგლების მონიტორინგი. როგორც იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, მსგავსი პრობლემები არის ასევე, რეგიონის სხვა ზონებში და UNESCO ცდილობს შეიმუშაოს ჰააგის კონვენციის ფარგლებში ახალი მექანიზმები, რომელიც საშუალებას მისცემს კონფლიქტის ზონებში თანამგზავრის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით, აღრიცხოს და მონიტორინგი გაუწიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობას. ჰააგის კონვენცია დღევანდელ ვითარებაში ძალზედ აქტუალურია და საჭიროებს რევიზიას, იმისათვის, რომ საომარ ვითარებაში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად შემუშავდეს ახალი მექანიზმები. პრეზიდენტმა კვლავ დააყენა საკითხი იუნესკომ განიხილოს თუ როგორ შეიძლება იზრუნოს და განსაკუთრებული ადგილი მიუჩინოს კავკასიურ ენათა ოჯახის ენებს. პრეზიდენტმა იუნესკოს გენერალური დირექტორი საქართველოში ქალთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისათვის მიიწვია, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით თბილისში უკვე მეორედ ჩატარდება. შეხვედრისას პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი შეთანხმდნენ, რომ საქართველო გააგრძელებს იუნესკოსთან თანამშრომლობას ბიოლოგიური მემკვიდრეობისა და ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების მეთოდოლოგიის გაუმჯობესების მიმართულებით.  

უკრაინამ საფრანგეთისგან მორიგი სამხედრო დახმარება მიიღო

საფრანგეთმა უკრაინაში ორი Crotale-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის ორი ბატარეა და ორი მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები. ამის საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ Le Journal du Dimanche-ს განუცხადა.  ლეკორნუს თქმით, საფრანგეთმა უკვე მიაწოდა უკრაინას 18 „კეისრის“ ჰაუბიცები და 550 მილიონი ევროს (569 მილიონი დოლარი) ღირებულების სამხედრო დახმარება, რაც საფრანგეთს უკრაინაში მეხუთე უმსხვილეს კონტრიბუტორად აქცევს. მისი თქმით, ფრანგულმა მხარემ კიევიდან ასევე მიიღო მოთხოვნა რადარების მიწოდების შესახებ და ამჟამად განიხილავს ამ შესაძლებლობას. გარდა ამისა, მინისტრის თქმით, საფრანგეთი, სხვა დასავლელ პარტნიორებთან ერთად მონაწილეობს სლოვაკეთში უკრაინის სამხედრო აღჭურვილობის სერვისცენტრის შექმნაში, რომლის მუშაობას კოორდინაციას გაუწევს თავდაცვის ფრანკო-გერმანული ასოციაცია KNDS-ი. სერვისცენტრში შეკეთდება ჰაუბიცები, კეისრის თვითმავალი თოფები და სხვა იარაღი. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

სნაიპერთა მომზადების სკოლის ინსტრუქტორებმა საფრანგეთის უცხოური ლეგიონის სამხედროებს შორ მანძილზე სროლის კურსი ჩაუტარეს

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სნაიპერთა მომზადების სკოლის ინსტრუქტორებმა, გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის სამხედრო მოსამსახურეებს შორ მანძილზე სროლის კურსი ჩაუტარეს, რომელიც ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჩვენებელი სწავლება მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის სასროლეთზე ჩატარდა, რომელსაც სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრედერიკ კამპოსი დაესწრნენ. სამხედროებმა სწავლების დროს სტრესულ მდგომარეობაში სხვადასხვა მანძილზე სროლის სავარჯიშოები შეასრულეს და მაკონტროლებელ-დამკვირვებლებისგან მაღალი შეფასება მიიღეს. სნაიპერთა მომზადების კურსი NATO-ს წევრი ქვეყნის სამხედროებისთვის საქართველოში მეორედ ჩატარდა. აღნიშნულ სწავლებაში საფრანგეთის ლეგიონმა მონაწილეობა მეორედ მიიღო.

ყაზახეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა პარიზში, თანამშრომლობის გაღრმავების გზები განიხილეს

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი, რომელიც პარიზში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკებები გამართა. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება. მოლაპარაკებებს წინ უძღოდა დახვედრის ოფიციალური ცერემონია ელისეის სასახლეში. შეხვედრისას თოყაევმა მადლობა გადაუხადა მაკრონს საფრანგეთში ვიზიტით მოწვევისთვის. მისი თქმით, ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად და ურთიერთობების კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაყვანისთვის. მოლაპარაკებების დროს ყაზახეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოდერნიზაციაზე ისაუბრა. თავის მხრივ, პრეზიდენტმა მაკრონმა აღნიშნა, რომ ყაზახეთი საფრანგეთის სტრატეგიული პარტნიორია. ქვეყნებს შორის აქტიურად ვითარდება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ხორციელდება ერთობლივი პროექტები ენერგეტიკის სექტორში. ევროკავშირი აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს სხვადასხვა ყაზახურ პროექტებში. მაკრონმა ასევე, 2024 წლიდან ყაზახეთში ახალი ფრანგული სკოლების გახსნის შესახებ განაცხადა. ფრანგულმა მხარემ მხარდაჭერა გამოუცხადა ყაზახეთში მიმდინარე რეფორმებს. მხარეებმა დეტალურად გაცვალეს მოსაზრებები ორ ქვეყანას შორის განათლებისა და კულტურის სფეროებში კავშირების გაღრმავებაზე, ასევე განიხილეს საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და ცენტრალურ აზიაში შექმნილი ვითარება. შეხვედრის დასასრულს თოყევმა მაკრონი ყაზახეთში მიიწვია.  

თავდაცვის სამინისტროში საფრანგეთის სპეციალური ოპერაციების ძალების დელეგაციას უმასპინძლეს

საქართველოში სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკის სპეციალური ოპერაციების ძალების დელეგაცია იმყოფებდა. დელეგაციის ხელმძღვანელს, ბრიგადის გენერალ ანდრე ევრარს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ უმასპინძლა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალებისა და საფრანგეთის დელეგაციის წარმომადგენლები, ასევე,  საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრედერიკ კამპოსი დაესწრნენ. მხარეებმა  რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო  საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე პროცესებსაც. საფრანგეთის სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელმა პირებმა  საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერის გაძლიერებისა და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებთან თანამშრომლობის განვითარების მზაობა გამოხატეს. საქართველო და საფრანგეთი  თავდაცვის სფეროში სხვადასხვა, მათ შორის, სამთო, საჰაერო  თავდაცვის, სამხედრო განათლების კუთხით მრავალი წელია ინტენსიურად თანამშრომლობენ.

მაკრონი მიიჩნევს, რომ პუტინთან მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასასრულებლად ჯერ კიდევ შესაძლებელია

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ რუსეთის ლიდერთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასასრულებლად ჯერ კიდევ შესაძლებელია. ABC News-თან ინტერვიუში, მაკრონმა განაცხადა, პუტინმა ომის წამოწყებით შეცდომა დაუშვა. „იყო პოლიტიკური და დიპლომატიური პროცესი საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით. მან ყალბი ნარატივის საფუძველზე გადაწყვიტა დამოუკიდებლად, რომ NATO გამოიყენებს უკრაინას რუსეთზე თავდასხმისთვის, რაც სრულიად არასწორია", - განაცხადა მაკრონმა. „ვფიქრობ, მან შეცდომა დაუშვა. შეუძლებელია მაგიდასთან დაბრუნება და რაიმეზე მოლაპარაკება? ვფიქრობ, ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.  

საფრანგეთმა უკრაინას საშუალო სიმძლავრის 100 გენერატორი გადასცა

საფრანგეთმა უკრაინას გათბობის სეზონისთვის საშუალო სიმძლავრის 100 გენერატორი გადასცა. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.  ევროპარლამენტმა და ბელგიის ქალაქებმა უკრაინას პირველი „იმედის გენერატორები“ გადასცეს გენერატორების გადაცემის ცერემონიაზე, ბენჟამინ რორიგმა, უკრაინაში საფრანგეთის საელჩოს მრჩეველმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთმა დაიწყო უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის ორგანიზება სრულმასშტაბიანი ომის პირველ კვირებში. მთლიანობაში, უკრაინისთვის დღემდე გაგზავნილია 32 ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც ენერგეტიკის სექტორისთვის დახმარებას მოიცავს.  შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.    

პარტნიორები უკრაინას ამ ზამთრის გაძლებასა და გადარჩენაში უნდა დაეხმარონ - მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი და მსოფლიოს სხვა ქვეყნები უნდა დაეხმარონ უკრაინელ ხალხს ამ ზამთრის გაძლებასა და გადარჩენაში. ამის შესახებ მან პარიზში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „სოლიდარობა უკრაინელ ხალხისთვის“ განაცხადა, იუწყება Ukrinform-ის კორესპონდენტი. მაკრონის თქმით, რუსეთი სამხედრო წარუმატებლობას, უკრაინის ჯარების წინსვლას, ტერორისტული აქტებით პასუხობს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა და ასეთი ქმედებები დაუსჯელი არ შეიძლება დარჩეს. მისი თქმით, დღევანდელი კონფერენციის შედეგები ძალიან კონკრეტული უნდა იყოს. „პირველ რიგში, ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენი პარტნიორების, უკრაინის მეგობრების მობილიზებაზე, ვინც მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლებიც უზრუნველყოფენ სახსრებს, ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, რათა მოაწყონ ყველა ის აქცია, რომელიც დაეხმარება უკრაინის მოსახლეობას წყლის, ენერგიის მიღებაში. გათბობა, საკვები, ტანსაცმელი და გადარჩება ზამთარი. იმედი მაქვს, რომ ჩვენი კოლექტიური ძალისხმევა საუკეთესო იქნება“, - განაცხადა მაკრონმა. მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთმა უკრაინას წლის დასაწყისიდან 151,5 მილიონი ევროს დახმარება გაუწია და მალე ამ შენატანს კიდევ 48,5 მილიონი ევროთი გაზრდის.  

პარტნიორების დახმარება აახლოებს უკრაინის გამარჯვებას - შმიგალი

პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის განცხადებით, პარტნიორების დახმარება, რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში უკრაინის გამარჯვებას აახლოებს. პარტნიორები უკრაინას ამ ზამთრის გაძლებასა და გადარჩენაში უნდა დაეხმარონ - მაკრონი ამის შესახებ მან Twitter-ზე საერთაშორისო კონფერენციიის „სოლიდარობა უკრაინელ ხალხთან“ კომენტირებისას დაწერა.  „მთელი ცივილიზებული სამყარო გახდა თავისუფლებისა და მომავლისთვის მებრძოლი უკრაინელების მხარდამჭერი. მე გულწრფელად მადლობელი ვარ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის უკრაინელ ხალხთან სოლიდარობის კონფერენციის ჩატარებისთვის. მეგობრებისა და პარტნიორების დახმარება აახლოებს ჩვენს გამარჯვებას“, - განაცხადა შმიგალმა. საფრანგეთისა და უკრაინის ერთობლივად ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია „სოლიდარობა უკრაინელ ხალხთან“ პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გახსნა. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლა ვიდეოკონფერენციის საშუალებით გაიმართა.  

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი კიევს ეწვევა

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნუ ოფიციალური ვიზიტით კიევში ოთხშაბათს, 28 დეკემბერს ჩავა. ამასთან, უცნობია მინისტრის ვიზიტის ზუსტი პროგრამა. თუმცა, საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ლეკორნუ თავის უკრაინელ კოლეგას ოლექსი რეზნიკოვს შეხვდება და ასევე პატივს მიაგებს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას კიევში.   

საფრანგეთი პოლონეთს საფრთხეების ადრეულ გამოვლენაში დაეხმარება

საფრანგეთი პოლონეთს ორ სადამკვირვებლო თანამგზავრს და მიმღებ სადგურს მიაწვდის. პოლონეთის თქმით, ვარშავაში დადებული შეთანხმება დაეხმარება მის შეიარაღებულ ძალებს საფრთხის ადრეული ამოცნობაში. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა ფრანგ კოლეგა სებასტიენ ლეკორნუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პოლონეთის არმიის ორი სადაზვერვო თანამგზავრით აღჭურვის შესახებ შეთანხმება Airbus-სა და პოლონურ სააგენტოს შორის უკვე დამტკიცებულია.  პოლონეთის შეიარაღების სააგენტომ გარიგების ჯამურ ღირებულებად 575 მილიონი ევრო (612 მილიონი დოლარი) დაასახელა და განაცხადა, რომ თანამგზავრების კოსმოსში გაშვება 2027 წლისთვის შესრულდება. პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თანამგზავრების წყალობით, მისი სამხედროები სადაზვერვო მონაცემების მაქსიმალური სიზუსტით მიღებას შეძლებენ.  ბლაშჩაკმა მას უწოდა ადრეული გაფრთხილების სისტემა როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო საფრთხეების, მათ შორის ბუნებრივი კატასტროფების წინააღმდეგ.

რეზნიკოვი ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ: საფრანგეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას განაგრძობს

საფრანგეთი კიევისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას გააგრძელებს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ეს ვიზიტი არ არის მხოლოდ მამაცობის აქტი. ეს ასევე გამოხატავს საფრანგეთის ძლიერ მხარდაჭერას“, - თქვა რეზნიკოვმა Twitter-ზე. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა რეზნიკოვმა ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთის მხარდაჭერა ასევე მოიცავს ფრანგული წარმოების დიდ სისტემებს, თუმცა მას იარაღის ტიპი არ დაუზუსტებია. 21 დეკემბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყანამ უკრაინას მიაწოდა სარაკეტო გამშვებები და Crotale-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები, ამასთან, კიევს დაჰპირდა იარაღის შემდგომ მიწოდებას მომავალი წლის დასაწყისში. ეს მოიცავს „კეისრის“ ტიპის საარტილერიო დანაყოფებს. ლეკორნუმ 20 ნოემბერს განაცხადა, რომ საფრანგეთმა უკრაინას 18 „კეისრის“ ტიპის ჰაუბიცები გადასცა. ამასთან, კიევს მიაწოდა 550 მილიონი ევროს (569 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების სამხედრო დახმარება, რითაც საფრანგეთი უკრაინაში მეხუთე ადგილზეა.

Reuters: საფრანგეთი უკრაინას AMX10-ის ტიპის მსუბუქ ტანკებს დაჰპირდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სატელეფონო საუბრისას, ვოლოდიმირ ზელენსკის დაჰპირდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მალე მიიღებენ ფრანგულ AMX-10RC ტიპის მსუბუქ ტანკებს დაჰპირდა. ამის შესახებ Reuters-ი ელისეის სასახლის წარმომადგენლის ბრიფინგზე დაყრდნობით იტყობინება. ოფიციალურმა პირმა არ დააკონკრეტა, როდის და რა რაოდენობით შეუძლიათ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამ ტექნიკის მიღება. AMX-10RC ტიპის ჯავშანმანქანა ხშირად კლასიფიცირდება როგორც „ბორბლიანი ტანკი“. AMX-10 RC-ი აღჭურვილია 105 მმ ქვემეხით და ტყვიამფრქვევით.   

საფრანგეთმა უკრაინის მხარდაჭერა ახალ დონეზე აიყვანა, რაც ხელს შეუწყობს უკრაინელებისთვის უსაფრთხოებისა და ევროპელებისთვის მშვიდობის აღდგენას - ზელენსკი

საფრანგეთმა უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა ახალ დონეზე აიყვანა, რაც ხელს შეუწყობს უკრაინელების უსაფრთხოებისა და ევროპელებისთვის მშვიდობის აღდგენას. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „მადლობას ვუხდი პრეზიდენტ მაკრონს ამ ლიდერობისთვის. ჩვენ მივიღებთ უფრო მეტ ჯავშანმანქანას, კერძოდ, ფრანგული წარმოების ბორბლიან ტანკებს. ეს არის ის, რაც მკაფიო სიგნალს უგზავნის ჩვენს ყველა სხვა პარტნიორს: არ არსებობს რაციონალური მიზეზი იმისა, რომ უკრაინას ჯერ კიდევ არ მიეწოდება დასავლური ტიპის ტანკები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა უკრაინელისთვის უსაფრთხოებისთვის და ყველა ევროპელისთვის მშვიდობის აღსადგენად“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, ასეთი სიგნალი უკიდურესად აქტუალურია „რამშტეინის“ მორიგი შეხვედრის წინ. აუცილებელია, ამ წელს ბოლო მოეღოს რუსეთის აგრესიას და არ გადაიდოს თავდაცვითი შესაძლებლობა, რომელსაც შეუძლია, დააჩქაროს ტერორისტული სახელმწიფოს დამარცხება. თანამედროვე დასავლური ჯავშანტექნიკა, დასავლური სტილის ტანკები – ეს არის ერთ-ერთი მთავარი შესაძლებლობა“, - განაცხადა ზელენსკიმ.  

გაზის კონტეინერების მწარმოებელი უმსხვილესი ფრანგული კომპანია რუსეთის ბაზრიდან გავიდა

ფრანგულმა საინჟინრო კომპანია Gaztransport & Technigaz-მა (GTT) რუსეთში მუშაობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ განცხადება კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „ევროპული სანქციების №8 და 9 პაკეტების სიღრმისეული ანალიზის შემდეგ, რომელიც კრძალავს რუსული კომპანიებისთვის საინჟინრო მომსახურების მიწოდებას, ჯგუფი  რუსეთში თავისი საქმიანობის შეწყვეტის შესახებ აცხადებს“, - ნათქვამია ანგარიშში. „GTT-ის ჩარევა მსოფლიოში ორი ყველაზე მოწინავე LNG მატარებლის ექსპლუატაციაში შემოიფარგლება პროექტის უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიური მთლიანობის უზრუნველყოფით მოქმედი საერთაშორისო სანქციების შესაბამისად“, - აცხადებენ კომპანიაში. GTT არის ოფშორული გაზის კონტეინერების წამყვანი მწარმოებელი მსოფლიოში. როგორც Financial Time-მა აღნიშნა, კომპანია მსოფლიოში ერთადერთია, რომელიც აწარმოებს თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) კონტეინერებს, რომლებიც -163°C ტემპერატურაზე საწვავის დიდი მოცულობით შენახვის საშუალებას იძლევა.   

საფრანგეთში, მსოფლიოში ყველაზე დიდი ბიოგაზის ქარხანა ამუშავდა

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით (160 გვტ.სთ-მდე სიმძლავრის) ბიოგაზის უდიდესი ქარხანა ამუშავდა. ამის შესახებ კომპანია TotalEnergies-მა დღეს განაცხადა. ქარხანა, BioBéarn-ი ქალაქ პაუს მახლობლად მდებარეობს, რომლის კვების წყაროც ორგანული ნარჩენებია, ძირითადად სიმინდი.  ეს არის მე-18 ბიოგაზის ქარხანა, რომელსაც TotalEnergies-ი ფლობს. „2023 წელს ქარხანა 69 გიგავატ/სთ ენერგიას გამოიმუსავებს და წარმოების ზრდას განაგრძობს. რის შედეგადაც 220 ათასი ტონა ბიომასა გადამუშავდება 200 ათას ტონა ორგანულ ნარჩენად, რომელიც ბუნებრივი სასუქია და 160 გიგავატ/სთ ბიომეთანი იწარმოება. რაც 32 ათასი ადამიანის საშუალო წლიურ მოხმარებას უდრის“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. ქარხნის ამოქმედება საფრანგეთის სტრატეგიის ნაწილია, რათა გაზარდოს განახლებადი ენერგიის წყაროების წილი ქვეყნის ენერგეტიკულ ბაზარზე, ასევე შეცვალოს რუსეთიდან ბუნებრივი აირის შედაგად შემცირებული მიწოდება. TotalEnergies-ის ბიოგაზის პროექტების დირექტორის, ოლივიე გუერინის თქმით, ახალმა ქარხანამ კომპანიას საშუალება მისცა გაზარდოს ბიოგაზის წარმოება 700 გვტ.სთ-მდე. 2030 წლისთვის კომპანია გეგმავს 20 ტვტ/სთ წარმოებას.  

ფრანგულმა TotalEnergies-მა გერმანიაში თხევადი გაზის ტერმინალი გახსნა

ფრანგულმა ნავთობისა და გაზის კომპანია TotalEnergies-მა გერმანიაში Deutsche Ostsee LNG იმპორტის ტერმინალი გახსნა, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს გერმანიაში, თხევადი გაზის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი გახდეს.  გერმანიაში თხევადი გაზის კიდევ ორი ტერმინალი გაიხსნება  „მოხარულები ვართ ამ პროექტის მხარდაჭერით, რომელიც ხელს შეუწყობს გერმანიისა და ევროპის გაზის მიწოდების უზრუნველყოფას“, - თქვა შტეფან მიშელმა, TotalEnergies-ის გაზის, განახლებადი ენერგიისა და ელექტროენერგიის პრეზიდენტმა. გერმანიაში თხევადი გაზის პირველი ტერმინალი გაიხსნა შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი პროექტი. გასულ ზაფხულს TotalEnergies-მა და გერმანულმა Deutsche ReGas-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ჩრდილო-აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ ლუბმინში მცურავი LNG ტერმინალის (FSRU) ინსტალაციისა და ექსპლუატაციის შესახებ. აშშ-დან გერმანიის ახლად აშენებულ მცურავ ტერმინალში, თხევადი გაზით დატვირთული პირველი ტანკერი შევიდა გასული წლის გაზაფხულზე გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა სასწრაფოდ აეშენებინა ოთხი LNG ტერმინალი, რათა შეემცირებინა დამოკიდებულება რუსულ მიწოდებაზე. უკვე ზაფხულში გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ მოულოდნელად განაცხადა, რომ სულ ექვსი პროექტის განხორციელება იგეგმება.  

საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, გოჩა ჯავახიშვილმა, ემანუელ მაკრონს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, იუნესკო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, გოჩა ჯავახიშვილმა ემანუელ მაკრონს რწმუნებათა სიგელები გადასცა. ინფორმაციას საფრანგეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. „2023 წლის 13 იანვარს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში, იუნესკო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, გოჩა ჯავახიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.  

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კეტრინ კოლონამ ირანის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა.  უწყების ცნობით, ირანელი დიპლომატი გააფრთხილეს, რომ ირანის მიერ საერთაშორისო სამართლის განმეორებითი დარღვევა არ შეიძლება, უპასუხოდ დარჩეს, განსაკუთრებით იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებით, რომლებსაც თეირანი თვითნებურად აკავებს. დიდმა ბრიტანეთმა თეირანიდან ელჩი დროებით გაიწვია ირანის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალირეზა აკბარი ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდების გამო, სიკვდილით დასაჯეს.  

Reuters-ი: მაკრონი საფრანგეთის სამხედრო ხარჯებს ბიუჯეტის მესამედზე მეტით ზრდის

მაკრონი საფრანგეთის სამხედრო ხარჯებს ბიუჯეტის მესამედზე მეტით ზრდის - ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია Reuters ავრცელებს.  გამოცემის ცნობით, მაკრონმა სამხედრო ხარჯებზე გამოყოფილი თანხები გაზარდა, რათა საფრანგეთის არმია გაუმკლავდეს ამ საუკუნის დიდ საფრთხეებს. „რადგან ომის წარმართვა იცვლება, საფრანგეთს ჰყავს და ეყოლება ჯარები მზად საუკუნის საფრთხისთვის“, - თქვა მაკრონმა სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, მონ-დე-მარსანის საჰაერო ბაზაზე საუბრისას. ცნობისთვის, 2019-2025 წლებში ქვეყნის ბიუჯეტი 295 მილიარდი ევროა, ხოლო 2030 წლისთვის საფრანგეთის სამხედრო ბიუჯეტი 413 მილიარდ ევრომდე გაიზრდება.   

საფრანგეთში რუსული პროპაგანდული RT France-ის საბანკო ანგარიშები დაბლოკეს

საფრანგეთმა რუსული პროპაგანდისტული არხის RT France-ის საბანკო ანგარიშები (რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის ფარგლებში) დაბლოკა.  რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „საპასუხო ზომების“ მიღება დაიწყო.  რუსული მედიის ცნობით, ტელეარხის მთავარმა რედაქტორმა ქსენია ფედოროვამ ანგარიშებზე წვდომის დახურვაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბლოკირება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს RT France-ის შემდგომ მუშაობას. „RT France, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს ხელფასების გადახდას”. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანიამ საქმიანობა შეაჩერა.  არხის თანამშრომლები შიშობენ, რომ RT France-ის პროპაგანდისტული სტატუსის გამო ახალ სამუშაოს ვერ იპოვიან. საფრანგეთის გადაწყვეტილებას რუსეთმა მუქარით უპასუხა. რუსი დიპლომატების თქმით, ფედერაციის ტერიტორიაზე ფრანგული მედიის წინააღმდეგ შესაბამისი ზომები გატარდება, რასაც ისინი „დაიმახსოვრებენ“.   

მაკრონი უკრაინისთვის ტანკების გაგზავნას არ გამორიცხავს

საფრანგეთი არ გამორიცხავს, რომ მომავალში უკრაინას Leclerc-ის ტიპის ტანკები მიაწოდოს, მაგრამ ამ საკითხზე მოკავშირეებთან კოორდინაციას გეგმავს. „რაც შეეხება Leclerc-ის ტიპის ტანკებს, ეს არ არის გამორიცხული", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 22 იანვარს, პარიზში, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, გადაწყვეტილება ტანკების გადაცემის შესახებ, ერთობლივად, სამი მიზეზის საფუძველზე უნდა იყოს მიღებული. მაკრონის თქმით, ასეთმა გადაწყვეტილებამ არ უნდა გამოიწვიოს შემდგომი ესკალაცია, ეს რეალურად უნდა იყოს ეფექტიანი დახმარება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის და არ უნდა დაასუსტოს თავად ქვეყნების ჯარები  და NATO. მაკრონმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ისეთი პუნქტების გათვალისწინება, როგორიცაა ტრენინგი და ლოგისტიკა. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ეს საკითხი განიხილება მოკავშირეებთან, მათ შორის გერმანიასთან. „სამუშაოს უახლოეს დღეებსა და კვირებში განვახორციელებთ“, - აღნიშნა მაკრონმა.   

ზელენსკი მაკრონთან სატელეფონო საუბრის შემდეგ: ომის დასრულების მიზნით, დიპლომატიური ნაბიჯები განვიხილეთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს და ომის დასრულების მიზნით დიპლომატიური ნაბიჯები განიხილეს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე განათავსა. „მადლობას გადავუხადე ემანუელ მაკრონს მსუბუქი ტანკებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებასთან დაკავშირებით მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებისთვის. განვიხილეთ დიპლომატიური ნაბიჯები ომის დასრულების მიზნით. მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენებისთვის ადგილი არ არის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოდესაში ჩავიდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას ცნობით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა ოდესაში იმყოფება.  კულებას თქმით, უკრაინულ-ფრანგული პარტნიორობა რუსული აგრესიის დასასრულებლად და მშვიდობის აღსადგენად, გადამწყვეტია. „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ოდესაში, კატრინ კოლონა. გმადლობთ მამაცი სტუმრობისთვის. მოუთმენლად ველი საფრანგეთის როლის განხილვას საერთაშორისო სატანკო კოალიციაში, გრეინისა და მშვიდობის ფორმულაზე. უკრაინულ-ფრანგული პარტნიორობა ურყევია და უდიდესი მნიშვნელობა აქვს რუსული აგრესიის დასასრულებლად და მშვიდობის აღსადგენად“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე.  შეგახსენებთ, რომ დღეს დილით უკრაინის მთელ ტერიტორიაზე და ოდესაში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. რუსული ძალების საჰაერო იერიშის შედეგად, ოდესაში ორი ენერგოობიექტი მწყობრიდან გამოვიდა.   

საფრანგეთი მოიერიშე თვითმფრინავებისთვის უკრაინელი პილოტების მომზადებას განიხილავს - Politico

საფრანგეთი მოიერიშე თვითმფრინავებისთვის უკრაინელი პილოტების მომზადების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ Politico წერს. Politico წერს, რომ დასავლელ მოკავშირეებზე ზეწოლა იზრდება, რათა კიევს საბრძოლო თვითმფრინავები მიაწოდონ მას შემდეგ, რაც ტანკების გაგზავნაზე უკვე შეთანხმდნენ. „საფრანგეთისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრები ამ კვირაში საუბრის დროს განიხილავენ კიევის თხოვნას“, განუცხადა გამოცემას სააგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწემ. 27 იანვარს, გაზეთ Le Figaro-სთან ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა პარიზს მოუწოდა, უკრაინას ფრანგულ თვითმფრინავებზე პილოტების მომზადებაში დაეხმარონ.  

საფრანგეთი პირობას დებს, რომ უკრაინაში დამატებით, CAESAR-ის ტიპის 12 თვითმავალ ჰაუბიცას გაგზავნის

საფრანგეთი უკრაინას დამატებით, CAESAR-ის ტიპის 12 თვითმავალ ჰაუბიცას გაუგზავნის, ამის შესახებ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ლეკორნუმ აღნიშნა, რომ 150 ფრანგი ჯარისკაცი ამ ზაფხულს პოლონეთში 2000 უკრაინელ სამხედროს მოამზადებს. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს უკრაინისთვის მსუბუქი ტანკებითა და ბასტიონის ჯავშანტექნიკის მიწოდების შესახებ გადაწყვეტილების გამო.  

საფრანგეთში, 2022 წლის აპრილში გაუჩინარებული, საქართველოს მოქალაქე მოკლული იპოვეს

ფრანგული გამოცემა ავრცელებს ინფორმაციას, რომ სამართალდამცველებმა ქართველი კაცის ცხედარი "ლუარა-ატლანტიკის" მანქანების ნაგავსაყრელზე ნახეს.  მედიის ცნობით, მამაკაცი 2022 წლის აპრილში გაუჩინარდა. ამასთან, როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე გამომძიებლებმა 19-დან 22 წლამდე ასაკის 6 ეჭვმიტანილი დააკავეს. როგორც ცნობილია, სამი ფრანგი ეროვნებისაა, ერთი გერმანელი, ერთი რუსი და ერთიც ქართველი. სავარაუდო დამნაშავეებმა პოლიციაში დანაშაული აღიარეს.     

რეზნიკოვმა საფრანგეთში დააჯილდოვა უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც სამხედრო ჰოსპიტალში გადიან რეაბილიტაციას

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი საფრანგეთში, პერსის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა, სადაც რეაბილიტაციას გადიან უკრაინელი სამხედროები. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. „საფრანგეთში ვიზიტის დროს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ მოინახულეს უკრაინელი სამხედროები, რომლებიც რეაბილიტაციას გადიან პერსის ჰოსპიტალში. მინისტრები სამხედროებს გაესაუბრნენ და უკრაინელ დამცველებს ჯილდოები გადასცეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცებს გასული წლის ივნისიდან ეხმარება.  

საფრანგეთი უკრაინის საიმედო და ძლიერი მოკავშირეა - სებასტიან ლეკორნუ

„უკრაინის მხარდაჭერის ფონდი საშუალებას იძლევა, უკრაინის დასახმარებლად უზრუნველყოს „კეისრის“ ტიპის 12 დამატებითი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, საფრანგეთი უკრაინის საიმედო და ძლიერი მოკავშირეა: ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინელი ჯარისკაცების სიმამაცეს და ძალას“, - ეს განცხადება საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ უკრაინის თავდაცვის მინისტრ ალექსეი რეზნიკოვთან ერთად გამართულ პრესკონფერნციაზე გააკეთა. მისივე თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილების შესაბამისად, პარიზი უკრაინის მიერ განსაზღვრულ საგანგებო სიტუაციებში კიევის სამხედრო მხარდაჭერას გააგრძელებს. „ზაფხულისთვის საფრანგეთში 2 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი გაივლის გადამზადებას. ასევე ვაპირებთ ნაწილის სწავლებას პოლონეთში: თვის ბოლომდე იქ 150 ფრანგი ჯარისკაცი გაიგზავნება, რომლებიც თვეში 600 უკრაინელ ჯარისკაცს გაწვრთნიან“, - განაცხადა მინისტრმა.  

უკრაინა ფრანგულ MG-200-ის ტიპის რადარებს მიიღებს

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ ხელი მოაწერეს მემორანდუმს ThalesGroup-თან უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის MG-200 სარადარო სისტემების მიწოდების შესახებ. „ეს აღჭურვილობა დაგვეხმარება აღმოვაჩინოთ მტრის დრონები და რაკეტები, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები. ჩვენი ცა დაცული იქნება რუსეთის სასიკვდილო თავდასხმებისგან“, - დაწერა რეზნიკოვმა Twitter-ზე.  MG-200 არის საშუალო დისტანციის რადარი, რომელსაც შეუძლია მტრის თვითმფრინავის აღმოჩენა 250 კმ მანძილზე. ის ასევე უზრუნველყოფს რაკეტებისგან დაცვას და შეუძლია საარტილერიო თავდასხმების შესახებ გაფრთხილება.  

ჯუანშერ ბურჭულაძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა, შერაზ გასრის ელჩის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. მან ფრანგულ მხარეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, გაწეული პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება და უფრო მრავალმხრივი გახდება. ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების, ტრანსფორმაციის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების, საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერების პროცესში საფრანგეთის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თანამედროვე გამოწვევებისა და ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ფონზე, საქართველოსთვის საფრანგეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაძლიერება მეტად მნიშვნელოვანია. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. აღინიშნა „დიმიტრი ამილახვარის სტრატეგიული დიალოგის“ მნიშვნელობაც. საუბარი შეეხო ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) ერთობლივ მონაწილეობასა და საქართველოს კონტრიბუციას საერთაშორისო მისიებში. შერაზ გასრი, რომელმაც საქართველოში ელჩის თანამდებობაზე დიეგო კოლასი შეცვალა, 2017 წლიდან გაეროში, საფრანგეთის მუდმივ წარმომადგენლობაში, პოლიტიკური მრჩეველის თანამდებობას იკავებდა; 2015-2017 წლებში ფრანგი დიპლომატი სოციალურ საქმეთა და ჯანმრთელობის სამინისტროში დიპლომატიური მრჩევლის პოსტზე მუშაობდა.  

მედია: საფრანგეთი და იტალია უკრაინას, SAMP-T-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს მიაწვდიან

საფრანგეთი და იტალია უკრაინას, SAMP-T-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს მიაწვდიან.  უკრაინა აშშ-ის ახალი სამხედრო პაკეტის ფარგლებში, შორ მანძილზე მოქმედ GLSDB-ის ტიპის რაკეტებს მიიღებს მედიის ცნობით, მოლაპარაკებების დასრულების შესახებ დღეს, საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.  ჯერ კიდევ ოქტომბერში უკრაინამ დასავლეთს საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემების გადმოცემა სთხოვა, მაგრამ მხოლოდ იანვრის ბოლოს იტალიურმა პრესამ დაწერა, რომ ვაშინგტონის ზარის შემდეგ, საფრანგეთი და იტალია ტექნიკური დეტალების საკითხზე შეჯერდნენ. SAMP-T-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები იტალიური და ფრანგული კომპონენტებისგან იქნება აწყობილი.  

საფრანგეთის პრეზიდენტმა ნინო ლომჯარია ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნინო ლომჯარია ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა. შესაბამის ინფორმაციას საქართველოშ საფრანგეთის საელჩო Facebook გვერდზე ავრცელებს. „დღეს, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი, შეხვდა საქართველოს ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეხვდა, რათა მისთვის ეცნობებინა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა იგი ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა. ეს ჯილდო ნინო ლომჯარიას გადაეცემა მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც მან ქართული დემოკრატიის ამ ერთ-ერთი საყრდენი ინსტიტუტიციის სათავეში შეასრულა. გულწრფელად ვულოცავთ მას“, - იუწყება საფრანგეთის საელჩო. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ლომჯარიასა და მის გუნდს ადამიანის უფლებათა დამცველის ყოველწლიური გლობალური ჯილდო გადასცა.  

საფრანგეთი უკრაინაში ბორბლიანი ტანკის გამანადგურებლებს გზავნის

AMX-10RC-ის ტიპის ბორბლიანი ტანკის გამანადგურებლები საფრანგეთიდან უკრაინისკენ მიემართება. ამის შესახენ Forces Operations-ი იტყობინება. ეს არის უნიკალური ჯავშანტექნიკის მხოლოდ პირველი პარტია, რომელიც უახლოეს მომავალში უკრაინაში გაიგზავნება. გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინელი დამცველები საფრანგეთში, მეინ-ე-ლუარის სამხედრო ბაზაზე ბორბლიანი ტანკების გამანადგურებლების საბრძოლო გამოყენებაში წვრთნებს გადიოდნენ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ საფრანგეთი მტკიცედ დადგება უკრაინის გვერდით. „რუსეთს არ შეუძლია და არ უნდა მოიგოს ეს ომი. ვიდრე რუსეთი განაგრძობს თავდასხმებს, ჩვენ გავაგრძელებთ ადაპტირებას და საჭირო სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფას უკრაინისა და მისი მომავლისთვის“, - განაცხადა მაკრონმა გასულ კვირას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას.  

საფრანგეთში, 16 წლის მოსწავლემ მასწავლებელი ცივი იარაღით მოკლა

საფრანგეთის, ქალაქ სენ-ჟან-დე-ლიუზში, სკოლაში, 16 წლის მოსწავლემ ესპანური ენის მასწავლებელი დანით მოკლა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. როგორც მედია წერს, მსხვერპლი 50 წელს გადაცილებული ქალია. პირველადი ინფორმაციით, მოსწავლეს ფსიქიკური პრობლემები აქვს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.  

ემანუელ მაკრონი ჩინეთს აპრილის დასაწყისში ეწვევა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ ის ჩინეთს აპრილის დასაწყისში ეწვევა. საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ჩინეთის ჩართულობა სამშვიდობო მცდელობებში კარგია, თუმცა პეკინს მოუწოდა, არანაირი იარაღი არ მიაწოდოს რუსეთს. მაკრონმა ასევე სთხოვა პეკინს, „ზეწოლა მოეხდინა რუსეთზე, რათა ის არასოდეს გამოიყენოს ქიმიური ან ბირთვული იარაღი და შეაჩეროს ეს აგრესია მოლაპარაკებების დაწყებამდე“. ცნობისთვის, 24 თებერვალს ჩინეთმა უკრაინაში ომის დასრულების საკუთარი 12-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა. ჩინეთის მიერ წარდგენილ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ბირთვული იარაღი არ უნდა იყოს გამოყენებული" და ბირთვული ომები არ უნდა მოხდეს. უფრო კონკრეტულად, ეს გეგმა მოიცავს ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმას, საომარი მოქმედებების შეწყვეტას, სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას, პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის ხელშეწყობას, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებას, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვას, ატომური ელექტროსადგურების დაცვას, სტრატეგიული რისკების შემცირებას, მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობას, ცალმხრივი სანქციების შეჩერებას, სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის შენარჩუნებას. გეგმაში არ არის ნახსენები უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა, როგორც ომის დასრულების გზა.  

საფრანგეთი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და ევროკავშირის ღირებულებებს

საფრანგეთი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და ევროკავშირის ღირებულებებს, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. Freedom House: შეშფოთებულები ვართ საქართველოში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ძალადობის გამო “საფრანგეთი, როგორც ევროკავშირი, იმეორებს საქართველოს პარლამენტის მიერ გუშინ “უცხოური აგენტების” შესახებ პირველ მოსმენაში მიღებული კანონპროექტის მიერ გამოწვეულ ღრმა შეშფოთებას. ეს ინიციატივა ხელს უწყობს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დისკრედიტაციას და მძიმე დარტყმას აყენებს ქართულ დემოკრატიას. ის წინააღმდეგობაში მოდის ევროპული პერსპექტივისადმი საქართველოს მოსახლეობის ფართო მხარდაჭერასთან. 18 თებერვალს მიუნხენში ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ კანონის უზენაესობის კონსოლიდაციის მცდელობების გაგრძელებისკენ, რაც აუცილებელია საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაახლოებისთვის. საფრანგეთი მზადაა დაეხმაროს საქართველოს ამ გზაზე. საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ევროკავშირის ღირებულებებს, კერძოდ, მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებას. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, განსაკუთრებით მართლმსაჯულებისა და პრესის თავისუფლების სფეროში, არსებითია საქართველოს ევროპული პერსპექტივის რეალიზაციისთვის”, - წერია განცხადებაში.  

თურქეთმა საფრანგეთის ელჩი გამოიძახა

თურქეთმა საფრანგეთის ელჩი ჰერვე მაგრო გამოიძახა, რათა მკაცრად დაეგმო საფრანგეთის სენატში YPG/PKK-ის წევრების მასპინძლობა და მათი ღირსების მედლით დაჯილდოება. YPG/PKK-ს თურქეთი ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს. „ამ საკითხთან დაკავშირებით, პარიზში ჩვენი საელჩოს მხრიდან რეაქცია საფრანგეთის შესაბამის ორგანოებთან მკაცრად გამოხატული“, - წერს თურქული მედია დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით. „ამ კვირაში მე მქონდა პატივი, სენატში მივსალმებოდი ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის ადმინისტრაციული ორგანოს (AANES) დელეგაციას“, - წერდა 25 მარტს საფრანგეთის სენატის ვიცე-თავმჯდომარე პიერ ლორანი Twitter-ზე.  

საფრანგეთი უკრაინისთვის 155 მმ-იანი კალიბრის საბრძოლო მასალის მიწოდებას გააორმაგებს

საფრანგეთი გააორმაგებს უკრაინისთვის 155 მმ-იანი კალიბრის ჭურვების მიწოდებას, ეს რაოდენობა თვეში 2000-მდე მიაღწევს. ამის შესახებ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ Le Figaro-ს განუცხადა. უკრაინის სამხედროები 155 მმ-იან ჭურვებს ფრანგულ თვითმავალი ჰაუბიცებისა (კეისარი) და გერმანული ჰაუბიცებისთვის (Panzerhaubitze 2000) იყენებენ.  ლეკორნუმ ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთი „ძალიან მალე“ იტალიასთან ერთად მიაწვდის უკრაინას SAMP/T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს. 20 მარტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა მოიწონეს ინიციატივა, რომელიც უკრაინისთვის 155 მმ-იანი საბრძოლო მასალის ერთობლივად მიწოდებას ითვალისწინებს.  

უცხოური მედია: ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი 5 აპრილს პეკინში გაემგზავრებიან

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ევროკომისიის ხელმძღვანელთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად, 5 აპრილს პეკინში გაემგზავრება. „მთავარი არის ის, რომ ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ჩინეთთან, მაგრამ ყველაფერი შეიძლება, მკვეთრად შეიცვალოს, თუ ჩინეთი გადალახავს ზღვარს და გადაწყვეტს, რუსეთს სამხედრო დახმარება გაუწიოს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, დღეს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი იმყოფებოდა პეკინში. სანჩესი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდა. ლიდერების საუბრის დეტალები ამ დრომდე მედიისთვის უცნობია.  

ემანუელ მაკრონი ჩინეთის პრეზიდენტს: ვიცი, შემიძლია, თქვენი იმედი მქონდეს, რომ რუსეთს გონივრულობისკენ დააბრუნებთ

„ვიცი, შემიძლია თქვენი იმედი მქონდეს, რომ რუსეთს გონივრულობისკენ დააბრუნებთ“, - განუცხადა დღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს პეკინში გამართულ შეხვედრაზე. მაკრონის თქმით, რუსეთის აგრესიამ უკრაინაში, დარტყმა მიაყენა სტაბილურობას. ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პეკინს შეუძლია, დიდი როლი ითამაშოს კონფლიქტში მშვიდობისკენ მიმავალი გზის გამონახვაში. საფრანგეთის პრეზიდენტი ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად ჩინეთში გუშინ ჩავიდა. „ვიცი, შემიძლია თქვენი იმედი მქონდეს, რომ რუსეთს გონივრულობისკენ დააბრუნებთ და ყველა მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდება“, - აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.  

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებული ვითარების გამო, კანადაში ვიზიტი გადადო - მედია

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ელიზაბეტ ბორნის ოფიციალური ვიზიტი კანადაში გადაიდო, იუწყება ფრანგული მედია. Le Figaro-ს ცნობით, ბორნიკვებეკში 19 აპრილს უნდა გამგზავრებულიყო. ასევე იგეგმებოდა ვიზიტი ოტავაში, სადაც ბორნი თავის კოლეგას, ჯასტინ ტრუდოს უნდა შეხვედროდა. მთავრობის ხელმძღვანელმა საფრანგეთის ტერიტორიაზე დარჩენა ამჯობინა, საპენსიო რეფორმის ძლიერი წინააღმდეგობის ფონზე. საკონსტიტუციო საბჭომ ამ თემაზე დასკვნები პარასკევს უნდა გამოაქვეყნოს, მოსალოდნელია გადამწყვეტი სხდომა, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლება ელოდება. როგორც ცნობილია, საპენსიო რეფორმას საფრანგეთში პროტესტი მოჰყვა.  

საფრანგეთის ალპებში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთის ალპებში ზვავი ჩამოწვა. შედეგად 6 მოთხილამურე, მათ შორის 2 გიდი დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს. შემთხვევა საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მონბლანთან ახლოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 1 დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი, 8 ადამიანი კი მეწყრის ჩამოწოლის ზონიდან უვნებელი გაიყვანეს.  

საფრანგეთი უკრაინას სარკინიგზო ქსელის აღდგენაში დაეხმარება

უკრაინამ და საფრანგეთმა 22 აპრილს ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, საფრანგეთი უკრაინის სარკინიგზო სისტემის აღდგენაში დაეხმარება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გულისხმობს ხიდის მშენებლობას, რკინიგზის ოპერატორისთვის აღჭურვილობით უზრუნველყოფას, ასევე ქალაქებში მსუბუქი სარკინიგზო სისტემებით დახმარებას. საფრანგეთს ასევე შეუძლია, დაეხმაროს უკრაინას მისი საჰაერო ნავიგაციის აღდგენასა და მხარდაჭერაში. პარიზი ექსპერტების ანალიზით შეუწყობს ხელს ფრანგულ კომპანიებს, რომლებიც უკრაინის აღდგენაზე მუშაობენ.  მემორანდუმის მიხედვით, საფრანგეთი დაეხმარება უკრაინას ზიანის სიდიდის შეფასებასა და სატრანსპორტო ხაზების აღდგენაში.  

საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა სუდანიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს

საფრანგეთი სუდანიდან თავისი მოქალაქეების, მათ შორის დიპლომატების, ევაკუაციას იწყებს - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. სუდანიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო ნიდერლანდებმაც. უწყების ცნობით, მათ სწრაფი ევაკუაციის ოპერაცია დაიწყეს და ქვეყნის დატოვებაში ევროპისა და მოკავშირე ქვეყნების მოქალაქეებსაც დაეხმარებიან. „მიმდინარეობს ოპერაცია რამდენიმე ქვეყნის მიერ სუდანიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. ნიდერლანდები მონაწილეობს იორდანიის გუნდთან ერთად. ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ჰოლანდიელები იქიდან რაც შეიძლება სწრაფად და უსაფრთხოდ გამოიყვანონ", - განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვოპკე ჰუკსტრამ. სუდანიდან ამერიკელი დიპლომატების ევაკუაცია განხორციელდა. სუდანში არმიასა და "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის 15 აპრილს შეტაკებები დაიწყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ორი დღის წინ განაცხადა, რომ დაპირისპირების შემდეგ 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 3 500 დაშავდა.  

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტი დაიწყო

საქართველოს საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა ეწვია. საფრანგეთის საგარეო უწყების ხელძმღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია დახვდა. ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. მისივე თანახმად, ვიზიტის ფარგლებში, ფრანგი დიპლომატი შეხვედრას გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან, რის შემდეგაც, გაკეთდება ერთობლივი განცხადებები პრესისთვის. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კატრინ კოლონა ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს.  საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. აღსანიშნავია,რომ 2018 წლის შემდეგ, ეს გახლავთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში. ფრანგული მხარის ცნობით, კოლონა მხარდაჭერას გამოხატავს კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმებისა და სამოქალაქო სივრცის შენარჩუნების მიმართ, რაც არის არსებითი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებისთვის. საქართველოში ვიზიტამდე, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთში იმყოფებოდა.

კატრინ კოლონა: ევროპასთან ინტეგრაციის გრძელ გზაზე დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა და მედიის თავისუფლება გადამწყვეტი ფაქტორი იქნება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კატრინ კოლონას განცხადებით, ევროპასთან ინტეგრაციის გრძელ გზაზე დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა და მედიის თავისუფლება გადამწყვეტი ფაქტორი იქნება. კატრინ კოლონამ ამის შესახებ ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. „ჩემს ქვეყანაში და ევროპაში, ევროკავშირში და მის მიღმა, ყველა შეშფოთებული იყო იმით, რაც ხდებოდა საპარლამენტო სესიის დროს. ჩვენ ვნახეთ აქციები და დემონსტრაციები. ჩვენ ღიად ვუჭერდით მხარს იმ ფაქტს, რომ იცავდით თავისუფლებას, დემოკრატიას. ასე რომ, შედეგი არის კარგი. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც გამოხატა მხარდაჭერა მოძრაობის მიმართ, რომელიც იყო განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და საქართველოს მოქალაქეების სპონტანური მოძრაობა. ინტეგრაციის პროცესში, რომელიც შესაძლოა, არის გრძელი გზა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა და მედიის თავისუფლება იქნება გადამწყვეტი ფაქტორი. არა მხოლოდ ერთი, არამედ ყველა“, – განაცხადა კატრინ კოლონამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტი 28 აპრილს დაიწყო. ფრანგი დიპლომატი შეხვედრას გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან, რის შემდეგაც, გაკეთდება ერთობლივი განცხადებები პრესისთვის. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კატრინ კოლონა ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს.  საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. აღსანიშნავია,რომ 2018 წლის შემდეგ, ეს გახლავთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში. ფრანგული მხარის ცნობით, კოლონა მხარდაჭერას გამოხატავს კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმებისა და სამოქალაქო სივრცის შენარჩუნების მიმართ, რაც არის არსებითი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებისთვის. საქართველოში ვიზიტამდე, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთში იმყოფებოდა.  

