თეგი: პოლონეთი
პოლონეთმა ბელორუსთან აღმოსავლეთ საზღვარზე კედლის მშენებლობა დაიწყო
პოლონეთმა ბელორუსის აღმოსავლეთ საზღვარზე 394 მილიონი დოლარის ღირებულების კედლის მშენებლობა დაიწყო, იუწყება AP. ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან მიგრანტთა ნაკადი პოლონეთისა და ლიეტუვის საზღვარს ზაფხულში მიაწყდა, რამაც პოლონელ მესაზღვრეებთან შეტაკება გამოიწვია. პოლონეთმა ბელორუსის საზღვარი მავთულხლართებით ჩაკეტა და მესაზღვრეების რაოდენობა გაზარდა. პოლონეთის ლითონის კედელი, 5,5 მეტრის სიმაღლეზე, გადაჭიმულია 180 კილომეტრზე, ბელორუსის სახმელეთო საზღვრის გასწვრივ, ასევე მოიცავს მდინარე ბაგს. მისი მშენებლობა ივნისში უნდა დასრულდეს და დაახლოებით 1,6 მილიარდი ზლოტი (394 მილიონი დოლარი) დაჯდება. კრიტიკოსები და გარემოსდამცველები ამბობენ, რომ ეს არ შეაჩერებს მიგრანტებს, მაგრამ დააზარალებს ევროპის ერთ-ერთ ბოლო ხელშეუხებელ ტყეს, ბელოვეჟსკაია პუშჩას.
უკრაინა დიდ ბრიტანეთთან და პოლონეთთან პოლიტიკური თანამშრომლობის ახალ ფორმატს ქმნის
უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალ ფორმატს ქმნიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ უმაღლესი რადას მეშვიდე სესიის გახსნაზე განაცხადა. „ჩვენი სახელმწიფოსთვის ფინანსური მდგრადობის გარანტიებს ვუზრუნველვყოფთ“,- აღნიშნა ზელენსკიმ. დღეს უკრაინაში პოლონეთისა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინიტრების, მატეუშ მორავეცკისა და ბორის ჯონსონის ვიზიტია დაგეგმილი. ზელენსკიმ თანამშრომლობის დეტალებზე არ ისაუბრა. გარდა ამისა, პრეზიდენტის თქმით, უკრაინა ემზადება თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად უახლოეს ორ დღეში.
პოლონეთი უკრაინას თავდაცვით იარაღს მიაწვდის
პოლონეთი უკრაინას პოლონური წარმოების ადამიანის პორტატულ საჰაერო თავდაცვის სისტემას Grom-ს, დრონებს და სხვადასხვა საბრძოლო მასალას გადასცემს, განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ კიევში ვიზიტის წინ განაცხადა. "ჩვენ სოლიდარულები ვართ ჩვენი მეზობლების მიმართ, რადგან ისინი რუსეთის საფრთხეების წინაშე დგანან. მაგრამ სოლიდარობა და სიტყვები ამჟამად საკმარისი არ არის. ჩვენ ისინი მოქმედებად უნდა ვაქციოთ. ამიტომ მზად ვართ, უკრაინას მივაწოდოთ თავდაცვითი იარაღი", - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. მორავიეცკიმ განმარტა, რომ პოლონეთი გაგზავნის საბრძოლო მასალას, საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვადასხვა ტიპის თავდაცვით უპილოტო საფრენ აპარატებს. „პოლონეთს ასევე შეუძლია, გაუგზავნოს უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება „რამდენიმე დღეში“, თუ ეს საჭირო იქნება“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა. შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, ჩეხეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა უკვე განაცხადეს, რომ უკრაინას გაუგზავნიან იარაღს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის Stinger სისტემებს.
საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტები თბილისის აეროპორტში განცხადებას გააკეთებენ
პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა თბილისში ტრანზიტული ვიზიტით იმყოფება. საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტები, სალომე ზურაბიშვილი და ანდჟეი დუდა თბილისის აეროპორტში მედიისთვის განცხადებას გააკეთებენ. ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
რა გზავნილებით ჩამოვიდა ანდჟეი დუდა
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრები კვლავ გაგრძელდება და ორშაბათს მორიგი შეხვედრები გაიმართება. პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჰქონდა კონსულტაციები აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან და სურს, წარმოადგინოს ის ინფორმაცია, რომელიც პოლონეთს, როგორც ევროკავშირის ქვეყანას აქვს უკრაინაში არსებული სიტუაციის შესახებ და უკრაინის ირგვლივ. მისივე თქმით, შედგა მნიშვნელოვანი კონსულტაცია თბილისთან. ამასთან, აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ტრაგიკული გამოცდილება რუსეთთან დაკავშირებით. ანდჟეი დუდას თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები არის არამხოლოდ ევროპის საქმე, არამედ ეს არის მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი. „ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო მოწვევისთვის, იმისთვის, რომ მომეცა შესაძლებლობა, ჩამოვსულიყავი თბილისში, გამეზიარებინა ჩემი ცოდნა და ინფორმაცია არსებული სიტუაციის შესახებ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ არის მხოლოდ ევროპის საქმე, თამამად შემიძლია აღვნიშნო, რომ ეს არის მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი. მქონდა სხვადასხვა პრეზიდენტთან შეხვედრები - ჩინეთის პრეზიდენტთან, ასევე გაეროს წარმომადგენლებთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან. მინდა, აღვნიშნო, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობლივი ქმედება. ორშაბათს დაგეგმილია შემდგომი კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენ, ერთის მხრივ ხართ უკრაინის აღმოსავლეთი მხარე და ჩვენ ძალიან ახლოს ვართ უკრაინასთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება უკრაინის ტერიტორიაზე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ და წარმოგიდგინოთ ის გადაწყვეტილებები და გამართული კონსულტაციები, რაც განხორციელდა ამ უახლოეს დღეებში“, - განაცხადა ანდჟეი დუდამ. მისივე თქმით, თბილისში განხორციელდა კონსულტაციები მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია: „საქართველოსთან მე მაკავშირებს განსაკუთრებული გრძნობა, მეგობრული ურთიერთობა, ვინაიდან, საქართველო ასევე არის ზუსტად ის ქვეყანა, სადაც 2008 წელს ჩამოვიდა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან მხარს ვუჭერთ საქართველოს. ძალიან მიშვნელოვანია, თქვენ გაეცნოთ პოლონეთის ხედვას, ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ მქონდა კონსულტაციები აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან. მინდა, წარმოგიდგინოთ ის ინფორმაცია რომელიც ჩვენ, როგორც ევროკავშირის ქვეყანას გვაქვს უკრაინაში არსებული სიტუაციის შესახებ და უკრაინის ირგვლივ. ჩემი თანამშრომლები ამ საკითხთან დაკავშირებით მუდმივად მუშაობენ. საქართველოს აქვს ტრაგიკული გამოცდილება რუსეთთან დაკავშირებით. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ქალბატონმა პრეზიდენტმა თავისი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოდ აღნიშნა. ასევე მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობლივი, ეფექტური კონსულტაციებით მეტი ძალისხმევა გამოვიწვიოთ ამ კუთხით, ვინაიდან ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა უკრაინის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენ სოლიდარობას და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. დიდი მადლობა საქართველოს, მოხარული ვარ, რომ ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო არის ჩვენი მოკავშირე ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მეგობრობა. მომავალ კვირაში ვგეგმავ ვიზიტებს და კონსულტაციებს როგორც ბრიუსელში, ასევე ბერლინში. მნიშვნელოვანი იყო კონსულტაცია საქართველოს პრეზიდენტთან, და ასევე მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამისთვის და იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში ახალ ინფორმაციას მოგაწვდით“,-განაცხადა ანდჟეი დუდამ.
პოლონეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მეორე პაკეტს ამზადებს
პოლონეთი უკრაინისთვის სამხედრო-ტექნიკური დახმარების და თავდაცვითი იარაღის მორიგი პარტიის მიწოდების საკითხს განიხილავს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ამასთან, უკრაინის ელჩმა პოლონეთში ანდრი დეშჩიციამ სეიმის უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის მიღების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარდა პრაქტიკული დახმარებისა, რომელსაც პოლონეთი უკვე უწევს უკრაინას, პოლონელი პარლამენტარების ძლიერი ხმა უკრაინის მხარდასაჭერად და მათი მზადყოფნა, დაიცვან უკრაინის ინტერესები სხვა ქვეყნებთან საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის დონეზე, ძალიან მნიშვნელოვანია. ინფორმაციისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის თქმით, პირველი სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი უკრაინაში მომავალ კვირაში გაემგზავრება. ასევე წაიკითხეთ: პოლონეთი უკრაინას თავდაცვით იარაღს მიაწვდის
NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად, პოლონეთში აშშ-ის არმიის პირველი კონტინგენტი ჩაფრინდა
უკრაინის საზღვარზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ზრდის ფონზე, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად, პოლონეთში აშშ-ის არმიის პირველი კონტინგენტი ჩაფრინდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. სამხედროები პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ჟეშუვის სამხედრო ბაზაზე განთავსდებიან. პოლონეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის თქმით, პოლონეთში აშშ-ის არმიის 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის საბრძოლო ჯგუფის პირველი კონტიგენტი ჩაფრინდა. ჯარისკაცები მეორე ნაწილის ჩასვლა ხვალისთვის იგეგმება. სულ პოლონეთში აშშ-ის არმიის 1 700 ჯარისკაცის განთავსება იგეგმება.
პოლონეთის პრეზიდენტი სტოლტენბერგს: NATO-უკრაინა, NATO-საქართველო ფორმატში, სახელმწიფოს მეთაურების დონეზე შეხვედრები გავმართოთ
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ბრიუსელში, NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე საქართველოს საკითხიც განიხილა. ამის შესახებ მან სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პოლონეთის პრეზიდენტმა ასევე ახსენა თბილისში, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრა. ასევე წაიკითხეთ: რა გზავნილებით ჩამოვიდა ანდჟეი დუდა „რაც შეეხება მომავალ სამიტს, გენერალურ მდივანს ვუთხარი, რომ NATO-უკრაინა და NATO-საქართველო ფორმატში შეხვედრები უნდა გავმართოთ, რომ ამ ქვეყნების მიმართ სოლიდარობა გამოვხატოთ. ეს შეხვედრები სახელმწიფოს მეთაურების დონეზე უნდა გაიმართოს. ეს ქვეყნები ყოველთვის იყვნენ NATO-ს ლოიალური მოკავშირეები და ჩვენც უნდა დავაფიქსიროთ, რომ მარტო არ ვტოვებთ“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა. 3 თებერვალს, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრები კვლავ გაგრძელდება და ორშაბათს მორიგი შეხვედრები გაიმართებოდა. პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჰქონდა კონსულტაციები აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან და სურს, წარმოადგინოს ის ინფორმაცია, რომელიც პოლონეთს, როგორც ევროკავშირის ქვეყანას აქვს უკრაინაში არსებული სიტუაციის შესახებ და უკრაინის ირგვლივ. მისივე თქმით, შედგა მნიშვნელოვანი კონსულტაცია თბილისთან. ამასთან, აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ტრაგიკული გამოცდილება რუსეთთან დაკავშირებით.
გერმანია ლიეტუვაში დამატებით 350 სამხედროს გაგზავნის
გერმანია ლიეტუვაში კიდევ 350-მდე სამხედროს გაგზავნის, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ქრისტინე ლამბრეხტმა განაცხადა. გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ დამატებითი ჯარების განლაგება 14 თებერვალს დაიწყება. ლიეტივის თავდაცვის მინისტრმა ამ ფაქტს „მნიშვნელოვანი სიგნალი“ უწოდა. „გერმანია, ისევე როგორც NATO-ს სხვა ქვეყნები, გზავნის ძალებს, რადგან უსაფრთხოების ვითარება რეგიონში ძალიან დაძაბულია, ჩვენი ინტერესი ჩვენი უსაფრთხოების შესახებ არ მცირდება“, - განუცხადა არვიდას ანუსაუსკასმა BNS News-ს. NATO-მ პოლონეთში, ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში ოთხი მრავალეროვნული საბრძოლო შენაერთი, 2014 წელს ყირიმის ანექსიის საპასუხოდ განათავსა.
დიდი ბრიტანეთი პოლონეთში დამატებით 350 სამხედროს გაგზავნის
დიდი ბრიტანეთი პოლონეთში დამატებით 350 სამხედროს გაგზავნის, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა, ლონდონში, პოლონელ კოლეგასთან მარიუშ ბლაშჩაკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უოლესმა განაცხადა, რომ მოსკოვი უნდა ელოდოს სანქციებს, იზოლაციას და მეტ NATO-ს, თუ რუსეთმა დაუშვა სულელური შეცდომა და შეიჭრა სუვერენულ ქვეყანაში, რომელმაც საკუთარი თავისუფალი ნებით გამოხატა სურვილი, იყოს არამხოლოდ NATO-ს ნაწილი, არამედ მიჰყვეს მის მიერ არჩეულ გზას. „გადაწყვეტილება არის ორმხრივი და იმის ნიშანი, რომ ჩვენ შეგვიძლია, ერთად ვიმუშაოთ; გავაგზავნოთ ძლიერი სიგნალი, რომ ბრიტანეთი და პოლონეთი ერთად დგანან“, -განაცხადა მინისტრმა.
NATO აღმოსავლეთ ევროპაში გრძელვადიან სამხედრო პოზიციას განიხილავს
NATO განიხილავს გრძელვადიან სამხედრო პოზიციას აღმოსავლეთ ევროპაში, რათა გააძლიეროს თავისი თავდაცვა. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა მიმდინარეობს პროცესის განხილვა. 7 თებერველს, სტოლტენბერგმა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას NATO-ს შტაბ-ბინაში უმასპინძლა. საუბრის თემა უკრაინასა და მის გარშემო რუსული სამხედრო ძალების გაძლიერება იყო. გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ NATO-ს ძალების მზადყოფნა უკვე გაიზარდა და ალიანსი განიხილავს დამატებითი საბრძოლო ჯგუფების განლაგებას სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ის მიესალმა იმ ფაქტს, რომ შტატები გზავნის დამატებით ძალებს პოლონეთში, გერმანიასა და რუმინეთში, რაც „ამერიკის ერთგულების ძლიერი დემონსტრირებაა ალიანსის მიმართ“. „თუ რუსეთს ნამდვილად სურს ნაკლები NATO საზღვრებთან ახლოს, ისინი პირიქით მიიღებენ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. NATO ღიაა დიალოგისთვის პოლიტიკური გადაწყვეტის მოსაძებნად: „დღეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემს მოწვევას რუსეთის მიმართ, რომ NATO-რუსეთის საბჭოში NATO-ს მოკავშირეებს შეხვდეს. ჩვენ მზად ვართ, მოვუსმინოთ მათ შეშფოთებას, განვიხილოთ NATO-რუსეთის ურთიერთობები, რისკის შემცირება და გამჭვირვალობა, შეიარაღების კონტროლი, განიარაღება და გაუვრცელებლობა და სხვა საკითხები, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს უსაფრთხოებაზე. მაგრამ NATO არ წავა კომპრომისზე ძირითად პრინციპებთან მიმართებით, რომ დავიცვათ ყველა მოკავშირე და თითოეული ერის უფლებაა, აირჩიოს საკუთარი გზა“. ლიდერებმა ასევე განიხილეს რუსეთისა და ჩინეთის ბოლო ერთობლივი განცხადება, რომელშიც ორივე ქვეყანა NATO-ს ახალი წევრების მიღების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. სტოლტენბერგის თქმით, ეს არის „მცდელობა, სუვერენულმა ქვეყნებმა უარი თქვან საკუთარი არჩევანის გაკეთების უფლებაზე, ეს უფლებაა დაფიქსირებული ძირითად საერთაშორისო დოკუმენტებში“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ NATO პატივს სცემს ყველა ქვეყნის გადაწყვეტილებას, აირჩიოს თავისი მიმართულება. „ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სუვერენულ გადაწყვეტილებებს და არა, დავბრუნდეთ გავლენის სფეროების ეპოქაში, სადაც დიდ ძალებს შეუძლიათ, სხვებს უთხრან, რისი გაკეთება შეუძლიათ ან არ შეუძლიათ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცები ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდნენ. 2 000 ჯარისკაცი ევროპაში მას შემდეგ განლაგდა, რაც პენტაგონმა განაცხადა, რომ დამატებით ძალებს გაგზავნის მოკავშირეების მხარდასაჭერად. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან. ამერიკა აღმოსავლეთ ევროპაში 3,000 სამხედროს გზავნის
ოლაფ შოლცი: საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის ერთიანი მიზანი ევროპაში მშვიდობის შენარჩუნებაა
გერმანიის, საფრანგეთის და პოლონეთის ლიდერები უკრაინის უკრაინის კრიზისის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მხარეები უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო ძალების გაძლიერების გამო, დაძაბულობის დეესკალაციის გზებს განიხილავენ. „ჩვენი საერთო მიზანია ევროპაში ომის თავიდან აცილება“, - განაცხადა შოლცმა გერმანიაში მიმდინარე მოლაპარაკებების წინ. ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცები ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდნენ. 2 000 ჯარისკაცი ევროპაში მას შემდეგ განლაგდა, რაც პენტაგონმა განაცხადა, რომ დამატებით ძალებს გაგზავნის მოკავშირეების მხარდასაჭერად. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან. ასევე წაიკითხეთ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, მაკრონმა ყველა მხარეს მინსკის შეთანხმებების განხორციელებისკენ მოუწოდა ემანუელ მაკრონის თქმით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შედეგად, ესკალაციის თავიდან აცილების მიზანს მიაღწია ვოლოდიმირ ზელენსკი მაკრონთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციისთვის პუტინი: რუსეთი NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჯონ სალივანი: დოკუმენტი, რომელიც რუსეთს გადავეცით, დიპლომატიასა და სიტუაციის დეესკალაციის გზას ეფუძნება რას სთავაზობს NATO რუსეთს დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. დასავლეთი მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები. ასევე წაიკითხეთ: პუტინი: აშშ-მ და NATO-მ ჩვენი პრინციპული მოთხოვნები უგულებელყვეს
ევროკომისიამ პოლონეთს აცნობა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო, თანხებს დაუკავებს
ევროკომისიამ პოლონეთის მთავრობას აცნობა, რომ ქვეყანას დაფინანსებას დაუკავებს, რათა პოლონეთის მიერ გადაუხდელი ჯარიმები დაიფაროს. ეს არის პირველი შემთხვევა ევროკავშირის ისტორიაში, როდესაც ევროკომისია შეაჩერებს ევროკავშირის საბიუჯეტო ტრანსფერებს წევრი სახელმწიფოსთვის, რადგან მან უარი თქვა ბლოკის უმაღლესი სასამართლოს მიერ დადგენილი ჯარიმის გადახდაზე. „კომისიამ აცნობა პოლონეთს, რომ გააგრძელებს ჯარიმების კომპენსირებას“, - განაცხადა ბალაზ უჯვარმა, ევროკომისიის სპიკერმა ბიუჯეტის საკითხებში. ევროპულმა სასამართლომ სექტემბერში პოლონეთს 500,000 ევროს (570,800 აშშ დოლარი) დღიური ჯარიმა დააკისრა მას შემდეგ, რაც მთავრობამ ჩეხეთის რესპუბლიკის საზღვართან ტუროვის მაღაროს დახურვაზე უარი თქვა. პრაღის მიერ შეტანილ საჩივარში პოლონეთთან საზღვრის მიმდებარე რაიონებში ცხოვრების დონის დაქვეითების თაობაზე იყო საუბარი. ასევე მითითებული იყო მიწისქვეშა წყლის დონის მკვეთრ კლებასა და მოსახლეობის უკმაყოფილებაზე, რომელსაც მტვერი და ხმაური იწვევდა. ევროკავშირმა ჩეხეთის სარჩელი დააკმაყოფილა და პოლონეთს „ტურნოვის“ საქმიანობის შეწყვეტა დააკისრა. პოლონეთი მაღაროდან ნახშირის მოპოვებას ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში აგრძელებდა და ჯარიმის გადახდაზე უარი განაცხადა. პოლონეთი ამტკიცებდა, რომ მაღაროს დახურვა საფრთხეს შეუქმნიდა ქვეყნის ენერგომომარაგებას, ჯარიმა კი, არაპროპორციულია. ჯარიმის თანხა ჯამში 15 მილიონი ევროა (17 მილიონი დოლარი). პოლონეთის მთავრობამ უკვე განაცხადა, რომ გაასაჩივრებს საბიუჯეტო შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას. ცნობისთვის, ჩეხეთმა სარჩელი უკან გაიტანა და პოლონეთისგან 45 მილიონი ევრო მიიღო. ვარშავამ ასევე აიღო ვალდებულება, რომ ხმაურის, ჰაერის დაბინძურებისა და მიწისქვეშა წყლების მონიტორინგი აწარმოოს.
აშშ ევროპაში დამატებით საბრძოლო თვითმფრინავებს გზავნის
კიდევ რვა ამერიკული F-15 საბრძოლო თვითმფრინავი დღეს პოლონეთში ჩავიდა, რათა მონაწილეობა მიიღოს NATO-ს საჰაერო პატრულირების მისიაში იმ ფონზე, როდესაც რუსული ესკალაცია გრძელდება პოლონეთის საზღვარზე უკრაინასთან. „დღეს უფრო მეტი ამერიკული F-15 გამანადგურებელი დაეშვა ლასკის ბაზაზე. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა Twitter-ზე. შაბათ-კვირას, აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დამატებით 3000 ამერიკელი ჯარისკაცი გაიგზავნება პოლონეთში უახლოეს დღეებში. ჯარისკაცების პირველი ჯგუფი უკვე ჩავიდა პოლონეთში.
დიდი ბრიტანეთი ლიეტუვა-ბელორუსის საზღვარზე ჯარებს გზავნის
გაერთიანებული სამეფო გზავნის „მცირე რაოდენობის“ ჯარს ლიეტუვაში, რათა დაეხმაროს მას ბელორუსთან საზღვარზე არსებული მიგრანტების კრიზისის მოგვარებაში, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. ბენ უოლესის თქმით, „სოლიდარობის სულისკვეთებით“ დიდი ბრიტანეთი მხარს დაუჭერს ლიეტუვას. „ეს განლაგება ხელს შეუწყობს ლიეტუვის შესაძლებლობას, ბელორუსთან თავის საზღვარზე ზეწოლას გაუმკლავდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინამ, დიდმა ბრიტანეთმა და პოლონეთმა ალიანსი ოფიციალურად გააფორმეს
უკრაინამ, დიდმა ბრიტანეთმა და პოლონეთმა წამოიწყეს თანამშრომლობის ახალი სამმხრივი ფორმატი, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის უსაფრთხოების საფრთხეებზე რეაგირებას და ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას. „დღეს ჩვენ გვაქვს პატივი და მოხარული ვართ, გამოვაცხადოთ უკრაინას, გაერთიანებულ სამეფოსა და პოლონეთს შორის თანამშრომლობის ახალი სამმხრივი ფორმატის დაწყების შესახებ“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. კულებას თქმით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ დღეს ლოგისტიკური მიზეზის გამო პირადად ვერ ჩავიდა კიევში. „დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი გვერდით დაუდგება უკრაინელ ხალხს, რათა დაიცვან უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი დაგვეხმარებიან ჩვენი სახელმწიფოს დაცვაში", - განაცხადა კულებამ. მისი თქმით, ახალი ფორმატის წევრები ასევე ყურადღებას გაამახვილებენ ეკონომიკურ, სავაჭრო, ენერგეტიკულ თანამშრომლობასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე. საერთაშორისო პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმატის შექმნის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველ თებერვალს, რადაში გამოსვლისას განაცხადა.
გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები: არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, ევროპის რომელიმე ნაწილი თავის გავლენის სფეროში მოაქციოს
გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები სამ ქვეყანას შორის გაფორმებულ მემორანდუმთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაერთიანებულ სამეფოს, პოლონეთსა და უკრაინას ღრმა ისტორიული კავშირები აქვთ, რომლებიც აგებულია საერთო ღირებულებებზე, მშვიდობისა და უსაფრთხოების საერთო ერთგულებასა და იმ აგრესორების წინააღმდეგ ერთად დგომის ისტორიაზე, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ევროპის თავისუფლებას. „ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ თითოეული ევროპული სახელმწიფო თავისუფალია, აირჩიოს ან შეცვალოს თავისი უსაფრთხოების საშუალებები, მათ შორის ალიანსის ხელშეკრულებები და არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, ევროპის რომელიმე ნაწილი მოიაზროს თავის გავლენის სფეროში", - ვკითხულობთ განცხადებაში. ცნობისთვის, უკრაინამ, დიდმა ბრიტანეთმა და პოლონეთმა ალიანსი ოფიციალურად გააფორმეს.
პოლონეთის, ლიეტუვისა და უკრაინის პრეზიდენტებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
უკრაინა იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ საუბარია ერთობლივ დეკლარაციაში, რომელსაც კიევში ვიზიტით მყოფმა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ და პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ უკრაინელ კოლეგა ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად მოაწერეს ხელი. „ხაზს ვუსვამთ, რომ ასოცირების შეთანხმებისა და შიდა რეფორმების განხორციელებაში მნიშვნელოვანი პროგრესის გათვალისწინებით, ასევე უსაფრთხოების არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, უკრაინა იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს და ლიეტუვა და პოლონეთი მხარს დაუჭერენ უკრაინას ამ მიზნის მიღწევაში“, – ნათქვამია დეკლარაციაში. ცნობისთვის, 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
პოლონეთმა უკრაინას საბრძოლო აღჭურვილობა გადასცა
პოლონეთმა უკრაინას საბრძოლო აღჭურვილობა გადასცა. „საბრძოლო აღჭურვილობით დატვირთული კოლონა ჩვენს მეზობლებთან უკვე მივიდა. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელებს და მტკიცედ ვეწინააღმდეგებით რუსულ აგრესიას!“ — წერს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ტვიტერზე.
Politico: პოლონეთის, ბულგარეთისა და სლოვაკეთის ლიდერები აცხადებენ, რომ უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს არ გადასცემენ
პოლონეთის, ბულგარეთისა და სლოვაკეთის ლიდერები აცხადებენ, რომ უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს არ გადასცემენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico ავრცელებს. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, სამ ქვეყანას უკრაინისთვის საერთო ჯამში 70 მოიერიშე და გამანადგურებელი თვითმფრინავი უნდა გადაეცა. ასევე წაიკითხეთ: ქვეყნები, რომლებმაც რუსეთისთვის საჰაერო სივრცე დახურეს
ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკისთან სატელეფონო საუბარი გამართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკისთან სატელეფონო საუბარი გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. „ირაკლი ღარიბაშვილმა მატეუშ მორავიეცკის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა და ამ პროცესში მოკავშირეების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ამ გზაზე მეგობარი პოლონეთის მხარდაჭერის დიდი იმედი აქვს“,- აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
პოლონეთი მზადაა, თავისი MIG-29 ტიპის ყველა საბრძოლო თვითმფრინავი აშშ-ს გადასცეს
პოლონეთის მთავრობა, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კონსულტაციების შემდეგ მზადაა, მისი ყველა MIG-29, „რამშტაინის“ საავიაციო ბაზაზე (გერმანიაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე) დაუყოვნებლივ და უფასოდ განათავსოს და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას განკარგულებაში გადასცეს. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. ამავდროულად, პოლონეთი აშშ-ს სთხოვს, საკუთრებაში არსებული მეორადი თვითმფრინავები ოპერატიული შესაძლებლობებით მიაწოდოს. „პოლონეთი მზადაა, დაუყოვნებლივ დაადგინოს თვითმფრინავების შესყიდვის პირობები. პოლონეთის მთავრობა ასევე სთხოვს NATO-ს სხვა მოკავშირეებს, რომლებიც MIG-29-ს ფლობენ, იგივე პრინციპით იმოქმედონ“, - ნათქვამია განცხადებაში. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 6 მარტს განაცხადა, ვაშინგტონი მუშაობს იმაზე, რომ ევროპულმა ქვეყნებმა რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ რუსული წარმოების გამანადგურებლები უკრაინას და ამის სანაცვლოდ, ასევე სწრაფად მიიღონ ამერიკული წარმოების F-16 კლასის თვითმფრინავები. „თეთრი სახლი არ არის საბრძოლო თვითმფრინავების უკრაინაში გაგზავნის წინააღმდეგი, მაგრამ „ეს არ არის ისეთი მარტივი, როგორც თვითმფრინავების უბრალოდ გადაადგილება“, - განაცხადა თავის მხრივ, თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის არმია ევროკავშირის დახმარების ფარგლებში მიიღებს 70 საბრძოლო თვითმფრინავს. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება. მისი ინფორმაციით, მიგ-29 და სუ-25 ტიპის თვითმფრინავებს ბულგარეთისგან, პოლონეთისგან და სლოვაკეთისგან მიიღებენ. უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ცნობით, საჭიროების შემთხვევაში, თვითმფრინავები პოლონეთის აეროდრომებზე იქნებიან ბაზირებულნი. ამავე თემაზე ენტონი ბლინკენი: NATO-ს წევრებს უფლება აქვთ, უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები გაუგზავნონ სენატორი მენენდესი აშშ-ს მოუწოდებს, პასუხისმგებლობა იკისროს სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებაზე იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან, უკრაინას გამანადგურებლები გადასცენ ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
ავიაგამანადგურებლების შესახებ პოლონეთის წინადადებას პენტაგონში დაუსაბუთებელი უწოდეს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ მიიღო პოლონეთის წინადადება მისთვის MIG-29 ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემის შესახებ, უკრაინაში მათი შემდგომი გაგზავნის მიზნით, თუმცა, განაცხადა, რომ კონსულტაციებს გააგრძელებს. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ გაუგებარია, არის თუ არა პოლონეთის წინადადება არსებითად დასაბუთებული. ამასთან, კირბიმ აღნიშნა, რომ აშშ ამ საკითხის და მისი რთული ლოგისტიკური ასპექტების შესახებ, პოლონეთთან და სხვა NATO-ელ მოკავშირეებთან კონსულტაციებს განაგრძობს. ასევე წაიკითხეთ: პოლონეთი მზადაა, თავისი MIG-29 ტიპის ყველა საბრძოლო თვითმფრინავი აშშ-ს გადასცეს
პოლონეთის პრემიერი: საზღვარგარეთ რუსეთის გაყინული აქტივები უკრაინის აღდგენას უნდა მოხმარდეს
უკრაინის აღდგენის ფონდი დასავლეთში რუსეთის გაყინული აქტივების საფუძველზე უნდა შეიქმნას. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ უკრაინისა და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრებთან დენის შმიგალთან და ინგრიდა სიმონიტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ლიეტუვასთან ერთად, პოლონეთი უკრაინას პოლიტიკურ და დიპლომატიურ მხარდაჭერას გაუწევს. „დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის დამოუკიდებლობა დაცული იქნება და მასთან ერთად გაძლიერდება ლიეტუვის, პოლონეთის და ევროპის ყველა ქვეყნის უსაფრთხოება. რუსეთის ხელებმა შეიძლება, დიდ მანძილზე მიაღწიოს, ამიტომ, ჩვენ მტკიცედ უნდა მოვიგერიოთ მისი ბარბაროსული ქმედებები“, - განაცხადა მატეუშ მორავეცკიმ. მისი თქმით, რუსეთი ცდილობს, პოლონეთის, ლიეტუვის და სხვა ევროპული ქვეყნების ჰუმანიტარული ძალისხმევა ლვოვის რეგიონში, პოლონეთის საზღვართან ახლოს, სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე სარაკეტო დარტყმით გაანადგუროს. მორავეცკიმ აღნიშნა, რომ ვარშავა მოუწოდებს ევროპელ პარტნიორებს, დააწესონ დამატებითი სავაჭრო შეზღუდვები რუსეთის წინააღმდეგ. მისი თქმით, პოლონეთ-ბელორუსიის საზღვარზე ყველა სატვირთო მანქანა უკვე შემოწმდება, რათა დადგინდეს, იგზავნება თუ არა რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონელი. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ახლა იბრძვის არამხოლოდ საკუთარი, არამედ პოლონეთის, ლიეტუვის, ფინეთის და აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. „ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინელებს დაიცვან თავიანთი თავისუფლება, რადგან ისინი ასევე იცავენ ჩვენს თავისუფლებას", - განაცხადა მორავეცკიმ. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრების დონეზე ლუბლინის სამიტი გაიმართა. პოლონეთისა და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრები ვარშავაში შეხვდნენ ერთმანეთს, ხოლო უკრაინის პრემიერ-მინისტრი მათ კიევიდან ონლაინ რეჟიმში შეუერთდა.
კიევს 15 მარტს სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები ეწვევიან
ჩეხეთის რესპუბლიკის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები 15 მარტს კიევს ეწვევიან. ლიდერები უკრაინისადმი მხარდაჭერას დააფიქსირებენ. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ Twitter-ზე დაწერა, რომ სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდებიან. „ვიზიტის მიზანია, გამოვხატოთ ევროკავშირის ცალსახა მხარდაჭერა უკრაინის, მისი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი. ამავდროულად, ვიზიტის დროს ჩვენ წარმოვადგენთ მხარდაჭერის ფართო პაკეტს უკრაინისა და მისი მოქალაქეებისთვის. საერთაშორისო თანამეგობრობას ამ ვიზიტის შესახებ უკვე ეცნობა“, - აღნიშნა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა. მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა კიევის რამდენიმე გარეუბანზე დარტყმები გააძლიერეს.
ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები კიევში არიან
ჩეხეთის რესპუბლიკის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები კიევში არიან. ამის შესახებ უკრაინის პრემიერმა დენის შმიგალმა Twitter-ზე დაწერა. „ეს არის უკრაინის ნამდვილი მეგობრების სიმამაცე! განვიხილავთ უკრაინის მხარდაჭერისს საკითხს და რუსული აგრესიის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას“, - წერს შმიგალი. „სწორედ აქ, ომით განადგურებულ კიევში იწერება ისტორია. სწორედ აქ ებრძვის თავისუფლება ტირანიას. სწორედ აქ იქმნება ჩვენი მომავალი. ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას, რომელსაც შეუძლია, თავისი მეგობრების დახმარების იმედი ჰქონდეს - ეს მესიჯი დღეს კიევში ჩამოვიტანეთ“, - აღნიშნავს თავის მხრივ, პოლონეთის პრემიერი მატეუშ მორავეცკი. აღსანიშნავია, რომ უკრაინის დედაქალაქში ასევე იმყოფება პოლონეთის ვიცე პრემიერი, ლეხ კაჩინსკის ძმა, იაროსლავ კაჩინსკი. კიევს 15 მარტს სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები ეწვევიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბათუმში პოლონელ კოლეგას უმასპინძლებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში დღეს პოლონელ კოლეგას, მათეუშ მორავიეცკის უმასპინძლებს. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა. „ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები ერთობლივად გახსნიან პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლს, რომელიც ახალ ბულვარში დაიდგა“,- აღნიშნულია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი: პოლონეთი საქართველოს გამორჩეული მეგობარი და პარტნიორია, რომელთანაც გვაკავშირებს სტრატეგიული თანამშრომლობა
პოლონეთი საქართველოს გამორჩეული მეგობარი და პარტნიორია, რომელთანაც გვაკავშირებს სტრატეგიული თანამშრომლობა და მჭიდრო ურთიერთობები მთელი რიგი მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონელ კოლეგა მათეუშ მორავიეცკისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „წარმატებით ვთანამშრომლობთ როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში და, რა თქმა უნდა, ვართ დაინტერესებულები და მოტივირებულები, რომ კიდევ უფრო განვავრცოთ ჩვენი მრავალგანზომილებიანი ურთიერთობები. ჩვენ, ქართველებს არასოდეს დაგვავიწყდება პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის გმირობის ტოლფასი საქციელი, როდესაც იგი, ევროპელ ლიდერებთან ერთად, ჩამოვიდა თბილისში 2008 წლის აგვისტოში, მაშინ, როცა ჩვენ გვქონდა ფართომასშტაბიანი ომი რუსეთის ფედერაციასთან და დადგა ჩვენი ხალხის გვერდით, მან გაუკეთა ორგანიზება ევროპელი ლიდერების ჩამოყვანას, მან პირადად ჩამოიყვანა ევროპელი ლიდერები თბილისში, რათა დამდგარიყო ჩვენი ხალხის გვერდით. ამას თითოეული ქართველი ძალიან აფასებს, ჩვენ გვახსოვს და ვართ მადლიერნი“, - აღნიშნა პრემიერმა. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბათუმში პოლონელ კოლეგას უმასპინძლებს
ირაკლი ღარიბაშვილი: პოლონეთის პრემიერ-მინისტრს გავაცანი ის აქტიური პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც საქართველო უწევს უკრაინას
პოლონეთის პრემიერ-მინისტრს გავაცანი ის აქტიური პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც საქართველო უწევს უკრაინას ყველა საერთაშორისო, პოლიტიკურ დონეზე, უკრაინას ყველგან დავუჭირეთ მხარი ან ვიყავით რეზოლუციების თანასპონსორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ მათეუშ მორავიეცკისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო კვლავაც იქნება უკრაინისადმი სოლიდარული და მტკიცედ გააგრძელებს მის მხარდაჭერას. „პრემიერ-მინისტრს გავაცანი ის აქტიური პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც საქართველო უწევს უკრაინას ყველა საერთაშორისო, პოლიტიკურ დონეზე, იქნებოდა ეს გაეროს რეზოლუცია, ეუთოს ფორმატში, ევროკავშირის ფორმატში, ევროპის საბჭოს ფორმატში- ჩვენ ყველგან დავუჭირეთ მხარი ან ვიყავით ამ რეზოლუციების თანასპონსორი, თანაორგანიზატორი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირეთ გამოძიების დაწყებას, რომელმაც უნდა შეისწავლოს ომის დანაშაულები უკრაინაში. ამიტომ, ჩვენი პოზიცია არის აბსოლუტურად ცხადი და გასაგები. რა თქმა უნდა, ჩვენ სოლიდარული ვართ. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ისევე როგორც პოლონეთს, საქართველოს უკრაინასთან აკავშირებს სახელმწიფოებრივი და ხალხთაშორისი მეგობრობის ხანგრძლივი ისტორია. ცხადია, ჩვენ კვლავაც ვიქნებით უკრაინისადმი სოლიდარული და მტკიცედ გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას. ჩვენი საერთო სურვილია, რომ ეს ომი დასრულდეს და უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს. რა თქმა უნდა, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და საჯაროდ გადავუხადო მადლობა პოლონეთსა და მის პრემიერ-მინისტრს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც პოლონეთმა გამოიჩინა საქართველოს მოქალაქეთა ევაკუაციისა და ჩვენს მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების უკრაინაში ტრანსპორტირების პროცესში. კიდევ ერთხელ მადლობა ამისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: პოლონეთი საქართველოს გამორჩეული მეგობარი და პარტნიორია, რომელთანაც გვაკავშირებს სტრატეგიული თანამშრომლობა
მატეუშ მორავეცკი: პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია
საქართველოს ადგილი ევროკავშირშია და პოლონეთი ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარს უჭერს - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ბათუმში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აგრესია, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში 2008 წელს, დღემდე იგრძნობა და უკრაინელებს ქართველებზე კარგად ვერავინ გაუგებს. „ვინ გაუგებს უკეთესად უკრაინას, თუ არა ქართველები, ვინაიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი- ეს არის 20%, რომელიც ამჟამად ოკუპირებულია ოკუპანტების მიერ. ამიტომ, ამ ადგილიდან მინდა გამოვხატო ჩემი ძლიერი მხარდაჭერა, ჩვენი მეგობრებისადმი, რომლებიც საქართველოში რთულ სიტუაციაში იმყოფებიან ვინაიდან, ის აგრესია, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში 2008 წელს, დღემდე იგრძნობა. ამიტომ, პოლონეთი დღემდე მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ამ მხარდაჭერას გააგრძელებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს ის გზა, რომელიც თვითონ სურს. ამიტომ, მე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია“,- განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
მატეუშ მორავეცკი: გზა, რომელიც საქართველომ აირჩია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია
პრემიერო, მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი გულახდილი საუბრისთვის. ამ ორმხრივი, ეკონომიკური თანამშრომლობისთვის, რომელიც ვითარდება, მაგრამ ვიცით, რომ შეიძლება იყოს უკეთესი, განვითარდეს უკეთესად და უფრო სწრაფი ტემპით, რომ არა ეს რთული პოლიტიკური სიტუაცია, რომელიც ახლა არსებობს, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ ბათუმში, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „პოლონეთი, უკრაინა, საქართველო რთულ მდგომარეობაში არიან, ვინაიდან ეს არის ჩვენი მეგობარი, მეზობელი ქვეყანა. ჩვენ, ყველას გვსურს, ვიცხოვროთ მშვიდობიან პირობებში, მშვიდობიან ქვეყნებში, თუმცა სამწუხაროდ კრემლში ჯერ ეს არ ესმით და ის აგრესია, რომელიც გამოხატულია საქართველოს, უკრაინის მიმართ და ევროკავშირის, ესაა ძირითადი პოლიტიკა, რომელსაც ახლა რუსეთი ამჟღავნებს. ამიტომ გზა, რომელიც ამოირჩია საქართველომ, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, არა იმიტომ, რომ ჩვენ ამას ვიღაცისთვის, ვიღაცის წინააღმდეგ ვაკეთებთ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ, ვაფასებთ საქართველოს არჩევანს და გვსურს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ამ გზაზე. ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირშიც იქნება ეს ხმა გაგებული, რომ ჩვენი მხარდაჭერა და ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა მორავეცკმა. ასევე წაიკითხეთ: მატეუშ მორავეცკი: სამწუხაროდ, გამართლდა ლეხ კაჩინსკის სიტყვები: დღეს არის საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიური ქვეყნები და შეიძლება, მოვიდეს დრო ჩვენი ქვეყნისთვის
მატეუშ მორავეცკი: სამწუხაროდ, გამართლდა ლეხ კაჩინსკის სიტყვები: დღეს არის საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიის ქვეყნები და შეიძლება, მოვიდეს დრო ჩვენი ქვეყნისთვის
„ჩემთვის ძალიან სასიხარულო და დიდი პატივია, რომ ვიმყოფები ამ ულამაზეს ქვეყანაში, რომელიც ძალიან კეთილგანწყობილია პოლონეთის მიმართ, როგორც ემოციურად, ასევე ისტორიულად, პოლიტიკურად, ეკონომიკურ და ყველა სხვა დარგში, მაგრამ ჩემი დღევანდელი ვიზიტი განსაკუთრებულ პიროებში ხორციელდება“, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისხტრმა მატეუშ მორავეცკიმ ბათუმში, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, რეგიონში შექმნილია ვითარება, რომელიც ხელს არ უწყობს ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. „ეს არის უპრეცედენტო, ყოველგვარი პროვოცირების და მიზეზის გარეშე, აგრესიული შეტაკება უკრაინაში, რომელიც საქართველოს მეგობრული ქვეყანაა. ეს არის მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა გავიხსენოთ ლეხ კაჩინსკის სიტყვები, რომელიც მან 2008 წლის 12 აგვისტოს თქვა - ეს სიტყვები სამწუხაროდ, გამართლდა. მან ბრძანა, დღეს არის საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიის ქვეყნები და შეიძლება, მოვიდეს დრო ჩვენი ქვეყნისთვის, პოლონეთისთვის. გვახსოვს ის დრო, როდესაც ბევრისთვის სასაცილო იყო ეს სიტყვები, ანუ სერიოზულად არ აღიქვამდნენ, თითქოს, გაგებული იყო ეს სიტყვები, მაგრამ სერიოზულად არცერთი ქვეყანა არ მიუდგა. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ასე ვთქვათ, ერთგვარი წინასწარმეტყველება და ჩვენს გულებში არის ახლა ეს სიტუაცია. ძალიან მძიმეა, რომ ეს ყველაფერი ნაწილობრივ სრულდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რას გავაკეთებთ ჩვენ ახლა ამ უდიდესი პოლიტიკური კრიზისის პირობებში, რომელიც გამოწვეულია უკრაინაზე რუსეთის სამხედრო შეტაკებით. ამიტომ, რამდენიმე დღის წინ ბატონ იაროსლავ კაჩინსკისთან ერთად ვიმყოფებოდით უკრაინაში და ჩვენ იქ ხმამაღლა განვაცხადეთ, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით რუსეთის პოლიტიკას, ჩვენ მხარი დავუჭირეთ უკრაინელ მოსახლეობას, რომელიც იბრძვის არამარტო უკრაინისთვის, არამედ, საქართველოსთვის და პოლონეთისთვისაც. მინდა, აქ, საქართველოს მიწიდან ვთქვა, რომ ჩვენ, საქართველოს პრემიერთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის ღირებულებები, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ ორივე ერი, იყოს გამართლებული და მხარდამჭერი უკრაინელებისთვის. ლეხ კაჩინსკი იყო ყველას, განსაკუთრებით, პატარა ქვეყნების დამოუკიდებლობის მხარდამჭერი და ამიტომ, დღევანდელი რუსეთის აგრესია, ეს არის აგრესია ჩვენი ღირებულებების მიმართ, რომელსაც ჩვენ ორივე ერი ვაფასებთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევაჩეროთ ეს აგრესია“, - განაცხადა მატეუშ მორავეცკიმ მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.
პოლონეთის პრემიერი: არის ხმები, თითქოს, საქართველო ბოლომდე არ არის ჩართული სანქციებში, მაგრამ ღარიბაშვილმა დამარწმუნა, რომ ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რათა შეაჩეროს ეს აგრესია
ირაკლი ღარიბაშვილმა დამარწმუნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაჩეროს ეს აგრესია, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები და მხარი დაუჭიროს უკრაინის თავისუფლებას და სუვერენიტეტს -ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ბათუმში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევაჩეროთ ეს აგრესია. რა შეიძლება გავაკეთოთ ამისთვის? პოლონეთი გამოდის ინიციატივით, რომ სანქციების პაკეტები, რომელიც უკვე მიღებულია ევროპის საბჭოს, ევროკომისიის მხრიდან, გაღრმავდეს და თითო დანგრეულ, დაბომბილ სახლს თითო სანქცია დაემატოს იმიტომ, რომ უკრაინის მიმართ ეს ბარბაროსული მიდგომა მიუღებელია. არის ხმები, თითქოს საქართველო ბოლომდე არ არის ჩართული სანქციებში, მაგრამ ბატონმა პრემიერმა დამარწმუნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაჩეროს ეს აგრესია, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები და მხარი დაუჭიროს უკრაინას, უკრაინის თავისუფლებას და სუვერენიტეტს. ვინ გაუგებს უკეთესად უკრაინას, თუ არა ქართველები, ვინაიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი- ეს არის 20%, რომელიც ამჟამად ოკუპირებულია ოკუპანტების მიერ“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: პოლონეთის პრემიერ-მინისტრს გავაცანი ის აქტიური პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც საქართველო უწევს უკრაინას
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველო დატოვა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ საქართველო დატოვა. პოლონელი კოლეგა, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ვიცე-პრემიერ დავით ზალკალიანთან, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკისა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ილია დარჩიაშვილთან ერთად გააცილა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები, რომლის შემდეგაც მხარეებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ამასთან, ღარიბაშვილმა და მათეუშ მორავიეცკიმ ბათუმის ახალ ბულვარში პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლი გახსნეს. ასევე წაიკითხეთ: მატეუშ მორავეცკი: სამწუხაროდ, გამართლდა ლეხ კაჩინსკის სიტყვები: დღეს არის საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიის ქვეყნები და შეიძლება, მოვიდეს დრო ჩვენი ქვეყნისთვის პოლონეთის პრემიერი: არის ხმები, თითქოს, საქართველო ბოლომდე არ არის ჩართული სანქციებში, მაგრამ ღარიბაშვილმა დამარწმუნა, რომ ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რათა შეაჩეროს ეს აგრესია მატეუშ მორავეცკი: გზა, რომელიც საქართველომ აირჩია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ირაკლი ღარიბაშვილი: აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამაც კი არ დაუწესა სანქციები რუსეთს
სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოსა და პოლონეთის სამთავრობო სტრატეგიული რეზერვების სააგენტოს შორის სპეციალური შეთანხმება გაფორმდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოსა და პოლონეთის რესპუბლიკის სამთავრობო სტრატეგიული რეზერვების სააგენტოს შორის სპეციალური შეთანხმება გაფორმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ხელშეკრულება მიზნად ისახავს მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას. ამასთან, შეთანხმებას ხელი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა და პოლონეთის რესპუბლიკის სამთავრობო სტრატეგიული რეზერვების სახელწიფო სააგენტოს პრეზიდენტმა, მიხალ კუჩმიეროვსკიმ მოაწერეს.
სტივენ ლინჩი: ჩვენ აქ ვართ, რათა მადლობა გადავუხადოთ პოლონელ ხალხს, იმ დაუჯერებელი გულუხვობისთვის, რასაც ლტოლვილების მიმართ იჩენენ
„ჩვენ აქ ვართ, რათა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ უკრაინელ ხალხს. ჩვენ აქ ვართ, რათა მადლობა გადავუხადოთ პოლონელ ხალხს იმ დაუჯერებელი გულუხვობისთვის, რომელსაც ისინი ლტოლვილების მიმართ იჩენენ“, - ამის შესახებ კონგრესის ზედამხედველობისა და რეფორმების კომიტეტში, ეროვნული უსაფრთხოების ქვეკომიტის თავმჯდომარემ სტივენ ლინჩმა განაცხადა. ცნობისთვის, სტივენ ლინჩი, პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ამერიკელ კანონმდებელთა ორპარტიულ დელეგაციას ხელმძღვანელობს. ასევე წაიკითხეთ: პოლონეთი უკრაინას თავდაცვით იარაღს მიაწვდის
საგარეო უწყება: უკრაინიდან პოლონეთში საქართველოს მოქალაქეების გასაყვანად სპეცრეისები დაინიშნა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. უკრაინიდან პოლონეთში საქართველოს მოქალაქეების გასაყვანად სპეცრეისები დაინიშნა. „შეგახსენებთ, რომ უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გაყვანის მიზნით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინირებით, დაინიშნა ავტობუსის სპეციალური რეისები ქ. ლვოვიდან. ავტობუსები ლვოვი-ვარშავის მიმართულებით დამატებით გავა 23 მარტს უკრაინის დროით 09:00 საათზე. მისამართი: ლვოვი, უნივერსიტეცკაია N1, ივანო ფრანკოს პარკი, ლვოვის ნაციონალური უნივერსიტეტის მხრიდან. ავტობუსები გათვლილია 50 ადამიანზე, მოსახლეობის მშვიდობიანი ევაკუაციის მიზნით, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, შემდეგ ნომრებზე: +380 (63) 376 77 68; +380 (63) 376 73 64“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. საგარეო უწყების ცნობით, უკრაინაში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს დიპლომატიური მისიები კიევში, ოდესაში და ლვოვში განაგრძობენ საგანგებო, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას და ქმედით დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიის დატოვებისა და ჰუმანიტარული კუთხით.
Reuters: პოლონეთმა აშშ-ს „დიდი ოცეულიდან“ რუსეთის გარიცხვა შესთავაზა
პოლონეთის ეკონომიკური განვითარებისა და ტექნოლოგიების მინისტრის, პეტრ ნოვაკის განცხადებით, ვარშავამ აშშ-ის ოფიციალურ პირებს შესთავაზა, რუსეთი „დიდი ოცეულის“ ფორმატიდან გარიცხონ და ამ შეთავაზებას „დადებითი გამოხმაურება“ მოჰყვა. ამის შესახებ Reuters წერს. „ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე, მათ შორის აშშ-ის ვაჭრობის მდივან, ჯინა რაიმონდოსთან შეხვედრაზე გამოვთქვით ინიციატივა რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვის თაობაზე, რასაც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ახლა ეს საკითხი პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უნდა გადაეცეს“, - აცხადებს ნოვაკი. ამერიკული მხარე ამ საკითხზე ოფიციალურ განმარტებებს არ აკეთებს. ნოვაკის განცხადებით, რუსეთის ადგილი მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკების ფორმატში სწორედ პოლონეთმა უნდა დაიკავოს, რომელმაც კომუნისტური ქვეყნიდან ღია ეკონომიკისკენ „30-წლიანი გარდამავალი პერიოდი წარმატებით დაასრულა“. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ მოსკოვი „დიდი რვიანის“ ქვეყნების ფორმატიდან გარიცხეს. „დიდი ოცეული“ გაცილებით უფრო ფართო ჯგუფია, რომელშიც ინდოეთი, ჩინეთი და ბრაზილიაც შედიან, ამიტომ რუსეთის გარიცხვა უფრო რთული იქნება.
BBC: პოლონეთი გეგმავს NATO-ს საგანგებო სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხი დააყენოს
პოლონეთი გეგმავს NATO-ს საგანგებო სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხი დააყენოს. ამის შესახებ BBC წერს. მათივე ცნობით, ასეთი მისიის მზადყოფნაში მოყვანას რამდენიმე კვირა ან შესაძლოა, თვეც დასჭირდეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მიღებაზე მზაობა უკვე გამოთქვა დანიამ. ასევე წაიკითხეთ: Reuters: ევროკავშირი უკრაინის აღდგენის ფონდს შექმნის
პოლონეთი ქვეყნიდან 45 რუსი დიპლომატის გაძევებას აპირებს - მედია
პოლონეთის კონტრდაზვერვამ შეადგინა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 45 რუსი დიპლომატის სია, რომელთა ქვეყნიდან გაძევების რეკომენდაცია პოლონეთის სპეცსამსახურებმა გასცეს, - ამის შესახებ რუსული მედია პორტალ Onet.pl-ზე დაყრდნობით წერს. მედიის ცნობით, რუსეთის ელჩი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც მას შესაძლოა დიპლომატების გაძევება მოსთხოვონ. თუ ეს განხორციელდა, ეს იქნება დიპლომატების ყველაზე დიდი გაძევება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ისტორიაში.რუსეთის საელჩოს წარმომადგენელმა დაადასტურა ელჩის გამოძახება პოლონეთის საგარეო უწყებაში, მაგრამ უარი თქვა პოლონეთის სპეცსამსახურების მოთხოვნის თაობაზე კომენტარის გაკეთებაზე. პოლონეთში რუსეთის საელჩოს ვებგვერზე არსებული მონაცემებით ქვეყანაში დიპლომატიური ხაზით 100 ადამიანი იმყოფება. ამ სიაში არიან დიპლომატები და მათი ოჯახის წევრები. ამასთან პოლონეთში რუსეთის სამი საკონსულო მუშაობს - კრაკოვში, პოზნანსა და გდანსკში. არის მოლოდინი, რომ დიპლომატების გაძევების თაობაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას დღეს გაავრცელებს. ასევე წაიკითხეთ Reuters: პოლონეთმა აშშ-ს „დიდი ოცეულიდან“ რუსეთის გარიცხვა შესთავაზა
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს, ევროპაში ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთს ეწვევა
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს, ევროპაში ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთს ეწვევა. მედიის ინფორმაციით, ბაიდენი, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან ახლოს ჩავა, სადაც ლტოლვილებს მოინახულებს. ამასთან, როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტი ვარშავაში საღამოს გაემგზავრება, სადაც, უკრაინაში არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ ბრიფინგსაც გამართავს. ასევე წაიკითხეთ: G7-ის ლიდერები რუსეთს მოუწოდებენ, გაიყვანოს სამხედრო ძალები და აღჭურვილობა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: პოლონეთი მხარს დაუჭერს რუსული ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის ემბარგოს
პოლონეთი მხარს დაუჭერს რუსული ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის ემბარგოს, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. "პოლონეთი მხარს დაუჭერს რუსული ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის ემბარგოს. ეს არის ჟანგბადის მთავარი წყარო რუსული ომის მანქანისთვის. სანქციები არის ერთადერთი გზა ომის შესაჩერებლად. პოლონეთი ასევე მხარს უჭერს უკრაინაში NATO-ს ჰუმანიტარული მისიის გაგზავნას. ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ ხალხის ასეთი ხოცვა ხდებოდეს ჩვენი მხრიდან ჰუმანიტარული პასუხის გარეშე. უკრაინელი ჯარისკაცები ნამდვილი მებრძოლები არიან", - განაცხადა მატეუშ მორავიეცკიმ. ასევე წაიკითხეთ: G7-ის ლიდერები რუსეთს მოუწოდებენ, გაიყვანოს სამხედრო ძალები და აღჭურვილობა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან
დმიტრო კულება: მადლობელი ვარ პოლონეთის, რომ ომიდან გაქცეული უკრაინელების მიმართ ასეთი სტუმართმოყვარეა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ვარშავაში იმყოფება, სადაც ის პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ტვიტერის“ გვერდზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ავრცელებს. „დღეს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ, ვარშავაში მიმიღო. მადლობელი ვარ პოლონეთის, რომ ომიდან გაქცეული უკრაინელების მიმართ ასეთი სტუმართმოყვარეა. პოლონეთი მზადაა, უკრაინას მეტი ჰუმანიტარული, ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწიოს. ეჭვგარეშეა, რომ ნამდვილი მეგობრები გაჭირვებისას ვლინდებიან“, - წერს კულება. ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა
BBC: უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, პოლონეთმა უკვე 2,4 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, პოლონეთმა უკვე 2,4 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო. ამის შესახებ BBC წერს. პოლონელი მესაზღვრეების განცხადებით, ბოლო დღეები იძულებით გადაადგილებულთა ნაკადმა შემცირება დაიწყო. მაგალითად, ხუთშაბათს საზღვარი 23 000-მა ადამიანმა გადაკვეთა. ამასთან, დღეს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსი სამხედროების თავდასხმებს 153 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა
პოლონეთის ვიცე-პრემიერი: პოლონეთი მზადაა, საკუთარ ტერიტორიაზე აშშ-ის ბირთვული იარაღი განათავსოს
პოლონეთი მზადაა, საკუთარ ტერიტორიაზე აშშ-ის ბირთვული იარაღი განათავსოს, - ამის შესახებ პოლონეთის ვიცე-პრემიერმა იაროსლავ კაჩინსკიმ გერმანულ გამოცემა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა. "აშშ-ის ბირთვული რაკეტების პოლონეთში განთავსება მოსკოვს მნიშვნელობას შეაკავებდა. ამერიკელები არ გეგმავდნენ პოლონეთში ბირთვული იარაღის განთავსებას, თუმცა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამ ეს რეალობა შეცვალა. ევროპაში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტი 150 000 ჯარისკაცამდე უნდა გაიზარდოს", - განაცხადა კაჩინსკიმ. ცნობისთვის, ამჟამად ევროპაში 100 000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული
Reuters-ი: პოლონეთში რუსეთის მოქალაქე დააკავეს და ჯაშუშობაში ბრალი წაუყენეს
პოლონეთში რუსეთის მოქალაქე დააკავეს და ჯაშუშობაში ბრალი წაუყენეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ კაცი, რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით, აგროვებდა ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალებისა და NATO-ს ჯარების სამხედრო მზადყოფნის შესახებ“, - აღნიშნულია პოლონური მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
შტაინმაიერმა პუტინს მოუწოდა, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაუშვას
გერმანია უკრაინას იარაღს მიაწვდის. ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა პოლონელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, გერმანია უკრაინას იარაღს მიაწვდის მიუხედავად იმისა, რომ ეს ეწინააღმდეგება გერმანიის უსაფრთხოების ფილოსოფიას. მან აღნიშნა, რომ პუტინმა ვერ შეძლო ევროპის გაყოფა; პირიქით, გაძლიერდა გარე აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევის თვალსაზრისით. შტაინმაიერმა ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაუშვას. „ასეთ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობებს ვერ დავუბრუნდებით. მსოფლიომ დაინახა რუსეთის სამხედრო დანაშაულები. დამნაშავეებმა და მათ, ვინც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს, პასუხი უნდა აგონ“, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა. მისივე განცხადებით, გერმანიისა და პოლონეთის მთავრობები უკრაინის მხარდასაჭერ ნაბიჯებთან დაკავშირებით მჭიდროდ მუშაობენ. ასევე წაიკითხეთ Politico: გერმანიამ უკრაინისთვის 400 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნის მიწოდების ნებართვა გასცა გერმანია უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და „სტინგერებს“ მიაწვდის
პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტები დღეს კიევში ჩადიან
პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ლიდერები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს, კიევში შეხვდებიან. როგორც პოლონეთის პრეზიდენტის მრჩევლმა იაჯუბ კუმოჩიმ განცხადა, ლიდერები ახლა უკრაინისკენ მიემართებიან, რათა უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატონ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინაში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელი ჩავიდნენ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.
მატეუშ მორავეცკი: პოლონეთის ჯანდაცვის სამსახურს, სულ მცირე, 10 000 დაშავებული უკრაინელი ჯარისკაცის მკურნალობის შესაძლებლობა აქვს
"პოლონეთის ჯანდაცვის სამსახურს, სულ მცირე, 10 000 დაშავებული უკრაინელი ჯარისკაცის მკურნალობის შესაძლებლობა აქვს", - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დასავლეთით, ქალაქ ლვოვში დროებით გადაადგილებული პირებისთვის ,,კონტეინერების ქალაქი“ შეიქმნა და მასში თავის შეფარება 300-დან 500-მდე ქალსა და ბავშვს შეუძლია. „ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ, სულ მცირე, 10 000 ჯარისკაცი, საჭიროების შემთხვევაში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა უკრაინიდან ყველა დაშავებული ჯარისკაცი მივიღოთ და ვუმკურნალოთ“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება. ასევე წაიკითხეთ ნედ პრაისი: რაც ბოლო საათებში ვნახეთ, მკაფიოდ მოწმობს იმ სისასტიკესა და ტერორის კამპანიას, რომელსაც რუსები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებენ უკრაინის გენშტაბი: დონბასში რუსეთის მიერ შეტევითი ოპერაციის დაწყების ნიშნებია ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა: რუსეთი მარიუპოლში სირიისა და ჩეჩნეთის ომში გამოყენებულ ტაქტიკას იყენებს
ომის დაწყების შემდეგ, უკრაინიდან პოლონეთში 2,9 მილიონზე მეტი ადამიანი გადავიდა
2,9 მილიონზე მეტი ადამიანი გადავიდა უკრაინიდან პოლონეთში ომის დაწყების შემდეგ, ამის შესახებ პოლონური მხარე იუწყება. ბოლო კვირების განმავლობაში პოლონეთის საზღვრის გადაკვეთის რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა და უკრაინაში მიმავალთა რაოდენობა გაიზარდა. შაბათს უკრაინაში პოლონეთიდან უფრო მეტი ადამიანი შევიდა (21100), ვიდრე პირიქით (15100). საერთო ჯამში, ომის დაწყებიდან უკრაინაში 847 000 ადამიანი შევიდა პოლონეთიდან. ლტოლვილთა კრიზისის მწვერვალზე, 6 მარტს, 142,300 ადამიანი წავიდა უკრაინიდან პოლონეთში. ომამდე უკრაინიდან პოლონეთში საზღვრის გადაკვეთის საშუალო დღიური რაოდენობა 16800-ს შეადგენდა. ლტოლვილთა ნაწილმა უკვე დატოვა პოლონეთი. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
„გაზპრომმა“ პოლონეთს გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ აცნობა
პოლონეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია PGNiG-მ განაცხადა, რომ „გაზპრომი“ 27 აპრილიდან პოლონეთისთვის მთლიანად შეაჩერებს გაზის მიწოდებას. „PGNiG-მა მიიღო წერილი „გაზპრომისგან“ იამალის კონტრაქტით გაზის მიწოდების სრული შეჩერების შესახებ“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა მის ვებგვერდზე. PGNiG-მა უარი თქვა რუსული გაზის მიწოდების საფასურის გადახდაზე რუბლებში სავალდებულო კონვერტაციით, წერს „ინტერფაქსი“, კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით. „გაზპრომ ექსპორტი“ მიწოდებას 27 აპრილს მოსკოვის დროით 9:00 საათზე შეწყვეტს. რუსული კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მიწოდება შეჩერდება დროზდოვიჩის, ვისოკოეს, ტეტეროვკასა და კონდრატკის მიწოდებისა და მიღების პუნქტებით, ანუ რუსული გაზის პოლონეთში შესვლის ყველა პუნქტით. PGNiG-ის თქმით, მიწოდების შეჩერება არღვევს ხელშეკრულებას და კომპანია „გადადგამს შესაბამის ზომებს ბუნებრივი აირის მიწოდების აღსადგენად“. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში PGNiG-ის მიერ იმპორტირებული გაზის 53% „გაზპრომმა“ მიაწოდა. პოლონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მზად არის რუსეთიდან გაზის მიწოდების ნებისმიერი შეფერხებისთვის. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა უნდა გახსნას ანგარიში „გაზპრომბანკში“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“. ევროკომისიამ მიიჩნია, რომ რუსეთის მიერ ამ მოთხოვნების შესრულება სანქციების დარღვევა იქნებოდა. 2019 წლის ნოემბერში PGNiG-მა აცნობა „გაზპრომს“ და „გაზპრომ ექსპორტს“, რომ არ აპირებდა გაზის შესყიდვის ხელშეკრულების განახლებას, რომელიც სრულდება 2022 წლის 31 დეკემბერს. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება პოლონეთის ხელისუფლების სურვილით ახსნა და ენერგომომარაგების უსაფრთხოებით. ვარშავა ელოდება, რომ „გაზპრომიდან“ გაზის მიწოდებას, ჩაანაცვლებს Baltic Pipe გაზსადენით, რომელიც ბუნებრივ აირს ნორვეგიიდან პოლონეთში გადაიტანს. მისი ექსპლუატაცია 2022 წლის პირველ ოქტომბერს იგეგმება. მანამდე, პოლონეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა სანქციების პირველი სია, რომელშიც შესულია რუსული „გაზპრომი“ და რიგი რუსი და ბელორუსი ოლიგარქები - სულ 50 იურიდიული და ფიზიკური პირი. ასევე წაიკითხეთ პოლონეთმა „გაზპრომისა“ და რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ბულგარეთისა და პოლონეთის მთავრობები „გაზპრომის“ წინააღმდეგ სამართლებრივი დავისთვის ემზადებიან
პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდას თქმით, „გაზპრომის“ წინააღმდეგ შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგმება. ის დარწმუნებულია, რომ პოლონური გაზის კომპანიები კომპენსაციას მიიღებენ რუსული მხარისგან გაზის მიწოდების შეწყვეტისა და ხელშეკრულების დარღვევისთვის. „პოლონური კომპანიები, რომლებსაც ჰქონდათ კონტრაქტები რუსული გაზის მიწოდებაზე, შეწყვეტილი ხელშეკრულების წინააღმდეგ შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამენ. მე მტკიცედ მჯერა, რომ ისინი აიღებენ კომპენსაციას შეთანხმების დებულებების დარღვევისთვის. ეჭვი არ მეპარება, რომ შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგმება“, - თქვა დუდამ ჩეხეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ნიკოლოვმა CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ ბულგარეთის მთავრობა მოსკოვის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის წარმოებისთვის მზადაა მას შემდეგ, რაც რუსულმა ენერგოგიგანტმა, „გაზპრომმა“ ქვეყანას გაზის მიწოდება შეუწყვიტა. „ბულგარგაზმა ტრანზაქცია შეასრულა, რის შემდეგაც თანხა „გაზპრომიდან“ უკან დაბრუნდა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ კონტრაქტის დარღვევაზე, მაშინ სამართლებრივი პერსპექტივიდან აბსოლუტურად ნათელია, ვინ დაარღვია კონტრაქტი". - თქვა ნიკოლოვმა. ბულგარეთის გაზის მარაგების 90% რუსეთიდანაა იმპორტირებული. ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ბულგარეთი იმპორტის სხვადასხვა მიმწოდებელზე გადანაწილების გეგმას განიხილავს და სხვა რეგიონებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას ცდილობს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკის თქმით, ქვეყანაში Świnoujście-ის ტერმინალი ექვსი მილიარდი კუბური მეტრიდან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) წარმოებას რვა მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის. ასევე, ნორვეგიაში ახალი ბალტიის გაზსადენის მშენებლობა 3 თვეში დასრულდება, რომელიც პოლონეთს 10 მილიარდ კუბურ მეტრ LNG-ს მიაწვდის. გარდა ამისა, პოლონეთს ხუთ მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი LNG სლოვაკეთთან მშენებარე ახალი ტრანსსასაზღვრო მილსადენიდანაც მიეწოდება. 27 აპრილს ევროკომისიის პრეზიდენტმა ფონ დერ ლეიენმა პოლონეთისა და ბულგარეთისთვის „გაზპრომის“ მიერ გაზის შეწყვეტის გადაწყვეტილებას "კრემლის კიდევ ერთი პროვოკაცია" უწოდა და მოსკოვი ბუნებრივი აირის გამოყენებით ევროკავშირის შანტაჟში დაადანაშაულა. „გაზპრომმა“ პოლონეთსა და ბულგარეთს 27 აპრილიდან გაზის მიწოდების შეწყვიტის შესახებ აცნობა. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა უნდა გახსნას ანგარიში „გაზპრომბანკში“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“. ასევე წაიკითხეთ: „გაზპრომმა“ პოლონეთს გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ აცნობა რუსული „გაზპრომი“ გაზის მიწოდებას ბულგარეთსაც უჩერებს
პოლონეთმა უკრაინას 200 ერთეული T-72 ტიპის ტანკი გადასცა
პოლონეთმა უკრაინას 200 ერთეული „T-72“ ტიპის ტანკი გადასცა.პოლონეთმა უკრაინას ასევე გაუგზავნა რამდენიმე ათეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა. მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, პოლონეთმა კიევს 1,6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების იარაღი და საბრძოლო მასალა მიაწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
პოლონეთი მზადაა, დაიცვას სლოვაკეთის საჰაერო სივრცე, თუ ის თვითმფრინავებს უკრაინას გადასცემს
პოლონეთი მზადყოფნას გამოთქვამს, დაიცვას სლოვაკეთის საჰაერო სივრცე, თუ ის საკუთარ MiG-29 თვითმფრინავებს უკრაინას გადასცემს. „მე მივიღე დადასტურება, რომ პოლონეთი მზადაა, დაიცვას სლოვაკეთის საჰაერო სივრცე იმ მომენტიდან, როდესაც სლოვაკეთი უკრაინისთვის მიგ-29 თვითმფრინავის მიწოდებას გადაწყვეტს“, - განაცხადა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა პოლონელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. სლოვაკეთმა ამ თვის დასაწყისში დააფიქსირა პოზიცია, რომ განიხილავს თვითმფრინავების მიწოდებას, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუ ის შეძლებდა საკუთარი საჰაერო სივრცის ალტერნატიული თავდაცვის ორგანიზებას. ცნობისთვის, უკრაინისთვის დამატებითი დახმარების აღმოჩენის საკითხზე საუბრისას, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა 29 აპრილს განაცხადა, რომ შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემები გადამწყვეტ როლს თამაშობენ. ლოიდ ოსტინის განცხადებით, საჰაერო თავდაცვა მთლიანად ამ ომის კრიტიკული ასპექტია. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში „უკრაინისთვის“ მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც პოლონეთისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრები ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან პარტნიორობით ერთობლივად უმასპინძლებენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო სესიაში. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იმყოფება.
პრემიერი: მტკიცედ ვდგავართ საერთაშორისო საზოგადოების გვერდით და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, მომავალშიც დავუჭერთ მხარს, როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული კუთხით
„ჩვენ მოვახდინეთ ყველა ჩვენი რესურსის მობილიზაცია ამ დამანგრეველი ომის შედეგების შესამსუბუქებლად. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი უკრაინაში ჩვენი ისტორიული პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერაზე ჩვენი რეგიონისთვის ასეთ მღელვარე დროს. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საერთაშორისო საზოგადოების გვერდით და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას. ჩვენ მომავალშიც დავუჭერთ მხარს უკრაინას როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული კუთხით, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის „უკრაინისთვის“ ფარგლებში გამართულ საქველმოქმედო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ომმა უკრაინაში გამოიწვია მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი რეგიონში, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებისგან ითხოვს დაუყოვნებლივ მოქმედებას. „პირადად მოვახსენებ მადლობას პრემიერ-მინისტრებს: მორავიეცკის და ანდერსონს, როგორც ჩვენი დღევანდელი ღონისძიების წამყვანებს, ასევე ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებს. თქვენ ხართ საქართველოს ერთგული პარტნიორები ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.ჩვენ ვგმობთ რუსეთის უხეშ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის და გაეროს ქარტიის ფუნდამენტურ პრინციპებს და ნორმებს და წარმოადგენს უპრეცედენტო გამოწვევას ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. უკრაინაში ომის შედეგები განსაზღვრავს ევროპის უსაფრთხოების სამომავლო არქიტექტურას და საფუძველს ჩაუყრის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოს ჩვენს რეგიონში და მის საზღვრებს გარეთ.ომმა უკრაინაში გამოიწვია მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი რეგიონში, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებისგან ითხოვს დაუყოვნებლივ მოქმედებას. ჩემი მთავრობა უპირობო სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ პარტნიორებს. ჩვენ მოვახდინეთ ყველა ჩვენი რესურსის მობილიზაცია ამ დამანგრეველი ომის შედეგების შესამსუბუქებლად. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი უკრაინაში ჩვენი ისტორიული პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერაზე ჩვენი რეგიონისთვის ასეთ მღელვარე დროს. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საერთაშორისო საზოგადოების გვერდით და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას. ჩვენ მომავალშიც დავუჭერთ მხარს უკრაინას როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული კუთხით, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში „უკრაინისთვის“ მიიღო მონაწილეობა. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. კონფერენციის მონაწილეებმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეო მიმართვასაც მოუსმინეს. მაღალი დონის კონფერენციის მონაწილეებს შორის იყვნენ - შვედეთის, ესპანეთის, უკრაინის, ლიეტუვას, ლატვიის, ალბანეთის, ხორვატიის, ისლანდიის, სლოვაკეთის, სლოვენიის და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრები. სესიაში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, მონაწილეობენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და გაეროს წარმომადგენლები. დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას საქართველოს მხრიდან ასევე ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში ზურაბ ბერიძე.
გაზსადენი GIPL-ი, ბალტიის რეგიონისა და პოლონეთის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად, ვადაზე ადრე გაიხსნა
ლიეტუვურ-პოლონური გაზსადენი GIPL-ი (Gas Interconnection Poland-Lithuania) ოფიციალურად გაიხსნა. ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, GIPL-ი რეგიონის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას გააძლიერებს და ის კლაიპედას თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალის სრული პოტენციალის ათვისების საშუალებას იძლევა. გაზის იმპორტისა და ექსპორტის ახალი მარშრუტი ოფიციალურად გაიხსნა. ეს ისტორიული მოვლენაა რეგიონისთვის, რომელიც დიდი ხანია, დიდწილად იყო დამოკიდებული რუსული გაზის იმპორტზე. ცერემონიას ლიეტუვის, პოლონეთისა და ლატვიის პრეზიდენტები, ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში, ბალტიისპირეთისა და პოლონეთის ენერგეტიკულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ. „ვადაზე ადრე ვიწყებთ გაზის ტრანსპორტირებას პოლონეთ-ლიეტუვის ინტერკონექტორის გავლით. პოლონეთს აქვს წვდომა კლაიპედას ტერმინალზე, რაც პოლონელი მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდების უსაფრთხოებას აძლიერებს“, - განაცხადა სტრატეგიული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის საკითხებში მინისტრმა პიოტრ ნაიმსკიმ. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 500 მილიონი ევროა, ევროკომისია დაფინანსების დაახლოებით 60%-ს უზრუნველყოფს. პროექტის დაფინანსებაში წვლილი ლატვიამ და ესტონეთმაც შეიტანეს. „რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის გამო შეცვლილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, GIPL-ის გაზსადენი, Klaipeda LNG-ის ტერმინალთან ერთად, ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია არამხოლოდ ლიეტუვისთვის, არამედ პოლონეთისთვის და მთელი ბალტიის რეგიონისთვის“, - აცხადებენ ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტროში. „GIPL-ის ამოქმედება ისტორიული მოვლენაა არამხოლოდ ლიეტუვისა და პოლონეთისთვის, არამედ მთელი რეგიონის ენერგეტიკის სექტორისთვის. ლიეტუვურ-პოლონური გაზსადენის ურთიერთდაკავშირება უზრუნველყოფს ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაზის მიწოდების უსაფრთხოებას და გააძლიერებს ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენების ფონზე“, - ამბობს ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრი დაინიუს კრეივისი. პოლონურმა კომპანიებმა PGNiG და Gaz-System-მა გაზპრომთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ 27 აპრილს გამოაცხადეს.
„გაზპრომმა“ პოლონეთის გავლით ევროპაში გაზის ტრანზიტი შეაჩერა
რუსული გაზის გიგანტმა „გაზპრომმა“ პუტინის სანქციების გამო, პოლონეთის გავლით, ევროპაში გაზის ტრანზიტი შეაჩერა. მონოპოლისტი კომპანია, ტრანზიტისთვის „იამალი-ევროპის“ გაზსადენს აღარ გამოიყენებს, ამის შესახებ „გაზპრომის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა განაცხადა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზია სანქციები, რომლებიც კომპანია EuRoPol GAZ-ს დაუწესდა. ეს კომპანია „იამალი-ევროპის“ გაზსადენის პოლონეთის მონაკვეთს ფლობს. გასულ თვეში, მონოპოლისტმა „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ კომპანია აღარ გამოიყენებს აღნიშნულ გაზსადენს, რადგან მფლობელმა კომპანიამ კრემლის მოთხოვნა არ შეასრულა და გაზის საფასური რუბლში არ გადაიხადა. გაზსადენი „იამალი-ევროპა“ გადის რუსეთის, ბელორუსის, პოლონეთის და გერმანის ტერიტორიაზე, რომლის მეშვეობითაც ევროპას რუსული გაზის მცირე ნაკადები მიეწოდება. რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, ამ გაზსადენის გამტარუნარიანობა შემცირდა. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გახსნან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“. შეგახსენებთ, აშშ-ის მიერ გამოცხადებული ახალი სანქციები გაზპრომბანკის" ხელმძღვანელებსაც შეეხებათ. ეს არის ინსტიტუტი, რომლის მეშვეობითაც ევროპის უმეტესი ნაწილი რუსულ გაზს ყიდულობს. ასევე წაიკითხეთ „გაზპრომი“ პოლონეთს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს
ილია დარჩიაშვილმა პოლონელ კოლეგა ზბიგნევ რაუსთან სატელეფონო საუბარი გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა პოლონელ კოლეგა ზბიგნევ რაუსთან. ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საუბრის თემა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი და უსაფრთხოების საკითხები იყო. „გავმართე სატელეფონო საუბარი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ზბიგნევ რაუსთან. ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულ ასპირაციებსა და ამ გზაზე გადასადგმელ სამომავლო ნაბიჯებზე. ასევე განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და პოლონეთის თავმჯდომარეობა ეუთოში“, - წერს დარჩიაშვილი Twitter-ის პირად გვერდზე.
პოლონეთმა რუსეთის საელჩოს ანგარიშები დაბლოკა
პოლონეთში რუსეთის დიპლომატიური მისიის ანგარიშები 2 სექტემბრამდე ხელმისაწვდომი არ იქნება. ამის შესახებ რუსული მედია, პოლონეთში რუსეთის ელჩ სერგეი ანდრეევზე დაყრდნობით წერს. რუსი დიპლომატის ცნობით, ანგარიშები პოლონეთის პროკურატურის გადაწყვეტილებით დაბლოკეს. „რა იქნება 2 სექტემბრის შემდეგ, არც ესაა ნათელი“, - თქვა ანდრეევმა. აღნიშნული ფაქტი, რუსეთის დიპლომატიურმა მისიამ მაშინვე გააპროტესტა და პოლონეთი ვენის კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება პროკუარტურამ მიიღო და შესაბამისად რუსეულ მხარეს შეუძლია სასამართლოს მიმართოს. Rzeczpospolita-ს ცნობით, პროკურატურა დიდი ალბათობით არ განიხილავს საჩივარს და სავარაუდოდ, საქმე სასამართლოს გადაეცემა. პროკურატურის მიერ დაყადაღებული თანხა თითქმის 5 მილიონი ზლოტია (დაახლოებით $1.1 მლნ.). გამოცემის ინფორმაციით, პოლონეთის პროკურატურის მტკიცებით, რუსეთის საელჩო საბანკო ანგარიშებს "ტერორისტული საქმიანობის ან ფულის გათეთრების დასაფინანსებლად" იყენებდა. სახსრების ბლოკადის მიზეზი იყო რუსი დიპლომატების რამდენიმე მცდელობა, დიდი ოდენობით თანხა ანგარიშიდან გამოეტანათ და ფინანსური ოპერაციები ნაღდი ფულით შეესრულებინათ. თავის მხრივ პოლონეთში რუსეთის ელჩი სერგეი ანდრეევი აცხადებს, რომ რუსულმა მხარემ, მომხდარის საპასუხოდ მოსკოვში პოლონეთის საელჩოს ანგარიშები გაყინა. ცნობისათვის მარტში, პოლონეთში 45 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს.
