თეგი: ყაზახეთი
ყაზახეთის პრეზიდენტმა მმართველი პარტიის ლიდერის თანამდებობაზე ნურსულთან ნაზარბაევი შეცვალა
ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, თავისი წინამორბედი, ნურსულთან ნაზარბაევი შეცვალა მმართველი პარტიის, „ნურ-ოთანის", თავმჯდომარის თანამდებობაზე. პრეზიდენტის პრესსამსახურის თანახმად, ეს გადაწყვეტილება მიიღეს პარტიის ყრილობაზე 28 იანვარს, ნაზარბაევის მითითებით. რადიო თავისუფლების ცნობით, პარტიის ყრილობა გაიმართა ზოგიერთი წევრის პროტესტის ფონზე. მათ დატოვეს პარტია, რადგან მათი აზრით, პარტიამ „ვერ შეძლო“ სისხლისღვრის თავიდან აცილება ანტისამთავრობო გამოსვლების დროს. ამავე თემაზე: პრეზიდენტმა თოყაევმა გაიმარჯვა, თუმცა ის რუსეთის წინაშე ვალშია - პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ჯენიფერ ბრიკი მნიშვნელოვანია, რეგიონმა სათანადოდ შეაფასოს სიტუაცია და მიიღოს საჭირო გაკვეთილები - უზბეკი ექსპერტი ყაზახეთის მოვლენებზე
ყაზახეთის ქალაქ ჟანაოზენის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ
ქალაქ ჟანაოზენი მცხოვრებლები, რომლებმაც პირველ თებერვალს გამართეს პირველი აქცია ნავთობის სფეროში სამუშაო ადგილების მოთხოვნით, 7 თებერვალს კვლავ შეიკრიბნენ ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობის წინ. რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის ცნობით, ამჟამად სამუშაოს ეძებს 2500 ადამიანი, რომელთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. უმუშევრებმა გააკრიტიკეს უმოქმედობისთვის ადგილობრივი რაიონული ხელმძღვანელობა, რომელიც მათ კომისიის შექმნას დაჰპირდა. აქციის მონაცწილეებმა დასაქმების თხოვნით ქვეყნის პრეზიდენტ ყასიმ ჟომართ თოყაევს მიმართეს. ჟანაოზენის მცხოვრებლებს უკვე რამდენიმე წელია, უმუშევრობის პრობლემა აწუხებთ. 2016 წელს პოლიციამ ქალაქში შეკრებილი ახალგაზრდების აქცია დაშალა. მათი ლიდერ ერჟან ელშიბაევს კი, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ადგილობრივმა უფლებადამცველებმა ელიშბაევი „პოლიტპატიმრად“ ცნეს.
ყაზახეთმა რუსეთს უკრაინაში ჯარის გაგზავნაზე უარი უთხრა - ამერიკული მედია
ყაზახეთმა, რუსეთის ერთ-ერთმა უახლოესმა მოკავშირემ და სამხრეთ მეზობელმა, რუსეთს უკრაინაში ჯარის გაგზავნაზე უარი უთხრა. ამ ინფორმაციას ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით NBC არცელებს. გარდა ამისა, ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ განაცხადა, რომ არ ცნობს რუსეთის მიერ „აღიარებულ“ სეპარატისტულ რესპუბლიკებს. რუსეთის ტრადიციული მოკავშირის ნაბიჯს შეერთებული შტატები მიესალმა. „ჩვენ მივესალმებით ყაზახეთის განცხადებას, რომ ისინი არ აღიარებენ LPR-ს და DPR-ს. ასევე მივესალმებით ყაზახეთის უარს იმასთნ დაკავშირებით, რომ თავისი ძალები შეუერთდეს პუტინის ომს უკრაინაში. - ნათქვამია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადებაში. შეგახსენებთ, ყაზახეთში 2 იანვარს დაწყებულ პროტესტსა და შიდა არეულობას, 6 იანვარს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მხრიდან ჯარების გაგზავნის გადაწყვეტილება მოჰყვა. ამ ორგანიზაში შედიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. 10 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ყაზახეთის პრეზიდენტს კრემლში უმასპინძლა. ცნობისათვის, 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“.
ყაზახეთის და თურქეთის ავიაკომპანიებმა რუსეთის მიმართულებით ავიარეისები გააუქმეს
ყაზახეთის ეროვნულმა ავიაკომპანიამ Air Astana-მ და თურქულმა Pegasus Airlines-მა განაცხადეს, რომ რუსეთში ფრენებს დროებით აჩერებენ. კომპანიების განმარტებით, ავიარეისებს რუსეთის მიმართულებით თვითმფრინავების დაზღვევასთან დაკავშირებული პრობლემების გამო აჩერებენ. მედიის ცნობით, ეს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ ამოქმედებული სანქციების შედეგია. თურქულმა Pegasus-მა განაცხადა, რომ შაბათიდან შეწყვეტს ფრენებს. კიდევ ერთმა ავიაკომპანიამ, Turkish Airlines-მა კი განმარტა, რომ ფრენები ამ ეტაპზე გაგრძელდება. დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა სანქციების ფარგლებში შეაჩერეს ფრენები რუსეთთან და დაკეტეს საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის.
ნურსულთან ნაზარბაევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები განიხილეს
ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ანტალიაში დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში მოლაპარაკებები გამართა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან. ნაზარბაევის პრესსამსახურის ცნობით, მან მადლობა გადაუხადა ერდოღანს ანტალიაში, საერთაშორისო ფორუმზე მიწვევისთვის და ხაზი გაუსვა ღონისძიების მნიშვნელობას მიმდინარე გლობალური გეოპოლიტიკური ცვლილებების კონტექსტში.თავის მხრივ, ერდოღანმა აღნიშნა ნურსულთან ნაზარბაევის მნიშვნელოვანი წვლილი ყაზახეთ-თურქეთის ურთიერთობების განვითარებაში. შეხვედრაზე მხარეებმა შეხედეულებები გაცვალეს საერთაშორისო დღის წესრიგის ყველაზე აქტუალურ საკითხზე, ხაზი გაუსვეს უკრაინაში არსებული სიტუაციის დიპლომატიური გზით მოგვარებისა და სახელმწიფოთაშორისი დიალოგის აღდგენის მუდმივი ძალისხმევის მნიშვნელობას.
ნურსულთან ნაზარბაევის ძმისშვილი დააკავეს
ყაზახეთის ანტიკორუფციულმა სამსახურმა პირველი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ძმისშვილი დააკავა. კაირათ სატიბალდიული, განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის მითვისებაშია ეჭვმიტანილი. საქმე იმ პერიოდს ეხება, როცა სატიბალდიული ქვეყნის მთავარ სატელეკომუნიკაციო კომპანია „ყაზახტელეკომს" ხელმძღვანელობდა. ნაზარბაევის უმცროსი ძმისშვილი Forbes Kazakhstan-ის თანახმად, ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენების სიაშია, 163 მილიონ დოლარადად შეფასებული ქონებით.
ყაზახეთის მთავრობამ საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთებისთვის ალტერნატიული მარშრუტი შეიმუშავა, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოზე გადის
რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების ფონზე ყაზახეთის მთავრობამ საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთებისთვის ალტერნატიული მარშრუტი შეიმუშავა, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოზე გადის. ამის შესახებ ყაზახეთის მთავრობის სამშაბათის სხდომაზე ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა კაირბეკ უსკენბაევმა განაცხადა. როგორც რუსული სააგენტო ТАСС-ი წერს, საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთებისთვის ალტერნატიული მარშუტები შემუშავდა. „ჩვენ ალტერნატიული მარშრუტი შევიმუშავეთ საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთებისთვის. სამინისტროს ოპერატიული ზომები მიიღო, რათა არ მომხდარიყო ტვირთბრუნვის ლოგისტიკური ჯაჭვის წყვეტა“, – განაცხადა მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ: საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა რუსეთის ფედერაციის სუვერენული რეიტინგი გააუქმა
მედია: ყაზახეთის ახალ საექსპორტო მარშრუტში საქართველოც მოხვდა
ყაზახეთის ხელისუფლებამ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე საექსპორტო სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვისთვის ალტერნატიული მარშრუტები შეიმუშავა. ამის შესახებ რუსული მედია ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ კაირბეკ უსკენბაევზე დაყრდნობით წერს. „ჩვენ შევიმუშავეთ ალტერნატიული მარშრუტები და კორიდორები საექსპორტო და ტრანზიტული ტვირთებისთვის. სამინისტრომ მიიღო ოპერატიული ზომები, იმისთვის, რომ ტვირთების მოწოდების ლოჯისტიკური ჯაჭვის წყვეტა აღკვეთოს“, - განაცხადა კაირბეკ უსკენბაევმა. მისი თქმით, საექსპორტო ტვირთების ახალი მარშრუტი ლატვიის პორტებსა და ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე (TITR) იქნება ორიენტირებული. „TITR-ის ფარგლებში შეთანხმება უკვე მიღწეულია აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის მთავრობებთან გადაზიდვების უზრუნველსაყოფად ერთობლივი საწარმოს შექმნაზე“,- განაცხადა ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა კაირბეკ უსკენბაევმა.
დავით ზალკალიანმა ყაზახ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მუხთარ ტლეუბერდისთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკრაინაში მიმდინარე ომის გრძელვადიან ეკონომიკურ და პოლიტიკურ შედეგებზე, როგორც რეგიონში, ასევე მთელ მსოფლიოში. საუბარი შეეხო საქართველო-ყაზახეთის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგს და მისი განვითარების პერსპექტუვებს, განსკუთრებული აქცენტი გაკეთდა სავაჭრო-ეკონომიკირ თანამშრომლობაზე, კერძოდ ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მიმართულების შემდგომ განვითარებაზე. მინისტრები შეთანხმდნენ სავაჭრო-ეკონომიკურ საკითებთან დაკავშირებით მხარეებს შორის მჭიდრო კოორდინაციასა და თანამშრომლობაზე.
ყაზახეთმა ფქვილისა და ხორბლის ექსპორტი შეზღუდა
ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყნიდან ფქვილისა და ხორბლის ექსპორტი შეიზღუდა. 2022 წლის 16 აპრილიდან ყაზახეთმა ხორბლისა და ფქვილის ექსპორტზე კვოტები აამოქმედა. ამ გადაწყვეტილების თანახმად, 2022 წლის 15 ივნისიდან ხორბლისა და ფქვილის ექპორტზე შემდეგი კვოტები იმოქმედებს: ხორბალსა და მესლინზე - 1 მლნ ტონა; ხორბლის ფქვილზე - 300 ათასი ტონა; ამასთან, ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, რომ ბრძანების ძალაში შესვლამდე საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად ექსპორტზე გაშვებული საქონელი ექვემდებარება დაუბრკოლებელ ექსპორტს ყაზახეთის ტერიტორიიდან. 19 მარტს გაეროს გენერალური მდივანმა, ანტონიუ გუტიერეშმა განაცახდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა. 31 მარტს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მზესუმზირის ზეთის ექსპორტი დროებით შეზღუდა. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, წლის ბოლომდე ჭვავის, ქერის, წიწიბურის, ფეტვის, შაქრის, მარილისა და ხორცის ექსპორტი იკრძალება. 12 აპრილს ბელორუსის ხელისუფლებამ ქვეყნიდან წიწიბურას, შაქრის, მარილისა და მაკარონის გატანაზე შეზღუდვა დააწესა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც საგარეო საკითხებში ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი იერჟან კაიზიხანი ხელმძღვანელობს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, მხარეებმა საქართველოს და ყაზახეთს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ყაზახეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-11 სხდომის მნიშვნელობას, რომელიც უახლოეს პერიოდში თბილისში გაიმართება. შეხვედრისას აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, ისევე, როგორც გასულ წელს, ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობა მკვეთრად გაზრდილია, თუმცა, მთავრობის მეთაურის თქმით, დადებითი დინამიკის პარალელურად, არსებობს დიდი პოტენციალი, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ხაზი გაესვა საქართველოსა და ზოგადად, სამხრეთ კავკასიის რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობას. აგრეთვე, ითქვა, რომ საქართველო მიესალმება ყაზახ ინვესტორებს. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. მთავრობის მეთაურმა ყაზახეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკისადმი მხარდაჭერისთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, აღინიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას პოლიტიკურად, ასევე დიპლომატიურად, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში და უკრაინელ ხალხს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ 2022 წელი საქართველო-ყაზახეთის ორმხრივ ურთიერთობებში განსაკუთრებული წელია, ვინაიდან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან ოცდაათი წელი სრულდება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ყაზახეთის მხრიდან ესწრებოდნენ ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბაურჟან მუხამეჯანოვი, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწე ასეტ ისეკეშევი, ეროვნული ნავთობისა და გაზის კომპანია KazMunayGas-ის ხელმძღვანელი მაგზუმ მირზაგალიევი და ეროვნული კომპანიის Kazakhstan Railways-ის ხელმძღვანელი ნურლან საურანბაევი, ხოლო საქართველოს მხრიდან: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იოსებ ტყემალაძე და სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.
ლევან დავითაშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველოსა და ყაზახეთს შორის გაიზარდოს სავაჭრო ბრუნვა და სატრანზიტო ნაკადები
დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ოქტომბერში სამხედრო წვრთნას გამართავს თბილისში გამართული საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა ოქმზე ხელმოწერით დასრულდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. დოკუმენტში, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მინისტრმა კაირბეკ უსკენბაევმა ხელი მოაწერეს, განისაზღვრა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, კავშირგამბულობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინოვაციების და სხვა სექტორებში. ასევე ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმებს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის, აგრეთვე სპორტის სფეროებში ურთიერთობის გაღრმავების შესახებ. „კომისიის მუშაობა წარიმართა ძალიან წარმატებულად და რა თქმა უნდა, ის შეთანხმებები, რომლებიც გაფორმდა ორ მხარეს შორის, უნდა იყოს ეკონომიკური ურთიერთობების წამახალისებელი. ჩვენ მიზნად დავისახეთ საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდა, ასევე განვიხილეთ კონკრეტული საკითხები, რომლებიც დაეხმარება სატრანზიტო ნაკადების გაზრდას ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ. საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმატია ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო ურთიერთობების განვითარების მიმართულებით, რომლის ფარგლებშიც არაერთ საკითხზე ხდება გადაწყვეტილებების მიღება. კომისიის მომდევნო სხდომა ყაზახეთში გაიმართება.
დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ოქტომბერში სამხედრო წვრთნას გამართავს
2022 წლის ოქტომბერში ყაზახეთი უმასპინძლებს დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის(ОДКБ) ერთობლივ სამხედრო წვრთნებს. ამის შესახებ, ინფორმაცია ყაზახეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. რუსეთთან, სომხეთთან, ყირგიზეთთან, ყაზახეთსა და ტაჯიკეთთან ერთად, შემოდგომაზე ყაზახეთში თავდაპირველად ოპერატიული რეაგირების კოლექტიური ძალები ჩაატარებენ წვრთნას სახელწოდებით "ურთიერთქმედება-2022", შემდეგ კი ესტაფეტას გადაიბარებს დაზვერვის ძალებისთვის განსაზღვრული "ძებნა 2022", სულ ბოლოს კი მრავალეროვნულ "ეშელონ 2022"-ში თავის გამოცდილებას აჩვენებენ მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ქვედანაყოფები. ოფიციალურ ცნობაში აღნიშნულია, რომ ცენტრალურ-აზიური რეგიონის სწრაფი რეაგირების კოლექტიური ძალების ერთობლივი სწავლება "ზღუდე -2022" ტაჯიკეთის ტერიტორიაზე გაიმართება, ხოლო ყირგიზეთი სამშვიდობო ძალების სამეთაურო-საშტაბო სწავლებას, "ურყევი ძმობა 2022"-ს, უმასპინძლებს. აღნიშნულია, რომ ცენტრალური აზიის რეგიონის კოლექტიური სწრაფი განლაგების ძალების ერთობლივი წვრთნა "Frontier - 2022" დაგეგმილია ტაჯიკეთის ტერიტორიაზე, ხოლო ყირგიზეთში სამშვიდობო ნაწილებთან "ურღვევი" სამეთაურო-საშტაბო სწავლება გაიმართება. ძმობა - 2022 წელი“. „ზომები მიზნად ისახავს (ОДКБ) კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის მზადყოფნის გაზრდას ამოცანების შესასრულებლად, როგორც ეს იყო დაგეგმილი“, - ნათქვამია თავდაცვის დეპარტამენტში. ОДКБ-ში შედის ექვსი სახელმწიფო: სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი.
ყაზახეთის პრეზიდენტი: გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, მზად უნდა ვიყოთ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად
ყაზახეთი, მსოფლიოში გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, მზად უნდა იყოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, - ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა დღეს, სამხედროების დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა. „გეოპოლიტიკური არასტაბილურობის პირობებში, ახალ გამოწვევებსა და საფრთხეებს მზად უნდა დავხვდეთ და დავიცვათ ჩვენი ნაციონალური ინტერესები, დავიცვათ სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ამიტომ, თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერება ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს“, - განაცხადა ყაზახეთის ლიდერმა. ასევე წაიკითხეთ ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის ახალი მინისტრი დანიშნა პრეზიდენტმა თოყაევმა გაიმარჯვა, თუმცა ის რუსეთის წინაშე ვალშია - პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ჯენიფერ ბრიკი
ყაზახეთიდან ფოთის პორტში სატესტო რეჟიმში 200-ზე მეტი კონტეინერი გამოიგზავნა
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების მიზნით, აქტაუს პორტიდან სატესტო ტვირთის გამოგზავნა განხორციელდა. „ყაზახეთის რკინიგზის“ ინფორმაციით, გემი ტვირთს ბაქოში ჩაიტანს, შემდეგ ის ფოთის პორტში გამოიგზავნება და საბოლოოდ, ტვირთის ნაწილი თურქეთის დერინჯეს პორტში გადაიტვირთება. 210 TEU კონტენერი ფიდერულ გემ BEKET ATA-ზე დაიტვირთა. ტვირთი მოიცავს თაფლით, ტომატით, ასევე ტყვიითა და თუთიით დატვირთულ კონტენერებს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთის ხელისუფლებამ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე საექსპორტო სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვისთვის ალტერნატიული მარშრუტები შეიმუშავა, რომელშიც საქართველოც მოხვდა. „TITR-ის ფარგლებში შეთანხმება უკვე მიღწეულია აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის მთავრობებთან გადაზიდვების უზრუნველსაყოფად ერთობლივი საწარმოს შექმნაზე“,- განაცხადა ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა კაირბეკ უსკენბაევმა. ასევე წაიკითხეთ ნიკა ჩიტაძე: რუსული ბაზარი აღარაა სტაბილური, ყაზახეთი ნავთობის გადასაზიდად ალტერნატივას ეძებს და ასეთი ალტერნატივა საქართველოა
ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრი: თურქეთი, ყაზახეთის ნავთობით დაინტერესდა
თურქეთი ყაზახეთის ნავთობით დაინტერესდა. ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ბულატ აქჩულაკოვმა ადგილობრივ მედიას განუცხადა. „თურქეთში ვიზიტისას, შევხვდი ენერგეტიკის მინისტრ ფატიხ დონმეზს. დავათვალიერეთ თურქეთში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა და ასევე განვიხილეთ ნავთობის საკითხი, მიწოდების გზები და შესაძლო ინვესტიციები. საქმე იმაშია, რომ 2010 წლიდან ჩვენ არ გვაქვს ერთობლივი პროექტები ნავთობის სექტორში. ამ საკითხზეც მოვილაპარაკეთ“, - განაცხადა ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა. მისი თქმით, თურქეთი არა მხოლოდ ნავთობის მიწოდებით, არამედ ნავთობსაბადოებითაც დაინტერესდა. „კასპიის მილსადენის კონსორციუმთან ერთად, თურქეთის ინტერესის სფეროა სარკინიგზო გადაზიდვები, ასევე ალტერნატიული მარშრუტი შესაძლოა გახდეს საზღვაო გადაზიდვები. ნავთობის გადაზიდვის ალტერნატიული გზების განვითარებას, რამდენიმე წელი დასჭირდება. ახლა თურქეთი დღე-ღამეში 1 მილიონ ბარელ ნავთობს მოიხმარს“, - აღნიშნა მინისტრმა. „ბუნებრივია მათ აინტერესებთ ყაზახეთის ნავთობი, რადგან საკუთარი იმპორტის დივერსიფიცირებას ცდილობენ. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ გვაქვს შესაძლებლობები. დღეიდან თურქეთს უკვე მიეწოდება ყაზახური ნავთობი“, - აცხადებს ბულატ აქჩულაკოვი. 11 მაისს ყაზახეთსა და თურქეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები გაფორმდა.
ყაზახეთი აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბის შექმნას განიხილავს
ყაზახეთი აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბს შექმნის. ამის შესახებ მედია მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრ კაირბეკ უსკენბაევზე დაყრდნობით წერს. მისი თქმით, საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთების ტრანსპორტირების ალტერნატიული მარშრუტები და დერეფნები შესწავლილია, რათა მიწოდების ჯაჭვის შეფერხება თავიდან იყოს აცილებული. ყაზახეთი ელის, რომ 2022 წლისთვის, აქტაუსა და კიურიკის პორტებიდან გადაზიდვები 10 მლნ ტონამდე გაიზრდება, საიდანაც 4 მლნ ტონა საექსპორტო ტვირთები იქნება. ყაზახეთის სატრანსპორტო ინდუსტრიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საკონტეინერო ჰაბი აქტაუს პორტის ბაზაზე ჩამოყალიბდება. მედიის ცნობით, მთავარი აქცენტი ტრასკასპიურ საერთაშორისო მარშრუტზე კეთდება.„ჩვენ შევთანხმდით ჩვენს პარტნიორებთან აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და თურქეთიდან ერთობლივი სატრანსპორტო კომპანიის შექმნაზე. ახლა ყველა დოკუმენტის განხილვისა და მომზადების პროცესი მიმდინარეობს“, - განაცხადა იერლან აბსატოვმა. საკონტეინერო ჰაბი სავარაუდოდ, პორტთან ახლოს, სპეციალური ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე განთავსდება, პროექტში სინგაპურული კომპანიების ჩართვაზე მოლაპარაკებები უკვე გაიმართა.
11 მაისს, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი თურქეთში პირველი სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა. ორმხრივი კავშირების დამყარებიდან 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ვიზიტი დროს, ანკარასთან რიგ მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერა ხელი, მათ შორის ქვეყნებმა სამხედრო თანამშრომლობის სფეროში შეთანხმება გააფორმეს. რას ნიშნავს თურქეთისა და ყაზახეთის მიერ სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, როგორ აისახება ის რეგიონის სხვა ქვეყნებსა და თურქეთის პოზიციებზე რუსეთისა და ჩინეთის როლის პირისპირ, ამ და სხვა საკითხებზე Europetime ექსპერტებს ესაუბრა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი (2012-2014 წლებში), „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარი, ალექსი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ ბოლო დროს განვითარებულმა დრამატულმა მოვლენებმა, გარკვეული გაკვეთილების და დასკვნების შესაძლებლობა მისცა ყაზახეთის მოქმედ ხელისუფლებას. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, ასევე, ყახაზეთის მიმართ რუსეთის უკმაყოფილების კვალდაკვალ, თურქეთმა და ყაზახეთმა დემონსტრირება მოახდინეს, რომ ამ ორ ქვეყანას სრული ურთიერთგაგება და სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მზაობა აქვს. ბევრი თვალსაზრისით ნიშანდობლივი ვიზიტი იყო, სხვა დროს, რომ არა, უკრაინაში რუსეთის აგრესია და ასეთი დაძაბული ვითარება, შესაძლოა, ეს ყოფილიყო ერთი რიგითი მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტი, მაგრამ ახლა განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლოა, ამ ურთიერთობებმაც იმ დონეს მიაღწიოს და იმ ხარისხში ავიდეს, როგორიც არის მაგალითად დღეს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის. იქ, რა თქმა უნდა, არის სხვა ფაქტორები, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს და სტრატეგიული სამოკავშირეო ურთიერთობა ჩამოყალიბდეს თურქეთსა და ყაზახეთს შორის. ბოლო დროს განვითარებულმა დრამატულმა მოვლენებმა, რა თქმა უნდა, გარკვეული გაკვეთილების და დასკვნების შესაძლებლობა მისცა ყაზახეთის მოქმედ ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, მათ, ისევე როგორც ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებს, ბევრ სხვა ქვეყანას მსოფლიოში, აქვთ მკაფიო დამოკიდებულება უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან მიმართებით, მათ არ სურთ, რომ თავადაც მოიაზრებოდნენ, როგორც რუსეთის „უკანა ეზო“, შესაბამისად, დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო ფიქტიური ხდება რეალურად, ყველა ის ეკონომიკური თუ სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია და სტრუქტურა, რომელშიც რუსეთს წლების განმავლობაში დომინანტი როლი ეკავა და სხვა დანარჩენი, ცენტრალური აზიის თუ სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიი მეორეხარისხოვან როლებში იყვნენ ამ ორგანიზაციებში. ამრიგად, დიახ, რა თქმა უნდა, ამ ვითარებასა და მდგომარეობაში ძალიან ნიშანდობლივი ვიზიტია და ვფიქრობ, რომ ამ ურთიერთობებს, მით უმეტეს, ენერგოსფეროში თანამშრომლობას დამატებითი დატვირთვა აქვს, ემბარგოს და ენერგეტიკის სფეროში არსებული სხვა გამოწვევების გათვალისწინებით. ყაზახეთს თურქეთთან ძალიან ბევრი საერთო და სერიოზული თანამშრომლობის შესაძლებლობები აქვს. თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არის ძალიან გამოკვეთილი, ძალაინ მკაფიო, ბრძოლაში გამოცდილი სტრატეგიული თანამშრომლობა და ყაზახეთიც ასე ვთქვათ, თურანული სახელმწიფოების და ქვეყნების ამ ჯაჭვში ლოგიკურად ჩნდება და შესაბამისად, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ძლიერად განვითარდება. აქ სხვათა შორის, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთვისაც იქნება გარკვეული შესაძლებლობები, იმის გათვალისწინებით, რომ სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნის კიდევ უფრო დატვირთვის შესაძლებლობა ჩნდება და ამ შანსის არგამოყენება დანაშაული იქნება, - განუცხადა Europetime-ს ალექსი პეტრიაშვილმა. ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ რუსეთისთვის სურათი უარესობისკენ იცვლება და ეს არის კიდევ ერთი გამოძახილია უკრაინაში მისი წარუმატებელი ომის, რასაც მოჰყვა ისტორიული გადაწყვეტილება ფინეთის მხრიდან, გადაწყვიტა რა, შეუერთდეს NATO-ს და ამის პარალელურად, არამარტო NATO-ს შემდგომი გაფართოება მიიღო რუსეთმა ამ ომით, არამედ, ОДКБ-ს ჩამოშლა. „რუსეთის დასუსტების პარალელურად, ყაზახეთს დღის წესრიგში დაუდგა კიდევ ერთ რეგიონულ პარტნიორთან, თურქეთთან ურთიერთობების გაღრმავება. ეს კავშირი ნიშნავს, რომ რეგიონში, რუსეთის გავლენის შემცირების ფონზე, თურქეთის გავლენა კიდევ უფრო გაძლიერდება. ამავდროულად, ეს კავშირი მოემსახურება ჩინეთის მზარდი გავლენის დაბალანსებასაც, მოგეხსენებათ, ჩინეთისთვის უმთავრესი პრობლემაა უიღურების საკითხი, (რედ. აშშ თვლის, რომ „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა სინძიანში უიღური მუსლიმებისა და სხვა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დევნით გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადის, ჩინეთი საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფს. პროვინცია სინძიანი უიღურის ეთნიკური უმცირესობის სამშობლოა. რეგიონში 11 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს. უიღურები ეთნიკურად ცენტალური აზიის ხალხებს ენათესავებიან, ისინი ძირითადად, მუსლიმები არიან), რომელიც ასევე თურანული ეთნოსია და შესაბამისად, რეგიონში ძალთა ბალანსი რუსეთის სასარგებლოდ აღარ იარსებებს. რუსეთისთვის სურათი უარესობისკენ იცვლება და ეს არის კიდევ ერთი გამოძახილი უკრაინაში მისი წარუმატებელი ომის, რასაც მოჰყვა ისტორიული გადაწყვეტილება ფინეთის მხრიდან, გადაწყვიტა რა, შეუერთდეს NATO-ს და ამის პარალელურად, არამარტო NATO-ს შემდგომი გაფართოება მიიღო რუსეთმა ამ ომით, არამედ, ОДКБ-ს ჩამოშლა, რადგან ომში მას არავინ მიჰყვება და რომც გამოაცხადოს საომარი მდგომარეობა და სთხოვოს ОДКБ-ს წევრებს სამხედრო დახმარების აღმოჩენა და უკრაინაში შესვლა, წინმსწრებად განაცხადა ყველა ქვეყანამ, რომ პუტინს ამ ავანტიურაში არ გაჰყვებიან. მათ დაინახეს, რომ ჩინეთის საპირწონე, დასუსტებული რუსეთი ვერ იქნება. პიქირით, ის იქნება ჩინეთის ვასალი მომავალ პოლიტიკურ დაფაზე. ორი ლოკალური ქვეყნის ხელშეკრულებას ეს სცდება და მთლიანად, ხელის გულზე გვიჩენს როგორც მიმდინარე პროცესების შეფასებას, ასევე, მომავალი მსოფლიო წესრიგის კონტურებს. საქართველოს როლი ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბების პროცესში მყოფ პოლიტიკურ-სამხედრო გაერთიანებებში თავის ადგილი მონახოს. „ამ რეგიონის ფასი და წონა, როგორც ევროპის ალტერნატიული ენერგომომარაგების, ასევე, სხვა ტიპის, ლოგისტიკური, სატრანსპორტო, საკომუნიკაციო, სავაჭრო ნაკადების მიმოსვლის თვალსაზრისით, გაცილებით იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. შუა დერეფანი არის ყველაზე მოკლე, ლოგისტიკურად ყველაზე რთული, რადგან ბევრი სხვადასხვა ტრანსპორტის და სარკინიგზო ხაზის მიქსს წარმოადგენს, პერსპექტივაში მაინც ძალიან დიდი შანსები აქვს ამ შუა დერეფანს, იქცეს ერთ-ერთ ყველაზე წამყვანად, მთელ ამ საკომუნიკაციო ლოგისტიკურ ქსელში. ამას წლები დასჭირდება, მაგრამ დღეს მიმდინარე პროცესებმა ამ შესაძლებლობის რეალობად ქცევის შანსები გაზარდა. რა თქმა უნდა, საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბების პროცესში მყოფ პოლიტიკურ-სამხედრო გაერთიანებებში თავის ადგილი მონახოს. ჯერ არ ვიცით, რა კონტურები გამოიკვეთება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამ ტიპის მოძრაობების, ახალი უსაფრთხოების ქოლგების, სარტყელების ჩამოყალიბება გარდაუვალი ეტაპია, ან ძველების განახლება, მაგალითად, NATO-ს გაფართოებას ვუყურებთ ხო?!, და საქართველომ თავისი ადგილი თუ არ მონახა, რუსეთს ჩაყვება მოუსავლეთში“, - ამბობს ექსპერტი Europetime-თან. ცნობისთვის, თურქეთი და ყაზახეთი უპილოტო საფრენი აპარატების (Anka-ს) ერთობლივად წარმოებას იწყებენ. ერდოღანმა თურქეთის და ყაზახეთის „ძმურ ურთიერთობებს“ გაუსვა ხაზი. თავის მხრივ, თოყაევმა, კარიერულმა დიპლომატმა, თურქეთი ყაზახეთისთვის ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად, ხოლო ერდოღანი „გონიერ და პატივსაცემ სახელმწიფო მოღვაწედ მოიხსენია - ლიდერად, „რომელსაც აქვს საკუთარი ხედვა“. ოფიციალური მოლაპარაკებების შემდეგ, ორმა ლიდერმა მაგიდის ჩოგბურთიც ითამაშა, როგორც ითქვა, თოყაევს 13 წლის განმავლობაში ყაზახეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. „პრეზიდენტმა თოყაევმა შეუპოვარი ხასიათი და ნება გამოავლინა ახალი ყაზახეთის ჩამოსაყალიბებლად. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მიმართულებით განხორციელებულ ყოვლისმომცველ რეფორმას და მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ მოძმე ქვეყნის სტაბილურობის, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა ერდოღანმა ყაზახეთში, იანვარში მომხდარ არეულობაზე საუბრისას. მხარეები ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის გაორმაგებას გეგმავენ - ამჟამინდელი 5 მილიარდი დოლარიდან 10 მილიარდ დოლარამდე, რაც ზუსტად იგივე ოდენობის თანხაა, რომელზეც ერდოღანმა ტაშკენტში ვიზიტის დროს, უზბეკეთთან მიმართებით მიუთითა.
უზბეკეთმა და ყაზახეთმა სარკინიგზო მიმოსვლა განაახლეს
უზბეკეთმა და ყაზახეთმა ორი წლის წინ შეწყვეტილი სარკინიგზო მიმოსვლა განაახლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უზბეკეთის რკინიგზის პრესსამსახური ავრცელებს. 15 მაისიდან სამგზავრო მატარებელი „ნუკუსი-ბეინეუ-ნუკუსის“ მიმართულებით დაიწყებს მოძრაობას. 16 მაისიდან მატარებელი „ალმათი-ტაშკენტ-ალმათის“ მიმართულებით იმოძრავებს. ყველა მგზავრმა ყაზახეთის საზღვარზე COVID-19-ის ტესტის პასუხი უნდა წარმოადგინოს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ყაზახეთი ტვირთების გადასაზიდათ ალტერნატიულ მარშრუეტებზე მუშაობს. ამ დრომდე ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთის ახალ საექსპორტო მარშრუტში საქართველოც მოხვდა. „ჩვენ შევიმუშავეთ ალტერნატიული მარშრუტები და კორიდორები საექსპორტო და ტრანზიტული ტვირთებისთვის. სამინისტრომ მიიღო ოპერატიული ზომები, იმისთვის, რომ ტვირთების მოწოდების ლოგისტიკური ჯაჭვის წყვეტა აღკვეთოს“, - განაცხადა კაირბეკ უსკენბაევმა. მისი თქმით, საექსპორტო ტვირთების ახალი მარშრუტი ლატვიის პორტებსა და ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე (TITR) იქნება ორიენტირებული. ასევე წაიკითხეთ მედია: ყაზახეთის ახალ საექსპორტო მარშრუტში საქართველოც მოხვდა ფინეთი ჩინეთიდან საქართველოს გავლით სატვირთო მარშრუტს იწყებს
თურქეთმა და ყაზახეთმა სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს
ყაზახეთსა და თურქეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები გაფორმდა, ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ინფორმაციაში სხვა დეტალები არ არის მოცემული. ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის თურქეთის რესპუბლიკაში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, ყაზახეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართა. მედიის ცნობით, შეხვედრაზე ხელი მოეწერა რამდენიმე დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობას ყაზახეთსა და თურქეთს შორის. თავის მხრივ, თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა ხაზი გაუსვა თავდაცვის კუთხით თურქეთ-ყაზახეთის კავშირების გაფართოების მნიშვნელობას, „მათ შორის ერთობლივი სამხედრო წვრთნებისა და თავდაცვის ინდუსტრიის სფეროში“.
ყაზახეთი შაქრის ექსპორტს ზღუდავს
ყაზახეთი შაქრის ექსპორტს დროებით ზღუდავს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიიღო. ინფორმაციას ადგილობრვი მედია ავრცელებს. „6 თვიანი შეზღუდვა წესდება თეთრი შაქრის ექსპორტზე. ასევე იზღუდება ლერწმის შაქრის ქვეყნიდან გატანა“, - ნათქვამია ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებულ დოკუმენტში. გადაწყვეტილება 2022 წლის 23 მაისიდან ამოქმედდება. ასევე წაიკითხეთ გუტერეში:რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა
რეგიონში რუსეთის პოზიციების შესუსტების ფონზე თურქეთის გავლენა კიდევ უფრო ძლიერდება
11 მაისს, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი თურქეთში პირველი სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა. ორმხრივი კავშირების დამყარებიდან 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ვიზიტის დროს, ანკარასთან რიგ მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერა ხელი, მათ შორის ქვეყნებმა სამხედრო თანამშრომლობის სფეროში შეთანხმება გააფორმეს. რას ნიშნავს თურქეთისა და ყაზახეთის მიერ სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, რატომ შეიძლება, ეს მნიშვნელოვანი იყოს საქართველოსთვის, როგორ აისახება რეგიონის სხვა ქვეყნებსა და თურქეთის პოზიციებზე რუსეთისა და ჩინეთის გავლენების პირისპირ, ამ და სხვა საკითხებზე Europetime ანალიტიკოსებს ესაუბრა. ორი ლოკალური ქვეყნის ხელშეკრულებას ეს სცდება და მთლიანად, ხელის გულზე გვიჩენს როგორც მიმდინარე პროცესების შეფასებას, ასევე, მომავალი მსოფლიო წესრიგის კონტურებს. დროთა განმავლობაში სულ უფრო ფიქტიური ხდება რეალურად, ყველა ის ეკონომიკური თუ სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია და სტრუქტურა, რომელშიც რუსეთს წლების განმავლობაში დომინანტი როლი ეკავა. ეს კავშირი ნიშნავს, რომ რეგიონში, რუსეთის გავლენის შემცირების ფონზე, თურქეთის გავლენა კიდევ უფრო გაძლიერდება. რუსეთისთვის სურათი უარესობისკენ იცვლება და ეს არის კიდევ ერთი გამოძახილი უკრაინაში მისი წარუმატებელი ომის, რასაც მოჰყვა ისტორიული გადაწყვეტილება ფინეთის მხრიდან, გადაწყვიტა რა, შეუერთდეს NATO-ს და ამის პარალელურად, არამარტო NATO-ს შემდგომი გაფართოება მიიღო რუსეთმა ამ ომით, არამედ, ОДКБ-ს ჩამოშლა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი (2012-2014 წლებში), „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარი, ალექსი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ ბოლო დროს განვითარებულმა დრამატულმა მოვლენებმა, გარკვეული გაკვეთილების და დასკვნების შესაძლებლობა მისცა ყაზახეთის მოქმედ ხელისუფლებას. „რა თქმა უნდა, მათ, ისევე როგორც ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებს, ბევრ სხვა ქვეყანას მსოფლიოში, აქვთ მკაფიო დამოკიდებულება უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან მიმართებით, მათ არ სურთ, რომ თავადაც მოიაზრებოდნენ, როგორც რუსეთის „უკანა ეზო“, შესაბამისად, დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო ფიქტიური ხდება რეალურად, ყველა ის ეკონომიკური თუ სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია და სტრუქტურა, რომელშიც რუსეთს წლების განმავლობაში დომინანტი როლი ეკავა და სხვა დანარჩენი, ცენტრალური აზიის თუ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები მეორეხარისხოვან როლებში იყვნენ ამ ორგანიზაციებში“, - აღნიშნავს პეტრიაშვილი. ის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ფაქტს, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, ასევე, ყახაზეთის მიმართ რუსეთის უკმაყოფილების კვალდაკვალ, თურქეთმა და ყაზახეთმა დემონსტრირება მოახდინეს, რომ ამ ორ ქვეყანას სრული ურთიერთგაგება და სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მზაობა აქვს. მისივე აზრით, თოყაევის ვიზიტი ბევრი თვალსაზრისით იყო ნიშანდობლივი, და სხვა დროს, რომ არა, უკრაინაში რუსეთის აგრესია და ასეთი დაძაბული ვითარება, შესაძლოა, ეს ყოფილიყო ერთი რიგითი მაღალი დონის ორმხრივი მოგზაურობა, მაგრამ ახლა მას განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა ენიჭება. აქედან გამომდინარე, ალექსი პეტრიაშვილი თვლის, რომ შესაძლოა, ამ ურთიერთობებმაც იმ დონეს მიაღწიოს და იმ ხარისხში ავიდეს, როგორიც მაგალითად, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს, შესაბამისად, სავსებით შესაძლებლად მიიჩნევს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს და სტრატეგიული სამოკავშირეო ურთიერთობა ჩამოყალიბდეს თურქეთსა და ყაზახეთს შორის. ამრიგად, დიახ, რა თქმა უნდა, ამ ვითარებასა და მდგომარეობაში,თოყაევის ჩასვლა თურქეთში, ძალიან ნიშანდობლივი ვიზიტია და ვფიქრობ, რომ ამ ურთიერთობებს, მით უმეტეს, ენერგოსფეროში თანამშრომლობას დამატებითი დატვირთვა აქვს, ემბარგოს და ენერგეტიკის სფეროში არსებული სხვა გამოწვევების გათვალისწინებით. ყაზახეთს თურქეთთან ძალიან ბევრი საერთო და სერიოზული თანამშრომლობის შესაძლებლობები აქვს. თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არის ძალიან გამოკვეთილი, ძალაინ მკაფიო, ბრძოლაში გამოცდილი სტრატეგიული თანამშრომლობა და ყაზახეთიც ასე ვთქვათ, თურქული სახელმწიფოების და ქვეყნების ამ ჯაჭვში ლოგიკურად ჩნდება და შესაბამისად, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ძლიერად განვითარდება. აქ სხვათა შორის, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთვისაც იქნება გარკვეული შესაძლებლობები, იმის გათვალისწინებით, რომ სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნის კიდევ უფრო დატვირთვის შესაძლებლობა ჩნდება და ამ შანსის არგამოყენება დანაშაული იქნება, - განუცხადა Europetime-ს ალექსი პეტრიაშვილმა. ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ რუსეთისთვის სურათი უარესობისკენ იცვლება და ეს არის კიდევ ერთი გამოძახილი უკრაინაში მისი წარუმატებელი ომის, რასაც მოჰყვა ისტორიული გადაწყვეტილება ფინეთის მხრიდან, გადაწყვიტა რა, შეუერთდეს NATO-ს და ამის პარალელურად, არამარტო NATO-ს შემდგომი გაფართოება მიიღო რუსეთმა ამ ომით, არამედ, ОДКБ-ს ჩამოშლა. რუსეთის დასუსტების პარალელურად, ყაზახეთს დღის წესრიგში დაუდგა კიდევ ერთ რეგიონულ პარტნიორთან, თურქეთთან ურთიერთობების გაღრმავება, ეს კავშირი ნიშნავს, რომ რეგიონში რუსეთის გავლენის შემცირების ფონზე თურქეთის გავლენა კიდევ უფრო გაძლიერდება, - მიიჩნევს ექსპერტი. ამავდროულად, ხათუნა ლაგაძიძის შეფასებით, ეს კავშირი მოემსახურება ჩინეთის მზარდი გავლენის დაბალანსებასაც. საგულისხმოა, რომ ჩინეთისთვის უმთავრესი პრობლემაა უიღურების საკითხი, (რედ. აშშ თვლის, რომ „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა სინძიანში უიღური მუსლიმებისა და სხვა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დევნით გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადის, ჩინეთი საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფს. პროვინცია სინძიანი უიღურის ეთნიკური უმცირესობის სამშობლოა. რეგიონში 11 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს. უიღურები ეთნიკურად ცენტალური აზიის ხალხებს ენათესავებიან, ისინი ძირითადად, მუსლიმები არიან), რომელიც ასევე თურანული ეთნოსია და შესაბამისად, ექსპერტი თვლის, რომ რეგიონში ძალთა ბალანსი რუსეთის სასარგებლოდ აღარ იარსებებს. რუსეთისთვის სურათი უარესობისკენ იცვლება და ეს არის კიდევ ერთი გამოძახილი უკრაინაში მისი წარუმატებელი ომის, რასაც მოჰყვა ისტორიული გადაწყვეტილება ფინეთის მხრიდან, გადაწყვიტა რა, შეუერთდეს NATO-ს და ამის პარალელურად, არამარტო NATO-ს შემდგომი გაფართოება მიიღო რუსეთმა ამ ომით, არამედ, ОДКБ-ს ჩამოშლა, რადგან ომში მას არავინ მიჰყვება და რომც გამოაცხადოს საომარი მდგომარეობა და სთხოვოს ОДКБ-ს წევრებს სამხედრო დახმარების აღმოჩენა და უკრაინაში შესვლა, წინმსწრებად განაცხადა ყველა ქვეყანამ, რომ პუტინს ამ ავანტიურაში არ გაჰყვებიან. მათ დაინახეს, რომ ჩინეთის საპირწონე, დასუსტებული რუსეთი ვერ იქნება. პირიქით, ის იქნება ჩინეთის ვასალი მომავალ პოლიტიკურ დაფაზე. ორი ლოკალური ქვეყნის ხელშეკრულებას ეს სცდება და მთლიანად, ხელის გულზე გვიჩენს როგორც მიმდინარე პროცესების შეფასებას, ასევე, მომავალი მსოფლიო წესრიგის კონტურებს“, - განუცხადა ხათუნა ლაგაზიძემ Europetime-ს. მისივე აზრით, საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბების პროცესში მყოფ პოლიტიკურ-სამხედრო გაერთიანებებში თავისი ადგილი მონახოს. „ამ რეგიონის ფასი და წონა, როგორც ევროპის ალტერნატიული ენერგომომარაგების, ასევე, სხვა ტიპის, ლოგისტიკური, სატრანსპორტო, საკომუნიკაციო, სავაჭრო ნაკადების მიმოსვლის თვალსაზრისით, გაცილებით იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. შუა დერეფანი არის ყველაზე მოკლე, ლოგისტიკურად ყველაზე რთულია, რადგან ბევრი სხვადასხვა ტრანსპორტის და სარკინიგზო ხაზის მიქსს წარმოადგენს, პერსპექტივაში მაინც ძალიან დიდი შანსები აქვს ამ შუა დერეფანს, იქცეს ერთ-ერთ ყველაზე წამყვანად, მთელ ამ საკომუნიკაციო ლოგისტიკურ ქსელში. ამას წლები დასჭირდება, მაგრამ დღეს მიმდინარე პროცესებმა ამ შესაძლებლობის რეალობად ქცევის შანსები გაზარდა. თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი: რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა გაიზარდა რა თქმა უნდა, საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბების პროცესში მყოფ პოლიტიკურ-სამხედრო გაერთიანებებში თავის ადგილი მონახოს. ჯერ არ ვიცით, რა კონტურები გამოიკვეთება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამ ტიპის მოძრაობების, ახალი უსაფრთხოების ქოლგების, სარტყელების ჩამოყალიბება გარდაუვალი ეტაპია, ან ძველების განახლება, მაგალითად, NATO-ს გაფართოებას ვუყურებთ, და საქართველომ თავისი ადგილი თუ არ მონახა, რუსეთს ჩაყვება მოუსავლეთში“, - ამბობს ექსპერტი Europetime-თან. ცნობისთვის, თურქეთი და ყაზახეთი უპილოტო საფრენი აპარატების (Anka-ს) ერთობლივად წარმოებას იწყებენ. ერდოღანმა თურქეთის და ყაზახეთის „ძმურ ურთიერთობებს“ გაუსვა ხაზი. თავის მხრივ, თოყაევმა, კარიერულმა დიპლომატმა, თურქეთი ყაზახეთისთვის ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად, ხოლო ერდოღანი „გონიერ და პატივსაცემ სახელმწიფო მოღვაწედ მოიხსენია - ლიდერად, „რომელსაც აქვს საკუთარი ხედვა“. ოფიციალური მოლაპარაკებების შემდეგ, ორმა ლიდერმა მაგიდის ჩოგბურთიც ითამაშა, როგორც ითქვა, თოყაევს 13 წლის განმავლობაში ყაზახეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. „პრეზიდენტმა თოყაევმა შეუპოვარი ხასიათი და ნება გამოავლინა ახალი ყაზახეთის ჩამოსაყალიბებლად. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მიმართულებით განხორციელებულ ყოვლისმომცველ რეფორმას და მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ მოძმე ქვეყნის სტაბილურობის, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა ერდოღანმა ყაზახეთში, იანვარში მომხდარ არეულობაზე საუბრისას. მხარეები ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის გაორმაგებას გეგმავენ - ამჟამინდელი 5 მილიარდი დოლარიდან 10 მილიარდ დოლარამდე, რაც ზუსტად იგივე ოდენობის თანხაა, რომელზეც ერდოღანმა ტაშკენტში ვიზიტის დროს, უზბეკეთთან მიმართებით მიუთითა.
ყაზახეთი, აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბის პროექტისთვის ინვესტორებს ეძებს
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გასწვრივ ტვირთების გადაზიდვის განვითარების მიზნით აქტაუს საზღვაო პორტის სპეციალური ეკონომიკური ზონის ბაზაზე საკონტეინერო ჰაბის შექმნა იგეგმება. აზერბაიჯანული მედია, ყაზახეთის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს. აზერბაიჯანს, საქართველოსა და ყაზახეთს შორის ტრანზიტის გამარტივებაზე შესაძლოა, ხელშეკრულება გაფორმდეს ყაზახეთიდან ფოთის პორტში სატესტო რეჟიმში 200-ზე მეტი კონტეინერი გამოიგზავნა მედია: ყაზახეთის ახალ საექსპორტო მარშრუტში საქართველოც მოხვდა ყაზახეთი აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბის შექმნას განიხილავს ყაზახეთის ხელისუფლება ინვესტორების რანგში მსოფლიო საკონტეინერო ოპერატორების მოზიდვა გეგმავს, როგორიცაა PSA Group, Maersk, MSC. ამჟამად SEZ-ის ტერიტორიაზე 18 პროექტი განხორციელდა, 25 განხორციელების პროცესშია. „ზოგადად, ეკონომიკური ზონის მუშაობა მიმართულია ნავთობისა და ნავთობქიმიური მრეწველობის, სამშენებლო ინდუსტრიის, პორტებისა და ტურისტული ინდუსტრიის განვითარებაზე“, - აცხადებენ ყაზახეთის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროში. ასევე წაიკითხეთ პაატა ცაგარეშვილი: საქართველოზე, დღეს როგორც სატრანსპორტო ჰაბზე საუბარი პოლიტიკოსების რიტორიკაა, თუმცა გაჩნდა შანსი, რომ ჩვენი დერეფნით მეტი ტვირთი გავატაროთ
თურქმენეთი ყაზახეთში ბუნებრივი აირის ექსპორტს იწყებს
თურქმენეთსა და ყაზახეთს შორის თურქმენეთის ბუნებრივი აირის ექსპორტზე შეთანხმება მიღწეულია. თურქმენეთის ოფიციალური ტელეარხის Altin Asır-ის ცნობით, ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა რომან სკლიარმა თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბუნებრივი აირის იმპორტის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. სკლიარი აშხაბადში თურქმენეთის პრეზიდენტს სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური, სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე მიაღწიეს შეთანხმება თურქმენული ბუნებრივი აირის ყაზახეთში ექსპორტზე. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ყაზახეთი ააშენებს მარცვლეულის ტერმინალს თურქმენეთში. თურქმენეთი, ყოველწლიურად აწარმოებს 83 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს და ექსპორტს ახორციელებს ჩინეთში, რუსეთსა და აზერბაიჯანში.
ირანი და ყაზახეთი ერთობლივ კომერციულ დოკს აშენებენ
სერახსის სპეციალური ეკონომიკური ზონის (SEZ) დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა მოჰამედ რეზა ბარაჰმანდმა ირანისა და ყაზახეთის მიერ ერთობლივი კომერციული დოკის მშენებლობის შესახებ განაცხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია როდის დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. მან აღნიშნა, რომ ირანი და ყაზახეთი გეგმავენ გახსნას პირველი ერთობლივი სავაჭრო და ლოგისტიკური ცენტრი სერახსის FEZ-ში, რათა უზრუნველყონ დატვირთვა-გადმოტვირთვის სერვისები ბიზნეს-სუბიექტებისთვის და შექმნან ინსტრუმენტი ვაჭრობისა და მიზნობრივი ბაზრის განვითარებისთვის. ყაზახეთიდან ფოთის პორტში სატესტო რეჟიმში 200-ზე მეტი კონტეინერი გამოიგზავნა ყაზახეთი აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბის შექმნას განიხილავს მისი თქმით, ეს პროგრამა უფრო მეტად ეფუძნება სარკინიგზო გადაზიდვებსა და მიწოდების ჯაჭვს, ბაზრის განვითარებას, პროდუქციის დივერსიფიკაციას და მიზნობრივ ბაზრებს, რაც ყველა შემთხვევაში განხორციელდება სერახის FEZ-ის გეოგრაფიული მდებარეობის შესაბამისად. ”სერახსის სპეციალური ეკონომიკური ზონის სტრატეგიული პოზიცია, როგორც კარიბჭე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი და ეფექტური ამ რეგიონებში, განსაკუთრებით ყაზახეთში, ექსპორტის გაზრდის მიზნით,” - განმარტა მან. ნიკა ჩიტაძე: რუსული ბაზარი აღარაა სტაბილური, ყაზახეთი ნავთობის გადასაზიდად ალტერნატივას ეძებს და ასეთი ალტერნატივა საქართველოა პაატა ცაგარეშვილი: საქართველოზე, დღეს როგორც სატრანსპორტო ჰაბზე საუბარი პოლიტიკოსების რიტორიკაა, თუმცა გაჩნდა შანსი, რომ ჩვენი დერეფნით მეტი ტვირთი გავატაროთ ირანი ცენტრალურ აზიაში ყაზახეთის ბაზრის მნიშვნელობაზე მიუთითებს, ირანი ცდილობს განავითაროს თავისი სავაჭრო ურთიერთობები ქვეყანასთან. სერახის სპეციალური ეკონომიკური ზონა (SEZ) არის ხიდი, რომელიც აკავშირებს ცენტრალური აზიის ქვეყნებს სპარსეთის ყურის ქვეყნების ძირითად სავაჭრო ბაზრებს ირანის სამხრეთით, დასავლეთით - ევროპასთან, აღმოსავლეთით - ავღანეთთან და პაკისტანთან.
Reuters: სანქცირებულ რუსულ ნავთობთან აღრევის რისკის გამო, ყაზახეთმა ბრენდის სახელწოდება შეცვალა
სააგენტო Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ყაზახეთმა ნავთობის ბრენდის სახელწოდება შეცალა, რათა რუსეთის საზღვაო პორტებიდან ექსპორტირებისას ყაზახური ნედლეულის, სანქცირებული რუსული წარმოშობის ნავთობთან აღრევა არ მოხდეს. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი დამტკიცებულია „ბოლოდროინდელი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ვითარების გამო და იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ყაზახეთის ნავთობის ექსპორტზე არსებული რისკები რუსეთის პორტების გავლით, 2022 წლის ივნისიდან ყაზახურ ნავთობზე გამოიყენება შემდეგი კლასის სახელწოდება - KEBCO (ყაზახეთის ნედლი ნავთობის საექსპორტო ნაზავი)“ - განმარტეს ყაზახური კომპანია SNPS - Aktobemunaigaz-ის წარმომადგენლებმა. ბრენდის სახელის შეცვლის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ყაზახეთის ნავთობკომპანიების ოთხმა წყარომ, რომლებიც ტრანზიტს რუსეთის საზღვაო პორტებში ახორციელებენ. ყაზახეთის ნავთობის მწარმოებლები იმედოვნებენ, რომ მიაღწევენ თავიანთ ნავთობზე უფრო მაღალ ფასებს და გაუადვილდებათ ნედლეულის გაყიდვა, რადგან საბუთებით ოფიციალურად დადასტურდება, რომ ეს არ არის რუსული ნავთობი. გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ ცვლილებები ძალაში ორშაბათს, 6 ივნისს შევა. ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრომ ამ საკითხზე კომენტარისგან თავი შეიკავა. ცნობილია, რომ ყაზახური ნავთობის საექსპორტო ნაკადის 20% გადის რუსეთის საზღვაო პორტებზე. 2021 წელს ყაზახეთმა ამ გზით დაახლოებით 13,3 მილიონი ტონა საწვავი გადაზიდა. ყაზახეთში წარმოებული ნავთობი დასავლეთის სანქციებს არ ექვემდებარება, თუმცა, როგორც მოვაჭრეები ამბობენ, ყაზახეთიდან მიწოდებული ნავთობი არაერთხელ აურიეს რუსულთან. ბრენდის სახელის გადარქმევა მათი აზრით, ხელს შეუწყობს სანქციების რისკებისა და დაფინანსების პრობლემების თავიდან აცილებას. 3 ივნისს, ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი დაამტკიცა. კერძოდ, ახალი სანქციები ითვალისწინებს ნაწილობრივ ემბარგოს რუსულ ნავთობზე. მთლიანად აიკრძალება საზღვაო გადაზიდვები, რომლებიც ევროპაში რუსული ნავთობის ექსპორტის 75%-ს შეადგენს. გამონაკლისის სახით უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და ბულგარეთი ნავთობს „დრუჟბის“ მილსადენით მიიღებენ. 2022 წლის ბოლოსთვის, ევროკომისიის ხელმძღვანელის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსული ნავთობის იმპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 90%-ით შემცირდება.
ყაზახეთში საკონსტიტუციო რეფორმების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს
ყაზახეთში საკონსტიტუციო რეფორმების საკითხზე რეფერენდუმი ტარდება. პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის ინიცირებული ცვლილებები მმართველობის ახალ მოდელს ითვალისწინებს. რეგისტრაცია 11,7 მილიონმა ადამიანმა გაიარა. ეს უკვე მეორე საკონსტიტუციო ცვლილებაა, რომელსაც ყაზახეთში უყრიან კენჭს. მოქმედი კონსტიტუციის მესამედი, რომელიც სახალხო კენჭისყრით 1995 წლის 30 აგვისტოს მიიღეს, შეიცვლება, თუ მას ყაზახები დაეთანხმებიან. თოყაევის მიერ 16 მარტს წამოწყებული რეფორმა ქვეყანაში მმართველობის ახალი მოდელის შემოღებას და ახალი ეპოქის დაწყებას ითვალისწინებს, რომელიც „ახალი ყაზახეთის“ სახელით არის ცნობილი. თოყაევის განცხადებით, ქვეყანა „მმართველობის სუპერ-საპრეზიდენტო ფორმიდან ძლიერი პარლამენტის მქონე საპრეზიდენტო რესპუბლიკის" ფორმაზე გადავა. ცვლილებები ქვეყნის პრეზიდენტს თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრობას აუკრძალავს.
წინასწარი შედეგებით, 77%-მა ყაზახეთში საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა
წინასწარი შედეგების მიხედვით, ამომრჩეველთა 77%-მა ყაზახეთში საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. ყაზახეთში საკონსტიტუციო რეფორმების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის ინიცირებული ცვლილებები მმართველობის ახალ მოდელს ითვალისწინებს. რეგისტრაცია 11,7 მილიონმა ადამიანმა გაიარა. ეს უკვე მეორე საკონსტიტუციო ცვლილებაა, რომელსაც ყაზახეთში უყრიან კენჭს. მოქმედი კონსტიტუციის მესამედი, რომელიც სახალხო კენჭისყრით 1995 წლის 30 აგვისტოს მიიღეს, შეიცვლება, თუ მას ყაზახები დაეთანხმებიან. თოყაევის მიერ 16 მარტს წამოწყებული რეფორმა ქვეყანაში მმართველობის ახალი მოდელის შემოღებას და ახალი ეპოქის დაწყებას ითვალისწინებს, რომელიც „ახალი ყაზახეთის“ სახელით არის ცნობილი. თოყაევის განცხადებით, ქვეყანა „მმართველობის სუპერ-საპრეზიდენტო ფორმიდან ძლიერი პარლამენტის მქონე საპრეზიდენტო რესპუბლიკის" ფორმაზე გადავა. ცვლილებები ქვეყნის პრეზიდენტს თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრობას აუკრძალავს.
ყაზახეთი ხორბლისა და ფქვილის ექსპორტზე შეზღუდვას ახანგრძლივებს
ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან ხორბლისა და ფქვილის ექსპორტის შეზღუდვა 30 სექტემბრამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. ყაზახეთი შაქრის ექსპორტს ზღუდავს „ყაზახეთის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საგარეო ვაჭრობის პოლიტიკისა და საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებში მონაწილეობის უწყებათაშორისმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება 30 სექტემბრამდე გაახანგრძლივოს შემაკავებელი ზომები ხორბლისა და ზეთისხილის მესამე ქვეყნებში და EAEU ქვეყნებში ექსპორტისთვის. დაშვებულია მესამე ქვეყნებში მხოლოდ 550 ათასი ტონა ფქვილისა და ხორბალ-ჭვავის 370 ათასი ტონის ოდენობით ექსპორტი“, - ნათქვამია განცხადებაში. ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების კვოტირების მექანიზმის დასამტკიცებლად ზომებს იღებს. 15 ივნისამდე ყაზახეთიდან ხორბლის ექსპორტზე კვოტა 1 მილიონ ტონას შეადგენდა, ხოლო ფქვილზე 300 ათას ტონას. ყაზახეთის მარცვლეულის კავშირის ბოლო მონაცემებით, ხორბლის კვოტა 50%-ია, ფქვილის - 87%.
ყაზახეთის აქტაუს პორტის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა გაიზარდა
საკონტეინერო ტვირთების გადაზიდვის მოცულობა აქტაუს პორტის გავლით, საგრძნობლად გაიზარდა, ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია სს "NC "Kazakhstan Temir Zholy"-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს. ამის შესახებ სს „Kazakhstan Temir Zholy“-ის დირექტორთა საბჭოს წევრების სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გახდა ცნობილი. ყაზახეთი აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბის შექმნას განიხილავს ყაზახეთი, აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბის პროექტისთვის ინვესტორებს ეძებს მათ სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აქტაუს კომერციული საზღვაო პორტი, კურიკის პორტი და აქტაუს ზღვის ჩრდილოეთ ტერმინალი მოინახულეს. ამრიგად, აქტაუს პორტის გავლით მიმდინარე წლის დასაწყისიდან, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ლითონის გადაზიდვა 4-ჯერ გაიზარდა, ხოლო კონტეინერების გადაზიდვა გაორმაგდა. აზერბაიჯანს, საქართველოსა და ყაზახეთს შორის ტრანზიტის გამარტივებაზე შესაძლოა, ხელშეკრულება გაფორმდეს ყაზახეთიდან ფოთის პორტში სატესტო რეჟიმში 200-ზე მეტი კონტეინერი გამოიგზავნა მედია: ყაზახეთის ახალ საექსპორტო მარშრუტში საქართველოც მოხვდა ყაზახეთი აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბის შექმნას განიხილავს „აქტაუს პორტის გამტარუნარიანობა გაიზარდა აქტაუს ზღვის ჩრდილოეთ ტერმინალის პროექტის განხორციელების გამო. ტერმინალის ძირითადი და დამხმარე აღჭურვილობა იძლევა ყველა სახის ზოგადი და საკონტეინერო ტვირთის გადაზიდვის საშუალებას“, - აღნიშნეს ვიზიტის დროს. ასევე წაიკითხეთ პაატა ცაგარეშვილი: საქართველოზე, დღეს როგორც სატრანსპორტო ჰაბზე საუბარი პოლიტიკოსების რიტორიკაა, თუმცა გაჩნდა შანსი, რომ ჩვენი დერეფნით მეტი ტვირთი გავატაროთ
თოყაევი პუტინის თანდასწრებით: არც ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს ვცნობთ და არც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის „დამოუკიდებლობას“
ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებით, მისი სახელმწიფო არ ცნობს ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს, რადგან ერების თვითგამორკვევის პრინციპის ფართოდ გამოყენებამ შესაძლოა, ქაოსი გამოიწვიოს. ამის შესახებ რუსული მედია წერს. „გამოთვლილია, რომ ერების თვითგამორკვევის უფლება რეალურად თუ განხორციელდება მსოფლიოში, მაშინ 193 სახელმწიფოს ნაცვლად, რომლებიც ამჟამად გაეროს წევრები არიან, დედამიწაზე 500-ზე ან 600-ზე მეტი სახელმწიფო გაჩნდება. რა თქმა უნდა, იქნება ქაოსი. ამ მიზეზით, ჩვენ არ ვცნობთ არც ტაივანს, არც კოსოვოს, არც სამხრეთ ოსეთს და არც აფხაზეთს. და, როგორც ჩანს, ეს პრინციპი გავრცელდება კვაზისახელმწიფოებრივ ტერიტორიებზეც, რომლებიც, ჩვენი აზრით, ლუგანსკი და დონეცკი არიან“, – განაცხადა თოყაევმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა.
ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი სამმხრივი შეხვედრა გაიმართა
აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ და მუხტარ ტლეუბერდიმ ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ბაქოს დეკლარაციას მოაწერეს ხელი. აღსანიშნავია, რომ ხელმოწერის ცერემონიას აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი, თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ადილ კარაისმაილოღლუ და ყაზახეთის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრი კაირბეკ უსკენბაევი ესწრებოდნენ. 27 ივნისს ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.
რუსული კომპანიები ყაზახეთში მასობრივად გადადიან
დღეისათვის ყაზახეთში რუსული ბიზნესის მონაწილეობით, 13 000-ზე მეტი საწარმოა დარეგისტრირებული. ინოფრმაცია finprom.kz-ზეა ხელმისაწვდომი. 2022 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში ყაზახეთში მოქმედი უცხოური საწარმოების რაოდენობა 12,7%-ით გაიზარდა და 25 ათასი შეადგინა. ამავდროულად, მათი შემოდინების ზრდა დაიწყო მარტში, როდესაც სექტორის ზრდამ 3,3% შეადგინა. აპრილსა და მაისში ზრდა - 4% იყო. 2021 წელს ყაზახეთში უცხოური კომპანიების რაოდენობის ზრდის საშუალო თვიური მაჩვენებელი მხოლოდ 1,1% იყო. ამგვარად, 2022 წლის ხუთ თვეში რესპუბლიკაში უცხოური კომპანიების რაოდენობა 2,4 ათასით გაიზარდა. ამავდროულად, ყაზახეთის ბაზარზე კომპანიების ძირითადი შემოდინება ხდება რუსეთიდან. პირველ სამეულში ასევე მოხვდნენ უზბეკეთი (ზრდა - 205 ორგანიზაცია) და ბელორუსი (ზრდა 120 ორგანიზაცია). ექსპერტები რუსეთიდან და ბელორუსიდან კომპანიების ძირითად შემოდინებას დაწესებულ სანქციებს უკავშირებენ. მათი აზრით, გეოპოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებული არსებული დინამიკის და მომავალი სიტუაციის გაურკვევლობის გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსული კომპანიების შემოდინება ყაზახეთში გაგრძელდება.
ყაზახეთის პრეზიდენტი კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებს, სავაჭრო ჰაბის შექმნას სთავაზობს
ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი კასპიის ზღვის აუზის ქვეყნების სავაჭრო ჰაბის შექმნას განიხილავს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ თოყაევმა აშხაბადში, კასპიის ზღვის აუზის ქვეყნების ხელმძღვანელების მე-6 სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ყაზახეთს აქვს პოტენციალი გაზარდოს ხორცისა და რძის პროდუქტების ექსპორტი. ჩვენს სახელმწიფოებს შორის სავაჭრო ურთიერთქმედების გასაძლიერებლად აუცილებელია თანამედროვე ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის თანმიმდევრული განვითარება. ამიტომ, ჩვენ ვთავაზობთ კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებს შექმნას კასპიის სავაჭრო ჰაბი, რომელიც ხელს შეუწყობს პარტნიორებს მინიმალური დანახარჯებით ორმხრივი ვაჭრობა გაზარდონ“, - განაცხადა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა. თოყაევმა ასევე აღნიშნა, რომ ყაზახეთში დაიწყო თანამედროვე საბითუმო-სადისტრიბუციო ცენტრების მშენებლობა, ტექნოლოგიურად განვითარებული კვების პროდუქტების შენახვისა და რეალიზაციის სისტემით. „ამ ცენტრების სისტემურმა ინტეგრაციამ კასპიის სავაჭრო ჰაბთან შეიძლება გახსნას ახალი შესაძლებლობები ეფექტური თანამშრომლობისთვის - ფერმერებს, მყიდველებს, გადამზიდველებს, გამყიდველებსა და მომხმარებლებს შორის და რაც მთავარია, ის უზრუნველყოფს ყველა მიწოდებული პროდუქციის რეალიზაციის საიმედო გარანტიებს“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
ყაზახეთის პრეზიდენტი: ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის როლი იზრდება
ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის როლი იზრდება. ირანი და ყაზახეთი ერთობლივ კომერციულ დოკს აშენებენ ყაზახეთის აქტაუს პორტის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა გაიზარდა მისი თქმით, 2022 წლის 5 თვის მონაცემებით, ამ მარშრუტით ყაზახეთმა 2,5-ჯერ მეტი ტვირთი გადაზიდა. ხოლო კასპიის ზღვის ქვეყნებთან ტვირთბრუნვა 9%-ით გაიზარდა. „საზღვაო ტვირთების მოცულობის გაზრდის მიზნით, ჩვენ დავიწყეთ პორტის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და საზღვაო ფლოტის გაფართოება. მჯერა, რომ კასპიის აუზის ქვეყნებთან ერთად, დროულად მოგვიწევს გადაუდებელი ორგანიზაციული საკითხების მოგვარება", - განაცხადა თოყაევმა.
ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა
ყაზახეთი მზადაა, თავისი ნახშირწყალბადების პოტენციალი მსოფლიო ბაზრებზე სიტუაციის სტაბილიზაციისთვის გამოიყენოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, იუწყება ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური. ყაზახეთის პრეზიდენტი: ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის როლი იზრდება თოყაევმა შეშფოთება გამოთქვა მსოფლიოში ენერგოუსაფრთხოების საფრთხეებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ყაზახეთი მზადაა, გამოიყენოს თავისი ნახშირწყალბადების პოტენციალი მსოფლიო და ევროპის ბაზრებზე სიტუაციის სტაბილიზაციისთვის. თოყაევის თქმით, ქვეყანა მოწოდებულია, განავითაროს მდგრადი კავშირები ევროკავშირთან, რომელიც ყაზახეთის მთავარი და მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ევროკავშირი, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდლობს.
ყაზახეთმა ნავთობპროდუქტების ექსპორტზე შეზღუდვები გაახანგრძლივა
ყაზახეთმა, ბენზინის, დიზელის საწვავისა და სხვა სახის ნავთობპროდუქტების საავტომობილო გზით ექსპორტზე აკრძალვა, ექვსი თვით გაახანგრძლივა. კერძოდ, აკრძალვა არ ვრცელდება ყაზახეთიდან საპოხი ზეთებისა და საავტომობილო მანქანების მწარმოებლის მიერ მოწოდებულ გაზის ავზებში, აგრეთვე ცალკეულ კონტეინერებში არაუმეტეს 20 ლიტრი მოცულობის საწვავის ექსპორტზე. აკრძალვა ძალაში 2022 წლის 12 ივლისს შედის. ყაზახეთიდან დიზელის საწვავისა და ნავთობპროდუქტების გარკვეული სახეობების საავტომობილო გზით ექსპორტის აკრძალვას ვადა 2022 წლის 21 მაისს ამოიწურა. ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა ბოლატ აკჩულაკოვმა განაცხადა, რომ მორატორიუმი კიდევ ექვსი თვით გაგრძელდება. ცნობისათვის, 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ყაზახეთიდან საწვავის იმპორტმა 0,6 ათასი ტონა შეადგინდა, რაც მთელი იმპორტის 0,2%-ია. გაიაფდება თუ არა საწვავი საქართველოში - ნახეთ Europetime-ს სტატია ამ ბმულზე.
რუსეთი ყაზახეთის ნავთობის ექსპორტს კრძალავს მას შემდეგ, რაც თოყაევი ევროპას რესურსების მიწოდების გაზრდას დაჰპირდა
რუსეთი აჩერებს ყაზახური ნავთობის ექსპორტს პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებების შემდეგ, რომლის თანახმად, თოყაევი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა. ამ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა სამშაბათს ნოვოროსიისკის პრიმორსკის რაიონულმა სასამართლომ შეაჩერა კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალის ფუნქციონირება, რომლის მეშვეობითაც ყოველწლიურად, ყაზახეთიდან 60 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის ექსპორტი ხდებოდა. როგორც ინტერფაქსი CPC-ის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, როსტრანსნადზორმა აღმოაჩინა გარემოსდაცვითი დარღვევები კონსორციუმის საქმიანობაში. მათი აღმოსაფხვრელად ტერმინალის მუშაობა 30 დღით შეჩერდა. კომპანია სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ყაზახეთი მსოფლიოში მე-11 ადგილზეა ნავთობის მოპოვებით - 1,7 მილიონი ბარელი დღეში. ამ მოცულობის 89% ექსპორტზე გადის, ხოლო უმეტესი ნაწილი - ნოვოროსიისკში მიმავალი მილსადენით. გასულ წელს, ყაზახეთიდან ნავთობის უმსხვილესი მყიდველი იყო იტალია (17,9 მილიონი ტონა), შემდეგ - ნიდერლანდები (8,2 მილიონი ტონა) და საფრანგეთი (4,5 მილიონი ტონა). შეგახსენებთ, ყაზახეთი მზადაა, თავისი ნახშირწყალბადების პოტენციალი მსოფლიო ბაზრებზე სიტუაციის სტაბილიზაციისთვის გამოიყენოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან სატელეფონო საუბრისას, 4 ივლისს განაცხადა.
ყაზახეთმა ბენზინის წარმოება გაზარდა
ყაზახეთმა 2022 წლის მარტში 410,1 ათასი ტონა ბენზინი აწარმოა, რაც 13,6 პროცენტით მეტია 2021 წლის მარტისა და 6,4 პროცენტით მეტია 2022 წლის თებერვალის მაჩვენებელზე. ამის შესახებ Trend-ი ყაზახეთის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება. ყაზახეთმა ნავთობპროდუქტების ექსპორტზე შეზღუდვები გაახანგრძლივა 2022 წლის სამ თვეში, საწვავის წარმოების მაჩვენებელმა 1,2 მლნ ტონა შეადგინა, რაც 4,2 პროცენტით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ბენზინის იმპორტის მოცულობამ 2022 წლის მარტში 60 ტონა შეადგინა, ხოლო იმპორტმა იანვრიდან მარტამდე - 251,3 ტონა. ყაზახეთის შიდა ბაზარზე ბენზინის გაყიდვის მოცულობა 2021 წლის მარტთან შედარებით 17 პროცენტით, 2022 წლის თებერვალთან შედარებით 6,4 პროცენტით გაიზარდა და 410,1 ათასი ტონა შეადგინა. შიდა ბაზარზე გაყიდვებმა სამი თვის განმავლობაში 1,2 მლნ ტონა შეადგინა, რაც 14,1-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საგილისხმოა, რომ საანგარიშო პერიოდში ბენზინი არ იყო ექსპორტირებული. ცნობისათვის, 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ყაზახეთიდან საწვავის იმპორტმა 0,6 ათასი ტონა შეადგინდა, რაც მთელი იმპორტის 0,2%-ია. გაიაფდება თუ არა საწვავი საქართველოში - ნახეთ Europetime-ს სტატია ამ ბმულზე.
თოყაევი, ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის ტრანსკასპიურ მარშრუტს განიხილავს
რუსეთის სასამართლოს მიერ, კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალის ფუნქციონირების შეჩერების შემდეგ, რომლის მეშვეობითაც ყოველწლიურად, ყაზახეთიდან 60 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის ექსპორტი ხორციელდებოდა, ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი, ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის ტრანსკასპიურ მარშრუტს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას, თოყაევის პრეს-სამსახური ავრცელებს. რუსეთი ყაზახეთის ნავთობის ექსპორტს კრძალავს მას შემდეგ, რაც თოყაევი ევროპას რესურსების მიწოდების გაზრდას დაჰპირდა ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა „პრიორიტეტულ მიმართულებად ითვლება ტრანსკასპიური მარშრუტი. ვავალებ „ყაზმუნაიგაზს“ შეიმუშაოს ოპტიმალური ვარიანტი გაზის რეალიზაციისთვის. ამასთან „თენგიზის პროექტში“ ინვესტორების მოსაზიდად. ხელისუფლება „სამრუკ-ყაზანთან“ ერთად, მიიღებს ზომებს რათა ნავთობსადენი „ატირაუ-კენკიაკი და კენკიაკ-კუმკოლის“ სიმძლავრე გაზარდოს“, - განაცხადა თოყაევმა. შეგახსენებთ, რომ კასპიის მილსადენის კონსორციუმის საქმიანობა ნოვოროსიისკის სასამართლომ ერთი თვით შეაჩერა. CPC მილსადენის სისტემა (თენგიზ-ნოვოროსიისკის მილსადენი) ყაზახეთის მთლიანი საექსპორტო ნავთობის ორ მესამედზე მეტს ატარებს.
ყაზახეთმა დღეიდან, ხორბლისა და ფქვილის ექსპორტზე შეზღუდვა დააწესა
ყაზახეთმა, 2022 წლის 30 სექტემბრამდე ხორბლის, ხორბლის ფქვილისა და ხორბლის ჭვავის ექსპორტზე კვოტები შემოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ვებგვერდი ავრცელებს. ყაზახეთი შაქრის ექსპორტს ზღუდავს ყაზახეთი ხორბლისა და ფქვილის ექსპორტზე შეზღუდვას ახანგრძლივებს ყაზახეთის ტერიტორიიდან მესამე ქვეყნებში ექსპორტზე შემდეგი კვოტები დაწესდა: ხორბალი და მესლინი - 550 000 ტონა, ხორბლის ფქვილი და ხორბალი - 370 000 ტონა. შეზღუდვები 8 ივლისიდან ამოქმედდება.
ყაზახეთმა სავალუტო კომიტეტის შესახებ, დსთ-ს შეთანხმება დატოვა
ყაზახეთმა, დამოუკიდებელი თანამეგობრობის ქვეყნების მიერ 1995 წელს, სავალუტო კომიტეტის შესახებ მიღებული შეთანხმებიდან გამოსვლის შესახებ განაცხადა. თოყაევი პუტინის თანდასწრებით: არც ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს ვცნობთ და არც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის „დამოუკიდებლობას“ შესაბამის პროტოკოლს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მოაწერა ხელი, რომელიც ავტომატურად ძალაში შევიდა. თოყაევი, ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის ტრანსკასპიურ მარშრუტს განიხილავს რუსეთი ყაზახეთის ნავთობის ექსპორტს კრძალავს მას შემდეგ, რაც თოყაევი ევროპას რესურსების მიწოდების გაზრდას დაჰპირდა ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა კომიტეტი სახელმწიფოებს შორის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის კორდინაციისთვის შეიქმნა. დსთ-ს წევრი ქვეყნების მიერ შექმნილი სავალუტო კომიტეტი, ასევე მიზნად ისახავდა ვალუტის კონტროლის საკითხებში თანამშრომლობასა და კოორდინირებული ქმედებების განხორციელებას.