საქართველოს ევროპული ოცნება უნდა გახდეს რეალობა, ამისთვის კი, უნდა დავეყრდნოთ ყველა ძალას, რომელიც ქვეყანაშია - კატრინ კოლონა

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ, ახალმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ შეცვალა თუ არა საფრანგეთის სკეპტიციზმი და წლის ბოლოს, როდესაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მსჯელობა შედგება, უნდა ჰქონდეს თუ არა საქართველოს საფრანგეთის „კი-ს“ იმედი. თბილისში ვიზიტით მყოფ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ამ შეკითხვით ქართველმა ჟურნალისტმა საგარეო უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე მიმართა. კატრინ კოლონას პასუხი იყო, რომ „რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიცვალა. „პარადოქსულად, რუსულმა აგრესიამ უკრაინაში, დადებითი გავლენა მოახდინა ევროკავშირის სურვილზე, რომ წინ წასულიყო და ამან ასევე იქონია სხვადასხვა გავლენა. საქართველო და ქართველები, რომლებიც ოცნებობდნენ ევროპაზე, წინ წავიდნენ. მინისტრმა მითხრა ევროკავშირის მიმართ საქართველოს მოსახლეობის 85%-იან მხარდაჭერაზე, რომელიც გვაძლევს სურვილს, რომ დაგეხმაროთ, გახდეთ ევროპელები. ევროპული ოცნება რეალობა უნდა გახდეს. ამისთვის უნდა დავეყრდნოთ ყველა ძალას, რომელიც გვაქვს ამ ქვეყანაში, რათა ეს ოცნება გახდეს რეალობა“, - აღნიშნა კატრინ კოლონამ.  წადით კიდევ უფრო წინ, ჩვენ გვსურს თქვენი გამარჯვება - კატრინ კოლონა თბილისში  

კატრინ კოლონა: აღიარებულია, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და ჩვენ გვსურს, რომ ეს მომავალი კონკრეტული გახდეს

აღიარებულია, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და ჩვენ გვსურს, რომ ეს მომავალი კონკრეტული გახდეს. ეს არის კომპლექსური პროცესი, რომელიც უკვე დაიწყო და ვფიქრობ, რომ ეს არის ისტორიული შესაძლებლობა. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კატრინ კოლონას თქმით, აუცილებელია წინსვლა.  მისი თქმით, შემდეგი ეტაპისთვის საჭიროა 12 პრიორიტეტის შესრულება და რეფორმები, რომლებიც იცავს ევროპულ ღირებულებებს. „მინისტრმა მომაწოდა ინფორმაცია იმ წინსვლაზე, რომელიც საკანონმდებლო სფეროში მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, გზა არის გასავლელი და ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ დავაჩქაროთ ეს პროცესები, ჩვენ საქართველოს გვერდით ვართ“, - განაცხადა კოლონამ. კატრინ კოლონა: ევროპასთან ინტეგრაციის გრძელ გზაზე დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა და მედიის თავისუფლება გადამწყვეტი ფაქტორი იქნება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტი 28 აპრილს დაიწყო. მან შეხვედრა გამართა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ფრანგი დიპლომატი შეხვედრას გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან, რის შემდეგაც, გაკეთდება ერთობლივი განცხადებები პრესისთვის. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კატრინ კოლონა ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს.  საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. აღსანიშნავია,რომ 2018 წლის შემდეგ, ეს გახლავთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში. ფრანგული მხარის ცნობით, კოლონა მხარდაჭერას გამოხატავს კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმებისა და სამოქალაქო სივრცის შენარჩუნების მიმართ, რაც არის არსებითი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებისთვის. საქართველოში ვიზიტამდე, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთში იმყოფებოდა.

კატრინ კოლონა: მინდა, მოვუწოდო საქართველოს, გააგრძელოს ძალისხმევა, რომ მონაწილეობა მიიღოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დაბრუნებაში

„მინდა, მოვუწოდო საქართველოს, გააგრძელოს ძალისხმევა, რომ მონაწილეობა მიიღოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დაბრუნებაში“, -  ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ თბილიში განაცხადა, როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტზეც ისაუბრა. „მე მქონდა ასევე მოკლევადიანი ვიზიტი აზერბაიჯანსა და სომხეთში, რეგიონული სიტუაცია ეხება ასევე საქართველოსაც. მე მინდა, მოვუწოდო საქართველოს, რომ გააგრძელოს თავისი ძალისხმევა, რომ მონაწილეობა მიიღოს მშვიდობის დაბრუნებაში სამხრეთ კავკასიაში, ეს არის ყველა ქვეყნისა და ყველა ხალხის ინტერესი. ყველა ვხედავთ, რომ ხალხს სურს მშვიდობა, მშვიდობიანი ცხოვრება, ეს არის მათი მოწოდება და კანონიერი სურვილი, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა, ბატონო მინისტრო, ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ და რასაც აგრძელებთ, გააკეთებთ მომავალში. წადით კიდევ უფრო წინ. მე გეუბნებით, რომ ჩვენ გვსურს თქვენი გამარჯვება, თქვენი წარმატება და თქვენ გვერდით ვიქნებით ამ საქმეში“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

კატრინ კოლონა: ქართველმა ხალხმა ბევრჯერ აჩვენა მიჯაჭვულობა ევროკავშირთან, თქვენთან ერთად ვართ, რომ დაგეხმაროთ ამ გზის გავლაში და სხვა პარტნიორებთან ერთად დავაჩქაროთ პროცესები

„ქართველმა ხალხმა ბევრჯერ აჩვენა თავისი კავშირი და მიჯაჭვულობა ევროკავშირთან. ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, რომ ამ გზის გავლაში დაგეხმაროთ“, ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ ქართველ კოლეგას, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ქართველმა კოლეგამ, ილია დარჩიაშვილმა მიაწოდა ინფორმაცია საკანონმდებლო სფეროში წინსვლაზე, თუმცა კატრინ კოლონამ სხვა მიმართულებით წინსვლის საჭიროებაზეც მიუთითა. „ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ დავაჩქაროთ ეს პროცესები, რა თქმა უნდა, გზა არის გასავლელი, მაგრამ საქართველოს გვერდით ვართ ამ გზაზე“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელმაც ორმხრივი ურთიერთობების „გამრავალფეროვნების“ მნიშნელობას გაუსვა ხაზი. „საფრანგეთის განვითარების სააგენტო, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს, ჩვენ მზად ვართ, უფრო მეტი გავაკეთოთ სხვადასხვა სფეროში - ენერგია, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, წყალი. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ცენტრალური ადგილი უჭირავს აზიასა და ევროპას შორის და მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს, ეს პოტენციალი მხოლოდ განვითრებას მოითხოვს. ჩვენ ბედნიერები ვართ, როდესაც ვხედავთ, რომ საქართველო პროგრესისკენ მიდის, ან ავითარებს პროექტებს პარტნიორებთან ერთად და ჩვენ ბედნიერები ვიქნებით თუ ამ პარტნიორების რიცხვი ვიქნებით“, - აღნიშნა კატრინ კოლონამ. მისივე თქმით, საფრანგეთს აქვს ამბიცია, რომ ააშენოს ახლი საელჩო თბილისში. „ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ საფრანგეთმა ააშენოს ახალი საელჩო საქართველოში, იმედი გვაქვს, რომ მალე წავალთ წინ და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სიმბოლური იქნება. შემოდგომაზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს, ამილახვარის დიალოგის ფარგლებში. ჩვენ შემოდგომაზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს, ამილახვარის ორმხრივი დიალოგის ფარგლებში. მე რამდენიმე შემოთავაზება გაგიკეთეთ თარიღების, პანდემიის პერიოდში ძალიან შეფერხებული ვიყავით. ძალიან ბედნიერი ვიქნები, რომ მიგიღოთ პარიზში, ბატონო მინისტრო და მივიღო სხვა მინისტრები, რომლებიც ჩართული არიან ამილახვარის გაფართოებულ დიალოგში“, - აღნიშნა კოლონამ. მან სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტზეც ისაუბრა. „მე მქონდა ასევე მოკლევადიანი ვიზიტი აზერბაიჯანსა და სომხეთში, რეგიონული სიტუაცია ეხება ასევე საქართველოსაც. მე მინდა, მოვუწოდო საქართველოს, რომ გააგრძელოს თავისი ძალისხმევა, რომ მონაწილეობა მიიღოს მშვიდობის დაბრუნებაში სამხრეთ კავკასიაში, ეს არის ყველა ქვეყნისა და ყველა ხალხის ინტერესი. ყველა ვხედავთ, რომ ხალხს სურს მშვიდობა, მშვიდობიანი ცხოვრება, ეს არის მათი მოწოდება და კანონიერი სურვილი, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა, ბატონო მინისტრო, ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ და რასაც აგრძელებთ, გააკეთებთ მომავალში. წადით კიდევ უფრო წინ. მე გეუბნებით, რომ ჩვენ გვსურს თქვენი გამარჯვება, თქვენი წარმატება და თქვენ გვერდით ვიქნებით ამ საქმეში“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

ზურაბიშვილმა კოლონასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ მიიღებს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან კატრინ კოლონასთან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და საფრანგეთის მხარდაჭერის საკითხი განიხილა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსათვის ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყნის მოსახლეობა ურყევად უჭერს მხარს ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციას და სწორედ ამის დამადასტურებელი იყო 7-8 მარტის აქციები. „დღეს საქართველო ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში იმყოფება და ამ მომენტისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ასევე გეოპოლიტიკური კონტექსტიც - საქართველო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ მიიღებს, ეს რთულად გასაგები და კონტრპროდუქტიული გზავნილი იქნება. შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონის უსაფრთხოების საკითხს და ამ მიმართულებით შავი ზღვის უსაფრთხოებას. საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახალი სატრანზიტო - ენერგეტიკული კავშირების განვითარებაში. პრეზიდენტის განცხადებით, თუ საკითხს ისტორიული პერსპექტივით შევხედავთ, ის რაც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო, დღეს უკვე რეალობაა და ევროპა უკვე წარმოდგენილია რეგიონის ქვეყნებში“. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერა. მინისტრის განცხადებით, სასიამოვნოა, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სიღრმისეულად პროევროპული ორიენტაციისაა და თბლისის ქუჩებში ვხედავთ ევროკავშირის დროშებს. ,,საქართველოს ევროპული ოცნება უნდა გახდეს რეალობა!“ - აღნიშნა კოლონამ.  

წადით კიდევ უფრო წინ, ჩვენ გვსურს თქვენი გამარჯვება - კატრინ კოლონას გზავნილები თბილისში

„წადით კიდევ უფრო წინ. ჩვენ გვსურს თქვენი გამარჯვება“, - ამ სიტყვებით მიმართა 28 აპრილს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ ქართველ კოლეგას, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე. მან საუბარი ვიზიტის პირველი საათების შეფასებითა და განმარტებით დაიწყო, თუ რატომ სურდა არასამთავრობოებთან შეხვედრა. „დემოკრატიულ საზოგადოებაში ინკლუზიური მუშაობაა საჭირო სამოქალაქო საზოგადოებასთან და ეს ყოველთვის პლუსია“, - ასეთი  იყო კატრინ კოლონას გზავნილი. უფრო კონკრეტულად კი, ფრანგმა დიპლომატმა განაცხადა: „საქართველოში პირველად ვარ, მინისტრს აქ პირველად გავესაუბრე, თუმცა პარიზსა თუ სხვა ადგილებში ხშირად ვხვდებით. მაგალითად, ორშაბათს, ლუქსემბურგში გავმართეთ შეხვედრა, სადაც მოწვეული იყო საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე. ჩემი ჩამოსვლის შემდეგ მინდოდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა, რადგან საქართველოს გაუმართლა რომ აქვს დინამიკური, სერიოზული ორგანიზაციები. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვიზიარებთ. თუ შეიძლება, რომ რეკომენდაციის სახით ვთქვა: ყველა დემოკრატიაში უნდა იმუშაოთ ერთად, მოუსმინოთ ერთმანეთს, კრიტიკაც უნდა მოვისმინოთ, რომ წინ წავიწიოთ. დემოკრატიულ საზოგადოებაში ინკლუზიური მუშაობაა საჭირო სამოქალაქო საზოგადოებასთან და ეს ყოველთვის პლუსია“, - განაცხადა კატრინ კოლონამ და რთულ რეგიონულ კონტექტს გაუსვა ხაზი. „მე მოვედი, რომ მხარდაჭერის გზავნილი გადმოგცეთ, და პირველ რიგში, ეს გზავნილი გადავცე საქართველოს, არსებული რთული კონტექსტის გათვალისწინებით. და ჩვენ გვსურს, ამ ვიზიტით, მაგრამ ასევე იმ ურთიერთობით, რომელიც გვაქვს საქართველოსთან, გაგიზიაროთ ჩვენი დამოკიდებულება ტერიტორიულ მთლიანობასთან, სუვერენიტეტთან მიმართებით. როგორც უკვე არვნიშნე, რეგიონში არსებული კონტექსტი არის რთული, კომპლექსური და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დაძაბულია იმ აგრესიიდან გამომდინარე, რომელსაც რუსეთი უკრაინაში აწარმოებს. ჩვენ გვსურს, რომ რუსეთმა ეს ომი, საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა დაასრულოს. საქართველომ ეს ძალიან კარგად იცის და ახლაც იხდის ფასს იმ პოლიტიკისა, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს არ დაწყებულა და აქ დაიწყო 2008 წელს. საქართველოს შეუძლია, საფრანგეთის სოლიდარობის იმედი ჰქონდეს“, - განაცხადა ფრანგმა დიპლომატმა. მინისტრმა განმარტა, რომ დარჩიაშვილთან შეხვედრაზე განიხილა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების საკითხი. „ქართველი ხალხისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ჩამოვედი, დავინახე, ბევრი ევროპული დროშა. როგორც ვიცი, გაზაფხულზე იყო პროევროპული მანიფესტაციები. და პროცენტული მაჩვენებელი 85%, რომელიც მხარს უჭერს ევროკავშირს, ეს არის ციფრი, რომელიც გვაფიქრებს, გვაძლევს მომავლის ხედვას. საქართველო ერთიანია ამ საკიხთან მიმართებით. ერთიანად არის აღიარებული ივნისში, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია, ჩვენ გვსურს, რომ ეს მომავალი კონკრეტული გახდეს. ეს არის კომპლექსური პროცესი, რომელიც უკვე დაიწყო და ვფიქრობ, რომ ეს არის ისტორიული შესაძლებლობა და ჩვენ ვართ საქართველოსთან ერთად, რათა ამ გზაზე დაგეხმაროთ. აუცილებელია პროგრესი, წინსვლა“, - აღნიშნა კატრინ კოლონამ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა, როგორ უნდა გახდეს ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. „ამისთვის საჭიროა 12 პრიორიტეტის შესრულება და რეფორმები, რომლებიც მათ შორის უზრუნველყოფს ინსტიტუციების დაცვას სხვადასხვა გავლენისგან. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოახერხებს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან ეს არის ევროპული ღირებულებები. „ქართველმა ხალხმა ბევრჯერ აჩვენა თავისი კავშირი და მიჯაჭვულობა ევროკავშირთან. ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, რომ ამ გზის გავლაში დაგეხმაროთ“, - აღნიშნა კატრინ კოლონამ. მისივე თქმით, დარჩიაშვილმა მიაწოდა ინფორმაცია საკანონმდებლო სფეროში წინსვლაზე, თუმცა კატრინ კოლონამ სხვა მიმართულებით წინსვლის საჭიროებაზეც მიუთითა. „ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ დავაჩქაროთ ეს პროცესები, რა თქმა უნდა, გზა არის გასავლელი, მაგრამ საქართველოს გვერდით ვართ ამ გზაზე“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელმაც ორმხრივი ურთიერთობების „გამრავალფეროვნების“ მნიშნელობას გაუსვა ხაზი. „საფრანგეთის განვითარების სააგენტო, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს, ჩვენ მზად ვართ, უფრო მეტი გავაკეთოთ სხვადასხვა სფეროში - ენერგია, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, წყალი. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ცენტრალური ადგილი უჭირავს აზიასა და ევროპას შორის და მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს, ეს პოტენციალი მხოლოდ განვითრებას მოითხოვს. ჩვენ ბედნიერები ვართ, როდესაც ვხედავთ, რომ საქართველო პროგრესისკენ მიდის, ან ავითარებს პროექტებს პარტნიორებთან ერთად და ჩვენ ბედნიერები ვიქნებით თუ ამ პარტნიორების რიცხვი ვიქნებით“, - აღნიშნა კატრინ კოლონამ. უკრაინაში რუსეთის შეჭრამ, ახალმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ შეცვალა თუ არა საფრანგეთის სკეპტიციზმი და წლის ბოლოს, როდესაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მსჯელობა შედგება, უნდა ჰქონდეს თუ არა საქართველოს საფრანგეთის „კი-ს“ იმედი. თბილისში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ შეკითხვასაც უპასუხა. კატრინ კოლონას პასუხი იყო, რომ „რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიცვალა. „პარადოქსულად, რუსულმა აგრესიამ უკრაინაში, დადებითი გავლენა მოახდინა ევროკავშირის სურვილზე, რომ წინ წასულიყო და ამან ასევე იქონია სხვადასხვა გავლენა. საქართველო და ქართველები, რომლებიც ოცნებობდნენ ევროპაზე, წინ წავიდნენ. მინისტრმა მითხრა ევროკავშირის მიმართ საქართველოს მოსახლეობის 85%-იან მხარდაჭერაზე, რომელიც გვაძლევს სურვილს, რომ დაგეხმაროთ, გახდეთ ევროპელები. ევროპული ოცნება რეალობა უნდა გახდეს. ამისთვის უნდა დავეყრდნოთ ყველა ძალას, რომელიც გვაქვს ამ ქვეყანაში, რათა ეს ოცნება გახდეს რეალობა“, - აღნიშნა ფრანგმა დიპლომატმა. ამავე პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ საფრანგეთს აქვს ამბიცია, ააშენოს ახლი საელჩო თბილისში. „ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ საფრანგეთმა ააშენოს ახალი საელჩო საქართველოში, იმედი გვაქვს, რომ მალე წავალთ წინ და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სიმბოლური იქნება. ჩვენ შემოდგომაზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს, ამილახვარის ორმხრივი დიალოგის ფარგლებში. მე რამდენიმე შემოთავაზება გაგიკეთეთ თარიღების, პანდემიის პერიოდში ძალიან შეფერხებული ვიყავით. ძალიან ბედნიერი ვიქნები, რომ მიგიღოთ პარიზში, ბატონო მინისტრო და მივიღო სხვა მინისტრები, რომლებიც ჩართული არიან ამილახვარის გაფართოებულ დიალოგში“, - აღნიშნა კატრინ კოლონამ. მან სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტზეც ისაუბრა. „მე მქონდა ასევე მოკლევადიანი ვიზიტი აზერბაიჯანსა და სომხეთში, რეგიონული სიტუაცია ეხება ასევე საქართველოსაც. მე მინდა, მოვუწოდო საქართველოს, რომ გააგრძელოს თავისი ძალისხმევა, რომ მონაწილეობა მიიღოს მშვიდობის დაბრუნებაში სამხრეთ კავკასიაში, ეს არის ყველა ქვეყნისა და ყველა ხალხის ინტერესი. ყველა ვხედავთ, რომ ხალხს სურს მშვიდობა, მშვიდობიანი ცხოვრება, ეს არის მათი მოწოდება და კანონიერი სურვილი, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა, ბატონო მინისტრო, ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ და რასაც აგრძელებთ, გააკეთებთ მომავალში. წადით კიდევ უფრო წინ. მე გეუბნებით, რომ ჩვენ გვსურს თქვენი გამარჯვება, თქვენი წარმატება და თქვენ გვერდით ვიქნებით ამ საქმეში“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. კატრინ კოლონამ 28 აპრილს, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, პირველი შეხვედრა არასამთავრობოებთან გამართა. ფრანგი დიპლომატი ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავს აუდიენციას.  საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. აღსანიშნავია,რომ 2018 წლის შემდეგ, ეს არის საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში. ფრანგული მხარის ცნობით, კოლონა მხარდაჭერას გამოხატავს კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმებისა და სამოქალაქო სივრცის შენარჩუნების მიმართ, რაც არის არსებითი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებისთვის. საქართველოში ვიზიტამდე, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთში იმყოფებოდა.

კატრინ კოლონა: საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს საფრანგეთის სოლიდარობის იმედი ევროპისკენ მიმავალ გზაზე

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას Twitter-ზე ეხმაურება. წადით კიდევ უფრო წინ, ჩვენ გვსურს თქვენი გამარჯვება - კატრინ კოლონას გზავნილები თბილისში „მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო გულთბილი მიღებისთვის და თქვენი მობილიზაციისთვის საქართველოს ევროპული და გეოსტრატეგიული ამბიციის სასარგებლოდ. საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს საფრანგეთის სოლიდარობის იმედი ევროპისკენ მიმავალ გზაზე", - წერს კატრინ კოლონა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპის სამ ქვეყანაში ვიზიტით ჩადის

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი ოფიციალური ვიზიტით ევროპის სამ ქვეყანაში გაემგზავრება. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ მინისტრი დღეს იწყებს ვიზიტს და მისი ტურნე მოიცავს გერმანიას, საფრანგეთსა და ნორვეგიას. „გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის მიწვევით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანიკენ ჰუიტფელდტი, სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი, 8-დან 12 მაისამდე ეწვევა გერმანიას, საფრანგეთსა და ნორვეგიას“, - განაცხადა სპიკერმა.  ცინის ვიზიტი გერმანიაში, გასულ თვეში ბერბოკის პეკინში მოგზაურობის ფონზე დაიგეგმა, რის შემდეგაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მკვეთრად გააკრიტიკა ჩინეთი. ბერბოკი ამბობდა, რომ ჩინეთი ახორციელებს აგრესიულ საგარეო პოლიტიკას და მიმართავს რეპრესიულ ქმედებებს ქვეყნის შიგნით.  

საფრანგეთი ევროკავშირს მოუწოდებს, „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს

საფრანგეთის პარლამენტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს მოუწოდებს, „ვაგნერი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანონ. „ვაგნერის“ წევრები ავრცელებენ არასტაბილურობას და ძალადობას. ისინი ხოცავენ, აწამებენ, ძარცვავენ, აშინებენ და მანიპულირებენ თითქმის სრული დაუსჯელობით“, - განაცხადა დეპუტატმა ბენჯამინ ჰადადმა. ამასთან, მისივე შეფასებით, „ვაგნერის“ წევრები არიან არა უბრალოდ დაქირავებული მებრძოლები, რომლებსაც „ფულის გემო“ ამოძრავებთ, არამედ „მალიდან უკრაინამდე იცავენ ჩვენი დემოკრატიების მიმართ პრეზიდენტ პუტინის რეჟიმის აგრესიული პოლიტიკის მხარდამჭერ სტრატეგიას“. ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარების შემდეგ, ევროკავშირის წევრებს შეუძლიათ, გაყინონ „ვაგნერის“ ჯგუფის და მისი წევრების აქტივები, ევროპულ კომპანიებსა და მოქალაქეებს კი, ჯგუფთან ურთიერთობა აეკრძალებათ.  

უკრაინაში AFP-ის ჟურნალისტის დაღუპვის შემდეგ, საფრანგეთი ომის დანაშაულზე გამოძიებას იწყებს

საფრანგეთმა Agence France-Presse-ის ვიდეოჟურნალისტის, არმან სოლდინის სიკვდილის შემდეგ, პოტენციურ სამხედრო დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიება დაიწყო, იტყობინება Reuters 10 მაისს, საფრანგეთის პროკურორებზე დაყრდნობით. მედიის ცნობით, Agence France-Presse-ის ვიდეოჟურნალისტი, არმან სოლდინი უკრაინაში, ჩასივ იარზე რუსეთის ძალების თავდასხმის დროს დაიღუპა. AFP-ის ცნობით, თავდასხმა ადგილობრივი დროით, დაახლოებით 16:30 საათზე მოხდა. უკრაინაში, AFP-ის ჟურნალისტი 9 მაისს დაიღუპა.  

ზელენსკი საფრანგეთშია

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავი საფრანგეთში დაეშვა. პირველი ვიზიტიდან სამი თვის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში დაბრუნდა. „პარიზი. ყოველი ვიზიტის დროს იზრდება უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობები. ევროპასთან კავშირი ძლიერდება და რუსეთზე ზეწოლა იზრდება. მე შევხვდები ჩემს მეგობარს ემანუელს. ჩვენ განვიხილავთ ორმხრივ ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვან წერტილებს“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ზელენსკი გერმანიაში 14 მაისს პირველად იმყოფებოდა. მან შეხვედრები გამართა გერმანიის კაცლერთან, ოლაფ შოლცთან და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართა. მანამდე კი, ზელენსკი იტალიაში იმყოფებოდა. უფრო ადრე კი, ნიდერლანდებს სტუმრობდა. „ამჟამად ვმუშაობთ მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის შექმნაზე და ჩემი ვიზიტები ევროპის დედაქალაქებში ნაწილობრივ ამისკენ არის მიმართული. ვფიქრობ, წარმატებას მივაღწევთ“, - განაცხადა ზელენსკიმ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.  

ზელენსკი ლონდონშია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის, იტალიისა და საფრანგეთის შემდეგ, ლონდონში ჩავიდა. „დღეს - ლონდონი. დიდი ბრიტანეთი ლიდერია, როდესაც საქმე ეხება ჩვენი შესაძლებლობების გაფართოებას მიწასა და ჰაერში. ეს თანამშრომლობა დღესაც გაგრძელდება. ჩემს მეგობარ რიშის შევხვდები. ჩვენ ჩავატარებთ არსებით მოლაპარაკებებს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში - წერს სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი.  

ზელენსკის ვიზიტისას გამოცხადდა, რა დახმარებას გადასცემს საფრანგეთი უკრაინას

საფრანგეთი უკრაინას ათობით ჯავშანტექნიკას და მსუბუქ ტანკს, მათ შორის AMX-10RC-ს გადასცემს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. საფრანგეთი გაწვრთნის რამდენიმე ბატალიონს ათობით ჯავშანტექნიკით და მსუბუქი ტანკით, მათ შორის AMX-10RC-ით. სამხედრო დახმარების გარდა, საფრანგეთი უკრაინას სამოქალაქო დახმარებასაც უწევს, მათ შორის ფინანსურ, ჰუმანიტარულ და გადაუდებელ მხარდაჭერას.    

საფრანგეთი მარიუპოლიდან იძულებით გადაადგილებულების დასახმარებლად, 7 მილიონ ევროს გამოყოფს

საფრანგეთის მთავრობამ 7 მილიონი ევრო გამოყო მარიუპოლის მცხოვრებლებისთვის პირობების გასაუმჯობესებლად, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ ქალაქი რუსული ოკუპაციის გამო. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. თანხები პროგრამის - „მე ვარ მარიუპოლი“ პროგრამის ფარგლებში გამოიყოფა. შედეგად, დნიპროპეტროვსკის ოლქში, მარიუპოლის მცხოვრებთათვის დამატებით, 333 ბინა იქნება უზრუნველყოფილი.  

საფრანგეთი უკრაინისთვის, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემის შესაძლებლობას სწავლობს - Le Monde

საფრანგეთი არ გამორიცხავს უკრაინისთვის შორი დისტანციის რაკეტების გადაცემის შესაძლებლობას. ამის შესახებ Le Monde იუწყება. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, როდესაც ჰკითხეს, შეიძლებოდა თუ არა (Scalp) რაკეტების მიწოდება უკრაინისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა: „ჩვენ ვიკვლევთ ყველა ვარიანტს“. მაკრონმა დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა. Scalp-ის სისტემა საფრანგეთმა და ბრიტანეთმა 1990-იან წლებში ერთობლივად შეიმუშავეს. მისი ძირითადი დიაპაზონი 250 კმ-ია, მაგრამ მისი გაზრდა შესაძლებელია 500 ან თუნდაც 700 კმ-მდე, მოდიფიკაციის მიხედვით. უკრაინამ დიდი ბრიტანეთის მიერ მიწოდებული შორი დისტანციის ფრთოსანი რაკეტების გამოყენება დაიწყო - CNN ბრიტანული Storm Shadow-ს რაკეტები, რომლებიც უკრაინელმა დამცველებმა უკვე წარმატებით გამოიყენეს, ფრანგული წარმოების რაკეტების მსგავსია.  

საფრანგეთი მზადაა, უკრაინასთან შეათანხმოს უსაფრთხოების გარანტიების საკითხი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პარიზი მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი გახდეს. „საფრანგეთი მზად არის უკრაინასთან შეთანხმდეს უსაფრთხოების გარანტიების მიცემის შესახებ, რომლებიც საშუალებას მისცემს მას გრძელვადიან პერსპექტივაში საკუთარი თავი დაიცვას და მომავალი შესაძლო აგრესია თავიდან აიცილოს, როგორც ეს ჩვენმა ლიდერებმა 36-ე ფრანკო-ბრიტანული სამიტის ერთობლივ დეკლარაციაში დაადასტურეს”, - წერია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. Washington Post-ის მიერ, 22 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ NATO-ს საკვანძო წევრებმა წინასწარ მხარი დაუჭირეს ალიანსში გაწევრიანებამდე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემას კიევის უსაფრთხოების შეთანხმების საფუძველზე.  

საფრანგეთში, პარკში თავდასხმისას რამდენიმე ბავშვი დაჭრეს

საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში თავდასხმა მოხდა. BBC-ის ცნობით, რამდენიმე ბავშვი დაიჭრა. გამოცემა ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყებამ დაადასტურა, რომ დამნაშავე პოლიციამ დააკავა. რეგიონის დეპუტატმა თავდასხმას საზარელი უწოდა და თქვა, რომ ხელისუფლება მომხდარს იძიებს. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი შემთხვევის ადგილზე მიდის.  

მხდალმა ადამიანმა თავდასხმა განახორციელა ანსის პარკში, ბავშვები და მოზარდები სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე არიან - მაკრონი

საფრანგეთის ქალაქ ანსის ერთ-ერთ პარკში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გამოეხმაურა. „აბსოლუტურად მხდალმა ადამიანმა თავდასხმა განახორციელა ანსის პარკში. ბავშვები და მოზარდები სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე არიან. მთელი ერი შოკირებულია. ჩვენი ფიქრები მათთანაა, ისევე როგორც მათი ოჯახები და ის ადამიანები, ვინც ადგილზე პირველი მივიდა“,- წერს მაკრონი სოციალურ ქსელში. საფრანგეთში, პარკში თავდასხმისას რამდენიმე ბავშვი დაჭრეს  

საფრანგეთი უკრაინას რეკონსტრუქციისთვის დამატებით, 40 მილიონ ევროს გამოუყოფს

საფრანგეთი უკრაინას რეკონსტრუქციისთვის დამატებით, 40 მილიონ ევროს გამოუყოფს. საფრანგეთი 2023 წლისთვის უკრაინას დამატებით 40 მილიონი ევროს ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს. „ეს მხარდაჭერა ძირითადად გამოყენებული იქნება კრიტიკული ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის აღჭურვილობის გადაუდებელი რეკონსტრუქციისთვის და საჭიროების შემთხვევაში, მომავალი ზამთრისთვის“, - განაცხადა საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ ლონდონში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე. კოლონას თქმით, საფრანგეთი ამზადებს მრავალწლიან სამოქალაქო დახმარების პაკეტს უკრაინაში, რომელიც მოიცავს ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას. ლონდონი უკრაინის აღდგენის შესახებ ორდღიანი კონფერენცია მიმდინარეობს. დღის განმავლობაში, უკრაინის პარტნიორებმა არარერთი დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადეს.  

როგორ აფასებენ საფრანგეთი და გერმანია საქართველოს ევროპულ პერსპექტივას

გერმანიის ევროპულ საკითხთა მინისტრის, ანა ლუჰრმანის განცხადებით, საქართველოს ადგილი მკაფიოდ არის ევროპულ ოჯახში, ამისთვის კი, ქვეყანამ რეფორმები უნდა გაატაროს. სტოკჰოლმში, სადაც ლიდერები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეკომენდაციების შესრულების შესახებ ევროკომისიის ანგარიშს მოისმენენ, ევროკავშირის ევროპის საკითხთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ „საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებისგან რეფორმების შესრულებას ითხოვენ არამხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, არამედ, იმისთვის, რომ საქართველო გახდეს უფრო თავისუფალი ქვეყანა“. ევროკომისია საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების შესახებ ზეპირ მოხსენებას წარადგენს „მე შევხვდი ბევრ ერთგულ ქართველს, რომლებმაც თქვეს, რომ ძალიან უნდათ, გახდნენ ევროკავშირის წევრი. სამწუხაროდ, რაც აქამდე მოვისმინეთ კომისიიდან, ხელისუფლება ამ მომენტში არ ამართლებს ამ მოლოდინს. რეფორმები ნამდვილად არ არის იქ, სადაც უნდა იყოს და ძალიან მკაფიოა, რომ საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებისგან ამ რეფორმების შესრულებას ითხოვენ, არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, არამედ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს უფრო თავისუფალი ქვეყანა და ქვეყანა, რომელიც უფრო მეტად ეფუძნება კანონის უზენაესობას. რაც მოვისმინეთ კომისიისგან და გავიგებთ კიდევ უფრო მეტ დეტალს დღეს, არის ის, რომ როდესაც საქმე ეხება კანონის უზენაესობასა და სასამართლო რეფორმებს, ბევრი საკითხია. ასევე, იყო დისკუსია იმაზე, თუ როგორ ეპყრობიან სამოქალაქო საზოგადოებას და უფრო დეტალებს მოგვიანებით გავიგებთ. ჩვენ გვინდა, რომ ქართველები ვიხილოთ ევროკავშირში“, – განაცხადა მინისტრმა. საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი მხარდაჭერა გერმანიამ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ასახა თავის მხრივ, საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანმა, ლოურენს ბუნმა განაცხადა, რომ საფრანგეთი მკაფიოდ აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი ევროპულია. „ვფიქრობ, არაფორმალურ შეხვედრაზე კომისიის ანგარიშის მოსმენამდე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენ მოვუსმენთ მათ. ეს არაფორმალური შეხვედრაა და ამ შეხვედრის მიზანს ამ ქვეყნების დახმარება წარმოადგენს ფორმალური ანგარიშის წარდგენამდე, რომელიც ოქტომბერში მოხდება. საფრანგეთი ძალიან მკაფიოდ აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი ევროპულია და ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, თუ რამდენად დიდია ამის სურვილი ქართველი ხალხის მხრიდან. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირში გასაწევრიანებლად. დღეის მდგომარეობით, მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ჩვენ იმდენად მზად ვართ, მივიღოთ საქართველო, რამდენადაც საქართველო დაეხმარება საკუთარ თავს, გააკეთოს ყველაფერი“, – განაცხადა ლოურენს ბუნმა. მან ხაზი გაუსვა, რომ თუ რეკომენდაციები პოზიტიური იქნება, მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. „მაგრამ ჯერ უნდა ვნახოთ რეკომენდაციები. ასევე, ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია დახმარება რეფორმების განხორციელებაში, ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენა. ასევე, საჭიროა, რომ მთავრობამ გააკეთოს მტკიცე განცხადებები ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ლოურენს ბუნმა. კითხვაზე, სჭირდება თუ არა რეფორმები თავად ევროკავშირსაც, ლოურენს ბუნმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხზე სამუშაო ჯგუფიც არის შექმნილი. „სრულად ვეთანხმები ამას. 27 პლუს ათი თუ რვა, ეს იქნება დიდი შოკი ევროკავშირისთვის. ერთ-ერთი კრიტერიუმია, რომ ევროკავშირი იყოს მორგებული ამაზე. ჩემს გერმანელ კოლეგასთან ერთად, ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფი იმის გასაანალიზებლად, თუ რა ტიპის რეფორმებია საჭირო და ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავაკავშიროთ ევროკავშირის რეფორმები, როდესაც პარალელურად ეს ქვეყნები განახორციელებენ თავიანთ რეფორმებს“, – განაცხადა ლოურენს ბუნმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას - ჰერჩინსკი 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.

საფრანგეთმა ჰიპერბგერითი პლანერის პროტოტიპი პირველად გამოსცადა

საფრანგეთმა ჰიპერბგერითი პლანერის პროტოტიპი პირველად გამოსცადა. ამის შესახებ იუწყება ქვეყნის თავდაცვის შესყიდვების სააგენტო, რომელიც ცდილობს, ახალი სარაკეტო ტექნოლოგია განავითაროს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. პლანერის პროტოტიპის გაშვების წინ, საფრანგეთმა გამოსცა გამაფრთხილებელი შეტყობინება, რომელიც მოიცავს დაახლოებით 2000-კილომეტრიან დერეფანს საჰაერო და საზღვაო მოძრაობისთვის. ჰიპერბგერითი პლანერები შექმნილია ბირთვული ან ჩვეულებრივი ქობინების გადასატანად. ბალისტიკური რაკეტებისგან განსხვავებით, რომელთა ტრაექტორია ფიქსირდება გაშვებისას, ჰიპერბგერით პლანერებს მიმართულების შეცვლა დიდი სიჩქარით შეუძლიათ.  

ელჩის თქმით, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს შეუძლია, საფრანგეთის იმედი ჰქონდეს

„ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ცხრა წელი შესრულდა. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას ეხმაურება საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი და აღნიშნავს, რომ საქართველოს შეუძლია, საფრანგეთის იმედი ჰქონდეს. „ევროკავშირისკენ მიმავალ გამოწვევბით სავსე, თუმცა სასარგებლო გზაზე წინსვლისთვის, საქართველოს შეუძლია, საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდე“, - წერს ელჩი Twitter-ზე.  თავის მხრივ, ევროკავშირის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეფორმები, რომლებიც ასოცირების შეთანხმებას ეფუძნება, მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსთვის, ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდეს „დღეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ცხრა წელი შესრულდა. ასოცირების შეთანხმება არის ეტაპი, რომელიც აძლიერებს კავშირს პარტნიორებს შორის. რეფორმები, რომლებიც აღნიშნულ შეთანხმებას ეფუძნება, მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსთვის, გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ვულოცავთ საქართველოს ამ განსაკუთრებულ დღეს“, - წერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა. 2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას“, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია 2014 წლის 18 ივლისს. 2016 წლის პირველი ივლისს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება, მისი 431-ე მუხლის თანახმად, ძალაში შევიდა მას შემდეგ რაც 23 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რატიფიკაციის პროცედურების დასრულების თაობაზე. რატიფიკაციის საკმაოდ შრომატევადი პროცესი, ორ წელზე ნაკლები გაგრძელდა და მასში მონაწილეობდნენ ევროპარლამენტი, ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნისა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოები. პირველი ივლისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ისტორიაში, ვინაიდან ასოცირების შეთანხმება უკვე ოფიციალურად გახდა ევროკავშირთან სრულიად ახალი, მაღალი დონის თანამშრომლობის განმსაზღვრელი ძირითადი სამართლებრივი ჩარჩო. ამ დღიდან ოფიციალურად ამოქმედდა ხელშეკრულების ყველა დებულება და საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი, რომელიც ევროპული პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტების დანერგვას გულისხმობს. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა „ქართულმა ოცნებამ" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება გადადო 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. 22 ივნისს, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება ოფიციალურად გახდა ცნობილი. ევროკომისარმა განმარტა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ პრიორიტეტების სრულად შესასრულებლად.

საფრანგეთში 15-წლამდე ასაკის მოზარდებს, სოციალური ქსელების გამოსაყენებლად მშობლების ნებართვა დასჭირდებათ

საფრანგეთში სოციალურ ქსელებში დასარეგისტრირებლად, 15-წლამდე მოზარდებისთვის მშობლების თანხმობა იქნება საჭირო. ამის შესახებ Anadolu წერს. გადაწყვეტილება სენატმა საბოლოო კენჭისყრისას მიიღო. Facebook, TikTok, Snapchat და Instagram მომხმარებლის ასაკის გადამოწმებასთან ერთად 15-წლამდე მოზარდებისთვის მშობლების თანხმობის დადასტურებასაც მოითხოვს. როდის ამოქმედდება რეგულაცია, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, მისი ამოქმედებიდან სოციალურ ქსელებს ერთწლიანი ვადა ექნებათ, რათა ახალ რეგისტრაციასთან დაკავშირებით თავიანთი ვალდებულებები შეასრულონ. საფრანგეთში მიმდინარე მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონია აცხადებს, რომ ახალგაზრდები, რომლებიც არეულობებში მონაწილეობენ, „ვიდეოთამაშების ცხოვრებით ცხოვრობენ, რამაც ისინი რეალობას ჩამოაშორა.  

საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო, ემანუელ მაკრონმა გერმანიაში ვიზიტი გადადო

საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გერმანიაში ვიზიტი გადადო. The Guardian-ის ცნობით, მაკრონი გერმანიაში გამგზავრებასა და ქვეყნის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრას კვირას გეგმავდა. პრეზიდენტის სპიკერის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაემგზავრება მაკრონი გერმანიაში. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში საფრანგეთში გამართული დემონსტრაციების დროს პოლიციამ 1 300 აქტივისტი დააკავა, საერთო ჯამში კი, აქციების დროს დაკავებულთა რიცხვმა 2 000-ს გადააჭარბა. დაპირისპირების დროს 200-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. ამ დროისათვის, საფრანგეთის ქალაქებში უსაფრთხოებას 45 000-ზე მეტი პოლიციელი იცავს. საფრანგეთის ქალაქებში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელმა 17 წლის მოზარდი მოკლა.  

ალიევი: საფრანგეთმა ბოდიში უნდა მოიხადოს კოლონიური წარსულისა და გენოციდის აქტების გამო

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, ბაქოში, მიუმხრობელ ქვეყანათა მოძრაობის საკოორდინაციო ბიუროს მინისტერიალზე განაცხადა, რომ საფრანგეთის პოლიციის მიერ 17 წლის ალჟირელის მკვლელობა საფრანგეთში რასიზმისა და ისლამოფობიის კიდევ ერთი ნიშანია.  ილჰამ ალიევის განცხადებით, საფრანგეთში რასისტული სიძულვილის ენა სულ უფრო ხშირად ისმის ოფიციალური პირებისა და პარლამენტარების მხრიდან. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთმა ბოდიში უნდა მოიხადოს თავისი კოლონიური წარსულისა და გენოციდის აქტების გამო. ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთის მმართველობის დროს გენოციდით დაიღუპა თითქმის 1,5 მილიონი ალჟირელი. ალჟირელი თავისუფლებისთვის მებრძოლთა თავის ქალები დღემდე ინახება პარიზის მუზეუმში, როგორც ომის ალაფი. „ჩვენ მოვითხოვთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ალჟირს თავისი გმირების ნეშტი გადასცეს. საფრანგეთმა ბოდიში უნდა მოიხადოს კოლონიური წარსულისა და სისხლიანი კოლონიური დანაშაულების, გენოციდის აქტების გამო, მიუმხრობლობის მოძრაობის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ აფრიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და სხვაგან. ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ აგრძელებს ნეოკოლონიალიზმის პოლიტიკას, არის საფრანგეთი. საფრანგეთის მიერ მართული ტერიტორიები ევროპის გარეთ არის საფრანგეთის კოლონიური იმპერიის ამაზრზენი ნარჩენები. საფრანგეთი კრძალავს კორსიკულ ენას და არ იღებს ეთნიკური უმცირესობების კონცეფციას, ამავდროულად ცდილობს, წარმოაჩინოს თავი აზერბაიჯანში სომხური უმცირესობის დამცველად. ეს სხვა არაფერია, თუ არა ფარისევლობა და ორმაგი სტანდარტები“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა. აღსანიშნავია, რომ 30 ივნისს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანა ბოიონი. ბაქოს შეფასებით, შეხვედრაზე აზერბაიჯანულმა მხარემ გააპროტესტა საფრანგეთის პრეზიდენტის, „ემანუელ მაკრონის გამონათქვამები აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რომელიც „ცალმხრივად იცავდა“ სომხეთს და არ ასახავდა სიმართლეს.  

საფრანგეთი უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

საფრანგეთის რესპუბლიკა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტებს ამზადებს. უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადება საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ RFI-სთან ინტერვიუში გააკეთა. „ახალი სამხედრო დახმარების მიწოდება მზადდება, რათა მუდმივად გავითვალისწინოთ უკრაინის მიერ გამოხატული ყველაზე გადაუდებელი საჭიროებები“, - განუცხადა მედიას კოლონამ. კოლონამ ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს უკრაინას, ვიდრე ეს აუცილებელია, რათა უზრუნველყოს მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სამართლებრივი დაცვა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „არავის არ უნდა ეპარებოდეს ეჭვი ჩვენს გადაწყვეტილებაში, შევასრულოთ ეს ვალდებულება,“ - აღნიშნა კოლონამ. რაც შეეხება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს NATO-ში გაწევრიანებამდე, კოლონამ აღნიშნა, რომ ფრანგული მხარე მოელის, რომ ვილნიუსის სამიტი „უზრუნველყოფს გრძელვადიან პერსპექტივაში ალიანსის მხარდაჭერის კონსოლიდაციას და მის NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივას კონკრეტულ მნიშვნელობას მისცემს“.  კოლონას თქმით, საფრანგეთი მუშაობს მთელ რიგ პარტნიორებთან, რათა განსაზღვროს უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც შეიძლება, უკრაინას მიეცეს ალიანსში ინტეგრაციის პროცესში. „ამ გარანტიებზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ მათი მიზანი იქნება ძალიან ნათელი: „მოკლევადიან პერიოდში უკრაინის უზრუნველყოფა თავდაცვისთვის საჭირო საშუალებებით.“  

რეზნიკოვი: საფრანგეთი უკრაინის თავდაცვის დახმარებას $187 მილიონით გაზრდის

საფრანგეთი კიდევ 170 მილიონ ევროს (დაახლოებით 187 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის.  თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საფრანგეთი ასევე გაამარტივებს უკრაინაში იარაღის შესყიდვისა და მიწოდების პროცესს. გადაწყვეტილება ვილნიუსში მიმდინარე NATO-ს სამიტზე რეზნიკოვისა და სებასტიან ლეკორნუს მიერ ხელმოწერილი შეთანხმების ნაწილია.  მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა, რომ პარიზი უკრაინას შორი რადიუსის რაკეტებს გადასცემს, რათა მხარი დაუჭიროს მის ფართომასშტაბიან კონტრშეტევას. მოგვიანებით, ფრანგული მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ამ დახმარების ნაწილი უკრაინას უკვე მიეწოდა. NATO-ს მოკავშირეები ლიეტუვის დედაქალაქში ორდღიან სამიტზე შეხვდნენ.  

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ისტორიის საკვანძო მომენტებში, საფრანგეთი ყოველთვის იყო ქართველი ხალხის გვერდით

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო აფასებს საფრანგეთის მხარდაჭერას  ქვეყნის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესში. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში არის ქართველი ხალხის არჩევანი, ისტორიული შესაძლებლობა, რომ საქართველო საბოლოოდ გახდეს იმ საზოგადოების ნაწილი, რომლის ღირებულებებს და მსოფლიო ხედვას იზიარებს.   „ჩვენი ისტორიის საკვანძო მომენტებში, მათ შორის, ყველაზე მტკივნეულ მომენტებში, საფრანგეთი ყოველთვის იყო ქართველი ხალხის გვერდით. ნება მომეცით კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი გულწრფელი მადლიერება ფრანგი ერისადმი იმ გადამწყვეტი როლისთვის, რომელიც საფრანგეთმა ითამაშა 2008 წლის ომის დროს. საქართველო აფასებს საფრანგეთის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესში. საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში არის ქართველი ხალხის არჩევანი, ისტორიული შესაძლებლობა, რომ საქართველო საბოლოოდ გახდეს იმ საზოგადოების ნაწილი, რომლის ღირებულებებს და მსოფლიო ხედვას იზიარებს.  კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს, რომელიც ეკუთვნის ყველა ფრანგს, ასევე საქართველოდან დაწყებული საფრანგეთის ყველა მეგობარს! ნება მომეცით აქ დავამტკიცოთ საქართველოს მთავრობის მტკიცე ნება და გადაწყვეტილება განაგრძოს მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა საფრანგეთთან, იმ ყველაფრის საფუძველზე, რასაც ჩვენ ერთად მივაღწიეთ.  გაუმარჯოს საფრანგეთს! გაუმარჯოს საქართველოს“, -  განაცხადა ღარიბაშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე   

იაპონია და საფრანგეთი პირველ ერთობლივ წვრთნებს გამართავენ

იაპონია და საფრანგეთი 26-29 ივლისს პირველ ერთობლივ წვრთნებს გამართავენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს. წვრთნებში მოიერიშე თვითმფრინავები ჩაერთვებიან. იაპონიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ სწავლება, რომელიც იაპონიაშია დაგეგმილი, მიზნად ისახავს ორმხრივი თავდაცვის თანამშრომლობის გაღრმავებას თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანისთვის.  

იაპონიამ და საფრანგეთმა პირველი ერთობლივი წვრთნები დაიწყეს

იაპონია და საფრანგეთი პირველ ერთობლივ წვრთნებს გამართავენ. Kyodo News-ის ცნობით, სამი F-15 და ორი F-2-ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი იაპონიის საჰაერო თავდაცვის ძალებიდან და ორიც საფრანგეთის საჰაერო და კოსმოსური ძალებიდან, წვრთნას შაბათამდე ჩაატარებენ. მანევრები იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ცაზე ნიუტაბარუს საჰაერო ბაზის მახლობლად, მიაძაკის პრეფექტურაში შესრულდება. სწავლება ტარდება მას შემდეგ, რაც საფრანგეთი და NATO-ს სხვა წევრები ტოკიოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აფართოებენ. იაპონიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ სწავლება, რომელიც იაპონიაშია დაგეგმილი, მიზნად ისახავს ორმხრივი თავდაცვის თანამშრომლობის გაღრმავებას თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანისთვის.  