ანდჯეი დუდა უკრაინაშია
პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა უკრაინაშია. დუდა სავარაუდოდ, 22 მაისს, კვირას, უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვა. Polska Times-თან ბოლო ინტერვიუში დუდამ გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ კიევისთვის ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნებით უნდა დასრულდეს. პოლონეთის ლიდერის თქმით, ომის პირველ დღეებში შიშობდა,ზელენსკის სიცოცხლეს საფრთხე არ შექმნოდა, უკრაინელ კოლეგას ყოველდღე ესაუბრებოდა. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ადჯეი დუდა: დროა, უკრაინასთან ახალი სამეზობლო შეთანხმება გავაფორმოთ
ვარშავასა და კიევს შორის მეგობრული ურთიერთობების გათვალისწინებით, რომელიც განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, დროა, უკრაინასა და პოლონეთს შორის ახალ სამეზობლო შეთანხმებას მოეწეროს ხელი. შესაბამისი განცხადება პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ კვირას, უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ანდჯეი დუდა: უკრაინის ტერიტორიის თუნდაც ერთი სანტიმეტრის დათმობა დარტყმა იქნება მთელი დასავლეთისთვის დუდას თქმით, რუსეთის შეიარაღებულმა აგრესიამ აჩვენა, რომ უკრაინასა და პოლონეთს შორის საგზაო, სარკინიგზო და ინფრასტრუქტურული კავშირების ქსელი საკმარისი არ არის. მისივე თქმით, ამის ანაზღაურება აუცილებელია და პოლონეთ-უკრაინის საზღვარი უნდა გაერთიანდეს და არა დაიყოს. პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ კიევსა და ვარშავას შორის სწრაფი სარკინიგზო კავშირი პოლონეთსა და უკრაინას შორის კარგი ურთიერთობის ნიშანი იქნება. „ჩვენ მას ერთად ავაშენებთ ", - ხაზგასმით აღნიშნა პოლონელმა ლიდერმა უკრაინელი პარლამენტარების წინაშე გამოსვლისას. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინა და პოლონეთი ერთობლივი სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის შესახებ ორმხრივ შეთანხმებას მალე გააფორმებენ.
უკრაინა პოლონეთის მოქალაქეებს განსაკუთრებულ სამართლებრივ სტატუსს მიანიჭებს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გეგმავს, უკრაინის უმაღლეს რადას წარუდგინოს კანონპროექტი, რომელიც უკრაინაში პოლონეთის მოქალაქეებს განსაკუთრებულ სამართლებრივ სტატუსს მიანიჭებს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, პოლონეთის პრეზიდენტის ანდჯეი დუდას თანდასწრებით გააკეთა. „განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი პოლონეთის რესპუბლიკის სეიმს უკრაინის მოქალაქეების დახმარების შესახებ კანონისთვის, რომელიც ახლახან მიიღეს. ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის აგრესიის გამო პოლონეთში ჩვენს მოქალაქეებს თითქმის იგივე უფლებები და შესაძლებლობები მიენიჭებათ, რაც პოლონეთის მოქალაქეებს აქვთ. ესენი: კანონიერი საცხოვრებელი, დასაქმება, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური შეღავათები. ეს არის დიდი ნაბიჯი და უდიდესი ჟესტი, რომლის გაკეთებაც მხოლოდ უკრაინის კარგ მეგობარს შეეძლო. ეს ნაბიჯი ცალმხრივი არ დარჩება. უახლოეს მომავალში უკრაინის უმაღლეს რადას მსგავს, სარკისებურ კანონპროექტს წარვუდგენ", - განაცხადა ზელენსკიმ. იმავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ პოლონეთის მოქალაქეებს არასოდეს შეექმნათ სიტუაცია, როცა ასეთ პირობებში, ომის პირობებში დასჭირდებათ შეღავათები. „მაგრამ ასეთ კანონებს დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვთ, რაც აჩვენებს, რომ უკრაინელები და პოლონელები თანასწორნი არიან. დარწმუნებული ვარ, უკრაინელი პარლამენტის წევრები დაუჭერენ მხარს ამ კანონს, სწრაფად და ხმათა უმრავლესობით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, უკრაინა და პოლონეთი ერთობლივი სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის შესახებ ორმხრივ შეთანხმებას მალე გააფორმებენ.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა პოლონეთთან ერთობლივ საბაჟო კონტროლს აწესებს "უკრაინა პოლონეთთან ერთობლივ საბაჟო კონტროლს აწესებს", - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პოლონელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ვიდეომიმართვაში, განაცხადა. „მიღებულია გადაწყვეტილება, რომელიც რევოლუციას მოახდენს ჩვენს საზღვარზე არსებულ წესრიგში, ვნერგავთ საერთო საბაჟო კონტროლს პოლონეთთან. ეს მნიშვნელოვნად დააჩქარებს სასაზღვრო პროცედურებს, აღმოფხვრის კორუფციული რისკების უმეტესობას, მაგრამ ეს ასევე არის ევროკავშირის საერთო საბაჟო სივრცეში ჩვენი ინტეგრაციის დასაწყისი“, - აცხადებს ზელენსკი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა პოლონეთის მოქალაქეებს განსაკუთრებულ სამართლებრივ სტატუსს მიანიჭებს
ანდჯეი დუდა გერმანიის მთავრობას პირობის შეუსრულებლობაში ადანაშაულებს
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ გერმანია ტანკების გაცვლის საკითხზე პირობის დარღვევაში დაადანაშაულა. დუდამ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, WELT-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დუდამ WELT-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოლაფ შოლცის მთავრობა პოლონეთს Leopard-ის ტიპის ტანკებს დაჰპირდა, რათა პოლონეთის შეიარაღებული ძალებისთვის დანაკლისი შეევსო. მანამდე, თავის მხრივ, პოლონეთმა უკრაინას T-72 ტანკები გადასცა. „ძალიან იმედგაცრუებულები ვართ ამით. არ შეასრულეთ თქვენი დაპირება. გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ უკრაინას მივაწოდეთ დიდი რაოდენობით ტანკები, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის ჩვენი, როგორც მეზობლის პასუხისმგებლობა. თუ გერმანია დაგვიჭერდა მხარს, ძალიან ბედნიერები ვიქნებოდით", - განაცხადა ანდჯეი დუდამ. სამშაბათს, ბერლინში პოლონელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბაერბოკმა განაცხადა, რომ ეს საკითხი განიხილებოდა „გაუგებრობების“ გადასაჭრელად. მისი თქმით, გერმანიას არ შეეძლო მძიმე იარაღის მიწოდება „ღილაკზე ერთი დაჭერით", რადგან ბევრი საკითხი იყო გასათვალისწინებელი, განსაკუთრებით ის, თუ რა იარაღია რეალურად ხელმისაწვდომი. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ აღნიშნა, რომ სინანულს გამოთქვამს, რომ უკრაინაში იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით სიტუაცია არ არის ისეთი დინამიკური, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ მინისტრმა აღიარა, რომ „ეშმაკი დეტალებშია“. ცნობისთვის, პოლონეთმა უკრაინას საბჭოთა დიზაინის T-72 ტანკები გადასცა იმ მოლოდინით, რომ NATO, აშშ და გერმანია ამ დანაკლისს შეავსებდნენ. გერმანია დათანხმდა რამდენიმე მსგავს გაცვლას მოკავშირე ქვეყნებთან, როგორიცაა სლოვენია და ჩეხეთი, რომლებიც თავის მხრივ, უკრაინაში აგზავნიან საბჭოთა პერიოდის ძველ ტანკებს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. წელს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე წლისთავს აღვნიშნავთ. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ჩვენ წარმატებით განვავითარეთ ჩვენი კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური კონტაქტები – იმედი მაქვს, რომ ჩვენს ერებს შორის წარმატებული თანამშრომლობა უფრო გაძლიერდება. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, მხარი დავუჭიროთ საქართველოს, დემოკრატიული რეფორმების გაძლიერების და ეკონომიკური განვითარების გზაზე“, – აღნიშნულია წერილში. მატეუშ მორავეცკი ხაზს უსვამს, რომ პოლონეთი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის პროდასავლური კურსის მხარდაჭერას, მათ შორის, ევროკავშირში წევრობის განაცხადის განხილვისას. პოლონეთის პრემიერი საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციების შემდგომ გაძლიერებას, ხოლო მთავრობის მეთაურს ქვეყნის სამსახურში წარმატებას უსურვებს. „რეგიონისთვის ამ განსაკუთრებით მძიმე დროს, უსაფრთხოების თვალსაზრისით, საჭიროა შიდა სტაბილიზაცია და სოციალური ნდობის განმტკიცება. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება მოწონებული იქნება საქართველოს მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ“, – აღნიშნავს მატეუშ მორავეცკი. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც ილია დარჩიაშვილი: მტკიცედ ვადგავართ საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პოლონეთის, საბერძნეთის, ლატვიის, ბულგარეთისა და ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელები, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მისალოც მიმართვებს უგზავნიან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაუ, მისალოც წერილში აღნიშნავს, რომ პოლონეთსა და საქართველოს მრავალწლიანი თანამშროლობა აკავშირებთ, რომელიც მეგობრობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზეა დამყარებული. „მინდა დაგარწმუნოთ, რომ პოლონეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადის განხილვას, ასევე მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - წერს პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მისალოც წერილში. თავის მიმართვაში, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს დენდიასი წერს, რომ საბერძნეთსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობა ნაყოფიერი და წარმატებულია ყველა მიმართულებით. „საბერძნეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, - წერს ნიკოს დენდიასი. „გულთბილი მილოცვა ლატვიისგან საქართველოს, რომელიც დღეს დამოუკიდებლობას აღნიშნავს“, - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი, ქართველ კოლეგას, სოციალურ ქსელ Twitter-ის საშუალებით ულოცავს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მისალოც წერილს უგზავნის ბულგარეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ტეოდორა გენჩოვსკაც. თავის მიმართვაში აღნიშნავს, რომ ბულგარეთისა და საქართველოს ურთიერთობას მრავალწლიანი ისტორია აქვს და ის, ყოველთვის მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის სულისკვეთებით ვითარდებოდა. ბულგარელი კოლეგა დარჩიაშვილს კიდევ ერთხელ უდასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას.ილია დარჩიაშვილს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ამირ აბდოლაჰიანიც. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.
ანდჯეი დუდა: პოლონეთი მზადაა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ CNN-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ქვეყანა მზადაა გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი. ზელენსკიმ დაასახელა 7 ქვეყანა, რომლებიც მზად არიან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები განიხილონ რასმუსენი და ერმაკი უხელმძღვანელებენ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წინადადებებს წარადგენს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი: შვიდი ქვეყანა მზადაა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი „ვოლოდიმირ ზელენსკიმ მკითხა, თანახმა ვარ თუ არა, რომ პოლონეთი იყოს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი. ჩვენ გვჯერა, რომ როგორც მეზობლები, უბრალოდ ვალდებულები ვართ. ამიტომ, თუ უკრაინა შემოგვთავაზებს ვიყოთ უსაფრთხოების გარანტი და მშვიდობის გარანტი ომის დასრულებისას და თუ სამშვიდობო ხელშეკრულების ასეთი პირობები მიიღება – დიახ, პოლონეთი მიიღებს მონაწილეობას ამაში“, – თქვა დუდამ. CNN-ის ცნობით, გარანტორებს შორის კიევი ხედავდა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს წევრ ქვეყნებს, მათ შორის რუსეთს, აშშ-ს, ბრიტანეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, ასევე თურქეთს, გერმანიას, კანადას, იტალიას, პოლონეთს და ისრაელს. რუსეთი გარანტორად აღარ განიხილება. პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ბუჩაში განვითარებულმა მოვლენებმა ამ საკითხზე შეხედულება შეცვალა. ცნობისათვის, 8 მაისს G7-ის სამიტზე, რომელშიც ვოლოდიმირ ზელენსკიც მონაწილეობდა, უკრაინის პრეზიდენტმა „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს მოუწოდა, რომ გამხდარიყვნენ, ქვეყნის უსაფრთხოების გარანტები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინას მეგობარი ქვეყნები სამხედრო დახმარებას რუსეთისთვის განკუთვნილი სპეციალური წარწერებით უგზავნიან
ჩეხეთი, პოლონეთი და ნიდერლანდები უსაფრთხოების დახმარების ფარგლებში, უკრაინაში საბრძოლო მასალას, რუსეთისთვის განკუთვნილი სპეციალური წარწერებით აგზავნიან. ჭურვებზე დაწერილია სხვადასხვა „მილოცვა“ რუსეთის ძალების მისამართით. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის ოფიციალურ უწყებებზე დაყრნდობით ავრცელებს. მაგალითად, ჩეხეთი უკრაინას აწვდის საბრძოლო მასალას, წარწერით - „პრაღის გაზაფხულისთვის". ნიდერლანდების მიერ გაგზავნილ ჭურვებზე ეწერა - "შურისძიება MH17-ისთვის", ხოლო პოლონელები წერენ - "კატინისთვის!" ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
პოლონეთმა და უკრაინამ უპრეცედენტო, თავდაცვის $650 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმეს
პოლონეთმა უკრაინასთან 2,7 მილიარდის PLN (დაახლოებით 650 მილიონი დოლარი) ღირებულების თავდაცვის კონტრაქტი გააფორმა, რაც კიევისთვის თვითმავალი ჰაუბიცების მიყიდვას ითვალისწინებს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ, ვიცე-პრემიერმა და სახელმწიფო აქტივების მინისტრმა იაცეკ სასინმა და ეროვნული თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. „ახლა ჩვენ ვაფორმებთ ერთ-ერთ უდიდეს თუ არა, ყველაზე დიდ თავდაცვის კონტრაქტს ბოლო 30 წლის განმავლობაში. ეს არის იარაღის მიყიდვა უკრაინელებისთვის, უკრაინაში", - განაცხადა მორავეცკიმ. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იარაღი ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ბრძოლის ველზე. მორავეცკის თქმით, უკრაინა ამ იარაღის შესაძენად თანხებს ნაწილობრივ ევროკავშირიდან და ნაწილობრივ საკუთარი ბიუჯეტიდან იღებს. თავის მხრივ, სასინმა, აღნიშნა, რომ კონტრაქტი პოლონეთისთვის რეკორდულია. „ბოლო 30 წლის განმავლობაში, პოლონეთის თავდაცვის ინდუსტრიაში ასეთი კონტრაქტი არ გაფორმებულა“, - განაცხადა იაცეკ სასინმა. კითხვას, არ აპირებს თუ არა უკრაინა პოლონეთიდან Piorun MANPADS-ის (ადამიანის პორტატული საჰაერო თავდაცვის სისტემები) დამატებითი პარტიების შეძენას, ბლაშჩაკმა უპასუხა რომ „უკრაინელები დიდად აფასებენ ამ იარაღს“. აქვე დაადასტურა ამ სარაკეტო სისტემების შესაძლო მიწოდება უკრაინაში და აღნიშნა, რომ პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო MANPADS-ებს საკუთარი არმიისთვის შეუკვეთავს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: სანქციების მეშვიდე პაკეტი რუსული გაზის იმპორტის სრულ აკრძალვას უნდა მოიცავდეს
ევროკავშირმა ერთად უნდა იმუშაოს სანქციების მეშვიდე პაკეტის დასამტკიცებლად, რომელიცრუსული გაზისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის სრულ აკრძალვასაც უნდა მოიცავდეს. შესაბამისი განცხადება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ სამშაბათს ვარშავაში ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე შალენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, გასულ კვირას რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტის მიღება „მნიშვნელოვანი ნაბიჯია რუსეთის ენერგორესურსებისგან ევროპის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად“. თუმცა რაუმ ამას არასაკმარისი ნაბიჯი უწოდა და მოუწოდა, დაუყონებლივ დაიწყოს მუშაობა სანქციების მეშვიდე პაკეტზე. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს მინისტრის თქმით, სხვა საკითხებთან ერთად, სანქციები უნდა მოიცავდეს „რუსული გაზისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის სრულ აკრძალვას და ყველა რუსული და ბელორუსული ბანკის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვას. უკრაინის ადგილი ევროკავშირშია, ხაზგასმით აღნიშნა რაუმ. „ამიტომ, ჩვენ ველით დადებით რეკომენდაციას ევროკომისიისგან უკრაინის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირის საბჭო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა რაუმ.
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად, ანდჯეი დუდამ სამხრეთ ევროპაში ტური დაიწყო
პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჯეი დუდამ სამხრეთ ევროპის ქვეყნებში ტური დაიწყო. ევროპარლამენტი ევროკავშირის ლიდერებს რეკომენდაციით მიმართავს, რომ უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ - უკრაინული მედია ევროპარლამენტი მხარს უჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის - განცხადების პროექტი დუდა ეწვევა პორტუგალიასა და იტალიას, რის შემდეგაც რუმინეთში მიიღებს მონაწილეობას NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტში (ბულგარეთი, რუმინეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი). დუდასთან ერთად ევროპულ ტურნეში სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა უნდა წასულიყო, თუმცა მას კორონავირუსი დაუდგინეს და იძულებული გახდა გაეუქმებინა მოგზაურობა. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დუდას და ჩაპუტოვას მზადყოფნისთვის ეწვიონ ევროპულ დედაქალაქებს, რათა ლობირება გაუწიონ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს. 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა.
უკრაინის ახალი ელჩი პოლონეთში ჩავიდა
უკრაინის ახალი ელჩი პოლონეთში ვასილ ზვარიჩი დიპლომატიურ მისიას იწყებს. „გამარჯობა პოლონეთიდან! ჩვენ მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ ვიმუშაოთ 24/7 უკრაინა-პოლონეთის მეგობრობის გასაძლიერებლად! პოლონეთთან ერთად უფრო ძლიერები ვართ და ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ! მადლობა უკრაინის სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის“, - წერს დიპლომატი. ზვარიჩმა შეცვალა ანდრეი დეშჩიცია, რომელიც უკრაინის ელჩი 2014 წლის 13 ოქტომბრიდან იყო. უკრაინის პრეზიდენტმა ბრძანებულებას პოლონეთში ელჩად ზვარიჩის დანიშვნის შესახებ, 8 თებერვალს მოაწერა ხელი. მას საელჩოებში - პოლონეთში (ორჯერ), თურქეთსა და შეერთებულ შტატებში მუშაობის გამოცდილება აქვს.
უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს რუსეთთან დიალოგის საკითხი, ნებისმიერი ზეწოლა მიუღებელია - პოლონეთის საგარეო უწყება
უკრაინამ თავად უნდა განსაზღვროს რუსეთთან დიალოგის ფორმულა და ნებისმიერი ზეწოლა ამ მიმართულებით მიზანშეწონილი არ არის. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მარკინ პრჟიდაჩმა პოლონურ მედიასთან განაცხადა. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2008 წელს საქართველოზე თავდასხმის შემდეგ (ასევე, უკრაინაში 2014 წლის მოვლენები) მოსკოვთან დიალოგს არ მოჰყოლია სტაბილიზაცია და მშვიდობა. დიპლომატის თქმით, პირიქით, ასეთმა პოლიტიკამ პუტინს დრო მისცა მორიგი სამხედრო ოპერაციებისთვის მოსამზადებლად და ამას დასავლური პოლიტიკის სისუსტედ აღიქვამდა. „პოლონური მხარე მიზანშეწონილად არ მიიჩნევს უკრაინაზე ზეწოლას ნაჩქარევი დიალოგისთვის [რუსეთთან]“, - ხაზგასმით აღნიშნა დიპლომატმა. მან აღნიშნა, რომ პუტინმა დაარღვია გერმანიისა და საფრანგეთის მიერ გარანტირებული მინსკის შეთანხმებები. „აქედან გამომდინარე, გაურკვეველია, საიდან მოდის რწმენა, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება და დიალოგი შეიძლება, კვლავ აღიქმებოდეს პუტინის მიერ ვალდებულებად“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. 16 ივნისს უკრაინაში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და იტალიის პრემიერ მინისტრი მარიო დრაგი ჩავიდნენ. მანამდე მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინას „რუსეთთან მოლაპარაკება მოუწევს“. „რუსეთს თუ ამ ომის დასრულება სურს, რადგან მედიით ისინი სწორედ ამას ამბობენ, ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ. უკრაინის შესახებ მოლაპარაკების მაგიდა უკრაინის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ, ეს მოლაპარაკებები უნდა იყოს პირდაპირი. შეგვიძლია, ვისაუბროთ შუამავლებით, ან შუამავლების გარეშე - თუ რუსეთის ფედერაცია მზადაა, ომის დასასრულებლად, გამოდის, ჩვენი ტერიტორიების დასატოვებლად, ნებისმიერ მომენტში ასეთი ფორმატისთვის მე პირადად მზად ვარ", – განაცხადა თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პოლონეთმა უკრაინას თანამედროვე თვითმავალი ჰაუბიცები გადასცა
პოლონეთმა უკრაინას თანამედროვე 155 მმ AHS Krab თვითმავალი ჰაუბიცები გადასცა. ამის შესახებ აღმოსავლეთის ოპერატიული სარდლობა იტყობინება. მისივე ცნობით, ამ ჰაუბიცების განლაგებას დაახლოებით 30 წამი სჭირდება, მთავარი იარაღი არის 155 მმ/52 კალიბრის თოფი, სროლის მაქსიმალური მანძილი კი 40 კილომეტრია. გერმანია უკრაინაში თვითმავალ ჰაუბიცებს უახლოეს კვირებში გაგზავნის Krab არის პოლონური წარმოების 155 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა, რომელიც NATO-ს საბრძოლო მასალასთან არის თავსებადი. მაისის ბოლოს, პოლონეთმა უკრაინას უკვე გადასცა 18 კრაბის თვითმავალი ჰაუბიცა (სამი ბატარეა) და 100 უკრაინელი მსროლელი გაწვრთნა. ჰაუბიცა - (გერმანული haubitze, მისი პირველადი დანიშნულება - ქვის სატყორცნი ქვემეხი), საარტილერიო იარაღის ტიპი, რომლის დანიშნულებაა დახურულ საცეცხლე პოზიციაზე იერიშის მიტანა. ჰაუბიცა შედის საბრძოლო არტილერიის ჯგუფში, მისი კალიბრი 100 მმ და მეტია, აქვს შედარებით მოკლე ლულა (15--30 კალიბრი), ცვალებადი ჭურვები, სროლის საკმაოდ მაღალი სიჩქარე - 0,5-1-დან 6 გასროლამდე წუთში (კალიბრიდან გამომდინარე), სროლის მანძილი 17 კმ. თანამედროვე ჰაუბიცა არის თვითმავალი, ხოლო მოძველებულ მოდელს აქვს მექანიკური ბუქსირი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„სამი ზღვის ინიციატივის“ სამიტის წინ, ზელენსკიმ და დუდამ სატელეფონო საუბარი გამართეს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ „სამი ზღვის ინიციატივის“ სამიტამდე სატელეფონო საუბარი გამართეს. შესაბამისი პოსტი უკრაინის პრეზიდენტის Twitter-ზე განთავსდა. „მოლაპარაკება მქონდა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჯეი დუდასთან. მადლობა გადავუხადე ურყევი მნიშვნელოვანი თავდაცვითი დახმარებისთვის, ასევე, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერისთვის. კოორდინირებული პოზიციები დავაფიქსირეღ „სამი ზღვის ინიციატივის“ სამიტამდე“, - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე. „სამი ზღვის ინიციატივა“, რომელიც 2015 წელს წამოიწყეს პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ და ხორვატიის პრეზიდენტმა კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა, ბალტიის, შავი და ადრიატიკის ზღვების პარტნიორული ბლოკია, რომელიც ცდილობს, გააღრმაოს კავშირები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას შორის. პროექტი აერთიანებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 12 ქვეყანას, რომლებიც ევროკავშირის წევრები არიან: ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნები, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ავსტრია, ხორვატია, რუმინეთი, სლოვენია და ბულგარეთი. ინიციატივის ძირითადი მიმართულება ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაა.
პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერი კაჩინსკი მთავრობას ტოვებს
პოლონეთის მმართველი პარტიის კანონი და სამართლიანობა (PiS) ლიდერი და ვიცე-პრემიერი იაროსლავ კაჩინსკი თანამდებობიდან გადადგა იტყობინება საინფორმაციო სააგენტო PAP. „მე უკვე მივმართე პრემიერს და ჩემი თხოვნა დაკმაყოფილდა. როგორც ვიცი, პრეზიდენტმაც მოაწერა ხელი“, - განაცხადა კაჩინსკიმ. კაჩინსკიმ, რომელიც ასევე იყო მთავრობის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, განაცხადა, რომ მას ეროვნული თავდაცვის მინისტრი მარიუშ ბლაშჩაკი შეცვლის. კაჩინსკიმ განაცხადა, რომ სურდა, სამთავრობო ფუნქციებს ჩამოშორებოდა, რათა მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მმართველი პარტიის მზადებაზე გაემახვილებინა ყურადღება. „გადავწყვიტე, რომ კონცენტრირება მჭირდება პოლონეთის მომავლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანზე. პარტიამ უნდა აღიდგინოს ძალა, რადგან ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი დროა ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის მსოფლიოში“, - განუცხადა იაროსლავ კაჩინსკიმ PAP-ს. იაროსლავ კაჩინსკი პრემიერ მინისტრი იყო 2006-2007 წლებში. მისი ტყუპი ძმა, ლეხ კაჩინსკი 2005 წლიდან 2010 წლამდე იყო პოლონეთის პრეზიდენტი. ის და მისი მეუღლე 2010 წელს, რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ.
პოლონეთმა ბელორუსის საზღვარზე დამცავი ღობის მშენებლობა დაასრულა
პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ბელორუსის საზღვარზე დამცავი ღობის მშენებლობა დასრულებულია. პოლონელმა მესაზღვრეებმა ღობის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნეს. ლიეტუვა ბელარუსიდან არალეგალი მიგრანტების შესაჩერებლად ბარიერებს აშენებს, ლატვიამ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა დააწესა ღობის მშენებლობა 2022 წლის იანვარში დაიწყო. დამცავი ღობის სიგრძე, რომელიც ლიუბლინსკისა და პოდლიასკის სავოევოდოების ტერიტორიაზეა გადაჭიმული, 186,25 კმ-ს შეადგენს. მის აშენებას 49 ათასი ტონა ფოლადი დასჭირდა. 5,5 მეტრის სიმაღლის ღობე გამაგრებულია მავთულხლართებით. ცნობისათვის, ბელორუსის საზღვარზე დამცავ ღობეს ლიეტუვაც აშენებს. 500-კილომეტრიანი კედლის მშენებლობისთვის, რომელიც 2022 წლის სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს, 152 მილიონი ევროა გამოყოფილი. ღობეზე მავთულხლართიანი ბარიერებისა და ვიდეოთვალთვალის სისტემის დამონტაჟება იგეგმება.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაემიჯნა ელჩის კომენტარს, რომელსაც პოლონეთში უკმაყოფილება მოჰყვა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, გერმანიაში უკრაინის ელჩის, ანდრეი მელნიკის სიტყვებისგან დისტანცირება მოახდინა. ანდრეი მელნიკმა უკრაინელი ნაციონალისტების ლიდერის, სტეპან ბანდერასთან დაკავშირებით, გერმანელ ჟურნალისტ ტილო იუნგთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. რომ "ბანდერას მებრძოლების მიერ ასიათასობით ებრაელის დახოცვის დამადასტურებელი საბუთები არ არსებობს" და ამაზე რუსული მხარე ლაპარაკობდა. "ბანდერა ებრაელებისა და პოლონელების მასობრივი მკვლელი არ ყოფილა", – თქვა მელნიკმა და დაამატა, რომ ხოცვა-ჟლეტვაში პირადად ბანდერას მონაწილეობა არ დასტურდება. ჟურნალისტის შეკითხვას, უკრაინაში პოლონელების სასაკლაოებთან დაკავშირებით, მელნიკმა უპასუხა, რომ პოლონელები ასევე ხოცავდნენ უკრაინელებს. "ეს იყო ომი", – თქვა მელნიკმა. მელნიკის სიტყვებმა პოლონეთში უკმაყოფილება გამოიწვია. "ასეთი მოსაზრება და სიტყვები აბსოლუტურად მიუღებელია". –ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა. მოგვიანებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ანდრეი მელნიკის მოსაზრებას გაემიჯნა და შესაბამისი განცხადება გაავრცელა. "მოსაზრება რომელიც გერმანიაში უკრაინის ელჩმა, ანდრიი მელნიკმა გერმანელ ჟურნალისტთან ინტერვიუში დააფიქსირა არის მისი და არ ასახავს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას", – ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაუ საკითხთან დაკავშირებით უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას ესაუბრა და მას მადლობა გადაუხადა. Dw ცნობით, 1930-იან წლებში სტეპან ბანდერა იყო პოლიტიკური მკვლელობების ერთ-ერთი ორგანიზატორი, რისთვისაც პოლონეთში გაასამართლეს და მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში განთავისუფლდა. მალე უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაცია (OUN) გაიყო ზომიერ და რადიკალურ ფრთად, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბანდერა (OUN-B). ნაცისტური გერმანიის სსრკ-ზე თავდასხმის მომზადების დროს, ბანდერას თანამებრძოლებმა დაიწყეს თანამშრომლობა ბერლინთან ორი უკრაინული ბატალიონის: „ნახტიგალისა“ და „როლანდის“ შემადგენლობაში
პრეზიდენტისა და პრემიერის მკვლელობის მოწოდებების გამო, პოლონეთში კაცი დააკავეს
პოლონეთის შინაგანი უსაფრთხოების სააგენტომ (ABW) დააკავა კაცი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტისა და პრემიერის მკვლელობისკენ მოწოდებაშია ეჭვმიტანილი. პოლონეთის უშიშროების სამსახურის სპიკერის, სტანისლავ ჟარინის თქმით, ეჭვმიტანილი პიოტრ უ. ქალაქ ბელჩატოვში დააკავეს. მისივე თქმით, დაკავებული კაცი Facebook-ზე უხეშ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს აქვეყნებდა. „ეჭვმიტანილმა ასევე გამოიყენა სოციალური მედია "პრეზიდენტის, პრემიერ მინისტრ მატეუშ მორავიეცკის და პოლიციის ოფიცრების მკვლელობის მოწოდებისთვის", - განუცხადა სპიკერმა ჟურნალისტებს. პიოტრ უ. უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ მხოლოდ საკუთარ შეხედულებებს გამოხატავდა.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინაში ჩავიდა
უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობები განვითარდება და ქვეყნები ერთმანეთს კიდევ უფრო დაუახლოვდებიან. „პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო მხარს უჭერს უკრაინის არმიას, უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებას. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ჩვენ ერთად ვართ დღევანდელ რთულ ვითარებაში - ამ ტრაგედიისას, რომელიც ახლა ხდება უკრაინაში რუსული აგრესიის გამო", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ მომავალში, უკვე მშვიდობიან პერიოდში, უკრაინასა და პოლონეთს შორის ურთიერთობა განვითარდება და ქვეყნები ერთმანეთს კიდევ უფრო დაუახლოვდებიან. სახელმწიფოს მეთაური ასევე დარწმუნებულია, რომ ორ სახელმწიფოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა გაღრმავდება. თავის მხრივ, მარიუშ ბლაშჩაკმა მადლობა გადაუხადა ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს აგრესორთან ბრძოლაში გამძლეობისთვის. „გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენი პოზიციისთვის, რადგან უკრაინის თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის პოლონეთის თავისუფლება და დამოუკიდებლობა. გმადლობთ, რომ გვიცავთ", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
უკრაინამ პოლონური ჰაუბიცების კიდევ ერთი პარტია მიიღო - ზელენსკი
„უკრაინამ პოლონეთიდან Krab-ები მიიღო, რომლებიც ჩვენს მტერს ცეცხლით მძლავრად დააპურებენ“,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, კიევში პოლონეთის ვიცე-პრემიერთან და თავდაცვის მინისტრთან მარიუშ ბლაშაკთან მოლაპარაკებები გაიმართა, რომლის საკვანძო საკითხიც შემდგომი თავდაცვითი თანამშრომლობაა. „თუმცა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რაზეც ვისაუბრეთ, არამედ ისიც, როგორ ვისაუბრეთ. აბსოლუტური რწმენით უკრაინის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. ასევე მიმდინარეობს ჩემი ყველა დანარჩენი მოლაპარაკებები. ეს ყოველთვის იგრძნობა“,- განაცხადა ზელენსკიმ.
პოლონეთმა 4,81 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო
უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, პოლონეთმა 4,81 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო. ამის შესახებ პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სააგენტოს ანგარიშზე დაყრდნობით რადიო პოლონეთი იტყობინება. ამავდროულად, 24 თებერვლიდან, პოლონეთიდან უკრაინაში 2,88 მილიონი ადამიანი გაემგზავრა. 15 ივლისს, პოლონეთიდან უკრაინაში დაახლოებით 23,300 ადამიანი გადავიდა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
პოლონეთი თავდაცვისთვის მშპ-ს 5%-მდე დახარჯავს
პოლონეთის მმართველი პარტიის „კანონი და სამართლიანობის“ ლიდერის, იაროსლავ კაჩინსკის თქმით, ქვეყანა თავდაცვის ხარჯების გაორმაგებას გეგმავს. მისი თქმით, პოლონეთის თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 2,4%-დან 3%-მდე და შემდგომში მშპ-ს 5%-მდე გაზრდა იგეგმება. ცენტრალური პოლონეთის ქალაქ პლოკში გამართულ პარტიულ მიტინგზე კაჩინსკიმ თქვა, რომ ქვეყანა აპირებს გააგრძელოს თავდაცვის ხარჯების გაზრდა. „იმისათვის, რომ რუსეთი არ დაგვესხას, ჩვენ გვჭირდება ძლიერი არმია შეკავებისთვის”, - აღნიშნა კაჩინსკიმ. მან არ დააკონკრეტა, როდის დახარჯავს პოლონეთი მშპ-ს 5%-ს თავდაცვაზე, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ აჩვენა, რომ გულუბრყვილობაა იმაზე ფიქრი, რომ რუსეთი კონტრშეტევას არ დაიწყებს, „ამიტომ ევროპის უსაფრთხოება ძალიან სერიოზულად უნდა იყოს დაცული“. „სამშობლოს დაცვის შესახებ“ ახალი კანონის თანახმად, მომავალ წელს პოლონეთმა თავდაცვაზე მშპ-ს 3% უნდა დახარჯოს. თუ სხვა მოკავშირეები არ გაზრდიან თავდაცვის ხარჯებს, პოლონეთი NATO-ს წევრებს შორის თავდაცვის ხარჯების მონაცემებით ლიდერი გახდება. ახლა ამ მაჩვენებლით პირველ ადგილს იკავებს შეერთებული შტატები, რომელიც, თავად ალიანსის მონაცემებით, ჯარზე მშპ-ს თითქმის 3,5%-ს ხარჯავს.
პოლონეთმა აშშ-სგან პირველი 28 ერთეული Abrams-ის ტიპის ტანკი მიიღო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, მარიუშ ბლაშჩაკის ინფორმაციით, პოლონეთმა 250 ერთეული Abrams-ის ტიპის ტანკის შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში, აშშ-დან 28 ტანკი უკვე მიიღო. მისი თქმით, ეს არის აპრილში გაფორმებული ხელშეკრულების პირველი ეტაპი. ბლაშჩაკმა გაიხსენა, რომ პოლონეთმა ცოტა ხნის წინ, აშშ-ის Abrams-ის შედარებით ძველი თაობის ტანკებიც შეუკვეთა, რომლებსაც ქვეყანა მომდევნო წელს მიიღებს. როგორც ცნობილია, ტანკების სანაცვლოდ, პოლონეთმა უკრაინაში Т-72 ტიპის 240 ტანკი უნდა გაგზავნოს.
ზელენსკიმ და დუდამ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის გაძლიერებაზე იმსჯელეს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა პოლონელმა კოლეგამ ანდჯეი დუდამ უკრაინის თავდაცვისთვის პოლონეთისა და მოკავშირეების მხარდაჭერის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ზელენსკიმ Twitter-ზე განაცხადა. „მე ვაგრძელებ დიალოგს ანდჯეი დუდასთან. ვაცნობე მას ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ. განვიხილეთ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა პოლონეთისა და მოკავშირეებისგან. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში კოორდინირებულად ვმოქმედებთ ", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: პოლონეთის არმია იმდენად მრავალრიცხოვანი და ძლიერი უნდა იყოს, რომ ნებისმიერი აგრესორი შეაშინოს
NATO-ს ქვეყნებს შორის ევროპაში ყველაზე ძლიერი სახმელეთო ძალები პოლონეთს ეყოლება. ამის შესახებ რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა. ბლაშჩაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთის არმია იმდენად მრავალრიცხოვანი და ძლიერი უნდა იყოს, რომ მისი არსებობით ნებისმიერი აგრესორი შეაშინოს. „რაც შეეხება არტილერიას, ისევე როგორც სატანკო ძალებს, ევროპაში პოლონეთზე უფრო ძლიერი სახელმწიფო არ იქნება“, - განაცხადა ბლაშჩაკმა. „ჩვენ ვართ ფრონტის ხაზზე, გვაქვს საზღვარი რუსეთთან, როგორც ჩრდილოეთით, ასევე, ფაქტობრივად, სამხედრო თვალსაზრისით, ბელორუსიდან“, - აღნიშნა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.
პოლონეთმა უკრაინას PT-91 Twardy-ს ტანკები გადასცა
პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის ინფორმაციით, პოლონეთმა უკრაინას PT-91 Twardy-ს ტანკები გადასცა. ამის შესახებ კშიშფორტ პლატეკმა ტელეარხ Wolski o Wojnie-თან განაცხადა. მისი თქმით, პოლონეთი შეიარაღებაში დეფიციტის შესავსებად, ტანკებს სამხრეთ კორეისგან იყიდის. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ პოლონური PT-91 Twardy-ს ტანკები უკვე უკრაინაშია. რამდენი PT-91 Twardy-ს ტანკი გადასცა პოლონეთმა უკრაინას, არ ხმაურდება. ცნობისთვის, PT-91 Twardy - პოლონური T-72 ტანკის მოდერნიზაცია, რომელიც 90-იან წლებში შეიქმნა. ამ ვერსიის მანქანებს აქვთ უფრო ძლიერი ძრავი, განახლებული ცეცხლის მართვის სისტემა და დინამიკური ჯავშანი. როგორც ცნობილია, პოლონეთი სამხრეთ კორეისგან 48 მოიერიშე თვითმფრინავის და 180 ტანკის შეძენას გეგმავს. მარტში პოლონეთის სეიმმა მიიღო კანონი "სამშობლოს დაცვის შესახებ", რომელიც თავდაცვის ხარჯებისა და არმიის ზომის გაზრდას თითქმის სამჯერ ითვალისწინებს. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტები უკრაინას ეწვევიან
უკრაინული მედიის ცნობით, პოლონეთი და ლიეტუვა უკრაინის მხარდაჭერას არ შეამცირებენ და პრეზიდენტები ანდჯეი დუდა და გიტანას ნაუსედა კიევში ვიზიტებს გეგმავენ. ანდჯეი დუდას თქმით, პოლონეთი და ლიეტუვა ასევე გააძლიერებენ ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობას. „ორი დღის განმავლობაში უაღრესად ღირებული საუბარი შედგა ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან. ჩვენი ქვეყნები არ შეამცირებენ აქტივობას უკრაინაში, ორივე ვგეგმავთ ახალ ვიზიტებს კიევში. ჩვენ არ დავემორჩილებით რუსეთის შანტაჟს", - განაცხადა პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა. „ამ კვირაში პარტნიორების მნიშვნელოვანი ვიზიტები და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გველის და რაც მთავარია, უკრაინის პოზიციების შემდგომი წინსვლის მომსწრე გავხდებით - ფრონტზე, დიპლომატიასა და ეკონომიკაში“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 ივლისს, ვიდეომიმართვისას. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა პოლონელმა კოლეგამ ანდჯეი დუდამ უკრაინის თავდაცვისთვის პოლონეთისა და მოკავშირეების მხარდაჭერის საკითხი 19 ივლისს განიხილეს. „მე ვაგრძელებ დიალოგს ანდჯეი დუდასთან. ვაცნობე მას ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ. განვიხილეთ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა პოლონეთისა და მოკავშირეებისგან. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში კოორდინირებულად ვმოქმედებთ ", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ლიეტუვის პრეზიდენტი პოლონეთში ანდჟეი დუდას შეხვდა
ძვირფასო ანდჟეი, გმადლობთ, რომ მომიწვიეთ პოლონეთში შეხვედრაზე, მადლობა სტუმართმოყვარეობისთვის, კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის, - ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა პოლონეთში ჩავიდა და კოლეგას, ანდჟეი დუდას შეხვდა. "მეგობარი! ძვირფასო ანდჟეი, გმადლობთ, რომ მომიწვიეთ პოლონეთში შეხვედრაზე, სტუმართმოყვარეობისთვის, კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის და მომავალი თანამშრომლობისთვის. ჩვენი საერთო საქმისთვის - ლიტვა, პოლონეთი და უკრაინა!" - წერს ნაუსედა TWITTER-ზე.
კომპანია Baykar-ი უკრაინას დრონს უფასოდ გადასცემს, რისთვისაც თანხები პოლონეთში შეგროვდა
კომპანია Baykar უკრაინის არმიას უფასოდ გადასცემს Bayraktar TB2 თვითმფრინავს, რომლის შესყიდვისთვის თანხები პოლონეთში შეგროვდა. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „გულწრფელად მადლობას ვუხდით ყველა პოლონელს, ვინც მხარი დაუჭირა ამ მნიშვნელოვან აქციას. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ასობით ათასი პოლონელი მონაწილეობდა ამ კამპანიაში. უკრაინელებს გადავცემთ Bayraktar TB2 დრონს, რათა მათ მაქსიმალურად დაიცვან სამშობლო. ჩვენ დავაკვირდებით უკრაინული საქველმოქმედო ორგანიზაციების მიერ შეგროვებული თანხების მიმართულებებს, რაც უკრაინის გაძლიერებას ემსახურება“, - ნათქვამია Baykar-ის დირექტორთა საბჭოს წერილში.
პოლონეთი სექტემბრიდან თავის სკოლებში 200-300 ათასი უკრაინელი მოსწავლის მისაღებად მზადაა
პოლონეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ფშემისლავ ჩარნეკმა განაცახდა, რომ პოლონეთის სკოლები მზად არიან უკრაინიდან 200-300 ათასი ბავშვის მისაღებად. „ჩვენ ამისთვის სისტემატიურად ვემზადებით. ჩვენ საკმაოდ მოქნილი სისტემა გვაქვს,ძალიან მოქნილი სისტემა გვაქვს, რომელიც თვითმმართველობასთან და პასუხისმგებელ ორგანოებთან ერთად შევქმენით“, - განაცადა ჩარნეკმა. მისი თქმით, სავარაუდო პრობლემები შეიძლება გაჩნდეს დიდ ქალაქებში, როგორიცაა ვარშავა ან კრაკოვი, სადაც შესაძლებელია სიტუაციები, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავს ერთი სკოლის დირექტორს ბავშვების მიღების მოთხოვნით. „შემდეგ შევთავაზებთ სხვა სკოლებს, სადაც, ალბათ, შესაძლებელი იქნება უკრაინელი ბავშვების მიღება“, - განმარტა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელმა. ჩარნეკმა აღნიშნა, რომ სამინისტროს მონაცემებით, პოლონეთში დაახლოებით 700 000-800 000 უკრაინელი სკოლის ასაკის ბავშვია. მინისტრმა დასძინა, რომ მათგან დაახლოებით 500-600 ათასი უკრაინის სკოლებში დისტანციურად სწავლობს. შეგახსენებთ, ევროკომისარმა შინაგან საქმეთა ილვა იოჰანსონმა განმარტა, რომ უკრაინელ ბავშვებს სასწავლო წლის დაწყებისთანავე მოუწევთ სკოლაში სიარული ევროკავშირის იმ ქვეყნებში, სადაც დასახლდნენ.
პოლონეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრების მიზნით, კონცეფციაზე მუშაობს
ევროკავშირში რუსებისთვის შენგენის ვიზების აკრძალვის თაობაზე მოწოდებები სულ უფრო ხშირად ისმის. ლიეტუვა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთის მოქალაქეებისთვის ახალი ვიზების გაცემა შეზღუდოს. როგორც ცნობილია, ათასობით რუსი ტურისტი ფინეთს სატრანზიტო ქვეყანად იყენებს. ამ ქვეყანამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეზღუდვის გეგმა შეიმუშავა. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰაავისტო საბოლოო გადაწყვეტილებას თვის ბოლოსთვის ელის. გერმანია და საფრანგეთი ანალოგიურ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩეხეთი, ფინეთი, დანია და სლოვაკეთი კი, მხარს უჭერენ. პოლონეთის მიერ სტანდარტული ეროვნული ვიზის გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის შეჩერებულია. სავიზო კატეგორიის სხვა განაცხადები მკაცრ შემოწმებას ექვემდებარება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პიოტრ ვავზიკმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერებას გეგმავენ. „პოლონეთი მუშაობს კონცეფციაზე, რომელიც საშულებას მოგვცემს, რუსებისთვის ვიზების გაცემა შევწყვიტოთ“, – განაცხადა პიოტრ ვავზიკმა. მისივე თქმით, ამჟამად ევროკავშირის წევრებს შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შეწყვეტის საკითხზე ერთიანი პოზიცია არ არის. „დიდი წევრი ქვეყნები, მათ შორის გერმანია, საფრანგეთი და ნიდერლანდები, წინააღმდეგნი არიან. იმის გამო, რომ შეუძლებელია ამ ქვეყნების წინააღმდეგობის დაძლევა, პოლონეთი მუშაობს ახალ გადაწყვეტაზე“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პიოტრ ვავზიკმა. მისივე თქმით, პოლონეთის დიპლომატია რამდენიმე კვირაა, ამ თემაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს ზოგიერთ წევრ ქვეყანასთან და ამ საკითხზე მსგავსი შეხედულება აქვთ ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთს, ჩეხეთსა და სლოვაკეთს. პოლონეთი რამდენიმე თვეა, რაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ტურისტულ ვიზებს არ გასცემს. ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტულ ვიზებს აღარ გასცემენ. ლატვია რუსებს ახლა მხოლოდ ახლო ნათესავების გარდაცვალების შემთხვევაში უშვებს. დმიტრო კულება ევროკავშირისა და G7-ის ქვეყნებს მოუწოდებს, შეწყვიტონ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა ფინეთისა და ესტონეთის მთავრობის მეთაურებმა ცოტა ხნის წინ მოუწოდეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებს, შეწყვიტონ ტურისტული ვიზების გაცემა რუსებისთვის. საზოგადოებრივი ტელევიზიის მიერ ჩატარებული კვლევით, ფინეთში მოსახლეობის 58%-ს აღარ სურს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა. ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს, საზღვრები რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ჩაკეტოს რუსებისთვის შენგენის ვიზების შეჩერების საკითხის ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე აგვისტოს ბოლოს, პრაღაში განიხილება. ევროკავშირის თავმჯდომარე ჩეხეთი, რუსეთის მოქალაქეებზე, შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვას ემხრობა.
ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის ახალი მეთაური პოლონეთის შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო
ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის ახალი მეთაური, გენერალი დერილ უილიამსი ვარშავაში ჩავიდა. პოლონეთი შეიარაღებული ძალების დღეს აღნიშნავს. „NATO ძლიერია, პოლონელი ხალხი ძლიერია და ჩვენ მათთან ერთად ვდგავართ. ჩვენ ერთად ძლიერები ვართ. ეს არის აშშ-ის გზავნილი“, - განაცხადა უილიამსმა. უილიამსი ვარშავის ცენტრში, უცნობი ჯარისკაცის საფლავის წინ გამართულ ცერემონიას დაესწრო. პარტნიორებს უკრაინის პრეზიდენტმაც მიულოცა. „ძვირფასო მეგობრებო, მოკავშირეებო, ძმებო! ნებისმიერი სახელმწიფო ლიდერისთვის დიდი პატივია, რომ შეუძლია, ასე მიმართოს პოლონელ ხალხს. მე ვამაყობ, რომ ასეთი მიმართვა უკრაინის სახელმწიფოსგან ყველაზე გამართლებულად ჟღერს", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. „დღეს, ისევე როგორც 102 წლის წინ, ჩვენ კვლავ ერთად ვხვდებით მრავალსაუკუნოვან მტერს“, - თქვა თავის მხრივ, უკრაინის მთავარსარდალმა პოლონეთის შეიარაღებული ძალების ყოველწლიურ დღესთან დაკავშირებით. უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ვალერი ზალუჟნიმ პოლონელ სამხედროებს პოლონურ ენაზე მიმართა. „ვარშავის ბრძოლაში თქვენმა ხალხმა დაიცვა თავისი სახელმწიფოებრიობა და იხსნა ევროპა ბოლშევიკების შემოსევისგან. ამ ომში პოლონეთის მოკავშირე, უკრაინის სახალხო რესპუბლიკა იყო. დღეს, ისევე როგორც 102 წლის წინ, კვლავ ერთად ვდგავართ მრავალსაუკუნოვანი მტრის წინაშე. მე უაღრესად მადლიერი ვარ პოლონელი ხალხის, დახმარებისა და მხარდაჭერისთვის ამ რთულ დროს. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ზალუჟნიმ. თავის მხრივ, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა ცერემონიის წინ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ „წლები გადის, მაგრამ ერთი რამ მუდმივია - რუსეთი ცდილობს თავისი იმპერიის აღდგენას, ის ყოველთვის ბოროტების იმპერიაა. ის ყოველთვის სჩადის ომის დანაშაულებს“.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: წლები გადის, მაგრამ ერთი რამ მუდმივია - რუსეთი ბოროტების იმპერიის აღდგენას ცდილობს
„წლები გადის, მაგრამ ერთი რამ მუდმივია - რუსეთი ბოროტების იმპერიის აღდგენას ცდილობს“, - ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა ჟურნალისტებს ვარშავაში განუცხადა. პოლონეთი დღეს შეიარაღებული ძალების დღეს აღნიშნავს. „წლები გადის, მაგრამ ერთი რამ მუდმივია - რუსეთი ცდილობს თავისი იმპერიის აღდგენას, ის ყოველთვის ბოროტების იმპერიაა. ის ყოველთვის სჩადის ომის დანაშაულებს“, - განაცხადა ბლაშჩაკმა. თავის მხრივ, პოლონეთის შეიარაღებული ძალების ყოველწლიურ დღესთან დაკავშირებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ვალერი ზალუჟნიმ პოლონელ სამხედროებს პოლონურ ენაზე მიმართა. „დღეს, ისევე როგორც 102 წლის წინ, ჩვენ კვლავ ერთად ვხვდებით მრავალსაუკუნოვან მტერს. „ვარშავის ბრძოლაში თქვენმა ხალხმა დაიცვა თავისი სახელმწიფოებრიობა და იხსნა ევროპა ბოლშევიკების შემოსევისგან. ამ ომში პოლონეთის მოკავშირე, უკრაინის სახალხო რესპუბლიკა იყო. დღეს, ისევე როგორც 102 წლის წინ, კვლავ ერთად ვდგავართ მრავალსაუკუნოვანი მტრის წინაშე. ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის ახალი მეთაური პოლონეთის შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო მე უაღრესად მადლიერი ვარ პოლონელი ხალხის, დახმარებისა და მხარდაჭერისთვის ამ რთულ დროს. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ზალუჟნიმ.
ზალუჟნი პოლონეთს შეიარაღებული ძალების დღეს ულოცავს: დღეს, ისევე როგორც 102 წლის წინ, კვლავ ერთად ვდგავართ მრავალსაუკუნოვანი მტრის პირისპირ
პოლონეთის შეიარაღებული ძალების ყოველწლიურ დღესთან დაკავშირებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ვალერი ზალუჟნიმ პოლონელ სამხედროებს პოლონურ ენაზე მიმართა. „დღეს, ისევე როგორც 102 წლის წინ, ჩვენ კვლავ ერთად ვხვდებით მრავალსაუკუნოვან მტერს. „ვარშავის ბრძოლაში თქვენმა ხალხმა დაიცვა თავისი სახელმწიფოებრიობა და იხსნა ევროპა ბოლშევიკების შემოსევისგან. ამ ომში პოლონეთის მოკავშირე, უკრაინის სახალხო რესპუბლიკა იყო. დღეს, ისევე როგორც 102 წლის წინ, კვლავ ერთად ვდგავართ მრავალსაუკუნოვანი მტრის წინაშე. ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის ახალი მეთაური პოლონეთის შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო მე უაღრესად მადლიერი ვარ პოლონელი ხალხის, დახმარებისა და მხარდაჭერისთვის ამ რთულ დროს. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ზალუჟნიმ. თავის მხრივ, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა ცერემონიის წინ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ „წლები გადის, მაგრამ ერთი რამ მუდმივია - რუსეთი ცდილობს თავისი იმპერიის აღდგენას, ის ყოველთვის ბოროტების იმპერიაა. ის ყოველთვის სჩადის ომის დანაშაულებს“.
რას მოიცავს პოლონეთის მიერ სამხრეთ კორეასთან გაფორმებული $14,5 მილიარდიანი შეთანხმება
პოლონეთმა და სამხრეთ კორეამ $14,5 მილიარდიანი გარიგება გააფორმეს ეს არის პოლონეთის შეიარაღების ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგება და ყველაზე დიდი შეთანხმება სამხრეთ კორეის თავდაცვის სექტორისთვის პოლონეთი თავდაცვის მოდერნიზაცია განაგრძობს პოლონეთმა სამხრეთ კორეასთან, მეტი არტილერიის, ტანკებისა და თვითმფრინავების შესახებ ერთ-ერთ უმსხვილეს შეთანხმებას მოაწერა ხელი. გარიგება მოიცავს 1000 K2 Black Panther ტიპის ტანკს, თითქმის 700 K9 თვითმავალ ჰაუბიცას და 48 FA-50 მსუბუქ საბრძოლო თვითმფრინავს. „რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული კრიმინალური თავდასხმა უკრაინაზე და პუტინის არაპროგნოზირებადი ბუნება ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ უფრო უნდა დავაჩქაროთ ტექნიკის მოდერნიზაცია“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა პოლონურ გამოცემა Defense 24-თან ინტერვიუში. პოლონეთის საჰაერო ძალების სწრაფი მოდერნიზაცია ვარშავისთვის პრიორიტეტია. პოლონეთი ცდილობს, შეცვალოს თავისი 23 MiG-29 და 18 Su-22 - საბჭოთა დიზაინის დაძველებული მრავალფუნქციური თვითმფრინავი, რომელთა შენარჩუნება სულ უფრო რთულია. პოლონეთი უკვე აწარმოებს 36 ამერიკულ F-16-ს და 32 F-35A ტიპის თვითმფრინავი აშშ-ს 2020 წელს შეუკვეთა, მაგრამ ეს არის NATO-ს სამი ქვეყნიდან ერთ-ერთი, რომელიც ფლობს MiG-29-ებს და ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ Su-22-ს იყენებს. ახლად შეძენილი FA-50 იქნება მსუბუქი საბრძოლო თვითმფრინავი, რომელსაც შეუძლია, მიაღწიოს ზებგერით სიჩქარეს, ატაროს სხვადასხვა ბომბი და რაკეტები. მარიუშ ბლაშჩაკის თქმით, პოლონეთი მიიღებს დახმარებას, რომელიც თავსებადია NATO-ს სისტემებთან.
სლოვაკეთის შეთანხმებამ ჩეხეთთან და პოლონეთთან, MIG29 -ებს უკრაინისკენ გზა გაუხსნა
სლოვაკეთის შეთანხმებამ ჩეხეთთან და პოლონეთთან, MIG29-ებს უკრაინისკენ გზა გაუხსნა, ამის შესახებ Reuters წერს. შაბათს, სლოვაკეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, NATO-ს წევრი ქვეყნები ჩეხეთი და პოლონეთი სლოვაკეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, ვიდრე ქვეყანა რუსულ MiG-29-ს ამერიკული F-16-ით ჩაანაცვლებს. სლოვაკეთი უკრაინაში MiG-29 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების და ტანკების გაგზავნას გეგმავს „სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნადმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბრატისლავა მზადაა, უკრაინას თვითმფრინავები გადასცეს. არის პოლიტიკური ნება, რომ უკრაინას გაჭირვებაში დავეხმაროთ“, - განაცხადა ნედმა.
პოლონეთი და უკრაინა მცენარეული ზეთის ტრანსპორტირებისთვის მილსადენის აშენებას გეგმავენ
პოლონეთი და უკრაინა მცენარეული ზეთის ტრანსპორტირებისთვის მილსადენის აშენებას გეგმავენ, რომლითაც უკრაინული მცენარეული ზეთის გდანსკის პორტში ტრანსპორტირება განხორციელდება. პოლონეთის მინისტრთა საბჭომ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ურთიერთგაგების მემორანდუმი მოიწონა და მცენარეული ზეთის ტრანსპორტირებისთვის მილსადენის აშენებას მშენებლობას მხარს უჭერს. პროექტის განხორციელებაში უკრაინისა და პოლონეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროები ჩაერთვებიან. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, შეიქმნება მუშა ჯგუფები, რომლებიც მილსადენის მშენებლობისთვის ადგილს შეარჩევენ, ასევე განსაზღვრავენ ტექნიკურ პარამეტრებსა და მშენებლობის პირობებს.
პოლონეთის პრემიერი: ევროკავშირი მზად უნდა იყოს უკრაინის რამდენიმე წელიწადში მისაღებად
პოლონეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს უკრაინის რამდენიმე წელიწადში მისაღებად. ზბიგნევ რაუმ ეს განცხადება პრაღაში მიმდინარე ფორუმზე გააკეთა. მისი თქმით, უკრაინამ „ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროპული ფასეულობებისადმი ყველაზე თავდადებული ქვეყნის ტიტული მოეპოვებინა“. 24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.
პოლონეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა მინიმუმამდე შეზღუდა
პოლონეთმა უკვე შეზღუდა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა. ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის მოქალაქეების ევროკავშირში შესვლის აკრძალვას. მისი თქმით, პოლონეთი უკვე „დიდი ყურადღებით აანალიზებს რუსების სავიზო განაცხადს“. მორავეცკი აცხადებს, რომ უკვე დღეს „რუსეთიდან გადაჭარბებული ვიზიტები აღარ ფიქსირდება და მინიმუმამდე შემცირდა. „ჩვენ ომში ვართ, ეს საგანგებო მდგომარეობაა, ჩვენს აღმოსავლეთ საზღვრებს მიღმა ომია და ამიტომ, რუსმა აგრესორმა თავისი ქმედების შედეგები უნდა იგრძნოს. მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინაში სასტიკ დანაშაულებს ჩადის, მის მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეუძლიათ ისე, თითქოს არაფერი მომხდარა - ეს არასწორია", - თქვა მორავიეცკიმ. პოლიტიკური შეთანხმება რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმების სრულად შეჩერების შესახებ მიღწეულია, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა 31 აგვისტოს განაცხადა. კულება ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ მეტი სიმკაცრისკენ მოუწოდებს შეგახსენებთ, რომ უკრაინა ევროკავშირს აქტიურად მოუწოდებდა, წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე რუსი ტურისტების შესვლა აეკრძალა.
მატეუშ მორავეცკი უკრაინაში ჩავიდა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი კიევში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ის რამდენიმე ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის პრესმდივანმა პიოტრ მიულერმა განაცხადა, იუწყება Polsat News-ი. მისივე თქმით, განიხილევა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხება გეოპოლიტიკურ ვითარებას და ენერგეტიკულ ბაზარს, ენერგეტიკასა და სამხედრო უსაფრთხოებას“. მორავეცკის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია უსაფრთხოების მიზეზების გამო დაგვიანებით გავრცელდა. პოლონური მხარის განმარტებით, მორავეცკის ვიზიტი პოლიტიკური სიგნალი კრემლისთვის. „ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას ამ ძალიან რთულ ვითარებაში. მიგვაჩნია, რომ რუსეთი არღვევს ყველა საერთაშორისო სტანდარტს. უკრაინის დაცვა ჩვენი უსაფრთხოების დაცვაა", - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ვიზიტით კიევში ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. არც ეს ვიზიტი იყო დაანონსებული.
ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და პოლონეთმა შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები დახურეს
ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს 19 სექტემბრიდან, დღეიდან ხურავენ. ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებს შეზღუდვებს უწესებენ „19 სექტემბრის ღამეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ესტონეთში შესვლაზე აკრძალვა ამოქმედდება. ეს ეხება რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც შენგენის ვიზები ესტონეთში ან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში აქვთ მიღებული“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა. ამასთან, აკრძალვა არ გავრცელდება მათზე, ვინც ახლობლების მოსანახულებლად მიდის და ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ჰუმანიტარული მიზნებით სურთ. ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება შეაჩერა. შესაბამისი გადაწყვეტილება საბჭომ 9 სექტემბერს მიიღო. რას ნიშნავს ევროკავშირის გადაწყვეტილება სავიზო განაცხადის საფასურის გაზრდას 35 ევროდან 80 ევრომდე, დამატებითი დოკუმენტური მტკიცებულებების წარდგენის საჭიროება; ვიზის დამუშავების დროის გაზრდას და მრავალჯერადი ვიზების გაცემის უფრო შემზღუდველ წესებს; საკონსულოებისთვის სავიზო განაცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების სტანდარტული ვადა 10-დან 15 დღემდე გაიზრდება; ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ 45 დღემდე ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა განაცხადის შემდგომი შესწავლა. პოლიტიკურ შეთანხმებას რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის სრულად შეჩერების შესახებ მიღწეულია ევროკავშირმა 31 აგვისტოს მიაღწია.
პოლონეთმა ნორვეგიიდან გაზის იმპორტისთვის, Baltic Pipe-ს გაზსადენის მშენებლობა დაასრულა
რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, პოლონეთმა Baltic Pipe-ს გაზსადენის მშენებლობა დაასრულა. გასადენი სავარაუდოდ მომავალ სამშაბათს გაიხსნება. ცერემონიას სამი ქვეყნის: ნორვეგიის, დანიისა და პოლონეთის წარმომადგენლები დაესწრებიან. Baltic Pipe ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის ნორვეგიიდან დანიის და პოლონეთის ბაზრებზე და მეზობელ ქვეყნებში საბოლოო მომხმარებლებისთვის, ახალ მარშრუტს ქმნის. გაზსადენით პოლონეთუ ყოველწლიურად 10 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირის მიიღებს. Baltic Pipe-ის მიზანია ცენტრალური ევროპის ქვეყნების რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება. პროექტის ინვესტორები არიან სატრანსპორტო ოპერატორები: Danish Energinet და Polish Gaz-System.
პოლონეთი საზღვრის დაცვის გასაძლიერებლად, ახალ დაჯგუფებას ქმნის
პოლონეთის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ახალი დაჯგუფება - საზღვრის დაცვის კომპონენტი (KOP) შეიქმნება. KOP-ის შექმნის კონცეფციის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას, პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა მოაწერა ხელი. პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის ფონზე, საზღვრის დაცვის გაძლიერება მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, პოლონეთი მანამდე, ბელორუსის ჰიბრიდული აგრესიის წინაშე აღმოჩნდა, რამაც კულმინაციას გასულ შემოდგომაზე მიაღწია. მარიუშ ბლაშჩაკმა ასევე განაცხადა, რომ ჰიბრიდული აგრესია პოლონეთის წინააღმდეგ, არ შეწყვეტილა და კრემლს შეუძლია, არსებული რთული ვითარება, ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში გამოიყენოს, რათა ამ რეგიონებიდან ხალხი ბელორსი-პოლონეთის საზღვარზე გაგზავნოს. „მე გადავწყვიტე, თავდაცვის ძალების ფარგლებში, საზღვრის დაცვის კომპონენტის შექმნის კონცეფცია მივიღო“, - აღნიშნა ბლაშაკმა.
პოლონეთის პრემიერი: პუტინი კუთხეშია მომწყვდეული
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ღრმა კრიზისშია, ხოლო ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, ხარკოვის ოლქში ბოლო მარცხის შემდეგ, კუთხეშია მომწყვდეული. პოლონეთის პრემიერის თქმით, მასიური გარე და შიდა ზეწოლის პირობებში, კრემლის რეჟიმი შესაძლოა, დაეცეს. „უახლოეს მომავალში, შეიძლება, ველოდოთ ძალადობის ესკალაციას და რუსული აგრესიის ტალღებს“, - განაცხადა მორავეცკიმ. მისივე თქმით, კრემლის პოლიტიკა რასისტულად გამოიყურება. „პუტინმა, ფრონტზე „ძირითადად, რუსეთის შორეული რეგიონებიდან გაგზავნა აზიური უმცირესობების წარმომადგენლები“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერმა. 6 სექტემბერს, უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში, ბალაკლეაში სწრაფი წინსვლა დაიწყეს, რის შედეგადაც ერთი კვირის განმავლობაში, ხარკოვის ოლქის უმეტესი ნაწილი გაათავისუფლეს.
პოლონეთში, რუს ტურისტებს, პორტებისა და აეროპორტების გავლით შესვლა აეკრძალათ
პოლონეთში დღედან, შენგენის ტურისტული ვიზებით რუსეთის მოქალაქეების პორტებსა და აეროპორტებში შესვლა აიკრძალა. ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და პოლონეთმა შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები დახურეს ჩვეულებრივი ვიზებით რუსების შესვლა ბალტიისპირეთის ქვეყნებმაც აკრძალეს და ამისთვის ემზადება ფინეთი, რომელსაც რუსეთთან საერთო სახმელეთო საზღვარი აქვს. იმავდროულად, მედია წერს, რომ ევროკავშირის ქვეყნების ელჩები დღევანდელ შეხვედრაზე გამოვიდნენ ინიციატივით, რომ მობილიზაციისგან რუსეთის მოქალაქეების გაქცევასთან დაკავშირებით, ამ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის გადახედვა კიდევ ერთხელ სცადონ. თუმცა ეს რა ფორმით მოხდება, ჯერ არაა ცნობილი. ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება შეაჩერა. შესაბამისი გადაწყვეტილება საბჭომ 9 სექტემბერს მიიღო. რას ნიშნავს ევროკავშირის გადაწყვეტილება სავიზო განაცხადის საფასურის გაზრდას 35 ევროდან 80 ევრომდე, დამატებითი დოკუმენტური მტკიცებულებების წარდგენის საჭიროება; ვიზის დამუშავების დროის გაზრდას და მრავალჯერადი ვიზების გაცემის უფრო შემზღუდველ წესებს; საკონსულოებისთვის სავიზო განაცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების სტანდარტული ვადა 10-დან 15 დღემდე გაიზრდება; ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ 45 დღემდე ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა განაცხადის შემდგომი შესწავლა. პოლიტიკურ შეთანხმებას რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის სრულად შეჩერების შესახებ, ევროკავშირმა 31 აგვისტოს მიაღწია.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: ჩვენ არ ვგეგმავთ რუსეთის იმ მოქალაქეების მიღებას, რომლებიც უცებ დიდი დემოკრატები გახდნენ
ჩვენ არ ვგეგმავთ რუსეთის იმ მოქალაქეების მიღებას, რომლებიც აქამდე მხარს უჭერდნენ ვლადიმირ პუტინის რეჟიმს და ახლა, როდესაც მოულოდნელად გამოჩნდა პერსპექტივა, რომ მათ შეიძლება არა მხოლოდ სიტყვებით დაუჭირონ ამ რეჟიმს მხარი, არამედ ფრონტზეც აღმოჩნდნენ, უცებ დიდი დემოკრატები გახდნენ, - ამის შესახებ უკრაინული მედიის ინფორმაციით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა, მიხალ დვორჩიკმა განაცხადა.. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: მობილიზებული რუსები ცხელ ხაზზე რეკავენ და კითხულობენ, როგორ ჩაბარდნენ ტყვედ „ჩვენ არ ვგეგმავთ რუსეთის იმ მოქალაქეების მიღებას, რომლებიც აქამდე მხარს უჭერდნენ ვლადიმირ პუტინის რეჟიმს და ახლა, როდესაც მოულოდნელად გამოჩნდა პერსპექტივა, რომ მათ შეიძლება არა მხოლოდ სიტყვებით დაუჭირონ ამ რეჟიმს მხარი, არამედ ფრონტზეც აღმოჩნდნენ, უცებ დიდი დემოკრატები გახდნენ და რუსეთის დატოვებას გეგმავენ. ეჭვგარეშეა, ჩვენ ასეთ ადამიანებს მხარს არ დავუჭერთ, - განაცხადა დვორჩიკმა. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი: მეტი იარაღი, მეტი სანქციები, რუსეთის მეტი იზოლაცია რუსეთთან შეერთების შესახებ უკანონო კენჭისყრა ოთხ რეგიონში (ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ზაპოროჟიე), 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
პოლონეთმა და დანიამ, ნორვეგიული გაზის ტრანსპორტირებისთვის ახალი მილსადენი გახსნეს
პოლონეთმა და დანიამ გაზის დივერსიფიკაციის მიზნით, ახალი პროექტი დაასრულეს. ექსპლუატაციაში შევა ახალი გაზსადენი Baltic Pipe, რომელიც ნორვეგიული გაზის ევროპაში ტრანზიტისთვის ახალი არხი გახდება. მედიის ცნობით, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და რუსული გაზისგან პოლონეთის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, Baltic Pipe პოლონეთის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პროექტია. გაზსადენის გახსნის ცერემონია გბუდნოში, დასავლეთ პომერანის სავოევოდოში, გაზის საკომპრესორო სადგურზე გაიმართა. დაგეგმილია გაზის ტრანსპორტირების სიმბოლური დაწყებაც. გაზის სრულფასოვანი ტრანსპორტირება ბალტიის მილების სისტემით ნორვეგიის კონტინენტურ შელფზე მდებარე საბადოებიდან, პოლონეთში 900 კილომეტრიანი მარშრუტის გასწვრივ, დანიის გავლით, პირველ ოქტომბერს იგეგმება. დანიის გავლით ნორვეგიული გაზის მიღებას პოლონეთის გარდა, სლოვაკეთი და ჩეხეთიც შეძლებენ. გაზსადენის ინვესტორები არიან სატრანსპორტო ოპერატორები: Danish Energinet და Polish Gaz-System.
ბულგარეთისა და პოლონეთის ხელისუფლებებმა თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდეს, რუსეთი სასწრაფო წესით დატოვონ
ბულგარეთისა და პოლონეთის ხელისუფლებებმა თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდეს, სასწრაფო წესით დატოვონ რუსეთი. „უსაფრთხოების სიტუაციის მკვეთრი გაუარესების, საზღვრების ჩაკეტვის, ან სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში, ევაკუაცია შეიძლება მნიშვნელოვნად გართულდეს, ან შეუძლებელიც კი იყოს. ჩვენ ვურჩევთ პოლონეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც რჩებიან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ქვეყანა დატოვონ“, - განაცხადა პოლინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: ჩვენ არ ვგეგმავთ რუსეთის იმ მოქალაქეების მიღებას, რომლებიც უცებ დიდი დემოკრატები გახდნენ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი: მეტი იარაღი, მეტი სანქციები, რუსეთის მეტი იზოლაცია ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. ყალბი რეფერენდუმების შედეგების გამოცხადებას 27-28 სექტემბერს გეგმავენ. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, პუტინმა შესაძლოა, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსია 30 სექტემბერს გამოაცხადოს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ზბიგნევ რაუს თქმით, NATO უპასუხებს რუსეთს, თუ ის უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ პოლონურ რადიო RMF FM-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ NATO უპასუხებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო ბირთვულ თავდასხმას. მისი თქმით, NATO-მ შესაძლოა, რუსეთის ძალებს თვითმფრინავებით და რაკეტებით დაარტყას, თუ ის უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს კითხვას, შევიდოდნენ თუ არა NATO-ს ჯარები უკრაინაში, რაუმ უპასუხა, რომ ეს არ არის გამორიცხული. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. მედვედევი: რუსეთს უფლება აქვს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა. ბლინკენის თქმით, უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი იმ ტერიტორიებზეც, რომლებიც რუსეთმა შეიძლება, მალე ანექსირებულად გამოაცხადოს
პოლონეთმა სანქციების სიაში „გაზპრომ ექსპორტი“ დაამატა
ვარშავამ რუსული კომპანია „გაზპრომ ექსპორტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ დასავლური მედია პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. სამინისტრომ განაცხადა, რომ კომპანიის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს. ასევე პოლონეთი „გაზპრომ ექსპორტის“ ფინანსურ და ეკონომიკურ აქტივებზე წვდომაზე უარს აცხადებს. მაისის ბოლოდან პოლონეთს, ბულგარეთს, ფინეთსა და ნიდერლანდებს, ახალი გადახდის სისტემის მიღებაზე უარის გამო (რუბლებში გადახდა), რუსული გაზი აღარ მიეწოდებათ.
Baltic Pipe-ს მილსადენით დანიიდან პოლონეთში, ნორვეგიული გაზის ტრანზიტი დაიწყო
ახალი ბალტიის მილსადენით გაზის ამოტუმბვა დაიწყო, რომლითაც ნორვეგიული „ლურჯი საწვავი“ დანიის გავლით პოლონეთს მიეწოდება. ამის შესახებ პოლონეთის გაზსადენების ქსელის Gaz-System-ის ოპერატორის პრესსამსახურში აცხადებენ. პოლონეთმა და დანიამ, ნორვეგიული გაზის ტრანსპორტირებისთვის ახალი მილსადენი გახსნეს გავრცელებული ინფორმაციით, გაზსადენის გაშვება დაგეგმილ ვადებში შედგა. „დღეს ისტორიული დღეა! გაზის მიწოდება დაიწყო Baltic Pipe-ით“, - ნათქვამია განცხადებაში. Baltic Pipe-ის დადგმული სიმძლავრე წელიწადში 10 მილიარდი კუბური მეტრია. გაზსადენის საზეიმო გახსნა 27 სექტემბერს გაიმართა.
პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი: დღეს პოლონეთის საზღვარი ყველაზე კარგად არის დაცული ევროპაში
პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სტანისლავ ჟარინმა განაცხადა, რომ „ამჟამად პოლონეთში უკანონო შესვლა შეუძლებელია“. მისივე განმარტებით, დღეს პოლონეთის საზღვარი ყველაზე კარგად არის დაცული ევროპაში. დეპარტამენტის ცნობით, პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლა 120-მა ადამიანმა სცადა. პოლონეთმა ბელორუსის საზღვარზე დამცავი ღობის მშენებლობა დაასრულა დამცავი ღობის სიგრძე, რომელიც ლიუბლინსკისა და პოდლიასკის სავოევოდოების ტერიტორიაზეა გადაჭიმული, 186,25 კმ-ს შეადგენს. მის აშენებას 49 ათასი ტონა ფოლადი დასჭირდა. 5,5 მეტრის სიმაღლის ღობე გამაგრებულია მავთულხლართებით.
პოლონეთი თავის მოქალაქეებს ბელორუსის დატოვებას ურჩევს
პოლონეთი თავის მოქალაქეებს ბელორუსის დატოვებისკენ მოუწოდებს. „პოლონეთის მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ვურჩევთ, დატოვონ მისი ტერიტორია ხელმისაწვდომი კომერციული და კერძო საშუალებებით“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში. ვარშავასა და მინსკს შორის ურთიერთობა 2021 წელს გაუარესდა, როდესაც პოლონეთმა თავისი აღმოსავლელი მეზობელი დაადანაშაულა საზღვარზე მიგრანტების კრიზისის ორკესტრირებაში. ეს ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
პოლონელებმა უკრაინისთვის „ბაირაქტარის“ დრონი იყიდეს
„ბაირაქტარის“ დრონი, რომელიც პოლონეთში შეგროვებული თანხებით შეიძინეს, უკრაინაში გასაგზავნად მზადაა. უპილოტო საფრენ აპარატს მარიუპოლის პატივსაცემად „მარიკი“ დაარქვეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ფონდების მოზიდვის კამპანიის ინიციატორი, პოლონელი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე სლავომირ სიერაკოვსკი Facebook-ზე წერს. სახელწოდება უპილოტო საფრენ აპარატზეც არის დატანილი, როგორც უკრაინულ, ასევე, პოლონურ ენებზე. პოლონეთის მიერ დაფინანსებული Bayraktar უკვე მომზადებულია უკრაინაში ტრანსპორტირებისთვის. Baykar-ის მწარმოებელი და უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ამჟამად საბოლოო დეტალებს განიხილავენ. Baykar-ი უკრაინას დრონს უფასოდ მიაწვდის, შეგროვებული თანხები კი, უკრაინაში ჰუმანიტარულ პროექტებს მოხმარდება.
პოლონეთი სამხრეთ კორეისგან, 288 ერთეულ K239 Chunmoo-ს ტიპის ზალპურ სისტემას შეიძენს
შეიარაღების შესყიდვის ფარგლებში, პოლონეთისა და სამხრეთ კორეას შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც ვარშავა, აზიური ქვეყნისგან 288 ერთეულ K239 Chunmoo-ს ტიპის რეაქტიულ ზალპურ ცეცხლის სისტემას შეიძენს. მანამდე პოლონეთმა, სამხრეთ კორეასთან ტანკებისა და ჰაუბიცების ხელშეკრულება გააფორმა. სისტემები კომპანია Hanwha-ს ნაწარმია. შეგახსენებთ, რომ პოლონეთმა შეიარაღების გაუმჯობესება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო. პოლონეთი სამხრეთ კორეისგან 48 ერთეულ FA-50 ტიპის ავიაგამანადგურებლებს შეიძენს.
მედია: პოლონეთში ავტოავარიის დროს სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა, დაღუპულები სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქეები არიან
პოლონეთში ქალაქ პოზნანთან ახლოს მომხდარ ავტოკატასტროფის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ხუთი დაშავდა. პოლონური მედიის ინფორმაციით, ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა. ავტობუსში სულ 8 მგზავრი იმყოფებოდა, აქედან სამი გარდაიცვალა, ხუთი კი - დაშავდა. პოლონური მედია სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ გარდაცვლილები, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები არიან. ბოლო მონაცემებით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმედ ითვლება.
ლიეტუვამ და პოლონეთმა, გაზსადენი GIPL-ის საპროექტო სიმძლავრე გამოსცადეს
ლიეტუვისა და პოლონეთის გაზის გადამცემი სისტემების ოპერატორებმა Amber Grid-მა და Gaz-System-მა გამოსცადეს GIPL (პოლონეთი-ლიეტუვის) გაზსადენის საპროექტო სიმძლავრე გამოცადეს. გაზსადენი 2022 წლის მაისში შევიდა ექსპლუატაციაში. ლიეტუვა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსულ გაზზე სრულად თქვა უარი მედიის ცნობით, Amber Grid-მა განაცხადა, რომ ტესტები წარმატებული იყო. Amber Grid-ის ხელმძღვანელის, ნემუნას ბიკნიუსის თქმით, ტესტირების დროს შესაძლებელი გახდა გაზის მაქსიმალური ნაკადის მიღწევა ლიეტუვასა და პოლონეთში. გაზსადენი GIPL-ი, ბალტიის რეგიონისა და პოლონეთის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად, ვადაზე ადრე გაიხსნა GIPL-ის ექსპლუატაციის დაწყებიდან დღემდე, გაზის მიმწოდებლებმა ლიეტუვის რესპუბლიკისა და სხვა სკანდინავიური ქვეყნების საჭიროებისთვის თითქმის 1 ტვტ/სთ გაზი გადაიტანეს, ხოლო პოლონეთში 4,2 ტვტ/სთ გაზი. თითქმის 500 მილიონი ევროს ღირებულების GIPL პროექტი ლიეტუვისა და პოლონეთის გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორებმა Amber Grid და Gaz-System განახორციელეს. გაზსადენი ექსპლუატაციაში 2022 წლის 1-ელ მაისს შევიდა, როდესაც ფიზიკური და კომერციული გაზის მიწოდება დაიწყო. მილსადენის წლიური სიმძლავრეა 2,1 მილიარდი კუბური მეტრი პოლონეთის და დაახლოებით 2,7 მილიარდი კუბური მეტრი ლიეტუვის მიმართულებით. რესურსებიდან და ფასიდან გამომდინარე, გაზის მიწოდება ორივე მიმართულებითაა შესაძლებელი.