ნიკა ჩიტაძე: რუსეთის მიერ, ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის შეჩერებამ, შესაძლოა, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის მნიშვნელობა, კიდევ უფრო გაზარდოს
რუსეთმა ყაზახური ნავთობის ექსპორტი, პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებების შემდეგ შეაჩერა. ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა. ყაზახეთის ნავთობის 80% ქვეყნის გარეთ კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) მეშვეობით გადის. კონსორციუმმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ექსპერტების ვარაუდით, მხოლოდ ერთთვიანი პაუზის შედეგად, ყაზახეთის ბიუჯეტს $850 მილიონი დააკლდება. თოყაევი, ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის ტრანსკასპიურ მარშრუტს განიხილავს რუსეთი ყაზახეთის ნავთობის ექსპორტს კრძალავს მას შემდეგ, რაც თოყაევი ევროპას რესურსების მიწოდების გაზრდას დაჰპირდა ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა რატომ შეაჩერა რუსეთმა ყაზახეთის ნავთობის ექსპორტი და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შუა აზიაში, საქართველოსა და ევროპის ბაზარზე, ამ და სხვა საკითხებზე Europetime პოლიტოლოგ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა. თოყაევი პუტინის თანდასწრებით: არც ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს ვცნობთ და არც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის „დამოუკიდებლობას“ ET: რუსეთმა, გასულ კვირას, კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) მეშვეობით, ყაზახური ნავთობის ექსპორტი შეაჩერა. Მანამდე ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპას ნავთობითა და გაზით მოამარაგებს. ეს განცხადება გახდა მიზეზი თუ რუსეთის ქმედების არსი უფრო ღრმაა? რამდენიმე მიზეზია, რის გამოც, რუსეთი კრძალავს ყაზახეთიდან ნოვოროსიისკის მიმართულებით ნავთობის ექსპორტს, კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) მეშვეობით. პირველია, ის ფაქტი, რომ თოყაევმა განაცხადა, რომ არ აღიარებს დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას. ამით, ყაზახეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ არის დამოუკიდებელი ქვეყნის, დამოუკიდებელი მმართველი. რამაც გამოიწვია რუსეთის გაღიზიანება, რადგან რუსეთი დაეხმარა თოყაევს ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების დროს და გარკვეულწილად მისი გაპრეზიდენტება განაპირობა. პუტინი თვლის, რომ თოყაევი მათ წინაშე ვალშია და რუსეთის ვასალია, ამ დროს კი ყაზახეთის პრეზიდენტი დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს. მეორე საკითხია, რომ რუსეთი ყაზახეთის ტერიტორიას განიხილავს, როგორც თავის შემადგენელ ნაწილს. ყაზახეთი ლოიალური იყო რუსეთთან მიმართებით, მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა. ალბათ გახსოვთ პუტინის ცნობილი განცხადება, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთის კუთვნილი მიწები რამდენიმე ქვეყანაში მოხვდა. აქ იგულისხმებოდა ყაზახეთიც. აქედან გამომდინარე რუსეთს შესაძლოა, ჰქონდეს შორს მიმავალი მიზნები, რომ დასაჯოს ყაზახეთი და მისი ჩრდილოთი რეგიონები დაიკავოს. რუსეთი დღეს მარცხდება უკრაინაში და სჭირდება გამოაცხადოს, რომ სრული კონტროლო დაამყარა დონეცკზე, ლუგანსკზე, შემოიერთოს ცხინვალის რეგიონი, სადაც ე.წ. რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. შესაძლოა, ამ სცენარში ჩართოს ჩრდილოეთ ყაზახეთი, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. ეს ყველაფერი არაა გამორიცხული. მესამე საკითხია, ის რომ რუსეთი გაღიზიანებულია, თუნდაც იგივე ყაზახეთის გარკვეული მისწრაფებებით, რომ ნავთობისა და გაზის ექსპორტი რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით განახორციელოს. ET: ექსპერტების შეფასებით, ნავთობის ექსპორტის შეჩერების შედეგად, ყაზახეთის ბიუჯეტს, მხოლოდ ერთ თვეში $850 მილიონი დააკლდება. აქედან ჩანს, რომ შესაძლოა, ყაზახეთის ეკონომიკას სერიოზული ზიანი მიადგეს. აქ არის პოლიტიკურ-ეკონომიკური ფაქტორები. რუსეთს სურს ყაზახეთის ეკონომიკა დააზიანოს, რადგან „თენგიზი-ნოვოროსიისკის“ ნავთობსადენი დიდი სიმძლავრით გამოირჩევა, რომლის მოცულობაც 67 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს. ET: როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რა სარგებელს მიიღებს საქართველო? საქართველომ შესაძლოა მიიღოს სარგებელი, რადგან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ნავთობისა და გაზის დამატებითი მოცულობები გაივლის. ასევე ყაზახეთიდან გაივლის სხვა ტვირთებიც. ამავდროულად ყაზახეთიც და საქართველოც არიან ევროპული პროექტის „ტრასეკასა“ და ჩინური პროექტის „ერთი სარტყელი -ერთი გზა“ მონაწილეები. ვიცით, რომ ჩინეთიდან ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მეშვეობით განხორციელდა ტვირთების გადაზიდვა. შესაძლებელია, ჩინეთიდან გაიზარდოს ტვირთნაკადი საქართველოს ტერიტორიის გავლით. ყველაზე ოპტიმისტურ სცენარს თუ გავითვალისწინებთ, შესაძლოა საქართველოს ტერიტორიის გავლით, 9-ჯერ გაიზარდოს ტვირთბრუნვა. მათ შორის საუბარია არა მხოლოდ ნავთობსა და გაზზე, არამედ სხვა ტიპის ტვირთებზეც, რომელიც სარკინიგზო ინფრასტრუქტურამ უნდა გაატაროს. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობამ შესაძლოა, წელიწადში 5 მილიონ ტონას მიარწიოს, მეორე ეტაპზე კი 17 მილიონ ტონასაც გაუტოლდეს. საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია გაიზრდება. გარდა ამისა, ევროპის ენერგოუსაფრთხოებაზე დადებითად აისახება ყაზახეთის პოლიტიკა. ბუნებრივია, ეს ცენტრალურ აზიაში რუსეთის გავლენას შეასუსტებს. ET: რა საფრთხეებს შეიცავს რუსეთის გადაწყვეტილება? ბუნებრივია, აქ არის საფრთხეებიც, რადგან შესაძლებელია, რუსეთმა იმუშაოს იმაზე, რომ ყაზახეთის რუსულენოვანი მოსახლეობა ააჯანყოს. ჩრდილოეთ ყაზახეთის ბევრ პროვინციაში ჭარბობს რუსულენოვანი მოსახლეობა. მაგრამ, რამდენად ექნება რუსეთს ამის რესურსი, როდესაც უკრაინასთან ფართომასშტაბიან ომშია ჩართული, ეს სხვა საკითხია. ET: ნავთობის ექსპორტის აღდგენის სანაცვლოდ, რა შეიძლება გახდეს რუსეთსა და ყაზახეთს შორის ვაჭრობის საგანი? შესაძლებელია, იყოს ზეწოლა ყაზახეთზე, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მოაწყობენ არეულობას. ან თოყაევს უთხრან, რომ ვალშია კრემლთან და რუსეთი ნავთობსადენს, ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ გახსნის. ალბათ ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება, რომ ყაზახეთმა ლოიალური პოლიტიკა გაატაროს რუსეთთან მიმართებით. თუმცა ცენტრალურ აზიაში ჩართული არიან სხვა ძალებიც. იგივე ჩინეთი, რომელიც დაინტერესებულია ყაზახეთის სახელმწიფოებრიობის გაძლიერებით, რადგან მისი ინტერესია, ყაზახეთის გავლით ტვირთების ტრანზიტი ევროპის მიმართულებით. ჩინეთის ინტერესის სფეროა ასევე, თურქმენული გაზი და ყაზახური ნავთობი. ამასთან, ყაზახეთი დასავლეთის ინტერესშიც ხვდება, რადგან ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები აქვს განხორციელებული. ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი კონტრაქტი, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, განხორციელდა აშშ-სა და ყაზახეთის მთავრობას შორის. საუბარია „თენგიზის“ საბადოს ნავთობის ათვისებაზე, კომპანია „შევრონის“ მიერ. ნიკა ჩიტაძე: რუსული ბაზარი აღარაა სტაბილური, ყაზახეთი ნავთობის გადასაზიდად ალტერნატივას ეძებს და ასეთი ალტერნატივა საქართველოა
NCOC-მა ყაზახეთში, „კაშაგანის“ უდიდეს ნავთობსაბადოზე, მოპოვება განაახლა
North Caspian Operating Company -მ (NCOC) ყაზახეთში, კასპიის სექტორში, „კაშაგანის“ ნავთობსაბადოზე მუშაობა განაახლა. თოყაევი, ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის ტრანსკასპიურ მარშრუტს განიხილავს რუსეთი ყაზახეთის ნავთობის ექსპორტს კრძალავს მას შემდეგ, რაც თოყაევი ევროპას რესურსების მიწოდების გაზრდას დაჰპირდა ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა შეგახსენებთ, რომ კაშაგანის საბადოზე ნავთობის მოპოვება გეგმური რემონტის გამო 1-ელი ივნისიდან 45 დღით შეჩერდა. „კაშაგანი“ ყაზახეთში ბოლო ათწლეულების განმავლობაში აღმოჩენილ ნავთობის ერთ-ერთ უდიდეს საბადოდ ითვლება. საბადოს ნავთობის მარაგი 9-დან 13 მილიარდი ბარელის ფარგლებშია შეფასებული. „კაშაგანში“ კომერციული წარმოება 2016 წლის შემოდგომაზე დაიწყო.
აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა ტრანსკასპიური დერეფნის ფარგლებში, თანამშრომლობა განიხილეს
აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი მიქაილ ჯაბაროვი ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრის ხელმძღვანელს კაირატ კელიმბეტოვს შეხვდა. ამის შესახებ Trend-ი ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ტრანსკასპიური დერეფნის ფარგლებში პარტნიორობის გაფართოება, აზერბაიჯანის ფინანსურ ინსტიტუტებსა და ასტანას საერთაშორისო ფინანსურ ცენტრს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. თოყაევი, ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის ტრანსკასპიურ მარშრუტს განიხილავს ჯაბაროვმა, აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობასა და ორმხრივ სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ილაპარაკა. ამასთან, შეხვედრის მონაწილეებმა ვაჭრობის, სატრანსპორტო-ტრანზიტის, სამრეწველო და სხვა სფეროებში თანამშრომლობის განვითარების მიზნით, ერთობლივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ასევე მხარეებმა, ალატის თავისუფალი ეკონომიკური ზონის საინვესტიციო შესაძლებლობების ხელშეწყობის საკითხებზეც იმსჯელეს. რუსეთის სასამართლოს მიერ, კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალის ფუნქციონირების შეჩერების შემდეგ, რომლის მეშვეობითაც ყოველწლიურად, ყაზახეთიდან 60 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის ექსპორტი ხორციელდებოდა, ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი, ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის ტრანსკასპიურ მარშრუტს განიხილავს. შეგახსენებთ, რომ კასპიის მილსადენის კონსორციუმის საქმიანობა ნოვოროსიისკის სასამართლომ ერთი თვით შეაჩერა. CPC მილსადენის სისტემა (თენგიზ-ნოვოროსიისკის მილსადენი) ყაზახეთის მთლიანი საექსპორტო ნავთობის ორ მესამედზე მეტს ატარებს.
კასპიის მილსადენის კონსორციუმი ყაზახური ნავთობის ექსპორტს განაახლებს. რუსეთის სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა
კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალი, რომლის მეშვეობითაც ყოველწლიურად, ყაზახეთიდან 60 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის ექსპორტი ხდებოდა, ფუნქციონირებას ისევ დაიწყებს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ გადაწყვეტილება, კრასნოდარის სამხარეო სასამართლომ, კასპიის მილსადენის კონსორციუმის სააპელაციო სარჩელის განხილვის შემდეგ მიიღო. თოყაევი, ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის ტრანსკასპიურ მარშრუტს განიხილავს რუსეთი ყაზახეთის ნავთობის ექსპორტს კრძალავს მას შემდეგ, რაც თოყაევი ევროპას რესურსების მიწოდების გაზრდას დაჰპირდა ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა CPC-ს 200 ათასი რუბლის ჯარიმა დაეკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაშია შესული. 5 ივლისს ნოვოროსიისკის პრიმორსკის რაიონულმა სასამართლომ კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალის ფუნქციონირება 30 დღით შეაჩერა. როგორც ინტერფაქსი CPC-ის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყებოდა, როსტრანსნადზორმა აღმოაჩინა გარემოსდაცვითი დარღვევები კონსორციუმის საქმიანობაში. მათი აღმოსაფხვრელად ტერმინალის მუშაობა 30 დღით შეჩერდა. კომპანიამ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. 7 ივლისს, თოყაევმა განაცხადა, რომ ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის ტრანსკასპიურ მარშრუტს განიხილავს. ყაზახეთი მსოფლიოში მე-11 ადგილზეა ნავთობის მოპოვებით - 1,7 მილიონი ბარელი დღეში. ამ მოცულობის 89% ექსპორტზე გადის, ხოლო უმეტესი ნაწილი - ნოვოროსიისკში მიმავალი მილსადენით. გასულ წელს, ყაზახეთიდან ნავთობის უმსხვილესი მყიდველი იყო იტალია (17,9 მილიონი ტონა), შემდეგ - ნიდერლანდები (8,2 მილიონი ტონა) და საფრანგეთი (4,5 მილიონი ტონა). შეგახსენებთ, ყაზახეთი მზადაა, თავისი ნახშირწყალბადების პოტენციალი მსოფლიო ბაზრებზე სიტუაციის სტაბილიზაციისთვის გამოიყენოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან სატელეფონო საუბრისას, 4 ივლისს განაცხადა. ნიკა ჩიტაძე: რუსეთის მიერ, ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის შეჩერებამ, შესაძლოა, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის მნიშვნელობა, კიდევ უფრო გაზარდოს
აზერბაიჯანი ტრანსკასპიური მარშრუტის გასწვრივ ინტერმოდალურ გადაზიდვებს ამარტივებს
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გასწვრივ, ყაზახეთისა და თურქმენეთის მიმართულებით, საკონტეინერო ტვირთის გადაზიდვისთვის ბაქოსა და დასახლება ჰოვსანის პორტებში საბაჟო პროცედურების გავლა დაჩქარდება. კერძოდ, სატრანსპორტო ზედნადების შეცვლის გარეშე მხოლოდ ვაგონების ნომრები შეიცვლება. ამის შესახებ Trend-ს აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის პრესსამსახურში განუცხადეს. მულტიმოდალური სავაჭრო დერეფანი აქტიურდება. „საქართველოს რკინიგზის“ პროგნოზით, ჩინეთიდან ევროპისკენ საქართველოს გავლით, სავარაუდოდ, 15 000 კონტეინერი გადაიზიდება ცვლილება Advanced Transit System (CATS) პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რაც აზერბაიჯანმა, საქართველომ და ყაზახეთმა მოამზადეს. CATS-ის პროგრამა ტექნიკურ პირობებს მოიცავს, რაც ევროპის ახალი კომპიუტერული სატრანზიტო სისტემის, NCTS-ის (New Computerised Transit System) საფუძველზე, ალტერნატიული ციფრული სატრანზიტო სისტემისთვის პროგრამულ უზრუნველყოფას გულისხმობს. ევროკავშირმა NCTS-ის პროექტი 2020 წლის 1-ელი ივნისიდან 2022 წლის 31 მარტამდე პერიოდში განახორციელა, რისი მიზანიც ბლოკის ქვეყნებსა და აზერბაიჯანს შორის ვაჭრობის პროცედურის გამარტივება იყო. ამაში შედის საერთო სატრანზიტო პროცედურებისა და საქონლით ვაჭრობის დოკუმენტაციის გამარტივება, ასევე, ევროკავშირის ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაში აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის გაწევრიანება. „ამ შეთანხმებით ჩვენ, ასევე, მივიღეთ დამატებითი შესაძლებლობა, Made in Azerbaijan-ის ბრენდის ქვეშ აზერბაიჯანული საქონელი უცხოურ, მათ შორის ევროკავშირის ბაზრებზე გაგვეტანა,“ - ნათქვამია სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის განცხადებაში.
რატომ შეცვალა რუსეთმა გადაწყვეტილება, როცა კასპიის მილსადენის კონსორციუმის საზღვაო ტერმინალით, ყაზახეთის ნავთობის ექსპორტი დაუშვა
კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალი, რომლის მეშვეობითაც ყოველწლიურად, ყაზახეთიდან 60 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის ექსპორტი ხდებოდა, ფუნქციონირებას ისევ დაიწყებს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ გადაწყვეტილება, კრასნოდარის სამხარეო სასამართლომ, კომპანიის სააპელაციო სარჩელის განხილვის შემდეგ მიიღო. CPC-ს 200 ათასი რუბლის ჯარიმა დაეკისრა. ნიკა ჩიტაძე: რუსეთის მიერ, ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის შეჩერებამ, შესაძლოა, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის მნიშვნელობა, კიდევ უფრო გაზარდოს რატომ შეცვალა რუსეთმა გადაწყვეტილება 6 დღეში და რატომ დაუშვა კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალით ევროპის მიმართულებით, „თენგიზი-ნოვოროსიისკის“ ნავთობსადენით გადაზიდული ყაზახეთის ნავთობის ექსპორტი? ამ და სხვა საკითხებზე Europetime ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ გია არაბიძეს ესაუბრა. ET: რუსეთის სასამართლომ 5 ივლისს კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალით ყაზახური ნავთობის ექსპორტი აკრძალა. 6 დღეში კრასნოდარის სააპელაციო სასამართლომ ვერდიქტი შეცვალა და კომპანიას მხოლოდ ჯარიმა დააკისრა. რატომ დათმო რუსეთმა პოზიციები? ყაზახეთის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი გამოსვლები მთლიანად ამოვარდნილია პუტინის მსოფლმხედეველობიდან. რუსეთის ქმედება არაა ახალი, როცა მოწინააღმდეგის ენერგორესურსებს პოლიტიკური მიზნით ურტყამს. გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ შემდეგ კრემლში გათვალეს, რომ ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის შეჩერება რუსეთისთვის არც პოლიტიკურად და არც ეკონომიკურად არაა მომგებიანი. ევროკავშირის სანქციების გამო, რუსეთისთვის ახლა ნავთობის თითოული ბარელის, ნახშირისა და გაზის გაყიდვა სასიცოცხლოდ აუცილებელია და მნიშვნელოვანი. ET: რა იყო რუსეთის ორივე გადაწყვეტილების კონტექსტი? პირველი ვარიანტი ის იყო, რომ ყაზახეთს ამ გადაწყვეტილებით პირდაპირ უთხრეს, რომ „ჭკვიანად იყავით“. თუმცა შემდეგ მიხვდნენ, რომ ეს ვარიანტი არ გამოდის, ჩვენება შეცვალეს და კომპანიას ჯარიმა დააკისრეს. თუმცა აქ სხვა კონტექსტია ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. თუ ის ვარიანტი გავიდა, რასაც ყაზახეთის პრეზიდენტი თოყაევი გეგმავს, მაშინ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყაზახეთისა და თურქმენული ენერგომატარებლების ევროპაში გასატანად. რუსეთის გვერდის ავლით ენერგომატარებლების გატანას სოლიდური ინვესტიციები სჭირდება. ეს შესაძლოა, დღეს და ხვალ არ მოხდეს, მაგრამ ის, რომ იდეოლოგიურად აღმოსავლეთის ქვეყნებმა დაიწყეს ფიქრი, რომ თავიანთი რესურსები ევროპაში რუსეთის მიღმა გაიტანონ, ესაა დიდი მიღწევა და გარდატეხა, რაც რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად მოხდა. ყაზახური ნავთობის რუსეთის გვერდის ავლით ევროპაში გატანა მარტივი არაა. ნედლეული კასპიის ზღვამდე კონტეინერებით უნდა გადმოიზიდოს, შემდეგ კი ან ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის ან სუფსის მიმართულებით წავიდეს, ან რკინიგზით გადაიზიდოს ევროპისკენ. მაგრამ ეს უკვე ტექნიკური საკითხებია. თუ თანხები არსებობს, ტექნიკური მხარე აუცილებლად მოგვარდება. მთავარია სურვილი გაჩნდა და აზიის ქვეყნებმა ტრანსკასპიური დერეფნის გამოყენების შესახებ განხილვები დაიწყეს. ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობის წევრებს დაავალა, რომ მოძებნონ ალტერნატიული გზები ნავთობისა და გაზის ევროპაში გასატანად. ეს სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ თურქმენული და ყაზახური ენერგომატარებლები აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში გავა. ET: თოყაევის განცხადებამ ყაზახეთის ნავთობისა და გაზის ახალი მარშრუტების მოძიების შესახებ, რამდენად მოახდინა გავლენა რუსეთის გადაწყვეტილებაზე, რომ ყაზახური ნავთობის ექსპორტი ისევ დაეშვა? რუსეთი მიხვდა, რომ საკითხის უფრო მეტი გამწვავება, კიდევ უფრო დააჩქარებდა ყაზახეთიდან რუსეთის გვერდის ავლით, ენერგომატარებლების გატანის პროცესს. თოყაევი ძალიან კარგად ხვდება, რაც ყაზახეთში მოხდა რუსეთის დაგეგმილი იყო. ET: ექსპერტებმა გამოთქვეს აზრი, რომ ამ საკითხს პოლიტიკური კონტექსტიც აქვს და რუსეთის გადაწყვეტილებით თოყაევზე მოხდა ზეწოლა, რომ ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა აღაროს. რასაკვირველია... რუსეთი ახლა ყველაფერს გააკეთებს, რომ რასაც სჩადის უკრაინაში, რამენაირად ეს ქმედება გაამართლოს. სანკტ-პეტერბურგში თოყაევს საკმაოდ ხისტი გამოსვლა ჰქონდა, სადაც თქვა რომ ლუგანსკის, დონეცკის, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, როგორც კვაზი სახელმწიფოების დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ნაზარბაევსაც კი არ გაუკეთებია მსგავსი განცხადებები, როდესაც საქართველოსთან და მის ხელისუფლებასთან უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდა. რუსეთის ქმედებების შემდეგ, კი თოყაევმა ისიც საკმაოდ ღიად თქვა, რომ ყაზახეთი ენერგორესურსებს სხვა გზით გაიტანს. ET: რამდენად მზადაა საქართველო? შესაძლებელია თუ არა ამ რესურსის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ან „საქართველოს რკინიგზით“ გადაზიდვა? საქართველოს აქვს რესურსი. ტექნიკურად არის იმის საშუალება, რომ საქართველოზე გამავალმა მილსადენებმა და რკინიგზამ, ინფრასტრუქტურის მწყობრში მოყვანის შემდეგ, გაატაროს საკმაოდ დიდი რაოდენობის ყაზახური ნავთობი. მარტო ტრანზიტისა და გადატანის საფასური იქნება იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ეს საქართველოს ეკონომიკისთვის ახალი „ჟანგბადი“ იქნება. ქართულმა მხარემ უნდა მოაწესრიგოს ინფრასტრუქტურა. ესაა ჩვენი პირველი და მთავარი ამოცანა, რომ ინფრასტრუქტურა იყოს გამართული და გადაზიდვის ტარიფები მიმზიდველი. ჩვენთვის „საქართველოს რკინიგზაა“ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფო ადგენს გადაზიდვის ტარიფებს. ყველა ინვესტორს, ვინც ამ პროექტში ფულს ჩადებს, უნდა ჰქონდეს იმის გარანტია, რომ საქართველოში ტვირთების გადაზიდვის კუთხით პრობლემა არ შეიქმნება.
ევროკავშირი ყაზახეთთან სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების გაძლიერებით დაინტერესდა
ევროკავშირი დაინტერესებულია ყაზახეთთან სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების გაძლიერებით. ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ცენტრალურ აზიაში, ტერი ჰაკალამ ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ თოყაევთან შეხვედრაზე განაცხადა, იუწყება Trend პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით. ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა საუბრისას ყაზახეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის ერთგულებას გრძელვადიანი თანამშრომლობასა და ურთიერთკავშირებზე ყაზახეთთან, როგორც ბრიუსელის წამყვან პარტნიორთან ცენტრალური აზიის რეგიონში. მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს სახელმწიფოს მეთაურის რეფორმების პროგრამას და აფასებს ყაზახეთის მრავალვექტორულ და დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას. ამასთან, შეხვედრაზე პოზიციები რეგიონული და გლობალური დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე გაცვალეს.
ყაზახეთი ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ინვესტორებს ეძებს
ყაზახეთის მიზანია, რომ ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობა გაიზარდოს, - ამის შესახებ ყაზახეთის სატრანსპორტო კომიტეტის წარმომადგენელი ყასიმ ტლეპოვი აცხადებს. ყაზახეთის პრეზიდენტი: ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის როლი იზრდება ყაზახეთის პრეზიდენტი კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებს, სავაჭრო ჰაბის შექმნას სთავაზობს ყაზახეთი აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბის შექმნას განიხილავს მისი თქმით, ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტი არის ერთად-ერთი ალტერნატიული გზა, ექსპორტის ტრანზიტის დივერსიფიცირებისთვის. მარშრუტი აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის ტერიტორიაზე გადის და შემდეგ ტვირთები ევროპაში გადაიზიდება. „ჩვენს წინაშეა ამოცანა, რათა ამ მარშრუტის გამტარუნარიანობა გაიზარდოს. იგეგმება აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბის შექმნა, რაც საშუალებას მოგვცემს ტრანსკასპიურ მარშრუტზე ტვირთების გადაზიდვის პროცესის მოწესრიგებას. პროექტში მსოფლიო ლოგისტიკური კომპანიები ჩაერთვებიან. საბორნე ფლოტის დეფიციტის პირობებში კასპიის ზღვაზე საკუთარი ფლოტის მშენებლობა იგეგმება“, - განაცხადა ტლეპოვმა.
თოყაევმა ყაზახეთის არმიის განვითარების კონცეფცია განიხილა
15 ივლისს, ყაზახეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის თავმჯდომარეობით ყაზახეთის არმიის განვითარების კონცეფცია განიხილეს. ამის შესახებ აკორდას პრესსამსახური იტყობინება. თოყაევმა, შეიარაღებული ძალების, სხვა ჯარებისა და სამხედრო ფორმირებების მშენებლობისა და განვითარების კონცეფციის განხორციელების შესახებ სახელმწიფო უწყებების პირველი პირების მოხსენებები მოისმინა. შეხვედრის შემდეგ ყაზახეთის პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯარში განსახორციელებელი რეფორმების შესახებ, უწყებების ხელმძღვანელებს კონკრეტული მითითებები მისცა.
ყაზახეთი სამხედრო ტექნიკის განახლებას 2030 წლამდე გეგმავს
ყაზახეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის რუსლან ჟაკსილკოვის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ტექნიკის განახლებას 2030 წლამდე გეგმავს. თოყაევმა ყაზახეთის არმიის განვითარების კონცეფცია განიხილა მისი თქმით, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2021 წლის 20 აგვისტოს ბრძანებულებით, შეიქმნა შეიარაღებული ძალების, სხვა ჯარების და სამხედროების მშენებლობისა და განვითარების კონცეფციის ახალი ვერსია. რომლის შედეგადაც ყაზახეთის რესპუბლიკის ჯარის რეფორმა 2030 წლამდეა განაზღვრული. „ეს კონცეფცია განსაზღვრავს მიზნებსა და ამოცანებს, თავდაცვის ინდუსტრიის განვითარების ძირითად მიმართულებებს და ეტაპებს შეიარაღებული ძალების, სხვა ჯარების და ყაზახეთის რესპუბლიკის სამხედრო ფორმირებების გადაიარაღების ინტერესებიდან გამომდინარე. სამშენებლო კონცეფციის საქმიანობის პრაქტიკულად განსახორციელებლად, 2021 წლის 30 სექტემბერს თავდაცვის მინისტრმა შეიმუშავა და დაამტკიცა გეგმა 2030 წლამდე შეიარაღებული ძალების ახალი, კაპიტალური რემონტით და მოდერნიზებული იარაღით და სამხედრო ტექნიკით აღჭურვის შესახებ“, - აცხადებს ყაზახეთის თავდაცვის მინისტრი. შეგახსენებთ, 15 ივლისს, ყაზახეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის თავმჯდომარეობით ყაზახეთის არმიის განვითარების კონცეფცია განიხილეს.
ევროკავშირი ყაზახეთში სამთომოპოვებითი მრეწველობით ინტერესდება, იზრდება ინვესტიციები - პრემიერ-მინისტრი
ყაზახეთი ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას აპირებს. ამის შესახებ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა „ყაზახეთი-ევროკავშირის“ დიალოგის პლატფორმის სხდომაზე განაცხადა. ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა „ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო ყაზახეთის პოზიცია ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების შესახებ“, - აღნიშნა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა. სხდომის გახსნისას სმაილოვმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მრავალი წლის განმავლობაში ყაზახეთისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ძირითადი პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო პარტნიორია. ამრიგად, ყაზახეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2022 წლის 6 თვის განმავლობაში $20,1 მილიარდი შეადგინა, რაც 51,2%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. პირველი კვარტლის შედეგების მიხედვით, უცხოური ინვესტიციების მთლიანი შემოდინება გაიზარდა 54%-ით და $6,8 მილიარდი შეადგინა. ამასთან სამთო მრეწველობაში კაპიტალის მოზიდვის დონე 35,7%-ით გაიზარდა და $3,5 მილიარდს გაუტოლდა. „ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირი ინტერესდება ყაზახეთის სამთომოპოვებითი მრეწველობით. მართლაც, ამ სექტორში თანამშრომლობის პოტენციალი უზარმაზარია. ამასთან დაკავშირებით მოვუწოდებთ ევროკავშირის ქვეყნების გეოლოგიურ სამსახურებს ერთობლივი პარტნიორობისკენ დიგიტალიზაციის, გეოლოგიური მეცნიერების განვითარებისა და სამრეწველო ინფრასტრუქტურის შექმნის მიმართულებით“, - დასძინა მთავრობის მეთაურმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ყაზახეთში, გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ლიეტუვის, პოლონეთის, ბელგიის, შვედეთის, სლოვაკეთის, ესტონეთის, ხორვატიის, ნიდერლანდების, ბულგარეთის, ჩეხეთის, ლატვიის და ფინეთის ელჩები.
თოყაევი: ყაზახეთი მზადაა, ტრანსავღანური რკინიგზის მშენებლობაში ჩაერთოს
ყაზახეთი მზადაა „მაზარი-შარიფი-ქაბული-პეშავარის“ რკინიგზის მშენებლობაში ჩაერთოს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა განაცხადა. მისი თქმით, ცენტრალურ აზიაში რეგიონის სატრანსპორტო კავშირების გაძლიერება მნიშვნელოვანია. „ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში ცენტრალური აზიის რეგიონის როლი ტრანსკონტინენტური ვაჭრობის სეგმენტში მიზანმიმართულად იზრდება“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა. თოყაევის თქმით, ყაზახეთი აქტიურად ავითარებს ტრანსკასპიურ საერთაშორისო მარშრუტს. ამსთან, ქვეყანა მზადაა მონაწილეობა მიიღოს მაზარი-შარიფი-ქაბული-პეშავარის“ რკინიგზის მშენებლობაში. „ჩვენ შეგვიძლია, უზრუნველვყოთ საშენი მასალების უწყვეტი მიწოდება“ - დააზუსტა თოყაევმა. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის თებერვალში უზბეკეთმა, ავღანეთმა და პაკისტანმა ტაშკენტში დაამტკიცეს საგზაო რუკა, რომელიც მაზარი-შარიფი-ქაბული-პეშავარის“ რკინიგზის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება $5 მილიარდია.
ყაზახეთის პრეზიდენტი საუდის არაბეთში ჩავიდა
ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი, ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთში, ქალაქ ჯიდაში ჩავიდა. თოყაევი საუდის არაბეთში სახელმწიფოს მეთაურის მიწვევით იმყოფება. აეროპორტში თოყაევს საუდის არაბეთის მეფის მრჩეველი, მექას პროვინციის გუბერნატორი ფეისალ ჰალიდ ბენ აბდულაზიზი დახვდა. ასევე დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საუდის არაბეთის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები. 23-24 ივლისს ყაზახეთის პრეზიდენტი საუდის არაბეთის ხელისუფლებისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლებს შეხვდება.
საუდის არაბეთის პრინცმა ყაზახეთის პრეზიდენტს უმასპინძლა
საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა და ვიცე-პრემიერმა მოჰამედ ბინ სალმანმა ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ თოყაევი ჯედაში მიიღო. მხარეებმა ოფიციალური მოლაპარაკებებისას სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. სხდომას საუდის არაბეთის მთავრობის სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ესწრებოდნენ სამეფოს ენერგეტიკის მინისტრი პრინცი აბდულაზიზ ბინ სალმანი, ეროვნული გვარდიის მინისტრი პრინცი აბდულა ბინ ბანდარი და საგარეო საქმეთა მინისტრი პრინცი ფეისალ ბინ ფარჰანი. ყაზახეთის მხრიდან მოლაპარაკებებს ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მუხთარ თლეუბერდი, პრეზიდენტის აპარატის უფროსის პირველი მოადგილე თიმურ სულეიმენოვი, ვიცე-პრემიერი და ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრი ბახით სულთანოვი და ენერგეტიკის მინისტრი ბულათ აქშულაკოვი. ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო, ეკონომიკურ და საინვესტიციო თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სექტორში. პრეზიდენტმა თოყაევმა საუდის არაბეთს ყაზახეთის ერთ-ერთი წამყვანი სტრატეგიული პარტნიორი უწოდა. ყაზახეთის პრეზიდენტი საუდის არაბეთში ჩავიდა „საუდის არაბეთმა ერთ-ერთმა პირველმა აღიარა ყაზახეთის დამოუკიდებლობა. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი თანამშრომლობა ბევრ სფეროში გაძლიერდა. ყაზახეთ-საუდის ურთიერთობები ახლა მაღალ დონეზეა. თუმცა ჩვენი სურვილია, თანამშრომლობას ახალი იმპულსი მივცეთ. ეს გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესებს აკმაყოფილებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობები მომავალშიც გაძლიერდება“, - განაცხადა თოყაევმა. მისივე თქმით, ყაზახეთი მზადაა საუდის არაბეთის ინვესტორებს შესთავაზოს განსაკუთრებული პირობები და პრივილეგიების ფართო სპექტრი ორმხრივი ინტერესის სხვადასხვა სფეროში. თავის მხრივ, მოჰამედ ბინ სალმანმა ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მიზანი დაადსტურა. ამ ძალისხმევაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, მისი თქმით, ენიჭება ბიზნეს საბჭოს, რომელიც ყაზახეთიდან და საუდის არაბეთიდან ბიზნესმენებს აერთიანებს. გლობალური სასურსათო კრიზისის კონტექსტში, მოჰამედ ბინ სალმანმა ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციებისთვის საუდის არაბეთის კომპანიების ინტერესი გამოხატა. შეხვედრაზე პრეზიდენტმა თოყაევმა ტახტის მემკვიდრე პრინცი საპასუხო სახელმწიფო ვიზიტით ყაზახეთში მიიწვია. მოჰამედ ბინ სალმანმა განაცხადა, რომ სიამოვნებით იღებს მოწვევას და მზად არის, მიღწეული შეთანხმებების შედეგების განსახილველად ყაზახეთს ეწვიოს.
ყაზახეთი რუსეთთან ომის შიშით თავდაცვას აძლიერებს - WSJ
ყაზახეთი ცენტრალური აზიის ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც აქვს საზღვარი რუსეთთან. ამ სახელმწიფომ რუსეთ-უკრაინის ომში ნეიტრალიტეტი გამოაცხადა, გაზარდა თავდაცვის ბიუჯეტი და დაიწყო მოკავშირეების ძებნა შეერთებულ შტატებში, თურქეთსა და ჩინეთში, - წერს WSJ. თოყაევმა ყაზახეთის არმიის განვითარების კონცეფცია განიხილა მნიშვნელოვანი მომენტი დადგა ივნისში, როდესაც თოყაევმა, პუტინის თანდასწრებით, მხარი დაუჭირა უკრაინის მთლიანობას და უარი თქვა "LNR" და "DNR"-ის დამოუკიდებლობის აღიარებაზე. ყაზახეთის პრეზიდენტმა მათ „კვაზისახელმწიფოებრივი ტერიტორიები“ უწოდა. ყაზახეთი სამხედრო ტექნიკის განახლებას 2030 წლამდე გეგმავს მან ასევე განაცხადა, რომ ყაზახეთი არ დაეხმარება რუსეთის ფედერაციას სანქციების გვერდის ავლით. გამოცემა აღნიშნავს, რომ ყაზახეთმა ისწავლა უკრაინის „გაკვეთილები“ და თავდაცვის ბიუჯეტის 441 მილიარდი ტენგეით (დაახლოებით 918 მილიონი დოლარით) გაზრდა გადაწყვიტა. WSJ-ს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, რომ თანხების ნაწილი მოხმარდება ქვეყნის სამხედრო რეზერვების გაზრდას. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ მაშინ, როცა დასავლეთში ზოგიერთი დარწმუნებულია, რომ რუსული არმია უწყინარი მოწინააღმდეგე გახდა, ცენტრალური აზიის ერთ-ერთი ქვეყნის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ რუსულ ამბიციებთან მიმართებით, შიში მხოლოდ იზრდება.
ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსხური ავრცელებს. მისივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მთავრობის ხელმძღვანელი ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნურ-სულთანის ნურ-სულთან ნაზარბაევის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაურს ყაზახეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრი ბახიტ სულტანოვი და საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ყაზახეთის რესპუბლიკაში გიორგი ჩხეიძე დახვდნენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ალიხან სმაილოვს შეხვდა. პრემიერების პირისპირ შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დაიწყო როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ყაზახეთსა და საქართველოს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა თბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ეს ჩემი მეორე ვიზიტია თქვენს ქვეყანაში და მადლობა მინდა გადაგიხადოთ ასეთი თბილი მიღებისთვის. ჩემი მთავარი გზავნილი ის არის, რომ მინდა დავადასტურო პარტნიორობისა და თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის ჩვენი მზაობა, რომელიც, უნდა ითქვას, რომ ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ბოლო წლების განმავლობაში. ისტორიულად ძალიან ძლიერი ურთიერთობები და მეგობრობა გვაკავშირებს. წელს აღინიშნება ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების განახლებიდან 30 წლის იუბილე და სწორედ ამიტომ, ჩემი მთავარი გზავნილი გახლავთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების, მეგობრობისა და თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი. ამიტომ, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. როგორც ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ყაზახეთი მზადაა გააძლიეროს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა. „მოგესალმებით ყაზახეთში. ჩვენს ქვეყანაში ეს თქვენი მეორე ვიზიტია და მინდა მოგილოცოთ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაარსებიდან 30 წლის იუბილე. ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება თანამშრომლობის და პარტნიორობის, ნაყოფიერი პარტნიორობის პრინციპებს. ჩვენი მთავრობა მზადაა, გააძლიეროს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა და მინდა ვისურვო ამ პარტნიორობის წარმატებით გაგრძელება“, - განაცხადა ალიხან სმაილოვმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ყაზახეთის პრეზიდენტთან ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განვიხილეთ
ყაზახეთის პრეზიდენტთან ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განვიხილეთ ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრას. ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს ტურიზმის, ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ და ყაზახეთის რესპუბლიკამ 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების შედეგად მჭიდრო პარტნიორობა დაამყარეს. „ნაყოფიერი საუბარი მქონდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან. აღინიშნა, რომ ჩვენმა ქვეყნებმა 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების შედეგად მჭიდრო პარტნიორობა დაამყარეს. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში“, – წერს პრემიერ-მინისტრი.
ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სირაკლი ღარიბაშვილს დელეგაციასთან ერთად, „აკორდას“ სასახლეში უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილი: ყაზახეთის პრეზიდენტთან ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განვიხილეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივების, ინვესტიციების სფეროში არსებული თანამშრომლობის და ამ მხრივ არსებული მიღწევების შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას ტრადიციულად მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული კავშირები აქვთ და ხაზი გაესვა არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრის თქმით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მაღალი პოტენციალი არსებობს. „ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა. უპირველეს ყოვლისა, თბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის გიხდით მადლობას. ეს ჩემი მეორე ვიზიტია თქვენს მშვენიერ ქვეყანაში და სიმბოლურია, რომ წელს აღინიშნება ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე. რა თქმა უნდა, კარგი ურთიერთობა, მეგობრობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს მრავალი მიმართულებით. ერთი კონკრეტული გზავნილით გეწვიეთ, რათა გავაძლიეროთ და გავზარდოთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა და კავშირები გავაღრმაოთ ყველა მიმართულებით. სავაჭრო ბრუნვა იზრდება და გასულ წელს ამ მიმართულებით 42 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. მიმდინარე წლის ექვსი თვის განმავლობაში უკვე 150 პროცენტიანი ზრდა გვაქვს. რა თქმა უნდა, ბევრი შესაძლებლობა არსებობს და პოტენციალიც მაღალია ჩვენი ორმხრივი კავშირების გასაძლიერებლად. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ ურთიერთობას, მეგობრობას და თანამშრომლობას დიდად ვაფასებთ. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას გულთბილი მიღებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეხვედრაზე ყაზახეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას მჭიდრო კავშირები და მეგობრული ურთიერთობა აქვს. „მოგესალმებით ყაზახეთში. როგორც კატარში ჩვენს შეხვედრაზე შევთანხმდით, თქვენ ჩვენთან ჩამობრძანდებოდით და იმედი მაქვს, რომ თქვენი დღევანდელი ვიზიტი წარმატებული აღმოჩნდება. როგორც ვიცი, თქვენი პროგრამა საკმაოდ დატვირთულია. შეხვედრებია დაგეგმილი იმისათვის, რომ დამატებითი სტიმული მიეცეს საერთო ურთიერთობების და თანამშრომლობის განვითარებას ყაზახეთსა და საქართველოს შორის. ასევე მინდა ვთქვა, რომ მჭიდრო კავშირები და მეგობრობა აქვს ჩვენს სახელმწიფოებსა და ქვეყნებს. ჩვენი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ეს მეგობრობა და თანამშრომლობა გადავზარდოთ განგრძობად ურთიერთობაში. ამდენად, კიდევ ერთხელ მოგესალმებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
შუა დერეფანთან მიმართებით უზბეკეთისა და თურქმენეთის ინტერესი იზრდება. რას მიიღებს საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წარმომადგენლების უზბეკეთსა და თურქმენეთში ვიზიტისას მთავარ თემად ტვირთების გადაზიდვისა და ტრანზიტის საკითხები გამოიკვეთა. ირაკლი ღარიბაშვილისა და აბდულა არიპოვის შეხვედრისას, უზბეკეთის პრემიერმა საქართველოს პორტებით, ევროპაში ტვირთების ტრანსპორტირების ინტერესი ღიად გამოხატა. თურქმენეთის პრეზიდენტის სერდარ ბერდიმუჰამედოვისა და საქართველოს პრემიერის შეხვედრისას მთავარი განსახილველი საკითხები აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვა და კასპიისა და შავი ზღვების სატრანზიტო გზების უსაფრთხოება იყო. უზბეკეთი საქართველოს პორტებით ევროპაში ექსპორტის პერსპექტივებს განიხილავს „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის”დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი Europetime-თან აცხადებს, რომ შუა დერეფანთან მიმართებით უზბეკეთსა და თურქმენეთში წამოჭრილი საკითხები საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წარმომადგენლები უზბეკეთსა და თურქმენეთში ჩავიდნენ. საგულისხმოა, რომ საუბარი ამ ქვეყნებთან აქცენტირებულად მიმდინარეობს ტვირთების მოზიდვასთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება უზბეკეთთან შეხვედრის შედეგებს, აქ შეიძლება გამოიყოს ის გარემოება, რომ დაფიქსირდა კონკრეტული ტვირთვის მოცულობით მოზიდვის პერსპექტივა. უკვე მხარეებს შორის შეთანხმებაც გაფორმდა. საუბარია ქიმიური ტვირთების ბათუმის ნავსადგურის გავლით მოზიდვის შესაძლებლობაზე. კერძოდ, წელიწადში 400 ათასი ტონა ქიმიური ტვირთების მოზიდვის პერსპექტივა გაჩნდა. შედეგად, ბათუმის ნავსადგური გარკვეულწილად მშრალი ტვირთების მიმართულებით დაიტვირთება“, - აცხადებს ცაგარეიშვილი. საქართველოსა და უზბეკეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმია. ქვეყნებს შორის ვაჭრობა 2021 წელს 18,5 პროცენტით გაიზარდა და $115 მილიონი შეადგინა. უზბეკეთი საქართველოს ამარაგებს ძირითადად სამრეწველო საქონლით, ქიმიური პროდუქტებით, სასმელებით, მანქანებითა და სატრანსპორტო ტექნიკით. საქართველო, უზბეკეთში ფარმაცევტული პროდუქციის, სატრანსპორტო ტექნიკის, საკვები პროდუქტებისა და სხვა სახის იმპორტს ახორციელებს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, თურქმენეთის პრეზიდენტის სერდარ ბერდიმუჰამედოვისა და საქართველოს პრემიერის შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონულ სატრანსპორტო პროექტებსა და მათ შემდგომ განვითარებას. ითქვა, რომ აღნიშნული სტრატეგიული პროექტების განხორციელება გაზრდის აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას კასპიისა და შავი ზღვების გავლით, რითიც გაფართოვდება სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები და ხელს შეუწყობს რეგიონთაშორისი კავშირების განვითარებას. ლევან დავითაშვილი: თურქმენეთი დაინტერესებულია საქართველოს დერეფნის გამოყენებით, ეს არის დამატებითი ტვირთბრუნვის გაზრდის შესაძლებლობა „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი Europetime-თან აცხადებს, რომ თურქმენეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნავთობპროდუქტების ექსპორტი, რადგან რუსეთის გავლით, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, „ვოლგა-დონის“ არხით, ტრანზიტი გართულდა. „წინ ვუსწრებ სიტუაციას და ვვარაუდობ, რომ თურქმენეთში, საუბარი იქნებოდა თურქმენული ნავთობპროდუქტების საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გადმორთვაზე. ამას შემთხვევით არ ვამბობ, რადგან აქ საუბარია „ვოლგა- დონის“ არხიდან ნავთობპროდუქტების გადმორთვის პერსპექტივაზე. აქ მნიშვნელოვანი მოცულობებია და დაახლოებით წელიწადში 3 მილიონი ტვირთის მოზიდვის პერსპექტივა არსებობს. დღესდღეობით, თურქმენული ნავთობპროდუქტები „ვოლგა-დონის“ არხით გადის ევროპის სხვადასხვა მიმართულებით. რუსეთ-უკრაინის ომი და ფართომასშტაბიანი დაპირისპირება წარმოუდგენელს ხდის ამ მარშრუტით ტვირთების გადაზიდვებს. ეს ტვირთი ალბათ შუა დერეფნის თვალსაწიერში მოექცევა. ვფიქრობ საქართველოსა და თურქმენეთს შორის აუცილებლად იქნება საუბარი ამ საკითხზე. დამატებითი ტვირთების მოზიდვის პერსპექტივა, ალბათ თურქმენეთის მხრიდანაც გამოჩნდება“, - აცხადებს ცაგარეიშვილი. საქართველოს თურქმენეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ორმხრივი შეთანხმება აქვს გაფორმებული. საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს ექსპორტიორი ქვეყნების ათეულში თურქმენეთი ვერ მოხვდა. იმპორტიორთა ათეულში კი ეს ქვეყანა მეცხრე ადგილზეა. 2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში თურქმენეთიდან $628.3 მილიონის პროდუქცია იმპორტირდა. ზრდამ 183.3% შეადგინა. „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარების გამო, უზბეკეთისა და თურქმენეთის ინტერესი საქართველოსთან მიმართებით კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა ამ გარემოებისა და ორ ქვეყანაში ვიზიტის ფონზე, სახელშეკრულებო არეალის მიღმა არ უნდა დარჩეს ყაზახეთი. „მიმაჩნია, რომ ყაზახეთი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტვირთების გენერირების თვალსაზრისით. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსკასპიური მარშრუტის მხოლოდ 7% გადის. დანარჩენი ნაწილი მოქცეულია ყაზახეთში, უზბეკეთში, თურქმენეთში, აზერბაიჯანში, კასპიის ზღვაზე, შავ ზღვაზე და ა.შ. პრობლემების გორგალი, არა საქართველოს მონაკვეთზე, არამედ სხვა ქვეყნებშია. კერძოდ, ყაზახეთის ტერიტორიაზე. ყაზახეთს უხდება როგორც ტვირთების გენერირება ასევე გემების მობილიზება თავის ნავსადგურებში. აქტაუს პორტში ხდება ასევე ვაგონების შეგროვება, რომ ეს ტვირთნაკადი ამ მიმართულებაზე გადმორთონ“. ცაგარეიშვილი ფიქრობს, რომ ეს შანსი საქართველომ უნდა გამოიყენოს და ყაზახეთიდან ტვირთების მოსაზიდად ქმედითი ნაბიჯები გადადგას. „ყაზახეთსა და რუსეთს შორის მთლიანად გაწყდა სატრანსპორტო კომუნიკაცია. ყაზახეთი რუსეთის ვერცერთ ნავსადგურს ვერ იყენებს, რადგან ეს ნავსადგურები სანქცირებულია. თავის მხრივ, ყაზახეთის მიზანი იყო, ბალტიის ქვეყნების ნავსადგურებში გაეშვა ქვანახშირი და ქიმური ტვირთები, ლითონკონსტრუქციები და ა.შ. რაც მის საექსპორტო პოტენციალს წარმოადგენს, მაგრამ აქაც პრობლემა აქვს. ამ პორტებთან ტვირთებს ვერ უშვებს, რადგან რუსეთის ტერიტორია უნდა გაიარონ და რუსეთი უარს ეუბნება ბალტიის ქვეყნებში ტრანსპორტირებაზე, რადგანაც ყაზახეთმა ცალსახად უარი თქვა რუსეთის პორტების გამოყენებაზე. შედეგად, ყაზახეთის ტვირთების მნიშვნელოვანი ნაკადი - ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ქიმიური ტვირთები, ქვანახშირი, საკონტეინერო ნაკადი, რომელიც ყველაზე ძვირად ღირებული ტვირთია, დღესდღეობით არის მომიზნული, რომ საქართველოს მიმართულებით წამოვიდეს. ყაზახეთის ინფრასტრუქტურა არ არის მზად, რადგან ნავთობი მილსადენიით ექსპორტირდებოდა და ახლა პორტებში უნდა დაბრუნდეს. ადაპტირების ეს შესაძლებლობა ჯერჯერობით სირთულეებს წარმოადგენს“, - აცხადებს ცაგარეიშვილი. საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა იზრდება
სატრანზიტო ნაკადების გაზრდის მიზნით, ყაზახეთი და საქართველო ეკონომიკურ ურთიერთობებს აღრმავებენ. გაფორმდა შეთანხმება რკინიგზებს შორის
ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა რამდენიმე შეთანხმებას, რომლებიც ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს უფრო გააღრმავებს, - ამის შესახებ, ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. ლევან დავითშვილის თქმით, ხელი მოეწერა ყაზახეთთან სავაჭრო ბრუნვის ნომენკლატურის შეთანხმებას, რომელიც ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდას ყაზახეთსა და საქართველოს შორის. „ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ხელი მოვაწერეთ რამდენიმე შეთანხმებას, რომელიც საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს უფრო გააღრმავებს. პირველი, ეს შეეხებოდა სავაჭრო ბრუნვის ნომენკლატურის შეთანხმებას, რომელიც ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდას ყაზახეთსა და საქართველოს შორის. ჩვენ შევთანხმდით ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ინოვაციების სფეროსი თანამშრომლობაზე და აქ ჩვენი GITA ჩართული იქნება და ითანამშრომლებს შესაბამის უწყებებთან, ყაზახურ მხარესთან. ყაზახეთის პრეზიდენტი: ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის როლი იზრდება ხელი მოეწერა ასევე ორი ქვეყნის რკინიგზას შორის შეთანხმებას, სარკინიგზო გადაზიდვების ხელშეწყობის და თანამშრომლობის კუთხით და რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. საქართველოსა და ყაზახეთს შორის თანამშრომლობის მიმართულებით მთავარია სატრანზიტო ნაკადები. დღეს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველო და ე.წ შუა დერეფანი იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას და საქართველოთი დაინტერესებულია არამხოლოდ ყაზახეთი, არამედ ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნები. ასევე საუბარი შეეხო ბათუმში არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და მოდერნიზებას, იმისთვის, რომ საქართველომ უფრო მეტი მაღალი ღირებულების ტვირთის გატარება შეძლოს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ყაზახეთის მიზანია, რომ ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობა გაიზარდოს, - ამის შესახებ ყაზახეთის სატრანსპორტო კომიტეტის წარმომადგენელმა ყასიმ ტლეპოვმა 15 ივლისს განაცხადა. მისი თქმით, ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტი არის ერთად-ერთი ალტერნატიული გზა, ექსპორტის ტრანზიტის დივერსიფიცირებისთვის. მარშრუტი აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის ტერიტორიაზე გადის და შემდეგ ტვირთები ევროპაში გადაიზიდება. „ჩვენს წინაშეა ამოცანა, რათა ამ მარშრუტის გამტარუნარიანობა გაიზარდოს. იგეგმება აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბის შექმნა, რაც საშუალებას მოგვცემს ტრანსკასპიურ მარშრუტზე ტვირთების გადაზიდვის პროცესის მოწესრიგებას. პროექტში მსოფლიო ლოგისტიკური კომპანიები ჩაერთვებიან. საბორნე ფლოტის დეფიციტის პირობებში კასპიის ზღვაზე საკუთარი ფლოტის მშენებლობა იგეგმება“, - განაცხადა ტლეპოვმა. „საზღვაო ტვირთების მოცულობის გაზრდის მიზნით, ჩვენ დავიწყეთ პორტის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და საზღვაო ფლოტის გაფართოება. მჯერა, რომ კასპიის აუზის ქვეყნებთან ერთად, დროულად მოგვიწევს გადაუდებელი ორგანიზაციული საკითხების მოგვარება", - განაცხადა თავის მხრივ, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა 2 ივლისს. შუა დერეფანთან მიმართებით უზბეკეთისა და თურქმენეთის ინტერესი იზრდება. რას მიიღებს საქართველო ნიკა ჩიტაძე: რუსეთის მიერ, ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის შეჩერებამ, შესაძლოა, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის მნიშვნელობა, კიდევ უფრო გაზარდოს „ყაზახეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ტვირთების გენერირების თვალსაზრისით. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსკასპიური მარშრუტის მხოლოდ 7% გადის, დანარჩენი ნაწილი მოქცეულია ყაზახეთში, უზბეკეთში, თურქმენეთში, აზერბაიჯანში, კასპიის ზღვაზე, შავ ზღვაზე და ა.შ. პრობლემების გორგალი, არა საქართველოს მონაკვეთზე, არამედ სხვა ქვეყნებშია. კერძოდ, ყაზახეთის ტერიტორიაზე. ყაზახეთს უხდება როგორც ტვირთების გენერირება ასევე, გემების მობილიზება თავის ნავსადგურებში. აქტაუს პორტში ხდება ასევე ვაგონების შეგროვება, რომ ეს ტვირთნაკადი ამ მიმართულებაზე გადმორთონ“, - ამბობს „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის”დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი Europetime-თან. მისივე თქმით, ეს შანსი საქართველომ უნდა გამოიყენოს და ყაზახეთიდან ტვირთების მოსაზიდად ქმედითი ნაბიჯები გადადგას. „ყაზახეთსა და რუსეთს შორის მთლიანად გაწყდა სატრანსპორტო კომუნიკაცია. ყაზახეთი რუსეთის ვერცერთ ნავსადგურს ვერ იყენებს, რადგან ეს ნავსადგურები სანქცირებულია. თავის მხრივ, ყაზახეთის მიზანი იყო, ბალტიის ქვეყნების ნავსადგურებში გაეშვა ქვანახშირი და ქიმური ტვირთები, ლითონკონსტრუქციები და ა.შ. რაც მის საექსპორტო პოტენციალს წარმოადგენს, მაგრამ აქაც პრობლემა აქვს. ამ პორტებთან ტვირთებს ვერ უშვებს, რადგან რუსეთის ტერიტორია უნდა გაიარონ და რუსეთი უარს ეუბნება ბალტიის ქვეყნებში ტრანსპორტირებაზე, რადგანაც ყაზახეთმა ცალსახად უარი თქვა რუსეთის პორტების გამოყენებაზე. შედეგად, ყაზახეთის ტვირთების მნიშვნელოვანი ნაკადი - ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ქიმიური ტვირთები, ქვანახშირი, საკონტეინერო ნაკადი, რომელიც ყველაზე ძვირად ღირებული ტვირთია, დღეს-დღეობით არის მომიზნული, რომ საქართველოს მიმართულებით წამოვიდეს. ყაზახეთის ინფრასტრუქტურა არ არის მზად, რადგან ნავთობი მილსადენიით ექსპორტირდებოდა და ახლა პორტებში უნდა დაბრუნდეს. ადაპტირების ეს შესაძლებლობა ჯერჯერობით სირთულეებს წარმოადგენს“, - აცხადებს ცაგარეიშვილი. „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორი მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარების გამო, უზბეკეთისა და თურქმენეთის ინტერესი საქართველოსთან მიმართებით კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა ამ გარემოებისა და ორ ქვეყანაში ვიზიტის ფონზე, სახელშეკრულებო არეალის მიღმა არ უნდა დარჩეს ყაზახეთი.
ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დასრულდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დასრულდა. ირაკლი ღარიბაშვილი: ყაზახეთის პრეზიდენტთან ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განვიხილეთ ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა ნურ-სულთანის, ნურსულთან ნაზარბაევის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იერმუხამბეტ კონუსპაევმა გააცილა. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალიხან სმაილოვს და პრეზიდენტს, კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა.პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.
ყაზახეთი ნახშირის ექსპორტის აკრძალვას გეგმავს
ყაზახეთმა შესაძლოა, ქვეყნიდან ავტოტრანსპორტით ნახშირის ექსპორტი 6 თვით აკრძალოს. ამის შესახებ ინფორმაცია ყაზახეთის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ვითარება ქვანახშირის მსოფლიო ბაზარზე - როგორ ჩაანაცვლებს ევროკავშირი რუსულ ნედლეულს „დაწესდეს აკრძალვა ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან ექვსთვიანი ვადით, საავტომობილო გზით, ნახშირის, ბრიკეტების, მარცვლებისა და მსგავსი ტიპის მყარი საწვავის, რომლებიც მიღებულია ნახშირიდან: ნახშირი, ფხვნილი ან არაფრაგმენტირებული, მაგრამ არა აგლომერირებული (ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის კოდი 2701)“, - აღნიშნულია დოკუმენტის პროექტში. ანალიზი აჩვენებს, რომ მეზობელ ქვეყნებში ყაზახეთიდან ნახშირის ექსპორტი გაიზარდა: ყირგიზეთში - 19%, უზბეკეთში - 30%. 2021 წელს ყირგიზეთში 1 143 ათასი ტონა ნახშირი გავიდა, აქდან სარკნიგზო ტრანსპორტით 1 020 ათასი ტონა, ავტოტრანსპორტით კი 123 ათასი ტონა. ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე აჟიოტაჟის გამოსარიცხად, ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრო მიიჩნევს, რომ საჭიროა ავტოტრანსპორტით, ნახშირის ექსპოტის 2022 წლის 1-ელი აგვისტოდან 6 თვით აკრძალვა. 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-5 პაკეტის თანახმად, იკრძალება რუსეთისგან ქვანახშირის ყიდვა, იმპორტი და გადაზიდვა 2022 წლის აგვისტოდან. ჯერ-ჯერობით, ევროკავშირი რუსული ემერგომატარებლების სრულ ემბარგოზე უარს ამბობს. 8 აპრილს იაპონიამ აშშ-ს და ევროკავშირის კვალდაკვალ რუსული ქვანახშირის იმპორტი აკრძალა.
რომის პაპი ყაზახეთს ეწვევა
რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს 13-15 სექტემბერს ეწვევა. იტყობინება ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური. რომის პაპი ყაზახეთში პრეზიდენტ ყასიმ ჟომართ-თოყაევის მიწვევით ჩადის. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან, ასევე, მონაწილეობა მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა VII კონგრესში. ინფორმაცია თავის მხრივ, დაადასტურა წმინდა საყდრის პრესსამსახურმა. Pew Research Center-ის თანახმად, ყაზახეთში მოსახლეობის სულ მცირე 70% მუსლიმია და დაახლოებით 25% - ქრისტიანი, რომელთაგან 1%-ზე ნაკლები კათოლიკეა. იოანე პავლე II იყო პირველი პაპი, რომელიც ყაზახეთს 2001 წლის 22-25 სექტემბერს ეწვია დევიზით - „გიყვარდეთ ერთმანეთი“.
ყაზახეთი და საქართველო კონკურენტუნარიანი საექსპორტო პროდუქციის სიებს გაცვლიან
ყაზახეთი და საქართველო, კონკურენტუნარიანი საექსპორტო პროდუქციის სიებს, ორი ქვეყნის დაინტერესებულ ბიზნეს სტრუქტურებში შემდგომი გავრცელებისთვის გაცვლიან. სატრანზიტო ნაკადების გაზრდის მიზნით, ყაზახეთი და საქართველო ეკონომიკურ ურთიერთობებს აღრმავებენ. გაფორმდა შეთანხმება რკინიგზებს შორის როგორც Trend-ს ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის სამინისტროში განუცხადეს, კონკურენტუნარიანი საექსპორტო პროდუქციის სიების გადაცემას, ახლახან ხელმოწერილი საგზაო რუკა ითვალისწინებს, რომელის მიხედვითაც 2023-2026 წლებში ყაზახეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ვაჭრობის დიაპაზონი უნდა გაფართოვდეს. უწყების ცნობით, დოკუმენტი, რომელიც 27 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ყაზახეთში ვიზიტისას გაფორმდა, მოიცავს მთელ რიგ ღონისძიებებს, რომლებიც ორმხრივი ვაჭრობის გაზრდისა და სავაჭრო სექტორში თანამშრომლობის გაფართოებისკენაა მიმართული. „ამგვარად, საგზაო რუკის აქტივობები ითვალისწინებს საექსპორტო პოტენციალის შესწავლას, ორივე ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოებისა და ორგანიზაციების ინფორმირებას, რათა დადგინდეს ორმხრივი ვაჭრობის პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოების შესაძლებლობები, ასევე კონკურენტუნარიანი სიების გაცვლა. შემდგომ კი ყაზახეთისა და საქართველოს დაინტერესებულ-ბიზნეს სტრუქტურებს შორის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდეს,“ - აცხადებენ სამინისტროში. გარდა ამისა, საგზაო რუკა ითვალისწინებს ორივე ქვეყნის დაინტერესებული ექსპორტიორების იდენტიფიცირებასა და ამ ინფორმაციის გავრცელებას დისტრიბუტორებსა და შემსყიდველ ცენტრებს შორის, ასევე ინფორმაციის გაცვლას ყაზახური და ქართული საქონლის იმპორტით დაინტერესებული მხარეების კომპანიების შესახებ.
ყაზახეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდისთვის პოტენციური მიმართულებები დასახელდა
ყაზახეთსა და საქართველოს აქვთ პოტენციალი გაზარდონ დამუშავებული ლითონისა და გადამამუშავებელი პროდუქციის ექსპორტი. ამის შეახებ აზერბაიჯანული მედია ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. სატრანზიტო ნაკადების გაზრდის მიზნით, ყაზახეთი და საქართველო ეკონომიკურ ურთიერთობებს აღრმავებენ. გაფორმდა შეთანხმება რკინიგზებს შორის ამასთან, ყაზახეთისა და საქართველოს მთავრობები შეთანხმდნენ, რომ 2023-2026 წლებში ნომენკლატურული ტვირთბრუნვა გაზარდონ. ყაზახეთი და საქართველო კონკურენტუნარიანი საექსპორტო პროდუქციის სიებს გაცვლიან როგორც ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის სამინისტროში აცხადებენ, ყაზახეთსა და საქართველოს ტვირთბრუნვაში ძირითადი პროდუქტია ღუმელები, მინერალური წყლები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, ნავთობპროდუქტები, დეოდორანტები, აბაზანის აქსესუარები, ფეროშენადნობები და ბუნებრივი აირი. ყაზახეთის საექსპორტო პროდუქციის სტრუქტურა მეტად დივერსიფიცირებულია და შემდეგი პროდუქტებითაა წარმოდგენილი: ნავთობპროდუქტები (წილი 17,4%); საპარსი საშუალებები და დეოდორანტები, აბაზანის აქსესუარები (14,8%), ფეროშენადნობები (13,7%); პრიალა და არადაგლინული ლითონი (8,5%); ბუნებრივი აირი (3,7%); სატვირთო მანქანები (3,2%). ასევე ყაზახეთი საქართველოში ახდენს ელექტრო ტრანსფორმატორების, ქვანახშირის, მეტალოკონსტრუქციებისა და შავი ლითონების ფურცლების ექსპორტს. ამასთან ყაზახეთს შეუძლია საქართველოს კიდევ 40 დასახელების პროდუქტი მიაწოდოს, მათ შორის ნავთობქიმიური, ქიმიური, მეტალურგიული, მანქანათმშენებლობის, საკვებისა და სამშენებლო დარგებიდან.
ყაზახეთი ელექტროენერგიის გამომუშავებას ამცირებს
ყაზახეთში ელექტროენერგიის გამომუშავებამ 2022 წლის მაისში 8,5 მილიარდი კილოვატსათი (კვტ/სთ) შეადგინა, რაც 2,8 პროცენტით ნაკლებია 2021 წლის მაისთან შედარებით და 3,5 პროცენტით ნაკლები 2022 წლის აპრილთან შედარებით, იუწყება Trend ყაზახეთის სტატისტიკის კომიტეტზე დაყრდნობით. კომიტეტის მონაცემებით, ყაზახეთში ელექტროენერგიის გამომუშავებამ 2022 წლის პირველ ხუთ თვეში 48,5 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა, რაც 1,2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ყაზახეთის ელექტროენერგიის იმპორტმა 2022 წლის მაისში 108,7 მილიონი კვტ/სთ შეადგინა, რაც 17 პროცენტით ნაკლებია 2021 წლის მაისთან შედარებით, მაგრამ 17,7 პროცენტით მეტი 2022 წლის აპრილთან შედარებით. ყაზახეთის შიდა ბაზარზე ელექტროენერგიის გაყიდვის მოცულობამ 2022 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით, 48,4 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა, რაც 0,7 პროცენტით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ტანკის მონუმენტზე Z სიმბოლოს გამოსახვისთვის ყაზახეთში კაცი დააკავეს
ყაზახეთის ყარაგანდის ოლქის ქალაქ სარანში სასამართლომ შვიდი დღით დააკავა ადგილობრივი მცხოვრები, რადგან მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის ობელისკთან მდებარე ტანკის მონუმენტზე Z სიმბოლოს გამოსახა. სასამართლოს ცნობით, 54 წლის კაცს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 434-ე მუხლის პირველი ნაწილით („წვრილმანი ხულიგნობა“) წაუყენეს. მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელების ყაზახურ სეგმენტში Z სიმბოლოთი ტანკის ფოტო გამოჩნდა, მომხმარებლებმა დამრღვევის პოვნა და დასჯა მოითხოვეს. იმავე დღეს სარანში მცხოვრები დააკავეს. რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის ცნობით, Z სიმბოლოს დემონსტრირება ოფიციალურად არ არის აკრძალული ყაზახეთში, თუმცა, რიგ ქალაქებში ასეთი სტიკერებით მანქანების მფლობელები ადმინისტრაციული წესით, მანქანების მოძრაობის წესების დარღვევის გამო დაჯარიმდნენ.
ყაზახეთი თურქეთთან სამხედრო დაზვერვის სფეროში თანამშრომლებს იწყებს
ყაზახეთის მთავრობამ თურქეთთან სამხედრო დაზვერვის სფეროში თანამშრომლობის დღის წესრიგი დაამტკიცა. სამხედრო დაზვერვის სფეროში თანამშრომლობის დოკუმენტს, ორ ქვეყანას შორის 2022 წლის 10 მაისს ანკარაში მოეწერა ხელი. „შეთანხმების შედეგად, მხარეები შემდეგი მიმართულებით ითანამშრომლებენ: გაცვლიან სადაზვერვო სამხედრო ინფორმაციას და ექსპერტულ შეფასებებს აქტუალურ თემებზე. გაუწევენ მონიტორინგს სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებას რეგიონში, შეისწავლიან საკითხებს, რაც საფრთხეს უქმნის, რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოებას. მოხდება ინფორმაციის ორმხრივი გაცვლა საერთაშორისო ტერორისტულ და სხვა ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომელთა საქმიანობაც შეთანხმების მონაწილე ქვეყნებისთვის საფრთხის შემცველია“, - ნათქვამია დღის წესრიგში. 11 მაისს, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი თურქეთში პირველი სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა. ორმხრივი კავშირების დამყარებიდან 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ვიზიტის დროს, ანკარასთან რიგ მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერა ხელი, მათ შორის ქვეყნებმა სამხედრო თანამშრომლობის სფეროში შეთანხმება გააფორმეს. რას ნიშნავს თურქეთისა და ყაზახეთის მიერ სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, რატომ შეიძლება, ეს მნიშვნელოვანი იყოს საქართველოსთვის, როგორ აისახება რეგიონის სხვა ქვეყნებსა და თურქეთის პოზიციებზე რუსეთისა და ჩინეთის გავლენების პირისპირ,ამ საკითხებზე Europetime-ის სტატიას გაეცანით. რეგიონში რუსეთის პოზიციების შესუსტების ფონზე თურქეთის გავლენა კიდევ უფრო ძლიერდება
Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს
ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას, რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს. ამ საკითხთან დაკავშირებით Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. წყარომ Reuters-თან განაცხადა, რომ ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Kazmunaigaz-ი (KMG) მოლაპარაკებას მართავს აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ის წარმომადგენლობასთან, რათა წელიწადში 1,5 მილიონი ტონა ყაზახური ნედლი ნავთობი აზერბაიჯანულმა მილსადენმა გაატაროს. ასევე წყაროს თქმით, საბოლოო კონტრაქტის გაფორმება აგვისტოს ბოლოს იგეგმება და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენის დატვირთვა ერთი თვის შემდეგ დაიწყება. ყაზახეთის ნავთობის ექსპორტი მსოფლიო მარაგის 1%-ზე მეტს, დღეში დაახლოებით (bpd) 1,4 მილიონ ბარელს შეადგენს. 20 წლის განმავლობაში ყაზახეთი (CPC) მილსადენით სარგებლობდა, თუმცა ივლისში რუსეთის სასამართლო CPC-ს (კასპიის მილსადენის კონსორციუმი) დახურვით დაემუქრა, რამაც აიძულა ყაზახეთის მთავრობა და მსხვილი უცხოელი მწარმოებლები, სხვა კონტრაქტებზე ეფიქრათ. რუსეთი ყაზახეთის ნავთობის ექსპორტს კრძალავს მას შემდეგ, რაც თოყაევი ევროპას რესურსების მიწოდების გაზრდას დაჰპირდა მას შემდეგ, რაც თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ნავთობის საერთაშორისო ფასმა 14 წლის მაქსიმუმს მიაღწია, მაღალი ფასები შენარჩუნდა და ივლისში ბარელზე საშუალოდ $100-ზე მეტიც იყო. ყაზახეთის მთავრობამ საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთებისთვის ალტერნატიული მარშრუტი შეიმუშავა, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოზე გადის მისივე ინფორმაციით, წელიწადში კიდევ 3,5 მილიონი ტონა ყაზახური ნედლი ნავთობის გატარება შეიძლება, 2023 წელს დაიწყოს აზერბაიჯანის სხვა მილსადენით, საქართველოს შავი ზღვის პორტ სუფსამდე. აზერბაიჯანზე დაყრდნობა ყაზახეთს რუსეთის გვერდის ავლის საშუალებას მისცემს. გასულ თვეს BP აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ბაქო-სუფსის მილსადენიდან ნაკადებს უფრო დიდ, BTC მილსადენზე გადაიტანდა. თუმცა, ახალი BTC მარშრუტით ყაზახეთს მოუწევს, დაეყრდნოს მცირე ზომის ტანკერების ფლოტს, რათა თავისი ნავთობი კასპიის ზღვის გავლით, ბაქოში გადაიტანოს პორტ აქტაუდან, რომელსაც შეზღუდული სათადარიგო შესაძლებლობები აქვს, აცხადებენ წყაროები. სხვა მარშრუტები Tengizchevroil (TCO)-ს, რომელსაც მთავარი ნავთობკომპანია Chevron ხელმძღვანელობს, საკუთარი მარკეტინგული ჯგუფი ჰყავს და ცალ-ცალკე აწარმოებს მოლაპარაკებებს საკუთარ მარშრუტებსა და სარკინიგზო გზაზე, თქვა ორმა წყარომ. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი შეიძლება, TCO-სთვისაც ვარიანტი აღმოჩნდეს, მაგრამ წყაროს თქმით, თუ შეთანხმებას მიაღწევენ, მისი დატვირთვის დაწყებას შესაძლოა, ექვსი თვე დასჭირდეს. TCO-მ აპრილში რკინიგზით დაიწყო ბათუმის პორტისკენ მცირე მოცულობების გადატანა, რადგან CPC-ს ტერმინალი (კასპიის მილსადენის კონსორციუმი) ქარიშხლის გამო დაზიანდა. ორი წყაროს ცნობით, TCO ჯავშნის უფრო მეტ სარკინიგზო გადაზიდვებს, რომლის ზრდაც სექტემბერ-ოქტომბრისთვის არის მოსალოდნელი. ყაზახეთი ცალკე ახორციელებს ერთი მილიონი ტონა (დღე-ღამეში 250 000 ბარელი) Urals -ის ნავთობის გადაზიდვას რუსული მილსადენით, შავი ზღვისა და ბალტიის ზღვის პორტებში. ყაზახეთი მსოფლიოში მე-11 ადგილზეა ნავთობის მოპოვებით - 1,7 მილიონი ბარელი დღეში. ამ მოცულობის 89% ექსპორტზე გადის, ხოლო უმეტესი ნაწილი - ნოვოროსიისკში მიმავალი მილსადენით. გასულ წელს, ყაზახეთიდან ნავთობის უმსხვილესი მყიდველი იყო იტალია (17,9 მილიონი ტონა), შემდეგ - ნიდერლანდები (8,2 მილიონი ტონა) და საფრანგეთი (4,5 მილიონი ტონა).