საფრანგეთმა შესაძლოა, რუსეთს მსოფლიოში იარაღის მეორე ექსპორტიორის ადგილი ჩამოართვას - France 24

France 24-ის თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულმა ომმა, უარყოფითი გავლენა მოახდინა რუსული იარაღის გლობალურ გაყიდვაზე. ამ მხრივ, იზრდება მოლოდინი, რომ საფრანგეთს შეუძლია, მსოფლიოში სამხედრო პროდუქციის ექსპორტიორებში მეორე ადგილი დაიკავოს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ამ პოზიციას დაკარგავს. პირველი ადგილი აშშ-ს ეკუთვნის. 2018 წლიდან 2022 წლამდე საფრანგეთის წილი იარაღის გლობალურ ვაჭრობაში, წინა ოთხწლიანი პერიოდის 7,1 პროცენტიდან, 11 პროცენტამდე გაიზარდა. ეს სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის  - SIPRI-ის მონაცემებია. იმავე პერიოდში რუსეთის წილი იარაღის საერთაშორისო ვაჭრობაში 22 პროცენტიდან 16 პროცენტამდე დაეცა. 2022 წელს და 2023 წლის დასაწყისში იარაღის წარმოების შეკვეთები კი, საფრანგეთის სასარგებლოდ სტაბილურ ზრდაზე მიუთითებს.  ეს შესამჩნევი იყო ჯერ კიდევ დელისა და პარიზს შორის კონტრაქტის ხელმოწერამდე, რომელიც ფრანგული Rafale-ის ტიპის მოიერიშეების ინდოეთში მიწოდებას გულისხმობს. SIPRI-ის მკვლევრების თანახმად, საფრანგეთი ამჟამად 210 მრავალფუნქციური გამანადგურებლის შეკვეთას იღებს, ხოლო რუსეთს შეკვეთების სიაში მხოლოდ 84 საბრძოლო თვითმფრინავი აქვს.  

საფრანგეთი მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს აღებული ვალდებულებები

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. „აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტული რეგიონების თვითგამოცხადებული ხელისუფლებების ცალმხრივი აღიარება, ამ რეგიონების მილიტარიზაცია, ისევე როგორც მათ და დანარჩენ საქართველოს შორის ურთიერთობისთვის დაბრკოლებების შექმნა წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის მიუღებელ ხელყოფას. საფრანგეთი მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს და 8 სექტემბერს აღებული ვალდებულებები და კვლავ უცხადებს მხარდაჭერას „ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების“ პლატფორმას, რომელსაც თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირი, ეუთო და გაერთიანებული ერები. მხოლოდ ის მისცემს შესაძლებლობას მხარეებს, იმუშაონ საერთო გადაწყვეტის სასარგებლოდ. საფრანგეთი სრულად უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მუშაობას, ისევე როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) საქართველოში,“- აღნიშნულია განცხადებაში. როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ 7 აგვისტოს განაცხადა, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ამ ქვეყნის წინააღმდეგ რუსული აგრესიიდან 15 წლის შემდეგ.  

რუმინეთმა საფრანგეთისგან სამხედრო გემების შესყიდვის შეთანხმება გააუქმა - Reuters

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ფრანგულ ფირმა Naval Group-ისგან ოთხი სამხედრო ხომალდის შესყიდვის გარიგება გააუქმა მას შემდეგ, რაც კონტრაქტის გაფორმების ვადები არ შესრულდა. წერს Reuters-ი. თავდაცვის ფირმა Naval Group-მა 2019 წელს რუმინულ კომპანია Santierul Naval Constanta-სთან პარტნიორობით მიიღო კონტრაქტი, რომელიც რუმინეთისთვის ოთხი ხომალდის აშენებისა და ორი არსებული ფრეგატის განახლებას გულისხმობდა. შეთანხმების ღირებულება 1,2 მილიარდი ევრო (1,32 მილიარდი აშშ დოლარი) იყო. თუმცა გარიგება შეფერხდა ჯერ იურიდიული გამოწვევების გამო და შემდეგ უკვე კომპანიებმა ვეღარ მიაღწიეს მზარდი ხარჯების შესახებ შეთანხმებას. რუმინეთის საზღვაო ფლოტი ყველაზე ნაკლებად მოდერნიზებულია სამხედრო ფილიალებს შორის. ქვეყანამ, რომელიც NATO-ს და ევროკავშირის წევრმა რუმინეთმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 2,5%-მდე გაზარდა. ქვეყანა, რომელიც 650 კმ-იან (400 მილი) საზღვარს იზიარებს უკრაინასთან, საკუთარ ტერიტოტიაზე ათავსებს აშშ-ის ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას. რუმინეთს გასული წლის მდგომარეობით, მის ტერიტორიაზე საფრანგეთის ხელმძღვანელობით, NATO-ს საბრძოლო ჯგუფი მუდმივად ჰყავს განლაგებული.  

ბომბის არსებობის საფრთხის გამო, ეიფელის კოშკიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა

საფრანგეთის პოლიციამ ბომბის არსებობის საფრთხის გამო, პარიზში, ეიფელის კოშკიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა. Reuters-ის ცნობით, დაახლოებით ორი საათის შემდეგ, რაც ოფიციალურმა პირებმა ევაკუაცია მოახდინეს, სტუმრები ეიფელის კოშკთან უკვე ბრუნდებიან. „ცრუ განგაში იყო, ხალხს შეუძლია, დაბრუნდეს შიგნით,“ - განუცხადა Reutrers-ს წყარომ სამართალდამცავი უწყებიდან.  

საფრანგეთმა 6000 უკრაინელი სამხედრო გაწვრთნა

2023 წელს ამ ქვეყანაში უკრაინელი ჯარისკაცების მომზადების გეგმის ფარგლებში, საფრანგეთში, აგვისტოს მდგომარეობით, 6000-მა უკრაინელმა სამხედრომ გაიარა წვრთნა. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა. ლეკორნუმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის კონტრშეტევისთვის გაწვრთნილი ჯარისკაცების ახალი თაობა სჭირდება. „უკვე აგვისტოში მივაღწიეთ იმ მიზანს, რომელიც დასახული გვაქვს ერთი წლის განმავლობაში, საფრანგეთსა და პოლონეთს შორის განაწილებული 6000 უკრაინელი ჯარისკაცის გაწვრთნით,“ - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, უკრაინა საფრანგეთისგან ყოველთვიურად იღებს 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის პარტიას. საფრანგეთი ასევე ეხმარება საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდებაში.  

მშვიდობის ფორმულის გლობალური სამიტი შესაძლოა, საფრანგეთში გაიმართოს

საფრანგეთი მშვიდობის ფორმულის გლობალური სამიტის მასპინძელ ერთ-ერთ ადგილად განიხილება. ამის შესახებ საფრანგეთში უკრაინის ელჩმა, ვადიმ ომელჩენკომ განაცხადა. ელჩმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი მზადაა, სერიოზულად იმუშაოს მშვიდობის ფორმულის პირველი პუნქტის - „აღდგენა და შესაბამისობა რადიაციულ და ბირთვულ უსაფრთხოებასთან“ განხორციელებაზე. „საფრანგეთის ხელმძღვანელობამ ამის შესახებ უკრაინის ხელისუფლებას აცნობა, როგორც კი პრეზიდენტმა ზელენსკიმ წარადგინა ეს ფორმულა. პარიზი მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეცედენტები (რუსეთის მიერ ატომური ელექტროსადგურების დაკავება და კრემლის მიერ ბირთვული შანტაჟი) საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს, რადგან მან შეიძლება, არაპროგნოზირებადი შედეგები გამოიწვიოს,“ - განაცხადა ელჩმა. ომელჩენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაკრონი სრულად უჭერს მხარს უკრაინულ ფორმულას მშვიდობისთვის, რის გამოც ფრანგები საუბრობენ მის ყველა პუნქტის განხორციელებაში დახმარების სურვილზე. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საზღვარგარეთ დიპლომატიური დაწესებულებების ხელმძღვანელებთან თათბირის დროს, 2 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინას მშვიდობის გლობალური სამიტის ჩატარება შემოდგომაზე სურს. ზელენსკი მშვიდობის ფორმულის გლობალური სამიტის მოწვევის ინიციატივით გასული წლის დეკემბერში გამოვიდა. მან მშვიდობის უკრაინული ფორმულა G20-ის სამიტზე, გასული წლის ნოემბერში წარადგინა.  

საფრანგეთის სკოლებში ისლამური სამოსი აბაია აიკრძალება

საფრანგეთის სკოლებში ისლამური სამოსი აბაია აიკრძალება. შესაბამისი განცხადება ქევყნის განათლების მინისტრმა გააკეთა. ინფორმაციას France24 ავრცელებს. „შეუძლებელი იქნება სკოლაში აბაიას ტარება,” - განუცხადა გაბრიელ ატალმა ტელეარხ TF1-ს ტელევიზიას. მედიის ცნობით, აბაიას სკოლებში სულ უფრო ხშირად ატარებენ. „სეკულარიზმი ნიშნავს საკუთარი თავის ემანსიპაციის თავისუფლებას სკოლის მეშვეობით... როცა კლასში შედიხართ, არ უნდა შეგეძლოთ მოსწავლეების რელიგიის იდენტიფიცირება მათზე შეხედვით,“ - განაცხადა განათლების მინისტრმა. 2004 წელს საფრანგეთმა სკოლებში რელიგიური სიმბოლოები, მათ შორის დიდი ჯვრები, ებრაული კიპა და ისლამური თავსაბურავები აკრძალა. განათლების სამინისტრომ აბაის აკრძალვასთან დაკავშირებით საუბარი გასული წლის ნოემბერში დაიწყო. უწყება აღწერდა აბაიას, როგორც ტანსაცმლის ერთ-ერთ ჯგუფს, რომლის ტარება შეიძლება აიკრძალოს, თუ „ისინი რელიგიური კუთვნილების ღიად გამოვლინებაა.“ ოპოზიციის ნაწილი და პროფკავშირები განათლების მინისტრის განცხადებას მიესალმნენ. მემარცხენე ოპოზიციურმა პარტიამ (France Unbowed) კი, ფაქტი დაგმო და ის ჩაცმულობაზე პოლიციის ზედამხედველობად შეაფასა. „ატალის განცხადება იყო „არაკონსტიტუციური" და ეწინააღმდეგებოდა საფრანგეთის სეკულარული ღირებულებების ფუძემდებლურ პრინციპებს,“ - აცხადებს პარტიის წარმომადგენელი.  

კულება ჩეხეთში, საფრანგეთსა და ესპანეთში ვიზიტით ჩადის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრო კულება ამ კვირაში ჩეხეთს, საფრანგეთის რესპუბლიკას და ესპანეთის სამეფოს ეწვევა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 28 აგვისტოს პრაღაში, ჩეხი კოლეგის იან ლიპავსკის მიწვევით, კულება ყოველწლიური კონფერენციის საპატიო სტუმრის სტატუსით მიმართავს ჩეხეთის რესპუბლიკის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს. მინისტრი ასევე ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებაზე. „29-30 აგვისტოს პარიზში მინისტრი მოლაპარაკებებს გამართავს საფრანგეთის ხელმძღვანელობასა და საფრანგეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წამყვან კომპანიებთან. გარდა ამისა, 31 აგვისტოს ესპანეთის ქალაქ ტოლედოში საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში. სამინისტროს ცნობით, ჩეხეთის რესპუბლიკაში, საფრანგეთსა და ესპანეთში მოლაპარაკებების ძირითადი საგნები იქნება ახალი იარაღის მიწოდება, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, მშვიდობის ფორმულის ხელშეწყობა, გლობალური მშვიდობის სამიტისთვის მომზადება და ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება 2023 წლის ბოლომდე. „შეხვედრების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი იქნება ევროპული კომპანიების და მთლიანად ევროკავშირის მოწვევა თავდაცვის მრეწველობის პირველ ფორუმზე, რომელიც შემოდგომაზე უკრაინაში გაიმართება,“ - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.  

საფრანგეთის ელჩი ევროპული მომავლისკენ წინსვლაში პრეზიდენტის როლს მიესალმა

საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეხვედრას ეხმაურება. ელჩი პრეზიდენტს ევროპული მომავლისკენ წინსვლაში მისი როლისთვის აქებს. „ბრავო ქალბატონო პრეზიდენტო. ევროპული მომავლისკენ საქართველოს წინსვლაში თქვენი როლისთვის," წერს საფრანგეთის ელჩი და ზურაბიშვილისა და მიშელის შეხვედრისადმი მიძღვნილ პრესრელიზს აზიარებს, რომელიც ევროკავშირის ვებგვერდზე გუშინ, პირველ სექტემბერს განთავსდა. პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. დღეს, პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე, პირველ სექტემბერს გამართა.  

იტალიის ყოფილმა პრემიერმა საფრანგეთი 1980 წელს მომხდარ ავიაკატასტროფაში დაადანაშაულა

იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ჯულიანო ამატომ საფრანგეთი დაადანაშაულა 1980 წელს სამგზავრო თვითმფრინავზე თავდასხმაში, რომელიც მისი ჩამოვარდნით დასრულდა. ავარიას 81 ადამიანი ემსხვერპლა. პოლიტიკოსის თქმით, ლაინერი ფრანგმა მებრძოლმა ლიბიის დიქტატორის მუამარ კადაფის მკვლელობის მცდელობისას ჩამოაგდო. Itavia McDonnell Douglas DC-9 ტირენიის ზღვაზე, სიცილიის მახლობლად 1980 წლის 27 ივნისს ჩამოვარდა. ლაინერი ბოლონიიდან პალერმოში მიემართებოდა. დაიღუპა 77 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი. ავარიის მიზეზები უცნობია. გამოძიების დროს განიხილებოდა თვითმფრინავის სტრუქტურული ხარვეზის, ბომბის აფეთქების ან რაკეტის დარტყმის ვერსიები. მედიის ცნობით, ლაინერის ჩამოვარდნის ზონაში NATO-ს თვითმფრინავები აღმოაჩინეს. გამოძიების ფარგლებში ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალი რამდენიმე იტალიელ სამხედრო ოფიცერს ედება. გაზეთ La Repubblica-სთან ინტერვიუში ამატომ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, თვითმფრინავი კადაფის ბორტში აერიათ და ის საფრანგეთის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს. მანამდე იტალიის პრემიერ მინისტრმა 1980 წელს ფრანჩესკო კოსიგამ ისაუბრა ავიაკატასტროფაში საფრანგეთის საჰაერო ძალების მონაწილეობაზე. მისი თქმით, ამის შესახებ იტალიის საიდუმლო სამსახურების წევრებმა განუცხადეს. იტალიური მედია ირწმუნებოდა, რომ მსგავსი ინფორმაცია იყო ლიბიის სადაზვერვო სააგენტოების დოკუმენტებშიც, რომლებიც 2020 წელს ტრიპოლის აღების შემდეგ აღმოაჩინეს. იტალიელმა მოსამართლემ როსარიო პრიორემ, რომელიც ერთ-ერთ გამოძიებას ხელმძღვანელობდა, კატასტროფის შესახებ მოხსენებაში განაცხადა, რომ იტალიის სპეცსამსახურების და არმიის თანამშრომლები ერეოდნენ მის საქმიანობაში. ამატომ საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს სთხოვა, ეღიარებინა დანაშაული და „ეს სირცხვილი საფრანგეთისთვის თავიდან აერიდებინა“. იტალიელმა პოლიტიკოსმა აღიარა, რომ მისი ვერსიის პირდაპირი მტკიცებულება არ ჰქონდა. ამასთან, განაცხადა, რომ 2000 წელს, როდესაც ის მთავრობას ხელმძღვანელობდა, მან აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებს ბილ კლინტონსა და ჟაკ შირაკს სთხოვა, მომხდარის მიზეზებზე ნათელი მოეფინათ, მაგრამ ბუნდოვანი პასუხები მიიღო. იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ამატოს სთხოვა, წარმოედგინა შესაბამისი დამადასტურებელი საბუთები. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაზეთ Le Figaro-ს განუცხადა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება იტალიას გამოძიებას ყოველთვის აწვდიდა ინციდენტის შესახებ მოთხოვნილ ყველა ინფორმაციას და მზად არიან, გამოძიებასთან მომავალშიც ითანამშრომლონ.  

უკრაინა ფრანგული კომპანია Delair-ისგან 150 დრონს მიიღებს

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ აცხადებს, რომ ფრანგული კომპანია Delair-ი, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს, უკრაინას 150 დრონს გადასცემს. „Delair-ი და მისი აღმასრულებელი დირექტორი უკრაინის მხარდაჭერის მიმართ საფრანგეთის ერთგულების კონკრეტული მაგალითია,“ - წერს ლოკერნუ სოციალურ ქსელში. სებასტიან ლეკორნუს არ დაუკონკრეტებია, დრონების რომელ მოდელებს მიიღებს უკრაინა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის ლიდერ ემანუელ მაკრონთან უკრაინის თავდაცვის შემდგომი პაკეტები სამ სექტემბერს განიხილა.  

ნიკოლ ფაშინიანი ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრებს მართავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანსა და საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, „საუბრის დროს ლაჩინის დერეფნის დაბლოკვის შედეგად მთიან ყარაბაღში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის, მთიანი ყარაბაღის ირგვლივ აზერბაიჯანული ჯარების კონცენტრირებასა და სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე დაძაბულობის ზრდის ტენდენციების საკითხებზე იმსჯელეს.“ ამავე წყაროს ცნობით, ფაშინიანმა პრაღასა და ბრიუსელში მიღწეული შეთანხმებებისადმი და ყველა საკითხის მოგვარებისთვის მხოლოდ დიპლომატიური საშუალებებით და კონსტრუქციულ ატმოსფეროში მიდგომებისადმი ერთგულება დაადასტურა. „მზად ვარ, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან სასწრაფო მოლაპარაკებები გავმართო, რომელიც საზღვრის გასწვრივ დაძაბულობის შემცირებაზე იქნება მიმართული,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერმა. თავის მხრივ, ემანუელ მაკრონმა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის მიმართული ძალისხმევის მხარდაჭერისთვის მზადყოფნა დაადასტურა. ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცთანაც გამართა. საუბრის დროს გერმანიის კანცლერსაც დაუდასტურა, რომ მზად არის. აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან სასწრაფო მოლაპარაკებები გამართოს.    

ემანუელ მაკრონი: „დიდი ოცეულის" სამიტის დეკლარაცია რუსეთისთვის გამარჯვება არ არის

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „დიდი ოცეულის" სამიტის დეკლარაცია რუსეთისთვის დიპლომატიური გამარჯვება არ არის. „დიდი ოცეულის" ეს სამიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის იზოლაციას. "დიდი ოცეულის" წევრების აბსოლუტური უმრავლესობა გმობს უკრაინის ომს და მის გავლენას,“ - განაცხადა მაკრონმა სამიტის დახურვის ცერემონიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. შეგახსენებთ, 9 სექტემბერს, „დიდი ოცეულის" ქვეყნებმა ერთობლივი დეკლარაცია შეათანხმეს. დეკლარაციის ტექსტში არ არის საუბარი უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით რუსეთის ქმედებების დაგმობაზე, ამის ნაცვლად აღნიშნულია, რომ ომმა ადამიანების უზარმაზარი ტანჯვა გამოიწვია. ტექსტის შინაარსმა კიევის უკმაყოფილება გამოიწვია. „დიდი ოცეულის“ ჯგუფმა ერთობლივი დეკლარაცია შეათანხმა, კიევი ტექსტის შინაარსით უკმაყოფილოა  

საფრანგეთს ნიგერიდან ჯარი გაჰყავს

საფრანგეთი პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ნიგერიდან ჯარს გაიყვანს. მაკრონის თქმით, 1500 ჯარისკაცის გაყვანა წლის ბოლომდე იგეგმება და რომ საფრანგეთმა უარი განაცხადა „პუტჩისტების მძევლობაზე.“ საფრანგეთმა ნიგერიდან საკუთარი ელჩი უკვე გაიწვია. Reuters-ის თანახმად, საფრანგეთის გასვლა, სავარაუდოდ, გაამძაფრებს დასავლეთის შეშფოთებას აფრიკაში რუსეთის გავლენის გაფართოების გამო. დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფი „ვაგნერი" უკვე იმყოფება ნიგერის მეზობელ მალიში. ივლისის ბოლოს, სამხედრო მეამბოხეების ჯგუფმა ნიგერში პრეზიდენტის მოჰამედ ბაზუმის გადაყენების შესახებ გამოაცხადა. შემდეგ მათ ჩამოაყალიბეს სამშობლოს დაცვის ეროვნული საბჭო (Conseil national pour la sauvegarde de la patrie, CNSP), რომელსაც ხელმძღვანელობდა გენერალი აბდურაჰმანე ჭიანი, რომელიც მართავდა ქვეყანას. დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოების ეკონომიკურმა გაერთიანებამ (ECOWAS) შეაჩერა ნიგერის წევრობა ორგანიზაციაში და მკაცრი სანქციები დაუწესა ქვეყანას. გარდა ამისა, ECOWAS-ის ლიდერებმა აჯანყებულებისგან ბაზუმის გათავისუფლება მოითხოვეს. 25 აგვისტოს ნიგერის სამხედროებმა საფრანგეთის ელჩს და მის მეუღლეს 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს, რაზეც უარი განაცხადეს და საელჩოს შენობაში დარჩნენ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამბოხებულებს არ აქვთ საფრანგეთის ელჩის გაძევების უფლება, რადგან „შეთანხმება გაცემულია ნიგერის ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ.“ 2 სექტემბერს, დედაქალაქ ნიამეის სასამართლომ საფრანგეთის ელჩის გაძევების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.  

გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები საქართველოს პოლიტიკურ ძალებს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ

საფრანგეთისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩები, შერაზ გასრი და პეტერ ფიშერი საქართველოს პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებენ, ევროკავშირის წვერობის მიზნის გარშემო გაერთიანდნენ და ერთად იმუშაონ მის მისაღწევად. ელჩები მიესალმებიან საქართველოდან ახლახან შემდგარ და მომავალ ვიზიტებს ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებსა და ევროსტრუქტურებში. „2023 წლის დეკემბერში ევროკავშირსა და საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა ექნებათ: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ეს იქნებოდა შემდეგი ეტაპი საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ხანგრძლივ პარტნიორობასა და მეგობრობაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს ევროკავშირის წევრობა. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში, გაერთიანდნენ ამ მიზნის გარშემო და ერთად იმუშაონ მის მისაღწევად. ამ თვალსაზრისით, მივესალმებით საქართველოდან ახლახან შემდგარ და მომავალ ვიზიტებს ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებსა და ევროსტრუქტურებში, ბრიუსელში, სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების, მთავრობის სხვადასხვა წევრების შეხვედრებით, ისევე როგორც ფართო წარმომადგენლობებს შორის პარლამენტებიდან,“ - წერია განცხადებაში. ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ. ჯოზეფ ბორელი: 12 პრიორიტეტიდან 9 შესასრულებელია - ევროპის გზაზე შემდგომი ნაბიჯები დამსახურებაზე იქნება დამოკიდებული

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთს ეწვია

საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა სომხეთში ჩავიდა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კატრინ კოლონას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიიღებს. ასევე მოსალოდნელია შეხვედრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან. აღსანიშნავია, რომ მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ეს კოლონას პირველი ვიზიტია. რა დასკვნით ტოვებს მთიან ყარაბაღს გაეროს გუნდი  

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელში ჩავიდა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა ისრაელში ჩავიდა. ის ქალაქ აშკელონში, ისრაელელ კოლეგასთან, ელი კოენთან ერთად იმყოფება. კოლონას განცხადებით, მისი ვიზიტი ემსახურება ისრაელისთვის სოლიდარობის გამოხატვას. „ჩემი ვიზიტით ასევე გვინდა ვთქვათ, რომ საფრანგეთი იზიარებს ისრაელის ხალხის ტკივილს,“ - ამბობს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. 7 ოქტომბერს, ისრაელის ტერიტორიაზე რადიკალური „ჰამასის“ შეჭრის შემდეგ, საფრანგეთის 17 მოქალაქე დაიღუპა. „აქ მოსვლა, რა თქმა უნდა, ისრაელის ხალხის მიმართ საფრანგეთის სოლიდარობის ჩვენებაა. მათ საშინელი ტერორისტული თავდასხმა განიცადეს. ჩემი ვიზიტით გვინდა ვთქვათ, რომ საფრანგეთი იზიარებს ისრაელის ხალხის ტკივილს," - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

საფრანგეთმა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საშიშ პირთა სიაში რუსეთის 60 მოქალაქე შეიყვანა

საფრანგეთის უსაფრთხოებისთვის საშიშ პირთა სიაში რუსეთის 60 მოქალაქეა. ინფორმაციას უკრაინული მედია საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ჟერალდ დარმანინზე დაყრდნობით ავრცელებს. დარმანენის თქმით, ხსენებული პირებიდან ორმოცი ციხეშია, ხოლო ოცამდე შესაძლოა, რუსეთში დეპორტირდნენ. „მათ შორის, როგორც ჩანს, არიან ჩეჩნეთიდან ჩამოსული ადამიანები. აქამდე ჩვენი ინსტრუქციები იყო ამ ადამიანების სისტემატური დეპორტაცია, რომლებიც შეიძლება, განსაკუთრებით საშიში იყვნენ," - განაცხადა დარმანენმა. გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრმა უკვე მიიღო ხელისუფლებისგან ნებართვა, რომ რუსულ მხარეს იმ მოქალაქეთა სია გადასცეს, რომლებიც შესაძლოა, დეპორტირდნენ.  

რუმინეთის ბაზაზე საფრანგეთის Rafale-ის ტიპის გამანადგურებლები განლაგდნენ

საფრანგეთის საჰაერო და კოსმოსური ძალების შემადგენლობა, რომელიც დაახლოებით, 40 ჯარისკაცისგან და სამი Rafale-ის ტიპის გამანადგურებლებისგან შედგება, ორშაბათს, 16 ოქტომბერს, 86-ე საჰაერო ბაზაზე (კომუნა Borcea) ჩავიდა. ფრანგი სამხედროები შეასრულებენ ერთობლივ სასწავლო მისიებს ჯარისკაცებთან და რუმინეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავებთან ერთად. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ერთობლივი სასწავლო მისიები ხელს უწყობს სწრაფი რეაგირებისა და შეკავების შესაძლებლობების გაზრდას, ასევე, რუმინეთის საჰაერო ძალებსა და საფრანგეთის საჰაერო და კოსმოსურ ძალებს შორის თავსებადობის გაძლიერებას. 29 აგვისტოს რუმინეთმა და ნიდერლანდებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ისინი F-16-ის ტიპის თვითმფრინავების ერთობლივ საწვრთნელ ბაზას გახსნიან. საწვრთნელ ცენტრში უკრაინელი პილოტები ახალი საბრძოლო თვითმფრინავების მართვას ისწავლიან. F-16-ის ტიპის თვითმფრინავების სამართავად, რუმინეთში უკრაინელ პილოტებს მოამზადებენ  

მედიის ცნობით, მაკრონი ისრაელს ეწვევა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისრაელს უახლოეს დღეებში ეწვევა, იუწყება ებრაულენოვანი მედია. საფრანგეთის საელჩო არ ადასტურებს ინფორმაციას, მაგრამ ამბობს, რომ მაკრონს სურს ისრაელში შესაბამის დროს და კონკრეტული ნაბიჯების ხელშესაწყოფად. ალბანეთში ვიზიტისას მაკრონმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ მიერ დატყვევებული ადამიანების გასათავისუფლებლად ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ისრაელში დღეს გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს ელოდებიან.    

საფრანგეთი „საქართველოს მთავრობისგან რეფორმების განხორციელებაზე კონცეტრირებას ელის“

საქართველოში საფრანგეთის საელჩო საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით ქვეყნის საგარეო უწყების განცხადებას ავრცელებს. საელჩო ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტ მომენტში ევროპული ღირებულებების ირგვლივ ერთიანობასა და თანმიმდევრულობას უსვამს ხაზს. საფრანგეთი ელის საქართველოს მთავრობისგან, რომ მოახდენს პასუხისმგებლობის დემონსტრირებასა და ძალისხმევის კონცენტრირებას რეფორმების განხორციელებაზე, რაც ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტთან არის დაკავშირებული. „საფრანგეთმა ცნობად მიიღო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მთავრობის მხარდაჭერით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურის დადასტურების შესახებ. ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტ მომენტში, როცა ევროპული ღირებულებების ირგვლივ ერთიანობა და თანმიმდევრულობა უნდა ჭარბობდეს, საფრანგეთი ელის საქართველოს მთავრობისგან, რომ ის მოახდენს პასუხისმგებლობის დემონსტრირებას და თავისი ძალისხმევის კონცენტრირებას ყველა რეფორმის განხორციელებაზე, რომელიც აუცილებელია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის, რაც დაკავშირებულია, კერძოდ, ევროკომისიის მიერ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრების განაცხადის შესახებ 2022 წლის ივნისის დასკვნაში განსაზღვრულ 12 პრიორიტეტთან,“ - ნათქვამია განცხადებაში. პრეზიდენტი საკონსტიტუციოს დასკვნაზე: ყველა მოსამართლეს უნდა რცხვენოდეს, ვინც გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა  

თავდასხმის საფრთხის გამო საფრანგეთის 6 აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო, საფრანგეთის ექვს აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. საუბარია სიგნალი ლილის, ლიონ-ბრონის, ნიცის, ნანტის, ტულუზისა და ბოვეს აეროპორტებზე. აეროპორტებიდან რამდენიმემ ანონიმური შეტყობინება ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ მიიღო, ზოგან კი, ეჭვი მიტოვებული ბარგის შესახებ ინფორმაციამ გამოიწვია.  ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ISIS-თან დაკავშირებულმა პირმა ჩრდილოეთ ქალაქ არასში მასწავლებლის დანით დაჭრა. ამის შემდეგ, ნაღმის არსებობის შესახებ ინფორმაციის გამო, ლუვრის მუზეუმსა და ვერსალის სასახლეში ევაკუაცია გამოცხადდა.  

ერევანი საფრანგეთისგან იარაღს მიიღებს

ერევანი ფრანგული იარაღის მიღების მიზნით, პარიზთან შეთანხმებას გააფორმებს. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ გაზეთ Le Parisien-ს განუცხადა. შეთანხმება ორშაბათს, 23 ოქტომბერს გაფორმდება. 22 ოქტომბერს სომხეთის თავდაცვის მინისტრი, სურენ პაპიკიანი საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის სებასტიან ლეკორნუს მიწვევით, სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა. „აუცილებელია სომხეთს მიეცეს საშუალება, დაიცვას თავისი მშვიდობიანი მოსახლეობა და უზრუნველყოს თავისი საზღვრების დაცვა. ჩვენ ოფიციალურად გავაფორმებთ სომხეთის მიერ ფრანგული მწარმოებლებისგან გარკვეული რაოდენობის იარაღის შეძენას, კერძოდ, ხელშეკრულების გაფორმებით, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანას უზრუნველყოს თავისი ცის დაცვა,“ - განაცხადა მინისტრმა. ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამ ოქტომბერს სომხეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ საფრანგეთი მზადაა, სომხეთთან სამხედრო ტექნიკის მიწოდების შესახებ შეთანხმება გააფორმოს.  

საფრანგეთი სომხეთს „მისტრალის“ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს მიაწვდის

სომხეთმა და საფრანგეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. დოკუმენტი საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიენ ლეკორნუმ და სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, სურენ პაპიკიანმა გააფორმეს. Reuters-ის ცნობით, საფრანგეთი ეხმარება სომხეთს, გააუმჯობესოს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები სამი რადარის გაყიდვით და „მისტრალის“ ტიპის საზენიტო რაკეტების მომავალი მიწოდების შესახებ შეთანხმებით. შეთანხმება სომხეთისთვის Thales-ის მიერ წარმოებული სამი რადარის მიწოდებას და ფრანგული „მისტრალის“ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მომავალში გადაცემას ითვალისწინებს. „ცის დაცვა არის ის, რაც აბსოლუტურად მნიშვნელოვანია,“ - განუცხადა ლეკორნუმ პაპიკიანს. ლეკორნუმ ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი სომხეთს თავდაცვის ძალების მომზადებაში დაეხმარება და მხარს დაუჭერს მის ძალისხმევას არმიის რეფორმებისა და მოდერნიზების საკითხებში. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ გაზეთ Le Parisien-ს ახლახან განუცხადა, რომ ერევანი ფრანგული იარაღის მიღების მიზნით, პარიზთან შეთანხმებას გააფორმებდა. „აუცილებელია სომხეთს მიეცეს საშუალება, დაიცვას თავისი მშვიდობიანი მოსახლეობა და უზრუნველყოს თავისი საზღვრების დაცვა. ჩვენ ოფიციალურად გავაფორმებთ სომხეთის მიერ ფრანგული მწარმოებლებისგან გარკვეული რაოდენობის იარაღის შეძენას, კერძოდ, ხელშეკრულების გაფორმებით, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანას უზრუნველყოს თავისი ცის დაცვა,“ - განაცხადა მინისტრმა. ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამ ოქტომბერს სომხეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ საფრანგეთი მზადაა, სომხეთთან სამხედრო ტექნიკის მიწოდების შესახებ შეთანხმება გააფორმოს.  

საფრანგეთი რადიკალიზმის გამო რუსეთის 39 მოქალაქის გაძევებას განიხილავს

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანინი, რადიკალიზმის გამო რუსეთის 39 მოქალაქის გაძევებას განიხილავს. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, რადიკალიზმში ეჭვმიტანილი 60-მდე რუსი ადმინისტრაციული პატიმრების ქვეშ იმყოფება. აქედან 39 რუსეთის ხელისუფლების თანხმობით უნდა გააძევონ. „ჩვენ შევადგინეთ 39 რუსეთის მოქალაქის სია, რომლებსაც განსაკუთრებით ვაკვირდებით და რადიკალიზაციაში გვაქვს ეჭვი. ეს სია გასულ კვირას რუსეთის ხელისუფლებას წარვუდგინეთ,“ - განაცხადა მინისტრმა. არასში მასწავლებლის დომინიკ ბერნარდის მკვლელობის შემდეგ, მთავრობას მტკიცე იმიჯის შექმნა სურს. ამ გზით აღმასრულებელი ხელისუფლება გამოხატავს თავის სურვილს, რაც შეიძლება სწრაფად განდევნოს პირები ეგრეთ წოდებული S-დოსიედან (უსაფრთხოებისთვის საშიშ პირთა სია).კერძოდ, ხელისუფლებამ პრეფექტებს სთხოვა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ „კავკასიიდან 16-დან 25 წლამდე ემიგრანტებს.“ საფრანგეთმა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საშიშ პირთა სიაში რუსეთის 60 მოქალაქე შეიყვანა  

საფრანგეთში რუსი ოლიგარქი დააკავეს - მედია

საფრანგეთში, 30 ოქტომბერს, პოლიციამ რუსი ოლიგარქი ალექსეი კუზმიჩევი ფულის გათეთრების საქმეზე დააკავა. ჩხრეკა ჩატარდა მის საცხოვრებელ ადგილებში, იუწყება Le Monde. მილიარდერი, რომელიც საფრანგეთში იახტებს და უძრავ ქონებას ფლობს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სანქციების ქვეშაა. ჟურნალისტების ცნობით, ჩხრეკა სენ-ტროპეში ბიზნესმენის ვილაში და მის სახლში, პარიზში ჩატარდა. ეს ინფორმაცია მედიას პროკურატურამ დაუდასტურა. გამოცემის თანახმად, ალექსეი კუზმიჩევი, კონსორციუმის Alfa Group-ის თანააქციონერია, რომელიც  Alfa Bank-ს ფლობს. სანქციები თეორიულად კრძალავს პირების ყოფნას ევროპის ქვეყნებში, მაგრამ ოლიგარქთან დაახლოებული წყარო Le Monde-ს უყვება, რომ კუზმიჩევი იმ დროს უკვე საფრანგეთში იმყოფებოდა, როცა სანქციების სიაში შეიყვანეს. ჩხრეკაში ჩართულ იყო 60 ადამიანი, მათ შორის პოლიციელები კორუფციისა და ფინანსური და ფისკალური სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალური ოფისიდან (OCLCIFF), რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გამოძიებაზე.  

თოყაევი: ყაზახეთი შუა დერეფნის განვითარებისთვის დამატებით ძალისხმევას მიმართავს

ყაზახეთი დამატებით ძალისხმევას ახორციელებს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, ანუ შუა დერეფნის) განვითარებისთვის. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა ასტანაში, ყაზახურ-ფრანგული ბიზნეს ფორუმის გახსნაზე განაცხადა. „ეს არის არამხოლოდ უმოკლესი, არამედ, ყველაზე სიცოცხლისუნარიანი მარშრუტი, რომელიც ევროპასა და აზიას შორის მიწოდების ჯაჭვის საიმედოობას უზრუნველყოფს,” - განაცხადა თოყაევმა. ყაზახეთის პრეზიდენტის თქმით, მიწოდების მოცულობის ზრდის გათვალისწინებით, ყაზახეთი ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაზე, პარტნიორებთან აქტიურად მუშაობს, რათა მიაღწიოს ტვირთის წლიურ მოცულობას - 10 მილიონ ტონამდე. „ახლა მნიშვნელოვანია ამ ძალისხმევის დაკავშირება ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან და ევროკავშირის გლობალური კარიბჭის ინიციატივასთან,“ - აღნიშნა თოყაევმა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი

ყაზახეთი მზადაა, გაზარდოს ნავთობის მიწოდება საფრანგეთში

ყაზახეთი მზადაა, გაზარდოს ნავთობის მიწოდება საფრანგეთში და ასევე ხედავს ქვეყანაში ურანის ექსპორტის პოტენციალს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა განაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ოფიციალური ვიზიტით ასტანაში პირველ ნოემბერს ჩავიდა. ყაზახეთ-ფრანგულ ბიზნეს ფორუმზე გამოსვლისას თოყაევმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტიული სფეროები მიმოიხილა. მისი აზრით, ასეთი პრიორიტეტები მოიცავს ენერგეტიკულ სექტორს. „ყაზახეთი არის ნედლი ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი საფრანგეთის ბაზარზე და ჩვენი ქვეყანა მზად არის, გაზარდოს ექსპორტის მოცულობა," - ნათქვამია ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში. მისივე თანახმად, ყაზახეთი მსოფლიოში ურანის უმსხვილესი მწარმოებელია, რომელიც ევროპაში მოხმარებული ატომური საწვავის მეოთხედზე მეტს შეადგენს. „ვინაიდან ატომური ენერგიის გამომუშავების წილი საფრანგეთის ენერგეტიკულ სექტორში 63%-ს აღწევს, თანამშრომლობის გაგრძელების უზარმაზარი პოტენციალი არსებობს," - ნათქვამია თოყაევის განცხადებაში.  მან ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებაზეც ისაუბრა. „ეს არის არამხოლოდ უმოკლესი, არამედ, ყველაზე სიცოცხლისუნარიანი მარშრუტი, რომელიც ევროპასა და აზიას შორის მიწოდების ჯაჭვის საიმედოობას უზრუნველყოფს,” - განაცხადა თოყაევმა. თოყაევი: ყაზახეთი შუა დერეფნის განვითარებისთვის დამატებით ძალისხმევას მიმართავს  

საფრანგეთი ყაზახეთს „ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერების“ მიზნით, საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

საფრანგეთი ყაზახეთს Ground Master 400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს. შესაბამის ინფორმაციას France 24 ელისეს სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს. ფრანგული მხარის განმარტებით, სისტემების ყაზახეთში განთავსება „ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას“ მოხმარდება. საფრანგეთი მეხუთე უმსხვილესი უცხოელი ინვესტორია ყაზახეთში, რითაც ჩინეთს უსწრებს. საფრანგეთის უპირატესობა ძირითადად, ქაშაგანის ოფშორული ნავთობის საბადოს მასიურ პროექტში ენერგეტიკული გიგანტის, TotalEnergies-ის ჩართულობამ გამოიწვია. გარდა ამისა, ფრანგული ენერგეტიკული გიგანტი EDF ცდილობს ყაზახეთის პირველი ატომური ელექტროსადგურის აშენებას - ეს არის პროექტი, რომლის ბედიც წელს, რეფერენდუმზე გადაწყდება. მაკრონი ყაზახეთში პირველ ნოემბერს იმყოფებოდა. მის დელეგაციაში ასევე შედიოდა ფრანგული ურანის კომპანიის Orano-ს ხელმძღვანელი, რომელიც ყაზახეთში მაღაროს უკვე ფკლობს. საფრანგეთსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2022 წელს 5,3 მილიარდ ევროს (5,6 მილიარდი დოლარი) მიაღწია. ყაზახეთი საფრანგეთს საჭირო ურანის დაახლოებით 40 პროცენტს აწვდის. მაკრონი: საფრანგეთი მზადაა, შუა დერეფნის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანოს ყაზახეთის პრეზიდენტმა მაკრონის ვიზიტს ისტორიული უწოდა.  

საფრანგეთის ელჩი: შეწყდეს რუსეთის უკანონო ყოფნა აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთში"

საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გმობს. „ვგმობ რუსეთის უსაფრთხოების ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას. მოვუწოდებ დაკავებული მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისა და აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთში“ რუსეთის უკანონო ყოფნის დასრულებისკენ,“ - წერს საფრანგეთის ელჩი. ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ ასევე გაეცანით: ირაკლი ანთაძე: ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

საფრანგეთი უკრაინისთვის დამატებით, 200 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს

საფრანგეთი უკრაინის დახმარების პაკეტში 200 მილიონი ევროს დამატებას გეგმავს. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა. დამატებული თანხები ბიუჯეტის კანონპროექტის ნაწილია, რომელიც საფრანგეთის პარლამენტში 8 ნოემბერს განიხილება. დამატებითი მხარდაჭერა უკრაინის არმიას საშუალებას მისცემს, რომ ფრანგული სამხედრო ტექნიკის შეძენა გააგრძელოს. საფრანგეთის პარლამენტი თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას 2023 წლის ივლისში დათანხმდა, ნაწილობრივ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ. გაზრდილი ხარჯები ასევე მოიცავს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას.  

მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას, 8 ნოემბერს განაცხადა, რომ 9 ნოემბერს მიემგზავრება პარიზში, სადაც მშვიდობის ფორუმი ტარდება და რომელსაც პრემიერი დაესწრება. „ნებსით თუ უნებლიეთ პრივეს გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა,“ - აღნიშნა ზურაბიშვილმა. „რაც შემეხება მე, პირადად, რასაც ვაკეთებდი აქამდე, იმას გავაკეთებ და გავაგრძელებ საქართველოს კანდიდატურის ლობირებას. ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი. მონაწილეობა უნდა მივიღო შარლ მიშელთან ერთად პანელში, რომელიც განიხილავს კრიზისებს და კონფლიქტებს,“ – განაცხადა პრეზიდენტმა. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში 8 ნოემბერს გაემგზავრა. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა 5 ოქტომბერს დასრულდა. 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. 18 ოქტომბერს პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა.

პრემიერი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ლიდერებთან ერთად პარიზის მშვიდობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

საქართველოს პრეზიდენტი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა, რომელიც 10-11 ნოემბერს გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს. „ხვალ საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან ალან ბერსესთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს პანელის მუშაობაში, რომელიც კონფლიქტებისა და კრიზისების საკითხებს განიხილავს ,,From Multicrisis to Multiconflicts: how to stop the vicious circle,“ იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში 8 ნოემბერს გაემგზავრა. სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას, 8 ნოემბერს განაცხადა, რომ 9 ნოემბერს მიემგზავრება პარიზში, სადაც მშვიდობის ფორუმი ტარდება და რომელსაც პრემიერი დაესწრება. „ნებსით თუ უნებლიეთ პრივეს გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა,“ - აღნიშნა ზურაბიშვილმა. „რაც შემეხება მე, პირადად, რასაც ვაკეთებდი აქამდე, იმას გავაკეთებ და გავაგრძელებ საქართველოს კანდიდატურის ლობირებას. ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი. მონაწილეობა უნდა მივიღო შარლ მიშელთან ერთად პანელში, რომელიც განიხილავს კრიზისებს და კონფლიქტებს,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.  

ემანუელ მაკრონი: ბრავო ქართველ ხალხს, რომლის ერთგულება დემოკრატიისა და ევროპის მიმართ აღარ საჭიროებს დამტკიცებას

ემანუელ მაკრონი აქვეყნებს ფოტოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად და ქართულად წერს. „ბრავო ქართველ ხალხს, რომლის ერთგულება დემოკრატიისა და ევროპის მიმართ აღარ საჭიროებს დამტკიცებას. გააერთიანეთ ძალისხმევა წინსვლისთვის. საფრანგეთი დგას თქვენს გვერდით,” - წერს მაკრონი. 9 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს ელისეს სასახლეში უმასპინძლა.  