პოლონეთის სენატმა რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა
26 ოქტომბერს პოლონეთის სენატმა (პოლონეთის პარლამენტის ზედა პალატა) ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას „ტერორისტულ რეჟიმად“ აღიარებს. რეზოლუციას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა. მიღებულ დოკუმენტში პოლონეთი „მტკიცედ გმობს რუსეთის აგრესიას და მოუწოდებს ყველა ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს მშვიდობას, დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს, აღიარონ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად“. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადდა ამასთან, აღნიშნულია, რომ 24 თებერვალს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სასტიკი ომი წამოიწყეს უკრაინასთან, სურდათ სუვერენული ქვეყნის პირიდან მოსპობა და მისი ერის განადგურება. აღნიშნულია, რომ უკრაინა დღეს დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია. ამასთან, რეზოლუციის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ რუსი ოკუპანტები ატერორებენ უკრაინის ქალაქების მოსახლეობას სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმით. უკრაინის პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებაა. ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ვიდეომიმართვებში რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ მოიხსენიებს. რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად ასევე გამოაცხადეს ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა.
პოლონეთს სურს, უკრაინას აეროპორტების აღდგენასა და სარკინიგზო კავშირების გაფართოებაში დაეხმაროს
პოლონეთს სურს, უკრაინას აეროპორტების რეკონსტრუქციაში დაეხმაროს და ასევე მზად არის, გააფართოოს სარკინიგზო კავშირები ორ ქვეყანას შორის. ამის შესახებ უკრაინული მედია ორი ქვეყნის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. ვარშავას შეუძლია, კიევს საექსპერტო საკონსულტაციო მომსახურება შესთავაზოს. „ჩვენ ვხედავთ უამრავ შესაძლებლობას, მხარი დავუჭიროთ ჩვენს მეგობრებს ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში“,- აცხადებს პოლონური მხარე. მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ჩქაროსნული სარკინიგზო პროექტის განხორციელებაში თანამშრომლობის გაღრმავება და მასთან დაკავშირებული ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) გადახედვის საკითხი.
პოლონეთში, წითელი არმიისადმი მიძღვნილი ოთხი ძეგლი ერთდროულად აიღეს
პოლონეთში, 27 ოქტომბრის დილით, წითელი არმიისადმი მიძღვნილი კიდევ ოთხი ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მოყოლებული, პოლონეთის მთავრობა აგრძელებს საბჭოთა კავშირს თემატიკაზე ძეგლების, ქანდაკებებისა და სიმბოლოების „დანგრევის“ კამპანიას. ოპოლსკის სავოევოდოს ქალაქ გლუბჩიცასა და ბიჩინაში წითელი არმიის ჯარისკაცების ძეგლები აიღეს. ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა კაროლ ნავროცკიმ, რომელიც სოფელ გლუბჩიცეში საბჭოთა ძეგლის დემონტაჟის ადგილს ესტუმრა, განაცხადა, რომ „საბჭოთა კავშირმა პოლონეთს მოუტანა არა განთავისუფლება, არამედ მონობა“. პოლონეთში რუსი ჯარისკაცების ძეგლების დემონტაჟი, ბოლოს 24 აგვისტოს ქალაქ ბჟეგში განხორციელდა.
ევროკავშირის მიერ უკრაინელი სამხედროების მომზადებას პოლონელი გენერალი უხელმძღვანელებს
პოლონელი გენერალ-მაიორი პიოტრ ტრიტეკი, ევროკავშირის მისიის მეთაურად დაინიშნა, რომელიც უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებს მოამზადებს. ამის შესახებ ინფორმაცია პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა. „ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, მაგრამ ასევე არის პოლონეთის პოზიციის საერთაშორისო ასპარეზზე აღიარება“, - დაწერა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა Twitter-ზე. პიოტრ ტრიტეკი 51 წლისაა და ერაყსა და ავღანეთში მსახურობდა. 17 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა 15 000 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურისთვის სასწავლო პროგრამა შექმნა. პროგრამა კოორდინირებულია ბრიუსელიდან, მაგრამ თავად ტრენინგი პოლონეთსა და გერმანიაში ჩატარდება. მანამდე უკრაინელი სამხედროებისთვის, საკუთარი სასწავლო პროგრამა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომელსაც წელიწადში 10 000 ადამიანი გაივლის.
პოლონეთი რუსეთისგან, სსრკ-სგან მეორე მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს
პოლონეთის ხელისუფლება აპირებს გამოთვალოს, თუ რა ზარალი მიადგა ქვეყანას საბჭოთა კავშირისგან და რუსეთს კომპენსაცია მოსთხოვონ. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება. როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, საბჭოთა კავშირის გამო მიყენებული სამხედრო დანაკარგების შესახებ ანგარიშის მომზადება იმ კვლევების საფუძველზე იგეგმება, რომლებიც ნაცისტური გერმანიის მიერ ქვეყანისთვის მიყენებული ზარალის დადგენისას გამოიყენეს. შეგახსენებთ, რომ პირველ სექტემბერს ვარშავამ წარმოადგინა ანგარიში ზარალის შესახებ, რომელიც ნაცისტური გერმანიის თავდასხმის შედეგად ქვეყანას მიადგა. ზარალი $1,3 ტრილიონად შეფასდა. ოქტომბრის შუა რიცხვებში პოლონეთმა გერმანიას ამ თანხის გადახდის მოთხოვნით დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა. ოფიციალური პასუხი ჯერ არ ყოფილა, მაგრამ გერმანიის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ არაფერს გადაიხდიან.
პოლონეთმა, რუსეთის მოქალაქეებისთვის, დასაქმების გამარტივებული პროცედურა გააუქმა
პოლონეთის ხელისუფლებამ, რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში დასაქმების გამარტივებული პროცედურა გააუქმა. ამის შესახებ პოლონეთის პრესის სააგენტოს საოჯახო და სოციალური პოლიტიკის მინისტრმა მარლენა მალონგმა განუცხადა. ოფიციალური პირის თქმით, ეს გადაწყვეტილება უკრაინაში ომისა და რუსეთიდან მასობრივი მიგრაციის მზარდი რისკის გამო მიიღეს. „რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკვე დასაქმებულნი არიან გამარტივებული წესით, შეუძლიათ გააგრძელონ მუშაობა სამუშაო ნებართვის ვადის ამოწურვამდე“, - განაცხადა მარლენა მალონგმა. 2022 წლის ზაფხულის მონაცემებით, პოლონეთში, გამარტივებული პროცედურებით რუსეთის 13 000 მოქალაქე იყო დასაქმებული. ახლა პოლონეთში, გამარტივებული პროცედურით, სომხეთის, ბელორუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ დასაქმება.
პოლონეთი სამი ატომური სადგურის აშენებას გეგმავს
ბირთვული ენერგიის შესახებ პროგრამის ფარგლებში, პოლონეთი სამი ატომური ელექტროსადგურის (6 რეაქტორით)აშენებას გეგმავს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა. პოლონური საინფორმაციო სააგენტო PAP-ის ცნობით, მორავეცკიმ აღნიშნა, რომ ქვეყნის ბირთვული პროგრამა ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად წამოიწყეს. მან ისიც დაადასტურა, რომ ვარშავა ამერიკულ კომპანია Westinghouse-თან ერთად იმუშავებს პირველი ატომური ელექტროსადგურის ასაშენებლად. მისივე თქმით, ხსენებული ფაქტი არ ნიშნავს, რომ პოლონეთი არ განავითარებს ენერგიის განახლებადი წყაროებს. „თუმცა ჩვენ გვჭირდება სტაბილური ენერგია, რომელსაც დღეს ქვანახშირი უზრუნველყოფს“, - დაამატა მორავეცკიმ.
პოლონეთი რუსეთის კალინინგრადის საზღვარზე მავთულის ღობეს ააშენებს
პოლონეთი რუსეთის კალინინგრადის საზღვრის გასწვრივ მავთულის ღობეს ააშენებს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისრტმა განაცხადა. მარიუშ ბლაშჩაკის თქმით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევებიდან გამომდინარე, დროებითი 2,5 მეტრის სიმაღლის ბარიერის მშენებლობა დაუყოვნებლივ დაიწყება. ოფიციალური ცნობებით, გასული წლის შემოდგომაზე, ათასობით აფრიკელი და ახლო აღმოსავლელი მიგრანტი პოლონეთში შეღწევას ბელორუსის საზღვრიდან ცდილობდა. ბლაშჩაკის განმარტებით, კალინინგრადთან აღმართული ღობე პოლონეთის მიერ ბელორუსის საზღვრის გასწვრივ გასულ წელს აგებული ბარიერის მსგავსი იქნება.
პოლონეთმა რუსეთის საელჩოს, ვარშავის მახლობლად დასასვენებელი ცენტრი ჩამოართვა
ვარშავის მახლობლად მდებარე კურორტი „სკუბიანკა“, პოლონეთის ტყის დაცვის სამსახურის კონროლის ქვეშ გადავიდა. კურორტს 1980 წლიდან, საბჭოთა და შემდეგ რუსეთის საელჩოები ქირაობდნენ. ხელშეკრულება რუსეთის საელჩოსთან, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაირღვა. European Pravda-ს ცნობით, ამის შესახებ ოთხშაბათს პოლონეთის კლიმატისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ განაცხადა. „ტყის დაცვამ დღეს ჩამოართვა და დააყადაღა ის ქონება, რომელიც დაიქირავა რუსეთის საელჩომ. სანატორიუმი, რომელიც მდებარეობს ზეგრზეს სატყეო მეურნეობაში, სკუბიანკას ფარგლებში, საბჭოთა საელჩომ ჯერ კიდევ 1980-იან წლებში იქირავა“, - აცხადებენ სამინისტროში Twitter-ზე. პოლონეთის კლიმატისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ ედვარდ სიარკამ განაცხადა, რომ აპრილის შუა რიცხვებში სახელმწიფო სატყეო სააგენტომ რუსეთის საელჩოსთან ხელშეკრულება შეწყვიტა, რადგან საელჩომ კურორტის იჯარის ქირა 12 ათასი ზლოტი არ გადაიხადა.
პოლონეთმა და ლიეტუვამ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს
პოლონეთმა და ლიეტუვამ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს. ლიეტუვის შეიარაღებული ძალების მეთაურის თქმით, შეთანხმება დაზვერვის საკითხებში მკაფიო რეკომენდაციებსა და ინფორმაციის გაცვლას ითვალისწინებს. „ჩვენ მრავალი წელია ვთანამშრომლობთ და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლიეტუვისთვის, რადგან პოლონეთის შეიარაღებული ძალები სრულ მხარდაჭერას გვიცხადებენ დაზვერვის სფეროში,” - თქვა ვალდემარას რუპშისმა. ლიეტუვის შეიარაღებული ძალების მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულება ასევე დაუგეგმავ სამხედრო წვრთნებსაც ითვალისწინებს. „მსგავსი წვრთნებისას ჩვენ უზრუნველვყოფთ ტერიტორიულ ერთიანობასა და მთლიანობას, მათ შორის შევამოწმებთ ძალების საბრძოლო მზადყოფნას. ეს იქნება შეკავების ერთ-ერთი ღონისძიება, ”- თქვა რუპშისმა.
პოლონეთში, ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო
პოლონეთში „ვიშეგრადის ჯგუფის“ ქვეყნების (V4, პოლონეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, სლოვაკეთი, უნგრეთი) ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები Puma-2022 დაიწყო. სამხედრო წვრთნები ნოვაია დემბას პოლიგონზე, პოდკარპაკის სავოევოდოში (პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით) მიმდინარეობს. სამხედრო მანევრებში 2000-მდე სამხედრო და 300-მდე ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს. წვრთნებში V4 ქვეყნების ქვედანაყოფების გარდა, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს დანაყოფებიც მონაწილეობენ. წვრთნებში ძირითადად ჯავშანტექნიკის და მექანიზებული ჯარების ქვედანაყოფები, ასევე არტილერისტები, მესაზღვრეები, ქიმიკოსები და დაზვერვის ოფიცრები მონაწილეობენ. Puma-2022-ის წვრთნების პარალელურად, System-22-ის, Gepard-22-ისა და San-22-ის სამეთაურო-საშტაბო წვრთნებიც ჩატარდება. სამხედრო წვრთნები 9 ნოემბერს დასრულდება.
ბრიტანეთისა და პოლონეთის ლიდერების თქმით, პუტინმა უნდა იცოდეს, რომ დაშინება არ გაუვა
Sky News-ის ცნობით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკსა და მის პოლონელ კოლეგა მატეუშ მორავეცკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. სუნაკი და მორავეცკი შეთანხმდნენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით მკაფიო სიგნალები არ უნდა შეწყდეს, რომ „დაშინება არ გაუვა“. გარდა ამისა, სუნაკმა და მორავეცკიმ ისაუბრეს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოების გაძლიერებაზე. საუბარი ასევე შეეხო ბელორუსში არსებულ ვითარებას. კერძოდ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა „მჭიდროდ ადევნებს თვალს მოვლენებს“. „ბელორუსში არსებული ვითარების განხილვისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენებს და მხარს უჭერს პოლონეთს რუსული აგრესიის ფონზე“, - იტყობინება დაუნინგ სტრიტი.
პოლონეთი აშშ-ის სამხედრო ბაზის გაფართოებას გეგმავს
პოლონეთი გააფართოვებს სამხედრო ბაზას, რომელიც აშშ-ის საბრძოლო საავიაციო ბრიგადას მასპინძლობს. ვარშავა ევროკავშირის წევრ ქვეყანაში აშშ-ის წარმომადგენლობას ზრდის. თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ ბაზა, რომელიც მასპინძლობს აშშ-ის (Apache-ს) დამრტყმელ ვერტმფრენებს, პოლონეთისა და NATO-ს ძალების მხარდასაჭერად, აშშ-ის საჰაერო ძალების ოპერატიულ შესაძლებლობებს გააძლიერებს. „პოვიცი „იქცევა სამხედრო კომპლექსად, რომელიც ემზადება პოლონეთისა და NATO-ს ძალების მხარდასაჭერად, ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე“, - განაცხადა ბლაშჩაკმა. ბაზის გაფართოება ვაშინგტონსა და ვარშავას შორის 2020 წლის შეთანხმების ნაწილია, რომელიც მოიცავს გაძლიერებულ თავდაცვის თანამშრომლობას და 114 ინფრასტრუქტურულ პროექტს 11 ლოკაციაზე. ვარშავა ასევე აპირებს საკუთარი სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას აშშ-დან ვერტმფრენებისა და ტანკების შეძენით. მოსალოდნელია, რომ პოლონეთი მომავალ წელს, აბრამსის ტანკებს მიიღებს. ბაიდენმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ პოლონეთში „დროებით“ განლაგებული აშშ-ის ძალები, სავარაუდოდ, იქ „დიდი ხნით“ დარჩებიან. „დღეს ჩვენ ვიწყებთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში და ეს ნიშნავს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაზრდას პოლონეთსა და მთელ რეგიონში“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა პოლონეთში მარკ ბჟეზინსკიმ.
პოლონეთი და სლოვაკეთი თავდაცვის ხარჯებს ზრდიან
პოლონეთი მნიშვნელოვნად გაზრდის თავდაცვის ხარჯებს მშპ-ს 3 პროცენტამდე, სლოვაკეთი ასევე დიდ ინვესტიციებს ახორციელებს შეიარაღებულ ძალებში, ამის შესახებ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა განაცხადეს. მანამდე, პოლონეთისა და სლოვაკეთის ლიდერები მატეუშ მორავეცკი და ედუარდ ჰეგერი მრავალეროვნული სამხედრო წვრთნების ადგილს ეწვივენ პოლონეთში და განაცხადეს, რომ მათი ქვეყნები ზრდიან შეკავების შესაძლებლობებს და სამხედრო თანამშრომლობას მეზობელ უკრაინაში ომის ფონზე. მორავეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთის მთავრობა მომავალ წელს დახარჯავს 21,4 მილიარდი აშშ დოლარს, ან შესაძლოა, 27,8 მილიარდს თავისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის. მისი თქმით, ეს იქნება პოლონეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 3-დან 4 პროცენტამდე, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თავდაცვის ბიუჯეტია NATO-ს 30 წევრს შორის. ამჟამად, პოლონეთი თავის შეიარაღებულ ძალებზე მშპ-ს 2 პროცენტზე მეტს ხარჯავს. საუკეთესო სტრატეგია არის მტრის შეკავება საკუთარი ჯარის ძალით და სხვებთან თანამშრომლობით, აღნიშნა მორავეცკიმ. ჰეგერმა აღნიშნა, რომ სლოვაკეთის მთავრობა ინტენსიურად ახდენს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას და აღნიშნა, რომ უკრაინის ომმა აჩვენა რეგიონული თავდაცვის თანამშრომლობის აუცილებლობა. წვრთნები PUMA-22 სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთში, სასწავლო ზონაში, უკრაინის საზღვრიდან, დაახლოებით 150 კილომეტრში გაიმართა. ჰეგერის თქმით, მათ სურთ მშვიდობის დამყარება და იმის ჩვენება, რომ მათ აქვთ საკმარისი ძალა მშვიდობის დასაცავად.
პოლონეთმა ვიშეგრადის ქვეყნების მონაწილეობით, მიმდინარე წელს ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს უმასპინძლა
პოლონეთი სამხედრო წვრთნებს - Puma-22 უმასპინძლა. წვრთნებში 2000-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა და მასში 300-მდე ტექნიკა იყო ჩართული. პოლონეთში, ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო სწავლება ფოკუსირებული იყო პოლონეთის სახმელეთო ჯარების ჯავშანტექნიკაზე და მექანიზებულ დანაყოფებზე, მაგრამ ასევე ჩართულნი იყვნენ მსროლელები, მესაზღვრეები, ქიმიკოსები და სკაუტები. პოლონეთი და სლოვაკეთი თავდაცვის ხარჯებს ზრდიან სწავლების მიზანს მონაწილე ძალების თავსებადობის გაუმჯობესება, ასევე მოკავშირეებთან თანამშრომლობით ტაქტიკური ოპერაციების დაგეგმვა, ორგანიზება და მისი ჩატარების უნარის შემოწმება წარმოადგენს.
პოლონეთმა, რამზან კადიროვის თანაშემწეს სანქციები დაუწესა
პოლონეთმა სანქცირებულთა სიაში, „ახმატის ბატალიონის“ მეთაური და ჩეჩნეთის ხელმძღვანელის რამზან კადიროვის თანაშემწე აფტი ალაუდინოვი შეიყვანა. აპტი ალაუდინოვი, რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალ-მაიორი, ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს მდივანი და კადიროვის ჩეჩნური ბატალიონის ახმატის მეთაურია, რომელიც უკრაინაში იბრძვის. 2020 წლიდან ის გაერთიანებული სამეფოს სანქციების ქვეშ იმყოფება. სანქციები მას ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლასა და იქ საბანკო ანგარიშების გამოყენებას უკრძალავს. აპტი ალაუდინოვი ჯერ არ არის ევროკავშირის სანქციების სიაში.
პოლონეთმა უკრაინას Starlink-ის 1500-ზე მეტი სისტემა გადასცა
უკრაინას Starlink-ის 1570 სისტემა გადაეცა. ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა 10 ნოემბერს განაცხადა, რომ სისტემები უკვე მიეწოდა უკრაინას. „ეს ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან რუსული დაბომბვის გამო, ელექტროენერგიის პრობლემა გვაქვს“, - განაცხადა მინისტრმა. ფედოროვის თქმით, ჯერჯერობით, Starlink-ის დაახლოებით 20,000 ერთეული გადაეცა უკრაინას, მათგან 5000, კიევმა პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერით მიიღო. SpaceX-ის სატელიტური ინტერნეტ ქსელის სადგურები უკრაინის არმიას, ასევე ენერგეტიკას, ტელეკომუნიკაციებს, ჯანდაცვასა და სასოფლო-სამეურნეო ობიექტებს ეხმარებიან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
აშშ პოლონეთის მთავრობასთან და NATO-ს მოკავშირეებთან კონსულტაციებს მართავს
აშშ, პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას გაეცნობა და შემდეგ გადაწყვეტს, რა იქნება შესაბამისი ნაბიჯები. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ აშშ მჭიდრო კონტაქზეა პოლონეთის მთავრობასთან და NATO-ს მოკავშირეებთან. „ჩვენ გავეცანით ინფორმაციას, გვაქვს კონტაქტი პოლონეთის მთავრობასთან და NATO-ელ პარტნიორებთან, რათა მეტი ინფორმაცი მივიღოთ. გარწმუნებთ, გავერკვევით, რა მოხდა და შემდეგ ვისაუბრებთ, როგორი იქნება შესაბამისი, შემდგომი ნაბიჯები“, - განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც პირველი შეკითხვა სწორედ ამ თემას ეხებოდა. თავის მხრივ, პენტაგონის პრესსპიკერმა, პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის ვერ ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.
ლიეტუვის პრეზიდენტი: NATO-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი დაცული უნდა იყოს
„შემაშფოთებელი ახალი ამბავი პოლონეთიდან, სულ მცირე ორი აფეთქების შესახებ“, - ასე ეხმაურება პოლონეთში რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა. რუსული რაკეტები NATO-ს წევრ პოლონეთში ჩამოვარდა, ორი ადამიანი დაიღუპა - The Guardian „მჭიდრო კონტაქტზე ვართ პოლონელ მეგობრებთან. ლიეტუვა მტკიცედ დგას პოლონეთის გვერდით. NATO-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი დაცული უნდა იყოს“, – წერს გიტანას ნაუსედა. პოლონეთის პრემიერმა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა მოიწვია
რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, “მიზანმიმართული პროვოკაციაა”. პოლონეთის პრემიერმა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა მოიწვია რუსული მხარის მტკიცებითვე, ამის მიზანი ვითარების ესკალაციაა. რუსული რაკეტები NATO-ს წევრ პოლონეთში ჩამოვარდა, ორი ადამიანი დაიღუპა - The Guardian მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
NATO აქტიურ კომუნიკაციაშია მოკავშირე პოლონეთთან
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას სწავლობს. CNN NATO-ს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ალიანსი აქტიურ კომუნიკაციაშია მოკავშირე პოლონეთთან. პოლონეთის პრემიერმა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა მოიწვია რუსული რაკეტები NATO-ს წევრ პოლონეთში ჩამოვარდა, ორი ადამიანი დაიღუპა - The Guardian მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
შარლ მიშელი: ჩვენ პოლონეთის გვერდით ვდგავართ
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ „შოკირებულია" გავრცელებული ინფორმაციით. „ვსამძიმრებ ოჯახებს. ჩვენ ვდგავართ პოლონეთის გვერდით. მე მაქვს კონტაქტი პოლონეთის ხელისუფლებასთან, ევროპული საბჭოს წევრებთან და სხვა მოკავშირეებთან“, - განაცხადა მიშელმა. პოლონეთის პრემიერმა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა მოიწვია რუსული რაკეტები NATO-ს წევრ პოლონეთში ჩამოვარდა, ორი ადამიანი დაიღუპა - The Guardian მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
შარლ მიშელი: ჩვენ პოლონეთის გვერდით ვდგავართ
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ „შოკირებულია" გავრცელებული ინფორმაციით. „ვსამძიმრებ ოჯახებს. ჩვენ ვდგავართ პოლონეთის გვერდით. მე მაქვს კონტაქტი პოლონეთის ხელისუფლებასთან, ევროპული საბჭოს წევრებთან და სხვა მოკავშირეებთან“, - განაცხადა მიშელმა. პოლონეთის პრემიერმა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა მოიწვია რუსული რაკეტები NATO-ს წევრ პოლონეთში ჩამოვარდა, ორი ადამიანი დაიღუპა - The Guardian მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
შარლ მიშელი: ჩვენ პოლონეთის გვერდით ვდგავართ
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ „შოკირებულია" გავრცელებული ინფორმაციით. „ვსამძიმრებ ოჯახებს. ჩვენ ვდგავართ პოლონეთის გვერდით. მე მაქვს კონტაქტი პოლონეთის ხელისუფლებასთან, ევროპული საბჭოს წევრებთან და სხვა მოკავშირეებთან“, - განაცხადა მიშელმა. პოლონეთის პრემიერმა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა მოიწვია რუსული რაკეტები NATO-ს წევრ პოლონეთში ჩამოვარდა, ორი ადამიანი დაიღუპა - The Guardian მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
შარლ მიშელი: ჩვენ პოლონეთის გვერდით ვდგავართ
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ „შოკირებულია" გავრცელებული ინფორმაციით. „ვსამძიმრებ ოჯახებს. ჩვენ ვდგავართ პოლონეთის გვერდით. მე მაქვს კონტაქტი პოლონეთის ხელისუფლებასთან, ევროპული საბჭოს წევრებთან და სხვა მოკავშირეებთან“, - განაცხადა მიშელმა. პოლონეთის პრემიერმა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა მოიწვია რუსული რაკეტები NATO-ს წევრ პოლონეთში ჩამოვარდა, ორი ადამიანი დაიღუპა - The Guardian მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
შარლ მიშელი: ჩვენ პოლონეთის გვერდით ვდგავართ
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ „შოკირებულია" გავრცელებული ინფორმაციით. „ვსამძიმრებ ოჯახებს. ჩვენ ვდგავართ პოლონეთის გვერდით. მე მაქვს კონტაქტი პოლონეთის ხელისუფლებასთან, ევროპული საბჭოს წევრებთან და სხვა მოკავშირეებთან“, - განაცხადა მიშელმა. პოლონეთის პრემიერმა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა მოიწვია რუსული რაკეტები NATO-ს წევრ პოლონეთში ჩამოვარდა, ორი ადამიანი დაიღუპა - The Guardian მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა
უკრაინის საზღვართან ახლოს მომხდარი აფეთქებების გამო, პოლონეთის მთავრობა ქვეყანაში სამხედრო მზადყოფნის დონეს აამაღლებს, – ამის შესახებ მთავრობის პრესსპიკერმა, პიოტრ მიულერმა უშიშროების საბჭოს საგანაგებო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მიულერმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაღუპულია ორი ადამიანი. მისივე თქმით, მთავრობა განიხილავდა მეოთხე მუხლის ამოქმედებას, რაც ნატო-ში კონსულატაციების დაწყებას გულისხმობს. Reuters-ის ინფორმაციით, პოლონეთის მოთხოვნით, ალიანსის მე-4 მუხლის საფუძველზე, NATO-ს ელჩები, ოთხშაბათს გამართავენ შეხვედრას. ალიანსის დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, წევრებს შეუძლიათ დააყენონ ნებისმიერი შემაშფოთებელი საკითხი, განსაკუთრებით წევრი ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. უკრაინის საზღვართან მომხდარი აფეთქების გარემოებების შესახებ, გამოძიება გრძელდება. მედიის ცნობით, ერთ-ერთმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ალიანსი ფრთხილად იმოქმედებს და დრო სჭირდებოდა იმის გადამოწმებისთვის, თუ რამ გამოიწვია ინციდენტი.
NATO-ს ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩავარდნის შესახებ ცნობებზე, ალიანსის გენმდივანმა პირველი კომენტარი გააკეთა
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჯეი დუდასთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია, ყველა ფაქტი დადგინდეს“. „პოლონეთში მომხდარი აფეთქების შესახებ, პრეზიდენტს ანდჯეი დუდას ვესაუბრე. მე მას მივუსამძიმრე დაღუპულთა გამო. NATO აკვირდება სიტუაციას და მოკავშირეები მჭიდროდ აგრძელებენ კონსულტაციებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტი დადგინდეს", - განაცხადა სტოლტენბერგმა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პოლონეთმა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა რა მოხდა კონკრეტულად, ვარშავას ოფიციალურად არ განუცხადებია და არც მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაუდასტურებია.
პოლონეთი, ეს არის რეალობა, რომლის შესახებაც ჩვენ გაფრთხილებდით - რეზნიკოვი
პოლონეთი, ეს არის რეალობა, რომლის შესახებაც ჩვენ გაფრთხილებდით, -უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოვარდნას გამოეხმაურა. „პოლონეთი, ეს არ არის რეალობა, რომლის შესახებაც ჩვენ გაფრთხილებდით. ცას არ აქვს საზღვრები, არ აქვს უკონტროლო რუსული რაკეტებისთვის, არ აქვს იმ საფრთხისთვის, რასაც ისინი ჩვენი ევროკავშირელი და ნატოელი მეზობლებისთვის წარმოადგენენ. ხელთათმანები მოხსნილია. გამარჯვების დროა“, - წერს რეზნიკოვმა „ტვიტერზე“. NATO-ს ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩავარდნის შესახებ ცნობებზე, ალიანსის გენმდივანმა პირველი კომენტარი პრეზიდენტ ანდჯეი დუდასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა. უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პოლონეთმა მსხვერპლისა და აფეთქების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა რა მოხდა კონკრეტულად, ვარშავას ოფიციალურად არ განუცხადებია და რუსული რაკეტების შესახებ, არც მედიაში გავრცელებული თავდაპირველი ცნობები დაუდასტურებია. ცნობისათვის, NATO-ს მე-4 მუხლი ბოლოს, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ამოქმედდა. ალიანსის ისტორიაში, მე-4 მუხლი სულ შვიდჯერ გამოიყენეს. უფრო ადრე მისი ამოქმედება თურქეთმა მოითხოვა.
აუცილებელია უკრაინაში ომის ესკალაციის თავიდან აცილება - გუტერეში
უცილებელია უკრაინაში ომის ესკალაციის თავიდან აცილება, - გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ჩავარდნის შესახებ ინფორმაციას ეხმაურება. „აბსოლუტურად აუცილებელია უკრაინაში ომის ესკალაციის თავიდან აცილება“, – განაცხადა ანტონიუ გუტერეშა. NATO-ს ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩავარდნის შესახებ ცნობებზე, ალიანსის გენმდივანმა პირველი კომენტარი პრეზიდენტ ანდჯეი დუდასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა. უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პოლონეთმა მსხვერპლისა და აფეთქების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა რა მოხდა კონკრეტულად, ვარშავას ოფიციალურად არ განუცხადებია და რუსული რაკეტების შესახებ, არც მედიაში გავრცელებული თავდაპირველი ცნობები დაუდასტურებია. ცნობისათვის, NATO-ს მე-4 მუხლი ბოლოს, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ამოქმედდა. ალიანსის ისტორიაში, მე-4 მუხლი სულ შვიდჯერ გამოიყენეს. უფრო ადრე მისი ამოქმედება თურქეთმა მოითხოვა.
ანდჟეი დუდა: ჯერ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ ვინ ისროლა რაკეტა პოლონეთის მიმართულებით
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ ვარშავას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ ისროლა რაკეტა, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე დაეცა, თუმცა გამოთქვა ეჭვი, რომ შესაძლოა, რაკეტა რუსული წარმოების იყო. ჯო ბაიდენი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლეს „გამოძიება მოკავშირეებთან ერთად ჩატარდება. ამ დროისთვის ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება, ვინ გაუშვა რაკეტა. ეს არის რუსული წარმოების რაკეტა, მაგრამ გამოძიება გრძელდება", - განაცხადა დუდამ. მედია NATO-ს მე-4 მუხლის ამოქმედების შესახებ იუწყება პოლონეთის პრეზიდენტმა ყველას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. „არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ შემდგომი მოვლენების ესკალაცია მოხდება. პოლონელი ჯარისკაცები ადგილზე არიან. ჩვენ გვაქვს მოკავშირეების მხარდაჭერა, ვალდებულებები სრულდება. ჩვენ ვმუშაობთ. დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა - ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. ყველას ვთხოვ სიმშვიდე შევინარჩუნოთ“, - განაცხადა დუდამ. უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.
სარაკეტო თავდასხმა პოლონეთზე შემთხვევითობა არ არის - პოდოლიაკი
სარაკეტო თავდასხმა პოლონეთზე შემთხვევითობა არ არის, - უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში რუსული რაკეტების პოლონეთში ჩამოვარდნას გამოეხმაურა."სარაკეტო თავდასხმა პოლონეთზე შემთხვევითობა არ არის. ეს რუსეთის მიერ დაგეგმილი „მოკითხვაა“, რომელიც შეცდომად შენიღბეს. ასე ხდება, როდესაც ბოროტება დაუსჯელი რჩება, პოლიტიკოსები კი აგრესორის დამშვიდებით არიან დაკავებულები“, - წერს პოდოლიაკი. NATO-ს ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩავარდნის შესახებ ცნობებზე, ალიანსის გენმდივანმა პირველი კომენტარი პრეზიდენტ ანდჯეი დუდასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა. უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პოლონეთმა მსხვერპლისა და აფეთქების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა რა მოხდა კონკრეტულად, ვარშავას ოფიციალურად არ განუცხადებია და რუსული რაკეტების შესახებ, არც მედიაში გავრცელებული თავდაპირველი ცნობები დაუდასტურებია. ცნობისათვის, NATO-ს მე-4 მუხლი ბოლოს, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ამოქმედდა. ალიანსის ისტორიაში, მე-4 მუხლი სულ შვიდჯერ გამოიყენეს. უფრო ადრე მისი ამოქმედება თურქეთმა მოითხოვა
ერდოღანი პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნაზე: არ მგონია, ამ ფაქტს კავშირი ჰქონდეს რუსეთთან
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, აშშ და სხვა ქვეყნები ამბობენ, რომ რაკეტა, რომელიც პოლონეთში ჩამოვარდა, რუსეთის მიერ არ იყო გასროლილი. ჯო ბაიდენი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლეს ამის შესახებ მან G20-ის სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მე პატივი უნდა ვცე რუსეთის განცხადებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა თქვა „ამ საქმეს ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს", - განაცხადა ერდოღანმა. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ რუსეთი და უკრაინა გავაერთიანოთ ერთ მაგიდასთან, არ არის საჭირო ამ ომში მესამე მონაწილის ძებნა“, - დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა. უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.
სალომე ზურაბიშვილი: სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთის მთავრობასა და ხალხს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნის ფაქტს, Twitter-ზე გამოეხმაურა. ჯო ბაიდენი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლეს „თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს. ამ მძიმე პერიოდში, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთის მთავრობას და პოლონელ ხალხს ხალხს. პოლონეთი ევროპის გულია. ეს არავინ არ უნდა დაივიწყოს!“.- წერს საქართველოს პრეზიდენტი. ანდჟეი დუდა: ჯერ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ ვინ ისროლა რაკეტა პოლონეთის მიმართულებით უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.
დეტალურ გამოძიებამდე, პოლონეთში აფეთქების შეფასებაზე საუბარიც კი გამორიცხულია - შოლცი
პოლონეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დეტალურ გამოძიებამდე ნაჩქარევ შეფასებაზე საუბარიც კი გამორიცხულია, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. „ვფიქრობ, კარგი და სწორია, რომ ამ დილით, NATO-ს წევრები შეიკრიბნენ ძალიან სწრაფად, რათა განეხილათ სიტუაცია და ერთ-ერთი მკაფიო შეთანხმება, რომელსაც მივაღწიეთ არის ის, რომ ახლა საჭიროა რაკეტების ნაწილების შესწავლა. ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების დასკვნებს, შემდეგ კი საჯაროდ უნდა გამოცხადდეს შედეგები. დეტალურ გამოძიებამდე ასეთ სერიოზულ საკითხში ნაჩქარევ შეფასებაზე საუბარიც გამორიცხულია“, -განაცხადა შოლცმა. უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.
NATO-ს წყარო: ბაიდენის თქმით, პოლონეთში აფეთქება, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტამ გამოიწვია
Reuters-ი NATO-ს წყაროზე დარდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „დიდი შვიდეულის“ (G7) და ნატოს პარტნიორებს უთხრა, რომ აღმოსავლეთ პოლონეთში აფეთქება უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ გამოიწვია. ჯო ბაიდენი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლეს მანამდე, 16 ნოემბერს ჯო ბაიდენმა საჯაროდ თქვა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთიდან ნასროლი ყოფილიყო. უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.
ანდჟეი დუდა: რაკეტის ინციდენტი პოლონეთზე თავდასხმა არ ყოფილა
პოლონეთში აფეთქება დიდი ალბათობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვით იყო გამოწვეული, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, დღეს გამართულ პრესკონერენციაზე განაცხადა. NATO-ს წყარო: ბაიდენის თქმით, პოლონეთში აფეთქება, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტამ გამოიწვია „არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ რაკეტა, რომელიც სოფელ პრჟევოდოვში ჩამოვარდა და ორი ადამიანი ემსხვერპლა, პოლონეთის მიმართულებით ისროლეს და, შესაბამისად, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს პოლონეთზე თავდასხმად“, - განაცხადა ანდჟეი დუდამ. ჯო ბაიდენი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლეს ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტმა განმარტა, რომ „დიდი ალბათობით“ რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაისროლა. მანამდე მსგავსი მოსაზრებები გამოთქვა მოსკოვსა და ვაშინგტონში. უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.
NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე საჰაერო თავდაცვის გაძლიერება აუცილებელია - ლიეტუვის პრეზიდენტი
"NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე საჰაერო თავდაცვის გაძლიერება აუცილებელია", - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა. „ვფიქრობ, რომ მომხდარი ინციდენტი გვაიძულებს, ვიფიქროთ, როგორ განვახორციელოთ ის სწრაფად. დეკლარაციები არ იცავს, მათი განხორციელება იცავს. ვიმედოვნებ, ვილნიუსში მომავალ წელს დაგეგმილ ნატო-ს სამიტისთვის ჩვენ შევძლებთ ამ მხრივ პროგრესის მიღწევას, რადგან არსებული სიტუაცია და მოვლენები აჩვენებს, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და ის რაც შეიძლება მალე უნდა შესრულდეს“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ. უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.
ზელენსკი პოლონეთზე: ეს არის დარტყმა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე, უნდა ვიმოქმედოთ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ტერორი მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს საზღვრებით არ შემოიფარგლება, რუსული რაკეტები პოლონეთსაც მოხვდა. მისი თქმით, დღეს მოხდა ის, რის შესახებაც უკრაინა არაერთხელ გამოვიდა გაფრთხილებით. „რამდენჯერ თქვა უკრაინამ, რომ ტერორისტი სახელმწიფო მხოლოდ ჩვენი საზღვრებით არ შემოიფარგლებოდა? რაკეტები მოხვდა კოლექტიურ უსაფრთხოებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ესკალაციაა, საჭიროა მოქმედება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. პოლონეთის პრემიერმა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა მოიწვია რუსული რაკეტები NATO-ს წევრ პოლონეთში ჩამოვარდა, ორი ადამიანი დაიღუპა - The Guardian მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პოლონეთისადმი მხარდამჭერი პირველი განცხადება ბალტიისპირეთის ქვეყნებმა გააკეთეს. NATO-ს ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩავარდნის შესახებ ცნობებზე, ალიანსის გენმდივანმა პირველი კომენტარი პრეზიდენტ ანდჯეი დუდასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა. უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პოლონეთმა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა რა მოხდა კონკრეტულად, ვარშავას ოფიციალურად არ განუცხადებია და არც მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაუდასტურებია.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: უკრაინას თავდაცვის სრული უფლება აქვს
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, პოლონეთში მომხდარ ინციდენტზე სპეციალური განცხადება გააკეთა. „ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ წინაღმდეგობას პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას განცხადებასთან, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, აფეთქება უკრაინის საზენიტო რაკეტამ გამოიწვია, რომელიც სამწუხაროდ პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა“, - ნათქვამია აშშ-ის ნაციონალური საბჭოს პრესმდივნის, ედრიენ უოტსონის სახელით გავრცელებულ განცხადებაში. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ენდობა პოლონეთს, რომელიც ამ საქმეს იძიებს და ამ ფონზე მიიჩნევს, რომ წინმსწრები განცხადებების გაკეთება ნაადრევია. ამასთან, ადმინისტრაცია აცხადებს, რომ გამოძიებით რა შედეგიც არ უნდა დადგეს, ამ ტრაგიკულ შემთხვევაში რუსეთია დამნაშავე, რადგან უკრაინის ინფრასტრუქტურაზე მიიტანა იერიში. „უკრაინას აქვს, ჰქონდა და ყოველთვის ექნება თავდაცვის უფლება“, - ნათქვამია განცხადებაში. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. 16 ნოემბერს, პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ გამოთაქვა ეჭვი, რომ „დიდი ალბათობით“ რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაისროლა. მოგვიანებით, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ პოლონეთში მომხდარი ინციდენტის გამო, NATO-ს ქვეყნები არ აპირებენ აამოქმედონ ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების მე-4 მუხლი, რომელიც გარე საფრთხეზე რეაგირების მექანიზმია. Reuters-მა NATO-ს წყაროზე დარდნობით დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „დიდი შვიდეულის“ (G7) და NATO-ს პარტნიორებს უთხრა, რომ აღმოსავლეთ პოლონეთში აფეთქება უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ გამოიწვია. თუმცა მანამდე, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლეს.
გაეროში უკრაინის ელჩი: მზად ვართ, ვითანამშრომლოთ პოლონურ მხარესთან
გაეროში უკრაინის ელჩის, სერგი კისლიცას თქმით, რაკეტების ჩამოგდებასთან დაკავშირებულ გამოძიებაში, უკრაინა მზადაა, ითანამშრომლოს პოლონურ მხარესთან. "მხარს ვუჭერთ სრულ და გამჭვირვალე გამოძიებას ამ ტრაგიკული ინციდენტის ყველა ფაქტის დასადგენად და მზად ვართ ვითანამშრომლოთ პოლონურ მხარესთან, რათა წვლილი შევიტანოთ ამ გამოძიებაში“, - განაცხადა კისლიცამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. პოლონეთის პრემიერმა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა მოიწვია რუსული რაკეტები NATO-ს წევრ პოლონეთში ჩამოვარდა, ორი ადამიანი დაიღუპა - The Guardian 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ პრჟევოდოვოში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი. პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა იაკუბ კუმოჩმა 17 ნოემბერს განაცხადა, რომ პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა რაკეტის ნარჩენები შეისწავლა და ტრაექტორია გამოთვალა. როგორც კუმოჩმა განაცხადა, არსებობს მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული რაკეტა. „ბევრი ნიშანია იმისა, რომ ერთ-ერთმა (უკრაინულმა) რაკეტამ, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოგდებისას გამოიყენებოდა, მიზანს ასცდა. მისი „თვითგანადგურების სისტემა“ არ მუშაობდა და ამ რაკეტამ, სამწუხაროდ, ტრაგედია გამოიწვია“, - განაცხადა კუმოჩმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არავინ ადანაშაულებს უკრაინას პოლონეთის ტერიტორიაზე განზრახ დარტყმაში, რადგან „რუსეთმა, იმ დღეს დაბომბა უკრაინა და სწორედ რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა. 16 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო NATO-სა და პოლონეთის განცხადება იმის შესახებ, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, უკრაინული რაკეტა ჩამოვარდა. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ერთობლივი გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, „რუსული კვალის მტკიცებულებები წარადგინოს“.
ზელენსკი პოლონეთის ინციდენტზე: ჩვენ ვცდილობთ გავარკვიოთ ყველა დეტალი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში, პოლონეთის ინციდენტზე საუბრისას განაცხადა, რომ „რუსულმა აგრესიამ საზღვარი გადაკვეთა". ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა შემთხვევის გარემოებების გარკვევას ცდილობს. „რა თქმა უნდა, უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი მთავარი საკითხია პოლონეთში არსებული ვითარება, ყველა იმ გარემოების გარკვევა, თუ როგორ გადალახა რუსულმა აგრესიამ პოლონეთის საზღვარი. უკრაინის პოზიცია ძალიან გამჭვირვალეა: ჩვენ ვცდილობთ, დავადგინოთ ყველა დეტალი, ყველა ფაქტი. ამიტომაც მოვითხოვთ, რომ ჩვენი სპეციალისტები შეუერთდნენ საერთაშორისო გამოძიების მუშაობას და მივიღოთ წვდომა პარტნიორების ხელთ არსებული ყველა მონაცემისა და აფეთქების ადგილის შესახებ“, - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ დასძინა, რომ უკრაინამ პარტნიორებს მიაწოდა ყველა ინფორმაცია, რაც ჰქონდა. 16 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც პოლონეთის სასაზღვრო სოფელ პრჟევოდოვში ჩამოვარდა, არ იყო უკრაინული. ზელენსკის თქმით, ამის შესახებ მას სამხედროებმა განუცხადეს. ცნობისთვის, 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ პრჟევოდოვოში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი. პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა იაკუბ კუმოჩმა 17 ნოემბერს განაცხადა, რომ პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა რაკეტის ნარჩენები შეისწავლა და ტრაექტორია გამოთვალა. როგორც კუმოჩმა განაცხადა, არსებობს მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული რაკეტა. „ბევრი ნიშანია იმისა, რომ ერთ-ერთმა (უკრაინულმა) რაკეტამ, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოგდებისას გამოიყენებოდა, მიზანს ასცდა. მისი „თვითგანადგურების სისტემა“ არ მუშაობდა და ამ რაკეტამ, სამწუხაროდ, ტრაგედია გამოიწვია“, - განაცხადა კუმოჩმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არავინ ადანაშაულებს უკრაინას პოლონეთის ტერიტორიაზე განზრახ დარტყმაში, რადგან „რუსეთმა, იმ დღეს დაბომბა უკრაინა და სწორედ რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა. 16 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო NATO-სა და პოლონეთის განცხადება იმის შესახებ, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, უკრაინული რაკეტა ჩამოვარდა. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ერთობლივი გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, „რუსული კვალის მტკიცებულებები წარადგინოს“.
ენტონი ბლინკენი: აშშ უკრაინას „სარაკეტო ინციდენტის“ შესახებ სრულ ინფორმაციას უზიარებს
შეერთებული შტატები უკრაინას უზიარებს სრულ ინფორმაციას პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ჩავარდნასთან დაკავშირებით. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბანგკოკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ რეგულარულ კონტაქტზე ვიყავით ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან. ჩვენ ვუზიარებთ ინფორმაციას, რაც გვაქვს", - განაცხადა ბლინკენმა. ბლინკენმა აღნიშნა, რომ გამოძიება გრძელდება, მაგრამ აშშ-ს „ჯერჯერობით არაფერი აქვს ისეთი, რაც ეწინააღმდეგება პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჯეი დუდას წინასწარ შეფასებას, რომ სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის შედეგად, სამწუხაროდ, პოლონეთში ჩავარდა რაკეტა. მისივე თქმით, რაც არ უნდა იყოს ამ ინციდენტის დეტალები, რუსეთი არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა“, მოსკოვის აგრესიული სარაკეტო დარტყმებისა და ომის გაგრძელების გამო. 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ პრჟევოდოვოში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი. პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა იაკუბ კუმოჩმა 17 ნოემბერს განაცხადა, რომ პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა რაკეტის ნარჩენები შეისწავლა და ტრაექტორია გამოთვალა. როგორც კუმოჩმა განაცხადა, არსებობს მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული რაკეტა. უკრაინული მედიის ცნობით, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არავინ ადანაშაულებს უკრაინას პოლონეთის ტერიტორიაზე განზრახ დარტყმაში, რადგან „რუსეთმა, იმ დღეს დაბომბა უკრაინა და სწორედ რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა“. 16 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო NATO-სა და პოლონეთის განცხადება იმის შესახებ, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, უკრაინული რაკეტა ჩამოვარდა. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ერთობლივი გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, „რუსული კვალის მტკიცებულებები წარადგინოს“.
ანდჯეი დუდა „სარაკეტო ინციდენტზე“: უკრაინა თავს იცავდა. ეს არის ჩვენი საერთო ტრაგედია
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ გამოძიებაში უკრაინელი ოფიციალური პირების ჩართვა, პოლონეთისა და შეერთებული შტატების თანხმობას მოითხოვს. მისი განმარტებით, თუ უკრაინელ სტუმრებს სურთ პროცედურების ნახვა, მათ შეუძლიათ, ეს პროცედურები ნახონ, მაგრამ თუ საქმე ეხება გამოძიებაში მონაწილეობას, ინფორმაციასთან და დოკუმენტებთან წვდომას, ეს მოითხოვს საერთაშორისო შეთანხმებებს. დუდამ არ დააკონკრეტა, მისცემს თუ არა პოლონეთი ასეთ წვდომას უკრაინას. კულება: უკრაინელი ექსპერტები უკვე ჩავიდნენ პოლონეთში, რათა რაკეტის აფეთქების ადგილზე გამოძიება ჩაატარონ ანდჯეი დუდამ განაცხადა, რომ გამომძიებლებმა პოლონეთის მიწაზე მეორე რაკეტის კვალი ვერ იპოვეს, როგორც ამის შესახებ ზოგიერთი მედია იტყობინებოდა. „ჩვენს საზღვარზე ომია. რუსეთმა ასობით რაკეტა გაუშვა, უკრაინა თავს იცავდა. არავის სურდა ვინმესთვის ზიანის მიყენება პოლონეთში. ეს არის ჩვენი საერთო ტრაგედია“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ პრჟევოდოვოში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი. ჯო ბაიდენი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლეს პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა იაკუბ კუმოჩმა 17 ნოემბერს განაცხადა, რომ პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა რაკეტის ნარჩენები შეისწავლა და ტრაექტორია გამოთვალა. როგორც კუმოჩმა განაცხადა, არსებობს მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული რაკეტა. კულება: უკრაინელი ექსპერტები უკვე ჩავიდნენ პოლონეთში, რათა რაკეტის აფეთქების ადგილზე გამოძიება ჩაატარონ მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არავინ ადანაშაულებს უკრაინას პოლონეთის ტერიტორიაზე განზრახ დარტყმაში, რადგან „რუსეთმა, იმ დღეს დაბომბა უკრაინა და სწორედ რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა“. 16 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო NATO-სა და პოლონეთის განცხადება იმის შესახებ, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, უკრაინული რაკეტა ჩამოვარდა. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ერთობლივი გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, „რუსული კვალის მტკიცებულებები წარადგინოს“. უკრაინა მოითხოვს, მონაწილეობა მიიღოს პოლონეთში მომხდარი აფეთქების გამოძიებაში
ჯო ბაიდენი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლეს
Reuters-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბალიზე, G20-ის სამიტზე ვიზიტისას, განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც პოლონეთში აფეთქდა, სავარაუდოდ, რუსეთის ტერიტორიიდან არ იყო ნასროლი. „არსებობს წინასწარი ინფორმაცია, რაც ამას ადასტურებს. არ მსურს ამაზე საუაბრი, სანამ სრულად არ გამოვიძიებთ, მაგრამ ტრაექტორიით ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის რუსეთიდან გაესროლათ. თუმცა, ვნახავთ“, - განაცახდა ბაიდენმა შეკითხვის საპასუხოდ, იყო თუ არა პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთიდან ნასროლი. მანამდე, პოლონეთისადმი მხარდამჭერი პირველი განცხადება ბალტიისპირეთის ქვეყნებმა გააკეთეს. NATO-ს ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩავარდნის შესახებ ცნობებზე, ალიანსის გენმდივანმა პირველი კომენტარი პრეზიდენტ ანდჯეი დუდასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა. უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პოლონეთმა მსხვერპლისა და აფეთქების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა რა მოხდა კონკრეტულად, ვარშავას ოფიციალურად არ განუცხადებია და რუსული რაკეტების შესახებ, არც მედიაში გავრცელებული თავდაპირველი ცნობები დაუდასტურებია. ცნობისათვის, NATO-ს მე-4 მუხლი ბოლოს, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ამოქმედდა. ალიანსის ისტორიაში, მე-4 მუხლი სულ შვიდჯერ გამოიყენეს. უფრო ადრე მისი ამოქმედება თურქეთმა მოითხოვა.
პოლონეთი, სერგეი ლავროვს, ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად თავის ტერიტორიაზე არ უშვებს
პოლონეთი, სერგეი ლავროვს, ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად თავის ტერიტორიაზე არ უშვებს. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წყაროებსა და მოპოვებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით წერს. „რადიო თავისუფლებამ“ მოიპოვა წერილი, რომლითაც ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში რუსეთის მუდმივმოქმედმა მისიამ პოლონეთის გადაწყვეტილების გამო მიმართა ეუთოს. „ითვალისწინებს რა პოლონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების უპრეცედენტო ხასიათსა და მძიმე შედეგებს [ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის] ორგანიზაციისთვის, რუსეთის მხარე მოელის, რომ მოახლოებული შეხვედრის მონაწილეები პრინციპულ შეფასებას გააკეთებენ, ასევე დაგმობენ ვარშავის ამ ქმედებას, რაც არნახულია ეუთოს მთელი ისტორიის მანძილზე,“ ნათქვამია რუსეთის ფედერაციის მიერ ეუთოსთვის გაგზავნილ წერილში. ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის (ეუთოს) მინისტერიალი 1-2 დეკემბერს პოლონეთში, ლოძში იმართება. რუსეთსა და პოლონეთს შორს ვითარება კიდევ უფრო მას შემდეგ გამწვავდა, რაც 15 ნოემბერს პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვრის მახლობლად, რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად პოლონეთის ორი მოქალაქე დაიღუპა.
პოლონეთ-ბელორუსის საზღვარზე, ელექტრონული ბარიერის პირველი მონაკვეთი ამოქმედდა
პოლონეთ-ბელორუსიის საზღვარზე ე.წ. ელექტრონული ბარიერის პირველი სეგმენტი, რომლის სიგრძე 21 კილომეტრია, ექსპლუატაციასი შევიდა. პოლონეთი რუსეთის კალინინგრადის საზღვარზე მავთულის ღობეს ააშენებს „მომდევნო დღეებში ელექტრონული ღობის შემდეგი სეგმენტები ამოქმედდება“, - ამის შესახებ პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა Twitter-ზე დაწერა. „ამ კვირაში დასრულდა მუშაობა პოლონეთ-ბელორუსიის საზღვარზე ელექტრონული ბარიერის პირველ 21 კილომეტრიან მონაკვეთზე. ბიალისტოკში საკონტროლო ცენტრი უკვე მუშაობს. უახლოეს დღეებში ექსპლუატაციაში შევა შემდეგი სეგმენტები (ელექტრონული ღობის - რედ.)“, - ნათქვამია შეტყობინებაში. ამავდროულად, ნოემბრის დასაწყისში, პოლონეთის ხელისუფლებამ, რუსეთის კალინინგრადის ოლქის საზღვარზე, დროებითი ღობის მშენებლობის დაწყების შესახებ განაცხადა. საუბარია 2,5 მეტრი სიმაღლისა და 3 მეტრის სიგანის სამ რიგ მავთულზე. ბარიერის მშენებლობასთან ერთად, პოლონეთი რუსეთის ფედერაციის საზღვარზე ელექტრონულ წინაღობასაც დაამონტაჟებს, რომელიც ვიდეო მონიტორინგისა და მოძრაობის ჩაწერის სისტემით იქნება აღჭურვილი.
პოლონეთი ადასტურებს, რომ ლავროვს ეუთოს სხდომაზე დასწრების უფლება არ ექნება
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლუკაშ იასინამ, AFP-ს დაუდასტურა, რომ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მინისტერიალზე, რუსეთის დელეგაცია და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი არ დაიშვება. პოლონეთი, სერგეი ლავროვს, ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად თავის ტერიტორიაზე არ უშვებს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მინისტერიალი, 1-2 დეკემბერს ლოძში იმართება. ამჟამად ეუთოს პოლონეთი თავმჯდომარეობს. ეუთო წევრია 57 ქვეყნა, მათ შორისაა რუსეთი და უკრაინა.
უკრაინას თუ არ დავუჭერთ მხარს, ომი ჩვენთან მოვა - პოლონეთის პრემიერ-მინისტრი
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ უკრაინას თუ არ დავუჭერენ მხარს, ომი მათთანაც მივა. პოლონეთი რუსეთის კალინინგრადის საზღვარზე მავთულის ღობეს ააშენებს „ჩვენ 100 პროცენტით ჯერ არ ვიცით ფშევოდუვში მომხდარი ინციდენტის ზუსტი გარემოებები და მიზეზები, მაგრამ ზუსტად ვიცით თავდაპირველი მიზეზი, ძირითადი მიზეზი, და ესაა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია”, - განაცხადა მორავეცკიმ. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
პოლონეთს ეჭვი არ ეპარება, რომ საქართველო 2008 წელს და ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წელს, ჩვენი ისტორიის ახალი ერის დასაწყისი იყო - მორავეცკი
პოლონეთს ეჭვი არ ეპარება, რომ საქართველო 2008 წელს და ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წელს იყო ჩვენი ისტორიის ახალი ერის დასაწყისი, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ფინეთის პრემიერ-მინისტრთან, სანა მარინთან შეხვედრისას განაცხადა. „ეჭვი არ გვეპარება, რომ რუსული გაზი ისეთივე სახიფათოა, როგორც რუსული ტანკები. ეჭვი არ გვეპარება, რომ პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე ჰიბრიდული თავდასხმა იყო რუსეთის ქმედებების პრელუდია. პოლონეთმა ააშენა კედელი ბელარუსის საზღვართან და ვაპირებთ, ავაგოთ ბარიერი პოლონეთ-რუსეთის საზღვარზე კალინინგრადის რეგიონში. ჩვენი საზღვრის უსაფრთხოება ადგილობრივი საკითხი არ არის და გლობალური განზომილება აქვს. NATO არის ყველაზე ძლიერი სამხედრო კავშირი ისტორიაში, მაგრამ ძალა ეყრდნობა ყველა სახელმწიფოს ძალას და სოლიდარობას“, – განაცხადა მორავეცკიმ.
რუსული რაკეტები NATO-ს წევრ პოლონეთში ჩამოვარდა, ორი ადამიანი დაიღუპა - The Guardian
აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ რუსული რაკეტები NATO-ს წევრ ქვეყანაში, პოლონეთში ჩამოვარდა, რის შედეგადაც, ორი ადამიანი დაიღუპა, წერს The Guardian-ი. პოლონეთის მთავრობის სპიკერმა ინფორმაცია არ დაადასტურა, მაგრამ განაცხადა, რომ ლიდერები „კრიზისული სიტუაციის" გამო, საგანგებო შეხვედრას მართავენ. პოლონური მედია იტყობინება, რომ ორი ადამიანი დაიღუპა სამშაბათს ნაშუადღევს, მას შემდეგ, რაც ჭურვი უკრაინის საზღვართან მდებარე პოლონურ სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა. დაზარალდა მეზობელი მოლდოვაც. რუსეთის იერიშმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მეზობელ მოლდოვაში ელექტროენერგიის შეწყვეტა გამოიწვია. რუსეთის მიერ კიდევ ერთი მასიური სარაკეტო დარტყმის შემდეგ, სახელმწიფო ქსელის ოპერატორმა Ukrenergo-მ განაცხადა, რომ უკრაინის ყველა რეგიონში, მათ შორის კიევში, ელექტროენერგიის გადაუდებელი გათიშვაა საჭირო. მისი განმარტებით, ეს აუცილებელია ენერგოსისტემის მუშაობის სტაბილიზაციისთვის. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ქალაქის ნახევარი მაინც, 5 საათისთვის ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მსგავსი ცნობები მოდის ლვოვიდან, ჟიტომირიდან და დნიპროდან. კრიტიკული ენერგეტიკული ობიექტები დაზიანდა ხარკოვსა და რივნეშიც. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ განაცხადა, რომ კრიტიკული ვითარება შეიქმნა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 15 ნოემბრის თავდასხმის დროს, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანა იერიში. საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის ჯარებმა დღეს უკრაინას 100-მდე რაკეტა ესროლეს, რაც 10 ოქტომბრის მასიური თავდასხმის დროს გაშვებულ რაკეტებზე მეტია ტერნოპოლის რეგიონის 90% ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად, კიევის რეგიონში 10 შენობა დაზიანდა. ამასთან, კიროვოგრადის რაიონში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანდა. ზოგიერთ ქალაქში ელექტროენერგია ნაწილობრივ გათიშულია. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთმა მასიურად დაბომბა უკრაინის ქალაქები. მოსკოვმა იერიშები მიიტანა კიევზე. გაანადგურა კრიტიკული ინფრასტრუქტურა. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 40% განადურდა, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება. უკრაინამ დასავლეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების დაუყოვნებლით მიწოდებისკენ მოუწოდა. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
პოლონეთი უკრაინის საზღვარზე, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა Patriot-ის განთავსებას გეგმავს
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა დაადასტურა გერმანიის შეთავაზება, რომელიც პოლონეთში დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგებას გულისხმობს. გერმანიამ პოლონეთს, საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ი შესთავაზა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში სარაკეტო აფეთქების შემდეგ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უზრუნველყოფს სარაკეტო სისტემებს და დაეხმარება პოლონეთს საჰაერო პატრულირებაში. ცნობისთვის, 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი. პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის, იაკუბ კუმოხის თქმით, პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოსაგდებად გამოიყენებოდა. უკრაინამ უარყო ბრალდებები და გამოძიებაზე ხელმისაწვდომობა მოითხოვა.
რუსული პროპაგანდა ცდილობს, პოლონელები უკრაინელებს დაუპირისპიროს - პოლონეთის მთავრობა
რუსული პროპაგანდა ცდილობს, გამოიყენოს ფშევოდუვში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტი უკრაინელებსა და პოლონელებს შორის მტრობის გასაღვივებლად. ამის შესახებ პოლონეთის საინფორმაციო კოსმოსური უსაფრთხოების სამთავრობო კომისარმა სტანისლავ ზარინმა განაცხადა. „ბოლო დროს, რუსულმა პროპაგანდამ გამოიყენა ფშევოდუვში განვითარებული მოვლენები, რათა პოლონელებში უნდობლობა და უკრაინელების ზიზღი გამოეწვია, ასევე გააძლიერა კამპანია, რომელიც ეფუძნება ტყუილს, რომ პოლონეთი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებს გზავნის უკრაინაში“, - განაცხადა ზარინმა. ცნობისთვის, 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი. პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის, იაკუბ კუმოხის თქმით, პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოსაგდებად გამოიყენებოდა. უკრაინამ უარყო ბრალდებები და გამოძიებაზე ხელმისაწვდომობა მოითხოვა.
AP-მ გაათავისუფლა რეპორტიორი, რომელმაც პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის შესახებ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა
Associated Press-მა გაათავისუფლა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე რეპორტიორი, რომელმაც პოლონეთში, გასულ კვირას მომხდარი „სარაკეტო თავდასხმის“ შესახებ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა. კერძოდ, მან მოამზადა სიუჟეტი, რომელიც ვარაუდობდა, რომ რუსეთი იყო პასუხისმგებელი ინციდენტზე. 35 წლის ჯეიმს ლაპორტა მოკლე გამოძიების შემდეგ გაათავისუფლეს. პირველი ინფორმაცია სწორედ AP-მ გაავრცელა, რომელიც ათასობით საინფორმაციო გამოცემას მიეწოდა მთელ მსოფლიოში. სააგენტო რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ახალი, საშინელი ესკალაციის შესახებ ვარაუდობდა. ერთი დღის შემდეგ, AP-მ თავისი ინფორმაცია შეცვალა. განმარტა, რომ მისი ანონიმური წყარო შეცდა და რომ რაკეტები სავარაუდოდ, უკრაინამ თავდაცვის მიზნით გაისროლა. ლაპორტამ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე. ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი, რომელიც ავღანეთში მსახურობდა, AP-ს 2020 წლის აპრილში შეუერთდა. ის საინფორმაციო სამსახურისთვის სამხედრო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს აშუქებდა. ცნობისთვის, 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი. პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის, იაკუბ კუმოხის თქმით, პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოსაგდებად გამოიყენებოდა. უკრაინამ უარყო ბრალდებები და გამოძიებაზე ხელმისაწვდომობა მოითხოვა.
Politico: ვარშავა კონტინენტურ ევროპაში დომინირებისთვის, სამხედრო ძალას აყალიბებს
ევროპის მომავალი ზესახელმწიფო სამხედრო თვალსაზრისით, ამ სათაურით სტატიას Politico აქვეყნებს. ვარშავამ სამხრეთ კორეასთან იარაღის მსხვილი გარიგებები დადო. რას მოიცავს პოლონეთის მიერ სამხრეთ კორეასთან გაფორმებული $14,5 მილიარდიანი შეთანხმება პოლონეთი გახდა ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი კონტინენტურ ევროპაში, განაცხადა ევროპაში აშშ-ის არმიის მაღალჩინოსანმა და აღნიშნა, რომ პოლონეთმა გადამწყვეტი როლი შეასრულა უკრაინის მხარდასაჭერად და ბალტიისპირეთში NATO-ს თავდაცვის გაძლიერებაში. მიუხედავად იმისა, რომ გერმანია, რომელიც ტრადიციულად, ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მოკავშირეა რეგიონში, ლოგისტიკური კვანძის საყრდენად რჩება, ბერლინის უწყვეტი დებატები შეიარაღებული ძალების აღორძინების შესახებ და სტრატეგიული კულტურის ნაკლებობა ამცირებს მის, როგორც პარტნიორის ეფექტიანობას. იმავდროულად, პოლონეთი უკვე დიდ ინვესტიციებს ახორციელებს. ვარშავამ განაცხადა, რომ გაზრდის მიზნობრივი თავდაცვის ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის 2,4 პროცენტიდან 5 პროცენტამდე. იმავდროულად, გერმანია, რომელმაც გასულ წელს მშპ-ს დაახლოებით 1,5 პროცენტი დახარჯა თავდაცვაზე, მსჯელობს იმაზე, შეუძლია თუ არა შეინარჩუნოს NATO-ს 2-პროცენტიანი მიზანი ამ წლის დასაწყისში დამტკიცებული 100 მილიარდი დოლარის თავდაცვითი საინვესტიციო ფონდის ამოწურვის შემდეგ. პოლონეთის თავდაცვის მინისტრი მარიუშ ბლაშჩაკი ივლისში გამოვიდა დაპირებით, რომ მის ქვეყანას ევროპაში ყველაზე ძლიერი სახმელეთო ძალები ეყოლება. პოლონეთს უკვე აქვს მეტი ტანკი და ჰაუბიცები, ვიდრე გერმანიას და აპირებს, ჰყავდეს გაცილებით დიდი არმია, რომელიც 2035 წლისთვის 300 000 ჯარისკაცს გულისხმობს, გერმანიის ამჟამინდელ 170 000-იან არმიასთან შედარებით. დღეს პოლონეთის შეიარაღებული ძალები 150 000-მდეა, რომელთაგან 30 000 არის 2017 წელს შექმნილი ახალი ტერიტორიული თავდაცვის ძალების ნაწილი. ეს ჯარისკაცები 16-დღიან წვრთნას და შემდეგ განახლების კურსებს გადიან. გადაიქცევა თუ არა პოლონეთის სამხედრო ძალა ევროპაში პოლიტიკური გავლენის მატარებლად, სხვა საკითხია. ჯერჯერობით ეს არ მომხდარა, უმეტესწილად იმიტომ, რომ ცენტრისტული ძალები, რომლებიც დომინირებენ ევროკავშირში, არ ენდობიან პოლონეთის მთავრობას, რომელსაც ნაციონალისტური კანონისა და სამართლიანობის პარტია (PiS) აკონტროლებს. ვარშავასა და ბრიუსელს შორის მიმდინარე დაპირისპირებამ, რასაც ევროკავშირი დემოკრატიული ნორმებისა და კანონის უზენაესობის უგულვებელყოფად მიიჩნევს, ქვეყნის რეპუტაცია მთელ ბლოკში დააზიანა. თუმცა, ერთადერთი, რაზეც პოლონეთის პოლიტიკური პარტიები შეთანხმდებიან, შეიარაღებული ძალების გაძლიერების აუცილებლობაა. უკრაინის დასახმარებლად აშშ-სა და პოლონელ სამხედროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიუხედავად, პოლონეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ არ ენდობა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელიც კანდიდატის რანგში, ქვეყნის მთავრობას ტოტალიტარულს უწოდებდა, - წერს POLITICO. სტატია გასულ კვირას მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასაც ეხმაურება. „როდესაც გასულ კვირას, პოლონეთის სასაზღვრო სოფელში რაკეტა ჩავარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ისევე წუხდა იმაზე, თუ როგორ მოიქცეოდა პოლონეთის მემარჯვენე მთავრობა. პოლონეთის ხანგრძლივმა უნდობლობამ ყველაფერი რუსულის მიმართ და ამჟამინდელი ხელისუფლების ღრმა ანტიპათიამ მოსკოვის მიმართ, გამოიწვია შეშფოთება ბრიუსელიდან ბერლინამდე, რომ ვარშავას შესაძლოა, რაიმე დაუფიქრებელი გაეკეთებინა. თუმცა ვარშავამ წონასწორობა არ დაკარგა, შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში მოიყვანა და დასკვნამდე განცხადებების გაკეთებას მოერიდა“, - წერს გამოცემა. ცნობისთვის, 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი. პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის, იაკუბ კუმოხის თქმით, პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოსაგდებად გამოიყენებოდა. პოლონეთი უკრაინის საზღვარზე, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა Patriot-ის განთავსებას გეგმავს
გერმანიამ პოლონეთს, საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ი შესთავაზა
გერმანიამ ვარშავას, სარაკეტო თავდაცვის სისტემა „პატრიოტი“, რათა მას, გასულ კვირას უკრაინის საზღვართან რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ, საჰაერო სივრცის დაცვაში დაეხმაროს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინე ლამბრეხტმა განაცხადა. „ჩვენ შევთავაზეთ პოლონეთს საჰაერო სივრცის უსაფრთხოების მხარდაჭერა - ჩვენი Eurofighters-სა და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებით“, - თქვა ლამბრეხტმა. სახმელეთო თავდაცვის სისტემები, როგორიცაა Raytheon's Patriot-ი, რაკეტების გასანეიტრალებლადაა შექმნილი. ცნობისთვის, 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი. პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის, იაკუბ კუმოხის თქმით, პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოსაგდებად გამოიყენებოდა. უკრაინამ უარყო ბრალდებები და გამოძიებაზე ხელმისაწვდომობა მოითხოვა.
პოლონეთმა გერმანიას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის უკრაინისთვის გადაცემა სთხოვა
პოლონეთმა მისთვის შეთავაზებული Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის უკრაინისთვის გადაცემა მოითხოვა. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ მან სთხოვა გერმანიას, უკრაინაში გაეგზავნა პოლონეთისთვის შეთავაზებული პატრიოტის ტიპის რაკეტების გამშვები მოწყობილობები. მისი თქმით, ეს დაიცავს უკრაინას შემდგომი სიკვდილისგან და გათიშვისგან და გაზრდის უსაფრთხოებას აღმოსავლეთ საზღვარზე. ცნობისთვის, 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი. პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის, იაკუბ კუმოხის თქმით, პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოსაგდებად გამოიყენებოდა. უკრაინამ უარყო ბრალდებები და გამოძიებაზე ხელმისაწვდომობა მოითხოვა.
უცხოური მედია: პოლონეთში ერთ-ერთ აფთიაქში საქართველოს მოქალაქე ქურდობის მცდელობისთვის დააკავეს
პოლონეთის ერთ-ერთ ქალაქში აფთიაქის დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. ინფორმაცია პოლონურ მედიაში ვრცელდება. გამოცემის ცნობით, სავარაუდო დამნაშავე, საქართველოს მოქალაქე, უკვე დაკავებულია. "შემთხვევა პარასკევს, ღამის 12 საათის შემდეგ, ტარგოვას 33-ში მდებარე აფთიაქში მოხდა.- საქართველოს მოქალაქე დაცვის თანამშრომელმა ქურდობის მცდელობისას გამოიჭირა. როდესაც მოპარული ნივთების დატოვება მოსთხოვეს, ჩხუბი დაიწყო და დანით დაცვის თანამშრომელი დაჭრა"- წერს პოლონური მედია.
ვარშავაში რუსეთის საელჩოსთან, რუსული აგრესიის მსხვერპლთა ხეივანი გაიხსნა
ვარშავაში ველოსიპედისა და საფეხმავლო მარშრუტს ახლა, რუსული აგრესიის მსხვერპლთა ხეივანი ეწოდება. ამის შესახებ პოლონეთის სპეცსამსახურების კოორდინატორის ოფისის წარმომადგენელმა, სტანისლავ ჟარინმა განაცხადა. „ვარშავაში, რუსეთის საელჩოსთან, ველოსიპედის ხეივანი გვახსენებს, რუსული აგრესიის მსხვერპლთ. ვარშავაში რუსული აგრესიის მსხვერპლთა ხეივანი გაიხსნა. პოლონეთს ახსოვს!" - დაწერა ჟარინმა თავის Twitter-ზე. რუსეთის საელჩოსთან, რუსული აგრესიის მსხვერპლთა ხეივნის შექმნის გადაწყვეტილება ოქტომბრის შუა რიცხვებში მიიღეს. შესაბამის რეზოლუციას მხარი 55-მა ვარშაველმა დეპუტატმა დაუჭირა, ორმა თავი შეიკავა. „სახელი შეესაბამება შემოთავაზებულ ადგილს, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია მიმდინარეობს“, - ნათქვამია გადაწყვეტილების დასაბუთებაში. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პოლონეთის ბიალისტოკის საკრებულომ გადაწყვიტა, რომ ერთ-ერთ შემოვლით გზას თავისუფალი უკრაინა , ხოლო ერთ-ერთი ქუჩის ნაწილს თავისუფალი ბელორუსი.
კაჩინსკი: გერმანია ვერ გაბედავს რუსული რაკეტების ჩამოგდებას, სჯობს, Patriot-ი უკრაინას გადავცეთ
პოლონეთის მმართველი პარტიის „კანონი და სამართლიანობის“ თავმჯდომარე, იაროსლავ კაჩინსკიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინისთვის გერმანული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემის მომხრეა. პოლონეთმა გერმანიას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის უკრაინისთვის გადაცემა სთხოვა „ეს რაკეტები გამოდგება ამ ომში, მაგრამ გამოადგება იქ, სადაც გამოიყენებენ. ჯერჯერობით, გერმანიის პოზიცია არაა საკმარისად დამაჯერებელი, რომ რუსული რაკეტების ჩამოგდების გადაწყვეტილებას მიიღებენ", - განაცხადა კაჩინსკიმ. მისი თქმით, დასავლეთ უკრაინაში განთავსების შემთხვევეში, რაკეტები ძალიან კარგად დაიცავდა პოლონეთს, დაიცავდა ინფრასტრუქტურასა და ასევე უკრაინის მოქალაქეებს. ცნობისთვის, 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი. პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის, იაკუბ კუმოხის თქმით, პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოსაგდებად გამოიყენებოდა. უკრაინამ უარყო ბრალდებები და გამოძიებაზე ხელმისაწვდომობა მოითხოვა.
სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანდჯეი დუდას 5 დეკემბერს შეხვდება. „ქალაქ ვარშავაში, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტები პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ. პრესსამსახურის ცნობით, 6 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართება საქართველოს და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის - ,,წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე“ წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონია. სამუშაო ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი ევროპის კოლეჯის წარმომადგენლებს შეხვდება და სტუდენტებისათვის, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ, საჯარო ლექციას წაიკითხავს“, იტყობინება ადმინისტრაცია.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთში სამუშაო ვიზიტი დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტი დღეს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას პირისპირ შეხვდება. სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვევა ქალაქ ვარშავაში, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისათვის განცხადებები გაკეთდება. პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზურაბ ბერიძის განცხადებით, პრეზიდენტების შეხვედრისას განხილული იქნება ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები. ,,პოლონეთი, როგორც ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, ტრადიციულად და ისტორიულად მხარს უჭერდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, რომელიც ჩვენთვის დღეს ძალიან აქტუალურია. იმედი მაქვს, რომ ეს ამ შეხვედრისას კიდევ ერთხელ დადასტურდება", - განაცხადა ზურა ბერიძემ. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართება საქართველოს და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის - „წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე“ წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონია. სამუშაო ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ კრაკოვში პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის საფლავს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს.
ანდჯეი დუდა: პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს, გაწევრიანდეს ევროკავშირსა და NATO-ში
პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს, გაწევრიანდეს ევროკავშირსა და NATO-ში. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ ყველანაირ დახმარებას ვუწევთ უკრაინას. ახლა აუცილებელია, რომ უკრაინამ თავი დაიცვას რუსეთის აგრესიისგან. ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში კვლავ დიდი თავდასხმებია რუსეთის მხრიდან უკრაინაზე, არის დაბომბვის ფაქტები, როგორც ვხედავთ, უკრაინა დიდ წინააღმდეგობას უწევს. რუსეთმა უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია, უნდა შეაჩეროს ეს ომი. ვიცით, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყნები მხარს უჭერენ უკრაინას. იმედი გვაქვს, რომ რუსეთი მალე დამარცხდება და დააბრუნებს იმ ტერიტორიებს, რომელიც მან დაიპყრო არამარტო უკრაინაში, არამედ სხვა ქვეყნებში. ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შეეხება ეს საკითხი. იმედია, რომ რუსეთი დამარცხდება და დააბრუნებს ამ ტერიტორიებს. როგორც პოლონეთის პრეზიდენტი ქალბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ ვუდასტურებ პოლონეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არცთუ ისე დიდი ხნის განმავლობაში საქართველო სტატუსს მიიღებს, იქნება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა და ასევე, შევა NATO-ში. პოლონეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ამ მისწრაფებებს და კვლავ მხარს დაუჭერს. ეს ჩვენი საერთო უსაფრთხოების საკითხია. ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება საქართველოს უფრო მეტ კარგ პირობებს მისცემს იმისთვის, რომ ეკონომიკური განვითარება და პოლიტიკური უსაფრთხოება მოიპოვოს“, - განაცხადა ანდჯეი დუდამ. ანჯეი დუდა: სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ ღიად დააფიქსირა პოზიცია რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ
ანდჯეი დუდა: სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ ღიად დააფიქსირა პოზიცია რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ
საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე მისი პოზიციის გამო, რომელსაც აფიქსირებს მიმდინარე მოვლენებთან, რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი: უკრაინის მაგალითმა გვაჩვენა, როცა ერთიანია ქვეყანა, პოლარიზაცია კი გვერდზეა გადადებული, ქვეყანამ შეიძლება, ყველაფერს გაუძლოს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთში სამუშაო ვიზიტი დაიწყო სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვევა „ჩემთვის უდიდესი პატივია, სალომე ზურაბიშვილს ვუმასპინძლო ამ რთულ პერიოდსა და რთულ დროს, როდესაც რუსეთის აგრესია მიმდინარეობს უკრაინის წინააღმდეგ. ეს ალბათ არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ჩვენი უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ არის. ჩვენი საერთო ევროპული უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დგას. ასევე რა თქმა უნდა, აღსანიშნავია პოლონეთსა და საქართველოს შორის ტრადიციული და მეგობრული ურთიერთობაც, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე მისი პოზიციის გამო, რომელსაც აფიქსირებს მიმდინარე მოვლენებთან, მიმდინარე რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნების მხრიდანაც, რომლებიც ასევე არიან რუსული აგრესიის მსხვერპლნი. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პოზიციის დაფიქსირება და ჩემი დიდი მოწიწება, პატივისცემა მინდა, გამოვხატო სალომე ზურაბიშვილის მიმართ. ის იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომელიც ევროპის ჩვენს ნაწილში მდებარეობს და ისტორიულად, გეოგრაფიულად ხვდება, რა დიდი საფრთხეების შემცველია რუსული აგრესია, არა მარტო უკრაინისთვის, არამედ პოლონეთისთვის, საქართველოსთვის. ამიტომ, მე ძალიან მადლობელი ვარ სალომე ზურაბიშვილის, მისი პოზიციის ღიად დაფიქსირების გამო, რაც მან არაერთხელ გააკეთა“, – აღნიშნა ანჯეი დუდამ. მისივე თქმით, პოლონელები ძალიან დიდ პატივს სცემენ საქართველოს. „გვახსოვს, როგორ იცავდა საქართველო თავის ტერიტორიას. ჩვენმა პრეზიდენტმა, ლეხ კაჩინსკიმ ღია პოზიცია დააფიქსირა 2008 წელს საქართველოში ჩასვლისას, მან საქართველოს მხარდასაჭერ აქციაში მიიღო მონაწილეობა. მისი განცხადება ამ აქციაზე, შეიძლება ითქვას, წინასწარმეტყველური იყო. თქვა, რომ დღეს საქართველო, ხვალ – უკრაინა, შემდეგ ბალტიის ქვეყნები და პოლონეთის რიგიც დადგება ამ აგრესიულ ისტორიაშიო. პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ უკვე მაშინ განაცხადა, რომ ჩვენ თუ არ გავაჩერებთ რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ, ეს აგრესია უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს და საერთაშორისო საზოგადოებამ თუ არ გაუწია წინააღმდეგობა ამ აგრესიას, ის უფრო ფართო მასშტაბს მოიცავსო“, – განაცხადა ანჯეი დუდამ. ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს უკრაინისადმი გამოხატული მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ასევე მონაწილეობს უკრაინისთვის დახმარების საკითხში, როგორიც არის ჰუმანიტარული დახმარება საქართველოს მხრიდან, ასევე ჩვენი მხრიდან. ჩვენ ყველანაირ დახმარებას ვუწევთ უკრაინას, ისევე როგორც სამხედრო დახმარებას, რადგან ახლა აუცილებელია, უკრაინამ თავი დაიცვას რუსული აგრესიისგან. ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში კვლავ არის დიდი თავდასხმები უკრაინაზე. არის დაბომბვის ფაქტები უკრაინის ტერიტორიაზე. როგორც ხედავთ, უკრაინა წინააღმდეგობას უწევს. რუსეთმა უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია, რუსეთმა უნდა შეაჩეროს ეს ომი. ვიცით, რომ თავისუფალი, დამოუკიდებელი ქვეყნები მხარს უჭერენ უკრაინას. იმედი გვაქვს, რუსეთი მალე დამარცხდება და დააბრუნებს იმ ტერიტორიებს, რომლებიც მან დაიპყრო, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. ეს შეეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსაც“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.
სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართება საქართველოს და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის – „წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე“ წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონია. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ნათია სულავას განცხადებით, გრიგოლ ფერაძის ღვაწლი განსაკუთრებულია პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობებში, ეკლესიისა და ქართული კულტურის წინაშე, ასევე, ეროვნული საგანძურის შენახვისა და გადარჩენის საქმეში. „ძალიან მნიშვნელოვანია მეხსიერება და არა მხოლოდ გრიგოლ ფერაძის, არამედ მილიონობით ადამიანის ამ თავგანწირვის გახსენება, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში მომხდარ უდიდეს ტრაგედიას ემსხვერპლა. გრიგოლ ფერაძე იყო ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც ეს წყვდიადი საკუთარი საქციელითა და მოწამეობრივი თავგანწირვით გაანათა“, – განაცხადა ნათია სულავამ.
პოლონეთი, გერმანული საჰაერო თავდაცვის სისტემის Patriot-ის განსალაგებლად ემზადება
პოლონეთის თავდაცვის მინისტრ მარიუშ ბლაშჩაკის ცნობით, პოლონეთი საკუთარ ტერიტორიაზე გერმანული საჰაერო თავდაცვის სისტემის Patriot-ის განსალაგებლად ემზადება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ოფიციალურმა ბერლინმა ამ სისტემის უკრაინაში განთავსებაზე უარი განაცხადა. „გერმანიის თავდაცვის უწყებასთან საუბრის შემდეგ, იმედგაცრუებული ვარ, რომ უარი უნდა განვაცხადო უკრაინისთვის დახმარების გაწევაზე. დასავლეთ უკრაინაში Patriot-ების განლაგება გაზრდიდა პოლონელებისა და უკრაინელების უსაფრთხოებას. ასე რომ, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა Patriot-ები პოლონეთში განვათავსოთ და ისინი ჩვენს სამეთაურო სისტემას დავუკავშიროთ“, - განაცხადა ბლაშჩაკმა. გერმანიამ ოფიციალურ ვარშავას Patriot-ის სისტემის განთავსება პოლონეთის საჰაერო სივრცის დასაცავად მას შემდეგ შესთავაზა, რაც პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე რაკეტა ჩამოვარდა და ორი ადამიანი დაიღუპა.
ვილნიუსში მიიღეს დეკლერაცია, რომელიც ევროკავშირსა და NATO-ში უკრიანის დაჩქარებულ გაწევრიანებას ემხრობა
ლიეტუვის, პოლონეთისა და უკრაინის პარლამენტის წევრებმა ვილნიუსში სამმხრივი ასამბლეის მე-12 სესიაზე მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინასა და NATO-ს ქვეყნებში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთადერთი გზა, უკრაინის სამხედრო ალიანსში გაწევრიანებაა. ამის შესახებ ნათქვამია ლიეტუვის სეიმის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. „[ასამბლეამ] ხაზი გაუსვა ლიეტუვისა და პოლონეთის შემდგომი პოლიტიკური მხარდაჭერის ძირითად მნიშვნელობას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, ისევე როგორც მომავალ მოლაპარაკებებში, რომელიც შესაძლოა, რაც შეიძლება მალე დაიწყოს 2023 წელს“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელშიც ხაზგასმულია ქვეყნების მზადყოფნა, მჭიდროდ ითანამშრომლონ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში, რათა უზრუნველყონ უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში უმოკლეს დროში გაწევრიანება. სამმხრივმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნების მზადყოფნა გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა, რათა რუსეთმა სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები უკრაინის მთელი ტერიტორიიდან. „ლუბლინის სამკუთხედი“ არის სამმხრივი რეგიონული ალიანსი, რომელიც ლიეტუვას, პოლონეთსა და უკრაინას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ თანამშრომლობას გულისხმობს. მისი მიზნებია ქვეყნებს შორის დიალოგის გაძლიერება, უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის მხარდაჭერა და უკრაინაში რუსულ აგრესიასთან ერთობლივი გამკლავება.
პოლონეთის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა
პოლონეთის რესპუბლიკის სეიმმა რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის მხარდამჭერ და ტერორისტული ზომების გამტარებელ სახელმწიფოდ ცნო. ამის შესახებ პოლონეთის სეიმის მიერ მიღებულ შესაბამის რეზოლუციაშია ნათქვამი. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, რუსეთის ფედერაცია „სისტემურად არღვევს ადამიანის უფლებებს, საერთაშორისო სამართალს და გაეროს წესდებას“, სხვა სახელმწიფოების ტერიტორიების ანექსიას ახდენს, ახორციელებს შეიარაღებულ თავდასხმებს, სჩადის ომის დანაშაულებსა და გენოციდს“, ასევე „ეწევა მტრულ ეკონომიკურ საქმიანობას“. კერძოდ, ენერგეტიკის სფეროში“.
უკრაინის ვიცე-პრემიერი: პოლონეთი შესაძლოა, უკრაინისთვის ეკონომიკური ჰაბი გახდეს
ვიცე პრემიერ-მინისტრი, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრი ირინა ვერეშჩუკი მიიჩნევს, რომ პოლონეთი შესაძლოა, უკრაინისთვის არამხოლოდ ლოგისტიკური, არამედ ეკონომიკური ჰაბიც გახდეს. ვერეშჩუკმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი, რომელიც ამჟამად მუშავდება პოლონეთში, მიზნად ისახავს იმ მეწარმეების რისკებისგან დაზღვევას, რომლებიც მზად არიან, ინვესტიციები განახორციელონ უკრაინის რეკონსტრუქციაში. კერძოდ, საუბარია ახლად გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ბიზნესპროექტების განხორციელებაზე. „ყველას კარგად ესმის, რომ ევროპის ცენტრში არის უზარმაზარი ტერიტორიისა და პოტენციალის მქონე ქვეყანა. ამიტომ, ვთხოვთ უცხო ქვეყნების მთავრობებს, უზრუნველყონ სადაზღვევო გარანტიები იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მზად არიან, უკრაინაში იმუშაონ. ეს ხელს შეუწყობს ინვესტიციების სტიმულირებას ჩვენს ქვეყანაში. ეს არ არის ქველმოქმედება, ეს არის ბიზნესი. ეს არის ძალიან რეალური პერსპექტივა", - განაცხადა ირინა ვერეშჩუკმა. ვერეშჩუკი უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობების უფრო ინტენსიური განვითარების მომხრეა.
პოლონეთის გენერალური შტაბის უფროსი ირპენს ეწვია
პოლონეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი რაჟმუნდ ანდჟეიჩაკი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, ვალერი ზალუჟნიის შეხვედრის შემდეგ, კიევის რეგიონში, ირპენსა და ჰოსტომელს ეწვია. შესაბამისი განცხადება პოლონეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა Twitter-ზე გაავრცელა. „კიევში გამართულ შეხვედრაზე გენერლებმა ასევე განიხილეს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებები მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით, რაც გადამწყვეტია უკრაინის რეზერვების შესავსებად და თავდაცვის შესაძლებლობების შესანარჩუნებლად. მხარეებმა ასევე განიხილეს სამხედრო მომზადების კუთხით მხარდაჭერის გაძლიერების საკითხი“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ანჯეიჩაკი ირპინის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა და ჰოსტომელის საჰაერო ბაზა მოინახულა.
საფრანგეთი პოლონეთს საფრთხეების ადრეულ გამოვლენაში დაეხმარება
საფრანგეთი პოლონეთს ორ სადამკვირვებლო თანამგზავრს და მიმღებ სადგურს მიაწვდის. პოლონეთის თქმით, ვარშავაში დადებული შეთანხმება დაეხმარება მის შეიარაღებულ ძალებს საფრთხის ადრეული ამოცნობაში. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა ფრანგ კოლეგა სებასტიენ ლეკორნუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პოლონეთის არმიის ორი სადაზვერვო თანამგზავრით აღჭურვის შესახებ შეთანხმება Airbus-სა და პოლონურ სააგენტოს შორის უკვე დამტკიცებულია. პოლონეთის შეიარაღების სააგენტომ გარიგების ჯამურ ღირებულებად 575 მილიონი ევრო (612 მილიონი დოლარი) დაასახელა და განაცხადა, რომ თანამგზავრების კოსმოსში გაშვება 2027 წლისთვის შესრულდება. პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თანამგზავრების წყალობით, მისი სამხედროები სადაზვერვო მონაცემების მაქსიმალური სიზუსტით მიღებას შეძლებენ. ბლაშჩაკმა მას უწოდა ადრეული გაფრთხილების სისტემა როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო საფრთხეების, მათ შორის ბუნებრივი კატასტროფების წინააღმდეგ.
ვარშავა ახალ წელთან დაკავშირებულ სადღესასწაულო ღონისძიებებს არ გამართავს
ვარშავის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ წელს საახალწლო ზეიმი არ გამართოს. რუსეთის აგრესიასთან ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერას ვარშავა ასე გამოხატავს. ვარშავის მოსახლეობას მოუწოდეს, ახალი წლის ღამეს ფოიერვერკი არ გამოიყენონ, რადგან პოლონეთში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებში, განსაკუთრებით ბავშვებში, ომის ასოციაცია არ გამოიწვიონ. ინიციატივას მხარი დაუჭირა დედაქალაქის საკრებულომ. ვარშავის მერიის პრესსპიკერმა მონიკა ბეუტმა განმარტა, რომ სადღესასწაულო ღონისძიების გაუქმება უკვე ტრადიციად იქცა. „პანდემიის დროს ახალი წლის ღამეს ღონისძიება არ გვქონდა. ენერგეტიკული კრიზისი გვაქვს, ამიტომ ხარჯების შეკვეცა, პირველ რიგში, გართობის ნაწილს შეეხო. ახლა არ შეგვიძლია, თავს მსგავსი დანახარჯების უფლება მივცეთ. ამასთან, უკრაინაში, ჩვენი აღმოსავლეთი საზღვრის მიღმა მიდის სასტიკი სისხლისმღვრელი ომი, რომლის გამოც ყოველდღიურად იღუპებიან ადამიანები, მათ შორის სამოქალაქო პირები. ამიტომ, ვფიქრობ, ახლა ის კლიმატი არ არის, რომელიც გვიბიძგებდა განსაკუთრებული სამხიარულო ღონისძიებების ორგანიზებისკენ“, - განაცხადა პრესსპიკერმა. 2022 წლის დეკემბრის ბოლოსთვის პოლონეთში უკრაინის 2,3 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს, მათგან 950 ათასზე მეტი ლტოლვილია. დეკემბერში უკრაინიდან ლტოლვილთა რაოდენობა პოლონეთში 400 000-ით ნაკლებია, ვიდრე 2022 წლის ზაფხულში.
პოლონეთმა რუსული ნახშირის იმპორტი 100%-ით ჩაანაცვლა
პოლონეთმა 2022 წელს ზღვით 14 მილიონი ტონა ნახშირი შემოიტანა, რითაც რუსეთიდან იმპორტი სრულად ჩაანაცვლა. პოლონეთმა რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი აკრძალა ამის შესახებ პოლონეთის სახელმწიფო აქტივების მართვის მინისტრის მოადგილემ კაროლ რაბენდამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „წლის ბოლომდე პოლონეთს მივაწოდეთ 14 მილიონი ტონა ნახშირი“, - განაცხადა კაროლ რაბენდამ და აღნიშნა, რომ ეს არის რეკორდული მოცულობა, რომელიც ქვეყნის პორტებმა მიიღო. ევროკავშირში რუსული ნახშირის იმპორტი აიკრძალა „ნახშირის ნაკლებობა, რომელიც პოლონეთში მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა და კერძო საწარმოები რუსული ნახშირის ხარჯზე ავსებდნენ, წელს გაქრა“, - თქვა რაბენდამ და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ მოახერხა მომარაგების წყაროების დივერსიფიცირება. „შეიძლება ვთქვათ, რომ პოლონეთი 100%-ით დამოუკიდებელია რუსული ნახშირის იმპორტისგან“, - განაცხადა პოლონეთის სახელმწიფო აქტივების მინისტრის მოადგილემ. 2022 წლის აპრილში პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ხელი მოაწერა კანონს, რომელის თანახმადაც რუსეთიდან ნახშირის მიწოდებაზე ემბარგო ამოქმედდა და ქვეყანამ ნახშირის შესყიდვა ავსტრალიიდან, ინდონეზიიდან, კოლუმბიიდან, შეერთებული შტატებიდან და სამხრეთ აფრიკიდან დაიწყო. პოლონეთი წელიწადში დაახლოებით 40 მილიონ ტონა ნახშირს აწარმოებს, გარდა ამისა, რესპუბლიკა ადრე 20 მილიონ ტონამდე იმპორტს ახორციელებდა. პოლონეთის მთავარი სტატისტიკური სამსახურის ცნობით, 2020 წელს პოლონეთმა გამოიყენა 62,4 მილიონი ტონა ნახშირი. 2021 წელს რესპუბლიკაში, ენერგეტიკის სექტორში ქვანახშირის მოხმარება 30%-ით გაიზარდა. ასევე წაიკითხეთ: ვითარება ქვანახშირის მსოფლიო ბაზარზე - როგორ ჩაანაცვლებს ევროკავშირი რუსულ ნედლეულს
პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტები ლვოვში ჩავიდნენ
პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტები ლვოვში ჩავიდნენ, სადაც ისინი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ. პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანდჯეი დუდამ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გიტანას ნაუსედამ ლვოვში ხელი მოაწერეს ლუბლიანის სამკუთხედის პრეზიდენტების ერთობლივ დეკლარაციას. „სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან ჩვენ ვგრძნობთ მხარდაჭერას პოლონეთისა და ლიეტუვის მოძმე ხალხისგან. მადლობელი ვარ ანდჯეი დუდასი და გიტანას ნაუსედასი მათი ვიზიტისთვის. მადლობა ჩვენი ხალხის დახმარებისთვის!” - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
პოლონეთის სეიმმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
პოლონეთის სეიმმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. რეზოლუციის პროექტი სეიმის პრეზიდიუმმა წარადგინა და სხდომაზე სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ, მალგოჟატა გოშევსკამ წაიკითხა. რეზოლუციას ხმა მისცა 438-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი 8 დეპუტატი იყო, ერთმა კი თავი შეიკავა. „პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, იხელმძღვანელონ ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო პრინციპებით, რომელთა თანახმადაც, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება უმაღლესი ღირებულებაა და მოუწოდებს, ექიმების რეკომენდაციის შესაბამისად, დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ მიხეილ სააკაშვილს აუცილებელი სპეციალიზებული მკურნალობა, რომელიც შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს. ასევე, მოუწოდებს საქართველოს მეგობართა საერთაშორისო თანამეგობრობას სოლიდარობისკენ და მტკიცე ქმედებებისკენ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად“, – ნათქვამია რეზოლუციაში. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
პოლონეთის პრემიერი გერმანიას მოუწოდებს, უკრაინას ყველა სახის იარაღი მიაწოდოს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ „არ არსებობს საფუძველი, დაიბლოკოს კიევის მხარდაჭერა და გაურკვეველი დროით გადადოს“. მან მოუწოდა გერმანიის მთავრობას, მიაწოდოს უკრაინას „ყველა სახის იარაღი“, იტყობინება პოლონური პრესის სააგენტო. მორავეცკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელები ახლა იბრძვიან არამხოლოდ მათი თავისუფლებისთვის, არამედ ევროპის დასაცავად. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ოლაფ შოლცს გადადგომის შესახებ ოფიციალურად მიმართა პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ 11 იანვარს განაცხადა, რომ პოლონეთი აპირებს, უკრაინას თანამედროვე გერმანული წარმოების Leopard 2 ტიპის ტანკები მიაწოდოს. Bloomberg ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანია სავარაუდოდ, ამ კვირაში მიიღებს გადაწყვეტილებას, მიაწოდოს თუ არა ლეოპარდის ტიპის ტანკები უკრაინას.
პოლონეთი მცირე კოალიციას შექმნის, თუ გერმანია კიევისთვის ტანკების მიწოდებას არ დაეთანხმება
თუ გერმანია კიევისთვის ტანკების მიწოდებას არ დაეთანხმება, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ პირობა დადო, რომ შეიქმნება „მცირე კოალიცია“ ქვეყნებისა, რომლებიც მზად იქნებიან, უკრაინას Leopard 2 ტიპის ტანკები და სხვა აღჭურვილობა მიაწოდონ. ამასთან, მან გერმანიის პოზიციას მიუღებელი უწოდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 20 იანვარს „ამერიკის ხმას“ განუცხადა, რომ ვიდრე უკრაინა და მისი პარტნიორები გერმანიის მწვანე შუქს ელოდებიან, უკრაინული სატანკო ეკიპაჟები გერმანული ტანკებისთვის წვრთნებს პოლონეთში დაიწყებენ. დასავლური საბრძოლო ტანკები, განსაკუთრებით გერმანული წარმოების მძლავრი „ლეოპარდები“, უკრაინას ტექნოლოგიური აღჭურვილობის უპირატესობას მისცემდა. რუსეთი ძირითადად ძველ საბჭოთა მარაგზეა დამოკიდებული.
გერმანია წინააღმდეგი არ იქნება, თუ პოლონეთი უკრაინას Leopard2-ის ტიპის ტანკებს გადასცემს - ბერბოკი
„თუკი ჩვენ გვკითხავენ ამის თაობაზე, ჩვენ გზაზე არ გადავეღობებით ამას“, - განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ფრანგულ ტელეარხ LCI-ისთვის მიცემულ ინტერვიუში Leopard 2 -ის ტიპის ტანკების უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე საუბრისას. ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო მინისტრები გერმანიას მოუწოდებენ, უკრაინას Leopard-ის ტანკები დაუყოვნებლივ გადასცეს „გერმანია მზად არის, პოლონეთს უფლება მისცეს მის შეიარაღებაში არსებული Leopard 2 ტანკები უკრაინას გაუგზავნოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად“, - განაცხადა ბერბოკმა. მატეუშ მორავეცკი: არ გამორიცხავ, რომ ვარშავამ უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკები გერმანიის ნებართვის გარეშე გადასცეს მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღება იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ბერლინი ვარშავისგან ასეთ მოთხოვნას მიიღებს. „ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტანკები, ამიტომ ჩვენს პარტნიორებთან განვიხილავთ ამას. ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ მოხერხდეს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა და უკრაინის გათავისუფლება“, - აღნიშნა ბერბოკმა. ცნობისთვის, 20 იანვარს რამშტაინის სამიტზე უკრაინისთვის Leopard-ის ტანკების მიწოდებაზე ვერ შეთანხმდნენ. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
გერმანია პოლონეთში Patriot-ის სისტემების გაგზავნას იწყებს
ბუნდესვერმა ორშაბათს, 23 იანვარს პოლონეთში Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების სამი ესკადრილიიდან, პირველი ორის გადატანა დაიწყო. უკრაინული მედიის ცნობით, ტელეკომპანია Welt-მა შესაბამისი კოლონების ამსახველი ვიდეო გაავრცელა. საზენიტო სისტემები განლაგდება სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთში, ქალაქ ზამოსკის რაიონში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 60 კილომეტრში და უკრაინის ქალაქ ლვოვიდან 110 კილომეტრში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ განლაგების ადგილის სიახლოვეს განთავსებულია სარკინიგზო გადაზიდვის სადგური, რომელიც უკრაინაში მიმავალი სამოქალაქო და სამხედრო ტვირთებისთვის არის განკუთვნილი. ბუნდესვერის ჯარისკაცები პოლონეთში 16 იანვრიდან იმყოფებიან, რათა იარაღის სისტემის კომპონენტების დაყენება უზრუნველყონ.
პოლონეთში, უკრაინის დასახმარებლად ენერგეტიკული ჰაბი შეიქმნა
ევროკომისიის წევრმა იანეზ ლენარჩიჩმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ, ვარშავის მახლობლად „ენერგეტიკული ჰაბი“ - ლოგისტიკური ცენტრი გახსნეს, რომლის მეშვეობითაც ელექტროენერგიის გენერატორები პირველ რიგში უკრაინაში გადაიგზავნება. ევროკავშირის სამოქალაქო თავდაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ჰაბიდან გენერატორების მიწოდებას უკრაინაში ევროკავშირი სრულად დააფინანსებს. ჰაბში შეიქმნება გენერატორების რეზერვი, რომლებიც საჭიროებისამებრ გადაიგზავნება უკრაინაში. „რადგან რუსეთი მიზანმიმართულად განაგრძობს უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და ენერგოობიექტების განადგურებას rescEU-ს მარაგი უკრაინისთვის ენერგეტიკული გადაუდებელი მომარაგების სასიცოცხლო წყარო გახდება“, - დაწერა ევროკომისარმა იანეზ ლენარჩიჩმა Twitter-ზე.
საქართველო პოლონეთთან ერთად ქართული დრონების წარმოებას იწყებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ-პოლონური საწარმოს მიერ განხორციელებულ უპილოტო საფრენი აპარატების სატესტო ჩვენებას დაესწრო. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საბრძოლო და სადაზვერვო უპილოტო საფრენმა აპარატებმა საცდელი ფრენა წარმატებით განახორციელეს. მათივე ინფორმაციით, ქართულ-პოლონური საწარმოს – შპს „დელტა-ვებეს“ მიერ WARMATE-ისა (კამიკაძე) და FLYEYE-ის სადაზვერვო ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების სადემონსტრაციო ფრენას მხარდამჭერი ცენტრის – „კრწანისის“ სასროლეთზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. „სადემონსტრაციო ფრენებისთვის საჭირო მოსამზადებელი პროცედურები პოლონელმა და ქართველმა სპეციალისტებმა ერთობლივად განახორციელეს. FLYEYE-ის უპილოტო საფრენი სისტემა მძიმე მეტეოროლოგიური და რადიოელექტრონული ბრძოლის პირობებში, ყველა კლიმატურ ზონაში მაღალი სიზუსტის ამოცანების შესასრულებლად არის შექმნილი. სისტემა ფარული დაკვირვების შესაძლებლობებსა და სისტემაში მიღებული მონაცემების ანალიზს უზრუნველყოფს რეალურ დროში, დღისით და ღამით. WARMATE-ი საბრძოლო ბარაჟირებადი უპილოტო საფრენი აპარატია, რომელსაც აქვს დადასტურებული ეფექტიანობა და განადგურების მაღალი სიზუსტე. მას აქვს სხვადასხვა ტიპის ქობინები. ის გამოიყენება პოლონეთის არმიაში და აგრეთვე ნატოს წევრი სხვა და არაწევრი მომხმარებლების მიერ, სადაც რეგულარულ არმიასა და სპეციალურ ძალებში იყენებენ. შპს „დელტა-ვებე“ საქართველოში დაფუძნდა „დელტას“ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიების – შპს „დელტა ინტერნეიშენალისა“ და WB Electronics S.A.-ის მიერ. ქართულ-პოლონური საწარმოს მიზანი უპილოტო საფრენი აპარატების აწყობაა. საწარმო წელიწადში ასეულობით დრონის წარმოებას შეძლებს. ამ ეტაპზე კომპანია WARMATE-ისა და FLYEYE-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების საამწყობო ხაზის გამართვის პროცედურებს უზრუნველყოფს. სამხედრო მრეწველობის განვითარების მიზნით, შპს „დელტა-ვებესა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებულია ხელშეკრულებაც, რომელიც რეგიონში პირველი უპილოტო საფრენი აპარატების ტრენინგცენტრის გახსნას ითვალისწინებს. ცენტრის პროფესიონალი ინსტრუქტორები თავდაცვის ძალების შესაბამის პერსონალს გადაამზადებენ. ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან ერთად, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერი ცენტრის – „კრწანისის“ ახალ სასადილოში ჯარისკაცებთან ერთად ისადილა“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პოლონეთი უკრაინას 60 მოდერნიზებულ ტანკს გაუგზავნის
პოლონეთი უახლოეს მომავალში უკრაინას 14 გერმანული Leopard 2-ის ტიპის ტანკის გარდა, 60 მოდერნიზებულ ტანკს, მათ შორის ადგილობრივი წარმოების PT-91 Twardy-ის მოდელებს მიაწვდის, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა განაცხადა. PT-91 Twardy მთავარი საბრძოლო ტანკი, რომელიც საბჭოთა T-72-ის მოდერნიზებული ვარიანტია. სხვა განახლებული T-72 მოდელებისგან განსხვავებით, Twardy პოლონეთში შიდა წარმოების ნაწილებით 1995-2002 წლებში აშენდა. T-72 დიზაინის გაუმჯობესება მოიცავს უკეთეს რეაქტიულ ჯავშანს, გაუმჯობესებულ ავტოჩამტვირთველს და ახლად შემუშავებულ ცეცხლის მართვის სისტემას. ვარშავამ 2022 წლის ივლისში უკრაინას ტანკები უკვე მიაწოდა, თუმცა უკრაინული მედიის ცნობით, მათი რაოდენობა დაუზუსტებელია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
პოლონეთი სამხედრო ხარჯებს ზრდის
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 2023 წელს ქვეყანა თავდაცვის გაძლიერებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-ს დახარჯავს. „უკრაინის ომი გვაიძულებს კიდევ უფრო სწრაფად შევიარაღდეთ. ამიტომ, წელს ჩვენ მივიღეთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება და მშპ-ის ოთხი პროცენტს დავხარჯავთ პოლონეთის არმიისთვის", - განუცხადა მატეუშ მორავეცკიმ ჟურნალისტებს. გასულ კვირას პოლონეთის პარლამენტმა მიიღო 2023 წლის ბიუჯეტი, რომელიც თავდაცვისთვის 97,4 მილიარდ ზლოტს ითვალისწინებს (22,5 მილიარდი დოლარი), რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ს შეადგენს. რა წყაროებიდან დაფინანსდება დამატებითი სამხედრო ხარჯები, მორავეცკიმ არ განმარტა. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ თავდაცვის ხარჯების ზრდის შესახებ ევროპის ბევრმა ქვეყანამ განაცხადა. სამხედრო ხარჯების მინიმალური დონე, რომელზეც NATO-ს ქვეყნები რვა წლის წინ შეთანხმდნენ მშპ-ს 2%-ია, მაგრამ ბლოკის ბევრი სახელმწიფო ამ სტანდარტს ჯერ კიდევ ვერ პასუხობს.
პოლონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გააფორმეს
პოლონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა პირობა დადეს, რომ უკრაინას პოლიტიკური, უსაფრთხოებისა და სხვა სახის მხარდაჭერას გააგრძელებენ. ამის შესახებ რეგიონის ოთხი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ერთობლივ დეკლარაციაშია ნათქვამი. დოკუმენტს პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა რიგაში მოაწერეს ხელი. „ჩვენ გვინდა, კიდევ ერთხელ გავამახვილოთ ყურადღება უკრაინისთვის პოლიტიკური, უსაფრთხოების, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელების დიდ მნიშვნელობაზე“, - ნათქვამია დეკლარაციაში. ტექტში ასევე ნათქვამია, რომ საერთო ისტორიული წარსულის გათვალისწინებით, ქვეყნებს პოტენციური საფრთხეებისადმი ერთნაირი ხედვა აქვთ და, შესაბამისად, მოწადინებულნი არიან, გააძლიერონ უსაფრთხოება, დაიცვან ქვეყნების დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა.
Reuters: პოლონეთი Leopard 2-ის ტიპის სატანკო ეკიპაჟისთვის წვრთნების პერიოდის შემცირებას გეგმავს
პოლონეთი შეეცდება, ხუთ კვირამდე შეამციროს უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნა Leopard 2-ის ტიპის საბრძოლო ტანკების გამოყენებისთვის. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. სააგენტო წერს, რომ პოლონეთის სამხედროებმა უარი თქვეს იმის დადასტურებაზე, თუ სად გაივლის წვრთნას უკრაინული ეკიპაჟი. ინსტრუქტორების თქმით კი, Leopard 2-ის ტიპის საბრძოლო ტანკების გამოყენებისთვის წვრთნები, რომლებსაც NAT0-ს მრავალი წევრი ქვეყანაც ატარებს ევროპაში - აქამდე დაახლოებით 10 კვირა გრძელდებოდა, მაგრამ ეს დრო შეიძლება, ხუთამდე შემცირდეს. „შესაძლებელია ან თუნდაც სავარაუდოა, რომ წვრთნა სვიეტოშოვში ჩატარდეს, მაგრამ სხვა ლოკაციებიც არ არის გამორიცხული“, - განუცხადა თავის მხრივ, სამხედრო ექსპერტმა იაკუბ პავლოვსკიმ Reuters-ს.
დუდა: გამარჯვების შემდეგ, უკრაინამ რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებას პერეიასლავში უნდა მოაწეროს ხელი
პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჯეი დუდას განცხადებით, რუსეთზე გამარჯვების შემდეგ, უკრაინამ მოსკოვთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი პერეიასლავში (ქალაქი კიევის ოლქში, რედ.) უნდა მოაწეროს, სადაც ჰეტმან ბოჰდან ხმელნიცკიმ სამშვიდობო ხელშეკრულება მოსკოვის სამეფოსთან ჯერ კიდევ 1654 წელს დადო. შესაბამისი განცხადება უკრაინული მედიის ცნობით, დუდამ ლატვიაში, პოლონურ დიასპორასთან შეხვედრაზე გააკეთა. მანვე აღნიშნა, რომ პოლონელები, ისევე როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნები, უკრაინელებს მხარს დაუჭერენ და მათთან ერთად საერთო ევროპულ მომავალს აშენებენ. „ერთხელ, არც ისე დიდი ხნის წინ, უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის ვუთხარი: ვოლოდიმირ, გადახედე ჩვენს ისტორიას, როგორ განსხვავდებოდა ეს გზები ოდესღაც, მე ძალიან გთხოვ - როცა დაამარცხებ რუსეთს, როცა რუსები აქ მუხლებზე დაეცემიან, ხელი მოაწერე სამშვიდობო ხელშეკრულებას, წაიყვანე პერეიასლავში. დაე, მოაწერონ ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას და ამით წაშალონ საბჭოთა და რუსული გავლენის მთელი ის წლები", - განაცხადა ანდჯეი დუდამ.
საქართველოს მთავრობას შევთავაზეთ სააკაშვილის პოლონეთში მკურნალობა - მორავიეცკი
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ ვარშავა საქართველოს მთავრობას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ პოლონეთში გადაყვანას სთავაზობს. „პოლონეთმა შესთავაზა საქართველოს მთავრობას და მე ამის შესახებ ბევრ პრემიერ-მინისტრს ვესაუბრე, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეძლოს პოლონეთში მკურნალობა. ჩვენ, უბრალოდ, გვეშინია, რომ საქართველოში მას შეიძლება, ყველაფერი უარესი დაემართოს. თუ საქართველოს სურს, ჰქონდეს დადებითი პასუხის იმედი თავის ევროპულ მისწრაფებებზე, მაშინ ის სერიოზულად უნდა მიუდგეს ამ მიმართვას, რომელსაც საგარეო სამსახურები უკვე აყალიბებენ“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან МГИМО-ს კურსდამთავრებული ყველა თანამშრომელი გაათავისუფლეს - მინისტრი
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზბიგნევ რაუს განცხადებით, დეკომუნიზაციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებითა და ლუსტრაციის კანონის შედეგად, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ყველა თანამშრომელი გაათავისუფლეს. მისი თქმით, ეს უნივერსიტეტი „იყო ინვესტიცია რუსული იმპერიალიზმის საქმიანობაში“ და „საბჭოთა რბილი ძალის ნაწილი“. „კურსდამთავრებულები უნდა ემსახურებოდნენ ამ იმპერიის საქმეს. МГИМО-ს კურსდამთავრებულების საშუალებით, საბჭოთა და შემდეგ უკვე რუსეთის ხელისუფლებას თავიანთი ინტერესების რეალიზება სურდა. კომუნიზმი არ ყოფილა ლოკალური მოვლენა და ეს არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ სპეცსამსახურებით. ეს იყო ტოტალური სისტემა, ამიტომ, მთავრობა იყო სამი ტიპის: პოლიტიკური, ეკონომიკური და იდეოლოგიური და ყველაფერი კონტროლდება სამსახურების მიერ. ამიტომ, გაჩნდა დეკომუნიზაციის საჭიროება“, - განაცხადა ზბიგნევ რაუმ.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: დასავლური ტანკები უკრაინას მარტისთვის მიეწოდება
14 თებერვალს ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ დაპირებული Leopard 2-ის ტიპის ტანკები უკრაინაში მარტში ჩავლენ. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ „სატანკო კოალიციაში“ მონაწილეობა პოლონეთის, ესპანეთის, ნორვეგიისა და კანადის გარდა, უფრო მეტმა ქვეყანამ გამოაცხადა. „ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ფინეთმაც მიაწოდოს ეს ტანკები უკრაინას. დღეს ფინეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღებასთან ძალიან ახლოს არიან", - აღნიშნა ბლაშჩაკმა. პოლონეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინისთვის დასავლეთის მიერ წარმოებული ტანკების გადაცემას დაჰპირდა, რასაც მალევე მოჰყვა გაერთიანებული სამეფოს დაპირება, რის შემდეგაც გერმანიამ და სხვა ქვეყნებმაც ანალოგიური პოზიცია დააფიქსირეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის მხარდაჭერა უნდა დაჩქარდეს
დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი „მთლიანად უჭერენ მხარს უკრაინას და თანხმდებიან, რომ დახმარება უნდა დაჩქარდეს უახლოეს კვირებში“, ნათქვამია დაუნინგ სტრიტის განცხადებაში, რომელიც 16 თებერვალს გავრცელდა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი და პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა ლონდონში შეხვდნენ და განიხილეს NATO-ს თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების წვრთნა, რომელიც მალე დიდ ბრიტანეთში დაიწყება. „სუნაკმა „გაიმეორა თავისი ერთგულება ევროპული უსაფრთხოების მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.
აზერბაიჯანი და პოლონეთი შუა დერეფნის განვითარების საკითხს განიხილავენ
აზერბაიჯანმა და პოლონეთმა შუა დერეფნის განვითარების საკითხი განიხილეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა განაცხადა. ნაბიევი აზერბაიჯანში ვიზიტით მყოფ პოლონეთის ეკონომიკური განვითარებისა და ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილეს გჟეგოჟ პიეჩოვიაკს შეხვდა. შეხვედრაზე ასევე შეეხო საუბარი ავიაციის სფეროს. ცნობისთვის, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს შესაბამისი სტრუქტურების მონაწილეობით შეიქმნა. მოგვიანებით, პროექტს უკრაინა, რუმინეთი და პოლონეთი შეუერთდნენ. ამჟამად მარშრუტი, რომელიც ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან იწყება, ევროპისკენ ვრცელდება და გადის ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე. ცნობისთვის, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს, რომლებიც შუა დერეფნის კონცეფციას დაუჭერს მხარს. კერძოდ, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც დეპარტამენტის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. „შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, ჩვენ ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს. კონკრეტულად, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს. პორტის განვითარება საქართველოსა და რეგიონს სამუშაო ადგილებს მოუტანს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა პროექტის ტენდერის მიმართულებით წინ წაიწევს. გარდა ამისა, განვითარების საფინანსო კორპორაციამ 50 მილიონი აშშ დოლარის სესხით დაუჭირა მხარი ფოთის საზღვაო ნავსადგურში, პეის ტერმინალის გაფართოებას. ტერმინალის გაფართოების პროექტის შედეგად, რომელიც 2022 წლის იანვარში გაიხსნა, მისი ტვირთამწეობა გაორმაგდა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოს აახლოებს მიზანთან, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო ჰაბი გახდეს“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი.
ბაიდენი: პუტინს NATO-ს „ფინლანდიზაცია” სურდა, ამის ნაცვლად მიიღო ფინეთის „ნატოიზაცია”
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პოლონეთში ვიზიტის დროს, სამეფო ციხის წინ შეკრებილი ათასობით ადამიანის წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ "უკრაინა არასოდეს გაამარჯვებინებს. „თავისუფალი ადამიანები უარს ამბობენ უიმედო სამყაროში ცხოვრებაზე და თქვენ იცით, ეს იყო უჩვეულო წელი ყველა გაგებით“. რუსული ძალების და დაქირავებული ჯარების სისასტიკე... მათ ჩაიდინეს დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. ბაიდენმა ვლადიმერ პუტინი სისასტიკეში დაადანაშაულა და თქვა, რომ მისი მცდელობა, დაემორჩილებინა სუვერენული ერი, წარმატებას ვერ აღწევს. CNN-ის ცნობით, ბაიდენმა პუტინი თავის გამოსვლაში ათჯერ ახსენა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მძიმე დღეების წინ არის, რადგან რუსეთი აგრძელებს თავის დაცვას რუსეთისგან. „დიქტატორი ვერასდროს ვერ შეძლებს ხალხის თავისუფლებისკენ სწრაფვის დამარცხებას. უკრაინა არასდროს არ მისცემს გამარჯვებას რუსეთს. პუტინს NATO-ს „ფინლანდიზაცია” სურდა, ამის ნაცვლად ფინეთის „ნატოიზაცია” მიიღო”, - განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენმა პოლონეთის დატოვებამდე უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა
თეთრი სახლის განცხადებით, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის ლიდერებმა შეხვედრისას კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი „ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ხაზი გაუსვეს მათ ერთობლივ ვალდებულებას, რომ დადგებიან უკრაინელი ხალხის გვერდით რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ჯო ბაიდენმა და ევროპელმა ლიდერებმა განიხილეს ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე გაძლიერებული თავდაცვითი პოზიცია და აშშ-ის პრეზიდენტმა კვლავ გაიმეორა შეერთებული შტატების მტკიცე ვალდებულება NATO-ს მე-5 მუხლის მიმართ. ისინი მოუთმენლად ელიან ალიანსის ერთიანობისა და კოლექტიური თავდაცვის შემდგომ გაძლიერებას NATO-ს სამიტზე ივლისში, ვილნიუსში. ბაიდენმა პოლონეთი ევროპაში 72-საათიანი მოგზაურობის შემდეგ დატოვა.
ბაიდენის ვიზიტი წარმოუდგენლად მძლავრი სიგნალია - პოლონეთის პრეზიდენტი
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტი კიევში, წარმოუდგენლად მძლავრი სიგნალია, ეს არის პოლიტიკური და სტრატეგიული სიგნალი", - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი შეფასებით, ეს ვიზიტი „უგზავნის სიგნალს თავისუფალ სამყაროს დაცვის და NATO-ს თავდაცვის, მისი ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრის დაცვის შესახებ. მისივე თქმით, ეს იყო მნიშვნელოვანი გზავნილი პოლონელი ხალხისთვის. პოლონეთის პრეზიდენტმა ასევე განუცხადა, რომ თანამედროვე იარაღი უკრაინისთვის რუსეთისგან თავდასაცავად მთავარია. CNN-ის კითხვაზე, მოიცავს თუ არა ეს საბრძოლო თვითმფრინავებს, მან უპასუხა: „თუ ასეთი საჭიროებაა, რა თქმა უნდა, დიახ“.
რუსეთს აქვს კოლონიური ამბიციები, მას სურს, დაიმორჩილოს სხვა ქვეყნები, 2008 წელს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს - დუდა
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ რუსეთი არის იმპერია, რომელსაც კოლონიური ამბიციები აქვს. მას სურს, დაიმორჩილოს სხვა ერები და ქვეყნები, ამის საუკეთესო მაგალითია დღეს უკრაინა, მაგრამ არიან სხვა ქვეყნებიც - 2008 წელს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. ამის შესახებ დუდამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი შეფასებით, თუ უკრაინა გაუძლებს რუსეთის იმპერიულ ამბიციებს, მაშინ რუსეთს მოუწევს, შეაჩეროს ეს იმპერიული ამბიციები“. 2008 წელს, რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. დღეს მუდმივი პრობლემაა მოლდოვაშიც, რადგან იქ დნესტრისპირეთში რუსული ჯარები არიან განლაგებულნი. რუსეთმა თავისი ჯარები სირიაში შეიყვანა. რუსეთი მსოფლიოში ბევრ ქვეყანაში დესტაბილიზაციას ახორციელებს. უკრაინა განიცდის რუსეთის მხრიდან ფრონტალურ შეტევას, მაგრამ ეს იმის დემონსტრირებაა, რომ რუსეთი აღადგენს თავის იმპერიულ ამბიციებს და უნდა შეაჩეროს ეს. თავისუფალმა სამყარომ უნდა აიძულოს რუსეთი, რომ შეაჩეროს ეს“, - აღნიშნა ანდჯეი დუდამ. სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს უკრაინას, რადგან გვჯერა, რომ თუ უკრაინა გაუძლებს რუსეთის იმპერიულ ამბიციებს, მაშინ რუსეთს მოუწევს, შეაჩეროს ეს ამბიცები“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში.
პოლონეთის პრემიერი კიევშია
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლისთავთან დაკავშირებით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი 24 თებერვალს კიევს ეწვია. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის კანცელარიის ცნობით, მორავეცკიმ უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთად მიაგო პატივი დაღუპულთა ხსოვნას.
უკრაინამ პოოლონეთისგან Leopard-ის ტიპის პირველი ტანკები მიიღო
უკრაინამ Leopard-ის ტიპის პირველი ტანკები მიიღო. ინფორმაციას გერმანული გამოცემა DW ავრცელებს. დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი ეწვია კიევს. მისი თქმით, პოლონეთი მხარს დაუჭერს უკრაინას, ვიდრე არ დაამარცხებს რუსეთს და მალე მიაწვდის მეტ ტანკს. მორავეცკის თქმით, უკრაინას უკვე მიეწოდა 4 ტანკი. „უკრაინაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმის წლისთავზე, მე დღეს კიევში ვარ, რათა მკაფიო სიგნალი დავაფიქსირო უკრაინის დასაცავად და შემდგომი მხარდაჭერის შესახებ“, - დაწერა მორავეცკიმ Twitter-ზე.
ვაშინგტონი, ბერლინი და ვარშავა ერთობლივი სამხედრო მანევრების გამართვაზე მოლაპარაკებებს მართავენ
ვაშინგტონი ბერლინთან და ვარშავასთან ერთობლივი სამხედრო სწავლების პოლონეთში NATO-ს ალიანსის აღმოსავლეთ საზღვარზე ჩატარების საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა. მისივე თქმით, საკითხი განხილვის პროცესშია, თუმცა დამატებით დეტალებზე პისტორიუსმა არ ისაუბრა. „უკრაინის მოსაზღვრე ქვეყანაში სამხედრო მანევრების ჩატარება, ძალიან მკაფიო სიგნალს გაუგზავნის NATO-ს მოკავშირეებს, ისევე როგორც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს“, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. მისივე შეფასებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, როგორიცაა პოლონეთი, ბალტიისპირეთი, სლოვაკეთი და სხვა, მნიშვნელოვანია დაინახონ, რომ გერმანია, როგორც ალიანსის ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული წევრი და შეერთებული შტატები, როგორც ტრანსატლანტიკური პარტნიორი, იცავენ თავდაცვით ვალდებულებებს“.
ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩთან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დიანა ჟღენტს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა მას ელჩის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, დიანა ჟრენტმა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. დიანა ჟღენტი ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალური კონსულის თანამდებობას იკავებდა. ასევე, ხელმძღვანელობდა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს. დიანა ჟღენტს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, იგი საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.
პოლონეთი თავდაცვის შესაძლებლობებს აძლიერებს
პოლონეთის მთავრობამ ხელი მოაწერა ჩარჩო კონტრაქტს იარაღების მწარმოებელ კომპანია Huta Stalowa Wola-სთან, რაც დაახლოებით 1000 ქვეითი საბრძოლო მანქანის (IFVs) და დაახლოებით 400 თანმხლები მანქანის მიწოდებას გულიხმობს ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა, რომ პირველი ოთხი Borsuk IFV წლის ბოლომდე იქნება მიწოდებული. ისინი თანდათან ჩაანაცვლებენ საბჭოთა ეპოქის BWP-1 IFV-ებს. „იმედი მაქვს, რომ პოლონეთის შეიარაღებული ძალები ძალიან მალე აღიჭურვება ახალი IFV-ებით“, - განაცხადა ბლაშჩაკმა და აღნიშნა, რომ ”IFV-ების დრო, რომელსაც პოლონეთის შეიარაღებული ძალები აქამდე იყენებდნენ, დასრულდა“.
პოლონეთი აცხადებს, რომ ონლაინ საგადასახადო სისტემას რუსი ჰაკერები დაესხნენ თავს
პოლონეთი ონლაინ საგადასახადო სისტემის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა, იანუშ ჩიეზინსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი დგას ჰაკერული თავდასხმის უკან, რომელმაც ონლაინ საგადასახადო სისტემაზე მომხმარებლებს წვდომა დაუბლოკა. პოლონური მხარის ცნობით, ჰაკერული თავდასხმისას გადასახადის გადამხდელთა მონაცემების გაჟონვა არ მომხდარა. „გუშინდელ თავდასხმაზე რუსები არიან პასუხისმგებელი“, - განაცხადა პოლონეთის ოფიციალურმა პირმა.
პოლონეთმა ბელორუსთან საზღვარზე თავდაცვითი სიმაგრეების მშენებლობა დაიწყო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, მარიუშ ბლაშჩაკი აცხადებს, რომ მისმა ქვეყანამ ბელორუსთან სახმელეთო საზღვრის გამაგრება დაიწყო, მათ შორის ე.წ. „ტანკსაწინააღმდეგო ზღარბების“ მოწყობით „დღეს ჯარისკაცებმა დაიწყეს თავდაცვითი სიმაგრეების მშენებლობა. ეს არის ჩვენი თავდაცვისა და შეკავების სტრატეგიის ნაწილი", - დაწერა მინისტრმა Twitter-ზე. პოლონეთმა ბელორუსის საზღვარზე 5 მეტრი სიმაღლის ბარიერი გასულის წლის ზაფხულში ააგო. მისი სიგრძე თითქმის 190 კმ-ია.
პოლონეთმა ქვეყანაში მოქმედი რუსული ჯაშუშური ქსელი გაანადგურა და ცხრა ადამიანი დააკავა - Reuters
პოლონეთმა ქვეყანაში მოქმედი რუსული ჯაშუშური ქსელი გაანადგურა და ცხრა ადამიანი დააკავა. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. პოლონური მხარე აცხადებს, რომ ხსენებული პირები ამზადებდნენ დივერსიულ აქტებს და აკვირდებოდნენ უკრაინის სარკინიგზო მარშრუტებს, განაცხადა ხუთშაბათს შინაგან საქმეთა მინისტრმა. „ბოლო დღეებში შინაგანი უსაფრთხოების სააგენტომ დააკავა ცხრა ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში“, - განაცხადა მარიუშ კამინსკიმ პრესკონფერენციაზე.
პოლონეთმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი უცხოელი დააპატიმრა
ჩრდილოეთ პოლონეთის პროკურორებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილია, სამი თვით პატიმრობაში დარჩება გამოძიების დასრულებამდე. სამხედრო საკითხებზე პასუხისმგებელი გდანსკის პროკურორებმა განაცხადეს, რომ უცხოელმა, რომლის ვინაობაც უცნობია, აღიარა, რომ სენსიტიური ინფორმაცია გადასცა რუსეთის დაზვერვას. ეჭვმიტანილი იანვრიდან იმყოფებოდა ევროკავშირის წევრ პოლონეთში და აგროვებდა ინფორმაციას ქვეყნის ჩრდილოეთში არსებული ძირითადი ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხოების პროცედურების შესახებ, განაცხადა სპიკერმა გრაზინა ვავრინიუკმა. ცნობისთვის, პოლონეთის გაზის ტერმინალი და ძირითადი პორტები ჩრდილოეთით მდებარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეჭვმიტანილს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პოლონეთი კიევის მტკიცე მხარდამჭერად რჩება. ამ თვის დასაწყისში პოლონეთის ხელისუფლებამ დააკავა ცხრა ადამიანი, რომლებიც რუსული ჯაშუშური რგოლის წევრობაში არიან ეჭვმიტანილნი. ისინი დივერსიული აქტების მომზადებაში არიან ეჭვმიტანილნი. იმავდროულად, ესპანელი ჟურნალისტი, რომელსაც ასევე აქვს რუსული პასპორტი, ერთ წელზე მეტია, პატიმრობაში იმყოფება ჯაშუშობის ბრალდებით. ამავე თემაზე წაიკითხეთ: პოლონეთმა ქვეყანაში მოქმედი რუსული ჯაშუშური ქსელი გაანადგურა და ცხრა ადამიანი დააკავა - Reuters
პოლონეთში საქართველოს ახალმა ელჩმა, ანდჯეი დუდას რწმუნებათა სიგელები გადასცა
პოლონეთში საქართველოს ახალმა ელჩმა დიანა ჟღენტმა რწმუნებათა სიგელები გადასცა პოლონეთის პრეზიდენტს ანდჯეი დუდას. შესაბამისი პოსტი დიანა ჟღენტმა Twitter-ზე განათავსა. "მზად ვარ, ვიმუშაო პოლონელ პარტნიორებთან ერთად ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების და გაღრმავების მიზნით", - წერს საქართველოს ელჩი. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ 28 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პოლონეთის რესპუბლიკაში, დიანა ჟღენტს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. დიანა ჟღენტი ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალური კონსულის თანამდებობას იკავებდა. ასევე, ხელმძღვანელობდა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს. დიანა ჟღენტი, რომელიც 2004 წელს შეუერთდა საქართველოს დიპლომატიურ სამსახურს, საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.
ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთს ეწვევა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა, ვარშავას "უახლოეს მომავალში" ეწვიოს, მაგრამ უსაფრთხოების მიზეზების თარიღი გამო მოგზაურობა წინასწარ არ გამოცხადდება. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პაველ იაბლონსკიმ რადიო Wnet-ის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ახლა ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს უკრაინისა და პოლონეთის ლიდერებს შორის.
საქართველოსა და პოლონეთს შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ განახლებული შეთანხმება ძალაშია
ძალაში შევიდა „საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, განახლებულ შეთანხმებას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მარიუს მაშკიევიჩმა 2021 წლის 7 ივლისს მოაწერეს ხელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა შეთანხმებამ ჩაანაცვლა საქართველოსა და პოლონეთს შორის 2006 წელს დადებული შეთანხმება. ახალი დოკუმენტი ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) განახლებულ 2017 წლის მოდელს და ასახავს დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (BEPS) პროექტით დადგენილ სტანდარტებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ ახალ შეთანხმებაში შემცირდა დივიდენდის, პროცენტისა და როიალტის წყაროსთან დაბეგვრის განაკვეთები და ნაცვლად ძველი შეთანხმებით გათვალისწინებული 10%-ისა, განისაზღვრა 5%-ით. შეთანხმების მიზანია ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას. ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმება ძალაშია 57 ქვეყანასთან.
პოლონეთმა უკრაინას MiG-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პირველი პარტია გადასცა
პოლონეთმა MiG-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პირველი პარტია უკრაინას უკვე გადასცა. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის ოფისის საერთაშორისო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, მარკინ პჟიდაჩმა განაცხადა. პჟიდაჩმა არ დააკონკრეტა რამდენი თვითმფრინავია სულ მიწოდებული. პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ 16 მარტს განაცხადა, რომ ვარშავა უკრაინას პირველ ოთხ MiG-29 ტიპს გამანადგურებელს უახლოეს დღეებში გადასცემდა. „რა თქმა უნდა, იქნება საუბარი შესაძლო შემდგომ მხარდაჭერაზე", - განაცხადა პრჟიდაჩმა. უკრაინამ სლოვაკეთის მიერ დაპირებული 13 MiG-29 თვითმფრინავიდან პირველი ოთხი 23 მარტს მიიღო, ნათქვამია სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. კიევმა მოუწოდა თავის მოკავშირეებს, მიეწოდებინათ მოიერიშე თვითმფრინავები, რათა მან შეძლოს თავისი საჰაერო სივრცის დაცვა და უფრო ეფექტიანი კონტრშეტევის წარმოება. ჯერჯერობით დასავლეთის წარმოების მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნა არცერთ ქვეყანას არ აქვს გადაწყვეტილი, თუმცა რამდენიმე პარტნიორი, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, არ გამორიცხავს ასეთ ნაბიჯს.
პოლონეთში NATO-ს იარაღის საწყობები აშენდება
ვარშავა ვაშინგტონთან თანამშრომლობით გააგრძელებს NATO-ს იარაღის საწყობების მშენებლობას პოლონეთში, სადაც ათასობით ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა და სხვა სამხედრო ტექნიკა იქნება შენახული. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ ეს განცხადება ჟურნალისტებთან ვარშავაში, აშშ-ში სამდღიანი ვიზიტით გამგზავრებამდე გააკეთა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ში ვიზიტის დროს პოლონეთში NATO-ს იარაღის საწყობების მშენებლობას განიხილავს. „ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად შევქმნით ლოგისტიკურ ბაზას, შეიარაღების ბაზას. რამდენიმე ათასი სამხედრო ტექნიკა განთავსდება ფოვიძეში (მდებარეობს პოლონეთის ცენტრალურ ნაწილში - რედ.) და პოლონეთის სხვა ლოკაციებზე“, აღნიშნა მორავეცკიმ. მისივე თქმით, საწყობებში შენახული აღჭურვილობა მოიცავს ტანკებს, ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და სხვა აღჭურვილობას, რომლებიც NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის სწრაფ გააქტიურებას შეუწყობს ხელს.
აშშ პოლონეთში რამდენიმე ათას სამხედროს განათავსებს
ვაშინგტონი პოლონეთში მუდმივ სამხედრო ყოფნას გააძლიერებს. კერძოდ, აშშ აპირებს, დამატებით რამდენიმე ათასი ჯარის განთავსებას, ასევე სამხედრო ბაზისა და იარაღის საწყობების შექმნას. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ვაშინგტონში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მორავიეცკიმ აღნიშნა, რომ ჯარების სწრაფად განლაგება შესაძლებელია, მაგრამ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ტექნიკაა. „ამას მოწმობს რუსული აგრესია, რომელსაც ჩვენი აღმოსავლელი მეზობლები აწყდებიან. და პოლონეთში უფრო და უფრო მეტი რაოდენობით იქნება ეს ტექნიკა", - განაცხადა მორავეცკიმ. პრესკონფერენციაზე პრემიერმა აღნიშნა, რომ პოლონეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს სთავაზობს სტრატეგიულ პარტნიორობას ყველა შესაძლო დონეზე. მისივე თქმით, გასული წლის განმავლობაში ვარშავასა და ვაშინგტონს შორის კონტაქტები მნიშვნელოვნად გააქტიურდა. საუბარია არამხოლოდ სამხედრო, არამედ, ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ამერიკელი ინვესტორების პოლონეთში ყოფნაზე. ვარშავა ვაშინგტონთან თანამშრომლობით გააგრძელებს NATO-ს იარაღის საწყობების მშენებლობას პოლონეთში, სადაც ათასობით ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა და სხვა სამხედრო ტექნიკა იქნება შენახული. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ ეს განცხადება ჟურნალისტებთან ვარშავაში, აშშ-ში სამდღიანი ვიზიტით გამგზავრებამდე გააკეთა.
ამერიკული გამანადგურებლები პოლონეთის საჰაერო ბაზაზე დაეშვნენ
შეერთებული შტატების საჰაერო ძალების მეხუთე თაობის გამანადგურებლები (F-22 Raptors) NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე დაგეგმილი როტაციის ფარგლებში, პოლონეთის საჰაერო ბაზაზე დაეშვნენ. ინფორმაციას NATO-ს მოკავშირეთა საჰაერო სარდლობა ავრცელებს. მისივე თანახმად, მეხუთე თაობის მებრძოლები პოლონეთის (Powidz) საჰაერო ძალებთან ერთად იმუშავებენ და მხარს დაუჭერენ მთელ რიგ მისიებს ბალტიის და შავი ზღვის რეგიონში.
მიხეილ სააკაშვილს პოლონეთში, ლეხ კაჩინსკის სახელობის პრომეთეს ჯილდო გადაეცა
საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პოლონეთმა პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის სახელობის პრომეთეს ჯილდო გადასცა. ინფორმაცია სააკაშვილის Facebook გვერდზე გავრცელდა. ჯილდო სააკაშვილის დედას გიული ალასანიას გადასცეს. ღონისძიება ვარშავაში, სმოლენსკის ტრაგედიის 13 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა.
პოლონეთი: უკრაინა რუსეთთან ომში თუ დამარცხდება, ჩინეთი, შესაძლოა, მალევე შეიჭრას ტაივანში
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის თქმით, უკრაინა რუსეთთან ომში თუ დამარცხდება, ჩინეთი, შესაძლოა, მალევე შეიჭრას ტაივანში. ამის შესახებ მატეუშ მორავიეკიმ აშშ-ში, ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ვხედავ ძალიან ბევრ კავშირს, ძალიან ბევრ ურთიერთდამოკიდებულებას უკრაინაში არსებულ სიტუაციასა და ტაივანის სიტუაციას შორის“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
პოლონეთმა თურქეთიდან Bayraktar-ის დრონები მიიღო
პოლონეთმა თურქეთიდან Bayraktar-ის უპილოტო საფრენი აპარატების მეორე პარტია მიიღო, განაცხადა პოლონეთის ვიცე-პრემიერმა, ეროვნული თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა. „უფრო მეტი ბაირაქტარი პოლონეთის შეიარაღებულ ძალებს. დრონის ტესტირება წარმატებით დასრულდა. პირველი პარტია 2022 წლის ოქტომბერში მივიღეთ“, - დაწერა ბლაშჩაკმა Twitter-ზე. გასული წლის გაზაფხულზე პოლონეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას თურქეთიდან 24 Bayraktar-ის უპილოტო საფრენი აპარატის შესყიდვის შესახებ. კონტრაქტის საერთო ღირებულება 270 მილიონი აშშ დოლარი იყო.
პოლონეთი აცხადებს, რომ უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტზე შეთანხმება მიღწეულია
პოლონეთმა მიაღწია შეთანხმებას უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტის აღდგენის შესახებ, განაცხადა პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა რობერტ ტელუსმა Reuters-ის ცნობით. პოლონეთის განვითარების მინისტრმა ვალდემარ ბუდამ განმარტა, რომ უკრაინული საკვები პროდუქტების პოლონეთში იმპორტის აკრძალვა ძალაში რჩება. ბრიუსელზე ძლიერდება ზეწოლა, რათა ევროკავშირის მასშტაბით იპოვოს გამოსავალი მას შემდეგ, რაც ვარშავამ და ბუდაპეშტმა უკრაინულ მარცვლეულზე აკრძალვები შემოიღეს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების ცალმხრივი აკრძალვა მიუღებელია, განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა 16 აპრილს მას შემდეგ, რაც პოლონეთმა და უნგრეთმა ადგილობრივი ფერმერების დასაცავად, უკრაინიდან იმპორტი შეწყვიტეს. უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტს დროებით სლოვაკეთიც აჩერებს პოლონეთმა და უნგრეთმა განაცხადეს, რომ შეზღუდვები 30 ივნისამდე გაგრძელდება. „მნიშვნელოვანია, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სავაჭრო პოლიტიკა ევროკავშირის ექსკლუზიური კომპეტენციაა და, შესაბამისად, ცალმხრივი ქმედებები მიუღებელია“, - განაცხადა სპიკერმა და აღნიშნა, რომ „გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის ფარგლებში ყველა გადაწყვეტილების ირგვლივ კოორდინაციას. 16 აპრილს ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმა და უნგრეთმა აკრძალეს მარცვლეულისა და სხვა საკვების იმპორტი უკრაინიდან, მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ფერმერებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში უკრაინული ნაწარმის დიდი მოცულობით და გადასახადების გარეშე შედინებამ მათი შემოსავალი შეამცირა. პოლონეთმა 16 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინის მარცვლეულისთვის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციისთვის დაწესებული აკრძალვა შეეხება მხოლოდ იმ საქონელს, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე გაივლის. უნგრეთის მთავრობამ თავის მხრივ, განაცხადა, რომ ელის ცვლილებებს ევროპულ რეგულაციაში, მათ შორის შარშანდელი გადაწყვეტილების გადახედვას უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე იმპორტის ყველა ტარიფის გაუქმების შესახებ. კიევმა 16 აპრილს განაცხადა, რომ აკრძალვა მოქმედ ორმხრივ შეთანხმებებს არღვევს.
პოლონეთი რუსეთის ექსკლავის, კალინინგრადის საზღვართან უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს
პოლონეთმა დაიწყო დამატებითი უსაფრთხოების ზომების გატარება და სათვალთვალო სისტემების დაყენება რუსეთის პროვინცია კალინინგრადის საზღვართან, იტყობინება RMF 24. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი აღმოსავლეთი საზღვარი მზად იქნება ყველა სახის უკანონო ქმედებებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია კრიზისულ სიტუაციებთან ჩვენს აღმოსავლელ მეზობლებთან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ევროკავშირის საუკეთესოდ დაცული საზღვარი", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ. პოლონეთის მესაზღვრეების თქმით, დაახლოებით 200-კილომეტრიან მონაკვეთზე 3000 სათვალთვალო კამერა უნდა დამონტაჟდეს. დამატებითი უსაფრთხოების სათვალთვალო სისტემების მშენებლობა 2023 წლის შემოდგომისთვის დასრულდება. პოლონეთი უკრაინის ერთ-ერთი ძლიერი მოკავშირე გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. უკრაინაში მიმდინარე ომმა უსაფრთხოების ირგვლივ პოლონეთის შეშფოთება გაამძაფრა. პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ 16 მარტს დაადასტურა, რომ ვარშავამ გაანადგურა რუსული ჯაშუშური ქსელი, დააკავა ცხრა ადამიანი, რომლებიც სავარაუდოდ ამზადებდნენ დივერსიულ აქტებს და აკონტროლებდნენ უკრაინის სარკინიგზო მარშრუტებს. 27 მარტს პოლონეთში რუსული დაზვერვისთვის ჯაშუშობის ბრალდებით უცხოელი დააკავეს.
პოლონეთმა ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის უკრაინას თითქმის 1500 ტონა აღჭურვილობა გადასცა
2022 წლის მაისიდან პოლონეთიდან უკრაინაში ენერგეტიკული საჭიროებისთვის ჰუმანიტარული დახმარების 80 ტვირთი ჩავიდა, რაც დაახლოებით 1500 ტონა აღჭურვილობას შეადგენს. ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურმა იტყობინება. „2022 წლის მაისიდან მოყოლებული პოლონეთიდან უკრაინაში ენერგეტიკული საჭიროებისთვის ჰუმანიტარული დახმარების 80 ტვირთი ჩავიდა. ეს არის დაახლოებით 1500 ტონა აღჭურვილობა. მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 12 ტვირთი შემოვიდა, რომელთა წონა სულ 174 ტონაა. მოწოდებულია აღჭურვილობაა გენერატორები, ტრანსფორმატორები, იზოლატორები, რკინაბეტონის საყრდენები, კაბელი, გადაუდებელი ელექტრომომარაგების სისტემები და სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო სხვა მასალა“, - ნათქვამია განცხადებაში.
პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრემიერები: NATO მზად უნდა იყოს ნაბიჯებისთვის, რომლებიც უკრაინას „ნაცრისფერი ზონის“ სტატუსს მოხსნის
ჟურნალ Foreign Affairs-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც პოლონეთის, ჩეხეთსა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებს მატეუშ მორავეცკის, პეტერ ფიალასა და ედუარდ ჰეგერს ეკუთვნის, ნათქვამია, რომ NATO-მ უკრაინის წევრობის მკაფიო გზა უნდა განსაზღვროს, როდესაც იქნება შესაბამისი პირობები, იქამდე კი, მზად უნდა იყოს უსაფრთხოების გარანტიები წარმოადგინოს, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მოხსნის უკრაინას „ნაცრისფერი ზონის“ სტატუსს. თავის სტატიაში პრემიერები საუბრობენ, რომ 2008 წელს მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინის ისევე როგორც საქართველოს მომავალი NATO-ს წევრობასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. პრემიერ-მინისტრები მიიჩნევენ, რომ ახლა უკრაინისთვის ომისშემდგომი უსაფრთხოების გარანტიების დაგეგმა ნაადრევი არ არის, რადგან მთავრობის მეთაურების განმარტებით, არ იქნება უკრაინის მდგრადი აღდგენა და ინვესტიციები, თუ უკრაინას შესაძლებლობა არ ექნება დაიცვას საკუთარი თავი მორიგი აგრესიებისგან. სამი ქვეყნის პრემიერები მიიჩნევენ, რომ ვილნიუსში NATO-ს მორიგ სამიტზე, მას მოუწევს რთულ თუმცა გარდაუვალ კითხვებზე პასუხის გაცემა ალიანსის მომავალთან დაკავშირებით, მათ შორის მის დამოკიდებულებაზე უკრაინის მიმართ და რუსეთთან ურთიერთობის მომავალ სტრატეგიასთან დაკავშირებით. „ახლა დადგა დროა აალიანსისთვის განსაზღვროს მკაფიო და საიმედო გზა უკრაინის წევრობისთვის, თუ და როცა კიევი მოისურვებს და როცა მას მისცემს ამის საშუალებას გარემოებები. იქამდე კი, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად უზრუნველვყოთ მისთვის უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც არ მისცემს საშუალებას უკრაინას გახდეს „ნაცრისფერი ზონა“, - ნათქვამია სტატიაში.
საგარეო უწყება პოლონელი მინისტრის საქართველოში ვიზიტის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზბიგნევ რაუს ვიზიტის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოში 26-28 აპრილს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, პოლონელ კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ ფორმატში, ასევე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ასევე, ზბიგნევ რაუს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და გვირგვინით შეამკობს მემორიალს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს 28 აპრილს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონაც ეწვევა.
საქართველოში 26-28 აპრილს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა
საქართველოში 26-28 აპრილს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ სამუშაო ვიზიტით ჩამოვა. შესაბამის ინფორმაციას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ზბიგნევ რაუ შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების მთავარი საკითხი იქნება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში პროგრესი და გამოწვევები, ასევე, რეგიონში უსაფრთხოების საკითხები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს 28 აპრილს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონაც ეწვევა.
Leopard 2-ის ტექნიკური ცენტრი პოლონეთში მაისში დაიწყებს ფუნქციონირებას
ლეოპარდ 2-ის ტიპის ტანკების ტექნიკური ცენტრი პოლონეთში ფუნქციონირებას მომავალი თვიდან დაიწყებს. ტანკები Bumar Labedy SA-ს ქარხანაში შეკეთდება. კომპანია Leopard 2A4 ტანკების მომსახურებას და შეკეთებას 20 წელია, ემსახურება. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ Leopard 2-ის ტიპის ტანკების ბაზის შექმნა გლივიცეში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. მისივე განმარტებით, პოლონეთში Leopard 2-ის მთავარი საბრძოლო ტანკების ტექნიკური და სარემონტო ცენტრის შექმნის შესახებ შეთანხმებას, გასულ პარასკევს, მან, მისმა უკრაინელმა და გერმანელმა კოლეგებმა რამშტეინში, გერმანიაში მოაწერეს ხელი. 23 აპრილს ესპანეთმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 6 ტანკი გაუგზავნა და კიდევ 4 ლეოპარდ 2-ს შეკეთების შემდეგ რაც შეიძლება მალე მიაწვდის კიევს. დანია და ნიდერლანდები უკრაინას 14 ტანკის გაგზავნას დაჰპირდნენ. მათი მიწოდება 2024 წლის დასაწყისში იგეგმება.
საქართველოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ ეწვია
პოლონეთის საგარეო უწყების ხელძმღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდა. თეიმურაზ ჯანჯალიას განცხადებით, საქართველოს საგარეო პრიორიტეტებიდან გამომდინარე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზბიგნევ რაუს ვიზიტი და პოლონეთის მხარდაჭერა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „შეხვედრების დროს განხილული იქნება ჩვენი სტრატეგიული მიმართულებები, რაც არის ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაცია. პოლონელ კოლეგას მივაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას როგორც საგარეო პოლიტიკური მიმართულებით, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხრივ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს ქართველ კოლეგასთან ილია დარჩიაშვილთან. ზბიგნევ რაუ შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ზბიგნევ რაუ ასევე გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს. პოლონური მხარის ცნობით, თბილისში გამართული მოლაპარაკებების მთავარი საკითხი იქნება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში პროგრესი და გამოწვევები, ასევე, რეგიონში უსაფრთხოების საკითხები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს 28 აპრილს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონაც ეწვევა.
პოლონეთის პროკურატურამ რუსეთის საელჩოს ანგარიშებიდან თანხების კონფისკაცია მოახდინა
პოლონეთის პროკურატურამ რუსეთის საელჩოსა და სავაჭრო წარმომადგენლობის ანგარიშებზე არსებული თანხების კონფისკაცია მოახდინა. ამის შესახებ რუსეთის ელჩმა პოლონეთში, სერგეი ანდრეევმა განაცხადა. საელჩოსა და სავაჭრო წარმომადგენლობის ანგარიშებზე ბანკ Santander-ში არსებული ანგარიშებიდან ამოღებული თანხები პოლონეთის პროკურატურის ანგარიშებზე გადაირიცხა. საუბარია დიდ თანხაზე, როგორც პოლონურ ზლოტებში, ისე ამერიკულ დოლარებში. შესაბამისი შეტყობინება რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობას უკვე გადაეცა. ელჩის თქმით, ბანკმა Santander-მა განაცხადა, რომ შეწყვიტა თანამშრომლობა საელჩოსთან და დახურა ანგარიშები. ელჩმა მომხდარი დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის უხეშ დარღვევად შეაფასა. პოლონეთში რუსეთის საელჩოს ანგარიშები 2022 წლის მარტში გაყინეს, მალევე მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. პოლონეთმა ასევე მოახდინა დიპლომატიური წარმომადგენლობის უძრავი ქონების რამდენიმე ობიექტის, დიპლომატების საცხოვრებლების და ვარშავასთან მდებარე დასასვენებელი ცენტრის კონფისკაცია.
რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ზბიგნევ რაუს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები. ყურადღება დაეთმო ორმხრივ სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას და აქვე ხაზი გაესვა აღნიშნული მიმართულებით კავშირების შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მიესალმება პოლონეთის მხარდამჭერ განცხადებებს ყველა შესაძლო ფორმატში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. შეხვედრას საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიუშ მაშკევიჩი, საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი მალგოჟატა კოსიურა-კაზიმერსკა, მინისტრის აპარატის უფროსი ელჟბეტა ბოხენსკა, ხოლო საქართველოს მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიანა ჟღენტი ესწრებოდნენ.
ჩრდილოეთ პოლონეთში ამოუცნობი „მფრინავი ობიექტის“ ფრაგმენტები იპოვეს
ჩრდილოეთ პოლონეთში ამოუცნობი „საჰაერო სამხედრო ობიექტის“ ფრაგმენტები იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, საუბარია რაკეტაზე ან დრონზე, რომელიც ჩამოვარდა. 26 აპრილს ოთხშაბათს ცნობილი გახდა სოფელ ზამოსკთან, უცნობი ობიექტი ჩავარდა. ადგილობრივმა მცხოვრებმა განაცხადა, რომ ადგილზე რაკეტა ან დრონი ჩავარდა. შემთხვევის ადგილზე მესაზღვრეები და პოლიცია მივიდნენ. პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ ტვიტერზე დაწერა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
პოლონეთის სახით საქართველოს ძლიერი და საიმედო მხარდამჭერი ჰყავს - ილია დარჩიაშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოსა და პოლონეთს არამხოლოდ ღრმა ისტორიული კავშირები და მეგობრობის ხანგრძლივი ტრადიციები, არამედ საერთო ინტერესები და მისწრაფებებიც აერთიანებს. ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ზბიგნევ რაუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პოლონეთი განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ არჩევანს, რომელიც ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია. დარჩიაშვილის განცხადებით, პოლონელ კოლეგასთან შეხვედრისას, ხაზგასმული აქცენტი გაკეთდა საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, რომელიც, მინისტრის თქმით, „გაამყარებს საქართველოს უპირობო კუთვნილებას ევროპისადმი და ჩვენს ქვეყანას გზა გაუხსნის ევროკავშირის წევრობისაკენ“. აღინიშნა ის მოცულობითი სამუშაო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების მიმართულებით გასწია. „გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი ქვეყნის პროგრესი სამართლიანად და დამსახურების მიხედვით შეფასდება და საქართველოც და ევროკავშირიც კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას იზეიმებენ“, - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სტრატეგიული რგოლის ფუნქციაზე და დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე. აქცენტი გაკეთდა ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობასა და საქართველოს როლზე ამ პროცესში. ამ კონტექსტში, აღინიშნა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის მნიშვნელობა. დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ მხარეებმა ცალსახად დააფიქსირეს შავ ზღვაზე უსაფრთხოების მნიშვნელობა ევროპისთვის. „საქართველო რჩება ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ რეგიონში და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ევროკავშირთან ერთად აგრძელებს მშვიდობისა და სტაბილურობისკენ მიმართულ საერთო ძალისხმევაში მონაწილეობას“, - აღნიშნა მინისტრმა. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსული ოკუპაციის შედეგებზე - უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით. განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში პოლონეთის მნიშვნელოვანი წვლილი. „მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში უმნიშვნელოვანესია ჩვენი პარტნიორების აქტიური ჩართულობა და ერთიანი, მტკიცე პოზიცია, რათა შესაძლებელი გახდეს მშვიდობიანი გზით დეოკუპაცია და მდგრადი მშვიდობის დამყარება“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოსა და პოლონეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და უსაფრთხოების, ვაჭრობის, ეკონომიკის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში არსებული პოტენციალის მაქსიმალური რეალიზების გზებს. როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს უახლოესი მოკავშირე ქვეყნის - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია. პოლონეთი გამორჩეულ როლს ასრულებს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მხარდაჭერისა და, ამ მიმართულებით, საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის საკითხიც განვიხილეთ
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზბიგნევ რაუს განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ზბიგნევ რაუმ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ცოტა ხნის წინ საქართველოში შედგა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი და უახლოეს მომავალში დაგეგმილია საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტიც. ჩემი დღევანდელი სამუშაო ვიზიტი თბილისში დიპლომატიური და პოლიტიკური ინტენსიური კომუნიკაციის ელემენტი და გამოხატულებაა. მისი მიზანია საქართველო-პოლონეთის ტრადიციული მეგობრული სულისკვეთებით განვიხილოთ გამოწვევები, პრობლემები და შანსები, ასევე, პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობები, მათ შორის, პოლონეთის ჩართულობა გამოსავლის ძიების პროცესში. ყველა ამ საკითხში, პოლონეთი ცდილობს იპოვოს კონსტრუქციული გამოსავალი და გაუწიოს საქართველოს ყველა შესაძლო დახმარება. ღრმად გვჯერა, რომ პოლონეთ-საქართველოს ერთობლივი თანამშრომლობა ემსახურება როგორც ჩვენი ქვეყნების, ევროპის, ისე თავისუფალი მსოფლიოს საზოგადოების ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესებს. პატივცემულო ილია, კიდევ ერთხელ გმადლობთ ამ ძალიან კონსტრუქციული შეხვედრისთვის", - აღნიშნა მინისტრმა IPN-ის ცნობით. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი განიხილა
ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტსა და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობასა და ამ კუთხით პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის დაკვეთა და მისი ურყევი არჩევანია. „საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისათვის, რომელიც ევროპისათვის ასევე გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია. საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებს და შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობას, ასევე, უკრაინაში მიმდინარე ომსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში მისი ვიზიტის მიზნებზე საუბრობს
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც 26 აპრილს ეწვია თბილისს, ოფიციალური შევხედრები 27 აპრილს მის ქართველ კოლეგასთან აუდიენციით დაიწყო. ზბიგნევ რაუმ საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრისას განაცხადა, რომ მისი დღევანდელი სამუშაო ვიზიტი დიპლომატიური და პოლიტიკური ინტენსიური კომუნიკაციის ელემენტი და გამოხატულებაა. ამასთან, აღნიშნა, რომ ტრადიციული მეგობრული სულისკვეთებით სურს, განიხილოს პრობლემური საკითხები და მისი გადაჭრის გზები. „ცოტა ხნის წინ საქართველოში შედგა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი და უახლოეს მომავალში დაგეგმილია საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტიც. ჩემი დღევანდელი სამუშაო ვიზიტი თბილისში დიპლომატიური და პოლიტიკური ინტენსიური კომუნიკაციის ელემენტი და გამოხატულებაა. მისი მიზანია საქართველო-პოლონეთის ტრადიციული მეგობრული სულისკვეთებით განვიხილოთ გამოწვევები, პრობლემები და შანსები, ასევე, პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობები, მათ შორის, პოლონეთის ჩართულობა გამოსავლის ძიების პროცესში. ყველა ამ საკითხში, პოლონეთი ცდილობს, იპოვოს კონსტრუქციული გამოსავალი და გაუწიოს საქართველოს ყველა შესაძლო დახმარება. ღრმად გვჯერა, რომ პოლონეთ-საქართველოს ერთობლივი თანამშრომლობა ემსახურება როგორც ჩვენი ქვეყნების, ევროპის, ისე თავისუფალი მსოფლიოს საზოგადოების ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესებს. პატივცემულო ილია, კიდევ ერთხელ გმადლობთ ამ ძალიან კონსტრუქციული შეხვედრისთვის", - აღნიშნა პოლონელმა მინისტრმა. ზბიგნევ რაუ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება. პოლონური მხარის განმარტებით, რომელიც რაუს ორდღიანი ვიზიტის დაანონსებას მოჰყვა, მოლაპარაკებების მთავარი საკითხი იქნება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში პროგრესი და გამოწვევები, ასევე, რეგიონში უსაფრთხოების საკითხები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე. დღეს გამართულ ბრიფინგზე პოლონელმა მინისტრმა განაცხადა, რომ „პოლონეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს და მომავალშიც განაგრძობს საქართველოს საზოგადოების მისწრაფების მხარდაჭერას ევროპული და ტრანსატლანტიკური ინტეგრაციისკენ“. „მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი წევრობა ევროკავშირსა და NATO-ში, არის არამხოლოდ საქართველოს, არამედ, ტრანსატლანტიკური საზოგადოების ინტერესშიც. ევროპისთვის ეს არის შანსი და არა საფრთხე. იმისთვის, რომ ეს შანსი გამოვიყენოთ და საქართველომ შეძლოს შემდგომი ნაბიჯის გადადგმა ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისკენ, აუცილებელია გაფართოებაში მონაწილე ყველა მხარის - როგორც ევროპული და ტრანსატლანტიკური ინსტიტუტების, ისე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს საზოგადოების ჩართულობა და ძალისხმევა. გვიახლოვდება ვილნიუსის, NATO-ს სამიტი და წლის ბოლომდე ევროკავშირმა შესაძლოა, მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ. აქედან გამომდინარე, აქტიურდება დაინტერესებულ მხარეთა დიპლომატიური ქმედებები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების მხრიდან ვაიმარის სამკუთხედიდან~, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთ მინისტრმა. ამავე ბრიფინგზე ზბიგნევ რაუმ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ. „განვიხილეთ ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის სიტუაცია. ყველა ამ საკითხში პოლონეთი ცდილობს, იპოვოს კონსტრუქციული გამოსავალი და გაუწიოს საქართველოს ყველა შესაძლო დახმარება, ვინაიდან ღრმად გვჯერა, რომ პოლონეთ-საქართველოს ერთობლივი თანამშრომლობა ემსახურება როგორც ჩვენი ქვეყნების, ევროპის, ისე თავისუფალი მსოფლიოს საზოგადოების ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესებს", - განაცხადა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს 28 აპრილს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონაც ეწვევა.