„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე
„ყაზახეთის ნავთობის „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენით გადაზიდვა რეალურად შესაძლებელია“, - ამის შესახებ Europetime-ს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გია არაბიძემ გაუცხადა, რითაც გამოეხმაურა Reuters-ის ექსკლუზიურ ინფორმაციას, რომ ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს. Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს „ვინაიდან აქ პირდაპირი მილსადენი არ არის, ყაზახეთიდან კონტეინერებით უნდა ჩამოვიდეს ნავთობი ბაქოში. შემდეგ, ბაქოდან ორი მიმართულებით წავა: „თბილისი-ბაქო-ჯეიჰანისა“ და „ბაქო-სუფსის“ ნავთობსადენებით. პირველ და მეორე ნავთობსადენსაც აქვს დაახლოებით 20%-იანი რეზერვი, რომ ნედლეულის დამატებითი რაოდენობა გაატაროს. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ყაზახეთის ნავთობის ევროპაში გადასაზიდად, აზერბაიჯანი-საქართველოს გავლით, ინფრასტრუქტურა მზადაა, ბუნებრივია, საქართველოც მიიღებს სარგებელს“, - აცხადებს არაბიძე. 27 ივლისს საქართველოს პრემიერის და სამთავრობო დელეგაციის ყაზახეთში ვიზიტისას რამდენიმე ხელშეკრულება გაფორმდა. მათ შორის ხელი მოეწერა ასევე ორი ქვეყნის რკინიგზას შორის შეთანხმებას, სარკინიგზო გადაზიდვების ხელშეწყობის და თანამშრომლობის კუთხით. „რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. საქართველოსა და ყაზახეთს შორის თანამშრომლობის მიმართულებით მთავარია სატრანზიტო ნაკადები. დღეს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველო და ე.წ შუა დერეფანი იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას და საქართველოთი დაინტერესებულია არამხოლოდ ყაზახეთი, არამედ ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნები. ასევე საუბარი შეეხო ბათუმში არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და მოდერნიზებას, იმისთვის, რომ საქართველომ უფრო მეტი მაღალი ღირებულების ტვირთის გატარება შეძლოს“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. ყაზახეთის მიზანია, რომ ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობა გაიზარდოს, - განაცხადა 15 ივლისს ყაზახეთის სატრანსპორტო კომიტეტის წარმომადგენელმა ყასიმ ტლეპოვმა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ყაზახეთის ნავთობის ევროპაში გადაზიდვის მეორე ალტერნატივად, „საქართველოს რკინიგზას“ განიხილავს. „მეორე ვარიანტია ყაზახეთის ნავთობპროდუქტების „საქართველოს რკინიგზით“ გადატანა. სქემა ასეთია - ნავთობპროდუქტები ყაზახეთის რკინიგზით ჩადის ბაქოში, შემდეგ ბაქოდან „საქართველოს რკინიგზის“ გავლით ევროპისკენ მიემართება. ეს ძირითადად „ბაქო-სუფსის“ მიმართულებიდან უნდა მოხდეს“, - აცხადებს გია არაბიძე Europetime-თან. Reuters-ის ცნობით, აზერბაიჯანულ მხარესთან ხელშეკრულება ყაზახური ნავთობის გადაზიდვის შესახებ აგვისტოს ბოლოს უნდა გაფორმდეს, ხოლო ნედლეულის გადაქაჩვა „ბაქო - თბილისი - ჯეიჰანის" მილსადენით ერთი თვის შემდეგ დაიწყება. თუმცა გამოცემა წერს, რომ ყაზახეთის ნავთობის გარკვეული მოცულობები „საქართველოს რკინიგზამ“ უკვე გადაზიდა. ამას გასულ კვირას „საქართველოს რკინიგზის “ მიერ გასაჯაროებული მონაცემებიც ადასტურებს. 2022 წლის პირველი ექვსი თვის შედეგების მიხედვით, რკინიგზამ ჯამურად 6.8 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა. გადაზიდვების მაჩვენებლები ჩინეთის, ყაზახეთის, შუა დერეფნისა და ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებით გაიზარდა. ტვირთების მიხედვით გადაზიდვები კი, შემდეგი სახეობის ტვირთებზე მაზუთზე, ნედლ ნავთობზე, მეთანოლზე, კარბამიდზე და შაქრის ნედლეულზე გაიზარდა. გია არაბიძე მიიჩნევს, რომ „ბაქო-თბილის-ჯეიჰანისა“ და „ბაქო-სუფსის“ ნავთობსადენებით, ყაზახეთის ნავთობის გადაზიდვას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება. „ესაა რეალური სქემა და მისი შესრულება შესაძლებელია. მთავარია ნავთობპროდუქტები ჩამოვიდეს ბაქოში, საიდანაც მისი გამოტანის საშუალება არსებობს. ესაა სწრაფი და იოლი გზა შუა აზიის ენერგორესურსების გადმოსაზიდად“. ყაზახეთი ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ინვესტორებს ეძებს ყაზახეთისთვის ტრანსკასპიური მარშრუტი მიმზიდველი მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთის სასამართლომ 5 ივლისს კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალით ყაზახური ნავთობის ექსპორტი აკრძალა. 6 დღეში კრასნოდარის სააპელაციო სასამართლომ ვერდიქტი შეცვალა და კომპანიას მხოლოდ ჯარიმა დააკისრა. ცნობილია, რომ „თენგიზი-ნოვოროსიისკის“ ნავთობსადენით ყაზახეთის ნავთობის 80% ქვეყნის გარეთ კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) მეშვეობით გადის. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი არ გამორიცხავს, რომ კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საკითხზე, ივლისში მომხდარი ინციდენტის გამო, ყაზახეთმა ახალი პროექტების განხორციელება გადაწყვიტოს. „ნოვოროსიისკის“ მარშრუტი ყაზახეთისთვის საიმედო აღარ არის. პირველ ეტაპზე მოხდება ყაზახეთის ნავთობპროდუტების „საქართველოს რკინიგზის“, „თბილისი ბაქო ჯეიჰანისა“ და „ბაქო-სუფსის“ ნავთობსადენებით გადაზიდვა. ყაზახეთის რესურსებიდან გამომდინარე აუცილებლად დაიწყება ფიქრი იმაზე, რომ პირდაპირი მილსადენი აშენდეს და შეუერთდეს „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ნავთობსადენს, რომლის გაძლიერებაც მისი გამტარუნარიანობიდან გამომდინარე შესაძლებელია. რაც შეეხება ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან გაზის ტრანზიტს, როგორც თურქმენეთის ასევე ყაზახეთის შემთხვევაში, აუცილებლად ასაშენებელია ახალო გაზსადენი, რომელიც კასპიის ზღვაზე გაივლის“, - აღნიშნა არაბიძემ.
ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრი: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენის გამოყენებით, ნავთობის გადაზიდვის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება
„ამ დროისთვის, ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროში არ არსებობს გეგმა, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანთან, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით“ ნავთობის გადაზიდვის საკითხი უნდა განვიხილოთ“, - ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ბოლატ აკჩულაკოვმა ადგილობრივ მედიას განუცხადა. „სამინისტროში, მსგავსი ხელშეკრულების გაფორმებისთვის გეგმა არ დევს. მე გავეცანი ამ სიახლეს და რეალურად არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ვაპირებთ, ხელი მოაწეროთ რაიმე სახის ნავთობის ტრანსპორტირების ხელშეკრულებას [BTC-ის მეშვეობით]. ასეთი ტექნიკური საკითხები ეროვნული კომპანიების დონეზე განიხილება, რადგან დგას ასეთი ამოცანა. მაგრამ არ მიდის საუბარი ხელშეკრულების გაფორმებაზე, სექტემბრიდან ნავთობის გადაზიდვაზე, როგორც ეს იყო ნათქვამი“, - განაცხადა აკჩაკულოვმა ატირაუში გამართულ ბრიფინგზე, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ. Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს მინისტრმა განმარტა, რომ შესაძლოა, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით“ ყაზახეთის ნავთობის გადაზიდვაზე მოლაპარაკებები ნაციონალური კომპანიების დონეზე მიდის, თუმცა „ცალსახაა, რომ ეს საკითხი ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროსთან უნდა შეთანხმდეს“. ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას, რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს. ამ საკითხთან დაკავშირებით Reuters-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა. წყარომ Reuters-თან განაცხადა, რომ ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Kazmunaigaz-ი (KMG) მოლაპარაკებას მართავს აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ის წარმომადგენლობასთან, რათა წელიწადში 1,5 მილიონი ტონა ყაზახური ნედლი ნავთობი აზერბაიჯანულმა მილსადენმა გაატაროს. ასევე წყაროს თქმით, საბოლოო კონტრაქტის გაფორმება აგვისტოს ბოლოს იგეგმება და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენის დატვირთვა ერთი თვის შემდეგ დაიწყება. „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე
Die Welt: ყაზახეთსა და საქართველოში შიშობენ, რომ პუტინის შემდეგი მსხვერპლნი იქნებიან Die Welt-ის სტატიის თანახმად, ყაზახეთსა და საქართველოში შიშობენ, რომ პუტინის შემდეგი მსხვერპლნი იქნებია. როგორც გამოცემის მასალაშია ნათქვამი, რუსულმა ელიტამ უკვე მიანიშნა აგრესიის მასშტაბების გაფართოებასა და სსრკ-ს „აღდგენის“ გეგმაზე. „პუტინმა არაერთხელ აღნიშნა ხაზგასმით, რომ საბჭოთა კავშირის დაშლას არამხოლოდ „ტრაგედიად“, არამედ „ისტორიული რუსეთის ნგრევადაც“ მიიჩნევს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში იმის მტკიცებულებაა, რომ კრემლის მეთაური წარსულში დაბრუნების სურვილს აშკარად გამოხატავს. ისტორიკოსი კარლ შლეგელი აღნიშნავს, რომ სერიოზულად უნდა იყოს აღქმული ისეთი რუსი მაღალჩინოსნის განცხადებები, როგორიცაა, დიმიტრი მედვედევი, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, რომელმაც წინა დღით განაცხადა, რომ ყოფილი საბჭოთა ყაზახეთი იყო „ხელოვნური სახელმწიფო“ და მხოლოდ რუსეთს შეეძლო იქ წესრიგის აღდგენა. მთავარმა პროპაგანდისტმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ პუტინის გზავნილი - „ჩვენ ჯერ არც კი დაგვიწყია“, მხოლოდ უკრაინისკენ არ იყო მიმართული. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ „მოსკოვის გაფრთხილებები“ სერიოზულად უნდა იყოს მიღებული და რუსეთის ფედერაციისთვის არ იქნება საკმარისი, უკრაინაში ომი და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნის „გასათავისუფლებლად" იღწვის“, - ნათქვამია სტატიაში. მედია აღნიშნავს, რომ ყაზახეთი თავის თავდაცვით შესაძლებლობებს რუსეთთან ომის შიშით აძლიერებს. გარდა ამისა, ნურ-სულთანმა მის საგარეო პოლიტიკას გადახედა და ამყარებს კონტაქტებს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა, შეერთებული შტატები, თურქეთი და ჩინეთი. ამავე დროს, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის ოლექსეი დანილოვის თქმით, რუსეთი თავისი აგრესიული ამბიციებით უკრაინაში არ გაჩერდება. სხვა ქვეყნები უკვე უნდა მოემზადონ პუტინის მოახლოებული თავდასხმისთვის.
ყაზახეთში ლიცენზირებული კრიპტობირჟები ამუშავდება
ყაზახეში, ასტანის საერთაშორისო საფინანსო ცენტრში, მალე ლიცენზირებული კრიპტობირჟები ამუშავდება. ამის შესახებ მედიას AIFC-ის ფინანსური მომსახურების რეგულირების კომიტეტის (AFSA) ფინანსური ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორმა იაგუბ ზამანოვა განუცხადა. AFSA-ამ ლიცენზია 6 კომპანიაზე გასცა, რათა ციფრული აქტივების პლატფორმის (კრიპტობირჟის) მართვისთვის ფინანსური მომსახურება უზრუნველყონ. აქედან 3 კომპანია 2022 წლის მარტიდანაა ლიცენზირებული. ამჟამად, კრიპტობირჟების უმეტესობა მოსამზადებელ სამუშაოს ასრულებს, რაც დამატებითი მოთხოვნებისა და პირობების შესრულებას უკავშირდება. კრიპტობირჟებმა უნდა უზრუნველყონ პრევენციული ზომები, რათა არ მოხდეს მათი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების მიზნით გამოყენება.
ყაზახურენოვან სკოლებში პირველი კლასიდან რუსული ენის შესწავლა უქმდება - ყაზახეთის განათლების მინისტრი
ყაზახეთში 2022 წლის სასწავლო წლიდან, სახელმწიფო სკოლებში პირველი კლასიდან რუსული ენის შესწავლა უქმდება. ამის შესახებ ყაზახეთის განათლების მინისტრმა ასხატ აიმაგამბეტოვმა განაცხადა, იუწყება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვებგვერდი. ასხატ აიმაგამბეტოვის თქმით, „სპეციალური კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ პირველკლასელებს უჭირთ ერთდროულად სამი ენის სწავლა. ამიტომ გადაწყდა, რომ სახელმწიფო სკოლებში გაკვეთილები ჩატარდეს მხოლოდ ყაზახურ ენაზე, ხოლო რუსულენოვან სკოლებში - ყაზახურ და რუსულ ენებზე“. ინგლისური ენის შესწავლა ყაზახეთის სკოლებში მესამე კლასიდან შემოვა.
სოჭში პუტინსა და თოყაევს შორის შეხვედრა გაიმართება
19 აგვისტოს, სოჭში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ყაზახეთის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომართ თოყაევის შეხვედრაა დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა. თოყაევი პუტინის თანდასწრებით: არც ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს ვცნობთ და არც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის „დამოუკიდებლობას“ „უმაღლეს დონეზე რეგულარული დიალოგის გაგრძელებისას, დაგეგმილია სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის რუსეთ-ყაზახეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხების განხილვა“, - ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში. Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს მანამდე, ყასიმ-ჟომართ თოყაევი აზერბაიჯანს ეწვევა.
ყაზახეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანს ეწვევა
ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი აზერბაიჯანს ეწვევა, იუწყება APA. მისივე ცნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დღეს ყასიმ-ჟომართ თოყაევს ტელეფონით დაუკავშირდა. ვიზიტის დღის წესრიგში შედის ყაზახეთ-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების საკითხები. ყურადღება გამახვილდება სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ლოგისტიკის, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გააქტიურებაზე. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე ორმხრივ დოკუმენტზე ხელმოწერა.
ჩინეთის სახელმწიფო კონგლომერატი Genertec-ი ყაზახეთში რეგიონულ ოფისს გახსნის
ჩინეთის სახელმწიფო კონგლომერატმა Genertec-მა ყაზახეთში ოფისის გახსნის გეგმების შესახებ განცხადა. ინფორმაციას Astana Times ავრცელებს. შეხვედრისას ჩინურმა მხარემ ხაზი გაუსვა კომპანიის მიზანს, გააფართოოს „KAZAKH INVEST“-ის პლატფორმის გამოყენება შესაბამის სფეროებში პროექტების განსახორციელებლად. განიხილება ერთობლივი პროექტები ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით. „გთავაზობთ, მონაწილეობა მიიღოთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურისა და მულტიმოდალური სატრანსპორტო გზების განვითარებაში, რომელიც ჩინეთს ევროპასა და ახლო აღმოსავლეთთან აკავშირებს“, - განაცხადა კომპანია KAZAKH INVEST-ის თავმჯდომარის მოადგილემ. Genertec-ი ჩინეთის სახელმწიფო კონგლომერატია, რომელიც მოიცავს ინჟინერიის, მანქანათმშენებლობის, ფარმაცევტული პროდუქტების, სამშენებლო და განახლებადი ენერგიის სფეროებს. მისი წლიური ბრუნვა 25 მილიარდ დოლარზე მეტია. ცნობისთვის, „KAZAKH INVEST“-ი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, ყაზახეთის მთავრობის მიერ დაარსებული კომპანიაა.
რუსეთი და ყაზახეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ
რუსეთი და ყაზახეთი, კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის შეთანხმების ფარგლებში, ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ. ამის შესახებ, სოჭში, ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. სოჭში რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს ვლადიმერ პუტინმა და ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, სოჭის შეხვედრის ღია ნაწილში, განცხადებები გააკეთეს. „რუსეთსა და ყაზახეთს შორის სასაქონლო ბრუნვა გასულ წელს 34,4 პროცენტით გაიზარდა. 2022 წელს, პირველი ხუთი თვის განმავლობაში, ტვირთბრუნვა თითქმის 9, - 8,8 პროცენტით გაიზარდა. ინვესტიციები ორივე მხრიდან იზრდება: რუსულმა ინვესტიციების მოცულობამ ჩემი აზრით, ყაზახეთში $17 მილიარდს მიაღწია. ყაზახური ინვესტიციები რუსეთში - დაახლოებით $4,5 მილიარდს შეადგენს. რუსეთი ყაზახეთის სავაჭრო და ეკონომიკურ პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა. ჩვენ ასევე ვავითარებთ დიდ კარგ პროექტებს, ვმუშაობთ მაღალტექნოლოგიურ სფეროებში, მათ შორის კოსმოსში. ზოგადად, მუშაობა საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს ყველა მიმართულებით, პოზიტიურად“, - განაცხადა პრეზიდენტმა პუტინმა. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ 2022 წელი ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია: „ეს წელი განსაკუთრებულია. ჩვენ ოქტომბერში აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს. ამ თარიღისთვის არაერთი სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. აქტიურად მუშაობენ ჩვენი სამინისტროები და დეპარტამენტები. სამთავრობათაშორისო კომისია აქტიურად მუშაობს, საგარეო საქმეთა სამინისტროები, თავდაცვის სამინისტროები ერთობლივად ამზადებენ სხვადასხვა ღონისძიებებს, მათ შორის ერთობლივ წვრთნებს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის შეთანხმების ფარგლებში“. თავის მხრივ ყასიმ ჟომართ თოყაევმა, ვლადიმერ პუტინს თბილი დახვედრისთვის მადლობა უთხრა. „გასულ წელს ვაჭრობის მოცულობამ 24,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლის მიხედვით, რუსეთი ჩვენს სავაჭრო ბრუნვაში პირველ ადგილზეა. წელს კი ვაჭრობა საკმაოდ წარმატებით ვითარდება. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების ძირითად პლატფორმებზე. წელს დსთ-ს თავმჯდომარეობს ყაზახეთი, ოქტომბერში გაიმართება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტი. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს თქვენს პირად მონაწილეობაზე, მით უმეტეს, რომ რუსეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. ეს ნამდვილად არის ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საერთაშორისო ფორმატში“. „ყაზახეთსა და რუსეთს მსოფლიოში ყველაზე გრძელი სახმელეთო საზღვარი აქვთ. ეს საზღვარი სრულად არის განსაზღვრული“, - დასძინა ყაზახეთის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა, სოჭში 19 აგვისტოს გაიმართა.
ტაჯიკეთი ყაზახეთში სპილენძის მადნის ექსპორტს ზრდის
ტაჯიკეთმა 2022 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, ყაზახეთში სპილენძის მადნის ექსპორტი გაზარდა. იტყობინება ტაჯიკეთის საბაჟო სამსახური. სტატისტიკური მონაცემებით, ტაჯიკური სპილენძის მადნის ექსპორტმა ყაზახეთში 2022 წლის პირველ ნახევარში 87,2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექვსჯერ მეტია (14 მილიონი აშშ დოლარი). ამავდროულად, ტაჯიკეთის ექსპორტის მთლიანმა ღირებულებამ ყაზახეთში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 245,1 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 51,3 პროცენტით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (161,6 მილიონი აშშ დოლარი).
ყაზახეთმა შესაძლოა, ურანის ექსპორტისთვის ტრანსკასპიური დერეფანი გამოიყენოს
ყაზახეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის პორტში დაბრკოლებების შემთხვევაში, (რომელიც ყაზახური ურანის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის მთავარი მარშრუტია), შესაძლოა ურანი ტრანსკასპიური დერეფნის გამოყენებით გადაზიდონ. „კაზატომპრომის“ მმართველის მოადგილემ, ერკან მუკანოვმა განაცხადა, რომ კომპანია აპირებს ზომების მიღებას, რადგან ურანის ექსპორტის კუთხით, შესაძლოა, გარკვეული რისკები გაჩნდეს. მუკანოვმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, ურანსა და ატომის სექტორებზე ჯერ არ ვრცელდება, მაგრამ „კაზატომპრომი“ ნებისმიერი სცენარისთვის ემზადება. მან აღნიშნა, რომ მიღებულია სიფრთხილის ზომები იმ შემთხვევაში, თუ სანქტ-პეტერბურგის პორტი, რომელიც ცნობილია, როგორც ყაზახური ურანის ექსპორტის მთავარი მარშრუტი, რაიმე მიზეზით ვერ მოემსახურება ტვირთებს. „ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ ალტერნატიულ მარშრუტს – ტრანსკასპიის დერეფანს, რომელიც არ გადის რუსეთის ტერიტორიაზე“, – განაცხადა მუკანოვმა. ყაზახეთი 2024 წელს ურანის წარმოებას 25 ათასი ტონაზე შეინარჩუნებს. მუკანოვმა განაცხადა, რომ 2022 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანაში 10 ათას 70 ტონა ურანი მოიპოვეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით ნაკლებია. მან აღნიშნა, რომ 2024 წელს ურანის წარმოება 25-25,5 ათასი ტონის დონეზე იგეგმება.
რუსული „სბერბანკი“ ყაზახეთის ბაზარს ტოვებს
რუსული ფინანსური ჯგუფი „სბერბანკის“ აქციები ყაზახეთში, ადგილობრივმა ნაციონალურმა Baiterek ჰოლდინგმა იყიდა. ევროკავშირი „სბერბანკის“ წინააღმდეგ სანქციების გაფართოების ინიციატივით გამოდის - Bloomberg სბერბანკმა ყაზახეთის ბაზრის დატოვების გადაწყვეტილება შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე მიიღო. ლონდონში რუსული „სბერბანკის“ ფილიალი გაკოტრდა ბანკში აღნიშნეს, რომ „სბერბანკ ყაზახეთს“ აქვს საკმარისი ლიკვიდობა, მაღალი ხარისხის საკრედიტო პორტფელი და მრავალი წლის განმავლობაში იყო ყაზახეთის ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე. ფინეთის ექს-პრემიერი ესკო აჰო რუსული „სბერბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ტოვებს „სბერბანკი ყაზახეთის“ შეძენის გადაწყვეტილების მიღებისას, Baiterek ჰოლდინგმა შეაფასა მისი მაღალი მნიშვნელობა ქვეყნის ფინანსური სისტემისთვის. ბანკის საკუთრებაში არსებული თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიები ფინანსურ ინსტიტუტს საშუალებას მისცემს მოკლე დროში დაუბრუნდეს სრულფასოვან მუშაობას და დაიწყოს ყაზახეთის ეკონომიკის რეალური სექტორის დაფინანსება“, - ნათქვამია ანგარიშში.
ყაზახეთს რუსულ მარშრუტზე ნავთობის გადაზიდვის პრობლემა აქვს. შესაძლოა, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანზე“ კონტრაქტი დაჩქარდეს
კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) მეშვეობით მსოფლიო ბაზარზე ყაზახური ნავთობის მიწოდება შესაძლოა, 15 მილიონ ტონამდე შემცირდეს. რუსული მედიის ცნობით, ამის მიზეზად კონსორციუმმა ნოვოროსიისკში ნავთობის ორი ნავმისადგომის დაზიანება დაასახელა. ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის მთავარ მარშრუტზე, კასპიის მილსადენის კონსორციუმს (CPC) ნავთობსადენი, ნოვოროსიისკის ტერმინალში ტექნიკური პრობლემები, წელს მეოთხედ ექმნება და იძულებულია, გადაზიდვა შეზღუდოს. რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ქარიშხლის სეზონის დაწყებიდან კონტრაქტორის არჩევის გამო, აღდგენითი სამუშაოები შესაძლოა, გაზაფხულამდე გადაიდოს. ამ ყველაფერმა შეიძლება, გამოიწვიოს ის ფაქტი, რომ მსოფლიო ბაზარი ყაზახეთიდან 15 მილიონ ტონაზე ნაკლებ ნავთობს მიიღებს. ცნობისთვის, CPC ყაზახეთის ნავთობის მთავარი საექსპორტო მარშრუტია. ამ წლის სატუმბი გეგმა 67 მილიონი ტონაა. მოცულობების ძირითად ნაწილს აწვდის გიგანტური „თენგიზის საბადოს“ ოპერატორი Tengizchevroil, სადაც ყველაზე დიდი წილს ამერიკული Chevron-ი ფლობს. თავად CPC-ის აქციონერები არიან რუსეთი (31%), ყაზახეთი (20,75%), Chevron (15%), LUKARCO B.V. (12,5%), Mobil Caspian Pipeline Company და Rosneft-Shell Caspian Ventures (7,5%), BG Overseas Holding და Eni International (თითო 2%) და Oryx Caspian Pipeline LLC (1,75%). რა ალტერნატივა აქვს ყაზახეთს ყაზახეთს შეუძლია, მინიმუმამდე დაიყვანოს დანაკარგები CPC-ის შემცირებული გამტარუნარიანობის გამო ნავთობის რუსულ სისტემაში გადამისამართებით და მისი ექსპორტით ბალტიისპირეთის პორტებით. ყაზახური ნავთობის ტრანსნეფტის სისტემაში გადამისამართების უფასო სიმძლავრეები შეადგენს დაახლოებით, 20 მილიონ ტონას წელიწადში. ალტერნატიული მარშრუტი გულისხმობს ყაზახური ნავთობის მიწოდებას კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანში ტანკერებით, შემდეგ კი, მის ექსპორტს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით. ზაფხულში ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობას ნავთობის საექსპორტო ალტერნატიული მარშრუტების შესწავლა დაავალა, რომელითაც ყაზახური ნავთობის ექსპორტი რუსეთს გვერდის ავლით უნდა განხორციელდეს. ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრი: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენის გამოყენებით, ნავთობის გადაზიდვის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება მოგვიანებით, ნურ-სულთანმა თქვა, რომ ეს ღონისძიება არ იყო მიმართული მოსკოვის წინააღმდეგ და 12 აგვისტოს ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ბოლატ აკჩულაკოვმა განაცხადა, რომ KazMunayGas არ აპირებს აზერბაიჯანთან ხელშეკრულების გაფორმებას ნავთობის ტრანსპორტირებისთვის. მიუხედავად ამისა, 16 აგვისტოს Kazmunaigas-ის ხელმძღვანელი მაგზუმ მირზაგალიევი ჩავიდა ბაქოში, სადაც აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია Socar-ის ხელმძღვანელს როვშან ნაჯაფს და „კომპანიებს შორის თანამშრომლობის საკითხი ტრანსკასპიური ინფრასტრუქტურის განვითარების ჭრილში განიხილა". Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს ყაზახეთიდან, საქართველოს გავლით დამატებითი ტრანზიტული ნაკადების მოზიდვაზე, მედიასთან ყაზახეთში ვიზიტის შემდგეგ პირველი კომენტარი, ვიცეპრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გააკეთა. „ყაზახეთიდან, საქართველოს გავლით დამატებითი ტრანზიტული ნაკადების მოზიდვაზე, ე.წ. შუა დერეფანში (ტრანსკაპიურ დერეფანში) სამინისტრო და მთავრობა, ინტენსიურად მუშაობს“, - განაცხადა დავითაშვილმა. მანამდე Europetime-ს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გია არაბიძემ განუცხადა, რომ ყაზახეთის ნავთობის „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსის“ ნავთობსადენებით გადაზიდვა რეალურად შესაძლებელია. გაეცანით Europetime-ის სტატიას „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე
ალიევი: ყაზახეთი და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან არამხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც
ყაზახეთი და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები არიან არამხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 24 აგვისტოს აზერბაიჯანულ-ყაზახურ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ყაზიმ ჟომართ თოყაევის დღეს ვიზიტის ფარგლებში გაიმართა დეტალური მოლაპარაკებები ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე, რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, საერთაშორისო პრობლემებზე, ხელი მოეწერა მრავალ დოკუმენტს. ალიევის თქმით, 20-ზე მეტი დოკუმენტი გაფორმდა შესაბამის სტრუქტურებს შორის. „ეს ქმნის უფრო ფართო სამართლებრივ საფუძველს ჩვენს ურთიერთობებში. რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტებს შორის მინდა განსაკუთრებით გამოვყო ახლახან ხელმოწერილი დეკლარაცია ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული ურთიერთობების განმტკიცებისა და ალიანსური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ. ამ დეკლარაციის სახელწოდება მიუთითებს დოკუმენტის მნიშვნელობაზე. ჩვენ ვართ არამხოლოდ სტრატეგიული პარტნიორები, არამედ მოკავშირეებიც. რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს და ჩვენ მზად ვართ ამ პასუხისმგებლობისთვის, დეკლარაცია შეიცავს ჩვენი თანამშრომლობის ბევრ ასპექტს და რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული საფუძველი იქნება ჩვენი მომავალი საქმიანობისთვის“, - აღნიშნა ალიევმა.
ყაზახეთის პრეზიდენტი: ყაზახეთი და აზერბაიჯანი ეფექტიანად მოქმედებენ საერთაშორისო ასპარეზზე
„მე ჩამოვედი ბაქოში სპეციალური მისიით - ავიყვანოთ ჩვენი თანამშრომლობა ახალ დონეზე. სასიხარულოა, რომ ბოლო წლებში ვაჭრობის მოცულობა პრაქტიკულად სამჯერ გაიზარდა. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის თვითკმაყოფილების მიზეზი. რადგან, ჩემი აზრით, ჯერ კიდევ არის გამოუყენებელი შესაძლებლობები ვაჭრობის გაზრდისთვის“, - განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 24 აგვისტოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გაფართოებულ შეხვედრაზე. ის მიიჩნევს, რომ ქვეყნების მთავრობებმა უნდა იმუშაონ ხსენებული მიმართულებით, რათა უახლოეს მომავალში ვაჭრობის მოცულობა მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს. „თქვენ სამართლიანად აღნიშნეთ, რომ ყაზახეთი და აზერბაიჯანი ეფექტიანად ურთიერთობენ ერთმანეთთან საკვანძო საერთაშორისო ასპარეზზე – პირველ რიგში, გაეროში, ეუთოში და თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციაში. ამ მხრივ, ჩვენს ქვეყნებს შორის არანაირი პრობლემა არ არსებობს. ასევე სასიხარულოა, რომ ჩვენი ქვეყნების პარლამენტები მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ახლანდელ პირობებში“, - დაამატა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
„ყაზმუნაიგაზის“ წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ნურ-სულთანი და ბაქო ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების საკითხს განიხილავენ
ნურ-სულთანი და ბაქო, ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების შესალო მარშრუტებს განიხილავენ. ამის შესახებ დღეს, ბრიფინგზე ყაზახეთის ნაციონალური კომპანიის „ყაზმუნაიგაზის“ ფინანსური მმართველის მოადგილემ დაურენ კარაბაევმა განაცხადა. „აზერბაიჯანულ მხარესთან ყაზახური ნავთობის შესაძლო ტრანსპორტირების შესახებ დისკუსიები მიმდინარეობს სხვადასხვა დონეზე, მათ შორის სახელმწიფო დონეზე და ეროვნული კომპანიების დონეზე. დეტალები ჯერ კიდევ შესათანხმებელია. აზერბაიჯანულ მხარესთან შეთანხმების მიღწევის შესახებ უფრო დეტალურად გავაცნობთ ინფორმაციას“, - განაცხადა კარაბაევმა. მისივე თქმით, აზერბაიჯანს აქვს ორი ნავთობსადენი: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და „ბაქო-სუფსა“, რომელთაც გამოყენება ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებისთვის შესაძლებელია“. ზაფხულში ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობას ნავთობის საექსპორტო ალტერნატიული მარშრუტების შესწავლა დაავალა, რომელითაც ყაზახური ნავთობის ექსპორტი რუსეთს გვერდის ავლით უნდა განხორციელდეს. ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრი: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენის გამოყენებით, ნავთობის გადაზიდვის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება ყაზახეთს რუსულ მარშრუტზე ნავთობის გადაზიდვის პრობლემა აქვს. შესაძლოა, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანზე“ კონტრაქტი დაჩქარდეს მოგვიანებით, ნურ-სულთანმა თქვა, რომ ეს ღონისძიება არ იყო მიმართული მოსკოვის წინააღმდეგ და 12 აგვისტოს ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ბოლატ აკჩულაკოვმა განაცხადა, რომ KazMunayGas არ აპირებს აზერბაიჯანთან ხელშეკრულების გაფორმებას ნავთობის ტრანსპორტირებისთვის. მიუხედავად ამისა, 16 აგვისტოს Kazmunaigas-ის ხელმძღვანელი მაგზუმ მირზაგალიევი ჩავიდა ბაქოში, სადაც აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია Socar-ის ხელმძღვანელს როვშან ნაჯაფს და „კომპანიებს შორის თანამშრომლობის საკითხი ტრანსკასპიური ინფრასტრუქტურის განვითარების ჭრილში განიხილა". Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს ყაზახეთიდან, საქართველოს გავლით დამატებითი ტრანზიტული ნაკადების მოზიდვაზე, მედიასთან ყაზახეთში ვიზიტის შემდგეგ პირველი კომენტარი, ვიცეპრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გააკეთა. „ყაზახეთიდან, საქართველოს გავლით დამატებითი ტრანზიტული ნაკადების მოზიდვაზე, ე.წ. შუა დერეფანში (ტრანსკაპიურ დერეფანში) სამინისტრო და მთავრობა, ინტენსიურად მუშაობს“, - განაცხადა დავითაშვილმა. მანამდე Europetime-ს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გია არაბიძემ განუცხადა, რომ ყაზახეთის ნავთობის „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსის“ ნავთობსადენებით გადაზიდვა რეალურად შესაძლებელია. გაეცანით Europetime-ის სტატიას „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე
ყაზახეთმა სამხედრო ნაწარმის ექსპორტი შეაჩერა
ყაზახეთი სამხედრო პროდუქციის ექსპორტს 2023 წლის აგვისტოს ბოლომდე შეაჩერებს. ამის შესახებ ინფორმაცია რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურმა გავრცელა. „გადაწყვეტილება თავდაცვის ინდუსტრიის საკითხთა კომისიის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ალიხან სმილოვი ხელმძღვანელობდა“, ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის განცხადებაში. „მონაწილეებმა 2023 წლის აგვისტოს ბოლომდე, მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს წინადადება იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და სამხედრო პროდუქციის ექსპორტის შეჩერების საკითხი განიხილეს. ამ წინადადებას მხარი კომისიის წევრებმა დაუჭირეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ყაზახეთი, რუსეთიდან გასული 250 დასავლური კომპანიის რელოკაციაზე მუშაობს
ყაზახეთის ხელისუფლება, 250 დასავლური კომპანიის თავის ბაზარზე გადაყვანაზე მუშაობს, რომლებმაც რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დატოვეს. ამის შესახებ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმილოვმა განაცხადა. მისი თქმით, 45 უცხოურმა კომპანიამ უკვე გადაწყვიტა ყაზახეთის ბაზარზე შესვლა. „ახლა ვახორციელებთ გადაადგილების სამუშაოებს. კერძოდ, 250-ზე მეტი კომპანია, რომლებმაც დატოვეს რუსული ბაზარი, ძირითადად დასავლური კომპანიებია, რომლებიც არასასაქონლო სექტორებში საქმიანობდნენ. ჩვენ შევადგინეთ სამიზნე სია, მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ყაზახეთი დაინტერესებულია, რათა, ჩვენს ბაზარზე სამუშაოდ ჩამოვიდნენ“, - განაცხადა სმილოვმა. პრემიერი მიიჩნევს, რომ ეს ყაზახეთში საინვესტიციო პროექტებს გაზრდის. მისი თქმით, ყაზახეთის ხელისუფლებამ თითოეული კომპანიისთვის სამუშაო ჯგუფები შექმნა, რათა მათ გადაადგილებაში დაეხმარონ. კომპანიებს შორის, რომლებიც გეგმავენ ყაზახეთში ჩამოსვლას, სმილოვმა Skoda, GE Healthcare, Philips-ი დაასახელა. Honeywell-მა უკვე გახსნა თავისი წარმოება ალმათიში. ივლისში ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, მთავრობას დაავალა უცხოური ბიზნესის ყაზახეთში გადატანისთვის ხელსაყრელი პირობები მოამზადოს.
ყაზახეთის პრეზიდენტმა 2022 წლის შემოდგომაზე რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა
სამართლიანი ყაზახეთის მშენებლობის გზაზე კარდინალური და ყოველმხრივი რეფორმების წარმატებული რეალიზებისთვის აუცილებელია მოსახლეობის ნდობის ახალი მანდატი, - ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 2022 წლის შემოდგომაზე რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა. მისივე თქმით, მზად არის შეამციროს საკუთარი უფლებამოსილების ვადა. „სამართლიანი ყაზახეთის მშენებლობის გზაზე კარდინალური და ყოველმხრივი რეფორმების წარმატებული რეალიზებისთვის აუცილებელია მოსახლეობის ნდობის ახალი მანდატი. ჩემთვის სახელმწიფოს ინტერესები ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ მზად ვარ, შევამცირო ჩემი უფლებამოსილების ვადა და რიგგარეშე არჩევნებზე ვიყარო კენჭი“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა. ამასთან, თოყაევი გამოვიდა ინიციატივით, საპრეზიდენტო ვადა 5-დან 7 წლამდე გაიზარდოს, მეორე ვადით არჩევა კი აიკრძალოს. მისივე თქმით, 2023 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც უნდა გაიმართოს. ყაზახეთში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების კი, 2025 წელს იყო დაგეგმილი. თოყაევი ხელისუფლებაშია 2019 წლიდან. თოყაევმა ყაზახეთში იანვარში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების ამნისტიაც გამოაცხადა. ამნისტია მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებულებს არ შეეხებათ.
თოყაევი ვადამდელ არჩევნებზე კენჭისყრას გეგმავს
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 2022 წლის შემოდგომაზე რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ განაცხადა. „სამართლიანი ყაზახეთის შექმნის გზაზე ფუნდამენტური და ყოვლისმომცველი რეფორმების წარმატებით განხორციელებისთვის, საჭიროა მოსახლეობის ნდობის ახალი მანდატი“, - განაცხადა თოყაევმა, რომელიც კენჭისყრას ისევ გეგმავს. მისივე თქმით, 2023 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც უნდა გაიმართოს. ყაზახეთის პრეზიდენტმა იანვარში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების ამნისტიაც გამოაცხადა. მისივე განმარტებით, ამნისტია მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებულებს არ შეეხებათ. ყაზახეთში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების კი, 2025 წელს იყო დაგეგმილი. თოყაევი ხელისუფლებაშია 2019 წლიდან.
ყაზახეთის ჩრდილოეთში ტყის ხანძრების გამო, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
ყაზახეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ტყის ხანძრების გამო, 1000-მდე მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის არეალი ფართოვდება და რეგიონში მდებარე ნავთობის ბაზას უახლოვდება. ინფორმაციას ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. რეგიონში ჰაერის ტემპერატურა 38 გრადუსს აღწევს. ძლიერი ქარის შედეგად, ცეცხლი სწრაფად ვრცელდება. ამ დროისთვის განადგურებულია 3 000 ჰექტარი ტყის მასივი. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელმა იური ილიინმა ხელისუფლება სოფელ ამანკარაგაის მახლობლად ნავთობის საცავში ხანძრის გავრცელების საშიშროების შესახებ გააფრთხილა. იმავდროულად, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი კოსტანის რეგიონში სამუშაო ვიზიტის დროს გეგმავს ეწვიოს ოპერატიული შტაბს და ტყის ხანძრის ლიკვიდაციისთვის გატარებულ ღონისძიებებს გაეცნოს.
ყაზახეთი, საქართველოსა და კიდევ სამი ქვეყნის პორტში ტერმინალური ქსელების შექმნას განიხილავს
ყაზახეთი, საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანისა და თურქეთის პორტებში შიდა ტერმინალური ქსელების შექმნის საკითხს განიხილავს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ, მთავრობის სხდომაზე ყაზახეთის ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა კაირბეკ უსკენბაევმა განაცხადა. მისი თქმით, გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ყაზახეთი სატრანზიტო პოტენციალის კიდევ უფრო განვითარებას აპირებს. კერძოდ, ქვეყნის ხელისუფლება გეგმავს: ყაზახეთის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის განვითარების კონცეფციის შემუშავება 2030 წლამდე; სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და მოდერნიზაციის პროექტების განხორციელება; ყაზახეთი გეგმაშია უზრუნველყოს მეზობელ სახელმწიფოებთან სახელმწიფო საზღვარზე საგუშაგოების განვითარება; ამასთან, ყაზახეთის მიზანია ერთიანი ციფრული დერეფნის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს სატრანსპორტო დოკუმენტების უწყვეტ გაცვლასა და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომას.
ყაზახეთი უცხოელი ბიზნესმენებისთვის „საინვესტიციო ვიზას“ შემოიღებს
ყაზახეთი უცხოელი ბიზნესმენებისთვის „საინვესტიციო ვიზას“ შემოიღებს. ამის შესახებ ყაზახეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრმა ალიბეკ კუანტიროვმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. საინვესტიციო ვიზას ის უცხოელი ბიზნესმენი მიიღებს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაში, ერთბაშად $300 000 ინვესტიციას განახორციელებს. ხელისუფლება საიმიგრაციო კანონში ცვლილებებს ამზადებს. მინისტრის თქმით, უცხოელი ბიზნესმენებისთვის „საინვესტიციო ვიზის“ შემოღება, სახელმწიფოს მეთაურის მიმართვის საფუძველზე, „სამართლიანი სახელმწიფოს“ განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტის ფარგლებშია გათვალისწინებული. გეგმის პროექტი შედგება 109 სისტემური და დარგობრივი ღონისძიებების ერთობლიობისაგან, რომელიც 6 მიმართულებით უნდა განვითარდეს. პროექტი მიზნად ისახავს ეკონომიკის სტაბილურობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და მოქალაქეთა კეთილდღეობის ხარისხობრივ ზრდას. პროექტის ფარგლებში „სტრატეგიული ინვესტიციები ქვეყნის მომავალში“ მიმართულებით 37 ღონისძიება განხორციელდება.
რა ტვირთებზეა გათვლილი და როდის განახორციელებს ყაზახეთი საქართველოში შიდა ქსელური ტერმინალების პროექტს
ყაზახეთი ნავთობპროდუქტებისა და გაზის ბაზრების დივერსიფიცირებასთან ერთად, გეგმავს, რომ შავი ზღვით მსოფლიო ბაზარზე, უფრო მეტი საკონტეინერო და სხვა ტიპის ტვირთი გაიტანოს. გასულ კვირას, ყაზახეთის ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა კაირბეკ უსკენბაევმა განაცხადა, რომ მთავრობა საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანისა და თურქეთის პორტებში შიდა ტერმინალური ქსელების შექმნის საკითხს განიხილავს. Europetime-თან ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილი აცხადებს, რომ ამ პროექტის განხორციელება რეალურია. სამშენებლო ტენდერი 2023 წლის ბოლომდე გამოცხადდება, ხოლო ამ პროექტის სავარაუდო ჯამური ღირებულება $85 მილიონამდეა. საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანისა და თურქეთის პორტებში შიდა ტერმინალური ქსელების შექმნაზე განცხადება, ყაზახეთის ინფრასტრუქტურის მინისტრმა გააკეთა. ეს ყველაფერი ემსახურება ინფრასტრუქტურის გაძლიერებასა და შესაბამისობაში მოყვანას, რაც ყაზახეთიდან დასავლეთის მიმართულებით სატრანზიტო დერეფანში ტვირთების დივერსიფიკაციისთვისაა საჭირო. ვგულისხმობ ტრანსკასპიური დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდას, რაც დღეს პრობლემაა. ამ მხრივ ხარვეზებია ყაზახეთის ინფრასტრუქტურაშიც, ასევე პრობლემები აქვს საქართველოსა და აზერბაიჯანის ინფრასტრუქტურას. ET: რა უპირატესობა აქვს და როდის შეიძლება განახორციელოს ყაზახეთმა შიდა ტერმინალური ქსელების პროექტი? საუბარია ფოთის პორტზე, თუმცა პროექტის დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, რადგან დიზაინი შემუშავების პროცესშია. თუმცა ყაზახეთისგან ამის გაცხადება, იმას ნიშნავს, რომ სურს პროცესის თანამმართველი იყოს. როგორც თავის დროზე ბათუმის ნავთობტერმინალი შეიძინეს და თავისი ნავთობის დივერსიფიკაციისთვის არხი შექმნეს, ამ ჭრილში სხვადასხვა ტვირთების დივერსიფიკაცია ერთიან ტერმინალში განიხილება. თუმცა ეს ჯერ იდეაა და მიმდინარეობს დაგეგმარების პროცესი. ამაზე კონკრეტიკა ახლა მიზანშეწონილი არ არის. ET: პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ აპირებს ყაზახეთის ნავთობპროდუქტებისა და გაზის ბაზრის დივერსიფიცირებასა და ევროპის ბაზარზე გასვლას. საუბარია ყაზახური ნავთობის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენში ჩატვირთვაზე. ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ შესაძლოა, ახალი ნავთობსადენიც აშენდეს. თუმცა ყაზახეთი საკმაოდ ფრთხილად ლაპარაკობს სამომავლო პროექტებზე. ყველაზე მთავარი რაც მოხდა ისაა, რომ ყაზახეთმა მტკიცე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. ამ ქვეყანას სატრანსპორტო დერეფნების დივერსიფიკაცია სჭირდება. ერთ-ერთია ტრანსკასპიური დერეფანი, სადაც აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან. ეს არის ყაზახეთის საკმაოდ თამამი ნაბიჯი. ET: თუ ფლობთ უფრო ახალ ინფორმაციას, ან თუ არის ცნობილი, უფრო აქტიურად ამ მიმართულებით როდის დაიძვრება პროცესი? როდის და როგორ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, რადგან ინფრასტრუქტურა სასურველ გეგმებთან შეუსაბამოა. ამიტომ პატარა ნაბიჯებიც რომ გადაიდგას და 5-10 წელიწადში მოხდეს იმ ტვირთების მოცულობის გაორმაგება, რაც დღეს ტრანსკასპიურ დერეფანში მოძრაობს, ესეც სერიოზული ნაბიჯია. ET: რა შეუსაბამობაზეა საუბარი და რატომ არ გადაწყდა ეს პრობლემები ამ დრომდე? აქამდე ეს პრობლემები არ წყდებოდა, რადგან ყაზახეთის მხრიდან არ იყო პოლიტიკური ნება. ყაზახეთის როლი მნიშვნელოვანია, რადგან აქ ფორმირდება ტვირთები და ეს ქვეყანაა ჩინური ტვირთების გამტარიც. რადგან ეს გადაწყვეტილება მიღებულია, ჩვენი სურვილია, რომ საქართველოზე მეტმა ტვირთმა გაიაროს. იწყება სხვადასხვა პროექტები, იხსნება კერძო ტერმინალები. ასევე იგეგმება სახელმწიფო პროექტების განხორციელება ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებით. ეს პროექტები უკვე ინტენსიურად არის ყაზახეთის მთავრობის ყურადღების ქვეშ. შესაბამისად ეს მიეხმარება საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც, რომ რიგი გადაწყვეტილებები ამ პროექტებთან მიმართებით უფრო სწრაფად მიიღონ, რადგან ნებისმიერ პროექტს სტაბილური მიწოდება და კონკრეტული რაოდენობის ტვირთი სჭირდება. ეს გადაწყვეტილება მიღებულია და მის აღსრულებაზე მიდის მუშაობა. საქართველოს პორტებშიც იგეგმება გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ქსელური ტერმინალი მხოლოდ ნაწილია. საგულისხმოა, რომ ეს პროექტები ადრე იყო ჩაფიქრებული თუმცა, მანამდე არ იყო ყაზახეთის პოლიტიკური ნება და შესაბამისად, რთული იყო მათი განხორციელება. ახლა კი გარკვეული პროექტები სწრაფად დაიწყება, ზოგი კი დაიგვიანებს. თუმცა ჯამში, პროცესი დაძრულია. პოლიტიკური ნება ყველა ქვეყანას აქვს და უმოკლეს დროში, ამ მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგმება. ET: ქსელური ტერმინალების პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ამ ტერმინალით რა ტვირთები გადაიზიდება? ამ შემთხვევაში არ არის საუბარი ნავთობტერმინალზე, არამედ აქ სხვა ტვირთები გაივლის. თუმცა, მომავალში არ გამოვრიცხავ, რომ ამ მიმართულებითაც გაკეთდეს აქცენტი. ეს ტერმინალი, რა პროექტზეც ახლა ყაზახეთი საუბრობს, საკონტეინერო და სხვა ტიპის ტვირთებს მოემსახურება, რომლის გადაზიდვის ინფრასტრუქტურა დღეს არ არსებობს. ტვირთები ფოთის პორტის ყაზახურ ტერმინალში კასპიის ზღვით და შემდეგ შუა დერეფნის გავლით მოხვდება. სამიზნეა შავი ზღვით გავლით მსოფლიო ბაზარზე წვდომა. ET: სატრანზიტო ფუნქციის გარდა, კიდევ რა მიმართულებით არის საქართველო ყაზახეთისთვის მიმზიდველი? ყაზახეთისთვის ამ შემთხვევაში ყველაზე კრიტიკულია მსოფლიო ბაზრებზე ტვირთების გატანა. დანარჩენი უკვე კომერციული ნაწილია... ტურიზმი და ა.შ. საქართველო ყაზახეთისთვის დიდი ბაზარი არ არის და ამ კუთხით ვერ დავაინტერესებთ, თუმცა გარკვეული პროდუქციის დივერსიფიკაციისთვის, მაგალითად როგორიცაა სასმელი წყალი ეს მნიშვნელოვანია. თუ გამოვყოფთ მთავარ საკითხს, ყაზახეთისთვის საქართველო მსოფლიო ბაზარზე ტვირთების წვდომისთვისაა მნიშვნელოვანი და აქ მთავარი ტრანსკასპიური დერეფანია.
რომის პაპი ყაზახეთში ხვალ ჩავა
რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს 13-15 სექტემბერს ეწვევა. რომის პაპი ყაზახეთში პრეზიდენტ ყასიმ ჟომართ-თოყაევის მიწვევით ჩადის. რომის პაპი ყაზახეთს ეწვევა ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან, ასევე, მონაწილეობა მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა VII კონგრესში. Pew Research Center-ის თანახმად, ყაზახეთში მოსახლეობის სულ მცირე 70% მუსლიმია და დაახლოებით 25% - ქრისტიანი, რომელთაგან 1%-ზე ნაკლები კათოლიკეა. იოანე პავლე II იყო პირველი პაპი, რომელიც ყაზახეთს 2001 წლის 22-25 სექტემბერს ეწვია დევიზით - „გიყვარდეთ ერთმანეთი“.
რომის პაპი ყაზახეთში ჩავიდა
რომის პაპი ყაზახეთში სამოციქულო მოგზაურობის დასაწყებად ჩავიდა. რომის პაპი ყაზახეთში ხვალ ჩავა მას ნურ-სულთანის აეროპორტში, სამოქალაქო და რელიგიური ლიდერების დელეგაცია, მათ შორის პრეზიდენტი ყასიმ ჟომართ თოყაევი დახვდა. პაპი ფრანციკეს პირველად პრეზიდენტის სასახლეში მივა, სადაც ის ქვეყნის ხელისუფლებას, საჯარო მოხელეებსა და დიპლომატიურ კორპუსს შეხვდება. რომის პაპი ყაზახეთს, მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა მე-7 კონგრესზე დასასწრებად სტუმრობს, რომელშიც 100-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. რომის პაპის ვიზიტი ყაზახეთში 15 სექტემბერს დასრულდება.
ყასიმ ჟომართ თოყაევი თანახმაა, ყაზახეთის დედაქალაქს ისევ ასტანა ეწოდოს
ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ ჟომართ თოყაევი, ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატის შეთავაზებას დათანხმდა, რომლის საფუძველზეც დედაქალაქს კვლავ ასტანა ეწოდება. დედაქალაქისთვის ქვეყნის პირველი პრეზიდენტის სახელის ნურ-სულთანის დარქმევის ინიციატივა თოყაევმა სამი წლის წინ, 2019 წლის 20 მარტს გამოაცხადა - იმ დღეს, როდესაც ის პრეზიდენტი გახდა. ყაზახეთის პარლამენტმა იმავე დღეს ორი მოსმენით მხარი დაუჭირა ყაზახეთის დედაქალაქისთვის სახელის გადარქმევას. დედაქალაქის სახელის შეცვლის წინააღმდეგ გამართული აქციები და საპროტესტო გამოსვლები დაპატიმრებებით დასრულდა.
თოყაევმა და სი ძინპინმა სტრატეგიული თანამშროლობის საკითხები განიხილეს
ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ ჟომართ თოყაევი, დღეს ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა, რომელიც ყაზახეთში ოფციალური ვიზიტით იმყოფება. ყაზახეთისა და ჩინეთის ლიდერებმა სტრატეგული პარტნიორობის გაღრმავების საკითხები განიხილლეს. იგეგმება რიგი ხელშეკრულებების გაფორმება. სი ძინპინმა მანამდე განაცხადა, რომ მზადაა „ჩინეთ-ყაზახური ურთიერთობების ტრადიცია“ გააგრძელოს. „გავაგრძელებთ ერთმანეთის მტკიცე მხარდაჭერას, ჩვენი ქვეყნების ფუნდამენტურ ინტერესებთან და ძირითად საზრუნავებთან დაკავშირებულ საკითხებში, რათა გავაძლიეროთ ჩინეთ-ყაზახეთის ურთიერთობების პოლიტიკური საფუძველი“, - განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.
სი ძინპინი თოყაევს: ჩვენ გავაგრძელებთ ყაზახეთის მტკიცე მხარდაჭერას მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ოთხშაბათს ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს უმასპინძლა.აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ, ეს სი ძინპინის პირველი საერთაშორისო ვიზიტია. ამაზე მიუთითა ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმაც. მხარეებმა განიხილეს ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და აგროინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, ასევე - ტრანსსასაზღვრო წყლის რესურსების გამოყენების საკითხები. სი ძინ პინმა და თოყაევმა შეაქეს ორმხრივი 30-წლიანი ურთიერთობა, ვიზიტის აღწერისას კი, თოყაევმა, რომელიც თავისუფლად საუბრობს ჩინურ ენაზე, განაცხადა, რომ ეს ვიზიტი „ურთიერთნდობისა და თანამშრომლობის მაღალი დონის გზავნილია", - წერს ყაზახური მედია. „სიმბოლურია, რომ თქვენი ვიზიტი ამ საიუბილეო ეტაპს დაემთხვა. ამ მოკლე პერიოდში ჩვენ დავამყარეთ ძლიერი სახელმწიფოთაშორისი კავშირები. გულწრფელად მადლობას გიხდით ყაზახეთის ეკონომიკური განვითარებისა და ჩვენი საერთაშორისო ინიციატივების მხარდაჭერისთვის“, - ციტირებს თოყაევის სიტყვებს ყაზახური მედია. „როგორც არ უნდა შეიცვალოს საერთაშორისო ვითარება, ჩვენ გავაგრძელებთ ყაზახეთის მტკიცე მხარდაჭერას მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.მტკიცედ ვუჭერთ მხარს რეფორმებს, რომლებსაც თქვენ ახორციელებთ სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად და ვეწინააღმდეგებით ნებისმიერი ძალის ჩარევას თქვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში“, - განუცხადა თავის მხრივ, სი ძინპინმა თოყაევს. სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყაზახეთი და ჩინეთი იზიარებენ მუდმივ სტრატეგიულ პარტნიორობას. ყაზახეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის მონაცემებით, ჩინეთი ყაზახეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელიც ქვეყნის საგარეო ვაჭრობის 22,6 პროცენტს შეადგენს. სავაჭრო ბრუნვამ 2022 წლის შვიდ თვეში 13,5 მილიარდ დოლარს მიაღწია, ეს 38,3 პროცენტით მეტია, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც დიდწილად გამოწვეული იყო ჩინეთში ექსპორტის 52 პროცენტიანი ზრდით, ძირითადად მინერალური პროდუქტების, საწვავის და ენერგეტიკული პროდუქტების ექსპორტით. ექსპერტების აზრით, პანდემიის შემდეგ, ჩინეთის ფარგლებს გარეთ პირველი ვიზიტისას, სი ძინპინის მიერ ყაზახეთის არჩევა შემთხვევითი არ არის.
ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე შეტაკებებისას 18 ადამიანი დაშავდა
ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო ცნობებით, ტაჯიკეთის საზღვარზე შეტაკების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ყირგიზეთის და ტაჯიკეთის მესაზღვრეებს შორის შეტაკება მოხდა ყირგიზეთის და ტაჯიკეთის საზღვარზე ფართომასშტაბიანი შეტაკებები პარასკევს დილით დაიწყო. ყირგიზეთის სასაზღვრო სააგენტოს ცნობით, ტაჯიკური მხარე ყირგიზეთის პოზიციებს საზღვრის მთელ პერიმეტრზე შეუტია. ტაჯიკეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტმა განაცხადა, რომ ყირგიზეთის სასაზღვრო რაზმის სამხედროებმა, შეთანხმების დარღვევით, მძიმე იარაღის გამოყენებით, ცეცხლი გაუხსნეს ტაჯიკეთის სასაზღვრო ფორპოსტ „დუშანბეს". ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით დილით 11:00 საათის მონაცემებით, ტაჯიკეთის საზღვრისპირა რაიონებში შეტაკებების ინტენსივობამ იკლო, თუმცა ვითარება დაძაბული რჩება.
რა დატვირთვა აქვს ჩინეთისთვისა და ყაზახეთისთვის ლიანიუნკანგის პორტს და სად იკვეთება ორი ქვეყნის ეკონომიკური ინტერესები
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 14 სექტემბერს ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს უმასპინძლა. ნურ-სულთანში შეხვედრისას, ყაზახეთის მედიის ცნობით მხარეებმა ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და აგროინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, ასევე - ტრანსსასაზღვრო წყლის რესურსების გამოყენების საკითხები განიხილეს. Europetime-თან „პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის" დამფუძნებელი დავით გოჩავა ამბობს, რომ პანდემიის შემდეგ, ჩინეთის ფარგლებს გარეთ სი ძინპინის პირველი ვიზიტი ყაზახეთში შემთხვევითი არ არის. „ყაზახეთი ჩინეთისთვის არის სახმელეთო გადაზიდვების გასაღები და უმნიშვნელოვანესი ქვეყანა „აბრეშუმის გზაზე“ და ორივე ქვეყნის ინტერესები შუა დერეფანზე გადის. ჩინეთს ტვირთები ყაზახეთის გავლით კასპიის ზღვისკენ და ასევე რუსეთის მიმართულებით გადააქვს და ამ ქვეყნიდან ხდება ცენტრალური აზიის „აბრეშუმის გზის“ პროექტში ჩართვა“, - აცხადებს გოჩავა. ამასთან, გოჩავა Europetime-თან ინტერვიუში, ყაზახეთსა და ჩინეთს შორის მთავარ საკვანძო საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. „ყაზახეთი ჩაკეტილი ქვეყანაა და ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. სი ძინპინმა, ყასიმ ჟომართ თოყაევს პირობა მისცა, რომ ერთ-ერთ თავის უმსხვილეს პორტს დაუთმობს. პორტის ადმინისტრაციამ უკვე მიიღო სტრატეგიული დავალება, რომ 180 გრადუსით შეეცვალა პრიორიტეტები და აქცენტი გაეკეთებინა ყაზახეთის მიმართულებაზე და შუა დერეფნის მომსახურებისაკენ. ანუ ჩინეთის უდიდესი პორტი ახლა ემსახურება ყაზახეთს და შუა დერეფანს“, - აღნიშნავს გოჩავა. ტვირთბრუნვა ყაზახეთსა და ჩინეთს შორის ოფიციალური სტატისტიკა: 2022 წლის 7 თვის მონაცემებით, ყაზახეთსა და ჩინეთს შორის ტვირთბრუნვა 46,7% გაზრდილი და $412,5 მილიონი შეადგინა. ამასთან, ყაზახეთიდან ჩინეთში 62,2%-ით მეტი ($280,4 მილიონი) სოფლის მეურნეობის პროდუქტი გავიდა. ჩინეთიდან იმპორტი კი 22,2%-ით არის გაზრდილი და $132,1 მილიონი შეადგინა. ამასთან, სი ძინპინის ყაზახეთში ვიზიტისას, მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ჩინეთიდან ყაზახეთში 11,15 მილიონი იუანის ღირებულების აღჭურვილობის მიწოდებაზე. ჩინეთიდან იმპორტირებული საქონლის სიაში ელექტრომოწყობილობების, ტელეფონებისა და ტრანსფორმატორების გარდა, ასევე შედის კომპიუტერები, მილები, ტანსაცმელი, პლასტმასის ნაწარმი, ავეჯი, ავტომობილები, საბურავები და ა.შ. ექსპერტების შეფასებით , „შუა დერეფნის“ განვითარებისთვის საკვანძო პორტს წარმოადგენს აღმოსავლეთ ჩინეთში, ძიანსუს (Jiangsu) პროვინციის უკიდურეს ჩრდილოეთში განლაგებული ლიანიუნკანგის პორტი (Lianyungang - Hai). ის წარმოადგენს გამოკვეთილ ბოლო პუნქტს „ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის“ (Central Asia Regional Economic Cooperation - CAREC) დერეფანში, რომელიც CAREC-მა დიდი ხნით ადრე, ჩინეთის მიერ ინიციატივის „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ გაშვებამდე შექმნა. „ჩინეთის ცენტრალური პოლიტიკა ლიანიუნკანგის პორტს განსაზღვრავს როგორც საკვანძო სტრატეგიულ პორტს ცენტრალური აზიისთვის, სთავაზობს რა ყაზახეთის მთავრობას და [საბოლოო შედეგი], „შუა დერეფნის“ პარტნიორ ქვეყნებს, წყნარ ოკეანესთან წვდომას. ნებისმიერი ტვირთი, რომელიც ევროპის მიმართულებით მიდის ამ პორტში იტვირთება და აქედან უკვე სახმელეთო გზით, ხვდება შუა დერეფანში, შემდეგ კი საქართველოს პორტებს გაივლის და ევროპის ბაზარზე გადის. ყაზახეთს ევროპაში გასასვლელი ჩვენი პორტების გარდა არ აქვს. თუ ევროპასთან ვაჭრობის გააქტიურება სურს, ტვირთების გადასაზიდად უნდა გამოიყენოს საქართველოს პორტები“, - აცხადებს გოჩავა. ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანში ტვირთბრუნვა გაიზარდა გასულ კვირას, ყაზახეთის ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა კაირბეკ უსკენბაევმა განაცხადა, რომ მთავრობა საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანისა და თურქეთის პორტებში შიდა ტერმინალური ქსელების შექმნის საკითხს განიხილავს. ამ თემაზე გაეცანით Europetime-ს სტატიას: რა ტვირთებზეა გათვლილი და როდის განახორციელებს ყაზახეთი საქართველოში შიდა ქსელური ტერმინალების პროექტს
ყაზახეთი რეკორდული რაოდენობის ნავთობპროდუქტების წარმოებას გეგმავს
წელს ყაზახეთი ნავთობპროდუქტების რეკორდულ მოცულობას - 17 მილიონ ტონას გამოიმუშავებს. ამის შესახებ სს NC KazMunayGas-ის გამგეობის თავმჯდომარემ მაგზუმ მირზაგალიევმა ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრაზე ცნობილი გახდა შიმკენტისა და ატირაუს გადამამუშავებელ ქარხნებში დაგეგმილი რემონტის გადადების შესახებ, რომლებიც შიდა ბაზარს დამატებით 150 000 ტონამდე დიზელის საწვავს მიაწვდის. გარდა ამისა, ეროვნული კომპანია „ყაზახეთი ტემირ ჟოლი“ 100 ათას ტონამდე დიზელის საწვავს შემოიტანს. მაგზუმ მირზაგალიევმა ასევე განაცხადა, რომ KazMunayGas-ი ნავთობქიმიურ სფეროში ახალ პროექტებს განახორცოელებს. ამჟამად ატირაუს რეგიონში პოლიპროპილენის წარმოების ქარხანაში ექსპლუატაციაში გაშვება დასრულდა. საწარმოს ამოქმედება ერთ თვეშია მოსალოდნელი.
ყაზახეთში, ევროკავშირის ტვირთით, რუსული გადამზიდავები დააკავეს
ყაზახეთში, ევროპული ტვირთით, სულ მცირე რვა რუსული სატვირთო მანქანა დააკავეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, ასტანა მძღოლებისგან, საზღვარზე შესვლამდე ევროპული კომპანიის მიერ გაცემული ნებართვის წარდგენას ითხოვს, რომლის თანახმადაც, გადამზიდავს ევროკავშირიდან პროდუქციის ტრანსპორტირების უფლება აქვს მინიჭებული. რუსული მხარე მიიჩნევს, რომ ასტანას ქმედება უსამართლოა. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, ასტანა მძღოლებს სთხოვს, უზრუნველყონ საქონლის ნებართვა, რომელიც გაცემულია არა რუსულ გადამზიდველზე, არამედ ევროპულ კომპანიაზე, რომელიც საქონელს ევროკავშირის გავლით ატარებდა. მაგრამ კომპანიები არ გადასცემენ ერთმანეთს დოკუმენტებს, საზღვრის გადაკვეთის დროს, როდესაც ევროპული გადამზიდავის მხრიდან რუსული ან ბელორუსული გადამზიდავი კომპანნიების სატვირთოებისთვის ტვირთის ჩაბმა ხდება. ამიტომ ყაზახეთის მოთხოვნა საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ შეთანხმებების დებულებებს ეწინააღმდეგება.
უზბეკეთის შემდეგ, თავის მოქალაქეებს უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლა ყაზახეთმა და ყირგიზეთმაც აუკრძალეს
ყაზახეთი და ყირგიზეთი, რომლებიც „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ წევრები არიან, უკრაინის წინააღმდეგ ომში, თავის მოქალაქეებს მონაწილეობა აუკრძალეს. ყირგიზეთი, რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობისთვის საკუთარ მოქალაქეებს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დააკისრებს 21 სექტემბერს რუსეთში ყირგიზეთის საელჩომ აცნობა თავის მოქალაქეებს, რომ მათ უცხო სახელმწიფოების ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ყირგიზეთის მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში და რომლებსაც მოუწოდებენ მონაწილეობა მიიღონ ნებისმიერ საომარ მოქმედებებში, ურჩევენ დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ თავიანთი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას. ომში წასულ პირებს ემუქრებათ თავისუფლების აღკვეთა 5-დან 10 წლამდე ვადით, ასევე შესაძლებელია ქონების ჩამორთმევაც. უზბეკეთისა და ყაზახეთის მთავრობებმა ანალოგიური პოზიცია უკვე დააფიქსირეს. ყაზახეთში იგივე დარღვევა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 9 წლამდე, რაც გათვალისწინებულია ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 172-ე მუხლით (ყაზახეთის მოქალაქეების შეიარაღებაში განზრახ უკანონო მონაწილეობასთან დაკავშირებული ქმედებები). კონფლიქტები ან სამხედრო ოპერაციები რომელიმე უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაქირავებულობის ნიშნების არარსებობის შემთხვევაში). ყაზახეთი და ყირგიზეთი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ წევრები არიან, უზბეკეთმა კი, ორგანიზაცია 2012 წელს დატოვა.
ყაზახეთი აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის მუდმივი ბინადრობის ნებართვას მოსკოვის თანხმობის გარეშე არ გასცემს
ყაზახეთი აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის მუდმივ ბინადრობის ნებართვას მოსკოვის თანხმობის გარეშე არ გასცემს, როცა რუსების დიდი ნაწილი ქვეყნის დატოვებას ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ცდილობს. პარლამენტის სპიკერმა მაულენ აშიმბაევმა 22 სექტემბერს ასტანაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცენტრალური აზიის სახელმწიფოს სამართალდამცავი და მიგრაციის სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლები კანონის შესაბამისად, ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის ნებართვის შესახებ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის რუსების თხოვნებს ამუშავებენ. „ჩვენი ოფიციალური ინსტიტუტები არ გასცემენ ბინადრობის ნებართვას პირებზე, თუ ისინი არ წარმოადგენენ დოკუმენტებს, რომლებიც დაადასტურებს, რომ ქვეყნებს არანაირი წინააღმდეგობა არ აქვთ ყაზახეთში მათ გადასვლასთან დაკავშირებით“, - განაცხადა აშიმბაევმა. „ზოგადად, სახელმწიფო უწყებები აცნობიერებენ ვითარებას [რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით]. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ამ საკითხზე“, - აღნიშნა პარლამენტის სპიკერმა. მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, ათასობით რუსი გაემგზავრა ქვეყნებში, სადაც რუსებს უვიზოდ შესვლა შეუძლიათ, მათ შორის არიან სომხეთი, ბელორუსი, საქართველო, სერბეთი, ყაზახეთი და მონღოლეთი. ყაზახეთის ოფიციალურმა პირებმა აპრილის დასაწყისში განაცხადეს, რომ ყაზახეთში მუდმივი საცხოვრებლის მსურველი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი 2022 წლის პირველ ოთხ თვეში გაიზარდა, მაგრამ ეს ტენდენცია უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებულ შეჭრას არ დაუკავშირეს. საინფორმაციო სააგენტო RBK გასულ თვეში იტყობინება, რომ რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც ყაზახეთში მიმდინარე წლის აპრილ-მაისში გადავიდნენ, 570,000-ს შეადგენდა, რაც თითქმის 30 პროცენტით მეტია იანვარ-მარტში ყაზახეთში დასახლებული რუსების რაოდენობაზე.
ყაზახეთმა ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვები გააუქმა
ყაზახეთმა ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვა გააუქმა. ამსი შესახებ მედია ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს. ყაზახეთმა ფქვილისა და ხორბლის ექსპორტი შეზღუდა შესაბამის განკარგულებას ხელი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრმა იერბოლ კარაშუკევმა მოაწერა. შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვა 5 ივლისიდან 30 სექტემბრამდე დაწესდა. 19 მარტს გაეროს გენერალური მდივანმა, ანტონიუ გუტიერეშმა განაცახდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა. 31 მარტს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მზესუმზირის ზეთის ექსპორტი დროებით შეზღუდა. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, წლის ბოლომდე ჭვავის, ქერის, წიწიბურის, ფეტვის, შაქრის, მარილისა და ხორცის ექსპორტი იკრძალება. 12 აპრილს ბელორუსის ხელისუფლებამ ქვეყნიდან წიწიბურას, შაქრის, მარილისა და მაკარონის გატანაზე შეზღუდვა დააწესა.
ყაზახეთი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ ჩატარებულ „რეფერენდუმებს“ არ აღიარებს
ყაზახეთი, რუსეთის მიერ უკრაიანში ჩატარებული რეფერენდუმის გზით, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების შესაძლო ანექსიას არ აღიარებს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. მის კომენტარს სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „რაც შეეხება რეფერენდუმების ჩატარებას... ყაზახეთი მიჰყვება სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის, მათი სუვერენული და მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპებს“, - განაცხადა სამინისტროს სპიკერმა აიბეკ სმადიაროვმა. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტი გაეროს წესდების შესაბამისად უნდა გადაწყდეს. მერი: რუსეთის ძალებმა ფსევდორეფერენდუმში მონაწილეობა, მელიტოპოლის მოსახლეობის მხოლოდ 20%-ს აიძულეს „ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას, გავუწიოთ ყველა შესაძლო დახმარება პოლიტიკური დიალოგის წარმოებას, - განაცხადა სმადიაროვმა. „ამავდროულად, ჩვენს ქვეყანას მიაჩნია, რომ სტაბილურობის შენარჩუნება როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა. რუსეთთან შეერთების შესახებ უკანონო კენჭისყრა ოთხ რეგიონში (ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ზაპოროჟიე), 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ყასიმ ჟომართ თოყაევი: უსაფრთხოების გაძლიერება ყაზახეთის მთავარი პრიორიტეტია
ყაზახეთისთვის ქვეყნის უსაფრთხოება პრიორიტეტულია. ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, თურქესტანის რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. ყაზახეთი რუსეთთან ომის შიშით თავდაცვას აძლიერებს - WSJ „ჩვენს სიახლოვეს ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. ამის გათვალისწინებით, პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ ქვეყნის უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა თოყაევმა. მისი თქმით, სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობა ურყევი უნდა იყოს. თოყაევმა ყაზახეთის არმიის განვითარების კონცეფცია განიხილა „ეს არის მთავარი პრინციპი, საერთაშორისო ასპარეზზე ყოველთვის ღიად და მკაფიოდ ვლაპარაკობდი ამაზე. შემთხვევითი არ არის, რომ გაერო-ს უმაღლესი ტრიბუნიდან გამოსვლაში ამის შესახებ კიდევ ერთხელ განვაცხადე“, - აღნიშა თოყაევმა. ყაზახეთი სამხედრო ტექნიკის განახლებას 2030 წლამდე გეგმავს
ყაზახეთის შს მინისტრმა განმარტა, რა შემთხვევაში გადასცემს რუსეთს, სამხედრო კომისარიატების მიერ ძებნილებს
სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო მოსამსახურეების მიერ რუსეთის მოქალაქეების ძებნა, ყაზახეთიდან მათი ექსტრადიციის სამართლებრივი საფუძველი ვერ გახდება. ამის შესახებ რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა მარატ ახმეტჟანოვმა განაცახდა. თოყაევი რუსეთის მოქალაქეების მიგრაციაზე: სტუმრებს დახმარებას გავუწევთ, მაგრამ ისინი პრეფერენციებს არ მიიღებენ ახმეტჟანოვმა თქვა, რომ ყაზახეთსა და რუსეთს შორის არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობები იურიდიული დახმარების გაწევის, მსჯავრდებულთა გაცვლისა და კრიმინალთა ექსტრადიციის შესახებ. ახმეტჟანოვმა განმარტა, რომ მოქალაქის ექსტრადაციისთვის აუცილებელია მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას და საერთაშორისო ძებნაში მოხვდეს, ასევე ყაზახეთში მომხდარი ანალოგიური ქმედება, სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. მანამდე ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ ჟომართ თოყაევმა განაცახადა, რომ ყაზახეთის ხელისუფლება რუსულ მხარესთან შესაბამისი მოლაპარაკებების გამართვას აპირებს და ამ პრობლემას თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოაგვარებს. რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების ნაწილი ყაზახეთში ჩავიდა. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
თოყაევი რუსეთის მოქალაქეების მიგრაციაზე: სტუმრებს დახმარებას გავუწევთ, მაგრამ ისინი პრეფერენციებს არ მიიღებენ
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში არსებულ მიგრაციული ვითარება შეაფასა. მისი თქმით, მიგრანტებს მიიღებენ, მაგრამ ისინი პრეფერენციებით ვერ ისარგებლებენ. „საზღვარგარეთიდან ჩამოსულ სტუმრებს დახმარებას გავუწევთ, მაგრამ ისინი არ მიიღებენ პრეფერენციებს. ყველა სამუშაო უნდა განხორციელდეს კანონისა და ჩვენი ვალდებულებების შესაბამისად. ამ რთულ ვითარებაში პირველ რიგში უნდა გამოვავლინოთ ადამიანობა, მოთმინება და ორგანიზებულობა. ჩვენ არ გვაქვს კრიზისი, არანაირი პანიკა. მთავრობამ თავისი საქმე უნდა შეასრულოს“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ყაზახეთის ხელისუფლება აპირებს რუსულ მხარესთან შესაბამისი მოლაპარაკებების გამართვას და ამ პრობლემას თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოაგვარებს. „კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ რთულ პერიოდში ჩვენ გვჭირდება, პირველ რიგში, ერთიანობა და კეთილდღეობა. მხოლოდ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებით შევძლებთ სტაბილურად განვითარებას. ჩვენ სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ და გადავწყვიტოთ ყველა საკითხი“, - განაცხადა პრეზიდენტმა. რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების ნაწილი ყაზახეთში ჩავიდა. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
თოყაევი: ყაზახეთი მზადაა, ევრაზიის მთავარი ციფრული ჰაბი გახდეს
ყაზახეთის სტრატეგიული მიზანია ევრაზიულ სივრცეში, ერთ-ერთი უდიდესი ციფრული ცენტრი გახდეს. ამის შესახებ ყაზახეთის სახელმწიფოს მეთაურმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა Digital Bridge ფორუმის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. თოყაევის თქმით, ამ დროისთვის ყაზახეთი ყველაზე გაციფრულებული სახელმწიფოების ტოპ 30-ეულშია და ბევრ განვითარებულ ქვეყანას უსწრებს. „ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით ჩვენ ვაპირებთ მაქსიმალურად გავამარტივოთ მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება და მივაღწიოთ ყველასთვის თანაბარ შესაძლებლობებს. ამისათვის საჭიროა გადავიდეთ საჯარო ადმინისტრაციის დიჯითალიზაციის თვისობრივად ახალ ფორმატზე - უხილავ მთავრობაზე. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი აქცენტი ადამიანზე, მის საჭიროებებსა და ინტერესებზეა ორიენტირებული“, - განაცხადა თოყაევმა. მეორე პრიორიტეტად თოყაევმა IT ინდუსტრიისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა დაასახელა. „ამ ბოლო დროს აშშ-ში შეხვედრები გავმართე ისეთი კომპანიების ხელმძღვანელობასთან, როგორიცაა Microsoft, Epam, Coursera. მიღწეულია კონკრეტული შეთანხმებები ყაზახეთში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ლოკალიზაციის შესახებ“, - აღნიშნა ყაზახეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ყაზახეთის ბაზარი იზიდავს ღრუბლოვანი გამოთვლების უმსხვილეს მოთამაშეებს, როგორიცაა Microsoft Azure, Amazon Web Services, Google Cloud და სხვა.
ყაზახეთზე მასშტაბური კიბრშეტევა განხორციელდა
ყაზახეთის ინტერნეტის სეგმენტი კიბერშეტევის ქვეშაა. ამის შესახებ სს „სახელმწიფო ტექნიკურ სამსახურში“ განაცხადეს. „სახელმწიფო ტექნიკური სამსახური იუწყება, რომ „კაზნეტზე“ მასშტაბური კიბერშეტევები დღეს დილით კვლავ დაფიქსირდა. ამ დროისთვის საფრთხეების განეიტრალებაზე ტექნიკური სპეციალისტები მუშაობენ “, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. „თავდასხმები ქვეყნის ყველა რეგიონში ინტერნეტკავშირების მუშაობაზე გავლენას ახდენს“, აღნიშნეს კომპანიაში. ერთი დღით ადრე კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიზანმიმართული კიბერშეტევები მიმართული იყო როგორც ქვეყნის სახელმწიფო ორგანოებზე, ასევე „კაზნეტის“ ინფრასტრუქტურაზე. „კიბერშეტევების გამო, შეფერხებულია ინტერნეტკავშირი. სს „სახელმწიფო ტექნიკურ სამსახური“ ვარაუდობს, რომ გრძელვადიანი კიბერშეტევები დაკავშირებულია ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე სოციალურ მოვლენებთან.
თოყაევი: ყაზახეთში ოლიგარქიული კაპიტალიზმის ეპოქა დასასრულს უახლოვდება
ყაზახეთში ოლიგარქიული კაპიტალიზმის ეპოქა დასასრულს უახლოვდება, ქვეყნის მოქალაქეების წინაშე სოციალური პასუხისმგებლობის პერიოდი მოდის. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ყარაგანდის რეგიონის საზოგადოებასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო ყურადღებით აკვირდება ქვეყანაში მოქმედი ყველა მსხვილი სამთო კომპანიის საქმიანობას. „ჩვენ არ დავუშვებთ კაპიტალის უკანონო გატანას საზღვარგარეთ. ჩვენ დავაკვირდებით მათ მიერ სხვადასხვა სოციალური პროგრამის განხორციელებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა წარმოების მოდერნიზაციის პროცესს, გარემოს დაცვას. სპეციალური კონტროლის ქვეშ მოექცევა გადასახადების გადახდის პროცესი. თუ მსხვილი სამრეწველო საწარმოები ამ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, იძულებული ვიქნებით, პარტნიორობა შევწყვიტოთ. ეს არავითარ შემთხვევაში არ არის საფრთხე, არამედ მუშაობის მარტივი, პატიოსანი და სამართლიანი წესები, ზოგადად მიღებულია მთელ ცივილიზებულ სამყაროში. ყაზახეთში ოლიგარქიული კაპიტალიზმის ეპოქა დასასრულს უახლოვდება, ქვეყნის მოქალაქეების წინაშე სოციალური პასუხისმგებლობის პერიოდი მოდის. ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ ეფექტური და სოციალურად პასუხისმგებელი ბიზნესი, რომელიც წამყვან პოზიციას იკავებს ქვეყნის ეკონომიკაში“, - განაცხადა თოყაევმა.