პრეზიდენტი: ევროკომისიამ პოლიტიკურად ძალიან ზუსტი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ეს გარკვეულწილად აიძულებს საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას, ერთ ევროპულ სიხშირეზე იყვნენ

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ France 24-თან. ინტერვიუს თარგმანს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. _ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ აღნიშნავდით გუშინ ამ გამარჯვებას - ეს თქვენი სიტყვებია, ქართველებთან ერთად, რომლებიც ათასობით შეიკრიბნენ თბილისში. უპირველეს ყოვლისა, რა განცდას იწვევს თქვენში ევროკავშირში გაწევრიანების ეს პროექტი? ეს პროექტი არის პერსპექტივა საქართველოსთვის, ერთადერთი პერსპექტივა, უსაფრთხოების პერსპექტივა, პერსპექტივა იმისა, რომ ქვეყანა ამ ევროპული ერთიანობის, დემოკრატიის ნაწილი იყოს, რის გარეშეც საქართველომ იცის, რომ ის მარტო რჩება რუსეთის წინაშე.  ვფიქრობ, რომ დღეს დემოკრატიისა და ევროპასთან ღირებულებების გაზიარების გარდა, სიღრმისეული მოტივაციაა იმის ცოდნა, რომ საქართველო არ შეიძლება დარჩეს მარტო, იზოლირებული ამ უფრო და უფრო ტურბულენტურ მსოფლიოში და რომელშიც რუსეთმა აჩვენა და ისევ და ისევ ყოველდღიურად უკრაინაში აჩვენებს, თუ რაოდენ იმპერიალისტურია ის. საქართველო მაქსიმალურად უნდა მიუახლოვდეს ევროპას და ამის აღნიშვნა ხდებოდა გუშინ. რუსეთისგან დასაშორებლად… რუსეთისგან თავის უკეთ დასაცავად.  ამ ახალ სტატუსზე ევროკომისიამ გასულ წელს უარი გითხრათ. ბრიუსელმა მოგცათ 12 რეკომენდაცია, რომელთაგან მხოლოდ 3 იყო შესრულებული. ფავორიტიზმს აქვს ადგილი ბრიუსელის მხრიდან?  ასეთი რამ უკვე მომხდარა. მე არ დავასახელებ ქვეყნებს, სადაც რეკომენდაციები სრულად არ შესრულებულა, მაგრამ ვფიქრობ, ბრიუსელი აცნობიერებს, რომ ერთი მხრივ, არის იმ პროგრესის  შეფასება, რომელიც დიდი ხნის წინ დაიწყო საქართველოში, და ასევე არის გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რაც ასევე გასათვალისწინებელია.  საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა (რაც 27 ქვეყნის მიერ დეკემბერში გადაწყდება) საქართველოს წითელი ხაზის მიღმა დატოვებდა, ნაცრისფერ ზონაში, რაც ძალიან საშიში იქნებოდა რეგიონის სტაბილურობისთვის, შავი ზღვის სტაბილურობისთვის და უმიზეზო წახალისება, საჩუქარი იქნებოდა რუსეთისთვის. _ეს ასევე სასჯელი იქნებოდა ქართველებისთვის, რომლებიც როგორც ვნახეთ… ქართველებისთვის ეს უდიდესი იმედგაცრუება იქნებოდა, რადგან მათ აქვთ განცდა, რომ იმსახურებენ ევროპაში შესვლას მათი წარსულის, ღირებულებების, 30 -წლიანი განვლილი გზის გამო. იმის გამო, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართველებს მუდმივად სურდათ ევროპა და აცხადებდნენ ამას ოკუპაციის, 2008 წლის ომის, რუსეთის მხრიდან მრავალი ზეწოლის მიუხედავად. გუშინწინ, ამ შესანიშნავი ამბის გამოქვეყნების წინა დღეს, ჩვენ ვგლოვობდით, რადგან ჩვენს ტერიტორიაზე, ოკუპირებულ ზონაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მოკლეს რუსული ტყვიით და მეორე მოქალაქე გაიტაცეს. საერთაშორისო მსოფლიოსთვის ეს ჩვეული რამაა, ჩვენ მუდმივად ამ რეჟიმში ვცხოვრობთ და მიუხედავად ამისა, საქართველო ბანაკს არ იცვლის და ევროპისკენ იყურება, რადგან ვიცით, რომ ეს ჩვენი ერთადერთი მომავალია. _გაერთიანების თქვენი მოთხოვნა ფორმულირებული იყო უკრაინის და მოლდოვის მოთხოვნასთან ერთად. მოლდოვა თქვენზე უფრო სწრაფად მიიწევს წინ, რადგან მან მიიღო ევროკავშირის მწვანე შუქი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებზე. თქვენ გული დაგწყვიტათ ამ დაშორებამ? ეს დაშორება გასულ წელს დაიწყო, როდესაც ჩვენ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. იყო გარკვეული იმედგაცრუება, მაგრამ ყველამ იცის და აღიარებს, რომ იქ არ ვიქნებოდით, სადაც ვართ, რომ არ ყოფილიყო უკრაინა, უკრაინელების ბრძოლა და გარკვეულწილად ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩვენ არამარტო ვიღებთ….  გუშინ საღამოს მე დავურეკე პრეზიდენტ ზელენსკის და მაია სანდუს, რათა მიმელოცა ორივესთვის და მადლობა გადამეხადა პრეზიდენტ ზელენსკისთვის, რომ მან გარკვეულწილად დააჩქარა ეს პროცესი, მისი ნებისგან დამოუკიდებლად, რუსეთის აგრესიის შედეგად. საკუთარი, ჩვენი და ევროპის თავისუფლებისთვის მათმა ბრძოლისუნარიანობამ გამოიწვია ის, რომ ვართ იქ, სადაც ვართ უფრო ადრე, ვიდრე ეს ევროპული კალენდრით იყო გათვალისწინებული. მან დააჩქარა ევროპული კალენდარი. _ეს დამატებითი ნაბიჯია. როგორც თქვენ თქვით, ახლა საჭიროა 27 წევრი ქვეყნის დასტური. ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქართველებმა უნდა გაატარონ მნიშვნელოვანი რეფორმები. ვნახეთ, რომ მოსახლეობა აშკარად ევროპისკენაა მიმართული, მაგრამ ქართული მთავრობა უფრო და უფრო ღიად პრორუსულია. როგორც აღვნიშნეთ იყო თქვენი გადაყენების მცდელობა, მთავრობა იძულებული გახდა სასწრაფოდ გაეხმო ,,უცხოელი აგენტების შესახებ“ რუსული კანონის მსგავსი კანონპროექტი. არ გეშინიათ, რომ საქართველოს მთავრობა ხელს შეგიშლით ამ რეფორმების ბოლომდე განხორციელებაში? ეს დამოკიდებული იქნება მოსახლეობაზე. ჩვენ დემოკრატიულ სისტემაში ვართ, ხალხის ხმა, ხალხის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ შევკრიბე გუშინ, არა მხოლოდ აღსანიშნავად, რადგან არ ვიცოდით აღსანიშნავი ამბავი იქნებოდა თუ არა, არამედ ხელმოწერების კამპანიის დასაწყებად, რამაც 15 დეკემბრამდე უნდა მიგვიყვანოს. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე, რათა ევროკომისიისთვის გვეჩვენებინა, რომ საქართველოს მთლიანი მოსახლეობა გულშემატკივრობს ევროპისკენ მიმავალ ამ გზას.  მთავრობები იცვლება და მოსახლეობა რჩება. 2024 წელი არჩევნების წელია, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის თვეში ჩატარდება, შეიძლება, ვიხილოთ ევოლუცია, მაქსიმალურად სტაბილური და მშვიდი, რომელიც  მიგვიყვანს კოალიციურ მთავრობასთან. _პრორუსულად მიჩნეულმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ახალი სტატუსი ისტორიული გამარჯვება იყო. გაგაკვირვათ ამან? გამახარა. ის დღეს საფრანგეთში იმყოფება და ესწრება მშვიდობის ფორუმს, ხვდება პრეზიდენტ მაკრონს. ამან [განცხადებამ] მე გამახარა, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკომისიამ პოლიტიკურად ძალიან ზუსტი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ეს გარკვეულწილად აიძულებს საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას ერთ ევროპულ სიხშირეზე იყვნენ. ვნახოთ…. ვფიქრობ, რომ სტატუსი, რომელსაც იმედია, წლის ბოლოს მივიღებთ, იქნება არა სტატუსი მონიჭებული საქართველოსთვის როგორც “საბოლოო ანგარიშსწორება“, არამედ როგორც „strings attached", უფრო მეტი და უფრო ძლიერი კავშირი ევროპასთან, ევროპის მეტი ჩართულობა. ევროპა უნდა იყოს ჩვენთან ერთად, ეტაპობრივად, შემდეგ ეტაპამდე. იმედი მაქვს, რომ იქნება თუ გვექნება დემოკრატიული არჩევნები, ეს საშუალებას მისცემს, წარმოიშვას ახალი კოალიცია, ამ შემთხვევაში, შევასრულებთ ყველა პირობას, რომ ჩვენ გავხსნათ მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ერთი წელი გვაქვს დაგვიანება უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, ეს წელი უნდა ავინაზღაუროთ და ამისათვის ევროპა ჩვენს გვერდით უნდა იყოს. _როდისთვის ფიქრობთ ამ პროექტის დასასრულამდე მიყვანას?  ვფიქრობ, პროცესია მნიშვნელოვანი. ის, თუ რას ვგრძნობთ. მოსახლეობამ გუშინ კარგად იგრძნო, რომ ჩვენ ამ გზაზე მარტონი არ ვართ. ეს რთული პროცესია. გაწევრიანებაზე და წევრი ქვეყნის იურიდიულ სტატუსზე უფრო მნიშვნელოვანია ევროპულ ოჯახში ყოფნა და ის, რომ გარეთ არ ვიყოთ დატოვებული. ეს არის ფუნდამენტური. _ქართული მთავრობის ეს პრორუსული პოზიციონირება შესაძლებელია ასევე გავლენას ახდენს თქვენს მხარდაჭერაზე უკრაინის მიმართ, რომელიც რუსეთთან ომში იმყოფება.. სლოვაკეთის ახლადარჩეულმა პრორუსულმა პრემიერმა ფუკომ შეწყვიტა უკრაინისათვის იარაღის მიწოდება. ხომ არ შიშობთ, რომ საქართველო იგივე გზით შეიძლება, წავიდეს? ჩვენ არ ვაწვდით იარაღს უკრაინას, ცხადი მიზეზების გამო, სტრატეგიული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ ორი ოკუპირებული ტერიტორია გვაქვს, არის რაღაცები, რისი უფლებაც არ შეგვიძლია, მივცეთ საკუთარ თავს და ამასთან დაკავშირებით მე მთავრობისგან განსხვავებული შეხედულება არ მაქვს. მაგრამ მე, ისევე როგორც მოსახლეობა, უფრო ღიად ვუცხადებ სოლიდარობას უკრაინას, რაც ვთვლი, რომ აუცილებელია, რადგან ჩვენ გვაქვს მსგავსი ისტორია, წარსული და დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება ერთნაირი მომავალი ევროპაში. ეს სოლიდარობა აუცილებელია და თუ თქვენ ჩამოხვალთ თბილისში, ამ სოლიდარობას ყველგან დაინახავთ უკრაინული დროშების სახით, რომლებიც ისევე მრავლადაა, როგორც ქართული და ევროპული დროშები. _ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ პარიზში იმყოფებით ,,პარიზის მშვიდობის ფორუმის“ ფარგლებში. რა აზრის ხართ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე, მოუწოდებთ თუ არა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისკენ? მე არაფრისკენ არ მოვუწოდებ. ეს არ არის ჩემი როლი. მე განადგურებული ვარ მიმდინარე მოვლენებით. ჩვენ საუკუნოვანი სოლიდარობა გვაკავშირებს ისრაელთან და კარგად გვესმის, რომ ისრაელი გრძნობს მუქარას და მისი ტერიტორიის შენარჩუნება სუვერენულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ტერორიზმი დაუშვებელია და ამავდროულად, ჰუმანიტარული მდგომარეობა, რომელსაც დღეს ვხედავთ არის ტრაგიკული, დრამატული და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს დრამატული სიტუაციები და მე არ შემიძლია, არ დავინახო ბავშვები… ღაზაში… …იმ მდგომარეობაში, რაც თქვენ აჩვენეთ. ყოველდღიურად ვხედავთ სიტუაციის დამძიმებას და ვფიქრობ, ყველამ ერთად უნდა იპოვოს გამოსავალი. 

სალომე ზურაბიშვილი პარიზში, „მშვიდობის ფორუმის“ მონაწილე მსოფლიო ლიდერებისთვის გამართულ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარიზში, ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სახელით, მშვიდობის ფორუმის მონაწილე მსოფლიო ლიდერებისთვის გამართულ მიღებას დაესწრო. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში 8 ნოემბერს გაემგზავრა. სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას, 8 ნოემბერს განაცხადა, რომ 9 ნოემბერს მიემგზავრება პარიზში, სადაც მშვიდობის ფორუმი ტარდება და რომელსაც პრემიერი დაესწრება. „ნებსით თუ უნებლიეთ პრივეს გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა,“ - აღნიშნა ზურაბიშვილმა. „რაც შემეხება მე, პირადად, რასაც ვაკეთებდი აქამდე, იმას გავაკეთებ და გავაგრძელებ საქართველოს კანდიდატურის ლობირებას. ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი. მონაწილეობა უნდა მივიღო შარლ მიშელთან ერთად პანელში, რომელიც განიხილავს კრიზისებს და კონფლიქტებს,“ – განაცხადა პრეზიდენტმა. საქართველოს პრეზიდენტი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში 9 ნოემბერს გაემგზავრა.  

პრემიერი ემანუელ მაკრონისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ ვახშამზე იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და მისი მეუღლის, ბრიჯიტ მაკრონის სახელით გამართულ ვახშამზე იმყოფებოდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ვახშამი „პარიზის მშვიდობის ფორუმის“ მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურების პატივსაცემად ელისეს სასახლეში გაიმართა.   ღარიბაშვილმა მაკრონთან გამართული შეხვედრის შესახებ დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა.   „მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს ხალხს ეს დიდი აღიარება და დაფასება. ბატონ მაკრონთან მქონდა ძალიან შინაარსიანი საუბარი. ბუნებრივია, ჩვენ შევეხეთ ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, მეგობრობას. მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ დამოკიდებულებას, რომელიც მისი მხრიდან იქნა წარმოჩენილი და რა თქმა უნდა, საფრანგეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე საფრანგეთის მხარდაჭერას აქვს უდავოდ ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამიტომ, ბუნებრივია, პრეზიდენტ მაკრონთან ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას.   მე მისგან მივიღე მხარდამჭერი სიტყვები. მან მითხრა, რომ საფრანგეთი მხარს დაუჭერს ჩვენი ქვეყნის მისწრაფებას ევროპულ გზაზე. რა თქმა უნდა, მას მივაწოდე ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ, იმ რეფორმებზე, იმ პროცესზე, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად გავიარეთ. მე ასევე ვუთხარი პრეზიდენტ მაკრონს, რომ, რა თქმა უნდა, ეს პროცესი არ სრულდება ამით და ეს არის პროცესი, რომელიც უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ამას გავაგრძელებთ. ჩვენ ამით ახალ ეტაპზე გადავდივართ და გადადის ქვეყანა, მაგრამ პროცესი უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო მეტ წარმატებას უნდა მივაღწიოთ. ჩვენი საბოლოო მიზანი, ბუნებრივია, არის მოლაპარაკებების გახსნა და შემდეგ უკვე საბოლოო გაწევრიანება ევროკავშირში, რასაც, რა თქმა უნდა, წლები დასჭირდება, მაგრამ ჩვენ ამისთვის უნდა მოვამზადოთ ჩვენი ქვეყანა, ბუნებრივია, ერთ დღეში და ორ დღეში ვერ მოხერხდება, მაგრამ ის წარმატება და პროგრესი, რომელსაც მივაღწიეთ, შეიძლება ითქვას გადაჭარბების გარეშე, რომ ეს არის ნამდვილად ხელშესახები ჩვენი ხალხისთვის, ასოცირება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ეს სიმბოლური დაგვირგვინება მთელი ამ 10 წლიანი პროცესის, კანდიდატის სტატუსი არის ძალიან დიდი მიღწევა და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ამის თაობაზე,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერისა და პრეზიდენტის გზავნილები “პარიზის მშვიდობის ფორუმიდან“

10 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მიიღეს მონაწილეობა. ირაკლი ღარიბაშვილმა სომეხ კოლეგა ნიკოლ ფაშინიანთან ერთად მიიღო მონაწილეობა პანელურ დისკუსიაში - „თანამშრომლობის ასპექტები დაპირისპირებულ სამყაროში - მშვიდობის უზრუნველყოფა და უსაფრთხო სამყაროს შენება კავკასიის მაგალითზე.” სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან ალან ბერსესთან ერთად მონაწილეობდა დისკუსიაში, რომელიც კონფლიქტებისა და კრიზისების საკითხებს განიხილავდა - “მულტიკრიზისიდან მულტიკონფლიქტებამდე: როგორ შევაჩეროთ მანკიერი წრე.” პრემიერმა ისტორიული მიღწევა უწოდა ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. „მქონდა პატივი, 2014 წელს ხელი მომეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე; თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებაც გავაფორმეთ ევროპასთან; უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მოგვენიჭა ევროკავშირის ტერიტორიაზე; გასული წელიც ისტორიული აღმოჩნდა, რადგან ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა; 2 დღის წინ კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული ევროკომისიის მიერ. მან რეკომენდაცია გასცა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსადმი კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ეს ისტორიული მიღწევაა! რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს, ჩემს მთავრობას და ჩვენს მმართველ პარტიას ძალიან კონკრეტული გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომელიც შეუქცევადია და გულისხმობს ევროპასთან დაახლოებას; ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას გულისხმობს. ამ მიმართულებით მივდივართ თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ. ამ ეროვნულ - ასე ვთქვათ - გეგმას ვუახლოვდებით,” -  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილმა პანელურ დისკუსიაზე უპასუხა შეკითხვას არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა „მიმდინარე ომებთან და კრიზისებთან დაკავშირებით, რასაც ადგილი აქვს მსოფლიოში.“ „კითხვის ავტორმა აღნიშნა მიმდინარე კრიზისი „ჰამასსა“ და ისრაელს შორის. საქართველო გმობს ტერორიზმს, ტერორისტულ თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე. გავიმეორებ, რაც თავიდან ვთქვი, ქვეყნებს სჭირდებათ გადაწყვეტილება, თუ თქვენ ვერ მოაგვარეთ ომით საკითხი, უნდა დასხდეთ და მოლაპარაკება აწარმოოთ, ეს გახლავთ ჩემი საბოლოო პოზიცია ამ სიტუაციასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამავე დისკუსიის დროს, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს, როგორებიც არიან საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, სჭირდებათ ნათელი ხედვა დასავლეთის დიდი სახელმწიფოების მხრიდან. „ჩვენ შეშფოთებული ვართ და გვაინტერესებს, როგორ განვითარდება ვითარება უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ, საქართველო, სომხეთი მცირე ქვეყნები ვართ, მაგრამ ძლიერი ერები. ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძველი ერები მსოფლიოში და ჩვენ გვინდა, უზრუნველვყოთ სტაბილურობა და აყვავება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩემი პოზიცია გახლავთ, რომ მსოფლიოში სხვადასხვა ერს სჭირდება სიცხადე, პროგნოზირებადობა. ჩვენ ვერ ვხედავთ ამას, ვერ ვხედავთ, რა იქნება მომავალში. ვის შეუძლია, მოაგვაროს ასეთი ტიპის პრობლემები? დიდ ქვეყნებს შეუძლიათ, ზესახელმწიფოებს. ქვეყნები, როგორებიც არიან საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, განვმეორდები, მათ სჭირდებათ ნათელი ხედვა დასავლეთის დიდი სახელმწიფოების მხრიდან. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო და დავადასტურო, რომ საქართველო დაინტერესებულია, შენარჩუნდეს მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ შევძლებთ ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიოთ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას, ჩვენი მუხლმოუხრელი და ბრძნული პოლიტიკით. ეს გახლავთ ერთადერთი არჩევანი, რაც საქართველოს აქვს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საქართველოს მედიაციის როლზეც გაამახვილა ყურადღება. „ორი წლის წინ ჩვენ წარმატებით ჩავატარეთ მედიაცია, შუამავლობა. ეს იყო ერთ-ერთი პრეცედენტი მედიაციის, რომელიც შევქმენით პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან და პრეზიდენტ ალიევთან, როდესაც 15 ტყვე გაათავისუფლა აზერბაიჯანმა ქართული შუამავლობით და სომხეთმა გადასცა დანაღმული ტერიტორიების რუკა. საქართველოს შეუძლია, მიაღწიოს აღნიშნულ შედეგებს და ნდობა აქ გადამწყვეტია, რადგან თუ ვინმე შუამავლობას, მედიაციას სთავაზობს, ორივე მხარე უნდა ენდობოდეს მას. ნდობა თუ არ იქნება, არ იქნება წარმატებული შუამავლობა და დავოსში გავაკეთე განცხადება იანვარში. შეიძლება, მხარეები ერთმანეთს არ ენდობოდნენ, მაგრამ უნდა არსებობდეს თანამშრომლობა. მოლაპარაკების, მშვიდობიანი დიალოგის გარეშე არ დაისადგურებს მშვიდობა,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის თქმით, საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ და “ეს ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი რეალობისთვის.“ „დღეს მსოფლიოში ძალიან ბევრი კონფლიქტია მოუგვარებელი, კრიზისი და ვინ იტანჯება ამ კრიზისისგან? მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები. ვცხოვრობთ იმ ერაში, სადაც არსებობს გაურკვევლობა, არაპროგნოზირებადი გარემო. ჩვენ ვიხილეთ ომი უკრაინაში, რომელიც მიმდინარეობს, მის დასრულებას ვერ ვხედავთ. ვხედავთ კრიზისს ახლო აღმოსავლეთში, რაც ძალზე საშიშია. ვხედავთ გაყინულ კონფლიქტებს საქართველოში. მაგალითისთვის, ვხედავთ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას და გადაწყვეტილება არ ჩანს. მრავალი კონფლიქტი დავინახეთ აფრიკაში, მსოფლიოს მრავალ რეგიონში. გადაწყვეტილება და პასუხი ყველა ამ კონფლიქტზე უნდა გახდეს მშვიდობა. ჩვენ, მთავრობამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მშვიდობა იყოს მიღწეული.“ „ჩვენ ვნახეთ კიდევ დიდი ომის დაწყება, რომელსაც ადგილი ჰქონდა ერთი წლის წინ უკრაინაში. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენთვის. გვინდა თუ არა, ვეცდებით თუ არა, თავიდან ავიცილოთ შემდგომი ესკალაცია და კონფრონტაცია, სამწუხაროდ, ომი ყველა ჩვენგანზე ზეგავლენას ახდენს. ომი ჩვენს მეზობელ რეგიონში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის შეშფოთების საგანია,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის განცხადებით, საქართველოს ინტერესია უზრუნველყოფილი იყოს ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს რეგიონში. „ჩვენმა მთავრობამ მოვახერხეთ, მიგვეღწია უწყვეტი და უპრეცედენტო მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ჩვენს ქვეყანაში. ყველა ხელმძღვანელობის პირობებში საქართველოში იყო ომები, კონფლიქტები, სამოქალაქო ომი, ტერიტორიებს ვკარგავდით. ახლა არის ერთადერთი პერიოდი, როდესაც ომი არ არის საქართველოში. ჩვენ ტერიტორიებს არ ვკარგავთ, ვაძლიერებთ, ვამდიდრებთ ქვეყანას და ეს გახლავთ ისეთი რამ, რასაც მოაქვს აყვავება ჩვენი ხალხისთვის, მოსახლეობისთვის. გამოწვევა ოკუპაციასთან დაკავშირებით არ გამქრალა, მაგრამ ჩვენ ავირჩიეთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა. რატომ ვაცხადებ ამას? რადგან არის ისეთი საკითხები, რომელსაც დაუყოვნებლივ ვერ მოვაგვარებთ. საჭიროა მოთმინება, ხანგრძლივი სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და ამას უნდა მიჰყვე, უნდა იყო თანმიმდევრული აღნიშნული გეგმის მიღწევაში,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. როგორ ხედავს ქვეყნის შემდგომ გზას. სალომე ზურაბიშვილმა მოდერატორის ამ შეკითხვას უპასუხა - მან გამოსვლა ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციაზე საუბრით დაიწყო.   „ორი დღის წინ, კომისიამ საბოლოოდ მიიღო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გადაწყვეტილება - მომდევნო დღეს ჩატარდა გამოკითხვა, რომელმაც აჩვენა არა ევროკავშირის მომხრეთა ჩვეული 80%, არამედ, 85%. არ ვიცი, უფრო მაღალი მაჩვენებლის მიღწევა თუ შეგვიძლია, მაგრამ უფრო საინტერესო ისაა, რომ 75% ევროკავშირის მომხრეა უსაფრთხოების გამო. ეს კიდევ უფრო ნათელი ხდება, რადგან რეკომენდაციის გადაწყვეტილებამდე, ერთი დღით ადრე, რუსეთმა, როგორც მას ეს დიდი ხანია სჩვევია, ისევ ოკუპირებულ ტერიტორიებთან არსებულ ხაზთან მოკლა ჩვენი ერთი მოქალაქე და მეორე კი, მძევლად აიყვანა. ეს არის ის, რაც პერიოდულად ხდება. ისინი [რუსები] აფხაზეთის აეროპორტს იკავებენ და შავი ზღვის ერთ-ერთი პორტის სამხედრო ბაზად გარდაქმნის პროცესში არიან, შავ ზღვაზე საკუთარი ფლოტისათვის. ასე რომ, ეს არის რუსეთი. იმედი კი ევროკავშირშია,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „უსაფრთხოება სრულად გარანტირებული არ არის, რასაც მისი შეფასებით, დრო სჭირდება.“ „სავარაუდოდ, იმდენი დრო, რამდენიც დასჭირდება საქართველოს სრულფასოვან წევრობას, მაგრამ პროცესი დაწყებულია და ევროკავშირი დანახულია ადგილად, სადაც შენ ბოლოს და ბოლოს უსაფრთხოდ იქნები,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა. „დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეა ასევე ჩვენი პარტნიორებისათვის ევროკავშირის აღმოსავლეთ ნაწილში, რომლებიც ევროკავშირში რამდენიმე წლის წინ გაწევრიანდნენ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ისაა, რასაც დღეს უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის მიმართ გრძნობენ, რომ არსებობს წითელი ხაზი, რომლის მიღმაც რუსეთს გადაწვდომა არ შეუძლია. ფაქტია, რომ რუსეთი არ იცვლება. ის იმპერიალისტურ ძალად დარჩა. შეიძლება, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ევროპული და ზოგადად, დასავლური ძალები დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ დაბრმავებულნი [რუსეთის მიმართ], როგორც ამას სილვი კოფმანი წიგნში Les aveuglés აღწერს. მათ ახლა აღმოაჩინეს რუსეთის რეალობა. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ის რეალობაა, რომელიც არ შეიცვლება, სანამ რუსეთი საბოლოოდ არ მიხვდება, რომ მას, ისევე როგორც სხვა, ნებისმიერ სახელმწიფოს მსოფლიოში აქვს საზღვრები, რომელსაც მან პატივი უნდა სცეს. ნებისმიერ რუსს, რომ სთხოვოთ თავისი ქვეყნის საზღვრების დახატვა - ზოგიერთები ამ საზღვრებში უკრაინას მოაქცევენ, სხვები საქართველოს, ზოგიერთები კიდევ სხვადასხვა ადგილებს. მათ არ იციან [სად გადის მათი საზღვრები]. თუ მას [ევროპას] სურს კონტინენტის არქიტექტურის რეკონსტრუქცია, ჩვენი და ევროკავშირის მოვალეობაა, დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი ბოლოს და ბოლოს გაიგებს [რომ მას საზღვრები გააჩნია],“ - განაგრძო პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ეს სამშვიდობო მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი და მთავარი მიზანი იქნება, როდესაც დრო მოვა; როდესაც უკრაინა ჩათვლის, რომ მან მიაღწია მისი სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზანს, ამის შემდეგ, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, ყველა უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ რუსეთი დატოვებს ყველა მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას და აღიარებს, სად გადის მისი საზღვრები.  „ეს არის მეზობლების ურთიერთპატივისცემის დასაწყისი, ეს არის კოოპერაციის დასაწყისი. ეს აბსოლუტური აუცილებლობაა. თუ ხვალ ევროკავშირს სურს, ჰქონდეს შავი ზღვა (რომელიც ევროპული ზღვა გახდა), როგორც თანამშრომლობისა და კავშირებადობის ზღვა, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ისაა, რაც ჩვენ გვსურს, რადგან ეს ხვალინდელი მსოფლიოსათვის აუცილებლობაა, მაგრამ ეს არ მოხდება, თუ არ ვუბიძგებთ რუსეთს ნორმალურობის რაიმე ფორმისკენ,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ცნობისთვის, პარიზის მშვიდობის ფორუმი 10 ნოემბერს გაიხსნა და 11 ნოემბერსაც გაგრძელდება. სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხის ჩავარდნის შემდეგ, ეს პრეზიდენტის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მანამდე განაცხადეს, რომ პრეზიდენტს ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს. სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას, 8 ნოემბერს განაცხადა, რომ 9 ნოემბერს მიემგზავრება პარიზში, სადაც მშვიდობის ფორუმი ტარდება და რომელსაც პრემიერი დაესწრება. „ნებსით თუ უნებლიეთ, ორივეს გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა,“ - აღნიშნა ზურაბიშვილმა.  

უკრაინასთან ომში თუ რუსეთი გაიმარჯვებს, ის შესაძლოა, საქართველოსაც დაემუქროს – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შეფასებით, უკრაინასთან ომში რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, მოსკოვი შესაძლოა, დაემუქროს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოსაც. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. „თუ რუსეთს უკრაინასთან ომში გამარჯვების საშუალება მიეცემა, ევროპაში მივიღებთ ახალ იმპერიალისტურ ძალას, რომელიც, შესაძლოა, დაემუქროს სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, როგორებიც არიან საქართველო და ყაზახეთი, ასევე, მთელ კონტინენტს," - აღნიშნა მაკრონმა. „რადგან, რა თქმა უნდა, ეს არის იმპერიალიზმი და კოლონიალიზმი, რასაც რუსეთი აკეთებს [უკრაინაში],” - განმარტა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ მისი და ყველა ქვეყნის მოვალეობა უკრაინის მხარდაჭერაა.  მაკრონის თქმით, უკრაინისთვის ჯერ არ მოვიდა დრო რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად და მოლაპარაკებების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ კიევმა უნდა მიიღოს. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, დეკემბერი გადამწყვეტი იქნება, ვინაიდან უკრაინა კონტრშეტევით საკუთარი მიწების დეოკუპაციას შეეცდება.  

ბაქო: საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის ჯავშანტექნიკის მიწოდებას ვგმობთ

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთს სომხეთისთვის იარაღის მიწოდების გამო აკრიტიკებს. უწყების პრესსპიკერმა აიხან ჰაჯიზადამ აღნიშნა, რომ “სამხედრო ტექნიკის გადაცემა მოემსახურება რეგიონში დესტრუქციული მოქმედებებისა და სომხეთის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიების ნაწილს ოკუპაციის ქვეშ აქცევს თითქმის 30 წლის განმავლობაში და დღემდე არ იკავებს თავს აგრესიული პოლიტიკისგან.“ „საფრანგეთის ეს ნაბიჯები, რომელიც თავს საერთაშორისო სამართლის დამცველად და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდამჭერად წარმოაჩენს, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ძალისხმევას ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ, რომელიც რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საერთაშორისო საზღვრების პატივისცემასა და აღიარებას ეფუძნება. საფრანგეთის მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ შემაძრწუნებელი კამპანიისა და დესტრუქციული ქმედებების ფონზე, ეს ნაბიჯები, რომლებიც სომხეთის მილიტარიზაციის პოლიტიკას ემატება, რეგიონში საფრანგეთის გზასაცდენილ ინტერესებს ადასტურებს,“ - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მისივე თქმით, სომხეთმა და საფრანგეთმა უნდა დაასრულონ შეიარაღებისა და მილიტარიზაციის პოლიტიკა რეგიონში და საბოლოოდ გააცნობიერონ, რომ მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში ალტერნატივა არ აქვს. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ საფრანგეთმა სომხეთს ჯავშანტექნიკა მიაწოდა. სომხურ მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. საპასუხო განცხადება არც საფრანგეთს გაუვრცელებია. 23 ოქტომბერს სომხეთმა და საფრანგეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმება სომხეთისთვის Thales-ის მიერ წარმოებული სამი რადარის მიწოდებას და ფრანგული „მისტრალის“ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მომავალში გადაცემას ითვალისწინებს.  

საქართველო საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან 70 მლნ ევროს მიიღებს

საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს  შორის, ხელი მოეწერა "საქართველოში სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც 70 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, შერაზ გასრიმ და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა, ფანი დელფიმ. 70 მლნ ევროდან ინფრასტრუქტურის კომპონენტისთვის გამოყოფილია  35 მლნ ევრო და ითვალისწინებს: •            ზემო სამგორის ირიგაციის არხის მოდერნიზებას; •            ხარისხიანი სოფლის მეურნეობის პროდუქციის რესურსის კუთხით ეფექტიანი წარმოების გაზრდას; •            ადგილობრივი მოსახლეობისათვის სურსათის ხელმისაწვდომობისა და რეგიონულ ბაზრებზე ქართული პროდუქტის კონკურენტუნარიანობის ზრდას; •            კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ მდგრადი ირიგაციის სისტემის დანერგვას. 35 მლნ ევრო გათვალისწინებულია ბიუჯეტის მხარდამჭერი პროგრამისთვის, რომელიც მოიცავს:  •            საირიგაციო რესურსების მდგრადი და ინკლუზიური მართვისთვის სახელმწიფო პოლიტიკის მხარდაჭერას; •            პოლიტიკისა და ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერებას სოფლის მეურნეობასა და წყლის მენეჯმენტში კლიმატ-გონივრული პრაქტიკის ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად; •            შპს საქართველოს მელიორაციის მმართველობისა და რისკების მართვის გაუმჯობესებას.  პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შპს საქართველოს მელიორაციასთან ერთად.  

საფრანგეთმა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის დაკავების ორდერი გასცა

საფრანგეთის სასამართლომ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის, რომელიც 2013 წელს ქიმიური იარაღის გამოყენებაშია ბრალდებული, დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა. ქიმიური იარაღის გამოყენების გარდა, ასადს ბრალად 2013 წლის აგვისტოში დამასკოს მახლობლად განხორციელებული სამხედრო დანაშაულები ედება, როდესაც 1400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. საფრანგეთმა დაკავების საერთაშორისო ორდერი სირიის პრეზიდენტის ძმის, მაჰერ ასადის მიმართაც გასცა, რომელიც სირიის ელიტურ სამხედრო ნაწილს ხელმძღვანელობს.  

საფრანგეთი უკრაინის ჯანდაცვისთვის დამატებით, 12 მილიონ ევროს გამოყოფს

საფრანგეთი დამატებით, 12 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინის ჯანდაცვის სექტორის გადაუდებელი საჭიროებისთვის.  მომავალი წლისთვის გამოყოფილი 12 მილიონი ევრო უკრაინაში, გადაუდებელი ჯანდაცვის მხარდაჭერას, ფსიქიკური ჯანმრთელობის პროექტების განხორციელებას, კიბოს დიაგნოსტიკის გაუმჯობესებას, ჩერნიგოვის რეგიონში სამედიცინო დაწესებულებების აღდგენასა და გადაუდებელი საჭიროების საპასუხოდ სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად ცალკე ფონდის შექმნას მოხმარდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ომის 20 თვის განმავლობაში, რუსეთმა 1468 სამედიცინო დაწესებულება დააზიანა და 193 გაანადგურა.  

საფრანგეთმა შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

საფრანგეთმა შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა, M51.3, წარმატებით გამოსცადა, რაც ქვეყნის ბირთვული შეკავების შესაძლებლობების სანდოობას აძლიერებს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. რაკეტა საფრანგეთის არმიის ბისკაროსის რაკეტების საცდელი ცენტრიდან განხორციელდა და ატლანტიკის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, სანაპიროდან რამდენიმე ასეული კილომეტრის მოშორებით დაეშვა. „გაშვებამ დაადასტურა რაკეტის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს საფრანგეთის შეკავების შესაძლებლობების მუდმივ სანდოობას მომავალ ათწლეულებში,“ - ნათქვამია საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.  

ილჰამ ალიევი: საფრანგეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი ომების გაჩაღებისთვის ნიადაგს ამზადებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, საფრანგეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი ომების გაჩაღებისთვის ნიადაგს ამზადებს. ამის შესახებ ალიევმა ბაქოში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის დეკოლონიზაცია: ქალების გაძლიერება და განვითარება დროს, სიტყვით მიმართვისას განაცხადა. როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, ორმ საუკუნეებიგავიდა,  „ფრანგული კოლონიალიზმის სამარცხვინო მეთოდები დღესაც გრძელდება, არ შეცვლილა მათი პოლიტიკა და აზროვნების ფორმა.“ „საფრანგეთი არღვევს სტაბილურობას არა მხოლოდ თავის ყოფილ და ახლანდელ კოლონიებში, არამედ ჩვენს რეგიონშიც – სამხრეთ კავკასიაში, სადაც მხარს უჭერს სეპარატისტულ ტენდენციებსა და სეპარატისტებს. ის ატარებს მილიტარისტულ პოლიტიკას სომხეთის შეიარაღებით, აქეზებს სომხეთში რევანშისტულ ძალებს, ამზადებს ნიადაგს ჩვენს რეგიონში ახალი ომებისთვის. ამავდროულად, საფრანგეთი ბოროტად იყენებს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრობას მისი მიკერძოებული პოლიტიკით, სხვადასხვა რეგიონებში გეოპოლიტიკური ინტრიგების გაღვივებით და ასევე, ცდილობს გამოიყენეს დასავლური ორგანიზაციები სხვადასხვა სახელმწიფოზე ზეწოლისთვის," - აღნიშნა ალიევმა. ბაქო: საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის ჯავშანტექნიკის მიწოდებას ვგმობთ  

გერმანია და საფრანგეთი ევროკავშირთან ერთად, მხარს უჭერენ მწვანე მიმართულებით რეფორმებს

ფინასთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მწვანე მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით, ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობას, წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW), საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (AFD) და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციას (EUD) შორის ხელმოწერილი განზრახულობათა დეკლარაციის ცვლილებას (საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდაჭერა) „მულტინაციონალური და საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოსთან.“ დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა, საქართველოში შერაზ გასრიმ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდეროვიჩმა, KfW-ს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა, ვერონიკა გარსია დელ არკომ, KfW-ს თბილისის ოფისის ენერგეტიკის სექტორის დირექტორმა, ბოდო შმულინგმა, AFD-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა, ფანი დელფიმ. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს სამხრეთ-აღმოსავლეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჰეიკე ბაკოფენ-ვარნეკე, აგრეთვე, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი. ცვლილებები ითვალისწინებს რეფორმების განხორციელებას მწვანე ენერგეტიკის მიმართულებით, მათ შორისაა, განახლებადი ენერგიის სექტორის მხარდაჭერა, მწვანე წყალბადის გამოყენების დაწყება, გარდამავალ პერიოდში სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის მხარდაჭერა, კლიმატის მდგრადობა, ჰაერის ხარისხი, ნარჩენების მართვა და სხვა. როგორც აღინიშნა, პარტნიორების მხრიდან მიღებული ეს გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე.  

გერმანიამ, საფრანგეთმა, ევროკავშირმა და საქართველომ ახალ, მრავალწლიან რეფორმების პროგრამას მოაწერეს ხელი

ევროკავშირი, გერმანია და საფრანგეთი ერთიანდებიან, რომ დაეხმარონ საქართველოს, გახდეს უფრო “მწვანე”. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, გერმანიამ, საფრანგეთმა, ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ახალ, მრავალწლიან რეფორმების პროგრამას “საქართველოს მწვანე ტრანსფორმაცია”. ეს ინიციატივა დაეხმარება საქართველოს იმ რეფორმების ეფექტიანად განხორციელებაში, რომელზეც საქართველოს ვალდებულება აქვს აღებული. რეფორმები ისეთ თემებს ეხება, როგორიცაა, განახლებადი ენერგია, მწვანე წყალბადი, ნახშირბადის ფასები, გონივრული მობილობა, დაბინძურების კონტროლი და მდგრადი ფინანსები. ამ საკითხების მოგვარებით პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან მეტად დაახლოებას. პროგრამაში მონაწილე ქართული ინსტიტუტები არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ასევე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) და საქართველოს ეროვნული ბანკი. პოლიტიკის რეფორმის პროგრამა მოიცავს თერთმეტ მიმართულებას, რომლებიც ფოკუსირებულია „მწვანე გადასვლის“ თემებზე, მათ შორის განახლებადი ენერგიის, მწვანე წყალბადის, ნახშირბადის ფასების, დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლასა და მდგრად ფინანსებს. „მწვანე ტრანზიცია საქართველოსთვის“ შექმნილია როგორც პოლიტიკაზე დაფუძნებული საკრედიტო საშუალება, რომლის საშუალებითაც, ევროკავშირის პოლიტიკის წარმატებით განხორციელების სანაცვლოდ, საქართველო შეღავათიანი საბიუჯეტო დაფინანსებით სარგებლობს. 2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. გერმანია-ევროკავშირ-საფრანგეთის რეფორმების ახალი პროგრამა არის კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, წარმატებით განხორციელდეს ევროკავშირის პოლიტიკასთან შემდგომი თანხვედრა. გარდა ამისა, ეს არის საქართველოს მთავრობის ვალდებულების აშკარა ნიშანი, გააგრძელოს გზა ევროკავშირისკენ,“ - წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა გავრცელებულ ინფორმაციაში.  

საბავშვო ევროვიზია 2023-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა

საბავშვო ევროვიზია 2023 228 ქულით საფრანგეთის წარმომადგენელმა Zoé Clauzure მოიგო. საბავშვო ევროვიზია 2023 საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გაიმართა, რომლის მთავარი სლოგანიც Heros | გმირები იყო. საქართველო მე-14 ადგილზე გავიდა. ანასტასია, ოთო და ნიკოლოზი მაყურებლის წინაშე წარდგნენ სიმღერით Over The Sky, რომელიც ბეთხომ და მებო ნუცუბიძემ დაწერეს. მომღერლებთან ერთად, ევროვიზიის სცენაზე კიდევ ორი მოცეკვავე – ნიტა ჯამაგიძე და ბარბარე ქაჯაია გამოვიდნენ. საქართველომ ქულები შემდეგი ქვეყნის ჟიურისგან მიიღო: ესპანეთისგან – 5 ქულა, ირლანდიისგან – 3 ქულა, სომხეთისგან – 4 ქულა, პორტუგალიისგან – 5 ქულა, იტალიისგან – 3 ქულა, ხოლო გერმანიისგან 1 ქულა. ონლაინ ხმებით კი, საქართველომ 53 ქულა მიიღო. საქართველო ჯამში 74 ქულით მე-14 ადგილზე გავიდა.  

ემანუელ მაკრონი: ისრაელის მიზანი თუ „ჰამასის“ სრული განადგურებაა, ომი ათი წელი გაგრძელდება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ისრაელმა „უფრო ზუსტად უნდა განსაზღვროს“, რის მიღწევას ცდილობს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში, რადგან „ჰამასის“ სრულ განადგურებას ათწლეული დასჭირდება. შესაბამის ინფორმაციას Politico ავრცელებს. როგორც მაკრონმა აღნიშნა, „სწორი პასუხი“ ტერორისტული დაჯგუფების ქმედებებზე არ არის „მთლიანი ტერიტორიის განადგურება“ ან „სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა.“ „თუ ეს [„ჰამასის“ განადგურება] არის მიზანი, მაშინ ომი ათი წელი გაგრძელდება,“ - განაცხადა მაკრონმა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა „გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად ძალისხმევების გაორმაგება, ყველა მძევლის გათავისუფლება, რომლებიც ჯერ კიდევ ჰყავს „ჰამასს“ და ღაზას მოსახლეობისთვის დახმარების მიწოდება, რომელსაც ასე სასწრაფოდ საჭიროებენ.“ მაკრონმა კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც ისრაელის სამხედროებმა ღაზის სექტორის დაბომბვა გააძლიერეს. ისრაელმა „ჰამასის“ წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები განაახლა  

აზერბაიჯანმა აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები გამოიძახა

აზერბაიჯანმა აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები გამოიძახა. ბაქოს ამ ნაბიჯის მიზეზი „უკანონო ფინასური ოპერაციების გაპროტესტებაა.“ როგორც ცნობილი გახდა, დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემა Abzas Media-ის თანამშრომლებს 21 ნოემბერს კონტრაბანდის ბრალდებით ოთხთვიანი პატიმრობა შეეფარდათ. პოლიციამ განაცხადა, რომ მათ ბაქოს ოფისებში 40,000 ევრო (44,000 აშშ დოლარი) აღმოაჩინეს. სამიდან ორმა უარყო ბრალდება, მესამე კი დუმილის უფლებას იყენებს. სამშაბათს, 28 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიუთითა, რომ დიპლომატები ჩააყენეს საქმის კურსში იმის თაობაზე, რომ მათმა საელჩოებმა და "ამ ქვეყნებში რეგისტრირებულმა ორგანიზაციებმა" Abzas Media-ის ფინანსური მხარდაჭერით უკანონო ქმედებები ჩაიდინეს. აზერბაიჯანის ურთიერთობა დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანასთან სექტემბრის შემდეგ გაუარესდა, როდესაც ბაქომ სრულად დაიბრუნა სეპარატისტული რეგიონი მთიანი ყარაბაღი, რამაც ტერიტორიიდან ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის თითქმის სრული გასახლება გამოიწვია. ზოგიერთმა დასავლურმა ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა და საფრანგეთმა აზერბაიჯანი გააკრიტიკეს. სომხეთს კი, ჰუმანიტარული დახმარება შესთავაეს. 28 ნოემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ აშშ-ის განცხადებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯან-ამერიკის ურთიერთობებს.  

საფრანგეთის ელჩი: ევროკავშირმა საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად კარი გაუხსნა

საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა გაუხსნა კარი საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ელჩი იმედოვნებს, რომ საქართველო, რომელიც ეკუთვნის ევროპულ ოჯახს, შეძლებს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას მომავალ კვირას. „როგორც საქართველოში ყველამ იცის, ევროკავშირმა გაუხსნა კარი საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ვიმედოვნებ, საქართველო, რომელიც ეკუთვნის ევროპულ ოჯახს, შეძლებს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას წლის ბოლოს, მომავალ კვირას. მე არ მაქვს მოლოდინები, მე მაქვს იმედი და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქართულმა პოლიტიკურმა ძალამ, სამოქალაქო საზოგადოებამ იმუშაონ ამ მნიშვნელოვანი მიზნისთვის, რადგან ეს არის გრძელვადიანი მიზანი და საჭიროებს ძალების გაერთიანებას გრძელვადიან პერსპექტივაში. იმედი მაქვს, რომ მთავრობა, ოპოზიციის პოლიტიკური ძალები და მთელი სამოქალაქო საზოგადოება გააორმაგებენ თავიანთ ძალისხმევას ერთად, კონსტრუქციულად და და ინკლუზიურად მუშაობისთვის, რათა განახორციელონ საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებები,“ – განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ელჩი ფიშერი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე: გერმანია საქართველოს გვერდით დგას 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო 14/15 დეკემბერს მიიღებს.

საფრანგეთმა „ჰამასის“ ლიდერის აქტივები გაყინა

საფრანგეთმა „ჰამასის“ ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის, იაჰია სინვარის აქტივები 6 თვით გაყინა. ის ისრაელზე 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმის დამგეგმავად მიიჩნევა. ბრძანება, როემლიც საფრანგეთში 30 ნოემბერს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ გამოსცა, ძალაში დღეს, 5 დეკემბერს, შევიდა. რა რაოდენობის აქტივებია გაყინული, ჯერ არ გასაჯაროებულა.  

Politico: მაკრონმა ორბანი პარიზში მიიწვია, რათა უკრაინასთან დაკავშირებით კომპრომისის მიღწევა სცადოს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი პარიზში მიიწვია. მიზანი კომპრომისის პოვნაა უკრაინასთან დაკავშირებით. ამის შესახებ Politico წყაროზე დაყრდნობით წერს. როგორც გამოცემას პარიზში მყოფმა წყარომ განუცხადა, საფრანგეთის პრეზიდენტი თვლის, რომ უნგრეთის ლიდერის დარწმუნება შესაძლებელია, რომ მან მხარი დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებას. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს კიდევ ერთი წერილით მიმართავს. 14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ ორბანი მიშელს წერს, რომ ევროპის საბჭოს შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით." "ევროკავშირის საბჭოს მიუწოდებენ, მხარი დაუჭიროს ამ დასკვნას, მასზე ყოველგვარი დისკუსიის შესაძლებლობის გარეშე. აშკარაა, რომ ერთობა ვერ შედგება კომისიის დასკვნაზე, რადგან ის ეწინააღმდეგება 2022 წლის 23-24 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნებს. ამდენად, ახალი ვარიანტების შემუშავებაა საჭირო," - წერს ორბანი. 4 დეკემბრით დათარიღებულ წერილში ორბანი ასევე ახსენებს 2021-2027 წლების მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს გადახედვას, და სთხოვს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, არ მოიწვიოს საბჭოს შეხვედრა ამ საკითხების გადასაწყვეტად. უნგრეთის პრემიერი წერს, რომ უკრაინის გაწევრიანების პროცესზე ევროკომისიის ბოლო დასკვნა, ევროკავშირის გაფართოების, როგორც დამსახურებაზე დაფუძნებული პოლიტიკის დასასრულს ნიშნავს. ორბანი წინა წერილის შინაარსს და საკუთარ ინიციატივასაც ახსენებს, უკრაინის საკითხზე საერთო მიდგომის შესამუშავებლად სტრატეგიული დისკუსიის დაწყებაზე. „მე კვლავ მჯერა, რომ ევროპული საბჭო არ არის მზად, მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, თუკი არ შედგება კონსენსუსი ჩვენს მომავალ სტრატეგიაზე უკრაინის მიმართ. საჭიროა მომავლის გააზრება და საზრიანი მიდგომა, წევრი ქვეყნების პოლიტიკურ და ფინანსურ რეალობებზე დაყრდნობით. ეს დამატებით ძალისხმევას, დროსა და ყოვლისმომცველ ასახვას მოითხოვს... მოგიწოდებთ, არ მოიწვიოთ ევროპული საბჭო ამ საკითხების გადასაწყვეტად დეკემბერში, რადგან კონსენსუსის აშკარა ნაკლებობა აუცილებლად მარცხს გამოიწვევს. ევროპულმა საბჭომ თავიდან უნდა აიცილოს ეს კონტრპროდუქტიული სცენარი, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივის, ერთიანობის სახელით," - წერია მიშელისთვის გაგზავნილ წერილში. ევროკავშირის პოლიტიკის ექსპერტების დიდი ნაწილის შეფასებით, ორბანის ერთ-ერთი მიზანი, წლების განმავლობაში ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობაში არსებული დარღვევების გამო შეჩერებული ევროკავშირის დაფინანსების აღდგენაა. ბუდაპეშტისთვის გაყინული თანხის მოცულობა, ევროკავშირის ფონდებში, ჯამში 22 მილიარდი ევროა. "გაფართოების შესახებ საბჭოს დასკვნების" პროექტს, 12 დეკემბერს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ, ზოგად საქმეთა და საგარეო ურთიერთობების საბჭოზე; 14-15 დეკემბერს კი საბოლოო გადაწყვეტილება სახელმწიფოთა ლიდერებმა ევროპულ საბჭოში უნდა დაადასტურონ. ევროკავშირის გაფართოების დოკუმენტი საქართველოს გარდა 9 ქვეყანას შეეხება. ესენია - უკრაინა, მოლდოვა, მონტენეგრო, სერბეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო და თურქეთი.

გაეროს ბავშვთა ფონდი და საფრანგეთის საელჩო ბავშვთა უფლებების გაძლიერების მიზნით, ახალ ინიციატივას იწყებენ

გაეროს ბავშვთა ფონდმა და საფრანგეთის საელჩომ განაცხადეს ახალი პარტნიორული ინიციატივის დაწყების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვთა უფლებების გაძლიერებას საქართველოში. საფრანგეთის საელჩოს ცნობით, პროგრამა - ბავშვთა უფლებების ხელშეწყობა საქართველოში - აამაღლებს ბავშვთა უფლებებზე მომუშავე სპეციალისტების კვალიფიკაციას, დაეხმარება პროფესიონალებს ბავშვებისთვის ხარისხიანი სერვისების მოწოდებაში და გააძლიერებს სახელმწიფო უნივერსიტეტებში არსებულ ბავშვის უფლებათა ცენტრებს, როგორც ცოდნის გავრცელების, ტრენინგების და ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული აქტივობების მთავარ სივრცეებს. პროგრამა მოიცავს სამ ურთიერთდაკავშირებულ მიმართულებას ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელების და ბავშვთა უფლებების შესახებ ცოდნის გაღრმავების ხელშესაწყობად. პროგრამის მთავარი მიზნებია: ბავშვთა უფლებების ცენტრების გაძლიერება: რეგიონულ უნივერსიტეტებში არსებული ბავშვთა უფლებების ცენტრების გაძლიერება და ბავშვთა უფლებების შესახებ ცოდნის გავრცელება პროფესიონალებს, პედაგოგებს, იურისტებს, აკადემიურ წრეებს, ადგილობრივ ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მშობლებს, ახალგაზრდებსა და ბავშვებს შორის. ინიციატივის მეშვეობით ახალგაზრდები ასევე შეძლებენ ბავშვთა უფლებების ცენტრების საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას. ბავშვთა უფლებების შესახებ ახალი სამაგისტრო პროგრამის შემუშავება: პარტნიორ უნივერსიტეტებში ახალი სამაგისტრო პროგრამის შემუშავება, რომელიც მოამზადებს ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პროფესიონალებს. ბავშვთა უფლებების ინტერდისციპლინარული სამაგისტრო პროგრამა უზრუნველყოფს ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული კონკრეტული სამართლებრივი, სოციალური, საგანმანათლებლო, ფსიქოლოგიური და პოლიტიკის საკითხების სიღრმისეულ ცოდნას. ბავშვთა საქმეებზე მომუშავე სპეციალიზებული მოსამართლის კონცეფცია: პროექტის ფარგლებში დაიწყება დიალოგი სხვადასხვა უწყებასთან და საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან და შესაბამის პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდება ბავშვთა საქმეებზე მომუშავე სპეციალიზებული მოსამართლის კონცეფცია. ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ბავშვთა მართლმსაჯულებას და ხელს შეუწყობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და ბავშვთა უფლებების კოდექსის განხორციელებას. აღნიშნული მიზნების მისაღწევად, გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში, საფრანგეთის საელჩოსთან პარტნიორობით, ითანამშრომლებს საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან, იუსტიციის სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, გენერალურ პროკურატურასთან, იურიდიული დახმარების სამსახურთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრთან, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, უნივერსიტეტებთან, ადვოკატთა ასოციაციებთან, ახალგაზრდულ საბჭოებთან და ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, სკოლებთან, სხვა სამინისტროებთან და უწყებებთან. პროექტის ფარგლებში სპეციალისტები საფრანგეთიდან ქართველ კოლეგებს გაუზიარებენ ექსპერტულ ცოდნასა და გამოცდილებას სემინარების, ტრენინგების და სხვა აქტივობების მეშვეობით. ბავშვთა უფლებების ხელშეწყობა საფრანგეთის მთავრობის პრიორიტეტია და მას იუნისეფთან პარტნიორობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მსოფლიოს მასშტაბით. გაეროს ბავშვთა ფონდი აქტიურად საქმიანობს ქვეყანაში ბავშვთა უფლებების კულტურის გაძლიერების და სამთავრობო უწყებებს, პროფესიონალებს, მშობლებს, ახალგაზრდებსა და ბავშვებს შორის ბავშვთა უფლებების შესახებ ცოდნის გავრცელების მიმართულებით, როგორც ეროვნულ, ასევე ადგილობრივ დონეზე. ბავშვის უფლებათა კოდექსში ხაზგასმულია მთავრობის როლი ბავშვთა უფლებების განხორციელებაში და აღნიშნულია პროფესიონალების სპეციალიზაციის აუცილებლობა ბავშვზე მორგებული სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად. გაეროს ბავშვთა ფონდმა ხელი შეუწყო ბავშვთა უფლებების ცენტრების შექმნას რიგ სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტში. ცენტრების მიზანია ბავშვთა უფლებების ხელშეწყობა და ბავშვთა უფლებების სწავლებისა და დაცვისთვის მდგრადი პლატფორმების უზრუნველყოფა.