პოლონეთი უკრაინაში დრონების ექსპორტის წესებს ამარტივებს
28 აპრილიდან დრონების ექსპორტი პოლონეთიდან უკრაინაში შეიძლება, პოლონეთის ეკონომიკური განვითარებისა და ტექნოლოგიების მინისტრის მიერ გაცემული ზოგადი ნებართვით განხორციელდეს, იუწყება Interfax-Ukraine. გადაწყვეტილება პოლონეთის მთავრობამ უკრაინის მოთხოვნის საპასუხოდ მიიღო. პოლონეთის ეკონომიკური განვითარებისა და ტექნოლოგიების მინისტრის გადაწყვეტილებით, უკრაინაში უპილოტო საფრენი აპარატების ექსპორტის ზოგადი ნებართვა შეუძლია, პოლონეთში მდებარე ნებისმიერ სუბიექტს (კომერციული ან არაკომერციული ორგანიზაცია ან ფიზიკური პირი) გამოიყენოს. ზოგადი ნებართვის შემოღება გამორიცხავს დრონების თითოეული პარტიის ექსპორტზე ინდივიდუალური ნებართვის მოპოვების აუცილებლობას. ნებართვა ეხება მხოლოდ დოკუმენტში განსაზღვრულ დრონების გარკვეულ კატეგორიას.
პოლონეთი რუსეთისგან რეპარაციების მოთხოვნას არ გამორიცხავს
პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის საერთაშორისო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარჩინ პშიდაჩმა განაცხადა, რომ თუ გერმანიის მთავრობა პოლონეთისთვის მეორე მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზარალის გამო რეპარაციების გადახდას დათანხმდება, რეპარაციები შეიძლება, პოლონეთმა რუსეთისგანაც მოითხოვოს. პოლონეთის ხელისუფლებამ მეორე მსოფლიო ომის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებისთვის გასული წლის ოქტომბერში გერმანიისგან 6.2 ტრილიონი ზლოტი (დაახლოებით 1.3 ტრილიონი დოლარი) მოითხოვა. „ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია, ბერლინთან დიალოგის დაწყება, მაგრამ პუტინთან - სულ სხვა ცივილიზაციაა. იმ შემთხვევაში, თუ წარმატებას მივაღწევთ გერმანიასთან, შემდეგი ნაბიჯი შეიძლება, იყოს მსგავსი მოლაპარაკებების დაწყება სხვა მჩაგვრელთან“, - განაცხადა მარჩინ პშიდაჩმა.
ამოქმედდა ახალი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც პოლონეთსა და უკრაინას დააკავშირებს
უკრაინამ და პოლონეთმა აამოქმედეს სახელმწიფოთაშორისი ელექტროგადამცემი ხაზი, რომელმაც სამდღიანი სატესტო პერიოდი უკვე გაიარა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა 2 მაისს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მოდერნიზაციის შემდეგ ამოქმედდა სახელმწიფოთაშორისი ელექტროგადამცემი ხაზი უკრაინასა და პოლონეთს შორის. Ukrenergo-ს სპეციალისტებმა და მათმა პოლონელმა კოლეგებმა PSE-დან, სწრაფად შეასრულეს სამუშაო. ევროპელმა პარტნიორებმა შემოგვთავაზეს დაახლოებით ათასი ერთეული აღჭურვილობა. ხაზი უკვე ამოქმედდა. 27 აპრილიდან, მან წარმატებით გაიარა სამდღიანი სატესტო პერიოდი“, - განაცხადა შმიგალმა. მისი თქმით, დამატებითი მძლავრი ინტერკონექტორი ექსპორტისა და იმპორტის შესაძლებლობებს ზრდის. ელექტროენერგიის გაყიდვით უკრაინა ენერგეტიკის სექტორის აღსადგენად და ახალი გათბობის სეზონისთვის რესურსებს აგროვებს. საჭიროების შემთხვევაში, უკრაინა მეზობელი ქვეყნებიდან სასწრაფო დახმარების მისაღებად, იმპორტს გააძლიერებს. „უკრაინის მოძრაობა ევროკავშირისკენ არის არამხოლოდ ამბიციები, არამედ, ეს არის კონკრეტული შედეგებიც. ჩვენ ვაგრძელებთ წარმატებულ სექტორულ ინტეგრაციას ევროკავშირში. ახლა ჩვენ ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ჩვენი ენერგეტიკული სისტემების გაერთიანებისკენ", - განაცხადა დენის შმიგალმა. ცნობისთვის, უკრაინა დიდი ხანია, ითხოვს პოლონეთთან ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენას. პოლონური ენერგეტიკული კომპანია PSE ამტკიცებდა, რომ ამ ელექტროგადამცემი ხაზის ასეთი ძაბვით აღდგენა შეუძლებელი იყო გარემოსდაცვითი მოთხოვნებისა და შესაბამისი ტექნიკური სტანდარტების არარსებობის გამო. ამიტომ, PSE-მ გადაწყვიტა, ამ 400 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ხელახლა აშენება და მისი სინქრონიზაცია უკრაინის ელექტრო ქსელთან. Energoatom-ი ემზადება, აამოქმედოს ხაზი, რომელიც პოლონეთის გავლით უკრაინისა და ევროპის ენერგოსისტემებს დააკავშირებს.
აშშ პოლონეთს Apache-ის ტიპის 8 ვერტმფრენს გაუგზავნის
„აშშ-ს არმია პოლონეთს Apache-ის ტიპის შვეულმფრენებს საკუთარი რესურსებით გადასცემს, 96 შვეულმფრენის შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმებამდე“, განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ბლაშჩაკმა ვაშინგტონში, პენტაგონში, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან შეხვედრის შემდეგ. პოლონელი მფრინავების მომზადება რამდენიმე კვირაში დაიწყება. „აშშ-ის არმია მოგვაწვდის ვერტმფრენებს საკუთარი რესურსებით, ვიდრე შესყიდვის კონტრაქტს ხელს მოვაწერთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა და მადლობას ვუხდი მინისტრ ოსტინს ამ გადაწყვეტილებისთვის“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა. პოლონეთმა ამ ვერტმფრენების შეძენის სურვილი ჯერ კიდევ შარშან გამოთქვა, თუმცა გადაცემის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. „ეს საფრენი აპარატები მნიშვნელოვანია, რადგან კარგად მოქმედებენ „აბრამსის“ ტიპის ტანკებთან, რომლებიც ვარშავამ ასევე შეუკვეთა აშშ-ს ბოლო წლებში“, - განაცხადა მინისტრმა. NATO-ს წევრი პოლონეთი, სადაც მილიონობით უკრაინელმა შეაფარა თავი მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომი დაიწყო, ვერტმფრენების განლაგებას მე-18 მექანიზირებულ დივიზიასა და საჰაერო ძალების პირველ ბრიგადაში გეგმავს. შესყიდვა ჯერ აშშ-ს კონგრესმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაამტკიცონ. AH-64 Apache თავდასხმისთვის განკუთვნილი ვერტმფრენია, რომელიც აშშ-ის არმიას 1980 წლიდან ემსახურება. ვერტმფრენი 30 მმ-იანი ტყვიამფრქვევით არის აღჭურვილი და შექმნილია ორკაციანი ეკიპაჟისთვის.
კანადა და პოლონეთი ითხოვენ, რომ საზღვარგარეთ გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღმშენებლობას მოხმარდეს
საზღვარგარეთ გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღმშენებლობისთვის უნდა იყოს გამოყენებული. ამის შესახებ ნათქვამია კანადის ვიცე პრემიერ-მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის კრისტია ფრილანდის ოფისის მიერ პოლონეთის ვიცე-პრემიერსა და ეროვნული თავდაცვის მინისტრთან მარიუშ ბლაშჩაკთან შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში. „ვიცე-პრემიერებმა განიხილეს, თუ როგორ უნდა გააგრძელონ რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება მის უკანონო და ბარბაროსულ შეჭრაზე, მათ შორის შემდგომი სანქციების და გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით უკრაინის აღდგენისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში. იცე-პრემიერმა ფრილანდიმ მადლობა გადაუხადა ვიცე-პრემიერ ბლაშჩაკს პოლონეთის ლიდერობისთვის და უკრაინისადმი მნიშვნელოვანი სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის. „მხარეებმა გაიმეორეს მათი მტკიცე ვალდებულება, გააგრძელონ უკრაინის ხალხის მხარდაჭერა გამარჯვებამდე“, - ნათქვამია განცხადებაში.
NATO-ს საჰაერო ძალები მზადყოფნაში მოიყვანეს, რუსული გამანადგურებელი შავი ზღვის თავზე პოლონურ თვითმფრინავს აედევნა
რუსული გამანადგურებელი აედევნა პოლონურ თვითმფრინავს, რომელიც ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტოსთვის პატრულირებდა შავ ზღვაზე, განაცხადა რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ 6 მაისს და მოსკოვის „აგრესიული და საშიში“ ქცევა დაგმო. ინციდენტი შავი ზღვის საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, რუმინეთის საჰაერო სივრციდან აღმოსავლეთით, 60 კილომეტრში მოხდა, განაცხადა სამინისტრომ. „პოლონური თვითმფრინავი პარასკევს, რუმინეთის სასაზღვრო პოლიციასთან ერთად, Frontex-ის რუტინულ პატრულირებაში მონაწილეობდა, როდესაც მის სიახლოვეს, Sukhoi Su-35-მა „აგრესიული და სახიფათო მანევრები“ შეასრულა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. „მიუხედავად იმისა, რომ ოთხი თვითმფრინავი მზად იყო ინტერვენციისთვის ნებისმიერ მომენტში, მათი ჩარევა საჭირო არ გახდა“, - განმარტავს რუმინული მხარე. საერთაშორისო მედია წერს, რომ რუმინეთის ხელისუფლება, ინციდენტის შემდგომი გამოძიების მიზნით, კონტაქტზეა პოლონელ კოლეგებთან და Frontex-თან. მისივე თანახმად, ინციდენტის დროს, რუმინული და ესპანური თვითმფრინავები NATO-ს მიერ, „წინასწარ მზადყოფნაში“ მოიყვანეს, მაგრამ პოლონელმა ეკიპაჟმა უსაფრთხოდ დაჯდომა მოახერხა. „ეს ინციდენტი კიდევ ერთი მტკიცებულებაა რუსეთის ფედერაციის პროვოკაციული მიდგომისა შავ ზღვაში“, - განაცხადა ოფიციალურმა ბუქარესტმა. სააგენტო AFP ევროპულ სასაზღვრო სააგენტო Frontex-ს დაუკავშირდა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. „Let L-410 5 მაისს, პატრულირებას ახორციელებდა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, რუმინეთის განლაგების რეგიონში, როცა მას რუსეთის Su-35 მიუახლოვდა“, - აცხადებს თავის მხრივ, პოლონეთის საზღვრის დაცვის სააგენტო და რუსეთს „აგრესიულ და სახიფათო მანევრირებაში“ სდებს ბრალს. ინფორმაციისთვის, „The Western Black Sea 2023“ - ერთობლივი ოპერაციაა, რომელსაც რუმინეთი ხელმძღვანელობს და მას კოორდინაციას უწევს Frontex-ი. ოპერაციაში ასევე მონაწილეობენ პოლონეთი, ესპანეთი და შვედეთი, ევროკავშირის ორ სააგენტოსთან ერთად.ის მიზნად ისახავს არალეგალური მიგრაციის, უკანონო თევზჭერისა და ზღვის დაბინძურების პრევენციას, ასევე, შავი ზღვის რეგიონში სხვა სახის ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. ოპერაცია 2019 წლიდან, ყოველწლიურად ტარდება. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ცნობისათვის აშშ-ის შეფასებით, NATO-ს მოკავშირეებს შორის, რუმინეთს შავი ზღვის ზონის უსაფრთხოებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს. ვაშინგტონი შავი ზღვის რეგიონისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე აგრესიას მიიჩნევს. ამ ფონზე მნიშვნელოვნად თვლის შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის ამოქმედებას იქედან გამომდინარე, რომ მოსკოვის მიერ წარმოებულმა ომმა შავი ზღვის ნაწილი საომარ ზონად აქცია. ცნობილია, რომ შავი ზღვიდან რუსეთი რაკეტებს უკრაინის ქალაქებს უმიზნებს. ვაშინგტონის სტრატეგია ივნისისთვის იქნება მზად. მანამდე კი, Europetime დაინტერესდა ხსენებული თემით და შეკითხვებით მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს. უწყების ოფიციალური წარმომადგენელი გამოცემასთან ამბობს, რომ ახლა უპირველესი პრიორიტეტი რუსული აგრესიისგან უკრაინის დაცვა უნდა იყოს. „ეჭვგარეშეა, რომ შავი ზღვის რეგიონისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის მიმდინარე აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთის ომმა შავი ზღვის ნაწილი საომარ ზონად გადააქცია. შავი ზღვიდან რუსული ხომალდების მიერ გასროლილი რაკეტები უკრაინის ქალაქებს მოხვდა. რუსულმა ძალებმა უკრაინის პორტები დაბლოკეს, რამაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე რთული გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია“, - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ხაზს უსვამს შავი ზღვის ზონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში NATO-ს მოკავშირეების როლს. „ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი, რუსული აგრესიისგან უკრაინის დაცვა უნდა იყოს. ამავდროულად, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ისედაც მრავალმხრივი ჩართულობის გაღრმავებას რეგიონში. მოგეხსენებათ, 2022 წლის 24 თებერვლიდან, შეერთებულმა შტატებმა და NATO-მ გააფართოვეს ჩვენი ყოფნა შავი ზღვის რეგიონში. NATO-ს მოკავშირეებს, რუმინეთს, თურქეთსა და ბულგარეთს შავი ზღვის ზონის უსაფრთხოებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ“, - ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან.
ვარშავამ რუსეთის ელჩი დაიბარა
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა რუსეთის ელჩი ვარშავაში, სერგეი ანდრეევი, 5 მაისს, რუსული გამანადგურებლის მიერ პოლონური თვითმფრინავისთვის გზის ჩაჭრის გამო. ვარშავამ მომხდარი მკაცრად დაგმო. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსული მხარის პროვოკაციულ და აგრესიულ ქცევას, რაც სერიოზული საერთაშორისო ინციდენტია“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, 5 მაისს, NATO-ს საჰაერო ძალები მზადყოფნაში მოიყვანეს, რუსული გამანადგურებელი შავი ზღვის თავზე პოლონურ თვითმფრინავს აედევნა.
პარტნიორების მიერ გადაცემული 575 ტანკიდან, 325, უკრაინას პოლონეთმა გაუგზავნა
პარტნიორების მიერ გადაცემული 575 ტანკიდან, 325, უკრაინას პოლონეთმა გადასცა. პოლონეთის დიპლომატიური მისია ევროკავშირში, იუწყეა, რომ ამ დროისთვის უკრაინას ყველა პარტნიორისგან სულ 575 ტანკი აქვს მიღებული. პოლონეთის მისიის თანახმად, 575 ტანკიდან 325 უკრაინულ მხარეს პოლონეთმა გადასცა. შემდეგ მოდის ნიდერლანდები 85-ით, გერმანია 80-ით და შეერთებული შტატები 76-ით. გარდა ამისა, უკრაინამ მიიღო სულ 28 გამანადგურებელი თვითმფრინავი, მათ შორის 14 MiG-29 პოლონეთიდან.
პოლონეთი უკრაინის ომში, გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრიოდერის როლს იძიებს - მედია
პოლონური გამოცემა RMF FM საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პოლონეთი უკრაინის ომში გერმანიის ყოფილი კანცლერის გერჰარდ შრიოდერის როლს იძიებს. მისივე თანახმად, პოლონეთის პროკურატურამ გერმანიის ყოფილი კანცლერის გერჰარდ შრიოდერის მიმართ გამოძიება დაიწყო - მას უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრაში შრიოდერის როლი აინტერესებს. გამოძიებას პოლონეთის ეროვნული პროკურატურის მაზოვიეცის ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის განყოფილება აწარმოებს. „გამოძიების მიერ მიღებული დოკუმენტების თანახმად, გერმანელ პოლიტიკოსს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში მისი თანამდებობები შესაძლოა, ევროკავშირის ქვეყნებსა და უკრაინაზე ზეწოლისთვის გამოეყენებინა”, - წერს გამოცემა. გამოცემა ასევე წერს, რომ გამოძიება გაარკვევს, რა როლი ითამაშა გერმანიის ყოფილმა კანცლერმა რუსეთის მიერ „შეჭრის მომზადებაში, რადგან მისი დაწყების მიუხედავად, შრიოდერი კრემლისგან არ დისტანცირდა და რუსულ ენერგეტიკულ კომპანიებში თანამდებობების დაკავება გააგრძელა.
პოლონეთმა რუსეთის საზღვართან განსათავსებლად, ამერიკული HIMARS-ის ტიპის საარტილერიო სარაკეტო სისტემა მიიღო
პოლონეთმა, რუსეთის საზღვართან განსათავსებლად, აშშ-ის მიერ წარმოებული მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემის (HIMARS) პირველი პარტია მიიღო. პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ ოფიციალური ვარშავა HIMARS-ის კიდევ ერთი პარტიის მოწოდებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. „ეს იარაღი ჩვენი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მე-16 მექანიზებულ დივიზიაში განთავსდება. მისი ამოცანა აგრესორის შეკავება, პოლონეთისა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე პოლონეთის არმიის გაძლიერება იქნება", - განაცხადა მარიუშ ბლაშჩაკმა. მედიის ცნობით, M142 HIMARS-ები პოლონეთმა 2019 წლის თებერვლის შეთანხმების ფარგლებში მიიღო.
დუდა: წლებია, საქართველოს მხარდამჭერი ვარ., მხარს ვუჭერ ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკას
იმედი მაქვს, რომ რამდენიმე წელიწადში იქნებით ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ რეიკიავიკში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტი გაიხსნა. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუმცა დეკემბერში ამ გადაწყვეტილების მიღებას თავად მხარს დაუჭერს. „მთლიანობაში, მე მხარს ვუჭერ საქართველოს. წლებია, საქართველოს მხარდამჭერი ვარ. მხარს ვუჭერ ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკას. პოლონეთი ევროკავშირში 2004 წელს გაწევრიანდა და ჩემი აზრით, ევროკავშირის კარი ღია უნდა იყოს ახალი წევრებისთვის, ახალი კანდიდატებისთვის და საქართველო მათ შორის ერთ-ერთია“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა, რომლის კომენტარსაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.
ანდჯეი დუდა: პოლონეთი მხარს დაუჭერს გეგმებს, რომლებიც საქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერას ისახავს მიზნად
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჯეი დუდამ განაცხადა, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რათა დაჩქარდეს პროგრესი საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. მივესალმებით ევროსაბჭოს ძალისხმევას, მხარი დავუჭიროთ უკრაინას სამოქმედო გეგმით, რომელიც ფოკუსირებულია მედეგობაზე, აღდგენასა და რეკონსტრუქციაზე, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ორგანიზაციის შესაბამისობას და მნიშვნელობას, პოლონეთი მხარს დაუჭერს ამ სამოქმედო გეგმას, ისევე, როგორც იმ გეგმებს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერას. „პოლონეთმა, როგორც არაერთი აგრესიის მსხვერპლმა, კარგად იცის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მნიშვნელობა ომის დროს ჩადენილი დაშაულებისთვის უკრაინაში. კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და ომის დანაშაულები, უნდა იყოს დასჯილი სრული მასშტაბით, ვიდრე ყველა დამნაშავე არ დაისჯება და ვიდრე ყველა მსხვერპლი არ მიიღებს კომპენსაციას ტანჯვისთვის. დუდა: წლებია, საქართველოს მხარდამჭერი ვარ., მხარს ვუჭერ ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკას ჩვენ მივესალმებით ევროპის საბჭოს ძალისხმევას, მხარი დავუჭიროთ უკრაინას სამოქმედო გეგმით, რომელიც ფოკუსირებულია მედეგობაზე, აღდგენასა და რეკონსტრუქციაზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ორგანიზაციის შესაბამისობას და მნიშვნელობას. პოლონეთი მხარს დაუჭერს ამ სამოქმედო გეგმას, ისევე როგორც იმ გეგმებს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერას. გამოცდილებიდან ვიცით, რომ ევროსაბჭოს დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი წევრი ქვეყნებისთვის, რომლებიც აპირებენ ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ერთად მუშაობა, რათა დავაჩქაროთ პროგრესი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირისკენ გზაზე“, - განაცხადა ანდჯეი დუდამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
პოლონეთმა F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების მომზადება დაიწყო - ბორელი
რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის პოლონეთმა, უკვე დაიწყო უკრაინელი მფრინავების მომზადება აშშ-ის წარმოების F-16 ტიპის გამანადგურებლებზე, განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა 23 მაისს. F-16-ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე, უკრაინელი მფრინავების წვრთნები უკვე დაწყებულია - ბორელი უკრაინულ საინფორმაციო სააგენტო Ukrinform-ს პოლონეთის მთავრობის წყარომ F-16-ებზე წვრთნის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა. წყაროს თქმით, ოფიციალური განცხადება მალე გაკეთდება. ნიდერლანდები შესაძლოა, გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინაში F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გაგზავნის რა დრო დასჭირდება უკრაინისთვის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას განახლება: „მზად ვართ. პოლონეთის მხარე მზად არის, პილოტებს F-16-ების მართვა შეასწავლოს. ეს სწავლება ჯერ არ დაწყებულა“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა. აშშ-ის საჰაერო ძალების მდივანმა ფრენკ კენდალმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინას ამერიკული F-16 მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას, საუკეთესო სცენარის მიხედვით, რამდენიმე თვე დასჭირდება. ამის შესახებ CNN იტყობინება. კენდალმა განმარტა, რომ სულ მცირე „რამდენიმე თვე“ დასჭირდება, ვიდრე უკრაინას ექნება F-16-ების ოპერირების შესაძლებლობა და რამდენიმე დეტალი უნდა დამუშავდეს, სანამ უკრაინის საჰაერო ძალები შეძლებენ დასავლური თვითმფრინავების დიდი რაოდენობით ფრენას. თუმცა კენდალმა განმარტა, რომ ეს შედარებით მაინც სწრაფი ვადებია, რადგან, ჩვეულებრივ, ორ წელზე მეტი სჭირდება თვითმფრინავზე ახალი ამერიკელი პილოტის მომზადებას. განახლებულ კურსსაც კი, რომლის დროსაც მფრინავი დროებით შორდება მართვას, შეიძლება, ხუთ თვემდე დასჭირდეს. უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას აშშ პრიორიტეტად აცხადებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამეტის სპიკერის თქმით, უკრაინელებს გარკვევით განუმარტეს, რომ არ აძლევენ საშუალებას და არ ახალისებენ მათ, რომ თავდასხმები უკრაინის ტერიტორიის გარეთ განახორციელონ, მაგრამ, მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ახსოვდეს, რომ ომი რუსეთმა წამოიწყო. „სწორედ რუსეთმა წამოიწყო ეს ომი. სწორედ რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სწორედ რუსეთი ესხმის თავს სკოლებს, საავადმყოფოებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასე რომ, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი სამხედრო ოპერაციები, მაგრამ ამ ომში აგრესორი სწორედ რუსეთია“, - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. შეერთებულმა შტატებმა მწვანე შუქი აუნთო მესამე ქვეყნებს, გააერთიანონ ძალისხმევა უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების მიზნით. ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ უკვე გამოაცხადა F-16 მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი პილოტების მომზადების პროგრამების დაწყების შესახებ. აშშ „თვითმფრინავების კოალიციას“ უერთდება და F-16-ებზე უკრაინელ პილოტებსაც გაწვრთნის - CNN პენტაგონი მესამე ქვეყნების მიერ, უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას არ ეწინააღმდეგება- Politico დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ. დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.
პოლონეთი მზადაა, 30 000 უკრაინელი სამხედრო გაწვრთნას - მარიუშ ბლაშჩაკი
ვარშავა მზადაა, 30000-მდე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე მოამზადოს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ მზად ვართ, მოვამზადოთ 30 000 ჯარისკაცი, ეს პროცესი ნამდვილად კარგად მიმდინარეობს”, - განაცხადა ბლაშჩაკმა. მისი თქმით, ევროპულმა ინსტიტუტებმა პოლონეთში უკრაინელი სამხედროების მომზადების პერსპექტივები დადებითად შეაფასეს. პოლონეთის ვიცე-პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ბრიუსელში გერმანიის თავდაცვის მინისტრთან ბორის პისტორიუსთან განიხილა ცენტრის შექმნის საკითხი, სადაც ტანკებს შეაკეთებენ. მისი თქმით, ამ კონტექსტში არის „გარკვეული გამოწვევები“, თუმცა დარწმუნებულია, რომ მათ წარმატებით გაუმკლავდებიან. ბლაშჩაკმა ასევე განაცხადა, რომ მალე პისტორიუსი პოლონეთს ეწვევა, ამიტომ, მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა, განიხილონ აღნიშნული ჰაბის შექმნის დეტალები.
პოლონეთი წყალქვეშა ნავების შესყიდვის პროგრამას იწყებს
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ პოლონეთი 2023 წელს, წყალქვეშა ნავების შესყიდვის პროგრამის დაწყებას გეგმავს. პოლონეთმა სამხედრო ხარჯები გაზარდა მას შემდეგ, რაც მეზობელ უკრაინაში რუსეთი შეიჭრა.გასული წლის თებერვალში, მთავრობამ პირობა დადო, რომ გააორმაგებს ჯარის რაოდენობას და თავდაცვაზე მშპ-ს 4%-ს დახარჯავს. „ჩვენ ვიწყებთ პროგრამის განხორციელებას. წელს ვგეგმავთ წყალქვეშა ნავების შესყიდვის პროცედურის დაწყებას“, - განაცხადა მინისტრმა.
პოლონეთის სეიმი რუსული აქტივების კონფისკაციის მიზნით, საკოსტიტუციო ცვლილებას განიხილავს
პოლონეთის სეიმი ხუთშაბათს, 25 მაისს, ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებებს განიხილავს. ცვლილებები მას საშუალებას მისცემს, გაყინული რუსული აქტივების კონფისკაცია მოახდინოს. პოლონეთის მთავრობას სურს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, კონსტიტუცია შეცვალოს - ზომებს შორის, რომლებსაც ის დანერგავს, ასევე შედის გადასახადის დაწესება იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ბიზნესს რუსეთში აწარმოებენ. საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პარტიამ - კანონი და სამართლიანობა (PiS) წარადგინა. ცვლილებების პროექტი ასევე ეხება პოლონეთის არმიის დაფინანსებას. პოლონეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ დისკუსია მარტიდან მიმდინარეობს, როდესაც პრემიერ-მინისტრმა, მათეუშ მორავეცკიმ ოპოზიციას მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ოპოზიციის აზრით, რუსული ქონების ჩამორთმევისთვის საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებელი არ არის. ისინი ამტკიცებენ, რომ რუსული აქტივების წინააღმდეგ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება შესაძლებელია. პარტიამ „კანონმა და სამართლიანობამ“ კონსტიტუციაში ცვლილების პროექტი ოფიციალურად 7 აპრილს წარადგინა. მთავრობა აპირებს, რომ ჩამორთმეული ქონების გამოყენება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად გამოიყენოს.
პოლონეთი რუსეთსა და ბელორუსში რეგისტრირებული სატვირთო მანქანებისთვის, ივნისიდან ბელორუსთან საზღვარს კეტავს
პოლონეთი პირველი ივნისიდან ბელორუსთან საზღვარს კეტავს რუსეთსა და ბელარუსში რეგისტრირებული სატვირთო მანქანებისთვის. შესაბამის განკარგულებას პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ ხელი უკვე მოაწერა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. „პოლონეთი პირველი ივნისიდან შეაჩერებს სატვირთო მიმოსვლას რუსეთსა და ბელორუსში რეგისტრირებული ტრაილერებისთვის, რომლებიც ცდილობენ ბელორუსის საზღვრის გადაკვეთას“, - ციტირებს მედია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას. უფრო ადრე, ვარშავამ 365 ბელორუსიელ ფიზიკურ პირს, მათ შორის 150-ზე მეტ დეპუტატს სანქციები დაუწესა. პოლონური მხარის განმარტებით, ისინი მხარს უჭერდნენ ბელორუსის რეჟიმს, რეპრესიულ პოლიტიკას, მინსკში ხელისუფლების ლეგიტიმაციას. გადაწყვეტილება ვარშავამ პოლონელ-ბელარუსი ჟურნალისტისა და აქტივისტის, ლუკაშენკოს კრიტიკოსის, ანჟეი პოჩობუტის დაპატიმრების საპასუხოდ მიიღო. ბელორუსის სასამართლომ მას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები: გვინდა, რომ საქართველომ გამოიყენოს შანსი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდეს
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის შვედ კოლეგას უმასპინძლა. მინისტრებმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ამის შესახებ პოლონეთის რადიო წერს. პოლონელმა ზბიგნევ რაუმ და შვედმა ტობიას ბილსტრომმა ორშაბათს მოლაპარაკებები ვარშავაში გამართეს, იტყობინება პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP-ი. პოლონეთის უმაღლესმა დიპლომატმა შვედეთს "სტრატეგიული პარტნიორი" უწოდა. რაუმ ხაზი გაუსვა, რომ მისი ბოლო შეხვედრები ბილსტრომთან, ფოკუსირებული იყო „ჩვენი ქვეყნების საერთო საზრუნავზე - რეგიონში უსაფრთხოებაზე“. რაუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „პოლონეთი სრულად უჭერს მხარს შვედეთის წევრობას NATO-ში და იყო ერთ-ერთი პირველი წევრი ქვეყანაა, რომელმაც ოფიციალურად დაამტკიცა სტოკჰოლმის გაწევრიანება“. პოლონეთი და შვედეთი მხარს უჭერენ უკრაინის ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ, ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს 11-12 ივლისს ვილნიუსში, ლიეტუვაში NATO-ს მოახლოებულ სამიტზე მითითებით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა: „ჩვენი მისიაა, პატივი ვცეთ უკრაინის გადაწყვეტილებებს და უზრუნველვყოთ ჩვენი ძლიერი და მტკიცე მხარდაჭერა“. პოლონური რადიოს თანახმად, პოლონეთი და შვედეთი მხარს უჭერენ უკრაინის და მოლდოვის მისწრაფებებს, დაიწყონ მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ამ წლის ბოლომდე: „ჩვენ ასევე გვინდა, რომ საქართველომ გამოიყენოს თავისი შანსი და გახდეს ბლოკში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა“, - განაცხადა რაუმ პოლონური რადიოს ცნობით. ანალოგიურ ციტატას ავრცელებს პოლონური ტელეარხი tvn24.
პოლონეთის მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ ბელორუსის ტერიტორიიდან სროლა იყო
პოლონეთის მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ რამდენიმე დღის წინ ბელორუსის ტერიტორიიდან გასროლა მოხდა, დაზიანებულია სამსახურებრივი მანქანა და უცნობია, რომელი იარაღი გამოიყენეს. ინციდენტში მონაწილე რაზმის უფროსმა პოლონეთის სეიმში ისაუბრა. მესაზღვრეების წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა არკადიუშ ტივონიუკმა განაცხადა, ტყვიამ მანქანის გვერდითი ფანჯარა გაიარა და გასასვლელში მეორე ფანჯარა გახვრიტა. ამ დროს მანქანაში ორი მესაზღვრე იმყოფებოდა, ამიტომ ეს მათ სიცოცხლეს პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა. მესაზღვრემ ასევე განაცხადა, რომ რომ პატრულს თითქმის ყოველდღე ქვებს ესვრიან. 2023 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, პოლონელმა მესაზღვრეებმა ბელორუსიდან საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის 12000-ზე მეტი მცდელობა დაარეგისტრირეს. ეს ეხება მსოფლიოს მესამე ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც ჩადიან ბელორუსში და იქიდან ცდილობენ ევროკავშირის ქვეყნებში ფეხით მოხვედრას. ყველაზე ხშირად ისინი არიან ავღანეთის, სირიის, ერაყის, იემენისა და სომალის მოქალაქეები. 2021 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, ბელორუსმა ევროპელი მეზობლების საზღვრებზე მიგრაციის კრიზისი შექმნა, რამაც ხელი შეუწყო აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ხალხის შესვლას საზღვარზე. ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი ამას შურისძიებად თვლიდნენ ბელორუსის ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ლუკაშენკოს რეპრესიების კონტექსტში. 2021 წლის ზამთრის შემდეგ, ასეთი მცდელობების ინტენსივობა საგრძნობლად შემცირდა, მაგრამ პრობლემა არ მოგვარებულა. გასულ წელს პოლონეთმა საზღვარზე ღობის მშენებლობა, ახლახან კი, სათვალთვალო აღჭურვილობით ელექტრონული ბარიერის მშენებლობა დაასრულა. პოლონეთმა 2021 წლის ოქტომბერშიც განაცხადა, რომ ბელორუსის მესაზღვრეებმა მის ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს. საპასუხოდ, პოლონეთმა ბელორუსის საზღვარე მიგრანტების მომრავლების ფონზე, საგანგებო რეჟიმი შემოიღო. ასევე გამოიძახა ბელორუსის საქმეთა დროებითი რწმუნებული. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლუკაშ იასინამ განაცხადა, რომ საქმეთა დროებითი რწმუნებული ალექსანდრი ჩასნუსკი დაიბარეს საზღვარზე ბელორუსული მხარის „პროვოკაციების“ განსახილველად, მათ შორის გავრცელებული სროლების შესახებ. სამინისტროს დატოვებისას ჩასნუსკიმ უარყო, რომ საზღვარზე სროლა იყო. „ბელორუსის პატრულმა ესროლა პოლონეთის არმიის ჯარისკაცებს, რომლებიც ჩვენთან ერთად პატრულირებენ საზღვარზე", - ციტირებდა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP-ი სასაზღვრო დაცვის სპიკერის ანა მიხალსკას სიტყვებს. მისივე თანახმად, სავარაუდოდ, გემოყენებული იყო ცარიელი ვაზნები, რადგან დაზიანება არავის მიუღია.
პოლონეთის სეიმმა უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა
პოლონეთის სეიმმა უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შესაბამის რეზოლუციას მხარი 443-მა დეპუტატმა დაუჭირა. რეზოლუციაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ დღეს უკრაინა იცავს არა მხოლოდ თავის სახელმწიფოებრიობას, არამედ საერთო ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია და წესრიგი, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართალზე. ცნობისთვის, ვილნიუსში ალიანსის სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება.
პოლონეთი, ლატვია და ლიეტუვა „ვაგნერის აჯანყების“ შემდეგ, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას ითხოვენ
„ვაგნერის“ გადაადგილება ბელორუსში, ჩვენთვის უკიდურესად ნეგატიური სიგნალია. ხსენებული განცხადება პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ გააკეთა. პოლონეთის პრეზიდენტის თანახმად, NATO-ს წარმომადგენლებმა, 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები უნდა განახორციელონ, რათა გააუმჯობესოს თავდაცვის დაგეგმვა და უზრუნველყოს მოკავშირეთა ძალების უფრო სწრაფი რეაგირების შესაძლებლობები. ლუკაშენკოს თქმით, პრიგოჟინი ბელორუსში იმყოფება „ახლა NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის - პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოებას ვაძლიერებთ. ვხედავთ რა ხდება აღმოსავლეთით. „ვაგნერის” ჯგუფი ბელორუსში გადაადგილდება, რაც ჩვენთვის უკიდურესად ნეგატიური სიგნალია და ამას ჩვენს მოკავშირეებამდე მივიტანთ”, - განაცხადა დუდამ. აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერება ასევე მოითხოვეს ლატვიაში. „ვაგნერის“ ჩასვლა ბელორუსში, უნდა განიხილებოდეს NATO-ს სამიტისა და ყველა დისკუსიის ფონზე, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ თავდაცვის, შეკავების და საჭირო გადაწყვეტილებებზე, რომლებიც აუცილებელია აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა. 26 ივნისის განცხადების თანახმად კი, ვიდრე ოფიციალურად განაცხადებდნენ, რომ ლუკაშენკო ბელორუსშია, ლიეტუვის პრეზიდენტი ამბობდა, რომ პრიგოჟინი თუ ბელორუსში აღმოჩნდება, ლიეტუვა NATO-ს აღმოსავლეთის ფლანგის კიდევ უფრო გაძლიერებას მოითხოვს. ნაუსედამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ სპეცსამსახურები გააძლიერებენ ლიეტუვის უსაფრთხოების პოლიტიკის ასპექტების და მეზობელ ბელორუსში შექმნილი სიტუაციის შეფასებას. „თუ პრიგოჟინი ან „ვაგნერის“ ჯგუფის ნაწილი ბელორუსში აღმოჩნდება გაურკვეველი გეგმებითა და გაურკვეველი ზრახვებით, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დაგვჭირდება კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი აღმოსავლეთის საზღვრების უსაფრთხოება“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა. რას პასუხობს სტოლტენბერგი ლიეტუვის წინადადებას აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაზე გარდა ამისა, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ხაზი გაუსვა, რომ „ვაგნერის“ გადაადგილების სისწრაფემ აჩვენა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების დაცვა უნდა გაძლიერდეს. „ჩვენი ქვეყნების საზღვრები ამ აქტივობიდან სულ რაღაც ასეულ კილომეტრშია, ასე რომ, შესაძლოა მათ 8-10 საათი დასჭირდეთ, რომ მოულოდნელად გამოჩნდნენ სადღაც ბელორუსში, ლიეტუვასთან ახლოს. ეს ქმნის უფრო არასტაბილურ, არაპროგნოზირებად გარემოს ჩვენი რეგიონისთვის. ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ ბალტიის რეგიონის დაცვის საკითხს“, - აღნიშნა ლანდსბერგისმა. ბელორუსი NATO-ს წევრ ლატვიას, ლიეტუვას და პოლონეთს ესაზღვრება. „საფრანგეთი შეიძლება იყოს ღირებული პარტნიორი ბალტიისპირეთის ქვეყნების საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების საქმეში. ჩვენ ვიცით ფრანგული ტექნოლოგიების შესახებ და ის შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც ჩვენი შეკავების სტრატეგიის ნაწილი, რათა „ვაგნერმა“ და არცერთმა რუსმა სამხედრომ არ იფიქროს ბალტიის ქვეყნების საზღვრების გადაკვეთაზე“, - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. ორშაბათს, გერმანიამ განაცხადა, რომ მზადაა, ლიეტუვაში 4000 ჯარისკაცი მუდმივად განათავსოს დასავლეთის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და „პრიგოჟინის ამბოხს“ უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“. ჯო ბაიდენი რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე: ამ ამბავთან საერთო არაფერი გვაქვს - ეს იყო რუსეთის სისტემის შიგნით ბრძოლის ნაწილი ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში. ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა. ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს. ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ. 2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა. ლიეტუვის პარლამენტმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო „დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ლიეტივის პრეზიდენტის შემდეგ, კიევში პოლონეთის ლიდერიც ჩავიდა
ლიეტივის პრეზიდენტის შემდეგ, კიევში პოლონეთის ლიდერიც ჩავიდა. ანდჯეი დუდას ვიზიტის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია Twitter-ზე გავრცელდა. მანამდ, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა კიევში ჩავიდა. ის უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შეხვდება, იუწყება RBC-Ukraine. ნაუესდა მონაწილეობას მიიღებს უკრაინის კონსტიტუციის მიღებიდან 27-ე წლისთავისადმი დაგეგმილ ღონისძიებებში. ზელენსკისთან შეხვედრისას ნაუსედა მოახლოებული NATO-ს სამიტის დღის წესრიგს განიხილავს. ლიდერები ასევე ყურადღებას გაამახვილებენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებსა და ლიეტუვისა და ევროკავშირის შემდგომ დახმარებაზე. ლიეტუვის პრეზიდენტი კიევში ჰააგიდან ჩავიდა, სადაც უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრეს. კიევიდან ნაუსედა გაემგზავრება ბრიუსელში, სადაც 29 ივნისს ევროპის ლიდერები შეიკრიბებიან.
ვილნიუსის სამიტის წინ, პოლონეთმა და ლიეტუვამ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირეს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 28 ივნისს კიევში შეხვდა თავის პოლონელ და ლიეტუველ კოლეგებს. ანდჯეი დუდამ და გიტანას ნაუსედამ ვილნისუსის სამიტის სამზადისი განიხილეს. დუდამ და ნაუსედამ განაცხადეს, რომ ალიანსის სამიტი უნდა დაეხმაროს უკრაინას წევრობის გზაზე. ოფიციალური განცხადების თანახმად, დუდამ აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ვილნიუსის სამიტის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანებია. „ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ უკრაინის უსაფრთხოება არის ჩვენი ყველას უსაფრთხოება. ეს არის ჩვენი საერთო ინტერესები - NATO რაც შეიძლება ძლიერი გავხადოთ ევროპის ჩვენს ნაწილში. და ძალიან მალე - უკრაინა გახდეს ალიანსის სრულუფლებიანი წევრი“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. ორივე ევროპელმა ლიდერმა ასევე დაარწმუნა ზელენსკი, რომ მხარს დაუჭერენ უკრაინის ევროპულ მისწრაფებებს. ნაუსედა იმედოვნებს, რომ კიევი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს უკვე 2023 წელს დაიწყებს. ვილნიუსის სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება.
სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლონეთისთვის $15 მილიარდის მოცულობის თავდაცვის სისტემის აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა 15 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტი, რომელიც ასევე მოიცავს Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის საჭირო აღჭურვილობას. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, პოლონეთი საკუთარი უსაფრთხოებისა და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებისკენ ისწრაფვის. მიუხედავად სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამტკიცებისა, ინფორმაციაში არ არის მითითებული, რომ ხელშეკრულება გაფორმდა ან მოლაპარაკებები დასრულდა. ევროპის ქვეყნების მხრიდან აშშ-ის შეიარაღების მიმართ ინტერესი ბოლო პერიოდში საბრძოლო მასალების, ანტისაჰაერო სისტემების, კავშირის საშუალებების, დრონების და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების, „ჯაველინების“ მიმართ მოთხოვნის ზრდის გამო გაიზარდა. პაკეტი სულ მოიცავს Patriot-ის ტიპის 48 გამშვებ სადგურს, ასევე შესაბამისი ტიპის 644 გადამტან რაკეტას და სხვა ელემენტებს. პენტაგონის სააგენტომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში 28 ივნისს აცნობა კონგრესს პოლონეთისთვის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვის შესახებ. დაკვეთის მთავარი მიმღებნი არიან კომპანიები Raytheon Corp-ი და Lockheed Martin-ი.
პოლონეთი ბელორუსთან საზღვარზე 500 პოლიციელს გზავნის
Reuters-ის თანახმად, პოლონეთი ბელორუსთან საზღვარზე 500 პოლიციელს გაგზავნის. სააგენტოს ცნობით, პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება „ბელორუსის საზღვარზე დაძაბული სიტუაციიდან გამომდინარე მიიღეს“. „ისინი შეუერთდებიან 5000 მესაზღვრეს და 2000 ჯარისკაცს, რომლებიც ამ საზღვრის უსაფრთხოებას იცავენ. პოლონეთის მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ შაბათს ბელორუსიდან პოლონეთში არალეგალურად გადასვლა 187-მა ადამიანმა სცადა. კონტექსტი გასულ კვირას ვარშავამ გამოაცხადა, რომ „ვაგნერის“ მებრძოლების ბელორუსში გადასვლის გამო უსაფრთხოების ზომების გამკაცრება გადაწყვიტა. „ვაგნერის“ ბელორუსის ტერიტორიაზე ყოფნის გამო, პოლონეთი, ლატვია და ლიეტუვა NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას ითხოვენ. ლუკაშენკოს თქმით, პრიგოჟინი ბელორუსში იმყოფება ბელორუსი NATO-ს წევრ ლატვიას, ლიეტუვას და პოლონეთს ესაზღვრება. ევროპაში უსაფრთხოების შეცვლილი გარემოს ფონზე, NATO მეორე სამიტს მადრიდის შემდეგ, ვილნიუსში ჩაატარებს. ევროპული სახელმწიფოს მეთაურები ლიეტუვის დედაქალაქში 11-12 ივლისს შეიკრიბებიან. ლიეტუვა განსაკუთრებულად ემზადება და უსაფრთხოების ზომებს იღებს. ქვეყანამ ამ მიზნით უკვე გამოყო 3000 ჯარისკაცი. პარალელურად, გერმანია კოლექტიური გადაწყვეტილებების საფუძველზე ვილნიუსში Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემებს განათავსებს. სხვა საკითხების მათ შორის ომში მყოფი უკრაინის მისწრაფებების განხილვასთან ერთად მოსალოდნელია, რომ სამიტის მონაწილეები ახალ გადაწყვეტილებებს მიიღებენ NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების თაობაზე. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა რამდენიმე დღის წინ მიანიშნა იმ ფონზე, რომ ბელორუსში ევგენი პრიგოჟინის ყოფნის შესახებ ცნობები ფლანგის წევრების შეშფოთებას იწვევს. „ჩვენ ვილნიუსის სამიტზე ასევე მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ახალი მოდელის და ასევე გეგმების შესახებ, რომლის თანახმადაც გამოიყოფა „კონკრეტული ძალები კონკრეტული ტერიტორიების დასაცავად“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. დეტალების დაკონკრეტების გარეშე ასევე მიუთითა სტოლტენბერგმა, რომ NATO-ს საჰაერო საპოლიცია მისიის გარდაქმნა თავდაცვით ფორმირებად, შესაძლებელია. მან ხაზი გაუსვა, რომ რეალურად, ცივი ომის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ალიანს აქვს გეგმები, რომლებიც დაკავშირებულია „კონკრეტულ ძალებთან, კონკრეტული ტერიტორიების დასაცავად“. ამის პარალელურად გახდა ცნობილი, რომ გერმანია მზადაა, ლიეტუვაში 4000 ჯარისკაცი მუდმივად განათავსოს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ბერლინი ლიეტუვაში, დამატებით 4000 სამხედროს განთავსებას გეგმავს. „დოიჩე ველეს“ თანახმად, მიზანი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაა. პისტორიუსის თქმით, ამისთვის დამატებითი ობიექტების აშენება იქნება საჭირო. ბორის პისტორიუსმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია, როგორც NATO-ს წევრი და ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, მზადაა, ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის დაცვა გააუმჯობესოს. გერმანია უკვე ხელმძღვანელობს NATO-ს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფს ლიეტუვაში. ჯგუფი დაახლოებით, 1000 ჯარისკაცისგან შედგება. ლიეტუვა დიდი ხანია ითხოვს, რომ ქვეყანაში გერმანული ბრიგადა მუდმივად ყოფილიყო წარმოდგენილი. აქამდე ბერლინი წინააღმდეგობას უწევდა ლიეტუვაში ბრიგადის უმეტესი ნაწილის მუდმივ განლაგებას და ამტკიცებდა, რომ ჯარების სწრაფად განლაგება გერმანიის ბაზებიდანაც შეიძლებოდა. პისტორიუსი ამ კვორაში ლიეტუვაში იმყოფებოდა, რომ გერმანიისა და ლიეტუვის არმიის მონაწილეობით, NATO-ს ერთობლივ წვრთნას ("Griffin Storm") დაკვირვებოდა. გერმანიამ ლიტუვაში წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, 41-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადის - „Vorpommern“-ის 1000 ჯარისკაცი და 300 ტანკი გაგზავნა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები NATO-ს როტაციული წარმომადგენლობების გაზრდას მოითხოვდნენ. ბალტიისპირეთის ქვეყნები ალიანსს 2004 წელს შეუერთდნენ. მანამდე NATO-ს, აღმოსავლეთ ფლანგზე ძალები არ ჰყავდა განთავსებული. უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ალიანსმა ბალტიისპირეთსა და პოლონეთში მრავალეროვანი ჯარის ნაწილების როტაციის პრინციპით განლაგების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. 2017 წლიდან, NATO-მ ბალტიისპირეთის თითოეულ სახელმწიფოში, სამი მრავალეროვნული ბატალიონი განათავსა. რუსული აგრესიის და საფრთხეების ზრდის საპასუხოდ კი, წარმომადგენლობის რაოდენობა იზრდებოდა. ასევე გაეცანით: ცივი ომის შემდეგ პირველად, NATO რუსეთის პოტენციურ თავდასხმაზე საპასუხო, დეტალურ სამხედრო გეგმას დაამტკიცებს - Reuters „კონკრეტული ძალები“ „კონკრეტული ტერიტორიების“ დასაცავად - რა გეგმა აქვს NATO-ს პირველად ცივი ომის შემდეგ
პოლონეთში რუსული ჯაშუშური ქსელის კიდევ ერთი წევრი დააკავეს
პოლონეთმა დააკავა რუსული ჯაშუშური ქსელის კიდევ ერთი წევრი, რითაც გამოძიების შედეგად დაკავებულთა საერთო რაოდენობა 15-მდე გაიზარდა, განაცხადა ორშაბათს შინაგან საქმეთა მინისტრმა. პოლონეთი მოსკოვს დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს. გამოძიების ცნობით, ეჭვმიტანილი სამხედრო ობიექტებსა და საზღვაო პორტებს აკონტროლებდა. პროკურორებმა განაცხადეს, რომ დაკავებული უკრაინის მოქალაქეა, რომელიც პოლონეთში 2019 წლიდან იმყოფებოდა და დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პროკურორების თქმით, ის წინასწარ პატიმრობაში იქნება. ჯაშუჯობაში ბრალდებულები პოლონეთში მარტსა და ივნისშიც დააკავეს. პროკურორებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ გამოძიების ფარგლებში შემდგომი დაკავებები გამორიცხული არ არის.
პოლონეთმა სამხრეთ კორეის მიერ წარმოებული პირველი მსუბუქი საბრძოლო თვითმფრინავი მიიღო
სამხრეთ კორეის მიერ წარმოებული პირველი მსუბუქი საბრძოლო თვითმფრინავი FA-50 პოლონეთში ჩაფრინდა. ამის შესახებ პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და ეროვნული თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა. მანამდე თავდაცვის მინისტრმა ქვეყანაში სამხრეთ კორეის მიერ წაროებული თვითმფრინავების მიწოდების დაწყების შესახებ განაცხადა. მთლიანობაში ვარშავა სეულიდან 48 FA-50-ის ტიპის თვითმფრინავის შეძენას აპირებს. ”პოლონეთის არმიისთვის განკუთვნილი პირველი ორი FA-50-ის ტიპის თვითმფრინავი უკვე პოლონეთშია! სამხრეთ კორეაში შეკვეთილი მსუბუქი საბრძოლო თვითმფრინავი, რომელიც ჩაანაცვლებს პოსტსაბჭოთა აღჭურვილობას, გააძლიერებს საჰაერო ძალების პოტენციალს“, - ამბობს მინისტრი.
დუდას შეფასებით, უკრაინის მომავალი წევრობის შესახებ ვილნიუსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები საკმარისი არ არის
პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჯეი დუდას შეფასებით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის მომავალი წევრობის შესახებ ვილნიუსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები საკმარისი არ არის. დუდას თქმით, NATO-ში უკრაინის სრულუფლებიანი წევრობის კონკრეტულ ვადებზე საუბარი რუსეთთან ომის დასრულებამდე შეუძლებელია. „იმედი მაქვს, რომ ჩვენი ალიანსის სრულუფლებიანი წევრი უკრაინა უკვე რამდენიმე წელიწადში გახდება. რუსეთთან ომის დასრულებამდე კონკრეტულ ვადებზე საუბარი შეუძლებელია. ახლა ამ საკითხზე მსჯელობა ძალიან რთულია და პრაქტიკულად შეუძლებელია, იმის გათვალისწინებით, რომ ამისთვის ნატოში ერთსულოვნება არის საჭირო”, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. მან ხაზი გაუსვა, რომ NATO-ში უკრაინის წევრობა ალიანს გააძლიერებს და ასევე, პოლონეთის უსაფრთხოებას გააუმჯობესებს. „უკრაინა NATO-ს ბრძოლაში გამოცდილ ჯარს დაახვედრებს. გარდა ამისა, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ბუფერულ ზონას, რომელიც პოლონეთს და ალიანსის სხვა წევრ ქვეყნებს რუსეთის მხრიდან საფრთხისგან დაიცავს”, - განაცხადა ანდჯეი დუდამ.
პოლონეთში პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვა გაიცა
პოლონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ პოლონეთის კლიმატისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ, კერძო კომპანია Polskie Elektrownie Jądrowe-ს (PEJ) ქვეყანაში პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის უფლება მისცა. ვარაუდობენ, რომ პოლონეთში პირველი ატომური ელექტროსადგური პომერანიაში, ამერიკული რეაქტორის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით აშენდება. ელექტროსადგურის მშენებლობა 2026 წელს უნდა დაიწყოს, პირველი რეაქტორი კი, 2033 წელს გამოჩნდება. პოლონეთის კლიმატის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ დაგეგმილი ინვესტიცია ახორციელებს პოლონეთის ბირთვული ენერგიის განვითარების პროგრამას, რომელიც შეესაბამება პოლონეთის ენერგეტიკულ პოლიტიკას 2040 წლამდე და ევროკავშირის კლიმატის პოლიტიკის მიზნებს. გასულ წელს პოლონეთმა სამხრეთ კორეასთან ქვეყნის მეორე ატომური ელექტროსადგურის აშენების თაობაზე შეთანხმება დადო, რათა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება შეამციროს. ბირთვული ენერგიის შესახებ პროგრამის ფარგლებში, პოლონეთი სამი ატომური ელექტროსადგურის (6 რეაქტორით) აშენებას გეგმავს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ გასული წლის ოქტომბერში განაცხადა. მორავეცკიმ აღნიშნა, რომ ქვეყნის ბირთვული პროგრამა ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად წამოიწყეს. მან ისიც დაადასტურა, რომ ვარშავა ამერიკულ კომპანია Westinghouse-თან ერთად იმუშავებს პირველი ატომური ელექტროსადგურის ასაშენებლად. მისივე თქმით, ხსენებული ფაქტი არ ნიშნავს, რომ პოლონეთი არ განავითარებს ენერგიის განახლებადი წყაროებს. „თუმცა ჩვენ გვჭირდება სტაბილური ენერგია, რომელსაც დღეს ქვანახშირი უზრუნველყოფს“, - დაამატა მორავეცკიმ.
მორავეცკი: მეგობრებს გასაჭირში არ ვტოვებთ - პოლონელი ექიმების ჯგუფმა პრეზიდენტ სააკაშვილის გამოკვლევა დაიწყო
„ჩვენ არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში - პოლონელი ექიმების ჯგუფმა დაიწყო პრეზიდენტ სააკაშვილის გამოკვლევა,“ - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ- მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ Twitter-ზე წერს. მორავეცკის თქმით, პოლონელი ექიმები სააკაშვილს ყოვლისმომცველ სამედიცინო კვლევას უტარებენ. „ჩვენ არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში. ჩემი თხოვნით, პოლონელი ექიმების ჯგუფმა დაიწყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოვლისმომცველი სამედიცინო გამოკვლევა საქართველოში,“ - განაცხადა მატეუშ მორავეცკიმ. პოლონელი ექიმების ჯგუფი კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად პირველად გუშინ შევიდა.
პოლონელი დიპლომატი საგარეო უწყებაში გამოიძახეს
საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, მარიუშ პიეტრ ჟაკი საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა. პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი ამჟამად, პოლონეთში იმყოფება. პოლონელი დიპლომატი სამინისტროში კლინიკა „ვივამედში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტებების გასაკეთებლად დაიბარეს. შეგახსენებთ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, პოლონელი ექიმი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისაგან აღებული ნიმუშების გატანას მალულად, ფეხსაცმლის საშუალებით ცდილობდა. უწყებამ შესაბამისი ვიდეოკადრებიც გაავრცელა. რატი ბრეგაძემ, პოლონელი ექიმის სააკაშვილთან ვიზიტის დროს მომხდარ "ინციდენტზე" ისაუბრა
საგარეო უწყება: პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, ქართულმა მხარემ პოლონელ დიპლომატთან შეშფოთება დააფიქსირა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის შეხვედრა საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, მარიუშ პიეტრ ჟაკთან. უწყების ცნობით, „შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დააფიქსირა შეშფოთება პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, რა დროსაც ერთ-ერთმა ექიმმა სცადა მსჯავრდებულ სააკაშვილის სამედიცინო სინჯის პროცედურის დარღვევით გამოტანა კლინიკიდან.“ „პოლონელ დიპლომატს კიდევ ერთხელ განემარტა, რომ სახელმწიფო დაინტერესებულია, საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. შესაბამისად, არაერთხელ გამოხატა მზადყოფნა ოჯახის სურვილის შემთხვევაში კლინიკაში უცხოელი ექიმების დაშვების თაობაზე, რისი დასტურიცაა პოლონელი ექიმების ვიზიტი მსჯავრდებულ სააკაშვილთან ოჯახის შუამდგომლობითა და პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით, მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ სააკაშვილს უარი ეთქვა პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე,“ - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. მისივე თანახმად, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გაუსვა ხაზი, რომ „პოლონელ მედიკოსთა მისიაში შემავალი ერთ-ერთი ექიმის საქციელი იწვევს გაუგებრობას, შეშფოთებას და ასევე სანდოობას უკარგავს მთელს პროცესს.“ უწყების თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონელ დიპლომატს ეთხოვა მომხდარზე პოზიციის დაფიქსირება. შეხვედრაზე პოლონელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ იგი არ არის ინფორმირებული, თუ რამ გამოიწვია პოლონელი ექიმის მსგავსი საქციელი. პოლონელი დიპლომატი საგარეო უწყებაში დღეს, 17 ივლისს გამოიძახეს.
პოლონეთში საქართველოს 4 მოქალაქეა დაკავებული
პოლონეთის ქალაქ ბიტომში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. რადი თავისუფლების ცნობით, ამის შესახებ პოლონეთში საქართველოს საელჩოში ოფიციალური შეტყობინება შესულია. მიმდინარეობს საგამოძიებო პროცედურები. ადგილობრივმა მედიამ 14 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია ბიტომის ქალაქის პარკში არსებულ აუზზე მომხდარ ინციდენტზე. მოგვიანებით ქალაქის მერიამ განცხადება გაავრცელა საქართველოს 4 მოქალაქის დაკავების შესახებ. ბიტომის მერიის თანახმად, ღია საცურაო აუზის დაცვის თანამშრომლებმა ორი შეტყობინება მიიღეს ორი ბიჭისგან და ერთი გოგოს დედისგან. გოგომ დედას უამბო, რომ მას დაახლოებით 50 წლის კაცი ავიწროებდა. მსგავსი შეტყობინება მიიღო აუზის დაცვის სამსახურმა ორი ბიჭისგანაც. აუზის დაცვის თანამშრომლებმა კაცი და მისი თანმხლები სამი ადამიანი დააკავეს და პოლიციას შეატყობინეს. ბიტომის მერიის განცხადებით, მათი დაკავების შემდეგ, სანამ ადგილზე პოლიცია მივიდოდა, მომხდარის გასაპროტესტებლად შეგროვდა ხალხის დიდი რაოდენობა. ისინი ეჭვმიტანილების დასჯას მოითხოვდნენ. პოლიციას მათთან გასამკლავებლად ფარებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება დასჭირდა. 18 დან 55 წლამდე ასაკის ოთხივე დაკავებული კაცი საქართველოს მოქალაქეა. პოლიციამ ამოიღო ვიდეოჩანაწერები და მიმდინარეობს გამოძიება. პოლონური მედიის ცნობით, დაკავებულებს ბრალს დღეს, 17 ივლისს, წარუდგენენ.
უკრაინამ ელექტროენერგიის იმპორტი პოლონეთიდან სახელმწიფოთაშორისი ელექტროგადამცემი ხაზით, პირველად განახორციელა
პირველად უკრაინამ ელექტროენერგიის იმპორტი პოლონეთიდან სახელმწიფოთაშორისი ელექტროგადამცემი ხაზით განახორციელა, რომლის მოდერნიზება Ukrenergo-მ მოახდინა და ქსელში 2023 წლის მაისში ჩართო. ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახურმა განაცხადა. „16 ივლისს პირველად განხორციელდა ელექტროენერგიის იმპორტი პოლონეთიდან უკრაინაში სახელმწიფოთაშორისი ელექტროგადამცემი ხაზით, რომლის მოდერნიზება „უკრენერგომ“ წარმატებით მოახდინა. ენერგოსისტემამ მიიღო დამატებითი 800 მეგავატი სიმძლავრე 20:00 საათიდან 23 საათამდე, ყველაზე მაღალი მოხმარების პერიოდში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ვარშავის მახლობლად მდებარე აეროდრომზე თვითმფრინავი ანგარს დაეჯახა, დაიღუპა 5 ადამიანი
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავასთან ახლოს მდებარე აეროდრომზე მცირე ზომის თვითმფრინავი (Cessna 208) ანგარს დაეჯახა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი, მათ შორის პილოტი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. პოლიციის ცნობით, სულ რვა ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ანგარში ცამეტი ადამიანი უამინდობას აფარებდა თავს. კატასტროფის მიზეზი სავარაუდოდ, უამინდობა გახდა. სოფელი (Chrcynno) სადაც, ავიაკატასტროფა მოხდა, დედაქალაქ ვარშავიდან 47 კილომეტრში მდებარეობს. ადგილობრივმა სახანძრო სამსახურმა დაადასტურა, რომ ინციდენტი აეროდრომზე მოხდა და გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც თვითმფრინავის კუდი ჩანს. ბორტზე სამი ადამიანი იმყოფებოდა.
პოლონეთი ბელორუსის საზღვართან დამატებით ძალებს გზავნის
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ ორი პოლონური ბრიგადა ბელორუსის საზღვართან ახლოს გაგზავნეს. მინისტრის განმარტებით, ეს ნაბიჯი ბელორუსში „ვაგნერის“ მზარდი ყოფნის საპასუხოდ გადადგეს. ერთი ბრიგადა ახალ ბაზაზე, პოლონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, კიდევ ერთი კი, პოლონეთის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქში, ბელორუსის საზღვრიდან დაახლოებით 32 კილომეტრში განთავსდება. უკრაინული მედიის ცნობით, 17 ივლისს რუსეთიდან ბელორუსში „ვაგნერის“ მებრძოლების მესამე კოლონა ჩავიდა. პრიგოჟინის თვითმფრინავი „ხანმოკლე აჯანყების“ შემდეგ, რუსეთიდან ბელორუსში მეოთხედ ჩაფრინდა - მედია
პოლონეთის საგარეო უწყება, სააკაშვილთან პოლონელი „ექიმების ვიზიტის დროს მომხდარ ინციდენტზე“ განცხადებას ავრცელებს
„ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს მომხდარი ინციდენტი განიმარტა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას და ამ კონტექსტში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება, რომ პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერი გამოაქვეყნოს, კარგი თანამშრომლობის პრინციპებს ეწინააღმდეგება“, - შესაბამის განცხადებას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ 2023 წლის 17 ივლისს პოლონეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაბარებულ იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, პოლონელი ექიმების მიერ საავადმყოფოში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებისას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. პოლონური მხარე აფასებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას და კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ პოლონელ ექიმებს მიეცათ ყოფილი პრეზიდენტის მონახულებისა და გასინჯვის შესაძლებლობა და აქვე ხაზს უსვამს ქართველი ექიმების სრულ ჩართულობას მისი მკურნალობის პროცესში. თბილისში, ვივამედის კლინიკაში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს, რომლის მიზანი იყო ყოფილი პრეზიდენტის დახმარება, მოხდა შეთანხმებასთან შეუსაბამო, განუზრახველი და გაუთვალისწინებელი ინციდენტი, რაც დაუყოვნებლივ გაირკვა ადგილზევე და შემდეგ განიმარტა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას. ამ კონტექსტში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური პენიტენციალური სამსახურის გადაწყვეტილება, გამოაქვეყნოს პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერი და საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების არაერთი ემოციური განცხადება ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს. პოლონური მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არც ინციდენტი და არც საქართველოს ხელისუფლების მიერ მისი გამოაშკარავება გავლენას არ მოახდენს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ქართველი ექიმების საქმიანობის შეფასებაზე და არც გამოკვლევების შედეგების გაანალიზების პროცესზე. პოლონური მხარე იმედოვნებს ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობის უცვლელად გაგრძელებას და გამოთქვამს მზადყოფნას შემდგომი ქმედებებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ქართველი პარტნიორებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დახმარებას,“ - წერია განცხადებაში. 12 ივლისს სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა პოლონელი ექიმებისგან შემდგარმა ხუთკაციანმა ჯგუფმა. 14 ივლისს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომლებშიც, მისივე განცხადებით, ასახულია კლინიკა „ვივამედიდან“ პოლონელი ექიმების გამოსვლა, ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პოლონელი ექიმი, სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის ფეხსაცმლის მეშვეობით, მალულად გატანას ცდილობდა.
პუტინი უკრაინის მოკავშირე და NATO-ს წევრ პოლონეთს ემუქრება
რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ნებისმიერი აგრესია რუსეთის მეზობელი ბელორუსის წინააღმდეგ რუსეთის წინააღმდეგ აგრესიად ჩაითვლება. პუტინის მტკიცებით, პოლონეთს სურს, დაიბრუნოს უკრაინის ის ტერიტორიები, რომლებიც წარსულში მათ ეკუთვნოდათ, ასევე ოცნებობენ ბელორუსის მიწებზეც. „სავარაუდოდ, პოლონელი ლიდერები NATO-ს ქოლგის ქვეშ რაიმე სახის კოალიციის შექმნას ეყრდნობიან, რათა უშუალოდ ჩაერთონ უკრაინის კონფლიქტში იმ მიზნით, რომ საკუთარი თავისთვის უკრაინის კარგი ნაწილი მოწყვიტონ. დაიბრუნონ თავიანთი ისტორიული მიწები, როგორც ფიქრობენ, ამჟამად დასავლეთ უკრაინაში. ცნობილია, რომ ისინი ოცნებობენ ბელორუსის მიწებზეც. რაც შეეხება უკრაინის რეჟიმის პოლიტიკას, ეს მათი საქმეა. მათ თუ უნდათ, უღალატონ თავიანთ ქვეყანას და გაყიდონ რაღაცები, როგორც ამას ყველა მოღალატე აკეთებს, რათა გადაუხადონ პატრონებს, ეს მათი საქმეა. ჩვენ არ ჩავერევით. რაც შეეხება ბელორუსს, ის საკავშირო სახელმწიფოს ნაწილია. ბელორუსის წინააღმდეგ აგრესია ნიშნავს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აგრესიას. ჩვენ ვუპასუხებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით,“ – აღნიშნა პუტინმა. რუსეთთან ომში პოლონეთი უკრაინის აქტიური მოკავშირეა. მას შემდეგ, რაც ბელორუსში „ვაგნერის“ ყოფნის შესახებ გავრცელდა ცნობები, ვარშავა განსაკუთრებით მოითხოვს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას. ამასთან, პოლონეთმა, რომელიც ბელორუსთან საზღვარს აძლიერებს, ბოლოს 19 ივლისს გაგზავნა დამატებითი ძალები ამ ქვეყნის საზღვართან.
პისტორიუსი: გერმანია მზადაა, დაეხმაროს პოლონეთს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაში
გერმანია მზად არის, მხარი დაუჭიროს პოლონეთს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაში. ამის შესახებ განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა. ინფორმაციას პოლონური მედია და Reuters-ი ავრცელებენ. კერძოდ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ხსენებულ საკითხზე პრაღაში, ჩეხ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. პუტინი უკრაინის მოკავშირე და NATO-ს წევრ პოლონეთს ემუქრება ბელორუსში „ვაგნერის“ ჯგუფის ყოფნასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ კითხვას პისტორიუსმა შემდეგნაირად უპასუხა: „სადაც პოლონელ პარტნიორებს სჭირდებათ მხარდაჭერა, ისინი მიიღებენ მას. ისინი NATO-ს პარტნიორები და NATO-ს სანდო მოკავშირეები არიან. ამდენად, ჩვენ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ მზად ვართ.“ პისტორიუსის კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა 19 ივლისს განაცხადა, რომ პოლონეთი ბელორუსის საზღვართან დამატებით ძალებს გზავნის. პოლონეთი, ლატვია და ლიეტუვა „ვაგნერის აჯანყების“ შემდეგ, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას აქტიურად ითხოვენ. ასევე წაიკითხეთ: გერმანია მზადაა, ლიეტუვაში 4000 ჯარისკაცი მუდმივად განათავსოს
ვარშავამ რუსეთის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც პუტინი პოლონეთს დაემუქრა
ვარშავამ დაიბარა რუსეთის ელჩი პოლონეთში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პოლონეთს დაემუქრა. მას შემდეგ, რაც 5000 ვაგნერის მებრძოლი ბელორუსში ჩავიდა მათი ხანმოკლე აჯანყების შემდეგ, პოლონეთმა განაცხადა, რომ საზღვარს გააძლიერებს. პუტინი კი 21 ივლისს ამტკიცებდა, რომ პოლონეთი „ოცნებობს ბელორუსულ მიწებზე" და რომ ბელორუსის წინააღმდეგ აგრესია ნიშნავს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აგრესიას: „ჩვენ ვუპასუხებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით,“ – აღნიშნა პუტინმა. პუტინი უკრაინის მოკავშირე და NATO-ს წევრ პოლონეთს ემუქრება პუტინის განცხადებაზე კომენტირებისას, რომელმაც აღნიშნა, რომ სტალინმა პოლონეთს მიწები აჩუქა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, „სტალინი იყო ომის დამნაშავე, რომელიც პასუხისმგებელია ასიათასობით პოლონელის სიკვდილზე“. „ისტორიული სიმართლე სადავო არ არის. რუსეთის ფედერაციის ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახებენ,“ – განაცხადა მორავეცკიმ. რუსეთთან ომში პოლონეთი უკრაინის აქტიური მოკავშირეა. მას შემდეგ, რაც ბელორუსში „ვაგნერის“ ყოფნის შესახებ გავრცელდა ცნობები, ვარშავა განსაკუთრებით მოითხოვს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას. ამასთან, პოლონეთმა, რომელიც ბელორუსთან საზღვარს აძლიერებს, ბოლოს 19 ივლისს გაგზავნა დამატებითი ძალები ამ ქვეყნის საზღვართან.
რუსი ჩოგბურთელი ვერა ზვონარევა პოლონეთში არ შეუშვეს
რუს ჩოგბურთელს, ვერა ზვონარევას პოლონეთში შესვლა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზეზით აუკრძალეს. Reuters-ის თანახმად, ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. 38 წლის ზვონარევა იმ სპორტსმენთა სიაშია, რომლებიც ვარშავის ღია ტურნირის განაცხადში არიან. „სასაზღვრო დაცვამ რუსი ჩოგბურთელი პოლონეთში არ შეუშვა. ვერა ზვონარევა საფრანგეთის ვიზის გამოყენებით ცდილობდა ჩვენს ქვეყანაში შემოსვლას ბელგრადიდან ვარშავაში რეისით,“ - განაცხადა პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ. სერბეთიდან ჩასვლის შემდეგ, ჩოგბურთელი ვარშავის აეროპორტის სატრანზიტო ზონაში დარჩა და მონტენეგროში, პოდგორიკაში გაფრინდა“. რუსეთთან ომში პოლონეთი უკრაინის აქტიური მოკავშირეა.
ლუკაშენკო პოლონეთთან დაკავშირებით პუტინის რიტორიკას იმეორებს
ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პოლონეთს დასავლეთ უკრაინის მიერთება სურს. „თქვენც აღნიშნეთ ახლა, რომ ბევრი საუბარია, უკრაინა NATO-ში ნაწილ-ნაწილ მიიღონ, მათ სურთ დასავლეთ უკრაინის წართმევა და პოლონეთისთვის მიერთება. ეს არის რუსეთის ფედერაციის ჯარების წინააღმდეგ ამ ოპერაციაში პოლონელების აქტიური მონაწილეობისთვის საფასური. ამერიკელების მიერ ეს მხარდაჭერილია. მე თქვენ ადრე ერთხელ უკვე გითხარით, ჩვენ ხომ ეს დავინახეთ ნახევარი წლის წინ და წინასწარ განვიხილეთ. ჩვენთვის ეს მიუღებელია. დასავლეთ უკრაინის მოწყვეტა, უკრაინის დანაწევრება და პოლონეთისთვის მიწების გადაცემა მიუღებელია. და თუ უკრაინის დასავლეთის მოსახლეობას დასჭირდება, ჩვენ, რა თქმა უნდა, მათ მხარს დავუჭერთ,“– განაცხადა ლუკაშენკომ. ლუკაშენკომ ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, განიხილოს და გააანალიზოს ეს საკითხი. „ბუნებრივია, მე ვისურვებდი, რომ ამ თვალსაზრისით თქვენ მხარი დაგვიჭიროთ. თუ ასეთი მხარდაჭერა იქნება და დასავლეთ უკრაინა ამ დახმარებას ითხოვს, ჩვენ, რა თქმა უნდა, უკრაინის დასავლეთის მოსახლეობას აღმოვუჩენთ დახმარებას და მხარდაჭერას,“ - განაცხადა ბელორუსის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, ვარშავამ რუსეთის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც პუტინი პოლონეთს დაემუქრა. პუტინის მტკიცებით, პოლონეთს სურს, დაიბრუნოს უკრაინის ის ტერიტორიები, რომლებიც წარსულში მათ ეკუთვნოდათ, ასევე ოცნებობენ ბელორუსის მიწებზეც. პუტინი უკრაინის მოკავშირე და NATO-ს წევრ პოლონეთს ემუქრება რუსეთთან ომში პოლონეთი უკრაინის აქტიური მოკავშირეა. მას შემდეგ, რაც ბელორუსში „ვაგნერის“ ყოფნის შესახებ გავრცელდა ცნობები, ვარშავა განსაკუთრებით მოითხოვს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას. ამასთან, პოლონეთმა, რომელიც ბელორუსთან საზღვარს აძლიერებს, ბოლოს 19 ივლისს გაგზავნა დამატებითი ძალები ამ ქვეყნის საზღვართან.
პოლონეთში Leopard-ის ტიპის ტანკების სარემონტო ცენტრი ამოქმედდა
პოლონეთში, ქალაქ გლივიცეში Leopard-ის ტიპის ტანკების სარემონტო ქარხანამ ფუნქციონირება დაიწყო. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა Twitter-ზე დაწერა. მისი თქმით, პირველი ორი „ლეოპარდი“ შეკეთებისთვის უკრაინიდან უკვე ჩავიდა. სარემონტო ცენტრის გახსნა მაისში იგეგმებოდა. უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდას“ ინფორმაციით, შეფერხება ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით უთანხმოებამ გამოიწვია. გერმანული გამოცემა Spiegel-ის ცნობით კი, სადავო საკითხი მხოლოდ ფასს არ ეხებოდა. გერმანელი ტანკების შემქმნელები, სავარაუდოდ, ამტკიცებდნენ, რომ სატანკო ქარხნის გარშემო დავები პოლიტიკურად მოტივირებული იყო. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ჯერ არ არის ნათელი, არის თუ არა გლივიცეს ცენტრი იგივე პოლონურ-გერმანული ერთობლივი საწარმო, რომელზეც ადრე იყო საუბარი. Leopard-ის ტიპის ტანკებს უკრაინა ფრონტზე ივნისიდან იყენებს.
კულება: რუსეთისგან განსხვავებით, პოლონეთმა და უკრაინამ ისტორიიდან ისწავლეს და რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ მუდამ ერთად დადგებიან
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ კომენტარი გააკეთა რუსეთის ხელმძღვანელობის მცდელობებზე, უკრაინა მეზობელ პოლონეთს დაუპირისპიროს. მინისტრმა აღნიშნა, რომ „პუტინის მცდელობები ისეთივე უშედეგოა, როგორც მისი წარუმატებელი შეჭრა უკრაინაში.“ „რუსეთისგან განსხვავებით, პოლონეთმა და უკრაინამ ისწავლეს ისტორიიდან და მუდამ ერთად დადგებიან რუსული იმპერიალიზმისა და საერთაშორისო სამართლის უპატივცემულობის წინააღმდეგ," - დაწერა კულებამ Twitter-ზე. შეგახსენებთ, ვარშავამ რუსეთის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც პუტინი პოლონეთს დაემუქრა. პუტინის მტკიცებით, პოლონეთს სურს, დაიბრუნოს უკრაინის ის ტერიტორიები, რომლებიც წარსულში მათ ეკუთვნოდათ, ასევე ოცნებობენ ბელორუსის მიწებზეც. პუტინი უკრაინის მოკავშირე და NATO-ს წევრ პოლონეთს ემუქრება რუსეთთან ომში პოლონეთი უკრაინის აქტიური მოკავშირეა. მას შემდეგ, რაც ბელორუსში „ვაგნერის“ ყოფნის შესახებ გავრცელდა ცნობები, ვარშავა განსაკუთრებით მოითხოვს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას. ამასთან, პოლონეთმა, რომელიც ბელორუსთან საზღვარს აძლიერებს, ბოლოს 19 ივლისს გაგზავნა დამატებითი ძალები ამ ქვეყნის საზღვართან. ლუკაშენკო პოლონეთთან დაკავშირებით პუტინის რიტორიკას იმეორებს
პოლონეთი ბელორუსის საზღვართან ახალ სამხედრო ნაწილს შექმნის
წელს, პოლონეთში, ქალაქ ავგუსტოვში, ბელორუსის საზღვართან ახლოს ახალი საინჟინრო ბატალიონი შეიქმნება. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა ავგუსტოვში ვიზიტისას განაცხადა. მინისტრის თქმით, ქვედანაყოფი შეიარაღებული იქნება, მათ შორის ნაღმების ბორბლიანი დაგების სისტემებით. როგორც ბლაშჩაკმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, პოლონეთი თავს იცავს იმ საფრთხისგან, რომელიც „ვაგნერის“ ბელორუსში განლაგებას მოჰყვა. ამიტომ მან ორი მექანიზებული ბრიგადა დასავლეთიდან ქვეყნის აღმოსავლეთში, ბელორუსის საზღვართან უფრო ახლოს გადაიტანა. კერძოდ, საუბარია მე-12 და მე-17 მექანიზებული ბრიგადების ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის გადაყვანაზე. შეგახსენებთ, ვარშავამ რუსეთის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც პუტინი პოლონეთს დაემუქრა. პუტინის მტკიცებით, პოლონეთს სურს, დაიბრუნოს უკრაინის ის ტერიტორიები, რომლებიც წარსულში მათ ეკუთვნოდათ, ასევე ოცნებობენ ბელორუსის მიწებზეც. პუტინი უკრაინის მოკავშირე და NATO-ს წევრ პოლონეთს ემუქრება რუსეთთან ომში პოლონეთი უკრაინის აქტიური მოკავშირეა. მას შემდეგ, რაც ბელორუსში „ვაგნერის“ ყოფნის შესახებ გავრცელდა ცნობები, ვარშავა განსაკუთრებით მოითხოვს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას. ამასთან, პოლონეთმა, რომელიც ბელორუსთან საზღვარს აძლიერებს, ბოლოს 19 ივლისს გაგზავნა დამატებითი ძალები ამ ქვეყნის საზღვართან. ლუკაშენკო პოლონეთთან დაკავშირებით პუტინის რიტორიკას იმეორებს
პოლონეთი სარაკეტო ბრიგადას და „HIMARS-ის აკადემიას“ ქმნის
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ 18-წლიანი პაუზის შემდეგ, ქვეყანა პირველ სარაკეტო და საარტილერიო ბრიგადას შექმნის და „HIMARS-ის აკადემიას“ გახსნის. მინისტრის მიერ შესაბამის გადაწყვეტილებაზე ხელმოწერისას ცნობილი გახდა, რომ ახლად შექმნილი სარაკეტო და საარტილერიო ბრიგადა ორ ქალაქში - ტორუნსა და ოჟიშში განლაგდება. ის იქნება მე-16 მექანიზებული დივიზიის ნაწილი, რომელიც პოლონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას აიღებს. მინისტრის თქმით, აკადემიის საშუალებით, პოლონეთი შეძლებს, ითანამშრომლოს მოკავშირეებთან ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, რომლებმაც ხსენებული სისტემები ასევე შეიძინეს. ბლაშჩაკმა გაიხსენა, რომ 2005 წელს პოლონეთმა უარი თქვა საბჭოთა სისტემაზე და ამჟამად ქვეყანა ფლობს HIMARS-ის ტიპის სისტემებს, რომელთა მანძილი 300 კმ-მდეა. თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთის ხელისუფლების ამოცანაა, არმია აღჭურვოს ისეთი იარაღით, რომელიც ეფექტიანი იქნება აგრესორის შეკავებაში და „აიძულებს რუსეთს, პოლონეთში შეჭრა არ გაბედოს.“ თებერვალში შეერთებულმა შტატებმა პოლონეთისთვის HIMARS-ის სარაკეტო სისტემების მიყიდვა დაამტკიცა. 25 მაისს პოლონეთში HIMARS-ის ტიპის ორი სარაკეტო სისტემა და PATRIOT-ის ტიპის სისტემის ბატარეები ჩაიტანეს.