ყაზახეთი რუსეთის მოთხოვნის შემდეგ, უკრაინის ელჩის გაძევებას არ აპირებს
ყაზახეთის ხელისუფლებამ უკრაინის ელჩის გაძევების შესახებ რუსეთის მოთხოვნა უარყო. უკრაინის ელჩმა ასტანაში, პეტრო ვრუბლევსკიმ, აგვისტოში ადგილობრივ ბლოგერთან ინტერვიუში განაცხადა: „რაც უფრო მეტ რუსს მოვკლავთ ახლა, მით უფრო შემცირდება მსხვერპლი ჩვენს შვილებში“. რუსეთმა საპასუხოდ ყაზახეთს დიპლომატის გაძევება მოსთხოვა, მაგრამ ასტანამ კიევს ელჩის ჩანაცვლება შესთავაზა.ასტანის პოზიციით, მისი კომენტარები მიუღებელია ეთნიკური რუსებით დასახლებული ქვეყნისთვის. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი „აღშფოთებულია", რადგან ვრუბლევსკი ჯერ კიდევ ასტანაში იმყოფება. რუსეთმა ყაზახეთის ელჩი დაიბარა.თავის მხრივ, ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აიბეკ სმადიაროვმა ზახაროვას ტონს ორი ქვეყნის ურთიერთობებისთვის შეუფერებელი უწოდა. სმადიაროვის თქმით, ვრუბლევსკი ყაზახეთს მას შემდეგ დატოვებს, რაც უკრაინის ახალი ელჩი დაინიშნება. Reuters-ი წერს, რომ ყაზახეთი ტრადიციულად ინარჩუნებს მჭიდრო ეკონომიკურ და უსაფრთხოების კავშირებს რუსეთთან, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მოსკოვისგან დისტანცირდა. ასტანა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებას უჭერს მხარს. ყაზახეთი არც რუსეთის მიერ ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმს აღიარებს, რომლის მეშვეობითაც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია სცადა.
ყაზახეთი ტრანსსასაზღვრო ჰაბების ფორმირებას გეგმავს
ყაზახეთის პორტ „აქტაუს“ შეუძლია სატრანსპორტო დერეფნების „ჩრდილოეთ-სამხრეთისა“ და „აღმოსავლეთი-დასავლეთის“ ძირითადი ელემენტი გახდეს. ამის შესახებ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმილოვმა კასპიის მეორე ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გეოგრაფიული მდებარეობისა და უნიკალური სატრანზიტო პოტენციალის გამო, კასპიის ზღვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში. მისი თქმით, ყაზახეთისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და საერთაშორისო ვაჭრობის გაფართოება წარმოადგენს. „ყაზახეთმა გამოკვეთა დიდი გეგმები ტრანსსასაზღვრო ჰაბების ფორმირებისთვის, რაც გაზრდის ჩრდილოეთ-სამხრეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნების პოტენციალს. ეს არის საზღვაო პორტები „აქტაუ“ და „კურიკი“, მშრალი ტვირთების პორტი „ხორგოსი“, სამრეწველო თანამშრომლობის საერთაშორისო ცენტრი „ცენტრალური აზია“ და სხვა. ეს ჰაბები ხელს უწყობს სავაჭრო ნაკადების გაფართოებას კასპიის ქვეყნებთან და შემდგომ საერთაშორისო ბაზრებთან“, - განაცხადა ალიხან სმილოვმა. პრემიერ-მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მეთაურის ინიციატივაზე, შექმნას კასპიის სასურსათო ცენტრი, რომელიც შეიძლება აქტაუს პორტში ძირითადი სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ცენტრი გახდეს. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ რეგიონთაშორისი ვაჭრობის პოტენციალის სრულად განბლოკვის მიზნით, აუცილებელია რეგიონის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესება. მაგალითად, სატრანზიტო და საექსპორტო ტვირთების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი. „ეს არის უმოკლესი გზა სპარსეთის ყურის ქვეყნებისკენ. გარდა ამისა, არის პოტენციური ტვირთები ინდოეთიდან ჩვენი მიმართულებით. აქტაუს პორტი შეიძლება გახდეს ჰაბი ინდოეთი-სპარსეთის ყურის ქვეყნები-ირანი-ყაზახეთი-რუსეთი მარშრუტზე“, განაცხადა ალიხან სმილოვმა. ყაზახეთის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელმა ასევე გამოაცხადა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე არსებული შეფერხებების აღმოფხვრის აუცილებლობა, რათა ტვირთების ნაკადები ევროპას, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს შორის გაიზარდოს. „ყაზახეთი მზადაა დაიწყოს პრაქტიკული ერთობლივი ქმედებები რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის გასაძლიერებლად. დღეს ჩემს კოლეგებთან შევთანხმდით, რომ ამ სამუშაოს ახლავე დავიწყებთ, შევიმუშავებთ შესაბამის საგზაო რუკას და დავიწყებთ ჩვენი სატრანზიტო მარშრუტების პოტენციალის გაფართოებას“, - აღნიშნა ალიხან სმილოვმა.
შარლ მიშელი ყაზახეთსა და უზბეკეთს ეწვევა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ცენტრალური აზიის ქვეყნებს ეწვევა. მიშელმა ყაზახეთსა და უზბეკეთში მომავალი ვიზიტების შესახებ Twitter-ზე დაწერა. მან აღნიშნა, რომ ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოკაევის მიწვევით, 26-27 ოქტომბერს ასტანაში იქნება, 28 ოქტომბერს კი ტაშკენტს ეწვევა პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან სასაუბროდ. „ევროკავშირი მზადაა გააღრმავოს კავშირები ცენტრალურ აზიასთან და მხარი დაუჭიროს რეგიონულ თანამშრომლობას“, - წერს ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი.
თოყაევი: კატარი, ახლო აღმოსავლეთში ყაზახეთის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია
ასტანაში, ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევსა და ყატარის ემირის შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანის შორის შეხვედრა გაიმართა. თოყაევმა ყატარს, ახლო აღმოსავლეთში ყაზახეთის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი უწოდა და აღნიშნა, რომ ასტანა მზადაა, ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის ყველა ღონე გამოიყენოს. თავის მხრივ, კატარის ემირმა ყურადღება გაამახვილა ყაზახეთთან ურთიერთობების აქტიურ განვითარებაზე. „ჩვენს ქვეყნებს შორის კარგი ურთიერთობები დამყარდა. ბოლო წლებში ჩვენი კონტაქტები თანდათან ვითარდებოდა სხვადასხვა სფეროში“, - განაცხადა ალ თანიმ. მისივე თქმით, სახელმწიფო ვიზიტისას განიხილება ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებების შესრულება, რომელიც ივნისში დოჰაში გაიმართა. „ეს შეთანხმებები მიზნად ისახავს თანამშრომლობის განვითარებას რამდენიმე მიმართულებით. აღნიშნული საკითხები, შესაბამისი მინისტრების მონაწილეობით, სრულყოფილად განიხილება გაფართოებულ ფორმატში მოლაპარაკებების ფარგლებში. ასევე მინდა წარმატება ვუსურვო აზიაში ურთიერთქმედების და ნდობის აღდგენის ღონისძიებების კონფერენციის სამიტს, რომელიც ხვალ გაიმართება“, - განაცხადა ყატარის ემირმა.
თოყაევმა ყაზახეთის სამხედრო დოქტრინა შეცვალა
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყნის სამხედრო დოქტრინა შეცვალა. თოყაევის ბრძანებით ყაზახეთის არმიის „საბრძოლო პოტენციალი“ გაიზრდება და ტერიტორიული თავდაცვის სისტემის გაძლიერდება. ყაზახეთის არმიაში უკვე შეიქმნა დანაყოფები საინფორმაციო-ფსიქოლოგიური და კიბერშეტევების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზებისთვის. „ტერიტორიული თავდაცვა ინტეგრირებული იქნება სამხედრო უსაფრთხოების საერთო სისტემაში. ამისათვის შეიქმნება ჯარის თავდაცვის კონტროლის ორგანო“, - აცხადებს თოყაევი. გარდა ამისა, ჯარების მობილურობის გაზრდის მიზნით, მიიღება ზომები ყაზახეთის ეროვნული გვარდიის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. სამობილიზაციო მომზადების ფარგლებში, გატადება ღონისძიებები, რომლიც თანახმადაც ქვეყნის ეკონომიკა ომის დროს ახალ რეჟიმზე სწრაფად გადაეწყობა.
ყაზახეთი თურქმენული გაზის იმპორტს იწყებს
QazaqGaz-მა და Turkmengaz-მა თურქმენული გაზის იმპორტზე ხელშეკრულება გააფორმეს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა. თურქმენეთი გაზის მოპოვებას ზრდის „მადლობას ვუხდი თურქმენეთის პრეზიდენტს ამ პროექტის ხელშეწყობაში პირადი მხარდაჭერისთვის. ჩვენ დაინტერესებული ვართ გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებით და მზად ვართ გაზის იმპორტის მოცულობა წელიწადში 1,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გავზარდოთ“, - განაცხადა თოყაევმა. პრეზიდენტმა გამოაცხადა ყაზახეთის განზრახვა მონაწილეობა მიიღოს თურქმენეთის ძირითადი ენერგეტიკული ინიციატივების განხორციელებაში, ასევე გამოცდილების გაცვლასა და ორმხრივად მომგებიანი პროექტების განვითარებაში გაზის გადამუშავებისა და გაზის ქიმიის სფეროში. გარდა ამისა, განხილული იქნა ყაზახური ხორბლის თურქმენეთის ბაზარზე ექსპორტის პერსპექტივები და თურქმენეთ-ავღანეთის საზღვარზე მარცვლეულის ტერმინალის მშენებლობა. შეგახსენებთ, რომ თურქმენეთი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მარაგების მხრივ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში. მისი გაზის მარაგი, ახლახან აღმოჩენილი საბადოების ინდუსტრიული განვითარების შედეგად, 126 მილიარდი კუბური მეტრით გაიზარდა.
კიევმა ყაზახეთში ელჩი გაათავისუფლა
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის ელჩი ყაზახეთში პეტრო ვრუბლევსკი. ამის შესახებ პრეზიდენტის No723/2022 განკარგულებაშია ნათქვამი. მანამდე რუსეთმა ყაზახეთს მისი გაძევება მოსთხოვა „რუსების მკვლელობის“ შესახებ განცხადებების გამო. 6 ოქტომბერს, მედიაში გავრცელებული ცნობებით, ყაზახეთის ხელისუფლებამ უკრაინის ელჩის გაძევების შესახებ რუსეთის მოთხოვნა უარყო. უკრაინის ელჩმა ასტანაში, პეტრო ვრუბლევსკიმ, აგვისტოში ადგილობრივ ბლოგერთან ინტერვიუში განაცხადა: „რაც უფრო მეტ რუსს მოვკლავთ ახლა, მით უფრო შემცირდება მსხვერპლი ჩვენს შვილებში“. რუსეთმა საპასუხოდ ყაზახეთს დიპლომატის გაძევება მოსთხოვა, მაგრამ ასტანამ კიევს ელჩის ჩანაცვლება შესთავაზა.ასტანის პოზიციით, მისი კომენტარები მიუღებელია ეთნიკური რუსებით დასახლებული ქვეყნისთვის. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი „აღშფოთებულია", რადგან ვრუბლევსკი ჯერ კიდევ ასტანაში იმყოფება. რუსეთმა ყაზახეთის ელჩი დაიბარა.თავის მხრივ, ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აიბეკ სმადიაროვმა ზახაროვას ტონს ორი ქვეყნის ურთიერთობებისთვის შეუფერებელი უწოდა. სმადიაროვის თქმით, ვრუბლევსკი ყაზახეთს მას შემდეგ დატოვებს, რაც უკრაინის ახალი ელჩი დაინიშნებოდა. Reuters-ი წერდა, რომ ყაზახეთი ტრადიციულად ინარჩუნებს მჭიდრო ეკონომიკურ და უსაფრთხოების კავშირებს რუსეთთან, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მოსკოვისგან დისტანცირდა. ასტანა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებას უჭერს მხარს. ყაზახეთი არც რუსეთის მიერ ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმს აღიარებს, რომლის მეშვეობითაც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია სცადა.
თოყაევი: რუსეთიდან ყაზახეთში, 50-მდე საერთაშორისო კომპანია გადმოვიდა
ამჟამად 50-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია რუსეთიდან ყაზახეთში გადმოვიდა. Trend-ის ცნობით, ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ოთხშაბათს რეგიონში მოგზაურობისას, ალმათის ოლქის საზოგადოებასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, არაპროდუქტიულია კომპანიების დიდ ქალაქებში კონცენტრირება. აკიმატმა უნდა შეიმუშაოს ასეთი ინდუსტრიების განთავსება ალმათის მახლობლად BAKAD-ის პერიმეტრზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ეკონომიკას. „ეს საკითხი განიხილეთ მთავრობასთან და კომპანიებთან. რეგიონული ცენტრი უნდა გახდეს „კონტრმაგნიტი“ ალმათისთან მიმართებაში. ჩვენ უნდა შევუქმნათ ყველა პირობა ინვესტორებს ახალი საწარმოო ობიექტების გასახსნელად, მათ შორის ისეთი კომპანიებისთვისაც, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან გადაადგილდებიან. ეს საკითხი ახლა უნდა დამუშავდეს უცხოელ პარტნიორებთან შეუფერხებელი და შეუფერხებელი ვაჭრობის მიზნით“, - განაცხადა თოყაევმა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში არაერთი მსხვილი ექსპორტიორი საწარმო ფუნქციონირებს, საიდანაც გადასახადების ძირითადი წილი გროვდება. „ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ წარმოების გაფართოებაში, რისთვისაც სახელმწიფო მხარდაჭერის ღონისძიებებს გავატარებთ. ეროვნული ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებმა წინადადებები ერთი თვის ვადაში უნდა წარმოადგინონ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ლევან დავითაშვილი: 2022 წელს შუა დერეფანში, სატვირთო ბრუნვა 30%-ით, ყაზახეთიდან საქართველოში ტვირთნაკადი კი 6-ჯერ გაიზარდა
„მნიშვნელოვანია, რომ შუა დერეფანმა გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს. ამისთვის საჭიროა მაღალ დონეზე კოორდინაცია, რათა ჩვენი სატრანსპორტო გადაზიდვები იყოს კომფორტული, უფრო მიმზიდველი საერთაშორისო აქტორებისთვის, რათა ქვეყანამ მიიღოს დამატებითი შემოსავლები ამ მიმართულებიდან“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო გაერთიანების „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი)“ საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას. კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიესალმა სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე. აღნიშნული გაერთიანება, რომელიც ინტერმოდალური და მულტიმოდალური გადაზიდვების გაძლიერებას 2013 წლიდან უწყობს ხელს, აქტიურად მუშაობს დერეფანში სატვირთო გადაზიდვების გაზრდაზე. „შუა დერეფნის მნიშვნელობა განსაკუთრებით საყურადღებოა არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ტვირთბრუნვამ დერეფანში განსაკუთრებით მოიმატა, საერთაშორისო გადამზიდავების მხრიდან კი დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება. 2022 წელს შუა დერეფანში სატვირთო ბრუნვა 30 პროცენტით, ყაზახეთიდან საქართველოში სარკინიგზო ტვირთნაკადები კი 6-ჯერ გაიზარდა. ეს ტვირთები მიმდინარე წელს შუა დერეფანში დაბრუნდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაუმჯობესებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით, მათ შორის, ადმინისტრირებით, შევძლებთ, გრძელვადიან პერსპექტივაში, შუა დერეფანში ტვირთების შენარჩუნებას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. საერთაშორისო ასოციაციის „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი)“ საერთო კრება საქართველოში უკვე მეორედ იმართება. მასში მონაწილეობენ საქართველოს, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის რკინიგზების ხელმძღვანელი პირები.
ყასიმ ჟომართ თოყაევი: სამართლიანი ყაზახეთის ეკონომიკაში, ფავორიტიზმს ადგილი არ ექნება
„ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა, მიმართული იქნება სახელმწიფოს გრძელვადიანი ინტერესების სახელით, რეალური მიზნების მიღწევაზე. მისი არსი მდგომარეობს არა ეკონომიკური ზრდის აბსტრაქტული ფიგურების ძიებაში, არამედ მოქალაქეთა თვითრეალიზაციისთვის ფართო შესაძლებლობებისა და თანაბარი პირობების შექმნაში. ყველა თანამემამულეს ცხოვრების ხარისხი სტაბილურად უნდა გაუმჯობესდეს“, - ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა განაცხადა. მისივე თქმით, სამართლიანი ყაზახეთის ეკონომიკაში, ფავორიტიზმს ადგილი არ ექნება. თოყაევმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში სასამართლო და სამართალდამცავი სექტორის რეფორმა გაგრძელდება. „კანონი და წესრიგი გახდება სახელმწიფოს მიმართ მოქალაქეების ნდობის გაზრდის ძირითადი ფაქტორი. ხალხი არის ჩვენი მთავარი სიმდიდრე, ეკონომიკური და სოციალური პროგრესის მთავარი ძრავა. შესაბამისად, გავზრდით სტრატეგიულ ინვესტიციებს ადამიანურ პოტენციალში და ყველანაირად მხარს დავუჭერთ ჩვენს ახალგაზრდობას და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს. საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა გადავაყენოთ მთელი ღირებულებითი სისტემა და ჩამოვაყალიბოთ ერში ახალი თვისებები“, - აღნიშნა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
ყაზახეთი, ტრანსკასპიური დერეფნით, ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის ემზადება
ყაზახეთის მიზანია, ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის 2024 წლიდან, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი გამოიყენოს. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ბოლატ აკჩულაკოვმა განაცხადა. ნიკა ჩიტაძე: რუსეთის მიერ, ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის შეჩერებამ, შესაძლოა, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის მნიშვნელობა, კიდევ უფრო გაზარდოს მისი თქმით, 2024 წლის შუა რიცხვებიდან, „თენგიზის საბადოზე“ ახალი პრექტის განხორციელების შედეგების საფუძველზე, ნავთობის მოპოვება დაახლოებით 12 მილიონი ტონით გაიზრდება. „ამ მოცულობის დაახლოებით გარკვეული ნაწილის სრულად გამოყენება მოგვიწევს კასპიის ზღვის ე.წ. დივერსიფიცირებული მარშრუტებისთვის. მანამდე კი უნდა ვიმსჯელოთ, არის თუ არა ეს მხარე მზად ნავთობის ასეთი მოცულობა თავის ნავთობსადენების სისტემაში გაატაროს“, - განაცხადა ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა. ყაზახეთმა შესაძლოა, ურანის ექსპორტისთვის ტრანსკასპიური დერეფანი გამოიყენოს მინისტრმა განმარტა, რომ ამ მარშრუტით სარგებლობისთვის „აუცილებელი იქნება საკმაოდ დიდი ინფრასტრუქტურა, მათ შორის არა მხოლოდ მილსადენის ტრანსპორტირებისა და დასამაგრებელი საშუალებები, არამედ საჭიროა კასპიის ზღვაში ტანკერების რაოდენობის გაზრდა, რომლებმაც ნავთობპროდუქტები უნდა გადაზიდონ“. „ეს საკითხი კომპლექსურია, ჩვენ მას დეტალურად ვსწავლობთ“, - აღნიშნა ბოლატ აკჩულაკოვმა. ახლა ყაზახეთი ყოველწლიურად 65-67 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტს ახორციელებს. ექსპლუატაციაშია ორი ნავთობსადენი - CPC და ატირაუ-სამარა. ასევე წაიკითხეთ: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე
შარლ მიშელი ყაზახეთშია
ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს ეწვია. მედიის ცნობით, აეროპორტში მას ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ალიხან სმილოვი დახვდა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ორმხრივი ინტერესის საკითხებზე, ასევე, დაგემილია აუდიენცია ცენტრალური აზიის ქვეყნების ხელმძღვანელებთან. ყაზახეთის პრეზიდენტი ყაასიმ-ჟომართ თოყაევი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გაეცნენ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს მწვანე წყალბადის წარმოებისა და განაწილების ცენტრის მშენებლობას მანგისტაუს რეგიონში. Svevind Group-ის ინვესტორი მწვანე წყალბადის წარმოების აშენებას მანგისტაუს რეგიონში გეგმავს, რომლის სიმძლავრე წელიწადში 2 მილიონი ტონა იქნება. პროექტი მოიცავს 255,000 კუბური მეტრი სიმძლავრის გამწმენდი ქარხნის მშენებლობას და ექსპლუატაციას. ასევე - 40 გვტ განახლებადი ენერგიის წყაროებს (მზის და ქარის ელექტროსადგურები) და ელექტროლიტური წყლის წარმოებას 20 გვტ-მდე ექსპორტისთვის და შიდა მოხმარებისთვის.
თოყაევმა და შარლ მიშელმა ევროკავშირის მიერ ტრანსკასპიური მარშრუტის გამოყენების შესაძლებლობაზე იმსჯელეს
ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოკაევი ასტანაში, ევროპის საბჭოს პრეზიდენტს შარლზ მიშელს შეხვდა. შარლ მიშელი ყაზახეთშია მოლაპარაკების დასასრულს ყაზახეთის პრეზიდენტმა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლებისთვის ბრიფინგი გამართეს. ყაზახეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის თავმჯდომარის პირველი ვიზიტი ყაზახეთში, ქვეყნისადმი მაღალი პატივისცემისა და ნდობის გამოვლინებაა. „მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი მოლაპარაკებები ახლახან გაიმართა, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე გადაყვანას. ჩვენმა შეხვედრამ თბილ და სანდო ატმოსფეროში ჩაიარა. მიღწეულია შეთანხმება ჩვენი ინტენსიური პოლიტიკური დიალოგის შემდგომ გაგრძელებაზე. ჩვენ ასევე დავადასტურეთ სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობა ყაზახეთსა და ევროკავშირს შორის გაძლიერებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში“,- განაცხადა თოყაევმა. მისი თქმით, ევროკავშირი ყაზახეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორია. „30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ყაზახეთის ეკონომიკაში ევროკავშირმა $160 მილიარდზე მეტი ინვესტიცია განახორცოელა. მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში ყაზახეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვა 43%-ით გაიზარდა და $26 მილიარდი შეადგინა“, – განაცხადა პრეზიდენტმა. თოყაევმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის თავმჯდომარესთან მოლაპარაკებების დროს დადებითი შეფასება მიეცა ორმხრივ კავშირებს ენერგეტიკის, მწვანე ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში. „ეს განსაკუთრებით აქტუალური ახალ გეოპოლიტიკურ პირობებშია. ჩვენ ასევე განვიხილეთ ევროკავშირის მიერ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გამოყენების შესაძლებლობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ყაზახეთის ეკონომიკისთვის უარყოფითი შედეგების მინიმუმამდე შემცირებას ევროპული სანქციების ფონზე“, - განაცხადა თოყაევმა.
ყაზახეთი საქართველოს გავლით ურანის ექსპორტს განიხილავს
ყაზახეთის სახელმწიფო კორპორაცია „ყაზატომპრომი“ ურანის საექსპორტო მარშრუტის ალტერნატივად, საქართველოს გავლით ტრანზიტს განიხილავს, თუკი კომპანიას მისი ძირითადი მარშრუტის გამოყენების შესაძლებლობა შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა Trend-ი ავრცელებს. ყაზახეთმა შესაძლოა, ურანის ექსპორტისთვის ტრანსკასპიური დერეფანი გამოიყენოს „ყაზატომპრომის” განცხადების თანახმად, ტვირთების ტრანსპორტირება მომავალში ფოთის პორტის გამოყენებით უნდა მოხდეს. როგორც „ყაზატომპრომის” განცხადებაშია ნათქვამი, პროდუქციის გარკვეული მოცულობა ტრანსკასპიური მარშრუტით დასავლეთის ბაზრებზე ტრანზიტის პროცესშია. „კომპანიის კუთვნილი ტვირთი ფოთის პორტში უპრობლემოდ ჩავიდა. ტვირთი ამჟამად დამატებითი მასალის ჩასვლას ელოდება, რომ მოხდეს კონსოლიდირება და შემდეგ დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებისთვის გემზე ჩაიტვირთოს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. ამჟამად, ყაზახური ურანი მსოფლიო ბაზარს რუსეთის გავლით მიეწოდება. „ყაზატომპრომის“ ცნობით, ტრანსკასპიური მარშრუტი მათ მიერ 2018 წლიდან გამოიყენება, როგორც ძირითადი მარშრუტის ალტერნატივა, თუმცა გადაზიდვებს მაინც რუსეთის გავლით განაგრძობენ. შეგახსენებთ, რომ ყაზახეთი 2024 წელს ურანის წარმოებას 25 ათასი ტონაზე შეინარჩუნებას გეგმავს.
რატომ შემოვიდა საქართველოში, ურანის კონცენტრატით დატვირთული სარკინიგზო ვაგონები - შემოსავლების სამსახურის განმარტება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ყაზახეთის ეროვნული ბირთვული კომპანია, „ყაზატომპრომის“ კუთვნილი პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განმარტება გააკეთა. ყაზახეთი საქართველოს გავლით ურანის ექსპორტს განიხილავს „მიმდინარე წლის 6 სექტემბერს, საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ,,გარდაბანი“, კერძოდ, სარკინიგზო სადგურზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან, შემოვიდა ბუნებრივი ურანის კონცენტრატით დატვირთული სარკინიგზო ვაგონები (საერთო წონით 787 ტონა), რომელიც გადაადგილდებოდა ტრანზიტულად ყაზახეთის რესპუბლიკიდან კანადის მიმართულებით (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან). ყაზახეთმა შესაძლოა, ურანის ექსპორტისთვის ტრანსკასპიური დერეფანი გამოიყენოს ზემოაღნიშნული ტვირთი კანონმდებლობის შესაბამისად, მოექცა ტრანზიტის პროცედურაში და შემდგომი ტრანსპორტირების მიზნით, განთავსდა ერთ-ერთ საბაჟო საწყობში. აქვე, განვმარტავთ, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და ტრანზიტისთვის განკუთვნილი აღნიშნული საქონლის გადაადგილება, ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე განხორციელდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარზე ყველა სახის საქონლის კონტროლი მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება, მათ შორის, განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარება რადიოაქტიურ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის გადაზიდვის პროცესი“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განმარტებაში. ყაზახეთის სახელმწიფო კორპორაცია „ყაზატომპრომი“ ურანის საექსპორტო მარშრუტის ალტერნატივად, საქართველოს გავლით ტრანზიტს განიხილავს, თუკი კომპანიას მისი ძირითადი მარშრუტის გამოყენების შესაძლებლობა შეეზღუდება. „ყაზატომპრომის” განცხადების თანახმად, ტვირთების ტრანსპორტირება მომავალში ფოთის პორტის გამოყენებით უნდა მოხდეს. „კომპანიის კუთვნილი ტვირთი ფოთის პორტში უპრობლემოდ ჩავიდა. ტვირთი ამჟამად დამატებითი მასალის ჩასვლას ელოდება, რომ მოხდეს კონსოლიდირება და შემდეგ დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებისთვის გემზე ჩაიტვირთოს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. ამჟამად, ყაზახური ურანი მსოფლიო ბაზარს რუსეთის გავლით მიეწოდება. „ყაზატომპრომის“ ცნობით, ტრანსკასპიური მარშრუტი მათ მიერ 2018 წლიდან გამოიყენება, როგორც ძირითადი მარშრუტის ალტერნატივა, თუმცა გადაზიდვებს მაინც რუსეთის გავლით განაგრძობენ. შეგახსენებთ, რომ ყაზახეთი 2024 წელს ურანის წარმოებას 25 ათასი ტონაზე შეინარჩუნებას გეგმავს.
ახალ რეალობაში, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის როლი გაიზრდება - ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი
თანამედროვე პირობებსა და ახალ რელობაში, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის როლი იზრდება. ამის შესახებ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიჰან სმილოვმა SCO-ს წევრი ქვეყნების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. თოყაევმა და შარლ მიშელმა ევროკავშირის მიერ ტრანსკასპიური მარშრუტის გამოყენების შესაძლებლობაზე იმსჯელეს მისივე თქმით, ერთობლივი ძალისხმევით, პერსპექტიული სატრანსპორტო და სატრანზიტო დერეფანი კიდევ უფრო განვითარდება. „აქტაუს პორტს აქვს საკმარისი პოტენციალი, იმისთვის, რომ ამ მარშრუტზე ჰაბი გახდეს. „ინდოეთი – სპარსეთის ყურის ქვეყნები – ირანი – ყაზახეთი – რუსეთი“. ყაზახეთი, ტრანსკასპიური დერეფნით, ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის ემზადება თანამედროვე პირობებში ასევე იზრდება ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის როლი ევროპას, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს შორის სატრანზიტო ნაკადების უზრუნველყოფისთვის. ამ მარშრუტის შესაძლებლობების გამოყენება და ტვირთების ტრანზიტის ერთობლივი ძალებით განხორციელება ტვირთების სტაბილურ მოცულობებსა და მდგრად გადაზიდვებს უზრუნველყოფს“, - აღნიშნა ალიჰან სმილოვმა. ყაზახეთი ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ინვესტორებს ეძებს ასევე წაიკითხეთ: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე
ყასიმ-ჟომართ თოყაევი: ყაზახეთის მთავარი სიმდიდრე ხალხი და მათი ღირსეული ცხოვრებაა
საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, ყაზახეთის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა რიგი კანონების საჯარო ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა. სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ყაზახეთის მთავარი სიმდიდრე ხალხი და მათი ღირსეული ცხოვრებაა. „ჩვენი კონსტიტუცია აცხადებს, რომ დედამიწა და მისი წიაღისეული, წყალი, ფლორა და ფაუნა და სხვა ბუნებრივი რესურსები ხალხს ეკუთვნის. ამ ნორმის მიღების წყალობით მასშტაბური პროგრამა „ბავშვთა ეროვნული ფონდი“ ამოქმედდება. ერის ნამდვილი სიდიადე თითოეული ოჯახისა და მოქალაქის კეთილდღეობაშია, ამიტომ ეროვნული ეკონომიკა ხალხის საკეთილდღეოდ უნდა მუშაობდეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველო ნავთობის ტრანზიტის სამ მარშრუტშია, რომლებსაც ყაზახეთი განიხილავს
ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრო, NC KazMunayGas-სთან ერთად, ნავთობის ტრანსპორტირების სამ მარშრუტს განიხილავს, რომლებშიც საქართველოც მოხვდა. ეს მარშრუტებია - „აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“, „აქტაუ-ბაქო-სუფსა“ და „აქტაუ-ბაქო-ბათუმი“. ამის შესახებ ყაზახური მედია წერს. „ამჟამად მიმდინარეობს ნავთობის საექსპორტო მიმართულებით გადაზიდვისთვის დამატებითი მარშრუტების შემუშავება. ამ დროისთვის, აზერბაიჯანულ მხარესთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ტრანსპორტირების საკითხებზე, მუშაობა ამ მიმართულებით გრძელდება", - აცხადებენ ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროში. ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ამჟამად, კასპიის მილსადენის კონსორციუმი (CPC), საექსპორტო ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ყაზახი გადამზიდავებისთვის ყველაზე ეკონომიური მარშრუტია. „დამატებითი მარშრუტების განვითარების განხილვა დამოკიდებული იქნება მათ პოტენციალზე, ეკონომიკურ მიზანშეწონილობასა და სხვა საკითხებზე. ამასთან, ტექნიკური ფაქტორების ჩათვლით და ყაზახეთში ნავთობის მოპოვების ზრდის გათვალისწინებით“, - აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში. ოქტომბრის ბოლოს, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ელნურ სოლტანოვმა განაცხადა, რომ ქვეყანა ყაზახეთიდან ნავთობის გარანტირებულ მოცულობებს „ბაქო-სუფსის ნავთობსადენის“ გავლით ელოდება. KazMunayGas-ის ეკონომიკისა და ფინანსური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დაურენ კარაბაევის თქმით კი, ყაზახეთი აზერბაიჯანის გავლით ნავთობის ტრანსპორტირებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. 2022 წლის ზაფხულში დაურენ კარაბაევმა დააკონკრეტა, რომ აზერბაიჯანს აქვს ორი ნავთობსადენი: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“ და „ბაქო-სუფსა“, რომლებიც შესაძლოა, ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენონ. „ბაქო-სუფსის“ მილსადენს, რომელიც ამჟამად არ ფუნქციონირებს, წელიწადში 7 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობის გატარება შეუძლია.
ევროკავშირმა და ყაზახეთმა ნედლეულის შესახებ სტრატეგიული შეთანხმება გააფორმეს
ევროკავშირმა და ყაზახეთმა, ნედლეულის, აკუმულატორებისა და განახლებადი წყალბადის სფეროში, სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ ევროკომისიის (EC) პრესსამსახურმა განაცხადა. „7 ნოემბერს, ეგვიპტეში COP-27-ში მონაწილეობისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ევროკავშირსა და ყაზახეთს შორის პარტნიორობის დამყარების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ნედლეულის, დახვეწილი მასალებისა და განახლებადი წყალბადის საიმედო და მდგრადი მარაგი ეკონომიკისთვის ახალი, უფრო სუფთა საძირკვლის გასაღებია „განსაკუთრებით მაშინ, როცა წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას ვამცირებთ“. ევროკომისია განმარტავს, რომ „შეთანხმება მიზნად ისახავს ნედლეულისა და დახვეწილი მასალების საიმედო და მდგრადი მიწოდებასა და განვითარებას“. ამასთან, შეთანხმება ითვალისწინებს „ნედლეულის, აკუმულატორებისა და განახლებადი წყალბადის მიწოდების ჯაჭვის მდგრადობის გაუმჯობესებას“ და „ორმხრივი თანამშრომლობას შესაძლებლობების განვითარების, უნარების, კვლევისა და ინოვაციების სფეროში“.
ყაზახეთი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ექსპორტს იწყებს
2023 წლის პირველი იანვრიდან ყაზახეთი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტს დაიწყებს. როგორც Trend-ი იუწყება, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ალიჰან სმილოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს „გვაქვს შეთანხმება, რომ მომავალი წლის პირველი იანვრიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მეშვეობით 1,5 მილიონი ტონა ნავთობი გადავიტანოთ. მომავალში ტრანზიტის მოცულობა 6-6,5 მლნ ტონამდე გაიზრდება. ყაზახეთის მთავრობამ საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთებისთვის ალტერნატიული მარშრუტი შეიმუშავა, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოზე გადის რკინიგზის შესაძლებლობების თვალსაზრისით, TCO-მ ახლა შეიძინა და გააორმაგა ვაგონების რაოდენობა და უკვე დაწყებულია საპილოტე გადაზიდვები სარკინიგზო ტრანსპორტით ბათუმისა და უზბეკეთის მიმართულებით“, - განაცხადა სმილოვმა. მისივე თქმით, ყაზახეთის მთავრობამ ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციის სპეციალური საგზაო რუკა შეიმუშავა. „გარდა ამისა, საუბარია ბაქო-სუფსა და ბაქო-ბათუმის მიმართულებებზე, სადაც ყაზახეთს საკუთარი ტერმინალი აქვს. ასევე განიხილება სარკინიგზო მიმართულება ატირაუდან ბათუმისკენ და უზბეკეთისკენ. ყველა ამ მიმართულებით ახლა მიმდინარეობს მუშაობა ამ სფეროებში ნავთობის ექსპორტის პოტენციალის გაფართოებისა და გაზრდის მიზნით“, - განაცხადა სმილოვმა. მისივე თქმით, „მეზობელი ქვეყნებიდან კოლეგები ამ საკითხს გაგებით ეკიდებიან და სრული მხარდაჭერას უცხადებენ, ისინი მზად არიან უზრუნველყონ ყაზახეთს სატრანზიტო შესაძლებლობები და თანამშრომლობისთვისაც მზად არიან“. ყაზახეთი მსოფლიოში მე-11 ადგილზეა ნავთობის მოპოვებით - 1,7 მილიონი ბარელი დღეში. ამ მოცულობის 89% ექსპორტზე გადის, ხოლო უმეტესი ნაწილი - ნოვოროსიისკში მიმავალი მილსადენით. გასულ წელს, ყაზახეთიდან ნავთობის უმსხვილესი მყიდველი იყო იტალია (17,9 მილიონი ტონა), შემდეგ - ნიდერლანდები (8,2 მილიონი ტონა) და საფრანგეთი (4,5 მილიონი ტონა). 1768 კმ სიგრძის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის BTC მილსადენი ექსპლუატაციაშია 2006 წლის ივნისიდან. ამჟამად, BTC მილსადენს აზერბაიჯანიდან გადააქვს ნავთობი აზერი-ჩირაგ-გუნაშლიდან (ACG) და კონდენსატი შაჰ-დენიზიდან. გარდა ამისა, მილსადენი ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენს თურქმენეთიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან. ასევე წაიკითხეთ: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე
ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ასტანამ ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციის საგზაო რუკა შეიმუშავა
2023 წლის პირველი იანვრიდან, ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირებას დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ალიხან სმაილოვი ადასტურებს. „უკვე მიღწეულია შეთანხმება პირველი იანვრიდან 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ტრანსპორტირების შესახებ. ვმუშაობთ ამ მაჩვენებლის 6-6,5 მილიონ ტონამდე გაზრდის მიმართულებით“, - განაცხადა სმაილოვმა. მისივე თქმით, ყაზახეთმა ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციის საგზაო რუკა შეიმუშავა. სმაილოვის თქმით, ბაქოს პორტის გავლით ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება შესაძლებელი იქნება ბაქო-სუფსის და ბაქო-ბათუმის ნავთობსადენებით.
პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში ახლად დანიშნულ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნიკოლოზ ლალიაშვილს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. ღარიბაშვილმა ნიკოლოზ ლალიაშვილს მიულოცა ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. თავის მხრივ, ნიკოლოზ ლალიაშვილმა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. ნიკოლოზ ლალიაშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ეროვნული უშიშროების საბჭოში, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და გაერთიანებულ ენერგოდისტრიბუციის კომპანიაში. ნიკოლოზ ლალიაშვილი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. ასევე, სხვადასხვა დროს იყო „სტუდია მაესტროს” პოლიტიკური რედაქტორი, ,,ტელეიმედის “ გენერალური დირექტორის მოადგილე და გენერალური დირექტორი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ევროკავშირი და ყაზახეთი, ტრანსკასპიური მარშრუტის ერთობლივად განვითარების შესაძლებლობებზე მსჯელობენ
ევროკავშირი და ყაზახეთი, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) ერთობლივი განვითარების შესაძლებლობას განიხილავენ. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მუხტარ ტლეუბერდიმ, ასტანაში, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „დღევანდელი გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, საქონლის გლობალური მიწოდების ჯაჭვის უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარება მნიშვნელოვანია“, -განაცხადა თლეუბერდიმ. მინისტრის თქმით, დღეს ევროკავშირი, ყაზახეთისთვის უმსხვილესი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორია, რომლის პირდაპირი ინვესტიციების ჯამური მოცულობა $160 მილიარდზე მეტია. მისივე თქმით, ბოლო ცხრა თვის განმავლობაში ყაზახეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობამ $29,5 მილიარდს მიაღწია, რაც 2021 წლის 42%-ით გაიზარდა. „ჩვენ დაინტერესებული ვართ სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროში დიალოგის შემდგომი დივერსიფიკაციით, სოფლის მეურნეობის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებით. ჩვენი სურვილია მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება, ტრანსპორტსა და ლოგისტიკის გაციფრულება“, - განაცხადა ტლეუბერდიმ. შეგახსენებთ რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოჯისტიკური კომპანიები.
McDonald's-ი ყაზახეთში მუშაობას აჩერებს
ყაზახეთში, McDonald's-ის ყველა რესტორანმა მუშაობა დროებით შეწყვიტა. რესტორნები დაკეტილია, არ ფუნქციონირებს მიტანის სერვისი. ყაზახური მედიის ცნობით, კომპანია ინსტაგრამზე იტყობინება, რომ რესტორნები ტექნიკური მიზეზების გამოა დაკეტილია. ჯერ-ჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუმართაობას, რის გამოც სალარო აპარატურა არ მუშაობს. „კომპანიის წარმომადგენლები, სამუშაოს შეწყვეტის მიზეზებზე სრულ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ“, - წერს მედია.
ყაზახეთის უმსხვილესი სახელმწიფო ჰოლდინგის ხელმძღვანელმა, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა
ყაზახეთის სახელმწიფო ჰოლდინგის Baiterek-ის ხელმძღვანელმა კანატ შარლაპაევმა, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა. თუმცა, ამ დროისთვის მისი გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, მისი განცხადება დააკმაყოფილა. რუსეთის მოქალაქეობა დატოვა შარლაპაევის ქალიშვილმა, რომელიც 2017 წელს მოსკოვში დაიბადა. Baiterek-ის ხელმძღვანელს ასევე აქვს ბრიტანეთის მოქალაქეობა. შარლაპაევმა Baiterek-ის საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა, 2022 წლის თებერვალში დაიკავა. მანამდე მუშაობდა Citibank Russia-ის რუსეთის, უკრაინისა და ყაზახეთის მთავარ ფინანსურ დირექტორად, Citibank Kazakhstan-ის უფროს ვიცე-პრეზიდენტად. მანამდე, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა Tinkoff Bank-ის დამფუძნებელი ოლეგ ტინკოვმა, Revolut fintech სტარტაპის დამფუძნებელმა ნიკოლაი სტორონსკიმ, მეწარმე და ინვესტორმა რუბენ ვარდანიანმა, IT ინვესტორმა და Mail.ru ჯგუფის ყოფილმა თანამფლობელმა იური მილნერმა და ცნობილმა ფინანსისტმა ტიმურ ტურლოვმა. ამ შემთხვევებში, მიზეზად, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრა დასახელდა.
ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. კენჭისყრა 10 050 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს. წინასაარჩევნო კამპანია ყაზახეთში 21 ოქტომბერს დაიწყო და 19 ნოემბრის დილის 12 საათამდე გაგრძელდა. დღეს კენჭისყრა ქვეყნის მასშტაბით, 10101 საარჩევნო უბანზე, საზღვარგარეთ კი, 68 უბანზე გაიმართება. 2022 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, ამომრჩეველთა რეესტრში ყაზახეთის 11 827 277 მოქალაქე იყო დარეგისტრირებული. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა ექვსი კანდიდატი, ორი ქალი და ოთხი კაცი, მათ შორის არის მოქმედი პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი. მოსალოდნელია, რომ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში თოყაევი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. 2022 წლის 5 ივნისს გამართული საერთო-სახალხო რეფერენდუმით მხარდაჭერილი საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, ქვეყნის პრეზიდენტის მმართველობა, აქამდე არსებული ორი 5-წლიანი ვადის ნაცვლად, ერთი, 7-წლიანი ვადით განისაზღვრება.
ზელენსკიმ თოყაევს ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყასიმ-ჟომართ თოყაევს ყაზახეთში ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა Twitter-ზე დაწერა. ზელენსკიმ უკრაინა-ყაზახეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მან ასევე მადლობა გადაუხადა თოყაევს ყაზახეთიდან უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნისთვის. კვირას, 20 ნოემბერს ჩატარებულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ყაზახეთის მოქმედმა პრეზიდენტმა თოყაევმა ხმების 81,31%-ით გაიმარჯვა.
ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით, 2023 წელს 1,5 მილიონ ტონა ნავთობს გადატვირთავს
ყაზახეთი, 2023 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის გადაზიდვას გეგმავს. ამის შესახებ სს NC KazMunayGas-ის ეკონომიკისა და ფინანსების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დაურენ კარაბაევმა ბრიფინგზე განაცხადა. „ახლა ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რადგან KazMunayGas-მა და აზერბაიჯანულმა SOCAR-მა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას 5 წლის ვადით ბაქო (აზერბაიჯანი) - თბილისი (საქართველო) - ჯეიჰანი (თურქეთი) მილსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებაზე. რჩება მხოლოდ იმის დადგენა, თუ რომელი ყაზახური ნავთობკომპანია გადაიტანს ამ მოცულობებს (1,5 მილიონი ტონა ნავთობი) მომავალი წლიდან. მოცულობის გაზრდას ველოდებით მომავალში. ვინაიდან ამით არა მხოლოდ ჩვენ, არამედ აზერბაიჯანიც არის დაინტერესებული“, - განაცხადა დაურენ კარაბაევმა KMG-ში გამართულ ბრიფინგზე. შეგახსენებთ, რომ ადრე ყაზახეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრმა ბოლატ აკჩულაკოვმა განაცხადა, რომ ყაზახეთი ნავთობის ექსპორტს ალტერნატიული მარშრუტებით გაზრდის.
აქტაუში, საქართველოს, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის მონაწილეობით, სატრანსპორტო მარშრუტებზე მინისტერიალი გაიმართება
საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტებზე მოლაპარაკებები, აზერბაიჯანის, თურქეთის, ყაზახეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის ყაზახეთის ქალაქ აქტაუში გაიმართება. ევროკავშირი და ყაზახეთი, ტრანსკასპიური მარშრუტის ერთობლივად განვითარების შესაძლებლობებზე მსჯელობენ ამის შესახებ ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აიბეკ სმადიაროვმა განაცხადა. მისი თქმით, 2022 წლის 25 ნოემბერს აქტაუში საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების საკითხებზე მინისტრთა შეხვედრა გაიმართება. ღონისძიებას ყაზახეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა და ტრანსპორტის მინისტრები დაესწრებიან. სმადიაროვმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მოსალოდნელია, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, სპეციალური ღონისძიებები შემუშავდეს. შეგახსენებთ რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები.
ყაზახეთში პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა
ყაზახეთში პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. პრეზიდენტის თანამდებობა მან 20 ნოემბერს გამართული ვადამდელი არჩევნების შედეგად მეორე ვადით დაიკავა. პრეზიდენტად ხელახლა დანიშვნის შემდეგ, თოყაევი 28 ნოემბერს შეხვედრას გამართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. შეხვედრა რუსეთის ქალაქ ორენბურგშია დაგეგმილი.
ყაზახეთმა შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, პორტის დაღრმავება დაიწყო
საგზაო რუკის ღონისძიებების განხორციელების შედეგად, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გამტარუნარიანობა 2025 წლისთვის წელიწადში 10 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ამის შესახებ ყაზახეთის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა კაირბეკ უსკენბაევმა განაცხადა. უსკენბაევის თქმით, ტვირთების გადაზიდვის მოცულობის მკვეთრი მატებასთან ერთად მარშრუტზე „ბზარები“ გამოვლინდა. ამასთან დაკავშირებით, ინიცირებული იყო საგზაო რუკის შექმნა. ამჟამად, ყაზახეთი დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდის მისაღწევად, სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურას ავითარებს, ასევე აწარმოებს პორტში დაღრმავების სამუშაოებს. „ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ საკონტეინერო ფლოტისა და გემების ფლოტის შევსების საკითხები, ასევე საზღვრის გადაკვეთის პროცედურების გამარტივება. ყაზახეთმა დაიწყო „დოსტიკ-მოინტის“ რკინიგზის მეორე ლიანდაგის მშენებლობა, რომლის სიგრძე 836 კილომეტრია. ასევე შემუშავდა ყაზახეთისა და ჩინეთის საზღვარზე მესამე სასაზღვრო გადასასვლელის გახსნისა და „ბახტი-აიაგოზის“ ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის საკითხები. ამჟამად მიმდინარეობს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. გათვალისწინებულია, რომ თანხების 80 პროცენტს ევრაზიის განვითარების ბანკი, ხოლო დანარჩენ 20 პროცენტს ყაზახეთის რკინიგზა უზრუნველყოფს“, - დასძინა მინისტრმა.
ყასიმ-ჟომართ თოყაევი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა
ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა, სადაც 28 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს გამართავს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური, იუწყება. თოყაევისთვის ეს პირველი საგარეო მოგზაურობაა, სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობის დაკავების შემდეგ. 20 ნოემბერს ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ქვეყნის მოქმედმა ლიდერმა ხმების 81,31%-ით გაიმარჯვა. მისი ინაუგურაცია შაბათს შედგა.
ყაზახეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა პარიზში, თანამშრომლობის გაღრმავების გზები განიხილეს
ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი, რომელიც პარიზში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკებები გამართა. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება. მოლაპარაკებებს წინ უძღოდა დახვედრის ოფიციალური ცერემონია ელისეის სასახლეში. შეხვედრისას თოყაევმა მადლობა გადაუხადა მაკრონს საფრანგეთში ვიზიტით მოწვევისთვის. მისი თქმით, ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად და ურთიერთობების კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაყვანისთვის. მოლაპარაკებების დროს ყაზახეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოდერნიზაციაზე ისაუბრა. თავის მხრივ, პრეზიდენტმა მაკრონმა აღნიშნა, რომ ყაზახეთი საფრანგეთის სტრატეგიული პარტნიორია. ქვეყნებს შორის აქტიურად ვითარდება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ხორციელდება ერთობლივი პროექტები ენერგეტიკის სექტორში. ევროკავშირი აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს სხვადასხვა ყაზახურ პროექტებში. მაკრონმა ასევე, 2024 წლიდან ყაზახეთში ახალი ფრანგული სკოლების გახსნის შესახებ განაცხადა. ფრანგულმა მხარემ მხარდაჭერა გამოუცხადა ყაზახეთში მიმდინარე რეფორმებს. მხარეებმა დეტალურად გაცვალეს მოსაზრებები ორ ქვეყანას შორის განათლებისა და კულტურის სფეროებში კავშირების გაღრმავებაზე, ასევე განიხილეს საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და ცენტრალურ აზიაში შექმნილი ვითარება. შეხვედრის დასასრულს თოყევმა მაკრონი ყაზახეთში მიიწვია.
ყაზახეთმა რუსეთთან შეთანხმების ხარჯზე, სანქციების დარღვევაზე უარი განაცხადა
რუსეთის, ყაზახეთისა და უზბეკეთის სამმხრივი გაზის კავშირის იდეას, რომელიც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში ყასიმ-ჟომართ თოყაევის ოფიციალური ვიზიტის დროს გააჟღერა, ასტანაში ენთუზიაზმი არ მოჰყოლია. ამის შესახებ რუსული მედია წერს. „ყაზახეთი არ დაუშვებს თავისი ტერიტორიის გამოყენებას დასავლეთის სანქციების გვერდის ასავლელად და გაზის გაერთიანების პროექტს, სანქციების რისკების გათვალისწინებით შეაფასებს“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტის მოადგილემ რომან ვასილენკომ. „კავშირის იდეა იყო ჩინეთისთვის რუსული გაზის მიწოდების გაზრდა, ყოფილი სსრკ-ს ცენტრალური აზიის რესპუბლიკების ტერიტორიის გავლით“, - განაცხადა სამშაბათს ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა. ნოვაკის თქმით, რუსეთი, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ალიანსში, ჩინეთისთვის გაზის მიწოდების თვალსაზრისით „დიდ შესაძლებლობებს" ხედავს. „რუსეთს, ყაზახეთს, უზბეკეთს რეალურად ჰქონდათ ერთიანი გაზის ტრანსპორტირების სისტემა საბჭოთა დროიდან. ჩვენ გვაქვს დიდი შესაძლებლობები, გავაფართოვოთ ორმხრივი თანამშრომლობა“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. მაგრამ მედია წერს, რომ ყაზახეთის ხელისუფლება ცდილობს, დისტანცირება მოახდინოს ახლა ტოქსიკური რუსეთისგან, რომელმაც ომი წამოიწყო უკრაინაში და გახდა მსოფლიო რეკორდსმენი დაწესებული სანქციების რაოდენობით. სექტემბერში ყაზახეთმა დაიწყო ნავთობის ექსპორტი რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით და ამზადებს ალტერნატიულ გზას ურანის ექსპორტისთვის, რის წარმოებითაც ქვეყანა მსოფლიოში პირველ ადგილზეა. აგვისტოში, ყაზახეთის ხელისუფლების მიერ სანქციების დარღვევაზე უარის გამო, რუსული Sberbank-ი, რომლის შვილობილი კომპანია ყაზახეთში აქტივების მხრივ მეორეა, იძულებული გახდა, ადგილობრივი ბაზარი დაეტოვებინა. ნოემბერში, KAZ Minerals-ის მფლობელმა გაყინა ინვესტიციები ჩუკოტკაში, ბაიმსკაიას მადნის ზონის განვითარების პროექტში, სადაც 2028 წლისთვის, მადნის მოპოვებისა და გადამამუშავებელი ქარხნის (GOK) აშენება იგეგმებოდა.
ყაზახეთი ჩინეთთან საზღვარზე, კიდევ ერთი სარკინიგზო გადასასვლელის გახსნას გეგმავს
ყაზახეთი ჩინეთთან მესამე სარკინიგზო გადასასვლელის გახსნის საკითხზე მუშაობს. ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა - ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრმა სერიკ ჟუმანგარინმა, ყაზახეთისა და რუსეთის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ფორუმის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, სატრანზიტო ტვირთების შემდგომი გაზრდის მიზნით, მუშავდება ყაზახეთსა და ჩინეთს შორის მესამე სარკინიგზო გადასასვლელის გახსნის საკითხი აბაის რეგიონის ურძჰარის რაიონში ბახტის რეგიონში, სადაც ახალი სარკინიგზო ხაზი და საზღვრის გადაკვეთის ტერმინალი აშენდება. ჟუმანგარინმა აღნიშნა, რომ ყაზახეთში ჩამოყალიბდა და ფუნქციონირებს 5 საერთაშორისო სარკინიგზო და 8 საავტომობილო სატრანზიტო დერეფანი. აქედან 3 სარკინიგზო და 6 საგზაო დერეფანი, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გამავალ დერეფნებთანაა სინქრონიზებული.
ყაზახეთში ბუნებრივი აირის წარმოება შემცირდა
ყაზახეთში ბუნებრივი აირის წარმოების მოცულობამ 2022 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ფულადი თვალსაზრისით 259,9 მილიარდი ტენგე (554 მილიონი დოლარი) შეადგინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს 1,5 პროცენტით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ტელეგრამის არხი ავრცელებს. უწყების ცნობით, ყაზახეთმა საანგარიშო პერიოდში 43 366,8 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აწარმოა, რაც ასევე 1,5 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ასევე, წარმოებულია 25 777,1 მლნ კუბური მეტრი ასოცირებული ნავთობგაზი, რაც 2,9 პროცენტით ნაკლებია 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებელზე. ყაზახეთში ბუნებრივი აირის მოპოვებით 4 საწარმოა დაკავებული. შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ყაზახეთმა ნავთობპროდუქტებისა და გაზის ტრანზიტის დივერსიფიცირების შესახებ განაცხადა.
რუსეთთან „სამმხრივი გაზის კავშირის“ შექმნის საკითხი არ განგვიხილავს - ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრი
ყაზახეთი, რუსეთი და უზბეკეთი გაზის ტრანსპორტირების სისტემების ტექნიკურ შესაძლებლობებს განიხილავენ, თუმცა „სამმხრივი გაზის კავშირის“ შექმნაზე საუბარი არ ყოფილა. მედია: უზბეკეთმა რუსეთს „სამმხრივი გაზის კავშირის“ შექმნაზე უარი განუცხადა ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ბოლატ აკჩულაკოვმა განაცხადა. „ფაქტობრივად, არ იყო განხილული „სამმხრივი გაზის კავშირის“ შექმნის საკითხი. ყველა დისკუსია იყო ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში, ვთქვათ, ყაზახეთი რუსეთის ფედერაციასთან, ყაზახეთთან და უზბეკეთთან. ეს არ იყო განხილული სამმხრივ ფორმატში. განვიხილეთ ჩვენი სისტემების ტექნიკური შესაძლებლობები - გაზის ტრანსპორტირება და ა.შ.“, - განუცხადა ჟურნალისტებს მთავრობის გაფართოებული სხდომის ფარგლებში ყაზახეთის ენეტგეტიკის მინისტრმა. მისივე თქმით, გაზის სექტორში თანამშრომლობის საკითხები სამივე მხარის კოორდინაციას მოითხოვს. „ეს სამუშაო საკითხებია, ამიტომ რაიმე სახის გაერთიანების შექმნაზე საუბარი აბსოლუტურად არ ყოფილა“, - აღნიშნა ბოლატ აკჩულაკოვმა. აღსანიშნავია, რომ 28 ნოემბერს მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებზე ყაზახეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა და ვლადიმერ პუტინმა განიხილეს „სამმხრივი გაზის კავშირის“ შექმნის პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ქმედებების კოორდინაციასა და რესპუბლიკის ტერიტორიებზე რუსული გაზის ტრანზიტს. იმავე დღეს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ პუტინმა მასთან შეხვედრაზე დააყენა „სამმხრივი გაზის კავშირის“ შექმნის საკითხი. თოყაევმა აღნიშნა, რომ ყაზახურ მხარეს სასურველ შედეგამდე მისასვლელად „თემის შინაარსის გაგება“ სჭირდება.
საფრანგეთი ყაზახეთში, გაზის გადამამუშავებელ ქარხანის პროექტს განახორციელებს
ფრანგულ კომპანია Technip Energies N.V.-სა და ყაზახეთის ნაციონალური კომპანია QazaqQaz-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიხედვით, ყაზახეთში, კაშაგანის საბადოზე, გაზის გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება. გაზის გადამამუშევებელი ქარხნის საწარმოო სიმძლავრე, წელიწადში 1 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. კომპანიები ასევე გეგმავენ თანამშრომლობას სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის (STC) QazaqGaz-ის ფარგლებში თანამშრომელთა კომპეტენციის ამაღლების სფეროში. Technip Energies ასევე კონსულტაციას გაუწევს QazaqQaz-ს გაზის გადამუშავებასთან და ენერგეტიკულ გადაცემასთან დაკავშირებულ საკითხებში. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტს ხელი მოაწერეს QazaqQaz-ის გამგეობის თავმჯდომარემ სანჯარ ჟარკეშოვმა და Technip Energies-ის მთავარმა ოპერაციულმა დირექტორმა მარკო ვილამ. ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოეწერა ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის საფრანგეთში ვიზიტის დროს.
ყაზახეთი და ესპანეთი სტრატეგიულ პარტნიორობას აღრმავებენ
ესპანეთის დედაქალაქში ოფიციალურმა პირებმა ყაზახეთ-ესპანეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რიგით მეშვიდე პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. პოლიტიკური კონსულტაციების მთავარი თემა, რომელსაც ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რომან ვასილენკო და ესპანეთის საგარეო და გლობალური საკითხებში სახელმწიფო მდივანი ანჯელეს მორენო ბაუ თანათავმჯდომარეობდნენ, პოლიტიკური, სავაჭრო და ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული საკითხები იყო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ყაზახეთის ურთიერთობას ევროკავშირთან. „ყაზახეთი მზად არის, განავითაროს ესპანეთთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობები, რომლის საფუძველია 2009 წელს ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება“, - აღნიშნავს ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რომან ვასილენკო. თავის მხრივ, ესპანეთის საგარეო და გლობალური საკითხებში სახელმწიფო მდივანი ანჯელეს მორენო ბაუმ ხაზი გაუსვა ყაზახეთის აქტიურ პოზიციას საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე და გამოთქვა ოფიციალური მადრიდის მზადყოფნა, სრულად დაუჭიროს მხარი ყაზახეთში მიმდინარე მასშტაბური პოლიტიკური რეფორმების წარმატებით განხორციელებას.
ყაზახეთი გერმანიაში ნავთობის გადაზიდვის შესაძლებლობას განიხილავს
ყაზახეთი გერმანიაში, ნავთობის საცდელი გადაზიდვის შესაძლებლობას 2023 წლის იანვარისთვის განიხილავს. ამის შესახებ ნავთობისა და გაზის ეროვნული კომპანიის KazMunayGas-ის ხელმძღვანელმა მაგზუმ მირზაგალიევმა განაცხადა. კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, ასტანაში გაიმართა მოლაპარაკებები KazMunayGas-ის გამგეობის თავმჯდომარეს მაგზუმ მირზაგალიევსა და გერმანიის მემარცხენე პარტიის საპარლამენტო ჯგუფის ბუნდესტაგის დეპუტატ კრისტიან გორკეს შორის. ასევე, მირზაგალიევმა ვიდეოკონფერენციის საშუალებით მოლაპარაკება გამართა გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანთან მიხაელ კელნერთან. მხარეებმა შვედეთის ქარხანაში ყაზახური ნავთობის ექსპორტზე ისაუბრეს. ბუნდესტაგის დეპუტატმა გამოხატა ინტერესი ყაზახეთიდან ნედლეულის დრუჟბას ნავთობსადენით გადაზიდვის შესახებ. „ყაზახეთის პრეზიდენტის ინსტრუქციების თანახმად, KazMunayGas განიხილავს 2023 წლის იანვარში ნავთობის საცდელი ტვირთის გერმანიაში გაგზავნის ვარიანტს“, - განაცხადა მირზაგალიევმა. შეგახსენებთ, რომ 10 მილიონ ტონაზე მეტ ნედლ ნავთობს, Schwedt-ის გადამამუშავებელი ქარხანა ბერლინსა და აღმოსავლეთ გერმანიის დიდ ნაწილს აწვდის.
ასტანა მოლაპარაკებებს აწარმოებს 362 უცხოურ კომპანიასთან, რომლებიც მზად არიან, დატოვონ რუსეთის ფედერაცია
62 უცხოური კომპანია, რომლებმაც გეოპოლიტიკური ვითარების გამო რუსეთის ბაზრიდან გასვლის შესხებ განაცხადეს, მზად არიან, ყაზახეთი ალტერნატიულ პლატფორმად განიხილონ. ყაზახეთი, რუსეთიდან გასული 250 დასავლური კომპანიის რელოკაციაზე მუშაობს 2022 წლის მარტიდან ყაზახეთი 362 მსხვილ კომპანიასთან მათი ბიზნესის რესპუბლიკაში გადატანაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალმას აიდაროვმა. ყაზახეთი უცხოელი ბიზნესმენებისთვის „საინვესტიციო ვიზას“ შემოიღებს „რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ მოქმედებების დაწყებისა და სანქციების გამოცხადების დღიდან ჩვენ გამოვავლინეთ 362 კომპანია, რომლებმაც ღია წყაროებით განაცხადეს, რომ ტოვებენ ან ამცირებენ თავიანთ საქმიანობას რუსეთის ბაზარზე. 362-ვე არის უცხოური კომპანია, რომლებიც მუშაობენ რუსეთში და წარმოადგინეს ინტერესი. მარტიდან ჩვენ მივმართეთ ამ ბრენდების მშობელ კომპანიებს ყაზახეთში გადასვლის წინადადებით. დღემდე 62-მა კომპანიამ გაგვცა დადებითი პასუხი, რომ მზად არიან განიხილონ ყაზახეთი, როგორც ალტერნატიული პლათფორმა", - აღნიშნა ალმას აიდაროვმა. მინისტრის მოადგილემ დააზუსტა, რომ 62 კომპანიიდან 21-მა პროექტი უკვე გადატანა ყაზახეთში. მათ შორისაა ავსტრალიური კომპანია Fortescue, ამერიკული Honeywell, რომელიც აწარმოებს ელექტრონულ კონტროლისა და ავტომატიზაციის სისტემებს, TikTok-მა ასევე გახსნა რეგიონალური ოფისი ყაზახეთში, inDriver-მა თავისი ოფისი ყაზახეთში გადაიტანა, ფრანგულმა Alstom-მა სერვის ცენტრები ყაზახეთში გახსნა. აიდაროვმა აღნიშნა, რომ მიზნობრივი კომპანიების სია იზრდება: „ზოგიერთი მათგანი მაშინვე უარს ამბობს ან ამბობს, რომ მოვლენებს თვალყურს ადევნებს“.
აზერბაიჯანი, უზბეკეთი და ყაზახეთი საავტომობილო კონგლომერატს შექმნიან
უზბეკეთი, აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან თანამშრომლობით, „საავტომობილო ინდუსტრიის კონგლომერატის" შექმნას გეგმავს. ინფორმაცია Trend-ს უზბეკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყარომ დაუდასტურა. ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ გავრცელებულა. კონგლომერატის შექმნის იდეა გულისხმობს თანამშრომლობის დამყარებას უზბეკური კომპანია UzAuto Motors-ს, აზერბაიჯანულ ავტომწარმოებელ ქარხანას Azermash-სა და Saryarka Avtoprom LLP-ს, ყაზახეთში ავტომობილების უმსხვილეს მწარმოებელს შორის. ეს კომპანიები რამდენიმე წელია უზბეკეთის მიერ მიწოდებული ნაწილებიდან აწყობენ „შევროლეს“ მანქანებს. კონგლომერატის შექმნის იდეა, სამი ქვეყნის საინჟინრო ინდუსტრიაში ძლიერ კავშირებს ემყარება. ჯერ კიდევ 2022 წლის ივნისში მემორანდუმს აზერბაიჯანში ავტომობილების წარმოების ლოკალიზაციის შესახებ Azermash OJSC-სა და UzAvtoSanoat JSC-ს შორის ხელი მოაწერეს Azermash-ის საბჭოს თავმჯდომარემ ემინ ახუნდოვმა და UzAvtoSanoat-ის თავმჯდომარის მოადგილემ სარდორ ტაჯიევმა. აღსანიშნავია, რომ 21 დეკემბერს ტაშკენტში გამართული უზბეკეთ-ყაზახური ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, ავტომობილების წარმოების სფეროში რამდენიმე ხელშეკრულება გაფორმდა. გარდა ამისა, კიდევ ერთი შეთანხმება ეხება UzAvtoSanoat-ის მიერ Chevrolet-ის სათადარიგო ნაწილების $500 მილიონის მიწოდებას Saryarka Avtoprom-ის საწარმოსთვის. სავარაუდოდ, კონგლომერატის იდეა დაკავშირებულია უფრო მჭიდრო თანამშრომლობასთან UzAuto Motors-ის დახმარებით აზერბაიჯანსა და ყაზახეთში ახალი Chevrolet მოდელების აწყობის თვალსაზრისით, ასევე არსებული სიმძლავრეების გაფართოებასა და კომპონენტების მიწოდების გაზრდას უზბეკეთიდან. „საავტომობილო კონგლომერატი" სავარაუდოდ მოიცავს სამი ქვეყნის ბაზრებს, სადაც დაახლოებით 65 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
უზბეკეთმა და ყაზახეთმა საზღვრის დემარკაციის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს
უზბეკეთის და ყაზახეთის პრეზიდენტებმა შავქათ მირზიოევმა და ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საერთო საზღვრის დემარკაციის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. თოყაევი 21-22 დეკემბერს უზბეკეთში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება. 21 დეკემბერს ტაშკენტში გამართულ უზბეკეთ-ყაზახურ ბიზნეს ფორუმზე, ინვესტიციების, ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების, 40-მდე შეთანხმება გაფორმდა. ფორუმში მონაწილეობა ორივე მხარის 400-ზე მეტმა დელეგატმა მიიღო. ყაზახეთსა და უზბეკეთს შორის საზღვრის სიგრძე 2,1 ათას კილომეტრს აჭარბებს; მხარეებმა მისი დემარკაციის შესახებ მოლაპარაკებები 2003 წელს დაიწყეს.
უკრაინამ ყაზახეთისგან სამედიცინო დაწესებულებებისთვის განკუთვნილი 41 მძლავრი გენერატორი მიიღო
უკრაინამ ყაზახეთის რესპუბლიკიდან სამედიცინო დაწესებულებებისთვის განკუთვნილი 41 მძლავრი გენერატორი მიიღო. შესაბამისი განცხადება უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ Facebook-ზე გაავრცელა. „ჩვენ მივიღეთ შესანიშნავი საშობაო საჩუქარი ყაზახეთის ხალხისგან: 41 მძლავრი გენერატორი ჩვენი ჯანმრთელობის დაწესებულებებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ყირგიზეთი და ყაზახეთი $35 მილიონის ღირებულების მზის ელექტროსადგურს ააშენებენ
ყირგიზეთმა და ყაზახეთმა შექმნეს ერთობლივი საწარმო, რომელიც ისიკ-კულში 35 მილიონი დოლარის ღირებულების მზის ელექტროსადგურს ააშენებს. 50 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობაზე ხელშეკრულება, ეროვნული ენერგეტიკული ჰოლდინგის შვილობილი კომპანია „თაზაენერჯისა“ და ყაზახეთის საინვესტიციო კომპანია „TGS-Energy“-ს შორის გაფორმდა. სოფელ თორუ-აიგირში პროექტისთვის 80 ჰექტარი მიწაა გამოყოფილი. მხარეები გეგმავენ, რომ სადგურის მშენებლობა 2023 წლის დეკემბრისთვის დასრულდება. მზის ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადა 25 წელზე მეტი იქნება და ქსელს წელიწადში მინიმუმ 90 მილიონი კვტ/სთ მიაწვდის, - აცხადებენ ეროვნული ენერგოჰოლდინგში. მთლიანობაში მხარეები ყირგიზეთში რამდენიმე მზის სადგურის აშენებას გეგმავენ, რომელთა საერთო სიმძლავრე 300 მეგავატი იქნება.
აზიის უმდიდრესი ადამიანი, ყაზახეთში ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურის პროექტით დაინტერესდა
აზიის უმდიდრესი ადამიანი, ინდოელი მილიარდერი და დივერსიფიცირებული ჰოლდინგის Adan Group-ის მფლობელი, გაუტამ ადანი, ყაზახურ მხარესთან ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურისა და განახლებადი ენერგიის წყაროების (RES) მშენებლობაზე შეთანხმდა. 2022 წლის მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი ცნობილია - Forbes თითოეული პროექტის სიმძლავრე იქნება 1 გიგავატი, განუცხადა Kursiv-ს სამრუკ-კაზინას ჰოლდინგის სტრატეგიისა და აქტივების მართვის მმართველმა დირექტორმა იერნატ ბერდიგულოვმა. მისივე თქმით, ნახშირის სადგურის კონკრეტული ადგილმდებარეობა და სხვა დეტალები ინდურ მხარესთან მოლაპარაკების დროს დადგინდება. გაუტამ ადანის ბიზნეს იმპერიის აქტივებს შორის არის ქვანახშირის საბადოები და ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები. ბერდიგულოვმა აღნიშნა, რომ ზოგადად, სამრუქ-კაზინას აქვს ყაზახეთში ელექტროსადგურების გაფართოებისა და მშენებლობის პროექტების პორტფელი, საერთო სიმძლავრით 10 გვტ. ინდური კონგლომერატის Adan Group-ის ხელმძღვანელი გაუტამ ადანი ყაზახეთში საქმიანი ვიზიტის დროს პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. მხარეებმა ლოგისტიკის, ენერგეტიკისა და გაზისა და ნავთობქიმიის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. კერძოდ, ინდოელმა მილიარდერმა ისაუბრა ტრადიციული და განახლებადი ენერგეტიკის, ასევე ნავთობქიმიის პროექტების მიმართ ინტერესზე. 2022 წლის ნოემბერში, ადანის ჯგუფის მთლიანმა საბაზრო კაპიტალიზაციამ რეკორდულ 280 მილიარდ დოლარს (17-ჯერ მეტი 2015 წლის 16 მილიარდ დოლართან შედარებით) მიაღწია. Adan Group-ი არის ინდური კონგლომერატი, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს აჰმედაბადში. კომპანიის დამფუძნებელი და მფლობელი, გაუტამ ადანი, აზიის უმდიდრესი ადამიანია.
ცნობილია, როდის აშენდება ყაზახეთის აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბი
ყაზახეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა ალმაზ იდრისოვმა დაადასტურა, რომ აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბის პროექტის განხორციელება 2025 წლისთვის დასრულდება. ყაზახეთის აქტაუს პორტის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა გაიზარდა პროექტის ღირებულება 13,7 მილიარდი ტენგეა. მშენებლობის ხარჯები სავარაუდოდ ყაზახეთის ბიუჯეტიდან დაიფარება. ყაზახეთი აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბის შექმნას განიხილავს ყაზახეთი, აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბის პროექტისთვის ინვესტორებს ეძებს „იგეგმება სატრანზიტო ტვირთის (TITR) ნაწილის გადაადგილება ჩინეთიდან ევროპაში ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე და თურქმენბაში-აქტაუ-PRC საკონტეინერო ხაზის განვითარება“, - განაცხადა მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა. მედია: ყაზახეთის ახალ საექსპორტო მარშრუტში საქართველოც მოხვდა ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ამ პროექტის განხორციელების შედეგი ხელშესახები იქნება 2025 წლისთვის და კონტეინერების ნაკადი 40000-დან 133000 TEU-მდე გაიზრდება. ასევე წაიკითხეთ პაატა ცაგარეშვილი: საქართველოზე, დღეს როგორც სატრანსპორტო ჰაბზე საუბარი პოლიტიკოსების რიტორიკაა, თუმცა გაჩნდა შანსი, რომ ჩვენი დერეფნით მეტი ტვირთი გავატაროთ
ყაზახეთი გერმანიაში ნავთობის ტრანზიტს „დრუჟბის“ მილსადენით გეგმავს
Transneft-მა მიიღო განცხადება Kaztransoil-ისგან „დრუჟბის“ ნავთობსადენის დამატებითი სიმძლავრის რეზერვის შესახებ. ყაზახეთი გერმანიას ტრანზიტით, 2023 წელს 1,2 მილიონ ტონა ნავთობს მიაწვდის. წერს რუსული მედია. გერმანიამ სექტემბერში განაცხადა, რომ აწარმოებს მოლაპარაკებებს ყაზახეთთან ნავთობის შესყიდვის თაობაზე „დრუჟბის“ მილსადენით ტრანსპორტირებით, რათა უზრუნველყოს დამატებითი რეზერვი ქალაქ შვედტში და რუსული ნავთობის მოცულობები ჩაანაცვლოს. ახლა ყაზახეთი „დრუჟბის“ მილსადენის ტრანზიტს და დაახლოებით 10 მილიონ ტონა ნავთობს უსტ-ლუგას პორტის მიმართულებით აგზავნის. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეროვნული კომპანია KazMunayGas-ი (KMG) 2023 წლის იანვარში, გერმანიაში ნავთობის საცდელად გადაზიდვის საკითხს განიხილავს.
ტრანსკასპიური დერეფნის მარშრუტის განვითარებითვის, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივი საწარმოს შექმნაზე მუშაობენ
TMTM-ის ასოციაციის გენერალური მდივანი გაიდარ აბდიკარიმოვი ამბობს, რომ საერთაშორისო ტრანსკასპიური დერეფნის (შუა დერეფანი) ინტერესი განუხრელად იზრდება და 2022 წლის მონაცემებით, ამ დერეფანში ტვირთბრუნვა სამჯერაა გაზრდილი. ევროკავშირი და ყაზახეთი, ტრანსკასპიური მარშრუტის ერთობლივად განვითარების შესაძლებლობებზე მსჯელობენ გაზაფხულის დასაწყისში ყაზახეთმა და ტრანსკასპიური დერეფნის სხვა პარტნიორმა ქვეყნებმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ, მთავრობის დონეზე მარშრუტის განვითარების მიზნით ერთობლივი საწარმოს შექმნის შესაძლებლობა განიხილეს. ახალ რეალობაში, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის როლი გაიზრდება - ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ერთობლივი საწარმოს ფარგლებში შესაძლებელი იქნება გამჭოლი ტარიფების ბოლომდე დადგენისა და ტვირთის დეკლარაციის საკითხები, ასევე ერთიანი IT ინსტრუმენტების გამოყენება და ტრანსკაპიური მარშრუტის გასწვრივ სატრანზიტო ტვირთების კონსოლიდაცია. ყაზახეთი ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ინვესტორებს ეძებს ამასთან, იგეგმებოდა, რომ მხარეებს ერთობლივი საწარმო მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა შეექმნათ. „ეს პროექტი ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა, კოორდინაციაში მონაწილე მხარეები ადგენენ ურთიერთქმედების ფორმატს და არ არსებობს კონკრეტული, განსაზღვრული ვადები, როგორც ადრე იყო ნათქვამი. ჩვენ კონცეპტუალურად უნდა მივაღწიოთ მხარეებს შორის შეთანხმებას. სანამ ეს ყველაფერი სრულად არ მოგვარდება, ჩვენ ამ საკითხს განსახილველად არ ვაყენებთ“, - ამბობს გაიდარ აბდიკარიმოვი TMTM-ის ასოციაციის გენერალური მდივანი. შეგახსენებთ რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები. ასევე წაიკითხეთ: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე
McDonald's -ი შესაძლოა, ყაზახეთიდანაც გავიდეს
სწრაფი კვების ქსელი McDonald's -ი, უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებული გართულებების წინაშე დგას, რამაც შესაძლოა, კომპანიის ყაზახეთიდან გასვლა გამოიწვიოს. McDonald's-ი ყაზახეთში მუშაობას აჩერებს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, McDonald's-მა დატოვა რუსეთის ბაზარი და ყაზახ ფრანჩაიზებს, რუსი მომწოდებლებისგან ხორცის კოტლეტების ყიდვა აუკრძალა. Bloomberg აღნიშნავს, რომ ყაზახური ბიზნესი ვერ ყიდულობს ხორცის კოტლეტებს ადგილობრივი ან ევროპელი მომწოდებლებისგან, მაღალი ფასების და ქვეყნის მასშტაბით საქონლის ტრანსპორტირების ღირებულების გამო. McDonald's-ის ოფიციალურმა პირებმა, ყაზახეთიდან გასვლის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ McDonald's-მა ბელორუსის ბაზარი საბოლოოდ დატოვა. პარალელურად სწრაფი კვების ობიექტები რუსული ბრენდის „ვკუსნო ი ტოჩკას“ ქვეშ გააგრძელებენ მუშაობას. ბელორუსის რეჟიმის მეთაურმა ალექსანდრ ლუკაშენკომ თავის მხრივ „ღმერთს მადლობა გადაუხადა McDonald's-ის ქვეყნიდან გასვლისთვის“.
ყაზახეთში გაუქმდა კანონი, რომელიც ნაზარბაევს „ერის მამად" აღიარებდა
ყაზახეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, 1991-2019 წლებში ყაზახეთის რეპუბლიკის პირველი პრეზიდენტის „ელბასის“(ერის მამა) შესახებ კანონი ძალადაკარგულად გამოაცხადა. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ 2022 წელს ჩატარებულ რეფერენდუმზე ხალხის მიერ გამოხატული ნების შესაბამისად, ამ კანონის შენარჩუნების არანაირი სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს. მანამდე სასამართლოს ყაზახეთის პარლამენტის წევრთა ჯგუფმა მიმართა. ყაზახეთში 2022 წლის 5 ივნისს გამართული რეფერენდუმის მონაწილეთა 77%-მა, საკონსტიტუციო რეფორმას, მათ შორის, პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევისთვის „ერის მამის“ სტატუსის, პრივილეგიებისა და ხელშეუხებლობის ჩამორთმევას მხარი დაუჭირა. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა კონსტიტუციის რეფორმის იდეა მთავრობას 2022 წლის იანვარში ქვეყანაში სისხლიანი არეულობის ჩახშობის შემდეგ შესთავაზა. წესრიგის აღდგენის ფონზე თოყაევმა ნაზარბაევს და მის ახლობლებს გავლენიანი სამთავრობო თანამდებობები დაატოვებინა. შეგახსენებთ, რომ 1991-2019 წლებში ნურსულთან ნაზარბაევი ყაზახეთის რეპუბლიკის პირველი პრეზიდენტი იყო და „ერის მამის“ ტიტულს ატარებდა.