მაკრონი ელისეის სასახლეში ორბანთან შეხვედრას მართავს

France24-ის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, რათა გაარღვიოს ჩიხი ევროკავშირის სამიტის წინ მას შემდეგ, რაც უნგრეთის ლიდერი კრაინის შემდგომი მხარდაჭერის დაბლოკვით დაიმუქრა. მაკრონი ორბანს ელისეის სასახლეში სამუშაო ვახშამზე უმასპინძლებს.  Politico: მაკრონმა ორბანი პარიზში მიიწვია, რათა უკრაინასთან დაკავშირებით კომპრომისის მიღწევა სცადოს  

ელჩი ფიშერი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე: გერმანია საქართველოს გვერდით დგას

გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებმა განაცხადეს, რომ არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან წერილი მიიღეს, რომლითაც ისინი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში მხარდაჭერას სთხოვენ. გერმანიის ელჩის თქმით, გერმანია ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს წინსვლას მხარს უჭერს. „გერმანია საქართველოს გვერდით დგას. ევროკავშირი არის ჩვენი მშვიდობის, დემოკრატიის, თავისუფლებისა და სტაბილურობის საერთო პერსპექტივა,“აღნიშნა გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა.  საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის ძლიერი და მთავარი აქტივი ევროკავშირისკენ გზაზე. „პატივია, მივიღო 75 არასამთავრობო ორგანიზაციის წერილი, რომელიც სთხოვს საფრანგეთს, მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. სამოქალაქო საზოგადოება არის ძლიერი და მთავარი აქტივი ევროკავშირისკენ გზაზე. საფრანგეთი აფასებს მათ წვლილსა და ერთგულებას საქართველოს წარმატებისთვის,“ - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საფრანგეთისა და გერმანიის ელჩებს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ, გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არასამთავრობოებმა მას ორგანიზაციების მიერ ხელმოწერილი წერილი გადასცეს. ელჩის თქმით, გერმანიის სურვილია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მან იმედი გამოთქვა, რომ ევროპული საბჭო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე, ათობით ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ აქტიური პროევროპული კამპანია წამოიწყო და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოებთან შეხვედრებს მართავს. შეხვედრების დროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ელჩებს თავიანთ ერთობლივ წერილებს გადასცემენ. წერილების ადრესატი იმ ქვეყნის მთავრობაა, რომელთა ელჩებსაც ისინი ხვდებიან. 28 ნოებერს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოში საბერძნეთის ელჩს შეხვდნენ და წერილი გადასცეს, რომლის ადრესატიც საბერძნეთის მთავრობაა. „ჩვენ ვთხოვთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და მათი მთავრობის მეთაურებს, რომ კომისიის რეკომენდაცია დატოვონ ძალაში. ჩვენ, რა თქმა ვიცით, რამდენი გამოწვევა აქვს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ, ამავდროულად, ვთვლით, რომ ეს არის შანსი ჩვენი ქვეყნისთვის და აუცილებლად, ჩვენ ქართულ საზოგადოებას, ქართველ ხალხს უნდა მოგვეცეს შანსი, რომ დავამტკიცოთ, რომ ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი,“ – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა. 29 ნოემბერს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა ლიეტუვისა და ესტონეთის ელჩებთან, რომლის დროსაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ელჩებს ერთობლივი წერილი გადასცეს. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოებთან შეხვედრების გარდა, ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა 9 დეკემბერს სახალხო მარში დააანონსეს. მათი თქმით, მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და ევროპის მოედანზე დასრულდება. ისინი ასევე აპირებენ გიგანტური ევროკავშირის დროშის ევროპის მოედანზე გადმოფენას. გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები საქართველოს პოლიტიკურ ძალებს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო 14/15 დეკემბერს მიიღებს.

საფრანგეთი სომხეთს დამატებით, €15 მილიონს გამოუყოფს

მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად, საფრანგეთი სომხეთს დამატებით 15 მილიონ ევროს გამოუყოფს. საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დამატებითი დახმარების გამოყოფას პარლამენტმა მხარი 30 ნოემბერს დაუჭირა. "ეს დამატებითი დახმარება ხელს შეუწყობს არასამთავრობო ორგანიზაციების, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, სომხეთის წითელი ჯვრის და გაეროს სააგენტოების მცდელობებს, მიიღონ და დააკმაყოფილონ ამ განსაკუთრებით დაუცველი მოსახლეობის სოციალური, სამედიცინო, საგანმანათლებლო და ფინანსური საჭიროებები. დახმარების ამ უკანასკნელი პაკეტით, ჩვენი საერთო კონტრიბუცია 2023 წელს 27.5 მილიონი ევრო გახდება. გადაუდებელი სამედიცინო საშუალებები გადაეცა სომხეთის მთავრობასაც და ფრანგულის საავადმყოფოები რამდენიმ პაციენტს მკურნალობენ, რომლებმაც დამწვრობა მიიღეს,“ - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

საფრანგეთის ელჩი: რუსეთს უნდა გავუგზავნოთ მკაფიო სიგნალი, რომ 2008 და 2014 წლები აღარ განმეორდება

საფრანგეთი ევროკავშირის გაფართოებას მხარს უჭერს. შესაბამისი კომენტარი ელჩმა შერაზ გასრიმ სოციალუ ქსელში განათავსა. „საფრანგეთ მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას, როგორც ეს ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა და უკრაინისა და მოლდოვასთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაციებით გამოხატა. საჭიროა, რუსეთს გავუგზავნოთ მკაფიო სიგნალი, რომ 2008 და 2014 წლები აღარ განმეორდება,“ - წერს ელჩი. 8 ნოემბერს ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები.  

მედიის ცნობით, ფრედერიკ ბეგბედერი დააკავეს

პოლიციამ ფრანგიმწერალი ფრედერიკ ბეგბედერი დააკავა. პროკურორებმა AFP-ს დაკავების მიზეზი არ დაუკონკრეტეს, თუმცა მაუწყებელ Franceinfo-ს ცნობით, მწერალი  გაუპატიურების საქმეზე გამოძიების ფარგლებში იკითხება.  

ემანუელ მაკრონი საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოსთვოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს. „ამ საღამოს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა და საქართველოსთვოს კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადავწყვიტეთ. გილოცავთ!,” - წერს მაკრონი “ტვიტერზე“. ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.  

საფრანგეთის საელჩო საქართველოში: ბურთი თქვენს მოედანზეა

საფრანგეთის საელჩო საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭერას ულოცავს. „ბრავო საქართველოს ამ დამსახურებული გამარჯვებისთვის, რაც ყველას ძალისხმევის შედეგია. შემდეგი ეტაპი მოლაპარაკებებია. ბურთი თქვენს მოედანზეა. დროს ნუ დაკარგავთ. 2024 წელი იქნება გადამწყვეტი,“ - წერს საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია  

საფრანგეთმა იმიგრაციის შესახებ კანონი მიიღო

საფრანგეთის პარლამენტმა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შესახებ სამთავრობო კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტი ამარტივებს თავშესაფრის მიღების პროცედურას. თუმცა უცხოელები სახელმწიფო შემწეობის მიღებას საფრანგეთში ცხოვრების ხუთი წლის თავზე შეძლებენ, დასაქმებულები კი - 30 თვის შემდეგ. კანონპროექტი ასეევ ითვალისწინებს კვალიფიციური მუშახელისთვის საფრანგეთში დროებითი ბინადრობის ნებართვას. საუბარია ინდუსტრიებზე, რომლებიც განიცდიან მუშახელის დეფიციტს.  არასამთავრობო და უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა კანონს უწოდეს „უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში ყველაზე რეგრესული“, რომელიც ზღუდავს საფრანგეთში ხანგრძლივად მცხოვრები უცხოელების უფლებებსაც. პარლამენტის მხარდაჭერილ კანონს ხელმოსაწერად მაკრონს უახლოეს პერიოდში გადასცემენ. სოციოლოგიური კომპანია Elabe-ის გამოკითხვით, ფრანგების 70 % ახალ კანონს ემხრობა. მათ შორის 87% მაკრონის მხარდამჭერია. საფრანგეთში მცხოვრები, მაგრამ სხვა ქვეყნებში დაბადებული ემიგრანტების რაოდენობა 1946 წელს 5% იყო, 1975 წელს 7,4%-მდე გაიზარდა, 2010 წელს გახდა 8,5%, ხოლო 2022 წელს საფრანგეთის მთლიანი, 68 მილიონი მოსახლეობის 10%-ს გაუტოლდა. როგორც Reuters-ი წერს, ექვს თვეში ევროპარლამენტის არჩევნების მთავარი საკითხი სწორედ მიგრაცია იქნება. ფრანგი კანონმდებლების მიერ საიმიგრაციო კანონის დამტკიცებამ შეიძლება მემარჯვენეები გააძლიეროს და მათ დამატებითი ძალა შესძინოს. მარინ ლე პენმა საიმიგრაციო კანონპროექტის დამტკიცებას თავისი ულტრამემარჯვენე პარტიის "დიდი იდეოლოგიური გამარჯვება" უწოდა. მაკრონის სოციალ-ლიბერალური „აღორძინების“ პარტიის მემარცხენე წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მას ვეღარ დაუჭერენ მხარს. რამდენიმე მინისტრი კი გადადგომით დაიმუქრა.  

უკრაინის მხარდასაჭერად პარიზში ახალი საერთაშორისო კოალიცია შეიქმნება

2024 წლის იანვარში ახალი საერთაშორისო საარტილერიო კოალიცია დაიწყებს ფუნქციონირებას პარიზში, რომელიც უკრაინის არმიიძ გაძლიერებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გენერალ-ლეიტენანტი ივან გავრილიუკის თქმით, უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ცეცხლსასროლი ძალის გაზრდა თანამედროვე საარტილერიო სისტემების მიწოდებით. კერძოდ, შეიარაღებული ძალები აპირებენ არსენალის გაფართოებას ფრანგული „კეისრის“ ტიპის თვითმავალი საარტილერიო სისტემების დახმარებით. „კეისრის“ ტიპის თვითმავალმა საარტილერიო სისტემება უკვე აჩვენეს ბრძოლაში მაღალი ეფექტიანობა და სიზუსტე,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ და განმარტა, რომ 2024 წელს დაგეგმილია „ცეზარის“ ტიპის თვითმავალი იარაღის ცეცხლის კონტროლი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, რაც შეამცირებს საბრძოლო მასალის გამოყენებას სროლისთვის. საფრანგეთი უკრაინისთვის 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდებას გააორმაგებს. ამრიგად, ქვეყანა კიევს თვეში 2000-მდე ასეთ ჭურვს მიაწოდებს. მოსალოდნელია, რომ მარტის ბოლოდან მიწოდების მოცულობა გაიზრდება. გარდა ამისა, საფრანგეთმა დააჩქარა იარაღის წარმოება, ამიტომ, უკრაინას შეუძლია, უკვე დაეყრდნოს დამატებითი თვითმავალი საარტილერიო სისტემების „კეისრის“ სწრაფ მიწოდებას.  

აზერბაიჯანმა საფრანგეთის საელჩოს ორი თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა

საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით წერს. ელჩს პროტესტი გამოუხატეს საფრანგეთის საელჩოს ორი თანამშრომლის ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც ბაქოს შეფასებით, არ შეესაბამებიან მათ დიპლომატიურ სტატუსს და ეწინააღმდეგებიან ვენის კონვენციას. ამასთან, საფრანგეთის ელჩს აცნობეს, რომ ისინი აზერბაიჯანის მთავრობამ პერსონა ნონგრატად გამოაცხადა. ამ პირებს 48 საათის განმავლობაში აზერბაიჯანის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კი, შესაბამისი საპროტესტო ნოტა გადაეცა. აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული, თუ კონკრეტულად, რა ქმედებამ გამოიწვია ბაქოს პროტესტი. ილჰამ ალიევი: საფრანგეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი ომების გაჩაღებისთვის ნიადაგს ამზადებს  

საფრანგეთმა უკრაინას მარცვლეულის ექსპორტში დასახმარებლად კიდევ ერთი გემი გადასცა

საფრანგეთმა უკრაინას მარცვლეულის ექსპორტში დასახმარებლად, მეორე გემი გადასცა. ამის შესახებ საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა კლემენტ ბონემ განაცხადა.  „გემმა დატოვა ქალაქი დიუნკერკი. ის ხელს შეუწყობს მარცვლეულის ექსპორტს, რათა დაეხმაროს მსოფლიოს სურსათით უზრუნველსაყოფად. ჩვენი ვალდებულება არის ურყევი, ჩვენი სოლიდარობა არ შეჩერდება," - წერს მინისტრი X-ზე (Twitter). მას შემდეგ, რაც ივლისში, რუსეთი ცალმხრივად გავიდა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან, უკრაინა მარცვლეულის ექსპორტისთვის დროებით დერეფანს იყენებს. დროებითი დერეფანი აგვისტოში გაიხსნა და მას შემდეგ უკრაინის პორტებში 38 გემი შევიდა, 30-ზე მეტი გავიდა. გემების უმეტესობას მარცვლეული ევროპასა და აფრიკაში გადააქვს. დერეფანი პირდაპირ არ მიდის ბოსფორის სრუტისკენ სწორი ხაზით, როგორც ეს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის დროს ხდებოდა, მაგრამ გემები NATO-ს წევრი რუმინეთისა და ბულგარეთის სანაპიროებით სარგებლობენ დამატებითი უსაფრთხოებისთვის.  

პერსონალის გაფიცვის გამო პარიზის ეიფელის კოშკი დაიხურა

პარიზის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა ეიფელის კოშკი თანამშრომლების გაფიცვის გამო, სტუმრებისთვის დაიხურა. თანამშრომლების შეფასებით, მმართველი კომპანია მხოლოდ მოგებაზეა ორიენტირებული, კოშკის ტექნიკურ უსაფრთხოებასა და რემონტს კი, საკმარის ყურადღებას არ აქცევს. ისინი გამოდიან გაფრთხილებით, რომ ტექნიკური პრობლემების იგნორირების შემთხვევაში, პარიზში, ოლიმპიური თამაშების გახსნის დროს ეიფელის კოშკი, შესაძლოა, საერთოდ დაიხუროს. გაფიცვის ორგანიზატორმა პროფკავშირმა (CGT) განაცხადა, რომ აქციის მიზანია ფინანსური ხარვეზებით გამოწვეულ პრობლემებზე მმართველი კომპანიის ყურადღების გამახვილება.  

საფრანგეთმა ორი აზერბაიჯანელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

საფრანგეთი ბაქოს ანალოგიური ნაბიჯის საპასუხოდ, აზერბაიჯანის საელჩოს ორ თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს. განცხადებას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ აზერბაიჯანის მიერ გადაწყვეტილების გასამართლებლად წარდგენილ ბრალდებებს. საპასუხო ზომად საფრანგეთმა საფრანგეთში აზერბაიჯანის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონგრატად გამოაცხადა. აზერბაიჯანის ელჩი საფრანგეთში დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, რათა ინფორმაცია მიეღო ამ ელემენტების შესახებ,” - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. აზერბაიჯანმა საფრანგეთის საელჩოს ორი თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა  

საფრანგეთის ელჩი: აფხაზეთის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა იურიდიული ძალის არმქონეა

საფრანგეთი რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემას უკანონოდ მიიჩნევს. „საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა, აფხაზეთის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო და ბათილია,“ წერს ელჩი შერაზ გასრი.   ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ მხარი დაუჭირა საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისკენ მიმართული მორიგი უკანონო ნაბიჯი  

საფრანგეთის საგარეო უწყება: ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არის უკანონო და ბათილი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. NATO: საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთისთვის მიწების გადაცემის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია „საქართველოს სეპარატისტული რეგიონის აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა ხელისუფლებამ სასტუმრო კომპლექსის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ რუსეთთან შეთანხმების ე.წ. რატიფიცირება მოახდინა. საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა, აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონიდან რუსეთის ფედერაციისთვის მიწის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო და ბათილი,“ - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში. საფრანგეთის ელჩი: აფხაზეთის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა იურიდიული ძალის არმქონეა საერთაშორისო პარტნიორები მკაცრად გმობენ რუსეთისთვის ბიჭვინთის გადაცემის შესახებ უკანონო გადაწყვეტილებას  

რუსეთის მასიური იერიშის ფონზე, საფრანგეთი უკრაინას საჭირო დახმარებას ჰპირდება

საფრანგეთი კატეგორიულად გმობს ორ იანვარს უკრაინის წინააღმდეგ რუსული სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების დარტყმების მასიურ ტალღას, ამ ესკალაციისთვის რუსეთს სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს და პირობას დებს, რომ უკაინის მხარდაჭერად განაგრძობს. ამის შესახებ საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ მის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მიუთითა. „რუსეთი აგრძელებს ტერორის სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას, რათა შეასუსტოს უკრაინელი ხალხის გამძლეობა კონფლიქტის მეორე ზამთრის პერიოდში,“ - ნათქვამია განცხადებაში. საფრანგეთი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას თავის პარტნიორებთან, რათა გააძლიეროს უკრაინის მდგრადობა და უკრაინას ლეგიტიმური თავდაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო დახმარება მიაწოდოს. 2 იანვარს რუსეთმა უკრაინაზე მასიური საჰაერო თავდასხმა განახორციელა. საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს მტრის 99 სამიზნედან 72, მათ შორის 10 Kh-47M2 Kh-47M2 Kinzhal ბალისტიკური რაკეტა. რუსული თავდასხმის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, დაშავდა 130, დაზიანდა 250-ზე მეტი სამოქალაქო ობიექტი.  

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ელისაბედ ბორნი თანამდებობიდან გადადგა

საფრანგეთის პრემიერი ბორნი თანამდებობიდან გადადგა, მაკრონი ახალ მთავრობას დააკომპლექტებს. „ქალბატონმა ელისაბედ ბორნმა დღეს მიმართა პრეზიდენტს, რომელმაც განცხადება დააკმაყოფილა,“ - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მადლობა გადაუხადა პრემიერს „ერის სამსახურში ყოფნისთვის, რომელიც ყოველდღე სამაგალითო იყო.“ Reuters-ი წერს, რომ პრემიერ-მინისტრი საპენსიო რეფორმის ირგვლივ გამოწვეული კრიზისიდან ერთი წლის შემდეგ იცვლება. 62 წლის ასაკში ბორნი მხოლოდ მეორე ქალი იყო, რომელიც ამ პოსტზე მუშაობდა.  

გაბრიელ ატალი საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრია

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განათლების მინისტრი, 34 წლის გაბრიელ ატალი ქვეყნის ახალ პრემიერ- მინისტრად დანიშნა. გაბრიელ ატალი საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრია. განათლების მინისტრობამდე ის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი და სოციალისტების პარტიის წევრი იყო. 2017 წელს ატალი პარლამენტის წევრი გახდა. ცნობისთვის, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ელისაბედ ბორნი თანამდებობიდან გადადგა.  

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საფრანგეთის მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საფრანგეთის მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ საფრანგეთში აზერბაიჯანის ელჩმა, ლეილა აბდულაევამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, საფრანგეთის მოქალაქე, მარტინ რაიანი გასული წლის 4 დეკემბერს დააკავეს. აზერბაიჯანის ელჩის თქმით, სასამართლომ დაკავებულს ოთხთვიანი პატიმრობა შეუფარდა და დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა აზერბაიჯანში საფრანგეთის საელჩოს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შპს „მერკორამას“ გენერალური დირექტორის, მარტინ რაიანის მანიპულაციას საფრანგეთის საგარეო დაზვერვის მთავარი სამმართველოს აგენტი ახდენდა, რომელიც შემდეგ ბაქოდან გააძევეს. 2023 წლის ბოლოს, საფრანგეთმა ბაქოს ანალოგიური ნაბიჯის საპასუხოდ, აზერბაიჯანის საელჩოს ორ თანამშრომელს ქვეყნიდან გააძევა.  

საფრანგეთის ელჩი: არა ნოსტალგიას კრიმინალებისადმი

„მნიშვნელოვანია საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა პატივისცემა, დამნაშავეების დაგმობა და არა - პირიქით. არა ნოსტალგიას კრიმინალებისადმი,“ წერს საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი სოციალურ პლატფორმა X-ზე. მისი ეს პოსტი საფრანგეთის საელჩომ გაავრცელა. შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ვიდეომასალა გაავრცელა, რომლის თანახმად, „წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, საღებავი შეასხეს.“ სამების ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ სამართალწარმოება დაიწყო  

საფრანგეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას ეწვევა - მედია

საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი კიევს სავარაუდოდ, 13 იანვარს ეწვევა. სტეფან სეჟურნე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ინფორმაციას ფრანგული სატელევიზიო არხი BFM წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის შემდეგ, ახალი მინისტრი სავარაუდოდ, გერმანიასა და პოლონეთში ჩავა. საფრანგეთის საგარეო მინისტრად პარტია აღორძინების წევრი სტეფან სეჟურნე დაინიშნა. მან ჩაანაცვლა კატრინ კოლონა პოსტზე. 8 იანვარს პრემიერ-მინისტრის პოსტი ელისაბედ ბორნმ დატოვა. მთავრობის ახალი ხელმძღვანელი გაბრიელ ატალი გახდა.  

საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი კიევში ჩავიდა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საფრანგეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი, სტეფან სეჟორნე, საზღვარგარეთ თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა, რათა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატოს. „სტეფან სეჟორნე, თავისი პირველი მოგზაურობით, კიევში ჩავიდა, რათა საფრანგეთის დიპლომატიური ძალისხმევა გააგრძელოს და მისი მოკავშირეებისა და მოსახლეობის მიმართ საფრანგეთის ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტუროს,“ - წერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე. საფრანგეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას ეწვევა - მედია  

კულება: საფრანგეთი მხარს დაუჭერს არამხოლოდ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას, არამედ, კონკრეტული ვადების დაცვას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და უკრაინის NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები განიხილა. კულებას თქმით, საფრანგეთი მხარს დაუჭერს არამხოლოდ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას, არამედ, კონკრეტული ვადების დაცვას.   როგორც კულებამ აღნიშნა, ასევე განიხილეს უკრაინის ცის დასაცავად სისტემებისა და რაკეტების, ასევე, დრონების შემდგომი მიწოდების საკითხი. „დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენი თავდაცვის კომპანიებისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობების შექმნისთვის ვიმუშავებთ, უპირველეს ყოვლისა, სამართლებრივ სფეროში, რათა მათ შორის, თანამშრომლობის სამართლებრივი და ფინანსური პირობები მაქსიმალურად ხელსაყრელი იყოს და მათ რაც შეიძლება მეტი იარაღის წარმოება შეძლონ,“ - განაცხადა კულებამ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი, სტეფან სეჟორნე, საზღვარგარეთ თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით კიევში დღეს ჩავიდა. „საფრანგეთი უკრაინის გვერდით იმდენ ხანს დარჩება, რამდენიც საჭირო იქნება. ეს გადაწყვეტილება უცვლელია და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის სისტემების, საბრძოლო მასალების, საჰაერო თავდაცვის საშუალებებისა და არტილერიის მიწოდებით გამოიხატება. ვიცი, როგორ აფასებთ ფრანგულ ტექნოლოგიას, რომელიც თქვენი მიწის დასაცავად მიიღეთ. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ საკუთარ მიწაზე იარაღის საწარმოებლად უკრაინის შესაძლებლობა ერთობლივად გავაძლიეროთ და ჩვენ მზად ვართ, ამ სფეროში დაგეხმაროთ“, - განაცხადა სტეფან სეჟორნემ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინა საფრანგეთის პრიორიტეტად რჩება  

საფრანგეთი უკრაინას ადგილობრივ დონეზე სამხედრო წარმოების შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება

საფრანგეთი მზადაა, უკრაინას ქვეყნის ტერიტორიაზე შეიარაღების წარმოების შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმაროს. შესაბამისი განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ უკრაინაში ვიზიტისას, დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ფრანმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი უკრაინის გვერდით იქნება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. „ჩვენ მზად ვართ, ერთობლივად გავაძლიეროთ უკრაინის შესაძლებლობა, აწარმოოს იარაღი საკუთარ მიწაზე და მზად ვართ, დაგეხმაროთ ამ სფეროში,“ - აღნიშნა სტეფან სეჟურნემ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინა საფრანგეთის პრიორიტეტად რჩება  

ზელენსკი: მადლობელი ვარ საფრანგეთის ჩვენი საჰაერო ფარის არსებითად გაძლიერებისთვის

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს კიევში შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიმბოლური უწოდა იმ ფაქტს, რომ სტეფან სეჟორნე თავის ახალ თანამდებობაზე პირველი უცხოური ვიზიტით სწორედ უკრაინას ეწვია. „ზუსტად იმ დროს, როდესაც რუსეთი ცდილობს, სხვადასხვა გზით გაზარდოს უკრაინის წინააღმდეგ დარტყმების რაოდენობა ჩვენი საჰაერო თავდაცვის გვერდის ავლით, მადლობელი ვარ ყველა სახელმწიფოსი და განსაკუთრებით, საფრანგეთის, ჩვენი საჰაერო ფარის არსებითად გაძლიერებისთვის. ჩვენი ჯარისკაცებისთვის ბრძოლის ველზე ურყევი მხარდაჭერისთვის და ჩვენი ხალხის დახმარებისთვის,“ აღნიშნა ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში. შეხვედრაზე განიხილეს დრონების ერთობლივი წარმოებისა და საჰაერო თავდაცვის შემდგომი გაძლიერების საკითხები. საფრანგეთი უკრაინას ადგილობრივ დონეზე სამხედრო წარმოების შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება საფრანგეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას დღეს, 13 იანვარს ეწვია და განაცხადა, რომ უკრაინა საფრანგეთის პრიორიტეტად რჩება.  

მაკრონი კიევში უსაფრთხოების შეთანხმებას გააფორმებს, საფრანგეთი უკრაინას შორის რადიუსის რაკეტებს მიაწვდის

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ თებერვალში უკრაინას ეწვევა, სადაც უსაფრთხოების გარანტიის შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ. ემანუელ მაკრონის თქმით, უკრაინას, უახლოეს კვირებში SCALP-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედ 40 რაკეტასა და რამდენიმე ასეულ ბომბს გადასცემენ. „ვაპირებთ, უკრაინას გაცილებით მეტი აღჭურვილობა მივაწოდოთ და დავეხმაროთ იმით, რაც მას სჭირდება თავისი ცის დასაცავად. თავად გავემგზავრები უკრაინაში თებერვალში და გავაფორმებ ამ შეთანხმებებს,“ - განაცხადა მაკრონმა. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპელები უახლოეს კვირებში გააძლიერებენ უკრაინის მხარდაჭერას იმისთვის, რომ მან გააგრძელოს საკუთარი თავის დაცვა რუსეთის წინააღმდეგ, რადგან მოსკოვს არ მიეცეს საშუალება უკრაინა დაამარცხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დადგება. მაკრონმა მიანიშნა, რომ შეძლებდა თანამშრომლობას დონალდ ტრამპთან, თუკი მას კვლავ აირჩევენ აშშ-ის პრეზიდენტად. „მე ვთანამშრომლობ ლიდერებთან, რომლებსაც ხალხი მაძლევს," - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე. ემანუელ მაკრონის თქმით, იმის მიუხედავად, თუ ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის არჩევნებში, ევროპა უნდა მოემზადოს შესაძლებლობისთვის, რომ აშშ-ის პრიორიტეტები შესაძლოა სხვაგან იყოს.  

საფრანგეთი უკრაინისთვის 80-მდე თვითმავალი ჰაუბიცა CAESAR-ის წარმოებას გეგმავს - მედია

საფრანგეთი უკრაინისთვის 78 ერთეულ თვითმავალ ჰაუბიცა CAESAR-ს დაამზადებს. როგორც გამოცემა Le Parisien-თან საუბარში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნუ აცხადებს იმ სიტუაციაში, როდესაც დასავლური დახმარება იწურება, საფრანგეთი ომის ეკონომიკის რეჟიმს აწესებს. "უკრაინა თავად მზადაა, ჩადოს საკუთარი რესურსების ნაწილი. მან ახლახან შეიძინა ექვსი დანადგარი საკუთარი ხარჯებით," - განაცხადა ლეკორნუმ. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანას დღეს მისი უკრაინელი კოლეგა, რუსტემ უმეროვი ეწვევა და ისინი ერთობლივად მოინახულებენ Nexter-ის ქარხანას, სადაც CAESAR-ის თვითმავალ ჰაუბიცებს აწარმოებენ. მაკრონი კიევში უსაფრთხოების შეთანხმებას გააფორმებს, საფრანგეთი უკრაინას შორის რადიუსის რაკეტებს მიაწვდის  

უკრაინის მხარდასაჭერად საფრანგეთში საარტილერიო კოალიცია ამოქმედდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტს ესაუბრა. ზელენსკის თქმით, მხარეებმა ბრძოლის ველზე არსებული ვითარება დეტალურად განიხილეს. „საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ვესაუბრე. მადლობა გადავუხადე საარტილერიო კოალიციის ამოქმედებისთვის და 2024 წელს ათობით Caesar-ის ტიპის ჰაუბიცისა და საბრძოლო მასალის დამზადების ვალდებულებისადმი ერთგულების გამო. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია, უკრაინის პრიორიტეტული თავდაცვის საჭიროებები, მათ შორის, საფრანგეთის შემდეგი სამხედრო დახმარების პაკეტისთვის და უკრაინის საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერების აუცილებლობა. ჩვენ მივმართეთ ჩვენს პოლიტიკურ და სამხედრო მრჩევლებს, მოემზადებინათ პრეზიდენტ მაკრონის ვიზიტი უკრაინაში და დაეჩქარებინათ მოლაპარაკებები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე G7 ვილნიუსის დეკლარაციის შემდეგ,“ - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. საფრანგეთი უკრაინისთვის 80-მდე თვითმავალი ჰაუბიცა CAESAR-ის წარმოებას გეგმავს უკრაინის მხარდასაჭერად პარიზში ახალი საერთაშორისო კოალიცია შეიქმნება მაკრონი კიევში უსაფრთხოების შეთანხმებას გააფორმებს, საფრანგეთი უკრაინას შორის რადიუსის რაკეტებს მიაწვდის.  

საფრანგეთი უკრაინას თვეში 3 000 ჭურვს და SCALP-ის 50 რაკეტას მიაწვდის

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას მიმდინარე წლის ბოლომდე ყოველთვიურად 3 000 ჭურვს მიაწვდის. ლეკორნუმ, ასევე, აღნიშნა, რომ საფრანგეთი უკრაინას უახლოეს კვირებში Caesar-ის კიდევ 6 თვითმავალ „ჰაუბიცას’ გადასცემს. მისი თქმით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან საფრანგეთმა უკრაინას 30 მსგავსი დანადგარი მიაწოდა. „2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის აპრილამდე თვეში 1000 ჭურვს ვაწვდიდით. გასული წლის თებერვლიდან - თვეში 2000 ჭურვს, ხოლო ამ თვიდან (იანვრიდან) იქნება 3 000 ჭურვი თვეში,“ - განაცხადა მინისტრმა. ამავე დროს საფრანგეთი უკრაინას თვეში 50 ერთეულ SCALP-ის რაკეტას გადასცემს. უკრაინის მხარდასაჭერად საფრანგეთში საარტილერიო კოალიცია ამოქმედდა  

2024 წელი ევროპელებისთვის გადამწყვეტი იქნება - მაკრონი

დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა წარმოადგინა ხედვა საფრანგეთისა და ევროპის მომავლის შესახებ, რომელიც ხაზს უსვამს ეკონომიკურ რეფორმებს, გარემოს მდგრადობას და ევროპის სუვერენიტეტის განმტკიცებას. მაკრონის ხედვა უფრო სუვერენული ევროპის შესახებ მოიცავს ევროპული წარმოების უზრუნველყოფას ძირითად ტექნოლოგიურ სექტორებში. მან ევროკავშირი აღწერა, როგორც „დიდი სახელმწიფოებისგან დამოუკიდებელი პროექტი და არა ჰეგემონიის, არამედ ბალანსის, წონასწორობისა და პატივისცემის პროექტი.“ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპა უფრო თავდაჯერებული უნდა იყოს იმ ფონზე, როცა აშშ-ის არჩევნებთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთება რთულია. დონალდ ტრამპის პოტენციური ხელახალი არჩევისას, მაკრონმა განმარტა, რომ ევროპამ საკუთარი პოლიტიკა უნდა გაატაროს თანმიმდევრულ საკითხებზე, ვიდრე ზედმეტად დაეყრდნოს თავის მოკავშირეს ატლანტის ოკეანის გასწვრივ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მაკრონი მსგავსი მოწოდებით გამოდის. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, 2024 წელი ევროპელებისთვის გადამწყვეტი იქნება. „ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია, ვიყოთ უფრო თვალსაჩინოები, მეტ ძალისხმევაას მივმართოთ, რაც არ უნდა მოხდეს შეერთებულ შტატებში,“ - აღნიშნა მაკრონმა.  მან  იგულისხმა კონფლიქტები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში, ისევე როგორც კლიმატის კრიზისი. მაკრონმა ასევე გამოხატა შეშფოთება იმის შესახებ, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს წლის ბოლოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული დაძაბულობისთვის. როგორც CNBC წერს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ უფრო ხმამაღლა აკრიტიკებს ჩინეთს, ევროპის მიდგომა უფრო ამბივალენტურია, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩინეთის ბაზარი მისი შიდა კომპანიებისთვის. „ევროპელებისთვის დიდი რისკია ის, რომ ისინი არასწორი დღის წესრიგის წინაშე აღმოჩნდებიან,“ - აღნიშნა მაკრონმა. აქედან გამომდინარე მაკრონი მიიჩნევს, რომ ევროპამ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, რომ გახდეს უფრო თვითკმარი, რეგიონული ინვესტიციების გაზრდით სუფთა ტექნოლოგიებში, ხელოვნურ ინტელექტსა და ნახევარგამტარებში.„მე ყოველთვის უფრო სუვერეული ევროპის მომხრე ვარ. ეს არ ნიშნავს თქვენი კავშირების ჩახშობას, თქვენი პარტნიორობის მოკვლას და თქვენი ალიანსების გაქრობას. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ არ იყოთ ზედმეტად დამოკიდებულნი თქვენი ღირებულების ჯაჭვების ზოგიერთ სექტორში,“აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.  

საფრანგეთმა უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმა დაგმო: ახალ სამხედრო დახმარებას კიევს მალე მივაწვდით

საფრანგეთი უკრაინაზე რუსეთის მასიურ თავდასხმას გმობს და კიევს მხარდაჭერას ჰპირდება. „საფრანგეთი უმკაცრესად გმობს რუსეთის მასიურ სარაკეტო დარტყმას უკრაინაზე, რომლის შედეგადაც, სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 60 დაშავდა. შესაბამის განცხადებას ქვეყნის საგარეო უწყებს ავრცელებს. საფრანგეთის შეფასებით, რუსეთი ომის დამნაშავეა და მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი ესკალაციისთვის. ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ,  რომელიც უკრაინაში ახალი თანამდებობის დაკავებიდან მალევე გაემგზავრა, განაცხადა, რომ „ამ ომში რუსეთის გამარჯვებას ვერ დაუშვებენ.“ ამიტომ, „საფრანგეთი გააგრძელებს პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინირებულ მუშაობას, რათა უზრუნველყოს უკრაინას დახმარება, რომელიც მას ლეგიტიმური თავდაცვისთვის  სჭირდება.“ მაკრონი კიევში უსაფრთხოების შეთანხმებას გააფორმებს, საფრანგეთი უკრაინას შორის რადიუსის რაკეტებს მიაწვდის „საფრანგეთი დაახლოებით 40 შორი დისტანციის SCALP-ის რაკეტას, ასევე რამდენიმე ასეულ AASM-ის საჰაერო გამშვებ ბომბსა და საბრძოლო მასალას მალე გადასცემს. როგორც კოალიცია „არტილერია უკრაინისთვის“, თანათავმჯდომარეები საფრანგეთი და აშშ, პარტნიორი სახელმწიფოები მუშაობენ, რომ უკრაინას ის შესაძლებლობები გადასცენ, რაც მას საკუთარი ტერიტორიის დასაცავად ამ მნიშვნელოვან სფეროში სჭირდება და მას მომავლის უკრაინული არმიის შექმნაში დაეხმარება,“ - აღნიშნულია საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ მანამდე განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას მიმდინარე წლის ბოლომდე ყოველთვიურად 3 000 ჭურვს მიაწვდის. ლეკორნუმ, ასევე, აღნიშნა, რომ საფრანგეთი უკრაინას უახლოეს კვირებში Caesar-ის კიდევ 6 თვითმავალ „ჰაუბიცას’ გადასცემს. მისი თქმით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან საფრანგეთმა უკრაინას 30 მსგავსი დანადგარი მიაწოდა. „2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის აპრილამდე თვეში 1000 ჭურვს ვაწვდიდით. გასული წლის თებერვლიდან - თვეში 2000 ჭურვს, ხოლო ამ თვიდან (იანვრიდან) იქნება 3 000 ჭურვი თვეში,“ - განაცხადა მინისტრმა. ამავე დროს საფრანგეთი უკრაინას თვეში 50 ერთეულ SCALP-ის რაკეტას გადასცემს. უკრაინის მხარდასაჭერად საფრანგეთში საარტილერიო კოალიცია ამოქმედდა  

საფრანგეთმა უკრაინას დამატებითი სარაკეტო სისტემები გაუგზავნა

საფრანგეთმა უკრაინას ორი დამატებითი LRU სარაკეტო გამშვები, ამერიკული M270 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების (MLRS) ფრანგული ვერსია გადასცა. ინფორმაციას უკრაინული მედია ფრაგულ მხარეზე დაყრდნობით ავრცელებს. გამშვები დანადგარები უკრაინას კოალიცია - „არტილერია უკრაინისთვის“ ფარგლებში გადაეცა. ეს არის ინიციატივა, რომელიც უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (UCDG) ეგიდით წამოიწყეს.  

საფრანგეთი რუსეთს დეზინფორმაციულ კამპანიაში ადანაშაულებს

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტრომ რუსეთი საფრანგეთზე ცრუ ინფორმაციის განზრახ გავრცელებაში დაადანაშაულა. უწყების ცნობით, დეზინფორმაციის კამპანიაში ჩართულები არიან სახელმწიფო მედიასაშუალებები - Sputnik News, Russia Today და „რია ნოვოსტი“. წერს Deutche Welle. 2024 წლის 17 იანვარს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია ხარკოვში „დროებითი დისლოკაციის ობიექტზე“ იერიშის შესახებ, სადაც, თითქოს, კიევის მხარეს მებრძოლი უცხოელი დაქირავებულები იმყოფებოდნენ. მოსკოვის მტკიცებით, მათი ძირითადი ნაწილი „ფრანგი დაქირავებულები“ იყვნენ. პარიზმა მოსკოვის ეს განცხადებები უარყო და მას „უხეში მანიპულაცია“ უწოდა. საფრანგეთი რუსული დეზინფორმაციის ერთ-ერთი ძირითადი ობიექტი 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ გახდა. 2024 წლის იანვრის შემდეგ, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის გამარჯვების საფრთხეზე ისაუბრა და უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა, ეს კამპანია კიდევ უფრო გააქტიურდა.

საფრანგეთი და ინდოეთი თავდაცვის სფეროში იარაღის ერთობლივად წარმოების შესახებ შეთანხმდნენ

საფრანგეთი და ინდოეთი თავდაცვის სფეროში იარაღის ერთობლივად წარმოების შესახებ შეთანხმდნენ. ინდოეთის მთავრობის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი იარაღის წარმოების, ბირთვული ენერგიის და კოსმოსური კვლევების სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების გაფართოების შესახებ შეთანხმდნენ. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს თანამშრომლობას კლიმატის ცვლილების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ასევე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას თანამშრომლობასთან დაკავშირებით. საფრანგეთის პრეზიდენტი ინდოეთში ხუთშაბათს, 25 იანვარს ჩავიდა და გასული წლის მაისის შემდეგ ნარენდრა მოდის მეხუთედ შეხვდა.  

მაკრონი ევროპას მოუწოდებს, დააჩქაროს უკრაინის დახმარება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოუწოდა ევროპის ლიდერებს, მიიღონ გაბედული და „ინოვაციური“ გადაწყვეტილებები უახლოეს თვეებში, რათა „დააჩქარონ“ და გაზარდონ უკრაინის დახმარება. „მომავალ თვეებში ჩვენ მოგვიწევს, გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერის მასშტაბები,” - განაცხადა მაკრონმა კარლბერგის სამხედრო აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას, შვედეთში ვიზიტის დროს. ის მიიჩნევს, რომ რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში ფასი ყველასთვის ძალიან მაღალი იქნება. „ჩვენს კონტინენტზე უსაფრთხოების ჩარჩო და არქიტექტურა აღარ იარსებებს, თუკი რუსეთი გაიმარჯვებს,“ აღნიშნა მაკრონმა. მაკრონის თქმით, ევროპა მზად უნდა იყოს აშშ-ის მხრიდან უკრაინის პოტენციურად დასუსტებული მხარდაჭერის კომპენსირება მოახდინოს. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპის ქვეყნები მზად უნდა იყვნენ, უკრაინას “გრძელვადიან პერსპექტივაში” დაუჭირონ მხარი და ამერიკული დახმარების სავარაუდო შემცირების ან შეჩერების კომპენსირება მოახდინონ. „ისე უნდა დავგეგმოთ ჩვენი ქმედებები, რომ თუ აშშ თავის სუვერენულ არჩევანს მიიღებს და დახმარებას შეაჩერებს ან შეამცირებს მას, ამან ადგილზე ვითარებაზე გავლენა არ მოახდინოს,” - განაცხადა მაკრონმა შვედეთში ვიზიტის დროს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.  

რუსეთს ევროპის დაღლილობის იმედი არ უნდა ჰქონდეს - მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილებისადმი ევროკავშირის ერთსულოვანმა მხარდაჭერამ რუსეთს აჩვენა, რომ ევროპა დაღლილი არ არის. „ეს შეთანხმება უზრუნველყოფს ჩვენი მხარდაჭერის პროგნოზირებადობას უკრაინისადმი გრძელვადიანი ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების მეშვეობით. გზავნილი მკაფიოა - რუსეთს ევროპის დაღლილობის იმედი არ უნდა ჰქონდეს,“ - აღნიშნა მაკრონმა. რაც შეეხება უსაფრთხოების დახმარებას, საფრანგეთის ლიდერის თქმით, ევროპული ქვეყნები იღებენ ორმხრივ ვალდებულებებს და ეს იქნება უკრაინაში მისი მომავალი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანიც. „საფრანგეთი უზრუნველყოფს კრიტიკულ შესაძლებლობებს, რომლებიც შეიძლება, გადამწყვეტი  იყოს ბრძოლის ველზე, მათ შორის, პარიზი უკრაინას Scalp-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტებსა და „კეისრის“ საარტილერიო სისტემებს აწვდის.  

კორსიკაზე იტალიური მაფიის ერთ-ერთი ბოსი დააკავეს

საფრანგეთში იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი მაფიური გაერთიანების ბოსი დააკავეს. ის გასულ წელს მკაცრი რეჟიმის ციხიდან გაიქცა. მარკო რადუანო ბასტიაში, საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე დააკავეს. ევროპოლის მიერ ის "საშიშ“ დამნაშავეთა სიაში იყო შეყვანილი. ევროპოლის მონაცემებით, მარკო რადუანო 24-წლიან პატიმრობას იხდიდა დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობისთვის, ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის, იარაღის უკანონო ტარებისა და სხვა დანაშაულებისთვის. ევროპოლმა განაცხადა, რომ ის იყო თავისი კრიმინალური ორგანიზაციის "სათავეში" და "ასრულებდა მამოძრავებლის, ორგანიზატორისა და დაუნდობელი მკვლელის როლს ჯგუფში, რომელიც დაკავებული იყო მკვლელობებით, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობითა და რეკეტით."  

რა საკითხები განიხილეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა ფრანგმა კოლეგამ ემანუელ მაკრონმა განიხილეს ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია და უკრაინის თავდაცვის საჭიროებები. ამის შესახებ ზელენსკიმ ტელეგრამ არხზე დაწერა. „სატელეფონო ზარი მქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან. გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადე ფრანგი ჰუმანიტარული მუშაკების ახლობლებს, რომლებიც დაიღუპნენ ხერსონის რეგიონზე რუსეთის თავდასხმის შედეგად და ვუსურვე დაჭრილებს მალე გამოჯანმრთელება," - დაწერა ზელენსკიმ. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა საფრანგეთს და შეერთებულ შტატებს „საარტილერიო კოალიციის ამოქმედებისთვის, რომლის ფარგლებშიც პარიზი დაამზადებს და გადასცემს უკრაინას „კეისრის“ ტიპის ათეულობით საარტილერიო სისტემასა და მისთვის განკუთვნილ ჭურვებს. „გარდა ამისა, ვისაუბრეთ ვილნიუსის სამიტის ფარგლებში მიღებული დეკლარაციის შემდეგ, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივი დოკუმენტის მომზადებაზე. ევროპის წამყვანი ქვეყნების მიერ უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებების აქტიური მომზადება აჩვენებს ევროპის ლიდერობას, მოტივაციას აძლევს უკრაინულ საზოგადოებას, უკრაინელ ჯარისკაცებს და უგზავნის მძლავრ სიგნალებს რუსეთს, უკრაინის მიმართ ევროპის ურყევი მხარდაჭერის შესახებ,“ - განაცხადა ზელენსკიმ. საფრანგეთი უკრაინას ადგილობრივ დონეზე სამხედრო წარმოების შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება საფრანგეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას 13 იანვარს ეწვია და განაცხადა, რომ უკრაინა საფრანგეთის პრიორიტეტად რჩება. მაკრონი კიევში უსაფრთხოების შეთანხმებას გააფორმებს, საფრანგეთი უკრაინას შორის რადიუსის რაკეტებს მიაწვდის.

მაკრონმა უკრაინაში ვიზიტი უსაფრთხოების მიზეზით გადადო - მედია

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინაში ვიზიტი უსაფრთხოების მიზეზით გადადო. ამის შესახებ „ევროპის ხმა“ გამოცემა Challenges-ზე დაყრდნობით იტყობინებ. აღნიშნულია, რომ 13 და 14 თებერვალს დაგეგმილი ვიზიტი უკრაინაში გადაიდო. მოსალოდნელი იყო, რომ ვიზიტის დროს მაკრონს უსაფრთხოების გარანტიებზე ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერის შესახებ უნდა გამოეცხადებინა. 17 იანვარს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ გამოაცხადა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ათობით შორ მანძილზე მოქმედი SCALP-ის ტიპის რაკეტების გადაცემა დაჰპირდა. საფრანგეთის პრეზიდენტს უნდა გამოეცხადებინა 200 მილიონი ევროს ფონდის შექმნის შესახებ.  

საფრანგეთი რუსეთს საკვანძო საარჩევნო წელს დეზინფორმაციულ კამპანიაში ადანაშაულებს

საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენლებმა 12 თებერვალს რუსეთი, უკრაინის დასავლელი მხარდამჭერების წინააღმდეგ, ხანგრძლივი მანიპულაციური კამპანიის წარმოებაში დაადანაშაულეს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, გააძლიერა ძალისხმევა ინფორმაციის მანიპულირების და სიცრუის გავრცელების მიზნით, რითიც მიზანში იღებს კიევის დასავლელ მოკავშირეებს, მათ შორის პოლონეთს, გერმანიას და საფრანგეთს. საქმე ეხება პოსტებს სოციალურ მედიაში, მაგალითად პლატფორმაზე X, და ვებგვერდებზე, მათ შორის, Sputnik-ზე. საფრანგეთი რუსეთს დეზინფორმაციულ კამპანიაში ადანაშაულებს რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის მიზანი იგივე რჩება, აცხადებენ ოფიციალური პირები: გაამართლოს უკრაინაში მისი შეჭრა, დისკრედიტაცია მოახდინოს და შეამციროს უკრაინის სამხედრო წინააღმდეგობა და ძირი გამოუთხაროს მშვიდობიანი მოსახლეობის გამძლეობას ქალაქებსა ყოველდღიური თავდასხმების დროს.  ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსეთის დეზინფორმაციული კამპანია სცილდება უკრაინის ომს. ფრანგი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვან საარჩევნო წელს, რუსეთი მუშაობს ამომრჩევლებში დაბნეულობის შეტანასა და მათ დაშინებაზე; ზოგიერთი კანდიდატის დისკრედიტაციასა და სხვების მხარდაჭერაზე. ასევე, მეგა სპორტული ღონისძიებების ჩაშლაზე, როგორიცაა, პარიზის ოლიმპიადა და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი გერმანიაში. აშშ და ევროკავშირი უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ - ექსკლუზივი შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა.  