რუსეთისა და ბელორუსისგან მომდინარე საფრთხის საპასუხოდ, პოლონეთის არმიის რაოდენობა თითქმის გააორმაგა
პოლონეთის ვიცე-პრემიერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ ბელორუსის საზღვართან მდებარე ქალაქ კოდენში ვიზიტისას განაცხადა, რომ რუსეთისა და ბელორუსისგან მომდინარე საფრთხის საპასუხოდ, პოლონეთის არმიის რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია. მიმდინარეობს არსებული დანაყოფების შევსება და სამი ახალი განყოფილების შექმნა. ასევე გაძლიერებულია პოლონეთის სამხედრო ყოფნა ბელორუსის საზღვარზე. პოლონეთი სარაკეტო ბრიგადას და „HIMARS-ის აკადემიას“ ქმნის ცნობისთვის, პოლონეთში Leopard-ის ტიპის ტანკების სარემონტო ცენტრი 23 ივლისს ამოქმედდა. პოლონეთი უკრაინის მნიშვნელოვანი მოკავშირეა რუსეთთან ომში. მედია: NATO პოლონეთში უკრაინული სამხედრო აღჭურვილობის სარემონტო ცენტრს გახსნის
NATO პოლონეთში უკრაინული სამხედრო აღჭურვილობის სარემონტო ცენტრს გახსნის - მედია
NATO პოლონეთის ქალაქ ჟეშოვთან ახლოს, უკრაინული სამხედრო აღჭურვილობის ლოგისტიკისა და სარემონტო ცენტრის შექმნას გეგმავს. ცენტრი უკრაინის საზღვრიდან 100 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე განთავსდება. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გამოცემა „Globe-Mail-ი“ პოლონელი და კანადელი ოფიციალური პირების კომენტარებზე დაყრდნობით წერს. „ჩვენ ვაპირებთ, შევქმნათ ტექნიკური დაწესებულება აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოსთან პარტნიორობით,“ განაცხადა კანადელმა წარმომადგენელმა. კანადური გაზეთის თანახმად, ცენტრის მთავარი მიზანი უკრაინული ტანკებისა და ჯავშანტექნიკის შეკეთება იქნება. ჟეშოვის მერმა კონრად ფიოლეკმა 13 ივნისს განუცხადა პოლონურ გაზეთ Gazeta Wyborcza-ს, რომ NATO ქალაქთან ახლოს განათავსებს მუდმივ ბაზას, სადაც აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და კანადის ჯარები მუდმივად განლაგდებიან. ქალაქი ჟეშოვი, სადაც დაახლოებით 200 000 ადამიანი ცხოვრობს, უკრაინისა და მისი დასავლელი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრი გახდა. მისი აეროპორტი, რომელსაც Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები და 1700 ამერიკელი ჯარისკაცი იცავს, კრიტიკულად მნიშვნელოვანი გზაა დასავლური სამხედრო დახმარებისთვის, რომელიც უკრაინაში მიედინება. რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის ფონზე, NATO-ს მიერ აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებისთვის, პოლონეთში ამერიკის შეერთებული შტატების ჯარის პირველი კონტინგენტი გასული წლის თებერვლის დასაწყისში, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ჩავიდა. ცნობისთვის, პოლონეთში Leopard-ის ტიპის ტანკების სარემონტო ცენტრი 23 ივლისს ამოქმედდა. ვარშავამ რუსეთისა და ბელორუსისგან მომდინარე საფრთხის საპასუხოდ, პოლონეთის არმიის რაოდენობა თითქმის გააორმაგა. პოლონეთი უკრაინის მნიშვნელოვანი მოკავშირეა რუსეთთან ომში. ბელორუსში „ვაგნერის“ ყოფნის შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ, პოლონეთი NATO-ს სხვა აღმოსავლელ ფლანგელებთან ერთად, აქტიურად ითხოვდა ევროპის ამ ნაწილის გაძლიერებას. ვარშავა ბელორუსთან საზღვარს ამაგრებს. ცნობილია, რომ NATO-მ მაღალ მზადყოფნაში მყოფი სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობა 40,000-დან 300 000-მდე გაზარდა.
ბელორუსის ორმა ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია
ბელორუსის ორმა ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, მეთაურებისა და სამსახურების ხელმძღვანელების მიერ სიტუაციის ანალიზის შედეგებზე დასკვნების შემდეგ დადგინდა, რომ დღეს, პირველ აგვისტოს, პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს ბელორუსის ვერტმფრენებმა რომლებიც საზღვართან ახლოს წვრთნებს ატარებდნენ. „ბელორუსის მხარემ წვრთნების ჩატარების შესახებ პოლონურ მხარე ინფორმაცია მიაწოდა.“ მისივე თანახმად, ბელორუსის ვერტმფრენებმა საზღვარი ძალიან დაბალ სიმაღლეზე დაარღვიეს, რამაც რადიოლოკაციური სისტემებით მისი აღმოჩენა გაართულა. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, საზღვარზე სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა გაიზრდება, ასევე ჩაერთვებიან დამატებითი ძალები და საშუალებები, მათ შორის საბრძოლო ვერტმფრენები. პოლონეთის მთავრობამ ხსენებული ინციდენტის შესახებ NATO-ს აცნობა, ასევე მომხდარზე განმარტებისთვის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარებენ ბელორუსის დროებით რწმუნებულს.
სუვალკის დერეფნისკენ 100-ზე მეტი „ვაგნერელი“ გადაისროლეს - პოლონეთის პრემიერი
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ ბელორუსში მყოფი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 100-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი პოლონეთისა და ლიტვის საზღვარზე მდებარე ე.წ. სუვალკის დერეფნის ტერიტორიაზე გადაისროლეს. მატეუშ მორავიეცკის თქმით, მონაცემებით, დაქირავებულები ბელორუსის ქალაქ გროდნოს მიდამოებში განლაგდნენ. ვარშავა ფაქტს „პოლონეთის ტერიტორიაზე ახალი ჰიბრიდული თავდასხმისკენ ნაბიჯად" აფასებს. პოლონეთის პრემიერი შიშობს, რომ კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებულებს შეუძლიათ, დაეხმარონ მიგრანტებს პოლონეთის საზღვრის გადაკვეთაში, ან როგორც მიგრანტებმა თავად სცადონ საზღვრის გადაკვეთა. მორავეცკი ასევე არ გამორიცხავს, რომ დაქირავებულებმა ბელორუსის მესაზღვრეთა ფორმები გადაიცვან. NATO პოლონეთში უკრაინული სამხედრო აღჭურვილობის სარემონტო ცენტრს გახსნის - მედია ასი კილომეტრის სიგრძის დერეფანი ქალაქების სუვალკის, ავგუსტოვისა და სეინის გარშემო არსებული ტერიტორიაა, რომელიც პოლონეთსა და ლიეტუვას ერთმანეთთან აკავშირებს. ის ერთმანეთისგან ჰყოფს რუსეთის კალინინგრადის ოლქსა და ბელორუსს. პოლონეთი, ლატვია და ლიეტუვა „ვაგნერის აჯანყების“ შემდეგ, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას ითხოვენ ცნობისთვის, პოლონეთში Leopard-ის ტიპის ტანკების სარემონტო ცენტრი 23 ივლისს ამოქმედდა. ვარშავამ რუსეთისა და ბელორუსისგან მომდინარე საფრთხის საპასუხოდ, პოლონეთის არმიის რაოდენობა თითქმის გააორმაგა. პოლონეთი უკრაინის მნიშვნელოვანი მოკავშირეა რუსეთთან ომში. ბელორუსში „ვაგნერის“ ყოფნის შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ, პოლონეთი NATO-ს სხვა აღმოსავლელ ფლანგელებთან ერთად, აქტიურად ითხოვდა ევროპის ამ ნაწილის გაძლიერებას. ვარშავა ბელორუსთან საზღვარს ამაგრებს. ცნობილია, რომ NATO-მ მაღალ მზადყოფნაში მყოფი სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობა 40,000-დან 300 000-მდე გაზარდა.
პოლონეთის საელჩო: საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავზე, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, მხარს ვუჭერთ ტერიტორიულ მთლიანობას
პოლონეთის საელჩო საქართველოში, რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავზე ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს და მხარს უჭერს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. „საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავზე, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, მხარს ვუჭერთ ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ვგმობთ მიერ სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის ანექსიას,” - ნათქვამია პოლონეთის საელჩოს განცხადებაში. 15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა - საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოზე
პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა
პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი გამოავლინა. ის ბელარისის მოქალაქეა.უკანასკნელ პერიოდში, ჯამში პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 16 ადამიანი დააკავეს. დაზვერვის სამსახურის კოორდინატორი, სტანისლავ ჟარინი აცხადებს, რომ რუსები კვლავ ეძებენ გზებს პოლონეთის დესტაბილიზაციისა და ქვეყნის დასუსტებისთვის, თუმცა პოლონეთის დაზვერვის სამსახური ძალიან ეფექტიანად მუშაობს. პოლონეთმა ივლისშიც დააკავა რუსული ჯაშუშური ქსელის კიდევ ერთი წევრი, რითაც გამოძიების შედეგად დაკავებულთა საერთო რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. ჯაშუჯობაში ბრალდებულები პოლონეთში მარტსა და ივნისშიც დააკავეს. ცნობისთვის, პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ 8 აგვისტოს განაცხადა, რომ უსაფრთხოების გასაძლიერებლად პოლონეთ-ბელორუსის საზღვარზე დამატებითი სამხედრო ნაწილების გაგზავნა.
პოლონეთი ბელორუსთან სარკინიგზო კავშირის შეწყვეტას განიხილავს - მედია
პოლონეთმა შესაძლოა, ბელორუსთან სარკინიგზო კავშირი შეწყვიტოს. პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მაციეი ვაშიკმა, განაცხადა, რომ თუ ბელორუსი თავს ექსტრემალური ქმედებების“ უფლებას მისცემს“, შესაძლოა, პოლონეთმაც და ლიეტუვამაც ერთდროულად დაკეტონ საზღვრები ბელორუსთან. ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ რკინიგზის შეჩერებაზეც საუბრობენ. როგორც მედია წერს, აკრძალვა მნიშვნელოვნად იმოქმედებს სხვადასხვა საქონლის, მათ შორის ჩინური პროდუქციის ტრანსპორტირებაზე. „ვფიქრობ, ჩინელებს მოუწევთ სწორი სიგნალი გაუგზავნონ ლუკაშენკოს (ბელორუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს - რედ.), რათა მან არ მიიღოს ზომები, რომლითაც ქვეყანა დაზარალდება,“ - განაცხადა მინისტრმა. 2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს. ბოლო ცნობებით, პოლონეთი ბელორუსთან საზღვარზე დამატებით, 2000 სამხედროს გზავნის. შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. 9 აგვისტოს აშშ-მ ბელორუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა.
პოლონეთი ბელორუსის საზღვართან დამატებით, 10 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს - Reuters
პოლონეთი ბელორუსთან საზღვარზე, მესაზღვრეების მხარდასაჭერად, დამატებით, 10 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა განაცხადა. „საზღვარზე, დაახლოებით 10 000 ჯარისკაცი განთავსდება, საიდანაც 4 000 უშუალოდ მესაზღვრეებს დაუჭერს მხარს, ხოლო 6 000 რეზერვში იქნება. ბელორუსის საზღვართან ჯარს მივაახლოებთ, რათა აგრესორი შეშინდეს და ჩვენზე თავდასხმა ვერ გაბედოს,“ - აღნიშნა მინისტრმა. მედიამ 9 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონეთი ბელორუსთან სარკინიგზო კავშირის შეწყვეტას განიხილავს. ასევე 9 აგვისტოს გავრცელებული ბოლო ცნობებით, პოლონეთი ბელორუსთან საზღვარზე დამატებით, 2000 სამხედროს გზავნიდა. 9 აგვისტოს აშშ-მ ბელორუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. 2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს.
გერმანია პოლონეთის ტერიტორიაზე, Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს წლის ბოლომდე დატოვებს
გერმანია სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთში სარაკეტო სისტემა Patriot-ის სამ დივიზიონს წლის ბოლომდე დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ოლონური სააგენტო ავრცელებს. პისტორიუსი: გერმანია მზადაა, დაეხმაროს პოლონეთს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაში ხსენებულ საკითხზე გერმანიასთან შეთანხმების მიღწევა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა დაადასტურა. კერძოდ, წლის ბოლომდე პოლონეთი მზად იქნება, მოახდინოს გერმანული Patriot-ის ტიპის სისტემების ინტეგრირება ქვეყნის ერთიან საჰაერო თავდაცვაში. უკრაინის საზღვრის მახლობლად, სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთში, ქვეყნის საჰაერო სივრცის დასაცავად, სამი გერმანული დივიზიონი 2023 წლის იანვრიდან განლაგდა. გასული წლის ნოემბერში რუსული რაკეტები NATO-ს წევრ პოლონეთში ჩამოვარდა, ორი ადამიანი დაიღუპა.
პოლონეთის შეიარაღებული ძალები მისი კუთვნილი „ვერტმფრენის ინციდენტს“ განმარტავს
ერთ-ერთმა პოლონურმა ვერტმფრენმა, ბელორუსთან სასაზღვრო ზონაში ფრენისას, რაკეტის დეტონატორი დაკარგა, იტყობინება პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური სარდლობა. 8 აგვისტოს, საბრძოლო გაფრენების დასრულების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ ვერტმფრენს რაკეტის დეტონატორი აკლდა - ის პატრულირებისას დაიკარგა. სარდლობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფრენა სასაზღვრო ზოლის გასწვრივ შესრულდა და საცხოვრებელ ტერიტორიებს არ მოიცავდა, ხოლო დეტონატორი აღჭურვილია დაცვის მექანიზმით და არ წარმოადგენს საფრთხეს გარემოსთვის. პოლონეთი ბელორუსის საზღვართან დამატებით, 10 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს - Reuters
დუდა: რუსეთი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, ეს მხოლოდ ვლადიმერ პუტინზე არ არის დამოკიდებული
პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჯეი დუდა მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, რადგან ამ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ვლადიმერ პუტინზე არ არის დამოკიდებული. „მიმაჩნია, რომ რუსეთში ბირთვული არსენალი მრავალი ადამიანის კოლექტიური კონტროლის ქვეშაა და ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ვლადიმერ პუტინის ერთპიროვნულ შეხედულებაზე. ამდენად, გადაწყვეტილების მისაღებად ერთზე მეტი ადამიანია საჭირო," - აღნიშნა დუდამ. პოლონეთის პრეზიდენტისთვის უფრო შემაშფოთებელია უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებთან დაკავშირებული საფრთხე. „თუ საუბარია ბირთვული საფრთხეების შესახებ, ბევრად უფრო მაშფოთებს უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებთან დაკავშირებული პოტენციური პრობლემები. ვშიშობ, უფრო სავარაუდოა, მოხდეს ისეთი რამ, რაც ბირთვული ავარიის მსგავსი იქნება. იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ატომურ სადგურზე აფეთქების საფრთხე გაცილებით დიდია, ვიდრე ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე," - აღნიშნა ანდჯეი დუდამ. პოლონეთი ბელორუსის საზღვართან დამატებით, 10 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს - Reuters
პოლონეთში მატარებელი სატვირთოს დაეჯახა
პოლონეთში, სარკინიგზო გადასასვლელზე, მატარებელი სატვირთო მანქანას დაეჯახა, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაშავდა. დალანოვეკის მახლობლად ავარიის შედეგად დაშავებულთაგან, ოთხი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთის მდგომარეობა მძიმეა. დანარჩენებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ და ექიმებისა და მეხანძრე-მაშველების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. დაშავებულთა შორის იყვნენ მატარებლის მგზავრები და მძღოლი, თუმცა უცნობია, დაშავდა თუ არა ვინმე სატვირთო მანქანაში. პოლიციის სპიკერმა განმარტა, რომ როგორც სატვირთო მანქანის, ასევე, მატარებლის მძღოლი ავარიის დროს ფხიზლები იყვნენ. მისივე განმარტებით, ავარია გამოწვეული იყო იმით, რომ სატვირთო მანქანის მძღოლი ნიშანს არ დაემორჩილა. შემთხვევის გარემოებების დასადგენად ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. შეჯახების შემდეგ სატვირთო მანქანა ამობრუნდა. ვაგონი რელსებიდან გადავიდა.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: ბელორუსის საზღვარზე პროვოკაციები განმეორდება, მაგრამ ჯარები სხვადასხვა სცენარისთვის მზად არიან
პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს, მარიუშ ბლაშჩაკს ეჭვი არ ეპარება, რომ ბელორუსის საზღვარზე პროვოკაციები განმეორდება, მაგრამ აცხადებს, რომ ჯარები მზად არიან სხვადასხვა სცენარისთვის. „ვაგნერელთა“ გადაადგილება ბელარუსში, უსაფრთხოების კუთხით სერიოზული გამოწვევაა. განსაკუთრებით ჩვენს საზღვარზე ბელორუსულ-რუსული ჰიბრიდული თავდასხმების კონტექსტში,“ – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა. ბლაშჩაკის თქმით, ეს საკითხი ფართოდ განიხილებოდა ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე. „ჩვენი პოზიცია ნათელია. NATO და მოკავშირეები მზად არიან, დაუყოვნებლივ უპასუხონ ნებისმიერ აგრესიას,“ აღნიშნა ბლაშჩაკმა. კითხვაზე, განმეორდება და გაძლიერდება თუ არა ბელარუსული მხარის პროვოკაცია, მან უპასუხა, რომ ამაში ეჭვი არ ეპარება. ბლაშჩაკმა ასევე აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო მუდმივად აკონტროლებს სიტუაციას და ყველაფერს აკეთებს პოლონელების უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ასეთ ნაბიჯებს შორის მან სამხედრო ნაწილების აღმოსავლეთისკენ გადაადგილება, თავდაცვის ხაზის გაძლიერება და სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის გაზრდა დაასახელა. ბლაშჩაკმა განმარტა, რომ სამხედროები მზად არიან სხვადასხვა სცენარისთვის და ადეკვატურად უპასუხებენ საფრთხეს. პოლონეთი ბელორუსთან საზღვარზე, მესაზღვრეების მხარდასაჭერად, დამატებით, 10 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა 10 აგვისტოს განაცხადა. შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. 2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს.
ვარშავა ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ლუკაშენკოს შეთავაზებას პასუხობს
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილის შესახებ. მისი თქმით, ეს მხოლოდ ბელორუსის ხელისუფლების გადასაწყვეტია, რადგან კიევს არასდროს ჰქონია მტრული ზრახვები ბელორუსის მიმართ. „თუ ბელორუსს სურს, კარგი ურთიერთობა ჰქონდეს პოლონეთთან, ამის გზა ძალიან მარტივია. შეაჩერეთ თავდასხმები ჩვენს საზღვარზე, გაათავისუფლეთ ანდჟეი პოცობუტი და სხვა 1000 ადამიანი ბელორუსის ციხეებიდან", - განაცხადა პაველ იაბლონსკიმ. „ჩვენ არ ვაპირებთ ბელორუსთან ცუდი ურთიერთობების შენარჩუნებას. პირიქით, ჩვენ გვსურს, რომ ისინი მაქსიმალურად კეთილგანწყობილი იყვნენ, მაგრამ ბელორუსის ხელისუფლება ისე იქცევა, როგორც იქცევა და ისინი პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რომ ცუდი ურთიერთობა გვაქვს. მხოლოდ ბელორუსს აქვს მტრული განწყობა პოლონეთის მიმართ,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. ლუკაშენკოს თქმით, საზღვარზე დაძაბულობის ფონზე, ბელორუსი ცდილობას, პოლონეთთან ურთიერთობი გააუმჯობესოს. ბელორუსის ლიდერის თქმით, მინსკი დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გამწვავებას უნდა მოერიდოს და მაღალტექნოლოგიურ დასავლეთთან კონტაქტები არ უნდა გაწყვიტოს. „პოლონელებს უნდა დაველაპარაკოთ. მე ვუთხარი პრემიერს, რომ მათ დაუკავშირდეს. თუ მათ სურთ, შეგვიძლია ვისაუბროთ, გავაუმჯობესოთ ურთიერთობა. ჩვენ მეზობლები ვართ და ამას ვერ აირჩევ, მეზობლებს ღმერთი გვაძლევს,“ - აღნიშნა ლუკაშენკომ. ლუკაშენკო: არ უნდა დავივიწყოთ მაღალტექნოლოგიური დასავლეთი პოლონეთი ბელორუსთან საზღვარზე, მესაზღვრეების მხარდასაჭერად, დამატებით, 10 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა 10 აგვისტოს განაცხადა. შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: ბელორუსის საზღვარზე პროვოკაციები განმეორდება, მაგრამ ჯარები სხვადასხვა სცენარისთვის მზად არიან 2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს.
პოლონეთმა ბელორუსთან საზღვარზე სამხედროების ახალი ჯგუფი განალაგა
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ პოლონეთმა ბელორუსთან საზღვარზე სამხედროების ახალი ჯგუფი განალაგა. 12 აგვისტოს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ქვეყნის აღმოსავლეთში იმყოფებოდა, სადაც პოლონური არმიის სამხედრო მოსამსახურეები სასაზღვრო სამსახურს ეხმარებიან მის ოპერაციებში. ახალი ჯგუფის ამოცანა იქნება პოლონური არმიის მომზადება საველე პირობებში და საჭიროების შემთხვევაში მათი მხარდაჭერა. „ამ სამხედრო ოპერატიული ჯგუფის ხასიათი - წვრთნა და თავდაცვაა. სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელობის ქვეშ ოპერაცია GRYF გვაქვს, რომლის მიზანიც საზღვრის დახურვასა და გამაგრებაში მდებარეობს. ამ ოპერაციაში პოლონური არმიის 4 ათასამდე ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.“ ამ სამხედრო ოპერატიული ჯგუფის ხასიათი - წვრთნა და თავდაცვაა. გახსოვდეთ ეს, როდესაც კრემლის პროპაგანდას გავიგონებთ, რომელიც ამბობს, რომ პოლონური არმია საზღვარზე იკრიბება. ეს მართლაც ასეა, მაგრამ პოლონური არმია აგრესორის შესაკავებლად იკრიბება. ასე არის და ასე იქნება, სხვადასხვა დეზინფორმაციის მიუხედავად,“ - აღნიშნა ბლაშჩაკმა. პოლონეთი ბელორუსთან საზღვარზე, მესაზღვრეების მხარდასაჭერად, დამატებით, 10 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა 10 აგვისტოს განაცხადა. შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: ბელორუსის საზღვარზე პროვოკაციები განმეორდება, მაგრამ ჯარები სხვადასხვა სცენარისთვის მზად არიან 2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს.
ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკის შესახებ პოლონეთში რეფერენდუმი ჩატარდება
პოლონეთის პრემიერ-მინისტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ევროკავშირის მიგრაციის რეფორმების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება, რომლის დროსაც ამომრჩევლებს ჰკითხავენ, მზად არიან თუ არა ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ათასობით არალეგალი მიგრანტი მიიღონ. მორავეცკის ინფორმაციით, რეფერენდუმის შეკითხვა ასეთი იქნება: „მხარს უჭერთ თუ არა ათასობით არალეგალი იმიგრანტის მიღებას ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ევროპული ბიუროკრატიის მიერ დაწესებული იძულებითი გადაადგილების მექანიზმის ფარგლებში?" საერთაშორისო მედია წერს, რომ მორავიეცკის მთავრობა დიდი ხანია, ეწინააღმდეგება ევროკავშირის გეგმას მის წევრებს შორის მიგრანტების თანაბრად განაწილების შესახებ. ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები ივნისში საბოლოოდ შეთანხმდნენ ბლოკის მიგრაციისა და თავშესაფრის პოლიტიკის რეფორმაზე, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი წევრი, განსაკუთრებით, უნგრეთი და პოლონეთი, მისი წინააღმდეგი იყო. DW წერს, რომ პოლონეთის მმართველი პარტია - კანონი და სამართლიანობა (PiS) ოქტომბერში საპარლამენტო კენჭისყრამდე, მიგრაციის საკითხს თავისი საარჩევნო კამპანიის მთავარ ნაწილად აქცევს. ცნობისთვის, ევროკავშირმა 2012 წელს მიგრაციულ კრიზისში ბელორუსის ხელისუფლება დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ბელორუსის სამართალდამცავმა უწყებებმა არამხოლოდ ვერ შეაჩერეს არალეგალი მიგრანტები, არამედ განზრახ შეუწყვეს მას ხელი. მიგრანტთა კრიზისის გამო, ლიეტუვამ და ლატვიამ ბელორუსის მოსაზღვრე ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ლიეტუვამ და პოლონეთმა საზღვარზე ღობეებიც ააშენეს. 2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა 12 აგვისტოს განაცხადა, რომ პოლონეთმა ბელორუსთან საზღვარზე სამხედროების ახალი ჯგუფი განალაგა
პოლონეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც „ვაგნერთან“ დაკავშირებით, პროპაგანდისტულ მასალებს ავრცელებდნენ - მინისტრი
პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტომ დააკავა ორი რუსი, რომლებიც „ვაგნერ“ ჯგუფთან დაკავშირებით პროპაგანდისტულ მასალებს ავრცელებდნენ. ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს. მარიუშ კამინსკი ამბობს, რომ ორივე რუსს ჯაშუშობაში ედება ბრალი. უკანასკნელ პერიოდში, ჯამში პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 18 ადამიანი დააკავეს. 2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა 12 აგვისტოს განაცხადა, რომ პოლონეთმა ბელორუსთან საზღვარზე სამხედროების ახალი ჯგუფი განალაგა. პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა
პოლონეთი სამხედრო რეფორმას იწყებს
პოლონეთი თავისი არმიის რეფორმირებას იწყებს. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჯეი დუდამ განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ამ პროცესის ფარგლებში არმიის სამეთაურო-კონტროლის სისტემა უნდა შეიცვალოს. პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ცვლილებები ქვეყნის შეიარაღებული ძალების სამეთაურო სისტემის სტანდარტიზაციის აუცილებლობის გამო ხდება. რეფორმები მოიცავს გაერთიანებული ძალების სარდლობის შექმნას და სამხედრო ნაწილების ხელმძღვანელობის რესტრუქტურიზაციას. პოლონეთი ბელორუსთან საზღვარზე, მესაზღვრეების მხარდასაჭერად, დამატებით, 10 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა 10 აგვისტოს განაცხადა. შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. 2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს.
ცივი ომის შემდეგ, პოლონეთში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი ჩატარდა
ცივი ომის შემდეგ, ვარშავაში პოლონეთის ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი ჩატარდა. გამოფენილ აღჭურვილობას შორის იყო შეერთებული შტატებისგან შეძენილი M1A1 Abrams-ის ტიპის ტანკებსი, სამხრეთ კორეული K2-ის ტიპის ტანკები და K9-ს თვითმავალი ჰაუბიცები, ასევე, HIMARS-ის ტიპის სარაკეტო გამშვებები, Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები და პოლონური წარმოების Borsuk-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები და სხვა აღჭურვილობა. „15 აგვისტო არ არის მხოლოდ შესაძლებლობა, რომ პატივი მივაგოთ ვარშავის ბრძოლაში გამარჯვებულ გმირებს და მადლობა გადავუხადოთ ჯარისკაცებს, რომლებიც ჩვენს სამშობლოს იცავენ. ეს შესანიშნავი დღეა ჩვენი ძალის დემონსტრირებისთვის, იმის დასანახად, რომ ჩვენ შევქმენით ძლიერი შეიარაღებული ძალები, რომელიც ეფექტიანად დაიცავს ჩვენს საზღვრებს,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა. პოლონეთმა პირობა დადო, რომ გააორმაგებს არმიის ზომას და წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით 4%-ს დახარჯავს თავდაცვაზე.
WP: რუსეთის დაზვერვა პოლონეთში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს დივერსანტებად იბირებდა
რუსული სპეცსამსახურები ინტერნენტის გამოყენებით ცდილობდნენ, რომ პოლონეთში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს შორის მათთან თანამშრომლობის მსურველი ხალხი გადაებირებინათ. Washington Post-ის თანახმად, დაქირავებულთა ამოცანები მოიცავდა პრორუსულ აგიტაციას, დაზვერვას პოლონეთის პორტებში, უსაფრთხოების კამერების დამონტაჟებას რკინიგზაზე და GPS-ის „შუქურების“ დამონტაჟებას სამხედრო ტვირთში, რომელიც უკრაინის მიმართულებით პოლონეთის გავლით მიდის. მიმდინარე წლის მარტში, როგორც The Washington Post-ი იუწყება პოლონეთის სადაზვერვო სააგენტოებზე დაყრდნობით, გადაბირებულებმა მიიღეს ბრძანება პოლონეთის რკინიგზაზე საბოტაჟის მოწყობის შესახებ, რათა ჩაეშალათ უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდება. პოლონეთის სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ ამ ოპერაციის უკან რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველო (ცნობილი როგორც GRU) დგას. ჟურნალისტების თქმით, პოლონეთში ამ ოპერაციას უწოდებენ NATO-ს წევრი ქვეყნის წინაშე მდგარ ყველაზე სერიოზულ საფრთხეს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. Washington Post-ის ცნობით, ამჟამად პოლონეთში დივერსიისა და ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებიდან ჩასული და ქვეყანაში ლტოლვილის სტატუსით მცხოვრები უკრაინის 12 მოქალაქე, ასევე, ბელორუსის სამი და რუსეთის ერთი მოქალაქე. პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა 14 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც „ვაგნერთან“ დაკავშირებით, პროპაგანდისტულ მასალებს ავრცელებდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია. NATO-ს ქვეყნებიდან ყველა სამხედრო დახმარების დაახლოებით 80% უკრაინაში პოლონეთის გავლით აღწევს. მაგალითად, ქალაქი ჟეშოვი, სადაც დაახლოებით 200 000 ადამიანი ცხოვრობს, უკრაინისა და მისი დასავლელი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრი გახდა. მისი აეროპორტი, რომელსაც Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები და 1700 ამერიკელი ჯარისკაცი იცავს, კრიტიკულად მნიშვნელოვანი გზაა დასავლური სამხედრო დახმარებისთვის, რომელიც უკრაინაში მიედინება. რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის ფონზე, NATO-ს მიერ აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებისთვის, პოლონეთში ამერიკის შეერთებული შტატების ჯარის პირველი კონტინგენტი გასული წლის თებერვლის დასაწყისში, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ჩავიდა. პოლონეთის ხელისუფლება საზღვარზე უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით დამატებით ზომებს მიმართავს მას შემდეგ, რაც მეზობელ ბელორუსში რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ათასობით დაქირავებული ჩავიდა. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა 12 აგვისტოს განაცხადა, რომ პოლონეთმა ბელორუსთან საზღვარზე სამხედროების ახალი ჯგუფი განალაგა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლონეთისთვის Apache-ს საბრძოლო ვერტმფრენების პოტენციურ მიყიდვას მხარი დაუჭირა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლონეთისთვის AH-64E Apache შვეულმფრენების და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის პოტენციური მიყიდვა დაამტკიცა. 12 მილიარდ დოლარამდე გარიგების შესახებ პენტაგონმა განაცხადა. პენტაგონში განმარტეს, რომ NATO-ს წევრმა პოლონეთმა Apache-ის ტიპის 96 ვერტმფრენი და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობა, მათ შორის 1,844 Hellfire რაკეტა და 508 Stinger რაკეტა მოითხოვა. პენტაგონის თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ შესაძლო გარიგების შესახებ კონგრესს ორშაბათს აცნობა. მიუხედავად სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამტკიცებისა, შეტყობინებაში არ არის მითითებული, რომ ხელშეკრულება გაფორმებულია ან მოლაპარაკებები დასრულებულია. პენტაგონმა განაცხადა, რომ Boeing-ი (BA.N) და Lockheed Martin-ი (LMT.N) მთავარი კონტრაქტორები არიან. „თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინთან ჩემი შეთანხმების თანახმად, პროცედურების დასრულებამდე და შეძენილი ვერტმფრენების პოლონეთისთვის მიწოდებამდე, აშშ-ს არმია საკუთარი რესურსებიდან გადმოგვცემს ვერტმფრენებს“, - განაცხადა თავის მხრივ, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა 22 აგვისტოს. აშშ-ის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ (DSCA) თავის განცხადებაში მიუთითა, რომ ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს, რამდენიმე ტიპის რადარის, 210 ძრავის, პილოტებისთვის ღამის ხედვის მოწყობილობების, ასევე AGM-114R2 Hellfire, JAGM-ის, Stinger-ის რაკეტების მიწოდებას. პაკეტის ჯამური ღირებულება 12 მილიარდ დოლარს შეადგენს. „აშშ-ის არმია პოლონეთს Apache-ის ტიპის შვეულმფრენებს საკუთარი რესურსებით გადასცემს, 96 შვეულმფრენის შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმებამდე“, განაცხადა 6 მაისს პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ბლაშჩაკმა ვაშინგტონში, პენტაგონში, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან შეხვედრის შემდეგ. მეზობელ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პოლონეთმა თავდაცვის გაძლიერება პრიორიტეტად აქცია.
მორავეცკი: პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ „ვაგნერი“ კიდევ უფრო საშიში გახდება
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ „ვაგნერი“ კიდევ უფრო საშიში გახდება. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, პუტინის მეთვალყურეობის ქვეშ „ვაგნერის“ ჯგუფი კიდევ უფრო მეტად იქნება გამოყენებული პროვოკაციებისთვის, შანტაჟისთვის, თავდასხმებისთვისა და „უსაფრთხოების პოლიტიკისთვის ძირის გამოთხრაში ყველანაირი მოძრაობებისთვის“. მორავეცკიმ აღნიშნა, რომ ევგენი პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ „ვაგნერის” დაჯგუფების დაქირავებულ მებრძოლებზე კონტროლს უშუალოდ კრემლი აიღებს, რაც მათ უფრო საშიშს გახდის. CIA-ს ყოფილი დირექტორი: რუსეთი ახლა სავარაუდოდ, „ვაგნერის“ ხელში ჩაგდებას ეცდება „ვფიქრობ, პოლონელებს თავად შეუძლიათ ამაზე პასუხი იპოვონ. „ვაგნერის“ ჯგუფზე კურატორობა უშუალოდ პრეზიდენტ პუტინთან გადადის. დაე, ახლა ყველამ თავისთვის გასცეს პასუხი, არის თუ არა „ვაგნერის“ ჯგუფი, რომელიც ბელoრუსში დისლოცირდება, მეტი თუ ნაკლები საფრთხე,“ - განაცხადა მორავეცკიმ. „ვაგნერის“ „მარშიდან“ Embraer-135-ის „კატასტროფამდე“: საერთაშორისო რეაქციები
პოლონეთმა სამხრეთ კორეისგან პირველი K239 CHUNMOO-ს ტიპის სარაკეტო სისტემა მიიღო
პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ ვარშავამ სამხრეთ კორეიდან პირველი K239 Chunmoo-ს ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა მიიღო. „პირველი კორეული K239 CHUNMOO-ს ტიპის სარაკეტო გამშვები ახლახან ჩამოვიდა პოლონეთში. დამონტაჟდა პოლონურ Jelcz-ის სატვირთო მანქანაზე. მეტი გამშვები ჩამოვა ამ წლის ბოლოს,“ - წერს ბლაშჩაკი Twitter-ზე. 2022 წლის ოქტომბერში პოლონეთმა 288 Chunmoo-ს მრავალჯერადი სარაკეტო გამშვების შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. K239 Chunmoo არის სარაკეტო საარტილერიო სისტემა, რომელიც მოძველებული K136 Kooryong-ის ჩანაცვლების მიზნით, 2013 წელს შეიქმნა.
აშშ პოლონეთში ლეგიონერთა დაავადების გავრცელების გამო, საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს
აშშ პოლონეთში მყოფ თავის მოქალაქეებს, რომლებიც ჟეშოვში ან მის მიმდებარე რაიონებში ცხოვრობენ, მოუწოდებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას დაემორჩილონ. გარდა ამისა, საკონსულო თავის ვებგვერდზე ამერიკის მოქალაქეებისთვის სხვადასხვა ინსტრუქციას ავრცელებს. „აშშ-ის გენერალური საკონსულო პოლონეთი, კრაკოვში, აკვირდება ჟეშოვის რაიონში ბაქტერიით გამოწვეული დაავადების რამდენიმე შემთხვევის შესახებ ინფორმაციას, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „ლეგიონერის დაავადება“. დაავადებული ადამიანების უმრავლესობა ხანდაზმულები არიან და ქრონიკული დაავადებებით ან სუსტი იმუნიტეტით იტანჯებიან. პოლონეთში ლეგიონერების დაავადების გავრცელებას იძიებენ, მათ შორის რუსეთის ჩართულობით „საბოტაჟის“ გამოსარიცხად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოები აწარმოებენ სასწრაფო ეპიდემიოლოგიურ გამოკვლევას აფეთქების წყაროს შესახებ. დაუყოვნებელი კონტროლის ღონისძიებები მოიცავს შადრევნების, წყლის სხვა წყაროების დროებით გათიშვას. ხელისუფლება მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ ინსტიტუტებთან პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების გასატარებლად. 27 აგვისტოს, 5:00 საათიდან 23:00 საათამდე, ჟეშოვის და მიმდებარე ტერიტორიების მუნიციპალური წყალმომარაგების სრული დეზინფექცია იგეგმება,“ - წერს საკონსულო. შეგახსენებთ, პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტო იძიებს, გამოიწვია თუ არა ლეგიონერების დაავადების გავრცელება წყლის სისტემის განზრახ ხელყოფამ, რის შედეგადაც, თავდაპირველი ინფორმაციით, 7 ადამიანი დაიღუპა. ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი გარდაცვლილის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ჟეშოვის საუნივერსიტეტო კლინიკური საავადმყოფოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პაციენტს მრავალი ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა და კიბოთი იყო დაავადებული. ამასთან, ტესტებმა დაადასტურა, რომ ის ლეგიონელოზით იყო დაინფიცირებული. „ბაქტერია, რომელიც დაავადებას იწვევს, 113 პაციენტში აღმოაჩინეს. ისინი ჰოსპიტალიზებულნი არიან ქალაქ ჟეშოვსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე,“ განაცხადეს ჯანდაცვის უწყების წარმომადგელებმა. დაღუპული შვიდი ადამიანი 64-დან 95 წლამდე ასაკის იყო და მათ ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც ჰქონდათ. სპეციალური სამსახურის კოორდინატორის მოადგილემ, სტანისლავ ჟარინმა საინფორმაციო სააგენტო PAP-ს განუცხადა, რომ უსაფრთხოების სააგენტო იძიებს გავრცელებას, რათა რაიმე მიზანმიმართული ქმდება გამოირიცხოს. „ეს ასევე მოიცავს რუსეთის მხრიდან ნებისმიერი შესაძლო ჩართულობის გამორიცხვას,“ - განაცხადა ჟარინმა. პარასკევს, 24 აგვისტოს, კერძო რადიო RMF-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შიდა უსაფრთხოების სააგენტოს (ABW) ოფიცრები ამოწმებდნენ ადგილობრივ წყლის სისტემებს და რომ საბოტაჟზე ეჭვის საფუძველი ჯერჯერობით ვერ იპოვეს. ჟესზოვის მერმა კონრად ფიჯოლეკმა ხუთშაბათს, 23 აგვისტოს განაცხადა, რომ ხელისუფლება წყლის ნიმუშებს ამოწმებს და რომ შედეგები ორშაბათს, 28 აგვისტოს გახდება ცნობილი. ცნობისთვის, ლეგიონელოზი იშვიათი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხშირად პნევმონიის მძიმე ფორმით მიმდინარეობს. მისი გამომწვევი ბაქტერიაა ლეგიონელა (Legionella). ბაქტერია ლეგიონელლა პნეუმოპჰილა მდინარეებში, ტბებში, ნიადაგში ბინადრობს, თუმცა დაბალი ტემპერატურის გამო ნელა მრავლდება, წყალმომარაგების ხელოვნურ სისტემებში კი ტემპერატურა, როგორც წესი, მაღალია – საშუალოდ 20-დან 45 გრადუსამდე, რაც იდეალურია ბაქტერიის სწრაფი გამრავლებისთვის. ის შეიძლება, გამრავლდეს შადრევნებში, ცხელი წყლის ავზებში, წყალსადენ მილებში, სარწყავ რეზერვუარებში, ჰაერის დამატენიანებლებში. რა გზით ვრცელდება: მას შემდეგ, რაც ბაქტერია წყლის სისტემაში მოხვდება და გამრავლდება, ინფიცირებისთვის მისი შემცველი მიკროსკოპული წვეთის შესუნთქვაც კი საკმარისია. შესაძლოა, ადამიანს სასმელი წყალი სასუნთქ გზებში გადასცდეს და ასე დაინფიცირდეს. ასეთი რამ უმეტესად იმ ადამიანებს ემართებათ, რომლებსაც რაიმე მიზეზით ყლაპვა უჭირთ. ლეგიონელოზი ადამიანისგან ადამიანს არ გადაეცემა. სწორედ ამიტომაა დაავადება იშვიათი. სიმპტომები: ლეგიონერების დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენა, ჩვეულებრივ, ბაქტერიასთან კონტაქტიდან 2-14 დღის შემდეგ იწყება. დროის ამ მონაკვეთს საინკუბაციო პერიოდი ეწოდება. ბაქტერიის ფილტვებში მოხვედრისას სიმპტომები ისეთივეა, როგორიც სხვა ტიპის პნევმონიის დროს: სისუსტე, ცხელება და ხველა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, დაფიქსირებული შემთხვევებიდან 75-80% 50 წელს გადაცილებულია, ხოლო 60-70% კაცი. არსებობს მკურნალობის მეთოდები, მაგრამ ლეგიონერების დაავადების ვაქცინა ამჟამად არ არსებობს. ბაქტერია L. pneumophila პირველად 1977 წელს გამოვლინდა.
პოლონეთში „ლეგიონერების დაავადების“ გავრცელებას იძიებენ, მათ შორის რუსეთის ჩართულობით „საბოტაჟის“ გამოსარიცხად
პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტო იძიებს, გამოიწვია თუ არა ლეგიონერების დაავადების გავრცელება წყლის სისტემის განზრახ ხელყოფამ, რის შედეგადაც, 7 ადამიანი დაიღუპა. შესაბამის ინფორმაიას Reuters-ი ავრცელებს. „ბაქტერია, რომელიც დაავადებას იწვევს, 113 პაციენტში აღმოაჩინეს. ისინი ჰოსპიტალიზებულნი არიან ქალაქ ჟეშოვსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე,“ განაცხადეს ჯანდაცვის უწყების წარმომადგელებმა. დაღუპული შვიდი ადამიანი 64-დან 95 წლამდე ასაკის იყო და მათ ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც ჰქონდათ. სპეციალური სამსახურის კოორდინატორის მოადგილემ, სტანისლავ ჟარინმა საინფორმაციო სააგენტო PAP-ს განუცხადა, რომ უსაფრთხოების სააგენტო იძიებს გავრცელებას, რათა რაიმე მიზანმიმართული ქმდება გამოირიცხოს. „ეს ასევე მოიცავს რუსეთის მხრიდან ნებისმიერი შესაძლო ჩართულობის გამორიცხვას,“ - განაცხადა ჟარინმა. პარასკევს, 24 აგვისტოს, კერძო რადიო RMF-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შიდა უსაფრთხოების სააგენტოს (ABW) ოფიცრები ამოწმებდნენ ადგილობრივ წყლის სისტემებს და რომ საბოტაჟზე ეჭვის საფუძველი ჯერჯერობით ვერ იპოვეს. ჟესზოვის მერმა კონრად ფიჯოლეკმა ხუთშაბათს, 23 აგვისტოს განაცხადა, რომ ხელისუფლება წყლის ნიმუშებს ამოწმებს და რომ შედეგები ორშაბათს, 28 აგვისტოს გახდება ცნობილი. ინფორმაციისთვის, NATO პოლონეთის ქალაქ ჟეშოვთან ახლოს, უკრაინული სამხედრო აღჭურვილობის ლოგისტიკისა და სარემონტო ცენტრის შექმნას გეგმავს. ცენტრი უკრაინის საზღვრიდან 100 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე განთავსდება. ქალაქი ჟეშოვი, სადაც დაახლოებით 200 000 ადამიანი ცხოვრობს, უკრაინისა და მისი დასავლელი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრი გახდა. მისი აეროპორტი, რომელსაც Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები და 1700 ამერიკელი ჯარისკაცი იცავს, კრიტიკულად მნიშვნელოვანი გზაა დასავლური სამხედრო დახმარებისთვის, რომელიც უკრაინაში მიედინება. რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის ფონზე, NATO-ს მიერ აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებისთვის, პოლონეთში ამერიკის შეერთებული შტატების ჯარის პირველი კონტინგენტი გასული წლის თებერვლის დასაწყისში, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ჩავიდა. ცნობისთვის, ლეგიონელოზი იშვიათი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხშირად პნევმონიის მძიმე ფორმით მიმდინარეობს. მისი გამომწვევი ბაქტერიაა ლეგიონელა (Legionella). ბაქტერია ლეგიონელლა პნეუმოპჰილა მდინარეებში, ტბებში, ნიადაგში ბინადრობს, თუმცა დაბალი ტემპერატურის გამო ნელა მრავლდება, წყალმომარაგების ხელოვნურ სისტემებში კი ტემპერატურა, როგორც წესი, მაღალია – საშუალოდ 20-დან 45 გრადუსამდე, რაც იდეალურია ბაქტერიის სწრაფი გამრავლებისთვის. ის შეიძლება, გამრავლდეს შადრევნებში, ცხელი წყლის ავზებში, წყალსადენ მილებში, სარწყავ რეზერვუარებში, ჰაერის დამატენიანებლებში. რა გზით ვრცელდება: მას შემდეგ, რაც ბაქტერია წყლის სისტემაში მოხვდება და გამრავლდება, ინფიცირებისთვის მისი შემცველი მიკროსკოპული წვეთის შესუნთქვაც კი საკმარისია. შესაძლოა, ადამიანს სასმელი წყალი სასუნთქ გზებში გადასცდეს და ასე დაინფიცირდეს. ასეთი რამ უმეტესად იმ ადამიანებს ემართებათ, რომლებსაც რაიმე მიზეზით ყლაპვა უჭირთ. ლეგიონელოზი ადამიანისგან ადამიანს არ გადაეცემა. სწორედ ამიტომაა დაავადება იშვიათი. სიმპტომები: ლეგიონერების დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენა, ჩვეულებრივ, ბაქტერიასთან კონტაქტიდან 2-14 დღის შემდეგ იწყება. დროის ამ მონაკვეთს საინკუბაციო პერიოდი ეწოდება. ბაქტერიის ფილტვებში მოხვედრისას სიმპტომები ისეთივეა, როგორიც სხვა ტიპის პნევმონიის დროს: სისუსტე, ცხელება და ხველა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, დაფიქსირებული შემთხვევებიდან 75-80% 50 წელს გადაცილებულია, ხოლო 60-70% კაცი. არსებობს მკურნალობის მეთოდები, მაგრამ ლეგიონერების დაავადების ვაქცინა ამჟამად არ არსებობს. ბაქტერია L. pneumophila პირველად 1977 წელს გამოვლინდა.
პოლონეთში ლეგიონერების დაავადების მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა
სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთში ლეგიონერების დაავადების გავრცელების შემდეგ, თოთხმეტი ადამიანი გარდაიცვალა. დაინფიცირებულია 150 ადამიანი. სამშაბათს, 29 აგვისტოს ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ეპიდემიის მდებარეობამ თავდაპირველად შეშფოთება გამოიწვია, რადგან ჟეშოვი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების ცენტრი უკრაინისთვის, ამ ქალაქშია აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობა გამოძიება დაავადების გამომწვევი მიზეზის დასადგენად გრძელდება. 26 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთში „ლეგიონერების დაავადების“ გავრცელებას იძიებენ, მათ შორის რუსეთის ჩართულობით „საბოტაჟის“ გამოსარიცხად. თავდაპირველი ინფორმაციით, 8 ადამიანი იყო გარდაცვლილი.
პოლონეთი ბელორუსს პროვოკაციაში ადანაშაულებს
ბელორუსი პოლონეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, პოლონური სამხედრო ვერტმფრენმა Mi-24 1,2 კმ სიღრმეზე ბელარუსის ტერიტორიაზე შეფრინდა, შემდეგ კი ,პოლონეთში დაბრუნდა. ბელორუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის განცხადებით, ფაქტი ბერესტოვიცკის რაიონში მოხდა. ვარშავა საზღვრის დარღვევის ბრალდება უარყოფს და მინსკს პროვაციაში სდებს ბრალს. „ეს არის ტყუილი და პროვოკაცია ბელარუსის მხრიდან. ნამდვილად არ ყოფილა ასეთი დარღვევა,“ - განუცხადა AFP-ს პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის სპიკერმა იაცეკ გორიშევსკიმ. ცნობილია, რომ პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი ბელორუსთან საზღვრის ჩაკეტვასაც არ გამორიცხავენ. პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ოთხი ქვეყნის ხელისუფლებები ელოდებიან შესაძლო ინციდენტებს, მათ შორის შეიარაღებული ხასიათის, ბელორუსში „ვაგნერის“ ჯგუფის დაქირავებულების ყოფნის გამო. „კრიტიკული ინციდენტი თუ მოხდება, მიუხედავად იმისა, რომელი საზღვრებია, ჩვენ დაუყოვნებლივ მივმართავთ რეაგირების ზომებს. ყველა სასაზღვრო გადასასვლელი, რომელიც ახლა ღიაა – როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო – დაიკეტება,“ – აღნიშნა კამინსკიმ. ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. ევროკავშირის შეფასებით, ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. კერძოდ, ის რუსეთს აძლევს საშუალებას, ბელორუსის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტებით შეუტიოს უკრაინას და მის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალი, მძიმე ტექნიკა, ტანკები და სამხედრო ტრანსპორტიორები შეიყვანოს. ის ასევე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს ნებას რთავს, ბელორუსის საჰაერო სივრცის გავლით გადავიდნენ უკრაინაში და მათ საწვავგასამართი სადგურებით უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთს ბელორუსის ტერიტორიაზე იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის განთავსების საშუალებას აძლევს. ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა ბელორუსში სანქციები დააწესა იმ პირებზე, რომლებიც რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ თანამშრომლობენ. მან, ამასთან, მთელ რიგ მნიშვნელოვან სექტორებს ვაჭრობის უფლება შეუზღუდა. შეზღუდვები შეეხო ბელორუსის სამხედრო პერსონალის 42 მაღალი რანგის წევრსაც. მათ ამ ომში შესრულებული როლისთვის აქტივები გაეყინათ და ევროკავშირში მოგზაურობა აეკრძალათ. გარდა ამისა, ევროკავშირმა შეზღუდა ვაჭრობა ისეთი სახის საქონლით, რომელიც საჭიროა თამბაქოს პროდუქტის, მინერალური საწვავის, სამშენებლო მასალის თუ სასუქების საწარმოებლად. შეზღუდვები ასევე დაწესდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიის და იმ სახის საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტზე, რომელიც ბელარუსის სამხედრო, თავდაცვის და უშიშროების სექტორებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. შეიზღუდა ამ პროდუქტებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებების მიწოდებაც. 2022 წლის 9 მარტს ევროკავშირმა SWIFT-ის სისტემას ჩამოაშორა სამი ბელორუსული ბანკი — Belagroprombank, Dabrabyt ბანკი და ბელორუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკი. 3 ივნისს სიას ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიც დაემატა. გარდა ამისა, აიკრძალა რეზერვების და აქტივების მართვასთან დაკავშირებული ოპერაციები ბელორუსის ცენტრალურ ბანკთან და ბელორუსთან ვაჭრობის და ბელორუსში ინვესტირების მიზნით სახელმწიფო დაფინანსების გაცემა.
პოლონეთი F-16-ის ტიპის თვითმფრინავების კომპონენტების წარმოებას ზრდის
პოლონური კომპანია PZL Mielec F-16-ის ტიპის კომპონენტების წარმოების გაფართოებას გეგმავს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პოლონური პრესის სააგენტო (PAP) 30 აგვისტოს წერს. PZL Mielec სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთშია დაფუძნებული და ამერიკული თავდაცვის კომპანია Lockheed Martin-ს ეკუთვნის. PZL Mielec-ის პრეზიდენტმა იანუშ ზაკრეცკიმ PAP-ს განუცხადა, რომ კომპანია ამჟამად F-16-ის ფუზელაჟის სტრუქტურის დაახლოებით 50%-ს აწარმოებს. 2024 წლის ბოლოსთვის მიზანია Mielec-ში ფუზელაჟის 70%-დან 80%-მდე წარმოებს გაზრდა. ქარხნის ანგარი მოდერნიზებულია და მისმა რამდენიმე თანამშრომელმა ექვსთვიანი ტრენინგი Lockheed Martin-ის მთავარ ქარხანაში, სამხრეთ კაროლინაში გაიარა. PZL Mielec პოლონეთის თვითმფრინავების ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელი და Lockheed Martin-ის უდიდესი საწარმოო ადგილია აშშ-ის გარეთ. Mielec ქალაქ ჟეშოვიდან 50 კილომეტრში მდებარეობს - ეს არის მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრი, სადაც NATO უკრაინული სამხედრო აღჭურვილობის ლოგისტიკისა და სარემონტო ცენტრის გახსნას გეგმავს. ჟეშოვის აეროპორტი გადამწყვეტი გზაა დასავლური სამხედრო დახმარებისთვის, რომელიც უკრაინაში მიედინება.
პოლონეთი 1700 სადაზვერვო დრონს შეიძენს
პოლონეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო 1700 სადაზვერვო თვითმფრინავს შეიძენს. შესაბამისი ხელშეკრულება ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ანდჯეი დუდას თანდასწრებით, პოლონეთის ქალაქ კიელცეში დაამტკიცა. კონტრაქტები მოიცავს ლოგისტიკურ და სასწავლო პაკეტებს უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორებისთვის. FlyEye-ს ტიპის მინი უპილოტო საფრენი აპარატები განკუთვნილია აერო გამოსახულების დაზვერვისთვის, რასაც უზრუნველყოფს ოპტოელექტრონული სისტემები, რომლებიც თერმული კამერით არის აღჭურვილი.
პოლონეთი პირველი უცხოური მიმღებია, რომელმაც აშშ-ის არმიის ახალი ანტისარაკეტო სარადარო სისტემა შეიძინა
პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ შეერთებულ შტატებთან, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობისა და იარაღის მიწოდების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. იტყობინება პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო. „ამერიკის შეერთებულ შტატებთან დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში პოლონეთი მიიღებს სამხედრო ტექნიკას, მათ შორის 12 LTAMDS-ის რადარს, PATRIOT M903-ის სისტემის 48 გამშვებსა და PAC-3 MSE რაკეტების მარაგს,“ - აცხადებენ პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში. პოლონეთი 1700 სადაზვერვო დრონს შეიძენს ამასთან, მწარმოებელ RTX-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლონეთი პირველი საერთაშორისო მომხმარებელი იქნება აშშ-ის არმიის ახალი საჰაერო და ანტისარაკეტო სარადარო სისტემისა, რომელიც ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.
აშშ-ის კონგრესი პოლონეთისთვის Apache-ის ტიპის 96 ვერტმფრენის მიყიდვას დაეთანხმა
აშშ-ს კონგრესმა პოლონეთისთვის 96 AH-64E Apache-ის ტიპის შვეულმფრენის მიყიდვას თანხმობა მისცა, - წერს თავდაცვის მინისტრი მარიუშ ბლაშჩაკი X-ზე (ყოფილი Twitter). „ჩვენ გვაქვს აშშ-ს კონგრესის თანხმობა, რომ პოლონეთს 96 Apache ვერტმფრენი რადარებთან და იარაღთან ერთად მიჰყიდოს! ახლა ჩვენ ვიწყებთ ფასზე მოლაპარაკებებს. პროცედურების დასრულებამდე და შეძენილი ვერტმფრენების პოლონეთში ჩაბარებამდე, აშშ-ის არმია თავისი რეზერვიდან გადმოგვცემს Apache-ს ვერტმფრენებს,“ - წერს მინისტრი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლონეთისთვის Apache-ს საბრძოლო ვერტმფრენების პოტენციურ მიყიდვას მხარი 22 აგვისტოს დაუჭირა.
პოლონეთში ლეგიონერების დაავადების გავრცელების მიზეზის დადგენას კვლავ ცდილობენ
ლეგიონერების დაავადების მსხვერპლთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა. ინფორმაციას პოლონური მედია სამხრეთ-აღმოსავლეთის ქალაქ ჟეშოვის ჯანდაცვის უწყებებმა გაავრცელეს. საავადმყოფოს წარმომადგენლის თქმით, ქალი რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა. საერთო ჯამში, ინფიცირებულია სულ მცირე 160 ადამიანი, პაციენტების უმეტესობა ქალაქ ჟეშოვშია. ჯანდაცვის ორგანოები კვლავ ცდილობენ, დაადგინონ დაბინძურების წყარო. პოლონური მედია ასევე წერს, რომ ბაქტერია დედაქალაქის ერთ-ერთი საჯარო ბაღის შენობაშიც აღმოაჩინეს. ბაღი არ დაუხურავთ, ჩატარდა დეზინფექცია. 26 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთში „ლეგიონერების დაავადების“ გავრცელებას იძიებენ, მათ შორის რუსეთის ჩართულობით „საბოტაჟის“ გამოსარიცხად. თავდაპირველი ინფორმაციით, 8 ადამიანი იყო გარდაცვლილი. პოლონეთში „ლეგიონერების დაავადების“ გავრცელებას იძიებენ, მათ შორის რუსეთის ჩართულობით „საბოტაჟის“ გამოსარიცხად
პოლონეთი რუსეთში დარეგისტრირებული მანქანების ქვეყანაში შესვლას კრძალავს
პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი რუსეთში დარეგისტრირებული მანქანების შესვლას კრძალავს. აკრძალვა კვირიდან, 17 სექტემბრიდან შედის ძალაში და ნებისმიერ ავტომობილს შეეხება, რომელიც რუსეთში არის დარეგისტრირებული. „რუსეთში დარეგისტრირებული ავტომობილების ევროკავშირში შესვლის აკრძალვის შესახებ 8 სექტემბერს ევროკომისიის დირექტივების გამოქვეყნების შემდეგ, მინდა გაცნობოთ, რომ პოლონურ საზღვარზე ეს აკრძალვა ძალში ხვალიდან შევა. ის ძალაში დღეს შუაღამეს შედის,” - განაცხადა კამინსკიმ. მინისტრის განმარტებით, აკრძალვა პოლონეთში რუსული რეგისტრაციების მქონე მსუბუქ ავტომობილებს შეეხება. „რუსულ სატვირთო მანქანებზე უკვე ვრცელდებოდა ეს აკრძალვა. ახლა ამ საქმეს ვხურავთ. არც ერთი რუსული მაქანა არ შედის პოლონეთში. ქალბატონებო და ბატონებო, ეს ყველა ავტომობილს შეეხება, რომლებიც კომერციული მიზნებისთვის გამოიყენება, ასევე კერძოებსაც - მიუხედავად იმისა, ავტომობილს მართავს ან ფლობს რუსეთისა თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე,” - აღნიშნა კამინსკიმ. შეგახსენებთ, ანალოგიური გადაწყვეტილება ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და ფინეთმაც მიიღეს.
ზელენსკი, დუდა და ნაუსედა მარცვლეულის ექსპორტის გარშემო წარმოქმნილი უთანხმოების გადასაჭრელად, ნიუ-იორკში შეხვდნენ ერთმანეთს - მედია
უკრაინის, ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტები, ვოლოდიმირ ზელენსკი, გიტანას ნაუსედა და ანდჯეი დუდა ნიუ-იორკში შეხვდნენ. მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის მარცვლეულის ექსპორტის გამო წარმოქმნილი კონფლიქტი განიხილეს. გარდა ამისა ისაუბრეს ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ პოლონეთი წყვეტს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას. გიტანას ნაუსედამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ პოლონეთსა და უკრაინას შორის არსებული უთანხმოება რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს. „საერთო, მთავარი მიზნისთვის - ევროპის დაცვა რუსეთის აგრესიული პოლიტიკისგან - უკრაინასა და პოლონეთს შორის არსებული უთანხმოება რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს. პოლონეთის ადგილი უკრაინის მხარდაჭერაში უნიკალურია. გამოსავალი უნდა მოიძებნოს, რადგან კრიზისის შემდგომი გაღრმავება უპასუხისმგებლო იქნება," - განაცხადა ნაუსედამ. მანვე აღნიშნა, რომ აქ საუბარია არა ცალკეული ქვეყნების, არამედ მთელი რეგიონის და კონტინენტის უსაფრთხოებაზეც კი. „როგორც ისტორია გვიჩვენებს, მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, ერთმანეთის მხარდაჭერითა და დახმარებით შეგვიძლია დავუპირისპირდეთ გარე საფრთხეებს“, - აღნიშნა ნაუსედამ.
დუდას თქმით, მარცვლეულის შესახებ დავა პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობებზე გავლენას არ მოახდენს
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჯეი დუდამ ქალაქ პოზნანში უკრაინის აღდგენის შესახებ გამართულ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მარცვლეულთან დაკავშირებულ დავას უკრაინასთან ურთიერთობებზე სერიოზული გავლენა არ ექნება. დუდამ პოლონეთში უკრაინული მარცვლეულის იმპორტთან დაკავშირებული დავა უმნიშვნელოდ შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს სერიოზულ ზიანს არ მიაყენებს. „ეჭვი არ მეპარება, რომ პოლონეთის ბაზრისთვის უკრაინული მარცვლეულის მიწოდების შესახებ დავა უმნიშვნელოა პოლონეთ-უკრაინის ზოგად ურთიერთობებში. არ მჯერა, რომ ამან შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს სამომავლო ურთიერთობებზე. ეს ის საკითხია, რომელიც ჩვენ ერთმანეთთან საუბრით უნდა გადავწყვიტოთ,“ - აღნიშნა დუდამ სიტყვით გამოსვლისას. ზელენსკი, დუდა და ნაუსედა მარცვლეულის ექსპორტის გარშემო წარმოქმნილი უთანხმოების გადასაჭრელად, ნიუ-იორკში შეხვდნენ ერთმანეთს - მედია
ზელენსკი უკრაინაში პოლონეთის გავლით ბრუნდება: მადლობას ვუხდი პოლონეთს ფასდაუდებელი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში დაბრუნებამდე პოლონეთის ქალაქ ლიუბლინში ჩავიდა, სადაც ორ პოლონელ მოხალისეს, უკრაინელი ლტოლვილებისთვის გაწეული დახმარებისთვის ჯილდოები გადასცა. „მადლობას ვუხდი პოლონეთს ფასდაუდებელი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის, რომელსაც წვლილი შეაქვს ჩვენი მთელი ევროპის თავისუფლების დაცვაში,“ - ნათქვამია ზელენსკის Twitter-ზე განთავსებულ პოსტში. ზელენსკიმ პოლონეთის გაღიზიანება გამოიწვია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის დროს ნათქვამით, რომლის თანახმად, მარცვლეულის იმპორტის საკითხზე გამართული „პოლიტიკური თეატრი" მოსკოვს აწყობს. „მსურს პრეზიდენტ ზელენსკის მოვუწოდო, აღარასოდეს მიაყენოს შეურაცხყოფა პოლონელებს, როგორც ეს მან გაეროში გამოსვლისას გააკეთა,“ - განაცხადა თავის მხრივ, პოლონეთის პრემიერმა, მატეუშ მორავეცკიმ 22 სექტემბერს. ზელენსკი, დუდა და ნაუსედა მარცვლეულის ექსპორტის გარშემო წარმოქმნილი უთანხმოების გადასაჭრელად, ნიუ-იორკში შეხვდნენ ერთმანეთს - მედია ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კანადასა და აშშ-ში ვიზიტის შემდეგ ირლანდიაში ჩაფრინდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატი ავრცელებს. ზელენსკიმ შენონის აეროპორტის შენობაში დაუგეგმავი შეხვედრა გამართა სუდანის რესპუბლიკის სუვერენული საბჭოს ხელმძღვანელთან, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანთან. ზელენსკიმ მას მადლობა გადაუხადა სუდანის თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების საერთო გამოწვევები, კერძოდ, რუსეთის მიერ დაფინანსებული უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების საქმიანობა. ზელენსკიმ აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანი ჰუმანიტარული ინიციატივის, Grain From Ukraine-ის მხარდასაჭერად მიიწვია, რომლის მიზანია აფრიკის ყველაზე დაუცველი ქვეყნებისთვის საკვების მიწოდება, ასევე გლობალური, მშვიდობის სამიტში გაწევრიანება. ორი ქვეყნის ლიდერებმა ასევე განიხილეს უკრაინასა და აფრიკის კონტინენტის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლო პლატფორმები. ზელენსკი მანამდე კანადაში ჩავიდა დაუანონსებელი ვიზიტით. უფრო ადრე ის აშშ-ში ვიზიტით იყო, სადაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა. რას მოიცავს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი ახალი სამხედრო დახმარება
პოლონეთმა უკრაინული მარცვლეულისთვის სატრანზიტო დერეფნები მოამზადა
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანdჯეი დუდამ განაცხადა, რომ მსოფლიო პოლონეთმა მოამზადა სატრანზიტო დერეფნები უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის იმ ქვეყნებში, რომლებსაც ეს სჭირდებათ. „ჩვენი ფერმერების მუშაობის წყალობით, პოლონეთი თვიკმარია. ჩვენ არ გვჭირდება მარცვლეული უკრაინიდან. ომის დროს მათი შესანიშნავი მოსავლიდან ძალიან ცოტა მიდიოდა იმ ქვეყნებში, რომლებსაც ეს ნამდვილად სჭირდებოდათ. პოლონეთმა მოამზადა სატრანზიტო დერეფნები, რომლის წყალობითაც უკრაინულმა მარცვლეულმა შეიძლება გაიაროს პოლონეთის ტერიტორიაზე და გავიდეს იქ, სადაც საჭირო იქნება ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ უკრაინას და იმ ქვეყნებს, რომლებსაც ეს დახმარება სჭირდებათ," - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. დუდა სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს, უკრაინიდან პოლონეთში მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვის ძალაში დატოვებას. პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტი მაქსიმალურად დიდი იყოს. ევროკომისიამ უკრაინულ მარცვლეულზე ემბარგო გააუქმა
უკრაინა და პოლონეთი დიდ სამხედრო-სამედიცინო ცენტრს ქმნიან
კიევი და ვარშავა მუშაობენ დიდი სამხედრო-სამედიცინო ცენტრის შექმნაზე გამოცდილების გაცვლისა და პრაქტიკული დახმარების გაწევისთვის, რაც მნიშვნელოვანია ომის პირობებში. ამის შესახებ ვარშავის სამხედრო სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორმა, გენერალმა გჟეგორზ გილერაკმა განაცხადა. სამხედრო-სამედიცინო სფეროში ფართომასშტაბიანი ცენტრის შექმნის გადაწყვეტილება უკრაინელმა და პოლონელმა სამხედრო ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის ორივე არმიის სამედიცინო დეპარტამენტების ხელმძღვანელების შეხვედრის დროს მიიღეს. ეს შეხვედრა კიევში, მაისში გაიმართა. მან აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განისაზღვრა ორმხრივი თანამშრომლობის გრაფიკი და გეგმა. თანამშრომლობა დაფუძნებული იქნება ინფორმაციის მოპოვებასა და ანალიზზე, რომელიც დაკავშირებულია სანიტარული დანაკარგების მასშტაბებთან, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან, პოლონეთმა უკრაინას თითქმის 3 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია. პოლონეთი იღებს დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცებს სამკურნალოდ და გასულ წელს ჟეშოვთან ახლოს, იასიონკის აეროპორტში განთავსდა სამედიცინო ცენტრი, რომლის მეშვეობითაც, დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები შემდგომი მკურნალობისთვის სხვა ქვეყნებში გადაიყვანეს.
აშშ-მ პოლონეთს თავდაცვისუნარიანობის მოდერნიზაციისთვის $22 მილიარდის ოდენობით სესხი გადასცა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლონეთს თავდაცვისუნარიანობის მოდერნიზაციისთვის ორი მილიარდი დოლარის ოდენობის სესხი გადასცა. „'პოლონეთი შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირეა და მისი უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია NATO_ს აღმოსავლეთი ფლანგის კოლექტიური თავდაცვისთვის'', - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე განაცხადა, რომ '„პოლონეთმა, თავდაცვის სფეროში მნიშვნელოვანი ინვესტიციების მეშვეობით აჩვენა თავისი ურყევი ვალდებულება რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერებისკენ''. პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა, მარიუშ ბლაშჩაკმა აღნიშნა, რომ პოლონური არმიისთვის 486 HIMARS-ის გადაცემა HOMAR-A-ის პროგრამის ნაწილია.
პოლონეთმა პირველი ატომური ელექტროსადგურის აშენებაზე, ამერიკულ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ ოთხშაბათს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას, მონაწილეობა მიიღო ამერიკულ კომპანია Westinghouse-თან ხელშეკრულების ხელმოწერაში, რაც პოლონეთში პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური იტყობინება. შეთანხმება ითვალისწინებს ამერიკელი სპეციალისტების მონაწილეობას პოლონეთის პომერანიაში ატომური ელექტროსადგურის პროექტირებასა და მშენებლობაში. პოლონეთის მხრიდან სამუშაოს კომპანია Polskie Elektrownie Jądrowe განახორციელებს, რომელსაც მანამდე შესაბამისი ნებართვა მიეცა. მორავიეცკის თქმით, ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა პოლონეთს გახდის "ცენტრალური ევროპის ქვეყნების უსაფრთხოების მიმწოდებელს, ისევე როგორც დღეს პოლონეთი უკვე ხდება გაზის კერა - სახელმწიფო, რომელიც დამოუკიდებელია გაზის მხრივ." გეგმის მიხედვით, პომერანის ატომური ელექტროსადგური პოლონეთს 23 მილიარდი დოლარი დაუჯდება და საბოლოოდ, ექსპლუატაციაში 2033 წელს შევა. მან ელექტროენერგია 12 მილიონ პოლონურ ოჯახს უნდა მიაწოდოს. პოლონეთი სულ სამი ატომური ელექტროსადგურის შექმნას გეგმავს, რომელიც მთელი ენერგიის დაახლოებით 30%-ს გამოიმუშავებს. პოლონეთში პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვა მიმდინარე წლის ივლისში გაიცა.
უკრაინის სოლიდარობის ნიშნად, UEFA-ს ახალგაზრდულ ტურნირებს ინგლისი, პოლონეთი და ლატვია ბოიკოტს უცხადებენ
ინგლისი, პოლონეთი და ლატვია არ მიიღებენ მონაწილეობას UEFA-ს ახალგაზრდულ ტურნირებზე, სადაც რუსი ფეხბურთელები დაიშვებიან. მანამდე, უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ (UAF) დაგმო 26 სექტემბერს ევროპის ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის 17-წლამდელთა გუნდების საერთაშორისო შეჯიბრებში დაბრუნებას გულისხმობს და განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის მონაწილეობით მიმდინარე თამაშებს ბოიკოტს გამოუცხადებს. 26 სექტემბერს უეფამ გამოაცხადა, რომ შეამსუბუქებს თავის შეზღუდვებს და საშუალებას მისცემს რუსეთის 17-წლამდელთა გუნდებს, მიიღონ მონაწილეობა ევროპულ თამაშებში. „უეფამ ასევე იცის, რომ ბავშვები არ უნდა დაისაჯონ იმ ქმედებებისთვის, რომელთა პასუხისმგებლობა მხოლოდ უფროსებს ეკისრებათ და მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ ფეხბურთმა არასოდეს უნდა თქვას უარი მშვიდობისა და იმედის გზავნილების გაგზავნაზე,“ - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. UAF-მა მოუწოდა UEFA-ს სხვა წევრებს, ბოიკოტი გამოუცხადონ ყველა შესაძლო მატჩს, რომელშიც რუსული გუნდები მონაწილეობენ. შეგახსენებთ, რომ რუსეთის გუნდებს აკრძალათ UEFA-ს ღონისძიებში მონაწილოება მას შემდეგ, რაც მოსკოვმა გასული წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.
პოლონეთმა უკრაინას პირველი შეკეთებული leopard-ის ტიპის ტანკები გადასცა
უკრაინამ პოლონეთიდან ბუმარ-ლაბენდის ქარხანაში შეკეთებული პირველი Leoprad-ის ტიპის ტანკები მიიღო. პოლონეთი სხვა ტანკებზე სარემონტო სამუშაოს აგრძელებს. ივლისში პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ Leopard 2-ის ტიპის ტანკების ტექნიკური და სარემონტო ცენტრი, რომელიც უკრაინამ მიიღო, მუშაობა დაიწყო. ცენტრის გახსნა მაისის ბოლოს იყო დაგეგმილი. აპრილში თავდაცვის მინისტრ, მარიუშ ბლაშჩაკთან მოლაპარაკებების შემდეგ, გერმანელმა კოლეგამ, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ორივე მხარემ საბოლოო ეტაპს მიაღწია.
სამმხრივი შეთანხმება: უკრაინულ მარცვლეულს უკრაინა-პოლონეთის საზღვრის ნაცვლად, ლიეტუვის პორტში შეამოწმებენ
ვეტერინარული, სანიტარიული და ფიტოსანიტარული კონტროლი უკრაინა-პოლონეთის საზღვრიდან ლიეტუვის ტერიტორიაზე, კლაიპედას პორტში გადაინაცვლებს. შეთანხმე გავრცელდება ამ პორტისკენ მიმავალ ყველა სასოფლო-სამეურნეო ტვირთზე. შეთანხმების მიღწევის შესახებ განცხადება უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტრომ და პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რობერტ ტელუსმა გააკეთეს და აღნიშნეს, რომ შეთანხმება პოლონეთის გავლით ტრანზიტს დააჩქარებს. „ჩვენ შევთანხმდით მნიშვნელოვან საკითხზე. ოთხშაბათიდან, უკრაინული მარცვლეულის შემოწმება, რომელიც ტრანზიტით ლიეტუვას გაივლის, უკრაინა-პოლონეთის საზღვრიდან ლიეტუვის ტერიტორიაზე, ლიეტუვის პორტში გადაინაცვლებს," - განაცხადა პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა. თავის მხრივ, უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტროში განმარტავენ, რომ პოლონეთისა და ლიეტუვის მთავრობებმა მხარი დაუჭირეს უკრაინის შეთავაზებას ვეტერინარული, სანიტარიული და ფიტოსანიტარული კონტროლის უკრაინა-პოლონეთის საზღვრიდან ლიეტუვის პორტში გადატანასთან დაკავშირებით.
ისტორიაში პირველად, ვარშავაში ამერიკულ Patriot-ზე დაფუძნებული სარაკეტო თავდაცვის სისტემა განთავსდა
ვარშავის ცის უსაფრთხოებას ამერიკული Patriot-ის სისტემა დაიცავს. პირველად ისტორიაში, პირველად პოლონელმა სამხედროებმა ქვეყნის დედაქალაქ ვარშავაში ანტისარაკეტო და საზენიტო თავდაცვის სისტემა (Vistula) განათავსეს. ის ამერიკულ საზენიტო სარაკეტო კომპლექს Patriot-ზეა დაფუძნებული. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა ფაქტს „ისტორიული და ინოვაციური“ უწოდა. „ვფიქრობ, ეს არის მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე აღჭურვილობა, Patriot-ის ტიპის სისტემა. ეს არის ჩვენი დიდი საერთო წარმატება,“ - განაცხადა ბლაშჩაკმა ბევოვოს აეროდრომზე ვიზიტისას. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ ვარშავის ცას მალე დაფარავს Patriot-ის ტიპის სისტემაზე დაფუძნებული სარაკეტო თავდაცვის სისტემა. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, პოლონეთი საჰაერო თავდაცვას აძლიერებს.
პოლონეთმა რუსეთის საელჩოსთვის ჩამორთმეული რეკრეაციული ცენტრი თავდაცვის ძალებს გადასცა
პოლონეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ტერიტორიულ თავდაცვის ძალებს გადასცეს მიწა სკუბიანკაში, რეკრეაციული ცენტრით, რომელიც ადრე რუსეთის საელჩოს ეკუთვნოდა. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრის Twitter პოსტიდან გახდა ცნობილი. სამხედროებისთვის ობიექტების გადაცემის ცერემონიაში მონაწილეობა თავად მარიუშ ბლაშჩაკმაც მიიღო. ბლაშჩაკის თქმით, ამ ტერიტორიებზე სამხედრო ტერიტორიული თავდაცვის წვრთნები ჩატარდება.
პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება
პოლონეთის მმართველი პარტია „კანონი და სამართლიანობა“ ხელისუფლებაში მესამე ვადით მოსვლისთვის იბრძვის, მისი მთავარი კონკურენტი კი ოპოზიციური კოალიცაა, რომელსაც პოლონეთის ყოფილი პრემიერი და ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი მართავს. საარჩევნო კამპანიის დროს ტუსკმა პირობა დადო, რომ შეამსუბუქებს აბორტის საწინააღმდეგო მკაცრ კანონებს და გააუმჯობესებს ლგბტქ+ ადამიანების უფლებებს. მისივე თქმით, გააუმჯობესებს ურთიერთობებს ბრიუსელთან, რომელიც, მისი შეფასებით, პარტია „კანონი და სამართლიანობის“ მთავრობამ დააზიანა. ხმის მიცემის უფლებით 18 წელზე უფროსი ასაკის 29 მილიონი პოლონელი სარგებლობს. მათ ქვედა პალატის, ანუ სეიმის 460 წევრი და სენატის 100 წევრი 4 წლის ვადით უნდა აირჩიონ. პოლონეთის მასშტაბით 31 000-ზე მეტი საარჩევნო უბანი დღეს, ადგილობრივი დროით 7:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 21:00 საათზე დაიხურება. საზღვარგარეთ კი 400-ზე მეტი საარჩევნო უბანი იმუშავებს.