ნურსულთან ნაზარბაევს საპატიო სენატორის წოდება ჩამოართვეს
ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს საპატიო სენატორის წოდება ჩამოართვეს. ნურსულთან ნაზარბაევის ძმისშვილი დააკავეს ყაზახეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარემ, მაულენ აშიმბაევმა განაცხადა, რომ შესაბამისი ტიტული სენატის რეგლამენტიდან ამოღებულია. „არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხვალ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ კანონი „პირველი პრეზიდენტის შესახებ“ დავიწყებას მიეცა. კითხვა ეხებოდა საპატიო სენატორის წოდებას. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ამოღებულია კონსტიტუციიდან და კანონის მოქმედება მალე შეჩერდება, ჩვენ რეგლამენტიდან ამოვიღეთ „საპატიო სენატორის“ წოდება“, - ციტირებს „რადიო თავისუფლება“ აშიმბაევის სიტყვებს. ყაზახეთში გაუქმდა კანონი, რომელიც ნაზარბაევს „ერის მამად" აღიარებდა დეპუტატებმა პარლამენტის მუშაობის ახალი რეგლამენტი 2022 წლის 19 დეკემბერს პალატების ერთობლივ სხდომაზე მიიღეს, თუმცა საპატიო სენატორის სტატუსის გაუქმება მაშინ არ დაფიქსირებულა. 2023 წლის 10 იანვარს ყაზახეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება „პირველი პრეზიდენტის შესახებ“ კანონის ბათილად ცნობის შესახებ, რომლის თანახმადაც ნურსულთან ნაზარბაევი ერის (ელბას) ლიდერად გამოაცხადა და მას უვადოდ პრივილეგიები და გარანტიები მისცა. 2022 წლის იანვარში ყაზახეთში მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლის დროსაც 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ნურსულთან ნაზარბაევის ხელისუფლებისგან გადაყენება, რაც პირველი პრეზიდენტის შესახებ კანონით იყო გათვალისწინებული. მოგვიანებით ყაზახეთის ხელისუფლებამ ჩაატარა რეფერენდუმი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რის შედეგადაც ნაზარბაევი და მისი ოჯახის წევრებს რიგი პრივილეგიები ჩამოერთვათ.
ყაზახეთი გერმანიაში ნავთობის ტრანზიტს, რუსული Transneft-ის ნავთობსადენით იწყებს
ყაზახური ოპერატორი KazTransOil 2023 წლის პირველ კვარტალში გერმანიას 300 000 ტონა ნავთობს Transneft-ის ნავთობსადენების სისტემებით მიაწვდის. შესაბამისი ნებართვა რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ გასცა. ინფორმაციას „ყაზტრანსოილის“ პრესსამსახური ავრცელებს. კომპანიამ აღნიშმა, რომ 300 ათასი ტონა ნავთობის მიწოდება დსთ-ს წევრი ქვეყნებიდან რუსეთის ტერიტორიით ნავთობის ტრანზიტის განრიგშია. მნამდე გერმანიის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ 2023 წელს ნედლეულს ყაზახეთიდან „დრუჟბის“ ნავთობსადენით შემოიტანს. თავის მხრივ, ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ბოლატ აკჩულაკოვმა განაცხადა, რომ ყაზახეთი აპირებს 2023 წელს გერმანიას 1,5 მილიონი ტონა მიაწოდოს, მომავალში კი მიწოდების მოცულობა შეიძლება 7 მილიონ ტონამდე გაიზარდოს. მედიის ცნობით, ყაზახეთს ჯამში შეუძლია გერმანიას არაუმეტეს 3-7 მილიონი ტონა ნავთობი მიაწოდოს, ნაცვლად 19-20 მილიონისა, რომელსაც რუსეთი გერმანიას ყოველწლიურად აწვდიდა.
KazMunayGas-ი და AbuDhabi Ports-ი კასპიისა და შავ ზღვაში ოფშორული პროექტებისთვის, ერთობლივ საწარმოს ქმნიან
KazMunayGas-მა და Abu Dhabi Ports Company-მ ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, რომელიც საზღვაო ფლოტისა და სანაპირო ინფრასტრუქტურის განვითარებაში კასპიისა და შავი ზღვებში თანამშრომლობას ითვალისწინებს. დოკუმენტს ხელი მოეწერა ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში (UAE) ვიზიტის ფარგლებში. ამის შესახებ ყაზახეთის მედია იტყობინება. დოკუმენტის მიხედვით, მხარეები ასტანას საერთაშორისო ფინანსურ ცენტრზე დაფუძნებულ ერთობლივ საწარმოს შექმნიან, რომელიც კასპიის ზღვაში ნავთობისა და გაზის ოფშორული პროექტებისთვის საზღვაო მომსახურებას უზრუნველყოფს. მხარეები ერთობლივ საწარმოში მონაწილეობას აპირებენ შვილობილი კომპანიების Kazmortransflot-ისა და International Maritime Investments Ltd-ის მეშვეობით. შეთანხმების თანახმად, მხარეები შექმნიან ფლოტს კასპიის ზღვაში ოფშორული პროექტების მხარდასაჭერად. ასევე ტანკერების ფლოტს, ყაზახური ნავთობის ექსპორტისთვის ალტერნატიული მარშრუტების შემუშავების გათვალისწინებით. კერძოდ, აქტაუს პორტიდან აზერბაიჯანის მიმართულებით. გარდა ამისა, JV მონაწილეები შეისწავლიან სავაჭრო ფლოტის შექმნის შესაძლებლობებს: საკონტეინერო ბორნების მშენებლობას ან შეძენას (ტრანზიტი ჩინეთიდან ევროპაში ტრანსკასპიური მარშრუტით) და (მშრალი ტვირთის) გემებით ჩრდილოეთ-სამხრეთის გასწვრივ ზოგადი ტვირთების გადაზიდვაში მონაწილეობის მისაღებად. „ამ შეთანხმების ფარგლებში იქმნება ერთობლივი საწარმო, რომელიც 2023 წლიდან აქტიურად ჩაერთვება ყაზახეთში საინვესტიციო პროექტებში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გამოვიყენებთ აბუ დაბის პორტების გამოცდილებას ოფშორული ნავთობისა და გაზის საბადოების განვითარების პროექტების, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის მომსახურებაში“, - განაცხადა KazMunayGas-ის გამგეობის თავმჯდომარემ მაგზუმ მირზაგალიევმა.
ყაზახეთი რამდენიმე ქვეყნისა და მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში ყოფნის ვადებს ამცირებს
ყაზახეთის მთავრობამ. ემიგრანტებისთვის ქვეყანაში შესვლისა და ყოფნის წესები გაამკაცრა. მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს გამოაქვეყნა. კერძოდ, უვიზო ემიგრანტებს შეეძლებათ ყაზახეთში დარჩენა საზღვრის გადაკვეთის დღიდან 30 დღემდე, ჯამში - 90 დღე ყოველი 180 კალენდარული დღის განმავლობაში. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომელშიც შედის რუსეთი, ახალი წესები ითვალისწინებს ყაზახეთში 90 დღის განმავლობაში დარჩენას [180 დღიანი პერიოდის განმავლობაში]. ამრიგად, ახალი წესების მიხედვით, შეუძლებელი იქნება ყაზახეთიდან გასვლა და უკან დაბრუნება, ანუ შეუძლებელი იქნება ე.წ. „ვიზარანის“ (Visa Run – საზღვრის გადაკვეთა ლეგალური ყოფნის ვადების განახლებისთვის) განხორციელება. ახალი წესები 26 იანვრიდან ამოქმედდება, იუწყება „რადიო თავისუფლების“ ყაზახური სამსახური. ყაზახეთი რუსების ემიგრაციის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იქცა მას შემდეგ, რაც სექტემბერში უკრაინაში ომისთვის მობილიზაცია გამოცხადდა. FSB-ის სასაზღვრო სამსახურის მონაცემებით, გასული წლის მესამე კვარტალში რუსეთის თითქმის 1,3 მილიონი მოქალაქე გაემგზავრა ყაზახეთში, აღნიშნავს მედიაზონა. კიდევ ერთი ასეთი მარშრუტი უვიზო რეჟიმისა და ბინადრობის ნებართვის მიღების მარტივი პროცედურის გამო საქართველო იყო.
Reuters-ი: ყაზახეთი რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში განუსაზღვრელი ვადით დარჩენის საშუალებას აღარ მისცემს
ყაზახეთი რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში განუსაზღვრელი ვადით დარჩენის საშუალებას აღარ მისცემს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. "ხელისუფლება მიგრაციულ ნაკადებს უფრო მკაცრად გააკონტროლებს", - აცხადებენ ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში. ყაზახეთი რამდენიმე ქვეყნისა და მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში ყოფნის ვადებს ამცირებს ცნობისთვის, რუსეთის და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხვა წევრი ქვეყნების მოქალაქეებს დე ფაქტო აძლევდა საშუალებას, ქვეყანაში განუსაზღვრელი ვადით დარჩენილიყვნენ. ამასთან, ათობით ათასი რუსეთის მოქალაქე ყაზახეთში რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომისა და კრემლის მიერ სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ჩავიდა.
ყაზახეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყნის მეშვიდე მოწვევის პარლამენტის მაჯილისი დაითხოვა და პარლამენტის ვადამდელი არჩევნები 2023 წლის 19 მარტს დანიშნა, იუწყება ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური. „გამოვთქვამ იმედს, რომ დეპუტატების განახლებული შემადგენლობა გააგრძელებს მუშაობას იმავე ფორმატში და ახალ ბიძგს მისცემს ჩვენი ქვეყნის ყოვლისმომცველ მოდერნიზაციას. მაჯლისის დეპუტატთა რიგგარეშე არჩევნები 2023 წლის 19 მარტს გაიმართება. ყველა დონის დეპუტატების არჩევნებს ცენტრალური საარჩევნო კომისია დანიშნავს“, - განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, „მაჯლისისა და მასლიხატების ვადამდელი არჩევნების ჩატარება საკონსტიტუციო რეფორმის ლოგიკითაა ნაკარნახევი, რომელსაც მოქალაქეები ეროვნულ რეფერენდუმზე მხარს უჭერენ“. თოყაევის განცხადება ორი თვის წინ გამართულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა. პრეზიდენტის თანამდებობა მან 20 ნოემბერს გამართული ვადამდელი არჩევნების შედეგად მეორე ვადით დაიკავა. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად თოყაევის ძალაუფლება განმტკიცდა. კენჭისყრას წინ უსწრებდა უპრეცედენტო ანტისამთავრობო, ძალადობრივი გამოსვლები 2022 წლის იანვარში, როცა სისხლიც დაიღვარა. საპროტესტო გამოსვლებს მოჰყვა წარსულში ყაზახეთის ერთპიროვნული მმართველის, თოყაევის წინამორბედის, ნურსულთან ნაზარბაევის პოზიციების შესუსტება. 11 იანვარს ყაზახეთში გაუქმდა კანონი, რომელიც ნაზარბაევს „ერის მამად" აღიარებდა. ასევე ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტს საპატიო სენატორის წოდება ჩამოართვეს. ყაზახეთში გაუქმდა კანონი, რომელიც ნაზარბაევს „ერის მამად" აღიარებდა ნურსულთან ნაზარბაევის ძმისშვილი დააკავეს ნურსულთან ნაზარბაევს საპატიო სენატორის წოდება ჩამოართვეს
ნურსულთან ნაზარბაევი ჰოსპიტალიზირებულია
ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსული მედიის ცნობით, 82 წლის ნაზარბაევი კარდიოლოგიური გამოკვლევისთვის ასტანას ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ნაზარბაევის ჰოსპიტალიზაცია მისმა წარმომადგენელმა აიდოს უკიბაიმ დაადასტურა. „ნურსულთან ნაზარბაევმა გულის ოპერაცია გაიკეთა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. პირველი პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ახლა ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“, - განაცხადა სპიკერმა. ნურსულთან ნაზარბაევი დამოუკიდებელი ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი იყო. ის ამ თანამდებობას 1991 წლიდან 2019 წლამდე იკავებდა. მანამდე, ნაზარბაევი იყო ყაზახეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი და ყაზახეთის სსრ პრეზიდენტი. პრეზიდენტობის დატოვების შემდეგ ნაზარბაევმა მნიშვნელოვანი გავლენა შეინარჩუნა ყაზახეთში. თუმცა, 2022 წლის იანვარში საპროტესტო აქციების შემდეგ, მას ჩამოართვეს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელისა და მმართველი პარტიის თავმჯდომარის სტატუსი. 11 იანვარს ყაზახეთში გაუქმდა კანონი, რომელიც ნაზარბაევს „ერის მამად" აღიარებდა. ასევე ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტს საპატიო სენატორის წოდება ჩამოართვეს. ყაზახეთში გაუქმდა კანონი, რომელიც ნაზარბაევს „ერის მამად" აღიარებდა ნურსულთან ნაზარბაევის ძმისშვილი დააკავეს ნურსულთან ნაზარბაევს საპატიო სენატორის წოდება ჩამოართვეს
გერმანია ყაზახეთის „მწვანე“ ენერგიის ბაზარზე შესვლას გეგმავს
გერმანია ყაზახეთთან, მწვანე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვან პოტენციალს ხედავს. ამის შესახებ Trend-ს გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სამინისტროს სპიკერმა რობერტ სევერინმა განუცხადა. „ექსპერტები აცხადებენ, რომ ყაზახეთში მწვანე წყალბადის, ასევე ქარის ენერგიის წარმოებისთვის ხელსაყრელი პირობებია. მზის რადიაციული ენერგიის დონე და სხვა ფაქტორები ასევე უზრუნველყოფს ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წყაროების წარმატებულად განვითარებას ", - თქვა სევერინმა. მისი თქმით, 2022 წლის 7 ნოემბერს ყაზახეთმა და გერმანიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებებს კრიტიკული ნედლეულისა და წყალბადის სფეროში ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და გააქტიურების შესახებ. ამასთან, ქვეყნებს შორის პირველი პროექტები უკვე დაწყებულია. „მაგალითად, SVEWIND, განახლებადი ენერგიის კომპანიების კერძო ჯგუფი გერმანიიდან, გეგმავს პირველ ფართომასშტაბიან პროექტს დასავლეთ ყაზახეთის რეგიონში, მანგისტაუში. საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2022 წლის ოქტომბერში“, - განაცხადა სპიკერმა. მან დასძინა, რომ გერმანია-ყაზახეთის ეკონომიკური ურთიერთობები მზარდია. გერმანული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა ყაზახეთის ეკონომიკაში 25 პროცენტით გაიზარდა და 2021 წელს $320 მილიონ დოლარს გადააჭარბა. გერმანიიდან ყაზახეთში განხორციელებული ინვესტიციების მთლიანმა ღირებულებამ კი, წინა 17 წლის განმავლობაში 5 მილიარდ ევროს გადააჭარბა.
ყაზახეთში დეპუტატმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერისთვის, საპარლამენტო მანდატი დაკარგა
ყაზახეთში დეპუტატმა აზამატ აბილდაევმა, საპარლამენტო მანდატი მას შემდეგ დაკარგა, რაც ერთ-ერთი რადიოს ეთერში რუსეთს მხარი დაუჭირა და უკრაინის ხელისუფლებას ნაცისტები უწოდა. ჟურნალისტის კითხვაზე, როგორი დამოკიდებულება აქვს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილთან დაკავშირებით, დეპუტატმა აბილდაევმა თქვა, რომ შეიარაღებულ კონფლიქტში მსხვერპლის თავიდან აცილება შეუძლებელია. ამ ფაქტის შემდეგ აზამატ აბილდაევი სასწრაფოდ გარიცხეს პარტიიდან და შემდეგ დეპუტატის მანდატიც დაატოვებინეს. ყაზახეთის დემოკრატიული პარტიის „აკ ჟოლის“ ეროვნული საბჭოს წევრებმა პრესრელიზში აღნიშნეს, რომ გარიცხული დეპუტატის სიტყვები ეწინააღმდეგება მათ პოზიციას და არღვევს პარტიისა და დეპუტატის ეთიკას. „პარტიის პრეზიდიუმმა განაცხადა, რომ „აკ ჟოლი“ ყოველთვის პატივს სცემს და მხარს უჭერს ყაზახეთის რესპუბლიკისა და სხვა მეგობარი სახელმწიფოების დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - ნათქვამია პარტიის პრესრელიზში.
ყაზახეთმა ავტოტრანსპორტით ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი 6 თვით შეზღუდა
ყაზახეთში საავტომობილო საწვავის ექსპორტზე აკრძალვა ექვსი თვით გაგრძელდა. რასაც ენერგეტიკის, ფინანსთა, შს მინისტრებისა და KNB-ის თავმჯდომარის ერთობლივი ბრძანება ადასტურებს. 20 იანვარს ხელმოწერილი ბრძანება ათი კალენდარული დღის შემდეგ ამოქმედდება. ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტის შეზღუდვის ვადის გაგრძელებაზე ინფორმაცია დეკემბერში გავრცელდა. წინა აკრძალვას ვადა 2023 წლის 12 იანვარს ამოეწურა. ყაზახეთმა საავტომობილო საწვავის ექსპორტზე აკრძალვის ვადა რამდენჯერმე გაახანგრძლივა. კერძოდ, შეზღუდვები ექვსი თვით გახანგრძლივდა გასული წლის ივლისში და 2021 წლის ნოემბერში. მთავრობამ ნავთობპროდუქტების ექსპორტი მძიმე მანქანებით, აქტიური შესყიდვების ფონზე აკრძალა.
ყაზახეთში, მოქალაქეებისთვის უკანონოდ შეძენილი აქტივების ჩამორთმევა იგეგმება
ყაზახეთში შეიქმნება იმ ადამიანების სია, რომლებსაც აქტივების ფლობაზე ანგარიშის წარდგენა მოუწევთ. ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმილოვმა ეკონომიკური პოლიტიკის საბჭოს სხდომაზე განაცხადა. „იგეგმება იმ პირთა შეზღუდული რეესტრის ჩამოყალიბება, რომლებსაც ქონებრივი დეკლარაციის წარდგენა სჭირდებათ. თუ აქტივების მფლობელს არ შეუძლია დაადასტუროს მათი წარმომავლობა, აქტივები აღიარებული იქნება არაგონივრულად შეძენილად და სახელმწიფოს გადაეცემა“, -განაცხადა ალიხან სმილოვმა. მისივე თქმით, ჩამორთმეული აქტივები ყაზახეთის მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული პროექტების დასაფინანსებლად იქნება გამოყენებული. გასული წლის ბოლოს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყნიდან უკანონოდ გატანილი ქონების დაბრუნების ბრძანება გასცა.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ყაზახეთიდან ნავთობის ტრანსპორტირება გაიზრდება
წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ყაზახეთიდან ნავთობის სატრანზიტო მიწოდება გაიზრდება. Trend-ის ცნობით, ამის შესახებ BP-ის ვიცე-პრეზიდენტმა კავშირებისა და საგარეო ბახტიარ ასლანბეილიმ განაცხადა. 2006 წელს კომერციული მიწოდების დაწყებიდან 2022 წლის ბოლომდე 5250 ტანკერით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 4 მილიარდ ბარელზე მეტი ნავთობის ტრანსპორტირება მოხდა. BTC ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია, აქედან 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი - საქართველოს, ხოლო მარშრუტის 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში, ხოლო მილსადენის ნავთობით შევსება 2005 წლის მაისში დაიწყო.
მედია: კასპიის ზღვაში წყლის დონის კლება, ბაქოდან ყაზახეთის პორტებში ტვირთების გადაზიდვას საფრთხეს უქმნის
კასპიის ზღვაში წყლის დონის დაწევის პროცესის დაჩქარებამ, ბაქოდან ყაზახეთის პორტებში საზღვაო ტვირთების გადაზიდვას საფრთხე შეუქმნა. ყაზახური მედიის ცნობით, ბოლო წლებში გემები, რომლებსაც კასპიის ზღვის ჩრდილოეთით მდებარე აქტაუსა და კურიკის პორტებში ტვირთები გადააქვთ, მოცულობას ამცირებენ, რადგან მეჩეჩზე დაჯდომის რისკი მაღალია. აქტაუსა და ატირაუს პორტები განლაგებულია შუა დერეფანში (ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი), რომლის მნიშვნელობა საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვის თვალსაზრისით (რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ) გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ამ დერეფნის მონაწილეები ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაზრდის საკითხზე სხვადასხვა დონეზე დისკუსიებს მართავენ. თუმცა, კასპიის ზღვაში წყლის დონე კვლავ კლებულობს, რამაც შესაძლოა, მომავალში სერიოზული დაბრკოლებები შეუქმნას ტვირთების გადაზიდვას. ყაზახური მედიის ცნობით, მშრალი ტვირთების გადამზიდავი გემები და ტანკერები სრულად არ არის დატვირთული. კასპიის ზღვაში წყლის დონის კლება არა მხოლოდ გემებს უქმნის საფრთხეს, არამედ ზიანს აყენებს საზღვაო ეკოსისტემასაც. ამ დროისთვის, აქტაუს პორტი კასპიის ზღვის ყველაზე დიდი სატრანსპორტო კერაა, რომელიც საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების კვეთაზე მდებარეობს, როგორიცაა TRACECA, ჩრდილოეთ-სამხრეთი, INOGATE და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი. ეს უკანასკნელი გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოს გავლით და შემდგომ თურქეთსა და ევროპის ქვეყნებში მიდის. აქტაუს საზღვაო პორტის გარდა, რეგიონში კურიკის პორტი სარკინიგზო და საავტომობილო ნავსადგურებით ფუნქციონირებს, რომლებიც ერთდროულად ოთხ ბორანს ემსახურება. ნავთობპროდუქტები, ქიმიური პროდუქტები, ლითონები, სამომხმარებლო საქონელი და მრავალი სხვა გადაიზიდება კურიკის გავლით. იმპორტს შეადგენს საკვები, სამრეწველო აღჭურვილობა, სამშენებლო მასალები და სხვა საქონელი. პორტში სატრანზიტოა ტექნიკა, ელექტრონიკა, ტექსტილი, ქიმიური ნაწარმი, ლითონის ნაწარმი. გარდა ამისა, აქტაუს საზღვაო ტერმინალი (AMST) კასპიის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში მოქმედებს, რომელიც ასევე საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განუყოფელი ნაწილია. ჩრდილოეთ ტერმინალიდან ტვირთების ტრანსპორტირება ძირითადად ირანის, რუსეთის, აზერბაიჯანის პორტების მიმართულებით ხდება. საზღვაო ტრანსპორტის მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარის კუანიშ ესეტოვის თქმით, „კასპიის ზღვაში წყლის დონის ვარდნასთან დაკავშირებული პრობლემები, განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ ნაწილში, გადამზიდავ კომპანიებთან ჯერ კიდევ 2006 წელს შეექმნათ. ეს პირველებმა იგრძნეს ორგანიზაციებმა, რომლებიც ქაშაგანის პროექტის ფარგლებში ხელოვნური კუნძულისა და ყინულის ბარიერების მშენებლობაში ჩაერთნენ. სამშენებლო მასალების მიწოდებისას ბარჟები წყლის დაბალი დონის გამო გადატვირთვის ადგილზე ვერ მოდიოდნენ. ეს იყო პირველი ნიშნები იმისა, რომ კასპიის ზღვამ შესაძლოა, სიღრმე დაკარგოს. სწორედ მაშინ დაიწყო საუბრები, რომ საჭირო იყო გარკვეული ზომების მიღება, მაგრამ შემდეგ ქაშაგანის ხელოვნური კუნძულისა და ყინულის ბარიერების მშენებლობა დასრულდა და ყველა დამშვიდდა“. ის, რომ კასპიის ზღვაში წყლის ამჟამინდელი დონე უარყოფითად მოქმედებს ნაოსნობაზე, ამას სტატისტიკაც ადასტურებს. აქტაუს საზღვაო პორტის თანახმად, ნავთობის ტანკერებს, რომელთა ტევადობა დღეს 12000 ტონაა, შეუძლიათ ბორტზე მაქსიმუმ 9000 ტონა დატვირთონ. მსგავსი ვითარებაა მშრალი სატვირთო გემების შემთხვევაშიც. თუ ადრე საკონტეინერო გემს შეეძლო 350 კონტეინერის გადატანა 20 ფუტის ეკვივალენტში, ახლა მხოლოდ მაქსიმუმ 280 კონტეინერის გადატანაა შესაძლებელი. „ახლა კასპიის ზღვაში მდებარე ყაზახეთის საზღვაო ნავსადგურებს გაწმენდა სჭირდება. წელს იგეგმება ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემუშავება, შემდეგ კი საპროექტო ხარჯთაღრიცხვა. თავად სამუშაოები 2025 წელს განხორციელდება. პორტები სამართლიანად შიშობენ, რომ ზღვის დონის მკვეთრმა ვარდნამ შესაძლოა, უახლოეს მომავალში საზღვაო გადაზიდვის ღირებულების ზრდა გამოიწვიოს, შემდეგ კი ტვირთების სარკინიგზო და საგზაო მარშრუტებზე გადაადგილება“, - წერს მედია.
ყაზახეთში ემიგრანტებისთვის შესვლა გამკაცრდა
ყაზახეთში, 2023 წლის 27 იანვრიდან ძალაში შევიდა მთავრობის დადგენილება, რომელის თანამადაც ემიგრანტებისთვის რესპუბლიკაში შესვლისა და ყოფნის წესები მკაცრდება. ამიერიდან ყაზახეთში ჩასულ ემიგრანტები, ვიზის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის დღიდან ქვეყანაში დარჩენას 30 კალენდარული დღის განმავლობაში შეძლებენ. ამასთან, მათი ყოფნის ჯამური ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს 180 კალენდარული დღის განმავლობაში. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ყაზახეთში ყოფნის ვადაა 90 კალენდარული დღით განისაზღვრა, ყოველი 180 კალენდარული დღის განმავლობაში. „აქამდე გასვლისა და შესვლის საკითხი არ იყო მოწესრიგებული და უცხოელებს შეეძლოთ 1-2 დღით გასვლა და ისევ ყაზახეთში დაბრუნება. ამიერიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ამის გაკეთება მხოლოდ 180 დღის შემდეგ შეეძლებათ. ამავდროულად, დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება იმ ემიგრანტებზე, რომლებმაც მიიღეს დროებითი ბინადრობის ნებართვა ან ქვეყანაში ვიზით შემოვიდნენ“, - წერს მედია.
ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების მიზნით, ყაზახეთში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
2023 წელს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) სატრანსპორტო გამტარუნარიანობის გაზრდა 6,5 მილიონ ტონამდე იგეგმება. ამ მიზნით სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს კოლეგიის დროს ვიცე-მინისტრმა ასეტ მაგაუოვმა განაცხადა. „კასპიის მილსადენის კონსორციუმთან“, „ატირაუ-სამარასა“ და „ატასუ-ალაშანკოუს“ დერეფნებთან ერთად, TMTM მიმართულება ასევე რკინიგზისა და აქტაუს საზღვაო პორტის გასწვრივ განვითარდება“, - აღნიშნა ვიცე-მინისტრმა ასეტ მაგაუოვმა. „TMTR პროექტის შემუშავებისთვის შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. პროექტის მიზანია 2023 წელს 6,5 მილიონი ტონა სატრანსპორტო სიმძლავრის უზრუნველყოფა, 2024 წელს 7,5 მილიონ ტონამდე, ხოლო 2025 წლის ბოლოსთვის შესაძლებელი იქნება 15 მილიონი ტონისუზრუნველყოფა “, -განაცხადა ვიცე მინისტრმა. ტრანსკასპიური მარშრუტი (შუა დერეფანი) საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც ჩინეთსა და ევროპის ქვეყნებს ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით აკავშირებს.
ყაზახეთში 5,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ყაზახეთში 5,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები ადგილობრივი დროით, 19:02 საათზე დაფიქსირდა. სტიქიის ეპიცენტრი ალმათის დასავლეთით, 628 კილომეტრში მდებარეობდა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ჰუმანიტარულ კავშირებზე ისაუბრეს - ყაზახეთის პრეზიდენტის ოფისი
უკრაინული მხარის ინიციატივით, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა. ლიდერებმა ყაზახეთსა და უკრაინას შორის ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს. შესაბამის ინფორმაციას ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა. მისივე ცნობით, ყაზახეთსა და უკრაინას შორის ჰუმანიტარული კავშირების საკითხები განიხილეს. პრეზიდენტმა თოყაევმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ყაზახეთის პოზიცია რუსეთსა და უკრაინას შორის შეიარაღებული კონფლიქტის გაეროს წესდებისა და საყოველთაოდ აღიარებული სამართლის საერთაშორისო ნორმების საფუძველზე დიპლომატიური გადაწყვეტის შესახებ“, - აღნიშნულია ყაზახური მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყაზახეთი ჩინეთის სამშვიდობო გეგმას უჭერს მხარს
ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ ჩინეთის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმას მხარდაჭერა გამოუცხადა. სამინისტრომ ასევე მოუწოდა „სამხედრო კონფლიქტში ჩართულ მხარეებს, გამოიჩინონ კეთილგანწყობა, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და მსოფლიო საზოგადოებამ ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს სიტუაციის დიპლომატიურ გადაწყვეტას“. „ყაზახეთის რესპუბლიკა მიესალმება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოზიციას უკრაინის კრიზისის პოლიტიკურ მოგვარებასთან დაკავშირებით, რომელიც იმსახურებს მხარდაჭერას სისხსლისღვრის დასრულების მიზნით, რომელიც გაეროს წესდების ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად უნდა ეფუძნებოდეს სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ჯო ბაიდენი ჩინეთის სამშვიდობო გეგმაზე: თუ პუტინი ტაშს უკრავს, როგორ შეიძლება, ის კარგი იყოს? Wall Street Journal-ის ინფორმაციით, სი ძინპინი მოსკოში ჩასვლას გეგმავს. მისივე ცნობით, პეკინს სურს, აქტიური როლი ითამაშოს ომის დასრულებაში. ცნობისთვის, 24 თებერვალს ჩინეთმა უკრაინაში ომის დასრულების საკუთარი 12-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა. ჩინეთის მიერ წარდგენილ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ბირთვული იარაღი არ უნდა იყოს გამოყენებული" და ბირთვული ომები არ უნდა მოხდეს. უფრო კონკრეტულად, ეს გეგმა მოიცავს ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმას, საომარი მოქმედებების შეწყვეტას, სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას, პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის ხელშეწყობას, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებას, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვას, ატომური ელექტროსადგურების დაცვას, სტრატეგიული რისკების შემცირებას, მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობას, ცალმხრივი სანქციების შეჩერებას, სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის შენარჩუნებას. გეგმაში არ არის ნახსენები უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა, როგორც ომის დასრულების გზა.
ყაზახეთმა რუსეთში სავაჭრო წარმომადგენლობა დახურა
ყაზახეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთში ქვეყნის სავაჭრო წარმომადგენლობის ლიკვიდაციის შესახებ. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Zakon.kz შესაბამის დოკუმენტზე დაყრდნობით იუწყება. ვაჭრობის სამინისტრომ ეს ნაბიჯი იმით ახსნა, რომ ოფისის ამოცანები უკვე შესრულებულია. ამიტომ, ოპტიმიზაციის ფარგლებში, მისი თანამშრომლები სხვა ქვეყნებში განთავსდებიან. სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობის ფუნქციონირებაზე ყაზახეთში ან ზოგადად, ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე. სამინისტრო აცხადებს, რომ „რუსეთის ფედერაცია რჩება ყაზახეთის „მთავარ სავაჭრო და ეკონომიკურ პარტნიორად“. ყაზახეთმა და რუსეთმა სავაჭრო წარმომადგენლობითი ოფისების შექმნის შესახებ შეთანხმებას 1992 წლის ოქტომბერში მოაწერეს ხელი. ყაზახეთმა შეთანხმების რატიფიცირება 2012 წელს მოახდინა. სავაჭრო წარმომადგენლობითი ოფისი ყაზახ ექსპორტიორებს რუსეთის ბაზარზე შესვლასა და რესპუბლიკაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში ეხმარებოდა.
აშშ და ყაზახეთი ურთიერთობებს გააძლიერებენ, ბლინკენი ასტანაში ჩავიდა
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მიიღო. ბლინკენი ასტანაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. შესაბამის ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. თოყაევმა განაცხადა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან ყაზახეთმა და აშშ-მ თანამშრომლობა განავითარეს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. „ჩვენ დავამყარეთ ძალიან კარგი და საიმედო გრძელვადიანი პარტნიორობა სტრატეგიულად მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა უსაფრთხოება, ენერგეტიკა, ვაჭრობა და ინვესტიციები. ამიტომ მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს თანამშრომლობა და კიდევ ერთხელ მივესალმები თქვენს ვიზიტს ასტანაში. და ვისარგებლებ შემთხვევით, მინდა გამოვხატო ჩვენი მადლიერება შეერთებული შტატების მუდმივი და მტკიცე მხარდაჭერისთვის ჩვენი დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“, - განაცხადა თოყაევმა. „მოუთმენლად ველოდი ამ ვიზიტს. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ორმხრივ დონეზე, დავეყრდნოთ იმ ღირსშესანიშნავ სამუშაოს, რომელიც შესრულდა 30 წლის განმავლობაში ჩვენი პარტნიორობის გაღრმავებისა და გაძლიერებისათვის. და ვფიქრობ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით. ურთიერთობა ძლიერია; ის მხოლოდ გაძლიერდება. ჩვენ ამის ერთგულნი ვართ. და ვფიქრობ, ეს იქნება ცენტრალური აზიის, მაგრამ ასევე შეერთებული შტატების ხალხის სასარგებლოდ. მოხარული ვარ, რომ აქ ვარ, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობა, რომელიც გვაქვს“, - განაცხადა თავის მხრივ, ენტობი ბლინკენმა.
აზერბაიჯანი და ყაზახეთი ციფრული ვალუტის შექმნის საკითხს განიხილავენ
აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა ციფრული ვალუტის შექმნის საკითხი განიხილეს, განაცხადა აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის (CBA) თავმჯდომარემ ტალეჰ კაზიმოვმა პირველ მარტს. „დღეს, ყაზახეთში მივლინების ფარგლებში, შევხვდით ყაზახეთის ეროვნული ბანკის გუბერნატორს გალიმჟან პირმატოვს. შეხვედრაზე განვიხილეთ აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობის გაფართოების საკითხი და სამომავლო მიმართულებები. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ არსებულ მაკროეკონომიკურ ვითარებაზე, გლობალური ეკონომიკური პროცესების გავლენაზე ქვეყნის ეკონომიკაზე, მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების გაუმჯობესებაზე, გადახდის სისტემების განვითარებაზე, ციფრული ვალუტის შექმნასა და სხვა საკითხებზე“, - წერს კაზიმოვი Twitter-ზე.
ყაზახეთი, კასპიის ზღვის ფსკერზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ხაზის გაყვანაზე მუშაობს
ყაზახეთი კასპიის ზღვის ფსკერზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ხაზის (FOCL) გაყვანაზე მუშაობს, რომელიც აზერბაიჯანსა და ყაზახეთს დააკავშირებს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოკაევთან შეხვედრისას, ყაზახეთის გამგეობის თავმჯდომარემ, კუანიშბეკ ესეკეევმა განაცხადა. ინფორმაციას ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. ამასთან, „ყაზახტელეკომი“ გეგმავს 7000-მდე ანძის აშენებას, რომლებიც უზრუნველყოფენ 5G კავშირს მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანია 2023 წელს 486 კოშკის ექსპლუატაციაში გაშვებას გეგმავს შიმკენტში, ასტანასა და ალმატაში. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სტაბილური 5G კავშირის შექმნის საკითხი. ყაზახეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საკომუნიკაციო პროექტების განხორციელება ეკონომიკური და სოციალური ზრდის არსებითი ელემენტია. შეგახსენებთ, რომ FOCL-ის გაყვანის პროექტი AzerTelecom-თან ერთად ხორციელდება ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ციფრული სატელეკომუნიკაციო დერეფნის ფორმირებას ევროპასა და აზიას შორის.
თბილისი და ტაშკენტი ორმხრივი ვაჭრობის $500 მილიონამდე გაზრდას გეგმავენ - მედია
თბილისი და ტაშკენტი ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის 500 მილიონ აშშ დოლარამდე გაფართოებას გეგმავენ. უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო და უზბეკეთი ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო მარშრუტის განვითარებას სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებით ცდილობენ. ამ თემას აზერბაიჯანული მედია უძღვნის სტატიას. BTK-ის გამოყენების საკითხი უზბეკეთის ვიცე-პრემიერს ჟამშიდ ხოჯაევს და საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს შორის განხილვის საგანს წარმოადგენდა. საქართველომ და უზბეკეთმა ასევე განიხილეს საქართველოს შავი ზღვის პორტის ინფრასტრუქტურის გამოყენების პოტენციალი ევროპასთან ვაჭრობის გასამარტივებლად. ორივე ქვეყანა ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის გაზრდის მიზნით, გზებს ეძებს. ქართული მხარის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 40%-ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტის ზრდამ 30% შეადგინა. ამ დინამიკის შესანარჩუნებლად კი, მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის პროდუქციის პოპულარიზაცია საქართველოსა და უზბეკეთის ბაზრებზე, ასევე ყველა დაბრკოლების მოხსნა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ვაჭრობის ზრდაზე. ქართული მხარის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ტაშკენტში, უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, ჟამშიდ ხოჯაევთან ორმხრივი შეხვედრისას, რამდენიმე დღის წინ გააკეთა. ლევან დავითაშვილის შეფასებით, უზბეკეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი, მეგობარი სახელმწიფოა და საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობის განვითარების ტემპების გაძლიერებას. მინისტრმა გამოვთქვა იმედი, რომ „ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის წარმატებით ჩატარება კიდევ უფრო დიდ ბიძგს მისცემს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება-განვითარებას მრავალი მიმართულებით“. ტაშკენტში, ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე, რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი გაფორმდა ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური ცნობებით, უზბეკ კოლეგასთან საუბრისას „ლევან დავითაშვილმა განსაკუთრებული შეფასება მისცა საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის დინამიკას პანდემიის შემდგომ პერიოდში და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გათვალისწინებით, ორმხრივი ვაჭრობის კიდევ უფრო განვითარების შესაძლებლობები არსებობს“. „ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ისაუბრეს ტურიზმის მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ 2022 წელს უზბეკეთიდან საქართველოში ვიზიტორთა საერთო რაოდენობა 32%-ით გაიზარდა. ლევან დავითაშვილმა და ჟამშიდ ხოჯაევმა ასევე ისაუბრეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელსაც ორივე ქვეყანა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, იმსჯელეს საინვესტიციოდ მიმზიდველ სექტორებზე და ყველა იმ საკითხზე, რომელიც ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობას კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს“, - აღნიშნავს ეკონომიკის საინისტრო.
აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი: მზად ვართ, შუა დერეფნის ფარგლებში ყაზახეთთან თანამშრომლობა გავაფართოოთ
აზერბაიჯანი მზადაა, შუა დერეფნის ფარგლებში ყაზახეთთან თანამშრომლობა გააფართოოს. განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმ აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-19 სესიაზე, ბაქოში. მან განაცხადა, რომ თანამშრომლობის გაფართოება საჭიროა ორი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ფართო გამოყენებისთვის. „გარდა ამისა, აზერბაიჯანი მზადაა, გააღრმაოს თანამშრომლობა ზანგაზურის დერეფნის პოტენციური სატრანზიტო შესაძლებლობების ფარგლებში, რომელიც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია. დიდი მნიშვნელობა აქვს აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის სატრანსპორტო და სატრანზიტო კავშირების გაფართოებას“, - აღნიშნა მინისტრმა. ყაზახეთისთვის ზანგაზურის დერეფნის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა - ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრმა სერიკ ჟუმანგარინმა განუცხადა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. „წარმატებით ვითარდება თანამშრომლობა შუა დერეფნის გარშენო. ბაქოს პორტის გაფართოებაზე მუშაობა მიმდინარეობს. ყაზახეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ზანგეზურის დერეფანი განვითარდეს“, - განაცხადა სერიკ ჟუმანგარინმა და აღნიშნა, რომ ეს დერეფანი გაააქტიურებს მუშაობას TITR მარშრუტზე (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი).
ბაქო-სუფსის ნავთობსადენით ყაზახური ნედლი ნავთობის მიწოდებაზე, ყაზახეთი და აზერბაიჯანი მოლაპარაკებებს აწარმოებენ - Reuters
წელს ბაქო-სუფსის მილსადენით 5 მილიონი ტონა ყაზახური ნედლი ნავთობის მიწოდებაზე, ყაზახეთი და აზერბაიჯანი მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამის შესახებ Reuters-ს სამმა წყარომ განუცხადა. სააგენტო წერს, რომ ასტანა ცდილობს, შეამსუბუქოს დამოკიდებულება რუსეთის გავლით ტრანზიტზე. „ნავთობი შესაძლოა, კასპიის ზღვის ყაზახეთის შელფზე მდებარე გიგანტური კაშაგანის საბადოდან წამოვიდეს, განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ. ორი აზერბაიჯანელი და ერთი ყაზახი ოფიციალური პირის განცხადებით, აზერბაიჯანმა შეთავაზება გააკეთა და მხარეები ახლა დეტალებს განიხილავენ. ყაზახეთს ნავთობის უმეტესი ნაწილი ევროპაში კასპიის მილსადენის კონსორციუმის ხაზით გააქვს, რომელიც რუსეთს კვეთს, ასტანა უკრაინის გამო თავისი მარშრუტების დივერსიფიკაციას ცდილობს. მან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის მიწოდება უკვე დაიწყო. ბაქო–სუფსის ნავთობსადენი ექსპლუატაციაში შევიდა 1999 წლის თებერვალში. მისი სიგრძე 837 კილომეტრია. მილსადენის დიამეტრი 530 მმ. ასევე წაიკითხეთ Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს
თოყაევი: ყაზახეთს და აზერბაიჯანს შეუძლიათ, ვაჭრობის მოცულობა $1 მილიარდამდე გაზარდონ
ილჰამ ალიევი ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. თოყაევის თქმით, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს ვაჭრობის მოცულობის 1 მილიარდ დოლარამდე გასაზრდელად, სერიოზული პოტენციალი აქვთ. „სავაჭრო ბრუნვა 40%-ით გაიზარდა და ნახევარ მილიარდ დოლარს მიაღწია. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი შედეგია. დარწმუნებული ვარ, რამდენადაც ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი სრულად არის განვითარებული, ჩვენ შევძლებთ ამ მაჩვენებლის 1 მილიარდ დოლარამდე აყვანას. ამისათვის ჩვენ გვაქვს სერიოზული რეზერვები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, IT, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა და სხვა“, - განაცხადა თოყაევმა. მისივე თქმით, ყაზახეთი ყველა შესაძლო ნაბიჯს დგამს აზერბაიჯანთან სავაჭრო, ეკონომიკურ და საინვესტიციო სფეროებში ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გასავითარებლად. „ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ძალიან სერიოზულ სამუშაოზე, რათა განვავითაროთ ეკონომიკური ურთიერთქმედება და თანამშრომლობა აზერბაიჯანთან, რომელიც წამყვან როლს ასრულებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ჩვენ შორის არანაირი პრობლემა არ არის. არსებობს მხოლოდ ამ მიმართულებით წინსვლის სურვილი“, - განაცხადა თოყაევმა.
ყაზახეთმა საავტომობილო გზით ხორბლის იმპორტი 6 თვით აკრძალა
ყაზახეთმა ექვსი თვით აკრძალა ქვეყანაში ხორბლის იმპორტი საავტომობილო გზით, იუწყება ადგილობრივი მედია. შესაბამის ბრძანებას ხელი მოაწერა სოფლის მეურნეობის მინისტრმა იერბოლ კარაშუკეევმა. აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში 10 აპრილს შევიდა. გადაწყვეტილების მიზეზი ინფორმააციაში მითითებული არ არის.
ყაზახეთი და აზერბაიჯანი რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ტრანზიტის მიზნით, ერთობლივ კომპანიას შექმნიან
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ დაწესებული მასობრივი ანტირუსული სანქციების ფონზე, ყაზახეთმა და აზერბაიჯანმა ნავთობის ტრანსპორტირების ერთობლივი საწარმოს შექმნის თაობაზე განაცხადეს. ამის შესახებ ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა, ვაჭრობის მინისტრმა სერიკ ჟუმანგარინმა განაცხადა, იუწყება Kazinform-ი. „გასულ წელს KazMunayGas-მა და SOCAR-მა საბოლოოდ მოაწერეს ხელი შეთანხმებას, 2023 წლიდან ჩვენ ვგეგმავთ 1,5 მილიონი ტონა ნავთობის მიწოდებას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით. პროცესი უკვე დაიწყო მარტში, გაიგზავნა პირველი ორი ტანკერი – 20 000 ტონა, 125 000 ტონა აპრილის მდგომარეობით“, - განაცხადა ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა. აზერბაიჯანი ნავთობის ტრანსპორტირებისთვის სხვა მარშრუტებსაც გვთავაზობს: ბაქო-სუფსის მილსადენი (არაოფიციალური მონაცემებით, 2023 წელს დაახლოებით 5 მილიონი ტონაა) და რკინიგზით ბათუმისა და ფოთის პორტებამდე. განვიხილეთ ერთობლივი საწარმოს შექმნის საკითხი, რომელიც იქნება ერთადერთი ოპერატორი ამ სატრანზიტო მარშრუტზე, იაფი სატრანზიტო ვარიანტებითა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით“, - განაცხადა ჟუმანგარინმა. ცნობისთვის, ბაქომ ასტანას ყაზახური ნავთობის ბაქო-სუფსის ნავთობსადენით ტრანზიტი შესთავაზა. ისტორიაში პირველად, 2023 წლის 21 მარტს, ყაზახეთმა ნავთობი აზერბაიჯანს რუსეთის გვერდის ავლით მიაწოდა.
ყაზახეთი და ჩინეთი ორმხრივი უვიზო რეჟიმის შემოღებას გეგმავენ
ყაზახეთისა და ჩინეთის მთავრობები უვიზო რეჟიმის დანერგვას აპირებენ. რუსული მედიის ცნობით, ამასთან დაკავშირებით, ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კანონპროექტი მოამზადა. თუ ერთ-ერთი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები აპირებენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დადგენილ ვადაზე მეტ ხანს დარჩენას, მაშინ სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლამდე მათ შესაბამისი ვიზის მიღება უნდა მოითხოვონ. დოკუმენტს ხელი მოეწერება პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის სახელმწიფო ვიზიტის დროს ჩინეთში, მიმდინარე წლის 18-19 მაისს.
რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მოქალაქეების მონაწილეობის შესახებ, ყაზახეთში 10 საქმეს იძიებენ
ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტმა დაიწყო 10 გამოძიება იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ რუსეთის მიერ წარომებულ სრულმასშტაბიან ომში უკრაინის წინააღმდეგ. წერს ადგილობრივი მედია. საინფორმაციო სააგენტო არ აკონკრეტებს, რომელ მხარეს მონაწილეობდნენ ისინი ომში. ყაზახეთის მოქალაქეების მონაწილეობამ უცხოურ შეიარაღებულ კონფლიქტებში შეიძლება, ხუთიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა გამოიწვიოს.
ყაზახეთი რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ექსპორტს ზრდის - Reuters
ყაზახეთმა 2023 წლის პირველ კვარტალში რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ექსპორტი გაზარდა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. მიუხედავად იმისა, რომ კასპიის ზღვისა და კავკასიის გავლით ყაზახეთის ნავთობის ექსპორტირება შედარებით მცირე რაოდენობით ხდება, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა. ნავთობის წლევანდელი გადაზიდვები კასპიის ზღვის პორტი აქტაუდან ბაქოში, 163,436 ტონამდე გაიზარდა მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 28,875 ტონა იყო. ყაზახეთის სახელმწიფო სატრანსპორტო კომპანიის Kazmortransflot-ის ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით დამატებით, 104 000 ტონა ნავთობი გადაიზიდა იანვარ-მარტში.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით გადაზიდული ყაზახური ნავთობის პირველი პარტია თურქეთის ჯეიჰანის პორტიდან გაიგზავნა
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით გადაზიდული ყაზახური ნავთობის პირველი პარტია თურქეთის პორტ ჯეიჰანიდან 2023 წლის 22 აპრილს გაიგზავნა. იტყობინება აზერბაიჯანული მედია SOCAR Midstream Operations LLC-ზე დაყრდნობით, SOCAR-ის შვილობილი კომპანია. ტანკერი Alatau თენგიზის საბადოზე წარმოებული 83,200 ტონა (665,000 ბარელი) ნავთობით დაიტვირთა. ცერემონიას ესწრებოდნენ SOCAR-ის, KazMunayGas-ის, Tengizchevroil-ის, Kazmortransflot-ის და მათი შვილობილი კომპანიების დელეგაციები. ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება BTC-ით, SOCAR-სა და KazMunayGas-ს შორის მთავარი ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს, რომლის მიზანია ყოველწლიურად, 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანზიტი. ყაზახური ნავთობის პირველი ტვირთი თენგიზის საბადოდან სანგაჩალის ტერმინალში აქტაუდან „პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის“ ტანკერით 2023 წლის 23 მარტს ჩავიდა. „ყაზახური ნავთობის პირველი პარტიის წარმატებული გადაზიდვა BTC მილსადენით, წარმოადგენს მნიშვნელოვან მიღწევას SOCAR-სა და KazMunayGas-ს შორის პარტნიორობის განმტკიცებაში. იგი ასევე ხაზს უსვამს რეგიონული ენერგეტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობას, და BTC მილსადენის როგორც კასპიის ნავთობის მსოფლიო ბაზრებზე ტრანსპორტირების საკვანძო მარშრუტის სტრატეგიულ მნიშვნელობას“, - წერს აზერბაიჯანული მედია. ყაზახური ნავთობის შემდეგი პარტიის ჩატვირთვა ჯეიჰანის პორტში 2023 წლის მაისის ბოლოს იგეგმება.
ყაზახეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ასტანის სასამართლომ ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ კარიმ მასიმოვს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 2022 წლის იანვარში ღალატისა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობისთვის. ამის შესახებ ყაზახეთის მედია იუწყება. სასამართლოს თანახმად, მასიმოვს ქონებასაც ჩამოართმევენ და სამუდამოდ აუკრძალავენ საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავებას. მასიმოვი 2022 წლის იანვარში მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ დააკავეს.
შუა დერეფნის მეშვეობით, წელს 2 მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირებაა მოსალოდნელი - ყაზახეთის პრემიერი
ყაზახეთის მთავრობა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) განვითარებაზე მუშაობს, განაცხადა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმილოვმა აზერბაიჯანული მედიის ცნობით. პრემიერის თქმით, გასულ წელს მარშრუტმა ორჯერ გაზარდა ტვირთების გადაზიდვა და მან 1,7 მლნ ტონას მიაღწია. „აზერბაიჯანთან, თურქეთთან და საქართველოსთან შემუშავებული საგზაო რუკების მიხედვით, წელს TITR-ის მეშვეობით 2 მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირებაა მოსალოდნელი, 2025 წლისთვის გამტარუნარიანობის 10 მილიონ ტონამდე გაზრდა იგეგმება“, - განაცხადა სმაილოვმა. ცნობისათვის, 7 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფენციაზე განაცხადა, რომ შუა დერეფანში სატარიფო პოლიტიკა უნდა იყოს საერთო. შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა „შუა დერეფანი აზერბაიჯანი-საქართველო, ძალიან აქტიურნი ვართ ამ დერეფანში და მომდევნო ეტაპზე ტვირთბრუნვა და ტვირთბრუნვის მოცულობა გაიზრდება და ჩვენ დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ ამ მიმართულებით. როგორც გასულ წელს, ასევე მიმდინარე წელს რამდენიმე ვიზიტი განვახორციელე ცენტრალური აზიის ქვეყნებში და მალე კვლავ მივემგზავრები. ახალი ტვირთის გატარება მოხდება შუა დერეფნით და შესანიშნავი შესაძლებლობა იქმნება ამ კონტექსტში. ყველა ადმინისტრაციული ზომა უნდა იყოს დანერგილი იმისთვის, რომ სატარიფო პოლიტიკა იყოს საერთო. ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი ხედვა და ამავდროულად მივიზიდოთ გადამზიდავები და მივიზიდოთ ახალი მოცულობები“, - აღნიშნა ალიევმა. როგორც ცნობილია, ევროკავშირმა ცენტრალურ აზიაში მდგრადი სატრანსპორტო კავშირების შესახებ კვლევა დაიწყო. მისი მიზანი სამხრეთ კავკასიიდან აზიისკენ მდგრადი კავშირების უზრუნველსაყოფად, საუკეთესო გზების ძიებაა. ეს კვლევა სავარაუდოდ, 2023 წლის მაისისთვის დასრულდება. შეგახსენებთ, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით. ამის შესახებ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა ოლგა ალგაიეროვამ განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები მხარს უჭერენ შუა დერეფნის განვითარებას და მისი კონტროლისთვის შესაბამისი ორგანოს შექმნას. აღსანიშნავია, რომ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გათვლებით, ოქტომბერში გვინდა, რომ დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ჯინ შაჰინი: ანაკლიის პორტის პროექტი ნამდვილად კარგი იქნება - იმედი გვაქვს, ვიხილავთ ამერიკულ ინვესტიციას „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა ექსკლუზიურად Europetime-ს. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.
პეტრ ფიალა თოყაევთან შეხვედრაზე: ყაზახურ ნავთობს ჩეხეთისთვის რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება შეუძლია
ყაზახურ ნავთობს შეუძლია, ჩეხეთს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმაროს მას შემდეგ, რაც მან რუსული ნედლი ნავთობის იმპორტი შეწყვიტა. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ ცენტრალურ აზიის ქვეყანაში ვიზიტისას განაცხადა. „ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი საკუთარი ენერგეტიკული უსაფრთხოება და თქვენი ნავთობი შეიძლება, გახდეს მთავარი ფაქტორი ამ თვალსაზრისით“, - განუცხადა ფიალამ ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჯომართ თოყაევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისივე თქმით, ყაზახეთი არის ჩეხეთის რესპუბლიკისთვის ნავთობის ძალიან მნიშვნელოვანი მიმწოდებელი.„ჩვენ გვჯერა თანამშრომლობის უზარმაზარი შესაძლებლობების, რადგან ჩვენ ვშორდებით რუსულ ნავთობს“, - განაცხადა ფიალამ, რომელმაც Reuters-ის ცნობით, არ ისაუბრა ყაზახეთის ნავთობის შესყიდვების პოტენციური ზრდის დეტალების შესახებ. Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით იწყებს BTC ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია, აქედან 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი - საქართველოს, ხოლო მარშრუტის 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში, ხოლო მილსადენის ნავთობით შევსება 2005 წლის მაისში დაიწყო. „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე
ყაზახეთში 9 მაისს სამხედრო აღლუმის ჩატარება გააუქმეს
ყაზახეთი წელს გამარჯვების დღის აღლუმს არ უმასპინძლებს. ამის შესახებ ყაზახეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს. გადაწყვეტილება თანხის დაზოგვის მიზნით და „სხვა ამოცანების გამო“ მიიღეს. შეგახსენებთ, ლატვიის სეიმმა 20 აპრილს დაჩქარებული წესით მიიღო კანონი „9 მაისს გარკვეული საზოგადოებრივი ღონისძიებების აკრძალვის შესახებ", რითაც ამ დღეს იკრძალება საჯარო თავყრილობების ჩატარება, გარდა ევროპის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებებისა. მედია: 9 მაისს მოსკოვს სავარაუდოდ, მხოლოდ ერთი უცხოელი ლიდერი ეწვევა
ყაზახეთი და ევროკავშირი სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით, ოფიციალურ კონსულტაციებს იწყებენ
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ყაზახეთის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მურატ ნურტლეუ ევროკომისარს საშინაო საქმეთა საკითხებში, ილვა იოჰანსონს შეხვდა. ყაზახეთის საგარეო უწყების ცნობით, მოლაპარაკების შედეგად მხარეები შეთანხმდნენ ოფიციალური კონსულტაციების დაწყებაზე ყაზახეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ. იოჰანსონმა განაცხადა, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია ყაზახეთთან ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებით და მოწოდებულია, გააფართოოს კონტაქტები მოქალაქეებს შორის. კომისრის თქმით, ყაზახეთსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განზომილებაა რეგულარული კულტურული და ჰუმანიტარული გაცვლის შენარჩუნება. საგარეო უწყება განმარტას, რომ 2017 წლიდან ყაზახეთმა ცალმხრივად შემოიღო უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს მოქალაქისთვის, რათა ბიზნეს თანამშრომლობა, ტურიზმი და ადამიანების კონტაქტები განავითარონ.
მოლდოვა შუა დერეფნის შესაძლებლობების განვითარებით ინტერესდება
მოლდოვა შუა დერეფნის შესაძლებლობების განვითარებაზე მოლაპარაკებებში ერთვება. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ექსკლუზიურ სტატიაში წერს. კერძოდ, სააგენტო Trend.az-ის ცნობით, ყაზახეთი და მოლდოვა შუა დერეფნის შესაძლებლობების განვითარების საკითხებს განიხილავენ. უფრო ადრე, ასევე აზერბაიჯანულ მედიაში 27 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ წლის მეორე ნახევრიდან, კიდევ სამი ქვეყანა - სინგაპური, ბულგარეთი და ლიეტუვა შეუერთდებიან ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს (TITR), რომელიც ასევე ცნობილია როგორც შუა დერეფანი. მისივე თანახმად, ამის შესახებ TITR ასოციაციის გენერალურმა მდივანმა, გაიდარ აბდიკერიმოვმა კონფერენციაზე, ალმათიში განაცხადა. „მომდევნო ხუთ წელიწადში დაახლოებით ხუთი მილიარდი ევროს ინვესტიცია განხორციელდება ინფრასტრუქტურასა და შუა დერეფანში ეფექტიანობის გაუმჯობესებაში. TITR მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალურ ბაზრებთან ცენტრალური აზიის მწარმოებლების ინტეგრაციაში“, - განაცხადა აბდიკერიმოვმა. აბდიკერიმოვმა ხაზი გაუსვა, რომ TITR-ის ინიციატორები აზერბაიჯანი, ყაზახეთი და საქართველო იყვნენ. „ამ მარშრუტის მიზანია საქონლის ტრანზიტის უზრუნველყოფა ისეთი ქვეყნების მეშვეობით, როგორიცაა, ჩინეთი, ყაზახეთი, კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, უკრაინა, პოლონეთი და რუმინეთი. ეს რვა ქვეყანა პროექტზე მუშაობს 2017 წლიდან. მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან, მათ შეუერთდებიან სინგაპური, ბულგარეთი და ლიეტუვა. გარდა ამისა, ჩვენ ველით, რომ შემოგვიერთდებიან ავსტრია, უნგრეთი და გერმანია. ასევე ძალიან აქტიურად არიან დაინტერესებულნი ფრანგი ექსპედიტორები“, - განაცხადა აბდიკერიმოვმა. შუა დერეფნის მეშვეობით, წელს 2 მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირებაა მოსალოდნელი - ყაზახეთის პრემიერი აბდიკერიმოვმა ისიც თქვა, რომ მარცვლეულის ექსპორტის ძირითადი მიმართულება TITR-ის ფარგლებში არის თურქეთი, კერძოდ, მერსინის პორტი, სადაც დიდი მარცვლეულის ბირჟაა განთავსებული. 2022 წელს, TITR-ის მიერ ტვირთის გადაზიდვის მთლიანმა მოცულობამ 1,48 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2,5-ჯერ - 898 000 ტონით მეტია 2021 წელთან შედარებით. ცნობისათვის, 7 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფენციაზე განაცხადა, რომ შუა დერეფანში სატარიფო პოლიტიკა უნდა იყოს საერთო. შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა „შუა დერეფანი აზერბაიჯანი-საქართველო, ძალიან აქტიურნი ვართ ამ დერეფანში და მომდევნო ეტაპზე ტვირთბრუნვა და ტვირთბრუნვის მოცულობა გაიზრდება და ჩვენ დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ ამ მიმართულებით. როგორც გასულ წელს, ასევე მიმდინარე წელს რამდენიმე ვიზიტი განვახორციელე ცენტრალური აზიის ქვეყნებში და მალე კვლავ მივემგზავრები. ახალი ტვირთის გატარება მოხდება შუა დერეფნით და შესანიშნავი შესაძლებლობა იქმნება ამ კონტექსტში. ყველა ადმინისტრაციული ზომა უნდა იყოს დანერგილი იმისთვის, რომ სატარიფო პოლიტიკა იყოს საერთო. ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი ხედვა და ამავდროულად მივიზიდოთ გადამზიდავები და მივიზიდოთ ახალი მოცულობები“, - აღნიშნა ალიევმა. როგორც ცნობილია, ევროკავშირმა ცენტრალურ აზიაში მდგრადი სატრანსპორტო კავშირების შესახებ კვლევა დაიწყო. მისი მიზანი სამხრეთ კავკასიიდან აზიისკენ მდგრადი კავშირების უზრუნველსაყოფად, საუკეთესო გზების ძიებაა. ეს კვლევა სავარაუდოდ, 2023 წლის მაისისთვის დასრულდება. შეგახსენებთ, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით. ამის შესახებ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა ოლგა ალგაიეროვამ განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები მხარს უჭერენ შუა დერეფნის განვითარებას და მისი კონტროლისთვის შესაბამისი ორგანოს შექმნას. აღსანიშნავია, რომ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გათვლებით, ოქტომბერში გვინდა, რომ დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ჯინ შაჰინი: ანაკლიის პორტის პროექტი ნამდვილად კარგი იქნება - იმედი გვაქვს, ვიხილავთ ამერიკულ ინვესტიციას „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა ექსკლუზიურად Europetime-ს. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.
ყაზახეთის 8 ქალაქიდან ბათუმში პირდაპირი ფრენები იწყება
ყაზახეთის რესპუბლიკის რვა ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება. 10 ივნისიდან, მთელი სეზონის განმავლობაში, კვირაში ორჯერ ასტანა-ბათუმის ფრენებს ავიაკომპანია SCAT-ი განახორციელებს. შესაბამის ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ავიაკომპანიის მიმართულებების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ანდრეი ბიბერთან შეხვედრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ გამართა. შეხვედრაზე ფრენების სიხშირის გაზრდასა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. ჯაბა ფუტკარაძემ SCAT-ის წარმომადგენელს ტურიზმის აღდგენის მზარდი დინამიკა, ვიზიტორთა ზრდის სტატისტიკა და სექტორში დაგეგმილი პროექტები გააცნო. შეხვედრას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მიშა კოპლატაძე და ყაზახეთის რესპუბლიკის ყველაზე რეიტინგული მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. აჭარის შესახებ სტატიები ყაზახეთის ონლაინ პლატფორმებზე განთავსდება. ამასთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები, მხოლოდ აჭარის ადმინისტრაციული საზღვრების მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით (1 330 861 ვიზიტი) აღდგენილია 82%-ით, 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით კი ზრდა 178%-ია. რაც შეეხება მხოლოდ დეკემბრის თვის მაჩვენებელს, საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები, მხოლოდ აჭარის ადმინისტრაციული საზღვრების მონაცემებით (სარფი, აეროპორტი, პორტი) 2019 წელთან შედარებით გაზრდილია 124%-ით (209 569). 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა 460%-ია.
ჩინეთს შეუძლია, რუსეთი რამდენიმე წელიწადში ჩაანაცვლოს და ყაზახეთისთვის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი გახდეს - Bloomberg
2030 წლისთვის ყაზახეთის ვაჭრობა ჩინეთთან, გადააჭარბებს ვაჭრობას მთელ ევროკავშირთან. რუსეთი ყაზახეთის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მაგრამ სანქციებმა ის უკანა პლანზე გადაიყვანა, რაც ჩინეთს საშუალებას აძლევს, გაზარდოს თავისი გავლენა ცენტრალურ აზიაში, წერს Bloomberg. ჩინეთი მომდევნო რამდენიმე წელიწადში რუსეთს გაუსწრებს ყაზახეთთან ვაჭრობის კუთხით, განაცხადა რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა და ამასთანავე ყაზახეთის ვაჭრობის მინისტრმა სერიკ ჟუმანგარინმა. ვიცე-პრემიერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთი მხარს არ უჭერს სანქციების დაწესებას მისი „მთავარი სავაჭრო პარტნიორების“ წინააღმდეგ, ყაზახეთი არ იქნება ტერიტორია, რომლის გავლითაც სანქციების გვერდის ავლა მოხდება“. ყაზახეთის ეროვნული სტატისტიკის ბიუროს ცნობით, გასულ წელს ჩინეთ-ყაზახეთის ვაჭრობა მესამედით გაიზარდა და 24 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა, რაც მხოლოდ 2 მილიარდი დოლარით ნაკლებია რუსეთთან ვაჭრობასთან შედარებით. „სანქციებმა რუსეთის ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილება შეაფერხა და ზოგიერთი სანქცირებული რუსული კომპანია ვეღარ ყიდულობს ყაზახურ პროდუქციას, მეტი რუსი მწარმოებელი ირჩევს, ფოკუსირდეს შიდა ბაზარზე“, - აღნიშნა ჟუმანგარინმა. რუსეთთან სავაჭრო შესაძლებლობების შემცირების გამო, ყაზახეთი განიხილავს ისეთ ალტერნატივებს, როგორიცაა, ჩინეთი, ირანი, ინდოეთი, სპარსეთის ყურის ქვეყნები, თუმცა ჟუმანგარინის განმარტებით, ჩინეთი რჩება „პრიორიტეტულ დანიშნულების ადგილად". აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მაისში ყაზახეთის ლიდერმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, ჩინეთში, ცენტრალური აზიის ლიდერების პირველ სამიტში მიიღო მონაწილეობა. მის ფარგლებში თოყაევმა მიზნად დაისახაბ, რომ 2030 წლისთვის ჩინეთთან ვაჭრობა თითქმის გაორმაგდეს და 40 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. სი ძინპინი პირობას დებს, რომ გააძლიერებს უსაფრთხოების კავშირებს ცენტრალურ აზიაში, იმ ფონზე, რომ ომი პუტინს ასუსტებს - Bloomberg
მედია: ყაზახეთის, სომხეთისა და ჰონგ-კონგის ბანკები რუსული კომპანიების გადარიცხვებს ბლოკავენ
სომხეთის, ყაზახეთისა და ჰონგ-კონგის ბანკებმა რუსული კომპანიების გადახდების ბლოკირება დაიწყეს. საუბარია პარალელური იმპორტის საშუალებით მიწოდებული პროცესორების, მიკროსქემებისა და სხვა ელექტრონიკის საფასურებზე. წერს რუსული გამოცემა „მედუზა“ Коммерсант-ზე დაყრდნობით. გამოცემის წყაროს თანახმად, გადაწყვეტილება შესაძლოა, უკავშირდებოდეს სომხეთის, ყაზახეთისა და ჰონგ კონგის ბანკების შიშს, რომ ისინი აშშ-ის სანქციებს დაექვემდებარებიან. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის საწარმოების წინააღმდეგ სანქციები დააწესეს, აკრძალეს რუსული სამხედრო აღჭურვილობისთვის საჭირო უცხოური კომპონენტების ექსპორტი. თუმცა რუსი მწარმოებლები პოულობენ სანქციების გვერდის ავლის გზებს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი სანქციების მე-11 პაკეტით, რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის გზების საბოლოოდ ჩაკეტვას გეგმავს. ეს სანქციები შესაძლოა, მოიცავდეს შვიდ ჩინურ კომპანიას, რომლებიც აწარმოებენ მიკროჩიპებს, ნახევარგამტარებსა და სხვა ელექტრონიკას. ასევე, სანქციები შესაძლოა, შეეხოს ორ მწარმოებელს არაბეთის გაერთიანებული საამიროეობიდან და ერთს - სომხეთიდან. ევროკავშირი შიშობს, რომ ამ ფირმების პროდუქცია შეიძლება, იარაღის წარმოებისთვის გამოიყენონ.
შუა დერეფანი ყაზახეთისთვის მთავარი ალტერნატიული მარშრუტია - მინისტრი
შუა დერეფანი ყაზახეთისთვის ამჟამად მთავარი ალტერნატიული მარშრუტია, განაცხადა ყაზახეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრმა, ალიბეკ კუანტიროვმა ასტანის საერთაშორისო ფორუმის წინ გამართულ ბრიფინგზე, იუწყება Trend-ი. „რეგიონში დაინტერესებულ მხარეებთან და პარტნიორებთან ერთად, მათ შორის აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, და თურქეთთთან ერთად, ჩვენ ხელი მოვაწერეთ რამდენიმე საგზაო რუკას და მოლაპარაკება ვაწარმოეთ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე“, - აღნიშნა მინისტრმა. კუანტიროვმა ხაზი გაუსვა რომ, რა თქმა უნდა, მარშრუტზე ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაში დამატებითი ინვესტიციებია საჭირო და ყველამ უნდა შეიტანოს წვლილი, რადგან ეს მარშრუტი მნიშვნელოვანია ფართო რეგიონისთვის. „ეს დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ ყაზახეთისთვის, არამედ, მთელი ცენტრალური აზიისთვის. ამ კუთხით ჩინეთთან და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა ასევე ჩვენი მთავარი აქცენტია“, - აღნიშნა ყაზახმა ოფიციალურმა პირმა. მისივე თანახმად, შუა დერეფანი ასევე არის ჩინეთის ინიციატივის - „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ „ლოგიკური ნაწილი“. შეგახსენებთ, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით. ამის შესახებ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა ოლგა ალგაიეროვამ განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები მხარს უჭერენ შუა დერეფნის განვითარებას და მისი კონტროლისთვის შესაბამისი ორგანოს შექმნას. აღსანიშნავია, რომ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გათვლებით, ოქტომბერში გვინდა, რომ დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ჯინ შაჰინი: ანაკლიის პორტის პროექტი ნამდვილად კარგი იქნება - იმედი გვაქვს, ვიხილავთ ამერიკულ ინვესტიციას „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა ექსკლუზიურად Europetime-ს. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.
მედია: ყაზახეთმა ყირგიზულ კომპანიას ჩამოართვა დრონები, რომლის რუსეთში გადატანას ცდილობდნენ
ყაზახეთის ხელისუფლებამ ყირგიზულ კომპანიას ჩამოართვა დრონები, რომლის რუსეთში გადატანას ცდილობდნენ. ამ ინფორმაციას Newsinfrance ადგილობრივი მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის თანახმად, 14 DJI AgrasT30-ის ტიპის დრონის პარტია, რომლის საერთო ღირებულება თითქმის 16 მილიონი რუბლია, ჟამბილის რეგიონში, საზღვრარზე, გადატანის მცდელობისას დააკავეს. ტვირთი ყირგიზულ კომპანია „იმპულს-ინვესტს“ გადაჰქონდა, თუმცა მას შესაბამისი ლიცენზია არ ჰქონდა. გავრცელებული ცნობით, უპილოტო თვითმფრინავები რუსული სამშენებლო კომპანია „ნოვასთვის“ იყო განკუთვნილი. „იმპულს-ინვესტს" ფულადი ჯარიმა დაეკისრა. ჟამბილის სახელმწიფო ქონებისა და პრივატიზაციის დეპარტამენტმა ჩამორთმეული დრონები აუქციონზე გაიტანა. მედიაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ ყაზახეთი ეხმარება რუსეთს დრონებისა და ჩიპების შეძენაში. ყაზახური კომპანიები მოქმედებენ როგორც შუამავლები ჩინეთსა და რუსეთს შორის, უპილოტო საფრენი აპარატების და სხვა ორმაგი დანიშნულების საქონლის შესყიდვის ტრანზაქციებისას. გაზაფხულზე შეერთებულმა შტატებმა ყაზახეთის ხელისუფლება მეორადი სანქციების რისკის შესახებ გააფრთხილა. ამის შემდეგ ყაზახეთმა პირობა დადო, რომ გააძლიერებს ბრძოლას სანქციების გვერდის ავლის მცდელობებთან. ივნისში, ქვეყნის ბანკებმა რუსული კონპანიებკს გადარიცხვების დაბლოკვა დაიწყეს.
აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი: ბაქო-სუფსის მილსადენი შესაძლოა, შესანიშნავი ალტერნატივა იყოს ყაზახური ნავთობისთვის
ბაქო-სუფსის მილსადენი შესაძლოა, შესანიშნავი ალტერნატივა იყოს ყაზახური ნავთობის გადაზიდვისთვის. განაცხადა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შაჰბაზოვმა ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრთან სერიკ ჟუმინაგარინთან შეხვედრისას. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მინისტრმა ამავე კომენტარში აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით, 1,125 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება იგეგმება. „აზერბაიჯანი ყოველთვიურად იღებს ყაზახეთის ნავთობით დატვირთულ 12-დან 14-მდე ტანკერს. ეს დამაკმაყოფილებელი მონაცემებია. მხარეებს შორის თავდაპირველი შეთანხმება წელს 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას ითვალისწინებდა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მიწოდება მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო, 2023 წლის ბოლომდე 1,125 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას შევძლებთ“, - განაცხადა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა.
თოყაევი რუსეთში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმს არ დაესწრება
ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი სანკტ-პეტერბურგში, ყოველწლიურ ფორუმს არ დაესწრება. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ყაზახეთის მთავრობამ განაცხადა, რომ წლევანდელ ფორუმზე ცენტრალური აზიის ქვეყანას მხოლოდ ორი ოფიციალური წარმომადგენელი წარმოადგენს. რუსეთის პრეზიდენტ პუტინის წინ მჯდომმა თოყაევმა, შარშან ამ ფორუმზე განაცხადა, რომ ყაზახეთი არ აღიარებს სეპარატისტული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობას აღმოსავლეთ უკრაინაში ან სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. ათწლეულების განმავლობაში, მოსკოვის ხელმძღვანელობით მოქმედი უსაფრთხოებისა და სავაჭრო ბლოკების წევრი ყაზახეთი რუსეთს თავის სტრატეგიულ პარტნიორს უწოდებს. შეკითხვას, ვინ დაესწრება კონფერენციას წელს, ყაზახეთის მთავრობის სპიკერმა უპასუხა, რომ ფურუმზე მხოლოდ ვიცე-პრემიერი, რომან სკლიარი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ტიმურ ჟაკსილიკოვი წავლენ. თოყაევის ოფისში არ საუბრობენ მიზეზებზე, რის გამოც ყაზახეთის პრეზიდენტი წელს, სანქტ-პეტერბურში დაგეგმილ ფორუმზე არ ჩავა. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის პრეზიდენტმაც უარი განაცხადა რუსეთში ჩასვლაზე. რუსულ მედიას სხვა მსოფლიო ლიდერების მონაწილეობის შესახებ კი, ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ფორუმი სანქტ-პეტერბურგში, 1997 წლიდან ტარდება და როგორც რუსეთის ოფიციალური პირების მიერ არის მიჩნეული, ეს არის მოსკოვის პასუხი ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც დავოსში, შვეიცარიაში იმართება.
ყაზახეთში 12 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 12 ივნისი გლოვის ეროვნულ დღედ გამოაცხადა, იუწყება ყაზახური მედია. სახელმწიფოს მეთაური ეწვია აბაის რეგიონს, სადაც ტყის ხანძრის შედეგად დაღუპული მეტყევეების ოჯახებსა და მეგობრებს მიუსამძიმრა. „ვარაუდობენ, რომ ხანძარმა 60 000 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა. ხანძრის ქრობის პროცესში შვეულმფრენები არიან ჩართულნი. ტყის ხანძრის ჩაქრობაში მაშველები სამი რეგიონიდან გაგზავნეს. სააგენტო Kazinform-ის ცნობით, ხანძრის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა.
ყაზახეთში დეკომუნიზაციის ახალი ტალღა იწყება
ყაზახეთის ხელისუფლებამ ობიექტების სახელწოდების არჩევისას, საბჭოთა კავშირის მოღვაწეთა სახელების გამოყენება უნდა შეწყვიტოს და შექმნას საკუთარი "გამოჩენილი ფიგურების" სია, - განაცხადა რესპუბლიკის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა Nexta-ს ცნობით. თოყაევმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია, შეწყდეს საბჭოთა პერიოდის მოღვაწეთა სახელის სხვადასხვა მიმართულებით გამოყენების პრაქტიკა, რომელთა ბიოგრაფიები მიზანმიმართულად მითოლოგიზირებულია ვინმეს პირადი ინტერესებისა და პრეფერენციების სასარგებლოდ. მანამდე თოყაევმა რესპუბლიკაში საბჭოთა პერიოდის მოღვაწეთა ძეგლების აღმართვის შეწყვეტა მოითხოვა. უფრო ადერ კი, ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა, ალტაი კულგინოვმა რესპუბლიკაში დაახლოებით, 3000 იდეოლოგიურად მოძველებული ტოპოგრაფიული სახელწოდების შეცვლის გეგმის თაობაზე განაცხადა.