უკრაინის მოკავშირეები - საფრანგეთი, პოლონეთი და გერმანია უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ

საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აპირებენ, გააგრძელონ კოორდინაცია ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში და უახლოეს მომავალში ვაიმარი-უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების გაფართოებული შეხვედრა გამართონ. საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადებით, საგანგებო დრო მოითხოვს საგანგებო ზომებს. „ამ ფონზე, ჩვენი მიზანია, ევროკავშირი უფრო ერთიანი, ძლიერი გავხადოთ, რათა შეძლოს და უპასუხოს დღევანდელ უსაფრთხოების გამოწვევებს. ჩვენ ასევე ძლიერი და ერთიანი NATO-ს ერთგულნი ვართ. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს კოორდინაციას ვაიმარის სამკუთხედის ფარგლებში, რათა ის ევროკავშირის სამსახურში ჩავაყენოთ და გავხადოთ ის იმაზე უფრო ინსტრუმენტული, ვიდრე ოდესმე ყოფილა,“ - წერია განცხადებაში. საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოების ინტერესებს. მინისტრები აღნიშნავენ, რომ რუსეთს ევროპის დაღლილობის იმედი არ უნდა ჰქონდეს. „უნდა მოელოდეს სრულ პასუხისმგებლობას უკრაინაში ჩადენილი ყველა უკანონო ქმედებისა და დანაშაულისთვის. ყველა რუსი დამნაშავე უნდა დაისაჯოს,“ - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადების ავტორები ხაზს უსვამენ, რომ არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი ალიანსის ძალასა და გადაწყვეტილებაში, დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი დუიმი ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესაბამისად. ქვეყნები გააგრძელებენ ერთად მუშაობას, რათა დაეხმარონ უკრაინას ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების გზაზე წინსვლაში.  

საფრანგეთმა და გერმანიამ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის კოალიცია შექმნეს

საფრანგეთმა და გერმანიამ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის კოალიცია შექმნეს. სებასტიან ლეკორნუმ აღნიშნა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება „მნიშვნელოვანია მომავალი კონფლიქტისთვის და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.“ „საჰაერო თავდაცვის კოალიციის“ შექმნის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ბრიუსელშიб NATO-ს ქვეყნების თავდაცვის დეპარტამენტების ხელმძღვანელების შეხვედრის ფარგლებში შედგა. ის მიზნად ისახავს უკრაინის ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფას გრძელვადიან პერიოდში, სახმელეთო საჰაერო თავდაცვის სფეროში. პისტორიუსმა ასევე გამოაცხადა, რომ გერმანია უხელმძღვანელებს „ჯავშანტექნიკის კოალიციას“ პოლონეთთან და სურს, შეუერთდეს არტილერიის, საზღვაო უსაფრთხოების, განაღმვისა და თვითმფრინავების კოალიციებს. შეგახსენებთ, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის განვითარების კოალიციის შექმნა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის (რამშტაინის ფორმატი) მე-17 შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა.   

მაკრონი და ზელენსკი უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას პარიზში მოაწერენ ხელს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარასკევს, 16 თებერვალს, ელისეის სასახლეში ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების შეთანხმებას მოაწერენ ხელს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი იუწყება.   „ეს შეთანხმება მოჰყვება იმ ვალდებულებებს, რომლებიც მიღებულია G7-ის ფორმატში, 2023 წლის ივლისში ვილნიუსში, NATO-ს სამიტის ფარგლებში,“ - აცხადებენ ელისეის სასახლეში. საფრანგეთი გახდება ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინასთან უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას მოაწერს ხელს. გაერთიანებულმა სამეფომ პირველი ასეთი შეთანხმება გააფორმა პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის უკრაინაში ვიზიტის დროს, 12 იანვარს.    

საფრანგეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს - ზელენსკი პარიზში

საფრანგეთი უკრაინას თავდაცვის კიდევ ერთ პაკეტს გადასცემს. უკრაინის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგასთან ერთად გაამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახალი დახმარება უკრაინის საჰაერო თავდაცვას კიდევ უფრო გააძლიერებს. „მადლობელი ვარ საფრანგეთის პრეზიდენტის ყველა ძლიერი სამხედრო დახმარებისთვის, რომელსაც ვიღებთ. დღეს არის კიდევ ერთი თავდაცვის პაკეტი. ეს არის ზუსტად ის, რაც ჩვენ გვჭირდება. ეს არის ჭურვები არტილერიისთვის, იარაღი, ეფექტური „კეისრის“ სისტემები, საჰაერო თავდაცვის დამატებითი გაძლიერება, “ - განაცხადა ზელენსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა უსაფრთხოების შეთანხმებას ხელი პარიზში, ელისეის სასახლეში მოაწერეს. მსგავი შეთანხმება უკრაინამ გააფორმა გერმანიასთან, 16 თებერვალს და უფრო ადრე, იანვარში - დიდ ბრიტანეთთან. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს 2024 წელს საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის სამი მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების მიწოდებას  

საფრანგეთი უკრაინას კამიკაძე-დრონებს მიაწვდის

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას უახლესი ტექნოლოგიის კამიკაძე-დრონებს გადასცემს. მანვე აღნიშნა, რომ საფრანგეთი ავითარებს კამიკაძე-დრონებს, რომლებიც ამჟამად ექსპერიმენტულია. „უახლოეს კვირებში, უკრაინა იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც მიიღებს ამ უპილოტო საფრენ აპარატებს. ეს ასევე წარმოადგენს ამ ახალი თაობის აღჭურვილობის საბრძოლო ტესტირების შესაძლებლობას," - აღნიშნა ლეკორნუმ. სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან საფრანგეთმა 10 000 უკრაინელი მებრძოლი გაწვრთნა. მისი თქმით, 2024 წელს 7000-დან 9000-მდე სამხედრო მოსამსახურე გაივლის წვრთნას. საფრანგეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა უკრაინის დახმარების მხრივ. პარიზმა უზრუნველყო სამხედრო და ფინანსური დახმარება და მხარი დაუჭირა ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.  

საფრანგეთში დააყადაღეს ვილა, რომელიც სავარაუდოდ, რუსული „გაზპრომის“ საკუთრებაა

საფრანგეთის სასამართლომ დააყადაღა ლაჟვარდოვან სანაპიროზე, კურორტ როკებრიუნ-კაპ-მარტენზე მდებარე ვილა, რომელიც სავარაუდოდ, რუსული „გაზპრომის“ საკუთრებაა. სასამართლომ ვილაზე საკუთრების უფლება პარიზის პროკურატურის მიმართვის საფუძველზე გაყინა. ვილა „მარია ირინა“ ოფიციალურად, წარმოშობით სომეხ ოლიგარქს, სამველ კარაპეტიანს ეკუთვნის, რომელიც რუსეთში საქმიანობს. პარიზის პროკურატურა მიიჩნევს, რომ რეალური მფლობელი რუსეთის ნავთობის და გაზის კომპანია „გაზპრომის“ შვილობილი ფირმა „გაზპრომ ნეფტია“. 120 მილიონი ევროს ღირებულების ვილა განთავსებულია სამ ჰექტარ ტერიტორიაზე, სადაც სამი აუზი და ვერტმფრენის მოედანიცაა. სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, პარიზის პროკურატურის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების გამოძიებით, ვილა ფიგურირებს დამამძიმებელ გარემოებებში ფულის გათეთრების საქმეში. დანაშაული ჩადენილია პარიზსა და როკებრიუნ-კაპ-მარტენში და ასევე, კვიპროსსა და რუსეთში. „გაზპრომის“ შვილობილმა „გაზპრომ ნეფტმა“ სამველ კარაპეტიანს ვილა 2016 წელს მიჰყიდა, თუმცა, გამოძიებისას გაირკვა, რომ რეალურად ეს ქონება კომპანიის კონტროლიდან არასდროს გასულა. გამოძიების მასალებით, კარაპეტიანმა ვილის მფლობელი კომპანიის, Maritime Villa Holding SNC აქციები შეიძინა 115 მილიონი ევროს კრედიტით, რომელიც კომპანია „გაზპრომის“ საკუთრებაში არსებული „გაზპრომბანკისგან“ აიღო და გარანტიად ვილა ჩადო. კარაპეტიანი უძრავი ქონების, მშენებლობის, ენერგეტიკის და ფინანსების სფეროში მომუშავე კომპანიების ჯგუფის, „ტაშირის“ პრეზიდენტია. „ფორბსის“ მონაცემებით, კარაპეტიანის ქონება 2,7 მილიარდი დოლარია. როგორც გამოცემა „მონდი“ წერს, კარაპეტიანის ბიზნესის წარმატება დიდწილად განაპირობა „გაზპრომისგან“ მიღებულმა კონტრაქტებმა.  

მაკრონი: საფრანგეთი სომხეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას გააგრძელებს

საფრანგეთი გააგრძელებს სომხეთთან თანამშრომლობის განვითარებას თავდაცვის სფეროში. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის წინ განაცხადა. „ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობის განვითარებას თავდაცვის სფეროში. საფრანგეთმა თანხმობა განაცხადა თავდაცვის ტექნიკის მიწოდებაზე, საფრანგეთი გააგრძელებს თავისი ვალდებულებების შესაბამისად მუშაობას ამ სფეროში და მიზნად ისახავს თავიდან აიცილოს რაიმე ესკალაცია,“ - განაცხადა მაკრონმა. მანვე აღნიშნა, რომ საფრანგეთი ევროკავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთობების განვითარების მტკიცე მხარდაჭერას გააგრძელებს. „აქაც ჩვენ პროგრესს ვაღწევთ სუვერენიტეტისა და ჩვენი საერთო სტრატეგიული ინტერესების სასარგებლოდ. გაძლიერდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს სტაბილურობას, მიუკერძოებელ ინფორმაციას საერთაშორისო საზოგადოებისთვის და დაუცველი მოსახლეობის უსაფრთხოებას სამხედრო საკონტაქტო ზონებში. სომხეთმა ასევე უნდა ისარგებლოს მშვიდობის ევროპული ინსტრუმენტებით. ევროკავშირს და სომხეთს სურთ ახალი პარტნიორობის გრაფიკი,“ - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.  

მაკრონი ფაშინიანთან შეხვედრაზე: ჩვენ გვინდა, რომ სამხრეთ კავკასია იყოს მშვიდობის, ინტეგრაციისა და თანამშრომლობის რეგიონი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ელისეს სასახლეში შეხვედრა გამართეს. როგორც შეხვედრამდე გავრცელებული განცხადებებიდან ირკევა, მხარეებმა „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ მიმართულ დისკუსიებზე ისაუბრეს.“ მაკრონმა შეაქო ფაშინიანის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტი, რომელსაც ალიევი აკრიტიკებს. „სიუნიქში ბოლოდროინდელი ინციდენტები ადასტურებს, რომ ესკალაციის საფრთხე რეალური რჩება. საფრანგეთი წუხს, რომ 12 თებერვალს სროლის შედეგად აზერბაიჯანელი დაიჭრა, რაც ასევე სრული გამჭვირვალობით მიიღო სომხეთის ხელმძღვანელობამ, მაგრამ საფრანგეთი სინანულს გამოხატავს აზერბაიჯანის არაპროპორციული საპასუხო დარტყმის გამო, რის შედეგადაც, სომხურ მხარეს ოთხი დაიღუპა და ერთი დაიჭრა. საფრანგეთი გააგრძელებს მცდელობებს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო სამართლის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის პატივისცემით. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს 2023 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების შესრულებისკენ. ამ გადაწყვეტილების თანახმად, აზერბაიჯანმა უნდა უზრუნველყოს, რომ პირებმა, რომლებმაც დატოვეს მთიანი ყარაბაღი 2023 წლის 19 სექტემბრიდან და რომელთაც სურთ დაბრუნდნენ, შეძლონ ამის გაკეთება უსაფრთხოდ, შეუფერხებლად და სწრაფად. ჩვენ გვინდა, რომ სამხრეთ კავკასია იყოს მშვიდობის, ინტეგრაციისა და თანამშრომლობის რეგიონი და აუცილებელია საკომუნიკაციო არხები იყოს ინტეგრაციის ხელშემწყობი ფაქტორები და არა დაყოფა. მე ვიმყოფებოდი ცენტრალურ აზიაში და მსურს, განვითარდეს საკომუნიკაციო კავშირები ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიასა და ევროკავშირს შორის. და მივესალმები თქვენს "მშვიდობის გზაჯვარედინის" ინიციატივას ამ საერთო ამბიციაში,“ აღნიშნა მაკრონმა. თავის მხრივ, ფაშინიანმა მაკრონი სომხეთში ვიზიტით მიიწვია. მან ხაზი გაუსვა, რომ სომხეთსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობა განსაკუთრებულ დინამიკურ ეტაპზეა. ჩვენი კავშირები ღრმავდება ეკონომიკის სფეროში, ჩვენი კავშირები ღრმავდება პოლიტიკურად. ასევე, ხაზი უნდა გავუსვა თქვენს წვლილს სომხეთის ირგვლივ ხელსაყრელი გარემოს შექმნაში. თქვენ ახსენეთ ოთხმხრივი შეხვედრა პრაღაში, 2022 წლის 6 ოქტომბერს, სადაც, ფაქტობრივად, ხაზი გაესვა რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ქვაკუთხედის პრინციპებს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პრინციპების დაცვის შემთხვევაში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა ნამდვილად მიღწევადი და რეალურია. და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ჩვენს ერთგულებას მიღწეული შეთანხმებების მიმართ. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადაგიხადოთ სომხეთის გამძლეობისთვის მხარდაჭერისთვის. თქვენ ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ თავდაცვის სფეროში, ფაქტობრივად, ჩვენ დავამყარეთ ახალი ურთიერთობები, რაც აუცილებელია რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ამასთან დაკავშირებით ცნობილია, რომ არის კრიტიკა და მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სომხეთის რესპუბლიკა, როგორც ვთქვი, აღიარებს ყველა მეზობლის ტერიტორიულ მთლიანობას. და ამ თვალსაზრისით, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ვერავის შეშფოთებას ვერ გამოიწვევს, რადგან ჩვენი ერთადერთი ამოცანაა რეგიონში სწორი ბალანსის ჩამოყალიბება და მხოლოდ ლეგიტიმური, სუვერენული, საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის, საზღვრების დაცვა. სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა და ჩვენი ქვეყნის მდგრადობის გაზრდა. ასევე მინდა, გამოვხატო განსაკუთრებული მადლობა სომხეთის დემოკრატიული რეფორმებისადმი მხარდაჭერისთვის. ამ კონტექსტში, ჩვენ ნამდვილად შევდივართ ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ დინამიკურ ფაზაში. და აქვე მინდა ხაზი გავუსვა საფრანგეთის და პირადად თქვენ მხარდაჭერას, რადგან ევროკავშირს ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისთვის და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებისთვის,“ აღნიშნა ფაშინიანმა. მაკრონი: საფრანგეთი სომხეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას გააგრძელებს  

საფრანგეთი 22 თებერვალს სომხეთს თავდაცვითი იარაღის ახალ პარტიას გაუგზავნის: Le Figaro

საფრანგეთი სომხეთში თავდაცვითი იარაღის პარტიას 22 თებერვალს გაგზავნის. ამის შესახებ გამოცემა Le Figaro იტყობინება. იარაღის მიწოდებაში შედის ფრანგული წარმოების Ground Maste-ის სამი რადარი (GM 200), რომელიც საშუალებას იძლევა აღმოაჩინოს მტრის თვითმფრინავი 250 კილომეტრის მანძილზე, ასევე ღამის ხედვის მოწყობილობები და ბინოკლები. ამასთან, მხარეებს შორის ხელმოწერილი თავდაცვის თანამშრომლობის ხელშეკრულების მიხედვით, საფრანგეთის არმია წელს სომეხი სამხედრო მოსამსახურეებისთვის სამთო საბრძოლო მომზადების კურსს ჩაატარებს. სომხეთმა და საფრანგეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს ხელი 2023 წლის 23 ოქტომბერს, თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანის საფრანგეთში ვიზიტის დროს მოაწერეს. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ რადიო RTL-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის მალე სომხეთს ეწვევა. აღსანიშნავია, რომ 21 თებერვალს პრეზიდენტმა მაკრონმა სომხეთის პრემიერს უმასპინძლა.  

რუსეთი შავ ზღვაში ფრანგული საპატრულო თვითმფრინავების ჩამოგდებით დაიმუქრა - საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი

გასულ თვეში რუსეთი ფრანგული საპატრულო თვითმფრინავების ჩამოგდებით დაიმუქრა, - ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა. სებასტიან ლეკორნუმ აღნიშნა, რომ რუსეთი აგრესიულ პოზიციას უბრუნდება, რაც ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირის ქცევას ჰგავს. „ერთი თვის წინ, ძალიან კონკრეტული მაგალითი რომ მოგიყვანოთ, რუსეთის საჰაერო მოძრაობის მართვის კონტროლის სისტემა შავ ზღვაში ფრანგული თვითმფრინავების ჩამოგდებით დაიმუქრა, მაშინ, როცა ჩვენ საერთაშორისო თავისუფალ ზონაში ვიმყოფებოდით, სადაც პატრულირებას ვახდენდით,“ - განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ. „2024 წელს რუსეთის ქცევას იმასთან საერთო არაფერი აქვს, რაც ჩვენ 2022 წელს და, ცხადია, უკრაინაში აგრესიამდე ვნახეთ,“ - აღნიშნა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა Politico-ს ცნობით. ლეკორნიუს მომხდარის სხვა დეტალების არ დაუკონკრეტებია.  

მაკრონი უკრაინის სამიტს უმასპინძლებს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ორშაბათს პარიზში უკრაინის საკითხთან დაკავშირებით დაგეგმილ სამიტზე რამდენიმე ევროპელ ლიდერს და მთავრობის წარმომადგენელს უმასპინძლებს. Reuters-ი მაკრონის ოფისზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, ეს სამუშაო შეხვედრა იქნება შესაძლებლობა, შეისწავლონ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება უკრაინის მხარდასაჭერად.“ ფრანგი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მაკრონს სურს, გაუგზავნოს მესიჯი მოსკოვს, რომ ევროპაში „უკრაინით დაღლილობას“ არ არსებობს.  

ე.წ. მეორე ფრონტი არის საინფორმაციო ომის ნაწილი - საფრანგეთის ელჩი

საფრანგეთის ელჩის განცხადებით, პროპაგანდა საფრთხეა დემოკრატიისთვის. შერაზ გასრი მომავლ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოსთვის ტესტს უწოდებს. „ცხადია, საქართველოს არჩევნებს ჩვენ ვაფასებთ, როგორც ტესტს - ნამდვილად ასრულებს თუ არა საქართველო იმ 9 ნაბიჯს, რომელიც მას ევროკავშირთან მოლაპარაკების ფარგლებში აქვს. მე ვფიქრობ, რომ ე.წ. მეორე ფრონტი არის ჩვენს გონებაში და რუსეთი ცდილობს, შექმნას საზოგადოებრივი აზრი ევროპაში, მათ შორის, საქართველოში, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ, მოიგონ ომი და ჩვენ უნდა შევწყვიტოთ უკრაინის დახმარება. ეს არის საინფორმაციო ომის ნაწილი. არავინ ცდილობს, რომ საქართველო ომში ჩართოს, ჩვენ ვცდილობთ, შევაჩეროთ ომი უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთი ერთადერთია, ვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება ამ ომზე. უკრაინას არ მოუხდენია რუსეთის პროვოცირება. რუსეთს აქვს იმპერიალისტური ფანტაზიები, რისი ადგილიც ევროპაში არ არის.," განუცხადა ელჩმა "მთავარ არხს".  

მაკრონი უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ქვეყნების ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს. Associated Press-ის ცნობით, ეს საკითხი პარიზში 20 ევროპელი სახელმწიფოს მეთაურებისა და სხვა დასავლელი ოფიციალური პირების გუშინდელ შეხვედრაზე განიხილეს. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი არ მოიგოს. "დღეს არ არსებობს კონსენსუსი ოფიციალური და დამტკიცებული ჯარების ადგილზე გაგზავნაზე. მაგრამ დინამიკის თვალსაზრისით არაფერია გამორიცხული", - განაცხადა მაკრონმა. თუმცა, მან არ დააკონკრეტა, რომელი ქვეყნები განიხილავენ ჯარების გაგზავნას და განაცხადა, რომ სურდა შეენარჩუნებინა გარკვეული „სტრატეგიული ორაზროვნება“.  

შეიქმნება კოალიცია უკრაინისთვის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და ბომბების მიწოდებისთვის - მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ უკრაინის მოკავშირეები შექმნიან კოალიციას კიევისთვის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებისთვის. „გადაწყდა, რომ შეიქმნას კოალიცია ღრმა დარტყმებისთვის და, შესაბამისად, საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და ბომბების მიწოდებისთვის“, - განაცხადა მაკრონმა პრესკონფერენციაზე. მან ასევე მოუწოდა ევროპელებს „მეტი აწარმოონ.“ „მომდევნო ათი დღის განმავლობაში ვაპირებთ ყველა ამ ძალისხმევის შეთავაზებას, რადგან ჩვენ გამოვკითხეთ მრავალი ევროპული და არაევროპული ქვეყანა, რომლებსაც საბრძოლო მასალა აქვთ,“ - აღნიშნა მაკრონმა.  

მაკრონი: ევროპა არ უნდა დაელოდოს აშშ-ის არჩევნებს, ახლა უნდა ვიმოქმედოთ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპა არ უნდა დაელოდოს აშშ-ის არჩევნების შედეგებს, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინას და საკუთარ უსაფრთხოებასროს უკრაინას და საკუთარ უსაფრთხოებას. მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპამ ახლავე უნდა იმოქმედოს. საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვებს The Guardian-ი ციტირებს. მაკრონმა ამის შესახებ პარიზში განაცხადა, სადაც უკრაინასთან დაკავშირებით არაფორმალური სამიტი გაიმართა. დაჟინებით ამტკიცებს რა, რომ რუსეთის დამარცხება აბსოლუტურად აუცილებელია ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, მაკრონმა განმარტა, რომ ევროპელები უნდა გადავიდნენ სიტყვებიდან მოქმედებაზე და მათ მიიღონ მკაფიო გადაწყვეტილებები, რათა ევროპული თავდაცვის საფუძველი ამერიკისგან დამოუკიდებლად შექმნან. კითხვას უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების შესაძლებლობის შესახებ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში, მაკრონმა უპასუხა: „ჩვენ ვერ დაველოდებით არჩევნების შედეგებს,  რათა გადავწყვიტოთ, როგორი იქნება ჩვენი მომავალი.“ „ევროპის მომავალი სასწორზე დევს, ამიტომ გადაწყვეტილება ევროპელებმა უნდა მიიღონ. თუ სხვებს სურთ, შეუერთდნენ და დაეხმარონ მათ, ეს ფანტასტიკურია. მაგრამ ეს მხოლოდ დამატებითი ბონუსია,“ - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს აუცილებელია არა იმიტომ, რომ ევროპა არის პესიმისტური, ან გამოწვევის ეშინია, არამედ, უბრალოდ იმიტომ, რომ ევროპის მომავალი საფრთხეშია. მისი თქმით, რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს. ის ერთადერთი აგრესორია. „ეს არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ეს ომი გამოიწვია. რუსეთი ახლა აშკარად ახდენს გავლენას ჩვენს უსაფრთხოებაზე როგორც ტრადიციული, ისე ჰიბრიდული ომით," - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მაკრონი ასევე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მოსკოვის ქმედებები ბოლო კვირებში მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს შეუძლია, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში NATO-ს ქვეყნებს შეუტიოს.

საფრანგეთის პრემიერი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომში ვერ გაიმარჯვოს

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, გაბრიელ ატალის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის გამარჯვების თავიდან ასაცილებლად დასავლეთის მცდელობებთან დაკავშირებით ყველაფერი განიხილება. ფრანგი ლიდერის განმარტებით, უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არსებობს, მაგრამ „ომში ვერაფერს გამოვრიცხავთ.“ „ვერანაირ დინამიკას ვერ გამოვრიცხავთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთმა ეს ომი ვერ მოიგოს,“ - განაცხადა საფრანგეთის პრემიერმა. რაზე შეთანხმდნენ უკრაინის მოკავშირეები პარიზის არაფორმალურ სამიტზე  

საფრანგეთმა განმარტა მაკრონის წინადადება „უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ“

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ განმარტა, რომ დასავლეთის ქვეყნების ჯარები, უკრაინაში თეორიული გაგზავნის შემთხვევაში, რომელიც წინა დღით იყო შემოთავაზებული ემანუელ მაკრონის მიერ, საომარ მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებენ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა პარლამენტში საუბრისას განმარტა, რომ პარიზმა „უკრაინის მხარდასაჭერად ახალი ქმედებები უნდა განიხილოს.“ „მათ უნდა დააკმაყოფილონ ძალიან კონკრეტული საჭიროებები, ვგულისხმობ, კერძოდ, ნაღმების გაწმენდას, კიბერთავდაცვას, იარაღის წარმოებას ადგილობრივად, უკრაინის ტერიტორიაზე. ზოგიერთი ასეთი ქმედება შეიძლება, მოითხოვდეს ყოფნას უკრაინის ტერიტორიაზე, საომარი მოქმედებების ხაზის გადაკვეთის გარეშე," - განაცხადა მინისტრმა. ბევრი ევროპელი კოლეგა საჯაროდ ეწინააღმდეგებოდა დასავლეთის ჯარების უკრაინაში შესვლას. ასეთი განცხადებები გაკეთდა გერმანიაში, იტალიაში, პოლონეთში, შვედეთსა და უნგრეთში.  იმავდროულად, კრემლმა რუსეთსა და ნატოს შორის ომი "გარდაუვალი" უწოდა, თუ დასავლეთის ქვეყნები გადაწყვეტენ თავიანთი ჯარების გაგზავნას უკრაინაში. სახელმწიფო დეპარტამენტმა მაკრონის კომენტარის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ არ გაგზავნის ჯარს უკრაინაში. FT: დასავლური სპეციალური ძალები უკრაინაში იმყოფება  

საფრანგეთმა შესაძლოა, უკრაინაში ჯარები გაგზავნოს

საფრანგეთის ხელისუფლება მწვანე შუქს უნთებს უკრაინაში სამხედრო პერსონალის გაგზავნას საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, უკრაინის არმიის წვრთნისა და საზღვრების დასაცავად, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა სენატში გამართულ მოსმენაზე. მისი თქმით, საფრანგეთის ხელისუფლების ვერცერთი წარმომადგენელი ვერ შეეგუება უკრაინაში რუსეთის გამარჯვების პერსპექტივას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვის პოზიცია გამკაცრდა პარიზის მიმართ. „რეალობა ისაა, რომ რუსეთი საფრანგეთს ყოველმხრივ პირდაპირ და მყისიერ საფრთხეს უქმნის,“ - აღნიშნა ატალმა. პარიზს ჯერ არ აქვს კონკრეტული გეგმები უკრაინაში სამხედრო პერსონალის გაგზავნის შესახებ. მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ამაზე საუბრისას, მხოლოდ დაუშვა ეს შესაძლებლობა, რადგან ომის დასაწყისში პარიზი დაეხმარა კიევს ექსკლუზიურად "საძილე ტომრებითა და ბინოკლებით", მაგრამ შემდეგ გააფართოვა დახმარება უახლესი იარაღისთვის. სენატში სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საფრანგეთის სახელმწიფო მდივანი ევროპის საკითხებში ჟან-ნოელ ბარო. მისი თქმით, უკრაინის არმია ასევე იბრძვის ევროკავშირისა და საფრანგეთის უსაფრთხოებისთვის, რადგან თუ კიევი დამარცხდება, ფრონტის ხაზი აუცილებლად გადავა დასავლეთისკენ. „როცა მეზობლის სახლს ცეცხლი ეკიდება და ხანძრის გავრცელება ემუქრება, ჩვენ არ ვდგებით გულმოდგინედ, ვდგებით და ვპასუხობთ,“ - აღნიშნა ბარომ. კრემლმა განაცხადა, ომი რუსეთსა და NATO-ს შორის გარდაუვალი გახდება, თუ დასავლეთის ქვეყნები დაიწყებენ ჯარების გაგზავნას კიევის დასახმარებლად. Financial Times-ის წყაროს ცნობით, დასავლური სამხედრო სპეცრაზმი უკვე უკრაინაში იმყოფება. „ყველამ იცის, რომ უკრაინაში დასავლური სპეცრაზმი არსებობს - მათ ეს ოფიციალურად არ აღიარეს,“ - აღნიშნა გამოცემის თანამოსაუბრემ. უკრაინის მხარდასაჭერად დასავლური ჯარების გაგზავნის შესახებ დისკუსია საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადების შემდეგ დაიწყო, რომელმაც აღნიშნა, რომ მომავალში, უკრაინაში NATO-ს ჯარისკაცების გაგზავნა არ არის გამორიცხული. მაკრონის ამ განცხადენას ბევრი ევროპელი კოლეგა შაეწინააღმდეგა. კერძოდ, მსგავსო განცხადებები გაკეთდა გერმანიაში, იტალიაში, პოლონეთში, აშშ-ში, შვედეთსა და უნგრეთში.   

საფრანგეთი უკრაინისთვის 100 დრონს შეუკვეთავს

საფრანგეთი Delair-ს 100 დრონს შეუკვეთავს, რომელიც უკრაინაში ამ ზაფხულს ჩავა, - ამის შესახებ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ სოციალურ ქსელ X-ში წერს. მისი თქმით, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო, მთლიანობაში, 2 000 დრონს შეუკვეთს. „საერთო ჯამში, 2 000 დისტანციურად მართვად საბრძოლო მასალას შევუკვეთთ ჩვენი ჯარების და უკრაინის საჭიროებისთვის“, - აცხადებს ლეკორნუ.  

ფრანგულმა მოერიშე თვითმფრინავებმა ბალტიის ზღვის თავზე, რუსულ თვითმფრინავებს გზა ჩაუჭრეს

ორმა ფრანგულმა მოერიშე თვითმფრინავმა ბალტიის ზღვის თავზე, ორ რუსულ Su-30-ს გზა ჩაუჭრა. შესაბამის ვიდეოს და ფოტომასალას NATO-ს საჰაერო ძალების სარდლობამ Twitter (X) გამოაქვეყნა. ინციდენტები პოლონეთის ჩრდილოეთით საერთაშორისო საჰაერო სივრცეში 29 თებერვალს მოხდა. საფრანგეთის მებრძოლებმა ხელახლა აიღეს ახალი მისია, რომლის დროსაც გზა ჩაუჭრეს რუსულ AN-72-ს, რომელიც დაფრინავდა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, პოლონეთის ჩრდილოეთით დაფრინავდა.  

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: 1938 წლის შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ აღნიშნა, რომ დასავლეთმა არ უნდა დაუშვას „აგრესორის დაშოშმინების“ სცენარის გამეორება, როგორც ეს მეორე მსოფლიო ომამდე იყო და რამაც საბოლოოდ ვერ შეძლო კიდევ უფრო უარესი ომის თავიდან აცილება. ამის შესახებ მან France Inter-ის სტუდიაში ისაუბრა, როდესაც პარიზის პოლიტიკური პოზიცია და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ბოლო განცხადებები განმარტავდა. „ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ ისეთი პერიოდის გამეორება, როგორიც 1938 წლის სექტემბერი იყო, როდესაც ჩეხოსლოვაკია „ჩაბარდა“ ეფემერული მშვიდობისთვის... ახლა ჩვენი მიზანია, დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი რუსეთთან ბრძოლის გარეშე წააგებს. და ამ ფარგლებში, არცერთი ნაბიჯი არ არის გამორიცხული,“ - განაცხადა სტეფან სეჟურნემ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ესკალაციისთვის“ დასავლური დედაქალაქების დადანაშაულება შეუსაბამოა. „ის, ვინც ახლა ესკალაციას უწყობს ხელს, არის რუსეთი. რუსები უტევენ უკრაინას. სწორედ რუსეთი ემუქრება ევროპის უსაფრთხოებას," - აღნიშნა მინისტრმა. შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ორშაბათს პარიზში შეხვედრის შემდეგ არ გამორიცხა სამომავლოდ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მოკავშირეებს შორის კონსენსუსი არ არსებობს. მოგვიანებით საფრანგეთმა განმარტა, რომ საომარ მოქმედებებში უცხო სამხედროების მონაწილეობაზე საუბარი არ ყოფილა. ამის შემდეგ რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ, NATO-მ და აშშ-მ აღნიშნეს, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ აპირებენ.  

საფრანგეთმა უკრაინაში შესაძლოა, სპეციალური ძალები გაგზავნოს - Le Monde

საფრანგეთის ხელისუფლება განიხილავს შესაძლებლობას, რომ სპეციალურ ძალებსა და სამხედრო ნაწილებს უკრაინის საზღვრის გადაკვეთის საშუალება მისცეს. იუწყება გაზეთი Le Monde. გაზეთის წყაროების თანახმად, პარიზი სთავაზობს სპეცრაზმებსა და სხვა სამხედრო დანაყოფებს უკრაინის საზღვრის გადაკვეთას, რათა რუსეთს „სტრატეგიული დილემა“ შეუქმნას. ოფიციალურად, პარიზი უკრაინაში მისი სამხედროების ყოფნას უარყოფს. Le Monde-ის ცნობით, უკრაინის ტერიტორიებზე არიან საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის (DGSE) თანამშრომლები. FT: დასავლური სპეციალური ძალები უკრაინაში იმყოფება ფრანგული სპეცრაზმი, რომლის მებრძოლები არ არიან საიდუმლო აგენტები და ექვემდებარებიან გენერალურ შტაბს, ჩვეულებრივ, არ კვეთენ უკრაინის საზღვარს - უკრაინელი ჯარისკაცების მოსამზადებლად ან იარაღის მიწოდების გასაკონტროლებლად, ისინი ჩადიან მეზობელ ქვეყნებში. მაგრამ ახლა, Le Monde წერს, ამ სამხედრო ტრენერებს უკრაინის საზღვრის გადაკვეთის უფლება, შეიძლება, პოტენციურად, სხვა ჩვეულებრივ დანაყოფებთან ერთად მისცენ.“ „როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ისაუბრა უკრაინაში სამხედრო ძალების შესაძლო გაგზავნაზე, მან უნებლიედ ახადა ფარდა უკრაინის ტერიტორიაზე დასავლელი პერსონალის ყოფნას. სამი დღის შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნა არ უნდა იყოს "გამორიცხული", მოკავშირეები კვლავ მტკიცედ გაიყვნენ ამ მგრძნობიარე თემის გარშემო. ამის შემდეგ, მაკრონმა ხუთშაბათს, 29 თებერვალს ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი სიტყვები "აწონილი" და "მოზომილი" იყო. იმ ფაქტმა, რომ მან ორშაბათს დააკონკრეტა, რომ დისკუსიები ეხებოდა მხოლოდ ჯარების გაგზავნას "ოფიციალური, განხილული და დამტკიცებული წესით", ასევე ირიბად ახადა ფარდა უკრაინის ტერიტორიაზე დასავლელი პერსონალის არსებობას,“ წერს ფრანგული გამოცემა. სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში იმყოფებოდა მრავალი სახელმწიფო აქტორი, რომლებიც დაკავშირებულნი არიან დასავლურ სადაზვერვო სამსახურებთან, ხშირად სამხედრო სტატუსით. ფარული დიპლომატიური პერსონალი, უკრაინის მრჩევლები და სპეცრაზმის წევრები არსებითად თამაშობენ როლს ომის დაწყებიდან. „ამ სამსახურების ქმედებები თავისი ბუნებით ფარულია და, შესაბამისად, ომის კანონის მიღმაა,“ - განაცხადა ვინსენტ კრუზეტმა, გარე უსაფრთხოების გენერალური დირექტორის (DGSE) ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც ახლა მწერალი და კონსულტანტია. „ყველა მოკავშირე სახელმწიფოა წარმოდგენილი უკრაინაში. საუბარი არ არის საბრძოლო დანაყოფებზე, მაგრამ არიან თითოეული სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლები," - განაცხადა უკრაინელმა დიპლომატიურმა წყარომ, რომელმაც ანონიმურობა მოითხოვა. მათ განაცხადეს, რომ მოხარულნი არიან, რომ მათ ქვეყანაში მოკავშირეთა სამხედრო ყოფნის გაძლიერების საკითხი დეკემბრიდან განიხილება. „თუ ხდება იარაღის მიწოდება, იქ უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად აწვდიან ინფორმაციას აღჭურვილობის გამოყენების შესახებ. „უკრაინა ასევე გამოიყენება როგორც ახალი აღჭურვილობის საცდელ ადგილად. იქ უპილოტო თვითმფრინავების ტესტირება ხდება. ამ ტიპის პროფესიონალები რა თქმა უნდა ადგილზე არიან,“ დასძენს წყარო. ფრანგული გაზეთი Le Figaro-ს ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 7 მარტს შეხვდება საფრანგეთის ყველა პოლიტიკურ ძალას, რათა განიხილოს უკრაინაში სახმელეთო ჯარების შესაძლო გაგზავნა. ელისეის სასახლემ მოსაწვევები უკვე გაუგზავნა პარლამენტში წარმოდგენილი პარტიების ლიდერებს.  

მაკრონი: უახლოეს მომავალში ფრანგული ჯარების უკრაინაში გაგზავნას არ განვიხილავთ, მაგრამ დისკუსიას ვიწყებთ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზი უახლოეს მომავალში ფრანგული ჯარების უკრაინაში გაგზავნას არ განიხილავს. გამოცემასთან საუბრისას, საფრანგეთის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ შეეხო თავის განცხადებას, რომ პარიზში გამართულ კონფერენციაზე ლიდერებმა განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მომავალში არაფერია გამორიცხული. „ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში ფრანგული ჯარების უკრაინაში გაგზავნას განვიხილავთ, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დისკუსიას ვიწყებთ და ყველაფრის შესახებ ვფიქრობთ, რაც უკრაინის მხარდასაჭერად შეიძლება გაკეთდეს, განსაკუთრებით კი უკრაინის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა. მან ჩეხურ გამოცემა Novinky-ისთან ინტერვიუში განაცხადა, საფრანგეთი ესკალაციაზე უარს ამბობს. „გარდა ამისა, მე ჩვენს ჩარჩოებს ყოველთვის მკაფიოდ განვსაზღვრავდი, ჩვენ ომს რუსი ხალხის წინააღმდეგ არ ვაწარმოებთ და ესკალაციის ლოგიკაში შესვლაზე უარს ვამბობთ,“ - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა. გასულ კვირას, პარიზში, უკრაინის საკითხზე გამართული სამიტის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე დასავლეთის ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავდა. რომელი ქვეყნები არ გამორიცხავენ უკრაინაში ჯარების გაგზავნას  

საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც კონსტიტუციაში შეიტანა აბორტის უფლება

საფრანგეთის პარლამენტმა აბორტი კონსტიტუციურ უფლებად აქცია. საფრანგეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით, კონსტიტუციის 34-ე მუხლში ჩაიწერა, რომ „კანონი განსაზღვრავს პირობებს, რომლითაც ქალს აბორტის მიმართვის გარანტირებული თავისუფლება აქვს.“ საფრანგეთის პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატებმა 780 ხმით 72-ის წინააღმდეგ აბორტის უფლების კონსტიტუციაში შეტანას მხარი დაუჭირეს. „მე ვეუბნები ქალებს, ჩვენს საზღვრებში და მის ფარგლებს გარეთ: იწყება იმედის სამყაროს ერა,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა. პარლამენტში მემარჯვენეების წინააღმდეგობამ ფონზე, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საარჩევნო მიზნებისთვის კონსტიტუციის გამოყენებაში დაადანაშაულეს. საფრანგეთში აბორტის უფლება კანონით 1975 წლიდან არის დაფიქსირებული.  

საფრანგეთი ჩერნიგოვის ოლქის რეკონსტრუქციაში 5 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საფრანგეთთან, რომელიც ჩერნიგოვის ოლქის რეკონსტრუქციის მიზნით, 5 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციიას განახორციელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაო უკვე მიმდინარეობს აღდგენის რამდენიმე პროექტზე, მათ შორის ჩერნიგოვის რეგიონული აკადემიური თეატრში, ადგილობრივ საავადმყოფოებში ანტირადიაციულ ცენტრებში, დეცენტრალიზაციაზე, ინოვაციაზე, მობილურობასა და სხვა.  

მაკრონი: ევროპის მიწაზე ომი დაბრუნდა, მიზანშეწონილი იქნება, თუ მშიშრები არ ვიქნებით

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჩეხეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ „ევროპაში იმ მომენტს ვუახლოვდებით, როდესაც მიზანშეწონილი იქნება, თუ ჩვენ მშიშრები არ ვიქნებით.“ ემანუელ მაკრონი პრაღაში ვიზიტის ფარგლებში უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესყიდვის შესახებ ჩეხეთის ინიციატივას პრეზიდენტთან, პეტრ პაველთან და პრემიერ-მინისტრთან, პეტრ ფიალასთან განიხილავს. მაკრონის თქმით, დროა, უკრაინის მოკავშირეები გაძლიერდნენ. „ახლა არ არის დრო, მშიშრები ვიყოთ,“ აღნიშნა საფრანგეთყის პრეზიდენტმა. მაკრონის თქმით, ევროპის მიწაზე ომი დაბრუნდა და ზოგიერთი სახელმწიფო თავდასხმის საფრთხეს ზრდის, ამიტომ გამბედავი ქმედებებია საჭირო. „საფრანგეთმა და ჩეხეთმა კარგად იციან, რომ ჩვენს მიწაზე ომი დაბრუნდა, რომ ზოგიერთი სახელმწიფო შეუჩერებელი გახდა და ჩვენზე თავდასხმის საფრთხეს ყოველდღიურად ზრდის. ჩვენ მოგვიწევს, რომ ისტორიის გამოწვევებს ვუპასუხოთ და იმ გამბედაობის შესაბამისად ვიმოქმედოთ, რომელსაც იგი მოითხოვს,“ - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.  

საფრანგეთის უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის ინიციატივას შეუერთდება

საფრანგეთის უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის ინიციატივას შეუერთდება. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჩეხ კოლეგა პეტრ პაველთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინისთვის 800 ათასი საარტილერიო ჭურვის შესყიდვაზე ჩეხეთის ინიციატივა “უკიდურესად სასარგებლოა.“ „საბრძოლო მასალა ყველგან უნდა ვეძებოთ, სადაც ისინი ხელმისაწვდომია და თავსებადია აღჭურვილობასთან, რომელიც გადავეცით [უკრაინას],” - განაცხადა მაკრონმა. ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ხსენებულ ინიციატივაზე წინასწარი ვალდებულებები მიიღო კანადისგან, დანიისგან და რიგი ქვეყნებისგან, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინეს. მონაწილეობაზე საჯაროდ განაცხადა თანხმობა ნიდერლანდებმა, რომელმაც საარტილერიო ჭურვების შესყიდვისთვის 250 მილიონი ევრო გამოყო. ამასთან, ბელგიამ აღნიშნული ინიციტიავისთვის 200 მილიონი ევრო გაიღო.  

საფრანგეთი და მოლდოვა თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში შეთანხმებებს გააფორმებენ

საფრანგეთი და მოლდოვა თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს გააფორმებენ. შეთანხმებებზე ხელის მოწერა ხვალ, პარიზში მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს ვიზიტის დროს მოხდება. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „მაია სანდუსთან შეხვედრისას ემანუელ მაკრონი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის კონტექსტში, მოლდოვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მიმართ, საფრანგეთის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაადასტურებს,“ - ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.  

საფრანგეთი 2024 წელს უკრაინელი სამხედროების მომზადების პროგრამას გააფართოებს

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროს ცნობით, 2024 წელს უკრაინის შეიარაღებული ძალების მომზადების პროგრამა გაფართოვდება. საერთო ჯამში, ომის დაწყების შემდეგ, საფრანგეთმა დაახლოებით 10,000 უკრაინელი ჯარისკაცი, მათ შორის - 8,800 2023 წლისთვის. „გარდა იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდებისა, საფრანგეთი მხარს უჭერს კიევს უკრაინელი ჯარისკაცების მომზადების გზით,“ - ნათქვამია განცხადებაში.  

მოლდოვამ და საფრანგეთმა თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს

საფრანგეთში ვიზიტის დროს სანდუმ ფრანგ კოლეგა ემანუელ მაკრონთან ერთად მოლდოვასა და საფრანგეთს შორის თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი. „თუ აგრესორი არ იქნება გაჩერებული, ის სვლას განაგრძობს და ფრონტის ხაზი სულ უფრო და უფრო ახლო იქნება. ჩვენთან ახლოს. თქვენთან ახლოს. მაშასადამე, ევროპამ ერთიანი ფრონტი უნდა წარმოადგინოს,” - განაცხადა სანდუმ, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთი მოლდოვის კონტროლს ცდილობს, მათ შორის გადატრიალების მცდელობითაც. საფრანგეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმება მოიცავს იურიდიულ ჩარჩოებს სამომავლო წვრთნებისა და რეგულარული დიალოგისთვის, ასევე, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას. “მოსკოვში არსებული რეჟიმი ჩემს ქვეყანაში კონტროლის მოპოვებას ცდილობს ენერგეტიკული შანტაჟით, პროტესტების სპონსორობით, დეზინფორმაციული კამპანიების წარმოებით, კიბერშეტევების დაწყებით, ჩვენს არჩევნებში ჩარევით, ბინძური ფულის შემოტანით და გადატრიალების მცდელობითაც კი, მაგრამ მყარად ვდგავართ,” - განაცხადა სანდუმ. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში საფრანგეთის თავდაცვითი მისია ზაფხულში გაიხსნება, რათა ქვეყანას საჭიროებების შეფასებასა და შეიარაღების შეძენაზე შესაძლო კონტრაქტებში დაეხმაროს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მოლდოვასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმება ხაზს უსვამს საფრანგეთის ერთგულებას, დაიცვას და დაეხმაროს მოლდოვას.  

„თუ აგრესორი არ შეჩერდება, ფრონტის ხაზი უფრო ახლოს იქნება“ - სანდუ მაკრონს

„თუ აგრესორი არ შეჩერდება, ის გააგრძელებს წინსვლას და ფრონტის ხაზი უფრო ახლოს მოვა. უფრო ახლოს მოვა ჩვენთან. უფრო ახლოს მოვა თქვენთან,“ ეს განცხადება მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ პარიზში გააკეთა, სადაც 7 მარტს მან საფრანგეთთან ხელი მოაწერა ორმხრივ ხელშეკრულებას თავდაცვისა და თანამშრომლობის თაობაზე. „ამიტომ ევროპამ გაერთიანებული ფრონტი უნდა შექმნას. აგრესია მთელი ძალით უნდა იქნეს უკუგდებული,“ აღნიშნა სანდუმ. მაკრონმა პირობა დადო, რომ მოსკოვის მხრიდან მუქარის პირობებში მოლდოვის მიმართ საფრანგეთის მხარდაჭერა ურყევი იქნება. სანდუს თქმით, მოსკოვი გეგმავს, შეარყიოს მოლდოვის სტაბილურობა და ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის გზას ჩამოაშოროს საპრეზიდენტო არჩევნებისა და ევროკავშირში წევრობის თაობაზე რეფერენდუმის წინ. მოლდოვამ და საფრანგეთმა თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს  

ფრანგული თავდაცვის კომპანიები უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის წარმოებას დაიწყებენ

ფრანგულმა იარაღის მწარმოებელმა საჭირო სამხედრო აღჭურვილობა პირდაპირ უკრაინის მიწაზე უნდა აწარმოონ, რათა ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ ომში დახმარება გაუწიოს. Reuters-ის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ არსებობს იდეა, რომლის თანახმად, პირველი საწარმოო ერთეულები ამ ზაფხულში გაიხსნას. „სამი ფრანგული კომპანია დაამყარებს პარტნიორულ ურთიერთობებს უკრაინულ კომპანიებთან, კერძოდ, დრონებისა და სახმელეთო აღჭურვილობის სექტორში, რათა აწარმოონ სათადარიგო ნაწილები უკრაინის მიწაზე და, შესაძლოა, საბრძოლო მასალაც, მომავალში,“ - განაცხადა მინისტრმა. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა მიანიშნა, რომ ჩართულ კომპანიებს შორის იქნება ტანკების მწარმოებელი KNDS-ი - ჰოლდინგური სტრუქტურა, რომელიც ჩამოყალიბდა ფრანგული Nexter-ისა და გერმანული Krauss-Maffei-Wegmann-ის მიერ.  

მაკრონმა პარტიების ლიდერებს განუცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერაში „წითელი ხაზები“ არ არსებობს - მედია

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა. საფრანგეთის საპარლამენტო პარტიების ლიდერებმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 7 მარტის შეხვედრა გამართეს. მაკრონმა მათ მიაწოდა ინფორმაცია უკრაინაში ფრონტზე არსებულ ვითარებაზე და კიევისთვის საფრანგეთის მხარდაჭერის ხედვაზე. საფრანგეთის კომუნისტური პარტიის ლიდერის ფაბიენ რუსელისა და ულტრამემარჯვენე ნაციონალური მიტინგის ლიდერის ჯორდან ბარდელას კომენტარებზე დაყრდნობით, მაკრონმა დაუდასტურა მათ, რომ არ აპირებდა უკრაინისადმი საფრანგეთის მხარდაჭერაზე „არანაირი ლიმიტების“ დაწესებას და მან „წითელი ხაზების“ არსებობაც უარყო. მაკრონის გამოსვლის შეჯამებისას, საფრანგეთის მწვანეთა პარტიის თავმჯდომარემ მარინე ტონდელიემ აღნიშნა, რომ „ჩვენთვის საზღვრების დაწესება“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „შედარებით უპირატესობას“ მისცემს. „პრეზიდენტი ძალიან სერიოზულად უყურებდა დამატებითი რესურსების სწრაფი მობილიზების აუცილებლობას უკრაინაში რუსული საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად,“ - განუცხადა Le Figaro-ს შეხვედრაზე დამსწრე ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ბერტრან პანჩერმა. რამდენიმე დამსწრემ Le Figaro-ს ანონიმურობის პირობით განუცხადა, რომ მაკრონს "ხელში რუკები" ეჭირა, როდესაც ის ხსნიდა უკრაინის ფრონტის ხაზიდან რუსული ძალების სასარგებლოდ უკან დახევის რისკებს. ”მან არსებითად განგვიმარტა, რომ თუ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და მაინც ვისაუბრებთ საკუთარი თავის შეზღუდვაზე, ვლადიმერ პუტინი სავარაუდოდ, წარმატებას მიაღწევს,” - აღნიშნა ერთ-ერთმა წყარომ. მაკრონის და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრაზე, ელისეის სასახლეში კომენტარი არ გაუკეთებიათ. საფრანგეთის პრეზიდენტმა მისი ადრინდელი გაანცხადება ცოტა ხნის წინ განმარტა და აღნიშნა, რომ უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგების შესახებ განცხადებები “გაზომილი და გააზრებული” იყო. კერძოდ, მაკრონს კომენტარის გაკეთება სთხოვეს მის განცხადებაზე, რომელიც მან პარიზში მოკავშირეების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ “არ შეიძლება, გამოვრიცხოთ” უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების გაგზავნა. „ეს საკმაოდ სერიოზული საკითხებია. ყოველი სიტყვა, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვამბობ, არის გაზომილი და გააზრებული,” - განაცხადა მაკრონმა. NATO-ს ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ, უკრაინაში მათი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხეს. უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა NATO-ს გენერალურმა მდივანმაც გამორიცხა. მაკრონის სიტყვები დადებითად შეაფასეს ბალტიისპირეთის კიდევ ერთ ქვეყანაში, ლიეტუვაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ მადლობელი იყო ამ ინიციატივისთვის და დაამატა, რომ "არცერთ შესაძლებლობაზე არ უნდა ითქვას უარი.  