ეგზიტპოლი: პოლონეთში, საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მმართველი პარტია უმრავლესობას კარგავს
ეგზიტპოლების მიხედვით, პოლონეთის მემარჯვენე პოპულისტურმა პარტიამ - „კანონი და სამართლიანობა“ - პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა, თუმცა არასაკმარისი იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩეს. Ipsos-ის თანახმად, პარტიამ - „კანონი და სამართლიანობა“ ხმების 36.8%-ი მოიპოვა, ოპოზიციურმა კოალიციამ კი - 31.6%-ი. იმ შემთხვევაში, თუ ეგზიტპოლის შედეგები გამართლდა, დონალდ ტუსკის „სამოქალაქო კოალიციას“ მმართველი კოალიციის შექმნის უკეთესი შანსი აქვს, რაც ქვეყანაში იაროსლავ კაჩინსკის პარტია „კანონი და სამართლიანობის“ რვაწლიან მმართველობას დაასრულებს. „პოლონეთმა გაიმარჯვა, დემოკრატიამ გაიმარჯვა. ეს არის ცუდი დროების დასასრული, ეს არის პარტია „კანონი და სამართლიანობის“ მთავრობის დასასრული,“ - აღნიშნა დონალდ ტუსკმა ეგზიტპოლის შედეგებზე კომენტირებისას. ტუსკის თქმით, პოლონეთში კვირას ჩატარებული არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანი კომუნიზმის დაცემის შემდეგ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლონეთის მომავლისთვის ევროკავშირში.
პოლონეთი ბელორუსისა და რუსეთის საზღვართან სამხედრო წვრთნებს გამართავს
პოლონეთის შეიარაღებული ძალები ბელარუსისა და რუსეთის საზღვართან სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ. შეიარაღებული ძალების მთავარი სარდლობის ცნობით, ŻUBR-23-ის მიზანია ჯარსა და ადგილობრივ ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის გაძლიერება და ქვედანაყოფების საბრძოლო შესაძლებლობების გამოცდა. ადგილობრივ სამსახურებთან თანამშრომლობით შემოწმდება გამაფრთხილებელი სისტემები. წვრთნების დროს სასაზღვრო პროვინციებში სამხედრო პერსონალი და ტექნიკა გადაინაცვლებს, ზოგან საცეცხლე პუნქტებიც დამონტაჟდება.
პოლონეთში ოპოზიციური პარტიების კოალიცია ჩამოყალიბდა
პოლონეთის ძირითადი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კოალიციური შეთანხმება გააფორმეს. „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერმა და პრემიერ-მინისტრის პოსტზე სავარაუდო კანდიდატმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ „შეთანხმება არის სახელმძღვანელო მითითებები თანამშრომლობისთვის მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრეზიდენტისგან მთავრობის ფორმირების შესაძლებლობას მიიღებენ. ტუსკის პარტიის გარდა, კოალიციაშიხ „მესამე გზა“ და „ახალი მემარცხენეები“ არიან. 7 ნოემბერს პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ მთავრობის ფორმირება ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს, მათეუშ მორავეცკის დაავალა. მორავიეცკის კონსერვატიულმა პარტიამ, „კანონმა და სამართალმა“, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე უფრო მეტი ხმა (35.38%) მიიღო, მაგრამ მთავრობის ფორმირებისათვის საკმარისი მანდატების რაოდენობა არ აქვს. მორავეცკის კოალიციისათვის სხვა საპარლამენტო პარტიებთან მოლაპარაკება მოუწევს.
პოლონეთმა ბელორუსის საზღვართან ახალი სატანკო ბატალიონი განათავსა
პოლონეთმა ბელორუსის საზღვართან ახალი სატანკო ბატალიონი განათავსა, რომელიც სამხრეთ კორეაში წარმოებული K2-ის ტიპის ტანკებით არის აღჭურვილი. იტყობინება პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო. ახალი სატანკო ბატალიონი ბრესტის რეგიონში, ბელარუსთან საზღვარზე მდებარე დასახლებაში განლაგდება. „ჩვენ ვიცით საფრთხეების შესახებ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ კრემლის მმართველებმა დაიწყეს ომი, რადგან მათ სურთ რუსეთის იმპერიის აღდგენა... ამიტომ ვაძლიერებთ არმიას, რათა თავიდან ავიცილოთ ჩვენს სამშობლოზე თავდასხმა .. ვაფუძნებთ ახალ სამხედრო ნაწილებს,“ - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა. ცნობილია, რომ აღმოსავლეთიდან საფრთხის შემთხვევაში, ახალი ქვედანაყოფის ამოცანა იქნება ეფექტიანი ბარიერის შექმნა მტრის შეტევითი მოქმედებების შესაჩერებლად. შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. ვარშავა უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. რუსეთისა და ბელორუსისგან მომდინარე საფრთხის საპასუხოდ, პოლონეთის არმიის რაოდენობა თითქმის გააორმაგა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა, თუმცა დუდას სურს, რომ მორავეცკიმ ახალი მთავრობის ფორმირება სცადოს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ მთავრობას გადადგომა შესთავაზა. ახლად არჩეული პარლამენტი პოლონეთში პირველად შეიკრიბა. პრო-ევროპული პარტიების ალიანსმა, რომელიც დემოკრატიული სტანდარტების აღდგენის პირობას დებს, საპარლამენტო უმრავლესობა 15 ოქტომბრის არჩევნებზე მოიპოვა. სავარაუდოდ, სწორედ ის გადაიბარებს ხელისუფლებას, მაგრამ შესაძლოა, ეს პროცეს ოთხ კვირამდე გაგრძელდეს. ალიანსის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ცენტრისტი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკია. პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა, რომელიც მორავეცკის “კანონისა და სამართლიანობის“ პარტიის მოკავშირეა, მორავეცკის სთხოვს, სხვა მთავრობის ფორმირებას ეცადოს და ორშაბათს საღამოს მას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ხელახლა დანიშნავს. მორავეცკიმ ახალი მთავრობის ფორმირების სურვილი პარლამენტის წინაშე გამოსვლისას დააფიქსირა, თუმცა მისმა ოპონენტებმა ამ ნაბიჯს არასერიოზული უწოდეს. ტუსკი და მისი მოკავშირეები დუდას ამომრჩეველთა ნების უპატივცემულობაში ადანაშაულებენ. მისი კოალიცია ასევე პირობას დებს, რომ გააძლიერებს საგარეო ალიანსებს და უსაფრთხოებას მეზობელ უკრაინაში ომის დროს. პოლონეთის ძირითადი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კოალიციური შეთანხმება 10 ნოემბერს გააფორმეს. მორავეცკის კონსერვატიულმა პარტიამ, „კანონმა და სამართალმა“, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე უფრო მეტი ხმა (35.38%) მიიღო, მაგრამ მთავრობის ფორმირებისათვის საკმარისი მანდატების რაოდენობა არ აქვს.
პოლონელმა ინსტრუქტორებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები გადაამზადეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს სამთო-სამაშველო სწავლება ჩაუტარდათ. უწყების ცნობით, პოლონელმა ინსტრუქტორებმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები საბაგიროზე სამაშველო ოპერაციების განხორციელების მიმართულებით გადაამზადეს. ტრენინგი მოიცავდა, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს. სამთო-სამაშველო სწავლება ორგანიზაცია - „ICAD”-ის მიერ, პოლონური საგრანტო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და მიზნად ისახავს საქართველოს მთიან რეგიონებში სამთო-სამაშველო შესაძლებლობების განვითარებას.
ლავროვის მონაწილეობის გამო ეუთოს მინისტერიალს ბოიკოტი პოლონეთმაც გამოუცხადა
ეუთოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის დაშვების გამო, შეხვედრას ბოიკოტს ბალტიის ქვეყნებისა და უკრაინის შემდეგ პოლონეთიც უცხადებს. აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლის სამიტზე ყოფნა პოლონეთისთვის მიუღებელია. „ჩვენ არ შეგვიძლია, უგულებელვყოთ ის ფაქტი, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება იმ ორგანიზაციის მაგიდასთან, რომელიც ცდილობს მშვიდობისა და უსაფრთხოების შექმნას ევროპაში," - აცხადებს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შიმონ შინკოვსკი. შეგახსენებთ, რომ ბულგარეთმა სკოპიეში გასამართ ეუთოს შეხვედრაზე დასასწრებად სერგეი ლავროვის თვითმფრინავს თავისი საჰაერო სივრცის გავლის უფლება მისცა. ლავროვი სკოპიეში ბულგარეთის ნაცვლად საბერძნეთის გავლით ჩავიდა.
პოლონეთმა რუსეთთან და ბელორუსთან საზღვრებზე სპეციალური ბატალიონი განათავსა
აღმოსავლეთ ევროპაში დაძაბულობის ესკალაციის ფონზე თავდაცვითი შესაძლებლობების გასაზრდელად, პოლონეთმა რუსეთთან და ბელორუსთან საზღვრებზე დამატებითი ბატალიონი განათავსა. საუბარია სპეციალიზებულ სამხედრო საინჟინრო ქვედანაყოფზე, რომელიც პასუხისმგებელია გზებისა და ხიდების მშენებლობა-რემონტზე, ნაღმების დაგება ან გაწმენდაზე, სიმაგრეების მოწყობაზე. პოლონეთი პოტენციური საფრთხეების წინააღმდეგ მზადყოფნას აძლიერებს. „დღეს ჩვენ ვხსნით ახალ სამხედრო ნაწილს ავგუსტოვში. იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რაც პოლონეთს ელის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ჩვენი ქვეყნისთვის,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა. შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. ვარშავა უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. მიმდინარე თვეს პოლონეთმა ბელორუსის საზღვართან ახალი სატანკო ბატალიონი განათავსა. რუსეთისა და ბელორუსისგან მომდინარე საფრთხის საპასუხოდ, პოლონეთის არმიის რაოდენობა თითქმის გააორმაგა
პოლონეთმა 24 მცირე ბირთვული რეაქტორის მშენებლობა დაამტკიცა
პოლონეთმა 24 ახალი მცირე მოდულური რეაქტორის (SMR) მშენებლობას მწვანე შუქი აუნთო. ვარშავა ცდილობს, შეამციროს მისი წიაღისეული საწვავის გამოყენება. მთავრობამ განაცხადა, რომ მიზნად ისახავს განახლებადი და ბირთვული ენერგიის ინფრასტრუქტურის აშენებას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების გადასაჭრელად და სტაბილური ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად.
პოლონეთი უკრაინიდან ჩატანილ Leopard-ის ტიპის ტანკების მორიგ პარტიას შეაკეთებს
Leopard-ის ტიპის ტანკების კიდევ ერთი პარტია უკრაინიდან მიტანილი პოლონეთში, თავდაცვის კომპანიის Bumar-Łabędy-ის სარემონტო ცენტრთან გლივიცეში (სამხრეთ პოლონეთი) შესაკეთებლად ჩაიტანეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე პოლონური მხარე იტყობინება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტანკები პოლონეთში შესაკეთებლად ჩაიტანეს. კერძოდ, ოქტომბრის დასაწყისში Leopard 2-ის ტიპის ტანკების პირველი პარტია შეკეთდა და უკრაინაში გაიგზავნა. 23 ივლისს პოლონეთში ამ ტიპის ტანკების შეკეთების ცენტრი ამოქმედდა.
გერმანია რამდენიმე ქვეყანასთან საზღვარზე კონტროლს ორი თვით ახანგრძლივებს
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა პოლონეთთან, ჩეხეთთან და შვეიცარიასთან სასაზღვრო კონტროლს მინიმუმ ორი თვით ახანგრძლივებს. მინისტრის შეფასებით, სასაზღვრო კონტროლი ეფექტურია არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ 16 ოქტომბრიდან ფედერალურმა პოლიციამ მხოლოდ ჩეხეთის რესპუბლიკის, პოლონეთისა და შვეიცარიის საზღვრებზე ქვეყანაში უკანონო შესვლის 9200-მდე შემთხვევა გამოავლინა. „პოლონეთთან, ჩეხეთთან და შვეიცარიასთან საზღვრებზე დროებით კონტროლს 15 დეკემბრის შემდეგ მინიმუმ ორი თვით გავახანგრძლივებ,“ - განაცხადა მინისტრმა. მანვე განმარტა, რომ ევროპული კანონმდებლობა მსგავს ღონისძიებას ითვალისწინებს.
დონალდ ტუსკი პოლონეთის პრემიერ-მინისტრია
პოლონეთის სეიმმა ორშაბათს გამართულ სხდომაზე ახალ პრემიერ-მინისტრად, პროევროპული „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერი დონალდ ტუსკი აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა პარტიათა კოალიციამ, რომელსაც პარლამენტის ქვედა პალატაში ხმათა უმრავლესობა აქვს. ტუსკს 248 დეპუტატმა მისცა ხმა, 201 წინააღმდეგი იყო, თავი არავის შეუკავებია. მანამდე, ორშაბათს, დეპუტატებმა მატეუშ მორავეცკის დროებითი მთავრობის მუშაობის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს. მორავეცკის კონსერვატიულმა პარტიამ, „კანონმა და სამართალმა“, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე უფრო მეტი ხმა (35.38%) მიიღო, მაგრამ მთავრობის ფორმირებისათვის საკმარისი მანდატების რაოდენობის მობილიზება ვერ შეძლო. 66 წლის დონალდ ტუსკი პოლონეთის მთავრობას 2007-2014 წლებში ხელმძღვანელობდა. ის ევროკავშირის უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოში, ევროპის საბჭოს თავმჯდომარედ, ორჯერ აირჩიეს. ტუსკი მხარს უჭერს პოლონეთის ევროინტეგრაციის გაგრძელებას, ხოლო "კანონისა და სამართლის" პოლიტიკა მიზნად ისახავდა ევროკავშირისგან დისტანცირებას.
დონალდ ტუსკი: ვერ ვუსმენ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამბობენ, რომ უკრაინაში ომით დაიღალნენ
პოლონეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ არ შეუძლია, იმ პოლიტიკოსების მოსმენა, რომლებიც იმაზე საუბრობენ, რომ უკრაინაში შექმნილი სიტუაციით დაიღალნენ. ტუსკის თქმით, „ისინი ეუბნებიან პრეზიდენტ ზელენსკის, რომ შექმნილი სიტუაციით დაიღალნენ.“ დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ უკრაინის მიმართ პოლონეთის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. „ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რისთვის მიმდინარეობს ომი. უკრაინელები რაღაც ძალიან მნიშვნელოვანისთვის იბრძვიან. მათი ბრძოლა მაიდანზე დაიწყო და ისინი დასავლეთის სამყაროს საზოგადოებასთან შესაერთებლად იბრძვიან. მათ სურთ, რომ უკრაინა დასავლეთის ქვეყნების მსგავსად, დემოკრატიული სახელმწიფო იყოს და ახლა ისინი სწორედ ამისთვის იბრძვიან,“ - აღნიშნა დონალდ ტუსკმა. პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მთავრობა ფიცს 13 დეკემბერს დადებს. პოლონეთი უკრაინის სამხედრო დახმარების უზრუნველყოფის მხრივ, 3,2 მილიარდით, მეექვსე ადგილზეა.
პოლონეთის ახალი მთავრობა პრეზიდენტ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის შემსწავლელ კომისიას აუქმებს
პოლონეთის ახალი მთავრობა სმოლენსკის ტრაგედიის საგამოძიებო კომისიას შლის. შესაბამისი განკარგულება პოლონეთის ახლად დანიშნულმა თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინაკ-კამიშმა გასცა. კომისიის წევრებს ყველა დოკუმენტაციის, ინვენტარისა და აღჭურვილობის ჩასაბარებლად, ვადა 2023 წლის 18 დეკემბრამდე მისცეს. პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უახლოეს ხანში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ საგამოძიებო კომისიის წევრების საქმიანობას შეისწავლის. პოლონეთის თავდაცვის უწყებაში სმოლენსკის ტრაგედიის საგამოძიებო კომისიის საქმიანობას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს და განაცხადეს, რომ კომისიის წევრები სახელმწიფოს რესურსებს ფლანგავდნენ. პოლონეთის ყოფილი მთავრობა და მათ შორის თავდაცვის მინისტრი ანტონ მიცარევიჩი მიიჩნევდნენ, რომ 2010 წელს, პოლონეთში მომხდარი ავიაკატასტროფა მოსკოვის სპეცოპერაცია იყო. კომისია 2010 წელს მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზებს იძიებდა, რომლის შედეგადაც, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მთავრობის წევრები დაიღუპნენ. რუსეთის ხელისუფლებამ ავიაკატასტროფის მიზეზად პილოტის შეცდომა დაასახელა. საავიაციო კატასტროფების კვლევის ექსპერტის ფრენკ ტეილორის მოხსენების საფუძველზე, კომისიამ დაასკვნა, რომ თვითმფრინავის მარცხენა ფრთა განადგურდა შიგნიდან აფეთქების შედეგად; იყო აფეთქების რამდენიმე წყარო; და, ხე, რომელსაც ლაინერი შეეჯახა დაცემის დროს, არ იყო ფრთის თავდაპირველი განადგურების მიზეზი.
ილია დარჩიაშვილმა პოლონელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა
2023 წლის 18 დეკემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პოლონელ კოლეგასთან, რადოსლავ სიკორსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა. მხარეებმა ორი ქვეყნის კავშირების შემდგომი გაღრმავების მიზნით, მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. „პოლონეთის პირველმა დიპლომატმა ქართველ კოლეგას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა. აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მისწრაფებების, ძალისხმევისა და მიღწეული პროგრესის აღიარებაა. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას პოლონეთის მხრიდან საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის. საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ასევე ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის მნიშვნელობას, რომელსაც საქართველო წარმატებით იყენებს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე და განიხილეს საქართველოსა და პოლონეთს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები,“ - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პოლონეთის მთავრობამ სახელმწიფო მედიის ხელმძღვანელობა გაათავისუფლა
პოლონეთის სახელმწიფო მედიის - საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტო PAP-ის ხელმძღვანელობა დაითხოვეს. PolsatNews-ი იტყობინება, მთავრობის განცხადების გამოქვეყნებიდან ერთ საათზე უფრო ნაკლებ დროში, მაუწყებლობა შეწყვიტეს ტელეარხებმა TVP Info-მ და TVP3-მ. TVPinfo-ს ვებგვერდი არ მუშაობს. ახალ მთავრობაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო მედია პროპაგანდის საშუალებად იქცა ხელისუფლებაში პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ ყოფნის რვა წლის განმავლობაში. პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის კოალიციამ პირობა დადო, შექმნას ახალი მასმედია, რომელსაც უფრო გაწონასწორებული მიდგომა ექნება. 20 დეკემბერს პოლონეთის სეიმმა მიიღო დადგენილება „სახელმწიფო მედიისა და პოლონეთის პრესის სააგენტოს სამართლებრივი წესრიგის, მიუკერძოებლობისა და ერთიანობის აღდგენის შესახებ“. დადგენილებას მხარი დაუჭირა 244-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 84, 16-მა თავი შეიკავა. დოკუმენტში სეიმმა ყველა სახელმწიფო ორგანოს მოუწოდა, მიიღოს საიმისო ზომები, რომ აღდგეს კონსტიტუციური წესრიგი მოქალაქეთა მხრიდან სწორ ინფორმაციაზე წვდომისა და სახელმწიფო მედიის ფუნქციონირების კუთხით. „სამართალი და სამართლიანობის“ პოლიტიკოსებმა მხარი არ დაუჭირეს გადაწყვეტილებას. ბევრი მათგანი, მათ შორის, პარტიის ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი, ტელეარხ TVP-ის შენობასთან, „დემოკრატიის დასაცავად“ გაემართა.
პოლონეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა
პოლონეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი 22 დეკემბერს კიევში ჩავიდა. ამ რანგში ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია საზღვარგარეთ. სიკორსკი, რომელიც მანამდე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, დეკემბერში პოლონეთის ახლადარჩეულმა პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ხელახლა დანიშნა ამ თანამდებობაზე. პოლონური მედია გამოცემა RMF24 იტყობინება, რომ სიკორსკი სავარაუდოდ, უკრაინელ კანონმდებლებთან ისაუბრებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო, უცნობია, შეხვდება თუ არა ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. სიკორსკი არის ევროკავშირის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც უკრაინას მას შემდეგ ეწვია, რაც ბლოკმა 14 დეკემბერს ქვეყანასთან ოფიციალურად დაუჭირა მხარი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას.
ზელენსკი პოლონელ მინისტრს: ჩვენს ურთიერთობებში ახალი თავის გახსნის იმედი გვაქვს
უკრაინის პრეზიდენტი ვoლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ახლად დანიშნულ მინისტრს რადოსლავ სიკორსკის შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და უკრაინის ძირითადი სამხედრო საჭიროებები განიხილეს. უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. კერძოდ, საუბარი შეეხო ერთობლივი საწარმოო ობიექტების შექმნას. ასევე, გამოიკვლიეს პოლონური იარაღის შესყიდვის შესაძლებლობა, რომელმაც მისი ეფექტიანობა ბრძოლის ველზ უკვე აჩვენა. ზელენსკი და სიკორსკი შეთანხმდნენ, რომ ორმხრივმა ურთიერთობებმა ახალი იმპულსი უნდა მოიპოვოს და არსებული შეშოთება ურთიერთნდობითა და პატივისცემით უნდა გადაწყდეს. „ჩვენს ურთიერთობებში ახალი ფურცლის გახსნის იმედი გვაქვს. ჩვენ ძალიან ძლიერი მეზობლები ვართ საერთო ისტორიით. მოხარული ვართ, რომ უკრაინაში გმასპინძლობთ. ვიმედოვნებ, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინას უახლესი შესაძლებლობისთანავე ეწვევა,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. პოლონეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი უკრაინაში 22 დეკემბერს ჩავიდა.
დუდამ ახალი მმართველი კოალიციის გეგმაზე პირველი ვეტო გამოიყენა
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ გადაწყვიტა, ვეტო დაადოს ბიუჯეტის კანონპროექტს, რომელიც მომავალ წელს ქვეყნის სახელმწიფო მედიისთვის 3 მილიარდი ზლოტის (თითქმის 700 მილიონი ევროს) გამოყოფას ითვალისწინებს. დუდამ თავისი გადაწყვეტილების შესახებ ცნობა X-ზე გაავრცელა. მისი განმარტებით, ხსენებულ საკითხზე შეთანხმება შეუძლებელია კონსტიტუციისა და დემოკრატიული კანონის პრინციპების აშკარა დარღვევის გათვალისწინებით. „სახელმწიფო მედია ჯერ სამართლიანად და კანონიერად უნდა აღდგეს,“ - წერს დუდა. მანვე განმარტა, რომ შობის შემდეგ ის დაუყოვნებლივ წარუდგენს სეიმს საკუთარ პროექტს. დუდამ მოუწოდა სეიმის სპიკერს შიმონ გოლოუნიას და სენატის სპიკერს მალგორზატა-კიდავა ბლონსკას, სასწრაფოდ მოიწვიონ ორივე პალატა, რათა განიხილონ და მიიღონ ეს კანონპროექტი ამ წლის ბოლოს. მანამდე დუდამ წერილით მიმართა პრემიერ -მინისტრ დონალდ ტუსკს სახელმწიფო მედიის ხელმძღვანელობის გადაყენებასთან დაკავშირებით და მოუწოდა მას, „პატივი სცეს პოლონეთის სამართლებრივი წესრიგს.“ ტუსკმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ პოლონეთის სახელმწიფო მედიის ხელმძღვანელობის გადაყენება სწორედ „საზოგადოებრივ ცხოვრებაში სამართლებრივი წესრიგისა და ზოგადად, წესიერების აღდგენას ისახავდა მიზნად.“
ტაივანი პოლონეთში უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად 1 მილიონ დოლარს გამოყოფს
ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ტაივანი 1 მილიონ დოლარს გადარიცხავს პოლონეთში უკრაინის ფონდის შესაქმნელად. ფონდი დააფინანსებს პროექტებს, რომლებიც მიმართულია პოლონეთში უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად. ეს პროექტები მოიცავს უკრაინელი ხალხის ადგილობრივი ინტეგრაციის გაძლიერებას, ბავშვებისა და ახალგაზრდების განათლების გაუმჯობესებას და სხვა. „მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინასთან ომი დაიწყო, პოლონეთმა ყველაზე მეტი ლტოლვილი მიიღო. მსოფლიო აღფრთოვანებულია იმით, თუ როგორ ხვდებიან პოლონელები უკრაინელებს, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლები. ტაივანი ასევე დგას ავტორიტარული რეჟიმის საფრთხის წინაშე და უკრაინელი ლტოლვილებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევით, დემოკრატიას უჭერს მხარს,“ განაცხადა ტაივანის ელჩმა პოლონეთში.
პოლონეთმა ევროკავშირის გაყინული ფონდებიდან 5 მილიარდი ევრო მიიღო
პოლონეთის ფინანსთა და რეგიონული პოლიტიკის მინისტრი, კატაჟინა პელჩინსკა-ნალეჩი აცხადებს, რომ პოლონეთმა ევროკავშირის გაყინული ფონდებიდან 5 მილიარდი ევრო მიიღო. პოლონეთს დემოკრატიული პროცესების უკან დახევის გამო ევროკავშირის ფონდებზე წვდომა დაბლოკილი ჰქონდა. ხელისუფლებაში დონალდ ტუსკის მთავრობის მოსვლის შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ კომისია ფინანსური დახმარების მიწოდების გზებს მოძებნიდა, როგორც კი პოლონეთი დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას აღადგენდა. „მოხარული ვარ განვაცხადო, რომ პოლონეთმა ახლახან RePowerEU პროგრამიდან 5 მილიარდი ევრო მიიღო, რომელიც აღდგენის ეროვნული გეგმის ნაწილია. ეს არის თანხა იაფი მწვანე ენერგიისთვის,“ - განაცხადა პოლონეთის ფინანსთა და რეგიონული პოლიტიკის მინისტრმა.
პოლონეთში საზოგადოებრივი საინფორმაციო საშუალებების ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო
პოლონეთში საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტოების ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო. ამ პროცესის ინიციატორი ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მთავრობაა. მათ მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო მედია რვა წლის განმავლობაში გახდა ყოფილი მმართველი პარტიის „სამართლისა და სამართლიანობის“ პროპაგანდის ინსტრუმენტი. კულტურის სამინისტროს წერილში ნათქვამია, რომ ფორმალური ლიკვიდაციის პროცესის დაწყება მედიას საშუალებას მისცემს, რესტრუქტურიზაციის პროცესში მუშაობა გააგრძელოს და შესაძლოა, აღარ გახდეს საჭირო ლიკვიდაცია. პოლონური მედიის ვარაუდით, საზოგადოებრივი მედია არ გაუქმდება, არამედ, ეს არის ახალი პროევროპული მთავრობის კიდევ ერთი ნაბიჯი საიმისოდ, რომ საზოგადოებრივმა ტელეარხმა, რადიომ და საინფორმაციო სააგენტომ თავი დააღწიონ „სამართლისა და სამართლიანობის“ გავლენას. დონალდ ტუსკის მომხრე საპარლამენტო კოალიციამ პირობა დადო, რომ შექმნიდა უფრო დაბალანსებული მიდგომის მქონე ახალ მედიასაშუალებებს. ცნობისთვის, მედიაში 21 დეკემბერს გავრცელდა ცნობა, რომ პოლონეთის მთავრობამ სახელმწიფო მედიის ხელმძღვანელობა გაათავისუფლა.
უკრაინაზე რუსეთის მასიური იერიშის დროს, პოლონეთმა საკუთარ საჰაერო სივრცეში დაუდგენელი ობიექტი დააფიქსირა
პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის პრესსამსახურის ცნობით, დაუდგენელი ობიექტის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევა დაფიქსირდა. ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადა, რომ ინციდენტი შეიძლება, უკრაინაზე რუსეთის მასიურ საჰაერო თავდასხმას უკავშირდებოდეს. „ობიექტი უკრაინის საზღვრიდან შემოვიდა," - განუცხადა საინფორმაციო არხ TVN24-ს, პოლკოვნიკმა იაცეკ გორიშევსკიმ, შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის სპიკერმა. მისივე თქმით, „ღამით უკრაინის ტერიტორია ინტენსიურად დაიბომბა. „ასე რომ, ეს ინციდენტი შეიძლება, სწორედ ამას უკავშირდებოდეს.“ „საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან მას აკვირდებოდნენ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სარადარო სისტემები," - ნათქვამია თავის მხრივ, პრესსამსახურის განცხადებაში. შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა შტაბმა არსებული ძალებისა და რესურსების მობილიზება მოახდინა. პოლონური მედიის ცნობით, სამხედროები ეძებენ ჩამოვარდნილ ობიექტს ან ობიექტის ნამსხვრევებს უკრაინის მოსაზღვრე ქალაქ ზამოსცის სამხრეთ-დასავლეთში. პოლონეთის არმია ობიექტის მოძრაობის ტრაექტორიასაც აანალიზებს. ჯერჯერობით ობიექტი ნაპოვნი არ არის, სამხედროები არ გამორიცხავენ, რომ ობიექტს ტრაექტორია შეეცვალა და კვლავ უკრაინაში დაბრუნებულიყო. პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ დაუყოვნებლივ მოითხოვა ეროვნული უშიშიროების საბჭოს სხდომის ჩატარება. უკრაინაზე რუსული სარაკეტო იერიშისა და დრონების მასიური თავდასხმისას 12 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა - BBC
რუსეთის მიერ ბიჭვინთის ტერიტორიის უკანონო მითვისება საერთაშორისო სამართლის ნორმების აშკარა დარღვევაა - პოლონეთის საელჩო
პოლონეთის საელჩოს განცხადებით, რუსეთი ბიჭვინთის ტერიტორიის უკანონო მითვისებით საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს. ვარშავა გმობს რუსეთის ამ ქმედებას. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ ბიჭვინთის ტერიტორიის უკანონო მითვისებას. ეს ქმედებები საერთაშორისო სამართლის ნორმების აშკარა დარღვევაა. პოლონეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში," ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ მხარი დაუჭირა საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისკენ მიმართული მორიგი უკანონო ნაბიჯი საერთაშორისო პარტნიორები მკაცრად გმობენ რუსეთისთვის ბიჭვინთის გადაცემის შესახებ უკანონო გადაწყვეტილებას ცნობისთვის, NATO-ს ოფიციალური პირი Europetime-თან აცხადებს, რომ საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთისთვის მიწების გადაცემის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია. „საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთისთვის მიწების გადაცემის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. NATO ჩვენს ახლო პარტნიორს საქართველოს სოლიდარობას უცხადებს,“ - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
NATO აკვირდება ვითარებას პოლონეთში - სტოლტენბერგი
NATO აკვირდება ვითარებას პოლონეთში მას შემდეგ, რაც რუსული რაკეტა, როგორც ჩანს, შეიჭრა ალიანსის წევრი ქვეყნის საჰაერო სივრცეში, განაცხადა NATO გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სოციალურ პლატფორმა X-ის საშუალებით. „ვესაუბრე (პოლონეთის) პრეზიდენტს, ანდდეი დუდას სარაკეტო ინციდენტის შესახებ პოლონეთში. NATO სოლიდარობას უცხადებს ჩვენს მნიშვნელოვან მოკავშირეს, აკვირდება ვითარებას და ვინარჩუნებთ ვრჩებით კონტაქტში, როცა ფაქტები დადგინდება. NATO ფხიზლად არის," განაცხადა სტოლტენბერგმა. NATO-ს წევრი პოლონეთი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, რუსული რაკეტა მის საჰაერო სივრცეში შეიჭრა
პოლონეთი რუსეთს აფრთხილებს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტის გამო
პოლონეთის ხელისუფლება უფრო მკაცრი რეაგირების პირობას დებს, თუკი განმეორდება ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი. ამის შესახებ განცხადება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადისლავ ბარტოშევსკიმ რუსეთის ფედერაციის საქმეების დროებით რწმუნებულ ორდაშთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. „გარწმუნებთ, რომ ჩვენ შეგვიძლია უფრო სწრაფად და ეფექტიანად ვიმოქმედოთ, თუკი ეს განმეორდება. ვუთხარი დროებით რწმუნებულს, რომ შეწყდეს ჩვენი სახელმწიფოს საზღვრების გამოცდა,“ - ბარტოშევსკიმ განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტები რუსეთის მიერ პოლონეთის თავდაცვის შესაძლებლობების გამოცდას ემსახურება. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ შემდეგში, თუკი ფაქტი განმეორდება, რაკეტას აუცილებლად ჩამოაგდებენ. 29 დეკემბერს პოლონურმა მხარემ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, რუსული რაკეტა პოლონეთის ტერიტორიის საჰაერო სივრცეში 40 კილომეტრის მანძილზე შეიჭრა და იქ 3 წუთი დაჰყო; ხოლო შედეგ - დაბრუნდა უკრაინის ტერიტორიაზე, სადაც ის უკრაინულმა ანტისაჰაერო სისტემამ გაანადგურა. არის ვარაუდი, რომ ეს იყო რუსული ფრთოსანი რაკეტა - Х-22 ან Х-101. პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი, 29 დეკემბერს, დროში დაემთხვა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ინტენსიურ დაბომბვას. 29 დეკემბერს, გამთენიისას, დაიბომბა კიევი, ხარკოვი, ოდესა, ლვოვი, დნეპრი, ზაპოროჟიე. უკრაინის მასშტაბით საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. გავრცელდა ცნობები ათეულობით დაღუპულის შესახებ. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ბაიდენი ყურადღებით ადევნებს თვალყურს ცნობას რუსეთის რაკეტის პოლონეთის საჰაერო სივრცეში დროებით შეჭრაზე. 29 დეკემბერს, საკითხზე იმსჯელეს თეთრი სახლის მრჩეველმა სახელმწიფო უშიშროების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა და პოლონეთის სახელმწიფო მდივანმა, იაცეკ სევერმა. აშშ NATO-ს წევრ პოლონეთს, საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკურ დახმარებას ჰპირდება.
პოლონეთი რუსული რაკეტის მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ გამოძიებას აწარმოებს
პოლონეთი რუსული რაკეტის მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ გამოძიებას აგრძელებს, - ამის შესახებ განცხადებას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს. პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის ცნობით, გამოძიების მიზანია დაადგინოს, ჩამოვარდა თუ არა რუსული რაკეტის რომელიმე ნაწილი პოლონეთის ტერიტორიაზე. „ძიების მიზანია საბოლოოდ დაადასტუროს ის, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე ობიექტის არც ერთი ელემენტი არ რჩება. ჯარისკაცები მოქმედებებს ზამოსცის სამხრეთ-აღმოსავლეთით განახორციელებენ“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, 29 დეკემბერს პოლონეთის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსულმა რაკეტამ დაარღვია.
პოლონეთიდან, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის წითელი ცირკულარით ძებნილის ექსტრადიცია განხორციელდა
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, პოლონეთიდან საქართველოში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. "აღნიშნულ საქმეზე დადგენილია, რომ 2020 წლის 2 ივლისს, მსჯავრდებული პირი თანამზრახველებთან ერთად, დაზარალებულს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც, დაზარალებულის წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა კიდურების მიმართულებით და მძიმე დაზიანებები მიაყენა. აღნიშნულის შემდეგ, ექსტრადირებულმა პირმა თანამზრახველებთან ერთად დაზარალებულს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიყვანა, სადაც მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული იმავე დღეს გარდაიცვალა. გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ თავდამსხმელებმა ფიზიკურად იძალადეს დაზარალებულის მამაზე, რა დროსაც ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს. ვინაიდან ბრალდებული თავს არიდებდა გამოძიებას, მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” და მე-3 ნაწილის “ა” და “ე” ქვეპუნქტებით (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთა), 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით (ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა) და 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება). ძებნილი პირი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საქართველოს პროკურატურამ პოლონეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს ხსენებული პირის წინასწარი დაკავების, შემდეგ კი ექსტრადიციის მოთხოვნით მიმართა. ვარშავის ინტერპოლიდან მიმდინარე წლის 13 დეკემბერს მიღებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა სრულად იქნა დაკმაყოფილებული. დანაშაულის ჩამდენი პირის საქართველოში ეტაპირება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ განხორციელდა," - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოს პროკურატურა, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის მწარმოებელი და ძებნილ პირთა საქართველოში ექსტრადიციის საკითხებზე პასუხისმგებელი უწყება, მომავალშიც ყველა ზომას მიიღებს, რათა საქართველოში დანაშაულის ჩამდენი ნებისმიერი პირი, მიუხედავად მისი ადგილსამყოფლისა, წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე.
პოლონეთში ამერიკული ბაზა ამოქმედდა
პოლონეთში აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ბაზა ამოქმედდება. რეძიკოვოს საჰაერო ბაზა ქვეყნის ჩრდილოეთში განლაგდა. ეს არის ამ ტიპის მეორე ამერიკული ბაზა ევროპაში, პირველი კი, სამხრეთ რუმინეთში მდებარეობს. NATO-ს ცნობით, ამერიკული წარმოების Aegis სისტემები, ირანის ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვას ისახავს მიზნად. რუმინეთსა და პოლონეთში განლაგებული ბაზები რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ნაწილია, რომელიც ასევე მოიცავს სარადარო ობიექტს თურქეთში, სამეთაურო ცენტრს გერმანიაში და ასევე, აშშ-ის საზღვაო ძალების გემებს. რეძიკოვოს ბაზა 2018 წელს უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ მისი გახსნა არაერთხელ გადაიდო. Aegis სისტემა შექმნილია სატელიტური სისტემებით რაკეტების გაშვების აღმოსაჩენად და გასანადგურებლად. ალიანსი აცხადებს, რომ სისტემა დაიცავს მის წევრებს ირანიდან გაშვებული მოკლე და საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტებისგან. თუმცა, სისტემა ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ არ მუშაობს. რეძიკოვოს ბაზა კალინინგრადიდან (რუსული ექსკლავი ბალტიის ზღვაზე პოლონეთსა და ლიეტუვას შორის) დაახლოებით 150 კილომეტრში (93 მილი) მდებარეობს Aegis სისტემა ასევე განლაგებულია ამერიკულ, იაპონურ და სამხრეთ კორეის გემებზე აღმოსავლეთ აზიაში, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის რაკეტებისგან აშშ-ის მოკავშირეების დასაცავად.
უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის ფონზე, პოლონეთმა F-16-ები და მოკავშირეთა საჰაერო ტანკერი აამოქმედა
უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის გამო, პოლონეთმა F-16-ები ააფრინა. შესაბამის განცხადებას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს. პოლონეთმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ საზღვარზე ოთხი F-16 მოიერიშე თვითმფრინავი გაგზავნა, რათა დაიცვას თავისი საჰაერო სივრცე მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაზე დარტყმები განახორციელა. „პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ორი F-16 გამანადგურებელი და მოკავშირეთა საჰაერო ტანკერი ამოქმედდა,“ - ნათქვამია პოლონეთის არმიის განცხადებაში. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ უკრაინაში რუსეთის მასიური შეტევის პარალელურად, პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვა. ვარშავა გამოძიებას აწარმოებს. მანამდე კი, ვარაუდობენ, რომ რუსული რაკეტა პოლონეთის ტერიტორიის 40-კმ-ის სიღრმეში შეიჭრა. NATO-ს წევრი პოლონეთი კიევის მოკავშირეა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. განახლება: პოლონეთმა რუსეთის მხრიდან საფრთხის გამო ამოქმედებული F-16-ები კვლავ ბაზაზე დააბრუნა.
უკრაინაზე უკანასკნელ თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვუპასუხოთ - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვუპასუხოთ. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა. მინისტრის თქმით, რუსეთს ახალი იარაღის შექმნის შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეს, ხოლო უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები უნდა გადაეცეს. „უკრაინაზე უკანასკნელ თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვუპასუხოთ: სანქციების გამკაცრებით, რათა მან კონტრაბანდული კომპონენტებით ახალი იარაღი ვერ შექმნას და კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემით, რაც მას გამშვები და სამეთაურო ცენტრების განადგურების საშუალებას მისცემს,“ - წერს სიკორსკი. 2 იანვარს, რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსებმა უკრაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 99 რაკეტა გაუშვეს.
უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები უნდა მიეწოდოს - პოლონელი მინისტრი
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ 29 დეკემბერსა და 2 იანვარს უკრაინის ქალაქების მასიურ დაბომბვაზე დასავლელი პარტნიორების რეაქცია უნდა იყოს უფრო მკაცრი სანქციები მოსკოვისადმი და უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდება. „უკრაინაზე უკანასკნელ თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვუპასუხოთ: სანქციების გამკაცრებით, რათა მან კონტრაბანდული კომპონენტებით ახალი იარაღი ვერ შექმნას და კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემით, რაც მას გამშვები და სამეთაურო ცენტრების განადგურების საშუალებას მისცემს,“ - წერს სიკორსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 2024 წელს ყირიმი და მასთან დაკავშირებული ბრძოლა შავ ზღვაზე ომის სიმძიმის ცენტრი გახდება. „2014 წელს რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებული ყირიმის იზოლაცია და იქ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების დეგრადაცია ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის გზა ამ რეგიონიდან თავდასხმების რაოდენობის შესამცირებლად,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ბორელი და პოლონელი მინისტრი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ სატელეფონო საუბრის დროს უკრაინის დახმარების საკითხი განიხილეს. როგორც ბორელი სოციალუ პლატფორმა X-ზე წერს, საუბრის დროს მათ „გაიზიარეს შეშფოთება უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმების გაზრდის შესახებ.“ მხარეებმა ასევე განიხილეს სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ ზომების გაძლიერების გზები. „შევთანხმდით უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობაზე, მათ შორის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით და საზენიტო რაკეტებით. ჩვენ ასევე განვიხილეთ სანქციების გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომების გაძლიერების გზები, ვინაიდან მესამე ქვეყნებში მნიშვნელოვნად გაზრდილი ევროპული ექსპორტით შეიძლება, რუსეთში რეექსპორტი განხორციელდეს,“ - წერს ბორელი.
პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში, ორი ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს
პოლონელმა პოლიციელებმა ვარშავაში, პრეზიდენტის სასახლეში დააკავეს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მარიუშ კამინსკი და მისი ყოფილი მოადგილე მაცეი ვონსიკი. ისინი პრეზიდენტ ანდჟეი დუდას პოლიტიკური მოკავშირეები არიან. ღამით, სასამართლოს ორდერის საფუძველზე, პრეზიდენტის სასახლეში პოლიციელები შევიდნენ, კამინსკი და ვონსიკი დააკავეს და ვარშავის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში გადაიყვანეს. რამდენიმე საათით ადრე, პრეზიდენტის სასახლეში მისულმა კამინსკიმ და ვონსიკმა ჟურნალსტებს განუცხადეს, რომ პოლონეთში დიქტატურა ყალიბდება და დაკავების შემთხვევაში პოლიტპატიმრები იქნებიან. 2023 წლის დეკემბერში სასამართლომ კამინსკი და ვონსიკი ხელმეორედ ცნო დამნაშავედ 2007 წელს, ანტიკორუფციულ ბიუროში მუშაობისას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში და 2-2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. კამინსკი და ვონსიკი, რომლებიც პარლამენტის დეპუტატებიც იყვნენ ყოფილი მმართველი პარტიიდან „სამართალი და სამართლიანობა“, სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ იმ მოტივით, რომ ამავე საქმეზე პირველი განაჩენის შემდეგ, 2015 წელს ისინი პრეზიდენტმა დუდამ შეიწყალა. იგივე პოზიცია აქვს დუდასაც, რომელმაც კამინსკი და ვონსიკი პრეზიდენტის სასახლეში 9 იანვარს, დილით მიიწვია. პოლონეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მის მიერ კამინსკის და ვონსიკის შეწყალების აქტი ძალაშია. დუდას ოფისმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის სტუმრების დაკავებამ ხელყო სახელმწიფოს და პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა ღირსება. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა პრეზიდენტი ანდჯეი დუდა დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ის მოკავშირეებს ეხმარება მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევაში და რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას უპირობოდ ყველამ პატივი უნდა სცეს.
პოლონეთის შს ყოფილმა მინისტრმა დაკავების შემდეგ შიმშილობა დაიწყო
პოლონეთის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ დაკავების შემდეგ შიმშილობა გამოაცხადა. „როგორც პოლიტპატიმარმა, პატიმრობის პირველივე დღიდან შიმშილობა დავიწყე,“ - ნათქვამია კამინსკის განცხადებაში. 9 იანვრის საღამოს, პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში ვიზიტისას ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, მარიუშ კამინსკი და მისი მოადგილე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. მისი დაკავება პრეზიდენტის სასახლის წინ 300-მდე ადამიანმა გააპროტესტა.
დუდა დაკავებული პოლიტიკოსების შეწყალების პირობას დებს
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ განაცხადა, რომ შეიწყალებს პარლამენტის ორ წევრს, რომლებსაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდების გამო, ორწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მან განმარტა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მარიუშ კამინსკის და მაშიეი ვონშიკის მეუღლეებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. ისინი დუდამ ერთხელ, 2015 წელს უკვე შეიწყალა, მაგრამ პოლონეთის უზენაესმა სასამართლომ შეწყალება კანონთან შეუსაბამოდ მიიჩნია, რადგან პრეზიდენტმა გადაწყვეტილება განაჩენის გამოტანამდე მიიღო. POlitico წერს, რომ პოლონეთის პრეზიდენტი ამჯერად სიფრთხილეს იჩენს. „მინდა, რომ ეს პროცესი აბსოლუტურად ყველა კონსტიტუციური და ნორმატიული სტანდარტის შესაბამისად წარიმართოს,“ - განაცხადა დუდამ. დეკემბრის ბოლოს სასამართლომ კამინსკისა და ვონშიკს თავისუფლების 2 წლით აღკვეთა შეუფარდა. მათ ჩამოერთვათ სეიმში არსებული მანდატებიც, რომლებიც პარტია კანონი და სამართლიანობის ფარგლებში ჰქონდათ. ამ პარტიის წევრია დუდაც. 11 იანვარს პარლამენტის წინ აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ კამინსკისა და ვონშიკის გათავისუფლება მოითხოვეს. პოლონეთის შს ყოფილმა მინისტრმა დაკავების შემდეგ შიმშილობა დაიწყო
საქართველო პოლონური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პოლონურ კომპანიას შორის ხეშეკრულება გაფორმდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა პოლონური კომპანია - "MESKO S.A"-ს წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოში თანამედროვე ტიპის, NATO-ს სტანდარტების შეირაღების დანერგვის მნიშვნელობას, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. მხარეებმა, ასევე განიხილეს თავდაცვის უწყებასა და პოლონურ კომპანიას შორის თანამშრომლობის გეგმები. მოგვიანებით, ხელი მოეწერა პოლონური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შესყიდვის შესახებ დადებულ ხელშეკრულებას. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროგრამის ფარგლებში მომზადდა,“ - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვის ფონზე, პოლონეთმა საჰაერო ძალები მზადყოფნაში მოიყვანა
დღეს, 13 იანვარს, პოლონეთმა რუსეთის არმიის მიერ უკრაინის სარაკეტო დაბომბვის ფონზე, თავისი თვითმფრინავები გაააქტიურა. თითქმის სამი საათის შემდეგ, პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ განაცხადა, რომ ავიაცია სტანდარტულ ოპერაციებს შემცირებული საფრთხის ფონზე დაუბრუნდა. იტყობინება პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა სოციალურ პლატფორმა X-ზე. „პოლონეთის არმია მუდმივად აკონტროლებს სიტუაციას უკრაინაში და რჩება მზადყოფნაში პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,“ - ნათქვამია განცხადებაში. უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის ფონზე, პოლონეთმა F-16-ები და მოკავშირეთა საჰაერო ტანკერი 2 იანვარსაც აამოქმედა. დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე სხვადასხვა ტიპის რაკეტების გამოყენებით, მასიური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. შეგახსენებთ, რომ 29 დეკემბერს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის მასიური დაბომბვის დროს, ამოუცნობმა ობიექტმა NATO-ს წევრი პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს რუსული რაკეტა იყო. ინციდენტის საპასუხოდ, პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრა მოიწვია. პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული ძალების მეთაურის, გენერალ-მაიორ მაკეი კლიშის თქმით, რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე კორუფციის ბრალდებით დააკავეს
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე პიოტრ ვავჟიკი დააკავეს. მას კორუფციაში ადანაშაულებენ. კერძოდ, გამოძიების ვერსიით, დიპლომატი ფულს იღებდა პოლონეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ ვიზების გაცემის დაჩქარებაში. ბრალდებები ეხება უკანასკნელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში პოლონეთის ასობით ვიზის გაცემას. საუბარია პოლონეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობაზე ჰონგ-კონგში, ტაივანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ინდოეთში, საუდის არაბეთში, სინგაპურში, ფილიპინებსა და კატარში. ვავჟიკი მმართველი პარტიის, „სამართლისა და სამართლიანობის“ წარმომადგენელია. ის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 2019 წლიდან იყო პასუხისმგებელი საკონსულო საკითხებზე. 2023 წლის აგვისტოში მოულოდნელად მოხსნეს თანამდებობიდან. 17 იანვარს კი, ცენტრალური ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებმა დააკავეს. ბრალდების წაყენების შემდეგ ვავჟიკი გირაოთი გაათავისუფლეს. შსს-ს ცნობით, საქმეზე ბრალი სულ ცხრა პირს წაუყენეს.
დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა
პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას პოლონეთის პრემიერის ოფისი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ეს ტუსკის პირველი ვიზიტია უკრაინაში მას შემდეგ, რაც მან პოლონეთის პრემიერი გახდა. ტუსკი ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდება.
ტუსკი კიევში: რუსეთთან ომში უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერა ნომერ პირველი პრიორიტეტია
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა კიევში განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმის დროს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე მნიშვნელოვანი არაფერია. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება მისმა ოფისმა სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა. ტუსკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია განცდა, რომ პოლონეთი უკრაინის ყველაზე სანდო და სტაბილური მოკავშირეა „ბოროტებასთან ამ სასიკვდილო ბრძოლაში.“ დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა
ტუსკი კიევში: დღეს მსოფლიოში არ არსებობს ზელენსკიზე უფრო ავტორიტეტული პოლიტიკოსი, რომელიც მშვიდობისთვის იმუშავებდა
„პოლონეთში არავის ეპარება ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარდაჭერა აუცილებელია,“ - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. დონლდ ტუსკის თქმით, ზელენსკისთან შეხვედრაზე პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობები განიხილეს. „პოლონეთში არავის ეპარება ეჭვი ერთ რამეში: ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას, რადგან სასწორზე ჩვენი უსაფრთხოება დევს,“ - განაცხადა პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა. ტუსკმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ომში მარტო არ არის და ეს ბრძოლა ღირებულებების დასაცავად მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს. ტუსკს სჯერა პრეზიდენტ ზელენსკის მისიის, რომელიც ევროპასა და უკრაინაში მშვიდობის დამყარებას ითვალისწინებს. „დღეს მსოფლიოში არ არსებობს ზელენსკიზე უფრო ავტორიტეტული პოლიტიკოსი, რომელიც მშვიდობისთვის იმუშავებდა,“ - განაცხადა ტუსკმა. დონალდ ტუსკი კიევში დღეს ჩავიდა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, კიევში ჩასულმა ტუსკმა განაცხადა, რომ უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობებში ინტერესთა კონფლიქტია, მაგრამ ეს პრობლემები რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს.
პოლონეთმა სმოლენსკის ავიაკატასტროფის საქმეზე, ევროსასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანაზე ოფიციალურად უარი განაცხადა
პოლონეთმა რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სმოლენსკთან მომხდარი ავიაკატასტროფის საქმეზე სარჩელის შეტანაზე ოფიციალურად უარი განაცხადა. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია. მინისტრ რადოსლავ სიკორსკის თქმით, განაცხადის წარდგენა, რომელსაც წარმატების თეორიული შანსიც კი არ აქვს, სახელმწიფოს და გადასახადის გადამხდელებს არასაჭირო ხარჯების წინაშე აყენებს. მანამდე, გასული წლის ბოლოს პოლონეთის ახალმა მთავრობამ პრეზიდენტ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის შემსწავლელი კომისია გააუქმა.
პოლონეთი უკრაინას თავდაცვის ახალ პაკეტს გადასცემს
პოლონეთმა უკრაინას თავდაცვის ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პოლონეთს მზაობისთვის, დაიწყოს მუშაობა ორმხრივ ხელშეკრულებაზე უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის. ორი ლიდერი ასევე მიესალმა იარაღის ერთობლივი წარმოების გეგმებს. „არის პოლონეთის თავდაცვის ახალი პაკეტი. ჩვენ ვაფასებთ ასეთ მუდმივ დახმარებას. არსებობს ჩვენი თანამშრომლობის ახალი ფორმა უკრაინის საჭიროებისთვის იარაღის უფრო ფართო შესყიდვის მიზნით," - განაცხადა ზელენსკიმ. ტუსკი კიევში: დღეს მსოფლიოში არ არსებობს ზელენსკიზე უფრო ავტორიტეტული პოლიტიკოსი, რომელიც მშვიდობისთვის იმუშავებდა
ტუსკი აკრიტიკებს მათ, ვინც რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე დაგმო ისინი, ვინც რუსეთ-უკრაინის ომში ნეიტრალურად დარჩენა აირჩია. დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ უკრაინა მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის იბრძვის. დონალდ ტუსკმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოების დეკლარაციას შეუერთდა. „დღესდღეობით, ყველა ვინც თავისუფალ სამყაროში ნეიტალიტეტს ითხოვს, ან უკრაინისა და რუსეთის მიმართ თანაბარ დისტანციას ინარჩუნებს, პოლიტიკურ ჯოჯოხეთში ყველაზე ბნელ ადგილს იმსახურებს. ეს ლოზუნგი არ არის. ეს ცარიელი სიტყვები არ არის იმის შესახებ, რომ აქ თავისუფალი სამყაროს ბედი წყდება,“ - აღნიშნა დონალდ ტუსკმა.
უკრაინაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთმა საჰაერო ძალები გაააქტიურა
უკრაინაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის დროს, პოლონეთის არმიამ თვითმფრინავი გაააქტიურა. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა იტყობინება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლონეთმა რუსეთის არმიის მიერ უკრაინის სარაკეტო დაბომბვის ფონზე, თავისი თვითმფრინავები გაააქტიურა. მსგავსი ფაქტი ბოლოს 13 იანვარს დაფიქსირდა. უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის ფონზე, პოლონეთმა F-16-ები და მოკავშირეთა საჰაერო ტანკერი 2 იანვარსაც აამოქმედა. უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო შეტევას დღეს მსხვერპლი მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ 29 დეკემბერს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის მასიური დაბომბვის დროს, ამოუცნობმა ობიექტმა NATO-ს წევრი პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს რუსული რაკეტა იყო. ინციდენტის საპასუხოდ, პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრა მოიწვია. პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული ძალების მეთაურის, გენერალ-მაიორ მაკეი კლიშის თქმით, რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის თხევადი გაზისა და ალუმინის იმპორტის აკრძალვას ითხოვენ
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტში, რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირისა (LNG) და ალუმინის იმპორტის აკრძალვის შეტანას ითხოვენ. ეს ქვეყნები ასევე მოითხოვენ რუსეთთან ერთობლივი სამეცნიერო კვლევების დაფინანსების შეჩერებას, საავიაციო სექტორში სანქციების გამკაცრებას და ბელორუსის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს - Bloomberg როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე
დუდამ შსს-ს ყოფილი ხელმძღვანელები მეორედ შეიწყალა
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელები მარიუშ კამინსკი და მაჩიეი ვონსიკი შეიწყალა. ისინი დუდამ ერთხელ, 2015 წელს უკვე შეიწყალა, მაგრამ პოლონეთის უზენაესმა სასამართლომ შეწყალება კანონთან შეუსაბამოდ მიიჩნია, რადგან პრეზიდენტმა გადაწყვეტილება განაჩენის გამოტანამდე მიიღო. „მივმართავ იუსტიციის მინისტრსა და გენერალურ პროკურორს, დაუყოვნებლივ დაიწყონ ამ საქმეზე შემდგომი ქმედებები. მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ დაემორჩილონ პრეზიდენტის ბრძანებას. დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ ისინი, განსაკუთრებით, მარიუშ კამინსკი ჯანმრთელობის მიზეზების გამო. ვწუხვარ, რომ ჩემი მოწოდების, მძიმე შიმშილობის და კამინსკის ჰოსპიტალიზაციის მიუხედავად, იუსტიციის მინისტრს ის აქამდე არ გაუთავისუფლებია,“ – აღნიშნა დუდამ. დეკემბრის ბოლოს სასამართლომ კამინსკისა და ვონშიკს თავისუფლების 2 წლით აღკვეთა შეუფარდა. მათ ჩამოერთვათ სეიმში არსებული მანდატებიც, რომლებიც პარტია კანონი და სამართლიანობის ფარგლებში ჰქონდათ. ამ პარტიის წევრია დუდაც. 11 იანვარს პარლამენტის წინ აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ კამინსკისა და ვონშიკის გათავისუფლება მოითხოვეს. პოლონეთის შს ყოფილმა მინისტრმა დაკავების შემდეგ შიმშილობა დაიწყო დუდა დაკავებული პოლიტიკოსების შეწყალების პირობას დებს
ლიეტუვა და პოლონეთი სუვალკის დერეფნის გასწვრივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ
ლიეტუვა და პოლონეთი ემზადებიან ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად სუვალკის დერეფნის გასწვრივ, რომლის მდებარეობა მას უკიდურესად დაუცველს ხდის NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის თეორიული აგრესიის მიმართ. ეს ინფორმაცია Delfi-სთან ერთობლივ ინტერვიუში ორივე ქვეყნის პრეზიდენტებმა გიტანას ნაუსედამ და ანდჯეი დუდამ დაადასტურეს. „ძალიან მიხარია, რომ პოლონეთის პრეზიდენტი მართლაც გულწრფელად გამოეხმაურა სურვილს, ჩაგვეტარებინა ერთობლივი წვრთნები ამ ტერიტორიაზე, რომელსაც სუვალკის დერეფანს უწოდებენ," - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა. მანვე აღნიშნა, რომ პოლონეთის ლიდერთან განიხილა წვრთნების სავარაუდო თარიღი, რომელიც შეიძლება, აპრილში ჩატარდეს. თავის მხრივ, დუდამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი სერიოზულად ეკიდება სუვალსკის დერეფნის დაცვას და ამ მიმართულებით ზომები უკვე მიღებულია. „ჩვენ აღვადგენთ პოლონეთის თავდაცვისუნარიანობას ზუსტად ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. იქ იქმნება ახალი ნაწილები... ჩვენ ვაძლიერებთ პოლონეთის სამხედრო წარმომადგენლობას, ვაძლიერებთ საზღვრის უსაფრთხოებას," - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. ასი კილომეტრის სიგრძის დერეფანი ქალაქების სუვალკის, ავგუსტოვისა და სეინის გარშემო არსებული ტერიტორიაა, რომელიც პოლონეთსა და ლიეტუვას ერთმანეთთან აკავშირებს. ის ერთმანეთისგან ჰყოფს რუსეთის კალინინგრადის ოლქსა და ბელორუსს. დერეფნის უსაფრთხოების შესახებ შეშფოთება ლიეტუვისა და პოლონეთის მხრიდან უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე დიდი ხნით ადრე გამოითქვა. ჯერ კიდევ 2019 წელს ქვეყნები შეთანხმდნენ საზღვრის ამ მონაკვეთის დაცვის გაძლიერებაზე, ხოლო 2022 წლის ივლისში დუდამ და ნაუსედამ ერთობლივად მოინახულეს სუვალკის დერეფანი.
NATO-ს სამმა მოკავშირემ, აღმოსავლეთ ფლანგზე სამხედრო განლაგების დაჩქარების შესახებ შეთანხმება გააფორმა
გერმანიამ, ნიდერლანდებმა და პოლონეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ბიუროგრაფიის შემცირებას, რაც ხელს უშლის ჯარების და იარაღის სწრაფ ტრანსსასაზღვრო გადაადგილებას ჩრდილოეთ ზღვიდან NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგამდე მიმავალი ერთ-ერთი მთავარი დერეფნის გასწვრივ. ბრიუსელში, ევროპის თავდაცვის სააგენტოში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა განმარტა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ისეთი პირობების არსებობას, რომლებიც უზრუნველყოფენ სწრაფ სამხედრო განლაგებას რაიმე შესაძლო კონფლიქტის წარმოშობამდე. NATO-მ გააფრთხილა თავისი წევრები, რომ ძალიან დიდი ბიუროკრატია აფერხებს ჯარების გადაადგილებას ევროპაში და ეს არის პრობლემა, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს სერიოზული შეფერხებები რუსეთთან კონფლიქტის წარმოშობის შემთხვევაში. რუსეთთან კონფლიქტისთვის მზადების შესახებ გაფრთხილებები სულ უფრო ინტენსიურად ისმის. ნიდერლანდელმა ადმირალმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერმა კვლავ განაცხადა, რომ მაშინ, როცა შეიარაღებული ძალები უკვე მზად არიან კონფლიქტისთვის, მოქალაქეებიც ასევე მზად უნდა იყვნენ ამისთვის, რაც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებას მოითხოვს. მისი ეს გაფრთხილება წინ უსწრებდა NATO-ს ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ცივი ომის შემდეგ. Steadfast Defender 2024 - 90 000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით მაისამდე გასტანს. რუსეთთან ომის გაფრთხილების შესახებ გამოვიდა ბორის პისტორიუსიც. „ჩვენი ექსპერტები ელიან 5-დან რვა წლამდე პერიოდს, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება,” - განუცხადა მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-ს. „თითქმის ყოველდღე გვესმის მუქარა კრემლიდან, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ერთ დღეს NATO-ს წევრ ქვეყანასაც დაესხას თავს. მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა "ამჟამად," აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე NATO-მ 1988 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნების დაწყების შესახებ გამოაცხადა
უკრაინის მოკავშირეები - საფრანგეთი, პოლონეთი და გერმანია უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ
საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აპირებენ, გააგრძელონ კოორდინაცია ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში და უახლოეს მომავალში ვაიმარი-უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების გაფართოებული შეხვედრა გამართონ. საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადებით, საგანგებო დრო მოითხოვს საგანგებო ზომებს. „ამ ფონზე, ჩვენი მიზანია, ევროკავშირი უფრო ერთიანი, ძლიერი გავხადოთ, რათა შეძლოს და უპასუხოს დღევანდელ უსაფრთხოების გამოწვევებს. ჩვენ ასევე ძლიერი და ერთიანი NATO-ს ერთგულნი ვართ. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს კოორდინაციას ვაიმარის სამკუთხედის ფარგლებში, რათა ის ევროკავშირის სამსახურში ჩავაყენოთ და გავხადოთ ის იმაზე უფრო ინსტრუმენტული, ვიდრე ოდესმე ყოფილა,“ - წერია განცხადებაში. საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოების ინტერესებს. მინისტრები აღნიშნავენ, რომ რუსეთს ევროპის დაღლილობის იმედი არ უნდა ჰქონდეს. „უნდა მოელოდეს სრულ პასუხისმგებლობას უკრაინაში ჩადენილი ყველა უკანონო ქმედებისა და დანაშაულისთვის. ყველა რუსი დამნაშავე უნდა დაისაჯოს,“ - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადების ავტორები ხაზს უსვამენ, რომ არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი ალიანსის ძალასა და გადაწყვეტილებაში, დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი დუიმი ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესაბამისად. ქვეყნები გააგრძელებენ ერთად მუშაობას, რათა დაეხმარონ უკრაინას ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების გზაზე წინსვლაში.
ქემერონმა და სიკორსკიმ აშშ-ის კონგრესს უკრაინის დახმარების პაკეტის დამტკიცებისკენ მოუწოდეს
დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აშშ-ის კონგრესს უკრაინის დახმარების პაკეტის დამტკიცებისკენ მოუწოდეს. დევიდ ქემერონმა პოლონელ კოლეგასთან, რადოსლავ სიკორსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთს უკრაინის მხარდაჭერისთვის პოლიტიკური ნება აქვთ და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებიც დაარწმუნონ. „აშშ-ის სიძლიერისა და ძლევამოსილების გათვალისწინებით, ჩვენ ნამდვილად გვსურს, რომ აშშ-ის კონგრესმა უკრაინის დახმარების პაკეტი ფინანსური, მაგრამ უპირველეს ყოვლისა სამხედრო თვალსაზრისით, უახლოეს თვეებში დაამტკიცოს,“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა. „მინდა, რომ ეს წარმომადგენელთა პალატისა და პირადად სპიკერის, მაიკ ჯონსონის მიმართ ჩვენს ერთობლივ მიმართვად განიხილოთ, რათა უკრაინის დახმარების პაკეტი კენჭისყრაზე გაიტანონ. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება, რომელიც მთელ მსოფლიოში აშშ-ის მიმართ ნდობაზე გავლენას მოახდენს,“ - აღნიშნა თავის მხრივ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ. შეგახსენებთ, აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 95 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტის კანონპროექტი მიიღო, რის შემდეგაც კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება, რომლის სპიკერმაც, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატა კანონპროექტს არ მიიღებს, რადგან ის აშშ-ის საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილებების ნაწილს აღარ შეიცავს.
პოლონეთის NATO-ში გაწევრიანების 25-ე წლისთავზე, ბაიდენი დუდასა და ტუსკს უმასპინძლებს
პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა და პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი 12 მარტს, ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდებიან. თეთრი სახლის ცნობით, ლიდერები რუსეთის სასტიკი დამპყრობლური ომისგან უკრაინის დასაცავად, ურყევ მხარდაჭერას დაადასტურებენ. თეთრი სახლის შეხვედრა პოლონეთის NATO-ში გაწევრიანების 25 წლისთავს ემთხვევა და ხაზს უსვამს შეერთებული შტატებისა და პოლონეთის ერთობლივ, ურყევ ერთგულებას ალიანსის მიმართ. დუდა, ტუსკი და ბაიდენი, ვაშინგტონში NATO-ს მომავალი სამიტის წინ, თავიანთ ქმედებებს კოორდინაციას გაუწევენ. ისინი ასევე განიხილავენ აშშ-პოლონეთის სტრატეგიულ პარტნიორობას ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ ურთიერთობებზე და, დემოკრატიული ღირებულებებისადმი შეერთებული შტატებისა და პოლონეთის ერთობლივ ერთგულებაზე. სამიტზე ვაშინგტონში, სხვა საკითხებთან ერთად უნდა განიხილონ უკრაინისა და ალიანსის შემდგომი დაახლოება. NATO-ში აშშ-ის ელჩი ჯულიან სმიტი არ ელის, რომ უკრაინა ვაშინგტონში სამიტზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მოწვევას მიიღებს.
პოლონელი მინისტრი ზურაბიშვილს: თქვენ შეგიძლიათ, წვლილი შეიტანოთ სააკაშვილის გათავისუფლებაში
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ერთობლივ დისკუსიაში მონაწილეობის დროს, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართა. პოლონელი მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილს მოექცნენ სამართლიანად და რომ მის გათავისუფლებაში ზურაბიშვილს, როგორც პრეზიდენტს, საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია. „ჩვენ გვახსოვს, რომ ამ კონფერენციას ესწრებოდა ხოლმე თქვენი წინამორბედი, პრეზიდენტი სააკაშვილი. ბევრი ჩვენგანისთვის ის არის საქართველოს მოდერნიზების სიმბოლო. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს კანონის უზენაესობას, მაგრამ ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ მის მიმართ მოპყრობა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, მას მოექცნენ სამართლიანად და ალბათ, თქვენ შეგიძლიათ, წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში. ამას მიესალმებიან ისინი, ვისაც საქართველოსთვის კარგი უნდათ,“ - აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ზურაბიშვილი დისკუსიაში სახელწოდებით - „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ მონაწილეობდა. პანელის მონაწილეთა შორისი ასევე იყვნენ უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინა, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მრჩეველთა საბჭოს წევრი რადოსლავ სიკორსკი და საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი, დიპლომატიური მრჩეველი ემანუელ ბონი.
პოლონეთი გააგრძელებს ბრძოლას უკრაინის თავისუფლებისთვის - დუდა
„ორი წლის 23 თებერვლის საღამოს, კიევს ვტოვებდი. მე იქ ვიყავი უკრაინის მხარდასაჭერად. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. პოლონეთი მხარს უჭერდა, უჭერს და გააგრძელებს ბრძოლას უკრაინის თავისუფლებისთვის,“ ამბობს პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე წლისთავს ეხმაურება. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
ყაზახეთი და პოლონეთი სავაჭრო ბრუნვის ხელშეწყობისთვის, შუა დერეფნის როლზე ამახვილებენ ყურადღებას
ყაზახეთის ელჩი პოლონეთში ალიმ კირაბაევი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარეკ პრავდას შეხვდა. მხარეებმა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფნის გამოყენების მნიშვნელობა) განიხილეს. ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა პოლიტიკური, სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების გაფართოებისკენ თავიანთი ორმხრივი ვალდებულება დაადასტურეს. „ყაზახეთსა და პოლონეთს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდის მიზნით, კირაბაევმა და პრავდამ ყურადღება გაამახვილეს შუა დერეფნის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენების მიმზიდველობაზე,“ - აცხადებენ სამინისტროში. როგორც მარეკ პრავდამ აღნიშნა, ვარშავა ტრადიციულად განიხილავს ყაზახეთს, როგორც მის მნიშვნელოვან პარტნიორს ცენტრალურ აზიაში და მოწოდებულია, გააგრძელოს ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა ასტანასთან. ყაზახეთს სურს, შუა დერეფნის ფარგლებში მთავარი საერთაშორისო სატრანზიტო ჰაბი გახდეს - მინისტრი
რაზე შეთანხმდნენ უკრაინის მოკავშირეები პარიზის არაფორმალურ სამიტზე
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ ორშაბათს პარიზში გამართულ არაფორმალურ სამიტზე, უკრაინის პარტნიორებმა განიხილეს უკრაინის არამხოლოდ იარაღით უზრუნველყოფის საკითხები, არამედ, კიევის მხარდაჭერის სხვა ფორმებიც. მისი განმარტებით, ლიდერებმა ასევე განიხილეს უკრაინის განაღმვის ძალისხმევის მხარდაჭერა, ისევე როგორც უკრაინის საზღვრის დაცვისთვის საჭირო წვრთნების მხარდაჭერა, როგორიცაა, მაგალითად, ბელორუსის საზღვარზე არსებული „მნიშვნელოვანი საფრთხის“ გათვალისწინება. ევროპელებმა ასევე განიხილეს უკრაინასთან სამრეწველო თანამშრომლობა, კერძოდ, სარაკეტო ინდუსტრიაში. დუდამ აღნიშნა, რომ „უკრაინას აქვს საკუთარი წარმოება, მაგრამ დასავლეთის ქვეყნების მფლობელობაში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიები შეიძლება, რომ „კიევისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.“ როგორც დუდამ განმარტა, უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ მოკავშირეებს შორის კონსენსუსი არ არსებობს. „ამ საკითხზე შეთანხმება არ მიღწეულა. აქ აზრები განსხვავდება, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებები არ არსებობს,“ - განაცხადა ანჯეი დუდამ. პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პარიზში გამართულ ევროპელი ლიდერების სამიტზე უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ მწვავე დისკუსია გაიმართა. მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მომავალში უკრაინაში დასავლეთის ჯარების გაგზავნა არ გამორიცხა. ამასთან, მაკრონმა აღნიშნა, რომ შეიქმნება კოალიცია უკრაინისთვის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და ბომბების მიწოდებისთვის. გარდა ამისა, ჩეხეთის პრემიერის თქმით, ევროკავშირის 15 ქვეყანა მზადაა, უკრაინისთვის ჭურვები ევროპის გარეთ იყიდოს.
პოლონეთში NATO-ს მასშტაბური წვრთნები დაიწყო
პოლონეთში 2024 წელს ევროპის სახმელეთო ძალების ყველაზე მასშტაბური წვრთნები - Dragon-24 დაიწყო, რომელშიც NATO-ს სხვადასხვა ქვეყნიდან 20 000-ზე მეტი სამხედრო პერსონალი მონაწილეობს. პოლონური Dragon-24-ის წვრთნები NATO-ს Steadfast Defender-24-ის სამხედრო მანევრების ნაწილია, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ, NATO-ს ყველაზე მასშტაბური წვრთნებია. Dragon-24 გამოცდის პოლონეთის შეიარაღებული ძალების უნარს, უპასუხოს პოტენციურ მრავალგანზომილებიან შეიარაღებულ კრიზისს, რითაც ხელს შეუწყობს ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას.
ჩეხეთი და პოლონეთი გააგრძელებენ კიევის დახმარებას, მაგრამ უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ გეგმავენ
პოლონეთისა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებმა, დონალდ ტუსკმა და პეტრ ფიალამ 27 თებერვალს, პრაღაში, "ვიშეგრადის ჯგუფის" (V4) პრემიერ-მინისტრების შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ჩეხეთი და პოლონეთი გააგრძელებენ უკრიანის დახმარებას, მაგრამ არ აპირებენ უკრაინაში ჯარის გაგზავნას. ჩეხეთის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების პრაღაში შეხვედრამდე, პარიზში უკრაინის მხარდასაჭერად კონფერენცია გაიმართა. საფრანგეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, კონფერენციაზე ისაუბრეს ახალი კოალიციის შექმნაზე, რომელიც უკრაინას მიაწვდის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედების რაკეტებს და სხვა საბრძოლო მასალებს. „არ ვუჭერთ მხარს უკრაინაში ჯარის გაგზავნას, მაგრამ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს რუსეთთან ომში და გახდეს NATO-სა და ევროკავშირის წევრი," - განაცხადა დონალდ ტუსკმა პრაღაში. NATO-ში უკრაინის შესაძლო გაწევრიანებას მხარს არ უჭერენ პრორუსული პოზიციით ცნობილი უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები, ვიქტორ ორბანი და რობერტ ფიცო. პრაღაში ჩასვლამდე ფიცომ 2014 წელს უკრაინაში ომის დაწყებაში „უკრაინელი ნეონაცისტები“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ალიანსში უკრაინის შესაძლო წევრობა კარგი საფუძელი გახდება “მესამე მსოფლიო ომის დაწყებისთვის.“ სლოვაკეთის პრემიერ მინისტრმა რობერტ ფიცომ, რომელმაც 26 თებერვალს პარიზში დასავლეთის სახელმწიფოების წარმომადგენლების შეხვედრის ფონზე გამართა უშიშროების საბჭოს სხდომა, განაცხადა, რომ NATO-ს და ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა განიხილავს უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნის შესაძლებლობას. ჩეხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა პეტერ ფიალამ განაცხადა, რომ თხუთმეტი ქვეყანა მზად არის, შეუერთდეს მისი სახელმწიფოს ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის, კერძოდ, საარტილერიო ჭურვების დეფიციტის პრობლემის მოგვარებას. „ჩეხეთის ინიციატივას რამდენიმე ქვეყნის ძლიერი მხარდაჭერა აქვს,“ - განაცხადა ფიალამ პარიზში შეხვედრის შემდეგ და დასძინა, რომ „ეს არის ძალიან ძლიერი სიგნალი რუსეთისთვის.“ შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ქვეყნების ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს.
რუსეთის მოქალაქე პოლონეთში ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს
პოლონეთის შინაგანი უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა ტერორისტული ორგანიზაციების სასარგებლოდ საქმიანობაში ეჭვმიტანილი რუსი დააკავეს. ამის შესახებ RMF FM იუწყება. გამომძიებლების თქმით, პოლონეთში ჩასვლამდე მან მონაწილეობა მიიღო სირიაში საომარ მოქმედებებში. პროკურატურა განმარტავს, რომ ის ჯერ ორგანიზაცია „ჯაბჰათ ალ-ნუსრაში“ მუშაობდა, შემდეგ „ალ-ქაიდაში“ და ახლახან შეუერთდა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს. დაკავებულს უკვე წაუყენეს ბრალი საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების სასარგებლოდ ქმედებებში. მას რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება. შეგახსენებთ, რომ დეკემბერში ლუბლინის სასამართლომ რუსეთის, ბელორუსის და უკრაინის 14 მოქალაქე დამნაშავედ ცნო მოსკოვის სასარგებლოდ დივერსიის მომზადებაში.
ტუსკი: რუსულ სურსათზე ემბარგოს არ გამოვრიცხავ
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ვარშავაში ლატვიის პრემიერ-მინისტრ ევიკა სილინასთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსულ სურსათზე ემბარგოს არ გამორიცხავს. მისი თქმით, პოლონეთი ყურადღებით შეისწავლის და განიხილავს ლატვიის მაგალითს, რომელმაც რუსული სურსათისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების იმპორტი აკრძალა. „პოლონეთსა და ევროკავშირში სურსათისა და მარცვლეულის სიჭარბის გამო არათანაბარი კონკურენციის პრობლემა არა მხოლოდ უკრაინიდან იმპორტირებული სურსათისა და მარცვლეულის კუთხითაა. ცოტა ადამიანი ხვდება, რომ ბაზრების დესტაბილიზაცია რუსული და ბელარუსული პროდუქტებით ხდება,” - განაცხადა ტუსკმა. მისი თქმით, ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას ევროკავშირის ინსტიტუტების დასარწმუნებლად, რომ სერიოზულად განიხილონ უკეთესი და უფრო უსაფრთხო რეგულაციები “აღმოსავლეთ მიმართულებიდან” იმპორტირებულ მარცვლეულსა და სურსათზე. “გვინდა, უკრაინას დავეხმაროთ - ამ მხრივ ჩვენს შორის სხვაობა არ არსებობს, მაგრამ ჩვენი ფერმერების დაცვა გვსურს. ლატვიას იგივე პრობლემა აქვს, მაგრამ ცოტა სხვა მასშტაბით,” - განაცხადა ტუსკმა.
პოლონეთს 2025 წელს ორბიტაზე თავისი სამხედრო თანამგზავრების გაშვება სურს
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სეზარი ტომჩიკმა, 2025 წელს ორბიტაზე პირველი პოლონური სამხედრო თანამგზავრების გაშვების შესახებ პოლონეთის სამხედრო სარდლობის გეგმები გაამჟღავნა. „მომავალ წელს, როგორც თავდაცვის სამინისტროს და პოლონეთის არმიას, გვინდა, რომ ჩვენი პირველი პოლონური თანამგზავრები ორბიტაზე გავუშვათ,“ - განაცხადა ტომჩიკმა ბრიფინგზე. მისი თქმით, პოლონეთი გეგმავს, შეიძინოს სატელიტური სისტემა, რომელიც აღჭურვილია სარადარო და ოპტიკური ტექნოლოგიებით, რაც უზრუნველყოფს დედამიწაზე დაკვირვებას ატმოსფერული პირობების მიუხედავად, როგორც უცხოური, ისე შიდა ტექნოლოგიების გამოყენებით. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა იმავე ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანა 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ უკრაინის გამოცდილებიდან მიღებული გაკვეთილების საფუძველზე კოსმოსურ ძალებს სხვა დანაყოფებს შორის განავითარებს.
ფრანგულმა მოერიშე თვითმფრინავებმა ბალტიის ზღვის თავზე, რუსულ თვითმფრინავებს გზა ჩაუჭრეს
ორმა ფრანგულმა მოერიშე თვითმფრინავმა ბალტიის ზღვის თავზე, ორ რუსულ Su-30-ს გზა ჩაუჭრა. შესაბამის ვიდეოს და ფოტომასალას NATO-ს საჰაერო ძალების სარდლობამ Twitter (X) გამოაქვეყნა. ინციდენტები პოლონეთის ჩრდილოეთით საერთაშორისო საჰაერო სივრცეში 29 თებერვალს მოხდა. საფრანგეთის მებრძოლებმა ხელახლა აიღეს ახალი მისია, რომლის დროსაც გზა ჩაუჭრეს რუსულ AN-72-ს, რომელიც დაფრინავდა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, პოლონეთის ჩრდილოეთით დაფრინავდა.