ყაზახეთში რუსი მომღერლის კონცერტი გაუქმდა
Makao Luxury Village Resort-მა, 19 ივნისს გამოაცხადა, რომ ცალმხრივად შეწყვიტა კონტრაქტი რუსი მომღერლის, გრეგორი ლეპსის კონცერტის ორგანიზატორებთან. კონცერტი მიმდინარე წლის ივლისში იყო დაგეგმილი ალმათის ოლქის ქალაქ კონაევში, იუწყება Radio Azattyk. კონცერტის გაუქმებას წინ უძღოდა დისკუსია სოციალური ქსელების ყაზახურ სეგმენტში. ბევრმა მომხმარებელმა გამოთქვა უკმაყოფილება რუსი მომღერლის გამო, რომელიც მხარს უჭერს უკრაინაში ომს. კონაევში გრიგორი ლეპსის დაგეგმილი კონცერტის შესახებ ინფორმაცია დაემთხვა ლეპსის და ნიკოლაი ბასკოვის განცხადებას, რომ გადასცენ ერთი მილიონი რუბლი ყველას, ვინც ანადგურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ტანკებს. როგორც რადიო აზატიკი აღნიშნავს, ყაზახურმა სოციალურმა ქსელებმა ნეგატიურად აღიქვა ლეპსის ყაზახეთში ჩასვლის შესახებ ინფორმაცია და მოითხოვეს მისი კონცერტის გაუქმება. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და შემდგომი სანქციების შემდეგ, რუსმა არტისტებმა დაკარგეს ბაზრის მნიშვნელოვანი წილი, სადაც მათ შეეძლოთ კონცერტების გამართვა. კერძოდ, ეს შეეხო მათ, ვინც ღიად უჭერდა მხარს ომს და ვინც უკრაინამ გამოაცხადა „საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის“, აღნიშნავს რადიო. ამასთან დაკავშირებით, რუსმა ვარსკვლავებმა დაიწყეს „მეგობრულ" ყაზახეთში დაიწყეს ჩასვლა. აქ, ზოგიერთ შემთხვევაში, მათი კონცერტები გაუქმდა მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა აუდიტორიამ კრემლთან ახლოს მდგომი მათი შეხედულებების შესახებ შეიტყო. ამდენად, ლარისა დოლინას და პოლინა გაგარინას კონცერტები არ შედგა. წარმოდგენა ომის მხარდამჭერი მსახიობის, სერგეი გლუშკოს მონაწილეობით, გაუქმდა.
გერმანიის პრეზიდენტი ყახაზეთის შემდეგ, ყირგიზეთს ეწვევა
გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი 21-23 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთს ეწვევა, - ამის შესახებ ყირგიზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მურატბეკ აზიმბაკიევმა განაცხადა. დაგეგმილია მოლაპარაკებები შტაინმაიერსა და სადირ ჟაპაროვს შორის. „სახელმწიფო მეთაურები განიხილავენ ყირგიზეთ-გერმანიის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრს, ასევე განიხილავენ ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებს მეგობრობისა და პარტნიორობის სულისკვეთებით“, - განაცხადა აზიმბაკიევმა. გერმანიის პრეზიდენტი 19-21 ივნისს სახელმწიფო ვიზიტით ყაზახეთში იმყოფება.
გერმანია და ყაზახეთი შუა დერეფნის განვითარების მიზნით, ნაბიჯების გააქტიურებას გეგმავენ
ყაზახეთისა და გერმანიის პრეზიდენტებმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ასტანაში მოლაპარაკებები გამართეს. იუწყება ყაზახური მედია. სახელმწიფოს მეთაურებმა ყაზახეთ-გერმანიის სტრატეგიული პარტნიორობის მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებას და თანამშრომლობის გაღრმავებას ვაჭრობის, ეკონომიკის, ინვესტიციების, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში. „იმედით ვარ სავსე და ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ჩემი მომავალი ვიზიტისადმი გერმანიაში, სექტემბერში. ასევე ძალიან ვაფასებ თქვენს გადაწყვეტილებას ეწვიოთ მანგისტაუს რეგიონს. ვფიქრობ, ეს იქნება ჩვენი მიღწევების მაჩვენებელი ბიზნესში და ზოგადად, პარტნიორობაში. როგორც მივხვდი, თქვენც აპირებთ საზღვაო პორტის მონახულებას“, - მიმართა თოყაევმა შტაინამიერს. ცნობისთვის, ყაზახეთში ვიზიტის შემდეგ, შტაინმაიერი 21-23 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთს ეწვევა. მანამდე, თოყაევთან შეხვედრისას აღინიშნა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების ფარგლებში ურთიერთქმედების გააქტიურების მნიშვნელობა. ასევე, ხაზი გაუსვეს ნავთობისა და გაზის, მწვანე ენერგიისა და მრეწველობის სფეროში ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებს. შუა დერეფანი - გერმანიის პოზიცია „შესაძლებლობები განსაკუთრებით ახლა ჩნდება. ჩვენ ვსაუბრობთ შუა დერეფანზე, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთ აზიას და არა ჩრდილოეთის დერეფანზე, რომელიც რუსეთში მიდის“. შავი ზღვის კაბელის პროექტი მხოლოდ ტრანსპორტს არ ეხება, ეს ერთი საკითხია, მაგრამ არის სხვა ბიზნესები, სხვა სერვისები. ეს პროექტი ყველასთვის მომგებიანია, რადგან ჩვენ გვჭირდება მწვანე ელექტროენერგია, სამხრეთ კავკასიის რეგიონს, საქართველოს და მის მეზობლებს კი, მისი წარმოების პოტენციალი აქვთ. თქვენ შეგიძლიათ, აწარმოოთ განახლებადი ენერგია და გამოგვიგზავნოთ შავი ზღვის კაბელის პროექტის საშუალებით, ჩვენ მას თქვენგან შევიძენთ. შავი ზღვის კაბელების პროექტი არის უდიდესი მნიშვნელობის პროექტი იმ უდიდესი შესაძლებლობებისთვის, რომლებიც საქართველოს აქვს. ამ შესაძლებლობების გამოყენება მას არამხოლოდ თავისთვის შეუძლია, არამედ, ეს შეიძლება, მთელ რეგიონზეც გავრცელდეს“, - ეს განცხადება გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა Europetime-თან ინტერვიუში გააკეთა. მან ხაზი გაუსვა ანაკლიის პორტის მნიშვნელობას. „ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის, რომელსაც ექნება სავაჭრო და სატრანსპორტი მარშრუტები და ამასთან ერთად, ბიზნესიც...ბევრი რამ იწყება პორტებით, პორტებით შავ ზღვაში, პორტებით კასპიის ზღვაში.. ჩემთვის არ არის ცნობილი კონკრეტული გერმანული კომპანიის შესახებ, თუმცა გვყავს კარგი კომპანიები, რომლებიც ჩართულნი არიან პორტებში, ლოგისტიკაში. ზოგი ამბობს, რომ გერმანია მსოფლიო ჩემპიონია ლოგისტიკაში. რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება აქ ჩამოსვლითა და ინვესტიციების განხორციელებით. თუ საქართველო დამაკავშირებელი ჰაბი გახდება, ეს სამუშაო ადგილებს შექმნის, ინვესტიციებსა და მეტ სარგებელს მოიტანს“, - განუცხადა გერმანიის ელჩმა Europertime-ს. ასევე წაიკითხეთ: აშშ სატრანსპორტო მარშრუტებზე, მათ შორის შუა დერეფანზე ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევას მხარს უჭერს - ექსკლუზივი (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.
ყაზახეთი „დრუჟბას“ ნავთობსადენით, გერმანიაში ნავთობის ექსპორტის გაზრდას გეგმავს
ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალმასადამ სატკალიევმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ყაზახეთი აპირებს, „დრუჟბას“ ნავთობსადენის საშუალებით გაზარდოს ნავთობის ექსპორტი გერმანიაში. მინისტრის ინფორმაციით, ტრანსპორტირების ზრდა ახალ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ არის შესაძლებელი. „ჩვენ დავიწყეთ მცირე მოცულობებით, დაახლოებით 20,000 ტონა თვეში წლის დასაწყისში. ახლა, მიღწეული შეთანხმებების წყალობით, ჩვენ ვგეგმავთ ყაზახური ნავთობის მიწოდების გაზრდას თვეში 100,000 ტონამდე“, - განაცხადა სატკალიევმა. ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა განმარტა, რომ საუბარია მიწოდებებზე, რომლებიც საცდელია როგორც ყაზახეთისთვის, ასევე, გერმანიისთვის. „ჩვენ ვიკვლევთ ნავთობის დიდი მოცულობის მიწოდების შესაძლებლობას. ამ მიწოდების შედეგებიდან გამომდინარე, შესაძლებელი იქნება მიწოდების მოცულობის ზრდაზე საუბარი“, - აღნიშნა მინისტრმა. ნავთობსადენ„დრუჟბაზე“, რომლითაც ნავთობი რუსეთიდან ევროპას მიეწოდება, გაჟონვა დაფიქსირდა „დრუჟბას“ ნავთობსადენი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია. მისი საერთო სიგრძეა დაახლოებით 5200 კმ. და მილსადენის მარშრუტი რუსეთიდან ბელორუსში გადის, სადაც ორ განშტოებად იყოფა: ჩრდილოეთით (ბელორუსი, პოლონეთი და გერმანია) და სამხრეთით (უკრაინა, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი). „დრუჟბის“ მილსადენი არის მთავარი მარშრუტი, რომლითაც ნედლი ნავთობი გერმანიას მიეწოდება. გერმანია და ყაზახეთი შუა დერეფნის განვითარების მიზნით, ნაბიჯების გააქტიურებას გეგმავენ ყაზახეთისა და გერმანიის პრეზიდენტებმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ასტანაში მოლაპარაკებები გამართეს. იუწყება ყაზახური მედია. გერმანია და ყაზახეთი შუა დერეფნის განვითარების მიზნით, ნაბიჯების გააქტიურებას გეგმავენ სახელმწიფოს მეთაურებმა ყაზახეთ-გერმანიის სტრატეგიული პარტნიორობის მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებას და თანამშრომლობის გაღრმავებას ვაჭრობის, ეკონომიკის, ინვესტიციების, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში. „იმედით ვარ სავსე და ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ჩემი მომავალი ვიზიტისადმი გერმანიაში, სექტემბერში. ასევე ძალიან ვაფასებ თქვენს გადაწყვეტილებას ეწვიოთ მანგისტაუს რეგიონს. ვფიქრობ, ეს იქნება ჩვენი მიღწევების მაჩვენებელი ბიზნესში და ზოგადად, პარტნიორობაში. როგორც მივხვდი, თქვენც აპირებთ საზღვაო პორტის მონახულებას“, - მიმართა თოყაევმა შტაინამიერს. ცნობისთვის, ყაზახეთში ვიზიტის შემდეგ, შტაინმაიერი 21-23 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთს ეწვევა.
საქართველომ, აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა რკინიგზის სფეროში ერთობლივი საწარმო დააფუძნეს - მედია
აზერბაიჯანის რკინიგზას, ყაზახეთის რკინიგზის ეროვნულ კომპანიასა და საქართველოს რკინიგზის მიერ ერთობლივი საწარმოს შექმნისა და მისი ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედიასაშუალებები წერენ. დოკუმენტს ხელი მოეწერა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ, ალი ასადოვისა და ბაქოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის, ალიხან სმილოვის შეხვედრის ფარგლებში. აშშ სატრანსპორტო მარშრუტებზე, მათ შორის შუა დერეფანზე ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევას მხარს უჭერს - ექსკლუზივი დღესვე აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტრომ და ყაზახეთის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტრომ, შუა დერეფნის ფარგლებში, დიგიტალიზაციის კუთხით ურთიერთქმედების გაფართოების შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. აზერბაიჯანული მედია რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და ყაზახეთი შუა დერეფნისთვის ერთობლივი საწარმოს შექმნას განიხილავენ. „საერთო საწარმოს შექმნა უზრუნველყოფს ინტერმოდალური სატრანსპორტო და ლოგისტიკური მომსახურების მაღალ ხარისხს, ტრანსსასაზღვრო ტარიფების კოორდინაციას და ჩინეთიდან თურქეთში ტვირთის გადაზიდვის სრული ავტომატიზაციისთვის ერთიანი IT პლატფორმის დანერგვას“, - აცხადებდა TITR-ის ასოციაციის გენერალური მდივანი, გაიდარ აბდიკერიმოვი. (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალიხან სმაილოვი ეწვია. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ალიხან სმაილოვსა და ყაზახეთის რესპუბლიკის დელეგაციას ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა. ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად ოფიციალური სადილი მთაწმინდაზე გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
ქართულ ავიაკომპანიებს მოვუწოდებ ყაზახეთის მიმართულებით რეგულარული ფრენების გაფართოებისკენ - ყაზახეთის პრემიერი
საქართველო ყაზახეთისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში, მეგობრობასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა სისტემატურად ვითარდება , - ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ალიხან სმაილოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ალიხან სმაილოვი: საქართველოს და ყაზახეთს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ ევროპასა და აზიას შორის ტრანსპორტის კუთხით ყაზახეთის პრემიერი: მზად ვართ საქართველოსთან თანამშრომლობის გაფართოებისთვის, მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურის შესაძლებლობათა გამოყენება მისივე თქმით, გასულ წელს 7-ჯერადად გაიზარდა სავაჭრო ბრუნვის მოცულობა და 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია და შეხვედრაზე მის შემდგომ გაზრდაზე შეთანხმდნენ. „საქართველო ყაზახეთის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში. მეგობრობასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა სისტემატურად ვითარდება. საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა ფართოა, ხოლო კავშირები მჭიდრო. გასული წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ყაზახეთს. დღევანდელი შეხვედრების ფორმატში განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის თემატური საკითხები და ახალი პერსპექტიული პროექტები. უპირველეს ყოვლისა მიმოვიხილეთ მზარდი სავაჭრო ბრუნვა და სასაქონლე ნომენკლატურის გაფართოების პერსპექტივები. გასულ წელს 7-ჯერ გაიზარდა სავაჭრო ბრუნვის მოცულობა და 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა, ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. მისი შემდგომი გაზრდის მიზნით, შევთანხმდით რომ გამოვიყენებთ მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატს", - განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: მივესალმებით ყაზახეთის ენერგორესურსების ტრანსპორტირების გაზრდის პერსპექტივებს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და შავი ზღვის პორტების გამოყენებით
მივესალმებით ყაზახეთის ენერგორესურსების ტრანსპორტირების გაზრდის პერსპექტივებს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და შავი ზღვის პორტების გამოყენებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახეთის პრემიერ მინისტრ ალიხან სმაილოვთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს მიმზიდველი ყაზახური მხარისთვის. პრემიერი: საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ ყველა შემაფერხებელი ბარიერი იყოს მოხსნილი და „შუა დერეფანი“ გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი „ამ მიმართულებით ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად ვითანამშრომლებთ ჩვენს მეგობრებთან. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ვაჭრობის მოცულობა გასულ წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა. დაფიქსირდა 136%-იანი ზრდა, რაც, რა თქმა უნდა, სასიხარულოა. ეს ტენდენცია შენარჩუნებულია წელსაც. მინდა აღვნიშნო, რომ სავაჭრო ბრუნვამ წელს იანვარ-აპრილში უკვე შეადგინა 188 მლნ დოლარი, რაც 283%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ჩვენ ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობას და ზოგადად, ამ თანამშრომლობის გაძლიერებას კულტურის, განათლების, მეცნიერების და სპორტის სფეროებში. ჩვენს ასევე გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ გაგრძელდეს შემდგომი თანამშრომლობა ყაზახურ მხარესთან რეფორმების სფეროში ურთიერთგამოცდილების გაცვლის კუთხით. ასე რომ, ვფიქრობ ჩვენ გვაქვს დიდი პოტენციალი, ამ პოტენციალის სრულად ათვისებაზე სრული მზაობაა ორივე მხრიდან და მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ძვირფას მეგობარს ვიზიტისთვის. მე ძალიან დიდი კმაყოფილებით ვიხსენებ ჩემს ვიზიტს ყაზახეთში გასულ წელს. კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადე ბატონ პრემიერს გულთბილი მასპინძლობისთვის და ჩვენც, ქართველები შევეცადეთ, რომ სათანადო მასპინძლობა გამოგვეჩინა“, - განაცხადა პრემიერმა.
ყაზახეთს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით ტვირთბრუნვის 10 მლნ ტონამდე გაზრდა სურს
ყაზახეთს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით ტვირთბრუნვის 10 მლნ ტონამდე გაზრდა სურს. შესაბამისი განცხადება ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა, ალიხან სმაილოვმა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. სმაილოვმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს და ყაზახეთს მნიშვნელოვანი როლის შესრულება ძალუძთ ევროპასა და აზიას შორის ტრანსპორტის კუთხით. თბილისში ვიზიტისას ალიხან სმაილოვმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანს-კასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს. „მოლაპარაკებების დროს მოხდა პოზიციების თანხვედრა მასზედ, რომ საქართველოს და ყაზახეთს მნიშვნელოვანი როლის შესრულება ძალუძთ ევროპასა და აზიას შორის ტრანსპორტის კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანს-კასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს. გასულ წელს ამ მიმართულებით ტვირთბრუნვა 2-ჯერადად გაიზარდა, ხოლო საკონტეინერო გადაზიდვები - 30 პროცენტით. დადებითი დინამიკა დღემდე ნარჩუნდება. გვსურს, ამ მიმართულებით საშუალოვადიან პერიოდში 10 მილიონ ტონამდე გავზარდოთ ტვირთბრუნვა. ამ მიზნის მისაღწევად, მხარეები წარმატებით ვახორციელებთ ერთობლივ გზამკვლევს 2022-2027 წლებში ამ დერეფნის გასავითარებლად და დაბრკოლებების სინქრონულ რეჟიმში მოსახსნელად“,- განაცხად ალიხან სმაილოვმა. შუა დერეფანზე EBRD-სა და ევროკავშირის ანგარიშის შემდეგ, ყაზახეთმა და საქართველომ თანამშრომლობის გაფართოება დაგეგმეს - ანალიზი (TITR) „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ - შუა დერეფანი ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.
თოყაევმა რუსეთში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოკაევმა რუსეთში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა. იუწყება ყაზახური მედია. თოყაევმა მოისმინა პრემიერ-მინისტრის, გენერალური პროკურორის, ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოხსენებები რუსეთის ფედერაციაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებული ბრძანებების შეასრულების თაობაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყანაში ფინანსური და ეკონომიკური სტაბილურობის, ასევე, ყაზახეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელებს დაავალა, რომ მზად იყვნენ, უპასუხონ შესაძლო კრიზისულ საფრთხეებს.უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ, მან მთავრობის მიერ შემუშავებული ოპერატიული სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. თოყაევის თქმით, რუსეთი ყაზახეთის სტრატეგიული პარტნიორია. მან გაიხსენა, რომ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში მხარი დაუჭირა რუსეთის ხელისუფლების ზომებს კონსტიტუციური წესრიგის აღდგენისა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. კრემლის თანახმად, ვლადიმერ პუტინი თურქეთის, ყაზახეთის, ბელორუსისა და უზბეკეთის პრეზიდენტებს ესაუბრათოყაევის თქმით, ნებისმიერი სახელმწიფოს, მათ შორის ყაზახეთის შიდა პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს კანონის უზენაესობის პრინციპი, როგორც საფუძველი საზოგადოებრივი წესრიგისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად. როგორც აფასებენ „პრიგოჟინის ამბოხს“ ISW, ამერიკული და ბრიტანული დაზვერვის სამსახურები შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“. 23 ივნისს, გვიან ღამით, მედიის მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. „ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი, სახელმწიფო ორგანოები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა”, - იუწყებოდა კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო - TASS-ი სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმართვა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებმა "უკრაინის შეტევები წაახალისა ბახმუტის მიმართულებაზე". 24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს. მოგვიანებით, გავრცედა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". 24 ივნისს, ვაგნერის მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებიან. „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს". მოგვიანებით, დღის ბოლოს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მეომრებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს. „დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომ, მესმის მთელი პასუხისმგებლობა, რომ შეიძლება დაიღვაროს რუსული სისხლი რომელიმე მხარე. ჩვენ კოლონებს უკან ვაბრუნებთ. და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით გეგმის თანახმად“,- განაცხადა პრიგოჟინმა. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურმა ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების შემდეგ, ლუკაშენკომ მოლაპარაკება გამართა კერძო სამხედრო კომოანია „ვაგნერის“ მეთაურთან, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, წინა დღით წამოიწყო სამხედრო ამბოხება. ლუკაშენკოს პრესსამსახურის თანახმად, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოს წინადადება „რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ რაზმების გადადგილების შეწყვეტის და დაძაბულობის განმუხტვის შემდეგი ნაბიჯების შესახებ. რუსეთის ხელისუფლების კომენტარი არ გავრცელებულა. „ვაგნერის“ დანაყოფები დონის როსტოვსაც ტოვებენ, ამის შესახებ ინფორმაცია „ვაგნერის“ დამფუძნებლისა და ხელძღვანელისევგენი პროგოჟინის ტელეგრამარხზე 24 ივნისის საღამოს გავრცელდა. „მადლობა მხარდაჭერისთვის, თქვენი სიტყვებისთვის, თქვენ გაგიმარჯოთ“, - წერს პრიგოჟინი. უკან დახევის შემდეგ, კრემლი პრიგოჟინის მიმართ სისხლის სამართლის საქმე წყვეტს. უკრაინის პოზიცია „დროა, დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა, ან ბიზნესი, - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. უკრაინა აუცილებლად შეძლებს ევროპის დაცვას რუსული ძალებისგან და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მეთაურობს მათ - ზელენსკი „მათ, ვინც ამბობდნენ, რომ რუსეთი ზედმეტად ძლიერია დამარცხებისთვის, შეხედეთ ახლა. დროა, მიატოვოთ ყალბი ნეიტრალიტეტი და ესკალაციის შიში, მისცეთ უკრაინას ყველა საჭირო იარაღი; დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა ან ბიზნესი. დროა, ბოლო მოეღოს ბოროტებას, რომელიც ყველას სძულდა, თუმცა ყველას ეშინოდა დამხობის“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე. 24 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქეთის, ყაზახეთის, ბელორუსისა და უზბეკეთის პრეზიდენტებს ესაუბრა. გადაჭარბებული ამბიციები და ღალატი, ამბოხის ორგანიზატორების, ნეიტრალიზების ბრძანება გავეცი - პუტინი ევგენი პრიგოჟინზე ჩემმა მებრძოლებმა როსტოვის სამხედრო ობიექტები დაიკავეს - ევგენი პრიგოჟინი კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯების მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა. საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია ბაიდენი რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, უკრაინის მიმართ ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთში არსებული ვითარების განხილვისას, ბლინკენმა კულება დაარწმუნა, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს ლატვიის პრეზიდენტის, ედგარ რინკევიჩსის განცხადებით, რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო ლატვია საზღვრის უსაფრთხოებას აძლიერებს და წყვეტს რუსეთის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული ვიზების გაცემას. „ლატვია ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და მოკავშირეებთან ერთად აზიარებს ინფორმაციას. საზღვრის უსაფრთხოება გამკაცრდა და მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთიდან წასული რუსებისთვის ვიზების, ან საზღვრის გადაკვეთის განცხადებები არ განიხილება. ამჟამად ლატვიისთვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს", - დაწერა რინკევიჩსმა Twitter-ზე. თავის მხრივ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. „შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს ქვეყანას პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება. სასაზღვრო უსაფრთხოება გაძლიერდა. მე ასევე მოვუწოდებ ჩვენს ხალხს, არ იმოგზაურონ რუსეთის არცერთ მხარეში", - დაწერა კალასმა Twitter-ზე. „სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", დაწერა Twitter-ზე თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, რიში სუნაკმა. ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთში არსებული ვითარების გამო, ბლოკმა თავისი კრიზისის ცენტრი გააქტიურა. „სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს, ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", - დაწერა ბორელმა Twitter-ზე 24 ივნისს.
შუა დერეფანზე EBRD-სა და ევროკავშირის ანგარიშის შემდეგ, ყაზახეთმა და საქართველომ თანამშრომლობის გაფართოება დაგეგმეს - ანალიზი
დაახლოებით, ერთი თვის წინ, ევროკავშირისა და EBRD-ის შუალედური დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა, ალიხან ისმაილოვმა, საქართველოში ვიზიტისას განიხილა ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მნიშვნელობა. სმაილოვის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სწორედ შუა დერეფნის საკითხს. უფრო ადრე, რამდენიმე დღის წინ ყაზახეთში ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი, რომელიც მიესალმა ყაზახეთის ძალისხმევას, განავითაროს ახალი მარშრუტები რუსეთის გვერდის ავლით და ევროპულ ბაზარზე ექსპორტისთვის, რადგან რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება. გერმანიამ ყაზახეთს მხარდაჭერა აღუთქვა. ბერლინმა და ასტანამ შუა დერეფნის განვითარების მიზნით, ნაბიჯების გააქტიურებაც დაგეგმეს. გერმანია მიესალმა ყაზახეთის ძალისხმევას, განავითაროს ახალი მარშრუტები რუსეთის გვერდის ავლით უკვე თბილისში ვიზიტისას ყაზახეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებების დროს მოხდა პოზიციების თანხვედრა მასზედ, რომ საქართველოს და ყაზახეთს მნიშვნელოვანი როლის შესრულება ძალუძთ ევროპასა და აზიას შორის ტრანსპორტის კუთხით. „განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანს-კასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს. გასულ წელს ამ მიმართულებით ტვირთბრუნვა 2-ჯერადად გაიზარდა, ხოლო საკონტეინერო გადაზიდვები - 30 პროცენტით. დადებითი დინამიკა დღემდე ნარჩუნდება. გვსურს ამ მიმართულებით საშუალოვადიან პერიოდში 10 მილიონ ტონამდე გავზარდოთ ტვირთბრუნვა. ამ მიზნის მისაღწევად, მხარეები წარმატებით ვახორციელებთ ერთობლივ გზამკვლევს 2022-2027 წლებში ამ დერეფნის გასავითარებლად და დაბრკოლებების სინქრონულ რეჟიმში მოსახსნელად“,- განაცხადა ალიხან სმაილოვმა. თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნებს შორის არსებულ საგზაო რუკაზეც გაამახვილა ყურადღება და ამ კონტექსტში ანაკლიის პორტის მშენებლობა ახსენა. „შუა დერეფანი ჩვენს ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო და არის. გასული წლის ნოემბერში ჩვენ გავაფორმეთ სამმხრივი მემორანდუმი. ამ პროექტში ჩართული ვართ აზერბაიჯანთან ერთად, საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ ყველა შემაფერხებელი ბარიერი იყოს მოხსნილი და შუა დერეფანი გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, ჩინეთისთვის, ზოგადად აზიის ქვეყნებისთვის, რომ მეტი ტვირთი წამოვიდეს ამ მარშუტის მეშვეობით „შუა კორიდორში“. ჩვენ გვაქვს კონკრეტული საგზაო რუკა, რომელზეც უკვე შევთანხმდით ყაზახეთთან, ესაა 5-წლიანი გეგმა დაახლოებით, 2027 წლამდე ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა თავის მხრივ. ჩვენ ახლა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ რკინიგზის მოდერნიზაციის მიმართულებით, რომელიც ძალიან მალე დასრულდება და გააორმაგებს გამტარუნარიანობას ჩვენი რკინიგზის. ჩვენ ასევე გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი პროექტები დაგეგმილი ამ მიმართულებით, ვმუშაობთ ასევე ახალი პორტის მშენებლობაზე. მე ბატონ პრემიერ-მინისტრს პირადად ვაცნობე, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, ააშენოს ახალი პორტი, ღრმაწყლოვანი ანაკლიის პორტი და სამუშაოები დაიწყება წელს, შემოდგომაზე, ოქტომბერში დაახლოებით, მთავრობა იქნება მეპატრონე, 51% იქნება საქართველო მთავრობის და დანარჩენ 49%-ზე ჩვენ ვაპირებთ, გავმართოთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები“, - განაცხადა თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. თურქეთში ატლანტიკური საბჭოს ყოფილი უფროსი თანამშრომელი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზა შუა დერეფნის შესაძლებლობების განვითარების გზებს განიხილავს. ბრაიზა პირველ რიგში, პორტებში ინვესტიციების განხორცილებას გადაუდებელ საჭიროებად მიიჩევს. „ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად, თითქმის 30 წელი მუშაობდა, რომ სატრანსპორტო კავშირები განევითარებინა. ვსაუბრობ ერთი მხრივ, კასპიის დიდ რეგიონზე, მეორე მხრივ, შავ ზღვასა და ხმელთაშუა ზღვაზე. ერთმანეთთან თანამშრომლობით, საერთაშორისო და ეროვნული გაზის კომპანიების თანამშრომლობით, ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი მთელ შუა დერეფანს, რათა განგვევითარებინა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთ კავკასიური გაზსადენი. შემდგომში, ეს სატრანზიტო კავშირები გაფართოვდა ბაქო-თბილისი ყარსის სარკინიგზო ხაზამდე, ასევე, ალათის პორტამდე, აზერბაიჯანში და თურქმენბაშის პორტამდე, თურქმენეთში, შემდგომში გაფართოვდა აქტაუს პორტამდე, ყაზახეთში. მოგეხსენებათ, ახლა ტვირთის დიდი მოცულობის გატარება მოუწევს შუა დერეფანს, რომელიც რუსეთს აუვლის გვერდს მას შემდეგ, რაც მოსკოვი უკრაინაში შეიჭრა. ამდენად, სასწრაფოდ საჭიროა ინვესტიციების გაფართოება მათ შორის პორტებში, რეალურ შესაძლებლობებში - გზებში, პორტების ოპერაციების ეფექტიანობაში და ასე შემდეგ. იმედი მაქვს, რომ მალე აზერბაიჯანი და სომხეთი სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევენ, რაც ზანგეზურის კორიდორს შესაძლებლობებს მისცემს. ეს კორიდორი დამატებით კავშირს უზრუნველყოფს აზერბაიჯანიდან სომხეთის გავლით ნახიჩევანამდე, აზერბაიჯანის ნაწილამდე და შემდეგ გაგრძელდება თურქეთისკენ. ეს შუა დერეფანს შესაძლებლობას მისცემს, თავისი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გააფართოოს“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა. იმ ფონზე, რომ რუსეთი და ირანი ახალი 3,000-კილომეტრიანი ტრანსკონტინენტური სავაჭრო მარშრუტის გაყვანას გეგმავენ, რომელმაც ერთმანეთთან ევროპის აღმოსავლეთ ნაწილი და ინდოეთის ოკეანე უნდა დააკავშიროს, ბუშის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ შუა დერეფანი ტრანსატლანტიკური საზოგადოების კეთილგანწყობას იმსახურებს. „მე ვიცი, რომ მცირე მოცულობის ტვირთმა დაიწყო გადაადგილება ავღანეთისა და პაკისტანის გავლით. რა თქმა უნდა, „თალიბანთან“ მუშაობა დიდი გამოწვევაა, მაგრამ რაც ჩემთვის არის ცნობილი იმ ადამიანებისგან, რომლებიც ლოგისტიკაში ერკვევიან, არის ის, რომ „თალიბანის“ მმართველობის ქვეშ, უბრალოდ უნდა იმუშაო ერთ ხელისუფალთან, რაც ბევრად უკეთესია, ვიდრე ადრე, როდესაც მრავალი ან რეგიონული ლიდერების დონეზე წყვეტდნენ ამ საკითხს. მაგრამ შუა დერეფანი, როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნების გაერთიანების გზა (რა თქმა უნდა, მათ შორის ყაზახეთი) და მარშრუტი, რომელიც კვეთს კასპიის ზღვას, სამხრეთ კავკასიასა და თურქეთს, გეოპოლიტიკურად ტრანსატლანტიკური საზოგადოების კეთილგანწყობას იმსახურებს“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა. შეგახსენებთ, Europetime-თან კომენტარში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი აღიარებს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების იმ შესაძლებლობებს, რომლებიც შუა დერეფნის კონცეფციის შემდგომ განვითარებას სჭირდება. აქედან გამომდინარე აშშ მხარს უჭერს ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევას, რომლის მიზანიც ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის ყველაზე პერსპექტიული სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირებაა. „ევროკავშირისა და EBRD-ის ანგარიშის მიხედვით, რკინიგზის, გზების აღდგენისა და მოდერნიზაციისთვის, პორტების გამტარუნარიანობის გაზრდისა და საზღვრებზე ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, ინვესტიციებია საჭირო. სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. აქვე აღსანიშნავია, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც დეპარტამენტის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა: ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს. პორტის განვითარება საქართველოსა და რეგიონს სამუშაო ადგილებს მოუტანს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა პროექტის ტენდერის მიმართულებით წინ წაიწევს“, - მიიჩნევენ ვაშინგტონში. სატრანსპორტო მარშრუტებზე საბოლოო ანგარიში, რომლის მიზანს ასევე წარმოადგენდა ქსელის განვითარებისთვის ძირითადი ქმედებების შეთავაზება, მათ შორის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მიმართულებით, 2023 წლის ივნისის ბოლოს გამოქვეყნდება. „ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, პოსტ-საბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებთან ერთად. ჩვენ ვაღიარებთ ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს, რომლებიც აუცილებელია შუა დერეფნის კონცეფციის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირისა და EBRD-ის (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) კვლევას და მოუთმენლად ველით მის შედეგებს, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ინფორმაციისთვის, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის წინასწარი დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN) (მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), რომელიც სამხრეთ ყაზახეთს კვეთს, ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. (TITR) ცნობილია, რომ „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე მოიხსენიებენ როგორც „შუა დერეფანი“) ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. რაც შეეხება ცენტრალურ ტრანსკასპიურ ქსელს (CTCN), მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ორი ძირითადი მიზანი პირველი: ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს (TEN-T) შორის ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო კავშირების იდენტიფიცირება მდგრადობის მკაცრი კრიტერიუმების საფუძველზე, სადაც გათვალისწინებულია გარემოსდაცვითი, სოციალური, ეკონომიკური და ფისკალური მდგრადობა და პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობა; მეორე: იდენტიფიცირებული კავშირების განვითარებისათვის საკვანძო ქმედებების შეთავაზება როგორც ხელშემწყობი გარემოს, ისე ფიზიკური ინფრასტრუქტურის (მყარი კავშირი) თვალსაზრისით, მათ შორის მათი პრიორიტეტიზაცია, რომელიც თანმიმდევრულ და მდგრად სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიდგომას ეფუძნება. კვლევა 2021 წლის ნოემბრიდან 2023 წლის ივნისამდე პერიოდში ჩატარდა. კვლევა ევროპის რესკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ევროკომისიის დაფინანსებითა და ხელმძღვანელობით ჩაატარა.
თოყაევი: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ახალი კონკურენტული მარშრუტების შექმნამ სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა
ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებით, თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ახალი კონკურენტული მარშრუტების შექმნამ სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა. ყასიმ ჟომართ თოყაევის კომენტარს აზერბაიჯანული სააგენტო Trendი ავრცელებს. „ეკონომიკური თანამშრომლობა დიდწილად დამოკიდებულია სატრანზიტო და სატრანსპორტო შესაძლებლობების ეფექტიან გამოყენებაზე. ტრადიციული მიწოდების ჯაჭვების მოშლის ფონზე, თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ახალი კონკურენტული მარშრუტების შექმნამ სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა. მისივე თანახმად, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ერთობლივი მონაწილეობა ინიციატივაში „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR), ანუ ე.წ. შუა დერეფანი ხელს შეუწყობს სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობის პოტენციალის გაზრდას ფართო რეგიონში. „როგორც პრაქტიკული ღონისძიება, ყაზახეთი გვთავაზობს ძირითადი სტრატეგიული პორტებისა და ლოგისტიკური ცენტრების საპარტნიორო ქსელის შექმნას,“ - განაცხადა თოყაევმა.
ყაზახეთისა და უზბეკეთის შემდეგ, რუსი მომღერლის კონცერტი ყირგიზეთშიც გაუქმდა
ყირგიზეთის ქალაქ ჩოლპონ-ატაში რუსი მომღერლის გრიგორი ლეპსის კონცერტი გაუქმდა. ინფორმაცია რადიო Azattyk-ს ორგანიზატორებმა დაუდასტურეს. მათივე თქმით, გადაწყვეტილება ქალაქის მცხოვრებლების უკმაყოფილების გამო მიიღეს. ყირგიზული მედია აზუსტებს, რომ ლეპსი ქვეყანაში პირადად იყო მიწვეული. მანამდე ცნობილი გახდა მომღერლის კონცერტების გაუქმების შესახებ ყაზახეთსა და უზბეკეთში. ცენტრალურ აზიაში ლეპსის კონცერტების გაუქმებას წინ უძღვის ფართო დისკუსიები სოციალურ ქსელებში. ბევრი მომხმარებელი გამოთქვამს უკმაყოფილებას ხელოვანის მიღების გამო, რადგან ის ღიად უჭერს უჭერს რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. კონცერტების გაუქმების შესახებ ცნობები დაემთხვა გრიგორი ლეპსისა და მომღერალ ნიკოლაი ბასკოვის განცხადებას, რომელიც გულისხმობს ერთი მილიონი რუსული რუბლით ყველა იმ მებრძოლის დაჯილდოებას, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ტანკს გაანადგურებენ. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და მომდევნო სანქციების შემდეგ, რუსმა არტისტებმა დაკარგეს ბაზრის მნიშვნელოვანი წილი, სადაც კონცერტების ჩატარება შეეძლოთ. კერძოდ, ეს შეეხო მათ, ვინც ღიად უჭერდა მხარს ომს და რომლებიც უკრაინამ „ეროვნული უშიშროების საფრთხედ“ გამოაცხადა.
ყაზახეთი გაზის გადამამუშავებელი ქარხნების აშენებას გეგმავს
ყაზახეთი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში რამდენიმე გაზის გადამამუშავებელი ქარხნის აშენებას გეგმავს. ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში წერია. მისივე თანახმად, თქმით, თენგიზის, ყარაჩაგანაკის და ქაშაგანის ნავთობის ბაზაზე გაზის გადამამუშავებელი რამდენიმე ქარხნის აშენების გეგმა მუშავდება, რათა რესურსების ბაზა გაიზარდოს. ენერგეტიკის სამინისტრომ აღნიშნა, რომ დეპარტამენტი NC KazMunayGas სს-თან ერთად აშენებს მთელ ჯაჭვს ძირითადი პოლიმერული პროდუქტების წარმოებიდან სამომხმარებლო და სამრეწველო საქონელამდე. KazMunayGas-ის მონაცემებით, 2022 წელს ყაზახეთმა $1,37 მილიარდი პლასტმასი შეიტანა, რაც მთლიანი იმპორტის 3,8%-ს შეადგენს.
KazMunayGaz-ი და SOCAR-ი აზერბაიჯანის გავლით ყაზახური ნავთობის ტრანზიტის გაზრდაზე მუშაობენ
ყაზახეთის ნავთობისა და გაზის ეროვნული კომპანია KazMunayGaz-ი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-თან ერთად, აზერბაიჯანის გავლით ყაზახური ნავთობის ტრანზიტის მოცულობის გაზრდაზე მუშაობს. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. KazMunayGaz-სა და SOCAR-ს შორის მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად, აქტაუ-ბაქო-ჯეიჰანის მარშრუტით, ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება (წლიური მოცულობით 1,5 მილიონი) ტონა წელს დაიწყო. ითვალისწინებს რა მნიშვნელოვან თავისუფალ სატრანსპორტო შესაძლებლობებს და ხმელთაშუა ზღვაზე წვდომას, ეროვნული კომპანია აქტაუ-ბაქო-ჯეიჰანის მარშრუტს პრიორიტეტულ საექსპორტო მიმართულებად მიიჩნევს. აზერბაიჯანული მხარის წინადადებით, ნავთობკომპანია KMG ასევე სწავლობს ბაქო-სუფსის ნავთობსადენისა და პოტენციური სარკინიგზო მარშრუტების გამოყენების შესაძლებლობას. ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ ნავთობის ტრანსპორტირების მიმართულება დამოკიდებული იქნება მარშრუტის ეკონომიკურ ეფექტიანობასა და ტრანსპორტირების ღირებულებაზე. ბაქო-სუფსის ნავთობსადენით ყაზახური ნედლი ნავთობის მიწოდებაზე, ყაზახეთი და აზერბაიჯანი მოლაპარაკებებს აწარმოებენ - Reuters
ყაზახური საფეხბურთო გუნდის ქუთაისში ჩამოსვლას სანქცირებული რუსული ავიაკომპანიით გეგმავდა - ავიაციის სააგენტო
ყაზახეთის საფეხბურთო კლუბ „აქტობეს" საქართველოში ჩამოფრენის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ანმარტავს, რომ თავდაპირველი განაცხადის მიხედვით, ყაზახეთიდან ჩარტერული ფრენას სანქცირებული რუსული ავიაკომპანია (UVT AERO) გეგმავდა, რომელიც არის ევროკავშირის შავ სიაში. სააგენტო აღნიშნავს, რომ საჰაერო ხომალდზე, რომლითაც დაგეგმილი იყო ფრენა, დაწესებულია მწარმოებლის შეზღუდვა. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ამ ავიაკომპანიაზე ფრენის ნებართვა არ გასცა. „საფეხბურთო კლუბ აქტობეს საქართველოში ჩამოფრენასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ თავდაპირველი განაცხადის მიხედვით, ჩარტერული ფრენა უნდა განეხორციელებინა რუსულ ავიაკომპანიას (UVT AERO), რომელიც არის სანქცირებული და იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. ამასთან საჰაერო ხომალდზე, რომლითაც დაგეგმილი იყო ფრენა, დაწესებულია მწარმოებლის შეზღუდვა. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აღნიშნულ ავიაკომპანიაზე ფრენის ნებართვა არ გასცა. ახალი განაცხადით, რეისს შეასრულებს ყაზახური ავიაკომპანია “SCAT Airlines”-ი, რომელზეც უმოკლეს ვადებში, მომართვიდან ორ საათში გაიცა ნებართვა სააგენტოს მიერ. გაცნობებთ, რომ ჩარტერული ფრენა შესრულდება ხვალ. რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 08:45 საათზე ჩამოფრინდება“, - წერია განცხადებაში, რომელიც Facebook-ზე გავრცელდა. ჩარტერული რეისის თემაზე განცხადება გამოაქვეყნა ყაზახურმა საფეხბურთო კლუბმა „აქტობემ". „26 ივლისს, დილით საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლებმა გამოგვიგზავნეს შეტყობინება ქუთაისის აეროპორტში თვითმფრინავის დაჯდომის უარყოფის შესახებ. ქართულ მხარესთან შემდგომმა სასწრაფო მოლაპარაკებებმა დადებითი შედეგი არ გამოიღო. საფეხბურთო კლუბი „აქტობე“ დარჩა სახლში," - აღნიშნული იყო „აქტობეს" განცხადებაში. UEFA-ს კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ქუთაისის „ტორპედოსა" და „აქტობეს" შორის, 27 ივლისს, 21:00 საათზე ქუთაისში, „შენგელია არენაზე" უნდა გაიმართოს.
ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ახალ დონეზე გადადის
ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ახალ დონეზე გადადის. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანში ყაზახეთის ელჩის, ალიმ ბაიელისა და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ, მიქაილ ჯაბაროვის შეხვედრისას ისაუბრეს. დიპლომატმა ხაზი გაუსვა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის, ალიხან სმილოვის ვიზიტს, რის შემდეგაც 11 ერთობლივ დოკუმენტს მოეწერა ხელი. თავის მხრივ, მინისტრმა გამოთქვა აზერბაიჯანის მზადყოფნა, უმოკლეს დროში განახორციელოს ისეთი პროექტები, როგორიცაა ყაზახეთში აწყობილი სარკინიგზო ლოკომოტივების მიწოდება აზერბაიჯანისთვის და აზერბაიჯანული გემების მიწოდება ყაზახეთისთვის. მან ხაზი გაუსვა შუა დერეფნის დიგიტალიზაციისა და სატრანსპორტო-ლოგისტიკის „ერთი გაჩერების სერვისის“ შექმნის მნიშვნელობას. მიქაილ ჯაბაროვმა ასევე შესთავაზა ყაზახეთს, განიხილოს როგორც კასპიის აუზში, ასევე სხვა რეგიონებში ნავთობისა და გაზის პროექტებში ორივე ქვეყნის მონაწილეობის შესაძლებლობა. აზერბაიჯანის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ყაზახეთი მარცვლეულის საიმედო მწარმოებელი და მიმწოდებელია.2023 წლის იანვარ-მაისში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 50%-ით - 162,5 მილიონი დოლარიდან 243,6 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. 2023 წლის დასაწყისიდან შუა დერეფნის გავლით საქონლის მიწოდებამ ერთ მილიონ ტონას გადააჭარბა, რაც 64%-იანი ზრდაა.
თოყაევის თქმით, ყაზახეთი ახალ ეკონომიკურ მოდელზე უნდა გადავიდეს
ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკა ახალ მოდელზე უნდა გადავიდეს. ყასიმ ჟომართ-თოყაევმა განაცხადა, რომ ამ გეგმის შემუშავებაზე ფიქრობს. „სერიოზული იმპულსია საჭირო ყაზახეთის ეკონომიკური განვითარებისთვის სრულიად ახალ ეტაპზე გადასასვლელად. დადგება კრიტიკული ისტორიული მომენტი და ყაზახეთის ეკონომიკა ვეღარ დარჩება დღევანდელ მდგომარეობაში. ეს ეჭვგარეშეა. ჩემი ღრმა რწმენით, ასეა. პირველ რიგში, მთავრობის ამოცანაა შესაბამისი წინადადებების წარმოდგენა. მეორეც, ეს არის გარანტია იმისა, რომ ამ წინადადებების მიხედვით მომზადებული გეგმები განხორციელდება. არ უარვყოფ, რომ მე პირადად ვფიქრობ ახალი ეკონომიკური მოდელის შემუშავებასა და მომზადებაზე,“ - განაცხადა თოყაევმა. ყაზახეთის პრეზიდენტმა ადგილობრივი ეკონომისტები გააკრიტიკა. „მჯერა, რომ ისინი არ აკეთებენ საკმარისს, აკლიათ კრეატიულობა, ვერ აცნობიერებენ ჩვენს და ზოგადად სახელმწიფოს წინაშე არსებულ ამოცანებს,” - განაცხადა თოყაევმა. მისი თქმით, ხალხი ყველაზე აქტუალური საკითხების კონკრეტულ გადაწყვეტას ითხოვს „ადამიანების ცხოვრების წესიერი დონის უზრუნველყოფა პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ჩვენს კონცეპტუალურ ხედვასთან, რომელიც კარდინალურ გადაწყვეტილებებს მოითხოვს,“ - განაცხადა თოყაევმა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყაზახეთის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით პავლოდარის მხარეში ჩავიდა. პრეზიდენტმა თბოსადგური დაათვალიერა და მიმდინარე სარემონტო სამუშაოს გაეცნო. მან თბოსადგურის მუშაობის დროული აღდგენა მოითხოვა.
დავითაშვილი: მჯერა, რომ კიდევ უფრო გაიზრდება შუა დერეფნის პოტენციალი და კონკურენტუნარიანობა
„ჩვენს სატრანსპორტო დერეფანში მზარდმა ტვირთბრუნვამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სიმძლავრეების გაზრდა, დერეფნის მონაწილე სუბიექტებს შორის მჭიდრო კოორდინაცია, მულტიმოდალური გადაზიდვების და ოპერაციების ეფექტურობის ამაღლება,“ - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ფოთში მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობის კაფსულის ჩადების ცერემონიაზე განაცხადა. პროექტი ყაზახურ-ქართული პარტნიორობით ხორციელდება. ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მინისტრთან, მარატ კარაბაევთან ერთად დაესწრო, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება. კარაბაევის თანმხლებ დელეგაციაში ყაზახეთის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ცერემონიის დაწყებამდე მინისტრებმა ნავთობის ტერმინალი და ბათუმის საზღვაო ნავსადგური, ანაკლიის პორტის ტერიტორია, ასევე ფოთის APM და PACE ტერმინალები დაათვალიერეს. ლევან დავითაშვილის შეფასებით, ფოთში ახალი მულტიმოდალური ტერმინალის პროექტი ხელს შეუწყობს ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის - შუა დერეფნის გაძლიერებას. „მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად კიდევ უფრო გაიზრდება შუა დერეფნის პოტენციალი და კონკურენტუნარიანობა დამატებითი ტვირთნაკადების მოსაზიდად,“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ფოთში გამართული ღონისძიების დასრულების შემდეგ მინისტრები ახალქალაქში გაემგზავრნენ, სადაც ბაქო-თბილისი-ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის სადგური დაათვალიერეს. ყაზახეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა ორმხრივი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ლევან დავითაშვილმა და მარატ კარაბაევმა ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის, იმსჯელეს იმ გეგმაზე, რომელიც საქართველომ და ყაზახეთმა ერთობლივად შეადგინეს 2022 წელს, აქტაუში - აღნიშნული გეგმა გულისხმობს 2027 წლამდე ორივე ქვეყნის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს დერეფნის კონკურენტუნარიანობისა და გამტარიანობის გასაზრდელად. საუბარი ასევე შეეხო ყაზახური მხარის აქტიურ მონაწილეობას აბრეშუმის გზის ფორუმში, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში, თბილისში გაიმართება.
ყაზახეთმა აზერბაიჯანს შუა დერეფნის განვითარების განახლებული საგზაო რუკის პროექტი წარუდგინა - მედია
ყაზახეთის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტრომ აზერბაიჯანს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების განახლებული საგზაო რუკის პროექტი წარუდგინა. მას TITR-ის მონაწილეები მოაწერენ ხელს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედიასაშუალებები სამინისტროზე დაყრდნობით იუწყებიან. მედიის ცნობით, დოკუმენტი ყაზახეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების ინსტრუქციები საფუძველზე, ივნისში გამართული შეხვედრის შედეგების შემდეგ შემუშავდა. მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა, მარატ კარაბაევმა, რომელიც ყაზახეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრს, რაშად ნაბიევს ბაქოში გამართულ შეხვედრაზე მიაწოდა ინფორმაცია საგზაო რუკის შესახებ. „რუკა ითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ევროპისა და ცენტრალური აზიის სატრანსპორტო კავშირის შესახებ EBRD-ის ანალიტიკურ ანგარიშშია ასახული,“ - წერს აზერბაიჯანული მედია. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ) იდენტიფიცირებულია, როგორც ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო კავშირი ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის. მისივე თანახმად, CTCN-ს აქვს შემდგომი განვითარების უდიდესი პოტენციალი, რადგან ის იძლევა არამხოლოდ სატრანსპორტო ქსელის განვითარების საშუალებას, არამედ, ასევე შეუძლია, მხარი დაუჭიროს რეგიონულ განვითარებას ცენტრალურ აზიაში. „ამ რეგიონს აქვს ვრცელი სატრანსპორტო ქსელი, რომელიც შესაძლოა, შემდგომი რეგიონული თანამშრომლობისა და პროექტების კოორდინირებული განხორციელების საფუძველი გახდეს“, წერია ანგარიშში. აღსანიშნავია, რომ TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ცნობილია, რომ „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) (ასევე მოიხსენიებენ, როგორც „შუა დერეფანი“) ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. რაც შეეხება ცენტრალურ ტრანსკასპიურ ქსელს (CTCN), მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. გეოგრაფიულად, კვლევა აფასებს არსებულ და პოტენციურ ახალ დერეფნებს, რომლებიც შუა აზიის ხუთ რესპუბლიკასა (ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს შორის (TEN-T) ყველაზე მდგრად სატრანსპორტო კავშირებს უზრუნველყოფენ. კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ტრანსკასპიური ქსელის განვითარება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს რეგიონს: 1) მაგალითად, მოიტანს უფრო ძლიერ რეგიონულ კოორდინაციას, რაც გამოიწვევს ერთიან ტარიფებს, ერთიან მიდგომას, 2) გაზრდის დაკავშირებადობას ეკონომიკურ ცენტრებს შორის, რაც გამოიწვევს უფრო მაღალ რეგიონულ და საერთაშორისო ღირებულების ჯაჭვს და სხვა. ევროკავშირის შეფასებით, კვლევაში ასახული დასკვნები ხელს შეუწყობს ცენტრალურ აზიაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაგეგმვისა და განვითარების გამჭვირვალე ქმედებების იდენტიფიკაციას და პრიორიტეტიზაციას, რომელიც მდგრადობის მკაცრ კრიტერიუმებს, მათ შორის გარემოსდაცვით, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ფინანსურ და ფისკალურ ასპექტებს ეფუძნება. ამასთან, ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ შედეგები ასევე ხელს უწყობს დაინტერესებული მხარეების საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (IFIs) და კერძო სექტორს. კვლევის განმავლობაში კონსულტაციები გაიმართა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის სამთავრობო ორგანოებთან ცენტრალური აზიის თითოეულ ქვეყანაში, ასოციაციებთან და კერძო სექტორთან ცენტრალურ აზიაში, ევროპაში, კავკასიაში, თურქეთში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში. კვლევის ორი ძირითადი მიზანი პირველი: ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს (TEN-T) შორის ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო კავშირების იდენტიფიცირება მდგრადობის მკაცრი კრიტერიუმების საფუძველზე, სადაც გათვალისწინებულია გარემოსდაცვითი, სოციალური, ეკონომიკური და ფისკალური მდგრადობა და პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობა; მეორე: იდენტიფიცირებული კავშირების განვითარებისათვის საკვანძო ქმედებების შეთავაზება როგორც ხელშემწყობი გარემოს, ისე ფიზიკური ინფრასტრუქტურის (მყარი კავშირი) თვალსაზრისით, მათ შორის მათი პრიორიტეტიზაცია, რომელიც თანმიმდევრულ და მდგრად სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიდგომას ეფუძნება. კვლევა 2021 წლის ნოემბრიდან 2023 წლის ივნისამდე პერიოდში ჩატარდა. კვლევა ევროპის რესკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ევროკომისიის დაფინანსებითა და ხელმძღვანელობით ჩაატარა. ასევე გაეცანით: ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება აშშ სატრანსპორტო მარშრუტებზე, მათ შორის შუა დერეფანზე ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევას მხარს უჭერს
თოყაევს სურს, ყაზახეთსა და ვიეტნამს შორის სავაჭრო ბრუნვა ერთ მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს
ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ვიეტნამის ლიდერ ვო ვან ტუონგთან მოლაპარაკებები გამართა. თოყაევი ჰანოიში ჩავიდა. მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, ენერგეტიკის, სატრანსპორტო-ლოგისტიკის, აგროინდუსტრიული და კულტურულ-ჰუმანიტარული სექტორების თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს,“ - ნათქვამია ყაზახეთის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. თოყაევმა აღნიშნა, რომ ვიეტნამის ეკონომიკური წარმატება სერიოზულ საფუძველს ქმნის ორ ქვეყანას შორის შემდგომი თანამშრომლობისთვის. მან ხაზი გაუსვა, რომ ყაზახეთსა და ვიეტნამს შორის ორმხრივმა ვაჭრობამ 2023 წლის ექვს თვეში 600 მილიონ დოლარს მიაღწია. წლის ბოლომდე კი, ამ მაჩვენებლის ერთ მილიარდ დოლარამდე გაზრდა იგეგმება.
ყაზახეთში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხზე რეფერენდუმი გაიმართება
ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ყაზახეთში ატომური ელექტროსადგურის აშენებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი გაიმართება. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მისივე განმარტებით, კონკრეტული თარიღი მოგვიანებით გაირკვევა. „ერთი მხრივ, ყაზახეთმა, როგორც მსოფლიოში ურანის უმსხვილესმა მწარმოებელმა, საკუთარი ატომური ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს. ზოგიერთი ექსპერტი მომხრეა მცირე რეაქტორებით სადგურების აშენების. მეორე მხრივ, ბევრ მოქალაქე და არაერთი ექსპერტია შეშფოთებული ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
თოყაევი: შუა დერეფნით სატვირთო გადაზიდვების 5-ჯერ გაზრდა შესაძლებელია, ძალები უნდა გავაერთიანოთ პარტნიორებთან, მათ შორის, საქართველოსთან
საშუალოვადიან პერსპექტივაში ტრანსკასპიური მარშრუტის გასწვრივ გადაზიდვების მოცულობა შეიძლება ხუთჯერ გაიზარდოს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა. „ამისათვის ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ძალები პარტნიორ ქვეყნებთან - ჩინეთთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, თურქეთთან,“ - ნათქვამია თოყაევის განცხადებაში. მან აღნიშნა, რომ აუცილებელია ბახტის გადასასვლელზე ახალი „მშრალი პორტის“ აშენება, აქტაუში საკონტეინერო ჰაბის მშენებლობის დაჩქარება და შავ ზღვაზე საპორტო ობიექტების გაფართოება შუა დერეფნის გასწვრივ.„ჩინურ სიანსა და საქართველოს ფოთის პორტში ყაზახური ტერმინალების მშენებლობა უკვე დაწყებულია. ეს არის რეალური მაგალითები იმისა, თუ როგორ არის შერწყმული ჩინეთის „ერთი სარტყელი ერთი გზის მეგაპროექტი ჩვენს ეროვნულ ინიციატივებთან. სატრანსპორტო პოტენციალის რეალიზება დამოკიდებულია ჩვენს კონსტრუქციულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ყველა მეზობელ ქვეყანასთან, გამონაკლისის გარეშე, მათ შორის რუსეთთან, ჩინეთთან, ჩვენს კარგ მეზობლებთან ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში,“ - აღნიშნა ყაზახეთის პრეზიდენტმა. ყაზახეთი აცხადებს, რომ რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ტანკერების მზარდ რაოდენობას ყიდულობს
უზბეკეთის პრეზიდენტმა თავისი უფროსი ქალიშვილი თანაშემწედ დანიშნა
უზბეკეთის პრეზიდენტმა, შავქათ მირზიოევმა თავისი უფროსი ქალიშვილი, საიდა მირზიოევა თანაშემწედ დანიშნა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით Reuters-ი წერს. სააგენტო წერს, რომ მირზიოევის ამ ნაბიჯს ირონიული გამოხმაურება მოჰყვა ზოგიერთი უზბეკისგან, რომლებიც ძირითადად ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ. ივლისის ვადამდელ არჩევნებში უზბეკეთის მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა. უზბეკეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, 30 აპრილს რეფერენდუმი ჩატარდა. 9 ივლისს ჩატარებულ არჩევნებში აქტივობა 79,88% იყო. უზბეკეთს ძლიერი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები არ ჰყავს, მირზიოევი კი, თავს რეფორმატორად მიიჩნევს.
ყაზახეთი აცხადებს, რომ რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ტანკერების მზარდ რაოდენობას ყიდულობს
ყაზახეთი აცხადებს, რომ ნავთობის საზღვაო გზით გადასატანად ტანკერების მზარდ რაოდენობას ყიდულობს. ცენტრალურ აზიაში ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელი ალტერნატივებს ეძებს რუსეთის გავლით მთავარი საექსპორტო მილსადენისთვის, წერს Bloomberg. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ კასპიის ზღვის გავლით მიწოდებისთვის, ყაზახეთის სახელმწიფო კომპანია KazMunayGas-ის ერთეულმა უკვე გადაწყვიტა, შეიძინოს ორი, შედარებით მცირე ზომის გემი, რომელთა წონა 8000 ტონაა. შავ ზღვაში ოპერირების მიზნით, ასევე იგეგმება კიდევ ორი ნავთობტანკერის შეძენა. წელს ყაზახეთმა უკვე გაიტანა 300 000 ტონა ნავთობი კასპიის ზღვის გავლით და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთში გადის და წელს დაახლოებით 1,5 მილიონი ტონის გაგზავნას გეგმავს. აზერბაიჯანში კასპიის ზღვის გავლითა და რუსეთის გვერდის ავლით, ყაზახეთმა ნავთობი პირველად 2023 წლის მარტში გადაზიდა. შეგახსენებთ, რუსეთი მის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის გამო, დასავლეთის სანქციების ქვეშაა. ევროკავშირის მე-11 პაკეტი სწორედ მესამე ქვეყნების შესაძლო მონაწილეობით სანქციების გვერდის ავლის მცდელობებს გამორიცხავს. რუსეთის სანქციების თავიდან არიდების რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებს ევროკავშირი აკვირდება და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობს.
ყაზახეთისა და ალბანეთის პრეზიდენტებმა შუა დერეფნის შესაძლებლობების განვითარებაზე ისაუბრეს
ყაზახეთისა და ალბანეთის პრეზიდენტები, ყასიმ-ჟომართ თოყაევი და ბაჯრამ ბეგაჯი, ცენტრალურ აზიაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფნის) განვითარებისთვის საჭირო ფართომასშტაბიანი ინიციატივების შემუშავებას მიესალმნენ. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ასტანაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს ორივე ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს და შიდა პოლიტიკისა და სოციალური ეკონომიკის მდგრადი განვითარების ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ყაზახეთისა და ალბანეთის ხალხების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ორივე მხარე მზად არის, კიდევ უფრო გააძლიეროს საინვესტიციო პოლიტიკის გამჭვირვალობა, სტაბილურობა და პროგნოზირებადობა მათი ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისთვის; გააგრძელონ ძალისხმევა ინვესტორებისთვის სტაბილური, ღია და პროგნოზირებადი ბიზნეს გარემოს უზრუნველსაყოფად; და ერთობლივად დაუჭირონ თანამშრომლობის პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს ორმხრივი სარგებლის რეალიზებას, ინვესტორთა უფლებებისა და ინტერესების დაცვას,“ - წერია ინფორმაციაში. განცხადების თანახმად, მხარეებმა ასევე გამოხატეს ინტერესი ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო კავშირების გახსნისა და ფრენების და მიმართულებების რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდის მიმართ. შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.
ყაზახეთის ელჩი აზერბაიჯანში: ყაზახეთი დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიის რეგიონში „საკომუნიკაციო ხაზების განბლოკვით“
ყაზახეთის ელჩმა აზერბაიჯანში, ალიმ ბაილმა განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში კომუნიკაციების განვითარება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია ცენტრალური აზიისთვის. ელჩის თქმით, აზერბაიჯანმა, საქართველომ და სომხეთმა უნდა მიაღწიონ ნაყოფიერ თანამშრომლობას: „ჩვენ მომხრე ვართ სამხრეთ კავკასიის რეგიონში საკომუნიკაციო ხაზების განბლოკვის, რათა აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო ნაყოფიერი თანამშრომლობისკენ წავიდნენ. ეს ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ცენტრალური აზიისთვის, რათა იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება რეგიონში. ჩვენ შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ და გადავიტანოთ ჩვენი ტვირთი,“ - განაცხადა ელჩმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ახლა არ არის საჭირო რეგიონში ბარიერებისა და დაბრკოლებების შექმნა, არამედ, აუცილებელია რაც შეიძლება მეტი კომუნიკაციისა და მარშრუტის გახსნა. „ცენტრალურ აზიას არ აქვს წვდომა მსოფლიო ოკეანეებზე. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სატრანსპორტო და ლოგისტიკური მარშრუტების დივერსიფიკაცია. ჩვენ ვმუშაობთ შუა დერეფნის განვითარებაზე, ასევე ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებით, ისევე როგორც აზერბაიჯანი. ვახორციელებთ ექსპორტს ჩინეთის მიმართულებით; მუშავდება გზა პაკისტანის გავლით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა მარშრუტი და მათი დივერსიფიკაცია“, - განაცხადა ელჩმა.
თოყაევი: შუა დერეფნის გამტარუნარიანობა სავარაუდოდ, ხუთჯერ გაიზრდება
ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ ჟომართ თოაევის განცხადებით, საშუალოვადიან პერსპექტივაში შუა დერეფნის გასწვრივ მოძრაობის მოცულობა შეიძლება, ხუთჯერ გაიზარდოს. „ჩვენ ვაპირებთ, სისტემატურად გავზარდოთ მისი გამტარუნარიანობა ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვით და ინფრასტრუქტურის მოდერნიზებით. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, მოძმე ერებთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებაზე, რათა აღმოიფხვრას შიდარეგიონული ვაჭრობის შემაფერხებელი ფაქტორები,“ - აღნიშნა თოყაევმა. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (შუა დერეფანი) სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს კონტინენტალურ სავაჭრო რუკაზე, განაცხადა ასევე ყაზახეთის პირველმა ვიცე-პრემიერმა, რომან სკლიარმა ყაზახეთ-გერმანულ ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. მისი შეფასებით, ამჟამინდელი გეოპოლიტიკური ვითარების კონტექსტში, ახალი სატრანსპორტო და ლოგისტიკური მარშრუტების შექმნას დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. „დღეს ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან საქონლის 80 პროცენტზე მეტი ევროპაში ყაზახეთის გავლით ტრანსპორტირდება,“ - განაცხადა სკლიარმა. სკლიარმა ასევე ისაუბრა შუა დერეფნის გასწვრივ ტვირთების მოცულობის დადებით დინამიკაზე. ყაზახეთს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით ტვირთბრუნვის 10 მლნ ტონამდე გაზრდა სურს „გასულ წელს ტვირთების გადაზიდვის მოცულობა გაორმაგდა და დაახლოებით, 1,7 მლნ ტონა შეადგინა, მიმდინარე წლის ხუთ თვეში კი, ტვირთბრუნვა 64 პროცენტით გაიზარდა. წელს ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ ამ მარშრუტით ტვირთის გადაზიდვის მოცულობა 10 მილიონამდე გავზარდოთ საშუალოვადიან პერსპექტივაში. ყაზახეთი მზადაა, უზრუნველყოს საპორტო საშუალებები მისი გერმანელი და ევროპელი პარტნიორების მზარდი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად,“ - განაცხადა რომან სკლიარმა. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.
თოყაევი: ყაზახეთი მზადაა, გერმანიისთვის ნავთობის გრძელვადიანი მიმწოდებელი გახდეს
ყაზახეთი მზადაა, გერმანიისთვის ნავთობის მიწოდება გაზარდოს დრუჟბას ნავთობსადენით, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, რომელიც გერმანიაში ვიზიტით იმყოფება. მან აღნიშნა, რომ წლის დასაწყისიდან ამ მილსადენით გერმანიას 500 000 ტონა ნავთობი მიეწოდება. „ჩვენი გერმანელი მეგობრების თხოვნით, დადასტურდა ჩვენი მზადყოფნა, გავზარდოთ ნავთობის მიწოდების მოცულობა და გავხადოთ ის გრძელვადიანი,” - აღნიშნა თოყაევმა. ყაზახეთის ლიდერის პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ თოყაევმა მოლაპარაკებები ფედერალურ კანცლერ, ოლაფ შოლცთან პირისპირ გამართა. „მოლაპარაკებების დროს მხარეებმა აღნიშნეს ორმხრივი ურთიერთობების დინამიკური განვითარება და დაადასტურეს ორმხრივი სურვილი ყაზახეთ-გერმანიის ურთიერთობების შემდგომი ყოვლისმომცველი გაძლიერების შესახებ,“ - ნათქვამია განცხადებაში. ორი ქვეყნის ლიდერებმა დაადგინეს თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის შეთანხმდნენ ურთიერთქმედების გააქტიურებაზე ვაჭრობის, ეკონომიკის, ინვესტიციების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, მწვანე ენერგეტიკისა და სხვა სფეროებში. შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა. ამ ფონზე ევროკავშირის ქვეყნები ენერგეტიკის სფეროში ალტერნატიულ წყაროებს ეძებენ.
რა საკითხები განიხილეს ყაზახეთის საპორტო ქალაქ აქტაუში, ,,შუა დერეფნის“ სამუშაო შეხვედრაზე
ყაზახეთის საპორტო ქალაქ აქტაუში, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) ტრანსპორტის მარეგულირებელთა საერთაშორისო ასოციაციის (IATR) გენერალური ასამბლეისა და ამ მარშრუტის განვითარების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ბაქოს პორტის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის (Azerbaijan Caspian Shipping Company CJSC), თურქეთის, საქართველოს, ყაზახეთისა და რუმინეთის სპეციალიზებული სტრუქტურების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე დისკუსიების დროს ხაზი გაესვა შუა დერეფნის პოტენციალის ეფექტიანად გამოყენებისა და ამ მარშრუტზე მეტი ტვირთის მოზიდვის აუცილებლობას. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ამ დერეფნის გასწვრივ კონტეინერების ტრანსპორტირების უფრო ეფექტიანი ორგანიზება. ამასთან, შეხვედრაზე განიხილეს ის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისთვის. გარდა ამისა, შეფასდა განაცხადები ახალი წევრობისთვის, ორგანიზაციაში მიიღეს ყაზახური ლოგისტიკური კომპანია "Eastcomtrans" და სინგაპურის კომპანია "Global DTC." ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტი, ასევე ცნობილი როგორც შუა დერეფანი, არის საერთაშორისო დერეფანი, რომელიც იწყება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან და ჩინეთიდან და გადის ყაზახეთში, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთში. გერმანია და ცენტრალური აზიის ქვეყნები „შუა დერეფნის“ მარშრუტის განვითარებაზე შეთანხმდნენ
ყაზახეთში, საერთაშორისო ფორუმზე შუა დერეფნის განვითარების გზებზე მსჯელობენ
ყაზახეთში, ქალაქ ასტანაში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო ფორუმი „ახალი აბრეშუმის გზა დაიწყო. ღონისძიებაზე, რომელიც 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება, შუა დერეფნის (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის) განვითარების საკითხებზე იმსჯელებენ. გარდა ამისა, განიხილება სატრანსპორტო სისტემების ინტეგრაცია, ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა მულტიმოდალური ტრანსპორტის სფეროში. ფორუმზე განიხილება ტვირთების გადაზიდვის ეფექტიანობის გაზრდა და მიწოდების პირობების გაუმჯობესება. ფორუმის ფარგლებში ცენტრალური აზიის ტრანსპორტის, ლოგისტიკური მომსახურებისა და ტექნოლოგიების ყველაზე დიდი გამოფენა - TransLogistica გაიმართება. ფორუმის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს, თუმცა სხვა დეტალებზე არ წერს. ცნობილია, რომ ბიზნეს ფორუმზში 23 ქვეყნიდან 500-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. გერმანია და ცენტრალური აზიის ქვეყნები „შუა დერეფნის“ მარშრუტის განვითარებაზე შეთანხმდნენ შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
მედია: ყაზახეთმა რუსული ნავთობპროდუქტების ტრანზიტი დაბლოკა
ყაზახეთმა რუსული საწვავის და საპოხი მასალების (POL) მიწოდება ყირგიზეთში შეაჩერა, რამაც შესაძლოა, საწვავის დეფიციტი ადგილობრივ ბაზარზე სულ რაღაც 20 დღის შემდეგ გამოიწვიოს, იტყობინება ყირგიზეთის ნავთობის მოვაჭრეების ასოციაცია (ANK), რადიო Azattyk-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით. გავრცელებული ინფორმაციით, ოქტომბრის თითქმის ყველა გეგმა გაუქმებულია. ასოციაცია ამტკიცებს, რომ ეს პრობლემა ორი ქვეყნის მთავრობათაშორის დონეზე უნდა გადაწყდეს, მაგრამ ამ დროისთვის ყირგიზეთში ნავთობით მოვაჭრეები გამოსავლის პოვნას დამოუკიდებლად ცდილობენ. შეგახსენებთ, რომ სექტემბრის ბოლოს ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყაზახეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დაიცავს.
ყაზახეთი და აზერბაიჯანი ერთობლივ წვრთნებს ატარებენ
აზერბაიჯანში ერთობლივი ტაქტიკური წვრთნები - "Khazri-2023" იმართება. სწავლება აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საზღვაო ძალების სამხედრო გემებისა და სამხედრო მოსამსახურეების, ტარდება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნებისას ტერორისტული ჯგუფების მიერ ოკუპირებული კუნძულის გათავისუფლების ამოცანები საზღვაო სპეცრაზმმა და საზღვაო ქვეითმა ქვედანაყოფებმა შეასრულეს. „აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საზღვაო ძალების სამხედრო მოსამსახურეები დაკისრებული ამოცანების შესრულებისას მაღალ პროფესიონალიზმს ავლენენ.“ აღსანიშნავია, რომ წვრთნებში, რომელიც 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება, ირანის საზღვაო ძალების დელეგაცია დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობს.
თოყაევი ჩინეთში სი ძინპინს შეხვდება
ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი 17-18 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვევა. ყაზახური მედიის ცნობით, პეკინში თოყაევი მოლაპარაკებებს გამართავს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერთან ლი ციანთან და ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარესთან. ასევე, მონაწილეობას მიიღებს „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ფორუმში. ასევე მოსალოდნელია არაერთი შეხვედრა მსხვილი ჩინური კომპანიების ხელმძღვანელებთან. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში ჩასვლას და სი ძინპინთან შეხვედრას პუტინიც გეგმავს.
ყაზახეთი აცხადებს, რომ რუსეთში 100-ზე მეტი სახეობის საქონლის ექსპორტი აკრძალა
ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის საკითხებში ვიცე მინისტრმა, კაირატ ტორებაევმა განაცხადა, რომ ყაზახეთის ხელისუფლებამ რუსეთში 106 სახეობის საქონლის ექსპორტი აკრძალა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო. ტორებაევის თქმით, ეს ძირითადად უცხოური წარმოების საქონელია, რომლის ექსპორტიც არის აკრძალული, იმპორტი კი, კვლავ ნებადართულია. „ჩვენ მთლიანად შევზღუდეთ მათი ექსპორტი. ეს არის სამხედრო საქონელი. მაგალითად, დრონები და მათი კომპონენტები, სპეციალიზებული ელექტრონიკა, ჩიპები და მსგავსი პროდუქტები,“ - განაცხადა კაირატ ტორებაევმა. ცნობისთვის, დასავლეთი შიშობდა, რომ მესამე ქვეყნები შეიძლება, გამოყენებულნი იყვნენ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლისთვის. კერძოდ, მიუთითებდნენ საფრთხეზე, რომ რუსეთის ხელში აღმოჩნდება სხვადასხვა პროდუქცია, რომელსაც ის უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებს. ამის გამოსარიცხად, ევროკავშირმა ზომები სანქციების მე-11 პაკეტის მიხედვით გაამკაცრა. მაისში გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო ჯგუფმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, დრონები და მიკროჩიპები სანქციების გვერდის ავლით, რუსეთს მიეწოდებოდა ყაზახეთში დარეგისტრირებული სულ მცირე ორი კომპანიის მეშვეობით. ყაზახეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ 2022 წლის მაისიდან სრულად აკრძალეს რუსეთში სამხედრო დანიშნულების საქონლის მიწოდება ორმაგი დანიშნულების საქონელზე კი, სპეციალური სერტიფიცირება და საექსპორტო ნებართვები შემოიღეს. ამავდროულად, ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღიარა, რომ შესაძლოა, კერძო კომპანიები ახორციელებდნენ აკრძალული საქონლის რეექსპორტს, რის შეჩერაბასაც ქვეყანის ხელისუფლება ცდილობს. ივნისში ყაზახეთის ვაჭრობის მინისტრმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ „ასზე მეტი კომპანია მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.“ Bloomberg-მა მარტში გაავრცელა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ რუსეთში ჩიპები შედიოდა ყაზახეთის, თურქეთისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების მეშვეობით, რითაც დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაწესებული სანქციების გვერდის ავლა ხდებოდა. ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეფექტიანად აღსრულების მიზნით, ე.წ. რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებშიც იმყოფებოდნენ ვიზიტებით, სადაც მიიღეს დაპირება, რომ ქვეყნები ბოლომდე დაიცავენ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ამ საკითხზე აშშ და ევროკავშირი მესამე ქვეყნებთან აქტიურად თანამშრომლობენ.
ყაზახეთმა უარყო, რომ რუსეთში 100-ზე მეტი სახეობის საქონლის ექსპორტი აკრძალა
ყაზახეთმა უარყო მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ უკრაინაში ომის გამო მოქმედი საერთაშორისო სანქციების საფუძველზე აკრძალა რუსეთში 106 სახეობის საქონლის ექსპორტი. რადიო თავისუფლების ყაზახურის სამსახურის ცნობით, ვაჭრობის და ინტეგრაციის სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც მედიასაშუალებებით გავრცელებულ ცნობას „არაკორექტული“ უწოდა. ყაზახეთის ვაჭრობის და ინტეგრაციის სამინისტროს განცხადებით, „ანტირუსული სანქციების“ გამო რუსეთში რაიმე საქონლის ექსპორტი არ აუკრძალავთ და ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობების რეგულირება ხდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულებასთან სრული შესაბამისობით. რაც შეეხება ორმაგი დანიშნულების საქონელს, ყაზახეთის ვაჭრობის და ინტეგრაციის სამინისტროს თანახმად, საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლით ვაჭრობა ხდება ყაზახეთის საერთაშორისო ვადებულებების შესაბამისად და ქვეყნის კანონონმდებლობით, ამ ტიპის საქონელს ექსპორტ-იმპორტის, ან ტრანზიტისთვის სჭირდება შესაბამისი ლიცენზიის მიღება. ყაზახეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, საექსპორტო კონტროლს, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია, ხორციელდება, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულებაც ითვალისწინებს. გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო ჯგუფმა 2023 წლის მაისში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსეთს, საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლით, დრონები და მიკროჩიპები მიეწოდებოდა ყაზახეთში დარეგისტრირებული, სულ მცირე ორი კომპანიის მეშვეობით. 19 ოქტომბერს, არაერთი მედია, მათ შორის „დოიჩე ველე“ წერდა, რომ ყაზახეთის ხელისუფლებამ რუსეთში 106 სახეობის საქონლის ექსპორტი აკრძალა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო. ეს კომენტარი ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის საკითხებში ვიცე მინისტრ, კაირატ ტორებაევზე დაყრდნობით გავრცელდა.
შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, საქართველომ, ყაზახეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი საწარმო დააფუძნეს
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გაძლიერების, კერძოდ ჩინეთს, ევროპასა და თურქეთს შორის გადაზიდვების სტიმულირების მიზნით, საქართველოს ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელი მოეწერა ერთობლივი საწარმოს Middle Corridor Multimodal-ის შექმნას. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. აღნიშნული ქვეყნების რკინიგზების ხელმძღვანელებმა სადამფუძნებლო ხელშეკრულება გააფორმეს და ხელი მოაწერეს ახალი კომპანიის წესდებას, რომელიც დამფუძნებლების ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს, საწარმოს შექმნისა და ფუნქციონირების ერთიან მიდგომებსა და პრინციპებს განსაზღვრავს. ერთობლივი კომპანიის მიზანი შუა დერეფანში საკონტეინერო გადაზიდვების ზრდის ხელშეწყობაა. პარტნიორი ქვეყნების რკინიგზები აქტიური მუშაობითა და ღონისძიებებით ახალი ბლოკმატარებელების მოზიდვას გეგმავენ და ტვირთმფლობელებს ,,ერთი ფანჯრის პრინციპით" მომსახურებას სთავაზობენ. საქართველოს რკინიგზის ცნობით, სწრაფი და გამჭირვალე მომსახურება სრულ მარშრუტზე - ეს არის Middle Corridor Multimodal-ის მთავარი ამოცანა. ერთობლივი მუშაობა საქართველოს, ყაზახეთის, აზერბაიჯანის რკინიგზებსა და კასპიის ზღვის პორტებს შორის 2013 წლიდან მიმდინარეობს.