რომელი ქვეყნები არ გამორიცხავენ უკრაინაში ჯარების გაგზავნას

ესტონეთის პრემიერის თქმით, დახურულ კარს მიღმა უნდა განიხილებოდეს ყველა ვარიანტი, რისი გაკეთებაც მოკავშირეებს შეუძლიათ. მან მაკრონის სიტყვებს დროული უწოდა. კაია კალასმა განაცხადა, რომ ქვეყანა განიხილავს „ყველა შესაძლებლობას“, გამონაკლისის გარეშე, რათა დაეხმაროს უკრაინას პუტინის დამარცხებაში. "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიდი ქვეყნები მიხვდნენ, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა რუსეთმა ეს ომი ვერ მოიგოს, რადგან შემდეგ საქმე გვექნება უფრო მძიმე შედეგებთან," – აღნიშნა კალასმა. მისივე შეფასებით, მაკრონის ინიციატივა რუსეთისთვის უნდა იყოს სიგნალი, რომ დასავლეთი არ გამორიცხავს შესაძლებლობებს, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია.  მაკრონის სიტყვები დადებითად შეაფასეს ბალტიისპირეთის კიდევ ერთ ქვეყანაში, ლიეტუვაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ მადლობელი იყო ამ ინიციატივისთვის და დაამატა, რომ "არცერთ შესაძლებლობაზე არ უნდა ითქვას უარი. „ლიეტუვის ოფიციალური პირები განიხილავენ სამხედროების გაგზავნას უკრაინაში წვრთნების ჩატარების მიზნით,“ განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა კესტუტის ბუდრისმა და აღნიშნა, რომ იარაღისა და საბრძოლო მასალის სახით მხარდაჭერა რჩება უმთავრეს პრიორიტეტად. „ჩვენ ვსაუბრობთ ამ შესაძლებლობაზე და ამას ვაკეთებთ სრულიად ღიად. ბევრი ნიუანსია იმის თაობაზე, თუ როგორ და რა პირობებში შეიძლება, ეს მოხდეს,“ - განაცხადა ბუდრისმა. ნიდერლანდები ასევე შეუძლებლად არ მიიჩნევს ჯარისკაცების უკრაინაში გაგზავნას, „მაგრამ ამის დრო ჯერ არ არის,“ - განაცხადა თავდაცვის ხელმძღვანელმა, გენერალმა ონნო ეიხელშეიმმა. „ვფიქრობ, ყველა ვარიანტი ღია უნდა დარჩეს,“ - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ჯერჯერობით ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. დიდი ბრიტანეთი არ გეგმავს უკრაინაში ჯარების ფართომასშტაბიან განლაგებას, განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, მაგრამ ბრიტანეთის ჯარების მცირე რაოდენობა უკვე ქვეყანაში იმყოფება. „გარდა იმ მცირე რაოდენობის პერსონალისა, რომელიც ქვეყანაში გვყავს, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ჩვენ არ გვაქვს გეგმები ფართომასშტაბიანი განლაგების შესახებ,“ - განაცხადეს სუნაკის ოფისში. კანადა მზადაა, გაგზავნოს შეზღუდული რაოდენობის სამხედრო პერსონალი უკრაინის შეიარაღებული ძალების უკრაინის ტერიტორიაზე მოსამზადებლად, იმ პირობით, რომ სამხედრო პერსონალი ფრონტის ხაზის მოშორებით განთავსდება, განაცხადა თავის მხრივ, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ბილ ბლერმა. მისივე თქმით, კანადელ ჯარისკაცებს უკვე აქვთ უკრაინელი ჯარისკაცების მომზადების გამოცდილება. წვრთნები 2015 წელს დაიწყო უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნა სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე განხორციელდა. კანადის მონაწილეობა ოპერაციაში - Unifier 2022 წლის მარტის შუა რიცხვებში დასრულდა. შეგახსენებთ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ მაკრონის განცხადების შემდეგ, France Inter-ის ეთერში განმარტა, რომ მისი ქვეყანა არ გაგზავნის თავის ჯარს უკრაინაში საომარ მოქმედებებში უშუალო მონაწილეობის მისაღებად. თავის მხრივ, მაკრონმა განმარტა, რომ უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგების შესახებ განცხადებები “გაზომილი და გააზრებული” იყო. ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტს კომენტარის გაკეთება სთხოვეს მის განცხადებაზე, რომელიც მან პარიზში მოკავშირეების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ “არ შეიძლება, გამოვრიცხოთ” უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების გაგზავნა. „ეს საკმაოდ სერიოზული საკითხებია. ყოველი სიტყვა, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვამბობ, არის გააზრებული და გაზომილი,” - განაცხადა მაკრონმა. როგორც ცნობილია, NATO-ს ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ, უკრაინაში მათი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხეს. უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა NATO-ს გენერალურმა მდივანმაც გამორიცხა.  

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინა ჯარების გაგზავნას არ გვთხოვს, ახლა უკრაინა საბრძოლო მასალას ითხოვს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ განაცხადა, რომ უკრაინა საფრანგეთისგან ჯარების გაგავნას არ ითხოვს. მან გაიმეორა განაღმვის ოპერაციებში ჩართვის შესაძლებლობა და აღნიშნა, რომ ეს "შეიძლება, ნიშნავდეს გარკვეული პერსონალის ადგილზე ყოფნას, მაგრამ  - არა საბრძოლველად." „უკრაინა ჯარების გაგზავნას არ გვთხოვს. ახლა უკრაინა საბრძოლო მასალას ითხოვს. უახლოეს თვეებში ჩვენ არაფერს გამოვრიცხავთ,“ - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. სტეფან სეჟურნემ აღნიშნა, რომ უახლოეს თვეებში ან წლებში დასავლელი მოკავშირეების მიერ უკრაინის დახმარების პროცესი რუსეთის კარნახით არ უნდა წარიმართოს. „ორგანიზება იმისა, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ან წითელი ხაზები სად გავავლოთ, რუსეთის მიერ არ უნდა მოხდეს. ეს ჩვენ შორის უნდა გადავწყვიტოთ,“ - აღნიშნა სეჟურნემ. ცნობისთვის, 8 მარტს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინაში დასავლეთის სახელმწიფოების ჯარების შესაძლო გაგზავნის შესახებ კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა და აღნიშნა, რომ რაღაცის არგამორიცხვა მის გაკეთებას არ ნიშნავს. საფრანგეთის პრეზიდენტმა მისი ადრინდელი გაანცხადება ცოტა ხნის წინ განმარტა და აღნიშნა, რომ უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგების შესახებ განცხადებები “მოზომილი და გააზრებული” იყო. კერძოდ, მაკრონს კომენტარის გაკეთება სთხოვეს მის განცხადებაზე, რომელიც მან პარიზში მოკავშირეების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ “არ შეიძლება, გამოვრიცხოთ” უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების გაგზავნა. „ეს საკმაოდ სერიოზული საკითხებია. ყოველი სიტყვა, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვამბობ, არის გაზომილი და გააზრებული,” - განაცხადა მაკრონმა. NATO-ს ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ, უკრაინაში მათი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხეს. უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა NATO-ს გენერალურმა მდივანმაც გამორიცხა. მაკრონის სიტყვები დადებითად შეაფასეს ბალტიისპირეთის კიდევ ერთ ქვეყანაში, ლიეტუვაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ მადლობელი იყო ამ ინიციატივისთვის და დაამატა, რომ "არცერთ შესაძლებლობაზე არ უნდა ითქვას უარი. მაკრონი მზადაა, ჯარი გაგზავნოს უკრაინაში, თუ ფრონტის ხაზი ოდესაში ან კიევში გაივლის - მედია

მაკრონი უკრაინას უახლოეს კვირებში ეწვევა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინას უახლოეს კვირებში ეწვევა. ამის შესახებ AFP ელისეის სასახლეზე დაყრდნობით იტყობინება. მანამდე მაკრონი უკრაინის პრეზიდენტს ესაუბრა. საუბრისას მაკრონმა ასევე დაადასტურა „მისი სურვილი, გააგრძელოს ძალისხმევა შორი დისტანციური იარაღის კოალიციის სწრაფად შესაქმნელად და ასევე მხარი დაუჭიროს უკრანისთვის ჩეხური საბრძოლო მასალის მიწოდების ინიციატივას.“ საფრანგეთის პრეზიდენტმა „ასევე დაადასტურა აშშ-სა და საფრანგეთის თავმჯდომარეობით შექმნილი კოალიციის „არტილერია უკრაინისთვის“ ფარგლებში მუშაობის გაგრძელების აუცილებლობა. საფრანგეთის პრეზიდენტმა თებერვალში გამოაცხადა უკრაინაში ვიზიტის გეგმები „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ შეთანხმების დასასრულებლად. ვიზიტის კონკრეტული თარიღი ამ დროისთვის უცნობია. მაგრამ შემდეგ ვიზიტი "უსაფრთხოების მიზეზების გამო" გადაიდო. 16 თებერვალს მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის პარიზში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ უკრაინაში ჩასვლის განზრახვას არ უტოვებდა და ამას უახლოეს მომავალში გააკეთებს. საფრანგეთმა იპოვა მოკავშირეები ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რომლებიც უკრაინაში ჯარების პოტენციური გაგზავნისთვის მზად არიან - Politico  

საფრანგეთმა იპოვა მოკავშირეები ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რომლებიც უკრაინაში ჯარების პოტენციური გაგზავნისთვის მზად არიან - Politico

საფრანგეთი აყალიბებს ქვეყნების ალიანსს, რომლებიც მზად არიან უკრაინაში დასავლური ჯარების პოტენციური გაგზავნისთვის, რითაც ამ პროცესში უფრო ფრთხილ ბერლინთან დაპირისპირებას გააღრმავებს. შესაბამის სტატიას Politico ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან სეჟურნე ლიეტუვაში შეხვდა თავის კოლეგებს უკრაინიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, რათა განეხილათ მათი ჯარების უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის იდეა, მათ შორის, ტერიტორიების განაღმვაში დასახმარებლად. როგორც ცნობილია, მაკრონმა არ გამორიცხა უკრაინაში უცხოური ჯარები გაგზავნის შესაძლებლობა, მაგრამ ბერლინი და მრავალი სხვა დედაქალაქი ამის წინააღმდეგია. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინა ჯარების გაგზავნას არ გვთხოვს, ახლა უკრაინა საბრძოლო მასალას ითხოვს „რუსეთმა ვერ უნდა გვითხრას, როგორ უნდა დავეხმაროთ უკრაინას უახლოეს თვეებში ან წლებში,“ - აღნიშნა სეჟორნემ შეხვედრაზე, რომელსაც უძღვებოდა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი და რომელსაც ასევე ესწრებოდა მისი უკრაინელი კოლეგა დმიტრო კულება. „ორგანიზება იმისა, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ან წითელი ხაზები სად გავავლოთ, რუსეთს არ ევალება. ეს ჩვენ შორის უნდა გადავწყვიტოთ,“ - აღნიშნა სეჟურნემ. საფრანგეთის პრეზიდენტმა მისი ადრინდელი გაანცხადება კი, ცოტა ხნის წინ განმარტა და აღნიშნა, რომ უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგების შესახებ განცხადებები “მოზომილი და გააზრებული” იყო. კერძოდ, მაკრონს კომენტარის გაკეთება სთხოვეს მის განცხადებაზე, რომელიც მან პარიზში მოკავშირეების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ “არ შეიძლება, გამოვრიცხოთ” უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების გაგზავნა. „ეს საკმაოდ სერიოზული საკითხებია. ყოველი სიტყვა, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვამბობ, არის გაზომილი და გააზრებული,” - განაცხადა მაკრონმა. NATO-ს ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ, უკრაინაში მათი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხეს. უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა NATO-ს გენერალურმა მდივანმაც გამორიცხა. მაკრონის სიტყვები დადებითად შეაფასეს ბალტიისპირეთის კიდევ ერთ ქვეყანაში, ლიეტუვაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ მადლობელი იყო ამ ინიციატივისთვის და დაამატა, რომ "არცერთ შესაძლებლობაზე არ უნდა ითქვას უარი. 8 მარტს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინაში დასავლეთის სახელმწიფოების ჯარების შესაძლო გაგზავნის შესახებ კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა და აღნიშნა, რომ რაღაცის არგამორიცხვა მის გაკეთებას არ ნიშნავს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მაკრონის სიტყვების უკან კარგი ზრახვებია. რადოსლავ სიკორსკის თქმით, უკრაინაში NATO-ს ძალების ყოფნა "არ არის წარმოუდგენელი" და, რომ ის აფასებს საფრანგეთის პრეზიდენტის მხრიდან ამ იდეის არგამორიცხვას. მაკრონი მზადაა, ჯარი გაგზავნოს უკრაინაში, თუ ფრონტის ხაზი ოდესაში ან კიევში გაივლის - მედია  

საფრანგეთის რამდენიმე სამთავრობო უწყებაზე „უპრეცედენტო ინტენსივობის“ კიბერშეტევა განხორციელდა

10 მარტის საღამოს შემდეგ, საფრანგეთის რამდენიმე სამთავრობო უწყება კიბერშეტევების სამიზნე გახდა. შეტევა ამ დრომდე წარმატებით მოიგერიეს. ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის პრესსამსახური იტყობინება. AFP წერს, რომ საფრანგეთის რამდენიმე სამთავრობო დეპარტამენტი "უპრეცედენტო ინტენსივობის" კიბერშეტევას განიცდის. თავდასხმების საწინააღმდეგოდ განლაგდა კრიზისული განყოფილება, რომელიც უზრუნველყოფდა IT ინფრასტრუქტურის შეუფერხებელ მუშაობას. საფრანგეთის მთავრობამ არ დააკონკრეტა ინციდენტის დეტალები, მხოლოდ აღნიშნა, რომ კიბერშეტევების გავლენა ამ დრომდე შემცირდა და სამთავრობო ვებგვერდებზე წვდომა აღდგენილია.  

შოლცმა მაკრონი და ტუსკი უკრაინის საკითხის განსახილველად ბერლინში მიიწვია - Politico

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 15 მარტს ბერლინში შეხვედრა დაგეგმეს, რათა უკრაინაში არსებული ვითარება განიხილონ. Politico-ს ცნობით, ეს იქნება პირველი შეხვედრა ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში მას შემდეგ, რაც ტუსკი პრემიერ-მინისტრი გახდა. მანამდე, დონალდ ტუსკი და პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდნენ. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ათასობით უკრაინელის სიცოცხლე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. „ეს რაღაც პოლიტიკური კამათი არ არის, რომელიც გავლენას მხოლოდ ამერიკულ პოლიტიკურ არენაზე ახდენს. პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებისას ბატონი ჯონსონის წარუმატებლობა ათასობით ადამიანის სიცოცხლის ფასად დაჯდება. იგი ამაზე პირად პასუხისმგებლობას იღებს,“ - განაცხადა დონალდ ტუსკმა. ტუსკმა აღნიშნა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ კენჭისყრა უნდა დაუშვას. „მას უნდა ესმოდეს, რომ მილიონობით ადამიანის ბედი მის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული და უკრაინაში ათასობით სიცოცხლე მის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული,“ - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან  

მაკრონი: უკრაინამ გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად ყირიმი უნდა დაიბრუნოს

საფრანგეთის პრეზიდენტის შეფასებით, უკრაინამ უნდა დაიბრუნოს ყირიმი, რათა იქ ხანგრძლივმა მშვიდობამ დაისადგუროს. ემანუელ მაკრონი გამოდის გაფრთხილებით, რომ ევროპის უსაფრთხოება სასწორზე დევს. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპის უსაფრთხოება უკრაინაში „საფრთხის წინაშეა“ და რომ რუსეთის გამარჯვება კიევის წინააღმდეგ, „ნულამდე შეამცირებს ევროპისადმი სანდოობას." მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი მზადაა, უზრუნველყოს რომ რუსეთმა ვერ გაიმარჯვოს უკრაინაში. მოკავშირეებს კი მოუწოდა, არ დააწესონ ერთგვარი ლიმიტი უკრაინის დახმარებაზე. "ნებისმიერი, ვინც მხარს უჭერს უკრაინის დახმარების „შეზღუდვას“, „ირჩევს დამარცხებას." აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ ერთ დღეს დადგება დრო, როცა რუსეთის პრეზიდენტთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობა გაჩნდება, "პირველ რიგში, ეს ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ პუტინი აღარ იყოს პასუხისმგებელი პირი რუსეთში."  ამავე სატელევიზიო გამოსვლაში მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი არასოდეს იქნება რუსეთის წინააღმდეგ შეტევის ინიციატორი და რომ პარიზი არ ომობს მოსკოვთან. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას, დაამარცხოს რუსეთი, ამას ძალიან მარტივად ვიტყვი: არ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა, თუ არ იქნება სუვერენიტეტი, თუ არ მოხება უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში დაბრუნება, მათ შორის, ყირიმში,“ - დასძინა მან.   

საფრანგეთი და გერმანია უკრაინაში იარაღის მწარმოებელ ქარხანას ააშენებენ

გერმანიამ და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ უკრაინის შიგნით იარაღის წარმოებას დაიწყებენ, რადგან ევროკავშირის ორი უმსხვილესი ეკონომიკის ლიდერები ცდილობენ, შეცვალონ წარმოდგენელი და არსებული შეშფოთება, რომ რიგ საკითხებზე მათი განსხვავებები ხელს შეუშლის ბლოკს კიევისთვის საკმარისი მხარდაჭერის მობილიზებაში. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქარხნების შესახებ დეტალები არ დააკონკრეტეს, მაგრამ გერმანიის იარაღის მწარმოებელმა Rheinmetall AG-მა გასულ თვეში განაცხადა, რომ უკრაინაში საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოებისთვის ადგილობრივ ერთობლივ პარტნიორთან ერთად, ახალ ქარხანას გახსნის. პარტნიორები შეთანხმდნენ ქარხნის აშენებაზე და ერთობლივად ექსპლუატაციაზე, რომელიც ყოველწლიურად ტყვიების ექვსნიშნა რაოდენობას გამოიმუშავებს.  

მაკრონი უკრაინაში კონკრეტული წინადადებებითა და გადაწყვეტილებებით ჩასვლას აანონსებს

საფრანგეთის პრეზიდენტი, უკრაინაში კონკრეტული წინადადებებითა და გადაწყვეტილებებით ჩასვლას აანონსებს. ემანუელ მაკრონმა განმარტა, რომ მისი ვიზიტი შედგება მაშინ, როდესაც მზად იქნება „კონკრეტული წინადადებები და კონკრეტული გადაწყვეტილებები.“ „აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით - აუცილებლად ჩამოვალ, მე მაქვს წესი: ჩემი ვიზიტი მაქსიმალურად სასარგებლო იყოს უკრაინისთვის. მე ჩამოვალ უკრაინაში კონკრეტული წინადადებებით, კონკრეტული გადაწყვეტილებებით,“- განაცხადა მან უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში. მაკრონის თქმით, მისი ვიზიტი იქნება "ძლიერი გზავნილი და თანამშრომლობის ახალი მიმართულებები". ელისეის სასახლემ განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინას უახლოეს კვირებში ეწვევა.  

საფრანგეთი რუსეთს მოუწოდებს, პარიზის ოლიმპიური თამაშების დროს, უკრაინაში ცეცხლი შეწყვიტოს

საფრანგეთი აპირებს, შესთავაზოს რუსეთს საომარი მოქმედებების შეწყვეტა უკრაინაში პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დროს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მაკრონმა უპასუხა უკრაინელ ჟურნალისტს, რომელმაც გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსულმა მხარემ ცეცხლი უნდა შეწყვიტოს, რადგან ოლიმპიადის დროს „ეს ყოველთვის ხდებოდა.“ მაკრონის სიტყვებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა გამოეხმაურა და თქვა, რომ ჯერ საფრანგეთმა უნდა შეწყვიტოს კიევისთვის იარაღის მიწოდება. „მაკრონმა ასევე უნდა "შეწყვიტოს ტერორიზმის სპონსორობა," - ამტკიცებს ზახაროვა. ზაფხულის ოლიმპიური თამაშები საფრანგეთის დედაქალაქში 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.   

მაკრონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა შესაძლოა, საჭირო გახდეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ განცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა, შესაძლოა, საჭირო გახდეს. „ალბათ რაღაც მომენტში, იმის მიუხედავად, რომ მე არ მინდა ამის გაკეთება და არ ვიქნები ინიციატორი, საჭირო იქნება ადგილზე ოპერაციების ჩატარება, როგორიც არ უნდა იყოს ეს, რუსეთის ძალებთან დასაპირისპირებლად.   საფრანგეთის სიძლიერე არის იმაში, რომ ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია,“– განაცხადა ემანუელ მაკრონმა.  „ჩვენი მოვალეობაა, მოვემზადოთ ყველა სცენარისთვის. სხვათა შორის, დარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთ ამ სცენარში, ვინც ამას შეძლებს, თავისი მოდელით, თავის პასუხისმგებლობას აიღებს. პუტინი ავითარებს შიშის დისკურსს. ჩვენ არ უნდა მივცეთ ამის საშუალება, რადგან ზესახელმწიფოსთან არ გვაქვს საქმე,“ აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მოკავშირეებს შორის არსებობს უთანხმოება უკრაიაში სახმელეთო ოპერაციების ჩატარებისა და კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებასთნ დაკავშირებით. მაკრონი კიევის მიმართ სოლიდარობის ნიშნად პარასკევს ბერლინში გერმანელ და პოლონელ კოლეგებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის სამი ქვეყანა გაერთიანდა იმ მიზნით, რომ არასოდეს დაუშვან რუსეთის გამარჯვება და რომ ბოლომდე მხარი დაუჭირონ უკრაინელ ხალხს.

საფრანგეთი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ ე.წ. საარჩევნო უბნების გახსნას გმობს

საფრანგეთი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ ე.წ. საარჩევნო უბნების გახსნას უკანონოდ მიიჩნევს. საფრანგეთი გმობს იმ ფაქტს, რომ რუსეთმა მოაწყო „საარჩევნო უბნები“ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტულ რეგიონებში, ასევე მოლდოვის რესპუბლიკაში დნესტრისპირეთის რეგიონში, საქართველოსა და მოლდოვის ხელისუფლებების თანხმობის გარეშე,“ ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ რუსეთში საარჩევნო პროცესი მიმდინარეობდა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ხმის ჩახშობის, გამოხატვის თავისუფლების კიდევ უფრო დიდი შეზღუდვისა და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ფუნქციონირების აკრძალვის ფონზე.  

საფრანგეთი რუსული დეზინფორმაციის სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის უფროსის სერგეი ნარიშკინის განცხადება, რომ პარიზი სავარაუდოდ, 2000-ჯარისკაციან კონტიგენტს უკრაინაში გასაგზავნად ამზადებდა. საფრანგეთი რუსეთს პროვოკაციაში ადანაშაულებს. „რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რუსეთის მიერ მასობრივი დეზინფორმაციის სისტემატური გამოყენების კიდევ ერთი მაგალითია. ჩვენ მოვუწოდებთ მაქსიმალური სიფხიზლისკენ, რათა თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი ინსტრუმენტალიზაცია ამ ტიპის კამპანიების საშუალებით,“ - ნათქვამია განცხადებაში. საფრანგეთი რუსეთს საკვანძო საარჩევნო წელს დეზინფორმაციულ კამპანიაში ადანაშაულებს  

„არსებობენ ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ამ იდეით“: საფრანგეთის ელჩი უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე

უკრაინაში საფრანგეთის ელჩი, გაელ ვეისიერი აცხადებს, რომ არსებობენ ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებულები არიან პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის იდეით, საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ელჩმა გაიხსენა, რომ საფრანგეთის პოზიციის მიხედვით, არ არსებობს წითელი ხაზები და არ არის საჭირო არაფრისგან თავის შეკავება. "შეიძლება ვთქვათ, რომ არ არის გამორიცხული. ეს არის ძალიან ძლიერი სიგნალი, რომ ვაძლიერებთ უკრაინის მიმართ მხარდაჭერას. ჩვენ თავს არ შევიკავებთ რაიმე საზღვრებით", - განაცხადა გაელ ვეისიერმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი არ აპირებს რუსეთის ფედერაციაზე თავდასხმას, მაგრამ მზადაა გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა უკრაინის მხარდასაჭერად. "მაგრამ ჩვენ უკვე მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა უკრაინის მხარდასაჭერად. ეს არის ის, რის გაკეთებასაც ვცდილობთ. ეს არ არის ის, რაც შეთანხმებულია ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან. მაგრამ არის რამდენიმე ქვეყანა, რომელიც დაინტერესებულია. ეს იდეები განიხილება“, - განმარტა დიპლომატმა.  

„უკრაინის მხარდაჭერა შეიძლება, იარაღის მიწოდებას აღემატებოდეს“ - ფრანგი გენერალი

რუსეთი არ უნდა ელოდოს, რომ დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერაში მხოლოდ იარაღის მიწოდებით შემოიფარგლება. ამის შესახებ ფრანგმა გენერალმა ჟურნალისტებს NATO-ს ახალი წევრის შვედეთის შეიარაღებული ძალების მეთაურთან, გენერალ მიქაელ ბოდენთან პარიზში გამართული მოლაპარაკების შემდეგ განუცხადა. საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალმა ტიერი ბურკჰარდმა აღნიშნა, ომი დასრულდება, როდესაც რუსეთი შეწყვეტს შეტევას. მისი თქმით, პუტინი ავითარებს საკუთარ ლოგიკას იმის შესახებ, რომ დასავლეთი არასდროს წავა უკრაინაში, არამედ, უბრალოდ მიაწოდებს იარაღს. „ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მას, რომ ის ვერ შეძლებს ამ ლოგიკის გამოყენებას ბოლომდე, რადგან ეს აზრი არ არის სწორი,” - აღნიშნა ბურკჰარდმა. „უკრაინის ომი ჩვენ გვეხება, რადგან ჩვენ ჩართული ვართ მის შედეგებში. ამიტომ ევროპელებს უნდა შეეძლოთ რისკების შეფასება, რათა უზრუნველყონ ევროპის უსაფრთხოება მომდევნო ათწლეულში," - განაცხადა გენერალმა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ განცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა, შესაძლოა, საჭირო გახდეს. „ალბათ რაღაც მომენტში, იმის მიუხედავად, რომ მე არ მინდა ამის გაკეთება და არ ვიქნები ინიციატორი, საჭირო იქნება ადგილზე ოპერაციების ჩატარება, როგორიც არ უნდა იყოს ეს, რუსეთის ძალებთან დასაპირისპირებლად.    

საფრანგეთი და გერმანია უკრაინაში ტანკების მწარმოებელ KNDS-ის ფილიალის გახსნაზე შეთანხმდნენ

პარიზმა და ბერლინმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც საშუალებას აძლევს ფრანკო-გერმანულ კომპანიას KNDS-ს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ტანკებსაც აწარმოებს, ფილიალი გახსნას უკრაინაში, განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიენ ლეკორნუმ გერმანელ კოლეგასთან ბორის პისტორიუსთან მოლაპარაკების შემდეგ. „ჩვენ ვაცხადებთ, რომ გერმანულ-ფრანგული კომპანია KNDS უკრაინაში ადგილობრივ ერთეულთან ერთად ფეხს მოიკიდებს,“ - განაცხადა ლეკორნუმ. მისივე თქმით, კომპანიის ფილიალი ჩართული იქნება სათადარიგო ნაწილების წარმოებასა და ადგილობრივი პერსონალის მომზადებაში. 2016 წელს დაუძნებული KMW+Nexter Defense Systems (KNDS) არის ორი ევროპული ჯავშანტექნიკის მწარმოებლის ერთობლივი საწარმო - გერმანული ფირმა Krauss-Maffei Wegmann და ფრანგული Nexter Systems. კომპანიის სათაო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს.  

მაკრონი: ევროპა უფრო მეტ ერთიანობას ავლენს და უკრაინის მხარდაჭერას მნიშვნელოვნად აძლიერებს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ ევროპა უფრო და უფრო მეტ ერთიანობას ამჟღავნებს და მნიშვნელოვნად აძლიერებს გადაწყვეტილების მიღებას უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, ევროპული დასკვნებში სიტყვა - „ინტენსიურად“ პირველად ჩნდება უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.  „ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მზად ვართ, ვიმოქმედოთ რუსების მხრიდან ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში, რაც მიდგომის რეალური ცვლილებაა,“ - აღნიშნა მაკრონმა. „საქმეები კარგად მიდის და ბოლო კვირების განმავლობაში მიღწეული პროგრესი მნიშვნელოვანი იყო როგორც ერთიანობის, ასევე, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი პოზიციების განმტკიცების თვალსაზრისით,“ - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ერთობლივ მიღწევებს შორის მან აღნიშნა ჩეხეთის ინიციატივის ყველა ქვეყნის მიერ დამტკიცება (უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესყიდვასთან დაკავშირებით - რედ.), რომელსაც აქამდე სკეპტიციზმით ეპყრობოდნენ, ასევე, საერთო გაგებაა უკრაინის დამატებითი დაფინანსების აუცილებლობის შესახებ. „თუ ჩვენ ბევრად უფრო შორს  უნდა წავიდეთ, თუ სიტუაცია გაუარესდება, თუ ევროპულის გარდა სხვა დაფინანსება ამოიწურება, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ და ვიფიქროთ, უფრო რადიკალური და ინოვაციური გადაწყვეტილებების შესახებ,“ განაცხადა მაკრონმა. მაკრონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა შესაძლოა, საჭირო გახდეს  

მაკრონის თქმით, ჯგუფი, რომელიც მოსკოვთან მომხდარი ტერაქტის უკან დგას, საფრანგეთზე თავდასხმასაც ცდილობდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ფილიალი, რომელიც მოსკოვთან მომხდარი თავდასხმის უკან დგას, საფრანგეთზე თავდასხმასაც გეგმავდა. საფრანგეთის მთავრობამ ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე და საგანგებო მზადყოფნის რეჟიმი აამოქმედა. გადაწყვეტილება 24 მარტს, ღამით მიიღეს ელისეის სასახლეში, სადაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ხელმძღვანელობით, საფრანგეთის თავდაცვის და უსაფრთხოების საბჭოს სხდომა ჩატარდა. „ეს ჯგუფი ასევე ცდილობდა რამდენიმე ქმედების განხორციელებას ჩვენს მიწაზე,” - განუცხადა მანკრონმა ჟურნალისტებს გაიანაში ვიზიტის დროს. მოსკოვთან მდებარე Crocus City Hall-ში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 137-მდე გაიზარდა, მათ შორის, სამი ბავშვია. დაშავებულია 180-ზე მეტი ადამიანი. ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულ ოთხივე პირს წინასაწარი პატიმრობა შეეფარდა. ცალკე განცხადებაში, მაკრონმა „მტკიცედ“ დაგმო „ტერორისტული თავდასხმა“ და განაცხადა, რომ საფრანგეთი სოლიდარობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. ზელენსკი მოსკოვთან თავდასხმაზე: არარაობა პუტინი ერთი დღე ფიქრობდა, როგორ დაეკავშირებინა უკრაინასთან  

მაკრონი: მოსკოვთან ტერაქტში უკრაინის დადანაშაულება ცინიკური და კონტრპროდუქტიულია თავად რუსეთისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ თავდასხმა, რომლის სამიზნეც იყო მოსკოვის მახლობლად მდებარე საკონცერტო დარბაზი, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ განხორციელდა, ამიტომ, უკრაინის დადანაშაულების მცდელობა "ცინიკური და კონტრპროდუქტიულია." მან განმარტა, რომ ასევე არსებობს რუსეთის აგრესიული ომის კონტექსტი უკრაინის მიმართ, რასაც საფრანგეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ამავდროულად, საფრანგეთს სურს ბრძოლის გაძლიერება „ისლამურ სახელმწიფოსა“ და მის დაჯგუფებებთან. მისი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ამ თავდასხმის ინსტრუმენტად გამოყენება და ფაქტების დამახინჯება და იმედოვნებს, რომ რუსეთიც ამ სულისკვეთებით იმოქმედებს. „ვფიქრობ, რუსეთისთვის და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ცინიკური და კონტრპროდუქტიული იქნება ამ კონტექსტის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ," აღნიშნა მაკრონმა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვში თავდასხმა რადიკალმა ისლამისტებმა განახორციელეს, მაგრამ რუსეთს აინტერესებს, ვინ გასცა ბრძანება და მისი თქმით, ეს თავდასხმა შესაძლოა დაკავშირებული იყოს „კიევის ნეონაცისტურ რეჟიმთან.“ მაკრონის თქმით კი, ჯგუფი, რომელიც მოსკოვთან მომხდარი ტერაქტის უკან დგას, საფრანგეთზე თავდასხმასაც ცდილობდა. საფრანგეთის მთავრობამ ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე და საგანგებო მზადყოფნის რეჟიმი აამოქმედა. ზელენსკი მოსკოვთან თავდასხმაზე: არარაობა პუტინი ერთი დღე ფიქრობდა, როგორ დაეკავშირებინა უკრაინასთან  

მაკრონი მოსკოვთან მომხდარ ტერაქტზე „პუტინის ვერსიას“ უარყოფს და რუსეთს ISIS-თან ბრძოლაში თანამშრომლობას სთავაზობს

მოსკოვში 22 მარტს მომხდარ ტერაქტთან და ტერორიზმის საფრთხეებთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთს თანამშრომლობას სთავაზობს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ თავდასხმა, რომლის სამიზნეც იყო მოსკოვის მახლობლად მდებარე საკონცერტო მოედანი, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ განხორციელდა, ამიტომ, "რუსეთისთვის და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ცინიკური და კონტრპროდუქტიული იქნება ამ კონტექსტის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ." მან განმარტა, რომ ასევე არსებობს რუსეთის აგრესიული ომის კონტექსტი უკრაინის მიმართ, რასაც საფრანგეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ამავდროულად, საფრანგეთს სურს ბრძოლის გაძლიერება „ისლამურ სახელმწიფოსა“ და მის დაჯგუფებებთან. ეს თანამშრომლობა, რომელსაც რუსეთს სთავაზობს, გულისხმობს ტერორისტებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაზიარებას. მაკრონის თქმით, ISIS-ის ის დანაყოფი, რომელიც მოსკოვის ტერაქტის უკან დგას, ტერორისტულ თავდასხმას საფრანგეთის მიწაზეც გეგმავდა და ბოლო თვეების განმავლობაში თავდასხმის რამდენიმე მცდელობაც ჰქონდათ. შესაბამისი ინფორმაცია ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის დაზვერვის სამსახურის ანგარიშზე დაყრდნობით გაავრცელა. საფრანგეთის პრეზიდენტს მედიის წარმომადგენლებმა ჰკითხეს, ექნებოდა თუ არა ამ საკითხზე კომუნიკაცია მის კოლეგასთან, რაზეც მაკრონმა უპასუხა, რომ ჯერჯერობით ეს კომუნიკაცია მინისტრების და ტექნიკურ დონეზე ხორციელდება. მისი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ამ თავდასხმის ინსტრუმენტად გამოყენება და ფაქტების დამახინჯება და იმედოვნებს, რომ რუსეთიც ამ სულისკვეთებით იმოქმედებს.  

ფრანგი მინისტრი სამხედრო წარმოების გასაზრდელად რადიკალურ ნაბიჯებს არ გამორიცხავს

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სამხედრო წარმოების გასაზრდელად რადიკალური ნაბიჯების მომხრეა. ლეკორნუმ განაცხადა, რომ ის „არ გამორიცხავს“ შესაძლებლობების რეკვიზიციას თავდაცვის წარმოების გაზრდის მიზნით. მინისტრმა აღნიშნა, რომ 2023 წელს მიღებული კანონი 2024-2030 წლების სამხედრო დაგეგმვის შესახებ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი რადიკალური ნაბიჯების საფუძველს იძლევა ქვეყნისთვის აშკარა ან სავარაუდო საფრთხის ფონზე. პოტენციური რეკვიზიცია შეიძლება, მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით განხორციელდეს. შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ ახლახან გამოაცხადა 500 მილიონი ევროს გამოყოფა ევროპული კომპანიებისთვის საბრძოლო მასალის წარმოების შესაძლებლობების გაზრდის სქემით, რომელიც გაზრდის ჭურვების მიწოდებას უკრაინაში და შეავსებს ევროკავშირის ქვეყნების მარაგს. იანვარში, ევროკომისარმა განაცხადა, რომ ევროპული თავდაცვის ინდუსტრია 2024 წლის ბოლომდე სულ მცირე 1,3 მილიონი ჭურვის წარმოებას შეძლებს.   

საფრანგეთი უკრაინას 78 ჰაუბიცას გადასცემს და ქვეყნისთვის ჭურვების მიწოდებასაც გაზრდის

საფრანგეთი მალე შეძლებს უკრაინას 78 Caesar-ის ტიპის ჰაუბიცას გაიგზავნის და კიევისთვის ამ ეტაპზე საჭირო გადაუდებელ დახმარებას უზრუნველყოფს. პარიზი უკრაინისთვის ჭურვების მიწოდებასაც გაზრდის. ბოლო თვეებში უკრაინა განიცდის საბრძოლო მასალის მზარდ დეფიციტს, რამაც ხელი შეუწყო თებერვალში ფრონტის ხაზის მთავარი ქალაქის ავდიივკის დაკარგვას.  ჩეხეთმა წამოიწყო ინიციატივა, რომელიც უკრაინისთვის 800 000 ჭურვის მიწოდებას გულისხმობს, რომ მაგრამ პრაღამ 26 მარტს განაცხადა, რომ ეს რიცხვი შესაძლოა, მილიონ ნახევრამდე გაიზარდოს.  

პარიზის ოლიმპიადის დროს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საფრანგეთში სამხედროებს რამდენიმე ქვეყანა გაგზავნის - AFP

რამდენიმე უცხო ქვეყანა, მათ შორის, პოლონეთი, სამხედროებს გაგზავნის საფრანგეთში, რათა ოლიმპიადის დროს, პარიზს უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაში დაეხმაროს. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა AFP-ს განუცხადა, რომ ასეთ ზომას ტერორისტული საფრთხის გათვალისწინებით გეგმავენ. მან ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთის შესაძლებლობებს ბევრ მნიშვნელოვან ასპექტში, ბევრი უცხო ქვეყანა გააძლიერებს. წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი იქნება წარსულის პრაქტიკის შესაბამისი. საფრანგეთის პოლიცია ჩართული იყო კატარში, მსოფლიო ჩემპიონატის დროს უსაფრთხოების ზომების უზრუნევლყოფაში. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრ სებასტიან ლეკორნუს თქმით, ოლიმპიადისთვის 18000 ფრანგი ჯარისკაცი იქნება მობილიზებული, მათ შორი, 3000 პასუხისმგებელი იქნება საჰაერო დაზვერვაზე. მაკრონის თქმით, ჯგუფი, რომელიც მოსკოვთან მომხდარი ტერაქტის უკან დგას, საფრანგეთზე თავდასხმასაც ცდილობდა  

საფრანგეთი უკრაინას ჯავშანტექნიკას და რაკეტებს მიაწვდის

საფრანგეთი უკრაინაში ასობით ჯავშანტექნიკას და „ასტერის“ რაკეტებს გაგზავნის. თავდაცვის მინისტრის სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, იარაღის მიწოდება 2024 წელს და 2025 წლის დასაწყისში იგეგმება. მისი თქმით, საუბარია ცნობილ VAB ჯავშანტრანსპორტიორებზე. „უკრაინის არმიას სჭირდება, მაგალითად, ჩვენი ფრონტის ჯავშანტექნიკა (VAB): ამას აბსოლუტურად საკვანძო მნიშვნელობა აქვს ჯარების მობილურობისთვის. ამ ძველ ტექნიკას, რომელიც ჯერ კიდევ შეუძლია უკრაინას მნიშვნელოვანი პირდაპირი სარგებელი მოუტანოს“, - აღნიშნა საფრანგეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. მინისტრის თქმით, საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ კიევის მოთხოვნის საპასუხოდ, პარიზი გადასცემს საბრძოლო მასალა „ასტერ 30“-ს SAMP/T-ისთვის - რომელიც ამერიკული Patriot-ის ეკვივალენტია. სებასტიან ლეკორნუ არ გამორიცხავს, რომ პროცესის დაჩქარების მიზნით საფრანგეთმა პრიორიტეტი სამოქალაქო მწარმოებლიდან სამხედროზე გადაიტანოს.  

საფრანგეთში „ანტინარკოტიკული რეიდები“ გრძელდება: დააკავეს 1700-ზე მეტი ადამიანი

საფრანგეთში გრძელდება ფართომასშტაბიანი ანტინარკოტიკული რეიდები, რომლის დროსაც სამართალდამცველებმა 1738 ადამიანი დააკავეს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა განაცხადა, რომ ანტინარკოტიკული რეიდები გაგრძელდება. მან აღნიშნა, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობა უნდა აღმოიფხვრას. ბოლო 10 დღის განმავლობაში ჩატარებული ოპერაციების დროს ამოღებულია 2,4 მილიონი ევრო. სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს 150 კილოგრამი ნარკოტიკი, ძირითადად კოკაინი და ჰეროინი. „300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს პარიზში და მხოლოდ დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით სენა-სენ-დენის რეგიონში,“განაცხადა დარმანინმა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ნარკოტიკებთან ბრძოლა მხოლოდ უსაფრთხოების სფეროში არ უნდა მიმდინარეობდეს. „განათლების, ნარკომანიის კონტროლისა და მშობლების პასუხისმგებლობის საკითხები ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს,“ განმარტა მან. ორშაბათს საფრანგეთში ანტინარკოტიკული რეიდები დაიწყო, რომლის მიზანია ხელისუფლების განზრახვების სერიოზულობის დემონსტრირება ქალაქებში ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად. მარსელში ბოლო მოგზაურობისას, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ საფრანგეთში უახლოეს კვირებში დაახლოებით 10 ასეთი ოპერაცია ჩატარდება.   

ესტონეთი 18 Caesar-ის შესყიდვას და გემის აშენებას გეგმავს

ესტონეთის თავდაცვის ძალებმა შესაძლოა, „კეისრის“ ტიპის 18 თანამედროვე ფრანგული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი (SPG) მიიღოს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა Postimees-თან ინტერვიუში განაცხადა. პევკურის თქმით, 155 მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო დანაყოფები თავდაცვის ძალების გაძლიერების პაკეტში იარაღის ყველაზე მნიშვნელოვანი შესყიდვაა. დაგეგმილია მათგან ცალკე ბატალიონის ჩამოყალიბება, რომელიც უშუალოდ პირველ დივიზიას მოემსახურება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაგეგმილი ინვესტიცია ესტონეთის საზღვაო ძალებისთვის ახალი გემის მშენებლობაა. „ჩვენ თვითონ ვგეგმავთ ახალი გემის აშენებას, ვიდრე მის შეკვეთას,“ - აღნიშნა პევკურმა და დაამატა, რომ მისი სავარაუდო ღირებულება 30-40 მილიონი ევრო იქნება. შეგახსენებთ, რომ ჰანო პევკურმა 21 მარტს კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას 20 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გაუგზავნის. ესტონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა კაია კალასმა 29 მარტს, ესტონეთის NATO-ში გაწევრიანების-მე-20 წლისთავზე, მოუწოდა ყველას, მხარი დაუჭირონ უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას.  

გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროპის თავდაცვის გასაძლიერების სამი ნაბიჯი დაასახელეს

გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პუტინის მიმართ დაშოშმინების პოლიტიკა დაგმეს. „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ანალენა ბარბოკის, სტეფან სეჟურნესა და რადოსლავ სიკორსკის სტატიის თანახმად, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, აჩვენა, რომ ასეთი პოლიტიკა გულუბრყვილოა. მინისტრებმა ევროპის თავდაცვის გასაძლიერებლად სამი ნაბიჯი დაასახელეს. სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ასახელებენ სამ ნაბიჯს უსაფრთხოების გასაძლიერებლად. პირველ ნაბიჯად დასახელებულია მშპ-ს, სულ მცირე, ორი პროცენტის დახარჯვა იმ ძალებისა და შესაძლებლობების განვითარებისთვის, რომლებიც საჭიროა კოლექტიური თავდაცვისთვის; ევროპელი დიპლომატები მეორე ნაბიჯად ასახელებენ კონტინენტის სრული ინდუსტრიული პოტენციალის გამოყენებას სამხედრო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, წარმოების გასაძლიერებლად და წარმოების მასშტაბის გასაზრდელად. ამ კუთხით, პრიორიტეტად დასახელებულია ეროვნული თავდაცვის ინდუსტრიებისთვის სავალდებულო გრძელვადიანი კონტრაქტები, მკაფიო ვადები, ფიქსირებული ფინანსური ვალდებულებები და მთავრობებისგან შესყიდვის გარანტიები; მესამე ნაბიჯად განსაზღვრულია ინვესტიცია სამომავლო ტექნოლოგიებში, რათა შენარჩუნებული იყოს ევროპის ტექნოლოგიური უპირატესობა. „მზარდი საფრთხეებისა და უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში, ჩვენ ვიმეორებთ ევროკავშირის ვალდებულებას, გაიზარდოს საერთო თავდაცვისთვის მზადყოფნა და შესაძლებლობები თავისი საჭიროებებისა და ამბიციების შესაბამისად. ევროპის მშვიდობისთვის რუსული იმპერიალიზმი უნდა შეჩერდეს. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ „ნაცრისფერი ზონები“, რადგან პუტინი მათ განიხილავს, როგორც მიწვევას ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვის მიზნით, რუკაზე წარმოსახვითი ხაზების დასახაზად და, საბოლოო ჯამში, სამხედრო ძალის გამოსაყენებლად. უკრაინაში მისმა სრულმასშტაბიანმა შეჭრამ ასევე დაამტკიცა, რომ გულუბრყვილოა რუსეთის მიმართ დათმობების პოლიტიკა იმ იმედით, რომ ამას შეეძლო მშვიდობის ან სტაბილურობის დაბრუნება კონტინენტზე. სწორედ ამიტომ, ევროპელმა მოკავშირეებმა უნდა აიღონ NATO-ს კოლექტიური ტვირთის სამართლიანი წილი და გამოავლინონ მზადყოფნა, აიღონ მეტი პასუხისმგებლობა ევროპის თავდაცვაზე,“ – აღნიშნულია სტატიაში.  

საფრანგეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრმებმა 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან, რაც პირველი ასეთი კომუნიკაცია იყო 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ. მის შესახებ Le Monde საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს კომუნიკეზე დაყრდნობით იუწყება. საუბარი, რომელიც 3 აპრილს შედგა, პირველ რიგში მოსკოვის მახლობლად მდებარე საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტს ეხებოდა. აღნიშნულია, რომ ლეკორნუმ დაგმო 22 მარტს „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ მოსკოვთან განხორციელებული ტერაქტი და სოლიდარობა გამოუცხადა დაღუპულებსა და მათ ოჯახებს. მან მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს ნებისმიერი ინსტრუმენტალიზაცია, რადგან პარიზს არ აქვს ინფორმაცია, რომელიც ამ ტერაქტთან უკრაინის რაიმე კავშირს დაადასტურებდა. როგორც ცნობილია, რუსეთი თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს. სებასტიან ლეკორნუმ ასევე დაგმო ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ და დაარწმუნა შოიგუ, რომ საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას „ვიდრე საჭირო იქნება მის ბრძოლაში თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის, რათა დაბრუნდეს მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ცინიკური უწოდა რუსეთის ფედერაციის მცდელობებს, დააკავშიროს მოსკოვის მახლობლად მომხდარი ტერორისტული თავდასხმები უკრაინასთან და აღნიშნა, რომ საფრანგეთის დაზვერვისა და პარტნიორების ინფორმაცია მიუთითებს ISIS-ის ჩართულობაზე. მან ასევე განმარტა რომ ისლამური სახელმწიფოს იგივე ფილიალმა, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა რუსეთის ტერაქტზე, რამდენიმე თავდასხმის მცდელობა ჰქონდა საფრანგეთშიც. შეგახსენებთ, ლონდონმა და აშშ-მ რუსეთის განცხადებებს ტერაქტში დასავლეთისა და უკრაინის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ, „სრული სისულელე“ უწოდეს.  