პოლონეთი შვედეთისგან 1,6 მილიარდი დოლარის ღირებულების ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს შეიძენს
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში აცხადებს, რომ პოლონეთი შვედეთისგან 1,6 მილიარდი დოლარის ღირებულების ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს იყიდის. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ შვედური წარმოების ყუმბარმტყორცნებმა უკრაინაში, ბრძოლის ველზე კარგად იმოქმედეს. „პოლონეთის შეიარაღებული ძალები შვედური წარმოების ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს მიიღებენ და ჩვენ ამისთვის დაახლოებით 6,5 მილიარდ ზლოტს (1,63 მილიარდი დოლარი) გამოვყოფთ,“ - განაცხადა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა.
უკრაინის ომის გათვალისწინებით, პოლონეთი უპილოტო საფრენი აპარატების სპეციალურ დანაყოფებს ქმნის
უკრაინის ომიდან მიღებული გაკვეთილების შემდეგ, პოლონეთმა უპილოტო საფრენი აპარატების სამხედრო ძალების შექმნა გადაწყვიტა. შესაბამისი განცხადება პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა გააკეთა. „უკრაინის ომის გაკვეთილების შესწავლის შემდეგ, ჩვენ ვქმნით უპილოტო სამხედრო კომპონენტს. ვქმნით უპილოტო საფრენი აპარატების დანაყოფებს," - განაცხადა კოსინიაკ-კამიშმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა სცილდება მხოლოდ საჰაერო თვითმფრინავებს. „მათი გამოყენება გამართლებულია არა მხოლოდ ჰაერში. არის საზღვაო დრონები, არის სახმელეთო თვითმფრინავები. გუშინ, საზღვაო ძალების ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას განვიხილეთ თვითმფრინავების გამოყენება და როგორ განვავითაროთ ტექნოლოგია წინსვლისთვის," აღნიშნა პოლონელმა მინისტრმა. ცნობისთვის, თებერვალში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მინისტრთა კაბინეტს და გენერალურ შტაბს დაავალა, შეიარაღებული ძალების სტრუქტურაში უპილოტო სისტემების ძალების შექმნა განიხილონ. თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ სამხედრო ცალკეული შტოს შექმნა უპილოტო სისტემების მიერ შემოთავაზებული უპირატესობების ოპტიმალურად გამოყენებას შეუწყობს ხელს.
საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ჯარები პოლონეთში არიან
საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ლიეტუვის, პოლონეთის, სლოვენიის, ესპანეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის ჯარებმა ამ კვირაში (2024 წლის 4-5 მარტი) პოლონეთში, კორჟენიევოს მახლობლად, მდინარე ვისტულა გადაკვეთეს. აღნიშნული არის წვრთნების - Dragon 24-ის ნაწილი, რომელსაც პლონეთი უძღვება. ეს წვრთნები ბოლო ათწლეულების განმავლობაში, NATO-ს უდიდესი სამხედრო წვრთნების - Steadfast Defender 24-ის მთავარი ელემენტია. სწავლების ამ ნაწილს პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა და ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ესწრებოდნენ. STEADFAST DEFENDER 2024 არის მრავალდომენიანი წვრთნა, რომელიც მოიცავს სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო, კიბერ და კოსმოსურ ოპერაციებს. ის ჩრდილოეთ ამერიკიდან და ალიანსის სხვა ნაწილებიდან, ევროპაში ძალების განლაგებას გულისხმობს. „Steadfast Defender-24 თვალსაჩინო მაგალითი გახდება ჩვენი ერთიანობის, ძალისა და მზადყოფნის დავიცვათ ერთმანეთი, ჩვენი ღირებულებები და საერთაშორისო წესრიგი, რომელიც წესებზეა დაფუძნებული,” - განაცხადა ევროპაში NATO-ს ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ. წვრთნები სტრატეგიულად განაწილებულია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ფინეთში, ესტონეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, უნგრეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, ნორვეგიაში, პოლონეთში, რუმინეთში, სლოვაკეთში, შვედეთსა და გაერთიანებულ სამეფოში. ღონისძიებები 2024 წლის იანვრის ბოლოდან 31 მაისამდე ჩატარდება და ორ ნაწილად გაიყოფა.
სიკორსკი: უკრაინაში დასავლური ჯარების ყოფნა წარმოუდგენელი არ არის
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნების ჯარები უკრაინაში, წარმოუდგენელი არ არის. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არ გამორიცხა NATO-ს ჯარების პოტენციური ყოფნა უკრაინაში. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებისას სიკორსკიმ აღნიშნა, რომ ისტორიაში მსგავსი პრეცედენტი უკვე არსებობდა, კერძოდ კი, 1950-1953 წლების კორეული ომის დროს, როდესაც ქვეყნის დასახმარებლად გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით ქვეყნების კოალიცია გაემგზავრა. „გახსოვდეთ, გაეროს გენერალურ ასამბლეაში, შეჭრის შემდეგ მალევე 190-დან 140 ქვეყანაზე მეტმა ხმა მისცა იმას, რომ აგრესია, როგორც მიუღებელი რამ დაეგმოთ. ეს უბრალოდ პრესისთვის განცხადება არაა, ეს უფლებრივი ბაზის შექმნაა,” - განაცხადა სიკორსკიმ. მანვე აღნიშნა, რომ ამის გათვალისწინებით „აგრესიის შესაწყვეტად გაეროს წევრი ქვეყნების კოალიცია რამე წარმოუდგენელი არ არის“. „ამიტომ ვაფასებ ბოლო დღეები ფრანგულ ინიციატივას. ვინაიდან, ჩემი აზრით, მას კარგი ზრახვები აქვს, კერძოდ კი - რათა სწორედ რუსეთის პრეზიდენტი ეკითხებოდეს საკუთარ თავს, როგორი იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯი, და არა ის, რომ დარწმუნებული იყოს, რომ კრეატიულს არაფერს გავაკეთებთ და ამიტომ შეძლოს შემდეგი სცენარების დაგეგმვა,” - განაცხადა სიკორსკიმ. საფრანგეთის პრეზიდენტმა მისი ადრინდელი გაანცხადება ცოტა ხნის წინ განმარტა და აღნიშნა, რომ უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგების შესახებ განცხადებები “მოზომილი და გააზრებული” იყო. კერძოდ, მაკრონს კომენტარის გაკეთება სთხოვეს მის განცხადებაზე, რომელიც მან პარიზში მოკავშირეების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ “არ შეიძლება, გამოვრიცხოთ” უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების გაგზავნა. „ეს საკმაოდ სერიოზული საკითხებია. ყოველი სიტყვა, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვამბობ, არის გაზომილი და გააზრებული,” - განაცხადა მაკრონმა. NATO-ს ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ, უკრაინაში მათი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხეს. უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა NATO-ს გენერალურმა მდივანმაც გამორიცხა. მაკრონის სიტყვები დადებითად შეაფასეს ბალტიისპირეთის კიდევ ერთ ქვეყანაში, ლიეტუვაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ მადლობელი იყო ამ ინიციატივისთვის და დაამატა, რომ "არცერთ შესაძლებლობაზე არ უნდა ითქვას უარი. მაკრონი მზადაა, ჯარი გაგზავნოს უკრაინაში, თუ ფრონტის ხაზი ოდესაში ან კიევში გაივლის - მედია
სიკორსკი: მაკრონის სიტყვების უკან კარგი ზრახვებია
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მაკრონის სიტყვების უკან კარგი ზრახვებია. რადოსლავ სიკორსკის თქმით, უკრაინაში NATO-ს ძალების ყოფნა "არ არის წარმოუდგენელი" და, რომ ის აფასებს საფრანგეთის პრეზიდენტის მხრიდან ამ იდეის არგამორიცხვას. რადეკ შიკორსკი ამ განცხადებებით გამოვიდა დისკუსიაზე, რომლითაც პარასკევს პარლამენტში აღნიშნავდნენ პოლონეთის NATO-ში გაწევრიანების 25-ე წლისთავს. მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს განცხადება ინგლისურ ენაზე, სოციალური მედიით გაავრცელა. „სწორედ რუსეთის პრეზიდენტი უნდა ეკითხებოდეს საკუთარ თავს, როგორი იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯი, და არა ის, რომ დარწმუნებული იყოს, რომ კრეატიულს არაფერს გავაკეთებთ და ამიტომ შეძლოს შემდეგი სცენარების დაგეგმვა,” - განაცხადა სიკორსკიმ. სიკორსკი: უკრაინაში დასავლური ჯარების ყოფნა წარმოუდგენელი არ არის საფრანგეთის პრეზიდენტმა მისი ადრინდელი გაანცხადება ცოტა ხნის წინ განმარტა და აღნიშნა, რომ უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგების შესახებ განცხადებები “მოზომილი და გააზრებული” იყო. კერძოდ, მაკრონს კომენტარის გაკეთება სთხოვეს მის განცხადებაზე, რომელიც მან პარიზში მოკავშირეების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ “არ შეიძლება, გამოვრიცხოთ” უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების გაგზავნა. „ეს საკმაოდ სერიოზული საკითხებია. ყოველი სიტყვა, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვამბობ, არის გაზომილი და გააზრებული,” - განაცხადა მაკრონმა. NATO-ს ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ, უკრაინაში მათი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხეს. უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა NATO-ს გენერალურმა მდივანმაც გამორიცხა. მაკრონის სიტყვები დადებითად შეაფასეს ბალტიისპირეთის კიდევ ერთ ქვეყანაში, ლიეტუვაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ მადლობელი იყო ამ ინიციატივისთვის და დაამატა, რომ "არცერთ შესაძლებლობაზე არ უნდა ითქვას უარი. მაკრონი მზადაა, ჯარი გაგზავნოს უკრაინაში, თუ ფრონტის ხაზი ოდესაში ან კიევში გაივლის - მედია
დუდა და ტუსკი აშშ-ში ჩადიან
პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა და პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი 12 მარტს, ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდებიან. თეთრი სახლის ცნობით, ლიდერები რუსეთის სასტიკი დამპყრობლური ომისგან უკრაინის დასაცავად, ურყევ მხარდაჭერას დაადასტურებენ. თეთრი სახლის შეხვედრა პოლონეთის NATO-ში გაწევრიანების 25 წლისთავს ემთხვევა და ხაზს უსვამს შეერთებული შტატებისა და პოლონეთის ერთობლივ, ურყევ ერთგულებას ალიანსის მიმართ. დუდა, ტუსკი და ბაიდენი, ვაშინგტონში NATO-ს მომავალი სამიტის წინ, თავიანთ ქმედებებს კოორდინაციას გაუწევენ. ისინი ასევე განიხილავენ აშშ-პოლონეთის სტრატეგიულ პარტნიორობას ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ ურთიერთობებზე და, დემოკრატიული ღირებულებებისადმი შეერთებული შტატებისა და პოლონეთის ერთობლივ ერთგულებაზე. სამიტზე ვაშინგტონში, სხვა საკითხებთან ერთად უნდა განიხილონ უკრაინისა და ალიანსის შემდგომი დაახლოება. NATO-ში აშშ-ის ელჩი ჯულიან სმიტი არ ელის, რომ უკრაინა ვაშინგტონში სამიტზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მოწვევას მიიღებს. ცნობისთვის, პოლონეთი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოკავშირეა. დუდა ასებე შეხვდება კონგრესის მთავარ კანონმდებლებს, მათ შორის, პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონს, პალატის დემოკრატიული უმცირესობის ლიდერს ჰაკიმ ჯეფრისს და სენატის რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერს მიჩ მაკკონელს. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი და „რესპუბლიკელები“ უკრაინის დახმარების საკუთარ პაკეტს ამზადებენ. შესაბამის ინფორმაციას NBC News-ი სამ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. „უკრაინის დახმარების პაკეტის შემუშავების გეგმები ადრეულ ეტაპზეა, თუმცა იმ „რესპუბლიკელებს“, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ, სურთ, რომ კანონპროექტზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყონ, როგორც კი კონგრესი 22 მარტს აშშ-ის მთავრობის დაფინანსების პაკეტს დაამტკიცებს,“ წერს გამოცემა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი და წარმომადგენელთა პალატის მთავარი კომიტეტების „რესპუბლიკელი“ ხელმძღვანელები უკრაინისთვის არასამხედრო დახმარების სესხის სახით გადაცემას განიხილავენ. დემოკრატები და რესპუბლიკელები დღემდე ვერ თანხმდებიან რამდენად მკაცრი და ზუსტად როგორი უნდა იყოს საზღვრის დაცვის პოლიტიკა და უკანონო იმიგრაციასთან გამკლავების გზები. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, რატომაც არ თანხმდებიან რესპუბლიკელები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემას. რესპუბლიკელების ნაწილს სურს, რომ საზღვრის კვეთისა და საიმიგრაციო საკითხები მათი პრიორიტეტების მიხედვით გადაწყდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დათანხმდებიან უკრაინისთვის დახმარების გადაცემას. ბაიდენმა 7 მარტს კონგრესისადმი მიმართვისას კიდევ ერთხელ ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია მის მიერ წარდგენილი პაკეტის დამტკიცება უკრაინის დასახმარებლად.
სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლონეთისთვის შორი რადიუსის რაკეტების შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლონეთისთვის AGM-158B-2-ის რაკეტების, ასევე მასთან დაკავშირებული, დაახლოებით, 1,77 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აღჭურვილობის მოცულობის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა. ამერიკული მხარის ცნობით, პოლონეთის მთავრობამ მოითხოვა 821-მდე AGM-158B-2 გაფართოებული მოქმედების რაკეტის (JASSM-ER) შეძენის შესაძლებლობა, ასევე ლოგისტიკური დახმარება. სავარაუდო ჯამური ღირებულება 1,77 მილიარდი დოლარია.
შოლცმა მაკრონი და ტუსკი უკრაინის საკითხის განსახილველად ბერლინში მიიწვია - Politico
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 15 მარტს ბერლინში შეხვედრა დაგეგმეს, რათა უკრაინაში არსებული ვითარება განიხილონ. Politico-ს ცნობით, ეს იქნება პირველი შეხვედრა ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში მას შემდეგ, რაც ტუსკი პრემიერ-მინისტრი გახდა. მანამდე, დონალდ ტუსკი და პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდნენ. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ათასობით უკრაინელის სიცოცხლე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. „ეს რაღაც პოლიტიკური კამათი არ არის, რომელიც გავლენას მხოლოდ ამერიკულ პოლიტიკურ არენაზე ახდენს. პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებისას ბატონი ჯონსონის წარუმატებლობა ათასობით ადამიანის სიცოცხლის ფასად დაჯდება. იგი ამაზე პირად პასუხისმგებლობას იღებს,“ - განაცხადა დონალდ ტუსკმა. ტუსკმა აღნიშნა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ კენჭისყრა უნდა დაუშვას. „მას უნდა ესმოდეს, რომ მილიონობით ადამიანის ბედი მის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული და უკრაინაში ათასობით სიცოცხლე მის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული,“ - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
პოლონეთი უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესყიდვის ინიციატივას შეუერთდა
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესყიდვის ინიციატივას შეუერთდა. რადოსლავ სიკორსკიმ არ დააკონკრეტა ის, თუ რა თანხას გამოყოფს პოლონეთის მთავრობა ჭურვების შესაძენად. „დიახ, ჩვენ შევუერთდით,“ - განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ ვაშინგტონში ჟურნალისტებთან შეხვედრისას. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ მანამდე განაცხადა, რომ უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შეძენის ინიციატივას 18 სახელმწიფო შეუერთდა.
პუტინი თუ უკრაინაში გაიმარჯვებს, ის სხვა სახელმწიფოებს დაესხმება თავს - დუდა
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ, რომელიც ცდილობდა, შეერთებული შტატები დაერწმუნებინა კიევისთვის დახმარების გაგრძელების შესახებ, გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავს დაესხმება სხვა ქვეყნებს, თუ ის უკრაინის წინააღმდეგ ომში გაიმარჯვებს. დუდა Bloomberg-ს ესაუბრა. „ეს რუსული იმპერიალიზმია ხელახლა დაბადებული და ის ხარბია. (...) ამიტომ უნდა დაისაჯოს...“ განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. დუდა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი თეთრ სახლს უკრაინის ომის კრიტიკულ მომენტში ეწვივნენ. Bloomberg- წერს, რომ აშშ, პოლონეთი და უკრაინის სხვა მოკავშირეები იკვლევენ კიევისთვის დამატებითი დახმარების უზრუნველსაყოფად, რადგან ომი მესამე წელია, გრძელდება და ქვეყნის იარაღის მარაგი მცირდება. დუდამ გაიმეორა მოკავშირეებისადმი მოწოდება, რომ მათ თავდაცვის ხარჯები გაზარდონ. ბაიდენმა შეაქო პოლონეთი მშპ-ს თითქმის 4%-ის დახარჯვისთვის თავდაცვაზე, რაც ორმაგად აღემატება მოკავშირეებისთვის დაწესებულ 2%-იან ბარიერს. თეთრმა სახლმა უკრაინისთვის უსაფრთხოებისა და თავდაცვის დახმარების 300 მილიონი დოლარის პაკეტის გადაცემის შესახებ ოფიციალურად, 12 მარტს გამოაცხადა - ეს დახმარება მოიცავს HIMARS-ის საბრძოლო მასალებს და სხვა იარაღს.
ბრიტანეთმა პოლონეთში Sky Saber-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის განლაგება გაახანგრძლივა
დიდმა ბრიტანეთმა პოლონეთში Sky Saber-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის ყოფნა გაახანგრძლივა. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა სოციალურ პლატფორმა Twitter-ზე (X) დაწერა. „ბრიტანული Sky Saber-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემა პოლონეთში, წლის ბოლომდე, NATO-ს აღმოსავლეთის ფლანგის გასაძლიერებლად დარჩება. ჩვენ ვაგრძელებთ ერთად მუშაობას უსაფრთხოებისთვის," - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. თანამედროვე ბრიტანული Sky Saber საჰაერო თავდაცვის სისტემები პოლონეთში 2022 წლის ივლისში ჩაიტანეს. Sky Saber-ს შეუძლია, ერთდროულად აკონტროლოს 24 სამიზნე. ის შედგება სამი კომპონენტისგან: რადარი, მონაცემთა გადაცემის სისტემა და საზენიტო რაკეტები. თითოეული გამშვები შეიცავს რვა CAMM რაკეტას.
პოლონეთი და გერმანია უკრაინის მხარდასაჭერად, ჯავშანტექნიკის კოალიციას ქმნიან
პოლონეთი და გერმანია შექმნიან ჯავშანტექნიკის კოალიციას, რომელიც უკრაინის მხარდაჭერისკენ იქნება მიმართული, აცხადებს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ კამიში. მისი თქმით, ევროპაში სწრაფი რეაგირების ძალებზე პასუხისმგებლობას პოლონეთი და გერმანია იღებენ. „ივლისიდან ჩვენი საბრძოლო ჯგუფები, რომლებიც შედგება 2,500 პოლონელი ჯარისკაცისგან და 2,500 გერმანელი ჯარისკაცისგან, მზადყოფნაში იქნება სწრაფი რეაგირებისთვის. ეს არის ძალები, რომლებიც ასრულებენ სტრატეგიული კომპასის ამოცანებს," - აღნიშნა კოსინიაკ კამიშმა. კერძოდ, 26 მარტს ვარშავაში, პოლონეთი და გერმანია ააქტიურებენ ჯავშანტექნიკის კოალიციას უკრაინის მხარდასაჭერად. „მეტი პარტნიორი უკვე დარეგისტრირდა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კოალიცია," - აღნიშნა კამიშმა. უკრაინაში ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით თებერვლის ბოლოს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა არ გამორიცხა, რომ დასავლეთის ქვეყნებს შეეძლოთ ჯარის გაგზავნა უკრაინის დასახმარებლად. თუმცა, მისი თქმით, ამ საკითხზე კონსენსუსი არ არსებობს. მოგვიანებით, საფრანგეთის ლიდერმა რამდენჯერმე განმარტა, რომ უკრაინაში ძალების გაგზავნა შესაძლოა, საჭირო გახდეს. ბოლოს, მაკრონმა ასეთი განცხადება 17 მარტს გააკეთა. NATO-ს რამდენიმე ქვეყანა ეწინააღმდეგებოდა ამ იდეას, მათ შორის გერმანია, ჩეხეთი, ბულგარეთი, პოლონეთი, ესპანეთი და იტალია. თუმცა, არის ქვეყნები, რომლებსაც სურთ, განიხილონ ასეთი შესაძლებლობა, მათ შორის, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი.
დუდა: რუსეთი NATO-ს შესაძლოა, 2026-2027 წლებშის დაესხას თავს
რუსეთმა NATO-ზე თავდასხმა, შესაძლოა, 2026-2027 წლებში განახორციელოს, წევრმა ქვეყნებმა სასწრაფოდ უნდა გაზარდონ თავდაცვის ხარჯები და შემაკავებელი მექანიზმი შექმნან. შესაბამისი განცხადება პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, პუტინი აორმაგებს ომის ეკონომიკაზე გადასვლის ტემპს ნატო-ზე თავდასხმის მიზნით, რაც შეიძლება რამდენიმე წელიწადში მოხდეს. „განგაშის ზარი რეკავს: 2-3 წელი გვაქვს, რომლის დროსაც შეგვიძლია გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა, მოვაგროვოთ საბრძოლო მასალა და ვაწარმოოთ იარაღი, რათა მაქსიმალურად გავზარდოთ ევროპული უსაფრთხოება, მოვამზადოთ და უზრუნველვყოთ, რომ შეჭრა არ მოხდეს. ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ომში არ ჩავერთოთ. მიზანი ისეთი შემაკავებელი მექანიზმის შექმნაა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ჩვენზე თავდასხმა არ მოხდეს,“ - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის სადაზვერვო სამსახურებმა მთავრობისთვის მოამზადეს რუსეთის მხრიდან სამხედრო საფრთხის ანალიზი, რომელიც პროგნოზირებს, რომ მან, 2026 წლიდან, შესაძლოა, NATO-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე თავდასხმის განხორციელება. რუსეთთან კონფლიქტისთვის მზადების შესახებ გაფრთხილებები სულ უფრო ინტენსიურად ისმის. ნიდერლანდელმა ადმირალმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერმა კვლავ განაცხადა, რომ მაშინ, როცა შეიარაღებული ძალები უკვე მზად არიან კონფლიქტისთვის, მოქალაქეებიც ასევე მზად უნდა იყვნენ ამისთვის, რაც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებას მოითხოვს. მისი ეს გაფრთხილება წინ უსწრებდა NATO-ს ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ცივი ომის შემდეგ. Steadfast Defender 2024 - 90 000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით მაისამდე გასტანს. რუსეთთან ომის გაფრთხილების შესახებ გამოვიდა ბორის პისტორიუსიც. „ჩვენი ექსპერტები ელიან 5-დან რვა წლამდე პერიოდს, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება,” - განუცხადა მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-ს. „თითქმის ყოველდღე გვესმის მუქარა კრემლიდან, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ერთ დღეს NATO-ს წევრ ქვეყანასაც დაესხას თავს. მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა "ამჟამად," აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
სიკორსკიმ უკრაინაში დასავლელი ჯარისკაცების ყოფნა დაადასტურა
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინაში დასავლელი ჯარისკაცები იმყოფებიან. როგორც ბრიტანელი, ასევე ფრანგი სამხედროები უკრაინაში არიან, რათა, მაგალითად, „Storm Shadow-“ს ტიპის ბრიტანული ფრთოსანი რაკეტების დამიზნებისას რჩევები მისცენ კოლეგებს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ პოლონეთი არ აპირებს უკრაინაში თავისი სამხედროების გაგზავნას. მან განმარტა, რომ უკრაინას და პოლონეთს 400 წელიწადი ჰქონდათ საერთო სახელმწიფო და ამიტომ, პოლონელი სამხედროები უკრაინის მიწაზე კრემლისთვის იოლი პროპაგანდისტული საკვები იქნება. NATO-ს ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ, უკრაინაში მათი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხეს. უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა NATO-ს გენერალურმა მდივანმაც გამორიცხა. მაკრონის სიტყვები დადებითად შეაფასეს ბალტიისპირეთის კიდევ ერთ ქვეყანაში, ლიეტუვაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ მადლობელი იყო ამ ინიციატივისთვის და დაამატა, რომ "არცერთ შესაძლებლობაზე არ უნდა ითქვას უარი. 8 მარტს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინაში დასავლეთის სახელმწიფოების ჯარების შესაძლო გაგზავნის შესახებ კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა და აღნიშნა, რომ რაღაცის არგამორიცხვა მის გაკეთებას არ ნიშნავს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მაკრონის სიტყვების უკან კარგი ზრახვებია. რადოსლავ სიკორსკის თქმით, უკრაინაში NATO-ს ძალების ყოფნა "არ არის წარმოუდგენელი" და, რომ ის აფასებს საფრანგეთის პრეზიდენტის მხრიდან ამ იდეის არგამორიცხვას. მაკრონი მზადაა, ჯარი გაგზავნოს უკრაინაში, თუ ფრონტის ხაზი ოდესაში ან კიევში გაივლის - მედია მაკრონმა 17 მარტს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა შესაძლოა, საჭირო გახდეს.
უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის ფონზე, პოლონეთმა საბრძოლო თვითმფრინავები გაააქტიურა
პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის ცნობით, პოლონეთმა თავისი მოიერიშე თვითმფრინავები გაააქტიურა, რადგან რუსეთის არმიამ 21 მარტის ღამეს უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმები მიიტანა. „შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა აკვირდება რუსეთის ფედერაციის შორ მანძილზე მყოფი ავიაციის ინტენსიურ აქტივობას უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე,“ - ნათქვამია განცხადებაში. პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო სიტუაციის მონიტორინგს აგრძელებს. რუსეთმა 21 მარტს ღამით უკრაინაზე სარაკეტო შეტევა განახორციელა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, კიევის რეგიონში ყველა რაკეტა განადგურდა. თუმცა რაკეტების ნამსხვრევებმა კიევში ზიანი და ხანძარი გამოიწვია. დედაქალაქში დაზიანდა შენობები, საბავშვო ბაღები და მანქანები. რუსეთის თავდასხმის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი ბავშვი.
რუსულა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთა
24 მარტს, გამთენიისას, რუსეთის მხრიდან, უკრაინაზე თავდასხმისას ერთ-ერთი რუსული რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს. რაკეტა NATO-ს წევრი ქვეყნის პოლონეთის საჰაერო სივრცეში 39 წამის განმავლობაში იყო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფრენისას რაკეტას სამხედრო-სარადარო სისტემების მეშვეობით აკონტროლებდნენ. „დღეს საღამოს ამოქმედდა ყველა საჭირო პროცედურა პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. კერძოდ, გააქტიურდა პოლონეთისა და მოკავშირეების ავიაცია. პოლონეთის არმია მუდმივად აკონტროლებს სიტუაციას უკრაინის ტერიტორიაზე და იმყოფება მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში, რათა უზრუნველყოს პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოება,“ - ნათქვამია სარდლობის განცხადებაში. პოლონეთში ხაზს უსვამენ, რომ „მათთვის ცნობილი იყო ფრენის გზა, ცხადი იყო, რომ ეს ობიექტი ქვეყნის სიღრმეში არ შედიოდა." „პოლონეთის ძალები ჩამოაგდებდნენ რუსულ რაკეტას, თუ დარწმუნდნენ, რომ ის პოლონეთის სამიზნისკენ მიემართებოდა. თავის მხრივ, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა კვირას გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. უკრაინის მიმართულებით გაშვებულმა რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია 2023 წლის 29 დეკემბერსაც დაარღვია. მაშინ რაკეტამ პოლონეთის ტერიტორიაზე სამ წუთამდე დაჰყო. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ 24 მარტის ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 18 რაკეტა და 25 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
პოლონეთი აღმოსავლეთ საზღვრებზე დამატებითი ჯარის გაგზავნას გეგმავს
პოლონეთის ხელისუფლება გაზრდის ჯარების რაოდენობას ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრებზე მესაზღვრეების დასახმარებლად, განაცხადა პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა. ციტირებს პოლონეთის თავდაცვის მინისტრს პოლონური სააგენტო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯარი უნდა იყოს რუსეთის ფედერაციის, ლიეტუვის, ბელორუსის და უკრაინის საზღვრებთან, რათა მხარი დაუჭიროს სასაზღვრო სამსახურს. მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა გამოყოფს ერთ მილიარდ ზლოტს (დაახლოებით 250 მილიონი აშშ დოლარი) სასაზღვრო რაიონებში სამხედრო პერსონალის განთავსებისთვის, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად.
პოლონეთი უკრაინის საზღვართან სამხედრო შვეულმფრენების ბაზას ქმნის
პოლონეთის ხელისუფლება ქალაქ სვიდნიკში, ლუბლინის ვოევოდაში სამხედრო შვეულმფრენების ბაზის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. შესაბამის განზრახვის წერილს ხელი უკვე მოაწერეს. შეთანხმება მოიცავს ლუბლინის აეროპორტში მუდმივი ვერტმფრენის საჰაერო ბაზის შექმნას, რომელიც პოლონეთის შეიარაღებულ ძალებს მოემსახურება. მანამდე, 24 მარტის ღამეს, დილის 4:23 საათზე, პოლონეთის საჰაერო სივრცე კვლავ დაირღვა უსეთის შორ მანძილზე მყოფი ავიაციის მიერ გაშვებული ერთ-ერთი მანევრირებადი რაკეტით. რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში შევიდა ლუბლინის სავოევოდოს სოფელ ოსიერდოვთან. ის იქ 39 წამის განმავლობაში იყო. ინციდენტთან დაკავშირებით პოლონეთმა გამოაცხადა თავისი განზრახვა, დაიბაროს რუსეთის ელჩი და გადასცეს მას საპროტესტო ნოტა. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ელჩს მოეთხოვება ახსნა-განმარტება რუსული რაკეტის ინციდენტთან დაკავშირებით. ამავდროულად, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ პოლონეთი ჩამოაგდებს რუსულ რაკეტას, თუ იქნება ნიშნები, რომ ის მიემართება პოლონეთის ტერიტორიაზე რაიმე სამიზნისკენ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული რუსეთის ელჩი უწყებაში არ გამოცხადდა
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, ვარშავა უპასუხებს რუსეთის ელჩის ქმედებას, რომელმაც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება უგულებელყო და უწყებაში არ გამოცხადდა. პოლონეთის მოთხოვნით, ელჩ ანდრეევს პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული ფრთოსანი რაკეტის შესვლასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებები უნდა გაეკეთებინა. ანდრეევმა, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მან პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, აპირებდნენ თუ არა მისთვის რუსული რაკეტის შესვლის შესახებ მტკიცებულებების მიწოდებას. "მე ვერ მივიღე მკაფიო პასუხი," - ამბობს ის და აღნიშნავს, რომ პოლონელ კოლეგებს, შესაბამისი ნოტის ფოსტით ან კურიერის საშუალებით გაგზავნა შესთავაზა. „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქმე გვაქვს (რუსების მიერ) როგორც კანონის, ისე საერთაშორისო სტანდარტების დარღვევასთან,“ - აღნიშნა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, ელჩის გადაწყვეტილება აბსოლუტურად არასწორია და პოლონური მხარე შემდგომ ნაბიჯებს უახლოეს დღეებში გადადგამს. „ეს არის უგულებელყოფის ნიშანი და ჩვენ არ შეგვიძლია გულგრილი ვიყოთ ამ ქმედების მიმართ,” - აღნიშნა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა. 24 მარტის ღამეს, დილის 4:23 საათზე, პოლონეთის საჰაერო სივრცე კვლავ დაირღვა უსეთის შორ მანძილზე მყოფი ავიაციის მიერ გაშვებული ერთ-ერთი მანევრირებადი რაკეტით. რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში შევიდა ლუბლინის სავოევოდოს სოფელ ოსიერდოვთან. ის იქ 39 წამის განმავლობაში იყო. ინციდენტთან დაკავშირებით პოლონეთმა გამოაცხადა თავისი განზრახვა, დაიბაროს რუსეთის ელჩი და გადასცეს მას საპროტესტო ნოტა. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ელჩს მოეთხოვება ახსნა-განმარტება რუსული რაკეტის ინციდენტთან დაკავშირებით. ამავდროულად, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ პოლონეთი ჩამოაგდებს რუსულ რაკეტას, თუ იქნება ნიშნები, რომ ის მიემართება პოლონეთის ტერიტორიაზე რაიმე სამიზნისკენ.
NATO განიხილავს რუსული რაკეტების ჩამოგდებას, თუ ისინი მის საზღვრებს მიუახლოვდებიან - პოლონეთი
NATO განიხილავს რუსული რაკეტების ჩამოგდების ვარიანტს, თუ ისინი მის საზღვრებთან ძალიან ახლოს იქნებიან, განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდჯეი სეინამ პოლონურ მედიასაშუალება RMF24-თან. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. სეინამ განმარტა, რომ რუსეთმა იცოდა, რომ თუ რაკეტა პოლონეთში კიდევ უფრო ღრმად შეაღწევდა, მას ჩამოაგდებდნენ. „NATO-ს ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა კონცეფციის გაანალიზება, მათ შორის, ასეთი რაკეტების ჩამოგდება, როდესაც ისინი NATO-ს საზღვართან ძალიან ახლოს იქნებიან,“ აღნიშნა სეინამ. „ასეთი წინადადება უკრაინულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს,“ განაცხადა პოლონელმა დიპლომატმა. პოლონეთის თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, ვარშავა უპასუხებს რუსეთის ელჩის ქმედებას, რომელმაც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება უგულებელყო და უწყებაში არ გამოცხადდა. პოლონეთის მოთხოვნით, ელჩ ანდრეევს პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული ფრთოსანი რაკეტის შესვლასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებები უნდა გაეკეთებინა. ანდრეევმა, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მან პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, აპირებდნენ თუ არა მისთვის რუსული რაკეტის შესვლის შესახებ მტკიცებულებების მიწოდებას. "მე ვერ მივიღე მკაფიო პასუხი," - ამბობს ის და აღნიშნავს, რომ პოლონელ კოლეგებს, შესაბამისი ნოტის ფოსტით ან კურიერის საშუალებით გაგზავნა შესთავაზა. „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქმე გვაქვს (რუსების მიერ) როგორც კანონის, ისე საერთაშორისო სტანდარტების დარღვევასთან,“ - აღნიშნა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, ელჩის გადაწყვეტილება აბსოლუტურად არასწორია და პოლონური მხარე შემდგომ ნაბიჯებს უახლოეს დღეებში გადადგამს. „ეს არის უგულებელყოფის ნიშანი და ჩვენ არ შეგვიძლია გულგრილი ვიყოთ ამ ქმედების მიმართ,” - აღნიშნა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა. 24 მარტის ღამეს, დილის 4:23 საათზე, პოლონეთის საჰაერო სივრცე კვლავ დაირღვა უსეთის შორ მანძილზე მყოფი ავიაციის მიერ გაშვებული ერთ-ერთი მანევრირებადი რაკეტით. რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში შევიდა ლუბლინის სავოევოდოს სოფელ ოსიერდოვთან. ის იქ 39 წამის განმავლობაში იყო. ინციდენტთან დაკავშირებით პოლონეთმა გამოაცხადა თავისი განზრახვა, დაიბაროს რუსეთის ელჩი და გადასცეს მას საპროტესტო ნოტა. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ელჩს მოეთხოვება ახსნა-განმარტება რუსული რაკეტის ინციდენტთან დაკავშირებით. ამავდროულად, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ პოლონეთი ჩამოაგდებს რუსულ რაკეტას, თუ იქნება ნიშნები, რომ ის მიემართება პოლონეთის ტერიტორიაზე რაიმე სამიზნისკენ.
უკრაინაზე მასიური რუსული სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, NATO-ს წევრმა პოლონეთმა ავიაცია კვლავ გაააქტიურა
პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ განაცხადა, რომ პოლონეთის თვითმფრინავები და მოკავშირეთა ავიაცია კვლავ გააქტიურდნენ უკრაინაზე მასიური რუსული სარაკეტო თავდასხმის შესახებ ცნობების საპასუხოდ. აღნიშნავენ, რომ ყველა საჭირო პროცედურა პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაქტიურდა. „დღეს, ღამით შეიმჩნევა რუსეთის ფედერაციის ინტენსიური, შორ მანძილზე მყოფი საავიაციო აქტივობა, რომელიც დაკავშირებულია უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებთან,“ - განაცხადა პოლონეთის ოპერატიული სარდლობამ სოციალურ პლატფორმა X-ზე განთავსებული პოსტით. უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის ფონზე, პოლონეთმა საბრძოლო თვითმფრინავები 21 მარტსაც გაააქტიურა. მანამდე, 24 მარტს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის დროს, რუსული რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 39 წამის განმავლობაში იმყოფებოდა. პოლონელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ თვითმფრინავი არ ჩამოაგდეს, რადგან ეს საფრთხეს შეუქმნის ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობას. რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე უკრაინაზე მასობრივი თავდასხმის დროს, 2023 წლის 29 დეკემბერსაც დაარღვია. ამავე დროს, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ პოლონეთი ჩამოაგდებს რუსულ რაკეტას, თუ იქნება ნიშნები, რომ ის მიემართება პოლონეთის ტერიტორიაზე რაიმე სამიზნისკენ. NATO განიხილავს რუსული რაკეტების ჩამოგდებას, თუ ისინი მის საზღვრებს მიუახლოვდებიან - პოლონეთი
პოლონეთი და ჩეხეთი რუსული ჯაშუშური ქსელის საქმიანობას იძიებენ
რუსეთის სასარგებლოდ სავარაუდო ჯაშუშური საქმიანობის შესახებ, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და მისი უწყებების წინააღმდეგ იყო მიმართული, პოლონეთის უსაფრთხოების სააგენტოს (ABW) თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს. „პრორუსული ინიციატივებისა და მედიაკამპანიების ორგანიზებისკენ მიმართული ქმედებები ევროკავშირის ქვეყნებში დოკუმენტირებულია,“ - ნათქვამია ABW-ის (პოლონეთის უსაფრთხოების სააგენტო) განცხადებაში, რომელსაც Reuters-ი ციტირებს. კერძოდ, ნახსენებია ინტერნეტპორტალი voice-of-europe.eu, რომელიც, სავარაუდოდ, პრორუსულ მასალებს აქვეყნებდა. ქსელის მიზანი იყო „პოლონეთის პოზიციების შესუსტება“ „ქსელის მიზანი ასევე იყო უკრაინის დისკრედიტაცია და ევროკავშირის ინსტიტუტების რეპუტაციის შელახვა, განუმარტა ABW-ს სპიკერმა AFP-ს. სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, ჩხრეკა ამ კვირის დასაწყისში, ვარშავასა და სამხრეთ პოლონეთის ქალაქ ტიჩიში ჩატარდა. დამატებითი დეტალები ჩხრეკის შესახებ არ გასაჯაროებულა. ოპერაცია კოორდინირებული იყო სხვა ქვეყნებთან, კერძოდ, ჩეხ პარტნიორებთან. ABW-ის ქმედებები მიმდინარე წლის იანვარში დასრულებული გამოძიების შედეგი იყო, რომლის დროსაც, ბრალი წაუყენეს პოლონეთის მოქალაქეს, რომელიც რუსული სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. „რუსული გავლენის ოპერაცია“ ჩეხეთში 28 მარტს ჩეხეთის მთავრობამ პრორუსული უკრაინული პარტიის "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის" ყოფილ ლიდერს ვიქტორ მედვედჩუკს სანქციები დაუწესა. ჩეხეთის მთავრობის ცნობით, მედვედჩუკი „მართავს ჩეხეთის რესპუბლიკაში რუსული გავლენის ოპერაციას რუსეთის ფედერაციიდან“, რომლის მიზანია, „დაარღვიოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და თავისუფლება“. ამ „ოპერაციის“ განსახორციელებლად მედვედჩუკი იყენებს კომპანია „ევროპის ხმას“, სადაც მუშაობს მისი ახლო თანამოაზრე არტემ მარჩევსკი. ჩეხეთის სანქციების სიაშია მარჩევსკი, ასევე - „ევროპის ხმა“, რომელიც ამავე სახელწოდების პორტალს ფლობს. ჩეხეთმა კრემლის მომხრე ოლიგარქს სანქციები დაუწესა
ტუსკი: ომი აღარ არის წარსულის კონცეფცია ევროპაში, ომის წინა ეპოქაა
„არავის შეშინება არ მინდა, მაგრამ ომი აღარ არის წარსულის კონცეფცია ევროპაში,“ – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ ევროპა „ომის წინა ეპოქაშია“, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, ვიდრე მზად იქნება, წინ აღუდგეს საფრთხეს. მისი განცხადებით, ახლა ყველაზე შემაშფოთებელია ის, რომ ნებისმიერი სცენარი შესაძლებელია და ევროპას მსგავსი ვითარება 1945 წლის შემდეგ არ ჰქონია. „ვიცი, რომ ეს დამანგრევლად ჟღერს, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობის ადამიანებისთვის, მაგრამ გონებრივად უნდა შევეჩვიოთ ახალი ეპოქის მოსვლას. ომის წინა ეპოქაა. არ ვაჭარბებ. ეს ყოველდღე უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. ევროპას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი. პირველი ნაბიჯი არის, რომ ქვეყნებმა მიაღწიონ NATO-ს მიზანს, დახარჯონ მშპ-ს 2% თავდაცვაზე. დღეს ჩვენ უნდა დავხარჯოთ რაც შეიძლება მეტი, უკრაინისთვის აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის შესაძენად, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ყველაზე კრიტიკულ მომენტში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. მომდევნო ორი წელი გადაწყვეტს ყველაფერს. ჩვენ თუ ვერ დავუჭერთ მხარს უკრაინას საკმარისი ტექნიკითა და საბრძოლო მასალებით, უკრაინა თუ წააგებს, ევროპაში ვერავინ შეძლებს, თავი დაცულად იგრძნოს,“ – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
მომდევნო ორი წელი გადაწყვეტს ყველაფერს, უკრაინა თუ წააგებს, ევროპაში ვერავინ შეძლებს, თავი დაცულად იგრძნოს - ტუსკი
„ევროპას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი. პირველი ნაბიჯი არის, რომ ქვეყნებმა მიაღწიონ NATO-ს მიზანს, დახარჯონ მშპ-ს 2% თავდაცვაზე.“ ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ტუსკი: ომი აღარ არის წარსულის კონცეფცია ევროპაში, ომის წინა ეპოქაა „დღეს ჩვენ უნდა დავხარჯოთ რაც შეიძლება მეტი, უკრაინისთვის აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის შესაძენად, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ყველაზე კრიტიკულ მომენტში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. მომდევნო ორი წელი გადაწყვეტს ყველაფერს. ჩვენ თუ ვერ დავუჭერთ მხარს უკრაინას საკმარისი ტექნიკითა და საბრძოლო მასალებით, უკრაინა თუ წააგებს, ევროპაში ვერავინ შეძლებს, თავი დაცულად იგრძნოს,“ – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
უკრაინის „ჯავშანტექნიკის კოალიცია“ 15 ქვეყანას მოიცავს
უკრაინის „ჯავშანტექნიკის კოალიციაში“ 15 ქვეყანას გაწევრიანდა. ვარშავამ ჯავშანტექნიკის კოალიციის შექმნა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში, რომელიც თითქმის 50 ქვეყანას მოიცავს, იანვარში დაიწყო. „გერმანიამ და იტალიამ კოალიციის ფუნქციონირებას თანათავმჯდომარეობით დაუჭირეს მხარი და კიდევ 12 ქვეყანა შეუერთდა მის მუშაობას, მათ შორის, რა თქმა უნდა, უკრაინა“, - აცხადებენ პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში. მისივე განცხადებით, კოალიციის შემდგომი ქმედებები დაიგეგმა მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში (ტექნიკისა და საბრძოლო მასალის მიწოდების კოორდინაცია, წვრთნა, შეკეთება, ძალების სტრუქტურა და ოპერატიული გამოყენება). ვარშავაში 26 მარტს უკრაინის მხარდამჭერი "ჯავშანტექნიკის კოალიციის" მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლების პირველი შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. ვარშავაში უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ივან გავრილიუკი ხელმძღვანელობდა. „ჯავშანტექნიკის კოალიცია მიზნად ისახავს უკრაინის თავდაცვის ძალების ჯავშანტექნიკის გაძლიერებას, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენი ჯარების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით რუსი აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა უზრუნველყოს აღჭურვილობისა და იარაღის ეფექტური ოპერაცია, ტექნიკური მომსახურება და შეკეთება. ჩვენი მოკავშირეების მიერ მოწოდებული“, - ხაზგასმით აღნიშნა გავრილუკმა. გრძელვადიან პერსპექტივაში, "სატანკო კოალიციის" და "ჯავშანტექნიკის კოალიციის" მონაწილე ქვეყნები დაეხმარებიან უკრაინის შეიარაღებული ძალების მომავალი ჯავშანფლოტის შექმნას და ინოვაციური სამრეწველო პარტნიორობის დამყარებას უკრაინასთან. "ჯავშანტექნიკის კოალიციის" შექმნა პოლონეთისა და გერმანიის ინიცირებული იყო და მხარს უჭერდნენ დიდმა ბრიტანეთი, შვედეთი და იტალია. შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთი, ლატვიასთან ერთად, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში შექმნილ საერთაშორისო „დრონების კოალიციას“ ხელმძღვანელობს. ვარშავაში უკრაინისთვის "ჯავშანტექნიკის კოალიცია" შეიქმნა
გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროპის თავდაცვის გასაძლიერების სამი ნაბიჯი დაასახელეს
გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პუტინის მიმართ დაშოშმინების პოლიტიკა დაგმეს. „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ანალენა ბარბოკის, სტეფან სეჟურნესა და რადოსლავ სიკორსკის სტატიის თანახმად, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, აჩვენა, რომ ასეთი პოლიტიკა გულუბრყვილოა. მინისტრებმა ევროპის თავდაცვის გასაძლიერებლად სამი ნაბიჯი დაასახელეს. სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ასახელებენ სამ ნაბიჯს უსაფრთხოების გასაძლიერებლად. პირველ ნაბიჯად დასახელებულია მშპ-ს, სულ მცირე, ორი პროცენტის დახარჯვა იმ ძალებისა და შესაძლებლობების განვითარებისთვის, რომლებიც საჭიროა კოლექტიური თავდაცვისთვის; ევროპელი დიპლომატები მეორე ნაბიჯად ასახელებენ კონტინენტის სრული ინდუსტრიული პოტენციალის გამოყენებას სამხედრო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, წარმოების გასაძლიერებლად და წარმოების მასშტაბის გასაზრდელად. ამ კუთხით, პრიორიტეტად დასახელებულია ეროვნული თავდაცვის ინდუსტრიებისთვის სავალდებულო გრძელვადიანი კონტრაქტები, მკაფიო ვადები, ფიქსირებული ფინანსური ვალდებულებები და მთავრობებისგან შესყიდვის გარანტიები; მესამე ნაბიჯად განსაზღვრულია ინვესტიცია სამომავლო ტექნოლოგიებში, რათა შენარჩუნებული იყოს ევროპის ტექნოლოგიური უპირატესობა. „მზარდი საფრთხეებისა და უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში, ჩვენ ვიმეორებთ ევროკავშირის ვალდებულებას, გაიზარდოს საერთო თავდაცვისთვის მზადყოფნა და შესაძლებლობები თავისი საჭიროებებისა და ამბიციების შესაბამისად. ევროპის მშვიდობისთვის რუსული იმპერიალიზმი უნდა შეჩერდეს. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ „ნაცრისფერი ზონები“, რადგან პუტინი მათ განიხილავს, როგორც მიწვევას ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვის მიზნით, რუკაზე წარმოსახვითი ხაზების დასახაზად და, საბოლოო ჯამში, სამხედრო ძალის გამოსაყენებლად. უკრაინაში მისმა სრულმასშტაბიანმა შეჭრამ ასევე დაამტკიცა, რომ გულუბრყვილოა რუსეთის მიმართ დათმობების პოლიტიკა იმ იმედით, რომ ამას შეეძლო მშვიდობის ან სტაბილურობის დაბრუნება კონტინენტზე. სწორედ ამიტომ, ევროპელმა მოკავშირეებმა უნდა აიღონ NATO-ს კოლექტიური ტვირთის სამართლიანი წილი და გამოავლინონ მზადყოფნა, აიღონ მეტი პასუხისმგებლობა ევროპის თავდაცვაზე,“ – აღნიშნულია სტატიაში.
NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები, უკრაინაში NATO-ს მისიის შექმნაზე შეთანხმდნენ - პოლონეთი
„მივიღეთ გადაწყვეტილება [უკრაინაში] NATO-ს მისიის შექმნის შესახებ," - ეს განცხადება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ ბრიუსელში, ალანსის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გააკეთა. მინისტრებმა განიხილეს წინადადება უკრაინისთვის სპეციალური ხუთწლიანი, 100 მილიარდიანი დახმარების ფონდის შექმნის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ალიანსის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში და იმის დემონსტრირებას, რომ რუსეთი ვერ გაიმარჯვებს. სიკორსკიმ აღნიშნა, რომ 100 მილიარდი აშშ დოლარი მნიშვნელოვანი თანხაა და რომ ფონდში მშპ-ს პროპორციულად შეტანილი რესურსები გასათვალისწინებელია. სიკორსკი ინიციატივას ღირებულად მიიჩნევს და თვლის, რომ კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია მოლაპარაკებების გზით. „ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება [უკრაინაში] NATO-ს მისიის შექმნის შესახებ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევდივართ ომში, არამედ ნიშნავს იმას, რომ ახლა ჩვენ შევძლებთ გამოვიყენოთ NATO-ს კოორდინაციის, წვრთნისა და დაგეგმვის შესაძლებლობები უკრაინის უკეთესად მხარდაჭერისთვის," - განაცხადა სიკორსკიმ. სიკორსკიმ ასევე დაადასტურა, რომ ორმხრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის შეთანხმებებთან დაკავშირებით, (როგორიცაა ვარშავასა და კიევს შორის) პროგრესია, თუმცა ხელმოწერის თარიღი ჯერ არ არის დადგენილი.
პოლონეთისთვის მიზანშეწონილი იქნება, თუ მის ტეროტორიაზე აშშ-ის ბირთვული ქობინები განთავსდება - დუდა
პოლონეთისთვის მიზანშეწონილი იქნება, თუ NATO ბირთვული გაზიარების პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის ბირთვული ქობინებს განალაგებს საკუთარ ტერიტორიაზე, განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ გაზეთ Dziennik Gazeta Prawna-სთან ინტერვიუში. მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას რუსეთის მხრიდან შესაძლო ბირთვული თავდასხმის შესახებ. მას ეჭვი ეპარება ბირთვული ომის დაწყების შესაძლებლობაში, რადგან ეს „მსოფლიოს დასასრული იქნებოდა.“ „არ ველი ე.წ. ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას,“ - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. 2022 წელს დუდამ უკვე გამოაცხადა პოლონეთის სურვილი, მიეღო ბირთვული იარაღი შეერთებული შტატებიდან და ასევე, მონაწილეობა მიიღოს ბირთვული შეკავების პროგრამაში. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შანტაჟის რიტორიკით გამოვიდა. გასულ ზაფხულს, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რუსეთის მიერ ბელორუსში ბირთვული იარაღის გადაცემის შესახებ, პოლონეთის ხელისუფლებამ კვლავ გაიხსენა თავისი განზრახვა, მონაწილეობა მიიღოს ბირთვული იარაღის გაზიარების პროგრამაში. ბირთვული იარაღის გაზიარება არის შეთანხმება შეერთებულ შტატებსა და NATO-ს მოკავშირეებს შორის, რომელიც პოლონეთს, სამხედრო აუცილებლობის შემთხვევაში შეეხება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მისიის ფარგლებში შეერთებულმა შტატებმა უკვე განათავსა თავისი 150-მდე ბირთვული ბომბი ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე. გასულ გაზაფხულზე ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ბელორუსის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი გადაიტანა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მოგვიანებით მოსკოვის ასეთი ქმედებები "უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთებით" ახსნა.
პოლონეთს აქვს საჰაერო თავდაცვის რაკეტების გარკვეული მარაგი, რომლის გადატანაც უკრაინაში შეიძლება - დუდა
პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, პოლონეთს აქვს საჰაერო თავდაცვის რაკეტების გარკვეული მარაგი, რომლის გადატანაც უკრაინაში შეიძლება. საუბარია საბჭოთა დროის სისტემაზე. ეს განცხადება დუდამ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ლიეტუვის პრეზიდენტთან გიტანას ნაუდასთან გამართულ პრესკონფერენციაზე. დუდამ აღნიშნა, რომ მან უკვე განიხილა ეს საკითხი თავის უკრაინელ კოლეგასთან. „დღეს, ორმხრივი შეხვედრის დროს, მე და პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვისაუბრეთ რაკეტების გარკვეულ რეზერვებზე, რომლებიც ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს საბჭოთა კავშირის შემდეგ. მე გავესაუბრები ჩემს თავდაცვის მინისტრს, როდესაც პოლონეთში დავბრუნდები,” - აღნიშნა დუდამ. თებერვლის ბოლოს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის 10 სარაკეტო სისტემის გადატანა უკრაინაში მნიშვნელოვნად იმოქმედებს რუსეთთან ომში არსებულ ვითარებაზე. მან აღნიშნა, რომ 25 სისტემა, რომელსაც აქვს 6-8 ბატარეა, საჭიროა ცის სრულად დასაფარად. იმავდროულად, საჰაერო ძალების სპიკერმა ილია ველაშმა განმარტა, თუ რა სჭირდება უკრაინას საჰაერო თავდაცვის სრულად ფუნქციონირებადი სისტემის შესაქმნელად. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, პუტინი ცდილობს, ბოლო წლების განმავლობაში უკრაინის ენერგეტიკული სექტორის განადგურებას და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მისი გეგმების თავიდან აცილება.
ევროპა საკმარისად მდიდარია იმისთვის, რომ უკრაინას იარაღით დაეხმაროს - ტუსკი
პოლონეთის პრემიერ დოლნალდ ტუსკის განცხადებით, ევროპა ახლა ეძებს საბრძოლო მასალას უკრაინისთვის. ამ საკითხში კი, მთავარი პრობლემა ფული არ არის. „ევროპა საკმარისად მდიდარია იმისთვის, რომ დაეხმაროს უკრაინას და მიაწოდოს იარაღი და საბრძოლო მასალა. პრობლემა ის არის, რომ ჩვენი თავდაცვის ინდუსტრია არ არის ადაპტირებული ამასთან,“ - განაცხადა ტუსკმა. ამავე დროს, მან დასძინა, რომ არ აქვს ალტერნატივა იმ მოსაზრებას, რომ ევროკავშირი უნდა გახდეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სამხედრო ძალა, რათა თავი დაცულად იგრძნოს ევროპის კონტინენტზე. „ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს შესაძლებლობებსა და გავლენას ევროპაში და ბრიუსელში ჩვენი პარტნიორების მობილიზებისთვის, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა ევროპაში,“ - განმარტა ტუსკმა.
სიკორსკი: ბრავო ისრაელს, თავდაცვის მსგავსი საშუალებები უკრაინაში უნდა გაიგზავნოს
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ისრაელს ირანის თავდასხმის მოგერიების გამო აქებს. მისი შეფასებით, მსგავსი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები უკრაინასაც უნდა გაუგზავნონ. „ბრავო ისრაელს ირანის მსხვილი საჰაერო იერიშის მოგერიებისთვის, რომელიც რამდენიმე მიმართულებიდან იყო კოორდინირებული. ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო შესაძლებლობები უნდა გაძლიერდეს და თავდაცვის მსგავსი საშუალებები უკრაინაშიც უნდა გაიგზავნოს". - წერს სიკორსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე. მან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონსაც მოუწოდა, რომ ისრაელისა და უკრაინის მხარდასაჭერ კანონპროექტს კენჭი უყარონ. შეგახსენებთ, ისრაელმა 13 აპრილს განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის, ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმისას დაშავდა ერთი ადამიანი. დაშავებულია 7 წლის გოგო, რომელიც კლინიკაში მკურნალობს. ცნობისთვის, ისრაელს ირანი შურისძიებით მას შემდეგ დაემუქრა, რაც პირველ აპრილს სირიაში, დამასკოში ირანის საკონსულოზე მიტანილ დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას ერთ წევრთან ერთად ემსხვერპლა. ისრაელს ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელი და მისი მოკავშირეები ირანის თავდასხმებს ელოდნენ. ისრაელი საპასუხო დარტყმებით დაიმუქრა. CNN-ის ცნობით, აშშ არ აპირებს ირანზე საპასუხო თავდასხმაში მონაწილეობას. ირანის მოკავშირეები შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლა ისრაელის მეზობელი ლიბანის სამხრეთს, ფაქტობრივად, აკონტროლებს. თეირანის მოკავშირეები ასევე არიან ერაყში მოქმედი შიიტური დაჯგუფებები და იემენელი „ჰუსიტები.“ BBC: ჩინეთს ისრაელზე ირანის თავდასხმა არ დაუგმია აშშ დაეხმარა ისრაელს თითქმის ყველა უპილოტო თვითმფრინავისა და რაკეტის ჩამოგდებაში - ბაიდენი
პოლონეთისა და დანიის პრემიერ-მინისტრებმა ევროპის დასაცავად, „რკინის გუმბათის“ შექმნის იდეა განიხილეს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა დანიელ კოლეგასთან, მეტე ფრედერიკსენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პოლონეთისა და დანიის პრემიერ-მინისტრებმა ევროპის დასაცავად „რკინის გუმბათის“ შექმნის იდეა განიხილეს. „მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი პოლონეთის წინადადებას, ევროპის ცის პოტენციური სარაკეტო თავდასხმებისგან დაცვის მიზნით ეფექტური „რკინის გუმბათის“ შექმნის პროექტს შეუერთდეს, დადებითად გამოეხმაურა,“ - განაცხადა დონალდ ტუსკმა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპა „საშიშ ზონაში“ იმყოფება. „არ არსებობს იმის მიზეზი, თუ რატომ არ უნდა ჰქონდეს ევროპას ასეთი სარაკეტო თავდაცვის ფარი“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. „რკინის გუმბათი“ ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის სახელწოდებაა. ზელენსკიმ მოკავშირეებს მიმართა, უკრაინა ისრაელის მსგავსად დაიცვან
ქემერონის შემდეგ, ტრამპს პოლონეთის პრეზიდენტი შეხვდა
პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჯეი დუდა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. დონალდ ტრამპმა პოლონეთის პრეზიდენტს ნიუ-იორკში, Trump Tower-ში უმასპინძლა. დონალდ ტრამპმა და ანჯეი დუდამ NATO-ს წევრების მიერ თავდაცვის ხარჯების გაზრდის საკითხი და უკრაინაში მიმდინარე ომი განიხილეს, თუმცა დეტალები არ გასაჯაროებულა. „მან ფანტასტიკური სამუშაო გასწია და ის ჩემი მეგობარია. ჩვენ ერთად ოთხი შესანიშნავი წელი გავატარეთ. ჩვენ პოლონეთს მხარს ბოლომდე ვუჭერთ,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა ანჯეი დუდასთან შეხვედრისას. ტრამპის კამპანიამ მცირე ინფორმაცია გაავრცელა შეხვედრის შესახებ, მაგრამ განაცხადა, რომ მათ განიხილეს დუდას წინადადება NATO-ს ქვეყნებისთვის, გაეზარდათ თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 3 პროცენტამდე - პოზიცია, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტმა ასევე გაასაჯაროვა გასულ თვეში Washington Post-ის სტატიაში. სტატიაში დუდა ამბობდა, რომ „რუსეთის იმპერიალისტური ამბიციები და აგრესიული რევიზიონიზმი უბიძგებს მოსკოვს NATO-სთან პირდაპირი დაპირისპირებისკენ“ და რომ NATO მზად უნდა იყოს საფრთხესთან გასამკლავებლად. ტრამპის კამპანიამ გაასაჯაროვა საკითხები, რომლებიც აშშ-ის ექსპრეზიდენტმა ქემერონთან შეხვედრაზე განიხილა
დაკავებულია რუსი აგენტი, რომელმაც რუსეთის სპეცსამსახურებს ზელენსკის მკვლელობის მცდელობა შესთავაზა - SBU
უსაფრთხოების სამსახურის, უკრაინის გენერალური პროკურატურის და პოლონეთის სამართალდამცავი ორგანოების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად დააკავეს პოლონეთის მოქალაქე, რომელიც რუსეთის ფედერაციის სამხედრო დაზვერვასთან თანამშრომლობდა. როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (SBU) იუწყება, გამოძიების თანახმად, ეჭვმიტანილის გეგმა იყო, შეგროვებულიყო და აგრესორ ქვეყანას გადასცემოდა ინფორმაცია ჟეშოვ-იასიონკის აეროპორტის უსაფრთხოების შესახებ. ეს, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა დახმარებოდა რუსეთის სპეცსამსახურებს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლო მკვლელობის მცდელობის დაგეგმვაში, პოლონეთში ყოფნის დროს. ხსენებული ქალაქი უკრაინის საზღვართან მდებარეობს. პოლონეთის მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილია რუსეთთან თანამშრომლობაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ საქმეზე მასალები და მტკიცებულებები უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ პოლონურ მხარეს გადასცა. პოლონეთის მოქალაქის დაკავების შესახებ შეტყობინება უკრაინის გენერალურმა პროკურატურამაც გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ ეჭვმიტანილი, საკუთარი ინიციატივით, დაუკავშირდა რუსეთის სამხედრო სარდლობის წარმომადგენლებს. ასევე ნახსენებია ზელენსკის პოლონეთში ყოფნის დროს მკვლელობის მცდელობის შესაძლო მომზადება. პოლონეთის მოქალაქეს პაველ კ-ს საგარეო დაზვერვისთის სასარგებლოდ და პოლონეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ მოქმედების მომზადებაში ბრალი წაუყენეს. გამოძიება გრძელდება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ეჭვმიტანილს რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ზელენსკი პოლონეთს ბოლოს 2023 წლის აპრილში ეწვია. პოლონეთი უკრაინის დასავლეთ საზღვარზე მდებარეობს. რუსეთთან ბრძოლაში, პოლონეთი უკრაინის აქტიური მოკავშირეა.
ლიეტუვა და პოლონეთი სუვალკის დერეფნის დასაცავად წვრთნებს ატარებენ
ლიეტუვისა და პოლონეთის სამხედროები, NATO-ს მოკავშირეების მონაწილეობით, სუვალკის დერეფნის მიდამოებში წვრთნებს ატარებენ. იუწყება ლიეტუვის არმიის სარდლობა. წვრთნებში 1500 სამხედრო მოსამსახურე, ასევე, დაახლოებით 200 ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს. სწავლებაში ამერიკელი და პორტუგალიელი სამხედრო მოსამსახურეებიც ჩაერთნენ. წვრთნები 26 აპრილამდე გაგრძელდება. ჯერ კიდევ იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიეტუვა და პოლონეთი ემზადებოდნენ ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად სუვალკის დერეფნის გასწვრივ, რომლის მდებარეობა მას უკიდურესად დაუცველს ხდის NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის თეორიული აგრესიის მიმართ. ეს ინფორმაცია Delfi-სთან ერთობლივ ინტერვიუში ორივე ქვეყნის პრეზიდენტებმა გიტანას ნაუსედამ და ანდჯეი დუდამ დაადასტურეს. ცნობისთვის, ასი კილომეტრის სიგრძის დერეფანი ქალაქების სუვალკის, ავგუსტოვისა და სეინის გარშემო არსებული ტერიტორიაა, რომელიც პოლონეთსა და ლიეტუვას ერთმანეთთან აკავშირებს. ის ერთმანეთისგან ჰყოფს რუსეთის კალინინგრადის ოლქსა და ბელორუსს. დერეფნის უსაფრთხოების შესახებ შეშფოთება ლიეტუვისა და პოლონეთის მხრიდან უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე დიდი ხნით ადრე გამოითქვა. ჯერ კიდევ 2019 წელს ქვეყნები შეთანხმდნენ საზღვრის ამ მონაკვეთის დაცვის გაძლიერებაზე, ხოლო 2022 წლის ივლისში დუდამ და ნაუსედამ ერთობლივად მოინახულეს სუვალკის დერეფანი.
დუდა: NATO თუ გადაწყვეტს, პოლონეთის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი განათავსოს, ამისთვის მზად ვართ
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი მზად არის, ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებას დასთანხმდეს, თუკი ნატო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს იმ ფონზე, როცა რუსეთი აძლიერებს შეიარაღებას ბელარუსსა და კალინინგრადში. „თუ ჩვენი მოკავშირეები გადაწყვეტენ ჩვენს ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი განათავსონ, NATO-ს აღმოსავლეთი ფლანგის გასაძლიერებლად, ჩვენ მზად ვართ ამისთვის,“ - აღნიშნა დუდამ გამოცემა Fakt-თან ინტერვიუში. მისი თქმით, დისკუსია პოლონეთსა და აშშ-ს შორის ბირთვული თანამშრომლობის შესახებ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გრძელდება. „ამაზე უკვე რამდენჯერმე ვისაუბრე. უნდა ვაღიარო, რომ როცა მკითხეს, მზადყოფნა გამოვთქვი. რუსეთი სულ უფრო მეტად ახორციელებს კალინინგრადის მილიტარიზაციას. ბოლო დროს მან თავისი ბირთვული იარაღი ბელარუსში გადაიტანა,“ - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. დუდა პოლონურ მედიას ნიუ-იორკში ვიზიტის შემდეგ ესაუბრა, სადაც გაეროში შეხვედრები გამართა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან უკრაინის ომის საკითხი განიხილა. დუდა მარტში ვაშინგტონს ეწვია, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა. პოლონეთისთვის მიზანშეწონილი იქნება, თუ მის ტეროტორიაზე აშშ-ის ბირთვული ქობინები განთავსდება - დუდა
ლიეტუვა და პოლონეთი HIMARS-ის საბრძოლო მასალის ლოგისტიკური ცენტრის შექმნას განიხილავენ
ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ პოლონეთთან თავდაცვის შესაძლებლობების გასაფართოებლად მჭიდრო თანამშრომლობა შესთავაზა. მას ასევე სურს HIMARS-ის საბრძოლო მასალის რეგიონული ლოგისტიკური ცენტრის შექმნასდა თავდაცვის შესყიდვებში ერთობლივი მონაწილეობა. „ჩვენ განვიხილეთ შესაძლო თანამშრომლობა თავდაცვის ინდუსტრიაში. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი სამხრეთი მეზობელი, პოლონეთი, უდავოდ არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ ჩვენს გარშემო არსებულ გეოპოლიტიკურ რისკებს,“ განაცხადა ნაუსედამ. მანვე აღნიშნა, რომ ლეიტუვა ამჟამად განიხილავს ეროვნული თავდაცვისთვის დაფინანსების გაზრდის საკითხს. „განვიხილეთ, კერძოდ, HIMARS სისტემები, რადგან ლიეტუვაც და პოლონეთიც გეგმავენ ამ სისტემების შეძენას. მათ უკვე შეიძინეს, მაგრამ აპირებენ მომავალში მეტის მიღებას. განსაკუთრებით, პოლონეთის საბრძოლო მასალის წარმოების გეგმების გათვალისწინებით, ჩვენ გვსურს, ვითანამშრომლოთ. ჩემი წინადადება სწორედ ამ მიმართულებით იყო, რაც გულისხმობს რეგიონული ლოგისტიკური ცენტრის შექმნას,“ - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა. გარდა ამისა, ლიეტუვა და პოლონეთი განიხილავენ რაკეტების საერთო შესყიდვას. „ჩვენ შეგვიძია, მონაწილეობა მივიღოთ საერთო შესყიდვებში (რაკეტების). ეს იქნება ძალიან კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, ჩვენი ძლიერი კავშირები სამხედრო თანამშრომლობაში ახალ სიმაღლეებამდე მივიდეს," - განმარტა ნაუსედამ. ამასთან, ნაუსედამ შეაქო პოლონეთის მზადყოფნა, ქვეყანაში NATO-ს ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ და განმარტა, რომ ასეთი გადაწყვეტილება, თუ ალიანსის მიერ იქნება მიღებული, ხელს შეუწყობს შეკავებას და დააკმაყოფილებს ევროპის უსაფრთხოების მოლოდინებს. ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთში ბირთვული იარაღის შესაძლო განლაგება რუსეთს არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის. მისი განმარტებით, ატომური იარაღის განლაგების იდეა არ არის წაქეზება და არ არის საფრთხე რუსეთისთვის, მაგრამ ის კვლავ შემაკავებელი სისტემის ელემენტია, რომელმაც მართლაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს. ბოლო თვეების განმავლობაში, პოლონეთი აქტიურად ყიდულობდა იარაღს თავისი თავდაცვის გასაძლიერებლად რეგიონში გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე. ძირითადი შესყიდვები მოიცავს Abrams-ის ტანკებს შეერთებული შტატებიდან, HIMARS-ის სარაკეტო საარტილერიო სისტემებს შეერთებული შტატებიდან, Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, თურქული წარმოების თვითმფრინავებს და სამხრეთ კორეის K2-ის ტანკებს. The Telegraph-ის ცნობით, ჯერ კიდევ მაისში პოლონეთმა მიზნად დაისახა ევროპაში უდიდესი სახმელეთო არმიის შექმნა. ცნობისთვის, M142 HIMARS (ინგლ. High Mobility Artillery Rocket System )„მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა“; „ჰაიმარსი“) — მსუბუქი ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემა, რომელიც შეიქმნა 1990-იან წლებში აშშ-ის არმიისთვის და დამონტაჟებულია M1140 საშუალო ტაქტიკური სატვირთო მანქანის შასიზე. HIMARS აღჭურვილია 6 ერთეული 227 მილიმეტრიანი რაკეტით ან 1 MGM-140 ATACMS ტიპის ტაქტიკური რაკეტით და შეუძლია ყველა ტიპის იმ სტანდარტული რაკეტის გაშვება, რაც M270 MLRS სისტემის შეიარაღებაშია.
პოლონეთის პრემიერი: ჩვენი საზღვრიდან 15 კილომეტრში რუსული რაკეტა ჩამოვარდა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი რუსული რაკეტა ქვეყნის საზღვრიდან 15 კილომეტრში ჩამოვარდა. „დღეს ღამით ლვოვის ოლქში ათობით ბომბი და რაკეტა ჩამოვარდა. ერთი მათგანი ჩვენი საზღვრიდან 15 კილომეტრში. ამ დროს, მორავეცკი ბუდაპეშტში პუტინის მომხრე ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებთან ერთად ერთობლივ ანტიევროპულ სტრატეგიას აყალიბებს. უგუნურება? ღალატი? ან ორივე?“ - წერს ტუსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
პოლონეთს უკრაინის დასავლეთით ცის დახურვა შეუძლია, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა საჭირო - კიევი
ტექნიკურად, პოლონეთს შეუძლია, დახუროს ცა უკრაინის დასავლეთ რეგიონებში, რადგან მას აქვს Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები, მაგრამ ამას პოლიტიკური ნება სჭირდება. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა ილია იევლაშმა განაცხადა. „უკვე იყო მოლაპარაკებები იმის შესახებ, რომ პოლონეთს შეეძლო ჩვენი ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში ცის დახურვა, რაც საშუალებას მოგვცემს, გამოვიყენოთ დასავლეთ უკრაინაში მდებარე სადგურები და გამშვებები სხვა რაიონებში. რა თქმა უნდა, თეორიულად და ტექნიკურად, ეს შესაძლებელია, რადგან პოლონეთს აქვს შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემები, მათ შორის, Patriot-ის სისტემა. თუმცა, ამას პოლიტიკური ნება სჭირდება და ეს უფრო ჩვენი დიპლომატიური კორპუსის და უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის სასაუბროა, რომელთაც შეუძლიათ, ამაზე შეთანხმდნენ,“ - განაცხადა ევლაშმა. მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილება უკრაინის საჰაერო ძალებს „გაუადვილებს ცხოვრებას.“ „შეგვეძლო, გამოგვეყენებინა მწირი დანაყოფები ტაქტიკური თვითმფრინავების, მართვადი რაკეტების, ფრთოსანი რაკეტების საბრძოლველად. რა თქმა უნდა, ეს ძალიან გამოგვადგება.“ - განმარტა სპიკერმა. როგორც ცნობილია, 27 აპრილს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი რუსული რაკეტა, რომელიც შაბათს ღამით უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის დროს იყო გასროლილი, პოლონეთის საზღვრიდან 15 კილომეტრში ჩავარდა. პოლონეთის პრემიერი: ჩვენი საზღვრიდან 15 კილომეტრში რუსული რაკეტა ჩამოვარდა
პოლონეთმა NATO-ს ბირთვული გაცვლის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი ოფიციალურად წარადგინა
პოლონეთმა NATO-ს ბირთვული გაცვლის პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადი წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაველ ზალევსკიმ დაადასტურა. მისი თქმით, ეს პროგრამა ითვალისწინებს ამერიკული მხარის სრულ კონტროლს ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომლის განთავსება შესაძლებელია პოლონეთში. პოლონეთისთვის მიზანშეწონილი იქნება, თუ მის ტეროტორიაზე აშშ-ის ბირთვული ქობინები განთავსდება - დუდა ბირთვული იარაღის გაზიარება NATO-ს ბირთვული შეკავების პროგრამაა. ის საშუალებას იძლევა, ბირთვული ქობინი ალიანსის იმ წევრ ქვეყნებს მიაწოდოს, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი ბირთვული იარაღი. 2009 წლის ნოემბრიდან, პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის ბირთვული იარაღი ბელგიაში, გერმანიაში, იტალიაში, ნიდერლანდებსა და თურქეთში იყო განთავსებული. დუდა: NATO თუ გადაწყვეტს, პოლონეთის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი განათავსოს, ამისთვის მზად ვართ გასულ ზაფხულს, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რუსეთის მიერ ბელორუსში ბირთვული იარაღის გადაცემის შესახებ, პოლონეთის ხელისუფლებამ კვლავ გაიხსენა თავისი განზრახვა, მონაწილეობა მიიღოს ბირთვული იარაღის გაზიარების პროგრამაში. ბირთვული იარაღის გაზიარება არის შეთანხმება შეერთებულ შტატებსა და NATO-ს მოკავშირეებს შორის, რომელიც პოლონეთს, სამხედრო აუცილებლობის შემთხვევაში შეეხება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მისიის ფარგლებში შეერთებულმა შტატებმა უკვე განათავსა თავისი 150-მდე ბირთვული ბომბი ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე. გასულ გაზაფხულზე ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ბელორუსის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი გადაიტანა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მოგვიანებით მოსკოვის ასეთი ქმედებები "უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთებით" ახსნა. გასული წლის 25 მაისს რუსეთისა და ბელორუსის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს ბელორუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ. იმავე დღეს ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსული ატომური იარაღის ბელორუსიაში განთავსება უკვე დაიწყო. 16 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ პირველი რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღი უკვე ბელორუსის ტერიტორიაზეა.
„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს არასამთავრობოებისა და დამოუკიდებელი მედიის რეპრესიები“ - პოლონეთის საგარეო უწყება
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის რეპრესიები. "გამოვთქვამთ ღრმა იმედგაცრუებას საქართველოს პარლამენტის მიერ "გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების გამო, რომელიც საქართველოს ევროკავშირისგან აშორებს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის რეპრესიები," - წერს პოლონეთის საგარეო უწყება. პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. პარლამენტმა სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე, 17 აპრილს მიიღო. მეორე მოსმენა კი, პირველ მაისს გაიმართა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
NATO-ს წევრი ოთხი ქვეყანა შორი მანძილის რაკეტების შემუშავებაზე შეთანხმდა
საფრანგეთი, გერმანია, იტალია და პოლონეთი 500 კილომეტრის მანძილზე მოქმედ, სახმელეთო ფრთოსან რაკეტებს ერთობლივად შეიმუშავებენ. ოთხი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ამ სფეროში თანამშრომლობის განზრახვის დეკლარაციას ხელი მოაწერეს ვაშინგტონში, სადაც NATO-ს სამიტი მიმდინარეობს. ქვეყნები მიზნად ისახავენ, გამოასწორონ ევროპულ არსენალში არსებული ხარვეზები, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომისას გამოააშკარავდა. ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ ახალი რაკეტა შემაკავებელ ფაქტორს ნიშნავს. მანვე მოუწოდა ბრიტანეთის ახალ მთავრობას, ხსენებულ იდეას შეუერთდეს. მისი თქმით, იარაღის პირველი პროექტი, შესაძლოა, წლის ბოლოს იყოს დაპროექტებული. შემუშავება კი, მოგვიანებით იგეგმება. აშშ გერმანიაში შორ მანძილზე მოქმედ იარაღს განალაგებს უკრაინა საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს NATO-ს წევრი ხუთი ქვეყნისგან მიიღებს
სიკორსკის თქმით, რუსეთთან, როგორიც ის არის დღეს, მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია
პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციასთან მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია, რადგან მას სარგებლის მიღება სწორედ საკუთარი აგრესიისგან სურს. რადოსლავ სიკორსკის შეფასებით, რუსულ აგრესიას ძალა უნდა დაუპირისპირო და არა დათმობები. მისივე განცხადებით, „რუსი დიქტატორის ვლადიმერ პუტინის მიზანია მიაღწიოს მშვიდობას მისი პირობებით, უფრო კონკრეტულად კი უკრაინის კაპიტულაციის შედეგად, უკეთ შემთხვევაში, დასავლეთის კაპიტულაციის შედეგად.“ „თანამედროვე რუსეთმა შემოიღო ბევრად უფრო ავტორიტარული რეჟიმი და ჰყავს უფრო მეტი პოლიტპატიმარი, ვიდრე ბრეჟნევის მმართველობის დროს. ამასთან, მან ძალის გამოყენებით დაიწყო საზღვრების ცვლილება. ეუთო იყო ევროპაში უსაფრთხოების სტაბილიზაციის იდეა რუსეთის მონაწილეობით. მრავალი წლისა და ათწლეულის განმავლობაში რუსეთს ეუთო მოსწონდა, რადგან მასში ვეტოს უფლებით სარგებლობდა, თუმცა ახლა მან დაარღვია ყველა პრინციპი და ამას მივყავართ სწორ დასკვნამდე, რომ რუსეთთან როგორიც ის არის დღეს, მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია, რადგან მას სურს სარგებლის აგრესიისგან მიღება. ამიტომ ამას ძალა უნდა დავუპირისპიროთ და არა დათმობები,“ - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მას მიაჩნია, რომ ახლა დასავლეთში მიმდინარეობს პოლიტიკური ელიტის ცნობიერების „დერუსიფიკაცია. „უკვე აღარავინ საუბრობს რუსეთის ტრანსფორმაციაზე ვაჭრობის გზით,“ - განაცხადა პოლონელმა მინისტრმა.
პოლონეთმა და ნორვეგიამ Leopard-ის ტიპის ტანკებზე უკრაინელი ჯარისკაცების მორიგი ჯგუფის წვრთნა დაიწყეს
პოლონელმა და ნორვეგიელმა ინსტრუქტორებმა „ლეოპარდის“ ტიპის ტანკებზე უკრაინელი ჯარისკაცების მორიგი ჯგუფის წვრთნა დაიწყეს. პოლონური მხარის ცნობით, Leopard 2A4 NATO-ს არმიების მთავარი საბრძოლო ტანკია. „სამხედრო ინსტრუქტორები ნორვეგიიდან და პოლონეთიდან ცდილობენ, უკრაინელი იუნკერების მომდევნო ჯგუფს მისცენ შესაძლებლობა, გახდნენ უფრო დამოუკიდებლები წვრთნების დროს. სწავლება არის ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის ნაწილი. უცხოელ ინსტრუქტორებს სურთ მისცენ უკრაინელებს საშუალება, გახდნენ უფრო დამოუკიდებლები წვრთნებში, რათა შემდეგ მათ შეძლონ სხვა უკრაინელების მომზადება ძირითადი საბრძოლო ტანკის სამართავად. მოკავშირეები აგრძელებენ მხარდაჭერის გაზრდას. ვაშინგტონის სამიტზე აღებული ვალდებულებების შესრულების საფუძველზე, უკრაინას სულ მცირე 40 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გავუწევთ მომდევნო წლის განმავლობაში,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და მას შემდეგ აგრძელებს ომს. დროთა განმავლობაში უკრაინელი ჯარისკაცები პარტნიორების დახმარებით, წვრთნებს გადიან, რათა გაუმკლავდნენ რუსულ აგრესიას.