საქართველომ და ყაზახეთმა შუა დერეფნის ეფექტიანობის გაზრდის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
საქართველომ და ყაზახეთმა შუა დერეფნის განვითარებისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით შეთანხმება გააფორმეს. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოსა და ყაზახეთს შორის ხელი მოეწერა დამატებებს 2022 წლის 25 ნოემრის შეთანხმებაში, რომელიც 2022 – 2027 წლებში შუა დერეფნის განვითარების საგზაო რუკას შეეხება.“ უწების ცნობით, აღნიშნული დოკუმენტით განისაზღვრა ახალი ღონისძიებები ინფრასტრუქტურის განვითარების და ასევე სატრანსპორტო გადაზიდვების ეფექტურობის გაზრდის მიმართულებით. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა და ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ სეტჟან აბლალიევმა. „დღეს არსებულ საგზაო რუკას დაემატა აქტივობები, რომელიც უფრო მეტად შეუწყობს ხელს შუა დერეფნის განვითარებას, ინფრასტრუქტურული კომპონენტის გაძლიერებას და გამტარუნარიანობის გაზრდას, ასევე ამაღლდება უსაფრთხოება, რაც დადებითად აისახება სამომავლოდ ჩვენი ქვეყნების და შუა დერეფნის პოზიციონირებაზე გლობალურ ვაჭრობასა და სატრანსპორტო გადაზიდვებში,“ – განაცხადა გურამ გურამიშვილმა ხელმოწერის შემდეგ. „საგზაო რუკას“ 2022 – 2027 წლებისთვის 2022 წლის 25 ნოემბერს ხელი მოეწერა ყაზახეთის ქალაქ აქტაუში საქართველოს, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის შეხვედრაზე, რომელიც ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიზნით გაიმართა.
ყაზახეთში გლოვის დღე გამოცხადდა
ყაზახეთის ყარაგანდას ოლქში, მაღაროში მომხდარი ავარიის შედეგად, სულ მცირე, 42 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში 29 ოქტომბერი გლოვის დღეა. ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტოს ცნობით, 4 მაღაროელის ძებნა გრძელდება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შახტიდან 208 მაღაროელი ამოიყვანეს, მათგან 18-ს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. წინასწარი მონაცემებით, მომხდარის მიზეზი ლავაში მეთანის გაზის აფეთქება იყო.
საქართველოს დერეფნით 9 თვეში ყაზახეთის გაზის ტრანზიტი 23%-ით გაიზარდა
შპს „ბათუმის ნავთობტერმინალითა“ (მონაწილეობის 100% ეკუთვნის სს „ყაზტრანსოილს“) და შპს „ბათუმის ზღვის პორტით“ (100%-იანი წილების მართვის ექსკლუზიური უფლება), 2023 წლის 9 თვეში 2 მილიონ 570 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიდა. ნავთობის გადაზიდვის მოცულობამ 86 ათასი ტონა შეადგინა. გადაზიდულია 961 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი. საანგარიშო პერიოდში ყაზახური გაზის გადაზიდვის მოცულობა 2022 წლის იანვარ-სექტემბერში 135 ათასი ტონიდან 166 ათას ტონამდე გაიზარდა. მშრალი ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ 1 მილიონ 357 ათასი ტონა შეადგინა, რაც 42 ათასი ტონით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. სს „ყაზტრანსოილი“ საქართველოში შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ (BNT) მეშვეობით, საწარმოო აქტივებს უშუალოდ ფლობს და მართავს. BNT მომსახურებას ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის, აგრეთვე მათი გადამუშავებული პროდუქტების გადაზიდვასა და ამოტუმბვის საკუთარი ნავმისადგომების, მილსადენების და ტანკების გამოყენებით უზრუნველყოფს.
თოყაევი: ყაზახეთი შუა დერეფნის განვითარებისთვის დამატებით ძალისხმევას მიმართავს
ყაზახეთი დამატებით ძალისხმევას ახორციელებს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, ანუ შუა დერეფნის) განვითარებისთვის. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა ასტანაში, ყაზახურ-ფრანგული ბიზნეს ფორუმის გახსნაზე განაცხადა. „ეს არის არამხოლოდ უმოკლესი, არამედ, ყველაზე სიცოცხლისუნარიანი მარშრუტი, რომელიც ევროპასა და აზიას შორის მიწოდების ჯაჭვის საიმედოობას უზრუნველყოფს,” - განაცხადა თოყაევმა. ყაზახეთის პრეზიდენტის თქმით, მიწოდების მოცულობის ზრდის გათვალისწინებით, ყაზახეთი ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაზე, პარტნიორებთან აქტიურად მუშაობს, რათა მიაღწიოს ტვირთის წლიურ მოცულობას - 10 მილიონ ტონამდე. „ახლა მნიშვნელოვანია ამ ძალისხმევის დაკავშირება ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან და ევროკავშირის გლობალური კარიბჭის ინიციატივასთან,“ - აღნიშნა თოყაევმა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
მაკრონი ყაზახეთშია: საფრანგეთი აფასებს იმ გზას, რომელსაც თქვენ მიჰყვებით
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ყაზახეთში ჩავიდა. პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევთან შეხვედრაზე, მაკრონმა ყაზახეთი უკრაინის საკითხში მოსკოვის მხარეს დადგომაზე უარის თქმისთვის შეაქო და განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა საქმიან გარიგებებს, მათ შორის, პარტნიორობის შესახებ განზრახვას იშვიათ მიწათა და იშვიათი ლითონების საკმაოდ მოთხოვნად სფეროში. „საფრანგეთი აფასებს იმ გზას, რომელსაც თქვენ მიჰყვებით თქვენი ქვეყნისთვის, უარს ამბობთ, რომელიმე ძალის ვასალობაზე და ცდილობთ, დაამყაროთ მრავალრიცხოვანი და დაბალანსებული ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყანასთან,“ - განუცხადა მაკრონმა თოყაევს. Reuters- წერს, რომ რუსეთმა ცენტრალური აზიის ქვეყნებში დასავლეთის მზარდი დიპლომატიური აქტივობის გამო, შეშფოთება გამოთქვა. „ყაზახეთმა და უზბეკეთმა, სადაც მაკრონი მოგზაურობს, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის აღიარებაზე უარი განაცხადეს და პირობა დადეს, რომ დაემორჩილებიან დასავლეთის სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ, ხოლო რუსეთს და დასავლეთის ქვეყნებს, როგორიცაა საფრანგეთი, თავიანთ სტრატეგიულ პარტნიორებს უწოდებენ,“ - წერს Reuters-ი. „ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს მეგობრებს, ჩვენ აქ ვართ, როცა მათ ვჭირდებით და პატივს ვცემთ მათ დამოუკიდებლობას. იმ სამყაროში, სადაც დიდ ძალებს სურთ, გახდნენ ჰეგემონები და სადაც რეგიონული ძალები არაპროგნოზირებადები ხდებიან, კარგია, გყავდეს მეგობრები, რომლებიც იზიარებენ ამ ფილოსოფიას,“ - განაცხადა მაკრონმა. მაკრონის ვიზიტის შესახებ კითხვას, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უპასუხა და განაცხადა, რომ რუსეთი ყაზახეთთან ურთიერთობას „ძალიან აფასებს.“ „ჩვენი მხრივ, ჩვენ გვაქვს ისტორიული კავშირები, სტრატეგიული პარტნიორობის კავშირები ყაზახეთთან, ისინი ჩვენი მოკავშირეები არიან და ჩვენი ინტერესები გაერთიანებულია მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციაში,“ - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს. ყაზახეთის პრეზიდენტმა საფრანგეთის პრეზიდენტს დახვედრისას განაცხადა: „გმადლობთ, რომ მიიღეთ ჩემი მოწვევა და ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში ჩამოხვედით. ყაზახეთსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობა კარგად ვითარდება. თუმცა, აუცილებელია ორმხრივ ურთიერთობებს ახალი ბიძგის მიცემა. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ თქვენი ვიზიტი ისტორიული და ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი მოლაპარაკებები პროდუქტიული იქნება.“ ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ თოყაევი ბერლინს ეწვია. ოქტომბერში კი, ცენტრალური აზიის ქვეყნების ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, გააგრძელონ თანამშრომლობა სანქციების გვერდის ავლის მიმართულებით რუსეთის მცდელობებთან საბრძოლველად.
ყაზახეთი მზადაა, გაზარდოს ნავთობის მიწოდება საფრანგეთში
ყაზახეთი მზადაა, გაზარდოს ნავთობის მიწოდება საფრანგეთში და ასევე ხედავს ქვეყანაში ურანის ექსპორტის პოტენციალს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა განაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ოფიციალური ვიზიტით ასტანაში პირველ ნოემბერს ჩავიდა. ყაზახეთ-ფრანგულ ბიზნეს ფორუმზე გამოსვლისას თოყაევმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტიული სფეროები მიმოიხილა. მისი აზრით, ასეთი პრიორიტეტები მოიცავს ენერგეტიკულ სექტორს. „ყაზახეთი არის ნედლი ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი საფრანგეთის ბაზარზე და ჩვენი ქვეყანა მზად არის, გაზარდოს ექსპორტის მოცულობა," - ნათქვამია ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში. მისივე თანახმად, ყაზახეთი მსოფლიოში ურანის უმსხვილესი მწარმოებელია, რომელიც ევროპაში მოხმარებული ატომური საწვავის მეოთხედზე მეტს შეადგენს. „ვინაიდან ატომური ენერგიის გამომუშავების წილი საფრანგეთის ენერგეტიკულ სექტორში 63%-ს აღწევს, თანამშრომლობის გაგრძელების უზარმაზარი პოტენციალი არსებობს," - ნათქვამია თოყაევის განცხადებაში. მან ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებაზეც ისაუბრა. „ეს არის არამხოლოდ უმოკლესი, არამედ, ყველაზე სიცოცხლისუნარიანი მარშრუტი, რომელიც ევროპასა და აზიას შორის მიწოდების ჯაჭვის საიმედოობას უზრუნველყოფს,” - განაცხადა თოყაევმა. თოყაევი: ყაზახეთი შუა დერეფნის განვითარებისთვის დამატებით ძალისხმევას მიმართავს
ორბანი ყაზახეთში: უნგრეთი ყოველთვის იყო ყაზახეთის საიმედო სტრატეგიული პარტნიორი, ასე იქნება მომავალშიც
ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ ჟომართ თოყაევი ასტანაში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური, საინვესტიციო და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების საკითხები. ორბანის თქმით, უნგრეთსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობა ისეთ კარგ დონეზეა, როგორც არასდროს, მაგრამ პოტენციალი, განსაკუთრებით ეკონომიკაში, ჯერ კიდევ დიდია. „ყოველთვის სასიამოვნოა სახლში დაბრუნება. უნგრელები დიდი სიამოვნებით ჩამოდიან ყაზახეთში, რადგან ჩვენ ხალხებს ათასწლიანი საერთო ფესვები აკავშირებთ. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ დიდი ძალისხმევა გავწიეთ ჩვენი თანამშრომლობის გასავითარებლად და კარგი შედეგები მივიღეთ. ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან თანამშრომლობა. უნგრეთი ყოველთვის იყო ყაზახეთის საიმედო სტრატეგიული პარტნიორი და ასეთად დარჩება მომავალშიც,“ - განაცხადა ორბანმა. ორბანი ასტანას თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის მე-10 სამიტში მონაწილეობის მისაღებად სტუმრობს. ყაზახეთში ასევე ელოდებიან თურქეთის პრეზიდენტს. უფრო ადრე, ყაზახეთში, პირველ ნოემბერს იმყოფებოდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუალ მაკრონი.
ყაზახეთს ჩინეთისთვის 10 მილიონ ტონამდე ნავთობის მიწოდება შეუძლია - ენერგეტიკის მინისტრი
ყაზახეთს შეუძლია, ჩინეთს 10 მილიონ ტონამდე ნავთობი მიაწოდოს. ყაზახური მედიის ცნობით, ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალმასადამ სატკალიევმა განაცხადა. ის აღნიშნავს, რომ ყაზახეთი და ჩინეთი განიხილავენ (Kenkiyak-Atyrau და Kenkiyak-Kumkol) ნავთობსადენების მონაკვეთების გაფართოების შესახებ პროექტს, რაც ქვეყნის დასავლეთ რეგიონებიდან ნავთობის გაგზავნას უზრუნველყოფს.„ამჟამად ყაზახეთი ჩინეთს აწვდის მცირე მოცულობას - 1 მილიონ ტონაზე ოდნავ მეტს, მაგრამ ქვეყანას აქვს დამატებითი საექსპორტო შესაძლებლობები. ჩვენ მათ ვაცნობეთ, რომ დამატებით შეგვიძლია, მივაწოდოთ 10 მილიონ ტონამდე წელიწადში,“ - განაცხადა მინისტრმა.
შუა დერეფანი საინვესტიციო კავშირებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის - ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR, შუა დერეფანი) აზიასა და ევროპას შორის ორმხრივად მომგებიანი სავაჭრო და საინვესტიციო კავშირებისთვის, ახალ შესაძლებლობებს შექმნის. ამის შესახენ ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მურატ ნურთლეუმ განაცხადა. მისი თქმით, ამ კუთხით ყაზახეთი მხარს უჭერს ევროპულ ქვეყნებთან პარტნიორობის გაფართოებას ევროკავშირის პროექტის TEN-T (ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელი) ფარგლებში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
ყაზახეთმა ჩინურ კომპანიებს მოუწოდა, უფრო აქტიურად გამოიყენონ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი
ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა ჩინურ სატრანსპორტო კომპანიებსა და ლოგისტიკის ოპერატორებს მოუწოდა, ჩინეთიდან ევროპაში კონტეინერების ტრანსპორტირებისთვის, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი უფრო აქტიურად გამოიყენონ. ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ამ წინადადებით შანხაიში, ჩინეთის მე-6 საერთაშორისო გამოფენის (CIIF) გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე გამოვიდა. სმილოვმა აღნიშნა, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი საქონლის ტრანსპორტირების დროს თითქმის გაანახევრებს. „ამჟამად, ჩინეთიდან ევროპაში სახმელეთო სატრანზიტო მიმოსვლის დაახლოებით 85% ყაზახეთის გავლით ხდება. ქალაქ სიანსა და ფოთის პორტში ყაზახური ტერმინალების მშენებლობა სრული დატვირთვით მიმდინარეობს. დაგეგმილია მე-3 სარკინიგზო გამშვები პუნქტის აშენება ყაზახეთ-ჩინეთის საზღვარზე, ასევე, შავ ზღვაზე საპორტო ობიექტების გაფართოება შუა დერეფნის გასწვრივ,“ აღნიშნა სმაილოვმა. მან ჩინეთის სატრანსპორტო კომპანიებს მიიწვია, მონაწილეობა მიიღონ ჩამოთვლილ პროექტებში და ასევე მიიწვია სატრანსპორტო და ლოგისტიკური ოპერატორები, რომ აქტიურად გამოიყენონ ყაზახეთში არსებული ტრანსსასაზღვრო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს მონაწილეობით შეიქმნა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
პუტინი ყაზახეთში ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით ასტანაში ჩავიდა. ის ყასიმ-ჟომართ თოყაევთან მოლაპარაკებებს გამართავს და მასთან ერთად რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ. პესკოვის ინფორმაციით, თავდაპირველად პუტინი და თოყაევი საუბარს შეზღუდულ ფორმატში გამართავენ, რასაც „რუსულ-ყაზახური დეტალური მოლაპარაკებები“ მოჰყვება. შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერება დოკუმენტებს და პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. გარდა ამისა, პუტინი და თოყაევი ვიდეობმულის საშუალებით მონაწილეობას მიიღებენ რუსეთსა და ყაზახეთს შორის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის XIX ფორუმის პლენარულ შეხვედრაში, რომელიც კოსტანაიში გაიმართება. ნოემბრის დასაწყისში ყაზახეთს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ეწვია, ვიზიტს თოყაევმა ისტორიული უწოდა. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო, ყახაზეთს კრემლის მიმართ მხარდაჭერა არ გამოუხატავს, პრეზიდენტმა თოყაევმა კი განაცხადა, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. ყაზახეთი და რუსეთი კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან ერთად არიან დსთ-ს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრები.
სმაილოვი: შუა დერეფნის პოტენციალის გაზრდის მიზნით, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი საგზაო რუკას მიჰყვებიან
ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა განაცხადა, რომ ყაზახეთისთვის ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარება პრიორიტეტულია. მან შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „დღეს ყაზახეთი აქტიურად არის ჩართული ინფრასტრუქტურულ და ლოგისტიკურ პროექტებში, პრიორიტეტს ანიჭებს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, ანუ შუა დერეფნის) განვითარებას. მისი პოტენციალის გაზრდის მიზნით, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი საგზაო რუკის მოთხოვნებს ასრულებენ, რათა ერთდროულად აღმოიფხვრას დაბრკოლებები და განვითარდეს შუა დერეფანი, რაც 2027 წლამდე მნიშვნელოვნად გარდის გამტარუნარიანობას,“აღნიშნა სმაილოვმა. 2022 წლის 25 ნოემბერს, ყაზახეთის ქალაქ აქტაუში გაიმართა ყაზახეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო და სატრანსპორტო მინისტრების შეხვედრა, სადაც მხარეებმა ხელი მოაწერეს საგზაო რუკას 2022-2027 წლებში „შუა დერეფნის“ განვითარებისა და „ვიწრო“ მონაკვეთების შეთანხმებულად აღმოსაფხვრელად. 2023 წლის 19 იანვარს, შვეიცარიაში, დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, ხაზი გაუსვა „შუა დერეფნის“ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველო „დიდ კაპიტალდაბანდებას ახდენს ინფრასტრუქტურაში.“ 7 აპრილს, პრეზიდენტმა ალიევმა, - როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი მიიღო აზერბაიჯანში, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით მუშაობენ „შუა დერეფნის“ იმპლემენტაციაზე.“ შუა დერეფანზე EBRD-სა და ევროკავშირის ანგარიშის შემდეგ, ყაზახეთმა და საქართველომ თანამშრომლობის გაფართოება დაგეგმეს - ანალიზი შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
ყაზახეთი შუა დერეფნის ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას ზრდის
ყაზახეთი ამზადებს პროგრამებს, რომლებიც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფნის) ფარგლებში პროექტების დაფინანსების გაზრდას ისახავს მიზნად. ამის შესახებ ყაზახეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ბაუირჟან კუდაიბერგენოვმა ბაქოს მდგრადი განვითარების მეორე ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ ბოლო გეოპოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით, შუა დერეფნის მნიშვნელობა იზრდება. „შედეგად, ყაზახეთი და აზერბაიჯანი დიდ ფსონებს დებენ შუა დერეფანზე. ჩვენი მხრივ, ჩვენ ვცდილობთ შევაგროვოთ თანხები და შევქმნათ საფუძველი შუა დერეფნისთვის. ახლა ვამზადებთ პროგრამებს, რომლებიც მიზნად ისახავს TITR-ის ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში დაფინანსების გაზრდას და ინვესტიციების მოზიდვას,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა კასპიის წყლის კურიკის პორტის გაფართოებაზე, ჩინეთის საზღვრიდან კურიკის პორტამდე საავტომობილო გზების შექმნაზე, რომლითაც საქონელი გადაიზიდება საზღვაო გზით აზერბაიჯანში, შემდეგ კი, საქართველოში, თურქეთსა და ევროპაში. TRACECA მზადაა, აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვაო პორტებს შორის კონტეინერებით ტვირთების გადაზიდვის დაწყებას მხარი დაუჭიროს შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
მედია: ყაზახეთმა რუსული მედიარესურსი დაბლოკა
ყაზახეთის ხელისუფლებამ დაბლოკა რუსული Sputnik24 სერვისი, რომელიც ყაზახეთში რუსეთის სახელმწიფო კონტროლირებადი ტელეარხების მაუწყებლობას ავრცელებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ყაზახური მედია გამოცემა Arbat Media წერს. ხელისუფლებამ მიზეზად დაასახელა ის, რომ რუსულ ტელეარხებს ყაზახეთში მუშაობის ლიცენზია არ აქვთ. გავრცელებული ინფორმაციით, არხების დაბლოკვის ბრძანება ჯერ კიდევ ივნისში გაფორმდა. 24 ოქტომბერს, მოლდოვამ დაბლოკა წვდომა 22 რუსულ მედიარესურსზე და განაცხადა, რომ ისინი გამოიყენებოდა როგორც "საინფორმაციო ომის" ნაწილი ქვეყნის წინააღმდეგ. მოსკოვთან ასტანის ისტორიულად მჭიდრო კავშირების მიუხედავად, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ყაზახეთი არ აღიარებს ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებს რუსეთის ტერიტორიად.
ყაზახეთი შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაფართოების პროექტებზე მუშაობს - ტრანსპორტის მინისტრი
2022 წლის ბოლოს, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფნის) გასწვრივ ტვირთების გადაზიდვის მოცულობა ორჯერ გაიზარდა. ამის შესახებ ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრმა მარატ კარაბაევმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოცულობების შემდგომი გაზრდის მიზნით, ხელი მოეწერა 2027 წლამდე საცობების აღმოფხვრის საგზაო რუკას, რომელიც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, პორტებისა და ტერმინალის შესაძლებლობების გაფართოებას, მოძრავი შემადგენლობის გაზრდას ითვალისწინებს. კერძოდ, მარშრუტის ყაზახეთის მონაკვეთზე, უკვე მიმდინარეობს მუშაობა მეორე ლიანდაგის მშენებლობაზე დოსტიკ-მოინიტის სარკინიგზო მონაკვეთზე, ალმათის სადგურის შემოვლითი სარკინიგზო ხაზისა და ახალი სარკინიგზო ხაზების დარბაზა-მაქტარალი და ბახტი-აიაგოზის მშენებლობაზე. სარჟაში მრავალფუნქციური საზღვაო ტერმინალის მშენებლობა დაიწყო, იგეგმება საკონტეინერო ჰაბის შექმნა და შიდა სავაჭრო ფლოტის გაფართოება. მინისტრმა აღნიშნა, რომ შედეგად, 2027 წლისთვის, შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდა წელიწადში 6-დან 10 მილიონ ტონამდე და მიწოდების ვადების შემცირება 14-18 დღემდე, (ყაზახეთის ტერიტორიაზე 5-მდე) იგეგმება. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
უზბეკეთი და ყაზახეთი დაინტერესებულნი არიან, შეუერთდნენ მწვანე ენერგეტიკულ დერეფანს ევროპისკენ
უზბეკეთი და ყაზახეთი დაინტერესებულნი არიან, რომ ელექტროენერგია ცენტრალური აზიიდან ევროპაში "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის კასპია-შავი ზღვა-ევროპის" მეშვეობით გაიტანონ. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. ეს საკითხი ბუდაპეშტში აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ, პარვიზ შაჰბაზოვისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, პეტერ სიიარტოს შეხვედრაზე განიხილეს. მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანიდან „მწვანე ენერგიის“ დიდი მიწოდება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ პროექტის განხორციელებაში. პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობა შეფასდა აზერბაიჯანსა და ევროკავშირს, მათ შორის უნგრეთს შორის ხიდის შექმნის თვალსაზრისით. შეხვედრაზე ასევე განიხილეს უნგრეთის ბაზარზე აზერბაიჯანული გაზის მიწოდების მნიშვნელობა; გრძელვადიანი მიწოდების პერსპექტივები, ასევე უნგრულ კომპანიებთან ნავთობისა და გაზის პროექტებში თანამშრომლობის განვითარება. უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში შაბაზოვი ასევე შეხვდა უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრ, ჩაბა ლანტოშს. მინისტრებმა ნახშირწყალბადების, მწვანე ენერგიის და ა.შ. სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ, რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს უზრუნველყოფს.
ალიევმა თოყაევი მიიღო
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. თოყაევი მონაწილეობას გაეროს მიერ ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის შემუშავებული სპეციალური პროგრამის (SPECA) სამიტში, რომელიც ბაქოში იმართება. შუა დერეფანი SPECA-ს ქვეყნებისთვის უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის - აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი „დღეს ჩვენ ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებს კასპიის ზღვაში და უფრო ფართო რეგიონში. კარგი საფუძველი ჩაეყარა ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას. ალბათ ყველა ქვეყანას შეუძლია, დაინახოს რამდენად წინ წავედით. სასიხარულოა, რომ ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრული და ძმური ურთიერთობები დღეს ახალი შინაარსით ივსება. დიდი მადლობა ამ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. ბოლო დროს ჩვენი კონტაქტები საკმაოდ რეგულარული გახდა. ამ თვეში უკვე შევხვდით ყაზახეთში. ამიტომ, ვფიქრობ, მომავალ წელსაც დავგეგმავთ მსგავს დინამიკას,“ - განაცხადა ალიევმა. „გეთანხმებით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა აღმავალი ტენდენციით ხასიათდება, ჩნდება ახალი პროექტები. ერთმანეთის მიმართ კითხვები არ გვაქვს. ჩვენ ნამდვილად სტრატეგიული პარტნიორები და ფაქტობრივი მეზობლები ვართ კასპიის ზღვაზე. ისტორიული მოვლენაა ასევე სტრატეგიული ურთიერთობების განმტკიცებისა და ალიანსის გაღრმავების შესახებ ერთობლივი დეკლარაციის მიღება, ასევე უმაღლესი სახელმწიფოთაშორისი საბჭოს შექმნა. როგორც აღვნიშნე, ამ შესაძლებლობით ვისარგებლე, გადავწყვიტე, სრული დელეგაციათ ჩამოვსულიყავი ბაქოში,“ - აღნიშნა თავის მხრივ, თოყაევმა. ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ SPECA-ს წევრი ქვეყნების გარდა, ამ სამიტს უერთდებიან უნგრეთი და საქართველო, რომლებიც რეგიონის ქვეყნების მეგობრები და პარტნიორები არიან. აღინიშნა, რომ უნგრეთი და საქართველო ასევე იყვნენ პარტნიორი ქვეყნები სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების თვალსაზრისით.
თოყაევი SPECA-ს სამიტზე: ყაზახეთი შუა დერეფნის განვითარებაზე დიდ იმედებს ამყარებს
ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ცენტრალური აზიის ეკონომიკებისთვის გაეროს სპეციალური პროგრამის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ შუა დერეფნის დაკავშირება „სარტყელისა და გზის“ პროექტთან, ასევე „ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან“ და „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიასთან, მძლავრ მულტიპლიკატორულ ეფექტს მისცემს მსოფლიო ვაჭრობას. სამიტზე სიტყვით გამოვიდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი, ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი, უზბეკეთის პრეზიდენტი, შავქათ მირზიოევი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, უნგრეთის პრემიერ მინისტრი, ვიქტორ ორბანი. „ჩვენი ქვეყნები (SPECA) ევროპასა და აზიას შორის კონტინენტურ ხიდად გადაიქცა. ეს არის უზარმაზარი უპირატესობა, რომელიც სრულად უნდა გამოვიყენოთ. ამ კუთხით, ყაზახეთი დიდ იმედებს ამყარებს შუა დერეფნის განვითარებაზე. მომავალ წლებში ჩვენ ველოდებით ტვირთების რაოდენობის ზრდას ამ მარშრუტით. დარწმუნებული ვარ, შუა დერეფნის დაკავშირება „სარტყელისა და გზის“ პროექტთან, ასევე „ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან“ (TEN-T) და „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიასთან მძლავრ მულტიპლიკატორულ ეფექტს მისცემს მსოფლიო ვაჭრობას. ამავდროულად, ყაზახეთი მზად არის აქტიური თანამშრომლობისთვის ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის განვითარებაში. ვიწვევ ყველა პარტნიორს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისთვის კასპიის ზღვის პორტების შესაძლებლობების გასაფართოებლად, ასევე სატრანსპორტო გემების ერთობლივი წარმოებისთვის,“ – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანა ყაზახეთისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია - თოყაევი
ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებით, ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანა ყაზახეთისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მჯერა, რომ ყაზახეთ-ჩინეთის ურთიერთობები, ორმხრივად მომგებიანი და ეფექტიანი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის მოდელია. ჩვენ ჩინეთს განვიხილავთ, როგორც ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს და დიდი თანამშრომლობის კონკრეტული შედეგის იმედი გვაქვს,“ - აღნიშნა თოყაევმა. 2022 წელს ყაზახეთის სავაჭრო ბრუნვამ ჩინეთთან $24,1 მილიარდი შეადგინა, რაც 34,1 პროცენტით მეტია წინა წელთან შედარებით. ყაზახეთიდან ექსპორტი 34,7 პროცენტით გაიზარდა და 13,2 მილიარდი დოლარი შეადგინა. ყაზახეთის ექსპორტის წილმა ჩინეთში ქვეყნის მთლიანი სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი 15,6 პროცენტი შეადგინა. ჩინეთიდან ყაზახეთში იმპორტი წელიწადში 33,5 პროცენტით გაიზარდა და 11 მილიარდ დოლარამდე შეადგინა. „მე ცოტა ხნის წინ ვესტუმრე პეკინს და დეტალური მოლაპარაკებები გავმართე პრეზიდენტ სი ძინპინთან. მოლაპარაკებები იყო უაღრესად არსებითი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდა თანამშრომლობის გაღრმავებისკენ. ძალაში შევიდა უვიზო რეჟიმი," - განაცხადა თოყაევმა მისი თქმით, ჩინეთთან თანამშრომლობის განვითარება პრიორიტეტულია. „ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ამ საკითხს უმაღლეს დონეზე," - აღნიშნა თოყაევმა.
ყაზახეთის პრეზიდენტმა ტრანსკასპიური დერეფნის განვითარების საკითხი Abu Dhabi Ports Group-ის აღმასრულებელ დირექტორთან განიხილა
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიიღო Abu Dhabi Ports Group-ის აღმასრულებელი დირექტორი მოჰამედ ჯუმა ალ შამისი მიიღო. ინფორმაციას ყაზახეთის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს. შეხვედრისას ყაზახეთის ლიდერმა აქტაუსა და კურიკის საზღვაო პორტების განვითარებას "ყაზახეთის სტრატეგიული მიზანი" უწოდა. AD Ports Group-ის სატრანსპორტო და ლოგისტიკის სფეროში დიდი გამოცდილების გათვალისწინებით, მხარეებმა ამ სფეროში ორმხრივად მომგებიანი საკითხები განიხილეს. თოყაევი შუა დერეფნის გავლით აზერბაიჯანში ნავთობის ტრანსპორტირების მიმართულებით, ყაზახეთის KazMunyGas-სა და AD Ports Group-ს შორის თანამშრომლობას მიესალმა. ცნობისათვის, ყაზახეთი კასპიის პორტების კურიკისა და აქტაუს ფართომასშტაბიან მოდერნიზაციას გეგმავს. 2023 წლის პირველ შვიდ თვეში ყაზახეთის აქტაუს კომერციულ საზღვაო პორტში 2,6 მილიონ ტონაზე მეტი მშრალი და ნავთობის ტვირთი გადაიზიდა, რაც 24 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი: ყაზახეთმა ორმაგი დანიშნულების პროდუქციის რუსეთში რეექსპორტი საგრძნობლად შეამცირა
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სანქციების განხორციელების საკითხებში დევიდ ო'სალივანი, 28 ნოემბერს ასტანაში შეხვდა ყაზახეთის ოფიციალურ პირებს და განაცხადა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყანამ მნიშვნელოვნად შეამცირა ორმაგი დანიშნულების საქონლის რეექსპორტი რუსეთში, მაგრამ გაზარდა სხვა ექსპორტი მის ჩრდილოელ მეზობელთან. ო'სალივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირს მიაჩნია, რომ სანქციები, რომლებიც დასავლეთმა რუსეთს დაუწესა უკრაინაში მისი მიმდინარე შეჭრის გამო, ხელს არ შეუშლის მის თანამშრომლობას ყაზახეთთან. ო'სალივანი, სავარაუდოდ, 29 ნოემბერს ეწვევა უზბეკეთს, რათა ყურადღება გაამახვილოს იმავე საკითხზე. პრესკონფერენციის დროს ევროკავშირის წარმომადგენელს არ განუმარტავს, თუ რა სახის პროდუქციის ექსპორტის გაზრდაზეა საუბარი. ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა შეასრულებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმს, ხოლო ყაზახეთის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ სამხედრო საქონლის ექსპორტი რუსეთში სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან მალევე შეწყდა. ამავდროულად, ასტანამ დაიმსახურა კრიტიკა იმის გამო, რომ მოსკოვს უფლება მისცა, გვერდი აეარა დაწესებული საერთაშორისო სანქციებისთვის. ეს მოიცავდა საქონლის იმპორტს და შემდეგ რეექსპორტს, რომელსაც რუსული თავდაცვის ინდუსტრია იარაღის წარმოებისთვის იყენებს. ყაზახეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ კაირატ ტორებაევმა 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ ყაზახეთი შეწყვეტს 100-ზე მეტი ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტს რუსეთში პოტენციური სამხედრო დანიშნულებით, მაგრამ ვაჭრობის სამინისტრომ იმავე დღეს გაავრცელა განცხადება, რომლითაც ტორებაევის კომენტარები უარყო. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტით, რომელიც ამჟამად განხილვის პროცესშია, ევროკავშირი სავარაუდოდ, შეეცდება, შეზღუდოს რუსეთის შესაძლებლობა, თავი აარიდოს სანქციებს მესამე მხარის ქვეყნების გამოყენებით.
პარტნიორებთან ერთად, შუა დერეფნის დაბრკოლებების აღმოფხვრაზე ვმუშაობთ - ყაზახი მინისტრი ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე
ყაზახეთი, პარტნიორებთან ერთად, ორიენტირებულია ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ( შუა დერეფნის) დაბრკოლებების აღმოფხვრაზე. ამის შესახებ ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ნურტლეუმ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) 30-ე მინისტრთა საბჭოს სხდომაზე, სკოპიეში განაცხადა. „ყაზახეთმა 35 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა ძირითად ინფრასტრუქტურულ პროექტებში, განსაკუთრებით, შუა დერეფანში. ეს მარშრუტი აკავშირებს ჩინეთს ევროპასთან, ხსნის ახალ გზებს სრულფასოვანი სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობისთვის," - განაცხადა მინისტრმა. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი შეერთებული შტატები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მტკიცე მხარდამჭერია - ინტერვიუ ამერიკელ მაღალჩინოსანთან
ყაზახეთი ესტონეთს შუა დერეფნის განვითარებისთვის თანამშრომლობას სთავაზობს
ყაზახეთს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფანი) განვითარებისთვის ესტონეთთან თანამშრომლობა სურს. ამის შესახებ ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რომან ვასილენკოსა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კანცლერის ჯონატან ვსევიოვის შეხვედრისას გახდა ცნობილი. ვასილენკომ ხაზი გაუსვა ესტონეთთან თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას ყაზახეთისთვის საინტერესო სფეროებში, როგორიცაა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ასევე დიგიტალიზაცია და მწვანე ეკონომიკა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო, ეკონომიკურ და საინვესტიციო საქმიანობას. მხარეებმა აღნიშნეს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის განვითარების კარგი დინამიკა და აქტიური თანამშრომლობა ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს შორის. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, სრულად დაუჭირონ მხარი და ხელი შეუწყონ დისკუსიას ყაზახეთ-ესტონეთის ურთიერთობების განვითარების შესახებ. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
შუა დერეფანს 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია - რა წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში
27 ნოემბერს შუა დერეფანთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის ანგარიში გამოქვეყნდა. დოკუმენტი, რომელსაც Europetime გაეცნო, 70-გვერდიანია. მსოფლიო ბანკის ანგარიშში შეფასებულია გამოწვევები და შესაძლებლობები. ძირითადი მიგნებების თანახმად, შუა დერეფანს 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია. როგორც მოხსენებაში ნათქვამია, შუა დერეფნის მნიშვნელობა და სიძლიერე მდგომარეობს იმ სარგებელში, რომელიც მას შეუძლია მოიტანოს, როგორც შიდარეგიონულმა სავაჭრო დერეფანმა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გაზრდილი ვაჭრობა აზერბაიჯანს, საქართველოს, ყაზახეთსა და ევროპას შორის მოთხოვნის ძირითადი განმაპირობებელი და მამოძრავებელი ძალაა, რაც „გულისხმობს რეგიონის შიდა ვაჭრობის 37%-იან ზრდას და ხსენებულ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის 28%-იან ზრდას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სწორი ინვესტიციებითა და პოლიტიკით, შუა დერეფანმა შეიძლება, ხელი შეუწყოს ვაჭრობის მოცულობის გასამმაგებას, ხოლო მარშრუტის გასწვრივ მგზავრობის დროის განახევრებას 2030 წლისთვის. ანგარიში სახელწოდებით - „სავაჭრო და სატრანსპორტო შუა დერეფანი – დარგობრივი პოლიტიკა და ინვესტიციები 2030 წლისთვის ტვირთების გადაზიდვების გასასამმაგებლად და მგზავრობის დროის გასანახევრებლად“, ფოკუსირებულია ყაზახეთზე, აზერბაიჯანსა და საქართველოზე. დოკუმენტში ის პრიორიტეტული ღონისძიებები განსაზღვრული, რომლებსაც მულტიმოდალური სარკინიგზო და საზღვაო დერეფნის სიცოცხლისუნარიან და სანდო სავაჭრო გზად გარდაქმნა შეუძლია. „აზერბაიჯანმა, საქართველომ და ყაზახეთმა, სხვა ქვეყნებთან ერთად, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს საკუთარი ხედვების შეთანხმებასა და დერეფნის წინსვლაში. მსოფლიო ბანკი სხვა მრავალმხრივ ორგანიზაციებთან და ქვეყნების მთავრობებთან ერთად მზადაა შუა დერეფნის მხარდასაჭერად,“ აღნიშნა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანტონელა ბასანიმ. ის ხაზს უსვამს, რომ ახალი მონაცემები ადასტურებს - შუა დერეფანი არამარტო სიცოცხლისუნარიანია, არამედ, შესაძლებელია არსებითი მნიშვნელობის მატარებელიც კი გახდეს მის გასწვრივ მდებარე ქვეყნების ეკონომიკისთვის.“ ანგარიში განსაზღვრავს ძირითად პოლიტიკას და ინვესტიციებს, რომლებიც საჭიროა ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ტრანსპორტზე არსებულ მოთხოვნაზე რეაგირებისთვის და ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად, რაც გულისხმობს შემდეგს: დერეფანში ლოგისტიკური გადაწყვეტა ოპერაციების შეუფერხებელი წარმოებისთვის; პროცესებისა და პროცედურების რეფორმირება და გამარტივება, განსაკუთრებით საზღვრის კვეთისას მულტიმოდალური დერეფნების ტრაფიკის, მონაცემებისა და მახასიათებლების შეუფერხებელი გაცვლის უზრუნველსაყოფად; ერთიან, თავსებად სისტემას შეუძლია დერეფანში პროცესებისა და ღონისძიებების ციფრული გარდაქმნის ხელშეწყობა; ეფექტიანობის ამაღლებას კასპიისა და შავი ზღვის გადაკვეთისას საზღვაო სატრანსპორტო საშუალებების ხელმისაწვდომობის მიმართულებით, პრობლემების აღმოფხვრასა და პორტის პროდუქტიულობის ზრდაზე ფოკუსირებასთან ერთად; ინვესტიციების პრიორიტეტულობის განსაზღვრის ერთიან სისტემაზე შეთანხმება. ანგარიში განსაზღვრავს საინვესტიციო შესაძლებლობების მნიშვნელოვან რაოდენობას, რომლებიც შემდგომ შეფასებას და პრიორიტეტულობის განსაზღვრას საჭიროებს. დოკუმენტში ვკითხულობთ: საქართველოს ორი პორტი აქვს შავ ზღვაზე, რომლებიც კომერციულ ტვირთნაკადებს უზრუნველყოფს, კერძოდ ფოთსა და ბათუმში, ქვეყანა ასევე ფლობს ორ საზღვაო ნავთობტერმინალს - სუფსა და ყულევი. ფოთი AP Moller Terminals-ს ეკუთვნის (APMT), ხოლო „ბათუმის პორტს“ „ყაზტრანსოილი“ მართავს. „ამრიგად, საქართველოს სახელმწიფოს როლი შემოიფარგლება პოლიტიკის შემქმნელისა და მარეგულირებლის როლით, რომელიც მოიცავს გემების მოძრაობას მართვას, საზღვაო უსაფრთხოებას და ასე შემდეგ. „საქართველოს პორტებში კონტეინერების ყოფნის დრო შედარებით მაღალია, ძირითადად, საგზაო/სარკინიგზო გადაზიდვების დაბალი ხარისხის გამო. საქართველოს პორტებში ტვირთების დაბინავების დროის ანალიზი მსოფლიო ბანკის ბოლო მოხსენებისთვის გამოყენებული მონაცემების საფუძველზე გაკეთდა,“ ნათქვამია დოკუმენტში, რომელშიც აღნიშნულია, რომ საჭიროა საკონტეინერო გადაზიდვების ტარიფების შემცირება ( ამჟამად უმაღლესი ტარიფებია საქართველოში, მთელი შავი ზღვის მასშტაბით). რეკომენდაციების ნაწილში ასევე მოცემულია, რომ უნდა იყოს უზრუნველყოფილი პორტის სერვისებზე წვდომა ყველასთვის ბაზრის მოთამაშისათვის. ასევე უნდა შემცირდეს პორტში ტვირთის გაჩერების დრო. უზრუნველყოფილი უნდა იყოს გადაზიდვების საბოლოო საფასურის გამჭვირვალობა და პროგნოზირებადობა. ამასთან, საჭიროა ტვირთის გადაადგილებაზე თვალყურის მიდევნება. ელექტრონულ დოკუმენტბრუნვის სისტემაზე გადასვლა. დოკუმენტში ტვირთების კონსოლიდაციის რეკომენდაციაზეც არის საუბარი. ყაზახური მხარის ვარაუდით, რომელმაც აღნიშნული ანგარიში მსოფლიო ბანკთან უკვე განიხილა, ანგარიშის პრიორიტეტული მიმართულებები შესაძლებელს გახდის ძირითადი ნაკადების დივერსიფიკაციას და მეტი პოტენციალის შექმნას საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებისთვის. ამასთან, ყახაზეთი მიიჩნევს, რომ TITR არის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მარშრუტი არსებული ლოგისტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
აზერბაიჯანი ყაზახეთის ნავთობის ტრანსპორტირებას ექვსჯერ ზრდის
ყაზახური ნავთობის ექსპორტმა აქტაუს პორტიდან 2023 წლის 11 თვის განმავლობაში 3,062 მლნ ტონა შეადგინა, რაც 50%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იუწყება Report KazTransOil-ი. აქტაუს პორტიდან ექსპორტისთვის ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობის ზრდა განპირობებულია ბაქოს პორტში გაგზავნილი ნედლეულის მოცულობის ზრდით, 205000 ტონიდან 1,238 მილიონ ტონამდე, რაც ექვსჯერ მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ტრადიციული მარშრუტების შეფერხების ფონზე, შუა დერეფანი კრიტიკული მნიშვნელობის ალტერნატივაა - ყაზახეთის პრემიერი
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR, შუა დერეფანი) მნიშვნელოვანი ალტერნატივაა ტრადიციული საკომუნიკაციო მარშრუტების შეფერხების ფონზე, განაცხადა 13 დეკემბერს ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა მთავრობის სხდომაზე. მისი განმარტებით, მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე და ტრადიციული საკომუნიკაციო გზების მოშლის გამო, საჭიროა ალტერნატიული მარშრუტების მოძიება. ამის ნათელი მაგალითი კი, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტია. როგორც ყაზახეთის პრემიერმა აღნიშნა, საზღვაო ტრანსპორტი ტვირთბრუნვის 60 პროცენტზე მეტს და მთელი საერთაშორისო ვაჭრობის 80 პროცენტს შეადგენს. მისივე თქმით, შიდა საზღვაო ნავსადგურების სრული განვითარების მიზნით, კურიკის პორტში სამუშაო მომავალი წლის ბოლომდე დასრულდება, ხოლო 2025 წელს - აქტაუში, რაც დიდი ტონაჟის გემების მოზიდვას შესაძლებელს გახდის.
ყაზახეთი „თალიბანს“ ტერორისტულ დაჯგუფებათა სიიდან ამოიღებს
ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, აიბეკ სმადიაროვმა განაცხადა, რომ ქვეყნის უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღებს „თალიბანს“, რომელიც ამჟამად ავღანეთს მართავს. როგორც სმადიაროვმა აღნიშნა, ასტანა კვლავაც გააგრძელებს გაეროს გადაწყვეტილებებისა და რეზოლუციების დაცვას ავღანეთის მიმართ. ყაზახეთმა „თალიბანი“ ოფიციალურად ტერორისტულ ორგანიზაციად 2005 წლის მარტში გამოაცხადა. ყაზახეთმა რამდენიმე ოფიციალური დელეგაცია გაგზავნა ქაბულში მას შემდეგ, რაც „თალიბანმა“ ხელისუფლება დაიბრუნა. სექტემბერში, დაახლოებით 300 ავღანელი ბიზნესმენი და „თალიბანის“ წარმომადგენელი ასევე დაესწრო ბიზნეს ფორუმს ასტანაში. ავღანეთი აშშ-ის ბოლო სამხედრო თვითმფრინავებმა დატოვეს
შუა დერეფანში ტრანზიტის დრო 2024 წელს 14-18 დღემდე შემცირდება - ყაზახური მედია
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გასწვრივ ტრანზიტის დრო, რომელიც ასევე ცნობილია როგორც შუა დერეფანი, 38-53 დღიდან 18-23 დღემდე შემცირდა. 2024 წელს იგეგმება ამ პერიოდის 14-18 დღემდე შემცირება, მათ შორის, ყაზახეთის ტერიტორიაზე - 6-დან 5 დღემდე. ინფორმაციას ყაზახური მედია ავრცელებს. 2023 წლის პირველ ცხრა თვეში ტვირთის გადაზიდვის მოცულობა 88%-ით გაიზარდა და მან 2 მილიონ ტონას მიაღწია. 2022 წლის პირველ ცხრა თვეში ეს მაჩვენებელი 1,1 მილიონ ტონას შეადგენდა. მარშრუტის გასწვრივ ტვირთის გადაზიდვის მოცულობა 2022 წელს 2,5-ჯერ გაიზარდა და მან 1,5 მლნ ტონა შეადგინა. მისი მთლიანი გამტარუნარიანობა წელიწადში 5,8 მილიონ ტონა ტვირთს შეადგენს.
ყაზახეთი: ტაივანი ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია
ყაზახეთი მტკიცედ უჭერს მხარს "ერთი ჩინეთის" პრინციპს და ტაივანს ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ქვეყანა მხარს უჭერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ძალისხმევას ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანების მისაღწევად.“ „ტაივანში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ყაზახეთის რესპუბლიკა იმეორებს თავის მტკიცე მხარდაჭერას „ერთი ჩინეთის“ პრინციპის მიმართ და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა არის ერთადერთი ლეგიტიმური მთავრობა, რომელიც წარმოადგენს მთელ ჩინეთს, ხოლო ტაივანი არის ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილი,“ - ნათქვამია ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში ვიცე-პრეზიდენტმა, მმართველი პარტიის კანდიდატმა ლაი ჩინ-ტიმ გაიმარჯვა. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩინეთმა ლაი ჩინ-ტის „საშიში სეპარატისტი“ უწოდა, რადგან ის ტაივანის მიმართ ჩინეთის ტერიტორიულ პრეტენზიებს უარყოფს
ყაზახეთი ბაქო-სუფსის გავლით ნავთობის ტრანსპორტირებაზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
ყაზახეთი აზერბაიჯანთან ბაქო-სუფსის ნავთობსადენით წელიწადში 3 მილიონ ტონამდე ნავთობის ტრანსპორტირებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. იუწყება ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრო. „საკითხი განიხილება აზერბაიჯანულ მხარესთან, რათა განიხილონ ბაქო-სუფსის ნავთობსადენით ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების შესაძლებლობა წელიწადში 3 მილიონ ტონამდე,“ - ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციაში. გასულ წელს აზერბაიჯანმა ყაზახეთს ბაქო-სუფსის მილსადენით 5 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება შესთავაზა. თუ შეთანხმებას მიაღწიეს, მოსალოდნელი იყო, რომ ეს იქნებოდა ნავთობი ქაშაგანის საბადოდან. ასევე, წყაროების მიხედვით, აზერბაიჯანი გამოვიდა მოწოდებით, რომ ნავთობი საქართველოს შავი ზღვის პორტებით ტრანსპორტირდეს. ბაქო-სუფსის მილსადენით (დასავლეთის მარშრუტის საექსპორტო მილსადენი) ნავთობის ტრანზიტი კასპიის რეგიონიდან, ბაქოს მახლობლად მდებარე სანგაჩალის ტერმინალიდან შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე საქართველოს პორტ სუფსამდე ხორციელდება. ნავთობსადენი ოფიციალურად 1999 წლის 17 აპრილს გაიხსნა. ნავთობსადენის სიგრძე 837 კილომეტრია. მისი გამტარუნარიანობა აღემატება შვიდ მილიონ ტონა ნავთობს წელიწადში (145000 ბარელი დღეში). მილსადენის ოპერატორი BP-ია. ნავთობის ტრანსპორტირების საბოლოო პუნქტია შავი ზღვის პორტი სუფსა. შემდეგ ნავთობის ტრანსპორტირება ევროპაში ტანკერებით ხდება.
შუა დერეფნის გავლით ექსპორტის 10 მილიონ ტონამდე გაზრდას ველოდებით - ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრი
„დივერსიფიცირების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის ტრანსკასპიურ სავაჭრო მარშრუტზე, რომელიც შუა დერეფანს წარმოადგენს. ჩვენ საკმაოდ ბევრ ინვესტიციას ვახორციელებთ, ეს დერეფანი არის ალტერნატივა ჩვენი ტრადიციული მარშრუტებისა, რომლებსაც ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ ამავდროულად, ვავითარებთ სხვა გზებს ჩვენი პროდუქტის ექსპორტისთვის,“ – ამის შესახებ ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრმა, ალიბეკ კუანტიროვმა მედიას დავოსში განუცხადა. მისი თქმით, 2025 წლისთვის ექსპორტი 10 მილიონ ტონამდე გაიზრდება. „ჩვენი აზერბაიჯანელი, ქართველი და თურქი მეგობრების დახმარებით, ორ საგზაო რუკას მოვაწერეთ ხელი შუა დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით. 2023 წელს ექსპორტი კასპიის ზღვიდან შუა დერეფნის გავლით ჩვენი ორი პორტიდან გაიზარდა 86 პროცენტამდე, 2,8 მილიონი ტონით. მთლიანობაში, ოთხივე ქვეყანა ველოდებით, რომ 2025 წლისთვის ამას 10 მილიონ ტონამდე გავზრდით, წელს საერთო, 2,8 მილიონი ტონიდან 1,5 მილიონი ტონა ნავთობზე მოდიოდა და ეს პირველად მოხდა,“ – განაცხადა მინისტრმა. მსოფლიო ბანკი მზადაა, რომ შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ყველა ქვეყანას ამ მარშრუტის განვითარებაში დაეხმაროს - პრაისი ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
შუა დერეფნის წარმატებით ფუნქციონირება მარშრუტის ყველა მონაწილის ძალისხმევას მოითხოვს - ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრი
„ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR, შუა დერეფანი) მწვანე მარშრუტი ხდება.“ აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ყაზახეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრმა ალიბეკ კუანტიროვმა განაცხადა. კუანტიროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შუა დერეფნის პროექტის წარმატებით განხორციელება მოითხოვს მარშრუტის მონაწილე ყველა ქვეყნის ძალისხმევას, რათა მისი განვითარების ხელისშემშლელი ბარიერები აღმოიფხვრას. „ეს მარშრუტი მწვანეა, რაც, თავის მხრივ, პარიზის შეთანხმების ვალდებულებების შესაბამისად, ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მისაღწევად ყაზახეთის პოლიტიკას შეესაბამება. ზოგადად, TITR ითვლება ერთ-ერთ ეფექტიან პროექტად, რომელიც დამატებითი სატრანსპორტო არტერიით, აზიასა და ევროპას აკავშირებს,“ - განაცხადა ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრმა. მსოფლიო ბანკი მზადაა, რომ შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ყველა ქვეყანას ამ მარშრუტის განვითარებაში დაეხმაროს - პრაისი ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შუა დერეფნის გავლით ექსპორტის 10 მილიონ ტონამდე გაზრდას ველოდებით - ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრი შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
თინა კანდელაკს ყაზახეთში შესვლა აეკრძალება
თინა კანდელაკს ქვეყანაში შესვლა ყაზახეთთან დაკავშირებით პროვოკაციული განცხადების შემდეგ აეკრძალება. ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აუცილებელ ზომებს უკვე იღება. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აიბეკ სმადიაროვმა განაცხადა. „სახელმწიფო ასეთ რამეს არასდროს აპატიებს. დიდი ალბათობით, მას არც მოუნდება აქ ჩამოსვლა, მაგრამ თუ დააპირებს არ შემოვუშვებთ," – ამბობს სმადიაროვი. ცნობისთვის, წლის დასაწყისში ყაზახეთში რკინიგზის ორ სადგურს სახელი შეეცვალა. რუსული ურალსკისა და უზენის ნაცვლად სადგურებს ორალი და ჟანაეზენი ჰქვია. კანდელაკმა ამასთან დაკავშირებით Telegram-ზე ისაუბრა. „როგორც ბალტიისპირეთის გამოცდილება გვიჩვენებს, ეს ძალიან საშიში ტენდენციაა. იქაც მცირედით დაიწყო, დღეს კი იხურება რუსული სკოლები, ნადგურდება საბჭოთა ძეგლები, იკრძალება რუსული ენა.... ძვირფასო ყაზახებო, თქვენ გაქვთ მარტივი, მაგრამ მრავლისმომცველი ზმნა мәңгу (დაბნევა, გაგიჟება, კონტროლის დაკარგვა). ამ ზმნიდან არის წარმოებული სიტყვა მანქურთი – ადამიანი, რომელმაც დაკარგა მეხსიერება, იდენტობა და ზოგჯერ გონებაც. საკუთარი თავისა და მოვლენების, ისტორიის და მათ შორის ისტორიული სახელების დავიწყება არამარტო უწიგნური, არამედ საშიში წამოწყებაა," – წერდა კანდელაკი. ყირგიზი რუსულენოვანი მწერლის, ჩინგიზ აიტმატოვის ნაწარმოებებში მანქურთები არიან ტყვედ ჩავარდნილი ადამიანები, რომლებიც უსულო მონებად აქციეს. გადატანითი მნიშვნელობით, ეს ტერმინი უწარსულო, ეროვნული ფესვების არმქონე ადამიანის სინონიმია, რომელსაც ხშირად შეურაცხმყოფელი კონოტაცია აქვს.
ყაზახეთი და IFC შუა დერეფნის შემდგომი განვითარების საკითხებს განიხილავენ
ყაზახეთმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფანი) შემდგომ განვითარებაზე იმსჯელეს. ეს თემა ყაზახეთის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრ ტალგატ ლასტაევსა და IFC-ის წარმომადგენლებს შორის განიხილებოდა. მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის საკითხები ყაზახეთის ზოგიერთი აეროპორტის, მშრალი პორტებისა და ლოგისტიკური პარკების განვითარებაზე, ყაზახეთის საზღვარზე ჩინეთთან მესამე საგუშაგოს, აქტაუს პორტში საკონტეინერო კვანძისა და სარჟას მრავალფუნქციური საზღვაო ტერმინალის მშენებლობაზე. ასევე, მთელი რიგი მაგისტრალების რეკონსტრუქცია. „მომდევნო 5 წელიწადში დაახლოებით 40 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო სატრანსპორტო ინდუსტრიაში დასახული ყველა ამოცანის შესასრულებლად, მათ შორის, სატრანზიტო შესაძლებლობების გაზრდა. სამინისტრომ ჩამოაყალიბა 36 პროექტი სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტის, ავიაციის და საავტომობილო გზების სფეროებში,“ - განაცხადა ლასტაევმა. მსოფლიო ბანკი მზადაა, რომ შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ყველა ქვეყანას ამ მარშრუტის განვითარებაში დაეხმაროს - პრაისი ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
ყაზახეთმა პაკისტანს შუა დერეფნის განვითარებაში ჩართვა შესთავაზა
ყაზახეთის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრი პაკისტანის კავშირგაბმულობის, რკინიგზისა და საზღვაო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს საიდ მაჟარ ალი შაჰს შეხვდა. ყაზახური მედიის ცნობით, მხარეებმა რკინიგზის სექტორში და საგზაო და საზღვაო კომუნიკაციებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლასტაევმა დაადასტურა ყაზახეთის განზრახვა, ითანამშრომლოს პაკისტანთან და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანას სჭირდება ეფექტიანი სატრანსპორტო და ლოგისტიკური სისტემის შექმნა ორმხრივი პარტნიორობის გასაძლიერებლად. „ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს სატრანზიტო დერეფნების ათვისების კუთხით. ყაზახეთი დაინტერესებულია ML-4 Gwadar-Quetta და Kohat-Tal-Harlachi სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროექტის განხორციელებით, ვაჭრობის გაფართოებისა და გამარტივების მიზნით,“ - განაცხადა ტალგატ ლასტაევმა. ტალგატ ლასტაევი პაკისტანურ მხარეს საზღვაო სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ ესაუბრა. როგორც ყაზახური მედია წერს, მან პაკისტანურ მხარეს ჩრდილოეთ-სამხრეთის და TITR დერეფნების ერთობლივი განვითარება შესთავაზა.„ჩვენ გთავაზობთ, განვიხილოთ საკონტეინერო ტრანსპორტირების ორგანიზების საკითხები და საქონლის ექსპორტი ყაზახეთიდან ჩინეთში აქტაუს პორტით და შემდგომ პაკისტანში, ომანის ყურის გავლით,“ განაცხადა ვიცე-მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შუა დერეფანი ალტერნატიულ მარშრუტად განიხილება, რომელიც რუსეთს გვერდს უვლის. მსოფლიო ბანკი მზადაა, რომ შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ყველა ქვეყანას ამ მარშრუტის განვითარებაში დაეხმაროს - პრაისი ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
ყაზახეთი ხორვატიის ბიზნესს შუა დერეფნის პროექტში ჩართვისკენ მოუწოდებს
სატრანსპორტო და ლოგისტიკური პროექტების განვითარება, განსაკუთრებით, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფნის) ფარგლებში, ყაზახეთისა და ხორვატიისთვის მომგებიანია. ამის შესახებ ყაზახეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრმა ალიბეკ კუანტიროვმა ხორვატიის პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩთან შეხვედრისას განაცხადა. „ეს არის ერთ-ერთი ეფექტური სფერო, რომელსაც ყაზახეთი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს,“ - განაცხადა მინისტრმა. გარდა ამისა, კუანტიროვმა ისაუბრა ყაზახეთის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში გატარებულ ფართომასშტაბიან რეფორმებზე და მოუწოდა ხორვატიის მხარეს, შეუერთდეს დიდ პროექტებს. „ჩვენ მოვუწოდებთ ხორვატიის ბიზნესებს, მონაწილეობა მიიღონ ლოგისტიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებში შუა დერეფნის გასწვრივ, მათ შორის, კასპიის ზღვის პორტებში, როგორიცაა, აქტაუ და კურიკი,“ - განაცხადა მან მოგვიანებით ზაგრებში, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ყაზახეთ-ხორვატიის მთავრობათაშორისი კომისიის პირველი შეხვედრის დროს. მსოფლიო ბანკი მზადაა, რომ შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ყველა ქვეყანას ამ მარშრუტის განვითარებაში დაეხმაროს - პრაისი ანკარაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშუტის (შუა დერეფანი) მმართველი და საერთო კრების შეხვედრები გაიმართა. შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნების სარკინიგზო ადმინისტრაციების, საპორტო ინფრასტრუქტურისა და საზღვაო გადამზიდავების ხელმძღვანელებმა 2023 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში და შედეგები წარადგინეს. ამასთან, 2024 წლის გეგმებზე ისაუბრეს. საქართველოს რკინიგზის დელეგაციას გენერალური დირექტორი დავით ფერაძე ხელმძღვანელობდა. საქართველოს რკინიგზის ცნობით, ანკარაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშუტისადმი მიძღვნილი ე.წ. ,,მრგვალი მაგიდაც“ გაიმართა. დისკუსიებში, რომელიც შუა დერეფანში არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებს ეხებოდა, საერთაშორისო ინსტუტების ექსპერტები, ტვირთმფლობელები, ფორვარდერები, თურქეთისა და შუა დერეფნის ქვეყნების ბიზნეს წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. „ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზების მიერ დაფუძნებული ერთობლივი კომპანიიის „Middle Corridor Multimodal LTD” -ის მმართველობის პირველი საერთო კრება გაიმართა. შეხვედრაზე ახლად დაფუძნებული კომპანიის მიერ უახლოეს თვეებში განსახორციელებელი ორგანიზაციული და საოპერაციო საქმიანობები განიხილეს,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
ყაზახეთი და ევროკომისია შუა დერეფანთან დაკავშირებით შეთანხმების ხელმოწერას განიხილავენ
ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრი მარატ კარაბაევი ბრიუსელში ევროკომისარს ტრანსპორტის საკითხებში ადინა-იოანა ვალეანს შეხვდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ყაზახეთისა და ევროპის სატრანსპორტო პოტენციალის განვითარების ძირითადი საკითხები განიხილეს. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს თანამშრომლობას ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) განვითარებაში. ამავდროულად, მხარეებმა ევროკომისიასთან შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობაც განიხილეს. 29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ევროპისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის ევროპული და საერთაშორისო ფონდებიდან ათი მილიარდი ევრო გამოიყოფა. გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსურ სახსრებს ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გამოყოფს. ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ ფორუმს, რომელიც ბრიუსელში იმართება, ესწრებიან ევროკომისიის მაღალი დონის წარმომადგენლები, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ცენტრალური აზიის, კავკასიის ქვეყნები და თურქეთი. სხვა მონაწილეები არიან „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები, ფინანსური ინსტიტუტები და კერძო სექტორი. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), რომელიც სამხრეთ ყაზახეთს კვეთს, ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. (TITR) ცნობილია, რომ „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე მოიხსენიებენ როგორც „შუა დერეფანი“) ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. რაც შეეხება ცენტრალურ ტრანსკასპიურ ქსელს (CTCN), მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. გეოგრაფიულად, კვლევა აფასებს არსებულ და პოტენციურ ახალ დერეფნებს, რომლებიც შუა აზიის ხუთ რესპუბლიკასა (ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს შორის (TEN-T) ყველაზე მდგრად სატრანსპორტო კავშირებს უზრუნველყოფენ. კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ტრანსკასპიური ქსელის განვითარება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს რეგიონს: 1) მაგალითად, მოიტანს უფრო ძლიერ რეგიონულ კოორდინაციას, რაც გამოიწვევს ერთიან ტარიფებს, ერთიან მიდგომას, 2) გაზრდის დაკავშირებადობას ეკონომიკურ ცენტრებს შორის, რაც გამოიწვევს უფრო მაღალ რეგიონულ და საერთაშორისო ღირებულების ჯაჭვს და სხვა. ევროკავშირის შეფასებით, კვლევაში ასახული დასკვნები ხელს შეუწყობს ცენტრალურ აზიაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაგეგმვისა და განვითარების გამჭვირვალე ქმედებების იდენტიფიკაციას და პრიორიტეტიზაციას, რომელიც მდგრადობის მკაცრ კრიტერიუმებს, მათ შორის გარემოსდაცვით, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ფინანსურ და ფისკალურ ასპექტებს ეფუძნება. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
ყაზახეთსა და რუმინეთს TRACECA-ს განვითარება სურთ
ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრი მარატ კარაბაევი რუმინეთის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მრჩეველს ფლორინ სპატარუს ბრიუსელში შეხვდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სამოქალაქო ავიაციისა და საგზაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობა, ყაზახეთის დელეგაციის რუმინეთში ვიზიტისას ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერა და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფნის) და TRACECA-ს განვითარება განიხილეს. კარაბაევმა რუმინელი ინვესტორები მიიწვია, რათა ერთობლივად განახორციელონ ინფრასტრუქტურული პროექტები ტრანსპორტის სექტორში. თავის მხრივ, ფლორინ სპატარუმ ყაზახეთსა და რუმინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიმართ ინტერესი გამოხატა. 2023 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, ყაზახეთსა და რუმინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2.6 მილიარდი დოლარი შეადგინა. ყაზახეთიდან რუმინეთში ექსპორტმა 2.5 მილიარდი დოლარი, ხოლო იმპორტმა რუმინეთიდან ყაზახეთში 101 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ყაზახეთი და TRACECA როგორც კასპიის, ისე შავ ზღვაზე, საბორნე მომსახურების განვითარების საკითხებს განიხილავენ TRACECA არის საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამა, რომელშიც ევროკავშირი და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 12 წევრი ქვეყანაა ჩართული. პროგრამის მიზანია ეკონომიკური ურთიერთობების, ვაჭრობისა და ტრანსპორტის გაძლიერება შავი ზღვის აუზის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში. ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი 1993 წელს, ბრიუსელის დეკლარაციის საფუძველზე, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მონაწილეობით შეიქმნა.
ყაზახეთმა ევროპელ ინვესტორებს პორტებისა და აეროპორტების მართვა შესთავაზა
ყაზახეთი ევროპულ კორპორაციებს ქვეყნის ძირითადი პორტების მართვის საშუალებას აძლევს. ამის შესახებ ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრი მარატ კარაბაევი საუბრობს. „მზად ვართ, ყაზახეთის 22 აეროპორტი ევროპელ ინვესტორებს მართვაში გადაეცეს, რაც ნამდვილად გახდება სატრანზიტო კვანძი აზიასა და ევროპას შორის,“ - განაცხადა კარაბაევმა. გარდა ამისა, მინისტრმა მსგავსი პარტნიორობა ევროპელ ინვესტორებს, ქვეყნის საზღვაო პორტებთან დაკავშირებით, კერძოდ, აქტაუსა და კურიკის პორტებთან დაკავშირებითაც შესთავაზა. დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ამ პორტებმა შუა დერეფნის პროექტისთვის, რომელიც ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს, დამატებითი მნიშვნელობა შეიძინეს. კარაბაევმა ხაზი გაუსვა ყაზახეთის საკვანძო პოზიციას და მადლობა გადაუხადა ევროპელ პარტნიორებს გლობალური კარიბჭის ინიციატივით ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების განმტკიცებისთვის. მინისტრის თქმით, ორი უდიდესი აეროპორტი უკვე გადაეცა კერძო საკუთრებაში - ალმათის აეროპორტი თურქულ-ფრანგულ კომპანია TAV-ს, რომელიც პარიზის აეროპორტს მართავს და ასტანის აეროპორტი - კომპანია Terminals-ს, რომელიც აბუ დაბის აეროპორტებს მართავს. ბრიუსელში ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ ფორუმი გაიმართა. ორი დღის განმავლობაში ფორუმის მონაწილეები განიხილავდნენ აუცილებელ ინვესტიციებს ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის უახლეს, მულტიმოდალურ და ეფექტიან მარშრუტად გადაქცევისთვის, რომელიც ევროპასა და ცენტრალურ აზიას 15 დღის განმავლობაში დააკავშირებს. მაღალი დონის მონაწილეებს შორის იყვნენ ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის სამთავრობო წარმომადგენლები, ასევე, ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი და ტრანსპორტის საკითხებზე პასუხისმგებელი კომისარი ადინა ვალეანი. ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის ათი მილიარდი ევრო გამოიყოფა ყაზახეთის პრეზიდენტი: ვიწვევთ იტალიელ ინვესტორებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ჩვენი პორტების განვითარებაში
ნაზარბაევის ქანდაკება ყაზახეთის ეროვნული მუზეუმის გამოფენიდან საწყობში გადაიტანეს
ყაზახეთის ეროვნულმა მუზეუმმა ექსპოზიციიდან ამოიღო ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლი, რომელიც 2018 წელს დამონტაჟდა. როგორც რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახური იუწყება, რომ ნაზარბაევის ძეგლი დარბაზში პირველ სართულზე იდგა, ამჟამად კი საწყობი ინახება. როგორც მედია წერს, ძეგლის უკანა მხარეს გაკეთებული იყო დაფა, რომელსაც ლათინურად შემდეგი შინაარსის წარწერა ჰქონდა: „ჩემი ოცნებაა, ყაზახეთი იყოს მარადიული ქვეყანა. დრო გაივლის, ხალხი წავა, მაგრამ დამოუკიდებლობა დარჩება." ჯერჯერობით ეს დაფა ციფრული ეკრანით არის დაფარული. მუზეუმის პირველ სართულზე აღარ ჩანს ნაზარბაევის მასშტაბური პორტრეტი, რომელიც შენობის ცენტრში იყო განთავსებული. ყაზახეთის ექსპრეზიდენტსა და მის პრესმდივანს ძეგლის დემონტაჟსა და ნახატის გადატანაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. ეს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ასტანაში ნაზარბაევის ძეგლის დემონტაჟის მეორე შემთხვევაა. გასულ თვეში ყოფილი პრეზიდენტის ძეგლი თავდაცვის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდანაც აიღეს. ძეგლი, რომელშიც ნაზარბაევი სამხედრო ფორმაშია გამოსახული, 2020 წელს გაიხსნა, ყოფილი პრეზიდენტის მე-80 დაბადების დღის აღსანიშნავად. 2022 წლის იანვარში ქვეყანა მოიცვა უპრეცედენტო ანტისამთავრობო გამოსვლებმა, რომლებსაც მსხვერპლი მოჰყვა და რომელთა შედეგადაც დასუსტდა ნაზარბაევისა და მისი კლანის გავლენები. მისი ნათესავები და ახლობლები დაითხოვეს ოფიციალური და ბიზნესპოზიციებიდან, რამდენიმე მათგანი დააპატიმრეს.
რაზე ესაუბრა ზელენსკი ყაზახეთის პრეზიდენტს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყაზახეთის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომართ თოყაევს ესაუბრა. მან ყაზახეთს ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. „პრეზიდენტ თოყაევს ვაცნობე მშვიდობის ფორმულის ბოლო შეხვედრის შედეგები და გლობალური სამშვიდობო სამიტის მზადება. ჩვენ ასევე განვიხილეთ ორმხრივი სავაჭრო და პოლიტიკური დიალოგის გასაძლიერების გზები,“ - წერს ზელენსკი.
ყაზახეთისა და საბერძნეთის პორტები შუა დერეფნის განვითარებისთვის ითანამშრომლებენ
ყაზახეთის ელჩი საბერძნეთში ერლან ბაუდარბეკ-კოჟატაევი, საბერძნეთის ქალაქ პირეუსის მერს ჯანის მორალისს შეხვდა, რომლის დროსაც მხარეებმა ქალაქებს აქტაუსა და პირეუსს შორის თანამშრომლობის დამყარების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მერმა მორალისმა ელჩს საბერძნეთის უდიდესი პორტის ზრდის სტრატეგიები გააცნო. ელჩმა ბაუდარბეკ-კოჟატაევმა ხაზი გაუსვა ყაზახეთსა და საბერძნეთს შორის პოტენციურ თანამშრომლობას, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გასაუმჯობესებლად, აქტაუს და კურიკის საზღვაო პორტების გამოყენებით. მორალისმა Aktau-სთან გრძელვადიანი პარტნიორობის გაძლიერების მიმართ ინტერესი გამოხატა, განსაკუთრებით ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების მიმართულებით. პირეუსი, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში საერთაშორისო სატრანსპორტო კავშირებისთვის გადამწყვეტი ცენტრია, მეოთხე უდიდესი ევროპული პორტია როტერდამის, ჰამბურგისა და ანტვერპენის შემდეგ. მისი წლიური გამტარუნარიანობა 25 მილიონ ტონას შეადგენს. გარდა ამისა, პირეუსი, როგორც საბერძნეთის მთავარი სამგზავრო პორტი, ყოველწლიურად თითქმის 18 მილიონ მგზავრს ემსახურება. შეგახსენებთ, შუა დერეფანი ჩინეთისა და ევროკავშირის საკონტეინერო სარკინიგზო სატვირთო სისტემებს ცენტრალური აზიის, კავკასიის, თურქეთისა და აღმოსავლეთ ევროპის გავლით აკავშირებს. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. ცნობისთვის, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
ყაზახეთი მოუწოდებს ნიდერლანდებსა და ბელგიას, ერთობლივად განავითარონ შუა დერეფანი
ყაზახეთმა მოუწოდა ნიდერლანდებსა და ბელგიას, ერთობლივად განავითარონ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR, შუა დერეფანი). ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. კერძოდ, აღნიშნული თემა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რომან ვასილენკოსა და ბელგიისა და ნიდერლანდების ელჩთან შეხვედრაზე განიხილეს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შუა დერეფანი ხსნის ახალ პერსპექტივებს ყაზახეთსა და ევროპას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთქმედების გაფართოებისთვის. ვასილენკომ თანამოსაუბრეებს ასევე გააცნო ყაზახეთის ინიციატივები რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ გარემოს დაცვის, წყლის რესურსების და სხვა მიმართულებით. ყაზახეთისა და საბერძნეთის პორტები შუა დერეფნის განვითარებისთვის ითანამშრომლებენ ყაზახეთმა ევროპელ ინვესტორებს პორტებისა და აეროპორტების მართვა შესთავაზა
ყაზახეთი შუა დერეფნის ფარგლებში და საქართველოს გავლით, აზოტოვანი სასუქის ექსპორტს იწყებს
ყაზახეთში აზოტოვანი სასუქების ერთადერთი მწარმოებელი KazAzot SC-ის მიერ წარმოებული ამონიუმის ნიტრატის პირველი პარტია, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი) ფარგლებში, აზერბაიჯანში გაიგზავნა. ტვირთი საზღვაო გზით მიემგზავრება ჰოვსანის პორტში (აზერბაიჯანი), შემდეგ კი, საქართველოს ბათუმი პორტის გავლით, ევროპისა და მსოფლიოს სამომხმარებლო ბაზრებზე გავა. 3 ტონა პროდუქციის შემცველი პარტია, ყაზახეთის სატვირთო გემმა თურქესტანმა გადაზიდა. მიმდინარე წლის ბოლომდე, ყაზახეთი სულ მცირე 16 პარტიის გადაზიდვას გეგმავს.