თავდაცვის მინისტრების სატელეფონო საუბრის შემდეგ, საფრანგეთმა შოიგუ ტყუილში დაადანაშაულა

საფრანგეთმა უარყო რუსეთის მტკიცება, რომ თითქოს, პარიზმა მზადყოფნა გამოთქვა, უკრაინაზე დიალოგის გამართვის ან შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების განხილვისთვის. „საფრანგეთმა, რუსეთის განცხადებების საპირისპიროდ, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბრისას არ გამოთქვა "დიალოგისთვის მზადყოფნა" უკრაინის ომის დასასრულებლად,“ წერს Reuters საფრანგეთის მთავრობის წყაროზე დაყრდნობით. "ტყუილია. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გამოგვიჩენია მზადყოფნა უკრაინაზე დიალოგისთვის, მოლაპარაკებებისთვის ან რაიმე მსგავსისთვის,“ - აღნიშნა სააგენტოს თანამოსაუბრემ. საფრანგეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს. რუსეთის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად შვეიცარიაში შეხვედრის გამართვის ნებისმიერი აზრი "უაზროა", თუ რუსეთი არ იქნება მონაწილე. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის მიმართ ბოლო პერიოდში უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავა და პირობა დადო, რომ მოსკოვი აუცილებლად უნდა დამარცხდეს. მან არ გამორიცხა, რომ ევროპული ჯარები ერთ დღეს უკრაინაში წავიდნენ, თუმცა ნათლად განმარტა, რომ საფრანგეთი არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების წამოწყებას. თავის მხრივ, რუსეთის განცხადებაში ნათქვამია, რომ შოიგუს თქმით, მაკრონის წინადადების ნებისმიერი „პრაქტიკული განხორციელება“ „საფრანგეთს პრობლემებს შეუქმნის.“ პარიზი თავის მხრივ, პირობას დებს, რომ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს. რუსეთი 2022 წლის თებერვალში შეიჭრა უკრაინაში და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს.  

საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ჭურვების და საჰაერო თავდაცვის მიწოდების გაზრდაზე შეთანხმდნენ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა 8 აპრილს, სატელეფონო საუბარი გამართეს. ლიდერები უკრაინისთვის ჭურვებისა და საზენიტო რაკეტების მიწოდების გაზრდაზე შეთანხმდნენ. „მხარეებმა განიხილეს მომავალი თვეების პრიორიტეტები, კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საბრძოლო მასალის, უპილოტო თვითმფრინავების და საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდების გაზრდა," - ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში. საუბრისას, ლიდერებმა ასევე განიხილეს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და ევროკავშირის მოახლოებული სამიტი, რომელიც ბრიტანეთში გაიმართება. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ კვირაში ეწვევა ვაშინგტონს და გეგმავს კონგრესის წევრების დარწმუნებას, რომ საბოლოოდ გამოყოს დაფინანსება უკრაინის შემდგომი მხარდაჭერისთვის. შეგახსენებთ, კანონპროექტი, რომელიც უკრაინას 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს, სენატმა თებერვლის შუა რიცხვებში დაამტკიცა. თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი უარს ამბობს, კანონპროექტს სვლა მისცეს. კანონპროექტის მომხრეები იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო პროცედურებით შეძლებენ სპიკერის წინააღმდეგობის დაძლევას. აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს. რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან

ფრანგი მინისტრი: რუს ოფიციალურ პირებთან საუბარი ჩვენს ინტერესებში აღარ შედის

რუს ოფიციალურ პირებთან საუბარი ჩვენს ინტერესებში აღარ შედის. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ განაცხადა. „რუს ოფიციალურ პირებთან დისკუსიები ჩვენს ინტერესებში არ შედის, რადგან კომუნიკეები, რომლებიც ქვეყნდება სიცრუეს წარმოადგენს“, - განაცხადა სტეფან სეჟურნემ. სეჟურნემ აღნიშნა, რომ მოსკოვთან დიალოგის განახლების მიზნით საჭიროა, რომ პირველ რიგში ნდობა აღდგეს. „ალბათ, პირველ რიგში საჭიროა ნდობის დამყარება და უპირველეს ყოვლისა, უკრაინაში სამხედრო ფრონტზე მოვლენების განვითარების დანახვა, რათა ურთიერთობები აღდგეს. ეს ჯერ ასე არ არის,“ - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ცნობისთვის, გასულ კვირას, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს, სებასტიან ლეკორნუსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს შორის 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი შედგა.    

მედია: ჩინეთის პრეზიდენტი საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს ეწვევა

მაისის დასაწყისში ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” უნგრული სამსახური დამოუკიდებელ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ევროპული ტურის ფარგლებში სი ძინპინი 5 მაისს ორი დღით საფრანგეთში ჩავა, რის შემდეგად სერბეთის დედაქალაქ ბელგრადს ეწვევა. წყაროების ინფორმაციით, ბელგრადის შემდეგ ჩინეთის ლიდერი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩავა.  

ისრაელზე თავდასხმის გამო, გერმანია, საფრანგეთი და ბელგია ირანის ელჩებს იბარებენ

ისრაელზე ბოლო თავდასხმასთან დაკავშირებით გერმანიის, საფრანგეთისა და ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროებში ირანის ელჩები დაიბარეს.  ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ელჩი სეიედ მოჰამად ალი რობაჯაზი დაიბარეს სამინისტროში, სადაც მას განუცხადეს, რომ „ბელგიამ მკაცრად დაგმო ირანის თავდასხმა ისრაელზე.“ „ჩვენი ქვეყანა მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, რათა თავიდან იყოს აცილებული რეგიონული ესკალაცია," - დასძინა სამინისტრომ.  DW-ის ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ირანის ელჩი დეპარტამენტში დაიბარეს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ დაიბარა ირანის ელჩი. „საფრანგეთი პარტნიორებთან ერთად სიტუაციის დეესკალაციისთვის მუშაობს და ყველას თავშეკავებისკენ მოუწოდებს,“ დასძინა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. Financial Times-ის ცნობით, ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას განიხილავს. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 16 აპრილს შეხვედრას გამართავენ და იმსჯელებენ დაძაბულობის გაღრმავებაზე ახლო აღმოსავლეთში, ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის შემდეგ - აცხადებს ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი ჯოზეფ ბორელი. „ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, [16 აპრილს] მოვიწვიე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო ... შეხვედრა", - წერს ბორელი პლატფორმა X-ზე და აღნიშნავს რომ „მიზანიამ წვლილი შეიტანონ რეგიონის დეესკალაციასა და უსაფრთხოებაში." 13-14 აპრილს, ირანმა ისრაელზე უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით მიიტანა იერიში. ისრაელის არმიის ინფორმაციით, ირანმა გამოიყენა 300-ზე მეტი დრონი და ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მოიგერიეს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელს ირანული დრონების და რაკეტების ჩამოგდებაში აშშ დაეხმარა.  

კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს, ფრანგული კანონი არ არის - ელჩი

საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომელსაც ამჟამად საქართველოს პარლამენტი განიხილავს, „ფრანგული კანონი“ არ არის. მისი განცხადებით, „საქართველოს, ცხადია, შეუძლია, მიიღოს ის კანონმდებლობა, რაც სურს“, მაგრამ საფრანგეთი, როგორც მეგობარი ქვეყანა, აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომელსაც ამჟამად პარლამენტი განიხილავს, ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება. „საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენ, ცხადია, ვაღიარებთ მის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. საქართველოს შეუძლია მიიღოს ის კანონმდებლობა, რაც სურს. როგორც საფრანგეთის, ევროკავშირის წევრი ქვეყნის, მთავრობის წარმომადგენელს, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ევროკავშირის ოჯახში მივესალმებით. ეს კარგად მოგეხსენებათ. როგორც საქართველოს მეგობრები, - ქვეყნისა, რომელსაც ევროკავშირში გაწევრება სურს, - საქართველოს ვეუბნებით, რომ ის კანონპროექტი, რომელიც განიხილება პარლამენტში, არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. და [მიიღებს თუ არა] საქართველოს გადასაწყვეტია,“ - განუცხადა ელჩმა გასრიმ 16 აპრილს ჟურნალისტებს გორში სტუმრობისას რადიო თავისუფლებიც ცნობით. 14 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ელჩებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საჯარო დისკუსიას სთავაზობდა. 15 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს; ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა. ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ერთ-ერთი ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. 15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია

საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია

საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან ელჩი, ანა ბოიონი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. საფრანგეთის საგარეო უწყების ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზია ბოლო თვეებში აზერბაიჯანის მხრიდან ცალმხრივი ქმედებების განხორციელება, რომელიც ქვეყნებს შორის ურთიერთობებს აზიანებს. ელჩი პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიიღო.  „პრეზიდენტმა მაკრონმა გამოხატა სინანული აზერბაიჯანის ქმედებებთან დაკავშირებით და იმედი აქვს, რომ აზერბაიჯანული მხარე განმარტავს თავის განზრახვებს", - აღნიშნულია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, თუმცა უწყება არ აკონკრეტებს, რაზე არის საუბარი. ბაქო აქტიურად აკრიტიკებს პარიზს სომხეთის მხარდაჭერისთვის, ასევე აზერბაიჯანის მიმართ მის მკაცრ რიტორიკას მთიან ყარაბაღში ქმედებებთან დაკავშირებით. დეკემბრის ბოლოს ქვეყნებმა ერთმანეთის ორ-ორი დიპლომატი გააძევეს.  

დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებები vs რუსული გავლენა - საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი

„დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებები vs (Versus - გამოიყენება იმის საჩვენებლად, რომ ორი მხარე ერთმანეთს ეწინააღმდეგება, რედ.) რუსული გავლენა,“ - ასე ხედავს საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი კატრინ კოლონა თბილისში მიმდინარე პროცესებს. მან ასე დაასათაურა სოციალურ პლატფორმა X-ზე მის მიერვე გაზიარებული ბმული, France24-ის სტატია, რომლის თანახმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს საქართველოში 20 000 ადამიანი აპროტესტებს. შეგახსენებთ, გუშინ, 17 აპრილს ხალხმრავალი პროტესტის მესამე ღამე იყო პარლამენტის შენობასთან. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები  

საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, კონცეტრიტრდეს ევროპული გზის გასაგრძელებლად აუცილებელ ზომებზე

საფრანგეთი, ევროკავშირის მსგავსად, შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტით. ამის შესახებ საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. საფრანგეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ინიციატივა ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი და ჩარევის ბრალდებები, რომელთა სამიზნეა ეს უკანასკნელი, მიუღებელია. საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, კონცენტრირდეს ყველა იმ ზომის დაუყოვნებლივ განხორციელებაზე, რომელიც აუცილებელია საქართველოს ევროპული გზის გასაგრძელებლად, რომლის მიმართაც ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი ღრმა ერთგულება. „საფრანგეთი დგას საქართველოს გვერდით ამ მომთხოვნ გზაზე,” - წერია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საფრანგეთის, ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მეთიუ მილერი: ღრმად იმედგაცრუებულები ვართ კრემლისგან შთაგონებული კანონის წინ წაწევით  

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც პარიზში, ირანის საკონსულოში თავის აფეთქებით იმუქრებოდა

საფრანგეთის პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც დედაქალაქ პარიზში, ირანის საკონსულოში თავის აფეთქებით იმუქრებოდა. საკონსულოს შენობაში შესულს თან ყუმბარა და ასაფეთქებელი ჟილეტი ჰქონდა. სამართალდამცველებმა საკონსულოს შენობა ალყაში მოაქციეს და კაცი დააკავეს. ამ დროისთვის უცნობია, რა მოტივით მოქმედებდა კაცი. ინციდენტის გამო ახლომდებარე მეტროს ხაზმა მუშაობა დროებით შეაჩერა და პოლიციამ მოქალაქეებს სთხოვა, ტერიტორიასთან მიახლოებისთვის თავი აერიდებიათ. უცნობია, უკავშირდება თუ არა მომხდარი ირანსა და ისრაელს შორის დაძაბულობის ესკალაციას. თეირანმა დღეს ისრაელის თავდასხმის შესახებ გავრცელებული ცნობა არ დაადასტურა და განაცხადა, რომ საპასუხო ქმედებებს არ გეგმავს, თუმცა როგორც Reuters-ი წერს, ეს პასუხი, სავარაუდოდ, მასშტაბური ომის თავიდან აცილებისკენ იყო მიმართული.  

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები პირობას დებენ, რომ უკრაინის თავდაცვას გააძლიერებენ

დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ უკრაინის მიმართ მათი მხარდაჭერა ურყევია. ამასთან, აღნიშნავენ, რომ გააძლიერებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვას, რათა ამ გზით, გადაარჩინონ ადამიანების სიცოცხლე და დაიცვან კრიტიკული ინფრასტრუქტურა. განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ მიზნით, ასევე იმუშავებენ პარტნიორებთან. „ჩვენ, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, მკაცრად ვგმობთ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიულ ომს. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ დემოკრატიულ უკრაინას,“ - აღნიშნულია „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში. „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები პირობას დებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ გაყინული რუსული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოსაყენებლად. „გავაგრძელებთ ყველა შესაძლო გზის შესწავლას, რათა დავეხმაროთ უკრაინას რუსეთისგან კომპენსაციის მიღებაში, ჩვენი შესაბამისი სამართლებრივი სისტემებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ლიდერების მოთხოვნის შესაბამისად, გავაგრძელებთ მუშაობას და რჩევის მიცემას აპულიის სამიტის წინ ყველა შესაძლო გზის და შესაძლო ვარიანტების შესახებ, რომლითაც შესაძლებელი იქნება გაყინული რუსული სუვერენული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენება, ჩვენი შესაბამისი სამართლებრივი სისტემებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად,“ - აღნიშნულია განცხადებაში.  

საფრანგეთი და გერმანია ახალი თაობის საბრძოლო ტანკს განავითარებენ

საფრანგეთი და გერმანია თანხმდებიან, რომ 2040 წლამდე, ახალი თაობის საბრძოლო ტანკს განავითარებენ. ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა პარიზში, ცერემონიის დროს, 26 აპრილს, ახალი თაობის საბრძოლო ტანკის, ხელოვნური ინტელექტითა და ლაზერული ტექნოლოგიებით ერთობლივი განვითარების გეგმები დაამტკიცეს. მემორანდუმი განსაზღვრავს მწარმოებლებს, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან სატანკო სისტემებზე. ბორის პისტორუსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარიზსა და ბერლინს სურთ ხელშეკრულებების გაფორმება 2024 წლის ბოლომდე, "რაც ძალიან ამბიციური ამოცანაა."   

მაკრონს საერთო ევროპულ თავდაცვაში ფრანგული ბირთვული იარაღის როლის შესახებ დებატების გახსნა სურს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მზად არის, დაიწყოს დებატები საერთო ევროპულ თავდაცვაში ბირთვული იარაღის როლის შესახებ. მისი თქმით, საფრანგეთი მზადაა, მეტი წვლილი შეიტანოს ევროპის დაცვაში. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, დებატები უნდა მოიცავდეს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას, შორ მანძილზე მოქმედ შესაძლებლობებსა და ბირთვულ იარაღს მათთვის, ვისაც აქვს ბირთვული იარაღი ან ამერიკული ბირთვული შეიარაღება თავიანთ ტერიტორიაზე აქვთ განთავსებული. „მზად ვარ გავხსნა ეს დებატები, რომელიც უნდა მოიცავდეს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას, შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობებს და ბირთვულ იარაღს მათთვის, ვისაც აქვს ის, ან ამერიკული ბირთვული შეიარაღების მასპინძელია. „მოდით, ეს ყველაფერი მაგიდაზე დავდოთ და ვნახოთ, რა გვიცავს რეალურად სანდო გზით. საფრანგეთი შეინარჩუნებს თავის სპეციფიკას, მაგრამ მზად არის, მეტი წვლილი შეიტანოს ევროპის დაცვაში,“ - აღნიშნა მაკრონმა. ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ, საფრანგეთი ბლოკის ერთადერთი წევრია, რომელსაც საკუთარი ბირთვული იარაღი აქვს. ხუთშაბათს, პარიზის სორბონის უნივერსიტეტის სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპა რუსული აგრესიის მხრიდან ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას. მან მოუწოდა კონტინენტს, სანდო თავდაცვის სტრატეგია მიიღოს, რომელიც ნაკლებად დამოკიდებული იქნება შეერთებულ შტატებზე. „სანდოობა ასევე ნიშნავს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების ფლობას რუსების გადასარწმუნებლად. შემდეგ არის ბირთვული იარაღი: საფრანგეთის დოქტრინა არის ის, რომ შეგვიძლია გამოვიყენოთ ის, როდესაც საფრთხე ემუქრება ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებს. მე უკვე ვთქვი, რომ ამ სასიცოცხლო ინტერესებს აქვს ევროპული განზომილება,“ - აღნიშნა მაკრონმა.  

სი ძინპინი საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს ეწვევა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი 5-10 მაისს საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს ეწვევა. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა. Reuters-ის ცნობით, პეკინი „მიზნად ისახავს ევროკავშირთან კავშირების გაღრმავებას.“ „საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტემანუელ მაკრონის, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ვუჩიჩის და უნგრეთის პრეზიდენტის ტამაშ სულიოკის, ასევე - პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მიწვევით ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი სახელმწიფო ვიზიტებით ეწვევა საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს - 5-დან 10 მაისამდე,“ - განაცხადა ორშაბათს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა. მისივე თქმით, დროა, რომ „ჩინეთსა და საფრანგეთს შორის სრული სტრატეგიული პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდეს და ჩინეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების ჯანსაღ განვითარებას ახალი ბიძგი მიეცეს, რათა მსოფლიო მშვიდობაში, სტაბილურობაში, განვითარებასა და პროგრესში ახალი წვლილი შეიტანონ." ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის თქმით, უნგრეთი „ჩინეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ინიციატივის ხელშეწყობისა და ჩინეთისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თანამშრომლობის კუთხით.“  

საფრანგეთის საგარეო უწყება: საქართველომ ძალისხმევა უნდა გააგრძელოს, რათა ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად დაუახლოვდეს

საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველომ ძალისხმევა უნდა გააგრძელოს, რათა ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად დაუახლოვდეს. „საფრანგეთი საქართველოში არსებულ ვითარებას თვალს შეშფოთებით ადევნებს. იგი, უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღების შემდეგ, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებას გმობს. საქართველომ ძალისხმევა უნდა გააგრძელოს, რათა ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად დაუახლოვდეს,“ - წერს საფრანგეთის საგარეო უწყება სოციალურ პლატფორმა X-ზე. მეთიუ მილერი: კრემლის მიერ შთაგონებულმა კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო არასტაბილურ ტრაექტორიაზე დააყენა  

საგარეო უწყება საფრანგეთს არაობიექტურობაში ადანაშაულებს: „არაობიექტური შეფასებები ახალისებს ძალადობას“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადების საპასუხოდ აღნიშნავს, რომ „არაობიექტური შეფასებები ახალისებს ძალადობას.“ როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, საქართველოში უმაღლესი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა მათი თქმით გარკვეული ჯგუფები ახორციელებდნენ მასშტაბურ ძალადობას სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ. „გვსურს გამოვეხმაუროთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას თბილისში ძალადობრივ შეკრებებზე სამართალდამცავი ორგანოების რეაგირების შესახებ. საქართველოში უმაღლესი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ ოპოზიციასთან დაკავშირებული და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ძალადობრივი ჯგუფები ახორციელებდნენ მასშტაბურ ძალადობას სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ, ქართველი სამართალდამცავები, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე სამწუხარო ინციდენტს, ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად მოქმედებდნენ. მივესალმებით, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებით. თუმცა, ვწუხვართ, რომ თქვენი განცხადება მოკლებულია ობიექტურობას. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავა საფრანგეთის მიმართ კრიტიკული განცხადებისგან მაშინაც კი, როდესაც პარიზში სამართალდამცველები მომიტინგეებს ბრუტალური, ადამიანის უფლებების საყოველთაო სტანდარტებთან სრულიად შეუსაბამო მეთოდებით დაუპირისპირდნენ. არაობიექტური შეფასებები ახალისებს ძალადობას, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, პოლიტიკურ ოპოზიციასთან დაკავშირებული და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ძალადობრივი ჯგუფების მიერ ხორციელდება,” - წერია განცხადებაში. ცნობისთვის, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველომ ძალისხმევა უნდა გააგრძელოს, რათა ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად დაუახლოვდეს. „საფრანგეთი საქართველოში არსებულ ვითარებას თვალს შეშფოთებით ადევნებს. იგი, უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღების შემდეგ, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებას გმობს. საქართველომ ძალისხმევა უნდა გააგრძელოს, რათა ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად დაუახლოვდეს“, - წერს საფრანგეთის საგარეო უწყება X-ზე.  

საფრანგეთში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს

გოჩა ჯავახიშვილი აცხადებს, რომ საფრანგეთსა და მონაკოში საქართველოს ელჩის თანამდებობას ტოვებს. დიპლომატის თქმით, უკვე მიმართა ხელმძღვანელობას თხოვნით, ვადამდე შეუწყდეს დაკავებულ თანამდებობაზე უფლებამოსილება. „ჩემი დუმილით გამოწვეული ეჭვი, რომ გავფანტო საქართველოს ევროპულ მომავალზე ჩემს დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, ევროპის დღესასწაულზე სიტყვა-სიტყვით გავიმეორებ, რაც შარშან იმ რთულ დღეებში გულწრფელად ვთქვი და დღესაც აქტუალური მგონია: „ევროპა არ არის მხოლოდ საზღვრებით გარშემორტყმული სივრცე. ევროპა უპირველესად ღირებულებათა ერთობლიობაა. ევროპელობა ამ ღირებულებათა ერთგულებაა. საქართველო, რომელსაც მე ვემსახურები, არ გახლავთ არც მხოლოდ მთავრობა და არც მხოლოდ ოპოზიცია. არც ერთი და არც მეორე არ აერთიანებს საკუთარ თავში ქვეყნის აწმყოსა და მომავალს. მხოლოდ ხალხი, მისი ისტორია, კულტურა განსაზღვრავს ქვეყნის ისეთ ფუნდამენტალურ მისიას, როგორიცაა მისი სულიერი და კულტურული იდენტობა. ჩვენ წინაპართა ნება და ანდერძია ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავალი. წარსულისა და მომავლის გააზრებით საქართველო ერთგული დარჩება ევროპული გეზის. მე ამ გეზს ვემსახურები ჩემი მოკრძალებული საქმით. ეს არის ჩემი მრწამსიცა და მოქალაქის პოზიციაც. დღემდე მთელი შეგნებით და გულწრფელობით ვემსახურები საქართველოს ევროპულ საქმეს. სხვა არც გეზი მესმის და არც საქმე.“ 30 წელია, ვმსახურობ ქართულ დიპლომატიაში, ათი წელი ვასწავლიდი ევროპულ ინტეგრაციას. მეც მჯერა და სტუდენტებსაც ვარწმუნებდი, რომ ევროპული კულტურისა და მომავლის ქვეყანა ვართ. ევროპაა ჩვენი ადგილი. ვარწმუნებდი, რომ ევროპას ჩვენ სტერილური ერი კი არ ვჭირდებით, არამედ ჩვენი თავისებურებებით, ჩვენი უნიკალური ენით, ანბანითა და პოლიფონიით, ჩვენი მდიდარი ტრადიციებითა და უძველესი კულტურით, ჩვენი ხიბლითა და ლაზათით უნდა გავამდიდროთ ევროპა მეთქი. ამის გულწრფელად რომ არ მჯეროდეს, აქამდეც ვერავინ გამაჩერებდა ამ სამსახურში. იმასაც დავამატებ, რომ მტკიცედ მჯერა, საქართველო უკვე საკმარისად გაძლიერდა ეროვნულ ღირებულებებში, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი ვიცით. ქართველმა ერმა რუსეთისაგან იმდენი ნახა და განიცადა, რომ ქართული მიწა ვეღარასოდეს იქნება ნოყიერი რუსული თესლისა და ნერგისთვის. პირადად მე არავის ვიცნობ ჩემ ირგვლივ, არც მთავრობაში და არც დიპლომატებში ღიად პრორუსს, მესმის, რომ ეს შეიძლება, ერთგვარი ტაქტიკა იყოს, გარკვეული მიზნის მისაღწევად. თუმცა, მე ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს. ის გარემო და განწყობა, რომელიც რეინკარნირებული კანონპროექტის გამო ჩვენს მეგობრებთან და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში შეიქმნა, უკიდურესად ართულებს პირადად ჩემი, როგორც საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიას. შესაბამისად, უკვე მივმართე ჩემს უშუალო ხელმძღვანელობას თხოვნით, ვადამდე შემიწყდეს დაკავებულ თანამდებობაზე უფლებამოსილება. ასევე გულწრფელად ვიტყვი, რომ პროტესტიცა და კმაყოფილებაც არჩევნებზე უნდა გამოვხატოთ. არ მინდა, ჩემი გულწრფელი აზრი პოლიტიკურ დემარშად იქნას აღქმული ვინმეს სასარგებლოდ ან ვინმეს საზიანოდ. მინდა, დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ გავთავისუფლდე იმ ტვირთისგან, რომელსაც ვგრძნობ, ვეღარ ვერევი. თუნდაც ვცდებოდე, არ ვინანებ. მხოლოდ საკუთარი სინდისის კარნახით ვიქცევი. იმასაც ვაცნობიერებ, ბევრს გულს ვატკენ ამ გადაწყვეტილებით და ამას უფრო განვიცდი. მომავალშიც, სადაც არ უნდა ვიყო, მუდამ ვიქნები საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი და გულშემატკივარი,“ – წერს გოჩა ჯავახიშვილი. საგარეო უწყება საფრანგეთს არაობიექტურობაში ადანაშაულებს: „არაობიექტური შეფასებები ახალისებს ძალადობას“  

მაკრონი და ფონ დერ ლაიენი ჩინეთის ლიდერს მოუწოდებენ, რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს უკრაინაში ომის დასასრულებლად

საფრანგეთმა და ევროკომისიამ 6 მაისს ჩინეთის პრეზიდენტს განუცხადეს, რომ სურთ, სი ძინპინმა მოსკოვზე თავისი გავლენა გამოიყენოს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის დასასრულებლად და რომ ევროკავშირი არ შეასუსტებს უკრაინის მხარდაჭერას. ჩინეთის ლიდერს ემანუელ მაკრონი მასპინძლობს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს სი ძინპინის პირველი ვიზიტია ევროპაში. მაკრონმა პარიზში მოლაპარაკება გამართა სი ძინპინთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან. ჩინეთმა ბოლო წლებში რუსეთთან სავაჭრო და სამხედრო კავშირები გააღრმავა. „იმედი გვაქვს ჩინეთი რუსეთზე მის მთელ გავლენას გამოიყენებს, რათა დასრულდეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომი," - განუცხადა ფონ დერ ლაიენმა ჟურნალისტებს. მაკრონის თქმით, უკრაინის საკითხზე ჩინეთთან კოორდინაცია "აბსოლუტურად გადამწყვეტია." შეგახსენებთ, პეკინს ამ დრომდე არ დაუგმია რუსეთის ქმედებები უკრაინაში. მას ხშირად მოუწოდებენ, რომ გამოიყენოს თავისი გავლენა, მოახდინოს მოსკოვზე ზეწოლა, რათა რუსეთმა უკრაინაში ომი დაასრულოს.  

ოლაფ შოლცი და ემანუელ მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული

საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ემანუელ მაკრონისა და ოლაფ შოლცის თქმით, „გერმანია და საფრანგეთი ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი სიტუაციით.“ „ჩვენი ორივე ქვეყანა იყო საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდამჭერი და აქტიურად უჭერდა მხარს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ღრმა მწუხარებით ვიღებთ ცნობად, საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, გადაუხვიონ ამ გზიდან ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ ისეთი მოქმედებით - როგორიცაა ე.წ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული,“ წერია განცხადებაში, რომელიც Facebook-ზე ემანუელ მაკრონის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)

ყოფილი ელჩი: ღალატი, ორპირობა და ფარისევლობა იქნებოდა, ამ თანამდებობაზე დავრჩენილიყავი

დიპლომატი გოჩა ჯავახიშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობა დატოვა, ამბობს, რომ მან ეს ნაბიჯი სწორედ ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე გადადგა. ჯავახიშვილის შეფასებით, პოლიტიკურ პარტიას ხშირად საკუთარი პოლიტიკური ინტერესი ეროვნულ ინტერესებში ერევა და საკუთარი პოლიტიკური ტრიუმფის ეშხით ზოგჯერ სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ მოქმედებს. „არაფერი ისე არ მტანჯავს და მტკივა, როგორც ჩემი ერთი მუჭად დარჩენილი (არა შეკრული) ხალხის დაპირისპირების ყურება. რა დღეში ჩავიგდეთ თავი. ნეტავ გვიღირდეს მაინც. ვაღიარებ, რომ პოლიტიკურ პარტიებს მუდამ ვერიდებოდი. საქართველოს ექსკლუზივი არაა ეს - ხელისუფლებაში მოსულ, ძალაუფლების შარბათმორეულ პოლიტიკურ ძალას, ნიადაგ ებრძვის ცდუნება თავი სახელმწიფოდ, უფრო მეტიც-სამშობლოდ გამოაცხადოს და შექმნას განცდა, რომ მის გარეშე ვერ იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა, პატრიოტიზმის საკუთარი ხატება შექმნას და ერთადერთ, უალტერნატივო იდეოლოგიად წარმოადგინოს. პოლიტიკურ პარტიას ხშირად საკუთარი პოლიტიკური ინტერესი ეროვნულ ინტერესებში ერევა და საკუთარი პოლიტიკური ტრიუმფის ეშხით ზოგჯერ სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ მოქმედებს. მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში კი არა, ხშირად ასე ხდება სხვა დემოკრატიულ ქვეყნებშიც. ჩვენში კი, დღემდე უჭირთ ერთმანეთისგან განასხვაონ სახელმწიფო მოხელე და პოლიტიკური პარტიის აქტივისტი. ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში დავიწყე საგარეო საქმეთა სამინისტროში სტაჟიორად საქმიანობა. არასოდეს ვყოფილვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი ან თავგამოდებული მხარდამჭერი. მიმაჩნია, რომ დიპლომატმაც და სახელმწიფო მოხელემაც უპირატესად სახელმწიფოს ინტერესები უნდა დაიცვას და თუ საჭირო გახდა, შეძლებისდაგვარად, იმ პოლიტიკური ძალების ამბიციებისგანაც, ვინც სახელმწიფოს მართვის სადავეებთანაა. ასე იყო უწინ, ასეა ახლაც და არც სამომავლოდ ვართ ძალაუფლების ცუდებისგან დაზღვეული. შესაძლოა, პათეტიკურად ჟღერდეს, მაგრამ, ჩემს სამშობლოზე უპირატესი არაფერი მეგულება ამ ქვეყნად. არც არანაირი თანამდებობა და არც პრივილეგიები ღირს საკუთარი მრწამსის, პრინციპების წინააღმდეგ სამოქმედოდ. ნუ იჩქარებთ მოღალატის იარლიყის მიწებებას ჩემი გადაწყვეტილების გამო. ისტორია ყველას მიუჩენს საკუთარ, დამსახურებულ ადგილს. მე კი სწორედაც ჩემი ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე გადავდგი ეს ნაბიჯი. ყველა საკუთარი სინდისის წინაშე იყოს მართალი. ღალატი, ორპირობა და ფარისევლობა ის იქნებოდა, ამ თანამდებობაზე დავრჩენილიყავი და ან საკუთარი მთავრობა მეკრიტიკებინა უცხოელ პარტნიორებთან ან ისე წარმომედგინა ჩემს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, თითქოს, ყველაფერი გადასარევად იყოს და ამისი მეც მტკიცედ მჯეროდეს. ვერც ერთს რომ ვერ ვიზამდი, ამიტომაც ასე ვარჩიე. და ვისაც ჩემი გადაწყვეტილების გამო რცხვენია და შეურაცხყოფილად გრძნობს (თურმე) თავს, სხვას ვერაფერს გეტყვით, მთავარია, საკუთარ სინდისთან იყავით მართალნი, მე იმ მეგობრობით ვიამაყებ, რაც აქამდე მაკავშირებდა თქვენთან,“ - წერს გოჩა ჯავახიშვილი. საგარეო საქმეთა მინისტრი: გოჩა ჯავახიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა საფრანგეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობას დატოვების შესახებ 9 მაისს განაცხადა. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“ 24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა. 27 მაისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მის მიერ წარდგენილ კანონპროექტს განიხილავს. სალომე ზურაბიშვილის ვეტოს განხილვა კომიტეტის დღის წესრიგში პირველ საკითხად არის განსაზღვრული. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)  

მაკრონი: საფრანგეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ ურყევია

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით წერილს უგზავნის. მაკრონი ქართველ ხალხს და პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ საქართველომ თავად უნდა აირჩიოს თავისი გზა. ემანუელ მაკრონის თქმით, ევროპის გზა არის კანონის, დემოკრატიისა და საერთო კეთილდღეობის დაპირების გზა, დიალოგისა და სანდო და თავაზიანი პარტნიორობის ფარგლებში. „ქალბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო სალომე, საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მოხარული ვარ, გულწრფელად მოგილოცოთ ქართველ ხალხს და ასევე თქვენ. იმ დროს, როცა რუსეთმა დააბრუნა ომი ევროპის კონტინენტზე, მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ, მისი დამოუკიდებლობის აღდგენის აღნიშვნის ამ ესოდენ სიმბოლურ დღეს. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების არჩევით, ევროპულმა საბჭომ ცალსახად უპასუხა ქართველი ხალხის მისწრაფებებს. საქართველომ თავად უნდა აირჩიოს თავისი გზა. ევროპის გზა არის კანონის, დემოკრატიისა და საერთო კეთილდღეობის დაპირების გზა, დიალოგისა და სანდო და თავაზიანი პარტნიორობის ფარგლებში. საფრანგეთი იმდენად მტკიცედ გააგრძელებს საქართველოს გვერდით დგომას, რამდენადაც ის განაგრძობს ამ გზაზე სვლას. გთხოვთ, მიიღოთ, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი უღრმესი და მოკრძალებული პატივისცემის დასტური,” - წერია მაკრონის წერილში.  

საფრანგეთის საგარეო უწყება: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან

„საფრანგეთი, ისევე როგორც ევროკავშირი, წუხს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების გამო, 28 მაისს მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მიუხედავად მისი შეუთავსებლობისა იმ ღირებულებებთან და პრინციპებთან, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი, რომლის კანდიდატიც არის საქართველო,“ - ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის როლი აუცილებელია დემოკრატიული ცხოვრებისთვის. „საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მათი მუშაობისა და უსაფრთხოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნება და გაძლიერება. ევროპელ პარტნიორებთან ერთად, საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიის, ევროპული გზისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, რომელთა მიმართაც ქართველმა ხალხმა თავისი ღრმა ერთგულება აჩვენა,“ - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ქართულ თარგმანს საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.  

ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგების ფონზე, მაკრონმა საფრანგეთის პარლამენტი დაითხოვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის პარლამენტი, ეროვნული ასამბლეა დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა. საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური საფრანგეთში 30 ივნისს, მეორე კი, 7 ივლისს გაიმართება. მარინ ლე პენის მხარდამჭერთა პარტიამ, რომელსაც ახლა 29 წლის ჟორდან ბარდელა ხელმძღვანელობს, ეგზიტპოლების შედეგებით, ევროპარლამენტის არჩევნებში მაკრონის მომხრეებზე ორჯერ მეტი ხმები მიიღო. ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ შედეგები კატასტროფა იყო მისი მთავრობისთვის. „ეს არის სერიოზული, მძიმე გადაწყვეტილება, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეს არის ნდობის აქტი,” - განაცხადა მაკრონმა და აღნიშნა, რომ ენდობა "ფრანგების შესაძლებლობებს, გააკეთონ საუკეთესო არჩევანი მათთვის და მომავალი თაობებისთვის." მანვე აღნიშნა, საფრანგეთს სჭირდება „მკაფიო უმრავლესობა, რათა შეძლოს სიმშვიდითა და ჰარმონიით მუშაობა“ და განაცხადა, რომ „მოისმინა“ ფრანგების გზავნილი და წუხილი. „მე მათ უპასუხოდ არ დავტოვებ,” - აღნიშნა მაკრონმა. ევროპარლამენტის არჩევნები ევროკავშირის ქვეყნებში კვირას სრულდება. პირველი ოფიციალური წინასწარი შედეგები ევროპის დროით შუაღამის შემდეგ გამოცხადდება. თუმცა რიგ ქვეყნებში უკვე გამოქვეყნდა ეგზიტპოლების შედეგები. რამდენიმე ქვეყანაში მემარჯვენეების წარმატებას ადასტურებენ.  

საფრანგეთი აცხადებს, რომ სომხეთს CAESAR-ის ჰაუბიცებს მიჰყიდის

სომხეთმა და საფრანგეთმა Caesar-ის საარტილერიო დანადგარის შეძენასთან დაკავშირებით კონტრაქტი გააფორმეს. ამის შესახებ აფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ სომხეთის თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა. ლეკორნუს თქმით, სურენ პაპიკიანთან თბილი და პროდუქტიული დიალოგი ჰქონდა. „Caesar-ის იარაღის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით, ახალ მნიშვნელოვან ეტაპს მიღწეულია,“ - აღნიშნა ლეკორნუმ. ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთი აპირებს სომხეთს, სამი რადარის გაყიდვით და Mistral-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებაზე შეთანხმების გაფორმებით, საჰაერო თავდაცვის გაუმჯობესებაში დაეხმაროს. საფრანგეთმა ასევე გადაწყვიტა, სომხეთს Bastion-ის ტიპის 50 ჯავშანტექნიკა გაუგზავნოს.  

ირაკლი კოპლატაძე: ევროპაში საქართველოს დიპლომატიურ მისიებში 18-წლიანი უწყვეტი საქმიანობის შემდეგ, დღეს უკვე ფორმალურად დავუბრუნე დიპლომატიური პასპორტი საგარეო საქმეთა სამინისტროს

საქართველოს ელჩი სლოვენიაში ირაკლი კოპლატაძე განცხადებას ავრცელებს. „ევროპაში საქართველოს დიპლომატიურ მისიებში 18-წლიანი უწყვეტი საქმიანობის შემდეგ დღეს უკვე ფორმალურად დავუბრუნე ჩემი და ირინეს დიპლომატიური პასპორტები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ჩემთვის განსაკუთრებული პრივილეგიაა, რომ საუკუნის თითქმის მეხუთედის მანძილზე და მანამდეც, ხუთივე პრეზიდენტის სახელმწიფო სამსახურში და მანამდეც, ჩემი დროის სტუდენტობის თაობის ეროვნულ მოძრაობაშიც და მანამდეც, ოჯახიდან გამომდინარე, საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების საუკეთესო ინტერესებისადმი მსახურება გახდა ჩემი საქმიანობის მთავარი საგანი. ამასობაში, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მივედით იმ ნიშნულამდე, როცა საჭირო იყო გაწევრიანების საფინალო ნახტომის განხორციელება: 2014 წლის NATO-ს უელსის სამიტზე მივიღეთ NATO-ს არაწევრი უახლოესი ქვეყნის „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის“ (EOP) სტატუსი და „NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი“ (SNGP), რომელიც განახლდა 2020 წელს; 2022 წლის NATO-ს მადრიდის სამიტზე დამტკიცდა NATO-ს „საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერის ზომები“ (TSM); 2023 წლის 14 დეკემბერს კი მივიღეთ ევროკავშირის საოცნებო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი... მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა ვუთხრა თანამშრომლობისთვის თითოეულ ჩემს კოლეგას, შინ თუ გარეთ, საერთაშორისო დონის ქართველ ელჩებს, სხვადასხვა ქვეყნებში ჩემი საელჩოების თანამშრომლებს, მინისტრებს, პრემიერებსა თუ პრეზიდენტებს, რომლებთანაც მომიწია მუშაობა და ვინც მცირე წვლილი მაინც შეიტანა საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში გასაწევრიანებელ ისტორიულ გზაზე. დღეს მსურს, განსაკუთრებული პატივი მივაგო ჩემი პედაგოგების, შემდგომში კოლეგების და უფროსი მეგობრების: გელა ჩარკვიანის, ალექსანდრე რონდელის და ლევან ალექსიძის ნათელ ხსოვნას; ასევე, მინდა მადლიერებით გავიხსენო ჩემი ყოფილი სტუდენტები, რომლებიც დღეს ცნობილი პროფესიონალები, სამოქალაქო აქტივისტები თუ პოლიტიკოსები არიან. განუსაზღვრელი და დაუფასებელია დიპლომატიურ სამყაროში და განსაკუთრებით, საქართველოში, ოჯახის თავგანწირვა და თვითშეწირვა მისიებში მსახურებისას; ამიტომ, საჯაროდ ვუხდი მადლობას ჩემს ოჯახს, მეუღლეს, რომელმაც ჩემთან ერთად 18 წელი მიუძღვნა მისიებში მუშაობას და შვილებს, რომლებმაც სწავლის, განათლების და საქმიანობის უმეტესი წლები უცხოეთში გაატარეს, მაგრამ ამჟამად საქართველოში თავიანთი პროფესიების შესაბამისად საქმიანობენ, არიან ტრადიციული ქართველები და ლაღი, თავისუფალი, თანამედროვე ევროპელები. ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ ჩვენი წმინდა მეფისა და საქართველოს ძლიერების ერთ-ერთი სიმბოლოს, ვახტანგ გორგასლის (დროშიანის თუ უდროშოს) და თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის კონსტიტუციური გარანტის, უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე კონსტიტუციური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მეთაურის, ქვეყნის პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ტოლერანტობის გამოხატვის გამო ჩემი აუგად მოხსენიება სცადეს თანამედროვე „ძაღლისგულა“ ბოლშევიკმა „შარიკოვებმა“ (განსაკუთრებით, აზერბაიჯანული ნომრებიდან). მე არავის ვემშვიდობები, კვლავ შევხვდებით საქართველოს სამსახურში! #სადმივდივართ?ევროპაში! P.S. ვსარგებლობ შემთხვევით და გამარჯვებას, სილაღეს და წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს გერმანიაში - ბიჭებს, რომლებმაც ქვეყანასაც და ჩვენც, დიპლომატებსაც, დაგვასწრეს ევროპაში შესვლა. P.S.S. დღევანდელ პოსტს ვურთავ საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით თურქეთის მთავრობის მიერ ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის გამოშვებულ საფოსტო მარკას, რომლისთვისაც აქამდე ხელი არ მიხლია. ახლა კი, დიპ. პასპორტის ნაცვლად, ამ საფოსტო მარკებით ვუგზავნი ჩემს საუკეთესო „ვაიბებს“ პოსტის ადრესატებს...“ - წერს კოპლატაძე. განახლება: ირაკლი კოპლატაძემ სლოვენიის რესპუბლიკაში დიპლომატიური მისია 2023 წლის 3 დეკემბერს დაასრულა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მას შემდეგ,ის ექვს თვეზე მეტია იმყოფება საქართველოში, დიპლომატიურ რეზერვში. "შესაბამისად მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს," - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.  საფრანგეთში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს "თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა" - პრეზიდენტი საქართველოს ელჩებს  

NATO-ს წევრი ოთხი ქვეყანა შორი მანძილის რაკეტების შემუშავებაზე შეთანხმდა

საფრანგეთი, გერმანია, იტალია და პოლონეთი 500 კილომეტრის მანძილზე მოქმედ, სახმელეთო ფრთოსან რაკეტებს ერთობლივად შეიმუშავებენ. ოთხი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ამ სფეროში თანამშრომლობის განზრახვის დეკლარაციას ხელი მოაწერეს ვაშინგტონში, სადაც NATO-ს სამიტი მიმდინარეობს. ქვეყნები მიზნად ისახავენ, გამოასწორონ ევროპულ არსენალში არსებული ხარვეზები, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომისას გამოააშკარავდა. ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ ახალი რაკეტა შემაკავებელ ფაქტორს ნიშნავს. მანვე მოუწოდა ბრიტანეთის ახალ მთავრობას, ხსენებულ იდეას შეუერთდეს. მისი თქმით, იარაღის პირველი პროექტი, შესაძლოა, წლის ბოლოს იყოს დაპროექტებული. შემუშავება კი, მოგვიანებით იგეგმება. აშშ გერმანიაში შორ მანძილზე მოქმედ იარაღს განალაგებს უკრაინა საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს NATO-ს წევრი ხუთი ქვეყნისგან მიიღებს  

საფრანგეთის ელჩი: გადავწყვიტეთ, დროებით შევაჩეროთ ჩვენი პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში

27 ივნისს ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა იყო დე ფაქტო შეჩერებული, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ ჟურნალისტებთან განაცხადა. მის სიტყვებს „ინტერპრესნიუსი“ ციტირებს. მისივე განმარტებით, „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტია, შეატრიალებს თუ არა კურსს, რათა ევროკავშირმა საქართველოს მხარდაჭერა განაგრძოს. „27 ივნისს ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა იყო დე ფაქტო შეჩერებული, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი, რაც ყველამ იცის. ამ მიზეზით, ჩვენ გადავწყვიტეთ, დროებით შევაჩეროთ ჩვენი პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში და გავუძლიეროთ დახმარება სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას. საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, შეატრიალოს კურსი იმისათვის, რომ დავუბრუნდეთ იმას, რისი გაკეთებაც გვინდა, ესე იგი გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა მის ევროპულ გზაზე, ყველა სფეროში,“  - განაცხადა შერაზ გასრიმ. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. 10 ივლისს გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობებს ბერლინიც გადახედავს.  

შვეიცარია და საფრანგეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მართავენ

შვეიცარია საფრანგეთთან ერთად სამხედრო წვრთნებს მართავს. შვეიცარიის მთავრობამ განაცხადა, რომ 2024 წლის 3 და 4 სექტემბერს დაგეგმილია რამდენიმე მოდული შვეიცარიისა და საფრანგეთის საჰაერო სივრცეში. მანევრებში შვეიცარიიდან ოთხი F/A-18 გამანადგურებელი მონაწილეობს. საფრანგეთიდან წვრთნებში ჩართულია F/A-18-ის ტიპის გამანადგურებელი. შვეიცარიამ NATO-სთან კავშირების გაძლიერების ვალდებულება, მათ შორის, სამხედრო წვრთნებში მონაწილეობა და სამხედრო თავსებადობის გაუმჯობესება დაადასტურა, რაც მთავრობის მიერ 2024 წლის 31 იანვარს მიღებულ საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში გაიწერა.  

მაკრონის თქმით, საქართველოს მთავრობის ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას იწვევს

17 ოქტომბერს, ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს. მაკრონის თქმით, საქართველოს მთავრობის ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას იწვევს. „რაც შეეხება სხვა საერთაშორისო საკითხებს, მხარდაჭერა გამოვუცხადეთ მოლდოვას ამ მნიშვნელოვან საარჩევნო კონტექსტში, როდესაც ის რუსეთის მიერ განხორციელებული ჰიბრიდული ქმედებების ზეგავლენის ქვეშაა. გამოვხატეთ შეშფოთება საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, სადაც მთავრობის მიმართულება (Drift) გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას იწვევს, და სადაც ქართველ ხალხს თავისი აზრის გამოხატვა რამდენიმე დღეში მოუწევს,“ განაცხადა მაკრონმა. უფრო ადრე, ევროპულ საქმეთა მინისტრი ბენჟამენ ადადი გამოთქვამდა შეშფოთებას საქართველოში არსებული ვითარების შესახებ. „თუ საქართველოს სურს, განაახლოს თავისი ევროპული გზა, რისი იმედიც გვაქვს, რადგან მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს ფუნდამენტურ ღირებულებებს,“ აღნიშნა მინისტრმა, რომლის კომენტარის თარგამანიც საფრანგეთის საელჩომ გაავრცელა. შეგახსენებთ, ევროპულმა საბჭომ 17 ოქტომბერს გამართული შეხვედრის დასკვნები გამოაქვეყნა, რომელშიც კიდევ ერთხელ გამოხატა „სერიოზული შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო, რომლებიც ევროკავშირის ფუძემდებლურ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება.“ ევროპულმა საბჭო დაადასტურა მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ. ამასთანავე, აღნიშნა, რომ „ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს.“ ევროპულმა საბჭომ მოუწოდა საქართველოს, „გაატაროს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.“ აღნიშნავენ, რომ საბჭო გააგრძელებს საქართველოში არსებული სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს. ევროპული საბჭო მოელის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. საბჭომ ასევე დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის შემდგომი ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების, ასევე არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება. 15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“ გაყინა, თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები გააუქმა და კიბერუსაფრთხოების პროგრამა შეაჩერა.  

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: პარიზი ღიაა უკრაინის NATO-ში მოწვევის იდეისთვის, ეს საკითხი პარტნიორებთან განიხილება

საფრანგეთი ღიაა უკრაინის NATO-ში მოწვევის იდეისთვის, ეს საკითხი პარტნიორებთან განიხილება, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ კიევში უკრაინელ კოლეგა ანდრეი სიბიგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უკრაინის დედაქალაქში შაბათს, 19 ოქტომბერს, ბაროსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიჰას შორის მოლაპარაკებები გაიმართა. ორივე მინისტრმა თანამდებობა ცოტა ხნის წინ, 2024 წლის სექტემბერში დაიკავა. პარიზი მხარს უჭერს უკრაინის „გამარჯვების გეგმას“ რუსეთთან ომში და საფრანგეთი მზადაა, გააგრძელოს კიევის დახმარება. ამავე დროს ბარომ განაცხადა, რომ „საფრანგეთი მხარს დაუჭერს უკრაინას, როდესაც ის გადაწყვეტს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას.“ მანვე აღნიშნა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს და გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას „ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სამოქალაქო ასპექტებში, სამხედრო და ევროპულ კონტექსტებში. „რაც შეეხება NATO-ში გაწევრიანებისთვის მოწვევას,[საფრანგეთის] რესპუბლიკის პრეზიდენტმა ამაზე გასულ კვირას ისაუბრა პარიზში ზელენსკის ვიზიტის დროს. ღია ვართ ამისთვის, და ეს არის საკითხი, რომელსაც დღეს ჩვენს NATO-ელ პარტნიორებთან განვიხილავთ და, რა თქმა უნდა, ამ საუბარში ჩვენი უკრაინელი პარტნიორები მონაწილეობენ,” - განაცხადა ბარომ. კიევი NATO-ში გაწევრიანებას ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე არ განიხილავს. ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ განმარტა, რომ მოწვევის გაცემის შემდეგ უნდა შედგეს გაწევრიანების ოქმი, რომელშიც მითითებული იქნება გაწევრიანების როგორც ვადები, ასევე, რეფორმები. ოფიციალურმა წარმომადგენელმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინას შესთავაზეს ალიანსში გაწევრიანება მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების ფარგლებში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინული მხარისთვის ეს საკითხი არ განიხილება.