აზერბაიჯანი და ყაზახეთი სამხედრო დაზვერვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმებას გააფორმებენ
აზერბაიჯანი და ყაზახეთი სამხედრო დაზვერვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტის ხელმოსაწერად ემზადებიან. ყაზახური მედიის ცნობით, ხელშეკრულების განსახორციელებლად, რესპუბლიკის ბიუჯეტში თავდაცვის სამინისტროს თანხებია გათვალისწინებული. „ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას, დაამტკიცოს ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში, სამხედრო დაზვერვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ თანდართული შეთანხმების პროექტი,“ - ნათქვამია დადგენილების პროექტში. აქვე აღნიშნულია, რომ „მხარეთა სამხედრო სადაზვერვო საქმიანობა არ არის მიმართული მესამე მხარის წინააღმდეგ.“
შუა დერეფნის განვითარებას ყაზახეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, გერმანია ხელსაყრელი პარტნიორია - მინისტრი
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TMTM, შუა დერეფნის) განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს ყაზახეთისთვის. ამის შესახებ ყაზახეთის მრეწველობისა და მშენებლობის მინისტრმა კანატ შარლაპაევმა სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის ყაზახეთ-გერმანიის მთავრობათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, გერმანიასთან სტრატეგიული სინერგია, კონტინენტთაშორისი სატრანსპორტო მარშრუტების, მათ შორის, ენერგომომარაგების გზების გზაჯვარედინზე მოხერხებულ გეოგრაფიულ მდებარეობასთან ერთად, აძლიერებს ყაზახეთს, როგორც რეგიონულ საინვესტიციო კერას და ერთ-ერთ მთავარ მოთამაშეს გლობალურ ენერგეტიკულ არენაზე. „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს ყაზახეთისთვის, როგორც ევროპისთვის ენერგორესურსებისა და სტრატეგიული საქონლის საიმედო მიმწოდებლისთვის,“ - განაცხადა მინისტრმა. მანვე აღნიშნა, რომ ყაზახეთის სამრეწველო პოტენციალის გაძლიერება ასევე არის გერმანიასთან თანამშრომლობის სტრატეგიულ მიმართულებებში. „ჩვენი რესპუბლიკისთვის გერმანია, როგორც ინდუსტრიული ძალა თავისი ძირითადი კომპეტენციებით, ყველაზე შესაფერისი პარტნიორია. ყაზახეთის მთავრობა დგას ამოცანის წინაშე, გააუმჯობესოს პირობები დიდი კერძო ინვესტიციების მოზიდვისთვის, უზრუნველყოს ბიზნესისთვის ინსტიტუციური გარემო და საკანონმდებლო რეგულირების ჰარმონიზაცია," - განაცხადა შარლაპაევმა. კატარის კომპანიებმა შუა დერეფნის განვითარებაში ინვესტირება უნდა განიხილონ - თოყაევი ყაზახეთი მოუწოდებს ნიდერლანდებსა და ბელგიას, ერთობლივად განავითარონ შუა დერეფანი ყაზახეთმა ევროპელ ინვესტორებს პორტებისა და აეროპორტების მართვა შესთავაზა
ყაზახეთს სურს, შუა დერეფნის ფარგლებში მთავარი საერთაშორისო სატრანზიტო ჰაბი გახდეს - მინისტრი
ყაზახეთი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფნის) ფარგლებში საერთაშორისო სატრანზიტო კერად გარდაქმნას ცდილობს. ამის შესახებ ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრმა მარატ კარაბაევმა განაცხადა. მან ეს განცხადება ტრანსპორტის სამინისტროში გაფართოებული საბჭოს სხდომაზე გააკეთა, რომელსაც ყაზახეთის პირველი ვიცე-პრემიერი რომან სკლიარი ხელმძღვანელობდა. „დღეს მთავარი ამოცანაა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების ფარგლებში ყაზახეთის საერთაშორისო სატრანზიტო ქვეყნად გარდაქმნა. გასულ წელთან შედარებით, ამ დერეფნის გასწვრივ ტრანსპორტირების მოცულობა 65 პროცენტით გაიზარდა და 2,8 მილიონი ტონა შეადგინა. 2022 – 1,7 მლნ ტონა). კერძოდ, 2,5-ჯერ გაიზარდა ყაზახური პროდუქციის ექსპორტი TITR-ის საშუალებით,“ აღნიშნა მინისტრმა. მინისტრის თქმით, ექსპორტთან ერთად, იზრდება იმპორტის ტვირთბრუნვაც. „ეს, თავის მხრივ, აჩვენებს ევროპული კომპანიების ინტერესს TITR-ის მარშრუტით. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები მეზობელი ქვეყნების უფლებამოსილ ორგანოებთან და კომპანიებთან ექსპორტის მოზიდვის მიზნით TITR მარშრუტზე, მათ შორის, ამ ტრანსპორტის სამთავრობო მხარდაჭერის ღონისძიებების უზრუნველყოფის შესახებ,“აღნიშნა მინისტრმა. შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო გზა, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს, გადის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოზე. ეს არის რუსეთზე გამავალი ჩრდილოეთის დერეფნის ალტერნატიული მარშრუტი. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დასავლეთმა მოსკოვს სანქციები დაუწესა, რის გამოც ქვეყნები ალტერნატიულ გზებს ეძებენ. კატარის კომპანიებმა შუა დერეფნის განვითარებაში ინვესტირება უნდა განიხილონ - თოყაევი ყაზახეთი მოუწოდებს ნიდერლანდებსა და ბელგიას, ერთობლივად განავითარონ შუა დერეფანი ყაზახეთმა ევროპელ ინვესტორებს პორტებისა და აეროპორტების მართვა შესთავაზა სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
ყაზახეთი და პოლონეთი სავაჭრო ბრუნვის ხელშეწყობისთვის, შუა დერეფნის როლზე ამახვილებენ ყურადღებას
ყაზახეთის ელჩი პოლონეთში ალიმ კირაბაევი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარეკ პრავდას შეხვდა. მხარეებმა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფნის გამოყენების მნიშვნელობა) განიხილეს. ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა პოლიტიკური, სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების გაფართოებისკენ თავიანთი ორმხრივი ვალდებულება დაადასტურეს. „ყაზახეთსა და პოლონეთს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდის მიზნით, კირაბაევმა და პრავდამ ყურადღება გაამახვილეს შუა დერეფნის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენების მიმზიდველობაზე,“ - აცხადებენ სამინისტროში. როგორც მარეკ პრავდამ აღნიშნა, ვარშავა ტრადიციულად განიხილავს ყაზახეთს, როგორც მის მნიშვნელოვან პარტნიორს ცენტრალურ აზიაში და მოწოდებულია, გააგრძელოს ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა ასტანასთან. ყაზახეთს სურს, შუა დერეფნის ფარგლებში მთავარი საერთაშორისო სატრანზიტო ჰაბი გახდეს - მინისტრი
ყაზახეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა შუა დერეფნის მნიშვნელობა და სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობა განიხილეს
საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სესიის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მურატ ნურთლეუსთან. მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. აღნიშნეს ორი ქვეყნის ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები და ბოლო წლებში გააქტიურებული მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშომლობას, აღინიშნა, რომ 2023 წელს, თბილისში წარმატებით ჩატარდა პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი. „განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და გაზრდილ სავაჭრო ბრუნვაზე. განხილული იყო ინვესტიციების და ტურიზმის მიმართულებით არსებული მაჩვენებლები. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობას. ამასთან მხარეებმა ისაუბრეს შუა დერეფნის მნიშვნელობაზე და ამ მხრივ სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობაზე. მხარეები შეთანხმდნენ გააგრძელონ თანამშრომლობა ყველა მნიშვნელოვანი საკითხთან დაკავშირებით. ილია დარჩიაშვილმა მურატ ნურთლეუ თბილისში მოიწვია,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ილია დარჩიაშვილი 26-27 თებერვალს ვიზიტით ჟენევაში იმყოფება. მინისტრი სიტყვით გამოვიდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტზე.
ყაზახეთმა მსოფლიო ბანკს შუა დერეფნის განვითარების სტრატეგიის მომზადება შესთავაზა
ყაზახეთმა მსოფლიო ბანკს (WB) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR შუა დერეფნის) განვითარებისათვის სტრატეგიის მომზადება შესთავაზა. ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს სატრანსპორტო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა საფარ ბექტასოვმა თბილისში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, ცენტრალური აზიის რეგიონსა და შავი ზღვის ქვეყნებს შორის სატრანსპორტო კავშირის მნიშვნელოვანი პოტენციალის გათვალისწინებით, კავკასიის გავლით ევროპასთან მისასვლელად, აუცილებელია ქვეყნებს შორის კოორდინირებული ღონისძიებების განხორციელება. „ჩვენ გთავაზობთ ყოვლისმომცველი გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბებას შუა დერეფნის ქვეყნებისთვის. დერეფანი, რომელიც გაგრძელდება, მაგალითად, 2040 წლამდე ან მის შემდეგ. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ მსოფლიო ბანკს, გამოიკვლიოს შუა დერეფნის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავების შესაძლებლობა, მომავალში პოტენციური ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ცვლილებების გათვალისწინებით,“ - განაცხადა ბექტასოვმა.
ყაზახეთს სურს, რომ რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ტანკერების ფლოტი გაზარდოს
ყაზახეთს სურს, რომ Aframax-ის ტანკერების ფლოტი რამდენიმე წლის განმავლობაში 12-მდე გაზარდოს. KMG-მ, რომელიც ფლობს Kazmortransflot-ს, და Abu Dhabi Ports-მა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას გასული წლის დეკემბერში მოაწერეს ხელს, რათა შეიქმნას ერთობლივი საწარმო, რომელიც უზრუნველყოფს საზღვაო მომსახურებას ნავთობისა და გაზის პროექტებისთვის კასპიის ზღვაში. „რამდენიმე წელიწადში ჩვენ ველოდებით ჩვენი ფლოტის გაზრდას 12 Aframax-მდე, რაც მოგვცემს თენგიზის საბადოდან ნავთობის სულ მცირე ნახევარს ტრანსპორტირების საშუალებას,“ - განაცხადა KMG-ის ხელმძღვანელმა მაგზუმ მირზაგალიევმა. ყაზახეთი ზრდის ნავთობის ექსპორტს რუსეთის პორტების გვერდის ავლით, ევროკავშირის მხრიდან სანქციების რისკების ზონაში მოხვედრის შიშის გამო. ყაზახეთი აცხადებს, რომ რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ტანკერების მზარდ რაოდენობას ყიდულობს „ჩვენი გეგმებია ამ მარშრუტზე ტრანსპორტის მოცულობის გაზრდა. ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვეძებთ Caspian Pipeline Consortium-ის ნავთობსადენის ალტერნატივას. CPC რჩება საიმედო, სტაბილური და, რაც მთავარია, ყველაზე სწრაფი მარშრუტი ჩვენი ნავთობის საექსპორტო ბაზრებზე მიტანისთვის,“ - განაცხადა მირზაგალიევმა. CPC-მ 2023 წელს ნავთობის გადაზიდვა 2022 წელთან შედარებით 8%-ით, 63,474 მილიონ ტონამდე გაზარდა და 2024 წელს 70 მილიონ ტონაზე მეტი ნედლეულის გადატუმბვას გეგმავს.
ყაზახურმა და ჩინურმა კომპანიებმა შუა დერეფნის გავლით მეტი საკონტეინერო მატარებლის გატარებაზე შეთანხმება გააფორმეს
ყაზახურმა KTZ Express JSC-მა და ჩინურმა Yuxinou Logistics Co., Ltd-მა, ყაზახეთის გავლით 200 საკონტეინერო მატარებლის გაგზავნის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. მათ შორის, საუბარია ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გასწვრივ (TITR, შუა დერეფანი) უფრო მეტი ტვირთის (20,000 TEU) გადაზიდვაზე. ინფორმაციას აერბაიჯანული მედია ავრცელებს. ყაზახეთის KTZ Express-მა ამ თვეში სამი საკონტეინერო მატარებელი გაგზავნა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR). ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შუა დერეფანს 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია - რა წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში
ყაზახეთმა აზიაში ქვანახშირის ექსპორტი გაზარდა, რუსეთში კი, მიწოდება შეამცირა
ყაზახეთმა აზიის ქვეყნებში ქვანახშირის ექსპორტი გაზარდა, ხოლო მიწოდება ევროკავშირსა და რუსეთში შეამცირა. ყაზახეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემების მიხედვით, ყაზახეთის ნახშირის ექსპორტი აზიაში გასულ წელს გაიზარდა 2,5-ჯერ და 5,8 მილიონ ტონამდე, მათ შორის ჩინეთში 52-ჯერ 0,762 მილიონ ტონამდე, ინდოეთში - ხუთჯერ 0,442 მილიონ ტონამდე, უზბეკეთში - სამჯერ 3,1 მილიონ ტონამდე. ინდონეზიაში 0,12 მილიონ ტონაზე მეტი გაიგზავნა, მაშინ როცა ერთი წლით ადრე ასეთი გადაზიდვები არ ყოფილა. ჩინეთი გასულ წელს გახდა ქვანახშირის მთავარი მყიდველი მსოფლიოში, გაზარდა იმპორტი რეკორდულ 474,42 მილიონ ტონამდე, რადგან მოთხოვნილება Covid-19-ის პანდემიის შემდეგ აღდგა. ჩინეთის წილი მსოფლიო იმპორტიორებს შორის 2023 წელს 32% იყო, ინდოეთი - 17%, იაპონია - 11%. ქვანახშირის მიწოდება რუსეთის ფედერაციაში ყაზახეთიდან 2023 წელს 12%-ით შემცირდა წლიურ 17,7 მილიონ ტონასთან შედარებით, 2022 წლის აგვისტოში ევროკავშირის სანქციების შემოღების შემდეგ შიდა ბაზარზე რუსული ნახშირის მიწოდების ზრდის გამო. ყაზახეთმა 2023 წელს ნახშირის მიწოდება ევროკავშირში 3%-ით შეამცირა. რუსულ ნახშირზე ევროპული ემბარგოს შემოღების შემდეგ, ყაზახეთი გახდა ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც რუსული მარაგი ევროკავშირის ბაზარზე შეცვალა.
ყაზახეთმა ლიეტუვას საკონტეინერო გადაზიდვების დასაწყებად თანამშრომლობა შესთავაზა
ყაზახეთის საგზაო ტრანსპორტისა და ტრანსპორტის კონტროლის კომიტეტის საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალმაზ აისინმა ლიეტუვას, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გასწვრივ საკონტეინერო გადაზიდვების დასაწყებად თანამშრომლობა შესთავაზა. ამის შესახებ ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა. ვილნიუსში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ყაზახეთ-ლიეტუვის მთავრობათაშორისი კომისიის მე-14 შეხვედრა გაიმართა. ყაზახეთის დელეგაციას ვაჭრობისა და ინტეგრაციის ვიცე-მინისტრი ტორებაევი, ლიეტუვის დელეგაციას კი, ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრი არმონაიტი ხელმძღვანელობდა. შეხვედრისას აისინმა ხაზი გაუსვა ყაზახეთის მთავარ როლს ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის ტვირთების ტრანზიტში და ხაზი გაუსვა, რომ რესპუბლიკა ყველა ღონეს ხმარობს რეგიონში სატრანსპორტო და სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისა და სატრანსპორტო დერეფნების მოდერნიზაციისთვის. ლიეტუველი პარტნიორები ასევე გაეცნენ არსებულ პერსპექტივებსა და ღონისძიებებს, რომლებიც ევროპული კომპანიების მხრიდან უკვე დიდ ყურადღებას იპყრობს. შუა დერეფანი - სუეცის არხის ალტერნატივა: რეალობა და პერსპექტივები
აზერბაიჯანსა და ყაზახეთს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების გაზრდა სურთ
აზერბაიჯანი და ყაზახეთი მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რომლის მიზანიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების გაძლიერებაა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. ორი ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს, განსაკუთრებით, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას (SOCAR) და ყაზახეთის KazMunayGaz-ს შორის, რათა წამოიწყონ კონკრეტული ქმედებები აზერბაიჯანის გავლით ყაზახური ნავთობის დივერსიფიცირებული ტრანზიტისთვის. ეს მოიცავს BTC შეთანხმების შესრულებას ყოველწლიურად, 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ და ამ რაოდენობის გაზრდას გეგმავს. ორივე ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროებმა განიხილეს სტრატეგიული ენერგეტიკული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს გრძელვადიანი ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას. BTC-ის ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია, აქედან 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი - საქართველოს, ხოლო მარშრუტის 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში, ხოლო მისი ნავთობით შევსება 2005 წლის მაისში დაიწყო.
თოყაევი: ყაზახეთი და აზერბაიჯანი თანამშრომლობის ახალ ეპოქაში შედიან
ყაზახეთ-აზერბაიჯანის თანამედროვე ურთიერთობები მზარდია, განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა აზერბაიჯანულ გაზეთთან ინტერვიუში. მისი თქმით, სისტემატური მუშაობა მიმდინარეობს პოლიტიკურ, სავაჭრო და ეკონომიკურ, სატრანზიტო და სატრანსპორტო, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში კონტაქტების დასამყარებლად. გარდა ტრადიციული ურთიერთქმედების მექანიზმებისა, ჩამოყალიბდა და ფუნქციონირებს ბიზნეს და ექსპერტთა საბჭოები. ბაქოში ჩემი ვიზიტის დროს ჩვენ შევქმნით უმაღლეს სახელმწიფოთაშორის საბჭოს და გავმართავთ მის პირველ სხდომას. მარეგულირებელი და სამართლებრივი ბაზა თანდათან ფართოვდება; მხოლოდ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში 40-მდე მნიშვნელოვან ორმხრივ დოკუმენტს მოეწერა ხელი. მოახლოებული ვიზიტის დროს ხელმოწერისთვის მზადდება დოკუმენტების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პაკეტი. ბუნებრივია, ეს ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს ურთიერთობას. 2020 წლიდან ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა თითქმის 5-ჯერ გაიზარდა (109 მილიონი დოლარიდან 529 მილიონ დოლარამდე). ეს არის შთამბეჭდავი დინამიკა და ჩვენ ვგეგმავთ გავაგრძელოთ მოცულობის გაზრდა. ჩვენი პორტფოლიო მოიცავს ბევრ პროექტს, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ასევე, მთლიანად რეგიონისთვის. ეს არის ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფნის) შესაძლებლობების გაფართოება, ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ხაზის (FOCL) და ენერგეტიკული კაბელის გაყვანა კასპიის ზღვის ფსკერზე, ნავთობისა და ურანის ექსპორტი. აზერბაიჯანის გავლით, ხოლო ხორბლის მიწოდება ყაზახეთიდან აზერბაიჯანის ბაზარზე. რამდენიმე ერთობლივი ინიციატივა მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის კულტურული კავშირების გაძლიერებას და ტურისტული ნაკადების გაზრდას. ჩვენი საერთო მიზანია, შევქმნათ მართლაც ძლიერი ურთიერთობები ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის,“ აღნიშნა თოყაევმა.
ალიევი თოყაევთან შეხვედრაზე: შუა დერეფანი თავის სრულ პოტენციალს ახლა წარმოაჩენს
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დღეს ყაზახ კოლეგას უმასპინძლა. საუბარი სხვა საკითხებთან ერთად შეეხო შუა დერეფანსაც. ალიევის შეფასებით, შუა დერეფანი თავის სრულ პოტენციალს ახლა წარმოაჩენს. ამის შესახებ მან ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენც (აზერბაიჯანი და ყაზახეთი - რედ.) მეზობლები ვართ. მხოლოდ კასპიის ზღვა გვყოფს. მაგრამ ის (კასპიის ზღვა - რედ.) დღეს არ არის ბარიერი. პირიქით, კასპიის ზღვა არის ხიდი არამხოლოდ ჩვენს ქვეყნებს შორის, არამედ, ბევრ სხვა სახელმწიფოს შორის, რადგან ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტი ახლა წარმოაჩენს თავის სრულ პოტენციალს,“ - აღნიშნა ალიევმა. დღესვე, ყაზახეთის ელჩმა აზერბაიჯანში ალიმ ბაილმა ყაზახეთ-აზერბაიჯანის ბიზნეს საბჭოს მე-2 შეხვედრის დროს განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და ყაზახეთი მსხვილ რეგიონულ პროექტებს ახორციელებენ. მისივე თქმით, ეს მოიცავს შუა დერეფნის განვითარების პროექტებს, კასპიის ზღვის ფსკერზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ხაზის გაყვანას და ა.შ. „გასულ წელს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობამ 530 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც ბოლო წლების რეკორდული მაჩვენებელია,“ - განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ არსებობს სავაჭრო ბრუნვის შემდგომი გაფართოების პოტენციალი. ბაიელმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ბიზნესსაბჭოს საქმიანობის გაფართოება, როგორც მსხვილი, ისე საშუალო ბიზნესის მოზიდვა. შუა დერეფნის გასწვრივ ტვირთის გადაზიდვის მოცულობა 10 მილიონ ტონას მიაღწევს - ყაზახეთის პრეზიდენტი შუა დერეფანი - სუეცის არხის ალტერნატივა: რეალობა და პერსპექტივები
აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტზე ტრანზიტული ნავთობის მოცულობის ზრდის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
აზერბაიჯანში, ბაქოში, ყაზახურმა KazMunayGas JSC (KMG) და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყაზახეთის ნავთობის ტრანზიტის მოცულობის ეტაპობრივად გაზრდას ითვალისწინებს. KMG-ს ცნობით, ორმხრივ დოკუმენტებს ხელი მოაწერეს KMG-ის მართვის საბჭოს თავმჯდომარემ მაგზუმ მირზაგალიევმა და SOCAR-ის პრეზიდენტმა როვშან ნაჯაფმა. ცერემონიას ესწრებოდნენ ყაზახეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტები. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყაზახური ნავთობის სატრანზიტო მოცულობის ეტაპობრივი გაზრდის შესახებ შეთანხმება აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტზე, ყოველწლიურად, 2,2 მილიონ ტონამდე ყაზახური ნავთობის მოცულობის გაზრდას ითვალისწინებს. ამ შეთანხმების ფარგლებში მხარეები გააგრძელებენ აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტით ტრანსპორტირების ტარიფების შემცირების, ასევე, ბაქო-სუფსის მარშრუტზე ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების საკითხების განხილვას გააგრძელებენ. „დოკუმენტები, რომლებსაც ჩვენ დღეს მოვაწერეთ ხელი, დამატებით წვლილს შეიტანს ჩვენს კომპანიებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში ყაზახური ნავთობის გლობალურ ბაზრებზე ტრანსპორტირების თვალსაზრისით,“ - აღნიშნა მაგზუმ მირზაგალიევმა.
ევროკავშირი: რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომთან დაკავშირებით, ყაზახეთის მკაფიო პოზიციას მივესალმებით
ევროკავშირი მოწოდებულია, გააღრმაოს და გააფართოოს ურთიერთობები ყაზახეთთან ყველა, ორმხრივად მომგებიანი მიმართულებით. ევროკავშირი ყაზახეთს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომთან დაკავშირებული პოზიციის გამო აქებს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში, რომელიც ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე, ყაზახეთის ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მურატ ნურტლეუს თანდასწრებით წაიკითხეს. „ჩვენ მივესალმებით ყაზახეთის მკაფიო პოზიციას რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომთან დაკავშირებით და მის მიერ საერთაშორისო სამართლის დაცვას, მათ შორის, გაეროს წესდებისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის პრინციპების მიმართ პატივისცემას,“ - ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირმა ასევე მადლობა გადაუხადა ყაზახეთის მთავრობას "აქტიური და კონსტრუქციული ჩართულობისთვის ეუთოს, როგორც საერთო უსაფრთხოების პლატფორმის მხარდასაჭერად, ასევე, მისი ძალისხმევისთვის, გააძლიეროს რეგიონული თანამშრომლობა ცენტრალურ აზიაში." ყაზახეთი მხარს უჭერს უკრაინაში სისხლისღვრის შეწყვეტას „სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის საფუძველზე გაეროს წესდების ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად.“ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას არ სჭირდება რუსეთისა და ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანება.
“საბჭოთა ეპოქის ნიშნებს შეიცავს, გასათვალისწინებელია ახალგაზრდების გონივრული არგუმენტები“ - ყაზახეთის პრეზიდენტი გერბის შეცვლას აანონსებს
ყაზახეთისა პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ სახელმწიფო გერბი ძალიან რთულად აღქმადია და ის საბჭოთა ეპოქის ნიშნებს შეიცავს. „სახელმწიფო გერბთან დაკავშირებით, მიზანშეწონილია, გავითვალისწინოთ პროფესიონალებისა და დაინტერესებული მოქალაქეების, მათ შორის, ახალგაზრდების გონივრული არგუმენტები იმის შესახებ, რომ ყაზახეთის გერბი ძალიან რთულად აღქმადია, შეიცავს საბჭოთა ეკლექტიზმისა და ეპოქის ნიშნებს,“ - აღნიშნა თოყაევმა. მისი თქმით, თუ იქნება საერთო შეთანხმება, შესაძლოა, შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც არსებითად განიხილავს ყველა ასპექტს, გამართავს საჯარო განხილვას და შემდეგ გამოაცხადებს ღია კონკურსს ახალი გერბის საუკეთესო ესკიზისთვის. გარდა ამისა, თოყაევმა გაიხსენა, რომ გასულ წელს, მან ისაუბრა ქვეყნის ქალაქებისა და რეგიონების სიმბოლოების სისტემატიზაციისა და ერთიან სტანდარტამდე მიყვანის აუცილებლობაზე. ყაზახეთის გერბზე, რომელიც პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის ბრძანებით 1992 წელს დაამტკიცეს, გამოსახულია შანირაკი (იურტის ზედა ნაწილი), რომელიც ყველა მიმართულებით მზის სხივებს ასხივებს, ორივე მხარეს კი, დატანილია მითიური ფრთოსანი ცხენები, შუაში კი, ხუთქიმიანი ვარსკვლავია გამოსახული.
წითელ ზღვაში დაძაბულობის გამო, სამხრეთ კორეამ თებერვალში ყაზახური CPC Blend-ის კლასის ნავთობის იმპორტი შეაჩერა
სამხრეთ კორეამ აზიის მესამე უმსხვილეს ნედლეულის იმპორტიორ, ყაზახეთის ნავთობის (CPC Blend) შესყიდვა შეაჩერა. „ლოგისტიკა ნავთობის შესყიდვისთვის ძალიან ძვირი და არაეფექტიანია წითელი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების მუდმივი პრობლემების ფონზე,“ განაცხადეს Spglobal-ის წყაროებმა. სამხრეთ კორეა ნედლი ნავთობის მუდმივი მომხმარებელი იყო. თუმცა, თებერვალში ნულოვანი გადაზიდვები დაფიქსირდა, რაც იყიო პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთ კორეამ ვერ შეძლო ნავთობის მიღება 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ. სამხრეთ კორეის ტოპ გადამამუშავებელმა SK Innovation-მა და მისმა გადაზიდვის შვილობილმა SK Shipping-მა აღნიშნეს, რომ ყაზახეთის (CPC Blend) ნედლეულის გადაზიდვებისთვის ლოგისტიკური ხარჯების მკვეთრი ზრდა დიდი შეშფოთებაა და ისინი ყურადღებით განაგრძობენ რისკების შეფასებას. სამხრეთ კორეამ შეიძლება, კვლავ მიიღოს რამდენიმე ტვირთი უახლოეს თვეებში, რადგან ჩამოსვლის შეფერხებებიც ფიქსირდება, რადგან როგორც ცნობილია, გადამზიდავები კეთილი იმედის კონცხის გავლით (აფრიკის სამხრეთით მდებარე კონცხი; მდებარეობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კაპის ნახევარკუნძულზე, კეიპტაუნის სამხრეთით, რედ.) მოძრაობენ. „თუმცა, მოსალოდნელია, რომ გადამამუშავებელი მწარმოებლები მნიშვნელოვნად შეამცირებენ CPC Blend ნედლი ნავთობის შესყიდვებს მომავალში, ამბობე სეულში დაფუძნებული Korea Petroleum Association-ის ანალიტიკოსები. როგორც ცნობილია, წითელ ზღვაში გემებზე ჰუსიტების თავდასხმების დაწყებიდან, სუეცის არხის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 55%-ით შემცირდა. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) შეფასებით, სუეცის არხმა ტვირთის დაახლოებით ორი მესამედი წითელ ზღვაში დაძაბულობის გამო დაკარგა და ეს ტვირთი ახლა სამხრეთ აფრიკაში გადის. რიგმა გადამზიდავმა კომპანიებმა გადაწყვიტეს, მთლიანად შეაჩერონ ტრანსპორტირება წითელი ზღვის გავლით.
ყაზახეთმა შესაძლოა, რუსული ბანკები ჩინეთის, თურქეთისა და სამხრეთ კორეის ფინანსური ინსტიტუტებით ჩაანაცვლოს
ყაზახეთის ხელისუფლება აპირებს ჩინეთიდან, თურქეთიდან და სამხრეთ კორეიდან ბანკების შვილობილი კომპანიების მოზიდვას, რათა რუსული Sberbank, VTB და Alfa Bank ჩაანაცვლოს. ამის შესახებ რეგულირებისა და განვითარების სააგენტოს (ARRFR) თავმჯდომარის მოადგილემ ნურლან აბდრახმანოვმა განაცხადა. „2022 წელს მომხდარი მოვლენების გამო (რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი. რედ.), ამ ბანკებმა შეწყვიტეს მუშაობა და პრაქტიკულად დატოვეს ბაზარი“, - განმარტა აბდრახმანოვმა. მისი თქმით, შედეგად, რუსული საკრედიტო ინსტიტუტების კლიენტები ყაზახეთის ბანკებში გადავიდნენ. დეკემბერში ARRFR-მა უცხოური ბანკების შესვლის პროცედურის გამარტივების შესახებ განაცხადა. კერძოდ, მარეგულირებელს სურდა ფინანსური ორგანიზაციის შექმნის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტების მოთხოვნების შერბილება. გარდა ამისა, მარეგულირებელი ზოგიერთ პრუდენციულ სტანდარტზე, მათ შორის, ბანკების კაპიტალიზაციის კოეფიციენტის არარეზიდენტების მიმართ ვალდებულებებისა და ბანკების სახსრების ნაწილის შიდა აქტივებში განთავსების კოეფიციენტის გადახედვისას, პროცედურების შემსუბუქების დაპირებით გამოვიდა. მანამდე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კორპორატიული დაკრედიტების მოცულობა არასაკმარისია და პრობლემის გადასაჭრელად „სამი სანდო უცხოური ბანკის“ ჩართვაა საჭირო. რესპუბლიკაში ამჟამად 21 ბანკი ფუნქციონირებს. უმსხვილესი რუსული ბანკები იძულებულნი გახდნენ, შეეზღუდათ თავიანთი ბიზნესი ყაზახეთში საერთაშორისო სანქციების გამო, რომლებიც დაწესდა უკრაინის ომის გამო. ყველა მათგანი SWIFT-ის ბანკთაშორისი შეტყობინებების სისტემიდან გათიშეს. შეერთებული შტატები მათთან თანამშრომლობისთვის მეორადი სანქციებით დაიმუქრა.
ყაზახეთის ტერმინალიდან ჩინეთის სიანის პორტისკენ, შუა დერეფნის გასწვრივ პირველი საკონტეინერო მატარებელი გაემგზავრა
ყაზახეთის ტერმინალიდან ჩინეთის ქალაქ სიანის პორტისკენ, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფანი) გავლით, პირველი საკონტეინერო მატარებელი დაიძრა. იტყობინება ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტრო. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო მოგზაურობის ფარგლებში, ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრი მარატ კარაბაევი ეწვია საერთაშორისო მშრალ პორტ სიანს, რომელიც ჩინეთში პირველ ადგილზეა საკონტეინერო მატარებლების გადაზიდვისა და გადამუშავების მოცულობით. მშრალი პორტის ტერიტორიაზე გაიხსნა ყაზახური ტერმინალი, რომლის სიმძლავრე 66,5 ათასი TEU იქნება წელიწადში. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის ფონზე, ყველა ლოგისტიკური მარშრუტი რუსეთის ფედერაციასა და დასავლეთს შორის შეწყვეტილია, ასევე ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების ამჟამინდელმა ესკალაციამ, წითელ ზღვასა და სუეცის არხში გადაზიდვები შეაფერხა, ამდენად, შუა დერეფნის, როგორც უსაფრთხო მარშრუტის როლი მხოლოდ გაიზრდება, რასაც პროგნოზებიც ამყარებს: 2025 წლისთვის შუა დერეფნის გასწვრივ ტრანსპორტირების მოცულობა წელიწადში 10 მილიონ ტონა ტვირთს მიაღწევს. 2023 წელს ამ მარშრუტით 2,75 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 64%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.
კასპიის ზღვაში, ქაშაგანის საბადოს მახლობლად ნავთობი ჩაიღვარა - მედია
სპეციალისტების ვარაუდით, კასპიის ზღვის ყაზახეთის სექტორში ნავთობი დაიღვარა, რის გამოც ადგილზე გარემოსდამცველები ნიმუშებს აიღებენ. report.az-ს ცნობით, თუ ინფორმაცია დადასტურდა, ყაზახეთის ატირაუს რეგიონის ეკოლოგიის დეპარტამენტი NCOC (ჩრდილოეთ კასპიის ოპერაციული კომპანია) დაუგეგმავ შემოწმებას ჩაატარებს. მანამდე NCOC-მა გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევის ფაქტები გამოავლინა. 29 მარტს კომპანია 2,4 მილიარდი ტენგეით (27,7 მილიონი დოლარი) დაჯარიმდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღვრის ფართობი დაახლოებით 7 კვადრატული კილომეტრს მოიცავდა, ხოლო ნალექი კასპიის ზღვის ჩრდილოეთით გადავიდა. განახლება: კასპიის ზღვაში ყაზახეთის ოფშორული ქაშაგანის ნავთობის საბადოს ოპერატორმა 2 აპრილს უარყო ცნობები იმის შესახებ, რომ ქაშაგანის საბადოს მახლობლად ნავთობი ჩაიღვარა. კომპანიამ განაცხადა, რომ შეისწავლა ტერიტორია და არ აღმოაჩინა რაიმე დარღვევა. NCOC-მა გარემოსდამცველების შეკითხვებზე კომენტარი არ გააკეთა. ქაშაგანი, ყაზახეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საბადოა, განავითარა NCOC-მ, რომელიც მოიცავს Shell-ს, Eni-ს, TotalEnergies-ს და Exxon Mobil-ს.
ყირგიზეთი რუსული Mir-ის ბარათების მომსახურებას წყვეტს
ყირგიზეთის ბანკებმა შეაჩერეს ტრანზაქციები რუსული ბარათებით, რომლებიც MIR-ის გადახდის სისტემის ნაწილია. 3 აპრილიდან, ხსენებული ბარათის მფლობელებს სერვისის მიღების პრობლემა შეექმნათ, რაც გადარიცხვის ოპერაციებზე აისახა. 2024 წლის თებერვალში, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს საგარეო აქტივების კონტროლზე პასუხისმგებელი დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ეროვნული გადახდის ბარათების სისტემის OJSC-ს - Mir-ის გადახდის სისტემის ოპერატორს. მეორადი სანქციების რისკის შესამცირებლად ყირგიზული მხარე იძულებული გახდა, უარი ეთქვა რესპუბლიკის ტერიტორიაზე Mir-ის ბარათებით ოპერაციებზე. ყირგიზეთის ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ არ აქვს უფლება, ჩაერიოს კომერციული ბანკების მუშაობაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ბანკებს აქვთ უფლება, დამოუკიდებლად გადაწყვიტონ, გადახდის რომელ სისტემასთან იმუშავებენ. ქვეყნის გადახდების ადგილობრივმა ოპერატორმა აღნიშნა, რომ ამ ბარათების მომსახურება მიმდინარე კვირიდან შეჩერდება. მან მიზეზად მეორადი სანქციების რისკი დაასახელა.
ბათუმის ნავთობტერმინალმა ყაზახეთის მუქი ნავთობპროდუქტების გადაზიდვა განაახლა
შპს „ბათუმის ნავთობის ტერმინალმა“ Aframax-ის ტანკერებზე ყაზახეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში წარმოებული მუქი ნავთობპროდუქტების ჩატვირთვა განაახლა. შემდეგ ტვირთი ევროპის ქვეყნებში იგზავნება. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედიასაშაუელებები KazTransOil -ზე დაყრდნობით ავრცელებენ. ყაზახური წარმოების მუქი ნავთობპროდუქტების ჩატვირთვა ყოველთვიურად იგეგმება. ამ სამუშაოს განახლება საქონლის გადაზიდვის სატრანზიტო და სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციას უკავშირდება. მაზუთის და VGO-ს (ვაკუუმური გაზის ზეთის) გადაზიდვები ფაქტობრივად 2018 წლის ოქტომბრიდან არის შეჩერებული. მუქი ნავთობპროდუქტების დიდი რაოდენობით გადაზიდვა Aframax-ის ტანკერებზე შპს ბათუმის ნავთობტერმინალის მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეამციროს ტრანსპორტირების ხარჯები, რაც თავის მხრივ, ბათუმის გავლით საექსპორტო ტვირთების მარშრუტს უფრო მიმზიდველს ხდის, გაიზრდება გადაზიდვის მოცულობა. Aframax-ის ტიპის დიდი ტევადობის ნავთობის ტანკერები განკუთვნილია ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისთვის, შეუზღუდავ სანავიგაციო ზონაში. ტანკერის სიგრძე 250 მეტრია, სიგანე - 44 მეტრი.
აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი ერთობლივ წვრთნებს გამართავენ
აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის ხელმოწერილი ერთობლივი გეგმის მიხედვით, ყაზახეთში, ქალაქ აქტაუში, ოპერატიულ-ტაქტიკური სამეთაურო-საშტაბო სწავლება „Бірлестик (ერთობა) - 2024“-ის დაგეგმვის კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა აზერბაიჯანის დელეგაცია, განიხილეს სწავლების მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები და შესასრულებელი ამოცანები. 2024 წლის ივლისში, ყაზახეთის რესპუბლიკის ოიმაშის საწვრთნელ მოედანზე, ასევე ტოკმაკის კონცხზე კასპიის ზღვის აკვატორიაში გასამართი სწავლების ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები: „საბრძოლო წვრთნის ამოცანების შესრულება შეიარაღებული კონფლიქტების ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებისთვის.“
ყაზახეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკებებისთვის პლატფორმას სთავაზობს
ყაზახეთი მზადაა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შესთავაზოს მოედანი მოლაპარაკებებისთვის. შესაბამისი განცხადება ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ერევანში, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ასტანა მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის სურვილს, გააფორმონ სამშვიდობო ხელშეკრულება. „ჩვენი მთავარი მიზანია, დავაახლოოთ ჩვენი მეგობარი ქვეყნები და გავხსნათ გზა ურღვევი მეგობრული ურთიერთობებისთვის, მშვიდობისა და სტაბილური განვითარებისთვის”, – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა. გარდა ამისა, სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის განხორციელებამ, შეიძლება, რადიკალურად შეცვალოს სიტუაცია რეგიონში. „ჩემს კოლეგას წარვუდგინე უახლესი მოვლენები აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და დავადასტურე სომხეთის მთავრობის მზადყოფნა რეგიონში სტაბილური და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისთვის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უკვე შეთანხმებულ სამ პრინციპზე დაყრდნობით. ეს არის ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარება და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესის განხორციელება ალმა-ათის დეკლარაციის პრინციპებზე დაყრდნობით, მიღებული 1991 წლის 21 დეკემბერს, ასევე რეგიონული ინფრასტრუქტურის განბლოკვა სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და იურისდიქციის პატივისცემის, ორმხრივობისა და თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით,” – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ყაზახეთი კასპიის ზღვის ფსკერზე ნავთობსადენის მშენებლობის შესაძლებლობას შეისწავლის
ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრო კასპიის ზღვის ფსკერზე ნავთობსადენის მშენებლობის შესაძლებლობის შესწავლას გეგმავს. ამის შესახებ უწყების პრესსამსახურში განაცხადეს. გარდა ამისა, „საშუალოვადიან პერსპექტივაში განიხილება ქალაქ ატირაუდან კურიკამდე ნავთობსადენის მშენებლობის შესაძლებლობა (ყაზახეთის პორტი კასპიის ზღვის სანაპიროზე). ასევე შესაძლებელია ტრანსკასპიური საზღვაო ნავთობის ტრანსპორტირების გაზრდა 7 მილიონ ტონამდე, რაც შეესაბამება აქტაუს პორტის არსებულ სიმძლავრეებს.“ ყაზახეთი ახლა ნავთობის ექსპორტს კასპიის ზღვაზე ტანკერების გამოყენებით ახორციელებს. ენერგეტიკის სამინისტროში ხაზს უსვამენ, რომ ყაზახეთი მოპოვებული ნედლეულის დაახლოებით 80% ექსპორტზე გააქვს. ტრადიციულად, ყაზახური ნავთობი ექსპორტზე ძირითადად ევროკავშირის ბაზარზე, თურქეთში, აშშ-სა და აზიის ქვეყნებში გადის. ყაზახური მხარე აწარმოებს კონსულტაციებს ევროკავშირის, შეერთებული შტატების (OFAC) და გაერთიანებული სამეფოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან, რათა შეიმუშაონ შესაბამისი გამონაკლისები ევროკავშირის/გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობის ფარგლებში (CPC) კასპიის მილსადენისთვის საქონლისა და მომსახურების მიწოდების შესახებ, რათა უზრუნველყოს მისი სტაბილური და საიმედო ოპერირება.“
ყაზახეთმა საავიაციო საწვავის იმპორტი აკრძალა
ყაზახეთს შიდა ბაზარზე არსებული საწვავის ჭარბი რაოდენობის გამო, საავიაციო საწვავის იმპორტის აკრძალვა მოუწია. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში წერია. სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანაში საავიაციო საწვავის დაგროვილმა და უწყვეტად შევსებულმა მარაგმა 105 000-120 000 ტონა შეადგინა. „იანვარ-მარტისთვის საავიაციო საწვავის მთლიანი იმპორტი დაახლოებით 70 000 ტონას შეადგენდა. შესაბამისად, ნავთობის საცავების საავიაციო საწვავით გადატვირთვის მიზეზი წარმოებული ყაზახური საწვავის გარდა საწვავის იმპორტია,“ - აცხადებენ ენერგეტიკის სამინისტროში. საავიაციო საწვავის იმპორტის კონვენციური აკრძალვა 2024 წლის 24 მარტიდან 24 აპრილამდე ამოქმედდა. ენერგეტიკის სამინისტროში არ აკონკრეტებენ, გაგრძელდება თუ არა ეს აკრძალვა.
შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით შექმნილმა ერთობლივმა საწარმომ ოპერირება შესაძლოა, წლის ბოლოს დაიწყოს
აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს მონაწილეობით შექმნილმა ერთობლივმა საწარმომ შპს Middle Corridor Multimodal-მა შესაძლოა, ფუნქციონირება მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყოს, განუცხადა Report-ს აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს სატრანსპორტო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფარიზ ალიევმა. გასულ წელს თბილისში გამართული აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, აზერბაიჯანის რკინიგზას, ყაზახეთის რკინიგზასა და საქართველოს რკინიგზას შორის ერთობლივი კომპანიის შექმნის შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ფარიზ ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანია შეასრულებს ერთი ოპერატორის როლს შუა დერეფნის ფარგლებში, რომლის სათაო ოფისი ასტანაშია. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გაძლიერების, კერძოდ ჩინეთს, ევროპასა და თურქეთს შორის გადაზიდვების სტიმულირების მიზნით, საქართველოს ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელი მოეწერა ერთობლივი საწარმოს Middle Corridor Multimodal-ის შექმნას. ერთობლივი კომპანიის მიზანი შუა დერეფანში საკონტეინერო გადაზიდვების ზრდის ხელშეწყობაა. შუა დერეფანი - სუეცის არხის ალტერნატივა: რეალობა და პერსპექტივები
ყაზახეთმა და დიდმა ბრიტანეთმა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს
ყაზახეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას, განაცხადა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ნურტლეუმ. მინისტრის თქმით, დიდი ბრიტანეთი არის ყაზახეთის მთავარი და საიმედო პარტნიორი, ასევე, ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორი. „დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ყაზახეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას და ჩვენი ურთიერთობები ახალ დონეზე ავიყვანეთ. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ისტორიული და უნიკალური ორმხრივი დოკუმენტი ახალ იმპულსს მისცემს ასტანასა და ლონდონის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო კავშირებს და იმუშავებს მრავალი წლის განმავლობაში,“ - განაცხადა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ყაზახეთმა შუა დერეფნის ფარგლებში, კასპიის ზღვით სატვირთო გადაზიდვები განაახლა
ყაზახეთმა სატვირთო მანქანების ტრანსპორტირება განაახლა კასპიის ზღვის გავლით ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, ანუ შუა დერეფნის) ფარგლებში, იუწყება Trend. ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, 14 აპრილს, კულსარი-აქტაუს გზატკეცილზე მოძრაობის აღდგენის შემდეგ, 840 სატვირთო მანქანის გადაზიდვა TITR-ის გასწვრივ კურიკის პორტის საბორნე კომპლექსით იყო უზრუნველყოფილი. ყაზახეთის დასავლეთ რეგიონებში ადგილობრივი წყალდიდობის გამო, მანამდე საერთაშორისო მაგისტრალებზე დროებითი სატრანსპორტო შეზღუდვები დაწესდა. 14 აპრილს, სიტუაციის სტაბილიზაციის გამო, შეზღუდვა მოიხსნა, რის შედეგადაც სატვირთო მანქანების დიდი ნაკადი კურიკის პორტისკენ დაიძრა. როგორც სამინისტრომ აღნიშნა, პორტისა და აზერბაიჯანის კასპიის საზღვაო გადაზიდვის კომპანიის (ASCO) კარგად კოორდინირებული ერთობლივი მუშაობის წყალობით, დროული ორგანიზაციული ღონისძიებები იყო მიღებული ნავსადგურში გადატვირთულობისა და შეფერხების თავიდან ასაცილებლად. 25 აპრილის 7:00 საათისთვის (GMT+5) კურიკის პორტში 78 სატვირთო მანქანა ელოდება ალათის პორტში (ბაქო) გაგზავნას. შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო გზა, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს, რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოზე გადის. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა, ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს. შუა დერეფანი გთავაზობთ სახმელეთო მარშრუტს, რომელიც აკავშირებს აზიის აღმოსავლეთ ნაწილებს, მათ შორის, ჩინეთს, ევროპასთან, გრძელი საზღვაო მარშრუტების გვერდის ავლით.
ბრიტანეთს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ყაზახეთის გეგმების განხორციელებაში, ააშენოს ბირთვული ელექტროსადგურები - ქემერონი
24 აპრილს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში ჩავიდა. ყაზახეთში ბრიტანეთის საელჩოს პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის პირველ დღეს ქემერონი შეხვდა ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს მურატ ნურტლეუს, რომელთანაც ხელი მოაწერეს ყოვლისმომცველ შეთანხმებას სტრატეგიული პარტნიორობის, ვაჭრობისა და თანამშრომლობის შესახებ. საელჩოს განცხადებით, ეს დოკუმენტი „სამართლებრივი საფუძველი იქნება ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის კიდევ უფრო ფართო სფეროებში, მათ შორის, განათლების, კრიტიკული წიაღისეულის, კლიმატის ცვლილების, ფინანსებისა და ბიზნეს გარემოს, თავდაცვისა და უსაფრთხოებისა, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების, კულტურისა და ადამიანთა შორის კომუნიკაციების მიმართულებით. ვიზიტის დროს, დევიდ ქემერონმა გამოაცხადა 50 მილიონი ფუნტი სტერლინგის გადაცემის შესახებ, რომელიც ცენტრალურ აზიაში ეკონომიკური განვითარების პროექტებს მოხმარდება მომდევნო სამი წლის განმავლობაში - მათ შორის ეს არის ეკონომიკური რეფორმებისთვის ჩადებული ინვესტიცია. ეს მოიცავს კლიმატის რეგიონული პროგრამას, რომლის ღირებულებააც £19,5 მილიონია. ბრიტანულმა კომპანია Carpark Transformer-მა ასევე ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ტრანსპორტის დეპარტამენტთან, რათა ააშენოს თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა საავტომობილო სერვისები ელექტრო მანქანების დამტენი სადგურებით. ყაზახეთმა და დიდმა ბრიტანეთმა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს ვიზიტის ფარგლებში ქემერონი ასევე შეხვდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს. თოყაევის პრესსამსახურის ცნობით, პრეზიენტმა აღნიშნა ქემერონის ყაზახეთში ვიზიტის მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა, რომ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის ეს დამატებითი იმპულსია. „ჩვენ კმაყოფილებით აღვნიშნავთ ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის დინამიკურ განვითარებას დიდ ბრიტანეთთან, ჩვენს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორთან. განსაკუთრებით, მინდა, აღვნიშნო სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ დღეს გაფორმებული შეთანხმება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყოვლისმომცველი დოკუმენტი ხარისხობრივად ახალ საფუძველს ჩაუყრის ჩვენი მრავალმხრივი ორმხრივი დღის წესრიგის გაფართოებას,“ - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა. თავის მხრივ, ქემერონმა მადლობა გადაუხადა თოყაევს და გაიხსენა მისი პირველი ვიზიტი ყაზახეთში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რანგში. „11 წლის წინ ვიმყოფებოდი აქ სტრატეგიული დიალოგის დასაწყებად. დღეს ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. ჩვენ ვაპირებთ, გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთქმედება ენერგეტიკის, განათლების, ბიზნესის, კულტურის სფეროებში, ასევე, გავაძლიეროთ ინტერპერსონალური კავშირები,“ - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა. „თანამოსაუბრეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე,“ განმარტა თოყაევის პრესსამსახურმა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მისი ქვეყანა ღიაა ყაზახეთთან უფრო ღრმა პარტნიორობის დასამყარებლად. ასტანის მიერ რუსეთთან და ჩინეთთან მუდმივი კავშირებისა და თანამშრომლობის შენარჩუნების ფონზე, ქემერონმა ხაზი გაუსვა, რომ ყაზახეთს ასევე აქვს „არჩევანი, ჰქონდეს უფრო ღრმა პარტნიორობა ბრიტანეთთან.“ ქემერონის თქმით, თოყაევთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს ყაზახეთის მთავრობის ამჟამინდელი ძალისხმევა საზღვარგარეთ დაცული უკანონოდ მოპოვებული აქტივების ყაზახეთში დაბრუნების თაობაზე. მან ამ ძალისხმევას „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“ უწოდა. მისი თქმით, ბრიტანეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც შემოიღო ე.წ. „დაუდგენელი სიმდიდრის ორდერი“. მისი საშუალებით, შესაძლებელია, დადგინდეს, საიდან არის ვინმეს სიმდიდრე და თუ ის მოპარულია, „ჩვენ შეგვილია, მისი ჩამორთმევა და დაბრუნება,“ აღნიშნა ბრიტანელმა დიპლომატმა. ბრიტანეთმა ეს "ორდერი" 2017 წელს შემოიღო. „მე მგონია, რომ ჩვენ გვაქვს მშვენიერი პარტნიორობა განათლების, ბიზნესის, ეკონომიკის, ვაჭრობის, პოლიტიკური თანამშრომლობის სფეროში. მე ამ ზრდას ვაკვირდები მას მერე, რაც პირველად ჩამოვედი აქ, 13 წლის წინ. არსი იმაშია, რომ ჩვენ ნებაყოფლობითი პარტნიორი ვართ, ესაა არჩევანი, რომელიც შეგიძლიათ, გააკეთოთ, თუ გსურთ გააკეთოთ არჩევანი,“ - აღნიშნა ქემერონმა. ცნობისთვის, ბრიტანელი დიპლომატი ამ რანგში პირველი ვიზიტით ასევე იმყოფებოდა ყირგიზეთში. მან განაცხადა, რომ ის ცდილობს, ხაზი გაუსვას ბრიტანეთისა და ყირგიზეთის საერთო ინტერესებს ცენტრალური აზიის ქვეყანაში. ქემერონმა რადიო თავისუფლებას 22 აპრილს ინტერვიუში განუცხადა, რომ მას მიაჩნია, რომ ორ ქვეყანას დღის წესრიგში აქვს საერთო ინტერესების "მთელი სერია", განსაკუთრებით, კლიმატის ცვლილების, ვაჭრობის, განათლებისა და უსაფრთხოების სფეროებში. სადირ ჯაფაროვთან შეხვედრაზე ქემერონმა ისაუბრა „ჯანსაღ და მოქმედი დემოკრატიის მნიშვნელობაზე„ და რომ ეს არის როგორც ბრიტანეთის, ისე, ყირგიზეთის ინტერესებში. მანვე აღნიშნა, რომ სამყარო გახდა უფრო კონკურენტუნარიანი და სადავო ადგილი, სადაც დიდი ურთიერთშეჯიბრია. კონკრეტული ქვეყნის დასახელების გარეშე, მან აღნიშნა რომ მისი გზავნილი ყირგიზეთისთვის შემდეგია: მას არ სურს, ქვეყანამ აირჩიოს ერთი პარტნიორი მეორეს გამორიცხვით ან უარყოს პარტნიორები, რომლებიც უკვე ჰყავს. „ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ ახალი პარტნიორი, რომელსაც სურს, ითანამშრომლოს თქვენთან საერთო ინტერესებით, სადაც ჩვენ შეგვიძლია, ერთად მივაღწიოთ წარმატებას“, განაცხადა ქემერონმა.
ყაზახეთი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული $90 მილიონის ნაწილს, წყალდიდობის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენებს - მედია
ყაზახეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყაზახეთის უკანონო ქონების დაბრუნების კომისიამ ქვეყნის შემოსავლად აქცია 40 მილიარდი ყაზახური ტენგე (90 მილიონ დოლარზე მეტი), რომელიც მედიის ცნობით, ადრე ყაზახ ოლიგარქებს ეკუთვნოდათ. თანხები მოხმარდება სოციალურ მიზნებს, მათ შორის, წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრას. „დამტკიცდა შეთანხმებები უკანონოდ შეძენილი აქტივების მდგომარეობაზე ნებაყოფლობით დაბრუნების შესახებ, საერთო ჯამში 40 მილიარდ ტენგეზე, საიდანაც 38 მილიარდზე მეტი ნაღდი ფულია, ასევე საუბარია ასტანაში 2 მილიარდი ტენგეს ღირებულების ბიზნეს ცენტრზე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. კომისიამ ასევე დაამტკიცა საინვესტიციო ხელშეკრულებების გაფორმება 7 მილიარდ ტენგეზე (16 მილიონი აშშ დოლარი). მათივე თქმით, უკანონოდ შეძენილი აქტივების დაბრუნების შესახებ კანონს დაქვემდებარებულ პირებს ორი ინფრასტრუქტურული ობიექტის აშენება მოუწევთ ასტანასა და შიმკენტში. როგორც მთავრობა განმარტავს, ეს შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და დამატებით საგადასახადო შემოსავლებს უზრუნველყოფს.
ტაჯიკეთმა მოსკოვს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა
ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ორშაბათს საპროტესტო ნოტა გადასცა რუსეთის ფედერაციის ელჩს ტაჯიკეთში სემიონ გრიგორიევს. ეს დოკუმენტი გამოხატავს შეშფოთებას ნეგატიური დამოკიდებულების სავარაუდო ხშირი შემთხვევების, ასევე, ტაჯიკი ხალხის უფლებებისა და თავისუფლებების სისტემატიური დარღვევის გამო. რუსეთის ელჩი დუშანბეში დღეს, ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ რუსეთში ყველგან ირღვევა მათი მოქალაქეების უფლებები და თავისუფლებები. „ნოტაში ნათქვამია, რომ ასეთი მოპყრობა გამოიყენება ექსკლუზიურად ტაჯიკეთის მოქალაქეების მიმართ, რაც ძირეულად შეუთავსებელია ტაჯიკეთ-რუსეთის ურთიერთობების სულისკვეთებასა და ტრადიციებთან,“ - აცხადებენ სამინისტროში.
ყაზახეთმა ბათუმის ნავთობტერმინალის მეშვეობით, საწვავის ექსპორტი 82%-ით გაზარდა
ყაზახეთმა 2024 წლის პირველ კვარტალში, ბათუმის ნავთობტერმინალის (BNT) მეშვეობით, საწვავის ექსპორტი 2023 წლის ანალოგიური პერიოდის 136,685 ტონიდან 248,887 ტონამდე გაზარდა. „2024 წელს ყაზახური ნავთობის ექსპორტი BNT-ით 600 000 ტონას შეადგენს,“ აღნიშნა Kaztranoil-მა. BNT-ის ტექნიკური შესაძლებლობები საშუალებას აძლევს მას წელიწადში, 1,5-2,0 მლნ ტონა საწვავი გადაზიდოს. 2024 წელს BNT-ის მეშვეობით იგეგმება 1,980 მილიონი ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვა. BNT Kaztransoil-ს ეკუთვნის და აქვს 12 მილიონი ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვის მოცულობა წელიწადში - სამი ნავმისადგომი გემებისთვის 5000-დან 140000 ტონამდე გადაადგილებისთვის. BNT-ს აქვს ხუთი სატანკო მეურნეობა, რომელიც აერთიანებს 134 საწყობს, რომელთა საერთო მოცულობა 590000 კუბურ მეტრზე მეტია.
ყაზახეთი სთხოვს ვიეტნამის კომპანიებს, გამოიყენონ შუა დერეფანი ექსპორტისთვის
ყაზახეთი იწვევს ვიეტნამს, განიხილოს შუა დერეფნის შესაძლებლობები ევროპაში საქონლის ექსპორტისთვის, ნათქვამია ყაზახეთის მთავრობის შეტყობინებაში. „ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ სერიკ ჟუმანგარინმა 15 მაისს შეხვედრა გამართა ვიეტნამის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრთან ნგუენ ჰონგ დიენთან. შეხვედრის დროს ჟუმანგარინმა განაცხადა, რომ ვიეტნამი ყაზახეთისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია აზიაში. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა [2023 წლის შედეგებზე დაყრდნობით] 85%-ით გაიზარდა და მან თითქმის 1 მილიარდ დოლარს მიაღწია,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. ვიეტნამის ვიცე-პრემიერმა ასევე მოიწვია ვიეტნამური კომპანიები, გამოიკვლიონ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფანი) შესაძლებლობები, რაც საშუალებას მისცემს ვიეტნამის ექსპორტს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ განხორციელდეს 3-4-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე საზღვაო მარშრუტებზე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებს. „ჩვენ მიგვაჩნია TITR ყველაზე ოპტიმალურ მარშრუტად აზიასა და ევროპას შორის. ჩვენ ასევე ვთავაზობთ ყაზახურ-ჩინური ტერმინალის სიმძლავრეების გამოყენებას ლიანიუნგანის საზღვაო პორტსა და სიანიშის მშრალ პორტში,“ - ხაზგასმით აღნიშნა მან. შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო გზა, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს, რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოზე გადის. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა, ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს. შუა დერეფანი გთავაზობთ სახმელეთო მარშრუტს, რომელიც აკავშირებს აზიის აღმოსავლეთ ნაწილებს, მათ შორის, ჩინეთს, ევროპასთან, გრძელი საზღვაო მარშრუტების გვერდის ავლით.
ყაზახეთმა და ლატვიამ შუა დერეფნის განვითარების მიზნით მემორანდუმი გააფორმეს
დღეს, ყაზახეთისა და ლატვიის ტრანსპორტის სამინისტროებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფანი) განვითარების შესახებ, განაცხადეს ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროში. „ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრი მარატ კარაბაევი ლატვიელ კოლეგას კასპარს ბრისკენსს შეხვდა. შეხვედრაზე გაცვალეს აზრები ყაზახეთსა და ლატვიაში სატრანსპორტო სექტორის არსებულ მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივებზე. ამასთან, გაფორმდა მემორანდუმი TITR-ის განვითარების შესახებ,“ - ნათქვამია განცხადებაში. კარაბაევმა აღნიშნა, რომ ყაზახეთი და ლატვია აქტიურად ავითარებენ სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობას. ყაზახეთის მინისტრის თქმით, დღეს შუა დერეფანს განსაკუთრებული როლი აქვს, როგორც სხვა მარშრუტების ალტერნატივას. „ამას ადასტურებს ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაორმაგება 2023 წლის ბოლოს. TITR-ის პოტენციალის გასაზრდელად, ასევე მარშრუტზე დაბრკოლებების აღმოფხვრის მიზნით, მიმდინარეობს მუშაობა ინფრასტრუქტურისა და ტერმინალის გამტარუნარიანობის გაუმჯობესებაზე, პორტის გამტარუნარიანობის გაფართოებაზე, ადმინისტრაციული დაბრკოლებების აღმოფხვრასა და გადამზიდავებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე. ეს საშუალებას მოგვცემს 2025 წლისთვის TITR-ის წარმოების სიმძლავრე წელიწადში 10 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.“ EBRD-მა და USAID-მა შუა დერეფნის განვითარების შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
ყაზახეთი ურანის ექსპორტს ჩინეთის გავლით გეგმავს
ყაზახეთის „Kazatomprom-ი“ (ურანის ეროვნული კომპანია) ურანის მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციას აგრძელებს. ამის შესახებ Trend ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. ამრიგად, ყაზახური კომპანია ჩინეთის ნაციონალური ბირთვული კომპანიის (CNNC) შვილობილ კომპანიებთან - CNUC (ჩინეთის ეროვნული ურანის კორპორაცია) და CNEIC (ჩინეთის ბირთვული ენერგიის ინდუსტრია,) ჩინეთის ტერიტორიის გავლით, ურანის ტრანზიტის მომსახურების მიწოდების შესახებხელშეკრულებაზე მუშაობს. ამჟამად „Kazatomprom-o“ ურანის პროდუქციის ტრანსპორტირებას სანქტ-პეტერბურგის პორტიდან (რუსეთი) ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში ახორციელებს. დღეს, ყაზახური ურანის პროდუქციის ტრანსპორტირების ალტერნატიული მარშრუტია ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR, შუა დერეფანი). აქტაუს (ყაზახეთი), ალათის (აზერბაიჯანი) და ფოთის (საქართველო) საზღვაო პორტები ამ მარშრუტზე ხელს უწყობენ ამ პროდუქციის მიწოდებას. იმავდროულად, 2023 წლის 29 სექტემბერს, ყაზახეთის Kazatomprom-მა წარმოადგინა 2025 წლის ურანის წარმოების სტრატეგია. Kazatomprom-ის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა კომპანიის სტრატეგია, გაზარდოს ურანის მოცულობა 2025 წელს წიაღისეულის გამოყენების კონტრაქტებით დაგეგმილი დონის 100 პროცენტამდე. ყაზახეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა ბუნებრივი ურანის დადასტურებული მარაგებით. ყაზახეთის რესპუბლიკის სიღრმეები შეიცავს ყველა დადასტურებული მსოფლიო რეზერვების დაახლოებით 14 პროცენტს. ქვეყნის მთლიანი დადასტურებული მარაგი 700 000 ტონაზე მეტ ურანს შეადგენს. 2009 წელს ყაზახეთმა პირველი ადგილი დაიკავა ურანის წარმოებაში და ის აგრძელებს ლიდერის პოზიციის შენარჩუნებას მსოფლიო ბაზარზე. ყაზახეთი მსოფლიოში ურანის დაახლოებით 40 პროცენტს აწარმოებს.
ყაზახეთის პრეზიდენტი სინგაპურის კომპანიებს შუა დერეფნის განვითარებაში ინვესტირებისკენ მოუწოდებს
ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს (შუა დერეფანს) შეუძლია, ძირეულად შეცვალოს ევრაზიული თანამშრომლობის დონე, განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 23 მაისს ყაზახეთ-სინგაპურის ბიზნეს ფორუმზე. „ეს არის უმოკლესი და ყველაზე სტაბილური გზა ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიიდან ევროპისკენ. ჩვენ გვჯერა, რომ სინგაპურის კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს შეუძლიათ, დიდი სარგებლობა მიიღონ ბიზნესისა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესწავლით ამ სფეროში," - აღნიშნა თოყაევმა. მისი თქმით, გეოგრაფიული მანძილი და არაადეკვატური ურთიერთობები კარგა ხანია, აფერხებს ეკონომიკურ ურთიერთქმედებას. „დღეს, გლობალიზაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარების წყალობით, ქვეყნები უფრო მეტად არიან დაკავშირებულნი, ვიდრე ოდესმე.“ პრეზიდენტმა მაგალითად დაასახელა ყაზახეთის KTZ კომპანიასა და სინგაპურის PSA International-ს შორის სინერგიული პარტნიორობა, რომელიც მიზნად ისახავს შუა დერეფნის გაფართოებას. შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო გზა, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს, რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოზე გადის. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა, ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს. შუა დერეფანი გთავაზობთ სახმელეთო მარშრუტს, რომელიც აკავშირებს აზიის აღმოსავლეთ ნაწილებს, მათ შორის, ჩინეთს, ევროპასთან, გრძელი საზღვაო მარშრუტების გვერდის ავლით. აშშ სატრანსპორტო მარშრუტებზე, მათ შორის შუა დერეფანზე ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევას მხარს უჭერს ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება
ყაზახეთმა შაქრის ექსპორტი დროებით აკრძალა
ყაზახეთში შაქრის ექსპორტის დროებითი აკრძალვა ძალაში 2024 წლის 14 ივნისს შევიდა, იუწყება ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ყაზახეთიდან შაქრის ექსპორტის დროებითი აკრძალვა 2024 წლის 31 აგვისტომდე გაგრძელდება. ეს არ ეხება შაქრის საერთაშორისო ტრანზიტს რესპუბლიკის ტერიტორიიდან, ასევე, ამ პროდუქტების ტრანსპორტირებას ქვეყნებს შორის,“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. დროებითი აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია ზაფხულის განმავლობაში, როგორც მოსახლეობის, ასევე, სამრეწველო მომხმარებლების მიერ შაქარზე შიდა მოთხოვნის გაზრდის გამო. სამინისტროს ცნობით, შაქრის ხელმისაწვდომი მარაგი საკმარისზე მეტია.
ყაზახეთის სენატმა შუა დერეფნის განვითარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა
ყაზახეთის პარლამენტის (ზედა პალატა) სენატმა მოახდინა რამდენიმე საერთაშორისო შეთანხმების რატიფიცირება, რომლებიც მიზნად ისახავს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების პროცედურების გამარტივებას და ხელსაყრელი პირობების შექმნას სატრანზიტო-სატრანსპორტო პოტენციალის შემდგომი გაძლიერებისათვის. ამის შესახებ სენატის პრესსამსახური იუწყება. შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო გზა, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს და რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოზე გადის. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა, ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს. შუა დერეფანი გთავაზობთ სახმელეთო მარშრუტს, რომელიც აკავშირებს აზიის აღმოსავლეთ ნაწილებს, მათ შორის, ჩინეთს, ევროპასთან, გრძელი საზღვაო მარშრუტების გვერდის ავლით. მრავალმხრივი მულტიმოდალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა აკავშირებს კასპიისა და შავი ზღვების საბორნე ტერმინალებს ჩინეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, უკრაინის და პოლონეთის სარკინიგზო სისტემებთან. შუა დერეფანი ხელს უწყობს გაზრდილი ტვირთების მოძრაობას ჩინეთიდან თურქეთში, ასევე - ევროპის ქვეყნებში და საპირისპირო მიმართულებით. მარშრუტის მატარებელი ამ დერეფნის გასწვრივ ტვირთებს ჩინეთიდან ევროპაში საშუალოდ 20-25 დღეში აწვდის და ეს არის ამ სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა.
ყაზახეთი შუა შერეფნის სიმძლავრის გაზრდისთვის, კურიკის პორტის გაფართოებას გეგმავს
ყაზახეთი დამატებით ნავმისადგომებს შექმნის კურიკის პორტში, რომელიც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა შერეფანი) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, იუწყება Trend. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს გაღრმავების სამუშაო, დაგეგმილია ფსკერის გაღრმავება 1,5-2 მეტრით - მაქსიმალურ დონემდე. შუა დერეფანი - სუეცის არხის ალტერნატივა: რეალობა და პერსპექტივები
აზერბაიჯანი და ყაზახეთი ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ხაზის გაყვანას დაიწყებენ
აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ხაზის მშენებლობის პრაქტიკული სამუშაო სავარაუდოდ, 2024 წელს დაიწყება. ამის შესახებ ყაზახეთის ელჩმა აზერბაიჯანში ალიმ ბაილმა განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის კონტრაქტორი კომპანიის შერჩევა მიმდინარეობს. „პირველ რიგში საჭიროა კაბელის დამზადება, შემდეგ კასპიის ზღვაში ჩაყვანა და ფსკერზე ჩაშვება. პროექტის უმეტესი ნაწილი დასრულდება წელს და მომავალ წელს,“ - აღნიშნა ელჩმა. ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ხაზის პროექტი, კასპიის ზღვის ფსკერზე, აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიის ქვეყნებს შორის მაღალსიჩქარიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ხაზების გაყვანას გულისხმობს. პროექტის მიზანია აზერბაიჯანის გავლით ევროპასა და აზიას შორის ციფრული აბრეშუმის გზის ჩამოყალიბება მაგისტრალური საკაბელო ხაზების გაყვანით, რაც კასპიის ზღვის ფსკერზე დიდი მოცულობის მონაცემების გადაცემის საშუალებას იძლევა.
ყაზახეთმა ხორბლის იმპორტის აკრძალვა წლის ბოლომდე გაახანგრძლივა
ყაზახეთის მთავრობამ ყველა სატრანსპორტო საშუალებით ხორბლის იმპორტის აკრძალვა 2024 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია. ყაზახეთმა რესპუბლიკაში ხორბლის იმპორტის დროებითი აკრძალვა თავდაპირველად, 2024 წლის 12 აპრილს შემოიღო. „სატრანსპორტო საშუალებებით ყაზახეთის ტერიტორიაზე ხორბლის შემოტანის აკრძალვა წლის ბოლომდე გაგრძელდა. კვლავ რჩება ქვეყანაში ხორბლის შემოტანის საფრთხე რუსეთის ფედერაციის საზღვრისპირა რეგიონებიდან სახმელეთო გზით. კომისიამ ასევე გაითვალისწინა მარცვლეულის მოსავლის პროგნოზები, რომელიც მოსალოდნელია ყაზახეთში გასულ წელთან შედარებით,“ ნათქვამია ინფორმაციაში.
ყაზახეთი აზერბაიჯანს და ცენტრალური აზიის ქვეყნებს, გაზის სექტორში პროექტების ერთობლივად განხორციელებას სთავაზობს
ყაზახეთი აზერბაიჯანთან და ცენტრალური აზიის რეგიონის სხვა ქვეყნებთან, გაზის სექტორში თანამშრომლობის გაფართოების მომხრეა, განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ალმასადამ სატკალიევმა ასტანაში. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ყაზახეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ცენტრალური აზიის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების პირველ შეხვედრაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ყაზახეთი მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში, აზერბაიჯანთან და უზბეკეთთან იწყებს გლობალური პროექტის განხორციელებას. გარდა ამისა, ქვეყანა ასევე აქტიურად განიხილავს ფართომასშტაბიანი ჰიდროელექტროსადგურის Kambarata HPP-1-ის მშენებლობას ყირგიზეთთან და უზბეკეთთან. „ამ კუთხით, მე გამოვდივარ შეთავაზებით, რომ განიხილებოდეს მსგავსი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა რეგიონის სახელმწიფოებთან, კერძოდ, გაზის ინდუსტრიაში,“ - აღნიშნა მან. მისივე თქმით, დღეს ცენტრალური აზიის ქვეყნების წინაშე მდგარი გამოწვევებია ენერგომომარაგების სტაბილურობის გლობალური დარღვევა, ნავთობისა და გაზის ფასების მერყეობა და სხვა ფაქტორები. „ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ამ გამოწვევების პროგნოზირებისა და მართვის მექანიზმების შემუშავება, ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება,“ - აღნიშნა სატკალიევმა. მან ასევე მოუწოდა კოლეგებს, გააძლიერონ თანამშრომლობა ენერგეტიკული ვაჭრობის შესაძლებლობების გაფართოების გზით.
ყაზახეთის პრემიერი შუა დერეფანზე: საქართველოსთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, ამ მარშრუტზე ტრანსპორტირების მოცულობა 10 მილიონ ტონამდე უნდა გავზარდოთ
ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ოლიას ბექტენოვი 19 სექტემბერს ასტანაში, საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდა. იუწყება ყაზახეთის მთავრობის პრესსამსახური. მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობა სატრანზიტო-სატრანსპორტო სექტორში, მათ შორის - ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) ირგვლივ. „ყაზახეთი და საქართველო აქტიურად თანამშრომლობენ TITR-ის განვითარების ფარგლებში," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ბექტენოვმა ხაზი გაუსვა, რომ გასულ წელს ტვირთების გადაზიდვა ამ მარშრუტით 65%-ით, ხოლო მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში 69%-ით გაიზარდა და ტვირთების მოცულობამ 2,9 მლნ ტონას მიაღწია. „ჩვენი სახელმწიფოს მეთაური დიდ ყურადღებას უთმობს შუა დერეფნის განვითარებას. ჩვენი მიზანია, ამ მარშრუტზე ტრანსპორტირების მოცულობა 10 მილიონ ტონამდე გავზარდოთ.“ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას კონკურენტული სატარიფო პირობების შესაქმნელად, ტრანსპორტირების დროის შემცირებისა და ტვირთის მოცულობის გაზრდის მიზნით TITR მარშრუტზე, ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზის ჩათვლით. ამასთან, აღინიშნა სატრანსპორტო დერეფნის აქტიური დიგიტალიზაციის აუცილებლობა, რაც გაზრდის მის მიმზიდველობას საერთაშორისო გადამზიდავებისთვის. შეხვედრაზე ბექტენოვმა და დავითაშვილმა ასევე განიხილეს სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტურიზმის სფერო, საავიაციო ინდუსტრიის თანამშრომლობა, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გაძლიერება. აღინიშნა, რომ საქართველო არის ყაზახეთის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში. 2024 წლის პირველ კვარტალში ქართველმა ინვესტორებმა ყაზახეთის ეკონომიკაში 88,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს, ბოლო 10 წლის განმავლობაში მთლიანმა მოცულობამ 500 მილიონ დოლარს გადააჭარბა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ლევან დავითაშვილმა და ოლჟას ბეკტენოვმა საუბრისას აქცენტი გააკეთეს საქართველო-ყაზახეთის პარტნიორულ ურთიერთობებზე. ამასთან, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს ყაზახეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, ასევე რეგიონულ სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ საკითხთა ვრცელი სპექტრი განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა, ორმხრივი ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კავშირგამბულობა, სამოქალაქო ავიაცია, ტურიზმი, ინვესტიციები და სხვ. ხაზი გაესვა ტრანსკასპიური სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტების მნიშვნელობას, მათ შორის, „შუა დერეფნის“ მარშრუტის შემდგომი განვითარების და ამ პროცესში თანამშრომლობის საკითხს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა ბოლო წლებში ზრდადი დინამიკით ხასიათდება - 2023 წელს ეს მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, 168 პროცენტით გაიზარდა. ამასთან, ხაზი გაესვა, რომ სავაჭრო პოტენციალი გაცილებით დიდია. მხარეებმა ასევე დადებითად შეაფასეს თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში - აღინიშნა, რომ 2023 წელს ყაზახეთი საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორების პირველ ათეულშია და ეს დადებითი დინამიკა 2024 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის კიდევ ერთი საკითხი საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებები და მათი რეალიზების მნიშვნელობა იყო. აღსანიშნავია, რომ კომისიის მორიგი, პლენარული სხდომა პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის თანათავმჯდომარეობით 20 სექტემბერს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართება. ცნობისთვის, შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აკავშირებს აზიასა და ევროპას, გადის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში. ეს არის ტრადიციული ჩრდილოეთ დერეფნის ალტერნატიული მარშრუტი, რომელიც იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს. ამ დერეფნის ნაწილია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი.
რეფერენდუმი: ყაზახეთში უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას
ყაზახეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ 6 ოქტომბრის ეროვნული რეფერენდუმის წინასწარი შედეგები გამოაცხადა. კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 63,66% იყო, რაც აღემატებოდა საჭირო 50%-ს და შეადგენს 7 820 204 ამომრჩეველს. ყაზახების 71%-ზე მეტმა ხმა მისცა ქვეყნის პირველი ატომური ელექტროსადგურის (NPP) მშენებლობას. რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის ცნობით, ყაზახეთში პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის მომხრეები ამბობენ, რომ ელექტროსადგური ხელს შეუწყობს ენერგოდამოუკიდებლობას და დაასრულებს ნახშირზე მომუშავე ენერგეტიკაზე დამოკიდებულებას, ხოლო ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა მძიმე ტვირთად დააწვება ბიუჯეტს და საფრთხეს შეუქმნის გარემოს. ყაზახეთის მთავრობის შეფასებით, ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა 12 მილიარდი დოლარი დაჯდება. 29 სექტემბერს ყაზახეთის პოლიციამ მასობრივი არეულობის მომზადების ბრალდებით დააკავა რეფერენდუმის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილე რამდენიმე პირი და მათ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
ყაზახეთი და თურქმენეთი ტრანს-ავღანურ დერეფანს შექმნიან
ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის ვიზიტის დროს ხელმოწერილი დოკუმენტების მიხედვით, ყაზახეთი და თურქმენეთი ტრანს-ავღანურ დერეფანს ააშენებენ. ყაზახური მედიის ცნობით, ტრანსპორტის მინისტრმა მარატ კარაბაევმა განაცხადა, რომ ეს მარშრუტი გაივლის ყაზახეთის, თურქმენეთის ტერიტორიაზე, შემდეგ - ავღანეთში, მათ შორის - პაკისტანის, სპარსეთის ყურისა და ინდოეთის ოკეანეზე წვდომით. თოყაევის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა ხელი მოაწერეს ოთხ დოკუმენტს, ორ მემორანდუმს და ორ მთავრობათაშორის შეთანხმებას ტრანსპორტის სფეროში. ხელშეკრულებები ითვალისწინებს ავტოტრანსპორტით სატვირთო გადაზიდვებში სანებართვო სისტემის გაუქმებას. ორივე ქვეყანა ასევე განავითარებს სტრატეგიულ თანამშრომლობას ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში. ასევე წაიკითხეთ: თოყაევი: ყაზახეთი მზადაა, ტრანსავღანური რკინიგზის მშენებლობაში ჩაერთოს
ყაზახეთი უახლოეს მომავალში BRICS-ში გაწევრიანებისთვის განაცხადის შეტანისგან თავს შეიკავებს
ყაზახეთი უახლოეს მომავალში BRICS-ში გაწევრიანებისთვის განაცხადის შეტანისგან თავს შეიკავებს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევის პრესმდივანმა ბერიკ უალიმ განაცხადა. ბერიკ უალის განცხადებით, ყაზახეთი BRICS-ის განვითარებას თვალს დიდი ყურადღებით ადევნებს. უალიმ დაადასტურა, რომ მომავალ კვირას დაგეგმილ BRICS-ის სამიტში ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი მონაწილეობას მიიღებს. „ყაზახეთი უახლოეს მომავალში BRICS-ში გაწევრიანებისთვის განაცხადის შეტანისგან თავს შეიკავებს, მათ შორის, გაწევრიანების საკითხის განხილვის ხანგრძლივი პროცესისა და სხვა რიგი საკითხების გამო, რომლებიც ამ ასოციაციის განვითარების პერსპექტივებს უკავშირდება,“ - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა. BRICS-ში, რომელიც 2006 წელს შეიქმნა, თავდაპირველად შედიოდნენ ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა. 2024 წლის იანვარში ორგანიზაციას შეუერთდნენ ეგვიპტე, ირანი, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და ეთიოპია. ივლისის ბოლოს ორგანიზაციაში გაწევრიანების განაცხადი წარადგინა მალაიზიამ. BRICS-ში გაწევრიანების სურვილი გამოხატა აზერბაიჯანის მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა და მოკავშირემ - თურქეთმა.
Microsoft-მა შექმნა მრავალრეგიონული ჰაბი, რომელიც საქართველოსაც მოიცავს
მომავალ წელს ყაზახეთი გეგმავს, შექმნას ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ცენტრი, რომელიც ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის ინფრასტრუქტურისთვის ერთგვარ ხერხემალს უზრუნველყოფს, იტყობინება Trend. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში Microsoft-ის პრეზიდენტ მიშელ სიმონსთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრაზე განიხილეს ყაზახეთისა და Microsoft-ის თანამშრომლობის პერსპექტივები IT ინდუსტრიის განვითარებისა და სტარტაპებისთვის ყოვლისმომცველი ეკოსისტემის შესაქმნელად. Microsoft-მა აცნობა თოყაევს, რომ მათ ყაზახეთში თავიანთი ოფისი გარდაქმნეს მრავალრეგიონულ ჰაბად, რომელიც მოიცავს ცენტრალურ აზიას, აზერბაიჯანს, სომხეთს, საქართველოს, მონღოლეთს და პაკისტანს. ყაზახეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყაზახეთი აქტიურად მუშაობს კანონმდებლობაზე ხელოვნური ინტელექტის სფეროში, რომლის მიზანია, გამოიყენოს თავისი პოტენციალი ინოვაციებისა და ეკონომიკური ზრდისთვის. თავის მხრივ, მიშელ სიმონსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ Microsoft აპირებს, გააგრძელოს ნაყოფიერი თანამშრომლობა ყაზახეთთან ციფრული განვითარების მიმართულებით. თოყაევმა მიმდინარე წლის სექტემბერში მოუწოდა პარლამენტის დეპუტატებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ხსენებული ამოცანის განხორციელებაში და ხაზი გაუსვა ასტანაში ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ცენტრის მომავალ წელს ამოქმედების მნიშვნელობას. მან ასევე ხაზი გაუსვა სატელეკომუნიკაციო ქსელების, მონაცემთა ცენტრების განვითარების გაგრძელების აუცილებლობას, კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და ამ სფეროში ყაზახეთის სპეციალისტების კომპეტენციების გაზრდას.